You are on page 1of 1

თბილისში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემაზე

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება

მედიაანონსი

17 და 18 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმროში “რუმს თბილისი” (კოსტავას ქ.14)


გაიმართება ტრენინგი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემაზე. ტრენინგის
ორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის
უფლებათა დაცვის სამდივნო, არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა” და სახალხო
დამცველის აპარატი.

ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების


საკითხზე სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ამ თემაზე მომუშავე მხარეების ჩართულობის
გაზრდას.

ტრენინგს გაუძღვებიან დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექსპერტები და მას


დაესწრებიან ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის შემუშავების საკოორდინაციო
ჯგუფი (მთავრობის კანცელარია, ,,სიდა“ და სახალხო დამცველის აპარატი), სახელმწიფო
უწყებების წარმომადგენლები და ის მკვლევარები, რომლებიც საქართველოში ბიზნესისა
და ადამიანის უფლებების საბაზისო კვლევას განახორციელებენ.

ტრეინინგი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)


ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოსა (USAID) და დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის
დაფინანსებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

 ეთუნა ცოტნიაშვილი, „სიდას“ კომუნიკაციის მენეჯერი, 599 512215, pr@cida.ge


 ანი თამაზაშვილი სახალხო დამცველის აპარატი, პრეს-სპიკერი, 595033232,
atamazashvili@ombudsman.ge
 მარიამ ჯაჯანიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა
დაცვის სამდივნოს მრჩეველი 571 260660; mjajanidze@gov.ge