You are on page 1of 1

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი

რა გვიბიძგებს სიკეთისა თუ ბოროტებისაკენ

     სიკეთისაკენ სამი საწყისი გვიბიძგებს: ბუნებითი თესლი (ჩვენში არსებული


სიკეთე), წმიდა ძალები და კეთილი ნება.

     ბუნებითი თესლი ისაა, როდესაც, მაგალითად, გვსურს, რომ ადამიანები ისევე


გვექცეოდნენ, როგორც ჩვენ ვექცევით მათ; ანდა როდესაც ადამიანს გასაჭირსა
და შევიწროვებაში ვხედავთ და, ბუნებრივია, მოწყალებას გავიღებთ მისთვის.

     წმიდა ძალები - როდესაც ვგრძნობთ სწრაფვას სიკეთისაკენ, საკუთარ თავში


მადლიან ქმედებას მოვიპოვებთ და წარვემატებით.

     და ბოლოს, კეთილი ნება მაშინაა, როდესაც სიკეთეს ბოროტებისაგან


განვასხვავებთ და სიკეთეს ვირჩევთ.

     ბოროტებისაკენ ასევე სამი საწყისი გვიბიძგებს: ვნებები, დემონები და ბოროტი


ნება.

     ვნებები ისაა, როდესაც გსურს რაღაც უგუნურად, როგორიცაა: ან საკვები


უდროოდ და საჭიროების გარეშე... ან როდესაც ვმრისხანებთ ან ვბრაზდებით
ვინმეზე, ანდა მასზე, ვინც ზიანი მოგვაყენა.

     დემონები - როდესაც ისინი ჩვენი სიზარმაცის ჟამს შესაფერის დროს ირჩევენ


და თავს გვესხმიან, დიდი ძალით აღაგზნებენ ჩვენში ზემოაღნიშნულ ვნებებსა და
მათ მსგავსს.

     და ბოლოს, ბოროტი ნება - როდესაც სიკეთე უწყი და მაინც ბოროტებას ირჩევ.

You might also like