You are on page 1of 2

სამოქალაქო კვირეული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის

100 წლისთავთან დაკავშირებით იწყება

მედიაანონსი

21-დან 25 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" და სამოქალაქო საზოგადოების


რეგიონული ქსელი (R-CSN), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან პარტნიორობით,
საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო კვირეულს გამართავენ, რომლის ფარგლებში დაგეგმილია
თემატური შეხვედრები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან
დაკავშირებით.

სამოქალაქო კვირეულის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების,


სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ამაღლება საქართველოს
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. დისკუსიებზე და სემინარებზე მოხდება
იმდროინდელი რეალობის და მოვლენების ანალიზი ამჟამინდელ რეალობასთან მიმართებაში.

კვირეულის ფარგლებში მოწვეული სპიკერები გამართავენ პრეზენტაციებს და საჯარო განხილვებს ისეთ


საკითხებზე, როგორებიცაა: დამოუკიდებლობის იდეის ტრანსფორმაცია 1918 წლამდე, კონსტიტუციის
მნიშვნელობა და ისტორიული რაკურსი, განათლების სისტემა, საქართველოს პირველი დემოკრატიული
რესპუბლიკის კულტურული ცხოვრება, თვითმმართველობა და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება.

ღონისძიებები ჩატარდება საქართველოს 9 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-
მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა).

სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის


ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.

კამპანიის განრიგი:

რეგიონი ქალაქი ადგილი დრო


კახეთი საგარეჯო დემოკრატიული ჩართულობის 21 მაისი, 12:00 – 14:30
ცენტრი
მის: რუსთაველის ქ. #240

ქვემო ქართლი რუსთავი დემოკრატიული ჩართულობის 21 მაისი, 12:00- 14:30


ცენტრი
მის: კოსტავას ქ. #22
მცხეთა-მთიანეთი მცხეთა ცენტრალური ბიბლიოთეკა 22 მაისი, 11:00- 13:30
მის: მამულაშვილის ქ. #12
შიდა ქართლი გორი ოკუპაციის მუზეუმი 22 მაისი, 15:00- 17:30
მის: ჭავჭავაძის ქ. #67
სამცხე - ჯავახეთი ახალციხე დემოკრატიული ჩართულობის 22 მაისი, 14:00-16:30
ცენტრი
მის: მანველიშვილის ქ. #19

იმერეთი ჭიათურა ჭიათურელთა კავშირი. 23 მაისი, 11:00-13:30


მის: ნინოშვილის ქ. #12
იმერეთი ქუთაისი დემოკრატიული ჩართულობის 23 მაისი, 15:00-17:30
ცენტრი
მის: პუშკინის ქ. #4

აჭარა ბათუმი დემოკრატიული ჩართულობის 24 მაისი, 11:00- 13:30


ცენტრი
მის: ფარნავაზ მეფის ქ. #62–64
გურია ოზურგეთი დემოკრატიული ჩართულობის 24 მაისი, 15:00-17:30
ცენტრი
მის: ჭავჭავაძის ქ. #14
სამეგრელო ზუგდიდი დემოკრატიული ჩართულობის 25 მაისი, 12:00-14:30
ცენტრი
მის: რუსთაველის ქ. #52

,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN)“ არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში


მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანება.
ქსელი შეიქმნა 2012 წელს „სიდას“ ფასილიტაციით და მასში გაერთიანებულია 69 რეგიონული
ორგანიზაცია.

საკონტაქტო ინფორმაცია
ეთუნა ცოტნიაშვილი
,,სიდას“ კომუნიკაციის მენეჯერი
599 512215; pr@cida.ge