You are on page 1of 2

მოითხოვე ცვლილებები - რეგიონებში ელექტრონული პეტიციების პლატფორმის

საინფორმაციო კამპანია იწყება

მედიაანონსი

ichange.gov.ge სამთავრობო პლატფორმაა, რომლის გამოყენება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია

24 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით საქართველოს რეგიონებში გაიმართება მოქალაქეთა ელექტრონული


პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ს პრეზენტაციები. საინფორმაციო შეხვედრებს არასამთავრობო
ორგანიზაცია ,,სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი და ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე გაუძღვებიან, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობების,
სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს პორტალის მოხმარების წესებსა და პირობებს
გააცნობენ.

ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის


განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის
პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით. პორტალის დახმარებით საქართველოს
ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს
მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, განიხილოს
პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება.

შეხვედრების განრიგი:

იმერეთი ქუთაისის დემოკრატიული 24 იანვარი, 11:00


ჩართულობის ცენტრი (მის.:
პუშკინის ქ. #6)
სამეგრელო- ზემო ზუგდიდის დემოკრატიული 24 იანვარი, 15:00
სვანეთი ჩართულობის ცენტრი
მის.: რუსთაველის ქ. #52

აჭარა ბათუმის დემოკრატიული 25 იანვარი, 11:00


ჩართულობის ცენტრი
მის.: ფარნავაზ მეფის ქ. #62–64
გურია ოზურგეთის დემოკრატიული 26 იანვარი, 14:00
ჩართულობის ცენტრი
მის.: ჭავჭავაძის ქ. #14
შიდა ქართლი გორის დემოკრატიული 30 იანვარი, 11:00
ჩართულობის ცენტრი
მის.: სტალინის ქ. #7
მცხეთა-მთიანეთი სასტუმრო ,,ჯინო ველნეს 30 იანვარი, 14:00
მცხეთა“ მის.: დ. აღმაშენებლის ქ.
#37
ქვემო ქართლი რუსთავის დემოკრატიული 1 თებერვალი, 11:00
ჩართულობის ცენტრი
მის.: კოსტავას ქ. #22
კახეთი თელავის დემოკრატიული 2 თებერვალი, 12:00
ჩართულობის ცენტრი
მის.: ვაჟა–ფშაველას ქ. #3
სამცხე-ჯავახეთი ახალციხის დემოკრატიული 6 თებერვალი, 12:00
ჩართულობის ცენტრი
მის.: მანველიშვილის ქ. #19
Ichange პროცესი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ.

პრეზენტაციები იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”-ს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის


მიერ.

კამპანია დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის “დემოკრატიული მმართცველობის ინიციატივა”-ს (GGI) მიერ.

კამპანიის განმახორციელებელი პარტნიორია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN).

საკონტაქტო ინფორმაცია:
 ლევან ქათამაძე, საიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, 577 070500, pr@gyla.ge
 ეთუნა ცოტნიაშვილი, სიდას კომუნიკაციის მენეჯერი, 599 512215, pr@cida.ge