You are on page 1of 7

კონკურსის პირობები

კონკურსი ცენტრალური მედიასაშუალებებისთვის

მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების მოსამზადებლად პროექტის


„დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში

21 ნოემბერი, 2018

ზოგადი ინფორმაცია
“ინტერნიუსი - საქართველო”, “ინტერნიუსთან“ პარტნიორობით იწყებს ახალ
რეგიონულ პროექტს „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“,
რომლის მიზანია მედიის მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და
კავკასიის ქვეყნებში. პროექტის შედეგად გაიზრდება მოქალაქეთა ინფორმირებულობა
ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებთან
დაკავშირებით და გაძლიერდება დამოუკიდებელი მედია. პროექტის ყველა აქტივობა
ხელს შეუწყობს ეთიკური და სამართლიანი ჟურნალისტური ღირებულებების
დამკვიდრებას, ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებას, მედია საშუალებების სარედაქციო
დამოუკიდებლობას და გამოხატვის თავისუფლებას.

პროექტის ფარგლებში მომზადდება 10 მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტი -


“ჯორჯია პლიუს” საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე (მაგ. რეფორმები,
კორუფცია, ევროპასთან პარტნიორობა, მეზობელი რეგიონები, ემიგრაცია,
უმცირესობათა ჯგუფები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,
გარემოს დაცვა და სხვ.). საინფორმაციო პაკეტი მოიცავს ვიდეო, აუდიო, ტექსტურ
მასალებს, ინფოგრაფიკას, ინტერაქტიულ რუქებს, თამაშებს, გამოკითხვებს და სხვა
მულტიმედიურ ელემენტებს. მულტიმედიურ პაკეტებს მოამზადებენ ცენტრალური
მედიასაშუალებები და გადასცემენ 10 ადგილობრივ მედიასაშუალებას, რომლებიც
მოახდენენ მასალის ადაპტირებას და გავრცელებას აუდიტორიის ინტერესების
შესაბამისად.

„ჯორჯია პლიუს“ მულტიმედიური პაკეტების ავტორებს საკონკურსო წესით შეარჩევს


საკოორდინაციო საბჭო. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც
ჟურნალისტებს, ასევე მედიაორგანიზაციებს (ბეჭდური და ონლაინ მედია, რადიო,
ტელევიზია) და მწარმოებელ სტუდიებს. აპლიკანტებს ასევე შეუძლით სამოქალაქო

1
საზოგადოების ორგანიზაციებთან ან კვლევით ცენტრებთან (think tanks)
თანამშრომლობით ერთობლივი განაცხადის წარმოდგენა. თითოეულ აპლიკანტს
შეუძლია წარადგინოს განაცხადი ერთი ან მეტი (შესაძლებელია ათივე)
მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტის მოსამზადებლად.

პროექტის შედეგები - პროდუქტები და სერვისები

თითოეული მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტი „ჯორჯია პლიუსი“ გააშუქებს ერთ


თემას, ანუ ერთ თემაზე ერთი პაკეტი დამზადდება (სულ - 10 თემა/პაკეტი). თითო
პაკეტში გაერთიანდება სამი მულტიმედიური მასალა, რომელიც თანამედროვე
ინტერაქტიული ვიზუალური ჟურნალისტიკის სხვადასხვა ფორმატების გამოყენებით
იქნება მომზადებული. მასალები უნდა იყოს საინტერესო, გასაგები და მოიცავდეს
სხვადასხვა ჟანრობრივ ელემენტებს (რეპორტაჟი, მოკლე დოკუმენტური ფილმი,
ექსპერტული მოსაზრება, ქვიზი, და ა.შ.).
„ჯორჯია პლიუს“ მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების თემების ნაწილს (5)
შეარჩევს საკოორდინაციო საბჭო და დაასახელებს კონკურსის გამოცხადებისთანავე,
მეორე ნაწილს კი - გამარჯვებული ადგილობრივი პარტნიორი მედიაორგანიზაციები,
მათთან ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ. ადგილობრივი მედიასაშუალებების
მიერ შერჩეული თემები კონკურსის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ბიუჯეტი
შერჩეული ავტორები მიიღებენ გრანტს 2,000 აშშ დოლარის ოდენობით თითოეული
მულტიმედიური პაკეტის დასამზადებლად. გრანტით დაფინანსდება
მედიაპროდუქციის წარმოების და სახელფასო ხარჯები, ასევე სხვა გონივრული
ხარჯები.

მულტიმედიური პაკეტების წარმოების გრაფიკი


მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების წარმოებისთვის გათვალისწინებულია 4
კვირა. მასალების შექმნის თანმიმდევრობა და ჩაბარების ვადები დადგინდება
„ინტერნიუსი-საქართველოსთან“ ერთად, გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ.
მულტიმედიური პაკეტები გამოქვეყნდება, განთავსდება და ადაპტირდება
ადგილობრივი მედიის მიერ ყოველ ორ თვეში, 2019 წლის იანვრიდან.

1. შერჩეული ავტორების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

- შერჩეული ავტორები „ჯორჯია პლიუს“ მულტიმედიური საინფორმაციო


პაკეტების დამზადების პროცესში დაიცავენ „ინტერნიუსი-საქართველოსთან“
შეთანხმებულ წარმოების გრაფიკს და კონცეფციას;
- „ინტერნიუსი-საქართველო“ ისარგებლებს „ჯორჯია პლიუს“ მულტიმედიური
საინფორმაციო პაკეტების გამოქვეყნების უფლებით. პროექტის ფარგლებში

2
შექმნილი ყველა მულტიმედიური პაკეტი გადაეცემა ათ პარტნიორ ადგილობრივ
მედიაორგანიზაციას, რომლებიც მოახდენენ მასალების ადაპტირებას
ადგილობრივი აუდიტორიის ინტერესების მიხედვით;
- ავტორები დამზადებულ მასალას გამოაქვეყნებენ და გაავრცელებენ საკუთარი
მედიაპლატფორმების და სოციალური ქსელების მეშვეობით;
- მასალები გაზიარებული იქნება ასევე პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების
მედიაპარტნიორებთან.
კონკურსში დაშვების პირობები
- მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება მედიაბაზარზე;
- მულტიმედიური ჟურნალისტური მასალების მომზადების უნარი, რაც
შეფასდება მედიასაშუალების მიერ წარმოდგენილი გამოქვეყნებული და
ინტერნეტში განთავსებული მედიაპროდუქტების ნიმუშებით (მულტიმედიური
სტატიები, ინფოგრაფიკები, ვიდეოები, გამოსახულებები, ფოტო რეპორტაჟები,
ქვიზებზე აგებული მასალები) წარმოდგენით;
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი და დაწესებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- მულტიმედიური პაკეტების შერჩეულ თემების (იხ. ქვევით) გაშუქების
გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საკონკურსო განაცხადის შინაარსი

- ზოგადი პრეზენტაცია კონკურსის მონაწილე მედიასაშუალების


(ჟურნალისტ(ებ)ის/მწარმოებელი სტუდიის) შესახებ, რომელიც მოიცავს მინიმუმ
სამ მულტიმედიურ საინფორმაციო მასალას (პორტფოლიო) საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვან თემებზე. (განიხილება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც
მოიცავს მულტიმედიური პროდუქციის ნიმუშებს). განაცხადში ასევე შეიძლება
სხვა ფორმატის მასალების ჩვენებაც, განმცხადებლის გამოცდილების
საილუსტრაციოდ;
- პროექტში ჩართული ძირითადი პერსონალის რეზიუმეები (CV) ;
- ორი ჟურნალისტური მასალის/პაკეტის იდეა სამომავლოდ (მოკლე აღწერა).
განმცხადებელმა უნდა დააკონკრეტოს, რომელი მულტიმედიური ელემენტების
გამოყენებას გეგმავს;
- მულტიმედიური პაკეტების წარმოების ბიუჯეტი, სახელფასო ხარჯების
ჩათვლით.

2. შერჩევის კრიტერიუმები
განაცხადის შეფასება ეფუძნება:

1. ტექნიკური შეთავაზების ხარისხს, მათ შორის განაცხადის ყველა


კომპონენტის წარდგენას;

3
2. ფინანსური შეთავაზების ხარისხს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2000
აშშ დოლარს თითოეული “ჯორჯია პლიუს” მულტიმედიური
საინფორმაციო პაკეტის შექმნისთვის.

გამარჯვებულებს გამოავლენს პროექტის საკოორდინაციო საბჭო შემდეგი სისტემით:

• ქულების 90 პროცენტით შეფასდება პროექტის ტექნიკური შეთავაზება;

• ქულების 10 პროცენტით შეფასდება პროექტის ფინანსური შეთავაზება.

1.1 ტექნიკური შეთავაზების შერჩევის კრიტერიუმები:

- კონკურსის მონაწილე მედიაორგანიზაციის (ჟურნალისტ(ებ)ის, მწარმოებელი


სტუდიის) პროფესიონალიზმი (მედიაორგანიზაციას/მონაწილეს შეუძლია
შედეგიანად შეასრულოს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები; აქვს
პროფესიული რეპუტაცია და იცავს პროფესიული ეთიკის სტანდარტებს;
ზუსტად აქვს გადანაწილებული როლები პროექტის მონაწილეთა შორის;
წარმოდგენილი კონცეფცია ადასტურებს, რომ მონაწილეს გააჩნია სათანადო
გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ შექმნას წარმატებული
მულტიმედია პროდუქტი; კონცეფცია ადასტურებს, რომ მონაწილეს ესმის
პროექტის მიზნები) - მაქსიმუმ 25 ქულა;

პორტფოლიოს ხარისხი (პორტფოლიოში შესული მასალების ხარისხი,


მრავალფეროვნება, საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემების გაშუქების
გამოცდილება) - მაქსიმუმ 25 ქულა;
- მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტის მომზადების ზოგადი კონცეფციის
ხარისხი (სიახლე/ორიგინალურობა, გამოყენებული მულტიმედიური
კომპონენტების მრავალფეროვნება; მკაფიო და თანმიმდევრული კონცეფცია;
მდგრადობა (განმცხადებელი შეძლებს გააგრძელოს მულტიმედიური
საინფორმაციო მასალების წარმოება პროექტის დასრულების შემდეგ) -
მაქსიმუმ 40 ქულა.

2.1 ფინანსური შეთავაზების კრიტერიუმები::

ხარჯების მკაფიო და თანმიმდევრული აღწერა - მაქსიმუმ 5 ქულა;


- გონივრული ბიუჯეტი, რომელშიც მაქსიმალურად ეფექტურად არის
გამოყენებული რესურსები, შეთავაზებული მედიაპროდუქტების ხარისხის და
რაოდენობის გათვალისწინებით - მაქსიმუმ 5 ქულა.

3. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა


ქართულ ენაზე შესრულებული განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტით
მისამართზე irina@internews.ge ან მოიტანოთ “ინტერნიუსი-საქართველოს” ოფისში ან
შეავსოთ ელექტრონული აპლიკაცია ბმულზე: https://goo.gl/forms/pKyVgTu0qrKH3Upl1,
2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე. “ინტერნიუსი-საქართველოს”

4
მისამართია: ანდრია აფაქიძის ქუჩა 11, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8ე სართული,
თბილისი, საქართველო.

საკონტაქტო პირი: ირინა სამხარაძე, პროექტის ასისტენტი, ელ. ფოსტა:


irina@internews.ge) მობ. ტელეფონი: 599 55 34 98.

**„ჯორჯია პლიუს“ ცენტრალური მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების 10 თემის


ნახევარს (5) შეარჩევს პროექტის საკოორდინაციო საბჭო, ხოლო 5 თემას - შერჩეული
ადგილობრივი მედიაპარტნიორები (კონკურსის დასრულების შემდეგ). პროექტის
საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემოთავაზებული თემებია: კორუფცია, უმცირესობები,
განათლება, ეკონომიკა, ახალგაზრდები.დანართი 1

განაცხადის ფორმა

კონკურსი ცენტრალური მედიასაშუალებებისთვის

მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების მოსამზადებლად პროექტის


„დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში

ზოგადი ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ


მედიაორგანიზაციის დასახელება
მედიაორგანიზაციის იურიდიული მისამართი
მედიაორგანიზაციის ტელეფონი
მედიაორგანიზაციის ვებგვერდის მისამართი
მედიაორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელ «ფეისბუკში”
სხვა სოციალური მედიაარხები (მაგ. YouTube)
მთავარი რედაქტორის/დირექტორის სახელი და გვარი
მთავარი რედაქტორის/დირექტორის საკონტაქტო მონაცემები
ძირითადი თანამშრომლების რეზიუმეები

ზოგადი ინფორმაცია განმცხადებლის კოორდინატორის შესახებ


პროექტზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი
პროექტზე პასუხისმგებელი პირის მობილური ტელეფონის ნომერი
პროექტზე პასუხისმგებელი პირის ელ.ფოსტის მისამართი

სხვა დეტალები განმცხადებლის შესახებ

ორგანიზაციის ტიპი
ტელევიზია
ბეჭდური მედია
მწარმოებელი სტუდია
რადიო
5
ონლაინ მედია (online-only)
სხვა (გთხოვთ, დააკონკრეტეთ)

მესაკუთრეობის ფორმა
სახელმწიფო
კერძო
სხვა (გთხოვთ, დააკონკრეტეთ)

გეოგრაფიული დაფარვა/გავრცელება

მედიაბაზარზე არსებობის გამოცდილება


 1-2 წელი
 3-4 წელი
 5 წელი
 სხვა (გთხოვთ, დააკონკრეტეთ)

განმცხადებლის სამიზნე აუდიტორია:

მედიააუდიტორიის რაოდენობრივი ინდიკატორები (მედიასაშუალების შემთხვევაში):


 ვებგვერდზე ვიზიტორთა საშუალო თვიური რაოდენობა ( სექტემბერი-ნოემბერი 2018)
 “ფეისბუკის” გვერდის გამომწერთა (followers) რაოდენობა (სექტემბერი-ნოემბერი 2018)
 გავრცელება (ბეჭდური მედია)
 რეიტინგი/ ბაზრის წილი (ტელევიზია და რადიო)
 სხვა რელევანტური ინდიკატორები ______________________________

აწარმოებს თუ არა განმცხადებელი მულტიმედიურ კონტენტს


 დიახ
 არა

რა ტიპის მულტიმედიურ ინსტრუმენტებს იყენებს განმცხადებელი?

გთხოვთ დაურთოთ საუკეთესო მედიამასალების ბმულები (სულ მცირე 3 ბმული)


(მულტიმედიური მასალების ნიმუშებს მიენიჭება უპირატესობა)

გთხოვთ მიუთითოთ თქვენს მიერ ყველაზე ხშირად გაშუქებული თემები:

მულტიმედიური პაკეტების ზოგადი კონცეფცია

მულტიმედიური მასალების კონცეფცია :


ჟურნალისტური მასალის იდეა (story pitch) #1 (სამომავლო მასალის მოკლე აღწერა).
გთხოვთ დააკონკრეტოთ რომელი მულტიმედიური ელემენტები იქნება გამოყენებული
და აუდიტორიის რომელი სეგმენტი დაინტერესდება ამ მასალით);

6
ჟურნალისტური მასალის იდეა (story pitch) #2 (სამომავლო მასალის მოკლე აღწერა.
გთხოვთ დააკონკრეტოთ რომელი მულტიმედიური ელემენტები იქნება გამოყენებული
და აუდიტორიის რომელი სეგმენტი დაინტერესდება ამ მასალით);

გთხოვთ წარმოადგინოთ გონივრული ბიუჯეტი და აღწეროთ რესურსების ხარჯვა

თქვენი მასალების გამოქვეყნების და გავრცელების გზები (არხები):


 ვებგვერდი
 სოციალური მედია
 სხვა

არჩევანის ჩვენს მედიასაშუალებაზე გაკეთების შემთხვევაში, მზად ვართ ვაწარმოოთ


მულტიმედიური პაკეტები, საკოორდინაციო საბჭოს მიერ წინასწარ შემოთავაზებულ და
კონკურსის შემდეგ დაზუსტებულ თემებზე.
 დიახ
 არა