You are on page 1of 16

Giorgi Leon Kavtaradze.

Interpretation of the Ancient Transcaucasian Data on the Carthaginians (in Georgian)

თამარ
გამსახურდია
70

საიუბილეო კრებული მიძღვნილია თამარ გამსახურდიას


ნათელი ხსოვნისადმი
მშვენიერება
მოსილი
სევდით

თბილისი 2007

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია


საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი

ისტორია
ძველი მსოფლიოს ისტორია /გვ. 75/

გიორგი ქავთარაძე

კართაგენელთა შესახებ ძველი ამიერკავკასიული ცნობების


ინტერპრეტაციისათვის

ცნობილია, რომ დიდი კართაგენელი მხედართმთავარი და საზოგადო მოღვაწე


ჰანიბალი (ძვ. წ. 247/246-183 წწ.) ერთხანს კავკასიაში ცხოვრობდა, იგი საკმაო ხანს
თავს აფარებდა სომხეთის მეფის არტაშეს (არტაქსია) I-ის კარს. პლუტარქეს ცნობით,
ჰანიბალი სომხეთის მეფეს ეხმარებოდა "არმენიის კართაგენად" (έν Ἀρμενίοις 
Καρχεδών) წოდებული სატახტო ქალაქის არტაშატის (არტაქსატა, არტაქსიასატა)
დაგეგმარებაში [Plut., Lucullus 32, 3, 31; Strabo, XI, 14, 6].

ბევრად უფრო გვიან, ახ. წ. V ს. პირველი ნახევრის სომხეთში მომხდარი ამბების


აღწერისას, VII ს. სომეხი ისტორიკოსი სებეოსი თითქოს მიგვანიშნებს მის ქვეყანაში
კართაგენელთა ხანმოკლე გაბატონებაზე; კერძოდ სებეოსის ისტორიის მიხედვით
(თავი 7) [1 ზოგიერთი გამოცემის მიხედვით, ეს ნაწილი სებეოსის ისტორიის მესამე ნაწილის
წინასიტყვაობაშია მოთავსებული, ზოგშიც _ V თავის დასაწყისში.], არშაკიდების ბატონობისა
და ვარამ შაპუჰის ხანის დამთავრების შემდეგ სომხეთში გაბატონებულა ხალხი
კარქედოვმაჲეცის სამთავროდან. სომხური სახელწოდება – "კარქედოვმაჲეცი"
(Կարքեդովմայեցի) წარმოდგება ბერძნული Καρχεδών-იდან, რომელიც, თავის მხრივ,
სათავეს იღებს კართაგენის ფინიკიური სახელიდან – Kartha-hadatha (Kart H dašt)
("ქალაქი ახალი").

სებეოსის ცნობით, „შხამიან” დიდ მოგვებთან და სამეფოს უმთავრეს ნახარარებთან


ერთად შემუშავებულა სომხეთში ქრისტიანობის ამოძირკვის გეგმა. სებეოსი იქვე
განმარტავს, რომ ეს ამბავი შეეხება ბოროტი იაზკერტის მეფობის ხანას, რომელსაც
სურდა დაერღვია სომხეთში საღვთო წესრიგი, გაენადგურებინა ქრისტიანები, მაგრამ,
რომელსაც წინ აღუდგნენ სომხეთის მამაცი ნახარარები ვარდან მამიკონიანის
მეთაურობით. „ბოროტ იაზკერტში“ ირანის სასანიანი შაჰი იაზდგერდ II
იგულისხმება, რომლის ზეობის წლები (438-457 წწ.) ქრისტიანთა და სხვა
არაზოროასტრელთა განსაკუთრებული ჩაგვრით იყო გამორჩეული. თუ სებეოსის
ცნობას დავეყრდნობით, სომხეთში კარქედოვმაჲეცის სამთავროს ხალხის
გაბატონების ხანა მოქცეული უნდა იყოს ვარამ შაპუჰის გარდაცვალების ხანიდან
იაზდგერდ II-ის მეფობის დამთავრების ხანამდე ანუ უნდა განისაზღვროს დაახლ.
417-457 წწ. შუალედით [2 როგორც ცნობილია, ვრამშაპუჰის შემდეგ გამეფებულა ხოსრო IV (417-
418 წწ.), ხოლო 418-422 წწ. სომხეთის ტახტზეა შაჰის იაზდგერდ (იეზდიგერდ) I-ის (399-420 წწ.) ძე
შაპუჰი; 422 წელს ტახტს იბრუნებს ვრამშაპუჰის ძე არტაშესი/არდაშირი. 428 წლიდან სომხეთში
დადგა უმეფობის ხანა და ძალაუფლება გადაეცა იაზდგერდ I-ის მეორე შვილის, ახალი და
წარმატებული შაჰის ვაჰრაამ V-ის (420-438 წწ.) მიერ დანიშნულ მარზპანს, რითაც დაიწყო სომხეთში
მარზპანატის ეპოქა არაბობის ხანამდე გაგრძელებული. დაახლ. 442 წელს არმენიის მარზპანი ხდება
ვასაკ I სივნიელი, რომელიც ქვეყანას 451 წლამდე განაგებდა.].

სებეოსის ტექსტის კომენტატორების აზრით, კარქედოვმაჲეცელებში სასანიანი


სპარსელები იგულისხმებიან, ვინაიდან უშუალოდ მომდევნო წინადადებაში
ნახსენებია დიდ მოგვებთან და სამეფოს უმთავრეს ნახარარებთან ერთად სომხეთში
ღვთისმოსაობის /გვ. 76/ მოსპობის მცდელობა. სებეოსის რუსულად მთარგმნელი კ.
პატკანიანი [3 ცნობილი პეტერბურგელი არმენოლოგი პროფ. კ. პატკანოვი.] შენიშნავდა, რომ
მან ვერ შეძლო ამ სახელის განსაზღვრა, თუმცა კი იგი სპარსელებს უნდა
აღნიშნავდეს [Патканьян 1862, 22-23]. ამ ტერმინის წარმომავლობის დადგენა ვერც
ტექსტის მეორე მთარგმნელმა, ს. მალხასიანცმა მოახერხა, რომელმაც, V ს. სომეხი
ისტორიკოსის ეღიშეს ცნობასთან შეთანაპირებით, სადაც ზემოხსენებულის
შესატყვის ადგილას, სასან სპარსის შთამომავლობის მიერ სომხეთის დაპყრობის
შესახებ არის საუბარი [Малхасянц 1939, 148, შენ. 38], სებეოსის მიერ მოხსენიებული
"კარქედოვმაჲეცის სამთავროს ხალხი" (ազգն Կարքեդովմայեցի իշխանութեանն), და
კ. პატკანიანის მიერ რუსულად ასევე თარგმნილი ("народ Каркедомского
княжества"), შეცვალა "კარქედოვმაჲეცის დინასტიის გვარით" ("род Карк'едомской
династии") და მასში სასანიანთა დინასტია იგულისხმა. ს. მალხასიანციც, კ.
პატკანიანის მსგავსად, შენიშნავდა, რომ მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ უნდა
შერქმეოდათ სასანიანებს ეს სახელი [Малхасянц 1939, 26, 148, შენ. 38]. სებეოსის
ტექსტის ახალი ინგლისურენოვანი თარგმნის ავტორი რ. თომსონი, რომელსაც არ
ეეჭვება კარქედოვმაჲეცელების კავშირი სპარსელებთან, სომხური իշխանութեան
(სათავადო/საერისთავო) უკვე "იმპერიად" თარგმნა – "the race of the Kark'edovmayi
empire" [Thomson 1999, 64]. ამავე დროს, სომხური წარმომავლობის ამერიკელი
წყაროთმცოდნე და მთარგმნელი რ. გ. ბედროსიანი ამ ადგილს ინგლისურ ენაზე ისევ
"სამთავროს ხალხად" თარგმნის: "the people of the Kark'edovmayets'i principality"
[Bedrosian 1985].

კარქედოვმაჲეცელების უშუალოდ სპარსელებთან გაიგივებას ხელს უნდა უშლიდეს


სწორედ ეს გარემოება, რომ სებეოსთან ეს "ხალხი" (ազգ აზგ – ერი, people, народ)
მხოლოდ "სამთავროს" (իշխանութեան იშხანუთჲეან – სათავადო/საერისთავო,
principality, княжество) მფლობელია, სასანიანთა ძლევამოსილი იმპერიისაგან
განხვავებით, რომელსაც უფრო შეესაბამება მომდევნო წინადადება, სადაც საუბარი
შეეხება, სომხეთში ღვთისმოსაობის განადგურების განზრახვის დაგეგმვას მოგვებთან
და "სამეფოს" (թագաւորութեան თაგავორუთჲეან – kingdom, царство) (და არა
"სამთავროს" – გ. ქ.) დიდებულებთან (ნახარარებთან) ერთად. ვინაიდან, თვით
სებეოსი აცხადებს, რომ სხვა ავტორების მონაცემების მიხედვით, ეს ამბავი
(კარქედოვმაჲეცის სამთავროს ხალხის გაბატონებისა და სომხეთში ღვთისმოსაობის
მოსპობის გეგმის) შეეხება ბოროტი იაზკერტის მეფობას, სავარაუდოა, რომ მოხდა
ორი განსხვავებული ამბის ერთმანეთში აღრევა: 1. კარქედოვმაჲეცის "სამთავროს"
ხალხის გაბატონებისა; 2. ბოროტი იაზკერტის მიერ ძლევამოსილი მოგვებისა და
მისი "სამეფოს" უმთავრესი დიდებულების თანადგომით სომხეთში ღვთისმოსაობის
აღმოფხვრისა. სხვა შემთხვევაში, ძნელი ასახსნელია ერთმანეთის მომდევნო ორ
წინადადებაში და ერთსა და იმავე კონტექსტში ჯერ "სამთავროსა" (իշխանութեան)
და შემდეგ "სამეფოს" (թագաւորութեան) მოხსენიება.

შეხედულება სპარსელებთან კარქედოვმაჲეცელების იგივეობის შესახებ


მნიშვნელოვანწილად დაფუძნებული ჩანს, ბიბლიაში შემავალი წიგნის
"წინასწარმეტყველება დანიელისას" მეშვიდე ხილვის აპოკრიფული დამატებების
სომხური ვერსიის ტექსტში [Անկանոն Գիրք I, 244], სიტყვა კარქედოვნის
"სპარსეთის" მნიშვნელობით გამოყენებაზე [Macler 1904, 156-157]. დანიელის ხილვა
ასახავს ოკეანიდან (ზღვა დიდი) ოთხი საზარელი მხეცის ამოსვლას, რომლებიც
ცოდვილი სოფლის დასასჯელად იყვნენ ღვთით მოვლენილნი. თეოლოგთა აზრით,
ეს მხეცები: მსგავსნი ლომისა, დათვის, ვეფხის და გველეშაპის, განასახიერებდნენ
შესაბამისად მსოფლიოს ოთხ ძლევამოსილ იმპერიას: ბაბილონს, მედია-სპარსეთს,
საბერძნეთსა და რომს. მიჩნეულია, რომ დათვში (დანიელი 7 : 5) ნაგულისხმევია
მიდიელ და სპარს მეომართა მძვინვარება [Collins 1992; Archer 1985]. ამდენად,
ჩვენთვის საინტერესო ტერმინი აქ სულაც არ უკავშირდება სასანიანებს და ზოგადად
მიდიურ-სპარსული სამყაროს გამოსახატავად იხმარება. როგორც ჩანს, სებეოსთან
აღწერილი ამბის ზეგავლენით, სიტყვა კარქედოვმაჲეცი ზოგიერთ სომხურ
თხზულებაში /გვ. 77/ გადაიქცა სპარსელების აღმნიშვნელ სახელად; აღსანიშნავია,
რომ "დანიელის წინასწარმეტყველების" აპოკრიფული დამატებების სომხური
ვერსიის შექმნის ხანა დაახლოებით სებეოსის თანადროულად არის მიჩნეული
[Toumanoff 1963, 189 შენ. 190].

გ. აბგარიანი ამ ტერმინის ახსნის ყველა ადრეულ ცდას შეცდომად მიიჩნევს და


თვლის, რომ მასში უნდა იმალებოდეს შერყვნილად წარმოდგენილი "ჩარ
ედოვმაჲეცი" (չար եդովմայեցի, ch'ar k'awdeayts') ანუ "ბოროტი ქალდეველები", რაც
შინაარსობრივ კავშირშია თვით სებეოსთან აღწერილ ამბავთან, სადაც ბოროტ
იაზკერტს ავი ზრახვების განხორციელებაში "შხამიანი ქალდეველები" ეხმარებიან
[Աբգարյանի 1979, შენ. 118; შდრ. Малхасянц 1939, 148, შენ. 38] [4 დ. ფრენდოს აზრით,
განსახილველი ტერმინი კარქემიშისა და კართაგენის დამახინჯებას წარმოადგენს [Frendo 1985, 6 შენ.
12].].

გაუგებარია თუ რით უნდა ყოფილიყო გამოწვეული სპარსელთა "კართაგენელებად"


მოხსენიება? როგორც ზემოთ დავინახეთ, სომხეთში კარგად უწყოდნენ თუ ვინ
იყვნენ კართაგენელები და სად იყო კართაგენი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პირველ რიგში მხედველობაშია მისაღები


გაურკვეველი წარმომავლობისა და XIX საუკუნიდან პარიზის ნაციონალური
ბიბლიოთეკის მედალთა განყოფილებაში დაცული ონიქსისა თუ სარდიონის ბეჭედი.
მასზე მამაკაცის ბიუსტია პროფილში გამოსახული, რომელსაც გარშემო
ამოტვიფრული აქვს ბერძნული წარწერა: ΟΥCΑC ΠΙΤΙΑΞΗC ΙΒΗΡΩΝ ΚΑΡΧΗΔΩΝ –
უსას პიტიაკსეს იბერონ კარხედონ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბეჭდის
შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან თითქმის საუკუნენახევარია გასული,
დღესაც გაურკვეველია, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ბეჭდის პატრონი – პიტიახშის
ხელისუფლების მქონე პირი, სახელად უსა – და რას უნდა ნიშნავდეს სიტყვა
"კარხედონ".

განყოფილებას, სადაც ბეჭედია დაცული, ამჟამად ეწოდება მონეტების, მედალიონთა


და სიძველეთა დეპარტამენტი (Département monnais, médailles et antiques) და აქ
აღნიშნული ბეჭედი რეგისტრირებულია № 1385-ით. ბეჭდის თვალი წარმოადგენს
გემას (ინტალიო) და ბ. ჩოლოყაშვილის ცნობით, რომელმაც ჩემი თხოვნით მოიძია იქ
აღნიშნული ბეჭედი, იგი სარდიონისაა და არა ონიქსის. ამას თუნდაც ის მოწმობს,
რომ იგი სამფეროვანია – პიტიახშის გამოსახულება წაბლის ფერია, მას გარშემო
ცისფერი სივრცე შემოუყვება, ხოლო ცისფერ სივრცეს თავის მხრივ შავი ფერი,
რომელზედაც ზემონახსენები ბერძნული წარწერაა შესრულებული. პიტიახშის თავი
შემკულია ნაწნავებად დაშვებული გრძელი თმით და აქვს ხშირი წვერი; ტანსაცმელი
მჭიდროდ აკრავს ტანზე [Chabouillet 1885, 198]. ბ. ჩოლოყაშვილის აზრით, ამ საგნის
ზომები (40 х 32 მმ) ცხადყოფს, რომ იგი უნდა ყოფილიყო არა თითზე წამოსაცმელი
ბეჭედი, არამედ საბეჭდავი. ამ საბეჭდავის ანატვიფრი ს. ჯანაშიას საქართველოს
სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში ინახება.

პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის იმავე დეპარტამენტში რეგისტრირებული


ყოფილა უფრო მცირე ზომის (20 х 15 მმ) კიდევ ერთი, ასევე სარდიონის, თითზე
გასაკეთებელი ბეჭედი (№ 1386), ოღონდ უწარწერო, რომელსაც იმავე პიტიახშს
აკუთვნებდნენ უდავო პორტრეტული მსგავსების გამო [Chabouillet 1885, 199].
სამწუხაროდ ამჟამად ეს ბეჭედი დაკარგულად ითვლება [5 ვსარგებლობ შემთხვევით და ბ-
ნ ბიძინა ჩოლოყაშვილს გულითად მადლობას მოვახსენებ დიდი დახმარებისათვის.].

სებეოსის ისტორიაში მოხსენიებული "კარქედოვმაჲეცის" შესაძლო კავშირზე


ჩვენთვის საინტერესო საბეჭდავის წარწერის "კარხედონთან" ყურადღება პირველად
კ. კეკელიძემ გაამახვილა [კეკელიძე 1949, 125-132]. მის მიერ ტერმინ "იბერონ
კარხედონის" ე. წ. სასანიანთა იბერებად ინტერპრეტირება, ძირითადად
დაფუძნებული იყო სებეოსისეული ტექსტის "კარქედოვმაჲეცის" სასანიანებთან
გაიგივებაზე და ბუნებრივია პიტიახშის საბეჭდავის წარწერაშიც მას სასანიანთა
დინასტია ჰქონდა ნაგულისხმევი.
პიტიახშის სახელწოდებას – უსა – მეცნიერთა დიდი ნაწილი არშუშად აღადგენდა
/გვ. 78/ და ამ პიროვნებას უკავშირებდა `შუშანიკის მარტვილობასა" და ღაზარ
ფარპეცის "ისტორიაში" მოხსენიებულ არშუშა პიტიახშს [Marquart 1901, 169;
Hübschmann 1904, 276 შენ. 2; Toumanoff 1963, 184, 188, 189]. კ. კეკელიძემ წარწერა
შემდეგნაირად გაიშიფრა: "აშუშა, სასანელთა (ანუ სპარსეთის) იბერების პიტიახში"
(πιτιάξης τῆς περσικῆς Ίβηρίας) [კეკელიძე 1949, 128]. კ. თუმანოვი დასაშვებად მიიჩნევს
წარწერის კეკელიძისეულ ინტერპრეტაციას: "იბერიის სასანიანი პიტიახში". ამავე
დროს, მოვსეს ხორენაცის ტექსტზე დაყრდნობით, იგი არ გამორიცხავს, რომ
წარწერაში ასახულიყო იბერიისა და გოგარენეს ხელისუფალთა სახლების
წარმომავლობის ერთიანობა და ალექსანდრე მაკედონელის მიერ ნაბუქოდონოსორის
მიერ ტყვედქმნილი იბერების მმართველად დადგენილი დარიოსის სატრაპ
მიჰრდატისაგან მათივე წარმომავლობა [Toumanoff 1963, 189]. ა. ბოგვერაძე, იმის
გათვალისწინებით, რომ აშუშას წინაპარი ფეროზი სასანიანთა საგვარეულოს
ეკუთვნოდა, აღნიშნულ წარწერას ასე კითხულობს: "აშუშა (უსა), იბერიელთა
პიტიახში, კარქედონინი (სასანიანი)" [ბოგვერაძე 1963, 66].

გამოთქმული იყო მოსაზრება, არშუშას სახელწოდების დაქარაგმება-შემოკლების


შედეგად ფორმა "უსას" მიღების შესახებ [Peeters 1935, 274-275]. ე. თაყაიშვილი ამის
საპასუხოდ განმარტავდა, რომ ქართულ დამწერლობაში არსად არ შეიმჩნევა, რომ
ქარაგმით შემოკლებულ სიტყვას პირველი ნაწილი, თუნდაც პრეფიქსი, სრულიად
მოშორებული ჰქონდეს; შემოკლებული სიტყვა ყოველთვის იწყება იმ ასოთი,
რომლითაც უნდა იწყებოდეს ქარაგმით გამოსახული შეუმოკლებელი სიტყვაც.
ამიტომ, მისი აზრით, პიტიახშის სახელი ბეჭედზე უცვლელად, უნაკლოდ არის
წარმოდგენილი და ეს სახელია უშა ან უჩა, ვინაიდან, ბერძნულ ენაში არც ბგერა
"შინი" მოიპოვება და არც "ჩინი"; ორივე ბგერას უცხო ენიდან ნასესხებ სიტყვებში
ბერძნული ენა "სანით" გამოხატავს. ამის გამო, ე. თაყაიშვილის აზრით, სრულიად
ზედმეტი და მიუღებელი იქნებოდა, ბეჭედზე მოხსენიებული პიტიახშის არშუშად
მიჩნევა [თაყაიშვილი 1948, 98].

არც თ. ყაუხჩიშვილი თვლის სახელს – Οὔσας – "აშუშას" შემოკლებად. ბერძნული


ეპიგრაფიკა-პალეოგრაფიის მონაცემების გათვალისწინების საფუძველზე იგი
აცხადებს, რომ, როდესაც მოკლდება ბერძნული (ან ბერძნულად დაწერილი) სიტყვა,
შემოკლება ჩვეულებრივ არ ხდება სიტყვის დასაწყისის ხარჯზე. მისი აზრით, თვით
სახელი Οὔσας უნდა გადმოსცემდეს იბერი პიტიახშის სახელს და იგი არ უნდა
მივიჩნიოთ "აშუშას" ან რომელიმე სხვა სახელის დაბოლოებად [ყაუხჩიშვილი 1976,
254].

კ. კეკელიძის განმარტებით, ამ შემთხვევაში ლაპარაკი უნდა გვქონდეს არა


დაქარაგმებაზე, არამედ ქართულისათვის დამახასიათებელ უბრალო შემოკლებაზე;
მაგ.: იოვანე-ვანე, ემანუელ-მანუელ, ონისიმე-ნისიმა [კეკელიძე 1949, 125]. თუმცა,
მისი აზრით, ბეჭდის წარწერაში მოხსენიებული აშუშა, ვერ იქნებოდა V საუკუნის
აშუშა, მამა ვარსქენისა, რადგანაც მის დროს იბერიაში ორმეფობას უკვე ადგილი
აღარა აქვს, ბეჭდის წარწერა კი, მისი გაგებით, ორმეფობას გულისხმობს. კ. კეკელიძე
შენიშნავს, რომ ამიანე მარცელინუსის ცნობით [XXVII, 12, 4, 17], ამიერკავკასიაში 368
წლიდან IV საუკუნის დამლევამდე მაინც არსებობდა ორი იბერია: ერთი სასანიანთა
იბერია, ირანზე დამოკიდებული, მეორე – სავარაუდოდ რომის პოლიტიკურ
სფეროში შემავალი და რომ ბეჭდის წარწერაში მოხსენიებული აშუშა, ვერ იქნებოდა
V საუკუნეში მოღვაწე, ვინაიდან იმ ხანის იბერიაში ორმეფობას აღარ ჰქონდა
ადგილი და მას a priori IV საუკუნის პიტიახშად მიიჩნევს [კეკელიძე 1949, 128, 131].
აშუშას გვარი და შესაბამისად ამ სახელწოდების მატარებელი პიტიახშები, მისი
ვარაუდით, არსებობდნენ როგორც V საუკუნეზე უფრო ადრე, IV საუკუნეში, ისე
უფრო გვიან – VI საუკუნეში, ამას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის მარტვილობის"
ტექსტი [კეკელიძე 1949, 131]. ა. ბოგვერაძემ და, როგორც ჩანს, მ. ბახტაძემაც,
გაიზიარეს კ. კეკელიძის შეხედულება [ბოგვერაძე 1963, 66; ბახტაძე 2003, 46, 51, 54,
56, 58, 60, 62, 71, 82, 83].

აღნიშნული საბეჭდავის V საუკუნით დათარიღებას არც მისი ტიპოლოგიური


მონაცემები უწყობს ხელს. ბ. კუფტინი ხაზგასმით შენიშნავდა, რომ ბეჭედზე
ამოკვეთილი პორ/გვ. 79/ტრეტის სტილისტური თავისებურებანი და მისი ბერძნული
და არა ფაჰლაური წარწერა უფლებას არ გვაძლევს ეს ბეჭედი მივაწეროთ V საუკუნის
დამლევის სასანიანთა მეფის მოხელეს, თუნდაც ადგილობრივი ეროვნული
გარემოდან [კუფტინი 1949, 318]. მისი განმარტებით, ამ ეპოქის სასანურ პორტრეტულ
გემებში ჭარბობს კონტურული მონახაზი, მაშინ როდესაც უსას ბეჭედს სახის
გადმოცემაში ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს ანტიკური ხანისათვის
დამახასიათებელი პლასტიკური შეგრძნება, რითაც იგი ახლოს დგას სასანიანთა
დინასტიის ფუძემდებლის არდეშირ I-ის (226-241 წწ.) გემასთან ყულახიდან, ისევე
როგორც არმაზის ნეკროპოლის ქალის № 2 სამარხის ვერცხლის ლანგარზე დატანილ
გამოსახულებასთან [კუფტინი 1949, 318-320]. იგი იმოწმებს ალ. ჯავახიშვილის
დაკვირვებასაც, ბეჭედზე გამოხატული სახის შესამჩნევი პორტრეტული მსგავსების
შესახებ არმაზის ნეკროპოლის IV საუკუნის დასაწყისის ერთი გემის
გამოსახულებასთან [კუფტინი 1949, 320]. მთლიანობაში ბ. კუფტინი საბეჭდავის
თარიღს მესამე საუკუნის დამლევით განსაზღვრავდა [კუფტინი 1949, 321]. მისივე
განცხადებით, თვით ის გარემოება, რომ არსებობს სავსებით დასრულებული
წარწერის უშუალო მითითება იმის შესახებ, რომ ბეჭედი ეკუთვნის პირს,
სახელწოდებით Ουσας (ე. ი. უსა, უშა, უჩა, ან შესაძლოა უსას), არავითარ საფუძველს
არ იძლევა იმისათვის, რომ ეს სახელი გადავაკეთოთ "აშუშად" ან "არშუშად"
[კუფტინი 1949, 318]. სწორედ იმის გამო, რომ უსას საბეჭდავის გემაზე
წარმოდგენილია აშკარად სასანიდურ ყაიდაზე ამოკვეთილი პორტრეტი, ამას ე.
თაყაიშვილიც ხაზგასმით აღნიშნავს [თაყაიშვილი 1948, 98], მისი დათარიღება III
საუკუნის მეორე მეოთხედზე უფრო ადრეული ხანით გამორიცხულად უნდა
ჩაითვალოს და უფრო სავარაუდოა ძირითადად III საუკუნის მეორე ნახევარსა და IV
საუკუნის საწყის ხანებში ექცეოდეს ანუ სასანიანთა ეპოქის ადრეულ პერიოდს
ემთხვეოდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს 2001 წლის


გაზაფხულზე სვეტიცხოვლის ეზოში, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს
აღმოჩენილი აკლდამის (სამარხი 14) გათხრის შედეგად ნაპოვნი ოქროს საწერი
მოწყობილობა – პენალი (№ 348), რომელზეც მრავლად მოიპოვება ბერძნული
წარწერები, ძირითადად ბერძნულ ღვთაებათა და გამოჩენილ პირთა – ჰომეროსის,
დემოსთენეს, მენანდრეს – სახელები. აქვე აღმოჩნდა წარწერა, სადაც ნახსენებია მეფე
უსტამოსი. წარწერა შემდეგნაირად იკითხება: "მეფე უსტამოსისა და ევგენიოსისა"
[იხ. აფაქიძე/ყიფიანი/ნიკოლაიშვილი/მანჯგალაძე/კაპანაძე 2003, 83; ყაუხჩიშვილი
2004, 368]. მკვლევართა აზრით, მთლად ნათელი არ არის, ეს ორი სახელი ერთ მეფეს
ეკუთვნის თუ ორ სხვადასხვა მეფეს და თვლიან, რომ ამ სახელით მოხსენიებულია
აქამდე უცნობი ქართლის მეფე [იხ., მაგ., ბერაძე/სანაძე 2003, 63]. სახელწოდებიდან –
"უსტამოსი" – შემოკლება-დაქარაგმების შედეგად Ουσας მიღების დამაბრკოლებელი
თითქოს არაფერი არ უნდა ჩანდეს. აქ სულ სხვა სახის წინააღმდეგობა გვაქვს,
უსტამოსი მეფეა – ბასილეოსი, ხოლო უსა პიტიახში – პიტიაქსეს. ამასთან
დაკავშირებით, ალბათ შეიძლება გავიხსენოთ კ. თუმანოვის შენიშვნა, რომ მხოლოდ
გოგარენეს პიტიახშებმა შესძლეს გამოეღწიათ არშაკიდული მონარქიის დაცემის
შემდგომ ეპოქაში, ოღონდ უკვე როგორც იბერიის სამეფო წრის კუთვნილმა წევრებმა
[Toumanoff 1963, 192]. ნიშანდობლივია, რომ საბეჭდავის წარწერაში ბერძნული
სიტყვა "პიტიაკსეს" ქართული "პიტიახშის" ფორმით არის წარმოდგენილი და არა
სომხური "ბდეშხ"-ის, ან ბერძნულ-ლათინური "vitax, vitaxa"-ს სახით [თაყაიშვილი
1948, 98]. ალბათ არ არის გამორიცხული, რომ ქართლის პიტიახშს უფრო გვიან
მეფობისათვისაც მიეღწია; გარდა ამისა, ალბათ გასათვალისწინებელია, სომეხი
მემატიანეების მიერ, საკუთარი მსოფლმხედველობიდან თუ თავისი ქვეყნის
პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ან სულაც ისტორიული ტრადიციის
ინერციის გამო, ქართლის მეფეების "ბდეშხებად" არცთუ იშვიათად მოხსენიება (იხ.
ქვემოთ).

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ზემოხსენებული სამარხის გამორჩეულად


მდიდრული ინვენტარი II-III საუკუნეებით თარიღდება, მოიპოვება რიგი ნიშნებისა,
რომლებიც სამარხის მოწყობის ხანად III-IV საუკუნეების მიჯნას განსაზღვრავენ და
შესაბამისად სწორედ /გვ. 80/ ეს ზღვარი უნდა ჩაითვალოს terminus post quem-ად
აღნიშნული სამარხის დათარიღებისას; რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სამარხი აღნიშნულ
ხანაზე უფრო ადრეულად ვერ ჩაითვლება, მიუხედავად იმისა თუ რამდენად უფრო
ადრეული ხანით შეიძლება თარიღდებოდნენ მასში ნაპოვნი ცალკეული ნივთები.
ალბათ დაახლოებით ამავე ხანით უნდა განისაზღვროს უსტამოსის ზეობის წლებიც.
მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ რომსა და სპარსეთს შორის დადებულ 298
წლის ნისიბისის ხელშეკრულების თანახმად იბერიის მეფეს, მისი ძალაუფლების
დამამტკიცებელი სიმბოლოები რომიდან უნდა მიეღო, ხოლო სამარხის ინვენტარი
აშკარად ავლენს მათი მფლობელის სტატუსის გამორჩეულ ხასიათს. როგორც
ცნობილია, რომი თავის კლიენტ-მეფეებს აღიარებასთან ერთად უძღვნიდა ხოლმე
წარჩინების ნიშნებს - ინსიგნიებს და უხვადაც ასაჩუქრებდა [Braund 1994, 245].

კიდევ უფრო რთული დასადგენია, თუ რას უნდა ნიშნავდეს პარიზის საბეჭდავის


წარწერაში ნახსენები კარხედონი, რომელიც აშკარად იბერიის მსაზღვრელად არის
გამოყენებული.

მართალია, წარწერაში სავსებით ნათლად ისმის კართაგენის სახელი, მაგრამ


მკვლევრები ერთთავად გამორიცხავენ მასში ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ქალაქის
დანახვის შესაძლებლობას და არც იქვე მოხსენიებულ იბერებს უკავშირებენ პირენეს
ნახევარკუნძულზე მცხოვრებ იბერებს. ამას თუნდაც ის გარემოება უშლის ხელს, რომ
პიტიახშის ინსტიტუტის არსებობა მხოლოდ ირანსა და მის მომიჯნავე
ტერიტორიებზეა საგულვებელი და დასტურდება კიდევაც ამიერკავკასიაში.
თითქმის ექვსი ათეული წლის წინ ე. თაყაიშვილი აღნიშნავდა, რომ ქართლის
ისტორიკოსთა არცერთ თხზულებასა და მატიანეში სიტყვა "იბერია", "იბერი" არ
გვხვდება; მეორე მხრივ, ბერძენ-რომაელთა ისტორიკოსები და უცხო ენებზე
დაწერილი ეპიგრაფიკული ტექსტები მხოლოდ იბერთა სახელმწიფოს იცნობენ,
იბერთა მეფეებს და იბერებს იხსენიებენ, ხოლო სახელი "ქართლი" მათთვის უცნობია
[თაყაიშვილი 1948, 97], ერთადერთ გამონაკლისად იგი სწორედ პარიზში დაცულ
საბეჭდავს მიიჩნევს და შენიშნავს, რომ ზემოგანხილულ წარწერაში – ΟΥCΑC
ΠΙΤΙΑΞΗC ΙΒΗΡΩΝ ΚΑΡΧΗΔΩΝ – მართალია, დამახინჯებულად, მაგრამ მაინც
იბერებთან ერთად მოიხსენიებიან "ქართლელებიც"; ამ ოთხ სიტყვაში ე.
თაყაიშვილის განცხადებით, მხოლოდ ორი მათგანია ნათელი და არავითარ ეჭვს არ
იწვევს: პიტიაკსეს იბერონ – "იბერთა პიტიახში" [თაყაიშვილი 1948, 97-98].

"კართაგენელი" იბერების იდენტიფიცირების საკითხთან დაკავშირებით არაერთი


აზრი არის გამოთქმული: პ. პეეტერსი შემდეგნაირად თარგმნიდა წარწერას: "აშუშა
პიტიახში კოლხელი იბერებისა” [Peeters 1935, 275-279], პ. ინგოროყვა: "აშუშა
პიტიახში იბერთა-კარქედისა (ანუ კლდეკარის)” [იხ. კეკელიძე 1949, 125-132], ექ.
თაყაიშვილი: "უშა, პიტიახში იბერთა-ქართლელთა”. ბ. კუფტინი: "უშა პიტიახში
იბერთა ქართთა" [კუფტინი 1949, 315-322] [6 ბ. კუფტინის აზრით, სიტყვა Καρχηδων უნდა
ამოიხსნას კართაგენის ბერძნული დასახელების შესაძლო წარმოშობის მსგავსად როგორც Καρϑηδων
ან კიდევ როგორც Καρϑελων. ამრიგად, წარწერა ბეჭედზე უნდა იკითხებოდეს: ”უშა პიტიახში
იბერთა-ქართთა” (აზრით ”იბერიისა-ქართლისა”) და მასში უნდა ვხედავდეთ მოწმობას, რომ უკვე
ჩვენი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის დამლევს სახელმწიფო იბერია ატარებდა მეორე ეროვნულ
სახელწოდებას - ქართლის ქვეყნისას [კუფტინი 1949, 321].].

საინტერესოა, რომ ზოგჯერ ქართველებისა და კართაგენელების სახელწოდებები


გამოიყენება ერთი და იგივე ეთნონიმის ასახსნელად. მხედველობაში მაქვს,
პერსეპოლისის წარწერებში მოხენიებული Karka-ს ხალხი, რომელთა ეთნიკური
კუთვნილება აუხსნელია; ჯერ კიდევ XIX ს. შუა ხანებში დანიელი ორიენტალისტი ნ.
ლ. ვესტერგაარდი მათ ქართველებს უკავშირებდა: "გრუზიელებს (Grusien),
რომელთაც სპარსელები ქურჯისტანს ( ) უწოდებენ", ხოლო ი. ოპერტი –
კართაგენელების სომხური სახელწოდების (კარქედოვმაჲეცი) გათვალისწინებით –
კართაგენელებს [Oppert 1852, 257, 376]. ტერმინ კარქედონის წარმომავლობის
საკითხთან დაკავშირებით, მართლაც მხედველობაში მისაღები ჩანს, კართაგენის
აღმნიშვნელი და ძველ სომხურ წერილობით წყაროებში დადასტურებული ტერმინი
კარქედოვმაჲეცი. როგორც ვხედავთ, ზემოთ ჩამოთვლილ ყვე/გვ. 81/ლა შემთხვევაში,
გაურკვეველი რჩება ტერმინების კარხედონისა და კარქედოვმაჲეცის ეტიმოლოგია.
ამგვარად, ძირითადი წინააღმდეგობა აღნიშნული საკითხის გარკვევისას
ეტიმოლოგიური ხასიათისაა.

უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ, თუ სომხურ ენაში


კართაგენელების აღმნიშვნელი ტერმინი კარქედოვმაჲეცი სპარსელთა უკეთურად
მოსახსენიებელად არის ნახმარი, რაც თითქოს სომხური წყაროების მონაცემებიდან
ჩანს, გამორიცხულად უნდა ჩაითვალოს ამ ტერმინის ბერძნული შესატყვისის –
კარხედონის – გამოყენება სპარსეთის იბერიის აღსანიშნავად პიტიახშის საბეჭდავზე;
ეს საბეჭდავი ხომ მისი მფლობელი პიტიახშის განსადიდებლად იყო დამზადებული
და არა დასამცირებლად.
რაც შეეხება, მკვლევართა მიერ, პიტიახშის საბეჭდავის წარწერაში
ჩრდილოაფრიკული ქალაქის, კართაგენის დანახვის შესაძლებლობის უარყოფას,
მაინც ვფიქრობ, გამორიცხული არ უნდა იყოს მასში მართლაც კართაგენის
გამოძახილი ყოფილიყო ასახული. კერძოდ, შესაძლოა აქ თავი გამოევლინა იმ
ტრადიციას, რომელიც კ. კეკელიძის განმარტებით, ამა თუ იმ დაწინაურებული
გვარის გენეალოგიას იწყებს ხოლმე რომელიმე გამოჩენილი და ცნობილი
ადგილიდან ან პირისაგან, როგორც, მაგ., ბაგრატიონები "დავითიან-სოლომონიანს"
უწოდებდნენ თავის თავს და იერუსალიმიდან გამოჰყავდათ საკუთარი გვარი
[კეკელიძე 1949, 130]. ამ მხრივ, "იბერონ" და "კარხედონ" ტერმინებთან მიმართებაში,
გასათვალისწინებელია ძვ. წ. IV-III სს. ისტორიკოსისა და პოლიტიკური მოღვაწის,
"ინდოეთის ისტორიის" ავტორის, მეგასთენესადმი მიწერილი და კლასიკურ და
მომდევნო ხანების თხზულებებში ფართოდ გავრცელებული ლეგენდარული ცნობა,
პონტოსთან მცხოვრები იბერების დასავლეთის იბერიიდან და ლიბიიდან
გადმოსახლების თაობაზე [Euseb., Praep. Evang., IX, 41, 1], და სავსებით
მოსალოდნელია მას იბერთა პიტიახშის ერთ-ერთ ძირითად ინსიგნიაზეც ეჩინა თავი.
ვინაიდან, მოვსეს ხორენაციც შენიშნავს, რომ ივერია (ვერია) ქვეყნიერების დასავლეთ
საზღვარზე მდებარეობს [Մովս. Խոր., II, 8-9], აშკარა ხდება, რომ ივერიაში იგი
პირენეს ნახევარკუნძულს გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ გ. მელიქიშვილი არ
გამორიცხავდა, მოქცევაჲ ქართლისაჲს "არიან-ქართლის" არიანის მიღების
შესაძლებლობას "პერენეს" (პირენეის) დამახინჯების შედეგად [მელიქიშვილი 1965,
16] [7 გ. მელიქიშვილი შენიშნავს, რომ თქმულებებმა ქართველთა წარმომავლობისა და სახელმწიფოს
ჩამოყალიბების შესახებ, მათი ფიქსირების ხანამდე, განსხვავებული ისტორიული და ეპიკური
ტრადიციების მქონე ახალ მომენტებთან დაკავშირების შედეგად ბევრი ცვლილება და აღრევა-
გაერთიანება განიცადეს; კერძოდ, მისი აზრით, ტყვე-იბერების ამბით გადმოცემულია ცნობა
ნაბუქოდონოსორის მიერ ებრაელთა სამშობლოდან აყრის შესახებ [Меликишвили 1959, 281].].

პირენეს იბერიის კავკასიის იბერიასთან კავშირის თაობაზე ძველთაგანვე არსებული


წარმოდგენა ძირითადად ამ სახელწოდებების იდენტურობით იყო განპირობებული.
ეს იდენტურობა, ადგილობრივი სახელების ბერძნულ-რომაულ სამყაროსათვის
უფრო ჩვეულ სახელებთან მიმსგავსებისა თუ თარგმნის შედეგად იქმნებოდა ხოლმე.
ამგვარად უნდა აღმოცენებულიყო კავკასიაში ჯერ კიდევ ძვ. წ. IV საუკუნემდე
სახელწოდება "იბერია", კავკასიაშივე, ალბათ უფრო გვიან, "ალბანია" და ა. შ.
შესაძლოა ადგილობრივი ტერმინის უცხო ენაზე გააზრების იმავე მოდელს ჰქონოდა
ადგილი კართაგენის აღმნიშვნელი ტერმინის – "კარხედონის" – ეთნონიმ "იბერის"
მსაზღვრელად გამოყენების დროსაც.

ლიბიისა და იბერიის მოსახლეობის პონტოს აღმოსავლეთით გადმოსახლების


შესახებ ზემომოყვანილი ლეგენდარული ცნობის საბეჭდავის წარწერაში შესაძლო
ასახვის შუქზე, დასაშვები უნდა ჩანდეს "კარხედონით" "ლიბიის" ჩანაცვლება. ამის
შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს თვით კართაგენის მოსახლეობის მიმართ ტერმინ
"ლიბიელის" გამოყენების კარგად ცნობილი ფაქტი: კართაგენელების აღსანიშნავად,
რომლებიც ფინიკიელთა და ავტოქტონთა ნაჯვარს წარმოადგენდნენ, ფართოდ
იხმარებოდა ტერმინი – "ლიბიელი ფინიკიელი" (Λιβυφοἱνϊκες), საპირისპიროდ
ლევანტიელი ანუ "სირიელი ფინიკიელისა" (Συροφοίνικες) [Benseler 1981, 479, 763]. /გვ.
82/
საკითხავია რომელი იბერიული სახელწოდება შეიძლება მივიჩნიოთ საბეჭდავის
წარწერის "კარხედონის" პროტოტიპად თუ წინა-ფორმად?

თუ გავითვალისწინებთ, რომ კართაგენის ფინიკიურ სახელწოდებაში – Kartha-


hadatha ან შემოკლებით Karthada – შემავალი სიტყვა "kart" აღნიშნავს "ქალაქს", ხოლო
ტერმინი "ქართლი" დაკავშირებულია არმაზციხის ძველ სახელწოდებასთან –
ქართლი ანუ მთა ქართლი [შდრ. ყაუხჩიშვილი 1955, 25:11-12], ამ ორ სიტყვას შორის
კავშირი თვალშისაცემი გახდება. საინტერესოა, ამ მხრივ, ე. თაყაიშვილის ხედვა, იგი
თვლიდა, რომ მცხეთა იყო იბერთა თავი ქალაქი, ხოლო არმაზი ქართლის
ტერიტორიას ეკუთვნოდა და უძველესი დროიდან მას თვითონ ეწოდებოდა
ქართლი, ვიდრე იქ არ აღუმართავთ არმაზის კერპი [თაყაიშვილი 1948, 101]. სიტყვა
"ქართლი", მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, წარმომდგარი უნდა იყოს
ინდოევროპული სუბსტრატის ნიშნად მიჩნეულ სიტყვა "karta"-საგან, რომელიც
თავდაპირველად აღნიშნავდა "შემოღობილ ადგილს", ხოლო შემდეგ – გალავანს,
ნაგებობას, ციხე-სიმაგრეს [8 ეთნონიმ ქართველის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურის ვრცელი
მიმოხილვა, იხ. ფუტკარაძე 2005, 160-181.]; თუმცა არსებობს უფრო "ეკონომიური"
ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობაც: რამდენადაც "ქალაქის" (Stadt) აღმნიშვნელი
არამეული სიტყვაა "karda" [Brockelmann 1962, 176*], ხოლო ფინიკიურთან
ახლომონათესავე ეს ენა ერთ-ერთი ძირითადი სახელმწიფო ენა იყო არმაზციხის
ადრეულ ბინადართათვის, ვფიქრობ, სავსებით დასაშვებია, სწორედ სიტყვა "karda"
დასდებოდა საფუძვლად ტერმინ ქართ-ლ-ს [9 სავარაუდოა, რომ -ლ- აქ დეტერმინანტი
სუფიქსია. ტ. ფუტკარაძის აზრით, წარმომავლობის, თვისებისა და მქონებლობის აღმნიშვნელ -ან-,
-ურ-, -ელ- სუფიქსების უფრო ძველი ფუნქციური ვარიანტია -ლ/რ- სუფიქსი, მაგ.: ქართი – ქართ-ლ-ი,
შეიძლება ითქვას, რომ "მთა
თოვ-ს – თოვ-ლ-ი, მამა – მამ-რ-ი და ა.შ. (პირადი ინფორმაცია).].
ქართლის" აღმნიშვნელად არამეული სიტყვა "karda"-ს გამოყენება, აქემენიანთა და
მომდევნო ხანებში ჩამოყალიბებული პოლიტიკური კონიუნქტურით უნდა
ყოფილიყო განპირობებული.

ამავე დროს, თითქოს უფრო ისე ჩანს, რომ ქართულში ადრეულ ხანებშივე არსებულ
ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელ ხურიტულ ტერმინს "ard"-ს ანალოგიური
მნიშვნელობისა და ჟღერადობის მქონე არამეული სიტყვის ზეგავლენის შედეგად
შეეძინა ანლაუტში ველარული ფონემა. ამ უკანასკნელ შესაძლებლობაზე ისიც უნდა
მიგვანიშნებდეს, რომ ქართულ სინამდვილეში დასტურდება არაერთი ციხესიმაგრის
აღმნიშვნელი და "ართ/არტ/არდ"-ძირიანი ტოპონიმი: "ართვინი/ართვანი",
"არტაანი", "არტანუჯი" და სხვ. გარდა ურარტული ქალაქი მუსასირის
სახელწოდებისა – "არდინი", მსგავსი სახელწოდებების ქალაქები ცნობილია
რუსახინილის მახლობლად მდებარე მხარიდან და ეტიუნის ქვეყნიდანაც [იხ.
ქავთარაძე 2005, 106 შენ. 127]. არამეული ტერმინი " karda ", თავის მხრივ, ასევე
დაკავშირებული უნდა იყოს ხურიტულ "ard"-თან.

არამეულ ტერმინს კიდევ იმის გამო უნდა მიენიწოს განსაკუთრებული მნიშვნელობა,


რომ სავარაუდოა მცხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმაგრის, არაგვისპირთან
მდებარე "ბელტის ციხის” სახელიც (ამჟამად ცნობილი ბებრის/ბერის ციხედ),
რომელიც მცხეთა-არმაზციხის საერთო საფორტიფიკაციო სისტემის ნაწილს
წარმოადგენდა და კეტავდა ჩრდილოეთის შესასვლელს, წარმომდგარი იყოს ასევე
ციხე-სიმაგრის (Burg) აღმნიშვნელი არამეული სიტყვიდან – "birtȃ" [Brockelmann 1962,
154*; შდრ. ქავთარაძე 1985, 85, 173 შენ. 361] [10 საინტერესოა, რომ იმავე შინაარსისა და
ჟღერადობის სახელწოდება – birtha – გვხვდება კართაგენშიც, ადგილობრივი აკროპოლისის
იქნებ გასათვალისწინებელი იყოს, "ქართლის ცხოვრების" ცნობის,
აღმნიშვნელად.].
მტკვარგამოღმა (არმაზციხის, იგივე "მთა ქართლის") და მტკვარგაღმა (მცხეთის)
მხარეთა მეფეების, ქართამისა და ბარტომის სახელთა შესაძლო კავშირიც ციხე-
სიმაგრეების აღმნიშვნელ არამეულ სიტყვებთან – "karda" და "birtȃ" და, შესაბამისად,
ამ სიტყვებით მოხსენიებულ მათ რეზიდენციებთან თუ უმთავრეს საფორტიფიკაციო
ნაგებობებთან – /გვ. 83/ არმაზციხესთან ("მთა ქართლი") და მცხეთა-ბებრის
("ბელტის") ციხესთან.

ამრიგად, პიტიახშის საბეჭდავის წარწერაში ასახული ტერმინი – "იბერონ


კარხედონი", გარდა ლიბიელთა და დასავლეთის იბერიელთა კავკასიაში
გადმოსახლების ლეგენდარულ ცნობასთან მისი სავარაუდო კავშირისა,
შესაძლებლობას გვაძლევს მასში კონკრეტული გეოგრაფიული და ამავე დროს
გარკვეულ ხანებში პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ცნება დავინახოთ, "მთა
ქართლის" (ანუ არმაზციხის) იბერიის სახით და, შესაბამისად, ადრინდელზე უფრო
მეტი საფუძვლიანობით მივიჩნიოთ საბეჭდავზე გამოსახული პიტიახშიც
არმაზციხის ანუ იგივე "მთა ქართლის" იბერიის გამგებლად, მხარისა, რომელიც
ჩვეულებრივ მტკვრის მარჯვენა ნაპირის ქართლად (იბერიად), ხოლო სომხურ და
ბერძნულ წყაროებში გუგარქისა (Գուգարք) და გოგარენეს (Γωγαρηνή) სახელით არის
ხოლმე ცნობილი. ფავსტოს ბუზანდი მას გუგარქის ბდეშხს უწოდებს, ლაზარ
ფარპეცის მიხედვით, იგი ქართველების პიტიახშია (ვრაცების ბდეშხია) თუ მთავარი
(ვრაცების იშხანი), ხოლო მოვსეს ხორენაცი მირიან მეფის შესახებ შენიშნავს, რომ იგი
ქართველთა მეფე (უფროსი) და გუგარელების პიტიახშია (ბდეშხი) [შდრ. Toumanoff
1963, 184, შენ. 155, 157; Hübschmann 1904, 275-276] [11 ფრ. აკინეანის აზრით,
კარქედოვმაჲეცელებშიც გუგარქის ხალხი, გოგარენელები უნდა იგულისხმებოდნენ. კ. თუმანოვს ეს
აზრი სავსებით დასაშვებად მიაჩნდა, თუმცა შენიშნავდა, რომ ამას წინ ეღობება ამ ორ სიტყვას შორის
არსებული დიდი ფონეტიკური დაშორება და არადამაჯერებლად თვლის ფრ. აკინეანის ვარაუდს,
”გუგარქისაგან” ნათესაობითი ბრუნვით ნაწარმოები ფორმის გუგარაწის შესაძლო კავშირს ტერმინ
კარქედოვმაჲეცთან [Toumanoff ‘1961, 188შენ. 188].].

რადგან უშა (უსა) "სპარსეთის იბერთა პიტიახშად" მიაჩნია, ხოლო მტკვრის


სამხრეთით მდებარე ქვემო ქართლი (370 წ. შემდეგ ხანებში) რომაელთა პროტეჟე
საურმაგ მეფის სამფლობელოდ, მ. ბახტაძე თვლის, რომ უშას პიტიახშობა მხოლოდ
მას შემდეგ შეეძლო მიეღო, რაც IV საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ქართლის
სამეფოს ერთიანობა აღდგა, ანუ IV საუკუნის 80-90-იან წლებში [ბახტაძე 2003, 58].
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართლის სამეფო კარზე არმაზისხევის
პიტიახშის თანამდებობა III საუკუნის ბოლომდე ჯერ კიდევ არსებობდა, ამას თვით
მ. ბახტაძეც საგანგებოდ აღნიშნავს [ბახტაძე 2003, 50], ყოველივე ზემოთქმულიდან
გამომდინარე, თითქოს უფრო დასაშვები ჩანს, რომ უსას პიტიახშობის ხანა III
საუკუნის მეორე ნახევრის ფარგლებში ექცეოდეს.

რაც შეეხება სებეოსთან და საერთოდ ძველ სომხურ წერილობით წყაროებში


სპარსელთა აღსანიშნავად გამოყენებულ ტერმინს – კარქედოვმაჲეცი, არ არის
გამორიცხული იგი ფარსმან I-ის ძმის – მითრიდატესა – და ძის – რადამისტის – I
საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევრისა და 40-იან წლების სომხეთში ხანმოკლე
გაბატონების [Tac., Ann. VI, 33-36, XII, 45-51; Dio, LVIII, 26, 1-4] გამოძახილი იყოს.
ახალმა გარემოებებმა შესაძლოა გამოიწვიეს ამ უარყოფითი მნიშვნელობის მქონე
ტერმინის დაფიქსირება უფრო ძლიერ და დაუნდობელ მტერზე – სასანიანთა
სპარსეთის იმპერიაზე, რომლისგანაც მომდინარე საფრთხე ძალზე აქტუალური იყო
III-VII საუკუნეების სომხეთისათვის და საფიქრებელია ამის შედეგად მომხდარიყო
სხვადასხვა ეპოქისადმი მისადაგებული ცნებებისა და განსხვავებული ხასიათის
მქონე ისტორიული მოვლენების ზემონავარაუდევი აღრევა. /გვ. 84/

მითითებული ლიტერატურა

1. აფაქიძე/ყიფიანი/ნიკოლაიშვილი/მანჯგალაძე/კაპანაძე 2003 = ა. აფაქიძე, გ.


ყიფიანი, ვ. ნიკოლაიშვილი, გ. მანჯგალაძე, მ. კაპანაძე. სვეტიცხოვლის ეზოში
ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები, – VI სამეცნიერო სესია. 2001 და 2002 წწ.
საველე-არქეოლოგიური კვლევის შედეგები. თბილისი, 2003.

2. ბახტაძე 2003 = მ. ბახტაძე. ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში. თბილისი,


2003.

3. ბერაძე/სანაძე 2003 = თ. ბერაძე, მ. სანაძე. საქართველოს ისტორია, წიგნი I


(ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები). თბილისი, 2003.

4. ბოგვერაძე 1963 = ა. ბოგვერაძე. ქართლის პიტიახშთა ხელისუფლებისა და


ვინაობის საკითხისათვის, – მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის,
ნაკვ. 35, 1963.

5. თაყაიშვილი 1948 = ე. თაყაიშვილი. როდის შეიცვალა იბერთა სახელმწიფო


ქართველთა სახელმწიფოდ? – მნათობი, 1948, № 8, გვ. 89-106.

6. კეკელიძე 1949 = კ. კეკელიძე. აშუშა პიტიახშის ბეჭდის წარწერის გაგებისათვის, –


ლიტერატურული ძიებანი, ტ. V, 1949.

7. კუფტინი 1949 = ბ. კუფტინი. საქართველოს ძველი ეთნო- და ტოპონიმიკის


ზოგიერთ გაურკვეველ შემთხვევაზე უცხო წყაროებით, – საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. X, № 5, 1949.

8. მელიქიშვილი 1965 = გ. მელიქიშვილი. საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი


აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის. თბილისი, 1965.

9. ფუტკარაძე 2005 = ტ. ფუტკარაძე. ქართველები, ნაწილი I (ქრისტიანობამდელი


ეპოქა). ქუთაისი, 2005.

10. ქავთარაძე 1985 = გ. ქავთარაძე. ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების


საკითხისათვის. თბილისი, 1985.

11. ქავთარაძე 2005 = გ. ქავთარაძე. ტაოხთა უძველესი ქვეყანა და ქართული


სახელმწიფოებრიობის საწყისები, – ენა და კულტურა, № 5. თბილისი, 2005.
12. ყაუხჩიშვილი 1976 = თ. ყაუხჩიშვილი. საქართველოს ისტორიის ძველი
ბერძნული წყაროები. თბილისი, 1976.

13. ყაუხჩიშვილი 2004 = თ. ყაუხჩიშვილი. საქართველოს ბერძნული წარწერების


კორპუსი. თბილისი, 2004.

14. ყაუხჩიშვილი 1955 = ქართლის ცხოვრება, ტ. I. ტექსტი დადგენილი ყველა


ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1955.

15. Աբգարյանի 1979 = Պատմութիւն Սեբէոսի. Աշխատասիրությամբ Գ. Վ.


Աբգարյանի։ Երևան, ԳԱ հրատ., 1979.

16. Малхасянц 1939 = История Епископа Себеоса. Перевел с четвертого исправленного


армянского издания Ст. Малхасянц. Ереван, 1939.

17. Меликишвили 1959 = Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тбилиси, 1959.

18. Патканьян 1862 = История императора Иракла. Сочинение епископа Себеоса,


писателя VII века. (пер. К. Патканьяна) СПб. 1862.

19. Archer 1985 = G. L. Archer. Daniel. The Expositor’s Bible Commentary (Gen. Ed.: F. E.
Gaebelein), Vol. 7. Grand Rapids, 1985.

20. Bedrosian 1985 = R. Bedrosian. Sebeos. Patmut'iwn i Herakln. 1985. /გვ. 85/

21. Benseler 1981 = Benselers Griechisch-Deutsches Wörterbuch. Bearbeitet von A. Kaegi.


Leipzig, 1981.

22. Braund 1994 = D. Braund. Georgia in Antiquity. A History of Colchis and Transcaucasian
Iberia 550 BC - AD 562. Oxford, 1994.

23. Brockelmann 1962 = C. Brockelmann. Syrische Grammatik mit Paradigmen, Literatur,


Chrestomathie und Glossar. Neunte Auflage. Leipzig, 1962.

24. Chabouillet 1885 = M. Chabouillet. Catalogue général et raisonné des camées. Paris, 1885.

25. Collins 1992 = J. J. Collins. Daniel. With an Introduction to Apocalyptic Literature. The
Anchor Bible Dictionary, Vol. 1. New York, 1992.

26. Frendo 1985 = D. Frendo. Sebeos and the Armenian Historiographical Tradition in the
Context of Byzantine-Iranian Relations, – Periteia, 4, 1985, 1-20.

27. Hübschmann 1904 = H. Hübschmann. Die altarmenischen Ortsnamen (mit Beitragen zur
historischen Topographie Armeniens und einer Karte), – Indogermanischen Forschungen,
Zeitschrift für indogermanische Sprach- und Altertumskunde, Bd XVI. Strassburg, 1904.

28. Macler 1904 = F. Macler. Historie d'Heraclius par l'évêque Sebēos. Paris, 1904.

29. Marquart 1901 = J. Marquart. Ērānšahr nach der Geographie des Ps. Moses Xorenac’i. Mit
historisch-kritischem Kommentar und historischen und topographischen Excursen.
Abhandlungen der königlichen Gesellschasft der Wissenschaften zu Göttingen. Philologisch-
Historische Klasse. Neue Folge Band III. Nro. 2. Berlin, 1901.

30. Oppert 1852 = J. Oppert. Les inscriptions des Achéménides. Paris, 1852.

31. Peeters 1935 = P. Peeters. “Sainte Sousanik, matrire en Armeno-Géorgie”, – Analecta


Bollandiana, t. 53, fasc. ΙΙΙ-ΙV. Bruxelles, 1935, pp. 274-279.

32. Thomson 1999 = The Armenian History attributed to Sebeos, translated, with notes by R. W.
Thomson. Historical commentary by James Howard-Johnston (Assistance from Tim
Greenwood), Part I. Translation and Notes. Translated Texts for Historians, Volume 31.
Liverpool, 1999.

33. Toumanoff 1963 = C. Toumanoff. Studies in Christian Caucasian History. Georgetown,


1963. /გვ. 395/

Summary
Giorgi Leon Kavtaradze

INTERPRETATION OF THE ANCIENT TRANSCAUCASIAN

DATA ON THE CARTHAGINIANS

Among the unsolved problems of Georgian history of the Late Antique period is the beautiful
sardonyx intaglio from the Department of medals, coins and antiquities of the National Library
in Paris; the place and time of its discovery is unknown. It shows an image of a man, and a
Greek inscription around it with intitulatio of this person: ΟΥCΑC ΠΙΤΙΑΞΗC ΙΒΗΡΩΝ
ΚΑΡΧΗΔΩΝ. The gem reveals typical signs of the early Sasanid period. The meaning of only
two words of the inscription is quite clear: Vitaxa of Iberia. Nobody knows exactly who this
Vitaxa - "Usa" (Οὔσας) was and why Iberia belonged to the Carthaginians. The majority of
scholars came to the agreement that the name Usa could be a shortened form of Arshusha, the
name of the 5th century Vitaxa of Iberia. The use of the name of the Carthaginians on the gem of
an Iberian noble is a very embarrassing fact indeed. It is widely believed that this word should be
connected with the Armenian word Kark'edovmayec'i by which the 7th century Armenian
historian Sebeos actually referred to the Sasanids. Therefore in the opinion of specialists the
expression "ιβηρων καρχηδων" could mean that Iberia at that time was under the rule of the
Sasanids, i.e. the Persians. Such a political situation had place in the time of the Vitaxa of Iberia
Arshusha.

In a grave of the turn of the 3rd – 4th centuries which was discovered near the eastern facade of
the Svetitskhoveli Cathedral at Mtskheta a pencil-case with a Greek inscription “belonging to
Kings Ustamos and Evgenios” was found. This fact gives us an advantageous possibility to
connect the name of Usa with the name of King Ustamos. It should be taken into consideration
that for the Armenian historical chronicles the King of Iberia and the Vitaxa of Gogarene (i.e.
southern Iberia) is sometimes one and the same person.

It seems that the last word of the Usa's inscription - "καρχηδων" (the Carthaginians) – manifests
a complex meaning: On the one hand, it is the boasting element in Viraxa's intitulatio. It
indicates on his origin from Mihrdat, one of the satraps of Darius. According to Moses
Xorenats’i, Alexander the Great placed Mihrdat, one of the satraps of Darius, in control of
Iberians, once captured by the Babylonian king Nebuchadnezzar when he attacked the land of
the Libyans and Iberians and settled them on the right side of the Pontus Sea; the widespread
term to designate the Carthaginians was Phoenicians of Libya (Λιβυφοἱνϊκες). On the other
hand, bearing in mind that the name of the Carthaginians derives from the Phoenician word Kart
H dašt (kart is "city" and h dašt - "new") and that "city" in the Aramaic is kard, it seems
presumable that the name "Carthaginian Iberia" implied the part of Iberia (Kartli - in Georgian)
south of the river Kura where "Armazistsikhe" or "Kart-li" is located and where Aramaic was an
official language of the royal court, along with Greek. This is exactly the place after which the
Georgians call themselves "Kartvels" and it is possible that Usa's gem is the earliest evidence of
it. The conversion of the native place names to the more usual forms was a quite frequent
phenomenon in the Greek-Roman world and one of its manifestations could be a form Carthago
instead of Kartli. /გვ. 412/

Резюме

Гиорги Кавтарадзе

К ИНТЕРПРЕТАЦИИ ДРЕВНЫХ ЗАКАВКАЗСКИХ ДАННЫХ О КАРФАГЕНЯНАХ

Гемма печати, принадлежащее Усе, питиахшу Карфагенских иберов, представляет собой


одну из найболее энигматических проблем истории Кавказской Иберии. Неизвестно где и
когда она была найдена и кем являлось изображенное на ней лицо. На гемме сохранилась
надпись: ΟΥCΑC ΠΙΤΙΑΞΗC ΙΒΗΡΩΝ ΚΑΡΧΗΔΩΝ.

В раскопанной недавно во Мцхете (возле кафедрального собора Светицховели) на


редкость богатой гробнице был обнаружен пенал с надписью: "принадлежит царю
Устамосу и Евгениосу". Эта надпись позволяет предположить тождественность питиахша
Усы с царем Устамосом. Следует учесть, что по данным древних армянских хроник,
царями Иберии и питиахшами Гогарены (южной Иберии, Квемо Картли) иногда
представляются одни и те же лица.

Заключительное слово надписи Усы - "καρχηδων" (карфагенский) - имеет, видимо,


неоднозначный смысл. Во-первых, вполне вероятно, что оно является реминисценцией
сведений Мойсея Хоренского о происхождении питиахшей Иберии от Дареха, сатрапа
Дария, которого Александр Македонский утвердил властителем иберов, якобы
переселенных вавилонским царем, Навуходоносором из Ливии и пиренейской Иберии.
Следует принять во внимание, что широко распространенным наименованием
карфагениян являлось "ливийские финикияне". Во-вторых, что чрезвычайно важно с нашей
точки зрения, само название Карфаген происходит из финикийского Kart H dašt, т. е.
"город новый", в то же время "город" в арамейском обозначался словом "кард".

Исходя из того, что древнейшим найменованием столицы Иберии, Армазисцихе было


"Карт-ли", послужившее названием центральной области Грузии, а также самоназванию
грузин - "картвели", нам представляется вполне возможным, что под термином
Карфагенские иберы подразумевалось население правобережной - от реки Куры - Иберии,
где в Армазисцихе/Картли одним из официальных языков царского двора, наряду с
греческим, являлся арамейский.
Думается, что при трансформации термина "Картли" в "Карфаген" мы имеем дело с
хорошо известным явлением, когда местная ономастика заменялась более привичными
для греков и римлян названиями.

Back:

http://www.geocities.com/komblege/publications2.htm

&
http://www.geocities.com/komblege/kavta.html

&
http://www.scribd.com/kavta

&
http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon

You might also like