You are on page 1of 14

კორპორაციული სოციალური

პასუხისმგებლობის კლუბის ანგარიში
2017
კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობის კლუბი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი ( შემდგომში „CSR კლუ-
ბი“) 2015 წლის 27 მაისს დაფუძნდა არასამთავრობო ორგანი ზაცია „სიდას“ და პი-
არისა და მარკეტინგული კო მუნიკაციის კომპანია „ჯეპრას“ ინიციატივით.

კომპანიებს, ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო
დაწესებულებებს, დასაქმებულთა კავშირებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს
შეუძლიათ კლუბში გაწევრიანება.

მ ის ი ა
საქართველოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კორპორაციული
სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით.

3
ხ ე დვ ა
• ხელი შეუწყოს ბიზნესში და ზოგადად, საზოგადოებაში კორპორაციულ
სოციალურ პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტებზე ცნო ბი-
ერების ამაღლებას და აღნიშნული მიმართულების პოპულარიზაციას/
წახალისებას.

• გავლენა მოახდინოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლო ბის
ეროვნულ პოლიტიკაზე.

• ხელი შეუწყოს ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთო -
ბლივი მდგრადი სოციალური პროექტების განხორციელებას.

• მომართოს ბიზნესი, მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭე-
რად.

მიზნები
 კორპორაციული მდგრადობის კარგი მაგალითების გამოვლენა და
გაზიარება;

 კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული მდგრადი პროექტების მხარ-
დაჭერა და ამ მიზნით სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ერთმა-
ნეთთან დაკავშირება;

 წევრების მხარდაჭერა მათ მიერ განხორციელებული პროექტების მდგ-
რადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებაში;

 კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით ბიზნესის გამჭვი-
რვალობის უზრუნველყოფა;

 კლუბის გაფართოება.

60 ბიზნესი
80 წევრი 18 NGO
2 სსიპ

4
კლუბის მართვა და ფუნქციონირება
კლუბის მმართველობის ორგანოებია კლუბის სამდივნო და კლუბის გამგეობა. კლუბი
მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გამგეობის სხდომებზე, საერთო კრებასა და სამუშაო
შეხვედრებზე იღებს.

კლუბის სამდივნო
კლუბის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კლუბის სამდივნო. კლუბის
დებულებით, სამდივნოდ განსაზღვრულია, არასამთავრობო ორგანიზაცია - “სამო-
ქალაქო განვითარების სააგენტო” (სიდა) და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის
კომპანია - “ჯეპრა”. კლუბის სამდივნოს ევალება:

 კლუბის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
 კლუბში ახალი წევრების მიღება;
 კლუბის წევრებისათვის აქტიური / პასიური სტატუსის მინიჭება;
 კლუბის წევრების აღრიცხვა/ სიის განახლება;
 კლუბის შეხვედრების ორგანიზება;
 კლუბის ვებ გვერდისა და კლუბის ფეისბუქის გვერდის ადმინისტრირება;
 კლუბის გამგეობის სხდომის ორგანიზება და სხდომის ოქმის მომზადება;
 კლუბის ერთობლივი პროექტების განხორცილების ადმინისტრაციული
მხარდაჭერა.

კლუბის გამგეობა
გამგეობა არის კლუბის მმართველობის ზედამხედველი ორგანო, რომელიც შედგება 9
წევრისგან. 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით კლუბის გამგეობის წევრები არიან:

 ზვიად დევდარიანი - არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელი
დირექტორი;
 რუსუდან კბილაშვილი - ,,ვისოლ ჯგუფის" პიარისა და კორპორაციული
სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი;
 ანა კვანჭილაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან
ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
 კახა მაღრაძე - პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“
უფროსი პარტნიორი;
 თინათინ სტამბოლიშვილი - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მარკეტინგული კომუნიკაციების
განყოფილების უფროსი;
 ნინო სურმავა - ,,ნატახტარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
 ნინო ჩიჩუა - კომპანია ,,ევექსის" გენერალური დირექტორის მოადგილე;
 მალხაზ ძაძუა - მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ,,კრისტალი" აღმასრულებელი
დირექტორი;
 მაია ძირკველიშვილი - ელექტრონული წიგნების სახლის „საბა “ დირექტორი.

5
კლუბის საერთო კრება
2017 წელს კლუბმა ორი საერთო კრება
გამართა.

31 მარტს გამართულ საერთო კრებაზე,
კლუბის სამდივნომ წარადგინა 2016 წლის
საქმიანობის ანგარიში. შეხვედრის ფარ-
გლებში, წევრებს ჰქონდათ საშუალება
წარმოედგინათ კორპორაციული პასუხის-
მგებლობის ანგარიშები. კლუბის 13-მა
წევრმა - ქართულ-ამერიკული უნივერსი-
ტეტი, „ჯი პი აი ჰოლდინგი“, „მისო კრისტა-
ლი“,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, „თი ბი სი ბანკი“, ელ. წიგნების სახლი „საბა“,
„ლიბერთი ბანკი“, „ჰაიდელბერგცემენტი,“ ,,ბია“, ,,ევექსი“, ,,VTB ბანკი“, ,,ნატახტარი“ და
„ალიანს ჯგუფი“ - წარმოადგინეს საკუთარი კორპორაციული პასუხისმგებლობის აქტივობები.
საერთო კრებაზე წევრებმა ასევე განიხილეს 2017 წლის სამოქმედო გეგმა, განსაზღვრეს
ძირითადი გამოწვევები და იმსჯელეს კლუბის საქმიანიანობის ეფექტურობის გაზრდის გზებზე.
მეორე საერთო კრება 29 სექტემბერს გაიმართა, კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობის კვირეულის დასასრულს.

საერთო კრების დღის წესრიგი შემდეგ საკითხებს მოიცავდა:

 განხორციელებული ღონისძიებების მიმოხილვა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია;
 კლუბის ახალი წევრების წარდგენა;
 კლუბის წევრების მონაცემთა ბაზის ახალი კომპონენტების წარდგენა;
 CSR ჯილდოს კონცეფციის გაცნობა და კონკურსის გამოცხადება.

2017 წელს CSR კლუბმა განაახლა წევრების ბაზა, კლუბის ვებ-გვერდზე. აჟამად
გვერდი მოიცავს ინფორმაციას კლუბის წევრების ძირითადი საქმიანობის და
კორპორაციული პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ასევე
მათი საქმიანობის კავშირს, მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG).

6
კლუბის საქმიანობა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კვირეული
26 - 29 სექტემბერი

26-29 სექტემბერს, კლუბმა გამართა რიგით მეორე კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობის კვირეული, რომლის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიებები,
კორპორაციული პასუხისმგებლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, კერძოდ:

 26 სექტემბერი - დისკუსია „ბიზნესის პარტნიორობა გენდერული თანასწორო-

ბისთვის";

 27 სექტემბერი - მასტერკლასი თემაზე „შშმ პირების დასაქმება ბიზნეს სექტორში“ ;
 28 სექტემბერი - შეხვედრა სტუდენტებთან, თემაზე - „ბიზნესი მდგრადი განვი-

თარების მიზნებისთვის“;

 29 სექტემბერი - კლუბის საერთო კრება.

 დისკუსია „ბიზნესის პარტნიორობა გენდერული თანასწორობისთვის"

კვირეული დისკუსიით გაიხსნა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს ბიზნეს სექტორის
აქტიურობა ქალთა გაძლიერების მიმართულებით, როგორც დასაქმების ადგილას, ისე
საზოგადეობაში. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება 2030
დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, რომელსაც მსოფლიომ 2030
წლამდე უნდა მიაღწიოს. აღნიშნული თემატური საკითხი ასევე კლუბის ერთ-ერთი
პრიორიტეტული მიმართულებაა.

ღონისძიების ფარგლებში, ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის წევრებმა, დამსწრეებს
თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, კერძოდ კი წარადგინეს ღონისძიებები, რომლებსაც
ატარებენ სამუშაო ადგილზე, ბაზარსა და საზოგადოებაში დისკრიმინაციის
აღმოსაფხვრელად და ქალების გასაძლიერებლად. გაიმართა საინტერესო დისკუსია
რომელშიც ჩაერთნენ ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის არაწევრი კომპანიებიც.

 მასტერკლასი - „შშმ პირების დასაქმება ბიზნეს სექტორში“

27 სექტემბერს, კლუბის წევრი ბიზნესებისთვის, ჩატარდა მასტერკლასი შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების თემაზე.

სიდას კონსულტანტმა, ზურაბ ორაგველიძემ, რომლის სამწლიანი გამოცდილება
აღნიშნულ სფეროში დაახლოებით 70 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის
დასაქმებას მოიცავს, ბიზნესის წარმომადგენლებს გაუზიარა პრაქტიკული რჩევები

7
ესაუბრა შშმ პირების დასაქ-
მებასთან დაკავშირებულ გა-
მოწვევებსა და შესაძლებლო-
ბებზე. მან ასევე წარადგინა
სიდასთან თანამშრომლობით
განხორციელებული შშმ პირე-
ბის დასაქმების საპილოტე
პროექტის შედეგები, რომელ-
შიც მონაწილეობას იღებდა
სამი კომპანია - კარფური,
ACCOR ჯგუფის სასტუმრო და
დიო.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ იმ კომპანიების წარმომადგენლებიც, ვისაც აქვს შშმ
პირების დასაქმების გამოცდილება, კერძოდ კი ვისოლ ჯგუფი, თიბისი ბანკი და დიო.
მათ კლუბის წევრ კომპანიებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს შშმ
პირების დასაქმების ბიზნეს ქეისზე.

 შეხვედრა სტუდენტებთან - „ბიზნესი, მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“

2017 წლის 28 სექტემ-
ბერს, ილიას სახელმწი-
ფო უნივერსიტეტში გაი-
მართა შეხვედრა სტუ-
დენტებთან თემაზე - ბი-
ზნესი, მდგრადი გან-
ვითარების მიზნების-
თვის.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა შეუძლებელია ბიზნეს
სექტორის ჩართულობის გარეშე. მათი იმპლემენტაცია არა მხოლოდ მსოფლიოს
სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად არის საჭირო, არამედ ის
ეხმარება ბიზნესს იყოს უფრო პასუხისმგებლიანი, მდგრადი და მზარდი. აქედან
გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბიზნესმა სწორად გაიაზროს და გამოიყენოს ეს
მექანიზმი თავიანთი საქმიანობის განსავითარებლად.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებისათვის მდგრადი განვითარების
მიზნების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია
ბიზნესს მიზნების საკუთარ პროდუქტებთან, სერვისებთან და ყოველდღიურ
საქმიანობასთან დაკავშირება. აღნიშნულ თემაზე დისკუსიაში ჩაერთნენ როგორც
CSR კლუბის წევრი კომპანიები, ასევე სტუდენტები.

8
კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობის ჯილდო

კლუბის ინიციატივით, 2016
წელს შემუშავდა კორპორაცი-
ული პასუხისმგებლობის ჯილ-
დოს კონცეფცია. კონკურსი
საჯაროდ 2017 წლის ოქტო-
მბერში გამოცხადდა, შესაბა-
მისად მასში მონაწილეობის
მიღება შეეძლო როგორც
კლუბის წევრ, ისე არაწევრ
კომპანიებს.

ჯილდოს კონკურსი ტარდება CSR კლუბის ინიციატივით, გაეროს გლობალური
შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს,
საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა
და მხარდაჭერას.

ჯილდოს კონკურსში 16-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ ჯამში 23 აპლიკაცია
გამოაგზავნეს შემდეგ სამ კატეგორიაში:

-
 ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი;
-
 გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი;
- წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის (ბიზნესისა და

არასამეწარმეო პარტნიორის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი).

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა კომპანიებმა: საქართველოს ბანკი, m2,
კრისტალი, BP საქართველო, ვისოლ ჯგუფი, ნოვა ტექნოლოჯი, ჯეოსელი, ჯიპიაი
ჰოლდინგი, ჰაიდელბერგცემენტი, დიო, თბილისი მოლი, აჭარა ჯგუფი, ფოთის პორტი,
ნატახტარი, ჯივიპი და ბია.

მიღებული განაცხადები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ
საერთაშორისო ორგანიზაციების, მთავრობის, ბიზნეს ასოციაციის, აკადემიის წარმო-
მადგენლები და საერთაშორისო ექსპერტი:

 ერიკა კვაპილოვა - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში
(UN Women);
 ჯორჯ ველტონი - ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი
(AmCham);

9
 თამარ ქაროსანიძე - აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის
პროექტის ხელმძღვანელი;
 ივონ გოგოლი - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ადამიანის
უფლებების პროექტის კოორდინატორი;
 ნატალია ჯალიაშვილი - მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა
სამდივნოს ხელმძღვანელი;
 რუსუდან ტუშური - გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის
ერთობლივი პროექტის - "ადამიანის უფლებები ყველასათვის" ხელმძღვანელი;
 მარსელ ენგელი - გლობალური შეთანხმების გერმანიის ქსელის დირექტორი;
 სოფიკო ახობაძე - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის აღმასრულე-
ბელი დირექტორი;
 მარიამ ზაბახიძე - ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტების მენეჯერი;
 ეკა ლომთათიძე - თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, საკონსტიტუციო
სამართალი და ადამიანის უფლებათა სამართალი.

პროექტები შეფასდა შემდეგი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით:

1. პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან (5%);
2. პროექტის შესაბამისობა კომპანიის სტრატეგიასთან, პოლიტიკასთან/ მიზნებთან
(10%);
3. პროექტის იმპლემენტაცია (55%): 3,1. მართვის პროცესი (35%); 3,2.აქტივობები
(10%); 3,3. რესურსები(5%); 3,4.
გამჭვირვალობა (5%);
4. შედეგი (30 %): 4,1. სარგებელი
ბიზნესისთვის(15%); 4,2. სარგებე-
ლი საზოგადოებისთვის (15%).

კორპორაციული პასუხისმგებლობის
ჯილდოს ცერემონია, 2018 წლის
თებერვალში გაიმართება.

10
პლატფორმის თემატური პროექტები
კლუბის თემატური პროექტები მიზნად ისახავს ინკლუზიური ბიზნესის ხელშეწყობას და
ამჟამად ორ მიმართულებას მოიცავს - ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერება და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების წახალისება.

ქალთა გაძლიერება ბიზნეს სექტორში

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და CSR კლუბი ერთობლივად ხელს
უწყობენ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების
ინიციატივის, ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) გავრცელებასა და განხორ-
ციელებას საქართველოში. ხელშესახები შედეგების მიღების მიზნით, 2017 წლის
ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, განხორციელდა პროექტი, რომელიც ქალთა
გაძლიერების სამოქმედო გეგმების განხორციელებაში, კომპანიებისთვის, კონსულ-
ტაციისა და დახმარების გაწევას ისახავდა მიზნად. პროექტს, კავშირი „საფარი“
ახორციელებდა.

პროექტი მოიცავდა, საკონსულტაციო ორგანიზაციის მიერ:

 ხუთი კომპანიის შინაგანაწესის, დებულების, სხვა შესაბამისი სახელმძღვანელო
დოკუმენტაციისა და შიდა პროცედურების ანალიზსა და რეკომენდაციების
პაკეტის შემუშავებას, ასევე, კომპანიებში, შიდა საჩივრის მექანიზმის დანერგვის
მხარდაჭერას;

 კომპანიების თანამშრომლებისა და შესაბამისი მენეჯერების კვალიფიკაციის
ამაღლების მიზნით, ტრენინგების ჩატარებას. 2017 წლის 23-25 აგვისტოს,
ჩატარდა ტრენინგები - “გენდერული თანასწორობა ადამიანური რესურსების

11
სფეროში” და “გენდერული თანასწორობა საზოგადოებასთან ურთიერთობის და
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში“;

 კომპანიის თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებისა და განხორციელებული
ცვლილების შესახებ ინფორმირების მიზნით, ერთიანი საკომუნიკაციო
სტრატეგიის შემუშავებას. პროექტის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო
ბროშურა, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროებისა და
საჩივრის მექანიზმის გამოყენების შესახებ. ასევე, ორი ვიდეო რგოლი: (1)
კომპანიის უმაღლეს მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირები საუბრობენ სამუშაო
ადგილზე გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და ქალთა გაძლიერების
სასარგებლო შედეგებზე (2) დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების
აღმოფხვრის თემაზე.

შეზღუდული შესაძლებლობის პირების უფლებების წახალისება ბიზნეს
სექტორში

შშმ პირების უფლებების დაცვისა და გაძლიერების მიზნით, 2017 წლის ივნისიდან
აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლო-
ბის მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კომპანიებისათვის კონსულტაციის
გაწევას გულისხმობდა.

პროექტი მოიცავდა, შშმ პირთა დასაქმების შესახებ შეფასების ინსტრუმენტის
შემუშავებას, რომელიც დაეხმარება კომპანიებს საკუთარი პოლიტიკისა და საქმიანობის
შეფასებასა და შშმ პირების დასაქმებასთნ დაკავშირებული შესაძლებლობების,
რისკებისა და ზეგავლენის განსაზღვრაში; შექმნილი ინსტრუმენტის გამოყენებით, სამი
დაინტერესებული კომპანიის საქმიანობა შეფასდა (კარფური, დიო და აკორ ჯგუფი) და
რეკომენდაციების პაკეტის შემუშავდა. პროექტის ფარგლებში, კონსულტანტმა ასევე
გაუწია დახმარება აღნიშნულ კომპანიებს სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და
განხორციელების პროცესში, კერძოდ, ტრენინგებისა და კონსულტაციების გზით.
პროექტის შედეგად დასაქმდა 5 შშმ პირი და შემუშავდა ინკლუზიური ბიზნესის
წახალისების სისტემა აღნიშნულ კომპანიებში.

12
ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების
თანამშრომლობის ხელშეწყობა
კლუბის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ხელი შეუწყოს ბიზნე-
სისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობას და ბიზნესისა და არასამთავ-
რობო ორგანიზაციების მიერ, ერთობლივი მდგრადი პროექტების განხორციელებას.

თანამშრომლობის სასარგებლო მხარეების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით,
კლუბის სამდივნო 2017 წელს აქტიურად მუშაობდა როგორც კომპანიებთან, ისე
არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

არასამთავრობო სექტორში კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების
ამაღლების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრ
ორგანიზაციებს რეგულარულად მიეწოდებათ ინფორმაცია CSR კლუბის საქმიანობის
შესახებ. ქსელის ფარგლებში შეიქმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის
სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბიზნესთან თანამშრომლობით დაინტერესებული
ორგანიზაციებისგან შედგება.

2017 წელს, კლუბის დახმარებით, რამდენიმე კომპანიამ წარმატებით ითანამშრომლა
არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძოდ კი:

 2017 წლის 21 თებერვალს, „ვისოლ ჯგუფის“
ინიციატივითა და კლუბის დამხარებით გაი-
მართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანი-
ზაციებთან, დასაქმების სფეროში თანამშრომ-
ლობის შესახებ. შეხვედრას დაესწრო 19-მდე
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც
მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობენ. გაიმართა
დისკუსია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის,
კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობებზე. შეხვედრის შემდეგ, კომპანიის
ადამიანური რესურსების დეპარტამენტმა შექმნა ელექტრონული ფოსტის მისამართი
საგანგებოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, სადაც მათ შეუძლიათ
ბენეფიციარების რეზიუმეების გაგზავნა. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად 7
ადამიანი დასაქმდა.

 ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის წახალისების მიზნით,
2017 წლის აგვისტოში გაიმართა შეხვედრა ბათუმში, რომელსაც დაესწრნენ, CSR
კლუბის წევრი კომპანიები და სხვადასხვა სოციალურ თემაზე მომუშავე რეგიონული
არასამთავრობო ორგანიზაციები. კომპანიებიდან ესწრებოდნენ “ფოთის პორტი”,
“აჭარა ჯგუფი”, “ჯიპიაი ჰოლდინგი” და “ჰილტონი”. კომპანიებმა გააცნეს რეგიონულ
არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი ინტერესები, არასამთავრობო ორგანი-
ზაციებმა კი თავის მხრივ წარმოადგინეს იდეები რეგიონებში განსახორციელებელი
პოტენციური პროექტების შესახებ. მხარეებმა, მომავალი თანამშრომლობის
შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

13
აღნიშნული ძალისხმევის შედეგად შედგა წარმატებული
პარტნიორობა - ფოთის პორტსა და ორგანიზაცია
“ათინათს” შორის, მათი პროექტი ფოთსა და ზუგდიდში
მცხოვრები ახალგაზრდების განათლებას შეეხება;
ასევე, აჭარა ჯგუფსა და ძალადობისგან დაცვის ეროვ-
ნული ქსელის მცხეთა - მთიანეთის კომიტეტს შორის,
მათი ერთობლივი პროექტი ყაზბეგში, ოჯახში ძალა-
დობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული პროექტები განხორციელდება 2018 წელს.

სხვა აქტივობები
2017 წლის 15 მარტს, CSR კლუბის წევრებთან შეხვედრით,
გაიხსნა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული
საქართველოში, რომლის მთავარი მესიჯი იყო „ჩემი ხმა
საზოგადოებაში“. სოციალურმა საწარმომ „ბაბალე“ წარმო-
ადგინა საკუთარი საქმიანობა შშმ პირების დასაქმების ხელ-
შეწყობის მიმართულებით. შეხვედრაზე ისაუბრეს სოციალუ-
რი საწარმოსა და კლუბის წევრ კომპანიებთან თანამშრომ-
ლობის შესაძლებლობებზე.

2017 წლის 25 მაისს, CSR კლუბთან პარტნიორობით ორგა-
ნიზაციამ „ICBL Georgian Committee“ გამართა შშმ პირების
დასაქმების ფორუმი თბილისში. ფორუმის მიზანია, შეზღუდუ-
ლი შესაძლებლობის პირების დასაქმების ხელშეწყობა
ბიზნეს სექტორში. კლუბის სამდივნომ მოუწოდა წევრ
კომპანიებს რომ მონაწილეობა მიეღოთ ფორუმში. ფორუმის
ფარგლებში 20-ზე მეტმა ბიზნესმა საზოგადოებას გააცნო მათ
კომპანიებში შშმ პირებისთვის დასაქმების შესაძლებლობები.

2017 წლის 25 მაისს, CSR კლუბმა, ამერიკის სავაჭრო პალა-
ტასთან თანამშრომლობით (AmCham), გამართა შეხვედრა,
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითა-
რების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან, დაგლას
ბოლთან. შეხვედრას კლუბისა და გაეროს გლობალური
შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრები დაესწრნენ.
მისიის დირექტორმა წარმოადგინა სააგენტოს ინიციატივები
საქართველოში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილ-
და საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრებსა და პროგ-
რამაზე - „Junior Achievement – Georgia“ და ისაუბრა ბიზნესის ჩართულობის შესაძლებლობებზე.
სავაჭრო პალატის წევრმა კომპანიებმა ასევე ინფორმაცია მიიღეს CSR კლუბის საქმიანობაზე და
პლატფორმაში გაწევრიანების შესაძლებლობაზე.

ფინანსები
სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აქტივობები, კორპორაციული პასუხისმგებლობის
წახალისების მიმართულებით, 2017 წელს მხარდაჭერილი იყო, აღმოსავლეთ დასავლეთის
მართვის ინსტიტუტის (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში და ევროკავში-
რის მიერ.

14
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის აქტივობები მხარ-
დაჭერილია აღმოსავლეთ -დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ამერიკის შე-
ერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და-
ფინანსებული, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად
პასუხისმგებელია სიდა და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.