You are on page 1of 3

„ჯონ დიუი“

გიორგი იაგანაშვილი

ჯონ დიუი გამოჩენილი ამერიკელი მოაზროვნეა, რომლის კალამს უამრავი


ნაშრომი ეკუთვნის. მათგან აღსანიშნავია ნაშრომი, რომელიც განათლების საკითხს
ეხება. „გამოცდილება და განათლება“ ჯონ დიუს აზრით, განათლების მიღებასთან
ერთად მნიშვნელოვანია გამოცდილების მიღებაც, ამაში კი იგულისხმება „კეთებით
სწავლება“ , რომელიც ეხმარება მოსწავლეს თეორიული საკითხების სწავლის
პრაქტიკაში გამოყენებას. „ყოველი გამოცდილება განაგრძობს არსებობას შემდგომ
გამოცდილებაში“ (დიუი 2018, 102). გამოცდილება შეიძლება ვთქვათ, რომ ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტია განათლების მიღების პროცესში. ჯონ დიუმმა
დაგვანახა სისტემა, რომელსაც შეუძლია მოსწავლეების უნარების განვითარება.
ამასთან ერთად ჯონ დიუმი გვესაუბრება განათლების ორი ძირითადი მოდელის
შესახებ. მისი აზრით, არსებობს ტრადიციული და პროგრესული განათლების
მოდელები. ტრადიციული განათლება თავისი არსით მოაზრებს ისეთ სისტემას,
რომელიც არ ცდილობს მოსწავლის სხვადასხვა უნარების გაუმჯობესებაზე და
ამასთან ვერ გამოჰკვეთს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურობას, ამასთნ
ერთად მოსწავლეების ნაწილი ვერ ერგება აღნიშნულ სისტემას, რადგან ამ
მოდელისთვის დამახასიათებელია ძალდატანებით სწავლა, რის გამოც ისინი
საგაკვეთილო პროცესში თავს უსარგებლო არსებებად გრძნობენ, ამით მოსწავლის
ინდივიდუალობის ჩაკვლა ხდება, რაც მისი აზრით დაუშვებელია. ხოლო რაც
შეეხება პროგრესულ განათლებას. პროგრესული განათლების მოდელი ჯონ დიუის
აზრით არის იდეალური, რადგან ეს არის სისტემა, რომელშიც მოსწავლეს შეუძლია
განვითარდეს საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით, რაც სამომავლოდ
მოსწავლის საზოგადოებაში რეალიზებას ახდენს . აღნიშნული მოდელის მიზანია
გამოჰყოს და წინა პლანზე წამოსწიოს მოსწავლის ინდივიდუალური
შესაძლებლობების და იზრუნოს მის განვითარებაზე. დიუის მიაჩნია, რომ
დღევანდელი განათლების სისტემა ძირითადად ეყრდნობა ტრადიციულ მოდელს,
რაც დიუის აზრით მომავალში კარგი შედეგის მომტანი არ იქნება. მე სრულიად
ვეთანხმები დიუის პოზიციებს, რადგან მისი მსჯელობა მართებულად მიმაჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული განათლების სისტემას ძალიან ბევრი
მომხრე ჰყავს, მე ვფიქრობ, რომ პროგრესულ განათლებაში უფრო მეტი დადებითი
ელემენტია, ვიდრე ტრადიციულში. ჩემი აზრით საზოგადოების განვითრებასთან
ერთად განათლების სისტემაც უნდა განიცდიდეს ცვლილებას და მოქმედებდეს
ისე, რომ მოსწავლის განვითარებაზე იზრუნოს.

დიუსის აზრით განათლება ის ძირითადი მექანიზმია, რომელსაც შეუძლია


სოციალური პროგრესი. სოციალურ პროგრესში კი იგულისხმება ყველაფერი,
რომელიც დაქვემდებარებულია განათლებას. განათლებულ ადამიანს ყველაფრის
მოგვარება შეუძლია საზოგადოებაში. მაგალითდ: ეკონომიკის, პოლიტიკის,
ჯანდაცვის და სხვა. დიუის აზრით ყველანაირი პრობლემის „გასაღები“ სწორედ
განათლებაშია.

ალბათ ყველას ახსოვს მასწავლებელი სახაზავით, უარეს შემთხვევაში კი


ჯოხით ხელში, რომელიც საგაკვეთილო პროცესს ამ გზით წარმართავდა. მე
პირადად ტრადიციული განათლების სისტემით აღვიზარდე და ვთვლი, რომ ამ
სისტემამ არც თუ ისე კარგი უნარები შემძლინა. ახლა ვცდილობ, რომ რაც სკოლამ
„ვერ მომცა“ უნივერსიტეტში ავინაზღაურო. ჩემ სკოლაში სრულიად ჩაკლული იყო
თავისუფალი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, ეს კი შემიძლია უამრავ
რამეს დავაბრალო. როგორც მასწავლებლებს, ასევე განათლების სამინისტროს,
რადგან სწორედ ისაა პასუხისმგებელი სწავლების სისტემის შემუშავებაზე.
ძალდატანებით და ძალადობით სწავლა, სწორედ ეს ახასიათებს დღევანდელ
სისტემას, რაც არც თუ ისე კარგად აისახება მოსწავლეებში. სკოლის გამოსაშვებ
გამოცდებში 12 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა , ხოლო ერთიან ეროვნულ
გამოცდებში 42 ათასიდან 26 ათასი გახდა სტუდენტი, დანარჩენი ჩაიჭრა. ამ
შედეგებიდან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სისტემა
არაეფექტურია. იგი არ ცდილობს მოსწავლეების ინტერესების შესაბამისი
პროგრამების შემუშავებას. ამასთან ერთად, ის მასალა, რომელიც ეროვნული
სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული, გადატვირთული და მოძველებულია,
რისი სწავლა ნაკლებ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში, სწორედ ამიტომაც მივიღეთ
ასეთი შედეგები. ვფიქრობ, რომ პროგრესი ყველაფერში კარგის მომტანია, მათ
შორის განათლებაშიც. ამიტომაც ვემხრობი დიუისეულ პროგრესული განათლების
მოდელს.

გამოყენებული ლიტერატურა:

დიუი, ჯონ. „გამოცდილება და განათლება“. წიგნში შესავალი თანამედროვე


აზროვნებაში 2. 99-155. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2018

You might also like