You are on page 1of 68

ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია (YES!

)
ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის
ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
საბაზისო კვლევა
ანგარიში მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აღმოსავლეთ პარტნიორობის
ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) აზერბაიჯანი-საქართველოს პროგრამის ფარგლებში.
ანგარიშის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირის შეხედულებებს და მასზე მთლიანად
პასუხისმგებელია სიდა, პროექტის პარტნიორებთან ერთად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა შესაძლებლობას
აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განსაზღვრონ და ერთობლივად უპასუხონ
მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და
სოციალური განვითარების მხარდასაჭერად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა მოიცავს ოთხ
ტერიტორიულ პროგრამას: სომხეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-საქართველო, ბელარუსი-უკრაინა
და მოლდოვა-უკრაინა

www.eaptc.eu

ანგარიში მომზადებულია საკონსულტაციო კომპანია PMO-ს მიერ სამოქალაქო განვითარების
სააგენტოს (CiDA) დაკვეთით 2018 წლის მაისი-ივნისის თვის პერიოდში. ანგარიშში წარმოდგენილი
ინფორმაცია მოძიებულია სხვადასხვა წყაროდან და დამუშავებულია PMO-ს გუნდის მიერ შესაბამისი
დარგის ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობით. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე
დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად PMO-ს სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა საბაზისო კვლევა
და რეკომენდაციები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის
შესახებ.

შენიშვნა კონფიდენციალობის თაობაზე: აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში წარმოდგენილი
კონცეფცია, იდეები და რეკომენდაციები მიეკუთვნება PMO-ს ინტელექტუალურ საკუთრებას.
აღნიშნული დოკუმენტის სრულად ან ნაწილობრივ მესამე მხარისთვის გადაცემა, ან/და ასლის
გადაღება, გავრცელება, დამუშავება ან ნებისმიერი სხვა ტიპის გამოყენება აკრძალულია PMO-ს
წერილობითი ნებართვის გარეშე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
PMO Business Consulting

ლიკა ინაშვილი, მმართველი პარტნიორი

(+995) 5 99 92 91 57
Lika@pmo.ge

ლევან გოგოლაძე, პარტნიორი

(+995) 5 95 78 00 67
Levani@pmo.ge

სალომე მაკარიძე, პარტნიორი

(+995) 5 92 27 39 39
Salome@pmo.ge

ნიკო ნიკოლაძის N7, II სართ, თბილისი, 0108, საქართველო
(+99532) 2 37 73 07
contact@pmo.ge
www.pmo.ge
სარჩევი
აკრონიმები 6
1. შემაჯამებელი მიმოხილვა 7
2. საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები 10
შესავალი 10
აზერბაიჯანისა და საქართველოს რეგიონული განვითარების
პოლიტიკა 11
ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობები 13
3. საქართველოსა და აზერბაიჯანის საგადასახადო სისტემა 17
საქართველოს საგადასახადო სისტემა და საგადასახადო განაკვეთები 17
აზერბაიჯანის საგადასახადო სისტემა და საგადასახადო განაკვეთები 20
საბაჟო პროცედურები 23
4. კახეთის რეგიონის მიმოხილვა 27
დემოგრაფიული მიმოხილვა 27
შრომის ბაზარი 28
ეკონომიკა 30
მცირე და საშუალო საწარმოები 32
5. ძირითადი მიგნებები საგარეჯოს მუნიციპალიტეტისთვის 33
შესავალი 33
ინფრასტრუქტურა 33
ადგილობრივი თვითმმართველობა 33
ახალგაზრდობა 34
გენდერი 34
კერძო სექტორი, დასაქმება და ბიზნეს გარემო 34
ტურიზმი 35
განათლება 35
ევროინტეგრაცია და საზღვრისპირა თანამშრომლობა 36
საზღვარი 36
6. ქვემო ქართლის რეგიონის მიმოხილვა 37
დემოგრაფიული მიმოხილვა 37
შრომის ბაზარი 38
ეკონომიკა 39
მცირე და საშუალო საწარმოები 40
7. ძირითადი მიგნებები გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის 41
შესავალი 41
ინფრასტრუქტურა 41
ადგილობრივი თვითმმართველობა 41
ახალგაზრდობა 42
გენდერი 42
ბიზნეს გარემო, დასაქმება , კერძო სექტორი 42
ტურიზმი 43
ენობრივი ბარიერები 43
განათლება 43
ევროინტეგრაცია და საზღვრისპირა თანამშრომლობა 44
ექსპორტი და სასაზღვრო პროცედურები 44
ინტეგრაცია და საზღვრისპირა რეგიონებს შორის თანამშრომლობა 44
8. განჯა - გაზახის რეგიონის მიმოხილვა 45
ზოგადი მიმოხილვა 45
9. აღსტაფა 48
დემოგრაფიული მიმოხილვა 48
შრომის ბაზარი 49
ეკონომიკა 50
10. გაზახი 53
დემოგრაფიული მიმოხილვა 53
შრომის ბაზარი 55
ეკონომიკა 55
11. ძირითადი მიგნებები გაზახისა და აღსტაფას
მუნიციპალიტეტებისთვის 61
12. შედარებითი ანალიზი 64
გრაფიკების ჩამონათვალი
1. საქართველო-აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა, მლნ აშშ დოლარი, 2010-2017 13
2. ვაჭრობის სტრუქტურა საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის 14
3. საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მოქმედი საბაჟო პუნქტების ჩამონათვალი 15
4. ტვირთბრუნვა (მოცულობა (ტონა) და ღირებულება) საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო პუნქტის მიხედვით 15
5. სახელმწიფო გადასახადები საქართველოში 18
6. საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე 18
7. გამარტივებული საგადასახადო რეჟიმები 20
8. გადასახადის განაკვეთები აზერბაიჯანში 22
9. ფიზიკური პირების საიმპორტო შეღავათები 24
10. მოსახლეობის განაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით (1000 კაცი), კახეთის რეგიონი, 2018 27
11. სამუშაო ბაზრის სტრუქტურა (1000 კაცი), კახეთის რეგიონი, 2017 28
12. საშუალო თვიური ხელფასი (ლარი) ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, კახეთის რეგიონი, 2016 29
13. ბიზნეს სექტორის ბრუნვა (მლნ ლარი), კახეთის რეგიონი, 2010-2016 30
14. სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოება, კახეთის რეგიონი, 2016 31
15. დაქირავებულთა რაოდენობა საწარმოთა ზომის მიხედვით (მარცხნივ), კახეთის რეგიონი, 2016; წილი
საერთო ბრუნვაში საწარმოთა ზომის მიხედვით (მარჯვნივ), მლნ ლარი, კახეთის რეგიონი, 2016 32
16. მოსახლეობის განაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით (1000 კაცი), ქვემო ქართლი, 2017 37
17. სამუშაო ბაზრის სტრუქტურა (1000 კაცი), ქვემო ქართლი, 2017 38
18. საშუალო ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, ქვემო ქართლი, 2016 38
19. ბიზნეს სექტორის ბრუნვა (მლნ ლარი), ქვემო ქართლი, 2012-2016 39
20. ეკონომიკის სტრუქტურა დამატებულ ღირებულებაში წილის მიხედვით, ქვემო ქართლი, 2016 39
21. დასაქმება საწარმოთა ზომის მიხედვით (მარცხნივ); წილი საერთო ბრუნვაში საწარმოთა ზომის მიხედვით
(მარჯვნივ), მლნ ლარი, ქვემო ქართლი, 2016 40
22. ქვეყნისა და რეგიონის დონეზე არსებული საშუალო ხელფასის შედარება (მანათი) 45
23. განჯა-გაზახის ეკონომიკური სტრუქტურა (მილიონი მანათი) 46
24. გამოშვების რეალური ზრდა განჯა გაზახის რეგიონში, 2017 წელი 47
25. გამოშვების რეალური ზრდა განჯა-გაზახის რეგიონში, 2010-2017წწ 47
26. ურბანიზაციის დონე და მოსახლეობის გენდერული სტრუქტუა, აღსტაფა 2017 48
27. მოსახლეობის განაწილება ასაკობრივ ჭრილში, 2016 48
28. დასაქმება საჯარო სექტორში გენდერული და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, განჯა გაზახის რეგიონი 49
29. მოსახლეობის განაწილება განათლების საფეხურების მიხედვით, აღსტაფა 50
30. ეკონომიკური ზრდა აღსტაფაში, 2010-2017 50
31. წარმოების ზრდა ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, აღსტაფა, 2017 51
32. საწარმოთა რაოდენობა საქმიანობის სახეების მიხედვით, აღსტაფა 2015 51
33. ეკონომიკური საქმიანობების წილი, მლნ მანათი 52
34. ურბანიზაციის დონე და მოსახლეობის სტრუქტურა გენდერულ ჭრილში, გაზახი, 2016 53
35. მოსახლეობის სტრუქტურა ასაკობრივ ჭრილში, გაზახი, 2016 53
36. განათლების დონე გაზახში; მოსახლეობის განათლების დონე გენდერულ ჭრილში; 2016 54
37. ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა, გაზახი, 2010-2016 55
38. გაზახის ეკონომიკური სტრუქტურა, მლნ მანათი, 2016 55
39. გამოშვების წლიური ზრდა გაზახში (მარცხნივ), ზრდა ეკონომიკურის საქმიანობების მიხედვით (მარჯვნივ),
2017 56
40. მცირე ზომის საწარმოების რიცხვი საქმიანობის სახეების მიხედვით, გაზახი (2015) 56
41. მცირე საწარმოების წლიური ბრუნვა საქმიანობის სახეების მიხედვით, 2015, მლნ მანათი 57
42. ადმინისტრაციული ერთეულების წილი სოფლის მეურნეობის გამოშვებაში , განჯა-გაზახის რეგიონი 57
43. განჯა-გაზახის წილი სოფლის-მეურნეობაში პროდუქციის სახეების მიხედვით, მემცენარეობა (მარცხნივ),
მეცხოველეობა (მარჯვნივ) 58
44. სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი და წილი ადმინისტრაციული ერთეულების
მიხედვით, განჯა-გაზახის რეგიონი 58
45. ადმინისტრაციული ერთეულების წილი ვაჭრობის საერთო ბრუნვაში, განჯა-გაზახის რეგიონი, 2016 59
46. საცალო ვაჭრობის ბრუნვის დინამიკა, 2011 – 2016 59

აკრონიმები
BTC | ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი (Crude Oil Pipeline)
CPI | კორუფციის აღქმის ინდექსი
DCFTA | შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და
ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ
DTF | მანძილი ზღვრამდე (Distance to Frontier ) - Doing Business-ის
კოეფიციენტი
DTT | ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ
EU | ევროკავშირი
EaPTC | ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული
თანამშრომლობის პროგრამა
ENP | ევროპის სამეზობლო პოლიტიკა
EP | აღმოსავლეთ პარტნიორობა
FTA | თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება
HGA | მასპინძელი მთავრობის შეთანხმება
NATO | ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
PSA | შეთანხმება წარმოების გაზიარების შესახებ
PCA | აზერბაიჯანისა და ევროკავშირის შეთანხმება პარტნიორობისა და
თანამშრომლობის შესახებ
SME | მცირე და საშუალო საწარმოები
TANAP | ტრანსანატოლიური გაზსადენი
TAP | ტრანსადრიატაკის გაზსადები
TI | საერთაშორისო გამჭვირვალობა
VAT | დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)

6
შემაჯამებელი მიმოხილვა
ანგარიში მომზადებულია ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PMO-ს მიერ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის
საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო
განვითარების სააგენტოს დაკვეთით (CiDA). კვლევის მიზანს წარმოადგენს აზერბაიჯანისა და საქართველოს
საზღვრისპირა რეგიონების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და იმ ფორმალური თუ
არაფორმალური ბარიერების იდენტიფიცირება, რომლებიც აბრკოლებენ სამიზნე რეგიონების ეკონომიკური
განვითარებასა და აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებს შორის თანამშრომლობას. კვლევის
ფარგლებში მომზადდა პრაქტიკული რეკომენდაციები საზღვრისპირა რეგიონებს შორის ეფექტური თანამშრომლობის
მექანიზმის განვითარებისა და სამიზნე რეგიონებში მოქმედ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ძლიერი ბიზნეს
კავშირების ჩამოყალიბებისთვის.

კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა საქართველოსა და აზერბაიჯანში მდებარე საზღვრისპირა რეგიონები, კერძოდ
აღსტაფისა და გაზახის მუნიციპალიტეტები განჯა-გაზახის ეკონომიკური რაიონიდან, ხოლო საქართველოს მხარეს
შესწავლილი იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი კახეთის რეგიონში და გარდაბნის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის
რეგიონში. კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები, მათ შორის
არსებული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვა, სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი, ასევე
ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფის შეხვედრები სამიზნე რეგიონების მოსახლეობასთან,
ადგილობრივი თვითმმართველობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფებთან
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საზღვრისპირა რეგიონის განვითარების ძირითადი გამოწვევები და
საზღვრისპირა რეგიონებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.

ქვემოთ წარმოდგენილია კვლევის ძირითადი მიგნებები:

ეკონომიკა
• აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბდა მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის შედეგიც
არის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში განხორციელებული სტრატეგიული პროექტები. მიუხედავად ამისა,
ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული. არსებობს
ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი, რაც მოიცავს ვაჭრობის დივერსიფიკაციას, ტურიზმის
სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, საზღვრისპირას მდებარე საერთო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა
და სხვა ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე მართვის ერთიანი მექანიზმის ჩამოყალიბებას. უნდა აღინიშნოს, რომ
საზღვრისპირა რეგიონებს შორის შესაძლებელია ძლიერი ღირებულებათა ჯაჭვის ჩამოყალიბება გადამამუშავებელი
კვების მრეწველობასა და სამშენებლო წარმოების სექტორში.
• საქართველოსა და აზერბაიჯანს გააჩნიათ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ერთმანეთთან და ყოფილი დსთ-ს
ქვეყნებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაფორმებული აქვს
თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. აღნიშნული ფაქტი აზერბაიჯანსა და
საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივი რესურსების გაერთიანებით მოახდინონ ახალი საექსპორტო
ბაზრების ათვისება და გააფართოონ ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობა.
• ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით რეგიონები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დედაქალაქს. აღნიშნული
საკითხი, როგორც აზერბაიჯანში ასევე საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. რეგიონების
სოციალური და ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის
გაუმჯებესების შესაძლებლობებს.
• როგორც საქართველოში ასევე აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობა და საცალო ვაჭრობა რეგიონის მოსახლეობის
შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. მოსახლეობის უმეტესობა დასაქმებულია მცირე ფერმერულ მეურნეობაში
ან მცირე ზომის მაღაზიებში. მოსახლეობაში სამეწარმეო უნარების დაბალი დონე ზღუდავს ბიზნესის გაფართოებისა და
გრძელვადიან პერიოდში მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.
• საწარმოო პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების დონე დაბალია, რაც ამცირებს სექტორის პროდუქტიულობას
და ადგილობრივ პროდუქციას არაკონკურენტუნარიანს ხდის საექსპორტო ბაზრებისთვის.
• რეგიონში კერძო სექტორის განვითარების ერთ-ერთ შემზღუდველ ფაქტორს ფინანსებზე შეზღუდული წვდომა
წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო დონორების მიერ ხორციელდება
პროგრამები რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად, ადგილობრივი მოსახლეობის
ჩართულობა პროგრამებში საკმაოდ დაბალია. აღნიშნული გამოწვეულია ნაწილობრივ იმ ფაქტით, რომ ადგილობრივი
მოსახლეობა ან არ ფლობს ინფორმაციას არსებულ პროგრამებზე, ან არ აქვს საკმარისი უნარები რათა შეავსოს
პირველადი სააპლიკაციო ფორმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და მიიღოს ფინანსური ან/და ტექნიკური
დახმარება ბიზნესის გაფართოებისთვის. ანალოგიური პრობლემა დგას აზერბაიჯანის რეგიონებშიც, ადგილობრივი
მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის თუ როგორ გამოიყენოს საბანკო ბარათი პირადი ფინანსური ტრანზაქციების
განსახორციელებლად.

7
საზღვრისპირა რეგიონებს შორის არ არსებობს სავაჭრო ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ
მოსახლეობას აქვს მაღალი ინტერესი და სურვილი მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების, მათი საექსპორტო
შესაძლებლობები შეზღუდულია. მოსახლეობა არ იცნობს მეზობელი ქვეყნის წესებსა და რეგულაციებს, რაც აბრკოლებს
თანამშრომლობას საზღვრისპირა რეგიონებს შორის. ამასთანავე, მოსახლეობამ არ იცის თუ როგორ დაამყაროს ბიზნეს
კავშირები მოსაზღვრე რეგიონების კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

ტურიზმი
საზღვრისპირა რეგიონებს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნიათ. ქალაქ
განჯაში მოქმედი აეროპორტი დამატებით უპირატესობას ქმნის ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის
განვითარების კუთხით. ამასთანავე, როგორც განჯა-გაზახის ასევე ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონი მდიდარია
ტურისტული ღირსშესანიშნაობებითა. ზოგიერთი ტურისტული ობიექტი, როგორიცაა დავით გარეჯის სამონასტრო
კომპლექსი და ჯანდარის ტბა, ერთდროულად ორივე ქვეყნის ტერიტორიაზეა განთავსებული. აღნიშნული ქმნის
საინტერესო შესაძლებლობას ქვეყნებს შორის საერთო ტურისტული ობიექტებისა და კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების მართვის ერთიანი მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის. აღნიშნული გააძლიერებს ორივე ქვეყნის ტურისტულ
შესაძლებლობებს და გაზრდის ტურიზმის სფეროდან მიღებულ სარგებელს.
საზღვრისპირა რეგიონებში ტურიზმის განვითარების მთავარ ხელშემშლელ ფაქტორებს ტურისტული და
საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე და არსებული ტურისტული ობიექტების დაბალი
ცნობადობა წარმოადგენს.
ადგილობრივი მოსახლეობა არ იყენებს ინტერნეტ რესურსებს საკუთარი ბიზნესის რეკლამირებისა და ახალი
ვიზიტორების მოსაზიდად, რაც ტურისტული ბიზნესის გაფართოებისთვის დამატებით შემზღუდველ ფაქტორს
წარმოადგენს.

ბიზნეს გარემო
საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყნაა ბიზნესის კეთების სიმარტივით1. საქართველოს აქვს რეგიონში ყველაზე
დაბალი კორუფციის ინდექსი2, გამარტივებული და გამჭვირვალე პროცედურები ბიზნესის რეგისტრაციისა და
მართვისთვის, მიმზიდველი საგადასახადო გარემო (დაწესებულია საგადასახადო შეღავათები ისეთ პრიორიტეტულ
სექტორებზე როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სასტუმროს მოსმახურება და IT პროდუქტები). საქართველოსა და
აზერბაიჯანში მოქმედებს გამარტივებული საგადასახადო რეჟიმი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
აზერბაიჯანში მიმდინარეობს რეფორმები ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და კორუფციის აღმოსაფხვრელად.
აზერბაიჯანმა უკვე მიმართა გარკვეულ ზომებს საბაჟო სისტემის რეფორმირების კუთხით, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული
რეფორმების შედეგები ბუნდოვანია და შეუძლებელია მათი შეფასება.
აზერბაიჯანის მოსახლეობაში მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების მიმართ ურთიერთსაპირისპირო
დამოკიდებულება არსებობს3. მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ მიმდინარე რეფორმების შედეგად ბიზნეს გარემო
გაუმჯობესდა, თუმცა მეორე ნაწილის აზრით კორუფციისა და მონოპოლიური ინდუსტრიების პრობლემა კვლავ არსებობს.
მოსახლეობის უმეტესობა არ იცნობს საგადასახადო სისტემასა და საბაჟო პროცედურებს, რის შედეგადაც
მოსახლეობაში ყალიბდება მცდარი შეხედულებები საჯარო ინსტიტუტების საქმიანობის მიმართ. აუცილებელია
საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობამ შეიმუშავოს ძლიერი სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა, რათა მოხდეს
არსებული საკომუნიკაციო რესურსების ეფექტური გამოყენება და გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობის
ხარისხი ეროვნული საგადასახადო სისტემებისა და საბაჟო პროცედურების შესახებ.

ადგილობრივი თვითმმართველობა
ამ ეტაპზე არ ხდება თანამშრომლობა საზღვრისპირა რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებს შორის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მხარე გამოხატავს სურვილსა და ინტერესს
პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისა და საერთო პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტისთვის.
საგარეჯოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ მჭიდრო
კავშირი და კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. თვითმმართველობის წარმომადგენლები კარგად იცნობენ
რეგიონის პრობლემებს და მიმართავენ შესაბამის ზომებს აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად. ადგილობრივი
ხელისუფლება მხარს უჭერს დონორების მიერ განხორციელებულ პროექტებს და ხელს უწყობს ადგილობრივი
მოსახლეობის ჩართვას დონორებისა და სახელმწიფოს მიერ მოქმედ პროგრამებში.

1
“Doing Business 2018-Regional Profile”, World Bank Group, October, 2017
2
“Corruption Perception Index 2017”, Transparency International, 2018; see the link: https://www.transparency.org/news/fea-
ture/corruption_perceptions_index_2017#regional ბოლო ნახვა 30/08/2018
3
ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტერვიუების და ფოკუს ჯგუფების შედეგები

8
საზღვრისპირა რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია მომზადდეს
თანამშრომლობის პლატფორმა საზღვრისპირა რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის,
რადგან როგორც წესი ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად არის გათვითცნობიერებული ადგილობრივი
საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ და ამავდროულად ფლობს მოსახლეობასთან კომუნიკაციის ეფექტურ
რესურსებს. სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა მნიშვნელოვანია
საზღვრისპირა რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.

ახალგაზრდობა, განათლება, გენდერი
• ახალგაზრდობის მიგრაცია აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების საერთო პრობლემას
წარმოადგენს. ახალგაზრდები განათლების მიღების მიზნით ტოვებენ რეგიონებს და მიემგზავრებიან დედაქალაქში ან
საზღვარგარეთ. მათი უმეტესობა უკან აღარ ბრუნდება. ახალგაზრდობის მიგრაცია მთავარ საფრთხეს წარმოადგენს
რეგიონის განვითარებისთვის, რადგან ზღუდავს რეგიონის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.
• მიუხედავად სასწავლო დაწესებულებების არსებობისა, განათლების ხარისხი საკმაოდ დაბალია განჯა-გაზახის
რეგიონში. საგანმანათლებლო სისტემაში არაფორმალური გადახდები მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს. სწორედ
განათლების ხარისხი არის მოტივატორი იმისა, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა განათლების მიღებას დედაქალაქში
ან საზღვარგარეთ ამჯობინებს.
• გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილი მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური
უმცირესობებით, ძირითადად აზერბაიჯანელებით. ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინტეგრაციის დონე საკმაოდ
დაბალია, რაც სოციალური და კულტურული განსხვავების და ასევე ენობრივი ბარიერის დამსახურებაცაა. აზერბაიჯანელი
მოსახლეობის უმრავლესობა არ ფლობს სახელმწიფო ენას. დაბალია უცხო ენების ცოდნის დონეც , ეთნიკური
აზერბაიჯანელების უმრავლესობა არ ფლობს არც ერთ უცხო ენას, მათ შორის არც რუსულ და არც ინგლისურ ენებს. ასევე
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანელი მოსახლეობის უმეტესობას ქართველ მოსახლეობასთან ინტეგრაციის
არანაირი მოტივაცია და სტიმული არ გააჩნია.
• აღსატაფასა და გაზახის მუნიციპალიტეტებში ქალთა ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში შეზღუდულია.
მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით აღიარებულია ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებები და
შესაძლებლობები, რეალობაში ქალთა წვდომა განათლებასა და დასაქმებაზე შეზღუდულია და დამოკიდებულია ოჯახის
გადაწყვეტილებაზე.
• აზერბაიჯანის მუნიციპალიტეტების მსგავსად, ქალთა განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობები შეზღუდულია
საგარეჯოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. გარდაბნის
მუნიციპალიტეტში აღნიშნული მიმართულებით სიტუაცია მცირედით განსხვავდება ზოგადი სურათისგან. ქალაქ
გარდაბანში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის ნაწილი შედარებით თანამედროვე შეხედულების არიან და
ნაკლებად უზღუდავენ გოგონებს განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებს. თუმცა სოფლებში ქალთა დასაქმებისა
და განათლების შესაძლებლობები კვლავ შეზღუდულია და ოჯახის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
• საზღვრისპირა რეგიონებს შორის არსებობს პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის
პოტენციალი, გამომდინარე იქიდან რომ აღნიშნული რეგიონების მოსახლეობაში არის პროფესიული განათლებისა და
ტრენინგების მაღალი საჭიროება.

9
საქართველოსა და აზერბაიჯანის
ურთიერთობები
შესავალი
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები სამხრეთ კავკასიის რეგიონში და აქვთ მჭიდრო
ეკონომიკური და დიპლომატიური თანამშრომლობა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური
ურთიერთობა ჩამოყალიბდა 1992 წელს და 26 წლიანი თანამშრომლობის შედეგად ქვეყნებმა განახორციელეს
მნიშვნელოვანი ერთობლივი სტრატეგიული პროექტები ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სექტორში, რაც მნიშვნელოვან
როლს თამაშობს ქვეყნების ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში.

ქვეყნების გააჩნიათ საერთო ღირებულებები საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით. ორივე ქვეყანას აღიარებული
აქვს დასავლური ორიენტაცია და გაცხადებული სურვილი ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან (ნატო)
თანამშრომლობისა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო გაცილებით აქტიურ პოლიტიკას ატარებს დასავლური
ინსტიტუტებისკენ ინტეგრაციის მიმართულებით, ქვეყანა ატარებს აქტიურ პოლიტიკას რათა გახდეს ევროკავშირისა და
ნატოს სრულუფლებიანი წევრი. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს დეკლარირებული აქვს მისი პოლიტიკის სწრაფვა
დასავლური ინსტიტუტებისა და ღირებულებებისკენ, აღნიშნული მიმართულებით მისი პოლიტიკა შედარებით პასიურია.

ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით აზერბაიჯანი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ ენერგეტიკის
სექტორში. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის რესურსების წყალობით
ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკულ სექტორში. აზერბაიჯანი ნავთობისა და
ბუნებრივი აირის რესურსების ტრანზიტს საქართველოს გავლით ახორციელებს. აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ
უფრო მეტად გაძლიერდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის პროექტის ამოქმედების შემდეგ, რომლის საშუალებითაც
ხორციელდება ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება კასპიის ზღვის საბადოებიდან ევროკავშირის ბაზარზე. საქართველოს
გავლით გადის ისეთი სტრატეგიული მილსადენები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი,
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP), რომელიც უერთდება ტრანსადრიატაკის
(TAP) გაზსადენს და აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით აწარმოებს კასპიის ზღვის საბადოებიდან
ბუნებრივი აირის ტრანზიტს ევროპის ბაზარზე. სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პროექტი წარმოადგენს სტრატეგიული
მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აძლიერებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას და ამასთანავე ამცირებს
ევროკავშირის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე. აზერბაიჯანის როლი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში მხოლოდ
სატრანზიტო პროექტებით არ შემოიფარგლება, უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის
მთავარ მიმწოდებელს წარმოადგენს. საქართველოს ბუნებრივი აირის მოხმარების 90% აზერბაიჯანიდან
იმპორტირებული გაზით კმაყოფილდება.

გეოგრაფიული მდებარეობა, სახმელეთო და სარკინიგზო მარშუტები, საზღვაო პორტები აძლიერებს სატრანზიტო
მარშუტების განვითარების პოტენციალს აზიისა და ევროპის ბაზრების დასაკავშირებლად. ბაქო-თბილისი-ყარსის
სარკინიგზო ხაზი, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანსა და თურქეთს საქართველოს გავლით, ქმნის სატრანზიტო არხს
კომერციული ტვირთების გადასაზიდად ცენტრალური აზიიდან ევროკავშირის ბაზარზე. აღნიშნული სარკინიგზო ხაზი
გამოიყენება კომერციული და სამხედრო ტვირთების ტრანზიტული მოძრაობისთვის ცენტრალური აზიიდან ევროპის
მიმართულებით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი სრულად
არ არის გამოყენებული და კვლავ რჩება სივრცე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის
გასაფართოებლად ვაჭრობისა და საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით აზერბაიჯანი მეოთხე ადგილზე დგას საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო
პარტნიორ ქვეყნებს შორის 8.2%-იანი წილით საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში. საქართველოს წილი
აზერბაიჯანის სააჭრო ბრუნვაში შედარებით დაბალია. აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის 2016
წლის მონაცემებით აზერბაიჯანის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის საქართველო მე-12 ადგილს იკავებდა
2.2%-იანი წილით აზერბაიჯანის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში. იმპორტის მხრივ საქართველო აზერბაიჯანისთვის
მნიშვნელოვან პარტნიორს არ წარმოადგენს. საქართველოდან იმპორტირებული პროდუქციის წილი აზერბაიჯანის
მთლიანი იმპორტის მხოლოდ 0.6%-ს იკავებს, აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო 28-ე პოზიციაზე დგას
აზერბაიჯანის უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის. აზერბაიჯანისთვის გაცილებით მაღალია
საქართველოს, როგორც საექსპორტო ქვეყნის მნიშვნელობა. საქართველო აზერბაიჯანის უმსხვილეს საექსპორტ
პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-9 ადგილს იკავებს 3.8%-იანი წილით აზერბაიჯანის მთლიან ექსპორტში. საქართველოს
შედარებით მაღალი წილი აზერბაიჯანის ექსპორტში ძირითადად ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი აირის ექსპორტით
არის განპირობებული. აზერბაიჯანიდან საქართველოში ექსპორტირებული საქონლის ღირებულების 72%-ს
ნავთობპროდუქტები შეადგენს.

10
აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ძირითადად ენერგოსექტორზეა კონცენტრირებული.
აღნიშნული ფაქტი აზერბაიჯანის ეკონომიკური სტრუქტურის დაბალი დივერსიფიკაციითა და ნავთობპროდუქტების
ინდუსტრიაზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხით აიხსნება. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ
საქართველოს არ აქვს განვითარებული საექსპორტო ინდუსტრია, რაც ზღუდავს ქვეყნებს შორის სავაჭრო სფეროში
თანამშრომლობის სივრცეს. ბიზნეს გარემოს შორის განსხვავება დამატებით შემზღუდველ ფაქტორს წარმოადგენს.
წლების განმავლობაში აზერბაიჯანი რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად იყო მიჩნეული4.
მონოპოლიზებული დარგები და კორუფცია საბაჟო სისტემაში უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებით არაფორმალურ
ბარიერებს ქმნიდა, რაც აფერხებდა ინვესტიციების მოზიდვასა და ვაჭრობის განვითარებას. ნავთობის ფასების კლებით
გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის შემდეგ აზერბაიჯანის მთავრობამ მიმართა ქმედებებს ეკონომიკის
დივერსიფიკაციისათვის და 2016 წლიდან დაიწყო რეფორმები კორუფციის შემცირებისა და ბიზნეს გარემოს
გასაუმჯობესებლად. მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, ამ ეტაპზე რეფორმების შედეგები ნათლად არ ჩანს.
რესპოდენტთა ნაწილი თვლის, რომ მიუხედავად რეფორმებისა, მონოპოლიზებული დარგები ქვეყნისთვის კვლავ
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება; თუმცა რესპოდენტთა მეორე ნაწილის შეფასებით წინა წლებთან შედარებით
ბიზნესგარემო გაუმჯობესებულია. აზერბაიჯანის მთავრობის ნება გადადგას ქმედითი ნაბიჯები კორუფციის აღმოფხვრისა
და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის, კიდევ უფრო მეტად ზრდის თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალს ორ
ქვეყანას შორის.

აზერბაიჯანს და საქართველოს 480 კმ სიგრძის საერთო სასაზღვრო ზოლი აქვთ, თუმცა საზღვრისპირა რეგიონებს შორის
თანამშრომლობა საკმაოდ დაბალია და ფაქტიურად არც არსებობს. საქართველოს საზღვრისპირა სოფლები მჭიდროდ
არის დასახლებული ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით, თუმცა აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებთან მათ
კავშირი არ აქვთ. საზღვრისპირა რეგიონებში ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონე დაბალია. პროფესიული
უნარებისა და ცოდნის ნაკლებობა, ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარების დაბალი დონე აზერბაიჯანისა და
საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებისთვის საერთო პრობლემას წარმოადგენს. აზერბაიჯანსა და საქართველოს
შორის დიპლომატიური ურთიერთობა 26 წელს ითვლის, თუმცა თანამშრომლობა ძირითადად მთავრობების დონეზე
ხდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არ იღებენ მონაწილეობას აღნიშნულ
პროცესებში. არ არსებობს თანამშრომლობის პლატფორმა აზერბაიჯანსა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის , რათა გააძლიერონ კავშირები ადგილობრივ დონეზე და
მოახდინონ საერთო პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტა.

აზერბაიჯანისა და საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკა
აზერბაიჯანი და საქართველო აგრძელებენ პარტნიორული კავშირების გაძლიერებას ევროკავშირთან. საქართველომ
უკვე მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი
სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA). რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი
ევროკავშირთან ყოვლისმომცველი შეთანხმების თაობაზე, რომელმაც უნდა შეცვალოს 1999 წლის თანამშრომლობისა და
პარტნიორობის ხელშეკრულება ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის. აზერბაიჯანი და საქართველო არიან ევროპის
სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრი ქვეყნები. აღნიშნული პროგრამები
მონაწილე ქვეყნებს სთავაზობენ თანამშრომლობის ეფექტურ პლატფორმას დემოკრატიული პროცესების, ეკონომიკური
კეთილდღეობის ზრდისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით საერთო მიზნების მისაღწევად.

რეგიონული განვითარება და თანამშრომლობის გაძლიერება საზღვრისპირა რეგიონებს შორის აზერბაიჯანისა და
საქართველოს რეგიონული პოლიტიკის საერთო მიზნებს წარმოადგენს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის
ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულია რეგიონული განვითარებისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის
ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც სრულად შესაბამისობაშია აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის 1999 წლის
თანამშრომლობისა და პარტნიორობის შეთანხმებაში მოცემულ პრინციპებთან. აღნიშნული პრინციპების თანახმად,
რეგიონული პოლიტიკა ხელს უნდა უწყობდეს მრავალდონიანი მმართველობის განვითარებას, გადაწყვეტილების
მიღებაში დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების
აქტიურ მონაწილეობას რეგიონულ თანამშრომლობაში და საზღვრისპირა რეგიონებს შორის ძლიერი ეკონომიკური
კავშირების ჩამოყალიბებას5.

დედაქალაქსა და რეგიონების ეკონომიკური განვითარების დონეს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება აზერბაიჯანისა და
საქართველოს საერთო პრობლემას წარმოადგენს. ევროკავშირი მხარს უჭერს რეგიონების განვითარებას სხვადასხვა
პროგრამების განხორციელებით. გარდა ამისა, საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში
შემუშავებულია პროგრამები რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და რეგიონებისა
და დედაქალაქის მოსახლეობას შორის შემოსავლების უთანაბრობის შესამცირებლად.

2014 წელს აზერბაიჯანმა შეიმუშავა „სახელმწიფო პროგრამა სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის 2014-2018
წლებისთვის“, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითად მიზნებსა და პრიორიტეტულ

4
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო „კორუფციის აღქმის ინდექსი“, კორუფციის მდგომარეობა : სომხეთი,
აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა“, 2015
5
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, 21-ე თავი

11
სფეროებს. რეგიონების ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკის დივერსიფიკაცია ნავთობის სექტორზე
დამოკიდებულების შესამცირებლად პროგრამის პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენენ. აღნიშნული მიზნების
მისაღწევად შესასრულებელ ამოცანებს შორის არის ბიზნეს გარემოს განვითარება, კერძო მეწარმეობის მხარდაჭერა,
მხარდაჭერის მექანიზმების დანერგვა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ექსპორტზე ორიენტირებული
წარმოების ხელშეწყობა, ოპტიმალური საგადასახადო ტვირთის განსაზღვრა, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის
განვითარება და ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა. ამასთანავე აზერბაიჯანს
შემუშავებული აქვს ტურიზმის სფეროს განვითარების სტრატეგია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ტურისტების ნაკადის
გაზრდა საზღვრის კვეთის პროცედურებისა და განსაზღვრული ქვეყნებისთვის (ძირითადად სპარსეთის ყურის
ქვეყნებისთვის) სავიზო რეჟიმის გამარტივებით. გარდა ამისა სტრატეგიის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო
ფრენების მიმართულების გაფართოება და ახალი ტურისტული სააგენტოების დაფუძნება. აზერბაიჯანის მთავრობა მხარს
უჭერს რეგიონებში, მათ შორის განჯა-გაზახის რეგიონში, განთავსების საშუალებების განვითარებას უცხოელი და
ადგილობრივი ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით.

აზერბაიჯანის მსგავსად საქართველოშიც ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები რეგიონების სოციალური და
ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად. საქართველოს თითოეული რეგიონისთვის მათი თავისებურებების
გათვალისწინებით მომზადებული აქვს რეგიონული განვითარების სტრატეგიები 2014-2021 წლებისთვის. სოფლის
მეურნეობა, ტურიზმი, საექსპორტო წარმოების განვითარება. საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის
მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენენ. ორივე ქვეყნის რეგიონული განვითარების სტრატეგიებიდან ნათლად ჩანს, რომ
აზერბაიჯანს და საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით საერთო გამოწვევები და საერთო
მიზნები გააჩნიათ.

საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურად უჭერენ მხარს ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიული პროცესების
გაძლიერებასა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. ორივე ქვეყანა სარგებლობს ევროკავშირის
ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამებით, რომელთა მიზანსაც ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების
მხარდაჭერა, ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირება და ქვეყნებს შორის ტერიტორიული თანამშრომლობის
გაძლიერება წარმოადგენს. მაგალითისთვის, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე აზერბაიჯანმა 500 მლნ მანათის
ოდენობის დახმარება მიიღო ევროკავშირისგან. აგრეთვე, როგორც ევროკავშირის პარტნიორობისა და ტერიტორიული
თანამშრომლობის პროგრამის წევრები, აზერბაიჯანი და საქართველო სარგებლობენ დონორების მიერ მხარდაჭერილი
პროგრამებით, რომელთა მიზანსაც ტურისტული პოტენციალის გაძლიერება, ადგილობრივი მოსახლეობის პროფესიული
უნარების გაძლიერება, რეგიონული განვითარება და საზღვრისპირა თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

ევროკავშირის მხარდაჭერის გარდა აზერბაიჯანი და საქართველო სარგებლობენ USAID -სა და UNDP-ს მხარდაჭერით,
რათა ეფექტურად გაუმკლავდნენ არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს. მაგალითისთვის UNDP
ახორციელებს სხვადასხვა პროექტს განჯა-გაზახის რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად, კერძოდ:

• ქალაქ განჯაში პროფესიული განათლების ცენტრების მოდერნიზების პროექტი
• ქალაქ განჯაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოდერნიზების პროექტი
• საზღვრის მართვის შესაძლებლობების გაძლიერება გაზახში

UNDP ასევე მნიშვნელოვან მხარდაჭერას სთავაზობს საქართველოს ქვეყნის განვითარების სტრატეგიით
გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. მთლიანობაში UNDP-ს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდა 32
პროექტი საჯარო ადმინისტრირების გაძლიერების, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი
მოსახლეობის პროფესიული უნარების გასაუმჯებესებლად6. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტების უმეტესობა (22 პროექტი)
ძირითადად დედაქალაქზე იყო კონცენტრირებული.

ასევე აღსანიშნავია USAID -ის მხარდაჭერა ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული საზოგადოების
მშენებლობის პროცესში. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (1991 წ.) აზერბაიჯანმა USAID -ისგან 377 მლნ დოლარის
დახმარება მიიღო. 2017 წელს აზერბაიჯანის მიერ USAID -ისგან მიღებულმა დახმარებამ 10 მლნ აშშ დოლარი შეაადგინა7,
საიდანაც ძირითადი ნაწილი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნების მისაღწევად დაიხარჯა,
განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერების მიმართულებით.
აზერბაიჯანის მსგავსად საქართველოც მნიშვნელოვან დახმარებას იღებას USAID -ისგან ეკონომიკური განვითარებისა
და დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. 2017 წელს საქართველოს მიერ მიღებულმა დახმარებამ 41 მლნ აშშ
დოლარი შეადგინა8, რომელიც სხვადასხვა მიმართულების პროექტებზე გადანაწილდა. თანხების მნიშვნელოვანი
ნაწილი მოხმარდა ეფექტური მმართველობის გაძლიერების პროექტებს, სოფლის მეურნეობის დარგში ეფექტიანობის
ამაღლებასა და ქვეყანაში კანონის უზენაესობის ხელშეწყობას.

6
http://www.ge.undp.org/content/georgia/en/home/about-us/funding-and-delivery.html
7
https://explorer.usaid.gov/cd/AZE?fiscal_year=2018&implementing_agency_id=1&measure=Obligations
8
https://explorer.usaid.gov/cd/GEO?fiscal_year=2017&implementing_agency_id=1&measure=Obligations

12
ცხადია, რომ აზერბაიჯანი და საქართველო იღებენ მნიშვნელოვან ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას საერთაშორისო
დონორებისგან ეკონომიკური განვითარებისა და კარგი მმართველობის პრაქტიკის დასანერგად. საერთაშორისო
დონორების მიერ მხარდაჭერილი პროექტები კონცენტრირებულია ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების
აღმოსაფხვრელად და ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. მიუხედავად მაღალი
მხარდაჭერისა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე აღნიშნული პროექტების შესახებ
საკმაოდ დაბალია, რეგიონებში მცხოვრები მიზნობრივი ჯგუფების უმეტესობა არ ფლობს საკმარის უნარებს იმისთვის,
რომ ისარგებლონ დონორების მიერ მხარდაჭერილი პროგრამებით.

ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობები
აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. სავაჭრო სტატისტიკის უახლესი
მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანს საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 8.2%-იანი წილი უკავია და აღნიშნული
მაჩვენებლით მეოთხე ადგილს იკავებს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის. ექსპორტის
მიხედვით აზერბაიჯანი მეორე ადგილზე დგას საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის, აზერბაიჯანში
ექსპორტირებული პროდუქტის წილი საქართველოს ექსპორტის საერთო ღირებულების 10%-ს შეადგენს. აღსანიშნავია
რომ აზერბაიჯანის მიმართულებით ექსპორტში პოზიტიური ტრენდი შეინიშნება. 2017 წელს წინა წელთან შედარებით
აზერბაიჯანში ექსპორტი 78%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემების მიხედვით აზერბაიჯანში
ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულება 156%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.
2014-2016 წლებში აზერბაიჯანში ექსპორტი მკვეთრად დაეცა, რაც ძირითადად აზერბაიჯანის ბაზარზე იმპორტირებულ
ავტომობილებზე ახალი EURO 5 სტანდარტის შემოღებით იყო გამოწვეული. აღნიშნული კლების შემდეგ ექსპორტის
ზრდის ტრენდი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირების განახლებაზე მიუთითებს.

1 | საქართველო-აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა, მლნ აშშ დოლარი, 2010-2017
164%
საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტის ზრდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტის ზრდა
129%
სავაჭრო ბრუნვის ზრდა

66% 78%

47%
43%

25%
13%
31%
3% -3%
11% -16%
-13%
-7%
-34% -37%
-23%
-53%
-56%
-60%

704 710
636 656 638
627
573
544 539
485
426

256 272
241 217
153

2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017

ექსპორტი აზერბაიჯანში (მლნ აშშ დოლარი) იმპორტი აზერბაიჯანიდან (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

13
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სიაში წამყვან პოზიციებს იკავებს,
მაშინ როდესაც საქართველოს წილი აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვაში შედარებით უმნიშვნელოა. აზერბაიჯანის
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით საქართველო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით აზერბაიჯანის უმსხვილესი პარტნიორი
ქვეყნების სიაში მე-12 ადგილზე დგას 2.2%-იანი წილით აზერბაიჯანის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში. საქართველოდან
იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება აზერბაიჯანის მთლიანი იმპორტის 0.6%-ია და ამ მაჩვენებლით
საქართველო აზერბაიჯანის მსხვილ საიმპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის 28-ე პოზიციაზეა. რაც შეეხება ექსპორტს,
საქართველო აზერბაიჯანის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების ათეულში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო
საქართველოში ექსპორტირებული პროდუქციის წილი აზერბაიჯანის მთლიანი ექსპორტის 3.8%-ს შეადგენს.
საქართველოში ექსპორტირებული პროდუქციის ძირითად ნაწილს (72%) ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეადგენს,
მეორე ადგილზეა სამშენებლო მასალები (ცემენტი, არმატურა, მეტალის კონსტრუქციები), რომელთა წილიც
აზერბაიჯანიდან საქართველოში ექსპორტირებული პროდუქციის საერთო ღირებულების 7.1%-ია.

2 | ვაჭრობის სტრუქტურა საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის
საქართველოს ექსპორტის პროცენტული აზერბაიჯანის იმპორტის პროცენტული
N:
სტრუქტურა წილი სტრუქტურა წილი

სპილენძის მადანი და მანქანები და სატრანსპორტო
1 15.4% 33.0%
კონცეტრატები აღჭურვილობა

2 ფეროშენადნობები 11.3% სამრეწველო საქონელი 22.3%

3 ავტომობილები 8.6% საკვები და ცოცხალი ცხოველები 13.9%

4 ღვინო 6.3% სხვადასხვა სამრეწველო ნაწარმი 10.7%

5 მედიკამენტები 5.2% ქიმიური პროდუქტები 10.5%

მინერალური საწვავი და საპოხი
6 სპირტიანი სასმელები 4.6% მასალები 3.2%

მინერალური და გაზიანი
7 3.5% სასმელები და თამბაქო 2.5%
სასმელები

ნედლი მასალები (საკვებისა და
8 კაკალი და თხილი 3.0% საწვავის გარდა) 2.2%

მინერალური და ქიმიური ცხოველური და მცენარეული
9 2.8% ზეთები, ცხიმები, ცვილი 1.5%
სასუქები

ოქრო დაუმუშავებელი ან
10 ნაწილობრივად დამუშავებული 2.6% სხვა 0.2%

11 სხვა 36.7%

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ( 2017წლის მონაცემები);; აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი, (2016 წლის მონაცემები)

საქართველოს ექსპორტისა და აზერბაიჯანის იმპორტის სტრუქტურის გათვლისწინებით მოხდა სავაჭრო პოტენციალის
მქონე სასაქონლო ჯგუფების იდენტიფიცირება. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ექსპორტის 87% ძირითადად
ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირი იკავებს, მეორე ადგილზეა სამშენებლო მასალები, ხოლო ბოსტნეული მესამე
ადგილზე დგას აზერბაიჯანის უმსხვილეს საექსპორტო საქონლის სიაში. გადამუშავებული საკვები პროდუქტები და
ცოცხალი ცხოველები აზერბაიჯანის იმპორტის დიდ ნაწილს იკავებს. საზღვრისპირა რეგიონები სპეციალიზებულნი არიან
სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტის წარმოებაზე და ამასთანავე ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნად არის
დამოკიდებული გადამუშავებული საკვები პროდუქტების იმპორტზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ ორ ქვეყანას შორის

14
არსებობს საკვების გადამამუშავებელი წარმოების განვითარების შესაძლებლობა, რაც შეამცირებს შიდა ბაზარზე
იმპორტირებული საკვები პროდუქტების ფასს და ამავდროულად დადებითად იმოქმედებს ორივე ქვეყნის საზღვრისპირა
რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებზე.

ამასთანავე, საქართველო არის სამშენებლო მასალებისა და მეტალის კონსტრუქციების იმპორტიორი, რომელთა
წარმოებაც ხორციელდება აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონებში. სამშენებლო მასალების წარმოების განვითარება
ასევე მოიტანს მნიშვნელოვან სარგებელს და გააფართოებს სავაჭრო სტრუქტურას აზერბაიჯანსა და საქართველოს
შორის.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის 480 კმ-იანი სასაზღვრო ზოლი, სადაც განთავსებულია 5 საბაჟო გამშვები
მგზავრებისა და ტვირთების მოძრაობისთვის.

3 | საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მოქმედი საბაჟო პუნქტების
ჩამონათვალი
N: საბაჟო პუნქტის დასახე- საბაჟო პუნქტის დასახე- კონტროლის ობიექტი კატეგორია
ლება საქაართველოში ლება აზერბაიჯანში

ყველა კატეგორიის ტვირთისა 1-ლი კატეგორიის
1 წითელი ხიდი წითელი ხიდი
და მგზავრთა გადაადგილება საავტომობილო

ყველა კატეგორიის ტვირთისა 1-ლი კატეგორიის
2 მტკვარი/ვახტანგისი სადიხლი და მგზავრთა გადაადგილება საავტომობილო

ყველა კატეგორიის ტვირთისა 1-ლი კატეგორიის
3 გარდაბანი ბეიუქ კასიკ
და მგზავრთა გადაადგილება საავტომობილო

ყველა კატეგორიის ტვირთისა 1-ლი კატეგორიის
4 ლაგოდეხი ბელოქანი
და მგზავრთა გადაადგილება საავტომობილო

ყველა კატეგორიის ტვირთისა 1-ლი კატეგორიის
5 სამთაწყარო მუღანლო
და მგზავრთა გადაადგილება საავტომობილო

წყარო: საქართველოს შემოსავლების სამსახური www.rs.ge

აღნიშნული საბაჟო პუნქტების გავლით კომერციული ტვირთების საერთო ბრუნვა 8.3 მლნ ტონას შეადგენს, საიდანაც
69% სატრანზიტო გადაზიდვებია. აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საქონელი საერთო ტვირთბრუნვის მოცულობის
29%-ს შეადგენს, ხოლო საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში საერთო ტვირთბრუნვის მოცულობაში მხოლოდ
2%-ს იკავებს. ტვირთების უმეტესი ნაწილი (ტვირთბრუნვის საერთო მოცულობის 38%) წითელი ხიდის სახმელეთო და
გარდაბნის (ტვირთბრუნვის 57%) სარკინიგზო საბაჟო პუნქტების გავლით მოძრაობს, ლაგოდეხის წილი ტვირთბრუნვის
საერთო მოცულობაში მხოლოდ 6%-ს შეადგენს, რაც შეეხება მტკვარი/ვახტანგისის საბაჟო გამშვებ პუნქტის, 2017 წლის
მონაცემებით აღნიშნული პუნქტის გავლით კომერციული ტვირთების გადაადგილება არ მომხდარა.

ტრანზიტული გადაზიდვები საქართველო აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანი საქართველოს მიმართულებით ძირითადად
სარკინიგზო ხაზით ხორციელდება. ექსპორტისა და იმპორტის თვალსაზრისით ტვირთბრუნვის ყველაზე მაღალი წილი
წითელ ხიდზე მოდის.

4 | ტვირთბრუნვა (მოცულობა (ტონა) და ღირებულება) საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო
პუნქტის მიხედვით
863

473

244

44 18 1 0.01 6

წითელი ხიდი გარდაბანი ლაგოდეხი მტკვარი

იმპორტი აზერბაიჯანიდან (მლნ. ლარი) ექსპორტი აზერბაიჯანში (მლნ. ლარი)

15
2,436
29%

ტრანზიტი აზერბაიჯანის მიმართულებით
2,555 (წილი საერთო მოცულობაში)
8,293 31% ტრანზიტი აზერბაიჯანიდან
133 ათასი ტონა
2% (წილი საერთო მოცულობაში)
ექსპორტი აზერბაიჯანში
(წილი საერთო მოცულობაში)
იმპორტი (წილი საერთო მოცულობაში)

3,170
38%

120.0%

100.0% 0.7% 0.8% 0.9%
16.3%
26.4% 21.6%
80.0%

60.0%
50.0%
90.1%

40.0% 77.6%
72.8%

20.0%
33.6%

9.3%
0.0%
ტრანზიტი ტრანზიტი ექსპორტი იმპორტი
აზერბაიჯანში (კგ) აზერბაიჯანიდან (კგ) აზერბაიჯანში (კგ) აზერბაიჯანიდან (კგ)

წითელი ხიდი გარდაბანი ლაგოდეხი

წყარო: საქართველოს შემოსავლების სამსახური

მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს გავლით აქტიურად მიმდინარეობს სატრანზიტო
ტვირთების გადაზიდვა. საერთო ტვირთბრუნვის მოცულობის 70%-ს სწორედ სატრანზიტო გადაზიდვები წარმოადგენს.
რკინიგზა ყველაზე მეტად გამოიყენება საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებში. აზერბაიჯანსა და საქართველოს
შორის საექსპორტო და საიმპორტო კომერციული ტვირთის გადაზიდვა ძირითადად სახმელეთო ტრანსპორტის
საშუალებით ხორციელდება. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სავაჭრო საქონლის ძირითადი ნაწილი წითელი
ხიდის გავლით მოძრაობს. ლაგოდეხის საბაჟო გამშვები პუნქტი სავაჭრო საქონლის გადაადგილებისთვის შედარებით
ნაკლებად გამოიყენება, დარჩენილი საბაჟო პუნქტები ძირითადად მგზავრთა სამოძრაოდ არის გამოყენებული.

16
საქართველოსა და აზერბაიჯანის
საგადასახადო სისტემა
საგადასახადო სისტემა და სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საინვესტიციო
გადაწყვეტილებების მიღებასა და კერძო სექტორის საქმიანობის განვითარებაში. გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა
გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურებითა და დაბალი საგადასახადო განაკვეთებით მიმზიდველი ბიზნეს
გარემოს ფორმირებისა და კერძო სექტორის საქმიანობის სტიმულირებისთვის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს.

საქართველოს გააჩნია მიმზიდველი საგადასახადო გარემო, დაბალი საგადასახადო განაკვეთები და გადასახადების
ადმინისტრირების მარტივი წესები და პროცედურები. ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო 22-ე ადგილზე
იმყოფება 190 ქვეყნის ეკონომიკას შორის . საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საგადასახადო გარემო
ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. მსოფლიო ბანკის “Doing Business 2018” ანგარიშის მიხედვით გადასახადების
საერთო წილი კომპანიის საერთო მოგების 16.5%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო ლიტვის შემდეგ
რეგიონში მეორე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო
ადმინისტრირების პროცედურებზე დახარჯული საერთო დრო საქართველოსთვის 268 საათს შეადგენს, რაც აღემატება
რეგიონის საშუალო მაჩვენებელს (218.4 სთ).

აზერბაიჯანი ბიზნესის კეთების სიმარტივის (“Doing Business 2018” -ის ანგარიშის მონაცემებით) მიხედვით 35-ე ადგილს
იკავებს. თუმცა საგადასახადო განაკვეთები აზერბაიჯანში აღემატება რეგიონში არსებულ საშუალო მაჩვენებელს.
მთლიანობაში აზერბაიჯანში გადასახადების საერთო წილი კორპორაციული მოგების 39.8%-ს შეადგენს. აღნიშნული
მაჩვენებლით აზერბაიჯანი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მე-5 ადგილზე დგას. უნდა აღინიშნოს, რომ 2013
წლის შემდეგ აზერბაიჯანში საგადასახადო გარემოს კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მთავრობის მიერ
გატარებული რეფორმების შედეგად აზერბაიჯანმა საგადასახადო გარემოს ინდიკატორების მიხედვით პოზიციები
მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. 2015 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ დანერგა ელექტრონული სისტემა დეკლარაციის
შევსებისა და გადასახადების გადახდისთვის. 2017 წელს აზერბაიჯანმა რეზიდენტებს მოუხსნა სატრანსპორტო
საშუალებებზე გადასახადი. აღნიშნულმა ცვლილებებმა პოზიტიური გავლენა მოახდინეს ქვეყნის საგადასახადო სისტემის
ტრანსფორმირების პროცესზე, თუმცა კვლავ არის საჭირო დამატებითი ზომების მიღება საგადასახადო კლიმატის
გასაუმჯობესებლად9.

საქართველოს საგადასახადო სისტემა და საგადასახადო განაკვეთები
საქართველოს მოქმედი საგადასახადო კოდექსი 2011 წელს იქნა მიღებული და მასში გაერთიანებულია საგადასახადო და
საბაჟო კანონმდებლობა. დელოიტის მიერ მომზადებულ საქართველოს საგადასახადო და საინვესტიციო
სახელმძღვანელოში ხაზგასმულია ახალი საგადასახადო კოდექსიის მიღების მნიშვნელოვანი როლი საქართველოს
საბაზრო რეფორმების პროცესში.

საქართველოში არსებული გადასახადები ორ ჯგუფად იყოფა:

• სახელმწიფო გადასახადი, რომელიც ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში
• ადგილობრივი გადასახადი, რომელიც ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

სახელმწიფო გადასახადის განაკვეთები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ხოლო ადგილობრივი
გადასახადებისთვის კოდექსი განსაზღვრავს გადასახადის ზედა და ქვედა ზღვრებს, რომელთა ფარგლებშიც
განისაზღვრება საგადასახადო განაკვეთი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.

საქართველოში ხუთი სახელმწიფო გადასახადი მოქმედებს10: საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი,
დამატებითი ღირებულების გადასახადი(დღგ), აქციზი და იმპორტის გადასახადი. ქონების გადასახადი ადგილობრივ
გადასახადს წარმოადგენს და მისი განაკვეთი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. ქონების
გადასახადის განაკვეთი განსხვავდება მუნიციპალიტეტის მიხედვით. ამასთანავე, გადასახადის განაკვეთის
განსაზღვრისას ადგილობრივი ხელისუფლება შეზღუდულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი ქვედა და ზედა
ზღვრებით. საგადასახადო შეღავათები და გადასახადისგან განთავისუფლების წესები განსაზღვრულია საქართველოს
საგადასახადო კოდექსით.

9
“Doing Business 2018”, World Bank Group, October, 2017
10
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

17
5 | სახელმწიფო გადასახადები საქართველოში

N: გადასახადის დასახელება გადასახადის განაკვეთი

1 საშემოსავლო გადასახადი 20%

მოგების გადასახადი
2 * იბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება, 15%
რეინვესტირებული მოგება სრულად არის განთავისუფლებული გადასახადისგან

3 აქციზი განაკვეთი განსაზღვრულია სასაქონლო ჯგუფის მიხედვით

4 დღგ 18%

იმპორტის გადასახადი
5 *გადასახადის განაკვეთი განსხვავდება სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 0%; 5% და 12%
იმპორტირებული საქონლის უმეტესობა ხვდება 0%-იან განაკვეთში

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი

საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ სხვადასხვა წყაროდან (ხელფასი, მომსახურების გაწევა,
სამეწარმეო საქმიანობა) მიღებული შემოსავალი. ფიზიკური პირის შემოსავალი იბეგრება 20%-იანი განაკვეთით.
სახლისა და სატრანსპორტო საშუალების გაყიდვით, ან ფართის გაქირავებით მიღებული შემოსავლისთვის კი 5%-იანი
საშემოსავლო გადასახადის განაკვეთია დადგენილი.

მოგების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება იურიდიული პირების კომერციული საქმიანობით მიღებული მოგება.
უცხოური კომპანია, თუ მას აქვს მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში, იბეგრება საშემოსავლო გადასახადით
მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებზე. საქართველოს აქვს ორმაგი დაბეგვრის
აცილების შესახებ ხელშეკრულება 54 ქვეყანასთან, მათ შორის აზერბაიჯანთანაც.

2017 წელს საქართველომ დანერგა მოგების გადასახადით დაბეგვრის ესტონური მოდელი, რომლის თანახმადაც მოგების
გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ განაწილებული მოგება, ხოლო რეინვესტირებული მოგება სრულად
თავისუფლდება მოგების გადასახადისგან. მოგების გადასახადის განაკვეთი 15%-ია, მოგების გადასახადის დეკლარაცია
ბარდება ყოველთვიურად, ხოლო დარიცხული გადასახადის გადახდა უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს მომდევნო
თვის 15 რიცხვისა.

გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგს
წარმოადგენს, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე გარკვეული საგადასახადო შეღავათები არის
განსაზღვრული.

6 | საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე

N: საქმიანობის სახე საგადასახადო შეღავათი

სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება განთავისუფლებულია
1 თუ ყოველწლიური შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს მოგების გადასახადისგან

სოფლის მეურნეობის კოოპერატივების მიერ, რომელთა წლიური
განთავისუფლებულია
2 შემოსავალი 200 000 ლარზე ნაკლებია, სოფლის მეურნეობის
მოგების გადასახადისგან
პროდუქტის პირველადი მიწოდება (ძალაშია 01.01.2023)

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი

18
სასოფლო სამეურნეო საქმიანობის გარდა საგადასახადო შეღავათები განსაზღვრულია ტურიზმისა და ინფორმაციული
ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის, ასევე მაღალმთიანი ზონის სტატუსის მქონე რეგიონში მოქმედი
საწარმოებისთვის:

• ტურისტული ზონის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ სასტუმროს მომსახურების გაწევით მიღებული მოგება
განთავისუფლებულია მოგების გადასახადისგან (ძალაშია 2026 წლის 1 იანვრამდე)
• მაღალმთიანი ზონის სტატუსის მქონე რეგიონში მოქმედი საწარმოს მოგება განთავისუფლებულია მოგების
გადასახადისგან 10 წლის ვადით.
• ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი სინფორმაციო ტექნოლოგიების საზღვარგარეთ მიწოდებით
მიღებული მოგება განთავისუფლებულია მოგების გადასახადისგან

დღგ-ს გადასახადით იბეგრება საქონლისა და მომსახურების მიწოდება და ასევე საქონლის იმპორტი. დღგ-ს განაკვეთი
18%-ით არის განსაზღვრული, საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს შეღავათებს გარკვეული სახის საქონელსა და
მომსახურებაზე. საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს დღგ-სგან განთავისუფლებას ჩათვლის უფლებით და ჩათვლის
უფლების გარეშე. მედიკამენტები, მსუბუქი ავტომობილები, ბეჭდური საქონელი და ბავშვთა კვების პროდუქცია
განთავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე. ექსპორტი განთავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის
უფლებით.

უცხოეთის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა დაიბრუნონ დღგ-ს გადასახადი საქართველოში ნაყიდ პროდუქციაზე.
გადასახადის დასაბრუნებლად საჭიროა შემდეგი პირობების დაკმაყოფილება: შეძენილი საქონლის ღირებულება უნდა
აღემატებოდეს 200 ლარს (დღგ-ს გარეშე), ხოლო საქონელი შეძენიდან არა უგვიანეს 3 თვისა გატანილი უნდა იქნას
ქვეყნიდან. უცხოეთის მოქალაქეებმა დღგ-ს დაბრუნების განაცხადი უნდა შეავსონ საქართველოს საზღვრის კვეთისას
შესაბამის საბაჟო პუნქტებში. აღნიშნული შესაძლებლობა პოზიტიურად მოქმედებს შიდა ვაჭრობის განვითარებაზე და
უცხოელი ვიზიტორებისთვის დამატებით სტიმულს ქმნის ქართულ მაღაზიებში შესყიდვების განსახორციელებლად. თუმცა
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გადასახადის დაბრუნების გამარტივებული პროცედურებისა, გარკვეული ბარიერები
კვლავ ართულებს ამ შესაძლებლობით სარგებლობას. უცხოელი ვიზიტორების უმრავლესობა კარგად არ იცნობს
გადასახადის დასაბრუნებლად საჭირო წესებსა და პროცედურებს, რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობებს მიიღონ
სარგებელი და დაიბრუნონ დღგ შესყიდულ საქონელზე.

საგადასახადო კოდექსით საქონლის განსაზღვრულ კატეგორიაზე დაწესებულია აქციზის გადასახადი. აქციზით დაბეგვრას
ექვემდებარება ალკოჰოლური სასმელების, სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის, მსუბუქი ავტომობილების, ბუნებრივი
აირისა და ნავთობის მიწოდება და იმპორტი. საგადასახადო განაკვეთი განსხვავდება სასაქონლო ჯგუფების მიხედვით.
მთავრობას შეუძლია ყოველი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე განსაზღვროს ახალი აქციზის განაკვეთი შესაბამის
სასაქონლო ჯგუფზე.

საქართველოში მოქმედებს 0%, 5% და 12%-იანი იმპორტის გადასახადის განაკვეთები. გადასახადის განაკვეთი
დამოკიდებულია საქონლის კატეგორიაზე. პროდუქციის უმეტეს ჯგუფზე მოქმედებს 0%-იანი იმპორტის გადასახადის
განაკვეთი. ამასთანავე, საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები თურქეთთან, ევროკავშირთან,
აზერბაიჯანთან და ყოფილი დსთ-ს ქვეყნებთან, რომელიც ითვალისწინებს გადასახადისგან განთავისუფლებას
აღნიშნული ქვეყნებიდან საქონლის იმპორტზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა
რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირსა და ჩინეთთან.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტი განთავისუფლებულია საიმპორტო გადასახადისგან.

საქართველოს აქვს გამარტივებული საგადასახადო რეჟიმი და საგადასახადო შეღავათები პრიორიტეტული
ინდუსტრიების განვითარებისთვის. პრიორუტეტულ მიმართულებებს შორის არის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის,
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება.

მიკრო და მცირე ბიზნესის საწარმოებზე მოქმედებს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი:

• მიკრობიზნესის სტატუსი ენიჭება ფიზიკურ პირს, რომელიც ეწევა კომერციულ საქმიანობას და რომლის ყოველწლიური
ბრუნვა შესაბამისი საქმიანობიდან არ აღემატება 30 000 ლარს (საგ. კოდექსი, მუხლი 85)
• მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება ინდივიდუალურ მეწარმეს რომელიც ეწევა კომერციულ საქმიანობას და რომლის
წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს

ამასთანავე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებზე შესაძლებელია მიკრო ბიზნესის
სტატუსის მინიჭება და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის გავრცელება წლიური ბრუნვის მიუხედავად. ასეთ საქმიანობებს
შორის არის: საყოფაცხოვრებო საქონლის შეკეთება და ა.შ. საქმიანობები, რომლებიც ექვემდებარებიან ლიცენზირებას
ან ნებართვას, ასევე აქციზური საქონლის წარმოება, აზარტული თამაშების ბიზნესი, სავალუტო ტრანზაქციები არ
ექვემდებარებიან მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებას მიუხედავად წლიური ბრუნვის ოდენობისა.

19
მიკრობიზნესის სტატუსის მფლობელი საწარმოები განთავისუფლებულნი არიან საშემოსავლო გადასახადისგან. მცირე
ბიზნესი იბეგრება 3 და 5%-იანი განაკვეთით ყოველწლიურ შემოსავალზე შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული
ხარჯის გამოკლებით. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 ივლისიდან შევიდა ახალი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში,
რომლის საფუძველზეც საგადასახადო განაკვეთები მიკრო და საშუალო ბიზნესისთვის მცირდება. მცირე ბიზნეს
ობიექტები დაიბეგრებიან ყოველწლიური შემოსავლის 1%-ით და იმ შემთხვევაში თუ მათი ბრუნვა გადააჭარბებს 500 000
ლარს, ისინი შეინარჩუნებენ მცირე ბიზნესის სტატუსს და გადაიხდიან ყოველწლიური შემოსავლის 3%-ს.

მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კომერციული საქმიანობის გარკვეული სახეობები იბეგრებიან ფიქსირებული
გადასახადით, რომელიც მერყეობს 1-2000 ლარამდე ან ფიქსირებული 3%-იანი განაკვეთით ყოველწლიურ შემოსავალზე.

7 | გამარტივებული საგადასახადო რეჟიმები

N: სტატუსი საგადასახადო განაკვეთი განაკვეთი 01.07.2018

1 მიკრო ბიზნესი განთავისუფლებულია განთავისუფლებულია

• 5% წლიური შემოსავლის • 1% ყოველწლიური შემოსავლი
2 მცირე ბიზნესი • 3% თუ დანახარჯები გადააჭარბებს • 3% თუ წლიური ბრუნვა
შემოსავლის 60%-ს გადააჭარბებს 500 000 ლარს
ფიქსირებული
• 1-2000GEL საქმიანობის მიხედვით
3 საგადასახადო
• 3% წლიური შემოსავლის -
განაკვეთები

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი

ადგილობრივ გადასახადს მიეკუთვნება ქონებისა და მიწის გადასახადები. ქონების გადასახადის გადამხდელი არის
ფიზიკური პირი, რომლის წლიური შემოსავალი აჭარბებს 40 000 ლარს და ასევე პირები, რომლებიც ეწევიან კომერციულ
საქმიანობას. გადასახადის განაკვეთი მერყეობს 0.5-2%-მდე და განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით. მიწის
გადასახადის განაკვეთი დამოკიდებულია მიწის ადგილმდებარეობასა და ფართობზე. გადასახადი გამოითვლება
წლიური საბაზო განაკვეთის გამრავლებით შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე. გადასახადის მაქსიმალური
განაკვეთი არასასოფლო სამეურნეო მიწაზე შეადგენს 0.24 ლარს კვადრატულ მეტრზე. ქონების გადასახადის
დეკლარაცია ივსება ყოველწლიურად, ფიზიკურმა პირებმა ქონების დეკლარაცია უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 1
ნოემბრისა, ხოლო იურიდიულმა პირებმა არაუგვიანეს 1 აპრილისა.

ბუნებრივი რესურსების მოპოვება და გამოყენება, აზარტული თამაშების, ლატარიების მოწყობა ექვემდებარება
საგადასახადო მოსაკრებლის გადახდას, რომელიც სრულად ირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

აზერბაიჯანის საგადასახადო სისტემა და საგადასახადო განაკვეთები

აზერბაიჯანის საგადასახადო რეზიდენტად ითვლება პირი, რომელიც იმყოფება 182 დღეზე მეტხანს აზერბაიჯანის
ტერიტორიაზე და ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. იურიდიულ პირები,
რომლებსაც გააჩნიათ აზერბაიჯანში მუდმივი წარმომადგენლობა, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ
საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად. აზერბაიჯანის საგადასახადო კოდექსი 2001 წელს იქნა მიღებული.

აზერბაიჯანში მოქმედებს სამი განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი:

• ნორმატიული საგადასახადო რეჟიმი-რომელიც ეხება ყველა ოფიციალურ ობიექტს, როგორც ადგილობრივ ასევე
უცხოურ ორგანიზაციებს, გარდა იმ კომპანიებისა რომლებიც აწარმოებენ ნავთობისა და გაზის წარმოებასა და
ტრანსპორტირებას;
• პროდუქციის გაზიარების შესახებ (PSA )შეთანხმებით განსაზღვრული რეჟიმები;
• მასპინძელი მთავრობის შეთანხმებით (HGA )განსაზღვრული საგდასახადო რეჟიმი, რომელიც ეხება მხოლოდ
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიის მილსადენის პროექტებთან დაკავშირებულ საქმიანობას.

პროდუქციის გაზირებისა და მასპინძელი მთავრობის შეთანხმებებით განსაზღვრულია გამარტივებული საგადასახადო
რეჟიმი, რომელიც აწესებს გამარტივებულ პროცედურებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ
ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. აზერბაიჯანს აქვს 24 პროდუქციის გაზიარებისა და 2 მასპინძელი მთავრობის
რატიფიცირებული შეთანხმება. პროდუქციის გაზიარების შეთანხმებით განსაზღვრული წესები არ ვრცელდება

20
აზერბაიჯანში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე. აღნიშნული რეჟიმის მიხედვით განსაზღვრულია 5-8% მოგების
გადასახადი, ასევე აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში მოქცეული კომპანიები სრულად თავისუფლდებიან დღგ-სა და
საბაჟო გადასახადისგან.

ნორმატიული საგადასახადო რეჟიმით განსაზღვრული გადასახადები იყოფა სამ ჯგუფად:11

• სახელმწიფო გადასახადი - გადასახადის გადახდა სავალდებულოა აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე და მოიცავს:
საშემოსავლო, მოგების, დამატებითი ღირებულების გადასახადს; ასევე იურიდიული პირებისთვის ქონებისა და მიწით
სარგებლობის გადასახადს, გზის ფონდის გადასახადს, როიალტსა და გამარტივებული საგადასახადო რეჟიმით
განსაზღვრულ გადასახადებს;
• მუნიციპალური გადასახადი - გადასახადის გადახდა სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველობის
ტერიტორიაზე. მუნიციპალური გადასახადი მოიცავს ფიზიკურ
• პირებზე დაწესებულ ქონებისა და მიწის გადასახადს, როიალტსა და ქონების გადასახადს მუნიციპალიტეტის
საკუთრების ქვეშ არსებულ ობიექტებზე სამშენებლო მასალების მოპოვებაზე;
• ავტონომიური რესპუბლიკის გადასახადი - აღნიშნული გადასახადების განაკვეთები
განსაზღვრულია აზერბაიჯანის საგადასახადო კოდექსით, მაგრამ გადასახადის გადახდა სავალდებულოა მხოლოდ
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ობიექტებისთვის;

საქართველოსგან განსხვავებით, სადაც სახელმწიფო გადასახადის გაზრდა შეუძლებელია რეფერენდუმის გარეშე,
აზერბაიჯანში საგადასახადო კოდექსით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვარი, ხოლო მთავრობა
უფლებამოსილია ყოველწლიურად შეცვალოს საგადასახადო განაკვეთები დადგენილი ზღვრების ფარგლებში.
საგადასახადო სტაბილურობის თვალსაზრისით აღნიშნული პრაქტიკა არც ისე ეფექტურია, რადგან იწვევს
გაურკვევლობას ინვესტორებში და ართულებს გრძელვადიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას.
საგადასახადო გარემოს სტაბილურობისთვის საჭიროა ისეთი მექანიზმის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს
გადასახადის განაკვეთების სტაბილურ დონეს და შეზღუდავს მთავრობის უფლებამოსილებას ყოველწლიურად
შეცვალოს სახელმწიფოში მოქმედი გადასახადის განაკვეთები.

აზერბაიჯანში რეგისტრირებული ყველა იურიდიული პირის მოგება იბეგრება მოგების გადასახადით. მოგების
გადასახადის დეკლარაციის წარდგენა ხდება ყოველწლიურად, ხოლო გადასახადის გადახდა ხდება კვარტალურად.
აზერბაიჯანში მოქმედებს 20%-იანი მოგების გადასახადი. უცხოური კომპანიის მუდმივი წარმომადგენლობისა და
ინდუსტრიული და ტექნოლოგიური პარკების რეზიდენტებისთვის დაწესებულია განსხვავებული განაკვეთი და
გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები.

უცხოური კომპანიის მუდმივი წარმომადგენლობის მოგება იბეგრება 10%-იანი განაკვეთით, ტექნოლოგიური და
ინდუსტრიული პარკების რეზიდენტი კომპანიები განთავისუფლებულნი არიან მოგების გადასახადისგან 7 წლის ვადით.
ვადის ათვლა ხდება პირის რეგისტრაციის მომენტიდან. ასევე მოქმედებს გამარტივებული საგადასახადო რეჟიმები მცირე
და საშუალო ბიზნესებისთვის. გამარტივებული საგადასახადო რეჟიმის ფარგლებში განსაზღვრულია განსხვავეული
საგადასახადო განაკვეთები ბაქოსა და რეგიონებში მოქმედი საწარმოებისთვის. ბაქოში მოქმედი მცირე და საშუალო
საწარმოებისთვის გადასახადის განაკვეთი შეადგენს საერთო შემოსავლის 4%-ს, ხოლო რეგიონებში მოქმედი
საწარმოებისთვის აღნიშნული განაკვეთი 2%-ით არის გასაზღვრული.

გამარტივებული საგადასახადო რეჟიმით სარგებლობის საშუალება აქვთ შემდეგ კომპანიაებს:

• ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 200 000 მანათს;
• პირები, რომლებიც ახორციელებენ კვებით მომსახურებას, ვაჭრობას და მათი ბრუნვა არ აღემატება 200 000 მანათს,
იბეგრებიან შემდეგი განაკვეთებით:
კვების მომსახურება -8%
ვაჭრობა-6%
• უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით მიღებული შემოსავალი იბეგრება ფიქსირებული განაკვეთით კვადრატულ მეტრზე;
• აზარტული თამაშების მოწყობა იბეგრება თამაშის მონაწილეებისგან მიღებული შემოსავლების 6%-ით.

დივიდენდები და საპროცენტო შემოსავლები იბეგრება 10%-იანი განაკვეთით. აზერბაიჯანს გააჩნია ორმაგი დაბევრის
თავიდან აცილების შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან, რაც ამცირებს დივიდენდზე გადასახადის განაკვეთებს შესაბამისი
შეთანხმებით დადგენილი ოდენობით. აზერბაიჯანის ბანკებში განთავსებული დეპოზიტებიდან მიღებული საპროცენტო
შემოსავლები განთავისუფლებულია გადასახადისგან. ასევე გადასახადისგან განთავისუფლებას ექვემდებარება
საინვესტიციო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლები.

11
“The Tax Code of the Republic of Azerbaijan”

21
აზერბაიჯანში დღგ-ს გადასახადის განაკვეთი 18%-ით არის განსაზღვრული. დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის
ვალდებულება აქვთ კომპანიებს, რომელთა ბრუნვაც აღემატება 200 000 მანათს. მინისტრთა კაბინეტის მიერ
განსაზღვრული სასაქონლო ჯგუფები თავისუფლდება დღგ-ს გადასახადის გადახდისგან.

ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ პარკებში რეგისტრირებულ კომპანიებზე დაწესებულია საგადასახადო შეღავათები.
კერძოდ, აღნიშნული კომპანიების მიერ განხორციელებული იმპორტი განთავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან.
გადასახადისგან განთავისუფლების პერიოდი ტექნოლოგიური პარკებში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებისთვი 7
წელია, ხოლო ინდუსტრიული პარკების რეზიდენტებისთვის 5 წლიანი საშეღავათო პერიოდია განსაზღვრული.
აქციზით დაბეგვრას ექვემდებარება საქონლის განსაზღვრული ჯგუფები, მათ შორის:

• ალკოჰოლური სასმელები
• თამბაქოს ნაწარმი
• ნავთობპროდუქტები
• მსუბუქი ავტომობილები
• ძვირფასი, სპორტული იახტები
• იმპორტირებული სამკაულები
• დამუშავებული, დახარისხებული ბრილიანტები

აზერბაიჯანში მოქმედებს პროგრესული საშემოსავლო გადასახადი. 2500 მანათამდე შემოსავალი იბეგრება 14%-იანი
განაკვეთით, ხოლო 2500 მანათს ზემოთ შემოსავალი იბეგრება 25%-იანი განაკვეთით. ინდივიდუალური მეწარმის
შემოსავალი იბეგრება ფიქსირებული 20%-იანი განაკვეთით12.

იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის განაკვეთი მერყეობს 0-15%-ის შუალედში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით.

მუნიციპალიტეტის დონეზე არსებულ გადასახადებს მიეკუთვნება მიწის, ქონებისა და გზი გადასახადი.

აზერბაიჯანში განსაზღვრულია სავალდებულო შენატანები სოციალური დაზღვევის ფონდში. დამსაქმებელმა უნდა
გადაიხადოს 22% დასაქმებულის ხელფასიდან, ხოლო დასაქმებულმა 3% მისი ხელფასიდან სოციალური დაზღვევის
ფონდში შენატანის განსახორციელებლად

ცხრილში მოცემულია ინფორმაცია საგადასახადო განაკვეთებისა და შეღავათების შესახებ :

8 | გადასახადის განაკვეთები აზერბაიჯანში

გადასახადი განაკვეთი გადასახადისგან განთავისუფლება

ინდუსტრიული და ტექნოლოგიური პარკების
მოგების გადასახადი 20% რეზიდენტი კომპანიები განთავისუფლებულნი
არიან გადასახადისგან 7 წლით

მოგების გადასახადი უცხოური
კომპანიის მუდმივი 10% N/A
წარმომადგენლობისთვის

შემოსავლის გატანისას
დაწესებული გადასახადები

განაკვეთი შესაძლებელია შემცირდეს ორმაგი
დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებით
დივიდენდი 10% განსაზღვრული ოდენობით; საინვესტიციო
ფასიანი ქაღალდებიდან მიღებუილ დივიდენდი
განთავისუფლებულია გადასახადისგან;

“Tax Guide 2018 Foreign Nationals Coming to Azerbaijan”, Deloitte, 2018
12

22
აზერბაიჯანის ბანკებში განთავსებული
საპროცენტო შემოსავლები 10% დეპოზიტებისა და საინვესტიციო ფასიანი
ქაღალდებიდან მიღებული საპროცენტო
შემოსავლები თავისუფლდება გადასახადისგან;

რენტა და როიალტი 14% N/A

სატელეკომუნიკაციო სერვისები 6% N/A

ფინანსური ლიზინგი და დაზღვევა 4% N/A

საშემოსავლო გადასახადი

1860 მანათამდე შემოსავლები
2 500 მანათამდე 14% განთავისუფლებულია გადასახადისგან თუ წლიური
შემოსავალი არ აღემატება 30 000 მანათს;
173 მანათის შემოსავალი განთავისუფლებულია
2500 მანათს ზემოთ 25% გადასახადისგან თუ ყოველთვიური შემოსავალი
არ აღემატება 2 076 მანათს;
200 000 მანათზე დაბალი ბრუნვის მქონე კომპანი-
დღგ 18% ები არ ექვემდებარებიან დღგ-თი დაბეგვრას;
მთავრობის მიერ განსაზღვრული გარკვეული
სასაქონლო ჯგუფები თავისუფლდებიან დღგ-ს
გადასახადისგან;

დამოკიდებულია
აქციზი N/A
სასაქონლო ჯგუფებზე

0-15% სასაქონლო განსაზღვრული სახის სასაქონლო ჯგუფები
იმპორტის გადასახადი
ჯგუფების მიხედვით განთავისუფლებულნი არიან გადასახადისგან

1% ფიქსირებული
ქონების გადასახადი აქტივების ნარჩენი N/A
ღირებულებიდან

0.1 – 20 მანათი
მიწის გადასახადი
100 კვ-მ-ზე

10 მანათი
სასოფლო სამეურნეო მიწები კვარატულ მეტრზე

წყარო: PWC “ბიზნესი და ინვესტირება აზერბაიჯანში“, 2016; აზერბბაიჯანის ეკონომიკური რეფორმების მიმოხილვა - სპეციალური გამოცემა ბიზნესის
რეფორმების განხორციელებისათვის, 2018; დელოიტი „საგადასახო გზამკვლევი აზერბაიჯანში ჩამსვლელ უცხოელთათვის”, 2018

საბაჟო პროცედურები
ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და საზღვრისპირა რეგიონებს შორის სავაჭრო ურთიერთობების
გაფართოების მიზნით მნინშვნელოვანია ეფექტური საბაჟო სისტემის განვითარება, რომელიც დაფუძნებული იქნება
გამჭვირვალე პროცედურებზე და არ შექმნის არაფორმალურ სავაჭრო ბარიერებს.
საქართველომ საბაჟო სისტემის რეფორმა 2010 წელს განახორციელა. რეფორმების შედეგად დღეს საქართველოს
გააჩნია ეფექტურად ფუნქციონირებადი საბაჟო სისტემა, მარტივი და გამჭვირვალე საბაჟო პროცედურები, რომლებიც არ
მოითხოვენ ხანგრძლივ დროს; ელექტრონული სისტემა და დოკუმენტების წინმსწრებად ელექტრონულად წარდგენის
შესაძლელობა მნიშვნელოვნად ზოგავს საბაჟო პროცედურებზე დახარჯულ დროს. Doing Business 2018-ის მონაცემებით
საქართველო 185 ქვეყანას შორის 62-ე ადგილზე დგას ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სიმარტივის მიხედვით. საზღვარზე
იმპორტის პროცედურების განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტების შემოწმების საშუალო დრო 2 საათია, რაც
6.7-ჯერ ნაკლებია რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე, რომელიც 15 საათს შეადგენს.
აზერბაიჯანის საბაჟო პროცედურები და რეგულაციები წლების განმავლობაში მნიშვნელოვან სავაჭრო ბარიერებს
წარმოადგენდა. “Doing Business 2013”-ის მონაცემებით აზერბაიჯანი ვაჭრობის სიმარტივის მიხედვით 185 ქვეყანას შორის
169-ე პოზიციას იკავებდა. აღნიშნული ანგარიშის თანახმად ექსპორტისა და იმპორტის პროცედურების განხორცილების-

23
თვის საჭირო იყო 8 დოკუმენტი, ხოლო პროცედურების ხანგრძლივობა საშუალოდ 38 დღეს შეადგენდა, ასევე მაღალი
იყო იმპორტისა და ექსპორტის პროცედურების ხარჯი, რომლის ღირებულებაც ერთ კონტეინერზე საშუალოდ 3430
დოლარს შეადგენდა. კორუფცია და არაოფიციალური გადახდები აზერბაიჯანის საბაჟო სისტემაში წლების მანძილზე
მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენდა. 2012 წლიდან აზერბაიჯანის მთავრობამ დაიწყო რეფორმები საბაჟო პროცედურების
გამარტივებისა და საბაჟო სისტემაში არსებული არაფრომალური სავაჭრო ბარიერებისა და კორუფციის
აღმოსაფხვრელად. მას შემდეგ აზერბაიჯანი აგრძელებს რეფორმების ტალღას სავაჭრო პროცედურების
გასამარტივებლად. აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო ახალი საგადასახადო კოდექსი და კანონი საბაჟო ტარიფების
შესახებ. 2016 წელს დაინერგა ელექტრონული სისტემა დოკუმენტებისა და დეკლარაციის ელექტრონულად წარსადგენად.
აღნიშნული ქმედებების შედეგად ექსპორტისთვის საჭირო პროცედურების ხანგრძლივობა 25 დღემდე, ხოლო იმპორტის
პროცედურების ხანგრძლივობა 28 დღემდე შემცირდა. “Doing Business 2018“-ის ანგარიშის თანახმად აზერბაიჯანმა
ვაჭრობის სიმარტივის მიხედვით 83-ე ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო მონაცემებით, მთლიანობაში სავაჭრო
პროცედურების ხანგრძლივობა საზღვარზე 29-38 საათამდეა შემცირებული, ხოლო აღნიშნულ პროცედურებთან
დაკავშირებული ხარჯი კონტეინერზე 500 აშშ დოლარამდეა შემცირებული.

საზოგადოების აზრი რეფორმების შედეგებთან დაკავშირებით ორ ჯგუფად არის გაყოფილი. საზოგადოებისა და ბიზნეს
სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი ( მათ შორის ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები) თვლის, რომ
რეფორმების შედეგად ბიზნესგარემო შედარებით გაუმჯობესდა. თუმცა საზოგადოების მეორე ნაწილის აზრით,
აზერბაიჯანის საბაჟო სისტემაში ქრთამი და არაფორმალური გადახდები კვლავ მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს.
საზოგადოებაში არსებული განსხვავებული მოსაზრებებიდან გამომდინარე საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ
აზერბაიჯანის საბაჟო სისტემის რეფორმა ჯერ კიდევ გარდამავალ პერიოდშია და საბოლოო შედეგი ჯერ არ არის
მიღწეული. რეფორმის წარმატება დამოკიდებულია მთავრობის სურვილზე, კორუფციის აღმოფხვრისა და სისტემის
ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად გადადგმულ რეალურ ნაბიჯებზე.

9 | ფიზიკური პირების საიმპორტო შეღავათები

N: საქართველოში ფიზიკური პირის მიერ აზერბაიჯანში ფიზიკური პირის მიერ შემოტანი
შემოტანილ საქონელზე განსაზღვრული საქონელზე განსაზღვრული შეღავათები
შეღავათები

30 კალენდარულ დღეში ერთხელ სახმელეთო
საზღვრის გავლით 500 ლარამდე ღირებულ- 1000 დოლარამდე ღირებულებისა და 50 კგ-მდე
1 ებისა და 30 კგ-მდე საყოფაცხოვრებო პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი
საქონლის იმპორტი, რომელიც საქონლის იმპორტი
განკუთვნილია პირადი მოხმარებისთვის

ქვეყანაში 6 თვეზე მეტი ხნით არ ყოფნის საერთაშორისო საფოსტო გადაზიდვების მეშვეობით
2 შემთხვევაში 15 000 ლარამდე 20 კგ-მდე და 200 დოლარამდე ღირებულების
საყოფაცხოვრებო საქონლის იმპორტი საქონლის იმპორტი

უცხოეთის ქვეყნის მოქალაქის მიერ 20 000
ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად
დოლარამდე საყოფაცხოვრებო საქონლის
3 შემოსვლის შემთხვევაში საყოფაცხოვრებო
იმპორტი აზერბაიჯანში მუდმივად საცხოვრებლად
საქონლის იმპორტი
შემოსვლისას

მედიკამენტების იმპორტი 10 სტანდარტულ
პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი
4 შეფუთვამდე (თუ არ ექვემდებარება
მედიკამენტების იმპორტი
ნებართვის გაცემას)

4 ლიტრი ღვინის, 16 ლიტრი ლუდის და 2
ლიტრამდე 22%-იანი ალკოჰოლის
3 ლიტრი ალკოჰოლური სასმელების იმპორტი
5 შემცველობით და 1 ლიტრამდე 22%-ზე
პირადი მოხმარებისთვის
მაღალი ალკოჰოლის შემცველობით
სასმელების იმპორტი

მგზავრის მიერ 200 ცალი სიგარეტის, 50
6 სიგარის ან 250 გრამი თამბაქოს შემოტანა
სიგარეტის 3 სტანდარტული შეფუთვა

სატრანსპორტო ძრავის ავზში არსებულის საწავავის
7 იმპორტი ტექნიკური პასპორტით განსაზღვრული
მოცულობის შესაბამისად

ისტორიული, სამეცნიერო და ხელოვნების ნიმუშების
8 შემოტანა შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით

წყარო: აზერბაიჯანის საბაჟო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი

24
საბაჟო პროცედურები და რეგულაციები განსაზღვრულია აზერბაიჯანის საბაჟო კოდექსითა და რესპუბლიკური კანონით
საბაჟო ტარიფების შესახებ. საბაჟო კოდექსი განსაზღვრავს წესებსა და პროცედურებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე
საბაჟო საწყობისა და თავისუფალი სავაჭრო პუნქტის ორგანიზებისთვის. ასევე საქონლის დროებითი შემოტანისა და
ქვეყნის შიგნით/ქვეყნის გარეთ საქონლის გადამუშავების, რეიმპორტისა და რეექსპორტის ოპერაციის
განსახორციელებლად საჭირო პროცედურები აზერბაიჯანის საბაჟო კოდექსითაა განსაზღვრული.

საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადების გარდა, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას
გათვალისწინებულია მომსახურების საფასურის გადახდა, რომელიც 550 მანათს შეადგენს და წარმოადგენს
მომსახურების საფასურს საბაჟო პროცედურებისთვის.

აზერბაიჯანში საქონლის იმპორტის გადასახადი 0-15%-მდე მერყეობს და განსხვავდება პროდუქციის კატეგორიის
მიხედვით. ახალი რეგულაციების თანახმად საქონლის სხვადასხვა ჯგუფზე მოქმედებს 0.5%, 5%, 10%, 15% იმპორტის
გადასახადის განაკვეთი. ასევე საქონლის გარკვეულ კატეგორიაზე განსაზღვრულია საგადასახადო შეღავათები.
აზერბაიჯანიდან ექსპორტი სრულად თავისუფლდება გადასახადისგან, გამონაკლისს წარმოადგენს გარკვეული ტიპის
მეტალებისა და მათი ნაწარმის ექსპორტი. გადასახადებისგან ნაწილობრივ განთავისუფლებას ექვემდებარება საქონლის
დროებითი შემოტანა და ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით საქონლის გადამუშავების ოპერაციები.

საქართველოში საქონლის შემოტანასა და გატანაზე მოქმედი საბაჟო წესები და პროცედურები განსაზღვრულია
საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. საქართველოში საბაჟო
პროცედურები მარტივი და გამჭვირვალეა. აზერბაიჯანის მსგავსად საქართველოშიც მოქმედებს შემდეგი საბაჟო
რეჟიმები:

• ექსპორტი - საქართველოდან ექსპორტი სრულად არის განთავისუფლებული გადასახადებისგან; ექსპორტი დღგ-სგან
განთავისუფლებულია ჩათვლის უფლებით.
• რეექსპორტი - საშუალებას იძლევა მოხდეს იმპორტირებული საქონლის ქვეყნიდან გატანა გადახდილი გადასახადების
ნაწილობრივი ან სრულად დაბრუნებით.
• იმპორტი - იმპორტის გადასახადები მოიცავს: დღგ-ს, იმპორტის გადასახადსა და აქციზს. იმპორტირებულ საქონელზე
დღგ-ს განაკვეთი 18%-ს შეადგენს. რაც შეეხება იმპორტის გადასახადს, საქონლის უმეტესობა ექვემდებარება 0%-იანი
განაკვეთით დაბეგრას, თუმცა გარკვეული კატეგორიის საქონლისთვის განსაზღვრულია 5% და 12%-იანი იმპორტის
გადასახადის განაკვეთი. ასევე საქონლის გარკვეული ჯგუფის იმპორტისას ხდება აქციზის გადასახადი გადახდა. საბაჟო
პროცედურების განხორციელებისას ირიცხება საბაჟო მომსახურების საფასური, რომელიც განსხვავდება საქონლის
ღირებულებისა და მოცულობის მიხედვით.
• საქონლის ტრანზიტი - განთავისუფლებულია გადასახადისგან. სატრანზიტო საქონლის შემოსვლისას მიმღებ საბაჟოზე
გამოიწერება სპეციალური დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია მიმღები და დანიშნულების საბაჟო და ასევე განისაზღვრება
დრო, რომლის ფარგლებშიც სატრანზიტო ტვირთმა უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. აღნიშნული დოკუმენტის
საფუძველზე ხდება ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი ტრანზიტული ტვირთების კონტროლი.
• საქონლის დროებითი შემოტანა- აღნიშნულ ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე ხორციელდება იმპორტის გადასახადის
ნაწილობრივი დარიცხვა. კერძოდ, საქონლის დროებითი შემოტანისას ხდება დღგ-ს გადასახადის გადახდა, რომელიც
შეადგენს საქონლის ღირებულების 0.54%-ს და ირიცხება ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ
თვეზე. საქონლის დროებითი შემოტანისას ასევე ირიცხება იმპორტის 3%-იანი გადასახადი ქვეყანაში ყოფნის სულ და
არასრულ თვეზე.
• შიდა გადამუშავება - საშუალებას იძლევა შემოტანილი იქნას საწარმოო პროცესისთვის საჭირო რესურსები ქვეყნის
ტერიტორიაზე გადამუშავებისთვის, რომელიც შემდგომ სრულად იქნება გატანილი საქართველოდან საიმპორტო
გადასახდელების გადახდის გარეშე.
• გარე გადამუშავება - საშუალებას იძლევა საქართველოდან გატანილი იქნას საქონელი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე
დამუშავების მიზნით და საბოლოო პროდუქტი შემოტანილი იქნას იმპორტის გადასახადების ნაწილობრივი გამოქვითვით
წარმოების პროცესში გარე გადამუშავებაში გამოყენებული რესურსის პროპორციის შესაბამისად.
• საბაჟო საწყობი - საშუალებას იძლება მოხდეს განსაზღვრული პერიოდით საქონლის საბაჟო საწყობში განთავსება
იმპორტის გადასახადის გადახდის გარეშე.
• თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოებული საქონელი
სრულად თავისუფლდება გადასახადისგან. თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტი და ექსპორტი
სრულად არის განთავისუფლებული გადასახადის გადახდისგა.

აზერბაიჯანს და საქართველოს შორის 1996 წლიდან მოქმედებს ორმხრივი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ,
რომლის ფარგლებშიც ქვეყნები ვალდებულებას იღებენ შეამცირონ სატარიფო და არასატარიფო ბარიერები და გახსნან
შიდა ბაზრები თავისუფალი ვაჭრობისთვის. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს
შორის ვაჭრობის პოტენციალი წლების მანძილზე სრულად არ იყო ათვისებული. საბაჟო პროცედურების სირთულე და
სისტემაში არსებული კორუფცია ამცირებდა ადგილობრივი მოსახლეობის სტიმულს დაემყარებინათ სავაჭრო

25
ურთიერთობები მეზობელი ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონებთან. მიუხედავად იმისა, რომ აზერბიჯანმა ნათლად
გამოხატა მზადყოფნა კორუფციის შემცირებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილის აღქმით საბაჟო სისტემაში
კორუფცია კვლავ არსებობს და ქმნის ბარიერებს ვაჭრობისთვის. აღნიშნული ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ
ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა არ იცნობს საბაჟო პროცედურებსა და რეგულაციებს; მოსახლეობის უმეტესობა
კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსაც ქრთამად აღიქვამს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც,
რომ აზერბაიჯანის საბაჟო სისტემა გარდამავალ პერიოდშია და შესაბამისად სისტემის ეფექტური მუშაობისა და
კორუფციის სრულად აღმოფხვრისთვის კვლავ არის გარკვეული ზომები მისაღები. საერთაშორისო ანგარიშების
მიხედვით აზერბაიჯანში კორუფცია თანდათანობით მცირდება, საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშის თანახმად
2018 წელს აზერბაიჯანში კორუფციის აღქმის ინდექსი 31-ს შეადგენდა, აღნიშნული მაჩვენებლით 2012 წელთან შედარებით
აზერაიჯანის პოზიციები გაუმჯობესდა და ქვეყანამ კორუფციის მაჩვენებლით 127-დან 122-ე ადგილზე გადაინაცვლა
მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის. მიუხედავად წარმატებისა ქვეყანაში კორუფციის აღქმის ინდექსი კვლავ საშუალოზე
დაბალია, რაც მიუთითებს რომ კორუფციის პრობლემა ქვეყანაში კვლავ მწვავეა და დამატებითი ზომების მიღება არის
საჭირო რეალური შედეგების მისაღწევად.

აღსანიშნავია, რომ საბაჟო სისტემის რეფორმა გადამწყვეტ როლს თამაშობს საზღვრისპირა რეგიონებს შორის
ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისთვის. საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები
ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ქმნის მნიშვნელოვან პოტენციალს აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის
რესურსების გაერთიანებითა და ღირებულებათა საერთო ჯაჭვის ფორმირებით ერთიანი ძალით მოახდინონ ახალი
საექსპორტო ბაზრების ათვისება ევროპისა და აზიის მასშტაბით. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი
ვაჭრობის შეთანხმება ქართულ პროდუქტს მსოფლიოს ერთ-ერთ მსხვილ ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.
თუმცა, მიუხედავად იდეალური კანონდებლობისა კორუფციის არსებობა საჯარო სისტემაში ქვეყნებს შორის
ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნული
გამოწვევის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება საბაჟო
სფეროში. ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ ერთობლივი მექანიზმი, რათა ხელი შეუწყონ ადგილობრივი მოსახლეობის
ინფორმირებულობის დონის ზრდას საიმპორტო და საექსპორტო პროცედურების შესახებ. საქართველომ უკვე
განახორციელა საბაჟო სისტემის რეფორმა და გაიარა ის გზა რასაც ახლა აზერბაიჯანის საბაჟო სისტემა გადის რეფორმის
პროცესში, საქართველოს გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად დაეხმარება აზერბაიჯანს საბაჟო სისტემის
რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად.

26
კახეთის რეგიონის მიმოხილვა
დემოგრაფიული მიმოხილვა

კახეთი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საზღვრისპირა რეგიონია. კახეთს ჩრდილოეთიდან რუსეთი,
ხოლო აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი ესაზღვრება. რეგიონი შედგება 8 მუნიციპალიტეტის, 9 ქალაქისა და 333
სოფლისგან13. კახეთის საერთო ფართობი 11,310 ათასი კვადრატული მეტრია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 17.5%-ია14.
ოფიციალური მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა 314.7 ათას კაცს შეადგენს. რეგიონისთვის დამახასიათებელია
ურბანიზაციის დაბალი დონე, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 77.3% სოფლის დასახლებაში ცხოვრობს.

კახეთის მოსახლეობის რაოდენობა ბოლო წლებში შემცირების ტენდენციით ხასიათდება, 2011 წლიდან რეგიონის
მოსახლეობა 3.7%-ით (11.6 ათასი ადამიანით) შემცირდა. მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ძირითადად სოფლის
მაცხოვრებელთა რაოდენობის კლებით არის გამოწვეული, 2011 წელთან შედარებით სოფლის მოსახლეობა 8.4 ათასით
არის შემცირებული. მოსახლეობის მიგრაციის შედეგად მიტოვებული სოფლების რიცხვი იზრდება, რაც რეგიონისთვის
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მიგრაცია საკმაოდ მაღალია ახალგაზრდებში, რომლებიც სოფლებს სამუშაოს
ძიების მიზნით ტოვებენ და უკან აღარ ბრუნდებიან. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით 2014
წელს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის წილი (15-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი) კახეთის რეგიონის მოსახლეობის 17%-ს
შეადგენდა, რაც ჩამორჩება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 21%-ს შეადგენს. ახალგაზრდების მიგრაცია იწვევს
რეგიონის მოსახლეობის სწრაფ დაბერებასა და სამუშაო ძალის შემცირებას, რაც რეგიონის სოციო-ეკონომიკური
განვითარებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

10 | მოსახლეობის განაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით (1000 კაცი),
კახეთის რეგიონი, 2018

30 30
9% 19%

20 ყვარლის მუნიციპალიტეტი
6%
ქ. თელავი
52 ახმეტის მუნიციპალიტეტი
17%
30 გურჯაანის მუნიციპალიტეტი
სულ 9%
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
314.7
ათასი კაცი თელავის მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
41
53 სიღნაღის მუნიციპალიტეტი
13%
17%
წყარო: საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახური
37
21
12%
7%

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი გურჯაანის შემდეგ მეორე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. უნდა
აღინიშნოს, რომ მაშინ როცა კახეთის რეგიონის მასშტაბით მოსახლეობა მცირდებოდა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მოსახლეობის სტაბილურ ზრდას განიცდიდა. 2011-2018წწ პერიოდში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საშუალო წლიურმა
ზრდის ტემპმა 1.6% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური
13

კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021
14

27
შრომის ბაზარი
უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში კახეთის რეგიონში უმუშევრობის დონე მცირდებოდა. უახლესი მონაცემების
მიხედვით, 2017 წელს რეგიონში უმუშევრობის დონე 3.7%-ს შეადგენდა. უმუშევრობის დონის შემცირება რეგიონში
ძირითადად სამუშაო ძალის მიგრაციით იყო გამოწვეული. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 2011-2017 წლების
განმავლობაში 14,6 ათასი ადამიანით - 5.5%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ასევე უნდა აღინიშნოს დასაქმების
დინამიკაში არსებული პოზიტიური ტრენდი, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2011 წლიდან სტაბილურად
იზრდებოდა , 2017 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა 3.1 ათასით (1.8%-ით) არის გაზრდილი 2011 წელთან
შედარებით.

დასაქმებულ ადამიანთა 72% თვითდასაქმებულია ძირითადად სოფლის მეურნეობის დარგში, რომელიც არ
უზრუნველყოფს საკმარისი შემოსავლის მიღებას ღირსეული ცხოვრების დონის უზრუნველსაყოფად.

11 | სამუშაო ბაზრის სტრუქტურა (1000 კაცი), კახეთის რეგიონი, 2017

ათასი კაცი 15 და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი

სამუშაო ძალა 186 74%

მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ 65 26%

წილი ეკონომიკურად აქტიურ
ათასი კაცი
მოსახლეობაში

3.7%
უმუშევარი 7

96.3%
დასაქმებული 180

დაქირავებით დასაქმებული 50 27%

თვითდასაქმებული 130 69%

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საშუალო თვიური ხელფასი კახეთის რეგიონში ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასის დონეზე 40%-ით დაბალია და
561.8 ლარს შეადგენს. წიაღისეულის მოპოვება, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის წარმოებისა და
განაწილების საქმიანობა, სამშენებლო და სამრეწველო ინდუსტრია რეგიონში ყველაზე მაღალანაზღაურებად დარგებს
წარმოადგენენ.

28
12 | საშუალო თვიური ხელფასი (ლარი) ეკონომიკური საქმიანობის სახეების
მიხედვით, კახეთის რეგიონი, 2016

2161

810
725
569 525 497 486 451 401 398 346
149 129

სამომპოვ ელექტრო მშენებლ მრეწველ ჯანდაცვა სასტუმრო სოფლის უძრავი სოციალუ ტრანსპო საბითუმო თევზაობა განათლება
ებლო ენერგიის, ობა ობა და ები და მეურნეობა, ქონება რი რტი და და საცალო
სამუშაო გაზის და სოციალური რესტორნ ნადირობა, სერვისებ კომუნიკა ვაჭრობა
წყლის სამსახური ები სატყეო ის ცია
წარმოება მეურნეობა მიწოდება
/განაწილ
ება

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (29%) საბითუმო და საცალო ვაჭრობაშია დასაქმებული, დასაქმების მაჩვენებლით
მეორე ადგილზე სამრეწველო ინდუსტრიაა, სადაც დასაქმებული მოსახლეობის 25% მუშაობს, ხოლო მესამე ადგილზე
სამშენებლო ინდუსტრიაა დაქირავებით დასაქმებულთა 9.7%-იანი წილით. სოფლის მეურნეობაში დაქირავებული
მუშახელის მხოლოდ 7%-ია დასაქმებული.

დასაქმების დონე სტაბილურად იზრდება საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, დასაქმების პოზიტიური ტრენდით
ხასიათდება სამრეწველო ინდუსტრია. რაც შეეხება დანარჩენ სფეროებს , დასაქმების კუთხით გამოკვეთილი ტრენდი
ჯერჯერობით არ ჩანს და დასაქმების დონე ყოველწლიური მერყეობით ხასიათდება, რაც მიმდინარე ეკონომიკური და
პოლიტიკური პროცესების მიმართ აღნიშნული ინდუსტრიების სენსიტიურობაზე მიანიშნებს.

დასაქმების დონის ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა უძრავი ქონების სფეროსა და სამშენებლო ინდუსტრიის
განვითარებამ, რომლებიც რეგიონის მასშტაბით განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალით ხასიათდებიან.
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორი განსაკუთრებით მგრძნობიარეა პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების
მიმართ. შრომის ბაზარზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ეკონომიკური აქტივობის განვითარებასა
და სამუშაო ადგილების შექმნაზე მიანიშნებს. თუმცა აღნიშნული გავლენა საკმაოდ მცირეა და დამატებითი ქმედებებია
საჭირო რეგიონში ეკონომიკური აქტივობის დონის გასაძლიერებლად. თვითდასაქმებულთა უმეტესობა მცირე ზომის
ფერმერულ მეურნეობებშია დასაქმებული, სადაც ძირითადად საქონელი საკუთარი მოხმარებისთვის იწარმოება. მცირე
ზომის ფერმები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ისარგებლონ მასშტაბის ეკონომიით, რაც ამცირებს ადგილობრივი
პროდუქტის კონკურენტუნარიანობას და საბოლოო ჯამში შემოსავლების დაბალ დონეში ჰპოვებს ასახვას. არასაკმარისი
სამეწარმეო უნარ-ჩვევები და წარმოების პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების დაბალი დონე ზღუდავს
რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ
რეგიონში მოქმედებს სახელმწიფოსა და დონორების მიერ მხარდაჭერილი პროგრამები, აღნიშნული პროგრამების
შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი დონე და ასევე არასაკმარისი უნარები პირველადი დოკუმენტაციის
შევსებასა და საპროექტო განაცხადის მომზადებაში, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობას
მიიღონ სარგებელი აღნიშნული პროგრამებიდან. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ეთნიკური
უმცირესობებით (ძირითადად აზერბაიჯანელებით) დასახლებულ სოფლებში. აზერბაიჯანელი მოსახლეობის ძირითად
საქმიანობას სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა წარმოადგენს, მათი ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ
დაბალია. ასევე მოსახლეობის უმეტესობა არ ფლობს სახელმწიფო ენას და ამავდროულად არც აქვთ ქართულ
საზოგადოებაში ინტეგრაციის სტიმული. რეგიონში არსებული ეკონომიკის დარგების უმეტესობა მგრძნობიარეა
ეკონომიკური გარემოს ცვლილებების მიმართ. შედარებით ძლიერ მედეგობას ავლენს საცალო ვაჭრობისა და
სამრეწველო ინდუსტრია, რომლებიც სტაბილური ზრდითა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით ხასიათდებიან.

29
ეკონომიკა

ეკონომიკური აქტივობა არათანაბრადაა გადანაწილებული დედაქალაქსა და რეგიონებს შორის. კახეთი ქვეყანაში
შექმნილი დამატებული ღირებულების 2.1%-ს აწარმოებს. რეგიონში კერძო სექტორის განვითარების დონე
დედაქალაქთან შედარებით დაბალია. ბიზნეს სექტორის საერთო ბრუნვის 72% დედაქალაქში იწარმოება. კახეთი
1.7%-იანი წილით მე-7 ადგილს იკავებს ქვეყნის ბიზნეს სექტორის საერთო ბრუნვაში, რაც საკმაოდ დაბალია და რეგიონში
ბიზნესის განვითარების დაბალ დონეზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 2011 წლიდან იზრდებოდა. გამონაკლისია 2015 წელი,
როდესაც ბიზნეს სექტორის ბრუნვა 5.4%-ით შემცირდა, თუმცა აღნიშნული ვარდნა მომდევნო წელს 14.6%-იანი
ზრდით იქნა დაკომპენსირებული. საერთო ჯამში კახეთის რეგიონში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 2011 წელთან შედარებით
გაორმაგებულია.

13 | ბიზნეს სექტორის ბრუნვა (მლნ ლარი), კახეთის რეგიონი, 2010-2016

63% 1104
1018
963
909

642 42%
541
332 19% 12% 15%

-5%

2010 2011 2012 2013 2014 2015 2016

ბიზნეს სექტორის ბრუნვა კახეთის რეგიონში
ზრდა
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სამრეწველო სექტორი რეგიონის ეკონომიკის წამყვანი დარგია, რეგიონში შექმნილი დამატებული ღირებულების 48%
სამრეწველო სექტორში იქმნება. საბითუმო და საცალო ვაჭრობა რეგიონის ეკონომიკაში მეორე წამყვანი ინდუსტრიაა
13.2%-იანი წილით რეგიონში შექმნილ საერთო დამატებულ ღირებულებაში, რომელსაც მოყვება მშენებლობა (10.2%) და
ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდების სერვისები (8.2%) მშენებლობა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად
მზარდ ინდუსტრიას წარმოადგენს. 2016 წელს სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება 62%-ით გაიზარდა. რაც
შეეხება სამრეწეველო სექტორს - 2016 წელს დარგში შექმნილი დამატებული ღირებულების ზრდამ 53% შეადგინა.

მიუხედავად რეგიონის ეკონომიკაში ტურიზმის სექტორის მცირე წილისა, სასტუმროებისა და რესტორნების დარგი 2012
წლიდან პოზიტიური ტრენდით ხასიათდება. სექტორის გამოშვება 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა და საშუალო
წლიურმა ზრდამ 53% შეადგინა. ასევე გაორმაგებულია სექტორის გამოშვება 2016 წელთან შედარებით. სასტუმროებისა
და რესტორნების დარგში დასაქმება 2012 წელთან შედარებით გაორმაგებულია, დასაქმების ზრდამ სექტორში პიკს 2014
წელს მიაღწია, თუმცა 2016 წლის მონაცემებით დარგში დასაქმების ზრდის ტემპი შენელებულია. კახეთს საკმაოდ მაღალი
ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რეგიონი ვიზიტების მხრივ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე დგას, თუმცა ამ ეტაპზე
რეგიონის ტურისტული პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული და დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

ტურიზმის სექტორის განვითარება რეგიონის სტრატეგიული განვითარების გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ
მიმართულებას წარმოადგენს. ვიზიტების მიხედვით კახეთი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, უცხოელი
ვიზიტორების რიცხვი რეგიონში 2015 წლიდან ზრდის ტენდენციით ხასიათდება. უახლოესი მონაცემების მიხედვით 2017
წელს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა კახეთში 42%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. კახეთის რეგიონში
უცხოელი ვიზიტორების წილი ქვეყნის საერთო მაჩვენებლის 5.4%-ს შეადგენს. პოზიტიური ტრენდი შეინიშნება შიდა
ტურიზმის მიმართულებითაც. 2018 წლის პირველ კვარტალში შიდა ვიზიტორების რიცხვმა 68,2 ათას კაცს მიაღწია, რაც
წინა წლის წლიურ მაჩვენებელს 8%-ით აღემატება.

გეოგრაფიული მდებარეობის, ლანდშაფტის და ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების
გათვალისწინებით კახეთს მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.

30
კახეთის რეგიონი მდიდარია ადგილებით, რომლებიც ინფრასტრუქტურული განვითარების შემთხვევაში ტურისტებისთვის
საკმაოდ მიმზიდველი გახდება. მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილის ერთ-ერთი მაგალითს სოფელი
უდაბნო წარმოადგენს, რომელიც საზღვრისპირა სოფელია და თითქმის სრულად არის მოწყვეტილი რეგიონს.
სოფელი გარშემო მთლიანად უდაბნოთია შემოსაზღვრული, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს
სხვადასხვა კუთხიდანაა წარმოდგენილი. უნიკალური ლანდშაფტი და ადგილობრივი მოსახლეობის კულტურული
მრავალფეროვნება სოფელს ტურისტებისთვის საინტერესო ადგილად აქცევს. ამასთავანე სოფელთან ახლოს
მდებარეობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კომპლექსის
ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, რაც ტურისტებს სამონასტრო კომპლექსის სრულად დათვალიერების
საშუალებას უზღუდავს. სოფელს მაღალი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, მაგრამ საჯარო ინფრასტრუქტურის,
განთავსების საშუალებებისა და რეგულარული ტრანსპორტის არარსებობა ტურიზმის განვითარების დამაბრკოლებელ
ფაქტორს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე
მდებარეობს რაც ტურისტებს კომპლექსის სრულად დათვალიერების შესაძლებლობას უზღუდავს. აღნიშნული გარემოება
ქმენის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალს ტურიზმის სფეროში. აზერბაიჯანსა და საქართველოს შეუძლიათ
დანერგონ საერთო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლივი მართვის სისტემა, რაც ხელს შეუწყობს
აღნიშნული ობიექტებიდან მიღებული სარგებლის ზრდას ორივე ქვეყნის საზღვრისპირა რეიონებისთვის.

ქვეყანაში შექმნილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის 13.3% კახეთში იქმნება. მიუხედავად ამისა რეგიონის სოფლის
მეურნეობის ზრდის ტემპი ყოველწლიურად მერყეობს. 2013 წელს დარგში დამატებული ღირებულების 12%-იან
შემცირებას მომდევნო წელს 54%-იანი ზრდა ახლდა თან, რომელსაც მომდევნო წელს 13%-იანი ზრდა და 2016 წლისთვის
1.1%-იანი კლება მოჰყვა. აღნიშნული რყევები ნაწილობრივ აიხსნება დარგის კლიმატურ პირობებსა და ამინდზე მაღალი
დამოკიდებულებით. ადგილობრივი მოსახლეობა არ მიმართავს ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებულ რისკის
შემცირების ზომებს. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული აგროდაზღვევის პროგრამის შედეგი უმნიშვნელოა, რადგან
დაზღვევა ძირითადად მსხვილი ფერმერების მიერ გამოიყენება. რაც შეეხება მცირე ფერმერებს, ისინი არ იყენებენ
დაზღვევას და საკუთარ თავზე იღებენ რისკს. კახეთი მოწინავე რეგიონს წარმაოდგენს ყურძნის, ხორბლის, ქერის, ნესვის
წარმოებაში. რეგიონში განვითარებულია მეცხოველეობა, ძირითადად მეცხვარეობა. ცხრილში წარმოდგენილია კახეთის
რეგიონის წილი ქვეყანაში წარმოებულ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქციის საერთო რაოდენობაში.

14 | სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოება, კახეთის რეგიონი, 2016 15

ცოცხალი წარმოება წილი ქვეყნის მცენარეები წარმოება წილი ქვეყნის
ცხოველები (1000 სული) საერთო წარმოებაში (1000 ტონა) საერთო წარმოებაში

ცხვარი 482 55% ნესვი 62 85%

თხა 23 38% ხორბალი 103 81%

ფუტკრის ოჯახი 45 22% კურკოვანი ხილი 31 55%

ღორი 26 19% ქერი 2 49%

ფრინველი 1187 14% ბრინჯი 77 32%

მსხვილფეხა
საქონელი 97 10% ბოსტნეული 16 11%

მეწველი ძროხა
და ხარი 49 10% ხილი 38 21%

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოების ბოლო მონაცემები მოცემულია 2016 წლისათვის
15

31
მიუხედავად სახელმწიფოსა და დონორების მხარდაჭერილი პროექტების სიმრავლისა, სოფლის მეურნეობის
განვითარების დონე რეგიონში კვლავ დაბალია. აღნიშნული ფაქტი მეტყველებს, რომ მოსახლეობა ვერ იყენებს
პროგრამების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 486
ლარს შეადგენს, რაც 15%-ით ჩამორჩება ქვეყნის მასშტაბით სექტორის საშუალო ხელფასის დონეს. დაბალი ხელფასი
ნაწილობრივ სექტორის დაბალი პროდუქტიულობით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც ერთის მხრივ სამუშაო ძალის
დაბალი უნარების, ხოლო მეორეს მხრივ მწარმოებლურობის დაბალი დონისა და ახალი ტექნოლოგიების ნაკლებობის
გამო შეიძლება აიხსნას. ფერმერთა უმეტესობა იყენებს მოძველებულ ტექნიკას მიწის დასამუშავებლად. სახელმწიფოს
მიერ შექმნილი სააგენტო მექანიზატორი, რომელიც ფერმერებს სთავაზობს ახალ ტექნიკას მიწის დასამუშავებლად, არ
გამოიყენება მოსახლეობის მიერ, რადგან ტექნიკის გასაქირავებელი ფასი მაღალია და ასევე ტექნიკით
სარგებლობისთვის მოსახლეობას უწევს რიგში დგომა და ლოდინი. ამასთანავე ,ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით
მექანიზატორის მიერ შეთავაზებული ტექნიკა არ შეესაბამება რეგიონში არსებული ნიადაგის სპეციფიკას და
არაეფექტურია მიწის დასამუშავებლად.

მცირე და საშუალო საწარმოები

რეგიონში ბიზნეს სექტორში არსებული სამუშაო ადგილების უმეტესობა მცირე და საშუალო საწარმოების მიერ იქმნება.
ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა 67.2% მცირე და საშუალო საწარმოებშია დასაქმებული. საშუალო და
მსხვილ საწარმოებში მუშახელის 99% დაქირავებით არის დასაქმებული, მაშინ როცა მცირე საწარმოებში დაქირავებით
დასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 58%-ს შეადგენს. მცირე და საშუალო საწარმოებში საშუალო
ხელფასი თითქმის ორჯერ დაბალია მსხვილ სააწარმოებთან შედარებით და 27%-ით ჩამორჩება რეგიონში არსებულ
საშუალო ხელფასის დონეს. აღსანიშნავია, რომ მცირე საწარმოებში 2016 წელს საშუალო ხელფასი 41%-ით გაიზარდა
წინა წელთან შედარებით.

15 | დაქირავებულთა რაოდენობა საწარმოთა ზომის მიხედვით (მარცხნივ), კახეთის
რეგიონი, 2016; წილი საერთო ბრუნვაში საწარმოთა ზომის მიხედვით (მარჯვნივ),
მლნ ლარი, კახეთის რეგიონი, 2016

320
7,140 29%
33%

21,750 1,104
10,208 ადამიანი მლნ. ლარი
47%
576
53%
207
18%
4,402
20%

მსხვილი საწარმო მსხვილი საწარმო
საშუალო საწარმო საშუალო საწარმო
მცირე საწარმო მცირე საწარმო

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო საწარმოები ქმნიან სამუშაო ადგილების უმეტესობას რეგიონში, მათი წილი
რეგიონის ბიზნეს სექტორის საერთო ბრუნვაში კვლავ დაბალია. ბიზნეს სექტორის ბრუნვის ნახევარი მსხვილ
საწარმოებში იქმნება. აღსანიშნავია, რომ მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა ზრდის ტემპით ხასიათდება, უფრო
მეტიც, 2015 წელს როდესაც მსხვილი საწარმოების ბრუნვა 20%-ით შემცირდა, მცირე და საშუალო სააწარმოების ბრუნვა
ზრდას განაგრძობდა. მცირე და საშუალო საწარმოების წილი ბიზნეს სექტორის საერთო ბრუნვაში თანდათანობით
იზრდება. 2013 წელთან შედარებით 2016 წელს მცირე და საშუალო საწარმოების წილი 39.4%-დან 47.8%-მდე გაიზარდა.
აღნიშნული ტრენდი მცირე და საშუალო საწარმოების მზარდ პოტენციალზე მიანიშნებს. გამომდინარე იქიდან, რომ
მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილების უმეტესობას მათი განვითარება რეგიონის განვითარების
პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. მცირე და საშუალო საწარმოებზე ორიენტირება მნიშნელოვან
გავლენას მოახდენს რეგიონში უმუშევრობის პრობლემის დაძლევაზე. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დაბალი
ხელფასები მცირე და საშუალო საწარმოების დაბალ პროდუქტიულობაზე მიუთითებს, რაც აღნიშნული სექტორის
განვითარების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

32
ძირითადი მიგნებები საგარეჯოს
მუნიციპალიტეტისთვის
შესავალი

მიზნობრივ რეგიონში არსებული სიტუაციის შესწავლისა და ანალიზისთვის, ადგილზე ჩატარდა სიღრმისეული
ინტერვიუები და შეხვედრა ფოკუს ჯგუფებთან. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შედგა შეხვედრა ორ ფოკუს ჯგუფთან,
შეხვედრაში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 19 კაცს. ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა
რეგიონში არსებული ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, როგორიცაა კერძო სექტორის განვითარება,
ახალგაზრდული საკითხები, გენდერული თანასწორობა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხები,
საზღვრისპირა თანამშრომლობა და თანამშრომლობის პოტენციური სფეროები მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებს შორის.
ასევე განხილული იქნა რეგიონში მოქმედი სახელმწიფო და დონორების მხარდაჭერილი პროგრამები და მათი შედეგები.
ფოკუს ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების,
ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.

ასევე ადგილზე ჩატარდა 11 სიღრმისეული ინტერვიუ კერძო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან. ქვემოთ მოცემულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებები.

ინფრასტრუქტურა

• მუნიციპალიტეტში თანდათანობით ვითარდება საგანმანათლებლო ინფასტრუქუტრა. ლამბალოში აშენდა ახალი
სკოლა, ხოლო კაკაბეთში ჩატარდა სკოლის სარემონტო სამუშაოები.
• გაზიფიცირების საკითხი მთავარი პრობლემაა უდაბნოსა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში. გაზიფიცირების გარდა
მოსახლეობისთვის პრობლემას ქმნის გაზის მაღალი ტარიფი და შეღავათიანი ტარიფის არარსებობა.
• მოსახლეობის უმრაველოსობას მიწა საკუთრებაში არ აქვს დარეგისტრირებული. მიწის რეგისტრაციის საკითხი
პრობლემას ქმნის ფინანსებთან წვდომის კუთხით, რადგან ბანკიდან სესხის მოთხოვნისას მიწის ჩადება გარანტიის
სახით ვერ ხერხდება.
• არ არსებობს რეგულარული ტრანსპორტი სოფლებისა და მუნიციპალიტეტის ცენტრის დასაკავშირებლად, რაც ზღუდავს
სოფლის მოსახლეობის ქალაქში დასაქმების შესაძლებლობას.
• წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერთან მაღალია. თუმცა მოსახლეობა ინტერნეტს პერსონალური მიზნებისთვის
იყენებს. ბიზნეს საქმიანობის განსავითარებლად ინტერნეტის გამოყენების დონე შედარებით დაბალია.
• სოფლებში არ არის განვითარებული სპორტული ინფრასტრუქტურა, არ არსებობს სტადიონები და სხვა ობიექტები
ახალგაზრდობის შეკრებისა და გართობისთვის.

ადგილობრივი თვითმმართველობა

• ადგილობრივი ხელისუფლება კარგად იცნობს მოსახლეობის პრობლემებს და აქტიურად მუშაობს ისეთი
ინფრასტრუქტურული საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა ნარჩენების მართვა, მოსახლეობის წყალმომარაგება და
ირიგაცია.
• ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტერაქციის დონე მაღალია. ხშირად იმართება საჯარო შეხვედრები საგარეჯოს
სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ითანამშრომლოს ადგილობრივ
აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან. საგარეჯოს მერს ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრა შიიტების რელიგიურ ლიდერთან,
რაც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებთან კავშირების
გასაძლიერებლად.
• ადგილობრივი ხელისუფლება მხარს უჭერს სამოქალაქო ორგანიზაციებს რეგიონის საკითხებზე მუშაობაში.
ადგილობრივი ხელისუფლება გამოყოფს სივრცეს სამოქალაქო ორგანიზაციების შეხვედრებისთვის და ასევე ეხმარება
ინფორმაციის გავრცელებასა და ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზებაში სხვადასხვა პროექტისა და აქტივობის
განხორციელებისას. მაგალითად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო მონაწილეობა სოფლის ფესტივალის
მოწყობაში სოფელ უდაბნოში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია დორნისა16 და ერასმუსის პროექტის ფარგლებში
განხორციელდა.

https://www.droni.org/
16

33
ახალგაზრდობა
• ახალგაზრდობა მოკლებულია სკოლის გარეთ სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობების
შესაძლებლობებს. მოსახლეობის აზერით კარგი იქნება ხელსაქმის კურსების განვითარება გოგონებისთვის.
• ახალგაზრდების მთავარი გასართობი სპორტული აქტივობები და კულტურული ღონისძიებებია, როგორიცაა მაგალითად
ჭიდაობა, ხალხური მუსიკისა და ცეკვის კლასები სკოლის მოსწავლეებისთვის.
• ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდობის ჩართულობა სხვადასხვა ღონისძიებებში საკმაოდ
დაბალია, კულტურული, სოციალური და ენობრივი ბარიერების გამო. აზერბაიჯანელი ახალგაზრდობის უმეტესობამ არ
იცის ქართული ან სხვა უცხო ენა, გარდა აზერბაიჯანული ენისა.
• აზერბაიჯანელ და ქართველ ახალგაზრდობას არ გააჩნიათ საერთო ინტერესები, ასევე არ არსებობს ადგილი ქართველი
და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების შეკრებისა და კავშირების გაძლიერებისათვის.
• მუნიციპალიტეტში არ არსებობს ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები,
განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებისთვის. ახალგაზრდობას არ აქვს ადგილი სადაც გაერთობიან და
გაატარებენ თავისუფალ დროს. ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში ბიჭებისთვის ძირითად გასართობს
ეზოში შეკრება წარმოადგენს, ხოლო გოგონები ძირითადად სახლში სხედან და სატელევიზიო სერიალებს უყურებენ.
• სამოქალაქო სექტორი მუშაობს ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით. საგარეჯოში მოქმედებს საინიციატივო
ჯგუფი „ინიციატივა ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“17, რომელიც მუშაობს ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის
განვითარების მიმართულებით. აღნიშნულმა საინიციატივო ჯგუფმა რეგიონული განვითარების ცენტრის ფინანსური
მხარდაჭერით განახორციელა სხვადასხვა პროექტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სამოქალაქო
აქტივიზმის განსავითარებლად.

გენდერი

• გენდერული საკითხები, როგორიცაა ადრეული ქორწინება, გოგონების შეზღუდული წვდომა განათლებაზე, კვლავ მწვავეა
აზერბაიჯანულ სოფლებში. მსგავსი პრობლემები ქართველებით დასახლებულ სოფლებში გაცილებით ნაკლებია.
• მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გენდერულ საკითხებს, გამგეობაში სპეციალური თანამშრომელია
გამოყოფილი გენდერულ საკითხებზე სამუშაოდ. მუნიციპალიტეტის ჩართულობითა და კახეთის მოლის ოფისის ფინანსური
მხარდაჭერით სოფელ ლამბაოში გაიხსნა ქალთა ოთახი. აღნიშნული პროექტის მიზანს აზერბაიჯანელებით დასახლებულ
სოფლებში ქალთა გაძლიერება და მათი ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის მხარდაჭერა წარმოადგენს.
• საგარეჯოში მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია სპექტრი18 და ორგანიზაცია „ქალები ხვალინდელის დღისთვის“19.
სპექტრი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანსაც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მხარდაჭერა
და ადგილობრივ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტა წარმოადგენს.
ორგანიზაციის საქმიანობის სფერო მოიცავს: განათლებისა და მეცნიერების საკითხებს, ნარჩენების მართვას,
ენერგოეფექტურობას, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს, მცირე ბიზნესის განვითარებას. არასამთავრობო
ორგანიზაცია „ქალები ხვალინდლი დღისთვის“ ძირითადად ფოკუსირდება ქალთა როლის გაძლიერებაზე ეკონომიკურ
განვითარებაში ბიზნესში მოღვაწე ქალი ლიდერებისგან შემდგარი ძლიერი ქსელის ფორმირებით, რომელიც
აძლიერებს სინერგიასა და თანამშრომლობას წევრებს შორის. ორგანიზაცია თავაზობს განათლების, განვითარებისა
და მენტორინგის სერვისებს ადგილობრივ ქალ მეწარმეებსა და ბიზნესის წრმომადგენლებს. ადვოკატირებას უწევს
თანაბარ შესაძლებლობებს, ეფექტურ თანამონაწილეობას და ბიზნესში ქალი ლიდერების განვითარებას. აძლიერებს
რეგიონში მცხოვრებ ქალ მეწარმეებს და ხელს უწყობს მათ კარიერის განვითარებაში. ორგანიზაცია ხელს უწყობს
ქალთა ბიზნეს იდეების განვითარებასა და მხარს უჭერს ინოვაციური ხედვის დანერგვას ბიზნეს საქმიანობაში.

კერძო სექტორი, დასაქმება და ბიზნეს გარემო

• ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად საჯარო სექტორსა და სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. სოფლის
მეურნეობის ძირითად მიმართულებას მესაქონლეობა და მებოსტნეობა წარმოადგენს.
• ხორცის წარმოება განსაკუთრებით მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე სექტორია. საგარეჯოში
არის ცხოველთა სასაკლაოები. ყველაზე მაღალი მოთხოვნა ხორცპროდუქტებზე ირანისა და აზერბაიჯანის მხრიდან
არის. ამ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობას არ ჰყავს ბიზნეს პარტნიორები აზერბაიჯანში, თუმცა მოსახლეობა მზად
არის თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანულ მხარესთან.
• ადგილობრივები მისდევენ მეფუტკრეობას, რძის წარმოებასა და სასათბურე მეურნეობას. საჭიროა მათი საქმიანობის
სტიმულირება, განსაკუთრებით ფინანსებზე წვდომის თვალსაზრისით. ერთ-ერთი რესპოდენტის მიერ აღნიშნული იქნა,

17
https://www.facebook.com/AxalgazrdebiCvlilebebistvis/
18
https://spectri.org.ge/
19
https://www.w4t.online/

34
რომ აბრეშუმის ჭიის ფერმები წარსულში საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებდნენ და ამ ტრადიციის აღდგენა საკმაოდ
მომგებიანი იქნება.
• უამრავი მცდელობის მიუხედავად კოოპერატივების დაარსება წარუმატებელი აღმოჩნდა ერთეული გამონაკლისების
გარდა. კოოპერატივის წევრებს უჭირთ შეთანხმებას მიაღწიონ საერთო სტანდარტების დანერგვასა და შიდა რეგულაციების
ჩამოყალიბებაში.
• ფინანსებზე შეზღუდული წვდომა, სამეწარმეო უნარებისა და ინოვაციური იდეების ნაკლებობა კერძო სექტორის
განვითარების ძირითად გამოწვევას წარმოადგენს.
• სოფლის მეურნეობის სამინისტრო20 აქტიურად მუშაობს რეგიონის განვითარებაზე. რეგიონში ასევე მუშაობენ დონორი
ორგანიზაციებიც, როგორიცაა მერსიკორპი21, ევროკავშირი22, ჰეკსეპერი23 და სხვა. დონორი ორგანიზაციები ძირითადად
სოფლის მეურნეობის განვითარებაზე არიან კონცენტრირებულნი. მაგალითისთვის, ენპარდმა24 განახორციელა ინვესტიცია
65 ჰექტარზე ნუშის ბაღების მშენებლობისთვის, სადაც დასაქმებულნი არიან ადგილობრივი მცხოვრებლები საგარეჯოდან
და პატარძეულიდან. ასევე ელკანას25 მიერ დაფინანსებული იქნა 60 პროექტი მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობისა და
ტურიზმის განსავითარებლად
• ევროკავშირის საწარმოთა ქსელის შესახებ (Enterprise Europe Network26) ცნობადობის დონე საკმაოდ დაბალია და
აღნიშნული პლატფორმის გამოყენება ადგილობრივი ბიზნესის მიერ არ ხორციელდება.

ტურიზმი

• ტურიზმი საგარეჯოში არც ისე კარგად არის განვითარებული, თუმცა გარკვეული პროგრესი შეინიშნება აღნიშნული
მიმართულებით. მაგალითისთვის, სოფელ უდაბნოში მოქმედებს საოჯახო სასტუმროები, კაფეები და გასართობი
სერვისები, როგორიცაა ცხენებით სეირნობა.
• საგარეჯოში არსებობს ტურიზმის განვითარების საკმაოდ მაღალი პოტენციალი. რეგიონში არის ისეთი
ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა ჯანდარას ტბა, ხორუღის აღკვეთილი, კემპინგის ზონა, გარეჯის მონასტერი,
ნახევრადუდაბნო და უდაბნოს ტერიტორიები. რესპოდენტების ცნობით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი
და მღვიმეები ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ კომპლექსის 5%-ის
დათვალიერებაა შესაძლებელი. შესაძლებელია უფრო კომპლექსური ტურების მოწყობა კომპლექსის სრული
ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად.
• ტურისტული ინფრასტრუქტურის დაბალი განვითარების დონე ტურიზმის განვითარების მთავარი დამაბრკოლებელი
ფაქტორია.
• დამატებითი აქტივობები, როგორიცაა ფრინველებზე დაკვირვება, ლაშქრობები, ველოტურები და კვადროტურები
შესაძლებელია განვითარდეს ნახევარუდაბნო და უდაბნო ტერიტორიებზე.

განათლება

• რესპოდენტები თვლიან, რომ ზოგადი განათლების დონე მაღალია, თუმცა სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლების
ნაკლებობაა. სკოლის მასწავლებელთა უმეტესობა ასაკოვანია, ხოლო მათი სწავლის მეთოდები მოძველებული და
არაეფექტურია.
• საგარეჯოში ნინოწმინდასა და სართიჭალაში მოქმედებს ფერმერთა ცენტრები, რომლებიც სთავაზობენ პროფესიული
განათლების პროგრამებს ბოსტნეულის კულტივაციის, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მიმართულებით. ცენტრები
საკმაოდ პოპულარულია ფერმერებში. პროფესიული განათლების მიმართულებით საჭიროა ვეტერინარიის, ღვინის
წარმოების, ტურისტული გიდების მომზადებისა და ვაჭრობის მიმართულებით პროფესიული პროგრამების შეთავაზება.
• ზოგადი განათლება მნიშვნელოვან როლს აზრულებს აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის დაახლოებაში. შერეული
კლასები, ქართული ენის გაკვეთილები, სპორტული და კულტურული აქტივობები დადებითად მოქმედებს ინტეგრაციის
პროცესზე.

20
http://www.moa.gov.ge/En/
21
http://www.mercycorps.ge/
22
https://eeas.europa.eu/delegations/georgia_en
23
https://en.heks.ch/worldwide/europe/georgia
24
http://enpard.ge/en/
25
http://www.elkana.org.ge/index.php?action=0&lang=eng
26
https://een.ec.europa.eu/

35
ევროინტეგრაცია და საზღვრისპირა თანამშრომლობა
• საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ძირითადი
პრობლემები კვლავ სახეზეა. რესპოდენტებმა აღნიშნეს აზერბაიჯანის ქალთა ასოციაციის27 პროგრამა, რომელიც
ახორციელებს მასწავლებლების გაცვლით პროგრამას აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ნინოწმინდასა და განჯის
სკოლებიდან შერჩეული მასწავლებლები მონაწილეობენ გაცვლით პროგრამაში. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს
თანამშრომლობის გაძლიერებას სკოლის დონეზე.
• ადგილობრივი მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას აზერბაიჯანის ბაზარზე არსებული წესებისა და სავაჭრო
რეგულაციების შესახებ.
• ადგილობრივმა მოსახლეობა არ იცის როგორ დაამყაროს კავშირი აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონებთან. ენობრივი
ბარიერი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორია.
• ინფორმაციისა და კომუნიკაციის ნაკლებობის მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა მზადაა განავითაროს
კულტურული და ბიზნეს კავშირები აზერბაიჯანთან. ერთ-ერთ მონაწილეს ჰქონდა ინიციატივა აზერბაიჯანში კულტურული
ტურის მოწყობისა ადგილობრივი ხალხური ანსამბლის აზერბაიჯანელი პარტნიორებისთვის გაცნობის მიზნით.

საზღვარი

• რესპოდენტები არ ფლობენ ინფრომაციას საზღვრის კვეთის პროცედურების შესახებ. სოფელ უდაბნოში რესპოდენტებმა
აღნიშნეს ევროკავშირის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ მოსახლეობას ჩაუტარდა ტრენინგები საზღვრის
კვეთის წესებისა და პროცედურების შესახებ.
• აზერბაიჯანულ მხარეს საზღვრის კვეთის პროცედურები საკმაოდ მკაცრია. ყველაფერი მკაცრად მოწმდება.
მაგალითისთვის კახში გამშვებ პუნქტზე არ ატანენ ისეთი ნივთებს საზღვარზე როგორიცაა ხატები, საკვები ან ქართული
წიგნები28.
• საზღვრის კვეთის მკაცრი პროცედურები აფერხებენ ტურიზმის განვითარებას. მაგალითისთვის გარეჯის სამონასტრო
კომპლექსი არის მონიშნული და თუ ვინმე გადაკვეთს საზღვარს, ის დაკავებული იქნება აზერბაიჯანული მხარის მიერ.
ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ პასპორტის ფასი მაღალია, მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს პასპორტი, რაც ამცირებს
საზღვრის კვეთის სურვილსა და მოტივაციას.
• მიუხედავად იმისა, რომ სოფელი უდაბნო საზღვრიდან 17 კმ-ში მდებარეობს, სოფელთან ახლოს არ არსებობს სასაზღვრო
გამშვები პუნქტი. აზერბაიჯანში მოსახვედრად საჭიროა გარდაბანში ან ლაგოდეხში წასვლა, სადამდეც მანძილი 50
კმ-ზე მეტია. აღნიშნული ფაქტი დამატებით ბარიერს ქმნის და ზღუდავს კოოპერაციას საზღვრისპირა სოფლებს შორის.
უფრო მეტიც, ჯანდარას ტბა უდაბნოდან 29 კმ-ის მანძილზე მდებარეობს, ტბის ნაწილი აზერბაიჯანშია, ხოლო ნაწილი
საქართველოში. გეოგრაფიული ლოკაცია და ლანდშაფტი ქმნის შესაძლებლობას მოეწყოს საერთო ტურები უდაბნოდან
ჯანდარის ტბის აზერბაიჯანულ ნაწილში. სოფელთან ახლოს საზღვრის კვეთის პუნქტის გახსნა პოზიტიურად იმოქმედებს
ტურიზმსა და მოსახლეობის შემოსავლებზე.

https://www.crin.org/en/library/organisations/azerbaijan-womens-association
27

The information is derived from the interviews and focus group meetings with local population
28

36
ქვემო ქართლის რეგიონის მიმოხილვა
დემოგრაფიული მიმოხილვა

ქვემო ქართლი საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს. მას დასავლეთით სამცხე-ჯავახეთი, ჩრდილოეთით
თბილისი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი, აღმოსავლეთით კახეთი, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით აზერბაიჯანი და
სამხრეთით სომხეთი ესაზღვრებიან. რეგიონის ფართობი 6.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის
9.3%-ია.

რეგიოში 347 დასახლებაა, მათ შორის 7 ქალაქი, 6 დაბა და 334 სოფელი. რეგიონის მოსახლეობის
38.3% ქალაქში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი 61.75% სოფლის მოსახლეობას წარმოადგენს. რეგიონში 7
მუნიციპალიტეტია-თვითმმართველი ქალაქი რუსთავი და ბოლნისი, მარნეულის, დმანისის, თეთრიწყაროს, გარდაბნისა
და წალკის მუნიციპალიტეტები. დმანისის მუნიციპალიტეტის 19 სოფელი, წალკის მუნიციპალიტეტის 46 სოფელი და
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 35 სოფელი მთიან დასახლებას წარმოადგენს.

ქვემო ქართლის მოსახლეობა 513.1 ათას კაცს შეადგენს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 11.4 %-ია. მოსახლეობა შედგება
აზერბაიჯანელი (45.1%) ქართველი (44.7%) სომეხი (6.4%), ბერძენი, რუსი, ოსი, უკრაინელი, აფხაზი და ქურთი ეთნიკური
ჯგუფებისგან.

16 | მოსახლეობის განაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით (1000 კაცი),
ქვემო ქართლი, 2017

19
4%

106 127 წალკის მუნიციპალიტეტი
25% 29%
ქ. რუსთავი
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
დმანისის მუნიციპალიტეტი
22 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
5%
მარნეულის მუნიციპალიტეტი
20
5% წყარო: საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახური

55
81 13%
19%

რუსთავი რეგიონში ყველაზე დიდი ქალაქია მაცხოვრებლების მიხედვით, მოსახლეობის რიცხვი 127 ათას კაცს შეადგენს,
რუსთავის შემდეგ მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე ადგილზეა მარნეული 106 ათასი მაცხოვრებლით და
გარდაბანი 81 ათასი მაცხოვრებლით.

37
შრომის ბაზარი

რეგიონის ახალგაზრდების მთავარ პრობლემას უმუშევრობა და სოციალური-ეკონომიკური პირობები წარმოადგენს.
უმუშევრობის საკითხი არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ეროვნული მნიშვნელობის პრობლემას წარმოადგენს.
რეგიონში არ ხორციელდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები, რაც ზღუდავს დასაქმების შესაძლებლობებს და
რეგიონიდან ახალგაზრდების მიგრაციას იწვევს. რეგიონში მოქმედებს მხოლოდ ერთი პროფესიული სასწავლო ცენტრი
- ქალაქ რუსთავში, სადაც ძირითადად ქალაქის მოსახლეობა სწავლობს, ხოლო სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს
მანძილისა და ტრანსპორტის არარსებობის გამო უჭირთ აღნიშნული ცენტრის მომსახურებით სარგებლობა. გასული
წლების განმავლობაში რეგიონში უმუშევრობის დონე გაიზარდა, 2012 წელთან შედარებით 2017 წელს რეგიონში
უმუშევრობის დონე 12.5%-დან 14.1%-მდე არის გაზრდილი. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით
50% თვითდასაქმებულია, ძირითადად სოფლის მეურნეობაში, რომელიც არ უზრუნველყოფს საკმარისი შემოსავლის
მიღებას მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად.

17 | სამუშაო ბაზრის სტრუქტურა (1000 კაცი), ქვემო ქართლი, 2017

სამუშაო ძალა 236

მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ 90

უმუშევარი 33

დასაქმებული
203

დაქირავებით დასაქმებული
85

თვითდასაქმებული 118

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ქვემო ქართლში საშუალო ხელფასი 763.8 ლარს შეადგენს, რაც ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე 19%-ით
ნაკლებია. სამთომოპოვებითი სამუშაოები, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდება და მრეწველობა
რეგიონის ეკონომიკის სამ ყველაზე მაღალანაზღაურებად დარგს წარმოადგენს.

18 | საშუალო ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, ქვემო ქართლი, 2016

1457

1267

867
829 815
741
671
527
474 448 424
335

149

სამთო ელექტრო მრეწველ სოფლის მშენებლ საზოგადო უძრავი ჯანდაცვა ტრანსპო განათლება საბითუმო სასტუმრო თევზაობა
მომპოვებ ენერგიის, ობა მეურნეობა, ობა ებრივი, ქონება და რტი და და ები და
ლობითი გაზის და ნადირობა, სოციალუ სოციალური კომუნიკა საცალო რესტორნ
წარმოება წყლის სატყეო რი სამსახური ცია ვაჭრობა ები
მიწოდება მეურნეობა მომსახურ
ება

Source: Geostat
(Recent Data is Available for 2016)

38
სამუშაო ძალის ძირითადი ნაწილი (26%) სამრეწველო ინდუსტრიაშია დასაქმებული. დასაქმების მიხედვით მეორე
ადგილზეa საბითუმო და საცალო ვაჭრობა 21%-ით და მშენებლობა 8%-ით.

გასული წლების მანძილზე სამრეწველო სექტორში დასაქმება მცირდებოდა, მიუხედავად ამისა ვაჭრობასა და
მშენებლობაში დასაქმება სტაბილური ზრდის ტემპით ხასიათდებოდა. თვითდასაქმების დონე რეგიონში იზრდება, ხოლო
დაქირავებით დასაქმებულთა წილი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. გამომდინარე იქიდან, რომ თვითდასაქმებულთა
ძირითადი ნაწილი დაბალპროდუქტიულ სექტორებში მუშაობს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საკმარისი შემოსავლის
მიღებას, თვითდასაქმების ზრდა რეგიონის განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედებს.

ეკონომიკა

ეკონომიკური აქტივობა დედაქალაქსა და რეგიონებს შორის არათანაბრად არის გადანაწილებული. ქვემო ქართლში
ქვეყანაში შექმნილი დამატებითი ღირებულების მხოლოდ 5.3% იწარმოება. ქვემო ქართლში კერძო სექტორის
განვითარების დონე დაბალია საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით. ბიზნეს სექტორის ბრუნვის 72% თბილისში
იწარმოება, ხოლო ქვემო ქართლი მესამე ადგილზე დგას 5.6%-იანი წილით ქვეყნის ბიზნეს სექტორის საერთო ბრუნვაში,
რაც საკმაოდ მცირეა და ბიზნეს სექტორის დაბალ განვითარების დონეზე მიუთითებს.

19 | ბიზნეს სექტორის ბრუნვა (მლნ ლარი), ქვემო ქართლი, 2012-2016
3603
33% 3347
2830
2506 2662
2302
1726
18%

9%
6%
6% 8%

2010 2011 2012 2013 2014 2015 2016

ბიზნეს სექტორის ბრუნვა ქვემო ქართლის რეგიონისთვის (მლნ. ლარი)
ბიზნეს სექტორის ბრუნვის ზრდის ტემპი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რეგიონის წამყვან ინდუსტრიას წარმოადგენს ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდების სერვისები , რომელთაც
რეგიონში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში 22.8%-იანი წილი უკავიათ, მეორე ადგილზე დგას მრეწველობა
21.9%-იანი წილით. აღნიშნული ინდუსტრიები დამატებულ ღირებულების ზრდის ტემპის მიხედვით რეგიონის ყველაზე
სწრაფად მზარდ ინდუსტრიებს წარმოადგენენ .

20 | ეკონომიკის სტრუქტურა დამატებულ ღირებულებაში წილის მიხედვით,
ქვემო ქართლი, 2016
5%
3%
3% ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მიწოდება
23%
3% მრეწველობა
5% სამთო მომპოვებლობითი წარმოება
საბითუმო და საცალო ვაჭრობა
7% მშენებლობა
უძრავი ქონება
სოფლის მეურნეობა, ნადირობა, სატყეო მეურნეობა
საზოგადოებრივი, სოციალური მომსახურება
12%
22% ტრანსპორტი და კომუნიკაცია
სხვა

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
17%

39
ზემოთჩამოთვლილი ინდუსტრიები მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდებიან. 2010-2016 წწ პერიოდში დამატებული
ღირებულება მრეწეველობაში 104%-ით გაიზარდა; ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში 247%-იანი ზრდა
დაფიქსირდა, ხოლო სოციალურ და პერსონალურ მომსახურებაში შექმნილი დამატებული ღირებულება 169%-ით
გაიზარდა.

ქვემო ქართლი სოფლის მეურნეობაში წამყვან რეგიონს წარმოადგენს. ერთ-ერთი მიზეზი მისი გეოგრაფიული
მდებარეობა და კლიმატური პირობებია. ნიადაგის მაღალი ნაყოდფიერების გამო მოსავლის მოყვანა შესაძლებელია
წელიწადში 2-3-ჯერ. რეგიონი აწარმოებს 7 200 ტონა ხორბალს, რაც ქვეყნის საერთო წარმოების 7.31%-ია, 2700 ტონა
ქერს (6.1%), 4400 ტონა კიტრს (5.1%) , 4100 ტონა კარტოფილს (20.6%), 3 900 ტონა ბოსტნეულს (28%) და 9 500 ტონა ხილს
(5.1%). ქვემო ქართლში მესაქონლეობა და მეცხოველეობა შედარებით ნაკლებად არის განვითარებულია და რეგიონი
ხორცპროდუქტების წარმოების მიხედვით ქვეყნის მასშტაბით მეათე ადგილს იკავებს.

უნდა აღინიშნოს რომ რეგიონში არის ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რეგიონში 500-ზე
მეტი ტურისტული ღირსშენსანიშნაობაა, საინტერესო კლიმატური პირობები და თვალწარმტაცი ხედები.

მცირე და საშუალო საწარმოები

ბიზნეს სექტორში შექმნილი სამუშაო ადგილების 51% მცირე და საშუალო საწარმოების მიერ იქმნება. დარჩენილი 49%
სამუშაო ადგილებისა მსხვილ ინდუსტრიებზე მოდის. სტატისტიკის მიხედვით საშუალო ხელფასი მსხვილ ფირმებში 1082
ლარია (17%-ით ნაკლები ქვეყნის საშუალოზე). 565 ლარი საშუალო (21%-ით ნაკლები ) და 260 ლარი მცირე (41%-ით
ნაკლები ქვეყნის საშუალოზე) საწარმოებში. ეს განსხვავება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დაბალი დონით
არის გამოწვეული.

რეგიონში წარმოებული პროდუქციის 85% მსხვილი ფირმების მიერ იქმნება, ხოლო დანარჩენი 15% მცირე და საშუალო
ბიზნესს შორის არის გადანაწილებული. ამასთანავე რეგიონის ბიზნეს სექტორის ბრუნვის 81% მსხვილ ფირმებზე მოდის.

21 | დასაქმება საწარმოთა ზომის მიხედვით (მარცხნივ); წილი საერთო ბრუნვაში
საწარმოთა ზომის მიხედვით (მარჯვნივ), მლნ ლარი, ქვემო ქართლი, 2016

49%

35%

2,908
39,953 3,603
81%
ადამიანი მლნ. ლარი
436
12%

258
7%
16%

მსხვილი საწარმო მსხვილი საწარმო
საშუალო საწარმო საშუალო საწარმო
მცირე საწარმო მცირე საწარმო

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

40
ძირითადი მიგნებები გარდაბნის
მუნიციპალიტეტისთვის
შესავალი
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების ანალიზით მიღებული შედეგების დასადასტურებლად დამატებით ჩატარდა
სამაგიდო კვლევა და განხორციელდა ვიზიტები თითოეულ სამიზნე რეგიონში. გარდაბნის მუნიციპალიტეტში
განხორციელდა ორი შეხვედრა ფოკუს ჯგუფებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 17-მა ადამიანმა. მონაწილეებს
შორის იყვნენ კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის საოჯახო სასტუმროების მფლობელები,
მეფუტკრეები, ფერმერები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლის წარმომადგენლები. ამასთანავე ჩატარდა 7
სიღრმისეული ინტერვიუ სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებთან. მიმდინარე სექციაში თემატიკის მიხედვით მოცემულია
ძირითადი მიგნებები გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის რეგიონისთვის.

ინფრასტრუქტურა
• ტრანსპორტი და წყალმომარაგება გარდაბნის მუნიციპალიტეტში მთავარ ინფრასტრუქტურულ პრობლემას
წარმოადგენს. რესპოდენტებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი არასტაბილურია,
რაც ხელს უშლის ქალაქსა და სოფლებს შორის მოსახლეობის მოძრაობას და ქმნის პრობლემებს განათლებისა და
დასაქმების კუთხით. შიდა გზები დაზიანებულია, ასევე შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა სოფლებს შორის.
• მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იცნობენ წყალმომარაგების პრობლემას და მიმართავენ ზომებს ამ პრობლემის
მოსაგვარებლად. მოსალოდნელია რომ წყალმომარაგების საკითხი ნაწილობრივ მოიხსნას 2019 წლისთვის.
• ინფრასტრუქტურულ პრობლემას წარმოადგენს ქარსაცავი ზოლის არარსებობა, რაც იწვევს მიწის ქარისმიერ ეროზიას
და აზიანებს ნიადაგს.
• გარდაბანი წამყვანი რეგიონია ნარჩენების მართვის სისტემის მიხედვით. გარდაბნის და რუსთავის საყოფაცხოვრებო
ნარჩენები გროვდება და მიდის ახალ სამგორში, გარდაბნის ერთ-ერთი სოფელში, სადაც მოქმედებს ნარჩენების
გადამამუშავებელი მცირე ქარხანა.
• სოფლის მეურნეობის მთავარი პრობლემა მიწის დამამუშავებელი ტექნიკის ნაკლებობაა. მუნიციპალიტეტს ორი
ბრიგადა ემსახურება. მექანიზატორის სერვისები ძირითადად მსხვილი ფერმერების მიერ გამოიყენება, მცირე ფერმერები
მიწის დასამუშავებლად ტექნიკას საკუთარი რესურსებით შოულებენ.
• ახალგაზრდებს შორის სპორტი ძალიან პოპულარულია, თუმცა გარდაბანში სპორტული ინფრასტრუქტურა არც ისე
კარგად არის განვითარებული. რესპოდენტებს აქვთ სურვილი ჰქონდეთ სპორტული ინფრასტრუქტურა და საცურაო აუზი
მუნიციპალიტეტში.

წვდომა კომპიუტერთან და ინტერნეტთან
• მოსახლეობის უმეტესობას აქვს კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა. მოშორებით მდებარე სოფლებში, სადაც
საკაბელო ინტერნეტი არ არის გაყვანილი, კომპანია ზანეთი აინსტალებს მოდემებს ინტერნეტთან წვდომისთვის.
• ელექტრონულმა განათლებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპიუტერული ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
პირველკლასელები სახელმწიფოსგან იღებენ კომპიუტერს სკოლის დაწყებისას, რაც ხელს უწყობს რეგიონში
კომპიუტერებთან წვდომას .
• საჭიროა გარკვეული ზომების მიღება მოსახლეობაში კომპიუტერული უნარ-ჩვევების გაძლიერებისთვის, თუმცა
მოსახლეობა იყენებს ინტერნეტს მხოლოდ პირადი საჭიროებისთვის. ბიზნესის განვითარებისთვის ონლაინ რესურსები
შედარებით ნაკლებად გამოიყენება.

ადგილობრივი თვითმმართველობა
• ადგილობრივი ხელისუფლება კარგად იცნობს მოსახლეობის პრობლემებს, თუმცა მოსახლეობა თვლის რომ
ხელისუფლების ჩართულობა პრობლემების გადასაწყვეტად არასაკმარისია. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს აქვთ
ხშირი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა განიხილონ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემები.
ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდულ საკითხებს და აქვთ შეხვედრები
სტუდენტებთან მათი საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის. ინფორმაცია საჯარო შეხვედრების შესახებ ქვეყნდება
ვებსაიტზე და ასევე ვრცელდება მოსახლეობაში სხვადასხვა საკომუნიკაციო რესურსების გამოყენების საშუალებებით.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით საჯარო შეხვედრებზე დასწრება და მათ მიმართ ინტერესი
საკმაოდ მაღალია. ასევე არის პოტენციალი, რომ მოხდეს უფრო მეტად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა აღნიშნულ
პროცესებში.

41
• გარდაბნის მერი ყოველკვირეულად მართავს საჯარო სესიებს. ამასთანავე, მერი ახორციელებს ადგილზე ვიზიტს
სოფლებში, რათა უფრო ახლოს გაეცნოს მოსახლეობის პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის
მხრიდან მზაობა მაღალია მოსახლეობის ჩართულობის მხარდასაჭერად, ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებთან ეფექტური
კომუნიკაცია კვლავ რთულია.
• ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს როგორც მიწის რეგისტრაციის ან ქონების საკუთრებაში
დასარეგისტრირებლად, ასევე ინფრასტრუქტურულ საკითხებზე. მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც
მოსახლეობას საშუალებას აძლევს საფასურის გარეშე დაირეგისტრირონ მიწები. ეს პროგრამა განსაკუთრებული
პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში.
• ადგილობრივი ხელისუფლება ასევე აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო და დონორების მიერ მხარდაჭერილი
პროექტების პოპულარიზაციაში და ხშირად უთმობს ფართს პროექტის მონაწილეებთან კომუნკაციისთვის.
მაგალითისთვის, მერიამ ხელი შეუწყო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული შეხვედრის
ჩატარებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტერნეტზე წვდომის საკითხებთან დაკავშირებით29. პროექტი საკმაოდ
საინტერესო იყო მოსახლეობისთვიის. მერიამ ასევე უმასპინძლა დებატებს ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს
შორის.
• ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას აქცევს სპორტის განვითარებას. სპორტული ცენტრი ფინანსდება
მუნიციპალიტეტის მიერ და ხელს უწყობს სხვადასხვა სპორტული მიმდინარეობის განვითარებას, როგორიცაა ძიუდოს,
ჭიდაობის, კალათბურთის, ფეხბურთის, ჭადრაკისა და ფარიკაობის კლასები. ისინი ასევე ჩართულები არიან
ინტერკულტურული კავშირების განვითარებაში აზერბაიჯანელ და ქართველ ახალგაზრდობას შორის სპორტული
შეჯიბრებების განხორციელების გზით.

ახალგაზრდობა

• სპორტული ღონისძიებები გარდაბნის ახალგაზრდობის მთავარ გასართობს წარმოადგენს. ახალგაზრდობა აქტიურად
არის ჩართული სპორტში.
• ახალგაზრდების დასაქმება გარდაბნის მთავარი გამოწვევაა. მათი ძირითადი ნაწილი საჯარო სექტორშია დასაქმებული
(მერია, საჯარო საგანმანათლებლო ცენტრები). ახალგაზრდა თაობის დასაქმება საჯარო ორგანიზაციებში უკანასკნელ
წლებში გაიზარდა. აღნიშნულის მთავარი გამომწვევი ფაქტორია უცხო ენებისა და ახალი ტექნოლოგიების ცოდნა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების დასაქმება საჯარო სექტორში იზრდება, საჯარო სექტორი არ ქმნის საკმარის
ადგილებს, რათა სრულად დაკმაყოფილდეს ახალგაზრდების მოთხოვნა სამუშაო ადგილზე.
• შეზღუდული წვდომა სამუშაო ადგილებზე იწვევს ახალგაზრდობის მიგრაციას. ფოკუს ჯგუფის შეხვედრაზე აღნიშნული
იქნა, რომ ახალგაზრდობის 99% გარდაბნის გარეთ მუშაობს. სამუშაო ადგილების ნაკლებობასთან ერთად დაბალი
ხელფასებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამუშაო ძალის მიგრაციაში.

გენდერი

• გენდერული საკითხები პრობლემატური ძირითადად აზერბაიჯანულ მოსახლეობაშია. რეგიონში ჯერ კიდევ აქტუალურ
პრობლემად რჩება ადრეული ქორწინება. სკოლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გოგონები მხოლოდ 9 კლასს
ამთავრებენ, ხოლო შემდეგ თხოვდებიან და წყვეტენ სწავლას. აზერბაიჯანის მოსახლეობამ დაადასტურა ეს ფაქტი, თუმცა
აღნიშნეს რომ ეს ტრენდი უმჯობესდება, რადგან ცნობიერების დონე ადრეულ ქორწინებებთან დაკავშირებით
მოსახლეობაში იზრდება. მაგალითისთვის, ერთ-ერთმა სკოლამ მოიგო გრანტი საზოგადოების ცნობიერების დონის
ამაღლებაზე ადრეული ქორწინების საფრთხეებთან დაკავშირებით. გენდერული საკითხები უმჯობესდება
ახალგაზრდობაშიც. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლები კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ახალგაზრდების
მომავლის გადაწყვეტაში.
• საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალთა რაოდენობა მამაკაცებზე მეტია.
• გოგონები ასევე აქტიურად არიან ჩართულნი სპორტში (კარატე, ფარიკაობა). გარდაბანში მცხოვრები აზერბაიჯანელი
გოგონა კარატეში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიც კი გახდა.

ბიზნეს გარემო, დასაქმება , კერძო სექტორი

• ზრდასრულთა დასაქმება ასევე აქტუალური პრობლემაა მუნიციპალიტეტში. გარდაბნის მოსახლეობა უმეტესად
თვითდასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, მეცხოველეობის და მიწის დამუშავების მიმართულებით. სოფლის
მეურნეობა აზერბაიჯანელი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა. დასაქმების მხრივ მუნიციპალიტეტში უდიდესი
სექტორებია ფინანსური ინსტიტუტები და მცირე ვაჭრობა. ასევე მოსახლეობა დასაქმებულია სატრანსპორტო სექტორსა
(რკინიგზა) და ენერგეტიკაში (ჰესებზე, სოკარ გაზში და სხვა).

https://gita.gov.ge/
29

42
დედაქალაქთან სიახლოვის გამო გარდაბნის მოსახლეობა სამუშაოს ეძებს თბილისსა და სხვა ქალაქებში. მოსახლეობა
ასევე დასაქმებულია ლილოს ბაზრობასა და რუსთავის ავტომანქანების ბაზრობაზე. ამასთანავე ხშირია მოსახლეობის
მიგრაცია სხვა ქვეყნებში სამუშაოს ძიების მიზნით (აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი ყაზახეთი).
• მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას იმ პროგრამების შესახებ რომლებიც ხორციელდება გარდაბნის
მუნიციპალიტეტში. ფოკუს ჯგუფის წევრები არ ფლობდნენ ინფორმაციას გარდაბანში მოქმედი ფერმერთა ცენტრის
შესახებ.
• კერძო სექტორის ნაწილი სარგებლობს აწარმოე საქართველოს მიერ დანერგილი პროგრამებით და კმაყოფილია
შედეგებით. პროგრამის სარგებელი შესაძლოა გავრცელდეს სხვა სექტორებზეც. ადგილობრივი მოსახლეობის
უმრავლესობა არ ფლობს საპროექტო განაცხადისა და ბიზნეს გეგმის მომზადების უნარებს დაფინანსების მისაღებად.
აწარმოე საქართველოს პროგრამის ფარგლებში აპლიკანტების განაცხადების 80% სოფლის მეურნეობის
საკონსულტაციო დახმარებით იქნა მომზადებული.

ტურიზმი
• გარდაბანში ტურიზმი გასულ წლებში უფრო აქტიური იყო, თუმცა ბოლო წლებში შემცირდა. ძირითადი მიზეზი
მუნიციპალიტეტის საზღვრების ცვლილება და გარეჯის კომპლექსის კახეთის რეგიონისთვის მიკუთვნებაა.
• ზოგადად ქვემო ქართლში არის პოტენციალი ტურიზმის გარკვეული ქვესექტორების განსავითარებლად, როგორიცაა
აგრო, ჯანდაცვის და კულტურული ტურიზმი. მაგალითისთვის, მანგლისი არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო
კურორტი, სადაც უკვე მოქმედებს ტურისტული საინფორმაციო ცენტრი . ქვემო ქართლში არის კულტურული და
ისტორიული ძეგლები, მათ შორის დაშბაშის კანიონი, ბირთვისი, სამშვილდე და ბევრი სხვა. თუმცა აღნიშნული ობიექტები
არ არის ჩართული ტურისტულ მარშუტებში. რეგიონში განთავსებულია ხრამის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც
შესაძლოა გახდეს ტურისტებისთვის მიმზიდველ ღირსშესანიშნაობად.
• თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურისტებს სთავაზობენ საცხენოსნო ტურებს დმანისისა და უკუმიმრთულებით. აქვე
არის ალგეთის დაცული ტერიტორია და ბოლნისის ისტორიული ძეგლები, თუმცა ინფრასტრუქტურის არარსებობა და
გზების მდგომარეობა ტურიზმის განვითარების მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს.

ენობრივი ბარიერები
• ენობრივი ბარიერები განსაკუთრებით მწვავე ასაკოვან მოსახლეობაშია. აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ქართულს
სკოლაში სწავლობენ. არ არსებობს ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა მოსახლეობის მაღალი ასაკობრივი
ჯგუფებისთვის. მაგალითისთვის, არ არსებობს ქართული ენის კურსები საჯარო მოხელეებისთვის. ახალგაზრდებისთვის
ქართული ენის შესწავლის უფრო ფართო შესაძლებლობებია, როგორიცაა წინასასკოლო მოსამზადებელი კლასები და
საზაფხულო ბანაკები ქართული ენის შესწავლისთვის.
• მიუხედავად იმისა, რომ სკოლებსა და ბაღებში ქართული ენა ისწავლება, აზერბაიჯანელი მოსახლეობის0ტვის კვლავ
პრობლემად რჩება ქართულ ენაზე ინფორმაციის დამუშავება. აზერბაიჯანულ დასახლებებში, ქართული ენის გაკვეთილის
გარდა, ყველა გაკვეთილი აზერბაიჯანულ ენაზე ისწავლება, რაც ართულებს აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის
სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესს. შედეგად, სკოლის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში სწავლისას
აზერბაიჯანელებს უჭირთ ქართულ ენაზე სწავლა.

განათლება
• ზოგადი განათლება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასოა. განათლების ხარისხი დამაკმაყოფილებელია.
სკოლებში არსებობს გაერთიანებული კლასები, სადაც აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეები ერთად სწავლობენ.
სკოლებში დანერგილია ელექტრონული სწავლების სისტემა. სასწავლო პროცესში ასევე გათვალისწინებულია სპორტისა
და ხელოვნების კლასები.
• მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელი მოსახლეობის უმეტესობა ზოგად განათლებას იღებს, უმაღლესი განათლების
დონე კვლავ დაბალია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებში.
• ზოგადი განათლების მიმართულებით ახალგაზრდა მასწავლებლების ნაკლებობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ზოგადი
განათლების სისტემისთვის. ასაკოვანი მასწავლებლები არ ტოვებენ სამუშაო ადგილებს და აგრძელებენ სკოლაში
სწავლებას. გარდაბნის სამ სკოლაში მწვავედ დგას ასაკოვანი მასწავლებლების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ
ახალგაზრდა მასწავლებლები მოდიან სკოლაში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, ისინი ვერ აგრძელებენ
მუშაობას შტატის არარსებობის გამო.
• სახელმწიფო პროგრამა 1+4 ხელს უწყობს ორენოვან მასწავლებლებს დაეხმაროს მასწავლებელს სწავლების
პროცესში. აზერბაიჯანელი მოსახლეობა ჩართულია და კმაყოფილია ამ პროგრამით. მათი განცხადების მიხედვით ამ
პროგრამამ მნიშნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ენის ცოდნის ამაღლებას აზერბაიჯანელ მოსახლეობაში
• პროფესიული განათლება თანდათანობით პოპულარული ხდება მოსახლეობაში. რესპოდენტებმა აღნიშნეს, რომ
ახალგაზრდობა უფრო ხშირად აბარებს პროფესიული სწავლების პროგრამებზე.

43
• რეგიონში პროფესიული სასწავლო ცენტრი არ არსებობს. მცირე დაშორება დედაქალაქსა და გარდაბანს შორის
სტუდენტებს საშუალებას აძლევს დედაქალაქში მიიღონ პროფესიული განათლება.

ევროინტეგრაცია და საზღვრისპირა თანამშრომლობა
ფოკუს ჯგუფის მონაწილეების ცნობით, გასულ წლებში დონორების აქტივობა გაცილებით მაღალი იყო. დღესდღეობით
რეგიონში მოქმედებს სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი30, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს.
გაერთიანებული ერების ასოციაციასთან31 ერთად ფონდმა გარდაბანში დააარსა ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც
ადამიანის უფლებების, ტოლერანტულობის, კულტურული მრავალფეროვნების, ოჯახური ძალადობისა და კონფლიქტის
პრევენციის მიმართულებით მუშაობს. გარდაბანში ასევე წარმოდგენილია „IDP Women’s Association“32, რომელიც
აქტივობებს არაფორმალური განათლების მიმართულებით ახორციელებს.

ექსპორტი და სასაზღვრო პროცედურები
• ადგილობრივი მეფუტკრეები თვლიან, რომ თაფლის ექსპორტი საკმაოდ მიმზიდველი ბიზნესია, რადგან ქართული
თაფლი საკმაოდ მაღალი მოთხოვნით სარგებლობს აზერბაიჯანის ბაზარზე და თაფლის ფასი ორჯერ მაღალია
საქართველოსთან შედარებით. მიუხედავად ამისა, არაოფიციალური გადასახადები საზღვარზე აფერხებენ სავაჭრო
სტიმულებს.
• კერძო სექტორი სკეპტიკურად არის განწყობილი აზერბაიჯანის ბაზრის მიმართ. მათ მიაჩნიათ, რომ მონოპოლია და
კორუფცია ხელს უშლის მცირე ბიზნესის წვდომას აზერბაიჯანის ბაზარზე. ერთ-ერთი ბარიერად მიიჩნევა სასაზღვრო
პროცედურებიც. კერძო სექტორის წარმომადგენლები არ ფლობენ ინფორმაციას სასაზღვრო პროცედურების შესახებ.
• ექსპორტის მთავარ გამოწვევას წარმოების მცირე მოცულობა წარმოადგენს. რესპოდენტების ცნობით, ადგილობრივი
წარმოების დონე არასაკმარისია დიდი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საექსპორტო ბაზარზე გასასვლელად
საჭიროა შეიქმნას ახალი რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის
დასრულებული სასაქონლო სახით მომზადებას საექსპორტო ბაზრის სტანდარტების შესაბამისად. რესპოდენტებმა
აღნიშნეს, რომ მიუხედავად კოოპერატივის შექმნის მცდელობისა, კულტურული და მენტალური განსხვავებები წევრებს
შორის თანამშრომლობას აბრკოლებენ .
• რეგულაცია მანქანების დაზღვევის შესახებ სასაზღვრო თანამშრომლობის ბარიერს წარმოადგენს. საზღვარზე
დაზღვევის გასაცემად მხოლოდ ორი ოპერატორი მუშაობს, რაც ქმნის რიგებს და ზრდის დაზღვევის მიღების პროცედურაზე
დახარჯულ დროს. არსებობს ონლაინ პორტალი ავტომობილის დაზღვევის შესაძენად, თუმცა მომხმარებლები არ
ფლობენ ინფორმაციას პორტალის შესახებ და ასევე ენობრივი ბარიერის გამო პორტალით სარგებლობა უცხო ქვეყნის
მოქალაქეთათვის რთულია.
• რესპოდენტთა ნაწილმა აღნიშნა, რომ სოფლებს შორის დამატებითი სასაზღვრო პუნქტის არსებობა გააუმჯობესებს
თანამშრომლობას საზღვრისპირა რეგიონებს შორის.

ინტეგრაცია და საზღვრისპირა რეგიონებს შორის თანამშრომლობა
• მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არ აქვს ეკონომიკური კავშირები გაზახთან და ზოგადად განჯა-გაზახის რეგიონთან.
რესპოდენტები არ იცნობენ საზღვრისპირა რეგიონში არსებულ სიტუაციას, რაც ზღუდავს ეკონომიკური ურთიერთობების
განვითარებას.
• საზღვრისპირა რეგიონებს შორის გამოკვეთილი ეკონომიკური თანამშრომლობა არ არსებობს. რეგიონებს შორის
ვაჭრობა ძირითადად ცალკეული პირების დონეზე ხდება და საკმაოდ მცირე მოცულობით.
• ადგილობრივი ხელისფულების წარმომადგენლებს შორის კოოპერაციის მექანიზმი არ არსებობს. თანამშრომლობა
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძირითადად სახელმწიფო დონეზე ხდება და ადგილობრივი ხელისუფლება არ არის
ჩართული საზღვრისპირა რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარების პროცესში. ადგილობრივ ხელისუფლებას
შორის თუ რამე კომუნიკაცია არსებობს, ეს მხოლოდ პირადი კონტაქტების საფუძველზე ხდება.
• ქართული მხარე თვლის, რომ აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის ინტეგრაციის მხრივ საკმაოდ ფართო
შესაძლებლობები არსებობს. თუმცა აზერბაიჯანელი მოსახლეობის აზრით მათი ჩართულობა საჯარო სექტორსა და
ადგლობრივ აქტივობებში გაცილებით დაბალია ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებთან შედარებით. მათი ჩართულობა
ძირითადად წინასაარჩევნო აქტივობებით შემოიფარგლება. რეალურად ისინი არ აღიქვამენ თავს საზოგადოების
მნიშვნელოვან ნაწილად. ქართული მხარის აზრით ენობრივი ბარიერი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მთავარ
დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს.
• ინტეგრაციისა და კომუნიკაციის პრობლემა გაცილებით ნაკლებად იკვეთება ახალგაზრდობაში. სპორტული და
კულტურული აქტივობები ხელს უწყობენ ახალგაზრდების თანამშრომლობას სკოლის დონეზე, რაც დადებითად მოქმედებს
ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესზე.
30
https://cif.org.ge/
31
http://www.una.ge/
32
https://www.peaceinsight.org/conflicts/georgia/peacebuilding-organisations/consent/

44
განჯა - გაზახის რეგიონის მიმოხილვა
ზოგადი მიმოხილვა

განჯა-გაზახის ეკონომიკური ზონა მდებარეობს აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში და სიდიდით ქვეყნის მეორე ყველაზე
მსხვილ ეკონომიკურ რეგიონს წარმოადგენს. რეგიონის საერთო ფართობი 12.5 ათასი კვადრატული მეტრია რაც ქვეყნის
ტერიტორიის 14.4%-ია. განჯა-გაზახი დაყოფილია ცხრა ადმინისტრაციულ ერთეულად: აღსტაფა, დაშქესენი, გედებეი,
გორანბოი, გოიგოლი, გაზახი , სამუხი, შამქირისა და ტომუზის ადმინისტრაციული ერთეულები. ასევე რეგიონში არის
ორი ქალაქი , ნაფტალანი და განჯა, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს
წარმოადგენს.

მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით განჯა-გაზახის რეგიონი ქვეყანაში სიდიდით მეორე ადგილზეა. რეგიონის
მოსახლეობის რიცხოვნობა 1 265 ათას კაცს შეადგენს. ურბანიზაციის დონე განსხვავდება ადმინისტრაციული ერთეულების
მიხედვით. დაშქესენი და გოიგოლის ადმნისტრაციული ერთეულები რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალი ურბანიზაციის
დონით ხასიათდებიან. მათი მოსახლეობის 40%-ზე მეტი ქალაქად ცხოვრობს, მაშინ როცა ტოვუზი და გადაბეი ყველაზე
დაბალი ურბანიზაციით ხასიათდება და მოსახლეობის 80% სოფლად ცხოვრობს. დაბალია ურბანიზაციის დონე აღსტაფისა
და გაზახის რაიონებშიც. აღსტაფაში მოსახლეობის მხოლოდ 24.5% ცხოვრობს ქალაქში, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი
(75.5%) კი სასოფლო დასახლებებში ცხოვრობს. მსგავსი სიტუაცია არის გაზახშიც, სადაც ურბანიზაციის დონე 22.5%-ია,
ხოლო მოსახლეობის დარჩენილი 77.5% სასოფლო დასახლებების მაცხოვრებელია.

22 | ქვეყნისა და რეგიონის დონეზე არსებული საშუალო ხელფასის შედარება (მანათი)

742

500

292
258 240

ბაქო აზერბაიჯანი განჯა-გაზახის გაზახის აღსტაფას
რეგიონი მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტი

წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს მსგავსად რეგიონებისა და დედაქალაქის ეკონომიკურ განვითარებას შორის საკმაოდ მაღალი სხვაობაა.
ბიზნეს ობიექტების უმრავლესობა ბაქოში ფუნქციონირებს. ქვეყნის რეგიონებს შორის განჯა-გაზახი მეორე ადგილზე დგას
რეგისტრირებული ბიზნეს ობიექტების მიხედვით. განჯა-გაზახის რეგიონში 7,200 ბიზნეს ობიექტია რეგისტრირებული,
სადაც 96,631 ადამიანია დასაქმებული. აღნიშნული რიცხვი ქვეყნის მასშტაბით ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 14.1%-ს
წარმოადგენს. საშუალო ხელფასი რეგიონში 299 მანათია, რაც 40%-ით ჩამორჩება ქვეყნის მასშტაბით საშუალო
ხელფასის დონეს და 59%-ით ნაკლებია დედაქალაქში არსებულ საშუალო ხელფასზე.

ასეთი მნიშვნელოვანი სხვაობა დედაქალაქსა და რეგიონების საშალო ხელფასებს შორის სამუშაო ძალის დაბალ
პროდუქტიულობაზე მიუთითებს, რაც ცოდნისა და უნარების ნაკლებობითაა გამოწვეული და რეგიონის ეკონომიკური
განვითარებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

45
პროდუქციის უდიდესი ნაწილი დედაქალაქში იწარმოება. პროდუქციის 71% ბაქოშია წარმოებული, ხოლო დარჩენილი
29% რეგიონებს შორის ნაწილდება. განჯა-გაზახი მეორე ადგილზეა არანის რეგიონის შემდეგ ეკონომიკური
მნიშვნელობის მიხედვით და იკავებს 4.6% წილს ქვეყნის მთლიან წარმოებაში. სოფლის მეურნეობა, მშენებლობა,
საცალო ვაჭრობა და მრეწველობა რეგიონის წამყვან დარგს წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიხედვით ქვეყნის რეგიონებს შორის განჯა-გაზახი მეორე ადგილს იკავებს. ქვეყნის
სოფლის მეურნეობის პროდუქტის 16.9% განჯა-გაზახის რეგიონში იწარმოება და მხოლოდ არანის რეგიონი ასწრებს
32.3%-იანი წილით სოფლის მეურნეობის საერთო წარმოებაში. სოფლის მეურნეობის ძირითად მიმართულებებს ხორცის,
რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ყურძნისა და კარტოფილის წარმოება წარმოადგენს.

23 | განჯა-გაზახის ეკონომიკური სტრუქტურა (მილიონი მანათი)

626
18%

მრეწველობა
სოფლის მეურნეობა
955 მშენებლობა
27% 1,062 ტრანსპორტი და სასაწყობე
30% მეურნეობა
კავშირგაბმულობა და საკომუნიკაციო
სერვისები
12 ვაჭრობა და სატრანსპორტო
0.4% საშუალებების შეკეთება
107
3% წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის
ეროვნული სამსახური
785
22%

მშენებლობას რეგიონის ეკონომიკის 22% უკავია. ქვეყნის სამშენებლო წარმოების 6.3% განჯა-გაზახის რეგიონში
იწარმოება და ამ მაჩვენებლით რეგიონი ქვეყანაში მესამე ადგილს იკავებს. რეგიონში იწარმოება მეტალის
კონსტრუქციები, ცემენტი, აგური, კერამიკისა და მარმარილოს ნაწარმი.33

სამრეწველო პროდუქცია რეგიონის საერთო გამოშვების 18%-ს იკავებს. უნდა აღინიშნოს, რომ სამრეწველო
პროდუქციის 87.4% ბაქოში იწარმოება, ხოლო დარჩენილი 12.6% რეგიონებს შორის არის გადანაწილებული.
სამრეწველო პროდუქციის წილით (1.6%-ით) განჯა-გაზახი მესამე ადგილზეა რეგიონებს შორის. სამრეწველო
პროდუქციის ძირითადი ჯგუფებია ელექტრონული საქონელი, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა,
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მეტალურგია, ბამბა, ტექსტილი, კერამიკა, მინისა და საკვების წარმოება.

რეგიონის ეკონომიკა სტაბილურად იზრდებოდა 2010 წლიდან. 2014 წელს ეკონომიკური ზრდა შემცირდა ნავთობის ფასის
შოკის გამო, თუმცა ეკონომიკა სწრაფად აღდგა და დადებითი ზრდის ტემპი გრძელდება 2016 წლიდან. ყველაზე სწრაფად
მზარდი სექტორი სამშენებლო ინდუსტრიაა, რომელიც 31.3%-ითა გაიზარდა 2017 წელს. მას მოყვება სოფლის მეურნეობა
10.8%-იანი და სატრანსპორტო სექტორი 10%-იანი ზრდის ტემპით. ყველაზე დაბალი ზრდა დაფიქსირდა ვაჭრობასა (1.5%)
და სამრეწველო პროდუქციაში, რომელიც 18.7%-ით დაეცა 2017 წელს.

„აზერბაიჯანის ეკონომიკა: დამოუკიდებლობის 25 წელი”, ოსმან ნური არასი, ელჩინ სულეიმანოვი, კარიმ მამადოვი
33

46
24 | გამოშვების რეალური ზრდა განჯა გაზახის რეგიონში, 2017 წელი

მშენებლობა 31.3%

სოფლის მეურნეობა 10.8%

ტრანსპორტი და სასაწყობე მეურნეობა 10.0%

კავშირგაბმულობა და საკომუნიკაციო
6.6%
სერვისები

ვაჭრობა და სატრანსპორტო
საშუალებების შეკეთება 1.5%

-18.7% მრეწველობა გამოშვების ზრდის ტემპი დარგების მიხედვით
წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საერთაშორისო გეოგრაფების მიმოხილვის მიხედვით, კლიმატისა და ლანდშაფტის თავისებურებების გათვალისწინებით,
რეგიონი ოთხ ზონად იყოფა: ფერდობები, მთისპირა ზონა, საშუალო მაღლობი (1000-2000 მ ზღვის დონიდან) და ალპური
ზონა (ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მაღლა). ლანდშაფტის მრავალფეროვნება და ბუნების თავისებურებები, ტყეების,
მთებისა და მინერალური წყლების არსებობა რეგიონში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების პოტენციალს ქმნის.

რეგიონში განვითარებულია საბაზისო ტურისტული ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო ქსელი. რეგიონს კვეთს
მნიშნელოვანი სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო მარშრუტები. განჯაში, ნაფტალანსა და აღსტაფაში ფუნქციონირებენ
აეროპორტები. განჯის აეროპორტი ძირითადად შიდა ფრენებისა და ყოფილი დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით არსებულ
რეისებს იღებს, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა საერთაშორისო ფრენების მიმართულებების გაფართოება.
რეგიონის საზღვრისპირა მდებარეობა ქმნის პოტენციალს მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობისათვის.

25 | გამოშვების რეალური ზრდა განჯა-გაზახის რეგიონში, 2010-2017 წწ

18%

16%

11%

8%

6%

3%

0%

2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017

-2%

გამოშვების რეალური ზრდა
წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახური

47
აღსტაფა
დემოგრაფიული მიმოხილვა

აღსტაფა საზღვრისპირა რეგიონს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტს საერთო საზღვარი აქვს საქართველოსთან.
აღსტაფადან ბაქომდე მანძილი 461 კმ-ს შეადგენს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 86.6 ათას კაცია. მოსახლეობის ბოლო
აღწერა 2009 წელს ჩატარდა. აღსტაფის მოსახლეობა სტაბილურად იზრდებოდა 2010 წლიდან, მოსახლეობის საშუალო
ზრდის ტემპმა 1.2% შეადგინა. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სასოფლო დასახლებებში ცხოვრობს, ურბანიზაციის
დონე დაბალია და 25.1%-ს შეადგენს.

26 | ურბანიზაციის დონე და მოსახლეობის გენდერული სტრუქტუა, აღსტაფა 2017

74.9%

49.3% 50.7%

25.1%

ქალაქად სოფლად კაცი ქალი
მცხოვრები მცხოვრები
მოსახლეობის მოსახლეობის
წილი წილი
ურბანიზაციის დონე მოსახლეობის სტრუქტურა
გენდერულ ჭრილში
წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მოსახლეობა გენდერულ ჭრილში თანაბრადაა გადანაწილებული. მოსახლეობის 99% აზერბაიჯანელია, თუმცა
მუნიციპალიტეტში სხვა ეროვნების მაცხოვრებლებიც არიან წარმოდგენილნი, მათ შორის ქართველები, რუსები, თურქები
და ქურთები. თუმცა მათი წილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში უმნიშვნელოა. მოსახლეობის 89% 60 წელზე დაბალი
ასაკისაა, ახალგაზრდა მოსახლეობის წილი (15-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი) მოსახლეობის 25.9%-ს შეადგენს.

27 | მოსახლეობის განაწილება ასაკობრივ ჭრილში, 2016

3%
7%

23%
0-14
15-29
19%
30-44
45-59
60-74
75 და მეტი

წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის
ეროვნული სამსახური
26%
22%

48
მოსახლეობის განათლების საერთო დონე დაბალია. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხოლოდ 9.5% ფლობს უმაღლეს
განათლებას. მოსახლეობის უდიდესი წილი (64.8%) სრულ ზოგად განათლებას ფლობს, ხოლო 1.2%-ს არანაირი
განათლება არ მიუღია. უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის დაბალი წილი ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ
ახალგაზრდები უმაღლეს განათლებას იღებენ ბაქოში ან საზღვარგარეთ და უკან აღარ ბრუნდებიან, ძირითადად
დედაქალაქში აგრძელებენ მუშაობას. უნდა აღინიშნოს, რომ დაბალი განათლების მქონე მოსახლეობაში ქალები
ჭარბობენ. აღნიშნული განსხვავება განათლების მაღალ საფეხურებზე მცირდება. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი
განათლების მქონე მოსახლეობაში ქალების წილი მცირედით ჭარბობს მამაკაცთა წილს.

შრომის ბაზარი

აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აღსტაფას მოსახლეობის ნახევრაზე მეტი დასაქმებულია,
ძირითადად თვითდასაქმების ხარჯზე. აღსტაფის 43.5 ათასი მაცხოვრებელი დასაქმებულია, საიდანაც მხოლოდ 8.6 ათასი
არის დაქირავებით დასაქმებული, დანარჩენი ნაწილი მოსახლეობისა თვითდასაქმებულია. დასაქმების მაჩვენებელი
აღსტაფაში სტაბილურად იზრდება. 2010 წლიდან დასაქმება 10%-ით 39.3-დან 43.5 ათას კაცამდე გაიზარდა. აღსანიშნავია,
რომ დასაქმების ზრდა ძირითადად თვითდასაქმების ხარჯზე მოხდა, მაშინ როცა დაქირავებით დასაქმებულთა
რაოდენობა 9-დან 8.6 ათასამდე არის შემცირებული 2010 წელთან შედარებით.

აღსატაფაში საშუალო ხელფასი 240.3 მანათია, რაც 52%-ით ჩამორჩება ქვეყნის მასშტაბით არსებულ საშუალო ხელფასის
დონეს და 17.5%-ით რეგიონის საშუალო ხელფასს. რეგიონი ხასიათდება საშუალო ხელფასის დონის ზრდით. 2014
წლიდან რეგიონში საშუალო ხელფასი მცირედით გაიზარდა. დაბალი ხელფასი სამუშაო ძალის დაბალი
პროდუქტიულობის მაჩვენებელია, პროფესიული უნარებისა და ცოდნის ნაკლებობა ზღუდავს მაღალპროდუქტიულ
სექტორში დასაქმებასა და მაღალი შემოსავლის მიღებას.

განჯა -გაზახის რეგიონში საჯარო სექტორში 2804 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც ქალების წილი მხოლოდ 31.7%-ია
(824). ქალების დაახლოებით ნახევარი - 42% დაბალ პოზიციებს იკავებს. ადმინისტრაციული თანამდებობების
უმრავლესობა მამაკაცებს უკავიათ.

28 | დასაქმება საჯარო სექტორში გენდერული და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით,
განჯა გაზახის რეგიონი

1980
1854

824
474
349
126

საჯარო მოხელეთა 4-7 დონის ადმინისტრაციული დამხმარე
საერთო რაოდენობა თანამდებობები პოზიციები
ქალი კაცი

25.3% 13.5%

49.5% 56.2%

25.2% 30.3%

4-7 დონის ადმინისტრაციული დამხმარე
თანამდებობები პოზიციები

35 წელზე ნაკლები 35-54 55 და მეტი

წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახური

49
საჯარო მოხელეთა 25.8% 35 წელზე დაბალი ასაკისაა და მათი უმრავლესობა იკავებს ადმინისტრაციულ პოზიციებს.
საჯარო მოხელეთა 75.8% 35-54 წლის ასაკობრივ ჯგუფშია, შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აზერბაიჯანის
საჯარო სექტორი უმეტესად ახალგაზრდა კადრებითაა დაკომპლექტებული. საჯარო სექტორში გენდერული განსხვავება
აშკარაა, ქალების უმრავლესობა დაბალ პოზიციებზეა დასაქმებული. მსგავსი განსხვავება წარმოდგენილია ქალთა
მეწარმეობის მიმართულებითაც. აღსტაფაში 949 ქალი მეწარმეამ რაც მეწარმეთა საერთო რაოდენობის 19.1%-ს
შეადგენს. წარმოებაში ქალთა მცირე ჩართულობა ოჯახის გავლენითაა განპირობებული. ოჯახის წევრების
წინააღდეგობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალების არჩევანზე შეწყვიტონ კარიერა და იზრუნონ საოჯახო
საქმეებზე.

29 | მოსახლეობის განაწილება განათლების საფეხურების მიხედვით, აღსტაფა

19,748 19,906

4,422
2,898 2,962 3,213 3,642
2,193
458 1,051 532
211

უმაღლესი ზოგად სრული ზოგადი ზოგადი დაწყებითი განათლების
განათლება სპეციალიზებული განათლება განათლება განათლება გარეშე
განათლება

კაცი ქალი
წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ქალთა რაოდენობა, რომელთაც საბაზისო განათლება აქვთ მიღებული, ორჯერ აღემატება იმავე განათლების დონის
მქონე მამაკაცთა რაოდენობას. განათლების დაბალ საფეხურებზე ასეთი მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავება
მიუთითებს, რომ გოგონები კვლავ აწყდებიან ბარიერებს განათლების მიღების კუთხით.

ეკონომიკა

2017 წელს რეგიონში შექმნილი პროდუქციის ღირებულებამ 3.5 მილიარდი მანათი შეადგინა, რაც ქვეყნის საერთო
წარმოების 4.5%-ს წარმოადგენს. რეგიონში წარმოების ძირითადი ნაწილი განჯაში ხორციელდება. ქალაქის წილი
რეგიონის საერთო გამოშვებაში 27%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა შემქირი 16.9%-ით. აღსტაფას წილი რეგიონის
გამოშვებაში 5.9%-ს შეადგენს, ხოლო გაზახის წილი 5.7%-ია.

აღსტაფის ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი 32% სამშენებლო ინდუსტრიას უკავია , მეორე ადგილზეა ვაჭრობა 21%-იანი
წილით ადგილობრივ ეკონომიკაში. რეგიონის ეკონომიკა 2014-2015 წლების გამოკლებით, განიცდიდა სტაბილურ ზრდას,
თუმცა ეკონომიკური განვითარების დონით რეგიონი კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება დედაქალაქს. წარმოება ერთ
სულ მოსახლეზე აღსტაფაში 2 415 მანათია, რაც დედაქალაქთან შედარებით რვაჯერ ნაკლებია.

30 | ეკონომიკური ზრდა აღსტაფაში, 2010-2017 45.1%

26.5%
19.4% 20.5%
14.3%

2.7%

2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
-0.2%
გამოშვების რეალური ზრდა აღსტაფაში
წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახური -17.2%

50
აღსტაფის რეგიონში წარმოება სტაბილურად იზრდება. გამონაკლისია 2014-2015 წელი, როდესაც ნავთობის ფასების
შოკმა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება გამოიწვია, თუმცა შოკის ეფექტი მალევე გაქრა და 2016 წლიდან
დადებითი ზრდის ტენდენცია გაგრძელდა. აღსტაფის ყველაზე სწრაფადმზარდ სეტორებს შორის არის მშენებლობა
133.9%-იანი ზრდით, მრეწეველობა34 44.4% და სოფლის მეურნეობა 14.8%-იანი ზრდით. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს
რეგიონში სამრეწველო სექტორის გამოშვება 18%-ით შემცირდა, თუმცა აღსტაფის მუნიციპალიტეტში მრეწველობის
დარგში პოზიტიური ზრდა იქნა შენარჩუნებული.

31 | წარმოების ზრდა ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, აღსტაფა, 2017

მშენებლობა 133.9%

მრეწველობა 44.4%

სოფლის მეურნეობა 14.8%

კავშირგაბმულობა 6.1%

ტრანსპორტი და სასაწყობე მეურნეობა 4.0%

ვაჭრობა, სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება 1.6% წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის
ეროვნული სამსახური

განჯა-გაზახის რეგიონში 22 430 მცირე საწარმო მოქმედებს, საიდანაც 93% ფიზიკური პირის საკუთრებაშია. მცირე
საწარმოების 46.8% სავაჭრო და საყოფაცხოვრებო საქონლის შეკეთებას ეწევა და მცირე საწარმოების წარმოების 56%-ს
ქმნის. 2015 წელს მცირე ზომის საწარმოების მიერ რეგიონში 417.2 მილიონი მანათის პროდუქცია შეიქმნა, რაც რეგიონის
წარმოების 11.7 %-ს შეადგენს.

აღსტაფაში 1534 მცირე საწარმოა. საწარმოების 95.6% ფიზიკური პირის საკუთრებაშია. მცირე საწარმოების წარმოება 23.3
მილიონი მანათია, რაც აღსტაფის საერთო წარმოების 11%-ს შეადგენს. მცირე საწარმოები ძირითადად საცალო
ვაჭრობაში მოღვაწეობენ, რომელიც მცირე საწარმოების წარმოების 74%-ს ქმნის.

32 | საწარმოთა რაოდენობა საქმიანობის სახეების მიხედვით, აღსტაფა 2015

25
18
2%
1%
19
290 1%
სოფლის მეურნეობა
19%
მრეწველობა
მშენებლობა
ვაჭრობა, სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება

120 ტრანსპორტი და სასაწყობე მეურნეობა
8% 1,534 724
განთავსება და კვების მომსახურება

47% სხვა

წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის
ეროვნული სამსახური

338
22%

34
მრეწველობა მოიცავს სამრეწეველო დარგის ყველა ქვესექტორს.

51
33 | ეკონომიკური საქმიანობების წილი, მლნ მანათი

5%
3.4%
6%

ვაჭრობა, სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება

11.8% ტრანსპორტი და სასაწყობე მეურნეობა

განთავსება და კვების მომსახურება
23.3 მრეწველობა

სხვა

წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის
ეროვნული სამსახური

74%

მცირე საწარმოებში რეგიონის მასშტაბით 8 491 ადამიანია დასაქმებული, რაც აზერბაიჯანში მცირე საწარმოებში
დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 9.7%-ია. აღსტაფაში 164, ხოლო გაზახში 97235 ადამიანია მცირე საწარმოებში
დასაქმებული.

სტატისტიკური მონაცემები მოცემულია 2015 წლის მდგომარეობით
35

52
გაზახი
დემოგრაფიული მიმოხილვა

გაზახი აღსტაფას მეზობელი რაიონია, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობს. გაზახიდან ბაქომდე
მანძილი 470 კმ-ია. გაზახის მოსახლეობა 95.8 ათასი კაცია, რაც რეგიონის მოსახლეობის 7,6%-ია. აღნიშნული
მაჩვენებლით გაზახი რეგიონში მიხედვით მეექვსე ადგილზეა. აღსტაფას მსგავსად გაზახშიც დაბალია ურბანიზაციის
დონე, მოსახლეობის 77.5% სასოფლო დასახლებებში ცხოვრობს. მოსახლეობის გენდერული სტრუქტურა თანაბარია.
ქალების რაოდენობა მცირედით ჭარბობს მამაკაცების რაოდენობას, ქალების წილი გაზახის მოსახლეობის 51.1%-ს
შეადგენენ.

34 | ურბანიზაციის დონე და მოსახლეობის სტრუქტურა გენდერულ ჭრილში, გაზახი, 2016

77.5%

48.9% 51.1%

22.5%

ქალაქად სოფლად კაცი ქალი
მცხოვრები მცხოვრები
მოსახლეობის მოსახლეობის
წილი წილი
2017 2017
წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მოსახლეობის 99.5% აზერბაიჯანელია. ეთნიკური უმცირესობის წილი საერთო მოსახლეობაში უმნიშვნელოა. გაზახის
მოსახლეობის 88% 60 წელზე დაბალი ასაკისაა. ახალგაზრდობის წილი მოსახლეობაში 25%-ს შეადგენს. მოსახლეობის
დაბერების პრობლემა ჯერ-ჯერობით მუნიციპალიტეტში მწვავედ არ დგას.

35 | მოსახლეობის სტრუქტურა ასაკობრივ ჭრილში, გაზახი, 2016

4%
8%
22%
0-14
15-29
30-44
20% 45-59
60-74
75 და მეტი

წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის
25% ეროვნული სამსახური

21%

53
მოსახლეობის საერთო განათლების დონე დაბალია. 15 წელზე მაღალი ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 13%-ს აქვს
უმაღლესი განათლება. მოსახლეობის უმეტესობას, 61.3%-ს, აქვს სრული ზოგადი განათლება. ზოგადი განათლების
საფეხურზე ქალთა და მამაკაცების რაოდენობა მეტნაკლებად თანაბარია. თუმცა დაბალი განათლების მქონე
მოსახლეობას შორის ქალების წილი გაცილებით მაღალია. დაწყებითი განათლების მქონე მოსახლეობის რაოდენობის
66.9% ქალია. ასევე მაღალია ქალების წილი (68.8%) იმ მოსახლეობაში, ვისაც საერთოდ არ აქვს განათლება მიღებული.
განათლების დაბალ საფეხურებზე ქალთა რაოდენობის სიჭარბე მიუთითებს, რომ ქალებს კვლავ შეზღუდული წვდომა
აქვთ განათლებაზე და იძულებულნი არიან განათლების ადრეულ საფეხურებზე მიატოვონ სწავლა. ასევე აღსანიშნავია,
რომ უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობას შორის ქალების რაოდენობა უმნიშვნელოდ ჭარბობს მამაკაცებს.
მთლიანობაში, რაიონის მასშტაბით 8968 ადამიანს აქვს უმაღლესი განათლება, საიდანაც 51.2% ქალია.

36 | განათლების დონე გაზახში; მოსახლეობის განათლების დონე გენდერულ ჭრილში;
2016
9%

13%
უმაღლესი განათლება
ზოგად სპეციალიზებული განათლება
2% სრული ზოგადი განათლება
3% ზოგადი განათლება
დაწყებითი განათლება
61% განათლების გარეშე
12%

21379 20900

4375 4593 4143 4544
3819
2279
640 1294 667
302

უმაღლესი ზოგად სრული ზოგადი ზოგადი დაწყებითი განათლების
განათლება სპეციალიზებული განათლება განათლება განათლება გარეშე
განათლება

კაცი ქალი

წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახური

54
შრომის ბაზარი

უახლესი მონაცემების მიხედვით განჯა-გაზახის რეგიონში დასაქმებულთა რაოდენობა 631 ათას კაცს შეადგენს.
დასაქმებულთა რიცხვი გაზახის რეგიონში 49.4 ათასი კაცია, რაც ზრდასრული მოსახლეობის 71%-ია. დასაქმებულთა
შორის უმეტესი ნაწილია თვითდასაქმებულია. დასაქმებული მოსახლეობის მხოლოდ 23% (113 ათასი კაცი) არის
დაქირავებით დასაქმებული. 2016 წელს გაზახში დასაქმებულთა რიცხვი 2.1%-ით გაიზარდა, ხოლო დაქირავებით
დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ 4.5% შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სამუშაო ადგილების რიცხვი 2016 წელს 184%-ით გაიზარდა. ახალი სამუშაო ადგილების
რიცხვმა 2016 წელს 2 141 შეადგინა. ახალი სამუშაო ადგილების უმეტესობა 95% მუდმივ სამუშაო ადგილს წარმოადგენდა.
გაზახში 539 საწარმოა რეგისტრირებული, სადაც 7 506 ადამიანია დასაქმებული. გაზახის რაიონში ხელფასის საშუალო
დონე 258.1 მანათია, რაც 13%-ით ჩამორჩება რეგიონში არსებულ საშუალო ხელფასის დონეს, ხოლო ქვეყანაში არსებულ
საშუალო ხელფასზე 71.3%-ით ნაკლებია.

37 | ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა, გაზახი, 2010-2016
2141
2031

1064
889 957 877 907 867
753
467 493
376

2010 2012 2013 2014 2015 2016

სულ ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა მუდმივი სამუშაო ადგილები
წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ეკონომიკა

გაზახში წარმოებული პროდუქციის ღირებულებამ 2016 წელს 200 მლნ მანათი შეადგინა, რაც ქვეყნის საერთო წარმოების
5.7%-ია. 2016 წელს 15%-იანი ვარდნის შემდეგ, 2017 წელს გაზახში წარმოებული პროდუქცია 23.4%-ით გაიზარდა. სოფლის
მეურნეობა გაზახის ეკონომიკის ძირითად სფეროს წარმოადგენს 39%-იანი წილით რაიონის მთლიან გამოშვებაში.
სოფლის მეურნეობის შემდეგ მეორე ადგილზეა ვაჭრობა 30%-იანი წილით და მრეწველობა 18%-იანი წილით გაზახის
მთლიან გამოშვებაში.

38 | გაზახის ეკონომიკური სტრუქტურა, მლნ მანათი, 2016

36
18%
59 მრეწველობა
30% სოფლის მეურნეობა
მშენებლობა
ტრანსპორტი და სასაწყობე მეურნეობა
200.6
მლნ. მანათი კავშირგაბმულობა და საკომუნიკაციო სერვისები

1.4 ვაჭრობა, სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება
1%
59 წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის
ეროვნული სამსახური
3%
78
18 39%
9%

55
39 | გამოშვების წლიური ზრდა გაზახში (მარცხნივ), ზრდა ეკონომიკურის
საქმიანობების მიხედვით (მარჯვნივ), 2017

29.8%
23.4% მშენებლობა 2.8%
21.5%
ტრანსპორტი და
სასაწყობე მეურნეობა 17.7%

მრეწველობა 17.6%
1.5% 2.0% 0.2% კავშირგაბმულობა და
საკომუნიკაციო სერვისები 13.4%
2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 ვაჭრობა, სატრანსპორტო
საშუალებების შეკეთება 1.2%

-13.0% სოფლის მეურნეობა 0.9%
-15.0%
წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2013 წლიდან გაზახის ეკონომიკა მერყეობას განიცდიდა. მაღალი ზრდის ტემპი მიუთითებს რაიონის ეკონომიკის მაღალ
რეზისტენტულობას შოკების მიმართ და უნარს სწრაფად აღიდგინოს ძალები რეცესიის შემდეგ. მშენებლობა ყველაზე
სწრაფადმზარდი სექტორია, რაიონის მასშტაბით სწაფად მზარდ სეტორებს შორის მეორე და მესამე ადგილს
ტრანსპორტი და მრეწველობა იკავებს. სოფლის მეურნეობა გაზახის ეკონომიკის ძირითად დარგს წარმოადგენს, თუმცა
2017 წელს დარგის გამოშვება უმნიშვნელოდ გაიზარდა.

გაზახში 1772 მცირე საწარმოა, რომლის 91% ფიზიკური პირის მფლობელობაშია. უახლოესი მონაცემებით გაზახში მოქმედ
მცირე საწარმოებში 972 ადამიანი იყო დასაქმებული 2015 წელს. მცირე საწარმოების წარმოებამ 27.7 მლნ მანათი შედგინა
რაც გაზახის გამოშვების 16%-ს შეადგენს. მცირე საწარმოები ძირითადად ვაჭრობის, მომსახურების, ტრანსპორტირებისა
და სასაწყობე სექტორში მოღვაწეობენ.

40 | მცირე ზომის საწარმოების რიცხვი საქმიანობის სახეების მიხედვით, გაზახი
(2015)

35 26
48 10
2% 1%
3% 1%

134
ვაჭრობა, სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება
8%
ტრანსპორტი და სასაწყობე მეურნეობა

სხვს

განთავსება და კვების მომსახურება
310
17% 840 სოფლის მეურნეობა
47%
მრეწველობა

მშენებლობა

სხვა

370
21%

56
41 | მცირე საწარმოების წლიური ბრუნვა საქმიანობის სახეების მიხედვით, 2015,
მლნ მანათი
2
7%
2.5
9%
ვაჭრობა, სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება

ტრანსპორტი და სასაწყობე მეურნეობა

27.7 განთავსება და კვების მომსახურება
5.8 მლნ. მანათი
21% სხვა

17.3 წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის
63% ეროვნული სამსახური

მშენებლობა

მშენებლობა აღსტაფაში ყველაზე სწაფადმზარდ სექტორს წარმოადგენს და მას აღსტაფის ეკომომიკის 42% უკავია. 2017
წელს მშენებლობაში გამოშვების ზრდის ტემპი 133%-ს შეადგენდა. მშენებლობაში ასეთი სწრაფი ზრდის ტემპი აიხსნება
2016 წლის ვარდნით, რაც სექტორის მაღალ სიცოცხლისუნარიანობასა და შოკების შემდეგ ძალების სწრაფად აღდგენის
შესაძლებლობაზე მეტყველებს. განჯა-გაზახის რეგიონში სულ 72 სამშენებლო საწარმო მოქმედებს, საიდანაც 9 გაზახში და
7 აღსტაფაშია განთავსებული. სამშენებლო საწარმოების გამოშვების ღირებულებამ 166 მლნ მანათი შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობას რეგიონის ეკონომიკაში მაღალი წილი უკავია, განჯა-გაზახის წილი ქვეყნის
სამშენებლო სექტორის მხოლოდ 2%-ია. სამშენებლო სექტორში რეგიონის მასშტაბით 3 555 ადამიანია დასაქმებული,
საიდანაც 158 აღსტაფაში, ხოლო 151 გაზახშია დასაქმებული. სექტორში საშუალო ხელფასის დონე აღსტაფაში 243.1
მანათია, ხოლო გაზახში 332.6 მანათს შეადგენს, რაც ბაქოსთან შედარებით საკმაოდ დაბალია. ბაქოში სამშენებლო
სექტორში ხელფასის საშუალო დონე 1062 მანათია. აღნიშნული სხვაობა რეგიონსა და დედაქალაქს შორის, რეგიონში
სექტორის დაბალპროდუქტიულობაზე მიუთითებს.

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობას რეგიონის გამოშვებაში 30%-იანი წილი უჭირავს. სოფლის მეურნეობა აღსტაფას ეკონომიკის
წამყვან დარგს წარმოადგენს და რაიონის გამოშვებული პროდუქციის 38.3%-იანი წილი უკავია. მნიშვნელოვანია
სოფლის მეურნეობის წილი გაზახის რაიონის ეკონომიკაში, სადაც სოფლის მეურნეობაში გამოშვებული პროდუქციის
წილი რაიონის მასშტაბით საერთო რაოდენობის 38,8%-ს შეადგენს. რეგიონში სოფლის მეურნეობის უდიდესი წილი 31.1%
შემქირში იწარმოება. აღსტაფა რეგიონის სოფლის მეურნეობის გამოშვებაში 6.1%-ს იკავებს, ხოლო გაზახის წილი
რეგიონში სოფლის მეურნეობის გამოშვების 7.3%-ია.

42 | ადმინისტრაციული ერთეულების წილი სოფლის მეურნეობის გამოშვებაში,
განჯა-გაზახის რეგიონი
7%
7%

31%
5%
შამქირი გადაბეი

9% ტოვუზი გორანბოი

ქ. ნაფტალანი გოიგოლი

ქ. განჯა გაზახი

13% აღსტაფა შამუხი

19% დაშქასან
3%
6%
0%
0% წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული სამსახური

57
რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მიწის საერთო ფართობი 195 ათასი ჰექტარია, რაც ქვეყნის მასშტაბით არსებული
სასოფლო-სამეურნეო ფართობის 12%-ს შეადგენს. გაზახში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 14.9 ათას
ჰექტარს შეადგენს, ხოლო აღსტაფაში 21.1 ათასი ჰექტარია. სასოფლო-სამეურნეო მიწის 42% მარცვლეულის მოსაყვანად
გამოყენება. რეგიონში 54 ათას ჰექტარზე ხორბლის ნათესებია განთავსებული, 31 ათასი ჰექტარი (სასოფლო-სამეურნეო
ფართობის 14.3%) კარტოფილის ნათესებს უკავია, 7.3% ხილისა და კენკრის მოსაყვანად გამოიყენება. რეგიონში
განვითარებულია ყურძნის წარმოება. ქვეყანაში ყურძნის მოსავლის 41% განჯა-გაზახში იწარმოება

43 | განჯა-გაზახის წილი სოფლის-მეურნეობაში პროდუქციის სახეების მიხედვით,
მემცენარეობა (მარცხნივ), მეცხოველეობა (მარჯვნივ)

მზესუმზირა 58.50%
მეფრინველეობა 73.56%
კარტოფილი 50.33%
ყურძენი 41.06% ცხვრები და თხები 19.91%

შაქრის ლერწამი 24.49% ფუტკრის ოჯახები 14.99%
ბოსტნეული 17.19%
მსხვილი რქოსანა 12.10%
ხილი და კენკრა 15.73%
მარცვლეული 9.07% მ.შ. ძროხები და ხარები 12.04%
მ.შ. ხორბალი 8.84%
ღორები 2.79%
ბამბა 4.85%

რეგიონის წილი სოფლის წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის
მეურნეობის გამოშვებაში ეროვნული სამსახური

განჯა-გაზახის რეგიონში მეფრინველეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის 73% იწარმოება. მეორე ადგილზეა
მეცხვარეობა - განჯა-გაზახის წილი ქვეყანაში მოყვანილი თხებისა და ცხვრების რაოდენობის 20%-ს შეადგენს.

რეგიონში მოქმედებს 211 სასოფლო სამეურნეო საწარმო, საიდანაც 13 გაზახში, ხოლო 15 აღსტაფაშია განთავსებული.
მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა საწარმო მომგებიანია. სოფლის მეურნეობის საწარმოებში დასაქმებულთა
რაოდენობა რეგიონის მასშტაბით 1759 კაცს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის საწარმოებში
დასაქმებულთა 12%-ია. რეგიონში სოფლის მეურნეობის საწარმოებში დასაქმებულთა წილით 28.3% აღსტაფის
მუნიციპალიტეტია. გოიგოლი და შამუხი მეორე ადგილზე არიან რეგიონში სოფლის მეურნეობის საწარმოებში
დასაქმებულთა 25% და 19.8%-იანი წილებით.

44 | სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი და წილი
ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, განჯა-გაზახის რეგიონი

0%
2%

14%
20%
შამუხი აღსტაფა

1% გოიგოლი ტოვუზი
4%
გორანბოი შამქირი

ქ. განჯა გადაბეი
1759
გაზახი დაშქასან

25% წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის
28% ეროვნული სამსახური

3% 3%

58
ვაჭრობა და სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება

საცალო ვაჭრობა განჯა-გაზახის რეგიონის მესამე ყველაზე მსხვილ სექტორს წარმოადგენს. აღსტაფის რაიონში ვაჭრობის
წილი რაიონის მთლიანი გამოშვების 21%-ია, ხოლო გაზახში ვაჭრობა რაიონის მთლიანი გამოშვების 29.6%-ს იკავებს.

45 | ადმინისტრაციული ერთეულების წილი ვაჭრობის საერთო ბრუნვაში,
განჯა-გაზახის რეგიონი, 2016

2% 1%
4%
5%
ქ. განჯა გოიგოლი
5%
ტოვუზი აღსტაფა
32%
შამქირი შამუხი
6%
გორანბოი დაშქასან

გადაბეი ქ. ნაფტალანი
7%
გაზახი

8% წყარო: აზერბაიჯანის სტატისტიკის
ეროვნული სამსახური
3%
15%

საცალო ვაჭრობის მიხედვით განჯა-გაზახის რეგიონი აზერბაიჯანის საერთო სავაჭრო ბრუნვის 8.2%-ს იკავებს.
ადინისტრაციული ერთეულების წილი რეგიონის სავაჭრო ბრუნვაში არის:

1. განჯა- 31.,5%
2. ტოვუზი- 15%
3. შამქირი-14.6%
4. გაზახი -5.4%
5. აღსტაფა- 4.8%

შიდა ვაჭრობის ბრუნვის 99% მოდის არანავთობპროდუქტებზე. იმპორტირებული პროდუქციის წილი რეგიონის სავაჭრო
ბრუნვის 31%-ს შეადგენს, აღსტაფაში იმპორტირებული პროდუქციის წილი 22.1%-ია , ხოლო გაზახში ანალოგიური
მაჩვენებელი 29.7%-ს შეადგენს.

46 | საცალო ვაჭრობის ბრუნვის დინამიკა, 2011 – 2016
22.0%
21.7%
17.6%
15.6%
18.8%
16.7%
10.8% 13.5%
9.0%
6.6% 11.1%
9.5% 9.7%
4.3% 6.9%
5.2%
1.1% 2.7%

2011 2012 2013 2014 2015 2016

განჯა-გაზახის რეგიონი
გაზახი
აღსტაფა

59
აღსანიშნავია, რომ რეგიონის სავაჭრო ბრუნვაში 2013 წლის შემდეგ იმპორტირებული პროდუქციის წილი უმნიშვნელოდ
გაიზარდა. აღსტაფაში იმპორტირებული პროდუქციის წილი 6%-ით შემცირდა, რაც მუნიციპალიტეტში მთლიანი სავაჭრო
ბრუნვის ზრდის ტემპის შენელებით შეიძლება აიხსნას. ხოლო გაზახში იგივე მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, 0.5%-ით არის
გაზრდილი.

60
ძირითადი მიგნებები გაზახისა და
აღსტაფას მუნიციპალიტეტებისთვის
გაზახისა და აღსტაფის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსაკვლევად
ადგილზე ჩატარდა შეხვედრა ფოკუს ჯგუფებთან და სიღრმისეული ინტერვიუები კერძო სექტორისა და ადგილობრივი
მოსახლეობის წარმომადგენლებთან. ასევე, სრული სურათის მისაღებად მოხდა რესპოდენტთა გამოკითხვა
ონლაინ-რესურსების გამოყენებით. გაზახში ჩატარდა ფოკუს ჯგუფებთან გაერთიანებული შეხვედრა გაზახისა და
აღსტაფას მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით. ფოკუს ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა 15
მონაწილე კერძო და საჯარო სექტორიდან, დამატებით ჩატარდა ოთხი სიღრმისეული და ხუთი არაფორმალური
ინტერვიუ კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან.

ეკონომიკური განვითარება და ზრდის პოტენციალი

• სოფლის მეურნეობა რეგიონის წამყვან დარგს წარმოადგენს, მოსახლეობის ძირითად შემოსავლის წყაროს
ადგილობრივ ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტის გაყიდვიდან მიღებული თანხები წარმოადგენენ.
• სამუშაო ძალის დაბალი პროფესიული უნარები და ახალი ტექნოლოგიების ნაკლებობა ამცირებს რეგიონის
მწარმოებლურობის დონეს და რეგიონის ეკონომიკური სექტორების განვითარებისთვის მთავარ გამოწვევას
წარმოადგენენ.
• ადგილობრივი მოსახლეობა დაინტერესებულია მეზობელ ქვეყნებში ექსპორტით, თუმცა მოსახლეობა არ იცნობს
მეზობელი ქვეყნის ბაზარზე არსებულ წესებსა და რეგულაციებს. ამასთანავე, მოსახლეობამ არ იცის თუ როგორ
დაამყაროს პარტნიორული კავშირები მეზობელ ქვეყნებში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებთან, რაც მნიშვნელოვანი
გამოწვევაა საზღვრისპირა რეგიონებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის.
• რეგიონში სოფლის მეურნეობის წამყვან მიმართულებას მეცხოველეობა და მეფრინველეობა წარმოადგენენ.
• საკვების გადამამუშავებელი მრეწველობა არ არის განვითარებული. რეგიონში არ ფუნქციონირებს საკვების
გადამამუშავებელი ქარხანა, რათა მოხდეს სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტის გადამუშავება და სასაქონლო
სახის მიცემა საექსპორტო ბაზრის სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.
• რეგიონში საჭიროა პროფესიული განათლების ცენტრის არსებობა, რომელიც ხელს შეუწყობს ფერმერების უნარების
განვითარებასა და სოფლის მეურნეობის დარგში წარმოების ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.
• საცალო ვაჭრობა ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მოსახლეობის
უმეტესობა არ ფლობს ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო სამეწარმეო უნარებს.
• რეგიონს გააჩნია ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი. მიუხედავად იმისა, რომ გაზახისა და აღსტაფის
მუნიციპალიტეტები არც ისე მდიდარია კულტურული და სხვა ისტორიული ღირსშესანიშნეობებით, განჯა-გაზახის
რეგიონის მასშტაბით არსებობს საკმაოდ მდიდარი ბუნებრივი რესურსი მინერალური წყლების, ტყეების, მთების სახით,
რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია რეგიონის ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად ქცევა.
• სახელმწიფო ხელს უწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსაკუთრებით განთავსებისა და
სამგზავრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებს. აზერბაიჯანის საზღვარზე გაიხსნა ახალი სერვის ცენტრი,
რომლის მეშვეობითაც ტურისტებს შეუძლიათ 5-10 წუთში აიღონ ვიზა საზღვარზე. ვიზის გაცემის საფასური 20 ევროს
შეადგენს.
• რეკლამისა და ინფორმაციის ნაკლებობა ხელს უშლის რეგიონში ტურიზმის განვითარებას. მოსახლეობამ არ იცის თუ
როგორ გამოიყენოს ონლაინ-რესურსები საკუთარი ბიზნესის რეკლამირებისა და ახალი კლიენტების მოსაზიდად.
• ტურიზმის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს საზღვართან ახლოს შეიარაღებული ძალების
არსებობა.
• რეგიონში არსებობს სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების პოტენციალი. აღსტაფისა და გაზახის მუნიციპალიტეტებში
ცემენტის კარიერებია, სადაც შესაძლებელია მაღალი ხარისხის ცემენტის წარმოება და მისი რეალიზააცია როგორც
ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
• დაქირავებით დასაქმებული მოსახლეობის ძირითადი ნაწილი საჯარო სექტორში, უმეტესად სკოლებში,
საავადმყოფოებსა და სახელმწიფო სააგენტოებშია დასაქმებული.
• საშუალო ხელფასი დაბალია და არ არის არასაკმარისი მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. დაბალი
ხელფასი მოსახლეობაში ქმნის სტიმულს მიიღონ დამატებითი შემოსავალი არაფორმალური გზით.

61
ბიზნეს გარემო

• მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლა თავისუფალია, არაფორმალური ბარიერების
არსებობა ხელს უშლის კერძო სექტორის განვითარებას.
• საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობამ დაიწყო რეფორმების გატარება ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად.
რეფორმები გატარდა საბაჟო რეგულაციების მიმართულებით სისტემაში არსებული ქრთამისა და არაფორმალური
გადახდების პრაქტიკის აღმოსაფხვრელად. რეფორმების შედეგებთან დაკავშირებით რესპოდენტებს შორის
ურთიერთსაწინააღდეგო მოსაზრებები არსებობს, რაც ამ ეტაპზე ართულებს რეფორმების რეალური ეფექტის შეფასებას.
• მოსახლეობის წვდომა ფინანსებზე დაბალია, ბანკის მოთხოვნების გარდა ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებით
დამატებით ბარიერს ქმნის მოსახლეობის უნარების დაბალი დონე - შეავსონ სათანადო დოკუმენტები და მოითხოვონ
საბანკო კრედიტი. რესპოდენტთა ცნობით, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის საბანკო ბარათის გამოყენება პირადი
ტრანზაქციების განსახორციელების მიზნით.

გენდერული საკითხები, ქალთა ჩართულობა ეკონომიკაში

• ქალთა ჩართულობა ეკონომიკაში დაბალია, მიუხედავად იმისა რომ ქალები დასაქმებულნი არიან სხვადასხვა
ორგანიზაციებში, რეალურად მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკმაოდ დაბალია. მსგავსი
სიტუაციაა საჯარო სექტორში, სადაც ქალთა უმეტესობა დაბალ, დამხმარე პოზიციებზეა დასაქმებული.
• დასაქმებულ ქალთა ძირითადი ნაწილი მუშაობს საავადმყოფოებსა და საგანმანათლებლო სისტემაში.
• რეგიონში არ მოქმედებს ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს გენდერულ საკითხებზე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა
და მათ ჩართვაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
• ზოგადად, ქალებიც ნაკლებად არიან დაინტერესებულნი ეკონომიკური საქმიანობით, რაც ძირითადად
საზოგადოებრივი აზრის გავლენით არის განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ გოგონებს აქვთ დაბალი წვდომა
განათლებასა და სამუშაო ადგილებთან, უმაღლესი განათლების მქონე ქალები ადგილობრივ მოსახლეობაში
განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ.
• ქალის ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში დამოკიდებულია ოჯახის გადაწყვეტილებაზე. ოჯახის გავლენა
გოგონების მომავალ ცხოვრებაზე საკმაოდ მაღალია. დედაქალაქში სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება.
• ქალების უმეტესობა არ არის დასაქმებული, რადგან ქალის მთავარ მოვალეობად საოჯახო საქმეების კეთება არის
მიჩნეული. ქალთა დასაქმების ერთ-ერთ ბარიერს რეგიონში საბავშვო ბაღების ნაკლებობა წარმოადგენს, რაც ზღუდავს
მცირეწლოვანი ბავშვის დატოვებისა და ქალთა დასაქმების შესაძლებლობებს.
• ადრეული ქორწინების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა რესპოდენტების ცნობით აღნიშნული პრობლემა კვლავ
არსებობს და განსაკუთრებით მწვავეა იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებულ რაიონებში.
• სელექციური აბორტები მიღებული პრაქტიკაა რეგიონში. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახებს არ აქვთ ბევრი ბავშვის
ყოლის საშუალება, ისინი ბავშვს სქესის მიხედვით არჩევენ.
• მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რესპოდენტთა ცნობით გენდერული ნიშნით ქალისა და
მამაკაცის ხელფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. ქალების ანაზღაურება გაცილებით დაბალია მამაკაცების
ანაზღაურებასთან შედარებით.

ახალგაზრდობა

• მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მოქმედებს რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, განათლების
ხარისხი კვლავ დაბალია. გაზახის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა არასაკმარისია მაღალანაზღაურებადი სამსახურის
მისაღებად. არაფორმალური გადახდები და ქრთამი მიღებული პრაქტიკაა უნივერსიტეტში მისაღებად. განათლების
სისტემაში რადიკალური რეფორმების გატარებაა საჭირო, თუმცა ხელისუფლება არ ჩქარობს სისტემური ცვლილებების
გატარებას.
• საზოგადოების აზრით უმაღლესი განათლების დიპლომის მიღება აუცილებელია. რაც შეეხება ცოდნის ხარისხის, მას
ნაკლებად ექცევა ყურადღება. სასკოლო განათლების ხარისხი დამაკმაყოფილებელია და შეესაბამება ადგილობრივი
მოსახლეობის მოთხოვნას.
• პროფესიული განათლება არ არის პოპულარული. პროფესიულ სასწავლებლებში იმ შემთხვევაში აბარებენ თუ ვერ
შეძლეს უნივერსიტეტებში მოხვედრა. განჯაში მოქმედებს სხვადასხვა პროფესიული სასწავლებელი, რომელიც თავაზობს
ხელსაქმის კურსებს. აღსტაფაში ასევე მოქმედებს კერძო პროფესიული ცენტრები, რომლებიც ძირითადად ხელოვნების
მიმართულებით თავაზობენ პროგრამებს (მუსიკა, ქსოვა, კერვა).

62
განათლება

• მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მოქმედებს რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, განათლების
ხარისხი კვლავ დაბალია. გაზახის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა არასაკმარისია მაღალანაზღაურებადი სამსახურის
მისაღებად. არაფორმალური გადახდები და ქრთამი მიღებული პრაქტიკაა უნივერსიტეტში მისაღებად. განათლების
სისტემაში რადიკალური რეფორმების გატარებაა საჭირო, თუმცა ხელისუფლება არ ჩქარობს სისტემური ცვლილებების
გატარებას.
• საზოგადოების აზრით უმაღლესი განათლების დიპლომის მიღება აუცილებელია. რაც შეეხება ცოდნის ხარისხის, მას
ნაკლებად ექცევა ყურადღება. სასკოლო განათლების ხარისხი დამაკმაყოფილებელია და შეესაბამება ადგილობრივი
მოსახლეობის მოთხოვნას.
• პროფესიული განათლება არ არის პოპულარული. პროფესიულ სასწავლებლებში იმ შემთხვევაში აბარებენ თუ ვერ
შეძლეს უნივერსიტეტებში მოხვედრა. განჯაში მოქმედებს სხვადასხვა პროფესიული სასწავლებელი, რომელიც თავაზობს
ხელსაქმის კურსებს. აღსტაფაში ასევე მოქმედებს კერძო პროფესიული ცენტრები, რომლებიც ძირითადად ხელოვნების
მიმართულებით თავაზობენ პროგრამებს (მუსიკა, ქსოვა, კერვა).

ევროინტეგრაცია და საზღვრისპირა თანამშრომლობა

• ევროინტეგრაციისა და საზღვრისპირა რეგიონებს შორის თანამშრომლობის დონე საკმაოდ დაბალია. მიუხედავად
მოსახლეობის სურვილისა, თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.
• არ არსებობს თანამშრომლობის მექანიზმი საზღვრისპირა რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებს შორის კავშირების გაძლიერებისა და საერთო პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტის გზების
მოსაძიებლად. აღსანიშნავია, რომ ქალაქი განჯა ლიტვასთან დაძმობილებული ქალაქია. მსგავსი თანამშრომლობის
მექანიზმი შესაძლებელია გამოყენებული იქნას საზღვრისპირა რეგიონებს შორისაც.
• მიუხედავად იმისა, რომ გაზახი და აღსტაფა საზღვრისპირა რეგიონებს წარმოადგენენ, მუნიციპალიტეტში არსებული
ცხოვრების დონე და ეკონომიკური განვითარება საკმაოდ დაბალია. სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია
საზღვრისპირა რეგიონებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით. წარსულში საზღვრის ნეიტრალურ ზონაში
არსებობდა ბაზარი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთში ცვლიდა პროდუქტს. ბაზრის არსებობა ხელს
უწყობდა მოსახლეობას შორის პირადი კონტაქტების გაძლიერებასაც. თუმცა ბაზარი დაიხურა არალეგალური საქონლით
ვაჭრობის თავიდან აცილების მიზნით.
• ფორმალური სავაჭრო ბარიერები და საბაჟო პროცედურები ამცირებენ საზღვრისპირა რეგიონებს შორის ვაჭრობის
სტიმულებს.

63
შედარებითი ანალიზი
გაზახი-აღსტაფა თანამშრომლობის სფერო გარდაბანი-საგარეჯო

ძლიერი მხარე ძლიერი მხარე

ნაყოფიერი მიწები ნაყოფიერი მიწები
ბუნებრივი რესურსები ტურისტული ღირსშესანიშნაობები (გარდაბნის მიმდებარე
მიმზიდველი ლანდშაფტი ტერიტორიაზე)
განვითარებული ინფრასტრუქტურა (სასტუმროები, საოჯახო თბილისთან სიახლოვე
სასტუმროები) რუსთავისა და ლილოს ბაზრებთან სიახლოვე
ახალგაზრდა სამუშაო ძალა გაზიფიცირებული სოფლები
ახალგაზრდა კადრები საჯარო სექტორში მიმზიდველი ბიზნეს გარემო
კორუფციის არ არსებობა
გამჭვირვალე და მარტივი საბაჟო პროცედურები

სუსტი მხარე სუსტი მხარე

სამუშაო ძალის დაბალი უნარები ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე (საირიგაციო
სამეწარმეო უნარების ნაკლებობა სავაჭრო ურთიერთობების სისტემები, გზა)
გაფართოება
ახალი ტექნოლოგიების სიმცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე
ეკონომიკური განვითარების არათანაბარი გადანაწილება საკვების დამამუშავებელ (საოჯახო სასტუმროები, საჯარო ინფრასტრუქტურა)
რეგიონებსა და დედაქალაქს შორის მრეწველობაში მცირე მიწიანობა, მწარმოებლურობის დაბალი დონე
სუსტი განათლების სისტემა ღირებულებათა ჯაჭვის გადამამუშავებელი საწარმოების არ არსებობა
ჩამოყალიბება
კომპიუტერული უნარების ნაკლებობა ახალგაზრდული ინიციატივების ნაკლებობა
კორუფცია ქალთა ჩართულობის დაბალი დონე ეკონომიკურ
ერთობლივი პროფესიული
მონოპოლიზებული დარგები საგანმანათლებლო აქტივობებში, განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებში
ინფორმირებულობის დაბალი დონე საერთაშორისო ცენტრები სამეწარმეო უნარების ნაკლებობა
ვაჭრობაში ჩაბმასთან დაკავშირებით მოსახლეობაში სურვილის ნაკლებობა საერთაშორისო
თანამშრომლობა ტურიზმის
გადამამუშავებელი საწარმოების ნაკლებობა სფეროში სტანდარტების დაცვისა და საექსპროტო ბაზრების
ქალთა ეკონომიკური აქტიურობის დაბალი დონე მოთხოვნებთან შესაბამისობის
საზღვრისპირა რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების ღირებულებათა ჯაჭვის საზღვრისპირა რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლებას
წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის მექანიზმის შექმნა სამშენებლო შორის თანამშრომლობის ნაკლებობა
სექტორში
არ არსებობა პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრების ნაკლებობა
პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრების ნაკლებობა რესურსების გაერთიანება საწარმოო პროცესში ახალი ტექნოლოგიების ნაკლებობა
ახალგაზრდული ინიაციატივების ნაკლებობა საექსპორტო ბაზრების კომპიუტერული უნარების დაბალი დონე
უნარების ნაკლებობა ფინანსებზე წვდომისა და ფონდების ასათვისებლად ბიზნეს გეგმის, საპროექტო განაცხადის მომზადების უნარების
მოძიებისთვის ნაკლებობა, ფონდების მოძიებისთვის
საჯარო სექტორის
ენობრივი ბარიერები რეფორმებში გამოცდილების სოფლებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების
გაზიარება ინტეგრაციის დაბალი დონე
ენობრივი ბარიერები
თანამშრომლობა
ადგილობრივი
შესაძლებლობები ხელისუფლების დონეზე შესაძლებლობები

მთავრობის კონცეტრირება სოფლის მეურნეობისა და სატრანსპორტო გზების სამრეწველო და კვების მრეწველობის განვითარება
ტურიზმის დარგის განვითარებაზე განვითარება სამთავრობო პოლიტიკის კონცენტრირება რეგიონულ
სამშენებლო მასალების ექსპორტის პოტენციალი განვითარებაზე (სოფლის მეურნეობა, ტურიზმი)
საერთო კულტურული
საბაჟო სისტემის რეფორმის შედეგად საზღვრისპირა ძეგლების ერთობლივი სახმელეთო გზების გამოყენება საზღვრისპირა
თანამშრომლობის გაძლიერება მართვის მექანიზმი (გარეჯის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის
სატრანსპორტო მარშრუტები (რკინიგზა, განჯის კომპლექსი, ჯანდარის ტბა) აზერბაიჯანთან ძლიერი ეკონომიკური და დიპლომატიური
აეროპორტი, სახმელეთო გზები) კავშირები
ონლაინ რესურსების
საქართველოსთან ძლიერი ეკონომიკური და სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის დარგში
გამოყენება ბიზნეს
დიპლომატიური კავშირები კავშირებისა და თანამშრომლობა
პარტნიორობის სახელმწიფო და დონორების მიერ დაფინანსებული
გასაძლიერებლად პროექტები ბიზნესის გასაძლიერებლად
ბიო პროდუქციის წარმოების განვითარება
სახელმწიფოს მიერ პროფესიული განათლების მხარდაჭერა
ინტერნეტიზაციის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონების
წვდომას თანამედროვე ტექნოლოგიებთან

საფრთხე საფრთხე

ახალგაზრდობის მიგრაცია ბიზნეს გარემოს არასტაბილურობა
მოსახლეობის დაბალი ჩართულობა და ინტერესი ადგილობრივი მოსახლეობის დაბალი ინტერესი და დაბალი
სახელმწიფო პროგრამების მიმართ ჩართულობა სახელმწიფო პროექტებში
მთავრობის მაღალი გავლენა კერძო და არასამთავრობო აზერბაიჯანთან თანამშრომლობის სურვილის არ არსებობა
სექტორზე ახალგაზრდობის მიგრაცია
სამთავრობო რეფორმების არაეფექტურობა
ბიზნეს გარემოს არასტაბილურობა გაყინული
კონფლიქტების ესკალაციის საფრთხე
ადგილობრივი ხელისუფლების დაბალი ინტერესი
საზღვრისპირა თანამშრომლობის განვითარების მიმართ

64
რეკომენდაციები
აზერბაიჯანსა და საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზისა და რეგიონების
წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ მომზადებული იქნა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს
შეუწყობს საზღვრისპირა რეგიონებს შორის ძლიერი კავშირების ჩამოყალიბებასა და თანამშრომლობის გაფართოებას.

• აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობამ აქცენტი უნდა გააკეთონ თანამშრომლობის სფეროების გაფართოების
მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყნებს შორის ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და
საექსპორტო ინდუსტრიების განვითარებას. აზერბაიჯანმა და საქართველომ უნდა მოახდინონ რესურსების გაერთიანება
ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისების მიზნით.
• აზერბაიჯანის მთავრობამ უნდა განაგრძოს რეფორმების გატარება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და კორუფციის
აღმოფხვრის მიმართულებით.
• ორივე ქვეყნის მთავრობამ უნდა განავითაროს ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგია მიზნობრივ ჯგუფებთან.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოფლებსა და რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაციას, რათა
მათ დროული და ობიექტური ინფორმაცია მიიღონ მიმდინარე რეფორმებისა და მათი შედეგების შესახებ.
მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაციით შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული საზოგადოებაში მცდარი
შეხედულებების გავრცელება მიმდინარე რეფორმების შედეგებითან დაკავშირებით.
• აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობამ აქტიურად უნდა მოახდინონ კომუნიკაცია საერთაშორისო
ორგანიზაციებთან, რათა მიიღონ ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა ქვეყნის რეგიონების სოციალური და
ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად.
• ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა და საზღვრისპირა თანამშრომლობის განვითარება ადგილობრივი
ხელისუფლების დონეზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს აღნიშნულ რეგიონებს შორის მტკიცე ეკონომიკური და
სოციალური კავშირების ჩამოსაყალიბებლად. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაცილებით უფრო
კარგად იცნობენ რეგიონის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს და ასევე ფლობენ ადგილობრივ
მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაციის არხებს. შესაბამისად ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა
თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონებს შორის პირველადი კავშირებისა და კერძო
სექტორის წარმომადგენლებს შორის ძლიერი თანამშრომლობის ქსელის განსავითარებლად.
• მნიშვნელოვანია განვითარდეს თანამშრომლობის ონლაინ პლატფორმა, რომელიც დაეხმარება აზერბაიჯანსა და
საქართველოში მოღვაწე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს პირველადი კომუნიკაციის დამყარებასა და ძლიერი
პარტნიორული ქსელის ჩამოყალიბებაში.
• აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობამ, ადგილობრივ ხელისუფლებასა და საერთაშორისო დონორ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხელი უნდა შეუწყონ მიზნობრივ რეგიონებში საკვების გადამამუშავებელი
ინდუსტრიის განვითარებას. აღნიშნული ინდუსტრიის გაძლიერება გაზრდის საკვების წარმოებას ადგილობრივ ბაზარზე,
შეამცირებს ქვეყნების დამოკიდებულებას იმპორტირებულ კვების პროდუქტებზე, ხელს შეუწყობს ადგილობრივი
წარმოების განვითარებასა და რეგიონის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.
• აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობამ, ადგილობრივ ხელისუფლებასა და საერთაშორისო დონორ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხელი უნდა შეუწყოს პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრების განვითარებასა
და პროფესიული პროგრამების პოპულარიზაციას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსახლეობის
სამეწარმეო უნარების გაძლიერებას, რაც გაზრდის დასაქმების შესაძებლობებს ადგილობრივ დონეზე.
• აზერბაიჯანის მთავრობამ, ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო დონორებისა და კერძო სექტორის
ჩართულობით ხელი უნდა შეუწყოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე ინფორმაციული და ციფრული
ტექნოლოგიების გამოყენებას ბიზნესში.
• სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაუთმონ
საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეგიონში არსებული ქალაქებისა და სასოფლო დასახლებების
იერსახის დახვეწას, ტურისტებისთვის მიმზიდველი და კომფორტული გარემოს განვითარების მიზნით.
• საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობამ უნდა შეიმუშაოს მართვის ერთიანი მექანიზმი საზღვრისპირას მდებარე
საერთო კულტურული და ისტორიული ობიექტების მართვისთვის.
• სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით უნდა მიიღონ ზომები ქალთა ეკონომიკური
გაძლიერებისა და გოგონათა ახალგაზრდული ინიციატივების ხელშესაწყობად.

65
გამოყენებული რესურსები:

• “Doing Business 2018”, World Bank Group, October, 2017, pg. 4;
• “Doing Business 2018-Regional Profile”, World Bank Group, October, 2017
• “Corruption Perception Index 2017”, Transparency International, 2018; see the link: https://www.trans-
parency.org/news/feature/corruption_perceptions_index_2017#regional ბოლო ნახვა 30/08/2018
• Transparency International “Corruption Perception Index”, “The State of Corruption: Armenia, Azerbai-
jan, Georgia, Moldova and Ukraine”, 2015
• EU-Georgia Association Agreement, Chapter 21; 30/8/2014
• UNDP საქართველო:
• საქართველოს საგადასახადო კოდექსი N3591, 17/09/2010
• საგადასახადო და საინვესტიციო გზამკვლევი, Deloitte, 2017
• “Tax Guide 2018 Foreign Nationals Coming to Azerbaijan”, Deloitte, 2018
• აზერბაიჯანის საგადასახადო კოდექსი, No.905-IG, 11/07/2000
• კახეთის რეგიონის განვითარების გეგმა 2014-2021, GIZ, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და
რეგიონული განვითარების სამინისტრო, 2013
• EU supported Agricultural Cooperatives: a case of Georgia, ENPARD, 2013
• “Investment in SMEs in Eastern Partnership, country report: Azerbaijan”, EU4Business, 2017
• “Anti-corruption Reforms in Azerbaijan: 4th round of monitoring of the Istanbul anti-corruption action
plan”, OECD, 2016
• V. Bayramov, R. Hasanov, L. Aghayarli, Z. Kadirov I. Aghahasanli, S. Isayev, “A Comparative Study on
Development of Small and Medium Enterprises (SMEs) in Azerbaijan”, Center for Economic & social
Development, 2017;
• http://www.ge.undp.org/content/georgia/en/home/about-us/funding-and-delivery.html ბოლო ნახვა
30/08/2018
• https://www.usaid.gov/azerbaijan/our-work
• https://explorer.usaid.gov/cd/AZE?fiscal_year=2018&implementing_agency_id=1&measure=Obligations
ბოლო ნახვა 30/08/2018
• https://explorer.usaid.gov/cd/GEO?fiscal_year=2017&implementing_agency_id=1&measure=Obligations
ბოლო ნახვა 30/08/2018
• The state Statistical Committee of Azerbaijan, see the link: https://www.stat.gov.az/?lang=en ბოლო
ნახვა 30/08/2018
• National Statistics Office of Georgia, see the link: http://geostat.ge/index.php?action=0&lang=eng
ბოლო ნახვა 30/08/2018
• Revenue Service Georgia, see the link: http://rs.ge/en/1340 ბოლო ნახვა 30/08/2018
• https://www.droni.org/ last accessed 30/08/2018
• https://www.facebook.com/AxalgazrdebiCvlilebebistvis/ last accessed 30/08/2018
• https://spectri.org.ge/ ბოლო ნახვა 30/08/2018
• https://www.w4t.online/ ბოლო ნახვა 30/08/2018
• http://www.moa.gov.ge/En/ ბოლო ნახვა 30/08/2018
• http://www.mercycorps.ge/ ბოლო ნახვა 30/08/2018
• https://eeas.europa.eu/delegations/georgia_en ბოლო ნახვა 30/08/2018
• https://en.heks.ch/worldwide/europe/georgia ბოლო ნახვა 30/08/2018
• http://enpard.ge/en/ ბოლო ნახვა 30/08/2018
• http://www.elkana.org.ge/index.php?action=0&lang=eng ბოლო ნახვა 30/08/2018
• https://een.ec.europa.eu/ ბოლო ნახვა 30/08/2018
• https://www.crin.org/en/library/organisations/azerbaijan-womens-association ბოლო ნახვა
30/08/2018
• https://www.peaceinsight.org/conflicts/georgia/peacebuilding-organisations/consent/ ბოლო ნახვა
30/08/2018

66
საკონტაქტო ინფორმაცია
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
საქართველო, ქ. რუსთავი 3700, მეგობრობის ქ. #1
+ 995 591 211 811
+ 995 341 258 8 22
www.cida.ge
yes.network@cida.ge

დასავლეთის რესურსი სამოქალაქო
საზოგადოების განვითარების მხარდასაჭერად
სულეიმანოვის 1 შესახვევი, სახლი 7, გაზახი, აზერბაიჯანი
+994 222 954 067
+994 503 202 076
www.garbresurs.org
yes@garbresurs.org; wesresgaz@gmail.com

2018