2017
წიგნი „ერობა – თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს
რესპუბლიკაში 1918“ მომზადდა პროექტის „თვითმმართველობის რეფორმა
და მისი შედგები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1919-1921“
ფარგლებში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ.
8 წინათქმა
I კარი
მოვალეობა უფლებათა გარეშე
ერობა (Земство) – შეზღუდული თვითმმართველობის
12 მოდელი რუსეთის იმპერიაში: ნორმატიული მხარე,
პრაქტიკა, პრობლემები
II კარი
ცვლილებების ქარი
რევოლუციის შემდგომი რეფორმის პროექტები
112 1917 წელი
კარი III
რესპუბლიკა – თვითმმართველობათა უბრალო ჯამი
პოლიტიკური ტურბულენტობა – 1918 წელი;
132 საერობო რეფორმის დინამიკა
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
ბოლოთქმა
საქართველო - ორი სახის თვითმმართველობა
თვითმმართველობა საქართველოს დემოკრატიულ
243 რესპუბლიკასა და დღევანდელ საქართველოში
დავით ლოსაბერიძე
დანართები
1905 წლის საერობო თათბირის ხმოსანთა განაწილების
277 ცხრილი
საქართველოს რესპუბლიკის
290 ერობათა კავშირის დებულება
საქართველოს რესპუბლიკის
295 საერობო თვითმართველობის კანონ-პროექტი
8
ცემის საგანია საქალაქო თვითმმართველობის თემა, ერობის რეფორმაში
ჩართულ პირთა ბიოგრაფიები და სხვ.
თვითმმართველობის საკითხები დღესაც არ კარგავს აქტუალობას
(განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში საქალაქო თვითმმართველობას
თან დაკავშირებული ცვლილებების ფონზე. კერძოდ, რიგი ქალაქებისათვის
თვითთმართველი სტატუსის გაუქმება). ამ პრობლემებით დაინტერესებული
მკითხველი უთუოდ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ქვეყნის ლამის
საუკუნის წინანდელ გამოცდილებას და ხედვას, რომელიც დღევანდელთან
შედარებით გაცილებით თამამი იყო.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერობო რეფორმის
კვლევა და წიგნად გამოცემა განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება
- საქართველოს“ მხარდაჭერით. გვიხარია, რომ ამ ნაშრომით 1918-1921
წლების დროინდელი კიდევ ერთი საინტერესო ისტორია გაცოცხლდა.
სამომავლოდ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ გეგმავს,
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ვიდრე 1980-იანი წლე
ბის ბოლომდე, ეტაპობრივად მოიცვას ყველა ეპოქა და ეპოქისათვის
დამახასიათებელი სპეციფიკური თემები; შეავსოს ისტორიის ცარიელი
ფურცლები და ეცადოს, დასვას კრიტიკული შეკითხვები საზოგადოებაში
დისკუსიის წახალისებისათვის. გაგრძელდება საქართველოს პირველი
დემოკრატიული რესპუბლიკის შესწავლაც. ეს კი ნიშნავს, რომ უახლოეს
წლებში მკითხველს არანაკლებ საინტერესო გამოცემებს შევთავაზებთ.
ანა მარგველაშვილი
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
9
I კარი
მოვალეობა
უფლებათა გარეშე
ერობა (Земство) – შეზღუდული თვითმმართველობის
მოდელი რუსეთის იმპერიაში:
1
ნორმატიული მხარე, პრაქტიკა, პრობლემები
15
რიას ევროპის მსგავსი ნაბიჯები უნდა გადაედგა მოდერნიზაციის აკენ.1
მოდერნიზაციის პირველ საბაზისო საფეხურად კი ლიბერალ მოაზროვ
ნეთა თაობა მოსახლეობ ის ძირითადი მასის, გლეხების არსებითად მონუ
რი მდგომარეობ იდან გამოყვანას, მათთვის საბაზისო უფლებების მინიჭე
ბას და სახელმწიფო მართვაში ელემენტარული ჩართვის (მონაწილეობის)
საშუალების მიცემას ხედავდა. ეს მოსახლეობის (გლეხების) ეკონომიკური
განვითარების პროცესს, განათლებასა და შეგნების ამაღლებას შეუწყობდა
ხელს, რითაც მომავალში მათი, ახალი მოქალაქეების, სახით მტკიცე სა
ფუძველი გაუჩნდებოდა განახლებულ რუსულ სახელმწიფოს.
ამგვარი პროგრესული იდეები მხოლოდ ინტელიგენციის წრეებში არ
ტრიალებდა. საიმპერატორო კარის მაღალი რანგის მოხელეთა ფხიზელი
და რაციონალური მოაზროვნეების ნაწილი, რომელიც დედაქალაქის კომ
ფორტის ზონის მიღმა, უშუალოდ სამუშაო პროცესში აკვირდებოდა და აწყ
დებოდა სისტემურ ხარვეზებს – ადმინისტრაციის ბიუროკრატიული მანქანის
თვითნებობასა და პოლიციის მოხელეთა ძალადობაზე დაფუძნებულ მმარ
თველობას, აცნობიერებდა, რომ სისტემური ცვლილებები გარდაუვალი
იყო; წინააღმდეგ შემთხვევაში დაგუბებული უკმაყოფილება გამოსავალს
ძალადობრივი გზით იპოვიდა და მძიმე შედეგებს მოიტ ანდა, რის წინაპი
რობებიც ნელ-ნელა ცხადი ხდებოდა.
საზოგადოების პროგრესული ნაწილისა და ლიბერალურად განწყობი
ლი უმაღლესი რანგის მოხელეთა კოოპერაციის შესაძლებლობების ფან
ჯარა იმპერატორ ნიკოლოზ პირველის გარდაცვალებისა და ალექსანდრე
მეორის გამეფების დროს გამოჩნდა; ალექსანდრე მეორე პირველივე ხა
ნებიდან ცდილობდა, კომპრომისების გზით არსებული რეალობა შეეცვალა
და მოდერნიზაციის პირველი ნაბიჯები გადაედგა. 1860-იანი წლების პირ
ველ ნახევარში, მის მიერ გატარებული ღონისძიებების2 საეტ აპო მნიშვნე
ლობის გამო, ამ პერიოდს მოგვიანებით „დიდი რეფორმების ხანად“ მოიხ
სენიებდნენ.
დემოკრატიული და ლიბერალური ფრთის წარმომადგენლებიც ინსტი
ტუციურად „თავად-აზნაურთა საკრებულოებში“3 იყვნენ კონცენტრირებულ
ნი. ისინი სარგებლობდნენ უფლებით, ღიად მიემართათ იმპერატორისათ
ვის სხვადასხვა ინიციატივით სახელმწიფო მმართველობის და პოლიტიკის
მტკივნეული და საჭირბოროტო საკითხების შესახებ. 1860 წლისათვის საგ
ლეხო რეფორმის გატარებისა და „გლეხთა გათავისუფლების“ დამდეგს,
ეს ჯგუფი სისტემურად მიუდგა მომდევნო რეფორმისათვის საინფორმაციო
კამპანიის გატარებასა და ნიადაგის მოსინჯვას. თავადაზნაურთა საკრებუ
ლოებმა დაიწყეს იმპერატორისათვის მიმართვების გადაცემა და საერობო
16
რეფორმის პროექტების წარდგენა. მათი საერთო სულისკვეთებისა და იდე
ების გამოხატულებად, შეიძლება, ვლადიმირის გუბერნიის თავად-აზნაურ
თა საკრებულოს მიმართვა მივიჩნიოთ, რომელიც მათ 1860 წლის იანვარში
წარმოადგინეს. მისი მთავარი პუნქტები იყო:
1. ადგილობრივ დონეზე მკაცრად უნდა გამიჯნულიყო ხელისუფლე
ბის შტოები: ადმინისტრაცია, სასამართლო და პოლიცია.
2. მმართველობის მოდელი ყველა წოდებისათვის საერთო წესის
მქონე უნდა ყოფილიყო.
3. ამავე მმართველობას უნდა მინიჭებოდა სამეურნეო კომპეტენცია
და გადაწყვეტილების დადგენა-განხორციელების უფლება. მისი
აღსრულების პასუხისმგებლობა მხოლოდ სასამართლოსი უნდა
ყოფილიყო და არა ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლე
ბისა. ადგილობრივი მმართველობის არჩეულ წარმომადგენლებს
არ უნდა დასჭირვებოდათ დამტკიცება ადმინისტრაციის მხრიდან.
4. პოლიციას უნდა დარჩენოდა მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოე
ბის დაცვის ფუნქცია. მისი მოქმედება მტკიცედ უნდა დაფუძნებოდა
კანონს და შეზღუდულიყო ამავე კანონის ფარგლებში.
5. უნდა მოწყობ ილიყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
6. უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო საყოველთაო მართლმსაჯუ
ლება – ყველას თანასწორობა კანონის წინაშე.
7. რეგულირებული უნდა ყოფილიყო მოხელეთა პასუხისმგებლობის
ფარგლები.
8. სახელმწიფოს უნდა ეკისრა ხელშემწყობი გარემოს შექმნა კერძო
და სახელმწიფო კრედიტების განვითარებისათვის.4
17
შემდეგ, კონსტიტუციურ წყობაზე გადაიყვანდა სახელმწიფოს.
სახელისუფლო წრეებ ის შიგნით, რეფორმის მხარდამჭერები, რა თქმა
უნდა, სრულად არ იზიარებდნენ ამ სულისკვეთებას: ისინი რეფორმაში მო
ნარქიისათვის საფრთხეს ხედავდნენ, მაგრამ საზოგადოებრივი განწყობა
ცვლილებებს მოითხოვდა. რეფორმის მთავარი მხარდამჭერი იყო შინაგან
საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგლეხო რეფორმის ხელმძღვანელი,
ლიბერალური შეხედულებების მქონე ნიკოლაი მილიუტინი. მისი რწმე
ნით, საერთო პოლიტიკური რეფორმა ვერ განხორციელდებოდა პირველი
ნაბიჯის – ადმინისტრაციული რეფორმის გარეშე, რომელიც, რაკი ადგი
ლობრივი თვითმმართველობის უფლებას გადასცემდა მოქალაქეებს, ამით
გარკვეულ პრაქტიკას შექმნიდა და მასას უფრო გლობალური რეფორმი
სათვის მოამზადებდა. რეფორმის წინა პერიოდში, სწორედ მილიუტინის
საშუალ
ებით ხდებოდა საკრებულოებ ის და ლიბერალური ფრთის მიერ
შემუშავებული წინადადებათა პაკეტის გადაცემა იმპერატორისათვის. მილი
უტინთან პირად საუბ არში დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, იმპერა
ტორი არსობრივად არ იყო მტრულად განწყობილი სახალხო წარმომად
გენლობის მმართველობაში დაშვების საკითხის ადმი, მაგრამ არ აპირებდა
მის განხორციელებას მაგ., პოლონეთში, რომელიც მუდამ ამბოხისკენ იყო
მიდრეკილი. მეორე მხრივ კი, იმპერიის მოსახლეობ ის უდიდესი ნაწილი –
„ერთგული რუსი ქვეშევრდომები“ მას ამ საპასუხისმგებლო ფუნქციის მინი
ჭებისათვის არ მიაჩნდა საკმარისად მომწიფებულად. ცხადია, იმპერატორის
პოზიციაში ირეკლებოდა ის ობიექტური შიში, რომელიც გამწვავებული ერ
თაშორისი დამოკიდებულების გამო ჰქონდა ცენტრალურ ხელისუფლებას
არარუსი მოსახლეობით დომინირებული და დაპყრობილი ტერიტორიებ ის
მიმართ, სადაც, მათი აზრით, ისედაც მზარდი სეპარატიზმის ფონზე ელემენ
ტარული თვითმმართველობის გამოჩენა უფრო გაამწვავებდა დამოუკიდებ
ლობისაკენ მისწრაფებებს.
მილიუტ ინის საპირწონედ ხელისუფლების უმაღლეს წრეში გამოჩნდა
ყოფილი სტატს-სეკრეტარი და მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველი
პიოტრ ვალუევი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დაწინაურ
და. ძალაუფლების ზენიტში მოხვედრამდე ვალუევიც იზიარებდა რეფორ
მისტული ფრთის სულისკვეთებას, მაგრამ შემდგომ პოზიციები შეიცვალა
და დაამუშავა კომპრომისული ვარიანტი, რომელიც იმპერატორისთვის
მისაღები აღმოჩნდა და 1864 წლის პირველ იანვარს (ძვ. სტილით) გა
მოქვეყნდა „საგუბერნიო და სამაზრო საერობო (სათემო) დაწესებულებების
დებულება“.
დებულებით ადგილობრივი თვითმმართველობის მოცემული მოდელი
რუსეთის იმპერიის შიდა მხარეებში – 34 გუბერნიასა და 1 ოლქში უნდა გა
ნეხორციელებინათ, ხოლო დასავლეთის გუბერნიების (პოლონეთი-უკრა
ინა), ციმბირისა და კავკასიისათვის შესაფერისი მოდელის შესარჩევად და
განსახორციელებლად სპეციალური კომისიები უნდა ჩამოეყალიბებინათ,
რომლებიც კვლევას ჩაატარებდნენ ამ თვალსაზრისით და წინადადებებს
18
შეიმუშავებდნენ.
ერობის (Земство) დამტკიცებული მოდელი იყო შემდეგი სახისა:6
ტერიტორიული მოწყობის დონეების მიხედვით ერობის მოდელი იყო ორ
საფეხურიან ი:
• სამაზრო
• საგუბერნიო
დებულება განსაზღვრავდა ერობის შემდეგ ძირითად (არა პუნქტობრი
ვად, არამედ არსობრივად) კომპეტენციებს, რომელთა განხორციელების
უფლება ენიჭებოდა წარმომადგენლობით ორგანოს საკუთარი მაზრის და
გუბერნიის ფარგლებში:
• საერობო საკუთრების, ინფრასტრუქტურისა და ფინანსების განკარგვა;
• სამეურნეო ცხოვრებისა და ვაჭრობის და განვითარების ადმინის
ტრირება და ხელშეწყობა;
• გზებისა და კომუნიკაციების განვითარება;
• სახალხო განათლების ხელშეწყობ ა;
• ჯანდაცვის და სანიტარიული სისტემის განვითარება;
• დაზღვევის სისტემა;
• სასურსათო მომარაგების პრობლემების გადაწყვეტა;
• საქველმოქმედო და კულტურული ინიციატივების განვითარება;
• ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადაცემული (დელეგირებუ
ლი) გარკვეული (სამოქალაქო და სამხედრო) ფუნქციების განხორ
ციელ
ება ადგილობრივ დონეზე;
• ადგილობრივი გადასახადების განსაზღვრა და გაწერა;
• თვითმმართველობის საკითხების შესახებ ცნობებისა და წინადადე
ბების წარდგენა ცენტრალური ხელისუფლებისათვის;
• საერობო არჩევნების ორგანიზება.
ერობის ფინანსური გარანტიებ ი შედგებოდა მის განკარგულებაში არ
სებული ქონებისა და მის მიერვე გაწერილი ადგილობრივი „საერობო“ გა
დასახადებისაგან. ასევე ერობას ჰქონდა ქონების შეფასებისა და ქონების
გადასახადის განსაზღვრის ფუნქციაც.
ერობის თითოეუ ლი საფეხურისათვის წარმომადგენლობითი ორგანო
იყო ერობის ხმოსანთა ყრილობა – სამაზრო და საგუბერნიო.
სამაზრო ერობის ხმოსნების არჩევა ხდებოდა სამ ჯგუფად:
• მაზრის მემამულეები
• ქალაქის საზოგადოება
• სოფლის საზოგადოება
სამაზრო ხმოსნად შეიძლება არჩეულიყო და ხმა მიეცა შესაბამისი ქო
ნებრივი ცენზის და კანონიერი დაბრკოლებების არმქონე მოქალაქეს7,
19
რომლის მიწა შეადგენდა 200 დესიატინას ან უძრავი ქონება – 15 000 მა
ნეთს. ასევე, საზოგადოებ ებისა და დაწესებულებების ან მათი კავშირის წარ
მომადგენელ ადვოკატებს, რომელთა ქონების ჯამი შესაბამის კრიტერიუმს
აკმაყოფილებდა.
საქალაქო საზოგადოებ იდან, ანალოგიურად – სავაჭრო მოწმობის ან
წარმოების მქონე მოქალაქეები, რომელთა კომერციული შემოსავლის
წლიურ ი ბრუნვა 6 000 მანეთზე ნაკლები არ იყო, ასევე, შესაბამისი ნიხრის
უძრავი ქონების მფლობელები და საზოგადოებებისა და დაწესებულებების
წარმომადგენელი ადვოკატები.
სამაზრო ხმოსნების რიცხვი თითოეული გუბერნიისათვის შესაბამისი
ცხრილით იყო გაწერილი.
არჩევნების დასაწყებად, მაზრაში თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამ
ძღოლი მოუწოდებდა ხმის უფლების მქონე წარმომადგენლებს, ერთ საერ
თო კრებაზე ან რამდენიმე ტერიტორიული პრინციპით მოწყობილ კრებაზე
გამოცხადებულიყვნენ და აერჩიათ ხმოსნები საკუთარი შემადგენლობიდან.
საარჩევნო ყრილობას იგივე წინამძღოლი თავმჯდომარეობდა. ქალაქებში
ამავე პროცედურას ქალაქის მოურავი ხელმძღვანელობდა.
საარჩევნო პროცესი განსხვავებულად მიმდინარეობდა სოფლის საზო
გადოებებში: სასოფლო ყრილობებზე გლეხებს თავიანთი რიგებიდან უნდა
დაესახელებინათ სამაზრო ერობის ხმოსნების ასარჩევი ყრილობის მონა
წილე-წარმომადგენლები, იმ გათვლით, რომ ჯამში სოფლის საზოგადოე
ბებისაგან ხსენებულ ყრილობაში მონაწილეების რიცხვი გლეხებიდან ხმის
უფლების მქონეთა საერთო რაოდენობის მესამედი გამოსულიყო და ხმის
მიცემისას თითო საზოგადოებ იდან თითო წარმომადგენელი დარჩენილიყო.
შემდგომ უშუალოდ არჩევნების ხელმძღვანელის ფუნქცია ეძლეოდ ა
მომრიგებელ მოსამართლეს, რომელიც თითოეუ ლი სამომრიგებელო ზო
ნისა ან თემის და საბოქაულოს ტერიტორიული პრინციპით იწვევდა სოფ
ლის საზოგადოების წარმომადგენელი ამომრჩევლების კრებას, სადაც ისი
ნი სამაზრო ერობის ხმოსნებს ირჩევდნენ საკუთარი შემადგენლობიდან,
შესაბამისი რიცხვის მიხედვით.
სამთავე შემადგენლობიდან არჩეული ხმოსნები იკრიბებოდნენ სამაზ
რო ერობის ყრილობაზე; ყრილობას თავმჯდომარეობდა მაზრის თავა
დაზნაურობის წინამძღოლი და მას ხმოსანთა მესამედზე მეტი უნდა დასწ
რებოდა. ყრილობა შეამოწმებდა არჩევნების კანონიერ ებას და საკუთარი
შემადგენლობიდან ან ხმის უფლების და ცენზის მქონეთაგან აირჩევდა სა
20
მაზრო ერობის თავმჯდომარეს და გამგეობის ორ წევრს სამი წლის ვადით.
ერობის ხმოსნებს ხელფასი არ ეძლეოდათ. მათვე უნდა ემსჯელათ გამ
გეობის გარდა, ერობის სხვა მოხელეთა საჭიროებ ების, თავმჯდომარისა და
გამგეობის წევრთა გასამრჯელოს ოდენობის შესახებ. ყრილობა იკრიბებო
და სპეციალურად დადგენილ დროს, წელიწადში ერთხელ, სამაზრო – 10
და საგუბერნიო – 20 დღის (ან, საჭიროების შემთხვევაში, მეტი) ვადით, სა
დაც გამგეობისაგან ჩაიბარებდა ანაგრიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ.
პროცესის მაკონტროლებლად ყრილობა ირჩევდა სარევიზიო კომისიას.
ანგარიშის მიღების შემდეგ ყრილობა დასახავდა შემდეგი წლის გეგმას და
იშლებოდა.
მეორე საფეხურის წარმომადგენლობა – საგუბერნიო ერობის ყრილო
ბა შედგებოდა სამაზრო ერობის ხმოსანთაგან, რომლებიც ანალოგიურად
ირჩევდნენ საგუბერნიო ერობის თავმდჯომარესა და თანაშემწეებს.
გარდა კომპეტენციების ვიწროდ სამეურნეო-კულტურული პროფილისა,
ქონებრივი ცენზის და მონაწილეობაში ფაქტობრივად წოდებრივი შეზღუდ
ვისა (არსებული საარჩევნო სისტემით ერობა რეალურად სამი წოდების
გან – თავადაზნაურობის, ვაჭარ-მრეწველებისა (ბურჟუაზ ია) და გლეხთა
გან კომპლექტებოდა, სადაც ხმოსანთა უმრავლესობა თავადაზნაურობის
წარმომადგენელი იყო), ერობის ამ მოდელის არასრულყოფილებას და
კომპრომისულობას განაპირობებდა მისი დამოკიდებულება ცენტრალური
ხელისუფლების და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლების
მიმართ, კერძოდ:
• სამაზრო ერობის გამგეობის არჩეულ თავმჯდომარეს ამტკიცებდა
გუბერნატორი;
• საგუბერნიო ერობისას – შინაგან საქმეთა მინისტრი;
• იგივენი აკონტროლებდნენ ორივე დონის ერობათა გადაწყვეტი
ლებებისა და დადგენილებების კანონიერებას;
• ამტკიცებდნენ ერობათა გადაწყვეტილებების ძირითად ნაწილს;
• ამ პროცესის უზრუნველსაყოფად ერობები ვალდებულნი იყვნენ,
ყოველი გადწყვეტილება დაუყოვნებლივ წერილობით წარედგინათ
გუბერნატორისა და შინაგან საქმეთა მინისტრისათვის;
• გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ უთანხმოების შემთხვევაში
გუბერნატორს შეეძლო გადაწყვეტილების შეჩერება და, თუკი ერო
ბა ხელმეორ ედ დაამტკიცებდა იმავეს, გუბერნატორი მიმართავდა
სენატსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საკითხის შესასწავლად,
მანამდე გადაწყვეტილება კვლავ შეჩერებული იყო;
• გუბერნატორს შეეძლო ერობის წევრთა დროებ ით დათხოვნა, თუკი
ამას საერობო ყრილობაც დაად ასტურებდა. ერობის წევრთა გადა
ყენების უფლება ჰქონდა სენატს;
მიუხ ედავად ამ ნაკლოვანებებისა, საზოგადოება და ლიბერალური
პრესა კმაყოფილებით შეხვდა ნანატრი თვითმმართველობის პირველ ნა
ბიჯს და მას ზემოხსენებული ფარული დღის წესრიგის სულისკვეთებით
21
„წარმომადგენლობით დაწესებულებათა სკოლა“ უწოდა.
თავდაპირველად წოდებრივობის ელემენტი ერობათა განვითარების
შემაფერხებელი ელემენტი კი არ იყო, არამედ, პირიქით, მისი პირველი
წარმატებული ნაბიჯების განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა, რადგან თავად
-აზნაურთა წოდების დემოკრატიული, ლიბერალური ფრთის ენთუზიაზმი
მაღალი იყო და ისინი ახლად დაფუძნებულ ინსტიტუციურ სივრცეში იყვნენ
მობილიზებული. ერობათა სხვა ელემენტები კი შემდგომ ეტაპებზე გააქტი
ურდა.
მოგვიანებით, 1870-80-იანი წლების განმავლობაში, წოდების შიგნით
აშკარა გახდა განხეთქილება: თავად-აზნაურთა და მსხვილ მემამულეთა
ნაწილი, რომელიც არ აქტიურობდა ერობაში და აბსოლუტიზმის მომხრე
იყო, ეჭვის თვალით უცქერდა ერობის მოღვაწეთა (Земцы), საკუთარი კლა
სის წარმომადგენელთა, ე. წ. „მეორე ელემენტის“ საერობო დაწესებულე
ბებში მუშაობის შედეგად მიღწეულ მზარდ წარმატებას და პოპულარობას;
ერობის სამეურნეო და ეკონომიკური პროფილის მიღმა აღნიშნული წრე
ცხადად ამჩნევდა პოლიტიკურ ქვეტექსტს. ისინი ასევე უკმაყოფილო იყვნენ
მათი როლის იგნორირებითა და გლეხთა განვითარებისა და ემანსიპაციის
საკითხების გარშემო ერობის მუშაობის გამო. პარალელურად, ერობათა
ამოქმედების კვალდაკვალ, (რადგან წოდებრივ დაწესებულებებს – თავად
-აზნაურთა საკრებულოებს ლიბერალური ელემენტები ჩამოსცილდნენ და
ერობაში გაედინნენ, რის გამოც ამ უკანასკნელმა გავლენა და ხმა დაკარ
გა), საკრებულოებ ის ერთგულმა წევრებმა 1865 წელს სცადეს ინერციით
დარჩენილი თავიანთი პრივილეგიის, იმპერატორისათვის პეტიციით უშუა
ლოდ მიმართვის გამოყენება და სახელმწიფოს საჭირბოროტო საკითხებ ის
შესახებ აზრის გამოსამუშავებლად საერთო-რუსული წარმომადგენელთა
ყრილობის მოწყობ ის უფლება ითხოვეს. თხოვნას იმპერატორმა უარით
უპასუხა. თან მიანიშნა, რომ ვერ დაუშვებდა ამგვარ საკრებულოს – სადაც
მხოლოდ ერთი წოდება იყო წარმოდგენილი, მთელი ხალხის სახელით
ლაპარაკის პრეტენზია ჰქონოდა და შემდგომ პირდაპირი პეტიციის უფლე
ბაც კი შეუჩერა თავად-აზნაურთა საკრებულოს.
თუმცა იმპერატორის ეს ნაბიჯი სრულიად აც არ ნიშნავდა ერობისათვის
ნდობის გამოცხადებას. ერობის გარშემო მობილიზებულმა დემოკრატიულ
მა ძალებმა პირველსავე წლებში უშუალო კომპეტენციების განხორციელე
ბის და ადგილობრივი თვითმმართველობის არსებულ ჩარჩოში პრაქტიკის
გამომუშავების გარდა, მაშინვე დაიწყეს ნიად
აგის მოსინჯვა შორს მიმავალი
არსებითი სტრატეგიული ნაბიჯების განხორციელებისათვის. კერძოდ, 1866
წლიდანვე პეტერბურგის ერობამ ღიად მოითხოვა ერობათა საკავშირო ინ
სტიტუციის შექმნის აუცილებლობა, რომელსაც გამოცდილების გაზიარებისა
და ძალთა კოორდინაციის გარდა, საერთო-საკანონმდებლო წინადადების
აღძვრის უფლება ექნებოდა. პარალელურად საერობო მოღვაწეებმა გაა
ჩაღეს კამპანია „წვრილი საერობო ერთეულის“ აუცილებლობის შესახებ,
რომელიც შემდგომ წლებშიც მუდმივი ჭიდილის საგანი და მიუღწეველი
22
ამოცანა გახდა. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა მხარდამჭერებისა და
მოწინააღმდეგეებისათვისაც ცხადი იყო – თვითმმართველობის არსებული
მოდელი მოსახლეობის მთავარი ნაწილის – გლეხებისათვის დისკრიმი
ნაციული ხასიათისა იყო, რადგან მათი წარმომადგენლობა მინიმალური
რჩებოდა. საერობო მოღვაწეთა მთავარი იდეალი კი სწორედ გლეხთა მა
სის განათლება, სამეურნეო წინსვლა და კულტურული და პოლიტიკური
ემანსიპაცია იყო. არსებულ მოდელში მათ არ შეეძლოთ, გადაწყვეტილების
მიღების პროცესში სრულფასოვნად ჩართულიყვნენ და პრაქტიკული უნა
რები გამოემუშავებინათ, „წვრილი საერობო ერთეულის“ შემოღება კი ერო
ბას ერთ, ქვედა და მთავარ საფეხურს უმატებდა, რომელიც „ვოლოსტის“
– რამდენიმე სოფლის და თემის გაერთიანების თვითმმართველობას წარ
მოადგენდა, გლეხობით იქნებოდა დომინირებული და მათ უპირველესი
ადგილობრივი საჭიროებების მოგვარების საშუალებას თავადვე მისცემდა.
ხელისუფლების კონტრრეაქციამ არ დააყოვნა; მისი პირველი ნა
ბიჯი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 1866 წლის 12 ოქტომბრის
ცირკულარი, რის შემდეგაც სენატმა გუბერნატორებს უფლება მიანიჭა,
არ დაემტკიცებინათ არჩეული ერობის ხმოსნები, თუ მათ პიროვნებებს
„არაკეთილსაიმედოდ“ ჩათვლიდნენ. 1867 წლის 4 მაისს სენატმა დაასკვნა,
რომ ერობათა ინიციატივა საკავშირო ინსტიტუციის შექმნისა და საკანონ
მდებლო წინადადების უფლების შესახებ კანონს ეწინააღმდეგებოდა, რად
გან ერობათა კომპეტენცია მათი გუბერნიის ფარგლებით იყო შეზღუდული.
ამავე წლის 13 ივნისს, სახელმწიფო საბჭომ დაადგინა, რომ ერობას ეკრძა
ლებოდა გუბერნატორის ნებართვის გარეშე სხდომათა სტენოგრაფიების
და ანგარიშების დაბეჭდვა და გამოქვეყნება, ასევე გუბერნატორს უფლება
მიეცა, დაეხურა ერობის სხდომა, თუკი ის ჩათვლიდა, რომ იქ არასასურვე
ლი საკითხი განიხილებოდა. 1868 წლისათვის კონტროლი კიდევ უფრო
გამკაცრდა – შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 აგვისტოსა და 8 ოქტომბრის
ცირკულარებით აცნობა ერობებს, რომ მათი ბეჭდური გამოცემების ტირაჟი
ზუსტად ერობის ხმოსანთა რიცხვის ტოლი უნდა ყოფილიყო.
ცხადი გახდა, რომ ხელისუფლებას არ მოუდუნებია ყურადღება და სა
ერობო მოძრაობის მიღმა მკაფიოდ ხედავდა კონსტიტუციონალიზმის აჩ
რდილს.
1870-იანი წლების პირველი ნახევარი საერობო მოძრაობის მწვავე
ოპოზიციურ რელსებზე გადასვლისა და მეფის ხელისუფლების პოლიტი
კის საპასუხო გამძაფრების ხანა იყო; რამდენადაც ცენტრალური მთავრო
ბის რეპრესიულ ი ზომები საერ
ობო მოღვაწეებს ლეგალურად არ აძლევდა
ძალთა კოორდინირების საშუალებას, მათ მაინც არაოფიციალურად, კერ
ძო ბინებზე და საჯარო სივრცეებში დაიწყეს შეხვედრების ორგანიზება და
საერთო პოლიტიკის გამომუშავება. მეორე მხრივ, ცენზურაც არ უშვებდა
მათი იდეების თავისუფალ პროპაგანდას, თანამოაზრეთა დახმარებით საე
რობო ლიდერებმა მოახერხეს თავისუფალი საერობო გაზეთის – Вольное
слово-ს გამოცემის დაწყებ ა შვეიცარიაში, მიხაილ
ო დრაგომანოვის ხელ
23
მძღვანელობით, რომელიც სხვა სპეციალ ურ თუ პოლიტიკურ გამოცემებ
თან ერთად არალეგალურად შემოჰქონდათ და ავრცელებდნენ რუსეთის
იმპერიაში. მოძრაობ ის რიტორიკა ეფუძნებოდა ერობის მუშაობაში უკვე
გამოვლენილ პრაქტიკას, რაც საშუალებას აძლევდა წარმომადგენლებს,
ეჩვენებინათ, რომ მხოლოდ შეზღუდული, სამეურნეო პროფილის თვით
მმართველობის მოდელი საკმარისი არ იყო განვითარებისათვის და მას პო
ლიტიკური უფლებებიც უნდა დამატებოდა, რაც თავისთავად შეუძლებელი
იყო საბაზისო პოლიტიკური უფლებების უზრუნველყოფის გარეშე მთელი
იმპერიის მოქალაქეებისათვის; შესაბამისად, საერობო მოძრაობის პრო
ფილი კვლავ კონსტიტუციონ ალისტური რჩებოდა. მათი არაოფიციალუ
რი პროგრამა შემდეგი დევიზის გარშემო იყო მობილიზებული: „სიტყვისა
და პრესის თავისუფლება, პიროვნების ხელშეუხებლობის გარანტია და
დამფუძნებელი კრება“. ამ სულისკვეთების პირველი ინიციატივები და აქტი
ური დუღილი იმპერიის უკრაინულ ნაწილში დაიწყო, რასაც ხელისუფლე
ბამ რეპრესიებით უპასუხა: 1878 წელს ჩერნიგოვის საერობო ყრილობაზე
ხმოსანთა სახელით ივან პეტრუნკევიჩმა სცადა კრიტიკული სულისკვეთების
მიმართვის წაკითხვა, რის საშუალებაც მას გამგეობის თავმჯდომარემ არ
მისცა. სხვა ხმოსნებისა და დამსწრე პუბლიკის აღშფოთების ფონზე, მან
მაინც წაიკ ითხა მიმართვა. თავმჯდომარემ ჟანდარმერია გამოიძ ახა, რო
მელმაც კრება დაშალა და პეტრუნკევიჩი დააპატიმრა, რომელიც ჩრდი
ლოეთის გუბერნიებში გადაასახლეს. მომდევნო წლებში საერობო აქტივო
ბების ცენტრმა უკრაინიდან ჩრდილოეთის მხარებში, ტვერის, მოსკოვისა და
პეტერბურგის გუბერნიებში გადაინაცვლა. ამ დროისათვის ჩამოყალიბდა
მოსკოვის „თვითმმართველობისა და საერობო კავშირის საზოგადოება“ (ე.
წ. Земский союз), რომელიც შემდგომში მოძრაობის ინტელექტუალური და
საორგანიზაციო ცენტრის ფუნქციას ითავსებდა.
1870-იანი წლების ბოლოს საერ ობო მოძრაობისა და მეფის ხელისუფ
ლების ურთიერთობის დინამიკა საფუძვლიან მოლოდინს ქმნიდა, რომ გა
ბეზრებული ბიურ ოკრატია ერობის საკითხს კარდინალურად გადაწყვეტდა
და მას ინსტიტუციურად მოკლავდა, თუმცა იმპერიაში განვითარებულმა
ახალმა მოვლენებმა ცენტრალური ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში
ჩააყენა და რადიკალური ზომების მაგიერ ერობის მიმართ დათმობების პო
ლიტიკის დაწყებისაკენ უბიძგა.
1870-იან წლებში, იმ საფუძველზე, რამაც თავის დროზე „დიდი
რეფორმების“ ხანის დადგომა განაპირობა – კერძოდ, მოქალაქეთა განათ
ლებული, პოლიტიკური ამბიციების მქონე და რადიკალურად განწყობილი
მასის ზრდამ, ამ ამბიციებ ის რეალიზაციის ინსტიტუციურ
ი გარემოს ჩამოყა
ლიბების გაძნელების ფონზე ახალი ტენდენციები გააჩინა – საზოგადოე
ბის ნაწილმა, პოლიტიკური მობილიზება დაიწყო და რადიკალური გზებით
რეჟიმის ცვლილებაზე ფიქრი დაიწყო. 1860-იანი წლებიდან განვითარებუ
ლი „ხალხოსნური“ ორგანიზაციების ბაზაზე აღმოცენებულმა პოლიტკურმა
მოძრაობამ, „ნაროდნაია ვოლიამ“ 1870-იანი წლების შუა პერიოდიდან თა
24
ვისი ძალის დემონსტრირება მოახდინა – მეფის რეჟიმის დესპოტიზმის გან
მასახიერებელ მოხელეებზე ტერორი გააჩაღა. ამან ეფექტი იქონია – ერთი
მხრივ, საზოგადოების ლიბერალური ნაწილი ამ პროცესების შორს მიმა
ვალმა პერსპექტივამ დააფიქრა, ხელისუფლებას კი პრობლემის გადაჭრის
სხვადასხვა სცენარის დამუშავებისაკენ უბიძგა.
საერობო – ლიბერალური და დემოკრატიული – მოძრაობის წარ
მომადგენლებმა მაშინვე არაოფიციალ ურად დაიწყეს მოლაპარაკებები
„ნაროდნაია ვოლიას“ და სხვა მსგავსი ჯგუფების წარმომადგენლებთან სა
ერთო პოლიტიკის წარმოების შესახებ; საერობო მოძრაობა სთავაზობდა
ძალთა გაერთიანებას ორივე მიმართულებისათვის საზიარო – საბაზისო
პოლიტიკური უფლებებისათვის ბრძოლაში, ოღონდ ისინი ორგანიზაციებ ი
საგან ტერორის გზის, როგორც ხანგრძლივ პერსპექტივაში კონტრპროდუქ
ტიულ ი მოქმედების, უარყოფას მოითხოვდნენ. მოძრაობებს შორის კომ
პრომისი ვერ შედგა, თუმცა საერობო მოღვაწეებ ის ზეგავლენით „ნაროდნაია
ვოლიას“ რამდენიმე რადიკალი მოაზროვნე ჩამოსცილდა. მათ დააფუძ
ნეს „ოპოზიციურ ელემენტთა საიდუმლო ლიგა“, რომელიც „საერობო
კავშირის საზოგადოებას“ დაუკავშირდა. პარალელურად მომდევნო ხანაში
კიდევ რამდენიმე მსგავსი ლიგა ამოქმედდა, კერძოდ, „ლიბერალური“,
„სამხრეთრუსული“ და „საერობო“ ლიგები.
საერთო მდგომარეობ აზე ეფექტი საგარეო პოლიტიკამაც მოახდინა,
1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში გამარჯვებისა და ბალკანეთის
ოსმალთაგან გათავისუფლებულ სახელმწიფოებში რუსეთის პროტექტო
რატის პირობებში ფართო თვითმმართველობის დაშვებამ მსგავსი ეფექტი
წარმოშვა, რაც თავის დროზე ყირიმის ომში მარცხმა, საერობო მოძრა
ობამ ღია პროპაგანდა უმაღლეს საფეხურზე აიყვანა და საიმპერატორო
კარს მიმართვების ახალი ტალღა დაატყდა, სადაც ერობები მოითხოვდნენ,
მეფეს „მოწყალება მოეღო და საკუთარი ქვეშევრდომებისათვის ისეთივე
თვითგამორკვევისა და თვითმმართველობის უფლება მიეცა, როგორიც
ბულგარელებს უბოძა“. კურსკის საგუბერნიო ერობამ კი თავისებური 16-პუნ
ქტიანი „საერობო კონსტიტუციაც“ კი წარადგინა, რომლის მე-2 პუნქტი ითხ
ოვდა, რადგანაც ერობის ხმოსნები თავისუფალი გზით იყვნენ არჩეული,
ისინი პოლიციის ა და ადმინისტრაციის ზედამხედველობისაგან გათავისუფ
ლებულიყვნენ და აღმასრულებელი რგოლიც მათ ჩამოეყ ალიბებინათ;
მე-10 პუნქტი კი კვლავინდებურად ითხოვდა საგუბერნიო ერობის წარმო
მადგენელთა პერიოდული ყრილობების მოწყობის უფლებას, რაც თვით
მმართველობის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების
საშუალება იქნებოდა.
იმპერატორ ალექსანდრე მეორ ის კაბინეტმა გამწვავებული რევოლუ
ციური მოძრაობის საპირწონედ და ლეგიტიმაციის მობილიზებისათვის ში
ნაგან საქმეთა მინისტრის, ლიბერალის რეპუტაციის მქონე და რეალურად,
რაციონალური პოლიტიკოსისა და იმპერიის მართვის სისტემაში არსებული
პრობლემების მცოდნე – გრაფი მიხეილ ლორის-მელიქოვის პირით და
25
იწყო სიგნალების გავრცელება, რომ აპირებდა ლიბერალიზაციის კურსის
გატარებას – ერობათა უფლებამოსილების გაფართოებას და ადმინისტრა
ციასა და პოლიციასთან ბალანსის უზრუნველყოფას.
საპასუხოდ, მოსკოვის „საერობო კავშირის საზოგადოებამ“ შეძლო ყრი
ლობის ორგანიზება, სადაც შემხვედრ წინადადებად წამოაყენა საყოველ
თაო სახალხო წარმომადგენელთა არჩევნების მოწყობა, რითაც დაკომ
პლექტდებოდა ერთპალატიანი საკანონმდებლო სათათბირო ორგანო.
ლორის-მელიქოვი მაინც სკეპტიკურად მოეკიდა წარმოდგე
ნილ „საერობო დუმის“ პროექტს და საკუთარი, უფრო კომპრომისული
ვარიანტის დამუშავება დაიწყო, რომელსაც შემდგომში „ლორის-მელიქოვის
კონსტიტუციას“ უწოდებდნენ. მისი რწმენით, ევროპული გამოცდილი
ინსტიტუტების გადმონერგვა რუსეთში არ იყო სასურველი, რუსული
ისტორიული გამოცდილების მოდელი, „ზემსკი სობორი“ უკვე დრომოჭმუ
ლი იყო, ამიტომ მისი რეცეპტი შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
უნდა მოწყობილიყო „მოსამზადებელი კომისია“, რომელიც ცენტრა
ლური ხელისუფლების მიერ დანიშნული ჩინოვნიკებისა და თვითმმარ
თველობის საკითხთა მცოდნე „კეთილსაიმედო“ მოქალაქეებისაგან
დაკომპლექტდებოდა. მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტები „საერთო
კომისიას“ (იგივე „პარლამენტს“), რომლის წევრებიც იქნებოდნენ: მოსამზა
დებელი კომისიის წევრთა ნაწილი, ერობების და დიდი ქალაქების თვით
მმართველობების მიერ არჩეული წარმომადგენლები და ერობის არმქონე
მხარეების განსაკუთრებული წამომადგენლები. იმპერატორი დანიშნავდა
საერთო კომისიის თავმჯდომარეს და დაამტკიცებდა მათ მიერ შემუშავე
ბულ კანონებს.
„ნაროდნაია ვოლიას“ ტერორისტების მიერ იმპერატორ ალექსანდრე
მეორის მკვლელობამ წერტილი დაუსვა, როგორც „ლორის-მელიქოვის
კონსტიტუციას“, ასევე ლიბერალიზაციის კურსის მოლოდინს. ახალი იმ
პერატორის – ალექსანდრე მესამის მიერ მოწვეულ სახელმწიფო საბჭოს
პირველსავე სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტის რეაქციონერმა წევრებმა
პროექტი მიწასთან გაასწორეს; შინაგან საქმეთა მინისტრი – გრაფი ლო
რის-მელიქოვი, რომლის რეპუტაცია მეფის მკვლელობამ გაანადგურა,
ძალაუფლებას ჩამოაცილეს. ალექსანდრე მესამე, შიდა გადაწყვეტილე
ბის მიუხ ედავად, გარდამავალი პერიოდის სპეციფიკის გამო არ ჩქარობდა
ერობათა საკითხის გადახედვის დაწყებული კურსის მკვეთრად შეჩერებას.
მან პირველსავე საჯარო გამოსვლებში პირობა დადო, რომ არ შეეხ ებო
და საერობო წარმომადგენლობისა და საქალაქო თვითმმართველობების
პრინციპებს, თუმცა ეს მხოლოდ დროის მოსაგებად არჩეული ტაქტიკა იყო;
1881 წლიდან დაიწყო ხელისუფლების კურსის გამკაცრება და საპოლიციო
რეჟიმზე დაბრუნება. 14 აგვისტოს დამტკიცდა „სახელმწიფო წყობისა და
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის წესები“, რომელმაც შინაგან საქ
მეთა სამინისტროს განუსაზღვრელი ძალაუფლება მიანიჭა, გაფართოვდა
ადმინისტრაციის (გუბერნატორთა) უფლებები, დაიწყო პოლიციის ევროპუ
26
ლი რეფორმა (როგორც რეჟიმის კრიტიკოსები ირონიულად შენიშნავდნენ,
ერთადერთი განხორციელებული ევროპული რეფორმა რუსეთის სინამ
დვილეში); მთელ იმპერიაში ამოქმედდა დაცვის გაძლიერებული წესები და
ხელისუფლებამ რადიკალური და ლიბერალური ოპოზიციის საპირწონედ
და ტერორიზებისათვის საკუთარი მხარდამჭერების – მონარქისტთა რეაქ
ციული და სლავოფილური ჯგუფების მობილიზება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინერციით განაგრძო ლორის-მელიქოვის
პროექტის დამუშავება და ახალი რეალობისათვის მორგება. 1881 წლის
ოქტომბრიდან პროცესის ხელმძღვანელობა დაევალა შინაგან საქმეთა მი
ნისტრის ყოფილ თანაშემწეს, სახელმწიფო საბჭოს წევრსა და სტატს-სეკ
რეტარს, მიხეილ კოხანოვს. შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის
პრინციპების შემმუშავებელი კომისია, რომელსაც 1859 წლიდან შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგუბერნიო და სამაზრო დაწესებუ
ლებათა კომისია უნდა ჩაენაცვლებინა. „კოხანოვის კომისიის“ შემადგენ
ლობაში შედიოდნენ სენატორები მიხაილ კოვალსკი, ალექსანდრ პოლოვ
ცოვი, სემიონ მორდვინოვი და ივან შამშინი.
ხელისუფლებამ რეალური დამოკიდებულება კომისიის მიმართ მისი
ამოქმედებისთანავე გამოხატა და მას სასწრაფოდ ჩამოართვა სახელმწი
ფო დანაშაულ ის საკითხების (რომელიც ჟანდარმერიის პრეროგატივად
ცნო) და ასევე წოდებრივი საკითხებ ის განხილვის უფლება.
კომისიაც, თავის მხრივ, მუშაობას თავიდანვე გაუმჭვირვალედ და წარ
მომადგენლობითობის პრინციპის უგულებელყოფით შეუდგა; მათ საიდ უმ
ლოდ დაიწყეს რეგიონ ებიდან „მცოდნე პირთა“ მიწვევა კომისიაში სათა
ნამშრომლოდ და საკონსულტაციოდ მომავალი რეფორმის პროექტის
დასამუშავებლად. კონსპირაციის მიუხედავად ინფორმაციამ მომავალი
პროექტის მიმდინარე სამუშაოებ ისა და არსის შესახებ პრესაში გაჟონა.
ერობათა წარმომადგენლების მკვეთრმა რეაქციამ არ დააყოვნა; მათ ღი
ად გაილაშქრეს კომისიის წინააღმდეგ, მას სახალხო წარმომადგენლო
ბითობის ფალსიფიკაცია უწოდეს და მოითხოვ ეს – თუკი ხელისუფლება
ნამდვილ წარმომადგენლებს, ერობათა ხმოსნებს არ ჩართავს პროექტის
შემუშავებაში, „მცოდნე პირების“ საერობო მოღვაწეებად გასაღებას მაინც
დაანებონ თავიო. ერობების რეაქციამ ცენტრალურ ხელისუფლებას საშუა
ლება მისცა, გაბატონებული რეაქციული და სლავოფილური წრეებისათვის
ერთადერთი დასაშვები კომპრომისი – „კოხანოვის მოდელიც“ დაეწუნებინა
და მისი დამუშავება შეეწყვიტა, რაც ერობათა საკითხის უფრო რადიკალურ
და მკაცრ გადაწყვეტას მოასწავებდა.
ამ პოლიტიკის განსახორციელებლად იმპერატორმა შინაგან საქმეთა
მინისტრად დანიშნა გრაფი დმიტრი ტოლსტოი, რომელსაც მიენდო ერო
ბათა კომპეტენციის შეკვეცისა და „კრამოლის“ განადგურების პროცესის
დაჩქარება. ტოლსტოი, თავის გავლენიან მხარდამჭერებსა და თანამებ
რძოლებთან – სინოდის ობერპროკურორ კონსტანტინ პობედონოსცევსა
და ცნობილ რეაქციონ ერ და შოვინისტ მიხაილ კატკოვთან ერთად არაო
27
ფიციალურ და ლიბერალური წრეებ ისათვის საძულველ „ტრიუმვირატად“
მოევლინა რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებას. ტოლსტოი, ერობებისათვის
პრაქტიკულ საქმიანობაში პრობლემების რიგის შექმნასთან ერთად, და
ნიშნვისთანავე შეუდგა ერობის საკითხის გადაწყვეტის საკუთარი, რადიკა
ლური პროექტის დამუშავებას, რომლის მიხედვით 1864 წლის მოდელი
უნდა გაუქმებულიყო, ერობათა ნაცვლად გუბერნიის ადმინისტრაციასთან
უნდა შემდგარიყო „სათათბირო“, იგივე „მცოდნე კაცთა“ კრება, რომელიც
იერარქიულად ადმინისტრაციას დაემორჩილებოდა. ყველა გადაწყვეტი
ლების სანქცია ადმინისტრაციას უნდა გაეცა და „სათათბიროს“ ერთმეოდ ა
უფლება, ადმინისტრაციის გადაწყვეტილება სენატში გაეს აჩივრებინა.
1889 წელს გრაფი ტოლსტოის სიკვდილთან ერთად მისი პროექტიც
არქივს ჩაბარდა. მართალია, ხელისუფლებამ ინერციით განგრძო ახალ
პროექტზე მუშაობა, რომელიც ტოლსტოის რადიკალიზმისაგან დაიცალა,
მაგრამ 1864 წლის მოდელი ძირეულად შეცვალა.
1890 წლის 12 ივნისს დამტკიცებული ახალი დებულების მიხედვით (თა
ვად-აზნაურთა წილი ხმოსნებს შორის ნახევარზე მეტი უნდა ყოფილიყო)
ხმოსნად არჩევის კრიტერიუმები შეიცვალა. ხელოვნურად გაიზ არდა წარ
მომადგენლობაში თავად-აზნაურთა პროცენტული მაჩვენებელი და ერობას
წოდებრიობის ხასიათი გაუძლიერ ა.8 გამკაცრდა ადმინისტრაციის – გუბერ
ნატორთა ზედამხედველობის მექანიზმი და ერობათა გამგეობ ის თავმჯდო
მარე და წევრები სახელმწიფო მოხელეებად გამოცხადდნენ, რითაც ისინი
ადმინისტრაციის იერარქიის ნაწილად იქცნენ.
ამ მოდელით ხელისუფლება ერობათა აქტივობის შესუსტებას გეგმავ
და, თუმცა ახალი საზოგადოებრივი რეალობის გამო ნორმატიულმა ცვლი
ლებებმა შესაფერისი ეფექტი არ მოახდინა და დამატებითი ჩარევები გახდა
საჭირო. ახალი საზოგადოებრივი რეალობა კი ძალზე სახასიათო და სა
ყურადღებო იყო – ერობებში თავდაპირველად თავად-აზნაურთა დომინი
რების მიუხ ედავად, წამყვანი ძალა რეფორმისტული ფრთა, ე. წ. „მესამე
ელემენტი“ იყო, რომელიც მუდამ ხელისუფლების აქტიურ, ლიბერალურ
ოპოზიციას წარმოადგენდა; ერობათა მოქმედების 25-წლიანმა პრაქტიკამ
კი, საზოგადოებრივი ცხოვრების არენაზე გამოიყვანა ახალი ძალა, ე. წ.
„მესამე ელემენტი“ – პროვინციების ინტელიგენცია, საერობო ენთუზიასტთა
და მოსამსახურეთა, მასწავლებლების, ექიმების, სტატისტიკოსებისა და აგ
რონომების ფენა, როგორც მოსახლეობის წარმომადგენელი და უშუალოდ
მასთან მომუშავე ქვედა რგოლი, რომელიც თვითმმართველობის მოძრა
ობის ბაზისად, ძრავად და ინტელექტუალურ ბირთვად გადაიქცა. ხელი
სუფლების მიერ ერობათა შევიწროების კამპანიამ კი „მესამე ელემენტთან“
დაკავშირებით უკუშედეგი გამოიღო – მათი იდეების განმტკიცება, ძალთა
კოორდინაცია და სოლიდარობა გამოიწვია. შესაბამისად, ხელისუფლებაც
მიხვდა, რომ მისი მთავარი მთავარი „საფრთხე“ ამჯერად უკვე ყბადაღებული
28
„მესამე ელემენტი“ გახდა და ახალი რეპრესიული ზომები მათ წინააღმდეგ
უნდა აემუშავებინა.
„მესამე ელემენტის“ გავლენა ხელისუფლებისათვის პირველად ცხადი
გახდა 1890-იანი წლების ეპიდემიებთან და შიმშილობებთან ერობების წარ
მატებული ბრძოლის კამპანიის დროს, როდესაც მათ მალევე შეძლეს სა
სურსათო მომარაგების საკითხის მოგვარება და სანიტარიული დახმარების
ქსელების მოწყობა, ისე, რომ პროცესში ადმინისტრაციის დაგვიანებული ჩა
რევის შემდეგ მისი ადგილი აღარ დარჩა – პრობლემა უკვე მოგვარებული
იყო. ამ ფაქტმა ხელისუფლება დააფრთხო – პასუხად, სტატს-სეკრეტარმა
ივან დურნოვომ სახელმწიფო საბჭოს მოსთხოვა ერობებს სასურსათო მო
მარაგების კომპეტენცია შეჰკვეცოდათ, რაც გაკეთდა კიდეც.
შემდეგი დარტყმა ბიუროკრატიამ საერ ობო მედიცინაზე სცადა, ახალი,
„სამკურნალო წესდების“ დამტკიცების მცდელობით, რომლის მიხედვითაც
ყველა სამედიცინო პერსონალი ადმინისტრაციის განკარგულებაში უნდა
ყოფილიყო, თუმცა ერობათა მძლავრი პროტესტის შემდეგ ეს მცდელობა
ჩავარდა.
საბოლოო შეტევისათვის მეფის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ორმაგი
დარტყმა განეხორციელებინა – საერობო თვითმმართველობის საფუძვე
ლი, ფინანსური დამოუკ იდებლობის გარანტია შეეკვეცა და, მეორე მხრივ,
„მესამე ელემენტის“ ყველაზე საძულველი ნაწილის მოქმედებები შეესუს
ტებინა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის, გრაფი სერგეი ვიტეს ინიციატივით
დამტკიცდა ახალი, „უძრავი ქონების შეფასების წესები“, რომლის მოდი
ფიკაციითაც ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ, ერთი მხრივ, ძირითადი
შემოსავლის ნაწილის შემცირება ერობას დაასუსტებდა, ხოლო მეორ ე
მხრივ, რადგან ახალი ცვლილებებით ქონების შეფასების კომპეტენცია ცენ
ტრალურმა ხელისუფლებამ აიღო, საერ ობო სტატისტიკოსები, რომელთაც
ადგილობრივ უნდა გაეგრძელებინათ ამ ფუნქციის შესრულება, ნელ-ნელა
ადმინისტრაციის განკარგულებაში გადაედინებოდნენ, ხოლო უკმაყოფი
ლოები კი სამსახურს ჩამოსცილდებოდნენ. საერობო სტატისტიკოსების სი
ძულვილი განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ სწორედ სტატისტიკოსები
იყვნენ მოსახლეობასთან ყველაზე მჭიდროდ მომუშავე და დაკავშირებუ
ლი პირები; მათ მიერ ჩატარებული კვლევები და გაანგარიშებები ედებოდა
საფუძვლად ერობათა მოქმედების დაგეგმვას, ადმინისტრაციის დაუსაბუ
თებელი პროექტებისა და გაანგარიშებების გაბათილებას და საერობო ბი
უჯეტის მთავარი წყაროს, ადგილობრივი გადასახადების რაციონალურად
გაწერას. შესაბამისად სტატისტიკოსების ფენა ყველაზე კარგად იცნობდა
გლეხთა საჭიროებ ებს და მათგან მრავალი აქტიურ ი საერ ობო ლიდერი
გამოდიოდა. ხელისუფლების ჩანაფიქრმა სრულად ვერც აქ გაამართლა
და ნაწილობრივ უკუშედეგიც გამოიღო; რადგან ქონების შეფასების ფუნ
ქცია ადმინისტრაციამ იკისრა, ამან შედეგად მოიტანა ის, რომ საყოველთა
ოობის გამო ადმინისტრაცია იძულებული გახდა, სტატისტიკოსების შტატი
გაეზარდა, რომლებიც ადგილებზე განახორციელებდნენ ამ დავალებას და
29
„საძულველი“ საერობო სტატისტიკოსები ისეთ მხარეებში გაჩნდნენ, სადაც
მანამდე არც ყოფილან, ან ადმინისტრაციის მიერ იყვნენ გაძევებულები. ხე
ლისფლებამ კიდევ სცადა, გრაფი ტოლსტოის დროინდელ ცირკულარზე
დაყრდნობით გამოეცხადებინა, რომ სტატისტიკოსები ადგილებზე აუცი
ლებლად ადმინისტრაციას უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ ერობათა მძლავ
რი პროტესტის გამო ეს მცდელობაც ჩაიფუშა.
პოზიტიური ცვლილებების მცირე ილუზია კვლავ გაჩნდა იმპერატორ
ალექსანდრე მესამის გარდაცვალებისა და მისი მემკვიდრის – ნიკოლოზ
მეორის გამეფებისას. მიუხედავად ახალი იმპერატორის პირველი საპროგ
რამო სიტყვისა, სადაც მან ღიად განაცხდა, რომ „თვითმპყრობელობის“
პრინციპების გადახედვასა და შესუსტებას არ აპირებდა, საერობო მოძრა
ობის ლიდერებმა ძველებურად, საჯარო კამპანიების გზით სცადეს ახალი
იმპერატორისა და მისი პოლიტიკური გუნდის მინიმალურ დათმობებზე და
ყოლიება.
ამჯერად დათმობის მთავარი საპროგრამო ელემენტი ერობათა კავში
რის იდეა იყო. 1896 წლის აგვისტოში, ნიჟნი-ნოვგოროდში საერ ობო წარ
მომადგენელთა თათბირის ორგანიზება მოხერხდა; ინიციატორებმა შინაგან
საქმეთა მინისტრის, ივან გორემიკინისაგან მიიღ
ეს ზეპირი და არაოფიცია
ლური თანხმობა კრების ჩატარებაზე, შემდეგი პირობებით: შეკრებილიყვნენ
მხოლოდ საგუბერნიო ერობების თავმჯდომარეები, შეკრება კერძო ბინაში
ან რესტორანში მოწყობ ილიყო და მას პრესის წარმომადგენლები არ უნდა
დასწრებოდნენ. შეკრებამ ნაყოფიერად ჩაიარ ა – მასზე მრავალი საჭირბო
როტო საკითხი განიხილეს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელიც
კი დაესწრო საკუთარ სფეროში რეკომენდაციების მოსასმენად. თუმცა კრე
ბის დადგენილებაზე, მომდევნო ყრილობა პეტერბურგში ჩატარებულიყო
1897 წელს, მინისტრმა კატეგორიული უარი განაცხადა.
1890-იანი წლების ბოლოს ერობებმა ახალი კამპანია წამოიწყეს ფიზი
კური სასჯელის გაუქმების მოთხოვნით. საერ ობო მკვლევრების მიერ მათ
ხელში არსებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით მომზადებული წიგნი გამოცე
მისთანავე აიკრძალა.
პარალელურად ერობამ სცადა, მოსახლეობის ადმინისტრაციის მხრი
დან თვითნებობისაგან დასაცავად უფასო იურიდიული კონსულტაციების
ქსელი მოეწყო, მაგრამ 1896 წლის ცირკულარით შინაგან საქმეთა სამინის
ტრომ ეს ნაბიჯიც არაკანონიერად ცნო და აკრძალა.
საუკუნის დასასრულს მეფის რეჟიმმა სცადა ერობის ყველაზე წარმა
ტებულ მხარეზე – სახალხო განათლების კომპეტენციაზეც მიეტანა იერიში.
მისი პირველი ნაბიჯები გადადგა სინოდის ობერპროკურორმა პობოდენოს
ცევმა, რომლის ორგანული ზიზღი ერობისა და თვითმმართველობის იდე
ების მიმართ საყოველთაოდ იყო ცნობილი. მან ერობების მიერ აწყობილი,
წარმატებული სახალხო (საერ ო) სკოლების ქსელის დასასუსტებლად და
იწყო ალტერნატივის – სამრევლო სკოლების მოწყობა და მათთვის ბიუჯ ე
ტის გაზრდა.
30
ამ ტენდენციის სათავისოდ – პობედონოსცევის (მინისტრთა კაბინეტის
დე-ფაქტო მმართველის) კეთილგანწყობის განმტკიცებისა და კარიერული
წინსვლისათვის გამოსაყენებლად, ფინანსთა მინისტრმა, გრაფმა ვიტემ გა
დაწყვიტა, საერობო განათლების საქმისათვის საბოლოო წერტილი დაეს
ვა. მან სპეციალური, საიდუმლო მოხსენება მოამზადა, სადაც ასაბუთებდა,
რომ ერობა განათლებისათვის განკუთვნილი ფინანსების ხარჯვაში წარმა
ტებული ვერ იყო და ამ კომპეტენციის სამინისტროსთვის გადაცემის წინა
დადება წამოაყენა. ვიტემ ეს მოხსენება, გორემიკინის გადაყენებისთანავე
წარუდგინა ახალ მინისტრს, დმიტრი სიპიაგინს და ობერპროკურორის სიმ
პათიაც დაიმსახურა.
ამ ინტრიგის კვალდაკვალ ყოფილმა მინისტრმა, გორემიკინმა, ერ
თგვარი შურისძიებ ა მოაწყო; გადადგომის წინ მან იმპერატორს დასავლე
თის გუბერნიებში ერობის მოწყობ ის პროექტი წარუდგინა, ხოლო მალევე
ვიტეს საიდ უმლო მოხსენებამ პრესაში გაჟონა – შეიქმნა სიტუაცია, როდე
საც ყოფილი მინისტრი ლიბერალად წარმოჩნდა, ამავე იმიჯის მქონე გრა
ფი ვიტე კი რეაქციონერი აღმოჩნდა. საპასუხოდ, რეპუტაციის დასაცავად
გრაფმა ვიტემ დიდი ნაშრომი „თვითმპყრობელობა და ერობა“ მოამზადა,
სადაც გორემიკინს ეკამათებოდა და საკუთარი პოზიციებ ის დაცვას ცდი
ლობდა, თუმცა ამან ვერ შეძლო მისი რეპუტაციის აღდგენა. ნაშრომის და
დებით მახასიათებლად მხოლოდ ვიტეს ის რაციონალური შეფასება თუ
ჩათვალა პუბლიკამ, სადაც ავტორი, მომავალი მინისტრთა საბჭოს თავ
მჯდომარე, გულახდილად შენიშნავდა, რომ თვითმპყრობელობა ისეთი სა
ხელმწიფო წყობაა, რომელსაც გარდაუვალად მოსდევს ბიუროკრატიული
ცენტრალიზმი, რომლისთვისაც ერობა (თვითმმართველობა) უსარგებლო
და მიუღ ებელი მმართველობის ფორმაა.
ამ ტენდენციებ ის ფონზე საერობო მოღვაწეთა მასაში მდგომარეობა
შეიცვალა – ლიდერთა და მოღვაწეთა ნაწილი ძალთა კოორდინირების
საიდუმლო რეჟიმზე გადაერთო, ნაწილი არალეგალურ მდგომარეობ აზე
გადავიდა, ნაწილი უკვე მომძლავრებულ პარტიულ მოძრაობებში ჩაერთო;
გაჩნდა საერობო მოღვაწეთა ძალების სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგა
ნიზაციებში გადადინების ტენდენცია. დგებოდა მათი აყვავების ხანა და ისინი
მეტად იყო გაჯერებული „მესამე ელემენტის“ წარმომადგენლებით.
„დიდი რეფორმების“ ხანიდან პირველ მსოფლიო ომამდე რუსეთის იმ
პერიის ცენტრალურ ნაწილში დაშვებული შეზღუდული თვითმმართველო
ბის მოქმედების პრაქტიკამ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გამოკვეთა.
კერძოდ, არსობრივად – რუსეთის იმპერიის პოლიტიკური რეჟიმის გამო,
ერობის (თვითმმართველობის) განვითარებისათვის ბრძოლა არ იყო ბუ
ნებრივი და ნორმალურ გარემოში მიმდინარე პროცესი; ეს არ იყო ჯანსაღი
დავა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ცენტრისა და რე
გიონის კომპეტენციებ ის გამიჯვნის შესახებ. რუსეთის იმპერიის რეალობაში
ერობის – როგორც პირველი სახალხო წარმომადგენლობის გაჩენის და
განვითარების საკითხი მუდამ განიხილებოდა ფუნდამენტური პროცესის –
31
საყოველთაო წარმომადგენლობისათვის ბრძოლის პირველ ნაბიჯად, რო
მელსაც არსებული სახელმწიფო წყობა ძირეულად უნდა შეეცვალა. მეორ ე
მხრივ, ერობის ეს „პროექტი“ ლიბერალური და დემოკრატიული, ზომიე
რი და პასუხისმგებლობით აღჭურვილი მოქალაქეთა მასის პოლიტიკური
დღის წესრიგის მანიფესტაცია იყო, რომელიც განვითარების ევოლუციურ
გზას უჭერდა მხარს. იმპერიის პოლიტიკური ცენტრის შიშმა, თვითმმართვე
ლობის წარმატება არ გამხდარიყო მომდევნო ნაბიჯის, პარლამენტარიზმის
გარდაუვლობის საფუძველი და ამის გამო ერობის კომპეტენციების შეკვე
ცამ, წარმომადგენლობითობის მუდმივმა შეზღუდვამ და საერობო მოღ
ვაწეთა დევნამ განვითარების და ცვლილებების ლიბერალური მოდელი
ჩიხში შეიყვანა, რის ალტერნატივადაც ცვლილებების რადიკალური – რე
ვოლუციური მოდელიღა დარჩა. იმპერიის მესვეურები არათანმიმდევრული
პოლიტიკის გამო გახდნენ კლასიკური განსახიერება მარტივი ფორმულისა,
იმავე რუსეთის რეალობამ რომ უკარნახა ავტორს, ანატოლი ლერუა-ბო
ლიუს, რომელის თანახმადაც არ შეიძლებოდა ლიბერალური ფორმების
შექმნა მათი შესაბამისი შინაარსით შევსების უზრუნველყოფის გარეშე.
32
საერობო რეფორმის იდეის პროპაგანდა საქართველოში;
2
რეფორმის მოთხოვნის საზოგადოებრივი კამპანია
1870-იანი წლებიდან 1905 წლამდე
37
მხარდაჭერა არ პოვა.10 საკრებულომ მას „პრიკაზის ვალების“11 ჩამოწერა12
და ტფილისში სამხედრო სასწავლებლის – კადეტთა კორპუსის გახსნის
თხოვნა არჩია. ერობის ალტერნატიული, ასევე ახალგაზრდათა მიერ მხარ
დაჭერილი წინადადების – ტფილისში უნივერსიტეტის გახსნის ჩაგდებამაც
დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მომხრეებში და ცნობილი – „მამათა და
შვილთა ბრძოლის“ გამწვავების საბაბად იქცა.
1870-იანი წლებიდან 1880-იან ი წლების ბოლომდე ქართულ პრესაში,
მწყობრად, მაგრამ მაინც შედარებით ფრაგმენტულად გრძელდებოდა საე
რობო იდეების პოპულარიზაცია და ვითარდებოდა დისკუსია ერობის სასურ
ველი მოდელისა და ამისათვის საზოგადოებ ის მზაობის შესახებ. სისტემური
ცვლილებების საჭიროებ ის შეგრძნებას ქვეყნაში დამძიმებული ეკონომიკუ
რი მდგომარეობა და სოფლის სავალალო ყოფა აძლიერებდა, რასაც სა
ერობო ენთუზიასტები კარგად იყენებდნენ მმართველობის არსებული მო
დელის ჩამორჩენილობის დასასაბუთებლად. მაგალითად, ენთუზიასტებმა
საერობო პროპაგანდისათვის კარგად გამოიყ ენეს 1875 წელს ქუთაის ის
გუბერნიაში დაწყებული სასოფლო-სამეურნეო აღწერის (?) – საგლეხო მი
წების აზომვის შედეგები (საინტერესოა, რომ, თავის მხრივ, ხელისუფლება
ამ მოქმედებას ერობის შემოღებისათვის სამზადისად წარმოადგენდა). აღ
წერამ სტატისტიკის მხრივ კატასტროფული შედეგი აჩვენა – გაირკვა, რომ
მოლოდინის მიუხედავად, გლეხებს ნავარაუდევი 4-5 ქცევა მიწა კი არა,
საშუალ ოდ ნახევარი ქცევაც ძლივს ჰქონდათ საკუთრებაში13 და მრავალი
მათგანი სამოსახლო მიწასაც კი ქირაობდა და ამ ფონზე ყველა სრულად
იხდიდა დაწესებულ გადასახადებს, რაც მათ გაღატაკებისკენ მიაქანებდა.
მეურნეობისა და ეკონომიკის დაცემის მიზეზად ერობის მომხრეები ბიუროკ
რატიის გაბერილ ხარჯებს და საერობო სტატისტიკის არარსებობას მიიჩნევ
დნენ, რაც სახელმწიფოს არ აძლევდა საშუალებას, თვალი გაესწორებინა
რეალ ობისათვის, ციფრების დონეზე დაეანგარიშებინა ეკონომიკური სიმ
პტომები და რეფორმის საღი პროექტები გამოემუშავებინა.
საერობო პროპაგანდის სადისკუსიო დინების ძირითადი წარმომად
გენლები იყვნენ ნიკო ნიკოლაძე და გიორგი თუმანიშვილი (თუმანოვი),
რომლებიც, ამ პერიოდიდან მოყოლებული, მუდამ საერობო მოძრაობის
ყველაზე აქტიურ მეთაურებად რჩებოდნენ და საერ ობო პრობლემატიკის
საუკეთესო მცოდნეებად ითვლებოდნენ. ისინი კარგად იცნობდნენ მას და,
ასევე, მონაწილეობდნენ იმპერიის მასშტაბით საერობო ცხოვრების განვი
თარების პროცესებში და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და დანერ
გვას ცდილობდნენ საქართველოში.
დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო მსჯელობა, რამდენად
38
გაამართლა ერობამ რუსეთში და, შესაბამისად, იყო თუ არა მისაღები არ
სებული მოდელი საქართველოსთვის; ასევე, თავის მხრივ, თვითმმარ
თველობის უფლების მინიჭების შემთხვევაში, იყო თუ არა საზოგადოებ ა
მომწიფებული იმისათვის, რომ საქმეს შესაბამისი პასუხისმგებლობით მოჰ
კიდებოდა.
ამ დროიდ ან წამყვანი პუბლიცისტების მიერ კარგად დაგეგმილი რი
ტორიკის გზით შემუშავდა საერობო რეფორმის მარტივ და გასაგებ ენაზე
გამოხატული მთავარი პოსტულატი, რომელიც მომდევნო წლებში წითელ
ხაზად გასდევდა საერობო საინფორმაციო კამპანიას:
ადგილობრივ პრობლემას ყველაზე კარგად ადგილობრივი მცხოვრები
გრძნობს და მანვე იცის ყველაზე უკეთ ადგილობრივი საჭიროებ ები. ბიუ
როკრატიის „მოსული“ ჩინოვნიკი არ არის დაინტერესებული ცვლილებე
ბით და თან სხვა ჩინოვნიკის წინაშეა ანგარიშვალდებული. ადგილობრივი
წარმომადგენლების ხელში ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების
გადასვლით კი პროცესი სწრაფი, მარტივი და გამჭვირვალე ხდება, რადგან
არჩეული პირი ბიუროკრატიის კი არა, არამედ საზოგადოების, ამომრჩევ
ლების წინაშეა ვალდებული.
საზოგადოებაში არსებული შიშებისა და სკეპტიციზმის, ასევე ცენზურის
საფრთხის გამო გიორგი თუმანოვი რუსეთში ერობის წარმატების საკითხის
განხილვისას ფრთხილად განმარტავდა ერობის მხოლოდ რუსეთის ცენ
ტრალურ მხარეში დანერგვის მიზეზს; მისი ინტერპრეტაციით, ხელისუფ
ლებამ ერობა მისცა იმ მხარეებს, სადაც საერობო მოძრაობა უკვე აქტი
ური იყო და მასზე მოთხოვნა არსებობდა. საცდელი პერიოდის გასვლის
შემდეგ კი, მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე, ცენტრალური ხელისუფ
ლება საუკეთესო გამოცდილებას აიღებდა და დანერგავდა კავკასიაში და
სხვა „შეერთებულ მხარეებში“. თავისთავად გიორგი თუმანოვი ცდილობდა,
აქცენტი არ გაეკეთებინა „განაპირა მხარეებში“ – არარუსი ეროვნების მო
სახლეობით დომინირებულ ყოფილი სახელმწიფოების ტერიტორიაზე სა
ერობო რეფორმის დაგვიანების მიზეზებზე, რომლის რეალური – წამყვანი
მიზეზი, იმპერიული პოლიტიკა, „დიდმპყრობელური“ დამოკიდებულება და
სეპარატიზმის შიშები იყო.
რუსეთის საერობო ცხოვრების პრაქტიკის ნაწილობრივი წარუმატებ
ლობის მიზეზების დასაბუთებისას თუმანოვი ეთანხმებოდა რუსი პუბლიცის
ტების მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც 1864 წლის მოდელის მთავარი
ნაკლი იყო ხმოსნობის ქონებრივი ცენზი, რის შედეგადაც საერ ობო ხმოსნე
ბი ძირითადად მემამულეებ ი, ვაჭრები და შეძლებული გლეხები იყვნენ, ხო
ლო დეპუტატობის გზა დახშული იყო განათლებული, მაგრამ ხელმოკლე
მოქალაქეებისათვის, რომლებიც ვერ მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების
მიღების პროცესში და არსებული სისტემა მაზრას სამართავად შეძლებულ
კლანებს უგდებდა ხელში. შესაბამისად, თუმანოვი საჭიროდ თვლიდა სა
ყოველთაო ხმის უფლებით არჩევნების პრინციპს, რომელიც საშუალებას
მისცემდა მაზრაში უკვე რამდენიმე (3) წლის მანძილზე მცხოვრებ ადამი
39
ანს, აერჩია და არჩეულიყო და რეალურად „მესამე ელემენტი“ ჩარეულიყო
გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმანოვი აკრიტიკებდა არგუმენტს
ერობის წინააღმდეგ, რომ თითქოს მან გლეხობას გადასახადი გაუძვირა
– მისი თქმით, გადასახადების გაწერის კომპეტენციამდე გლეხობას ფიქსი
რებული გადასახადი ჰქონდა ადგილობრივი ხარჯისათვის – 17,5 კაპიკი.
ახალი გადასახადი კი დაედ ო მიწის ფართს – დესეტინას 10 კაპიკი, და
გადასახადი ამან კი არ გაზარდა საგრძნობად, არამედ მასზე სახელმწიფო
გადასახადის დამატებამ – 1,5-დან 2,5 მანეთამდე. თუმცა, ამავე დროს, გაზ
რდილი ადგილობრივი გადასახადის განკარგვა ერობის ხელში იყო, რო
მელმაც ეს თანხები ეფექტიანად დახარჯა ინფრასტრუქტურის, განათლების
და ჯანდაცვის სფეროებზე, რამაც მალევე გამოიღო დადებითი შედეგი. თუ
მანოვი ციფრებით ასაბუთებდა ერობის ეკონომიკურ-ფინანსური მოქმედე
ბის რაციონალობასა და ეფექტიანობას.
მისი განმარტებით, ერობის წინააღმდეგ პროპაგანდა თავადაზნ აურობის
დამსახურება იყო, რადგან ახალი საერობო გადასახადები თავადაზნაურ ო
ბის ქონებასაც შეეხ ო, რისგანაც მანამდე თავისუფლები იყვნენ. მართალია,
მათთვის ეს ხარჯი უმნიშვნელო იყო, მაგრამ ამ წოდების წარმომადგენლე
ბი ვერ ეგუებოდნენ გადასახადების საკითხში გლეხობასთან გათანაბრებას.
თუმანოვი ხაზს უსვამდა საქართველოს თავადაზნაურობის რეაქციულ გან
წყობას და მიუთითებდა, რომ რუსეთში სწორედ რომ ამ წოდებიდან მო
დიოდა პროგრესული იდეები – მაგალითად, ისინი იყვნენ პროგრესული
გადასახადების დაწესების შემოღების ინიციატ ორები.
რუსეთში ერობის წარუმატებლობის შესახებ რიტორიკის გაძლიერ ების
მიზეზად თუმანოვი საერობო მოძრაობის მიღმა პარლამენტარიზმის აჩრდი
ლის არსებობას ხედავდა და მიუთითებდა, რომ ამგვარი გადაჭარბებული
იმედების გაქარწყლებამაც წარმოშვა ერობის მიმართ რუსეთში სკეპტიციზ
მი, რადგან საერობო საქმე ძალიან წვრილმანი და მოსაწყენი სამეურნეო-
ეკონომიკური ამოცანებისაგან შედგებოდა. არადა, მისივე თქმით, მთავარი
სწორედ ამ ამოცანების გადაჭრაზე ორიენტირება იყო:
„...ხან საშინელ სიზმრებსა ვხედავთ, მითომ ერობა დაგვაქცევს და დაგ
ვანელებსო, და ხან კი ტკბილად ვოცნებობთ და ერობა პარლამენტად მოგ
ვეჩვენება. ორივე გვარი სიზმრები მავნებელია. სიზმრებით საქმეს არიგებენ
მხოლოდ არაკებში. გავიღვიძოთ და ვიფიქროთ ჩვენს მომავალზედ, ვი
ფიქროთ სამაზრო თვით-მმართველობაზე, რადგან ეს არის ერთი იმ სა
ძირკვლის ქვათაგანი, რომელზედაც უნდა აშენდეს ჩვენი მომავალი დღე-
გრძელობა და ბედნიერ ება.“
ამ საკითხში თუმანოვის კრიტიკას იზიარ ებდა ნიკო ნიკოლაძეც, რო
მელიც ეთანხმებოდა დასკვნას, რომ, თუ რუსეთში ერობათა ნაწილმა თა
ვი ვერ გამოიჩინა, მიზეზი სწორედ მისი დანიშნულების ფარგლების ვერ
გაგებისა და გადაჭარბების ტენდენციების დამსახურება იყო14 – საერობო
რუტინული და წვრილმანი საქმე არ აკმაყოფილებდა დიდი პრეტენზიის და
40
გაქანების მოღვაწეებს და მათი ვნებები პარლამენტარიზმისკენ მიიწევდნენ,
რასაც მძიმე შეჯახება და ბრძოლა მოსდევდა იმპერიის რეჟიმთან და საე
რობო საქმე კი ფუჭდებოდა.
„დროების“ უცნობი პუბლიცისტი იზიარებდა ამ არგუმენტებს და ასა
ბუთებდა, რომ ერობის მიმართ მისი გულგრილობა-გულგატეხილობის
გრძნობის გაჩენა გამოწვეული იყო საქმისადმი ზერელე დამოკიდებულო
ბით – თვითმმართველობის პროცესი მძიმედ მუშაობდა და შედეგი ნელ-ნე
ლა ხდებოდა თვალსაჩინო, რადიკალ ახალ თაობ ას კი ეს არ მოსწონდა.
თუმცა იგი სამართლიანად შენიშნავდა, რომ, რადგან ერობას არსობრივად
მტრობდა ბიურ ოკრატია, მისი ყოველი ძალისხმევა იქითკენ იყო მიმართუ
ლი, რომ ერობის გარშემო უარყოფითი ფონი შეექმნა. ერობის მნიშვნე
ლობისა და საჭიროებ ის საილუსტრაციოდ ავტორი მაგალითს მოუხმობდა
და ერთმანეთს ადარებდა კიევისა და პოლტავის გუბერნიებ ის მდგომარეო
ბას: კიევის გუბერნიას, კულტურული და განვითარებულ ქალაქით, უნივერ
სიტეტით და სხვა საგანმანათლებლო კერებით, ასევე უკეთესი ჰავისა და
მიწის ნაყოფიერების მიუხედავად აშკარად ჩამორჩა სახალხო განათლების
მხრივ პოლტავის გუბერნიასთან შედარებით, სადაც ხუთჯერ მეტი სახალხო
სკოლა მოქმედებდა ამდენჯერვე მეტი მოსწავლით. ამ უზარმაზარი განსხვა
ვების მიზეზი კი პოლტავის გუბერნიაში ერობის არსებობა იყო, რომელიც
წარმატებულად უძღვებოდა სახალხო განათლების საქმეს.15
კრიტიკოსთა ნაწილის განწყობაში იკვეთებოდა ასევე საინტერესო მი
მართულება – კერძოდ, ეროვნული კულტურის განვითარებისათვის ერობის
სარგებლიან ობის შეფასების მხრივ. იმპერიის შიშს, „განაპირა მხარეებში“
ერობა სეპარატიზმის წამახალისებელი არ გამხდარიყო, ნამდვილად ჰქონ
და საფუძველი, რადგან არარუსულ მხარეებში ელემენტარული წარმომად
გენლობითობის და ძალაუფლების დეცენტრალიზაცია მხოლოდ დემოკრა
ტიზმის პროგრამის მხარდამჭერებისთვის კი არ იყო მიმზიდველი, არამედ
ნაციონალისტური ჯგუფებისთვისაც სასურველ ნიადაგად ჩანდა იმისათვის,
რომ თვითმმართველობის კულტურის განვითარების გზით უფრო ფართო
თვითმმართველობაზე – ავტონომიაზე ეფიქრათ. მაგალითად, მსგავსი გან
წყობა იგრძნობოდა „დროების“ უცნობი პუბლიცისტის სტატიაში, რომელიც
თვლიდა – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ერობა „ფრთაშეკვეცილი“
იყო, ნაციონალისტური პოზიციიდან მის ამოქმედებას საქართველოში სა
სურველად მიიჩნევდა, რადგან ერობა შეიძლება გამხდარიყო ერთადერთი
სახელმწიფო ინსტიტუტი, სადაც ქართულ ენას გასავალი ექნებოდა16 – მისი
15 დროება, 1883
16 მოგვიანებით ერობის საკითხის უფრო გააქტიურების ფონზე ცხადი გახდა, რომ
ეს მოლოდინი ილუზიას წარმოადგენდა, 1897 წლისათვის, იმპერიულმა რეჟიმმა
მისი წარმომადგენელის, ვასილი ველიჩკოს პირით სამთავრობო გაზეთ Кавкaз-ში
გაახმოვანა მოსაზრებები, რომ ტფილისის გუბერნია არ იყო მზად ერობისათვის.
ერთ-ერთ არგუმენტად ავტორი მიუთითებდა ფაქტს, რომ მოსახლეობის უდიდესმა
ნაწილმა სახელმწიფო ენა, რუსული არ იცოდა, და ისინი ვერ შეძლებდნენ საერობო
დაწესებულებაში ამ ენის გარეშე მუშაობას. „ბატონი ველიჩკო და მისი აზრები ერობის
შემოღებაზე“, გ. წერეთელი. კვალი № 26, 22.06.1897, გვ. 494-496.
41
შეფასებით, ქალაქების თვითმმარველობაში ვაჭართა და მესაკუთრე მოქა
ლაქეთა კლასი დომინირებდა, რომელთა უმეტესობა ტფილისში სომეხი
იყო და, შესაბამისად, საქალაქო საბჭოდან ქართული ენა ბუნებრივად გა
ნიდევნა, ერობა კი აზნაურობას და გლეხობას და, შესაბამისად, ქართულ
ენას გზას გაუხსნიდა.17
პუბლიცისტთა ნაწილი საერ
ობო პროპაგანდის გაძლიერების საჭირო
ებაზე აკეთებდა აქცენტს – მაგალითად, მ. ქართველიშვილი შენიშნავდა,
რომ ეს პროცესი წამყვანი თემა უნდა გამხდარიყო ქართული პრესისათ
ვის – ისედაც მცირე თითო-ოროლა გამოცემას სისტემატურად უნდა მიეწო
დებინა მკითხველისათვის ცნობები ერობის შესახებ, რათა ყურადღება არ
მოდუნებულიყო და მკითხველი მობილიზებული და აქტიური ყოფილიყო.
იგი პოპულარულ ენაზე განმარტავდა სახელმწიფო მმართველობის საფუძ
ვლებს, ასაბუთებდა თვითმმართველობის ეფექტიანობას ბიუროკრატიასა
და პოლიციურ მმართველობასთან შედარებით, ასევე, დადებითად აფასებ
და რუსეთის ერობის მოქმედების ოცწლიან პრაქტიკას, სადაც განსაკუთრე
ბით გამოყოფდა საერობო სტატისტიკოსების ნაყოფიერ მუშაობას და მის
მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებაში. ქართველიშვილი საქართველოს
რეალობისთვის ასევე ძალზე სასურველად თვლიდა ერობის შემდეგ მახა
სიათებელსაც:
„...ერობას კიდევ სხვა ფრიად ძვირფასი სიკეთე მოაქვს იმ ხალხისათ
ვის, რომელიც ამ დაწესებულებით სარგებლობს. მე ვამბობ ერობის გან
მავითარებელ გავლენაზე ხალხის გონებისა და ზნეობისათვის. ადგილობ
რივნი ირჩევენ პირთა, რომელთაც უნდა განაგონ ადგილობრივი საქმეები,
უკვირდებიან მათს ღირსებათ და ნაკლულევანებათ; ამორჩეულ პირთა
აქვთ სხდომები, რომლებზედაც განათლებულნი და გაუნ ათლებელნი იყ
რებიან ერთად, ბაასობენ საზოგადო საქმეებზედ, უწილადებენ ერთმანეთს
თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას, სხვა-და-სხვა მხრივ იხილავენ საქმეს,
ამტკიცებენ ან არღვევენ წარმოთქმულ აზრებს, ერთის სიტყვით, ავარჯიშე
ბენ გონებითს და ზნეობითს ძალას; ყველა ეს აღვიძებს ხალხის თვით-ცნო
ბიერებას და ანვითარებს მას.“18
იგი აკრიტიკებდა ქართული საზოგადოების შიშს, რომ ხალხი არ იყო
მზად ამ უფლებისთვის, რომ რუსეთის გამოცდილება ადგილობრივს არ
შეეფერებოდა და რომ საქართველოში მცხოვრები მრავალი „ტომი“ ერო
ბაში ერთად ვერ იმუშავებდა. ქართველიშვილი შენიშნავდა, რომ, პირი
ქით – იდეალური იქნებოდა, თუ ერობისთვის ადგილობრივი – „ეროვნული
მმართველობის“ სპეციფიკას გაითვალისწინებდნენ, მაგრამ ამისათვის ჯერ
საფუძვლიანი კვლევა იყო საჭირო – რა მოთხოვნები და განსხვავებები არ
სებობდა ადგილობრივ საზოგადოებაში და მერე შედარება, რამდენად ვერ
იგუებდა მათ ერობის 1864 წლის მოდელი, ხოლო მრავალეთნიკურობა
დაბრკოლება კი არა, არამედ შესაძლებლობა იყო ერთა შორის დაახლო
42
ებისათვის, რადგან ერობაში ისინი საერთო საქმისათვის ზრუნვას და თანამ
შრომლობას ისწავლიდნენ.
ერობისათვის ხალხის მოუმზადებლობის არგუმენტის საბოლოო და გა
მანადგურებელი პასუხი კი ეკუთვნოდა გიორგი თუმანოვს, რომლის სიტყ
ვები რეფორმის უსაშველოდ გაჭიანურების კვალდაკვალ დიდხანს არ კარ
გავდა აქტუალობას:
„... ნუ იტყვით, რომ ხალხი მომზადებული არ არის თვითმმართველო
ბისათვისაო. ქვეყანაზე ისეთი საქმე არ მოიპ ოვება, რომლისთვისაც ერთბა
შად შეიძლებოდეს მომზადებულ კაცების პოვნა. თვით საქმე ჰბადავს მუშა
კებს. თუ თვით-მმართველობა არ არსებობს ჩვენში, რასაკვირველია, არც
ამასთან შეჩვეული პირები გვეყოლება, მაგრამ როგორც კი მოგვენიჭება
თვით-მმართველობა, ხალხიც გაიწვრთნება მისთვის, შეეჩვევა. თვით-მმარ
თველობა ჰბადავს და აღზდის ხოლმე საზოგადო სიკეთისათვის მშრომელ
პირებს: რამდენიმე პირთა ყრილობა უხსნის კაცს გონებას და საზოგადოებ
რივ შრომას აჩვევს. ერთი ჭკუა კარგიაო , ამბობენ რუსები, ორი კი უკეთე
სიო. თვით-მმართველობა გააღვიძებს ჩვენს მიძინებულს საზოგადოებას და
თავის საჭიროებებისათვის აზრუნებინებს.“19
რუსეთის ერობის მოქმედების საფუძვლიანი ცოდნისა და კოორდინა
ციის გამომხატველია საქართველოში საერობო პროპაგანდაში საერობო
სტატისტიკის, როგორც ხალხის საჭიროებების და პრობლემების გაგების
და პოლიტიკური გადაწყვეტის პროცესის ბაზისის მნიშვნელობაზე აქცენტის
გამოკვეთა. 1889 წელს, როდესაც უმაღლესმა მმართველობამ ამიერკავ
კასიის გუბერნატორებს დადგენილი პროგრამით ადგილობრივი ერების
ზნე-ჩვეულ ებათა, უფლებრივი, და სხვა საკითხების შესწავლა და აღრიცხვა
დაავალა, ალექსანდრე ფრონელი სკეპტიკურად შენიშნავდა, რომ ადმინის
ტრაციას არც შეეძლო და არც იყო მოწადინებული, რეალურად მოჰკიდე
ბოდა სტატისტიკის ამ რთულ საქმეს. სადაც რუსეთში ერობა ათიათასობით
ხარჯავდა სტატისტიკის წარმოებაზე გლეხთა მდგომარეობის შესასწავლად,
კავკასიაში ეს ადმინისტრაციას დაევ ალა, რომელიც ამ საქმეს საბოლოოდ
ბუღალტერს შეაჩეჩებდა და 10 და 100 კაცის საკეთებელს მას მოსთხოვ
დნენ. შედეგად, შენიშნავდ ა ავტ ორი, საზოგ ად ოე ბ ას წარმ ოდგ ენ აც კი
არ ჰქონდა გლეხთა საჭ იროებ ებზ ე და მათ ქონ ებრ ივ მდგომ არ ეობ აზე
„...აშკარაა, რაც ამ საქმეში რუსეთისათვის სასიკეთო იყო, ჩვენთვისაც ისეთივე
იქნებოდა, რომ ერობას კავკასიონ ის ქედსაც აქეთ გადმოედგა ფეხი“.20
დამოკიდებულებებსა და აზრთა ნიუანსობრივი განსხვავებებისა და გა
მუდმებული დისკუსიების მიუხედავად, საქართველოში საერ ობო მოძრაობის
წარმომადგენელთა უმრავლესობა ძირითად პრინციპებში ერთიანდებოდა,
რომელიც თვითმმართველობის საკითხების გააქტიურების გარიჟრაჟზე, სა
ერობო რეფორმის პირველმა პროპაგანდისტმა ნიკო ნიკოლაძემ მარტი
43
ვად ჩამოაყალიბა:
„ერობის ყველაზე უმთავრესი ღირსება ის არის, რომ ჩვენ საკუთარ საქ
მეს ჩვენვე გვავლევინებს, ჩვენ პატრონათ ჩვენვე გვხდის და ეს გარემოება,
მარტო ეს, ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ! – გვამაღლებს კაცო
ბის ხარისხზე, ადამიანის ღირსებას გვაძლევს და გვაჩვევს უმჯობეს, კაცურ
ცხოვრებას.“21
საინფორმაციო კამპანიით ნიადაგის მომზადების კვალდაკვალ პრაქ
ტიკული, საერობო ინიციატივები ახალი შემართებით განახლდა 1880-ია
ნი წლების დასაწყისში. 1882-1883 წელს კოხანოვის კომისიის ამოქმედების
პარალელურად, ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოში
ახალგაზრდების ჯგუფმა კვლავ დაიწყო აქტიურობა ერობის საკითხის გარ
შემო, ჩამოყალიბდა კომისია აზრის გამოსამუშავებლად და საზოგადოები
სათვის წარსადგენად, თუმცა მისი მუშაობა მალევე ჩაკვდა.22 ინერტულობის
მიზეზი, იმპერიაშ ი ალექსანდრე მესამის რეაქციული პოლიტიკის დადგომის
გარდა, ადგილობრივ დონეზე იყო თავად-აზნაურთა ხსენებული წინააღ
მდეგობა, რასაც საფუძვლად უფლებათა გათანაბრების შიში ედო; ისინი
ფიქრობდნენ, რომ, რადგან პოტენციურად საერ ობო გადასახადის გაწერა
მათაც შეეხ ებოდათ, ამითი გლეხებს გაუთანაბრდებოდნენ და ამიტომ და
ადგინეს, რომ არ იყო სასურველი ერობა და მისი მომყოლი ადგილობრივი
გადასახადები.23
1887 წლისათვის ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოშიც
დაისვა ერობის შემოღების საკითხი,24 თუმცა მარშლის (წინამძღოლის) წინა
აღმდეგობის გამო და საინიციატივო ჯგუფის სისუსტის გამო იდეა ჩავარდა.
1894 წლის 30 მაისს (ძვ. სტ.) ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა
კრებაზე გიორგი თუმანოვმა აღძრა საკითხი, რომ საკრებულოს კვლავ ეშუ
ამდგომლა უმაღლესი მმართველობის წინაშე კავკასიაში, ტფილისის გუ
ბერნიაში ერობის შემოღების საჭიროების შესახებ. კრებამ გაიზიარა მისი
აზრი და დაადგინა, რომ ჩამოყალიბებულიყო კომისია, რომელსაც თა
ვადაზნაურთა წინამძღოლი დააკომპლექტებდა გუბერნიის ა და მაზრების
მარშლებისაგან – მას გიორგი თუმანოვი წარუდგენდა ამ საკითხის შესახებ
დამუშავებულ მოხსენებას, რომელსაც კომისია საკრებულოს მორიგ ან სა
განგებო კრებას წარუდგენდა და მის აზრს მოახსენებდა.25 თუმანოვი თავის
ინიციატ
ივას საინტერესოდ და სიღრმისეულად ასაბუთებდა: გარდა ერობის
ზოგადი უპირატესობისა ცენტრალიზებულ ბიუროკრატიასა და ადმინისტრა
ციასთან, რაც უკვე მრავალჯერ კონკრეტული ფაქტებით და ციფრებით იყო
44
განხილული პრესაში, ასევე ცხადი სიტუაციის დახატვისა – რომ სადაც 30
წლის წინ რუსეთის შიდა მხარეები მზად იყო რეფორმისათვის, ახლა ტფი
ლისის გუბერნიაც მშვენივრად იყო მომზადებული ერობისათვის. თუმანოვი
– იმპერიის საერთო, საერ ობო მოძრაობის ნიუანსების კარგი მცოდნე, რა
თქმა უნდა ხედავდა მეფის რეჟიმის პოლიტიკის კავკასიურ წესრიგსაც, რო
მელიც რუსეთის გამოცდილებით აღჭურვილი მოქმედებდა კავკასიაში. კერ
ძოდ, უმაღლესი მმართველობა გამუდმებით ბლოკავდა სათავადაზნაურ ო
საკრებულოების პროგრესულ წინადადებებს განათლებისა და ეკონომიკის
განვითარების მიმართულებით და ირიბად მიანიშნებდა, რომ საკრებულო,
როგორც წოდებრივი ორგანო, არ იყო უფლებამოსილი და კომპეტენტური
საერთო-საერო პრობლემების გადაჭრაზე ემუშავა და პროექტები ემართა.
მეორე მხრივ, სოფლის საგლეხო დაწესებულებებიც წოდებრივი იყო და
მასში ადგილობრივი ინტელიგენტური ძალების მონაწილეობას გამორიცხ
ავდა,26 თვითონ საგლეხო დაწესებულებებს კი სისტემური პრობლემების
გამო ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნდა. მეტიც, საგლეხო რეფორმის
შეყოვნებულმა და გაჭიანურებულმა სიტუაციამ მძიმე მდგომარეობა შექმნა
სოფლად – გლეხობას მძიმე ტვირთად აწვა მათ მიერ არჩეულ ი სოფლის
საზოგადოებათა მოხელეების შენახვა, მათი გაცდენილი შრომის ანაზღაუ
რება საკუთარი ძალითვე და ისინი მუდამ ცდილობდნენ, ამ თანამდებობებ
ზე, უქონელი და უინიციატივო გლეხები აერჩიათ, რომლებიც ისედაც თემის
სარჩენები იყვნენ და ამით მუშა ძალა დაეზ ოგათ.27 თავისთავად, მსგავსი
შემადგენლობის წარმომადგენლებს არავითარი ინიციატივის აღძვრის და
განვითარებისაკენ მისწრაფების შეგნება და სურვილი არ გააჩნდათ. შესაბა
მისად, კავკასიაშ ი და საქართველოში იქმნებოდა სიტუაცია, როდესაც უკვე
განვითარების გზაზე მყოფი სოფლის ინტელიგენცია და თავად-აზნაურთა
დემოკრატიულად და ლიბერალურად განწყობილი ძალები, ე. ი. „მეორე“
და „მესამე ელემენტი“ თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდნენ.
იქმნებოდა სიტუაცია, როდესაც – იმპერიის ხელისუფლება ზღუდავდა
თავად-აზნაურთა საკრებულოებს, საერთო საზოგადოების სახელით ელა
პარაკათ, მით უმეტეს როდესაც მის შიგნით დემოკრატიული ძალები უმცი
რესობაში იყვნენ, სხვა ფლანგზე კი „მესამე ელემენტს“საერთოდ თიშავდა
სოფლის თვითმმართველობის სისტემიდან. ამ ვითარებაში ერთადერთი
გამოსავალი ისევ სათავადაზნაურო საკრებულოებ ის პირით ერობის ერ
თხმად და გამუდმებით მოთხოვნა ჩანდა, რითაც ისინი საკუთარი წოდებ
რივი უპირატესობების ილუზიიდან გამოსვლის სიგნალს მისცემდნენ საზო
გადოებ ას და ცენტრალურ ხელისუფლებას მოუსპობდნენ საკრებულოს
ინსტიტუციის წოდებრიობ აზე აქცენტით მანიპულაციის საშუალებას.
თუმანოვი და საკრებულოს ახალგაზრდა, დემოკრატიული ფრთა ცდი
ლობდა, თავადაზნაურობა დაერწმუნებინა, რომ მათი შიში – საერ ობო გა
45
დასახადის დაწესების მიმართ არ ქარწყლდებოდა ერობაზე უარის თქმით,
რადგან მათ მაინც მოუწევდათ ამ გადასახადის გადახდა – კერძოდ, ამ
დროისთვის ცენტრში უკვე დიდი ხანია მუშავდებოდა პროექტი, საერთო –
არა საკომლო, არამედ მიწის ფართის და ქონების მიხედვით გადასახადის
ერობის არმქონე მხარეებზეც გასავრცელებლად. ამიტომ აჯობებდა, ამ გა
დასახადის ნაწილი ადგილზე დარჩენილიყო, ერობის ხელში და გადამხდე
ლებს მის განკარგვაში თავადვე მიეღოთ მონაწილეობა.
თუმანოვი არწმუნებდა საზოგადოებას, რომ ყოველი ბჭობა და ყოყმა
ნი, რამდენად შესაბამისი იყო რუსეთის ერობის დებულება ადგილობრი
ვი პირობებისათვის, შესაბამისი კვლევის, განხილვის და დისკუსიის ჯაჭვს
წარმოშობდა, რაც უნუგეშოდ აჭიანურებდა პროცესს. ტფილისის გუბერნი
აში დაწყებული პროცესი ისედაც დააყოვნა გლობალურმა ცვლილებამ –
ალექსანდრე მესამის გარდაცვალებამ და ნიკოლოზ მეორის გამეფებამ;
მცირეხნიან გარდამავალ პერიოდში გაურკვეველი იყო, ახალ იმპერატორს
რა დამოკიდებულება ექნებოდა საერობო მოძრაობ ის მიმართ. რადგან გო
რემიკინის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის პირველ ხანებში მისგან
დადებითი სიგნალები გავრცელდა საერობო საკითხების მიმართ, თუმანო
ვი მოუწოდებდა სათავადაზნაურო საკრებულოს, დაუყ ოვნებლივ ესარგებ
ლა ამინდით და საერობო პროექტი წარედგინა, რადგან „... თუ თავადაზნა
ურობა გაითვალისწინებს მთავარ-აზრს ერობისას, იგი დარწმუნდება, რომ
ამ დაწესებულების გარეშე შეუძლებელია მისი სულიერი და მატერიალური
განვითარება, და თუ არა თუ მარტო მისი, უმისოდ შეუძლებელია მთელი
მხარის აღორძინება, აყვავება. საერობო დაწესებულების შემოღება პირ
ველი ნაბიჯი იქნება პროგრესისაკენ, ურომლისოდაც ჩვენი წარმატება შე
უძლებელია. ერობამ უნდა შეჰქმნას ჩვენის სოფლებისათვის ის პირობები,
ურომლისოდაც შეუძლებელია სოფლის რიგიან გზაზე დაყენება, იქაურ ი
საქმეების მოწყობან“.
ვითარებას ალღო აუღეს და სამაგალითო აქტიურობა წამოიწყეს ქუ
თაისის გუბერნიის საერობო მოღვაწეებმაც. 1896 წელს ნ.თ.-ს ავტორობით
დაიბეჭდა მოწოდება, რომ ქუთაისის გუბერნიასაც მიებაძა ტფილისისათვის
და ერობის პროექტი შეემუშავებინა. მისი აზრით, საზოგადოება არ უნდა
დალოდებოდა ზემოდან წყალობას და ინიციატივა თავად უნდა აეღო, მე
ტიც, მის ლობირებაზეც კი უნდა ეზრუნა ცენტრში და იქ „წარმომადგენელი“
გაეჩინათ, რომელიც ყოველგვარი საშუალებით, პროტექციითა და ა. შ. და
ეხმარებოდა საკითხის დადებითად გადაწყვეტას.28
1897 წელის 8 მაისს, ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებამ მო
ისმინა სათანადო საბიუჯეტო გაანგარიშებით დასაბუთებული, ერობის საჭი
როების ამსახველი მოხსენება,29 მოიწონა და დაადგინა, რომ თხოვნით მი
ემართათ უმაღლესი მმართველობისათვის გუბერნიაშ ი ერობისა და ნაფიც
46
მსაჯულთა სასამართლოს შემოღების შესახებ.30 პრესა მოწონებით შეხვდა ამ
ინიციატ ივას და აღნიშნავდა, რომ, როგორც იქნა, საკრებულომ გაამ ართლა
თავისი მაღალი მოწოდება და – „დაადგა ნამდვილ მოქალაქეობრივ გზას“.
ამ მოძრაობ ის წახალისებისათვის კარგი ფონი შექმნა შინაგან საქმე
თა მინისტრის – გორემიკინის „გედის სიმღერამ“, რომელმაც გადაყენების
წინ დაიწყო ერობის არმქონე „ევროპულ“ გუბერნიებში, ერობის გატარების
მოსამზადებელი სამუშაოე ბი. მან კავკასიის მთავარმართებელს, გოლიცინს
აცნობა, რომ საერ ობო ხარჯთაღრიცხვის დაგეგმილი ვადის ამოწურვამ
დე, 1898 წლამდე, გამოეკვლიათ სტავროპოლის გუბერნიის მდგომარეობა
(სტავროპოლის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულომ მანამდე თავად
ითხოვა ერობის დანერგვა) და მიეწოდებინათ დასკვნა, მზად იყო თუ არა
გუბერნია ერობისათვის – არსებული დებულების შესაბამისად, თუ ადგი
ლობრივ, გარკვეული სახეცვლილებებით.31
ტფილისის კომისიის მუშაობა მაინც გაჭიანურდა, 1896 წელს, წინასწარი
განხილვების შემდეგ,32 მომდევნო – 1897 წელს კომისიის ხელმძღვანელის
თავად კ. ი. მუხრანბატონის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობას სისტე
მატური, ყოველკვირეული ხასიათი ჰქონოდა და საჭიროების შემთხვევაში
მაზრების წინამძღოლებიც მიეწვიათ.33 მალე კომისიამ გეგმის შესამუშავებ
ლად შემადგენლობა დააკომპლექტა: თავადები ილია ჭავჭავაძე და გ. ი.
ორბელიან ი, ა. ი. კობიაშვილი, გიორგი ჟურული და თავადი გიორგი თუ
მანოვი.34
კომისიამ – კერძოდ, გიორგი ჟურულმა35 და გიორგი თუმანოვმა და
ამუშავეს ერობის პროექტი ტფილისის გუბერნიისათვის. პროექტის მიხედ
ვით არსებული დებულება უცვლელად გადმოდიოდა, თუმცა უნდა შესწო
რებულიყო ადგილობრივი პირობების გამო რამდენიმე მუხლი, კერძოდ,
მიწების სიმცირის გამო ხმოსნების ცენზი უნდა დაწეულიყო, სოფლის სა
ზოგადოებების არჩევაში უნდა გათვალისწინებულიყო ასევე ადგილობრივ
სოფელთა საშუალო რიცხოვნობა და ისე გამოჭრილიყო საზოგადოების
საზღვრები, რომელიც ტფილისის გუბერნიის შემთხვევაში თემის საზღვრებს
უნდა დამთხვეოდ ა და იმ მხარეებში, სადაც თავადაზნაურ ობა უმცირესობაში
იყო (ახალციხე-ახალქალაქის და ბორჩალოს მაზრები) ხმოსანთა არჩევა
საერთო საზოგადო კრების სახით მომხდარიყო.36 შესაბამისად, ტფილისის
გუბერნიის მოდელში ერობის ხმოსნების დაკომპლექტებაში პირველ ად
გილზე – მემამულეები (თავადაზნაურობა) იდგებოდა, შემდგომ სოფლის
47
საზოგადოებების წარმომადგენლები და შემდეგ – ბეგები, აღლარები და
მოქალაქეები. მოსამზადებელი სამუშაოების განმავლობაში ერობის ხმო
სანთა რიცხვი დაზუსტდა37 და შემდეგი სახე მიიღო:
• გორის მაზრაში აირჩეოდ ა 40 ხმოსანი (24 მემამულეებიდან, 2 – ქა
ლაქის საზოგადოებიდან, 14 – სოფლის საზოგადოებ ებიდან), საგუ
ბერნიოსთვის, მათგან – 7;
• ტფილისის მაზრაში – 25 (15 – მემამულეებიდან, 4 – ქალაქის საზო
გადოებიდან, 6 – სოფლის საზოგადოებებიდან), საგუბერნიოსთვის,
მათგან – 4;
• ბორჩალოს მაზრაში – 25 (9 მემამულეებიდან, 7 ქალაქის საზოგადოე
ბიდან, 9 სოფლის საზოგადოებებიდან), საგუბერნიოსთვის მათგან – 4;
• თელავის და თიანეთის მაზრებში (გაერთიანებულად, რადგან მე
მამულეების საკუთრება ორივე მაზრაში იყო გაბნეულ ი) – 30 (18
– მემამულეებიდან, 2 – ქალაქის საზოგადოებიდან, 10 – სოფლის
საზოგადოებებიდან), საგუბერნიოსთვის მათგან – 5;
• სიღნაღის მაზრაში – 25 (14 მემამულეებ იდან, 2 ქალაქის საზოგადოე
ბიდან, 8 სოფლის საზოგადოებებიდან), საგუბერნიოსთვის მათგან – 4;
• დუშეთის მაზრაში – 25 (15 მემამულეებიდან, 2 ქალაქის საზოგადოე
ბიდან, 8 სოფლის საზოგადოებებიდან), საგუბერნიოსთვის მათგან – 4;
• ახალციხის მაზრაში – 15 (8 ქალაქის საზოგადოებიდან, 7 სოფლის
საზოგადოებ ებიდან), საგუბერნიოსთვის მათგან – 2,
• ახალქალაქის მაზრაში – 15 (8 ქალაქის საზოგადოებიდან, 7 სოფ
ლის საზოგადოებებიდან), საგუბერნიოსთვის მათგან – 2.
საგუბერნიო ერობისათვის კი მათგან 32 ხმოსანი აირჩეოდა.38 შედეგად,
ჯამში მთელს გუბერნიაში, სამაზრო ერობის ხმოსანთა შორის თავად-აზ
ნაურთა (მემამულეთა) – 95, ქალაქის საზოგადოებათა – 35 და სოფლის
საზოგადოებების 70 წარმომადგენელი იქნებოდა, რაც 1890 წლის დებუ
ლებით სავალდებულო თანაფარდობას (თავად-აზნაურობა, ნახევარზე მე
ტი) ზუსტად არ შეესაბამებოდა, თუმცა პრინციპულად არ განსხვავდებოდა
მისგან.
აღნიშნული პროექტი მაზრების თავადაზნაურთა წინამძღოლებს და
ეგზავნათ, წინადადებით, რომ მოეწყოთ მის განსახილველად კრებები და
დადგენილებები საგუბერნიო კრებაზე წარმოედგინათ.39
წლის საგუბერნიო კრებაზე პროექტის განხილვას დიდი დისკუსია და
სკანდალი მოყვა. პროექტის წინააღმდეგ საკრებულოს წინამძღოლმა, გ. ი.
48
ორბელიანმა გაილ აშქრა; მისი არგუმენტები ძველი, უკვე გადაღეჭილი და
მრავალგზის უარყოფილი იყო საერობო ენთუზიასტების მიერ:
• ხალხი მზად არ არის ერობისათვის. გაუნ ათლებელი და ჩამორ
ჩენილია და ერობის მიცემა პირიქით, საწამლავივით იმოქმედებს
მათზე.
• ამასთანავე ერობა ძვირი სიამ ოვნებაა, გადასახადებს გაზრდის
არაპროპორციულად – თავად-აზნაურთა საზარალოდ.
• ორბელიანმა გაიმეორა ველიჩკოს თეზა, რომ პოტენციური ხმოს
ნების (განსაკუთრებით გლეხთა წარმომადგენლების) რუსული ენის
არცოდნის გამო ერობის მუშაობა ვერ გაიმართებოდა.
• ერობაში „სხვა ელემენტი“ (სხვა ეროვნების მოსახლეობა, ძირითა
დად სომხები) გაბატონდება და მრავალეროვანი მოსახლეობა საე
რობო საკითხებ ის გადაწყვეტისას მუდმივად კონფლიქტში იქნება.40
დისკუსია გაჭიანურდა და გაგრძელდა მომდევნო წელსაც; 1899 წელს
მოწინააღმდეგეთა ბანაკი გაფართოვდა – კრებაზე ერობის წინააღმდეგ თა
ვადები ი. ს. ჭავჭავაძე და ნ. დ. ანდრონიკაშვილი გამოვიდნენ, რომლებიც
კვლავ გადასახადების თემას ეჭიდებოდნენ: მათი ლოგიკით, თუკი ერობას
დასთანხმდებოდნენ, საერობო გადასახადის – თავადაზნაურობას დააწვე
ბოდა თავს, რადგან გადასახადი მიწას დაედებოდა, რომლის 34 % გუბერ
ნიაში მათ ხელში იყო, ხოლო გლეხობა კი 4 %-ს ფლობდა. მათი თქმით,
უმჯობესი იყო, საერობო ხარჯების ტვირთი კვლავ გლეხობას დარჩენოდა
(რომელიც „საკომლო გადასახადს“, მიწის გადასახადს, ბეგარას და სხვა
წვრილ გადასახადებს იხდიდა), რადგან თავად-აზნაურთა წოდება „მუქთა-
მჭამელა არ იყო“ და მართალია, არაოფიციალურად, მაგრამ კვლავ განაგ
რძობდა მნიშვნელოვან საქვეყნო სამსახურს და შვილებს სამხედრო სამსა
ხურში აგზავნიდა.41 ეს უსუსური არგუმენტები საფუძვლიანად გაანადგურა
ილია ჭავჭავაძემ საპასუხო სიტყვაში42 და კვლავ შეახსენა მოწინააღმდე
გეებს, რომ გადასახადის შიშით ერობის დაწუნება უგუნური საქციელი იყო,
რადგან წოდება ამ ახალ გადასახადს მაინც ვერ აიცდენდა; ამავე დროს
მან მოაგონა კრებას რომ თავადაზნაურობა 1887 წლიდან უკვე იხდიდა ამ
„საშინელ“ საერობო გადასახადს, თუმცა ძალიან მცირეს, ამიტომ მის არსე
ბობას არც კი ამჩნევდნენ. ახალი საერ ობო გადასახადის შემთხვევაში, მარ
თალია, მისი ოდენობა გაიზრდებოდა, მაგრამ იგი მიწისა და შემოსავლის
49
პროპორციულ ი იქნებოდა და, ამასთანავე, ადგილობრივი გადასახადის ნა
წილის განკარგვა მათ ხელში გადავიდოდა.
საერობო ინიციატორების პროგნოზი გამართლდა – 1900 წლის ზაფ
ხულში, რეფორმის შედეგად გადასახადთა ახალი სისტემა ამოქმედდა; და
წესდა ქონების ახლებური გადასახადი, მიწის ფართის მიხედვით. თავად-
აზნაურებსაც შესაბამისი სახელმწიფო გადასახადი დაედოთ და საერობო
გადასახადის ნაწილი გაეზ არდათ, თუმცა მისი განკარგვის უფლება კი, რა
თქმა უნდა, დაკარგეს ერობაზე უარის თქმით. ამ დროიდან მოყოლებული,
ახალი სისტემით იკრიბებოდა სახელმწიფო და საერობო (ადგილობრივი)
გადასახადი, რომელიც ერობის არარსებობის გამო კვლავ ცენტრალიზე
ბულად, მეფისნაცვლის (მთავარმართებლის) კანცელარიის საერ ობო გან
ყოფილების მიერ გაწერილი სამწლიანი პროგრამით იხარჯებოდა ადგი
ლობრივი მოხელეების მიერ; ადგილებზე ამ პროცესის უზრუნველსაყოფად
ერთგვარი სუროგატები – „განმკარგულებელი კომიტეტები“ იყო ჩამოყალი
ბებული.43 ამავე დროს, საერობო გადასახადი კავკასიის მასშტაბით ჯამდე
ბოდა და შემდეგ ნაწილდებოდა ყველა გუბერნიაზე ერთად;44 ეს კი ქმნიდა
უსამართლობის განცდას, რომელიც ყველაზე ქმედით არგუმენტად იქცეო
და ერობის საჭიროებ ის დასაბუთებისას – კერძოდ, ცალკეული გუბერნია
ერობის გადასახადით ბიუჯეტში აგზავნიდა იმაზე მეტს, ვიდრე შემდგომ იბ
რუნებდა საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუნდაც ადმი
ნისტრაციის ხელით (მაგალითად, ქუთაისის გუბერნია კრებდა 660 000 მა
ნეთამდე და მას უბრუნდებოდა 330 000 მანეთამდე45) ანუ განვითარებული
გუბერნიების შემოსავალი იჭრებოდა და ემატებოდა ნაკლები შემოსავლის
მქონე გუბერნიებს. ერთი მხრივ, ეს სქემა, შესაძლოა, სამართლიანად ჩან
დეს ჩამორჩენილი მხარეებ ის სუბსიდირების თვალსაზრისით, მართალია,
რამდენადაც ვერც ერთი გუბერნიის გადამხდელები თვითონ ვერ მონაწი
ლეობდნენ საკუთარი წილის განკარგვაში და მეტიც, არ ხდებოდა რეალუ
რი კვლევა ადგილობრივი საჭიროებებისა, გადასახადების მსგავს ცირკუ
ლაციას შედეგი არ მოჰქონდა – ღარიბი გუბერნიები ვერ ვითარდებოდნენ,
შემოსავლიან ი მხარეები კი დანაკლისს გრძნობდნენ და უკმაყოფილოები
რჩებოდნენ.
მოგვიან ებით, კავკასიის მაგალითზე, ფილიპე გოგიჩაშვილი ძალზე ცხა
დად ასაბუთებდა ერობის სარგებლიანობის პერსპექტივას; მისი გაანგარი
შებით, მაგალითისათვის, თუკი ერობის მქონე მხარეებში, საშუალოდ ბიუჯ ე
ტის 20 % სახალხო განათლებას ხმარდებოდა, იმავე საქმისთვის კავკასიის
საერობო ბიუჯეტიდან 3 % იყო გადადებული; რუსეთის ერობები ჯანდაცვაზე
28 %-ს ხარჯავდნენ, კავკასიაში – 10 %-ს; ვეტერინარიის საქმეზე რუსეთში
2% იხარჯებოდა, – კავკასიაში – 0,9 %. სამაგიეროდ კავკასიაში საერ ობო
50
ბიუჯეტის – ხაზინას გადაეც ემოდა სახელმწიფო დაწესებულებების შესანა
ხად, როცა რუსეთის ერობის მქონე მხარეებიდან იმავე დანიშნულებით სა
შუალოდ 3% გამოიყოფოდა.46
საბოლოო ჯამში ერობის პროექტის ჩაგდების შედეგად, მხარეში შეიქ
მნა სიტუაცია, რომელსაც თანამედროვე პუბლიცისტები სხარტულად ახასი
ათებდნენ – „მოვალეობა იზრდება, უფლება კი ჯერ არასად ჩანს“.47
ცენტრალურმა ხელისუფლებამ მაინც არ მოიმდურა „ბრწყინვალე
წოდება“ – ტფილისისა და ქუთაის ის გუბერნიებში საგადასახადო კანონის
ამოქმედება 1903 წლამდე გადადო და თავადაზნაურობას არსებული გადა
სახადების ჩარჩოში დაგროვილი ვალები ჩამოაწერა.48
1900 წლიდან 1905 წლამდე საერობო მოძრაობა კვლავ ინერციით
გრძელდებოდა – ქართული პრესის განვითარების კვალდაკვალ ერობის
საკითხის პროპაგანდა უფრო ინტენსიური გახდა, თუმცა პროცესის ინსტიტუ
ციური დინება კვლავ სათავადაზნაურ ო საკრებულოებში გრძელდებოდა და
უსაშველოდ ჭიანურდებოდა.
ტრადიციულ ად აქტიურობდა ქუთაისის გუბერნია; 1901 წლის 4 ოქტომ
ბერს, ქუთაისში გამართულ კავკასიის ექიმთა მეორე კრებაზე, დიმიტრი ნა
ზაროვმა, ქუთაისის ექიმთა საზოგადოების სახელით წაიკ ითხა მოხსენება
ერობის საჭიროების შესახებ, რომელიც ყველაზე გამოცდილი და სასურ
ველი გზა იქნებოდა სახალხო ჯანმრთელობის პრობლემების გადასაჭრე
ლად.49
1903 წლის 3 თებერვალს, შორაპნის მაზრის თავად-აზნაურთა კრება
ზე კვლავ დადგა ერობის საკითხი; მაზრის და გუბერნიის სამეურნეო საქ
მეთა პრობლემების და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გზად დამსწრე
ებს სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის საჭიროებების შემსწავლელი
ერთ-ერთი სექციის ხელმძღვანელმა – ვლადიმერ სტაროსელსკიმ ერობის
ამოქმედება შესთავაზა და წამოაყენა წინადადება, საკრებულოს შესაბამისი
თხოვნით მიემართა მთავრობისათვის;50 იდეა კვლავ თავად-აზნაურთა ნა
წილის წინააღმდეგობამ შეაფერხა, რომლებიც ვერ ურიგდებოდნენ გადა
სახადის დაწესების საკითხს გზების მშენებლობისათვის, რადგან გლეხებსაც
და მათაც ერთნაირი ვალდებულება უნდა აეღოთ.
1903 წელს ერობის შემოღების ინიციატ ივა კავკასიის საიმპერატორო
სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზეც წამოაყენეს, სადაც შესაბა
მისი მოხსენება ავეტის სააკოვმა წარადგინა, რომელიც მოიწონეს51 და შემ
51
დგომში წიგნადაც დაიბეჭდა.52
ამ დროიდან იწყებ ა ადგილობრივი საერობო მოძრაობის უფრო მჭიდ
რო კოორდინაცია რუსეთის საერთო პროცესებთან; პრესა უფრო აქტიუ
რად აშუქებდა ცენტრში მიმდინარე საერობო დისკუსიებს და, მეორე მხრივ,
ერობის შემოღების საკითხი განაპირა მხარეებში ნელ-ნელა ცენტრალური
პრესის ინტერესიც გახდა. პარალელურად ამ დროიდან საერობო მოძრა
ობა გრძნობდა რა მოახლოებულ დიდ სოციალურ მღელვარებასა და პო
ლიტიკურ კრიზისს, უფრო თამამად აყენებდა თავისი პროგრამის ძველ და
ძირეულ პუნქტს – წოდებრივი ერობის გაუქმებას და საყოველთაო ხმის უფ
ლებით დაკომპლექტებული, ფართო კომპეტენციის მქონე ადგილობრივი
თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.
კრიზისს ცენტრალური ხელისუფლებაც გრძნობდა და დაიწყო გარკვე
ული ზომების მიღება და რეფორმის დაანონსება; სასოფლო-სამეურნეო
საჭიროებათა შემსწავლელი კომიტეტების დასკვნები ერობის საჭიროების
კენ გადაიხარა, მეორე მხრივ, სტატს-სეკრეტარ სერგეი ვიტეს ინიციატი
ვით იგეგმებოდა, რომ ყველა მსგავსი ჯგუფის – მათ შორის „გაღატაკების
[მიზეზთა დამდგენი] ცენტრალური კომისიის“ მიერ შეკრებილი უზარმაზარი
საინფორმაციო ბაზა და ერობათა შემუშავებული პროექტები „ადგილობრივ
კომიტეტებს“ გადასცემოდა განსახილველად და წინადადებების შესამუშა
ვებლად. კომიტეტები ერობის მქონე მხარეში დაკომპლექტდებოდა ერობა
თა ხმოსნებისა და თავად-აზნაურთა საკრებულოს წარმომადგენლებისაგან,
რომელთა მუშაობის შესაჯამებლად საერთო კრება უნდა მოწყობილიყო.53
52
საერობო რეფორმის პროექტების განხილვა 1905 წელს;
3
სამაზრო და საგუბერნიო საერობო სათათბიროების მუშაობა
57
წლის მოდელი საყოველთაოდ დაწუნებული იყო, სრულფასოვანი თვით
მმართველობის უფლების მოლოდინი ჯერ კიდევ ნაკლებად ჩანდა, კავ
კასიაში – ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში. ერობის საჭიროებისა და
ხალხის მზაობის საკითხი უკვე მრავალჯერ იყო დასაბუთებული და დაან
გარიშებული და 1864 წლის დებულების საბაზისო ნაწილი კი მისაღებად
ჩანდა ყველასათვის. შესაბამისად, პროცესის ბიურ ოკრატიულობის, ფორ
მალობისა და გაჭიანურებული ხასიათ
ის პროგნოზი მაშინვე გაჩნდა.
16 ივლისს (ძვ.სტ.) მეფისნაცვლის სასახლეში, ვორონცოვ-დაშკოვმა
ერობის შემოღების საკითხის შესახებ პირველი, ოფიციალური მიღება-სხდო
მა გამართა, რომელსაც ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენლები,
თავადაზნაურობის წინამძღოლები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.57 მეფისნაცვალმა მისასალმებელ სიტყ
ვაში დაადასტურა ერობის შემოღების განზრახვის სერიოზ ულობა და დამ
სწრე საზოგადოებას, რომელსაც პოტენციურად მონაწილეობ ა უნდა მიეღო
ამ რეფორმის საფუძვლის შემუშავებაში სამაზრო საბჭოების მოქმედებაში
ჩართვით, მოუხდა, განზე გადაედოთ პირადი და პარტიული შეხედულებები
და საზოგადოების კეთილდღეობ ის თვალით და სინდისის კარნახით ემუ
შავათ ამ ამოცანაზე და, ამავე დროს, რადგან საბჭოების სხდომები საჯარო
იქნებოდა და ყველას შეეძლებოდა დასწრება, ვორონცოვ-დაშკოვი დამ
სწრეებს სთხოვდა, წინასწარ მომზადებულიყვნენ, რომ დაინტერესებული
პირებისათვის სხდომების ჩაშლის საშუალება არ მიეცათ. მცირე დისკუსიის
შემდეგ კრება დაიშ ალა და სამაზრო საბჭოების ჩამოყალიბების სამზადისი
დაიწყო.
მეფისნაცვლის თხოვნაში მკაფიოდ ჩანდა, ერთი მხრივ, ადმინისტრა
ციის რეალური შიში ქვეყანაში აგორებული რევოლუციურ ი მოძრაობის
მიმართ, რომელსაც მხოლოდ ერობაზე მსჯელობა სრულიად აღარ აკმა
ყოფილებდა, ხოლო მეორე მხრივ, დაკვირვებული თვალი ადვილად მო
ახერხებდა ვორონცოვ-დაშკოვის სიტყვაში ამოეკითხა საერობო პროექტის
გააქტიურების მოტივიც – ერობას ცენტრალური ხელისუფლება იმ კომპრო
მისად სახავდა, რომელსაც საზოგადოების ლიბერალური და არარადიკა
ლი დემოკრატების ნაწილის კონსოლიდაცია უნდა გამოეწვია და ამ დიდი
ხნის ნანატრი ინსტიტუციის დაშვებას მათთვის მოქმედების არენა გაეხსნა,
სანაცვლოდ კი ისინი რევოლუციური მოძრაობის რადიკალური პროგრამი
დან უნდა ჩამოეშორებინა.
მაგრამ, ამავე დროს, მიმდინარე სოციალურმა და პოლიტიკურმა კრი
ზისმა – რევოლუციური მღელვარების ზრდისა და საერთო კრიზისის გაღ
რმავებამ საერობო ენთუზიასტებს თავდაპირველი სიფრთხილე გაუნელა;
მიუხედავად იმისა, რომ მეფისნაცვლის საბჭოს გავრცელებულ პროგრამაში
მომავალი ერობის წარმოდგენილი მოდელი თითქმის 1864 წლის დებულე
ბის გამეორება იყო, არაფერი იყო ნათქვამი ერობის დონეებზე – სამაზრო
58
და საგუბერნიო ერობების გარდა და მხოლოდ თეორიულად იყო მოხაზული
„წვრილი საერობო ერთეულის“ ამოქმედების შესაძლებლობა. ერობის მხარ
დამჭერებმა და პროპაგანდისტებმა მაშინვე დაიწყეს პროგრამა-მაქსიმუმზე
ფიქრი. კერძოდ: იწუნებდნენ „ცენზიან“ მოდელს და საყოველთაო ხმის უფ
ლების საჭიროებაზე საუბრობდნენ და მეტიც, ფიქრობდნენ მეოთხე საფეხუ
რის – საოლქო ერობის პერსპექტივაზეც, სადაც ტფილისისა და ქუთაისის სა
გუბერნიო ერობები გაერთიანდებოდნენ. ეს მოდელი კი, ერთი მხრივ, ძალზე
მიმზიდველი იყო ქართული ნაციონალისტური ჯგუფებისა და სოციალისტ-
ფედერალისტთა პარტიისათვის, რადგან მათი პროგრამის – საქართველოს
ავტონომიის ფაქტობრივ განხორციელებას წარმოადგენდა, თუმცა აშკარა
იყო, რომ ამავე მიზეზით იდეა ძალზე ფრთხილ და მტრულ დამოკიდებულე
ბას დაიმსახურებდა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.
16 ივლისისათვის, პირველი სხდომის პარალელურად, პრესაში დაი
ბეჭდა მეფისნაცვლის საბჭოს მოხსენება ერობის შემოღების საკითხის შესა
ხებ; მოგვიანებით 3 აგვისტოს გამოქვეყნდა ინსტრუქცია,58 სადაც განმარტე
ბული იყო სამაზრო და საგუბერნიო59 განსაკუთრებული სათათბიროებისა
და საბჭოების მოწყობის პრინციპი, რომელთაც საპროექტო წინადადებები
უნდა შეემუშავებინათ. საბჭოებ ის დასაკომპლექტებლად 15 აგვისტოდან
1-ლ სექტემბრამდე არჩევნები უნდა გაემართათ:
• მემამულეები და ვაჭრები (წოდებისა და ცენზის გარეშე, მხოლოდ
საერობო გადასახადის გადამხდელები, რომლებიც სოფლის საზო
გადოებაზე არ იყვნენ მიწერილი. არჩევნებისას ისინი ქონებისდა მი
ხედვით გაიყოფოდნენ ორ ჯგუფად, მსხვილ და წვრილ მემამულე
ებად და აირჩევდნენ წარმომადგენლებს – შესაბამისი კვოტებით)
• ქალაქის საბჭოებს ან რწმუნებულთა კრებას
• სოფლის საზოგადოებ ებს
საგუბერნიო საბჭოსათვის წარმომადგენლებს სამაზრო საბჭოების წევ
რებისაგან აირჩევდნენ.60 მათ გარდა სათათბიროებ ის მუშაობაში მონაწი
ლეობას ადგილობრივი მოხელეებიც მიიღებენ, სხდომები კი ღია და სა
ჯარო უნდა ყოფილიყო. საბჭოებს მთელი ზაფხული უნდა ემუშავათ, რომ
15 სექტემბრამდე შეემუშავებინათ დებულების პროექტები და საგუბერნიო
სათათბიროებში შეჯამების შემდეგ საგუბერნიო წარმომადგენლები და
ცალკე, მეფისნაცვლის საბჭოსათვის არჩეული დელეგატები, საბოლოოდ
ცენტრში ერთად დაიწყებდნენ მათ შეჯერებას და დებულების საბოლოო
ვერსიას შეიმ უშავებდნენ.
59
სამაზრო თათბირებში პირველივე პერიოდში აქტიურობით და ძველი გა
მოცდილების დამსახურებით ტონის მიმცემი დასავლეთ საქართველოს სა
ერობო ენთუზიასტთა წრეები გახდნენ, განსაკუთრებით კი ქუთაისის მაზრა.
20 აგვისტოს ქუთაისის დეპუტატთა საკრებულოს დარბაზში მოეწყო
ქუთაის ის მაზრის წარმომადგენელთა თათბირი, მაზრის თავად-აზნაურთა
წინამძღოლის რ. ო. ნიჟარაძის თავმჯდომარეობით. კრებას ესწრებოდა
მემამულეთა 6 წარმომადგენელი, 4 – ქალაქის საბჭოდან და სოფლის სა
ზოგადოებათა 7 წარმომადგენელი. კენჭისყრის შედეგად აირჩიეს წვრილ
მემამულეთა წარმომადგენლები: კ. დ. მესხი, გ. ლ. ქორქაშვილი, ივანე
გომართელი, ს. გ. ყიფიანი, ბ. გ. ყიფიანი, ბართლომე პ. მოსეშვილი, ი. გ.
ქუთათელაძე, ისიდორე კვიცარიძე და ს. გოგოლაშვილი.
კრებამ მუშაობა 3 სექტემბერს დაიწყო. დისკუსია ცხელი და აქტიური
იყო – გრიგოლ გველესიანმა 1864 წლის დებულება განიხილა და შეს
წორებული პროგრამის შემუშავების აუცილებლობაზე ილაპარაკა, კერძოდ
– საყოველთაო წარმომადგენლობითობაზე, ბიუროკრატიის ზედამხედვე
ლობისაგან ერობის გათავისუფლებისა და კომპეტენციების გაფართოების
საჭიროებაზე. წარმომადგენელთა ნაწილის მოსაზრებები გაახმოვანა ი. დ.
ბახტაძემ, რომელმაც ერობის საკითხის გააქტიურება ხელისუფლების მიერ
რევოლუციურ ი მოძრაობის დასაშოშმინებელ მანიპულაციად შეაფასა. მას
შეეკამათნენ ს. ვ. მიქელაძე, მ. ა. ქიქოძე და დ. ა. მიქელაძე, რომელთა
აზრითაც, ერობის მიღების შანსის ხელიდან გაშვება უგუნურება იქნებოდა,
რადგან არავის არ წარმოედგინა ერობა თვითმიზნად, არამედ იგი ერთი
ნაბიჯი იყო პროგრესის გზაზე, საყოველთაო წარმომადგენლობითობის
მისაღწევად და ფუნდამენტური პოლიტიკური უფლებების დასამკვიდრებ
ლად. კომპრომისულ ხაზს მხარი დაუჭირეს ივანე გომართელმა და გიორგი
ზდანოვიჩმა. საბოლოოდ კრება შეთანხმდა, რომ ერობის იდეის წინააღ
მდეგი არ იყვნენ და დებულების პროექტის მუხლობრივ დამუშავებაზე გა
დაერთნენ.61
ქუთაისის საბჭომ პირველ ეტაპზევე შეიმუშავა დებულების პროექტი
რომლის შესადგენად „ციმბირის ერობის“ პროექტით ისარგებლა და ადგი
ლობრივი მოთხოვნილებების მიხედვით გადააკეთა.
6 სექტემბერს, საბოლოო კრებაზე, განხეთქილება მოხდა; სოციალ-დე
მოკრატიული პარტიის წევრი და თანამგრძნობი წარმომადგენლები – ივანე
გომართელი, ჟ. პ. კიწმარიშვილი, ტ. გ. ცქიფურიშვილი, ისიდორე კვიცა
რიძე, პატარიძე, ბახტაძე, შუბითიძე, ფახაკაძე და გვიჩია დაჟინებით მო
ითხოვდნენ, დებულების პროექტი დაყრდნობოდა ძირეულ ი სახელმწიფო-
პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნის დეკლარაციას, რადგან არსებულ
პირობებში ერობის რეალური განხორციელება შეუძლებლად მიაჩნდათ.
მოწინააღმდგეები, რომლებსაც გიორგი ზდანოვიჩი მეთაურობდა, შეახსე
ნებდნენ მათ, რომ კრების ამოცანა კონკრეტულად ერობის დებულების არ
60
სებითი შემუშავება იყო; სხვანაირად მას მეფისნაცვლის საბჭო არ მიიღებდა.
დიდი კამათის და ობსტრუქციის შემდეგ, მოწინააღმდეგეთა ბანაკმა სხდო
მა დემონსტრაციულად დატოვა და სათანადო რეზოლუცია გადასცა თავ
მჯდომარეს. დარჩენილებმა კრებაზე საერობო დებულების ახალი პროექტი
დაამუშავეს, თუმცა საჭიროდ ჩათვალეს, ნაწილობრივ გაეზიარებინათ ოპო
ზიციური ჯგუფის მოსაზრებები და დებულებას დაურთეს რეზოლუცია, სადაც
ისინი აღნიშნავდნენ, რომ ერობა – როგორც თავისუფალი დაწესებულება,
მხოლოდ თავისუფალ და დეცენტრალიზებულ ქვეყანაში გაამართლებდა
სავსებით თავის დანიშნულებას. ამ გზაზე კი მოქალაქეებ ისათვის პირველი
ნაბიჯი საბაზისო პოლიტიკური უფლებების მინიჭება იქნებოდა. დასასრულ,
კრებამ აირჩია წარმომადგენლები საგუბერნიო სათათბიროსა და მეფის
ნაცვლის საბჭოსათვის: ვლადიმერ მიქელაძე, გ. ი. გველესიანი, კ. დ. მესხი,
რ. ი. ლომინაძე და მ. ა. ქიქოძე.62
27 აგვისტოს გაიმართა თათბირი ყვირილის (შორაპნის) მაზრაში, რო
მელსაც რეკორდულად დიდი აუდიტორია – 1500 ადამიანი დაესწრო.
კრებაზე რევოლუციური სულისკვეთება ჭარბობდა. დამსწრეთა და პოტენ
ციურ წარმომადგენელთა დიდი ნაწილი – გლეხობიდან და აზნაურების
ფენიდან, წარმომადგენლების არჩევის წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგან
ერობის შეთავაზებული მოდელი კატეგორიულად მიუღ ებელი იყო მათ
თვის. აზნაურთა და გლეხთა უმცირესობა ასევე სკეპტიკურად უყურებდა
ერობის პერსპექტივას, თუმცა წარმომადგენლების არჩევაზე თანახმა იყო
და პროცესში მონაწილეობას უჭერდა მხარს. ამავე პოზიციას იზიარებდა
„ინტელიგენტების“ ფენაც. კრება ჩიხში შევიდა – უმრავლესობის წარმომად
გენელი კარლო ჩხეიძე ითხოვდა, რომ კრებას წარმომადგენელი აერჩია
და ჩამოყალიბებულ პრობლემათა სია პირდაპირ იმპერატორისათვის გა
დაეცა. სვიმონ წერეთელი კრებას მოაგონებდა, რომ აქ საერობო თათბი
რის წარმომადგენლების ასარჩევად იყვნენ შეკრებილი და არა მეფესთან
დეპუტაციის გასაგზავნად. კარპე მოდებაძე 1864 წლის დებულების კრიტი
კით გამოვიდა და კრებას მოუწოდა, არ დათანხმებოდა თვითმმართველო
ბის იმ მოდელს, რომლის კონტროლი მაინც ბიურ ოკრატიის ხელში რჩე
ბოდა. მას დაეთანხმა კიტა აბაშიძეც, რომელმაც საზოგადოებას მოაგონა,
რომ 30 წელი ერობის მოლოდინში გავიდა და სჯობდა არა შეზღუდული,
არამედ რეალ ური თვითმმართველობა მოეთხოვათ და ამითაც არ დაკმა
ყოფილებულიყვნენ; მან კრებას ქუთაისში შემუშავებული პროექტის გაზი
არება შესთავაზა, რომელიც სანიმუშოდ ჩანდა იმ დროისათვის არსებულ
მოდელებში. კრების უმრავლესობამ გაიზ იარა ეს მოსაზრებები და უნდობ
ლობა გამოუცხადა თავმჯდომარეს – თავად-აზნაურთა წარმომადგენელს
– მარშალ ნესტორ ხიდირბეგაშვილს. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა
მოაგონეს დამსწრეებს, რომ, თუ ისინი მარშალს გადააყენებდნენ, გუბერნა
ტორი არ დაამტკიცებდა არჩეულ წარმომადგენლებს (12 – წვრილი მემა
61
მულეებისაგან და 4 – მსხვილი მემამულეებიდან, წოდების განურჩევლად)
და თუ უმრავლესობა დატოვებდა თათბირს, დარჩენილი უმცირესობა აირ
ჩევდა ამ წარმომადგენლებს. გაფრთხილების მიუხედავად უკმაყოფილო
უმრავლესობამ კრება დემონსტრაციულად მიატოვა.63 კრებამ მოგვიანე
ბით – 7 სექტემბრისათვის კონსენსუსის მიღწევა შეძლო და საგუბერნიო
თათბირისათვის წარმომადგენლებად აირჩია: ფილიპე კირკიტაძე, კარლო
ჩხეიძ ე, ბესარიონ კაპანაძე, სერგო დალაქიშვილი, სერგო რობაქიძე, ნიკო
შეყრილაძე, ნიკიფორე მაჩიტაძე, რომანოზ რობაქიძე, ვანო საყვარელიძე,
კიტა აბაშიძე, სვიმონ გიორგის ძე წერეთელი და იოსებ გუნცაძე.64
1-ლ სექტემბერს, რაჭის მაზრაში ჩატარდა წარმომადგენელთა კრება
სამაზრო სათათბიროს ასარჩევად. სოფლის საზოგადოებებისა და მემამუ
ლეთა წარმომადგენლებმა აირჩიეს: დანიელ რაზმაძე, ბესარიონ მუსელია
ნი, ნესტორ კერესელიძე, სერგი ჯოხაძე, ივანე ჯაფარიძე, კოწია წულუკიძე,
ბესარიონ ბაქრაძე, ბიჭიაშვილი, ხუგაშვილი და გავაშელი. 8 სექტემბერს
გამართულ სამაზრო სათათბიროს კრებაზე წარმომადგენლებმა მიიღ ეს სა
ერთო დემოკრატიული სულისკვეთების პროექტი და საგუბერნიო კრები
სათვის აირჩიეს: ნესტორ კერესელიძე, დათა ბაქრაძე, სერგი ჯოხაძე, ივანე
ჯაფარიძე და კოწია წულუკიძე, ხოლო მეფისნაცვლის საბჭოში დელეგატად
– დანიელ რაზმაძე.65
ოზურგეთში, გურიაში – გლეხთა მასობრივი რევოლუციური მოძრაობის
კერაში უფრო ცხადად იგრძნობოდა საერობო პროექტების განხილვის აც
დენა მოქალაქეების რეალური მისწრაფებების და მოთხოვნილებების ხასი
ათისაგან. 28 აგვისტოს ქალაქის ბაღში, როტონდაში, შეიკრიბა ოზურგეთის
საზოგადოება სამაზრო თათბირისათვის წარმომადგენელთა ასარჩევად.
თავად-აზნაურთა წინამძღოლმა ნიკო თავდგირიძემ ხალხს მოუწოდა, აქტი
ურად ჩაბმულიყვნენ ერობის პროექტის შემუშავებაში. მომდევნო ორატორ
მა კი განაცხადა, რომ „კუდშეკვეცილი“ ერობის მოდელი ვერ გამოხატავდა
თანამედროვე საჭიროებებს და ხალხი, საზოგადოება მხოლოდ თავისუ
ფალი და სრული უფლებით აღჭურვილ თვითმმართველობას დაუჭერდა
ხმას. კენჭისყრის შედეგად დამსწრეების უმრავლესობა ამ მოსაზრებას მიემ
ხრო და შესაბამისი რეზოლუციით დაავალდებულა არჩეული ქალაქის 10
წარმომადგენელი (მათ შორის 2 ქალი) და 4 კანდიდატი, საერ ობო თათ
ბირზე გაეტარებინათ მუშაობ ისას შემდეგი პროგრამა:
„...ჩვენს გაგზავნილ წარმომადგენლებს ვავალებთ, მოითხოვონ, რომ
დაუყოვნებლივ შემოღებულ იქნას ერობა, რომელიც იქნება დამყარებული
საყოველთაო, პირდაპირ, თანასწორ და ფარულ კენჭის ყრაზე, განურჩევ
ლად ეროვნებისა, სქესისა, სარწმუნოებისა, სიმდიდრე-სიღარიბისა. არ უნ
და ჰქოდეს არავითარ ცენზს მნიშვნელობა და უპირატესობა. არჩევნებში
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც კი ოცი წელი შესრულე
62
ბული ექნება. ერობა უნდა იქნას სრულად დამოუკიდებელი ადმინისტრა
ცია-პოლიციის აგან, უნდა იქნას დამყარებული ნამდვილ დემოკრატიულ
საფუძველზე და სრულიად თავისუფლათ ფართო უფლებებით, უნდა განა
გებდეს ყოველსვე საქმეს და პასუხის მგებელი უნდა იყოს მხოლოდ თავის
ამომრჩევლების წინაშე. თუ ამნაირ ერობის მოცემაზე უარს გვეტყვიან, იმ
შემთხვევაში წარმომადგენლები პირდაპირ უარს ამბობენ სხვა ტიპის ერო
ბის მიღებაზენ.66
28 აგვისტოს ოზურგეთში სოფლის წარმომადგენლები და მემამულეე
ბი, დიდძალ დამსწრეებთან ერთად შეიკრიბნენ არჩევნებისათვის. „მსხვილი
მემამულეების“ წარმომადგენლებად აირჩიეს: ჯაბა ერისთავი, გრიგოლ გუ
გუნავა, ნიკო გეგელაიშვილი, მიშა თუმანიშვილი, ალექსანდრე შარაშიძე
და ერმილე ნაკაშიძე. წვრილი მემამულეებიდან: არსენ მამულაიშვილი,
დიმიტრი გოგიტიძე, ლადიკო ცეცხლაძე, ისააკ საბაშვილი, ალექსანდრე
ხუნგია, ირაკლი კალანდაძე, ნიკო თავამაიშვილი, არსენ წითლიძე, გიორგი
ქიქოძე, ლევანტი გოგიბერიძე, მოსე გოგიტიძე და ილია მგალობლიშვილი.
ქალაქ ოზურგეთის წარმომადგენელად: სიმონ გრიაზნოვი და გიორგი
ჭოღოშვილი.
სოფლის საზოგადოებებიდან: გიორგი ცინცაძე (ერკეთ-სურები), ილარიონ
კალანდაძე (ბასილეთი-ჯვარცხმა), დათიკო ვაჩეიშვილი (აკეთი), თომა ლომი
ნაძე (აცანა), თედორე კიკვაძე (შემოქმედ-ლიხაური), ირაკლი დოლიძე (ფარ
ცხმა-ამაღლება), აბიბო კორიფაძე (ნანეიშვილი-ზემოხეთი), სევასტი მურვანიძე
(ხვარბეთი-გურიანთა), გაბრიელ მეგრელიძე (ასკანა), პროკოფი ფირცხალა
იშვილი (ლანჩხუთ-ნიგოითი), გიორგი მურვანიძე (მიქელგაბრიელი-ჩოჩხათი),
ნოე გოგელია (ჯუმათი-ძიმითი) და მახარობელ კვაჭაძე (ჯურუყვეთი-ჩიბათი).
სამაზრო სათათბიროს პირველი კრება 31 აგვისტოს დაიწყო, მაგრამ კრე
ბა ჩაიშალა ტფილისიდან მიღებული ტრაგიკული ამბის – ქალაქის საბჭოში
მოქალაქეთა დარბევისა და დახვრტის ცნობის მიღების გამო. სათათბიროს
მომდევნო დღეებში მუშაობა აღარ გაუგრძელებია გურიაში განვითარებუ
ლი რევოლუციური მოვლენების გამო.
28 აგვისტოს, ზუგდიდში, მიურ ატის სასახლეში დაიწყო ზუგდიდის მაზ
რის საერობო სათათბიროს საარჩევნო ყრილობა, რომელზეც 36 წარმო
მადგენელი უნდა აერჩიათ. შეკრებილთა უმრავლესობას რევოლუციურ ი
მღელვარების ფონზე მაინც სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ერო
ბის პერსპექტივის მიმართ; სოფლების ნაწილმა წარმომადგენლებიც კი არ
გამოაგზავნა. თავდაპირველად ორატორთა ნაწილმა უმრავლესობა აიყო
ლია მოწოდებით, რომ ერობის კამპანია ამჟამად დაგვიანებული და სათუო
იყო, რადგან სანამ რუსეთში ერობა მოქმედებდა და კავკასია ითხოვდა,
მას ეს უფლება არ მიანიჭეს, ახლანდელ მდგომარეობას კი ერობის ძველი
მოდელი აღარ აკმაყოფილებსო. შედეგად, კრების დიდმა ნაწილმა განზე
გადგომა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობა არჩია, თუმცა კამა
თის შემდეგ მათი წარმომადგენლის ტ. გ. ჯგუშიას პირით განაცხადეს, რომ
63
ერობა მაინც სასურველი დაწესებულება იქნებოდა და მისი დებულების შე
მუშავებაში ჩაერთვებოდნენ, რადგან ხალხის წარმომადგენლობა ავალდე
ბულებდა, მათი ინტერესი გამოეხ ატათ და დაეცვათ. ზუგდიდის სამაზრო
თათბირი 30 აგვისტოს დაიწყო; კრებამ უარი თქვა, დაყრდნობოდა 1864
წლის მოდელს და ახალი პროექტის შესამუშავებლად ათკაციანი კომისია
ჩამოაყალიბა, რომელშიც შევიდნენ: იონა მეუნარგია (თავმჯდომარე), ტ.
ჯგუშია, ვასილ ალშიბაია, მელიტონ გობეჩია, ნიკო ბუკია, ერასტო ქუთელია,
ანტონ თავბერიძე, ლევან აფაქიძე, ლევან ჩიჩუა და ი. ა. პოდობედოვი (გა
დასახადთა ინსპექტორი). კომისიამ სახელმძღვანელოდ „ქუთაის-ციმბირის“
პროექტი აიღო, გადაამუშავა და 1-ლ სექტემბერს სათათბიროს წარუდგინა.
საბოლო განხილვისას მელიტონ გობეჩიამ ითხოვ ა, პროექტში დაეზ უსტე
ბინათ, რომ სასურველი იქნებოდა, მეოთხე საფეხურის ერობას ტფილისის,
ქუთაის ის გუბერნიებ ი და ზაქათალის, სოხუმისა და ბათუმის ოლქები მოეცვა
და კავკასიის ერები ეროვნული პრინციპით თვითმმართველ ერთეულებად
დაეყო. დიდი კამათისა და თავად-აზნაურთა ნაწილის მხრიდან წინააღმდე
გობის მიუხ ედავად, პროექტში ხმოსნობის ქონებრივი ცენზი საერთოდ გა
უქმებულად გამოცხადდა. ქუთაისის საგუბერნიო კრებაზე გასაგზავნად აირ
ჩიეს: იონა მეუნარგია (ასევე მეფისნაცვლის საბჭოზე დელეგატად), არეტა
დგებუაძე, პეტრე ანჩაბაძე, ტ. ჯგუშია, ვასილ ალშიბაია, მელიტონ გობეჩია
და ნიკოლოზ ბუკია.67
მაღალი ინტერესის, დისკუსიების სიმძაფრის, ყურადღების მობილიზე
ბისა და კარგი ორგანიზების დამსახურებით (მიუხედავად მხარეში რევოლუ
ციურ
ი გამოსვლების ცხელი ფაზის დადგომისა) ქუთაისის გუბერნიამ მოა
ხერხა თათბირის მეორე ეტაპზე გადასვლაც:
20 სექტემბერს ქუთაისში ჩატარდა საგუბერნიო თათბირი, რომელსაც
გიორგი ზდანოვიჩი თავმჯდომარეობდა. თათბირზე შეაჯერეს მაზრებიდან
წარმოდგენილი პროექტები; წვრილი საერობო ერთეულის საკითხში შეთან
ხმდნენ, რომ იგი სოფლის საზოგადოებით განსაზღვრულიყო, ხოლო მე
ოთხე საფეხურის ერობისათვის კი გადაწყდა, რომ საგუბერნიო ერობებს უნ
და შეეკრათ კავშირი ერთ საოლქო ერობად, სამაზრო (სათემო) ერობები კი
ერთ – კავკასიის საგუბერნიო დაწესებულების ქვეშ გაერთიანებულიყვნენ.68
საერობო თათბირების ორგანიზება დათქმულ ვადებში დაიწყო ტფილისის
გუბერნიის უმეტეს ნაწილში. საკითხის მიმართ ყურადღება აქაც მაღალი იყო.
ტფილისის სამაზრო საბჭოს თათბირი სექტემბრის დასაწყისში, 1-ლ, 2
და 8 სექტემბერს ამოქმედდა.69 ტფილისის თათბირიც ძირითადად გაჟღენ
64
თილი იყო საყოველთაო წარმომადგენლობითობის მოთხოვნის სულით
და კამათი ამ საკითხის ირგვლივ ტრიალებდა. იდეის წინააღმდეგი იყო
ფერაძე, ხოლო მას ანდრია ჭიაბრიშვილი და გრიგოლ რცხილაძე იცავ
დნენ და მის უპირატესობას ასაბუთებდნენ. მათ მხარდამჭერად გამოვიდა
ქანანოვიც, რომელმაც ციფრებით დაასაბუთა, რომ 1864 წლის დებულე
ბის უცვლელად გაზიარების შემთხვევაში, ქონებრივი ცენზის გამო, მაზრის
ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა ხმის გარეშე დარჩებოდა.
კრებაზე ასევე დადგა ენის საკითხიც – ჭიაბრიშვილმა და ვალიშვილმა დის
კუსიის რუსულთან ერთად ქართულ ენაზე წარმართვაც მოითხოვეს. თათ
ბირზე დისონანსი შეიტანეს ჯაბადარმა და სახელმწიფო მამულების წარ
მომადგენელმა კუპჩენკომ, რომელთაც კრებას შეახსენეს, რომ მათ 1864
წლის დებულების გარშემო უნდა ეტრიალათ და არა ახალი ჩამოეყალი
ბებინათ. კრება დებულების მუხლობრივ განხილვაზე გადაერთო,70 თუმცა
საჭიროდ ჩათვალა მაინც შეეტანა მასში შესწორებები – საარჩევნო ხმის
უფლებისა და წვრილი ერთეულის საკითხებში.71 მომდევნო სხდომებზე
დისკუსია უფრო გაფართოვდა და განხილვის საგანი ერობის საფეხურე
ბი გახდა; კერძოდ, ზედა – მეოთხე საფეხური, საოლქო ერობა. ქანანოვმა
წარმოადგინა მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნებოდა, კავკასიაში საგუბერ
ნიოებისა და კიდევ კავკასიის საოლქო ერობის მოწყობისა, ქუთაისის და
ტფილისის გუბერნიებს, ბათუმისა და ზაქათალის ოლქებს, გაერთიანებული
საერ ობო ერთეული შეედგინათ; ანუ, რეალურად ეროვნული ტერიტორიის
პრინციპით გამიჯნულიყო ამიერკავკასიის სამი მთავარი ერი – ქართველე
ბი, სომხები და აზერბაიჯანელები. ამ მოსაზრების (სოხუმის ოლქის მიმატე
ბით) პოპულარიზაციას პარალელურად უკვე ინტენსიურ ად ეწეოდა ნაციო
ნალისტური მიმართულების პრესაც. კრებაზე ასევე გაგრძელდა კამათი
72
65
და ბ. ალტუნინი კანდიდატებად. მეფისნაცვლის საბჭოსი კი ი. ს. ჯაბადარი
და დ. ნახუცრიშვილი.75
27 აგვისტოს დაიწყო სამაზრო საბჭოს კრება თელავში, რომელსაც წარ
მომადგენლებთან და ადგილობრივ მოხელეებთან – 50 ადამიანის გარდა
ბევრი მოქალაქე დაესწრო. კრებას თავმჯდომარეობდა მაზრის თავადაზნა
ურთა წინამძღოლი ჩოლოყაშვილი, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში
განაცხადა, თავს ბედნიერად ვთვლი, რადგან ამდენი ხნის შემდეგ ერო
ბის შემოღება გადაწყდა, რისთვისაც ხალხი უკვე კარგა ხანია მზად იყოო.
კრება საქმიანად და დაძაბულად მიმდინარეობდა, სიტყვის თავისუფლების
გარანტიის მოთხოვნების გარდა, წარმომადგენლებმა დისკუსია გამართეს
კვოტების განაწილების სამართლიანობაზე ქალაქისა და სოფლის წარმო
მადგენელთა შორის (ქალაქ თელავს – 2, მემამულეებს – 16, სოფლის
საზოგადოებებს – 3276). კრების წარმომადგენლებმა კრიტიკოსებს დაუსა
ბუთეს, რომ ამგვარი ბალანსი იმისათვის იყო, რომ სოფლის ინტერესები
არ დაჩაგრულიყო. კრება ქართულ-რუსულად მიმდინარეობდა, თუმცა რე
ალურად ქართულის არმცოდნე მხოლოდ მიწათმოქმედების სამინისტროს
წარმომადგენელი იყო, რომელსაც ცალკე უთარგმნიდნენ გამოსვლების
შინაარსს და ეს შეფერხება დამსწრეთა გაღიზიანებას იწვევდა. მსჯელო
ბისათვის კრებამ ციმბირის ერობის პროექტი აირჩია და მის გადამუშავებას
შეუდგა. თათბირის მუშაობ ა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა.
საბოლოოდ, გადაწყდა, რომ, რადგან მუხლობრივ დამუშავებას და გან
ხილვას დიდი დრო დასჭირდებოდა, აერჩიათ მცირე წარმომადგენელთა
ჯგუფი, რომელიც პროექტს შეიმუშავებდა და საერთო კრებას წარუდგენდა
დამტკიცებისათვის. ჯგუფში აირჩიეს: ექვთიმე მიქელაძე, დიმიტრი ცისკა
რიშვილი, ჭავჭავაძე, ი. ზარაფიშვილი, მიხეილ ვერმიშევი, კოტე ყაზახიშ
ვილი და ენოქ დანდუროვი.77 ჯგუფმა მცირე ხანში დაამუშავა დებულების
მეტად პროგრესული პროექტი, რომელიც კრებამ მოიწონა 38 ხმით ერთის
წინააღმდეგ – მეტიც მას თან დაურთო მიმართვა, რომ ერობის განხორცი
ელების გარანტი დამფუძნებელი კრების მოწვევა, ხოლო მანამდე კი საბა
ზისო პოლიტიკური უფლებების უზრუნველყოფა უნდა გამხდარიყო. კრებამ
საგუბერნიო თათბირისათვის წარმომადგენლებად იგივე შემადგენლობა
აირჩია.78
29 აგვისტოს სიღნაღის მაზრაში აირჩიეს წამომადგენელთა შემადგენ
ლობა: 16 – სოფლის საზოგადოებებიდან, 4 – მემამულეებიდან, 2 – ქალაქ
სიღნაღიდან. თათბირის თავდაპირველი სხდომები უინტერესო გამოდგა,
წარმომადგენელთა ნაკლები გაცნობიერებულობის გამო საერობო საკითხ
ებში. კრების მუშაობ ა გამოაცოცხლა მუშაობაში ქალაქ სიღნაღის წარმო
66
მადგენლის – ლადო დარჩიაშვილის დაგვიანებულმა ჩაბმამ. მან კრებას სა
ერობო დებულების ქუთაისური პროექტი გააცნო და ურჩია, ან უცვლელად
მიეღოთ, ან მცირედ გადაემუშავებინათ. კრებამ პროექტის გადასამუშავებ
ლად კომისია გამოყო: ლადო დარჩიაშვილის, დ. ქიტიაშვილის, დიმიტრი
გონაშვილის, პ. გელაშვილისა და თომა კევლიშვილის შემადგენლობით.79
7 სექტემბრის სხდომაზე, კრებამ ძირითადად მოიწ ონა წარმოდგენილი
პროექტი, თუმცა დიდი დისკუსია მოჰყვა პროექტში გამოთქმულ საპროგ
რამო წინადადებას, რომ ერობის ეს პროექტი იმუშავებდა „ვიდრე კავკასია
მოიპოებდეს სრულს ავტონომიას“. ლადო დარჩიაშვილსა და სხვა სოცი
ალ-დემოკრატებს შორის დიდი კამათისა და ორჯერ კენჭისყრის შედეგად
აღნიშნული წინადადება პროექტში დატოვეს. საგუბერნიო კრებაზე წარმო
მადგენლებად აირჩიეს: ლადო დარჩიაშვილი, სიმონ (?) ახმეტელაშვილი,
კოტე ანდრონიკაშვილი და დიმიტრი გონაშვილი.80
თიანეთის მაზრაში საერობო თათბირი დაიწყო 1-ლ სექტემბერს. კრე
ბას ესწრებოდა სოფლის საზოგადოებათა – 16 და მემამულეთა – 8 წარ
მომადგენელი. კრების თავმჯდომარის, მაზრის თავადაზნაურთა წინამძღო
ლის ნ. ზ. ჩოლოყაშვილის მისასალმებელი, განმარტებითი სიტყვის შემდეგ
კრებას დ. ქადაგიძემ მიმართა:
„... მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თვითეული ჩვენგანი განცვიფ
რებით აძლევს თავის თავს კითხვებს – რისთვის შევიკრიბენით, რა უნდა
გავაკეთოთ და სხვა. მე ასე ვგრძნობ – ამ წუთში ჩვენ, წარმომადგენლებს
და არჩეულ ებს, დიდი, დიდი მოვალეობა გვაწევს. ამ შემთხვევამ მომავალ
ისტორიაში უნდა უმთავრესი ადგილი დაიჭ იროს. ეხლა უნდა გადავათვა
ლიეროთ დებულებანი 1864 წლ., შევუთანხმოთ ეხლანდელ დროს და
შემდეგ ჩვენი ცხოვრება უკეთეს კალაპოტში ჩავაყენოთ. მართვა-გამგეობა
ჩვენს ხელში ვარდება, ასე რომ, ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ მომა
ვალი – ავიც და კარგიც. მაშასადამე, ნუ დავზოგავთ შრომას და კეთილად
დავაგვირგვინოთ ეს საქმე.“81
კრება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ქადაგიძისვე აქტიურობით მან
მეტად გაბედული და პროგრესული პროექტი წარმოადგინა, რომელიც
გარდა საყოველთაო მოთხოვნების პაკეტისა (წვრილი საერობო ერთეუ
ლი, საყოველთაო წარმომადგენლობა, ცენტრალური ბიუროკრატიის აგან
გამიჯვნა, საკანონმდებლო და ფინანსური გარანტიები), ქალთა თანასწორი
ხმის უფლებას, პროგრესული გადასახადების შემოღებას, პოლიციის და
ბალი რგოლის ერობისათვის დაქვემდებარებას და პრესისა და სიტყვის
თავისუფლებას მოითხოვდა. წარმომადგენლებმა საჭიროდ ცნეს, გასცნო
ბოდნენ სხვა მაზრების პროექტებს, მეტადრე თელავის მაზრისას, რომელ
თანაც სასიცოცხლოდ იყვნენ დაკავშირებული, თუმცა თელავის პროექტის
გაცნობაზე თავმჯდომარემ უარი თქვა. საგუბერნიო კრებაზე წარმომადგენ
67
ლად აირჩიეს: დ. ქადაგიძე, მ. ჩოლოყაშვილი, ვანო წიკლაური და იოსებ
ბოძაშვილი; მეფისნაცვლის საბჭოში დელეგატად – ალექსანდრე ზაალის
ძე ჩოლოყაშვილი.
ბორჩალოს მაზრაში თათბირი 9 სექტემბრისათვის დაიწყო.82
გორის მაზრაში თათბირის პირველივე სხდომა ჩაიშ ალა, რადგან წარ
მომადგენლები არ გამოცხადდნენ83 მაზრაში არსებული მძიმე მდგომარე
ობის გამო – რაც გლეხთა მოძრაობ ის ჩასახშობად სადამსჯელო რაზმების
გაგზავნას და მსხვილ, რეაქციონერ მემამულეთა და გლეხთა დაპირისპი
რებას მოჰყვა.
საერთო სულისკვეთებისაგან გამორჩეული აღმოჩნდა ახალქალაქის
სამაზრო თათბირი, რომელსაც 20 წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ
1864 წლის მოდელი მოიწონეს, მცირე ცვლილებებით და საჭიროდ ცნეს,
როგორც ქონებრივი, ასევე განათლების ცენზის არსებობა. მათ მეფისნაც
ვლის საბჭოში წარმომადგენლებად აირჩიეს84 გადასახადთა ინსპექტორი
კვალიაშვილი, ხოლო საგუბერნიო საბჭოსათვის კი – ლომან-ბეგ ფალავან
დიშვილი, მეცატულოვი, ტერ-გრიგორიანი და ქაჩაზნუნი.
ბათუმში, 31 აგვისტოს85 საერობო დებულების განსახილველი საოლქო
საბჭო დაკომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით: ქალაქის მოურავი თა
ვადი ი. ზ. ანდრონიკაშვილი, გამგეობის წევრები – გიორგი ჟურული, გრი
გოლ ვოლსკი, ზია-ბეი აბაშიძე, ისააკ ეფენდი ხალვაში და ა. არუტოვსკი.86
თათბირის მეორე ეტაპი გაგრძელდა 11 ოქტომბერს, სადაც შემუშავებული
პროექტი დიდად არ გამოირჩეოდა სხვა მხარეების წინადადებებისაგან და,
ანალოგიურად, მხარს უჭერდა ამიერკავკასიის ერთ საერობო ერთეულად
გამოყოფას.87
სოხუმის ოლქში საერობო თათბირი პირველ სექტემბერს დაიწყო, არ
ზაყან ემუხვარის თავმჯდომარეობით. პირველ სხდომაზე წარმომადგენ
ლებმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით უარყვეს 1864 წლის დებულე
ბა და „ციმბირის პროექტს“ დაუჭირეს მხარი.88 მომდევნო სხდომა სოხუმში
რევოლუციურ ი მღელვარების გამო აღარ გაგრძელდა.
სამაზრო კრებები ჩაიშალა სენაკის, ლეჩხუმის, ახალციხის, დუშეთის
მაზრებსა და ზაქათალის (?) ოლქში, სადაც ნაწილში რევოლუციურმა მღე
ლვარებამ პიკს მიაღწია და სრულიად სხვა რეალობა შექმნა, ხოლო და
ნარჩენი მხარეებ ი კი საერთო რევოლუციური მოძრაობის ჯაჭვურ რეაქციაში
68
ჩაებნენ, რის შედეგადაც საერობო თათბირების აქტუალობა საზოგადოებ ა
ში სრულიად გაქრა და იგი თვისებრივად სხვა მოცემულობამ – რევოლუცი
ურმა თვითმმართველობებმა ჩაანაცვლა, რომელმაც სამაზრო თათბირების
შემუშავებული ზომიერი პროექტები პრესის ფურცლებზე გამოთქმულ ფორ
მალურ აზრებად აქცია და პრაქტიკაში იდეალური თვითმმართველობის
განხორციელება სცადა.
69
რევოლუციური თვითმმართველობები -
4
„რესპუბლიკები“ საქართველოში 1905 წელს
73
ადგილობრივი თვითმმართველობის არსი იმთავითვე იყო დარღვეული,
რადგან ერობაში მოსახლეობის უმრავლესობის მონაწილეობა შეზღუდ უ
ლი იყო. შესაბამისად, თუკი კავკასია ერობის ამ მოდელს მიიღ ებდა, იგი
თავად-აზნაურთა თვითშემოქმედების ორგანოდ გადაიქცეოდა და მეტიც
– ქონებრივი ცენზის ზღვრული ნორმის არსებობის გამო მათში საერთოდ
ვერ მოხვდებოდა ამ წარჩინებული წოდების ის უმცირესი ნაწილი, რომე
ლიც დემოკრატიულ სულისკვეთებას იზიარ ებდა. ამავე დროს, ჟორდანია
შენიშნავდა, რომ ასეთი პროგნოზის მიუხედავად, როგორც შიდა რუსეთში,
დროთა განმავლობაში ეს შეზღუდული ერობაც კი ძალაუნებურად მაინც
გამოიწვევდა მაზრებში ეკონომიკურ ცვლილებებს და კაპიტალიზმის განვი
თარებას დააჩქარებდა, რაც სწორედ ამ მსხვილ მიწათმფლობელ – წარჩი
ნებულ წოდებას შეასუსტებდა და ბურჟუაზიას – ახალ კლასს გააძლიერებ
და. ჟორდანია შენიშნავდა, რომ ეს ინსტინქტური შიში აწუხებდა ქართული
თავადაზნაურ
ობის დიდ და „რეაქციულ“ ნაწილს, რომელიც გაშმაგებით
ეწინააღმდეგებოდა ყველა საერობო კამპანიას.89
საქართველოს სოციალისტური მოძრაობა თვითმმართველობის სა
კითხში მის ძირითად მამოძრავებელ ელემენტად გლეხობას განიხილავდა.
გლეხთა მასის მიმართ პარტიის დამოკიდებულებამ და მასთან თანამშრომ
ლობამ მეტად საინტერესო და გარდამტეხი პროცესი გაია რა და დიდწი
ლად განაპირობა შემდგომში სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის წარმა
ტება და მასობრიობა.
საწყის ეტაპზე მარქსისტული იდეოლოგიური დოქტრინის ორთოდოქ
სული გაგების გამო სოციალ-დემოკრატები გლეხებს არ აღიქვამდნენ მო
კავშირედ – მათი „წვრილმესაკუთრული“ ბუნების გამო, რითაც ისინი უფრო
„რეაქციულ“ და ბურჟუაზიის მოკავშირე ძალად მიაჩნდათ. საქართველოს
სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ნოე ჟორდანიას ხანგრძლივი
თეორიულ ი პროპაგანდისა და პრაქტიკული მოქმედების შედეგად საქარ
თველოს სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ შეძლო ამ ფორმულის
დარღვევა. ახალ ხედვას ორი საკვანძო ელემენტი დაედო საფუძვლად:
პირველ რიგში, იმის გაცნობიერება, რომ სოფლის მეურნე გლეხებიც სო
ციალურ ჩაგვრას განიცდიდნენ პრივილეგირებული კლასისა და სახელმწი
ფო ბიურ ოკრატიისაგან და მათშიც იღვიძებდა „კლასობრივი შეგნება“ და
მეორე, საქართველოს გლეხთა პრობლემა არსებითად განსხვავდებოდა
რუსეთის გლეხთა საკითხისაგან, მიწათმფლობელობის კულტურის განსხვა
ვებისა და 1864 წლის რეფორმის განსხვავებული მემკვიდრეობის გამო.
1900-იანი წლების დასაწყისისათვის საქართველოს სოფლებში, აღმო
სავლეთ და დასავლეთ საქართველოში გლეხობას რეალურად ქაღალდზე
არსებული უფლებების გარდა რეფორმისაგან არაფერი ჰქოდათ მიღებუ
ლი. რუსეთისაგან განსხვავებით, ისინი გათავისუფლდნენ მიწის გაცილებით
მცირე ფართობით,90 რომელიც ვერ უზრუნველყოფდა ოჯახის გამოკვებას
74
და ათწლეულ ების განმავლობაში გლეხებს უწევდათ, ერთი მხრივ, მემამუ
ლეებისაგან, მიწის გამოსყიდვა რომლის ფასსაც სახელმწიფო არ არეგუ
ლირებდა და თან მათგან იჯარით დამატებითი ფართობების აღება, რომ
ლის პირობებიც კაბალური იყო.91
იდეოლოგიურ გარდატეხას სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ხელი
შეუწყო მათგან დამოუკიდებელმა პროცესმაც – ქალაქებში, თბილისსა და
ბათუმში დაწყებული საგაფიცვო მოძრაობისა და პროტესტების საპასუხოდ,
მეფის რეჟიმის მიერ გატარებული რეპრესიებ ის შედეგად, სოციალისტური
მოძრაობის მონაწილე მუშებს ქარხნებიდან და წარმოებებიდან მასობრი
ვად ათავისუფლებდნენ და ასახლებდნენ ქალაქებიდან; ისინი იძულებული
იყვნენ, მშობლიურ სოფლებს დაბრუნებოდნენ და სანამ კვლავ შეძლებ
დნენ სამუშაოზე გასვლას, სოციალური და პოლიტიკური ბრძოლის გამოც
დილებასა და იდეოლოგიას ამ მხარეებშიც ავრცელებდნენ. მსგავსი ნაკა
დების მოძრაობამ გაააქტიურა სოფლად პარტიული ქსელების გაჩენა და
საპროტესტო მოძრაობის დაწყება, განსაკუთრებით, ქართლში, იმერეთსა
და გურიაშ ი.
1902 წლიდან მოუსავლიანმა წლებმა და, ზოგადად, იმპერიაში მიმდი
ნარე კრიზისულმა პროცესებმა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველო
ში, სტიმული მისცა გლეხთა სტიქიურ მღელვარებებს, რაც ადგილობრივი,
სოციალისტური მოძრაობის მონაწილე და თანამგრძნობი ინტელიგენტების
დახმარებით, სოფლების შეკავშირებასა და მემამულეებისათვის ბოიკ ო
ტის გამოცხადებაში გამოიხატებოდა. ამ დროსათვის, მოძრაობის მთავა
რი მიმართულება იყო პროპაგანდისტების (ე.წ. „მოქადაგეების“) მუშაობა,
რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ გლეხთა გამოსვლებს საეკლესიო
გადასახადის („დრამის ფული“) და „მემამულის ღალის“ წინააღმდეგ.92
სოფლად რევოლუციური მოძრაობის სანიმუშო მოდელად მალევე იქცა
გურია, სადაც საპროტესტო მუხტს და სოციალისტურ იდეოლოგიას ბაზად
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – მასობრივი, თვითორგანიზებული
სახალხო განათლების ქსელი და პროგრესისკენ სწრაფვის კულტი დახვდა.
1903 წლისათვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბათომის კომიტეტი
იძულებული გახდა, გურიიდან მთავარი პარტიულ ი ორგანიზატორები მი
ეწვია ინიციატ
ივის ადგილობრივ დონეზე გადასაბარებლად. 1903 წლის 15
ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
ბათუმის ქართულ სკოლაში ჩატარებულ არალეგალურ შეკრებაზე დააარ
სეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის „გურიის კომიტეტი“ და შეიმუშავეს
პარტიული ქსელის ორგანიზების ის პრინციპი,93 რომელიც უნივერსალური
მოდელის სახით გავრცელდა მთელ საქართველოში, სადაც კი პარტიის
75
გავლენა სწვდებოდა და 1905 წლის რევოლუციური გამოსვლების დროს ეს
სისტემა თვითმმართველობის რევოლუციურ მოდელად იქცა.
ამ სისტემით მაზრა იყოფოდა რაიო ნებად, სადაც რამდენიმე სოფლის
საზოგადოება იყო გაერთიანებული. სისტემის მოწყობის მოდელი ქვემოდან
ზემოთ მიემართებოდა. კერძოდ, ყოველი სოფელი პირობითად იყოფო
და საათისთავოდ, ათისთავები ირჩევდნენ ასისთავს, რომელიც სოფლის
წარმომადგნელად ითვლებოდა. ისინი – წარმომადგენლები (ასისთავები)
ერთიანებოდნენ რაიონ ის დონეზე და წარმოადგენდნენ რაიო ნულ კომი
ტეტს, რომელთა წარმომადგენელიც შედიოდა უმაღლეს რგოლში – სამაზ
რო კომიტეტში.
ამ პრინციპით იყო მოწყობ ილი „გურიის“ და „იმერეთ-სამეგრელოს“ კო
მიტეტები,94 რომელთა ქსელი თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს
ფარავდა, აფხაზეთის ჩათვლით, სადაც „ბათომის კომიტეტის „სოხუმის
ჯგუფი“ მოქმედებდა.
კონკრეტულად გურიის შემთხვევაში, მაზრა პირველად დაყოფილი იყო
5 რაიონად. შემდეგ რაიონთა რიცხვი 7-მდე ავიდა. სამაზრო – ცენტრალურ
კომიტეტთან არსებობდა „პროფესიონალ მომუშავეთა“ (ორგანიზატორ-
პროპაგანდისტთა) ბიურო.
რაიონს შეადგენდნენ რაიონის წარმომადგენელი, ხაზინადარი და ორ
განიზატორი. წარმომადგენელს ევალებოდა წრეების ხელმძღვანელობა,
ათის და ასისთავებისაგან „წრის ფულის“ ჩაბარება. ეს წარმოადგენდა კო
მიტეტის მოქმედების ფინანსურ რესურსს, რომლის გარდა დამატებით არ
სებობდა კიდევ შეიარაღების შესაძენი ფონდი – ე.წ. „თოფის ფული“, რომ
ლის მოკრება პროგრესული გადასახადის პრინციპით ხდებოდა.
კომიტეტი აკონტროლებდა „სახალხო მილიციის“ პრინციპით ჩამო
ყალიბებულ “წითელ რაზმს“.
მოძრაობის მასობრიობისა და პოპულარობის გამო კომიტეტს მოუხდა,
პარტიაში მიღებისათვის ბარიერ
ი დაეწ ესებინა და ამისათვის მათ დამატე
ბით დააარსეს – „დემოკრატიული წრე“, სადაც პარტიის წევრობისათვის მო
უმზადებელ ადამიანებს იღებდნენ და ამზადებდნენ.
1905 წლის 9 იანვრის მოვლენების შემდეგ მთელი რუსეთის იმპერი
ის სამრეწველო ზონებში დაწყებულ მასობრივ საგაფიცვო მოძრაობასთან
ერთად სააშკარაოზე გამოვიდა დასავლეთ საქართველოში და, განსაკუთ
რებით, გურიაში უკვე კარგად აწყობილი და გამოცდილი იატაკქვეშა წინა
აღმდეგობის ქსელი და მან თანდათანობით ძალაუფლება ფაქტობრივად
ხელში აიღო.
პირველ რიგში, გურიის მოსახლეობ ამ მეფის ადმინისტრაციის ა და სა
სამართლოს მასობრივი ბოიკოტით და შემდგომ უკვე ფაქტობრივად, მათ
თვის მოქმედების ბლოკირების გზით რეალური თვითმმართველობა მოი
პოვა და ადმინისტრაციისა და პოლიციის მოხელეები იძლებული გახადა,
მხარე მიეტოვებინათ. მაზრა „გურიის კომიტეტის“ ხელმძღვანელობით საკუ
76
თარი საქმეების გაძღოლ ას შეუდგა.
სასამართლოს ფუნქცია შეითავსა სასოფლო ყრილობამ ან მის მაგიერ
არჩეულმა კომისიამ, ან, ზოგჯერ – ათისა და ასისთავების თათბირმა. დამ
ნაშავეებს სჯიდნენ იძულებითი საზოგადოებრივი მუშაობით ან ბოიკოტით.
ამ დროს იყენებდნენ სამედიატორო სასამართლოებსაც. სასამართლოს
საკითხში კომიტეტმა მალევე შეძლო ადგილობრივ გამოვლენილი რიგი
თვითნებობების შეზღუდვა და, როგორც თანამედროვეები აღნიშნავდნენ,
მაზრაში კრიმინალი მალევე მოისპო და სანიმუშო წესრიგი და მშვიდობია
ნობა დამყარდა.
მაზრაში გაქრა წოდებრივი ურთიერთობები. აირჩიეს სასოფლო კომი
სიები – სასოფლო გზებისა და ხიდების შესაკეთებლად, სადაც ყველა წო
დებას ევალებოდა მონაწილეობის მიღება.
საინტერესოა საზოგადოებრივი სულისკვეთების ერთი მომენტიც.
მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ახალგაზრდა ორგანიზა
ტორი თენგიზ ჟღენტი თავის მოგონებებში აღნიშნავს: „...მოქადაგე არც
ჩვეულებრივ საუბარში, არც მიტინგზე და არც წერის დროს სიტყვა „გლეხს“
არ ხმარობდა. გურული გლეხი შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს,
მისთვის რომ „გლეხი“ გეწოდებიათ. ამ დროს ხმარებაში იყო „მოქალაქე“
ან „ხალხი“.95
სოფლის საზოგადოებ ები ერთიანად ზრუნავდნენ პოლიტგადასახლებუ
ლების ოჯახებზე.
მსგავსი მასობრივი დაუმორჩილებლობის გამო მეფის ხელისუფლებამ
– კავკასიის სამეფსნაცვლომ – რამდენჯერმე სცადა სადამსჯელო ექსპედი
ციის მოწყობ ა, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის ზეწოლისა და მთელი იმპე
რიის კრიზისული რყევების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა, რადი
კალური ზომები არ მიეღო. 1905 წლის თებერვალში გურიაში „ვითარების
შესასწავლად“ სულთან კრიმ-გირეი (ყირიმის გირეი) მიავლინეს, რომელ
საც უნდა შემოევლო გურიის სოფლის საზოგადოებები და მოლაპარაკებე
ბის გზით უნდა გაერკვია პრობლემების არსი.
1905 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტამდე კრიმ-გირეისთან შეხვედრებ
ზე გურიის კომიტეტმა შესაბამისი ზომები მიიღ
ო; სოფლის საზოგადოებები,
რომლებიც შეხვედრაზე დელეგაციებს აკომპლექტებდნენ კრიმ-გირეისთან
მოსალაპარაკებლად, აუცილებლად მოაქცევდნენ ხოლმე მასში სოციალ
-დემოკრატიული პარტიის გამოცდილ პროპაგანდისტ-ორგანიზატორს.
სულთნის მისიას თან ახლდნენ ქართული და კავკასიის რუსული პრესის
კორესპონდენტები, რომლებიც დეტალურ რეპორტაჟებს გადასცემდნენ გა
ზეთებს, რის შედეგადაც გურიის გლეხთა მოთხოვნები მასობრივად ვრცელ
დებოდა მედიაში და სხვა მხარეების მოსახლეობის აღტაცებას იწვევდა.
საქვეყნოდ ცნობილი გახდა კრიმ-გირეის შეხვედრა სოფელ ბახვის სა
ზოგადოებასთან, სადაც მან კიდევ ერთხელ მოისმინა გლეხთა მოთხოვნე
ბი, რომლებიც შემდგომში პუბლიცისტთა მიერ გადამუშავებისა და პოპულა
95 1905 წელი გურიაში, თ. ჟღენტი, გაზ. „ფუხარას“ გამოცემა, ბათომი, 1925 წ. გვ. 21
77
რიზაციის გამო „ბახვის მანიფესტის“ სახელით გახდა ცნობილი. რეალურად
გლეხთა მოთხოვნები ყველა კორესპონდენტმა ზოგადად ჩაინიშნა და მას
ერთიან ი ტექსტური სახე არ ჰქონია, თუმცა, სინამდვილეში, ეს მოთხოვნები
სხვა არაფერი იყო თუ არა სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის
გადამუშავებული ვერსია, რომელიც მასობრივად იყო გავრცელებული და
დამკვიდრებული ზეპირად და წერილობით რევოლუციური მოძრაობის მო
ნაწილე მხარეებში. პროგრამის ძირითადი პუნქტები იყო შემდეგი:
78
შრომითი უფლებების ნაწილში
1. 8-საათიანი სამუშაო დღე.
2. კვირა – დასვენების დღედ.
3. „ზედმეტი“ სამუშაოს სრული გაუქმება.
4. ბავშვთა შრომის აკრძალვა.
5. ქალთა შრომის აკრძალვა.
8. სახელმწიფო დაზღვევა მოხუცებისა და შრომის უნარდაკარგულთათ
ვის, „კაპიტალისტების“ ხარჯზე.
9. ნატურით ქირის გადახდის აკრძალვა.
11. საფაბრიკო ინსპექტორის შტატის დაწესება სახალხო მეურნეობის
ყველა იმ დარგში საზედამხედველოდ, სადაც დაქირავებული შრომა გამო
იყენება. წარმოებაში მუშათა წარმომადგენლების მონაწილეობით ნამუშევა
რი პროდუქციის ფასდადების კომისიების შექმნა.
12. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მუშებიდან
ამორჩეულ პირთა მიერ მუშებისთვის აშენებულ ბინების სანიტარიული
მდგომარეობის დასაცავად, კომისიების დაწესება...
15. სახალხო მეურნეობის დარგებში მუშების და დამქირავებლების წარ
მომადგენლობითი სასამართლოებ ის დაწესება.
16. ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის შრომის ბირჟების და
არსების დავალდებულება.
გლეხთა საკითხში
• საგლეხო გადასახადების გაუქმება.
• ყველა კანონის გაუქმება, რომელიც აბრკოლებს გლეხებს მიწის სა
კითხში.
• გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნება გლეხებისთვის (მონას
ტრების და ეკლესიის ქონების კონფისკაციით და საუფლისწულო,
სამეფო და „საკაბინეტო“ ქონებით); ამავე ფულით კულტურული
მიზნებისათვის „სახალხო ფონდის“ ჩამოყალიბება.
• საგლეხო კომიტეტების დაარსება.
ამ მიზნების შესასრულებლად
• ბატონყმობის გაუქმებისას სოფლისთვის ჩამორთმეული მიწების
დაბრუნება.
• დროებითი სარგებლობის მიწების კავკასიის გლეხებისთვის გადაცე
მა მუდმივი სარგებლობისთვის.
• სასამართლოსთვის უფლების მიცემა, შეამციროს საიჯარო გადასა
ხადები და, საერთოდ, გაააუქმოს კაბალური იჯარები.
79
შათა პარტიის მეორე ყრილობის დადგენილებას – რუსეთის ფარგლებში
საოლქო თვითმმართველობის პრინციპს.97
ხელისუფლებისათვის არასასურველი რეზონანსის გამო კრიმ-გი
რეის მისია ვადაზე ადრე შეაჩერეს და იგი ტფილისში გაიწვიეს. თავად
„ლიბერალად“ ცნობილი სულთანის შეფასებითაც, „გურიის გლეხების
მოთხოვნებს საფრანგეთის რესპუბლიკაც კი ვერ დააკმაყოფილებდა“.
გურიის მაგალითმა მალევე მსგავსი ჯაჭვური პროცესები დაძრა მეზო
ბელ – სენაკის, ზუგდიდის, ქუთაისის, შორაპნისა და ლეჩხუმის – მაზრებ
ში, სადაც ადგილობრივმა კომიტეტებმა ნელ-ნელა დაიწყეს ძალაუფლების
კონსოლიდაცია.
მაგალითად, სენაკის მაზრაში 1905 წლის იანვრიდან გააქტიურებული
მუშაობის შემდეგ, ანალოგიურად ათისთავების, ასისთავებისა და რაიონუ
ლი კომიტეტების ფორმირების გზით, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ
ფაქტობრივი კონტროლი დაამყარა მაზრაზე.98
ასევე საინტერესო პროცესი განვითარდა შორაპნის მაზრის სამრეწვე
ლო ცენტრში – ჭიათურაში, სადაც 1905 წლისათვის, მუშათა გაფიცვების
და პოლიტიკური ბრძოლის შედეგად, მრეწველებმა ზურგი აქციეს ადმინის
ტრაციას და კომიტეტს უკავშირდებოდნენ მოსალაპარაკებლად და პრობ
ლემების გადასწყვეტად.99
1905 წლის 17 ოქტომბრის „უმაღლესი მანიფესტის“ გამოცემის შემ
დეგ, სადაც იმპერატორი ნიკოლოზ მეორ ე საბაზისო სამოქალაქო და პო
ლიტიკური უფლებების დაცვის და წარმომადგენლობითი ორგანოს შექ
მნის პირობას დებდა, საქართველოს თითქმის ყველა მხარეში „სახალხო
გადატრიალებების“ პროცესი უფრო დაჩქარდა. მეფის ადმინისტრაციის გა
რეკვამ და ძალაუფლების მითვისებამ შეუქცევადი სახე მიიღო. გურიაში კი,
როგორც შენიშნავდნენ, „17 ოქტომბრის მანიფესტს არავითარი გავლენა
არ მოუხდენია ხალხზე და ეს იმიტომ, რომ გურიამ ასჯერ მეტი უფლებები
მიიღო ბრძოლით, ვიდრე მანიფესტი იძლეოდა“.
1905 წლის დეკემბერის შუა რიცხვებისათვის რევოლუციური თვითმმარ
თველობები დამყარდა სენაკის, ზუგდიდის, ქუთაის ის, შორაპნის და ლეჩხუ
მის მაზრებში და სოხუმის ოლქში.
გურიის მოძრაობის სამართლებრივი ალტერნატიულობის პიკად იქცა
1905 წლის 18 დეკემბერს, ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობის არ
ჩევნები. ოზურგეთის ქალაქის არჩევნები დაინ იშნა ოთხფორმულიანი – სა
ყოველთაო, პირდაპირი, ფარული და თანასწორი – სისტემით. არჩევნებში
გაიმარჯვეს სოციალ-დემოკრატიულ ი პარტიის კანდიდატებმა, რომელთაც
მიხეილ (მიხაკო) ახალაძე აირჩიეს ოზურგეთის ქალაქისთავად. იგი ფაქ
ტობრივად მთელს რუსეთში პირველ, დემოკრატიულ ი გზით არჩეულ სო
97 1905 წელი გურიაში, თ. ჟღენტი, გაზ. „ფუხარას“ გამოცემა, ბათომი, 1925 წ. გვ. 48.
98 რევოლიუციონური მოძრაობა სამეგრელოში, 1905 წ., ჟღენტი თენგიზ, სახელგამი,
ტფილისი, 1929 წ. გვ.18
99 რევოლიუციონური მოძრაობა შორპანის მაზრაში (1905 წ.), ჟღენტი თენგიზ,
სახელმწიფო გამომცემლობა, ტფილისი 1927 წ. გვ.8-9
80
ციალ-დემოკრატ ქალაქისთავად იქცა – „ოზურგეთის სვე-ბედი სავსებით
ჩაბარდა ხალხს, რომელმაც ქალაქის საქმეები ნამდვილ თვითმმართვე
ლობის ნიადაგზე მოაწყო“.100
დეკემბრის ბოლოს იმპერიის ცენტრში შეიარღებული აჯანყების მარცხს
კავკასიაში მოჰყვა რევოლუციური მოძრაობის მეთაურების მიერ მიღებული
გადაწყვეტილება – ბრძოლის შეჩერების, შეია რაღებული წინააღმდეგობის
მოხსნისა და იატაკქვეშეთში დაბრუნების შესახებ, რადგან მარტო კავკასიას
და საქართველოს მეფის რეჟიმის სადამსჯელო კამპანიის ათვის წინააღმდე
გობა არ შეეძლო.
1905 წლის დეკემბერის ბოლოდან, 1906 წლის იანვარ-თებერვალში
მეფის რეჟიმის სადამსჯელო ოპერაციებმა მარშით გაიარა წინააღმდეგობის
კერები, შიდა ქართლი და დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი, სადაც
სასტიკი რეპრესიებით გაუსწორდნენ რევოლუციურ ი აქტივობით გამორჩე
ულ სოფლის საზოგადოებებს.
რევოლუციური მოძრაობ ის მეთაურების ნაწილის დაპატიმრების შემ
დეგ მეფის რეჟიმმა დაიწყო მათი სასამართლო პორცესების ორგანიზების
კამპანია, სადაც დაცინვით, საქმეებს სახელად „რესპუბლიკები“ დაარქვა.
1906-1908 წლების განმავლობაში ჩატარდა „გურიის რესპუბლიკის“,
„სენაკის რესპუბლიკის“, „ზუგდიდის რესპუბლიკის“, „სოხუმის რესპუბლიკის“,
„სამურზაყანოს რესპუბლიკის“, „ყვირილის რესპუბლიკის“, „სვანეთის
რესპუბლიკის“ და „რაჭა-ლეჩხუმის რესპუბლიკის“ სასამართლო პროცესე
ბი. მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სხვადასხვა ვადით გაგზავნეს კატორღა
სა და გადასახლებებში.
საქართველოს „რესპუბლიკების“, განსაკუთრებით „გურიის რესპუბ
ლიკის“ სახელი მთელი რუსეთის იმპერიის ათვის და მის ფარგლებს გა
რეთაც თავისუფლებისათვის ბრძოლისა და განხორციელებული დემოკრა
ტიის სიმბოლოდ იქცა და საზოგადოება დიდხანს იყო შთაგონებული ამ
მანამდე უცნობი მხარით, რომელმაც რევოლუციის მონაწილეთა შეფასე
ბით, „... მთელი წლის განმავლობაში იგემა „დემოკრატიული რესპუბლიკა“
და სახელი გაითქვა არა მარტო რუსეთში, არამედ დასავლეთ ევროპაშიაც
კი… აქ თითქმის სრულად იყო განხორციელებული (რასაკვირველია, პა
ტარა სამაზრო საზომით) ჩვენი მაშინდელი ძირითადი დებულება: მეფის
თვითმპყრობელობის მაგიერ – ხალხის თვითმპყრობელობა!“.101
100 1905 წელი გურიაში, თ. ჟღენტი, გაზ. „ფუხარას“ გამოცემა, ბათომი, 1925 წ. გვ. 22
101 1905 წელი საქართველოში, თ. კალანდაძე, სახელგამი, ტფილისი, 1926 წ. გვ.11; 29.
81
5
საერობო რეფორმის ინერციული პროცესი
1906 წლიდან 1917 წლამდე
საერ
ობო რეფორმის მივიწყება, № 12, 08(21).10.1906
83
ფოტო: რუსეთის იმპერატორი, ნიკოლოზ მეორე და დიდი თავადი - ნიკოლოზ
ნიკოლოზის ძე რომანოვი. 1914 წელი.
ფოტო: მოსკოვის ფოტოგრაფიის სახლი.
1905 წლის რევოლუციური მოძრაობის მარცხმა და მეფის ხელისუფ
ლების მიერ წამოწყებულმა სადამსჯელო აქციებმა – ე.წ. „შავმა რეაქციამ“,
როგორც თანამედროვეები შენიშნავდნენ, ჯოჯოხეთისაკენ გაისტუმრა ყო
ველგვარი ოცნებები ერობის შესახებ.
კავკასიაში ერობის საკითხის კვლავ გააქტიურ ება გარკვეულწილად ბი
უროკრატიულმა ვითარებამაც გამოიწვია: 1907 წლისათვის უნდა შედგენი
ლიყო საერობო ხარჯთაღრიცხვის მორიგი სამწლედი, ამიტომ, წესით, ამ
დრომდე უნდა მოესწროთ ერობის პროექტის დამტკიცებაც.102
1907 წლისათვის სახელმწიფო საბჭომ დაიწყო 1905 წელს დამუშავე
ბული მეფისნაცვლის მოხსენება/პროექტის განხილვა, თუმცა ნაწილ-ნა
წილ, ეტაპობრივად – ჯერ ტფილისში უნივერსიტეტის დაარსების საკითხის
დადებითად გადაჭრას და სახელმწიფო სათათბიროსთვის გადასაცემად
მომზადებას შეუდგა. ამ ნაბიჯს პრესა უკმაყოფილებით შეხვდა,103 რადგან,
კრიტიკოსთა აზრით, ისედაც პრობლემური პროექტის დანაწილება და ბიუ
როკრატიის ხელში ჩავარდნა მის უსასრულოდ გაჭიანურებას გამოიწვევდა.
თან უნივერსიტეტის საკითხი ამ დროისათვის შედარებით მეორ ეხარისხო
ვანი ჩანდა; ყველაზე მტკივნეული საკითხებ ი – აგრარული პრობლემები,
გლეხთა დროებითი ვალდებულება და ერობა იყო, ურომლისოდაც ადგი
ლობრივ საზოგადოებას არანაირი პროგრესის იმედი არ უნდა ჰქონოდა.
1907 წლის დეკემბერში სახელმწიფო საბჭოს საფინანსო კომისიამ და
დებითი დასკვნა შეიმ უშავა კავკასიაში ერობის შემოღების საკითხზე.104 1908
წლისათვის სახელმწიფო საბჭო გეგმავდა პროექტის სათათბიროსათვის
წარდგენას.105 1907 წელს სახელმწიფო სათათბირომ წარდგენილი საე
რობო ხარჯთაღრიცხვის მხოლოდ ერთი წელი დაამტკიცა რეზოლუციით,
რომ ერობის სასწრაფოდ შემოღება იყო საჭირო, რადგან ერობის გარ
და ადგილობრივი მეურნეობის საქმეების ვერავინ მოაწესრიგებდა. ერობის
შემოღების დაჩქარების მომხრეები სწორედ მის არარსებობას თვლიდნენ
იმის მიზეზად, რომ სოფელი შეუსწავლელი იყო – არ არსებობდა სტატის
ტიკა, მიწისა და მეურნეობ ების შესახებ და გლეხობის საჭიროებებზე.106 ამ
პრობლემის შესარბილებლად ადმინისტრაციამ სცადა პოზიტიურ ი ნაბიჯის
გადადგმა – 1906 წელს ჩამოყალიბდა „მიწის მომწყობი კომისიები“, სადაც
წევრებად გლეხებს ირჩევდნენ და რომლებსაც დავალებული ჰქონდათ
85
ადგილობრივი აგრარული პრობლემების შესწავლა და კანონპროექტების
მომზადება.
ამ ვითარების გათვალისწინებით, 1908 წელს განახლდა მცდელობა,
გაგრძელებულიყო საერ ობო თათბირები იმ მაზრებში, სადაც 1905 წლის
მოვლენების გამო სათათბიროების შეკრება ჩაიშ ალა.
1908 წლის სექტემბერში, ტფილისის გუბერნატორის, ლოზინა-ლოზინ
სკის ინიციატივით და ხელმძღვანელობით გორის მაზრაში ჩატარდა საე
რობო თათბირი. მიწვეულ ი იყო 30107 წარმომადგენლები;108 (მემამულეები
– 11, სოფლის საზოგადოებები – 11,109 სახელმწიფო მოხელეები – 8). თათ
ბირზე გლეხთა წარმომადგენელმა, რუსულ ენაზე შთამბეჭდავი სიტყვით მი
მართა გუბერნატორს:
„...თქვენო აღმატებულებავ! იმ თავიდან ამ თავამდე ოთხი ძალა, ოთხი
სტიქია იყო ცნობილი ქვეყნიერობაზე: მიწა, წყალი, ცეცხლი და ტყე. ყველა
ნი ამათ უწევდნენ ანგარიშს, მაგრამ ივიწყებდნენ მეხუთეს; ეს მეხუთე გახ
ლავთ გლეხი. გთხოვთ, ერობის საქმის შემოღების დროს არ დაივიწყოთ
ეს მეხუთე, უდიდესი და უპირატესი ძალა და მასაც ადგილი მისცეთ ერობის
საქმეში“.110
თათბირმა ნამდვილად არ გაითვალისწინა გლეხთა წარმომადგენ
ლების მიერ წამოყენებული თხოვნა თანასწორუფლებიანობის შესახებ და
სამომავლო ერობაში მათი რიცხვი თავად-აზნაურთა რიცხვთან 7/4-თან
პროპორციით განსაზღვრა. თავის მხრივ, თათბირმა სასურველად ცნო გა
ნათლების (რუსულად წერა-კითხვის), და ქონებრივი (საერობო გადასახა
დის – 3 მანეთის გადამხდელები გლეხობიდან, მემამულეები – არანაკლებ
1 თუმნისა) ცენზი. თათბირმა საჭიროდ ცნო წვრილი საერობო ერთეულის
მოწყობა, თუმცა საგუბერნიო ერობის საჭიროება უარყო.111 წვრილი საერო
ბო ერთეულისათვის დაადგინეს მაზრის დაყოფა 12 ნაწილად.112
ამავე წელს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება გამოვიდა
ინიციატივით, ჩატარებულიყო მეურნეთა საერთო კრება, რომელიც ერობის
86
პროექტზე იმსჯელებდა.113
1909 წლის ივლისში გამოქვეყნდა მეფისნაცვლის ცირკულარი, რომლი
თაც ცხადდებოდა ერობის შემოღების საჭიროება და პროექტიც იყო წარ
მოდგენილი, თუმცა ეს პროექტი სახელმწიფო საბჭომ განიხილა და მისი
განხორციელება შეუძლებლად ცნო „ხალხის უკულტურობისა და სიღარიბის
გამო“.114 მათი გადაწყვეტილებით, საკითხის შესასწავლად კვლავ მასალე
ბის შეგროვება და ანალიზი იყო საჭირო. ამ დასკვნას საზოგადოება აღ
შფოთებით შეხვდა, რამაც, ეტყობა, დააჩქარა მორიგი საერობო თათბირის
ორგანიზება.
1909 წლის ოქტომბერში ტფილისში გაიმართა საერობო თათბირი; თათ
ბირის მონაწილეებმა მოიწონეს 1905 წლის პრინციპები, მაგრამ მათი განხორ
ციელება შეუძლებლად ცნეს და რუსეთში არსებულ – 1890 წლის მოდელს
დაუჭირეს მხარი. ეს თათბირი გამოირჩეოდა ერთი სახასიათო ელემენტით –
ამ დროისათვის კავკასიაში გამძაფრებული და უკვე აშკარად გამოკვეთილი
ნაციონ ალისტური დინებების ფონზე ყველა აცნობიერებდა, რომ ელემენტა
რული თვითმმართველობაც კი მომავალი ეროვნული თვითმმართველობის
წინამორბედი შეიძლება გამხდარიყო, ამიტომ თათბირის მონაწილე კავკა
სიის ერთა წარმომადგენლებს შორის გამოიკვეთა დიდი კონკურენციის და
დაპირისპირების სიმპტომები. კერძოდ, სომხური პოლიტიკური წრეების წარ
მომადგენლები ცდილობდნენ, რომ მომავალი საერობო თვითმმართველო
ბა, ერთი მხრივ, ქალაქის „სომხური ბურჟუაზიისათვის“ სასარგებლო ყოფი
ლიყო, ხოლო მეორე მხრივ, პროვინციების ადმინისტრაციული გადამიჯვნის
საკითხი დაეძრათ, რათა სომხური ეთნოსი თვითმმართველობებში ყველგან
უმცირესობაში არ დარჩენილიყო.
თათბირმა სასურველად ცნო მცირე საერ ობო ერთეულის შემოღება.115
მაგრამ ცხარე დისკუსიის და კონსენსუსის მიუხედავად თათბირის შედეგების
გარდაქმნა საერ ობო კანონპროექტად აღარ გაგრძელებულა.
რუსეთის იმპერიის ტრაგიკული „ტრადიციის“ გასამყარებლად საერო
ბო საკითხის გააქტიურება კვლავ დიდი საერთაშორისო კონფლიქტის
მომწიფების ფაზას დაემთხვა. მცირე ძვრები თვითმმართველობის საკითხ
ში რეფორმის დასაჩქარებლად სახელმწიფო სათათბიროშიც გამოჩნდა
– 1913-1914 წლებში სახელმწიფო სათათბირომ განსახილველად მიიღო
„ოქტიაბრისტთა“ ფრაქციის მიერ შემუშავებული116 ახალი სათემო თვით
მმართველობის კანონპროექტი, თუმცა იგი რუსეთის შიდა ერობების წვრი
ლი ერთეულ ის საკითხის მოწესრიგებაზე იყო ორიენტირებული და კავკასი
ას მხედველობაში არ იღებდა.117
87
1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებას მოყოლილმა კრიზისის
სიმპტომებმა იმპერიის ხელისუფლებას დაანახვა, რომ საზოგადოების თვი
თორგანიზების სახელმწიფო ინტერესებისათვის დაშვებისა და გამოყენების
გზას უნდა დასდგომოდა. ცენტრმა ბოლოს და ბოლოს დაუშვა ერობათა
და ქალაქების შეკავშირება მწვავე სასურსათო კრიზისის მოგვარებისა და
ზურგში ეკონომიკური სტაბილურობის შეტანის, ასევე ფრონტის მხარდასა
ჭერი რესურსების მობილიზებისთვისაც.
კავკასიის მეფისნაცვლად და ფრონტის სარდლად დიდი მთავრის, ნი
კოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვის დანიშვნას მალევე ამ სულისკვეთებით
გაჯერებული კონკრეტული ახალი ნაბიჯები მოჰყვა.
1915 წლის 8 ივლისის მეფისნაცვლის ცირკულარით მოხდა სოფლის
სამმართველოებ ის რეორგანიზაცია, რომელსაც, მისივე თქმით, ერობის შე
მოღებისათვის უნდა შეემზადებინა ნიადაგი. პარალელურად, სახელმწიფო
სათათბიროს „ლიბერალურმა ფრთამ“ მათ დეპუტატს, მიხეილ პაპაჯანოვს
დაავალა სამომავლო საერობო დებულებაზე მუშაობა.118 ახალი სისტემით
გაუქმდა არსებული სასოფლო ყრილობები და ყველა სოფლის საზოგადო
ების სოფლები ცალ-ცალკე ირჩევდნენ „ოცისთავებს“, რომლებიც ადგენ
დნენ სოფლის ყრილობას და ირჩევდნენ მამასახლისის თანაშემწეს, ხოლო
მათგან გაგზავნილი წარმომადგენლები ერთად ირჩევდნენ საზოგადოების
მამასახლისს.119 რამდენიმე საზოგადოებ ას ეძლეოდ ა უფლება, შეკავშირე
ბულიყო საერთო პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა ამ საზოგადოებე
ბის მოქმედებაზე ადმინისტრაციის ზედამხედველობა ძველებურად მკაცრი
რჩებოდა.120 ქართული საზოგადოება გაორებული გრძნობით შეხვდა ამ
ცვლილებას – მომავალი საერ ობო თათბირის ფონზე ეს გარკვეულ იმედებს
აღძრავდა, თუმცა პრინციპული გარდატეხის ელემენტის არარსებობის გამო
მას სამართლიანად უწოდეს „წვრილი საერობო ერთეულის სუროგატი“.121
1916 წლის 26 აპრილს ტფილისში დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო საერობო
თათბირი, რომელსაც 143 წარმომადგენელი ესწრებოდა (რუსი – 60, ქარ
თველი – 38, სომეხი – 24, მუსლიმი (აზერბაიჯ ანელი) – 21), თუმცა გლე
ხების დელეგატები თათბირზე არ დაუშვიათ, რის გამოც მემარცხენე პრესა
თავიდანვე სასტიკად აკრიტიკებდა ამ თათბირს, რადგან ერობის საკითხზე
მსჯელობაში „დემოკრატიის ხმა არ ისმოდა“ და მათი წარმომადგენელი,
კარლო ჩხეიძე, წინასწარ აცხადებდა, „ცენზიან“ ერობას ჩვენ მხარს არ და
ვუჭერთო.122 ყრილობის პარალელურად ისინი სასტიკად აკრიტიკებდნენ
სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას, რომელთა წარმომადგენლებიც და
ეთანხმნენ 1890 წლის მოდელს, თუმცა საგადასახადო ცენზის მაგიერ მიწის
88
მფლობელობის ცენზის პრინციპის დაცვას ცდილობდნენ.123 ფედერალის
ტებს ამ კრიტიკაზე საპასუხოდ ის არგუმენტი მოჰქონდათ, „ან ყველაფერი,
ან არაფერის“ – პოლიტიკა მიუღებელია და გამოსავალი „ევოლუციურობის
პროცესის“ მიყოლაში მდგომარეობსო.124
ტფილისის თათბირზე, დისპუტისას აშკარად ჩამოყალიბდა ორი მოწი
ნააღმდეგე ბანაკი – ერთი მხრივ, ქართული მემარჯვენე პოლიტიკური ძა
ლები, რომლებიც აზერბაიჯანელ ნაციონალისტურ ჯგუფებს შეუკავშირდნენ
და მტკიცედ ითხოვდნენ 1890 წლის მოდელს, ხოლო მათ სომხური პოლი
ტიკური წრეების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, რომელთათვისაც
ადგილობრივ ცენზიან თვითმმართველობაში თავად-აზნაურთა და მემამუ
ლეთა ელემენტის უპირატესობა არ მოსწონდათ.125 მათი კონტრპროექტი
შემდეგ პუნქტებს ითვალისწინებდა:
• ადმინისტრაციული გადამიჯვნა – ეთნიკური კონფიგურაციის გათვა
ლისწინებით ადმინისტრაციული ერთეულების გამოჭრა.
• ერთიან ი – ამიერკავკასიის ერობის შემოღება.
• დიდი ქალაქების ცალკე საერობო ერთეულებად გამოყოფა.126
წარმომადგენელთა აურზაური და უკმაყოფილება მოჰყვა ერთადერთი
დელეგატის – ვართანიანცის სიტყვას, რომელმაც უცენზო ერობა და წვრილი
ერთეულის შემოღება მოითხოვა, რამაც საბოლოოდ დაად ასტურა თათბირ
ზე მემარჯვენე ძალთა უპირატესობა, რაც გადაწყვეტილებაშიც აისახა.
ოთხი სექციის127 – ერობის ტიპის, საცენზო, საბიუჯეტო და საქალაქო
საკითხის სექციებ ის მუშაობ ის შედეგად128 ხმის უმრავლესობით დადგინდა,
რომ მომავალ ერობას საფუძვლად 1890 წლის მოდელი უნდა დასდებოდა
და მცირედ შეცვლილიყო ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.
თათბირმა ცენზის საფუძვლად კავკასიის პირობებზე გადაანგარიშებული მი
წის შემცირებული ნორმა აღიარა, ძალაში დატოვა არჩევნების „კურიების“
სისტემა და გადამიჯვნის ერთიან ი – ამიერკავკასიის საერობო ერთეულ
ის
და წვრილი ერთეულის მოწყობის შესაძლებლობა მოცემული ეტაპისათვის
უარყო.129
საერობო თათბირის მიერ შეჯერებული საბაზისო პრინციპების შემდეგ
მისი კანონპროექტად გარდაქმნის ჯერი დადგა, რომელსაც ბერლინში გა
89
მომავალი ქართული ნაციონ ალური კომიტეტის გაზეთი მძაფრი სარკაზ
მით გამოეხმაურა და უცვლელად გადაბეჭდა რუსული გამოცემის „Новое
время“-ს პროგნოზი კანონის პერსპექტივების შესახებ:
„... კანონ-პროექტისა და მისი განმარტების შედგენას მოუნდებიან, მა
შასდამე, მთელი ზაფხული, მერე პროექტს გაუგზავნიან გუბერნატორებს
(ვაი იმ თავისუფლებას, რომელიც გუბერნატორების აზრზეა დამოკიდებუ
ლი! რედ.) თავიანთ აზრის წარმოსადგენად. მოისმენენ მეფის მოადგილის
საბჭოში. შემოდგომაზე გაიგზავნება პეტროგრადში და, მაშასადამე, არა
ადრე გვიანი შემოდგომისა დაიწყება პეტროგრადის ხანა კანონ-პროექტი
სა. სანამ კანონ-პროექტს საკანონმდებლო დაწესებულებაში შეიტ ანენ, იგი
მინისტრთა საბჭომ უნდა მოიწონოს. მაშასადამე, უპირველეს ყოვილსა, უნ
და დაეგზავნოს მინისტრებს მათი აზრის გასაგებად. უეჭველია, შეადგენენ
განსაკუთრებულ თათბირს სხვადასხვა უწყებათა წარმომადგენლებისაგან.
ღმერთმა ჰქნას, ზამთარში მუშაობ ა დასრულდეს, 1917 წლის გაზაფხულზე
პროექტი მინისტრთა საბჭოს წარედგინოს. ამ ხნის განმავლობაში მეოთხე
სათათბიროს ვადა გაუთავდება. კავკასიაში ერობის შემოღების საკითხის
განხილვას შეუდგება მეხუთე სახელმწიფო სათათბირო, და ისიც, უეჭველია,
არა პირველსავე ხანაში, მაგრამ სწორედ ამ დროს ვადა გაუთავდება სამ-
წლიან საერობო ხარჯთაღრიცხვას. კავკასიის მთავრობა იძულებული გახ
დება, ახალი ხარჯთაღრიცხვა შეადგინოს შემდეგი სამი წლისათვის, სათათ
ბირო, უეჭველია, ამ ხარჯთაღრცხვას საჩქაროდ დაამტკიცებს. იგი საერობო
თანხებს დაატყვევებს 1920 წლამდე. აი, მაშასადამე, რა დროისათვის აპი
რებენ საერობო რეფორმის განხორციელებას კავკასიაში.“130
90
ალტერნატიული რეალობა:
6
თვითმმართველობის და თვითორგანიზების
სამოქალაქო-საზოგადოებრივი ფორმები საქართველოში
95
ლი უხეირო მდგომარეობიდგან“.132 მისი აზრით, დიდი ცვლილებებისათვის
საჭირო იყო, რომ საზოგადოებას საკუთარი ძალებით დაეარსებინა და გა
ნევითარებინა:
• კერძო საბანკო-საკრედიტო დაწესებულებები, რომელიც გლეხო
ბისთვისაც იქნებოდა ხელმისაწვდომი;
• სამეურნეო სასწავლებელი და სამეურნეო სკოლები სოფლებში;
• თანამედროვე სამეურნეო ცოდნისა და ტექნოლოგიების გამავრცე
ლებელი საზოგადოება;
• კოოპ ერატიული გაერთიანებები;
• შიდა-საკომუნიკაციო გზების მომწყობი გაერთიანებები.
შაროევის პროგრამა, თავისთავად იმ დროის საზოგადოების პროგრე
სული ნაწილის გეგმისა და პრიორ იტეტების გამოხატულება იყო და ამიტო
მაც გასაკვირი არ არის, როდესაც 1870-იანი წლებიდან 1910-იანი წლების
ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა მხარეებში წამოწყებული თვითმოქ
მედების ინიციატივები პუნქტობრივად მიჰყვებიან წარმოდგენილ პროგრა
მას.
ამ ინიციატივების ისტორიის ანალიზი133 მკაფიოდ აჩვენებს თვითმმარ
თველობის „ალტერნატიული პროექტის“ კომპლექსურობას და განვითა
რების ლოგიკას; კერძოდ, ყველა ამგვარი ინიციატივა არ იყო ცალმხრივი,
მხოლოდ ერთ პროფილზე ორიენტირებული და ცდილობდა, „გეგმის“ რამ
დენიმე კომპონენტი აეთვისებინა, მაგალითად, კოოპერატიულ საზოგადო
ებას კულტურული განვითარება დაეფინანსებინა, კულტურულ და სამეურ
ნეო ორგანიზაციებს კი განათლების გზით თვითმმართველობის ნიადაგის
შემზადება დაეწყოთ. მეორ ე მხრივ, ყველა მსგავსი წამოწყებ ის ინიციატო
რები ცალკეულ ი ადამიანები – ენთუზიასტები იყვნენ, რომლებიც საერობო
მოღვაწე-პროპაგანდისტების მსგავსად, მუდმივად, ოღონდ პრაქტიკულად
იყვნენ ჩაბმული განსაკუთრებით სოფლის საზოგადოებების განვითარების
ხელშეწყობ ის პროცესში; მათი დაუღალავი შრომის და მონდომების შედე
გად მალე ერთი, კერძო პირის ინიციატივა – სათემო საქმედ ყალიბდებოდა
და მაქსიმალურად ბევრ ადამიანს აერთიან ებდა იდეის გარშემო.
თვითმოქმედი საზოგადოებ ების წარმოშობის დინამიკა გვიჩვენებს, რომ
თავდაპირველად, 1880-იანი წლებიდან, საგანმანათლებლო-კულტურული
და სამეურნეო განათლების ინიციატივები განვითარდა, რომელთაც გააღ
რმავეს განმანათლებლობის პროცესი, რიგ მხარეებში, შეიძლება ითქვას,
96
„კულტურული რევოლუციაც“ კი გამოიწვიეს და საფუძველი მოუმზადეს პა
რალელური – ეკონომიკური და სოციალ ური ინიციატივების დაშენებას.
მსგავსი წარმატებული პროექტებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგა
ლითი წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა იყო.
1880-იან ი წლებიდან საქართველოში ასევე დიდ პრობლემად იქცა
რუსეთის იმპერიის მიერ რეაქციული კურსის აღებას მოყოლილი რუსიფი
კაციის პოლიტიკა. რომელიც განსაკუთრებით მტკივნეული გახდა სახელ
მწიფო სკოლებში, საიდანაც განიდევნა მშობლიურ ენაზე სწავლება. უცხო
ენაზე დაწყებითი განათლების მიღებამ კი საფუძველი გამოაცალა ზოგადი
განათლების პროგრამას და, მით უმეტეს, მასზე მიბმულ სხვა დისციპლი
ნებს. აქტიური მოქალაქეებ ი და საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერები
აცნობიერებდნენ, რომ სახელმწიფო განათლების სისტემა ქართველი მო
წაფეებისთვის ვერ შეძლებდა წარმატებულად საბაზისო განათლების და
უნარების გადაცემას. ამავე დროს სახელმწიფო არ იყო დაინტერესებული,
სასწავლო პროცესის ნაწილად პრაქტიკული, ტექნიკური და სამეურნეო საგ
ნები გაეხადა, რაც აგრარული ქვეყნის განვითრებისათვის სასიცოცხლოდ
აუცილებელ საკითხად მიიჩნეოდა.
საზოგადოებას პრობლემის გადაჭრის გზად კერძო ინიციატივის საფუძ
ველზე შექმნილი სამეურნეო სკოლების მოწყობა მიაჩნდა. ერთ-ერთი ასე
თი ყველაზე წარმატებული სკოლა ილია წინამძღვრიშვილის მიერ 1883
წელს გახსნილი სამეურნეო სკოლა იყო სოფელ წინამძღვრიანთკარში,
რომელმაც თავისი არსებობით და მაგალითით არაერთი მსგავსი ინიციატი
ვის განვითარება გამოიწვია.
სკოლის მოწყობ ის ინიციატორი – ილია წინამძღვრიშვილი ადრიდანვე
გულშემატკივრობდა ქვეყნის კულტურულ განვითარებასა და დაინტერესე
ბული იყო განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებით, განსაკუთრე
ბით სამეურნეო ცოდნის გავრცელებისა და ეკონომიკური განვითარების
საკითხებით. 1864 წელს, საგლეხო რეფორმის, ბატონყმობის გაუქმების
შემდეგ, ილია წინამძღვრიშვილმა გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა მიწე
ბი და არწმუნებდა მათ დაეტოვებინათ ძველი მიწური სახლები და ახალი
ტიპის ბინები აეშენებინათ, რისთვისაც უფასოდ ეხმარებოდა სამშენებლო
მასალით. შედეგად სოფელი მალე ახალი, დაგეგმილი ტიპის დასახლებად
გარდაიქმნა.
1880 წელს ილია წინამძღვრიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დაამუ
შავა პროგრამა სამეურნეო სკოლისათვის, რომლის დაარსებასაც საკუთა
რი ხარჯით აპირებდა წინამძღვრიანთკარში. პროგრამა სადისკუსიოდ პრე
საში დაიბ ეჭდა და კრიტიკის გზით დაიხვეწა. ინიციატორებმა ისარგებლეს
შემთხვევით, რადგან გადაწყვეტილების მიმღებ პირად იმ მომენტისთვის
დროებით მათი თანამოაზრე მუშაობდა და სკოლის გახსნის უფლება მიი
ღეს. 1883 წლის 4 ივნისს, ქართული საზოგადოებ ის თანდასწრებით, სკო
ლა საზეიმოდ გაიხსნა. მიმდებარე სოფლების გლეხობაც დიდი ინტერესით
შესცქეროდა ახალი სკოლის დაარსების ზეიმს, რომელიც არაგვის ხეობაში
97
პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო.
ილიამ სკოლას საკუთარი მამულის 500 დესეტინა გადასცა, რომელიც
საუკეთესო სავარგულებს წარმოადგენდა და, ასევე, ტყიან ნაკვეთსაც მოი
ცავდა. ტერიტორიაზე აშენდა სკოლის და სამასწავლებლო ნაწილის, მოს
წავლეთა პანსიონის, დირექციის და მასწავლებელთა საცხოვრებლის და
სახელოსნოების შენობები. აღსანიშნავია რომ არქიტექტორ-მშენებლებმა
სამუშაო უსასყიდლოდ შეასრულეს. სკოლის ასაშენებლად კი სოფლის
გლეხობა მუშაობდა. სკოლის მამულს უკვე წინასწარ მომზადებული ჰქონდა
თანამედროვე ტიპის მარანი, ასევე რამდენიმე წელიწადში გაკეთდა აუზი,
რომელიც სარწყავ ფუნქციას ასრულებდა. ყველა ამ სამუშაოზე ილია წინამ
ძღვრიშვილმა 30 000 მანეთი დახარჯა.
სკოლის მთლიან ხარჯს (მათ შორის პანსიონერი მოსწავლეების, რომ
ლებიც გლეხების ოჯახებიდან იყვნენ და უფასოდ სწავლობდნენ) ილია წი
ნამძღვრიშვილი ფარავდა. პირველი „რევიზიის“ შემდეგ სტუმრებმა შუამ
დგომლობა აღძრეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების წინაშე სკოლის სახელმძღვანელოებით მოსამარაგებლად,
საზოგადოებამ მალე სკოლას საკუთარ ბიბლიოთეკაში არსებული ყველა
წიგნის თითო ეგზემპლარი გაუგზავნა. ხოლო იაკობ გოგებაშვილმა სათავა
დაზნაურო ბანკს სთხოვა, სკოლას ფინანსურად დახმარებოდა, რაც ილია
ჭავჭავაძის ძალისხმევით, დადებითად გადაწყდა. ბანკმა სკოლას ყოველ
წლიური სუბსიდია დაუნიშნა 5 000 მანეთის ოდენობით.
სკოლის სასწავლო პროგრამა ჰარმონიულად იყო შერწყმული პრაქ
ტიკული, სამეურნეო მეცადინეობ ების კურსთან. ზაფხულის სეზონზე მოს
წავლეები სასწავლო დღეს იწყებდნენ ექვსის ნახევრიდან. დღის პირველ
ნახევარში თეორიულ მეცადინეობ ა ჰქონდათ, შესვენების შემდეგ კი დარ
გების მიხედვით მუშაობდნენ ნაკვეთებსა და სახელოსნოებში. თითოეულ
მოსწავლეს გამოყოფილი ჰქონდა საკუთარი სასწავლო-საცდელი ნაკვეთი,
რომელზედაც წლის განმავლობაში მუშაობდა, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს
იძენდა და ცდილობდა, საუკეთესო მოსავალი მოეწია. ზამთრის სეზონზე
სასწავლო დრო და პრაქტიკული მეცადინეობ ა სეზონის შესაბამისად იყო
მოწყობილი. სკოლას ჰქონდა სანერგე სადგური. აქ გამოყვანილი ათასო
ბით ნერგი მიმდებარე სოფლის მოსახლეობას ურიგდებოდა (წელიწადში
6 000 ნამყენი). მუშაობდა საფუტკრე, სააბრეშუმე, ხეხილის ბაღი, ბოსტნები
და საყვავილე. მოსწავლეთა პირველმა გამოშვებამ აითვისა სკოლის სავე
ნახე ნაკვეთები და ადგილობრივი და ამერიკულ-ევროპული ვაზის ჯიშები
გააშენა (ქართული – რქაწითელი, მწვანე და თავკვერი. ევროპული – სემი
ლიონი, კაბერნე-სემილიონ ი, თეთრი და შავი მუსკატი, თეთრი და წითელი
პინო, პედრო და სხვა). სკოლამ მოსავალი მიიღო1890-იანი წლების და
საწყისში და საკუთარი ღვინოებ ის წარმოება დაიწყო, წელიწადში მოსავა
ლი 48 000 ლიტრს აღწევდა.
სკოლის ამოქმედების და წარმატებული მუშაობ ის შემდეგ, 1886 წელს
ილია ჭავჭავაძემ საზოგადოებ ას პრესით მოუწოდა წინამძღვრიანთკარის
98
სამეურნეო სკოლის დახმარებისაკენ, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰ
ყვა და სხვადასხვა პირის შეწირულობებმა სკოლისათვის 12 682 მანეთი
შეადგინა.
მხარდაჭერის საზოგადოებრივი კამპანია გაგრძელდა შემდგომ წლებ
შიაც – 1889 წელს სკოლას მძიმე პერიოდი დაუდგა, როდესაც ზამთარში
მოულ ოდნელად, ხანძარი გაჩნდა, დირექციისა და მასწავლებლების კორ
პუსი გაანადგურა. ქართულმა და სომხურმა ტფილისურმა პრესამ დაიწყო
ფართო კამპანია სკოლის აღდგენისა და განვითარებისათვის შემოწირუ
ლობების შესაგროვებლად, რომელმაც წელიწადზე მეტ ხანს გასტანა, მთე
ლი კავკასია მოიცვა და რეგიონ ის საზღვრებსაც გასცდა. სხვადასხვა და
ბაში, სოფელსა და ქალაქში იმართებოდა თეატრალური წარმოდგენები,
მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები, შეგროვილ თანხას სკოლას
უგზავნიდნენ; მაგალითად, სკოლას გაუგზავნეს შემოწირულობა ჩრდილო
ეთ კავკასიიდ
ან, ხუმელგაში მცხოვრები ქართველებისაგან, ზაქათალიდან,
„გურიის ამხანაგობის“ მუსიკალური ორკესტრის მიერ გამართული კონცერ
ტიდან და ა.შ. შეგროვილმა დახმარებამ სკოლას საშუალება მისცა, სწრა
ფად აღედგინა დამწვარი კორპუსი და სწავლა სრული დატვირთვით გაეგ
რძელებინა.
სკოლამ პირველი ნაკადი 1889 წელს გამოუშვა. რამდენიმე მოსწავლემ
მაშინვე შეძლო სწავლის გაგრძელება რუსეთის იმპერიის საუკეთესო აგრო
ნომიულ სასწავლებელში, ყირიმში, ნიკიტის საბაღოსნო სკოლაში. სკოლამ
მცირე ხანში შეძლო, მოეზიდა მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა
მხარიდან. 1883 წლიდან 1913 წლამდე მან 623 მოსწავლე მოამზადა.
სკოლის სახელოსნოები და ლაბორატორია დროთა განმავლობაში ივ
სებოდა ახალი ტექნიკით. ვითარდებოდა სასკოლო ბიბლიოთ ეკა, სადაც
პედაგოგებისთვის 3447 წიგნი იყო დაცული, მოსწავლეთათვის კი – 655.
სკოლასთან მოწყობილი იყო მუზეუმი, სადაც სხვადასხვა თვალსაჩინოება
იყო დაცული, რომელიც სასწავლო პროცესში გამოიყ ენებოდა.
ამავე დროს წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა გახდა გამოცდი
ლების გაზიარების კერა საქართველოში შემდგომ წლებში დაწყებ ული სა
მეურნეო განათლების ინიციატივებისათვის. ილია წინამძღვრიშვილი ჩადი
ოდა ახლად დაარსებულ მეურნეობებში, აკვირდებოდა მათ განვითარებას
და საკუთარი გამოცდილებით სასარგებლო რჩევებს უზიარებდა.
მსგავსი კერების განვითარების მიუხედავად, წინამძღვრიანთკარის სკო
ლა 1921 წლამდე სტაბილურად მუშაობდა და შემდგომში წარმატებული
აგრონომებისა და მეურნეებ ის მთელი თაობები აღზარდა. სკოლა იმდენად
მიმზიდველი იყო მისი განვითარებული ბაზით, რომ იქ ხშირად სამეურნეო
სკოლის პედაგოგებიც კი გადიოდნენ პრაქტიკას. ილია წინამძღვრიშვილი
ღრმად მოხუცებულიც არ წყვეტდა სკოლაზე ზრუნვას.
ანალოგიური, თუმცა უფრო ფართო პროფილის და უაღრესად წარმა
ტებული ინიციატივა გურიის სახალხო ბიბლიოთეკის მოქმედებას უკავშირ
დება, რომელმაც ძირეული ცვლილებები გამოიწვია მხარეში და შეუქცევა
99
დი პროგრესის საწყისი გახდა.
გურიაში, საგანმანათლებლო ინიციატ ივის განხორციელება და ბიბლი
ოთეკების ქსელის აწყობ ა სოციალ-დემოკრატიულ ი იდეებ ის მქონე ენთუ
ზიასტების ჯგუფმა (მასწავლებლები: ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე
და ლავრენტი წულაძე) დაიწყო. მათ სჯეროდათ, განათლების ხელმისაწ
ვდომობით სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც გადაიჭრებოდა და
კარგად ინფორმირებული მოქალაქეები უკეთესად შეძლებდნენ მობილიზე
ბას, და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვასაც და საკუთარი
უფლებებისთვის ბრძოლასაც. გურიის სახალხო ბიბლიოთეკის ინიციატივა
1890-იან წლებში გაჩნდა. ორგანიზატორებმა თავდაპირველად შემოწირუ
ლობების შეგროვება დაიწყეს და ინფორმაცია პრესის მეშვეობით გაავრცე
ლეს. ასევე, აწყობდნენ სპეციალურ კულტურულ ღონისძიებებს თანხების
მობილიზების მიზნით, სოფლებში მართავდნენ თეატრალურ წარმოდგე
ნებს და ასე ეტაპობრივად აგროვებდნენ რესურსებს ბიბლიოთეკისათვის.
ღონისძიებებზე დაუღ ალავად ესაუბრებოდნენ დამსწრეებს განათლების
მნიშვნელობაზე. ინიციატივას მართლაც ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა,
როგორც თავად-აზნაურთა ისე მოქალაქეებისა და გლეხების მხრიდან.
ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გურიის პირველი სახალხო ბიბლიოთეკა
გაიხსნა სოფელ აკეთში, დისკუსიის მთავარ თემას კი ის წარმოადგენდა, რომ
ბიბლიოთეკა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო სოფლების მაცხ
ოვრებლებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი აკეთი ამ მხრივ სრუ
ლიად შესაბამისი ადგილი არ იყო, ბიბლიოთეკის გახსნა მაინც გადაწყდა,
რადგან ერთ-ერთი ინიციატორი, არსენ წითლიძე, სწორედ აკეთის სკოლაში
მუშაობდა. ბიბლიოთეკას კი მუდმივად ესაჭიროებოდა მეთვალყურეობა.
შენობა ბიბლიოთ ეკისათვის გლეხი ნიკო ქურიძისაგან შეიძ ინეს. აღსა
ნიშნავია, რომ, როდესაც გამყიდველმა ინიციატივის შესახებ შეიტყო, სახ
ლი ნახევარ ფასად გაყიდა. მრავალმა გამომცემლობამ (დედაქალაქში)
უფასოდ გადასცა წიგნები აკეთის ბიბლიოთეკას. შემოწირულობებს იღებ
დნენ კერძო პირებიც. 1893 წლის 22 აგვისტოს საზეიმ ოდ გაიხსნა გურიის
სახალხო ბიბლიოთეკა. აღსანიშნავია, რომ გახსნას მაზრის ადმინისტრა
ციის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა. ეს ფაქტი გამოხატავდა,
ხელისუფლების ზოგად, ცივ დამოკიდებულებას მსგავსი საზოგადოებრივ-
სამოქალაქო ინიციატივების მიმართ.
მიუხედავად დაბრკოლებებისა (ადმინისტრაციის მხრიდან, ფინანსური
უზრუნველყოფისა თუ სხვა მოტივების გამო) ბიბლიოთეკამ თავისი არსე
ბობის მანძილზე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ინიციატორებისათვის კი
იმდენად აქტუალური იყო განათლების ხელმისაწვდომობა და, ზოგადად,
მოსახლეობის განათლებაზე ზრუნვა, რომ გადაწყვიტეს, თავად შემოევ
ლოთ სოფლები და გლეხებამდე წიგნები მიეტანათ. ბიბლიოთეკის დაარ
სების მონაწილე სოციალ-დემოკრატი ზაქარია ჩიჩუა საინტერესოდ აღწერს
ბიბლიოთეკის მიერ მოკლე დროში გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებს:
„... ერთ მშვენიერ დღეს, პაპნაქება სიცხის დროს, ხვირჯინის ორთავე
100
თვლები სხვადასხვა წიგნებით გაიმსო, თქვენს უმორჩილეს მონას აჰკიდეს
და სოფელ-სოფელ წიგნების დასარიგებლად ააღოღეს. ვიტყვით და თქვენ
კი სატრაბახოდ ნუ ჩამომართმევთ, რომ ხვირჯინ აკიდებულს სოფელ-სო
ფელ ორღობეებშუა მიმავალს თავი მოგვწონდა, ვინაიდ ან სხვისი გონების
ნაწარმოები და ცოდნა დაგვქონდა და თანაც ამ ცოდნას ვარიგებდით, ამ
კუთხის და იმ კუთხის ამბებს ვგებულობდით, ვის რა წიგნი აინტერესებდა
და ეხალისებოდა ვტყობილობდით და საცა კი მივიდოდით თუთიყუშივით
გავიძახოდით: წიგნები იკითხეთ, ცოდნა შეიძინეთ და ჩვენს ხვირჯინს მოვ
ხსნიდით თავს, ამოვიღებდით წიგნს და გულუხვ მასპინძელს უნდოდა თუ
არ უნდოდა, ხმა მაღლათ უკითხავდით: „ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და
ან ცაზე ვარსკვლავები“ ... და ა. შ. ... მეტად კარგი სანახავი იყო, დღესაც
სასიამოვნო მოსაგონარია, რომ მეტადრე კვირა-უქმეებში და საქმის დღე
ებშიაც საღამოობით ქალ-ვაჟნი და დასარისტიანებული გლეხები ბიბლიო
თეკის გვარიან მოგრძო მაგიდის ირგვლივ ისხდენ და ხმამაღლათ წიგნის,
თუ გაზეთის მკითხველს გულმოდგინეთ, ბეჯითად და სასოებით ყურს უგ
დებდნენ. ასე გეგონებოდათ, ღრმათ მორწმუნენი საყდარში თავმოყრილან
და სულის საოხათ მქადაგებლის სიტყვებს ისმენენო“.
არსებობის პირველ წლებშივე, ბიბლიოთეკის ეფექტიანობა ცხადი გახ
და. საილუსტრაციოდ, პრესაში გაშლილი დისკუსიის ფონზე, რამდენად
მიზანშეწონილი იყო გურიის სახალხო ბიბლიოთეკის აკეთში გახსნა, საქ
მის მოთავეები დროგამოშვებით ათავსებდნენ ბიბლიოთეკის მუშაობის სტა
ტისტიკურ ცნობებს, რომელთა თანახმადაც, მაგალითად, 1895 წელს, ორი
თვის განმავლობაში, ბიბლიოთ ეკით 21 სოფლიდან 315 ადამიანმა ისარ
გებლა, მომდევნო ორ თვეში კი 200-მა მკითხველმა 600-მდე ერთეული
გაიტანა წასაკითხად. გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, მომხმარე
ბელთა რიცხვი სტაბილური იყო, დაფარვის ზონა კი თანაბრად სწვდებოდა
გურიის ყველა მხარეს, უფრო მეტიც, ბათუმიდანაც კი გაიტ ანეს წიგნი წასა
კითხად. ამავე დროს, კოლექტიური კითხვის გამო, მკითხველთა რეალური
რიცხვი 10-ჯერაც აღემატებოდა ფიქსირებულ მომხმარებლებს. მომდევნო
წლებში თავი იჩინა სხვა სახის პრობლემებმა: ერთი მხრივ, პრესაში გაშ
ლილი ხსენებული დისკუსიის კვალდაკვალ, დამაარსებლებმა მოწინააღ
მდეგეებს მოუწოდეს, რომ, თუკი ისინი უკმაყოფილონი იყვნენ სახალხო
ბიბლიოთეკის სიშორით და ეს აწუხებდათ, თვითონვე ეთავათ საკუთარ
სოფლებსა და დაბებში სამკითხველოების გახსნა. ამ არგუმენტმა და გუ
რიის, აკეთის სახალხო ბიბლიოთ ეკის პირველი წლების წარმატებამ, ერთი
მხრივ, მაგალითი მისცა სხვა ენთუზიასტებს, ხოლო, მეორე მხრივ, ობიექ
ტური მოთხოვნილება გააჩინა სოფლებში ლიტერატურის გავრცელებაზე,
რასაც აკეთის ბიბლიოთეკა უკვე ვეღარ აუდიოდა და მალევე გურიის სოფ
ლები სამკითხველოების ქსელით დაიფარა; შესაბმისად, აკეთში გახსნილი
„გურიის სახალხო ბიბლიოთეკა“ იქცა იმ წყაროდ, რომელმაც შეუქცევადი
გახადა განათლების გავრცელება გურიაში და, თამამად შეიძლება ითქვას,
კულტურულ რევოლუციას დაუდო საფუძველი.
101
მსგავსი, უკვე კომბინირებული ინიციატივების 1890-იანი წლებიდან უკვე
საზოგადოების ყოველდღიურობის ნაწილი და ერთგვარი მოდაც კი გახდა,
რასაც პრესის აქტიური მხარდაჭერა და სისტემატური პროპაგანდა უმაგ
რებდა ზურგს; ქართულენოვანი გამოცემების განვითარება და გავრცელე
ბა ნელ-ნელა შესაძლებელს ხდიდა, სხვადასხვა რეგიონები ერთმანეთთან
დაეკავშირებინა და საუკ ეთესო გამოცდილების გაზიარებისათვის შეეწყო ხე
ლი; ამ პერიოდიდან იქმნებოდა და აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა ფორ
მის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კავშირები, ასოციაციები. პროცესებში
მეტად და მეტად აქტიურად ერთვებოდა სოფლის მოსახლეობაც; ხშირად
სოფლის თემი თავად იწყებდა კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატი
ვებს (სამკითხველოს, სკოლის დაარსება, თეატრის მშენებლობა, ქვეყნის
მასშტაბით სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმე
დო ინიციატივის მხარდაჭერა) და მართავდა კამპანიას მატერიალურ-ფი
ნანსური რესურსების მობილიზების მიზნით.
საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ასეთი გამოცოცხლების
კარგი მაგალითი გახდა ქიზიყი; მე-19 საუკუნის მიწურულს სამკითხველოს
გახსნის იდეა წარმოიშვა სიღნაღის მაზრის სოფელ ქვემო მაჩხაანშიც134,
სადაც ქვემო მაჩხაან ის ახალგაზრდობამ საქველმოქმედო წარმოდგენების
გამართვის გზით ქართული სამკითხველოს დაარსება მოახერხა. ამავე სო
ფელში, ადგილობრივი ინიციატ ივით და დიდი საზოგადობრივი კამპანიის
შედეგად მოსახლეობამ იმ დროისათვის მეტად თანამედროვე და მასშტა
ბური სახალხო თეატრის აშენება და ამოქმედება შეძლო.
თუმცა არსებობდა პირუკუ გამოცდილებაც, როდესაც ქვეყანაში შექ
მნილი მცირეხნიანი, ხელსაყრელი სიტუაციისას წამოწყებულმა სუფთად
სამეურნეო და სოციალურმა ინიციატივამ, უმოკლეს დროში კულტურული
ძვრებიც მოიტანა თან და უნიკალური გამოცდილება შექმნა სოფლის აბსო
ლუტური თვითმმართველობის კუთხით. ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდი სო
ფელ გულგულას კომუნის ისტორიას უკავშირდება.
ლევ ტოლსტოის ფილოსოფიური შეხედულებების მიმდევარმა, სოფ
ლის მკვიდრმა ივანე კოლელიშვილმა სოფელ გულგულაში (თელავის მაზ
რა) „ტოლსტოველთა“ მსგავსი კომუნის შექმნა გადაწყვიტა მეოცე საუკ უნის
დასაწყისში და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ხანს იარსება, თანა
მედროვე საზოგადოების დიდი ყურადღება და სიმპათია დაიმსახურა. 1862
წელს დაბადებული ივანე კოლელიშვილი სოფელ გულგულაში გახდა
სოფლის განვითარებისათვის საჭირო საქმის ინიციატორი და მოგვიანებით
კომუნის სულის ჩამდგმელი. 1890-იან წლებში, სოფლის მძიმე ეკონომიკუ
რი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, თანასოფლელების ორგანიზე
ბით, მან წამოაყ ენა საერთო-სასოფლო მარანი-სარდაფის შექმნის იდეა, სა
დაც გლეხები დააგროვებდნენ ზედმეტი მოსავლისაგან დაყენებულ ღვინოს
და მისი რეალ იზაციის შემდეგ მიღებულ ფულს შენატანის პროპორციულ ად
102
გაინაწილებდნენ, ან საერთო საქმის განვითარებას მოახმარდნენ. მარნის
მშენებლობისათვის საჭირო თანხების მისაღებად მან მიწათმოქმედების სა
მინისტროს მიმართა, მისი შუამდგომლობა უპასუხოდ დარჩა და ღვინის
„კომუნალური მეურნეობის“ შექმნის იდეა ჩაიშალა.
ცენტრალური ხელისუფლება არათუ ხელს უწყობდა, ხშირად საკმაო
დაბრკოლებებს უქმნიდა ნებისმიერი თვითმოქმედი ჯგუფის ინიციატივას,
დამოუკ იდებლად ემოქმედათ თემის კეთილდღეობ ისათვის. ხელისუფლე
ბა ივანე კოლელიშვილს ავიწროებდა აქტიური საგანმანათლებლო მუშაო
ბის, მისი ავტორიტეტისა და თავისუფალი აზროვნების გამოც. მიუხედავად
ხელისუფლების მხრიდან შექმნილი დაბრკოლებებისა, იგი მაინც არ წყვეტ
და გლეხების სამეურნეო გაერთიანების იდეის დამუშავებას, რაც მოახერხა
კიდეც 1905 წელს, რევოლუციური მოძრაობის დროს. გარკვეული ფარუ
ლი მოსამზადებელი სამუშაოე ბის ჩატარების შემდეგ, 1906 წელს სოფელ
გულგულაში ჩატარდა სოფლის ყრილობა, სადაც ივანე კოლელიშვილმა
დამსწრე საზოგადოებას კომუნის დაარსება ამცნო და გლეხებს მოუწ ოდა
შეერთებოდნენ ამ წამოწყებას:
„... ხომ ხედავთ, რომ ჩვენთვის არავინ ზრუნავს, ჩვენ თვითონ ვიზრუ
ნოთ ჩვენი თავისთვის. სიღარიბის და გაჭირვების წამალი მე ძალიან ბევრი
ვეძებე, მაგრამ ვერა ვიპოვე რა, გარდა ერთობისა, გარდა ძმობისა, გარდა
ამხანაგობისა. ცალ-ცალკე რომ ვიყვნეთ, ჩვენ გაჭირვებას, ჩვენ დაბეჩავე
ბას ვერ მოვუვლით, რადგან ჩვენი გაჭირვება დიდია, და ერთმანეთისგან
გაცალკევებულებს ძალა არ შეგვწევს. ყველას ერთად – კი ძალიან გაგვი
ადვილდება ჩვენი ჭრილობების მოვლა, როგორც ერთ კამეჩთან ერთად
მეორესაც უბამთ ხოლმე უღელში და ისინი ერთად ეწევიან ჭაპანს, ისე ჩვენც
უნდა მოვიქცეთ.“
მან დამსწრე გლეხებს ქონების გაერთიანებისაკენ და ერთობლივი შრო
მისაკენ მოუწოდა. მართლაც დამსწრე 190 კომლიდან 70 ოჯახმა მაშინვე
განაცხადა თანხმობა. ასე დაიწყო მუშაობა გულგულის კომუნამ, რომელსაც
„ერთობა და ძმობა“ ეწოდებოდა. ერთობლივი ფიზიკური შრომა, მევენა
ხეობა და ხორბლის წარმოება, მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა, ხელსაქმე
– ფარდაგების, ხალიჩების და წინდების ქსოვა, მესაქონლეობა-მეფრინვე
ლეობა – ეს იყო კომუნის საქმიან ობა. საღამოობით ტარდებოდა კომუნის
კრებები, ასევე გარკვეული პერიოდ ულობით წევრთა საერთო კრებები. კო
მუნის წარმატება უცხო პირებსაც იზიდავდა, რომლებიც ამ გამოცდილების
გასაცნობად მთელი საქართველოდან ჩამოდიოდნენ და ასევე ადგილობ
რივი, აქამდე ეჭვით განმსჭვალული გლეხებიც დაარწმუნა გაერთიანების
სისწორეში. კომუნის ფარგლებში არა მხოლოდ სამეურნეო, რამედ კულ
ტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაც მუშაობდა – ყველა დამკვირვებე
ლი აღნიშნავდა, რამდენად სწრაფად მოისპო სოფელში საყოფაცხოვრებო
კრიმინალი, ლოთობა და როგორ გააქტიურდნენ კომუნის წევრი ქალები,
რომელთაც ცალკე შრომითი ჯგუფი ჰქონდათ ჩამოყალიბებული და ძალი
ან ცდილობდნენ, საგანმანათლებლო ინიციატივების წამოწყებ ას. კომუნარ
103
თა რიცხვი მალე 120 კომლამდე გაიზარდა. მათ მოახერხეს მიწის დამატე
ბითი ფართობების იჯარით აღება და საქმიანობის გაფართოება.
კომუნის იდეას და საქმიანობას არა მხოლოდ ხელისუფლება უყურებ
და ეჭვის თვალით და მტრულად. კომუნის წარმატება სახიფათოდ მიაჩნდა
სოფლის შეძლებულ გლეხობასაც, რომელთაც საკუთარი დიდი მამულები
ჰქონდათ და რომლებიც დაქირავებულ შრომას იყენებდნენ; მტრული გან
წყობების პარალელურად, 1906 წლის პოლიტიკური ვითარებაც დაემ ატა –
რევოლუციური მოძრაობა დამარცხდა და ე.წ. „შავი რეაქციის“ ხანამ მაზრის
ადმინისტრაციას თავისუფლად მოქმედების საშუალება დაუბრუნა., რომე
ლიც აქამდე პასიურად, მაგრამ ეჭვის თვალით უყურებდა უკონტროლო სა
მეურნეო და პოლიტიკურ წარმონაქმნს და ინიციატორის – ივანე კოლელიშ
ვილის მოწოდებებს, რომ გლეხებს თავად ეზრუნათ თვითმმართველობის
განვითარებაზე. მაზრის ადმინისტრაციამ „პრობლემის“ მოსაგვარებლად
თანასოფლელებსა და კომუნის წევრებს შორის არსებული დაძაბულობა
გამოიყ ენა და მხარეები ერთმანეთს მეტად დაუპირისპირა. განხეთქილება
ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა, ივანე კოლელიშვილი დააპატიმრეს,
ხოლო კომუნა დაშლილად გამოაცხადეს.
მსგავსი კარდინალური ცვლილებების წარმატებული, თუმცა უფრო ხან
გრძლივი და კომპლექსური მაგალითი სოფელ ავლევის მოდერნიზაციას
უკავშირდება, რომლის ინიციატორიც კონსტანტინე (კოსტა) ამირაჯიბი იყო.
მან ახალგაზრდობიდანვე გადაწყვიტა, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა
და გამოცდილება თავის სოფელში გამოეყენებინა. იგი სამშობლოში დაბ
რუნდა და სოფლის მოდერნიზაციის რთულ გზას დაადგა.
ამირაჯიბის მთავარი მიზანი იყო ქართლში მეურნეობების განახლება
გლეხებს შორის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამეურნეო მიდგომე
ბის პოპულარიზაცია და სხვ. მრავალი წელი დასჭირდა ინიციატორს მიზნის
მისაღწევად; შეხვდა ბევრი დაბრკოლება, უწევდა თავდაპირველი მიდგო
მების გადაფასება და საქმის ხელახლა დაწყება. შეიქმნა თანამედროვე სა
სოფლო-სამეურნეო ტექნიკის პარკი, რასაც მომდევნო ნაბიჯებიც მოჰყვა:
სამეურნეო ამხანაგობის დაფუძნება, რამაც სოფლის მცხოვრებთა შემოსავ
ლები გაზარდა; სოფელში ქსენონის, სასოფლო-სამეურნეო სკოლისა და
სახელობო კურსების გახსნა, სადაც სწავლა ძირითადად ქართულ ენაზე
მიმდინარეობდა; სამეურნეო სკოლის პანსიონის მოწყობა, სადაც ცხოვრობ
და 200-მდე მოსწავლე მთელი საქართველოდან; სახელოსნოებ ის განვი
თარებით გაჩნდა შემოსავალი სხვა იდეების განხორციელებისათვის და სა
განმანათლებლო წრეებ ისა თუ სკოლის შენარჩუნებისათვის.
შემდეგ დღის წესრიგში თავისუფალი დროის პრობლემა დადგა: კერ
ძოდ, თუ როგორ უნდა მოხმარებოდა იგი მოსწავლეთა სულიერ განვითა
რებას. შედეგად, გაიხსნა მუსიკალური წრე, შეიქმნა ავლევის სასოფლო-სა
მეურნეო სკოლის ორკესტრი, იმართებოდა კონცერტები, რამაც თითქმის
მთელი სოფელი მიიზიდა და ჩართო სოფლის კულტურულ ცხოვრებაში;
მოგვიანებით ეკრანზე დიაფილმებსაც უშვებდნენ, სკოლაში თეატრალური
104
სცენაც მოეწყო და დრამატული წრეც ამუშავდა.
1915 წლისათვის ავლევი საჩვენებელ ევროპული ტიპის სოფელს წარ
მოადგენდა. სოფელში მოქმედებდა სასოფლო-სამეურნეო და საკრედიტო
ამხანაგობა, კოოპერატივი, ელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერ
გიით ამარაგებდა სკოლას, სახელოსნოებს, სახერხ და ხორბლის სალეწ
მანქანებს, სოფელსა და წისქვილს. სამეურნეო ამხანაგობას მოწყობილი
ჰქონდა მანქანა-იარაღების საცდელი სადგური, საცდელი მინდვრები ნათე
სებისათვის, ხეხილის ბაღი, საფუტკრე, ქიმიური ლაბორატორია, ცხენთსა
შენი და ეტლების სადგური.
ჩამოთვლილი კონკრეტული მაგალითების მსგავსი – ეკონომიკური
ცვლილებების და განვითარების გზით გრძლვადიანი მწყობრი და ევო
ლუციურ ი განვითარების სცენარი უფრო და უფრო პოპულარული გახდა
1900-იან ი წლების დასაწყისისათვის, რასაც საქართველოში კოოპერაცი
ული მოძრაობის ბუმი და ნახტომისებური განვითარება მოჰყვა. ამ დარ
გის პერსპექტივას ზურგს უმაგრებდა წინა ათწლეულების გამოცდილებაც,
რომელიც ცხადად აჩვენებდა, რომ საქართველოს დიდი ნაწილის სოფ
ლის მეურნეობის წარმოებას შეეძლო, არა თუ ადგილობრივი საჭიროე
ბები დაეკმაყოფილებინა, არამედ დიდი კაპიტალის დაგროვებაც მოეტ ანა
და კომპლექსური განვითარების საფუძველი გამხდარიყო. ამის – მრავალ
პროფილიან ი განვითარებისა და წარმატებული კოოპერატივის – ნათელი
მაგალითი ქუთაისის გუბერნიის პირველ მეაბრეშუმეთა ამხანაგობას, მის
ინიციატორს – ნესტორ წერეთელს და სოფელ კუხისა და გუბის განვითარე
ბას უკავშირდებოდა.
ნესტორ წერეთელმა ლამის ოცწლიან ი თავდაუზოგავი მუშაობით მოა
ხერხა ხონის მიმდებარე სასოფლო თემების – კუხის და გუბის გამოცოცხ
ლება და პოზიტიური საზოგადოებრივი ცვლილებების ორგანიზება სოფ
ლის დონეზე. აღნიშნულმა მრავალპროფილიანმა მუშაობამ რეგიონში
საკმაოდ დიდი ეკონომიკური და სოციალური ძვრები გამოიწვია. ნესტორ
წერეთელი თავად სოფელ გუბში დაიბადა და განათლების მიღების შემ
დეგ საკუთარი სოფლის განვითარებისათვის ბრძოლა დაიწყო. 1883 წელს
გახსნა ვაჟთა სასწავლებელი, სადაც თვითონ იყო მასწავლებელი. გარდა
საგანმანათლებლო დაწესებულებისა, იგი ზრუნავდა სოფლად კულტურულ
-სოციალური ცხოვრების განვითარებაზე. აწყობდა თეატრალურ დადგმებს,
ბეჭდავდა სტატიებს ქართულ პრესაში ხონის თემის პრობლემების შესახებ,
მათ შორის, ბევრს წერდა სამეურნეო გაერთიანებების და ამხანაგობების
საკითხებზე და მათ მნიშვნელობაზე. 1883 წელსვე ხონში გახსნა წიგნის მა
ღაზია. რეგიონებში ქართული წიგნები და ქართულენოვანი პრესა ხშირად
ხელმიუწვდომელი იყო; წიგნის მაღაზია კი სწორედ ქართულენოვანი ლი
ტერატურით მარაგდებოდა. მისივე ინიციატივით სოფელ გუბში გაიხსნა სა
სოფლო სკოლა; საკუთარ სახლში კი ჰომეოპათიურ აფთიაქს ამუშავებდა.
იმისათვის რომ სოფლის მეურნეობა სათანადოდ განვითარებულიყო
და მოსახლეობის შრომას შესაბამისი მოგება მოეტანა, სოფლებს სარწყა
105
ვი არხის გაყვანა ესაჭიროებ ოდათ. თვითონ თემი და ხელისუფლება ამ
თვალსაზრით საკმაოდ პასიური იყო. ინიციატივა ნესტორ წერეთელმა თა
ვის თავზე აიღო და მრავალწლიანი მუშაობის შედეგად (რომელსაც თან
მრავალი დაბრკოლება ახლდა) სოფლად 78 კილომეტრის სიგრძის ცხე
ნისწყალის არხი გაიჭრა, რომელიც 25 000 მოსახლის 12 000 დესეტინა
ფართობს რწყავდა.
ნესტორ წერეთლის ძალისხმევით სოფლებში ამოქმედდა სკოლის საც
დელი მეურნეობა; დაიწყო ფუტკრის მოშენება: მეფუტკრეობა მან ჯერ თვი
თონ შეისწავლა და ამ პროცესში შემდეგ მოსწავლეებიც ჩართო. სასწავლო
პროცესი პრაქტიკულ გაკვეთილებს ეფუძნებოდა და მალე სკოლასთან სა
ფუტკრე მეურნეობაც ამოქმედდა.
მოგვიანებით მან სოფლად სასოფლო ბანკის (სოფლის შემნახველ-გამ
სესხებელი ამხანაგობა) დაარსებაც გადაწყვიტა. საწყის ი კაპიტალი მეწილე
ების, სოფლის მოსახლეობის შენატანებით იქმნებოდა; მეწილეები სესხს
შეღავათით იღებდნენ და, გარდა ამისა, ბანკიდან შენატანის შესაბამისი
სარგებელიც ერგებოდათ. ბანკმა ლამის 10 წელი სტაბილურად იმუშავა,
რის შედეგად, ამხანაგობის წევრთა რიცხვი 27-დან 400-მდე გაიზ არდა. აღ
ნიშნულმა ბანკმა 20 წელზე მეტ ხანს იარსება.
წლების მანძილზე ეტაპობრივად განხორციელებულ მრავალმხრივ საქ
მიანობას 1895 წელს, მეაბრეშუმეთა სამეურნეო გაერთიანების „ქუთაისის
გუბერნიის მეაბრეშუმეთა პირველი ამხანაგობის“ დაფუძნებაც მოჰყვა. ამხა
ნაგობის დამფუძნებელი თავდაპირველად სულ 24 მოქალაქე იყო. წევრთა
რაოდენობა ერთი წლის მანძილზე 400-მდე გაიზ არდა. დადგენილი პაი 10
მანეთს შეადგენდა. ამხანაგობის საქმიან ობაში აქტიურად მონაწილეობდნენ
ქალები.
„...დიდს აღტაცებაში მოგიყვანთ აგრეთვე აბრეშუმის ქარხანაში მო
მუშავე სოფლის გოგოები, რომელნიც ქსოვის შესასწავლად დაია რებიან
ქარხანაში და რომელთაც ცოტაოდენად კიდეც შეუსწავლიათ ქსოვის საქ
მე, რისთვისაც ყოველ დღიური გასამრჯელო ფასიც ეძლევათ ქარხნიდამ.
ასე მაღლა დგას ჩვენი სოფლის გლეხის გონება, რომ მას შეუძლიან, ყვე
ლაფერი მალე და გაუჭირვებლად შეითვისოს, თუ მას თქვენს მაგალითს
დაანახვებთ, საქმეს აჩვენებთ და არა ცარიელის სიტყვებით გამოუჭედავთ
ყურებს...“135
გაერთიანებას სოფელ კუხში გამართული ჰქონდა აბრეშუმის პარკის
საშრობი სარდაფი, ძაფსახვევი დანადგარები. პროდუქცია ევროპის (მარ
სელი, ლიონი) ბაზარზეც გადიოდა და საკმაოდ კარგი რეპუტაციაც შეიძინა.
1900 წელს ამხანაგობის ნაწარმმა პარიზის საერთაშორისო სასოფლო-სა
მეურნეო გამოფენაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო 1901 წელს კავ
კასიის საიუბილეო გამოფენაზე ოქროს მედალი დაიმსახურა. 1903 წლი
სათვის ამხანაგობას 2000-მდე წევრი ჰყავდა და წლიური ბრუნვა 3 000 000
მანეთს შეადგენდა. ნესტორ წერეთელი უშუალოდ ხელმძღვანელობდა
106
ტონობით აბრეშუმის პარკის ექსპორტს ევროპაში, მარსელისა და ლიონის
ბაზრებზე.
1910-იან ი წლების დამდეგს კოოპერაციულმა მოძრაობამ ფართო და
მასობრივი სახე მიიღო. კოპერატივები არსდებოდა თითქმის ყველა რეგი
ონში; იწყებოდა სამზადისი მათ ერთიან ქსელად ჩამოსაყალიბებლად და
ვითარდებოდა დარგობრივი პრესა – გამოდიოდა სპეციალური პერიოდუ
ლი გამოცემა, ჟურნალი „კოოპერაცია“, რომელის მეშვეობითაც მკითხვე
ლი ეცნობოდა ევროპული ქვეყნების გამოცდილებასა და მიღწევებს კოო
პერატივების მუშაობის სფეროში.136
განვითარების ამ ეტაპისათვის, უკვე შესაძლებელი გახდა, სამეურნეო
-ეკონომიკურ პროგრესზე მზრუნველი და საერთო-მაკოორდინირებელი
საზოგადოების ჩამოყალიბებაც. ამ ამოცანის საკუთარ თავზე აღება ვერ
შეძლო კავკასიის საიმპერიო სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ, რომე
ლიც 1850-იანი წლებიდან არსებობდა იმისათვის, რომ სამეურნეო ცოდნა
გაევრცელებინა საზოგადოებაში; რეალურად კი, საზოგადოება ჩაკეტილ,
ბიუროკრატიულ დაწესებულებად ჩამოყალიბდა, რომელსაც, როგორც
თანამედროვეები აღნიშნავენ, არ ჰქონდა მჭიდრო კონტაქტი მიზნობრივ
ჯგუფთან – სოფლის მოსახლეობასთან.
ამ სიტუაციაშ ი, აუცილებელი გახდა ალტერნატიული ინიციატივის გან
ვითარება. შედეგად, 1910 წელს შეიქმნა ქართული სასოფლო-სამეურნეო
საზოგადოება. მისი დამფუძნებლები და წევრები იყვნენ, როგორც პრაქტი
კოსი მეურნეები, ასევე თეორ ეტიკოსები და განმანათლებლები, რომლებიც
კარგად აცნობიერებდნენ სამეურნეო ცოდნის გავრცელების მნიშვნელობას.
შექმნის მომენტში საზოგადოებ ას 88 წევრი ჰყავდა, ორი წლის შემდეგ კი
უკვე 222.
დაბრკოლებების (როგორც პოლიტიკური, ასევე ლოკალური) მიუხედა
ვად, ინიციატორები ცდილობდნენ, ბოლომდე მიეყვანათ დაწყებული საქმე
საქართველოს სხვადასხვა სოფელში. მათ არაერთი წინააღმდეგობის გა
დალახვა და მძიმე შრომა უწევდათ. მუშაობდნენ საკუთარ მეურნეობ ებში
და ამით მაგალითს აძლევდნენ სოფლის მცხოვრებლებს, წარმართავდნენ
დამატებით საგანმანათლებლო საქმიანობას გლეხებისათვის. საზოგადოე
ბა განსაკუთრებით აქტიურად ქართლში და კახეთში მუშაობდა, ქართლში
– მეხილეობის, ხოლო კახეთში – მეღვინეობის განვითარების თვალსაზ
რისით. 1912 წლისათვის საზოგადოებამ მოახერხა ქართლში და კახეთში
აგრონომების მიმაგრება, რისთვისაც ისარგებლეს 1914 წლიდან რეგიონებ
ში (მაზრებში) მოქმედი საერ ობო ინსტრუქტორების კადრებით, რომლებიც
მრავალჯერ დაპირებული თვითმმართველობის შემოღებამდე, ფორმალუ
რად მოსამზადებელ სამუშაოე ბს ასრულებდნენ და საერ ობო ხარჯიდან ფი
ნანსდებოდნენ.
საზოგადოებას ჰყავდა მმართველი საბჭო და სხვადასხვა დარგობრივი
107
სექცია: კოოპერატიული, სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მესაქონლე
ობისა და ტექნიკური. საზოგადოება გამოსცემდა საკუთარ ჟურნალს და სი
ახლეებითა და პრაქტიკული რჩევებით ამარაგებდა მკითხველ მეურნეებს.
სამეურნეო საზოგადოება, გარდა წევრების მიერ გაწეული პრაქტიკული
საქმიანობისა, თემატური გაზეთებისა და სახელმძღვანელოებისა, თავადაც
ყიდულობდა და აწყობდა საცდელ-საჩვენებელ მეურნეობ ებს. ცოდნის მი
ღებას სოფლად მცხოვრები გლეხები სწორედ ამ ნაკვეთებსა და მათთან
არსებულ სამეურნეო სკოლებში ახერხებდნენ. რამდენადაც სასოფლო-სა
მეურნეო საზოგადოებ ა თავად ვერ გასწვდებოდა სამეურნეო სკოლების და
ფუძნებასა და შენახვას, იგი სხვადასხვა სახით, მათ შორის სათავადაზნაურ ო
ბანკთან შუამდგომლობით უჭერდა მხარს კერძო ინიციატივით არსებული
სამეურნეო სკოლების არსებობასა და განვითარებას. დარგის განვითარები
სათვის კოოპერაცია ინტერესთა ჯგუფებს შორის საკმაოდ ინტენსიური იყო.
ეს ყოველივე, 1870-იან წლებში გამომუშავებული „ალტერნატიული
გეგმის“ უკვე პრაქტიკული განხორციელება, ერთი მხრივ, სამოქმედო კე
რებში არაფორმალური თვითმმართველი, მობილიზებული და აქტიური
მოქალაქეების გამრავლებას, ეკონომიკური, კულტურულ და სოციალურ
პროგრესს განაპირობებდა, მეორ ე მხრივ კი საშუალებას აძლევდა საე
რობო აქტივისტებსა და პროპაგანდისტებს, ამ მაგალითებზე დაყრდნობით
მუდამ დაესაბუთებინათ და შეეხსენებინათ ცენტრალური ხელისუფლები
სათვის, რომ საზოგადოება არათუ მზად იყო თვითმმართველობისათვის,
არამედ ფაქტობრივად უკვე თავად უძღვებოდა საკუთარ ცხოვრებას:
„ამაში არ არსებობს აღარავითარი ეჭვი, რომ ჩვენი სოფლის მთელი სა
მეურნეო და ადმინისტრაციული ცხოვრება მედგრად მოითხოვს ერობას. თუ
რამდენად მედგარია ეს მოთხოვნილება სჩანს იქიდანაც, რომ საზოგადოება
ვეღარ კმაყოფილდება არსებულ დაწესებულებით და თვითონ ჰქმნის ისეთ
კერძო ორგანიზაციებს, რომელნიც, თუმცა ფერმკთალად, მაგრამ მაინც ძალ
-ღონის მიხედვით ასრულებენ ერობის ფუნქციებს. აიღეთ ყველა ჩვენი კერ
ძო საზოგადოებანი, სასკოლო თუ სხვა საკულტურო, აიღეთ ჩვენი სასოფ
ლო-სამეურნეო საზოგადოებანი, რომელთა უმთავრესი არენა სოფელია,
მიაქციეთ ყურადღება მათ სკოლებს, მათ საცდელ მინდვრებს, მათ ინსტრუქ
ტორებს, აიღეთ აგრედვე წვრილი საკრედიტო დაწესებულებანი, მათის პატა
რა სესხით; დასასრულ, აიღეთ მთავრობის მოღვაწეობა, რომელიც იძულე
ბულია ჩაერიოს საქმეში სხვადსხვა კომისიებ ით, რომ სოფლის მეურნეობა
მოაწ ესრიგოს და, დასარულ, იმავე მთავრობისაგან გამართული „სიეზდები“,
რომელთაც აზრადა აქვთ სამეურნეო და სამრეწველო დარგის მოწესრიგება.
განა ეს იმას არ ამტკიცებს, რომ ერობის საჭიროება მომწიფდა.“137
მე-19 საუკ უნის მიწურულისა და მე-20 საუკ უნის დასაწყის ის ზემოთ მოყ
ვანილი მაგალითები კარგად აჩვენებს, თუ რამდენად მრავალმხრივი და
კომპლექსური სამუშაოს გაწევა უხდებოდათ იმ ადამიანებსა და ინტერესთა
ჯგუფებს, რომლებიც სოფლისა და თემის სოციალურ-ეკონომიკურ განვი
108
თარებას ცდილობდნენ; სწორედ ეს კომპლექსურობა და დარგობრივი გა
დაკვეთა წარმოადგენდა ერთგვარ ნიშანს იმისა, თუ როგორი უნდა ყოფი
ლიყო ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები და რამდენად
ხელსაყრელ ნიადაგს იპოვიდა იგი, რომ იმპერიის ცენტრალურ ხელისუფ
ლებას, თუნდაც შეზღუდული სახით, დაეშვა კავკასიასა და საქართველოში.
109
II კარი
ცვლილებების ქარი
რევოლუციის შემდგომი რეფორმის პროექტები
1
1917 წელი
115
ნაცვლის თხოვნის გამო წინასწარ დაიჭირა თადარიგი და განაცხადა, რომ
გადამუშავებული პროექტი საკანონმდებლო პალატას გადაეცემოდა განსა
ხილველად,144 პროცესი ნელა მიიწევდა წინ – მომდევნო სხდომებზე, უფრო
საკვანძო საკითხები, კერძოდ, ერობის ფინანსური კომპეტენციებ ი იქცა საკა
მათოდ.145 საბჭოს უკანასკნელი – მერვე სხდომა პეტროგრადში 1917 წლის
თებერვლის ბოლო კვირაში გაიმართა, სადაც საინტერესო, სიმპტომატუ
რი გადაწყვეტილება მიიღ ეს: ერთი მხრივ, სამაზრო ერობებს იურიდიული
დახმარების მოწყობის უფლება მისცეს და, ამავე დროს, მთელი საერობო
მუშაობის და საკანცელარიო საქმის რუსულ ენაზე წარმოებ ის მოთხოვნა
შემოიტ ანეს (ადგილობრივი ენების დაშვებით, დაუყოვნებლივ რუსულად
თარგმნის პირობით).146
საზოგადოებაში პროცესის მიმართ დომინირებდა რამდენიმე ტიპის
სკეპტიკური პოზიცია, რომელთაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ახ
მოვანებდნენ საკუთარი იდეოლოგიურ ი თვალთახედვიდან გამომდინარე.
ყველაზე მარტივი პესიმისტური განწყობის საფუძველს კრიტიკოსთა ნაწი
ლი პროცესუალურ ნორმებში ხედავდა – მეფისნაცვლის ხათრით დაჩქა
რების მიუხედავად, უწყებათაშორის საბჭოს დროულადაც რომ დაემთავ
რებინა პროექტის გადამუშავება, იგი სახელმწიფო საბჭოსგან (რომელსაც
დაცინვით „რეფორმათა სავანეს“, ანუ განსასვენებელს ეძახდნენ) უნდა გა
დასცემოდა სახელმწიფო სათათბიროს, რომელის დღის წესრიგშიც იდგა
მსოფლიო ომთან დაკავშირებული მძიმე და ფუნდამენტური საკითხები და
გაზაფხულის სესიაზე კავკასიის ერობისათვის დრო ფიზიკურად არ დარჩე
ბოდა, ზაფხულისთვის კი დუმას უფლებამოსილების ვადა უმთავრდებოდა
და ძნელი სათქმელი იყო, მას მოქმედების დროს გაუხანგრძლივებდნენ თუ
ახალი არჩევნები დაინ იშნებოდა.147
ნაციონალისტური მიმართულების ჯგუფები პესიმიზმის საბაბს ხედავდნენ
მეფის ხელისუფლების მხრიდან მიკერძოებაში სომხური „ბურჟუაზიული და
ლიბერალური“ პოლიტიკური წრეების მიმართ, რომლებიც, საერ ობო თათ
ბირიდან მოყოლებული, რეფორმის უმრავლესობის მიერ შეთანხმებული
მოდელის მთავარი და შეურ იგებელი ოპონენტები იყვნენ.148 სომხურ პო
ლიტიკურ ინტერესთა ჯგუფების ხედვა ეფუძნებოდა შიშს, რომ სომხური მო
სახლეობა სამომავლო საგუბერნიო და სამაზრო ერობაში უმცირესობაში
აღმოჩნდებოდა მათი არაკომპაქტურობის გამო. შესაბამისად, მათი პროგ
რამის მთავარი კომპონენტები უმრავლესობის მიერ არჩეულ ი – რუსეთის
ერობის 1890 წლის მოდელის წოდებრივი და ცენზის უარყოფა და საყო
ველთაო არჩევითობა (დემოკრატიული პრინციპი), იყო კავკასიის მხარის
116
ახალი ადმინისტრაციული გადამიჯვნა,149 იმისათვის რომ სომხური მოსახ
ლეობის ბალანსი დაცული ყოფილიყო. ისინი, ასევე, დამატებით ცდილობ
დნენ, სამაზრო ერობა შეეცვალათ „საუბნოთი“ (ან „სააგრონომოთი“), რო
მელიც მოსახლეობის ეთნოგრაფიული მახასიათებლის ფორმაზე იქნებოდა
მორგებული და მათ გამიჯნავდა – მაგალითად, ერთი და იმავე მაზრის
ბარის მოსახლე მესაქონლე-მომთაბარე აზერბაიჯანელებს და მთიანი რე
გიონის მეურნე სომხებს. მსგავსი კარდინალური აცდენების გამო პროცესი
ჩიხში შევიდა. ოპონენტები „საუბნო“ ერობას ფანტასტიკის სფეროს მიაკუთ
ვნებდნენ. მართალია, მოწინააღმდეგე ბანაკის ნაწილისათვის გადამიჯვნაც
არ ჩანდა პრინციპულად მიუღებელ მოთხოვნად, მაგრამ მათი უარყოფითი
პოზიცია ეფუძნებოდა ხედვას, რომლის თანახმადაც ამ ძალებმა 1890 წლის
ჩამორჩენილ მოდელს მხარი დაუჭირეს რეფორმის დაჩქარების საბაბით,
რომ საბოლოოდ თვითმმართველობის დანერგვის გადაწყვეტილება მიე
ღოთ, თუნდაც ძალზე შეზღუდული, გადამიჯვნა კი იქნებოდა ხანგრძლივი
და რთული პროცესი, რომელიც ერობის საკითხს კვლავ გაურკვევლ მომა
ვალში გადაანაცვლებდა.
სოციალ ისტური ბანაკის ერობის საკითხის ხედვა პრინციპული და რა
ციონალური ჩანდა; ერთი მხრივ, ისინი აკრიტიკებდნენ კონკურენტ ქარ
თულ, ნაციონალისტური ელფერის პარტიებს, რომლებმაც, მათი მოსაზრე
ბით, არა კომპრომისის, არამედ რეალური შინაგანი მისწრაფებების გამო
გაცვალეს დემოკრატიული თვითმმართველობის პრინციპები წოდებრივად
პრივილეგირებულ 1890 წლის ერობის მოდელზე და ვერ აცნობიერებდნენ,
რომ, მიუხ ედავად მოკავშირეების პოვნისა აზერბაიჯანელებსა და ჩრდი
ლოკავკასიელ ებს შორის და საერობო თათბირზე უმრავლესობით გამოს
ვლისა, მათი პოზიცია ვერ იყო უფრო სიმპათიური, ვიდრე მოწინააღმდეგე
– სომხური ძალების პროექტი, რომელსაც მიემხრო ცენტრის ლიბერალუ
რი საზოგადოებაც, რადგან სომხური მოდელი დემოკრატიულ ი პრინცი
პის აფიშირებას ახდენდა, „უმრავლესობისა“ კი დისკრიმინაციულ-წოდებ
რივს. ამავე დროს ნათლად ჩანდა, რომ უმაღლესი ხელისუფლებისათვის
გადაწყვეტილების მიღების მოტივი მთელი ნახევარი საუკ უნის მანძილზე
არასოდეს ყოფილა მოსახლეობ ის რეალური განწყობა და მზაობა თვით
მმართველობისათვის და მას მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობა
განაპირობებდა. კავკასიის შემთხვევაში კი მსგავსი – ნაციონალისტური ან
ტაგონიზმის დემონსტრირება ცარისტულ რეჟიმს კარგ საილ უსტრაციო მა
სალას აძლევდა რეფორმის გადადების საჭიროების დასასაბუთებლად.150
უწყებათაშორის საბჭოს მუშაობა ჯერ არ ჰქონდა დასრულებული, იმი
სათვის, რომ სახელმწიფო საბჭოსათვის მიემ ართა და სახელმწიფო სათათ
ბიროსთან პროექტის გადაგზავნის თადარიგი დაეჭ ირა, როდესაც გამწვა
ვებული კრიზისის გამო იმპერატორმა 26 თებერვალს ახლად შეკრებილი
117
დუმა დაითხოვა. პეტროგრადში მღელვარება უკვე გარნიზონს მოედო,
რომლის მოთოკვაც საპოლიციო რეჟიმმა ვერ შეძლო. 27 თებერვალს დუ
მამ ძალაუფლება ხელში აიღო – შექმნა დროებითი აღმასრულებელი კო
მიტეტი და იმპერატორს ულტიმატუმი წაუყენა. რომანოვების მმართველო
ბამ არსებობა შეწყვიტა და რუსეთმა ახალ ერაში შეაბიჯა.
პირველ მარტს, ტფილისში გაზეთ „თანამედროვე აზრის“ რედაქციაში
მოსკოვიდან სასწრაფო დეპეშა მოვიდა,151 რომელიც მეორ ე დღესვე უკვე
ლეგენდად გადაიქცა: Мтавробадзе скончался. Оповестите всех. Ган.152
სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მაშინვე დაიწყო საორგანიზაციო
მუშაობა – მეფის რეჟიმის დაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და
დროებითი მთავრობის მხარდამჭერი ძალების კოორდინაცია. 2 მარტიდან
ტფილისში დაიწყო მასობრივი საზეიმო დემონსტრაციები. 3 მარტს მეტეხის
ციხიდან პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლეს.
დროებითი მთავრობის პარალელურად, პეტროგრადში ჩამოყალიბ
და მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო, რომელიც ფაქტობრივად
რევოლუციური მასის და მემარცხენე პოლიტიკური პარტიების ინტერესების
გამომხატველ ორგანოდ იქცა, განსხვავებით დროებითი მთავრობისაგან,
სადაც ცენტრისტები და ლიბერალები ჭარბობდნენ. ამ დროიდან დაიწყო ე.
წ. „ორხელისუფლებიანობის“ ერა.
ამ ფაქტორის გათვალისწინებით, და, ასევე, კავკასიის და ტფილისის
სპეციფიკური მდგომარეობის გამო, სადაც ყველაზე ძლიერი და მასობრივი
პარტიული ორგანიზაციების ქსელი სოციალ-დემოკრატიულ („მენშევიკების“
ფრაქცია) პარტიას ჰქონდა, 4 მარტს, კავკასიის მეფისნაცვალმა და ფრონ
ტის სარდალმა, დიდმა მთავარმა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძემ სასახლეში
მიიღო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები – ნოე ჟორდანია და
ნოე რამიშვილი და მათ ანგარიში ჩააბარა პეტროგრადსა და კავკასიაში
არსებული მდგომარეობის, მისი, როგორც ფრონტის სარდლის, გეგმების
შესახებ და კმაყოფილება გამოთქვა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის გა
მო.153 მოქალაქეებმა ეს ძალაუფლების ფორმალურად გადაცემის ჟესტად
აღიქვეს.
პარალელურად, პირველსავე დღეებში ჩამოყალიბდა მუშათა დეპუ
ტატების საბჭოს საარჩევნო, საორგანიზაციო კომისია, რომელმაც უხელ
მძღვანელა დელეგატთა არჩევის პროცესს მუშათა ორგანიზაციებიდან154
და უკვე 4 მარტისათვის მუშათა დეპუტატების საბჭო შეიკრიბა და აირჩია
118
აღმასრულებელი კომიტეტი,155 ამავე დღეს შედგა მუშათა დეპუტატების საბ
ჭოს, ქალაქის თვითმმართველობის დეპუტატთა და პოლიტიკურ პარტიათა
წარმომადგენლების კრება, სადაც ჩამოყალიბდა გაერთიანებული ორგანო
– აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც ადგილობრივი მართვა-გამგეო
ბა უნდა განეხორციელებინა.156 მან თავი კავკასიის დროებით მმართველად
გამოაცხადა და მიმართა დროებ ით მთავრობას, იგი ეცნო უფლებამოსი
ლად ადგილობრივ საქმეებში. აღმასკომმა აირჩია სამი წარმომადგენელი
კომისარი, რომლებიც პარალელურად თავმჯდომარეებად ითვლებოდნენ:
ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ხატისოვი და ოფიცერი პოპოვი.157 მუშათა
საბჭომ მალევე დაამყარა კავშირი და დაიწყო ზეგავლენის მოპოვება ტფი
ლისში ორგანიზებულ ჯარისკაცთა საბჭოზე, ამავე დროს პარტიების წარ
მომადგენლებს დაავალა, დაეწყოთ სოფლად ემისრების დაგზავნა ახალი
დროებ ითი ხელისუფლების ორგანოების ჩამოსაყალიბებლად.158 განსა
კუთრებული ყურადღებ ა გამახვილდა აღმოსავლეთ საქართველოს სოფ
ლებზე. გადაწყდა სპეციალ ური – „მოწინავე მუშებისაგან“ დაკომპლექტებუ
ლი – ორგანიზაციის შექმნა ამ მიზნის განსახორციელებლად.159
მიუხედავად სოციალ-დემოკრატიული პარტიის („მენშევიკების“ ფრთის)
კონსტრუქციულ ი განწყობისა160 დროებითი მთავრობის მიმართ, ამ უკანას
კნელმა არ ჩათვალა საჭიროდ, კავკასიაში უკვე თვითორგანიზებულ ადგი
ლობრივი დროებით მმართველობას დაყრდნობოდა. მან კავკასიის გან
საკუთრებული კომიტეტი – ე.წ. „ოზაკომი“ (Озаком – Особый Закавказский
Комитет) ჩამოაყალიბა, ამიერკავკასიაში გავლენის მქონე 4 პარტიის – სო
ციალ-დემოკრატების, მუსავათის, დაშნაკცუტიუნის და სოციალისტ-ფედე
რალისტთა წარმომადგენლების მიწვევით, სათავეში კი კონსტიტუციურ-
დემოკრატიულ ი პარტიის წარმომადგენელი ვასილ ხარლამოვი ჩაუყ ენა.
მომდევნო თვეების კრიზისის ფონზე „ოზაკომმა“ ფიქტიურ ი ორგანოს სახე
მიიღო, რომელსაც დამოუკიდებლად არ ჰქონდა რესურსი და ავტორიტეტი
მმართველობისთვის და იძულებული იყო, გადაწყვეტილების აღსრულების
თვის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასკომისათვის მიემართა,161 რომე
ლიც ძალაუფლების ფაქტობრივ მფლობელად დარჩა.
სოფლად ადგილობრივი ხელისუფლების დროებითი ორგანოების
მოწყობა წარიმართა შემდეგი პრინციპით: მაზრები დაიყო რაიონებად, სა
დაც რამდენიმე სოფლის საზოგადოება ერთიანდებოდა. სარაიო ნო ყრი
ლობაზე მოსახლეობის წარმომადგენლები – რწმუნებულები ირჩევდნენ
რაიონის საბჭოს, ის, თავის მხრივ, – აღმასრულებელ კომიტეტსა და კომი
119
სარს, სარაიონო საბჭოს წარმომადგენლები კი ერთად ირჩევდნენ მაზრის
აღმასკომსა და სამაზრო კომისარს.162 სამაზრო კომისრების ხელში მოიყ არა
თავი დროებითმა ადმინისტრაციულმა მართვა-გამგეობამ, სასამართლო
ხელისუფლება კი დროებ ით მოსამართლეებს გადაეცათ, რომლებიც იუს
ტიციის მინისტრს უნდა დაემტკიცებინა სამაზრო კომისრების წარდგენით.163
ამავე დროს დაიწყო მზადება გლეხთა დეპუტატების ყრილობის ჩასატა
რებლად; 20 მაისს ჩატარდა მუშათა და გლეხთა დელეგატების164 ყრილო
ბა, რომელზეც ვერ შეძლეს დასწრება კავკასიის ყველა მხარის წარმომად
გენლებმა და ამიტომ, უკვე 19 ივნისისათვის, შესაბამისი საორგანიზაციო
მუშაობის შემდეგ მეორედ ჩატარდა ამიერკავკასიის გლეხთა სრული ყრი
ლობა.165 ყრილობა ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა – მისი მთავარი
განსახილველი საკითხები იყო მიწის რეფორმის სამომავლო პრინციპები,
ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობა და ნაციონალური საკითხის
გადაჭრა, რომლებიც აისახა ყრილობის დროებითი მთავრობისადმი მიმარ
თვაში, სადაც ყრილობა მიესალმებოდა დამფუძნებელი კრების მოწვევის
გადაწყვეტილებას და კრებისაგან მოითხოვდა ამ საკითხების გადაწყვეტის
წამოყენებას. ყრილობამ აირჩია დეპუტატები, რომლებიც შეუერთდნენ მუ
შათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს შემადგენლობას, შეავსეს და
გარდაქმნეს ის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოდ.166
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე ანარქიის
დაწყების, ეკონომიკური კრიზისის გამწვავებისა და პირველი მსოფლიო
ომიდან უმტკივნეულოდ გამოთიშვის საკითხის ჩიხში შესვლას მოყოლილი
მზარდი უკმაყოფილების თავმოყრა მძიმე პერსპექტივებს უქადდა გარდამა
ვალ პერიოდში მყოფ ქვეყანას, დამფუძნებელი კრების მოწვევის იმედები,
რომელიც ყველა საჭირბოროტო საკითხს კონსენსუსით გადაწყვეტდა, ჯერ
კიდევ კალაპოტში აყენებდა პროცესს. დროებ ითი მთავრობა და პოლიტი
კური ძალების წარმომადგენლობითი ორგანოები აგრძელებდნენ მუშაობას
ფუნდამენტური რეფორმებისათვის პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.
სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმების სიაში, განსაკუთრებით კავ
კასიაში, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე იდგა თვითმმართველობის საკითხი.
„ბიუროკრატ მთავრობაძის“ მიერ ათწლეულების მანძილზე დაბლოკილი
ერობის საკითხზე მუშაობ ა რევოლუციის მონაპოვრის – საყოველთაო არ
ჩევნების უფლების, ერთა თვითგამორკვევის და დემოკრატიის გარანტიე
ბის ფონზე, ერთი მხრივ, ეიფორიულ განწყობას ქმნიდა,167 მაგრამ, ამავე
დროს, წამყვანი პოლიტიკური ძალები აცნობიერებდნენ, თუ რა საპასუ
120
ხისმგებლო იყო თვითმმართველობის დონეზე მათი გავლენის საარჩევნო
გზით ასახვა168 და გაზაფხულიდანვე პოლიტიკური ჭიდილის არენად საქა
ლაქო არჩევნებსა და სამომავლო საერ ობო არჩევნებს მიიჩნევდნენ დიდ
რეპეტიციად დამფუძნებელი კრების არჩევნებისათვის.
განახლებული – თავისუფალი და დემოკრატიული ერობის ჩამოყა
ლიბების ინიციატივის დაძვრის პროცესი „ოზაკომის“ საშუალებით დაიწყო:
1917 წლის 13 ივნისს ნოე რამიშვილმა „ოზაკომის“ სათათბიროს წარუდ
გინა მოხსენება კავკასიაში ერობის შემოღების შესახებ, რის შედეგადაც
სათათბირომ დაადგინა, რომ კავკასიაში საჭირო იყო რუსეთში არჩეული
ერობის მოდელის შემოღება, რომელიც „ოთხფორმულიანი“ (პირდაპირი,
საყოველთაო, თანასწორი და ფარული) კენჭისყრით იქნებოდა არჩეუ
ლი. ასევე, აუცილებლად ჩაითვალა წვრილი საერობო ერთეულის შემო
ღებაც.169 „ოზაკომის“ მიმართვის შემდეგ დროებ ითმა მთავრობამ შინაგან
საქმეთა მინისტრის პირით მზადყოფნა გამოთქვა ერობის რეფორმის დაუ
ყოვნებლივ განხორციელ ების შესახებ და აცნობა, რომ დაიწყო მოქმედება
პროექტის შესამუშავებლად;170 ამისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
ჩამოყალიბებულ სპეციალურად შექმნილ საგანგებო სათათბიროს სათავე
ში ჩაუდგა ბორის ვესელოვსკი და „ოზაკომის“ წარმომადგენლები მიიწვია
სათანამშრომლოდ.171 სათათბირომ ამ ფორმატისათვის გამოყო კომისია,
სადაც მიიწვიეს პოლიტიკური, ნაციონალური და ადგილობრივი ორგანიზა
ციების წარმომადგენლებიც. მათი უმეტესობა პეტროგრადში იმყოფებოდა
საგანგებო თათბირზე დამფუძნებელი კრების არჩევნების წესის შესამუშა
ვებლად. კომისიამ შემადგენლობაში შეიყვანა დარგის სპეციალისტებიც. ივ
ლის-აგვისტოს განმავლობაში სათათბირომ დაამუშავა ერობის ძირითადი
დებულებები, რომელიც განსახილველად და ადგილობრივი პირობების მი
ხედვით გარდასაქმნელად „ოზაკომს“ გადმოუგზავნა:
„...1. ადგილობრივი ცხოვრების საზოგადოებრივი ხასიათის საქმეები
და მათი მართვა-გამგეობ ა ერობათა ხელში რჩება, რომელიც ამ სფეროში
მოქმედობს დამოუკიდებლათ.
2. ერობათა უფლება და მოვალეობა განისაზღვრება იმ წესებით, რომ
ლის თანახმად შიდა გუბერნიებში არსებული ერობანი მოქმედებენ.
3. ერობათა კომპეტენცია გაფართოვებული იქნება ადგილობრივი პი
რობების მიხედვით (მაგ. წყლის საქმეთა გამგებლობა).
4. ერობა იქნება საგუბერნიო ან საოლქო, სამაზრო და სასოფლო.
5. საგუბერნიო და სამაზრო ერობანი არსდებიან ახალ ადმინისტრატიულ
საზღვრებში (ი. საგანგებო აზრი ადმინისტრატიული გადამიჯვნის შესახებ).
6. წვრილ საერობო ერთეულს საფუძვლათ დაედება ერთი ეროვნებით
დასახლებული ოლქი, რამდენათაც ეს შესაძლებელი იქნება. მცხოვრებთა
121
რიცხვი უნდა აღწევდეს 10-დან 15 ათასამდე. სასურველია არსებული სოფ
ლის საზოგადოებათა არ დაყოფა.
7. წვრილ საერ ობო ერთეულებათ ტერიტორიის დანაწილება და აგ
რეთვე სხვა წინასწარი მუშაობის მოსამზადებლათ მაზრაში ერობის შემო
ღების შესახებ – ყოველ მაზრაში სდგება საგანგებო კომისია. საკითხის სა
ბოლოო გადაჭრა სასოფლო ერობათა შესახებ ენდობა საერობო კრებებს.
8. ერობის არჩევნები ხდება პროპორციონალური ხმის მიცემის სისტე
მით, ხმის მიცემა უნდა მოხდეს წერილობით. ამ წესითვე ხდება არჩევნები
სასოფლო ერობისა. იმ ადგილებში, სადაც მომთაბარე ხალხი ცხოვრობს,
არჩევნები ხდება იმ ალაგას, სადაც ეს ხალხი არჩევნების დროს იქნება და
ბინავებული.
9. რათა ერობის აღმასრულებელ ორგანოში უზრუნველ ყოფილი იქნას
სხვადასხვა საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ ეროვნული ჯგუფების წარ
მომადგენლობა, დასაშვებია უმცირესობის სურვილის თანახმად, პროპორ
ციონალური წარმომადგენლობა, უკეთუ ეს უმცირესობა ხუთ კაცზე ნაკლები
არ არის.
10. იმიერ კავკასიის ყველა საგუბერნიო ქალაქები გამოყოფილ იქნან
დამოუკიდებელ საერობო ერთეულებათ, რომელთაც მიენ იჭება სამაზრო
ერობათა უფლებანი. ყველა სამაზრო ქალაქები და აგრეთვე მაზრაში მდე
ბარე ქალაქები, თუნდაც ამ უკანასკნელებში დიდ-ძალი მცხოვრებნი ცხოვ
რობდენ, სამაზრო ერთეულებათ არ გამოიყ ოფიან, ვინაიდ ან ასეთი საშ
ვალებით შესაძლოა ქალაქთა და მაზრის მცხოვრებთა შორის არსებული
ეკონომიურ ი და სამეურნეო კავშირი დაირღვეს.
11. ბაქოს სამრეწველო რაიონ ი დამოუკიდებელ საერობო ერთეულად
არ გამოიყ ოფა და არც შეიძლება ქალაქ ბაქოს შეუერთდენ ეს რაიო ნები,
ვინაიდ
ან, ასეთ შემთხვევაში კითხვა დაისმებოდა ამ რაიო ნში საქალაქო
თვითმმართველობის შემოღების შესახებ, რაიც ერობის შემოღების საქმეს
გააჭიანურებდა. ამასთან, მუდმივი მიჯნის უქონლობა საწარმოვო რაიონები
სა და მაზრისაგან და მაზრის ფინანსიური ხელმოკლეობა საწარმოვო რაი
ონების გამოკლებით, გვიკარნახებს საწარმოვო რაიო ნების დამოუკიდებელ
საერობო ერთეულებათ არ გამოყოფვას...“ 172
122
და, ასევე, ყარსის გუბერნიიდან სომხური მოსახლეობით დომინირებული
რამდენიმე მაზრის ერევნის გუბერნიაზე მიმატებით, ასევე ტფილისის გუ
ბერნიის ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრების დამატებით იქმნებოდა
ორი ახალი გუბერნია – ერევნისა და განძაკის, სადაც უმრავლესობას სომ
ხური მოსახლეობა წარმოადგენდა. შესაბამისად, ამ პროექტით სამხრეთ
კავკასიის სამი მთავარი ერი მეტ-ნაკლებად ისაზღვრებოდა კომპაქტური
განსახლების მიხედვით: ქართველებით დომინირებული რჩებოდა ტფილი
სის გუბერნია ორი მაზრის გამოკლებით და ზაქათალის ოლქით, ქუთაისის
გუბერნია, ბათომის ოლქით და ყარსის გუბერნიის ორი „ნაშთი“ მაზრით,
ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით კი ელისავეტოპოლის გუბერნიის ნაშთი
და ბაქოს გუბერნია, სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობა იყო უმრავლე
სობაში.173 დიდი კამათის მიუხედავად გადამიჯვნის ეს პროექტი სათათბი
როს მცირე კომისიამ ასევე მიიღო და „ოზაკომს“ გადაუგზავნა განსახილ
ველად.174
გადამიჯვნის საწინააღმდეგო არგუმენტები დიდად პრინციპული არ
იყო. იგი გამომდინარეობდა ნაციონალისტური ხედვიდან, რომლისთვისაც
მიუღებელი იყო ახალი ხელოვნური საზღვრების შექმნა მხოლოდ ერთი
სუბიექტის სასარგებლოდ. ერობის რეფორმის პროცესში ჩართულ მხარე
თა უმეტესობა აცნობიერებდა, რომ ხანგრძლივი დისკუსიის გაგრძელება
გადამიჯვნის საკითხზე პროცესის პარალიზებას გამოიწვევდა.175 გადამიჯ
ვნის წინააღმდეგ ორი ძირითადი კონტრარგუმენტი გამოითქვა: პირველ
რიგში, ეჭვის ქვეშ დადგა სტატისტიკური მონაცემები176 რომელიც გუბერ
ნიებ ის მოსახლეობას აღწერდა, რადგან პირველი მსოფლიო ომის გამო
ცვლილებები აშკარა იყო, ასევე ცარიზმის ნაციონ ალური პოლიტიკის გამო
ეროვნებათა დახასიათება სპეციფიკურად ხდებოდა და მეორე – საზღვრე
ბის დადგენა და გამჯვნა ძალიან რთული და საფრთხილო საქმე იყო და
აუცილებლად ადგილობრივი მოსახლეობ ის მჭიდრო მონაწილეობ ას მო
ითხოვდა და არა საქმის „პეტროგრადის კაბინეტებში გადაწყვეტას“, რისი
მოხერხებაც სწორედ რომ ერობის გარეშე რთული ჩანდა.177
„ოზაკომმა“ გაითვალისწინა აღნიშნული არგუმენტები და მტკივნე
ული კომპრომისის გამონახვას შეეცადა; 14-15 ოქტომბერს ტფილისში
„ოზაკომის“ წევრის, აკაკი ჩხენკელის ინიციატივით და თავმჯდომარეობით
გაიმართა საერობო თათბირი, სადაც დებულების რამდენიმე პროექტი გა
ნიხილეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ამიერკავკასიის ერთა წარმომად
გენლებს შორის კონსენსუსი ვერ შედგა. უმრავლესობამ მოიწონა ნოე რა
მიშვილის პროექტი და დაამტკიცა შესაბამისი რეზოლუცია:
123
1. დროებითი მთავრობის დეკრეტით მთელ ამიერკავკასიაზე დაუყოვ
ნებლივ უნდა გავრცელდეს ერობის საერთო დებულებანი (მომხრე
– 32, წინააღმდეგი – 2, თავი შეიკ ავა – 4)
2. ამავე დეკრეტით დაევალოს ამიერ კავკასიის საგანგებო კომიტეტს,
დაუყ ოვნებლივ შემოიღოს ერობა იმ გუბერნიებსა და ოლქებში, სა
დაც საჭირო არ არის ადმინისტრატიულ ი გადამიჯვნა (მომხრე – 30,
თავი შეიკავა – 9)
3. დეკრეტში უნდა იყოს აღნიშნული, რომ სადაო გუბერნიებსა და ოლ
ქებში ერობის შემოსაღებათ საჭიროა წინასწარი ადმინისტრატიული
გადამიჯვნა; სადაო გუბერნიებათ და მაზრებათ ითვლება: ერევნის
გუბერნია სავსებით, განჯის გუბერნია არეშისა და ნუხის მაზრების
გამოკლებით, ყარსის ოლქიდან მხოლოდ ყარსისა და ყაგიზმანის
რაიონები (округъ), თფილისის გუბერნიიდან ბორჩალოს და ახალ
ქალაქის მაზრები (მომხრე – 32, წინააღმდეგი – 2)
4. დამატება (კოტე აფხაზის ინიციატივით. მომხრე – 36, წინააღმდეგი
– 5): იმავე დეკრეტით დაევალოს ამიერ-კავკასიის საგანგებო კომი
ტეტს, ადმინისტრატიულ გადამიჯვნის შესახებ დეკრეტის გამოცემის
შემდეგ ერთი თვის განმავლობაში გადასჭრას სადაო ოლქებში ად
მინისტრატიული გადამიჯვნის საკითხი და შემოიღოს ამ ოლქებში
ერობა.
მთლიან ად რეზოლუცია 27 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღ ეს. დაშნაკცუტი
უნის წარმომადგენლებმა თავიანთი პროექტის წამოყენების შემდეგ, როდე
საც მან ვერ მოიპოვა მხარდაჭერა, თათბირი დემონსტრაციულ ად დატოვეს.
თათბირმა გადაწყვიტა, ადმინისტრაციული გადამიჯვნისათვის ჩამოეყ ალი
ბებინა კომისია, სადაც სამივე ერის პარტიების მიერ დელეგირებული ხუთ-
ხუთი წარმომადგენელი შევიდოდა.178
„ოზაკომმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა გადაწყვეტილება,
რაზეც მისგან თანხმობა მიიღო.179
თათბირის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გააღრმავა ნაციონალური
ანტაგონიზმი და დაძაბულობა ერთა შორის. პრესაში მწვავე დისკუსიის პა
რალელურად180 აშკარა გახდა, რომ გადამიჯვნის კომისიაც ქაღალდზევე
დაასრულებდა არსებობას, რადგან პროცესით უკმაყოფილო სომხურმა
მხარემ სცადა, დაებლოკა კომიისის წევრობის ქართველი კანდიდატები
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან, რამაც მდგომარეობ ა უარესად და
ამძიმა.
ამ პერიპეტიებ ის კვალდაკვალ, ტრანსფორმაციას განიცდიდა წამყვანი
– სოციალ-დემოკრატიული პარტიის ტაქტიკაც, რომელიც მუდამ კომპრო
მისის ძიებაში იყო და მე-20 საუკუნის დასაწყისიდანვე აცნობიერებდა, თუ
124
რამდენად შეუქცევადი იყო და რა მძიმე რეალობას შექმნიდა ამიერკავკა
სიაში ნაციონალური ანტაგონიზმის გაძლიერება. თებერვლის რევოლუციის
მომდევნო უახლოეს დღეებში სოციალ-დემოკრატთა ლიდერს, ნოე ჟორ
დანიას კავკასიის სამომავლო ადმინისტრაციული და ეროვნული მოწყო
ბის საკუთარი პროექტი ჰქონდა, სადაც გათვალისწინებული იყო სამი ერის
მიერ თანაბრად ათვისებული სივრცეების პრობლემა და დიდი ქალაქები
სა, რომელთაც ცალკე, თავისუფალ ერთეულებად განიხილავდა.181 მიუ
ხედავად პარტიის შიგნით დისკუსიის დროს ამ პროექტის უარყოფისა, ნოე
ჟორდანიამ ამიერკავკასიის მუშათა და გლეხთა დელეგატების მაისის ყრი
ლობაზე პროექტის გადამუშავებული ვერსია წაიკითხა მოხსენების სახით,
რომელშიც შემდეგი მოსაზრება იყო გამოკვეთილი: რევოლუციის წამყვა
ნი ძალისათვის – მუშები, გლეხებისა და პროლეტარიატისათვის სასიცოცხ
ლოდ აუცილებელი იყო ეროვნული კულტურის განვითარება, და საკუთარ
ენასა და წეს-ჩვეულებებზე დაფუძნება, რისთვისაც ფართო ადგილობრი
ვი თვითმმარველობა იყო აუცილებელი. მისი აზრით, რადგან ამიერკავ
კასიაშ ი სამი ერი იყო დომინანტი – ქართველები, სომხები და „თათრები“
(აზერბაიჯანელები), უნდა შექმნილიყო სამი ეროვნული (ეროვნულ-ტერი
ტორიული) თვითმმართველობა, ხოლო იმ ზონებში, სადაც ეს ერები შე
რეული იყვნენ, შესაბამისად შერეული თვითმმართველობა „ეროვნული
კულტურული კავშირები“ უნდა ჩამოყალიბებულიყო. ეროვნული თვით
მმართველობების კომპეტენცია კი ცენტრალური მთავრობის გადაწყვე
ტილებების ადგილზე განხორციელ ება და ადგილობრივი კულტურული,
სამეურნეო, ვაჭრობა-მრეწველობის, სასამართლოს და ადმინისტრაციის
გაძღოლა იქნებოდა.182
სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეს სიფრთხილე და საკითხისადმი
არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოხატული იყო პარტიის საარჩევ
ნო პლატფორმაშიც (რუსეთის დამფუძნებელი კრებისთვის); ასევე ერთიანი,
პარტიის ამიერკავკასიის ორგანიზაციის დოკუმენტებშიც ეროვნული საკითხი
საკმაოდ ფრთხილად განიხილებოდა; არ იყო წარმოდგენილი ეროვნუ
ლი საკითხის გადაწყვეტის კონკრეტული ფორმულა და მხოლოდ ერთა
თვითგამორკვევის უფლებას და ფართო ადგილობრივ თვითმმართველო
ბას უჭერდა მხარს. თუმცა ასევე ხაზგასმული იყო ნაციონალური ანტაგო
ნიზმის პრობლემა და რუსეთის სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნების
სურვილი.183 ამავე დროს სოციალ-დემოკრატიული პრესა კიცხავდა დროე
ბით მთავრობას,184 რომლის ხისტმა დამოკიდებულებამ ფინეთის სეიმ ის და
უკრაინ ის რადის მიმართ მდგომარეობა უფრო გაართულა.
125
ეროვნული საკითხის ხედვაში ტრანსფორმაციის ერთ-ერთი გამოხატუ
ლება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ჩართულობა იყო აპრილში დაარ
სებულ საქართველოს ინტერპარტიულ საბჭოში, რომელიც ქართული პარ
ტიების წარმომადგენლობით, საკოორდინაციო ორგანოს წარმოადგენდა
სოციალ-დემოკრატთა საგრძნობი უმრავლესობით. რუსეთის პოლიტიკურ
ცენტრში განვითარებულმა მოვლენებმა სექტემბრიდან ინტერპარტიულ
საბჭოს დანიშნულება და ავტორიტეტი გაუმყარა.
1917 წლის 25 ოქტომბრის (7 ნოემბრის) ბოლშევიკური გადატრიალე
ბის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ყველა კომპრომისული
გადაწყვეტის გზა უკიდურესად შეიზღუდა. გაქრა განახლებული ერთიანი სა
ხელმწიფოს რწმენა, უკანასკნელი იმედები რუსეთის დამფუძნებელი კრების
ამარა დარჩა, მსოფლიო ომის ფრონტებზე მასობრივი დეზერტირობის გა
მო ფრონტი გაირღვა და შიდა პრობლემების დამატებით საგარეო ინტერ
ვენციის საფრთხე რეალური გახდა.
11 ნოემბერს, ტფილისში, ევგენი გეგეჭკორის თავმჯდომარეობით შედგა
თათბირი – რევოლუციური ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ამი
ერკავკასიის ერთა წარმომადგენლების, სამხედრო მაღალჩინოსნების და
უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლების დასწრებით, რომელსაც უნდა
ემსჯელა კავკასიის მმართველობის მოწყობის საკითხზე.185 კამათის შემდეგ
თათბირმა გადაწყვიტა, არ ეცნო ბოლშევიკური გადატრიალების გზით შედ
გენილი საბჭოთა ხელისუფლება და კავკასიიდ ან არჩეული დამფუძნებელი
კრების დეპუტატთა შემადგენლობით მოეწყო ამიერკავკასიის დროებითი
მთავრობა. 15 ნოემბრიდან ამოქმედდა „ამიერკავკასიის კომისარიატი“,
რომელმაც მზადება დაიწყო ამიერკავკასიის სეიმის მოსაწვევად. პარალე
ლურად კომისარიატმა მაზრებში უცვლელად დატოვა უკვე ჩამოყალიბებუ
ლი დროებითი მმართველობის სისტემა, სამაზრო კომისრების და კომიტე
ტების სახით.186
22 ნოემბერს, ტფილისში დაიწყო საქართველოს ეროვნული ყრილო
ბა, სადაც დელეგატებად მიწვეულ ი იყვნენ მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა
დეპუტატების საბჭოს წევრები, ქალაქების საბჭოების წევრები, პოლიტიკურ
პარტიათა წარმომადგენლები, სათავადაზნაურო საკრებულოს წევრები, სა
მაზრო კომიტეტების წევრები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დელეგა
ტები, ერთა წარმომადგენლები და ა. შ. ეროვნულმა საბჭომ დეკლარაციის
სახით კვლავ ერთიან რუსეთზე ორიენტაცია აღიარა, თუმცა აღნიშნა, რომ
დამფუძნებელი კრების დეპუტატებისათვის პროგრამად საქართველოს
სრულ თვითმმართველობას ითხოვდა, საკუთარი საკანონმდებლო კრებით.
ყრილობა საჭიროდ ცნობდა გადამიჯვნას ურთიერთთანხმობის ნიადაგზე
და უმცირესობების დაცვის გარანტიებს, ასევე აცხადებდა, რომ რუსეთის
დამფუძნებელი კრების დაბრკოლების შემთხვევაში უფლებას იტოვებდა,
126
მოეწვია კავკასიის ან ცალკე ერების დამფუძნებელი კრება, მანამდე კი
ეროვნული საკითხის დაცვისათვის ეროვნულ საბჭოს დააკომპლექტებდა.187
ეროვნულ საბჭოში საერობო სექციაც ჩამოყალიბდა.
პარალელურად, ამიერკავკასიის კომისარიატმა 27 ნოემბერს გამოსცა
დეკრეტი ამიერკავკასიაშ ი ერობის შემოღების შესახებ:
„1) საერობო თვითმმართველობის შემოღების დებულება ვრცელდება
მთელ ამიერ კავკასიაზე.
2) იმ გუბერნიებში, ოლქებში და მაზრებში, სადაც ადმინისტრატიულ გა
დამჯვნის საკითხი არ აღიძვრება, შეიძლება დაუყოვნებლივ შემოღებულ
იქნას ერობა.
შენიშვნა: ამ მხრით ადმინისტრატიულ საზღვრების შესახებ უნდა ჩაით
ვალოს: ბაქოს, ქუთაისის და შავი ზღვის და ბათუმის გუბერნია, დაღესტნის
ოლქი და სოხუმის და ზაქათალას მხარე. თფილისის, სიღნაღის, თელავის,
თიონეთის, დუშეთის, გორის და ახალციხის მაზრები, არეში და ნუხის მაზრა
განჯის გუბერნიაში. ყარსის ოლქის, ადაგანის და ოლთის მხარე.
3) ამ დეკრეტის გამოცემის დღიდან ერთი თვის განმავლობაში ამიერ
კავკასიის კომისარიატი სწყვეტს ადმინისტრატიულ გადამიჯვნის სადაო სა
კითხებს და წინასწარ ამის ნებას იღებს ქართველთა, სომეხთა და მუსულ
მანთა ნაციონალურ საბჭოებიდან და დაუყოვნებლივ შემოიღ ებს იქ ერობას.
შენიშვნა: სადაოთ აღიარ ებულია ერევნის გუბერნია, განჯის, ყაზახის, ჯე
ვანშირის, შუშის, ზანგეზურის და ჯარიაგინის მაზრები, ყარსის და ყაგიზმანის
მხარე და ახალციხის და ბორჩალოს მაზრები... “188
გადამიჯვნის დასაწყებ ად გადაწყდა კომისიის შედგენა, სამი ერის სამ-სა
მი წარმომადგენლის სახით.189
თავის მხრივ, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ერობის შესახებ შემ
დეგი რეზოლუცია მიიღო:
„... 1) ერობა ერთი უდიდესი და აუცლებელი საჭიროებათაგანია ჩვენი
სოფლისა.
2) რომ ამ საჭიროებამ თავი იჩინა განსაკუთრებით აწინდელი ომის
დროს, რომელმაც გამოიწვია რუსეთში და ჩვენშიც ნორმალურ ეკონომიურ
ცხოვრების რადიკალური დარღვევა და სხვათა შორის უკიდურესი სასურ
სათო კრიზისი.
3) რომ ერობის შემოუღებლობა დიდათ აფერხებს ჩვენი ქვეყნის წინ
სვლას და განვითარებას, საჭიროდა სცნო:
1. დაუყოვნებლივ შემოღებულ იქმნას საქართვლოში სამ სართულიანი
ერობა:
ა. მცირე საერობო ტერიტორიული ერთეული, ადგილობრივი პირობე
ბის მიხედვით.
ბ. სამაზრო და
127
გ. საგუბერნიო, ანუ საოლქო.
2. ერობა შემოღებულ უნდა იქმნას საყოველთაო (განურჩევლად სქე
სისა), პირდაპირ, თანასწორ, ფარულ და პროპორციონალურ საარჩევნო
უფლებაზე.
3. ერობას უნდა მიენიჭოს არა მარტო სამეურნეო ფუნქციები, არამედ
სახელმწიფო მართველობის უფლებებიც ადგილობრივ საჭიროებათა და
საკმაყოფილებლად, – კერძოდ, თვით-დაბეგვრისა და სავალდებულო
დადგენილებათა გამოცემის უფლება.
4. საერობო დაწესებულებათა დადგენილების გასაჩივრება ფორმალუ
რი კანონიერების მხრივ შეუძლიან სასამართლოში ყოველს მოქალაქეს და
იურიდიულ პიროვნებას, უმაღლესი მეთვალყურეობა ფორმალური კანონი
ერების ფარგლებში მოქმედებისა ეკუთვნის მთავრობის ადგილობრივ კო
მისართ, რომელიც გაასაჩივრებს სასამართლოში.
5. ერობის დაუყოვნებლივ შემოღებაზე ზრახვა და მისი განხორციელე
ბა, ზემო აღნიშნულ პირობათა დაცვით, მიენდოს საქართველოს ეროვნულ
საბჭოს.
6. დაუყოვნებლი მიღებულ იქნას ზომები რათა თბილისის გუბერნიის
7 უდავო მაზრაში დაუყოვნებლივ შემოღებულ იქმნას ერობა და სადავო
მაზრების გამო არ შეჩერდეს არც საგუბერნიო საერობო დაწესებულებათა
შემოღება თბილისის გუბერნიაში, არც სამაზრო დაწესებულებათა ახალქა
ლაქის მაზრაში.“190
დადგენილების და დეკრეტის თანახმად, მაზრებში საერობო არჩევნე
ბისათვის მოსამზადებელი სამუშაოე ბის დასაწყებად მოქმედებას შეუდგნენ.
პარალელურად ახლოვდებოდა რუსეთის დამფუძნებელი კრების გახსნის
დღე, რომელსაც სიცხადე უნდა შეეტ ანა ბუნდოვან მომავალში.
1918 წლის 8 იანვარს ამიერკავკასიის კომისარიატმა დაამტკიცა დროე
ბითი საერობო დებულება.191 არჩევნებისათვის ფორმალურად ყველაფერი
მზად იყო.
128
კარი III
რესპუბლიკა –
თვითმმართველობათა
უბრალო ჯამი
1
პოლიტიკური ტურბულენტობა – 1918 წელი;
საერობო რეფორმის დინამიკა
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
135
და და გარდა ფრონტის გაშიშვლებისა და ოსმალეთის არმიის ათვის გზის
გახსნისა, დაბრუნებული ჯარის ნაწილების ანარქიული გამოსვლები ჯერ
კიდევ შენარჩუნებულ, მაგრამ მყიფე პოლიტიკურ სტაბილურობას ემუქრე
ბოდა.
ამ მდგომარეობ იდან გამოსვლისათვის შემუშავებულ გადაწყვეტილებას
– ამიერკავკასიისთვის შექმნილიყო ადგილობრივი მმართველობის ორგა
ნო და მას დამოუკიდებლად ემუშავა ყველა პრობლემის გადასაწყვეტად,
თავისი არგუმენტები ჰქონდა, თუმცა კრიტიკაც პოლიტიკური სპექტრის
უკიდურესი მემარცხენე და მემარჯვენე ფრთებიდან მწვავე იყო. ინიციატო
რებს, ყველაზე გავლენიან კავკასიურ პარტიებს (სოციალ-დემოკრატები
(„მენშევიკები“), „დაშნაკცუტიუნი“ და „მუსავათი“) პოლიტიკური ნაბიჯის სის
წორის მთავარ არგუმენტად ის ჰქონდათ, რომ ამ დრომდე ამიერკავკასი
აში მოქმედი დროებითი მმართველობის არც ერთი ორგანო და ახალი
ინსტიტუციები არ იყო მოსახლეობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი
– მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა საბჭოები კლასობრივი იყო, ეროვნუ
ლი საბჭოები კი ნაციონალურ ინტერესებს გამოხატავდნენ და არც ესენი
იყვნენ საყოველთაო არჩევნების გზით დაკომპლექტებული. არსებულ პო
ლიტიკურ კრიზისს კი სწორედ საყოველთაო არჩევნების გზით ჩამოყალი
ბებული, მოსახლეობის უმრავლესობის ნდობით აღჭურვილი დეპუტატების
ერთობა სჭირდებოდა,194 რომელიც საკანონმდებლო და მმართველობით
ფუნქციებს აიღებდა. მეორე მხრივ, ეს ერთობა ვერ მოეწყობოდა ცალ-ცალ
კე კავკასიის ერებისთვის, რადგანაც მთავარი კითხვა სწორედ იყო ეროვნუ
ლი ტერიტორიების „გამოჭრა“, რომლებზედაც შემდეგ შესაძლებელი იქნე
ბოდა ეროვნული თვითმმართველობების განვითარება.
ამ საფუძველზე რუსეთის დამფუძნებელი კრების კავკასიის საარჩევნო
ოლქიდან არჩეულმა დეპუტატებმა საორგანიზაციო სამუშაოების შემდეგ
ამიერკავკასიის სეიმის დაკომპლექტების პრინციპები და სეიმ ის რეგლამენ
ტი განსაზღვრეს. ოლქის ამომრჩეველთა რაოდ ენობიდან საარჩევნო მეტ
რის გადაანგარიშების შემდეგ მათ რიცხვს პარტიულ ი სიებიდან დაემატა
მომდევნო ნომრები და 1918 წლის 10 თებერვლიდან სეიმი მუშაობას შეუდ
გა 155 დეპუტატის შემადგენლობით.195 მან 12 მარტისთვის ამიერკავკასიის
კომისარიატის ფუნქციები ამოწურულად ცნო და დააკომპლექტა ამიერკავ
კასიის მთავრობა.196
მიუხედავად იმისა, რომ სეიმისა და ამიერკავკასიის მთავრობის ძირი
თადი ამოცანა იყო ოსმალეთთან მოშლილი ფრონტის გამაგრება და სა
ზავო მოლაპარაკებების გზით მხარის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, იგი
პარალელურად შეუდგა სხვა ფუნდამენტური რეფორმებისათვის პირველი
ქმედითი ნაბიჯების გადადგმას – შეიმუშავა მიწის რეფორმის პროექტი,197
136
განაახლა მუშაობა გადამიჯვნისთვის და განაგრძო კომისარიატის მიერ გა
დაბარებული საერობო რეფორმის ცხოვრებაში გატარება. სეიმში დაარსდა
ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობების კომისია.
1918 წლის 18 თებერვალს დაარსდა ერობის შემომღები ინსტრუქტო
რის სამდივნო (კანცელარია)198 ჯერ კიდევ მოქმედ ამიერკავკასიის კომი
სარიატთან, რომელმაც დაიწყო სამაზრო საერ ობო კომისიების მოწყობა
– სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტების შემადგენლობებიდან, მაზრების
სხვა რევოლუციური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და მათი მო
მარაგება, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტებით (საერობო დებულე
ბა (1918 წლის 25 იანვარი), დებულების ამოქმედების ინსტრუქციებით (1918
წლის 29 იანვარი), საარჩევნო დებულებითა და ინსტრუქციებ ით (1918 წლის
24 იანვარი), ასევე საერ ობო ინსტრუქტორების დაგზავნით პროცესის კო
ორდინაციისათვის. მთავარ საერობო ინსტრუქტორად დაინ იშნა ვიქტორ
199