You are on page 1of 334

ჟორჟ სიმენონი

ბერჟერაკელი მანიაკი

I
მგზავრი, რომელიც ვერ იძინებდა

ყველაფერი შემთხვევითობაა! ჯერ კიდევ გუშინ მეგრემ


თავადაც არ იცოდა, რომ გაემგზავრებოდა. მაგრამ დადგა
დრო, როცა პარიზი ნერვებს უწეწავდა: მარტი გაზაფხულის
სურნელით, ნათელი და უკვე თბილი მზით.
მადამ მეგრე რამდენიმე კვირით ელზასს გაემგზავრა დას-
თან, რომელსაც მალე უნდა ემშობიარა.
მაშ ასე, ოთხშაბათ დილით კომისარმა წერილი მიიღო ყო-
ფილი კოლეგისგან. ისინი ერთად მუშაობდნენ კრიმინალურ
პოლიციაში, ორი წლის წინ კი კოლეგა პენსიაზე გავიდა და
დორდონში დაფუძნდა.
„...ქარი ჩვენს მხარეში თუ გადმოგისვრის, აუცილებლად
შემოგვიარე რამდენიმე დღით. ჩემი ბებერი მოსამსახურე
მხოლოდ მაშინ არის კმაყოფილი, თუ სახლში სტუმრებია.
თანაც ორაგულის სეზონიც დადგა“.
მეგრე ოცნებამ გაიტაცა, მისი ყურადღება ერთმა დეტალმა
მიიპყრო: საწერ ქაღალდზე ქონგურებიანი პატარა კოშკის სი-
ლუეტი იყო გამოსახული, ქვეშ კი წარწერა:
ლა რიბოდიერი
1
ვილფრანშ-ან-დორდონი
შუადღისას მადამ მეგრემ დაურეკა და შეატყობინა, ჩემი
და ალბათ ხვალ საღამომდე არ იმშობიარებსო, თან დაუმატა:
„აქ ნამდვილი გაზაფხულია... უკვე ვაშლი ყვავის!“
შემთხვევა... შემთხვევა... ცოტა მოგვიანებით კი მეგრე მე-
გობრულად ემუსაიფებოდა თავის უფროსს კაბინეტში.
„სიტყვამ მოიტანა... თქვენ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ
ბორდოში, იმის თაობაზე, რაზედაც მოვილაპარაკეთ?..“
უბრალო საქმეა. საჩქაროც არ არის. როგორც კი მოახერ-
ხებს, მეგრე ბორდოში უნდა ჩავიდეს, საქალაქო არქივი გა-
დაქექოს.
უნებური ასოციაცია: ბორდო-დორდონი.
კაბინეტში მზის სხივი დასთამაშებდა ბროლის სფეროს,
რასაც მისი უფროსი პრეს-პაპიედ იყენებდა.
„ურიგო აზრი არ არის!.. ჯერჯერობით სასწრაფო საქმე
არაფერი ჩანს...“
საღამოს ექვს საათზე, პირველი კლასის ბილეთით ვილ-
ფრანშამდე, ის ორსეის სადგურზე მატარებელში ჩაჯდა. გამ-
ცილებელმა შეახსენა, რომ ლიბურნში უნდა გადამჯდარიყო.
მეგრეს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რამდენიმე გა-
ზეთი გადაიკითხა და ვაგონ-რესტორნისკენ გაემართა, სადაც
ღამის ათ საათამდე დარჩა.
როდესაც თავის კუპეში დაბრუნდა, ღამის ფარდები ჩამოშ-
ვებული დახვდა. ლამპა მკრთალად ანათებდა, ვიღაც ხნიერ
ცოლ-ქმარს ორივე ქვედა საწოლი დაეკავებინა.
ამ დროს გამცილებელმა ჩაიარა.
- შემთხვევით თავისუფალი ადგილი ხომ არ გაქვთ?

2
- პირველი კლასის ვაგონში არა... მგონი, მეორეში უნდა
იყოს... თუ თქვენთვის სულერთია...
- რა თქმა უნდა!
და აი, მეგრე უკვე მიათრევს საკვოიაჟს დერეფნებში. გამ-
ცილებელმა რამდენიმე კარი შეაღო და ბოლოს მონახა კუპე,
სადაც მხოლოდ ზედა ადგილი იყო დაკავებული.
აქაც ჩამოშვებულია ფარდა, მხოლოდ ღამის ნათურა ან-
თია.
- შუქი ხომ არ აგინთოთ?
- გმადლობთ, არ არის საჭირო.
კუპეში დახუთული ჰაერია. საიდანღაც სუსტი სტვენა ის-
მის, თითქოს გათბობა არ არის წესრიგში. ვიღაც წრიალებს
ზევით, წრიალებს და ოხრავს.
კომისარი უხმაუროდ იხდის ყელიან ფეხსაცმელს, პიჯაკს,
ჟილეტს. საწოლზე იჭიმება, შემდეგ იღებს ქუდს და სახეზე
იფარებს: საიდანღაც უბერავს.
ჩაეძინა? ყოველ შემთხვევაში, წასთვლიმა მაინც. იქნებ,
ერთ, იქნებ, ორ საათს, შესაძლოა, მეტი ხნითაც. მაგრამ მას
ფხიზლად ეძინა.
ამ ნახევრად ძილ-ღვიძილში რაღაც უცნაური შეგრძნება
დაეუფლა. ალბათ, დახუთულობისა და ორპირისაგან. უფრო
კი, ზედა სართულზე მწოლი ადამიანის გამო, ერთი წუთითაც
რომ არ იწვა მშვიდად.
რამდენჯერ გადაბრუნდა გვერდიდან გვერდზე! მაინცდამა-
ინც ზედ მეგრეს თავზეა. ყოველი მისი მოძრაობა ხმაურიანია.
ნერვიულად სუნთქავს, გეგონება, სიცხე აქვსო.

3
ბოლოს, გატანჯული მეგრე ადგა, დერეფანში გავიდა და
ბოლთის ცემას მოჰყვა. მაგრამ აქ მეტისმეტად ციოდა.
და ისევ კუპე, ნახევრად მთვლემარე აზრები და შეგრძნე-
ბები ერთმანეთში გერევა. სამყაროსგან მოწყვეტილი ხარ,
თითქოს რაღაც კოშმარში ცხოვრობ.
მოეჩვენა თუ რა: ზედა საწოლზე მწოლი მამაკაცი იდაყვებ-
ზე წამოიწია, დაიხარა. მეზობლის დანახვას ხომ არ ლამობდა
ნეტავ?
თავად მეგრე კი, პირიქით, არ იძინებდა. ნახევარი ბოთლი
ბორდო და ორი სირჩა კონიაკი, ვაგონ-რესტორანში რომ და-
ლია, მძიმედ აწვა კუჭზე.
ღამე მიიზლაზნება. გაჩერებებზე გაურკვეველი ხმები ის-
მის - ნაბიჯების ხმა დერეფნებში, კარების ჯახუნი. ეს მატარე-
ბელი არასდროს დაიძვრება ადგილიდან!
თითქოს ზედა საწოლზე კაცი ტირის. აღარ ოხრავს, მაგ-
რამ შიგადაშიგ უცბად წამოისლუკუნებს ხოლმე. გვერდს
ინაცვლებს. ცხვირს იხოცავს. მეგრე უკვე ნანობს, თავის კუ-
პეში რომ არ დარჩა მოხუცებთან ერთად.
ჩაეძინა. გაეღვიძა. კვლავ ჩაეძინა. ბოლოს და ბოლოს,
მოთმინების ფიალა აევსო. ახველებს, რათა ყელი ჩაიწმინ-
დოს.
- მოსიე, გთხოვთ, სცადეთ, წყნარად იწვეთ!
ცოტათი მოერიდა, რადგან მისი ხმა უფრო უხეშად გაისმა,
ვიდრე სურდა. ვაითუ ეს კაცი ავად არის!
ის კი დუმს. გაუნძრევლად წევს. ალბათ, თავს დიდ ძალას
ატანს. მეგრემ უცბად გაიფიქრა, იქნებ, კაცი სულაც არ არი-
სო. თავისუფლად შესაძლებელია, რომ ქალია. მას ხომ უც-

4
ნობი არ დაუნახავს: ზედა საწოლზე ადამიანის დანახვა ძნე-
ლია.
დახუთული ჰაერი კი იქ, ზევით, ალბათ, აუტანელია. მეგრე
ცდილობს გათბობის ვენტილის გადატრიალებას, მაგრამ არ
მუშაობს.
ოხ-ოხ-ოხ! ღამის სამი საათია...
„ახლა აუცილებელია დაძინება!“
მაგრამ აღარ ეძინება. ის თითქმის ისევეა აღგზნებული,
როგორც მისი მეზობელი. მეგრე აყურადებს.
„აჰ! ისევ დაიწყო...“
და მეგრე ცდილობს ისუნთქოს თანაბრად, ხუთასამდე ით-
ვლის, ეგებ, როგორმე ჩამეძინოსო.
არა, ეს კაცი ნამდვილად ტირის! ალბათ პარიზში დაკ-
რძალვაზე იყო! ან, პირიქით, პარიზში მუშაობს და პროვინ-
ციიდან ამ საცოდავს სამწუხარო ამბავი მოუვიდა: დედა ავად
გაუხდა ან გარდაეცვალა. ან ცოლი... ყველაფერი შეიძლება
მომხდარიყო. ხანდახან მატარებელს სპეციალურ სამგლო-
ვიარო ვაგონს აბამენ ხოლმე...
ცოლისდამ კი ელზასში უნდა იმშობიაროს! ოთხ წელიწად-
ში სამი შვილი!
მეგრეს სძინავს. მატარებელი ჩერდება, შემდეგ ადგილი-
დან იძვრის... საშინელი გრუხუნით გადაიარა რკინის ხიდი და
მეგრე თვალს ახელს, გაუნძრევლად უყურებს ზემოდან ჩა-
მოშვებულ ფეხებს. ზედა საწოლზე კაცი წამოჯდა. მეტისმეტი
სიფრთხილით იკრავს ყელიანი ფეხსაცმლის ზონარს. ეს იყო
პირველი, რასაც ჰკიდა თვალი კომისარმა. მიუხედავად ლამ-
პის სუსტი შუქისა, მან შეამჩნია, რომ უცნობს ლაქის მაღალ-

5
ყელიანი ფეხსაცმელი ეცვა, წინდა კი - უბრალო ნაცრისფერი
შალის - შინნაქსოვს ჰგავდა.
კაცი გაირინდა, ყური მიუგდო. მეგრეს შეცვლილ სუნ-
თქვას ხომ არ აყურადებს? კომისარი კვლავ იწყებს თვლას.
ადვილად ვერ ითვლის, რადგან ძალიან უნდა, უცნობის
ხელების მოძრაობას ადევნოს თვალყური, რომლებიც ზონა-
რის შეკვრისას ისე ცახცახებენ, რომ მეოთხედ იწყებენ ერთი
და იგივე კვანძის გახსნას.
მატარებელი არ გაჩერდა პატარა სადგურზე. ფარდებში
მხოლოდ შუქის ლაქებმა გაიელვა.
კაცი ძირს ჩამოვიდა! ყოველივე ეს უფრო და უფრო დაემ-
სგავსა კოშმარს. შეეძლო ნორმალურად ჩამოსულიყო. თუ
ეშინია, კიდევ არ გამცოცხონო? ფეხით დიდხანს ეძებდა და-
საყრდენს. ცოტაც და ჩამოვარდებოდა. ის კომისრისგან ზურ-
გშექცევით ჩამოვიდა.
აი, გავიდა კიდეც კუპედან, მაგრამ კარის დახურვა დაავიწ-
ყდა. დერეფნის სიღრმეში გაუჩინარდა.
ღიად დაგდებული კარი რომ არა, მეგრე აუცილებლად ეც-
დებოდა დაძინებას, მაგრამ კარის დასაკეტად ადგომა მოუხ-
და. დერეფანში გაიხედა.
ვიღას ახსოვდა ჟილეტი, ძლივს მოასწრო პიჯაკის ჩაცმა.
დერეფნის ბოლოში უცნობმა შესასვლელი კარი გააღო. ეს
შემთხვევით არ გაუკეთებია. იმავე დროს მატარებელმა
სვლას უკლო. რკინიგზა ტყეზე გადიოდა. უჩინარი მთვარე
თხელ ღრუბლებში ანათებდა.
მუხრუჭები აჭრიალდა. საათში ოთხმოცი კილომეტრი სიჩ-
ქარე დავარდა ოცდაათამდე, შემდეგ - უფრო ნაკლებამდეც.

6
უცნობი გადახტა, რკინიგზის ყრილს მიღმა გაუჩინარდა,
ალბათ, ზურგით დაეცა. მეგრე დაუფიქრებლად მიჰყვა უკან.
მატარებელი კიდევ უფრო დამუხრუჭდა, ამიტომ საფრთხე
აღარ ელოდა.
და აი, მეგრე მოსწყდა საფეხურს, გვერდზე დაეცა. მიგო-
რავს, სამჯერ ყირაზე გადავიდა და რამდენიმე მწკრივად გაბ-
მულ მავთულხლართთან გაჩერდა.
წითელი ფარანი მატარებლის შემადგენლობის რახრახ-
თან ერთად თანდათან შორდებოდა.
კომისარს არაფერი დაშავებია. წამოდგა. უცნობი ასე მო-
ხერხებულად არ დაცემულა, რადგან მხოლოდ ახლა დაიწყო
ნელ-ნელა და გაჭირვებით წამოდგომა, ორმოცდაათი მეტ-
რის დაშორებით.
სულელური მდგომარეობაა. რაღაც ინსტინქტმა, ფიქრობ-
და მეგრე, აიძულა გადამხტარიყო მატარებლიდან, მაშინ,
როცა მისი ნივთები მიდიოდა ვილფრანშ-ან-დორდონისკენ.
მან არც კი იცის, სად იმყოფება! ის ხედავდა მხოლოდ ტყეს,
რომელიც მაინცდამაინც დიდი არ უნდა ყოფილიყო. სადღაც
მოჩანდა სიღრმეში მიმავალი ნაკაფი.
რატომ აღარ ინძრევა უცნობი? ეს მხოლოდ მუხლებზე ჩა-
ჩოქილი ადამიანის ჩრდილია. დაინახა მდევარი? დაჭრილი
ხომ არ არის?
„ეი! თქვენ!..“ - დაუყვირა მეგრემ და ხელი ჯიბისკენ წაიღო
რევოლვერის ამოსაღებად.
ვერ მოასწრო იარაღის ამოღება, მხოლოდ წითელი ცეც-
ხლის გაელვებას შეასწრო თვალი. სროლის ხმის გაგონებამ-
დე, მხარში რაღაცამ დაარტყა. ეს მხოლოდ წამის მეათედი

7
გრძელდებოდა, უცნობი კი ამასობაში წამოდგა, ბუჩქებში გა-
იქცა, ნაკაფი გადაჭრა და წყვდიადში შთანთქმულ შამბნარში
გაუჩინარდა.
მეგრემ შეიგინა. თვალებში ცრემლი ედგა - არა იმდენად
ტკივილისგან, რამდენადაც უკიდურესი გაოცებისგან. ყველა-
ფერი ელვის უსწრაფესად მოხდა! და ახლა ისეთი საცოდავია!
რევოლვერი ხელიდან გაუვარდა, ცდილობს ხმის ამოღე-
ბას, მაგრამ ტკივილისგან სახე ეღრიჯება. უფრო სწორად,
ტკივილისგან კი არა, შეგრძნებისგან, რომ სისხლი სდის, გუ-
ლის ყოველ ფეთქვაზე გადაჭრილი არტერიიდან ცხელი სით-
ხე იღვრება.
გაქცევას ვეღარ ბედავს. ვერც განძრევას ბედავს. რევოლ-
ვერსაც კი არ იღებს.
საფეთქლები ოფლით დაეცვარა, ყელი უშრება. ხელი კი,
როგორც ფიქრობდა, მხართან სისხლითაა დაფარული.
მხარს იწურავს, სინჯავს, არტერიას ეძებს, რათა სისხლდენა
შეაჩეროს.
მეგრეს დაბინდულ გონებას ეჩვენება, რომ მატარებელი
აქედან ერთი კილომეტრის დაშორებით გაჩერდა და დიდხანს
დგას, დიდხანს, ის კი, ამ დროს, შეშფოთებული აყურადებს
სიწყნარეში.
რა ესაქმება მას, მატარებელი გაჩერდა თუ არა? ქვეცნო-
ბიერად ეშინია, მატარებლის ხმა რომ აღარ ისმის, სიცარიე-
ლე აშინებს.
ბოლოს და ბოლოს, სადღაც, შორს, ხმაური ისევ გაისმა.
ზევით, ცაზე, ხეებს მიღმა რაღაც წითელი მოძრაობს. სხვა
არაფერია ირგვლივ! მხოლოდ ეული მეგრე დგას და ჩაფრე-

8
ნია მარჯვენა მხარს. არა, არა, ეს ხომ მარცხენა მხარია! ცდი-
ლობს მარცხენა ხელის ამოძრავებას. ოდნავ ახერხებს აწე-
ვას, მაგრამ... ხელი მეტისმეტად მძიმეა, უვარდება.
ტყეში ჩამიჩუმი არ ისმის. ისეთი შეგრძნება აქვს, რომ უც-
ნობი კი არ გაქცეულა, ბუჩქებშია გაყურსული. ვაითუ კიდევ
ესროლოს და მოკლას მეგრე, როცა ის ნაკაფისკენ გაიქცევა?
- იდიოტი ვარ! იდიოტი! იდიოტი! - თავბედს იწყევლის მეგ-
რე, იმდენად საზიზღრობამდე საცოდავი ეჩვენება თავი.
რად უნდოდა, მატარებლიდან რომ ხტებოდა? დილით, ად-
რიანად, მისი მეგობარი ლედიუკი ვილფრანშის სადგურზე უნ-
და დახვდეს, მსახურმა ქალმა კი ორაგული უნდა მოუმზადოს.
მეგრე არეული ნაბიჯით მიიწევს წინ. სამიოდე მეტრის შემ-
დეგ ჩერდება, ისევ მიდის, კვლავ ჩერდება.
ამ სიბნელეში მხოლოდ გზა ანათებს, მტვრით რომ დაფა-
რულა, თითქოს ზაფხული იყოს. სისხლი კი სდის და სდის.
ოღონდ ახლა ოდნავ სუსტად. მეგრე ჭრილობას ხელს აჭერს.
და მაინც, ეს ხელი მთლად სისხლშია მოთხვრილი.
აღარც კი სჯერა, რომ სამჯერ იყო დაჭრილი. ის ნერვი-
ულობს, ღელავს, თითქოს საოპერაციო მაგიდაზე იწვეს.
მძაფრი ტკივილი სჯობია ასე ნელ-ნელა სისხლისგან დაც-
ლას.
რა სისულელეა აქ სიკვდილი, მარტოდმარტო! ახლა ისიც
კი არ იცის, სად იმყოფება! მის ბარგს კი მატარებელი მიაქ-
როლებს უიმისოდ!
ეშმაკსაც წაუღია! დაე ისროლოს! წინ წახრილი, გააფთრე-
ბული, შეძლებისდაგვარად ჩქარა მიდის. გზის მაჩვენებელს

9
წააწყდა. მთვარე მხოლოდ მის მარჯვენა ნაწილს ანათებს:
3,5 კმ. ნეტავ რომელ ქალაქამდე, ან რომელ სოფლამდე?
იქიდან, საითაც მაჩვენებელია მიმართული, ძროხის ბღა-
ვილი ისმის. ცას ოდნავ დაჰკრავს ნათელი. ეს, რა თქმა უნდა,
აღმოსავლეთია! თენდება!
უცნობი იქ აღარ არის. შეიძლება გადაიფიქრა მისი მოკ-
ვლა. მეგრემ ივარაუდა, რომ ძალა ეყოფოდა კიდევ სამ-ოთხ
წუთს და გადაწყვიტა გამოეყენებინა. მიდის, გამოზომილი,
დინჯი ნაბიჯებით, ჯარში რომ ასწავლეს, ისე, თან ითვლის,
რომ არ ჩაფიქრდეს.
ძროხა, რომელიც ბღაოდა, ალბათ, ფერმისაა. ფერმაში
ადრე დგებიან... ასე რომ...
სისხლი მოედინება პერანგქვეშ, ქამრის ქვემოთ, თეძომ-
დე...
რა არის ეს? სინათლეს ხედავს? თუ უკვე ბოდავს!
„ლიტრზე მეტ სისხლს თუ დავკარგავ...“ - ფიქრობს მეგრე.
ნამდვილად სინათლეა. მაგრამ მოხნული მინდორი უნდა
გადაიაროს, ეს კი მისთვის გაცილებით ძნელია. ფეხები მიწა-
ში ეფლობა. ტრაქტორს გადააწყდა.
„ეი, ხალხო!.. ვინ ხართ აქ!.. ჩქარა!..“ ზურგით ტრაქტორს
ეყრდნობა. ძირს მიცურავს. ცოტაც და მიწაზე ზის. კარის გა-
ღების ხმა ესმის, უფრო ხვდება, ვიდრე ხედავს, რომ ვიღაცის
ხელში ფანარი ქანაობს...
„ჩქარა!..“
ნეტავ კაცი, რომელიც უახლოვდება, მიხვდებოდეს და სის-
ხლდენას შეუჩერებდეს! მეგრე დასუსტებულ ხელს ვეღარ
აჭერს ჭრილობას, დუნედ უვარდება ტანის გასწვრივ.

10
„ერთი... ორი... ერთი... ორი...“
ყოველ თვლაზე სისხლის შემდეგი ტალღა მოჟონავს.
ბუნდოვან ზმანებას სიცარიელე ენაცვლება. ყველაფერზე
კოშმარით გამოწვეული შიშის მსახვრალი ხელია.
თანაბარი რწევა... ჩლიქების ბაკაბუკი... თავქვეშ თივაა,
მარჯვნივ კი ხეთა ჩრდილებია...
მეგრე მიხვდა, ოთხთვალაზე რომ იწვა. გათენდა. ოთ-
ხთვალა ნელა მიდიოდა ჭადრებჩამწკრივებულ გზაზე...
თავმოუბრუნებულად გაახილა თვალი... ბოლოს და ბო-
ლოს, თვალი ჰკიდა მამაკაცს, მათრახს რომ იქნევდა და ბაჯ-
ბაჯით მიჰყვებოდა.
მეგრეს არ დაუნახავს უცნობის სახე მატარებელში. მას
მხოლოდ ბუნდოვნად ახსოვდა მისი ფიგურა, რბილი ლაქის
ყელიანი ფეხსაცმელი და ნაცრისფერი შალის წინდა.
მაშ რად ჰგონია, რომ ეს გლეხი სწორედ ის უცნობია მატა-
რებლიდან?
ის ხედავდა პირქუშ სახეს, დიდრონი ჭაღარა ულვაშით,
ბურჩხა წარბებით... ნათელი, ღია ფერის თვალებით, პირდა-
პირ რომ იცქირებოდნენ, ყურადღებას არ აქცევდნენ დაჭ-
რილს...
სად არიან?.. საით მიდიან?..
კომისარმა ხელი გასწია და რაღაც უჩვეულო იგრძნო -
მკერდზე სქელი სახვევი ჰქონდა გადაჭიმული.
შემდეგ, როცა მოულოდნელად თვალებში მზის სხივმა შე-
აჭყიტა, თავში ყველაფერი აერ-დაერია.
მერე იყო სახლები, თეთრი ფასადები... გაკაშკაშებული
განიერი ქუჩა... საზიდრის უკან ბრბოს ხმაური... რაღაც ხმე-

11
ბი... მაგრამ სიტყვები ვერ გაარჩია. ბიძგები ტკივილს აყენებ-
და...
ბიძგები შეწყდა... ახლა მას ხან ზევით-ქვევით, ხან იქით-
აქეთ მიაქანებდნენ - შეგრძნება ახალი იყო, ასეთი რამ წინათ
არასოდეს განეცადა...
საკაცეზე იწვა... წინ თეთრხალათიანი კაცი მიდიოდა... ვი-
ღაცამ დიდი რკინის ჭიშკარი ჩაკეტა, რომლის მიღმაც ხალხი
შეგროვილიყო... ვიღაცამ გაირბინა...
„სწრაფად წაიყვანეთ პალატაში...“
თავს არ ანძრევდა. არ ფიქრობდა. მაგრამ თვალს ადევ-
ნებდა, რაც ხდებოდა.
პარკი გადაჭრეს, სადაც თეთრი აგურით ნაგები დაბალი,
კოხტა შენობები იდგა. გრძელ სკამებზე ერთნაირი, ნაცრის-
ფერტანსაცმლიანი, ადამიანები ისხდნენ. ზოგს თავი ჰქონდა
შეხვეული, ზოგს - ფეხი... მედდები ფუსფუსებდნენ...
მისი ტვინი ზანტად და ამაოდ ცდილობდა სიტყვა „საავად-
მყოფოს“ შედგენას...
სად არის ის გლეხი, უცნობს რომ ჰგავდა, მატარებლიდან?
ოო-ო!.. კიბეზე აჰყავთ... სტკივა...
მეგრეს კვლავ გაეღვიძა და დაინახა კაცი, რომელიც ხელს
იბანდა და თან ყურადღებით უცქერდა მას.
თითქოს რაღაცამ უბიძგაო... ამ კაცს მოკლე წვერი და ხში-
რი წარბები ჰქონდა.
იმ გლეხს ხომ არ ჰგავს?.. ყოველ შემთხვევაში, მატარებ-
ლის კაცს კი წააგავს!..
მეგრე ვერ ლაპარაკობდა. პირი დააფჩინა. წვერიანმა კაც-
მა მშვიდად თქვა:

12
„მესამეში დააწვინეთ... ჯობს, სხვებისგან განცალკევებით
იყოს, პოლიციის გამო“.
როგორ თუ პოლიციის გამო? ეს რას ნიშნავს?
თეთრხალათიანებმა წაიყვანეს, ისევ პარკი გადაჭრეს. მზე
ანათებდა, ასეთი მზე მეგრეს არასოდეს ენახა: ისეთი კაშკა-
შა, ისეთი მხიარული, თითქოს ირგვლივ ყველაფერს ავსებ-
სო!..
საწოლზე დააწვინეს. კედლები თეთრია. აქ თითქმის ისევე
ცხელა, როგორც მატარებელში.
სადღაც ხმა გაისმა:
„კომისარს აინტერესებს, როდის შეიძლება...“
განა თვითონ არ არის კომისარი? მას არაფერი უთხოვია!
ყოველივე ეს სასაცილოა!
და ის ისტორიაც, გლეხთან დაკავშირებით, რომელიც ძა-
ლიან ჰგავდა ექიმსაც და მატარებლის უცნობსაც.
მთავარი ისაა, ჰქონდა თუ არა უცნობს მატარებლიდან ჭა-
ღარა წვერი? ულვაში? ხშირი წარბები?
„გაუღეთ პირი... კარგია... კმარა...“
ექიმმა პირში რაღაც ჩაასხა.
„რომ მომკლას, ეშმაკმა დალახვროს, რომ მომწამლოს!“ -
დაასკვნა კომისარმა და კვლავ დაკარგა გონება.
საღამოს პირზე, როცა მეგრე კვლავ მოვიდა გრძნობაზე,
მედდა, მის საწოლთან რომ მორიგეობდა, დერეფანში გავი-
და, სადაც ხუთი კაცი იცდიდა: გამომძიებელი ბერჟერაკიდან,
პროკურორი, პოლიციის კომისარი, სასამართლო მდივანი
და საგამომძიებლო-სამედიცინო ექსპერტი.

13
„შეგიძლიათ შემობრძანდეთ! მაგრამ პროფესორის თხოვ-
ნაა, ძალიან არ გადაღალოთ. თუმცა, ისეთი უცნაური შესახე-
დაობა აქვს, სულ არ გამიკვირდება, გიჟი რომ იყოს!“
ხუთივე მამაკაცმა მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით გა-
დახედა ერთმანეთს.

II
ხუთი გაწბილებული

ყოველივე ცუდი მსახიობების მიერ შესრულებულ მელოდ-


რამას წააგავდა. მედდა პალატიდან ღიმილით გავიდა. გას-
ვლისას მეგრეს გადახედა. თითქოს თვალებით ეუბნებოდა:
ცოტა ხნით გტოვებთო.
ხუთმა მამაკაცმა ოთახი შეავსო, თითოეული მათგანი თა-
ვისებურად და ამავე დროს ერთნაირი, მუქარის გამომხატვე-
ლი იერით იღიმებოდა. თითქოს ყოველივე ეს სერიოზული კი
არ იყო, ისინი ამას სპეციალურად აკეთებდნენ, რაღაც ოინის
გათამაშება უნდოდათ!
„გთხოვთ, ბატონო პროკურორო...“
გაბურძგნილთმიანი დაბალი კაცი, მრისხანე გამოხედვის
პატრონი. ამაზე, ალბათ, საგანგებოდ ვარჯიშობდა, თანამდე-
ბობის შესაფერი იერი რომ დასდებოდა; და ხელოვნური სი-
ცივე, არაკეთილმოსურნეობა!
მან დაუდევრად ჩაუარა მეგრეს საწოლს. უცბად შეხედა
მას, შემდეგ, თითქოს ცერემონიაზეაო, ქუდით ხელში კედელ-
თან დადგა.

14
ასევე გაიარა გამომძიებელმაც, ავადმყოფის შეხედვისას
იქედნურად ჩაიცინა და თავისი უფროსის გვერდით დადგა.
შემდეგ მდივანი... უკვე სამნი დადგნენ კედლის გასწვრივ,
სამ შეთქმულს წააგავდნენ!.. დაბოლოს, მათ ექიმიც შეუერ-
თდა!..
დარჩა მხოლოდ პოლიციის კომისარი, თვალებგადმოკარ-
კლული სქელი კაცი, რომელიც ჯალათის როლის შესრულე-
ბას აპირებდა.
აი, მან მზერა მოავლო იქ მყოფთ. შემდეგ ნელა დაუშვა ხე-
ლი მეგრეს მხარზე.
„აჰა, ხომ გაები!“
ყველა სხვა შემთხვევაში ეს ძალიან სასაცილო იქნებო-
და... ახლა კი მეგრეს არც გაღიმებია, პირიქით, შეშფოთებით
შეჭმუხნა წარბები.
მას საკუთარი მდგომარეობა ადარდებდა! მისთვის ისევ
ბუნდოვანი იყო ზღვარი სინამდვილესა და ბოდვას შორის, და
ყოველ წუთს ეს ზღვარი უფრო და უფრო იშლებოდა.
ესენი კი დაკითხვის ნამდვილ პაროდიას თამაშობენ! ამ
სასაცილო პოლიციის კომისარს თავი დიდად გამოცდილი
ვინმე ჰგონია.
„უნდა ვაღიარო, რომ ფრიად კმაყოფილი ვარ, ბოლოს და
ბოლოს, შენი სიფათის ნახვით“.
დანარჩენი ოთხი კი უჩუმრად ადევნებს თვალყურს.
გაოცებულმა მეგრემ ღრმად ამოიოხრა, ზეწრის ქვემოდან
მარჯვენა ხელი ამოიღო.
„ვის დაესხი თავს წუხელ?.. ისევ ქალს თუ ქალიშვილს?“

15
მხოლოდ ახლა მიხვდა მეგრე, რამდენი ლაპარაკი მო-
უწევდა, შექმნილი მდგომარეობისთვის რომ ნათელი მოეფი-
ნა, და ამან შეაძრწუნა. ის გაიტანჯა, ეძინებოდა. მთელი სხე-
ული სტკიოდა.
„ნეტავი თქვენ“... - ჩაიბურტყუნა და სუსტად ჩაიქნია ხელი.
მათ ვერაფერი გაიგეს. მეგრემ უფრო წყნარად გაიმეორა:
„ახლა რაღაი... ხვალ...“
მან თვალები დახუჭა და თავში მალე ერთმანეთში აირია
პროკურორი, გამომძიებელი, ექიმი, კომისარი და სასამარ-
თლო მდივანი - ერთ სახედ, ქირურგს, გლეხს და უცნობს რომ
ჰგავდა მატარებლიდან.
მეორე დილით ლოგინში იჯდა, უფრო სწორად, ორ ბალიშ-
ზე მიყრდნობილი ოდნავ წამოწეულიყო და უყურებდა მზით
განათებულ ექთანს, აქეთ-იქით რომ მიმოდიოდა და ოთახს
ალაგებდა.
ლამაზი ქალიშვილი იყო, მაღალი, მკვრივი, ქერათმიანი.
ის გამომწვევად და, ამასთან, ცოტა არ იყოს, დამფრთხალი
უთვალთვალებდა ავადმყოფს.
- მითხარით, გეთაყვა... აქ, გუშინ, ვიღაც ხუთი მამაკაცი
იყო, ხომ?..
ექთანმა ქედმაღლურად ჩაიცინა:
- არაფერი გამოგივათ!
- როგორც გინდათ... მაშინ ის მაინც მითხარით, რატომ
მოვიდნენ აქ?..
- თქვენთან ლაპარაკი აკრძალული მაქვს, გაფრთხილებთ,
ყველაფერს გადავცემ, რასაც მეტყვით!

16
საინტერესო ის იყო, რომ ამ მდგომარეობაში მეგრე რა-
ღაც კმაყოფილებას განიცდიდა, როგორც ხდება ხოლმე მა-
შინ, როცა დილით ადრე, სრულ გამოღვიძებამდე, ჯიუტად
ცდილობ რაიმე სიზმრის ბოლომდე ნახვას.
მზე ისე კაშკაშებდა, როგორც საბავშვო ნახატ ზღაპრებშია
ხოლმე. სადღაც, ფანჯრის მიღმა, ცხენებზე ამხედრებულმა ჯა-
რისკაცებმა ჩაიქროლეს; კუთხეში რომ შეუხვიეს, კიჟინი გა-
ისმა.
ამ დროს ექთანმა მეგრეს საწოლთან ჩაიარა. მისი ყურად-
ღება რომ მიეპყრო და კვლავ რამე შეეკითხა, მეგრე ორი თი-
თით მისი კაბის კალთას ჩაეჭიდა.
ექთანი შემობრუნდა, საშინლად დაიყვირა და გაიქცა.
ყოველივეს, ასე თუ ისე, ნათელი მოეფინა შუადღისთვის.
ექიმი მეგრეს ნახვევს ხსნიდა. ამ დროს მოვიდა პოლიციის
კომისარი. მას ახალი ჭილის ქუდი ეხურა და კაშკაშა ლურჯი
ფერის ჰალსტუხი ეკეთა.
- ნუთუ ცნობისმოყვარეობით მაინც არ ჩაიხედეთ ჩემს სა-
ფულეში!
- ძალიან კარგად იცით, საფულე რომ არა გაქვთ!
- აჰა! მაშ ყველაფერი გასაგებია. დარეკეთ პოლიციის სამ-
მართველოში. თქვენ გეტყვიან, რომ მე ვარ განყოფილების
გამგე, დივიზიის კომისარი, მეგრე. უფრო დროულად თუ
გსურთ ამის გაკეთება, შეატყობინეთ ჩემს კოლეგა ლედიუკს.
ვილფრანშში საკუთარი სახლი აქვს... მაგრამ უწინარეს ყოვ-
ლისა, დამდეთ პატივი და მითხარით, სად ვიმყოფები...

17
პოლიციელი კიდევ არ ყრიდა ფარ-ხმალს. მან ირონიუ-
ლად გაიღიმა. ის კი არა, ორჯერ მსუბუქად წაჰკრა იდაყვი
ექიმს.
ლედიუკის მოსვლამდე, რომელიც ძველი „ფორდით“ ჩა-
მოვიდა, ყველა ფრთხილობდა.
ბოლოს, იძულებული შეიქნენ ეღიარებინათ, რომ მეგრე -
ნამდვილად მეგრე იყო და არა ბერჟერაკელი მანიაკი.
ლედიუკს შესანიშნავი ვარდისფერი, ცხოვრებით კმაყოფი-
ლი რანტიეს სახე ჰქონდა. მას შემდეგ, რაც პოლიციიდან წა-
ვიდა, თავს ისე აჩვენებდა, ვითომდა ხვირთქლის ჩიბუხს გარ-
და, რომლის ალუბლისფერი თავიც ჯიბიდან მოუჩანდა, არა-
ფერს ვეწევიო.
„აი, მოკლედ ამ ისტორიის შესახებ: „თავად არ გახლა-
ვართ ბერჟერაკიდან, მაგრამ ყოველ შაბათს საკუთარი მან-
ქანით ბაზარში ჩავდივარ... ამავე დროს რესტორან „ინგლის-
ში“ ვსადილობ ხოლმე... ჰოდა, იმას გეუბნებოდით, თითქმის
ერთი თვის წინ გზატკეცილზე მკვდარი ქალი იპოვეს... უფრო
სწორად, დამხრჩვალი... უბრალოდ დამხრჩვალი კი არა!..
მკვლელი ისეთი სადისტი იყო, რომ უკვე მკვდარ ქალს გულ-
ში ვეებერთელა მახათი ჩაარჭო...
- ვინ იყო ეს ქალი?
- ლეონტინ მორო, ფერმიდან „ახალი წისქვილი“. ის არ გა-
უძარცვავთ...
- არც...?
- არა, არც მისი გაუპატიურება უცდიათ, თუმცა ოცდაათიო-
დე წლის ლამაზი ქალი იყო... დანაშაული საღამოს მოხდა,

18
შებინდებისას, როცა ქალი დედამთილის სახლიდან ბრუნდე-
ბოდა... ეს იყო პირველი!.. მეორე კი!..
- ორი იყო?
- ორ-ნახევარი... მეორე მსხვერპლი - თექვსმეტი წლის გო-
გონა, სადგურის უფროსის შვილი, ველოსიპედით გასასეირ-
ნებლად წავიდა... ისიც იმავე მდგომარეობაში იპოვეს...
- საღამოს?
- მეორე დილით. მაგრამ დანაშაული საღამოს მოხდა, და-
ბოლოს, მესამე შემთხვევა. ამჯერად სასტუმროს მოახლე უნ-
და ყოფილიყო შემდეგი მსხვერპლი. ის ძმასთან იყო სტუმ-
რად, რომელიც გზის ზედამხედველია და აქედან ხუთი-ექვსი
კილომეტრის დაშორებით მუშაობს... მოახლე ფეხით მოდი-
ოდა... მოულოდნელად უკნიდან ვიღაცამ ხელი სტაცა და გა-
დააყირავა... მაგრამ ეს ქალი ძლიერია... მან თავდამსხმელს
ხელზე უკბინა; ამ უკანასკნელმა დაიყვირა და გაიქცა. ქალმა
ბუნდოვნად თვალი ჰკიდა ზურგიდან, როცა თვითონ ტყეში
გარბოდა...
- მორჩა?
- მორჩა! ყველა დარწმუნებულია, რომ საქმე ეხება გიჟს,
რომელიც ახლომახლო ტყეებში იმალება. არავის ჰგონია,
რომ ეს, შესაძლოა, ქალაქის მცხოვრები იყოს... როდესაც
ფერმერმა განაცხადა, რომ გზაზე შენ გიპოვა, ყველამ იფიქ-
რა, მკვლელი იქნებაო. ალბათ, დაჭრეს, როცა ახალი დანა-
შაულის ჩადენას აპირებდაო...
ლედიუკი სერიოზულად ლაპარაკობდა. ამ შეცდომაში ის,
ალბათ, სასაცილოს ვერაფერს ხედავდა.

19
- თუმცა, - დაუმატა მან, - არიან ადამიანები, ახლაც რომ
ასე ფიქრობენ.
- ვინ იძიებს ამ დანაშაულობებს?
- პროკურატურა და ადგილობრივი პოლიცია.
- კარგი, ახლა დამტოვე, ცოტას წავიძინებ.
უეჭველია, ამის მიზეზი სისუსტე იყო. მეგრეს გამუდმებით
ეძინებოდა. კარგად მხოლოდ მაშინ გრძნობდა თავს, როცა
შესაძლებელი იყო, მზისკენ მიბრუნებულს, ჩაეთვლიმა; მზის
სხივები დახუჭულ ქუთუთოებში აღწევდა.
ახლა მას უნდა შეექმნა ახალი ხატებანი, გონებაში გა-
ეცოცხლებინა, როგორც ბავშვს, სათამაშო კოლოფიდან ამო-
ღებულ ფერად-ფერად პატარა ჯარისკაცებს რომ აცოცხლებს
ხოლმე. ოცდაათი წლის ფერმერი ქალი... სადგურის უფრო-
სის ქალიშვილი... სასტუმროს მოახლე...
გაახსენდა ტყე, ცადაზიდული ხეები, ნათელი გზა და წარ-
მოიდგინა ეს თავდასხმა, გზის მტვერში ამოსვრილი მსხვერ-
პლი და მკვლელი, მახათს რომ ურჭობდა...
ძნელია ყოველივე ამის წარმოდგენა! განსაკუთრებით აქ,
საავადმყოფოს პალატაში, სადაც ქუჩიდან მონოტონური ხმა-
ური აღწევს. ვიღაცამ, ზედ მეგრეს ფანჯრის ქვემოთ, მთელი
ათი წუთის განმავლობაში მანქანა ვერ დაქოქა. აგერ ექიმიც
მოვიდა ჩქარი და ყოვლად გამგონე მანქანით, რომელსაც
თვითონ მართავდა.
საღამოს რვა საათი იყო და შუქი უკვე აენთოთ, როცა ექი-
მი მეგრეს საწოლზე დაიხარა.
- სერიოზულია რამე?

20
- უფრო სწორად, დიდი დრო დასჭირდება... ორი კვირა წო-
ლითი რეჟიმი...
- არ შეიძლება, სასტუმროში რომ გადავიდე?
- განა აქ ცუდად გრძნობთ თავს?.. რა თქმა უნდა, შეიძლე-
ბა, თუ ვინმე მოგივლით...
- მითხარით... ჩვენ შორის დარჩეს და, თქვენ თვითონ რას
ფიქრობთ ბერჟერაკელ გიჟზე?
ექიმი დიდხანს დუმდა. მეგრემ დააზუსტა, რაც აინტერე-
სებდა:
- თქვენც დანარჩენებივით ფიქრობთ, რომ ეს ის მანიაკია,
ტყის ბინადარი რომ არის?
- არა!
ეშმაკმა დალახვროს! მეგრეს ხომ ჰქონდა დრო ეფიქრა
ამაზე, გაეხსენებინა მსგავსი, უკვე ნაცნობი საქმეები, ან რო-
მელთა თაობაზეც სმენია.
- ეს არის ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივად იქცევა, რო-
გორც მე და თქვენ, ასე არ არის?
- შესაძლოა!
- სხვაგვარად რომ ვთქვათ, სავსებით შესაძლებელია, რომ
ის ბერჟერაკში ცხოვრობს, აქვს პროფესია, თანამდებობა...
ექიმმა უცნაურად შეხედა, თითქოს რაღაცის თქმას ვერ ბე-
დავსო.
- ვინმეზე ხომ არა გაქვთ ეჭვი?
- ვარაუდი უამრავი იყო, ერთიმეორის გამომრიცხველი...
ვფიქრობ... აღშფოთებით უკუვაგდებ... კვლავ ვუბრუნდები.
განსაკუთრებული თვალით თუ შევხედავთ, მაშინ ყველაზე
შეიძლება ეჭვის მიტანა, რომ ფსიქიკა მოშლილი აქვს.

21
მეგრეს გაეცინა:
- თქვენ ყველა გადასინჯეთ ქალაქში! დაწყებული მერიდან
და პროკურორიდანაც კი, პირველ შემხვედრამდე... არც სა-
კუთარი კოლეგები დაგვიწყებიათ, საავადმყოფოს დარაჯიც...
არა, ექიმი არ იცინოდა!
- ერთი წუთით... არ გაინძრეთ... - თქვა მან, თან თხელი
დანის პირის მეშვეობით ჭრილობას სინჯავდა. - ეს გაცილე-
ბით საშიშია, ვიდრე თქვენ გგონიათ.
- ბერჟერაკში რამდენი მცხოვრებია?
- თექვსმეტი ათასი... ყოველივედან გამომდინარე, ეს გიჟი
მაღალი საზოგადოების წარმომადგენელია... ის კი არა...
- რა თქმა უნდა, მახათი! - ჩაიბუზღუნა შუბლშეჭმუხნილმა
მეგრემ, - ექიმმა მას ტკივილი მიაყენა.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ მახათი, გულში ზედიზედ ორივეჯერ უზადოდ
ჩარჭობილი, ანატომიის გარკვეულ ცოდნაზე მიუთითებს...
სიჩუმე ჩამოვარდა. ექიმმა შეფიქრიანებულმა შეჭმუხნა
შუბლი. მან ხელახლა შეუხვია მეგრეს მხარი და მკერდი,
ამოიოხრა და წელში გაიმართა.
- როგორც თქვით, სასტუმრო გირჩევნიათ?
- დიახ... ცოლს გამოვიძახებ...
- გინდათ, ამ საქმეს მოჰკიდოთ ხელი?
- მერედა როგორ!
წვიმა ყველაფერს გააფუჭებდა. მაგრამ უკვე ორი კვირაა
წვეთი წვიმა არ წამოსულა.
მეგრე სასტუმრო „ინგლისის“ საუკეთესო ნომერში მოეწ-
ყო, მეორე სართულზე. საწოლი ფანჯარასთან იდგა, ასე რომ,

22
ტკბებოდა მოედნის ხედით, ჩრდილს ადევნებდა თვალს, ერ-
თი სახლიდან მეორე სახლზე ნელ-ნელა რომ მიცოცავდა.
მადამ მეგრე მომხდარ ამბავს, როგორც ყოველთვის, გა-
ოცების გარეშე, მშვიდად შეხვდა. მხოლოდ ერთი საათია,
რაც სასტუმროშია და ოთახი თავის გემოზე მოაწყო, თავისად
აქცია.
ასეთივე იყო მადამ მეგრე ორი დღის უკან ელზასში, მშო-
ბიარე დის ლოგინთან.
- ვეებერთელა გოგონაა! ნეტავ განახა! ხუთ კილომდე
იწონის!
მან ექიმს ჰკითხა:
- რა ეჭმევა, ექიმო? კარგი ქათმის ბულიონი? ხოლო თუ
რაიმეა ასაკრძალი, ეს მისი ჩიბუხია!.. ჩიბუხი და ლუდი მის-
თვის ერთი და იგივეა!.. ყოველ საათში მოითხოვს...
კედელზე მშვენიერი შპალერი იყო გაკრული - სისხლის-
ფერ-წითელი, მყვირალა მწვანე გრძელი ზოლები დასდევდა.
მზის შუქზე საოცრად გამოიყურებოდა.
ლაქით დაფარული, ამერიკული ფიჭვისგან დამზადებული
ავეჯი კი საშინელი იყო. იმდენად წვრილ ფეხებზე იდგა, რომ
ირყეოდა.
ვეებერთელა ოთახში ორი საწოლი იდგა. ბუხარი, ალბათ,
ორასი წლისა იქნებოდა; შიგ იაფიანი რადიატორი შეედგათ.
- ერთი მაინც ვერ გამიგია, რას გამოეკიდე ამ კაცს კუდ-
ში... რელსებზე რომ დაცემულიყავი... ო, იცი რა, ახლა ლიმო-
ნიან ნაღებს მოგიმზადებ. იმედია, სამზარეულოთი სარგებ-
ლობის ნებას მომცემენ.

23
ახლა მეგრეს უფრო იშვიათად ესიზმრებოდა კოშმარები.
ის კი არა, როდესაც მზის სხივებს უხუჭავდა თვალებს, მისი
აზრები მეტ-ნაკლებად ნათელი იყო. მაგრამ მეგრე განაგ-
რძობდა პერსონაჟების გაცოცხლებას, რომლებსაც თავის ან-
თებულ წარმოსახვაში ბადებდა.
- პირველი მსხვერპლი... ფერმაში მომუშავე ქალი... გათ-
ხოვილია?.. შვილები თუ ჰყავს?..
- ფერმერის შვილია, გათხოვილი... მაგრამ დედამთილს
მაინცდამაინც ვერ ეწყობა; დედამთილი იმაში ადანაშაულე-
ბს, ზედმეტად კეკლუცია, ძროხას რომ წველის, მაშინაც კი აბ-
რეშუმის საცვალი აცვიაო...
და აი, გულმოდგინედ და მოთმინებით, თითქოს მხატვარი
სურათს ხატავსო, მეგრე წარმოსახვაში ამ სოფლელი ქალის
პორტრეტს ქმნიდა, რომელიც, როგორც ეჩვენებოდა, შესახე-
დად ფუნთუშა, ხორცსავსე, მეტისმეტად ფაქიზი უნდა ყოფი-
ლიყო, მამამთილის ოჯახში ახალი იდეები და პარიზული მო-
დების ჟურნალი რომ შემოიტანა... ის ქალაქიდან ბრუნდებო-
და... მეგრემ ცხადად წარმოიდგინა ეს გზა... ასეთი გზები ერ-
თმანეთს ჰგავს, აშოლტილი ხეებით, ორივე მხარეს რომ ჰფე-
ნენ ჩრდილს... და ძალიან თეთრი, კირნარი ნიადაგი, მზის
სუსტ სხივზედაც რომ თვალს გჭრის.
შემდეგ ის გოგონა, ველოსიპედიანი.
- ნეტავ შეყვარებული თუ ჰყავს?
- არავინ იცის! ყოველ წელს ჩამოდის ხოლმე არდადეგებ-
ზე დეიდასთან, ერთი-ორი კვირით, დასასვენებლად...
ლოგინი ნოტიო იყო. ექიმი დღეში ორჯერ მოდიოდა. ნასა-
უზმევს თავისი „ფორდით“ ლედიუკი ჩამოდიოდა; დიდხანს

24
წვალობდა ხოლმე, სანამ ფანჯრებქვეშ მანქანას დააყენებდა
სადგომზე.
მესამე დღეს, დილით, ის ჭილის ისეთივე შლაპით მოვიდა,
პოლიციის კომისარს რომ ეხურა.
პროკურორიც მობრძანდა. მას მადამ მეგრე მოსამსახურე
ეგონა და ხელჯოხი და ქვაბ-ქუდა გაუწოდა.
- იმედია, შეცდომას გვაპატიებს, თქვენ ხომ თან არავითა-
რი საბუთი არ გქონდათ...
- დიახ, დიახ. ჩემი საფულე გაქრა. დაბრძანდით, დაბრძან-
დით, მოსიე...
პროკურორს საჩხუბრად გამზადებული კაცის იერი არ
შორდებოდა, და ამას ვერც ვერაფერს მოუხერხებდა. ასეთ
შესახედაობას მას კარტოფილისმაგვარი ცხვირი და ხეშეში,
გაფშეკილი ულვაში აძლევდა.
„ფრიად სავალალო საქმეა, რაც ასეთი მშვენიერი მხარის
სიმშვიდეს დარღვევით ემუქრება... ეს რომ პარიზში მომხდა-
რიყო, სადაც გამუდმებით ხდება დანაშაული... მაგრამ აქ!..“
ეშმაკმა დალახვროს! ამასაც ხშირი წარბები აქვს!.. ისევე,
როგორც იმ გლეხს! როგორც ექიმს! ჭაღარა წარბები. მეგრე
ამას მისდა უნებურად უცნობს მიაწერდა!
სპილოს ძვლით მოზარნიშებული ბუნიკიანი ხელჯოხი.
- რა გაეწყობა... ვიმედოვნებ, მალე გამოჯანსაღდებით და
ჩვენს მხარეს აუგად არ მოიგონებთ!..
ეს მხოლოდ ზრდილობიანი სტუმრობა გახლდათ. ის წას-
ვლას ეშურებოდა.
- თქვენ შესანიშნავი ექიმი გყავთ... მარტელის მოწაფეა...
სამწუხაროა, სხვა მხრივ...

25
- რა, სხვა მხრივ?
- მხედველობაში მაქვს... თუმცა, ნუ ღელავთ... ნახვამდის,
ყოველდღე მოგაკითხავთ...
მეგრემ მიირთვა ლიმონიანი ნაღები. კულინარიის ნამდვი-
ლი შედევრი... მაგრამ მას აღიზიანებდა რესტორნიდან შე-
მოღწეული ოხშივრიანი თირკმელა სოკოს სუნი.
- საოცარია! - ამბობდა ცოლი. - აქ თირკმელა სოკოს შემ-
წვარი კარტოფილივით ყიდიან. გეგონება უფასო იყოს! მე-
ნიუშიც კი თხუთმეტ ფრანკად...
აი, ლედიუკის ჯერიც მოვიდა.
- დაჯექი... გინდა ნაღებიანი... არა?.. ხომ არაფერი იცი ჩე-
მი ექიმის პირად ცხოვრებაზე, სახელიც კი არ ვიცი მისი...
- ექიმი რივო!.. ბევრს ვერაფერს გეტყვი... ასე, ჭორების
დონეზე... ცხოვრობს ცოლთან და ცოლისდასთან ერთად...
აქაურები ამბობენ, ცოლისდაც მისი ცოლიაო... მაგრამ...
- პროკურორზე რას მეტყვი?
- ბატონი დიურსო?.. უკვე გითხრეს?
- აბა, აბა, ყველაფერი გადმოალაგე!
- მისი და, შორეული ნაოსნობის კაპიტნის ქვრივი, შეშლი-
ლია. ზოგიერთები ამბობენ, საგიჟეთში მისი ფულების გამო
მოათავსაო.
მეგრე ზეიმობდა. ყოფილი კოლეგა გაოცებით შეჰყურებდა
ლოგინში წამომჯდარ კომისარს, რომელიც თვალებმოჭუტუ-
ლი გაჰყურებდა მოედანს.
- კიდევ რა?
- არაფერი! პატარა ქალაქებში...

26
- იცი რა, მეგობარო, საქმე ის არის, რომ ეს სხვა ქალაქე-
ბისნაირი ქალაქი არ არის! ამ ქალაქში შეშლილი ცხოვრობს!
ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ლედიუკი სერიოზულად
შეშფოთდა.
- მანიაკი თავისუფლად დასეირნობს! მანიაკი მხოლოდ მა-
შინ ხდება, როცა მოუვლის, ხოლო დანარჩენ დროს ჩვენსა-
ვით ჩვეულებრივად დადის, ლაპარაკობს...
- შენს ცოლს არ სწყინდება აქ?
- მან სამზარეულოში ფურორი მოახდინა! რეცეპტებს აძ-
ლევს შეფ-მზარეულს, მისგანაც იწერს... სიტყვამ მოიტანა და,
ეს შეფ-მზარეული მანიაკი ხომ არ არის?
მეგრეს თავბრუ ეხვევა იმის განცდისგან, რომ სიკვდილს
გადაურჩა, რომ მორჩენის გზაზეა, რომ მას ელოლიავებიან
და ყველაფერი ეს რაღაც არარეალურ ატმოსფეროში ხდება.
კიდევ იმისგან, რომ ის მაინც აიძულებს ტვინს იმუშაოს სი-
ამოვნებისთვის. იმისგან, რომ ლოგინიდან თვალს ადევნებს
ახალ ადგილს, ახალ ქალაქს...
- თუ იცი, არის აქ მუნიციპალური ბიბლიოთეკა?
- რა თქმა უნდა!
- ჰოდა, ძალიან გთხოვ, მომიტანე იქიდან წიგნები, რომ-
ლებშიც სულიერ დაავადებებზე, სიმახინჯეზე, მანიაზეა მოთ-
ხრობილი... ქვევიდან კი ამომიტანე სატელეფონო ცნობარი.
იქიდან ბევრი რამის გაგება შეიძლება. გამიგე ერთი, ქვევით,
ტელეფონს გრძელი შნური თუ აქვს, და შეიძლება თუ არა
დროდადრო მისი აქ მოტანა...
რული მოერია. მეგრე გრძნობდა, ძილი თანდათან, ციება-
სავით, როგორ ედებოდა მთელ სხეულს, ბოლო უჯრედამდე...

27
- სხვათა შორის, ხვალ შენ აქ ისადილებ... ხვალ შაბათია...
- თან თხა უნდა ვიყიდო, - თქვა საუბრის ბოლოს ლედიუკ-
მა და თავის ჭილის შლაპას დასწვდა.
როცა ლედიუკი გავიდა, მეგრეს თვალები უკვე დაეხუჭა,
ხოლო ნახევრად ღია პირიდან თანაბარი სუნთქვა ისმოდა.
თადარიგის კომისარი ექიმ რივოს პირველი სართულის
დერეფანში შეხვდა. გვერდზე გაიყვანა და დიდი ყოყმანის
შემდეგ ჩურჩულით ჰკითხა:
- დარწმუნებული ხართ, რომ ჭრილობამ არ მოახდინა გავ-
ლენა... ჩემი მეგობრის გონებრივ მდგომარეობაზე?.. ყოველ
შემთხვევაში... არ ვიცი, როგორ ვთქვა... გესმით ჩემი?..
ექიმმა გაურკვევლად ჩაიქნია ხელი.
- ისე, ჭკვიანი კაცია!
- ძალიან!.. თუმცა ეს გარეგნულად ყოველთვის არ ჩანს,
მაგრამ...
- ჰოო...
და ექიმი შეფიქრიანებული აუყვა კიბეს.

III
მეორე კლასის ბილეთი

მეგრე პარიზიდან სამშაბათს ნაშუადღევს გაემგზავრა. მას


ღამით ესროლეს ბერჟერაკიდან არც ისე შორს. ჰოსპიტალში
დაჰყო ხუთშაბათს და პარასკევს. შაბათს ელზასიდან ცოლი
ჩამოუვიდა და ერთად დაბინავდნენ სასტუმრო „ინგლისის“
მეორე სართულზე, დიდ ნომერში.

28
მხოლოდ ორშაბათს ჰკითხა მოულოდნელად ქალბატონმა
მეგრემ:
- რატომ უფასოდ არ იმგზავრე, შენი მოწმობით?
დღის ოთხი საათი იყო. ქალბატონმა მეგრემ, რომელსაც
არ შეეძლო ერთ ადგილზე უსაქმოდ ჯდომა, უკვე მესამედ
მიჰყო ხელი ოთახის დალაგებას.
ფანჯრებზე ნახევრად ჩამოშვებული შტორების ელვარე
კალთების მიღმა ჰაერი გაჟღენთილი იყო ჩვეული ხმების გუ-
გუნით.
მეგრემ, რომელიც პირველ ჩიბუხს ეწეოდა, ცოლს ერ-
თგვარი გაკვირვებით შეხედა. მოეჩვენა, რომ პასუხის მო-
ლოდინში ის თვალს არიდებდა, გაწითლდა, შეცბუნდა.
უცნაური კითხვაა. როგორც კრიმინალური პოლიციის ყვე-
ლა კომისარს, მეგრესაც ჰქონდა საფრანგეთის ტერიტორია-
ზე მატარებლის პირველი კლასის ვაგონით მგზავრობის უფ-
ლება. კიდევაც ისარგებლა ამით, პარიზიდან რომ წამოვიდა.
- აბა, ერთი აქ მობრძანდი! - ჩაიბუზღუნა მან.
მეგრე ხედავდა, რომ ცოლი ორჭოფობდა. ლამის ძალით
დასვა საწოლის კიდეზე.
- მიამბე!
მან ეშმაკურად შეხედა ცოლს, რომელიც კიდევ უფრო შეც-
ბა.
- უბრალოდ გკითხე. ხანდახან ისეთი უცნაური ხარ.
- შენც ასევე!
- რას გულისხმობ?
- იმათ ყველას უცნაური ვგონივარ და არც მაინცდამაინც
სჯერათ მატარებელში მომხდარი შემთხვევისა. ახლა კი...

29
- აჰ, მართლა?! მაშ, მისმინე! ეს-ეს არის, დერეფანში, ზედ
ჩვენს კართან, ფეხსაწმენდი გადავწიე და აი ეს ვნახე...
სასტუმროში კი ცხოვრობდნენ, მაგრამ ქალბატონი მეგრე
წინსაფარს იფარებდა ხოლმე - როგორც თავად ამბობდა, ში-
ნაურულად რომ ეგრძნო თავი. წინსაფრის ჯიბიდან მუყაოს
პატარა ნაჭერი ამოიღო. ეს იყო მეორე კლასის ბილეთი პა-
რიზი-ბერჟერაკი, წინა პარასკევის თარიღით.
- ფეხსაწმენდთან, - გაიმეორა მეგრემ, - აიღე ქაღალდი და
ფანქარი.
ცოლმა ვერაფერი გაიგო, თუმცა ქმრის თხოვნა შეასრუ-
ლა. ფანქრის წვერი ნერწყვით დაასველა.
- დაწერე...
- თავდაპირველად, დილის ცხრა საათზე სასტუმროს
მფლობელი მოვიდა, ჩემი ჯანმრთელობა მოიკითხა... შემდეგ
ექიმი, დაახლოებით ათ საათზე... სახელები ერთმანეთის
ქვეშ ჩამოწერე... პროკურორი შუადღისას მოვიდა, კომისარი
კი მაშინ შემოვიდა, ის რომ გადიოდა...
- კიდევ ლედიუკი! - გაბედა და ჩაურთო ქალბატონმა მეგ-
რემ.
- ჰო-ჰო. ლედიუკიც ჩაწერე! მორჩა? ამას უნდა დავუმა-
ტოთ, რა თქმა უნდა, სასტუმროს ყველა მოსამსახურე და აგ-
რეთვე ყველა ბინადარი, ვისაც შეიძლებოდა დავარდნოდა
ბილეთი დერეფანში.
- არა!
- რატომ?
- იმიტომ, რომ ეს დერეფანი მხოლოდ ჩვენს ნომერთან
მოდის! შეიძლება ვინმე მოვიდა და კართან აყურადებდა!

30
- ტელეფონით სადგურის უფროსი გამომიძახე!
მეგრემ არც ქალაქი იცოდა და არც სადგური, არც სხვა ად-
გილები, რომელთა შესახებაც ესაუბრებოდნენ. მიუხედავად
ამისა, მის გონებაში შეიქმნა საკმაოდ ზუსტი სახე ქალაქისა,
სადაც ყველაფერი ნათელი იყო.
მიშლენის ცნობარში ნახა ქალაქის გეგმა. მეგრე მის ცენ-
ტრში დასახლებულა. ფანჯრიდან ბაზრის მოედანს ხედავდა,
მარჯვნივ მართლმსაჯულების სასახლის შენობა იწყებოდა.
ცნობარში შემდეგი ეწერა: „სასტუმრო „ინგლისი“, პირველი
კლასის. ნომრები 25 ფრანკიანია, უფრო ძვირიანიც. არის
აბაზანიანი ოთახებიც. სადილის ფასი - 15-18 ფრანკი. სამზა-
რეულო განთქმულია თირკმელა სოკოთი, ღვიძლის პაშტე-
ტით, ქათმის ფრიკადელებით და დორდონული ორაგულით“.
დორდონი, რომელსაც მეგრე ვერ ხედავდა, სასტუმროს
უკანა მხარეს მიედინებოდა. მაგრამ მრავალრიცხოვანი სა-
ფოსტო ბარათების წყალობით ის გაეცნო ამ მდინარის მთელ
დინებას. ერთ-ერთ ღია ბარათზე სადგური იყო გამოსახული.
მან იცოდა, რომ სასტუმრო „საფრანგეთი“ მოედნის საპირის-
პირო მხარეს მდებარეობდა და „ინგლისს“ ექიშპებოდა. წარ-
მოიდგინა პატარა ქალაქის ქუჩები, დიდ გზებს რომ უერთდე-
ბოდა, იმათ მსგავსს, რომელზედაც უსწორმასწორო ნაბიჯე-
ბით თვითონ მიაბიჯებდა.
- სადგურის უფროსი სატელეფონო ხაზზეა!
- აბა, ერთი ჰკითხე, ხომ არ ჩასულა ვინმე პარიზის მატა-
რებლიდან გასულ ხუთშაბათს, დილით.
- ამბობს, არავინ ჩასულაო.
- მეტი არაფერი.

31
ეს ბილეთი უდავოდ იმ ადამიანს უნდა ეკუთვნოდეს, რომე-
ლიც ბერჟერაკამდე გადმოხტა მატარებლიდან და რომელმაც
კომისარს ესროლა.
- იცი, რა უნდა გააკეთო? წადი და შეათვალიერე ბატონ
დიურსოს სახლი, პროკურორისა, შემდეგ - ექიმის...
- რატომ?
- ისე უბრალოდ, მერე მიამბე, რასაც დაინახავ.
მარტო დარჩენილმა მეგრემ დრო იხელთა და ჩიბუხი მეტ-
ხანს გააბოლა, ვიდრე შეიძლებოდა.
ბინდი ნელ-ნელა ეპარებოდა არემიდამოს, მოედანი ვარ-
დისფერებში გახვეულიყო. კომივოიაჟორები თანდათანო-
ბით, ერთიმეორის მიყოლებით ბრუნდებოდნენ, მანქანებს
სასტუმროს წინ, სადგომზე აყენებდნენ... ქვემოდან ბილიარ-
დის ბურთების ხმა მოისმოდა.
ნათელ დარბაზში აპერიტივის დრო იყო. აქ შეფ-მზარეუ-
ლის თეთრი ქუდით ხანდახან შემოიჭვრეტდა ხოლმე რეს-
ტორნის პატრონი.
„რატომ ჩაიგდო უცნობმა საფრთხეში თავი და მატარებ-
ლიდან გაჩერებამდე ჩამოხტა, და რატომ გაისროლა, როდე-
საც მდევარი დაინახა?
ყოველ შემთხვევაში, გზის ეს მონაკვეთი მისთვის ნაცნობი
იყო, ვინაიდან ზუსტად მაშინ გადმოხტა, როცა მატარებელმა
დაამუხრუჭა!
რადგან სადგურში არ ჩამოვიდა, ესე იგი, მას იქ იცნობ-
დნენ! თუმცა ეს ვერაფერიშვილი დამამტკიცებელი საბუთია
იმისა, რომ მან მოკლა ფერმაში მომუშავე ქალი და სადგუ-
რის უფროსის ქალიშვილი!

32
მეგრე იხსენებდა თავისი მეზობლის ნერვიულობას კუპე-
ში, არათანაბარ სუნთქვას, შიგადაშიგ სასოწარკვეთილ ოხ-
ვრას.
„ამ დროს დიურსო, ალბათ, თავის კაბინეტში იმყოფებო-
და, კითხულობდა პარიზულ გაზეთებს და ათვალიერებდა
დოსიეს... ექიმი ექთნებთან ერთად შემოვლაზე იყო... პოლი-
ციის კომისარი...“
მეგრე არ ჩქარობდა. ჩვეულებრივ, გამოძიების დაწყები-
სას თავბრუდამხვევი მოუთმენლობა დაეუფლებოდა ხოლმე.
დაურწმუნებლობა ლოდივით აწვა. მხოლოდ მაშინ მშვიდდე-
ბოდა, როცა კვანძის გახსნა იწყებოდა.
ამჯერად ყველაფერი პირუკუ იყო. იქნებ, მისი ჯანმრთე-
ლობის გამო.
ხომ უთხრა ექიმმა, ორი კვირა ვერ ადგებიო, და მაშინაც
დიდი სიფრთხილე მართებს.
დრო საკმაოდ ჰქონდა. გრძელი დღეები ლოგინში უნდა
გაატაროს. წარმოიდგენს ბერჟერაკს ყველა მოქმედი პირით,
და ყველას თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს.
„უნდა დავრეკო, რომ სინათლე ჩართონ!“
მაგრამ განძრევა ეზარებოდა და ქალაქიდან დაბრუნებულ
ცოლს სრულ სიბნელეში დახვდა. ფანჯარა ჯერ კიდევ ღია იყო
და ოთახში საღამოს ცივი ნიავი უბერავდა. მოედნის ირ-
გვლივ ანთებული ფარნები ყვავილწნულს წააგავდა.
- ანთება გინდა აიკიდო? ამას ხომ უნდა მოფიქრება: და-
ტოვო ფანჯარა ღია, როცა...
- რაო?

33
- რა, რაო? ვნახე მათი სახლები! მაგრამ არ მესმის, რას
მოგცემს ეს...
- მიამბე.
- ბატონი დიურსო მართლმსაჯულების სასახლის მოპირ-
დაპირე მხარეს ცხოვრობს, ასეთსავე დიდ მოედანზე. დიდი,
ორსართულიანი სახლია. მეორე სართულს ქვის აივანი აქვს.
ალბათ, იქ მისი კაბინეტია, რადგან ოთახი განათებული იყო.
ვნახე ლაქია, პირველ სართულზე დარაბებს ხურავდა.
- პირქუში შენობაა?
- რას გულისხმობ? ეს არის დიდი სახლი, ყველა სხვა დიდი
სახლების მსგავსი! კი, უფრო პირქუში ეთქმის... ყოველ შემ-
თხვევაში, ფანჯრებზე მუქი წითელი ხავერდის ფარდებია, თი-
თო ორი ათასამდე ფრანკი უნდა ღირდეს. აბრეშუმისებრი
რბილი ხავერდია, სქელ ნაკეცებად დაშვებული...
მეგრე აღფრთოვანებული იყო. ის წვრილი შტრიხებით ივ-
სებდა თავის წარმოდგენას ამ სახლზე.
- ლაქია?
- რა, ლაქია?
- მას ზოლებიანი ჟილეტი აცვია, არა?
- დიახ!
მეგრეს კმაყოფილებისგან ტაში უნდოდა შემოეკრა; სო-
ლიდური სახლი, საზეიმო, მდიდრული ხავერდის ფარდებით,
ქვის აივნით, ძველებური ავეჯით გაწყობილი! ლაქია ზოლე-
ბიან ჟილეტში! და ჭაღარათმიანი პროკურორი სავიზიტო
სერთუკსა და ნაცრისფერ შარვალში გამოწყობილი, ფეხზე
ლაქის ფეხსაცმელი.
- ის ხომ მართლაცდა ლაქის ფეხსაცმელს ატარებს!

34
- ღილაკებიან ფეხსაცმელს! ეს გუშინ შევამჩნიე.
უცნობსაც ლაქის მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა. მაგ-
რამ ღილაკებიანი იყო თუ ზონრიანი?
- ექიმის სახლი როგორია?
- თითქმის ქალაქის ბოლოშია! ზღვის ნაპირზე რომ ვილე-
ბია, ისეთი...
- ინგლისური კოტეჯია?
- ჰო-ჰო! ბრტყელი სახურავით, გაზონებითა და ყვავილნა-
რებით, ლამაზი გარაჟიც არის, ბილიკებზე თეთრი ხრეშია,
ფანჯრებზე მწვანე დარაბებია, რკინის ნაჭედი ფარანი ჰკიდია.
დარაბები ღია იყო... მისი ცოლი დავინახე, სასტუმრო ოთახ-
ში ქსოვდა.
- მისი და?
- ის ექიმთან ერთად ბრუნდებოდა მანქანით. ძალიან
ახალგაზრდაა, ლამაზია, მშვენივრად აცვია... ვერ იტყვი, პა-
ტარა ქალაქში ცხოვრობსო, კაბებს, ალბათ, პარიზიდან უგ-
ზავნიან...
რა კავშირში უნდა ყოფილიყო ყოველივე ეს მანიაკთან,
რომელიც თავს ესხმოდა ქალებს გზაზე, ახრჩობდა მათ, შემ-
დეგ კი მახათს ასობდა გულში?
მეგრე ჯერჯერობით არ ცდილობდა მანიაკის პოვნას. ისიც
საკმარისია, რომ ხალხს თავ-თავის ადგილს უჩენდა.
- არავინ შეგხვედრია?
- ნაცნობებიდან არავინ. ამ ქალაქის ბინადარნი საღამო-
ობით, ალბათ, სულ არ გამოდიან ქუჩაში.
- კინოთეატრი თუ არის?

35
- ერთს მოვკარი თვალი, რომელიღაც პატარა ქუჩაზე... პა-
რიზში რომ სამი წლის წინ ფილმი ვნახე, ის გადიოდა.
ლედიუკი დილის ათი საათისთვის ჩამოვიდა, პატარა
„ფორდი“ სასტუმროს წინ გააჩერა, ცოტა ხნით შეყოვნდა,
შემდეგ კი მეგრეს კარზე დააკაკუნა. მეგრე ბულიონს მიირ-
თმევდა, ცოლმა თავად მოუმზადა სამზარეულოში.
- ყველაფერი რიგზეა?
- დაჯექი!.. არა!.. ფანჯარასთან არა!.. მოედანს მიფარავ...
მას შემდეგ, რაც ლედიუკი პოლიციიდან წავიდა, გასუქდა.
წინანდელთან შედარებით რაღაცნაირად უფრო რბილი, უფ-
რო მფრთხალი გახდა.
- საუზმეზე რით გაგიმასპინძლდა მზარეული?
- არაჟნიანი ხბოს ხორცის კატლეტით... ახლა იძულებული
ვარ ცოტ-ცოტა ვჭამო.
- ერთი ეს მითხარი, პარიზში ხომ არ ყოფილხარ ამ ბოლო
დროს?
ამ კითხვით გაოცებული ქალბატონი მეგრე მკვეთრად შე-
მობრუნდა. ლედიუკმა კი უხერხულად იგრძნო თავი და კო-
ლეგას საყვედურით შეხედა.
- რას გულისხმობ?.. შენ ხომ იცი, რომ...
რა თქმა უნდა! მეგრემ იცოდა, რომ... მაგრამ ის ლედიუკს
ათვალიერებდა, რომელსაც პატარა ჟღალი ულვაში ჰქონ-
და... ფეხზე ვეებერთელა სამონადირო ფეხსაცმელი ეცვა...
- ჩვენ შორის დარჩეს, როგორ ძლებ აქ უქალებოდ?
- რას ამბობ! - ჩაერია ქალბატონი მეგრე.

36
- არა, დამაცადე! ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია. სო-
ფელში ხომ არ არის ყველა ის ქალაქური სიამენი... შენი მზა-
რეული? რამდენი წლისაა?
- სამოცდახუთისა! თვითონ განსაჯე...
- კიდევ სხვა ვინმე?
უხერხულობას ყველაზე მეტად, ალბათ, მეგრეს სერიოზუ-
ლობა იწვევდა. ჩვეულებრივ, ასეთ კითხვებს არასერიოზუ-
ლად ან ირონიულად სვამენ ხოლმე.
- ახლომახლო არ არის ვინმე მწყემსი ქალი?
- მზარეულს ჰყავს დისშვილი, რომელიც დროდადრო მო-
სახმარებლად ჩამოდის ხოლმე.
- თევსმეტი წლისა? თვრამეტის?
- ცხრამეტის... მაგრამ...
- და შენ... თქვენ... მოკლედ...
ლედიუკმა აღარ იცოდა, სად წასულიყო, ქალბატონი მეგ-
რე კი, უფრო მეტად შეცბუნებული, ოთახის სიღრმეში გაუჩი-
ნარდა.
- შენ... მოურიდებელი ხარ!..
- სხვა სიტყვებით - კი?.. რა გაეწყობა, შე ძველო!
და მეგრეს თითქოს კიდეც დაავიწყდაო, რაც თქვა, ცოტა
ხნის შემდეგ ჩაიბუზღუნა:
- დიურსო უცოლოა?.. მაშ, როგორ?..
- მაშინვე გეტყობა, პარიზიდან რომ ჩამოხვედი. ისე ჩვე-
ულებრივად ლაპარაკობ ამ ამბებზე. გგონია, პროკურორი
ყველას უამბობს თავის სასიყვარულო თავგადასავალს?
- მაგრამ, ვინაიდან აქ ყველამ ყველაფერი იცის, დარწმუ-
ნებული ვარ, შენც იცი.

37
- მე მხოლოდ ის ვიცი, რასაც ხალხი ლაპარაკობს.
- აი, ხომ ხედავ?
- მესიე დიურსო კვირაში ერთხელ თუ ორჯერ ბორდოში
ჩადის... და იქ...
მეგრე განაგრძობდა თანამოსაუბრის ყურადღებით თვა-
ლიერებას, და მის ბაგეს არ შორდებოდა უცნაური ღიმილი.
ის სხვანაირ ლედიუკს იცნობდა, ფრთხილი ჟესტებისა და შე-
შინებული გამოხედვის გარეშე.
- რადგან შენ თავისუფლად შეგიძლია წასვლა-წამოსვლა,
სადაც მოგესურვება, იცი, რა უნდა გააკეთო? დაიწყე პატარა
გამოძიება: ვინ არ იყო ქალაქში გასულ ორშაბათს. მოიცა!
უწინარესად მაინტერესებს დოქტორი რივო, პროკურორი,
პოლიციის კომისარი, შენ და ა. შ.
ლედიუკი წამოდგა. ნაწყენი თვალებით უყურებდა თავის
ჭილის შლაპას, თითქოს ახლავე მკვეთრი ჟესტით დაიხურავს
და გარეთ გავაო.
- არა, არა!.. კმარა ხუმრობა!.. არ ვიცი, რა დაგემართა...
მას შემდეგ, რაც დაგჭრეს, შენ... მთლად არანორმალური
გახდი!.. როგორ, მე, ასეთ პატარა ქალაქში, სადაც ყველა-
ფერს იმწუთას იგებენ, დავიწყებ გამოძიებას, რესპუბლიკის
პროკურორზე რაღაცების გამოკვლევას?.. და კომისარზე!.. მე
ხომ ოფიციალური უფლებამოსილებაც კი არა მაქვს!.. აღარა-
ფერს ვამბობ შენს ქარაგმებზე...
- ლედიუკ, დაჯექი!
- დრო აღარა მაქვს.
- დაჯექი-მეთქი! ახლავე ყველაფერს აგიხსნი! აქ, ბერჟე-
რაკში, არის ვიღაც, არაფრით რომ არ განსხვავდება სხვების-

38
გან, ნორმალურად იქცევა და ის, რა თქმა უნდა, რაღაც საქ-
მიანობას ეწევა. და ამ ადამიანს უცბად სიგიჟე მოუვლის
ხოლმე...
- და შენ მეც შესაძლო მკვლელთა რიცხვს გინდა მიმაკუთ-
ვნო! გგონია, ვერ მივხვდი შენს კითხვებს? გინდოდა გაგეგო,
საყვარლები თუ მყავს!.. რადგანაც ფიქრობ, თუ კაცს ისინი
არ ჰყავს, მაშინ უფრო ადვილი შესაძლებელია, რომ...
ლედიუკი სერიოზულად გაბრაზდა. გაწითლდა, თვალები
უელავდა.
- ასეთ საქმეს ადგილობრივი პროკურატურა და პოლიცია
აწარმოებს! მე კი ეს არ მეხება! ხოლო, შენ თუ ცხვირს ყოფ...
- სხვის საქმეებში!.. რა გაეწყობა, მით უარესი! ახლა კი
წარმოიდგინე, რომ ერთი-ორი დღის შემდეგ უცბად იპოვონ
შენი ცხრამეტი წლის მეგობარი ქალი გულში გარჭობილი მა-
ხათით...
ლედიუკმა შლაპას ხელი დასტაცა და ისეთი ძალით ჩამო-
იფხატა თავზე, რომ ჩალამ გაიტკაცუნა. შემდეგ გავიდა და კა-
რი გაიჯახუნა. ყველაფერი ეს უცბად მოხდა.
ქალბატონი მეგრე სწორედ ამას ელოდა და გამოვიდა. აღ-
გზნებული და აღელვებული იყო.
- რა დაგიშავა ლედიუკმა? იშვიათად მინახავს, ასე უხეშად
რომ მოქცეოდე ვინმეს... გეგონება, ეჭვი გაქვს მიტანილი...
- იცი, რა უნდა გააკეთო? მალე, ან შესაძლოა ხვალვე, ის
დაბრუნდება, და დარწმუნებული ვარ, ბოდიშს მოიხდის, ასე
უზრდელურად რომ წავიდა. გთხოვ, სადილად ეწვიო რიბო-
დიერში...
- მე? კი მაგრამ...

39
- ახლა კი, გეთაყვა, ჩიბუხი დატენე და ბალიში ცოტათი წა-
მომიწიე.
ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც ექიმი შემოვიდა, მეგ-
რე ბედნიერად იღიმებოდა. მან უწყინარი იერით ჰკითხა რი-
ვოს:
- მაინც რა გითხრათ?
- ვინ?
- ლედიუკმა, ჩემმა კოლეგამ. ის აღელვებულია! ალბათ,
სერიოზულად გთხოვათ, ფსიქიკა შეუმოწმეთო. არა, ექიმო,
არ გავგიჟებულვარ... მაგრამ...
ის გაჩუმდა, რადგან პირში თერმომეტრი ჩაუდეს. სანამ
თერმომეტრი ედო, ექიმმა ჭრილობას სახვევი მოხსნა. ჭრი-
ლობა ცუდად ხორცდებოდა.
- ძალიან ბევრს მოძრაობთ!.. ოცდათვრამეტი წელი... შე-
იძლება არც გკითხოთ კაცმა, რამდენი ხანია ეწევით: აქ ბო-
ლისგან ნისლია დამდგარი.
- ექიმო, უნდა აუკრძალოთ ჩიბუხის მოწევა, - ჩაერია ქალ-
ბატონი მეგრე.
მაგრამ ქმარმა შეაწყვეტინა.
- შეგიძლიათ მითხრათ, დროის რა შუალედებითაა ერთმა-
ნეთისაგან დაშორებული შეშლილის მიერ ჩადენილი მკვლე-
ლობები?
- მოითმინეთ... პირველი ერთი თვის წინ მოხდა... მეორე -
ერთი კვირის შემდეგ... მარცხით დამთავრებული მცდელობა
- მომდევნო პარასკევს...
- იცით, რას ვფიქრობ, ექიმო? სავსებით შესაძლებელია,
რომ მალე ახალი თავდასხმის შესახებ შევიტყოთ. მეტსაც

40
გეტყვით: თუ ასე არ მოხდება, ეს უეჭველად ნიშნავს, მკვლე-
ლი გრძნობს, რომ უთვალთვალებენ. და თუ მოხდა...
- მაშინ?
- მაშინ უნდა ვიმოქმედოთ გამორიცხვის მეთოდით. წარ-
მოიდგინეთ, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ამ ოთახში
ხართ. თქვენზე უკვე არავინ იეჭვიანებს! პროკურორი ბორ-
დოშია, პოლიციის კომისარი პარიზში ან სხვაგან, ჩემი მეგო-
ბარი ლედიუკი კი ეშმაკმა უწყის, სად...
ექიმმა ყურადღებით შეხედა ავადმყოფს.
- მოკლედ, თქვენ შესაძლებლობების რიცხვს ამცირებთ...
- არა! ალბათობის!..
- სულ ერთია! მე იმას ვამბობ, რომ თქვენ ის დაგყავთ ადა-
მიანების იმ ჯგუფამდე, ოპერაციის შემდეგ გამოღვიძებულმა
რომ ნახეთ...
- მთლად მასე არა, რადგან დამავიწყდა სასამართლოს
მდივანი! ადამიანების იმ ჯგუფს ვგულისხმობ, რომლებიც გუ-
შინ დილით მოვიდნენ ჩემთან და შესაძლოა, უნებურად და-
უვარდათ მატარებლის ბილეთი. მართლა, სად იყავით წინა
ოთხშაბათს?
- ოთხშაბათს?
და ექიმი, რომელიც, ცოტა არ იყოს, შეცბა, შეეცადა გაეხ-
სენებინა. ახალგაზრდა, ენერგიული, პატივმოყვარე კაცი
იყო, ელეგანტური და გამოკვეთილი მიხვრა-მოხვრა ჰქონდა.
- მგონი... მოითმინეთ... ლაროშელში გავემგზავრე, რა-
თა...
კომისრის სახეზე ირონიული ღიმილი რომ დაინახა,
მთლად დაიძაბა.

41
- ეს რა, დაკითხვაა? მაშინ გაფრთხილებთ, რომ...
- დამშვიდდით! გამიგეთ, მთელი დღე არაფერს ვაკეთებ,
არადა, ისე ვარ მიჩვეული დაძაბულ ცხოვრებას. და აი, ვიგო-
ნებ ათასგვარ თავსატეხს. თავსატეხს შეშლილზე. ექიმი ხომ
შეიძლება იყოს შეშლილი, შეშლილი კი - ექიმი. კი არა, იმა-
საც ამბობენ, რომ ყველა ფსიქიატრს თავისივე კოლეგა მკურ-
ნალობსო. რესპუბლიკის პროკურორიც კი შეიძლება იყოს...
ამ დროს მეგრემ გაიგონა, ექიმმა რომ ჰკითხა მის ცოლს:
„ხომ არაფერი დაულევია?“
ყველაზე საინტერესო რივოს წასვლის შემდეგ იყო. მადამ
მეგრე კომისრის საწოლს საყვედურით აღსავსე გამომეტყვე-
ლებით მიუახლოვდა:
- თუ გესმის მაინც, რასაც აკეთებ? მართლა და მართლა!
შენი ვეღარაფერი გამიგია!.. გინდა, ხალხმა იფიქროს, რომ
შეშლილი შენ ხარ, და საამისოდ უკეთესი ვერაფერი მოიგო-
ნე! ექიმმა არაფერი მითხრა... მეტისმეტად კარგადაა აღ-
ზრდილი. მაგრამ გავიგე, რომ... რატომ იღიმები ასე?
- არაფერია! იმიტომ, რომ მზე მაჭყეტს!.. იმიტომ, რომ ვხე-
დავ წითელ და მწვანე ზოლებს შპალერზე! რომ მოედანზე ქა-
ლები ლაქლაქებენ... ის პატარა ლიმონისფერი მანქანა ხო-
ჭოს წააგავს... და ეს ღვიძლის პაშტეტის სუნი... მაგრამ საქმე
აი, რა არის!.. არსებობს მანიაკი... შეხედე, მოდის ლამაზი ქა-
ლიშვილი, მკვრივი წვივები აქვს... სულ პატარა მკერდი,
მსხლებივით... მანიაკი, შესაძლოა...
მადამ მეგრემ თვალებში შეხედა ქმარს და მიხვდა, რომ ის
აღარ ხუმრობდა, სერიოზულად ლაპარაკობდა, ხმაში კი შეშ-
ფოთება შეჰპარვოდა.

42
მან ცოლს ხელზე მოჰკიდა ხელი და უთხრა:
- გამიგე, დარწმუნებული ვარ, ეს არ დამთავრებულა! და
მთელი სულით და გულით მინდა ხელი შევუშალო იმას, რომ
უახლოეს მომავალში მშვენიერი, სიცოცხლით სავსე გოგონა
არ გაატარონ მოედანზე შავოსანი ხალხით გარშემორტყმუ-
ლი კატაფალკით. ამ ქალაქში დღისით-მზისით ცხოვრობს მა-
ნიაკი! მანიაკი, რომელიც ლაპარაკობს, იცინის, დადის...
და, ნახევრად თვალდახუჭულმა, ეშმაკურად ჩაიდუდუნა:
- მომეცი, რა, ჩიბუხი!..

IV
შეშლილთა შეკრება

მეგრემ ამოჩემებული დრო შეარჩია - დილის ცხრა საათი,


როცა მზე განსაკუთრებულად ანათებს და მოედანი განსა-
კუთრებული რიტმით ცხოვრობს, რაც იწყება დიასახლისის
მიერ კარის გაღებით, დარაბების ჯახუნით და სხვა ხმებით,
რომელიც შუადღისთვის უფრო და უფრო მატულობს.
ფანჯრიდან ხედავდა ხეზე გაკრულ ერთ-ერთ იმ განცხადე-
ბას, რომელიც მისი თხოვნით მთელ ქალაქში გამოაკრეს.
„ოთხშაბათს, ცხრა საათზე, სასტუმრო „ინგლისში“ კომი-
სარი მეგრე ასი ფრანკით დააჯილდოებს ყველას, ვინც აცნო-
ბებს ბერჟერაკში მომხდარი დანაშაულებრივი თავდასხმების
თაობაზე, რაც, ალბათ, ვინმე მანიაკის ნამოქმედარია“.
- დავრჩე? - ჰკითხა ქალბატონმა მეგრემ, რომელიც სას-
ტუმროშიც ახერხებდა იმდენივე საქმე გამოენახა, რამდენიც -
სახლში.

43
- შეგიძლია დარჩე!
- დიდი სურვილი მაქვს-მეთქი, ვერ ვიტყვი! მაინც არავინ
მოვა!
მეგრე იღიმებოდა. ჯერ მხოლოდ ცხრის ნახევარი იყო, ჩი-
ბუხს მოუკიდა და თან ყური მიუგდო მანქანის ძრავის ხმაურს.
მან ჩაიბუტბუტა: „აი, პირველიც!“
ეს ძველი „ფორდის“ ძრავის ნაცნობი ხმა იყო, რომელსაც
მაშინვე გამოიცნობ, როგორც კი ხიდს ამოუყვება.
- რატომ არ ჩამოვიდა ლედიუკი გუშინ?
- რამდენიმე სიტყვა გადავუკარით ერთმანეთს. სხვადას-
ხვა აზრი გვაქვს ბერჟერაკელ შეშლილზე. მაგრამ ის ახლა
მაინც მოვა აქ!
- შეშლილი!
- ლედიუკი... და შეშლილიც! და, შესაძლოა, რამდენიმე
შეშლილი!.. როგორ ვთქვა, მათემატიკური გაანგარიშებაა...
ასეთი განცხადება წარმოუდგენლად იზიდავს ყველა ფსიქი-
კურად დაავადებულ ადამიანს, ფსიქოპათებს, ბნედიანებს...
შემოდი, ლედიუკ!
ლედიუკმა ვერც კი მოასწრო დაკაკუნება. რამდენადმე
შეცბუნებული ჩანდა.
- გუშინ მოსვლა არ შეგეძლო?
- არავითარ შემთხვევაში! გთხოვთ მაპატიოთ... გამარჯო-
ბათ, ქალბატონო მეგრე!.. მეწყალსადენეს დავეძებდი, მილი
გასკდა... თავს უკეთ გრძნობ?
- ისე რა... ზურგი ისევ ფიცარივით მაქვს გაშეშებული, ისე
არა მიშავს... ნახე ჩემი განცხადება?..
- რომელი?..

44
ცრუობდა. მეგრეს უნდოდა კიდეც ამის თქმა, მაგრამ გა-
დაწყვიტა, მეტი ლმობიერება გამოეჩინა.
- დაჯექი!.. შლაპა ჩემს ცოლს მიაწოდე. რამდენიმე წუთში
ჩვენთან ბევრი ხალხი მოვა. მათ შორის, თავს მოვიჭრი, თუ
ის გიჟიც არ მოვიდეს.
კარზე დააკაკუნეს, თუმცა მოედანი არავის გადმოუჭრია.
ცოტა ხნის შემდეგ სასტუმროს მეპატრონე შემოვიდა.
- ბოდიშს ვიხდი... არ ვიცოდი, რომ სტუმარი გყავთ... მე
განცხადების თაობაზე...
- გინდათ, რაიმე მაცნობოთ?
- მე?.. არა!.. რას ამბობთ... რომ მცოდნოდა რამე, აქამდე
გიამბობდით... მხოლოდ მინდოდა მეკითხა, ვინც მოვა, ყვე-
ლა უნდა შემოვუშვათ?
- რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა!
მეგრემ მას მოჭუტული თვალებით შეხედა. თვალების მოწ-
კურვა ჩვევად ექცა - იქნებ იმიტომ, რომ სულ მზეზე წოლას
ცდილობდა.
- შეგიძლიათ დაგვტოვოთ!
და აქვე მიმართა ლედიუკს:
- ესეც საინტერესო ტიპია! ენერგიული სანგვინიკი, მუხასა-
ვით მაგარი, ვარდისფერი კანი ლამის გადაასკდეს...
- ადრე მახლობელ ფერმაში მუშაობდა. თავდაპირველად
ფერმის მფლობელ ქალზე დაქორწინდა. ის ოცისა იყო, ქალი
კი - ორმოცდახუთის...
- მერე?
- ეს მისი მესამე ქორწინებაა! ბედი არა სწყალობს, ყველა
ცოლი უკვდება...

45
- ის ახლავე დაბრუნდება.
- რატომ?
- ეს კი აღარ ვიცი! მაგრამ დაბრუნდება, როდესაც აქ ყვე-
ლა შეიკრიბება. მიზეზს იპოვის. ახლა, ალბათ, სავიზიტო სერ-
თუკში გამოწყობილი პროკურორი სახლიდან გამოდის. რაც
შეეხება ექიმს, სანაძლეოს ვდებ, დაოთხილი დარბის პალა-
ტებში, რათა ხუთ წუთში დაამთავროს დილის შემოვლა.
მეგრეს დამთავრებულიც არ ჰქონდა სიტყვა, რომ ბატონი
დიურსოც გამოჩნდა, მოსახვევიდან გამოვიდა და ნაჩქარე-
ვად გადმოჭრა მოედანი.
- აი მესამეც!
- რატომ მესამე?
- პროკურორი, სასტუმროს უფროსი და შენ.
- ისევ დაიწყე? ყური მიგდე, მეგრე...
- ჩჩ-ჩუ! მიდი, კარი გაუღე ბატონ დიურსოს, ვერ ბედავს
დაკაკუნებას...
- ერთ საათში დავბრუნდები, - განაცხადა ქალბატონმა
მეგრემ. მას უკვე შლაპა ეხურა.
პროკურორი მას ცერემონიულად მიესალმა, კომისარს ხე-
ლი ისე ჩამოართვა, სახეში არ შეუხედავს.
- თქვენი ექსპერიმენტის თაობაზე მაცნობეს. ძალიან მინ-
დოდა წინასწარ თქვენი ნახვა. უპირველეს ყოვლისა, თქვენ,
რა თქმა უნდა, მოქმედებთ, როგორც არაოფიციალური პი-
როვნება. და მაინც, ვისურვებდი თქვენთვის გამეცნო საქმის
ვითარება, რადგან გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
- დაბრძანდით, გთხოვთ. ლედიუკ, ჩამოართვი ბატონს
შლაპა და ხელჯოხი. ბატონო პროკურორო, მე სწორედ ახლა

46
ვეუბნებოდი ლედიუკს, რომ მკვლელი უახლოეს დროში აქ
იქნება-მეთქი... რა გაეწყობა! აი, პოლიციის კომისარიც, სა-
ათს დაჰყურებს, აქ ამოსვლამდე ქვევით რაღაცას დალევს...
და მართლაც! ყველამ დაინახა, კომისარი რომ სასტუმრო-
ში შემოვიდა, მაგრამ ნომერში მხოლოდ ათი წუთის შემდეგ
გამოჩნდა. ის, ალბათ, მეტად გააოცა პროკურორის დანახ-
ვამ, ბოდიში მოიხადა და ჩაიბუტბუტა:
- ჩემს მოვალეობად ჩავთვალე...
- ესეც ასე! ლედიუკ, წადი, სკამები მოიტანე, გვერდით
ოთახში იქნება... ჩვენი კლიენტებიც ნელ-ნელა მოდიან. მხო-
ლოდ არავის უნდა პირველი იყოს.
და მართლაც, სამი თუ ოთხი კაცი უკვე ბოლთას სცემდა
მოედანზე, თან სასტუმროს ამოხედავდნენ ხოლმე. ეტყობა,
გაბედულებას იკრებდნენ და ყველამ ერთად გააყოლა თვა-
ლი ექიმის მანქანას, რომელიც ზედ შესასვლელთან გაჩერ-
და.
ჰაერში, გაზაფხულის მზის მიუხედავად, რაღაც დაძაბუ-
ლობა იგრძნობოდა. ექიმი, ისევე როგორც მანამდე მოსულე-
ბი, შეცბა, როდესაც ოთახში ამდენი ხალხი დაინახა.
- ნამდვილი სამხედრო საბჭოა! - ჩაიცინა მან.
მეგრემ შეამჩნია, რომ რივო უხეიროდ იყო გაპარსული,
ჰალსტუხი არ ჰქონდა ისე აკურატულად განასკვული, რო-
გორც სხვა დროს.
- როგორ ფიქრობთ, გამომძიებელი...
- სენტში გაემგზავრა დაკითხვაზე და საღამომდე არ დაბ-
რუნდება.
- მისი მდივანი? - იკითხა მეგრემ.

47
- არ ვიცი, წაიყვანა თუ არა თან გამომძიებელმა... თუმცა...
მოითმინეთ... აგერ სახლიდან გამოდის... ის ხომ ზუსტად სას-
ტუმროს პირდაპირ ცხოვრობს, ცისფერდარაბებიანი სახლის
მეორე სართულზე.
კიბეზე რამდენიმე კაცის ფეხის ხმა და გადაჩურჩულება გა-
ისმა.
- გააღე, ლედიუკ.
ამჯერად ქალი იყო და ის ქუჩიდან არ მოსულა. ეს იყო მო-
ახლე, რომელიც კინაღამ მანიაკის მსხვერპლი გახდა. ის
უწინდებურად სასტუმროში მუშაობდა. მას გაუბედავად შე-
მოჰყვა შეცბუნებული კაცი.
- ჩემი საქმროა, გარაჟში მუშაობს. არ უნდოდა, აქ რომ
მოვსულიყავი.
- მობრძანდით... თქვენც... თქვენც, მოსიე... - შემოსას-
ვლელთან სასტუმროს მეპატრონე იდგა.
- მხოლოდ მინდოდა გამეგო, ჩემი მოახლე...
- შემობრძანდით, შემობრძანდით!.. რა გქვიათ?
- როზალი, მოსიე... მხოლოდ არ ვიცი, ჯილდოს შესახებ
როგორ იქნება... მე ხომ უკვე ყველაფერი ნაამბობი მაქვს,
რაც ვიცი, ხომ ასეა...
საქმრომ, ისე, რომ არავისთვის შეუხედავს, უკმაყოფი-
ლოდ ჩაიბუზღუნა: „ყველაფერი ტყუილია!“
- არა, ყველაფერი მართალია, არაფერი მომიგონია!..
- ის ამბავიც, იმ ტიპზე, ვითომ შენი ცოლად შერთვა რომ
უნდოდა, არც ეს მოგიგონია?! ან კიდევ, დედაჩემი ბოშებმა
მოიპარესო?..

48
ქალიშვილი წამოენთო, მაგრამ სრულიად არ შემცბარა.
ეს იყო ტანადი, ძვალმსხვილი გლეხის ქალი. რამდენიმე მოძ-
რაობა და თმა ისე გაეწეწა, თითქოს იჩხუბაო. ვარცხნილობის
გასასწორებლად რომ ასწია ხელები, ოფლით დასველებული
ქერაბალნიანი იღლიები გამოუჩნდა.
- ყველაფერი ისე მოვყევი, როგორც იყო... უკნიდან ვიღაც
დამესხა თავს და ვიგრძენი, როგორ მომიჭირა ხელი ნიკაპ-
ქვეშ... მაშინ მე მას მთელი ძალით ვუკბინე... გამახსენდა,
თითზე ოქროს ბეჭედიც ეკეთა...
- თუ დაინახეთ ის კაცი?
- მაშინვე ტყეში გაიქცა. ზურგს მოვკარი თვალი. ადგომა
მიჭირდა, რადგან...
- ესე იგი, რამე რომ იყოს, ვერ იცნობთ? თქვენ ხომ ზუსტად
ასე უთხარით გამომძიებელს?
როზალიმ არ უპასუხა, მაგრამ მის ჯიუტ სახეზე მუქარა აღ-
ბეჭდილიყო.
- ბეჭდის ცნობა შეგიძლიათ?
მეგრეს მზერა დამსწრეთა ხელიდან ხელზე გადადიოდა -
ლედიუკის ფუნთუშა თითები მასიური ბეჭდით, ექიმის თხელი
და გრძელი თითები უბრალო საქორწინო ბეჭდით; პროკუ-
რორს ძლიერ უფერული და ნაზი კანი ჰქონდა, ის ჯიბიდან
ცხვირსახოცს იღებდა.
- ბეჭედი ოქროსი იყო!
- ხომ არ ეჭვობთ ვინმეზე, ვინც შესაძლოა თავს დაგსხმო-
დათ?
- მოსიე, გარწმუნებთ, - ისევ რაღაცის თქმა უნდოდა აღელ-
ვებისგან ოფლში გახვითქულ საქმროს.

49
- თქვით, თქვით!
- ნამდვილად არ მინდა, უსიამოვნებას გადავეყარო. როზა-
ლი კარგი ქალიშვილია, გულღიად შემიძლია ამის თქმა, მაგ-
რამ ყოველღამე უცნაურ სიზმრებს ნახულობს, ხანდახან კი-
დეც მიამბობს; რამდენიმე დღის შემდეგ კი ეჩვენება, რომ
ყველაფერი ეს სინამდვილეში მოხდა, როგორც იმ რომანებ-
შია, რომლებსაც კითხულობს...
- ლედიუკ, გეთაყვა, დამიტენე ჩიბუხი!
მეგრე ფანჯრებქვეშ უკვე ათამდე კაცს ხედავდა. ისინი ხმა-
დაბლა ემუსაიფებოდნენ ერთმანეთს.
- აბა, როზალი, თქვენ ხომ მაინც ეჭვობთ რაღაცას?
ქალიშვილი დუმდა. მისი მზერა მხოლოდ წამით შეჩერდა
პროკურორზე და მეგრემ კიდევ ერთხელ დაინახა ღილებიანი
შავი ლაქის ფეხსაცმელი.
- მიეცი, ლედიუკ, ასი ფრანკი. მაპატიე, მდივნად რომ გაგ-
ხადე... თქვენ რას იტყვით, მოსიე, მოახლით კმაყოფილი
ბრძანდებით?
- როგორც მოახლესთან, არავითარი პრეტენზია არა
მაქვს.
- კარგი, შემოუშვით სხვები.
ოთახში სასამართლოს მდივანი შემოძვრა და ზურგით კე-
დელს მიეყრდნო.
- აჰ, თქვენა ხართ? დაბრძანდით...
ექიმმა ჯიბიდან საათი ამოიღო და ჩაიბუტბუტა:
- ცოტა დრო მაქვს...
- არა უშავს! დრო გეყოფათ...

50
მეგრემ ჩიბუხს მოუკიდა. კარი გაიღო და მეგრემ იქით გა-
იხედა. შემოვიდა კონკიძველაში გახვეული, აბურძგნული,
წირპლიანი ბიჭი.
- იმედია, არ შეუდგებით ამის... - ჩაიბუტბუტა პროკურორ-
მა.
- შემოდი, ბიჭი, შემოდი! როდის გქონდა ბოლო შეტევა?
- ერთი კვირაა, რაც საავადმყოფოდან გამოეწერა! - თქვა
ექიმმა.
ბიჭი უდავოდ ბნედიანი იყო. ასეთებს სოფლად აბდალას
ეძახიან.
- რისი თქმა გინდა?
- მე?..
- ჰო, შენ... თქვი...
მაგრამ ლაპარაკის მაგივრად, ბიჭი ატირდა, მერე კი გუ-
ლამომჯდარი აქვითქვითდა, ისტერიკას აღარაფერი უკლდა.
რაღაც გაურკვეველს ბურდღუნებდა.
- ყოველთვის მე მაბრალებენ... არაფერი გამიკეთებია!..
გეფიცებით!.. რატომ არ მაძლევენ ას ფრანკს, კოსტიუმი რომ
ვიყიდო?
- მიეცი ასი ფრანკი! - მიმართა მეგრემ ლედიუკს. - შემდე-
გი!
პროკურორი ნამდვილად გაღიზიანდა. პოლიციის კომი-
სარმა კი აგდებულად თქვა:
- მუნიციპალური პოლიცია ასეთივე მეთოდებით რომ მოქ-
მედებდეს, მაშინ, ალბათ, მუნიციპალიტეტის უახლოეს სხდო-
მაზე...

51
კუთხეში როზალი და მისი საქმრო ხმადაბლა კინკლაობ-
დნენ. სასტუმროს პატრონმა დერეფანში გაიხედა, რათა ყური
მიეგდო, რა ხდებოდა პირველ სართულზე.
- თქვენ მართლა იმედოვნებთ რაიმეს გარკვევას? - ამოი-
ოხრა დიურსომ.
- მე?.. არამც და არამც...
- მაშინ...
- მე თქვენ დაგპირდით, შეშლილი მოვა-მეთქი, შესაძლოა,
უკვე მოვიდა კიდეც.
კიდევ სამნი შემოვიდნენ: საგზაო დარაჯი, რომელმაც სამი
დღის წინ ნახა, ხეებს შორის როგორ მიიკვლევდა გზას რაღაც
აჩრდილი, და როდესაც ის მიუახლოვდა, გაიქცა.
- აჩრდილმა არაფერი დაგიშავათ?
- არა.
- და თქვენ ვერ იცანით, ვინ იყო? კარგი, ამას ორმოცდაა-
თი ფრანკიც ეყოფა!
ერთი მეგრეღა იყო უწინდებურად მხიარულ გუნებაზე. მო-
ედანზე უკვე კარგაძალ ხალხს მოეყარა თავი, ოცდაათამდე
იქნებოდნენ, ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და დროდადრო სასტუმ-
როს ფანჯრებისკენ იყურებოდნენ.
- აბა, შენ რაღას იტყვი?
ეს იყო შავ კოსტიუმში გამოწყობილი მრისხანე შესახე-
დაობის მოხუცი გლეხი.
- მე იმ ქალის მამა ვარ, პირველად რომელიც მოკლეს.
ჰოდა, იმის სათქმელად მოვედი, რომ თუ დავიჭირე ის ქვემ-
ძრომი...
ეს კაციც სულ პროკურორისკენ იხედებოდა.

52
- ვინმეზე ხომ არ ეჭვობთ?
- არა, არ ვეჭვობ! მაგრამ ხომ გაიგონეთ, რაც ვთქვი! ადა-
მიანს, რომელმაც ქალიშვილი დაკარგა, პასუხს ვერ მოს-
თხოვენ! ძებნა იქ არის საჭირო, სადაც უკვე მოხდა რაღაც-
რაღაცები... თქვენ აქაური არა ხართ... არ იცით... ყველა გეტ-
ყვით, აქ რა ამბებიც დატრიალებულა, მაგრამ ასავალ-დასა-
ვალი ვერ გაუგიათ...
ექიმი სწრაფად წამოდგა. პოლიციის კომისარი გვერდზე
იყურებოდა, აქაოდა, არაფერი მინდა გავიგონოო. პროკურო-
რი კი ადგილზე გაქვავებულიყო.
- გმადლობთ, ბერიკაცო.
- მე თქვენი არც ორმოცდაათი და არც ასი ფრანკი მჭირ-
დება. თუ როგორმე შემოივლით ჩემთან ფერმაში... ვისაც არ
უნდა ჰკითხოთ, ყველა მოგასწავლით...
არ უკითხავს, დავრჩე თუ არაო. მხრებჩამოყრილი, არავის
გამომშვიდობებია, ისე წავიდა.
მისი წასვლის შემდეგ დიდი ხნით ჩამოვარდა სიჩუმე, მეგ-
რე კი თავს ისე აჩვენებდა, ვითომ ძალიან დაკავებული იყო,
ჩაფერფლილ ჩიბუხს ტენიდა.
- ლედიუკ, მომაწოდე ასანთი.
ამ პაუზაში იყო რაღაც საზეიმო. თითქოს მოედანზე მყოფი
ადამიანებიც ცდილობდნენ არ ეხმაურათ. მხოლოდ ხრეშს
გაჰქონდა ხრაშუნი მოხუცი ფერმერის ფეხებქვეშ.
- გესმის, გთხოვ, გაჩუმდი!
ეს როზალის საქმრომ დაიჭირა თავისი თავი, რომ ხმამაღ-
ლა ლაპარაკობდა, ქალიშვილი კი, ლაპარაკს ვეღარ ბედავ-
და თუ ჩაყუჩდა, სივრცეში იყურებოდა.

53
- აბა, ბატონებო, - თქვა ბოლოს და ბოლოს მეგრემ და
ამოიოხრა, - მე მგონი, საქმე არც ისე ცუდად არის...
- დაკითხვები ადრეც ტარდებოდა, - შეეპასუხა კომისარი,
შლაპა აიღო და წამოდგა.
- დიახ, მხოლოდ ამჯერად შეშლილი აქ იმყოფება.
მეგრე არავის უყურებდა. ის ლაპარაკობდა და თვალები
თეთრი დალიანდაგებული საბნისთვის მიეშტერებინა.
- როგორ ფიქრობთ, ექიმო, შეტევების შემდეგ შეშლილს
ახსოვს, რაც ჩაიდინა?
- უდავოდ.
სასტუმროს პატრონი შუა ოთახში იდგა და ეს მას კიდევ
უფრო უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა, რადგან მზარეუ-
ლის თეთრი ხალათით ისედაც ყურადღებას იპყრობდა.
- ნახეთ, ლედიუკ, ხომ არ იცდის კიდევ ვინმე!
- მაპატიეთ, მაგრამ მე მეტი დრო არა მაქვს! - თქვა დოქ-
ტორმა რივომ და წამოდგა, - თერთმეტ საათზე მიღება მეწყე-
ბა. იქაც ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე...
- მეც თქვენთან ერთად მოვდივარ, - ჩაიბურტყუნა კომი-
სარმა.
- თქვენ, ბატონო პროკურორო? - ხმადაბლა ჰკითხა მეგ-
რემ.
- ეე... მე... დიახ... მე...
აი, უკვე რამდენიმე წუთია, რაც მეგრეს რაღაცით უკმაყო-
ფილება ეტყობოდა, მოუთმენლად იყურებოდა მოედნისკენ.
უცბად, როცა უკვე ყველა წამოდგა და წასასვლელად გაემ-
ზადნენ, მან ოდნავ წამოიწია ლოგინში და ჩაიბურტყუნა:

54
- ბოლოს და ბოლოს... ერთი წუთით, ბატონებო... ვფიქ-
რობ, ახლა ჩვენ რაღაც ახალს გავიგებთ...
და მან ხელი გაიშვირა ქალისაკენ, რომელიც სასტუმროს-
კენ გამორბოდა. ექიმმა ქალი თავისი ადგილიდან დაინახა
და გაოცებით წამოიძახა:
- ფრანსუაზა?!
- თქვენ მას იცნობთ?
- ჩემი ცოლისდაა... ალბათ, ავადმყოფმა დარეკა, ან რა-
ღაც უბედური შემთხვევაა...
კიბეზე ვიღაცამ ამოირბინა. ქალის ხმა გაისმა. კარი გა-
იღო და ოთახში აქოშინებული ახალგაზრდა ქალი შემოვიდა.
მან შეშინებულმა მიმოიხედა. „ჟაკ!.. კომისარო!.. ბატონო
პროკურორო!..“ ოცი წლისა იქნებოდა. აშოლტილი, ენერგი-
ული, ლამაზი. მაგრამ კაბა მტვერში ჰქონდა მოსვრილი,
კორსაჟი შემოხეული. ხელს სულ ყელზე იდებდა.
- მე... მე ვნახე ის... და... მან მე...
ყველა გაისუსა. ქალიშვილს ლაპარაკი უჭირდა. რივოსკენ
ორი ნაბიჯი გადადგა.
- ნახე!..
ქალიშვილმა დაკაწრული ყელი აჩვენა და განაგრძო მო-
ყოლა.
- იქ... ტყეში, ახალ წისქვილთან... ვსეირნობდი, როცა ვი-
ღაც კაცი...
- ხომ გეუბნებოდით, რაღაცას შევიტყობთ-მეთქი, - წარ-
მოთქვა კვლავ კარგ ხასიათზე დამდგარმა მეგრემ.
ლედიუკმა, რომელიც მეგრეს კარგად იცნობდა, გაოცებით
შეხედა.

55
- თქვენ ის დაინახეთ, არა? - განაგრძო მეგრემ.
- ოდნავ! არ ვიცი, როგორ გამოვექეცი... მე მგონი, ფესვს
წამოჰკრა ფეხი... ამით ვისარგებლე და დავარტყი.
- აღწერეთ, გთხოვთ!
- არ ვიცი... ვიღაც მაწანწალა იქნებოდა, რა თქმა უნდა...
გლეხივით აცვია, გრძელი გაშვერილი ყურები... არასდროს
მინახავს ადრე...
- გაიქცა?
- შეეშინდა, არ დაიყვიროსო, რადგან გზიდან მანქანის
ხმაური მოისმა... ის ტყეში გაიქცა...
ქალიშვილი თანდათან დამშვიდდა, სუნთქვა თანაბარი გა-
უხდა, ცალი ხელი ისევ ყელზე ჰქონდა მიდებული, მეორე კი -
მკერდზე.
- ძალიან შევშინდი... მანქანის ხმაური რომ არა... მთელი
გზა მოვრბოდი...
- მაპატიეთ! თქვენი ვილიდან ხომ არც ისე შორს იყავით?
- დიახ, მაგრამ იქ ჩემი დის გარდა არავინაა.
- ეს ფერმიდან მარცხნივ არის? - იკითხა პოლიციის კომი-
სარმა.
- იქვე, ძველ კარიერს როგორც კი გასცდებით.
კომისარი პროკურორს მიუბრუნდა:
- მე ტყეს გავჩხრეკ... იქნებ კიდევ მოვასწროთ?
ექიმი რივო რაღაც ვერ იყო გუნებაზე. წარბშეჭმუხნილი
უყურებდა ცოლისდას, რომელიც მაგიდას დაყრდნობოდა და
თანაბრად სუნთქავდა.
ლედიუკმა თვალებით მოძებნა მეგრე და როდესაც მისი
მზერა დაიჭირა, ირონია არ დაუფარავს:

56
„ყოველივე ეს, - ამბობდა მისი გამომეტყველება, - ალბათ
იმის დამამტკიცებელია, რომ, ყოველ შემთხვევაში, ახლა აქ
შეშლილი არ იმყოფება“.
კიბე რომ ჩაათავა, პოლიციის კომისარმა მარჯვნივ, მერი-
ისკენ გაუხვია, სადაც მისი კაბინეტი მდებარეობდა. პროკუ-
რორი დინჯად ფერთხავდა მტვერს შლაპიდან.
- მადმუაზელ, როგორც კი მოსამართლე სენტიდან დაბ-
რუნდება, გთხოვთ მობრძანდეთ მასთან კაბინეტში, რათა შე-
ავსოთ თქვენი ჩვენებები და ხელი მოაწეროთ ოქმს.
მან მეგრეს მშრალად ჩამოართვა ხელი.
- ვიმედოვნებ, აღარ გჭირდებით?
- რა თქმა უნდა! მართალი გითხრათ, არც მეგონა, თუ მობ-
რძანდებოდით...
მეგრემ ლედიუკს ანიშნა, და ისიც მიუხვდა, რომ ყველა უნ-
და მიებრძანებინა... როზალი და მისი საქმრო ისევ დავობ-
დნენ.
როდესაც ლედიუკი მეგრეს საწოლს ღიმილით მიუახლოვ-
და, გააოცა მეგობრის შეშფოთებული სახის დანახვამ.
- რა?
- არაფერი!
- რა, არ გამოვიდა?
- გამოვიდა, და მეტისმეტად კარგადაც გამოვიდა! მოდი
რა, დამიტენე ჩიბუხი, სანამ ჩემი ცოლი არ არის...
- შენი აზრით, შეშლილი დღეს უნდა მოსულიყო?
- რა თქმა უნდა!
- და მაინც...

57
- ნუ დაიჟინებ ხოლმე. იცი, რა, ყველაზე საშინელება ისაა,
თუ კიდევ იქნება ერთი გვამი, რადგან ამჯერად...
- რა?
- ტყუილად ცდილობ გაგებას. კარგი! აი, ჩემი ცოლიც გა-
მოჩნდა მოედანზე. ახლა იტყვის, რომ ძალიან ბევრს ვეწევი
და თუთუნს დამიმალავს. აბა, ერთი ამოდევი ბალიშის ქვეშ...
მეგრეს დასცხა. იქნებ, იმიტომ, რომ სისხლი ააწვა თავში?
- შეგიძლია წახვიდე!.. ტელეფონი ჩემ გვერდით დატოვე...
- სასტუმროში ვაპირებ სადილობას. დღეს იხვი აქვთ. სა-
დილის შემდეგ დასამშვიდობებლად შემოგივლით.
- როგორც გინდა!.. მართლა, ის გოგო... აი, ის, რომლის
შესახებაც მელაპარაკებოდი... თქვენ დიდი ხანია არ... დიდი
ხანია, რაც არ გინახავს?..
ლედიუკი წამოხტა, ყურადღებით შეხედა მეგრეს, ჩაიბუზ-
ღუნა:
- ეს უკვე მეტისმეტია!
და ისე გავიდა, ჭილის შლაპაც კი დაავიწყდა, რომელიც
მაგიდაზე იდო.

V
ლაქის ფეხსაცმელი

- დიახ, ქალბატონო... სასტუმრო „ინგლისში“... რა თქმა


უნდა, თუ ამის სურვილი არა გაქვთ, შეგიძლიათ, არ მოხვი-
დეთ.

58
ლედიუკი ის-ის იყო გავიდა. ქალბატონი მეგრე კიბეზე
ამოდიოდა. ექიმი, მისი ცოლისდა და პროკურორი მოედანზე,
რივოს მანქანასთან შეჩერდნენ.
მეგრემ ქალბატონ რივოს დაურეკა, რომელიც, ალბათ,
მარტო იყო სახლში. სთხოვა მოსულიყო სასტუმროში და არც
გაჰკვირვებია, როცა ყურმილში აღელვებული ხმა გაიგონა.
ქალბატონი მეგრე უკვე ოთახში იყო და შლაპას იხდიდა;
მან ამ საუბრის ბოლოს მოუსწრო.
- მართალია, კიდევ ვიღაცას დაესხნენო თავს?.. გზაში
ხალხი შემხვდა, ახალი წისქვილისკენ გარბოდნენ...
მეგრე ისე ჩაძირულიყო ფიქრებში, რომ არ უპასუხა. ის აკ-
ვირდებოდა, რა თანდათან იცვლებოდა ცხოვრების რიტმი.
ახალი ამბავი ელვის უსწრაფესად ვრცელდებოდა. უფრო
და უფრო ბევრი ხალხი გროვდებოდა გზასთან, მოედნიდან
მარცხნივ რომ მიდიოდა.
„იქ, ალბათ, გადასასვლელია!..“ - თავისთვის ჩაილაპარა-
კა მეგრემ, რომელიც უკვე ერკვეოდა ქალაქის გეგმაში.
- დიახ!.. ეს ერთი შეხედვით ქალაქის გრძელი ქუჩაა, სოფ-
ლის შარაგზით კი მთავრდება. ახალი წისქვილი მეორე მო-
სახვევს იქით იქნება, თუმცა, სადღაა წისქვილი, მის ადგილას
თეთრი ქვის კედლებით ამოშენებული დიდი ფერმაა. როცა
გვერდით ჩავიარე, ხარებს აბამდნენ უღელში, ეზო კი მრა-
ვალნაირი ფრინველით იყო სავსე, მათ შორის შესანიშნავი
ინდაურებიც ერია...
მეგრე ისე უსმენდა, თითქოს ბრმა არისო, რომელსაც ირ-
გვლივ ყველაფერს აღუწერენ ხოლმე.
- დიდი ნაკვეთია?

59
- აქ ძველებურად ითვლიან, ჟურნალებით (ერთი ჟურნალი
- მიწის ნაკვეთი, რომლის მოსახნავად გლეხს ერთი შრომად-
ღე სჭირდება). მითხრეს, ორასი ჟურნალიაო, მაგრამ არ ვი-
ცი, ეს რამდენია. ყოველ შემთხვევაში, ფერმა მთავრდება თუ
არა, იწყება ტყე. იმის იქით პერიგიომდე დიდი გზა მიდის.
ჟანდარმები ალბათ უკვე იქ არიან, ბერჟერაკიდან ჩამო-
სულ რამდენიმე პოლიციელთან ერთად. მეგრემ წარმოიდგი-
ნა, როგორ დადიან ისინი წინ და უკან, მაღალ ნაბიჯებს დგა-
მენ. ბუჩქებში იქექებიან, თითქოს კურდღლები მოიმწყვდი-
ესო; გზაზე ხალხი ჯგუფ-ჯგუფად დგას, ხეებზე ბიჭები შემომ-
სხდარან...
- ახლა კი დამტოვე. იქ დაბრუნდი, კარგი?
ცოლი არ შეპასუხებია. სასტუმროდან გამოსვლისას ის
ახალგაზრდა ქალს შეეჩეხა და გაოცებით შემობრუნდა, შე-
საძლოა, ცოტა ნაწყენიც კი.
ეს გახლდათ ქალბატონი რივო.
- გთხოვთ, დაბრძანდით, ბოდიშს გიხდით, ასეთი წვრილ-
მანის გამო რომ შეგაწუხეთ, მით უმეტეს, არც კი ვიცი, რა შე-
გეკითხოთ! ისეთი ჩახლართული საქმეა...
მეგრე თვალს არ აშორებდა და ქალი თითქოს მოინუსხა
ამ შეხედვით.
მეგრე გაოცებული იყო, მაგრამ არ დაბნეულა. ბუნდოვნად
გრძნობდა, მადამ რივო რომ არ მოეწონებოდა. ახლა კი დარ-
წმუნდა, რომ ეს ქალი უფრო ნაკლებად მიმზიდველი იყო,
ვიდრე ეგონა.
მისი და, ფრანსუაზა, კოხტა, ელეგანტური იყო, არაფერი
ჰქონდა პროვინციალური.

60
მადამ რივო კი ნაკლებ მიმზიდველი გახლდათ, ლამაზი
არც ეთქმოდა. ოცდახუთი-ოცდაათი წლისა იქნებოდა, საშუა-
ლო სიმაღლის, ტანსრული. კაბა რომელიმე ადგილობრივი
მკერავის შეკერილი ეცვა, კარგი ოსტატის ნახელავიც რომ
ყოფილიყო, თვითონ ქალბატონი რივო ვერ ატარებდა შნოი-
ანად.
ყველაზე მეტად მისი თვალები გაგაოცებდათ - მშფოთვა-
რე, მოუსვენარი; მშფოთვარე და ამავე დროს მორჩილი. აი,
ის მეგრეს უყურებს. ყველაფერზე ეტყობა, რაღაცის ეშინია,
მაგრამ თავის დასაცავად რაიმე რომ იღონოს, არ ძალუძს,
გეგონება, რაღაც ელდის მოლოდინშიაო.
ნამდვილი მეშჩანია. ყველაფერი ისე აქვს, როგორც წესი
და რიგია, კომ-ილ-ფო! ხელში ცხვირსახოცს ატრიალებს, რი-
თაც, რომ დასჭირდეს, ცრემლს შეიშრობს!
- მადამ, დიდი ხანია გათხოვილი ხართ?
ქალმა უცბად არ უპასუხა. ეს კითხვა აშინებდა. მას ყველა-
ფერი აშინებდა!
- ხუთი წელია, - არაფრის გამომხატველი სახით ჩაიჩურჩუ-
ლა მან.
- მანამდე ბერჟერაკში ცხოვრობდით?
და ახლაც, ვიდრე უპასუხებდა, ის დიდხანს უყურებდა მეგ-
რეს.
- ალჟირში ვცხოვრობდი, დასა და დედასთან ერთად.
მეგრემ ძლივს გაბედა საუბრის გაგრძელება, რადგან
გრძნობდა, პატარა რამესაც შეეძლო მისი აფორიაქება.
- ექიმი რივოც ალჟირში ცხოვრობდა?
- ის იქ ორი წელი მუშაობდა საავადმყოფოში.

61
კომისარი ქალის ხელებს დააცქერდა. ეჩვენებოდა, რომ
ეს ხელები არ შეეფერებოდა მის მდიდრულ ტანსაცმელს;
მათთვის შრომა არ გახლდათ უცხო. მაგრამ მას უჭირდა ამ
თემაზე საუბრის გადატანა.
- დედათქვენი...
მეგრემ ვერ დაასრულა, რადგან ქალბატონი რივო, რომე-
ლიც პირით ფანჯრისკენ იჯდა, უცბად შეშინებული წამოდგა,
იმწუთას გარედან მანქანის კარის ჯახუნი გაისმა.
ეს იყო ექიმი რივო, მანქანიდან გადმოვიდა, კიბე ამოირ-
ბინა და ძალუმად დააკაკუნა.
- თქვენა ხართ?
- არ მესმის... თქვენ რა, ჩემი ცოლი გჭირდებათ?.. ასეთ
შემთხვევაში შეგეძლოთ...
ქალბატონმა რივომ თავი დახარა. მეგრე ექიმს გაოცებუ-
ლი ადევნებდა თვალს.
- რატომ ბრაზობთ, ექიმო? ქალბატონი რივოს გაცნობა
მომინდა, მე კი, საუბედუროდ, თვითონ არ შემიძლია მოძრა-
ობა.
- დაამთავრეთ დაკითხვა?
- დაკითხვა კი არა, გულითადი საუბარი. თქვენ რომ შე-
მობრძანდით, ალჟირზე ვსაუბრობდით. მოგწონთ ეს ქვეყანა?
მეგრეს სიმშვიდე მხოლოდ მოჩვენებითი იყო. სანამ სიტ-
ყვებს გაბმულად წარმოთქვამდა, მისი ტვინი დაძაბულად მუ-
შაობდა. მის წინ ორი ადამიანი იდგა: ტირილის პირზე მიმ-
დგარი ქალბატონი რივო და მისი ქმარი, რომელიც ირგვლივ
ისე ათვალიერებდა ყველაფერს, თითქოს რაც აქ მოხდა, იმის
ნაკვალევს ეძებსო... მეგრეს სურდა ამაში გარკვეულიყო.

62
აქ რაღაც იმალებოდა. რაღაც ისე არ იყო.
მაგრამ რა?
პროკურორთანაც ვერ იყო რიგზე ყველაფერი. მაგრამ ყო-
ველივე ამას მეგრე ძალიან ბუნდოვნად გრძნობდა, გაურ-
კვევლად.
- მითხარით, ექიმო, თქვენ ქალბატონი რივო მაშინ გაიცა-
ნით, როცა თქვენი პაციენტი იყო?
- ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ ამას არავითარი მნიშვნე-
ლობა არა აქვს. თქვენის ნებართვით, ცოლს სახლში გავაცი-
ლებ და...
- რა თქმა უნდა... რა თქმა უნდა...
- რაზე ამბობთ?
- ო, არაფერი! მაპატიეთ, ვერ შევამჩნიე, რომ ხმამაღლა
ვლაპარაკობ... იცით, ექიმო, ეს უცნაური ამბავია! უცნაური
და საშინელი! რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო საშინე-
ლი მეჩვენება. თქვენი ცოლისდა კი, პირიქით, მაშინ ძალიან
მალე დამშვიდდა. ძლიერი ქალია!
მეგრემ დაინახა, როგორ გაშეშდა რივო საუბრის გაგრძე-
ლების მოლოდინში. ხომ არ ეგონა, რომ მეგრემ გაცილებით
მეტი იცოდა, ვიდრე ამბობდა?
კომისარს ეჩვენებოდა, რომ ძიება უკვე იწყებდა წინ წაწე-
ვას, როცა უცბად ყველაფერი ჩაიფუშა, ყველა ვერსია; ამაო
გამოდგა ცხოვრება სასტუმროში, ქალაქში.
და ეს დაიწყო ველოსიპედიანი ჟანდარმის ჩამოსვლით,
რომელმაც მოედანი გადაჭრა, გაიარა კვარტალი და პროკუ-
რორის სახლისკენ გაემართა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
მეგრემ ყურმილი აიღო.

63
- ალო, საავადმყოფოდან ვრეკავთ, ექიმი რივო ისევ
თქვენთან არის?
რივო ნერვიულად მივარდა ტელეფონს, გაოცებულმა მო-
ისმინა, რასაც ეუბნებოდნენ და ყურმილი დადო. ისეთი
აღელვებული იყო, რომ რამდენიმე ხანს ჩუმად იდგა, ერთ
წერტილს მიშტერებოდა.
- ის იპოვეს! - როგორც იქნა, თქვა მან.
- ვინ?
- ის კაცი... ყოველ შემთხვევაში, იპოვეს მისი გვამი... ტყე-
ში, ახალ წისქვილთან...
ქალბატონ რივოს ყველაფერი გაეგო, ხან მეგრეს შეჰყუ-
რებდა, ხან ქმარს.
- მთხოვეს, გვამი გავკვეთო... მაგრამ...
მას რაღაც აზრმა გაუელვა თავში და გაოცებულმა ახლა
თვითონ შეხედა მეგრეს.
- როდესაც თავს დაგესხნენ ტყეში... თქვენ საპასუხოდ...
ერთხელ მაინც გაისროლეთ რევოლვერიდან?..
- არა, მე არ მისროლია...
და ექიმს სხვა აზრმა გაუელვა, მან ნერვიულად მოისვა სა-
ხეზე ხელი.
- ის რამდენიმე დღის მკვდარია... მაგრამ, მაშინ ფრანსუ-
აზას, ამ დილით... როგორღა... წამოდი...
მან წაიყვანა ცოლი, მორჩილად რომ მიჰყვებოდა, და ცო-
ტა ხნის შემდეგ მანქანაში ჩასვა. პროკურორმა, ეტყობა, მან-
ქანა ტელეფონით გამოიძახა, რადგან მისი სახლის პირდა-
პირ ტაქსი გაჩერდა. ჟანდარმი კი ამ დროს ველოსიპედით უკ-
ვე მოდიოდა მისი სახლიდან. ახლა აქ უკვე დილანდელივით

64
მხოლოდ ცნობისმოყვარეობა როდი მეფობდა. ეს იყო ნამ-
დვილი ციებ-ცხელება, მთელი ქალაქი რომ მოიცვა.
მალე ყველანი, მათ შორის სასტუმროს მეპატრონეც, ახა-
ლი წისქვილისკენ გაეშურნენ. მხოლოდ მეგრე დარჩა ლო-
გინში; დაძაბულს ზურგი გაემართა და მზისგან გახურებულ
მოედანს გულდამძიმებული მიშტერებოდა.
- რა დაგემართა?
- არაფერი.
ახლახან დაბრუნებული ქალბატონი მეგრე მხოლოდ
ქმრის პროფილს ხედავდა, იგრძნო, რომ რაღაც ისე არ იყო,
მისი ქმარი მეტისმეტად დაღვრემილი იყურებოდა ფანჯარა-
ში. მაგრამ ქალი მალე მიხვდა, რაც ხდებოდა, საწოლის ნა-
პირზე ჩამოუჯდა მეგრეს, მექანიკურად აიღო ჩიბუხი და მისი
დატენა დაიწყო.
- ნუ ღელავ... ვეცდები, ყველაფერი დაწვრილებით გიამ-
ბო. იქ ვიყავი, როცა ის კაცი იპოვეს და ჟანდარმებმა ნება
დამრთეს, მივსულიყავი და მენახა.
მეგრე კვლავ ფანჯარაში იცქირებოდა, მაგრამ სანამ ცო-
ლი უყვებოდა, მის წინ სხვა სახეები ცოცხლდებოდა.
- იმ ადგილას ტყეში დაღმართი იწყება... გზის ორსავე მხა-
რეს მუხებია აღმართული... შემდეგ ნაძვნარია... უსაქმურები
მანქანებით ამოვიდნენ, მანქანები ტყის ნაპირას დატოვეს.
მეზობელი სოფლის ჟანდარმებმა ტყეს ირგვლივ შემოუარეს,
რათა დამნაშავე ალყაში მოექციათ... ადგილობრივები კი
ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ, მათთან ერთად იყო მოხუცი ფერ-
მერიც, რევოლვერით ხელში... ვერ გაუბედეს რაიმეს თქმა...
ვფიქრობ, ის აუცილებლად ესროდა მკვლელს.

65
მეგრემ წარმოიდგინა ტყე, ფიჭვის წიწვებით დაფარული
მიწა, მზის ჩრდილები, ჟანდარმთა ფორმა.
- ერთმა ბიჭუნამ, რომელიც სხვებთან ერთად მირბოდა,
დაიყვირა, თან ხის ქვეშ რაღაცაზე მიუთითებდა.
- ლაქის ყელიანი ფეხსაცმელი ეცვა?
- დიახ! და ნაცრისფერი შინნაქსოვი შალის წინდები. მე ყუ-
რადღებით ვათვალიერებდი, რადგან გამახსენდა...
- რამდენი წლის არის?
- ორმოცდაათის იქნება. ზუსტად არ იციან... პირქვე იწვა...
როცა გადმოაბრუნეს, პირი ვიბრუნე... ხომ წარმოგიდგენია,
როგორც გამოიყურებოდა! ის, ალბათ, იქ კვირაზე მეტხანს
ეგდო... დაველოდე, სანამ სახეზე გადააფარებდნენ... გავიგე,
ვერავის უცვნია... აქაური არ არის...
- ჭრილობა აქვს?
- უზარმაზარი ხვრელი საფეთქელთან... ეტყობა, როცა და-
ეცა, აგონიაში მყოფი მიწას ჭამდა...
- რას აკეთებენ ამჟამად?
მთელი ამ არემარიდან ყველამ იქ მოიყარა თავი. ტყეში
არავის უშვებენ... მე მაშინ წამოვედი, როცა ისინი პროკურო-
რისა და ექიმ რივოს მოლოდინში იყვნენ... გვამს საავადმყო-
ფოში წაიღებენ გასაკვეთად...
მოედანზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა, აქაურობა ასეთი ცა-
რიელი არასოდეს ყოფილა. მხოლოდ პატარა, მოყავისფრო-
მოყვითალო ფერის ძაღლი თბებოდა მზეზე.
საათმა, ბოლოს და ბოლოს, ნელა დარეკა თორმეტჯერ.
მეზობელ ქუჩაზე სტამბიდან მუშები გამოვიდნენ. ქალებიც და

66
კაცებიც, უმეტესობა ველოსიპედებით, ახალი წისქვილისაკენ
გაექანნენ.
- რა აცვია?
- უბრალოდ შეკერილი შავი პალტო... ძნელია თქვა, რო-
გორ ეცვა, ის ხომ ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ... - ქალბა-
ტონ მეგრეს ამის გახსენებაზე გული ერეოდა, მაგრამ ქმარს
მაინც შესთავაზა:
- თუ გინდა, ისევ დავბრუნდები იქ...
მეგრე მარტო დარჩა. დაინახა დაბრუნებული სასტუმროს
მეპატრონე, რომელმაც ქუჩიდან ამოსძახა:
- გაიგეთ?.. მე კი, წარმოიდგინეთ, კლიენტებს კიდევ სადი-
ლი უნდა მივართვა!..
და კვლავ სიჩუმე, მოწმენდილი ცა, მზის სხივების ყვითელ
ფერებში მოქცეული მოედანი, უკაცრიელი სახლები.
მხოლოდ ერთი საათის შემდეგ მეზობელ ქუჩაზე მოისმა
მიმავალი ბრბოს ხმაური: საავადმყოფოში მოკლულის გვამს
მოასვენებდნენ, დანარჩენები კი მოჰყვებოდნენ.
შემდეგ სასტუმრო ხალხით აივსო: მოედანი გამოცოც-
ხლდა. პირველ სართულზე ჭიქების წკარუნი გაისმა. კარზე
მორიდებულად დააკაკუნეს და ოთახში ლედიუკი შემოვიდა.
- შეიძლება შემოვიდე?
საწოლთან დაჯდა, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, ჩიბუხს
მოუკიდა.
- აი, ასე... - ამოიოხრა მან.
როდესაც მეგრე მისკენ მობრუნდა, ლედიუკი გააოცა მე-
გობრის სახეზე აღბეჭდილმა ღიმილმა, კიდევ უფრო გააოცა
მისმა სიტყვებმა:

67
- აბა, რას იტყვი, კმაყოფილი ხარ?
- მაგრამ...
- ყველა კმაყოფილია! ექიმიც! პროკურორიც! კომისარიც!
ერთი სიტყვით, ყველა აღფრთოვანებულია იმით, თუ რა კარ-
გად გააცურეს საზიზღარი პარიზელი პოლიციელი! ეს პოლი-
ციელი ყველაფერს მიედ-მოედო! თავი ყოვლისმცოდნე ეგო-
ნა! ისე იქცეოდა, რომ კინაღამ დაუჯერეს კიდეც! ვიღაც-ვიღა-
ცებს კიდეც შეეშინდათ...
- მერწმუნე, რომ შენ...
- რომ შევცდი?
- კაცი ხომ იპოვეს! გარეგნულად იმას ჰგავს, შენ რომ აღ-
წერე. მე ის ვნახე. შუახნის იქნება. ღარიბულად აცვია, მაგრამ
პრეტენზიულად. რამდენადაც ახლა შეიძლება ამის დადგენა,
ტყვია საფეთქელში მოხვდა, თითქმის მიბჯენით...
- მერე, მერე!
- ბატონი დიურსო პოლიციის აზრს იზიარებს, რომ მან თა-
ვი ერთი კვირის წინ მოიკლა, შესაძლოა, მაშინვე, შენ რომ
გესროლა.
- იარაღი მის გვერდით ეგდო?
- საქმეც მაგაშია! მის გვერდით კი არა, პალტოს ჯიბეში
უნახეს. ერთი ვაზნა აკლდა...
- ჩემი რევოლვერი, ეშმაკმა დალახვროს!
- სწორედ ამის დადგენას ლამობენ... თუ თავი მოიკლა,
საქმე იოლდება... იგრძნო, ჩიხში რომ მოიმწყვდიეს, აგერ-
აგერ დაიჭერდნენ, და მანაც...
- მაგრამ თუ ეს არ იყო თვითმკვლელობა, მაშინ?

68
- არის მეტად დამაჯერებელი რამდენიმე ვერსია. შესაძ-
ლოა, რომელიმე გლეხმა ღამით, ის გიჟი რომ თავს დაესხა,
ესროლა... შემდეგ შეეშინდა, ამას დიდი აურზაური მოჰყვე-
ბაო, ასეთი მოქმედება საერთოდ გლეხის ფსიქოლოგიას შე-
ეფერება...
- კი მაგრამ, ექიმის ცოლისდას როგორღა დაესხა თავს?
- ამაზედაც ითქვა. უნდა ვიფიქროთ, რომ ვიღაცამ უგერგი-
ლოდ იხუმრა, თავდასხმა გაითამაშა...
- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდათ წერტილი დაუსვან
ამ საქმეს? - თქვა მეგრემ, ამოიოხრა და ჩიბუხიდან ბოლი გა-
მოუშვა. ბოლი გარშემო შარავანდივით იშლებოდა.
- არც მთლად მასეა! და მაინც, ალბათ, აზრი არა აქვს ამ
საქმის გაჭიანურებას, თუ...
მეგრეს ართობდა ლედიუკის დაბნეულობა.
- მატარებლის ბილეთი! - თქვა მან. - გასარკვევია, უცნო-
ბის ჯიბიდან როგორ გაჩნდა სასტუმრო „ინგლისის“ დერე-
ფანში...
ლედიუკი დაძაბულად უყურებდა მუქ წითელ ხალიჩას. უც-
ბად მან გაბედა და თქვა:
- გინდა, კეთილი რჩევა მოგცე?
- ყველაფერი ისე დავტოვო, როგორც არის! ჩქარა გამოვ-
ჯანმრთელდე და ბერჟერაკიდან გავემგზავრო?!
- რამდენიმე დღე რიბოდიერში გაატარე, როგორც შევ-
თანხმდით. მე ვესაუბრე ექიმს ამის თაობაზე და მითხრა, რომ
ახლაც შეიძლება შენი ფრთხილად გადაყვანა...
- პროკურორმა რაღა თქვა?
- არ მესმის.

69
- მანაც, ალბათ, თავისი სიტყვა თქვა. განა მან არ შეგახსე-
ნა, რომ მე არავითარი ოფიციალური უფლება არა მაქვს მივ-
დიო ამ საქმეს, მხოლოდ როგორც დაზარალებულს შემიძ-
ლია მქონდეს ამ საქმესთან კავშირი?
საწყალი ლედიუკი! უნდოდა ყველასთვის ესიამოვნებინა!
მეგრე კი ისეთი დაუნდობელი იყო!
და, მოიკრიბა რა მთელი თავისი ვაჟკაცობა, ლედიუკმა
თქვა:
- ყური მიგდე! პირდაპირ გეტყვი, მიკიბ-მოკიბვას არ და-
ვიწყებ! ახლა, განსაკუთრებით შენ მიერ ჩატარებული დი-
ლანდელი კომედიის შემდეგ, შენზე აქ ცუდი აზრი შეექმნათ.
პროკურორი ხუთშაბათობით პოლიციის პრეფექტთან ერთად
სადილობს ხოლმე და მან ახლახან მითხრა, რომ ეცდება, შენ
პარიზიდან სპეციალური მითითება მოგცენ. და აი, უპირვე-
ლესად რა გედება ბრალად: რომ შენ ამ ჯილდოს, ას-ას
ფრანკს, არიგებდი... ამბობენ, რომ...
- ვაქეზებ სხვადასხვა ჯურის ნაძირალებს, ილაპარაკონ,
რაც მოესურვებათ?
- შენ რა იცი?
- ...ვისმენ ყველანაირ ცილისწამებას და არაჯანსაღ გარე-
მოს ვქმნი...
ლედიუკი დუმდა, არაფერი ჰქონდა სათქმელი. სწორედ
ასევე ფიქრობდა ისიც. გავიდა რამდენიმე წუთი, ვიდრე რა-
მეს იტყოდა.
- ნაღდი კვალი მაინც გქონდეს!.. ასეთ შემთხვევაში, უნდა
გამოვტყდე, სხვაგვარად ვიფიქრებდი და...

70
- არავითარი კვალი არა მაქვს!.. უფრო სწორად, ოთხი თუ
ხუთი მაქვს. ამ დილით ვიმედოვნებდი, რომ, უკიდურეს შემ-
თხვევაში, ორი მაინც მიმიყვანდა რაღაცამდე. ჰოდა, არაფე-
რიც არ გამოვიდა! ყველაფერი ბუშტივით გასკდა!
- აი, ხომ ხედავ... ყური მიგდე! შენ კიდევ ერთი შეცდომა
დაუშვი, ალბათ, ყველაზე სერიოზულიც, რადგან ამ შეცდო-
მის გამო მტერი გაიჩინე. შენ ექიმის ცოლს დაურეკე!.. ის კი
ისეთი ეჭვიანია, ცოტა ვინმე თუ დაიტრაბახებს, მისი ცოლი
ვნახეო!.. ცოლს თითქმის არ უშვებს სახლიდან...
- ამავე დროს ის ფრანსუაზას საყვარელიც არის?! აქედან
გამომდინარე, უნდა ეჭვიანობდეს ფრანსუაზაზე და არა ცოლ-
ზე?
- ეს მე არ მეხება. ფრანსუაზა სავსებით დამოუკიდებელია,
ის მარტოც დააქროლებს ხოლმე მანქანას. რაც შეეხება კა-
ნონიერ ცოლს... მოკლედ, გავიგონე, რივომ რომ უთხრა
პროკურორს, ისე თავხედურად მოიქცა, სასტუმროში რომ მი-
ვალ, დედას ვუტირებო.
- ოჰო! ეს უკვე რაღაცაა!
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ დღეში სამჯერ მიხვევს ჭრილობას! - მეგრემ
ძალდატანებით და ხმამაღლა გაიცინა. ის სულელურ მდგო-
მარეობაში ჩავარდნილი კაცივით იცინოდა, რომელიც თავი-
სას მაინც არ იშლის, რადგან უკან დახევა გვიანია, და არც ის
იცის, როგორ დაიღწიოს თავი ამ მდგომარეობიდან.
- სადილად რჩები? მახსოვს, რაღაცას ამბობდი იხვზე...
და კვლავ გაეცინა! მღელვარე თამაში ელის! ბევრის გაკე-
თება მოუწევს - ტყეში, საავადმყოფოში, ფერმაში - „ახალი

71
წისქვილი“, ექიმის სახლში, პროკურორის სახლში, ყველგან
რომ წითელი შტორებია ჩამოფარებული. შეჭამს შემწვარ
იხვს და თირკმელა სოკოს! საქმე ექნება მთელ ქალაქთან,
თვალითაც რომ არ უნახავს!
ის კი ფანჯარასთან მდგარ საწოლზეა მიჯაჭვული და მცირე
მოძრაობაზეც კი ლამისაა ტკივილისგან შეჰყვიროს! ჩიბუხს
უტენიან, რადგან მარცხენა ხელს ვერ ამოძრავებს, ცოლი კი
ამით სარგებლობს, და ნაკლებს აწევინებს!
- გადმოხვალ ჩემთან?
- როგორც კი ამ საქმეს მოვრჩები.
- კი მაგრამ, შეშლილი ხომ აღარ არსებობს!
- ეს კიდევ საკითხავია! წადი, ისადილე! თუ შეგეკითხონ,
რას აპირებსო, უთხარი, არაფერი ვიცი-თქო! ახლა კი - საქ-
მეს მივხედოთ!
მეგრემ ეს ისე თქვა, თითქოს რაღაც მძიმე ფიზიკური სამუ-
შაო უნდა შეასრულოსო, მაგალითად, პურისთვის ცომი მოზი-
ლოს ან ნიჩბით ტონობით მიწა გადაყაროსო.
მას მართლაც უნდა გადაეყარა ბევრი რამ: რაღაცის ჩახ-
ლართული, აწეწილ-დაწეწილი გროვა.
მაგრამ ყოველივე ეს არამატერიალურ ცნებას განეკუთ-
ვნებოდა: მის წარმოსახვაში გაელვებული, მეტ-ნაკლებად
ბუნდოვანი სახეები, პროკურორის გაღიზიანებული და ქედ-
მაღლური სახე, ექიმის აღელვებული სახე, უმწეო და შეშფო-
თებული სახე მისი ცოლისა, რომელსაც მკურნალობდნენ
(რას?) ალჟირის საავადმყოფოში, ნერვიული და გაბედული
ფრანსუაზა... და როზალი, რომელიც, მისი საქმროს სავალა-
ლოდ, ღამღამობით მშფოთვარე სიზმრებს ხედავს - მართლა,

72
ისინი რა, უკვე ერთად წვანან? კიდევ ის გადაკრული სიტყვა
პროკურორზე - რაღაც ამბავი, რომელიც მიაფუჩეჩეს? უცნო-
ბი, მატარებლიდან მხოლოდ იმიტომ რომ გადმოხტა, რათა
მეგრესთვის ესროლა და მომკვდარიყო! ლედიუკი და მზა-
რეული ქალის დისშვილი - რა საშიშია! სასტუმროს მფლობე-
ლი კი, რომელმაც სამი ცოლის გამოცვლა მოასწრო, ოცის
მოკვლასაც გაბედავდა!
- რატომ ფრანსუაზა?..
- რატომ ექიმი?..
- რატომ ეს ფრთხილი ლედიუკი?..
- რატომ? რატომ? რატომ?
რიბოდიერში გაგზავნით კი მეგრეს თავიდან მოცილება
სურთ?
მან კვლავ გაიცინა კმაყოფილი კაცის სიცილით. როდესაც
თხუთმეტი წუთის შემდეგ ცოლი დაბრუნდა, მას უკვე ღრმად
ეძინა.

VI
ლომვეშაპი

მეგრეს მტანჯველი სიზმარი ესიზმრა. ვითომ ზღვის ნაპირ-


ზე იყო. საშინლად ცხელოდა და მიქცევისას გაშიშვლებული
ქვიშა მწიფე თავთავისფერი იყო. წყალს ქვიშა ჭარბობდა.
ზღვას სადღაც, ძალიან შორს დაეხია უკან. თითქმის ჰორი-

73
ზონტამდე მხოლოდ ალაგ-ალაგ მოჩანდა ქვიშაში პატარა გუ-
ბეები.
მეგრე კი ლომვეშაპი იყო? მთლად არა! მაგრამ არც ვეშა-
პი ეთქმოდა, არამედ რაღაც დიდი ცხოველი, ძალიან მსუქა-
ნი, შავი და პრიალა.
ის სრულიად მარტო იყო ამ უსასრულო პაპანაქებაში. და
მას ესმოდა, რომ რადაც უნდა დაჯდომოდა, უნდა წასულიყო,
წასულიყო იქით, ზღვისკენ, სადაც, ბოლოს და ბოლოს, თავი-
სუფლება ელოდა.
მაგრამ მას არ შეეძლო მოძრაობა. ლომვეშაპის მსგავსად
რაღაც კიდურები ჰქონდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ გამოე-
ყენებინა, ვერ ხრიდა მათ, ოდნავ წამოწეული, კვლავ მძიმედ
ეცემოდა ქვიშაზე, რაც ზურგს უწვავდა.
არადა, აუცილებლად უნდა მიაღწიოს ზღვამდე! თორემ ჩა-
ეფლობა ქვიშაში, მის ყოველ მოძრაობაზე თანდათან დაბლა
რომ იწევს.
რატომ არის ასე გახევებული? იქნებ, მონადირემ დაჭრა?
არაფრის გახსენება არ შეეძლო. კვლავ ერთ ადგილზე ტრი-
ალებდა. ის რაღაც შავი მსუქანი მასა იყო, ოფლიანი და სა-
ცოდავი.
თვალები რომ გაახილა, მზით განათებული ფანჯარა და
ცოლი დაინახა, ცოლი საუზმობდა, თან მას შესცქეროდა. ცო-
ლის გამოხედვაზე მიხვდა, რაღაც მთლად რიგზე რომ არ იყო.
ამ გამოხედვას ის კარგად იცნობდა, მეტისმეტად სერიოზუ-
ლი, მეტისმეტად მზრუნველი, დედობრივი, თან შეშფოთება
რომ ახლდა.
- გტკიოდა?

74
მეგრეს მოეჩვენა, რომ თავი ძალიან დაუმძიმდა.
- ამას რად მეკითხები?
- ღამით სულ ბორგავდი. რამდენჯერმე ამოიგმინე...
ცოლი წამოდგა, მიუახლოვდა, ტუჩებით შუბლს შეეხო.
- ცუდად გამოიყურები! - თქვა მან. - ალბათ, კოშმარი გე-
სიზმრა...
მეგრეს ლომვეშაპი გაახსენდა და მაშინვე შფოთიანი
მღელვარება დაეუფლა, ამავე დროს გაცინება მოუნდა. მაგ-
რამ არ გაუცინია. ყველაფერი ერთიმეორეზე უკეთ მიდიოდა.
ქალბატონმა მეგრემ, საწოლის კიდეზე რომ იყო ჩამომჯდა-
რი, თითქოს ეშინია, არ დავაფრთხოო, ფრთხილად უთხრა:
- მე მგონი, რაღაც უნდა ვიღონოთ.
- რა უნდა ვიღონოთ?
- გუშინ საღამოს ლედიუკს ველაპარაკე. ცხადია, მასთან
უკეთ იქნები, დაისვენებ, დაბოლოს, გამოჯანსაღდები.
ცოლი ვერ ბედავდა სახეში პირდაპირ შეხედვას. ყოველი-
ვე ეს მეგრესთვის ნაცნობი იყო, მან ჩაიჩურჩულა:
- შენც?
- რას გულისხმობ?
- შენ გგონია, მე ვცდები, ხომ ასეა? დარწმუნებული ხარ,
რომ არაფერი გამომივა და...
დაძაბულობისგან საფეთქლებთან და ზედა ტუჩთან ოფ-
ლმა დაასხა.
- დამშვიდდი! ახლავე მოვა ექიმი და...
მართლაც, მისი მოსვლის დრო იყო. გუშინდელი სცენის
შემდეგ მეგრეს ექიმი არ ენახა და მოსალოდნელ შეხვედრაზე
ფიქრმა სხვა ფიქრები გადაავიწყა.

75
- ექიმი რომ მოვა, მარტო დაგვტოვე.
- ხომ წავალთ ლედიუკთან?
- არა, არ წავალთ... აი, მისი მანქანა ამუხრუჭებს... წადი...
ჩვეულებრივ, ექიმი კიბეზე უცბად ამოდიოდა ხოლმე, მაგ-
რამ ამ დილით ის დინჯად შემოვიდა. ოთახიდან გამოსულ
ქალბატონ მეგრეს ოდნავ დაუკრა თავი, პატარა ჩემოდანი მა-
გიდაზე უხმაუროდ დადო.
დილის ვიზიტი ყოველთვის ერთფეროვნად ტარდებოდა.
სანამ ექიმი სახვევს უხსნიდა, მეგრეს პირში თერმომეტრი
ედო.
ასე იყო ადრე, ამავე მდგომარეობაში მიმდინარეობდა ახ-
ლაც მათი საუბარი.
- რა თქმა უნდა, - დაიწყო ექიმმა, - მე ბოლომდე შევასრუ-
ლებ ჩემს მოვალეობას დაჭრილის მიმართ, ესე იგი, თქვენ
მიმართ. მხოლოდ, გთხოვთ, მხედველობაში მიიღოთ, რომ
ამიერიდან ამით ამოიწურება ჩვენი ურთიერთობა. გარდა
ამისა, კარგად დაიმახსოვრეთ, ვინაიდან არავითარი ოფი-
ციალური უფლებამოსილება არა გაქვთ, გიკრძალავთ ჩემი
ოჯახის წევრების შეწუხებას.
იგრძნობოდა, რომ ეს ფრაზა ადრე მოემზადებინა. მეგრეს
ნაკვთიც არ შერხევია. ის წელამდე შიშველი იყო. პირიდან
თერმომეტრი გამოაცალეს და გაიგონა ექიმის უკმაყოფილო
ხმა:
- ისევ 38!
მეგრემ იცოდა, რომ ეს მაღალი სიცხე იყო. ექიმმა წარბები
შეჭმუხნა და ისე, რომ მეგრესთვის არ შეუხედავს, განაგრძო:

76
- მიუხედავად თქვენი გუშინდელი საქციელისა, მე, რო-
გორც ექიმი, გირჩევთ: თქვენთვის უკეთესია, საბოლოოდ
სადმე მშვიდ ადგილას გამოჯანსაღება. მაგრამ შეიძლება ეს
რჩევა სხვანაირად გამიგოთ... ხომ არ გატკინეთ?
ექიმი ლაპარაკობდა, თან ჭრილობას სინჯავდა, სადაც კი-
დევ იყო ჩარჩენილი ინფექციის კერა.
- არა, განაგრძეთ...
მაგრამ რივოს სათქმელი აღარ ჰქონდა. გასინჯვის ბოლო
წუთებმა სიჩუმეში ჩაიარა. ექიმმა ასევე ჩუმად ჩაალაგა ჩემო-
დანში ხელსაწყოები, დაიბანა ხელები. მან მხოლოდ წასვლი-
სას შეხედა მეგრეს პირდაპირ სახეში.
იყო ეს ექიმის გამოხედვა? ყოველ შემთხვევაში, ამ გამო-
ხედვაში რაღაც შეშფოთება გამოსჭვიოდა. სანამ გავიდოდა,
ექიმს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არაფერი თქვა და მხო-
ლოდ კიბეზე უჩურჩულა რაღაც ქალბატონ მეგრეს. მეგრეს
ყველაზე მეტად ის აშფოთებდა, რომ მან თავისი სიზმრის
წვრილმანების გახსენება დაიწყო. ის სხვა საფრთხის მომას-
წავებელ სიგნალებსაც გრძნობდა, თუმცა ექიმს არაფერი უთ-
ხრა, მაგრამ ჭრილობის გასინჯვამ ახლა მეტი ტკივილი მიაყე-
ნა, ვიდრე გუშინ, ეს კი ცუდი ნიშანია. ისიც ცუდია, სიცხე რომ
არ იკლებს!
ისე ცუდად გრძნობს თავს, ჩიბუხი გვერდზე გადადო.
ცოლი შეწუხებული შემოვიდა.
- რა გითხრა?
- არაფრის თქმა არ უნდა! მე თავად შევეკითხე. როგორც
ჩანს, სრულ სიმშვიდეს გირჩევს.
- ოფიციალური გამოძიება როგორ მიმდინარეობს?

77
ბედს შერიგებული ქალბატონი მეგრე დაჯდა. მას აშკარად
ეტყობოდა, რომ არ მოსწონდა ქმრის საქციელი, მისი სიჯი-
უტე, თვითდაჯერებულობა.
- რა შედეგები მოჰყვა გაკვეთას?
- ის, ალბათ, შენ რომ გესროლა, მერე მოკვდა, რამდენიმე
საათის შემდეგ.
- იარაღი ვერა და ვერ იპოვეს?
- ვერა. ამ დილით გვამის ფოტო ყველა გაზეთმა გამოაქ-
ვეყნა, რადგან მას აქ არავინ იცნობს. პარიზის გაზეთებმაც კი
გამოაქვეყნეს...
- აბა ერთი მიჩვენე...
აღელვებულმა მეგრემ გაზეთი აიღო. უყურებდა სურათს
და ისეთი გრძნობა დაუფლებოდა, თითქოს ის ერთადერთი
ადამიანი იყო, მოკლულს რომ იცნობდა. მეგრეს უცნობი არ
დაუნახავს, მაგრამ მთელი ღამე ხომ ერთად გაატარეს. მას
გაახსენდა, რა მოუსვენრად ეძინა მატარებელში, - ეძინა კი? -
კუპეში მყოფი კაცი, მისი ოხვრა, მოულოდნელი სლუკუნი,
ტირილს რომ წააგავდა... მერე ზემოდან ჩამოშვებული ფეხე-
ბი, ლაქის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ხელით ნაქსოვი წინ-
დები...
ფოტოსურათი საშინელი სანახავი იყო, ისევე როგორც
მიცვალებულთა ყველა ფოტო, როდესაც უნდათ, მიანიჭონ
მათ ცოცხალი ადამიანის შესახედაობა, რათა გააადვილონ
ამოცნობა. უფერული სახე, შუშის თვალები. მეგრეს არ გაჰ-
კვირვებია, როცა მის ლოყაზე ჭაღარა წვერი შეამჩნია.
რატომ გაიფიქრა ამაზე ჯერ კიდევ მაშინ, მატარებელში?
მას თანამგზავრი ჭაღარა წვერით ჰყავდა წარმოდგენილი.

78
და აი, მართლაც, უცნობს ჰქონდა წვერი, უფრო სწორად,
სამი სანტიმეტრის სიგრძის ჯაგარი, მთელ სახეს რომ უფა-
რავდა.
- ისე, კაცმა რომ თქვას, რა ხელი მაქვს ყოველივე ამას-
თან!
ცოლმა მორიდებით მოიბოდიშა და კვლავ შეეცადა მის
დაყოლიებას. მას აღელვებდა ქმრის ჯანმრთელობა, ისე უყუ-
რებდა, როგორც მძიმე ავადმყოფს.
- გუშინ რესტორანში მოვისმინე, ხალხი რასაც ლაპარა-
კობს. ყველა შენს წინააღმდეგაა განწყობილი. მათი გამო-
კითხვა რომ დაიწყო, არავინ არაფერს გეტყვის. ამიტომ...
- გეთაყვა, აიღე ქაღალდი და კალმისტარი!
და მეგრემ უკარნახა დეპეშის ტექსტი, რომელსაც ის ქა-
ლაქ ალჟირის პოლიციაში მომუშავე თავის ერთ ძველ ამხა-
ნაგს უგზავნიდა.
„გთხოვთ სასწრაფოდ მიდეპეშოთ ბერჟერაკში ცნობები
ალჟირის საავადმყოფოში ხუთი წლის წინ მომუშავე ექიმი
რივოს შესახებ. გიხდით გულითად მადლობას, მეგრე“.
ცოლის სახე უკმაყოფილებას გამოხატავდა. კი წერდა, რა-
საც კარნახობდნენ, მაგრამ არ სჯეროდა ამ გამოძიების. მას
არ გააჩნდა რწმენა.
მეგრე ამას გრძნობდა და ბრაზობდა. ის ადვილად იტანდა
სხვების დაუჯერებლობას, მაგრამ ცოლის ურწმუნოება მის-
თვის აუტანელი იყო! ამან წონასწორობიდან გამოიყვანა და
გესლიანი ლაპარაკი დაიწყო.

79
- ასე! ტექსტის გასწორება საჭირო არ არის, არც შენი აზ-
რის გამოთქმა! გაგზავნე დეპეშა! გაიგე, როგორ მიმდინარე-
ობს გამოძიება! დანარჩენს თავად მოვაგვარებ!
ქალი შეჰყურებდა და თითქოს ეხვეწებოდა, დამშვიდდიო,
მაგრამ მეგრემ გაუტია.
- და ამიერიდან გთხოვ, შენი აზრი შენთვის შეინახო! ნუ
უშლი გულს ნურც ექიმს, ნურც ლედიუკს, ნურც სხვა რომე-
ლიმე სულელს!
მეგრე მკვეთრად გადაბრუნდა გვერდზე, მაგრამ ისე მძი-
მედ და მოუხერხებლად, რომ სიზმარში ნანახი ლომვეშაპი
გაახსენდა.
მეგრე მარცხენა ხელით წერდა, ამიტომ ასოები ჩვეულებ-
რივთან შედარებით უფრო მსხვილი გამოსდიოდა. მძიმედ
სუნთქავდა, რადგან მოუხერხებლად იწვა. მოედანზე, ზედ მის
ფანჯრებქვეშ, ორი ბიჭუნა ბურთს თამაშობდა. მან უკვე ათჯერ
მაინც დააპირა მათთვის დაცაცხანება, ცოტა ჩუმად რომ ეთა-
მაშათ.
პირველი დანაშაული: „ახალი წისქვილის“ ფერმერის
რძალს გზაზე თავს დაესხნენ, დაახრჩვეს, შემდეგ კი გრძელი
მახათი ჩაარჭეს გულში.
მეგრემ ამოიოხრა, კიდეზე მიანიშნა: ზუსტი დრო, ადგილი,
მსხვერპლის ფიზიკური მონაცემები.
მეგრემ არაფერი იცოდა! ჩვეულებრივი გამოძიებისას ასე-
თი დეტალების დადგენა ადვილი შესაძლებელია, მიხვალ
ადგილზე და დაკითხავ ერთ-ორ ადამიანს. აქ კი ეს დიდი
პრობლემაა.

80
მეორე დანაშაული: სადგურის უფროსის ქალიშვილს თავს
დაესხნენ, დაახრჩვეს, გულში მახათი ჩაარჭეს.
მესამე დანაშაული: (ჩაიშალა): როზალის უკნიდან დაეს-
ხნენ თავს, მაგრამ ის თავს იცავდა და თავდამსხმელი გაიქცა
(ღამღამობით ბოდავს. ის ბევრ სენტიმენტალურ რომანს კით-
ხულობს, როგორც მისმა საქმრომ განაცხადა).
მეოთხე დანაშაული: მიმავალი მატარებლიდან ხტება კა-
ცი, მე მას მივდევ, ის მესვრის და მჭრის მხარში. საგულის-
ხმოა, რომ ესეც, ისევე როგორც წინამორბედი სამი შემთხვე-
ვა, ტყეში, „ახალ წისქვილთან“ ხდება.
მეხუთე დანაშაული: ამ კაცს თავში ტყვია ესროლეს და
იმავე ტყეში მოკლეს.
მეექვსე დანაშაული(?): ფრანსუაზას ტყეში, „ახალ წის-
ქვილთან“ თავს დაესხნენ, მაგრამ ის გაექცა თავდამსხმელს.
მეგრემ დაჭმუჭნა ფურცელი, მხრები აიჩეჩა და გვერდზე
გადააგდო. მეორე აიღო და დაუდევრად დაწერა:
ვინ არის მანიაკი?
დიურსო?
რივო?
ფრანსუაზა?
ქალბატონი რივო?
როზალი?
კომისარი?
სასტუმროს მფლობელი?
ლედიუკი?
ლაქის ფეხსაცმლიანი უცნობი?

81
კი მაგრამ, რატომ უნდა იყოს აქ შეშლილი? მეგრეს ბერჟე-
რაკში ჩამოსვლის პირველი საათები გაახსენდა და წარბები
შეჭმუხნა.
ნეტავ ვინ ელაპარაკებოდა შეშლილზე? ვინ გადაუკრა
სიტყვა, რომ ორივე დანაშაულს მხოლოდ შეშლილი ჩაიდენ-
დაო?
ექიმი რივო?
ვინ იყო ის, ვინც მაშინვე დაუჭირა მხარი ამ იდეას, ვის
მიჰყავდა ოფიციალური გამოძიება ამ მიმართულებით?
პროკურორი დიურსო?
რა იქნება, ძებნას თუ არ დავუწყებთ შეშლილს? უბრალოდ
ვცადოთ ლოგიკური ახსნა მოვუნახოთ ფაქტების ჯაჭვს?
მაგალითად, მახათის გულში ჩასობა მხოლოდ იმიტომ
სჭირდებოდათ, რათა ყველას ეფიქრა, რომ დანაშაული სწო-
რედ მანიაკმა-სადისტმა ჩაიდინა?
სხვა ფურცელზე მეგრემ შემდეგი დაწერა: კითხვები. და
მოწაფესავით, რომელსაც სხვა საქმე არაფერი აქვს, დაიწყო
ასოების გამოხატვა.
1. როზალის მართლა დაესხნენ თავს, თუ ეს მხოლოდ მისი
წარმოსახვის ნაყოფია?
2. დაესხა ვინმე თავს ფრანსუაზას?
3. თუ დაესხა, მაშინ არის თუ არა ეს ის კაცი, ვინც მანამდე
უკვე ორი ქალი მოკლა?
4. ნაცრისფერწინდებიანი კაცი მკვლელია?
5. თვითონ მკვლელი ვიღამ მოკლა?

82
შემოვიდა ქალბატონი მეგრე, სწრაფად გაიხედა საწო-
ლისკენ, შემდეგ ოთახის სიღრმისკენ წავიდა, რათა შლაპა
მოეხადა და პალტო გაეხადა, და, ბოლოს, ქმარს მიუჯდა.
მექანიკურად გამოართვა ქაღალდი და ფანქარი, ამოიოხ-
რა და უთხრა: „მიკარნახე!“
მეგრე ცოტა ხანს მერყეობდა, კიდევ უნდოდა გაეკიცხა
ცოლი, მიეღო მისი საქციელი გამომწვევად, შეურაცხყოფად,
მაგრამ, ამავდროულად გრძნობდა, რომ დრო იყო მომბალი-
ყო, აღედგინა კეთილგანწყობა.
ყოველთვის მოუხერხებელი იყო ხოლმე ასეთ დროს და
ახლაც გვერდზე იბრუნა თავი. ცოლმა თვალი გადაავლო ნა-
წერს.
- შენ რაღაცას ვარაუდობ, ხომ?
- არაფერს!
მან ისევ იფეთქა! არაფერს ვარაუდობს! ამ საშინლად
აბურდულ საქმეში მას თავი და ბოლო ვერ მოუნახია! ის გა-
ცოფდა. თითქმის მზად იყო ყველაფრისთვის თავი დაენებები-
ნა! დასვენება სჭირდებოდა, ქალაქგარეთ ლედიუკის სახლში
უნდოდა გაეტარებინა შვებულების დარჩენილი დღეები, ქათ-
მების გარემოცვაში, ფერმის ხმაურსა და ნაკელის სუნში...
მაგრამ უკან დახევა რომ არ უნდა! და არც არავის რჩევა
სჭირდება! ეს მაინც თუ ესმის მის ცოლს? იმის მაგივრად, რომ
დაეხმაროს, ჯიუტად უჩიჩინებს, დაისვენეო!
აი, რას ამბობდა მისი შეშფოთებული გამოხედვა!
ქალბატონმა მეგრემ უპასუხა სიტყვებით, რომლებსაც იშ-
ვიათად წარმოთქვამდა:
- ჩემი საცოდავი მეგრე!

83
მეგრეს განსაკუთრებულ შემთხვევაში ეძახდა ხოლმე; რო-
ცა აღიარებდა, რომ ის - კაცია, ქმარი, ოჯახის ძალა და გონი!
იქნებ, ამჯერად მან ეს სიტყვები ვერ წარმოთქვა საკმარისი
დამაჯერებლობით, მაგრამ განა არ ელოდა ის მის პასუხს,
როგორც ბავშვი - წახალისებას?
აჰა! ყველაფერმაც გაიარა!
- გეთაყვა, ამომიდე მესამე ბალიში.
დასრულდა სულელური ჭირვეულობა, ბრაზიანი აფეთქე-
ბა, ბავშვური გამოხტომები.
- ჩიბუხიც დამიტენე!
მოედანზე ბიჭებმა წაიჩხუბეს. ერთ-ერთმა სილა გააწნა მე-
ორეს. ბიჭი მოპირდაპირე დაბალი სახლისკენ გაიქცა, შეს-
ვლისთანავე ატირდა და დედას შესჩივლა.
- მოკლედ, თავდაპირველად მოქმედების გეგმა უნდა შე-
ვადგინო. და, ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ აღარ ვიქონიებთ
იმის იმედს, რომ რაიმე ახალს გავიგებთ! ესე იგი, იმას უნდა
დავეყრდნოთ, რაც ხელთა გვაქვს, და შევამოწმოთ ყველა ჰი-
პოთეზა მანამ, სანამ რომელიმე არ გამოდგება სწორი...
- ქალაქში ლედიუკი შემხვდა.
- გელაპარაკა?
- რა თქმა უნდა! - ღიმილით უთხრა ცოლმა. - ისევ დაჟინე-
ბით მთხოვდა, ეგებ როგორმე დაიყოლიო და ჩემთან გად-
მოხვიდეთო. ის პროკურორისგან გამოდიოდა.
- მაშ ასე...
- ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, თითქოს რაღაცით აღელ-
ვებულიც იყო.
- მორგში თუ იყავი და კიდევ თუ ნახე გვამი?

84
- აქ მორგი არ არის. ის კამერაში მოათავსეს. კართან ორ-
მოცდაათამდე კაცს მაინც მოეყარა თავი. რიგში მომიხდა
დადგომა.
- იმის წინდები ნახე?
- ხელით ნაქსოვი შესანიშნავი შალის წინდებია.
- ესე იგი, ოჯახის კაცია, ყოველ შემთხვევაში, ცოლი მაინც
ეყოლება ან შვილი, რომლებიც მასზე ზრუნავენ. იქნებ, სუ-
ლაც მაწანწალაა! მაწანწალებს საქველმოქმედო საზოგა-
დოებაში მდიდარი ოჯახის ქალიშვილების მიერ მოქსოვილ
წინდებს აძლევენ.
- მაგრამ მაწანწალები რომ საძილე ვაგონებით არ მგზავ-
რობენ!
- და წვრილი ბურჟუებიც, აგრეთვე, როგორც წესი. უფრო
იშვიათად ნახავ იქ წვრილ მოხელეებს. ყოველ შემთხვევაში,
ასეა საფრანგეთში. საძილე ვაგონის მიხედვით თუ ვიმსჯე-
ლებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს კაცი მიჩვეულია
შორს მგზავრობას. მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა?
- საფირმო ნიშნით. ასეთივე იყიდება ამ ფირმის ას თუ
ორას ფილიალში.
- კოსტიუმი როგორი იყო?
- შავი, ძალიან გაცვეთილი, მაგრამ კარგი ნაჭრისა, შეკვე-
თით შეკერილი. პალტოს მსგავსად, ეტყობა, სამი წელი მაინც
უტარებია.
- შლაპა?
- ვერ იპოვეს. ალბათ, ქარმა შორს წაიღო.
მეგრე შეეცადა გაეხსენებინა, ეხურა თუ არა უცნობს შლა-
პა, მაგრამ ვერ შეძლო.

85
- სხვა ვერაფერი შეამჩნიე?
- პერანგის საყელო და მანჟეტები დაკემსილი ჰქონდა,
საკმაოდ ფაქიზად.
- ესე იგი, მასზე ქალი ზრუნავდა. საფულეზე, საბუთებსა და
ჯიბის სხვა წვრილმანებზე რას იტყვი?
- არაფერი უნახავთ, გარდა სპილოს ძვლის მოკლე მუნ-
დშტუკისა.
უბრალოდ, ძალდაუტანებლად ლაპარაკობდნენ, ორი კე-
თილი მეგობრის მსგავსად. რამდენიმე დაძაბული საათის
შემდეგ ეს იყო ერთგვარი განმუხტვა. მეგრე დროდადრო ჩი-
ბუხს აბოლებდა.
- აი, ლედიუკიც მოდის!
ფანჯრიდან ჩანდა, როგორ მოაბიჯებდა მოედანზე, ჩვე-
ულებრივთან შედარებით უფრო გაუბედავად, ჭილის ქუდი
ოდნავ კეფაზე ჩაცურებოდა. როდესაც კიბეზე ავიდა, ქალბა-
ტონმა მეგრემ კარი გაუღო და ისე შემოვიდა, მისალმებაც და-
ავიწყდა.
- პროკურორისგან მოვდივარ.
- ვიცი.
- ჰო... ცოლი გეტყოდა... შემდეგ კომისართან შევიარე,
რათა მიღებული ცნობების სისწორეში დავრწმუნებულიყავი.
ეს რაღაც გაუგონარია, უბრალოდ დაუჯერებელია.
- გისმენ.
ლედიუკმა ოფლი მოიწმინდა. მექანიკურად დალია მეგ-
რესთვის მომზადებული ლიმონათი.

86
- მაპატიე... პირველად წავაწყდი... თითების ანაბეჭდი,
ცხადია, პარიზში გააგზავნეს!.. ეს-ეს არის, პასუხიც მოვიდა...
აი ასე!..
- რა „აი ასე“?
- ჩვენი მიცვალებული რამდენიმე წლის წინ გარდაიცვა-
ლა. ეს ვინმე მეიერია, ცნობილი იყო სახელით სამუელი, სიკ-
ვდილი მიესაჯა ალჟირში. და...
მეგრე იდაყვებზე წამოიწია.
- და სასჯელი სისრულეში იქნა მოყვანილი?
- არა! მანამდე რამდენიმე დღით ადრე ის საავადმყოფოში
გარდაიცვალა!
ქალბატონმა მეგრემ ქმრის გაბრწყინებული სახის დანახ-
ვაზე თავი ვერ შეიკავა რბილი, ოდნავ დამცინავი ღიმილის-
გან.
მეგრემ შეამჩნია მისი ღიმილი და საპასუხოდ კინაღამ
თვითონაც გაიცინა, მაგრამ საკუთარი ღირსების გრძნობამ
გაიმარჯვა. მან მდგომარეობის შესაფერი სერიოზული გამო-
მეტყველება მიიღო.
- რა დააშავა ამ სამუელმა?
- პარიზიდან გამოგზავნილ პასუხში ამაზე არაფერია ნათ-
ქვამი. ჩვენ მხოლოდ დაშიფრული დეპეშა მივიღეთ. ამ საღა-
მოს მისი ანკეტის ასლი მოვა. ნუ დაგავიწყდებათ, თავად ბერ-
ტიონი აღიარებს, რომ, თუ არ ვცდები, ასი ათასში ერთხელ
შეიძლება დაემთხვეს ორი ადამიანის თითების ანაბეჭდი. რა-
ტომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ ზუსტად ასეთ დამთხვევას-
თან გვაქვს საქმე?..
- პროკურორი ამით უკმაყოფილოა?

87
- რა თქმა უნდა, ეს მას სირთულეს უქმნის. ახლა დახმარე-
ბის სათხოვნელად პარიზს უნდა მიმართოს. მაგრამ ეშინია,
ინსპექტორებს არ გადაეყაროს, რომლებიც ინსტრუქციის-
თვის შენთან მოვლენ. შენზე შემეკითხა, დიდი გავლენით თუ
სარგებლობს სამმართველოშიო და სხვა ამგვარი.
- დამიტენე ჩიბუხი! - მიმართა ცოლს მეგრემ.
- ეს ხომ უკვე მესამეა!
- არა უშავს! დაგენაძლევები, სიცხე 37-ზე მეტი არ მექნება!
სამუელი! რეზინისძირიანი ჩექმები! სამუელი - ებრაელია.
მათ, ჩვეულებრივ, მგრძნობიარე ფეხები აქვთ. გარდა ამისა,
ოჯახი მათთვის ყველაფერზე მაღლა დგას: ნაქსოვი წინდები.
აგრეთვე ეკონომია: სამი წლის კოსტიუმი, სამიდღემჩიო
დრაპისგან შეკერილი...
თავის თავს თვითონვე შეაწყვეტინა.
- ვხუმრობ, ჩემო კარგებო! მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ:
მეტისმეტად უსიამოვნო შეგრძნებები გადავიტანე! როგორც
კი გავიფიქრებ, რა საშინელება დამესიზმრა... მაგრამ ახლა,
ყოველ შემთხვევაში, ეს ლომვეშაპი, - თუ ვეშაპი არ იყო! - ეს
ლომვეშაპი, ვიმეორებ, დაიძრა... და თქვენ ნახავთ, ავად თუ
კარგად, ის მიაღწევს ამ თავისი ბილიკით, სადაც საჭიროა.
და მეგრეს გაეცინა, რადგან ლედიუკმა მის ცოლს აშკა-
რად შეშფოთებულმა შეხედა.

VII
სამუელი

88
ორივე ეს ცნობა ერთდროულად იქნა მიღებული საღამოს,
ექიმის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე. თავდაპირვე-
ლად დეპეშა მოვიდა ალჟირიდან:
„ექიმ რივოს სახელი საავადმყოფოში არ არის ცნობილი,
მიიღე მეგობრული სალამი. მარტენი“.
მეგრემ ის-ის იყო დეპეშა აიღო და ლედიუკიც შემოვიდა,
მაგრამ ლედიუკმა ვერ გაბედა ეკითხა, რას კითხულობო.
- აბა, ნახე.
მან დახედა დეპეშას, თავი გადააქნია, ამოიოხრა. „რა
თქმა უნდა!“
და ეს ნიშნავდა:
„რა თქმა უნდა, ასეთ საქმეში ყველაფერი გართულებუ-
ლია! ის კი არა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახალ წინააღმდეგო-
ბებს წავაწყდებით! მართალი ვიყავი, როცა ვამბობდი, ყვე-
ლაფერს აჯობებს, ჩემთან გადმოხვიდე და მშვიდად იცხოვრო
რიბოდიერში-მეთქი“.
ქალბატონი მეგრე გავიდა. მიუხედავად ბინდისა, კომისა-
რი შუქის ანთებას არ აპირებდა. მოედანზე ფარნები ენთო და
მეგრეს მოსწონდა ჩამწკრივებული შუქის ციალი ამ დროს.
მან იცოდა, რომ სინათლე პირველად აინთებოდა გარაჟიდან
მარცხნივ მდებარე მეორე სახლში და რომ ის დაინახავდა სა-
კერავზე დახრილი მკერავის ლამპით განათებულ სილუეტს.
- პოლიციასაც აქვს ახალი ამბები! - ჩაიბურტყუნა ლედიუკ-
მა.
ლედიუკი აღელვებული იყო. არ უნდოდა შეემჩნევინებინა
მეგრესთვის, რისთვისაც მოვიდა. მას უნდოდა მეგრე საქმის

89
კურსში ჩაეყენებინა. იქნებ კიდევაც აუკრძალეს, ეცნობებინა
კომისრისთვის ოფიციალური გამოძიების შედეგები.
- სამუელის თაობაზე თუა რაიმე ახალი?
- დიახ, ზუსტად! ჯერ ერთი, მიღებულია მისი საქმის ასლი;
გარდა ამისა, ლუკამ, რომელსაც ეს საქმე ებარა ადრე, პარი-
ზიდან დარეკა და ზოგიერთი წვრილმანი გვამცნო.
- მიამბე!
- დანამდვილებით არ არის ცნობილი, საიდან არის. მაგ-
რამ, სარწმუნო საფუძველი არსებობს იმის სავარაუდოდ,
რომ ან პოლონეთში დაიბადა, ან იუგოსლავიაში. ყოველ შემ-
თხვევაში, სადღაც იქ! სიტყვაძვირი კაცი იყო, გარეშე პირთ
მაინცდამაინც არ ენდობოდა. ალჟირში კანტორა ჰქონდა.
აბა, თუ მიხვდები, რისი?
- საფოსტო მარკებით ვაჭრობა!
მეგრე აღფრთოვანებული იყო, ამაზე უკეთესს ვერც ინატ-
რებდა, ისე შეეფერებოდა ყოველივე ეს მის წარმოდგენას უც-
ნობზე.
- საფოსტო მარკებით ვაჭრობა - რის მიღმაც, ცხადია, სულ
სხვა რაღაც იმალებოდა! მაგრამ მთავარია, ყველაფერი ისე
მარჯვედ იყო გაკეთებული, რომ პოლიციას ეჭვი არაფერზე
აუღია, სანამ მეორე დანაშაული არ მოხდა... მე ძირითადს გე-
უბნები იქიდან, რაც ლუკამ მიამბო ტელეფონით. ეს კანტორა
ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო ყოფილა, სადაც ყალბ პას-
პორტებს ამზადებდნენ და, უწინარეს ყოვლისა, სამსახურში
მოწყობის ყალბ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ. სამუელს
კლიენტურა ჰყავდა ვარშავაში, ვილნოში, სილეზიაში, კონ-
სტანტინოპოლში...

90
ფანჯრის მიღმა უკვე სულ ჩამობნელდა. სახლები თეთრ-
მარგალიტისფრად გამოკვეთილიყო. ქვემოდან აპერატივის
დროისთვის დამახასიათებელი, ჩვეული გუგუნი ამოდიოდა.
- საინტერესოა! - მკვეთრად წარმოთქვა მეგრემ.
მაგრამ მას სამუელის პროფესია კი არ მოეჩვენა საინტე-
რესოდ, არამედ ის, რომ ოდესღაც ვარშავასა და ალჟირს შო-
რის გაბმულმა ძაფებმა ბერჟერაკამდეც მოაღწია!
მთავარი კი ის არის, რომ დაიწყო პატარა, ადგილობრივი
მასშტაბის, სოფლის დანაშაულით, და საერთაშორისო ბან-
დის კვალს წააწყდა.
სამუელისნაირ ხალხს ასობით შეხვედრია პარიზშიც და
სხვა ადგილებშიც, რომლებსაც ყოველთვის ცნობისმოყვა-
რეობით შეისწავლიდა ხოლმე და ამ ცნობისმოყვარეობას
ერთვოდა ზიზღი კი არა, უხერხულობა, თითქოს ასეთი ხალხი
კაცობრიობის რაღაც სულ სხვა, განსაკუთრებულ მოდგმას
განეკუთვნებოდა.
ამ ჯურის ხალხი, ჩვეულებრივ, ბარმენებად მუშაობს სკან-
დინავიის ქვეყნებში, განგსტერები არიან ამერიკაში, სათამა-
შო სახლების მფლობელები - ჰოლანდიაში ან კიდევ სხვაგან,
მეტრდოტელები ან თეატრების დირექტორები - გერმანიაში,
ვაჭრები - ჩრდილოეთ აფრიკაში...
ეს ამბავი კი აქ ხდებოდა, ბერჟერაკში, რაც კიდევ ერ-
თხელ მოგვაგონებდა სამყაროს ძლიერებას, მრავალფეროვ-
ნებას და ტრაგიკულობას.
ჩიკაგოში პოლონელი უფრო მეტია, ვიდრე ამერიკელი...
საფრანგეთმა ლტოლვილთა მთელი ქარავნები შეისრუტა
ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან, და პატარა ქა-

91
ლაქების მერიების მოხელეები ითხოვენ გვარის განმეორე-
ბით და დამარცვლით გამოთქმას, როცა ქალაქის მცხოვრებ-
ლები დაბადების ან გარდაცვალების მოწმობის თაობაზე მი-
დიან მათთან...
არიან ისეთებიც, რომლებიც ქვეყანას ოფიციალურად ტო-
ვებენ, გაფორმებული საბუთებით... არიან სხვებიც, რომლებ-
საც არ შეუძლიათ დაელოდონ თავიანთ რიგს, ან ვერ ღებუ-
ლობენ ვიზას...
და სწორედ მაშინ გამოჩნდებიან ხოლმე სამუელები! მათ
ყველა ქალაქი იციან, სადაც ლტოლვილთა შეფარება შეიძ-
ლება, იციან ყველა მარშრუტი, ყველა სასაზღვრო სადგური,
საკონსულოების ყველა მარკა და ბეჭედი და მოხელეთა ხელ-
მოწერები...
სამუელები ათ ენაზე მაინც ლაპარაკობენ და ამდენსავე
კილოკავზე... ისინი ამოფარებულნი არიან აყვავებულ სავაჭ-
რო კანტორებს, აბრებს. დიდებულია, თუ ეს კანტორები საერ-
თაშორისო ურთიერთობებშიც არიან ჩაბმულნი.
დიდი იღბალია მარკებით ვაჭრობა!
„ბატონ ლევის, ჩიკაგო.
უახლოესი გემით გიგზავნით ნარინჯისფერ ვინიეტიან (ვი-
ნიეტი - წიგნის (ხელნაწერის) ან მისი რომელიმე ნაწილის
თავში ან ბოლოში დართული ნახატი, ორნამენტი) ორას იშ-
ვიათ მარკას, ჩეხოსლოვაკიიდან...“
და, რა თქმა უნდა, სამუელის საქმიანობა, მის მსგავსთა
უმრავლესობასავით, მარტო ამით არ ამოიწურებოდა.

92
ლათინური ამერიკის საროსკიპოებში ყველაზე მეტად
ფრანგი ქალები ფასობენ. მათი მიმწოდებლები პარიზში მუ-
შაობენ, დიდ ბულვარებზე.
მაგრამ, იაფფასიანი საქონლის ძირითადი ნაწილის მიმ-
წოდებელი აღმოსავლეთი ევროპაა. სოფლელი ქალიშვილე-
ბი მიემართებიან იქ თხუთმეტი ან თექვსმეტი წლის ასაკში და
ბრუნდებიან - ან არ ბრუნდებიან! - ოცი წლისანი, მზითვისათ-
ვის მოგროვებული ფულით!
სამუელისნაირი ტიპები პარიზში სამძებრო პოლიციისათ-
ვის, ჩვეულებრივ, უცხო ხილს არ წარმოადგენენ.
მეგრეს კი ის აწუხებდა, რომ ეს სამუელი ასე მოულოდნე-
ლად შემოიჭრა მის ბერჟერაკულ საქმეში, სადაც აქამდე იყ-
ვნენ მხოლოდ პროკურორი, ექიმი და მისი ცოლი, ფრანსუ-
აზა, ლედიუკი და სასტუმროს პატრონი...
სულ სხვა სამყარო ჩაერია, დიამეტრულად საწინააღმდე-
გო...
მოკლედ, საქმე სულ სხვანაირად შეტრიალდა!
მოპირდაპირე მხარეს მეგრე ხედავს საბაყლო დუქანს,
დახლზე გამოწყობილი ქილები უკვე ზეპირად შეისწავლა.
დუქანს იქით ბენზინის კოლონა იდგა, რომელიც გარაჟს
ეკუთვნოდა, მაგრამ მხოლოდ სილამაზისთვის მოეწყოთ,
რადგან ბენზინს ისევ ბიდონებით ყიდდნენ!
ლედიუკი განაგრძობდა:
- ისიც უცნაურია, რომ ის მთელ თავის საქმიანობას ალ-
ჟირში ეწეოდა... მაგრამ სამუელს დიდი კლიენტურა ჰყავდა
არაბებსა და ზანგებს შორისაც კი...
- რა დანაშაული ჩაიდინა?

93
- ორი დანაშაული! ალჟირში ორი უცნობი ებრაელი მკვდა-
რი იპოვეს ტრიალ ადგილას. ორივე ბერლინიდან იყო ჩასუ-
ლი. საქმე გამოიძიეს. დღესავით ნათელია, რომ ისინი მას-
თან თანამშრომლობდნენ. გამოძიება რამდენიმე თვეს მიმ-
დინარეობდა, მაგრამ ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს. შემდეგ
სამუელი ავად გახდა და იძულებული შეიქნენ ციხის ლაზარე-
თიდან ჰოსპიტალში გადაეყვანათ.
- მომხდარი დრამა დაახლოებით აღდგენილ იქნა: ორი
თანამზრახველი ბერლინიდან ჩამოვიდა, რათა თავიანთი
ურთიერთობა გაერკვიათ სამუელთან, რადგან ეს თაღლითი
მათ გვარიანად ყვლეფდა. ამათ უთხრეს, იმან უთხრა და ბო-
ლოს მუქარაზე გადავიდნენ...
- და ამ უკანასკნელმა ისინი თავიდან მოიშორა!
- სიკვდილი მიუსაჯეს. მაგრამ დასჯამდე საქმე არ მივიდა,
რადგან განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღის შემდეგ ის
ჰოსპიტალში გარდაიცვალა...
აი, ის, რაც ჩემთვის ცნობილია!
ექიმი გაოცდა, მამაკაცები რომ სიბნელეში ისხდნენ,
მკვეთრი მოძრაობით გადაატრიალა ამომრთველი. მათ ნა-
უცბათევად მიესალმა, მაგიდაზე პატარა ჩემოდანი დადო, სე-
ზონური პალტო გაიხადა და პირსაბანში ცხელი წყალი მოუშ-
ვა.
- მე წავედი! - თქვა ლედიუკმა და წამოდგა. - ხვალ გინახუ-
ლებ.
ლედიუკს არ ესიამოვნა, რივომ რომ მეგრეს ოთახში ნახა.
ის ადგილობრივი მკვიდრი გახლდათ და ორმაგი მოთამაშის
მდგომარეობაში აღმოჩნდა.

94
- აბა, გამოჯანმრთელებას გისურვებ! ნახვამდის, ექიმო!
ექიმი ხელებზე საპონს ისვამდა და რაღაც ჩაიბუტბუტა.
- რამდენი გაქვთ სიცხე?
- არც დიდი და არც პატარა! - უცბად უპასუხა მეგრემ.
ის მოჭარბებულ სიხარულს განიცდიდა, როგორც მაშინ,
დასაწყისში, როცა მისთვის დიდი ბედნიერება იყო იმის შეგ-
რძნება, რომ კვლავ ცოცხალია.
- გტკივათ?
- ოჰ! უკვე ვეჩვევი...
არსებობდა სულ ერთი და იგივე, ყოველდღიური მოქმედე-
ბის მთელი სერია, თავისებურ წეს-ჩვეულებად რომ გადაიქცა
და დღეს უკვე მერამდენედ მეორდებოდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში რივოს სახე ახლოს იყო
მეგრეს სახესთან და მან მოულოდნელად შენიშნა:
- თქვენს სახეში ძალიან ცოტა რამაა სემიტური!
ექიმმა, რომელიც ჭრილობას ამუშავებდა, არაფერი თქვა,
მაგრამ აქამდე მისი თანაბარი სუნთქვა ოდნავ აჩქარდა. რო-
ცა ჭრილობა კვლავ შეახვია, მან განაცხადა:
- ასე რომ, ამიერიდან თქვენთვის მოძრაობა ნებადართუ-
ლია.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ აღარა ხართ ამ სასტუმროს ნომრის ტუსაღი.
ხომ არ აპირებთ თქვენს მეგობარ ლედიუკთან რამდენიმე
დღის გატარებას?
ამ კაცს უდავოდ დიდი უნარი ჰქონდა თავის ფლობისა. უკ-
ვე თხუთმეტი წუთი მაინც იქნებოდა, რაც მეგრე თვალს ადევ-
ნებდა, მაგრამ ის სავსებით მშვიდად იყო.

95
- ამიერიდან მხოლოდ ყოველ ორ დღეში ერთხელ გინახუ-
ლებთ. რაც შეეხება დანარჩენ დღეებს, ჩემს ასისტენტს გამო-
გიგზავნით. სავსებით შეგიძლიათ ენდოთ მას.
- ისევე, როგორც თქვენ?
იყო წუთები, როცა მეგრე თავს ვერ იკავებდა და უწყინარი
სახით წამოისვრიდა ხოლმე მსგავს მოკლე ფრაზას, რომე-
ლიც ვითარების მთელ არსს გამოხატავდა.
- ნახვამდის!
ძლივს არ წავიდა! მეგრე კვლავ მარტო დარჩა თავის პერ-
სონაჟებთან ერთად, რომელთა კოლექციასაც დაემატა ჩვენ-
თვის უკვე ცნობილი სამუელი, იმთავითვე პირველი ადგილი
რომ დაიკავა მათ შორის.
უაღრესად უცნაურია, მაგრამ სამუელი იყო ის ადამიანი,
რომელიც, გამოდის, რომ ორჯერ მოკვდა!
იყო თუ არა ის მახათიანი მანიაკი, რომელმაც უკვე ორი
ქალი მოკლა?!
ასეთ შემთხვევაში, ბევრი რამ საოცარია: ჯერ ერთი ის,
რომ თავის „გმირობათა“ საასპარეზოდ მან მაინცდამაინც
ბერჟერაკი აირჩია.
ასეთი ყაიდის ხალხი დიდ ქალაქებს ამჯობინებს ხოლმე,
მცხოვრებლები რომ ერთმანეთშია ათქვეფილი და, აქედან
გამომდინარე, ისიც შეუმჩნეველი რჩება.
თუმცა სამუელი არასოდეს უნახავთ ბერჟერაკში, არც იმ
არემარეში, ოპერეტის ბოროტმოქმედივით ტყეში ხომ არ
ცხოვრობდა?!

96
ასეთ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის თავშესა-
ფარს ეძებდა ვიღაცასთან. ექიმთან? ლედიუკთან? დიურსოს-
თან? სასტუმრო „ინგლისში“?
არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ალჟირში მომხდარი დანა-
შაულობები ოსტატურად იყო მოფიქრებული და ჩადენილი,
მათ მიზანს იმ თანამონაწილეთა დახოცვა წარმოადგენდა,
რომლებიც საშიშნი გამხდარიყვნენ.
ბერჟერაკში მომხდარი დანაშაულობები კი, პირიქით, ვი-
ღაც სექსუალურად აღგზნებული მანიაკის ან სადისტის ნახე-
ლავი იყო!
იქნებ, პირველ და ბოლო დანაშაულობებს შორის სამუე-
ლი გაგიჟდა? ან რაღაც განსაკუთრებული მიზეზის გამო უნდა
მოეგონებინა სიგიჟე და მთელი ის ამბავიც, მახათთან დაკავ-
შირებით, მხოლოდ ავბედითი შენიღბვა იყო?
„ნეტა დიურსო თუ იმყოფებოდა ალჟირში!“ - ჩაიბურტყუნა
მეგრემ.
ქალბატონი მეგრე შემოვიდა. დაღლილი ჩანდა. შლაპა მა-
გიდაზე დააგდო და დივანზე დაჯდა.
- შენც იტყვი, რაღა, სამუშაო მაქვსო, - ამოიოხრა მან. გა-
ფიქრებაც კი ჭირს, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე ასე
წრიალებ...
- ახალი ხომ არაფერი გაგიგია?
- არაფერი საინტერესო. გავიგე, რომ პარიზიდან სამუე-
ლის თაობაზე რაღაც ცნობა მიიღეს, მაგრამ კერძოდ რა, არ
ვიცი.
- ეგ საიდუმლო მე ვიცი.

97
- ლედიუკმა გითხრა?.. ყოჩაღ!.. შენ ხომ აქ ცუდი თვალით
გიყურებენ. ყველას თავგზა აქვს აბნეული. ზოგი ამბობს, სა-
მუელს არაფერი აქვს საერთო შეშლილის დანაშაულებთან,
საქმე, უბრალოდ, ეხება ადამიანს, რომელმაც ამ ტყეში გა-
დაწყვიტა თავის მოკვლა და დღეს თუ ხვალ ისევ მოკლავენ
რომელიმე ქალსო...
- რივოს ვილასთან ხომ არ ჩაგივლია?
- კი. ვერაფერი დავინახე. სამაგიეროდ, ერთი წვრილმანი
გავიგე, შესაძლოა, სრულიად უმნიშვნელო. თურმე ვილას
ორჯერ თუ სამჯერ ესტუმრა შუახნის ქალი, შესახედავად საკ-
მაოდ ვულგარული; ხალხი ამბობს, ექიმის სიდედრიაო. თუმ-
ცა არავინ იცის, სად ცხოვრობს, საერთოდ, ცოცხალია თუ
არა ამჟამად. უკანასკნელად ორი წლის წინ უნახავთ.
- აბა, ერთი, ტელეფონი მომაწოდე!
მეგრემ ითხოვა პოლიციის კომისარიატთან შეერთება.
- მდივანი ბრძანდებით?.. არა, არ ღირს უფროსის მოცდე-
ნა... მხოლოდ ქალბატონ რივოს ქალიშვილობის გვარი მით-
ხარით... იმედია, არ გაგიძნელდებათ?
წუთის შემდეგ მან გაიღიმა. ჩიბუხს ხელი მოუჭირა და
ცოლს უთხრა:
- კომისართან წავიდნენ გასარკვევად, შეიძლება თუ არა
ჩემთვის ასეთი ცნობის მოცემა! თავს უხერხულად გრძნობენ!
რა თქმა უნდა, ურჩევნიათ, არაფერი მაცნობონ. ალო!.. დიახ,
დიახ!.. როგორ თქვით?.. ბოსოლეი?.. უღრმესი მადლობა...
და, ყურმილი დადო თუ არა, წამოიძახა:
- რა შესანიშნავი გვარია! აი, ახლა კი მოგცემ შენ კატორ-
ღულ სამუშაოს! აიღე „ბოტენის“ ცნობარი და ამოიწერე საფ-

98
რანგეთში არსებული ყველა სამედიცინო ინსტიტუტის მისა-
მართი. თითოეულ მათგანში დარეკე და გაიგე, მისცეს თუ
არა რამდენიმე წლის წინ დიპლომი ვინმე რივოს...
- შენ გგონია, ის არ... მაგრამ... მაგრამ, მაშინ... ის ხომ შენ
გმკურნალობდა!
- სულერთია, გააკეთე, რასაც გეუბნები!
- ქვევით რომ ჯიხურია, იქიდან დავრეკო? შევამჩნიე, რო-
დესაც იქიდან ვინმე ლაპარაკობს, დარბაზში ყველაფერი ის-
მის...
- საქმეც ეგაა!
და მეგრე კვლავ მარტო დარჩა, ჩიბუხი დატენა, ფანჯარა
მიხურა - ოთახში აგრილდა.
მას არ გასჭირვებია ექიმის ვილისა და პროკურორის პირ-
ქუში სახლის წარმოდგენა.
მეგრეს ხომ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა, როცა თავად
ჰქონდა უშუალოდ დანაშაულის ადგილზე მისვლის შესაძ-
ლებლობა; შესაძლებლობა, ეყნოსა, შეეგრძნო, ჩასწვდომო-
და იმას, რაც იქ ხდებოდა!
ყველაზე საინტერესო, ალბათ, ის იქნებოდა, ვილას რომ
სწვეოდა. ირგვლივ ყველაფერი უბრალოდაა მოწყობილი,
მკაფიო ხაზები! გამვლელ-გამომვლელს, რომლებიც გულში
ფიქრობენ: „რა ბედნიერია, ვინც ამ სახლში ცხოვრობს!“ -
ასეთი სახლები შურით აღავსებს.
ნათელი, ფართო ოთახები, მდიდრული ფარდები, ბაღი
ყვავილებითაა სავსე, სამზარეულოში სპილენძის ჭურჭელს
კრიალი გაუდის... გარაჟთან ამუშავებული მანქანა დგას... სა-

99
ჭესთან შოლტივით ქალიშვილი ან ექიმი ჯდება, მისი მოძ-
რაობები ზუსტი და ელეგანტურია...
ნეტა რაზე საუბრობენ ხოლმე საღამოობით, როცა სამივე-
ნი ერთად შეიყრებიან? თუ იცოდა ქალბატონმა რივომ მისი
ქმრისა და დის სიყვარულის ამბავი?
ქალბატონი რივო ულამაზო ქალია! თავადაც იცის! მასზე
ვერ იტყვი, შეყვარებულიაო, ის უფრო ოჯახის მორჩილ დე-
დას ჰგავს...
ფრანსუაზა კი ენერგიულია, სიცოცხლით სავსე!
თუ ემალებოდნენ ისინი ქალბატონ რივოს, როცა ერთმა-
ნეთს მალულად დახურულ კარს მიღმა კოცნიდნენ?
მეგრე ერთხელ უკვე წააწყდა ანალოგიურ სიტუაციას სახ-
ლში, რომელიც ამაზე გაცილებით მკაცრად გამოიყურებოდა.
ის ამბავიც პროვინციაში მოხდა!
ნეტავ საიდან არის ეს ბოსოლეის ოჯახი! ალჟირის საავად-
მყოფოში მუშაობა სულაც მოგონილი ხომ არ არის?
ასეა თუ ისე, მაშინ ქალბატონი რივო პატარა გოგონა იქ-
ნებოდა, უბრალო ოჯახიდან. წვრილმან დეტალებში შეიძლე-
ბოდა ამის ამოკითხვა, იმაში, თუ როგორ იყურებოდა, მოძ-
რაობდა, როგორ ეჭირა თავი, როგორ იცვამდა.
ორი გოგონა უბრალო ოჯახიდან... უფროს გოგონას წარ-
მომავლობის დაღი უფრო ღრმად აჯდა და წლების შემდეგაც
შესამჩნევი იყო...
უმცროსი კი, პირიქით! ის გაცილებით უკეთ შეეგუა გარე-
მოს, მის გარეგნობას ადვილად შეეძლო შეცდომაში შეყვა-
ნა...

100
ნეტავ სძულდათ თუ არა ერთმანეთი? იქნებ, პირიქით, ახ-
ლოს იყვნენ ერთმანეთთან და გულახდილნი? იქნებ, ეჭვია-
ნობდნენ?
მათი დედა ვინღა იყო, ორჯერ რომ ჩამოსულა ბერჟერაკ-
ში? თვითონაც არ იცოდა, რატომ, მეგრეს ის მსუქან, ბედნიერ
ქალად წარმოედგინა, რომელმაც მოახერხა შვილების კარ-
გად დაბინავება. ქალიშვილებს ურჩევს, უფრო თავაზიანად
მოექცნენ ისეთ მნიშვნელოვან და მდიდარ კაცს, როგორიც
ბატონი რივოა.
ალბათ, ეს ქალბატონი რეგულარულად ღებულობს პატა-
რა თანხას!
„ძალიან კარგად შემიძლია წარმოვიდგინო ის პარიზში,
მეჩვიდმეტე ოლქში ან კიდევ უკეთეს ადგილას, ნიცაში...“
სადილობისას თუ საუბრობდნენ ხოლმე დანაშაულებზე?
ნეტავი ერთხელ მაინც მიმიყვანა იქ, თუნდაც რამდენიმე
წუთით! შევხედავდი კედლებს, სამშვენისებს, მრავალგვარ
წვრილმანს სახლში, რომლებშიც ყოველთვის შეიძლება ოჯა-
ხური ცხოვრების ინტიმური მხარის ამოკითხვა!
ბატონ დიურსოსთანაც მინდა წასვლა! ის ხომ რაღაცნაი-
რად დაკავშირებულია ყოველივე ამასთან, შეიძლება, უშუა-
ლოდ არა, მაგრამ მაინც დაკავშირებულია!
ისინი ყველანი ერთმანეთს ეჭიდებიან, ერთი წრის ხალ-
ხია!
მოულოდნელად მეგრემ ქვევით დარეკა და სასტუმროს
პატრონს სთხოვა, ამოსულიყო. და მაშინვე, ყოველგვარი შე-
სავლის გარეშე, ჰკითხა:

101
- ხომ ვერ მეტყვით, ბატონი დიურსო ხშირად სადილობს
ხოლმე რივოსთან?
- ყოველ ოთხშაბათს. ეს იმიტომ ვიცი, რომ პროკურორს
არ სურს ჰქონდეს საკუთარი მანქანა, ჩემი ძმისშვილი კი ტაქ-
სის მძღოლია და...
- გმადლობთ!
- მეტი ხომ არაფერი გსურთ?..
სასტუმროს პატრონი მეტისმეტად გაოცებული წავიდა.
მეგრემ კი თავის გამოგონილ თეთრ სუფრაგადაფარებულ მა-
გიდასთან კიდევ ერთი ადამიანი დასვა: რესპუბლიკის პრო-
კურორი, რომლის ადგილიც, ალბათ, ქალბატონ რივოსგან
მარჯვნივ იყო.
„მე ხომ ოთხშაბათს, უფრო სწორად, ხუთშაბათს ღამით
გადმოვხტი მატარებლიდან, მესროლეს, და სამუელიც მაშინ
მოკლეს“. - მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა კომისარი.
მაშასადამე, ისინი რივოსთან ერთად სადილობდნენ. მეგ-
რეს უცბად მოეჩვენა, რომ ის გამალებით უახლოვდებოდა გა-
მოცანის ახსნას. მან ყურმილი აიღო.
- ალო! სატელეფონო კვანძია?.. მადმუაზელ, პოლიციიდან
გაწუხებთ...
იმის შიშით, ვაითუ არ დამიჯერონო, ხმამაღლა და დამაჯე-
რებლად ლაპარაკობდა.
- მითხარით, გეთაყვა, ვინმეს ხომ არ დაურეკავს ბატონ
რივოსთან პარიზიდან გასულ ოთხშაბათს?
- ახლავე ვნახავ მის ბარათს.
ამას წუთზე მეტი არ დასჭირვებია.

102
- დღის ორ საათზე მას დაურეკეს ნომრიდან არქივი 14-
67...
- პარიზის აბონენტთა მისამართები თუ გაქვთ?
- მგონი, სადღაც ვნახე. არ დადოთ ყურმილი...
„ალბათ, ლამაზი გოგოა. მხიარულიც უნდა იყოს!“ მეგრე
ესაუბრებოდა მას და თან იღიმებოდა.
- ალო, ვიპოვე. ეს ბასტილიის მოედანზე მდებარე რესტო-
რანი „კატრ-სერჟანია“.
- სამწუთიანი საუბარი იყო?
- არა, სამი ტალონი! ეს ნიშნავს ცხრა წუთს!
ცხრა წუთი! დღის ორ საათზე! მატარებელი კი სამზე გადი-
ოდა! საღამოს, სანამ მეგრე დახუთული ვაგონით მგზავრობ-
და, ზემოთ კი მისი თანამგზავრი იტანჯებოდა უძილობისაგან,
პროკურორი რივოსთან სადილობდა...
მეგრეს მოუთმენლობისგან სული ეგუბებოდა. ცოტაც და
ლოგინიდან გადმოხტებოდა! გრძნობდა, მიზანს მიუახლოვ-
და, მაგრამ ახლა მთავარი იყო, შეცდომა არ დაეშვა.
კვანძის გახსნას აღარაფერი უკლდა. ახლა მთავარი იყო,
ალღოს არ ემტყუნა, მისთვის ცნობილი ფაქტები უნდა გაეანა-
ლიზებინა...
ასეთ შემთხვევაში ხშირად მცდარ გზას ადგებიან.
„ამრიგად... ისინი მაგიდას უსხედან... ჰო, მართლა, რა
გადმომიკრა როზალიმ პროკურორზე... ალბათ, მხურვალე
გრძნობების თაობაზე, რაც არ შეეფერება მის ასაკსა და
მდგომარეობას. პატარა ქალაქში საკმარისია გოგონას ლო-
ყაზე მოუთათუნო ხელი და გარყვნილი კაცის სახელი გაგი-
ვარდება. იქნებ, ფრანსუაზა?.. ისე, ზუსტად იმ ქალების ტიპია,

103
ასაკოვან მამაკაცებს რომ მოსწონთ... ამრიგად, ისინი მაგი-
დას უსხედან... მატარებელში მე და სამუელი ვართ... სამუ-
ელს კი უკვე ეშინია... ხომ აშკარაა, რომ მართლა რაღაცის
ეშინია... ძაგძაგებს...“
მეგრე ოფლად გაიღვარა. ესმოდა, ქვევით მიმტანი ქალე-
ბი როგორ აჩხარუნებდნენ ჭურჭელს.
„უცნობი მატარებლიდან იმიტომ გადახტა, ეგონა, თვალ-
ყურს მადევნებენო; ნეტავ თუ იცოდა, რომ ელოდნენ?“
აი, სწორედ ეს არის მთავარი კითხვა! მეგრე ამას გრძნობ-
და. მან საჭირო ძაფს ჩაავლო ხელი. თავისთვის გაიმეორა,
თითქოს ვინმესგან პასუხს ელისო:
„...ეგონა, თვალყურს მადევნებენო, თუ იცოდა, რომ
ელოდნენ...“
თუმცა ეს სატელფონო საუბარი...
მეგრეს ცოლი ისეთი აღელვებული შემოვიდა, რომ ქმრის
აგზნება ვერც კი შეამჩნია.
- ახლავე ნამდვილი ექიმი უნდა გამოვიძახო! გაუგონარი
რამ არის! ეს დანაშაულია! როგორც კი გავიფიქრებ, რომ...
ის ქმარს უყურებდა, თითქოს მის სახეზე რაღაც შემაშფო-
თებელ ნიშანს ეძებსო.
- ის უდიპლომოა! ის არ არის ექიმი! კურსდამთავრებულ-
თა ვერც ერთ სიაში ვერ ნახეს... ახლა მესმის, რატომ გაქვს
გამუდმებით სიცხე, არ გიხორცდება ჭრილობა...
- ჰოდა! - გამარჯვებულის ხმით წამოიძახა მეგრემ, - მან
იცოდა, რომ ელოდნენ!
ტელეფონმა დარეკა. სასტუმროს პატრონი იყო.

104
- ბატონი დიურსო კითხულობს, შეუძლია თუ არა, რომ
ამოვიდეს!

VIII
ბიბლიოფილი

მეგრეს სახის გამომეტყველება თანდათან ეცვლებოდა,


ავადმყოფობისგან გაბეზრებული ადამიანის მოწყენილი,
არაფრის მთქმელი, მორჩილი გამომეტყველება გაუხდა.
ამის გამო იყო ალბათ, ოთახის მთელი მორთულობაც
რომ შეიცვალა, რაღაცნაირი, ნაცრისფერი გახდა: გაშლილ
საწოლს ადგილი ჰქონდა შეცვლილი, ძველ ადგილას ხალი-
ჩა უფრო ახალი ჩანდა, ტუმბო წამლებით იყო სავსე, ხოლო
მაგიდაზე ქალბატონ მეგრეს შლაპა იდო...
ქალბატონმა მეგრემ, თითქოს შემთხვევით, სპირტქურა
ჩართო, რათა ნაყენი მოემზადებინა.
ყოველივე ეს, ერთად აღებული, საკმაოდ მძიმე შთაბეჭდი-
ლებას ახდენდა. კარზე მსუბუქი კაკუნი გაისმა. ქალბატონი
მეგრე პროკურორის შესაგებებლად გაემართა. ის მიესალმა,
ხელჯოხი და შლაპა გაუწოდა და მეგრეს საწოლისაკენ გა-
ემართა.
- საღამო მშვიდობისა, კომისარო!
მაინცდამაინც შეშფოთებული არ ჩანდა. უფრო იმ კაცს წა-
აგავდა, რაღაც გარკვეული ამოცანის შესასრულებლად რომ
მოსულიყო.
- საღამო მშვიდობისა, ბატონო პროკურორო. დაბრძან-
დით, გთხოვთ...

105
და მეგრემ დიურსოს გაბერილ სახეზე პირველად დაინახა
ღიმილი - ოდნავ აწეული პირის კუთხეები! ესეც წინასწარ იყო
ჩაფიქრებული.
- კინაღამ სინდისის ქენჯნამ შემაწუხა... გიკვირთ, არა? დი-
ახ - დიახ, თავს ვტუქსავდი, რომ ზედმეტად მკაცრად მოგექე-
ცით... თუმცა, თქვენი მოქმედებაც ხანდახან ისეთი გამომწვე-
ვი ჩანდა...
მას ხელები მუხლებზე დაეწყო, წინ გადახრილიყო და ისე
იჯდა, მეგრე პირდაპირ უყურებდა, მაგრამ კომისრის ფარ-
თოდ გაღებული თვალები თითქოს ყოველგვარ აზრს იყო
მოკლებული.
- მოკლედ, გადავწყვიტე, საქმეში გაგარკვიოთ...
კომისარს, რა თქმა უნდა, ყოველივე ესმოდა. მაგრამ, რომ
გეკითხათ, მის ნათქვამ ვერც ერთ სიტყვას ვერ გაიმეორებ-
და: ის ამ დროს პროკურორს სწავლობდა, რუდუნებით და
თანდათან ქმნიდა თავისთვის მის ფიზიკურსა და ფსიქოლო-
გიურ პორტრეტს.
სახე ძალზე ფერმკრთალი ჰქონდა, ზედმეტად ფერმკრთა-
ლი, ჭაღარა თმა და ულვაში ამას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს...
ბატონ დიურსოს ღვიძლი არ აწუხებდა, არც ჰიპერტონიკი
იყო და არც ნიკრისის ქარიანი...
მაშ რა აწუხებს? შეუძლებელია სამოცდახუთ წელს მიაღ-
წიო და არაფერს უჩიოდე, არაფერი გტკიოდეს!
„ათეროსკლეროზი“, - დაასკვნა მეგრემ.
პროკურორის გამხდარ ხელის მტევანს შეხედა, აბრეშუმი-
ვით კანი რომ ჰქონდა, მაგრამ გამობერილი, მაგარი ვენები

106
აჩნდა, თითქოს მინააო. საშუალო სიმაღლის მამაკაცი, გამ-
ხდარი, ნერვიული, ჭკვიანი, ფიცხი!
„მორალურად რა სისუსტე აქვს, რა მანკიერება?“
რაღაც მანკიერება ნამდვილად გააჩნდა! ეს არ შეიძლებო-
და, არ გეგრძნოთ! მთელი მისი პროკურორული ქედმაღლო-
ბის მიღმა რაღაც ბუნდოვანი, საეჭვო, სამარცხვინო იმალე-
ბოდა...
ის ლაპარაკს განაგრძობდა:
- ორი, დიდი-დიდი, სამი დღის შემდეგ გამოძიება დამთავ-
რდება... ფაქტები ხომ თავად მეტყველებენ! ის კი, როგორ
დააღწია თავი სამუელმა სიკვდილს და თავის მაგივრად სხვა
დამარხა თუ არა, ალჟირის საგამომძიებლო პოლიციის საქ-
მეა, თუ მას კვლავ ძალიან სურს გამოამზეუროს ეს ძველი ის-
ტორია... მე ვფიქრობ, ამაზე არც იქნება ლაპარაკი...
ხანდახან მისი ხმა უფრო წყნარად გაისმოდა, როცა მას
მეგრეს გამოხედვის დაჭერა უნდოდა, სამაგიეროდ კი სიცა-
რიელეს აწყდებოდა! მაშინ პროკურორს ეჭვი ეპარებოდა, უს-
მენდა თუ არა კომისარი, თუ ეს მისი გულგრილობა ირონიის
უმაღლესი წერტილი იყო.
დიურსო თავს ძალას ატანდა. ხმა უფრო მძლავრი გაუხდა:
- ყოველ შემთხვევაში, სამუელი, რომელიც, ალბათ, უკვე
იქ, შეშლილი იყო, საფრანგეთში ჩამოდის, იმალება ხან სად,
ხან სად, და მალე, როდესაც სიგიჟე მოუვლის... რაც ხშირად
ხდება ხოლმე, ექიმი რივო ამას დაგიდასტურებთ, ის სჩადის
დანაშაულებს... მატარებელში ჰგონია, რომ თქვენ მის ნაკვა-
ლევს მისდევთ... ამიტომ გესვრით, და შემდეგ, უფრო და უფ-
რო შეშინებული, ბოლოს და ბოლოს, თავს იკლავს...

107
და პროკურორმა რაღაც ზედმეტი დაუდევრობით დაუმატა:
- დაიმახსოვრეთ, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ იმას,
რომ გვამის გვერდით ვერ იპოვეს რევოლვერი... იურისტე-
ბისთვის ასობით მსგავსი მაგალითია ცნობილი... შესაძლოა,
იქ ვინმე მათხოვარმა ან ბიჭმა ჩაიარა... ეს ცნობილი გახდება
მხოლოდ ათი ან ოცი წლის შემდეგ... მნიშვნელოვანია ის,
რომ ესროლეს საკმაოდ ახლო მანძილიდან, რასაც ადასტუ-
რებს გაკვეთა... აი, მოკლედ ყოველივე, რისი თქმაც მინდო-
და...
მეგრე კი კვლავ თავისთვის იმეორებდა:
„რა მანკიერება აქვს?“
არა, არ ჩანს! აზარტული თამაში არა! და, უცნაურია, მაგ-
რამ მეგრეს უნდოდა ეთქვა: არც ქალები!
სიძუნწე! ეს უფრო შეეფერება! ადვილი წარმოსადგენია,
ბატონი პროკურორი როგორ აღებს შვიდი საკეტით ჩაკეტილ
სეიფს და მაგიდაზე ამწკრივებს ფულის დასტებს, ოქროთი
სავსე პარკებს...
მოკლედ, მარტოხელა კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა!
მაგრამ ბანქოს თამაში ხომ ისეთი მანკიერებაა, თანამზრახ-
ველებს რომ საჭიროებს! სასიყვარულო თავგადასავლებიც!
და ეს ყოველთვის ჩანს ხოლმე…
- ბატონო დიურსო, ალჟირში თუ ყოფილხართ ოდესმე?
- მე?
როდესაც ასე პასუხობენ, ათიდან ცხრა შემთხვევაში დრო-
ის მოგება სურთ.
- რად მეკითხებით ამას? განა ვგავარ ადამიანს კოლონი-
იდან? არა, არასოდეს ვყოფილვარ ალჟირში, არც მაროკოში,

108
ჩემი ყველაზე შორეული მოგზაურობა - ნორვეგიის ფიორდე-
ბია. ეს იყო 1923 წელს.
- დიახ... თავადაც არ ვიცი, რატომ შეგეკითხეთ... ვერ წარ-
მოიდგენთ, როგორ დამასუსტა სისხლის დაკარგვამ...
ეს იყო მეგრეს კიდევ ერთი ფანდი: ერთი თემიდან მეორე-
ზე გადახტომა, მოულოდნელად ისეთ რამეზე ალაპარაკება,
რასაც საუბრის თემასთან არაფერი აქვს საერთო.
თანამოსაუბრე, რომელსაც მახეში გაბმისა ეშინია, ცდი-
ლობს აღმოაჩინოს ხრიკი იქ, სადაც არ არის, ამით ის, ბო-
ლოს და ბოლოს, იღლება და კარგავს განსჯის უნარს...
- სწორედ ამაზე ველაპარაკე ექიმს. მართლა, ვინ აკეთებს
სადილებს მათ სახლში?
- ა-ა...
მეგრე არ აძლევდა პასუხის გაცემის საშუალებას.
- თუ რომელიმე და ამზადებს, ფრანსუაზა ნამდვილად უნ-
და გამოვრიცხოთ! მისი წარმოდგენა ბრწყინვალე მანქანის
საჭესთან უფრო ადვილია, ვიდრე სამზარეულოში, რაგუს
თვალყურის მდევნებლად!.. გეთაყვა, მომაწოდეთ წყალი...
და მეგრემ, იდაყვზე დაყრდნობილმა, მოსვა წყალი, მაგ-
რამ ისე მოუხერხებლად, რომ ჭიქა ბატონ დიურსოს ფეხზე
დაუვარდა...
- ოჰ, მაპატიეთ!.. რა სულელურად მომივიდა!.. ჩემი ცოლი
ახლავე გაგიწმენდთ... კიდევ კარგი, ლაქა არ დარჩება...
პროკურორი გაცეცხლდა. წყალმა შარვალი დაუსველა
და, ალბათ, ფეხსაცმელში ჩასდიოდა.
- ნუ წუხდებით, ქალბატონო... როგორც თქვენმა მეუღლემ
თქვა, ლაქა არ დარჩება... ამიტომ არ ღირს ამაზე შეწუხება...

109
ამ სიტყვებში ირონია იგრძნობოდა.
ყოველივემ, რაც მეგრემ თქვა, თანაც ამ პატარა ინციდენ-
ტმა, პროკურორს საბოლოოდ გაუფუჭა წინასწარ განწყობი-
ლი კარგი ხასიათი. ის წამოდგა, მაგრამ უმალვე გაახსენდა,
რომ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი.
ახლა ის უკვე ცუდად თამაშობდა თავის როლს, ერთობ პი-
რობითად გამოხატავდა კეთილგანწყობას.
- თქვენ, კომისარო, თქვენ რაღა გეგმები გაქვთ?
- ისეთივე!
- სახელდობრ?
- რა თქმა უნდა, მკვლელის დაჭერა! შემდეგ, ეშმაკმა და-
ლახვროს, თუ ისევ დარჩება დრო, ბოლოს და ბოლოს, რიბო-
დიერში წავალ, სადაც ათი დღის წინ უნდა ჩავსულიყავი.
ბატონი დიურსო სიბრაზისა და აღშფოთებისგან გაფით-
რდა. როგორ?! იმდენი რამ თქვა აქ, ლამის ელაქუცებოდა
მეგრეს! და მას შემდეგ, რაც ფეხზე წყალი გადაასხეს - პრო-
კურორი დარწმუნებული იყო, რომ მეგრემ ეს განგებ ჩაიდი-
ნა, - მას მშვიდად უცხადებენ: „მე დავიჭერ მკვლელს!“
და ამას ეუბნებიან მას, უმაღლესი თანამდებობის პირს აქ,
მაშინ, როცა მან ეს-ეს არის განაცხადა, რომ მკვლელი აღარ
არსებობს! ხომ არ ჰგავს ყოველივე ეს მუქარას? იქნებ, ღირს,
რომ ადგეს და წავიდეს, თანაც კარი გაიჯახუნოს?
მაგრამ ბატონმა დიურსომ მაინც სცადა გაღიმება.
- ჯიუტი ბრძანდებით, კომისარო!
- იცით, როდესაც მთელი დღე წევხარ და საქმე არაფერი
გაქვს... შემთხვევით რაიმე წიგნი ხომ არა გაქვთ, რომ წავი-
კითხო?

110
ამ დროს მეგრემ აშკარად შეამჩნია პროკურორის გამო-
ხედვაში რაღაც შეშფოთება...
- გამოგიგზავნით...
- თუ შეიძლება, რაიმე მხიარული, კარგი?
- ჩემი წასვლის დროც მოვიდა...
- ჩემი ცოლი მოგაწოდებთ ხელჯოხსა და შლაპას! სახლში
უნდა ისადილოთ?
და მეგრემ ხელი გაუწოდა. პროკურორმა ვერ გაბედა,
რომ არ ჩამოერთმია. როდესაც კარი გაიხურა, მეგრე რამდე-
ნიმე წამს ჭერს მიშტერებული გაუნძრევლად იწვა. ცოლმა
ჰკითხა:
- შენ გგონია, რომ?..
- როზალი ისევ სასტუმროშია?
- მგონი, კიბეზე დავინახე.
- გთხოვ, მოიყვანე.
- ხალხი ისევ ალაპარაკდება, რომ...
- ამას არა აქვს მნიშვნელობა!
როზალის მოლოდინში მეგრე გამუდმებით იმეორებდა
გულში: „დიურსოს ეშინია! მას თავიდანვე ეშინოდა: ეშინოდა,
რომ იპოვნიდნენ მკვლელს, და რომ მის პირად ცხოვრებასაც
შეეხებოდნენ! რივოსაც ეშინია. ქალბატონ რივოს ეშინია...“
იმის გარკვევაღა დარჩა, თუ რა ესაქმებოდა ამ ხალხს სა-
მუელთან, პოლონელ თუ იუგოსლავიელ უბედურებით მოვაჭ-
რესთან, ყალბი საბუთების სპეციალისტთან!
პროკურორი ებრაელი არ იყო; რივო - შესაძლოა, მაგრამ
ზუსტად არც ეს იყო ცნობილი.

111
კარი გაიღო. როზალი შემოვიდა. მას მოჰყვა ქალბატონი
მეგრე. ქალიშვილი წინსაფრით თავის დიდ, გაწითლებულ ხე-
ლებს იწმენდდა.
- მოსიე, გამომიძახეთ?
- დიახ, ჩემო კარგო. მობრძანდით... აი, აქ დაბრძანდით...
- არა გვაქვს ნომრებში ჯდომის უფლება!
მისი ტონი კარგს არაფერს მოასწავებდა. უწინდებურად
თამამად მოჭიკჭიკე აღარ გახლდათ. ალბათ, გამოლანძღეს,
მოთოკეს, შესაძლოა, დაემუქრნენ კიდეც.
- მე მხოლოდ იმის კითხვა მსურს, პროკურორის სახლში
თუ გიმუშავიათ?
- მე იქ ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი!
- ასეც ვფიქრობდი! მზარეულად თუ მოახლედ?
- მას მოახლე არ ესაჭიროება, ის ხომ მამაკაცია!
- ჰო, რა თქმა უნდა! მაშინ, თქვენ ალაგებდით სახლს, აპ-
რიალებდით იატაკს, წმენდდით მტვერს...
- რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებდი სახლში, აბა, რა!
- სწორედაც რომ! და ამგვარად გაიგეთ ამ სახლის პატარ-
პატარა საიდუმლოებანი. რამდენი ხანი გავიდა მას მერე?
- ერთი წელია, რაც იქიდან წამოვედი!
- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისეთივე მომხიბლავი იყა-
ვით, როგორც ახლა. დიახ, დიახ, ნუ მეკამათებით!
მეგრე არ ხუმრობდა. ასეთ რამეებს მეტად დამაჯერებლად
ამბობდა ხოლმე. ისე, კაცმა რომ თქვას, როზალი ცუდი შესა-
ხედავი არ იყო. მისი მომრგვალებული ნაკვთები ალბათ ბევრ
ცნობისმოყვარე ხელს იზიდავდა.

112
- პროკურორი არ ამოწმებდა ხოლმე თქვენ მიერ შესრუ-
ლებულ სამუშაოს?
- ეგღა მაკლია! იმწუთასვე ხომ ჩემს ვედროებთან და ტი-
ლოებთან გაფრინდებოდა!
ერთმა გარემოებამ როზალი რამდენადმე მოალბო: ის უთ-
ვალთვალებდა, როგორ ფუსფუსებდა დალაგებით გართული
ქალბატონი მეგრე. მთელი გულისყური მისკენ ჰქონდა, დრო-
დადრო ვეღარ ითმენდა და ჩაურთავდა ხოლმე:
- მე თქვენ პატარა ჯაგრისს მოგიტანთ... დაბლა არის...
ცოცხით ძალიან ძნელია...
- პროკურორთან ხშირად მოდიოდნენ ქალები?
- არ ვიცი!
- აბა-აბა, როზალი, მიპასუხეთ, გეთაყვა! თქვენ ხომ მარ-
ტო ლამაზი კი არა, კეთილიც ხართ! გაიხსენეთ, რომ მარტო
მე გიცავდით, როცა ისინი ამბობდნენ, რომ თქვენ...
- არ არის საჭირო!
- მაინც რა იცით?
- რომ გითხრათ, ჯერ ერთი, ალბერი - ჩემი საქმრო - სამსა-
ხურში ვერ დაწინაურდება, ის ხომ მუნიციპალიტეტში მუშა-
ობს... თანაც მე საგიჟეთში მომათავსებენ!.. და ეს ყველაფერი
იმიტომ, რომ ყოველღამე საშინელებები მესიზმრება, მე კი ამ
სიზმრებს ვყვები...
ის გამოცოცხლდა. პატარა ბიძგიღა სჭირდებოდა.
- თქვენ სკანდალი ახსენეთ...
- მარტო ეგ რომ ყოფილიყო!

113
- ამრიგად, თქვენ თქვით, რომ ბატონ დიურსოსთან ქალე-
ბი არ მოდიოდნენ! მაგრამ ის ხშირად მიემგზავრება ხოლმე
ბორდოში...
- ეს კი მე არ მეხება!
- მაშ, რა სკანდალი?
- ამის თქმა ყველას შეუძლია... ეს ხომ ყველამ იცის. ორი
წლის წინ ფოსტაში ბანდეროლი მოვიდა, პატარა შეკვეთილი
ბანდეროლი პარიზიდან... ფოსტალიონმა მისი აღება რომ
დააპირა, შეამჩნია, მისამართიანი ეტიკეტი დაკარგულიყო...
არავინ იცოდა, ვის ეკუთვნოდა ბანდეროლი... გამომგზავნის
მისამართი არ ეწერა... სანამ გახსნიდნენ, ერთი კვირა უცა-
დეს, ეგებ, ვინმემ მოაკითხოსო... და იცით, რა აღმოაჩინეს?..
ფოტოსურათები! მაგრამ ჩვეულებრივი კი არა... სულ მთლად
შიშველი ქალები... მარტო ქალები არა... წყვილები...
მაშინ ორი თუ სამი დღე ყველა თავს იმტვრევდა, ვის უნდა
მიეღო ბერჟერაკში ასეთი გზავნილი... ფოსტის უფროსმა პო-
ლიციასაც კი მიმართა... და ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა ზუს-
ტად ისეთივე ბანდეროლი, ისეთივე ქაღალდში... პირველს
რომ ჰქონდა ამძვრალი, ზუსტად იმავე ზომის ეტიკეტით. ბან-
დეროლი ბატონ დიურსოს სახელზე იყო! აი, ასე!
მეგრეს სულ არ გაჰკვირვებია. განა მან თავად არ დაას-
კვნა, მარტოხელა პროკურორს რაღაც მანკიერება რომ ჰქონ-
და?
მოხუცი თავის კაბინეტში მეორე სართულზე ფულის და-
სათვლელად კი არ იკეტებოდა, არამედ იმიტომ, რომ დამ-
ტკბარიყო ფოტოსურათებით, და, ალბათ, ფრივოლური შინა-
არსის წიგნებით.

114
- ყური მიგდეთ, როზალი! სიტყვას გაძლევთ, თქვენს სა-
ხელს არსად ვახსენებ! გამოტყდით, რომ, როდესაც ყოველი-
ვე ეს გაიგეთ, დაიწყეთ წიგნის კარადებში ფათური...
- ვინ გითხრათ!.. ჯერ ერთი, კარადებს, რომლებიც ქვევი-
თაა, ცხაურები აქვს და სულ ჩაკეტილია. მხოლოდ ერთხელ
წავაწყდი დატოვებულ გასაღებს...
- და რა ნახეთ?
- თავადაც იცით, რასაც ვნახავდი! ამის შემდეგ ღამღამო-
ბით სულ კოშმარები მესიზმრებოდა და თვეზე მეტი ალბერი
ახლოს არ გავიკარე...
„ჰმ-ჰმ! მისი ურთიერთობაც გაირკვა ქერა საქმროსთან!“
- სქელტანიანი წიგნებია, არა? შესანიშნავ ქაღალდზე და-
ბეჭდილი, დასურათებული...
- დიახ... და სხვებიც... ისეთი, რომ წარმოდგენაც კი ძნე-
ლია...
მხოლოდ ეს არის ბატონი დიურსოს საიდუმლო? თუ ასეა,
ნამდვილად საცოდავია! საბრალო, უცოლოა და მარტოა ბერ-
ჟერაკში, სადაც ქალს ვერ გაუღიმებს, სკანდალი რომ არ
მოჰყვეს... იმითღა ინუგეშებს თავს, რომ წიგნის მოყვარული
გახდა თავისებურად. აგროვებდა ფრივოლური გრავიურების
კოლექციას, ეროტიკულ ფოტოსურათებს, წიგნებს, რომლებ-
საც კატალოგებში თავაზიანად უწოდებენ: „ნაწარმოებები
მცოდნეთათვის“...
და მას ეშინოდა...
მაგრამ ეს გატაცება არაფრით უკავშირდებოდა ორი ქა-
ლის მკვლელობას, მით უმეტეს, სამუელს.

115
იქნებ, სამუელი აწვდიდა ამ ფოტოსურათებს, კი? არა?..
მეგრე არ იყო ამაში დარწმუნებული. როზალი ხან ერთ ფეხს
დაეყრდნობოდა, ხან მეორეს, მთლიანად ალისფერი და გა-
ოცებული იმით, ამდენი რამ რომ დაფქვა.
- თქვენი ცოლი რომ არ ყოფილიყო აქ, არასოდეს გიამ-
ბობდით...
- ექიმი რივო ხშირად მოდიოდა ბატონ დიურსოსთან?
- თითქმის არასოდეს! ტელეფონით ურეკავდა ხოლმე!
- მისი ოჯახიდანაც არავინ მოდიოდა?
- მხოლოდ მადმუაზელ ფრანსუაზა, ის მასთან მდივნად მუ-
შაობდა...
- პროკურორთან?
- დიახ! პატარა საბეჭდი მანქანაც კი მოიტანა, რომელიც
ჩემოდანში იკეტებოდა.
- იურიდიულ საქმეებს აწარმოებდა?
- არ ვიცი, რას საქმიანობდა, მაგრამ ეს განსაკუთრებული
სამუშაო იყო, რასაც ის პატარა კაბინეტში ასრულებდა... ამ
ოთახს ბიბლიოთეკისგან შტორი ჰყოფდა... მძიმე ხავერდის
მწვანე შტორი.
- და?.. - მეგრეს უნდოდა დაეწყო.
- მე ეს არ მითქვამს! მე არაფერი დამინახავს!
- დიდხანს გრძელდებოდა ეს ამბავი?
- ნახევარ წელს... შემდეგ მადმუაზელი დედამისთან გაემ-
გზავრა, პარიზში თუ ბორდოში, ზუსტად არ ვიცი...
- მოკლედ, დიურსო თქვენ არასოდეს გაგარშიყებიათ?
- აბა ერთი გაებედა!

116
- თქვენ მეტი არაფერი იცით! დიდი მადლობა! გპირდებით,
რომ არავინ შეგაწუხებთ, თქვენი საქმრო ვერ გაიგებს, დღეს
რომ აქ იყავით.
როდესაც როზალი გავიდა, ქალბატონმა მეგრემ კარი მი-
ხურა და ამოიოხრა: „აბა, ეს საქმეა?.. განათლებული ხალხი,
ასეთი მდგომარეობის“...
ქალბატონი მეგრე ყოველთვის გაოცებული იყო ხოლმე,
როცა რაიმე უღირს ამბავს გაიგებდა. მას ვერც კი წარმოედ-
გინა, რომ შესაძლოა არსებობდეს რაღაც სხვა ინსტინქტები,
მიდრეკილებები, არა ისეთივე სუფთა, როგორიც მას, წესიერ
მეუღლეს აქვს, ძალზე რომ განიცდის უშვილობას.
- ეს გოგო ხომ არ აზვიადებს? ჩემი აზრი თუ გაინტერესებს,
მგონია, რასაც გინდა, იმას მოყვება, ოღონდაც ყური დაუგ-
დონ! და კიდევ ერთი, დაგენაძლევები, რომ მას არავინ დას-
ხმია თავს...
- მეც ასე მგონია!
- არც ექიმის ცოლისდას დასხმიან თავს... ძლიერი აღნა-
გობით არ გამოირჩევა... ერთი ხელით შეიძლება მისი წაქცე-
ვა... ის კი, ვითომ, მამაკაცს დაუსხლტა ხელიდან?..
- მეტსაც გეტყვი! ვფიქრობ, ასე თუ გაგრძელდა, ერთი კვი-
რის შემდეგ შეუძლებელი იქნება სიმართლისა და გამოგონე-
ბული ამბის გარჩევა. ასეთი ამბების გამგონე ადამიანს ერ-
თთავად რაღაც ეჩვენება! ის, რაზედაც მხოლოდ ფიქრობდნენ
ძილის წინ, მეორე დღეს მართლა თავს გადახდენილი ამბავი
ჰგონიათ... აი, უკვე ბატონი დიურსოც გარყვნილი გახადეს!
ხვალ შენ გეტყვიან, რომ პოლიციის კომისარი ცოლს ღალა-
ტობსო და... მაგალითად, შენ! რა შეუძლიათ თქვან შენზე?..

117
მათ ხომ არა აქვთ მიზეზი, რომ შენზე ენა მოიქავონ... ალბათ,
დღეს თუ ხვალ ქორწინების მოწმობის ჩვენება გახდება საჭი-
რო, თუ არ გინდა, რომ შენი საყვარლის სახელი გამივარ-
დეს...
მეგრე იცინოდა და ცოლს გრძნობამორეული უყურებდა.
ქალბატონი მეგრე აღელდა. მას ყოველი სირთულე აშინებ-
და.
- და ეს ექიმი, რომელიც ექიმი არ არის...
- ვინ იცის!
- როგორ თუ „ვინ იცის“?! მე ხომ ყველა უნივერსიტეტში
დავრეკე, ყველა სამედიცინო ინსტიტუტში!..
- მომეცი, გეთაყვა, ჩემი სასმელი.
- ყოველ შემთხვევაში, არ გაწყენს, ექიმს არ გამოუწერია.
მეგრე ფინჯნიდან სვამდა, თან ხელს არ უშვებდა ცოლის
ხელს. ცხელოდა, რადიატორიდან ორთქლის მსუბუქი სტვე-
ნისმაგვარი ხმა გამოდიოდა.
დაბლა სადილის დრო დამთავრდა. იწყებოდა კამათლის
თამაში.
- ეს ბალახისგან დამზადებული კარგი ნაყენია, ძალიან
მოგიხდება.
- ჰო, გენაცვალე... კარგი ნაყენია...
და მან ცოლს ნაზად აკოცა ხელზე, რასაც მოჩვენებითი
ირონიით მალავდა.
- აი, ნახავ! ყველაფერი თუ რიგზე იქნა, ორ-სამ დღეში შინ
ვიქნებით...
- და ახალ საქმეს მოჰკიდებ ხელს!

118
IX
მომღერალი ქალის მოტაცება

მეგრე ლედიუკის შეცბუნებული სახის ცქერით ერთობო-


და, როცა მან ჩაიბუზღუნა:
- რას უწოდებ დელიკატურ დავალებას, მე რომ გინდა და-
მავალო?
- თუ გინდა იცოდე, ეს ის დავალებაა, რომლის შესრულე-
ბაც მხოლოდ შენ შეგიძლია! კარგი, კარგი! ნუ გაქვს ასეთი
მჟავე სიფათი! შენ არც პროკურორის მოტაცება მოგიხდება,
არც რივოს სახლის გატეხვა...
მეგრემ ბორდოს გაზეთი მიაწოდა, ფრჩხილით პატარა
განცხადება მოუნიშნა:
„მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სასწრაფოდ უნდა მო-
ინახოს ქალბატონი ბოსოლეი, რომელიც ადრე ალჟირში
ცხოვრობდა. მიმართეთ ნოტარიუს მეგრეს. სასტუმრო „ინ-
გლისი“, ბერჟერაკი“.
ლედიუკი არ იღიმებოდა. ის მოღუშული შესცქეროდა მეგ-
რეს.
- შენ გინდა, რომ ნოტარიუსი განვასახიერო?
მის ხმაში ისეთი სასოწარკვეთილება გამოსჭვიოდა, რომ
ქალბატონმა მეგრემ, რომელიც ოთახის სიღრმეში იმყოფე-
ბოდა, ღიმილი ვერ შეიკავა.

119
- არა! ეს განცხადება დაახლოებით ბორდოს ათ გაზეთსა
და პარიზის პრესაში გამოქვეყნდა...
- რატომ ბორდო?
- ნუ ღელავ; ბერჟერაკში დღეში რამდენი მატარებელი ჩა-
მოდის?
- სამი თუ ოთხი!
- გარეთ არც ცხელა, არც ცივა, არც წვიმს. სადგურში არის
ბუფეტი? არის. აი, შენი დავალება: ბაქანზე დახვდები ყველა
მატარებელს, სანამ ქალბატონ ბოსოლეის არ დაინახავ...
- მაგრამ მე მას არ ვიცნობ!
- არც მე! ისიც კი არ ვიცი, მსუქანია თუ გამხდარი. ორმო-
ციდან სამოც წლამდე უნდა იყოს. მსუქანი უფრო იქნება.
- მაგრამ თუ განცხადებაში იმაზეა ლაპარაკი, რომ აქ უნდა
მოვიდეს, მაშინ არ მესმის, რატომ...
- არც ისე მარტივადაა საქმე! იცი, დარწმუნებული ვარ,
რომ ბაქანზე იქნება მესამე პირი, რომელიც შეეცდება ხელი
შეუშალოს მის აქ მოსვლას. დავალება გასაგებია? ქალბატო-
ნი მაინც უნდა მოიყვანო აქ. ყოჩაღად იმოქმედე!
მეგრეს არასოდეს ენახა ბერჟერაკის სადგური, მაგრამ მის
წინ იდო ღია ბარათი ამ სადგურის ხედით. მასზე ჩანს მზით
გაკაშკაშებული ბაქანი, სადგურის უფროსის კანტორა, საწყო-
ბი... საინტერესო იყო საცოდავი ლედიუკის წარმოდგენა, მა-
ტარებლის მოლოდინში როგორ დასეირნობდა ბაქანზე თავი-
სი ჭილის შლაპით; ათვალიერებდა მგზავრებს, უკან მისდევ-
და ყველა ასაკოვან ქალს და როგორც კი შესაძლებლობა მი-
ეცემოდა, ეკითხებოდა, ბოსოლეი ხომ არ ბრძანდებითო.
- მქონდეს შენი იმედი?

120
- რახან ასეა საჭირო!
და ლედიუკი, უბედური გამომეტყველება რომ აღბეჭდოდა
სახეზე, წავიდა. ისმოდა, როგორ წვალობდა და ვერ ამუშა-
ვებდა მანქანას, ვერაფრით დაქოქა. დიდხანს ატრიალებდა
ძრავის სახელურს.
რამდენიმე ხნის შემდეგ ოთახში ექიმი რივოს შემცვლელი
ასისტენტი შემოვიდა. ის სიტყვამრავლად მიესალმა ჯერ
ქალბატონ მეგრეს, შემდეგ კომისარს.
ეს გახლდათ წითური ახალგაზრდა კაცი, გამხდარი, მორ-
ცხვი, რომელიც ავეჯს ეჯახებოდა და გამუდმებით ბოდიშს იხ-
დიდა.
- ბოდიში, ქალბატონო... ხომ ვერ მეტყვით, სად არის ცხე-
ლი წყალი? და კინაღამ გადააყირავა პატარა მაგიდა:
- მაპატიეთ... ოჰ, მაპატიეთ...
ათვალიერებდა მეგრეს ჭრილობას და თან ეკითხებოდა:
- ხომ არ გატკინეთ?.. მაპატიეთ... არ შეგიძლიათ, უფრო
გამართულად დაწვეთ?.. მაპატიეთ...
მეგრეს გაეღიმა, ლედიუკი მოაგონდა, რომელიც ახლა
თავის ძველ „ფორდს“ ალბათ სადგურის სადგომზე აყენებდა.
- ექიმ რივოს ბევრი საქმე აქვს?
- დიახ, ძალიან დაკავებულია! ის ყოველთვის ძალიან და-
კავებულია.
- ენერგიული კაცია, არა?
- ძალიან ენერგიული! ჩემი აზრით, შესანიშნავი ადამი-
ანია! მაპატიეთ... წარმოგიდგენიათ, დილის შვიდ საათზე იწ-
ყებს მუშაობას უფასო კონსულტაციებით... შემდეგ კლინიკა...

121
შემდეგ საავადმყოფო... თანაც არ ეყრდნობა თავის ასისტენ-
ტებს, თავად სურს ნახოს ყველაფერი...
- არასოდეს გიფიქრიათ იმაზე, რომ შესაძლოა, ის სულაც
არ არის ექიმი?
ახალგაზრდა კაცს აღშფოთებისაგან სული კინაღამ შეეგუ-
ბა, მაგრამ მხოლოდ ზრდილობიანი გაღიმება არჩია.
- თქვენ ხუმრობთ! დოქტორი რივო - არ არის ექიმი! ის ძა-
ლიან დიდი სპეციალისტია. პარიზში რომ გადავიდოდეს საც-
ხოვრებლად, დიდ კარიერას გაიკეთებდა.
ის გულწრფელად ლაპარაკობდა. ახალგაზრდა კაცში იგ-
რძნობოდა ნამდვილი რწმენა, ყოველგვარი ფარული აზრე-
ბის გარეშე.
- ხომ არ იცით, რომელ უნივერსიტეტში სწავლობდა?
- მე მგონი, მონპელეიში. დიახ, ნამდვილად... მიამბობდა
ხოლმე თავის მასწავლებლებზე. შემდეგ ექიმ მარტელის
ასისტენტი იყო პარიზში.
- დარწმუნებული ხართ?
- მე მის ლაბორატორიაში ვნახე ექიმ მარტელის ფოტოსუ-
რათი, ყველა მის მოწაფესთან ერთად.
- საინტერესოა...
- მაპატიეთ... თქვენ მართლა გგონიათ, რომ დოქტორი
რივო ექიმი არ არის?
- არა, მე ეგ არ მითქვამს...
- კიდევ გიმეორებთ და შეგიძლიათ მერწმუნოთ: ნამდვი-
ლი ოსტატია! მისი ერთადერთი ნაკლი, მგონი, ის უნდა იყოს,
რომ მეტისმეტად ბევრს მუშაობს, ასეთი დატვირთვით მალე

122
გადაიწვება. რამდენჯერმე ვნახე ისეთი განერვიულებული,
რომ...
- ამ ბოლო დროს?
- ბოლო დროსაც! და თავად ხართ მოწმე, რომ მხოლოდ
მაშინ დამრთო ნება შევეცვალე, როცა გამოკეთებისკენ წავი-
და საქმე. შემთხვევა კი არც ისე მძიმე იყო! სხვა თავიდანვე
ასისტენტს ჩააბარებდა თქვენს თავს...
- თანამშრომლებს თუ უყვართ?
- ყველა აღფრთოვანებულია.
- მე გეკითხებით, უყვართ თუ არა?
- დიახ... ალბათ... რატომაც არა!..
მაგრამ მის ხმაში რაღაც თავშეკავებული ნოტა გაისმა. ის
ნამდვილად განასხვავებდა აღფრთოვანებასა და სიყვა-
რულს.
- ხშირად ხართ მასთან?
- არასოდეს. მე მას ყოველდღე ვხედავ საავადმყოფოში,
- ასე რომ, თქვენ მის ოჯახს არ იცნობთ?..
თან საუბრობდნენ, თან ასისტენტი ჭრილობას სინჯავდა
და უხვევდა. ყველა ჩვეული მოძრაობა, რაც მეგრემ უკვე ზე-
პირად იცოდა, ერთიმეორეს მისდევდა. შტორი ფანჯარაზე ჩა-
მოშვებული იყო და მზისგან იფარავდა ოთახს, მაგრამ მოედ-
ნის ხმაურს ვერ ახშობდა.
- მას ლამაზი ცოლისდა ჰყავს.
ახალგაზრდა კაცმა არ უპასუხა, თავი ისე დაიჭირა, თით-
ქოს ვერ გაიგონა.
- ის ხშირად მიემგზავრება ხოლმე ბორდოში, არა?

123
- ხანდახან გამოიძახებენ ხოლმე! რომ უნდოდეს, ოპერა-
ციებს გააკეთებდა პარიზში, ნიცაში, ყველგან, საზღვარგარე-
თაც კი...
- მიუხედავად მისი ახალგაზრდობისა?!
- ქირურგისთვის ეს პლუსია! როგორც წესი, მოხუცი ქი-
რურგები არ უყვართ.
გასინჯვა დამთავრდა. ასისტენტი ხელებს იბანდა, პირსა-
ხოცს ეძებდა, ქალბატონმა მეგრემ მოუტანა პირსახოცი და
მან ისევ ოჰ, მაპატიეთო, წაიბუტბუტა.
დოქტორ რივოს პორტრეტი ახალი შტრიხებით შეივსო.
კოლეგებისთვის ის მისაბაძია. თავდაუზოგავად მუშაობს!
პატივმოყვარეა? შესაძლოა! მაგრამ პარიზში, რომელიც
მისთვის შესაფერი ადგილია, რატომღაც არ გადადის სამუშა-
ოდ.
- გაიგე რამე? - ჰკითხა ქალბატონმა მეგრემ, როცა მარტო-
ნი დარჩნენ.
- მე?.. გეთაყვა, ასწიე შტორი! ნამდვილად რომ ექიმია,
ცხადია. სხვაგვარად ვერ შეძლებდა გარშემო მყოფთა დიდ-
ხანს მოტყუებას, მით უმეტეს, რომ კაბინეტში კი არ იყო ჩაკე-
ტილი, საავადმყოფოში მუშაობდა...
- და მაინც, უნივერსიტეტში...
- მოითმინე, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ლედი-
უკს ველოდები, ის, ალბათ, უხერხულად გრძნობს თავს თა-
ნამგზავრ ქალთან ერთად. მატარებლის ხმა არ გაგიგონია?
თუ ბორდოდანაა, მაშინ, შესაძლოა...
- რისი იმედი გაქვს?
- ნახავ! მომეცი ასანთი...

124
ის თავს უკეთ გრძნობდა. სიცხე 37,5-მდე დაეცა და მარ-
ჯვენა ხელის გახევებამაც თითქმის გაუარა. კიდევ უკეთესი
ნიშანი ის იყო, რომ არ შეეძლო ლოგინში უმოძრაოდ გაჩე-
რება. სულ ტრიალებდა, ხან ბალიშს ისწორებდა, ხან წამო-
იწეოდა, ხანაც იჭიმებოდა...
- რამდენიმე ადგილას უნდა დავრეკო.
- ვისთან?
- მინდა ვიცოდე, ვინ სად იმყოფება იმ ხალხიდან, ვინც მე
მაინტერესებს. ჯერ პროკურორს დაურეკე. მის ხმას რომ გა-
იგონებ, ყურმილი დადე...
ქალბატონი მეგრე ასეც მოიქცა. ამ დროს მეგრე მოედანს
გაჰყურებდა, თან დროდადრო ჩიბუხს აბოლებდა.
- ის სახლშია!
- ახლა საავადმყოფოში დარეკე. ექიმი იკითხე...
ექიმიც ადგილზე იყო!
- მის ვილაზეღა დარჩა დასარეკი, თუ ტელეფონთან მისი
ცოლი მოვა, მოიკითხე ფრანსუაზა, ხოლო თუ ფრანსუაზა, მა-
შინ რივო...
- ყურმილი ქალბატონმა რივომ აიღო. თქვა, ფრანსუაზა
სახლში არ არისო და მკითხა, ხომ არაფერი გადავცეო.
- დადე ყურმილი!
ეს ხალხი, ალბათ, თავს იმტვრევს და მთელი დილა იმის
მკითხაობაში იქნება, ნეტა ვინ დაგვირეკაო!
ხუთი წუთის შემდეგ ავტობუსს, სასტუმროს რომ ემსახურე-
ბოდა, სადგურიდან სამი მგზავრი მოჰყვა და შვეიცარს მათი
ჩემოდნები ნომრებში აჰქონდა. შემდეგ ფოსტალიონმა ვე-
ლოსიპედით ფოსტა მოიტანა განყოფილებაში.

125
მეგრე არ შემცდარა. საწყალი ლედიუკი მანქანიდან პირ-
ველი გადმოვიდა, დაბნეულმა მიმოიხედა იმ კაცივით, რო-
მელსაც ეშინია, სასაცილოდ ხომ არ გამოვიყურებიო, და ჩა-
სუქებულ ქალს მიეშველა მანქანიდან გადმოსვლაში; ქალი
ლამის ჩაეხუტა ლედიუკს.
ამ დროს მანქანის უკანა კარიდან ქალიშვილი გადმოხტა.
მან მაშინვე ბრაზიანი მზერა სტყორცნა მეგრეს ფანჯარას.
ეს ფრანსუაზა იყო, კოპწია, სალათისფერ კაბაში გამოწყო-
ბილი.
- დავრჩე? - იკითხა ქალბატონმა მეგრემ.
- რატომაც არა?.. გააღე კარი... მოდიან...
კიბეზე რაღაც დგანდგარებდა. ოთახში პირველი მსუქანი
ქალი შემოვიდა, ცხვირსახოცით ოფლს იწმენდდა, ისმოდა
მისი მძიმე სუნთქვა.
- აქ არის ის ადვოკატი, რომელიც ადვოკატი არ
არის?ვულგარული ხმა ჰქონდა. და არა მარტო ხმა! ორმოც-
დახუთ წელზე მეტს არ მისცემდით. ყოველ შემთხვევაში, ის
კიდევ ცდილობდა ლამაზი შესახედავი ყოფილიყო, ქერა ქა-
ლი იყო, თეატრის მსახიობივით შეღებილი, სრული, მოშვებუ-
ლი სხეულითა და უსიცოცხლო ტუჩებით.
ამ ქალის დანახვისას იფიქრებდით, სადღაც მინახავსო. და
უმალვე მიხვდებოდით: ეს იყო ტიპური, ახლა უკვე იშვიათი,
წარსული წლების კაფე-შანტანის მომღერალი!
კორსეტი შემოუჭერია, გამოხედვა თავხედური აქვს, მე-
ტისმეტად მოუშიშვლებია რძისფერი მხრები. სიარულისას
შეხტომის მანერა აქვს, ისე გიყურებს, როგორც მაყურებელს
გადმოსცქერიან ხოლმე სცენიდან...

126
- ქალბატონი ბოსოლეი? - მეტისმეტად თავაზიანად ჰკითხა
მეგრემ. - გთხოვთ, დაბრძანდით... თქვენც, მადმუაზელ...
ლედიუკი კართან იდგა, ისე საცოდავად გამოიყურებოდა,
ძნელი არ იყო მიხვედრა, როგორ გაუძნელდა დავალების
შესრულება.
- დამშვიდდით, მადმუაზელ, და მომიტევეთ, დედათქვენის
ნახვა რომ მოვისურვე...
- ვინ გითხრათ, რომ დედაჩემია?
ქალბატონ ბოსოლეის ვერა გაეგო რა. ის ხან სრულიად
მშვიდ მეგრეს შეჰყურებდა, ხან სიბრაზისაგან გახევებულ
ფრანსუაზას.
- ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, რადგან სადგურზე
დახვდით...
- მადმუაზელს უნდოდა ხელი შეეშალა დედამისისთვის აქ
მოსვლაში! - ჩაიბურტყუნა ლედიუკმა, რომელსაც თვალები
ნოხისთვის მიეშტერებინა.
- მაშინ შენ რა იღონე?
ამაზე ფრანსუაზამ უპასუხა:
- ის ჩვენ გვემუქრებოდა... ამბობდა, დაპატიმრების ორდე-
რი მაქვსო, თითქოს ვიღაც ქურდები ვიყოთ... ან გვაჩვენოს
დაპატიმრების ორდენი, ან მე...
მან ხელი ტელეფონისკენ წაიღო. ლედიუკმა ნამდვილად
გადააჭარბა თავის უფლებებს, და თვითონაც არ იყო ამით
დიდად აღფრთოვანებული.
- წარმომიდგენია, რა სკანდალი მოაწყვეს მოსაცდელ
დარბაზში! - თქვა მეგრემ. - ერთი წუთით, მადმუაზელ, ვისთან
გსურთ დარეკვა?

127
- პროკურორთან...
- დაბრძანდით!.. იცოდეთ, მე თქვენ არ გიშლით მასთან
დარეკვას... პირიქით!.. მხოლოდ, საერთო ინტერესებისათ-
ვის, გირჩევნიათ, ნუ აჩქარდებით...
- დედა, გიკრძალავ პასუხი გასცე მის შეკითხვებს!
- ვერაფერი გამიგია! ბოლოს და ბოლოს, თქვენ ნოტარიუ-
სი ბრძანდებით თუ პოლიციის კომისარი?
- კომისარი!
და ქალბატონმა ბოსოლეიმ ისეთი ჟესტი გააკეთა, რაც
ნიშნავდა: „რახან ასეა...“
აშკარა იყო, რომ ეს ქალი ოდესღაც უკვე შეჯახებია პოლი-
ციას და მას შემდეგ პატივს სცემს ან, უკიდურეს შემთხვევაში,
უფრთხის ამ დაწესებულებას.
- მაინც ვერ გამიგია, რატომ...
- ქალბატონო, ნუ ღელავთ... ახლავე აგიხსნით... მე მხო-
ლოდ რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ...
- როგორ, არავითარი მემკვიდრეობა არ არის?
- ჯერ არ ვიცი...
- ეს საზიზღრობაა! - დაიყვირა ფრანსუაზამ. - დედა, არ
უპასუხო!
მას არ შეეძლო მშვიდად ჯდომა. ფრჩხილებით ცხვირსა-
ხოცს წიწკნიდა და დროდადრო ლედიუკს გახედავდა ხოლმე
გამგმირავი მზერით.
- ვფიქრობ, პროფესიით ესტრადის მსახიობი უნდა იყოთ?
მეგრემ იცოდა, რომ ეს ორი სიტყვა თანამოსაუბრის
გრძნობების სანუკვარ სიმს შეარხევდა.
- დიახ, მოსიე... „ოლიმპიაში“ ვმღეროდი მაშინ, როცა...

128
- მართლაც, მგონი, მახსოვს კიდევაც თქვენი სახელი...
ბოსოლეი... ივონა, ასე არ არის?..
- ჟოზეფინა ბოსოლეი!.. მაგრამ ექიმები თბილ ჰავას მირ-
ჩევდნენ და გასტროლებზე დავდიოდი იტალიაში, თურქეთში,
სირიაში, ეგვიპტეში...
კაფე-შანტანების დრო! მეგრემ მშვენივრად წარმოიდგინა
ის პარიზის ამ მოდური ადგილების პატარა სცენაზე, რომელ-
თა ხშირი სტუმარი იყო ქალაქის ყველა ქარაფშუტა და მოხე-
ლე... შემდეგ დარბაზში ჩადიოდა, სინით ხელში მაგიდებს ჩა-
მოუვლიდა, ბოლოს კი შამპანურს სვამდა ან ერთ, ან მეორე
კამპანიასთან...
- ალჟირში დასახლდით?
- დიახ! კაიროში უფროსი ქალიშვილი შემეძინა.
ფრანსუაზა მზად იყო ისტერიკა გაემართა ან მეგრეს დატა-
კებოდა.
- მამა არ არის ცნობილი?
- უკაცრავად! ძალიან კარგად ვიცნობდი... ინგლისელი
ოფიცერი იყო, ის მსახურობდა...
- ალჟირში მეორე ქალიშვილი გაგიჩნდათ, ფრანსუაზა...
- დიახ... და ეს იყო ჩემი თეატრალური კარიერის დასასრუ-
ლი... საერთოდ, საკმაოდ დიდხანს ავადვმყოფობდი... როდე-
საც მოვმჯობინდი, ხმა დამეკარგა...
- შემდეგ?
- ფრანსუაზას მამა მეხმარებოდა მანამ, სანამ საფრანგეთ-
ში არ გაიწვიეს... ის საბაჟო სამმართველოში მუშაობდა...
ყველაფერი ისე იყო, როგორც მეგრე ფიქრობდა. ახლა
მას შეეძლო წარმოედგინა დედისა და მისი ორი ქალიშვილის

129
შემდგომი ცხოვრება ალჟირში: ჟოზეფინა ბოსოლეის, რო-
მელსაც ჯერ არ დაეკარგა მომხიბვლელობა, სოლიდური მე-
გობრები ჰყავდა. გოგონები იზრდებოდნენ...
განა მათ დედის კვალზე წასვლა არ ელოდათ?
უფროსი თექვსმეტი წლისა იყო...
- მე მინდოდა, რომ ისინი მოცეკვავეები გამოსულიყვნენ,
ვინაიდან მაინც ცეკვა სჯობია სიმღერას, განსაკუთრებით საზ-
ღვარგარეთ. ჟერმინამ მეცადინეობა რომ დაიწყო ერთ ჩემს
ძველ მეგობართან, რომელიც ალჟირში ცხოვრობდა...
- ის ავად გახდა?
- გიამბოთ ამის შესახებ?.. დიახ, სუსტი ბავშვი იყო... შეიძ-
ლება იმის გამო, რომ ბავშვობიდან ძალიან ბევრს მოგზაუ-
რობდა. არ მინდოდა, ძიძისთვის ჩამებარებინა. რაღაც აკ-
ვნისმაგვარს ვუწყობდი ხოლმე მატარებლის კუპის თაროებს
შორის...
კაცმა რომ თქვას, მშვენიერი ქალია! ახლა ის თავს კარ-
გად გრძნობდა, ალბათ, ვერც ხვდებოდა, რატომ ბრაზობდა
მისი ქალიშვილი. განა მეგრე მას თავაზიანად არ ელაპარაკე-
ბოდა? თან უბრალო, გასაგები ენით!
ის მომღერალი ქალი იყო, დადიოდა გასტროლებზე, ჰყავ-
და საყვარლები, შემდეგ გაუჩნდა შვილები. განა ეს ჩვეულებ-
რივი ამბავი არ არის?
- თქვენი ქალიშვილი ფილტვებს უჩიოდა?
- არა, თავის ტკივილი აწუხებდა... სულ წუწუნებდა, თავი
მტკივაო... შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, მენინგიტი დაემარ-
თა და სასწრაფოდ საავადმყოფოში დავაწვინეთ...

130
სდექ! აქამდე ყველაფერი დაუბრკოლებლად მიდიოდა.
მაგრამ ახლა ჟოზეფინა ბოსოლეი რაღაც ზღვრამდე მივიდა.
მან არ იცოდა, რა ეთქვა და თვალებით ფრანსუაზას ეძებდა.
- დედა, კომისარს არა აქვს დაკითხვის უფლება! მეტს ნუ-
რაფერს იტყვი...
ადვილი სათქმელია! ქალბატონმა ბოსოლეიმ მშვენივრად
იცოდა, რომ არ ღირდა პოლიციელების გაბრაზება. მას უნ-
დოდა ყველას გული მოეგო.
ლედიუკი, რომელიც უკვე აზრზე მოვიდა, მეგრეს თვალს
უკრავდა, თითქოს ეუბნებოდა: „საქმე წინ მიდის!“
- ყური მიგდეთ, ქალბატონო... შეგიძლიათ ილაპარაკოთ,
შეგიძლიათ არაფერი თქვათ, ეს თქვენი ნებაა. მაგრამ ეს არ
ნიშნავს, რომ სხვაგან არ გაიძულებენ ილაპარაკოთ... მაგა-
ლითად, სასამართლოზე...
- მაგრამ, მე ხომ არაფერი დამიშავებია!
- სწორედაც! ამიტომ, მგონი, ყველაზე უპრიანი იქნება,
ილაპარაკოთ. რაც შეგეხებათ თქვენ, მადმუაზელ ფრანსუ-
აზა...
ის ყურს არ უგდებდა. ყურმილი აიღო. ტელეფონით ნერ-
ვიულად ლაპარაკობდა, თან მალულად ლედიუკს გახედავდა
ხოლმე, იმის შიშით, ხელიდან ყურმილი არ გამომგლიჯოსო.
- ალო!.. საავადმყოფოშია?.. არა აქვს მნიშვნელობა!.. ახ-
ლავე უნდა გამოიძახოთ... ან უმჯობესია გადაეცით, დაუყოვ-
ნებლივ მოვიდეს სასტუმრო „ინგლისში“... დიახ... მიხვდება,
ფრანსუაზამ დაგირეკა-თქო!..
ის რამდენიმე ხანს კიდევ უსმენდა, შემდეგ ყურმილი და-
დო და ცივად, გამომწვევად შეხედა მეგრეს.

131
- ის ახლავე მოვა... დედა, არაფერი თქვა.
ერთიანად კანკალებდა. შუბლი ოფლით დაცვაროდა, სა-
ფეთქელთან თმა დასველებოდა.
- იცით, ბატონო კომისარო...
- მადმუაზელ ფრანსუაზა... დაიხსომეთ, მე თქვენთვის ხე-
ლი არ შემიშლია დარეკვაში. პირიქით!.. მე მეტს აღარ დავ-
კითხავ დედათქვენს... ახლა კი ერთ რამეს გირჩევთ, დაურე-
კეთ ბატონ დიურსოსაც, ის სახლშია.
ფრანსუაზას უნდოდა გაეგო, რა ჩაიფიქრა მეგრემ. ყოყმა-
ნობდა. ბოლოს, მკვეთრი მოძრაობით ტელეფონის ყურმილი
აიღო.
- ალო?.. 167, თუ შეიძლება...
- ლედიუკ, მოდი აქ!
მეგრემ ყურში რაღაც უჩურჩულა. ლედიუკს თითქოს გაუკ-
ვირდა, შეცბა.
- შენ გგონია, რომ...
ბოლოს, ის წავიდა და ზემოდან ჩანდა, როგორ ქოქავდა
სახელურით თავის მანქანას.
- ფრანსუაზა ვარ... დიახ... კომისრის ოთახიდან გირე-
კავთ... დედაჩემი ჩამოვიდა... დიახ!.. კომისარი გთხოვთ,
რომ მოხვიდეთ... არა! არა!.. გარწმუნებთ, არა...
ამდენი „არა“ ხმამაღლა და სასოწარკვეთილად გაისმა.
- ხომ გეუბნებით, არა-მეთქი!
ის კვლავ მაგიდასთან იდგა, თითქოს ადგილზე გაიყინაო.
მეგრე ჩიბუხს აბოლებდა და თან ღიმილით შეჰყურებდა
ფრანსუაზას, ჟოზეფინა ბოსოლეი კი ამ დროს სახეზე პუდრს
იფრქვევდა.

132
X
ბარათი

დუმილი გაჭიანურდა. უცბად მეგრემ დაინახა, როგორ


შეკრთა ფრანსუაზა, რომელიც მოედანს გაჰყურებდა, და შემ-
დეგ, რაღაცით შეშფოთებული, მკვეთრად შებრუნდა.
ქალბატონმა რივომ მანქანების სადგომი გამოიარა და
სასტუმროსკენ წამოვიდა. რა არის ეს - მხედველობა გვატყუ-
ებს თუ მომხდარი სერიოზული მოვლენები ნამდვილად ყვე-
ლაფერს შავ ფერში ღებავს? ასეა თუ ისე, შორიდან დანახვი-
სას მასში იგრძნობოდა რაღაც ტრაგიკული, თითქოს წინ უხი-
ლავი ძალა ექაჩებაო, რასაც ქალბატონი რივო არ უძალიან-
დებოდა.
მალე შესაძლო გახდა მისი სახის დანახვაც. ძალზე ფერ-
მკრთალი იყო, თმა გასწეწოდა, პალტო გადახსნოდა.
- აი, ჟერმინაც, - თქვა ბოლოს და ბოლოს ქალბატონმა
ბოსოლეიმ, - მას, ალბათ, უთხრეს, რომ აქ ვარ...
ქალბატონი მეგრე კარის გასაღებად წავიდა. როდესაც
ქალბატონი რივო ახლოდან დაინახეს, აშკარად ეტყობოდა,
მართლა მძიმე განცდებში იყო. მიუხედავად ამისა, მშვიდი
გამომეტყველების მიღებას ცდილობდა, გაღიმებაც სცადა;
მაგრამ დაბნეული გამოხედვა ჰქონდა. სახე ნერვულად ეკ-
რუნჩხებოდა.
- მაპატიეთ, ბატონო კომისარო... მითხრეს, რომ დედაჩემი
და ჩემი და აქ არიან...
- ვინ გითხრათ?

133
- ვინ?! - შეშინებულმა გაიმეორა მან.
როგორ არა ჰგავს ის ფრანსუაზას! ქალბატონი რივო
მსხვერპლია, ქალი, რომელმაც შეინარჩუნა მდაბიური თვი-
სებები, და მას, ალბათ, ყოველგვარი პატივისცემის გარეშე
ექცეოდნენ. დედაც კი საკმაოდ ცივად შეჰყურებდა.
- როგორ, არ იცით, ვინ გითხრათ?
- როცა მოვდიოდი...
- ქმარი არ გინახავთ?
- ოჰ, არა! არა!.. მერწმუნეთ, არა!..
მეგრე შეშფოთებით უყურებდა სამივეს, რიგრიგობით,
შემდეგ მოედანს, მაგრამ ლედიუკი კვლავ არ ჩანდა. რას უნ-
და ნიშნავდეს ეს? კომისარს უნდოდა დარწმუნება, რომ ექი-
მიც მის განკარგულებაში იყო. მან ლედიუკს დაავალა მისი
თვალყურის დევნება, კიდევ უკეთესი იქნებოდა, თუ სასტუმ-
როში მოიყვანდა.
მეგრე ცოლს ყურადღებას არ აქცევდა. ის ქალბატონ რი-
ვოს დამტვერილ ფეხსაცმელს უყურებდა, რომელიც აქეთკენ
ალბათ სირბილით მოდიოდა. შემდეგ ფრანსუაზას გაქვავე-
ბულ სახეს შეხედა. მოულოდნელად ქალბატონი მეგრე მის-
კენ დაიხარა და წაიბუტბუტა:
- მომეცი ჩიბუხი...
უნდა აღშფოთებულიყო, მაგრამ უცბად შეამჩნია, ცოლმა
ზეწარზე ქაღალდის ნაგლეჯი რომ დაუგდო. მეგრემ წაიკითხა:
„ქალბატონმა რივომ ამწუთას თავის დას წერილი გადასცა
და ახლა მუჭში აქვს“.
გარეთ მზე კაშკაშებდა. ქალაქის ხმების მთლიანი გამა ის-
მოდა, ესოდენ ცნობილი რომ იყო მეგრესთვის. ქალბატონი

134
ბოსოლეი სკამზე გამართული იჯდა და ელოდა, როგორც შეშ-
ვენის ქალს, რომელმაც იცის საზოგადოებაში თავის დაჭერა.
ქალბატონი რივო კი, პირიქით, თავს ვერ მორეოდა და დანა-
შაულზე წასწრებულ სკოლის მოწაფეს წააგავდა.
- მადმუაზელ ფრანსუაზა... - დაიწყო მეგრემ.
ის ერთიანად შეკრთა. რაღაც წამით მისი და მეგრეს თვა-
ლები ერთმანეთს წააწყდა. ეს იყო იმ ადამიანის ძლიერი,
ჭკვიანური გამოხედვა, რომელსაც თავგზა არ ებნევა.
- მომიახლოვდით, თუ შეიძლება, და...
ყოჩაღ, ქალბატონო მეგრე! ალბათ, ის მიხვდა, რაც უნდა
მომხდარიყო. კარისკენ მიბრუნდა. მაგრამ ფრანსუაზა უკვე
ადგილს მოსწყდა და დერეფანში გარბოდა, კიბისკენ.
- რას აკეთებს? - შეძრწუნებულმა იკითხა ჟოზეფინა ბოსო-
ლეიმ.
მეგრე არ განძრეულა, თუმცა განძრევა არც შეეძლო.
ვერც ცოლს დაადევნებდა გაქცეულს.
- როდის მოგცათ ქმარმა წერილი? - მხოლოდ ეს ჰკითხა
ქალბატონ რივოს.
- რა წერილი?
რა საჭიროა მძიმე დაკითხვის დაწყება? მეგრემ ცოლს და-
უძახა.
- გაიხედე იმ ფანჯარაში, სასტუმროს მეორე მხარეს რომ
გაჰყურებს...
სწორედ ამ დროს პროკურორი შემოვიდა. გაბღენძილი
გამოიყურებოდა. მას, უდავოდ, რაღაცის ეშინოდა და ამიტომ
სახეზე მკაცრი, თითქმის მუქარის გამომხატველი იერი დას-
დებოდა.

135
- დამირეკეს და მითხრეს...
- დაბრძანდით, ბატონო დიურსო...
- მაგრამ ის, ვინც მე დამირეკა...
- ფრანსუაზა ეს წუთია გაიქცა. შეიძლება დაიჭირონ, მაგ-
რამ ისიც შესაძლოა, რომ ვერ დაიჭირონ! გთხოვთ, დაბრძან-
დეთ. თქვენ იცნობთ ქალბატონ ბოსოლეის, არა?
- მე?.. არამც და არამც...
მას უნდოდა მეგრეს მზერა დაეჭირა, რადგანაც ეტყობო-
და, მეგრე მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობდა, რომ რაღაც ეთ-
ქვა, სინამდვილეში კი სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობდა ან
თავს აჩვენებდა, რომ მხოლოდ მისთვის გასაგებ რაღაცაზე
ფიქრობდა. კომისარი მოედანს გაჰყურებდა, აყურადებდა,
დროდადრო ქალბატონ რივოს აშტერდებოდა.
უცბად სასტუმროში რაღაც ხმაური გაისმა. კიბეზე ხალხი
არბოდ-ჩამორბოდა. კარები აჯახუნდა. თითქოს გასროლის
ხმაც კი გაისმა.
„რა მოხდა?.. რა არის?..“
გაურკვეველ ყვირილთან ერთად ისმოდა დამტვრეული
ჭურჭლის ზრიალი. შემდეგ ისევ მორბენალი ხალხის ფეხის
ხმა, ნამსხვრევებად ქცეული ფანჯრის მინების ლაწალუწი და
ტროტუარზე დაცვენილი ნამსხვრევების ჟღარუნი.
ქალბატონი მეგრე ოთახში შემოვარდა და კარი გასაღე-
ბით ჩაკეტა.
- მგონი, ლედიუკმა ისინი... - ძლივს ამოთქვა მან.
- ლედიუკმა? - უნდობლად იკითხა პროკურორმა.
- ექიმის მანქანა სასტუმროსთან მოსახვევში იდგა. ექიმი
შიგ იჯდა და ვიღაცას ელოდა. როცა ფრანსუაზამ მიირბინა,

136
რათა მანქანში ჩამჯდარიყო, ამ დროს ლედიუკიც გამოჩნდა
თავისი ძველი ფორდით. კინაღამ დავუყვირე, იჩქარე-მეთქი.
ვხედავდი, მანქანიდან არ გადმოსულა... მაგრამ მან იცოდა,
რას აკეთებდა და რევოლვერით მშვიდად გახვრიტა ექიმის
მანქანის საბურავი...
ექიმმა და ფრანსუაზამ არ იცოდნენ, საით გაქცეულიყ-
ვნენ... ექიმი ბზრიალასავით ერთ ადგილზე ტრიალებდა...
როდესაც დაინახა, ლედიუკი მანქანიდან იარაღით ხელში
რომ გადმოდიოდა, ფრანსუაზას სასტუმროს კარისკენ უბიძგა
და მასთან ერთად გაიქცა... ლედიუკიც მათ გაეკიდა... ისინი
ზევით არიან...
- ჯერ კიდევ ვერაფერი გამიგია! - მკაფიოდ წარმოთქვა
ფერმკრთალმა პროკურორმა.
- ანუ რაც აქამდე იყო? ყველაფერი ძალიან უბრალოდაა!
განცხადების მეშვეობით მოვიხმე ქალბატონი ბოსოლეი. ექი-
მს არ უნდოდა, ეს შეხვედრა რომ შემდგარიყო, ამიტომ სად-
გურზე გაგზავნა ფრანსუაზა, რომელსაც ხელი უნდა შეეშალა
დედამისისათვის აქ მოსვლაში. მე ვიცოდი, რომ ასე მოხდე-
ბოდა... ლედიუკი სადგურში გავაგზავნე და ერთის მაგივრად
ორი მომიყვანა.
ახლა ხომ ხედავთ, როგორ არის ერთმანეთში გადახლარ-
თული ყველაფერი. ფრანსუაზა მიხვდა, საქმე რომ ცუდად
იყო და სიძეს დაურეკა, სთხოვა მოსულიყო... მე კი ლედიუკი
გავგზავნე, რათა თვალყური ედევნებინა რივოსთვის... ლედი-
უკს საავადმყოფოში დააგვიანდა... ექიმი არ დაუხვდა... სახ-
ლში წასულიყო... ფრანსუაზასთვის ბარათი დაწერა, ცოლი

137
აიძულა, წამოსულიყო და მალულად გადაეცა ბარათი ფრან-
სუაზასთვის.
გესმით? ის პატარა მოსახვევში მანქანით ელოდა ფრანსუ-
აზას, რათა ერთად წასულიყვნენ...
ნახევარი წუთიც და ის ამას მოახერხებდა... მაგრამ გამოჩ-
ნდა ლედიუკი თავისი ფორდით, მიხვდა, რაღაც მთლად რიგ-
ზე რომ ვერ იყო საქმე და მათი მანქანის საბურავი გახვრი-
ტა...
სანამ მეგრე ლაპარაკობდა, სასტუმროში ხმაური მატუ-
ლობდა. ყველაფერი ზევით ხდებოდა. მაგრამ რა, მაინც?
და უცებ - სამარისებური სიჩუმე! ისეთი, რომ ყველა ად-
გილზე გაქვავდა. ზედა სართულიდან ლედიუკის ხმა ჩამოდი-
ოდა, რაღაც ბრძანებებს იძლეოდა. მაგრამ იმის გაგება, თუ
რას ამბობდა, შეუძლებელი იყო.
ყრუ დარტყმის ხმა მოისმა... კიდევ ერთი... მესამე... ბო-
ლოს, შემტვრეული კარის ჯახანი.
ახალ-ახალი ხმების გაგონებას ელოდნენ და ამ მოლო-
დინში იყო რაღაც ავადმყოფური. რატომ აღარ მოძრაობენ
იქ, ზევით? რატომ ისმის მხოლოდ ერთი კაცის ნაბიჯების ხმა?
ქალბატონი რივო გაქვავდა, თვალები ფართოდ გაეღო.
პროკურორი ულვაშს იწიწკნიდა. ნერვული დაძაბულობისა-
გან ჟოზეფინა ბოსოლეი ლამის ატირდა.
- მათ, ალბათ, თავი მოიკლეს! - ნელა წარმოთქვა ჭერს
მიშტერებულმა მეგრემ.
- როგორ?.. რას ამბობთ?
ქალბატონი რივო შეკრთა, სახე დაემანჭა, შეშლილი თვა-
ლებით კომისარს მივარდა.

138
- ეს სიცრუეა!.. თქვით, რომ ეს სიცრუეა!..
კვლავ ნაბიჯების ხმა მოისმა. კარი გაიღო... შემოვიდა ლე-
დიუკი, თმა გასწეწოდა, პიჯაკიც გახეოდა, მოღუშული გამოი-
ყურებოდა.
- მოკვდნენ?
- ორივენი!
მან შეაჩერა ქალბატონი რივო, რომელსაც გასვლა უნდო-
და.
- ახლა არა...
- არ მჯერა! ვიცი, არ არის მართალი! ჩემი თვალით მინდა
ვნახო...
ცოტაც და გული შეუწუხდებოდა.
დედამისმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.
ბატონი დიურსო ხალიჩას თვალს ვერ აშორებდა.
ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მომხდარმა ამბავმა
ყველაზე მეტად ის შეაწუხა და შეძრა.
- როგორ თუ, ორივე? - ჩაიბუტბუტა მან, ბოლოს და ბო-
ლოს, ლედიუკისკენ მიბრუნებულმა.
- მე მათ დავედევნე, ჯერ კიბეზე, შემდეგ დერეფანში. მათ
მოასწრეს ღია ოთახში შევარდნა და შიგნიდან ჩაიკეტნენ...
ღონე არ შემწევდა, ამხელა კარი რომ შემემტვრია. სასტუმ-
როს პატრონის მოსაყვანად ვიღაც გავგზავნე, ის ღონიერი კა-
ცია... მე გასაღების ჭუჭრუტანაში ვიჭყიტებოდი...
ჟერმინა რივო მას შეშლილივით უყურებდა. ლედიუკი კი
თვალებით მეგრეს ეძებდა და ეკითხებოდა, ღირდა თუ არა
გაგრძელება. რატომაც არა? განა, ბოლომდე არ უნდა მისუ-
ლიყვნენ? დრამის, ჭეშმარიტების ბოლომდე?

139
- ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ... ფრანსუაზამ გაშმაგე-
ბით შემოაჭდო ხელები... გავიგონე, როგორ უთხრა. „არ მინ-
და... ეს არა!.. ჯობია!..“ და მან თვითონ ამოიღო ექიმის ჯიბი-
დან რევოლვერი. ხელში ჩაუდო... მე გავიგონე: „მესროლე...
მაკოცე და მესროლე...“ მეტი ვერაფერი დავინახე, სასტუმ-
როს პატრონი მოვიდა და...
ლედიუკმა შუბლი შეიმშრალა. შარვალშიც კი ეტყობოდა,
მუხლები რომ უკანკალებდა.
- ნახევარი წუთით ადრე რომ შევსულიყავით! როდესაც
დავიხარე, რივო უკვე მკვდარი იყო... ფრანსუაზას თვალები
ღია ჰქონდა... თავდაპირველად ვიფიქრე, ყველაფერი გათავ-
და-მეთქი... და უცბად, როცა სულ არ მოველოდი...
- და რა მოხდა? - თითქმის სლუკუნით წამოიძახა პროკუ-
რორმა.
- ფრანსუაზამ გამიღიმა... მე განკარგულება გავეცი, გასას-
ვლელში წარწერა დაეკიდათ, რომ ხელი არაფრისთვის ეხ-
ლოთ... საავადმყოფოში უკვე დარეკეს...
ჟოზეფინა ბოსოლეი, როგორც ჩანს, ვერ ჩასწვდა მომხდა-
რის არსს. ის უაზროდ შეჰყურებდა ლედიუკს. შემდეგ მეგრეს-
კენ მიბრუნდა და მთვარეულის ხმით ჰკითხა:
- ეს ხომ შეუძლებელია?
ლოგინში უძრავად მწოლარე მეგრეს ირგვლივ ყველაფე-
რი ამოძრავდა. კარი გაიღო. გამოჩნდა სასტუმროს პატრო-
ნის გაწითლებული სახე. მისგან ალკოჰოლის სუნი მოდიოდა.
ეტყობოდა, გონს რომ მოსულიყო, რამდენიმე ჭიქა გადაკრა.
თეთრი ქურთუკი დასვროდა და მხართან გახეოდა.
- ექიმი მოვიდა... იქნებ...

140
- მოვდივარ! - უნდობლად თქვა ლედიუკმა.
- ბატონო პროკურორო, თქვენ აქ ხართ?.. ყველაფერი გა-
იგეთ?.. რომ გენახათ!.. ლამის ვიტირო... ორივე ისეთი ლამა-
ზია!..
- დაგვტოვეთ! - დაიყვირა მეგრემ.
- სასტუმროში შემოსასვლელი ჩავკეტო? მოედანზე ხალხი
გროვდება... პოლიციის კომისარი არ არის ადგილზე... გუშა-
გები მოვიდნენ, მაგრამ...
მეგრემ თვალებით ჟერმინა რივო მოძებნა, რომელიც
ქალბატონ მეგრეს საწოლში იწვა, სახე ბალიშში ჩაერგო. ის
არ ტიროდა... დაჭრილი ცხოველივით დროდადრო გაბმუ-
ლად ღმუოდა.
ქალბატონმა ბოსოლეიმ ცრემლი შეიშრო, წამოდგა და
მტკიცე ხმით იკითხა:
- შეიძლება, რომ დავხედო მათ?
- ახლავე... როგორც კი სასამართლო მედიკოსი დაამთავ-
რებს...
ქალბატონი მეგრე ჟერმინა რივოს თავს დასტრიალებდა,
მაგრამ ვერაფრით შველოდა. პროკურორმა ამოიოხრა და
თქვა:
- ხომ გეუბნებოდით...
ქუჩიდან ხმაური შიგნით აღწევდა. ორი პოლიციელი, რომ-
ლებიც ველოსიპედებით მოვიდნენ, ცნობისმოყვარეებს უკან
ახევინებდნენ. ვიღაც ეკამათებოდათ.
მეგრე ჩიბუხს ტენიდა და ფანჯრიდან იყურებოდა - იყურე-
ბოდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა, შესცქეროდა საბაყლოს,
რომლის ყველა მუშტარს იცნობდა უკვე.

141
- ქალბატონო ბოსოლეი, ბავშვი ბორდოში დატოვეთ?
ის პროკურორისკენ შებრუნდა, თითქოს რჩევას სთხოვსო.
- მე... დიახ...
- ახლა სამი წლისა იქნება, არა?
- ორის...
- ბიჭია?
- არა, გოგონა... მაგრამ...
- ფრანსუაზას შვილია, ხომ ასეა?
ამ დროს პროკურორი დემონსტრაციულად წამოდგა:
- კომისარო, გთხოვთ...
- თქვენ მართალი ბრძანდებით... მე მალე... უფრო სწო-
რად, როგორც კი ფეხზე დავდგები, გავბედავ და სახლში გეწ-
ვევით...
მას მოეჩვენა, რომ მისმა თანამოსაუბრემ შვებით ამოი-
სუნთქა.
- იმ დროისთვის ყველაფერი დამთავრებული იქნება... ჰო,
მაგრამ რას ვამბობ?.. უკვე ისედაც დამთავრებულია ყველა-
ფერი, ასე არ არის?.. მე მგონი, ახლა თქვენი ადგილი ზევი-
თაა, სადაც აუცილებლად უნდა იყოს სამძებრო პოლიციის
წარმომადგენელი.
პროკურორი ისე ჩქარობდა, რომ დამშვიდობებაც კი და-
ავიწყდა. ის იმ მოწაფესავით გაიქცა, რომელიც უნდა დაესა-
ჯათ, მაგრამ აღარ დასაჯეს...
როდესაც მის უკან კარი მიიხურა, დაძაბულობა შენელდა.
ჟერმინა კვლავ გმინავდა. ის ყურად არ იღებდა ქალბატონ
მეგრეს შეგონებებს, რომელიც მას შუბლზე ცივ კომპრესებს

142
ადებდა. ნერვიული მოძრაობით გვერდზე ისროდა სველ პირ-
სახოცებს და თანდათან წყალმა მთელი ბალიში დაასველა.
მეგრეს გვერდით სულ სხვა ქალი იყო - ჟოზეფინა ბოსო-
ლეი, რომელმაც ამოიოხრა და კვლავ თავის ადგილზე დაჯ-
და.
„ვინ იფიქრებდა!“
კაცმა რომ თქვას, დიდებული ქალია! სულით ძლიერია!
მთელი მისი ცხოვრება სავსებით ნორმალური ეჩვენებოდა,
ბუნებრივი! განა ამისთვის ის გაკიცხვის ღირსია?
ხანში შესული ქალის მოდუნებული ქუთუთოები ტირილი-
საგან შესივდა, ცრემლები ახლა ლოყებზე მოგორავდა და
გრიმს უთხაპნიდა.
- საყვარელი ქალიშვილი იყო?..
მას ჟერმინასი არ მორიდებია, რომელსაც, ალბათ, არც
ესმოდა მისი.
- ეს ბუნებრივია! ის ისეთი ლამაზია, ნაზი! და გაცილებით
ჭკვიანი უფროს დაზე! ჟერმინა არ არის ამაში დამნაშავე! სულ
ავადმყოფობდა! და კარგად ვერ ვითარდებოდა... როდესაც
ექიმს ჟერმინას ცოლად შერთვა უნდოდა, ფრანსუაზა მაშინ
ძალიან ახალგაზრდა იყო, ცამეტი წელიც არ შესრულებოდა.
მოკლედ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ვხვდებოდი, რომ მოგ-
ვიანებით ყველაფერი ასე უბრალოდ არ დამთავრდებოდა,
ასეც მოხდა...
- რას ეძახდნენ რივოს ალჟირში?
- დოქტორი მეიერი... ვფიქრობ, აზრი აღარა აქვს ტყუილის
თქმას... თუმცა, რადგან ყოველივე ეს თქვენ წამოიწყეთ, ესე
იგი, ამის შესახებ უკვე იცოდით...

143
- და ის დაეხმარა საავადმყოფოდან გაქცევაში მამამისს?..
სამუელ მეიერს?
- დიახ... და სწორედ იქიდან დაიწყო ჟერმინას სიყვარუ-
ლის ამბავიც. მენინგიტიანთა განყოფილებაში მხოლოდ სამი
ავადმყოფი იწვა... ჩემი ქალიშვილი, სამუელი (ასე ეძახდნენ
მას), და კიდევ ერთი... აი მაშინ, ერთ ღამეს, ექიმმა ხანძარი
გააჩინა... შემდგომ ყოველთვის იფიცებდა, რომ ის, რომე-
ლიც ცეცხლში დატოვეს და რომელიც შემდეგ მეიერის მაგივ-
რად გაასაღეს, ხანძრამდე იყო მკვდარი... მე სავსებით მჯერა
მისი, რადგან არ იყო ცუდი ბიჭი... მას შეეძლო, არც დახმარე-
ბოდა მამამისს, რომელმაც ათასი სისულელე ჩაიდინა...
- მესმის! ესე იგი, ის მეორე შეიტანეს დაღუპულთა სიაში
სამუელ მეიერის სახელით... ექიმმა ცოლად შეირთო ჟერმი-
ნა... მან სამივე საფრანგეთში წამოგიყვანათ.
- მაშინვე არა... ჩვენ ჯერ ესპანეთში ვცხოვრობდით. ის სა-
ბუთებს ელოდა, რომლებიც დიდხანს არ მოდიოდა...
- სამუელი?
- ის ამერიკაში გაამგზავრეს და უბრძანეს, შენი ფეხი არ
იყოს ესპანეთშიო. სამუელი უკვე მაშინ არ ჰგავდა მთლად
ნორმალურს.
- ბოლოს და ბოლოს, თქვენმა სიძემ მიიღო საბუთები,
რომლებშიც უკვე რივოდ იხსენიებოდა. ის აქ დასახლდა
ცოლსა და ცოლისდასთან ერთად. თქვენ?
- ისინი მე მცირე პენსიას მიხდიდნენ, რათა ბორდოში დავ-
რჩენილიყავი... მე მარსელი მერჩია ან, მაგალითად, ნიცა...
უფრო ნიცა! მაგრამ მას სურდა, რომ ახლოს ვყოლოდი... ის

144
ბევრს მუშაობდა... რაც არ უნდა თქვან მასზე, კარგი ექიმი
იყო, რომელიც ავადმყოფს ზიანს არ მოუტანდა...
ქუჩიდან შემოსული ხმაური რომ ჩაეხშო, მეგრემ ფანჯარა
დახურა. რადიატორები ძალიან ცხელი იყო. ჩიბუხის ბოლი
ოთახში იფრქვეოდა. ჟერმინა პატარა ბავშვივით კვლავ ოხ-
რავდა, დედამისი კი ყვებოდა:
- ოპერაციის შემდეგ ჟერმინა უფრო ცუდად იყო... ისედაც
არ ეთქმოდა მხიარული... წარმოგიდგენიათ?! ბავშვი, რო-
მელმაც მთელი ბავშვობა ლოგინში გაატარა!.. შემდეგ უკვე
უბრალო რამეზეც კი ტიროდა ხოლმე... და ყველაფრისა ეში-
ნოდა...
ბერჟერაკს კი არაფერში ეპარებოდა ეჭვი! მთელი ეს ბუნ-
დოვანი, დრამატიზმით სავსე ცხოვრება შეერწყა პატარა ქა-
ლაქის ცხოვრებას, და ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა.
ხალხი ამბობდა: „დოქტორის ვილა“, „დოქტორის მანქა-
ნა“, „დოქტორის ცოლი“, „დოქტორის ცოლისდა“...
და ხედავდნენ მხოლოდ ლამაზ, შესანიშნავ ვილას, ძვირ-
ფას, გრძელკაპოტიან მანქანას, სპორტული შესახედაობის
ქალიშვილს, ჭკნობაშეპარულ ქალს...
ბორდოში კი ერთ მეშჩანურ სახლში ქალბატონი ბოსო-
ლეი თავისი ბობოქარი ცხოვრების დღეებს ლევდა.
მას, რომელიც მთელი ცხოვრება შეშფოთებით ფიქრობდა
ხვალინდელ დღეზე, ესოდენ რომ იყო დამოკიდებული მამა-
კაცების ჭირვეულობაზე, შეეძლო, ბოლოს და ბოლოს, ისე
მოქცეულიყო, როგორც ნამდვილი რანტიე!
ალბათ, იმ კვარტალში, სადაც ცხოვრობდა, პატივისცემით
ეპყრობოდნენ. მას თავისი ჩვევები ჰქონდა. წესიერად უხდი-

145
და ბაყალს, ხორცის გამყიდველს, მეფუნთუშეს. შვილებიც
აკითხავდნენ ძვირფასი მანქანით...
ის კვლავ ატირდა. ცხვირს მეტისმეტად პატარა, მაქმანე-
ბით დაფარული ცხვირსახოცით იწმენდდა.
- რომ გცნობოდათ ფრანსუაზა... მაგალითად, როდესაც ის
ჩემთან ჩამოვიდა სამშობიაროდ... ეს ყველაფერი ხომ ჩემთან
მოხდა... ჟერმინას თანდასწრებით შეიძლება ამის თქმა!.. მან
ყველაფერი შესანიშნავად იცის...
ქალბატონი მეგრე ძრწოლით უსმენდა: თითქოს რაღაც
სხვა, შეშლილ სამყაროში მოხვედრილიყო.
ფანჯრებქვეშ მანქანები ჩამწკრივდნენ. მოვიდა სასამარ-
თლოს ექსპერტი, მოვიდნენ აგრეთვე გამომძიებელი, სასა-
მართლოს მდივანი და კომისარი, რომელიც მეზობელ სო-
ფელში ბაზრობაზე ნახეს, სადაც კურდღლებს ყიდულობდა.
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ლედიუკი იყო, რომელმაც მო-
რიდებით შეხედა მეგრეს და თვალებით ჰკითხა, შეიძლება
თუ არა შემოვიდეო.
- ჯერჯერობით დაგვტოვე, კარგი? ჯერჯერობით ამ არაო-
ფიციალურ გარემოში ჯობია დარჩენა.
ლედიუკი მაინც მიუახლოვდა მის საწოლს და ჩუმად უთ-
ხრა:
- თუ კიდევ უნდათ მათი შეხედვა...
- არა! არა-მეთქი!
რა საჭიროა? ქალბატონი ბოსოლეი ელოდა, როდის წავი-
დოდა დაუპატიჟებელი სტუმარი. ბოლომდე უნდოდა გულის
გადაშლა. ის ენდობოდა ლოგინში მწოლარე მსუქან კაცს,

146
რომელიც თბილად შეჰყურებდა. მას ესმოდა ამ ქალის. არა-
ფერი უკვირდა. არ იძლეოდა სულელურ შეკითხვებს.
- მგონი, ფრანსუაზაზე ლაპარაკობდით...
- დიახ... მაშ ასე, როდესაც ბავშვი დაიბადა... მაგრამ...
თქვენ, ალბათ, ბოლომდე არ იცით ყველაფერი...
- ვიცი!
- ფრანსუაზამ გითხრათ?!
- ბატონი დიურსო იყო აქ!
- დიახ! არასოდეს მინახავს ასეთი ნერვიული, ასეთი უბე-
დური კაცი... ის ამბობდა, რომ ბავშვის გაჩენა დანაშაულიაო,
რადგან შეიძლება დედა ვერ გადარჩესო... ის უსმენდა ყვი-
რილს... ამაოდ ვთავაზობდი, რაიმე დაელია...
- დიდი ბინა გაქვთ?
- სამი ოთახია...
- ბებიაქალი გყავდათ?
- დიახ... რივოს არ უნდოდა მთელი პასუხისმგებლობის სა-
კუთარ თავზე აღება. ამიტომ...
- პორტთან ახლოს ცხოვრობთ?
- ხიდთან, პატარა ქუჩაზე, რომელიც...
ყოველივე ესეც კარგად ჰქონდა წარმოდგენილი მეგრეს.
თითქოს თავად იყო იქ. თუმცა, ის იმასაც კარგად ხედავდა,
რაც ახლა მის თავზემოთ ხდებოდა.
სამედიცინო ექიმი დამკრძალავი ბიუროს ხალხის დახმა-
რებით რივოსა და ფრანსუაზას ჩახუტებულ სხეულებს ერთმა-
ნეთს აშორებს. პროკურორი, ალბათ, ახლა იმ ქაღალდზე უფ-
რო თეთრია, რომელსაც აკანკალებული ხელით ავსებს სასა-
მართლოს მდივანი...

147
პოლიციის კომისარი კი, ნახევარი საათის წინ ბაზრობაზე
მხოლოდ თავის კურდღლებზე ფიქრობდა!
- როდესაც ბატონმა დიურსომ გაიგო, რომ გოგონა გაჩ-
ნდა, ტირილი დაიწყო და გეფიცებით, თავი მკერდზე დამა-
დო... კი ვიფიქრე, ცუდად გახდება-მეთქი... არ მინდოდა მისი
შემოშვება, იმიტომ რომ...
და ქალბატონი ბოსოლეი კვლავ გაჩუმდა, უნდობლად და
მალულად შესცქეროდა მეგრეს.
- მე ერთი საწყალი ქალი ვარ, ვცდილობდი ყველაფერი
გამეკეთებინა, რაც შემეძლო... უსინდისობა იქნებოდა ამითი
ბოროტად სარგებლობა, რათა...
ჟერმინა რივომ შეწყვიტა გმინვა. საწოლზე იჯდა და დაბ-
ნეული იყურებოდა პირდაპირ სივრცეში. ეს იყო ყველაზე
რთული მომენტი. ზევით ორი ადამიანის გვამი გაჰქონდათ და
ისმოდა, საკაცეები როგორ ედებოდა კედელს. ისმოდა კიბეზე
ჩამავალ სანიტართა მძიმე, ფრთხილი ნაბიჯების ხმა... და ვი-
ღაცამ თქვა:
- ფრთხილად, მოაჯირი...
ცოტა ხნის შემდეგ კარზე დააკაკუნეს. ლედიუკი შემოვიდა,
მასაც სასმელის სუნი ასდიოდა. მან ჩაიბუტბუტა:
- დამთავრდა...
მართლაც, ქუჩაში მანქანა შორდებოდა სასტუმროს.

XI

148
მამა

- გადაეცით, კომისარი მეგრეა-თქო!


მან ღიმილი ვერ შეიკავა, რადგან ამდენი ხნის შემდეგ
პირველად გავიდა გარეთ და ბედნიერად გრძნობდა თავს,
რომ სხვა ადამიანებივით შეეძლო სიარული! ის ამაყობდა კი-
დეც ამით, იმ ბავშვივით, პირველ ნაბიჯებს რომ გადადგამს
ხოლმე!
ჯერჯერობით მაინც მოთენთილი, არამტკიცედ მიაბიჯებდა.
ლაქიას დაავიწყდა დაჯდომა შეეთავაზებინა და ის იძულებუ-
ლი გახდა, სავარძელი თავისკენ მიეწია, რადგან იგრძნო,
როგორ ვერაგულად დაასხა შუბლზე ოფლმა.
ლაქია ზოლებიან ჟილეტში! გლეხი, რომელიც დააწინაუ-
რეს და უსაზღვროდ ამაყობს ამით!
- თუ მესიე ინებებს და გამომყვება... ბატონი პროკურორი
ახლავე მიიღებს მოსიეს...
ამ მოსამსახურეს ვერც კი წარმოედგინა, რა ძნელი იყო
მისთვის კიბეზე ასვლა. მეგრეს მოაჯირისთვის ჩაეჭიდა ხელი,
ძალიან სცხელოდა. საფეხურებს ითვლიდა... რაღა დარჩა.
- აქეთ... ერთი წუთით...
სახლი კი ისეთი იყო, როგორიც მას წარმოედგინა. მეგრე
ზუსტად იმ კაბინეტში იმყოფებოდა მეორე სართულზე, რო-
მელზედაც ამდენს ფიქრობდა! თეთრი ჭერი, ლაქით დაფარუ-
ლი მძიმე მუხის კოჭები, ვეებერთელა ბუხარი, წიგნის თარო-
ები, რომლებიც მთელ კედლებს ფარავდნენ...

149
მაშინ მეგრე, რომელსაც ძალიან უნდოდა დაჯდომა, თა-
როებს მიუახლოვდა, სადაც ლითონის ცხაური და მწვანე
ქსოვილი წიგნებს გარეშე თვალისგან ფარავდა.
მან ძლივს შეყო თითი ცხაურში. გადასწია ფარდა, მაგრამ
მის მიღმა არაფერი იყო, მხოლოდ ცარიელი თაროები!
როცა მეგრე მობრუნდა, თვალებით დიურსოს წააწყდა,
რომელმაც ყველაფერი დაინახა.
- უკვე ორი დღეა გელოდებით... გამოგიტყდებით, რომ...
დაფიცება შეიძლება, ამ დროის მანძილზე ბატონ პროკუ-
რორს ათი კილო მაინც დაეკლო! ლოყები ჩასცვენოდა, გან-
საკუთრებით თვალში საცემი იყო ნაკეცები პირთან, რომლე-
ბიც ორჯერ უფრო გაღრმავებულიყო.
- დაბრძანდით, გთხოვთ!
ბატონი დიურსო უგუნებოდ იყო. სტუმარს თვალს ვერ უს-
წორებდა. ის თავის ჩვეულ ადგილზე დაჯდა, საქაღალდეებით
გავსებულ მაგიდასთან.
მაშინ მეგრემ გადაწყვიტა, ლმობიერება გამოეჩინა და
ყველაფერი რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა. პროკუ-
რორმა მის მიმართ არაერთხელ გამოამჟღავნა უპატივცემუ-
ლობა. კომისარმაც არა ერთხელ მიუზღო სამაგიერო. ახლა
კი მეგრეს თითქმის ეცოდებოდა ის.
კაცი სამოცი წლისაა, სრულიად ეულია ამ ვეებერთელა
სახლში, ამ ქალაქში, სადაც ქალაქის მესვეურთა უმაღლესი
წარმომადგენელია; ის სრულიად მარტოა ცხოვრებაში.
- ვხედავ, წიგნები დაგიწვავთ.
დიურსომ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ლოყები შეუვარ-
დისფრდა ოდნავ.

150
- ნება მიბოძეთ, თავდაპირველად საქმის იურიდიული მხა-
რე მოვაგვარო... თუმცა, ვფიქრობ, ამჟამად ამ მხრივ უკვე
აღარავის უნდა ჰქონდეს რაიმე ეჭვის საფუძველი...
სამუელ მეიერს, რომელსაც საქმოსან-ავანტიურისტს ვუ-
წოდებდი, პატივმოყვრული ოცნება ჰქონდა, რომ მისი შვილი
დიდი კაცი გამოსულიყო...
შვილი მედიცინას ეუფლება... ექიმი მეიერი პროფესორ
მარტელის ასისტენტი ხდება. მომავლის კარი ფართოდ გა-
იღო...
მოქმედება პირველი: ქალაქი ალჟირი. მოხუც მეიერთან
ორი თანამზრახველი ჩამოდის და ემუქრება... ის კი მათ სა-
იქიოში ისტუმრებს...
მოქმედება მეორე: ესეც ალჟირში ხდება. მეიერს სიკვდი-
ლი მიუსაჯეს. შვილის რჩევით ის მოიგონებს, ვითომ მენინგი-
ტით გახდა ავად. შვილი მას გადაარჩენს. ის, ვისაც სამუელის
სახელით დამარხავენ, ნამდვილად იყო თუ არა მკვდარი ხან-
ძრის გაჩენამდე? - ამას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერასოდეს გა-
ვიგებთ!
შვილი - მეიერი, ამიერიდან რივო, იმათ რიცხვს არ განე-
კუთვნება, ვინც პირველივე შემხვედრს გადაუშლის გულს. ეს
ძლიერი პიროვნებაა! არ ეძებს თავშესაფარს საზოგადოება-
ში.
პატივმოყვარეა! მახვილი გონების ადამიანია, იცის თავი-
სი თავის ფასი, და რადაც არ უნდა დაუჯდეს, სურს ცხოვრება-
ში ღირსეული ადგილი დაიკავოს. ერთადერთი ნაკლი აქვს:
გატაცებულია ახალგაზრდა პაციენტით, რომელსაც ცოლად

151
შეირთავს, მაგრამ შემდეგ რწმუნდება, რომ არც ისე კარგი
არჩევანი გააკეთა.
პროკურორი არც განძრეულა. ამბის ეს ნაწილი, მას, ისევე
როგორც მეგრეს, არ აინტერესებდა. გაცილებით დიდი
მღელვარებით ელოდა გაგრძელებას.
- ახლად გამოჩეკილი რივო მამამისს ამერიკაში გაამგზავ-
რებს, თვითონ კი ცოლსა და ახალგაზრდა ცოლისდასთან ერ-
თად აქ გადმოდის საცხოვრებლად... დაბოლოს, სიდედრი გა-
დაჰყავს ბორდოში...
და, რა თქმა უნდა, მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო...
ახალგაზრდა ქალიშვილი სახლში მის ყურადღებას იპყრობს,
არ აძლევს მოსვენებას; ბოლოს და ბოლოს, მას ის შეუყვარ-
დება.
ეს მესამე მოქმედებაა. რადგან ამ დროს რესპუბლიკის
პროკურორი, არ ვიცი, როგორ, თითქმის ჩასწვდა ჭეშმარი-
ტებას ბერჟერაკელი ექიმის შესახებ. მართალია?
დიურსომ მაშინვე უყოყმანოდ უპასუხა: „მართალია“.
- ესე იგი, პროკურორს პირში ბურთი უნდა ჩასჩარონ... რი-
ვოსთვის ცნობილია, რაც არის პროკურორის საკმაოდ უწყი-
ნარი გატაცება... ეროტიკული ლიტერატურა, რასაც სხვანაი-
რად წიგნის მოყვარულთა გამოცემებს უწოდებენ...
ეს ფულიანი ბერბიჭების გატაცებაა, რომელთაც მეტისმე-
ტად უღიმღამო საქმედ მიაჩნიათ მარკების შეგროვება... რი-
ვომ ამით ისარგებლა. თქვენ მის ცოლისდას წარმოგიდგენენ,
როგორც იდეალურ მდივანს... ის გეხმარებათ თქვენი კო-
ლექციის მოწესრიგებაში... და თანდათან მისი მომხიბვლე-
ლობის ტყვე ხდებით.

152
მაპატიეთ, ბატონო პროკურორო, ეს სულ არ არის რთუ-
ლი... ძირითადი სირთულე შემდეგში მდგომარეობს: ფრან-
სუაზა ფეხმძიმედაა... და თქვენ რომ გაეჩუმებინეთ, საჭირო
იყო დაერწმუნებინეთ, რომ ბავშვი თქვენია... რივოს აღარ
სურს კიდევ გაიქცეს, კიდევ შეიცვალოს სახელი, სხვა სამსა-
ხურში მოეწყოს... მასზე უკვე ლაპარაკობენ... მშვენიერი მო-
მავალი ელის...
ფრანსუაზა ახერხებს ამ კომბინაციის ჩატარებას... და,
ცხადია, როდესაც გამოგიცხადათ, დედა უნდა გავხდეო,
თქვენ დაიჯერეთ... თქვენ უკვე აღარაფერს იტყვით! მათ ხელ-
ში ხართ! ყველასგან მალულად ის ბორდოში მოიმშობიარე-
ბს, ჟოზეფინა ბოსოლეისთან, სადაც ჩადიხართ ხოლმე, ვი-
თომდა შვილის სანახავად... თავად ბოსოლეიმ მიამბო ამის
შესახებ...
მეგრე შეგნებულად არ უყურებდა თანამოსაუბრეს.
- ხომ გესმით, რივო - კარიერისტია, ზეადამიანი! მას არ
სურს, რომ წარსულმა ხელ-ფეხი შეუბორკოს! მას ნამდვილად
უყვარს ფრანსუაზა! მაგრამ, მიუხედავად ამისა, კარიერა მის-
თვის მაინც უფრო მნიშვნელოვანია, და ის თანახმაა, რომ
ფრანსუაზა, ერთხელ მაინც, დაგნებდეთ. თავს ნებას მივცემ,
მხოლოდ ერთი რამ გკითხოთ, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა?
- ერთხელ!
- შემდეგ ის ყოველნაირად ცდილობდა თავის დაღწევას,
ხომ ასეა?
- სხვადასხვა მიზეზს იმიზეზებდა... მას რცხვენოდა...
- არ დაიჯეროთ! მას რივო უყვარდა! მხოლოდ იმიტომ
დაგნებდათ, რომ მისთვის ეშველა...

153
მეგრე კვლავ ცდილობდა, არ შეეხედა პროკურორისთვის.
ის ბუხარს ჩასცქეროდა, სადაც კარგად გამომშრალ შეშას წა-
კიდებული ცეცხლი გიზგიზებდა.
- თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ბავშვის მამა
ხართ! ამიერიდან ჩუმად იქნებით! მიღებული სტუმარი ხართ
ექიმის სახლში! ბორდოში მიემგზავრებით ხოლმე ბავშვის სა-
ნახავად... მაგრამ აი, ტრაგედია. ჩვენი პოლონელი და ალჟი-
რელი სამუელი, ამერიკაში საბოლოოდ შეიშალა... სადღაც
ჩიკაგოს გარეუბანში ის ორჯერ დაესხა თავს ქალებს და მოკ-
ლა ისინი გულში მახათის ჩარჭობით... ეს მე არქივში აღმოვა-
ჩინე.
მას იქ ეძებენ, ამიტომ საფრანგეთში ჩამოდის... ფული გა-
უთავდა... ჩამოდის ბერჟერაკში... ცოტაოდენ ფულს აძლევენ,
რათა კვლავ გაუჩინარდეს, მაგრამ როდესაც უნდა წასული-
ყო, სიგიჟის შეტევამ მოუარა და კვლავ ჩაიდინა დანაშაული...
წინანდელივით!.. დაახრჩო... მახათი ჩაარჭო გულში... ეს
მოხდა ტყეში, „ახალ წისქვილთან“, სადაც ექიმის ვილიდან
სადგურისაკენ მიდის გზა... ალბათ უკვე ყველაფერს ხვდე-
ბით?
- არა, გეფიცებით...
- სამუელი დაბრუნდა და ისევ თავის „საქმეს“ მიჰყო ხელი,
მაგრამ შემდეგი თავდასხმა არ გამოუვიდა. ყოველ ჩამოს-
ვლაზე რივო მას ფულს აძლევს, რათა წავიდეს... მას არ შეუძ-
ლია მამის საგიჟეთში მოთავსება, მით უმეტეს, არ შეუძლია
მისი დაჭერა...
- მე მას ვუთხარი, ამას ბოლო უნდა მოეღოს-მეთქი.

154
- დიახ! და მან მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მას
დაურეკა მეიერ-უფროსმა. შვილმა უთხრა, რომ სადგურში
მოსვლამდე ჩამომხტარიყო მატარებლიდან...
პროკურორს სახეზე ფერი არ ედო, და არც ხმის ამოღები-
სა და არც განძრევის უნარი აღარ შესწევდა.
- მორჩა და გათავდა! რივომ მოკლა ის! რივო ვერავის და
ვერაფერს იტანდა კარიერისკენ მიმავალ გზაზე, რომლის
ღირსადაც თავი მიაჩნდა... ის თავის ცოლსაც კი ოდესმე იმ-
ქვეყნად გაისტუმრებდა!.. რადგან ფრანსუაზა უყვარდა, რო-
მელსაც მისგან ქალიშვილი შეეძინა... ეს ის გოგონაა, რომე-
ლიც...
- კმარა!
მაშინ მეგრე წამოდგა, უბრალოდ, თითქოს ჩვეულებრივი
ვიზიტის შემდეგ.
- მორჩა, ბატონო პროკურორო.
- მაგრამ...
- იცით, ეს იყო მგზნებარე, ძლიერი წყვილი, რომლებიც
ვერ იტანდნენ ვერავითარ წინააღმდეგობას! რივოს ცოლად
ჰყავდა ქალი, რომელიც მას სჭირდებოდა; ფრანსუაზა - რო-
მელიც მისი გულისთვის დაგნებდათ...
მეგრეს წინაშე იყო საცოდავი ადამიანი, რომელსაც საერ-
თოდ აღარ შერჩენოდა რაიმე რეაქციის უნარი.
- ეს წყვილი აღარ არის ცოცხალი... დარჩა მხოლოდ ქა-
ლი, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა ჭკუით და საფრთხეს
არავისთვის წარმოადგენდა.

155
ქალბატონ რივოს დაენიშნება პენსია... საცხოვრებლად
დედამისთან გადავა ბორდოში ან სხვაგან სადმე... ორივე ჩუ-
მად იქნება...
კომისარმა სკამიდან ქუდი აიღო.
- მე კი, დროა, პარიზში დავბრუნდე, ჩემი შვებულება ხომ
მთავრდება!
ის მაგიდას მიუახლოვდა და დიურსოს ხელი გაუწოდა.
- მშვიდობით, ბატონო პროკურორო.
და ვინაიდან პროკურორმა გამოწვდილ ხელს მადლიერე-
ბით შეაგება თავისი, რასაც სამადლობელი სიტყვების ნიაღ-
ვარი შეიძლებოდა მოჰყოლოდა, მეგრემ მოუჭრა:
- ავად ნუ მომიგონებთ!
ზოლიან ჟილეტში გამოწყობილი ლაქიის კვალდაკვალ ის
სახლიდან გამოვიდა, მზით გაჩახჩახებულ მოედანზე აღმოჩ-
ნდა, გაჭირვებით მივიდა სასტუმრო „ინგლისამდე“, სადაც
სასტუმროს პატრონს უთხრა:
- დღეს, ბოლოს და ბოლოს, მომართვით თირკმელა სოკო
და ღვიძლის პაშტეტი... და ანგარიში!.. გუდა-ნაბადი უნდა
ავიკრათ!

156
თავის საფასური

I
საკანი თერთმეტი განსაკუთრებული მეთვალყურეობის
ქვეშ

157
სადღაც შორს ორჯერ დარეკა ეკლესიის ზარმა. ტუსაღი სა-
წოლზე წამოჯდა, დიდი დაკუნთული ხელები მუხლებს შემო-
აჭდო.
ისე იჯდა წუთით, თითქოს ყოყმანობსო, შემდეგ ღრმად
ამოისუნთქა, წამოდგა და მთელი ტანით გაიზმორა. ეს იყო
ვეებერთელა, ტლანქი კაცი, დიდი თავი და მეტად გრძელი
ხელები ჰქონდა, მკერდი კი მეტისმეტად ჩავარდნილი მო-
უჩანდა.
მის სახეზე შეიძლებოდა ამოგეკითხათ ყოველგვარ აზრს
მოკლებული, თითქმის არაადამიანური გულგრილობა. და
მაინც, სანამ დაკეტილი საჭვრეტიანი კარისკენ გაემართებო-
და, ტუსაღი მუშტით დაემუქრა ერთ-ერთ კედელს.
ამ კედლის იქით განთავსებული იყო ზუსტად ასეთივე სა-
კანი, რომელიც ასევე პარიზის სატუსაღოს, სანტეს, განსა-
კუთრებული ზედამხედველობის სექტორში შედიოდა.
ასეთი საკანი ექვსი იყო. თითოეულ მათგანში სიკვდილ-
მისჯილი ელოდებოდა პატიებას პრეზიდენტისგან, ან საზეი-
მოდ მდუმარე ხალხის ჯგუფს, რომელიც მივიდოდა მასთან
ერთ ღამეს და გააღვიძებდა.
აი, უკვე მეხუთე დღეა, რაც კედლის იქით მყოფი მეათე ნო-
მერი ტუსაღი თითქმის განუწყვეტლივ ყვიროდა. ხანდახან
იგი ღრიალებდა, ქვითინებდა, აღშფოთებით წამოიყვირებდა
ხოლმე. მერე იღლებოდა და მონოტონურ და ყრუ ღმუილს იწ-
ყებდა.
მეთერთმეტეს იგი არასოდეს უნახავს და მის შესახებ არა-
ფერი იცოდა. მხოლოდ ხმით ხვდებოდა, რომ მეათე მეტად
ახალგაზრდა იყო.

158
ახლა მეათე დაღლილი, უფრო ინერციით ღრიალებდა,
მაგრამ მეთერთმეტის თვალებში სიძულვილის ნაპერწკალი
აენთო და მან თავისი გამხდარი მუშტები შეკუმშა.
დუმდნენ უზარმაზარი ციხესიმაგრე სანტეს კედლები,
ეზოები და კორპუსები. გარედანაც კი, პარიზიდან, ჩამიჩუმი
არ ისმოდა.
ღამის დუმილს მხოლოდ მეათის ღრიალი არღვევდა.
მეთერთმეტე მიუახლოვდა კარს, რამდენჯერმე კრუნ-
ჩხვით შეკუმშა და გაშალა თითები და შიშით შეეხო მას.
განსაკუთრებული მეთვალყურეობის წესების მოთხოვნის
თანახმად, საკნები დღე-ღამის განმავლობაში განათებული
იყო. ზედამხედველი ჩვეულებრივად დერეფანში იმყოფებო-
და. ყოველ საათს იგი რიგრიგობით იჭყიტებოდა სიკვდილ-
მისჯილთა საკნების ჭუჭრუტანებში.
მეთერთმეტის აკანკალებულმა თითებმა კლიტეზე ჩაისრი-
ალეს, აუტანელმა შიშმა ეს უბრალო მოძრაობა საზეიმო გა-
ხადა.
კარი გაიღო. ზედამხედველის სკამი ადგილზე იდგა, თვი-
თონ კი არსად ჩანდა. ტუსაღი წინ დახრილიყო, თითქოს რეტი
ესხმოდა. მან სწრაფად მიაშურა დერეფანს. სახე გაჰფითრე-
ბოდა, მხოლოდ მომწვანო თვალების ქუთუთოები ჩასწითლე-
ბოდა. სამჯერ ასცდა გზას, ჩაკეტილ კარს რომ წააწყდებოდა,
შეშინებული განზე გაუხვევდა.
სადღაც დერეფნის სიღრმეში ისმოდა ხმა, მორიგე ზედამ-
ხედველები ლაპარაკობდნენ.
იგი ეზოში ჩუმად ჩავიდა, ღამის წყვდიადი ალაგ-ალაგ
ფარნების ყვითელი შუქით იყო განათებული. ას ნაბიჯში, ჭიშ-

159
კართან, ერთ ადგილზე ტოკავდა გუშაგი. მეორე სართულზე
ერთი ფანჯარა იყო განათებული და ჩანდა, როგორ დაიხარა
ქაღალდებით მოფენილ საწერ მაგიდასთან კბილებში ჩიბუხ-
გაჩრილი კაცი.
მეთერთმეტეს სურვილი აღეძრა, კიდევ ერთხელ წაეკითხა
ბარათი, რომელიც სამი დღის წინ თავისი ჯამის ფსკერზე მი-
წებებული იპოვა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო: მან დაღეჭა
ბარათი და გადაყლაპა, როგორც უცნობმა ავტორმა უბრძანა.
ერთი საათის წინ ტუსაღს ბარათი ზეპირად ახსოვდა, ახლა კი
ეჩვენებოდა, თითქოს ზოგიერთი ფრაზის მეხსიერებაში აღ-
დგენას ვერ შეძლებდა:
„15 ოქტომბერს, ღამის ორ საათზე, შენი საკნის კარი ჩაკე-
ტილი არ დაგხვდება, ზედამხედველი ადგილზე არ იქნება, თუ
შენ ისე წახვალ, როგორც აქ არის ნაჩვენები...“
გაქცეულმა გახურებული ხელით შუბლი მოიწმინდა, ში-
შით შეპყრობილმა შეხედა ფარნების ყვითელ წრეებს და კი-
ნაღამ შეჰყვირა, რადგან ნაბიჯების ხმა მოესმა, მაგრამ ხმა-
ური გალავნის იქით, ქუჩიდან ისმოდა. იქ თავისუფალი ხალ-
ხი დადიოდა და ქვაფენილზე ბაკუნობდა მათი ფეხსაცმელი.
გაისმა ქალის ხმა:
- წარმოიდგინეთ, ისინი ორმოცდაათ ფრანკს თხოულობენ
თითო სავარძელში...
- კი, მაგრამ მათაც ხომ ხარჯი აქვთ! - შეეპასუხა მამაკაცი.
ტუსაღი კედლის გასწვრივ მიიპარებოდა. უცებ, კენჭს ფეხი
დაადგა, გაჩერდა, ყური დაუგდო და გაშეშდა. გაფითრებული,
მოუხეშავი, გრძელი ხელებით, რომლებსაც უაზროდ იქნევ-
და, იგი ძალიან ჰგავდა მთვრალს.

160
ლტოლვილისგან ორმოცდაათ მეტრზე, იქ, სადაც კედელი
შეღრმავებული იყო, კართან, წარწერით „სამეურნეო განყო-
ფილება“, რამდენიმე მამაკაცი იდგა.
კომისარი მეგრე გაშავებული აგურის კედელზე მიყრდნო-
ბას ვერ ბედავდა. ჯიბეებში ღრმად ხელებჩაყოფილი, ქანდა-
კებასავით უმოძრაოდ, მტკიცედ იდგა ძლიერ ფეხებზე. დრო-
გამოშვებით ისმოდა, როგორ ბუყბუყებდა მისი ჩიბუხი და
სიბნელეშიც კი შეიძლებოდა გამოგვეცნო შეშფოთება, რომე-
ლიც კომისრის გამოხედვაში გამოკრთოდა.
მას უკვე ათჯერ მაინც მოუხდა მხარზე ხელით შეხებოდა
გამომძიებელ კომელიოს, რომელსაც არ შეეძლო, წყნარად
მდგარიყო.
იურისტი ნაშუაღამევს, პირდაპირ მაღალი წრის წვეულე-
ბიდან მოსულიყო. მას ფრაკი ეცვა, წვრილი ულვაში გულ-
მოდგინედ აეგრიხა, ხოლო სახის ფერი ჩვეულებრივზე უფრო
მკვეთრი ჰქონდა.
მათ გვერდით გაბრაზებით იღუშებოდა პალტოს აწეულ სა-
ყელოში ცხვირჩარგული ბატონი გასიე, სატუსაღო სანტეს უფ-
როსი. იგი გულმოდგინედ ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ყვე-
ლაფერი, რაც აქ ხდება, არ აინტერესებს.
აცივდა. გუშაგი ჯიხურთან ერთ ადგილზე აბაკუნებდა ფე-
ხებს, რომ გამთბარიყო. პირიდან ამონასუნთქი ცივი ჰაერი
გამჭვირვალე ორთქლად იქცეოდა.
ისინი ჯერ ვერ ხედავდნენ მეთერთმეტეს, რომელიც განა-
თებულ ადგილებს გაურბოდა, მაგრამ მიუხედავად მისი ცდი-
სა, უხმაუროდ ემოძრავა, მათთან მაინც აღწევდა კედლის
იქიდან მომავალი ნაბიჯების ხმა. იგი სწრაფად დადიოდა წინ

161
და უკან და მისი ფეხის ხმაზე შეეძლოთ დაესკვნათ, საით მი-
ემართებოდა.
გავიდა ათი წუთი, გამომძიებელმა მეგრესკენ მიიწია და ის
იყო, პირი დააღო, კომისრის ხელმა ისეთი ძალით შებოჭა
კომელიოს მხარი, რომ უკანასკნელმა მხოლოდ ღრმად
ამოისუნთქა, მან ჯიბიდან უნებურად ამოიღო სიგარეტი, მაგ-
რამ მაშინვე წაართვეს.
ყველაფერი ცხადი იყო. ნომერი თერთმეტი გზას ასცდა.
წუთიც და, შეიძლებოდა პატრულს წასწყდომოდა.
მაგრამ რა უნდა ექნათ? ხომ არ შეეძლოთ, გაქცეული იმ
ადგილზე მიეყვანათ, სადაც ტანსაცმლის ბოხჩა და კედელზე
ჩამოკიდებული თოკი იყო!
დროგამოშვებით ქუჩაში მანქანები მიდიოდნენ. ხანდახან
ყრუდ გაისმოდა ციხის ეზოში გამვლელთა ხმები.
კედლის ღრმულში მდგარ სამ მამაკაცს ერთმანეთისთვის
მხოლოდ მზერით შეეძლო აზრის გაზიარება. ბატონ გასიეს
მზერა გაღიზიანებას, ჯავრს, ირონიას გამოხატავდა, გამომ-
ძიებელი კომელიო გულახდილად ღელავდა და მისი შეშფო-
თება თანდათან მატულობდა. მხოლოდ კომისარ მეგრეს ეჭი-
რა თავი ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყო. მას საკუთარი
თავის სჯეროდა და თავშეკავება არასოდეს ღალატობდა...
მაგრამ მაინც, ასეთი სიბნელე რომ არ ყოფილიყო, დავინა-
ხავდით ოფლის მსხვილ წვეთებს, რომელიც შუბლიდან ჩა-
მოსდიოდა.
საათმა სამის ნახევარი დარეკა, გაქცეული კი ისევ აქეთ-
იქით აწყდებოდა. უცბად სამივენი შეკრთნენ: მათ კი არ გა-
იგონეს, უფრო გამოიცნეს ამოოხვრა. ახლა გარკვევით ისმო-

162
და ფაჩუნი. ლტოლვილი, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, წა-
აწყდა ტანსაცმლის ბოხჩას, კედელზე ჩამოკიდებული თოკის
ქვეშ იდგა და ტანისამოსს იცვლიდა.
გუშაგის ნაბიჯები თითქოს საათის ქანქარასავით ზომავ-
დნენ წუთების სრბოლას. გამომძიებელმა წაიჩურჩულა:
- თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ...
მეგრემ შეხედა მას და კომელიო გაჩუმდა. თოკი დაიჭიმა.
წუთის შემდეგ კედლის ზემოთ გამოჩნდა ნათელი ლაქა - მე-
თერთმეტის სახე. ხელებზე აზიდული, იგი ქუჩას ათვალიე-
რებდა.
ეს დიდხანს გრძელდებოდა - ათჯერ, ოცჯერ უფრო დიდ-
ხანს, ვიდრე მეგრე ვარაუდობდა. როგორც ჩანდა, ლტოლ-
ვილს ძალ-ღონე გამოეცალა, რადგან, კედლის ქიმს რომ მი-
აღწია, გაშეშდა.
ქიმზე გაკრული ლტოლვილის სილუეტი მკაფიოდ მოჩან-
და. შესაძლოა მას თავბრუ დაესხა? რას უცდის, რატომ არ ჩა-
მოდის ქუჩაში?.. ეგებ მას გამვლელები უშლიან ხელს, ან კედ-
ლის ძირას შეყვარებულთა წყვილმა მოიკალათა?..
გამომძიებელმა კომელიომ მოუთმენლად გაატკაცუნა თი-
თები.
- მგონი, აღარ გჭირდებით? - წაიჩურჩულა ციხის უფროს-
მა. თოკმა აგურზე გაიხახუნა და ქუჩისკენ გადაეკიდა,
ლტოლვილი შესახვევში გაუჩინარდა.
- ასე უსაზღვროდ რომ არ მჯეროდეს თქვენი, კომისარო,
არასოდეს მივცემდი თავს ასეთ ავანტიურაში ჩათრევის უფ-
ლებას... იცოდეთ, ერტენი მე უწინდებურად დამნაშავედ მი-
მაჩნია... რა იქნება მაშინ, თუ იგი თქვენგან თავს დააღწევს?

163
- სად შემიძლია ხვალ გნახოთ? - დასმულ კითხვაზე პასუ-
ხის გაუცემლად იკითხა მეგრემ.
- დილის ათი საათიდან ჩემს კაბინეტში ვიქნები...
ისინი მდუმარედ, ხელის ჩამორთმევით გამოეთხოვნენ
ერთმანეთს. ციხის უფროსმა უხალისოდ გაუწოდა ხელი მეგ-
რეს და გაურკვეველი ბუზღუნით გაუდგა გზას. მეგრე კვლავ
კედელთან იდგა. იგი მაშინაც კი არ დაძრულა ადგილიდან,
როდესაც მთელი ძალით გაქცეული კაცის ფეხის ხმა შემოეს-
მა. მეგრემ ჩაუარა საგუშაგო ჯიხურს, მორიგეს ხელის დაქნე-
ვით გამოეთხოვა და კუთხეში შეუხვია. ჟაკ-დოლანის ქუჩა ცა-
რიელი იყო.
- ყველაფერი წესრიგშია? - ჰკითხა კომისარმა კედელთან
ჩასაფრებულ კაცს.
- არაგოს ბულვარისკენ გაიქცა, ჟანვიე და დიუფური უკან
მისდევენ...
- შეგიძლია დასაძინებლად წახვიდე...
კომისარმა დაბნეულად ჩამოართვა ინსპექტორს ხელი და
თავდახრილი, მძიმე ნაბიჯებით გაუდგა გზას ჩიბუხის ბოლე-
ბით.
უკვე დილის ოთხი საათი იყო, როდესაც მან კე-დეზ-ორ-
ფევრზე თავისი კაბინეტის კარი შეაღო. კომისარმა ღრმად
ამოისუნთქა და მძიმე პალტო გაიხადა. მაგიდაზე ქაღალდებს
შორის ლუდის ნაკლული ჭიქა იდგა. ლუდი უკვე გამთბარიყო,
მაგრამ კომისარმა ხარბად დაცალა. შემდეგ სავარძელში
ჩაჯდა.
მის წინ იდო საბუთებისგან ბუშტივით გაბერილი ყვითელი
საქაღალდე.

164
ზედ კრიმინალური პოლიციის მწერლის სათუთი მრგვლო-
ვანი ხელწერით ეწერა:
„ერტენის საქმე“.
ლოდინი სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უშუქფარო
ელექტრონათურა ბოლის ნაცრისფერ ნისლში გახვეულიყო
და ჰაერის ოდნავ მოძრაობაზე ირხეოდა. დროგამოშვებით
მეგრე დგებოდა, ცეცხლის საჩხრეკით ღუმელში ნაკვერ-
ჩხლებს ურევდა და ისევ თავის ადგილს უბრუნდებოდა. კაბი-
ნეტში თანდათან დაცხა, კომისარმა პიჯაკი გაიხადა, საყელო
და ჰალსტუხი მოიხსნა, ბოლოს კი ჟილეტიც გაიხადა.
ტელეფონის აპარატი იქვე ახლოს იდგა. დილის ექვსი სა-
ათი იქნებოდა, როდესაც მან ყურმილი აიღო, რათა დარწმუ-
ნებულიყო, რომ ქალაქთან კავშირი არ იყო დარღვეული.
ყვითელი საქაღალდე კომისრის წინ გახსნილი იდო. პატა-
კები, გაზეთებიდან ამონაჭრები, ოქმების ასლები, ფოტოსუ-
რათები მაგიდაზე იყო გაბნეული. მეგრე უყურებდა მათ თავი-
სი სავარძლიდან და მხოლოდ ხანდახან იღებდა ამა თუ იმ სა-
ბუთს, მაგრამ არ კითხულობდა და რაღაცაზე გულმოდგინედ
ფიქრობდა.
საბუთების გროვაზე გაზეთიდან ამონაჭერი იდო მჭევ-
რმეტყველური სათაურით:
„ჟოზეფ ერტენს, მისის ჰენდერსონისა და მისი მოახლის
მკვლელს, დღეს დილით სიკვდილი მიესაჯა“.
მეგრე განუწყვეტლივ ეწეოდა და თვალს არ აშორებდა ტე-
ლეფონის აპარატს, მაგრამ ტელეფონი ჯიუტად დუმდა.
ექვს საათსა და ათ წუთზე გაისმა ზარი - ვიღაცას ნომერი
შეეშალა.

165
კომისარმა საბუთების გადაკითხვა დაიწყო. თუმცა ეს სრუ-
ლებითაც არ სჭირდებოდა, რადგან ყველაფერი ზეპირად
იცოდა:
ჟოზეფ-ჟან-მარი ერტენი, 27 წლის, დაიბადა მელიონში,
სევრის ქუჩაზე მდებარე მოსიე ჟერარდიეს ყვავილების მაღა-
ზიის მოსამსახურე...
აი, ფოტოსურათი, რომელიც ნიოიიში სეირნობის დროს
ბაზრობის ფარდულშია გადაღებული. აყლაყუდა ჭაბუკი უზო-
მოდ გრძელი ხელებითა და უფერული სამკუთხა სახით. მისი
პრანჭიაობა მის ცუდ გემოვნებაზე მეტყველებს.
„სისხლიანი ტრაგედია სენ-კლუში. მდიდარი ამერიკელი
ქალი და მისი მოახლე ხანჯლით არიან მოკლულნი“.
ეს მოხდა ივლისში.
მეგრემ განზე გასწია ავბედითი სურათები, რომლებიც ბო-
როტმოქმედების ადგილზე იყო გადაღებული: ორი გასის-
ხლიანებული ცხედარი ყველა რაკურსში გადაეღოთ, დამა-
ხინჯებული სახეები, სისხლში ამოსვრილი და ნაკუწ-ნაკუწ
დაგლეჯილი ღამის პერანგები.
„კრიმინალური პოლიციის კომისარმა მეგრემ ამოხსნა
სენ-კლუს ტრაგედია. მკვლელი დატუსაღებულია!“
მეგრემ გაჯავრებით გადაქექა გაზეთების ამონაჭრები და
იპოვა ყველაზე უკანასკნელი, რომელიც სულ ათი დღის წინ
იყო გაზეთიდან ამოჭრილი.
„ჟოზეფ ერტენს, რომელმაც მისის ჰენდერსონსა და მის
მოახლეს სიცოცხლე მოუსწრაფა, დღეს დილით სასიკვდილო
განაჩენი გამოუტანეს“.

166
პრეფექტურის ეზოში „სალათისფერი კალათა“ - პოლიცი-
ის ფურგონი შემოვიდა, დაიწყო ღამის ნადავლის დახარისხე-
ბა. იგი თითქმის მთლიანად ქალებისგან შედგებოდა. დერეფ-
ნებში გაისმა ნაბიჯების ხმა. სენაზე ღამის ნისლი თანდათან
იფანტებოდა.
ტელეფონმა დარეკა.
- ალო! შენ ხარ, დიუფურ?
- მე ვარ, შეფ.
- აბა, რა ხდება?
- არაფერი განსაკუთრებული... ესე იგი, თუ გნებავთ, შე-
მიძლია დავბრუნდე იქ... მაგრამ, ჩემი აზრით, ჯერჯერობით
მარტო ჟანვიეც ეყოფა.
- ის სადღა არის?
- „თეთრ ყანჩაში“...
- რაო?.. ეს „ყანჩა“ რაღა არის?
- ეს ბისტრო გახლავთ ისი-ლე-მულინოს მახლობლად...
ახლა მე ტაქსით მოვალ და ყველაფერს თანამიმდევრობით
მოგიყვებით...
ერთხანს მეგრე კაბინეტში ბოლთას სცემდა. შემდეგ რეს-
ტორან „დოფინში“ ყავისა და ფუნთუშების მოსატანად გაგზავ-
ნა ერთ-ერთი ჩინოვნიკი.
მეგრე ჯერ კიდევ საუზმობდა, როდესაც ინსპექტორი დი-
უფური შემოვიდა, ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი პა-
წია კორექტული კაცუნა. კისერზე ძალზე მაღალი, მეტისმე-
ტად გახამებული საყელო ჰქონდა შემოჭერილი. როგორც
ყოველთვის, დიუფურის სახე საიდუმლოებით იყო მოცული.

167
- ეს კიდევ რომელი „ყანჩაა“? - წაიბუზღუნა მეგრემ. - დაჯე-
ქი.
- „თეთრი ყანჩა“ მატროსების სამიკიტნოა ზედ სენის ნა-
პირზე, გრენელემსა და ისი-ლე-მულინოს შორის...
- და იგი პირდაპირ იქ წავიდა?
- რას ამბობთ! პირდაპირ სასწაულია, რომ მე და ჟანვიემ
არ დავკარგეთ ის...
- შენ უკვე ისაუზმე?
- დიახ, „თეთრ ყანჩაში“...
- მაშ, მოყევი.
- თქვენ ხომ დაინახეთ, როგორ გადმოხტა იგი კედლიდან?
მთელი ძალით მოკურცხლა, ძალიან ეშინოდა, რომ დაიჭერ-
დნენ... მხოლოდ „ბელფორსის ლომთან“ შეანელა სირბილი
და დაბნეულმა მიმოიხედა.
- მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ?
- არავითარ შემთხვევაში! მან პირველად მოიხედა...
- განაგრძე.
იგი ბრმასავით გარბოდა... ან როგორც პარიზში პირვე-
ლად მოხვედრილი ადამიანი, რაც თითქმის ერთი და იგივეა.
შემდეგ მოულოდნელად იმ ქუჩაზე გაუხვია, რომელიც მონ-
პარნასის სასაფლაოს კვეთს... არ მახსოვს, რა ჰქვია იმ ქუ-
ჩას... იქ ერთი სულიერიც არ ჭაჭანებდა. როგორც ჩანდა,
თვითონაც არ იცოდა, სად იმყოფებოდა... და როცა მესერს
იქით საფლავები დაინახა, ისევ მთელი ძალით მოუსვა...
- შემდეგ...
მეგრემ პირი გამოიტენა და შესამჩნევად გამხიარულდა.

168
- ჩვენ მონპარნასის ქუჩებზე გავედით... დიდი კაფეები უკ-
ვე დაეკეტათ, მაგრამ ღამის სამიკიტნოები ჯერ კიდევ სავსე
იყო... მახსოვს, იგი შეჩერდა ერთ-ერთთან, სადაც ჯაზი უკ-
რავდა, ასე, წუთით იყო გაჩერებული... ყვავილების გამყიდ-
ველი გოგონა მიუახლოვდა და მან ისევ გამწარებით მოუს-
ვა...
- რომელი მიმართულებით?
- ჩემი აზრით, არც ერთი მიმართულებით... რასპაის ბულ-
ვარზე გამოვარდა... შემდეგ იმავე ქუჩით უკან დაბრუნდა და
მონპარნასის სადგურთან გამოვიდა...
- როგორი გამომეტყველება ჰქონდა?
- არანაირი! როგორიც გამოძიებისა და სასამართლოს
დროს... გაფითრებული სახე, შეშინებული და გაშეშებული
მზერა... ერთი სიტყვით, მიძნელდება აღწერა... ნახევარი სა-
ათის შემდეგ ცენტრალურ ბაზართან გამოვედით...
- ვინმე ხომ არ გამოელაპარაკა?
- არავინ!
- საფოსტო ყუთში წერილი ხომ არ ჩაუგდია?
- შემიძლია დავიფიცო, რომ არ ჩაუგდია, შეფ! ჟანვიე ქუ-
ჩის ერთ მხარეს მიდიოდა, მე კი მეორე მხარეს... ჩვენ მის ყო-
ველ მოძრაობას თვალს ვადევნებდით... წარმოიდგინეთ, იგი
შეჩერდა ფარდულთან, სადაც ცხელი სოსისი და შემწვარი
კარტოფილი იყიდება... შეყოყმანდა... მაგრამ პოლიციელი
დაინახა და ისევ მოკურცხლა.
- ხომ არ მოგეჩვენა, თითქოს იგი რომელიმე სახლის ნომ-
რის პოვნას ცდილობდა?

169
- არამც და არამც! უფრო მთვრალს ჰგავდა, რომელიც
აქეთ-იქით აწყდებოდა. თანხმობის მოედნიდან ისევ სენის ნა-
პირს მიაშურა... და აქ რატომღაც გადაწყვიტა სანაპიროთი
ევლო... ერთი-ორჯერ დასასვენებლად ჩამოჯდა...
- სად?
- ერთხელ - ზედ მოაჯირზე... ხოლო მეორედ - სკამზე. ვერ
დავიფიცებ, მაგრამ მომეჩვენა, თითქოს იგი ტიროდა... ყო-
ველ შემთხვევაში, მან ორივე ხელი თავზე შემოიჭდო...
- სკამზე სხვა არავინ იჯდა?
- არავინ... შემდეგ იგი ნელი ნაბიჯით ისევ გზას გაუდგა...
წარმოგიდგენიათ? თითქმის მულინომდე მივიდა! ხანდახან
შეჩერდებოდა ხოლმე, წყალს უყურებდა... მდინარეზე უკვე
ბუქსირები გაჩნდნენ, შემდეგ ქუჩები მუშებით შეივსო, ის კი
სვლას განაგრძობდა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თით-
ქოს თვითონაც არ იცოდა, რას გააკეთებდა წუთის შემდეგ.
- სულ ეგ არის?
- თითქმის... მოითმინეთ... მირაბოს ხიდზე მან ჯიბეში ხე-
ლი ჩაიყო და იქიდან ამოიღო...
- ათფრანკიანი ქაღალდები?
- მე და ჟანვიეს ასე მოგვეჩვენა... შემდეგ იგი აქეთ-იქით
იცქირებოდა... იფიქრებდით, თითქოს ბისტროს ეძებსო, მაგ-
რამ მარჯვენა ნაპირზე გადავიდა, იქ ავტომანქანის მძღოლე-
ბით გაჭედილ ბარში შევიდა, პატარა ჭიქა რომი და ყავა და-
ლია...
- სწორედ ეს იყო „თეთრი ყანჩა“?
- არა! მე და ჟანვიე ფეხებს ძლივს მივათრევდით... გასათ-
ბობად ვერაფერი დავლიეთ! ის გამოვიდა და ისევ ქუჩების შე-

170
მოვლა დაიწყო... ჟანვიე იწერდა. ის მოგცემთ ზუსტ მარ-
შრუტს... რომელიღაც ფაბრიკასთან ჩვენ ისევ სანაპიროზე
გამოვედით... იქაც ადამიანის ჭაჭანება არ იყო. მხოლოდ ბუჩ-
ქები იზრდებოდა და კუთხეში მიგდებულ სამშენებლო მასა-
ლებს შორის ბალახი მოჩანდა... ნაპირზე ამწე, ხოლო წყალ-
ში, ნავსაყუდელთან, ოცამდე კარჭაპი იდგა... სწორედ აქ მდე-
ბარეობს „თეთრი ყანჩა“... გაუგებარიცაა, რატომ არის ასეთ
ადგილზე... პატარა ბისტროა, საჭმელს მთელი დღე-ღამის
განმავლობაში ამზადებენ... ხელმარჯვნივ პატარა ფარდუ-
ლია პიანოლათი და აბრით: „შაბათობით და კვირაობით ცეკ-
ვებია“... აქ მან ისევ რომი და ყავა დალია... შემდეგ ცხელი
სოსისი მიართვეს, რომელსაც საკმაოდ დიდხანს ელოდებო-
და... ჩვენ ვხედავდით, როგორ ელაპარაკებოდა იგი ბისტროს
პატრონს, ხოლო თხუთმეტი წუთის შემდეგ ორივენი მეორე
სართულზე ავიდნენ.
როდესაც პატრონი ჩამოვიდა, შიგნით შევედი. ვკითხე,
ოთახებს ხომ არ აქირავებთ-მეთქი... მან გაიკვირვა: „განა იმ
ყმაწვილს ყველაფერი წესრიგში არა აქვს?“ მომეჩვენა, რომ
იგი პოლიციასთან საქმის დაჭერას ჩვეული იყო... გადავწყვი-
ტე, დამეშინებინა და განვუცხადე, რომ თუ თავის კლიენტს
ერთ სიტყვას მაინც ეტყოდა, მაშინ მისი დაწესებულება იმავე
დღეს დაიხურებოდა... მან დაიფიცა, რომ ჭაბუკს პირველად
ხედავდა; ჩემი აზრით, არ ცრუობდა... ბისტროს თავისი კლი-
ენტურა ჰყავს - მატროსები და, გარდა ამისა, შუადღისას მე-
ზობელი ფაბრიკიდან აპერიტივის სასმელად მოდიან მუშე-
ბი... პატრონმა მიამბო, რომ შევიდა თუ არა ერტენი ოთახში,
მაშინვე ფეხსაცმელგაუხდელი საწოლზე მიეგდო... მან ერ-

171
ტენს შენიშვნა მისცა. მაშინ ერტენმა ფეხსაცმელი გაიხადა,
იატაკზე დაახეთქა და მაშინვე ჩაეძინა...
- ესე იგი, ჟანვიე იქ დარჩა?
- რა სათქმელია. შეგვიძლია დავურეკოთ, „თეთრ ყანჩაში“
ტელეფონია, მატროსები იქიდან თავიანთ პატრონებს ხში-
რად ურეკავენ...
მეგრემ ყურმილი აიღო და წუთის შემდეგ ინსპექტორ ჟან-
ვიეს ხმა მოესმა.
- ალო! რას შვრება ჩვენი ყმაწვილი?..
- სძინავს.
- საეჭვოს ხომ არაფერს ხედავთ?
- სრულიად არაფერს. სამარისებური მყუდროებაა... იგი
ისე ხვრინავს, კაფეში ისმის...
მეგრემ ყურმილი დაკიდა და ინსპექტორ დიუფურის სუსტი
აღნაგობა მზერით აზომა.
- შენ მას მხედველობიდან ხომ არ გაუშვებ?..
ინსპექტორი პროტესტის გამოცხადებას აპირებდა, მაგრამ
მეგრემ მხარზე ხელი დაადო და დინჯად განაგრძო:
- უნდა გამიგო, ძმობილო... ვიცი, ყველაფერს გააკეთებ,
რაც შენზეა დამოკიდებული, მაგრამ... ჩემი კარიერა საფ-
რთხის ქვეშაა და არა მარტო ეს, არამედ სხვა მრავალიც...
ამასთანავე, თვითონ არ შემიძლია იქ წასვლა, ეგ პირუტყვი
მიცნობს...
- გეფიცებით, კომისარო...
- ნუ იფიცები, წადი!
მეგრემ მკვეთრი მოძრაობით მოხვეტა გაფანტული საბუ-
თები, საქაღალდეში ჩატენა და მაგიდის უჯრაში ჩაკეტა.

172
- გახსოვდეს, ხალხი თუ კიდევ დაგჭირდა, მოითხოვე, არ
მოგერიდოს!..
კომისრის მაგიდაზე მხოლოდ ჟოზეფ ერტენის სურათი
დარჩა. რამდენიმე ხანს მეგრე მის გამხდარ სახეს, ვიწრო,
უფერულ ტუჩებსა და გამოშვერილ ყურებს მისჩერებოდა.
ეს ადამიანი სასამართლოს სამმა ფსიქიატრმა გასინჯა.
ორმა განაცხადა: „გონებრივი ნიჭი განუვითარებელია. სრუ-
ლი შერაცხადობა აქვს“.
მესამემ, რომელიც ბრალდებულის ვექილის მიერ იყო
მოწვეული, ნაკლებად დამაჯერებლად გამოთქვა: „მძიმე მემ-
კვიდრეობაა, შერაცხადობა შეზღუდულია“.
მაგრამ მეგრემ, თვით კომისარმა მეგრემ, რომელმაც ჟო-
ზეფ ერტენი დააპატიმრა, პოლიციის უფროსს, რესპუბლიკის
პროკურორსა და გამომძიებელს განუცხადა:
- ორში ერთი: ან ჭკუანაკლებია, ან დამნაშავე არ არის!..
და პირობა მისცა, ჩემს სიტყვებს დავამტკიცებო.
დერეფანში ინსპექტორ დიუფურის ნაბიჯების ხმა გაისმა,
იგი თითქოს კუნტრუშით შორდებოდა კაბინეტს.

II
ადამიანი, რომელსაც სძინავს

173
თერთმეტ საათზე, ხანმოკლე საუბრის შემდეგ, მეგრე
ოტეიში ჩავიდა გამომძიებელ კომელიოსთან, რომელიც ჯერ
კიდევ არ დამშვიდებულიყო.
საძაგელი ამინდი იდგა, ქვაფენილი წებოვანი ტალახით
იყო დაფარული, რუხი ცა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა,
თითქოს სახლების სახურავებზე მიხოხავსო. სანაპირო, რომ-
ლის გასწვრივ კომისარი მიდიოდა, მდიდრულ სახლებს და-
ემშვენებინა. მდინარის მეორე ნაპირზე სულ სხვა სურათი
იყო: ქალაქის გარეუბანი, ესე იგი, უშენი ადგილები, ქარხნე-
ბი, გადმოსატვირთი მისადგომები, რომლებიც სამშენებლო
მასალით იყო ჩახერგილი. ამ სრულიად განსხვავებულ პეიზა-
ჟებს მოტყვიისფრო-რუხი სენა ყოფდა.
„თეთრ ყანჩას“ შორიდანაც ადვილად შეამჩნევდით. უშენ
ადგილზე აგურის შტაბელებს, დამტვრეულ მანქანებს, ბიტუ-
მის გროვებსა და რკინიგზის რელსებს შორის განმარტოებით
იდგა ბისტრო; ერთი სიტყვით, იქაურობა სავსე იყო ყოველ-
გვარი ხარახურით. ორსართულიანი სახლი საზიზღარი წითე-
ლი საღებავით იყო შეთითხნილი, ტენტით გადახურულ აივან-
ზე, სადაც სამი თუ ოთხი მაგიდა იდგა, გაკრული იყო ტრადი-
ციული წარწერა: „ღვინო, საუზმე“.
თვალში გეცემოდათ მტვირთავთა ფიგურები - ისინი, რო-
გორც ეტყობა, კარჭაპებიდან ცემენტს ცლიდნენ, რადგან თა-
ვიდან ფეხებამდე თეთრი მტვრით იყვნენ დაფარულნი. გა-
მოსვლისას ბისტროს პატრონს, ლურჯ წინსაფარში გამოწყო-
ბილ კაცს, ხელს ართმევდნენ და იქვე შორიახლოს მიბმული
კარჭაპისკენ აუჩქარებელი ნაბიჯით მიემართებოდნენ.

174
მეგრეს დაღლილი გამომეტყველება და დანისლული თვა-
ლები ჰქონდა, მაგრამ ეს უძილო ღამის ბრალი როდი იყო.
კომისარს თავისი განაწესი ჰქონდა. მთელი ძალების
არაადამიანური დაძაბვის შემდეგ, როცა მიზანი ისე ახლოს
იყო, რომ მხოლოდ ხელის გაშვერა იყო საკმარისი, კომისა-
რი თავს ნებას აძლევდა, ცოტა ხნით მოდუნებულიყო. ეს იყო
თავისებური რეაქცია დაძაბულობაზე და მასთან ბრძოლას
აზრი არ ჰქონდა.
მეგრე „თეთრი ყანჩის“ პირდაპირ მდებარე პატარა სას-
ტუმროს შენობასთან მივიდა და მორიგე ადმინისტრატორს
მიმართა:
- მდინარისკენ გამავალი ფანჯრიანი ოთახი მჭირდება...
- ერთი თვით?
მეგრემ მხრები აიჩეჩა. ამჯერად შეკამათება არ ღირდა.
- ეგ უკვე ჩემი საქმეა, რამდენი ხნითაც დამჭირდება... მე
კრიმინალური პოლიციიდან ვარ.
- თავისუფალი ოთახები არ გვაქვს!
- კარგი. მდგმურების სია მომეცით...
- ერთ წუთს... მოითმინეთ... ახლავე დავრეკავ, მგონი,
მეთვრამეტე ნომერი თავისუფლდება...
- იდიოტი! - კბილებში გამოცრა მეგრემ.
რა თქმა უნდა, თავისუფალი ოთახი აღმოჩნდა. სასტუმრო
კომფორტული იყო. სართულის მორიგემ ჰკითხა:
- თქვენი ბარგის მოტანას ხომ არ გვიბრძანებთ?
- ბარგი არ მაქვს. დურბინდი მომიტანეთ, სხვა არაფერი
მჭირდება.
- მაგრამ... არ ვიცი, იშოვება კი...

175
- გაისარჯეთ, სადაც გინდათ, იშოვეთ დურბინდი.
მეგრემ ღრმად ამოისუნთქა, პალტო გაიხადა, ფანჯარა გა-
აღო და ჩიბუხი თუთუნით დატენა. ხუთი წუთიც არ იყო გასუ-
ლი, როდესაც მას სადაფით შემკული თეატრალური დურბინ-
დი მოუტანეს.
- ეს პატრონის დურბინდია. მან მთხოვა თქვენთვის გად-
მომეცა.
- კარგი. მოუსვი აქედან!
ნახევარი საათის შემდეგ მას „თეთრი ყანჩის“ ფასადი ზედ-
მიწევნით ჰქონდა შესწავლილი.
მეორე სართულის ერთ-ერთი ფანჯარა ღია იყო. ოთახში
აულაგებელი ლოგინი მოჩანდა, ჟოლოსფერი დიდი ბუმბუ-
ლის ლეიბი საწოლზე გარდიგარდმო იდო. ცხვრის ტყავზე
მოქარგული ფლოსტები ეყარა.
„პატრონის ოთახი!“
მეზობელი ფანჯარა დახურული იყო. შემდეგ ფანჯარაში
კოფთაში გამოწყობილი სქელი ქალი თმას ივარცხნიდა.
„პატრონის ცოლი... ან მოსამსახურე..“.
დაბლა პატრონი მაგიდებს ასუფთავებდა. ერთ მაგიდას-
თან, რომელზეც წითელი ღვინით სავსე ბოთლი იდგა, ინსპექ-
ტორი დიუფური მიმჯდარიყო. ჩანდა, როგორ ელაპარაკებო-
და იგი პატრონს.
იქით, წყლის ნაპირთან, საწვიმარსა და რუხი ფერის კეპში
გამოწყობილი ქერა ახალგაზრდა მამაკაცი თითქოს ყურად-
ღებით უთვალთვალებდა კარჭაპების დაცლას. ეს იყო ინ-
სპექტორი ჟანვიე, კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი ყვე-
ლაზე ახალგაზრდა მუშაკი.

176
მეგრეს ოთახში საწოლის თავთან პატარა მაგიდაზე იდგა
ტელეფონი. კომისარმა ყურმილი აიღო.
- ალო! ადმინისტრატორია?..
- რამე ხომ არ გნებავთ?
- ბისტრო „თეთრ ყანჩასთან“ შემაერთეთ, მდინარის იქითა
ნაპირზე რომ არის...
- ერთი წუთით, - მოისმა უკმაყოფილო ხმა.
წუთი დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს მეგრემ თავისი ფან-
ჯრიდან დაინახა, რომ პატრონმა ჩვარი მიაგდო და ტელეფო-
ნისკენ გაემართა. მეგრეს ოთახში ზარის ხმა გაისმა.
- „თეთრ ყანჩასთან“ გაერთებთ...
- ალო! „თეთრი ყანჩაა?..“ აპარატთან სთხოვეთ მუშტარს,
თქვენთან კაფეში რომ ზის... არა, არა, მე არ ვცდები, ის იქ
მარტოა...
მეგრემ დაინახა, როგორ გაიკვირვა პატრონმა. შემდეგ
დიუფური ტელეფონის ჯიხურში შევიდა.
- შენ ხარ, დიუფურ?
- შეფ, თქვენ ბრძანდებით?
- სასტუმროში ვარ, „თეთრი ყანჩის“ პირდაპირ... ჩვენი
ყმაწვილი როგორ არის?
- სძინავს.
- შენ თვითონ ნახე?
- ამწუთას ვიყავი მის ოთახთან და მესმოდა, როგორ ხვრი-
ნავდა. კარი შევაღე: მას ტანთ აცვია, ლოგინზე სამად მოკე-
ცილა და პირღიას სძინავს.
- დარწმუნებული ხარ, რომ პატრონს ის გაფრთხილებული
არ ჰყავს?

177
- მას სასტიკად ეშინია პოლიციის, უკვე შემთხვევია უსია-
მოვნება... პატენტის ჩამორთმევა ნდომებიათ... ახლა იგი
ჩვენი ნების წინააღმდეგ არ წავა...
- რამდენი გასასვლელი კარია მაგ სახლში?
- ორი... მთავარი შესასვლელი და ეზოში გამავალი კარი.
მას ჟანვიე უთვალთვალებს...
- მეორე სართულზე ხომ არავინ ასულა?
- არავინ! აუცილებლად დავინახავდი. მეორე სართულზე
ასასვლელი კიბე ბისტროში დახლის იქით არის.
- კარგი. საუზმე შეუკვეთე, მალე დაგირეკავ. რომელიმე
ვაჭრის მოსამსახურედ მოაჩვენე თავი.
მეგრემ ყურმილი ჩამოკიდა და სავარძელი ფანჯარასთან
მიათრია. შესცივდა. საკიდიდან პალტო ჩამოხსნა და მხრებზე
წამოისხა. ტელეფონმა დარეკა.
- მორჩით ლაპარაკს? - იკითხა ტელეფონისტმა ქალმა.
- მოვრჩით. უთხარით, რომ ლუდი მომიტანონ... და საჩი-
ბუხე თუთუნი...
- ჩვენ თუთუნი არ გვაქვს...
- მაშ, ვინმე გაგზავნეთ მის მოსატანად!
დღის სამ საათზე მეგრე ჯერ კიდევ იმავე ადგილას იჯდა.
დურბინდი მუხლებზე ედო, ხელში კი უკვე ცარიელი ჭიქა ეკა-
ვა. მიუხედავად იმისა, რომ ფანჯარა ფართოდ იყო გაღებუ-
ლი, ოთახში თამბაქოს სუნი იდგა.
კომისრის სავარძლის ირგვლივ დილის გაზეთები იყო გა-
ფანტული, სადაც უკვე დაებეჭდათ პოლიციის ცნობა:
„სანტეს ციხიდან სიკვდილმისჯილი გაიქცა“.

178
დროგამოშვებით მეგრე მხრებს იშმუშნიდა, ფეხებს შლი-
და, შემდეგ ისევ იცვლიდა პოზას.
ოთხის ნახევარზე მან ხელმეორედ დარეკა „თეთრ ყანჩა-
ში“.
- რა არის ახალი? - იკითხა მან.
- არაფერი. ჯერ ისევ სძინავს...
- შემდეგ.
- კე-დეზ-ორფევრიდან დარეკეს, იკითხეს, სად შეიძლება
თქვენი ნახვა. როგორც ჩანს, გამომძიებელს სასწრაფოდ
სურს თქვენთან ლაპარაკი...
ამჯერად მეგრეს მხრები არ აუჩეჩია, მისი პასუხი მოკლე
და მჭევრმეტყველური იყო. მან ყურმილი დაკიდა და მაშინვე
ტელეფონისტი ქალი გამოიძახა:
- პროკურატურასთან დამაკავშირეთ, მადმუაზელ... სას-
წრაფოდ...
ყველაფერი, რასაც კომელიო იტყოდა, მეგრემ წინასწარ
იცოდა.
- ალო! ეს თქვენ ხართ, კომისარო?.. როგორც იქნა!.. ვე-
რავინ მითხრა, სად იმყოფებოდით. მერე კე-დეზ-ორფევრი-
დან შემატყობინეს, რომ „თეთრ ყანჩასთან“ აგენტები დაგი-
ტოვებიათ... ვუბრძანე იქ დაერეკათ...
- მერე?
- ჯერ მითხარით, რა გაქვთ ახალი?
- სრულიად არაფერი, მას სძინავს.
- დარწმუნებული ხართ? მას არ შეეძლო მიმალულიყო?..
- გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ წუთში მე
ვხედავ მას.

179
- ასე მგონია, უკვე ვნანობ...
- რომ დამეთანხმეთ? მაგრამ, რადგანაც იუსტიციის მინის-
ტრი არ იყო წინააღმდეგი...
- მოითმინეთ... თქვენი განცხადება დილის ყველა გაზეთმა
დაბეჭდა...
- ვიცი, წავიკითხე.
- შუადღის გაზეთები თუ გაქვთ ნანახი?.. არა?.. ეცადეთ
„სიფლე“ იშოვოთ... ვიცი, რომ ეს ყოვლად საძაგელი ფურცე-
ლია... მაგრამ მაინც გადაათვალიერეთ... თუმცა, მოითმი-
ნეთ, კომისარო, ალო! მისმენთ?.. ახლა წაგიკითხავთ... „სიფ-
ლეში“ მოთავსებულ სტატიას „სარგებელი სახელმწიფოს-
თვის“ ჰქვია. გესმით ჩემი ხმა, მეგრე?.. ვკითხულობ: „დღეს,
დილის გაზეთებში, დაბეჭდილია ნახევრად ოფიციალური
განცხადება იმის შესახებ, რომ ჟოზეფ ერტენი, რომელსაც სე-
ნის დეპარტამენტის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სიკვდი-
ლი მიუსაჯა და სანტეს სატუსაღოში განსაკუთრებული ზედამ-
ხედველობის ქვეშ იმყოფებოდა, წუხელ გაურკვეველ ვითა-
რებაში გაიქცა... მაგრამ შეგვიძლია დავუმატოთ, რომ ეს ვი-
თარება ყველასთვის გაუგებარი როდი იყო. ჟოზეფ ერტენი
დამოუკიდებლად არ გაქცეულა, მისი გაქცევა მომზადებული
იყო... და ეს სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე დღით ადრე
მოხდა. ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია მოგითხროთ იმ სა-
ძაგელი კომედიის ყველა წვრილმანზე, რომელიც წუხელ გა-
თამაშდა სანტეს სატუსაღოში, მაგრამ შეგვიძლია დავადას-
ტუროთ, რომ ეს ფოკუსი თავად პოლიციამ მოაწყო, იურიდიუ-
ლი ხელისუფლების ნებართვით. საინტერესოა, იცის თუ არა
ამის შესახებ ჟოზეფ ერტენმა? თუ ეს ასეა, ჩვენ ვეღარ გვიპო-

180
ვია სიტყვები, რათა კვალიფიკაცია მივუყენოთ ამ ოპერაციას,
რომელიც, ვფიქრობთ, ბოროტმოქმედებათა მატიანეში ერ-
თადერთია“.
მეგრემ ბოლომდე მშვიდად მოუსმინა, სამაგიეროდ, კომე-
ლიოს ხმაში სულ უფრო და უფრო მეტი ყოყმანი გაისმოდა.
- როგორ მოგწონთ, კომისარო?
- ეს მხოლოდ იმას მოწმობს, რომ მართალი ვიყავი...
„სიფლეში“ დაბეჭდილი სტატია არა მარტო გაზეთის აზრს
ასახავს... ჩვენი ოპერაციის შესახებ მხოლოდ ექვსმა კაცმა
იცოდა... მაგრამ, რა თქმა უნდა, არც ერთ მათგანს სიტყვაც
არ წამოსცდენია... ესე იგი, გაზეთში შენიშვნა დაწერა...
- ვინ?
- შესაძლოა, ეს ამ საღამოს მოგახსენოთ... ყველაფერი
კარგად მიდის, მოსიე კომელიო!
- დარწმუნებული ხართ? ამ შენიშვნას მთელი პარიზის
პრესა რომ გამოეხმაუროს?..
- მაშინ დავიდარაბა ატყდება.
- აი, ხომ ხედავთ!..
- განა ადამიანის სიცოცხლე ერთი დავიდარაბის ატეხად
არ ღირს?
ხუთი წუთის შემდეგ მეგრე ტელეფონით დაუკავშირდა პო-
ლიციის პრეფექტურას.
- ბრიგადირი ლუკასი ხართ?.. ყურადღებით მომისმინეთ,
ძმობილო... ახლავე წადით გაზეთ „სიფლეს“ რედაქციაში
მონმარტის ქუჩაზე. პასუხისმგებელ რედაქტორს პირისპირ
ელაპარაკეთ, ერთი კარგად დააშინეთ. უნდა ვიცოდე, ვინ
მისცა მათ მასალა სანტედან გაქცევის შესახებ. შემიძლია და-

181
ვიფიცო, რომ მათ ეს მასალა ფოსტით, ან პნევმატური ფოს-
ტით მიიღეს!.. გამოართვით შავად ნაწერი და მომიტანეთ! გა-
საგებია?
ტელეფონისტმა ქალმა იკითხა:
- ლაპარაკი დაამთავრეთ?
- არა, მადმუაზელ. კიდევ ერთხელ შემაერთეთ „თეთრ ყან-
ჩასთან“.
წუთის შემდეგ ინსპექტორმა დიუფურმა ისევ გაიმეორა:
- მას სძინავს, ყური მივადე მისი ნომრის კარს და ასე
თხუთმეტიოდე წუთს ვიდექი. მესმოდა, როგორ ბორგავდა
ძილში, კვნესოდა და დედას ეძახდა.
მეგრემ დურბინდი დახურულ შუა ფანჯარას დაუმიზნა, და
მძინარის სახე ისე ნათლად წარმოიდგინა, თითქოს მისი სა-
წოლის სასთუმალთან მდგარიყო.
პირველად ერტენი მან ივლისში ნახა; სენ-კლუში მომხდა-
რი დრამის შემდეგ ორმოცდარვა საათიც არ იყო გასული,
როდესაც მეგრემ ჟოზეფ ერტენის მხარზე თავისი მძიმე ხელი
დაუშვა და ხმადაბლა წარმოთქვა:
- მხოლოდ სისულელის გარეშე... გამომყევი, ყმაწვილო...
ისინი მოსიე-ლე-პრენსის ქუჩაზე მდებარე იაფფასიანი
ავეჯით გაწყობილ ოთახში იმყოფებოდნენ, სადაც მეექვსე
სართულზე ჟოზეფ ერტენი შეფარებულიყო.
დიასახლისმა მის შესახებ თქვა:
- აკურატული ახალგაზრდაა, წყნარი, კარგი მომუშავე...
თუმცა ზოგჯერ რაღაც უცნაურად იქცეოდა...
- მასთან ვინმე მოდიოდა ხოლმე?

182
- არა! თვითონაც შინ შუაღამეზე გვიან არასოდეს ბრუნდე-
ბოდა. აი, მხოლოდ უკანასკნელ დღეებში...
- უკანასკნელ დღეებში... რა?
- ერთი-ორჯერ უფრო გვიან დაბრუნდა, ერთხელ - ეს იყო
ოთხშაბათს - დაახლოებით დილის ოთხ საათზე მოვიდა...
მაგრამ სენ-კლუში მკვლელობა სწორედ ოთხშაბათს მოხ-
და. სასამართლოს სამედიცინო ექსპერტები ამტკიცებდნენ,
რომ ორივე ქალი დაახლოებით ღამის ორ საათზე გარდაიც-
ვალა.
თუმცა ერტენის წინააღმდეგ ისედაც არ იყო სამხილების
ნაკლებობა და ისინი მეტწილად თვითონ მეგრემ მოიძია...
მისის ჰენდერსონის ვილა სენ-ჟერმენის გზის პირას იდგა,
„ცისფერი პავილიონიდან“ დაახლოებით ერთი კილომეტრის
მანძილზე. ოთხშაბათს, თითქმის შუაღამისას, ერტენი „ცის-
ფერ პავილიონში“ მარტო შევიდა და ოთხი ჭიქა გროგი ზედი-
ზედ დალია. ფულის გადახდის დროს მას ჯიბიდან პარიზი -
სენ-კლუს მიმართულების რკინიგზის მესამე კლასის ბილეთი
ამოუვარდა...
მისის ჰენდერსონი, მაღალ საფინანსო წრეებთან დაკავში-
რებული ამერიკელი დიპლომატის ქვრივი, საკუთარ ვილაში
ცხოვრობდა. მისტერ ჰენდერსონის სიკვდილის შემდეგ ვი-
ლის ქვედა სართული ცარიელი იყო. ქვრივს მხოლოდ ერთი
მოახლე ჰყავდა, უფრო კომპანიონი, ვიდრე მოსამსახურე,
მადმუაზელ ელიზა შატრიე, ეროვნებით ფრანგი, რომელმაც
ნახევარი სიცოცხლე ინგლისში გაატარა და იქ ბრწყინვალე
განათლება მიიღო.

183
კვირაში ორჯერ მოდიოდა სენ-კლუში მცხოვრები მებაღე,
რომელიც ვილის გარშემო გაშენებულ პატარა პარკს უვლი-
და.
მისის ჰენდერსონი სტუმრებს ძალიან იშვიათად იღებდა.
ხანდახან მისი ძმისშვილი, უილიამ კროსბი ჩამოდიოდა
ხოლმე ცოლთან ერთად.
რვა ივლისის ღამეს დოვილიუსკენ მიმავალ მაგისტრალ-
ზე, როგორც ყოველთვის, უწყვეტ ნაკადად მიედინებოდნენ
მანქანები.
„ცისფერი პავილიონი“, ისევე როგორც მის მეზობლად
მდებარე ყველა გასართობი დაწესებულება, ღამის პირველ
საათზე იკეტებოდა.
მოგვიანებით ერთ-ერთმა მძღოლმა განაცხადა, 2 საათსა
და 30 წუთზე ვილას რომ ჩავუარე, მეორე სართულზე შუქი და
საოცრად მშფოთვარე ჩრდილები დავინახეო.
დილის ექვს საათზე მებაღე გამოცხადდა, მისი მოსვლის
დღე იყო. იგი თვითონვე წყნარად აღებდა ჭიშკარს. დაახ-
ლოებით 8 საათისთვის კი მადმუაზელ ელიზა შატრიე საუზ-
მისთვის ეძახდა.
მაგრამ იმ დღეს მას არავინ დაუძახა. იგი 9 საათამდე მუ-
შაობდა, მაგრამ ვილის კარი არ გაღებულა. მებაღე შეშფოთ-
და და კარზე დააკაკუნა. პასუხი არავინ გასცა. მაშინ ის წავი-
და პოლიციელის დასაძახებლად, რომელიც უახლოეს გზაჯ-
ვარედინზე მორიგეობდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა. მა-
დამ ჰენდერსონის ნეშტი საწოლ ოთახში იპოვეს. ის საწოლ-
თან გაშლილ პატარა ხალიჩაზე დაფხრეწილი და გასისხლია-

184
ნებული ღამის პერანგის ამარა იწვა. მოხუც ქალს მკერდში
დანით ათი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
იგივე ბედი ეწია ელიზა შატრიესაც, რომელსაც მეზობელ
ოთახში ეძინა. მისის ჰენდერსონი მოითხოვდა, რომ კომპანი-
ონს შორიახლოს დაეძინა, რადგან ყოველთვის ეშინოდა, შე-
უძლოდ არ შევიქნეო.
და აი, მოხდა მხეცური მკვლელობა, - ერთ-ერთი ისეთი
ბოროტმოქმედებათაგანი, როგორსაც პოლიციაში „ღო-
რულს“ უწოდებენ...
ოთახის იატაკზე ყველგან ჩანდა ფეხის ნაკვალევი, ფარ-
დებზე კი - გასისხლიანებული თითების ანაბეჭდები...
დაიწყო ჩვეულებრივი ფორმალობა. პარიზიდან ჩამოვიდ-
ნენ პროკურატურის წარმომადგენლები, გამოცხადდნენ სის-
ხლის სამართლის ძიების ექსპერტები, გვამები გაკვეთეს და
მრავალგვარი ანალიზი ჩაატარეს.
გამოძიება კომისარ მეგრეს ჰქონდა დავალებული და ორ
დღე-ღამეზე ნაკლებ დროში მან ჟოზეფ ერტენის კვალს მიაგ-
ნო.
ფეხის ნაკვალევი მეტად მკვეთრად ჩანდა! ვილის დერეფ-
ნებში ხალიჩები არ ეფინა, პარკეტი კი კარგად იყო მოპრია-
ლებული.
საკმარისი იყო რამდენიმე სურათის გადაღება, რომ ნაკვა-
ლევის შესახებ ნათელი წარმოდგენა მიეღოთ. ისინი კაუჩუ-
კისძირებიანი სრულიად ახალი ფეხსაცმლისგან იყო დატოვე-
ბული, ძირებს ამობურცული ადგილები ჰქონდა, რათა ნესტი-
ან ამინდში არ დამსხლტარიყო, გარდა ამისა, ცენტრში მკა-

185
ფიოდ მოჩანდა ფაბრიკანტის გვარი და ზომის ნომერიც კი -
ორმოცდაოთხი.
რამდენიმე საათის შემდეგ მეგრე რასპაის ბულვარზე მდე-
ბარე ფეხსაცმლით მოვაჭრის მაღაზიაში შევიდა. გამოირკვა,
რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ასეთი ზომისა
და მოყვანილობის მხოლოდ ერთი წყვილი ფეხსაცმელი გა-
ყიდულიყო.
- ეს ფეხსაცმელი ყვავილების მაღაზიის საქონლის დამტა-
რებელმა იყიდა, რომელიც თავისი ურიკით მოვიდა... მას
ჩვენს უბანში ხშირად ვხედავთ...
ერთი-ორი საათის შემდეგ კომისარი უკვე სევრის ქუჩაზე
მდებარე ყვავილების მაღაზიის პატრონს, მოსიე ჟერარდიეს
ესაუბრებოდა. ჟოზეფ ერტენის ფეხებზე მეგრემ კაუჩუკისძი-
რებიანი ფეხსაცმელი დაინახა...
ახლა თითების ანაბეჭდების შედარებაღა იყო დარჩენილი.
ეს ოპერაცია კრიმინალური პოლიციის ექსპერტებმა მარ-
თლმსაჯულების სასახლის შენობაში ჩაატარეს.
ყოველგვარი საჭირო ხელსაწყოებით შეიარაღებული ექ-
სპერტები თითების ანაბეჭდის შესადარებლად დაიხარნენ.
გამოიტანეს უეჭველი დასკვნა:
- ეს სწორედ ის იყო!..
- რატომ ჩაიდინე?
- მე არ მომიკლავს!
- ვინ მოგცა მისის ჰენდერსონის მისამართი?
- მე არ მომიკლავს!
- რა გინდოდა ღამის ორ საათზე ვილაში?
- არ ვიცი!

186
- როგორ დაბრუნდი სენ-კლუდან?
- სენ-კლუდან არ დავბრუნებულვარ!
მსხვილი, საზარელი სახე გაჰფითრებოდა. თვალის ქუთუ-
თოები რამდენიმე ღამის უძილო ადამიანივით ჰქონდა ჩაწით-
ლებული.
მის ოთახში, რომელიც მოსიე-ლე-პრენსის ქუჩაზე მდება-
რეობდა, სისხლით გაჟღენთილი ცხვირსახოცი იპოვეს. ქიმი-
კოსებმა დაადგინეს, რომ ეს ადამიანის სისხლი იყო; უფრო
მეტიც, მათ იპოვეს იგივე ბაცილები, რომელიც მისის ჰენდერ-
სონის სისხლში იყო აღმოჩენილი.
- მე არ მომიკლავს!
- რომელი ვექილის დაქირავება გინდა?
- ვექილი არ მჭირდება...
მას დაუნიშნეს ვექილი. მოსიე ჟოლი ოცდაათი წლის იყო,
იგი უაზროდ ფაციფუცობდა და ხელებს იქნევდა.
ჟოზეფ ერტენს შვიდი დღის განმავლობაში იკვლევდნენ
ფსიქიატრები, რომელთაც ერთხმად განაცხადეს:
- შეურაცხადობაზე ლაპარაკიც არ ღირს. ეს ადამიანი თა-
ვის მოქმედებაზე პასუხს აგებს. ამჟამად იგი დაბეჩავებულ
მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ ეს მხოლოდ ძლიერი
ნერვული შერყევით აიხსნება.
დადგა შვებულებების დრო. სასწრაფო გამოძიებამ კომი-
სარი მეგრე აიძულა, დოვილში წასულიყო. გამომძიებელ კო-
მელიოს საქმე ზედმიწევნით ნათლად ჰქონდა წარმოდგენი-
ლი. ბრალდებას საგამოძიებო პალატაც ეთანხმებოდა.

187
არავინ შეშფოთებულა იმ გარემოებით, რომ ჟოზეფ ერ-
ტენს არაფერი მოუპარავს და არც რამე სარგებელი მიუღია
თავისი საშინელი ბოროტმოქმედებისგან.
კომისარი მეგრე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, ჩა-
უღრმავდა ჟოზეფ ერტენის ბიოგრაფიას. იგი სწავლობდა მის
გარეგნობას, მის მორალურ თვისებებს, თვალს ადევნებდა,
როგორ ვითარდებოდა და იზრდებოდა ბრალდებული.
ჟოზეფი მელიონში დაიბადა, მამამისი კაფე „სენაში“ გარ-
სონად მუშაობდა, დედა კი სარეცხის მრეცხავი იყო.
მისი დაბადებიდან სამი წლის შემდეგ მშობლებმა არენ-
დით აიღეს ბისტრო, მაგრამ საქმე ცუდად მისდიოდათ. მაშინ
ოჯახი ნანდში გადავიდა, სენასა და მარნას დეპარტამენტში,
სადაც ფუნდუკი გამართეს.
ჟოზეფი ექვსი წლის იყო, როდესაც პატარა დაიკო ოდეტა
დაიბადა. მეგრეს ჰქონდა ფოტოსურათი: მეზღვაურის კოსტი-
უმში გამოწყობილი ჟოზეფი ჩაცუცქულია დათვის გაშლილ
ტყავთან, რომელზეც ხელფეხაწეული ბუნჩულა ჩვილი წევს.
ცამეტი წლის ჟოზეფი ცხენებს უვლიდა და მუშტრების მომ-
სახურებაში მამას ეხმარებოდა!
ჩვიდმეტი წელი რომ შეუსრულდა, მან ფონტენბლოს მახ-
ლობლად ელეგანტურ რესტორანში გარსონად დაიწყო მუშა-
ობა.
ოცდაორი წლისამ ჯარში სამსახური დაასრულა, პარიზში
ჩამოვიდა, მოსიე-ლე-პრენსის ქუჩაზე დასახლდა და ბატონ
ჟერარდიეს ყვავილების მაღაზიაში სამუშაოდ მოეწყო.
- იგი ბევრს კითხულობდა! - თქვა ბატონმა ჟერარდიემ.

188
- მისი ერთადერთი გასართობი კინო იყო! - ირწმუნებოდა
ბინის დიასახლისი.
რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ამ ყმაწვილს სენ-კლუში
მდებარე ვილის მობინადრეებთან?
- ადრე გიხდებოდა სენ-კლუში ყოფნა?
- არა!
- კვირაობით რას აკეთებდი?
- ვკითხულობდი!
მისის ჰენდერსონი ჟერარდიეს მაღაზიაში ყვავილებს არა-
სოდეს ყიდულობდა. თანაც რით შეეძლო მის ვილას ქურდის
ყურადღების მიპყრობა? არც რაიმე იყო მოპარული!
- რატომ ხარ გაჩუმებული?
- სათქმელი არაფერი მაქვს...
მეგრემ მთელი აგვისტო დაყო დოვილეში, სადაც საერთა-
შორისო თაღლითების ბანდა დაიჭირა. იგი პარიზში სექტემ-
ბრის დასაწყისში დაბრუნდა და მაშინვე სანტეს სატუსაღოში
ერტენი ინახულა. ერტენი საცოდავად და დაბნეული გამოიყუ-
რებოდა.
- მე არაფერი ვიცი! მე არ მომიკლავს!
- და მაინც შენ სენ-კლუში იყავი...
- გამანებეთ თავი...
- ყოვლად ბანალური საქმეა! - გადაწყვიტეს პროკურატუ-
რაში - მის საქმეს არდადეგების დამთავრების შემდეგ პირ-
ველ რიგში მოვისმენთ.
პირველ ოქტომბერს ჟოზეფ ერტენის საქმე ნაფიც მსაჯულ-
თა სასამართლოში იქნა მოსმენილი.

189
მოსიე ჟოლიმ, ბრალდებულის ვექილმა, იმაზე უკეთესი
ვერაფერი მოიფიქრა, ვიდრე თავისი კლიენტის გონებრივი
უნარის კონტრექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნა იყო. მის
მიერ ამორჩეულმა ფსიქიატრმა ის-ის იყო წარმოთქვა: შე-
რაცხადობა შეზღუდულია...
პროკურორმა უპასუხა:
- საძაგელი ბოროტმოქმედებაა! თუ ერტენმა არაფერი მო-
იპარა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცამ შეუშალა ხელი!..
სამაგიეროდ, მან საერთო ჯამში, დანით თვრამეტი ჭრილობა
მიაყენა...
ნაფიც მსაჯულებს დასათვალიერებლად მისცეს მსხვერ-
პლთა სურათები, რომლებიც შეძრწუნებით განზე გადადეს.
მათ ერთხმად უპასუხეს: „დიახ! სიკვდილი!“ მეორე დილას
ჟოზეფ ერტენი გადაიყვანეს განსაკუთრებული ზედამხედვე-
ლობის სექტორში, სადაც კიდევ ოთხი სიკვდილმისჯილი იყო
მოთავსებული.
- ახლაც არაფერი გაქვს ჩემთვის სათქმელი? - დაჟინებით
ეკითხებოდა მეგრე. იგი საკუთარი თავით უკმაყოფილო იყო.
- არაფერი!
- შენ იცი, რომ სიკვდილით დაგსჯიან?
მაშინ ერტენი ატირდა. იგი ისევ გაფითრებული იყო და
თვალის ქუთუთოები ჩასწითლებოდა.
- ვინ არიან შენი თანამონაწილეები?
- მე თანამონაწილეები არ მყავს!..
მეგრე ისევ ყოველ დილით ცხადდებოდა მასთან, თუმცა
ფორმალურად უფლება არ ჰქონდა, რომ ეს საქმე წარემარ-
თა. ერტენი დღითი დღე წყნარდებოდა, ცახცახი შეწყვიტა,

190
ცხოველური გონებაჩლუნგობა ერეოდა, მაგრამ ხანდახან
მის თვალებში დამცინავი ნაპერწკალი გაიელვებდა.
ასე გრძელდებოდა იმ დილამდე, როდესაც მას მეზობელი
საკნიდან ფეხის ხმა, შემდეგ კი გულის გამგმირავი ყვირილი
შემოესმა. ეს მამის მკვლელის, მეცხრე ნომრის ეშაფოტზე წა-
საყვანად მოვიდნენ.
საღამოს ერტენი, რომელიც მეთერთმეტე ნომერი გახდა,
აქვითინდა, მაგრამ ლაპარაკი არ დაუწყია. იგი გაშოტილი
იწვა და კბილები საშინლად უკაწკაწებდა. პირისახე კედლის-
კენ ჰქონდა მიბრუნებული.
თუ კომისარ მეგრეს რამე აზრი აეკვიატებოდა, მას დიდ-
ხანს ვეღარ მოიშორებდა.
- ეგ ადამიანი ან არ არის დამნაშავე, ანდა შეშლილია!.. -
განუცხადა კომისარმა გამომძიებელ კომელიოს.
- ეს წარმოუდგენელია! თანაც, განაჩენი უკვე გამოტანი-
ლია!..
ას ოთხმოცი სანტიმეტრი სიმაღლის, ბაზრის ფალავანი-
ვით მხრებგაშლილი და ძონძროხი მეგრე ჯიუტად დასცქერო-
და კომელიოს.
- გაიხსენეთ, რომ გამოძიებით არ არის დადგენილი, რო-
გორ დაბრუნდა ერტენი სენ-კლუდან პარიზში... მატარებლით
იგი არ გამომგზავრებულა, ეს დამტკიცებულია. არც ტრამვა-
ით... ფეხით ხომ არ შეეძლო ევლო!..
მეგრე ღიმილით განაგრძობდა:
- მოდით, ერთი ცდა ჩავატაროთ...

191
- სამინისტრო რას იტყვის? - შეეშინდა კომელიოს. და მეგ-
რე, ძონძროხი, ჯიუტი მეგრე სამინისტროსკენ გაემართა. მან
ერტენისთვის გაქცევის გეგმა თვითონ შეადგინა.
- გამიგონეთ! თუ მას თანამონაწილეები ჰყავს, მაშინ იგი
გადაწყვეტს, რომ ბარათი მათგანაა, თუ ისინი არ ჰყავს, მაშინ
მიხვდება, რომ მახეა დაგებული. მასზე მე ვაგებ პასუხს. გეფი-
ცებით, იგი ჩვენგან გაქცევას ვერ შეძლებს.
უნდა გენახათ ამ დროს კომისრის სახე - ფართო, წყნარი
და მტკიცე. იგი ხელმძღვანელობას სამი დღის განმავლობაში
ჩასჩიჩინებდა, სასამართლოს შეცდომის აჩრდილითა და მო-
სალოდნელი აყალმაყალით აშინებდა, რომელიც ადრე თუ
გვიან ატყდებოდა.
- კი მაგრამ, თქვენ ხომ თვითონ დააპატიმრეთ ერტენი,
კომისარო!..
- მე დავაპატიმრე იგი, როგორც პოლიციის მოხელემ. უდა-
ვო მტკიცებებიდან ლოგიკური დასკვნა უნდა გამომეტანა.
- როგორც ადამიანმა კი?
- როგორც ადამიანმა, მისი დანაშაულის უფრო დამაჯერე-
ბელი დასაბუთება უნდა მოვითხოვო.
- და თქვენ მიგაჩნიათ...
- რომ ერტენი ან შეშლილია, ან დამნაშავე არ არის.
- მაშ, რატომ დუმს?
- ჩვენ ამას გავიგებთ, თუ ჩემს შემოთავაზებულ ცდას ჩავა-
ტარებთ.
წამდაუწუმ იწვევდნენ თათბირს, განუწყვეტლივ რეკავ-
დნენ ტელეფონები.

192
- თქვენ საკუთარი კარიერით რისკავთ, კომისარო! დაფიქ-
რდით!
- უკვე ყველაფერი მოვიფიქრე.
ბოლოს, როგორც იქნა, პატიმარს ბარათი გადასცეს. მას
იგი არავისთვის უჩვენებია, მაგრამ მადა შესამჩნევად მოემა-
ტა.
- ესე იგი, სრულებით არ გაიკვირვა! - თქვა მეგრემ. - რო-
გორც ჩანს, ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა! ასე რომ,
მას ჰყავს თანამონაწილეები, რომლებიც გაქცევის მოწყობას
დაჰპირდნენ...
- თუკი ის არ მამაძაღლობს... და თავისუფლად გაშვებისას
თითებს შორის არ გაგიძვრებათ... იფიქრეთ, კომისარო,
თქვენს კარიერაზე...
- ჩემი კარიერის გარდა, ბეწვზე კიდია ადამიანის სიცოც-
ხლე...
და აი, მეგრე სასტუმროს ფანჯრის წინ ტყავის სავარძელში
ზის. დროგამოშვებით „თეთრ ყანჩას“ დურბინდს უმიზნებს,
იგი ხედავს მტვირთავებსა და მატროსებს, რომლებიც ერთი
ჭიქა სასმლის გადასახუხად შედიან იქ.
სანაპიროზე სიცივისგან აბუზულა ინსპექტორი ჟანვიე და
ცდილობს უდარდელი გამომეტყველება მიიღოს.
მეგრე ყველაფერს ხედავს, რაც კი მის პირდაპირ ხდება.
დიუფურმა სოსისი და კარტოფილის პიურე შეუკვეთა და ახ-
ლა კალვადოსს სვამს.
შუა ფანჯარა ძველებურად დახურულია.
- „თეთრ ყანჩასთან“ დამაკავშირეთ, მადმუაზელ...
- დაკავებულია.

193
- ეს მე არ მეხება, გათიშეთ!
და წუთის შემდეგ:
- ეს შენ ხარ, დიუფურ?
ინსპექტორი ზედმეტ სიტყვებს არ ხარჯავდა:
- მას სძინავს!
კარზე დააკაკუნეს, ბრიგადირი ლუკასი ხველებით შემოვი-
და. ოთახში დამდგარი ბოლისგან სუნთქვა უჭირდა.

III
დახეული გაზეთი

- ახალი რა არის? - იკითხა მეგრემ.


ლუკასმა კომისარს ხელი ჩამოართვა და საწოლის კიდეზე
ჩამოჯდა.
- ახალი? საინტერესო არაფერი. „სიფლეს“ რედაქტორმა
სანტედან გაქცევის შესახებ დაწერილი წერილის შავი პირი
მაინც მომცა, დილის ათ საათზე ფოსტით მიუღია...
- მომეცი აქ!..
ბრიგადირმა მას ლურჯი ფანქრით შესწორებებისგან აჭრე-
ლებული მოსვრილი ქაღალდის ფურცელი გაუწოდა. „სიფ-
ლეს“ რედაქციაში, ვიდრე წერილს ასაწყობად გადასცემდნენ,
იგი შეამცირეს და ზოგიერთი ფრაზა გადააადგილეს. წერი-
ლის კუთხეში სტამბის ინდექსი და ამწყობი ლინოტიპისტის
ინიციალები იყო დასმული.
- ქაღალდი ზევიდან არის წაჭრილი, - წარმოთქვა მეგრემ.
- უეჭველია, ეს იმისთვის არის გაკეთებული, რომ ფირმის
ნიშანი მოეშორებინათ.

194
- ცხადია! მეც ასე მგონია, კომისარო. და კიდევ ვიფიქრე:
წერილი, უთუოდ, კაფეში არის დაწერილი. მოერსთან წავე-
დი. იგი ირწმუნება, რომ პარიზის თითქმის ყველა კაფეს სა-
ფოსტო ქაღალდის გამოცნობა შეუძლია...
- და რა თქვა მოერსმა?
- ათ წუთზე მეტი არ დაუხარჯავს ამის გამოსაცნობად. ეს
ქაღალდი მონპარნასის ბულვარის კაფე „გუმბათიდან“ არის.
ამწუთას იქიდან მოვდივარ. სამწუხაროდ, მათთან დღეში
ათასამდე მუშტარი მიდის და მათგან ორმოცდაათამდე მე-
ლანსა და ქაღალდს ითხოვს.
- ხელნაწერის შესახებ რაღა თქვა მოერსმა?
- ჯერჯერობით არაფერი. მითხრა, რომ თუ წერილს მივცემ,
იგი ყველა წესის მიხედვით გრაფოლოგიურ ექსპერტიზას ჩა-
ატარებს. ჯერჯერობით მე კვლავ შემიძლია „გუმბათში“ წავი-
დე...
მეგრე „თეთრ ყანჩას“ თვალს არ აშორებდა. მეზობლად
მდებარე ფაბრიკის ალაყაფის კარი ფართოდ გაიღო, მუშები
ქუჩაში გამოეფინნენ. უმეტესობა ველოსიპედებით იყო, ისინი
რუხ ბინდში სწრაფად ქრებოდნენ.
ბისტროში ერთადერთი ნათურა აინთო და კომისარს უკვე
შეეძლო მომსვლელებისთვის თვალყური ედევნებინა.
თუთიით აჭედილ დახლთან ექვსი კაცი იდგა, ზოგი მათგა-
ნი ეჭვის თვალით უმზერდა დიუფურს.
- იქ რას აკეთებს? - გაიკვირვა ლუკასმა, როდესაც ბის-
ტროში თავისი კოლეგა შეამჩნია - ოჰო! ეს ხომ ჟანვიე ტკბება
სენის სილამაზით!

195
მეგრე მას ყურს არ უგდებდა. მან დურბინდი დაუმიზნა
ხრახნილ კიბეს, რომელიც დახლის უკან მიიკლაკნებოდა.
მასზე ვიღაცის ფეხები გამოჩნდა. წუთით ისინი უმოძრაოდ იყ-
ვნენ, შემდეგ ტანი, დაბოლოს ჟოზეფ ერტენის გაფითრებული
სახეც გამოიკვეთა. ნათურის კაშკაშა შუქი პირდაპირ მას ეცე-
მოდა; იმავე წუთს მეგრემ დაინახა, როგორ დააგდო პატრონ-
მა ერთ-ერთ მაგიდაზე საღამოს გაზეთი.
- აი რა, ლუკას... საღამოს გაზეთებმა გადაბეჭდეს „სიფლე-
დან“ ცნობა?
- არ ვიცი, არ მინახავს, მაგრამ შეგიძლიათ არ დაეჭვდეთ -
აუცილებლად გადაბეჭდავენ. თუნდაც მხოლოდ იმისთვის,
რომ ჩვენ დაგვგესლონ...
მეგრემ ყურმილს სტაცა ხელი.
- „თეთრი ყანჩა“, მადმუაზელ... სწრაფად!
მთელი დღის განმავლობაში მეგრე პირველად აჩქარდა.
სენის იქითა ნაპირზე ბისტროს პატრონმა ერტენს მიმართა.
ეტყობა, შეეკითხა, რას დალევდა იგი. მაგრამ ლტოლვილს,
როგორც ჩანდა, ყველაფერზე მეტად გაზეთი აინტერესებდა,
რომელიც იქვე გვერდით, სულ ახლოს იდო...
როგორც იქნა, შეაერთეს!
დიუფური მაგიდიდან ადგა და ტელეფონის ჯიხურისკენ გა-
ემართა.
- ალო! ეს შენ ხარ, დიუფურ? ყურადღება, მეგობარო! მაგი-
დაზე გაზეთი ძევს... მან არ უნდა წაიკითხოს!.. არავითარ შემ-
თხვევაში, გასაგებია?
- ხელი უნდა შევუშალო?
- აჩქარდი!.. იგი ჯდება... მას ცხვირწინ უდევს გაზეთი.

196
მეგრემ გაბრაზებით დააგდო ყურმილი და წამოდგა. თუ
ერტენი ცნობას წაიკითხავს, მაშინ ის ცდა, რომლის ჩატარე-
ბის უფლებაც მან ასეთი გაჭირვებით მოიპოვა, ფუჭად ჩაივ-
ლის. მეგრე ხედავდა, როგორ დაეშვა კედელთან მდგარ
გრძელ სკამზე სიკვდილმისჯილი, მაგიდაზე იდაყვები დააწყო
და ხელები თავზე წაივლო.
პატრონმა მას ჭიქით ღვინო მოუტანა. ახლა დიუფური
ოთახში დაბრუნდება და გაზეთს აიღებს...
ლუკასმა, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაერკვია, რა ხდებო-
და, ალღოთი გამოიცნო კომისრის მღელვარება და ისიც ფან-
ჯარაში გადაეყუდა. წამით ბისტრო თვალს მიეფარა - მდინა-
რეზე, საყვირის გამაყრუებელი ყვირილითა და თეთრი, წითე-
ლი და მწვანე ნათურების ციმციმით, ბუქსირი მიდიოდა.
- როგორც იქნა! - წაიბუტბუტა მეგრემ, როდესაც დიუფური
ტელეფონის ჯიხურიდან გამოვიდა.
ერტენმა დაუდევრად გაშალა გაზეთი. რომელ გვერდზეა
მოთავსებული სტატია? მოასწრებს თუ არა იგი მის წაკით-
ხვას? შეძლებს თუ არა დიუფური საშიშროების აცილებას?
დამახასიათებელი დეტალი: ვიდრე მოქმედებას დაიწყებ-
და, დიუფურმა ფანჯარაში გაიხედა - ადგილზე იყო თუ არა
ჟანვიე? შემდეგ სასტუმროსკენ მობრუნდა - უთვალთვალებ-
და თუ არა მას მეგრე?..
მუშებითა და მტვირთავებით გამოტენილ ამ ბისტროში
აკურატულ კოსტიუმში გამოწყობილი დიუფური უცხო საგანი-
ვით გამოიყურებოდა.
ამ დროს დიუფური მიუახლოვდა ერტენს და ხელი გაზე-
თისკენ წაიღო. როგორც ჩანს, მან თქვა:

197
- ბოდიში, მოსიე... ეს ჩემი გაზეთია!
მუშტრები, რომლებიც დახლთან სვამდნენ, მოტრიალ-
დნენ. ერტენმა გაკვირვებით შეხედა ინსპექტორს.
დიუფური დაჟინებით მოითხოვდა თავისას. იგი ერტენის-
კენ დაიხარა და შეეცადა გაზეთს დაჰპატრონებოდა. ლუკას-
მა, რომელიც მეგრეს გვერდით იდგა, უკმაყოფილოდ დაიჯიჯ-
ღინა.
ერტენი თითქოს ამას უცდიდა. სურათი უცბად შეიცვალა.
ერტენი ნელა წამოდგა იმ ადამიანივით, რომელმაც არ იცის,
რა უნდა მოიმოქმედოს. მარცხენა ხელით მას კვლავ გაზეთი
ეკავა, რომელსაც დიუფური არ უშვებდა, მარჯვენით კი მეზო-
ბელ მაგიდაზე მდგარ მძიმე ბოთლს დასტაცა ხელი და დიუ-
ფურს თავში ჩაარტყა.
ჟანვიე ბისტროდან ორმოცდაათი მეტრის მოშორებით იდ-
გა. იგი არც კი შემობრუნებულა.
დიუფური შეტორტმანდა, დახლს მიეჯახა, იქიდან ორი ჭი-
ქა ჩამოვარდა და გატყდა. სამი კაცი ერტენს მივარდა, ორმა
კი დიუფური აიტაცა.
როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა ატყდა ხმაური, რადგან ჟან-
ვიემ წყალში მოთამაშე სხივთა ანარეკლის ცქერა შეწყვიტა.
ბისტროსკენ შემობრუნდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გა-
იქცა.
- ცოცხლად!.. მანქანა წაიყვანე და იქ წადი!.. - უბრძანა
მეგრემ.
ლუკასი უხალისოდ წავიდა კარისკენ. მას ესმოდა, რომ
ძალზე გვიან მივიდოდა. ჟანვიე ხომ თითქმის უკვე იქ იყო...

198
მისჯილი ხალხს იგერიებდა და რაღაცას ყვიროდა. შეიძ-
ლება იგი მიხვდა, რომ დიუფური პოლიციიდან იყო?
ასეა თუ ისე, ერტენს ხელი შეუშვეს. ბოთლი ჯერ კიდევ
მარჯვენა ხელში ეკავა. როგორც კი მოძრაობის საშუალება
მიეცა, ბოთლი ნათურას სტყორცნა.
კომისრის თითები ფანჯრის რაფას ჩაებღაუჭა, მაგრამ იგი
ადგილიდან არ დაძრულა. სასტუმროს შესასვლელთან ტაქსი
დაიძრა. ბისტროში ასანთმა გაიელვა და იქვე ჩაქრა. მიუხე-
დავად საკმაო მანძილისა, მეგრე თითქმის დარწმუნებული
იყო, რომ პისტოლეტის გასროლის ხმა მოესმა.
წუთები უსასრულოდ გრძელდებოდა. ტაქსიმ ხიდი გადაი-
არა და სენის მარცხენა ნაპირის გასწვრივ გაჭიმულ ოღრო-
ჩოღრო გზაზე მიჯაყჯაყებდა. მანქანა აუტანლად ნელა მოძრა-
ობდა, ამიტომ „თეთრ ყანჩამდე“ ორასი მეტრის მოშორებით
ბრიგადირი ლუკასი მანქანიდან გადმოხტა და გაიქცა. ალბათ
გასროლის ხმა მანაც გაიგონა.
გაისმა ძლიერი სტვენის ხმა. ალბათ ჟანვიე ან ლუკასი უს-
ტვენდა...
ბისტროს ჭუჭყიან მინებს იქით სანთელი აინთო. ვიტრინა-
ზე იყო წარწერა, მაგრამ საღებავი ალაგ-ალაგ გადასცლოდა
და გამოდიოდა „თეთ.ი .ანჩა“. რამდენიმე ადამიანი მიწაზე
გართხმულ სხეულთან დახრილიყო. მბჟუტავი შუქის სინათ-
ლეზე ვერავინ გაარჩევდა, რა ხდებოდა იქ.
ფანჯარას არ მოსცილებია, ისე ლაპარაკობდა მეგრე ტე-
ლეფონით.
- გრენელის რაიონის პოლიციის კომისარიატია?.. ბისტრო
„თეთრ ყანჩასთან“ დაუყოვნებლივ გამოგზავნეთ მანქანებით

199
პოლიციელთა რაზმი... ერთი ყმაწვილი უნდა დავაკავოთ, თუ-
კი ის გაქცევას შეეცდება. მაღალია, დიდი თავი და გაფითრე-
ბული სახე აქვს. თან ექიმიც წამოიყვანეთ...
ლუკასი დანიშნულების ადგილზე მივიდა. მისი ტაქსი ბის-
ტროს ვიტრინის წინ შეჩერდა და კომისრის მხედველობისგან
დაფარა ოთახის ნაწილი.
პატრონი სკამზე ავიდა და ნათურა ჩახრახნა. კაშკაშა შუქ-
მა ძველებურად გაანათა ბისტრო.
ტელეფონმა დარეკა.
- ალო! თქვენ ხართ, კომისარო? ლაპარაკობს კომელიო...
მე სახლში ვარ, სადილად სტუმრები მყავს, მაგრამ სუფრას
ვერ მივუჯდები, ვიდრე არ დამაწყნარებთ.
მეგრე დუმდა.
- გესმით ჩემი ხმა? ნუ გაგვთიშავთ, მადმუაზელ, ალო, კო-
მისარო...
- დიახ, გისმენთ.
- მე კი თითქმის არ მესმის თქვენი ხმა. გუშინდელი გაზე-
თები წაიკითხეთ? მათ „სიფლედან“ გადმოუბეჭდავთ ინფორ-
მაცია... მგონი, უკეთესი იქნება, თუ...
„თეთრი ყანჩის“ კარიდან ჟანვიე გამოვარდა და მარჯვნივ,
ჩაბნელებული უშენი ადგილისკენ გაიქცა.
- მანდ, თქვენთან მაინც, ყველაფერი წესრიგშია? - არ ეშ-
ვებოდა კომელიო.
- ყველაფერი! - დაიღრიალა მეგრემ და ყურმილი დაკიდა.
იგი მთლად ოფლად იყო გაღვრილი. ჩიბუხი იატაკზე და-
ეცა, ფერფლი გადმოცვივდა და ხალიჩა გამოწვა.
- ალო! „თეთრი ყანჩა“, მადმუაზელ.

200
- მე ხომ ეს-ეს არის შეგაერთეთ, მოსიე.
- მე კი ისევ „თეთრ ყანჩას“ ვითხოვ, გასაგებია?
ბისტროში ატეხილ ჩოჩქოლზე იგი მიხვდა, რომ ტელე-
ფონმა დარეკა. პატრონი ტელეფონის ჯიხურისკენ დაიძრა,
მაგრამ მას ლუკასმა დაასწრო.
- გისმენთ... თქვენ ხართ, კომისარო?
- დიახ, მე ვარ, - დაღლილი ხმით წარმოთქვა მეგრემ. -
იგი, რა თქმა უნდა, მიიმალა?
- რა თქმა უნდა...
- დიუფური როგორ არის?
- სახიფათო არაფერი აქვს, თავზე კანი აქვს გაკაწრული...
გრძნობაც კი არ დაუკარგავს...
- ახლა გრენელის კომისარიატიდან მოვლენ პოლიციელე-
ბი.
- საჭირო აღარ არის... თქვენ ხომ იცით ეგ ადგილი. სახე-
ლოსნოები, ფარდულები, საშენი მასალის გროვები, ფაბრი-
კების ეზოები... და ისი-ლე-მულინოს შესახვევები...
- ვიღაც ისროდა?
- დიახ, მაგრამ ვინ იყო, ჯერჯერობით არ ვიცით. დაბნეული
ხალხი მიყუჩდა. ვერავის გაუგია, რა მოხდა.
სანაპიროს კუთხიდან მანქანა გამოვარდა. ორი პოლიციე-
ლი გადმოხტა მანქანიდან, ასი მეტრის შემდეგ კიდევ ორი
გადმოხტა. ოთხი პოლიციელი ბისტროსთან გადმოვიდა,
ერთ-ერთმა მათგანმა, როგორც წესია, შენობას შემოუარა და
უკანა გასასვლელთან გაჩერდა.
- მე რა უნდა გავაკეთო? - იკითხა ლუკასმა.

201
- არაფერი... თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის ორგანიზა-
ცია გაუკეთე ალყას... მეც ახლავე მოვალ.
- კარგი. ექიმი თუ გამოიძახეთ?
- კი...
სასტუმროს კანტორის მოსამსახურე ქალი, რომელიც ტე-
ლეფონთან იჯდა, მოულოდნელობისგან შეკრთა, როდესაც
მის წინ მეგრეს უზარმაზარი ფიგურა გაჩნდა. კომისარი სრუ-
ლიად მშვიდად იყო, მაგრამ სახე იმდენად პირქუში და უმოძ-
რაო ჰქონდა, ქვისგან გამოკვეთილი გეგონებოდათ.
- რამდენი მმართებს?
- მიბრძანდებით?
- რამდენი მმართებს?
- ადმინისტრატორს უნდა ვკითხო... რამდენჯერ ისარგებ-
ლეთ ტელეფონით? თუ შეიძლება, ცოტა ხანს მოითმინეთ, გე-
თაყვა...
მან ადგომა მოისურვა, მაგრამ კომისარმა ხელი წაავლო
და თითქმის ძალით დასვა ადგილზე. წინ ასფრანკიანი ქა-
ღალდი დაუდო.
- მგონი, ეს საკმარისი იქნება?
- მე მგონი... ალბათ... მაგრამ...
მეგრემ ღრმად ამოისუნთქა და ქუჩაში გავიდა. მან ნელი
ნაბიჯით გადაკვეთა ხიდი და აუჩქარებლად გაუდგა სანაპი-
როს.
ჯიბეები მოისინჯა. ჩიბუხი ვერ იპოვა და ეს ალბათ ცუდ
ნიშნად ჩათვალა, რადგან ტუჩებზე მწარე ღიმილი აუთამაშ-
და.

202
„თეთრი ყანჩის“ გარშემო მატროსები აჩოჩქოლდნენ, მაგ-
რამ არც ერთ მათგანს ცნობისმოყვარეობა არ გამოუჩენია.
განა ასეთი ამბები მომხდარა აქ! გასულ კვირას ორმა არაბმა
ერთმანეთი დახოცა. ერთი თვის წინ კი წყლიდან ამოიტანეს
ტილოს ტომარა, რომელშიც ახალგაზრდა ქალის თავმოჭრი-
ლი ტანი იყო...
სენის იქითა ნაპირზე ოტეის რაიონის მდიდარი სახლები
მოჩანდა. მეზობელ ხიდზე ხმაურით მიქროდნენ მეტროს მა-
ტარებლები.
ცრიდა. ბისტროს გარშემო კეპებში და მოსასხამებში გა-
მოწყობილი პოლიციელები აქეთ-იქით დარბოდნენ, ხელში
ეკავათ ელექტროფარნები, რომელთა შუქი მკრთალ წრე-
ებად ირეკლებოდა.
ბისტროში ბრიგადირი ლუკასი მოქმედებდა. ჩხუბის მოწ-
მეები და ისინი, ვინც მასში მონაწილეობდა, კედელთან
გრძელ სკამზე ისხდნენ. ბრიგადირი, რომელსაც ავი მზერით
აცილებდნენ, ერთიმეორის მიყოლებით სინჯავდა საბუთებს.
დიუფური გადაიყვანეს პოლიციის მანქანაში, რომელიც
ნელა და ფრთხილად დაიძრა. მეგრე დუმდა. პალტოს ჯიბეებ-
ში ხელებჩაყოფილმა პირქუში მზერა მოავლო ბისტროს.
პატრონი თავის მართლებას ცდილობდა:
- გეფიცებით, კომისარო, ჩვენ ყველანი...
მეგრემ ჟესტით უბრძანა მას, გაჩუმებულიყო, ახალგაზ-
რდა არაბთან მივიდა და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.
არაბს სახეზე მიწისფერი დაედო.
- ესე იგი, ამჟამად შენ მუშაობ?
- დიახ... სიტროენთან... მე...

203
- პარიზში ყოფნა რომ აგიკრძალეს, ამას შენთვის არავი-
თარი მნიშვნელობა არ აქვს, ხომ?
და მეგრემ პოლიციელს მისცა ნიშანი, რომელშიც იგუ-
ლისხმებოდა: „მოაშორეთ“.
- კომისარო! ყველაფერს აგიხსნით! ცუდი არაფერი გამი-
კეთებია!.. - დაიყვირა არაბმა, მაგრამ მეგრე ყურს არ უგდებ-
და. ერთ პოლონელს საბუთები წესრიგში არ აღმოაჩნდა.
- წაიყვანეთ!
საბუთების გასინჯვა დამთავრდა. მეგრემ აიღო დიუფურის
პისტოლეტი. გვერდით ნასროლი მასრა ეგდო. იატაკი გატე-
ხილი ბოთლისა და ელექტრონათურის ნამსხვრევებით იყო
მოფენილი. საბედისწერო გაზეთი გახეული იყო, მასზე მუქად
მოჩანდა სისხლის ორი ლაქა.
ლუკასი მიუახლოვდა.
- რა ვუყოთ მაგას?
- გაუშვი.
მეგრე და ლუკასი კუთხეში ჩამოსხდნენ. თხუთმეტიოდე
წუთის შემდეგ დაბრუნდა ჟანვიე, რომელიც თავიდან ფეხე-
ბამდე ამოსვრილიყო. მის საწვიმარზე რაღაც მუქი ლაქები
მოჩანდა.
ყველაფერი უსიტყვოდაც ნათელი იყო, მდუმარე ჟანვიე
მათ გვერდით ჩამოჯდა. თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრებული
მეგრე უაზროდ მიშტერებოდა თუთიის დახლს. დახლს იქით
მორჩილი, მაგრამ უკმაყოფილო სახლის პატრონი იდგა.
- აბა, ერთი რომი დაგვისხით... - როგორც იქნა, წარმოთ-
ქვა მეგრემ.
მან ისევ მოიძია ჯიბეებში ჩიბუხი.

204
- სიგარეტი ხომ არ გაქვს, - ოხვრით მიმართა ჟანვიეს.
ჟანვიეს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ კომისრის განიერი
მხრები დაშვებული რომ დაინახა, ამოიქსუტუნა და პირი იბ-
რუნა.
ამწუთას გამომძიებელი კომელიო, მარსის მინდორზე
მდებარე თავის ბინაში, ოცი პერსონისთვის გაწყობილ სუფ-
რას მეთაურობდა.
სადილის შემდეგ გათვალისწინებული იყო ცეკვის ხანმოკ-
ლე საღამოს გამართვა.
რაც შეეხება ინსპექტორ დიუფურს, იგი გრენელის ქუჩაზე
მდებარე ჰოსპიტალში საოპერაციო მაგიდაზე იწვა. ქირურგი,
რომელიც ხალათს აუჩქარებლად იცვამდა, დასცქეროდა
სპირტქურას, რომელზეც იარაღები იხარშებოდა.
დიუფური გულაღმა იწვა და ჭერის გარდა ვერაფერს ხე-
დავდა.
- მითხარით, ექიმო, ჭრილობის ნაკვალევი არ დარჩება?..
თავის ქალაც ხომ მრთელია, არა?..
- მრთელია, სრულიად მრთელია! ჩვენ მხოლოდ ნაკერს
დავადებთ - და ამით მორჩება!
- თმაც ხომ ამომივა, ექიმო, დარწმუნებული ხართ ამაში?..
ქირურგმა მოლაპლაპე ფოლადის იარაღი ხელში აიღო და
ანიშნა, რომ პაციენტი მაგრად დაეჭირათ. დიუფურმა შეჰყვი-
რა და სუნთქვა შეეკრა.

IV
შტაბბინა

205
მეგრე არც კი განძრეულა, არ შემკრთალა. ერთი მოძრაო-
ბითაც არ გამოუმჟღავნებია მოუთმენლობა ან პროტესტი.
გულდასმით, გაქვავებული სახით, წყნარად და თავაზიანად
ყველაფერი ბოლომდე მოისმინა.
მხოლოდ იმ მომენტებში, როდესაც მოსიე კომელიო ძალ-
ზე მკვეთრ გამოთქმებს ხმარობდა, ხორხი შეერხეოდა ხოლ-
მე.
გამოწკეპილი გამომძიებელი გაცოფებული დარბოდა კა-
ბინეტში და ისე ხმამაღლა გამოთქვამდა თავის აზრებს, რომ
დასაკითხად გამოძახებული მოწმეები დერეფანში შიშისგან
თრთოდნენ და იბუზებოდნენ. საუბრის ნაწყვეტები, რა თქმა
უნდა, მათ სმენამდე აღწევდა.
ხანდახან გამომძიებელი მაგიდიდან რომელიმე საგანს აი-
ტაცებდა, ხელში შეატრიალებდა და გაბრაზებული ისევ ძველ
ადგილზე მიაგდებდა, დარცხვენილი მდივანი გულმოდგინედ
სადღაც განზე იცქირებოდა. მეგრე კი, უმოძრაო და ვეებერ-
თელა, - გამომძიებელზე ერთ-ნახევარი თავით მაღალი, -
წყნარად ელოდებოდა დასასრულს.
ბოლოს კომელიომ მწვავედ უსაყვედურა მეგრეს და გა-
ჩუმდა, კომისარს შეხედა და პირი მოიბრუნა. რაც უნდა იყოს,
მეგრე უკვე ორმოცდაათ წელს იყო მიღწეული. და უკვე ოცი
წელია, რაც კრიმინალური პოლიცია მას ყველაზე რთული,
ყველაზე დახლართული საქმეების ამოხსნას ავალებდა. და-
ბოლოს, კომისარს ვაჟკაცური შესახედაობა ჰქონდა და გა-
მომძიებელზე ბევრად ხნიერი იყო.
- აბა?.. რას გაჩუმებულხართ?..

206
- პოლიციის უფროსთან ვიყავი და გადადგომის შესახებ
მოხსენება ჩავაბარე. იგი ძალაში ათი დღის შემდეგ შევა... თუ
მანამდე დამნაშავეს ვერ მოვძებნი...
- სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ ამ ხნის განმავლობაში
თქვენ ჟოზეფ ერტენის დაჭერას ვერ შეძლებთ...
- მე ვთქვი - დამნაშავის.
გამომძიებელი ადგილიდან წამოხტა.
- ნუთუ თქვენ ჯერ კიდევ გჯერათ მისი?
მეგრე დუმდა. კომელიომ ნერვიულად გაატკაცუნა თითები
და აჩქარებით წარმოთქვა:
- ამის შესახებ მეტს ნუღარ ვილაპარაკებთ, კარგი? თორემ
მართლაც გამაბრაზებთ... გთხოვთ, ახალი თუ იქნება რამე,
მაშინვე დამირეკოთ.
კომისარმა თავი დაუკრა და გავიდა. მან აუჩქარებელი ნა-
ბიჯით გაიარა მართლმსაჯულების სახლის ნაცნობი დერეფნე-
ბი. ქუჩაში გასასვლელ კიბემდე რომ მიაღწია, სარდაფში ჩა-
ვიდა და კრიმინალური ლაბორატორიის განყოფილების კარი
შეაღო. ექსპერტმა, რომელიც კომისრის გამომეტყველებამ
გააოცა, ჰკითხა:
- რა მოგივიდათ?
- გმადლობთ, ყველაფერი წესრიგშია.
მეგრე წინ იყურებოდა, მას არც განიერი შავი პალტო გა-
უხდია და არც ხელები ამოუღია ჯიბიდან. იგი მოგაგონებდათ
ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებულ ადამიანს, რომე-
ლიც ახალი თვალით უყურებს ნაცნობ ადგილებს.
ზუსტად ასე უყურებდა ხოლმე იგი ფოტოსურათებს, რომ-
ლებიც წინადღით გაძარცულ ბინაში იყო ნაპოვნი, ან როდე-

207
საც მისი რომელიმე ამხანაგის მიერ შედგენილ ოქმს თვალს
ავლებდა.
კომისარს კუთხიდან აღელვებით თვალს ადევნებდა აყლა-
ყუდა, ნაზი სახის ჭაბუკი სქელშუშიანი სათვალით, რომლის
წინ ყველანაირი ზომის ლუპა, პინცეტები, წვერის საპარსის
ფირფიტები ეწყო და მელნითა და რეაქტივებით გავსებული
ფლაკონები იდგა. მაგიდას მიმაგრებული ჰქონდა მინის ეკ-
რანი, რომლის იქითაც ძლიერი ელექტრონათურა ენთო.
სწორედ ის იყო მოერსი, საბუთების, ხელნაწერებისა და
მელნის სპეციალისტი.
მოერსმა იცოდა, რომ მეგრე მასთან სალაპარაკოდ მოვი-
და, მაგრამ განგებ არ იყურება მის მხარეს და ოთახში უაზ-
როდ ბოლთას სცემს.
ბოლოს, როგორც იქნა, კომისარმა ჯიბიდან ჩიბუხი
ამოიღო, ცეცხლი მოუკიდა და ნაძალადევი სიმხნევით წარ-
მოთქვა:
- მორჩა... ახლა სამუშაოს მოვკიდოთ ხელი!
მოერსმა იცოდა, საიდანაც მოვიდა მეგრე, იმასაც ხვდებო-
და, რა მოხდა იქ, მაგრამ ცდილობდა, ეს არაფრით გამოემ-
ჟღავნებინა.
მეგრემ პალტო გაიხადა, დაამთქნარა და ხელებით სახის
სრესას შეუდგა, თითქოს ცდილობდა, რაც შეიძლება მალე
ჩამოეხსნა ნიღაბი. შემდეგ მან სკამს ხელი დაავლო, მოერ-
სთან მიათრია, მხედრულად გადააჯდა და ალერსიანი ხმით
თქვა:
- აბა, ბიჭუნა...

208
ყველაფერმა გაუარა. სიმძიმე, რომელიც მხრებზე აწვებო-
და, მეგრემ, როგორც იქნა, მოიშორა.
- მიამბე...
- ამ ცნობას მთელი ღამე მოვუნდი... სამწუხაროდ, მან
ბევრ ხელში გაიარა, ამიტომ თითების ანაბეჭდის ძებნას აზრი
აღარ აქვს.
- ამის იმედი არც მქონია.
- დღეს დილით კაფე „გუმბათში“ მთელი საათი გავატარე...
ყველა სამელნე ყურადღებით შევისწავლე... იცნობთ თქვენ
ამ დაწესებულებას? იქ რამდენიმე დარბაზია: დიდი ლუდის
დარბაზი, რომელიც სადილის საათებში რესტორნად გარდა-
იქმნება ხოლმე... შემდეგ პირველ სართულზე კაფე... აივ-
ნით... დაბოლოს, მარცხნივ, პატარა ამერიკული ბარი, სადაც
თავს იყრიან მუდმივი მუშტრები.
- ეს ყველაფერი ვიცი.
- ასე რომ, ცნობა იმ მელნით არის დაწერილი, რომელიც
ბარში დგას... ვიღაც მარცხენა ხელით წერდა, მაგრამ არა
იმიტომ, რომ ცაციაა, არამედ იცოდა, რომ მარცხენა ხელით
თითქმის ყველა ერთნაირად წერს.
„სიფლეს“ მისამართით დაწერილი წერილი ჯერ კიდევ ეკ-
რანზე იყო გაკრული.
- შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ცნობა დაწერა ინტე-
ლიგენტმა კაცმა, რომელიც თავისუფლად ფლობს რამდენიმე
უცხო ენას... თუ შევეცდებით გრაფოლოგიაში ღრმად შეჭ-
რას... მაშინ გამოცანების სფეროშიც შევიჭრებით.
- მიდი...

209
- ასე რომ, მე ან ვცდები, ან კიდევ ეს ცნობა არაჩვეულებ-
რივმა ადამიანმა დაწერა... მისი ინტელექტი საშუალო დონე-
ზე მაღლა დგას... მაგრამ ყველაზე საკვირველი მასში ნების-
ყოფის სისუსტის, ემოციურობისა და გულგრილობის შეხამე-
ბაა... ხელნაწერი აშკარად მამაკაცის დაწერილია... და მაინც,
ხასიათით ზოგიერთ წმინდა ქალურ თვისებას ავლენს.
მოერსი თავის საყვარელ ცხენზე ამხედრებულიყო, სი-
ამოვნებისგან მის სახეს ვარდისფერი გადაეკრა. მეგრემ ღი-
მილი ვერ შეიკავა და ჭაბუკს შერცხვა.
- მესმის, კომისარო, რომ ყველაფერი ეს ჯერ კიდევ ფრიად
გაურკვეველია და არც ერთი გამომძიებელი არ მომისმენ-
და... და მაინც... შემიძლია დაგენაძლეოთ, კომისარო, რომ
ის მძიმედ არის დაავადებული და თავისი ავადმყოფობის შე-
სახებ იცის... უფრო მეტიც შემეძლო მეთქვა, თუ იგი მარჯვენა
ხელით დაწერდა წერილს... დიახ! კიდევ ერთი საინტერესო
წვრილმანი. ქაღალდს რამდენიმე ლაქა აქვს; ერთ-ერთი
მათგანის წარმოშობა ცხადია - ეს ნაღებიანი ყავაა... დაბო-
ლოს, ქაღალდის ზედა ნაწილი დანით კი არ არის მოჭრილი,
არამედ რომელიღაც მომრგვალებული საგნით, შესაძლოა,
ჩაის კოვზით...
- სხვანაირად რომ ვთქვათ, წერილი გუშინ დილით დაიწე-
რა კაფე „გუმბათის“ ბარში, იმ ადამიანის მიერ, რომელიც ნა-
ღებიან ყავას სვამდა... იგი მძიმედ არის დაავადებული და
რამდენიმე უცხო ენას ფლობს...
მეგრე წამოდგა, ლაბორანტს ხელი ჩამოართვა და დაბა-
ლი ხმით წარმოთქვა:
- გმადლობთ, ბიჭუნა... მხოლოდ წერილი დამიბრუნე...

210
მეგრემ გამოთხოვებისას რაღაც წაიბუტბუტა და გავიდა.
კარი გაიხურა თუ არა, მაშინვე ვიღაცამ აღტაცებით წარმოთ-
ქვა:
- ასეთი გასილაქების შემდეგ თავი ცუდად როდი უჭი-
რავს...
ყველამ იცოდა, რომ მოერსი ეთაყვანებოდა მეგრეს და
როდესაც მან მოლაპარაკისკენ მიიხედა, იგი იმწამსვე გაჩუმ-
და და თავის სამუშაოში ჩაეფლო.
პარიზი ისე გამოიყურებოდა, როგორც ოქტომბრის მოღუ-
შულ დღეებშია ხოლმე. რუხი ცა ჭუჭყიან დაბალ ჭერს ჰგავდა.
ციდან ქალაქს მქრქალი შუქი ეფინებოდა. ღამის წვიმებმა
ტროტუარებზე უშრობი წუმპეები დატოვა. აბუზულ გამვლე-
ლებსაც ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს ჯერ კიდევ ვერ შე-
რიგებოდნენ იმ ამბავს, რომ ზაფხული გათავდა და ზამთარი
ახლოვდებოდა.
პოლიციის პრეფექტურაში მთელი ღამის განმავლობაში
იბეჭდებოდა განკარგულებები და ბრძანებები, რომლებიც
შიკრიკებს კომისარიატებში მიჰქონდათ, ჟანდარმებს - საბა-
ჟოებში და პოლიციელებს - ვაგზლებში. ტელეგრაფით გადას-
ცემდნენ განკარგულებებს.
სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილმა აგენტებმა,
რომლებიც ხალხის ბრბოში ირეოდნენ, ქუჩაში მოძრაობის
მარეგულირებლებმა, საერთო ადმინისტრაციული და ზნე-
ობის დამცველი პოლიციის ინსპექტორებმა - ყველამ ზეპი-
რად იცოდა ლტოლვილის გარეგნობა და მისი პოვნის იმე-
დით გულმოდგინედ აკვირდებოდნენ გამვლელთა სახეებს.

211
მას ეძებდნენ მთელ პარიზში და მის გარეუბნებში. ჟან-
დარმები ყველა გზასა და მაგისტრალზე საბუთებს უსინჯავ-
დნენ მაწანწალებსა და მათხოვრებს.
მატარებლებსა და სასაზღვრო საგუშაგოებზე მოგზაურებს
უფრო მეტი დაჟინებით ამოწმებდნენ, ვიდრე სხვა დროს, და
ისინიც გაკვირვებულნი რჩებოდნენ.
სენის დეპარტამენტის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მი-
ერ სიკვდილმისჯილ, სანტეს სატუსაღოდან გაქცეულ და ბის-
ტრო „თეთრ ყანჩაში“ ინსპექტორ დიუფურთან მომხდარი
ჩხუბის შემდეგ გამქრალ ჟოზეფ ერტენს ეძებდნენ.
„დაკარგვის მომენტში მას ჯიბეში ოცდაორ ფრანკზე მეტი
არ მოეპოვებოდა“, - ნათქვამი იყო კომისარ მეგრეს მიერ
ხელმოწერილ სამსახურებრივ მოხსენებაში.
მართლმსაჯულების სასახლიდან გამოსულ კომისარს კე-
დეზ-ორფევრის სანაპიროზე, თავისთან, არც კი შეუვლია. იგი
ავტობუსში ჩაჯდა, ბასტილიამდე მივიდა და შმენ-ვერის ქუჩა-
ზე მდგომი დიდი სახლის მეოთხე სართულზე ავიდა.
ბინაში იოდოფორმისა და ქათმის ბულიონის სუნი იდგა.
თმადაუვარცხნელმა და ჩაუცმელმა ქალმა წამოიძახა:
- აჰ! მას ისე გაუხარდება თქვენი მოსვლა!
პატარა საძინებელ ოთახში ნაღვლიანი და დაბნეული ინ-
სპექტორი დიუფური იწვა.
- როგორ არის საქმე, მეგობარო?
- ისე რა... როგორც ჩანს, ჭრილობაზე თმა აღარ ამომივა,
პარიკის ტარება მომიწევს...

212
მეგრე ოთახში ისე სცემდა ბოლთას, როგორც ლაბორა-
ტორიაში ყოფნისას სჩვეოდა, თითქოს ადგილს ვერსად პო-
ულობდა. ბოლოს, როგორც იქნა, წაიბურტყუნა:
- გაჯავრებული ხომ არ ხარ ჩემზე?
კარში მადამ დიუფური იდგა. იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა
და კარგი შესახედავი იყო.
- განა მას შეუძლია თქვენზე გაჯავრება?.. როგორც კი გა-
მოიღვიძა, სულ ერთსა და იმავეს მეუბნება - როგორ დაუძ-
ვრებით ამ ამბავს... და მოითხოვდა, რომ თქვენთან დასარე-
კავად გავქცეულიყავი...
- კარგი, მალე გამოჯანმრთელდი... სულ მალე ძალიან
დამჭირდები, - უთხრა კომისარმა.
მეგრეს შინ არ შეუვლია, თუმცა იქვე გვერდით, რიშარ-
ლენუარის ბულვარზე ცხოვრობდა. იგი ფეხით წავიდა, რად-
გან სურდა გაევლო ბრბოში, რომელიც გულგრილად ედებო-
და და მხარს ჰკრავდა. კომისარი პარიზში მიდიოდა და მის
სახეზე თანდათან ქრებოდა შეცდომაზე წასწრებული მოწაფის
გამომეტყველება, რომელიც მისთვის არ იყო დამახასიათე-
ბელი და მხოლოდ იმ დილით დაეუფლა. ახლა მეგრეს სახემ
წყნარი და მტკიცე გამომეტყველება მიიღო. იგი სიამოვნებით
ეწეოდა ზედიზედ ჩიბუხს.
გამომძიებელი კომელიო მთელი სულით აღშფოთდებო-
და, ერთი წუთითაც რომ წარმოედგინა, რომ კომისარს
ლტოლვილის ძებნა ყველაფერზე ნაკლებად აინტერესებდა,
და მაინც, ჟოზეფ ერტენის დაჭერა კომისრისთვის მესამეხა-
რისხოვანი საკითხი იყო. მან იცოდა, რომ სიკვდილმისჯილი
სადღაც შორიახლოს მიმალულიყო, მილიონ ადამიანში და-

213
კარგული. მეგრე დარწმუნებული იყო, როგორც კი მას ჟოზეფ
ერტენი დასჭირდებოდა, მაშინვე დაიჭერდა.
ამჟამად მეგრე სხვა რამეზე ფიქრობდა: წერილზე, რომე-
ლიც კაფე „გუმბათის“ ბარში იყო დაწერილი. და კიდევ იმაზე,
რომ გამოძიების დასაწყისში მან შეცდომა დაუშვა.
მაგრამ მაშინ, ივლისში, ყველა ღრმად იყო დარწმუნებუ-
ლი ჟოზეფ ერტენის დანაშაულში! გამომძიებელმა კომელიომ
საქმე პოლიციას აარიდა და თავის ხელში აიღო.
ბოროტმოქმედება ჩადენილი იქნა სენ-კლუში ღამის 2 სა-
ათსა და 30 წუთზე... ერტენი თავისთან, მოსიე-ლე-პრენსის
ქუჩაზე, დაახლოებით დილის ოთხ საათზე დაბრუნდა. იგი
არც მატარებლით, არც ტრამვაით არ წამოსულა, ტრანსპორ-
ტის არც ერთი სახეობით არ უსარგებლია, არც ტაქსი აუყვა-
ნია. ურიკა, რომლითაც იგი მთელი ღამის განმავლობაში სა-
ქონელს დაატარებდა, სევრის ქუჩაზე პატრონთან იყო... მას
ხომ ფეხით არ შეეძლო პარიზში დაბრუნება!.. მაშინ მას სულ-
მოუთქმელად მოუხდებოდა მთელი გზის გარბენა...
მეგრე მონპარნასის გზაჯვარედინზე გამოვიდა. აქ სიცოც-
ხლე ჩქეფდა. საუზმის დრო, პირველის ნახევარი იყო. მიუხე-
დავად ცუდი ამინდისა, ბულვარ რასპაის გასწვრივ მდებარე
დიდი კაფეების აივნები ხალხით იყო გაჭედილი. მათ შორის
ოთხმოცი პროცენტი მაინც უცხოელები იყვნენ.
მეგრე კაფე „გუმბათამდე“ მივიდა და ამერიკულ ბარში შე-
ვიდა.
დარბაზში ხუთი მაგიდა იდგა, ხუთივე დაკავებული იყო.
მუშტრების უმეტეს ნაწილს დახლთან მოეყარა თავი. ზოგნი

214
მაღალ ტაბურეტებზე შემომსხდარიყვნენ, ზოგნიც ფეხზე იდ-
გნენ.
კომისარმა გაიგონა, როგორ შეუკვეთა ვიღაცამ: „ერთი
„მანჰეტენი“!“ და გაუბედავად გაიმეორა:
- მეც ასევე...
კომისარი მეგრე იმ თაობას ეკუთვნოდა, რომელსაც ლუ-
დის სმა მინის მასიური ტოლჩებით ერჩივნა. ბარმენმა მეგრეს
ზეთისხილიანი ლანგარი მიუჩოჩა, მაგრამ იგი არ შეეხო.
- ნება მომეცით... - წარმოთქვა პატარა ყვითელთმიანმა
შვედმა ქალმა.
ბარში სივიწროვე და ხმაური იყო. ოთახის შორეულ კე-
დელში გამოჭრილ ფანჯარაში განუწყვეტლივ შემოდიოდა
სამზარეულოდან ზეთისხილიანი ლარნაკები, შემწვარი კარ-
ტოფილი, სენდვიჩები და ცხელი სასმლით სავსე ჭიქები.
მომსვლელები, ბარმენი, გარსონები, ბარის მთელი ვითა-
რება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თითქოს აქ ყველანი
თანასწორუფლებიანები იყვნენ.
ხალხი დახლთან ირეოდა, ერთმანეთს იდაყვებით ფამი-
ლიარულად კრავდნენ მუჯლუგუნს, იქნებოდა ეს ბულვარის
გოგო, მდიდარი მრეწველი, რომელიც მხიარული ძმაკაცების
კომპანიასთან ერთად მანქანით მოვიდა, თუ ესტონელი მხატ-
ვარი. ბარმენს ყველა მიმართავდა სახელით - ბობ...
აქ არავინ უცდიდა, სანამ მას ვინმეს წარუდგენდნენ გასაც-
ნობად, ყველა თავისუფლად ლაყბობდა. გერმანელი ამერი-
კელს ინგლისურად ელაპარაკებოდა, ნორვეგიელი კი ცდი-
ლობდა სამი ენის ნარევით აეხსნა რაღაც ესპანელისთვის.

215
ერთ-ერთ მაგიდასთან ორი ქალი იჯდა, რომელთაც ბარის
თითქმის ყველა მომსვლელი ესალმებოდა. მეგრემ ერთი
მათგანი მაშინვე იცნო. ოდესღაც იგი ქუჩის გოგო იყო და რო-
კეტის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ სენ-ლაზარეს ჰოსპი-
ტალში წაიყვანეს. ახლა კი დაბერებულიყო, გასქელებული-
ყო, თუმცა ძვირფასი ბეწვეულის ტანსაცმელი ეცვა. თვალები
ჩაღამებოდა, მომსვლელთა მისალმებაზე ხრინწიანი ხმით პა-
სუხობდა და გულგრილად ხელს ართმევდა.
და მაინც, ისე დიდებულივით წამომჯდარიყო, თითქოს
დახლთან მოყაყანე, სხვადასხვა ტომის ადამიანთა ნაღებს
ასახიერებსო.
- აქ წერილის დაწერა შეიძლება? - ჰკითხა ბარმენს მეგ-
რემ.
- ოღონდ ახლა არა, მოსიე! - აპერიტივის საათია... უმჯობე-
სია ლუდის დარბაზში გახვიდეთ...
ახმაურებულ ჯგუფებს შორის განმარტოებული ფიგურებიც
მოჩანდნენ; ისინი ბარის ყველაზე წარმტაც თავისებურებას
წარმოადგენდნენ. ხალხი კომპანიებში ხმამაღლა ლაპარა-
კობდა, ფუსფუსებდა, დროდადრო შეკვეთას იძლეოდა ხოლ-
მე. ისინი ექსტრავაგანტურ და უახლესი მოდის კოსტიუმებში
კეკლუცობდნენ.
მარტოხელა მომსვლელები კი მთელი ქვეყნიდან თითქოს
მხოლოდ ერთი მიზნით ჩამოსულიყვნენ - რომ ამ ჭრელსა და
მორთულ ბრბოს შერწყმოდნენ.
მაგალითად, აქ იყო ახალგაზრდა ქალი, არა უმეტეს ოც-
დაორი წლისა, კარგად შეკერილ, მაგრამ უკვე ასჯერ მაინც

216
დაუთოებულ შავ ინგლისურ კოსტიუმში გამოწყობილი. მას
დაღლილი და ნერვიული სახე ჰქონდა.
მაგიდაზე მის გვერდით იდო ალბომი, რომელშიც ფან-
ქრით შესრულებული ჩანახატები მოჩანდა. იგი ჩამჯდარიყო
იმ ხალხს შორის, ვინც ათფრანკიან აპერიტივს ხუხავდნენ,
ფუნთუშით საუზმობდა და რძეს აყოლებდა. დღის პირველ სა-
ათზე! როგორც ჩანდა, ეს მისი ჩვეულებრივი საუზმე იყო. მა-
გიდაზე გაფანტულ გაზეთებს შორის მან რუსული გაზეთი ამო-
ირჩია.
ქალს არაფერი ესმოდა და ვერაფერს ხედავდა. იგი ფუნ-
თუშას ნელ-ნელა კბეჩდა და რძეს აყოლებდა. ყურადღებასაც
კი არ აქცევდა მის მაგიდასთან მიმჯდარ ხმაურიან კომპანიას,
რომელიც მეოთხე კოქტეილს ამთავრებდა.
არანაკლებ უცნაურად გამოიყურებოდა მამაკაცი, სპილენ-
ძისფერი მოწითალო ხუჭუჭა გრძელი თმით, რომელიც უნებუ-
რად იზიდავდა მზერას.
წითურთმიანს მუქი კოსტიუმი ეცვა, რომელიც იმდენად
ნახმარი იყო, რომ ლაპლაპი გაუდიოდა. უყელსაბამო ცისფე-
რი ხალათი გულზე დაუდევრად გაეღეღა. იგი ყველაზე
გრძელ მაგიდასთან მიმჯდარიყო, ყოველდღიური მუშტრის
დაუდევარი პოზა მიეღო, რომელსაც ვერავინ გაუბედავდა შე-
წუხებას და თიხის ქოთნიდან კოვზით აუჩქარებლად ჭამდა
მაწონს.
მის ჯიბეში ხუთფრანკიანი ქაღალდი მაინც თუ მოიძებნე-
ბოდა? ვინ არის იგი და საიდან მოსულა?.. სად იშოვა მან მაწ-
ვნისთვის რამდენიმე სუ? როგორც ჩანს, მაწონი მის ყოველ-
დღიურ საკვებს წარმოადგენდა.

217
მას, ისევე, როგორც რუს ქალს, მხურვალე მზერა და ჩა-
წითლებული ქუთუთოები ჰქონდა, მისი გამხდარი სახე ქედ-
მაღლობასა და სიძულვილს გამოხატავდა. წითურს არავინ
მისალმებია და მის მაგიდასთანაც არავინ მისულა.
ბარის მბრუნავი კარი შემოტრიალდა და მეგრემ სარკეში
დაინახა ცოლ-ქმარი კროსბები, რომლებიც სულ ცოტა მი-
ლიონის მეოთხედ ფრანკად ღირებული ამერიკული ავტომო-
ბილიდან გადმოდიოდნენ. ტროტუართან მდგარი მონიკელე-
ბულკორპუსიანი ავტომობილი ისე თვალისმომჭრელად ლაპ-
ლაპებდა, თითქოს გამოფენაზე დაუყენებიათო.
უილიამ კროსბიმ ორ ზურგს შორის გაყო ხელისგული და
წითელი ხის დახლს ზემოთ ბარმენს ხელი ჩამოართვა.
- როგორ მიდის საქმე, ბობ?
მისის კროსბი ამ დროს ყვითელთმიანი შვედი ქალისკენ
გაეშურა. მათ მხურვალედ გადაკოცნეს ერთმანეთი და ინ-
გლისურად ხმამაღლა აჭიკჭიკდნენ.
ცოლ-ქმარს შეკვეთის მიცემა არ სჭირდებოდა. ბობმა უი-
ლიამ კროსბის სოდიანი ვისკი დაუდგა, მისი ცოლისთვის კი
კოქტეილ „ვარდის“ შეზავებას შეუდგა.
- უკვე წამოხვედით ბიარიციდან? - იკითხა ბობმა.
- სამი დღეც ვერ გავძელით იქ, ამინდი აქაურზე უარესია...
კროსბიმ მეგრე დაინახა და თავი დაუკრა. ეს იყო ოცდაა-
თი წლის მაღალი შავთმიანი მამაკაცი, იგი მსუბუქად და თა-
მამად დადიოდა. ბარის ყველა მომსვლელთა შორის, რა
თქმა უნდა, საუკეთესოდ იყო ჩაცმული, მის ელეგანტურობაში
ცუდი გემოვნების უმცირესი ნიშანიც კი არ იყო.

218
სუსტი მოძრაობით მეგობრებს ხელს ართმევდა და ეკით-
ხებოდა:
- რა დავლიოთ?
კროსბი მდიდარი იყო. კართან მდგარი მდიდრული სპორ-
ტული მანქანით ცოლ-ქმარს შეეძლო ნიცაში, დოვილში, ბი-
არიცაში, ბერლინში წასულიყო - ერთი სიტყვით, სადაც მო-
ესურვებოდათ.
კროსბი გეორგ მეხუთის ავენიუზე მდებარე მდიდრულ სახ-
ლში ცხოვრობდა და მამიდამისის სიკვდილის შემდეგ, სენ-
კლუში მდებარე ვილის გარდა, მემკვიდრეობად ოც მილიო-
ნამდე ფრანკი დარჩა.
მისის კროსბი, ერთი ბეწო ქალი, უჩვეულოდ ენერგიული
იყო. იგი ფრანგულ და ინგლისურ ენებს ერთმანეთში ურევდა
და გაუთავებლად ყბედობდა. მეტად თავისებური აქცენტით
ლაპარაკობდა და საკმარისი იყო, ერთხელ მაინც გაგეგონათ
მისი მაღალი ხმა, რომ სამუდამოდ დაგმახსოვრებოდათ.
მუშტრები მოეფარნენ და მეგრემ მხედველობიდან დაკარ-
გა იგი. შემოვიდა მეგრეს ნაცნობი პალატის დეპუტატი და მე-
გობრულად ჩამოართვა ხელი ახალგაზრდა ამერიკელს.
- ერთად ვისაუზმოთ?
- დღეს არ შემიძლია... ქალაქგარეთ ვართ დაპატიჟებუ-
ლი...
- მაშ, ხვალ?
- ასე იყოს! აქ შევხვდებით.
- მოსიე ვალახინს ტელეფონთან სთხოვენ! - დაიძახა ბო-
ბიმ. ვიღაც წამოდგა და ტელეფონის ჯიხურისკენ გაემართა.
- ორი „ვარდი!“

219
თეფშები ჩხარუნობდნენ. ბარში ხმაური ძლიერდებოდა.
- შეგიძლიათ დოლარები დამიხურდაოთ?
- ნახეთ გაზეთში დღევანდელი კურსი...
- ბოდიში, სიუზი ხომ არ ყოფილა აქ?
- ახლახან წავიდა... „მაქსიმესთან“ საუზმობს...
მეგრე კი უზომოდ დიდთავა და გრძელხელება ახმახ ყმაწ-
ვილზე ფიქრობდა, რომელიც პარიზის ხმაურიან ბრბოში მი-
მალულიყო. მას ჯიბეში ოც ფრანკზე მეტი არ უძევს და მთელი
საფრანგეთის პოლიცია მისი ძებნით არის დაკავებული...
მეგრეს მეხსიერებაში აღდგა გაფითრებული სახე, რომელიც
სატუსაღოს კედლის იქიდან გამოჩნდა. შემდეგ დიუფურის ზა-
რები: „მას სძინავს... მას სძინავს...“ ერტენმა მთელი დღე-ღა-
მე იძინა! სად არის ახლა იგი?.. და რატომ, რატომ მოკლა მან
მოხუცი ჰენდერსონი, რომელიც არასოდეს უნახავს და რომ-
ლისთვისაც არაფერი მოუპარავს?..
- თქვენ შემოდიხართ ხოლმე აქ აპერიტივის დასალევად?
უილიამ კროსბი ლაპარაკობდა, იგი მეგრესთან მივიდა და
პორტსიგარი გაუწოდა.
- გმადლობთ!.. მხოლოდ ჩიბუხს ვეწევი.
- მაშინ რამე დავლიოთ. ვისკი ხომ არ გსურთ?
- გმადლობთ, ჯერ ჩემიც არ დამილევია.
კროსბი რაღაცით განაწყენებულიყო.
- ინგლისურად, გერმანულად, რუსულად თუ ლაპარა-
კობთ?
- არა. სამწუხაროდ, მხოლოდ ფრანგულად.

220
- მაშინ „გუმბათი“ ბაბილონის კოშკად უნდა მოგეჩვენოთ,
თქვენ... საკვირველია, მაგრამ აქ არასოდეს მინახავხართ...
სხვათა შორის, ამბობენ, რომ...
- რას?
- ოჰ, თქვენ იცით... ამბობენ, რომ მკვლელი...
- აბა!.. თქვენ რაღა გაწუხებთ!
კროსბიმ ერთი წამით შეაჩერა დაჟინებული მზერა მასზე.
- წამობრძანდით ჩვენთან! გვასიამოვნეთ, დალიეთ ჩვენ-
თან ერთად... ცოლს ძალიან გაუხარდება... ნება მიბოძეთ
წარმოგიდგინოთ მისის ედნა რაიხბერგი, სტოკჰოლმის ქა-
ღალდის ფაბრიკანტის ქალიშვილი... შარშან შამონში მოცი-
გურავეთა შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა... ედნა, ეს
კომისარი მეგრეა... გაიცანით...
შავკოსტიუმიანი რუსი ქალი უწინდებურად თვალს არ აშო-
რებდა გაზეთს. წითური რაღაცაზე ჩაფიქრდა. წინ ედგა ცა-
რიელი ქოთანი, რომელიც ისე გამოელოკა, რომ მთლად
ლაპლაპებდა. ნახევრად თვალებმილულული წითური შო-
რეთს გასცქეროდა.
ედნა რაიხბერგმა ძლივს გამოცრა:
- მეტად სასიამოვნოა...
მან მეგრეს ხელი ჩამოართვა და იქვე ინგლისურად და-
ელაპარაკა მისის კროსბის. უილიამ კროსბიმ ბოდიში მოიხა-
და:
- უკაცრავად, კომისარო, ტელეფონთან მთხოვენ... ორი
ვისკი მოამზადე, ბობ, ახლავე დავბრუნდები... თუ ნებას დამ-
რთავთ, მოსიე მეგრე?

221
ქუჩაში, დღის რუხ შუქზე ლაქითა და ნიკელით ბრწყინავდა
კროსბის მანქანა. უცებ მისი ძარას იქით გამოჩნდა საცოდავი
ფიგურა. ჩამოკონკილი კაცი ფეხის თრევით მიუახლოვდა
ბარს და მბრუნავ კართან შეჩერდა. იგი თვალით ვიღაცას
ეძებდა მომსვლელთა შორის, მაგრამ გამოჩნდა ოფიციანტი
და კონკია გააგდო.
საფრანგეთის მთელი პოლიცია ეძებდა სანტეს საპატიმ-
როდან გაქცეულს.
ის კი აქვე, კომისარ მეგრესგან ათი ნაბიჯის მოშორებით
იმყოფებოდა!

V
ხიზილალის მოყვარული

მეგრე ადგილიდან არ დაძრულა, არც შემკრთალა. მის


გვერდით მისის კროსბი და შვედი ქალი კოქტეილს სვამდნენ
და ინგლისურად ლაყბობდნენ. ბარში ისეთი სივიწროვე იყო,
რომ მისის რაიხბერგი თითქმის მჭიდროდ მიკრული აღმოჩ-
ნდა მეგრესთან და იგი მისი მოქნილი ტანის ყოველ მოძრაო-
ბას გრძნობდა. ქალების ლაპარაკიდან მეგრემ გაიგო, რომ
ვინმე ხოსემ ბარ „რიცში“ უცნობ ქალიშვილს არშიყობა დაუწ-
ყო, მან კი ჰკითხა, კოკაინი ხომ არ გინდაო...
ქალები ხარხარებდნენ.

222
უილიამ კროსბი სატელეფონო ჯიხურიდან გამოვიდა და
ხელმეორედ მოიბოდიშა.
- მაპატიეთ, კომისარო. მანქანის თაობაზე გამომიძახეს,
მისი გაყიდვა და ახლის ყიდვა მინდა.
მან ჭიქებში სოდიანი ვისკი ჩაასხა.
- გაგიმარჯოთ!
ფანჯარაში კვლავ გამოჩნდა სიკვდილმისჯილის უღიმღა-
მო ფიგურა. იგი ფრინველივით უვლიდა გარშემო ბარს. ჟო-
ზეფ ერტენი უქუდოდ იყო, როგორც ჩანდა, მან იგი „თეთრი
ყანჩიდან“ გაქცევის დროს დაკარგა. თმა ჯერ კიდევ ციხეში
ყოფნისას მოკლედ შეეკრიჭათ და ამიტომ მისი დიდი, გამოშ-
ვერილი ყურები უფრო მახინჯად მოჩანდა. მისმა ფეხსაცმელ-
მა ფორმა დაკარგა და მტვრით დაიფარა. კოსტიუმი კი! სად
გაათია ღამე ერტენმა, რომ მისი კოსტიუმი ასეთი ჭუჭყიანი
და დაჭმუჭნილია?
ჟოზეფ ერტენს ხელი რომ გაეშვირა, აქ, ბართან მისი ყოფ-
ნა მაშინვე გასაგები გახდებოდა; იგი ისე გამოიყურებოდა,
როგორც დაკნინებულ და საწყალ მათხოვარს შეჰფერის. მაგ-
რამ იგი ხელს არ იშვერდა, არც ზონრებსა და ფანქრებს ყიდ-
და. ის უნებური მოძრაობით მისდევდა ბრბოს, რომელიც აი-
ძულებდა ბარის გვერდით გავლას, და მეორე მხრიდან ისე
ბრუნდებოდა, თითქოს მდინარეს დინების საწინააღმდეგოდ
მიჰყვებოდა.
ერტენის ლოყები მუქი ჯაგრით იყო დაფარული, თითქოს
კიდევ უფრო გამხდარიყო.
იგი მოუსვენარი, დაბნეული მზერით იჭყიტებოდა ბარის
შეორთქლილ ფანჯრებში.

223
აი, ერტენი მივიდა მბრუნავ კართან და კომისარს მოეჩვე-
ნა კიდეც, რომ ის ახლა ბარში შემოვიდოდა...
მეგრე ხარბად ეწეოდა. საფეთქლებზე ოფლი გამოსვლო-
და, ნერვები დაეძაბა და იგრძნო, რომ მისი ძალა გაათკეცდა,
მისი გონება საღად მოქმედებდა. მწვავე მომენტი დადგა.
სულ ცოტა ხნის წინ მას დამარცხებულის სახე ჰქონდა, ფეხ-
ქვეშ ნიადაგი ეცლებოდა. მოვლენათა განვითარება ხელი-
დან უსხლტებოდა და თითქოს ეკარგებოდა იმედი, რომ ძაფე-
ბი ისევ მის ხელთ აღმოჩნდებოდა.
მეგრემ თავისი ვისკი ბოლომდე დინჯად შესვა. თავაზია-
ნობისთვის კროსბი მისკენ ნახევრად შემობრუნებული იჯდა,
მაგრამ წამდაუწუმ თავისი ცოლისა და ედნას ლაპარაკში
ერეოდა.
საკვირველი ამბავია! მეგრე ანგარიშმიუცემლად და თავი-
სი სურვილის გარეშე ხედავდა ყველაფერს, რაც მის გარშემო
ხდებოდა. უამრავი ხალხი ფუსფუსებდა. ყოველნაირი ხმა
ზღვის მოქცევისებურ გუგუნად ნივთდებოდა. მეგრე ამჩნევდა
ყველაფერს: ფერებს, მოძრაობას, პოზებს...
იგი ხედავდა წითურთმიანს, რომელიც დაცარიელებული
ქოთნის წინ იჯდა, ხედავდა ერტენს, რომელიც დაჟინებით უბ-
რუნდებოდა კარს, ხედავდა კროსბის ღიმილს და მანჭვას მი-
სი ცოლისა, რომელიც ტუჩებს იღებავდა, ხედავდა ბარმენ
ბობის გამოზომილ მოძრაობას, იგი პრიალა შეიკერში კოქ-
ტეილ „ფლიპს“ თქვეფდა...
იგი ხედავდა მომსვლელებს, რომლებიც შემოდიოდნენ და
გადიოდნენ, ესმოდა, რაზე ესაუბრებოდნენ ისინი ერთმა-
ნეთს.

224
- ესე იგი, საღამოს აქვე, ხომ?
- შეეცადე თან ლეაც მოიყვანო...
ბარი თანდათანობით ცარიელდებოდა. ორის ნახევარი
იყო, მეზობელი დარბაზიდან ჩანგლების წკარუნი ისმოდა.
კროსბიმ დახლზე ასფრანკიანი კუპიურა დადო.
- თქვენ რჩებით? - შეეკითხა იგი კომისარს. ერტენს იგი
ვერ ხედავდა, მაგრამ ახლა, ქუჩაში, ისინი ერთმანეთს შეეჯა-
ხებიან... მეგრე თითქმის ავადმყოფური მოუთმენლობით
ელოდებოდა იმ წამს. მისის კროსბიმ და ედნამ გამოთხოვე-
ბის ნიშნად თავი დაუკრეს და გაუღიმეს.
ახლა ჟოზეფ ერტენი ბარის კარიდან ორ მეტრში იმყოფე-
ბა. კარგად ჩანდა, რომ მის ერთ ფეხსაცმელს ზონარი აკლდა.
ყოველ წუთს შეიძლებოდა მასთან პოლიციელი მისულიყო
და საბუთი ან აქედან წასვლა მოეთხოვა...
კარი შეტრიალდა. კროსბი, უქუდოდ, პირველი გავიდა.
ორივე ქალი მას მიჰყვებოდა. ისინი ერთ-ერთი მათგანის წა-
მოსროლილ ხუმრობაზე იცინოდნენ.
არაფერიც არ მოხდა, სრულიად არაფერი. ჟოზეფ ერტენს
ამერიკელისთვის სხვა გამვლელებზე მეტი ყურადღება არ მი-
უქცევია. კროსბიმ და ქალებმა კი მას ზედაც არ შეხედეს. სა-
მივენი მანქანაში ჩასხდნენ, კარი მიჯახუნდა.
ბარიდან მომსვლელთა ახალი ტალღა გამოიჭრა, მან ერ-
ტენი განზე მიაგდო, მაგრამ იგი ისევ კართან გაჩნდა.
და უცებ მეგრემ სარკეში დაინახა ვიღაცის სახე: სქელ
წარბებს ქვეშ ანთებული თვალები და ოდნავ დამცინავი ღიმი-
ლი.

225
ამ მეტად მეტყველ თვალებზე მაშინვე დაიხარა ქუთუთო-
ები. მაგრამ უკვე გვიან იყო - მეგრე მიხვდა, რომ უცნობის
ირონია მას ეხებოდა.
მზერა, რომელმაც იგი გამჭვალა, მხოლოდ ერთ ადამიანს
ეკუთვნოდა - წითურთმიან მომსვლელს, რომელიც მაწონს
ჭამდა. ახლა იგი იჯდა და არავის არ უცქეროდა.
ინგლისელი, რომელიც „ტაიმსს“ კითხულობდა, ბარიდან
გავიდა. დახლთან აღარავინ დარჩენილა. ბობმა ხმამაღლა
თქვა:
- მე საუზმეზე წავედი!
მისი ორი თანაშემწე სწრაფად წმენდდა დახლის წითელ
ხეს, ჭიქებსა და ნახევრად შეჭმულ ზეთისხილიან და შემწვარ
კარტოფილიან ლარნაკებს ალაგებდა.
მაგიდასთან ჯერ ისევ იჯდა ორი ადამიანი - შავკოსტიუმია-
ნი რუსი ქალი და წითელთმიანი, ისინი თითქოს ვერ ამჩნევ-
დნენ, რომ ბარი დაცარიელდა.
ჟოზეფ ერტენი ისევ კართან დაბორიალებდა. ისეთი გა-
ფითრებული და საცოდავი იყო, რომ ერთ-ერთმა გარსონმა,
რომელმაც ფანჯარაში გაიხედა, კომისარს უთხრა:
- აი, კიდევ ერთი ბნედიანი... შეიძლება ვიფიქროთ, რომ
მათ განზრახ ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში მოსდით
ხოლმე ავი ზნე... შვეიცარს უნდა ვუთხრა, რომ გააგდოს.
- არ გინდა!
წითურთმიანს შეეძლო გაეგონა, ამიტომ მეგრემ ხმას და-
უწია, ჩუმად და გარკვევით დაუმატა:
- პოლიციაში დარეკეთ... უთხარით, რომ კომისარი მეგრე
თხოულობს ხალხის გამოგზავნას, სასურველი იქნებოდა,

226
ლუკასი და ჟანვიე გამოეგზავნათ... სახელებს დაიმახსოვ-
რებთ?
- ამ მაწანწალის გულისთვის?
- ამას უკვე არა აქვს მნიშვნელობა...
აპერიტივის აღტყინებული საათის შემდეგ სრული მყუდ-
როება გამეფდა.
წითურთმიანი არ განძრეულა. შავკოსტიუმიანმა ქალმა
გაზეთის გვერდი გადააბრუნა. მეორე გარსონი აშკარა ცნო-
ბისმოყვარეობით შესცქეროდა მეგრეს. ნაღვლიანად მიიზ-
ლაზნებოდა წუთები, წვეთ-წვეთად იწურებოდა წამები.
გარსონი ითვლიდა ნავაჭრს, შრიალებდა ქაღალდის ფუ-
ლი, წკრიალებდა ვერცხლი. ის კაცი, რომელიც მეგრემ დასა-
რეკავად გაგზავნა, დაბრუნდა.
- მითხრეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, - წასჩურჩულა
მან კომისარს.
- გმადლობ.
მყიფე ტაბურეტი კომისრის ქვეშ ჭრიალებდა. ჩიბუხს ჩი-
ბუხზე ეწეოდა და მექანიკურად წრუპავდა ვისკის. სულ და-
ავიწყდა, რომ არ უსაუზმია.
- ერთი ჭიქა ნაღებიანი ყავა მომეცით!
გაისმა ხმა იმ კუთხიდან, სადაც წითურთმიანი იჯდა. გარ-
სონმა მეგრეს შეხედა, მხრები გაკვირვებით აიჩეჩა და პატა-
რა სარკმელში გადასძახა:
- ერთი ყავა ნაღებით!
შემდეგ ჩუმად უთხრა კომისარს:
- ახლა საღამომდე მაძღრად იქნება... ეგეც იმ ქალიშვი-
ლივითაა...

227
გარსონმა ნიკაპით რუს ქალზე ანიშნა.
გავიდა კიდევ ოცი წუთი. ერტენი, როგორც ჩანს, დაიღა-
ლა, იგი ტროტუარის ნაპირთან შეჩერდა. მამაკაცმა, რომე-
ლიც მანქანაში ჯდებოდა, მათხოვრად მიიჩნია და ფული გა-
უწოდა. ერტენმა უარის თქმა ვერ გაბედა. განა დარჩა მას რა-
მე ოცდაორი ფრანკიდან? თუ ჭამა მან მას შემდეგ, რაც „თეთ-
რი ყანჩიდან“ გაიქცა? ან თუ გამოიძინა სადმე?
ბარი რატომღაც იზიდავდა ერტენს. ისევ და ისევ უახლოვ-
დებოდა კარს, შიშით თვალს ადევნებდა გარსონებსა და შვე-
იცრებს, რომლებმაც არაერთხელ გააგდეს იგი. ახლა, როდე-
საც აქაურობას ხალხი აღარ აწყდებოდა, ერტენმა მოახერხა
ვიტრინასთან მისვლა. სახით მიეკრო მინას, ცხვირი გაუბ-
რტყელდა, პატარა თვალებს მოუსვენრად აცეცებდა ბარის
დარბაზში, წითურთმიანი ყავას სვამდა და ფანჯრისკენ არც კი
იცქირებოდა, მაგრამ რატომ მოეჩვენა მეგრეს მის თვალებში
ისევ დაცინვა?
შიკრიკმა ბიჭუნამ ერტენს დაუღრიალა და კონკია ფეხის
თრევით მორჩილად განზე გადგა. ამ დროს მოსული ტაქსი-
დან გადმოვიდა ბრიგადირი ლუკასი, გაკვირვებით მიმოიხე-
და, დაცარიელებულ ბარში შევიდა და გაოცებული სახით
მიუახლოვდა მეგრეს.
- დამიბარეთ, უფროსო?
- რას დალევ? - ჰკითხა მეგრემ და ჩურჩულით დაუმატა:
ქუჩაში გაიხედე...
რამდენიმე წამს ლუკასი დაჟინებით უცქეროდა კონკიას
სილუეტს. მას სახე გაუბრწყინდა.
- აი, ეს მესმის! დავიჯერო, თქვენ მოახერხეთ...

228
- მე არაფერი მომიხერხებია. ბარმენ, კონიაკი!
რუსმა ქალმა ძლიერი აქცენტით წარმოთქვა:
- გარსონ! „ილუსტრასიონი“ მომეცით... და ბოტენის ცნო-
ბარიც...
- დალიე ერთი სირჩა, ძმობილო ლუკას... შენ ხომ მაგის
დევნა მოგიხდება, ხომ ასეა?
- როგორ გგონიათ, კომისარო, უკეთესი არ იქნებოდა,
რომ... ლუკასმა ხელი დაირტყა ჯიბეზე, რომელშიც ხელბორ-
კილი ედო.
- არა, ჯერ ადრეა... წადი!..
მეგრე მშვიდ სახეს ინარჩუნებდა, მაგრამ იმდენად ღელავ-
და, რომ კინაღამ შემოეფშხვნა ჭიქა, რომლითაც სვამდა.
როგორც ჩანდა, წითურთმიანი წასვლას არ აპირებდა. იგი
არ კითხულობდა, არ წერდა და თითქოს არაფერი აინტერე-
სებდა. ქუჩაში კი ჟოზეფ ერტენი ისევ ისე ტკეპნიდა ადგილს.
დღის ოთხი საათისთვის მდგომარეობა არ შეცვლილა, თუ
არ ჩავთვლით იმას, რომ ლტოლვილი კარს მოსცილდა, სკამ-
ზე ჩამოჯდა და ბარს მზერას არ აშორებდა.
მეგრე უმადოდ ჭამდა სანდვიჩს, რუსმა ქალმა გულმოდგი-
ნედ შეიღება პირისახე და წავიდა.
ახლა დაცარიელებულ ბარში მხოლოდ წითურთმიანიღა
დარჩა. ერტენმა ქალს არავითარი ყურადღება არ მიაქცია.
ბარში შუქი აანთეს, თუმცა ქუჩაში ფარნები ჯერ კიდევ ჩაბნე-
ლებული იყო.
მაღაზიიდან ღვინით სავსე ყუთები მოიტანეს, გარსონები
აჩქარებით გვიდნენ იატაკს.

229
უცებ იმ კუთხიდან, სადაც წითურთმიანი იჯდა, ლამბაქზე
კოვზის დარტყმის მკვეთრი ხმა მოისმა. ბარმენმა და მეგრემ
გაკვირვებით მიმოიხედეს. ერთ-ერთმა გარსონმა, რომელიც
არც კი შეეცადა ღარიბი მუშტრისადმი თავისი სიძულვილის
დამალვას, ადგილიდან აუდგომლად გადასძახა:
- მაწონი და ნაღებიანი ყავა? სამი და ერთ-ნახევარი, სულ
ოთხი ფრანკი და ორმოცდაათი ღირს.
- მაპატიეთ, ჯერ არ დამიმთავრებია. შავხიზილალიანი
სანდვიჩები მომიტანეთ.
წითურის ხმა წყნარად ჟღერდა, მეგრემ სარკეში დაინახა
მისი ნახევრად დახუჭული დამცინავი თვალები.
ბარმენი სარკმელთან მივიდა:
- ერთი სანდვიჩი შავი ხიზილალით!
- არა, სამი, - შეუსწორა წითურმა.
- სამი სანდვიჩი შავი ხიზილალით!
ბარმენმა უნდობლად გადახედა მუშტარს და გესლიანად
შეეკითხა:
- რუსული არაყიც გნებავთ?
- რასაკვირველია, არაყიც.
მეგრე ცდილობდა გაეგო, რა მოხდა. წითურს ვეღარ იც-
ნობდით, მისი უმოძრაობისგან კვალიც არ დარჩენილიყო.
- სიგარეტიც მომიტანეთ! დაიძახა მან.
- „მერილენდი“?
- არა, „აბდულა“.
მან სიგარეტს მოუკიდა და არყისა და სანდვიჩების მოლო-
დინში სიგარეტის კოლოფზე რაღაცის ხატვას შეუდგა. როდე-

230
საც შეკვეთა მოართვეს, მან იგი ისე სწრაფად გაანადგურა,
რომ გარსონმა თავის ადგილამდე მისვლაც ვერ მოასწრო.
წითურთმიანი წამოდგა.
- ოცდაათი ფრანკი სანდვიჩები, - ითვლიდა გარსონი, -
თორმეტი ფრანკი არაყი... ოცდაორი - სიგარეტი... ამას მივუ-
მატოთ ოთხი და ორმოცდაათი - ყავისა და მაწვნის ფასი...
- მე მგონი, ამას ხვალ გადაგიხდით.
მეგრე მოიღუშა. თავისი ადგილიდან იგი ხედავდა ჟოზეფ
ერტენს, რომელიც ისევ სკამზე იჯდა.
- მოიცადეთ! მოგიწევთ, ამის შესახებ დირექტორს მოახსე-
ნოთ!
წითურთმიანმა თავი დაუკრა, დაჯდა და ელოდებოდა. გა-
მოჩნდა სმოკინგში გამოწყობილი დირექტორ-განმკარგულე-
ბელი.
- რაშია საქმე?
- ამ ბატონს ხვალ სურს ვალის გადახდა. სამი სანდვიჩი ხი-
ზილალით, სიგარეტი „აბდულა“ და სხვა... სამოცდარვა
ფრანკი და ორმოცდაათი...
წითურთმიანი დარცხვენილი როდი ჩანდა. მან კვლავ და-
უკრა თავი, თითქოს გარსონის ნათქვამს ამოწმებსო. თვალე-
ბი დამცინავად უციმციმებდა.
- თან არ გაქვთ ფული?
- არც ერთი სანტიმი.
ამ უბანში ცხოვრობთ? შემიძლია შიკრიკი გამოგაყოლოთ.
- რა საჭიროა? არც სახლში მაქვს ფული.
- და თქვენ შავი ხიზილალა მოითხოვეთ?

231
დირექტორ-განმკარგულებელმა ტაში შემოჰკრა. მოირბი-
ნა უნიფორმაში გამოწყობილმა ბიჭუნამ.
- პოლიციელი მოიყვანე!
ყველაფერი წყნარად, აყალმაყალის გარეშე ხდებოდა.
- დარწმუნებული ხართ, რომ ფული არ გაქვთ?
- მე უკვე გითხარით...
გაიგონა თუ არა ეს, შიკრიკი მაშინვე გაიქცა, მეგრე ადგი-
ლიდან არ იძროდა. დირექტორი ფანჯარასთან იდგა და მონ-
პარნასის ბულვარზე მიმავალ ბრბოს გულგრილად გასცქე-
როდა.
ბარმენი ბოთლებს ალაგებდა და მეგრეს ეშმაკურად გადა-
ხედავდა ხოლმე. სამი წუთიც არ გასულა, რომ შიკრიკი დაბ-
რუნდა. ორი პოლიციელი, რომელთაც თავიანთი ველოსიპე-
დები ქუჩაში დატოვეს, კვალდაკვალ შემოჰყვა ბარში.
ერთ-ერთმა მათგანმა იცნო კომისარი და მისკენ წამოს-
ვლა დააპირა, მაგრამ მეგრემ გაფრთხილების ნიშნად თითი
ასწია. დირექტორ-განმკარგულებელი კი ამ დროს ლაკონიუ-
რად და გულგრილად ამბობდა:
- ამ ბატონმა შავი ხიზილალა, ძვირფასი სიგარეტი და კი-
დევ ზოგი რამ დაგვიკვეთა, ახლა კი ფულის გადახდაზე უარს
ამბობს.
- ფული არ მაქვს, - გაიმეორა წითურთმიანმა.
უფროსმა პოლიციელმა, რომელიც მეგრეს ნიშანს და-
ემორჩილა, წარმოთქვა:
- მაშ ასე, ყველაფერს პოლიციაში აგვიხსნით. მოგვყევით.
- თითო სირჩა, ბატონებო? - შესთავაზა დირექტორმა.
- გმადლობთ.

232
ბინდი სქელ ნისლად შემოეხვია მონპარნასის ბულვარზე
მოძრავ ტრამვაებს, ავტობუსებსა და ხალხის ბრბოს. დაპა-
ტიმრებულმა ახალ სიგარეტს მოუკიდა და გამომშვიდობების
ნიშნად მეგობრულად დაუქნია ხელი ბარმენს. მეგრეს რომ
ჩაუარა, მასზე მძიმე მზერა შეაჩერა.
- ნაბიჯი გადადგით, ცოცხლად! აბა, აყალმაყალის გარეშე!
წითურთმიანი და პოლიციელები ქუჩაში გავიდნენ. დირექ-
ტორ-განმკარგულებელი დახლთან მივიდა.
- ყური მიგდე, ბობ, ეგ არ იყო, ამას წინათ რომ გაიყვანეს
აქედან?
- ეგ იყო! - დაუდასტურა ბარმენმა. დილის რვა საათიდან
საღამოს რვა საათამდე ზის ჩვენთან და მთელი დღის განმავ-
ლობაში, ჩვეულებრივ, ორ ნაღებიან ყავას დაგვიკვეთს ხოლ-
მე.
მეგრე ბარის კართან მივიდა და დაინახა, როგორ წამოხტა
ჟოზეფ ერტენი თავისი ადგილიდან და გაშეშდა. იგი თვალს
არ აცილებდა პოლიციელებს, რომლებსაც ხიზილალის მოყ-
ვარული მიჰყავდათ. მისი სახის დანახვა მეგრემ ვერ შეძლო -
ბინდი სწრაფად სქელდებოდა. როდესაც პოლიციელები და
წითურთმიანი იქაურობას ასი ნაბიჯით დასცილდნენ, ერტენი
შემოტრიალდა და სხვა მიმართულებით წავიდა. ბრიგადირი
ლუკასი მას ოდნავ მოშორებით გაჰყვა.
- მე კრიმინალური პოლიციიდან ვარ! - თქვა კომისარმა,
როდესაც ბარში დაბრუნდა, - ვინ იყო ის კაცი?
- მგონი, მისი გვარია რუდეკი... ის ჩვენს მისამართზე იღე-
ბს წერილებს... მისთვის სპეციალური ვიტრინა გვაქვს...
- რა საქმიანობას ეწევა?

233
- არაფერს. მთელი დღეები ბარში ზის. რაღაცას წერს, რა-
ღაცაზე ოცნებობს...
- თქვენ იცით, სად ცხოვრობს?
- არა.
- მეგობრები თუ ჰყავს?
ჯერ არასოდეს დამინახავს, რომ ვინმე გამოლაპარაკებო-
და. მეგრემ ფული გადაიხადა, გამოვიდა და ტაქსი მოიხმო.
- რაიონის კომისარიატში წამიყვანეთ.
როდესაც იქ მივიდა, რუდეკი უკვე სკამზე იჯდა და ელოდე-
ბოდა, როდის მოიცლიდა კომისარი. მის გარდა შენობაში იმ-
ყოფებოდა რამდენიმე უცხოელი, რომლებიც ბინადრობის
მოწმობათა მისაღებად მოსულიყვნენ. მეგრე კარზე დაუკაკუ-
ნებლად შევიდა კაბინეტში კომისართან, რომელიც ახალგაზ-
რდა ქალს უსმენდა. ქალი შუა ევროპის რამდენიმე ენას ერ-
თმანეთში ურევდა და ამგვარად ცდილობდა აეხსნა, რომ მას
განძეული მოპარეს.
- თქვენ აქ ხართ, კოლეგა? - გაიკვირვა კომისარმა.
- ჯერ ქალბატონი გაუშვით...
- იგი უკვე ნახევარი საათია მიამბობს, მე კი მისი ახსნა-
განმარტებიდან ერთი სიტყვაც ვერ გავიგე.
მეგრემ არც კი გაიღიმა. უცხოელი ჯავრობდა, ისევ და ისევ
იმეორებდა თავის მონაყოლს და თითებს ფარჩხავდა, რომ-
ლებზედაც ბეჭდები აღარ ჰქონდა.
ბოლოს, როდესაც იგი გავიდა, მეგრემ წარმოთქვა:
- თქვენთან მოიყვანენ ვინმე რუდეკს, თუ არ ვიცი, რა
ჰქვია... მე აქ ვიქნები. ისე მოაწყვეთ, რომ ღამე თქვენთან გა-
ათიოს, შემდეგ კი გაუშვით.

234
- რა ჩაიდინა?
- ხიზილალით გამოძღა და ფულის გადახდაზე უარი განაც-
ხადა.
- რომელ კაფეში?
- „გუმბათში“.
კომისარმა ზარი დარეკა.
- რუდეკი შემოიყვანეთ.
წითურთმიანი ისე შემოვიდა კაბინეტში, თითქოს თავის
სახლში შებრძანდაო. კომისრის მაგიდის წინ ჯიბეებში ხე-
ლებჩაწყობილი გაჩერდა და მომლოდინე მზერით უცქეროდა
პოლიციელებს.
ტუჩებზე უნიათო ღიმილი დასთამაშებდა.
- თქვენ იმიტომ დაგაკავეს, რომ ფულის გადახდაზე უარი
განაცხადეთ?
წითურთმიანმა დაადასტურა ეს და ჯიბიდან სიგარეტი
ამოიღო. გაცოფებულმა კომისარმა იგი ხელიდან გამოჰგლი-
ჯა.
- რის განცხადებას ინებებთ?
- სრულიად არაფრის.
- სად ცხოვრობთ? რითი ირჩენთ თავს?
წითურთმიანმა ჯიბიდან გაქონილი პასპორტი ამოიღო და
მაგიდაზე დადო.
- იცით თუ არა თქვენ, რომ შესაძლოა თხუთმეტი დღით ცი-
ხეში ჩაგსვან?
- პირობით! - დარწმუნებით შეუსწორა კომისარს წითურ-
თმიანმა, - თქვენ ადვილად დაადგენთ იმას, რომ უწინ არასო-
დეს ვყოფილვარ პასუხისგებაში მიცემული.

235
- აქ წერია, რომ თქვენ სტუდენტ-მედიკოსი ხართ. ეს მარ-
თალია?
- თქვენთვის, ალბათ, ცნობილია პროფესორ გროლეს სა-
ხელი? იგი უთუოდ დაადასტურებს, რომ მისი საუკეთესო მო-
წაფე ვიყავი.
რუდეკი მეგრესკენ შემოტრიალდა და ოდნავ შესამჩნევი
აბუჩად ამგდები კილოთი წარმოთქვა:
- მე ვფიქრობ, მოსიე პოლიციიდანაა?

VI
სამიკიტნო ნანდში

მადამ მეგრემ მხოლოდ ამოიოხრა, როდესაც მისი ქმარი


დილის შვიდ საათზე სახლიდან გავიდა, მაგრამ სიტყვაც არ
უთქვამს. მეგრემ თავისი ყავა ისე გადაკრა, არც კი შეუმჩნე-
ვია, რომ ცოტათი მიმწვარი იყო. წინადღით დაახლოებით
პირველ საათზე დაბრუნდა შინ და ხმის ამოუღებლად დაწვა
დასაძინებლად. დილით რომ მიდიოდა, სახეზე ჯიუტი და და-
ძაბული გამომეტყველება ჰქონდა.
პოლიციის პრეფექტურის დერეფანში შესულმა მეგრემ მა-
შინვე შეამჩნია, რომ ყველა, ვინც კი წინ ხვდებოდა - პოლი-
ციელები, ინსპექტორები და მწერლებიც კი, ცნობისმოყვარე
მზერით შესცქეროდნენ, რომელშიც აღტაცება და იქნებ სიხა-
რულიც კი იყო შერეული.
მეგრე მათ ისევე დაბნეულად ართმევდა ხელს, როგორც
ცოლს აკოცა შუბლზე წასვლის წინ. შევიდა თუ არა თავის კა-
ბინეტში, ღუმელში ნაკვერჩხალი მოჩხრიკა და წვიმისგან

236
დამძიმებული პალტო ორი სკამის საზურგეზე გადაფინა. შემ-
დეგ ტელეფონს მიუახლოვდა.
- მონპარნასის კვარტალის კომისარიატთან დამაკავში-
რეთ! - სთხოვა მან ტელეფონისტ ქალს, თან გაბნეულ ქაღალ-
დებს ჩიბუხის ქშუტუნით ალაგებდა საწერ მაგიდაზე.
- ალო!.. ვის ვესაუბრები?.. მორიგე ბრიგადირი ხართ? კო-
მისარი მეგრე გელაპარაკებათ, კრიმინალური პოლიცი-
იდან... გაუშვით რუდეკი?.. რა?.. ერთი საათის წინ?.. იქნებ
იცით, ინსპექტორი ჟანვიე თუ გაჰყვა კვალდაკვალ?.. დიახ?..
თქვენ ამბობთ, რომ საერთოდ არ უძინია? მთელი კოლოფი
სიგარეტი მოსწია?.. ასე, მადლობელი ვარ... გმადლობთ, არ
ღირს... ნუ შეწუხდებით. დამატებითი მასალა თუ დამჭირდა,
თვითონ მოვალ თქვენთან...
მეგრემ ჯიბიდან ამოიღო რუდეკის პასპორტი, რომელიც
წინა დღით თან გაიყოლა. რუხი წიგნაკის ყველა გვერდი
შტამპებითა და ვიზებით იყო აჭრელებული.
იან რუდეკი, ოცდახუთი წლის, დაიბადა ქალაქ ბრნოში.
მამა უცნობია. ვიზების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, იგი ბერ-
ლინში, მაინცში, ბონში, ტურინსა და ჰამბურგში იყო ნაცხოვ-
რები.
ქაღალდებში ის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტად
ირიცხება. მისი დედა, ელისაბედ რუდეკი, რომელიც ორი
წლის წინ გარდაიცვალა, დღიური მოახლე იყო.
- რა სახსრებით ცხოვრობ? - შეეკითხა მეგრე რუდეკს წინა
საღამოს, მონპარნასის კვარტალის კომისრის კაბინეტში.
- მეც მომცემთ ნებას, შენობით მოგმართოთ? - დამცინავი
ღიმილით შეეკითხა დაკავებული.

237
- პასუხისთვის გაისარჯეთ!
- სანამ დედა ცოცხალი მყავდა, ფულს მიგზავნიდა, რომ
მესწავლა.
- მოახლის ხელფასიდან?
- დიახ! მე მისი ერთადერთი ვაჟი ვიყავი, იგი ჩემი გულის-
თვის ორივე ხელსაც გაყიდდა... გიკვირთ?
- იგი ორი წლის წინ გარდაიცვალა. მას შემდეგ რითი
ცხოვრობთ?
- შორეული ნათესავები ზოგჯერ მცირეოდენ თანხას მიგ-
ზავნიან... დროგამოშვებით ნაცნობებიც მეხმარებიან... ხან-
დახან თარგმანებზე ვმუშაობ.
- ხანდახან კი „სიფლეში“ თანამშრომლობთ?
- ვერ გამიგია, რისი თქმა გნებავთ...
მან ეს დამცინავი კილოთი წარმოთქვა და ასე უნდა გაგე-
გოთ: „შეგიძლიათ განაგრძოთ... არაფერი გამოგივათ...“
მეგრემ წასვლა გადაწყვიტა. იგი „გუმბათთან“ დაბრუნდა.
არც ჟოზეფ ერტენი, არც ბრიგადირი ლუკასი არსად ჩანდნენ.
ერთმანეთთან უხილავი ჯაჭვით მიბმულნი, ისევ დაიკარგნენ
ხმაურიან პარიზში. კომისარი ტაქსიში ჩაჯდა და მძღოლს შეს-
ძახა:
- სასტუმრო „გეორგ მეხუთე!..“
მეგრე ვესტიბიულში სწორედ იმ მომენტში შევიდა, როდე-
საც სმოკინგში გამოწყობილი უილიამ კროსბი მორიგესთან
ასდოლარიან ქაღალდს ახურდავებდა.
- თქვენ ჩემთან ხართ? - დანახვისთანავე ჰკითხა მან კომი-
სარს.
- არა... მაგრამ, იქნებ თქვენ იცნობთ რუდეკს?

238
სასტუმროს მდიდრულად მოწყობილ ჰოლში ხალხი
ირეოდა. მოსამსახურე ათ-ათად დალაგებულ ასფრანკიანი
ქაღალდების დასტებს ითვლიდა.
- რუდეკს?..
მეგრე დაძაბულად ადევნებდა თვალს ამერიკელის სახეს,
მაგრამ მასზე არაფერი ასახულა.
- არა... მაგრამ მაინც შეეკითხეთ მისის კროსბის, იგი ახ-
ლავე ჩამოვა. ჩვენ ქალაქში ვსადილობთ, მეგობრებთან...
რიცთან რაღაც საქველმოქმედო სადილი უნდა გამართონ...
ლიფტის ჯიხურიდან გამოვიდა ყარყუმის პალანტინში გახ-
ვეული სიცივით აკანკალებული მისის კროსბი და გაკვირვე-
ბით შეხედა კომისარს.
- რამე ხომ არ მოხდა?
- არა, არა, ნუ შეწუხდებით... უბრალოდ, ვინმე რუდეკს ვე-
ძებ.
- რუდეკს?.. იგი ამ სასტუმროში ცხოვრობს?..
კროსბიმ ფული ჯიბეში ჩაიდო და კომისარს ხელი გაუწო-
და.
- გვაპატიეთ, კომისარო, გვაგვიანდება.
მდიდრული მანქანა, რომელიც მათ სასტუმროსთან ელო-
დებოდა, ასფალტზე გასრიალდა.
ტელეფონი დაჟინებით რეკავდა.
- ალო!.. გამომძიებელი კომელიო აპარატთან მისვლას
სთხოვს კომისარ მეგრეს...
- უთხარით, რომ ჯერ არ მოვსულვარ...
ასე ადრე გამომძიებელს მხოლოდ სახლიდან შეეძლო და-
ერეკა. ახლა იგი, ცხადია, ხალათწამოსხმული საუზმობს და

239
დილის გაზეთებს ათვალიერებს... როგორც ყოველთვის, ალ-
ბათ, ნერვიულად უთრთის თხელი ტუჩები.
- ეი, ჟან! სხვას ხომ არავის დაურეკავს ჩემთან?.. რა თქვა
გამომძიებელმა?
- რომ მოსვლისთანავე დაურეკოთ მას... იგი ცხრა საათამ-
დე შინ იქნება, შემდეგ კი - პროკურატურაში... ალო?.. მოით-
მინეთ! კომისარი მეგრე გნებავთ? მას ვაძლევ ყურმილს, მუ-
სიე ჟანვიე...
მეგრემ ყურმილი აიღო.
- თქვენ ხართ, კომისარო?
- ის, რა თქმა უნდა, გაქრა?
- გაქრა! ვერაფერი გამიგია! მისგან ოც ნაბიჯში ვიყავი...
- ასე... შემდეგ!
- თვითონაც არ ვიცი, როგორ შეიძლებოდა ასე მომხდარი-
ყო... სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მხედავდა...
- შემდეგ...
- ჯერ ქუჩებში უმიზნოდ დაეხეტებოდა... შემდეგ მონპარნა-
სის ვაგზალზე წავიდა... სწორედ ამ დროს საგარეუბნო მატა-
რებლები მოდიან, მე მივუახლოვდი, რომ ხალხის ბრბოში არ
დამკარგოდა...
- ის კი მაინც დაიკარგა?
- დიახ, მაგრამ ბრბოში კი არა! ვაგონში ავარდა, თუმცა ბი-
ლეთი არ აუღია... სანამ კონტროლიორს ვეკითხებოდი, საით
მიდიოდა მატარებელი, იგი, როგორც ჩანს, მეორე კარიდან
გამოვიდა, რადგან, როცა ვაგონში შევედი, იქ აღარ დამ-
ხვდა...
- დალახვროს ეშმაკმა!

240
- ახლა რაღა ვქნა?
- კაფე „გუმბათის“ ბარში წადი და იქ დამელოდე... ნურა-
ფერს გაიკვირვებ და რაც მთავარია, ნუ ღელავ...
- გეფიცებით, კომისარო...
ინსპექტორი ჟანვიე სულ ოცდახუთი წლის იყო. მას ხმა ისე
უთრთოდა, როგორც პატარა ბიჭუნას, ყოველ წუთს მზად იყო,
აქვითინებულიყო.
- ჰო, კარგი. ახლავე მოვალ...
მეგრემ ყურმილი დაკიდა და ისევ აიღო.
- სასტუმრო „გეორგ მეხუთე“... მორიგე ბრძანდებით?..
მისტერ უილიამ კროსბი თავისთან არის?.. არა, არა, ნუ შე-
აწუხებთ... ბოდიში, რომელ საათზე დაბრუნდა? დაახლოებით
ოთხ საათზე?.. მისის კროსბისთან ერთად და გთხოვათ, თერ-
თმეტზე ადრე არ გამაღვიძოთო?.. ასე, დიდი მადლობა... არა,
ნურაფერს ნუ გადასცემთ, დღისით მე თვითონ ვნახავ მას...
მეგრე არ ჩქარობდა. მან ჩიბუხი დატენა და გასინჯა, საკ-
მარისი იყო თუ არა ღუმელში ნახშირი. ადამიანს, რომელიც
კომისარს ცუდად იცნობდა, შეიძლება მოსჩვენებოდა, რომ
მეგრე თავის თავშია დარწმუნებული და განუხრელად მიის-
წრაფვის დასახული მიზნისკენ.
მხრებში გაშლილი, იგი ჭერში უშვებდა კვამლის ბოლ-
ქვებს. შემოსულ მდივანს, რომელმაც გაზეთები მოიტანა,
მეგრე მხიარული ხუმრობით შეეგება. მაგრამ, როგორც კი
მარტო დარჩა, მაშინვე ტელეფონის ყურმილს დაავლო ხელი.
- ალო! ბრიგადირ ლუკასს ხომ არ დაურეკავს ჩემთვის?
- ჯერ არა, ბატონო კომისარო...

241
მეგრემ ჩიბუხის ტარს კბილები მოუჭირა. დილის ცხრა სა-
ათი იყო. გუშინ დღის ხუთ საათზე ჟოზეფ ერტენი რასპაის
ბულვარიდან წავიდა და ბრიგადირი ლუკასიც თან გაჰყვა.
ნუთუ ლუკასმა ვერ მოახერხა, რომ დაერეკა ან რომელიმე
პოლიციელის მეშვეობით ბარათი გადმოეცა?..
მეგრემ თითქოს ის-ის იყო ჩასახული შიში განდევნა და
დიუფურს დაურეკა. დიუფურმა ყურმილი აიღო.
- როგორ არის საქმე, დიუფურ?
- გმადლობთ, კომისარო, უკვე ოთახში დავდივარ. ვფიქ-
რობ, ხვალ სამსახურში გავიდე. დიდი ნაიარევი კი დამრჩება.
გუშინ ექიმმა სახვევი მომხსნა და როგორც იქნა, დავინახე...
გაუგებარია, როგორ არ გამიტეხა თავი... იპოვეთ იგი?
- ნუ ღელავ, ვიპოვით... მე გავთიშავ, თორემ ახლა შეიძ-
ლება კომუტატორმა გამომიძახოს, ზარს ველოდები...
კაბინეტში აუტანლად ცხელოდა, რკინის ღუმელი წითლად
ვარვარებდა. მეგრე არ შემცდარა: თითქმის მაშინვე ზარი გა-
ისმა და ყურმილში ბრიგადირ ლუკასის ხმა გაიგონა.
- ალო! თქვენ ხართ, უფროსო?.. ნუ გაგვთიშავთ, მადმუ-
აზელ... პოლიციაა? ალო!.. ალო!..
- გისმენ, ლუკას... სად იმყოფები?
- მორსანში ვარ...
- სად?
- არის სენის ნაპირზე ასეთი სოფელი, პარიზიდან ოცდათ-
ხუთმეტი კილომეტრის დაშორებითაა...
- ის სადღა არის?
- ნუ ღელავთ... თავის სახლშია...
- მორსანი ახლოსაა ნანდთან?

242
- ოთხ კილომეტრზეა... არ მინდოდა ნანდიდან დამერეკა,
რომ არ დამეფრთხო... ისეთი ღამე იყო, უფროსო!..
- ის ჯერ პარიზში დამატარებდა, უკვე ვიფიქრე, რომ ეს
არასოდეს გათავდებოდა... როგორც ჩანს, თვითონაც არ
იცოდა, საით უნდა წასულიყო... საღამოს რვა საათზე გადაწ-
ყვიტა რეომიურის ქუჩაზე უფასო სუპის რიგში ჩამდგარიყო...
რიგში თითქმის ორ საათს იდგა...
- ესე იგი, ფული აღარ აქვს...
- შეჭამა თუ არა, მაშინვე განაგრძო სვლა... ეს განსაცვიფ-
რებელია, მაგრამ ყმაწვილი, როგორც ჩანს, სენაზეა შეყვარე-
ბული... ერთი ნაბიჯითაც არ მოსცილებია მას... ალო!.. ნუ
გაგვთიშავთ, მადმუაზელ... გესმით ჩემი, უფროსო?
- იგი სანაპიროთი შარანტონამდე მივიდა... მეგონა, ხიდის
ქვეშ დაწვებოდა დასაძინებლად... ის ხომ ფეხზე ძლივს იდგა!
მაგრამ ალბათ, ორმაგი ძარღვები აქვს... შარანტონიდან ალ-
ფორვილისკენ გაემართა, იქიდან კი ვილნიოვ-სენ-ჟორჟის-
კენ დაიძრა... ჩამობნელდა, გზები წვიმით იყო გადარეცხი-
ლი... ყოველ ნახევარ წუთში მანქანები გვისწრებდნენ... ერ-
თი სიტყვით, თუ კიდევ როდისმე განმეორდება ასეთი რამ...
- შენ იმავეს გააკეთებ! შემდეგ.
- სულ ეს არის!.. ჩვენ ოცდათხუთმეტი კილომეტრი გავი-
არეთ! გესმით? წვიმა სულ უფრო ძლიერდებოდა!.. ის ყმაწვი-
ლი კი ვერაფერს ამჩნევდა. ისე გავწვალდი, რომ კორბეის-
თან კინაღამ ტაქსიში ჩავჯექი... დილის ექვს საათზე კვლავ
მივაბიჯებდით, მართალია, ჩვენ უკვე გადავკვეთეთ ტყე, რო-
მელიც მორსანსა და ნანდს შორის მდებარეობს...
- იგი კარიდან შევიდა სახლში?

243
- თქვენ იცით ეგ სამიკიტნო? სრულიად ჩვეულებრივი და-
წესებულებაა მძღოლებისთვის: აჭმევენ, ყიდიან თამბაქოს,
გაზეთებსა და სასმელს... მგონი, გალანტერეასაც კი... მან
ვიწრო შესახვევში გაუხვია და კედელზე გადაძვრა... შემდეგ
შევიდა ფარდულში, სადაც, როგორც ჩანს, ღამით საქონელს
შერეკავენ ხოლმე.
- სულ ეს არის?
- თითქმის... ნახევარი საათის შემდეგ მოხუცმა ერტენმა
დარაბები და თავისი დუქანი გააღო... იგი სრულიად მშვიდი
იყო. მე ერთი ჭიქა სასმლის დასალევად შევედი და არავითა-
რი აღელვება არ დასტყობია. აქ ბედმა გამიღიმა, ადგილობ-
რივ ჟანდარმს შევხვდი, რომელიც ველოსიპედით მიდიოდა...
ვუბრძანე, საბურავი გაეხვრიტა და ამ საბაბით ჩემ მოსვლამ-
დე დარჩენილიყო დუქანში...
- ყოჩაღ!
- ასე ფიქრობთ?.. თქვენ არხეინად ზიხართ მანდ სითბოში,
მე კი ყურებამდე ტალახში ამოვითხუპნე... ფეხსაცმელი სულ
დამისველდა... პერანგიც ლამის დამილპა... რა ვქნა?
- ჩემოდანი, რა თქმა უნდა, არ გაქვს...
- ჩემოდანიღა მაკლია...
- დუქანში დაბრუნდი... იქ რაც გინდა, ის მოჩმახე... თქვი,
რომ ელოდები ამხანაგს, რომელთანაც პაემანი გაქვს დანიშ-
ნული...
- თქვენ ჩამოხვალთ?
- ჯერ არ ვიცი. მაგრამ იცოდე: ერტენი თუ კიდევ ერთხელ
დაგვემალა, მაშინ ალბათ ჯოჯოხეთი მომელის.

244
მეგრემ ყურმილი დადო და ირგვლივ დაბნეულად მიმოი-
ხედა. შემდეგ კარი გამოაღო და მდივანი მოიხმო:
- ყური მიგდე, ჟან... როგორც კი აქედან გავალ, გამომძიე-
ბელ კომელიოს დაურეკე და უთხარი... ჰმ... უთხარი, რომ
ყველაფერი კარგად მიდის და რომ საქმის კურსში ვამყო-
ფებ... გასაგებია?.. და თავაზიანად... რაც შეიძლება თავაზია-
ნი სიტყვებით...
თერთმეტ საათზე კომისარი კაფე „გუმბათთან“ ტაქსიდან
გადმოვიდა. შევიდა თუ არა ბარში, მაშინვე დაინახა ინსპექ-
ტორი ჟანვიე. როგორც ყველა დამწყები, ჟანვიეც ცდილობდა
ძალდაუტანებელი იერი მიეღო და სახეზე გაზეთი აეფარები-
ნა, მაგრამ ემჩნეოდა, რომ არ კითხულობდა.
მოპირდაპირე კუთხეში ნაღებიან ყავას დაუდევრად ურევ-
და კოვზით იან რუდეკი.
რუდეკს წვერი ახლად მოპარსული ჰქონდა, სუფთა ხალა-
თი ეცვა და ხუჭუჭა თმა უფრო გულმოდგინედ დაევარცხნა.
გუშინდელი დღისგან განსხვავებით, მისი სახე თავშეკავებუ-
ლი სიხარულით გასხივოსნებულიყო.
ბარმენმა ბობმა იცნო მეგრე და გამაფრთხილებელი ნიშ-
ნის მიცემა დააპირა. ჟანვიეც თავის გაზეთს ამოფარებულიყო
და დიდმნიშვნელოვნად იმანჭებოდა, მაგრამ რუდეკმა მათი
მანევრები გააბათილა და პირდაპირ მეგრეს მიმართა:
- ჩამოჯექით ჩემთან... რით გაგიმასპინძლდეთ?..
რუდეკი თავაზიანად წამოდგა. ოდნავ შესამჩნევად გაიღი-
მა, გამხდარი სახის ყოველი ნაკვთი მის არაჩვეულებრივ,
მახვილ ჭკუაზე მეტყველებდა.

245
მეგრე, დიდი და ძონძროხი, რუდეკის მაგიდას მიუახლოვ-
და. იგი სკამის ზურგს ისეთი ძალით ჩაეჭიდა, რომ კინაღამ
დაამსხვრია, და ჩამოჯდა.
- თქვენ უკვე გამოგიშვეს? - შეეკითხა კომისარი და თან
განზე იცქირებოდა.
- ის ბატონები მეტად თავაზიანად მომექცნენ. მომრიგებე-
ლი მოსამართლის წინაშე, სულ ცოტა, თვე-ნახევრის შემდეგ
წარვდგები, მათ ხომ უჩემოდაც ბევრი საქმე აქვთ... მაგრამ
ყავის დალევა უკვე გვიანია... რას იტყვით ერთ სირჩა რუსულ
არაყსა და ხიზილალიან სანდვიჩზე? ბარმენ!
ბარმენი ყურებამდე გაწითლდა, ვერ გადაეწყვიტა ამ უც-
ნაური სტუმრის მომსახურება.
- ვიმედოვნებ, წინასწარ გადახდას არ მაიძულებთ? რო-
გორც ხედავთ, დღეს მეგობრებთან ერთად ვსაუზმობ... - გა-
ნაგრძობდა რუდეკი.
იგი მეგრესკენ მიბრუნდა.
- ამ ბატონებს არაფერი ესმით... როდესაც ნახევარი სა-
ათის წინ აქ მოვედი, არ უნდოდათ, რომ მომმსახურებოდნენ,
წარმოგიდგენიათ? გარსონმა დაუყოვნებლივ მოიწვია დი-
რექტორი... მან კი წინადადება მომცა, რომ აქედან გავთრეუ-
ლიყავი... იძულებული შევიქენი, მათთვის ფული მეჩვენები-
ნა... როგორ ფიქრობთ, განა ეს ძალზე სასაცილო არ არის?..
იგი სერიოზულად და ჩაფიქრებით ლაპარაკობდა.
- ყურადღება მიაქციეთ, მე რომ რომელიმე პატარა მსა-
ხიობი ან მოცეკვავე ვყოფილიყავი მათი რიგებიდან, ვინც გუ-
შინ აქ ნახეთ, შეუზღუდავ კრედიტს მომცემდნენ, მაგრამ მე
ღირსეული ადამიანი ვარ, გამიგეთ, კომისარო?.. მე და თქვენ

246
უნდა ვისაუზმოთ... შესაძლოა ყველაფერს ვერ მიხვდეთ, მაგ-
რამ მგონია, რომ თქვენ მოაზროვნე ადამიანთა უმნიშვნელო
რიცხვს ეკუთვნით...
ბარმენმა ხიზილალიანი სანდვიჩები მოიტანა, მან თავი ვე-
ღარ შეიკავა და მეგრეს დიდმნიშვნელოვანი მზერა შეავლო.
- სამოცი ფრანკი...
რუდეკმა ჩაიცინა. კუთხეში კვლავ ეფარებოდა მხსნელ გა-
ზეთს ინსპექტორი ჟანვიე.
- ერთი კოლოფი სიგარეტი „აბდულა“! - ბრძანა რუდეკმა.
როდესაც გარსონმა სიგარეტი მოიტანა, მან პიჯაკის გარე-
თა ჯიბიდან დაუდევრად ამოიღო დაჭმუჭნილი ათასფრანკია-
ნი კუპიურა და მაგიდაზე დააგდო.
- მაშ ასე, კომისარო, რაზე ვლაპარაკობდით? თუმცა, მაპა-
ტიეთ, ანაზდად გამახსენდა, რომ ჩემს მკერავს უნდა დავურე-
კო.
ტელეფონის ჯიხურები ბარის სიღრმეში იდგა, სადაც მე-
ორე გასასვლელი იყო. მეგრე ადგილიდან არ დაძრულა. სა-
მაგიეროდ, ჟანვიე, თითქოს უბრძანესო, წამოდგა და რუდეკს
გაჰყვა.
წუთის შემდეგ ორივენი დაბრუნდნენ: წინ რუდეკი მოდი-
ოდა, მის უკან კი - ჟანვიე. ინსპექტორის თვალების გამომეტ-
ყველებაზე მეგრე მაშინვე მიხვდა, რომ რუდეკმა ნამდვილად
მკერავს დაურეკა.

VII - ბიჭუნა
- კომისარო, თუ ინებებთ, ერთ ძვირფას რჩევას მოგცემთ,
- რუდეკმა ხმას დაუწია და თანამოსაუბრისკენ დაიხარა. -

247
იცოდეთ, წინასწარ ვიცი ყველა თქვენი აზრი... მაგრამ ეს
სრულებით არ მაწუხებს... აი, ჩემი აზრი ან, თუ გნებავთ, რჩე-
ვა... დაანებეთ თავი ამ საქმეს! წინააღმდეგ შემთხვევაში,
თქვენ უსიამოვნო ისტორიაში გაებმებით...
მეგრე უძრავად იჯდა და წინ იცქირებოდა.
- თქვენ ასე ზედიზედ დაუშვებთ შეცდომებს, ვინაიდან არა-
ფერი გესმით... - განაგრძობდა ჩეხი.
რუდეკი, ცოტა არ იყოს, ღელავდა, მაგრამ ეს მღელვარება
თავშეკავებული და ძნელად შესამჩნევი იყო. მეგრემ ყურად-
ღება მიაქცია მის გრძელ, საოცრად თეთრ, ჭორფლიან ხე-
ლებს, თითქოს ისინიც საუბარში მონაწილეობდნენ.
- მხედველობაში იქონიეთ, რომ თქვენს პროფესიულ ოს-
ტატობაზე დიდი წარმოდგენა მაქვს... თქვენ თუ გაიხლართეთ
და შეცდომები დაუშვით, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ სა-
ფუძვლად არასწორი მონაცემები მიიჩნიეთ... ესე იგი, ყოვე-
ლივე დანარჩენიც ცრუ კვალს გაჰყვა, ხომ ასეა?.. ამიტომ
ყველაფერი, რასაც თქვენ მომავალში მიაღწევთ, მცდარი იქ-
ნება... მე შემიძლია ჩამოვთვალო თქვენ მიერ დაშვებული
შეცდომები, რაც შეიძლებოდა, გამოძიების საფუძველი გამ-
ხდარიყო. მაგალითად... აღიარეთ, რომ თქვენ არც კი გიფიქ-
რიათ იმ საიდუმლო როლის შესახებ, რომელსაც ამ ამბავში
სენა ასრულებს: ვილა სენ-კლუ დგას სენის ნაპირას. მოსიე-
ლე-პრენსის ქუჩა სენიდან ხუთასიოდე მეტრის დაშორებით
მდებარეობს. ბისტრო „თეთრი ყანჩა“, სადაც, თუ გაზეთებს
ვერწმუნებით, გაქცევის შემდეგ მიიმალა მკვლელი, დგას სე-
ნასთან. ერტენი დაიბადა მელიონში, სენის ნაპირას... მისი

248
მშობლები ახლაც ცხოვრობენ ნანდში - რომელიც ისევ სენას-
თან არის...
რუდეკს სავსებით სერიოზული სახე ჰქონდა, მაგრამ თვა-
ლები დამცინავად უბრწყინავდა.
- თქვენ გაიხლართეთ, კომისარო... შესაძლოა მოგეჩვე-
ნოთ, რომ თქვენს ბადეში გაბმას ვესწრაფვი. თქვენ ხომ არა-
ფერი გიკითხავთ, თვითონ წამოვიწყე ლაპარაკი ბოროტმოქ-
მედების შესახებ, რომელიც ძალიან გსურთ, მე მომაწეროთ...
მაგრამ როგორ? რატომ? ჟოზეფ ერტენთან საერთო არაფერი
მაქვს, არაფერი მაქვს საერთო კროსბისთანაც... არასოდეს
მინახავს არც მისის ჰენდერსონი, არც მისი მოახლე... ჯერჯე-
რობით თქვენ ჩემ წინააღმდეგ მხოლოდ ერთადერთი სამხი-
ლი გაქვთ - გუშინ ჟოზეფ ერტენი ბარის გარშემო დაეხეტებო-
და და თითქოს მე მითვალთვალებდა... მაგრამ ეს საკმარისი
არ არის. შესაძლოა მე მიცდიდა, შეიძლება - სხვას... მე ბარი
პოლიციელთა თანხლებით დავტოვე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ
არაფერს ნიშნავს... ვიმეორებ, ამ საქმეში გარკვევა ისეთი
ამოცანაა, რომლის ამოხსნა თქვენს ძალ-ღონეს აღემატება...
თქვენ იკითხავთ, რა როლს ვასრულებ მე ამ ამბავში? სრუ-
ლიად არავითარს... ანუ მთავარს! წარმოიდგინეთ არც ისე
სულელი, ან სულელზე უფრო ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც
ბევრი თავისუფალი დრო აქვს და რომელიც არაფრითაა და-
საქმებული. იგი მთელი დღეების განმავლობაში ფიქრობს და
აი, მიეცა საშუალება გართულიყო პრობლემით, რომელიც
მჭიდრო კავშირშია მის პროფესიასთან, რადგან კრიმინა-
ლისტიკა და მედიცინა ნაწილობრივ ემთხვევიან ერთმანეთს.

249
მეგრეს მოჩვენებითმა უყურადღებობამ, როგორც ჩანს,
გააღიზიანა რუდეკი და იგი უფრო ხმამაღლა ალაპარაკდა.
- მაშ ასე, რას მეტყვით ამაზე, კომისარო?.. ახლა ხომ მიხ-
ვდით, რომ არასწორ გზაზე დგახართ?.. არა?.. ჯერ არა? ნება
მიბოძეთ გითხრათ, რომ შეცდომა დაუშვით, როცა გამოუშ-
ვით დამნაშავე, რომელიც უკვე თქვენს ხელში იმყოფებოდა...
და არა მარტო იმიტომ, რომ თქვენ მის შემცვლელს ვერ იპო-
ვით: მას ხომ ნამდვილად შეუძლია თქვენგან წავიდეს, ხელი-
დან გაგისხლტეთ... სწორედ ამ წუთში გეუბნებოდით, რომ
თქვენი საწყისი პოზიციები მცდარი იყო... გინდათ, მე თვი-
თონ გიკარნახებთ ჩემი დაპატიმრების საბაბს?..
რუდეკმა ჭიქით არაყი გადაკრა, უკან გადაიზნიქა და ხელი
პიჯაკის ჯიბეში ჩაიყო. მან ფული ამოიღო - ასფრანკიანი ბან-
კნოტები ათ-ათ ცალად იყო შეკრული. სულ ათი დასტა იყო.
- ფული სულ ახალია, ძნელი როდია მათი წარმოშობის
დადგენა! მაშ, ეძებეთ, გაერთეთ, თუკი დასაძინებლად არ
მიბრძანდებით... რაც, გულწრფელად გირჩევთ, კარგი იქნე-
ბოდა!
რუდეკი წამოდგა. მეგრე კვლავ იჯდა, ყურადღებით ათვა-
ლიერებდა მას და კვამლის სქელ ბოლქვებს უშვებდა. ბარი
მომსვლელებით ივსებოდა.
- მაშ ასე, თქვენ მე დამაპატიმრებთ?
კომისარი პასუხის გაცემას არ ჩქარობდა, მან მაგიდიდან
აიღო ასფრანკიანი ბილეთი, შეათვალიერა და ჯიბეში ჩაიდო.
შემდეგ თვითონაც წამოდგა, მაგრამ ისე ნელა, რომ რუდეკმა
ვეღარ მოითმინა და დაიღრიჯა, კომისარი მის მხარს შეეხო.

250
ეს ისევ ძველი, ყოვლისშემძლე, თავდაჯერებული და
აღუშფოთებელი მეგრე იყო.
- მომისმინე, ბიჭუნავ...
მისი ხმის კილო, მთელი მისი გამომეტყველება მკვეთრ
კონტრასტში იყო რუდეკის კილოსთან, მის ნერვიულ, ფიცხ
მოძრაობებსა და მზერასთან, რომელშიც სულ სხვაგვარად
მოწყობილი ჭკუა გამოკრთოდა.
მეგრე თავის თანამოსაუბრეზე, სულ მცირე, ოცდახუთი
წლით უფროსი იქნებოდა და ახლა ეს ძალიან თვალში საცემი
იყო.
- მისმინე, ბიჭუნავ...
ჟანვიემ, რომელმაც ეს გაიგონა, სიცილისგან თავი ძლივს
შეიკავა, მაგრამ სიხარულის შეკავება ვერ შეძლო; მისი უფ-
როსი ისევ უწინდებური გახდა!
კომისარი კი გულკეთილად და ძალდაუტანებლად განაგ-
რძობდა:
- აი, ნახავ, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს!
მან ბარმენს თავი დაუკრა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და გა-
ვიდა.
- თითქოს ის უნდა იყოს, მაგრამ ვერ დავიფიცებ. შემოწმე-
ბა დამჭირდება! - წარმოთქვა სასტუმრო „გეორგ მეხუთის“
მოსამსახურემ, როდესაც მეგრეს მიერ მოტანილი კრედიტის
ბილეთი შეათვალიერა.
რამდენიმე წუთის შემდეგ იგი ტელეფონით დაუკავშირდა
ბანკს.
- მითხარით, იმ ასფრანკიანი ბილეთების ნომრები და სე-
რიები თუ გაქვთ ჩაწერილი, რომლებიც დილით მომეცით?

251
მან ფანქრით რაღაც ჩაინიშნა, ყურმილი ჩამოკიდა და კო-
მისარს მოუბრუნდა:
- იგივე ბილეთია!.. ვიმედოვნებ, რომ უსიამოვნო არაფერი
მომხდარა?..
- რა სათქმელია! ყველაფერი წესრიგშია... მისტერ და მი-
სის კროსბები ჯერ კიდევ თავისთან არიან?
- ისინი ნახევარი საათის წინ წავიდნენ...
- თვითონ დაინახეთ?
- სწორედ ისე, როგორც ახლა თქვენ გხედავთ...
- სასტუმროში სხვა გასასვლელიც არის?
- კიდევ ორია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი სამსახურებრი-
ვი დანიშნულებისაა...
- თქვენ თქვით, რომ მისტერ და მისის კროსბები დაახ-
ლოებით დილის სამ საათზე დაბრუნდნენ... მას შემდეგ მათ-
თან ხომ არავინ მოსულა?
სართულის მორიგემ, მოახლემ და შვეიცარმა დაადასტუ-
რეს: ცოლ-ქმარი კროსბები დილისთვის დაბრუნდნენ და
თერთმეტ საათამდე ისინი არავის შეუწუხებიაო.
- შიკრიკის მეშვეობით რაიმე პაკეტი ხომ არ გაუგზავნიათ?
- არა, არ გაუგზავნიათ.
მაგრამ დღის ოთხი საათიდან დილის შვიდ საათამდე იან
რუდეკი მონპარნასის კვარტალის პოლიციის კომისარიატში
იმყოფებოდა და გარე სამყაროსთან ურთიერთობას ვერ შეძ-
ლებდა.
დილის შვიდ საათზე იგი უკაპიკოდ გამოვიდა ქუჩაში.
დილის ათი საათისთვის კი მაგიდას უჯდა კაფე „გუმბათ-
ში“. მას ჯიბეში თერთმეტი ათასი ფრანკი ჰქონდა და ამ თან-

252
ხიდან, სულ მცირე, ათი ათასი მაინც წინადღით ჯიბეში ედო
უილიამ კროსბის...
- ნებას დამრთავთ, რომ ერთი წუთით ზევით ავიდე?
ადმინისტრატორმა უხალისოდ დართო ნება და ლიფტმა
მეგრე მეოთხე სართულზე აიყვანა. ნომერი ჩვეულებრივი
„ლუქსი“ აღმოჩნდა: ორი საწოლი ოთახი, ორი სააბაზანო,
ბუდუარი და სალონი.
საწოლები, ისევე როგორც პირველ საუზმეზე ნახმარი
ჭურჭელი, ჯერ არ იყო ალაგებული. ლაქია ამერიკელის სმო-
კინგს ჯაგრისით გულმოდგინედ წმენდდა, მეორე ოთახში კი
სკამზე გადაკიდებული იყო საღამოს გამოსასვლელი ფარჩის
კაბა.
ნომერში გაფანტული იყო სხვადასხვა წვრილმანი - ქალის
ჩანთა, პორტსიგარი, ტროსტი.
მეგრე ქუჩაში გავიდა და ბარ „რიცში“ შევიდა. მეტრდო-
ტელმა შეატყობინა, რომ ცოლ-ქმარ კროსბებსა და მისის ედ-
ნა რაიხბერგს წინა საღამოს დაკავებული ჰქონდათ მაგიდა
ნომერი 18. ისინი დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე მო-
ვიდნენ და სამის ნახევარზე წავიდნენ. რამე უცნაური მეტ-
რდოტელს არ შეუმჩნევია.
- მაშ, ეს ფული საიდანღა აქვს? - ბუტბუტებდა მეგრე, როცა
ვანდომის მოედანს კვეთდა. უცბად შეჩერდა, რომელიღაც
მანქანამ კინაღამ ბამპერი გაჰკრა.
„რა ეშმაკად მაჩვენა ისინი რუდეკმა?.. მით უმეტეს, რომ
ახლა ფული ჩემთან არის, მიდი და სცადე იმის ახსნა, როგორ
მოხვდა ჩემთან... ის კი, რასაც იგი სენის შესახებ ლაპარაკობ-
და...“

253
მეგრემ თავისთვის ანგარიშმიუცემლად გააჩერა ტაქსი.
- რამდენი დრო დაგჭირდებათ ნანდამდე? ეგ კორბეის ცო-
ტა იქით არის, - უთხრა მან მძღოლს.
- არანაკლებ ერთი საათისა... ძალიან ცუდი გზებია...
- წავედით! პირველივე თამბაქოს დუქანთან შევჩერდეთ.
მეგრე მოხერხებულად მოკალათდა მანქანის კუთხეში.
შიგნიდან შეორთქლილი მინები წვიმის წვეთებით დაიფარა.
მეგრეს უყვარდა ასეთი შესვენებები, წყნარი საათი აზვირთე-
ბული დღის შუაში. კე-დეზ-ორფევრზე, ყველასთვის ცნობილ
შავ, განიერ პალტოში მყუდროდ გახვეული, იგი ზედიზედ
ეწეოდა ჩიბუხს.
ფანჯრებს იქით გაიელვებდა ხოლმე ქალაქის გარეუბნის
პეიზაჟები, შემდეგ გამოჩნდა ოქტომბრის სევდიანი მინდვრე-
ბი. ხანდახან შიშველ ხეებს შორის მომწვანოდ მოციმციმე სე-
ნის ზედაპირი მოჩანდა.
„რუდეკს მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონოდა, რომ
დამლაპარაკებოდა და ჩემთვის ფული ეჩვენებინა: გზას აეც-
დინა გამოძიება, ახალ გართულებებში გავეხლართე... მაგ-
რამ რისთვის? რომ ერტენს გაქცევისთვის დრო მისცემოდა?..
ან უილიამ კროსბიზე ეჭვი რომ მიგვეტანა? მაგრამ მას მშვე-
ნივრად ესმის, რომ ამით თავის თავსაც ჩრდილს აყენებს“.
კომისარს გაახსენდა რუდეკის სიტყვები: „...თქვენ საფუძ-
ვლად აიღეთ არასწორი მონაცემები“...
ნათელია! მან სიტყვა იმაზე გადაუკრა, რომ მეგრემ გამო-
ძიების გაგრძელების ნებართვას მას შემდეგ მიაღწია, რაც ნა-
ფიც მსაჯულთა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა...
ვთქვათ, იგი შეცდა... მაგრამ რამდენად? არსებობს ნივთიერი

254
დასაბუთებანი, რომელთა უარყოფა არც ისე ადვილია... თუ
დავუშვებთ, რომ მისის ჰენდერსონის და მისი მოახლის
მკვლელმა ჟოზეფ ერტენის ფეხსაცმლით ისარგებლა, რათა
მისი ნაკვალევი დაეტოვებინა, თითების ანაბეჭდების მოპარ-
ვასაც ხომ ვერ შეძლებდა! ეს ანაბეჭდები კი სწორედ ისეთ
საგნებზე იყო, რომელთა გამოტანას ბოროტმოქმედების ად-
გილიდან ვერ შეძლებდნენ: ფარდებზე, ზეწრებსა და კედლებ-
ზე.
მაშ, რაში შეცდა იგი? ერტენი შუაღამისას „ცისფერ პავი-
ლიონში“ ნახეს... იგი შინ, მოსიე-ლე-პრენსის ქუჩაზე, დილის
ოთხ საათზე დაბრუნდა...
„თქვენ ერთიმეორის მიყოლებით დაუშვებთ შეცდომებს!“
- განაცხადა რუდეკმა, ასე უეცრად რომ გამოჩნდა გაცხარე-
ბული გამოძიებისას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლო-
ბაში გრძელდებოდა, და ვის შესახებაც ადრე ეჭვი არავის
გასჩენია... წინადღით „გუმბათში“ უილიამ კროსბიმ რუდეკს
ერთხელაც კი არ შეხედა. მას წარბიც არ შეუხრია, როდესაც
მეგრემ მისი სახელი წარმოთქვა... და მიუხედავად ამისა,
კროსბის ფული წითურის ჯიბეში აღმოჩნდა... და მან თვითონ
ჩათვალა საჭიროდ, რომ ამის შესახებ პოლიციისთვის ეცნო-
ბებინა. უფრო მეტიც! იგი თითქოს განზრახ პირველ პლანზე
აყენებდა თავის თავს, მთავარ როლზე აცხადებდა პრეტენზი-
ას...
„იმ მომენტიდან, რაც მან კომისარიატი დატოვა, იმ წუთამ-
დე, როდესაც იგი „გუმბათში“ დავინახე, ზუსტად ორი საათი
დრო ჰქონდა... ამ ორ საათში მან წვერი გაიპარსა, ხალათი
გამოიცვალა... და ფულიც მიიღო...“

255
ბოლოს მეგრემ, რომელსაც ძალიან სურდა საკუთარი თა-
ვის დაწყნარება, ასეთი დასკვნა გამოიტანა:
„ფულის მისაღებად მას ნახევარ საათზე ნაკლები დრო
დასჭირდებოდა... მაშასადამე, იგი ნანდში წასვლას და უკან
დაბრუნებას ვერ მოასწრებდა!..“
სოფელი ნანდი სენას დაჰყურებდა. ზევით ცივი და ძლი-
ერი აღმოსავლეთის ქარი უბერავდა, რომელიც ძირს ხრიდა
გაშიშვლებულ ხეებს. მუქი მინდვრები ჰორიზონტამდე გაწო-
ლილიყო და მათ ფონზე მხოლოდ მონადირის ფიგურა მოჩან-
და.
- სად მიგიყვანოთ? - ჰკითხა მძღოლმა და ფანჯრის მინა
ასწია.
- სოფლის შესასვლელთან გააჩერეთ... და დამელოდეთ...
სოფელში მხოლოდ ერთი გრძელი ქუჩა იყო. მის შუაგულ-
ში ერთ-ერთ სახლზე მოჩანდა წარწერა: „ევარისტ ერტენი.
სამიკიტნო“
როდესაც მეგრემ კარი შეაღო, ზარმა დაიწკარუნა. ბაზრუ-
ლი სურათებით მორთულ ვრცელ ოთახში ადამიანის ჭაჭანე-
ბა არ იყო, მაგრამ ლურსმანზე ეკიდა ბრიგადირ ლუკასის ქუ-
დი.
- ჰეი, არის აქ ვინმე!.. - დაიძახა კომისარმა.
ზემოდან გაისმა მძიმე ნაბიჯების ხმა და ხუთიოდე წუთის
შემდეგ დერეფნის ბოლოს გამოჩნდა ადამიანის ფიგურა.
მეგრემ დაინახა სამოციოდე წლის მაღალი მოხუცი, რო-
მელმაც დაჟინებული მზერა შეაგება.
- რა გნებავთ? - იკითხა მოხუცმა და იქვე დასძინა. - პოლი-
ციიდან ხართ?

256
მან ეს წარმოთქვა უნიათო ხმით, ენას ძლივს ატრიალებდა
და შემდეგ არც ერთი სიტყვა აღარ უთქვამს, მდუმარედ მი-
უთითა კიბეზე, რომელზედაც ჯერ კიდევ იდგა, და ნელი ნაბი-
ჯით შეუდგა ზევით ასვლას.
ზემოდან ყრუ ხმაური ისმოდა. კიბე მეტად ვიწრო იყო,
კედლები კირით იყო შეფეთქილი. მეგრემ ასვლისთანავე და-
ინახა ნახევრად გაღებული კარი, მის იქით კი ბრიგადირი
ლუკასი. ბრიგადირი, რომელმაც კომისრის მოსვლა ვერ შე-
ამჩნია, ფანჯარასთან თავჩაქინდრული იდგა.
თითქმის იქვე მეგრემ საწოლი, მასზე დახრილი მამაკაცი
და ძველ, ვოლტერისეულ სავარძელში მისვენებული მოხუცი
ქალი დაინახა. ოთახი საკმაოდ ვრცელი იყო. ჭერი მუხის კო-
ჭებს ეყრდნობოდა, კედლებზე შპალერი არ იყო გაკრული,
ფეხქვეშ კი ფიცრის იატაკი ჭრიალებდა.
- კარი დახურეთ! - გაღიზიანებით დაიყვირა მამაკაცმა,
რომელიც საწოლთან დახრილიყო. ეს ექიმი იყო. წითელი
ხის მრგვალ მაგიდაზე მისი იარაღებით სავსე ჩემოდანი იდო.
მეგრეს ნაღვლიანი ლუკასი მიუახლოვდა.
- ასე სწრაფად?.. როგორ მოასწარით? სულ ერთი საათის
წინ დავრეკე...
საწოლზე ჟოზეფ ერტენის უსულო სხეული იდო. ფერ-
მკრთალი, ნეკნებგამობურცული მკერდი ჰქონდა.
სავარძელში მისვენებული მოხუცი ქალი განუწყვეტლივ
კვნესოდა. მსჯავრდებულის მამა სასთუმალთან იდგა, მისი
გამოხედვა თავისი სიცარიელით შიშს ჰგვრიდა გარშემო
მყოფთ.

257
- გავიდეთ აქედან, - ჩუმად თქვა ლუკასმა. - ყველაფერს
გიამბობთ.
იგი კიბის ბაქანზე შეყოვნდა, შემდეგ პირდაპირ მდებარე
ოთახის კარი შეაღო. აქაც ყველაფერი დასალაგებელი იყო.
სკამებზე მიმოფანტული იყო ქალის ტანსაცმელი. ოთახის
ფანჯარა ეზოში გადიოდა, იქ გაწუწული ქათმები ნაკელს ქე-
ქავდნენ.
- აბა, ლუკას?
- ეს საძაგელი დილა იყო, კომისარო... თქვენ რომ დაგი-
რეკეთ, დავბრუნდი და ჟანდარმი გავუშვი... გარემოებაში
თანდათან უნდა გავრკვეულიყავი...
მოხუცი ერტენი ჩემთან ერთად დარბაზში იმყოფებოდა და
შემეკითხა, საუზმე ხომ არ გინდაო... იგი ეჭვის თვალით მიც-
ქეროდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ვთქვი, ამხა-
ნაგს ველოდები და შესაძლოა, ღამის გასათევადაც დავრჩე-
მეთქი. შემდეგ, დერეფნის ბოლოს, სამზარეულოდან, ვიღა-
ცების ხმა მომესმა და დავინახე, რომ გაოცებულმა პატრონმა
მიაყურადა. მან დაიძახა: „შენ ხარ, ვიქტორინა?“ ორი-სამი
წუთის შემდეგ შემოვიდა მოხუცი ქალი, მას ისეთი უცნაური
გამომეტყველება ჰქონდა, როგორიც ძლიერ აღელვებულ
ადამიანს აქვს, როცა ის ამის დამალვას ცდილობს და სურს,
თავი მშვიდად მოგაჩვენოს...
- მე რძეზე მივდივარ! - განაცხადა მან.
- რატომ? ჯერ ადრეა! - თქვა მოხუცმა.
მაგრამ მან მაინც ჩაიცვა საბო, თავშალი შემოიკრა და წა-
ვიდა. მაშინ მოხუცი კაცი სამზარეულოში შევიდა, მაგრამ იქ
ქალიშვილის გარდა არავინ იყო... ქვითინი და ყვირილი შე-

258
მომესმა, თუმცა მხოლოდ ერთი ფრაზის გაგონება შევძელი:
„უნდა მივმხვდარიყავი! საკმარისი იყო დედისთვის შემეხე-
და!..“
მოხუცმა კაცმა სწრაფად გადაკვეთა ეზო და შევიდა ფარ-
დულში, სადაც ჟოზეფ ერტენი იმალებოდა... იგი მხოლოდ
ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა, სწორედ ამ დროს მისი ქა-
ლიშვილი ორ ტვირთის მზიდავს ემსახურებოდა... იგი ძირს
ხრიდა ნამტირალევ თვალებს და ახედვას ვერ ბედავდა...
შემდეგ დაბრუნდა მოხუცი ქალი, სამზარეულოში ისევ ატყდა
ჩოჩქოლი... რამდენიმე ხნის შემდეგ კაციც დაბრუნდა. მას უძ-
რავი და დაჟინებული გამოხედვა ჰქონდა... და უცებ მივხვდი,
რატომ ჩოჩქოლებდნენ ისინი... ქალები ფარდულში ჟოზეფ
ერტენს წააწყდნენ და გადაწყვიტეს, მოხუცი კაცისთვის არა-
ფერი ეთქვათ! მან კი იგრძნო, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა.
როდესაც მოხუცი ქალი წავიდა, მან ქალიშვილს ჰკითხა, და
ამანაც ყველაფერი უამბო... იგი ვაჟთან შევიდა და განუცხა-
და, რომ დაუყოვნებლივ წათრეულიყო აქედან...
თქვენ ნახეთ ბერიკაცი. იგი პატიოსანი ადამიანია, მაგრამ
მკაცრია, უმკაცრესი პრინციპების კაცია... ამასთან, მაშინვე
მიხვდა, ვინ ვიყავი... არა მგონია, რომ ჭაბუკი ჩემთვის გად-
მოეცა... იგი უმალ მის გაქცევას შეუწყობდა ხელს... შესაძ-
ლოა, მათ ასეც გადაწყვიტეს. დაახლოებით დილის ათ საათ-
ზე ფანჯრიდან დავინახე, რომ დედაბერი ფარდულისკენ წინ-
დების ამარა მიიპარებოდა... წვიმს, ტალახია, მას კი ფეხსაც-
მელი არ აცვია...
წუთის შემდეგ საშინელი ყვირილი გაისმა... იქით მივაშუ-
რე. უსიამოვნო სანახაობა იყო... მე და ბერიკაცმა ერთდროუ-

259
ლად მივირბინეთ. ნათლად ვხედავდი, მას ოფლისგან საფეთ-
ქელზე თმა შეწებებოდა. ყმაწვილი უცნაურად მიყუდებოდა
კედელს და ძალიან ახლოს უნდა მისულიყავით, რომ მიმ-
ხვდარიყავით - თურმე თავი ჩამოეხრჩო. ბერიკაცმა სულიერი
სიმტკიცე გამოიჩინა... მან თოკი გადაჭრა, ვაჟიშვილი თივაზე
დააწვინა, ხელოვნური სუნთქვის გაკეთებას შეუდგა და ქა-
ლიშვილს გასძახა, ექიმის მოსაყვანად გაიქეციო. და აი, აქამ-
დე ვეღარ დაწყნარებულან... თვითონაც ხედავთ... ვეღარც მე
მოვსულვარ გონს!..
სოფელში არავინ არაფერი იცის, ჰგონიათ, რომ დედაბე-
რი გახდა ავად... როგორც იქნა, მე და ბერიკაცმა სხეული ზე-
ვით ავიტანეთ და ექიმი უკვე ერთი საათია წვალობს... რო-
გორც ჩანს, ჭაბუკი სიკვდილს გადარჩება. მთელი ამ ხნის
განმავლობაში მამამისს ერთი სიტყვაც არ უთქვამს... ქალიშ-
ვილს კი ნერვიული შეტევა ჰქონდა. იძულებული გავხდით,
სამზარეულოში ჩაგვეკეტა, რომ აქ ხელი არ შეეშალა...
კარი გაჯახუნდა. მეგრემ კიბის ბაქნისკენ გაიხედა და და-
ინახა ექიმი, რომელიც წასვლას აპირებდა. იგი ექიმს მიჰყვა,
დაბლა ჩავიდა და დარბაზში შეაჩერა.
- მე კრიმინალური პოლიციიდან ვარ, ექიმო... როგორ
მდგომარეობაშია ის?
ეს იყო უბრალო სოფლის ექიმი, რომელიც პოლიციისად-
მი მტრულ განწყობილებას სრულებითაც არ მალავდა.
- რაო, მისი წაყვანა გნებავთ? - გაბრაზებით ჰკითხა მან.
- ჯერ არ ვიცი... როგორ არის?
- სწორედ დროზე ჩამოხსნეს, მაგრამ რამდენიმე დღე დას-
ჭირდება, რომ გამოკეთდეს... ყური მიგდეთ, დავიჯერო, იგი

260
სანტეში ასე დაუძლურდა?.. მის ძარღვებში თითქოს წვეთი
სისხლიც აღარ არის დარჩენილი.
- გთხოვთ, ექიმო, არავის მოუყვეთ...
- ტყუილად ღელავთ. არსებობს პროფესიული საიდუმ-
ლოების შენახვა, მოსიე.
ზევიდან ერტენი-მამა ჩამოვიდა. მისი მზერა კომისრის ყო-
ველ მოძრაობას უთვალთვალებდა, მაგრამ მან არც ერთი შე-
კითხვა არ მისცა. ბერიკაცმა ანგარიშმიუცემლად აიღო დახ-
ლიდან ორი ჭუჭყიანი ჭიქა და ბაკანში ჩადგა.
ყველას უგუნებობა დაეუფლა. სამზარეულოდან ისევ მო-
ისმოდა ქალიშვილის სასოწარკვეთილი ქვითინი. ბოლოს,
როგორც იქნა, მეგრემ ღრმად ამოისუნთქა.
- თქვენ გსურთ, რომ იგი რამდენიმე დღეს შინ იწვეს? -
იკითხა მან და ბერიკაცს შეხედა.
ამაზე პასუხი არ მიუღია.
- ამ შემთხვევაში აქ ჩემი კაცის დატოვება მომიხდება...
მიკიტანმა ბრიგადირს შეხედა და თვალები ისევ მაგიდას
მიაშტერა. ნაოჭიან ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
- მან დედას დაუფიცა... - ის იყო დაიწყო ბერიკაცმა, მაგ-
რამ ხმა ჩაუწყდა და პირი იბრუნა. შემდეგ ჭიქაში რომი დაის-
ხა, მაგრამ დალევა ვერ შეძლო - ტუჩები უთრთოდა.
- მეგრე ლუკასს მიუბრუნდა და ჩუმად უთხრა:
- აქ იყავი...
მეგრე მაშინვე არ წასულა. მან ჯერ სახლს გარშემო შე-
მოუარა, უკანა კარი იპოვა და ეზოში გავიდა. შორიახლოს ქა-
ლის ფიგურა დაინახა - კედელს მიყრდნობილმა ქალიშვილმა
სახეზე ხელები აიფარა. ფარდულის კარი, რომლის წინ ნაკე-

261
ლი შეეგროვებინათ, ღია იყო. თოკის ნაგლეჯი ჯერ კიდევ
ლურსმანზე ეკიდა. კომისარმა მხრები აიჩეჩა და სამიკიტნო-
ში დაბრუნდა. დარბაზში მხოლოდ ლუკასი იყო.
- სად არის?
- ზევით გახლავთ.
- ხომ არაფერი უთქვამს?.. მე დამხმარეს გამოგიგზავნი.
დღეში ორჯერ დამირეკავთ.
- ეს შენ, შენ მოკალი! - ქვითინებდა მეზობელ ოთახში დე-
დაბერი, - ახლოს არ მომეკარო!.. შენ მკვლელი ხარ... ჩემო
ბიჭუნა... ჩემო ძვირფასო ბიჭუნა.
მეგრემ კარი გააღო. ზარმა ნელა დაიწკარუნა. მეგრე სოფ-
ლის განაპირას წავიდა, სადაც ტაქსი ელოდებოდა.

VIII
ადამიანი ცარიელ ვილაში

როდესაც მეგრე სენ-კლუში, ჰენდერსონების ვილის პირ-


დაპირ ტაქსიდან გადმოვიდა, დღის სამი საათი იქნებოდა.
ნანდიდან მგზავრობისას მას გაახსენდა, რომ მისის ჰენდერ-
სონის მემკვიდრეებისთვის უნდა გადაეცა ვილის გასაღები,
რომელიც მან ჯერ კიდევ ივლისში მიიღო გამოძიების ჩასატა-
რებლად.
ვილისკენ რომ მიემართებოდა, მეგრეს კონკრეტული მი-
ზანი არ ჰქონდა დასახული. მას უფრო გამოძიების დროს გა-
მორჩენილი რომელიმე დეტალის პოვნის იმედი ჰქონდა. ასე-
ვე იმედოვნებდა, რომ თვით ვილის ჰაერი დაეხმარებოდა, სა-
სურველ შთაგონებას გამოიწვევდა მასში.

262
შენობა შემოფარგლული იყო ბაღით, რომელიც სრულე-
ბით არ იმსახურებდა პარკის სახელს. იგი ვრცელი იყო, მაგ-
რამ არც ერთ სტილს არ შეესაბამებოდა, და საკმაოდ უგემოვ-
ნო კოშკი აგვირგვინებდა.
ყველა ფანჯრის დარაბა დაჭედილი იყო. ბაღის ბილიკები
შემოდგომის ყვითელი ფოთლებით იყო მოფენილი.
გალავანში დატანებული ჭიშკარი ადვილად გაიღო და კო-
მისარი გულის ფანცქალით შევიდა ბაღში, რომელიც უფრო
სასაფლაოს ჰგავდა, ვიდრე იმ ადგილს, სადაც სულ ცოტა
ხნის წინ ცოცხალი ადამიანები დასეირნობდნენ.
დინჯად, თითქოს უხალისოდ ავიდა იგი კიბის ოთხ საფე-
ხურზე, რომელიც მორთული იყო თაბაშირის პრეტენციოზუ-
ლი ფიგურებით, ზემოთ კი ჩამოკიდებული ფარანი ირწეოდა.
შესასვლელი კარი რომ შეაღო, მეგრე იძულებული გახდა,
შეჩერებულიყო, რათა თვალი ვილაში გამეფებულ სიბნელეს
შესჩვეოდა.
ოთახები ავბედითად გამოიყურებოდა, აქ მიშვებულობა
და ფუფუნება საოცრად შერწყმოდნენ ერთმანეთს. პირველი
სართული უკვე ოთხი წელია, ანუ მისტერ ჰენდერსონის სიკ-
ვდილის დღიდან, დაცარიელებული იყო.
მაგრამ ავეჯი და ნივთები თავის ადგილზე დაეტოვებინათ.
როდესაც მეგრე პირველი სართულის ვრცელ სალონში შევი-
და, ფეხებქვეშ იატაკის ფიცრები აჭრიალდა, თავს ზემოთ კი
ბროლის ჭაღის ლოლუები აწკარუნდა. ცნობისმოყვარეობით
გატაცებულმა მეგრემ ამომრთველი შეატრიალა. ოცი ნათუ-
რიდან მხოლოდ ათი აინთო, მაგრამ ისინიც ისე სქლად და-
ეფარა მტვერს, რომ ოდნავ ანათებდნენ.

263
კუთხეში დაგრაგნილი ეწყო ძვირფასი ხალიჩები. სავარ-
ძლები სალონის სიღრმეში იყო გაწეული, ყველგან უწესრი-
გოდ ახორხლილიყო ჩემოდნები. ერთი ცარიელი იყო. მე-
ორეში ნაფტალინის სქელი ფენის ქვეშ ელაგა განსვენებული
მისტერ ჰენდერსონის ნივთები. სულ ოთხი წლის წინ მისტერ
ჰენდერსონი ამ ოთახებში დასეირნობდა. აქ იმართებოდა მი-
ღებები და საღამოები, რომელთა შესახებ გაზეთებშიც იწერე-
ბოდა. ჰენდერსონები ხელგაშლილად ცხოვრობდნენ...
ვეებერთელა ბუხარზე იდგა გახსნილი ყუთი, რომელშიც
ძვირფასი ჰავანური სიგარები ეწყო, მართლაც, აქ, ამ მდუმა-
რე დარბაზში, ჰენდერსონების სახლის დაღუპვა უფრო მძაფ-
რად იგრძნობოდა.
მისის ჰენდერსონი დაახლოებით სამოცდაათი წლის დაქ-
ვრივდა. მას თავისი ცხოვრების შესაცვლელად არც ძალა და
არც სურვილი აღარ შესწევდა. იგი თავის ოთახებში ჩაიკეტა
და ყოველივე დანარჩენი დავიწყებას მისცა.
ოდესღაც ისინი ბედნიერ წყვილად ითვლებოდნენ, ცხოვ-
რება დიდებულად გაატარეს და ევროპის ყველა დედაქალაქ-
ში ბრწყინავდნენ... შემდეგ ცოცხლებში მხოლოდ მოხუცი დე-
დაკაციღა დარჩა, რომელიც თავის კომპანიონთან ერთად ვი-
ლაში განმარტოვდა. და აი, ივლისის ღამეს ეს ქალები...
მეგრემ გაიარა ორი სასტუმრო ოთახი, სადღესასწაულო
ოთახი და გამოვიდა მთავარ კიბესთან, რომელსაც მეორე
სართულამდე მარმარილოს საფეხურები ჰქონდა. დაცარიე-
ლებული სახლის სიჩუმეში მცირედი ხმაურიც კი ისმოდა. ჰენ-
დერსონების მემკვიდრეებს ჯერ არაფრისთვის ეხლოთ ხელი.

264
შესაძლოა, ისინი მამიდის დაკრძალვის შემდეგ აღარც მოსუ-
ლან.
დიახ, აქ არავინ მოსულიყო. მეგრემ კიბეზე მოფენილ ხა-
ლიჩაზე იპოვა სანთლის ნამწვი, რომელიც გამოძიების დროს
ეხმარა.
იგი მეორე სართულის ბაქანზე ავიდა, და აქ შემაშფოთე-
ბელმა გრძნობამ აიტანა. რამდენიმე წუთს მეგრე ცდილობდა
გაეგო, რაში იყო საქმე... სმენა დაძაბა და სუნთქვა შეიკრა.
მოესმა რაღაც ხმა თუ?.. იგი ამაში არ იყო დარწმუნებული.
მაგრამ, ასე იყო თუ ისე, სრულიად უეჭველი შეგრძნება შეექ-
მნა, რომ მიგდებულ სახლში კიდევ ვიღაც იყო... მეგრეს ვიღა-
ცის მოძრაობაც მოეჩვენა. მან მხრები აიჩეჩა, შემდეგ კარი
შეაღო და მოიღუშა: აქ გარკვევით იგრძნობოდა თამბაქოს
ბოლის სუნი. და ეს როდი იყო ძველი, ჩაკეტილ ოთახში ჩარ-
ჩენილი სუნი: ოთახში სულ ახლახან მოსწიეს... შესაძლოა,
ახლაც ეწეოდნენ?
მეგრემ ოთახი სწრაფად გადაკვეთა და განსვენებული ქა-
ლის ბუდუარში აღმოჩნდა. საწოლი ოთახის კარი ოდნავ შე-
ღებული იყო. მეგრემ ნაბიჯი გადადგა - იქ არავინ იყო. სამა-
გიეროდ, თამბაქოს სუნი უფრო მძაფრად იგრძნობოდა, ია-
ტაკზე სიგარეტის ფერფლიც კი დაინახა...
- ვინ არის აქ? - დაიძახა კომისარმა.
იგი შეეცადა თავისი მღელვარება დაეოკებინა, მაგრამ
ამაოდ, ვითარება მეტად საგანგაშო იყო. ოთახში ყველგან
შემორჩა სისხლიანი დრამის კვალი. მისის ჰენდერსონის კაბა
სკამის ზურგზე იყო გადაკიდებული. დარაბებში შუქის ვიწრო
ზოლები იჭრებოდა... და ამ იდუმალებით მოცულ სიბნელეში

265
ვიღაც მოძრაობდა... სააბაზანოდან მკაფიოდ მოისმა ლითო-
ნის ხმა. მეგრე წინ გავარდა, მაგრამ ვერავინ დაინახა. უცებ
საკუჭნაოს კარს იქიდან მიმავალი ნაბიჯების ხმა შემოესმა.
მეგრემ უნებურად ჩაიყო ხელი ჯიბეში და რევოლვერი ჩაბღუ-
ჯა. იგი გაქანდა, საკუჭნაოს კარი შეამსხვრია და ეზოში გასას-
ვლელ კიბეზე გამოვიდა. აქ სინათლე იყო, ფანჯრები, რომ-
ლებიც სენას გადაჰყურებდნენ, დაჭედილი არ იყო. ვიღაც
სწრაფად ამოდიოდა კიბეზე და ცდილობდა, არ ეხმაურა.
- ვინ არის აქ? - კვლავ შესძახა კომისარმა.
იგი ნერვიულმა კანკალმა აიტანა. ნუთუ აქ, სულ ახლოს,
საიდუმლოების გასაღებია დამალული?.. მან კიბეზე ჩაირბი-
ნა. ზევით მძლავრად გაჯახუნდა კარი. უჩინარი უკვე აღარ
იმალებოდა, იგი ოთახებში გარბოდა და მის უკან ჯახუნით
იხურებოდა კარები.
მეგრე თანდათან ეწეოდა გაქცეულს, აქ, იმ ოთახებში,
რომლებიც ოდესღაც სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი,
ისეთივე მიშვებულობა გამეფებულიყო, როგორიც ქვევით.
იქაურობა გაჭედილი იყო ავეჯითა და სხვადასხვა ნივთით.
გრუხუნით დაიმსხვრა რომელიღაც ლარნაკი. მეგრეს მხო-
ლოდ ერთის ეშინოდა - რომ გაქცეული რომელიმე კარს გა-
დარაზავდა და ხელიდან დაუსხლტებოდა...
- კანონის სახელით!.. - შესძახა მან ყოველი შემთხვევის-
თვის.
მაგრამ გაქცეული არ შეჩერებულა. ერთხელ მეგრემ კა-
რის სახელურს იმწამს ჩაავლო ხელი, როდესაც ვიღაც მეორე
მხრიდან გასაღების გადატრიალებას ცდილობდა...
- გააღეთ!

266
გასაღები გადატრიალდა. საკეტმა გაიჩხაკუნა. მეგრემ და-
უყოვნებლივ დაიხია უკან და შეეცადა მხრით შეეტეხა. კარი
შეიძრა, მაგრამ არ დაემორჩილა. ისმოდა, როგორ აღებდნენ
ოთახში ფანჯარას...
- კანონის სახელით!
მეგრეს არც გახსენებია, რომ მისი ყოფნა სახლში, რომე-
ლიც უილიამ კროსბის ეკუთვნოდა, არაკანონიერი იყო და
ჩხრეკის ორდერი არ ჰქონდა... დევნამ გაიტაცა, რამდენჯერ-
მე მიეხალა კარს, კარის გულმა გაიტკაცუნა და თანდათან და-
იშალა...
როცა უკანასკნელი დარტყმისთვის გამოქანდა, კარს იქით
სროლის ხმა გაისმა. ამის შემდეგ ჩამოვარდნილი სიჩუმე კი
ისეთი უძირო იყო, რომ მეგრე წამით პირდაღებული დარჩა.
- ვინ არის აქ?.. გააღეთ!
დუმილი. არ ისმოდა არც სუნთქვა, არც ხიხინი... აღარც
რევოლვერის ფეხზე შეყენების დამახასიათებელი ხმა...
გააფთრებული კომისარი კარს ისეთი ძალით დაეჯახა,
რომ მარჯვენა მხარი და გვერდი ძალზე იტკინა. მოულოდნე-
ლად კარი დაემორჩილა. მეგრე ოთახში შევარდა და კინაღამ
იატაკზე გაიშხლართა.
ღია ფანჯრიდან ცივი, ნესტიანი ჰაერი შემოდიოდა, ფან-
ჯრის იქით ყვითლად მოჩანდა რესტორნის შუქი. ჩაიქროლა
სინათლით გაჩახჩახებულმა ტრამვაიმ. იატაკზე კედელს მიყ-
რდნობილი ადამიანი იჯდა. იგი ოდნავ მარცხნივ დახრილი-
ყო.
მეგრემ მხოლოდ რუხი ფერის კოსტიუმითა და მოხდენი-
ლი ტანით ამოიცნო უილიამ კროსბი, რადგანაც სახით მისი

267
ცნობა შეუძლებელი იყო. ამერიკელს პირში ჩაედო რევოლ-
ვერის ლულა და ასე დაესრულებინა სიცოცხლე. ტყვიას თა-
ვის ქალის ნახევარი აეხადა.
დაღვრემილი მეგრე ნელი ნაბიჯით ბრუნდებოდა უკან და
ყველა ოთახში გამომრთველებს აჩხაკუნებდა. ზოგ ჭაღში ნა-
თურები არ იყო, ხოლო მეტი წილი მაინც ინთებოდა. სულ მა-
ლე მთელ სახლში, რამდენიმე ოთახის გარდა, სინათლე ენ-
თო.
მისის ჰენდერსონის საწოლ ოთახში მეგრემ ღამის პატარა
მაგიდაზე ტელეფონი დაინახა. ყოველი შემთხვევისთვის ყურ-
მილი აიღო; გაისმა სუსტი ტკაცუნი - აპარატი მუშაობდა.
არასოდეს გამოუცდია ასეთი ღელვა სახლში, სადაც
მკვლელობა მოხდა. იგი ჩამოჯდა იმ საწოლის კიდეზე, რო-
მელშიც, ალბათ, დანით დაკლეს მოხუცი ამერიკელი ქალი.
მოპირდაპირე მხარეს იმ ოთახის კარი იყო, სადაც მოახლის
გვამი იპოვეს. ზევით კი, მიგდებულ, მტვრიან ოთახში, ახლა
კროსბის გვამი იდო და ფანჯრიდან საღამოს ნესტიანი ჰაერი
იჭრებოდა.
- ალო!.. გეთაყვა, პოლიციის პრეფექტურა...
იგი უნებურად ხმადაბლა ლაპარაკობდა.
- ალო! ლაპარაკობს კომისარი მეგრე... კრიმინალური პო-
ლიციის უფროსთან შემაერთეთ... ეს თქვენ ხართ, შეფ?.. უი-
ლიამ კროსბიმ ეს-ეს არის ვილა სენ-კლუში თავი მოიკლა...
დიახ, სწორედ ასეა... მე აქ ვარ, დიახ... რაიმე განკარგულე-
ბას თუ გასცემთ? დიახ, ჩემი თანდასწრებით... მე მისგან ოთ-
ხი მეტრის დაშორებით ვიმყოფებოდი, მაგრამ ჩვენ ჩაკეტილი

268
კარი გვყოფდა... გასაგებია... არა, ჯერ არაფრის თქმა არ შე-
მიძლია... იქნებ ცოტა მოგვიანებით...
ყურმილი რომ დაკიდა, რამდენიმე წუთს უძრავად იჯდა და
წინ იყურებოდა. შემდეგ ჩიბუხი თამბაქოთი დატენა, მაგრამ
ცეცხლის მოკიდება დაავიწყდა. ვილა მას უზარმაზარ ცარი-
ელ კოლოფად წარმოუდგა, რომლის ცივ მდუმარებაში საკუ-
თარი თავი ერთი ბეწოდ და უსუსურად ეჩვენებოდა.
- საფუძვლად არასწორი მონაცემებია აღებული... - წარ-
მოთქვა მან ხმადაბლა.
ზევით ასვლა მოინდომა, მაგრამ გადაიფიქრა. რისთვის?..
ამერიკელი მკვდარია... მის მარჯვენა ხელს ჯერ კიდევ ჩაბღუ-
ჯული აქვს პისტოლეტი, რომლითაც თავი მოიკლა.
მეგრეს ჩაეცინა, როცა გაიფიქრა, რომ ამ წუთში გამომ-
ძიებელი კომელიო ინფორმაციას იღებს აქ მომხდარი ამბის
შესახებ... უეჭველია, მას ექსპერტებსა და აგენტებთან ერთად
სასწრაფოდ მოუხდება სენ-კლუში წასვლა.
მეგრეს პირდაპირ მისტერ ჰენდერსონის ვეებერთელა, ზე-
თის საღებავებით დახატული სურათი ეკიდა. მისტერ ჰენდერ-
სონს ფრაკი ეცვა, მკერდს საპატიო ლეგიონის ორდენის ლენ-
ტი და უამრავი უცხოური ორდენი უმშვენებდა.
ოთახში ბოლთის ცემა რომ მოჰბეზრდა, კომისარი მეზო-
ბელი ოთახისკენ გაემართა. ეს კომპანიონის, მადმუაზელ
ელიზა შატრიეს ოთახი იყო. მან გამოაღო ტანისამოსის კარა-
და - საკიდებზე ფაქიზად ეკიდა აბრეშუმისა და შალის პირქუ-
ში შავი კაბები.

269
მეგრემ მიაყურა ხმაურს, რომელიც ქუჩიდან შემოესმა.
შვებით ამოისუნთქა, როდესაც ბაღის მესერთან მანქანა და-
მუხრუჭდა. ბაღიდან ადამიანთა ხმები მოისმა.
გამომძიებელი კომელიო დაჟინებით იმეორებდა და მისი
ხმა ჩვეულებრივზე უფრო გამყინავად ისმოდა.
- ეს დაუჯერებელია!.. ეს სრულიად დაუჯერებელია!..
მეგრე სტუმრების შესაგებებლად გამოსული თავაზიანი
მასპინძელივით შეხვდა, კიბის ბაქანზე გამოვიდა და რო-
გორც კი შემოსასვლელი კარი ოდნავ გაიღო, წარმოთქვა:
- ბატონებო, გთხოვთ აქეთ წამობრძანდეთ!
შემდეგში იგი არაერთხელ იგონებდა, როგორ გაცოფდა
გამომძიებელი კომელიო. იგი მეგრეს მივარდა და თვალებში
ჩააშტერდა, გამომძიებელს აღშფოთებისგან ტუჩები უკანკა-
ლებდა, დაბოლოს დაილაპარაკა:
- თქვენს ახსნა-განმარტებას ველოდები, კომისარო...
მეგრე მდუმარედ შემოტრიალდა და მოსულები მესამე
სართულზე აიყვანა.
მან კარი შეაღო და უბრალოდ წარმოთქვა:
- აი...
- ეს თქვენ გამოიძახეთ იგი აქ?
- წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ის სახლში იყო... მე აქ
შემთხვევით აღმოვჩნდი, მინდოდა დავრწმუნებულიყავი,
რომ ჩხრეკის დროს არაფერი გამოგვრჩა...
- კროსბი სადღა იყო?
- როგორც ჩანს, მამიდის ოთახში... იგი გაიქცა, მე მას მივ-
დევდი. ამ ოთახამდე რომ მოირბინა, ჩაიკეტა და სანამ კარს
შევამტვრევდი, თავი მოიკლა...

270
გამომძიებელი მეგრეს უნდობლად შესცქეროდა, თითქოს
ეჭვობდა, რომ ეს ამბავი მან გამოიგონა. მაგრამ იგი უბრა-
ლოდ უკმაყოფილო იყო. საპატიო მოხელეს არ უყვარდა გარ-
თულებანი...
სასამართლოს ექიმი გვამს ათვალიერებდა. ყოველი
მხრიდან ჩხაკუნობდნენ ფოტოაპარატები.
- ერტენი სად არის? - მშრალად იკითხა კომელიომ.
- იგი ისევ სანტეში მოთავსდება, როგორც კი თქვენ ამას
მოისურვებთ.
- თქვენ მოძებნეთ იგი?
მეგრემ მხრები აიჩეჩა.
- მაშინ დღესვე მოიყვანეთ!
- როგორც მიბრძანებთ, ბატონო გამომძიებელო.
- ეს არის სულ, რაც შეგიძლიათ შემატყობინოთ?
- ჯერჯერობით სულ ეს არის.
- მაგრამ თქვენ ძველებურად მიგაჩნიათ...
- რომ ერტენს არ მოუკლავს? ჯერ არაფერი ვიცი. მე თქვენ
ათი დღე გთხოვეთ, ჯერჯერობით კი მხოლოდ ოთხი დღე გა-
ვიდა.
- აქედან საით წახვალთ?
- არ ვიცი.
პალტოს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მეგრე უცქეროდა,
როგორ მუშაობდნენ პროკურატურიდან მოსულნი, შემდეგ
იგი სწრაფად ჩავიდა მეორე სართულზე, მისის ჰენდერსონის
ოთახში შევიდა და ტელეფონის ყურმილი აიღო.

271
- ალო!.. სასტუმრო „გეორგ მეხუთე“... გეთაყვა, მისის
კროსბი ახლა თავის ნომერშია?.. არა?.. ჩაის სვამს?.. გმად-
ლობთ... არა, არაფრის გადაცემა არ არის საჭირო.
კომელიო, რომელიც მეგრეს გამოჰყვა, კარში იდგა. იგი
გამკიცხავად უყურებდა კომისარს და იმეორებდა:
- რამდენი გართულებაა!.. თქვენ მხოლოდ წარმოიდგი-
ნეთ, რამდენი გართულებაა!..
მეგრემ არაფერი უპასუხა. მან ცივად დაუკრა თავი, ქუდი
დაიხურა და ვილიდან გამოვიდა. ტაქსი, რომლითაც იგი მო-
ვიდა, გაშვებული ჰყავდა. მეორე რომ ეპოვა, ამისთვის სენ-
კლუს ხიდამდე ფეხით მოუხდა წასვლა.
მუსიკა ყრუდ ისმოდა. ნელა და დუნედ მოძრაობდნენ მო-
ცეკვავე წყვილები. სასტუმრო „გეორგ მეხუთის“ მყუდრო
დარბაზი, სადაც ჩაის სვამდნენ, სავსე იყო ლამაზი ქალებით,
რომელთა შორის უცხოელები ჭარბობდნენ.
გასახდელში მეგრე აიძულეს პალტო გაეხადა და ისიც ბუზ-
ღუნით დაემორჩილა. სადარბაზოში მან მაშინვე დაინახა ერთ
მაგიდასთან მსხდარი მისის კროსბი და ედნა რაიხბერგი.
მათთან იჯდა სკანდინავიური ტიპის ქერათმიანი ჭაბუკი, რო-
მელიც, როგორც ჩანდა, რაღაც სასაცილოს ჰყვებოდა, რად-
გან ქალები იცინოდნენ.
კომისარი მაგიდას მიუახლოვდა და თავი დაუკრა.
- მისის კროსბი... - ჩუმად წარმოთქვა მან.
მისის კროსბიმ ცნობისმოყვარეობით შეხედა მას, შემდეგ
გაკვირვებით მიუბრუნდა თავის თანამოსაუბრეებს და იმ ადა-
მიანის სახე მიიღო, რომელიც სრულებითაც არ ელოდებოდა,
თუ ვინმე შეაწუხებდა.

272
- გისმენთ...
- ძალიან გთხოვთ, ხუთი წუთი დამითმოთ.
- ახლა?.. რა მოხდა?..
კომისარს ისეთი პირქუში სახე ჰქონდა, რომ ქალი მორჩი-
ლად წამოდგა და მყუდრო კუთხის მოსაძებნად მიმოიხედა.
- შევიდეთ ბარში... ამ დროს იქ არავინ არის...
მართლაც, ბარი ცარიელი იყო. ისინი არ დამსხდარან.
- თქვენ იცოდით, რომ დღეს ნაშუაღამევს თქვენი მეუღლე
სენ-კლუში აპირებდა წასვლას?
- ვერ გამიგია... ჩემი ქმარი თავისუფალია და შეუძლია გა-
აკეთოს...
- ამის შესახებ როდი მოგახსენებთ, მე გეკითხებით, გით-
ხრათ თუ არა მან, რომ ვილაში წასვლა ჰქონდა განზრახუ-
ლი?
- არა.
- თქვენ მასთან ერთად თუ იყავით ვილაში თქვენი მამიდის
გარდაცვალების შემდეგ...
- არა! ეგ ჩვენთვის მეტისმეტად მძიმე იქნებოდა.
- დღეს თქვენი ქმარი იქ მარტო წავიდა...
მისის კროსბი შეშფოთდა და მოუთმენლად შეაცქერდა კო-
მისარს.
- და მერე რა?
- მას უბედურება შეემთხვა.
- ეს სულ ის მანქანაა, ხომ ასეა? ასეც ვფიქრობდი. სანაძ-
ლეოსაც კი დავდებდი...

273
კარში გამოჩნდა ედნას ცნობისმოყვარე სახე. იგი ბარში
შემოვიდა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ჩან-
თას ეძებდა.
- არც მთლად ასეა, მადამ. თქვენი ქმარი თავის მოკვლას
შეეცადა.
ახალგაზრდა ქალის თვალებში გაკვირვება და უნდობლო-
ბა გამოისახა, წამიც და, თითქოს, მეგრეს სახეში შეაფრქვევ-
და ხარხარს.
- უილიამი თავის მოკვლას შეეცადა?
- მან პისტოლეტის ტყვია დაიხალა...
ორი მხურვალე ხელი ჩაებღაუჭა მეგრეს მაჯებს, მისის
კროსბი ინგლისურ ენაზე კითხვას კითხვაზე აყრიდა. უცებ იგი
შეკრთა, კომისარს ხელი გაუშვა და ერთი ნაბიჯით უკან და-
იხია.
- იძულებული ვარ, მადამ, შეგატყობინოთ, რომ თქვენი
ქმარი გარდაიცვალა. ეს მოხდა ორი საათის წინ სენ-კლუს ვი-
ლაში.
იგი მეგრეს ვეღარ ამჩნევდა, ჩქარი ნაბიჯით გადაკვეთა
სადარბაზო, ედნას და მის თანამგზავრს ზედაც არ შეხედა,
ჰოლში კიბით ჩაირბინა და ქუჩაში თავშიშველი და კაბის ამა-
რა გამოვიდა.
- მანქანა მოგართვათ? - იკითხა შვეიცარმა, მაგრამ ქალმა
უკვე ტაქსი მოიხმო და მძღოლს უბრძანა:
- სენ-კლუში, ჩქარა...
მეგრე ქალს არ გაჰყოლია. მან გასახდელში პალტო აიღო
და ცენტრში მიმავალ ავტობუსში ავიდა.
- ჩემთვის ხომ არ დაურეკავთ? - ჰკითხა მან მდივანს.

274
- დაახლოებით ორ საათზე დაგირეკეს. ჩანაწერი თქვენს
მაგიდაზეა.
სატელეფონო საუბრის ჩანაწერი იუწყებოდა: „ინსპექტო-
რი ჟანვიე. ცნობა კომისარ მეგრესთვის. დილით მოზომვა
მკერავთან, საუზმე რესტორანში ბულვარ მონპარნასზე. დღის
ორ საათზე „გუმბათის“ ბარში ყავას სვამდა. იქიდან ორჯერ
დარეკა ტელეფონით“.
ორი საათის შემდეგ რაღას აკეთებდა?
მეგრემ გასაღებით ჩაკეტა კაბინეტი და ნებიერად ჩაწვა სა-
ვარძელში. როცა გაეღვიძა, გაკვირვებით შენიშნა, რომ მისი
საათი თერთმეტის ნახევარს აჩვენებდა.
- ჩემთან არავის დაურეკავს?
- თქვენ აქ ხართ?.. მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ არ
ბრძანდებოდით... გამომძიებელმა კომელიომ ორჯერ დაგი-
რეკათ.
- ჟანვიემ?
- ჟანვიეს არ დაურეკავს.
ნახევარი საათის შემდეგ მეგრე „გუმბათის“ ბარში შედი-
ოდა. იქ არც რუდეკი იყო, არც ჟანვიე. მან ბარმენი განზე გა-
იყვანა:
- რუდეკი ხომ აღარ მოსულა?
- იგი შუადღემდე აქ იჯდა, თქვენს ახალგაზრდა მეგობარ-
თან ერთად, იმასთან, წყალგაუმტარი ლაბადა რომ აცვია.
- იმავე მაგიდასთან იჯდა?
- დიახ, აი, იმ კუთხეში... ოთხ-ოთხი ჭიქა ვისკი დალიეს...
- დიდი ხანია, რაც წავიდნენ?
- ჯერ ჩვენს ლუდხანაში ისადილეს.

275
- ერთად იყვნენ?
- ერთად. შემდეგ, დაახლოებით ათ საათზე წავიდნენ.
- ხომ არ იცით, საით წავიდნენ?
- შვეიცარს ჰკითხეთ, მან გამოიძახა მათთვის ტაქსი.
შვეიცარს კარგი მეხსიერება აღმოაჩნდა...
- ისინი წავიდნენ ცისფერი ტაქსით, რომელიც ხშირად
ჩვენს კუთხესთან დგას ხოლმე... ეტყობა, შორს არ წასულან,
მძღოლი მალე დაბრუნდა.
ტაქსის მძღოლმა განაცხადა:
- ორი მუშტარი? მე ისინი ეკოლის ქუჩაზე მივიყვანე, „პე-
ლიკანში“...
- წავიდეთ იქ!
მეგრე „პელიკანში“ მძვინვარე სახით შევიდა. მან ჯერ
შვეიცარს შეაწყვეტინა სიტყვა, შემდეგ კი - გარსონს, რომე-
ლიც ცდილობდა იგი მთავარ დარბაზში დაესვა. როდესაც
ბარს მიაღწია, მხოლოდ მაშინ დაწყნარდა. აქ, მორთულ-მო-
კაზმულ ქალებსა და მოსეირნეთა შორის დაინახა, ვისაც
ეძებდა. ისინი ბარის კუთხეში, მაღალ ტაბურეტებზე წამოსკუ-
პებულიყვნენ. მეგრემ თვალი შეავლო და მაშინვე შენიშნა,
რომ ჟანვიე მეტისმეტად წამოწითლებულიყო და თვალები
ჩვეულებრივზე მეტად უბრწყინავდა. რუდეკი, პირიქით, მო-
ღუშულიყო და დაჟინებით ჩასცქეროდა თავის ჭიქას.
მიუხედავად შეზარხოშებული ჟანვიეს ჟესტიკულაციისა,
რაც ალბათ ნიშნავდა: ყველაფერი კარგად მიდის!.. ხელს ნუ
მიშლით!.. წადითო!.. - მეგრე პირდაპირ მათკენ გაემართა.
კომისარი მათ შორიახლოს შეჩერდა. რუდეკმა ენის ბორ-
ძიკით წაიბუტბუტა:

276
- აჰა... ისევ თქვენ...
ჟანვიე განაგრძობდა ჟესტიკულაციას და ეჩვენებოდა,
რომ ამას სრულიად შეუმჩნევლად და ძალზე მეტყველად აკე-
თებდა.
- რას დალევთ, კომისარო?
- ყური მიგდეთ, რუდეკ...
- ეი, ბარმენ!.. მოსიესთვისაც იგივე მოგვართვით!
რუდეკმა მის წინ მდგარი შეზავებული სასმელი გადახუხა
და ამოიხვნეშა.
- მე თქვენ გისმენთ... შენც უსმენ, ჟანვიე?
მან კომისარს მხარზე დაჰკრა ხელი.
- დიდი ხანია სენ-კლუში არ ყოფილხართ? - ნელა წარ-
მოთქვა კომისარმა.
- მე?.. სენ-კლუში?.. ხა-ხა-ხა! აი, ოხუნჯი!
- იცით, რომ იქ ერთი გვამით მეტი გახდა?
- რა ვუყოთ, მით უკეთესი მესაფლავეთათვის... გაგიმარ-
ჯოთ, კომისარო!
რუდეკი არ ფარისევლობდა, იგი ნამდვილად მთვრალი
იყო. არც ისე მთვრალი იყო, როგორც ჟანვიე, მაგრამ იმდე-
ნად, რომ დახლის მოაჯირს ებღაუჭებოდა და თვალებს მეტის-
მეტად ქაჩავდა.
- და ვინ არის იგი, ის ბედნიერი?
- უილიამ კროსბი.
რამდენიმე წამს რუდეკი ისე შეუპოვრად ებრძოდა სიმ-
თვრალეს, თითქოს ამ წუთის სერიოზულობას მიხვდაო.
შემდეგ მან ჩაიხითხითა, უკან გადაიზნიქა და ბარმენს ჟეს-
ტით უბრძანა ჭიქების შევსება.

277
- მით უარესი თქვენთვის!
- რისი თქმა გნებავთ ამით?
- რომ ახლა თქვენ საბოლოოდ აგეწეწათ ყველაფერი!..
რომ თქვენ ვერაფერს გაიგებთ! მე ეს თავიდანვე გიწინასწარ-
მეტყველეთ... ჯობს, მომისმინოთ, რას შემოგთავაზებთ... მე
და ჟანვიემ უკვე მოვილაპარაკეთ... თქვენ ხომ უბრძანეთ მას,
რომ ჩემთვის თვალყური ედევნებინა. მე კი მიმიფურთხებია
ამისთვის!.. მაგრამ იმის მაგივრად, რომ იდიოტებივით ერ-
თმანეთს ვდიოთ, მოდით, სამივენი ერთად გავერთოთ! ეს უფ-
რო ჭკვიანური იქნება!.. ჰო, მართლა, ნასადილები ხართ?
შემდეგ კი... რადგანაც არავინ იცის, რა მოგველის ხვალ, შე-
მომაქვს წინადადება, ერთხელ მაინც ნამდვილად ვიმხიარუ-
ლოთ! აქაურობა სავსეა ლამაზი ქალებით, ამოვირჩიოთ
ჩვენ-ჩვენი გემოვნების მიხედვით... ჟანვიემ უკვე თვალი ჩა-
უკრა ერთ შავგვრემანს, მე კი ჯერ ვყოყმანობ... რა თქმა უნ-
და, ყველა ხარჯს მე ვკისრულობ... თქვენი აზრი, კომისარო?
იგი უმზერდა მეგრეს. სახეზე სიმთვრალის მცირე კვალიც
აღარ ეტყობოდა. მისი თვალები ისევ აზრით იყო განათებუ-
ლი და შემწყნარებლური ირონიით უცქეროდა კომისარს,
თითქოს ამქვეყნად ყოფნის სიხარულით ტკბებოდა.

IX
ხვალინდელი დღე

დილის რვა საათი იყო. მეგრე თავის კაბინეტში შავ ყავას


მიირთმევდა. იგი რუდეკსა და ჟანვიეს ოთხი საათის წინ და-

278
შორდა, ახლა ყავას სვამდა და დიდი, გაბრტყელებული ასოე-
ბით ბლოკნოტში დინჯად იწერდა:
„7 ივლისი. შუაღამისას ჟოზეფ ერტენი „ცისფერ პავილი-
ონში“ სენ-კლუში სვამს ოთხ ჭიქა სპირტიან სასმელს და ძირს
დაუვარდება მესამე კლასის რკინიგზის ბილეთი.
8 ივლისი. 2 საათსა და 30 წუთზე მისის ჰენდერსონი და მი-
სი კომპანიონი დანით არიან მოკლულნი. მკვლელის თითე-
ბის ანაბეჭდი ემთხვევა ჟოზეფ ერტენის თითების ანაბეჭდს.
4 საათზე ერტენი ბრუნდება შინ, მოსიე-ლე-პრენსის ქუჩა-
ზე. 8 საათზე იგი, როგორც ყოველთვის, სამუშაოზე მიდის.
9 ივლისი. ერტენი სევრის ქუჩაზე ყვავილების მაღაზიაში
დააპატიმრეს, ვინაიდან ბოროტმოქმედების ადგილას ნაპოვ-
ნი იქნა მისი ფეხსაცმლის ნაკვალევი. იგი არ უარყოფს, რომ
სენ-კლუში იმყოფებოდა, მაგრამ უარყოფს მკვლელობაში
მონაწილეობას.
2 ოქტომბერი. ჟოზეფ ერტენს, რომელიც კვლავ ყველა-
ფერს უარყოფს, სიკვდილი მიუსაჯეს.
15 ოქტომბერი. პოლიციის მიერ შემუშავებული გეგმის
თანახმად, ჟოზეფ ერტენი სანტეს საპყრობილიდან გარბის.
ღამის განმავლობაში იგი ფეხით მიდის, მთელ პარიზს გადა-
სერავს, მიაღწევს „თეთრ ყანჩას“ და იქ იძინებს.
16 ოქტომბერი. დილის გაზეთები მოკლედ იუწყებიან გაქ-
ცევის შესახებ. დილის 10 საათზე კაფე „გუმბათში“ ვიღაც
„სიფლეს“ რედაქციას სწერს წერილს, რომელშიც იტყობინე-
ბა გაქცევაში პოლიციის მონაწილეობის შესახებ. ეს ადამიანი
უცხოელია, თავისუფლად წერს მარცხენა ხელით და, რო-
გორც ჩანს, განუკურნებელი სენით არის დაავადებული.

279
საღამოს 6 საათზე იღვიძებს ერტენი. ინსპექტორ დიუფურს
სურს წაართვას მას გაზეთი და ერტენი თავში ბოთლს ურ-
ტყამს. ერტენი სარგებლობს არეულობით, ამსხვრევს ნათუ-
რას და მიიმალება. ინსპექტორი ესვრის, მაგრამ ააცდენს.
17 ოქტომბერი. შუაღამისას უილიამ კროსბი, მისი ცოლი
და ედნა რაიხბერგი კაფე „გუმბათში“, სადაც ისინი მუდმივად
არიან ხოლმე, სვამენ აპერიტივს. სტუდენტი რუდეკი მაწონსა
და ყავას დაუკვეთს. კროსბი და რუდეკი, ეტყობა, ერთმანეთს
არ იცნობენ.
გაწვალებული და გამხდარი ერტენი ქუჩაში ვიღაცას ელო-
დება. გამოდიან კროსბები და რაიხბერგი, ერტენი მათ ყუ-
რადღებას არ აქცევს. ის მაშინაც კი განაგრძობს ლოდინს,
როდესაც რუდეკი ბარში მარტო რჩება.
5 საათზე რუდეკი ხიზილალას დაუკვეთს, ფულის გადახდა-
ზე უარს აცხადებს და ორი პოლიციელის თანხლებით ტოვებს
„გუმბათს“.
როგორც კი ის მიჰყავთ, ერტენი ბარის წინ წრიალს წყვეტს
და თავის მშობლებთან ნანდში ფეხით მიდის.
იმავე დღეს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე უილიამ
კროსბი სასტუმრო „გეორგ მეხუთის“ მოსამსახურესთან
ახურდავებს ასდოლარიან ქაღალდს და ჯიბეში იდებს ფრან-
გული ფულის დასტებს. შემდეგ იგი ცოლთან ერთად ბარ
„რიცში“ ესწრება საქველმოქმედო ზეიმს, შინ დაახლოებით
დილის 3 საათზე ბრუნდება და თერთმეტ საათამდე არ გამო-
დის თავისი ნომრიდან.
18 ოქტომბერი. ნანდში ჟოზეფ ერტენი ფარდულში შეძ-
ვრება, იქ მას პოულობს დედამისი და მალავს. დაახლოებით

280
დილის 9 საათზე მამამისი მიხვდება მის დაბრუნებას, მიდის
მასთან და უბრძანებს შებინდებისთანავე წაეთრიოს. დაახ-
ლოებით 10 საათზე ჟოზეფ ერტენი იმავე ფარდულში თავის
ჩამოხრჩობას ცდილობს.
პარიზში რუდეკი დილის 7 საათზე გამოუშვეს მონპარნა-
სის კვარტალის პოლიციის კომისარიატიდან. იგი მარჯვედ
უსხლტება მისთვის თვალყურის სადევნებლად მიჩენილ ინ-
სპექტორ ჟანვიეს, სადღაც წვერს იპარსავს და იცვლის პე-
რანგს, თუმცა ერთი გროშიც არ გააჩნია.
დილის 10 საათზე იგი დემონსტრაციულად შედის ბარში
და ჯიბიდან იღებს ათასფრანკიან ბანკნოტს. ცოტა მოგვიანე-
ბით იგი დაინახავს მეგრეს, თავისთან იხმობს, თავის მაგი-
დასთან სვამს და ხიზილალით უმასპინძლდება. შემდეგ თვი-
თონვე იწყებს ჰენდერსონების ვილაზე მომხდარი მკვლელო-
ბის შესახებ ლაპარაკს და ამტკიცებს, რომ პოლიცია ამ საქმე-
ში ვერასოდეს გაერკვევა. უნდა ითქვას, რომ პოლიციელთა-
გან მის წინაშე ჰენდერსონის სახელი არავის წარმოუთქვამს.
შემდეგ ის უცბად მაგიდაზე დაყრის ასფრანკიანი კუპიურებით
ათი ათას ფრანკს და აცხადებს, ვინაიდან ქაღალდები ახა-
ლია, მათი წარმოშობის დადგენა ადვილიაო. უილიამ კროს-
ბი, რომელიც დაახლოებით დილის 3 საათზე დაბრუნდა, თა-
ვისი ნომრიდან ჯერ არ გამოდის. მაგრამ ეს ის ფულია, რომე-
ლიც მან წინა საღამოს მიიღო ასდოლარიანი ბანკნოტის გა-
დაცვლით სასტუმროს მსახურისგან.
ინსპექტორი ჟანვიე რჩება ბარში, რომ რუდეკს უთვალ-
თვალოს. საუზმის შემდეგ რუდეკი მას სასმელს სთავაზობს,
ორჯერ რეკავს ტელეფონით.

281
დღის 4 საათზე სენ-კლუში მდებარე ვილაზე, რომელიც მი-
სის ჰენდერსონისა და მისი მოახლის დაკრძალვის შემდეგ
არავის მოუნახულებია, აღმოჩნდა ადამიანი. ეს უილიამ
კროსბია, იგი მეორე სართულზე იმყოფება, მას ბაღიდან მო-
ესმის ნაბიჯების ხმა. ფანჯრიდან მას უნდა ეცნო მეგრე. იგი
იმალება. რამდენადაც მეგრე უახლოვდება მას, იგი უკან-
უკან იხევს, მესამე სართულზე ადის. ბოლოს მოემწყვდევა
ოთახში, რომელსაც გასასვლელი არ აქვს, აღებს ფანჯარას,
რწმუნდება, რომ გაქცევა შეუძლებელია, პირში ჩაიდებს პის-
ტოლეტის ლულას და ისვრის.
მისის კროსბი და ედნა რაიხბერგი ამ დროს სასტუმრო
„გეორგ მეხუთის“ დარბაზში ცეკვავენ და სვამენ ჩაის.
რუდეკი ინსპექტორ ჟანვიეს ჯერ სადილად, შემდეგ კი ლა-
თინური კვარტალის ერთ-ერთ გასართობ ადგილას ეპატიჟე-
ბა დასალევად. დაახლოებით საღამოს 11 საათზე მათ შეუერ-
თდება მეგრე. რუდეკი და ჟანვიე მთვრალები არიან. დილის
ოთხ საათამდე რუდეკი მათ ბარიდან ბარში დაათრევს. აიძუ-
ლებს მათ დალიონ და თვითონაც სვამს. იგი ხან მთვრალად,
ხან კი სრულიად ფხიზლად გამოიყურება. ორაზროვან ფრა-
ზებს ისვრის და დაუსრულებლად იმეორებს, რომ პოლიცია
ვერასოდეს გაერკვევა მისის ჰენდერსონის მკვლელობაში.
დილის 4 საათზე რუდეკი მაგიდასთან ეპატიჟება ორ ქალს
და სთავაზობს მეგრესა და ჟანვიეს, მის მაგალითს მიჰბაძონ.
მაგრამ ისინი უარს უცხადებენ და იგი ქალებთან ერთად მი-
ემართება სენ-ჟერმენის ბულვარზე მდებარე სასტუმროსკენ.

282
19 ოქტომბერი. დილის 8 საათზე ამ სასტუმროს ადმინის-
ტრატორი ტელეფონით პასუხობს: „ქალებს ჯერ სძინავთ. მა-
თი მეგობარი ეს-ესაა წავიდა. მან ყველა ხარჯი გადაიხადა“...
მეგრეს ასეთი დაღლილობა იშვიათად თუ დაუფლებია გა-
მოძიების მსვლელობისას. უაზროდ ჩასცქეროდა იმწუთას გა-
კეთებული ჩანაწერის სტრიქონებს, მდუმარედ ჩამოართვა
ხელი კოლეგას, რომელიც მისასალმებლად შემოვიდა, და
ჟესტით სთხოვა, მარტო დაეტოვებინა.
მან ქაღალდის არშიაზე ჩაწერა: „გამოირკვეს, რას აკე-
თებდა უილიამ კროსბი 19 ოქტომბერს დილის 11-დან დღის 4
საათამდე“.
შემდეგ ჯიუტად გაიქნია თავი, ყურმილს ხელი დაავლო და
კაფე „გუმბათში“ დარეკა.
- მინდა ვიცოდე, როდის მიიღეთ ბოლო წერილი იან რუ-
დეკის სახელზე.
ხუთი წუთის შემდეგ მან მიიღო პასუხი: „სულ ცოტა, ათი
დღის წინ“.
მეგრემ დარეკა ძვირფასი ავეჯით გაწყობილ ბინაში, სა-
დაც რუდეკი ცხოვრობდა.
- თითქმის ერთი კვირაა, წერილი არ მოსულა! - უპასუხეს
იქიდან.
მეგრემ აიღო ბოტენის ცნობარი, გადაათვალიერა სია სა-
ფოსტო განყოფილებებისა, რომლებიც კორესპონდენციას
მოთხოვნამდე იღებდნენ, და ბულვარ რასპაიზე მდებარე გან-
ყოფილებაში დარეკა.
- თქვენ გყავთ აბონენტი გვარად რუდეკი?.. არა? პოლი-
ციიდან გელაპარაკებით... თქვენ კორესპონდენცია მხოლოდ

283
და მხოლოდ ინიციალებით გეგზავნებათ?.. მაშ, ასე, ხომ არ
იცნობთ ასეთ უცხოელს - საშუალო ტანისაა, არცთუ კარგად
აცვია, გრძელი ხუჭუჭა წითური თმა აქვს... არის ასეთი?.. იგი
წერილებს მ.ვ. ინიციალებზე იღებს? უკანასკნელად როდის
მიიღო წერილი? გთხოვთ გაიგოთ... მე მოვიცდი... ალო! ნუ
გაგვთიშავთ, გეთაყვა...
კარზე დააკაკუნეს. მეგრემ არც კი მიიხედა, ისე დაიძახა:
„შემობრძანდით!“
- დიახ, გისმენთ... გუშინ დილით, დაახლოებით ცხრა სა-
ათზე?.. ქალაქის ფოსტით მიიღეთ?.. გმადლობთ!.. ბოდიში,
კიდევ ერთი შეკითხვა: წერილი შედარებით სქელი ხომ არ
იყო, თითქოს კონვერტში ფულის დასტა იდო?
- არც ისე ცუდია! - გაისმა მის უკან დამცინავი ხმა.
კომისარი მოტრიალდა - მის წინ რუდეკი იდგა. მას შედა-
რებით მოღუშული შესახედაობა ჰქონდა, მაგრამ თვალები
ეშმაკურად უელავდა. იგი სავარძელში ჩაეშვა და ლაპარაკი
გააგრძელა.
- ცხადია, ამას ბავშვიც მიხვდებოდა. მაშ ასე, კომისარო,
ახლა თქვენ იცით, რომ გუშინ დილით ბულვარ რასპაიზე, სა-
ფოსტო განყოფილებაში მივიღე ფულით სავსე პაკეტი, რომე-
ლიც მოკითხვამდე იყო გამოგზავნილი. წინადღით ის ფული
საწყალ კროსბის ჯიბეში ედო... ახლა საჭიროა იმის ცოდნა, ეს
ფული თვითონ კროსბიმ გამოგზავნა თუ არა.
- მდივანს როგორღა ჩაუარეთ შეუმჩნევლად?
- ვიღაც ქალთან საუბარში იყო გართული... მე კი ისეთი სა-
ხე მივიღე, თითქოს თქვენი ახლობელი ვიყავი და კარზე
თქვენს სავიზიტო ბარათს მივაგენი... ჩემი აზრით, ამისთვის

284
არცთუ დიდი მოხერხება დამჭირდა... აქ კი, მოგეხსენებათ,
კრიმინალური პოლიციის წმიდათა წმიდა ადგილია!
მეგრემ შეამჩნია, რომ რუდეკს დაღლილი სახე ჰქონდა.
იგი უძილობით დაღლილზე მეტად ისეთ ავადმყოფს ჰგავდა,
რომელმაც მძიმე შეტევები გადაიტანა. მას ქუთუთოები შეშუ-
პებოდა და სისხლნაკლული ტუჩები გაჰფითრებოდა.
- ჩემთვის რამის შეტყობინება გსურდათ?
- თვითონაც არ ვიცი... მინდოდა გამეგო, რა სიახლე
გაქვთ... სახლამდე მშვიდობიანად მიხვედით?
- გმადლობთ, სრულიად მშვიდობიანად.
რუდეკმა თავისი ადგილიდან კომისრის მიერ გაკეთებული
ჩანაწერები დაინახა და გაფითრებული ტუჩები ღიმილით და-
ეღმიჭა.
- ტეილორის საქმეს თუ იცნობთ? - იკითხა უცებ მან. - თუმ-
ცა საიდან გეცოდინებათ, თქვენ ხომ არ კითხულობთ ამერი-
კულ გაზეთებს. დესმონდ ტეილორი, ამერიკული კინოს ერთ-
ერთი ცნობილი რეჟისორი, საიდუმლოდ მოკლეს... ეჭვი ბევრ
გამოჩენილ კინომსახიობზე მიიტანეს, მათ შორის რამდენიმე
ლამაზ ქალზეც. და მერე რა? ყველას გამოშვება მოუხდათ, და
იცით, რას წერდნენ ამის შესახებ სულ ახლახან, მრავალი
წლის შემდეგ?.. ციტატა ზეპირად მომყავს, შესანიშნავი მეხ-
სიერება მაქვს... „ძიების დაწყებიდანვე, პოლიციამ ზუსტად
იცოდა, ვინ მოკლა ტეილორი, მაგრამ ბრალდებულის წინა-
აღმდეგ ისეთი უმნიშვნელო და მცირედ დამაჯერებელი სამ-
ხილი იყო წაყენებული დანაშაულის აღიარებისთვის, დამნა-
შავე თვითონ რომ მისულიყო თავისი ბრალდების დასამტკი-

285
ცებლად, მას ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთები ან მოწ-
მეები უნდა წარედგინა“.
მეგრემ გაკვირვებით შეხედა თანამოსაუბრეს. მან კი ფეხი
ფეხზე გადაიდო, სიგარეტს მოუკიდა და განაგრძო:
- ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს სიტყვები პირადად პოლი-
ციის უფროსს ეკუთვნის... ეს დაიბეჭდა ერთი თუ ორი წლის
წინ და ყოველი ასო მახსოვს... „რა თქმა უნდა, დესმონდ ტე-
ილორის მკვლელი ვერა და ვერ დააპატიმრეს“...
კომისარმა გულგრილი გამომეტყველება მიიღო, სავარ-
ძლის ზურგს მიესვენა და ფეხები საწერ მაგიდაზე შეაწყო. იგი
უსმენდა იმ ადამიანის სახით, რომელსაც ბევრი თავისუფალი
დრო აქვს, მაგრამ ეს ლაპარაკი მეტად უმნიშვნელოდ მიაჩ-
ნია.
- მართლაც, - განაგრძობდა რუდეკი, - რატომაც არ უნდა
შეაგროვოთ მასალები უილიამ კროსბის შესახებ? როდესაც
მკვლელობის ძიება მიმდინარეობდა, პოლიციას ამის თაობა-
ზე არ უფიქრია, ანდა ვერ გაბედა ამის გაკეთება...
- და თქვენ მომიტანეთ ეს მასალები? - დაუდევრად იკითხა
მეგრემ.
- რატომაც არა? მონპარნასის ყოველ მცხოვრებს შეეძლო
მათი მოტანა თქვენთვის. იმ დროისთვის, როდესაც მისი მა-
მიდა მოკლეს, კროსბის არანაკლებ ექვსასი ათასი ფრანკი
ვალი ჰქონდა. მას „გუმბათის“ ბარმენის, ბობის ვალიც კი
ემართა... ეს მდიდარ ოჯახებში ხშირად ხდება... მიუხედავად
იმისა, რომ იგი ჰენდერსონების ძმისშვილი იყო, განსაკუთ-
რებით მდიდარი არასოდეს ყოფილა... მისი მეორე ბიძა მი-
ლიარდერია... ბიძაშვილი - ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული

286
ბანკის დირექტორ-განმკარგულებელი... მაგრამ მამამისი
ათიოდე წლის წინ გაკოტრდა, გესმით?.. და უილიამ კროსბი
გადაიქცა ღარიბ ნათესავად... ამასთანავე, ყველა მის ბიძასა
და მამიდას, გარდა ჰენდერსონებისა, ჰყავთ შვილები... და
აი, იგი დროს ატარებდა, თან თავდაპირველად ბერიკაცის
სიკვდილს ელოდებოდა, შემდეგ კი მისის ჰენდერსონის სიკ-
ვდილს, ისინი ორივენი სამოცდაათ წელს იყვნენ მიღწეულნი.
ბოდიში, რა ბრძანეთ?
- არა, არა, არაფერი...
მეგრეს ჯიუტი დუმილი, ეტყობა, აღიზიანებდა რუდეკს.
- თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, კომისარო, რომ პარიზში
მარტოოდენ გახმაურებული სახელითაც კი თავისუფლად შე-
გიძლიათ უფულოდაც იოლად გახვიდეთ... გარდა ამისა,
კროსბი მეტად მომხიბლავი ყმაწვილი იყო და მთელი სიცოც-
ხლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია. სამაგიეროდ, ყო-
ველთვის მშვენიერ გუნებაზე იყო; დიდი ბავშვივით უხაროდა
ცხოვრება და ყველაფრის გასინჯვას ესწრაფოდა... განსაკუთ-
რებით ქალებისადმი მიილტვოდა...
განსვენებულის შესახებ ჭორაობას არ ვაპირებ, მაგრამ...
თქვენ გინახავთ მისის კროსბი? მას ძალიან უყვარდა ეს ქალი
და მიუხედავად ამისა... საბედნიეროდ, ასეთი ჯურის ადამიან-
თა შორის არსებობს ურთიერთთავდებობა... არაერთხელ მი-
ნახავს, როგორ სვამდნენ კროსბები „გუმბათში“ აპერიტივს...
რომელიმე გოგონა, როგორც კი მომენტს იხელთებდა, კროს-
ბის თვალს ჩაუკრავდა და ისიც მაშინვე თავის ცოლს ეუბნე-
ბოდა: „მაპატიებ, ძვირფასო? ერთ ადამიანს უნდა დაველაპა-
რაკო...“ და ყველამ, ცოლის გარდა, იცოდა, რომ იგი გოგო-

287
ნასთან ნახევარი საათის გასატარებლად დელამბრის ქუჩაზე
რომელიმე სასტუმროში მიდიოდა... მე ეს ათჯერ, ასჯერ მაინც
მინახავს!.. რა თქმა უნდა, ედნა რაიხბერგიც მისი საყვარელი
იყო... იგი თაყვანს სცემდა მისის კროსბის, წამდაუწუმ მასთან
მიძვრებოდა... და ვინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი ქალი ჰყავ-
და? მათ უარს არასოდეს ეუბნებოდა... ჩემი აზრით, მას ყვე-
ლანი უყვარდა კიდეც...
მეგრე გაიზმორა და დაამთქნარა.
- ისეც მომხდარა, რომ ტაქსისთვის გადასახდელი ფულიც
არ ჰქონია... ის კი ერთ ჯერზე თხუთმეტ-თხუთმეტი კოქტეი-
ლის შეკვეთას იძლეოდა იმ ადამიანთათვის, რომლებსაც თა-
ვის სიცოცხლეში პირველად ხვდებოდა... და ამავე დროს იცი-
ნოდა კიდეც!.. ის შეწუხებული არასოდეს მინახავს. წარმოიდ-
გინეთ არსება, რომელიც აკვნიდანვე შესანიშნავი გუნებით
არის დაჯილდოებული... ასეთი ადამიანები ყველას უყვარს
და მათაც ყველა უყვართ... მას ყველაფერს შეუნდობენ, იმა-
საც კი, რასაც სხვას არავის აპატიებდნენ...
სვებედნიერი, რომელსაც ყველაფერი ეხერხება!.. თქვენ
მოთამაშე არ ხართ, კომისარო? მაშინ, თქვენ არ გეცოდინე-
ბათ, რა არის, როცა თქვენი პარტნიორი შვიდიანს ხსნის,
თქვენ კი იღებთ კარტს და რვიანს აჩვენებთ მას!.. მომდევნო
ჩამორიგებაზე მას რვიანი აქვს, თქვენ კი ცხრიანს ხსნით!..
კროსბისაც ყოველთვის ასე გამოსდიოდა! იგი ზღაპრულ სამ-
ყაროში ცხოვრობდა და არა ბნელი კანონებით გარემოცულ
პირქუშ აწმყოში... ასეთი იყო კროსბი! მას ათასი უსიამოვნე-
ბა მოელოდა, როდესაც უცებ მემკვიდრეობით თხუთმეტი თუ
თექვსმეტი მილიონი მიიღო. ვალი რომ დაეფარა, ერთ-ერთი

288
თავისი სახელგანთქმული ნათესავის ყალბი ხელმოწერა გა-
აკეთა...
- მან თავი მოიკლა! - მკვახედ თქვა მეგრემ.
რუდეკს თვალები გაუგებარი მხიარულებით აენთო, იგი
წამოდგა, სიგარეტი ღუმელში შეაგდო და თავის ადგილს და-
უბრუნდა.
- დიახ, მაგრამ მან ხომ მხოლოდ გუშინ მოიკლა თავი!.. -
გამოცანასავით უპასუხა მან.
- მაგრამ... - გაბრაზებით წამოიწყო მეგრემ.
იგი მთელი თავისი სიმაღლით წამოიმართა და ზევიდან
დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში რუდეკს. დაძაბული სიჩუმე
ჩამოვარდა.
- კი მაგრამ, ჩემთან რა ეშმაკმა მოგიყვანათ?
- მინდოდა ცოტა მეყბედა... ან, თუ თქვენი სურვილიც იქნე-
ბოდა, დაგხმარებოდით კიდეც. გამოტყდით, რომ კროსბის
შესახებ მასალის შესაგროვებლად თქვენ გარკვეული დროის
დახარჯვა მოგიხდებოდათ, მე კი ეს მასალა გამზადებული მო-
გიტანეთ... შემიძლია კიდევ არანაკლებ ძვირფასი რამ დავუ-
მატო... გინახავთ პატარა რაიხბერგი?.. იგი ჯერ მხოლოდ ოცი
წლისაა, მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია, რაც კროსბისთან
ცხოვრობს... მთელ დღეებს მათთან ატარებს და მისის კროს-
ბის ელაქუცება. მან და უილიამმა უკვე დიდი ხანია გადაწყვი-
ტეს, რომ იგი ცოლს გაეყრება და ედნას შეირთავს, მაგრამ
მდიდარი მრეწველის ქალიშვილი რომ შეერთო, საჭირო იყო
ფული, ბევრი ფული... კიდევ რა გიამბოთ? გინდათ მოგაწო-
დოთ მასალა ბობიზე, „გუმბათის“ ბარმენზე?.. თქვენ იგი
თეთრი ხალათითა და ხელსახოცით ხელში გყავთ ნანახი... ამ

289
ყმაწვილს კი წელიწადში ოთხასიდან ხუთასი ათასამდე ფრან-
კი შემოსავალი გააჩნია! მას ვერსალში შესანიშნავი ვილა და
უახლესი მარკის მანქანა აქვს... საკმაოდ კარგია, ხომ? აი, რა
არის ფეხის ქირა, კომისარო.
რუდეკს ნერვიულობა დაეტყო, მისი ხმა რაღაცნაირად აღ-
რჭიალდა.
- იმ დროს, როდესაც ჟოზეფ ერტენი თორმეტი საათის გან-
მავლობაში დაატარებდა ქალაქში თავის ურიკას, თვეში მხო-
ლოდ ექვსას ფრანკს შოულობდა... თვეში ექვსას ფრანკს!
- თქვენ კი? - მკვახედ ჰკითხა მეგრემ. მისი მზერა რუდეკის
თვალებს არ შორდებოდა.
- ო, მე...
სიჩუმე ჩამოვარდა. მეგრე კაბინეტში დიდი ნაბიჯებით
ბოლთას სცემდა. იგი ღუმელთან შეჩერდა და ნახშირი დაუმა-
ტა, რუდეკმა ახალ სიგარეტს მოუკიდა.
საოცარი მდგომარეობა შეიქმნა. გაურკვეველი იყო, რის-
თვის გამოცხადდა და წასვლასაც არ აპირებდა. იგი თითქოს
რაღაცას ელოდებოდა, მაგრამ მეგრე, მიუხედავად ძლიერი
სურვილისა, ფრთხილობდა რუდეკისთვის შეკითხვების მიცე-
მას, ან რა უნდა ეკითხა მისთვის?
და ისევ პირველად რუდეკმა წამოიწყო ლაპარაკი. მან
თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა:
- შესანიშნავი ბოროტმოქმედებაა! მე ვლაპარაკობ რეჟი-
სორ დესმონდ ტეილორის მკვლელობაზე... იგი სასტუმროში,
თავის ნომერში მარტო იყო... მის სანახავად მივიდა ვინმე
ნორჩი კინოვარსკვლავი... მან უკანასკნელმა ნახა იგი ცოც-
ხალი... გესმით, კომისარო... ისიც ნახეს, როდესაც იგი მარ-

290
ტო გამოდიოდა, ტეილორი მას არ აცილებდა... მაგრამ იგი ამ
ქალს არ მოუკლავს!..
რუდეკი იჯდა იმ სკამზე, რომელსაც მეგრე სთავაზობდა
ხოლმე მომსვლელებს. მის სახეს ისეთი კაშკაშა სინათლე
აშუქებდა, როგორიც საოპერაციოშია ხოლმე. ახლა მეგრე
უნებურად ტკბებოდა რუდეკის ცქერით.
მაღალი გამობურცული შუბლი წვრილ ნაოჭებს დაესერა,
მაგრამ ეს სახეს არ აბერებდა. გრძელი სპილენძისფერ-მოწი-
თალო თმა ბოჰემის წარმომადგენლის, თავისუფალი მხატ-
ვრის, იერს აძლევდა. ამ შთაბეჭდილებას ღრმად ამოჭრილ-
საყელოიანი, მეტად მუქი ფერის, უყელსაბამო და თავისუფა-
ლი ხალათიც აძლიერებდა. რუდეკი არ იყო გამხდარი, მაგ-
რამ ავადმყოფური იერი ჰქონდა. შესაძლოა, იმიტომ, რომ
ტანი მოდუნებოდა და ტუჩების მოყვანილობაშიც რაღაც ავი
და არაჯანსაღი იმალებოდა.
იგი უჩვეულოდ ღელავდა, არა ისე, როგორც ყველა ადა-
მიანი. ამით, შესაძლოა, ვინმე ფსიქოლოგი დაინტერესებუ-
ლიყო. მას სახე უძრავად რჩებოდა და მხოლოდ თვალები ენ-
თებოდა უცებ, თითქოს ელექტრონაპერწკალმა გაიარაო. მა-
შინ რუდეკის მზერა დაძაბული ხდებოდა და მისი ატანა არ-
ცთუ ადვილი იყო.
- რას უზამენ ახლა ერტენს? - იკითხა მან გრძელი პაუზის
შემდეგ.
- მას თავს მოჰკვეთენ! - უპასუხა მეგრემ და ხელები შარ-
ვლის ჯიბეებში ჩაიყო.
დაძაბულობამ მაქსიმუმს მიაღწია, რუდეკმა მოკლე, ღრჭი-
ალა სიცილით გადაიხარხარა.

291
- აბა, რა თქმა უნდა! მეტი რისთვისღა ვარგა ადამიანი,
რომელიც თვეში ექვსას ფრანკს გამოიმუშავებს! სხვათა შო-
რის, კომისარო... გინდათ სანაძლეო დავდოთ? მე ვამტკიცებ,
რომ კროსბის დაკრძალვაზე ორივე ქალი ღრმად მგლოვია-
რე მოვა და ერთმანეთს ჩახუტებულნი იტირებენ. მე, რა თქმა
უნდა, მისის კროსბისა და ედნას შესახებ მოგახსენებთ... მით-
ხარით, კომისარო... თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მან
თვითონ მოიკლა თავი?
რუდეკმა გაიცინა, ეს ისევე მოულოდნელი იყო, როგორც
ყოველივე იმ ადამიანში, ისევე მოულოდნელი, როგორც მისი
მოსვლა.
- თვითმკვლელობის სიმულაციის ცდა ხომ ერთობ უბრა-
ლო რამეა! და ამ დროს თქვენს საყვარელ ჟანვიესთან ერ-
თად დუქანში რომ არ ვყოფილიყავი, მეც, ალბათ, ჩემს თავს
მკვლელობას დავწამებდი... ისე, უბრალოდ, რომ დამენახა,
რა მოხდებოდა ამით. კომისარო, თქვენ გყავთ ცოლი?
- დიახ... ამით რა გინდათ თქვათ?
- სრულიად არაფერი... უბრალოდ, თქვენ ბედნიერი
ხართ... გყავთ ცოლი... გაქვთ წყნარი, უბრალო ცხოვრება...
მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებით მიღებული
კმაყოფილება... კვირადღეობით, ალბათ სათევზაოდ მიემ-
გზავრებით... ან იქნებ ბილიარდის თამაშს ამჯობინებთ? მე ეს
შესანიშნავ რამედ მიმაჩნია! მხოლოდ ამას, რაც შეიძლება,
ადრე უნდა მოჰკიდოთ ხელი. და უკეთესია ისეთი მამისგან
გაჩნდე, რომელსაც მტკიცე პრინციპები ჰქონდა და რომელ-
საც აგრეთვე უყვარდა ბილიარდი...
- ჟოზეფ ერტენს სად შეხვდით? - ჰკითხა მეგრემ.

292
კომისარმა იმიტომ მისცა ეს მოულოდნელი შეკითხვა,
რომ მოეჩვენა, თითქოს ამით მარჯვე სვლას გააკეთებდა.
მაგრამ სიტყვა ჯერ არ დაემთავრებინა, რომ უკვე ინანა.
- სად შევხვდი ჟოზეფ ერტენს? გაზეთებში, როგორც ყვე-
ლა... მაგრამ ღმერთო, რა რთულია ჩვენი ცხოვრება!.. აბა,
ერთი წარმოიდგინეთ; აი, თქვენ მისმენთ, ღელავთ, განიც-
დით და არ შეგიძლიათ გამოიტანოთ გარკვეული აზრი, რო-
მელზეც დამოკიდებული იქნება თქვენი მომავალი, ბილიარ-
დიც, თევზის ჭერაც... და ეს ხდება თქვენს ასაკში!.. ოცდაათი
წლის უმწიკვლო სამსახური ბეწვზე კიდია!.. და მხოლოდ იმი-
ტომ, რომ ოცდაათი წლის განმავლობაში თქვენ პირველად
დაგებადათ გაბედული აზრი... მაგრამ გენიოსად უნდა დაიბა-
დო, ორმოცდაათი წლის ასაკში გენიოსები არ ხდებიან...
თქვენ კი ორმოცდაათ წელს ხართ მიღწეული, ხომ ასეა? ჟო-
ზეფ ერტენისთვის ეშაფოტზე ასვლაში ხელი არ უნდა შეგეშა-
ლათ. სამსახურში წინ წაგწევდნენ. სიტყვამ მოიტანა და რა
გასამრჯელოს აძლევენ პოლიციის კომისარს?.. ორი-სამი
ათასს თვეში? დაახლოებით იმის ნახევარს, რასაც განსვენე-
ბული კროსბი რესტორნებში სასმელსა და საჭმელზე ხარჯავ-
და... მე მგონი, უფრო ნაკლებსაც... და მართლაც, რით ახსნი-
ან იმ ბედნიერის თვითმკვლელობას? უბედური სიყვარუ-
ლით?.. გამოჩნდებიან მწარე ენები, რომლებიც კროსბის
თვითმკვლელობას აუცილებლად დაუპირისპირებენ ჟოზეფ
ერტენის გაქცევას... და ყველა კროსბი, ყოველი ჰენდერსონი
და მათი ბიძაშვილ-მამიდაშვილები, რამდენიც კი არიან ამე-
რიკაში, ყველა ისინი დეპეშებს მოგაყრიან და ამ ამბის გახ-
მაურების აღკვეთას მოგთხოვენ... თქვენს ადგილზე...

293
რუდეკი წამოდგა და სიგარეტის ნამწვი ფეხსაცმლის ლან-
ჩაზე ჩააქრო.
- თქვენს ადგილზე, კომისარო, მე მოვიფიქრებდი დივერ-
სიას... ეს სრულებითაც არ არის რთული!.. უნდა დააპატიმ-
როთ რომელიმე ტიპი, ვის გამოც არავითარი დიპლომატური
გართულება არ წარმოიქმნება... რომელიმე რუდეკი, რომ-
ლის დედა პატარა ქალაქში მხოლოდ და მხოლოდ მოახლე
იყო...
რუდეკს ხმა უთრთოდა, მის მეტყველებაში პირველად გა-
მოსჭვიოდა უცხოური კილო.
- და მაინც, ეს საქმე ისევე დამთავრდება, როგორც ტე-
ილორის... მეტი თავისუფალი დრო რომ მქონდეს... ტეილო-
რის საქმეში არ მოიპოვებოდა თითების ანაბეჭდი, არც სხვა
სამხილი... აქ კი ეს გვაქვს! ერტენმა ყველგან დატოვა თავისი
თითების ანაბეჭდები და თანაც სენ-კლუში გამოჩნდა...
მკვლელობის წინ კროსბის ძალზე სჭირდებოდა ფული. ძიება
განახლდა - და კროსბი თავს იკლავს... მე რაღა შუაში ვარ?..
კროსბის არასოდეს დავლაპარაკებივარ. მას ჩემი სახელიც
კი არ სმენია, არც კი ვუნახავვარ... შეგიძლიათ ჰკითხოთ ჟო-
ზეფ ერტენს, იცნობს თუ არა იგი რუდეკს! შეგიძლიათ იკით-
ხოთ სენ-კლუში, თუ ვუნახავვარ იქ ოდესმე... და მაინც,
თქვენთან, კრიმინალურ პოლიციაში ვზივარ. ქვევით მელო-
დება ინსპექტორი, რომელიც, სადაც უნდა წავიდე, კვალდაკ-
ვალ გამომყვება... სხვათა შორის, კომისარო, ეგ ისევ ჟანვიე
იქნება? მეტად მოხარული ვიქნებოდი. იგი ახალგაზრდა და
სანდომიანია... მართალია, არც ისე მაგრად სვამს... სამი
კოქტეილი - და იგი ნეტარების ბურანში ჩაიძირება ხოლმე...

294
მითხარით, კომისარო, ვის უნდა მივმართო? მინდა რამდენი-
მე ათასი შევწირო უხუცესი პოლიციელების თავშესაფარს...
დაუდევარი ჟესტით რუდეკმა პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო ფუ-
ლის სქელი დასტა, ისევ შეინახა, მეორე ჯიბიდან ამოიღო უფ-
რო სქელი დასტა, შემდეგ კი ჟილეტის ჯიბიდან შეუდგა ფუ-
ლების ამოლაგებას. მეგრე მაშინვე მიხვდა, რომ ფული დაახ-
ლოებით ასი ათასი ფრანკი იყო.
- მაშ, მეტს აღარაფერს მეტყვით?
რუდეკმა წარმოთქვა ეს და მის ხმაში წყენა გაჟღერდა,
რომლის დამალვაც ვერ შეძლო.
- დიახ, მეტი არაფერი მაქვს თქვენთვის სათქმელი.
- მაშინ, კომისარო, ნება მიბოძეთ, რაღაც გითხრათ.
მეგრე დუმდა.
- მაშ ასე, კომისარო... ამ საქმეში ვერასოდეს გაერკვევით!
რუდეკმა მაგიდიდან აიღო თავისი შავი ფეტრის ქუდი და
რაღაცნაირი შებორკილი ნაბიჯით გაემართა კარისკენ. იგი
აშკარად ცუდ გუნებაზე იყო. კომისარმა თვალი გააყოლა მას
და კრიჭაშეკრულმა წაიბუზღუნა:
- მოყევი, ბიჭუნა!.. მოყევი...

X
სიურპრიზიანი კარადა

- რამდენი გაქვს დღიური შემოსავალი ამ გაზეთებიდან?


რუდეკი მონპარნასის კაფეს აივანზე იჯდა, სკამის საზურ-
გეს ოდნავ მიყრდნობილიყო, თხელ ტუჩებზე ბოროტი ღიმი-
ლი დასთამაშებდა და ჰავანურ სიგარას ეწეოდა.

295
მაგიდებს შორის ნახევრად შეშლილი დედაბერი დაბო-
რიალებდა, მომსვლელებს საღამოს გაზეთებს სთავაზობდა
და რაღაცას საცოდავად და გაუგებრად ბუტბუტებდა. ეს იყო
საბრალო და სასაცილო არსება.
- რამდენს ვშოულობ?
ქალს არ ესმოდა. მის ცრემლიან, ამღვრეულ თვალებში
ოდნავღა ღვიოდა დაშრეტის გზაზე დამდგარი გონების ნაღ-
ვერდალი.
- აბა, ერთი აქ ჩამოჯექი... ცოტას თუ დალევ ჩემთან ერ-
თად? გარსონ! ლიქიორი ქალბატონისთვის...
რუდეკი თვალებით ეძებდა მეგრეს, იცოდა, რომ იგი სად-
ღაც იქვე იჯდა და თვალყურს ადევნებდა.
- მაშ, ასე. დასაწყისისთვის მე ვყიდულობ შენს ყველა გა-
ზეთს. ოღონდ ისინი უნდა გადათვალო...
განცვიფრებულმა დედაბერმა არ იცოდა, დარჩენილიყო
თუ გაქცეულიყო. რუდეკმა მას ასფრანკიანი ბილეთი დაანახ-
ვა და ქალი სასწრაფოდ შეუდგა დასტებად დაწყობილი გაზე-
თების თვლას.
- დალიე!.. ესე იგი, შენ ორმოცი გაზეთი გაქვს? ხუთ-ხუთი
სუ ღირს, ეს ათი ფრანკი გამოდის... გინდა ერთბაშად ასი მი-
იღო?
მეგრეს ესმოდა და ყველაფერს ხედავდა, მაგრამ არ იმ-
ჩნევდა. თითქოს რუდეკის საქციელი სრულებითაც არ აინტე-
რესებდა.
- ორასი ფრანკი!.. სამასი!.. შეხედე, აი ფული... გინდა ხუ-
თასი მიიღო?.. ოღონდ უნდა დაიმსახურო, ბებიკო... თათები
გასწი! ამ ფულს მიიღებ, თუ... თუ რამეს გვიმღერებ!

296
დედაბერი გაოგნდა. ჭაღარა ბეწვით დაფარულ მის ნიკაპ-
ზე ლიქიორის ტკბილი წვეთი მოწანწკარებდა. მეზობელ მაგი-
დებთან მსხდარნი ერთმანეთს მუჯლუგუნებს ჰკრავდნენ და
იცინოდნენ.
- იმღერე, რაც გინდა... რამე მხიარული... თუ ცეკვასაც მი-
აყოლებ, კიდევ ხუთასს დაგიმატებ...
საზიზღარი სანახაობა იყო. დედაბერი ხარბ მზერას არ
აშორებდა ფულს. წყვეტილი, ხრინწიანი ხმით წამოიწყო რო-
მელიღაც უაზრო მელოდია, თან ხელს ფულისკენ აცურებდა.
- საკმარისია!.. გეყოფა!.. - გაისმა ირგვლივ.
- იმღერე! - უბრძანა რუდეკმა.
იგი ჯერ კიდევ ცერად უმზერდა მეგრეს. მუშტრებს შორის
აღშფოთებული ხმები გაისმა, დედაბრის გასაგდებად მოვიდა
გარსონი, ქალი ჯიუტობდა, მაგიდებს ებღაუჭებოდა. ზღაპრუ-
ლი რაოდენობის ფულის მოგების იმედი არ უქრებოდა.
- მე თქვენთვის არ ვმღერი! აი, იმ ახალგაზრდა ბატონის-
თვის ვმღერი, ის შემპირდა...
ეს ყველაფერი მეტად ნაღვლიანად დამთავრდა. შემოვიდა
პოლიციელი და თან წაიყვანა დედაბერი, რომელსაც ერთი
სანტიმიც არ მიუღია. შიკრიკი მდუმარედ გაეკიდა ქალს, რა-
თა მისთვის გაზეთები გადაეცა.
უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ამგვარი სცენები
ათჯერ მაინც გამეორდა. და სამივე დღეს ჯიუტად შუბლშეკრუ-
ლი კომისარი მეგრე ტუჩებს იკვნეტდა, დილიდან საღამომდე
რუდეკს დასდევდა და ერთი ნაბიჯითაც არ შორდებოდა.
თავდაპირველად რუდეკი ლაპარაკის წამოწყებას ცდი-
ლობდა. იგი რამდენჯერმე იმეორებდა:

297
- რადგან თქვენ გადაწყვიტეთ კვალდაკვალ მდიოთ, გვერ-
დით გამომყევით! ასე უფრო მხიარულად ვივლით...
მაგრამ მეგრე უარზე იყო. „გუმბათში“ ან სადმე სხვაგან
ყოველთვის მის შორიახლოს ჯდებოდა, ქუჩაში კი დაუფარა-
ვად მისდევდა, თითქმის ქუსლებზე აბიჯებდა ფეხს. გაიმართა
შეჯიბრება გამძლეობაში და რუდეკი თანდათანობით კარგავ-
და მოთმინებას.
კროსბის დაკრძალვას ნაირნაირი საზოგადოება ესწრებო-
და - როგორც პარიზის ამერიკული კოლონიის ბურჯნი, აგ-
რეთვე მონპარნასის ჭრელი ბოჰემის წარმომადგენლებიც.
როგორც რუდეკმა იწინასწარმეტყველა, ორივე ქალი ძაძე-
ბით იყო შემოსილი. თვით რუდეკმა სამგლოვიარო პროცესია
სასაფლაომდე მიაცილა, გაშტერებით იყურებოდა წინ და ხმა
არავისთვის გაუცია.
ასე გავიდა ღამის კოშმარივით აუტანელი სამი დღე.
- თქვენ მაინც ვერაფერს გაიგებთ! - გაიძახოდა რუდეკი,
როდესაც მეგრეს მოუბრუნდებოდა.
მაგრამ მეგრე ისეთ სახეს იღებდა, თითქოს არაფერი ეს-
მოდა და კედელივით შეუვალი რჩებოდა. სამი დღის განმავ-
ლობაში რუდეკმა მხოლოდ ორჯერ გაუსწორა მზერა კომი-
სარს.
მეგრე ჩრდილივით დასდევდა რუდეკს. ეს იყო და ეს! თით-
ქოს იგი არაფერს დაეძებდა, არავის უთვალთვალებდა... ეს
იყო მდუმარე, დაჟინებული და განუწყვეტელი დევნა.
რუდეკი არაფერს აკეთებდა. მთელ დღეებს დილიდან გვი-
ან ღამემდე კაფეში ატარებდა. ხანდახან უეცრად მოითხოვდა:
- დირექტორს სთხოვეთ, მოვიდეს!..

298
დირექტორი მოდიოდა და რუდეკი უცხადებდა:
- თქვენს ყურადღებას მივაპყრობ: გარსონს, რომელიც მე
მემსახურებოდა, ჭუჭყიანი ხელები აქვს...
რუდეკი ფულს მხოლოდ ასფრანკიანი ან ათასფრანკიანი
ბანკნოტებით იხდიდა და ხურდას დაუდევრად იდებდა შარ-
ვლის ჯიბეში. რესტორნებში შეკვეთილ სადილებს იგი უკანვე,
სამზარეულოში აბრუნებდა იმ საბაბით, რომ ცუდად იყო მომ-
ზადებული. ერთხელ, დღისით, რუდეკმა შესანიშნავი, ას ორ-
მოცდაათფრანკიანი საუზმე მოითხოვა. როდესაც ჭამა დაამ-
თავრა, მეტრდოტელს განუცხადა:
- ფეხის ქირა არ იქნება. სწრაფად არ მემსახურებოდნენ.
საღამოობით იგი დუქნებსა და ღამის ბუნაგებში დაეთრე-
ოდა, გოგონებს შამპანურით უმასპინძლდებოდა, მაგრამ უკა-
ნასკნელ წუთამდე არც ერთს არ აძლევდა უპირატესობას...
შემდეგ კი დარბაზის შუაგულში ათასფრანკიან ბილეთს ააგ-
დებდა და გაიძახოდა:
- ვინც დაიჭერს, იმისი იქნება...
ნამდვილი ჩხუბი იმართებოდა, ხანდახან პოლიციაც ჩა-
ერეოდა ხოლმე. რუდეკს კი მხოლოდ ერთი რამ აინტერესებ-
და: მეგრეზე რა შთაბეჭდილებას ტოვებდა მისი საქციელი.
იგი არც კი ცდილობდა მეთვალყურის გზის აბნევას. პირი-
ქით! როდესაც ტაქსიში ჯდებოდა, თავაზიანად უცდიდა, ვიდ-
რე კომისარი მანქანას გააჩერებდა.
უილიამ კროსბის დაკრძალვა 22 ოქტომბერს შედგა. 23-
ში, დაახლოებით საღამოს 11 საათზე, რუდეკი ელისეს მინ-
დვრებზე მდებარე რესტორანში ამთავრებდა სადილს.

299
11 საათსა და 30 წუთზე იგი მეგრეს თანხლებით ქუჩაში გა-
მოვიდა, კომფორტული მანქანა ამოირჩია და მძღოლს ჩუმად
უთხრა მისამართი. ორი ტაქსი ერთიმეორის მიყოლებით გა-
ემართა ოტეისკენ.
კომისრის ფართო სახეზე ვერც გაკვირვებას ამოიკითხავ-
დით და ვერც მღელვარებას, მას დაღლაც კი არ ეტყობოდა,
თუმცა ბოლო დღეებში თითქმის სრულებით არ სძინებია,
მხოლოდ ოდნავ ჩაწითლებული თვალები ჩვეულებრივზე უფ-
რო დაჟინებით იმზირებოდნენ.
პირველი მანქანა სანაპიროზე გამოვიდა, მირაბოს ხიდით
სენა გადაკვეთა, და „თეთრი ყანჩისკენ“ მიმავალ გზას დაად-
გა.
ბისტროდან ასიოდე მეტრის დაშორებით რუდეკმა მანქანა
გააჩერებინა და მძღოლს რაღაც უთხრა. შემდეგ, პალტოს ჯი-
ბეებში ხელებჩაწყობილი, პირდაპირ მივიდა სატვირთო ნავ-
მისადგომთან, რომელიც დუქნის შორიახლოს მდებარეობდა.
აქ მან სიგარეტს მოუკიდა, ჩამოჯდა რკინის ტუმბოზე, რო-
მელზეც ნავსაბმელი ჯაჭვი მაგრდება ხოლმე, დარწმუნდა,
რომ მეგრე თან სდევდა და გაშეშდა.
შუაღამისას ჯერ კიდევ არაფერი მომხდარიყო. ბისტროში
მაგიდასთან კამათელს აგორებდა სამი არაბი. კუთხეში ვი-
ღაც კაცი თვლემდა, ეტყობოდა, მთვრალი იყო. პატრონი ჭი-
ქებს რეცხავდა. მეორე სართულზე ყველა ფანჯარა ჩაბნელე-
ბული იყო.
პირველის ხუთ წუთზე ბისტროსთან ტაქსი მოვიდა. იქიდან
ქალი გადმოვიდა და, ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ, თამამად

300
შევიდა ბისტროში. რუდეკმა სარკასტულად გადახედა მეგ-
რეს.
დარბაზში შესვლისას ქალი შემობრუნდა. მას დიდსაყე-
ლოიანი მუქი ბეწვის მანტო ჰქონდა მოსხმული. ნათურის კაშ-
კაშა შუქზე შეუძლებელი იყო, არ გეცნოთ ელენ კროსბი.
თუთიის დახლთან დახრილი იგი ჩუმად ელაპარაკებოდა
პატრონს. არაბებმა თამაში შეწყვიტეს და მას მიაშტერდნენ.
გარეთ არ ისმოდა, რაზე ლაპარაკობდნენ ისინი, სამაგიეროდ
ჩანდა, რომ პატრონი გაკვირვებული იყო, ამერიკელი ქალი
კი დარცხვენილი.
რამდენიმე წამის შემდეგ პატრონი გაემართა ხრახნული
კიბისკენ, რომელიც დახლის უკან ადიოდა. მისის კროსბი მას
გაჰყვა. მეორე სართულზე აინთო შუა ფანჯარა, სწორედ იმ
ოთახის ფანჯარა, რომელშიც ოდესღაც თავშესაფარი პოვა
ჟოზეფ ერტენმა.
შემდეგ პატრონი დარბაზში მარტო ჩამოვიდა. არაბებმა
მას რაღაც ჰკითხეს. პასუხს რომ აძლევდა, მან მეტყველად
აიჩეჩა მხრები, თითქოს უნდოდა ეთქვა: თვითონაც არაფერი
მესმის... ან ჩვენ რა გვესაქმებაო!..
მეორე სართულის ფანჯრებს დარაბები არ ჰქონდა. თხელ
ფარდაში, რომელიც მჭიდროდ არ იყო ჩამობურული, ამერი-
კელი ქალის თითქმის ყოველი მოძრაობა მოჩანდა.
- სიგარეტი ხომ არ გნებავთ, კომისარო?
მეგრემ არ უპასუხა.
ქალი საწოლს მიუახლოვდა და იქიდან საბანი და ზეწარი
გადმოათრია. შემდეგ მან მძიმე და გაურკვეველი ფორმის
რაღაც საგანი ასწია და უცნაურ საქმიანობას შეუდგა. დროგა-

301
მოშვებით იგი, თითქოს შეშფოთებული, ფანჯარას უახლოვ-
დებოდა.
- თითქოს, მას ლეიბი სჭირდება, ხომ ასეა? იქნებ ვცდები,
ან მართლაც ლეიბს არღვევს... მძიმე სამუშაოა ისეთი ქალის-
თვის, რომელიც უმოახლოდ ყოფნას არ არის მიჩვეული...
რუდეკს მეგრესგან ხუთი მეტრი აშორებდა. ასე განვლო
თხუთმეტიოდე წუთმა.
- რაც დრო გადის, ყველაფერი ძნელდება!
რუდეკის ხმაში მოუთმენლობა გაისმა, მეგრემ არ უპასუხა
და არც განძრეულა.
დაახლოებით პირველის ნახევარზე ელენ კროსბი ბის-
ტროს დარბაზში ჩამოვიდა. მან დახლზე ფული დააგდო. მან-
ტოს საყელო აიწია და სწრაფად გამოვიდა ქუჩაში. ტაქსი იქვე
ელოდებოდა.
- გავყვეთ მას, კომისარო?
სამი ტაქსი ერთმანეთს მიჰყვა. მალე გაირკვა, რომ მისის
კროსბი ქალაქში დაბრუნებას არ აპირებდა. ნახევარი საათის
შემდეგ მისი მანქანა სენ-კლუში აღმოჩნდა და ჰენდერსონე-
ბის ვილის შორიახლოს გაჩერდა.
თავის შავ მანტოში გახვეული ერთი ბეწო ქალი ვილის მო-
პირდაპირე ტროტუარზე გაუბედავად დაეხეტებოდა. უცებ მან
სწრაფად გადაირბინა ქუჩა, ჩანთიდან გასაღები ამოიღო და
სახლში შევიდა. მესრისებური ღობის კარი ყრუ ბრახუნით ჩა-
იკეტა მის უკან.
ვილის ფანჯრები არ განათებულა. მეორე სართულის
ბნელ მინებს იქით მხოლოდ სუსტი, მთრთოლი ცეცხლი
ელავდა. თითქოს ვიღაც დროგამოშვებით ასანთს უკიდებდა.

302
ცივი და ნესტიანი ღამე იყო, მქრქალად ანათებდნენ ქუჩის
ფარნები, რუდეკისა და მეგრეს მანქანები ვილისგან დაახ-
ლოებით ორასი მეტრის დაშორებით იდგნენ, მისის კროსბის
მანქანა კი - მესრის ძირას.
კომისარი მანქანიდან გადმოვიდა და ასიოდე ნაბიჯი გაი-
არა. მას ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ნერვიულად აბოლებდა
ჩიბუხს.
- თქვენ რა?.. არ აპირებთ წახვიდეთ და შეხედოთ, რა ხდე-
ბა იქ?
მეგრეს პასუხი არ გაუცია, იგი ბოლთის ცემას განაგრძობ-
და.
- ახალ შეცდომას ხომ არ უშვებთ, კომისარო? ვინ იცის,
იქნებ დღეს ან ხვალ ვილაში კიდევ ერთი გვამი იპოვონ?
მეგრემ არ უპასუხა. რუდეკმა ჩანახევრებული სიგარეტი
გაგლიჯა და ტროტუარზე დააგდო.
- უკვე ასჯერ მაინც გითხარით, რომ ამაში ვერ გაერკვე-
ვით... და ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ...
მეგრემ მას ზურგი შეაქცია. დაახლოებით ერთი საათი გა-
ვიდა. სიჩუმე სუფევდა, მაგრამ ასანთის მთრთოლი ალი ვი-
ლის ფანჯრებს იქით აღარ გამოჩენილა.
შეშფოთებული ტაქსის მძღოლი, რომლითაც მისის კროს-
ბი მოვიდა, მანქანიდან გადმოვიდა და მესერს მიუახლოვდა.
- ივარაუდეთ, კომისარო, რომ სახლში კიდევ ვიღაც
არის...
მეგრემ რუდეკს თვალებში ჩახედა და ის გაჩუმდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ელენ კროსბი გამოჩნდა. მან
მანქანასთან მიირბინა და ჩაჯდა. ქალს ხელში დაახლოებით

303
ოცდაათი სანტიმეტრის სიგრძის, ქაღალდსა თუ თეთრ ტი-
ლოში გახვეული მოგრძო საგანი ეკავა.
- არ გაინტერესებთ, რა გამოიტანა?
- იცით რა, რუდეკ...
- რა?
ამერიკელი ქალის ტაქსი პარიზისკენ გაემართა, მეგრე
მის დადევნებას აშკარად არ აპირებდა.
რუდეკი ნერვიულობდა, ტუჩები ოდნავ უთრთოდა.
- იქნებ, მე და თქვენ შევსულიყავით იქ? - თქვა მეგრემ.
- მაგრამ...
რუდეკი ყოყმანობდა, მისი სახე თითქოს მეტყველებდა,
რომ დეტალურად შემუშავებული გეგმის მიუხედავად, მო-
ულოდნელ სიძნელეებს წააწყდა. მეგრემ მძიმედ დაუშვა ხე-
ლი მის მხარზე.
- შევიდეთ... მე და თქვენ, ორივენი ერთად, რაც უნდა
იყოს, ყველაფერში გავერკვევით, ხომ ასეა?
რუდეკმა ხელოვნურად გაიცინა.
- ყოყმანობთ?.. როგორც ამწუთას მითხარით, თქვენ არ
გსურთ ახალ გვამს წააწყდეთ?.. კი მაგრამ, საიდან უნდა გაჩ-
ნდეს იგი? მისის ჰენდერსონი მკვდარია და დამარხული. მისი
კომპანიონი ქალი მკვდარია და დამარხული. უილიამ კროსბი
მკვდარია და დამარხული... მისი ცოლი მე და თქვენ ამწუთას
ვნახეთ, იგი ცოცხალი და ჯანმრთელია... ჟოზეფ ერტენი სა-
იმედო ადგილას იმყოფება, სანტეს საპყრობილის ჰოსპი-
ტალში... ვინღა რჩება?.. მარტო ედნა რაიხბერგი!.. ჰოდა, მას
აქ რა ესაქმება.
- წავიდეთ! - წაიბუტბუტა კრიჭაშეკრულმა რუდეკმა.

304
- კარგი. მაგრამ უმჯობესია თავიდან დავიწყოთ. სახლში
რომ შევიდეთ, ამისთვის გვჭირდება გასაღები...
მაგრამ კომისარს ჯიბიდან გასაღები არ ამოუღია. მან
ამოიღო თასმით შეკრული მუყაოს კოლოფი. მეგრემ კარგა
ხანს იწვალა, სანამ იქიდან მესრის გასაღებს ამოაძრობდა.
- აი, გასაღებიც... ახლა შეგვიძლია ისე შევიდეთ ვილაში,
როგორც ჩვენს სახლში, იქ ხომ არავინ არის... თქვენ დარ-
წმუნებული ხართ, რუდეკ, რომ იქ არავინ არის, ხომ ასეა?..
ყველაფერი ასე უცებ როგორ შეიცვალა და რატომ? რუდე-
კი თავის თანამგზავრს ირონიულად უკვე აღარ უცქეროდა,
მისი სახე გამოხატავდა შეშფოთებას, რომლის დამალვას
ამაოდ ცდილობდა.
- ხომ არ გსურთ ეს კოლოფი თქვენს ჯიბეში შეინახოთ? შე-
საძლოა კიდევ გამოგვადგეს...
ვესტიბიულში მეგრემ შუქი აანთო, ჩიბუხი ქუსლზე და-
იბერტყა და თამბაქოთი დატენა.
- ავიდეთ... შეგახსენებთ, რომ მისის ჰენდერსონის მკვლე-
ლი აქ ისევე ადვილად შემოვიდა, როგორც ჩვენ... მთელ ვი-
ლაში მხოლოდ ორი მძინარე ქალი იყო... შვეიცარის გარე-
შე... ძაღლის გარეშე... თანაც ყველგან რბილი ნოხებია... წა-
ვიდეთ!..
კომისარი რუდეკს ზედაც არ უყურებდა.
- ხუთი წუთის წინ, რუდეკ, თქვენ სავსებით მართალი იყა-
ვით... კიდევ ერთი გვამი ჩემთვის ძალზე უსიამოვნო სიურ-
პრიზი იქნებოდა... თქვენ იცით, რაოდენ მკაცრი ადამიანია
გამომძიებელი კომელიო. მან აქამდე არ მაპატია, რომ ხელი
არ შევუშალე კროსბის თვითმკვლელობას, თუმცა, შეიძლება

305
ითქვას, რომ იმ დროს იქ ვიყავი... მაგრამ ყველაზე მეტად
იმაზეა გაჯავრებული, რომ არ ძალმიძს ამ ტრაგედიის ახსნა...
ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, კიდევ ერთი გვამი
რომ აღმოჩენილიყო... რა ვქნა?.. როგორ ავხსნა? მისის
კროსბის მე მივეცი წასვლის საშუალება. თქვენს გამტყუნებას
კი ვერ შევძლებ, თქვენ ხომ წუთითაც არ მიმიტოვებიხართ
მარტო... და მართლაც, ეს ძნელი იქნებოდა. უკანასკნელი სა-
მი დღე-ღამის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს თითქმის არ
დავშორებივართ, გაუგებარიცაა, ვინ ვის სდევდა - თქვენ მე,
თუ მე თქვენ.
კომისარი თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა. ისინი მე-
ორე სართულზე ავიდნენ, ბუდუარი გადაკვეთეს და შევიდნენ
საწოლ ოთახში, სადაც მისის ჰენდერსონი მოკლეს.
- შემობრძანდით, რუდეკ, მგონი, თქვენ არ გაღელვებთ აზ-
რი იმის შესახებ, რომ აქ ორი ქალი მოკლეს?.. სხვათა შო-
რის, ერთი დეტალი: შესაძლოა, თქვენ ამის შესახებ არაფერი
იცით... დანა, რომლითაც მკვლელობა იყო ჩადენილი, ჯერაც
არ არის ნაპოვნი. არის ვარაუდი, რომ ჟოზეფ ერტენმა გაქცე-
ვის დროს სენაში გადააგდო...
მეგრე დინჯად ჩამოჯდა იმ საწოლის კიდეზე, რომელშიც
მისის ჰენდერსონის გვამი იპოვეს.
- თუ გნებავთ, გეტყვით, რას ვფიქრობ ამის შესახებ.
მკვლელმა დანა აქ, ვილაში დამალა. მაგრამ ისე კარგად და-
მალა, რომ ვერ ვიპოვეთ... მოითმინეთ! თუ მიაქციეთ ყურად-
ღება იმ პაკეტის ფორმას, რომელიც მისის კროსბიმ აქედან
გამოიტანა? დაახლოებით ოცდაათი სანტიმეტრის სიგრძის,
შესახვევ ქაღალდთან ერთად ხუთი-ექვსი სანტიმეტრის სიგა-

306
ნის... დიდი ხანჯლისთვის ყველაზე შესაფერისი ზომებია...
თქვენ მართალი ხართ, რუდეკ, ეს ბნელი და ეშმაკურად დახ-
ლართული ამბავია. მაგრამ... მოიცადეთ!
იგი დაიხარა. მტვრიან პარკეტზე მკაფიოდ ჩანდა წვრილი
ქუსლების ნაკვალევი. აქ უთუოდ ქალს გაევლო.
- თქვენ კარგი მხედველობა გაქვთ, რუდეკ? მაშინ ამ ნაკ-
ვალევის გარკვევაში მომეხმარეთ... საით მიდიან ნაფეხურე-
ბი? შესაძლოა, მათ გაგვაგებინონ, რას აკეთებდა დღეს აქ მი-
სის კროსბი?
რუდეკი კვლავ გაუბედავად იდგა. იგი კომისარს შეშფო-
თებით უყურებდა, როგორც ადამიანი, რომელიც საკუთარ
თავს ეკითხება, რა როლის თამაშს აიძულებენ მას. მაგრამ
მეგრეს სახეზე არაფრის ამოკითხვა არ შეიძლებოდა.
- მაშ ასე, კვალმა ჩვენ კომპანიონის ოთახში მიგვიყვანა.
და შემდეგ? დაიხარეთ, ჩემო ძვირფასო, თქვენთვის ეს უფრო
ადვილია, თქვენ ჯერ კიდევ არ იწონით ას კილოს... აჰა!.. იგი
კარადის წინ შეჩერებულა... ეს ხომ ტანისამოსის კარადაა?..
ჩაკეტილია?.. გასინჯეთ, არა!.. მოითმინეთ, ნუ გააღებთ...
თქვენ გვამზე ლაპარაკობდით... რა იქნება, რომ გვამი სწო-
რედ აქ, ამ კარადაში იყოს?
რუდეკი აკანკალებული ხელებით უკიდებდა სიგარეტს.
- მაგრამ ის მაინც უნდა გაიღოს!.. გაბედეთ, რუდეკ!
მეგრე ლაპარაკს განაგრძობდა, თან სარკესთან ყელსა-
ბამს ისწორებდა და რუდეკს თვალს არ აშორებდა.
- მაშ ასე...
რუდეკმა სახელური გამოსწია, კარადის კარი გააღო.
- გვამი სადღაა?.. აჰა, აი ისიც!..

307
რუდეკმა სამიოდე ნაბიჯით უკან დაიხია. იგი დაბნეული
შესცქეროდა ქერათმიან ახალგაზრდა ქალს, რომელიც კარა-
დიდან გამოვიდა. ქალიც ოდნავ დარცხვენილი იყო, მაგრამ
შეშინებული სრულიადაც არ ჩანდა. ეს იყო ედნა რაიხბერგი.
იგი წყნარად უმზერდა ხან მეგრეს, ხან კი რუდეკს, თითქოს
ახსნა-განმარტებას ელოდა. ედნა თავს უხერხულად გრძნობ-
და, მაგრამ ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებდა, რომ იგი უჩვეუ-
ლო როლს თამაშობდა.
მეგრემ მას ყურადღება არ მიაქცია, იგი უყურებდა რუ-
დეკს, რომელიც ამაოდ ცდილობდა ნებისყოფის მოკრებას.
- ეს როგორ მოგწონთ, რუდეკ?.. მე და თქვენ გვამის ნახ-
ვას ველოდით და მას რომ ვნახავდით, ამაში თქვენ სავსებით
დამარწმუნეთ... და უცებ ვპოულობთ ახალგაზრდა ქალიშ-
ვილს, ცოცხალსა და მშვენიერს!..
ედნაც რუდეკისკენ შეტრიალდა.
- მაშ როგორ, რუდეკ? - გულთბილად და მხიარულად
ჰკითხა მეგრემ.
რუდეკი დუმდა.
- შენ ჯერ კიდევ ფიქრობ, რომ ამ საქმეში ვერ გავერკვევი?
ასე გგონია, რუდეკ?..
შვედმა ქალმა, რომელიც რუდეკს თვალს არ აშორებდა,
სასოწარკვეთით დააღო პირი, მაგრამ ყვირილი ყელში დაეხ-
შო.
მეგრე ისევ სარკისკენ შეტრიალდა და გაღიმებული, ხე-
ლისგულით თმას ისწორებდა. რუდეკმა სწრაფად ამოიღო ჯი-
ბიდან პისტოლეტი, კომისარს დაუმიზნა და სასხლეტს თითი
გამოსდო. სწორედ ამ დროს სცადა დაყვირება ედნამ.

308
სცენა ერთობ ეფექტური და საბავშვო სპექტაკლივით სასა-
ცილო გამოვიდა. სროლის ხმა არ გაისმა. რუდეკმა კვლავ გა-
მოჰკრა სასხლეტს და ისევ გაიჩხაკუნა ლითონმა...
შემდეგ მოქმედება ისე სწრაფად განვითარდა, რომ ედნამ
ვერაფრის გაგება ვერ მოასწრო. მეგრე, რომელიც დინჯი და
მოუქნელი ჩანდა, სწრაფად გადახტა და მთელი სიმძიმით და-
აცხრა რუდეკს, რომელიც წაიქცა, კომისარი კი ზედ დააწვა.
რამდენიმე გაბრძოლება და რუდეკის ხელებს ფოლადის სა-
მაჯურები შემოესალტა.
ახლა იგი უძრავად იწვა. კომისარი ფეხზე წამოდგა.
- რაც უნდა თქვათ, ასი კილო ვარ... - თქვა მან. - მაპატიეთ,
მადმუაზელ... ახლა ყველაფერი წესრიგშია... მე თქვენთვის
ცალკე ტაქსი მყავს გამოძახებული, შეგიძლიათ შინ წაბრძან-
დეთ... მე და რუდეკმა კი ჯერ კიდევ ბევრ რამეზე უნდა ვისაუბ-
როთ...
რუდეკი იატაკიდან წამოდგა. სახე უძლურების ბრაზით
გაჰფითრებოდა. მის მხარზე დაეშვა მეგრეს მძიმე თათი. კო-
მისარმა ჩაიცინა და ჰკითხა:
- ხომ ასეა, ბიჭუნა?..

XI
იაგნები

მეგრეს კაბინეტში კე-დეზ-ორფევრზე დილის სამი საათი-


დან გათენებამდე შუქი არ ჩამქრალა. დროგამოშვებით პო-
ლიციელები კარს უახლოვდებოდნენ და ყურს უგდებდნენ: კა-
ბინეტიდან დაღლილი, მონოტონური ხმები მოისმოდა.

309
დილის 8 საათზე კომისარმა ორი კაცის საუზმის მოტანა
უბრძანა მდივანს და გამომძიებელ კომელიოს ბინაზე დაურე-
კა.
9 საათზე კარი გაიღო, მეგრეს თანხლებით გამოვიდა რუ-
დეკი. მას ხელბორკილი არ ეკეთა.
ორივენი ერთნაირად დაღლილნი გამოიყურებოდნენ, მაგ-
რამ არც მკვლელს და არც კომისარს სახეზე მღელვარების
მცირედი კვალიც არ ემჩნეოდა.
- აქეთ? - იკითხა რუდეკმა, როდესაც დერეფნის ბოლომდე
მივიდა.
- აქეთ. მართლმსაჯულების სასახლის გავლით წავალთ,
ასე უფრო ახლოა...
მეგრემ რუდეკი პოლიციის პრეფექტურის საკანში მიიყვა-
ნა. ყველა ფორმალობა სწრაფად შესრულდა. როდესაც რუ-
დეკი ბადრაგს მიჰყავდა, მეგრემ თვალი ისე გააყოლა, თით-
ქოს მასთან გამოთხოვებას აპირებსო, შემდეგ მხრები აიჩეჩა
და გამომძიებელ კომელიოს კაბინეტისკენ დინჯად გაემართა.
ამაოდ ცდილობდა გამომძიებელი კომელიო უკმაყოფი-
ლო სახის მიღებას, როდესაც მის კარზე დააკაკუნეს. კომისა-
რი სრულებით არ კუდაბზიკობდა, მისი სახე არც სიხარულსა
და არც დაცინვას არ გამოხატავდა. უბრალოდ, იგი ძალიან
დაიღალა და გახდა, როგორც ადამიანი, რომელიც ძნელ და
დამქანცველ სამუშაოს მორჩა.
- ნებას მომცემთ, რომ მოვწიო? გმადლობთ... თქვენთან
ძალიან ცივა...

310
კომისარმა გაჯავრებით შეხედა ცენტრალური გათბობის
ბატარეებს. თავის კაბინეტში მან ისინი ძველებური თუჯის
ღუმლით შეაცვლევინა.
- ყველაფერი წესრიგშია... როგორც ტელეფონში გითხა-
რით, იგი ყველაფერში გამოტყდა. ვფიქრობ, მასთან აღარა-
ვითარი სიძნელე აღარ შეგხვდებათ, ის ხომ კარგი მოთამა-
შეა და ესმის, როდის აგებს თამაშს.
კომისარმა მოხსენებისთვის მომზადებული ჩანაწერებიანი
ფურცლები ამოიღო, დახედა, ამოიოხრა და ისევ ჯიბეში შე-
ინახა.
- ამ საქმის საერთო დახასიათება... - დაიწყო მან და გაჩუმ-
და. ეს ფრაზა მეტად მაღალფარდოვნად ეჩვენა. სავარძლი-
დან წამოდგა, ხელები ზურგს უკან შემოიწყო და გამომძიებ-
ლის კაბინეტში ბოლთის ცემა დაიწყო. - საქმე თავიდანვე
ფალსიფიცირებულია!.. აი, ზუსტი განსაზღვრება, მაგრამ ეს
მე არ მეკუთვნის, ეს მკვლელის ფორმულირებაა... და ამ გან-
საზღვრებას რომ იძლეოდა, მკვლელს ბოლომდე არ ესმოდა,
რამდენად მართალი იყო თვითონ!.. როდესაც ჟოზეფ ერტენი
დააპატიმრეს, მაშინვე გამაოცა იმ გარემოებამ, რომ ბოროტ-
მოქმედების კლასიფიცირება შეუძლებელი იყო. იგი
მსხვერპლს არ იცნობდა და არაფერი მოუპარავს. არც მანია-
კი იყო და არც სადისტი...
მე დაჟინებით მოვითხოვე, რომ გამოძიება ხელმეორედ
დაეწყოთ და დავინახე, რომ თითქმის ყველა მონაცემი ყალბი
იყო... ისინი ისე ოსტატურად, შეიძლება ითქვას, მეცნიერუ-
ლად იყო მიმსგავსებული ნამდვილ მონაცემებს, რომ შეეძ-
ლოთ გამოძიებისთვის გზა აებნიათ და მართლმსაჯულება აე-

311
ძულებინათ, საშინელი შეცდომა ჩაედინა. ნამდვილი მკვლე-
ლის შესახებ რაღა მეთქმის? იგი კიდევ უფრო მეტად ყალბია,
ვიდრე მის მიერ გათამაშებული სპექტაკლი... თქვენ ჩემზე
ნაკლებ არ იცნობთ სხვადასხვა ბოროტმოქმედთა ფსიქოლო-
გიას. მაშ ასე, ეგ რუდეკი - ბოროტმოქმედის სრულიად ახა-
ლი, ჩვენთვის უცნობი ტიპია...
უკანასკნელი რვა დღე-ღამის განმავლობაში მასთან განუ-
შორებლივ, მის გვერდით ვცხოვრობდი... დაჟინებით ვაკვირ-
დებოდი, ვცდილობდი ჩავწვდომოდი მის ზრახვებს. და მთე-
ლი ამ რვა დღე-ღამის განმავლობაში ისიც განუწყვეტლივ
მაკვირდებოდა... მისი გონების წყობა ჩვენში მიღებულ კლა-
სიფიკაციას არ ესადაგება. აი, რატომ ვერ გაებმებოდა იგი,
რომ არ გასჩენოდა საოცარი გრძნობა, სურვილი იმისა, რომ
დაეპატიმრებინათ.
ყველა საჭირო სამხილი ხომ თვითონვე მომართვა!.. იგი
გრძნობდა, რომ თავს იღუპავდა, მაგრამ შეჩერება ვერ შეძ-
ლო. და იცით რა? ახლა, ამწუთას, იგი შვებას გრძნობს.
მეგრე ჩვეულებრივზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდა, მაგ-
რამ მის ხმაში ჟღერდა უსაზღვრო რწმენა, რაც მის სიტყვებს
განსაკუთრებულ ძალას ანიჭებდა. კარს იქით ისმოდა პროკუ-
რატურის მოსამსახურეთა ფეხის ხმა. ზოგჯერ მდივნები ხმა-
მაღლა დაიძახებდნენ ვიღაცის სახელს, ზოგჯერ კი კაბინეტ-
თან ჟანდარმების ჩექმები გაიბრაგუნებდა.
- ამ ადამიანმა მოკლა, მაგრამ მოკლა ყოველგვარი მიზ-
ნის გარეშე, მოკლა, რომ უბრალოდ, მოეკლა. კინაღამ წა-
მომცდა - უბრალოდ, გასართობად-მეთქი... ნუ მეკამათე-
ბით... თქვენ თვითონ დარწმუნდებით...

312
მე მგონი, იგი ბევრს არ ილაპარაკებს, უკეთეს შემთხვევა-
ში თქვენს კითხვებზე გიპასუხებთ... მან გამომიცხადა, რომ
ახლა მხოლოდ ერთი რამ სურს - მყუდროება. თუმცა მის შე-
სახებ შემიძლია ძირითადი მონაცემები მოგაწოდოთ.
დედამისი პატარა ქალაქში მოახლედ მსახურობდა... იგი
ქალაქის გარეუბანში ყაზარმის მსგავს სახლში იზრდებოდა,
შემდეგ სწავლობდა გიმნაზიაში და სხვადასხვაგვარ საქველ-
მოქმედო სტიპენდიას იღებდა. მე ვფიქრობ, ჯერ კიდევ პატა-
რაობისას განიცდიდა ამას და შეიძულა მდიდართა სამყარო,
რომლისთვისაც მხოლოდ ქვემოდან შეეძლო ცქერა... სწო-
რედ მაშინ ირწმუნა თავისი გენიალურობა და გადაწყვიტა,
რომ თავისი ჭკუის მეშვეობით სიმდიდრესა და სახელს მოიხ-
ვეჭდა.
ამ ოცნებამ მოიყვანა იგი პარიზში. იგივე ოცნება აიძულებ-
და დედისთვის, სამოცი წლის დედაბრისთვის, რომელიც
ძვლის ტვინის მძიმე სენით იყო დაავადებული და, რომელმაც
მისთვის უკანასკნელ დღემდე იშრომა, ფული გამოერთმია.
იგი საშინლად პატივმოყვარეა. მის პატივმოყვარეობას ამ-
ძაფრებს ისიც, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებს... რუდეკი მე-
დიკოსია, მან იცის, რომ დედისგან მემკვიდრეობით მიიღო
საშინელი ავადმყოფობა და რამდენიმე წლის სიცოცხლეღა
დარჩენია...
პირველ ხანს იგი გაშმაგებით მუშაობს და პროფესორები
გაოცებულნი არიან მისი ნიჭით. იგი ვერავის ამჩნევს, არავის
ელაპარაკება. ღარიბია, მაგრამ სიღარიბეს მიჩვეულია. ლექ-
ციებზე უწინდოდ დადის, ფეხსაცმელი შიშველ ფეხზე აცვია...
ხანდახან ცენტრალურ ბაზარში ბოსტნეულს ტვირთავს, რომ

313
რამდენიმე სუ იშოვოს... მაგრამ შეემთხვა კატასტროფა. დე-
და მოუკვდა და იგი უკვე ერთ სანტიმსაც ვეღარ იღებს. და
უცებ, ყოველგვარი ფიქრის გარეშე, რუდეკი უარს აცხადებს
თავის ოცნებაზე. მას შეეძლო ესწავლა და თან ემუშავა, რო-
გორც ამას ბევრი სტუდენტი ახერხებს, მაგრამ რუდეკი ასე არ
მოიქცა.
შესაძლოა, ეჭვი გაუჩნდა, რომ ვერასოდეს გახდება გენი-
ოსი, რომ მას არ აქვს მომავალი. შესაძლოა, საკუთარი თავი-
სადმი რწმენა დაკარგა?
ყოველ შემთხვევაში, იგი თავს ანებებს უნივერსიტეტს და
აღარაფერს აკეთებს, სრულიად არაფერს! იგი ლუდხანებში
დაეთრევა. სწერს წერილებს შორეულ ნათესავებს, ფულს
სთხოვს მათ და ქველმოქმედთა წყალობის მიღებასაც კად-
რულობს... იგი სესხულობს ფულს თავის თანამემამულეთა-
გან და თან ცინიკურად აფრთხილებს, რომ მისგან მადლობის
იმედი არ ჰქონდეთ...
ქვეყანამ ვერ გაუგო მას! და მანაც შეიძულა მთელი ქვეყა-
ნა.
მთელ თავის დროს იმაზე ხარჯავს, რომ გააძლიეროს თა-
ვისი სიძულვილი. იგი მონპარნასის კაფეებში ბედნიერი, ჯან-
მრთელი, მდიდარი ადამიანების გვერდით ზის... ის ყავას
სვამს - მეზობელ მაგიდებთან კი ძვირფას კოქტეილებს მიირ-
თმევენ.
ფიქრობდა თუ არა იგი იმ დროს ბოროტმოქმედებაზე? სავ-
სებით შესაძლებელია! ოცი წლის წინ იგი მებრძოლი-ანარ-
ქისტი გახდებოდა, რომელიმე ევროპულ დედაქალაქში ალ-

314
ბათ ყუმბარებს ისროდა, მაგრამ ანარქიზმი ახლა მოდაში არ
არის...
რუდეკი სრულიად მარტოა და სურს მარტო დარჩეს. მარ-
ტოობაში თვითგვემა უფრო ადვილია. თავისი უპირატესობის
გრძნობა - ერთი მხრივ, და ბედის აღმაშფოთებელი უსამარ-
თლობა - მეორე მხრივ, ბილწი განცხრომის წყაროდ ემსახუ-
რებიან მას.
იგი ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ეს ჭკუა ყველაზე მეტად ადა-
მიანებში სუსტი მხარეების მოსაძებნად არის მიმართული.
მისმა ერთ-ერთმა პროფესორმა მიამბო, რომ ჯერ კიდევ
უნივერსიტეტის პირველ კურსზე მას საძაგელი მიდრეკილება
აღმოაჩნდა. საკმარისი იყო ადამიანისთვის რამდენიმე წუთს
ეცქირა, რომ ყველა მისი ავადმყოფობა დაედგინა.
მაგალითად, იგი თავის თანაკურსელ ამხანაგს ბოროტი
ღიმილით უცხადებდა: „სამი წლის შემდეგ შენ ტუბერკულო-
ზით დაავადებულთა სანატორიუმში აღმოჩნდები!“ ან: „მამა-
შენი ხომ კიბოსგან მოკვდა? გაფრთხილდი!“
დიაგნოსტიკის განსაცვიფრებელი ალღოა! მაგრამ ის მი-
მართული იყო მხოლოდ ფიზიკურ და მორალურ ნაკლოვანე-
ბებზე.
„გუმბათის“ ბარის კუთხეში მოკალათებული იმით ერთო-
ბოდა, რომ დამსწრეებს დიაგნოზებს უსვამდა. თვითონ მძი-
მედ დაავადებული სხვებში სიხარულით პოულობდა დაავადე-
ბის ნიშნებს.
მისი მხედველობის არეში მოხვდა უილიამ კროსბი, რომე-
ლიც ამ ბარში მუდმივად დადიოდა. რუდეკმა შესანიშნავად
დამიხატა მისი პორტრეტი. ვაღიარებ, რომ მე კროსბიში მხო-

315
ლოდ მდიდარი მამის შვილს, საშუალო მასშტაბის მოქეიფეს
ვხედავდი. მაგრამ რუდეკმა უფრო ღრმად ჩახედვა შეძლო და
დამალული ბზარი იპოვა... მან მე ახალგაზრდა, უდარდელი,
სიცოცხლის მოყვარული და ქალებისთვის საყვარელი კროს-
ბი მაჩვენა.
მაგრამ მანვე მაჩვენა მეორე კროსბიც, რომელიც თავისი
ჟინის მოსაკლავად მზად იყო, ყოველგვარი სისაძაგლე ჩა-
ედინა... კროსბი აქეზებდა თავისი ცოლის მეგობრობას თავი-
სივე საყვარელ ედნა რაიხბერგთან, თუმცა მტკიცედ იცოდა,
რომ პირველი შესაძლებლობისთანავე ცოლს გაეყრებოდა
და ედნას შეირთავდა.
და აი, ერთხელ ცოლი და საყვარელი თეატრში წავიდნენ
და კროსბი მარტო დატოვეს. იმ საღამოს კროსბი ბედნიერად
და უდარდელად როდი გამოიყურებოდა. ის და მისი ორი ამ-
ხანაგი, მას ხომ ისინი უამრავი ჰყავდა, „გუმბათის“ ბარში
ერთ-ერთ განაპირა მაგიდასთან ისხდნენ. კროსბიმ ამოიოხ-
რა და თქვა:
- თქვენ წარმოიდგინეთ, ვიღაც იდიოტმა გუშინ ვაჭარი ქა-
ლი მოკლა და ნავაჭრი ოცდაორი ფრანკი გაიტაცა... მე კი ასი
ათასს მივცემდი იმას, ვინც მამიდაჩემისგან გამათავისუფ-
ლებდა...
რა იყო ეს?.. უხეში ხუმრობა? თუ იდუმალი ოცნება?..
რუდეკი შორიახლოს იჯდა და ყველაფერი ესმოდა. მას
კროსბი სხვებზე მეტად სძულდა, რადგანაც კროსბი თავისი
ელვარებით ყველასგან გამოირჩეოდა. იგი უკეთ იცნობდა
კროსბის, ვიდრე ის - საკუთარ თავს, კროსბიმ კი ერთხელაც
არ შეხედა მას.

316
რუდეკი წამოდგა და გავიდა. საპირფარეშოში მან ფან-
ქრით დაწერა ბარათი:
„მოვრიგდეთ. ასი ათას ფრანკად საქმე გაკეთებული იქნე-
ბა. გასაღები ინიციალებზე მ.ვ. მოკითხვამდე, გამომიგზავნეთ
ბულვარ რასპაიზე მდებარე საფოსტო განყოფილებაში“.
იგი თავის ადგილზე დაბრუნდა, გარსონმა კროსბის ბარა-
თი მიაწოდა. ამ უკანასკნელმა წაიკითხა იგი, გაიცინა და ლა-
პარაკი განაგრძო, თან მეზობელ მაგიდებთან მჯდომთ გამომ-
ცდელად ათვალიერებდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ მისის
ჰენდერსონის ძმისწულმა ყანწი და კამათლები მოითხოვა.
- შენს თავს უნდა ეთამაშო? - გაეხუმრა მისი ერთ-ერთი ამ-
ხანაგი.
- არა, რაღაც ჩავუთქვი... მინდა ჩემი იღბალი მოვსინჯო...
თუ პირველ გაგორებაზე ორი იაქე დაჯდება...
- მაშინ რა?
- ესე იგი, ჰო.
- რა „ჰო“?
აკანკალებული ხელით იგი დიდხანს ანჯღრევდა ყანწს,
ბოლოს კამათელი გააგორა.
- იაგნები!..
მან ხელისგულით სველი შუბლი მოიწმინდა და ისეთი რამ
იოხუნჯა, რაც ყალბად გაისმა. მეორე დღეს, საღამოს, რუდეკ-
მა ფოსტაში გასაღებიანი კოლოფი მიიღო...
მეგრე დაიღალა, როგორც ყოველთვის, სკამს მხედრუ-
ლად შემოაჯდა და იდაყვები საზურგეზე დააწყო.
- იაგნების ამბავი რუდეკმა მიამბო. დარწმუნებული ვარ,
ეს ყველაფერი სიმართლეა, ჟანვიე, რომელიც ამ ამბის შესა-

317
მოწმებლად გავგზავნე, მალე მოვა და დაადასტურებს... ახლა
კი კიდევ რაღაცას გეტყვით, - თუმცა ამის შესახებ უკვე გითხა-
რით. მასალას ნამცეც-ნამცეც ვაგროვებდი. რუდეკს კვალ-
დაკვალ მივდევდი. ის კი, მისდა უნებურად, ხელში სულ
ახალ-ახალ დასაბუთებას მაძლევდა, სწორედ ეს დამეხმარა,
რომ სურათი თანდათანობით აღმედგინა...
წარმოიდგინეთ რუდეკი, როცა იგი გასაღებს დაეუფლა.
მას სურს ასი ათასის მიღება, მაგრამ არანაკლებ სურს თავი-
სი სიძულვილის გადმონთხევა... და თანაც, კროსბი, რომლი-
თაც ყველა ტკბება, რომლისაც ყველას შურს, ამიერიდან მის
ხელშია. რუდეკი ძლიერია, იგი ძლევამოსილია!
გაიხსენეთ, რომ რუდეკი ცხოვრებისგან უკვე აღარაფერს
ელოდება. მან არც კი იცის, ეყოფა თუ არა ფული იმ დრომდე,
სანამ სიკვდილი წარიტაცებს. და შესაძლოა, ერთ მშვენიერ
საღამოს, როდესაც ნაღებიანი ყავის საფასურის გადახდას ვე-
ღარ შეძლებს, სენაში გადახტომაც მოუხდეს. რა დარჩენია
მას, რას კარგავს? არაფერს!.. და მას არაფერი აღარ ბორ-
კავს. მე უკვე გითხარით, რომ ოცი წლის წინ იგი ანარქისტი
გახდებოდა. მაგრამ ჩვენს დროში იგი მონმარტრის აღგზნე-
ბულ და ჭირვეულ ბრბოში ტრიალებს და საათობით ოცნე-
ბობს შესანიშნავ ბოროტმოქმედებაზე... შესანიშნავი ბოროტ-
მოქმედება! დაე, იგი დაავადებული ღატაკი იყოს... მაგრამ
ყველა გაზეთი მხოლოდ მის შესახებ, მის მიერ გადადგმული
ყოველი ნაბიჯის შესახებ დაწერს. მისი მიზეზით აამუშავებენ
მართლმსაჯულების მანქანას... ის მოკლავს, კროსბის კი კან-
კალი აიტანს...

318
და მას, მარტო მას ეცოდინება სიმართლე... იგი ყავით სავ-
სე ფინჯანს მიუჯდება და დატკბება თავისი სიძლიერით!.. მაგ-
რამ ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ არ გა-
ებას... ამიტომ ყველაზე საიმედოა - პოლიციას ვითომდა
მკვლელი შეაჩეჩოს...
ერთხელ, საღამოს, რომელიღაც კაფეში შემოეყრება ერ-
ტენი. რუდეკი შეისწავლის მას, ისევე როგორც ყველა თავის
გარშემო მყოფს სწავლობდა. გაესაუბრება... რუდეკს ერტენ-
თან ბევრი რამ აქვს საერთო - ისიც ღატაკია და მოწყვეტილია
მშობლიურ გარემოს. მას შეეძლო მამამისის დუქანში წყნა-
რად ცხოვრება, მაგრამ იგი პარიზმა მიიზიდა. მძიმე შრომით
თვეში ექვსას ფრანკს იღებს და არავითარ სიხარულს არ
გრძნობს. მისი ერთადერთი თავშესაფარი - ოცნებებია, იგი
ნთქავს იაფფასიან რომანებს, ხშირად დადის კინოში და
არაჩვეულებრივ თავგადასავალზე ოცნებობს...
ერტენი აბსოლუტურად უნებისყოფოა და, ცხადია, რუდე-
კისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ ძალუძს.
რუდეკმა მას უთხრა:
- გინდა ერთ ღამეში ყოველგვარი რისკის გარეშე იშოვო
იმდენი, რომ მერე უზრუნველად იცხოვრო?
ერტენი შეძრწუნებულია, იგი უკვე რუდეკის ხელთაა. რუ-
დეკი კი ტკბება თავისი სიძლიერით და შთააგონებს, არწმუ-
ნებს მას, რომ გასაძარცვად გაჰყვეს, უბრალო საქმეა! ცარიე-
ლი ვილა უნდა გავტეხოთ და მეტი არაფერიო.
ისინი გეგმას ერთად შეიმუშავებენ და რუდეკი თავისი თა-
ნამონაწილის ყოველ ნაბიჯს ითვალისწინებს. ეს მან ურჩია
ერტენს კაუჩუკისძირიანი ფეხსაცმლის ყიდვა, ვითომც უხმაუ-

319
როდ სიარულისთვის... სინამდვილეში კი მას სურს დარწმუ-
ნებული იყოს, რომ ერტენი ვილაში მკაფიო ნაკვალევს დატო-
ვებს!
ალბათ, ეს იყო რუდეკისთვის მისი ცხოვრების ყველაზე
მომხიბლავი პერიოდი. იგი თავს ყოვლისშემძლედ გრძნობ-
და, ის, ღატაკი, რომელსაც აპერიტივის ფასის გადახდაც კი
არ შეეძლო!.. იგი ყოველდღიურად ხვდებოდა კროსბის,
კროსბი კი მას არ იცნობდა, მაგრამ ხედავდა, რომ კროსბი
უკვე შიშობდა.
იცით, მოსიე კომელიო, რომ სენ-კლუში მომხდარი
მკვლელობის ამხსნელ პირველ ბიძგად ჩემთვის სასამარ-
თლოს მედიკოსის ანგარიშის ერთ-ერთი ფრაზა იქცა... ჩვენ
ექსპერტიზის ოქმებს ყოველთვის მეტისმეტად ზერელედ
ვკითხულობთ. და მხოლოდ ოთხი დღის წინ გამახსენდა ერ-
თი დეტალი. ოქმში ნათქვამია:
„მისის ჰენდერსონის სიკვდილიდან რამდენიმე წუთის შემ-
დეგ მისი სხეული, რომელიც, როგორც ჩანს, საწოლის კიდე-
ზე იმყოფებოდა, იატაკზე გადმოვარდა...“
მითხარით, რისთვის დასჭირდა მკვლელს, იმის შემდეგ,
რაც მკვლელობა მოხდა, ხელი ეხლო სხეულისთვის, რომელ-
საც პერანგის გარდა არაფერი ეცვა?
მაგრამ ვუბრუნდები ფაქტებს, რომლებიც რუდეკმა ახლა-
ხან დაადასტურა.
მაშ ასე, რუდეკმა დაარწმუნა ერტენი, რომ ჰენდერსონე-
ბის ვილაში ზუსტად 2 საათსა და 30 წუთზე შეპარულიყო და
შუქის აუნთებლად შესულიყო მეორე სართულზე მდებარე სა-
წოლ ოთახში... რუდეკმა დაარწმუნა იგი, რომ ვილაში სუ-

320
ლიერის ჭაჭანებაც არ იქნებოდა. ძვირფასეულობა კი, უთხრა
მან, საწოლში, ბალიშის ქვეშ არის დამალულიო...
2 საათსა და 2 წუთზე რუდეკი შეიპარა ვილაში და დანით
მოკლა ორივე ქალი. მან დანა კარადაში დამალა და თვითო-
ნაც დაიმალა, რომ ერტენისთვის თვალი ედევნებინა. ერტენი
ზუსტად ასრულებდა მიღებულ ინსტრუქციას. სიბნელეში ფა-
თურის დროს მან საწოლიდან გადმოაგდო გვამი, შეშინდა,
ოთახში აქეთ-იქით აწყდებოდა და გასისხლიანებული ხელე-
ბით ებღაუჭებოდა ყველაფერს. ბოლოს, როგორც იქნა, ხე-
ლის ფათურით მიაგნო ჩამრთველს, შუქი აანთო და გვამები,
კედლებზე მინთხეული სისხლი და თავისი ხელების ანაბეჭდე-
ბი დაინახა... შეძრწუნდა და უკან გამოიქცა. დაბლა იგი წააწ-
ყდა რუდეკს, რომელიც დამცინავ, ბოროტ ღიმილს არ მა-
ლავდა... ალბათ მათ შორის საშინელი სცენა გაიმართა...
მაგრამ რას გააწყობდა რუდეკთან გულუბრყვილო და სუსტი
ერტენი? მან არ იცოდა, რა ერქვა რუდეკს, ან სად ცხოვრობ-
და იგი...
რუდეკმა კი მას რეზინის ხელთათმანი და ქეჩის ფეხსაცმე-
ლი აჩვენა... მას ხომ კვალი არ დაუტოვებია.
- შენ თავს მოგკვეთენ! - განუცხადებს რუდეკი.
- შენ არავინ დაგიჯერებს! შენ არავინ დაგიჯერებს, სიკვდი-
ლით დაისჯები!..
ისინი ტაქსით, რომელიც მათ სენის მეორე ნაპირზე ელო-
დებოდა, ბულონის ტყისკენ მიდიან და იქ ლაპარაკი გრძელ-
დება.

321
- თუ გაჩუმდები - მე შენ გადაგარჩენ! გესმის? ციხიდან გაქ-
ცევაში დაგეხმარები. შესაძლოა, ეს მოხდეს ერთი თვის შემ-
დეგ ან იქნებ სამი თვის შემდეგაც, მაგრამ ეს მოხდება!
ორი დღე-ღამის შემდეგ ერტენს აპატიმრებენ, იგი ჯიუტად
იმეორებს, რომ არაფერი იცის, რომ მას არ მოუკლავს... იგი
დუმს. რუდეკის შესახებ მხოლოდ დედას ეუბნება, მარტო მას.
და დედა მას არ უჯერებს!.. ეს ხომ საუკეთესო მტკიცებაა
იმისა, რომ რუდეკი მართალია, რომ მართლაც უნდა გაჩუმ-
დეს და დახმარებას დაელოდოს. გადის თვეები, ერტენი
დუმს, მას ხშირად ელანდება ორი გვამი და წებოვანი სისხლი,
რომელიც მან თავის ხელებზე იგრძნო... იგი იმ დრომდე დგას
მაგრად, სანამ ერთ ღამეს მის მეზობელს წასაყვანად მიაკით-
ხავენ. მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ ერტენი წინააღმდე-
გობის გასაწევი ნებისყოფის უკანასკნელ ნარჩენებსაც კარ-
გავს. მამამისმა წერილზე არ უპასუხა, დას და დედას პაემნის
თხოვნა აუკრძალა... ერტენი მარტო დარჩა თავისი კოშმარე-
ბის პირისპირ.
და უცებ იგი იღებს ბარათს, რომელშიც გაქცევის გეგმაა!
ის ავტომატურად ასრულებს ყველა ინსტრუქციას, მაგრამ
უკანასკნელ წუთამდე არ სჯერა წარმატების... თავისუფალი
რომ აღმოჩნდა, უმიზნოდ დაეხეტება ქალაქში და ბოლოს
მკვდარივით იძინებს „თეთრ ყანჩაში“... განსაკუთრებული ზე-
დამხედველობის საკანში, გილიოტინის მოლოდინში ხალხს
ცუდად სძინავს...
მეორე დღეს იგი ხვდება ინსპექტორ დიუფურს. ერტენი
მასში პოლიციელს შეიცნობს, თავში მძიმე ბოთლს არტყამს
და იმალება... ისევ იწყება პარიზში ხეტიალი. თავისუფლებამ

322
მას სიხარული არ მოუტანა. მან არ იცის, რა გააკეთოს, ფული
მას არ აქვს, იგი არავის სჭირდება... დადის კაფეებში, სადაც
ადრე რუდეკს ხვდებოდა და ეძებს. რისთვის? რომ მოკლას?..
მას იარაღი არ გააჩნია, მაგრამ ისეა აღგზნებული, რომ შეუძ-
ლია რუდეკი ხელით მოახრჩოს. ან იქნებ სურს, რუდეკს ფუ-
ლი სთხოვოს? ან რუდეკი მას, უბრალოდ, იმიტომ სჭირდება,
რომ ხმის გამცემი სხვა არავინ ეგულება.
ბოლოს და ბოლოს, იგი რუდეკს „გუმბათში“ ხედავს... მას
იქ არ უშვებენ. იგი იცდის, კაფეს ირგვლივ შეშლილივით,
ბრიყვი სოფლელივით დაბორიალებს, ხანდახან მისი გაფით-
რებული სახე ფანჯარას ეკვრება.
რუდეკი გამოდის, მაგრამ მას თან ახლავს ორი პოლიცი-
ელი. მაშინ ერტენი ინსტინქტურად მიაშურებს მშობლიურ
სოროს, ნანდის დუქანს, სადაც მას აკრძალული აქვს დაბრუ-
ნება... იგი ცოცხალ-მკვდარი აღწევს ფარდულს და თივაზე
წვება, ხოლო, როდესაც მამამისი შებინდებისას იქიდან წათ-
რევას უბრძანებს, ერტენი თავის მოკვლას ცდილობს...
მეგრემ მხრები აიჩეჩა და წაიბუზღუნა:
- მეშინია, რომ ყმაწვილი ვერასოდეს მოკეთდება... იცოც-
ხლებს, მაგრამ ბზარი დარჩება, იგი განუკურნებელია... რუ-
დეკის ყველა მსხვერპლთაგან იგი, მე მგონი, ყველაზე საცო-
დავია... ეს მსხვერპლი ბევრია და უფრო მეტიც იქნებოდა,
თუკი... მაგრამ ამას კიდევ დავუბრუნდები...
მაშ ასე, ბოროტმოქმედება ჩადენილია, ერტენი ციხეშია.
რუდეკი ისევ კაფეებში დაეხეტება, მაგრამ კროსბის ფულს
ჯერჯერობით არ სთხოვს... ჯერ ერთი, ეს სახიფათოა, მეორეც

323
- იგი მიეჩვია სიღატაკეს, ეს მისთვის აუცილებელია, რადგან
ადამიანებისადმი მის სიძულვილს ასაზრდოებს...
კაფე „გუმბათში“ რუდეკი ყოველდღე ხვდება კროსბის,
რომელიც სულ უფრო და უფრო პირქუში ხდება. კროსბის არ
უნახავს ის ადამიანი, რომელმაც ბარათი მისწერა... იგი დარ-
წმუნებულია, რომ მკვლელობა ერტენმა ჩაიდინა, ერტენი კი
ჩავარდნილია... მას ეშინია, რომ ერტენი მას გასცემს.
მაგრამ არა! ერტენი უხმოდ ეგებება სიკვდილით დასჯის
განაჩენს. მალე მას სიკვდილით დასჯიან და მისის ჰენდერსო-
ნის მემკვიდრე, ბოლოს და ბოლოს, თავისუფლად ამოისუნ-
თქავს...
მაგრამ რა ხდება რუდეკის სულში? მან ჩაიდინა თავისი შე-
სანიშნავი ბოროტმოქმედება. ყველა წვრილმანი გულმოდგი-
ნედ იყო მოფიქრებული, აზრადაც არავის მოსვლია მასზე ეჭ-
ვის მიტანა... სწორედ ისე, როგორც მას სურდა, მთელ ქვეყა-
ნაზე მხოლოდ მან იცის სიმართლე. იგი ბარში მჯდომ კროს-
ბებს უყურებს და სიამოვნებით ფიქრობს იმაზე, რომ საკმარი-
სი იქნება მისი ერთი სიტყვა, რათა მათ კანკალი დაიწყონ. და
მაინც იგი დაუკმაყოფილებელია! მისი სიცოცხლე ისეთივე
უფერული და მონოტონური რჩება. რა შეიცვალა? ორი მოხუ-
ცი მოკვდა და ერთ მოსულელო ყმაწვილს თავის მოკვეთას
უპირებენ... ვერ დავიფიცებ, მაგრამ შემიძლია სანაძლეო
დავდო, რომ ყველაზე მეტად რუდეკს აკლია აღფრთოვანებუ-
ლი მაყურებელი! როდესაც იგი ხალხს ჩაუვლის, არავინ ამ-
ბობს:
- მას ჩვეულებრივი ადამიანის შესახედაობა აქვს, მაგრამ
მან ჩაიფიქრა და განახორციელა ყველაზე გაბედული ბო-

324
როტმოქმედება, რომელიც კი ოდესმე ჩადენილა. მან თავგზა
აუბნია პოლიციას, მოატყუა მართლმსაჯულება და თავისი ძა-
ლაუფლებით ბევრი ადამიანის ბედი გადაწყვიტა!..
ასეთი პატივმოყვარეობა ბევრ მკვლელს ახასიათებს. ზო-
გისთვის მსმენელი იმდენად აუცილებელი იყო, რომ ისინი მე-
ძავ ქალებს უხსნიდნენ გულს...
მაგრამ რუდეკი ძლიერია, იგი ყოველივე ამაზე მაღლა
დგას... ამასთანავე, ქალები მას არასოდეს აინტერესებდა.
ერთ დილას გაზეთები სანტედან ერტენის გაქცევის შესახებ
იუწყებიან, რუდეკი შეცბუნდა. როგორც იქნა. ახლა იგი ყვე-
ლა გზა-კვალს არევს, ისევ აქტიურ როლს ითამაშებს...
იგი სწერს „სიფლეში“, შემდეგ „გუმბათთან“ ერტენის უე-
ცარი გამოჩენით შეშინებული, თვითონ ნებდება პოლიციას.
მაგრამ მას სურს, რომ მისით ყველა აღტაცებული იყოს,
მას სურს განდიდება და ამიტომ აცხადებს: „ნუ ეძებთ! თქვენ
ვერასოდეს ვერაფერს გაიგებთ!“
ეს თავბრუსმაგვარი რამ არის, იგი გრძნობს, რომ თავს
იღუპავს და თვითონვე აახლოებს ამ საათს... თვითონვე ზე-
დიზედ უშვებს შეცდომებს, თითქოს რაღაც შინაგანი ძალა
სიკვდილთან შესახვედრად ექაჩებაო... მას ამ ცხოვრებაში
აღარაფერი აქვს გასაკეთებელი. ავადმყოფობამ განაჩენი გა-
მოუტანა, ყველაფერი აღიზიანებს და აცოფებს. იგი ღატაკ არ-
სებობას ეწევა. მშვენივრად მიხვდა, რომ მისი დევნა დავიწყე
და შუა გზაზე არ შევჩერდებოდი. ჩემი გამოჩენა მასში ენერ-
გიის ახალ აფეთქებას იწვევს. მსახიობი იღებს მაყურებელს!
რუდეკი იწყებს ჩემს გაბმას. მან ხომ შეძლო ერტენისა და

325
კროსბის გაბმა... რატომაც არ უნდა სცადოს ჩემი გაბრიყვე-
ბა?
თავგზა რომ ამიბნიოს, მიამბობს არაკებს, მაჩეჩებს ცრუ
ვერსიებს... ასეთი გამოგონება იყო, კერძოდ, ვერსია სენის
როლის შესახებ, რომლის მახლობლადაც იშლებოდა ამ
დრამის მოქმედება. ვინ იცის, იქნებ ავცდე ნამდვილ კვალს,
იქნებ მან ჩემი შეშფოთებაც კი შეძლოს?.. და იგი იწყებს ამ
ცრუ ვერსიების ერთიმეორეზე ახუხულავებას. ციებ-ცხელე-
ბით დაავადებულივით ცხოვრობს, ესმის, რომ დაიღუპა, მაგ-
რამ განაგრძობს ბრძოლას, სიკვდილთან თამაშს. და რატო-
მაც არ უნდა ჩაითრიოს კროსბი ამ თამაშში.
ალბათ მას ჯერ კიდევ ყოვლისშემძლე ნახევარღმერთად
ეჩვენება საკუთარი თავი. ურეკავს ამერიკელს, მისგან იღებს
თავის ასი ათასს და მე მაჩვენებს... უფსკრულის კიდეზე ბა-
ლანსირებისას მწვავე, ავადმყოფურ ნეტარებას გრძნობს, აი-
ძულებს კროსბის გარკვეულ საათზე სენ-კლუში წასვლას. მი-
სი შორსმჭვრეტელობა ნამდვილად ყურადღების ღირსია...
როგორც თვითონ გესმით, ჩემი განზრახვების შესახებ მის-
თვის არაფერი მითქვამს, მაგრამ მიხვდა, რომ გადავწყვიტე,
დამატებითი გამოძიება ბოროტმოქმედების ადგილის ხელა-
ხალი დათვალიერებით დამეწყო. მაშ ასე, მე სენ-კლუში გა-
ვემგზავრები და იქ ვნახავ კროსბის, მაგრამ როგორ ამიხსნის
იგი ვილაში თავის ყოფნას?
სავსებით შესაძლებელია, რომ იგი კროსბის თვითმკვლე-
ლობასაც კი ვარაუდობდა, რადგან ეს უკანასკნელი მხილებუ-
ლად ჩათვლიდა თავს... მაგრამ მას ესეც ეცოტავება! იგი
მთვრალია თავისი ყოვლისშემძლეობით. ის საშიშია. და ამი-

326
ტომაც კროსბის სიკვდილის შემდეგ ყველგან კვალდაკვალ
დავდევ - დილიდან ღამემდე, ღამიდან დილამდე, ყოველთვის
მდუმარე და პირქუშია. მას უკვე ღალატობს თავშეკავება.
წვრილმანი ფაქტები მარწმუნებენ იმაში, რომ იგი დახრილ
სიბრტყეზე ძირს მიგორავს, მაგრამ ადამიანებისადმი სიძულ-
ვილი კვლავ თან სდევს, აბუჩად იგდებს უმწეოებს, აწყენი-
ნებს სუსტებს, ათასფრანკიანი ქაღალდისთვის აჩხუბებს ქა-
ლებს... რუდეკი მსახიობია, წამდაუწუმ ალმაცერად მიცქე-
რის, რა შთაბეჭდილებას ტოვებს ყველაფერი ეს ჩემზე, მის
ერთადერთ მაყურებელზე?
ეს დასასრულის დასაწყისია. ასეთ მდგომარეობაში გულ-
გრილი დიდხანს ვერ დარჩები, აუცილებლად დაუშვებ შეც-
დომებს... და იგი მათ დაუშვებს, ისევე როგორც ადრე თუ გვი-
ან ეს მოსდიოდა ყველა ბოროტმოქმედს.
მან მოკლა ორი ქალი. მოკლა კროსბი. დაღუპა ჟოზეფ ერ-
ტენი. მაგრამ სანამ თვითონაც დაიღუპებოდეს, სურს კიდევ
არაერთი მსხვერპლი შეიწიროს. მაგრამ მე ფრთხილად ვარ.
სასტუმრო „გეორგ მეხუთის“ საფოსტო განყოფილებაში ვტო-
ვებ ინსპექტორ ჟანვიეს, რათა მან გასინჯოს მისის კროსბისა
და ედნა რაიხბერგის სახელზე გამოგზავნილი ყველა კორეს-
პონდენცია და მოისმინოს მათი ყოველი სატელეფონო საუბა-
რი... რუდეკმა ორჯერ შეძლო ჩემგან ცოტა ხნით თავის დახ-
სნა და მივხვდი, რომ იგი წერილებს წერდა... რამდენიმე სა-
ათის შემდეგ ჟანვიეს ეს წერილები ჩემთან მოჰქონდა.
აი, ისინი! ერთი წერილი მისის კროსბის მისამართითაა.
მასში ნათქვამია, რომ მისის ჰენდერსონის მკვლელობა ორ-
განიზებულია მისი ქმრის მიერ. ამის დასტურად წერილს თან

327
ახლავს კოლოფი ვილის გასაღებით და ამერიკელის ხელით
დაწერილი მისამართიანი კონვერტი... რუდეკმა იცის კანონე-
ბი... წერილში ნათქვამია, რომ მკვლელი არ შეიძლება გახ-
დეს თავისი მსხვერპლის მემკვიდრე... ეს იმას ნიშნავს, რომ
მისის კროსბის ქონებას ჩამოართმევენ... იგი მისის კროსბის
უბრძანებს შუაღამისას „თეთრ ყანჩაში“ მისვლას, ლეიბის
დარღვევას, იქიდან მკვლელობის იარაღის ამოღებას და სა-
იმედო ადგილას დამალვას... თუ დანა იქ არ აღმოჩნდება, იგი
უნდა გაემგზავროს ვილაში და იქ ტანსაცმლის კარადაში მო-
ძებნოს. მან მშვენივრად იცის, რომ ლეიბში არაფერია და მი-
სის კროსბი ამაოდ გაემგზავრება „თეთრ ყანჩაში“, მაგრამ
თავისი მდგომარეობის თანდათანობით გაუარესების გამო
უძლიერდება სხვების დაცინვის სურვილი. იგი ბედნიერია,
რომ მდიდარი ამერიკელი ქალი აიძულა მაწანწალების ბის-
ტროში მისულიყო...
მაგრამ არც ამას სჯერდება, უფრო შორს მიდის და მისის
კროსბის უმხელს ქმრის ღალატს, ატყობინებს, რომ კროსბი
ედნა რაიხბერგის საყვარელი იყო, რომ იგი ქალს ცოლად
შერთვას შეჰპირდა. გარდა ამისა, იგი სწერს, რომ ედნამ იცის
სიმართლე! მას სძულხართ, საკმარისია მისი ერთი სიტყვა და
თქვენ შერცხვენისა და სიღატაკის მსხვერპლი შეიქნებითო!..
მეგრემ ამოიხვნეშა და გაოფლიანებული სახე ცხვირსახო-
ცით შეიმშრალა.
- თქვენ იტყვით - სისულელეა, უაზრობაა?.. არა! კოშმარს
უფრო მაგონებს... ტყუილად როდი ადგენდა წლების განმავ-
ლობაში რუდეკი კაცობრიობისადმი შურისძიების დახვეწილ

328
გეგმებს. ამასთანავე, მან თითქმის ყველაფერი წინასწარ გა-
მოიცნო.
მეორე წერილი ედნა რაიხბერგს აუწყებს, რომ მისის ჰენ-
დერსონი მოკლა კროსბიმ... თუ მას სურს უსიამოვნების თა-
ვიდან აცილება, იგი გარკვეულ დროს ვილაში უნდა წავიდეს
და ტანისამოსის კარადიდან აიღოს დანა, ერთადერთი ნივ-
თიერი სამხილი... იგი დასძენს, რომ მისის კროსბიმ იცის
ქმრის ბოროტმოქმედების შესახებ.
ვიმეორებ, მას თავი ადამიანთა ბედ-იღბლით მოთამაშე
ღმერთკაცად მიაჩნდა!.. არც ერთ ქალს მათთვის განკუთვნი-
ლი წერილი არ მიუღია - ისინი ჟანვიემ მე მომიტანა. წერილე-
ბი რომ რუდეკის ხელით იყო დაწერილი, ამის დამტკიცება არ
შემეძლო; „სიფლეში“ გაგზავნილი წერილივით ისინიც მარ-
ცხენა ხელით იყო დაწერილი.
მაშინ თითოეულ ქალს ვესაუბრე და ისინი ცდის ჩასატა-
რებლად დავიყოლიე, რათა მისის ჰენდერსონის მკვლელი
დამეჭირა. უპირველეს ყოვლისა, ზუსტად უნდა შეესრულები-
ნათ ყოველივე ის, რაც წერილებში იყო მოთხოვნილი... რუ-
დეკმა თვითონ მიმიყვანა „თეთრ ყანჩასთან“, შემდეგ კი სენ-
კლუში... შესაძლოა, იგი გრძნობდა, რომ ეს დასასრული
იყო... შესანიშნავი დასასრული, რომელიც მის გემოვნებას
შეესაბამებოდა. მან ხომ არ იცოდა, რომ წერილები ხელში
ჩავიგდე...
თავისი ქმრის მხილებით აღელვებული მისის კროსბი ბის-
ტროში უმიზნო მგზავრობის შემდეგ დაღლილი მიემართება
ცარიელ ვილაში და სწორედ იმ ოთახში შეიპარება, სადაც
მკვლელობა იქნა ჩადენილი. წარმოიდგინეთ, რა მდგომა-

329
რეობაში შეეჯახება იგი ედნა რაიხბერგს. და მას ხელთ ეპყრე-
ბა ხანჯალი. დარწმუნებული არ ვარ, რომ რომელიმე მათგა-
ნი მკვლელობას ჩაიდენდა, მაგრამ რუდეკის ფსიქოლოგიუ-
რი გაანგარიშება საკმაოდ ზუსტი იყო.
მაგრამ ჩემს რეჟისურაში მოქმედება სხვაგვარად წარი-
მართა. მისის კროსბი ვილიდან მარტო წავიდა. და რუდეკმა
ვერაფრით გაიგო, სად იყო ედნა? რა მოუვიდა მას?.. ამან აი-
ძულა იგი, ჩემთან ერთად წამოსულიყო... თვითონ გააღო კა-
რადა... და იქ გვამი კი არ დაინახა, არამედ - ცოცხალი და
ჯანმრთელი შვედი ქალი.
მან შემომხედა და ყველაფერს მიხვდა... და მაშინ გააკეთა
ის, რასაც დიდი ხანია ველოდი... მესროლა.
კომელიომ თვალები გადმოკარკლა.
- ნუ წუხდებით! ჯერ კიდევ დღისით ხალხით გაჭედილ ქუ-
ჩაში რუდეკის პისტოლეტი ზუსტად ისეთივე, მაგრამ დაუტენე-
ლი პისტოლეტით შევცვალე... აი, სულ ეს არის... რუდეკი თა-
მაშობდა და წააგო...
მეგრემ ჩამქრალ ჩიბუხს მოუკიდა და შუბლშეკრული წა-
მოდგა.
- უნდა აღვნიშნო, რომ მას სცოდნია წაგება... ღამის დარ-
ჩენილი ნაწილი ჩვენ კე-დეზ-ორფევრზე, ჩემს კაბინეტში გა-
ვატარეთ. მე გულახდილად ვუამბე მას ყველაფერი, რაც კი
ვიცოდი, იგი საათზე მეტხანს არ გაჯიუტებულა... შემდეგ კი
დაიწყო მოყოლა და მე ყველა ხარვეზის შევსება შევძელი...
იგი ჯერ კიდევ არ ერიდებოდა ტრაბახს. აბსოლუტურად მშვი-
დად იყო. როდესაც დავამთავრეთ, გულგრილად მკითხა, სიკ-

330
ვდილით თუ დამსჯიანო... მე შევიშმუშნე, მან კი გადაიხარხა-
რა.
- აუცილებლად შეეცადეთ ამას! - თქვა მან. - ამით დიდ
სამსახურს გამიწევთ... ამასთანავე, ერთი რამ მაინტერესებს.
ერთხელ გერმანიაში შემთხვევით დავესწარი სიკვდილით
დასჯას... მისჯილს ბოლომდე კარგად ეჭირა თავი... მაგრამ
სულ უკანასკნელ მომენტში მაინც ტირილი დაიწყო და დაიყ-
ვირა: „დედა!“ ჰოდა, მეც მაინტერესებს: მოვუხმობ თუ არა
დედაჩემს? თქვენ როგორ გგონიათ?..
კომისარი და გამომძიებელი გაჩუმდნენ. უფრო მკაფიოდ
გაისმა მართლმსაჯულების სასახლის ყრუ გუგუნი, რომელიც
პარიზის შორეულ მძლავრ გუგუნს უერთდებოდა.
ბოლოს გამომძიებელმა კომელიომ მის წინ მდებარე დო-
სიე, რომელიც დასანახავად უფრო იდო, გვერდზე გადადო.
- კეთილი, კომისარო... - დაიწყო მან. - მე...
მან განზე გაიხედა, ლოყები წამოუწითლდა.
- გთხოვთ, დაივიწყოთ ჩემი... ჩემი...
მეგრემ თავისი შავი დრაფის პალტო ჩაიცვა, გამომძიე-
ბელს ხელი გაუწოდა და თითქოს არაფერი მომხდარაო,
თქვა:
- ხვალ ანგარიშს გამოგიგზავნით... ახლა კი მოერსთან უნ-
და შევიარო, ამ წერილების ჩვენებას შევპირდი. იგი მათზე
გრაფოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს...
ვიდრე გარეთ გავიდოდა, კომისარი კარში შეჩერდა და
მოტრიალდა: გამომძიებელი თავჩაქინდრული იჯდა მაგიდას-
თან. მაშინ მეგრემ გაიღიმა, ეს ოდნავ შესამჩნევი ღიმილი მი-
სი ერთადერთი შურისძიება იყო.

331
XII
დამხობა

იანვარი იდგა. ძალიან ციოდა. ათივე მამაკაცმა პალტოს


საყელოები აიწია და ხელები ჯიბეებში ჩამალა.
ზოგიერთნი ადგილზე ცქმუტავდნენ, ცდილობდნენ გამ-
თბარიყვნენ და ერთმანეთს მოკლე-მოკლე ფრაზებით ელა-
პარაკებოდნენ. ყველანი ცერად იყურებოდნენ ერთ მხარეს.
მეგრე, რომელსაც თავი მხრებში ჰქონდა ჩამალული, ყვე-
ლასგან მოშორებით იმყოფებოდა და ისეთი გაჯავრებული
ჩანდა, რომ მასთან დალაპარაკებას ვერავინ ბედავდა.
ციხის ირგვლივ მდებარე სახლებში აქა-იქ ენთო შუქი.
თენდებოდა ზამთრის ცივი დილა, საიდანღაც ტრამვაის გამ-
ჭოლი წკარუნი მოისმოდა.
გაისმა მოახლოებული მანქანის ხმა, შემდეგ მანქანის კა-
რი გაჯახუნდა, ისმოდა ჩექმების ბრაგუნი და ხმადაბლა გაცე-
მული ბრძანებები. ჟურნალისტი გათოშილი თითებით ბლოკ-
ნოტში რაღაცას იწერდა. ზოგიერთმა პირი იბრუნა.
სატუსაღოს მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა რუდეკი. იგი
ეზოში შეჩერდა და ირგვლივ მიმოიხედა. დილის ბინდში მისი
თვალები მთლად ღია, ზღვის ტალღისფრად მოჩანდა.
იგი ორივე მხრიდან გაკავებული ჰყავდათ, თუმცა ეს სრუ-
ლიად ზედმეტი იყო. დიდი ნაბიჯებით გაემართა ეშაფოტის-
კენ, მაგრამ უცებ გაყინულ წუმპეზე ფეხი დაუცურდა და და-
ეცა. მებადრაგეებმა ვერ გაიგეს, რა მოხდა და ზემოდან მოექ-
ცნენ მას. ისინი წინააღმდეგობას მოელოდნენ.

332
ყველაფერი რამდენიმე წამს გრძელდებოდა, მაგრამ მის-
ჯილისთვის, როგორც ჩანდა, ეს დაცემა აუტანელი იყო. იგი
შერცხვენილი სახით წამოდგა. გაქრა მთელი მისი თავდაჯე-
რებულობა და სიამაყე.
მან დაინახა მეგრე, რომელსაც ადრევე სთხოვა, ჩემს სიკ-
ვდილით დასჯას დაესწარიო.
- მოხვედით, კომისარო...
მეგრემ თვალი აარიდა.
იქ მყოფნი მოუთმენლად ამოძრავდნენ. ყველას ნერვები
დაეძაბა. ყველას აღეძრა სურვილი, როგორმე შეემოკლები-
ნათ ეს სცენა.
რუდეკი მოტრიალდა და შეხედა წუმპეს, რომელზედაც ფე-
ხი დაუსხლტა. შემდეგ მზერა ეშაფოტზე გადაიტანა და სარ-
კასტულად გაიცინა:
- აქაც არ მწყალობს ბედი...
ისინი, რომლებსაც რუდეკის სიცოცხლე უნდა შეეწყვიტათ,
უხერხულად ტკეპნიდნენ მიწას და ვერ ბედავდნენ მის დაჩქა-
რებას. ვიღაცამ ჩაახველა. კედლის იქით, ქუჩაში მანქანამ
დაიგუგუნა.
რუდეკს არავისთვის შეუხედავს, წინ წასასვლელად თვი-
თონ დაიძრა და ხელმეორედ შეჩერდა.
- კომისარო... კიდევ ერთი წუთი და მოვა აღსასრული, -
რუდეკის ხმა რაღაც უცნაურად ჟღერდა. - თქვენ ახლა წახ-
ვალთ სახლში... ცოლი გელოდებათ, იგი თქვენ ყავას მოგი-
დუღებთ...
მეგრემ ზურგი შეაქცია რუდეკს, თვალები დამალა. ეს სი-
მართლე იყო! მან იცოდა, რომ ცოლი მას პატარა დათბუნე-

333
ბულ სასადილო ოთახში დახვდებოდა, მაგიდაზე კი ცხელი
ყავა იდგებოდა.
მაგრამ უეცრად მან იგრძნო, რომ სახლში წასვლა აღარ
შეეძლო. იგი კე-დეზ-ორფევრზე, თავის კაბინეტში წავიდა. იქ
ღუმელი ნახშირით ისე აავსო, რომ წითლად გაავარვარა, გა-
თენებამდე იჯდა და ცეცხლს შესცქეროდა.

334

You might also like