You are on page 1of 1

საჯარო კონსულტაცია სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესახებ

მედიაანონსი

კონსულტაციაში ხელისუფლებასთან ერთად სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის


წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო რედისონში, საქართველოს სოფლის განვითარების


ეროვნული სტრატეგიის პროექტის საზოგადოებრივი კონსულტაცია გაიმართება, რომელზეც
ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის წარმომადგენლები
და ფერმერები სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს განიხილავენ.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის


პროექტს. სტრატეგიის მიზანია, სოფლად სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის და სოფლად
მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის ხელშეწყობით, ქვეყნის ეკონომიკის
დივერსიფიკაცია და მდგრადი განვითარება. სტრატეგიის დოკუმენტი დაფუძნებულია
საერთაშორისო და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკაზე, მეთოდოლოგიასა და მიდგომებზე.

სტუმრებს გამოცდილებას გაუზიარებენ ქვეყანაში ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამის


ფარგლებში მხარდაჭერილი სოფლის განვითარების საპილოტე პროექტების ხელმძღვანელები და
სფეროს ექსპერტები.

საკონსულტაციო შეხვედრა ორგანიზებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (სიდა)


თანამშრომლობით, პროექტის "საქართველოს სოფლის განვითარების პოლიტიკის მხარდაჭერა"
ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის მიერ
დაფინანსებული "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო
პროგრამის (ENPARD)" ფარგლებში.

ეთუნა ცოტნიაშვილი
,,სიდას“ კომუნიკაციის მენეჯერი
pr@cida.ge; 599512215