You are on page 1of 7

ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება

#1 იანვარი/თებერვალი

თქვენი ადგილობრივი პარტნიორი
www.cida.ge

ტრანსსასაზღვრო ურთიერთობა გრძელდება
,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA) 2012 წლიდან ახალ
პროექტს

ახორციელებს.

პროექტის

სახელწოდებაა

,,ადგილობრივი

აქტორების გაერთიანება ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და
მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ (JOIN), რომელიც პროექტ STAGE II
–ის განვითარების ახალ ტაპს წარმოადგენს.
,,შეიცვალა პროექტის თემატური მხარე. თუ STAGE II–ის ფარგლებში
ძირითადი

აქცენტი

კეთდებოდა

მოსაზღვრე

მუნიციპალიტეტებში

თვითმმართველობებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებასა და
გამოცდილების გაზიარებაზე, ახლა ამას დაემატა ადგილობრივი ბიზნესები,
მათ შორის სოფლის მეურნეობის კუთხით. პროექტის თემატური მხარე უფრო
ეკონომიკაზეა ორიენტირებული, რადგან მიჩნეულ იქნა, რომ ეკონომიკა
და ბიზნესი არის ის თემა, რომელმაც ობიექტურად შეიძლება გააძლიეროს
ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა“, -აღნიშნა CiDA –ს დირექტორმა ზვიად
დევდარიანმა.
პროექტის

ფარგლებში

სომხეთის

საზღვრისპირა

მუნიციპალური სამუშაო ჯგუფები შეიქმნება,

რომლებიც

რეგიონებში
ექსპერტების

დახმარებით ადგილობრივ საინვესტიციო სტრატეგიებს მოამზადებენ.
სტრატეგიების

განხორციელებაშიც

სამუშაო

ჯგუფები

ჩაერთვებიან.

გაკეთდება კონკრეტული ბიზნეს–გეგმები, რომლის თანადაფინანსებას
JOIN პროექტი უზრუნველყოფს. ძირითადად შეირჩევა ისეთი ბიზნესები,
რომლებიც

ერთმანეთთან

პრიორიტეტეული
დაფინანსება.

მუნიციპალიტეტებს დააკავშირებს, ასევე

იქნება

პროექტის

განვითარების

ცენტრების

ინფორმაციის

მოძიებასა

ტრანსსასაზღვრო
ფარგლებშივე
დაფუძნება,
და

ბიზნეს–პროექტების

იგეგმებამცირე
რომლებიც

კონსულტაციებით

ბიზნესის
ფერმერებს

დაეხმარებიან.

ჩატარდება ერთობლივი, ქართულ-სომხური აქტივობები, მათ შორის
კონფერენციები და ფესტივალები.
პროექტი

,,ადგილობრივი

ინკლუზიური

ეკონომიკური

აქტორების

გაერთიანება

განვითარებისა

და

მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ (JOIN) 3 წლიანია და
მას ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტი
ხორციელდება CARE ავსტრიისა და CARE საერთაშორისო
კავკასიაში მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად:
საქართველოში- ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო
(CiDA)“ და სომხეთში - ,,აგრობიზნესისა და სოფლის
მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD)“.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი CiDA-ს ორგანიზაციულ
განვითარებაში ეხმარება

w w w. c i d a . g e

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი რამდენიმე კონტრაქტორ ორგანიზაციას, ორგანიზაციული
განვითარების წახალისებისთვის, ახალ სერვისს სთავაზობს. აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის არის
,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA), რომელმაც დიაგნოსტირების შედეგები უკვე მიიღო. საბაზისო
რეპორტებს თან შესაბამისი რეკომენდაციები ერთვის.

,,დიაგნოსტირება მოიცავს მათი მხრიდან ორგანიზაციული შეფასების განხორციელებას. შეფასების
ანგარიშები მოიცავენ დაკსვნებს კომპეტენციების მიხედვით და სარეკომენდაციო ნაწილებს. ამჟამად
ვგეგმავთ შიდაორგანიზაციულ დისკუსიას, რათა განვსაზღვროთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს
ორგანიზაცია. მომზადდება ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელსაც შევათანხმებთ
ევრაზიის ფონდთან. ფონდი უზრუნველყოფს, გარკვეული ფინანსური რესურსებით, ჩვენს მიერ წარდგენილი
სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი ინიციატივების დაფინანსებას. ეს შეიძლება იყოს ტრენერების,
კონსულტანტების აყვანა, ცალკეულ შემთხვევებში ტექნიკური პრობლემების მოგვარება, რაც შეიძლება
ხელს უშლიდეს ორგანიზაციის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას“,-აღნიშნა CiDA-ს დირექტორმა
ზვიად დევდარიანმა.
CiDA-ს დიაგნოსტირებაზე მუშაობა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა 2011 წლის ნოემბერში
დაიწყო, რისთვისაც წინასწარ შედგენილი კითხვარების მეშვეობით ორგანიზაციის რამდენიმე თანამშრომელი
გამოიკითხა, გამოთხოვილ და შეფასებულ იქნა რამდენიმე ათეული შიდა ორგანიზაციული დოკუმენტი.
დიაგნოსტირების
შედეგებთან ერთად CiDA-მ
ფონდისგან მოდულებიც მიიღო, რომლებიც მას
ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შედგენისას სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დაეხმარება.

სოფელ კოდის დევნილთა დასახლების სპორტულ დარბაზს ახალი
ინვენტარი შეემატება
პროექტ SIIMS-ის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის
სახლების

სპორტულ დარბაზს ახალი ინვენტარი შეემატება.

დევნილთა

და-

როგორც პროექტის

მობილიზატორი

რევაზ ბარბაქაძე აცხადებს, გასულ წელს პროექტით სპორტული ინვენტარი, კერძოდ

ტრენაჟორები

შეიძინეს, მიუხედავად ამისა, კიდევ 2 სავარჯიშო მოწყობილობის დამატება იგეგმება.
,,გვინდა, ტრენაჟორები გამოსადეგი იყოს როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის.

ამიტომ

უნდა

დავამატოთ 2 ისეთი ტრენაჟორი, რომელიც ქალებს დააინტერესებს. გარდა ამისა,

ვაპირებთ

წერტილების

ხეობის

რეაბილიტაციას. სამუშაოებში თავისი წილით შემოვა დიდი ლიახვის

სველი
სოფელ

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოც“,- აღნიშნა რევაზ ბარბაქაძემ.
სამუშაოები, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს დაიწყება.
პროექტ

SIIMS-ის

ინფრასტრუქტურის

რეაბილიტაციის

კომპონენტი ქვემო და შიდა ქართლის დევნილთა კომპაქტური
დასახლებებისა და მათთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის
საერთო ინფრასტრუქტურული პრობლემების წარმოჩენასა და
მოგვარებას ითვალისწინებს.
,,იძულებით
სტაბილიზაციისა

w w w. c i d a . g e

პროექტს“

(SIIMS)

გადაადგილებულ
და

საზოგადოებაში

ნორვეგიის

საგარეო

პირთა
მათი

ცხოვრების
ინტეგრირების

საქმეთა

სამინისტრო

აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები „ქეა ნორვეგია”
და „ქეა საერთაშორისო კავკასიაში” ახორციელებენ. პროექტის
ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია „სამოქალაქო
განვითარების სააგენტო“ (CiDA).

SIIMS–ის ფარგლებში 84 მცირე ბიზნესი დაფინანსდა
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების
პროექტის“ (SIIMS) დევნილ ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტში ქალთა ბიზნესის დაფინანსება
დასრულდა. პროექტის ფარგლებში სამივე ეტაპზე სულ 84 მცირე გრანტი გაიცა. თითოეული გრანტის ოდენობა 950 აშშ
დოლარია.
,,როგორც

პროექტით

იყო

გათვალისწინებული,

სულ

დაფინანსდა 84 მცირე ბიზნესი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს
ყოველთვიური გეგმიური მონიტორინგი და კონსულტაციები“,
- აცხადებს SIIMS–ის პროექტის ქალთა ბიზნესის განვითარების
ოფიცერი შორენა კოჭლამაზაშვილი.
დაფინანსებულ

პროექტებს

შორის

არის

ვაჭრობის,

სოფლის მეურნეობის, მომსახურების, კულტურის სფეროები.
ყველა აღნიშნული პროექტის დაფინანსებით, დევნილ ქალთა
ბიზნეს–საქმიანობის

ხელშეწყობისთვის,

CiDA–მ

პარტნიორ

ორგანიზაციებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
დევნილების უმეტესობისთვის მცირე ბიზნესიდან შემოსული
თანხა მათი ოჯახების საარსებო წყარო გახდა.
,,იძულებით

გადაადგილებულ

პირთა

ცხოვრების

სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროექტს“ (SIIMS) ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები ქეა ნორვეგია და ქეა საერთაშორისო კავკასიაში ახორციელებენ.
პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA).

w w w. c i d a . g e

მოხუცთა
სახლში
შუალედური
მონიტორინგი
ჩატარდა

უამინდობისა და მკაცრი ზამთრის მიუხედავად, რუსთავის მოხუცთა სახლში, „ქალაქ რუსთავის
მოხუცთა თავშესაფრის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად
მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც იაპონიის მთავრობის „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების
გრანტის“ ფარგლებში ხორციელდება, მოხუცთა სახლის ამორტიზებული შენობის სრულ რეაბილიტაციას
ითვალისწინებს. სამუშაოების მიმდინარეობას პერიოდულად თვალს ადევნებს თავად იაპონიის საელჩო,
რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობა და ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“, რომელიც
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა. 9 თებერვალს მოხუცთა სახლში შუალედური მონიტორინგი
ჩატარდა, რომელშიც იაპონიის მხარე, ადგილობრივი თვითმმართველობა და CiDA მონაწილეობდა.
,,მონიტორინგის დროს მოხდა მიმდინარე პროცესების შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი
კლიმატური პირობებია, ადგილზე სამუშაოები არ შეჩერებულა და შავი სამშენებლო სამუშაოების დიდი
ნაწილი უკვე დასრულებულია. იმედი გვაქვს, რომ მაისის ბოლომდე ყველა სამუშაო შესრულდება“,- აღნიშნა
CiDA-ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.
სამუშაოების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის
კონსულტანტმა ჩიკაკო უდამ.
მოხუცთა
სახლის
შენობა
თანამედროვე
სტანდარტების
შესაბამისად
გარემონტდება,
აღიჭურვება გათბობის სისტემით, ავეჯითა და საჭირო
ინვენტარით. როგორც მოხუცთა სახლის დირექტორი
მალხაზ კვინიკაძე აცხადებს, ამ დროისთვის შენობაში
დამონტაჟებულია ფანჯრები, დასრულებულია შენობის
გადახურვა, გაკეთებულია სველი წერტილები. ამჟამად
ადგილზე წყლის სისტემის გაყვანა მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო
სამუშაოები
2012
წლის
იანვარში დაიწყო და მაისამდე უნდა დასრულდეს.
იაპონიის საელჩოს კონტრიბუცია პროექტისთვის
105,105 აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი რუსთავის
მუნიციპალიტეტის მიერ არის თანადაფინანსებული.
,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“ კი პროექტის განმახორციელებელია.

CiDA –ს მობილიზატორებმა დევნილთა დასახლებების
კონფლიქტების ანალიზი მოამზადეს
,,იძულებით

გადაადგილებულ

ინტეგრირების“ (SIIMS) პროექტის

პირთა

ცხოვრების

სტაბილიზაციისა

და

საზოგადოებაში

მათი

ინფრასტრუქტურის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, პროექტის

მობილიზატორებმა რევაზ ბარბაქაძემ და დავით შუბითიძემ შიდა და ქვემო ქართლის დევნილთა დასახლებების
კონფლიქტების ანალიზი გააკეთეს. ანალიზი მობილიზატორების დაკვირვებისა და სოციალური პასპორტების
საფუძველზე მომზადდა.
,,კონფლიქტების ანალიზი მოიცავს დასახლების შიგნით არსებულ კონფლიქტებს, მათი წარმოშობის
მიზეზებს, მათი განვითარების საფრთხეებს, რა შეიძლება ამას მოჰყვეს და რა სახის მუშაობა უნდა ჩავატაროთ
მომავალში ამ კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. ანალიზი ყველა დასახლებაზე გაკეთდა“, - აცხადებს SIIMS
- ის მობილიზატორი ქვემო ქართლში რევაზ ბარბაქაძე.
როგორც

ანალიზმა აჩვენა, კონფლიქტების ძირითადი მიზეზი ყველა დასახლებაში ერთნაირია და ის

დევნილების მიერ გადატანილ საკმაოდ მძიმე სტრესს უკავშირდება. ამას დაემატა ისიც, რომ დასახლებებში
სხვადასხვა სოფლებიდან ჩასახლებული ხალხი ცხოვრობს, რომელთაც გარკვეულ ეტაპზე საერთო ენის გამონახვა
გაუჭირდათ.
,,თუმცა იყო გარკვეული სპეციფიკური პრობლემებიც. ანალიზი გაკეთდა თავისი რეკომენდაციით, როგორ
უნდა ვიმუშაოთ მათთან, რა ინტენსივობით, რომ მომავალში ეს კონფლიქტები აღმოიფხვრას“, - აღნიშნა რევაზ
ბარბაქაძემ.
პროექტ SIIMS-ის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კომპონენტი ქვემო და შიდა ქართლის დევნილთა

w w w. c i d a . g e

კომპაქტური დასახლებებისა და მათთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის საერთო ინფრასტრუქტურული
პრობლემების წარმოჩენასა და მოგვარებას ითვალისწინებს.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების
პროექტს“ (SIIMS) ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები „ქეა
ნორვეგია” და „ქეა საერთაშორისო კავკასიაში” ახორციელებენ. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი
პარტნიორია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA).

მოხალისეობის ინსტიტუტის დანერგვაში სახელმწიფოს სამოქალაქო
სექტორიც ეხმარება
27–31 იანვარს, გუდაურში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და
ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე საქართველოს
მასშტაბით 17 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მიწვეული, მათ შორის ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“.
აღნიშნულ შეხვედრაზე CiDA-ს რევაზ ბარბაქაძე წარმოადგენდა.
შეხვედრის მიზანი მოხალისეობის ისტიტუტის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიულ მიდგომებზე
არასამთავრობო ორგანიზაციების დიალოგი და დისკუსია, აგრეთვე შესაბამისი სამოქმედო გეგმის დასახვა იყო.
,,შეხვედრაზე
ჯგუფებში,

სადაც

მოხდა

ამ ორგანიზაციების პრეზენტაციები. ჩატარდა შეხვედრები სამუშაო

ჯგუფის

წევრებმა ჩამოვწერეთ რეკომენდაციები, თუ რა უნდა გააკეთოს

არასამთავრობო სექტორმა და

სახელმწიფომ მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებისთვის. გარდა

ამისა,

კვლევის პრეზენტაცია მოხალისეობის თემაზე“,_განაცხადა CiDA-ს

მოხდა რამდენიმე

წარმომადგენელმა რევაზ ბარბაქაძემ.
სამომავლოდ

საქართველოს

სპორტისა

და

ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იმუშავებს
ერთიანი

ქსელის

შექმნაზე,

რომელშიც ჩართული იქნება როგორც
არასამთავრობო,

ისე

სამთავრობო

სტრუქტურები.

ისინი

მოხალისეობის

განვითარებასა

და

დასახვაზე იმუშავებენ.

სტრატეგიის

w w w. c i d a . g e

შაუმიანის საინიციატივი ჯგუფის წევრებს ტრენინგები ჩაუტარდათ
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, 22–24
თებერვალს ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” ოფისში, შაუმიანის თემის წევრებისთვის ტრენინგები
ჩატარდა. ტრენინგებს CiDA-ს მობილიზატორი რევაზ ბარბაქაძე, იურისტი ზურაბ მუხურაძე და მწვეული
ეკონომისტი თამაზ ჯვარიძე უძღვებოდნენ.
,,შაუმიანში
გ ა მ ო ვ ლ ე ნ ი
სათემო
პროექტის
სპეციფიკიდან
გ ა მ ო მ დ ი ნ ა რ ე
აუცილებელი გახდა
საინიციატივი ჯგუფის
დარეგისტრირება
სათემო
კავშირად
და დამფუძნებელთა
ორგანიზაციული
უ ნ ა რ ე ბ ი ს
განვითარება“,
განაცხადა
CiDA–ს
მობილიზატორმა რევაზ ბარბაქაძემ.
იურისტმა ზურაბ მუხურაძემ საინიციატივო ჯგუფის წევრებს არასამეწარმეო იურიდიული პირის
ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა გააცნო, ასევე ის პროცედურები, რომელთა გავლაც მის
დასაფუძნებლად არის საჭირო. ფინანსური მართვის საფუძვლებზე კი თამაზ ჯვარიძემ ისაუბრა.
,,გავაცანი არასამეწარმეო არაკომერვიული იურიდიული პირის ფინანსური მართვის საფუძვლები, ასევე
საგადასახო სისტემა და ფინანსური დაგეგმარება, რაც დაჭირდებათ ჩამოსაყალიბებლად და შემდგომი“, აღნიშნა ჯვარიძემ.
შაუმიანის საინიციატივო ჯგუფის წევრები ტრენინგებით კმაყოფილი დარჩნენ და აღნიშნეს, რომ CiDA
დევნილების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.
,,ჩვენ გვინდა სარიტუალო სახლი და დარბაზი ღონისძიებებისთვის, კრებების ჩასატარებლად, ბავშვების
გასართობად. უნდა დავაფუძნოთ ააიპ, რაშიც CiDA გვეხმარება. პრობლემის მოგვარების შემდეგ ბავშვებიც
გაიხარებენ და უფროსებიც, რადგან თავშეყრისა და გართობის ადგილი იქნება“, - განაცხადა შაუმიანის
დევნილთა დასახლების მცხოვრებმა ნელი სალამაძემ.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა თემის განვითარების პროექტის“ მიზანია, ხელი შეუწყოს
დევნილთა და მასპინძელ თემებს, გაიუმჯობესონ სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობა თემის
მონაწილეობით, პრობლემებისა და პრიორიტეტების გამოკვეთისა და ამ პრობლემების გადაჭრისთვის მიკრო
– პროექტების განხორციელების გზით.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა თემის განვითარების პროექტზე“ ძირითადი პასუხისმგებელი
ორგანოა საქართველოსო კუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტრო. პროექტს ახორციელებს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა
თემის განვითარების ცენტრი” (IDPCDP). პროექტს აფინანსებს სახელმწიფო სამშვიდობო ფონდი, რომლის
ადმინისტრირებასაც მსოფლიო ბანკი ახორციელებს. პროექტის კონსულტანტია ,,სამოქალაქო განვითარების
სააგენტო“ (CiDA).

w w w. c i d a . g e

პორტალ www.cso.ge –ზე განახლდა საქართველოს სამოქალაქო
ორგანიზაციების საინფორმაციო ბაზა.

გამოცემა მომზადებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ