You are on page 1of 1

16.09.

2016

კამპანია ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“ იწყება
მედიაანონსი
საქართველოს რეგიონებში საარჩევნო თემაზე სამოქალაქო კვირეული გაიმართება

19-დან 23 სექტემბერის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში მდებარე დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრებში, საარჩევნო თემაზე გაიმართება კამპანია - ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში.“
კამპანია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას,“
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის
ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რეგიონებში
არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეთა პრიორიტეტების გაცნობა.
შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები,
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრებს კითხვა-პასუხის ფორმატი ექნება და დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის ადგილობრივ
მოსახლეობას, საშუალება ექნება მათთვის სასურველი კითხვით მიმართონ მაჟორიტარობის კანდიდატებს და
გაიგონ თუ როგორ ხედავენ ისინი რეგიონში პრობლემების გადაჭრის გზებს.

შეხვედრები ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ქალაქი თარიღი დრო
1. თელავი 19.09.16 11:00

2. საგარეჯო 19.09.16 15:00

3. რუსთავი 20.09.16 11:00

4. მარნეული 20.09.16 15:00

5. ახალციხე 21.09.16 11:00

6. გორი 21.09.16 15:00

7. ქუთაისი 22.09.16 11:00

8. ზუგდიდი 22.09.16 15:00

9. ოზურგეთი 23.09.16 11:00

10. ბათუმი 23.09.16 15:00

სამოქალაქო კვირეული იმართება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების
განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
ეთუნა ცოტნიაშვილი
,,სიდას“ კომუნიკაციის მენეჯერი
599512215
pr@cida.ge