You are on page 1of 9

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე


გოჩა დიდავას
დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელთან დაკავშირებით
საქმე N2/2099-20

სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება

გვაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება თქვენს წარმოებაში არსებულ


სამოქალაქო საქმეზე N2/2099-20, მოსარჩელეების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელთან
დაკავშირებით მოპასუხეების, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ.

წინამდებარე სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში განხილული და შეფასებულია საქმეში არსებული


სამართლებრივი პრობლემები ეროვნული სასამართლო პრაქტიკისა და იურიდიული დოქტრინის
გამოყენებით, კერძოდ, მოსაზრება არსობრივად იხილავს იძულებით დადებული გარიგების
საცილოობისას მისი ბათილობისთვის აუცილებელ სამივე წინაპირობას, როგორებიცაა, შეცილების
საფუძველი, ადრესატი და ვადა. ასევე, მასში წარმოდგენილია სასარჩელო მოთხოვნის
ხანდაზმულობის ვადის ათვლისა და მისი დასრულების მომენტები.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ


მოსარჩელეების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის, სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს, მათსა
და პაატა კარსანიძეს შორის 2004 წლის 16 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების,
როგორც იძულებით დადებული საცილო გარიგებების ბათილად ცნობა, ასევე შპს “სამაუწყებლო
კომპანია რუსთავი 2-ის” პარტნიორის ქიბარ ხალვაშის 60%-ის წილის რეგისტრაციის გაუქმება
საჯარო რეესტრში, ამის ნაცვლოდ კი მოსარჩელეების მესაკუთრედ რეგისტრირება, თითოეულზე
30%-ის წილის ოდენობით.

მოსარჩელეების მიერ, პაატა კარსანიძის მიმართ დაყენებული ზემო აღნიშნული სასარჩელო


მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების მიზნით, მნიშვნელოვანია, უპირველესად
შეფასდეს, ბათილია თუ არა მათსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის
ხელშეკრულებები, როგორც იძულებით დადებული გარიგებები, საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის (შემდგომში სსკ) 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. მოცემულ კითხვაზე პასუხის
გასაცემად, გადამწყვეტია, შემოწმდეს გარიგების შეცილებისთვის კანონდებლობით
გათვალისწინებული 3 წინაპირობა, კერძოდ, შეცილების საფუძველი, შეცილების განხორციელება -
ნების გამოვლენა მეორე მხარის მიმართ და შეცილების ვადის დაცვა.

მოსარჩელეებსა და პაატა კარსანიძეს შორის დადებული გარიგებების ბათილობის


წინაპირობები

1
1. შეცილების საფუძველი - იძულება

სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა),
რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც,
როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის პირველი და მეორე
ნაწილების თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით
შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური
საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და
ცხოვრებისეული გარემოებანი.

იძულება წარმოადგენს ნების გამოხატვის პროცესში აშკარა ჩარევას. მიუხედავად იმისა, რომ ნების
გამომხატველს გაცნობიერებული აქვს რეალური მდგომარეობა და არ სურს გარიგების დადება, მისი
თავისუფალი ნება იმდენად არის შეზღუდული, რომ, საბოლოო ჯამში, თანხმდება მასზე,
ფორმალურად საკუთარი გადაწყვეტილებით.1 იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში ადგილი
აქვს მხარის თავისუფალი ნების აშკარა მოდრეკას.2 კანონმდებელი სსკ-ის 85-ე მუხლში დაუშვებელი
ზემოქმედების ხერხებად აღიარებს ძალადობასა და მუქარას. ძალადობის ქვეშ უნდა გავიგოთ
ფიზიკური იძულება, რომელიც მიმართულია მოძალადისათვის სასურველი ნების გამოხატვისაკენ.3

მუქარა (ფსიქიკური იძულება) წარმოადგენს სამომავლო საფრთხის შესახებ შეტყობინებას, რომლის


რეალიზებასაც დამმუქრებელი საკუთარ ნება-სურვილზე დამოკიდებულად წარმოაჩენს, რათა,
ამგვარად, ზეგავლენა მოახდინოს მუქარის ადრესატის ნების ჩამოყალიბებაზე და დაიყოლიოს
შესაბამისი გარიგების დადებაზე.4

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, იძულება წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის


საფუძველს, რაც შეიძლება გამოიხატოს ძალადობასა და მუქარაში, რა დროსაც აშკარა უნდა იყოს
გარიგების მხარის მიერ ან მესამე პირისაგან ისეთი მოქმედება, რომლის ზეგავლენითაც იდება
გარიგება. ძალადობაში იგულისხმება ფიზიკური იძულება, ხოლო მუქარის დროს კი იძულების
განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს თავისუფალი ნების გარეშე, რაიმეს
შიშით, დადოს გარიგება.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ მუქარის შემთხვევაში,


მომავალში იძულების/მუქარის შესაძლო რეალიზაციით გამოწვეული შიში აიძულებს პირს სხვისი
ნების შესატყვისი ნება გამოავლინოს. იძულების ფაქტის განხორციელებულად მიჩნევისათვის,
არსებითი მნიშვნელობისაა, თავად იძულების ობიექტი პირის სუბიექტური დამოკიდებულება
იძულების (მუქარის) ფაქტის მიმართ და არა მუქარის განმახორციელებელი პირის განზრახვის
რეალურობა, სისრულეში მოიყვანოს მუქარის შინაარსი. გარიგების დადება უშუალოდ მუქარის
სამართლებრივ პროდუქტს/შედეგს უნდა წარმოადგენდეს.5

1
რუსიაშვილი გიორგი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი I, ჭანტურია რედ. 2017, მუხ.
85, ველი 6;
2
ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი“, 2011წ., გვ. 380, სუსგ, Nას-664-635-2016,
02/03/2017, პარაგრაფი 211;
3
გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი I, ჭანტურია რედ. 2017, მუხ.
85, ველი 7;
4
იქვე, ველი 13;
5
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება Nას-1301-2020, 26/02/2021, პარაგრაფი 20;

2
მიჩნეულია, რომ იძულების, როგორც სამართლებრივი კატეგორიის დადგენა წარმოადგენს
სამართლებრივი შეფასების საგანს. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეში აქვს
განმარტებული, რომ იძულება არა ფაქტის, არამედ სამართლებრივი შეფასების საკითხია:6
„სამოქალაქო კოდექსის 85-ე-89-ე მუხლებით განსაზღვრული გარიგების იძულებით დადება
სამართლებრივი კატეგორიაა და სასამართლო ნორმით გათვალისწინებული შედეგის
განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მხარის მიერ მითითებული ფაქტებითა და ამ ფაქტების
დადასტურების მიზნით წარდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც ნორმით გათვალისწინებულ
შემადგენლობას უნდა ქმნიდეს“7. შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეში
წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამგვარად განსაზღვროს, ჰქონდა თუ არა ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში იძულებას ადგილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში საინტერესო განმარტება გააკეთა


სასამართლოს მიერ იძულების ფაქტის შეფასებასთან დაკავშირებით. პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის
85-ე მუხლის (იძულებით დადებული გარიგება) სამართლებრივი შინაარსი მოიცავს სპეციფიკურ
ელემენტს, რომლის არსებობაც როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ნიშნებით განისაზღვრება.
“იძულება, როგორც სამართლებრივი კატეგორია, არ არსებობს ცალკე აღებული
მოცემულობის სახით, მისი დადგენა ხორციელდება ცალკეული სუბიექტური და ობიექტური
მაკვალიფიცირებელი ელემენტების გათვალისწინებით. უმრავლეს შემთხვევაში, ძალადობას ან
მუქარას შედეგად მოჰყვება ის, რომ დაზარალებული იბოჭება სახელშეკრულებო ვალდებულებით
ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვის პირობებში. ამ შემთხვევაში, ნების ფორმირება
ხორციელდება გარე ფაქტორების ზეგავლენით, რაც იძულებით დადებული გარიგების
განმსაზღვრელი ნიშანია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუქარა თავისი ხასიათით
უნდა იყოს სახიფათო. ამ საკითხის შეფასება გულისხმობს მუქარის რეალიზაციის ალბათობის
მაღალი ხარისხის დადგენას, რა დროსაც მნიშვნელობა ენიჭება სუბიექტურ ფაქტორსაც.
დაზარალებულის სუბიექტური მახასიათებლები უნდა შეფასდეს ობიექტურად არსებული
მდგომარეობისა და შექმნილი გარემოებების ანალიზთან ერთობლიობაში (სუბიექტური და
ობიექტური კრიტერიუმები).8

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ 2004 წელს მათ მიმართ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის


პირების მხრიდან განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო იძულების საფუძველზე მოსარჩელეებმა
თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ დათმეს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის 60% წილი (იხ.
სარჩელის ფაქტობრივი გარემოება 5). ამ შემთხვევაში იძულება არა უშუალოდ კონტრაჰენტი
მხარისგან, პაატა კარსანიძისგან, არამედ მესამე პირებისგან (სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირები და სამართალდამცავი ორგანოები) მომდინარეობდა. როგორც მოსარჩელეები
მიუთითებენ, მათ გადასცეს ზურაბ ადეიშვილისა (იმდროინდელი სახელმწიფო უშიშროების მინისტრი)
და ივანე მერაბიშვილის (იმდროინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი) დანაბარები, რომ თუ არ
დათმობდნენ “რუსთავი 2-ის” წილებს, ისინი ყველაფერს დაკარგავდნენ (იხ. სარჩელი, მე-5
ფაქტობრივი გარემოება, გვ. 14, დავით დვალის ჩვენება). მათი აღქმით, საფრთხე რეალური და
მომავალში განხორციელებადი შეიძლება ყოფილიყო, რასაც შედეგად, როგორც მათი პიროვნებების,
ასევე სხვა ქონებისათვის ზიანის მიყენება მოჰყვებოდა (იხ. დავით დვალის ჩვენება, სარჩელის გვ.

6
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-664-635-2016, 02/03/2017,
პარაგრაფი 207;
7
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება Nას-89-83-2015, 23/10/2015, პარაგრაფი 1.8.;
8
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება,
N2ბ/2309-2019, პარაგრაფი 10;

3
7-17, ჯარჯი აქიმიძის ჩვენება, 18-24, მოსარჩელეების წარმომადგენლის კახა კოჟორიძის 27.05.2021
შუამდგომლობა მტკიცებულებების დართვის თაობაზე, დანართი 16-17).

საქმეში მოსარჩელეების მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმის


N074081212802 მასალები. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2012 წელს, მოსარჩელეების მიმართვის
საფუძველზე დაიწყო და დანაშაული დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით - სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტება ძალადობით სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ. 2015 წლის 14
თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის
დადგენილებით მოსარჩელეები დაზარალებულებად ცნეს (მოსარჩელეების წარმომადგენლის კახა
კოჟორიძის 27.05.2021 შუამდგომლობა მტკიცებულებების დართვის თაობაზე, დანართი 1-2).

როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, გამოძიების მიმდინარეობისას გამოკითხული


პირები ადასტურებენ იმდროინდელი მაღალი თანამდებობის პირების სურვილს, დავით დვალისა და
ჯარჯი აქიმიძისთვის რუსთავი 2-ის წილების დათმობასთან დაკავშირებით, მაგალითად:

მოწმე დიმიტრი ქიტოშვილის განმარტებით, “რუსთავი 2-ში” გაკოტრების საქმის დაწყება იყო
ზემოქმედების მექანიზმი დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის წინააღმდეგ, რათა ისინი
დაეთანხმებინათ, დაეთმოთ თავინთი წილები (სარჩელი, მე-5 ფაქტობრივი გარემოება, გვ. 26,
მოსარჩელეების წარმომადგენლის კახა კოჟორიძის 27.05.2021 შუამდგომლობა მტკიცებულებების
დართვის თაობაზე, დანართი 13).

მოწმე ირაკლი ოქრუაშვილის (იმდროინდელი გენერალური პროკურორი) განმარტებით, ქვეყნის


მაღალი თანამდებობის პირების სურვილი იყო “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლებს წილები
გაესხვისებინათ. (სარჩელი, მე-5 ფაქტობრივი გარემოება, გვ. 23-25. მოსარჩელეების
წარმომადგენლის კახა კოჟორიძის 27.05.2021 შუამდგომლობა მტკიცებულებების დართვის თაობაზე,
დანართი 3).

მოწმე ჯემალ იანიშვილის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილმა მას განუცხადა, რომ საჭირო იყო დავით
დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დაეთმოთ თავიანთი 60% წილი, რადგან სახელმწიფოს
კონტროლირებადი ტელევიზია სჭირდებოდა (სარჩელი, მე-5 ფაქტობრივი გარემოება, გვ. 26,
მოსარჩელეების წარმომადგენლის კახა კოჟორიძის 27.05.2021 შუამდგომლობა მტკიცებულებების
დართვის თაობაზე, დანართი 14-15).

ასევე, მოწმე ერასტი კიწმარიშვილის ჩვენებაში მითითებულია, რომ საქართველოს ყოფილი


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაინტერესებული იყო “რუსთავი 2-ის” ხელში ჩაგდებით. (სარჩელი,
მე-5 ფაქტობრივი გარემოება, გვ.31, მოსარჩელეების წარმომადგენლის კახა კოჟორიძის 27.05.2021
შუამდგომლობა მტკიცებულებების დართვის თაობაზე, დანართი 9).

შესაბამისად, თუ საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით


(არაერთი დაკითხული მოწმის, ისევე როგორც თავად მოსარჩელეების ჩვენებები, ასევე
დადგენილება, რომლითაც მოსარჩელეები დაზარალებულად არიან ცნობილნი) დადგინდება, რომ
ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი სადავო ნასყიდობის გარიგებების დადების დროს არ მოქმედებდნენ
თავისუფალი ნების შესაბამისად და მათი ნება მოიდრიკა იმ პერიოდში ხელისუფლებაში მყოფი
გავლენიანი პირების მიერ, მათი მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, მაშინ უნდა ჩაითვალოს, რომ

4
სსკ-ის 85-ე მუხლით გათვალისწინებული იძულება არსებობს და შესაბამისად, აღნიშნული
კრიტერიუმი გარიგების ბათილობისათვის დაკმაყოფილებულია.

2. შეცილების ადრესატი

იძულებით დადებული გარიგება გარიგებათა იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც დადების მომენტში


ნამდვილია, იქამდე, სანამ შეცილების შედეგად არ დაკარგავს იურიდიულ ძალას.9

უცილო გარიგებების ბათილობისაგან განსხვავებით, რაც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში


ავტომატურად დგება და არ საჭიროებს შესაბამის შედეგზე მიმართულ არანაირ დამატებით
მოქმედებას (მაგალითად, რაიმე ფორმით ბათილად გამოცხადებას), საცილო გარიგება „დადების
მომენტიდან“ ბათილი იქნება მხოლოდ ნამდვილი შეცილების შემთხვევაში. შესაბამისად, დადების
მომენტში საცილო გარიგება ნამდვილია, თუმცა არსებობს გარემოებანი, რომელთა გამოც ის
შეიძლება შემდგომში გახდეს ბათილი. შეცილება ცვლის არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას,
ვინაიდან იგი მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის გაქარწყლებაზე. ამდენად,
შეცილება სამართლებრივი ურთიერთობის ცალმხრივად „განმსაზღვრელი“ ნების გამოვლენა თუ
გარიგებაა“.10

გარიგების შეცილება, როგორც წესი, ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ შეცილების


შესახებ განცხადების გაკეთებით.11 საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს შეცილების
განხორციელების ფორმას, ისევე როგორც, დამატებით არ განსაზღვრავს მის შინაარსობრივ
მხარესთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.12 მთავარია, შეცილების ნების გამოვლენიდან იკვეთებოდეს
საცილო გარიგების სამართლებრივი შედეგების გაქარწყლებისა თუ “გაუქმების” ნება, ანუ
შეცილებიდან აშკარად ჩანდეს, რომ დაინტერესებულ პირს არ სურს გარიგების ნამდვილობა ნების
ნაკლის გამო.13

აქვე აღსანიშნავია, რომ იურიდიულ ლიტერატურაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად,


გარიგების ბათილად ცნობისთვის აუცილებელი არ არის სასამართლოსთვის ან სხვა ორგანოსთვის
მიმართვა.14 ანალოგიურ დათქმას შეიცავს ქართული კანონმდებლობაც, კერძოდ, სსკ-ის 59 მუხლის
მე-2 ნაწილის თანახმად, საკმარისია შეცილება განხორციელდეს გარიგების მეორე მხარის მიმართ.

უზენაესმა სასამართლომ მრავალჯერ არაერთმნიშვნელოვნად განმარტა რომ შეცილება მხარისადმი


შეტყობინებით ხდება.15 მეორე მხრივ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის16 განმარტებით,
საქართველოს პროკურატურისადმი საჩივრის წარდგენა მუქარის საფუძველზე გარიგების

9
ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი”, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2011,
გვ. 393-394;
10
დავით კერესელიძე., „კერძო სამართლის უზოგადესი სისტემები“, თბილისი, 2009 წ., გვ. 269-270, იხ. ასევე
ლადო ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2011,
გვ.394;
11
ლადო ჭანტურია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი I, ჭანტურია რედ. 2017, მუხ. 59,
ველი 29;
12
დავით კერესელიძე „კერძო სამართლის უზოგადესი სისტემები“, თბილისი, 2009 წ., გვ. 364;
13
ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი I, ჭანტურია რედ. 2017, მუხ. 59,
ველი 32;
14
იქვე, ველი 30;
15
იხ.მაგალთად საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება Nას-963-898-2017, 03/05/2019, პ. 1.3.1.;
16
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 02/03/2017;

5
დადების თაობაზე ამავდროულად წარმოადგენს ამ გარიგების შეცილებას: “საქართველოს
პროკურატურაში 2008 წლის 1 დეკემბერს წარდგენილი საჩივრით მოსარჩელე შეეცილა იმ სადავო
გარიგებების ნამდვილობას, რამაც განაპირობა ტელეკომპანიაში წილების გასხვისება.”17 შეცილება
განხორციელებულია მეორე მხარის მიერ მისი მიღების შემდეგ. ამდენად პროკურატურაში საჩივრის
წარდგენა საკმარისად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესში მეორე
მხარის ინფორმირება ხდება ისევე, როგორც სამოქალაქო სარჩელის წარდგენისას.

მოცემულ საქმეში ნასყიდობის ხელშეკრულების კონტრაჰენტს პაატა კარსანიძე წარმოადგენდა.


შესაბამისად, შეცილების ადრესატად სწორედ პაატა კარსანიძე უნდა ჩაითვალოს და საჭიროა
გაირკვეს, რა მომენტიდან იყო იგი ინფორმირებული მოსარჩელეების სურვილზე, ბათილად
ყოფილიყო ცნობილი მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები.

როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, მოსარჩელეებმა სადავო საკითხთან დაკავშირებით


გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას 2012 წლის 30 ნოემბერს მიმართეს
(დადგენილებები მოსარჩელეების დაზარალებულებად ცნობის თაობაზე, მოსარჩელეთა
წარმომადგენლის 27.05.2021 შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვის თაობაზე, დანართი 1-2).
ამასთან, საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილია პაატა კარსანიძის 2013 წლის 01 აპრილის
დაკითხვის ოქმი სისხლის სამართლის საქმეზე N074081212802 (მოსარჩელეების წარმომადგენლის
კახა კოჟორიძის შუამდგომლობა მტკიცებულებების დართვის თაობაზე, 06.01.2021, გვ. 26),
შესაბამისად, ცალსახაა, რომ პაატა კარსანიძისთვის, როგორც შეცილების ადრესატისთვის, ამ
დროისთვის უკვე ცნობილი იყო მოსარჩელეების ნება, რომლითაც ისინი 2004 წლის 16 ივნისს
დადებულ წილების ნასყიდობის ხელშეკრულებებს, როგორც იძულებით დადებულს, სადავოდ
ხდიდნენ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ მივიჩნევთ, რომ პაატა კარსანიძე, როგორც საცილო


გარიგების ადრესატი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის მიხედვით, სულ მცირე 2013 წლის 01
აპრილისთვის უკვე იყო ინფორმირებული მოსარჩელეთა ნებაზე გაქარწყლებულიყო მათ შორის
გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგები, მაშინ უნდა ჩაითვალოს,
რომ გარიგების ბათილობისთვის მოთხოვნილი აღნიშნული წინაპირობა ადრესატის ნაწილში
დაკმაყოფილებულია.

3. შეცილების ვადა

სსკ-ის 89-ე მუხლის თანახმად, იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის
განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან. იურიდიულ დოქტრინაში გაბატონებული
მოსაზრების თანახმად, შეცილების ერთწლიანი ვადა აითვლება არა იმ მომენტიდან, როცა შეცილების
უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლების არსებობის შესახებ, არამედ იძულების
დამთავრების მომენტიდან18 - მაიძულებელი პირი ხელყოფს რა აშკარად პირის ნების გამოხატვის
თავისუფლებას, ამით, ერთი მხრივ, თავიდანვე ნათელყოფს იძულებულისათვის ნების შეზღუდვის
მომენტს, თუმცა, მეორე მხრივ, მუქარის ან ძალადობის მეშვეობით აღმართული ბარიერი პირის
შინაგან ნებასა და მის გარეგან მანიფესტირებას შორის, ავტომატურად არ წყვეტს არსებობას

17
იქვე, პარაგრაფი 212;
18
ლადო ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2011,
გვ. 384;

6
გარიგების დადებასთან ერთად. ამიტომაც იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში ათვლის
წერტილია არა მის შესახებ შეტყობა, არამედ იძულების დასრულება.19

სსკ-ის 89-ე მუხლში მოცემული გადაწყვეტით კანონმდებელი პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ


გარიგების იძულებით დადებისა და მუქარის დასრულების მომენტი თითქმის არასდროს ემთხვევა
ერთმანეთს.20 შესაბამისად, შეცილების ერთწლიანი ვადის დინების ათვლა, უნდა დაიწყოს იმ
მომენტიდან, როდესაც იძულებულს შეეძლო თავისუფლად განეცხადებინა მასზე განხორციელებული
ზეწოლის შესახებ, ანუ იძულების დასრულებასთან ერთად, ხოლო იძულება დასრულებულად ითვლება
მასში აღწერილი საფრთხის რეალიზაციისას, ან საბოლოოდ ჩავლისას.21

ამასთან, იძულების დასრულების მომენტის განსაზღვრისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა


მიენიჭოს მხარის სუბიექტურ თვალსაწიერს. გადამწყვეტია, რა მომენტიდან თავისუფლდება
შეცილების უფლების მქონე იძულებით გამოწვეული წნეხისგან, მისი სუბიექტური წარმოდგენის
თანახმად.22 მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა:
„მნიშვნელოვანია, რომ იძულების მომენტის დასრულება უკავშირდება პირის სუბიექტურ აღქმას, რომ
მის პიროვნებას ან ქონებას, მისი ოჯახის წევრებს ან ახლო ნათესავებს აღარ ემუქრებათ რეალური
საფრთხე. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც
იძულების სიტუაცია მთავრდება. გადამწყვეტია მომენტი, რომელშიც შეცილებაზე უფლებამოსილი
პირი აღარ იმყოფება იძულებით განპირობებული შედეგის გავლენის ქვეშ. აღნიშნული იძულებული
პირის სუბიექტური თვალთახედვიდან უნდა იქნეს შეფასებული (იხ. A. Arnold in Ermann BGB
Kommentar 14. Aufl. Band. I. Köln 2014 §124 Rn 4) და არა იძულების განხორციელების მომენტიდან
ერთი წლის განმავლობაში.“23

აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, მოპასუხე, ქიბარ ხალვაშის, შესაგებელში (გვ. 8)


წარმოდგენილი მოსაზრება, რომ იძულების დამთავრების მომენტად გარიგების დადების თარიღი
უნდა იქნეს მიჩნეული, არ არის გასაზიარებელი. მაგალითად, ერთ-ერთ მსგავს დავაზე მოპასუხე
მხარეს, სწორედ, ანალოგიური დასაბუთება ჰქონდა წარმოდგენილი. მისი განცხადებით,
მოსარჩელეს დარღვეული ჰქონდა სსკ-ის 89-ე მუხლით დადგენილი ერთწლიანი შეცილების ვადა,
რამდენადაც იძულების დამთავრების მომენტად იგი მოსარჩელის მიერ სადავო ხელშეკრულებების
ხელმოწერის მომენტს ასახელებდა,24 თუმცა საქართველოს უზენასმა სასამართლომ აღნიშნული
დასაბუთება არ გაიზიარა და იძულების დამთავრების მომენტად 2012 წლის საპარლამენტო
არჩევნები მიიჩნია.25

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ვინაიდან სსკ-ის 89-ე მუხლის მიზნებისათვის იძულების
დამთავრების მომენტი და შესაბამისად, ერთწლიანი შეცილების ვადის ათვლა, ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია და არა აპრიორი ხელშეკრულების ხელმოწერის

19
გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი I, ჭანტურია რედ. 2017, მუხ.
89, ველი 1;
20
იქვე, ველი 4;
21
იქვე;
22
იქვე;
23
სუსგ ას-212-201-2017, 15/05/2017, პარ 33, იხ. ასევე სუსგ №ას-1230-2018, 14/12/2018, პუნქტი 18.9.1, სუსგ
№ას-271-271-2018, 13/07/2018;
24
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 02/03/2017, პარ
27.2;
25
იქვე, პარ. 212;

7
თარიღი, აღნიშნული ერთწლიანი ვადის ათვლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების
ერთობლიობით უნდა განისაზღვროს.

მოცემულ საქმეში, იძულების დასრულების მომენტის დადგენისთვის, იმ პირობებში, როცა იძულების


წყარო მოსარჩელეთა განმარტებით, სწორედ, ხელისუფლება (სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირები და სამართალდამცავი ორგანოები) იყო, მნიშვნელოვანია შეფასდეს 2004-2012
წლებში ქვეყანაში შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია
ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამერბერგის 2013
წლის მოხსენება, სადაც ის აღნიშნავს, რომ “მმართველი პარტია - „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“ აკონტროლებდა პარლამენტს ისევე, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ
ადმინისტრაციას. ნელ-ნელა ქრებოდა განსხვავება სახელმწიფოსა და პარტიას შორის,
ხორციელდებოდა მიწებისა და სხვა კერძო საკუთრების ჩამორთმევა, ხოლო მესაკუთრეებს თითქმის
არ ეძლეოდათ გასაჩივრების საშუალება. ასევე, ზეწოლისა და დაშინების გამოყენებით
ხორციელდებოდა ქონების „შეწირულობის სახით“ გადაცემა სახელმწიფოსათვის, იყო საჩივრები
„ელიტარული კორუფციის“ გამო.”26

აქედან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ქვეყანაში შექმნილი


იმდროინდელი სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მოსარჩელეების მიმართ
იძულებას განგრძობადი ხასიათი ჰქონდა და მათი სუბიექტური აღქმიდან გამომდინარე, იგი 2012
წლის საპარლამენტო არჩევნებამდე (01 ოქტომბერი), ანუ ხელისუფლების ცვლილებამდე
გრძელდებოდა. შესაბამისად, იძულების დასრულების და შეცილების კანონმდებლობით
გათვალისწინებული ერთწლიანი ვადაც სწორედ ამ თარიღიდან უნდა აითვალოს.

საცილო გარიგებების ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი

მოცემული საქმის განხილვის შედეგად თუ დადგინდება, რომ მოსარჩელეები ჯარჯი აქიმიძე და


დავით დვალი მოპასუხეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად
შეეცილნენ და ამით მათ შორის დადებული გარიგების ბათილობას მიაღწიეს, შემდგომში უნდა
შემოწმდეს მათი სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის საკითხი.

მსგავსი ტიპის დავაზე, რომელიც წილებზე საკუთრების უფლების დაბრუნების საკითხს შეეხება,
მოთხოვნის სამართლებივ საფუძვლად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა
მიიჩნევს, შესაძლებელია როგორც გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 172-ე მუხლი 85-ე მუხლთან
ერთობლიობაში27.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა სავინდიკაციო მოთხოვნის სპეციალურ


ხანდაზმულობის ვადას არ იცნობს და მოცემული საკითხის განმარტებასთან მიმართებით იურიდიულ
ლიტერატურაში განსხვავებული პოზიციები არსებობს.

26
თომას ჰამერბერგი, “საქართველო გარდამავალ პერიოდში”, 2013 წლის სექტემბერი
27
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 02/03/2017, პარ.
217;

8
ერთის მხრივ, იურიდიულ ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება, რომ საკუთრების უფლების
აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე, ვინდიკაციურ სარჩელების მიმართ ხანდაზმულობა არ უნდა
ვრცელებოდეს.28 საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ “მესაკუთრის უფლება,
მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, არ შეიძლება იყოს ხანდაზმული. ვინაიდან მესაკუთრის
აღნიშნული თავისუფლების ხანდაზმულობის შემზღუდავი დანაწესებისადმი დაქვემდებარება
ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების აბსოლუტურ ბუნებას, საქართველოს კონსტიტუციასა და
სამოქალაქო კოდექსის აღნიშნულ ნორმებს.“29

სხვა მოსაზრებით, ხანდაზმულობა არ ვრცელდება საკუთრების უფლებაზე: მესაკუთრე მარადიულად


რჩება მესაკუთრედ, მაგრამ ხანდაზმულობა ვრცელდება მესაკუთრის სავინდიკაციო მოთხოვნაზე30 და
შესაბამისად, მის მიმართ გამოიყენება სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით,
31
ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ჩაითვლება, რომ მოსარჩელეებს, ჯარჯი აქიმიძესა და


დავით დვალს სასარჩელო მოთხოვნები წარმოეშვათ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების (01
ოქტომბერი), ანუ ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, მაშინ, მიუხედავად იმისა, ზემოთ
დასახელებული რომელი მოსაზრებაც არ უნდა იქნეს გაზიარებული, ხანდაზმულობის
კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა დაცულად უნდა იქნეს მიჩნეული.

28
ნუნუ კვანტალიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი I, ჭანტურია რედ. 2017, მუხ.
128, ველი 24;
29
საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის
პრობლემატურ საკითხებზე, 2007 წ. გვ. 61
30
ნუნუ კვანტალიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი I, ჭანტურია რედ. 2017, მუხ.
128, ველი 25;
31
ლევან თოთლაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი I, ჭანტურია რედ. 2017, მუხ.
172, ველი 15;

You might also like