You are on page 1of 1

თბილისი პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო ინიციატივას - „დავრეკოთ ზარი გენდერული

თანასწორობისთვის“

საქართველოს საფონდო ბირჟის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), სიდას, და გაეროს


ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელებენ

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისი პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო


ინიციატივას „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ (Ring the Bell for Gender Equality).
მისი მიზანია ეკონომიკური განვითარებისა და ზრდისთვის გენდერული თანასწორობის
მნიშვნელობის ხაზგასმა.

ღონისძიებაზე იმსჯელებენ თუ როგორ უწყობს ხელს ქალთა როლის გაძლიერება კერძო კომპანიების
ნაყოფიერების ამაღლებას, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას,
შემოსავლების ზრდას და განვითარების სტიმულირებას განაპირობებს.

ღონისძიება გაიმართება ოთხშაბათს, 7 მარტს, 10 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში.

თბილისის ღონისძიება 60-ამდე სხვა ქალაქში ჩატარებული გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც
მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), საქართველოს
საფონდო ბირჟის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს
(CiDA), Global Compact-ის საქართველოს ქსელის სამდივნოს პარტნიორობით შედგება. ღონისძიების
ორგანიზებას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საკონტაქტო პირი:
ეთუნა ცოტნიაშვილი
სიდას კომუნიკაციის მენეჯერი
599 512215; pr@cida.ge