You are on page 1of 1

ბიზნეს სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ინიციატივების შესახებ

კონფერენცია გაიმართება

მედიაანონსი

2 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში ,,თბილისი მარიოტი“ გაიმართება კონფერენცია
,,ქალთა გაძლიერების პრინციპები: თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს.“
კონფერენცია ორგანიზებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და არასამთავრობო
ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის
სამდივნოს წარმოადგენს.

კონფერენცია მიეძღვნება საქართველოს ბიზნეს სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალთა
გაძლიერების ინიციატივებს და მას ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენციაზე ბიზნეს კომპანიები ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) განსახორციელებლად
შემუშავებულ სამოქმედო გეგმების პრეზენტაციას გამართავენ. პრეზენტაციების შემდეგ, გაიმართება
ხელმოწერის ცერემონია, სადაც ყველა კომპანია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია გენდერული
თანასწორობა და ქალთა გაძლიერება, ხელმოწერით დაადასტურებს საკუთარ მხარდაჭერას გაეროს ქალთა
ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივის - ქალთა გაძლიერების
პრინციპების მიმართ (WEPs).

კონფერენციას გახსნიან:

 ერიკა კვაპილოვა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში
 ქეთევან ბოჭორიშვილი , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე
 ნატალია ჯალიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის
უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი
 სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის
საკონტაქტო პირი და „სიდას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის
მენეჯერი

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აქტივობები, კორპორაციული პასუხისმგებლობის
წახალისების მიმართულებით, მხარდაჭერილია, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის
(EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ
დაფინანსებული, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

ეთუნა ცოტნიაშვილი
,,სიდას“ კომუნიკაციის მენეჯერი
599512215
pr@cida.ge