You are on page 1of 4

“ოოოი დიადნო ღმერთებო, მოდით და წამიყვანეთ თვენთან

ოიიიი წმინდანნოოო გადამაფარეთ თქვენი კალთა და მარქვით სახელი თვენი

ოიიიიი…”

- ოე, ოე, საკმარისია, შემდეგი

გოგონა მსახიობური ამბიციებით სცენიდან სისველის პირას მისული თვალებით გაიძურწა და


ადგილი გრძელთმიან ბიჭს დაუთმო.

”შენი დიმა ბილანი დედას შევეცი”

- ხო აბა, რას შემოგვთავაზებ?

- ლექსს წავიკითხავ

კანდიტატების სიას ჩავხედე – ნომერი 12, გიკუნა ცაბაძე, იუპიტერელის ლექსი

- უკაცრავად ვის ლექსს კითხულობ?

- მამაილა იუპიტერელის, ალბათ გაგიგიათ, თაგვისფერი მარშუტკის ორდენის წევრია

- დაიწყე, გისმენ ყურადღებით

- ჰყყყყ

ჰჰჰაჰჰჰჰაჰჰჰჰ

მუშყიურ ჰამბყ, უბსუნყ

თრთოლვა

- სულ ეს იყო?

- აბა რააა….ავანგარდული პოეზია უარყოფს გრძნობების ვრცლად გადმოცემას

- კეთილი, შემდეგი

სიაში 58 კაცია. რამ ატეხა ეს ეკონომისტები, იურისტები, ფილოლოგები, ანთროპოლოგები


და სოციოლოგები მსახიობობაზე ვერ გამიგია, მაგრამ სანამ ამ რთულ ფენომენს ჩავწვდები,
ჯერ ის უნდა გავიგო, რატომ ვზივარ სააქტო დარბაზში ღვაწლმოსილი რეჟისორის სახით და
სწორ ნაწლავში მოწოლილი განავლის სისწრაფით ვისტუმრებ ვინ იცის, რაოდენ ნიჭიერ
ახალგაზრდებს. მე ხომ რეჟისურის აზრზე არ ვარ, სამაგიეროდ მაქვს ბლანჟე და ჭკვიანური
გამომეტყველება და კიდევ უნარი, მთვრალმა ათასი სისულელე ვილაპარაკო.

გუშინწინაც ენის ფხანვის მორიგი სეანსი მქონდა, სადღაც, ჰალსტუხიანი პინგვინების


სუფრაზე, 500 გრამამდე არყის მიღების შემდეგ ერთობ მოკლე კაბაში გამოწყობილი 25
წლამდე გოგონა ცარიელ ოთახში გავიმარტოხელე და საქმისთვის მზადებას ჩემებური
მეთოდით შევუდექი. შედეგად სანამ მე ლიფში ჩაკარგულ ძუძუებს დავეძებდი, გოგონა
მზაკვრულ გეგმებს აწყობდა.
დილით, ასე თერთმეტ საათზე მობილურის გრაინდკორული ზარით შფოთიანი სიზმრები
დამიფრთხა. გოგონამ, ერთობ მოკლე კაბაში და როგორც აღმოჩნდა, ნაზი ხმის პატრონმა
შემომთავაზა, ორ საათზე სადმე მყუდრო გარემოში ვისადილოთო. ჯერ უყოყმანო თანხმობა
განვუცხადე, შემდეგ ჯიბეები მოვიჩხრიკე, საჭირო კაპიტალს მოვუყარე თავი პირველ
საათამდე ამაოდ ვცდილობდი გამეხსენებინა რა ჯანდაბა ვიყბედე გუშინ, ჯერ პინგვინებთან,
შემდეგ ჩაბნელებულ ოთახში.

სახლიდან ორის ნახევრისთვის გავედი. დიდებული დღე იყო, მანქანები თითქოს გზას
მითმობდნენ, შუქნიშნებზე ჩემი გამოჩენისთანავე წითელი ინთებოდა, გამვლელები
მიცინოდნენ, სიგარეტის გამყიდველმა 20 თეთრიანი სანთებელა მაჩუქა. კაფეც ასატანად
სნობური აღმოჩნდა, თუმცა გოგონას რომ მოვკარი თვალი, ყველაფერი გაუფერულდა, მისმა
შავ ჩარჩოიანი სათვალეების მიღმა მომზირალმა თვალებმა მიმიზიდა და გამომათაყვანა.

გამარჯობა, გაგიმარჯოს, როგორ გეძინა, დღე როგორ მიდის, საერთოდ რას საქმიანობ….
და….

- პატივს ვცემ თქვენისთანა წარმატებულ ადამიანებს, გეტყობათ რომ ევროპული განათლება


გაქვთ

…წმინდანებო!!! საბურთალოს ერთერთ სადარბაზოში გახსნილი უნივერსიტეტის(!) ნაყიდი


დიპლომი, როდის მერე გახდა ევროპული განათლების სინონიმი?! დამცინიან!

- დამცინით?

- გასაგებია, რომ თქვენ უფრო ღრმა განათლების მიღება გსურთ, მაგრამ ამ ეტაპზე არც
ბერნის სარეჟისორო სკოლაა ურიგო

”ბერნი, ბერნი, სად ჯანდაბაშია ბერნი? მოგიტყან დამაარსებელი…ოპ, შვეიცარიაშია..არა,


შვედეთში, მგონი ვაბშე დანიაშია…დანია შევიცარია რამ გაყო, ორივე სკანდინავიაა რა”

- ამჟამად რომელიმე თეატრში მუშაობთ?

- არა – ყავა რა უგემური ყოფილა და ეს გოგოც ელამია

- დარწმუნებული ვარ ნებისმიერი დამოუკიდებელი თეატრი სიამოვნებით ითანამშრომლებდა


თქვენთან

”გოგონი, მკერდი რა უყავი ბლიად”

- იცით, თქვენთან პატარა თხოვნა მაქვს

- გისმენთ

- ჩვენს უნივერსიტეტში თეატრალური დასის ჩამოყალიბებას ვაპირებთ, რა თქმა უნდა ვერ


გავბედავთ და სპექტაკლის დადგმას ვერ გთხოვთ, მხოლოდ გვინდა რომ ნიჭიერი
ახალგაზრდების შერჩევაში დაგვეხმაროთ

- თქვენ…თქვენ იქ,,,?

- რექტორის სამდივნოს უფროსი ვარ


პირველმა გაბრაზებამ გამიარა. მხნეობისთვის ჩარტყმული 100 გრამიც სასიამოვნოღ
მიღიტინებს გოგრაში

- ახმ..რა თქმა უნდა დაგეხმარებით, თქვენ კასტინგი დანიშნეთ, დარბაზი შეარჩიეთ და


აუცილებლად მოვალ, ერთი-ორი საათს თქვენი თხოვნით ნებისმიერ დროს გამოვძებნი –
თვალები ძველებურად მიჟუჟუნებს. არც ისე ელამია კაცმა რომ თქვას, მკერდიც ნორმალური
აქვს რა

- ნომერი 47, გისმენთ

- მონოლოგი მოვამზადე ”რობერტო და ჯულიეტადან”

- დაიწყე რობერტო, ხმ..ნუგზარ, დაიწყე

გვერდით რექტორის სამდივნოს უფროსი მიზის. რა საშინლად ელამია ღმერთო ჩემო.


დეკოლტე რაღამ ჩააცმევინა, მუწუკებს მიმარიაჟებს?!

დროდადრო მობილურს ვუყურებ. მესამე საათია აქ ვყურყუტებ. ნეტა დარბაზის მიშენება


როდის მოასწრეს, ან ძველი რექტორი სად წავიდა? მე რომ ვსწავლობდი გულიკო
ქადაგიშვილი იყო რექტორად, სამდივნოს მისი ბიძაშვილი, მამუკა ჩაფიძე
ხელმძღვანელობდა.

- საკმარისია, საკამრისი რობერტ, შემდეგი ამოვიდეს – ნუგზარის გვარის გვერდით ჯვარს


ვსვავ. ისეთი საცოდავი თვალები აქვს რომ დავიწუნო, ცხოვრებისეულ ტრავმას მიიღებს

- ნუნუკა ვარ მაისურაძეეე

- დაიწყეთ ნუნუ

- ნუნუ ნოუ რა, ნუნუკა

- დაიწყე – კბილებს ვაღრჭიალებ

- ნუნუკა, ბატონი რეჟისორს ისედაც ცოტა დრო აქვს – ჩემს გვერდით ჩემი ელამი გოგოა

- ლექსი უნდა ვთქვა

- ავანგარდული?

- არა ნეო პოსტ მოდერნისტული

- დაიწყე

ერთ საათში სადღაც პლეხანოვზე, მორიგი ორ ნომრიანი ლიტ. ჟურნალის პრეზენტაციაა.


მასალებს თანამედროვე ფილოსოფიის შესახებ, მეორე ნომრისთვის დავპირდი, სულ
უსასყიდლოდ, რაც რედაქტორის გულის აჩუყების მიზეზი გახდა და ლამის საპატიო სტუმრად
ვარ მიწვეული. გვერდები მიგრძნობს სიტყვასაც მათქმევინებენ, წარდგენისას ყური უნდა
დავუგდო, რომელი ქვეყნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულად ვარ, თორემ არ მახსოვს
ორი კვირის წინ რა ვიბურტყუნე ვისკით გალეწილმა.

- ხომ არ შეისვენებდით?
- არა – სიგარეტს უკუღმა ვიდებ პირში და ნერვიულად ვღეჭავ

სცენაზე ნომერი ორმოცდაცამეტი კომედიური ეტიუდის შესრულებაზე წვალობს. მობილური


ხავის, მესიჯია.

”სტატიას რომ გამოგვიგზავნი არ დაგავიწყდეს წინ პატარა ავტობიოგრაფია მიუწერო”

- იცით, ამ კვირის ბოლოს ჩვენი საუნივერსიტეტო გაზეთის მორიგი ნომერი გამოდის, გვინდა
პირველ გვერდზე თქვენი ბიოგრაფია დავბეჭდოთ – მეუბნება სამდივნოს უფროსი

ისტერიული სიცილი მივარდება. მსახიობი ბედნიერია, თურმე მისი ეტიუდი რა სასაცილო


ყოფილა.

ხოდა, ამ ყველაფრით იმის თქმა მინდოდა, ალკოჰოლი ბოროტებაა, ენის დაგრძელებას


იწვევს. რაც შეეხება მარიხუანას, მოწევ და ჭუკივით ხარ, არც ფსევდო ბიოგრაფიებს
გაწერინებენ და არც ნუნუკა მაისურაძე გისწორებს არაფერს.

ამიტომ Drugs, more drugs

2008 წელი

2 აპრილი

You might also like