You are on page 1of 1

09.09.

2016

სამოქალაქო სექტორის სრული გამჭვირვალობა, არასამთავრობოები ფინანსურ ანგარიშებს
ასაჯაროებენ

მედიაანონსი

18 არასამთავრობო ორგანიზაცია გამჭვირვალობის დეკლარაციას ხელს მოაწერს
WWW.CSO.GE - სამოქალაქო ორგანიზაციების ვებპორტალის პრეზენტაცია
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა

9 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო ,,რედისონში“ არასამთავრობო ორგანიზაციები მათი
საქმიანობის გამჭვირვალობის უპრეცედენტო ინიციატივას გააჟღერებენ.

18 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელს მოაწერს გამჭვირვალობის დეკლარაციას, რომლის
მიხედვითაც თითოეული მათგანი პასუხისმგებლობას იღებს პროაქტიულად გამოაქვეყნოს
ინფორმაცია მათი მიზნების, დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების
ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაცია რეგულარულად განთავსდება სამოქალაქო ორგანიზაციების ახალ
ვებპორტალზე WWW.CSO.GE, რომლის პრეზენტაციაც დეკლარაციის ხელმოწერის შემდგომ
გაიმართება.

ღონისძიების დასასრულს, თბილისსა და რეგიონებში მომუშავე 60-მდე ორგანიზაცია მათი
საქმიანობის ამსახველ ფოტოგამოფენას მოაწყობს, ამავდორულად ისინი საზოგადოებას და მედიას
საკუთარ საქმიანობას გააცნობენ.

ღონისძიების დღის წესრიგი:
9 სექტემბერს, 10:00-დან 12:00 საათამდე გაიმართება:
• სამოქალაქო ორგანიზაციების გამჭვირვალობის დეკლარაციაზე ხელმოწერის ცერემონია;
• სამოქალაქო ორგანიზაციების გამჭვირვალობის ელექტრონული სისტემის წარდგენა;
• სამოქალაქო ორგანიზაციების განახლებული ვებპორტალის www.cso.ge წარდგენა;
• გამოფენა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას საკუთარ საქმიანობას
გააცნობენ.

ღონისძიება ორგანიზებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (სიდა) და სამოქალაქო საზოგადოების
რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS
პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც აფინანსებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

ეთუნა ცოტნიაშვილი
,,სიდას“ კომუნიკაციის მენეჯერი
599512215
pr@cida.ge