You are on page 1of 1

ბიზნესი და მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე უწყებები დანაშაულის

პრევენციის საკითხებზე იმსჯელებენ

მედიაანონსი

ბიზნესის წარმომადგენლებს დასაქმების ბაზის კვლევის შედეგებს წარუდგენენ

29 მაისს, „სიდას“ ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა - „ბიზნესისა და კერძო
სექტორის როლის დანაშაულის პრევენციაში,“ რომელსაც კორპორაციული
პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის წევრები, ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები და
მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე საჯარო უწყებები დაესწრნენ.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბიზნეს სექტორის როლსა
და მნიშვნელობაზე დანაშაულის პრევენციის პროცესებში. შეხვედრაზე გაიმართაა დასაქმების
ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია, საერთაშორისო და ადგილობრივი
გამოცდილებების გაზიარება და პრაქტიკული მაგალითების განხილვა. გამოიკვეთება
კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა ეკონომიკური გაძლიერების და დასაქმების ხელშეწყობის
მნიშვნელობა და მისი პირდაპირი კორელაცია მეორადი დანაშაულის ჩადენის თავიდან
აცილების პროცესებთან.

“სიდა” ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ტრენინგებისა და დასაქმების
ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს
პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას ყოფილი და
ამჟამინდელი მსჯავრდებულების, განრიდებული და სამოქალაქო საზოგადოების
ჩართულობის გზით. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
(GFA) და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო
თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International).

საკონტაქტო ინფორმაცია:
ეთუნა ცოტნიაშვილი
,,სიდას“ კომუნიკაციის მენეჯერი
599512215; pr@cida.ge