You are on page 1of 8

Trileri.Wordpress.

Com

მკვდრები ფეხზე არ დგებიან

წარსულში ერთ-ერთ სოფელში ჯადოქარი მოკვდა. ხალხი ამბობდა, რომ ის


ცხოვრებაში ყველას აწუხებდა და სიკვდილის შემდეგაც გააგრძელებდა ამას.
ბოროტი ადამიანი ყოველთვის მასეთი დარჩებოდა. ამის მიუხედავად ჯადოქარი
მაინც დამარხეს, რათა მისი სული დამშვიდებულიყო.
მალე დაიწყო საშინელი სიცივე. სოფელში ცრუმორწმუნე ხალხი იძახდა,
ყველაფერი ჯადოქრის სიკვდილის გამო ხდებაო. პირველად ადგილობრივმა ყასაბმა
ვერ გაუძლო ამდენ ცუდ ხმებს და შეშინებული გაიქცა სოფლიდან.
საღამოს ჯადოქრის გვამი ორმა კაცმა სასაფლაოზე წაიღო დასამარხად. ისინი
მეორე დღესაც არ დაბრუნდნენ სოფელში. როცა ხალხი სასაფლაოზე მივიდა, ნახეს
რომ ერთი მათგანი უგონოდ ეგდო, მეორეს კი ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მკვდარი
თავახდილ კუბოში იწვა. ტუჩებზე სისხლი ჰქონდა.
თავიდან დაშავებული კაცი გონს ვერ მოდიოდა. ხალხმა უკვე იფიქრა, რომ ის
ჭკუიდან შეიშალა, თუმცა შემდეგ აზროვნების უნარი დაუბრუნდა და ყველაფერი
გაიხსენა.
საღამოს როცა ის მეგობართან ერთად სასაფლაოზე მივიდა, ქარი ამოვარდა და
ნისლიც ჩამოწვა. მათ ჩირაღდნები დაანთეს. მან რამდენჯერმე მკვდარს შეხედა და
მოეჩვენა, თითქოს ის მოძრაობდა.
- ვაიმე, მკვდარი გაცოცხლდა! - შეშინებულმა უთხრა მეგობარს.
- ნუ გეშინია, არავინ არ გაცოცხლებულა, უბრალოდ რაღაც მოგეჩვენა. მოდი
ორმო ამოვთხაროთ.
საქმეს შეუდგნენ. ცოტახანში ნისლმა გაფანტვა დაიწყო და მათ ცოტა გულზე
მოეშვათ. მერე გადარჩენილმა კაცმა ისევ მკვდარს შევხედე. ის ადგა, კუბოდან
გადმოვიდა და მათკენ წამოვიდა. საბრალო კაცს მეტი არაფერი არ ახსოვდა.
ხალხი დარწმუნდა, რომ ჯადოქარი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებდა
საშინელი საქმეების კეთებას, ამიტომაც მისი სხეული უღრან ტყეში წაიღეს, გულში
ხის შუბი ჩაარჭეს და დამარხეს. ხალხი დარწმუნებული იყო რომ ეს ჯადოქარს
შეაჩერებდა.
ეს შავ-ბნელი ამბავი დედოფლის ყურამდეც მივიდა. მან თავისი ერთ-ერთი
ყველაზე ჭკვიანი გამომძიებელი, სახელად ივანი გაგზავნა სოფელში, რათა
ყველაფერი გაერკვია.
სოფლისაკენ მიმავალმა ივანმა შემხვედრ ხალხს გამოჰკითხა ახალი ამბები.
- აქედან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ერთი სოფელია. - უთხრა
ერთმა კაცმა - ის მისვლას არ გირჩევ მოგზაურო.
- ვითომ რატომ? - დაინტერესდა ივანი.
- იქ ძალიან უცნაური ამბები ხდება. ვიღაც ჯადოქარი მომკვდარა, მაგრამ
მკვდარი ადგა და ადამიანი მოკლა.
- შეუძლებელია. - თქვა ივანმა - მკვდრები ფეხზე არ დგებიან.
- სულ ერთია რას ფიქრობ, მთავარია იქ არ მიხვიდე.
- ჰო მაგრამ ჩემი გზა ზუსტად იქით მიდის.
- ხალხი იქიდან გარბის, შენ კი პირიქით იქ მიდიხარ. უცნაური ვიღაც ხარ
მოგზაურო.
- მკვდრები ფეხზე არ დგებიან. - ღიმილით გაიმეორა ივანმა.
სოფელში ჩასულმა ივანმა თავისი ვინაობა არ გაამხილა. თქვა, ვითომ
უბრალოდ მოგზაური იყო. ის იმ კაცის სახლში მივიდა, რომელიც მკვდარს
გადაურჩა. ქალმა ივანი სახლში შეიპატიჟა. სახლში დაბრუნებულმა კაცმა ცოლს
ჩხუბი დაუწყო:
- რა არის ეს ქალო?! ყველა მათხოვარი სახლში უნდა მომიყვანო?! რომ
მოკვდეს ჩემი დასამარხი გახდება!
- როგორ ადამიანო? - გაუკვირდა ცოლს. - ჩემგან რა გინდა?! სახლში სტუმარი
აღარ მივიღო?!
ივანმა კაცს ოქრო მისცა და უთხრა, რომ ცოტახანს მათთან იცხოვრებდა.
სახლის პატრონი ამან გაახარა და სიხარულით დათანხმდა.
ივანი რამდენიმე თვის მანძილზე ცხოვრობდა მაგ სახლში. ისე ჩუმად იყო
რომ ხანდახან ფიქრობდა, ცოლ-ქმარს ჩემი აქ ყოფნა აღარც ახსოვთო. მასაც ზუსტად
ეგ უნდოდა. ერთხელ ღამით ჩხუბის ხმამ გააღვიძა.
- მკვლელი ხარ! - ყვიროდა ცოლი.
- ჩუმად იყავი ქალო, რას ყვირიხარ?!
- შენ ის მოკალი! ფულის გულისთვის მოკალი.
- ჩუმად-მეთქი!
ამის შემდეგ ივანმა სოფელში ჯარისკაცები მოიყვანა, რომლებმაც მკვლელი
დაიჭირეს. ივანი, ჯარისკაცები და ცოლ-ქმარი მკვლელის სახლში იყვნენ. კაცი
დანაშაულს არ აღიარებდა, მაგრამ ეს საჭირო არც იყო. ივანი დედოფალთან
დაახლოვებული ადამიანი იყო. ის თუ რამეს იტყოდა, გამოდიოდა რომ მასე იყო.
მალე ამას მკვლელიც მიხვდა და ყველაფერი აღიარა. მას მეგობარი ფულის
გულისთვის მოეკლა.
ჯარისკაცებმა დამნაშავე გარეთ გაიყვანეს და დახვრიტეს.
ივანი ღამეს იმავე სახლში, მკვლელის ცოლთან გაათევდა, შემდეგ კი ქალაქში
დაბრუნდებოდა. ქალმა სტუმარს უთხრა, რომ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ქმრის
შიშით ვერაფერს ვერ ამბობდა. ივანმა დაამშვიდა. უთხრა, ახლა ის ცოცხალი აღარ
არის და კარგად იქნებიო.
ლაპარაკში დაუღამდათ კიდეც. თოვლი წამოვიდა, ქარმა დაუბერა და ნისლი
ჩამოწვა. უეცრად ძლიერმა ქარმა კარი და ფანჯრები გააღო. უცნაურია მაგრამ
ცეცხლი ჩაქრა. კაცმა კარი და ფანჯრები დაკეტა. როცა ქალმა ცეცხლი ისევ დაანთო,
ივანის ხმა გაიგო:
- მოდი ახლა დავიძინებ. დილით ადრე უნდა ავდგე და გზას გავუდგე.
ქალმა ის მის ოთახამდე მიაცილა და ლოგინის გასწორება დაიწყო. როცა ამას
მორჩა, მობრუნდა და ერთი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო. კარის სახელური
ჩამოიწია. ვიღაცამ კარი ნელა გააღო და ოთახში შემოვიდა.
- ჯადოქარი! - დაიძახა ქალმა.

დაუპატიჟებელი სტუმარი

ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით ბაბუაჩემმა მომიყვა. იმ დღეს ბებიას


დაბადების დღე იყო. ჩვენთან სტუმრები იყვნენ მოსულები და ქეიფობდნენ. მე და
ბაბუა სასადილოში გავედით. სიცილისა და სადღეგრძელოების ხმა გვესმოდა.
სწორედ მაშინ დაიწყო მოხუცმა მოყოლა. იქნებ მთვრალი იყო? არამგონია, მის
დასათრობად რამდენიმე ლიტრი ღვინოც არ იქნებოდა საკმარისი.
ბაბუაჩემის და სოფელში დედასთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა.
ქალაქში არაფრის დიდებით არ გადმოდიოდა საცხოვრებლად. მერე უბედურება
დატრიალდა. მისი შვილი დაიხრჩო, მოხუცი დედა კი სიბერისგან მოუკვდა. ბებია
და ბაბუა მისასამძიმრებლად მასთან წავიდნენ. დიდი გზის გავლა მოუხდათ, მაგრამ
რას იზამდნენ?
ჩავიდნენ და მარტო დარჩენილი ნათესავის სახლში გაჩერდნენ. ბაბუას დას
საშა ერქვა. დიდი სახლი არ ჰქონდა. მასთან სულ ერთი-ორჯერ ვიყავი ნამყოფი.
ყველაზე ცუდი ის არის რომ საპირფარეშო ეზოში იყო. ახლაც მახსოვს როგორ
მეშინოდა ღამით ეზოში გასვლა და საპირფარეშოში შესვლა.
ბაბუამ საშას უთხრა, სახლი გაყიდე და ჩვენთან ერთად წამოდი, ქალაქში
მოგეწონებაო. ქალი დაეთანხმა, შემდეგ კი ყველამ დაიძინა.
შეიძლება იფიქროთ, რომ საშას მკვდარი შვილი ადგა ფეხზე, მაგრამ არა, მისი
მკვდარი სხეული გაუნძრევლად ესვენა ერთ ადგილზე.
პირველ ღამეს ბაბუაჩემს დაძინება გაუჭირდა. სხვა სახლში, სხვა საწოლში
იწვა და ძილს ეს უძნელებდა. უეცრად ფანჯარაში ვიღაც კაცი დაინახა. უცნობი
მაღალი და კარგი აღნაგობის იყო. ბაბუა გაბედული კაცია. მაშინვე ადგა და
ფანჯარასთან მივიდა. უცნობი წავიდა. ბაბუა ეზოშიც გავიდა, თუმცა იქაც ვერაფერი
ვერ ნახა.
დღისით ყველაფერი მშვიდად იყო. ნათესავები და მეზობლები მოდიოდნენ,
გლოვოდნენ და მიდიოდნენ. ღამით ბაბუაჩემმა არ დაიძინა. აინტერესებდა კიდევ
მოვიდოდა თუ არა უცნობი. ის დაბრუნდა. კვლავაც ფანჯარაში იყურებოდა. კაცმა
ცოლი გააღვიძა და უცნობი დაანახა. ბებიას შეეშინდა და ქმარს სთხოვა, აქედან
გააგდეო. ბაბუა გარეთ გავიდა და უცნობს დაუძახა:
- აქედან წაეთრიე, თორემ თოფს გამოვიტან და გესვრი! - მართალია სახლში
თოფი არ ჰქონდათ, მაგრამ უცნობი ხომ უნდა შეეშინებინა? დაუპატიჟებელმა
სტუმარმა გაიღიმა, უკან მიბრუნდა და გაიქცა.
დილით ბაბუამ უკან გაყოლა მოინდომა. რა უნდა ექნა? ნაფეხურების პოვნას
ცდილობდა. უცნაური იყო მაგრამ იქ სადაც უცნობმა გაირბინა ცხენის ნალების
კვალი დარჩენილიყო.
ღამით ბაბუა დასაძინებლად არ დაწვა. ეზოში სკამი დადგა, დაჯდა და ხელში
ფანარი დაიჭირა. სიგარეტს ეწეოდა, თან სტუმრის მოსვლას ელოდებოდა. მალე
უცნობი გამოჩნდა. ღობეზე გადმოძვრა და ფანჯრისკენ წავიდა. ბაბუამ ფანარი
მიანათა და სინათლეზე გარკვევით დაინახა ეშმაკი - რქიანი, კუდიანი და ცხენის
ფეხება ეშმაკი, ისეთი როგორსაც სურათზე ნახავთ ხოლმე. ბოროტი ძალა იქაურობას
მოშორდა.
დილით ბაბუამ საშას ჰკითხა, ხომ არ იცოდა რაში იყო საქმე? საშამ უპასუხა,
რომ მათ მეზობლად ერთი შავ-ბნელი ადამიანი ცხოვრობდა, რომელსაც ჯადოქრობა
შეეძლო. სწორედ მან გამოიძახა ეშმაკი, რათა ბოროტი ძალა ბაღის მოვლაში
დახმარებოდა. ისიც ღამ-ღამობით მოდიოდა და ბაღს უვლიდა, თუმცა ამის გარდა
ის სხვის ბაღებსა და სახლის ეზოებსაც სტუმრობდა.
ბაბუაჩემს იმ ღამესაც არ დაუძინია. ძველებურად იჯდა და ბოროტი ძალის
მოსვლას ელოდებოდა. მასაც არ დაუგვიანია. მალე გამოჩნდა, ღობეზე გადმოძვრა
და ფანჯრისკენ წავიდა. გზა ბაბუამ გადაუღობა. მოხუცმა სახეში ფანარი მიანათა და
ბრაზმორეულმა ჰკითხა:
- აქ რას დადიხარ?! შენ რა საქმე არ გაქვს?! ახლავე მოშორდი აქედან?!
ეშმაკმა გაიღიმა და საშინელი ხმით უთხრა:
- ბაღში ჩემი საქმე გავაკეთე და ძაღლი კი არ ვარ მთელი ღამე ერთ ადგილზე
რომ გავჩერდე. თავისუფალი ვარ და სადაც მინდა იქ წავალ.
- თუ ბაღში საქმე დაამთავრე ადექი და სხვა საქმე ნახე! - არ მოეშვა ბაბუა. -
ტყეში წადი, შეშა დაჩეხე და ასე შემდეგ, რაც გინდა ის ქენი, ოღონდ აქ აღარ
მოხვიდე!
დაუპატიჟებელი სტუმარი ერთ ადგილზე იდგა და არ მიდიოდა.
- იცოდა ახლა აქედან წახვალ და აღარ დაბრუნდები! - უთხრა ბაბუამ. -
სოფელში თუ კიდევ დაგინახავ მაშინ მღვდელთან მოგიწევს შეხვედრა!
ეშმაკი გაბრუნდა და წავიდა.
ბაბუა სახლში შევიდა და ოთახში, ცოლთან მივიდა. საბრალო ბებიას
ყველაფერი დაენახა და ტიროდა. როგორ შეიძლებოდა ეშმაკთან პირისპირ
დამდგარიყო კაცი? რა სიმამაცე უნდა ჰქონოდა მას? დიახ, ძნელი დასაჯერებელია,
მაგრამ ასეთი კაცი არის ბაბუაჩემი, არაფრის არ ეშინია.
ცოლ-ქმარი ქალაქში დაბრუნდა. საშას დიდხანს სთხოვდნენ, ჩვენთან ერთად
წამოდიო, თუმცა ქალი მაინც თავის სახლში, თავის სოფელში დარჩა. მომავალში
ბაბუა საშას წერილებს ხშირად სწერდა. ეკითხებოდა, დაუპატიჟებელი სტუმარი
ისევ მოდისო? ბებიამ ბევჯერ უპასუხა, რომ ტყეში ხშირად ხედავდნენ, მაგრამ
სოფელში არავის აღარ დაგვინახავსო.

ოქროს კბილები

ჩვენთან პოლიციაში ერთი უცნაური ახალგაზრდა ბიჭი მუშაობდა.


ყველაფერი აინტერესებდა რაც მისტიკასა და ზებუნებრივ თემას ეხებოდა.
ყიდულობდა წიგნებს, უყურებდა ფილმებს, სტუმრობდა მიყრუებულ ადგილებს და
ასე შემდეგ. მოკლედ კარგი შექანებული ტიპი იყო, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ამ
ისტორიის მთავარი გმირი სულაც არ არის.
პოლიციაში დიდხანს ვმუშაობდი, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი პერიოდი
დამამახსოვრდა. მაგ პერიოდში ადამიანები ძალიან უცნაურად იხოცებოდნენ.
ღამით მესაფლავე სასაფლაოს დაათვალიერებდა. ყველაფერი წესრიგში იყო. დილით
მკვდარი ადამიანის სხეულს პოულობდა. ადამიანის სიკვდილი გულის შეტევით
იყო გამოწვეული. ყოველთვის საფლავზე, მუცლის მხარეს იწვნენ. სხვადასხვა
სოციალური მდგომარეობის ხალხი კვდებოდა. უმეტესად ახალგაზრდები იყვნენ.
მკვდრებს შორის ვერ ნახავდით მოხუცებსა და ბავშვებს. საბოლოოდ თვრამეტი
შემთხვევა დაფიქსირდა.
ეს ყველაფერი უცნაურიც იყო და ჩვეულებრივიც. ადამიანები გულის
შეტევით დაიხოცნენ და პოლიციას რა უნდა ექნა? რა თქმა უნდა არაფერი, ჩვენ
გულის შეტევას ვერ შევაჩერებდით. მეორეს მხრივ ადამიანები სასაფლაოზე რატომ
კვდებოდნენ? თანაც ყველანი ერთ პოზაში!
თავიდან ამას ყურადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ შემდეგ დავინტერესდით.
უფროსობაც ჭკუიდან გადადიოდა. თვრამეტივე შემთხვევის ერთმანეთთან
დაკავშირება და საქმის სასწრაფოდ გამოძიება დაგვავალეს. ჩვენც ვცდილობდით,
მაგრამ არაფერი გამოდიოდა.
შემდეგ საქმეში ერთი გამოცდილი გამომძიებელი ჩაერთო. მან მკვდრები
საფლავიდან ამოაღებინა და მათი სხეულები თავად შეამოწმა. არაფერი უცნაური
გარდა ერთი რამისა - ყველას ოქროს კბილი ჰქონდა. ეს რას ნიშნავდა? ადამიანები
ოქროს კბილით კვდებოდნენ? რა სისულელეა!
მოკლედ საქმე ადგილიდან ვერ იძვრებოდა. ამაოდ დავდიოდით აქეთ-იქით,
ხალხს ველაპარაკებოდით და რამის გარკვევას ვცდილობდით. უფროსობაც
გვსაყვედურობდა. ხოდა ერთხელაც, როცა დაღლილი და მოწყენილები ვიჯექით,
ჩვენთან სწორედ ის ახალგაზრდა მოვიდა, რომელიც მისტიკით იყო გატაცებული.
ისიც პოლიციელი იყო და რა თქმა უნდა იცოდა, რა საქმესაც ვიძიებდით.
მისი თქმით ადამიანის ჯადოთი მოკვლა შეიძლებოდა. საჭირო იყო ჯადო
მსხვერპლის სხეულში მოეთავსებინათ და მორჩა, ყველაფერი დამთავრებული იყო.
ამით რისი თქმა სურდა? ნეტავ ჯადოს სად ხედავდა? მაგ ბიჭზე გაკვირვებული
ვიყავი, როცა თავში ერთმა აზრმა გამიელვა. გამომძიებელთან შევედი და ჩემი
მოსაზრება, რომელიც მისტიკით დაინტერესებული ბიჭის დახმარებით გამიჩნდა,
მასაც გავუმხილე. გამომძიებელი თავიდან გაბრაზდა, რას სისულელეს ლაპარაკობო,
მაგრამ შემდეგ დამშვიდდა.
ჩვენ მორგში წავედით. იქ გამომძიებელმა ერთ მკვდარს ოქროს კბილი
ამოუღო და გატეხა. კბილის შიგნით თმა და მცირე რაოდენობის, რაღაც ფხვნილი
ეყარა. სხვა მკვდრების ოქროს კბილებიც გავტეხეთ და ყველგან იგივე აღმოვაჩინეთ.
ძნელი იყო ამის დაჯერება, მაგრამ ბიჭი არ ცდებოდა.
სასწრაფოდ გავაგრძელეთ მუშაობდა. ჩვენ სტომატოლოგზე ყველაფერი უნდა
გაგვეგო. ხალხი ამბობდა, დედამისი ჯადოქარი არისო. საბოლოოდ დავაპატიმრეთ.
მან იცოდა, რომ ჯადოქრობის ბრალდებით ვერ დავიჭერდით და ყველაფერი
გულწრფელად მოგვიყვა. თურმე დედამისი მართლაც ჯადოქარი ყოფილა,
შვილისთვის ყველაფერი უსწავლებია და როცა მოკვდა, მისმა მემკვიდრემ
გადაწყვიტა გაერკვია, დედამისი მართალი იყო თუ არა. ისიც ჯადოქრობდა და
ხალხს ხოცავდა. ხედავდა მისი მშობელი რომ არ ტყუოდა. ამ ყველაფერმა ძალიან
გაიტაცა და შეჩერება დაავიწყდა.
მისი განთავისუფლება არ შეიძლებოდა. ამის გამო გამომძიებელმა თქვა,
თითქოს სტომატოლოგი თავის პაციენტებს წამლავდა. დამნაშავე დაიჭირეს. მალე ის
ციხეში მოკვდა. ამბობდნენ, ცოდვების გამო მოკვდაო.
გზატკეცილზე მიმავალი მანქანა

ერთხელ მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ წვეულებაზე წავედი. წვეულება


კლუბში ტარდებოდა, რომელიც მიყრუებულ ადგილზე იყო. მაშინ ამ გარემოებას
ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მანქანაში ჩავჯექით და წავედით.
ადგილზე მისულებს მაგარი სანახაობა დაგვხვდა - ლამაზი კლუბი
გზატკეცილთან, მშვიდი ადგილი, მხიარული ხალხი და ბევრი სასმელი. მეტი რა
გვინდოდა? რა თქმა უნდა არაფერი.
სასმელს თავიდანვე მაგრად ვეტანებოდი. მერე ცეკვაც დავიწყე, მაგრამ როცა
თვალთ დამიბნელდა, მივხვდი, რომ უნდა გავჩერებულიყავი. კლუბში შევედი და
მერე აღარაფერი აღარ მახსოვს.
კლუბში მომუშავე ადამიანმა გამაღვიძა და მითხრა, რომ იკეტებოდნენ, რის
გამოც უნდა წავსულიყავი. არ ვჩქარობდი, მეგობრებთან ერთად ვიყავი, ჩვენ მანქანა
გვყავდა და სადმე წასვლა პრობლემა არ იქნებოდა. აუჩქარებლად დავათვალიერე
კლუბი. იქ არავინ არ იყო. ვიფიქრე, ვაითუ ბიჭებმა დამტოვეს და წავიდნენ-მეთქი.
ამ აზრმა შემაშინა. ჯერ შუაღამეც არ იყო. როგორ უნდა დავბრუნებულიყავი
ქალაქში, როცა ტაქსის ფულიც არ მქონდა?
სასწრაფოდ გარეთ გამოვედი და მეგობრების ძებნა გავაგრძელე. გარეთ არავინ
იყო. ვიფიქრებდი, რომ ჩემი მეგობრები მეხუმრებოდნენ, მაგრამ ჩვენი მანქანაც
არსად არ ჩანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი ნამდვილად წავიდნენ.
მეტი რაღა დამრჩენოდა? გზატკეცილს მივყვებოდი ქალაქის მიმართულებით.
იმაზე გაბრაზებული ვიყავი, მეგობრები ასე რომ მომექცნენ.
უეცრად უკნიდან მანქანის ხმა გავიგე. მივბრუნდი და ხელი დავუქნიე. მანქანა
გაჩერდა, ფანჯარა ჩამოიწია და დაახლოვებით ოცდაათი წლის კაცი დავინახე.
- დაჯექი მეგობარო, მეც ქალაქში მივდივარ. - მითხრა მან.
- თქვენ საიდან იცით რომ მე ქალაქში მივდივარ? - შევეკითხე უცნობს.
- ეს გზა ხომ მხოლოდ ქალაქში მიდის? - გაიღიმა კაცმა. - ქალაქის გარდა
სხვაგან სად უნდა მიდიოდე?
- დიახ, მართალი ხართ.
მანქანაში ჩავჯექი და ქალაქისკენ წავედით. მე უცნობს ჩემი ამბავი მოვუყევი.
როგორ წავედით წვეულებაზე, მაგრად დავთვერი, დამეძინა და გაღვიძებულმა
აღმოვაჩინე, რომ მეგობრებმა მარტო დამტოვეს.
- არაფერია, ხდება ხოლმე. - მითხრა კაცმა - რაც მთავარია მალე ქალაქში
იქნები და დაიძინებ.
არ ვიცი რის გამო მოხდა ეს. შეიძლება კვლავაც სასმელის მოქმედების ქვეშ
ვიყავი. რამდენიმე წუთში დამეძინა.
გაღვიძებულმა თავი ცუდად ვიგრძენი. თავიდან ვერც მივხდი მანქანაში რა
მინდოდა. მერე ყველაფერი გამახსენდა.
- გაიღვიძე?! - თითქოს გაუხარდა კაცს.
- რამდენი ხანი მეძინა?
- შენ წარმოიდგინე მხოლოდ თხუთმეტი წუთი.
ასეთმა პასუხმა დამაეჭვა. საათს დავხედე. თურმე ერთი საათი მძინებოდა,
უცნობმა კი მომატყუა, მხოლოდ თხუთმეტი წუთი გეძინაო. ასე რატომ მოიქცა? მერე
ჩემი ყურადღება ერთმა გარემოებამ მიიპყრო. ჩვენს გარშემო ხეები იყო. ეს ნიშნავდა,
რომ ქალაქში კი არ მივდიოდით, არამედ პირიქით, მას ვშორდებოდით. თანაც
ქალაქში ჩასასვლელად ერთი საათიც სავსებით საკმარისი იყო.
ვინ იყო ეს კაცი?! რატომ ჩამისვა მანქანაში თუ სხვა მიმართულებით უნდა
წასულიყო და ახლა სად მივდიოდით?! ეს ფიქრები არ მასვენებდნენ. მოსვენება
დაკარგული ვიჯექი სკამზე და ხანდახან მძღოლს ეჭვიანად შევხედავდი ხოლმე. ის
იღიმებოდა, საშინლად იღიმებოდა.
- სად მივდივართ?! - ვეღარ მოვითმინე და ვკითხე.
- რა თქმა უნდა ქალაქში. - მიპასუხა უცნობმა.
- ქალაქი მეორე მხარეს არის.
- ნამდვილად გეშლება ახალგაზრდა, ჩვენ ზუსტად ქალაქის მიმართულებით
მივდივართ. - გაიღიმა კაცმა.
მივხვდი სხვა გზა რომ არ მქონდა. ავდექი და მანქანიდან გადავხტი. ამის გამო
სხეული კი ამტკივდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა? იმის იმედი მქონდა რომ მანქანა
თავის გზაზე წავიდოდა, თუმცა ძალიან მაგრად შევცდი. მანქანა მაშინვე გაჩერდა და
კარი გაიღო. ტკივილის მიუხედავად სასწრაფოდ წამოვდექი ფეხზე და ტყეში
შევედი. ჯიბიდან მობილური უნდა ამომეღო და პოლიცია გამომეძახა. ეს
ნამდვილად კარგი იდეა იყო. ჯიბეში ხელი ჩავიყავი. იქ მობილური აღარ მედო. სხვა
ჯიბეებიც შევამოწმე, მაგრამ სულ ტყუილად. მაშინვე მივხდი, რომ მობილური
უცნობმა ამომაცალა. გავრბოდი და მისი ფეხის ხმა მესმოდა. ჩემს უკან იყო, ხანდახან
იცინოდა კიდეც. არ ვიცი რამდენ ხანს ვირბინე. საბოლოოდ ისევ გზატკეცილზე
აღმოვჩნდი. უცნობის ფეხის ხმა და სიცილი კვლავაც მესმოდა. ასეთ ადგილზე ვერ
დავრჩებოდი. ის დამინახავდა და დამიჭერდა. სასწრაფოდ გზატკეცილის მეორე
მხარეს გადასვლა და ისევ ტყეში შესვლა გადავწყვიტე. სადაცაა ტყეში უნდა
შევსულიყავი, მაგრამ თვალი სინათლეს მოვკარი. ეს პოლიციის მანქანა იყო.
მივბრუნდი და მისკენ გავიქეცი.
პოლიციელები მანქანიდან გადმოვიდნენ. მე მათ ყველაფერი მოვუყევი. მალე
სხვებიც მოვიდნენ. ორმა პოლიციელმა სახლში წამიყვანა, დანარჩენებმა კი უცნობი
კაცის ძებნა დაიწყეს.
მალე გავიგე, რომ დამნაშავე ვერ იპოვეს და წარმოდგენაც არ ჰქონდათ ვინ
შეიძლება რომ ყოფილიყო. მეგობრებმა მომხდარის გამო ბოდიში მომიხადეს და
თავიანთი საქციელი სიმთვრალეს დააბრალეს.
რაც არ უნდა იყოს ქალაქგარეთ წვეულებაზე აღარასოდეს აღარ წავსულვარ.
უფრო მეტიც. რაც მთავარია უცნობს აღარასოდეს აღარ ჩავჯდომივარ მანქანაში.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჯანდაბა! ღამ-ღამობით, როცა ბნელდება და შიში
მიპყრობს, მუდამ ერთი რაღაც წარმომიდგება ხოლმე თვალწინ - უცნობი ისევ
დადის გზატკეცილზე მანქანით. ვიღაც საცოდავს ეძებს, რომელსაც მანქანა და
ტაქსის ფული არ აქვს. უნდა რომ ვიღაც მანქანაში ჩაისვას და სადღაც წაიყვანოს,
მაგრამ სად და რისთვის?!

You might also like