Professional Documents
Culture Documents
***
“- მალე ოცდაათი წლის კაცი გახდები. გათეთრდი, მოიხარე, სახე დაგეღალა. ადამიანს
აღარ გავხარ. ადრე ყველა შენზე ლაპარაკობდა. მეზობლები მოსვენებას არ მაძლევდნენ .
ყველას სასიძოდ უნდოდი. ყველას უხაროდა შენი დანნახვა. ეხლა რა! დაამთავრე
უნივერსიტეტი. არ მუშაობ, არც გიმუშავია და არც აპირებ მუშაობას. ეხლა ვიღას უნდიხარ
სასიძოდ. რომელი გოგო წამოგყვება ცოლად. ცარიელი და უსაქმური კაცი არავის არ უნდა.
ამოვარდნილი ხარ კალაპოტიდან. დღე და ღამე ქუჩებში დაეხეტები. დილით გადიხარ
სახლიდან და შუაღამით ბრუნდები. ან სადილი არ გინდა, ან ვახშამი, ან დასვენება...
ასე უწესრიგოდ რომ ცხოვრობ, იმიტომაა ასეთი ნერვიული რომ ხარ. აი, ეხლაც , თითებს
იმტვრევ და სკამზე ვერ ისვენებ. ეს სულ ნერვიულობის ბრალია, შვილო, კარგ დროს
გამახსენდა! წუხელი რადიოში ლექცია წაიკითხა ცნობილმა მეცნიერმა: ნერვულ
დაავადებათა გამომწვევი მიზეზები და მისი ნიშნები. პირდაპირ შენ გამახსენდი, როდესაც
ნიშნები ჩამოთვალა: თითების მტვრევა, ფრჩხილების კვნეტა და კიდევ ერთი რამ. ის რომ
მახსენდება, შვილო, პირდაპირ შიში მიპყრობს. შენ ალბათ ვერც კი ამჩნევ და ამ ბოლო
დროს ერთი საშინელი ხასიათი დაგჩემდა. უცებ გაირინდები. მოწყდები ყველაფერს .
იღიმები შენთვის, ანდა გულმოსული უყურებ ვიღაცას. ჩურჩულებ რაღაცას , როგორც
ნამდვილი გიჟი. შვილო, მიხედე თავს, ქუჩაში ხეტიალს თავი დაანებე. დროზე ჭამე და
დროზე დაწექი. პაპიროსის წევას თავი დაანებე, ლოგინში მაინც ნუ ეწევი პაპიროზს . არა ,
შვილო, შენ არ გარგებს ქუჩებში ხეტიალი და ლაზღანდარობა. დროა საქმეს მოკიდო ხელი,
სამსახური დაიწყო, ცოლი შეირთო, ოჯახი შექმნა და იცხოვრო ადამიანურად..
ერთი შენი შვილი მანახა და მერე თუნდაც მომკლა, აღარ ვიდარდებ. მეზობლის
ზღმურტლიან ბავშვებს ვეფერები შვილიშვილს დაანატრებული. შენს ამხანაგებს მაინც
შეხედე! ყველამ ცოლი მოიყვანა და ოჯახი შექმნა. ყველა მსახურობს, ყველამ დაანება
ხეტიალს თავი,ყველა ჩამოგცილდა, ყველამ მიგატოვა, ანდასად ცალიათ
შენთანახეტიალოდ. მანამ გვიან არ არის, იფიქრე შვილო ამაზე. ხომ ხედავ,მამაშენი და მე
მოვხუცდით. აღარ შეგვიძლია მუშაობა. სანამ შეგვეძლო,გივლიდით გრზდიდით. აწი ჩვენ
თვითონ გვინდა მოვლა და პატრონობა.სხვას რომ თავი დავანებო,მეზობლების
შეკითხვებსვეღარ ავუდივარ: “შოთა რას შვრება? რატომ არ მსახურობს? ცოლი რატომ არ
მოყავს?სანამ უნდა იყოს ასე?“
შვილო, სანამ გვიან არ არის, დაიწყე სამსახური,შეირთე ცოლი, შექმენი ოჯახი და იცხოვრე
ადამიანურად.
აგერ, მშვენიერ გოგოს მოწონხარ. გოგოს მშობლებსაც მოწონხარ, მაგრამ, როცა გაუგიათ
არ მსახურობსო, ხელი ჩაუქნევიათ და უთქვამთ, უმუშევარ კაცს ჩვენ ქალიშვილს არ
გავატანთო.
ასე ეტყოდა ოდესღაც, სადღაც, თავის შვილს დედა, რომელიც მას უნაზესი სიყვარულით
უყვარდა. შვილი უსიტყვოდ უსმენდა დედას, სიბრალულისა და სიყვარულის ღიმილით
უყურებდა მას. როდესაც დედამ ლაპარაკი დაამთავრა, შვილმა თეთრ თმებზე ხელი
ალერსით გადაუსვა, ნაზად ეამბორა ლოყაზე და ასე თქვა:
1957 წ. 3 ოქტომბერი
***
ქუჩაში მიდის ახალგაზრდა N, მას არ შია, მაგრამ წყურია და ვერაფრით ვერ მოუკლავს
წყურვილი დიდი.არც ისე იოლია ზოგიერთისათვის დალიოს ლუდი.
ქუჩაში მიდის მოქალაქე. მან ამოიღო ჯიბიდან ცხვირსახოცი. ცხვირსახოცს ამოყვა ფული.
მოქალაქეს ეს არ შეუმჩნევია და გზა განაგრძო.ახალგაზრდამ აიღო ფული ...
-გმადლობთ!
1952 წ. 5 იანვარი.
***
***
***
1955 წ. 28 დეკემბერი.
***
1955 წ.
***
თვალები შენნი – ორნი დანნი ტყუპნი და ტოლნი, თალხით შემოსინი, წვიმიან ამინდში
სატირალს მავალნი.
ყურები შენნი, რომელთაც ესმის ყველგან და მარად და ყოველისგან:- მონა ვარ შენი.
ლოყები შენნი, რომლებიც თრთიან ბაგეთა შეხებით, როგორც ტბა ანკარა, რომელსაც ეცემა
გაზაფხულზე ყვავილი ატმის.
ბაგენი – შენნი ბაგეთა უცხონნი. ბაგენი შენნი – ღამის მომლოდინე, ღამით მომლოდინე
მაგართა ბაგეთა.
1955 წ
***
ღამე...
სოფელში აღარ ყმუოდნენ ძაღლები. გრიგალიც ჩადგა. ხეებს და ველებს ეძინათ მშვიდად .
ეძინა სიკვდილს.
1956 წ.
***
ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს და ჩემი თვალები გახდნენ მშვენიერნი, რადგან, ჩემს
თვალებში შენი სახის ჩანდა ანარეკლი.
1956წ. 29 იანვარი
***
1956 წ. 29 იანვარი
***
დიიინნნ...დიიინნნ...დიიინნნ...
უდაბნო...
1956 წ. 29 იანვარი
***
არწივი დაფრინავს მაღლა. იქნებ არ უნდა არწივს მაღლა იფრინოს,მაგრამ მას არ შეუძლია
მაღლა არ იფრინოს,რადგან შეუძლია მაღლა იფრინოს. იქნებ შენც ასე, სულო ჩემო, არ
გსურს გიყვარდეს, მაგრამ... რადგან...
1956 წ. თებერვალი
***
გოგო იყო პატარა, ობოლი... ტყეში ედგა პატარა ქოხი. ტყეში ხილი იყო ველური. ხეები
მაღალი და ფართო. ტყეში იყვნენ ჩიტები მგალობელნი და ზეცაში იყო ღმერთი
მწყალობელი. გოგო ხშირად დადიოდა ტყეში. მშვენიერი იყო იგი და მას ჩიტები
სიხარულით ევლებოდნენ გარშემო. ეტრფოდნენ მის თვალებს, როგორც ბუდეებს .
ერთხელ დილით საოცარი რამ იგრძნო პატარა გოგომ, ვერ ისვენებდა სხეულში, როგორც
კვირტში- ყვავილი. მზე იყო მაღალი და მცხუნვარე. მზე იყო სხეულში. ტყეში წავიდა იგი.
იარა ბევრი. ჩიტებმა უთხრეს სალამი, გაეხუმრნენ და გააცინეს. უეცრად ტყეში მონადირე
გამოჩნდა, ჭაბუკი ვინმე, ჯერ უწვერული. დაფრთხა პატარა გოგო, მაგრამ ვაჟის თვალებმა
გააშეშა და ხეს მიაყრდნო იგი. ვაჟი მივიდა ახლოს, სულ ახლოს. ვაჟმა შეიტანა სხეულში
პატარა გოგო. იქ იყო სითბო და სიტკბო ჯერეთ უცნობი. გოგო გაინაბა. მინებდა. მიენდო
ნადირი მონადირეს. ვაჟმა დასწურა მისი მკერდი-მკვრივი და ცხელი. როდსაც ქალი გონს
მოეგო, ატირდა მწარედ, არავინ სჩანდა ირგვლივ, მხოლოდ ხეებზე ჩიტები იცინოდნენ,
როგორც ბალღები. ტყე წინაღამის იყო ნაწვიმარი. პატარა ქალი მონადირის გაჰყვა
ნაკვალებს. ნაკვალევმა მიიყვანა პატარა მდინარემდე და გაჰქრა კვალი. გოგომ შეაბიჯა
მდინარეში და ზვირთებმა ასტეხეს ხარხარი...
მეორე დილით მზე არ ამოსულა. ტყეში იდგა ხეები მაღალი დ ფართო. ტყეში იყვნენ
მგალობლები და ზეცაში იყო ღმერთი მწყალობელი?...
1956წ. 4 თებერვალი
***
მოვიდა ღამე და მან გულმოდგინედ, ნელა და დინჯად გადაწია სხივები მზის, როგორც
ტოტები გაუვალ ტყეში. მზემ თავისი სხივები მიუშვირა საკუთარ სხეულს და ტანში შეიტანა.
მერე მზე გაგორდა ზეცის კალათაში მთვარედ. მერე იარა მთვარემ, იარა ფეხით და
გათენებამდე მივიდა იქ.
1956წ. 13 თებერვალი
***
1956წ. 1 აპრილი
***
უცნობი ქალ-ვაჟი ტროლეიბუსის გაჩერებასთან... ქალმა ვაჟს აღუთქვა მოსვლა პაემანზე . მე
ცრემლიანმა შევუხვიე ბაღში.
1956წ. 1 აპრილი
***
1956წ. 1 აპრილი
***
1956 წ. 1 აპრილი.
***
1956 წ. 1 აპრილი.
***
მე ვიყავ მთვრალი. გაზაფხულის იყო საღამო, მე გალეშილი დავინახე მეძავი ქალი და ჩვენ
შევათრიეთ ბაღში ერთმანეთი.
დავკბინეთ ერთმანეთი.
1956 წ. 1 აპრილი.
***
1956 წ. 4 აპრილი.
***
1956 წ. 4 აპრილი.
***
საერთო რვეულში ჩავწერე ლექსი, მე იშვიათად ვწერ ეხლა ლექსებს და სევდიანმა ფიქრმა
გამირბინა: - რა გაავსებს ლექსებით საერთო რვეულს.
1956 წ. 4 აპრილი.
***
4 აპრილი.
***
4 აპრილი.
***
4 აპრილი.
***
მაგიდაზე დგას სამელნე. - სამელნეში არ არის მელანი, ან რა საჭიროა?..
4 აპრილი.
***
ოთახში სარკე მაქვს „საოცარი“. ჩავიხედავ: ოთხი ცხვირი და 15 ყური.მე მას დავარქვი
„ჯადოსნური სარკე“.
4 აპრილი.
***
5 აპრილი.
***
პატარა ძაღლი, კეთილი ძაღლი, ძაღლი უპატრონო დარბის ქალაქში და დაეძებს პატრონს .
მან ერთხელ შენიშნა თავისი პატრონი, რომელიც გამოვიდა გასტრონომიდან ძეეხვით
დატვირთული. ძაღლი აედევნა. არ იცნო პატრონმა. ძაღლს გული აუჩუყდა და თვალები
ცრემლმა დანამა.
კეთილო კაცო! შეიფარე პატარა ძაღლი, კეთილი ძაღღლი, ძაღლი უპატრონო. იგი
გპირდებათ, რომ იქნება თქვენი ერთგული!
6 აპრილი
***
მივდივარ ქუჩაში. უკან დამედევნა საეჭვო კაცი. “საეჭვო კაცს“ მინდა მოვტრიალდე და
ვუთხრა: – შე საცოდავო ადამიანო, განა ქვეყნისათვის მცალია მე ღმერთებთან მოკამათეს !?
6 აპრილი
***
ამხანაგებმა გავიარეთ ქუჩაში ღამით და შევარხიეთ ქუჩის ჰაერი. ჰაერში იყო მთვარე და
ვარსკვლავები. მე არ ვცემ მათ პატივს. ისინი ყველასთვვვის ანათებენ.
12 აპრილი
***
მე ეხლა დავდივარ რედაქციაში, სადაც კედლების ჰაერია, სადაც ჭერი იატაკზე მაღლა,
სადაც მაგიდები თავს გრძნობენ ბუნებრივად, სადაც კალამი მუდამ მელნიანია, სადაც
გახსენდება , რომ მილიციაში გამოცვალე პასპორტი, სადაც გახსენდება, რომ
ამბულატორიაში ამოგიღეს ჭიანი კბილი, სადაც ისე უკიდებ პაპიროს, რომ ვერ ამჩნევ
ასანთზე წარწერას: „გამარჯვება“ .
სადაც რედაქტორი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და ისე გელაპარაკება ,
როგორც ტრამვაის გაჩერებასთან, როდესაც ტრამვაი უკვე ახლოვდება.
12 აპრილი
***
მზემ კეფაზე მიაბჯინა ძაღლს მხურვალე სხივები. ძაღლმა ენა გადმოაგდო-დანებდა მზეს .
15 აპრილი
***
კარგია!...
15 აპრილი
***
მივდივარ ქუჩაში. ფეხი წამოვკარი ქვას და გაერღვა პირი ფეხსაცმელს და მწარედ გაეღიმა .
გამერღვა პირი მეც და მწარედ გამეღიმა. და ჩვენ, მე და ფეხსაცმელი, მომღიმარნი
მივყვებოდით ქუჩას...
15აპრილი
***
15 აპრილი
***
დღეს ჯერჯერობით დავწერე ხუთი ლექსი და მინდა დავწერო კიდევ რამდენიმე, რადგანაც
ულექსოდ ყოფნა ძნელია ჩემთვის.
15 აპრილი
***
18 აპრილი
***
18 აპრილი
***
18 აპრილი
***
კინოში ვარ. ველი დაწყებას მოუთმენლად. ვერ, ვერ ვითმენ ლოდინს და ვწერ ბლოკნოტში
ლექსს.
18 აპრილი
***
შევედი ბაღში. სკამზე ჩამოვჯექი, საყვარელზე, ნერვული წვალებით, ირგვლივ თვლემა. ჩემს
გვერდით თვლემს პენსიონერი. მე გადავდივარ თვლემაში და ვეღარ ვიგერიებ პატარა
ბუზებს, რომლებიც ჩემს დასიცხულ სახეზე დაეძებენ დღიურ საზრდოს.
21 აპრილი
***
საღამო მშვიდი. ქუჩა წყნარი. გამვლელი დაღლილი, ფანჯარა უდარდელი. ფანჯარაში ქალი
და ყვავილი. ქალში -ქალი და უქმრობა და კიდევ რაღაც... ყვავილში სიცოცხლე მხოლოდ.
ოთახში ცისფერი სინათლე. კედლები უერთდება ჰაერს. კედლები-ჰაერი კედელზე დიდი
სურათი ახალგაზრდა კაცის. ჩარჩოზე შავი არშია. თვალები ამბობენ: -მე მოვკვდები. არშია
ამბობს:-ის მოკვდა. მაგიდაზე დაღლილი ვაზა. ვაზაში დამჭკნარი ყვავილები. მაგიდაზე
დამჭკნარი ფურცლები.როიალი-ჰანგების კუბო. წიგნები-მთხრობელნი ამაო სიყვარულის .
ალბომი-ხსოვნა გარდასულის, სამოვარი-სევდით მოუბარი ქვრივი დედაკაცი. კარადები
დუმან. ხალიჩა იატაკზე გაფენილი. ხალიჩა ტახტზე. ხალიჩები სუნთქავენ, ხალიჩები იძვიან .
კარები ღია რომ დაგრჩეს, ხალიჩები გაიპარებიან ოთახიდან. შავი კატა-ოთახის უფალი.
ღამით, როდესაც ყოველი სულიერი იძინებს, ამ ოთახიდან ისმის როიალის ხმა. თითები
ეღვრებიან კლავიშებზე, როგორც წვიმის სევდიანი წვეთები და იღვრება მელოდია, იღვრება
მელოდია. საგნები იღვრებიან და თანდათან ნელა და მძიმედ იკარგებიან,როგორც
ნისლები. თანდათან წყდება, ეშვება მელოდია და თანდათან უბრუნდებიან საგნები
თავისთავს. გგონია, რომ ამ ქალს ღამით გარდაცვლილი ქმრის სული ეწვევა ხოლმე და
უსაყვედურებს... რას? არ იცი და გადადიხარ დედამიწიდან სადღაც შორს, შორს, ძალიან
შორს... სადღაც ოცნებაში...
23 აპრილი
***
24 აპრილი
***
მე უჯრიან ქაღალდზე დავწერე ლექსი. უჯრებში სიტყვები თავს გრძნობდნენ ვით ციხეში.
მერე ეს სიტყვები წაუკითხე ხალხს და სიტყვები ვიხსენ ციხისაგან.
25 აპრილი
***
მე ნაცნობს წავუკითხე ახალი ლექსი. ლექსმა გააღიმა ნაცნობი, რადგან ლექსი იყო
სერიოზული, მე კი იგი მიცნობს როგორც ხუმარას.
25 აპრილი
***
მე ხუმრობით გავიკეთე სათვალე და მოვიდა უეცრად წვიმა. მე ვიყავ ცის ქვეშ და მაინც თავს
ისე ვგრძნობდი სათვალეში, როგორც ოთახში, ფანჯარასთან მდგარი წვიმიან ამინდში.
25 აპრილი
***
ქალაქში გაჩნდა დიდი ხანძარი. ჰოი, სიხარულო! მალე იკივლებენ სირენები ამაზრზენი და
საამო ხმით.
25 აპრილი
***
1955
***
წავიდა თოვლი,
მოვიდა მიწა.
1956
***
***
***
და ვიყავით ერთად
***
შენი სახე
ჩანდა ანარეკლი.
***
***
თეორიის თანახმად.
***
ვამთავრებ ამ ლექსს).
***
***
***
***
რა არის ცხოვრება?...
***
უცნობი ქალ-ვაჟი ტროლეიბუსის გაჩერებასთან...
***
მივდივარ ბაღისკენ.
ვფიქრობ:
***
და ლუდს სიგრილე.
კარგია...
***
და მე ვგრძნობ, -
***
ქუჩას...
სულელად...
***
ჩრდილს შევეფარე.
***
ვინანე ხუმრობა.
***
სტუმარს
***
კრება.
***
და ჩავდექი რიგში.
***
გასტრონომი. რიგი.მოლოდინი.
***
ბაღში სიცარიელე, ღამე, ისე უინტერესო, რომ ზეცაში ახედვა არ გახსენდება. ბაღში
თითქმის არავინაა, არც კახპა, არც პენსიონერი. თვით მილიციელიც კი არსად ჩანს.
პავილიონში ორიოდე საეჭვო პიროვნება სვამს თუ უფრო თავს იქცევს. პავილიონში ვერ
მივალ, რადგან გიორგი ნისიად არაფერს არ იძლევა. ასეთ დროს ძილი თუ უშველის კაცს.
გავდივარ ბაღიდან.
***
შევედი ბაღში. სკამში ჩავესვენე. ბაღში სიცხეა აუტანელი. მე ჭადრის ფართო ფოთლების
ჩრდილი მადგია სხეულზე. აღსავსე ვარ სიცხით და სიზარმაცით. რადიო მომიწოდებს
შრომისაკენ.მე მეღიმება და მეხუჭება თვალები. სიზმარში ვხედავ:--ხელში მიჭირავს ბარი და
ხან კვადრატული და ხან ბუდობრივი წესით ვთესავ კარტოფილს.
***
შევედი ბაღში. სკამზე ჩამოვჯექი საყვარელზე ნერვიული წვალებით. ირგვლივ თვლემა. ჩემს
გვერდით თვლემს პენსიონერი. მეც გადავდივარ თვლემაში და ვერ ვიგერიებ პატარა
ბუზებს,რომლებიც ჩემს დასიცხულ სახეზე დაეძებენ დღიურ საზრდოს.
***
***
მე მგონია,რომ ქვევით,
***
ციხისაგან.
***
***
ან რა საჭიროა?...
***
მე ნაცნობს წავუკითხე ახალი ლექსი
***
***
***
როგორც ოთახში,-
***
ქუჩაში - არავინ.
თბილისში ეს ის დროა,
როდესაც პაპიროსის თხოვა სირცხვილად არ ითვლება.
***
მე შორიდან გავცქერი
ხიდის მშენებლობას
და გადაღლილი ამოვდივარ
ამ ხიდზე.
***
1957
***
ჩვენს უბანში ერთი შენობაა. მე დღეს პირველად შევამჩნიე ამ შენობის ზედა სართულის
ორნამენტები. მე გამიკვირდა,რომ აქამდე ვერ ვამჩნევდი ამ ორნამენტებს. მე ინტერესით
დავაკვირდი ამ შენობას. ქალიშვილმა,რომელიც ამ სახლის ფანჯრიდან იყურებოდა, მიხურა
ფანჯარა. თავს გეფიცებით, ქალიშვილო, მე თქვენ არ გიყურებდით!..
***
ადამიანი არის.
***
***
ელბაქიძის დაღმართზე ერთი დაწესებულების ეზოდან ძლივს გამოაღწია “ტაჭკამ“ და
შეუდგა დაღმართის გადაჭრას. მეტაჭკეს დიდი ულვაშები ჰქონდა და პატარა წვერი.
“ტაჭკაზე“ ნაგავი ეყარა.დაღმართის ზემოდან დაეშვა ავტომანქანა “ზიმი“ . მძღოლს პატარა
ულვაშები ჰქონდა და წვერგაპარსული იყო. “ზიმში“ ლამაზი ქალი იჯდა. მეტაჭკემ, სინელის
გამო, სწრაფად ვერ გადასჭრა დაღმართი. მძღოლმა, სისწრაფის გამო , სწრაფად ვერ
დაამუხრუჭა მანქანა და ცხენები დაფრთხნენ. მძღოლმა და მეტაჭკემ ერთმანეთს
გულმოსულად შეხედეს, მაგრამ არ შეაგინეს, რადგან მძღოლის მამა მეტაჭკე იყო და
მეტაჭკის შვილი კი – მძღოლი ...
***
წიგნებს ბევრი კითხულობს. წიგნები არავის კითხულობენ. ვაი, თქვენ, უვიცო წიგნებო.
***
***
***
***
მზე ბაღში გაბრუებულია. ადამიანი გაბრუებულია. ასეთ ამინდში ფიქრი ადვილად იბადება.
ფიქრი იბადება ნელა და მიიზლაზნება. იხლართება, როგორც ობობას ქსელი. ადამიანებს
„ნასესხების“ შიშით პალტოები აცვიათ. სკამზე ზის და მერყეობს ლოთი. მას თვალები
დახურული აქვს. იგი ვერ ხედავს მზის სხივებს, მაგრამ იგი ხედავს მზეს, მზე გათქვეფილია
სამყაროში, სამყარო მზეა. ამ მზეს სხივები არა აქვს. დახურულ თვალებში იბადებიან მზის
რგოლები, როგორც ოქროს ბეჭდები და ძვრებიან ერთმანეთში. ახსენდება: შარშან
გარდაცვლილ მეუღლესთან შარშანწინ იქორწინა და ოქროს ბეჭედი გაუკეთა თითზე.
რადიო ლაპარაკობს ბედნიერებაზე. ამ დროს მის ტუჩებზე ღიმილი იბადება სევდიანი.
თვალები ოდნავ იღება. ოდნავ აიწევს თავი რადიოსაკენ. ბაღში ჩიტები გალობენ. პატარა
ჩიტი დაფრინდება სკამზე ,ცქმუტავს და ჭიკჭიკებს. ლოთის ტუჩებზე სიყვარულის ღიმილი
იბადება. იგი ვერ ხედავს, რომ ჩიტი მის გვერდით დაფრენილა. იგი მას ნახევარძილში
შორს, სადღაც შორს ხედავს. ლოთი ზის სკამზე და ირყევა. მის გვერდით დაფრენილა
პატარა ჩიტი და ხალისით მოუთხრობს სიცოცხლის მარადიულობაზე.
***
რამდენიმე თვის შემდეგ ქუჩაში შევნიშნე იგივე ცოლ-ქმარი. ქალს მუცელი აღარ ეტყობოდა.
ისინი ეტლით მოაგორებდნენ პატარა ბავშვს. როდესაც გვერდით ჩავუარე , მათ ვერ
მიცნეს.მხოლოდ ბავშვმა მიცნო თითქოს და გულმოსულად შეხედა ჩემს მარჯვენა ხელს და
ატირდა.მე გავწითლდი, ხელი ჯიბეში დავმალე. ვაკვირდებოდი ბავშვს და მიამიტად
დავეძებდი მის სახეზე ჩემი მარჯვენა ხელის ნაკვალევს. შემდეგ ამ ფიქრებზე გამეღიმა და
ღიმილში ვფიქრობდი. რა გარდაუვალი ჰგონია დაბადებულს მისი დაბადება და
სინამდვილეში კი რა პატარა რამაა საჭირო იმისთვის , რომ იგი არ დაიბადოს. თუნდაც
ქუჩაში სიარულის დროს მარჯვენა ხელის უფრო ენერგიულად ქნევა.
***
მზე ამოესვენა. ჩემი ფეხებიდან ფეხებით ამოიზარდა ჩემი ჩრდილი, ჩრდილი... მიდის და
მივყავარ. იგი თავისი ფეხებით მიეზიდება ჩემს ფეხებს და მაიძულებს ვიარო.მე მსურს
ვიარო და ვერ მივდივარ.ვერ დამიძლევია ჩრდილი , რომელიც დგას . ჩრდილი დაიღალა
და წამოწვა და მეც მომიწვინა გვერდით, როგორც ერთგული ძაღლი. შემდეგ
წამოდგა,წარზიდა ჩემი ფეხები და მაიძულა მეარა. აი,იგი მივიდა კლდესთან და
გადაიმსხვრა კლდის ქიმზე.მე ვიდექ მრთელი. მზე ჩაესვენა და გადაიკარგა ჩრდილი ჩემი
და მე ეხლა თავად დავატარებ საკუთარ თავს.მზე ჩაესვენა და ჩრდილი ჩემი დაედევნა
მზეს.გადაიკარგა ჩრდილი ჩემი.მზემ გადაიყოლა იგი უცხო მხარეში და ჩრდილი ჩემი
მოისხა სხვამ.ვინ არის იგი?
***