You are on page 1of 1

ინფორმაცია მედიისთვის

კონფერენცია: ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების


ხელშეწყობა
მედიაანონსი

საქართველო-სომხეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს


განიხილავენ

22 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმრო ,,რედისონში,“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით


გაიმართება კონფერენცია „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების
ხელშეწყობა“.

კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური


განვითარების (CED)“ ფარგლებში ტარდება და მას კერძო მეწარმეები, დამოუკიდებელი ექსპერტები,
ადგილობრივი თვითმმართველობების და ორი ქვეყნის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები
დაესწრებიან.

კონფერენცია საქართველო-სომხეთს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში არსებული


შესაძლებლობების განხილვისა და ამ კუთხით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმსჯელონ ჩატარებული საბაზისო კვლევის შედეგების
გარშემო, რომლის ძირითადი მიზანი ურთიერთმოსაზღვრე რეგიონებში არსებული ეკონომიკური
მდგომარეობის, ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოსა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშემწყობი
ფაქტორების შესწავლა იყო. კვლევის შედეგად გამოვლენილი იქნა ის კონკრეტული სექტორები, რომლებსაც
განვითარების, საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია.
კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთში ბიზნესის კეთების თაობაზე
შედგენილი პრაქტიკული სახელმძღვანელოსა და ბიზნეს- კატალოგის პრეზენტაცია, რომელთა გამოცემაც
სწორედ საბაზისო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განხორციელდა.

პროექტის შესახებ: პროექტი ,ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარება’ ხორციელდება საქართველოს


მხრიდან სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ, სომხეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაცია
„მხარდაჭერა ნოემბერიანსა“ (SfN) და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ჩრდილოეთის ფილიალთან (EPF NB)
თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის
ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის (EaPTC) ფარგლებში.

პროექტის მიზანია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერება ქვემო ქართლსა და ტავუშის რეგიონებს


შორის ინვესტიციების მოზიდვის გზით; ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონების ტრანსსასაზღვრო
თანამშრომლობის გაძლიერება ბიზნეს წარმომადგენლებს შორის მჭიდრო ურთიერთობის გზით; ბიზნესის
წარმომადგენლების ინფორმირება სამიზნე რეგიონებში არსებული ტრანსსასაზღვრო საინვესტიციო და სავაჭრო
შესაძლებლობების შესახებ.

ეთუნა ცოტნიაშვილი
599512215
pr@cida.ge