You are on page 1of 32

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში


(9 - 30 სექტემბერი)

8 ოქტომბერი, 2018

ამ დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მეშვეობით. ანგარიშში
გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ
მთავრობის ან NED-ის შეხედულებებს.
სარჩევი
I. შესავალი ..................................................................................................................................................... 2
II. ძირითადი მიგნებები .............................................................................................................................. 2
III. რეკომენდაციები................................................................................................................................... 5
IV. კორუფციული სკანდალი................................................................................................................... 6
V. სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ზეწოლა და საქმიანობის ხელშეშლა..................... 7
VI. საარჩევნო ადმინისტრაცია .............................................................................................................. 9
დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირები საუბნო საარჩევნო კომისიებში....... 9
საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები და ხელძღვანელი პირების არჩევის
პროცესი............................................................................................................................................................ 9
სავარაუდოდ გაყალბებული ხელმოწერები საპრეზიდენტო კანდიდატების
მხარდამჭერთა სიებში ............................................................................................................................. 14
VII. „ტექნიკური კანდიდატები“ საპრეზიდენტო არჩევნებზე.................................................... 15
VIII. მარეგულირებელი კომისიის წერილი პოლიტიკური რეკლამის შესახებ .................. 16
IX. პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური დაპირისპირება ................................................................ 17
X. ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა ............................................................................................ 18
XI. აგიტაციის წესების დარღვევა ....................................................................................................... 19
საჯარო მოხელეების მიერ სოციალურ ქსელებში აგიტაცია სამუშაო საათებში ............. 19
რელიგიური ორგანიზაციის მონაწილეობა აგიტაციაში ............................................................. 21
XII. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება .............................................................................. 23
საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის ............................... 23
აგიტაციის ნიშნები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე ................................................. 23
წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეების მობილიზების ნიშნები.......................... 24
XIII. წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა....................................................................... 25
XIV. სააგიტაციო მასალების დაზიანება ........................................................................................... 28
XV. ტოტალიზატორის მოწყობა არჩევნებთან დაკავშირებით ................................................ 30
XVI. სადამკვირვებლო მისია და მეთოდოლოგია......................................................................... 31

1
I. შესავალი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2018 წლის 28


ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გრძელვადიან წინასაარჩევნო დაკვირვებას ა/წ 1 აგვისტოდან
ახორციელებს. მონიტორინგში ჩართულია ორგანიზაციის 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებელი
მთელი საქართველოს მასშტაბით. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი
დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე
შუალედური ანგარიში მოიცავს, ძირითადად, 9-დან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე
მოვლენებს, რომელთა განვითარება 9 სექტემბრამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდში და, რიგ
შემთხვეაში, შემდეგაც მიმდინარეობდა.

II. ძირითადი მიგნებები

სექტემბრის თვეში წინასაარჩევნო კამპანია მნიშვნელოვნად გააქტიურდა. საპრეზიდენტო


კანდიდატები აქტიურად ხვდებოდნენ ამომრჩეველს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: პოლიტიკური ნიშნით


დაპირისპირების 1; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1; აგიტაციის წესების დარღვევის 12;
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 9; კამპანიისთვის ხელის შეშლის 8;. სააგიტაციო მასალების
დაზიანების 14 ფაქტი. დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიის კანონსაწინააღმდეგო ინიციატივა
საარჩევნოდ ტოტალიზატორის მოწყობასთან დაკავშირებით.

საანგარიშო პერიოდში, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოს 17 საჩივრით მიმართა, რომელთაგან 12


შემთხვევაში გასაჩივრებულია საჯარო მოხელეების მიერ უკანონო აგიტაცია როგორც სოციალური
ქსელებით, ასევე აქტიური ქმედებებით; 3 საჩივარი უკავშირდება ადმინისტრაციული რესურსის
გამოყენებას; 1 საჩივარი უკავშირდება რელიგიური ორგანიზაციის მონაწილეობას კამპანიაში და 1
შემთხვევაში გასაჩივრებულია პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ ტოტალიზატორის მოწყობის
ინიციატივა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივრით მიმართა ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
შეისწავლოს შალვა ნათელაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი ქუთაისში.

საანგარიშო პერიოდს დაემთხვა მედიაში ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომლებიც


ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში ამხელს
და საარჩევნოდ მმართველი პარტიის სავარაუდო დაფინანსების არალეგალურ სქემას ააშკარავებს.
აღნიშნული ჩანაწერები ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო მიმდინარე მოვლენების გაგრძელებას
წარმოადგენდა. „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა ხელისუფლების
ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები მის მფლობელობაში არსებულ ბიზნესებზე ზეწოლაში,
გამოძალვაში და სხვა დანაშაულებში დაადანაშაულა. ჩანაწერები და გამოთქმული ბრალდებები
ქვეყანაში ელიტარული კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის მიმართულებით
საფუძვლიან ეჭვებს აჩენს. ხოლო, გამჟღავნებული ინფორმაცია სახელისუფლებო პარტიის
დაფინანსების სავარაუდო სქემის შესახებ ძირს უთხრის პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობას,
ჩრდილს აყენებს პოლიტიკურ გარემოს და საზოგადოების ნდობას მის მიმართ. ამ პირობებში აშკარაა,

2
რომ პოლიტიკური ფინანსების საკანონმდებლო ჩარჩო და მონიტორინგის არსებული მექანიზმები ვერ
პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.

შემაშფოთებელი ტენდენციის სახე მიიღო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების და


არჩევნებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელების მხრიდან
სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობებმა და არაეთიკურმა
განცხადებებმა. მსგავსი თავდასხმის ობიექტი „სამართლიანი არჩევნები“ კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის თავმჯდომარის მხრიდან გახდა. კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით 13
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადების შემდეგ კი,
არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევამ კოორდინირებული სახე მიიღო და ორგანიზაციების
დისკრედიტაციის მიზნით განცხადებები გაკეთდა პარლამენტის თავმჯდომარის, იუსტიციის
მინისტრის, „ქართული ოცნების“ პარლამენტარების, თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ მიერ
მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ. არასამთავრობო სადამკვირვებელ ორგანიზაციებზე
მსგავსი კოორდინირებული თავდასხმა წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგენს ხელისუფლების
მხრიდან მომდინარე ზეწოლას და საქმიანობის შეზღუდვის მცდელობას. მაღალი თანამდებობის
პირების მიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები
სცდება ჯანსაღი კრიტიკისა და საქმიანი კომუნიკაციის სტანდარტებს. თანამდებობის პირების
განცხადებები მიმართულია სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანი რეპუტაციის დაზიანებისა და
დისკრედიტაციისკენ, რაც მიუღებელია და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საფრთხეს
წარმოადგენს.

საანგარიშო პერიოდს თან ახლდა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით აგიტაციაში


მონაწილეობის შემთხვევები. სალომე ზურაბიშვილისადმი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის
ოფიციალურად გაცხადებისა და მისი საარჩევნო რიგითი ნომრის განსაზღვრის შემდეგ, შესამჩნევი
გახდა საჯარო მოხელეების დიდი ნაწილის მხრიდან „ფეისბუქის“ პირადი პროფილებიდან სამუშაო
საათებში ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაცია. საჯარო მოხელეების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის
მხარდაჭერას პირდაპირ გამოხატავს, ხოლო სხვები სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის
პარალელურად ოპოზიციური პარტიების და კანდიდატების მადისკრედიტირებელ პოსტებს
იზიარებენ. ზოგიერთი საჯარო მოხელე ფეისბუქზე აგიტაციას სამუშაო საათებში არ ეწევა და მათი
პოლიტიკური აქტივობები არასამუშაო საათებში შეინიშნება, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს. ამას
გარდა, დაფიქსირდა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის
საწინააღმდეგო განცხადებები, რაც აგიტაციის წესის დარღვევას წარმოადგენს. უკანონო აგიტაციის
ყველა ამ შემთხვევაზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივარი წარადგინა საარჩევნო ადმინისტარციაში.

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა მმართველი პარტიის მხარდაჭერილი დამოუკიდებელი


კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების
ფაქტები. ადგილი ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ბიუჯეტით დაფინანსებული
საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას წინასაარჩევნო მიზნით. ასევე, კანდიდატის
ამომრჩეველთან შეხვედრებზე შეინიშნებოდა ადგილობრივი საჯარო მოხელეების, პედაგოგების,
ა(ა)იპ-ების თანამშრომლების მობილიზების შემთხვევები.

საპრეზიდენტო კანდიდატების შეხვედრებზე ხშირია წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის


შემთხვევები. ძირითადად მსგავსი ინციდენტები ხდება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი
დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ გამართულ შეხვედრებზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
მხარდამჭერები თუ აქტივისტები სალომე ზურაბიშვილს იმ შენობებთან ხვდებიან, სადაც კანდიდატს

3
შეხვედრა აქვს დაგეგმილი და შეურაცხმყოფელი შეძახილებისა და ტრანსფარანტების ფონზე მართავენ
აქციას. რამდენმე შემთხვევაში დარბაზში მყოფმა პირებმა ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლაც
შეაწყვეტინეს. მეორე მხრივ, დაფიქსირდა ცალკეული პირების მხრიდან გრიგოლ ვაშაძის შეხვედრების
ჩაშლის მცდელობა. წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურების კვალდაკვალ შეინიშნება ოპოზიციური
კანდიდატების სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტები.

28 სექტემბერს ცესკომ კანდიდატების რეგისტრაცია დაასრულა. საბოლოო მონაცემებით,


საპრეზიდენტო არჩევნებზე 25 კანდიდატია რეგისტრირებული. 19 მათგანი წარდგენილია
პოლიტიკური პარტიების მიერ, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერა ნომინირებული.
საგულისხმოა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ შემადგენლობაში შემავალ
კვალიფიციური პარტიების არჩევნებზე რეგისტრირებული 5 საპრეზიდენტო კანდიდატი. მათგან
ოთხს არჩევნების მოგების გაცხადებული საარჩევნო ინტერესი არ აქვთ და მიზნად ისახავენ ენმ-ის
კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას საარჩევნო კანონმდებლობით კვალიფიციური
პარტიებისთვის დადგენილი შეღავათების და სარგებლის მიღების გზით. ე.წ. „ტექნიკური
კანდიდატის“ მხარდაჭერით სარგებლობს ასევე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის
კანდიდატი დავით ბაქრაძეც.

საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა საუბნო საარჩევნო კომისიები, ჩატარდა პირველი სხდომები და


აირჩიეს საუბნო კომისიების ხელმძღვანელი პირები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების
ინფორმაციით, იმ უბნებზე, სადაც ისინი სხდომებს ესწრებოდნენ, სერიოზულ ექსცესებს და
დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ხშირ შემთხვევაში შეინიშნებოდა ტენდენცია, რომ კომისიის წევრებმა
წინასწარ იცოდნენ ვინ უნდა აერჩიათ თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად. ასევე, რიგ
შემთხვევებში, თვალშისაცემი იყო საუბნო კომისიის წევრთა კომპეტენციის ნაკლებობა, რის გამოც მათ
ნაცვლად შესაბამის დოკუმენტაციას საოლქო კომისიების წარმომადგენლები ავსებდნენ.

თავად საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში
ცესკოს რეკომენდაცია, არ აერჩიათ გასულ არჩევნებზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის მქონე
პირები, რიგმა საოლქო კომისიებმა არ გაიზიარეს და 2016-17 წლებში დისციპლინარული
პასუხისმგებლობის მქონე პირები კვლავ დანიშნეს კომისიის წევრებად. დისციპლინარული
სახდელდადებული პირები არიან ასევე პარტიების მიერ წარდგენილ საუბნო კომისიის წევრებს
შორისაც.

4
III. რეკომენდაციები

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს


• დაუყოვნებლივ შეწყვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და თავდასხმები.
ნაცვლად სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის
მცდელობებისა, გამოიჩინონ დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისათვის
დამახასიათებელი პატივისცემა სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისადმი.

პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს


• პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტი
პარტიების/კანდიდატების საჯარო შეხვედრებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისა
და დასწრებისგან, არ უნდა დაუშვან საკუთარი მხარდამჭერების მიერ სხვა საარჩევნო
სუბიექტების შეხვედრებისა და კამპანიური აქტივობებისთვის ხელშეშლა.
• აღკვეთონ ამომრჩეველთან ურთიერთობის იმგვარი ფორმები, რომელიც წარმოქმნის
ამომრჩევლის მოსყიდვის რისკებს.
• პატივი სცენ საარჩევნო კანონმდებლობას და საარჩევნო კამპანიაში არ დაუშვან
კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები, დაპირებები და ინიციატივები.
• მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს არ დააზიანონ კონკურენტების სააგიტაციო მასალები.

საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს


• დაემორჩილონ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნას და თავი შეიკავონ საარჩევნო კამპანიაში
მონაწილეობისაგან, რომელიმე პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციისგან.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს


• არ დაუშვან საჯარო მოხელეების მიერ აგიტაციის გაწევა სამუშაო საათებში;
• დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და არ დაუშვან მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო თუ
ადამიანური რესურსების გამოყენება პარტიული ინტერესების გასატარებლად;
• უზრუნველყონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული
მოხელეებისათვის საარჩევნო პერიოდში მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ
ინფორმაციის მიწოდება.

სამართალდამცავ ორგანოებს
• დაუყოვნებლივ და მიუკერძოებლად გამოიძიონ სავარაუდო კორუფციული გარიგება,
რომელიც უკავშირედება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების არალეგალური სქემას.

5
IV. კორუფციული სკანდალი

ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლების მიერ სექტემბრის დასაწყისში გაკეთებული განცხადებების


შემდეგ, რომელშიც ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს „იბერიას“ დათმობის სანაცვლოდ
ფინანსური პრობლემების მოგვარების შემოთავაზებაში ადანაშაულებდნენ, რამდენიმე სკანდალური
ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერები ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა
ოქუაშვილის სხვადასხვა ბიზნესზე ზეწოლის, კორუფციული დანაშაულის და არაფორმალური
მმართველობის სავარაუდო ნიშნებს შეიცავს.

17 სექტემბერს გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით 1, რომელშიც სავარაუდოდ, მონაწილეობენ „ომეგა


ჯგუფის“ დამფუძნებელი - ზაზა ოქუაშვილი, „თბილისის თამბაქოს“ ერთ-ერთი აქციონერი, ირაკლი
ჩუბინაშვილი და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ისინი საქართველოში თამბაქოს ბაზრის
განაწილების ახალ სქემას განიხილავენ. სქემის მიხედვით, უნდა შეიქმნას სიგარეტის სადისტრიბუციო
კომპანია, ხოლო სიგარეტების რეალიზაციიდან 50% წილი პარტიის, სავარაუდოდ, „ქართული
ოცნების“ ფონდში უნდა გადანაწილდეს.

24 სექტემბერს გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით 2, რომელიც, სავარაუდოდ, ირაკლი


ჩუბინაშივილის და ზაზა ოქუაშვილის საუბარს ასახავს, ჩუბინაშვილი ზაზა ოქუაშვილს „პარტიის“
დაფინანსების არალეგალურ სქემას უზიარებს. კერძოდ, ჩუბინაშვილი ამბობს, რომ ყველა გაყიდული
კოლოფი სიგარეტიდან მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2.5 თეთრს იხდის. საუბრისას, ირაკლი
ჩუბინაშვილი ოქუაშვილს ეუბნება, რომ მან პარტია წინასაარჩევნოდ სამჯერ უკვე დააფინანსა.
საუბრისას, ჩუბინაშვილი აღნიშნავს, რომ „პარტიის“ დაფინანსების საკითხს „მინისტრი“
აკონტროლებდა. აღნიშნული საუბრის ჩანაწერიდან კორუფციული დანაშაულების ნიშნების გარდა,
იკვეთება უკანონო შემოწირულების და საარჩევნო მიზნით პ/გ „ქართული ოცნების“ მიერ ფულადი
სახსრების უკანონო მობილიზების ნიშნებიც.

გავრცელებული აუდიოჩანაწერების შინაარსი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს საარჩევნო


სისტემაში პოლიტიკური დაფინანსების კანონმდებლობის ეფექტურობას. ჩანაწერების
ავთენტურობისა და მათში მოყვანილი ფაქტების უტყუარობის შემთხვევაში, ოკვეთება, რომ შესაბამისი
სახელმწიფო ინსტიტუტები და საკანონმდებლო ბაზა უძლურია წინ აღუდგეს პოლიტიკაში უკანონო
ფულადი სახსრების მობილიზებისა და ხარჯვის პრაქტიკას. მმართველი პარტიის მიერ ფულის
უკანონოდ მობილიზება სპეციალურ გასაიდუმლოებულ ფონდში ქმნის არაჯანსაღ პოლიტიკურ
გარემოს და საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეთა უფლებას სამართლიან არჩევნებზე, რაც
განაპირობებს საზოგადოების ნდობის დაკარგვას პოლიტიკური პროცესის და პარტიების მიმართ.

გარდა აღნიშნული ჩანაწერებისა, 29-30 სექტემბერს გავრცელებული ჩანაწერები და „რუსთავი 2“-ის


ეთერში გასული ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუ სხვა სერიოზული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ
ავლენს ინფორმაციას. მათ შორის, აუდიოჩანაწერების შინაარსიდან იკვეთება კორუფციული
დანაშაულების სისტემური ნიშნები, რომელშიც სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირი და
სახელმწიფო ინსტიტუტი მონაწილეობს. ასევე, ჩანაწერების შინაარსი მიუთითებს, რომ საჯარო
ინსტიტუტები ცალკეული პირების არაფორმალური გავლენებს არიან დაქვემდებარებული, რაც
კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ სკანდალური ჩანაწერების ავთენტიკურობის და მათში გამჟღავნებული
მძიმე დანაშაულებების შესახებ გამოძიების ეფექტურობას.

1 „იბერიის“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმის სკანდალური ჩანაწერები, რუსთავი 2, 17 სექტემბერი 2018,

http://rustavi2.ge/ka/news/113741
2 „ომეგა ჯგუფის“ საქმე და მორიგი სკანდალური ჩანაწერები, რუსთავი 2, 24 სექტემბერი 2018, http://rustavi2.ge/ka/news/114387

6
V. სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ზეწოლა და საქმიანობის ხელშეშლა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში უპრეცედენტო ტენდენციის სახე


მიიღო მაღალი თანამდებობის პირების მიერ არასამთავრობო სექტორზე, კონკრეტულად კი
სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაზე შეტევამ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი
ბრალდებებით.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით თავდასხმები თავდაპირველად


საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების მხრიდან
მომდინარეობდა, თუმცა ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევამ
კოორდინირებული სახე მიიღო და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით
განცხადებები გაკეთდა პარლამენტის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის, „ქართული ოცნების“
პარლამენტარების, თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო
კანდიდატის მიერ. არასამთავრობო სადამკვირვებელ ორგანიზაციებზე მსგავსი კოორდინირებული
თავდასხმა წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ზეწოლას და
საქმიანობის შეზღუდვის მცდელობას. ხელისუფლების და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის
პირების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით გაკეთებული
განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია და საფრხეს უქმნის საარჩევნო პროცესში ჩართულ
დამკვირვებლებს, რომელთაც ხელი ეშლებათ სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელებაში და
უწევთ ზეწოლის გარემოში საქმიანობა. ამდენად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ
უნდა შეწტვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე შეტევა.

„სამართლიანი არჩევნები“ პირველი ასეთი შეტევის ობიექტი გახდა წინასაარჩევნო პერიოდის


მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. 13 სექტემბერს
გამოქვეყნებულ ანგარიშში 3, ორგანიზაციამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორი
გადაწყვეტილება შეაფასა. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ
კახა ბექაურმა პრესკონფერენცია გამართა და თავს დაესხა ორგანიზაციას გამოქვეყნებული ანგარიშის
გამო. ბექაურის პრესკონფერენცია ცალსახად მიმართული იყო ორგანიზაციის საქმიანობის
დისკრედიტაციისკენ. „სამართლიან არჩევნებზე“ თავდასხმის მიზნით გამართულ
პრესკონფერენციაზე კომისიის თავმჯდომარის ბრალდებები იყო არათანმიმდევრული,
დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებული. სხვადასხვა უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად,
პრესკონფერენციაზე და შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში ბექაური მიმართავდა ISFED-ის
დონორებს ორგანიზაციის დაფინანსების გადახედვასთან დაკავშირებით. კახა ბექაურის გაკეთებულ
მადისკრედიტირებელ განცხადებებს „სამართლიანი არჩევნები“ ზეწოლას და ორგანიზაციის
საქმიანობის შეზღუდვის მცდელობას. 4

მანამდე, 21 აგვისტოს, ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა


ასოციაციის მიერ მომზადებული ანგარიში გააკრიტიკა და მას „არასერიოზული“ და
„არაპროფესიონალური“ უწოდა. 24 აგვისტოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის
უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ასევე თავს დაესხა
საიას მომზადებული ანგარიშის გამო და სადამკვირვებლო ორგანიზაცია მეთოდოლოგიის არქონაში
დაადანაშაულა.

3 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში, ISFED, 13

სექტემბერი 2018, http://www.isfed.ge/main/1409/geo/


4 ISFED კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს პასუხობს, ISFED, 15 სექტემბერი 2018,

http://www.isfed.ge/main/1411/geo/
7
არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევა გაძლიერდა ზემოთ აღნიშნული კორუფციული სკანდალის
გასაჯაროვების შემდეგ 13 ორგანიზაციის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადების 5 შემდეგ. 2
ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძემ 13 ორგანიზაციას „არასერიოზული“, „არაკომპეტენტური“ და „უტიფარი“ უწოდა და
პოლიტიკურ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა 6. მომდევნო დღეს იგივე ბრალდება გაიმეორა
იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს პარტიებად
დარეგისტრირება შესთავაზა 7. ანალოგიური შეფასებები გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმაც
ხოლო 6 ოქტომბერს არასამთავრობო სექტორს ტენდენციურობაში დასდო ბრალი თბილისის მერმა კახა
კალაძემ8. არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაში ჩაერთო „ქართული ოცნების“ მიერ
მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც 9.

უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი თანამდებობის პირების მიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციების


მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები სცდება ჯანსაღი კრიტიკისა და საქმიანი
კომუნიკაციის სტანდარტებს. თანამდებობის პირების განცხადებები მიმართულია სადამკვირვებლო
ორგანიზაციების საქმიანი რეპუტაციის დაზიანებისა და დისკრედიტაციისკენ, რაც მიუღებელია და
სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საფრთხეს წარმოადგენს.

ზუგდიდი
22 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი
კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში,
ამომრჩევლებს ხვდებოდა. თავდაპირველად, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან
დამკვირვებელს შეხვედრაზე შესვლის საშუალება არ მიეცა. დარბაზის შესასვლელთან, მას უცნობმა
პირმა ხელი კრა, რა დროსაც ის წაიქცა და მიიღო მსუბუქი დაზიანება. მოგვიანებით, სიტუაცია
განმუხტა პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ, რომელმაც შეხვედრაზე
დამკვირვებლის შესვლა უზრუნველყო.

ოზურგეთი
25 სექტემბერს, ოზურგეთში ამომრჩეველთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის დაწყებამდე,
კულტურის სახლის დარბაზში შესვლისას, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი
მცირე ხნით შეაფერხა უცნობმა პირმა, რომელიც დამკვირვებელს დარბაზში არ უშვებდა.

ბაღდათი
სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების
პირველ სხდომებს უნდა დაკვირვებოდა ორი უბნის სხდომებზე დაკვირვების შესაძლებლობა არ მიეცა.
დამკვირვებელი უბნებზე გამოცხადდა საოლქო კომისიის მიერ გადაცემული გრაფიკის შესაბამისად.
ბაღდათის #30-ე უბანზე სხდომა უნდა ჩატარებულიყო 13:00 საათზე. დამკვირვებელი უბანზე
გამოცხადდა 12:45 წუთზე, თუმცა ოლქის წევრები და უბნის კომისიის წევრები უბანზე არ
გამოცხადდნენ. 14:55 წუთზე დამკვირვებელი დაუკავშირდა საოლქო კომისიის მდივანს, ელეონორა
ლომსიანიძეს, რომელმაც უთხრა, რომ გრაფიკი შეეცვალათ და კომისიის სხდომა გვიან ჩატარდებოდა.

5 არაფორმალურმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი გამოიწვია, 13 ორგანიზაციის ერთობლივი


განცხადება, ISFED, 1 ოქტომბერი 2018, http://www.isfed.ge/main/1418/geo/
6 ირაკლი კობახიძე მესამე სექტორზე, რუსთავი 2, 2 ოქტომბერი 2018, http://rustavi2.ge/ka/news/115128
7 წულუკიანი: ეს 13 NGO რეალურად პოლიტიკური პარტიები არიან და მზად ვართ დავარეგისტრიროთ, ტაბულა, 3

ოქტომბერი 2018, http://tbl.ge/35wj


8 კახა კალაძე - არასამთავრობოთა განცხადებები ტენდენციურია და რეალურად არ ასახავს საარჩევნო პერიოდში არსებულ

პრობლემებს, პირველი არხი, 6 ოქტომბერი 2018, https://bit.ly/2OK3SXi


9 სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობოების შესახებ, პირველი არხი, 5 ოქტომბერი 2018, https://bit.ly/2QBcehs

8
გრაფიკის მიხედვით დამკვირვებელი უნდა დასწრებოდა #15 უბნის (სოფელი II ობჩის
ადმინისტრაციული შენობა) გახსნას სოფელ ობჩაში, რომელიც ჩანიშნული იყო 15:00 საათზე. იგი
ადგილზე გამოცხადდა 14:45 წუთზე, თუმცა როდესაც ადგილზე მივიდა, სხდომა უკვე
დამთავრებული იყო.

მარტვილი
25 სექტემბერს, 12:53-ზე, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა განცხადებით
მიმართა მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს და მოითხოვა საუბნო საარჩევნო
კომისიების პირველი სხდომების გრაფიკის გადმოცემა. მან მდივანს სიტყვიერადაც აცნობა, რომ
გრაფიკი საუბნო კომისიის სხდომებზე დასწრებისთვის სჭირდებოდა. პასუხად, კომისიის მდივანმა
აღნიშნა, რომ გრაფიკი ჯერ არ ჰქონდათ შედგენილი და შედგენის შემდეგ ელექტრონული ფოსტით
გაუგზავნიდა ინფორმაციას. დაპირების მიუხედავად, კომისიის მდივანს მისთვის არანაირი
ინფორმაცია არ გადაუცია. დამკვირვებელმა საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომების გრაფიკი
საოლქო კომისიის წევრისგან მოიპოვა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის
დანიშნული.

VI. საარჩევნო ადმინისტრაცია

დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირები საუბნო საარჩევნო კომისიებში.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გადაამოწმა აღმოჩნდნენ თუ არა საუბნო საარჩევნო კომისიებში საოლქო


კომისიებისა და პარტიების მიერ დანიშნული წევრები, რომელთაც 2016-2017 წლების არჩევნებზე
დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით,


საოლქო საარჩევნო კომისიებმა ჯამში საუბნო საარჩევნო კომისიის 398 წევრი აირჩიეს, რომელთაც 2016
ან 2017 წელს დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული, მათგან, 247 შერჩეულ
კომისიის წევრს პასუხისმგებლობა დაეკისრა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ხოლო 151
წევრს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

მიმდინარე არჩევნებზე, 2016 წელს სახდელდადებული პირებიდან პოლიტიკურმა პარტიებმა კომისიის


წევრებად დანიშნეს 128 კომისიის წევრი, ხოლო 2017 წელს სახდელდადებული პირებიდან - 272. მათ
შორის, უმეტესი ნაწილი დანიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ.

საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები და ხელძღვანელი პირების არჩევის


პროცესი

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შემდგომ, კანონით დადგენილი წესითა და ვადების


დაცვით გაიმართა საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები, რომლებზეც უნდა აერჩიათ
კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი.

9
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები 56 ოლქში 140 საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ
სხდომებს დაესწრნენ. სხდომები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ადგილი არ
ჰქონია ისეთი სახის დარღვევებს, რაც პროცესს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე უბანზე გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც კომისიების წევრებს


საარჩევნო კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ სათანადო ცოდნა და კომპეტენცია არ
ჰქონდათ და მათ პროცესის წარმართვაში საოლქო კომისიების წარმომადგენლები ეხმარებოდნენ. ასევე,
ხშირ შემთხვევაში, ორგანიზაციის დამკვირვებლებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ საუბნო კომისიის
წევრებისთვის წინასწარ იყო ცნობილი თუ ვინ უდნა არჩეულიყო საუბნო კომისიების ხელმძღვანელი
პირების თანამდებობებზე.

ბაღდათი
• 26 სექტემბერს, ბაღდათის ოლქის #10 უბანზე გაიმართა პირველი სხდომა. სხდომა გახსნა უხუცესმა
წევრმა, კომისიის თავჯდომარედ დასახელდა და კომისიის წევრებმა აირჩიეს ნინო ფართლაძე,
რომელსაც 2017 წელს შეფარდებული აქვს დისციპლინარული პასუხისმგებლობა. კომისიამ ასევე
აირჩია თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. ოქმის და სხვა დოკუმენტაციის შევსება ხდებოდა
ოლქის წევრების დახმარებით.

• იმავე დღეს, #16 უბანზე (ზედა დიმი, სოფ დიმის №2 საჯარო სკოლა) ჩატარდა პირველი სხდომა
14:00 საათზე. სხდომის დაწყებამდე კომისიის წევრმა, დავით ჯანიაშვილმა, რომელიც შემდგომში
თავჯდომარედ აირჩიეს, ოლქის წარმომადგენელს, ლიანა აბულაძეს საუბარში უთხრა, რომ
მოადგილესთან დაკავშირებით პრობლემაა, კერძოდ, „ის - ბორის ჩხეტია უარს ამბობს აღნიშნულ
თანამდებობაზე“. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა მას ჰკითხა, რა იცოდა წინასწარ თუ
ვინ იქნებოდა მოადგილე და რატომ უთანხმდებოდა ოლქის წარმომდგენლებს ამ საკითხზე.
ჯანიაშვილმა დამკვირვებელს პასუხი არ გასცა.

ასპინძა
• ასპინძის #16 და #17 საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მონიტორინგის
საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ საუბნო კომისიის წევრები არ ფლობდნენ შესაბამის
კომპეტენციას სხდომის სრულფასოვნად ჩატარებისთვის, ამიტომ საოლქო კომისიის წევრები
მიუთითებდნენ პროცედურათა თანმიმდევრობაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურ
პარტიათა მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს არ ჰქონდათ შესაბამისი კომპეტენცია
სრულფასოვნად ჩართულიყვნენ არჩევნების ადმინისტრაციულ პროცესში და დამოუკიდებლად
მიიღონ გადაწყვეტილება, კომისიის სხვა წევრთა გავლენის გარეშე.

• ხერთვისის საარჩევნო უბანზე, სხდომის დაწყებამდე, ლუიზა ვაჭარიძე (არჩეული მდივანი)


ამბობდა, რომ მდივნობას ვერ შეძლებდა, რადგან სწავლის გამო რაიონიდან გასვლა მოუწევდა.
კომისიის თავმჯდომარე ინგა მინაშვილი ამ ფაქტს უთანხმებდა ოლქის კომისიის წევრებს,
შეიძლებოდა თუ არა სხვა კომისიის წევრი აერჩიათ მდივნის პოზიციაზე. ლუიზა ვაჭარიძე ამ
თანამდებობას მხოლოდ გაურკვეველ პირთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დათანხმდა.
ტელეფონზე მოსაუბრე პირი ვაჭარიძეს არწმუნებდა მისი მდივნობის საჭიროებაზე.
დათანხმებამდე, ვაჭარიძემ ტელეფონზე მის თანამოსაუბრეს ინგა მინაშვილიც გაასაუბრა.

ჩოხატაური
• ჩოხატაურში ენმ-ს ოფისისი ხელმძღვანელმა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს 25
სექტემბერს მიაწოდა სია იმ პირებისა, რომლებსაც, მისი თქმით აირჩევდნენ საუბნო საარჩევნო
კომისიის ხელმძღვანელ პოზიციებზე. 26 და 27 სექტემბერს „სამართლიანი არჩევნების“

10
დამკვირვებელი, ჩოხატაურის ოლქის 6 უბანზე დაესწრო და დააკვირდა საუბნო საარჩევნო
კომისიის პირველ სხდომებს. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის
დაკვირვებით, ხუთ უბანზე ხელმძღვანელ პირებად არჩეულ იქნენ ის პიროვნებები, რომლებიც ენმ-
ს მიერ მოწოდებულ სიაში იყვნენ მითითებული.

საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებზე დაფიქსირდა ტენდენცია, რომ საუბნო კომისიის
ხელმძღვანელი პირების არჩევის დროს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპული
საქართველოს“ კომისიის წევრებს.

• საგულისხმოა, რომ #6 გოგოლესუბნის უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიამ თავმჯდომარის


მოადგილედ აირჩიეს 2017 წლის არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებული
ერთ-ერთი პირი, ელზა სიხარულიძე, რომელიც საუბნო კომისიაში „ქართული ოცნების“ მიერ არის
დანიშნული.

• #3 იანეულის უბანზე, ოლქის მიერ დანიშნული კომისიის წევრი ცირა კალანდაძე, რომელიც არის
„ქართული ოცნების“ კოორდინატორის მეუღლე, საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე არჩეულ
იქნა მდივნად. ამავე უბანზე, ოლქის მიერ დანიშნული კომისიის წევრი, ნათია პაიჭაძე გახლავთ,
სოფელ იანეულის მერის წარმომადგენლის მეუღლე.

• ენმ-ს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, „სამართლიანი არჩევნების“


გრძელვადიან დამკვირვებელს მიაწოდა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრთა სია, რომლებსაც დარღვეული აქვთ საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისიის განკარგულება #157/2018 და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის
მე-13 პუნქტის მოთხოვნები - კერძოდ, ზემო ჩამოთვლი პირების საკონკურსო განცხადებები
არასრულია და არაზუსტია.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა მოწოდებული ინფორმაცია, (რამდენიმე


უბანზე) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ მითითებული საარჩევნო გამოცდილების
შესახებ. გადამოწმებული ინფორმაციით რამდენიმე უბანზე დადგინდა, რომ საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრთა გამოცდილების თარიღები შეუსაბამოა, მათ მიერ განცხადებაში მითითებულ
თარიღებთან.

ოზურგეთი
#58 უბანზე თავმჯდომარის არჩევამდე საუბნო კომისიის წევრ ნაზი ქათამაძის ქცევების მიხედვით
ცხადი იყო თუ ვის აირჩევდნენ. ხელმძღვანელი პირების არჩევაში მონაწილეობაზე უარი თქვა ენმ–ის
წარმომადგენელმა, მარინა შანთაძემ, რის გამოც მისადმი კომისიის წევრებმა აგრესია გამოიჩინეს,
განსაკუთრებით ნაზი ქათამაძემ, რომელიც საუბნო კომისიის სხვა წევრების მიერ არჩეულ იქნა
თავმჯდომარედ.

ვაკე
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომებს დაესწრო #38,
#35, #39, #42 უბნებზე. კომისიის წევრების ქცევიდან გამომდინარე, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მათ
წინასწარ იცოდნენ, ვინ უნდა აერჩიათ თავჯდომარედ, თავჯდომარის მოადგილედ და მდივნად.
საგულისხმოა, რომ არჩეულ კომისიის წევრებს არ შესწევთ კომპეტენცია დამოუკიდებლად აწარმოონ
საარჩევნო დოკუმენტაცია და მათ პროცედურების წარმართვაში საოლქო კომისიის წარმომადგენლები
ეხმარებოდნენ.

11
საბურთალო
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომებს დაესწრო #71,
#69, #72 უბნებზე. კომისიის წევრების ქცევა ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მათ წინასწარ იცოდნენ, თუ
ვინ უნდა აერჩიათ თავჯდომარედ, თავჯდომარის მოადგილედ და მდივნად. აღსანიშნავია, რომ
არჩეულ კომისიის წევრებს არ ჰქონდათ კომპეტენცია დამოუკიდებლად ეწარმოებინათ საარჩევნო
დოკუმენტაცია და მათ პროცედურების წარმართვაში საოლქო კომისიის წარმომადგენლები
ეხმარებოდნენ.

სამგორი
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი სამგორის ოლქში 26 და 27 სექტემბერს დაესწრო #39, #40,
#11, #12, #45, #50, #51, #58, #59 საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომებს. საუბნო კომისიების
თანამდებობის პირთა არჩევის პროცესში შეინიშნებოდა, რომ კომისიის წევრებმა წინასწარ იცოდნენ
ვინ უნდა დაესახელებინათ და აერჩიათ თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად.

ქობულეთი
27 სექტემბერს, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი ესწრებოდა ქობულეთის
#7, #8, #63 საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს. ყველა სხდომაზე შეიმჩნეოდა ტენდენცია,
რომ კომისიამ წინასწარ იცოდა ვინ უნდა დაესახელებინათ და ვინ უნდა შეერჩიათ საუბნო კომისიის
თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად. კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.

26 სექტემბერს, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების გამართვამდე „ერთიანი


ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მერაბ ცინცაბაძემ და ბონდო თედორაძემ
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს გადასცეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრთა სია რომლებსაც, მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დავალებით პირველ სხდომებზე
თავმჯდომარედ, მდივნად და მოადგილედ აირჩევდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი
დამკვირვებლის მიერ გადამოწმებისას აღმოჩნდა რომ ენმ-ის გადაცემული 178-კაციანი სიიდან
კომისიებში უბნის თავმჯდომარედ, მდივნად და მოადგილედ 136 აირჩიეს.

მარტვილი
• 26 სექტემბერს, №6 ლემიქავეს საარჩევნო უბანი გრაფიკით 12-ის ნახევარზე უნდა გახსნილიყო,
თუმცა სხდომა დაახლოებით 40 წუთით გვიან გაიხსნა. სხდომაზე მისულმა კომისიის წევრებმა
აღმოაჩინეს, რომ სხდომა სხვა შენობაში (რწმუნებულის ადმინისტრაციული შენობა) ტარდებოდა.
სხდომას ესწრებოდა კომისიის 11 წევრი. დღის წესრიგით გათვალისწინებულ კენჭისყრაში
(თავმჯდომარის, მდივნის, მოადგილის არჩევა) მონაწილეობაზე უარი განაცხადა ენმ-ს მიერ
დანიშნულმა კომისიის წევრმა. ამ უკანასკნელმა წამოაყენა წინადადება, რომ სხდომის დაწყებამდე
საუბნო კომისიის ყველა წევრს წარმოედგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა
შესაძლებელი ყოფილიყო მათი, როგორც კომისიის წევრების იდენტიფიცირება. ინიციატივას
მხარი დაუჭირა ენმ-ს წარმომადგენელმაც, რომელიც აკვირდებოდა სხდომის გახსნას. ამას მოჰყვა
საოლქო კომისიის წევრების გაღიზიანება და მათ აღნიშნეს, რომ არანაირი მითითება არ
არსებობდა კანონში, რომელიც ავალდებულებდა საუბნო კომისიის წევრს, სხდომის გახსნამდე
წარმოედგინათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მათ ნაციონალური მოძრაობის
წარმომადგენლებს ამ ინიციატივის განხორციელების საშუალება არ მისცეს. აღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით, ენმ-ს წარმომადგენელმა შეადგინა საჩივარი №6 საუბნო საარჩევნო კომისიის
სახელზე, რომელშიც აღნიშნა, რომ მას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების უარის გამო არ მიეცა
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა, ამიტომ მან ვერ
გაარკვია იყვნენ თუ არა სხდომაზე მოსული ადამიანები ნამდვილად კომისიის წევრები.

12
ენმ-ს წარმომადგენელი აღნიშნული სხდომის ვიდეოგადაღებას ახორციელებდა. მას საოლქო
კომისიის წევრმა მიუთითა, რომ დაეცვა 5 წუთიანი რეგლამენტი და თუ 5 წუთზე მეტ ხანს იღებდა,
გამოერთო კამერა. ამასთან დაკავშირებით, ენმ-ს წარმომადგენელმა ასევე შეადგინა საჩივარი,
რომელშიც აღნიშნა, რომ მას ხელი შეუშალეს სხდომის გადაღებაში. როგორც აღმოჩნდა
აღნიშნული საჩივარი საუბნო კომისიის მდივანმა არ დაარეგისტრირა, რის გამოც ენმ-მ
წარმომადგენლებმა უკვე საოლქო კომისიაში შეიტანეს საჩივარი #6 უბნის კომისიის მდივნის
ქმედებებთან დაკავშირებით.

მარტვილის ოლქში ოთხ საარჩევნო უბანზე (#5, #6, #7, #34) დაკვირვების შედეგად უნდა აღინიშნოს,
რომ კომისიის წევრებისთვის წინასწარ იყო ცნობილი ვინ უნდა აერჩიათ კომისიის თავმჯდომარედ,
მოადგილედ და მდივნად. ამასთან, თვალშისაცემი იყო საუბნო კომისიის არჩეული წევრების
არაკომპეტენტურობა. მდივნის მაგივრად ფაქტიურად საოლქო კომისიის წარმომადგენელი ავსებდა
დოკუმენტაციას. აშკარა იყო, რომ ისინი დამოუკიდებლად ვერ ასრულებდნენ ამ დავალებას, იგივე
ითქმის სხდომის თავმჯდომარეებზეც, რომლებიც საოლქო კომისიის წარმომადგენლებისგან
იმეორებდნენ სხდომის გახსნისთვის საჭირო სიტყვებს.

ერთნაირი სტრატეგიით მოქმედებდა ენმ-ც, კერძოდ ისინი არ იღებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობას


და კენჭისყრის გახსნამდე ითხოვდნენ საუბნო კომისიის წევრების პირადობის დამადასტურებელ
დოკუმენტებს. #6, #7 და #34 უბნების გახსნა დაგვიანდა მინიმუმ ნახევარი საათით, საოლქო კომისიის
წევრების მიზეზით.

საუბნო კომისიის წევრები, ყველა კომისიაში ამაოდ ეძებდნენ კომისიის მეცამეტე წევრს და ბოლოს
აღმოაჩინეს, რომ საარჩევნო კოდექსში 2017 წელს შეტანილი ცვლილების შედეგად, კომისიები მხოლოდ
12 წევრისგან შედგება.

ლანჩხუთი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გივი
ცინცაძემ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, რომ მას მოეპოვება
აუდიო-ჩანაწერი, რითაც საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეული წევრების მიერ „ქართული ოცნების“
მხარდაჭერა დასტურდება. ჩანაწერების მიხედვით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის სახელით
გივი ცინცაძე ტელეფონით სამ პიროვნებას - გიგა ნიკოლაიშვილს, ვალერიან ბუცს და ნათია ხიშტოვანს
უკავშირდება. პირველ ჩანაწეში, ცინცაძის მიერ დასმულ შეკითხვას - ხომ არ ურეკავდა „ქართული
ოცნების“ შტაბიდან ვინმე კურატორი, ვინც ოლქში მისვლას და დამოუკიდებელ წევრობაზე
განცხადების დაწერას ავალებდა, უცნობი მამაკაცი დასტურს აძლევს. მეორე ჩანაწერში, კითხვაზე
დაუკავშირდნენ თუ არა მას „ოცნების“ შტაბიდან, ცინცაძეს პასუხობენ - „არ ვიცი“. განმეორებითი
კითხვისას „ხომ დაგიკავშირდათ ლოლიტა ურუშაძე?“ უცნობის ხმა იმავეს პასუხს იმეორებს. მესამე
ჩანაწერში ქალბატონი (სუსტად ისმის მისი ხმა) ცინცაძეს პასუხობს, რომ პარტიასთან მას შეხება არ
აქვს და როგორც დამოუკიდებელი წევრი ყოველთვის საოლქო კომისიიდან არის საუბნო კომისიის
წევრად არჩეული.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გაარკვია, რომ აუდიო ჩანაწერები 2 სეტემბერს იქნა


გაკეთებული. თუ რატომ არ მოხდა მისი გახმაურება მოპოვებისთანავე, ამ კითხვაზე „ნაციონალური
მოძრაობის“ წარმომადგენელს პასუხი არ გაუცია. დამკვირვებელი დაუკავშირდა ზემოთ თქმულ
პიროვნებებს, რომელთაგან გიგა ნიკოლაიშვილმა (#16 საარჩევნო უბანზე აარჩეული კომისიის წევრი
2012-2016 წლებში) არ ისურვა კომენტარის გაკეთება; ვალერიან ბუცის თქმით (კომისიის წევრი #28
საარჩევნო უბანზე 2016-2017 წლებში), „ცინცაძეს რაც აწყობს ის ჩანაწერები აქვს ამოჭრილი და

13
დაფიქსირებული. სულ სხვა კითხვას სვამდა. ყოველთვის დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყავი“. რაც
შეეხება ნათია ხიშტოვანს (#17 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი 2006 წლიდან), მან „ქართულ
ოცნებასთან“ კავშირი კატეგორიულად გამორიცხა, ლოლიტა ურუშაძესთან კი როგორც შვილის
პედაგოგთან დიდი ხნის ნაცნობობა და ურთიერთობა დაადასტურა.

გორი
გორის #32-ე ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე სხდომებზე დასწრების და სავარაუდოდ მუშაობის
პრობლემა აქვთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დანიშნულ წევრებს. აღნიშნული
ინფორმაცია „სამართლიან არჩევნებს“ ოლქის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვლმა მიაწოდა.
პრობლემა შექმნა იმ გარემოებამ, რომ პარტიას უბანზე დასანიშნი წევრების სია აერია და წევრები
მათთვის სასურველი უბნების ნაცვლად სხვა უბნებზე წარადგინა. შესაბამისად, კომისიის წევრებს
უკვირთ რატომ უნდა მივიდნენ სხდომაზე იმ სოფელში თუ უბანზე სადაც მუშაობის სურვილი მათ არ
გამოუთქვამთ.

სავარაუდოდ გაყალბებული ხელმოწერები საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერთა


სიებში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პ/გ „მოძრაობა სახელმწიფო


ხალხისთვის“ მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებში საქართველოს
პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა დაფიქსირდა. მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული
მონაცემები არსებითად განსხვავებულია პრემიერის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან. 10 სიაში
არსებულ უზუსტობასთან დაკავშირებულ საკითხზე ცესკოს ასევე მიმართა მოქალაქემ, რომლიც
ეჭვქვეშ აყენებს მისი თანხმობის გარეშე პერსონალური მონაცემების გამოყენების საკითხს და ითხოვს
აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევას. ასევე, ცესკოს მიმართა ერთ-ერთი საოლქო
საარჩევნო კომისიის წევრმა პ/გ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის
მიერ წარდგენილ სიებში არსებული ხელმოწერების გაყალბებების სავარაუდო ფაქტთან
დაკავშირებით. დოკუმენტაცია გადაეგზავნა პროკურატურას რეაგირების მოხდენის მიზნით.

ფაქტის გასაჯაროების შემდეგ პ/გ „მოძრაობა სახელწმიფო ხალხისათვის“ ლიდერებმა ცენტრალური


საარჩევნო კომისია უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მათზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
„საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული“ პარტიის თავმჯდომარის, შოთა მალაშხიას თქმით კი, მათ
მიერ წარდგენილი მხარდამჭერთა ხელმოწერები იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში თავის დროზე ჩააბარეს, კერძოდ ნაცვლად 986 ფურცლისა, სიების გახსნის შემდეგ 26
ფურცლით ანუ შვიდასამდე ხელმოწერაზე მეტი აღმოაჩინეს.11

10განცხადება მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით, ცესკო, 18 სექტემბერი 2018, https://bit.ly/2OHdmCG


11გაერთიანებული ოპოზიცია ზედმეტ ხელმოწერებზე საუბრობს, რუსთავი 2, 24 სექტემბერი 2018,
http://rustavi2.ge/ka/news/114365
14
VII. „ტექნიკური კანდიდატები“ საპრეზიდენტო არჩევნებზე

10 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებას - „ძალა ერთობაშია“ - საქართველოს


პრეზიდენტის არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძე წარმოადგენს, რომელიც კანდიდატად „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ წარდგინებით დარეგისტრირდა. თუმცა, კანდიდატი გაერთიანებაში
შემავალმა სხვა ოთხმა პარტიამაც წარადგინა. ესენი არიან: ზვიად ბაღდავაძე („სამოქალაქო პლატფორმა
- ახალი საქართველო“), ზვიად იაშვილი („ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“), ზვიად მეხატიშვილი
(„საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“) და მიხეილ ანთაძე („მოძრაობა სახელმწიფო
ხალხისთვის“). ოთხივე კანდიდატის წარმდგენი პარტია, ენმ-ის მსგავსად, კვალიფიციური საარჩევნო
სუბიექტია. სწორედ ამას უკავშირდება მათ მიერ ე.წ. „ტექნიკური კანდიდატების“ დასახელება,
როგორც ამას ოპოზიციურ გაერთიანებაში აცხადებენ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური


საარჩევნო სუბიექტი არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის
უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო
ოლქზე 150 ლარის ოდენობით. ამდენად, „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატს, სახელმწიფო
დაფინანსებით, უბნებსა და ოლქებში 5 წარმომადგენლის ყოლა შეეძლება. გაერთიანება ჯამში ყოველ
საარჩევნო უბანზე 500 და ყოველ საარჩევნო ოლქზე 750 ლარს მიიღებს, 5-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე სხვა
კვალიფიციური კანდიდატები.

საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების


წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფასაც. აღნიშნული კოდექსის 51-ე მუხლი
ეროვნულ საეთერო მაუწყებლებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს,
სათემო მაუწყებლებს აკისრებს ვალდებულებას, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 50-ე დღიდან
კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს უფასო სარეკლამო დრო თანაბრად და არადისკრიმინაციულად
გამოუყონ. ამ შემთხვევაშიც, ფაქტობრივად, „ძალა ერთობაშია“ სხვა კვალიფიციურ კანდიდატებზე 5-
ჯერ უფრო მეტ უფასო სარეკლამო დროს მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ - ქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს


კანონმდებლობას, აღწერილი გარემოება არ ემსახურება საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებას. არჩევნებში
მონაწილეობას იღებენ ისეთი კანდიდატები, რომელთა მიზანი არა ამომრჩეველთა ხმების მოპოვება,
არამედ სხვა კანდიდატისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სახელმწიფოს ფულადი სახსრების მიღება
და კვალიფიციური სუბიექტებისათვის კანონით განსაზღვრული პრივილეგიებით სარგებლობაა.
აღნიშნული კი წარმოქმნის არასამართლიან და უთანაბრო პირობებს პრეზიდენტობის სხვა
კანდიდატებისათვის.

ანალოგიურად, „სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ე.წ. „ტექნიკური კანდიდატის“


მხარდაჭერით სარგებლობს ასევე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით
ბაქრაძე. ამ შემთხვევაში პ/გ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ სახელით
დარეგისტრირებულია კანდიდატი ირაკლი გიორგაძე. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“
ასევე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია და მისთვის კანონით მინიჭებული პრივილეგიები დავით
ბაქრაძის კამპანიის სასარგებლოდ გამოიყენება.

15
VIII. მარეგულირებელი კომისიის წერილი პოლიტიკური რეკლამის შესახებ

25 სექტემბერს, კომუნიკაციებს ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ მორიგი წერილით მიმართა


მაუწყებლებს და სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო სამი 3 პოლიტიკური სარეკლამო რგოლის
სატელევიზიო ეთერიდან ამოღება მოითხოვა.

კომისია სამი ვიდეო-რგოლის საეთერო ბადიდან ამოღებას სხვადასხვა მიზეზით ითხოვდა. 12

ერთ შემთხვევაში პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებულია ნაწყვეტი გადაცემიდან „რეაქცია“, სადაც


გადაცემის წამყვანი, ინგა გრიგოლია კითხვას უსვამს სალომე ზურაბიშვილს. კომისიის შეფასებით,
გადაცემის წამყვანი მონაწილეობს წინასაარჩევნო რეკლამაში, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის
დარღვევაა. კერძოდ, 63-ე მუხლის მე-5 ნაწილით იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ
პოლიტიკური და წინასაარჩევნო პროგრამების წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახის
მონაწილეობა რეკლამაში. შესაბამისად, რეკლამა, რომელშიც გამოყენებულია ნაწყვეტი გადაცემიდან
„რეაქცია“ და ჩანს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, არის არასათანადო რეკლამა.

კიდევ ერთ ვიდეორგოლში ზურაბიშვილი მოღალატედაა მოხსენიებული, რაც კომისიის აზრით


„არღვევს ზნეობრივ ნორმებს და ბღალავს ფიზიკურ პირს“. კომისიის ცნობით, აღნიშნული
ვიდეოკლიპი არაეთიკურია და, შესაბამისად, წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, რომლის
განთავსებასაც მაუწყებლის შესახებ კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს.

რაც შეეხება მესამე ვიდეოკლიპს, კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, ვიდეორგოლი შეიცავს უხამსი
შინაარსის გამონათქვამს და ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის მე-4
ნაწილს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაცია


არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის
მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს
ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს. შესაბამისად,
საქართველოს საარჩევნო კოდექსი საარჩევნო სუბიექტებისთვის ოპონენტის წინააღმდეგ მიმართულ
მოწოდებას ან/და საჯარო ქმედებას ლეგიტიმურ ქმედებად განიხილავს.

წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის


კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები,
განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. კანონი კრძალავს მათი
გავრცელებისთვის ხელის შეშლას.

საგულისხმოა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის წაყენებული


ვალდებულება, ეთერში არ განათავსონ საარჩევნო ვიდეო-რგოლები არაეთიკურობისა და უხამსობის
მიზეზით არ ემსახურება არც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის და არც საარჩევნო კოდექსით
დადგენილ ლეგიტიმურ მიზანს.

საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო რეკლამისთვის განსაზღვრავს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში


დაუშვებელი აგიტაციის შინაარსს და ამ მიმართულებით შეიცავს ამომწურავ ჩამონათვალს. კერძოდ,
არ შეიძლება საარჩევნო პროგრამა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული

12 კომუნიკაციების კომისია ტელევიზიებისგან სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო 3 ვიდეოს ამოღებას ითხოვს, On.ge,

25 სექტემბერი 2018, http://go.on.ge/u2v


16
სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ,
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ,
რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსით დადგენილ უფრო მაღალ


სტანდარტზე აპელირებს და წინასაარჩევნო რეკლამის შეზღუდვისთვის იყენებს „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონს, კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის დადგენის ნაწილში
კომუნიკაციების ეროვნულ კომისია უფლებამოსილი ორგანო არ არის. იმ შემთხვევაში, თუ პირი
მიიჩნევს, რომ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ის
უფლებამოსილია მიმართოს მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმს ან სასამართლოს.
აღნიშნული გამომდინარეობს ამავე კანონის 591 მუხლიდან და საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან. 13

აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ მაუწყებლებისთვის


გაგზავნილი შეტყობინება, რომელიც, თავის მხრივ, სამართლებრივი ძალის მქონე აქტი არ არის, და მის
საფუძველზე ზემოთაღნიშნული სამი პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის ეთერიდან მოხსნის
ვალდებულების დაკისრება მაუწყებლებისთვის არაპროპორციულად ზღუდავს საარჩევნო
სუბიექტების გამოხატვის თავისუფლებას.

IX. პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური დაპირისპირება

ახალქალაქი
27 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე, ჰასმიკ მარანგოზიანი ამავე საოლქო კომისიის წევრს, თეონა ჭალიძეს ფიზიკურად
დაუპირისპირდა. თეონა ჭალიძე საოლქო კომისიის წევრად დანიშნულია პარტია „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.

„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი თავდაპირველად ოლქის თავმჯდომარეს


და მოადგილეს დაუკავშირდა, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს დაპირისპირების ფაქტი.
მოგვიანებით, დამკვირვებელი ესაუბრა თეონა ჭალიძეს, რომელიც მომხდარის შესახებ დეტალებზე
საუბრობს და აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენა.

27 სექტემბერს, 10:00 საათზე თეონა ჭალიძე ოლქში ენმ-ს წარმომადგენელთან, არტურ მკოიანთან
ერთად სამუშაო პერიოდში მივიდა საოლქო საარჩევნო კომისიაში და იმ ოთახში დაჯდა, სადაც
ჩვეულებრივ ოლქის წევრები მუშაობენ. მას ადგილზე კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე
დახვდნენ. ოლქის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარანგოზიანმა თეონა ჭალიძეს უთხრა რომ დაეტოვებინა
ოთახი, რადგან ეს მისი პირადი კაბინეტი იყო. ჭალიძემ თავმჯდომარეს მოსთხოვა მისთვის გამოეყოთ
კუთხე სადაც ის შეძლებდა მუშაობას. ოლქის თავმჯდომარემ ჭალიძეს ადგილი გამოუყო საწყობში.
რამდენიმე წუთში მარანგოზიანმა ჭალიძეს უთხრა, რომ ოთახში ინახებოდა ოლქის დანარჩენი
წევრების პირადი ნივთები და ფული და გააფრთხილა არ მოეპარათ. ამასთან ის არტურ მკოიანს
სომხურ ენაზე არაეთიკურად ესაუბრებოდა თეონა ჭალიძეზე. თეონა ჭალიძემ გადმოინაცვლა იმ

13საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,


https://matsne.gov.ge/ka/document/view/1129248?publication=0
17
ოთახში, სადაც დანარჩენი ოლქის წევრები იყვნენ და შეეცადა მუშაობის გაგრძელებას. ჭალიძის თქმით,
ჰასმიკ მარანგოზიანმა ოლქის წევრებს სომხურად უთხრა რომ არტურ მკოიანი ქურდია და ფრთხილად
ყოფილიყვნენ.

თეონა ჭალიძემ ჰასმიკ მარანგოზიანს უსაყვედურა რომ არ იყო ინფორმირებული უბნების გახსნის
შესახებ და მას მცდარი ინფორმაცია ჰქონდა. მისი თქმით, უბნების გახსნას ელოდებოდა 28 სექტემბერს
მაგრამ ახალქალაქის ოლქის უბნების გახსნა დაიწყო 26 სექტემბრიდან. ასევე, მან მოითხოვა
კომუნიკაციის ქართულ ენაზე გაგრძელება და დაწერა განცხადება რომ სხდომები ჩატარებულიყო
ქართულ ენაზე. ამ მოთხოვნაზე მარანგოზიანმა უპასუხა, რომ ვალდებული არ იყო ქართულად
ჰქონოდა კომუნიკაცია მასთან და თავად მოსთხოვა რუსულისა და სომხური ენების ცოდნა.

შეკამათების დროს ის დაეძგერა ჭალიძეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით გააგდო ოთახიდან.


საოლქო კომისიის შენობის მისაღებიდან ჭალიძემ საპატრულო პოლიციაში დარეკა. იგი მიიყვანეს
ახალქალაქის პოლიციაში სადაც გაესაუბრა სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,
გივი სიხარულიძე. 14 ჭალიძის თქმით, მას მაგიდაზე ელაგა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი და ამ
ფორმით ცდილობდა ზეწოლა მოხედინა მასზე. ჭალიძემ ასევე დარეკა გენინსპექციაში და შეატყობინა
მომხდარის შესახებ. დღის ბოლოს ის ახალციხეში წაიყვანეს სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად.

X. ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

ქუთაისი
21 სექტემბერს, პ/გ „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა
ნათელაშვილი ამომრჩევლებს გელათში შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. 15 მან ადგილობრივ
მოსახლეობას მიულოცა გელათობის დღესასწაული. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი
დამკვირვებლის, ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატმა არაპირდაპირი გზით, კერძოდ
პარტიის აქტივისტის დახმარებით, ეკლესიასთან მოწყალების მთხოვნელებს 150 ლარი გადასცა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ განცხადებით მიმართა სახელმსიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს


ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტი, ვინაიდან ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ამომრჩევლის
მოსყიდვას. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
25 16 მუხლის თანახმად, პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით,
პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა
მატერიალური ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა.

14 იხილეთ ჭალიძის მიერ გავრცელებული ვიდეო სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან
გასაუბრების თაობაზე: https://www.facebook.com/teona.chalidze/videos/1972076429480414/
15 შალვა ნათელაშვილმა ღვთისმშობლობა ამომრჩეველს გელათიდან მიულოცა, პირველი არხი, 21 სექტემბერი 2018,

https://1tv.ge/video/shalva-natelashvilma-ghvtismshobloba-amomrchevels-gelatidan-miuloca/

18
XI. აგიტაციის წესების დარღვევა

საჯარო მოხელეების მიერ სოციალურ ქსელებში აგიტაცია სამუშაო საათებში

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას „სამართლიანმა არჩევნებმა“ დააფიქსირა სამუშაო საათებში


საჯარო მოხელეების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერი პოსტების სოციალურ
ქსელებში გამოქვეყნების არაერთი შემთხვევა, რაც აგიტაციაში მონაწილეობის წესის დარღვევას და
სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, უნდა
აღინიშნოს ის გარემოება, რომ ცესკოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის
კომისიასა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების
მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, ბიუჯეტით დაფინანსებული საკომუნიკაციო
საშუალებებით და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების გზით პირად სოციალურ ქსელში აგიტაცია
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს. ამ ეტაპისთვის, „სამართლიანმა არჩევნებმა“
საჯარო მოხელეებს მიერ სოციალურ ქსელში, სამუშაო საათებში აგიტაციის წესების დარღვევისა და
სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით ცესკოში 11
საჩივარი წარადგინა.

სალომე ზურაბიშვილისადმი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის ოფიციალურად გაცხადებისა და მისი


საარჩევნო რიგითი ნომრის განსაზღვრის შემდეგ, შესამჩნევი გახდა საჯარო მოხელეების დიდი
ნაწილის მხრიდან „ფეისბუქის“ პირადი პროფილებიდან სამუშაო საათებში ზურაბიშვილის
სასარგებლო აგიტაცია. საჯარო მოხელეების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას პირდაპირ
გამოხატავს, ხოლო სხვები სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის პარალელურად ოპოზიციური
პარტიების და კანდიდატების მადისკრედიტირებელ პოსტებს იზიარებენ. ზოგიერთი საჯარო მოხელე
ფეისბუქზე აგიტაციას სამუშაო საათებში არ ეწევა და მათი პოლიტიკური აქტივობები არასამუშაო
საათებში შეინიშნება, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციას


წარმოადგენს „ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის
მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს
ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის,
წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან
გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.“

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად,
სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო
მოხელეებს სამუშაო საათების განმავლობაში ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და
აგიტაციაში მონაწილეობა.

საჯარო მოხელეებისთვის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღებისა და აგიტაციის


უფლებამოსილების შეზღუდვა გამომდინარეობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი პრინციპებიდან, რაც საჯარო მოსამსახურეებს ავალდებულებს დაიცვან
მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი. საჯარო მოსამსახურეს უფლება არა
აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და
ინტერესებისათვის გამოიყენოს, სამუშაო საათებში ან/და სამსახურებრივი უფლებამოსილების
განხორციელებისას მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო კამპანიაში. ასევე ეუთოს კოპენჰაგენის
დოკუმენტის თანახმად, რომელიც სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიას შორის ზღვრის არსებობის

19
აუცილებლობაზე მიუთითებს, პარტიული საქმიანობა არ უნდა იყოს აღრეული სახელმწიფოს
საქმიანობასთან.

სოციალური ქსელებით აგიტაციის ფაქტები შესაძლოა ზეწოლის ნიშნებსაც შეიცავდეს. „სამართლიანი


არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ პ/გ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვაკეში, იბარებენ
აქტივისტებს და მოითხოვენ, რომ მოიწონონ და „ფეისბუქზე“ გააზიარონ ისეთი გვერდები, როლებიც
შეიცავს ოპოზიციური პარტიების და ოპოზიციური პრეზიდენტობის კანდიდატების
დისკრიმინაციული ხასიათის ფოტოებს და პოსტებს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტი
დამკვირვებელთან საუბარში ამბობს, რომ ვინც არ მოიწონებს და არ გაიზიარებს ზემოთაღნიშნული
ხასიათის ფეისბუქის გვერდებს, მათ სამსახურებში პრობლემები შეექმნებათ. ხოლო, ვინც არ არის
დასაქმებული არ დაეხმარებიან სამსახურის შოვნაში.

ბორჯომი
10 სექტემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის
უფროსმა, დავით ზაალიშვილმა, სამუშაო საათებში, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის
რიგით ნომერი და მის შეხვედრებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

გორი
17 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ზაქარია ნასყიდაშვილმა
სამუშაო საათებში, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ქედა
19 სექტემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გურამ ბერიძემ სამუშაო საათებში,
„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე
ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი.

ქობულეთი
17 სექტემბერს, ქობულეთის მერის მოადგილემ, დავით ვერულიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე
გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო
შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა.

დედოფლისწყარო
10 და 17 სექტემბერს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორადი სტრუქტურული
ერთეულის-საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილების უფროსმა ნინო ფიროსმანაშვილმა
სამუშაო საათებში, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და მის
შეხვედრებთან დაკავშირებულ ინფორმაცია.

ყვარელი
11 სექტემბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტის, მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის
განყოფილების თანამშრომელმა, გივი ჩახნაშვილმა სამუშაო საათებში, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე
გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში
მონაწილეობის რიგითი ნომერი სტატუსით: „სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად“.

20
ხონი
11 სექტემბერს, ხონის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ილია ყუფარაძემ,
სამუშაო საათებში, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი სტატუსით:
„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად“.

გარდაბანი
11 სექტემბერს, გარდაბნის მერის მოადგილემ რევაზ ეგაძემ, სამუშაო საათებში „ფეისბუქის“ პირად
გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის
არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი სტატუსით: „სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად“.

ზუგდიდი
11 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ, სამუშაო საათებში
„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე
ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი სტატუსით: „სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტად“.

გურჯაანი
17 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის
წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსმა, ლევან წინწალაშვილმა „ფეისბუქის“
პირად გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის
არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი სტატუსით: „სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად“.

თელავი
17 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის
განყოფილების უფროსმა ვაჟა ლეშკაშელმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და
წინასაარჩევნო შეხვედრის ამსახველი ფოტო.

რელიგიური ორგანიზაციის მონაწილეობა აგიტაციაში

17 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავის-2”-ის სიუჟეტში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე


პეტრემ ქადაგების დროს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის
საწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი, პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა. 17

მიტროპოლიტი პეტრეს თქმით, „...დაფრანგული ქალბატონი თავისი დაფრანგული აზროვნებით ვერ


მოგვიტანს კეთილდღეობას და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი არ დაუშვებს რომ ღმერთი გაუწყრეს
ქართველ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს და ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი.
მინდა ვირწმუნო, რომ როგორც თვით როგორც საფრანგეთში კრემლის მიერ მხარდაჭერილ
საპრეზიდენტო ქალბატონს არ დაუჭირა და უთხრა მას ფრანგმა ხალხი უარი, ქართველი ერიც იტყვის
უარს საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებულ ბოროტებაზე...“.

17მეუფე პეტრე ხელისუფლებისა და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, რუსთავი 2, 17 სექტემბერი 2018,


http://rustavi2.ge/ka/news/113769

21
ქადაგების შემდეგ, ჟურნალისტთან ინტერვიუში კი მიტროპოლიტმა განაცხადა: „... ძალიან დიდი
ბოროტებაა იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო ომი და რა თქმა უნდა
ეს არის ან უმეცრება საქართველოს ეკლესიისა და მისი ისტორიისა და უპატივცემულობა ან არის ეს
შეგნებული ბოროტება და მე მიმაჩნია, და ვფიქრობ და მინდა ვირწმუნო როგორც თვით საფრანგეთში
კრემლის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო ქალბატონს, ქალს არ დაუჭირა ფრანგმა ხალხმა მხარი და
უთხრა მას უარი, ასევე ქართველი ერიც იტყვის უარს საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებულ
ბოროტებაზე.“

ჭყონდიდის მიტროპოლიტის განცხადება წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციას და პრეზიდენტობის


კანდიდატის შესახებ მოსაზრებების ამ ფორმით გამოხატვით დაირღვა წინასაარჩევნო კამპანიაში
მონაწილეობის კანონით დადგენილი წესი. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, რელიგიურ ორგანიზაციებს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და
აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა არის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური


მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი. საქართველოს სახელმწიფოსა და
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული
კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე
წარმოადგენს წმინდა სინოდიც. შესაბამისად, მიტროპოლიტის მიერ მისი სტატუსისა და
უფლებამოსილების ფარგლებში გაკეთებული საჯარო გამოხატვა უნდა გაღიმებოდეს რელიგიური
ორგანიზაციის პოზიციად, რადგან ის წმინდა სინოდს წარმოადგენს. 18

რელიგიური ორგანიზაციების ლიდერების საჯარო გამოსვლა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის


ქადაგება, თავის თავში მოიცავს ამომრჩეველთან კომუნიკაციის კომპონენტს და წარმოადგენს საჯარო
მოქმედებას, მით უფრო როდესაც ის ფართოდ შუქდება მედია საშუალებების მიერ. მიტროპოლიტის
საჯარო მოქმედება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ
მართლმადიდებელ ეკლესიას, უნდა განიხილებოდეს რელიგიური ორგანიზაციის მიერ
განხორციელებულ პოლიტიკურ აგიტაციად, რომელიც აკრძალულია საარჩევნო კოდექსით.

სეკულარული სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და


ეკლესიას შორის ურთიერთდისტანცირების პრინციპის დაცვა. საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ისევე, როგორც სხვა რელიგიური ორგანიზაციების
წარმომადგენლებმა, თავი უნდა შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისგან. ზემოაღნიშნული
ნორმის მიზანიც საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობა და მისი რელიგიისგან გამიჯვნაა, რათა
თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი ნება, ყოველგვარი გავლენის გარეშე, თავისუფლად გამოხატოს.

18 იხ. საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდის შემადგენლობა:

http://patriarchate.ge/geo/wminda-sinodi/wevrebi/
22
XII. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის

თბილისი
27 სექტემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მასთან ერთად,
გმირთა მემორიალი შეამკეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის სხვა
წევრებმა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა
კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა გავრცელდა
თბილისის მერიის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდსა 19 და ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 20

თბილისის მერიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის აქტივობის შესახებ თბილისის მერიის


ოფიციალურ „ფეისბუქისა“და ვებ გვერდებზე ინფორმაციის გამოქვეყნებით ადგილი ჰქონდა
საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის დარღვევას, რომლის თანახმად,
დაუშვებელია, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო
სუბიექტობის კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; მათ შორის,
იკრძალება: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის,
რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, განკუთვნილი საკომუნიკაციო
საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება.

ტყიბული
19 სექტემბერს, ტყიბულის საინფორმაციო ცენტრის „Info ტყიბულის“ გვერდზე გამოქვეყნდა
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის
წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია. 21 საინფორმაციო ცენტრის „Info ტყიბულის“ ვებ-
გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაციის
გამოქვეყნებით დაირღვა საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლი.

საინფორმაციო ცენტრი „Info ტყიბული“ წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ


დაწესებულებას. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N43-ე დადგენილების მე-16 მუხლის
თანახმად, რომლითაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტი დამტკიცდა,
გამოიყო დაფინანსება ა(ა)იპ საინფორმაციო ცენტრისთვის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ა(ა)იპ
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი“ 2015 წლის მაისში შეიქმნა და მის მიზანს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების
საქმიანობის გამჭვირვალობისა და პრობლემატური საკითხების გაშუქება წარმოადგენს. აღნიშნული
გვერდი განეკუთვნება საკომუნიკაციო საშუალებას, რომელიც პირდაპირი ფორმით იღებს
დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

აგიტაციის ნიშნები ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე

19 იხ. თბილისის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განთავსებული მასალა: https://bit.ly/2y6ljrI


20 კახა კალაძემ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, თბილისის მერია, 27 სექტემბერი
http://tbilisi.gov.ge/news/6096
21 საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ტყიბულში, info - ტყიბული, 19 სექტემბერი 2018, https://bit.ly/2xukyIJ

23
ჩხოროწყუ
19 სექტემბერს, საინფორმაციო სააგენტო „ლაივპრესის” ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის
სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნა „ქართული ოცნების“ ლოგოს გამოსახულებიანი ტორტით
აღნიშნეს. ბაღის გამგის მიმოზა დამენიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლოგო ტორტზე
ხელისუფლების მიმართ პატივისცემის ნიშნად დაიტანეს. 22

საბავშვო ბაღის გახსნაზე პ/გ „ქართული ოცნების“ ლოგოს გამოყენებით დაირღვა საქართველოს
ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, იკრძალება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის
დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო
აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.

წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეების მობილიზების ნიშნები

ქედა
23 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ
სალომე ზურაბიშვილთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრას „ქართული
ოცნების“ აქტივისტების გარდა ძირითადად საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. კერძოდ, ქედის მერიის
საკრებულოს აპარატი სრული შემადგენლობით, გამგეობის აპარატის თანამშრომლები, კულტურისა და
განათლების განყოფილების თანამშრომლები, თემებში მერიის წარმომადგენლები, ბაგა-ბაღის
გაერთიანების თანამშრომლები, კულტურის სახლის თანამშრომლები და საჯარო სკოლის პედაგოგები
შეხვედრაზე ორგანიზებულად მიკროავტობუსებით მიჰყავდათ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა
არასამუშაო დღეს გაიმართა.

ოზურგეთი
25 სექტემბერს, 12 საათზე, დაბა ურეკის კულტურის სახლში, „ქართული ოცნების“ მიერ
მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს
შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორი, ოზურგეთის საკრებულოს წევრები და
საჯარო მოხელეები. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის ინფორმაციით,
შეხვედრაზე მყოფი საჯარო მოხელეები ერთდღიან შვებულებაში იმყოფებოდნენ. აქ ასევე
მობილიზებულებიც იყვნენ სკოლის პედაგოგებიც. დამკვირვებელთან საუბრისას, ერთ–ერთმა
მათგანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ შტაბშიც მუშაობს და მსგავს შეხვედრებზე ხშირად მიყავთ.

ჩხოროწყუ
30 სექტემბერს, 15 საათზე, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში
ამომრჩეველს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში შეხვდა. კულტურის სახლში
გამართულ შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის
თანამშრომლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

სამტრედია
13 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი
კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრას ამომრჩევლებთან ერთად
ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნატორი, სამტრედიის მერი და მათი მოადგილეები, საკრებულოს
დეპუტატები, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები, შპს

22 „ქართული ოცნება" - ტორტი საბავშვო ბაღში, ლაივპრესი, 19 სექტემბერი 2018, https://bit.ly/2OJPLBl


24
რკინიგზის სამსახურების თანამშრომლები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა
ა(ა)იპ-ების თანამშრომლების შვებულებების შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმად, ისინი ერთ
დღიანი შვებულებით სარგებლობდნენ.

ტყიბული
19 სექტემბერს, 12 საათზე, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის
დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას
შეხვდა. შეხვედრა გაიმართა ტყიბულის კულტურის სახლში. ამომრჩევლებთან ერთად შეხვედრას
ესწრებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და
სხვადასხვა ა(ა)იპ-ების თანამშრომლები. შეხვედრას ესწრებოდნენ ტყიბულის მერის მოადგილე სოფიო
ბოჭორიშვილი და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი
ჯინჯიხაძე.23 სამუშაო საათებში საჯარო მოხელის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო
შეხვედრაში მონაწილეობით დაირღვა აგიტაციაში მონაწილეობის მიღების კანონით დადგენილი წესი.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, გიორგი
ჯინჯიხიძე და მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი არ იმყოფებოდნენ შვებულებაში.24

ქუთაისი
12 სექტემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შენობაში სალომე ზურაბიშვილის
ამომრჩეველთან შეხვედრაზე მობილიზებული იყვნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სპორტის, ბაგა-
ბაღების და სხვა ა(ა)იპ-ების თანამშრომლები.

XIII. წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

ბათუმი
24 სექტემბერს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრა
გამართა. კანდიდატის სიტყვით გამოსვლისას დარბაზიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ, ასლან ვაშაყმაძემ
მას შეძახილით მიმართა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.
ინციდენტის შემდეგ მოქალაქე დარბაზიდან ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა გააძევეს. მოგვიანებით,
ასლან ვაშაყმაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ იგი არ წარმოადგენდა არცერთ პარტიას
და მისთვის მიუღებელია პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები
რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით.

ბორჯომი
17 სექტემბერს, ენმ-ს და მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყვიბისის თემში ამომრჩევლებს ხვდებოდა. აღნიშნულ შეხვედრას
პ/გ „ქართული ოცნების“ აქტივისტი, ა(ა)იპ „ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის“
თანამშრომელი ლევან ბლიაძე ესწრებოდა, რომელიც თავიდანვე ცდილობდა ღონისძიებისთვის ხელის
შეშლას რიტორიკული და შეურაცხმყოფელი სიტყვებით. იგი პრეზიდენტობის კანდიდატს სიცრუესა
და მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებდა. ამ დროს მცირედი შეხლა-შემოხლაც მოხდა.

23 იხ. შეხვედრის ამსახველი აუდიომასალა: https://www.youtube.com/watch?v=Aln-THNAb0I

25
ადგილობრივმა მოსახლეობამ და ვაშაძის თანხმლებმა პირებმა ლევან ბლიაძე შეხვედრის ადგილიდან
გაიყვანეს და ინციდენტი ამით ამოიწურა

ქარელი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატი,
გრიგოლ ვაშაძე 13 სექტემბერს ქარელში იმყოფებოდა. გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს ქალაქის ცენტრში
მდებარე სკვერში უნდა შეხვედროდა თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკა ისე
განათავსეს, რომ სკვერში შესასვლელი გზა ჩაიკეტა. ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ მათ წინასწარ,
წერილობით მიმართეს მუნიციპალიტეტს და ითხოვეს ნებართვა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეხვედრის
ჩასატარებლად, თუმცა ქარელის მერიაში მათ განუცხადეს რომ ქალაქში გზების რეაბილიტაცია
მიმდინარეობს და სპეციალური ტექნიკა ამ ტერიტორიაზეა გაჩერებული, რომლის გაყვანასაც ვერ
მოახერხებენ. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი იძულებული გახდა შეხვედრა
სხვა ადგილას ჩაეტარებინა. გრიგოლ ვაშაძე ამ ფაქტს საარჩევნო კამპანიის ჩაშლის მცდელობად
აფასებს.

მერის პირველი მოადგილე ნუგზარ დაბრუნდაშვილი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“


საქართველოს კანონს იშველიებს და აცხადებს რომ გაფრთხილების წერილი შეკრების ან
მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის
აღმასრულებელ ორგანოში შეტანილი უნდა იქნეს მის ჩატარებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. ენმ-ის
წევრებმა კი ამის შესახებ მათ მხოლოდ ერთი დღით ადრე აცნობეს რის გამოც ტექნიკის გაყვანა ვერ
მოასწრეს.

ქუთაისი
12 სექტემბერს, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა „ქართული
ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე
ზურაბიშვილის შეხვედრა ამომრჩევლებთან.

სალომე ზურაბიშვილმა თეატრის შენობაში შესასვლელიდან შესვლა ვერ მოახერხა, რადგან


შესასვლელთან მიმდინარეობდა მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს აქტივისტების საპროტესტო აქცია.
აქტივისტები ითხოვდნენ თეატრის შენობაში შესვლას, შეხვედრაზე დასწრებას და კანდიდატისთვის
შეკითხვების დასხმას, მათ შორის პასუხის მიღებას იმ საკითხზე, თუ რატომ განაცხადა ზურაბიშვილმა,
რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო. აქტივისტები გამოირჩეოდნენ აგრესიით და ძალისმიერად
ცდილობდნენ თეატრის კარიდან შენობაში შესვლას. ისინი თეატრის შენობაში „ქართული ოცნების“
აქტივისტებმა და დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს.

შეხვედრის დასრულების შემდგომ, აქციის მონაწილეები ისევ გააქტიურდნენ. ისინი იდგნენ თეატრის
შესასვლელთან და ელოდებოდნენ შეხვედრის დასრულებას. ისინი შეხვედრიდან გამოსულ ხალხს
ეძახდნენ „მონებს“, რამაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია დამსწრეებსა და
აქტივისტებს შორის.

ლანჩხუთი
25 სექტემბერს, 15:10-ზე, ლანჩხუთის კულტურის ცენტრში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრის
დასრულების შემდეგ შენობის გარეთ გასულ კანდიდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
აქტივისტები დახვდნენ სასტვენებითა და პლაკატებით „არცერთი ხმა მოღალატეს!“. ადგილზე
ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

26
ქობულეთი
24 სექტემბერს, ქობულეთის კულტურის სახლში, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი
დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დასრულების
შემდგომ, კულტურის სახლის ეზოში კანდიდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის
შტაბის ხელმძღვანელები შეძახილებითა და საპროტესტო პლაკატებით დახვდნენ.
სამართალდამცველებმა დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად აქციის მონაწილეები კანდიდატთან
ახლოს არ მიუშვეს.

ზუგდიდი
22 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი
ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში ამომრჩევლებს ხვდებოდა მას სიტყვით
გამოსვლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მაია კალანდიამ შეაწყვეტინა და
სხვადასხვა შეძახილებით ცდილობდა ხელის შეშლას. დარბაზში მსხდომი სალომე ზურაბიშვილის
მხარდამჭერები ცდილობდნენ ტაშით გადაეფარათ მისი ხმამაღალი შეძახილები.

ბათუმი
ცესკოს სარჩევნო საქმიანობათა გრაფიკის მიხედვით, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები
ვალდებული იყვნენ სააგიტაციო მასალებისთვის განკუთვნილი სტენდები 11 სექტემბრამდე
განეთავსებინათ. აღნიშნული ვალდებულების მიუხედავად, ბათუმის ტერიტორიაზე ქალაქის მერიამ
საარჩვენო სტენდების განთავსება 17 სექტემბრამდე არ უზრუნველყო. როგორც სატელევიზიო
კომენტარში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა, მას სტენდები
განთავსებული ეგონა.

ბათუმის საკრებულოს სტენდების განთავსების ადგილების გამოყოფასთან დაკავშირებით


გადაწყვეტილება კანონით დადგენილი ვადების დაცვით მიღებული ჰქონდა, მაგრამ მერიამ მისი
დროულად აღსრულება არ უზრუნველყო. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის, სულიკო
შვენთიძის აზრით, კანონი თვითმმართველობას სტენდების განთავსების ვალდებულებას არ აკისრებს.
საბოლოოდ, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში სტენდები 18 სექტემბერს განთავსდა, მას შემდეგ
რაც თემა გააქტიურდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.

27
XIV. სააგიტაციო მასალების დაზიანება

ჩხოროწყუ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა, ოთო შენგელიამ „სამართლიანი არჩევნების“
დამკვირვებელს განუცხადა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში პოლიტიკური
გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო
პლაკატები, გაკვრიდან მეორე დღეს ჩამოხეული დახვდათ. პლაკატების ჩამოხევის ფაქტს
თვითმხილველები არ ყავს.

მარნეული
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, აგილ
მუსტაფაევი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, რომ მარნეულში მათ
მიერ განთავსებული პლატაკები მასიურად ჩამოხეული ხვდებათ.

გლდანი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ირმა ჯობავას განმარტებით, გლდანში
გახშირდა მათი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები. მისი
განმარტებით ჩამოხეული ხვდებათ პლაკატები, თუმცა კონკრეტულად ვინ ახორციელებს ამ ქმედებებს
არ დაუნახავთ.

ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის ქალაქში და ახლომდებარე სოფლების ტერიტორიაზე, ძირითადად ხეებზე
„ევროპული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატების
პლაკატები რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია. ამ ფაქტთან დაკავშირებით ხონის ენმ-ის
ორგანიზაციის ოფისში პრეტენზია რომელიმე პარტიის წარმომადგენლებთან არ აქვთ, რადგან როგორც
შტაბის ხელმძღვანელი, მამუკა (ბენიამენ) ტყაბლაძე აცხადებს შესაძლოა ეს ქარის მიერაც იყოს
დაზიანებული.

ის ასევე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ გაკრული ევროპული საქართველოს
საპრეზიდენტო კანდიდატის პლაკატი, რამდენიმე დღის წინ, დილით ე.წ. ფერადი პულივიზატორიანი
საღებავით დახვდა გადაღებილი, რაც დაუყონებლივ აცნობა „ევროპული საქართველოს“ შტაბის
წარმომადგენლებს, რათა აღნიშნული ფაქტი სხვა სახის ეჭვის საფუძველი არ გამხდარიყო.

„ევროპული საქართველოს“ ხონის რაიონულ ორგანიზაციაში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი,


დავით ჭავჭანიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ პლაკატების დაზიანების ფაქტზე
არავისთვის მიუმართავთ, თუმცა ფიქრობენ, რომ ქმედება შეგნებულად არის ჩადენილი.

ხაშური
ხაშურში, რამდენიმე ადგილას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის,
გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო პლაკატები დაზიანებული და ჩამოხეულია, თუმცა ენმ-ს ხაშურის
ორგანიზაციას ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის აღნიშნულ ფაქტზე არ მიუმართავს.

მსგავსი შემთხვევა „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორმა დააფიქსირა „ევროპული


საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატებთან
დაკავშირებითაც. ბაქრაძის სააგიტაციო მასალა ჩამოხეულია, თუმცა პარტიას სამართალდარღვევის
ფაქტზე საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს.

28
საგარეჯო
18 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გარსევან ბუხნიკაშვილმა „სამართლიანი
არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ მათ მიერ გაკრული პლაკატები დააზიანა საგარეჯოში
მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა.

გარდაბანი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის აკიფ ისმაილოვის თქმით, ენმ-ს კანდიდატის,
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატების უმეტესობა ჩამოხეულია.

ლაგოდეხი
18 სექტემბერს, ქ. ლაგოდეხში, კავკასიონის ქუჩაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის,
გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო მასალა დააზიანეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის
რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, ფირუზ გელაშვილი „სამართლიანი არჩევნების“
დამკვირვებელთან საუბარში აცხადებს, შემთხვევა დასახლებულ ტერიტორიაზე, საღამოს საათებში
მოხდა. გელაშვილი ამბობს, რომ მათთვის ცნობილი არ არის ვინ დააზიანა პლაკატები და შესაბამისად,
არც საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავენ საჩივრით.

ყაზბეგი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის
კანდიდატის დავით ბაქრაძის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის
გრიგოლ ვაშაძის პლაკატები დაზიანებულია. აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი არ არსებობს და
საარჩევნო სუბიექტებს საოლქო კომისიისთვის რეაგირებისთვის არ მიუმართავთ.

ზუგდიდი
სოფელ ცაიშში „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო
პლაკატები ჩამოხიეს. პარტიაში განმარტეს რომ მათვის უცნობია თუ ვინ ჩაიდინა ქმედება.

სიღნაღი
სიღნაღში ხეებიდან ჩამოხეულია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის დავით ბაქრაძის საარჩევნო
პლაკატები. მომხდარს თვითმხილველი არ ყავს. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი,
მალხაზ ფეიქრიშვილი აღნიშნავს, რომ დავით ბაქრაძის სააგიტაციო პლაკატებზე გადაკრულია
გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო მასალა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ქმედება ვაშაძის მხარდამჭერებმა
განახორციელეს.

თელავი
27 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ბოტკოველმა
ტელევიზიით განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა მათი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო
მასალის დაზიანების ფაქტებს. ენმ-ის წარმომადგენელი, ლევან არჯევანიძე „სამართლიანი არჩევნების“
დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, რომ სააგიტაციო მასალა სავარაუდოდ შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირმა დააზიანა, რომელიც შესაბამისი დავალებით მოქმედებდა.

ხულო
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის პლაკატები დაბა ხულოში
დაზიანებულია. აღნიშნული პარტიის ლიდერმა ნუგზარ სოლომონიძემ „სამართლიანი არჩევნების“
დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ პლაკატების დაზიანების შესახებ აქვს ინფორმაცია, მაგრამ
არ იცის ვინ და რა მიზნით მოქმედებდა. მასალები დაზიანებულია საოლქო საარჩევნო კომისიისა და
გაზეთ „ხულოს“ რედაქციის მიმდებარე ტერიტორიაზე.
29
ქუთაისი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის გიგა შუშანიას
მიერ 28 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით, მათ გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო პლაკატები 27
ოქტომბერს გააკრეს, მეორე დღეს კი - სტენდიდან პლაკატები სრულად იყო ჩამოხეული. ისინი
მივიდნენ ადგილას, სადაც ასევე იმყოფებოდა მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულში ქუთაისის
მერის წარმომადგენელი ნანა მეგრელიშვილი, რომელიც ენმ-ს აქტივისტებს ფოტოებს უღებდა,
დასცინოდა და ეუბნებოდა - „აბა რა გეგონათო“. აღნიშნული სტენდი მუხრანის მუნიციპალური
ორგანოს შენობის გვერდით მდებარეობს. გიგა შუშანია დარწმუნებულია, რომ მათი პლაკატები
სწორედ ნანა მეგრელიშვილის დავალებით ჩამოხიეს. თავად მეგრელიშვილი ბრალდებას და დაცინვის
ფაქტს უარყოფს. მან „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას ენმ-ს აქტივისტები
ცილისწამებაში დაადანაშაულა და გამოთქვა ეჭვი, რომ პლაკატები თავად პარტიის აქტივისტებმა
დააზიანეს.

XV. ტოტალიზატორის მოწყობა არჩევნებთან დაკავშირებით

27 სექტემბერს, „გირჩის“ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელდა განცხადება 25, რომლის


თანახმადაც პ/გ მოუწოდებს მხარდამჭერებს მიიღონ მონაწილეობა ტოტალიზატორში, რითაც
შემოწმდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის სანდოობა.
ტოტალიზატორის პირობები შემდეგნაირი იქნება, თუ ზურა ჯაფარიძის რეიტინგი არჩევნებზე 5%-ზე
ნაკლები აღმოჩნდება, მაშინ ფსონის დამდები მიიღებს დამატებით დადებული თანხის 100%-ს, ხოლო
თუ 5%-ი ან მეტი, მაშინ თანხა „გირჩს“ დარჩება. ტექსტის მიხედვით, მინიმალური ფსონი 1000 ლარია.

„გირჩის“ მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო


კოდექსის“ 46-ე მუხლის დარღვევას, რომლის თანახმადაც, იკრძალება ტოტალიზატორის გამართვა
არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

25 იხ. გირჩის ინიციატივა: https://www.facebook.com/GirchiParty/photos/a.1052184021499723/2203201396397974/?type=3&theater


30
XVI. სადამკვირვებლო მისია და მეთოდოლოგია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) წინასაარჩევნო


გარემოს მონიტორინგს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებლის
მეშვეობით ახორციელებს.

წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვების ძირითადი მიმართულებები მოიცავს შემდეგ საკითხებს:


● საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა;
● საარჩევნო სუბიექტების საჯარო შეხვედრები და პოლიტიკური საქმიანობა;
● ზეწოლა/მუქარის ან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების
შემთხვევები;
● ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები;
● ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები;
● ამომრჩეველთა სიების ფორმირება და სხვ.

მონიტორინგის პროცესში, ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული


დაწესებულებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, ასევე, უშუალოდ, საარჩევნო
სუბიექტებისგან, მედია-საშუალებებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მოქალაქეებისგან
მიღებული ინფორმაცია. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მოპოვებული თითოეული ფაქტი მოწმდება
უშუალო თვითმხილველებთან და შემთხვევის მონაწილე მხარეებთან.

„სამართლიანი არჩევნები“ პერიოდულად ახდენს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო


პერიოდში გამოვლენილი დარღვევებისა და დაფიქსირებული ტენდენციების შესახებ განცხადებებისა
და ანგარიშების მეშვეობით.

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას ახორციელებს შეერთებული


შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი
დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით.

31