C - 0; M - 97; Y - 87; K - 60; PANTONE 7624 CP

კრიტიკით შეწუხებული
იუსტიციის უმაღლესი საბჭო

“If liberty means anything at all, it means the right to tell
people what they do not want to hear”- George Orwell

ანა ჭიაბრიშვილი
ივლისი, 2018
შესავალი
ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კრიტიკისადმი
ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი უწყებაა. საბჭოს მოქმედი და წინა
შემადგენლობის წევრების დიდი ნაწილისთვის სასამართლო სისტემისადმი
კრიტიკა როგორც გარე აქტორების, ასევე საბჭოს თუ სასამართლოს
შიგნიდან სრულიად მიუღებელია. ბოლო პერიოდში საბჭოს სხდომებზე
ცალკეული წევრების მხრიდან განსხვავებული მოსაზრებების
დაფიქსირებას საბჭოს უმრავლესობაში მყოფი დომინანტური ჯგუფის
წარმომადგენლების მხრიდან მწვავე რეაქცია მოყვა. მეტიც, საბჭოს
მოსამართლე წევრი მეთოფიშვილი საბჭოს სხდომების დახურვის
ინიციატივითაც კი გამოვიდა1. ამას გარდა, ე.წ „მეოთხე ტალღის“
რეფორმის 23 ივნისს გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე,
რომელზეც მონაწილეები მოსამართლეთა დისციპლინარული გადაცდომის
საკითხებს განიხილავდნენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე
წევრებმა გააჟღერეს ინიციატივა და სურვილი, რომ კანონმდებლობით
შესაძლებელი გახდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე
წევრები (რომლებიც საბჭოში პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ
არიან დანიშნული) დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით თავად
საბჭომ გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან. ეს ინიციატივა
შემაშფოთებელია იმ ფონზე, რომ სწორედ არამოსამართლე წევრები
გამოირჩევიან განსაკუთრებული აქტიურობით საბჭოს ქმედებების
კრიტიკული თვალსაზრისით შეფასებისას და აღნიშნული ინიციატივა
საბჭოს მოსამართლე წევრების ხელში ძალიან ქმედითი ბერკეტი იქნება
კრიტიკულად განწყობილი წევრების უფლებამოსილების ჯეროვანი
შესრულებისთვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.2

რეგრესული ინიციატივებით საბჭოს წევრები მანამდეც არაერთხელ
გამოსულან. გასულ წელს, „რუსთავი 2“-ის საქმის მიმდინარეობასთან
დაკავშირებით ხელისუფლების, სასამართლო სისტემისა და კონკრეტული
მოსამართლეების საჯარო კრიტიკის ზრდასთან ერთად, საბჭოს წევრებმა
სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების
შეზღუდვის აუცილებლობაზე დაიწყეს საუბარი.

უკანასკნელი წლების განმავლობაში სასამართლო სისტემა და
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არაერთხელ გამხდარა საყვედურის
ობიექტი სასამართლოში კლანური მმართველობის, მოსამართლეთა
შერჩევა-დანიშვნის ბუნდოვანი პროცესისადმი კითხვის ნიშნების,
გავლენიანი ჯგუფებისადმი ლოიალური მოსამართლეების, მათ შორის
წარსულში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირების
უვადოდ დანიშვნის, დისციპლინარული საქმის წარმოების შერჩევითი
გამოყენების და სხვა არაერთი საკითხის გამო. სასამართლო სისტემის
კრიტიკამ განსაკუთრებულ ნიშნულს მას შემდეგ მიაღწია, რაც ადამიანის
უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან
დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების
აღსრულება 2017 წლის 3 მარტს ჯერ 8 მარტამდე შეაჩერა, 7 მარტს კი ეს
ღონისძიება უვადოდ გააგრძელა. რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით
გამოთქმული კრიტიკული პოზიციები იუსტიციის საბჭოს წევრებმა
მართლმსაჯულების იმიჯის შელახვისა და დაკნინების მცდელობად
მიიჩნიეს3.
1 https://goo.gl/ceQRMN
2 https://goo.gl/88pmqo 2017 წლის 26 აპრილს საქართველოს იუსტიციის საბჭომ გამოაქვეყნა
3 https://goo.gl/nTJhfo კვლევა „მედიის წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში
გავრცელებული განცხადებები საქართველოს მოსამართლეებისა
და სასამართლოს სისტემის მიმართ“, რომელიც საბჭოს აზრით,
„განხორციელებულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლების უხეში
დარღვევით და წარმოადგენს სასამართლოს, როგორც ინსტიტუტისადმი
შეუწყნარებელ უპატივცემულობას და ინდივიდუალური რეპუტაციის
უფლების არაერთგზის უხეშ შელახვას4“.

საბჭოს წევრებმა შეკრიბეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის
დირექტორის ნიკა გვარამიას, ამავე კომპანიის ჟურნალისტების
გიორგი გაბუნიასა და ზაალ უდუმაშვილის, გაზეთ „ქრონიკა პლუსის“
რედაქტორის ელისო კილაძისა და „ტაბულას“ მთავარი რედაქტორის
თამარ ჩერგოლეიშვილის 2015-2017 წლებში გამოთქმული ის ფრაზები,
რომლებიც, წევრების აზრით, ადასტურებს, რომ აღნიშნული პირები
გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

საბჭომ განცხადებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიას და სთხოვა მის მიმართ სასამართლო პროცესებსა თუ
სატელევიზიო გადაცემებში სხვადასხვა პირების მიერ გამოთქმული
რეპლიკებისა თუ შეფასებების ქარტიის პრინციპებთან შესაბამისობის
დადგენა, რათა შეფასებულიყო „რამდენად სწორად არის გააზრებული
გამოხატვის თავისუფლების შინაარსი“. განცხადებას გამოეხმაურა
ქარტიის საბჭო, რომელმაც საქართველოს იუსტიციის საბჭოს ინიციატივა
ცენზურის დაწესების მცდელობად შეაფასა და განაცხადა, რომ
მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წუხილი, რომ ჟურნალისტები
„დასაშვები კრიტიკის“ და „გამოხატვის თავისუფლების“ ფარგლებს
სცილდებიან5.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი მდივნის, ლევან მურუსიძის
თქმით: „შეურაცხყოფა იქნება მაინცდამაინც სისხლის სამართლით
დასჯადი კი არა, თუნდაც რაღაც გაკიცხვის საგანი, ეს იქნება
იდეალური... მე, მაგალითად, ვთვლი, რომ როდესაც მოსამართლეს
სულგაყიდულს, მექრთამეს, ათას უბედურებას ეძახი, კარგი იქნებოდა
თუ იქნებოდა რამე შემაკავებელი მექანიზმი...“. იუსტიციის საბჭოს
კიდევ ერთმა მაშინდელმა წევრმა შოთა გეწაძემ აღნიშნა, რომ
მოსამართლეთა კრიტიკასა თუ შეურაცხყოფაზე შეზღუდვას ემხრობა,
რადგან სასამართლოს გზით დავა დროში გაწელილი და არაეფექტურია6.
შოთა გეწაძე მიიჩნევს, რომ სასამართლოს გზით დავის ერთ-ერთი
მთავარი პრობლემა მტკიცების ტვირთის მოსამართლეზე დაკისრებაა
და ახლებური მოწესრიგებით ის სხვაგვარად უნდა გადანაწილდეს.
მისივე განცხადებით, საბჭო არ იყო შეთანხმებული თუ რა სახის სანქცია
უნდა ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ მისი მოსაზრებით ერთ-ერთი
ალტერნატივა შეიძლება ჯარიმა ყოფილიყო7. საბჭოს წევრი ევა გოცირიძე
დაუფარავად აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტსაც
მოამზადებდნენ.

საბჭოს მიერ განცხადების გამოქვეყნებისა და საზოგადოებაში
სამართლიანად გაჩენილი პროტესტის შემდგომ საბჭოს გარკვეულმა
წევრებმა უარყვეს ცენზურის დაწესების შესაძლებლობა და აღნიშნეს,
რომ განცხადება მხოლოდ და მხოლოდ დისკუსიის წამოწყების მიზანს
ემსახურებოდა. თუმცა, ცხადია, რომ აღნიშნული ინიციატივები
საზოგადოებისა და მისი გამოხატვის თავისუფლების საკუთარი ღირსების
დაცვის ინტერესებისთვის დაქვემდებარების მცდელობა იყო.
ბუნებრივია, დემოკრატიულ სახელმწიფოში სასამართლოს პატივისცემა,
ნდობა და მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვა, მართლაც ერთ-ერთ
ღირებულ მიზანს წარმოადგენს, რომლის მისაღწევადაც ხელისუფლების
4 https://goo.gl/rY3v9s
დანარჩენ შტოებს მიხედულების ფართო ზღვარი აქვთ. თუმცა ყველაზე
5 https://goo.gl/YRyHLy მნიშვნელოვანია, საბჭოს წევრებს ახსოვდეთ, რომ ისინი ხელისუფლების
6 https://goo.gl/tbko6z
7 https://goo.gl/cfsoJQ განხორციელებისას შებოჭილნი არიან ადამიანის ძირითადი უფლებებითა
კრიტიკით შეწუხებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო

და თავისუფლებებით, რაც მათ არ აძლევთ შესაძლებლობას,
არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდონ საქართველოს
კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები და
თავისუფლებები, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

გამოხატვის თავისუფლება: საქართველოს
კანონმდებლობა და საერთაშორისო
სტანდარტები
ევა გოცირიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ „არსებობს პრობლემა
როგორც სასამართლოში, ასევე ჟურნალისტებს შორის, ეს არის
თავისუფლების ვულგარული გაგება და გამოყენება8“ და საზოგადოებას
მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR)
გადაწყვეტილებებზე. ECHR კი „ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის
თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი
საფუძველი და მთლიანად საზოგადოების პროგრესისა და თითოეული
ინდივიდის თვითრეალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.
გამოხატვის თავისუფლება მოიცავს არა მარტო იმ „ინფორმაციასა“
თუ „იდეებს“, რომლებიც საზოგადოებისთვის მისაღებია, უწყინარი
ან ნეიტრალურია, არამედ ისეთ შეხედულებებსაც, რომლებიც
შეურაცხმყოფელი, შოკის მომგვრელი ან შემაშფოთებელია. ასეთია
პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ფართოდ აზროვნების
მოთხოვნები, რომელთა გარეშეც დემოკრატიული საზოგადოება ვერ
იარსებებს. გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციისთვის დაწესებული
გამონაკლისები განმარტებული უნდა იქნეს მკაცრად და ჩარევის
აუცილებლობა დამაჯერებლად უნდა დადგინდეს9“.

ამასთან, აღნიშნული უფლება აბსოლუტური არ არის და ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გაწერილი
წინაპირობების არსებობისას შეიძლება შეიზღუდოს. შეზღუდვის ერთ-
ერთი საფუძველი შეიძლება სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დაცვა
გახდეს.

საგულისხმოა, რომ საქართველოს კანონმდებლობამ მოსამართლეებს
დიდი ხნის წინ მისცა ის ბერკეტი, რომელიც მათ ცილისწამებისა და
შეურაცხყოფისათვის დავის შესაძლებლობას აძლევს და რომლის
არსებობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის
საწინააღმდეგოდ არ მიიჩნევს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის მე-18 მუხლი პირს უფლებამოსილად აცხადებს, იდავოს
სასამართლოს მეშვეობით საკუთარი პატივისა და ღირსების დასაცავად.
ამავე მუხლის თანახმად, თუ პირის პატივისა და ღირსების შემლახველი
ცნობები მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელდება, საქმის
მოგების შემთხვევაში, მისი უარყოფაც ამავე საშუალებებით მოხდება.
გარდა ამისა, პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც აქვს
მინიჭებული.

ასევე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, „პირს ეკისრება
სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის
ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ
მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ
მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და
განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო
ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა,
რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების
8 https://goo.gl/RQ6HYo
9 Skalka v. Poland, 27 May 2003, 43425/98, p.32 გავრცელება“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით პირდაპირ
ინკრიმინირებულია სასამართლოს უპატივცემულობა (მიუხედავად იმისა,
რომ არ არსებობს პრაქტიკა და ბუნდოვანია ნორმა შეეხება თუ არა
სასამართლოს დარბაზის გარეთ მიმდინარე პროცესებს).

მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მექანიზმების
არსებობას რატომღაც საკმარისად არ მიიჩნევს. ღირსების
შელახვაზე სასამართლოს გზით დავა ყველაზე ლოგიკური უნდა იყოს
თავად მოსამართლეებისთვის. თუმცა, აღსანიშნავია რომ, ბოლო
პერიოდის პრაქტიკა მოსამართლის სასარგებლოდ სასამართლოს
მიკერძოებულობის განცდას აჩენს. სწორედ აღნიშნული სამართლებრივი
მექანიზმით იხელმძღვანელა თბილისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლემ, ვლადიმერ კაკაბაძემ და საერთაშორისო სავაჭრო
პალატის თავმჯდომარისთვის (ფადი ასლი) მორალური ზიანის
ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
ფადი ასლიმ მოსამართლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს
2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების გამო კორუმპირებული
უწოდა. მოსამართლის ადვოკატის განცხადებით სარჩელი შეეხებოდა
მოსამართლის წინააღმდეგ პატივის და ღირსების, ასევე საქმიანი
რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას. საქმის
განხილვის შედეგად ფადი ასლის 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა
მოსამართლისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებლად.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას რევანშისტული განწყობა სდევს თან,
რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული
პრესრელიზის სათაურიდანაც კი იკვეთება - “მოსამართლემ შელახული
ღირსება აღიდგინა”10. გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა როგორც
არასამთავრობო სექტორმა, ასევე კონსტიტუციონალისტთა ნაწილმა.
“ეს პრეცედენტი განგაშის ზარი უნდა იყოს ყველასთვის სამოქალაქო
საზოგადოებაში, რამდენადაც დემოკრატიული საზოგადოებრივი დებატის
სასამართლოს მეშვეობით ჩახშობის განუზომელ პოტენციალს ქმნის11”.

თუმცა, იუსტიციის საბჭოს მაშინდელი წევრი შოთა გეწაძე
არაეფექტურად და დროში გაწელილად მიიჩნევს სასამართლოს
გზით, ანუ იმ წესით დავას, რომელსაც იყენებს ყველა ადამიანი, ვინც
მიიჩნევს, რომ შეურაცხყოფის გზით ღირსება შეელახა. ამ დაშვების
შემთხვევაში, უცნაურია, რატომ არ საუბრობს იუსტიციის საბჭო
ზოგადად ამ ინსტიტუტის მოწესრიგებაზე, რომელიც პრობლემური
ჰგონია და რატომ არის დაინტერესებული მხოლოდ ექსკლუზიურად
მოსამართლეებისთვის „მოსახერხებელი“ რეგულაციის მიღებით.
გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე რომ სამართლებრივი სახელმწიფოს
პრინციპი ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების წარმმართველი
პრინციპია, რომელიც განამტკიცებს კანონის უზენაესობას ნებისმიერ
იმ ინდივიდსა თუ ინსტიტუციაზე გამონაკლისის გარეშე, რომელიც მისი
საფარველის ქვეშ ექცევა, გაუგებარია, რატომ უნდა იქნეს სასამართლოს
გადაწყვეტილებები კრიტიკისგან მეტად დაცული, ვიდრე იმ საჯარო
ინსტიტუციების გადაწყვეტილებები, რომლებიც თავისი მნიშვნელობიდან
გამომდინარე, მუდმივად დაკვირვეების ობიექტია (მაგალითად, ქვეყნის
საკანონმდებლო ორგანო- პარლამენტი). მართალია, პოლიტიკური
პროცესის შედეგად არჩეული ხელისუფლება განსხვავდება სასამართლო
ხელისუფლებისაგან, თუმცა აღნიშნული სხვაობა არ გულისხმობს იმას,
რომ სასამართლო ნაკლებად ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე
და გამჭვირვალობის ნაკლები სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს.

სასამართლოს პრესტიჟის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების
შეზღუდვის მცდელობა შემაშფოთებლად გამოიყურება ამერიკის
10 https://goo.gl/xhEp5G შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ თითქმის
11 https://goo.gl/JyKb4M 75 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების12 ფონზე - “დაშვება,
12 Bridges v. State Of California 1941, para.270
რომ სასამართლოსადმი პატივისცემის მოპოვება მოსამართლეთა
კრიტიკით შეწუხებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო

კრიტიკისაგან დაცვითაა შესაძლებელი, ... საზოგადოებრივი აზრის
არასწორ აღქმას ემყარება. ამიტომაც არის განსაკუთრებით დაფასებული
[ამერიკული] პრივილეგია, ისაუბრო საკუთარი მოსაზრების შესაბამისად,
თუმცა არა ყოველთვის იდეალური გემოვნებით, ყველა საჯარო
ინსტიტუციაზე.კონკრეტული ორგანოს ღირსების დასაცავად შენარჩუნებული
ძალადობრივი დუმილი, წარმოშობს უფრო მეტად გულისწყრომას, ეჭვსა და
ბრაზს, ვიდრე გაამყარებს პატივისცემას”.

მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეთა განმავლობაში მკაცრად ეპყრობოდა
მათ, ვინც სასამართლოს მიმართ მეტისმეტად კრიტიკული იყო, კანადის
სასამართლომ არსებითად შეცვალა პრაქტიკა, ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა ქარტიასთან შესაბამისობაში მოსაყვანად და
ამერიკულ პრეცედენტულ სამართალთან დასაახლოვებლად, რადგან
ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად პასუხობს თანამედროვე სამყაროს
გამოწვევებს. ონტარიოს სააპელაციო სასამართლო საქმეში Regi-
na v. Kopyto განმარტავს: “ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში
სასამართლოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ისინი წარმოადგენენ
ფორუმს არა მარტო მოქალაქეებს შორის დავების გადაწყვეტისთვის,
არამედ მოქალაქისა და სახელმწიფოს შორის არსებული ყველა დავის
მოგვარებისთვის. რამდენადაც კომპლექსური ხდება საზოგადოება,
იმდენად მოქალაქეებისთვის იზრდება ამ კომპლექსურობის შედეგად
წარმოშობილი დაძაბულობა და შესაბამისად, მეტად მნიშვნელოვანი
ხდება სასამართლოთა ფუნქცია. მათი მნიშვნელობის გაზრდის შედეგად
კი, სასამართლოები ხდებიან კომენტირებისა და კრიტიკის სუბიექტები.
კრიტიკა კი ყოველთვის სასიამოვნოდ დასაბუთებული არ იქნება.
წარუმატებელმა მოსარჩელემ შესაძლოა გადაწყვეტილების გამოტანის
შემდეგ გააკეთოს კომენტარები, რომლებიც არ იქნება ჩამოყალიბებული
საუკეთესო სიტყვებით, მაგრამ სასამართლოები მყიფე ყვავილები
არ არიან, რომელთაც უთანხმოების (დავის) სიმხურვალე დააჭკნობს.
სასამართლოებს მძიმე პერიოდებშიც უმუშავიათ ეფექტურად და
კარგად….მათ არ უნდა ეშინოდეთ კრიტიკის და არ უნდა სჭირდებოდეთ
მათი საქმიანობის და გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრების
შემაკავებელი უფუნქციო ბარიერების ძიება”.13

გამოხატვის თავისუფლების შესაძლო
შეზღუდვის საფრთხეები
იუსტიციის საბჭოს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ
„[გამოხატვის თავისუფლების] სრულყოფილი განხორციელებისთვის
მხოლოდ საკანონმდებლო გარანტიები არ კმარა, საჭიროა, რომ
თავად საზოგადოება იყოს შემწყნარებელი ინდივიდის უფლებისადმი,
თავისუფლად და უშიშრად გამოხატოს საკუთარი აზრი. დემოკრატიულ
საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების
მიმართ, რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან, თუნდაც თვლიან ზნეობრივად
გაუმართლებლად. დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა
ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების
სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ
შორის სასამართლოს მეშვეობით14“. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას თავად
მოსამართლეები ამ ცნების უკან მდგომ ერთ-ერთ ყველაზე ბუნებრივ,
ორგანულ უფლებას მხოლოდ პრივილეგიად არ აღიქვამდნენ.

იუსტიციის საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ მოსამართლეთა
13 R. V. Koptyo (1987), 62 OR (2d) 449.
14 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 ღირსება ისეთი მყიფეა, რომ ის მაშინვე იმსხვრევა, როგორც კი მათ
წლის 10 ნოემბრის N1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე
„საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ
გადაწყვეტილებას გააკრიტიკებენ ან ცალკეული მოსამართლის
უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). პატიოსნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. მათ არათუ სწამთ
მოსამართლეების კრიტიკისადმი მდგრადობის, არამედ თითქოს
სასათბურე პირობების შექმნა სურთ მათი შესაძლო მგრძნობიარე
ბუნებისთვის.

ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო
ფორმა გამოხატვის თავისუფლებაზე წინასწარი კონტროლის დაწესებაა.
ძალიან საშიშია ისეთი რეგულაციის ამოქმედება, რომელიც გაბრაზებული
მოსამართლეებისთვის შვების მოგვრის მიზანს მოემსახურება, რადგან
„სახელმწიფო ვერ იქნება წარმატებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი
მედიის გარეშე, რომლის მთავარ ფუნქციას საზოგადოების
ინფორმირება, მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის
ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ გამოხატვის თავისუფლების
ხარისხი განსაზღვრავს ქვეყნის (საზოგადოების) თავისუფლებისა და
დემოკრატიულობის ხარისხს15“.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, გარდა თავისი არსით
მავნებლობისა, ბუნდოვანების გამოც პრობლემატური იქნება, ვინაიდან
ძალიან რთულად განჭვრეტადია, რა შეიძლება იყოს სასამართლოს
შეურაცხყოფა და რა შეიძლება „ეწყინოს“ მოსამართლეს. სწორედ
ამიტომ, გამოხატვის თავისუფლებაზე დაბალი სტანდარტების დაწესებას,
მაღალი ალბათობით „მსუსხავი ეფექტი“ ექნება, რაც გულისხმობს, რომ
“გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში მოქცევის სურვილმა, შესაძლოა,
ადამიანის მიერ თვითცენზურა და თვითშეზღუდვა გამოიწვიოს16”, ანუ
პირმა მოსალოდნელი სანქციის შიშით შეიძლება უარი თქვას საკუთარი
გამოხატვის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობაზე. ამის გამო,
შესაძლოა მივიღოთ მოცემულობა, რომ “მსუსხავი ეფექტის” გავლენით,
პირმა ის ქმედებებიც შეზღუდოს, რომელთა მოწესრიგება კანონმდებლის
მიზანს არც კი წარმოადგენდა.

მართლმსაჯულების შეურაცხყოფისათვის სანქცირება არ უნდა
გამოიყენონ ცალკეულმა მოსამართლეებმა, რათა დაიცვან საკუთარი
ღირსება. საქართველოს, როგორც განვითარებად დემოკრატიას,
რომელშიც სასამართლო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილია,
და მოქალაქეების მიერ სასამართლოში მიმდინარე პროცესების
გამადიდებელი შუშით დაკვირვებამ შესაძლოა, მოსამართლეთა
პასუხისმგებლობა გააძლიეროს, არ აქვს ფუფუნება გვერდით გადადოს
გამოხატვის თავისუფლება სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის
მოტივით.

იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად საკანონმდებლო
ორგანოც იზიარებს მოსამართლის დამოუკიდებლობის ძირეულ
მნიშვნელობას, მან შექმნა გარკვეული გარანტიები, მათ შორის,
მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განმწესება და სახელმწიფოს
ვალდებულება უზრუნველყოს მოსამართლის და მისი ოჯახის
უსაფრთხოება, ასევე აკრძალულია მოსამართლეს კონკრეტულ
საქმესთან დაკავშირებით მოეთხოვოს ანგარიში და ა.შ. ბუნებრივია,
ზემოაღნიშნული ემსახურება მოსამართლისთვის განცდის შექმნას,
რომ სახელმწიფო მზადაა ნებისმიერ შემთხვევაში დაიცვას, რათა მის
დამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნას. ამ პირობებში მოქალაქეთათვის
ერთადერთი ბერკეტის - კრიტიკის საშუალების შესუსტება, თავად
15 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009
წლის 10 ნოემბრის N 1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე სასამართლოს შეუქმნის საფრთხეს. შესაძლოა, სასამართლო ძალიან
„საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ
უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 დახურულ სისტემად გადაიქცეს, რომელიც არანაირ ფილტრს არ გადის
16 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14
მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს
და უკონტროლო ხდება. ამ ყველაფერმა კი შესაძლოა სასამართლოს
მოქალაქეები- ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ დიქტატურამდე მიგვიყვანოს, რაც სამხედრო დიქტატურაზე არანაკლები
ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“, II-8 საფრთხის შემცველად მოგვევლინება.
კრიტიკით შეწუხებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო

დასკვნა
საჯარო ინსტიტუციები თავისუფალ საზოგადოებაში არ საჭიროებს
ხელოვნურად შექმნილ ბარიკადებს, რათა დაცულ იქნას ძალიან
მკაცრი კრიტიკისგან თუ შეურაცხყოფისგან. არსებობს მოლოდინი,
რომ მოსამართლეები, მიუხედავად მათი პირადი გრძნობებისა, საქმეს
მიუკერძოებლად გადაწყვეტენ. „მნიშვნელოვანია, იმის გაცნობიერება,
რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არა სასამართლოს
პრივილეგია, არამედ მის მიმართ არსებული მოლოდინი და მისივე
ვალდებულებაა. სასამართლოს საჯარო კრიტიკა სასამართლოს
დამოუკიდებლობისათვის არათუ საფრთხეს არ წარმოადგენს, არამედ
მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მისი დამოუკიდებლობის
უზრუნველყოფაში17“.

სასამართლო, როგორც ყველა სხვა საჯარო ინსტიტუცია,
კრიტიკისაგან, დეტალური გამოკვლევისგან და უკმაყოფილებისგან
დაცული არ არის. მკაცრი კრიტიკა, უგემოვნო თუ „ვულგარული“
გამონათქვამები მოსამართლეებზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს,
ზოგზე ის ნაკლებად ზემოქმედებს, ზოგი თავის კოლეგებზე მეტად
მგრძნობიარეა. კანონი უნივერსალურ მექანიზმებს სთავაზობს
თითოეულ ადამიანს, აძლევს საშუალებას იდავონ სასამართლოს
გზით, ის ვერ იქნება მორგებული და დამოკიდებული ინდივიდუალურ
მოსამართლეთა მორალურ მდგრადობასა თუ სიმამაცეზე, მიიღოს
კრიტიკა და ე.წ უხამსი გამონათქვამები. ამგვარი ზიანისთვის,
ცილისწამებისთვის მოსამართლესაც ზუსტად ისევე შეუძლია ზიანის
ანაზღაურება, როგორც სხვა მაღალი თანამდებობის პირებს. კანონი
არ უნდა შეიქმნას იმ მგრძნობიარე მოსამართლეთათვის, რომლებიც
საზოგადოებრივი აზრის სიმკაცრეს ვერ გაუძლებს. მოსამართლის
მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ ის იქნება მხნე, აყვავდება რთულ
„კლიმატშიც“18.

სასამართლო სისტემაში დღეს არსებული არაერთი პრობლემის
გათვალისწინებით, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს სიტყვისა და
გამოხატვის სრულფასოვანი თავისუფლება. საზოგადოების უფლება,
წარმართოს საჯარო დისკუსიები მართლმსაჯულების კონკრეტულ
ხარვეზებთან დაკავშირებით, მათ შორის ტელევიზიით თუ მედიის სხვა
საშუალებით, უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. ამგვარად
შესაძლებელია არსებული პრობლემის გამომწვევი მიზეზებისა და მათი
შესაძლო გადაჭრის გზების იდენტიფიცირება.

გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო სისტემის კრიტიკით
საზოგადოება რეალურად პოლიტიკურ ხელისუფლებას თხოვს
პასუხს. სინამდვილეში, სასამართლოსკენ მიმართული კრიტიკა
ხშირად სწორედ ხელისუფლების დანაწილების პრინციპში
მონაწილე დანარჩენ ორ შტოს მიემართება, დგება სწორედ მათი
პასუხისმგებლობის საკითხი: რატომ არ არის სასამართლო
ინსტიტუტი უფრო ჯანსაღი და რატომ ვერ უზრუნველყოფს ის
კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს
უფლებას. შესაბამისად, სიტყვის თავისუფლების სტანდარტების
დაწევა შესაძლოა პარტიული ხელისუფლების კრიტიკის შეზღუდვას
მოემსახუროს, რაც სახიფათო პრეცედენტი და დამაზიანებელი იქნება
არა მარტო სასამართლოს დამოუკიდებლობის, არამედ მთელი ქვეყნის
17 „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე
მართლმსაჯულებისთვის” 2017 წლის 28 აპრილის განცხადება, დემოკრატიული განვითარებისათვის.
https://goo.gl/gFjXCs
18 Craig v. Harney 331 U.S. 367 (1947)