You are on page 1of 7

შარშან ზაფხულს ნორვეგიის ერთ პატარა საპორტო ქალაქში ერთობ უჩვეულო მოვლენები

დატრიალდა. ყველასგან მოულოდნელად აქ სრულიად უცხო მამაკაცი, ვინმე ნაგელი ჩამოვიდა. ამ


უცნაურმა შარლატანმა საოცარი ამბები დაატრიალა და შემდეგ ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა,
როგორც გამოჩნდა. ერთხელ, ღმერთმა უწყის რა მიზნით, სასტუმროს ნომერში ახალგაზრდა,
იდუმალებით მოცული ქალიც კი ესტუმრა. როგორც ჩანს, ქალმა დიდხანს დარჩენა ვერ გაბედა და
ორიოდ საათში უკანვე გაბრუნდა. თუმცა, დაწყებით ყველაფერი სხვანაირად დაიწყო...

ერთ საღამოს ექვსი საათისთვის ნაპირს სამგზავრო თბომავალი მოადგა.გემბანზე რამდენიმე მგზავრი
გამოჩნდა, მათ შორის ყვითელ პიჯაკსა და თეთრ ხავერდის ქუდში გამოწყობილი მამაკაციც ერია.
მშვენივრად მახსოვს, რომ 12 ივნისის საღამო იყო, ვინაიდან სწორედ ამ დღესფრეკენ შელანდის
ნიშნობის გამო ქალაქის რამდენიმე უბანში დროშებიგამოეფინათ. სასტუმრო `ცენტრალის~ შიკრიკი
გემბანზე სწრაფინაბიჯით ავიდა და ყვითელპიჯაკიან მამაკაცს მიუახლოვდა. უცნობმაშიკრიკს ბარგი
გადასცა, ბოცმანს სამგზავრო ბილეთი გაუწოდა დათავად, გემიდან ნაპირზე ჩასვლის ნაცვლად,
ბოლთის ცემას მოჰყვა.აშკარად ღელავდა. როცა გემის საყვირის ხმა მესამეჯერ გაისმა,
მაშინღაგაახსენდა, რომ გემის რესტორანში ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი.

სწრაფი ნაბიჯით რესტორნისკენ მიმავალმა მოულოდნელად იგრძნო,რომ გემი ადგილიდან დაიძრა.


წამით შეყოვნდა, შემდეგ გემბანისმოაჯირს ეცა, ნაპირზე მდგომ შიკრიკს ხელი დაუქნია და გადასძახა:

– ჩემი ბარგი სასტუმროში წაიღეთ და ოთახი მომიმზადეთ!

გემი ნაპირს ზანტად მოშორდა და ფიორდს მიღმა გაუჩინარდა.

ბორტზე დარჩენილ ყვითელპიჯაკიან მამაკაცს იოჰან ნილსენ ნაგელიერქვა.

შიკრიკმა ნაგელის ბარგი ურიკაზე მოათავსა. ბევრი არაფერი იყო:მხოლოდ ორი პატარა ჩემოდანი და
ქურქი... დიახ, ქურქი,მიუხედავად იმისა, რომ პაპანაქება ზაფხული იდგა. ამ ყველაფერს თანახლდა
მცირე ზომის ხელჩანთა და ვიოლინოს ბუდე. მფლობელისმონოგრამა არც ერთ მათგანს არ ჰქონდა.

მეორე დღეს, სადილობის ხანი იქნებოდა, როცა იოჰან ნაგელისასტუმროს ორცხენშებმული ეტლით
მიადგა. მისთვის გაცილებითმარტივი იქნებოდა, უკან ისევ გემით რომ დაბრუნებულიყო,
მაგრამრატომღაც ეტლით მგზავრობა არჩია. თან მეტი ბარგი გამოეყოლებინა.ეტლის წინა
საბარგულზე პატარა ჩემოდანი, სამგზავრო ჩანთა, პიჯაკიდა რაღაც ნივთებით გატენილი პორტფელი
ელაგა. პორტფელზეპაწაწინა მარგალიტებით მფლობელის ინიციალები – `ი.ნ.ნ~ იყოამოქარგული.

ეტლიდან ჯერ ფეხიც არ გადმოედგა, სასტუმროს ოთახის ამბავი რომიკითხა. როდესაც მეორე
სართულზე აიყვანეს და თავის ნომერშიშეაცილეს, მაშინვე კედლების სისქე შეამოწმა.
უნდოდადარწმუნებულიყო, რომ მეზობელი ნომრებიდან გამოსული ხმაური არშეაწუხებდა. შემდეგ
კი, სრულიად მოულოდნელად, მოსამსახურეგოგონას მიუბრუნდა და ჰკითხა:

– რა გქვიათ?

– სარა.

– სარა, სარა... – და იქვე დაამატა: – სად შემიძლია ვისადილო? ესეიგი, სარა გქვიათ, არა?.. მითხარით,
ადრე ამ შენობაში აფთიაქი ხომ არიყო?

– დიახ, იყო, – დაბნეულად უპასუხა სარამ, – მაგრამ მას შემდეგმრავალი წელი გავიდა...
– მრავალი წელიო, ამბობთ? დიახ, დიახ... დერეფანშიშემოსვ¬ლისთანავე მივხვდი. იმიტომ კი არა, რომ
წამლის სუნი მეცა,უბრა¬ლოდ, რაღაცნაირად ვიგრძენი. დიახ, ასეა...

სადილობისას ერთი სიტყვაც არ დასცდენია. ის ორი მგზავრი,რომლებიც წინა საღამოს გემით მასთან
ერთად ჩამოვიდნენ ქალაქში,სასადილოს მაგიდის მეორე ბოლოში ისხდნენ. ნაგელის
დანახვისთანავეერთმანეთს თვალით რაღაც ანიშნეს და გემბანზე მომხდარის გამომასთან გახუმრებაც
გაბედეს, მაგრამ ნაგელმა თავი ისე დაიჭირა,თითქოს ვერაფერი გაიგონა. ნაჩქარევად ისადილა,
დესერტი რომშესთავაზეს, უარის ნიშნად თავი გააქნია და ბოლოს სკამიდანმკვირცხლად წამოხტა.
სასტუმროდან გასვლისთანავე სიგარას მოუკიდადა ხალხმრავალ ქუჩაში გაუჩინარდა.

სასტუმროში მხოლოდ ნაშუაღამევს, დაახლოებით სამი საათისთვისდაბრუნდა. ნეტავ სად უნდა


ყოფილიყო? როგორც მოგვიანებითგაირკვა, თურმე ფეხით წასულა იმ დაბაში, საიდანაც დილას
ეტლითჩამოვიდა. უკანაც ასევე ფეხით დაბრუნებულა. ალბათ რაღაცაუცილებელი საქმე ჰქონდა
მოსაგვარებელი. კარი სარამ გაუღო. კაციოფლად იღვრებოდა, მაგრამ არაჩვეულებრივ ხასიათზე
ჩანდა, სარასრამდენიმეჯერ გაუღიმა კიდეც.

– ღმერთო ჩემო, რა ლამაზი კეფა გაქვთ, ქალიშვილო! – წარმოთქვა მანაღტაცებით და დაამატა: –


შემთხვევით ჩემ სახელზე წერილი ხომ არმოსულა? ნაგელის, ანუ იოჰან ნაგელის სახელზე?
ჯანდაბას... ოჰო,სამი დეპეშაა! იცით, რაღაც მინდა გთხოვოთ... შეგიძლიათ კედლიდანეს სურათი
მოაცილოთ? არ მსიამოვნებს, ყოველ წუთას თვალში რომმეჩხირება. გაღვიძებისთანავე ამ სურათის
დანახვა ცუდ გუნებაზემაყენებს. სხვათა შორის, ნაპოლეონ მესამეს სულაც არ ჰქონია მწვანეწვერი...
უღრმესი მადლობა!

სარას გასვლისთანავე ნაგელი ოთახის შუაგულში შედგა და გაირინდა.მდუმარედ იდგა და გაყინული


მზერით კედელზე ერთ წერტილსმიშტერებოდა. მერე თავი ნელ-ნელა მძიმედ გადასწია უკან და
ასეთუცნაურ მდგომარეობაში კარგა ხანს დაჰყო.

სიმაღლით ნაგელი საშუალოზე ოდნავ დაბალი, შავგვრემანი პირისახისმამაკაცი იყო. გოროზი


გამოხედვა, მაგრამ ქალივით ლამაზი ტუჩებიჰქონდა. საკმაოდ მხარბეჭიანი იყო და, მიუხედავად
იმისა, რომსაფეთქლებთან თმა უკვე გასჭაღარავებოდა, ასე, ოცდარვა-ოცდაათწელს თუ მისცემდა
კაცი. თითზე ყოველთვის უბრალო ლითონისბეჭედს ატარებდა.

ოთახის შუაგულში მდგომი ნაგელი მოულოდნელად გამოფხიზლდა დაუცნაურად მკვეთრი


მოძრაობა გააკეთა. თითქოს ამდენ ხანსგარინდული იმიტომ იდგა, რომ ბოლოს რაც შეიძლება
ეფექტურადგამოფხიზლებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ოთახში მის მეტიარავინ იყო. შემდეგ
შარვლის ჯიბიდან გასაღებები, ხურდა ფული დაგაცრეცილ ლენტზე დაკიდებული, მაშველთათვის
განკუთვნილიმედალი ამოიღო. ეს ნივთები საწოლის გვერდით, ტუმბოზე დაალაგა,საფულე კი
ბალიშის ქვეშ მოათავსა. მერე ჟილეტის ჯიბიდან საათი დაპაწაწინა სამედიცინო ქილა ამოაცურა,
რომელსაც გარკვევით ეწერა`შხამი~. ქილა მაშინვე ჯიბეში დააბრუნა, საათს კი კარგა
ხანსდაჰყურებდა. ბოლოს თითიდან ბეჭედი წაიძრო და ხელები გადაიბანა.სველი ხელები
დაუდევრად ისე გადაისვა თმაზე, რომ სარკეში არცჩაუხედავს.

უკვე საწოლში იწვა, როდესაც შეამჩნია, რომ ბეჭდის გაკეთებადავიწყებოდა. ლოგინიდან


ელდანაკრავივით წამოხტა დაპირსაბანისკენ გაექანა, თითქოს იმ უბრალო რკინის რგოლის
გარეშესიცოცხლე არ შეეძლო. ბეჭედი კვლავ თითზე წამოიცვა და მისსახელზე მოსული სამივე დეპეშა
გახსნა. ჯერ ერთის კითხვა არცჩაემთავრებინა, უცნაურად რომ აქირქილდა. იწვა
ოთახშიმარტოდმარტო და კარგა ხანს იცინოდა. სიცილისას ჩაწიკწიკებულიკბილები მოუჩანდა.
რამდენიმე წუთში კვლავ სერიოზულიგამომეტყველება მიიღო და, მიუხედავად იმისა, რომ სამივე
დეპეშასაკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან საქმეს შეეხებოდა, მაგიდაზეგულგრილად მოისროლა.
კერძოდ, დეპეშებში ლაპარაკი იყოსამოცდაორიათას კრონად შეფასებულ მამულზე. გარდა ამისა,
საქმისსწრაფად წარმართვის შემთხვევაში, მთლიანი საფასურის ნაღდიფულით დაფარვასაც
სთავაზობდნენ. ამ მოკლე, მშრალ და საქმიანდეპეშებში, რომლებსაც არანაირი ხელმოწერა არ ჰქონდა
დართული,სასაცილო ნამდვილად არაფერი იყო. რამდენიმე წუთში ნაგელს უკვეეძინა. ტუმბოზე
მოთავსებული ორი ცალი სანთელი, რომელთაჩაქრობაც დავიწყებოდა, მკვეთრად ანათებდა მის
სუფთად გაპარსულსახესა და გულ-მკერდს. მოშორებით, მაგიდაზე უნიათოდ მიყრილდეპეშებს კი
სანთლის შუქის მკრთალი ანარეკლი სწვდებოდა...

მეორე დილას იოჰან ნაგელმა ფოსტაში სასტუმროს შიკრიკი გაგზავნადა ახალი გაზეთები მოატანინა.
მათ შორის რამდენიმე უცხოურიგაზეთიც ერია. ამჯერად წერილი არ მოუტანიათ. ნაგელმა
ვიოლინოსბუდე სკამზე დადო და ოთახის შუაგულში ისეთნაირად მოათავსა, რომყველას თვალში
მოხვედროდა. თუმცა ინსტრუმენტი ერთხელაც არამოუღია ბუდიდან.

შუადღემდე ოთახიდან არ გასულა, ჯერ რაღაც წერილებს წერდა,შემდეგ კი წიგნს კითხულობდა და


თან ბოლთას სცემდა. მერესასტუმროდან გავიდა და იქვე მაღაზიაში ხელთათმანები
შეიძინა.მოგვიანებით ქალაქის ბაზრობაზე აღმოჩნდა და ათ კრონად წითურიძაღლის ლეკვი იყიდა,
რომელიც სასტუმროში მისვლისთანავემეპატრონეს გადაულოცა. ლეკვს სახელად იაკობსენი შეურჩია,
რისგამოც ყველამ გულიანად იცინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ლეკვი ძუყოფილა.

ამგვარად, იმ დღეს მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია, არანაირსაქმეზე არ წასულა და არც არავინ


მოუნახულებია. ცხადი იყო, ქალაქშიარავის იცნობდა. ნაგელის უცნაური გულგრილობა
თითქმისყველაფრის მიმართ, პირადი საქმეების მიმართაც კი, სასტუმროშიყველას აკვირვებდა. ის
სამი დეპეშა მისი ნომრის მაგიდაზე ისევხელუხლებლად ეყარა. ამ ყველაფერთან ერთად,
ცნობისმოყვარეთაპირდაპირ შეკითხვებზე პასუხისგან თავის დაძვრენასაც მშვე¬ნივრადახერხებდა.
თავად სასტუმროს მეპატრონე ორჯერ შეეცადა, გამოერკვიაამ უცნაური სტუმ¬რის ვინაობა და
ქალაქში ჩამოსვლის მიზეზი, მაგრამნაგელმა ორივეჯერ ყური მოუყრუა. იმ დღის შემდეგ კი ხალხი
მისკიდევ ერთ უცნაურ საქციელზე ალაპარაკდა. მიუხედავად იმისა, რომქალაქში არც ერთი ნაცნობი
არ ჰყავდა, ნაგელი თურმე სასაფლაოსშესასვლელთან შეყოვნებულა, ერთი ახალგაზრდა ქალისთვის
თამამიმზერა მიუპყრია და ღრმა პატივისცემით მისალმებია. ამ უხერხულისაქციელის გამო ქალი
ჭარხალივით გაწითლებულა. ამის შემდგომ ამუტიფარ უცნობს ყოველგვარი ახსნა-განმარტების
გარეშე პასტორისსახლისთვის ასევე კადნიერად აუქცევია გვერდი და გზა გაუგრძელებია.მომდევნო
დღეებშიც იმავე მიდამოებში მოსეირნე შეუნიშნავთ...თითქმის ყოველ საღამოს სასტუმროში გვიან
ღამით ბრუნდებოდა დაუკვე ჩარაზულ კარს სპეციალურად მისთვის აღებდნენ.

მესამე დილას თავისი ნომრიდან გამოსულ ნაგელს სასტუმროსმეპატრონე შეეგება. მან თავაზიანად და
დიდი სიყვარულით მოიკითხასტუმარი. შემდეგ ორივენი ვერანდაზე გავიდნენ და
ერთმანეთისპირისპირ დასხდნენ. საუბრისას მეპატრონემ აღნიშნა, რომ სხვა ქალაქშიერთი ყუთი
ახლად დაჭერილი თევზის გაგზავნა უნდოდა და რჩევაჰკითხა:

– ხომ ვერ მეტყვით, როგორ აჯობებს ამ ყუთის გაგზავნა?

ნაგელმა ყუთს დახედა, გაიღიმა და თავი გააქნია.

– არა, ამ საქმისა არაფერი გამეგება.

– ნუთუ? მე კი ვფიქრობდი, რომ თქვენ საკმაოდ ბევრს მოგზაურობთ,უამრავ ადგილას ყოფილხართ


და ასეთ რაღაცეებშიც ერკვევით.

– არა, არა... ბევრს სულაც არ ვმოგზაურობ.


პაუზა.

– როგორც ჩანს, თქვენ... ასე ვთქვათ, სულ სხვა საქმეებით ხართდაკავებული. კომერსანტი
ბრძანდებით?

– არა, კომერსანტი არ გახლავართ.

– მაშ ჩვენს ქალაქში თქვენი კომერციული საქმეების მოსაგვარებლად არჩამოსულხართ?

ამ კითხვას პასუხი არ მოჰყოლია. ნაგელმა სიგარას მოუკიდა, მშვიდადგააბოლა და სივრცეს გახედა.


მასპინძელი თვალს არ აცი¬ლებდა.

– იქნებ ერთხელ ჩვენთვისაც დაუკრათ? თქვენს ოთახში ვიოლინოშევამჩნიე, – წამოიწყო კვლავ


სასტუმროს მეპატრონემ.

– არა, მე უკვე კარგა ხანია, აღარ ვუკრავ! – ცივად მიუგო ნაგელმა,შემდეგ წამოდგა და უსიტყვოდ
დატოვა იქაურობა. რამდენიმე წუთშიკვლავ დაბრუნდა და მეპატრონეს მიმართა:

– მისმინეთ, მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათგამომიწეროთ ანგარიში. ჩემთვის


აბსოლუტურად სულერთია, როდისგადაგიხდით.

– გმადლობთ, მაგრამ ეს საჩქარო სულაც არაა, – უპასუხა მასპინძელმა, – თუ კარგა ხანს იცხოვრებთ
ჩვენთან, გადასახდზე შეღავათსაცგაგიწევთ, მაგრამ მე ხომ არ ვიცი, რამდენ ხანს აპირებთ დარჩენას?!

ნაგელი მოულოდნელად გამოცოცხლდა და რატომღაც სახე უცნაურადაეფაკლა.

– რატომაც არა, შესაძლოა კარგა ხანსაც დავრჩე, – სხარტად თქვა მან, –ყველაფერი გარემოებებზეა
დამოკიდებული. ჰო მართლა, ალბათთქვენთვის არ მითქვამს, რომ აგრონომი ვარ და სოფელში
ვცხოვრობ...ახლახანს მოგზაურობიდან დავბრუნდი და შესაძლოა თქვენს დაბაშიგარკვეული დროით
გავჩერდე. ალბათ, იმის თქმაც დამავიწყდა, რომ...ნაგელი მქვია, იოჰან ნილსენ ნაგელი.

ამის შემდეგ ის სასტუმროს მეპატრონეს მიუახლოვდა, გულითადადჩამოართვა ხელი და მოუბოდიშა


იმის გამო, რომ აქამდე თავი არგააცნო. სახეზე ირონიის კვალიც არ აჩნდა.

– ჩვენ შეგვიძლია გაცილებით უკეთესი, მყუდრო ოთახიშემოგთავაზოთ, – უთხრა მასპინძელმა, –


თქვენი ნომერი კიბესთანახლოსაა და ეს მაინცდამაინც სასიამოვნო არ უნდა იყოს.

– არა, გმადლობთ... არ არის საჭირო. ბრწყინვალე ოთახია, ნამდვილადარ ვემდური. თანაც ჩემი
ფანჯრიდან ბაზრობის დანახვაც შემიძლია დაეს ძალიან მახალისებს.

სასტუმროს მეპატრონე მცირე ხანს შეყოვნდა და ისევ გააგ¬რძელა:

– ესე იგი, ცოტა ხანს დასვენება გადაგიწყვეტიათ... ალბათ,ზაფ¬ხულის ბოლომდე მაინც აპირებთ აქ
დარჩენას, არა?

– ორი-სამი თვე, ან შეიძლება ცოტა მეტიც, ზუსტად ვერ გეტყვით, –უპასუხა ნაგელმა, – გააჩნია
გარემოებებს... ყველაფერს დროგვიჩვენებს!
ამ დროს ვერანდაზე უცნობმა კაცმა გაიარა და მეპატრონეს მოწიწებითმიესალმა. კაცი საცოდავად
გამოიყურებოდა, მეტისმეტად ტანდაბალიდა ღარიბულად ჩაცმული იყო. სიარული აშკარად უჭირდა,
მაგრამმაინც საკმაოდ სწრაფად მიაბიჯებდა. მისი გულითადი მისალმებისასსასტუმროს მეპატრონემ
ქუდის მოსახდელად ხელის აწევაც არ იკადრა,ნაგელმა კი, მისგან განსხვავებით, თავისი ხავერდის
კეპი მოწიწებითმოუხადა უცნობს და თავიც დაუკრა.

მეპატრონემ ნაგელს გახედა და უთხრა:

– ამ კაცს ხალხმა `ემწუთა~ შეარქვა. ცოტა სულელია და ყველასძალიან ეცოდება. ისე, საოცრად
კეთილი ადამიანია.

სულ ეს იყო, რაც იმ მომენტში ემწუთას შესახებ ითქვა.

– სადღაც წავიკითხე... – წამოიწყო მოულოდნელად ნაგელმა, –რამდენიმე დღის წინ რომელიღაც


გაზეთში წავიკითხე, რომ აქვე, ტყეშიმამაკაცის გვამი უპოვიათ. ვინ იყო ის საბრალო? თუ არ
ვცდები,გვარად კარლსენი... აქაური იყო?

– დიახ, აქ ცხოვრობდა. დედამისი წურბელებით მკურნალობს... მათისახლის წითელი სახურავი


აქედანაც მშვენივრად მოჩანს. შინარდადეგებზე ჩამოსულა და აი, ასე უბედურად დაასრულა
სიცოცხლე.ნამდვილად სამწუხარო ამბავია. განსვენებული ძალზე ნიჭიერიახალგაზრდა იყო და
პასტორობას აპირებდა. ამ ამბავში ბევრი საეჭვოდეტალია და ყველაფრის დაზუსტებით თქმა მიჭირს.
ორივე ხელზეთურმე ვენები ჰქონია გადაჭრილი, ამიტომ ნაკლებად სარწმუნოა, რომეს უბედური
შემთხვევა ყოფილიყო. შემთხვევის ადგილასპოლიციელებს გუშინ პაწაწინა, თეთრტარიანი ჯიბის
დანაც უპოვიათ.ვფიქრობ, ეს ამბავი რაღაც სასიყვარულო ისტორიას უნდაუკავშირდებოდეს.

– გასაგებია. მაგრამ, ნუთუ ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ესთვითმკვლელობაა?

– კაცია და გუნება! ამით იმის თქმა მინდა, რომ ზოგიერთის ვერსიით,ცხონებული თურმე დანით
ხელში მიაბიჯებდა, მოულოდნელად ფეხიდაუცდა და ისეთნაირად დაენარცხა მიწაზე, რომ
უცაბედად ორივემაჯა გადაესერა. ჰა-ჰა-ჰა! ჩემი აზრით, ეს ვერსია სულელური დადაუჯერებელია.
რაც უნდა იყოს, სასაფლაოზე მიწას მაინცგამოუყოფენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერავინ დამარწმუნებს,
რომ იმუბედურს ფეხი დაუცდა და წაიქცა!

– თქვენ ამბობთ, დანა მხოლოდ გუშინ იპოვესო... განა დანა თავიდანვეგარდაცვლილის გვერდით არ
ეგდო?

– არა, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ნახეს. როგორც ჩანს, ვენები რომგადაიჭრა, დანა მოისროლა. ამ
სამხილს პოლიცია სრულიადშემთხვევით წააწყდა.

– გასაგებია... და ვენები თუ უკვე გადაჭრილი ჰქონდა, დანისგადაგდება რაღა საჭირო იყო? მაინც ხომ
ყველა მიხვდებოდა, რომ ამსაქმისთვის სწორედ დანა გამოიყენა?

– მართალია, მაგრამ მხოლოდ უფალმა უწყის, გონებაში რა აზრიუტრიალებდა. გარდა ამისა, როგორც
გითხარით, ამ ამბავსსასიყვარულო ისტორიასთან უნდა ჰქონდეს კავშირი. ნამდვილისიგიჟეა. რაც
უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო საშინლად მეჩვენება ესყველაფერი.

– რატომ გგონიათ, რომ ეს მკვლელობა სიყვარულს უკავშირ¬დება?

– სხვადასხვა მიზეზის გამო. სხვათა შორის, ამაზე საუბარი


მთლად მართებული არ უნდა იყოს.

– კი მაგრამ, რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ მართლა ფეხიდაუცდა და წაიქცა? ის ხომ საკმაოდ
უცნაურად ეგდო, მუცელზე იწვადა სახე გუბურაში ჰქონდა ჩაყოფილი.

– ასეა... და თავიან-ფეხიანად ტალახში იყო ამოსვრილი, თუმცა ესბევრს არაფერს ნიშნავს. ალბათ
ამითაც რაღაცის დაფარვას ცდილობდა.შეიძლება უნდოდა, რომ სახეზე სიკვდილისწინა ტანჯვის
ნაკვალევიდაემალა. ვინ იცის!

– წერილი ან რაიმე მსგავსი არაფერი დაუტოვებია?

– იმ დღეს, როგორც ამბობენ, მიაბიჯებდა და თან პატარა ფურცელზერაღაცას წერდა. სხვათა შორის,
სიარულისას წერა ჩვევად ჰქონია.ამიტომაც ფიქრობენ, რომ ის ჯაყვა შესაძლოა ფანქრის, ანდა
რაღაცამგვარის გასათლელად ამოიღო და როდესაც წაიქცა, ჯერ ერთი მაჯაგადაესერა, მერე მეორე,
თანაც ორივე ზუსტად ვენასთან და ზუსტადერთდროულად. ჰა-ჰა-ჰა! რაღაც ჩანაწერი მართლაც
დაუტოვებია.ხელში თურმე პაწაწინა ქაღალდის ნაგლეჯი ჰქონია ჩაბღუჯული,რომელზეც ეწერა:
`ნეტავ შენი ფოლადის პირიც ისეთივე ბასრი იყოს,როგორც ის უკანასკნელი `არა~.

– რა სისულელეა! განა დანა ბლაგვი იყო?

– დიახ, ასეა.

– მაშინ წინასწარ რატომ არ ალესა?

– დანა მისი არ ყოფილა.

– აბა ვისი იყო?

მეპატრონე წამით შეყოვნდა და უპასუხა:

– დანა ფრეკენ შელანდს ეკუთვნოდა.

– ფრეკენ შელანდს? – ჩაეკითხა ნაგელი და დააყოლა, – და ფრეკენშელანდი ვინღაა?

– დაგნი შელანდი... ჩვენი პასტორის ქალიშვილია.

– აჰა. ეს ყველაფერი საკმაოდ უცნაურია. მსგავსი რამ არასოდესმსმენია. ნუთუ ის ახალგაზრდა ასე
ძლიერად იყო შეყვარებული?

– კი, როგორც ჩანს, ასეა. სხვათა შორის, იმ ქალზე მარტო ისცხონებული კი არა, სხვა ყმაწვილებიც
არიან შეყვარებულები.

ნაგელი ჩაფიქრდა და ხმა აღარ ამოუღია. მდუმარება სასტუმროსმეპატრონემ დაარღვია:

– ის, რაც ახლა გიამბეთ, საიდუმლოა და მინდა გთხოვოთ, რომ...

– დიახ, დიახ... რა თქმა უნდა. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ!


რამდენიმე წუთის შემდეგ ნაგელი სასადილოში სასაუზმოდ ჩა¬ვიდა.ამ დროს მეპატრონე უკვე
სამზარეულოში იდგა და ტრაბახობდა,როგორც იქნა, მეშვიდე ნომერში მცხოვრებ ყვითელ
ბატონთანგულითადი საუბარი გავაბიო. `აგრონომი ყოფილა, – ჰყვებოდა იგი, –და უცხოეთიდან
ჩამოსულა. ამბობს, რომ რამდენიმე თვით აპირებს აქდარჩენას. მოკლედ, ღმერთმა უწყის,
სინამდვილეში ვინ არის და რასწარმოადგენს!

You might also like