You are on page 1of 11

ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება

თქვენი ადგილობრივი პარტნიორი

#23 დეკემბერი

უფასო იურიდიული სამსახურის ანალიტიკური სამუშაო ჯგუფის
პირველი შეხვედრა
,,სისხლის სამართლის რეფორმის იმპლემენტაციის
სტრატეგიის

მონიტორინგი

იურიდიული

დახმარების

და

ანალიზი

სფეროში“

უფასო

პროექტის

ფარგლებში, ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“
ორგანიზებით,

28

დეკემბერს

თბილისში,

ზვიად

კორძაძის საადვოკატო ბიუროში უფასო იურიდიული
დახმარების ანალიტიკური სამუშაო ჯგუფის პირველი
შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის შემადგენლობა CiDA–ს,
საქართველოს

ადვოკატთა

იუსტიციის

სამინისტროს,

ასოციაციის,

საია–ს,

იუსტიციის

საბჭოს,

იურიდიული სამსახურის, პარლამენტის, სამოქალაქო
ინიციატივებისა

და

დასაქმებულთა

ასოციაციის,

თბილისის თვითმმართველობისა და თბილისელების
ადვოკატის წარმომადგენლებით განისაზღვრა. ჯგუფის
მუშაობის მიზანი უფასო იურიდიული სამსახურის
გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობისა და ხარისხის
გაზრდისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების
მომზადებაა.

w w w. c i d a . g e

,,ამ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის მიერ უახლოეს
მომავალში

წინადადებები

და

შენიშვნები

იქნება

შემუშავებული, რომელიც საბოლოოდ აისახება უფასო
იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობაზე“, აცხადებს პროექტის იურისტი ზურაბ მუხურაძე.
უფასო

იურიდიული

დახმარების

სამსახური

საქართველოში 2007 წლიდან მუშაობს. სამსახურში
არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა სამსახურის
დირექტორის
მსგავსი

ირაკლი

სამუშაო

კობიძის

ჯგუფის

აზრით

ერთობლივი

სწორედ
მუშაობით

და მაქსიმალური ჩართულობით არის შესაძლებელი.
ჯგუფის

მუშაობის

ეფექტურობაზე

საუბრობს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამგეობის წევრი
ზვიად კორძაძეც:
,,ამ ჯგუფის მუშაობა საკმაოდ ეფექტური იქნება,
რადგან მასში წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო
დაწესებულებები, ისე არასამთავრობო სექტორი. ამიტომ ნებისმიერი შენიშვნა სხვადასხვა კუთხიდან დანახული
მნიშვნელოვნად წაადგება იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის გაუმჯობესებას.“
სამუშაო ჯგუფის შექმნამდე, უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის მონიტორინგის ფარგლებში,
ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა– მთიანეთსა და სამცხე– ჯავახეთში მოსახლეობის ხარისხობრივი
და რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა. როგორც CiDA–ს დირექტორი ზვიად დევდარიანი აცხადებს, კვლევა თითქმის
დასრულებულია და მის ანალიზს შესაბამის სამინისტროებსა და დაინტერესებულ პირებს ერთ თვეში წარუდგენს, რითაც
უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარებაში ქმედით წვლილს შეიტანს.
CiDA იურიდიული სამსახურის მონიტორინგის საბჭოს წევრია.
პროექტი ,,სისხლის სამართლის რეფორმის იმპლემენტაციის სტრატეგიის მონიტორინგი და ანალიზი უფასო
იურიდიული დახმარების სფეროში“ დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის/აშშ საერთაშორისო განვითარებოს სააგენტოსა (USAID) და შვედეთის განვითარების
სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

w w w. c i d a . g e

შეხვედრები რეგიონულ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და
თვითმმართველობებს შორის
პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ
საქართველოს
ქსელი“
ფარგლებში,
ადგილობრივ
თვითმმართველობებთან შეხვედრების რაუნდი დაიწყო.
13 დეკემბერს ქვემო ქართლის, ხოლო 15 დეკემბერს
მცხეთა-მთიანეთის
სახელმწიფო
რწმუნებულისგუბერნატორის
ადმინისტრაციებში,
ადგილობრივი
არასამთავრობო
ორგანიზაციების
წარმომადგენლები
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრების
მიზანი
2012
წლის
ბიუჯეტის
პრიორიტეტებისა და ძირითადი პარამეტრების, ასევე
თვითმმართველობისა
და
არასამთავრობო
სექტორის
ურთიერთობის ფორმებისა და პერსპექტივების განხილვა
იყო.
„ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში
ვგეგმავთ
ხელი
შევუწყოთ
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებსა და სამოქალაქო
ორგანიზაციებს შორის შეხვედრებს. ამ შეხვედრების
ძირითადი აზრი არის ის, რომ მომავალი წლის
ბიუჯეტების დაგეგმარებაში მაღალი სამოქალაქო
ჩართულობა იყოს, მოსახლეობას ჰქონდეს იმის
საშუალება, რომ ხმა მიაწოდოს ადგილობრივ
თვითმმართველობას
და,
თავის
მხრივ,
თვითმმართველობამაც წარმოადგინოს საკუთარი
ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება
პრიორიტეტული მომავალ წელს“,
განაცხადა
CiDA-ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.
შეხვედრები ქვემო ქართლისა და მცხეთამთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციებისა და
სამოქალაქო განვითრების სააგენტოს (CiDA)
თანაორგანიზატორობით ჩატარდა. ქვემო ქართლში
ორგანიზებულ შეხვედრას G-PAC პროგრამის
დირექტორი
და მხარის
გუბერნატორიც
ესწრებოდნენ.
„ანგარიშვალდებულება ხელისუფლების
ერთ-ერთი
მთავარი
მოვალეობაა.
ჩვენ
წარვუდგინეთ მომავალი წლის ბიუჯეტი
არასამთავრობო
სექტორს,
რომელსაც,
ბუნებრივია,
ხელისუფლების
მიმართ
გარკვეული შენიშვნები და პრეტენზიები გააჩნია.
მათ საკმაოდ არგუმენტირებული პასუხები
მიიღეს თითოეულ კითხვაზე და ეს შეხვედრაც
სწორედ ამას ემსახურებოდა“, განაცხადა ქვემო
ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ.
შეხვედრების დიდი ნაწილი კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლებმა, მათი რეგიონისა თუ მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრი
მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვა დასვეს.

w w w. c i d a . g e

„შეიძლება ითქვას, რომ პოზოტიური
შეხვედრა იყო, ასეთი შეხვედრები ხშირად არ
იმართება. ბევრი ისეთი ინფორმაცია მივიღეთ,
რაც არ ვიცოდით, მაგალითად გავიგეთ,
რომ მცხეთის მომავალი წლის ბიუჯეტში
გათვალისწინებულია
წეროვნის
ქუჩების
კეთილმოწყობა“, განაცხადა ორგანიზაცია
“უკეთესი მომავლისათვის” ხელმძღვანელმა
ნანა
ჩქარეულმა
წეროვანის
დევნილთა
დასახლებიდან.
„ასეთმა შეხვედრებმა შეიძლება მეტი
გარკვეულობა შეიტანოს ურთიერთობებში.
უნდა
მოხდეს
ინტელექტუალური
და
ადამიანური
რესურსების
მაქსიმალური
გამოყენება.
დღეს
ადგილობრივ
მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტის დაგეგმვასა და
ხარჯვაში დამოუკიდებლობა ნამდვილად არ
გააჩნიათ. ეს, რა თქმა უნდა, ცუდი მომენტია
და ვიმედოვნებთ, რომ არასამთავრობო
ორგანიზაციების ჩართვა გაამრავალფეროვნებს
პრეცესს და რეალურად წამოწევს ისეთ
საკითხებს,
რომელთა
გადაწყვეტაც,
ადგილობრივ
დონეზე,
პრობლემას
წარმოადგენს“,
აღნიშნა
ორგანიზაციის
”კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის”
დირექტორმა ლია როინიშვილმა დუშეთიდან.
პროექტი „სამოქალაქო ორგანიზაციების
აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ მსგავს
შეხვედრებს აღმოსავლეთ საქართველოს სხვა
რეგიონებშიც გეგმავს.
პროექტი „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ხორციელდება სამოქალაქო
განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის
ინსტიტუტის G-PAC პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს ფინანსური რესურსებით.

w w w. c i d a . g e

პროექტის ,,ბუნებრივად თანაბარი შესაძლებლობები “ შემაჯამებელი
კონფერენცია ჩატარდა
15 დეკემბერს, მასწავლებლის სახლში,
ქართულ–პოლონური
საგანმანათლებლო პროექტის ,,ბუნებრივად თანაბარი შანსები“ შემაჯამებელი
კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე, მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი, ქვემო
ქართლის, სამცხე–ჯავახეთისა და შიდა ქართლის საბუნებისმეტყველო
საგნების
პედაგოგები,
უმაღლესი
სასწავლებლების
პროფესორ–
მასწავლებლები, ტრენერები, პოლონელი და ქართველი ექსპერტები,
აგრეთვე პროექტის განმახორციელებელი ადგილობრივი ორგანიზაციები
ესწრებოდნენ.
კონფერენცია საქართველოში პოლონეთის ელჩმა ურშულა დოროშევსკამ
გახსნა.
,,ჩვენ ვთანამშრომლობთ ქართველ მეგობრებთან, რომ გავაუმჯობესოთ
საქართველოში განათლების სისტემაში არსებული ვითარება, ერთ–ერთი
განხრაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება.
ჩვენი სპეციალისტები ქართველ მეგობრებს საკუთარ გამოცდილებას
უზიარებენ“, - განაცხადა პოლონეთის ელჩმა.
საბუნებისმეყტველო
საგნების
გაძლიერება
როგორც
უმაღლეს
სასწავლებლებში,
ისე
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განათლების სამინისტროსთვის ამ ეტაპზე ერთ–ერთ მთავარ
პრიორიტეტს წარმოადგენს.
,,პოლონეთის მხარესთან ერთად 2009
წლიდან დავიწყეთ ამ კუთხით პროექტი,
რომელიც ეხმარება მასწავლებლებს ისეთი
მეთოდი შესთავაზონ მოსწავლეებს, რომ
მოტივაცია ამაღლდეს და რაც მთავარია,
სახალისო გახდეს ამ საგნების სწავლება.
ჩვენ მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს
უკვე მიღწეული, გადამზადდა დიდი
რაოდენობა მასწავლებლების, რომლებიც
ახალი
მიდგომებით
იმუშავებენ
მოსწავლეებთან“, - აღნიშნა განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ირინა ქურდაძემ.
პროექტი საქართველოს სამ რეგიონში, ქვემო და შიდა ქართლში, აგრეთვე სამცხე–ჯავახეთში
განხორციელდა და მის ფარგლებში 500–მდე პედაგოგი და 15 ტრენერი მომზადდა. კონფერენციაზე
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების სახალისო მეთოდები განიხილეს და ყოველდღიური საგნების
გამოყენებით მარტივი ექსპერიმენტები ჩაატარეს. კონფერენციის დასასრულს კი ექსპერიმენტებიანი
გაკვეთილის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. 12 გამარჯვებულიდან 5 ქვემო ქართლის
წარმომადგენელია. ექსპერიმენტული გაკვეთილის ფოტოკონკურსში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
წერეთელის სკოლამ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის სკოლამ, ბოლნისის მე–3 სკოლამ,
დმანისის მე–2 სკოლამ და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგარახლოს სკოლამ გაიმარჯვეს.
,,ჩავატარე საკმაოდ საინტერესო გაკვეთილი ,,წყალი ცხოვრებაა“ და დავადასტურეთ, რომ წყალი
ყველაზე მთავარია და მის გარეშე არაფერი და ვერაფერი ცხოვრობს. ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ ცდებით
და ერქსპერიმენტებით. ვიმედოვნებ, მომავალში უფრო საინტერესო გახდება საგნის სწავლება მათთვის“,აღნიშნა დმანისის მე–2 სკოლის ქიმია–ბიოლოგიის მასწავლებელმა გალინა ბუდოვამ.

w w w. c i d a . g e

კონფერენცია ჩატარდა პროქტის ,,ბუნებრივად თანაბარი შანსები“ ფარგლებში. პროექტი ,,ბუნებრივად
თანაბარი შესაძლებლობები“ სამცხე–ჯავახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის სოფლის ტიპის
დასახლებებში ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონური
დახმარების 2011 წლის პროგრამის დაფინანსებით. პროექტს ქვემო ქართლში ახორციელებს ,,სამოქალაქო
განვითარების სააგენტო“ (CiDA) პარტნიორ ორგანიზაციებთან - ფონდი პარტნიორები პოლონეთიდან (FPP),
საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ (შიდა ქართლი) და კავშირი ,,სამყარო“ (სამცხე–
ჯავახეთი) ერთად.

უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭო
გაიმართა
26 დეკემბერს უფასო იურიდიული
დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭო
გაიმართა. შეხვედრას სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და
უფასო
იურიდიული
დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე
და
მონიტორინგის
სამჭოს
წევრები
ესწრებოდნენ. სამსახურის უფროსმა ირაკლი
კობიძემ 2011 წლის საქმიანობის ანგარიში
წარმოადგინა. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს
წარმოდგენილ ანგარიშზე და გაცვალეს
მოსაზრებები
სამსახურის
საქმიანობის
გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობისა და
ხარისხის გაზრდის საკითხებზე.
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) 2010 წლიდან საბჭოს წევრია და საბჭოში არასამთავრობო
სექტორს წარმოადგენს.

w w w. c i d a . g e

სამოქალაქო ინტეგრაციის პროექტების მონიტორინგი მიმდინარეობს
6 დეკემბერს, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული
ტოლერანტობის საბჭოს წევრები რუსთავში, სამოქალაქო განვითარების
სააგენტოს ოფისში, ადგილობრივი მედია – საშუალებებისა და სამოქალაქო
სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა შემწყნარებლობისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის აღსრულების
2010 წლის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა.
მედიის მონიტორინგის ჯგუფის წევრებს აინტერესებდათ, როგორ და
რამდენად ხშირად აშუქებს რუსთავში მოქმედი სხვადასხვა მედია–
საშუალებები ეთნიკური უმცირესობების საკითხებს. მსგავსი შეხვედრა
რუსთავამდე ბოლნისსა და მარნეულში ჩატარდა.
,,რუსთავი განსხვავდება როგორც მარნეულისგან, ისე ბოლნისისგან
ეთნიკური თვალსაზრისით, მაგრამ გვაინტერესებს, მედია რას აკეთებს.
იმ ქვეყანაში, სადაც ეთნიკური სიჭრელეა, აუცილებელია ინტეგრაცია და
მედიამ თავისი დადებითი და მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს
ამ საქმეში. ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ყველა ჩვენი
ქვეყნის მოქალაქეა“, - განაცხადა მედიის მონიტორინგის ჯგუფის კოორდინატორმა ქეთევან მსხილაძემ.
შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც მედიისა და არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მსგავსი შეხვედრები ორივე მხარისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანია.
,,ბოლო წლებში სამოქალაქო
ინტეგრაციის
კუთხით
საქართველოში ძალიან ბევრი
პროექტი
ხორციელდება.
ინტეგრაცია
ქვეყნისთვის
მთავარი პრიორიტეტია, თუმცა
მნიშვნელოვანია ამ პროექტების
არა მარტო რაოდენობრივი,
არამედ
ხარისხობრივი
შეფასებაც
ხდებოდეს.
ეს
მონიტორინგიც ემსახურება იმას,
რომ შეფასდეს გასული წლის
პროექტები და შემდეგ შესაბამის
ორგანიზაციებს
წარედგინოთ
რეკომენდაციები“, - აღნიშნა
სამოქალაქო
განვითარების
სააგენტოს (CiDA) დირექტორმა
ზვიად დევდარიანმა.
მონიტორინგის ჯგუფის წევრის ზაურ ხალილოვის თქმით, მედიის მონიტორინგი უკვე დასრულდა
სამცხე–ჯავახეთში, ქვემო ქართლში კი დარჩენილია წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტები, რის შემდეგაც
მონიტორინგის ანგარიში მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციებით. მონიტორინგის ანგარიში იანვარში
გახდება ცნობილი.

მე–8 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ტრენინგი ჩატარდა
8

დეკემბერს,

,,სამოქალაქო

განვითარების

სააგენტოს

(CiDA)“ ოფისში, რუსთავის მე–8 საჯარო სკოლის მეთერთმეტე
და მეთორმეტეკლასელებისთვის, სკოლის ხელმძღვანელობის
თხოვნით, ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემა პროექტის წერა
იყო.
უფროსკლასელები პროექტის აგებულებას გაეცვნენ, გაიგეს,
როგორ უნდა წარმოაჩინონ პრობლემა, როგორ უნდა მოხდეს
პროექტის მიზნებისა და შედეგების არჩევა.
,,ტრენინგს ესწრებოდა 20 ბავშვი. თეორიული ცოდნის გარდა
მათ პრაქტიკული სავარჯიშოებიც შეასრულეს. იყო

სამუშაო

ჯგუფები, ბავშვებმა გააკეთეს პრობლემების ხე, წარმოადგინეს
პრეზენტაციები, შემდეგ გავარჩიეთ, რა იყო შეცდომები და რა სწორი. საკმაოდ დაინტერესდნენ“, - განაცხადა CiDA–ს
არაფორმალური განათლების სფეროს მენეჯერმა რევაზ ბარბაქაძემ.

w w w. c i d a . g e

SIIMS–ის ფარგლებში დევნილთა
დასახლებების
სოციალური
პასპორტები გაკეთდა
„იძულებით
ცხოვრების
მათი

გადაადგილებულ

სტაბილიზაციისა

ინტეგრირების”

ინფრასტრუქტურის

და

საზოგადოებაში

(SIIMS)

განვითარების

პირთა
პროექტის
ფარგლებში,

პროექტის მობილიზატორებმა შიდა და ქვემო ქართლის
დევნილთა დასახლებების პასპორტიზაცია აწარმოეს.
დევნილთა

დასახლებებში სულ 34 სოციალური

პასპორტი გაკეთდა.
,,პასპორტების შევსების მიზანი იყო, გამოგვეკვლია
სოციალურ– ეკონომიკური და დემოგრაფიული სიტუაცია. ასეთი პასპორტები ჩვენ 2 წლის წინ გავაკეთეთ. ჩვენ ახლა
გვაქვს საშუალება, შევადაროთ როგორ შეიცვალა მოსახლეობის რაოდენობა, ეკონომიკური მდგომარეობა, რამდენად
არის კონფლიქტური სიტუაციები ამ თემებში, რა არის დღეისათვის დასახლებებში პრიორიტეტები და რა იყო მაშინ“,
-აცხადებს SIIMS - ის მობილიზატორი ქვემო ქართლში რევაზ ბარბაქაძე.
SIIMS - ის მობილიზატორები წინასწარ შედგენილი კითხვარებით დევნილთა თემებში ადგილზე ჩადიოდნენ და
მათ შევსებას უშუალოდ დასახლებებში მამასახლისებისა და სოფლის რწმუნებულების დახმარებით ახდენდნენ.
სოციალური პასპორტები დეკემბრის მეორე ნახევარში გაკეთდა, უკვე შეიქმნა მათი ელექტრონული ვერსიები.
სოციალური პასპორტების გაკეთებით პროექტის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა და ადგილობრივი
თემების მდგომარეობა შეფასდება, აგრეთვე მომავალში განსახორციელებელი საქმიანობა და პრიორიტეტები
განისაზღვრება.
პროექტ SIIMS-ის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კომპონენტი ქვემო და შიდა ქართლის დევნილთა
კომპაქტური დასახლებებისა და მათთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის საერთო ინფრასტრუქტურული
პრობლემების წარმოჩენასა და მოგვარებას ითვალისწინებს.
„იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების
პროექტს (SIIMS)” ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები „ქეა
ნორვეგია” და „ქეა საერთაშორისო კავკასიაში” ახორციელებენ. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი
პარტნიორია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA).

საარჩევნო სიების დაზუსტების კომისია

w w w. c i d a . g e

საქართველოს პრეზიდენტის 15 ნოემბრის ბრძანებულებით
შეიქმნა 21–წევრიანი კომისია, რომელმაც მომდევნო საპარლამენტო
არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიების დაზუსტება უნდა უზრუნველყოს
2012 წლის 1 ივლისამდე.
კომისიაში თანაბარი წარმომადგენლობით შედიან მმართველი
პარტიის, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო
ორგანიზაციების 7–7 წარმომადგენელი.
კანონის თანხმად, კომისია ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისთვის
სხვა საშუალებებთან ერთად ასევე იხელმძღვანელებს კარდაკარ
გადამოწმების პრინციპით, ხოლო მის მიერ ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში წარდგენილი სია ამომრჩეველთა ერთიანი სია იქნება.
კომისიის ერთ-ერთი წევრი არასამთავრობო ორგანიზაციათა კვოტით
სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად დევდარიანია.

,,ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი“ რუსთავის სკოლების
საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის
პროექტის ,,ბუნებრივად თანაბარი შესაძლებლობები სამცხე–ჯავახეთის, შიდა
ქართლისა და ქვემო ქართლის სოფლის ტიპის დასახლებებში განათლების განვითარების
პოტენციალის გამყარება“ ფარგლებში, რუსთაველი პედაგოგებისთვის ტრენინგი
ჩატარდა. პროექტი სოფლის ტიპის დასახლებების სკოლებზეა გათვლილი, მაგრამ
CiDA-სა და ტრენერების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ,,ბუნებრივად საინტერესო
გაკვეთილი“ რუსთავის სკოლების მასწავლებლებისთვისაც დაიგეგმა.
,,ტრენინგი თემაზე ,,ბუნებრვად საინტერესო გაკვეთილი“ ჩატარდა რუსთავის
პედაგოგებისთვის, კერძოდ, ფიზიკოსების, ქიმიკოსებისა და ბიოლოგებისთვის.
მასწავლებლებმა თავად ჩაატარეს ექსპერიმენტები, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია
და ხალისიანი განწყობა შექმნა. ყველა შევთანხმდით, რომ გაკვეთილი ნამდვილად
ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული იქნება ექსპერიმენტები“, განაცხადა ტრენერმა მარინა ჯალიაშვილმა.
პედაგოგების სიმრავლის გამო, ტრენინგი ორ ჯგუფად ჩატარდა. ცდებმა და
ექსპერიმენტებმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ პედაგოგებმა მსგავსი ტრენინგების მომავალში ჩატარებაც
ითხოვეს.
,,ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო, არანაკლებ საინტერესო ექსპერიმენტები, რომელიც დაგვეხმარება მომავალში
სკოლაში მოსწავლეებთან ურთიერთობაში. ჩვენი გაკვეთილები უფრო თვალსაჩინო გახდება“, - აღნიშნა მე–17 საჯარო
სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა მზია თხელიძემ.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სათანადო ლიტერატურა დაურიგდათ.
ტრენინგი მხარდაჭერილია პროექტის ,,ბუნებრივად თანაბარი შესაძლებლობები“ სამცხე–ჯავხეთის, შიდა
ქართლისა და ქვემო ქართლის სოფლის ტიპის დასახლებებში განათლების განვითარების პოტენციალის გამყარება“
ფარგლებში. პროექტი ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონური
დახმარების 2011 წლის პროგრამის დაფინანსებით. პროექტს ქვემო ქართლში ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების
სააგენტო“ (CiDA) პარტნიორ ორგანიზაციებთან ფონდი პარტნიორები პოლონეთიდან (FPP), საზოგადოებრივი კავშირი
მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“(შიდა ქართლი) და კავშირი ,,სამყარო“ (სამცხე–ჯავახეთი) ერთად.

CiDA-ს ჰუმანიტარული აქცია
CiDA-ს დირექტორმა კოდორის ხეობიდან დევნილ ონიანების
ოჯახს საჩუქრად საოჯახო ტექნიკა გადასცა. აქციას თეთრიწყაროს
რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი მესტვირიშვილიც
ესწრებოდა. CiDA-მ ინფორმაცია ოჯახის მდგომარეობის შესახებ
სწორედ გიორგი მესტვირიშვილისგან მიიღო. ამ ოჯახს 23 ნოემბერს,
ორსართულიანი სახლის მეორე სართული მთლიანად გადაეწვა
ელექტროგაყვანილობის გაუმართაობის გამო. შესაბამისად, ტექნიკის
ნაწილიც განადგურდა. საკრებულოს თავმჯდომარე ოჯახს შეპირდა,
რომ გაზაფხულიდან მაქსიმალურ დახმარებას გაუწევენ დამწვარი
სახლის აღდგენაში საშენი მასალითა და სხვა საშუალებებით.
CiDA-ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა დამდეგი შობა-ახალი
წელი მიულოცა ოჯახს. ონიანებმა კი, მადლობა გადაუხადეს CiDA-ს გაწეული მხარდაჭერისთვის.

w w w. c i d a . g e

CiDA მედიაში
მიმდინარე თვის განმავლობაში CiDA მიწვეული იყო რამდენიმე მედია საშუალებებში სხვადასხვა თემებზე
სასაუბროდ.
7 დეკემბერს, რადიო „მწვანე ტალღის“ ეთერში
გაიმართა
დისკუსია
თემაზე
სამოქალაქო
ორგანიზაციებისადმი საზოგადოების ნდობის შეფასება.
CiDA-ს გარდა ეთერში მიწვეულნი იყვნენ აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.
განხილული
იყო
G-PAC
პროგრამის
ფარგლებში
ორგანიზებული კვლევის შედეგები, რომელიც არასამთავრობო
სექტორისადმი მოსახლეობის ნდობის შეფასებას ისახავდა მიზნად.
7 დეკემბერს , პალიტრა TV-ს ეთერში გაიმართა დისკუსია
თემაზე - ეროვნული უმცირესობები საქართველოში. საუბარი
ძირითადად გაიმართა აზერბაიჯანელი და სომეხი ეროვნების
მოქალაქეების წინაშე არსებულ პრობლემებზე, მიმდინარე
სამთავრობო და არასამთავრობო პროექტებზე, მათ ეფექტიანობაზე
განათლების, სახელმწიფო ენის სწავლების, ინფრასტრუქტურის,
სოციალურ-ეკონომიკური და სხვა მიმართულებებით.

19
დეკემბერს,
საქართველოს
საზოგადოებრივი
მაუწყებელის ეთერში, გადაცემაში „ევროპული არჩევანი“ შედგა
დისკუსია თემაზე - მოსახლეობის ნდობა არასამთავრობო
ორგანიზაციებისადმი. ეთერში მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა
არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები,
რომლებმაც იმსჯელეს სამოქალაქო სექტორის ნდობის,
ცნობადობის, არსებული პრობლემების და განვითარების
პერსპექტივების შესახებ.

CiDA-მ 2011 წელი შეაჯამა
29 დეკემბერს, ტრადიციულად, სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (CiDA) 2011 წელი შეაჯამა. CiDA-ს
დირექტორმა ისაუბრა 2011 წლის პრიორიტეტების, მიმდინარე პროექტების, ახალი დონორებისა და სტრატეგიული
პარტნიორების, ასევე ადმინისტრაციული სიახლეების შესახებ.
„უმთავრესი, ალბათ მაინც ისაა, რომ ორგანიზაცია პროგრესირებს. იზრდება ორგანიზაციის ცნობადობა და
ნდობა მის მიმართ. ახალი პროგრამები, ახალი დონორები, ძველი დონორებთან განვითარებული ურთიერთობა,
ბენეფიცარების გაზრდილი რაოდენობა, საქმიანობის გაზრდილი არეალი მთელს აღმოსავლეთ საქართველოზე,
- სწორედ ამაზე მეტყველებს. ამ ყველაფრის საფუძველი კი CiDA-ს თანამშრომლები არიან, რომელთა
პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება განსაზღვრავს ორგანიზაციის პროგრესს“, აღნიშნა CiDA-ს დირექტორმა
ზვიად დევდარიანმა.
„მე სულ ახლახანს შევუერთდი CiDA-ს გუნდს და იმედი მაქვს, ჩემი პროფესიიდან და გამოცდილებიდან
გამომდინარე ჩემს წვლილს
შევიტან

საერთო

უფასო

საქმეში.

იურიდიული

დახმარების

სფერო

ორგანიზაციის

ახალი

პრიორიტეტია და ვფიქრობ,
ამ

სფეროში

სხვადასხვა

სფეროს წარმომადგენელთა
ჩართულობის მნიშვნელოვან

w w w. c i d a . g e

პრეცედენტს

ვქმნით“,

აღნიშნა CiDA-ს იურისტმა
ზურაბ მუხურაძემ.
„მე
მოვედი

ორგანიზაციაში
სტაჟირების

პროგრამით და სამი თვის
შემდეგ შემომთავაზეს CiDAში მუშაობის დაწყება. მიხარია,
რომ აქ აფასებენ შრომას და
განვითარების შესაძლებლობაც არსებობს“, აღნიშნა CiDA-ს „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს
ქსელის“ კოორდინატორმა თეონა ცხოვრებაძემ.
შეხვედრის ბოლოს CiDA-ს თანამშრომლებმა ორგანიზაციისგან საახალწლო საჩუქრები მიიღეს.