You are on page 1of 22

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო

უნივერსიტეტის სტომატოლოგიის
ფაკულტეტის მე–3 კურსის სტუდენტი
ნათია გათიკაევი
პირის ღრუს
ტ უ ბ ე რ კ უ ლ ო ზ ი
TB
ტუბერკულოზი :
ტუბერკულოზი წარმოადგენს ქრონიკულ ინფექციურ
დაავადებას, რომლის გამომწვევია mycobacterium
tuberculosis(კოხის ჩხირი) რომელიც 1882 წელს გამოყოფილ იქნა
რობერტ კოხის მიერ. Mycobacterium tuberculosis, M africanum, M
bovis ტუბერკულიოზის მიკობაქტერიებია და ცნობილია
როგორც „ტუბერკულოზის კომპლექსი“. არატუბერკულოზური
ატიპიური ბაქტერიები ხშირად არაპათოგენურია მაგრამ
ზოგჯერ განაპირობებენ ზოგიერთ კლინიკურ
გამოვლინებებს(ფილტვებში,ძვლებში, ლიმფურ
კვანძებში,კანზე) და ტუბერკულოზის სიმულაციას.
ტუბერკულოზის ბაცილა აერობია,აქვს ლიპიდებით მდიდარი
გარსი და ნელა ზრდის უნარი(მათი რიცხვის გაორმაგებას
დაახლოებით 20 საათი სჭირდება).
მორფოლოგიური მრავალფეროვნება
კოხის ბაქტერიის დაგროვების არეში,მის ირგვლივ ვითარდება
უჯრედოვანი ინფილტრაცია რომელსაც უწოდებენ ინფექციურ
გრანულომას ან ტუბერკულოზურ ბორცვაკს, რომელიც იშლება
და წარმოშობს კაზეოზურ მასას.

პათოგენეზი (პირველადი და მეორადი კერების განვითარება)


ტუბერკულოზის ბაქტერიის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ
იმუნური სისტება იწყებს მასთან ბრძოლას. მაკროფაგეიბს
საშუალებით ხდება შემოჭრილი ბაქტერიის ფაგოციტირება.
ფაგოციტის შიგნით ბაქტერიები აგრძელებენ გამრავლებას.
პარალელურად მოიზიდებიან მაკროფაგები და მონოციტები
რომლებიც ერთვებიან დაავადების გამომწვევ ბაქერიასთან
ბრძოლაში. ყალიბდება „ინფექციური ფოკუსი“ რომელიც
შეგდება ანთებითი უჯრედებისგან და წარმოადგენს პირველად
კერას. ბაცილები და მათ მიერ გამოყოფილი ანტიგენები
მაკროფაგების საშუალებით მოხვდებიან ლიმფურ სისტემაში
და აღწევენ უახლოეს ლიმფურ კვანძამდე. ლიმფური კვანძის
შიგნით Tლიმფოციტები შეიცნობენ mycobacterium tuberculosis
ანტიგენებს და ტრანსფორმირდებიან სპეციფიკურ T
ლიმფოციტებად. რაც ლიმფოკინების წარმოქმნას განაპირობებს
და ასევე მაკროფაგების გააქტიურებას. ამის შედეგად
ითრგუნება ფაგოციტირებული ბაცილების გამრავლება.
პირველადი კერის ანთებითი ქსოვილი ჩანაცვლდება
ფიბროზული, ნაწიბუროვანი ქსოვილით. პირველადი კერა
წარმოადგენს ტუბერკულოზისთვის სპეციფიკური კაზეოზური
ნეკროზის არსებობის არეს

ფოკუსი შეიცავს დაახლოებით 1000–10000 ბაცილას


რომლისგანაც ზოგმა შეიძლება შეინარჩუნოს სიცოცხლის
უნარიანობა თვეების ან წლების მანძილზე „ლატენტური
ბაცილები“ .
მეორადი კერების განვითარება ხდება მაშინ როდესაც
პირველადი კერიდან ან ლიმფური კვანძებიდან ბაცილები
გამოაღწევენ სისხლში და მოთესავენ მთელს ორგანიზმს ჯერ
ლიმფოგენური შემდეგ ფემატოგენური გზით. მეორადი
ფოკუსები შეიცავენ ბაცილების გარკვეულ რაოდენობას და
წარმოდგენილია უპირატესად ლიმფურ კვანძებში, სეროზულ
გარსებზე, მენინგიალურ გარსებში, ძვლებში, ღვიზლში,
თირკმელებსა და ფილტვებში. იმუნური პასუხის შემდეგ
აღნიშნული კერები ზოგჯერ სპონტანურად ექვემდებარება
უკუგანვითარებას. თუმცა ბაცილების გარკვეული რაოდენობა
ლატენტურად რჩება. თუ იმუნიტეტი დაქვეითდა ამან
შეიძლება მეორად კერებში არსებული ბაცილების რეაქტივაცია
და გამრავლება გამოიწვიოს. ყალიბდება ტუბერკულოზის
დაავადება ენდოგენური გზით.

პირის ღრუში ტუბერკულოზი შესაძლოა იყოს პირველადი ან


გენერალიზებული ტუბერკულოზური ინფექციის
გამოვლინება.
ტუბერკულოზური ინფექცია ვრცელდება პირის ღრუსა და ყბა–
სახის ორგანოებში ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით
აქტიური პროცესის კერიდან, ან სასუნთქი და საყლაპავი
მილებით გარემოდან,
ასევე პირდაპირი გზით, კანისა და ლორწოვანი გარსის
დაზიანებული უბნებიდან. დაავადება შეიძლება განვითარდეს
მხოლოდ ორგანიზმის დაცვითი რეაქციებისა და იმუნიტეტის
დარღვევის შემთხვევაში.
პირის ღრუსა და ყბა–სახის ორგანოებში, აგრეთვე ყბისქვეშა
ლინფურ კვანძებში არჩევენ ტუბერკულოზური პროცესით
გამოწვეულ პირველად და მეორად დაზიანებებს.
პირველადი ტუბერკულოზი
ლორწოვანი გარსის და კანის სხვადასხვა უბანზე პირველადი
ტუბერკულოზის დროს ვლინდება წვრილი მოყავისფრო–
მოწითალო ან მოლურჯო ფერის პატარა კვანძები, რომლებიც
სწრაფად წყლულდებიან, გამოყოფენ კაზეოზურ შიგთავსს.
კანზე ისინი დიდხანს არიან ჩირქმდენი, იფარებიან ქერქით.
პირის ღრუში ისინი მოგვაგონებენ აფთებს. ეს არის
სწორკიდეებიანი წყლულები მოყვითალო თეთრი ფსკერით,
ძალზე მტკივნეული. შეიცავენ ტუბერკულოზის
მიკობაქტერიას.
მეორადი ტუბერკულოზი
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მეორადი ტუბერკულოზი
უფრო ხშირია, ვიდრე პირველადი. მეორადს ესეიგი ინფექციის
ახალი კერის გაჩენას უკვე ტუბერკულოზით დაავადებულ
სუბიექტში ხელს უწყობს პირველადი კერიდან გავრცელებული
ინფექცია. მაგალითად ფილტვებიდან ამოხველებით მიღებული
ნახველი შეიცავს კოხის ჩხირების დიდ რაოდენობას.
ლორწოვანი გარსის მცირე დაზიანებაც კი აუტოინფექციის გამო
შეიძლება ტუბერკულოზურ წყლულად გარდაიქმნენ. ისინი
უფრო ხშირად ვითარდებიან დაავადების ბოლო ფაზაში. უფრო
ხშირად მეორადი ტუბერკულოზი პირის ღრუში ვითარდება
ენის კიდეზე კარიესული კბილების შეხების ადგილზე,
ტუჩებზე ნახეთქების არეში ,ღძილებზე, ლოყის და რბილი
სასის ლორწოიან გარსზე. ენაზე ჯერ წარმოიქმნება
მტკივნეული შეწითლება, ორმელიც გადადის მოყვითალო
ლაქაში,სადაც შემდეგში ვითარდება ხორკლიანი წყლული
დაშლილი მასით დაფარული ფსკერით,რომელსაც აქვს ღრმად
ამოკვეთილი თითქოს ჩაგლეჯილი კიდეები.
სანერწყვე ჯირკვლების მეორადი ტუბერკულოზი იშვიათია და
ვითარდება გენერალიზებული ტუბერკულოზური პროცესის
დროს. ინფექცი ვრცელდება ჰემატოგენური, ლიმფოგენური ან
კონტაქტური გზით. ფრო ხშირია ყბაყურე ჯირკვალში,ვიდრე
ყბისქვეშაში. ისეთივე კლინიკური მიმდინარეობა აქვს როგორც
ზემოაღწერილი ფორმის დროს. პროცესი მთავრდება კანზე
ხვრელარების ან წყლულების წარმოქმნით. სიალოგრაფიის
დროს სანერწყვე ჯირკვლის სურათი წაშლილია.

ყბების ძვლების მეორადი ტუბერკულოზი ვითარდება


ინფექციის გავრცელებით ჰემატოგენური ან ლიმფოგენური
გზით დაავადებული ორგანოდან ან კონტაქტური გადასვლით
პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან. დავადება დუნედ
მიმდინარეობს, არავითარი ტკივილები.რეგიონალური და კანის
ლიმფური კვანძები გადიდებულია და მკვრივია. ისინი
თანდათან ერთდებიან და ნაკლებმოძრავ პაკეტს ქმნიან.
შემდგომში ცენტრალური უბნები რბილდებიან და
მიმდინარეობს მათი კაზეოზური დაშლა. დაზიანებული ძვლის
ახლოს კანი განიცდის ინფილტრაციას. ხდება მისი შეზრდა
ძვლის დაზიანებულ უბანთან.თუ პროცესი არის კუთხის არეში,
ინფილტრაციას განიცდის საღეჭი კუნთი და ვითარდება
ტრიზმი. ინფილტრატი რბილდება და კანი ამ უბანში იღებს
მოლურჯო ელფერს რომლის ქვეშაც ჩამოყალიბდება ერთი ან
რამდენიმე „ცივი“ აბსცესი რომელიც შემდეგ იხსნება კანზე
რამდენიმე ხვრელარხით. მომავალში ხვრელარხიდან მიიღება
მცირე გამონადენი და გამოიბერება დუნე გრანულაციდები.
ცენტრალური ფორმა ვითარდება ტუბერკულოზური ინფექციის
გავრცელებით კბილის არხიდან ან ღრძილის ჯიბიდან,
დაავადების დასაწყისი შეუმჩნეველია. ლორწოვანი გარსის
მხრივ ამდროს ცვლილებები არ არის. შემდეგ გამოჩნდება
ტკივილები. ძვალში დაიშლება კორტიკალური და
ღრუმლისებრი ნივთიერების მნიშვნელოვანი უბანი.
ვითარდება ლორწოვანი გარსის ჰიპერემია შესიება, მმასზე
იხსნეა ერთი ან რამდენიმეხვრელარხი თხიერი ჩირქის დენით.
რომელშიც შეინიშნება კაზეოზური ნეკროზი. პათოლოგიის
არეში არსებული კბილები ირყევიან. ხდებიან მტკივნეულნი,
ტუბერკულზური ოსტეომიელიტი იშვიათად ტცება მეორადი
ინფექციით გაურთულებელი. გრანულების შემთხვევაში
ვითარდება მწვავე ოსტეომიელიტის სიმპტომატიკა და
სწრაფად იცვლება პროცესის დუნე მიმდინარეობა.
როგორც პირველადი ისე მეორადი ტუბერკულოზი პირის
ღრუსა და ყბასახის არეში გვხვდება ძირითადად ბავშვებში და
მოზარდებში მაგრამ შეიძლება იყოს მოზრდილებშიც. ყბის
ძვლის ტუბერკულოზი გვხვდება მოზრდილებში მაშინ
როდესაც არის პილტვის აქტიური ტუბერკულოზი.
მოზრდილებში ვლინდება ზოგჯერ უმძიმესი დეფორაცია სახი
კანის ტუბერკულოზური დაზიანების ერთერთი სახის
მგლურას მიმდინარეობის ფონზე.

ტუბერკულოზური მგლურა
ყველაზე ხშირი ტუბერკულოზური დაავადებაა. იგი
უვითარდება იმ პაციენტებს რომლებთაც აქვთ მაღალი
მგრძნობელობა გამომწვევის მიმართ. უპირატესად ზიანდება
სახის კანი. ხშირად პროცესი ვრცელდება ცხვირის კანიდან
ზედა ტუჩის კანზე, ტუჩების წითელ ყაეთანსა და ოირის
ლორწოვან გარსზე. შეილება აღინიშნოს ზედა ტუჩის წითელი
ყაეთნის იზოლირებული დაზიანება. ლორწოვანი გარსის
იზოლირებული მგლურასეული დაზიანება იშვიათია.
კლინიკური სურათი
პირის ღრუში ტუბერკულოზური მგლურა ყველაზე ხშირად
მდებარეობს ზედა ტუჩზე ღრძილზე და ზედა ყბის
ფრონტალური კბილების მიდამოს ალვეოლურ მორჩებზე მაგარ
და რბილ სასაზე. საზიანების პირველი ესემენტია სპეციფიკური
ტუბერკულოზური ბორცვი (ლუპომა) როელიც რბილია აქვს
ყვოთელი მოწითალო მოყვითალო ფერი დიამეტრი კი 1–3 მმია.
ბორცვენი განლაგებულია ჯგუფურად. ისინი იზრდებიან კერის
პერიფერიაზე. მის ცემტრში ადვილად იშლებიან და იწვევენ
წყლულებს, რბილი მცირედ შეშუპებული მტკივნეული
კიდეებიით. ტუბერკულოზური მგლურასთვის
დამახასიათებეია „ვაშლის ჟელეს“ სიმპტომი და დადებითი
სინჯი ზონდით. თუ კანზე ან ტუჩის წითელ ყაეთანზე
მოხდენენ ზეწოლას სასაგნე მინით დაზინებული ქსოვილი
ფერმკრთალდება მოყვითალო მოყავისფრო კვანძების სახით
მოჩანს ლუპომები, რომლებიც ფერით სწორედ ვაშლის ჟელეს
მსგავსია. ღილაკიანი ზონდის ზეწოლის სემდეგ ის ადვილად
ვარდება ლუპომაში (პოსპელოვის ფენომენი)
დიფერენციული დიაგნოზტიკა
ტარდება მესამეულ თაშანგთან,კეთრთან და წითელ
მგლურასთან განსხვავების მმიზნით. ათაშანგისეული
ბორცვები განსხვავდებიან სიმკვრივით. თაშანგისეული
ბორცვები გაცილებით უფრო რბილი და უთანაბრო. ასევე
ნაწიბურზე განმეორებით არ წარმოიქმნება.
მილიარული–წყლულოვანი ტუბერკულოზი
პირის ლორწოვან გარსზე იგი ვითარდება ინფექციის ღია
კერებიდან ტუბერკულოზის მიკობაქტერიების
ავტოინოკულაციის შედეგად. უფრო ხშირად ფილტვებიდან
როცა პროცესის მსვლელობას აქვს მძიმე პროგრესირებადი
ხასიათი. ასეთ პაციენტებში დაქვეითებულია რეაქტიულობა
გამომწვევის მიმართ. ტუბერკულოზით დაავადებულთა შორის
მხოლოდ 1%ს აღენიშნება ტუბერკულოზური დაზიანება პირის
ღრუში. ტუბერკულოზის მიკობაქტერია დიდი რაოდენობით
გამიყოფა ნახველთან ერთად და იჭრება პირის ლორწოვან
გარსში იქ არსებული ტრავმული ადგილებიდან. ამის შემდეგ
წარმოიქმნება ტუბერკულოზური ბრცვები, რომელთა დაშლის
შემდეგ ყალიბდება წყლული.
კლინიკური სურათი
წარმოიქმნება მცირე ძალიან მტკივნეული წყლული რომელიც
იზრდება პერიდერიისკენ და ზოგჯერ არწევს დიდ ზომებს.
წყლული არ არის ღრმა აქვს უთანაბრო გამოთხრილი რბილი
კიდეები. დაუშლელი ბორცვების გამო წყლულების ფსკერსა და
კიდეებს აქვთ მარცვლოვანი აგებულება და დაფარლია
მოყვითალო მონაცრისფრო ნადებით. წყლულის ირგვლივ
შეინიშნება ზოგჯერ მწვავე აბსცესი. წყლუის ხანგრძლივი
არსებობისა და დაავადების გამწვავების დროს წყლულის
კიდეები და ფსკერი მკვრივდება. ენაზე გარდამავალ ნაოჭზე
წყლულმა შეიძლება მიიღოს ნაპრალისებრი ფორმა .

დიფერენციული დიაგნოზტიკა და მკურნალობა


საჭიროა ტუბერკულოზური წყლულების დიფერენცირება
ტროფიკულ და გუმოზურ წყლულებთან, კიბორთან ვენსანის
წყლულოვან–ნეკროზულ სტომატიტთან. ძირიტადი
მკურნალობა ზოგადი სახისაა და წააარმოებს სპეციალიზებულ
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დაწესებულებებში.
ადგილობრივი მურნალობა მიმართულია ტრავმული
ფაქტორების მოცილებისა და კბილებისა და პაროდონტიტის
მკურნალობისკენ. ასევე საჭირა წყლულების ანტისეპტიკური
დამუშავება პირის ღრუს სანაცია აპლიკაციები და პირის
აბაზანები.
რა ფაქტორები უწყობს ხელს ტუბერკუ-ლოზით დაავადების
განვითარებას?

დაინფიცირების შემდეგ დაავადების განვითარების მაღალი


რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ:

 არასრულფასოვან (ცილით ღარიბ) კვებაზე მყოფი


პირები, მათ შორის სოციალურად დაუცველი
ადამიანები (უსახლკაროები, მარტოხელები,
მიგრანტები, დევნილები).
 ავადმყოფები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ
სტეროიდულ ჰორმონებს, აგრეთვე სხივურ თერაპიაზე
მყოფი პირები.
 სხვადასხვა თანმხლები დაავადების მქონე პირები
(შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის
წყლულოვანი დაავადება) და ა.შ.
 ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები.
 ნარკომანები.
 შიდსით დაავადებული პირები.

რა ნიშნები ახასიათებს ტუბერკულოზს?

ტუბერკულოზის ზოგადი სიმპტომებია:

 სხეულის ტემპერატურის მომატება, განსაკუთრებით


დღის II ნახევარში.
 ადვილად დაღლა
 ღამის ოფლიანობა
 მადის დაქვეითება
 წონაში დაკლება
 შრომისუნარის დაქვეითება
რა შესაძლებლობები არსებობს ტუბერკულოზის
მიკობაქტერიებით ინფიცირების ან ტუბერკულოზით
დაავადების დასადგენად?

1. გამომწვევის აღმოჩენა

ტუბერკულოზის მიკობაქტერიის აღმოჩენა შესაძლებელია


ორი მეთოდით: როდესაც ფილტვის ტუბერკულოზით
დაავადებული პაციენტის ნახველი დიდი რაოდენობით
შეიცავს ტუბერკულოზის მიკობაქტერიებს, მაშინ მათი
აღმოჩენა ხდება ნახველის ნაცხის მიკროსკოპიის
საშუალებით. ასეთი ავადმყოფები ინფექციის გავრცელების
თვალსაზრისით ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენენ.
თუ ავადმყოფი უმნიშვნელო რაოდენობით გამოყოფს ტუბ.
მიკობაქტერიებს, ხშირად შეუძლებელია მიკროსკოპიით
მათი აღმოჩენა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ნახველის
დათესვა სპეციალურ საკვებ ნიადაგებზე. ეს მეთოდი
ცნობილია კულტურალური მეთოდის სახელწოდებით.
კულტურალური მეთოდის მეშვეობით აგრეთვე
შესაძლებელია ტუბერკულოზის მიკობაქტერიების
მგრძნობელობის დადგენა სხვადასხვა ტუბსაწინააღმდეგო
პრეპარატის მიმართ. მიკროსკოპული და კულტურალური
გამოკვლევის მეთოდები გამოიყენება ფილტვგარეშე
ტუბერკულოზის გამოსავლენადაც.

2. რენტგენოლოგიური გამოკვლევა

ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოზის დასადგენად


გამოიყენება გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
რენტგენოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება ფილტვგარეშე
ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევების დროსაც.
ტუბერკულოზის გამომწვევის აღმოჩენის გარეშე მხოლოდ
რენტგენოლოგიურად ნანახი პათოლოგიური ცვლილებების
არსებობა საბოლოო დიაგნოზის დასმის საშუალებას არ
იძლევა.

3. მანტუს სინჯი

მანტუს სინჯი კეთდება წინამხრის შიგნითა ზედაპირზე.


კანში შეჰყავთ ორგანიზმისთვის სრულიად უვნებელი
ტუბერკულინის შემცველი ხსნარი და 48-72 საათის შემდეგ
აფასებენ რეაქციის შედეგს. მანტუს სინჯი არის
სტანდარტული მეთოდი ტუბერკულოზის
მიკობაქტერიებით ინფიცირებული პირების გამოსავლენად.

ტუბერკულოზის მკურნალობა

მკურნალობის მიზანს წარმოადგენს ტუბერკულოზის


გამომწვევის განადგურება, რომლის შემდეგაც იწყება
გამოჯანმრთელების პროცესი. წარსულში, როდესაც არ იყო
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მაღალეფექტური
სამკურნალო საშუალებები, დაავადებულთა მკურნალობა
მიმდინარეობდა ხანგრძლივად საავადმყოფოებსა და
სანატორიუმებში და მიმართული იყო ორგანიზმის
იმუნიტეტის (დამცველობითი ძალების) ასამაღლებლად,
გასაძლიერებლად, რათა ორგანიზმი თავად შებრძოლებოდა
დაავადებას. ასეთი მიდგომა დღეს მსოფლიოში აღარ
გამოიყენება.
ექიმის ტაქტიკა ეფუძნება იმას, თუ რა შემთხვევასთან გვაქვს
საქმე:

1. ინფიცირების იმ შემთხვევებში, როცა არსებობს


ბაცილგამომყოფ ავადმყოფთან კონტაქტი, ტარდება
პროფილაქტიკური მკურნალობა იზონიაზიდით-
დაავადების თავიდან აცილების მიზნით.
2. დაავადების შემთხვევაში მკურნალობა ორ ფაზას
მოიცავს: ინტენსიურსა და გაგრძელებითს.
მკურნალობის ინტენსიური ფაზის (2-3 თვე) დროს
პაციენტი ყოველდღიურად იღებს 3-5 პრეპარატის
კომბინაციას, გაგრძელების ფაზის დროს კი 2 ან 3
მედიკამენტს კვირაში 2-3 ჯერ 4-5 თვის განმავლობაში.
მკურნალობის კურსი საშუალოდ 6-9 თვეს მოიცავს.

.ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა მკურნალობა


დანიშნულების შესაბამისად თანმიმდევრულად, უწყვეტად
და ზუსტად ჩაიტაროს. პაციენტისა და ექიმის ოპტიმალური
თანამშრომლობის გარეშე, საუკეთესო მედიკამენტების
გამოყენებაც კი სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. როდესაც
ხდება ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების
არარეგულარული მიღება ან მკურნალობის ვადაზე ადრე
შეწყვეტა, შეიძლება განვითარდეს დაავადების
მედიკამენტებისადმი გამძლე ფორმა, რომლის მკურნალობა
შედარებით რთულია და შედეგიც ხშირ შემთხვევაში
სასურველი არ არის.

წამლის მიღების თვითნებურად შეწყვეტის ერთ-ერთ


მიზეზს წარმოადგენს ის, რომ მკურნალობის დაწყებიდან
რამდენიმე კვირის შემდეგ ავადმყოფის თვითშეგრძნება
უმჯობესდება და იგი თავს გამოჯანმრთელებულად თვლის.

თუ გინდათ განიკურნოთ, ჩაიტარეთ ტუბსაწინააღმდეგო


პრეპარატებით მკურნალობის სრული კურსი ექიმის
დანიშნულების მიხედვით.

ტუბერკულოზის გამომწვევი ვერაგი ბაქტერიაა. თქვენი


თვითშეგრძნების გაუმჯობესება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას,
რომ ყოველი ბაცილა მკვდარია. თუ არ მიიღებთ აბებს
ზუსტად, ექიმის დანიშნულებით, მაშინ მიკობაქტერიები

 გაძლიერდებიან და მძიმედ დაგაავადებენ


 გახდებიან წამლების მიმართ გამძლენი და
გაართულებენ ან უშედეგოს გახდიან მკურნალობას.
 გაზრდიან თქვენს მიერ სხვების ინფიცირების
ალბათობას.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრების ჩასატარებლად


გამოიყენება კალმეტ-გერენის ბაცილა (ბცჟ). ვაქცინაცია
ორგანიზმს სრულად ვერ იცავს ტუბერკულოზით
დაავადებისაგან, მაგრამ ბავშვებში ხელს უშლის
ტუბერკულოზის მძიმე ფორმების განვითარებას, რომელიც
მკურნალობას ძნელად ექვემდებარება და ხშირად
სიცოცხლისათვის საშიშია.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება


ახალშობილობის პერიოდში.

შრომისუნარიანობა

თანამედროვე ქიმიოთერაპიის შემოღებამდე


ტუბერკულოზით დაავადებული იძულებული იყო
ხანგრძლივად მოწყვეტილიყო ოჯახს, სამუშაოს და
ემკურნალა სპეციალიზირებულ საავადმყოფოებსა და
სანატორიუმებში. დღეისათვის ხანგრძლივი იზოლაცია
აღარ წარმოადგენს აუცილებლობას და უპირატესობა
ენიჭება პაციენტის ბინაზე მკურნალობას, რაც ძალზე
მნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოლოგიური
განწყობისათვის. იშვიათად, ტუბერკულოზის
ბაცილგამომყოფი და მძიმე ფორმების დროს, ხანმოკლე
დროის განმავლობაში რეკომენდირებულია მკურნალობა
საავადმყოფოს პირობებში.

ავადმყოფის მკურნალობის ფორმას (სტაციონარული ან


ამბულატორიული) და ხანგრძლივობას წყვეტს მკურნალი
ექიმი.
ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამა
პროფილაქტიკა

ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის


ფარგლებში შესაძლებელია ტუბერკულოზზე საეჭვო
ნიშნების მქონე ადამიანების და აგრეთვე, ტუბერკულოზით
დაავადებულ, ბაცილგამომყოფ პირებთან მჭიდრო
კონტაქტში მყოფ პირთა (პირველ რიგში ოჯახის წევრები)
გამოკვლევა (ნახველის მიკროსკოპია, გულმკერდის
რენტგენოგრაფიული გამოკვლევა.) ტუბერკულოზით
დაავადებულთა აღმოჩენის მიზნით. პროგრამა აგრეთვე
ფარავს ტუბერკულოზით დაავადებულთა სწორი და
კვალიფიციური მკურნალობის ხარჯებს.

ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევათა გამოვლენა,


მკურნალობა, კონტაქტში მყოფ პირთა ქიმიოპროფილაქტიკა
სახელმწიფო სტანდარტების ფარგლებში უფასოა.

ნამკურნალები ტუბერკულოზი, განკურნებადია!


გამოყენებული ლიტერატურის სია:

http://www.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=b94645d0-5728-
40c0-8d59-3fd3a084af07
 http://www.genesis.org.ge/brochure25/brochure25.htm
 http://www.intellectualventureslab.com/invent/overview-of-
tuberculosis-pathogenesis
 თერაპიული სტომატოლოგია ( ავტორები: ვ.ივანოვი,
ე.ბაროვსკი ი.მაქსიმოვსკი)