You are on page 1of 1

ძაღლი

მამაჩემს ვენახი ჰქონდა მდინარის გადაღმა, როცა ყურძენი მწიფობაში გადავიდა,

დამავალა: ძაღლი გადაიყვანე გაღმა და ვენახში დააბიო.

მთელი ღამე დაუცხრომლად ყეფდა ძაღლი. დღისით ვამჩნევდი: ყურძენს იპარავდა ვიღაც .

მამამ მიბრძანა: ალბათ, ქურდები შემოგვეჩვიენ და დაბმული ძაღლი აბა, რას დააკლებსო

მათ, აქებდა კიდევაც ჩვენს ფხიზელ მყეფარს.

მამაჩემის ბრძანებით ძაღლი ავუშვი, გვიან ღამით თოფიანად დავუდარაჯდი ქურდებს .

მთვარიანი ღამე იყო და ვნახე: ძაღლი შუაგულ ვენახში შედიოდა, ერთს დაიყეფებდა...

მისწვდებოდა ყურძენს, გადასანსლავდა, ისევ დაიყეფებდა...

ამ იგავის მორალი ასეთია: ზოგი კაცი თავათ ჩადის ავკაცობას და თავის დანაშაულის

დასაფარავად მამაჩემის ძაღლივით უყეფს გამოგონილ დამნაშავეს.

You might also like