You are on page 1of 786

1

ლუი-ფერდინანდ სელინი

სიკვდილი
კრედიტით

მთარგმნელი მერაბ ფიფია

2
***
ეძღვნება ლუსიენ დეკავს

3
1
ჩაიცვით ყველამ! თითო შარვალი!
ხშირად – მოკლე და ხანდახან – გრძელი.
თითოც – ქურთუკი მრგვალი,
ჟილეტ-პერანგი გამოსასვლელი,
მძიმე ბერეტი და ფეხსაცმელი 1.
(ციხის სიმღერა)
ერთგული და უღალატო მეგობარი. ხვალ მივაბარებთ მიწას სოლის
ქუჩაზე. ისე, გვარიანად კი იყო მოფახფახებული. ცალი ფეხი სამარეში
ედგა, როგორც იტყვიან. პირველსავე დღეს, ხველა რომ აუტყდა, გავაფ-
რთხილე: ეცადეთ, ლოგინზე არ წამოწვეთ, უმჯობესია, წამომჯდარი
იყოთ-მეთქი. ვშიშობდი, უარესად არ გამხდარიყო. მერე კი... მერე ჩემი
შიშიც გამართლდა და მოსახდენიც მოხდა. მოგახსენეთ უკვე...
ისე, მედიცინას, ამ საზიზღარ და გულისამრევ ხელობას ყოველთვის
როდი ვემსახურებოდი... აუცილებლად შევატყობინებ მათ ქალბატონი
ბერანჟის გარდაცვალებას. მივწერ ყველას, ვინც მიცნობდა, არც იმათ
დავივიწყებ, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ხვდა წილად.
სადღა არიან ისინი?
რა მოხდება, რომ ეს ქარბუქი კიდევ უფრო გაძლიერდეს და სახურავი
ახადოს სახლს; რომ გაზაფხული აღარასოდეს დადგეს და ჩვენი საცხოვ-
რებელი საერთოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა.
შესანიშნავად იცოდა ქალბატონმა ბერანჟმა, რომ ყველა დარდი და
სევდა წერილებს მოჰყვებოდა... არ ვიცი, კიდევ ვის მივწერო... ისინი ძა-
ლიან შორს არიან აქედან... სული ეშმაკს მიჰყიდეს, რათა უკეთ ეცრუათ,
მალევე დაევიწყებინათ და სხვა რამეებზე ელაქლაქათ...
საწყალი, ბებერი ქალბატონი ბერანჟი... მის ცალთვალა ძაღლს ალ-
ბათ ვინმე წაიყვანს... წერილებს გამოყოლილი ყველა სევდა ბოლო ოცი
წლის განმავლობაში მასთან გროვდებოდა. ეს კაეშანი არსად გამქრა-
ლა, ჯერ კიდევ აქ არის... ამასწინანდელი სიკვდილიც ამ ტკივილიანი

1
ნაწარმოებში ჩართული ყველა ლექსი თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ.
4
სევდითაა გაჟღენთილი. აუტანელია მისი მჟავე სურნელი... ეს სევდა გა-
იფურჩქნა, გაძლიერდა, მიმოიფანტა, ყველაფერი წალეკა... ნამდვი-
ლად აქ არის... დაძრწის... ვერ ისვენებს... ყველას გვიცნობს... ამჯერად
ის არც ჩვენთვისაა უცნობი... გაგვიშინაურდა... არასდროს მოიცვლის
აქედან ფეხს...
ოთახში შუქია ჩასაქრობი.
და ვის მივწერო? მე ხომ აღარავინ დამრჩა? არავინ, ვისთან ერთა-
დაც სიკვდილის კეთილშობილ სულს ვუმასპინძლებდი... მშვიდად გავე-
საუბრებოდი... სხვა რა გზა მაქვს, უნდა გავმხნევდე...
ბოლო ხანს ჩემს საყვარელ ბებრუცანას ლაპარაკიც კი უჭირდა. იგუ-
დებოდა... ჰაერი აღარ ჰყოფნიდა... მკლავში ჩამაფრინდებოდა ხოლმე
და აღარ მიშვებდა...
შემოვიდა ფოსტალიონი. საკუთარი თვალით იხილა, როგორ კვდე-
ბოდა... მსუბუქად დაასლოკინა და გათავდა. ადრე რამდენი ადამიანი
შეუვლიდა ხოლმე, მე რომ მეძებდნენ. ახლა ისინი აქედან ძალიან შორს
არიან... დიახ, ძალიან შორს... მოუსავლეთში... მიმოიფანტნენ... გაუჩი-
ნარდნენ ახალი სულის ძებნაში. ფოსტალიონმა კეპი მოიხადა. შემეძ-
ლო მთელი ზიზღი პირდაპირ აქვე გამომეხატა... დარწმუნებული იყა-
ვით, ეს ნამდვილად არ გამიჭირდებოდა. არა უშავს. ოდნავ მოგვიანე-
ბით ვიზამ. ჯერ დაველოდები. იქნებ დაბრუნდნენ... მანამდე კი მოვხსნი
გუდას პირს და ამბებს მოვყვები. ისეთ რამეებს ვიტყვი... ქვას ქვაზე არ
დავტოვებ... ცხადია, არ მომიწონებენ და მობრუნდებიან... დიახ, მოც-
ვივდებიან, თუნდაც იმისთვის, რომ სული გამაფრთხობინონ... სამყა-
როს ყველა კუთხე-კუნჭულიდან დაიძვრებიან... ყველაფერი მორჩება.
მეც დავისვენებ და ისინიც.
***
ლინუსის ფონდის კლინიკაში, სადაც ვმუშაობდი, არ დაიზარეს და
ათასი უსიამოვნო შენიშვნა მომცეს ჩემ მიერ მოთხრობილი ამბების თა-
ობაზე... ღვიძლი ბიძაშვილი გიუსტენ საბაიო ყველაზე კატეგორიული
და პირდაპირი აღმოჩნდა. სტილი უნდა გამოიცვალოო, მირჩია. ისიც
ექიმი იყო, მაგრამ შაპელ-ჟონკსიონში, სენის მეორე სანაპიროზე მუშა-
ობდა. გუშინ უნდა გამევლო მასთან, მაგრამ ვერაფრით გამოვნახე დრო.

5
მინდოდა სწორედ ქალბატონ ბერანჟზე დავლაპარაკებოდი. ისე, ცოტა
კი დამიგვიანდა. ძნელი ხელობაა კონსულტანტობა! საღამოს ალბათ
მასაც ჩემსავით არაქათი ჰქონდა გამოცლილი. პაციენტები ხომ მხო-
ლოდ დამღლელ კითხვებს გისვამენ. აზრი არა აქვს სიჩქარეს. დანიშნუ-
ლება უნდა დაუღეჭო და გადაუღეჭო, სულ მცირე, ოცჯერ მაინც უნდა
აუხსნა. სიამოვნებთ, როცა გაწამებენ, გალაპარაკებენ სრულიად ფუჭად,
მუხლების მოკვეთამდე გღლიან... იყბედე, რამდენიც გინდა: სულ ფე-
ხებზე ჰკიდიათ ეს შენი რჩევები. აზრადაც არ მოუვათ მათი შესრულება.
თვითონ კი გამუდმებით ეჭვობენ, რომ ყურადღება დააკელი, თავი არ
დააკალი. მეტი სიმშვიდისათვის დაჟინებით ითხოვენ კოტოშებს, რენ-
ტგენის სურათებს, სისხლის ანალიზებს... უნდა ჯიჯგნო თხემით ტერ-
ფამდე. აი, მაშინ წყნარდებიან... ყველაფერი უნდა გაუზომო... არტერიუ-
ლი წნევაც, სისულელეც... გიუსტენიც ჟონკსიონში სხვა რამეს კი არ აკე-
თებს. ოცდაათი წელია, რაც ამ იდიოტობებს ემსახურება. ჩემს რეგვე-
ნებს კი, ვფიქრობ, ერთ მშვენიერ დილას თბილი სისხლის დასალევად
ვილეტში გავამგზავრებ. იმედი მაქვს, ამგვარად აისიდანვე დაიქანცები-
ან. ჯერჯერობით ნორმალურად არცა მაქვს გააზრებული, რა მოვიმოქ-
მედო, რომ ეს ჟინი ოდნავ მაინც ჩაუცხრეთ და მეც შემეშვნენ ცოტა
ხნით...
გუშინწინ, როგორც იქნა, მოვახერხე გიუსტენთან შევლა. მისი სორო
ჩემგან ოცი წუთის სავალზეა, იქვე, როგორც კი სენას გადახვალ. ამინდი
კი ვერ იყო მაინცდამაინც გადასარევი, მაგრამ არც გადადება ივარგებ-
და. ვიფიქრე, ავტობუსით წავალ-მეთქი. მოვრჩი პაციენტების მიღებას
და შესახვევი ოთახის გავლით გავიპარე. გზად ერთმა დედაკაცმა მაინც
შემამჩნია და არწივივით თავს დამაცხრა. ზუსტად ჩემნაირად წელავდა
სიტყვებს. მე ეს, ცხადია, დაღლილობისგან მომდის. ქალბატონს კი ხმა
ხრინწიანი ჰქონდა. რა თქმა უნდა, ალკოჰოლისგან. ორი აზრი არ არსე-
ბობს! ჰოდა, დაიწყო წუწუნი და წკნავილი, თან სადღაც მექაჩებოდა.
„ექიმო, გამომყევით, ძალიან გთხოვთ... გეხვეწებით... ჩემი პატარა გო-
გონა, ჩემი ალისა... რანსიენის ქუჩაზე, აქედან ორ ნაბიჯზე... “ სულაც არ
ვიყავი ვალდებული, ამ აბეზარს გავყოლოდი. ბოლოს და ბოლოს, მიღე-
ბის საათები კარგა ხნის მოთავებული მქონდა! ის კი თავისას არ იშლი-

6
და... მემუდარებოდა. ამასობაში გარეთ აღმოვჩნდით. მისი მოსმენა არ
შემეძლო...
ვეღარ ვიტან ავადმყოფებს!.. დღეს ხომ ვუწამლე ოციოდე დავრდო-
მილს, არა?.. მეტი აღარ შემიძლია... აცემინონ და ახველონ რამდენიც
ენებოთ, ზედ მიჰყოლიან, თუ უნდათ... გამოხმნენ და გამოშრნენ, ჯან-
დაბამდე გზა ჰქონიათ... დე, დაუგროვდეთ გაზები ნაწლავებში, გაებე-
როთ მუცელი და ათას ნაწილად გასკდნენ, გაფრინდნენ საკუთარი გაზე-
ბით დატუმბულნი მოუსავლეთში. აი, სულ მკიდია, რა მოუვათ... მიმი-
ფურთხებია!
აცრემლებული ჯერ მკლავში ჩამაფრინდა, შემდეგ ყელზე ჩამომეკი-
და და თავისი სასოწარკვეთილება სახეზე შემომაორთქლა... ყარდა არ-
ყით... ვეღარ გავუძალიანდი... ისიც წამითაც არ შემეშვა. იქნებ კასის
უსასრულო და გაუნათებელ ქუჩაზე ერთი მამაპაპური პანღური გამოვუ-
წერო და დავეფცქვნა ხელიდან... ისე, რა მხდალი ვარ მეც... ჩავისვარე...
ისევ ნაცნობი სიმღერა ჩამესმა: „ჩემი პატარა გოგონა... ექიმო, გემუდა-
რებით!.. ჩემი პატარა ალისა!.. თქვენ ხომ იცნობთ მას?..“ რანსიენის ქუ-
ჩა არც ისე ახლოსაა... ეს რა ხათაბალაში გავეხვიე... ვიცი, სადაცაა... კა-
ბელების ქარხანას უნდა გავცდე... ვუსმენდი ამ აბეზარ ქალს და ნელ-
ნელა თვალთ მიბნელდებოდა... თითქოსდა ნისლი ჩამომაწვა... „კვირა-
ში მხოლოდ ოთხმოცდასამ ფრანკს თუ ვშოულობთ... სამი ბალღი
გვყავს!.. ქმარი კიდევ საშინლად მექცევა!.. ისე მრცხვენია, ამას რომ ვა-
ღიარებ, ექიმო!..“
ზეპირად ვიცოდი მთელი ეს სისულელე. პირველად კი არ მესმოდა...
ამ რეფრენს დამპალი ხორბლის, მყრალი ნახველისა და წვინტლის სუ-
ნი ასდიოდა...
სოროს მივუახლოვდით...
შევედი. შემეძლო დავმჯდარიყავი... პატარას სათვალე ეკეთა. სა-
წოლთან მივუჩოჩდი... უხალისოდ ეთამაშებოდა თოჯინას... გადავწყვი-
ტე, ცოტა გამერთო...
მეც კი შემიძლია, მაგარ კლოუნად ვიქცე და ძალიან სასაცილოდ გა-
მოვიყურებოდე, თუ მოვინდომე, რა თქმა უნდა...

7
არც ის ცინგლიანი ჩანდა მაინცდამაინც დაბნეული... მძიმედ სუნ-
თქავდა... დიაგნოზი იქვე დავუდგინე... ფილტვების ანთება... გოგონას
გახალისება ვცადე... იხრჩობოდა საწყალი... ვამშვიდებდი დედასაც... იმ
ძროხამ შანსი არ გაუშვა ხელიდან... რახან თავის ბოსელში მომიხელთა,
მოუნდა, ისიც გამესინჯა... აღარ იცოდა, როგორ ეშველა უთვალავი სი-
ლურჯისთვის თეძოებზე... ქვედაკაბა აიწია... ამოყრილი ძარღვები...
ღრმა დამწვრობების ნაკვალევი... ეს აშკარად ცეცხლფარეშის ნახელავი
იყო. აი, თურმე როგორი ყოფილა მისი უმუშევარი... რჩევები მივეცი... ძა-
ფის დახმარებით უმახინჯეს თოჯინას სიარული დავაწყებინე... ხან ზე-
მოთ ადიოდა, ხანაც ქვემოთ ჩამოდიოდა, თითქმის კარის სახელურამ-
დე აღწევდა... ლაქლაქს ეს სჯობდა.
ფონენდოსკოპი მოვიმარჯვე... ძლიერი ხიხინი მესმოდა... მდგომა-
რეობას ფატალურს მაინც ვერ დავარქმევდი... ისევ ვამშვიდე დედა. ყო-
ველ სიტყვას ორჯერ ვუმეორებდი. ცხადია, თავიც მალევე მოვაბეზრე...
გოგონა უკვე იცინოდა... თუმცა კვლავ დაეწყო შეტევა. დახმარება ვცა-
დე... ბავშვი გამწვანდა...
იქნებ დიფთერია შეეყარა? ეს აუცილებლად უნდა შევამოწმო. ნაცხი
ახლავე ხომ არ ამეღო? არა, ხვალ!
ამასობაში მამიკოც დაბრუნდა... ოთხმოცდასამ ფრანკად ეს უბედუ-
რი მხოლოდ სიდრს თუ ჩაისხამდა მუცელში, ღვინოზე ნამდვილად ვერ
გაქაჩავდა. „ძალიან მაგარი მსმელი ვარ. ამის გამო სულ მეფსია“, – მა-
უწყა უცერემონიოდ და ახალი ბოთლი მოიყუდა. მერე თავისი შიბლა
მაჩვენა... მივულოცეთ ერთმანეთს, რომ ბავშვის მდგომარეობა არც ისე
უიმედო იყო. მე უფრო თოჯინა მაინტერესებდა... იმდენად დაღლილი
ვიყავი, რომ აღარ მსურდა, მოზრდილების დიაგნოზებით თავი გამომე-
ტენა.
დიდები ხომ ძირითადად ნაძირალები არიან! სულაც არ მინდოდა
ხვალ რომელიმე მათგანი მეხილა. ნამდვილად.
ვგრძნობ, რომ სერიოზულად არ აღმიქვამენ, მაგრამ მაგრად მკიდია.
ისევ ჯანმრთელობის სადღეგრძელო დავლიე. ჩემი დახმარება უფა-
სოა... თან არასამუშაო საათებში გაწეული. დედამ ისევ თავისი თეძოები
შემახსენა. ბოლო რჩევაც არ დავიზარე. შემდეგ კიბეზე დავეშვი. ქუჩაში

8
ძაღლს მოვკარი თვალი, კოჭლობდა საწყალი. მაინცდამაინც მე ამეკი-
და. ამ საღამოს ყველა და ყველაფერი ჩემკენ მოილტვის. ცუგა შავ-თეთ-
რი ფოქსია, პაწაწინა და გამხდარი. ვფიქრობ, პატრონს გამოექცა და და-
იკარგა. იმ უმადურმა უმუშევრებმა ჩემი გამოცილებაც კი არ ისურვეს...
დარწმუნებული ვარ, როგორც კი გამოვედი, დააყარეს ერთმანეთს. მგო-
ნი, ჩამესმის კიდეც მათი წივილ-კივილი. კარგი იქნება, თუ ის ლოთი
შიბლას თავის ტურფას პირდაპირ ტრაკში გასთხრის. იქნებ დაშოშმინ-
დეს ის ნაბოზარი! და შეიგნოს, როგორია ჩემი შეწუხება.
მარჯვნივ შევუხვიე... უფრო სწორად, კოლომბისკენ ავიღე გეზი. პა-
ტარა ცუგა არ მშორდებოდა... ...ანიერს როგორც კი გასცდებოდი, ჟონ-
კსიონი იწყებოდა; ჩემი ბიძაშვილიც იქ მუშაობდა. ძაღლი ძალიან კოჭ-
ლობდა. მათვალიერებდა. გული მერეოდა, როცა ვხედავდი, თუ როგორ
საცოდავად ითრევდა ფეხს.
ბევრად აჯობებდა, თუ არსადაც არ წავიდოდი და შინ დავბრუნდე-
ბოდი... უკანა გზაზე ბინეს ხიდი გადავჭერი, შემდეგ კი ერთიმეორის
გვერდით ჩამწკრივებული ქარხნების გასწვრივ ვიარე. დისპანსერი ჯერ
კიდევ არ დაეკეტათ... ქალბატონ ორტანსს ვუთხარი: ძაღლს უნდა ვაჭა-
მოთ. ვინმე წავიდეს და ხორცი იყიდოს... დარეკვით ხვალ დავრეკოთ...
დილით ადრე... ვინმე აუცილებლად მოვა „ძაღლთა დაცვის საზოგა-
დოებიდან“ და წაიყვანენ... ღამე კი ჩაკეტილი დავტოვოთ-მეთქი, და
გულდამშვიდებული წავედი იქიდან, მაგრამ ცუგა საშინლად მშიშარა
აღმოჩნდა. ალბათ გამეტებით სცემდნენ უბედურს... ქუჩა სასტიკი და
დაუნდობელია. მეორე დილით, როგორც კი ფანჯარა გავაღეთ, ისკუპა
და ქუჩაში გადახტა. არც კი დაგველოდა. ჩვენი შეეშინდა. ალბათ ფიქ-
რობდა, რომ ჩაკეტვით საგანგებოდ დავსაჯეთ. მოკლედ, არაფერი ეს-
მოდა. არც არავის ენდობოდა. საშინელება იყო.
***
გიუსტენი შესანიშნავად მიცნობდა და გადასარევად ესმოდა ჩემი.
უზმოზე არაჩვეულებრივი რჩევების მოცემაც შეეძლო. ამაღლებული და
დახვეწილი სტილი მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოზირი გახლდათ.
თავისუფლად შეიძლებოდა ადამიანი მის აზრებს მინდობოდა. საერ-
თოდ არ ესმოდა, რას ნიშნავდა შური. ცხოვრებისგანაც ბევრს არაფერს

9
ითხოვდა. ერთი ის იყო, რომ ადრე სიყვარულში მოეცარა ხელი და მი-
ღებული ჭრილობა დღემდე ვერ მოეშუშებინა. სურვილიც არ ჰქონდა,
სევდა როგორმე განექარვებინა. იშვიათად ლაპარაკობდა ამის შესახებ.
ვინც ასე დაუთუთქა გული, სერიოზული ვინმე კი არა, ერთი თავქარიანი
და ქარაფშუტა გოგო ყოფილა. გიუსტენი კი ძალიან ერთგული ტიპი იყო.
ასე ადვილად კი არ ეცვლებოდა ზნე და გრძნობები. ასეთად დარჩება
კუბოს ფიცრამდე.
ამასობაში სვამს... ბევრს არა… ძალიან ცოტას...
ყველაზე მეტად უძილობით ვიტანჯებოდი. მშვიდი ძილი რომ მქო-
ნოდა, ახლა ერთი პწკარიც კი არ მექნებოდა დაწერილი. „თავისუფლად
შეგეძლო, – ასეთია გიუსტენის მოსაზრება, – სასიამოვნო რამეებიც მო-
გეყოლა... დროდადრო მაინც... ცხოვრებაში ჭუჭყისა და ნაგვის გარდა
სხვა რაღაცებიც არსებობს... “ გარკვეული გაგებით, ეს სრული ჭეშმარი-
ტება იყო. ნამდვილი სიშმაგით ვიყავი შეპყრობილი. შეიძლება ამას პი-
რუთვნელობაც ეწოდოს. ამის ნათელი დასტური ის პერიოდია, როცა
ჩემს ორივე ყურს გაუსაძლისი წუილი გაჰქონდა. ციებ-ცხელებაც მეტი
სიხშირით მძლევდა, ვიდრე ახლა და არც ისეთი მელანქოლიური ვიყა-
ვი, როგორიც დღეს. მაშინ თავი არაჩვეულებრივი სიზმრებითა და ოცნე-
ბებით მქონდა გამოძეძგილი... ვიტრუვი, ჩემი მდივანი ქალი, ამ დე-
ტალს ხშირად უსვამდა ხაზს. ზედმიწევნით იცოდა ჩემი ტანჯვა-წამების
მიზეზები... როცა ადამიანი ნიჭიერია და თან გულუხვი, ყურადღებას არ
აქცევს საკუთარ საგანძურს და თავისუფლად შეუძლია მისი განიავება...
მახსოვს, მაშინ საკუთარ თავს ვუთხარი: „არაფერი მიმომიფანტავს. იმ
ნაბოზარმა ვიტრუვმა ყველაფერი სადღაც გადაინახა...“ ნამდვილი მარ-
გალიტები... პირდაპირ საოცრებები... ლეგენდის ნაგლეჯები... ჭეშმარი-
ტი ექსტაზი – აი, რა შეიძლება ამ ყველაფერს დაერქვას. გადავწყვიტე,
საქმეს მეტი სერიოზულობით მოვკიდებოდი... თავდაჯერებულობისათ-
ვის ჯერ
ქაღალდებში ვიქექე ბევრი... თქვენ წარმოიდგინეთ, სერიოზული ვე-
რაფერი აღმოვაჩინე. ჩემს აგენტს, დელიუმელს დავურეკე და მეხუთე
თაობამდე ამოვუტრიალე ყველაფერი... ერთი სული მქონდა, მოსისხლე
მტრად გამეხადა... თან მინდოდა ჩემი ლანძღვა-გინებისთვის ვეღარ გა-

10
ეძლო, დაბოღმილიყო და არაადამიანური ხმით ეღრიალა... არც არაფე-
რი დაემართა იმ დედააფეთქებულს. სულ ფეხებზე დაიკიდა ჩემი ხუთ-
სართულიანი მიძღვნები... მილიონერია და იმიტომ. მირჩია, შვებულე-
ბა აიღე, სადმე კარგად დაისვენე და მოგეშვებაო... როგორც იქნა, ჩემი
ვიტრუვიც გამომეცხადა. დიდად არ ვენდობი. ვიცი, რატომაც. საამისოდ
რამდენიმე სერიოზული მიზეზიც მაქვს. სად შეჩურთე ჩემი გენიალური
ნაწარმოები? – ვეტაკე, სულის მოთქმის საშუალებაც არ მივეცი. გითხა-
რით უკვე, ასეულობით მიზეზი მაინც მქონდა იმისთვის, ამ ნაბოზარში
ეჭვი რომ შემპარვოდა... ლინუსის კლინიკა პორტ პერეირის სიახლოვეს
მდებარეობდა, ორ ნაბიჯზე იმ ადგილიდან, სადაც ბრინჯაოს გლობუ-
სია დასკუპებული. სწორედ აქ ვხვდებოდი ვიტრუვს სამუშაო საათების
მიწურულს, რათა გამომერთმია, რაც დღის განმავლობაში დაბეჭდა.
დროებით აღმართული შენობა დიდი ხანია აღგავეს პირისაგან მიწისა.
ისეთი სიმკაცრე სუფევდა დაწესებულებაში, რომ საშინლად მძაგდა
იქაურობა. ყველაფერი წამებში იყო გაწერილი. ლინუსი, რომელმაც ეს
კლინიკა შექმნა, ფულით იყო გაძეძგილი... ნამდვილი მილიონერი...
ამოჩემებული ჰქონდა, ყველამ აქ უნდა იმკურნალოს და თანაც უფასო-
დო. მოკლედ, ეს ფილანთროპები კიდევ ცალკე კასტაა. გულისამრევები
არიან. მაგათი დედაც!.. პირადად მე მუნიციპალურ საავადმყოფოში მუ-
შაობა მერჩივნა... რა სჯობს მშვიდ აცრებს... ცნობების გაცემას... აბაზა-
ნაში წყლის გადავლებას... უზრუნველყოფილ პენსიას? არაფერი! მაგ-
რამ ვინ მოგაშავა ეს ბედნიერება?! თუმცა, ოცნებას ჯერ არავინ მოუკ-
ლავს... ეჰ, არ ვარ ფულით სავსე ტომარა, გაბღენძილი ბობოლა... არც
ფრანკმასონი... თქვენ წარმოიდგინეთ, პედაგოგიური ინსტიტუტის სტუ-
დენტობაც კი არ მაღირსა ღმერთმა... საკუთარი თავის კარგი მხრიდან
წარმოჩენა ხომ საერთოდ არ მეხერხება... სამაგიეროდ, ქალი თუ ჩამი-
ვარდა ხელში, გაუჟიმავი ვერ გამექცევა. არცაა გასაკვირი, ასეთი ცუდი
რეპუტაცია რომ დამიმკვიდრდა. აგერ უკვე თხუთმეტი წელი გავიდა მას
შემდეგ, რაც მთელი რეგიონი მითვალთვალებდა... გულისყურით მაკ-
ვირდებოდნენ, როგორ ვფაფხურობდი და რის ვაივაგლახით გამქონდა
თავი. აქაურმა ქვეშაფსიებმა და შარვალდალახტულებმა ათასგვარი
უფლება და თავისუფლება მოიპოვეს. დასანახად ვერ მიტანდნენ,

11
ვძულდი ყველას. მადლობა ღმერთს, სამსახურიდან ჯერ არ გავუგდი-
ვართ. შვებას ლიტერატურაში ვპოულობდი. ჩემთვის ეს თითქმის ყვე-
ლაფრის კომპენსაცია იყო. ამ მხრივ, საწუწუნოც არაფერი მქონდა... დე-
და ვიტრუვი უდრტვინველად მიბეჭდავდა რომანებს... ძალიან კი მომე-
ჯაჭვა ის მაიმუნი ქალი. „ყური მიგდე, ჩემო ტურფავ, – ვუთხარი ერ-
თხელ, – ბოლოჯერ გიმეორებ, თუ ჩემი ლეგენდის ასავალ-დასავალს
ვერ მიაკვლევ, ჩათვალე, რომ ჩვენს მეგობრობას წყალი შეუდგა... აღარ
იქნება ეს გულისამაჩუყებელი და ნაზი ურთიერთობა, გაიგე? არც კაიფ-
ზე იოცნებო და არც დალევაზე!.. დედა ეტირება ყველაფერს!“ აი, მაშინ
კი დაიღვარა ჩივილად... ასეთი საძაგელი დედაკაცი მეორე არ არსებობს
ამქვეყნად. როგორ შეიძლება ქალი ყველაფერში ასეთი გულისამრევი
იყოს? არც ადამიანად უქნია განგებას და არც თანამშრომლად. რატომ
დავისაჯე ასე? ამ არსებასთან ურთიერთობა ჩემი მოვალეობაც იყო და
ვალდებულებაც. ჯერ კიდევ ლონდონიდან ამეკიდა. ყველაფრის თავი
და თავი ის პაქტი იყო, რომელიც მის ქალიშვილთან გავაფორმე. დამა-
ფიცა, რომ ყოველთვის აღმოვუჩენდი დედამისს დახმარებას, როგორც
კი ამის აუცილებლობა დადგებოდა... მე ის კაცი არა ვარ, ფიცი რომ გავ-
ტეხო! ანჯელას დანაპირები ზედმიწევნით შევუსრულე. ეს ჯერ კიდევ
ომის
დროს მოხდა... აბა, გუშინ კი არ გაგვიცნია ერთმანეთი. ეს ვიტრუვი
მთლად წყალწაღებულიც როდი იყო, უამრავი რამ ეხერხებოდა... ყვე-
ლაფერი ახსოვდა, მაგრამ ყბედი და ენაჭარტალა არასდროს ყოფილა...
ანჯელა, მისი ქალიშვილი, აი, ვინ იყო პიროვნება, აი, ვის ჰქონდა ხასია-
თი და არაჩვეულებრივი ზნე... როცა მის საზიზღარ დედას ვუყურებდი,
ვერც კი ვიჯერებდი, რომ მისი პირმშო იყო. ანჟელამ ტრაგიკულად და-
ასრულა ცხოვრება. ყველაფერს მოგვიანებით გიამბობთ, ცხადია, თუ
დამაძალებენ. იმ უბედურს კიდევ ერთი და ჰყავდა. სოფი ერქვა დეგენე-
რატს. ლონდონში დამკვიდრდა, სადაც მირეი, მისი დისშვილი ცხოვ-
რობდა. ყველას ნაკლმა მასში მოიყარა თავი – საგვარეულოს ცოცხალი
სინთეზი, თუ შეიძლება ითქვას. ერთი სიტყვით, მაგარი შენძრეული იყო
დედამიწერილი, წამგლეჯი და მყვლეფავი, რწყილსაც გაატყავებდა.
როცა რანსი დავტოვე და საცხოვრებლად პორტ პერეირში გადმოვბარ-

12
გდი, ორივე და მე ამეკიდა. რანსი აღარ არის ისეთი, როგორიც გახსოვთ.
გალავნისგან თითქმის აღარაფერი დარჩა, ბასტიონიც გაქრა. მხოლოდ
უზარმაზარ დაბზარულ ლოდებს თუ მოჰკრავთ აქა-იქ თვალს, რბილი
მიწაყრილებიდან რომ ამოუყვიათ თავი, როგორც დამპალ კბილებს
ღრძილებიდან. პროცესი ჯერ არ შეჩერებულა. იგივე ბედი ეწევა ყველა-
ფერს, რაც ნგრევას გადაურჩა. გასაკვირი არაფერია – ქალაქი თვითონ
ინადგურებს ჩირქიან ყბას. ახლა ნანგრევებს შორის მხოლოდ ჩქარი მა-
ტარებელი თუ ჩაიქროლებს ქარბუქივით. მალე აქ მხოლოდ ნაცრისფე-
რი და გამომწვარი თიხისფერი ცათამბჯენები ამოიზვირთებიან. მოკ-
ლედ, საკუთარი თვალით იხილავთ ყველაფერს... მე და ვიტრუვი გამუდ-
მებით ვკინკლაობდით გადატანილი უბედურებების შესახებ. რატომ-
ღაც სულ უნდოდა დავერწმუნებინე, რომ ჩემზე მეტი იტანჯა. მისი ეს
მცდელობა ყოველთვის გულს მირევდა. რაც მართალია, მართალია, ნა-
ოჭები ჩემზე მეტი ჰქონდა... აუარება ნაოჭი, გარდასულ დღეთა ხორციე-
ლი სიამოვნებების წარუშლელი დასტური. „ალბათ მირეიმ თქვენი ქა-
ღალდები სადღაც შეჩურთა და ახლა ვეღარ მიუგნია!..“ ერთად გავე-
დით. მინდოდა მინიმის სანაპირომდე მაინც გამეცილებინა. ქალბატო-
ნები ბიტრონელის შოკოლადის ქარხნის მახლობლად ცხოვრობდნენ...
„ოტელ მერიდიანში“. მათი ოთახი ჩემთვის წმინდა წყლის ავგიას თავ-
ლა იყო: მდარე გემოვნების, გაურკვეველი წარმოშობის ნივთებით, წარ-
მოუდგენელი ხარახურით გაძეძგილი, ვითომ სამშვენისები პირდაპირ
თეთრეულსა და საცვლებში არეულიყო... ყველაფერი უხარისხო და
იაფფასიანი.
ქალბატონი ვიტრუვი და მისი დისშვილი – ერთიცა და მეორეც ნამ-
დვილი ტრაკები იყვნენ. სამი ინექტორი ჰქონდათ, ღმერთმა უწყის, რა
დანიშნულებისათვის განკუთვნილი, ხელსაწყოებით გამოტენილი სამ-
ზარეულო და რეზინის ბიდე. ეს ყველაფერი ორ საწოლსა და უზარმა-
ზარ პულვერიზატორს (რომელსაც, მიუხედავად მრავალგზის მცდელო-
ბისა, წყალი ვერც ერთხელ გაასხმევინეს) შორის იყო გაკვეხებული.
არ მინდოდა ვიტრუვზე ცუდი რამეების მოყოლით ამემყრალებინა
პირი. იქნებ მართლაც ჩემზე მეტი იტანჯა ცხოვრებაში? რას გაიგებს კა-
ცი?! სწორედ ეს დეტალი მაიძულებდა, მის მიმართ ოდნავ მაინც კე-

13
თილგანწყობილი ვყოფილიყავი. სხვა შემთხვევაში, ნამდვილ ჯოჯო-
ხეთს მოვუწყობდი და ცხოვრება ისეთი საამური აღარ მოეჩვენებოდა.
ბუხრის სიღრმეში რემინგტონს მალავდა, რომლის საფასური ბოლომ-
დე ვერც გაესტუმრებინა... რა თქმა უნდა... ტექსტის აკრეფაში დიდი საზ-
ღაურით არ ვანებივრებდი, სულ რაღაც სამოც სანტიმს ვუხდიდი გვერ-
დში, მაგრამ ბოლოს მაინც გვარიანად უგროვდებოდა... განსაკუთრე-
ბით, როცა დიდ რომანებს ბეჭდავდა.
რაც შეეხება ვიტრუვის სიელმეს, უარესი არაფერი გენახოთ ცხოვრე-
ბაში. მისი ცქერა, უბრალოდ, შიშისმომგვრელი იყო. მკითხაობისას, ე.ი.
როცა ტაროს გაშლიდა, ეს საშინელი ნაკლი, თქვენ წარმოიდგინეთ, მის
სახეს განსაკუთრებულ თავისებურებას სძენდა. მაგრად აბოლებდა
კლიენტებს... უწინასწარმეტყველებდა ციურ მანანას... ბრწყინვალე მო-
მავალს... ცხადია, ყველაფერს ნისიად. როცა ნათქვამში მაინცდამაინც
დარწმუნებული ვერ იყო ან ფიქრები მოეჯარებოდა, ისე შტერდებოდა,
რომ ლანგუსტს ემსგავსებოდა... კარტიდან კარტზე ცარიელი მზერა გა-
დაჰქონდა. სახელი და ზეგავლენა შემოგარენში ლატარიის წყალობით
მოიპოვა. ყველა რქებდადგმულ ქმარს იცნობდა: ფანჯრიდან მაჩვენებ-
და ხოლმე... სამ მკვლელზეც კი მიმითითა: „უტყუარი საბუთები მაქვს!“
– მარწმუნებდა ყოველ ჯერზე. ერთხელ არტერიული წნევის გასაზომად
ლობრის აპარატი ვაჩუქე და მასაჟის გაკეთებაც ვასწავლე ვენების გა-
ფართოებისას. ამან დამატებითი შემოსავლები საგრძნობლად გაუზარ-
და... ვიტრუვის მთავარი გატაცება მაინც აბორტი იყო. ამაზე უარს ალ-
ბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყოდა, თუ სისხლიან რევოლუციაში მო-
ნაწილეობას შესთავაზებდნენ, სახელი გაუვარდებოდა და მისი საგმი-
რო საქმეებით ჟურნალ-გაზეთებს ააჭრელებდნენ. როცა ვაკვირდებო-
დი, თუ როგორ იქექებოდა თავის ენით აღუწერელ ნაგავში, გულისრევის
შეგრძნება მეუფლებოდა. ცხადია, ამ განცდების ქაღალდზე გადატანა
თითქმის შეუძლებელი მეჩვენებოდა. არადა, ამ დროს მთელ მსოფ-
ლიოში ყოველწამიერად სრულიად შემთხვევით სრულიად ნორმალური
ადამიანები სატვირთო მანქანებს უვარდებოდნენ და იჭყლიტებოდ-
ნენ... დედა ვიტრუვს რაღაცნაირი, მძაფრი, მწკლარტე სუნი ასდიოდა.
ჟღალთმიანი ქალებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. საერთოდ, ვფიქ-

14
რობ, რომ წითურები ცხოველებს ჰგვანან, მათ შორის ნათესაური კავში-
რის არსებობაზეც შეიძლება ვილაპარაკოთ. ეს უჩვეულობა იგრძნობა
ყველაფერში, მათი ბალანიც კი ველურობითაა გაჟღენთილი. ამაში არა-
ერთხელ დავრწმუნდი, როცა ხმამაღლა ყბედობდა და წარსულს იხსე-
ნებდა... ერთი ადგილი სულ ეფხანებოდა. ჟიმაობა არ აკლდა, მაგრამ ამ
საქმეში გაუმაძღარი იყო; ყოველ შემთხვევაში, გატრეტილ მამაკაცებ-
თან. მთელი ღამე შიგ რომ ჰქონოდა, შანსი არ იყო, დაკმაყოფილებუ-
ლიყო. ცოტათი კი მეცოდებოდა ის უბედური ამის გამო... პირადად მე ამ
ასპექტში მეტ სიტკბოსა და ჰარმონიას ვეზიარე. ვიტრუვი ამას უსამარ-
თლობად მიიჩნევდა. შეიძლება მართალიც იყო. მე ხომ დავიმხე ყველა-
ფერი თავზე! და ძალიანაც კარგი. როცა ამ ქვეყნიდან უკეთეს სამყარო-
ში გადაბრძანების ჟამი დადგება, საწუწუნოც აღარაფერი მექნება... მთე-
ლი ცხოვრება სილამაზის ხარჯზე, მის სრულ კმაყოფაზე განვვლე. ნამ-
დვილად ითქმის ჩემზე – ესთეტიკის რანტიე. ვინ მოთვლის, რამდენს
გავუდე დუნდულებში, რამდენს ამოვუტრიალე მუტელი... არაფერი მა-
კავებდა. ერთ მშვენიერ დღეს ალბათ მომიწევს, კიურეს ვეწვიო და ყვე-
ლაფერი მოვინანიო. არა, ნამდვილად არ დამიკლია არსებული თუ
არარსებული სიამოვნებანი... კი, კი... თუ რამე კაიფი არსებობს... ბო-
ლომდე მივაწექი და შევირგე, როგორც იტყვიან.
ვიტრუვი და დანაზოგები ორი განსხვავებული ცნებაა. მუდამ ჯიბე-
გაფხეკილი იყო. საერთოდ ღირს კი ლაპარაკი იმაზე, როგორ ქრება ეს
ხელის ჭუჭყი თვალსა და ხელს შუა? იმისათვის, რომ პური ეჭამა და თან
სიამოვნებებიც არ დაეკლო, ვიტრუვს კლიენტები სულის ამოხდომამდე
უნდა გაერთო ან თუნდაც გაეკვირვებინა. ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი.
კაცმა რომ თქვას, საღამოს შვიდი საათის შემდეგ სამუშაოები წყდე-
ბოდა. ხეპრეები სახლში ბრუნდებოდნენ, მათი ცოლები კი ჭურჭელს
რეცხავდნენ. მამრები ამ დროს რადიოტალღებში იძირებოდნენ და თა-
ვისებურად ნებივრობდნენ. სწორედ ამ დროს ანებებდა ვიტრუვი ჩემს
ლამაზ რომანს თავს და უფრო საინტერესო სუბსტანციაზე იწყებდა
ფიქრს, სხვანაირად რომ ვთქვათ, სანადიროდ ემზადებოდა. მერე კიბის
ხან ერთ ბაქანზე, ხან – მეორეზე, თავის ბადიან წინდებსა და იაფფასიან
ჟერსეში გამოწკეპილი, წინ და უკან ტრაკის ქნევით დაიტყლარჭებოდა...

15
კრიზისამდე კრედიტებით გადიოდა ფონს... ხშირად კლიენტზე თავისე-
ბური, მოულოდნელი თავდასხმის მანერა შველოდა... ახლა კიდევ რაზე
არ უწევდა დათანხმება... ბანქოს იმ მოთამაშეს ემსგავსებოდა, თაღლი-
თის ოინებს რომ ემსხვერპლა, ყველაფერს მიხვდა, მაგრამ ვერაფერს
უმტკიცებდა... მოთამაშეს პირის მოსაქონად ერთი ორი სუ რომ მიუგ-
დეს. არა, ნამდვილად შეიცვალა სამუშაო პირობები... ბაზარი გამკაც-
რდა... შევეცადე, ამეხსნა, რომ ყველაფრის თავი და თავი ის ლილიპუტა
იაპონელები იყვნენ... რა თქმა უნდა, არ დამიჯერა. ჩემი მხრიდან, „ლე-
გენდის“ გაუჩინარებაში დავდე ბრალი. განგებ გაატანე ნაგავს-მეთქი,
მივახალე.
– ეს უბრალო ნაჩხაპნი არ გეგონოს, ნამდვილი შედევრია, – დავამა-
ტე, – დარწმუნებული ვარ, ახლა მაინც მიაგნებთ მას!
ვიტრუვი დაიბნა. იბოდიალა. მოჰყვა ტყუილ-მართალს... დიდხანს
ვიქექეთ ნაგავსა და ყროლში... ბოლოს, ძალიან დიდი დაგვიანებით,
დისწულმაც ინება შინ დაბრუნება. მისი ბაყვები უნდა გენახათ... სუფთა
პორნოგრაფია... ქვედაკაბა იყო საარაკო... გეგონება, ხბომ გამოივლო
პირშიო... გოფრე ლამის საშომდე ასხეპილი, თანაც – უკან ჩადღლეზი-
ლი...
არაფერია დამალული... გოგონამ ყველა დეტალი გამოამზეურა...
უმუშევარი ხომ მუდამ სასოწარკვეთილია... მგრძნობიარე... მაგრამ ჯი-
ბეგაფხეკილი... სადა აქვს ფული იმისათვის, რომ ამ მშვენიერებას გა-
დაუხადოს... თავისას მაინც არ იშლის... გამორიცხულია, ასეთ შხვართს
არ აეკიდოს...
არადა, ბუზივით იკრავდა ეს ოხერი ახურუშებულ ჯეელებს. „კარგი,
არ იძლევი, არ იძლევი, ერთი ბოთლი მაინც იკისრე“, – ეუბნებოდნენ
უტიფრად. გამოტყვრებოდნენ... აემღვრეოდათ გონება... მერე გავი-
დოდნენ კორიდორის ბოლოში და ჩუმად დაანძრევდნენ... უფასოდ. ეს
ახალგაზრდები, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენოდათ ნაზი და ნატიფი
ნაკვთები, საკმაოდ გონიერნი იყვნენ საიმისოდ, რომ ცხოვრების ყო-
ველდღიური რიტმისთვის ფეხი აეწყოთ და რაც შეიძლება მეტი სიამე
მიიღოთ მისგან. ეს გოგონა ქუჩაში საბოზაოდ ცოტა მოგვიანებით ჩავი-
და... მთელი რიგი კატასტროფებისა და უსიამოვნებების შემდეგ...

16
თავიდან ეს ყველაფერი მხოლოდ ართობდა.
ვერც მან იპოვა ჩემი ულამაზესი „ლეგენდა“... ცალ ფეხზე ეკიდა „მე-
ფე კროგოლდი“. მხოლოდ მე ვიყავი ამით შეწუხებული. აღზრდა-განათ-
ლება პატარამ კლუბ „კალათაში“ მიიღო, ბრანსიონის კარიბჭესთან,
რკინიგზიდან ორ ნაბიჯზე.
როცა ვცოფდებოდი, ქალები თვალს არ მაცილებდნენ. მაგარი და-
რეხვილიაო, არაერთხელ უთქვამთ ჩემზე. ამიტომაც, ამგვარ შემთხვე-
ვებში საერთოდ ვკარგავდი ზომა-წონის შეგრძნებას, უფრო სწორად, სა-
ერთოდ ვეღარ ვაკონტროლებდი თავს. რა ეპითეტებით არ მამკობდნენ
კრეტინები: შეუმდგარი, უნიათო, უფხო, მნძრეველი, ინტელექტუალი
და ასე შემდეგ... ახლა კი, ჩემდა გასაკვირად, მიფრთხოდნენ. შიშობ-
დნენ, რომ დავკრავდი ფეხს და, საერთოდ გავიქცეოდი აქედან. მართლა
რომ დავმტყდარიყავი, მაინტერესებს, რას იზამდნენ ნეტავ? დარწმუნე-
ბული ვარ, დეიდა ამ თემაზე ხშირად ფიქრობდა... როგორც კი მოგზაუ-
რობაზე ჩამოვაგდებდი სიტყვას, ერთი უნდა გენახათ მათი დაკრუნჩხუ-
ლი და დამცინავი სიფათები.
მირეის, გასაშტერებელი საჯდომის გარდა, დამატყვევებლად რო-
მანტიკული თვალები ჰქონდა. ამასთან ერთად – უზარმაზარი ცხვირი...
ნამდვილი მაუზერი!.. ტფუ, რა საშინელება იყო. როცა მისი დამცირება
მომივიდოდა აზრად, ვამბობდი: „მირეი, ხუმრობა იქით იყოს და, მარ-
თლა მამაკაცის ცხვირი გაქვს!“ თხრობის შესანიშნავი უნარით კი იყო
დაჯილდოებული და ისიც მეზღვაურივით თხზავდა და თხზავდა გაუგო-
ნარ ამბებს. მაგრად მაბოლებდა. თავიდან ამ ტყუილ-მართალს იმიტომ
ჰყვებოდა, რომ ჩემთვის ესიამოვნებინა, მერე კი იმიტომ, რომ გავებრა-
ზებინე და წყობიდან გამოვეყვანე... ლამაზი თხრობის მოსმენა კი ჩემი
სისუსტეა... როგორ უსირცხვილოდ მაბრიყვებდა. ვერაფერს იტყვი,
ჰქონდა ამ გოგოს ტალანტი, ყველაფერი ბოროტად გამოეყენებინა.
აღარ გაჩერდა. დადგა დრო, როცა ჩვენს ურთიერთობებს წერტილი უნ-
და დასმოდა.
მოკლედ, თხარა, თხარა და, თავისი დასაკლავი დანა თვითონვე გა-
მოთხარა. მაგარი კონცერტი მოვუწყვე... დამსახურებულადაც... არადა,
როგორი კეთილგანწყობილი ვიყავი მის მიმართ. არ ინდომა, არა? მი-

17
იღო კიდეც, რასაც იმსახურებდა... ბევრმა დამიჭირა მხარი... ნამდვი-
ლად ღირსი იყო იმის, რაც დამართეო, გამამხნევეს.
***
სულაც არ ვაპირებდი, გიუსტენ საბაიო რამეში მემხილებინა. კიდევ
ერთხელ თამამად ვიმეორებ, რომ ნამდვილად არ უწევს თავზე თმის
გლეჯა არასწორად დასმული დიაგნოზების გამო. აქვე შეგახსენებთ,
რომ მისი ძირითადი ორიენტირი ღრუბლები გახლდათ.
სახლიდან გამოვიდოდა თუ არა, აუცილებლად ზევით აიხედავდა.
„ფერდინანდ, დღეს ძირითადად სურდოსთან მომიწევს ჯახირი, – იტ-
ყოდა, – სანაძლეოს დავდებ, თუ გინდა: ასი სუ!“ სინამდვილეში ეს დი-
ალოგი მას ცასთან ჰქონდა და არა ჩემთან. გამორიცხული იყო, ძალიან
შემცდარიყო, იმიტომ რომ ზედმიწევნით უწყოდა ყველაფერი ტემპერა-
ტურისა და ტემპერამენტის შესახებ.
„აჰ, ხედავ, როგორ უცბად ჩამოცხა ამასწინანდელი სიცივეების შემ-
დეგ? კარგად დაიმახსოვრე! კალომელი იქნება საჭირო. ეს ახლავე შეიძ-
ლება ითქვას. სიყვითლე უკვე დაფარფატებს ჰაერში! ქარმაც იცვალა მი-
მართულება – ჩრდილოეთიდან დასავლეთისკენ უბერავს... აცივდება.
თავსხმა წვიმაც არ არის გამორიცხული. ორი კვირის განმავლობაში
ბრონქიტი გვაქვს გამოწერილი! დიდად დარდს ნურავინ მიეცემა, არ
არის საჭირო. ჩემს კომპეტენციაში რომ შედიოდეს, არც ავდგებოდი, რე-
ცეპტებს პირდაპირ ლოგინში გამოვუწერდი პაციენტებს“... სინამდვი-
ლეში, აი, რა ხდებოდა: პაციენტები გამოჩნდებოდნენ თუ არა, ფერდი-
ნანდი პირს ვერ აჩერებდა!.. „ვინც ამაზე ფულს აკეთებს, შეიძლება ეპა-
ტიოს... მაგრამ ჩვენ... არა... ჩვენ ეს არ გვეპატიება, ვერც ვერაფრით ავ-
ხსნით. ისე, ჩვენ შორის დარჩეს... კი ექნებათ მეტი, არც უფრო გაყვით-
ლდებიან, არც მეტად გაწითლდებიან და არც მეტად გაფითრდებიან .
ის კი არა, შეიძლება ნაკლებადაც გამოსირდნენ... ასეთია ცხოვრება!..“
სიმართლე გითხრათ, გიუსტენი ცამდე მართალი იყო.
– შენ გგონია, რომ ისინი მართლა ავად არიან?.. კვნესიან... აბოყინე-
ბენ... კოჭლობენ... ბორძიკობენ... ჩირქიანი მუწუკებით იფარებიან...
გსურს, შენი მოსაცდელი დააცარიელო?.. მყისიერად? იმათგანაც, ვისაც
ხუთვისგან ხიხინები დასწყებია?.. შესთავაზე მათ უფასო კინო!.. აპერი-

18
ტივი!.. აი, მაშინ ნახავ, რამდენი დაგრჩება... შენთან იმიტომ კი არ მო-
დიან, რომ ჯანმრთელობას უჩივიან, არამედ, – უსაქმურობას... გასივ-
დნენ ის მამაძაღლები მცონარობისგან... და სევდისგან... დღესასწაუ-
ლის წინა დღეებში სათოფეზე არ მოგეკარებიან... გებღაუჭებიან იმი-
ტომ, რომ სურთ, გაართო... აღაგზნო... მათი ბოყინითა და გაზებით და-
ინტერესდე... ძვლების ხრჭიალით... თუ ციებ-ცხელებას დაუდგენ, სი-
ამოვნებისგან დადნებიან... კუჭის წვაზე ხომ საერთოდ გადადგებიან
ჭკუიდან... არაფერს ვამბობ მუცლის ბუყბუყსა და გვრემაზე... არარსე-
ბულსა და გაუგონარზე... შენ მათ თვალწინ ოთხად უნდა მოიკეცო... ნემ-
სის ყუნწში გაძვრე... მათი შველა უნდა გწყუროდეს!.. აბა, რისთვის მოგ-
ცეს დიპლომი?.. წაეთამაშოს საკუთარ სიკვდილს, გაერთოს მასთან ერ-
თად და როგორმე მოიახლოვოს ის – აი, ასეთია ადამიანი, ფერდინანდ!
თვითონვე მიხედავენ თავიანთ ტრიპერსა და ათაშანგით გამოწვეულ
წყლულებს, სხეულზე გაჩენილ ხორკლებს. ეს ყველაფერი მათ სჭირდე-
ბათ. შეიძლება შარდს ვერ იკავებდნენ, ან სწორ ნაწლავზე ცეცხლი ეკი-
დოთ, მაგრამ ამას მათთვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა! თუ მათი
გულისთვის გაირჯები, ოფლსაც დაღვრი, დააინტერესებ, კუბოს ფიც-
რამდე დაგელოდებიან და ეს იქნება შენთვის დამსახურებული ჯილდო,
ასე და ამგვარად შეეცდებიან მადლიერების გამოხატვას. მოგეწებებიან
და ბოლომდე ვეღარ მოიცილებ, ვერა!“ როცა თავსხმა წვიმა ელექტრო-
ქარხნის მილებს დასცხებდა, გიუსტენი მეტყოდა: „ფერდინანდ, აი,
იშიასიც გამოცხვა. მომაწყდებიან ახლა საჯდომი ნერვის ანთებით!..
თავს დავდებ მოსაჭრელად, დღეს ერთი ათი მაინც თუ არ გამომეცხადა.
აი, ნახავ! თუ ასე არ მოხდა, ამ ჩემს დიპლომს უკანვე მივუბრუნებ დე-
კანს!“ როცა აღმოსავლეთის ქარი ბიტრონელის ყველაზე მშრალი ფერ-
დობის საკვამურებიდან ამოფრქვეულ მურს გადმოგვაყრიდა, გიუსტენი
ამ შავ მტვერს ცხვირზე კარგად შეიზელდა და იტყოდა: „მიხმარე, თუ
გინდა, ღამე ჩემმა პლევრიტიანებმა სისხლიანი ნახველი პირიდან თუ
არ ანთხიეს!.. ეშმაკმა დალახვროს!.. გაღვიძება ერთი ოცჯერ მაინც არ
ამცდება...
საღამოს ის ყველაფერს ამარტივებდა. უზარმაზარ კარადას კიბეს
მიადგამდა და ზედ აძვრებოდა. ეს იყო მისი აფთიაქი. იწყებოდა წამლე-

19
ბის სრულიად უფასო დარიგება. ამ რიტუალს ოფიციალურსა და საზეი-
მოს ნამდვილად ვერ დაარქმევდი...
– მოციმციმე არითმია გაწუხებს, არა? ჰეი, გოგრისთავავ, გამოიხედე,
ერთი, აქეთ, ასე არ მითხარი? – ეტყოდა ფეხზე ძლივს მდგომ დაუძლუ-
რებულ არსებას.
– არა მგონია, მსგავსი არაფერი მაწუხებს!
– არც კუჭის წვა? საჭმლის მოუნელებლობა?
– კი, კი, ცოტა.
– მაშინ, აი, ეს მიიღე... გადაყლაპავ და ზედ ორ ლიტრ წყალს მიაყო-
ლებ... მაგრად მოგეშვება!..
– და იოგები? ტკივილს ხომ არ გრძნობ? ბუასილი ხომ არ გაწუხებს?
და განავალი როგორი გაქვს? ყველაფერი წესრიგშია? აი, შენ პეპეს სან-
თლები და გაირჭვე... ჭიებიც გყავს? ნამდვილად შეამჩნიე? აი, ოცდახუ-
თი სასწაულმოქმედი წვეთი... და პირდაპირ ლოგინში!..
თაროების არჩევას სთავაზობდა... იქ ეწყო ყველა მოშლილობის,
ყველა დიათეზისა და მანიის წამალი... პაციენტის სიხარბეს, მოგეხსენე-
ბათ, საზღვარი არა აქვს... ჩაუყრი პაკეტში რაღაც საზიზღრობას და მე-
ტი აღარაფერი უნდა შენგან, ერთი სული აქვს, იქიდან დატყდეს და გუ-
ლი უსკდება იმის გაფიქრებაზე, რომ შესაძლოა ექიმმა ერთ მშვენიერ
დღეს მისი არსებობა ვერ გაიხსენოს.
სულ სხვა ამბავი იყო პაციენტი, რომელიც გიუსტენს საჩუქრით ხელ-
დამშვენებული გამოეცხადებოდა ხოლმე. კონსულტაცია, რომელიც ყვე-
ლა პარამეტრის დაცვით ორ საათს მაინც უნდა გაგრძელებულიყო, ათ
წუთში მთავრდებოდა. არაერთხელ მინახავს ეს საკუთარი თვალით...
სულაც არ მჭირდებოდა, დროის შეკვეცის გიუსტენისეულ მეთოდს და-
ვუფლებოდი... ჩემი უეშმაკო და უპრეტენზიო სისტემა სავსებით მყოფ-
ნიდა.
დიდი ხანია, გიუსტენთან ჩემი „ლეგენდის“ შესახებ დალაპარაკებას
ვაპირებდი. მისი დასაწყისი მირეის საწოლის ქვეშ აღმოვაჩინეთ. წავი-
კითხე და მინდა გითხრათ, რომ მეტისმეტად იმედგაცრუებული დავრჩი.
პოემის დაწერის მომენტიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ამით
მხატვრული ღირებულება არ შემატებია. დავიწყებამ და წლებმა მას უფ-

20
რო გარდასულ დღეთა დღესასწაულის ელფერი შესძინა, ავადმყოფური
წარმოსახვის ნაყოფს დაამსგავსა... გიუსტენს ყველაფერზე საკუთარი
შეხედულება ჰქონდა. დარწმუნებული ვიყავი, სათქმელს სავსებით
გულწრფელად, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე იტყოდა. მალევე
შევუქმენი სასაუბროდ აუცილებელი ატმოსფერო.
– გიუსტენ, – ვუთხარი, – ასეთი გამოსირებული, როგორიც დღეს ხარ,
არასდროს ყოფილხარ. სულ გამოგალენჩა გარემოებებმა, დედა გიტირა
ხელობამ, წყურვილმა, ყველაზე ამაზრზენმა კომპრომისებმა და მორჩი-
ლებამ... შეგიძლია თუ არა, გარკვეული დროით შენში პოეზიისადმი
ლტოლვა გააღვიძო?.. გული აიჩქროლო? ხომ შეიძლება ეს შენი შიბლა
მაინც აგიტოკდეს, რათა დაუჯერებელი, ცხადია, ტრაგიკული, მაგრამ კე-
თილშობილი და ამაღლებული ეპოპეა მოისმინო?.. შეგწევს ამის უნა-
რი?..
გუსტავი წამლებით გამოძეძგილი ღია კარადის წინ, თავის კიბეზე
თვლემდა... კრინტი არ დაუძრავს... მგონი, იმ მომენტში საერთოდ ვერ
აზროვნებდა... შეიძლება თავს იკატუნებდა... არ სურდა, ჩემთვის სიტ-
ყვა გაეწყვეტინებინა...
– ლაპარაკია გვენდორ ბრწყინვალეზე, – განვუმარტე, – საქრისტია-
ნოს პრინცზე... დავიწყოთ!.. ის სულს ღაფავს და საცაა მოკვდება, აი, ახ-
ლა, ამწუთას, როცა შენ გელაპარაკები... ოცი ჭრილობა მიაყენეს და სის-
ხლი სდის ნაკადულებად... გვენდორის ლაშქარმა საშინელი მარცხი გა-
ნიცადა... მეფე კროგოლდმა თვითონ აღმოაჩინა ის სისხლიანი შეხლა-
შემოხლის დროს... ორად გააპო... კროგოლდი ქვეშაფსია არ გეგონოს...
თავად ზრუნავს სამართლიანობის აღდგენაზე...მართლმსაჯულების
ზეიმზე... გვენდორმა მას უღალატა... ფლიდს სიკვდილი უახლოვდება
და მალე მისი აღსასრულის ჟამიც დადგება... ცოტა ხნით ყური დამიგდე,
რა!..
„ბრძოლის ყიჟინა დღის უკანასკნელი სხივების გაქრობასთან ერ-
თად მინავლდა... შორს მეფე კროგოლდის რაზმებიც გაუჩინარდნენ...
უკუნეთი ღამე ჩამოწვა... სიჩუმეს მხოლოდ აგონიაში მყოფი უზარმაზა-
რი არმიის კვნესა და ხროტინი არღვევს... გამარჯვებულებიც და დამარ-
ცხებულებიც სიცოცხლეს ემშვიდობებიან... როგორც ეს ძალუძთ... სიჩუ-

21
მე ნელ-ნელა ახშობს უკვე სისხლისგან დაცლილ და მინავლებულ კვნე-
სას... ყვირილს... გოდებას...
თანამებრძოლთა გვამებს ქვეშ დამარხული გვენდორ ბრწყინვალე
ჯერ კიდევ სისხლისგან იცლება. როგორც კი მზე ამოიწვერება, მის წინა-
შე სიკვდილი წარდგება.
– მიხვდი თუ არა, გვენდორ?
– მივხვდი, ო, სიკვდილო! დღის დასაწყისშივე ვიგრძენი ყველაფე-
რი. გულმა მიკარნახა... ხელებმა მაგრძნობინა... მეგობრების მზერაში
ამოვიკითხე... ჩემი ცხენის ნაბიჯებიც ამაზე მიმანიშნებდა... მისი ძილი-
დან გამოყოლილი სევდიანი მტკივნეული ხიბლიც... ჩემი ვარსკვლავი
შენს გაყინულ ხელებს შორის ჩაქრა... ყველაფერი გამირბის... ყველაფე-
რი ქრება... ო, სიკვდილო! სინდისის ქენჯნა მტანჯავს!.. სირცხვილის
განცდა მახრჩობს... შეხედე ამ გაუბედურებულ სხეულებს!.. მარადი
მდუმარება არ არის შველა! ის ვერაფერს და ვერავის განკურნავს!
– ამქვეყნად შვება არ არსებობს, გვენდორ! არსად! მათი ადგილი
მხოლოდ ზღაპრებშია! ყველა სამეფო
მიძინებით მთავრდება!..
– ო, სიკვდილო! მომეც ცოტა დრო... ერთ-ორი დღე! მინდა ვიცოდე,
ვინ მიღალატა...
– ყველა ღალატობს, გვენდორ... ვნებები არავის საკუთრება არ არის,
განსაკუთრებით – სიყვარული. ის მხოლოდ სიცოცხლის ყვავილია
ახალგაზრდობის ბაღში.
სიკვდილი უხმაუროდ მიეპარა პრინცს... წინააღმდეგობის გაწევაზე
არც უფიქრია... უწონო არსებად გარდაიქმნა... მოგვიანებით მის სულს
ლამაზი სიზმარი გაიტაცებს... სიზმარი, რომელსაც ის პატარაობისას
ხშირად ხედავდა... ქურქის აკვანში გახვეული... „მემკვიდრეებისთვის“
განკუთვნილ ოთახში, თავისი მორავიელი გადიას გვერდით... მეფე რე-
ნეს ციხე-კოშკში“.
გიუსტენს ხელები მუხლებს შორის ჩამოჰყროდა...
– განა ეს ლამაზი არ არის? – ვკითხე.
გიუსტენი ფრთხილობდა. არ სურდა, ისევ ახალგაზრდობის წლებში
გადავარდნილიყო. თავს იცავდა, უბრალოდ. საჭირო იყო, ყველაფერი

22
ისევ წვრილად ამეხსნა... არანაირი კითხვა უპასუხოდ არ უნდა დარჩენი-
ლიყო... ეს საქმე არც ისე ადვილია... ნაზია პეპელასავით. მოულოდნე-
ლად ხელში შემოგესრისება და დაგსვრის. და რას მოიგებ ამით? არ და-
მიძალებია.
***
ჩემს „ლეგენდას“ ბევრად ადვილად დავასრულებდი, ნატიფი და
დახვეწილი ადამიანებისთვის რომ მიმემართა... ვისაც გაეგება, თუ რას
ნიშნავს გრძნობები... სიყვარულის ათასგვარი ელფერი, ტონალობები
და ვარიაციები...
ვამჯობინე, დამოუკიდებლად გავსულიყავი ფონს.
ხშირ შემთხვევაში დახვეწილად ის ადამიანები იქცევიან, რომლებიც
სიამოვნებას ვერ იღებენ, ვერასდროს კმაყოფილდებიან და იძულე-
ბულნი ხდებიან, თვითგვემას მიმართონ – მათრახს... ამგვარი რამ უკვა-
ლოდ არასდროს ჩაივლის... არც გეპატიება. მოდი, მეფე კროგოლდის
ციხე-კოშკს აღგიწერთ:
„...მომნუსხველი ურჩხული ტყის წიაღში გაწოლილა... გაყინული, სუ-
ლისშემძვრელი, დამთრგუნველი, პიტალო კლდეზე გამოჭრილი უზარ-
მაზარი მონოლითი... კოზმიდებითა და თლილი რედანებით
დამშვენებული სვეტები... სხვადასხვა დანიშნულების გოდლები...
ძალიან შორი მანძილიდან მოგჭრის თვალს... ზღვის ნაპირიდან უკვე
დალანდავ უზარმაზარ ხეებს, რომელთა კენწეროებიც კოშკის კედლებს
ეფერებიან.
გუშაგს, იმის შიშით, რომ უმნიშვნელო შეცდომის გამო შეიძლება
მარყუჟში გააყოფინონ თავი, თვალები გადმოუკარკლავს. კიდევ უფრო
მაღლა... ყველაზე მაღლა... მორანდას მწვერვალზე, იქ, სადაც სახელ-
მწიფო ხაზინას შეუფარებია თავი, ნიავის ყოველ წამობერვაზე ამაყად
ფრიალებს დროშა... ზედ აღბეჭდილი სამეფო გერბით – კისრის ფუძეს-
თან გადაჭრილი, სისხლში ამოგანგლული გველი! ვაი, ორგულებს! გვენ-
დორი ცოდვებს ინანიებს!..“
გიუსტენს მეტის ატანა აღარ შეეძლო. ნელ-ნელა რული ერეოდა.
დროდადრო ხვრინვასაც ამოუშვებდა ხოლმე. მე თვითონ დავაკეტვინე
განყოფილება. ბოლოს მივუახლოვდი და ვუთხარი: „ადექი, წავედით.

23
გავისეირნოთ ცოტა სენის სანაპიროზე... უკეთ იგრძნობ თავს...“ განძრე-
ვა არ უნდოდა... მე ჩემსას არ ვიშლიდი... ბოლოს და ბოლოს გიუსტენი
დავითანხმე. სენის მეორე მხარეს, „ძაღლების კუნძულზე“ ყავის დალე-
ვა შევთავაზე... ძალიან კარგად ვგრძნობდით იქ თავს... ყავამ არ უშვე-
ლა... მაინც ეძინებოდა... ისე, ვერც გაამტყუნებდი... ოთხ საათზე ბის-
ტროებში სწორედ რომ ძილის დროა... მინანქრის ლარნაკში სამი ხე-
ლოვნური ყვავილი ჩაუკვეხებიათ... აქ მშვენიერია... ყველა სადარდებე-
ლი სანაპიროზე დარჩა. ის ლოთიც კი, რომელიც ბართან ბორძიკობდა,
შეეგუა იმ აზრს, რომ დიასახლისი მას ყურს არასდროს უგდებდა. გადავ-
წყვიტე, გიუსტენისთვის თავი დამენებებინა, დაე, იძინოს მშვიდად... რა
თქმა უნდა, პირველივე საბუქსირო ბარჟა გამოაღვიძებს. აგერ, კატასაც
მიუგდია თავისი სქელი ტურფა და ფრჩხილების ასალესად გარეთ გა-
მობრძანებულა.
გიუსტენს ყოველთვის უცნაურად ეძინა: ამოიტრიალებდა ხელისგუ-
ლებს და თავზე დაიწყობდა. ამ დროს ძალიან ადვილი იყო მისი მომავ-
ლის დადგენა. ხელისგულზე ყველაფერი ნათლად იკითხებოდა... მისი
სიზარმაცეც... კაცურობაც... ყველაზე გამოკვეთილი მისი ცხოვრების ხა-
ზი იყო. ჩემთან კი ყველაზე ძლიერი – მაინც გამართლებისა და ბედის-
წერის... ცხოვრების ხანგრძლივობა კი მრჩებოდა ყოველთვის გაურკვე-
ველი... ძალიან ბუნდოვანი იყო. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რამდენ
ხანს გაგრძელდებოდა ის... როდის მეცოდინებოდა გარკვევით? ცერა
თითის ბოლოში ღარი ჩანდა... იქნებ ეს იმაზე მიმანიშნებდა, რომ ერთ
მშვენიერ დღეს მოულოდნელად ტვინში პატარა არტერია გამისკდებო-
და? და როლანდისეული კლაკნილი რას მიქადდა? და ეს მესამე წილის
ნაკეცი რაღა იყო? მე და მეტიპუა მორგში ძალიან ხშირად ვათვალიე-
რებდით ამ ადგილს... უცნაური სანახაობა კი იყო... ყოველ ჯერზე ცოტა-
თი გული მიღონდებოდა ხოლმე... წვრილი ხვრელი, გეგონება, ქინძის-
თავის ჩხვლეტის შედეგად დატოვებული, ნაცრისფერ ღარებს შორის...
ამ ხვრელიდან გამოვიდა სული... ფენოლიც... ყველაფერი. სამწუხა-
როდ, ეს შეიძლება ნეოფუნგოზური წარმონაქმნი გახდეს სწორ ნაწლავ-
ზე... რას არ გავიღებდი პაწაწინა არტერიაზე... მეტიპუა ნამდვილი მეტ-
რი იყო, თავისი საქმის უზადო მცოდნე. ვინ მოთვლის, რამდენი კვირა

24
გაგვიტარებია ერთმანეთის გვერდიგვერდ ღარების ცქერაში... სიკვდი-
ლის მიზეზების კვლევაში... ძალიან კი იყო ის ბებერი მამა ამ ქექვით გა-
ტაცებული... სურდა, ყველაფერზე კონკრეტული და დამოუკიდებელი
აზრი
ჰქონოდა... ხშირად ოცნებებშიც გადავარდებოდა ხოლმე... უპირატე-
სობას აშკარად ორი გულის პარკუჭის ერთდროულ გასკდომას მიანიჭებ-
და, როცა მისი აღსასრულის ჟამი ჩამოჰკრავდა... არც პატივი აკლდა და
არც დაფასება!..
„ყველაზე მომაჯადოებელი სიკვდილი, – კარგად დაიმახსოვრე,
ფერდინანდ, – ის სიკვდილია, რომელიც ჩვენი სხეულის უფრო მეტად
მგრძნობიარე ქსოვილებს შეუჩნდება...“ მეტიპუა ცოტა არ იყოს გადაპ-
რანჭულად ლაპარაკობდა, ლექსიკას იყენებდა დახვეწილს, რუდუნე-
ბით შერჩეულს, ნაფიქრალს, როგორც ეს შარკოს ეპოქის ადამიანებს
სჩვეოდათ. ისე, როლანდისეული ხვეულების კვლევას მისთვის დიდი
სამსახური არ გაუწევია, არც „მესამე წილისა“ და რუხი ნივთიერების
კირკიტს... საბოლოოდ გულის შეტევისგან გარდაიცვალა არც ისე შესა-
შურ გარემოებებში... მკერდის ანგინამ გააფრთხობინა სული... შეტევა
სულ რაღაც ოც წუთი გაგრძელდა... მხნედ ეჭირა თავი პირველი ასოცი
წამი, სანამ კლასიკური მოგონებებითა და გულისნადებით იყო შეპყრო-
ბილი... აი, იმ ზრახვებისა კი კეისარსაც შეშურდებოდა... მაგრამ იმდენი
იღრიალა დანარჩენი თვრამეტი წუთი, გეგონებოდა, ერთ ადგილას მაგ-
რად წაუჭირესო... დიაფრაგმას მაგლეჯენო, ყვიროდა... აორტაზე ერ-
თდროულად ათასი სამართებელი გადამისვესო... თითქოს ცდილობდა
კიდეც მათ ამორწყევას... ხუმრობა კი არ იყო ამის ყურება... დარბაზში
დახოხავდა... მკერდზე მჯიღებს ირტყამდა... ხალიჩაზე გორავდა და
ბღაოდა ძროხასავით... მორფინმა ვერაფერი არგო... შეძახილები და
კვნესა სართულებს მოედო... მგონი მის სახლამდეც კი აღწევდა... სული
ფორტეპიანოს ქვეშ ამოუშვა... როცა მიოკარდის წვრილი არტერიები
ერთიმეორის მიყოლებით სკდება, შესანიშნავი არფა გამოდის... საუბე-
დუროდ, მკერდის ანგინისგან ჯერ არავინ გადარჩენილა, თორემ ახალ-
შეძენილი ცოდნა, გამოცდილება და სიბრძნე ყველას სამყოფი ექნებო-
და...

25
მედიტაციებისთვის წერტილი უნდა დაგვესვა. ვენერიულების დრო
ახლოვდებოდა. მათ პურნევში ვმკურნალობდით, გარენის მეორე სანა-
პიროზე. მეტწილად ორნი მივდიოდით ხოლმე. როგორც ვვარაუდობდი,
საბუქსირო გემის სირენამ არ დაახანა. სასწრაფოდ უნდა გავცლოდით
იქაურობას. გაგიკვირდებათ, მაგრამ ვენერიულები ფანტაზიისა და წარ-
მოსახვის დიდი უნარით არიან დაჯილდოებულნი. ნემსის მოლოდინში
სუსუნატითა და ათაშანგით დაავადებულნი ცოდნას იღრმავებდნენ; თა-
ვიდან რიდით და მოკრძალებით, შემდეგ კი სიამოვნების განცდით. ზამ-
თარში, როგორც კი სიბნელე ჩამოწვებოდა, ისინი ქუჩის ბოლოში, სასაკ-
ლაოს სიახლოვეს იყრიდნენ თავს. ამ ტიპის ავადმყოფებს მოთმინების
უნარი მოშლილი აქვთ. შიშობენ, რომ არ აუდგებათ და ოჯახს ვერ შექ-
მნიან... დედა ვიტრუვის მწველმა მზერამ ეს დეტალი ჩემთან პირველი-
ვე ვიზიტისას დააფიქსირა... როგორც კი პირველ სუსუნატს აიკიდებ-
დნენ, ეს ახალგაზრდა, სრულიად გულუბრყვილო მამაკაცები დარდის-
გან მელანქოლიურები ხდებოდნენ, შიშისგან საშინლად ითრგუნებოდ-
ნენ... მაწაკი ვიტრუვი ამ ვაჟბატონებს გამოსასვლელთან ელოდა... მათ
გრძნობებზე თამაშობდა... იმ ფეთიანთა გულისამაჩუყებელი სიმარტო-
ვით სარგებლობდა. „ძალიან გეწვის, ჩემო პატარავ?.. ვიცი, ვიცი, რა
დღეშიც ხარ... არაერთს ვუმკურნალე და საღ-სალამათი გავუშვი შინ...
ერთ სასწაულმოქმედ ნაყენს ვამზადებ... მოდი ჩემთან სახლში და შენც
დაგადგება საშველი...“ ერთი-ორი ფინჯანი ნაღებიანი ყავის შემდეგ
ახალგაზრდა ამოიგდებდა თავის შიბლას და იმ ავხორცს პირში შეუპამ-
პალებდა. ერთ საღამოს კედელთან დიდი
სკანდალი აიწია: ერთი ვირივით აღგზნებული არაბი პოლიციელის
ჯიხურის მახლობლად პატარა მეყანდეს ქინძავდა... ქორფა ბავშვებს
ჩვეული კოპი გაიყურსა, კრინტი არ დაუძრავს... ჯერ ჩურჩულს უგდო ყუ-
რი, მერე კვნესას და ბოლოს არც ღრიალი დაიკლო... პატარა კონდიტე-
რი ოთხ ბეხლეწს გაეკავებინა... ბოლოს მაინც დაუსხლტდა ის უბედური
ნაძირლებს და ამყრალებულ ჯიხურში შევარდა. პოლიციელმა კარი გა-
მოიკეტა. „თავს დავდებ, რომ ის ნადირი უეჭველი პირში გასთხრიდა და
გემოზე შეუთავებდა“, – იყო ვიტრუვის კომენტარი მომხდარზე, – მეტსაც
გეტყვით, – განაგრძო, – ჟალუზებიდან საკუთარი თვალით დავინახე

26
ყველაფერი. ხელში ეჭირათ ორივეს და, მგონი, მაგარი კაიფიც დაიჭი-
რეს. რა მნიშვნელობა აქვს ახლა, რომელს ჰქონდა დიდი და რომელს
პატარა?.. ერთი ხორცის ნაჭერია, რა!..“
ვიტრუვს გრძნობებისა არ სწამდა. აფასებდა მიწიერებას, თავისუ-
ფალს ყოველგვარი სენტიმენტებისა და აღმაფრენისგან და საკმაოდ ახ-
ლოს იდგა ჭეშმარიტებასთან. პურნევში ჩასასვლელად ავტობუსს უნდა
გავყოლოდით. „კიდევ ხუთი წუთი გაქვს“, – მაუწყა გიუსტენმა. არსად ეჩ-
ქარებოდა. ხიდის სახელურთან გრძელ სკამზე ჩამოვსხედით.
სწორედ ამ სანაპიროზე, მე-18 ნომერში, ეწეოდნენ ჩემი კეთილი
მშობლები სევდისმომგვრელ და უბადრუკ ცხოვრებას ოთხმოცდათორ-
მეტი წლის ზამთარში. ძალიან უკან კი გადაგვისვრის ეს ამბები, მაგრამ
სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.
მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა მაღაზია „ქუდები, ყვავილები და ბუმ-
ბულები“. ვიტრინაში სამად სამი შლაპა იყო გამოფენილი. არაერთხელ
მოუყოლიათ ჩემთვის ამის შესახებ. იმ წელს რაღაც ეშმაკის მანქანებით
სენა გაიყინა. მე კიდევ მაისში მოვევლინე ქვეყნიერებას... მე ვარ გაზაფ-
ხული... ბედად გვიწერია, თუ, რა ვიცი კიდევ, რა, მაგრამ ფაქტია, რომ
სიბერე ძალიან მოსაბეზრებელი რამაა... თუმცა ამას ვერსად გაექცევი...
გულისგამაწვრილებელია, როცა ხედავ, როგორ იცვლებიან სახლები,
ტრამვაები, ადამიანები და მათი თავსაბურები. მოკლე ქვედაკაბა, შლა-
პა ზანზალაკებით, ფაშარი პური, ბორბლიანი ორთქლმავალი, აეროპ-
ლანები, თვითმფრინავები, მთელი ავიაცია – ეს ყველაფერი ერთი და
იგივეა. გვაიძულებენ, ყველაფერზე გრძნობები ვაფრქვიოთ... გვფიტა-
ვენ... აღარ მაქვს სურვილი, კიდევ შევიცვალო. შემეძლო მილიონ რამე-
ზე მეწუწუნა, ცრემლები მეღვარა, მეჩივლა... მაგრამ უკვე შევეგუე ამ ყვე-
ლაფერს... ვწუხვარ და ვდარდობ ხშირად... ისევე ვეთაყვანები საკუთარ
თავს, როგორც ამყრალებულ სენას. ის, ვინც მე-12 ნომრის კუთხეში კა-
უჭიან ფარანს გამოცვლის, ენით აუწერელ სევდასა და დარდს მომ-
გვრის. ყველაფერი წარმავალია – ეს ფაქტია. ჩვენი ასაკისთვის საკმაო-
ზე მეტი ვიცადეთ, საკმაოზე მეტს გავუძელით.
აი, ბარჟებიც წამოვიდნენ... ახლა თითოეულს საკუთარი გული აქვს,
რომელიც ძლიერ ცემს და თაღებქვეშ ხმაურიან ექოებად იღვრება. კმა-

27
რა... გამოვიფიტე... დავქუცმაცდი... ჩივილისა და წუწუნის თავიც აღარ
მაქვს... მაგრამ ძალიანაც არ უნდა ვიდარდო. შეიძლება ცისქვეშეთში
ყველაფერი ისე როდია მოწყობილი, როგორც ჩვენ ვისურვებდით... და
მაინც, როგორი საძაგელიც უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ყოფა, ნაკ-
ლებს ვიდარდებდით, მას ჩვენი ჩათრევის უნარი რომ შესწევდეს. აი, მა-
შინ კი განვუტევებდით სულს პოეზიისა და ტაშ-ფანდურის თანხლებით.
გარკვეული გაგებით, ეს მოსახერხებელიც კი იქნებოდა.
ცდუნებებისა და უმნიშვნელო გატაცებების საკითხში გიუსტენი ჩემს
მოსაზრებას იზიარებდა, მაგრამ სრული თავდავიწყებისათვის ალკოჰო-
ლი სჭირდებოდა. ჯანდაბა... რაც უნდა, ის უქნია... მის გალიურ ულვაშზე
მაინც ძალუმად ილექებოდა მდარე ხარისხის სასმელიც, სინანულიცა
და სიმწარეც...
ვენერიულთა მკურნალობა ხაზებში მდგომარეობდა, რომლებიც
მონდომებით ნელ-ნელა ქაღალდის დიდ ფურცელზე გამოგვყავდა... ეს
სრულიად საკმარისი იყო... წითელი ხაზი – ახალდაავადებული... მწვანე
– სინდიყი!.. და წავიდააა! დანარჩენი რუტინის, შეძენილი ჩვევებისა და
გამოცდილების საკითხი იყო... არანაირი პრობლემა!.. მთავარი იყო,
ხსნარი დუნდულებსა და ხელის ნაკეცებში შეგესხურებინა... ისე ვარჭობ-
დით ნემსებს, როგორც დანას კარაქში. ზოგი თვალსაც არ ახამხამებდა...
მწვანე! – მკლავები! ყვითელი! – დუნდულები! წითელი! ორჯერ დუნდუ-
ლებში!.. არაფერი გამოვიდა!.. ხიე ისევ დუნდულებში!.. ბისმუთი! მაგის
დედაც! ვენამ გაასხა! ეგ დამპალი ეგა!.. მაშინ ტრაკში გაარტყი და მიადე
ტამპონი! მთავარია რიტმი შეინარჩუნო, მიდი, მიდი, მაგის დედაც! მო-
რიგეობა! ისევ მორიგეობა! აღარაა საშველი! ამ რიგებს ბოლო არ უჩა-
ნს!.. მომჩვარული შიბლები! რამდენიც გინდა, სულო და გულო, ნების-
მიერი ზომის... ნებისმიერ გემოზე და კლიენტზე გათვლილი... ეს თავი
წვეთავს!.. ის კი დამპალა და ჩირქად იღვრება!.. სქელი გახამებული
თეთრეული, უხეში მუყაო! სუსუნატი! წინ, მსოფლიოს დედოფალო!
ტრაკია შენი ტახტი! – ზამთარ-ზაფხულ გამთბარი!
სცივათ მხოლოდ იმათ, ვინც თავიდან ფრთხილობენ! შემდეგ კი
ათასგვარ ნაბოზრულ მეთოდს ენდობიან. საბოლოოდ კი, კიდევ უფრო
ღრმად ეფლობიან მძღნერში!.. ღრმად და ღრმად! ფსკერისკენ მიექანე-

28
ბიან! ჟულიენს ამის არაფერი გაეგება. აღარ უნდა დაბრუნება... ამიტომ
აუცილებლად უნდა მოიტყუოს! ხავის სიხარულისგან!.. შარდსადენ
მილში თითქოს ნემსები უყრია! გახლეჩილი, პირდაფჩენილი შიბლა!
წინ, წინ, ხვრელო!
აი, ანკეტა N34. შავპენსნეიანი მოსამსახურე, მორცხვი, მაგრამ ქვეშ-
ქვეშა, მაგარი გაქექილი. საროსკიპოში ყოველ ექვს თვეში ერთხელ მი-
დის, რათა სპიროქეტი აიკიდოს. ასე ცდილობს, ცოდვები საკუთარი სი-
რით გამოისყიდოს. შემთხვევით ნაცნობებს, რომლებსაც განცხადებე-
ბის წყალობით ხვდება, სამართებლებს შარდის ბუშტში უყრის. მე რა
შუაში ვარ, თვითონ მთხოვაო, გაიძახის თავის გასამართლებლად... ან-
კეტა N34 თავადაა უზარმაზარი მიკრობი! თვითონ დაწერა ჩვენი ტუ-
ალეტის კედელზე! „მე ვარ ვაგინების მუსრი! ტრაკში გავჟიმე ჩემი უფ-
როსი და ვიქორწინე თორმეტჯერ!“ და მაინც, ეს გახლავთ პუნქტუალუ-
რი პაციენტი, უპრეტენზიო და დამყოლი, ყოველთვის უხარია, როცა
გვიბრუნდება.
ჩვენთვის კი ეს, უბრალოდ, ძვირფასი ძღვენია, ყოველ შემთხვევაში
– ნაკლებად საჯახირო, ვიდრე რკინიგზის ლიანდაგის დასაგებად მიწაყ-
რილის მომზადება.
როგორც კი პურნევში ჩავეხეტეთ, გიუსტენმა მომახალა: „ერთი ეს
მითხარი, ფერდინანდ... აი, იქ, სანამ ვთვლემდი... არ გაბედო ჩემი მოტ-
ყუება... შენ ჩემს ხელისგულზე ხაზებს ათვალიერებდი... ვერ მეტყვი, რა
დაინახე?“
ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ღვიძლი აწუხებდა... ეს თვალშისაცე-
მად გამობურცული გვერდი... მერე მისი ღამის კოშმარები... ვიცოდი,
რომ ციროზი დაეწყო...
დილაობით ხშირად მესმოდა, როგორ არწყევდა ნიჟარაში. ვცდი-
ლობდი, დამემშვიდებინა... რომ დარდის არანაირი მიზეზი არ არსე-
ბობდა... არადა, მოსახდენი უკვე მოხდა, მას ვერაფერი უშველიდა. მთა-
ვარი იყო, სამსახურისთვის თავი არ დაენებებინა.
ჟონკსიონში, საქველმოქმედო ბიუროში, თავისი ადგილი, შეიძლება
ითქვას, მყისიერად მიიღო. როგორც კი სწავლას მორჩა... პატარა აბორ-
ტის წყალობით, სხვანაირად ვერც იტყვი, რომელიც მუნიციპალიტეტის

29
საბჭოს ერთ-ერთი მრჩევლის, – თავისი კონსერვატიზმით სახელგან-
თქმულის, – უახლოეს დაქალს გაუკეთა... იქვე მოეწყო ეს ჩვენი გაქუცუ-
ლი გიუსტენიც. რაც მართალია, მართალია, ერთი ღერი თმა არ შერჩე-
ნოდა თავზე. ყველაფერი მშვენივრად აეწყო. ხელები ჯერჯერობით არ
უკანკალებდა. სულ მალე მაგდაგვარ ხათაბალაში გაეხვია მერის ძვირ-
ფასი მეუღლეც. კიდევ ერთი წარმატება გიუსტენის ანგარიშზე. ამაგი და-
უფასდა. უპოვართა ექიმის თანამდებობას გამოჰკრა ხელი.
თავიდან ამ პოსტზე მისი მუშაობა ისე მოეწონათ, შეიძლება ითქვას,
ყველას გული მოიგო. მოგვიანებით კი ის დღეც დადგა, როცა განიხიბ-
ლნენ... მისი სიფათი და მანერები მოჰბეზრდათ... ცოტა დროც გამოხდა
და დასანახადაც ვეღარ აიტანეს... მის წინააღმდეგ ყველა არსებული თუ
არარსებული მექანიზმი ამოქმედდა... თითქოს ერთმანეთს ეჯიბრე-
ბოდნენ, ვინ რამდენ უსიამოვნებას დაატეხდა თავს... თავის დროზე მის
მათარას ხომ ვერ აახევდი იმ ნაძირლებს პირიდან; ახლა კიდევ თით-
ქმის ყველაფერში სდებდნენ ბრალს. ხელები მუდამ ჭუჭყიანი და გაზე-
პილი აქვსო, დოზები ეშლებაო, საწამლავების გაგებაში არ არისო... ჰო,
პირი უყარსო... ფეხსაცმელები აცვია ღილებიანიო... მოკლედ, იმდენი
უბურღეს ტვინი, საწყალს გარეთ ცხვირის გაყოფისაც რცხვენოდა... რამ-
დენჯერმე შეასმინეს, თუ კარგად არ მოიქცევი, აქ შენგან სველი წერტი-
ლიც კი არ დარჩებაო... მერე, ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად მოულოდ-
ნელად, ყველამ იცვალა აზრი, ისე, უმიზეზოდ, და ყველამ აიტანა... უბ-
რალოდ, დაიღალნენ იმისგან, რომ მას ასეთ მახინჯად და არაფრისმაქ-
ნისად მიიჩნევდნენ...
კანტონის მთელი ჭუჭყი, შური, ბრაზი და ცოფი მის თვალწინ ტრი-
ალებდა. კანცელარიის მჯღაბნელებისა და ვირთხების ბოღმას თავის
კანტორაში გრძნობდა. წარმოიდგინეთ, უბნის 14000 ალკოჰოლიკის კუ-
ჭის სიმჟავე და გულძმარვა, ნახველი და წვინტლი, არაქათგამომცლელი
შარდშეკავება, რომელსაც ვერაფრით უხსნიდა 6422 სუსუნატით დაავა-
დებულს, 4376 კლიმაქსიანის საკვერცხეების ანთება, 2226 ჰიპერტონი-
ით დაავადებულის მოურჩენელი სევდა, შაკიკით ტანჯული 722 ღვარ-
ძლიანის უკომპრომისო და შეურიგებელი ზიზღი, სოლიტერიანი 47 პა-
ციენტის საეჭვო აკვიატება, 352 ასკარიდიანი ბავშვის დედა, მღელვარე

30
ურდო, ათასგვარი უცნაურობითა და მანიით შეპყრობილ მაზოხისტთა
ხროვა. და კიდევ ეგზემიანები, ცილიანები, შაქრიანები, ყროლიანები,
მოკანკალეები, ვაგინოზურები, უსარგებლონი, „აუტანლები“ და „ისე-
რაასატანები“, კუჭში შეკრულები, მონანიებაზე შერყეულები – მთელი
ჭუჭყი, მკვლელთა წარმოსახვით დანახული ეს სამყარო გიუსტენს პირ-
დაპირ სიფათში შეეშხეფა, მის პენსნეს წინ ტრიალებდა სრული ოცდაა-
თი წელიწადი, დღეც და ღამეც.
გიუსტენს დალხინებული ცხოვრება არც ჟონკსიონში ჰქონია; გაუბე-
დურებული რენტგენის კაბინეტის თავზე ბინადრობდა. თლილი ქვის-
გან ნაგებ შენობაში სამი გადაუტიხრავი ოთახი ეჭირა. სხვათა შორის,
დღემდე არ უფიქრია მათ გამიჯვნაზე. ცხოვრებისგან თავი რომ დაეცვა,
პანამის ჯებირზე ათჯერ უფრო მაღალი ჯებირი იყო საჭირო, ასევე უხი-
ლავი რაბები. გიუსტენი, აქ, „უნივერსალური გამოფენისა“ და არჟანტო-
ის საამური დღეების პერიოდიდან მოყოლებული ცხოვრობდა.
დღეს ამ დაწესებულების ირგვლივ მრავალბინიანი შენობები ამოზ-
ვირთულან.
დროდადრო გიუსტენი ცდილობდა, რუტინას მოსწყდომოდა და
სხვა რამისთვის გადაეყოლებინა გული... ქალს ამოიყვანდა ხოლმე, მაგ-
რამ იშვიათად. როგორც კი გრძნობები მოეჯარებოდა, ნაცნობი, მრა-
ვალჯერ განცდილი დიდი იმედგაცრუებაც ახსენებდა თავს. მესამე შეხ-
ვედრის შემდეგ... დათრობას ამჯობინებდა... ქუჩის მეორე მხარეს ერთი
კაფე იყო: მწვანედ გადაღებილი ფასადით... კვირაობით ბანჯოზე უკ-
რავდნენ და მუშტრებს შემწვარი კარტოფილით უმასპინძლდებოდნენ...
დიასახლისი მშვენივრად ამზადებდა... რაც მართალია, მართალია, ამ-
გვარად შებრაწული კარტოფილი მე სხვაგან არსად გამისინჯავს... სას-
მელი სწვავდა გიუსტენს... მე კიდევ პირში წვეთი არ ჩამისხამს მას შემ-
დეგ, რაც ყურში წუილები დამეწყო... დღე და ღამე... მოსვენება არ მქონ-
და... ეს ხმაური მკლავდა პირდაპირ... შავი ჭირით სნეულს დავემსგავსე...
დროდადრო გიუსტენი გამსინჯავდა ხოლმე. რასაც ფიქრობდა, ცოცხა-
ლი თავით არ მეუბნებოდა. ეს გახლდათ ჩვენ შორის აღმოცენებული
ტაბუირებული თემა. უნდა ითქვას, რომ ვერ ვარ მთლად ყოჩაღად. გი-
უსტენმა, ცხადია, ყველაფერი ზედმიწევნით იცის და ცდილობს, გამამ-

31
ხნევოს. „მიდი, აბა, ფერდინანდ, წამიკითხე ერთი, რასაც ჯღაბნი. მაგ-
რამ ნელა, იცოდე, ნუ მიაყრი... და ხელების შლას შეეშვი... შენ იღლები,
მე კიდევ თვალები მიჭრელდება...“
„მეფე კროგოლდმა, მისმა რაინდებმა და პაჟებმა, მისმა ძმამ, არქიე-
პისკოპოსმა, მთელმა სამღვდელოებამ და სამეფო კარმა ბრძოლის შემ-
დეგ სულის მოსათქმელად ბანაკის შუაგულში წამომართული კარვისკენ
გასწიეს... ოქროს მძიმე ნახევარმთვარე, ხალიფას ძღვენი, სადღაც გამ-
ქრალიყო... მეფის ბალდახინის თავზე იყო მიმაგრებული... ქარავნის კა-
პიტანი, პასუხისმგებელი, ამის გამო უმოწყალოდ მიითეთქვა... მეფეს
სურს, მხარ-თეძოზე წამოწვეს... დაისვენოს... ცოტა ხნით თვალი მოატ-
ყუოს... ჭრილობებისგან ჯერ კიდევ საშინლად იტანჯება... რული არ ეკა-
რება... ბორგავს... მძინარეთ უკანასკნელი სიტყვებით თათხავს... დგე-
ბა... რამდენიმეს გადააბიჯებს... ვიღაცას ხელზე დაადგამს ფეხს... გა-
რეთ გადის... საშინლად ცივა, მეფეს ძვალ-რბილში ატანს... მოიკუნტე-
ბა... კოჭლობს, მაგრამ მაინც წინ მიიწევს... ოთხთვალებს ბანაკისთვის
წრე შემოურტყამთ... დაცვასაც ჩასძინებია... კროგოლდი თავდაცვის
ღრმა თხრილის გასწვრივ მიაბიჯებს... საკუთარ თავს ელაპარაკება...
ერთგან წაიბორძიკებს, მაგრამ წონასწორობას მაინც შეინარჩუნებს...
თხრილის სიღრმეში რაღაცამ გაიელვა... უზარმაზარი ბრდღვიალა,
ალესილი პირი... კროგოლდი ეძგერება მას, კისერს მოუგრეხს და ძირს
დააგდებს... ჯარისკაცი აღმოჩნდა... კროგოლდი მოკლე დანით ღორი-
ვით გამოსჭრის ყელს... ოჰ, ოჰ, ოჰ, ფართხალებს ქურდი წკვარამში...
ყველაფერს დაყრის... მორჩა... კროგოლდი დაიხრება და ხალიფას ნა-
ხევარმთვარეს აიღებს... თხრილიდან ამობობღდება... იქვე, ნაპირზე
ნისლში გახვეულს ჩაეძინება... ქურდბაცაცა სასტიკად დაისაჯა...“

32
2
იმ პერიოდისათვის დაიწყო კრიზისიც. კინაღამ გამაგდეს დისპანსე-
რიდან. ისევ ჭორების გამო.
ლუსი კერიბენმა, რომელიც მოდისტად მოეწყო მონკონტურის გამ-
ზირზე, გამაფრთხილა. ნახევარ ქალაქს იცნობდა და ხვდებოდა. ძალი-
ან ბევრს ჭორაობდნენ მასთან. საზიზღარი ამბები მოჰქონდა ჩემთან.
ისეთი საზიზღარი, ისეთი გულისამრევი, რომ მათი მოჩმახვა მხოლოდ
მირეის თუ შეეძლო... ჩემი ვარაუდები გამართლდა... ეს იყო წმინდა
წყლის ცილისწამება, რა თქმა უნდა. თითქოს ჯგუფური სექსის სეანსებს
ვაწყობდი უბნის კლიენტების მონაწილეობით... ძალით ვითრევდი ორ-
გიებში. მოკლედ, საშინელებები... ლუსი კერიბენი, ჩემი ვარაუდით, სად-
ღაც თავისთვის კმაყოფილიც დარჩა, ჩემს რეპუტაციას გვარიანად რომ
მოეცხო ჩირქი... შურიანი ვინმე იყო, გათახსირებული...
ასე რომ, გადავწყვიტე, დავლაპარაკებოდი... ვივიანის ჩიხში ჩავუ-
საფრდი, სახლში დასაბრუნებლად სხვა გზა არ ჰქონდა. ჯერჯერობით
საკმაო ფული ვერ დამეგროვებინა, რომ მწერლობის ფუფუნების უფლე-
ბა მიმეცა საკუთარი თავისთვის... გამოუვალ სიღარიბეში ჩავვარდებო-
დი... ვერც თავს ვგრძნობდი მაინცდამაინც კარგად... ვხედავ, როგორ მო-
გოგმანებს ტურფა... მიახლოვდება... ისეთი პანჩური ამოვარტყი, რომ
ტროტუარიდან გადაფრინდა. იმწუთასვე მოტვინა, რაშიც იყო საქმე,
მაგრამ ქადაგად მაინც არ დავარდნილა. უბრალოდ, დეიდამისის მონა-
ხულება სურდა და მორჩა. აღიარებაზე არც უფიქრია ნაბოზარს. ერთი
წამითაც კი.
უპირველეს ყოვლისა, მაღელვებდა ამ მონაჩმახების გავრცელების
მიზეზი... მეორე დღეს გადავწყვიტე, სერიოზულად გავრკვეულიყავი
ყველაფერში. უხეში მოპყრობა შედეგს არ იძლეოდა. განსაკუთრებით იმ
წაკლა მირეისთან, რომელიც ამ დროს მთლად დასაბმელი ხდებოდა.
მოკლედ, მხოლოდ გათხოვება უტრიალებდა თავში. თან არც ჰქონდა
მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა მისი რჩეული – მე თუ ნებისმიერი სხვა.
ქარხნები უკვე ყელში ჰქონდა ამოსული. თექვსმეტი წლის ასაკში უკვე
თექვსმეტიოდე გამოიცვალა დასავლეთის გარეუბანში.
33
„მორჩა“, – გამოაცხადებდა. „ჰეფი სიუსში“, ინგლისური კანფეტების
ფაბრიკაში დირექტორს იმ დროს შეუსწრო, როცა ამ უკანასკნელს შე-
გირდისთვის თავისი შიბლა ყელამდე ჩაეთხარა. ოჰ, რა ფაბრიკა, რა
ფაბრიკა! უკეთესს კაცი ვერ ინატრებდა! ექვსი თვის განმავლობაში ყვე-
ლა მკვდარ ვირთხას უზარმაზარ მინანქრით სავსე როფში ყრიდა. სენტ-
უენში ცვლის უფროსი, ერთი ჯანიანი დედაკაცი, გადაეკიდა. მოიმ-
წყვდევდა საპირფარეშოში და ბურჯგნიდა და ბურჯგნიდა. მირეი მუშტე-
ბით იგერიებდა მოძალადეს. ორივე მალევე აითესნენ იქიდან, უფრო
სწორად, ორივე წუილით მოისროლეს პატიოსანი დაწესებულებიდან!
კაპიტალიზმი და მისი კანონები – მირეიმ გადასარევად აუღო მათ
ალღო ჯერ კიდევ მანამ, სანამ
რეგულარული თვიური დაეწყებოდა... მარტი – სიურ-უაზის ბანაკში
იყო მასტურბაცია, სუფთა ჰაერი და ლამაზი სიტყვები. მირეი კარგად
განვითარდა. ყოველწლიურად, პედერასტების დღეს, თავს მოვალედ
მიიჩნევდა, საქველმოქმედო საზოგადოებისათვის პატივი დაედო... აი-
ტაცებდა ჭოკზე წამოცმულ ლენინის პორტრეტს და კურტინიდან პერ-
ლაშეზამდე ენერგიულად ჰაერში აქნევდა. ძაღლებს მირეის სითამამისა
და სითავხედისგან ენა მუცელში უვარდებოდათ. მისი უკანალი ბულ-
ვარს ინტერნაციონალზე ნაკლებად ნამდვილად არ აყენებდა ფეხზე!
„ბალ მიუზეტზე“, სადაც მირეი ბეჭების ამოყრამდე ცეკვავდა, ოღრაშები
ვერც კი ხვდებოდნენ, რა საგანძური ჩაიგდეს ხელში. ჯერ კიდევ მო-
ზარდს უკვე ფეხზე ეკიდა ის, რასაც საზოგადოებაში „ადათ-ჩვეულებე-
ბად“, „მაღალზნეობრიობად“ ნათლავენ. ამ მომენტში ჟეჟენს, რობერსა
და გასტონს იყო ატორღიალებული. ეს პატარა ბიჭები ნამდვილად გან-
წირულები იყვნენ. ვერც კი ტვინავდნენ, რა სასიამოვნო სიურპრიზების
მომზადება შეეძლო მათთვის ამ პატარა ნაბოზარს. თუ დასჭირდებოდა,
ხომ დაუფიქრებლად ამოისვამდა ტრაკში სამივეს.
ვიტრუვთან და მის დისშვილთან ურთიერთობისას ყურადღების მო-
დუნება ყოვლად დაუშვებელი იყო. ყველაფერს იკადრებდნენ. განსა-
კუთრებით – ვიტრუვი. ბებერმა კი იმდენი იცოდა... გამორიცხული იყო,
დაგროვილი გამოცდილება ერთ დღეს თავის სასარგებლოდ არ გამოე-
ყენებინა.

34
ვიტრუვს მაყუთით კი ვაშოშმინებდი, სამაგიეროდ, მაწაკი მირეი იყო
გაუმაძღარი... ყველაფერი უნდოდა. როგორც კი თბილ საუბარს გავუბამ-
დი, უმალ ფრთხებოდა... ჩემს ტაქტიკას საეჭვოდ მიიჩნევდა. „ბულონის
ტყეში წავათრევ“, – ვამბობდი ჩემთვის. უზარმაზარი ღვარძლი დაუგ-
როვდა ჩემ წინააღმდეგ. საჭირო იყო, რაღაცით ძალიან დამეინტერესე-
ბინა. ტყეში ჩემი გეგმები მქონდა. მოვუყვებოდი ლამაზ ამბავს... მივე-
ლაქუცებოდი... პატივმოყვარეობასაც დავუტკბობდი. „მიდი, ჰკითხე დე-
იდაშენს, – ვეუბნები, – შუაღამემდე შინ დაგაბრუნებ... კაფე „ბიზანტი-
აში“ დამელოდე!“
და, აი, გზას გავუდექით. როცა პორტ-დოფინს გავცდით, სახე კმაყო-
ფილებისაგან გაუნათდა. აშკარად უყვარდა ლამაზი უბნები. სასტუმრო
„მერიდიენში“ მისთვის ყველაზე დიდი საშინელება ბაღლინჯოები იყო.
როცა სადმე რჩებოდა და პერანგის გახდა უწევდა, სირცხვილით იწვო-
და, რადგან ბაღლინჯოების ნაკბენები ეტყობოდა. მირეისნაირებმა
მშვენივრად იცოდნენ, რას ნიშნავდა ბაღლინჯოების მიერ დატოვებუ-
ლი ბებერები... კარგად ერკვეოდნენ ათასგვარ სადეზინფექციო საშუა-
ლებაში მათ ამოსაწვავად... მირეის სანუკვარი ოცნება ლამაზი სახლი
იყო, ოღონდ სისხლისმწოველების გარეშე... ახლა რომ გაქცეულიყო,
დეიდამისი ისევ ჩააყოფინებდა თავს ყროლსა და ნაგავში... ვიტრუვს
იმედი ჰქონდა, რომ საჭმელ-სასმელზე დისშვილი იზრუნებდა. ჩემდა
თავად მეც ვიცნობდი ერთს, რომელსაც იმედი ასევე არ ჰქონდა გადაწუ-
რული. ტიპი ვალ-დე-გრასიდან, სახელად ბებერი, რომელიც უქაქუნებ-
და... კოკაინში ჩაიხრჩო მოგვიანებით... სამაგიეროდ, „მოგზაურობას“
კითხულობდა...
როგორც კი „კასკადს“ მივუახლოვდით, ხურჯინს თავი მოვხსენი...
აღსარებისკენ გამიწია გულმა...
„ვიცი, რომ ფოსტის თანამშრომელი გყავს, რომელიც მათრახს გადა-
გიჭერს ხოლმე, ყოველ ჯერზე, როცა...“
თავიდან ბედნიერი ჩანდა. გამეპრანჭა და გამენაზა... გულიც გადა-
მიშალა. ყველაფერი ჩამოფქვა... კატალანს როცა მივადექით, წინ გაჭრა
ვერ გაბედა... სიბნელის შეეშინდა... დარწმუნებული იყო, რომ ტყეში მი-

35
საბერტყად მივათრიე. ის კი არა, ჯიბეშიც ჩამიყო ხელი იმის შესამოწ-
მებლად, რევოლვერი ხომ არ მქონდა თან წამოღებული...
მე კი ცარიელ-ტარიელი ვიყავი წამოსული... თან სირზეც მეფერა... აქ
მანქანებისგან მოსვენება არ გვექნება, მოდი, კუნძულზე გადავიდეთ, იქ
გემოზე ვისაუბრებთ-მეთქი, შევთავაზე. პირწავარდნილი ბოზი იყო,
ძნელად ათავებდა, ამიტომ საფრთხე პირდაპირ ნუსხავდა. მენიჩბეები
უთავბოლოდ მოქმედებდნენ, ყოველ წამს ტოტებში იჭედებოდნენ და
ჩერდებოდნენ, იგინებოდნენ მეწაღეებივით, ეცემოდნენ, რამდენჯერმე
ფარნებიც გაუცვივდათ ხელიდან... რამდენიმეს წირვა გამოუყვანეს...
– მოუსმინე, როგორ იხრჩობიან იხვები ამ შარდში!
– მირეი, – მივმართე, როგორც კი ჩამოვსხედით, – ვიცი, ტყუილებში
ბადალი არ გყავს... სიმართლე შენ არ გადარდებს...
– ასე ხომ? – ჩაეღიმა, – მე რომ იმის მეოთხედს მაინც ვიმეორებდე,
რაც მესმის...
– კარგი, კარგი, – გავაწყვეტინე, – საკმაოდ კეთილი თვალით გიყუ-
რებ... გრძნობებიც კი გამიჩნდა... და აქ შენი სხეული არაფერ შუაშია,
არც შენი სახე და არც ცხვირი... უფრო შენი წარმოსახვა და ფანტაზიები
მიზიდავს... მე ვუაიერი ვარ, ანუ ჭუჭრუტანაში მოცქერალი! ახლა ალბათ
მომიყვები ნაირ-ნაირ სისაძაგლეებს... სანაცვლოდ ლამაზი ლეგენდის
ნაწილს მოგიძღვნი... თუ გინდა, ერთად მოვაწეროთ ხელი. ორმოცდაა-
თი ორმოცდაათზე? ამით მხოლოდ მოიგებ!..
მირეის უყვარდა ფულზე საუბარი... მოვუყევი, რაშიც იყო საქმე...
არაფერი დამიმალავს. აღვუთქვი, რომ ირგვლივ მხოლოდ პრინცესები
იქნებოდნენ... ნამდვილი ხავერდის შლეიფებით... ხელით ამოქარგული
სარჩულებით... ქურქები და ძვირფასი სამკაულები... თანაც იმდენი,
რამდენიც სიზმარშიც კი არ ექნებოდა ნანახი... მშვენივრად მოვილაპა-
რაკეთ დეტალებზე, დეკორაციებსა და სამშვენისებზე... თქვენ წარმო-
იდგინეთ, კოსტიუმებზეც კი... და, როგორც იქნა, დაადგა საშველი ჩვენი
ისტორიის დაწყებას.
„ჩვენ ვიმყოფებით ვანდეას რეგიონში, უფრო ზუსტად ბრედონში...
ტურნირების სეზონია...

36
ქალაქი მიღებისათვის ემზადება... აი, მორთულ-მოკაზმული გალან-
ტური მამაკაცები და ბანოვანები... აი, შიშველი ფალავნები... მოხეტია-
ლე კომედიანტები... ჯამბაზები... მათი ფურგონიც ხრიგინით ჩამოივ-
ლის... ბრბო ორად იპობა არტისტების გასატარებლად... გაიხედე!..
აგერ ბლინებს აშუშხუნებენ... იქიდან გოლიათების რაზმი მოაბიჯებს,
დამასკური ბრინჯაოსგან ნაჭედი იარაღი აუსხამთ... შორი გზიდან ბრუნ-
დებიან... სამხრეთიდან... ჩრდილოეთიდან... ერთმანეთს ვაჟკაცურ გა-
მოწვევებს უგზავნიან.
აი, ტიბო, ბოროტი ტრუვერი... ქალაქის კარიბჭეს გამთენიისას მიად-
გა... სულ გაუვალი ბილიკებით ევლო... წელში გაწყდა... ბრედონს თავ-
შესაფარი და სადგომი შესთხოვა... ჟოადს, პროკურორის პირქუშ ვაჟიშ-
ვილს მიადგა თავიდან. აპირებს, შავბნელი ისტორია შეახსენოს...
მშვილდოსნის მკვლელობა გადამცვლელთა ხიდზე, როცა ჯერ კიდევ
სტუდენტები იყვნენ...
ტიბო ქალაქს უახლოვდება... ცოცხალი თავით არ სურს, სენ-ჟენევიე-
ვის ბორანზე მებორნეს ფრანკის მეოთხედი გადაუხადოს... მოვარდები-
ან მეისრეები... ტიბოს ცხენიდან გადმოაგდებენ და მიწაზე გააგორე-
ბენ... მერე გაცოფებულს, ხელებდაბორკილსა და ტანსაცმელშემოფლე-
თილს, პროკურორისკენ ძალით წაათრევენ... ტიბო იბრძვის, დასხლტო-
მას ლამობს, სულ გადადგა ჭკუიდან... დუჟმორეული პროკურორს საძა-
გელ ისტორიას პირში მიახლის...“
მირეის ისე მოეწონა სტილი, რამის დამატებაზეც არ იტყოდა უარს...
არც მახსოვს, როდის გვესმოდა ასე კარგად ერთმანეთის. ბოლოს დაბ-
რუნების დრომაც მოაწია.
ბაგატელის ხეივნებში მხოლოდ რამდენიმე წყვილი სეირნობდა. მი-
რეი კმაყოფილი და დამშვიდებული ჩანდა. უეცრად მოუნდა, მოსეირნე-
ებს საინტერესო მომენტში დავდგომოდით თავს. ჩემი არაჩვეულებრი-
ვი ლეგენდა საერთოდ გადაავიწყდა. დებატების იშტაზე მოვიდა. ცდი-
ლობდა, გაერკვია, ყოველთვის იყვნენ თუ არა ქალები ყაბულს, ერთმა-
ნეთისთვის სიამოვნება მიენიჭებინათ... მაგალითად, დაიქცეოდა თუ
არა ქვეყანა, მირეისთვის თავის დაქალებთან გართობის ჟინს რომ მო-
ევლო? უბრალოდ, გაეჟიმა ისინი? განსაკუთრებით ის პატარები გაეკუ-

37
ზა... ნაზები, ჭყინტები და ქორფები... ნამდვილი გაზელები... და ეს ჩა-
ედინა ვინმე სხვას კი არა, არამედ მირეის, რომელიც სიარულისას ტან-
მოვარჯიშესავით მიმზიდველად არხევდა მხრებსა და გავას...
თურმე ხელოვნური სირები აქვთ მიმაგრებული! მირეი საყურებლად
მეპატიჟება! და რა მოხდა მერე! დაე, დაუგლეჯიათ ერთმანეთი, თუ უნ-
დათ, აი, დარდი! გადმოუტრიალებიათ ერთმანეთისთვის მუტლები!
დაუბდღვნიათ და დაუფლეთიათ შიგნეულობა ჩათლახებს! საკუთარ
სისხლში უცურავიათ! საკუთარ ველურობასა და ავხორცობაში ჩამ-
ხრჩვალან!
მირეიმ, ჩემმა ფისუნიამ, შესანიშნავად იცოდა მთელი ეს ზღაპრული
სამყარო. ერთობოდა, როგორც შეეძლო ამ უფასო კინოთი... მოულოდ-
ნელად ვუთხარი: „თუ ამას რანსიში მოჰყვები... საკუთარ ფეხსაცმელს
შეგაჭმევ!..“ და ვეცი ყელში გაზის ფარნის ქვეშ... უკვე მოერგო გამარჯვე-
ბულის იერი. ვგრძნობდი, რომ პირს ვერ გააჩერებდა და ამ ამბავს ქვე-
ყანას მოსდებდა. იტყოდა, რომ ვამპირივით ვიქცეოდი... ბულონის ტყე-
ში! ცოფი მახრჩობდა... წარმოგიდგენია?.. ისევ გამასულელა ამხელა კა-
ცი... რამდენჯერმე მაგრა ვხიე სიფათში... ვითომც არაფერი... იცინოდა,
საერთოდ არ ეშინოდა ჩემი.
...ტყიდან, ბუჩქებიდან... კიდევ, რა ვიცი, საიდან... ყოველი მხრიდან
ადამიანები ჩვენკენ მოეშურებიან... ალბათ სურთ, ჩვენი ცქერით დატ-
კბნენ... უფასო სანახაობას ვინ გაუშვებდა ხელიდან? მოდიან ორ-
ორად...
სამ-სამად... ჯგუფებად... უსასრულო კოჰორტა... მამაკაცებს შიბლე-
ბი ხელში უჭირავთ... ქალებს ქვედაკაბები აუწევიათ... ზოგს წინიდან...
ზოგსაც უკნიდან... თავხედები, უსირცხვილოები... ირონიულები... არა-
სერიოზულები... უცერემონიოები... დარცხვენილები...
„მიდი, ფერდინანდ, მიდი! – მამხნევებენ. საშინელი ხმაურია... მთე-
ლი ტყე გუგუნებს. „ხიე ერთი მაგრად მაგ ბოზანდარას! დაუფრინე ოფო-
ფები! ხიე, ხიე, ნუ გერიდება... მაინც ვერაფერს იგრძნობს!“ ამ გამამხნე-
ვებელი შეძახილებისგან ჩემდა გასაკვირად საშინლად უხეში ვხდები და
ცხოველს ვემსგავსები.

38
მირეი თავქუდმოგლეჯილი გარბის... ისე წივის, ისე კივის, ლამის ცა
ჩამოიღოს... უკან მივდევ... ოფლი გამდის ტრაკში... როგორც იქნა, დავე-
წიე მამაძაღლს... რამდენჯერმე ისეთი ამოვარტყი დუნდულებში... გა-
დავხიე ნაკერზე... ყოველ ჯერზე დუნდულები მძიმე, ყრუ ხმას გამოსცემ-
და...
აღვირახსნილთა ბრბო შთამბეჭდავი ხდებოდა... ყოველწამიერად
ათობით... ასობით მატულობდა. მოდიოდნენ წინიდან... მოდიოდნენ
უკნიდან...
ხეივანი გადაიძეძგა... მათი დათვლა უკვე შეუძლებელი გახდა... ათა-
სამდე ავიდა ვითომ? იქნებ მეტია? სიბნელიდან ადამიანთა ნაკადი არ
წყდებოდა... ახლები... ახლები... ყველა კაბა დაფლეთილია... თანთა-
ლებენ ძუძუები... ზოგიერთისთვის საერთოდ აუხევიათ... დედიშობილა
პატარა ბიჭები... დარბიან... დახტიან... ყვირიან... ყირაზე გადადიან...
ებღლარძუნებიან ერთმანეთს... ზოგი თავდაყირა დაკიდებულა ხის ტო-
ტებზე... ინგლისელი – ძველი გადაღრძუებული ნაბოზარი თავისი მან-
ქანიდან მომშტერებია... მჭამს თვალებით... ასეთი ბედნიერი მზერა ქა-
ლის სახეზე აქამდე არც მენახა: „ვაშააა, ვაშაა, რა მაგარი კაცია! – მიყვი-
რის აღფრთოვანებული და აღგზნებული, – ვაშაა! აახიე საშო მაგ წაკ-
ლას! ადამიანები ვარსკვლავებს შორის აღმოჩნდებიან! შენ მისი დამპა-
ლი სხეულიდან მარადიულობას გამოდენი! გაუმარჯოს ქრისტიანულ
მეცნიერებას!“
სვლას ვუმატე... მალე მისი მანქანა უკან ჩამოვიტოვე... არ ვცხრებო-
დი... წინ მივიწევდი... ყველა ხვრელიდან ოფლი მდიოდა... ამ სიჩქარეში
გამუდმებით სამსახურზე ვფიქრობდი... არა, მორჩა... ნამდვილად დავ-
კარგავ მას... არა, დაუშვებელია... მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამი-
არა... ცივმა ოფლმა დამასხა... „მირეი!.. სად ხარ? დამინდე! ვგიჟდები
შენზე! დამიცდი თუ არა, ნაძირალავ? დამიჯერებ თუ არა, ნათრევო?“
ტრიუმფალურ თაღს მივუახლოვდით... ბრბომ წრეზე იწყო სირბი-
ლი... ყველა მირეის გამოსდგომია... მოედანზე ყველგან მკვდრები
ყრია... მავანი და მავანი ორგანოებს იგლეჯენ. ინგლისელი ნაბოზარი
თავის მანქანას ჰაერში ცალი ხელით ატრიალებს... ვაშაა! ვაშაა! – გაჰ-
ყვირის მთელი ხმით. მეორე ხელით ავტობუსი გადააყირავა... კბილე-

39
ბამდე შეიარაღებული ჯარისკაცების სამი მწკრივი გზას ჩახერგავს...
მოძრაობა წყდება... აი, ხედავთ, როგორი პატივით გვხვდებიან?.. მირე-
ის სხეულს კაბა მოსწყდა და გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა...
დამჭკნარი ინგლისელი მისკენ მიიწევს... ძუძუებში
ჩააფრინდება და ცდილობს, მოაგლიჯოს... შხეფები... შხეფები...
სისხლის ნაკადულები... ირგვლივ ყველაფერი წითლად იღებება...
ადამიანები ერთიმეორის მიყოლებით ცვივიან ძირს... ფორთხავენ...
სუნთქვა ეკვრით... იხრჩობიან... საყოველთაო სიშმაგე სუფევს!
ტრიუმფალური თაღიდან ამოვარდნილი ალი მაღლა-მაღლა მიი-
წევს... გახლეჩს ვარსკვლავეთს და ცაზე მიმოიფანტება... ყველგან შებო-
ლილი ლორის სუნი დგას... აი, მირეიც, რომელიც ყურში ჩამჩურჩულებს:
„ფერდინანდ, ძვირფასო, მე შენ მიყვარხარ!.. შევთანხმდეთ, რაღაცა აზ-
რები გაწუხებს!“
დასცხო ცეცხლოვანმა თავსხმამ... ყველა ცდილობს, ცეცხლის ნაგ-
ლეჯი აიტაცოს ხელში. მავანი მოგიზგიზე ალს შარვალში იტენის... ის-
მის ქსოვილის ტკაცანი... ყველაფერი კვამლში ეხვევა... ქალები ცეც-
ხლის თაიგულებით იმშვენებენ თავს... ყველას ჩასძინებია... 25 ათასმა
აგენტმა თანხმობის მოედანი გაწმინდა... აღარავინ ეგდო უპატრონოდ...
აღარ ეძინათ ადამიანებს ერთიმეორეზე დაყრილებს... ხურდა იქაურო-
ბა... ეს იყო ჯოჯოხეთი.
დედაჩემი და ქალბატონი ვიტრუვი ნერვიულობენ, ვეღარც სხდები-
ან, ვეღარც დგებიან... ოთახში ბოლთას სცემენ... მოუთმენლად ელოდე-
ბიან, როდის გამივლის ციებ-ცხელება. შინ სასწრაფო დახმარების მან-
ქანამ მომიყვანა. მაკ-მაონის გამზირზე, ერთ-ერთი კარის წინ მოწყვე-
ტით გავიშხლართე. გორგოლაჭებიან ციგურებზე შესკუპებულმა პოლი-
ციელებმა შემამჩნიეს.
მაშინაც კი, როცა სიცხე არ მაწუხებს, ისე მიწუის ყურებში, მზად ვარ,
ნებისმიერ ქმედებაზე მოვაწერო ხელი. ეს უბედურება ომის პერიოდი-
დან გამომყვა. სიგიჟე, აი, უკვე ოცდაორი წელია, აღარ მეშვება, ერთი ნა-
ბიჯითაც არ მცილდება. დამდევს და დამდევს, ოხერი! ძალიან პრანჭია
ვინმე კი არის ეს სიშმაგე. სულ მიპრაწავდა თვალებს. უკვე მოსინჯა ხმა-
ურის ყველა ნაირსახეობა, დაახლოებით თხუთმეტი ათასამდე... უზარ-

40
მაზარი ხმაური... ისე, მე უფრო გავიგიჟე თავი, ვიდრე მან... არ ვცხრებო-
დი... საბოლოოდ დედა ვუტირე... ფინიშთან გავასწარი. აი, ასე! რა არ
ჩავიდინე ამისთვის. აღარ დავიწყებ ახლა ყველა იმ სისულელის ჩამოთ-
ვლას... მოხიბვლაც ვცადე, რათა დავევიწყებინე და თავისი გზით წასუ-
ლიყო. ჩემი ჭეშმარიტი მეტოქე, გნებავთ, მტერი დაარქვით, მაინც მუსი-
კაა. ჩემი გასივებული თავის სიღრმეში გაიჭედა და ლპება... დღენიადაგ
აგონიაშია... ტრომბონის ჰანგებით მაყრუებს, ჭკუიდან გადავყავარ,
თავს იცავს დღე და ღამე... ვიცნობ ბუნების ყველა ხმაურს, ფლეიტით
დაწყებული, ნიაგარას ხმით დამთავრებული... ვარ მოსიარულე დოლი
და ტრომბონების ზვავი... დილიდან საღამომდე, თითქმის ყოველდღე
სამკუთხედზე ვუკრავ... ბუკში, არა მგონია, ვინმემ დამჯაბნოს. მაქვს ვო-
ლიერი, სადაც 3527 ჩიტი დაფრინავს. ისინი არასდროს დამშვიდდები-
ან. სამყაროს ორგანი ვარ!.. ყველაფერს დავემშვიდობე: სხეული, გონე-
ბა, განსჯის უნარი და სუნთქვა უკვე აღარ არის ჩემი კუთვნილება... ხში-
რად დაქანცული იერი მაქვს. აზრები ბორძიკობენ და ბარბაცებენ, ერ-
თმანეთს ეხეთქებიან და ბოლოს ძირს იყრებიან. ვერაფერს ვუხერხებ
მათ... აღარ მემორჩილებიან... ვთხზავ წარღვნის ოპერას... ფარდა ეშვე-
ბა... შუაღამის
მატარებელი სადგურში შედის... შუშის გადახურვა ნაკუწებად იმ-
სხვრევა და ძირს მიმოიფანტება... ოცდაოთხი სარქვლიდან ორთქლმა
ამოხეთქა... საბმურები და სამართავი ჯაჭვები ირღვევა. მუხრუჭები
ხრჭიალებენ და მალე ამოცვივდებიან ბუდეებიდან. ღია ვაგონებში სა-
მასი გალეშილი მუსიკოსი შევარდება და ორმოცდახუთივე აკორდის ერ-
თდროული ჩამოკვრით ჰაერს ააზანზარებს.
უკვე ოცდაორი წელია, რაც ის ყოველ საღამოს ჩემს წაყვანას ლა-
მობს... ზუსტად შუაღამისას... მაგრამ ვიცი, როგორ დავიცვა თავი... წინ-
წილასთვის დაწერილი თორმეტი წმიდათა წმიდა სიმფონიით, ორი
ბულბულივით მჟღერი წყალვარდნილით, სელაპების მთელი ჯოგით,
რომელსაც ნელ ცეცხლზე ბრაწავენ... აი, ნამდვილი სამუშაო უცოლო კა-
ცისთვის... ვერაფერს იტყვი. ის მხოლოდ მე მერჩის და მის შესახებ
დღემდე არავინ არაფერი უწყის.

41
ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ვყვები, რომ ბულონის ტყეში ჩემი
საქციელი აგიხსნათ. უდავოდ ძლიერი შეტევა იყო. ხშირად საშინლად
ვხმაურობ საუბრისას. ხმამაღლა ლაპარაკი დამჩემდა. მანიშნებენ,
ტონს დაუწიეო. ყველა სიკეთესთან ერთად, ვიბნევი და აღარ მახსოვს,
რაზე ვბოდიალობდი... არაადამიანური ძალისხმევა მჭირდება, რომ
ნაცნობ-მეგობრების ამბებით დავინტერესდე. სინამდვილეში, სიამოვ-
ნებით დავივიწყებდი მათ სამუდამოდ... არ მცალია, უამრავი საზრუნავი
მაქვს. ზოგჯერ ქუჩაში გულისრევა მეწყება. აი, ამ დროს ყველაფერი
ჩერდება. დროებითი სიმშვიდე დაისადგურებს... თითქმის... მაგრამ, სა-
მაგიეროდ, კედლები იწყებენ ყანყალს, მანქანები უკუსვლას. მეც ვკანკა-
ლებ დედამიწასთან ერთად. ვამჯობინებ, ამის შესახებ აღარაფერი
ვთქვა... ცხოვრება გრძელდება. როცა მაღალ ღმერთთან მოვხვდები, აუ-
ცილებლად გავუხვრეტ ყურს, შიდას... ასე გადავწყვიტე და ასეც მოხდე-
ბა. ძალიან მაინტერესებს, გაართობს თუ არა გახვრეტილი აპკი. მე გახ-
ლავართ ეშმაკეული სადგურის დირექტორი. ის დღე, როცა იქ არ ვიქნე-
ბი, მატარებელი აუცილებლად გადადგება ლიანდაგებიდან. ბატონი
ბიზონდი, მებანდაჟე, რომლისთვისაც დროდადრო რაღაც-რაღაცებს
ვხიმანდრობ, აუცილებლად შეამჩნევს, რომ საერთოდ დავკარგე ფერი
და კმაყოფილი დარჩება.
ამ ყველაფერზე ლოგინში ვფიქრობ. დედაჩემი და ქალბატონი ვიტ-
რუვი კი განაგრძობენ ოთახში წინ და უკან წრიალს.
ჯოჯოხეთის კარიბჭე, ყურში რომ მაქვს ჩადგმული, სხვა არაფერია,
თუ არა ერთი უბადრუკი ატომი. აბა, სცადე მისი ერთი თმის ღერით გა-
დაწევა... მიდი! აბა, ერთი მიკრონით და შიგნით შეიჭვრიტე. ნახავ, რაც
მოხდება! ყველაფერი დაინგრევა, ყველაფერს წერტილი დაესმება. აი,
რა მოხდება! შენ სამუდამოდ ხარ შეჩვენებული. მზად ხარ? არა? შეგწევს
კი ამის უნარი? ჩაძაღლება ასე ადვილი საქმე ნუ გგონია. არამც და არა-
მც, ბატონო! თავიდან ქალბატონის ლამაზ სუდარაზე უნდა იზრუნო...
ამბებით მოქარგულზე... ბოლო ამოსუნთქვა ბევრ რამეს გავალდებუ-
ლებს. ეს მთელი ფილმია – „დასასრულის დასასრული“. ყველა კი არ
არის განდობილი! უნდა გაისარჯო, დაიხარჯო... ნებისმიერ ფასად! პი-
რადად მე, ამისთვის ძალიან მალე ვიქნები შემზადებული. გავიგებ ჩემი

42
საათის ბოლო წიკწიკს! უხმაუროს... მინავლებულს... მერე „ბახ“ და ყვე-
ლაფერი დასრულდება... არა, კიდევ ცოტაც... რაღაცა აკანკალდება აორ-
ტაში... მერე რიგრიგობით
ყველაფერი მოიშლება... სხეულს მაინც გაჭრიან... რათა დარწმუნ-
დნენ... დახრილ მაგიდაზე... იქ ვერ იპოვიან ჩემს ლამაზ ლეგენდას...
ვერც ჩემს სასტვენს... სიკვდილი ყველაფერს მიიბარებს. დიახ, ქალბა-
ტონო, – ვეტყვი მე, – თქვენ ნამდვილი ბოზი ხართ!
***
მაშინაც კი, როცა გულწასული ვიყავი, მირეიზე ვფიქრობდი... ვიცო-
დი, რომ პირს არ გააჩერებდა და სამყაროს ააქოთებდა.
„ოჰ, ოჰ, ოჰ, – დაიწყებდნენ ვიშვიშს ჟონკსიონში, – ეს ფერდინანდი
რა აუტანელი ვინმე გამხდარა! ტყეში დადის თურმე! ახლა შეგიძლიათ
წარმოიდგინოთ, რაებს ატრიალებს იქ?! (გაითვალისწინეთ მოყოლის
დროს გადმონთხეული ტყუილ-მართალი.) თან მარტო კი არ მიბრძან-
დება ვაჟბატონი, მირეისაც მიათრევს. გარყვნა და გაათახსირა ყველა
გოგო! მერიაში ვუჩივლებთ, ამას წყალი არ გაუვა! ყველაზე დიდი უბე-
დურება ისაა, რომ ჩირქი მოსცხო თავის თანამდებობას. ეს კაცი პირსის-
ხლიანი მოძალადე და მეამბოხეა!..“
რაცა ვარ, ესა ვარ, თქვენ კი ყველას კისერიც გიტეხიათ. როცა წარმო-
ვიდგენდი, რასაც ჩმახავდნენ, ლოგინში ვდუღდი... სულ სველი ვიყავი
გომბეშოსავით... ჰაერი არ მყოფნიდა... ვიხრჩობოდი... ვიკრუნჩხებო-
დი... გიჟს ვგავდი... საბნები აქეთ-იქით მოვისროლე...
ჩათლახური ძალა აღმოვაჩინე ჩემში... ისე, სატირები ნამდვილად
გამოგვეკიდნენ. დამწვრის სუნი ახლაც მცემს ცხვირში...
უზარმაზარი ჩრდილი გადამეფარა, ვერაფერს ვხედავ... ეს ლეონსის
შლაპაა... პროფესიული კავშირის აქტივისტის... ველოდრომივით ფარ-
თო ფარფლებით. ამგვარი თავსაბურით ხანძარსაც ჩააქრობდა კაცი.
დიახ, ეს პუატრა ლეონსია! დარწმუნებული ვარ... ის ხომ მუდამ კუდში
დამდევს. ეს ბიჭი მე მითვალთვალებს! ასე იყო ყოველთვის. ნამდვი-
ლად გამომტყუებს რაღაცას. პრეფექტურაში უფრო ხშირად შედის, ვიდ-
რე საჭიროა... ექვსის შემდეგ... ტყავიდან ძვრება... ასმენს სახელოსნოთა
მეპატრონეებს, აქაოდა, შეგირდების უფლებებს ვიცავო... მხარს უჭერს

43
აბორტს... მე, ცხადია, თვალში ვეპატარავები... გუნებას ვუფუჭებ თურ-
მე... უნდა, რომ გადამიაროს... მიწასთან გამასწოროს... და ამას ხმამაღ-
ლა გაიძახის...
კლინიკაში ბუღალტრად მუშაობს... ჰო, ამას გარდა, ფართოდ გამოკ-
ვანძული ჰალსტუხი უკეთია. ძილს მიფრთხობს თავზე დაკოსებული
ძვირფასი შლაპით. მგონი, ისევ მიწევს სიცხე... ახლა ავფეთქდები ბრა-
ზისგან!.. მაგარი გაქექილი ვინმეა ის ნაბიჭვარი ლეონს პუატრა. აუღებე-
ლი კედელი შეკრებებზე. როცა კონფედერატები მორიგ შანტაჟს აწყო-
ბენ, შეუძლია ორი საათი იღრიალოს, ხმას ვერავინ ჩააგდებინებს...
თუ მისი წინადადება ფეხზე დაიკიდეს, დასაბმელი ხდება. ამ დროს
ყვირილში პოლკის უფროსს გადაუჯოკრავს. ყველაფერთან ერთად, მა-
გარი ბეხლეწია. მტერს და ავს მისი მუშტი. ბაქიაცაა... ქალების მუსუ-
სიც... გაუჟიმავი მდედრი არ დატოვა უბანში! ამტანია ვირივით, ნაბიჭვა-
რი! თან ბედიც სწყალობს. აბა! „აგურისა და სახურავის სინდიკატის“
მდივანია ვანვ-ლა-რევოლტში. არჩეული მდივანი. დოსტებს ეამაყებათ
ასეთი უსაქმური და დარდიმანდი, ასეთი მკაცრი და დაუნდობელი ახ-
ლობელი. სხვა სიკეთესთან ერთად, პირველი კლასის ოღრაშია!
მიუხედავად ყველაფრისა, როცა უქეიფოდაა, ჩემი შურს. შურს ჩემი
აზრების, ინტელექტუალური საგანძურის. სიცოცხლეს უწამლავს ის,
რომ ყველა „ექიმოთი“ მომმართავს. გვერდით გაიყურსა... თავის დედა-
კაცებს შორის და იცდიდა. ელოდა, თუ რას მოვიმოქმედებდი. იქნება და
ერთხელაც საერთოდ გავმქრალიყავი? არა, ჩემი არსებობით ნამდვი-
ლად არ იყო გახარებული, არ აწყობდა, უბრალოდ. ამას რაღა მკითხაო-
ბა უნდა! მე კიდევ ვერ მოგართვი, ლეონს. შენს ჯინაზე ფეხს არ მოვიც-
ვლი აქედან! კიდევ დიდხანს ვიბოგინებ დედამიწაზე. შეუძლებელს შევ-
ძლებ! საკუთარ თავს ვაჯობებ და სასწაულებს მოვახდენ. მასაც გადავ-
კოცნი, თუ ამისგან სულს გააცხებს... ინფექციისგან!..
ზემო სართულზე ვიღაც ურახუნებს ინსტრუმენტზე... ჩემამდე საში-
ნელი ხმაური აღწევს... ხელოვანი ატარებს გაკვეთილს... ახლა თავად
მეცადინეობს... აღელვებულია... ვვარაუდობ, რომ მარტოა... დო!.. დო!..
დო!.. არ გამოსდის! სი!.. სი!.. სი!.. მიდი, მიდი, კიდევ ცოტაც. მი!.. მი!..
რე!.. იქნებ ყველაფერი მოგვარდეს!.. შემდეგ არპეჯო მარჯვნივ!.. შემ-

44
დეგ მარცხნივ... ააა, მარცხნივ, მგონი, არა უშავს... სი დიეზი!.. ღმერთო,
ეს რა არის!
ჩემი ფანჯრიდან პარიზი ჩანს... ქვემოთაა გაწოლილი და ჩვენკენ
მოხოხავს... მონმარტრისკენ... სახურავები... სახურავები... ერთმანეთს
მიჯრით მიწყობილი სახურავები... ზოგჯერ ისეთი განცდა მეუფლება,
თითქოს ერთი თავისი წვეტიანი პირით მეორეს აწვება და ჭრილობას
აყენებს... შუქი სისხლივით ჟონავს სახლებს შორის... ქუჩები ალაგ ცის-
ფერია, ალაგ – კვასკვასა წითელი... კიდევ უფრო დაბლა სენაა... ფერ-
მკრთალი ღრუბლები... ქშენა-ქშენით მიიკვლევს გზას საბუქსირო გემი...
ძალიან დაბლა – ბორცვები... კონტურები იდღაბნება და ყველაფერი
ერთ სივრცედ იკვრება... მალე ყველაფერი წკვარამში ჩაყვინთავს. ეს რა
ხმაური მესმის? იქნებ ეს ჩემი ბებრუცანა აბრახუნებს კედელზე?
უნდა წამოვხტე... ამოსვლაში დავეხმარო... დედა ბერანაჟი ძალიან
დაბერდა, უჭირს სართულებზე მარტოს ამოსვლა... და როგორ შემოვა?..
ჩუმი ნაბიჯებით შემოდის ოთახში... თითქოს იატაკს არც კი ეხება... არც
მარჯვნივ იცქირება, არც მარცხნივ... ფანჯრიდან სიცარიელეში გადის...
სახლების თავზე სიბნელეში მიაბიჯებს... იქითკენ გასდგომია გზას...
***
რე!.. ფა!.. სოლ დიეზი!.. მი!.. ოჰ, შენი დედაც! არა, რა. აღარ დაამ-
თავრებს... არასდროს!.. სულ დამწყები უნდა იყოს ეს უპატრონო მოსწავ-
ლე! როცა სიცხე ცხრება, ცხოვრება თითქოს სიმკვრივეს კარგავსო,
რბილდება და დუნდება, როგორც მუცელი ბისტროს ტუალეტში. ახლა
თავით ფეხამდე ნაწლავების ორომტრიალში გადავეშვები. დედაჩემს
რაღაც ამოუჩემებია... რაღაცას დაჟინებით ამტკიცებს... ეტყობა, ვიტ-
რუვს თავის ცხოვრებას უყვება... სულ თავიდან... უნდა გააგებინოს, რომ
ჩემ გვერდით ცხოვრება ნამდვილად არ იყო ვარდისფერი! მფლანგვე-
ლი! უპასუხისმგებლო!.. უდარდელი!.. ზარმაცი!.. თურმე სულაც არ ვგა-
ვარ მამაჩემს... არაფერი... არაფერი მომეცხო მისგან... არადა, ის ისეთი
წესიერი და კეთილსინდისიერი ყოფილა... ისეთი შრომისმოყვარე და
დაუზარელი... სანიმუშო და ყველანაირი ქების ღირსი... თუმცა ხელმო-
ცარული და უიღბლო... ერთ ზამთარსაც დარდს გადაჰყოლია... არა-
ფერს ჰყვება მოსიყვარულე ქმრის მიერ მის თავზე დაფშვნილ თეფშებ-

45
ზე. კრინტს არ ძრავს! რე, დო, მი! რე ბემოლი!.. ახლა მოსწავლეს უჭირს
მასწავლებელთან... ორი მერვედებით მიცოცავს... მეტრის თითებს
იმეორებს... ისევ ასცდა... მაგრად გაიჭედა... ჩაიძირა... უკვე ვეღარ ამო-
ტივტივდება... სავსე აქვს ხელები დიეზებით... „ტემპი!“ – ვყვირი ხმა-
მაღლა.
დედაჩემი არც იმას იხსენებს, თუ როგორ ათრევდა თმით ოგიუსტი
ფარდულის უკანა ოთახში. რა თქმა უნდა, ძალიან ვიწრო კი იყო ის მი-
ნაშენი დისკუსიებისათვის...
ამ ყველაფერზე დედა დუმს... ჩვენ პოეზიაში ვცურავთ... მართალია,
საშინელ სივიწროვეში ვცხოვრობდით, მაგრამ, სამაგიეროდ, საშინლად
გვიყვარდა ერთმანეთი. აი, რას ჰყვება დედაჩემი: მამაჩემი, უბრალოდ,
გიჟდებოდა ჩემზე, ძალიან მგრძნობიარე იყო ჩემი ნებისმიერი ქცევის
მიმართ... შფოთსა და მღელვარებას... ჩემს სახიფათო თავგადასავლებ-
სა და მიდრეკილებებს... გარყვნილებასა და უზნეობას დაუჩქარებია მი-
სი სიკვდილი... რა თქმა უნდა, დარდს შეუწირავს ის კაცი... ეს ყველაფე-
რი ხომ მის გულზე ილექებოდა!.. ბრახ! ერთ დღესაც! აი, ასე ჰყვებიან
ზღაპრებს... ეს ყველაფერი კი არის სიმართლესთან და გონიერებასთან
ახლოს, მაგრამ გაზავებულია მდაბალი, ბინძური და გულისამრევი სიც-
რუით... ეს ორი სულელი ქალი ისე გაიტაცა ერთმანეთის დაბოლებამ,
რომ პიანინოს ხმაურიც კი გადაფარეს... შემიძლია იმდენი ვარწყიო,
რამდენიც მომინდება.
ტყუილების როშვაში დედაჩემს არც ვიტრუვი უდებს ტოლს... ერთი-
მეორის მიყოლებით ყბედობს არაერთხელ გაღებულ მსხვერპლზე. მი-
რეი – მთელი მისი ცხოვრებაა!.. ბევრ რამეს ვერც მე ვუგებ თავსა და ბო-
ლოს... საპირფარეშოში უნდა წავიდე და გემოზე ვარწყიო... ჩემი აზრით,
ყველაფრის თავი და თავი მაინც მალარიაა... კონგოდან ჩამოვათრიე...
ყველა ნახვრეტიდან გამდის...
როცა ისევ დავწექი, დედაჩემი ქორწილის მოგონებებს მისდგომო-
და... კოლომბში... როცა ოგიუსტი ველოსპორტით იყო გატაცებული. მე-
ორეც არ რჩება ვალში და ღმერთმა უწყის, რაებს ფქვავს... თან ისე მი-
ამიტურად, ფრთიანი ანგელოზი გეგონება... თურმე მისნაირი ერთგული
მეორე არ მყოლია, ნებისმიერ რისკზეა წამსვლელი, ოღონდ ლინუსიში

46
ჩემს რეპუტაციას არაფერი დაემუქროს... ოჰ, ოჰ, ოჰ! წამოვიწიე... მეტი
აღარ შემიძლია... ვეღარ ვინძრევი... მხოლოდ გადახრას ვახერხებ, რა-
თა საწოლის მეორე მხარეს
გადავარწყიო. ამ ბოდვების მოსმენას მირჩევნია, საკუთარ ფანტაზი-
ებში გადავეშვა... ტიბო-ტრუვერი მელანდება... სულ უფულობაზე წუწუ-
ნებდა... მამა ჟოადი უკვე გამოასალმა სიცოცხლეს... რა მოხდა მერე? ამ-
ქვეყნად ერთით ნაკლები მამა იქნება... ჭერზე თავბრუდამხვევ ტურნი-
რებს ვადევნებ თვალყურს... მეისრეები სანახაობისთვის ემზადებიან...
ვხედავ თვით მეფე კროგოლდსაც... ჩრდილოეთიდან ჩამობრძანდა...
ბრედონშია მიწვეული მთელ თავის კართან ერთად... ვხედავ ვანდას,
მის ქალიშვილს, ქერას, დამაბრმავებლად ლამაზს... დავანძრევდი, მაგ-
რამ სულ სველი ვარ და თან ძალა აღარ შემრჩა... ჟოადს უკურნებელი
სიყვარულის სენი შეჰყრია... ასეთია ცხოვრება!.. ისევ იქ უნდა დავბრუნ-
დე... ისევ მერევა გული... მთელი ნაღველი გადმოვანთხიე... ძალაგამო-
ლეული ვხაოდი... მგონი, ჩემს ბებრუცანებამდეც მივატანე ხმა... ორივე
მოვარდა. დახმარება სცადეს... ცოტა ხანში ორივე გავყარე... კორიდორ-
ში ისევ მოხადეს ხურჯინს თავი... ჩემმა გასაცოდავებულმა იერმა მათ
საუბრის მანერა შეაცვლევინა... ლექსიკა დაეხვეწათ... გამოთქმებსაც მე-
ტი სიფრთხილით არჩევდნენ... მეც მახსენეს... ერთი-ორი საქებარი სიტ-
ყვაც გაიმეტეს... გასაგებიცაა... ჩემზე ჯერ კიდევ ბევრი რამეა დამოკიდე-
ბული... უეცრად ყველაფერი თავდაყირა დადგა... გონს მოეგნენ... ცოტა
ხნის წინ, უბრალოდ, შეჰყვნენ ქაქანს და თვითკონტროლი მოუდუნ-
დათ... ოჯახში ფულის შემომტანი მე ვარ... სხვა კი არავინ... მე, ერთა-
დერთი... დედაჩემი ბატონ ბიზონდთან, სახელგანთქმულ მებანდაჟეს-
თან ერთ-ორ სუს თუ შოულობს... აბა, რაში გვეყოფოდა მისი ჯამაგირი?!
ძნელია მის ასაკში ადგილის შენარჩუნება... მე რომ არ ვიყო, ქალბატონ
ვიტრუვსა და მის დისშვილს სული ამოხდებოდათ. რა ხრიკებს არ მივ-
მართავ, რომ მცირეოდენი თანხა მათაც გადავუგდო... უეცრად მოტვი-
ნეს, რა რისკის წინაშე შეიძლება აღმოჩენილიყვნენ და ჩაუცხრათ ვნე-
ბები...
„უხეშია! გადარეული! დასაბმელი გიჟი!.. მაგრამ გული აქვს კეთი-
ლი! დიდსულოვანი კაცია!“ ეს ნამდვილად უნდა ვაღიაროთ! ასეა და

47
მორჩა! არ ღირს ჯამაგირისა და დღიური ულუფის დავიწყება. არც მისი
ნამეტანი ლაფში ამოსვრა. ცდილობენ, თავი დაიმშვიდონ... დედაჩემი
ვიღაც რიგითი მუშა კი არ არის... ამას თავადაც გაიძახის დილის ლოცვა-
სავით... კომერსანტია! ფარდულის სრულუფლებიანი მფლობელნი
ჩვენს ოჯახში ნემსის ყუნწში ძვრებოდნენ ამ პატივის მოსაპოვებლად...
არა, არ ვართ ჩვენ ლოთი მუშები, რომლებიც ვალებში იხრჩობიან...
არა, როგორ გეკადრებათ! არაფერი შეგეშალოთ! სამი სიცოცხლე – ჩემი,
დედაჩემის და განსაკუთრებით მამაჩემის – მსხვერპლად შეეწირა. არა-
ვინ იცის, რა ძალისხმევად დაუჯდათ ეს... რაც მთავარია, ჩემმა მშობ-
ლებმა გაისტუმრეს ყველა ვალი...
ახლა დედაჩემი წელებზე ფეხს იდგამს, რომ ჩვენს არსებობას აზრი
დაუბრუნოს, შინაარსით გაავსოს... იძულებულია, წარმოსახვას მიმარ-
თოს: თხზას, ჩმახოს, გამოიგონოს. ჩვენი სიცოცხლეები გაქრნენ. ჩვენი
წარსულიც გაუჩინარდა... დედა ძალ-ღონეს არ იშურებს, როგორც კი შე-
საფერის მომენტს მოიხელთებს... რაღაცის ახოხოლავებას, ფეხზე წა-
მოყენებას ახერხებს... შემდეგ ყველაფერი ისპობა და მიწასთან სწორ-
დება!..
წამომახველებს თუ არა, დედაჩემი ჭკუიდან გადადის... საშინლად
ღიზიანდება... მამაჩემი ისეთი ამბალი იყო... ხარს წააქცევდა... ძლიერი
ფილტვები ჰქონდა. მეტი აღარ შემიძლია ამ ქალის ყურება, ბოლოს
მომიღებს! ერთი სული აქვს, სანამ მასთან ერთად, უნისონში შევუდ-
გები ბოდვას. არ ვივარგე არაფერში... ცუდი ვარ, ძალიან ცუდი... მხო-
ლოდ უბედურება მომაქვს... მამაჩემივით მეც მინდა მისი თავიდან მო-
ცილება... დო! მი! ლა! მოსწავლე წავიდა... მაესტრო ისვენებს... „იავნა-
ნათი“ იქცევს თავს... კარგი იქნებოდა, ემილი რომ მოსულიყო... საღა-
მოობით დამადგება ხოლმე და სახლს მილაგებს. თითქმის არ ლაპარა-
კობს... ვერც ვამჩნევდი ბოლო დროს... აი, მოსულა. მირჩია, რომი გადა-
კარიო... სადღაც მთვრალები ხმის ჩახლეჩამდე ყვირიან...
– იცით, საშინელი გრიპი ეტაკა! ძალიან ვღელავ! – იმეორებს დედა-
ჩემი კიდევ ერთხელ.
– ავადმყოფის კვალობაზე ნამეტანი თავაზიანი კი ჩანს!.. – ჩაიდუდ-
ღუნა ვიტრუვმა თავის მხრივ.

48
მე კიდევ ცეცხლი მეკიდა. ძლივს მივიტანე სული ფანჯრამდე.
ჩემს მშვენიერ ხომალდს გეზი ვარსკვლავისკენ უჭირავს... წკვარამში
ნელ-ნელა მიიკვლევს გზას... ცდილობს, მაგრამ ჯერ ვერ გაუსწრია მანა-
თობლისთვის. აფრები გაჰბერვია... ახლა თავი ცენტრალური საავად-
მყოფოსკენ დაადო... მთელი ქალაქი ხიდზე დგას... მდუმარედ... ყველა
მკვდარს ვცნობ... შტურვალთან მდგომიც ნაცნობი მეჩვენა... ლოცმანს
შენობით ველაპარაკები... მასწავლებელმა დროულად მოტვინა... უკ-
რავს მოტივს, რომელიც ჩვენ ნაოსნობისას გვჭირდება – „შავი ჯო“. რა-
თა უკეთ შევიგრძნოთ დრო... ამინდი... ქარი... სიცრუე... ფანჯარა რომ
გავაღო, უმალ აცივდება... ხვალ წავალ და ბატონ ბიზონდს, რომლის
წყალობითაც ერთ-ორ სუს ვშოულობთ, სულს გავაფრთხობინებ. ბი-
ზონდს – მებანდაჟეს, მისსავე ფარდულში... მინდა, რომ ის სამოგზაუ-
როდ წავიდეს... არასდროს გამოდის გარეთ... ჩემი ხომალდი გაიჭედა...
ახლა მონსოს პარკის თავზე ბუქნაობს. წინა საღამოსთან შედარებით...
სიჩქარე შეუნელდა... ახლა აუცილებლად გამოედება ქანდაკებებს...
„კომედი ფრანსეზის“ თავზე ორი მოჩვენება ეშვება. სამი უკიდეგანო
ღრუბელი რივოლის თაღებს მიაქანებს. ფანჯრებს მიღმა სირენის ღმუ-
ილი არემარეს აყრუებს... ჩარჩოს ვაწვები... შემოვარდნილი ქარი მთელ
ოთახს იპყრობს... დედაჩემს გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა...
ნოტაციას მიკითხავს. მე ისევ შეუძლოდ ვიგრძნობ თავს!.. როგორც ყო-
ველთვის, იქ არ ვდგავარ, სადაც საჭიროა!.. ვიტრუვიც წკმუტუნებს...
ჭკუა-დარიგების ნიაღვარმა წამლეკა... ვეურჩები, ამბოხის სურვილი მიპ-
ყრობს... ვლანძღავ მათ... ჩემი ხომალდი ძლივს მიათრევს სხეულს... ეს
დედაკაცები ანადგურებენ ყველა უსასრულობას. ხომალდი ასცდა
კურსს. ვაი, სირცხვილო... მარჯვენა ბორტზე გადაიხარა... აფრიან ხო-
მალდზე უფრო გრაციოზული არაფერი მეგულება დედამიწის ზურგზე.
ჩემი გული მას მიჰყვება... ეს ბოზები ვირთხებთან ერთად უნდა გაქცეუ-
ლიყვნენ, რომლებიც ასე სვრიან ტაკელაჟს! ვერასდროს მიადგება ნა-
პირს, ისე მაგრად აქვს ამწე ბაგირები დაჭიმული... ურიგო არ იქნებოდა
მათი ოდნავ მოშვება... ეს როგორმე მანამ უნდა მოგვარდეს, სანამ „სა-
მარიტენს“ მიაღწევს. ამ ყველაფერს სახურავების თავზე გავყვირი...
შემდეგ ჩემს სადგომსაც წყალი წალეკავს... მისი საფასური ბოლო სუმდე

49
გავისტუმრე! დიახ, ვალი აღარ დამრჩა. გადავიხადე ჩემი დედანატირე-
ბი არსებობით... პიჟამაში მოვისაქმე. გამეპარა! ყველაფერი დამისველ-
და.
ცუდად არის ჩემი საქმე. მალე ბასტილიას გადავუფრენ: „აჰ, მამაშე-
ნი აქ რომ ყოფილიყო...“ ეს ის სიტყვებია, რომლებიც ჩამესმის და ჭკუ-
იდან გადავყავარ! ვიწყებ დუღილსა და თუხთუხს! ის აშარი ქალი ჯერ
კიდევ აქ არის. უკან ვიხედები. მამაჩემს უკანასკნელი სიტყვებით ვაგი-
ნებ. სულ „დამპალი“ და „ნაძირალა“ ვეძახე... ვიჭაჭები... ფილტვები
ლამისაა გამისკდეს. „მსგავსი გოთვერანი სამყაროს არ ახსოვს დიუფაი-
ელიდან კაპრიკორნამდე!..“ თავიდან გაშეშდა... ენა მუცელში ჩაუვარდა!
ადგილზე მიეყინა! შემდეგ ნელ-ნელა მოეგო გონს... მე მისთვის არა-
ფერს წარმოვადგენ... ცარიელი ადგილი ვარ. უკვე აღარ ვიცი, რა წყალში
გადავვარდე. დედაჩემი ცრემლებად იღვრება. მწუხარებისა და დარდის
მოსასხამში გაეხვია. მუხლებზე დაეცა, მერე ისევ გაიმართა წელში.
ქოლგას დასტაცა ხელი და რამდენიმე ადგილას მიჩხვლიტა.
უზარმაზარი ქოლგა გამეტებით თავშიც მირახუნა. სახელური ხელში
ჩაეფშვნა... ისევ მორთო ზლუქუნი. ვიტრუვი ჩვენ შორის ჩადგა. „დედა-
შენს ურჩევნია, დღეიდან თვალით არ დაენახვო“. ხედავთ, როგორ მეპ-
ყრობა, რამდენს მიბედავს?! გაცოფებული მთელ ოთახს აზანზარებს.
საზიზღარი მოგონებები და გროვა უსიამოვნებებისა – აი, რა დატოვა მა-
მაჩემმა. დედაჩემს წარსული აკვიატებად ექცა. რაც უფრო მეტი დრო გა-
დის ქმრის გარდაცვალებიდან, მით უფრო უყვარდება ის. როგორც ძაღ-
ლი, რომელსაც პატრონის სიკვდილი ვერ მოუნელებია. მე კიდევ მეტი
საქმე არა მაქვს. ვერ შევურიგდები, სანამ სული არ ამომხდება! ვუმე-
ორებ, გაიძვერა, ფარისეველი, გაუთლელი, უხეში და ყველაფერში ხელ-
მოცარული იყო შენი სანუკვარი ქმარი-მეთქი. ისევ გადმოდის შეტევაზე.
თავისი ოგიუსტისთვის სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებს.
სურვილი მაქვს, ერთი მაგრად გავუშალო. ჯანდაბაა... მე ხომ მალარიით
ვარ დაავადებული... თითქოს ეს არ იყოს საკმარისი, დამდგარა და
მთათხავს... სულ გადაირია... საერთოდ არ ანაღვლებს ჩემი მდგომარე-
ობა... პატივისცემა არა, ის კიდევ! გაცოფებული დავიხარე და ქვედაკაბა
წამოვუწიე... დავინახე მისი დამჭკნარი და გამომხმარი ბაყვები. ორი

50
უსიცოცხლო ჯოხი... ჩამოწელილი უკანალი... უყარს ყველაფერი... ად-
რეც მომიკრავს ამისთვის თვალი... გული ამერია. ნარწყევის ზღვა დავა-
ყენე...
– გიჟი ხარ, ფერდინანდ! – თმობს პოზიციას... ერთს შეხტება ჰაერში
და თავქუდმოგლეჯილი გარბის... – გიჟი ხარ, დასაბმელი, – ყვირის და
კიბეზე ჩარბის.
ფეხი წამოვდე რაღაცას და იატაკზე გავიშხლართე. მესმის, როგორ
ჩადის კოჭლობით პირველ სართულამდე. ფანჯარა ღია დამრჩა... ოგი-
უსტზე ვფიქრობ. მასაც ძალიან უყვარდა გემები... ბუნებით ხელოვანი
იყო... არ გაუმართლა ცხოვრებაში... დროდადრო შტორმებს ხატავდა
ჩემს გრიფელის დაფაზე...
მოსამსახურე საწოლთან იყო დარჭობილი... „ნუ გაიხდი, სადმე ჩაც-
მული მიწექი, – ვუთხარი... – ჩვენ ვმოგზაურობთ... ჩემმა გემმა ყველა ნა-
თურა დაკარგა ლიონის ნავსაბმელზე... გადავცემ კაპიტანს, რომ არაგოს
სანაპიროზე დაბრუნდეს, როცა გილიოტინას წამოჭიმავენ... დილის ნავ-
საყუდელზე“...
ემილი იცინის... ხუმრობებისა არაფერი გაეგება... „ხვალ! – თქვა... –
ხვალ!..“
თავის ბიჭთან შესახვედრად წავიდა.
ახლა ნამდვილად მარტო დავრჩი!
მარჯვენა სანაპიროზე ათასობით ნავის დაბრუნებას საკუთარი თვა-
ლით ვუყურებ... თითოეულზე აფრის ქვეშ თითო მოკუნტული მკვდარი
აგდია და... მისი ისტორია... ტყუილების ხროვა... რომელიც ქარის დაჭე-
რაში დაეხმარება...
***
შემიძლია გასულ საუკუნეზე ვისაუბრო. მის კუდს მივუსწარი... ის ორ-
ლიდან გაუდგა გზას... შუაზი-ლე-რუასკენ აიღო გეზი... იქ, რუნჟიში,
ცხოვრობდა არმიდა... ჩემი დიდედა.
უამრავ რამეს ჰყვებოდა, რომელიც მის გარდა ყველას დავიწყებოდა.
შემოდგომაზე რომელიმე კვირადღეს ვირჩევდით ხოლმე, რათა მისი
მონახულება სუსხიანი თვეების დადგომამდე მოგვესწრო... შემდეგ გა-

51
ზაფხულამდე ვეღარ ვბრუნდებით. გვიკვირდა, რომ ჯერ კიდევ სული
ედგა...
წარსულის მოგონებები იმდენად მწველია, ვეღარ მოიცილებ... ამავ-
დროულად სათუთი და დამანგრეველი... ყველაფერი ზუსტად მახ-
სოვს... შატლეზე ცხენებშებმულ ომნიბუსზე ვსხდებოდით... ბავშვები
იმპერიალის გრძელ სკამებზე წამოვსკუპდებოდით ხოლმე. მამაჩემი
სახლში რჩებოდა. დეიდაშვილები გაუთავებლად ხუმრობდნენ... ამ-
ბობდნენ, დიდედა არმიდა ამჯერად ცოცხალი ნამდვილად არ დაგ-
ვხვდებაო... საწყალს მოსამსახურე არ ჰყავს და მარტო ცხოვრობს.
წყალდიდობის დროს უეჭველად დაიხრჩობოდა, იმიტომ რომ მის გაფ-
რთხილებას ვერ მოასწრებდნენო...
აი, ასე მივჯაყჯაყებდით ჭალების გასწვრივ შუაზიმდე... არ მახსოვს,
რამდენი საათი გრძელდებოდა მგზავრობა... უსასრულო კი იყო! სამაგი-
ეროდ, სუფთა ჰაერით მებერებოდა ფილტვები. უკან მატარებლით
ვბრუნდებოდით...
ბოლო გაჩერებაზე უნდა გვეჩქარა! ქვაფენილზე კი არ მივაბიჯებ-
დით, ტყვიანაკრავივით მივქროდით. დედაჩემი მკლავში ჩამაფრინდე-
ბოდა და ლამის მიმათრევდა, რომ სხვებს არ ჩამოვრჩენოდი... ამ სირ-
ბილში სხვა ნათესავებსაც ვხვდებოდით, რომლებიც ასევე დიდედას სა-
ნახავად ჩამოდიოდნენ... დედაჩემს ძალიან ბოჭავდა თავისი შინიონი,
პირბადე, თავზე დაკოსებული კანოტიე, ქინძისთავები და, რა ვიცი, კი-
დევ ათასი უბედურება... ნერვიულობისგან პირბადეს ღეჭავდა... ბოლოს
თითქმის სველს მოიხსნიდა ხოლმე. არმიდას სახლისკენ მიმავალი შა-
რაგზის ორივე მხარეს წაბლის ხეები იყო ჩამწკრივებული. ერთი სული
მქონდა, მომეკრიფა, მაგრამ თითსაც ვერ დავაკარებდი. ამის დრო არ
გვქონდა... ერთი წუთიც კი! გზის მიღმა ხეები, მინდვრები, მიწაყრი-
ლები და ბორცვები ახარებდა თვალს... შორს, ძალიან შორს სოფელი
იყო გაწოლილი... კიდევ უფრო შორს კი უცნობი ქვეყნები... ჩინეთი...
იმის იქით კი არაფერი... სრული სიცარიელე.
ისე მივრბოდით, რომ ვერ მოვითმინე და შარვალში მოვისაქმე...
სხვათა შორის, მძღნერი შარვალზე სამხედრო სამსახურამდე მქონდა
აკრული, ისე ვჩქარობდი მთელი ჩემი ყრმობის წლებში. როგორც იქნა,

52
ოფლში გახვითქულებმა პირველ სახლებამდე მივაღწიეთ. ლამაზი და-
სახლება კი იყო. დღეს ამას უკეთ ვაცნობიერებ... თავისი მშვიდი და
წყნარი კუთხეებით, პატარა ვიწრო ქუჩებით, ხავსით, შესახვევ-მისახვე-
ვებით, ჩიხებით და კიდევ ათასი ფერწერული დეტალით. როგორც კი
ალაყაფის კარის წინ აღმოვჩნდებოდით, ხუმრობა და ლაზღანდარობა
წყდებოდა... სამაგიეროდ, კარი იწყებდა ხრჭიალს... აგერ უკვე ორმოც-
დაათი წელია, რაც დეიდა სადღესასწაულო სამოსს განსაკუთრებული
შემთხვევებისთვის „კარო დიუ ტამპლში“ ქირაობდა... მთელი მისი და-
ნაზოგები რუნჟის ამ სახლმა შეიწირა.
მასპინძელი ოთახის სიღრმეში, ბუხრის წინ სავარძელში იჯდა. მოთ-
მენით ელოდა, სანამ მის წინ ჩავმწკრივდებოდით. სუსტი მხედველობის
გამო დარაბები მუდამ დახურული ჰქონდა.
ეს იყო შვეიცარიულ სტილში ნაგები სახლი, რომელიც მაშინ მოდაში
იყო. სახლის წინ, მყრალ გუბურაში თევზები ღაფავდნენ სულს... კიდევ
ცოტას გავივლიდით და პარმაღს ვუახლოვდებოდით... შემდეგ კი
წყვდიადში შევრგავდით თავს... რაღაც უცნაურს, გაურკვევლად რბილს
ვეხებოდი. „მოდი, მოდი, ნუ გეშინია, ჩემო პატარა ფერდინანდ!“ – სურ-
და, მომფერებოდა. საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. თავიდან რაღაც
ცივი და ხეშეში მეხებოდა, შემდეგ ტუჩის კუთხეში რაღაც ნელთბილს
ვგრძნობდი, რისგანაც ძარღვებში სისხლი მეყინებოდა... ინთებოდა ერ-
თადერთი სანთელი. ნათესავები ერთად შექუჩდებოდნენ და დუჟმო-
რეულები ჭორაობდნენ. როცა ხედავდნენ, როგორ ვკოცნიდი დიდედას,
გული უჩუყდებოდათ. მე კი ის ერთადერთი კოცნა საშინელ ზიზღს მი-
ნერგავდა... ასევე მზარავდა თავბრუდამხვევი სიარულიც. როცა დიასახ-
ლისი ლაპარაკს იწყებდა, დანარჩენებს ხმა უნდა ჩაეკმინდათ. არც
იცოდნენ, რა პასუხი გაეცათ მისთვის. დიდედა საუბრისას ხავსმოკიდე-
ბულ კავშირებითი კილოს არქაულ ფორმას იყენებდა, რომელზეც უკვე
არავინ საუბრობდა. ამით თავის გამორჩეულობას უსვამდა ხაზს. ძალი-
ან კი გაუჭიანურდა ამქვეყნად ვიზიტი.
მის უკან, ბუხარში არასდროს ანთებდნენ ცეცხლს! „ეჰ, ჩემი საქმეები
ოდნავ მაინც რომ გამოკეთებულიყო...“ სინამდვილეში ერთადერთი მი-
ზეზი ხელმომჭირნეობა გახლდათ.

53
სანამ დავიშლებოდით, არმიდა ყველას ტკბილეულს სთავაზობდა –
გამომშრალ ორცხობილებს მჭიდროდ დაგმანული კოლოფიდან, რომე-
ლიც წელიწადში ორად ორჯერ იხსნებოდა: რა თქმა უნდა, ყველა უარს
ამბობდა... ბოლოს და ბოლოს, პატარები უკვე აღარ იყვნენ... ეს სასუს-
ნავი მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი, მათ დანახვაზე მღელვარე-
ბისა და სიამოვნების განცდა ხტუნვით უნდა გამომეხატა. ასეთი იყო ინ-
სტრუქცია... სტარტს დედაჩემი მაძლევდა ბწკენით... შემდეგ ვითომ
ბაღში გავრბოდი სათამაშოდ, სინამდვილეში კი ყველაფერი აუზში თევ-
ზებისთვის უნდა გადამეფურთხებინა.
სიბნელეში, დიდედისა და მისი სავარძლის უკან იყო ის, რაც უკვე
დასრულდა – ბაბუაჩემი ლეოპოლდი, რომელიც ინდოეთიდან არ მობ-
რუნებულა, ღვთისმშობელი მარიამი, ბატონი დე ბერჟერაკი, ფელიქს
ფორი, ლუსტუკრუ და ემპარფე დიუ სუბჟონქტიფი. მგონი, სულ ეს იყო.
ჩემს გადაღრძუებულ წინაპარს კიდევ ერთხელ კოცნის უფლებას
უკან გამომგზავრების დღეს ვაძლევდი. შემდეგ ყველანი მოულოდნე-
ლად გავცვივდებოდით გარეთ და ბაღის გავლით თავქუდმოგლეჯილე-
ბი გავრბოდით. ეკლესიასთან ბიძაშვილებს ვემშვიდობებოდით. ისინი
ჟუვიზიში უნდა ასულიყვნენ. როცა მპროშნიდნენ, ათასგვარი სუნი ასდი-
ოდათ, იღლიებიდან წამოსული ყროლისგან სუნთქვა მეკვროდა. დედა-
ჩემი ჩვეულებრივზე მეტად კოჭლობდა, იმიტომ რომ საათზე მეტხანს
ჯდომისგან ფეხები სულ დასივებოდა.
გზად აუცილებლად შევირბენდით ტიეს სასაფლაოზე. ხეივნის ბო-
ლოს ჩვენი ორი ნათესავი იყო დაკრძალული. ზერელედ შევავლებდით
მზერას საფლავებს და უკან გამოვრბოდით ქურდებივით. მიცვალებუ-
ლების ხსენების დღეს მალე იცის დაღამება. ბელ-ეპინის გასაყარზე
კლოტილდას, გუსტავსა და გასტონს დავეწეოდით. დედაჩემი ძლივს მი-
ლასლასებდა, ბორძიკობდა, ხან რას წამოედებოდა და ხან რას. ერთხე-
ლაც სერიოზულად იღრძო ფეხი, როდესაც რკინიგზის ლიანდაგს მიახ-
ლოებულმა ჩემი ხელში აყვანა მოინდომა.
ვჩქარობდით, ჩამობნელებამდე როგორმე დიდ აფთიაქამდე რომ
მიგვეღწია. იქვე იწყებოდა „გრან რიუ“, მაუწყებელი იმისა, რომ გადავ-
რჩით... გაზის განათებაზე ბისტროების კარები სწრაფად იღებოდა და

54
იხურებოდა. იქიდან მუსიკის ჰანგები იღვრებოდა. უსაფრთხოდ ნამდვი-
ლად ვერ ვგრძნობდით თავს. ერთი ტროტუარიდან მეორეზე გადავდი-
ოდით. ლოთები დედაჩემს შიშის ზარს სცემდნენ. სადგურის ინტერიერი
დუქანს გვაგონებდა. მოსაცდელი დარბაზი ჭერზე ჩამოკონწიალებული
ზეთის ლამპით ნათდებოდა და კვამლით გაბუღულიყო. ღუმელთან გა-
სათბობად მიფიცხებული მგზავრები გულისამრევად ახველებდნენ,
ფილტვებიდან ამოყრილ ჩირქოვან, აყროლებულ ბურთულებს მოური-
დებლად აფურთხებდნენ ძირს. აი, მატარებელიც შემოგრუხუნდა და
იქაურობა ააზანზარა. ისეთი განცდა მეუფლებოდა, რომ ცოტაც და, ყვე-
ლაფერს მიწასთან გაასწორებდა. მგზავრები წრიალს იწყებდნენ, ზოგი
აქეთ გარბოდა, ზოგი იქით, ზურგზე ბარგმოგდებულებს ვაგონებისკენ
ეჩქარებოდათ. ორნი დავრჩით. დედაჩემმა მთელი ძალით მშვლიპა სი-
ფათში, იმიტომ რომ ვეურჩე და რამდენჯერმე ხელიდან დავუსხლტი.
ივრიში ჩავედით. ვისარგებლეთ შემთხვევით, რომ ქალბატონ ერონ-
დთან, მაქმანების ოსტატთან, შეგვევლო. ამ ქალს ყველაფერი ეხერხე-
ბოდა. ქსოვდა, ქარგავდა, კერავდა. მიუტანდი ძველ, ფერგადასულ და
სულამომძვრალ მაქმანებს, გაპიწკინებულს ჩაგაბარებდა უკან, ვეღარ
იცნობდი, ახლები გეგონებოდა.
ერონდი თითქმის ივრის დასალიერში ცხოვრობდა, პალისის ქუჩა-
ზე, – სინამდვილეში ძნელად თუ მიამსგავსებდი ქუჩას, – წარმოიდგი-
ნეთ, ტრიალ მინდორზე დასკუპებული ქოხმახი. ყოველ ჯერზე, როცა
ივრში ვჩერდებოდით, აუცილებლად მისი აჩქარება გვიწევდა. გამო-
რიცხული იყო, შეკვეთა დათქმულ დროს დაეხვედრებინა. მუშტრებიც
ხომ სასტიკები და საშინელი ქვაწვიები ჰყავდა. არაფერს ვამბობ იმ ყვი-
რილსა და ღრიალზე, რომელსაც დაგვიანებისთვის ტეხდნენ. მახსოვს,
როგორ წიკვინებდა დედაჩემიც თითქმის ყოველ საღამოს, მუშა ქალმა
მაქმანები დროზე რომ არ აღირსა. თუ მუშტარი ბრაზობდა იმის გამო,
რომ მისი ვალენსიური მაქმანის ნაკუწი დროზე არ დაუბრუნეს, არ იყო
გამორიცხული, მთელი წელი მისკენ არც გამოეხედა.
ივრის მიღმა გადაჭიმული დაბლობი ბევრად სახიფათო იყო, ვიდრე
დიდედა არმიდას სახლისკენ მიმავალი გზა. შედარებაც კი არ შეიძლე-
ბოდა. გამუდმებით გვხვდებოდნენ ხულიგნები. ყველა, როგორც ერთი,

55
დედაჩემის შებმას ცდილობდა. ხან რას მიაძახებდნენ და ხან რას. თუ
მათკენ გავიხედავდი, დედაჩემის სილა გამოწერილი მქონდა. ისეთს გა-
მომიქანებდა, თავბრუ მეხვეოდა. როცა ტალახი შეთხელდებოდა და წე-
ბოვანი ხდებოდა, შიგ შეიძლება ჩექმებიც დაგეკარგა. ვხვდებოდით,
რომ დანიშნულების პუნქტამდე ბევრი არ დაგვრჩენოდა. ერონდის ერ-
თადერთი ქოხმახი ტრიალ მინდორს გადაჰყურებდა. ძაღლი ყეფა-ყე-
ფით გამოვარდებოდა ხოლმე ჩვენთან შესახვედრად. იღრინებოდა
მთელი ძალით. ცხადია, ფანჯრიდან ამჩნევდნენ ჩვენს მოახლოებას.
მუშა ქალისთვის ჩვენი გამოცხადება ყოველ ჯერზე დიდი მოულოდ-
ნელობა გახლდათ. დაგვინახავდა თუ არა, გაკვირვებისგან ენა მუცელში
უვარდებოდა. ლაპარაკი დედაჩემის არცთუ ისე სასიამოვნო საყვედურე-
ბით იწყებოდა. ისიც არ რჩებოდა ვალში და, როგორც შეეძლო, თავს
იცავდა. ბოლოს ორივენი დუეტში ტიროდნენ... მე კი ამ დროს ფანჯა-
რასთან ვიდექი და გარეთ ვიცქირებოდი... უკიდეგანო იყო ეს შავბნელი
დაბლობი... ისეთი განცდა მეუფლებოდა, რომ პარიზი სენის სანაპირო-
ებთან სრულდებოდა...
ქალბატონი ერონდი ნავთის ლამპის შუქზე კემსავდა. იხრჩობოდა
კვამლისგან და თვალებს ითხრიდა. დედა უჩიჩინებდა, გაზი გააყვანინე,
თორემ ასე სულ დაკარგავ მხედველობასო. „არა, გაზი, უბრალოდ, აუცი-
ლებელია!“ – დაუბარებდა ხოლმე წასვლისასაც.
რაც მართალია, მართალია, პაწაწინა არშიებს, გაქცეულ თვლებსა
და ობობას ქსელებს საათობით მიჭიჭინებული ერონდის თვალის ბადუ-
რას ნამდვილად არ ადგა კარგი დღე. დედაჩემის შენიშვნები და რჩევები
უფრო მისდამი მეგობრული განწყობით იყო ნაკარნახევი, ვიდრე ანგა-
რებით... ერონდის ქოხში მხოლოდ ღამე ვხვდებოდით.
„შეგვპირდნენ, სექტემბერში უსათუოდ გაგიყვანთ გაზსო“, – იყო მი-
სი პასუხი ყოველ ჯერზე. ცრუობდა, რა თქმა უნდა, რათა მისთვის ტვინი
არ ებურღათ. დედაჩემი, მიუხედავად პატარ-პატარა ხინჯებისა, ძალიან
უფასებდა ნახელავს.
დედას განსაკუთრებულ შიშის ზარს ხელმრუდე მუშა ქალები სცემ-
დნენ. ქალბატონ ერონდისთანა პატიოსანი ოსტატი მეორე არ დადიო-
და ამქვეყნად. ერთ სანტიმშიც კი არ მოვუტყუებივართ... არასდროს!

56
უჭირდა საწყალს. საშინელ პირობებში მუშაობდა. არადა, ფასდაუ-
დებელი საგანძურები მიუნდვიათ მისთვის – სამღვდელო პირთა სამო-
სელის გასაწყობი უძვირფასესი მაქმანები. ასეთებს დღეს მხოლოდ მუ-
ზეუმებში თუ დაათვალიერებთ. მოგვიანებით, როცა გულწრფელობის
შემოტევისას ამის შესახებ იხსენებდა, გულისამაჩუყებელი მგზნებარე-
ბა და აღფრთოვანება იპყრობდა... ხანდახან ცრემლებიც კი მოადგებო-
და თვალებზე. „ეს ქალი ნამდვილი ჯადოქარი იყო! – შესძახებდა ხმა-
მაღლა, – სამწუხაროა, რომ დანაპირების შესრულებას ვერ ახერხებდა.
არ მახსოვს, სიტყვა არ გაეტეხოს და შეკვეთა დროულად ჩაებარები-
ნოს...“ ეს ჯადოქარი ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ გაზის განათებას ვერ
ეღირსა, შეიწირა დაღლილობამ, მოურჩენელმა გრიპმა, თავქარიანი და
დაუოკებელი მექალთანე ქმრის თავგადასავლების გამო მიყენებულმა
დარდმა და ტკივილმა... მშობიარობას გადაჰყვა... დღესავით მახსოვს
მისი გასვენება... პეტი-ივრიში მიაბარეს მიწას... სამნი ვიყავით მხო-
ლოდ: მე და ჩემი მშობლები, ქმარი არც კი შეწუხებულა! ლამაზი მამაკა-
ცი კი იყო ისე. რასაც შოულობდა, მუცელში ისხამდა... ჯიბეში სანტიმსაც
არ იტოვებდა: გაიონის ქუჩის კუთხეში მდებარე ბარში იყო დღედაღამ
დაყუდებული... ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში... კიდევ ერ-
თი ათი წელი მაინც დაეთრეოდა იმ წყეულ დაწესებულებაში. მერე კი
უგზო-უკვლოდ გაქრა.
ჩვენი რბოლა ერონდის სახელოსნოდან გამოსვლით როდი მთავ-
რდებოდა. აუსტერლიცის რკინიგზის სადგურზე დაოთხილი სირბილი
იწყებოდა; ბასტილიამდე დარჩენილ პატარა მანძილს კი ომნიბუსით
ვფარავდით. ზამთრის ცირკის გვერდით ვიურცემების, წარმოშობით
ალზასელი ებენისტების სახელოსნო მდებარეობდა. ოჯახში დიდი და
პატარა ამ საქმეში იყო ჩართული. სწორედ მათ გადაღებეს „ძველ
სტილში“ მთელი ჩვენი ავეჯი, სადგამები, გამოზნექილფეხებიანი მაგი-
დები. ოცი წელი პატიოსნად ემსახურნენ ბებიაჩემს. შემდეგ კი – ყველა
დანარჩენს. აი, ინკრუსტაციაში სცოდავდნენ ცოტას. ვეღარ ჩერდებოდა
ეს ოხერი ავეჯზე და იყო ამის გამო გაუთავებელი კინკლაობა და შელა-
პარაკებები. და მაინც, ვიურცემი ნამდვილი ხელოვანი იყო, თავის საქ-
მეში ბადალი არ ჰყავდა. ეძინათ პირდაპირ ბურბუშელებში. ურიცხვნი

57
იყვნენ: ცოლი, დეიდა, ცოლის ძმა, ორი ბიძაშვილი და ოთხი შვილი. მა-
საც იგივე სენი სჭირდა: გამორიცხული იყო, შეკვეთა დროზე მოესწრო...
თევზაობით იყო გატაცებული. იმის ნაცვლად, რომ საქმისთვის მიეხე-
და, კვირების განმავლობაში სენ-მარტენის არხზე იკარგებოდა. დედა-
ჩემს ბრაზისგან სახეში სისხლი ასხამდა. ისიც გამომწვევად პასუხობდა.
მოგვიანებით კი მოიხდიდა ბოდიშს... მთელი ოჯახი იწყებდა ტირილს.
წარმოიდგინეთ, ცხრა ადამიანი, ერთხმად რომ ღნავის, მათ პირისპირ
კი ჩვენ ორნი – მე და დედაჩემი. მუდამ ჯიბეგაფხეკილები იყვნენ. ბინის
ქირის გადაუხდელობის გამო ერთხელაც ქუჩაში აღმოჩნდნენ. მერე წა-
ვიდნენ და კოლენკურის ქუჩაზე რომელიღაც ფარღალალა ნაგებობას
შეაფარეს თავი.
ეს ძვირფასი ქოხი ხეობის ძირში იდგა. იქ ჩასასვლელად მე და დე-
დაჩემი ფიცრებზე ვდგებოდით. სხვანაირად ტალახში ამოვყოფდით
თავს. შორიდანვე ისმოდა მათი ყვირილი. ფარნის შუქი გვიწევდა მეგ-
ზურობას; როცა მათთან აღმოვჩნდებოდი, ყოველთვის ერთი სურვილი
მიპყრობდა: გადმომეგდო გაზქურიდან ქვაბი, რომელშიც წებო თუხთუ-
ხებდა. ერთხელაც გადავწყვიტე, სურვილი ამესრულებინა. მამაჩემმა ეს
ამბავი რომ შეიტყო, დედა გააფრთხილა, ეს ბიჭი, ერთხელაც იქნება,
დამახრჩობსო; მისი მიდრეკილებები ამ ვარაუდის საბაბს მაძლევსო.
ხედავთ, როგორი შორსმჭვრეტელი იყო?
და მაინც, სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა ვიურცებთან. უბორო-
ტო ხალხი იყო. ყველაზე წარმოუდგენელი ჩხუბის შემდეგ, როგორც კი
ფულით პირი მოექონებოდათ, უმალ სიმღერას დასცხებდნენ. ტრაგე-
დიას ვერაფერში ხედავდნენ. მოკლედ, მსგავს თავქარიან მუშებს ჩემს
დღეში არ გადავყრივარ. გააზრების უნარი – ნულზე, პასუხისმგებლობის
განცდა – ნულზე. ამ კუთხით საერთოდ არ გვგავდნენ. დედაჩემს ხომ
ყველაფერში უნდა ენახა სარგებელი: წამდაუწუმ მახსენებდა მათ მაგა-
ლითს დასაშინებლად. მე კი ვფიქრობდი, რომ ძალიან თავაზიანები და
სიმპათიურები იყვნენ. გემოზე ვხვრინავდი მათ ბურბუშელაში. ვინმეს
კარგად უნდა შევენჯღრიე, რომ ფეხზე წამოვეგდე, მერე ბულვარამდე
უნდა მერბინა, იქ კი ღვინის ბაზრამდე მიმავალ ომნიბუსს შევხტომოდი.
ვგიჟდებოდი მის ინტერიერზე, განსაკუთრებით ჭერიდან მოცქერალ

58
თვალზე, საიდანაც შუქი იღვრებოდა და სკამებზე დასკუპებული მგზავ-
რების სახეებს ფანტასმაგორიულ სინათლეს ჰფენდა. ეს იყო ჯადოსნუ-
რი...
მარტირის ქუჩაზე პოლიციელები დარბოდნენ. მოქალაქეები ჩერდე-
ბოდნენ, რათა მათთვის გზა დაეთმოთ. ფარდულს დიდი დაგვიანებით
მივაღწიეთ.
ბებია კუთხეში თავისთვის ჩუმად მიიყუჟა. ოგიუსტმა კასკეტი ყურე-
ბამდე ჩამოიფხატა და მოჰყვა წინ და უკან სიარულს, როგორც აღრენი-
ლი ლომი კაპიტნის ბოგირზე. დედაჩემი ტაბურეტზე დაეშვა... დამნაშა-
ვედ გრძნობდა თავს და ახსნა-განმარტებები და თავისმართლება არც
უცდია. რაც გზად ჩავიდინეთ, არავინ მოგვიწონა, – არც ბებიამ და არც
მამამ. ბოლოს მაღაზია დავკეტეთ... თავაზიანად ვუთხარით ერთმა-
ნეთს „ნახვამდის“ და სამივენი დასაძინებლად წავედით. ჩვენ სახლამ-
დე კიდევ კარგა ხანს უნდა გვეფორთხიალა... „ბონ მარშეს“ გვარიანად
უნდა გავცდენოდით.
მამაჩემს ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა. სამსახურს რომ მორჩებო-
და, კასკეტს მოისვრიდა და მეზღვაურის ქუდს დაიკოსებდა. შორეული
ნაოსნობის კაპიტნობა მისი აუხდენელი ოცნება გახლდათ. ამ აკვიატე-
ბის გამო მუდამ ამჟავებული დადიოდა.
ბაბილონის ქუჩაზე ჩვენი ბინის ფანჯრები „მისიონზე“ გადიოდა. კი-
ურეების გალობა ჩვენამდეც აღწევდა. ღამითაც კი დგებოდნენ, რათა
თავიანთი ჰიმნები ბოლომდე ემღერათ. ხედვით კი ვერ ვხედავდით.
ყრუ კედელი მთლიანად გვიფარავდა თვალსაწიერს... ამის გამო მუდმი-
ვი წკვარამი იდგა.
„კოკსინელ-ენსანდიში“ მამაჩემს ძალიან ცოტას უხდიდნენ. ტიუილ-
რის ბაღის გადაჭრისას ხშირად ხელში ავყავდი. იმხანად პოლიციელებს
შთამბეჭდავი ფაშვები ჰქონდათ. ფარნების ქვეშ დაერჭობოდნენ ხოლ-
მე ქანდაკებებივით.
სენა ბალღებს აჯადოებს... ქარისგან აქოჩრილი დინება, ზედაპირზე
მოცეკვავე ათინათი... შუაგულისკენ უზარმაზარი უფსკრული, რომელიც
დუღს, ბორგავს და ღმუის. ვანოს ქუჩაზე შევუხვიეთ და როგორც იქნა,
შინ მივედით: ლამპის ანთებისას უეჭველად იწყებოდა კომედია. დედა-

59
ჩემს ამისა არაფერი გაეგებოდა, მამაჩემიც მაგრად ჯახირობდა – ასწევ-
და, დასწევდა, იწყევლებოდა, იგინებოდა, იმდენს
ატრიალებდა, რომ აუცილებლად მოითხვრებოდა, გატეხდა პატ-
რუქსა და ხუფს.
მაღალი, ქერა კაცი იყო მამაჩემი... მის წყობიდან გამოყვანას დიდი
ძალისხმევა არ სჭირდებოდა, ცოფდებოდა თითქმის ყველაფერზე...
უზარმაზარ ულვაშს ზემოთ ჩვილი ბავშვივით პატარა, მრგვალი და ფუმ-
ფულა ცხვირი ჰქონდა დასკუპებული. როცა ბრაზობდა, მრისხანედ აბ-
რიალებდა თვალებს. მხოლოდ უსიამოვნებებზე ფიქრობდა და არც
უჩიოდა მათ უქონლობას... სადაზღვევო კანტორაში მისი ჯამაგირი ას
ათ ფრანკს არ აღემატებოდა.
სინამდვილეში, იმის ნაცვლად, რომ ფლოტში ემსახურა, მამამ შვი-
დი წლით არტილერიაში ამოყო თავი. მას სურდა, ძლიერი, ჯანმაგარი,
წარმატებული და დაფასებული ყოფილიყო, „კოკსინელში“ კი არაფრად
აგდებდნენ, ზედაც არ უყურებდნენ: მოკლედ, თავმოყვარეობისა და ერ-
თფეროვნებისგან იტანჯებოდა. სიმწიფის ატესტატის, ულვაშისა და კე-
თილსინდისიერების მეტი არაფერი ებადა. ჩემმა ამქვეყნად მოვლინე-
ბამ ხომ საბოლოოდ გააძრო ტყავი ისედაც გასაცოდავებულ ოჯახს...
...დილიდან ლუკმა არ ჩაგვედო პირში. დედა სამზარეულოში ტრი-
ალებდა და ისმოდა ქვაბების გაუთავებელი რახუნი. ქვედაკაბა გადაეც-
ვა, რათა საჭმლის კეთებისას არ დაესვარა... წუწუნებდა, რომ ოგიუსტი
არ უფასებდა კეთილ ზრახვებს, არაფერი გაეგებოდა ვაჭრობის სიძნე-
ლეებისა... მამაჩემი მუშამბაგადაფარებული მაგიდის კუთხეში იდაყ-
ვებს დაჰყრდნობოდა და საკუთარ გასაჭირზე ფიქრობდა... დროდადრო
აშკარად უსვამდა ხაზს საკუთარ უკმაყოფილებას, აქაოდა, მეტი აღარ
შემიძლიაო... დედას მეუღლის დამშვიდება არასდროს ეზარებოდა. მაგ-
რამ, როგორც კი დასაკიდ ლამპას, ლამაზ ყვითელ ბურთს, კაუჭიდან ჩა-
მოხსნიდა, ოგიუსტს პირკატა ეცემოდა. აი, მაშინ იწყებოდა, რაც იწყებო-
და. „კლემანს! ღმერთო ჩემო, კლემანს, ნუ იზამ ამას! ახლა, რა, ცეცხლი
გინდა გაგვიჩინო?! რამდენჯერ გითხარი, ორი ხელით-მეთქი“. იწყებდა
გრგვინვას და მრისხანებისგან სიტყვებს ვერ პოულობდა. როცა ასე
ცოფდებოდა, სახეზე აგურისფერი ედებოდა, გომბეშოსავით იბერებო-

60
და, თვალებს დრაკონივით აბრიალებდა. შიშისმომგვრელი იყო მისი
ყურება. მე და დედაჩემს საშინელი ზაფრა გვიპყრობდა. შემდეგ ოგიუს-
ტი იატაკზე თეფშს დაანარცხებდა და ყველანი დასაძინებლად მივდი-
ოდით.
„შეტრიალდი კედლისკენ, პატარა ავაზაკო, და აღარ გამოიხედო
აქეთ!“ ამის სურვილი დიდად არც მქონდა... ისედაც ყველაფერი ვიცო-
დი... მრცხვენოდა... მესმოდა დაბალი და პუტკუნა დედაჩემის ნაბიჯე-
ბი... ერთი ოთახიდან მეორეში კოჭლობით გადადიოდა... მამაჩემი ეხვე-
წებოდა, დედაჩემი უარზე იყო, რა დროის ეგაა, ჭურჭელი დამრჩა დასა-
რეცხიო. დაძაბულობის განსამუხტად დედა ვოკალური მონაცემების დე-
მონსტრირებას ცდილობდა...
„და მზე სახურავის ღრიჭოებიდან
ჩვენს ოთახში იღვრებოდა... “
მამაჩემი „სამშობლოს“ კითხულობდა. ჩემი საწოლი-გალიის გვერ-
დით მოეწყობოდა ხოლმე. დედაჩემი
მიუახლოვდებოდა და შუბლზე აკოცებდა. ოგიუსტს მრისხანება უც-
ხრებოდა... დგებოდა და ფანჯარაში იყურებოდა, თითქოსდა ეზოს სიღ-
რმეში რაღაცას ეძებდა. ხმაურიანად აკუებდა. ეს იყო განტვირთვა: დე-
დაჩემიც აკუებდა, მაგრამ ნაკლები სიძლიერით, სოლიდარობის გულის-
თვის... შემდეგ კი ანცი ბავშვივით სამზარეულოსკენ გარბოდა.
ბოლოს კეტავდნენ კარს... თავიანთი ოთახისას... მე სასადილო
ოთახში მეძინა. მისიონერთა გალობანი კედლების გავლით ჩემამდეც
აღწევდა... ბაბილონის ქუჩაზე კი ცხენი მიაბიჯებდა თოხარიკით... ბუმ!
ბუმ! ბუმ! პეგასი ფიაკრს მიათრევდა...
***
ჩემ გამოსაკვებად მამას რამდენიმე ადგილას უწევდა მუშაობა. მისი
უფროსი ლეპრენტი შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ყველანაირად და-
ემცირებინა. მეც ვიცნობდი მას. თავიდან ალბათ ჟღალთმიანი იყო. ახ-
ლა უფრო ფერმკრთალი ეთქმოდა... უშველებელი ოქროსფერი წვერით.
მამაჩემს ჰქონდა საკუთარი, სხვებისგან მკვეთრად გამორჩეული სტი-
ლი. ბუნებით მიმადლებული ელეგანტურობა მისი ერთ-ერთი მნიშვნე-
ლოვანი კოზირი იყო. ლეპრენტს ეს თვალში არ მოსდიოდა... ძალიან

61
აღიზიანებდა. ოცდაათი წლის განმავლობაში შურისმაძიებლის როლს
ვერა და ვერ შეელია. მამას მუდმივად ყველა წერილის თავიდან გადა-
წერას აიძულებდა.
როცა სულ პატარა ვიყავი, პუტოში გადიას მიმაბარეს. მშობლები ჩემ
სანახავად კვირაობით მოდიოდნენ. იქ სუფთა ჰაერი იყო. დედ-მამას
ამაზე წინასწარ ეფიქრა და საერთოდ, ყველაფრის წინასწარ გათვლა
ჩვევად ექცათ. ვალი არასდროს ჰქონიათ... მძიმე პერიოდებშიც კი, როცა
ძალიან უჭირდათ. კურბევუაში უამრავი საზრუნავისა და კიდევ იმის გა-
მო, რომ ყველაფერს იკლებდა, დედას ხველა დაეწყო... რომელსაც და-
სასრული არ უჩანდა. საბოლოოდ ლოკოკინის სიროფმა და რასპაის მე-
თოდმა გადაარჩინა. ბატონი ლეპრენტი შიშობდა, მამაჩემს თავისი
სტილისა და თანდაყოლილი ელეგანტურობის გამო, ცხვირი არ აეწია
და უსაფუძვლო ამბიციები არ გასჩენოდა.
პუტოში გადიის ბაღიდან პარიზი ხელისგულივით მოჩანდა. მამაჩე-
მი სანახავად რომ ამოდიოდა, ქარი წვერს უწეწავდა. ეს ჩემი პირველი
მოგონება გახლდათ.
კურბევუაში შლაპების მაღაზიის გაკოტრების შემდეგ მშობლებს წე-
ლებზე ფეხის დადგმა და ორჯერ უფრო მეტად ოფლისღვრა მოუწიათ.
დედა ბებიასთან მოეწყო გამყიდველად, მამა, რამდენადაც შეეძლო,
„კოქსინელში“ სამუშაო საათების შემდეგაც რჩებოდა. მაგრამ რაც უფ-
რო ავლენდა დახვეწილ სტილს, მით მეტად აზიზღებდა თავს ლეპ-
რენტს. ღვარძლს რომ საბოლოოდ არ შთაენთქა, მამამ ხსნა აკვარელში
იპოვა. ამით იქცევდა თავს საღამოობით, ვახშმის შემდეგ. ერთ დღესაც
პარიზში ჩამომიყვანეს. ვხედავდი, როგორ ხატავდა გვიან ღამით... ძი-
რითადად გემები ჰქონდა ამოჩემებული... გემები ოკეანეში... სამანძია-
ნები
ძლიერ ქარბუქში... იყენებდა საღებავებსა და ფანქარს. ნახატები ხან
შავ-თეთრი იყო, ხანაც ფერადი. ფერწერა იყო მისი ხსნა...
ამ ყველაფერს მოგვიანებით დაემატა მოგონებები არტილერიაზე,
იერიშებზე, პოზიციების დაპყრობაზე... სამღვდელოებაზე... ეპისკოპო-
სებზე... კლიენტების მოთხოვნით... ბრწყინვალე სამოსელის გამო... და-
ბოლოს, მოცეკვავე ლამაზმანები შთამბეჭდავი თეძოებით... სადილის

62
დროს დედაჩემი მათ გალერეების გამყიდველებს ამოსარჩევად სთავა-
ზობდა... აკეთებდა ყველაფერს, რათა მეცოცხლა. მაგრამ საკითხავი ის
არის, ღირდა კი საერთოდ, რომ დავბადებულიყავი? ალბათ არა!
გაკოტრების შემდეგ მონორგოის ქუჩაზე დედას სისხლიანი ხველა
ისევ ახრჩობდა, განსაკუთრებით, ვიტრინის გაწყობისას... ცხვირსახო-
ცებს მალავდა. უეცრად ბებიაჩემი გამოვარდებოდა ხოლმე... „კლემანს,
თვალები შეიმშრალე!.. ცრემლებით საქმე ვერ გაკეთდება!..“ სამსახურ-
ში დროზე რომ გამოვცხადებულიყავით, დილაუთენია ვდგებოდით...
საოჯახო საქმეების მოგვარების შემდეგ, ტიუილრის ბაღის გავლით მო-
ნორგოის ქუჩისკენ გავრბოდით. საწოლების გასწორება მამაჩემის კი-
სერზე იყო.
ჩვენი ყოფა ნამდვილად არ იყო სახალისო. საშინლად მოვიწყენდი
ხოლმე. სადილის შემდეგ ყოველდღე გულამოსკვნილი ვტიროდი. მქონ-
და უცრემლო დღეებიც, მაგრამ იშვიათად. მაღაზიაში ჩემთვის ღიმილი
არავის ემეტებოდა. სილა კი, იცოცხლე, რამდენიც გინდა! ნებისმიერი
სისულელის გულისთვის პატიება უნდა მეთხოვა. სხვა რა გზა მქონდა,
მეც პატიებას ვიხვეწებოდი ყველაფერზე.
თან გვდევდა გაქურდვის მუდმივი შიში; ასევე ვფრთხილობდით,
შემთხვევით რამე არ შემოგვმსხვრეოდა ხელში. მოგეხსენებათ, ძველ
ნივთებთან გვქონდა საქმე; სულის შებერვა და, აღარ არის ცოცხალი! პი-
რადად მე, ჩემდა უნებურად, ტონობით ხარახურას ვუტირე დედა. ან-
ტიკვარიატი დღემდე გულს მირევს, მაგრამ მაშინ სხვა გამოსავალი არ
გვქონდა. სიძველეებით ვჭამდით პურს. რა საშინელებაა დროებით გა-
მოწვეული იძულებანი! სრული სიმახინჯეა! მათ ყიდულობდნენ საკუ-
თარი ნებით ან იძულებით. კლიენტი სრულ გამოდებილებამდე მიგ-
ვყავდა... ვახრჩობდით ტყუილ-მართლის ნიაღვარში. თავბრუს ვახვევ-
დით არნახული სარგებლით... ტვინს ვულაყებდით... დაუნდობლად...
აღარავის ვიცოდებდით... ჩვენს რკინის არგუმენტებს, ცხადია, ვერავინ
დაუდგებოდა. კლიენტი თმობდა... საღი აზროვნების უნარს კარგავდა...
მაღაზიას საიდანღაც ამოთხრილი ლუი XIII-ის ეპოქის თასით ტოვებდა...
მონუსხული... შენაძენით აღფრთოვანებული... ან აბრეშუმის ქაღალდში
შეფუთული მარაოთი, რომელზეც კატები და მწყემსი ქალები იყო ამო-

63
ქარგული. ვერ აღგიწერთ იმ ზიზღს, რომელსაც ამ სისულელეების შემ-
ძენები მინერგავდნენ.
ბებია კაროლინი მთელი დღე იმალებოდა, „უძღები შვილის“ უზარ-
მაზარ გობელენს ამოფარებული. მისი დაკვირვების ობიექტი მუშტრე-
ბის ხელები იყო. არც ერთს არ უცხადებდა ნდობას. რაც უფრო მეტი
აქვთ, მით უფრო ხელმრუდენი არიანო, – იყო მისი დევიზი. „შანტილის
პატარა მაქმანი შეიძლება თვალის დახამხამებაში გაქნილი და კარგად
ნავარჯიშები კლიენტის სახელოში აღმოჩნდეს“. ამას გარდა, მაღაზიაში
არავინ უჩიოდა განათების სიჭარბეს...
ზამთარი კი ყველაზე მზაკვარი სეზონია არშიების გამო... არ დაგა-
ვიწყდეთ ხავერდი, მოსასხამები, ქურქები, რომლებსაც სამფად შემოიხ-
ვევენ ხოლმე ძუძუებზე... მხრებზე კიდევ ათასი ჯურისა და დაუდგენელი
წარმოშობის ბოა აქვთ მოგდებული... ოჰ, ეს მუსლინის ტალღოვანი ნი-
აღვრები... უზარმაზარ, სევდიან ფრინველებს ემსგავსებიან... შემოდის
კლიენტი და გაბღენძილი დაიარება წინ და უკან... ჩარგავს თავს სამშვე-
ნისების გროვაში... იქექება, იქექება პულსის დაკარგვამდე... თავდაყირა
დააყენებს ყველაფერს... რუკრუკებს... თახთახებს... ცოტას სულს მოით-
ქვამს... მერე ისევ მიუბრუნდება ჩხრეკას... სიამოვნებისგან კაკანებს...
ბდღვირი გაადინა საგანძურს... ყველაფერი მიყარ-მოყარა... ისევ იკენ-
კება... ატეხა კრიახი... ახლა სხვაგან ჩაყო ნისკარტი... ხვითქი გადას-
დის... ყარს... აბა, გაგებედა და შენიშვნა მიგეცა. ისეთ სკანდალს აგიწევ-
და... ყველაფერს თავზე დაგახურავდა... და მერე რისთვის? უბრალო სი-
ამოვნებისთვის! პატრონის სურვილი რომ ამოეცნო, ყველა მზად იყო,
ნაკერზე გახეულიყო. ეს არ იყო რთული საქმე, ვინაიდან საქონელი თავ-
ზე საყრელად გვქონდა. ბებია ნებისმიერ ხრიკზე იყო წამსვლელი, ოღო-
ნდ ჩაწოლილი ხარახურა გაესაღებინა... ეზიდებოდა ყველაფერს: ზე-
თით შესრულებულ ტილოებს, ამეთვისტოებს, კანდელაბრების ბუჩ-
ქებს, მასიურად მოქსოვილ სალეჩაქეს, გასათრაშ ძვირფას ქვებს, სანა-
წილეებს, ფიტულებს, აბჯარ-აბგარს, მზის ქოლგებს, მოოქრულ იაპო-
ნურ ნაგავსა და ნიჟარებს კიდევ უფრო შორეული ადგილებიდან, უცნაურ
ძველმანებს და, საერთოდ, ისეთ ნივთებს, რომელთა სახელები და და-
ნიშნულება არც ვიცოდით და ვერც ვერასდროს გავიგებდით.

64
ნამსხვრევების საგანძურის შემხედვარე მუშტარი სრულ ექსტაზში
ვარდებოდა. აი, მავანს, როგორც იქნა, შუბლი გაეხსნა და სახეზეც ღიმი-
ლი გამოესახა. მის წინ ნატეხების მთა ამოზვირთულა. დაუზარელი
ქალბატონი უმალ ქექვას იწყებდა... ისმოდა ჩხრიალი... იყო ერთ ამბავ-
ში, დაიხრებოდა, წამში ისევ წელში გაიმართებოდა... ტრიალებდა...
ჩვენც თავბრუ გვეხვეოდა... ცქერა შეუძლებელი იყო... და მერე? თურმე,
უბრალოდ, სანახავად შემოსულიყო... რათა გაეგო, რა ხდებოდა შიგნით.
სინამდვილეში გარეთ წვიმდა და ამიტომაც შეგვაფარა თავი. როცა ყვე-
ლაფერი ყელში ამოუვიდა, წავიდა. ისე კი, შეგვპირდა, აუცილებლად გა-
მოვივლითო. ერთი ადგილი კარგად უნდა გაგვენძრია, რომ ეს ნაყარნუ-
ყარი ისევ ერთად მოგვექუჩებინა... კეთილი გვენება და დავხრილიყა-
ვით... რაც შეიძლება დაბლა... ბოლოს მუხლებზე დავცემულიყავით და
გვეხოხიალა... ყველაფერი გადაგვემოწმებინა... იქნებ ხელი წაუცდა?..
ცხვირსახოცები... სამშვენისები... ჭრელაჭრულა მინები... ათასგვარი ნა-
გავი... მადლობა ღმერთს, ყველაფერი ადგილზე იყო და შეგვეძლო შვე-
ბით ამოგვესუნთქა.
დედაჩემი სკამზე მოწყვეტილი დაეხეთქა... ფეხებს იზელდა იმის გა-
მო, რომ ასე დიდხანს მოუწია ფეხზე დგომამ. სულ დაჰბუჟებოდა...
ალაგ-ალაგ სპაზმებიც დასწყებოდა... მეტყველების უნარიც დაეკარგა,
სრულიად აფონური გამხდარიყო... სუსი არ ისმოდა მისი. დაკეტვამდე
სულ ცოტა ხნით ადრე მორიგმა დარცხვენილმა და მოკრძალებულმა
„მწამებელმა“ შემოაბიჯა. ჩურჩულით აგვიხსნა თავისი გასაჭირი... ცდი-
ლობდა, პატარა ნივთი შემოესაღებინა. გაზეთში გახვეული საქონელი
ოჯახური რელიკვია აღმოჩნდა... წარსულის სანუკვარი სუვენირი. შევთა-
ვაზეთ, ტკბილი მოგონება ჩალის ფასად დაეთმო. ის ჯერ სამზარეულოს
ნიჟარაში კარგად უნდა გაგვერეცხა და გაგვეხეხა. საზღაურს მეორე დი-
ლისთვის დავპირდით. კლიენტი წავიდა, დიდი ძალისხმევა დასჭირდა,
რომ ამოეღერღა: „ნახვამდის!“ ფარდულის წინ „პანთეონი-კურსელის“
ომნიბუსმა გრუხუნით ჩაიქროლა.
მამა კანტორიდან დაბრუნდა. ყოველ წამს საათზე იყურებოდა. ნერ-
ვიულობდა. წასვლის დრომაც მოატანა, ნელ-ნელა უნდა დავძრულიყა-

65
ვით. მაგრამ ჯერ ატრია უნდა გვეჭამა. შემდეგ კი საქონლის მოსამარა-
გებლად წავსულიყავით.

66
3
მაღაზიაში შუქი ჩაქრა. დედაჩემი დიდი ვერაფერი მზარეული გახ-
ლდათ. რაც გამოსდიოდა, ძნელად თუ ჩაიდებოდა პირში. ვაჭარბებ. მის
„რატატუის“ არა უშავდა. ამას გარდა, დიდ არჩევანს მაინცდამაინც ვერ
გვთავაზობდა. თუ ეს პურის წვნიანი არ იყო კვერცხით, მაკარონი არ აგ-
ცდებოდა. განა შეგვიცოდებდა?! ატრიით როგორც კი ამოვიყორავდით
მუცელს, კარგა ხანს ვერ ვინძრეოდით. სტომაქს ხომ უნდა მისცემოდა
გადამუშავების საშუალება? უხერხულობის გასაფანტად ჩვენს გართო-
ბას ცდილობდა. თუ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებდი,
ტკბილად მეტყოდა: „შენ არ იცი, რამდენი კარაქი ჩავდე შიგ!“ გობე-
ლენს უკან გაზის განათება ციმციმებდა. ისე ბნელოდა, ვერც კი დაინა-
ხავდი, რა გედო თეფშზე. ჩვენ წასაქეზებლად კლემანსი ატრიას იმატებ-
და... ერთი ყლუპი წითელი ღვინო მაინც იყო საჭირო, უკვე დაღეჭილი
უკან რომ არ დაძრულიყო.
კუთხე, სადაც ვჭამდით, სარეცხი ადგილიც იყო და ათასი ჯურის ხა-
რახურის საწყობიც... ძონძები, დასტები, ნაგლეჯები, ნაფლეთები... ნა-
გავი, რასაც უკვე ვერაფერს მოუხერხებდი... ვერც დაკემსავდი... ვერც შე-
ასაღებდი ვინმეს... გასაღება კი არა, ჩვენებითაც ვერ აჩვენებდი. ნაგავი!
ცხაურზე დაკიდებული ზეწრები პირდაპირ წვნიანში ეშვებოდა. არ ვიცი,
რა ეშმაკის მანქანებით რჩებოდა ადგილი უზარმაზარი ქურისთვის ასე-
ვე უზარმაზარი გამწოვით, რომელიც მთელი სივრცის ნახევარს ჭამდა.
ბოლოს თეფშებს ვუბრუნებდით, რათა დედას ყველასთვის ცოტა მურა-
ბაც ეწილადა.
ბინძური მუზეუმის დეკორაცია!
კურბევუადან გადმობარგების დროიდან მოყოლებული, ბებია მამა-
ზე გაბუტული იყო... ხმას არ სცემდა... დედაჩემი სულ შიშობდა, ერთ
დღესაც რაიმე საგნით თავი არ გაეჩეჩქვათ ერთმანეთისთვის. ატრიის
მონელებისა და მურაბით პირის ჩატკბარუნების შემდეგ გზას უნდა გავ-
დგომოდით. გაყიდული ნივთის შეფუთვა მთელი რიტუალი იყო. მსგავ-
სი მოკაზმვა-გამოპრანჭვა პატარძალს თუ ეღირსებოდა და ისიც იშვი-
ათად. ხშირ შემთხვევაში ეს იყო სალონის რომელიმე ავეჯი, სკამი, მა-
67
გიდა... ზოგჯერ საპირისწამლე. მსხვილ ავეჯს მამა შემოიდგამდა ხოლ-
მე თავზე და თანხმობის მოედნისკენ ავიღებდით გეზს. „ფონტენ ჟიკ-
ლეზს“ მიახლოებულს უკვე მიპყრობდა საშინელი შიში. ელისეს მინ-
დვრებზე კი სრულ წკვარამში მივიკვლევდით გზას. მამა ქურდივით გა-
იჭრებოდა წინ. მე უკან მივჩანჩალებდი. ვეღარ ვეწეოდი. ზოგჯერ ისეთი
განცდა მეუფლებოდა, რომ ჩემი დაკარგვა ჰქონდა განზრახული.
მე კი მინდოდა, ხმა გაეცა ჩემთვის. ამის ნაცვლად გამვლელებს უტ-
რიალებდა ცოცხალ-მკვდარს. როცა ეტუალის მოედანს მივაღწევდით,
ხვითქი ნაკადულებად გადამდიოდა. ცოტა ხნით ვჩერდებოდით. დამ-
კვეთის სახლში სათადარიგო შესასვლელი უნდა მოგვეძებნა.
როცა ოტეიში გვიწევდა წასვლა, მამაჩემი ჩემ მიმართ მეტ ლმობიე-
რებას იჩენდა. არც საათზე იცქირებოდა
წამდაუწუმ. მე პარაპეტზე ავცოცდებოდი ხოლმე, ის კი საბუქსირო
ბარჟებზე მიმითითებდა... მწვანე შუქნიშნებზე... მიხსნიდა შემადგენ-
ლობებს შორის სიგნალებით გამართულ დიალოგს. „აი, ის სულ მალე
„პუან დე ჟურამდე“ მიაღწევს!“ ჩვენ ვიხიბლებოდით ამ დაფეხვილი
ბარჟის ძალისხმევითა და სისხარტით. და ბედნიერ ნაოსნობას ვუსურ-
ვებდით მას...
მიმწუხრისას, როცა ტერნის მოედნისკენ მივემართებოდით, მამა,
უბრალოდ, აუტანელი ხდებოდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ქა-
ლებს ეხებოდა... ეზიზღებოდა მათი დანახვა; თავიდანვე იძაბებოდა.
მახსოვს, როგორ დავძრწოდით დემურის ქუჩაზე. ეკლესიის წინ ერთი
მაგრად მთხლიშა სახეში. ეს იყო გაფრთხილება, ფეხი რომ ამეწყო მის-
თვის, ცოფიანი იყო, რა! კლიენტის სახლს რომ მივუახლოვდით, უკვე
ცრემლებად ვიღვრებოდი. „ოჰ, შე პატარა ავაზაკო. მე შენ გასწავლი ჭკუ-
ას. ეს კიდევ არაფერი. ნამდვილი ღნავილი, მალე მიხვდები, რაც არის!“
კიბეზე მე გამიგდო წინ, თვითონ თავზე ცალფეხა მაგიდადამხობილი
მომყვებოდა. მისამართი აგვერია და ვიღაცას მივადექით კარზე. მოსამ-
სახურემ გამოგვხედა და ცნობისმოყვარეობით შეგვათვალიერა... დაჟი-
ნებით მივიწევდი წინ. დავაჭირე თითი კვლავ ზარის ღილაკს... ისევ
სხვაგან მოვხვდით. ვიცქირები მამა აბრაამის ბატკანივით... ახია შენზე!
ეს ჩემი ოინია. განგებ დავბოდიალობდი უაზროდ. ერთი სული მქონდა,

68
სანამ წყობიდან გამოვიდოდა და ნაპერწკლების ყრასა და ღრიალს და-
იწყებდა. როგორც იქნა, საჭირო ბინის წინ აღმოვჩნდით. მოახლე შემოგ-
ვეგება. მოვუყევი ჩვენი გასაჭირი. ცოტა ხანში კაბის შარიშურით დიასახ-
ლისიც გამოგოგმანდა. „ო, შე ცუდო, პატარა არამზადავ! როგორ გაგიბ-
რაზებია მამიკო!“ მამაჩემი დაიბნა. აღარ იცოდა, რა წყალში გადავარ-
დნილიყო. სადმე დამალვაზეც ყაბულს იქნებოდა. აი, მაგალითად, უჯ-
რაში! კლიენტი ჩემს დამშვიდებას ლამობდა. მამაჩემს კი კონიაკით გა-
უმასპინძლდა და თან უთხრა: „ჩემო მეგობარო, გადაწმინდეთ მაგიდა
და ისე გააპრიალეთ, რომ სულ ბზინავდეს! ვშიშობ, წვიმამ ხომ არ და-
აზიანა...“ მოსამსახურემ მამიკოს ჩვარი შეაჩეჩა ხელში... ისიც მყისიე-
რად შეუდგა საქმეს. ქალბატონმა კანფეტი შემომთავაზა. გამოვართვი
და ოთახში შევყევი. მოსამსახურე ფეხდაფეხ მოგვდევდა. ბუდუარში
კლიენტი მაქმანებიან საწოლზე გაიშხლართა. მოულოდნელად პენუა-
რი აიწია და გათქვირებული თეძოები, გავა, თმით დაფარული და ოდნავ
შემაღლებული ბორცვი მაჩვენა. ძუკნა! ძუკნა! მერე თითებით საშოში
შეძვრა... დიდხანს იტიტყნებოდა.
„აიღე, აიღე, ეს ყველაფერი შენ გეკუთვნის, ჩემო ოქროს ბიჭუნავ, ჩე-
მო სიყვარულო! მოდი, ჩაყავი თავი შიგ და მომიწუწნე!..“ თბილი, მეტის-
მეტად ტკბილი ხმით მიმიპატიჟა... ძალიან ნაზი... ასე ჩემთვის ადრე
არავის მოუმართავს. გაფარჩხა ფეხები... იქიდან რაღაცა წვეთავდა. მო-
ახლე სიცილს ვერ იკავებდა. ამან დამაყოვნა... სამზარეულოში მოვკურ-
ცხლე. უკვე აღარ ვტიროდი. მამაჩემს ცოტათი ზედმეტი გადაუხადეს. გა-
ოგნებული მიშტერებოდა ფულს და ვერაფრით გაებედა მისი ჯიბეში ჩა-
ჩურთვა. მოახლე სიცილით კვდებოდა. „იქნებ აღარ გჭირდება?“ – ხუმ-
რობდა თავისი ჭკუით. მამა კიბისკენ გავარდა. ჩემი არსებობა საერთოდ
გადაავიწყდა. გამოვედევნე. ვეღარ ვეწეოდი. მერე პროსპექტისკენ გადა-
ვუხვიე. ვეძახდი: „მამიკო! მამიკო!“ როგორც იქნა, ტერნის მოედანზე
დავეწიე. ჩამოვჯექით. ციოდა. იშვიათად მკოცნიდა. ხელზე მომიჭირა.
„არა უშავს, ჩემო ბიჭო! ეგ არაფერია, ჩემო ბიჭო!..“ იმეორებდა თა-
ვისთვის. თვალი წინ რაღაცისთვის მიეშტერებინა... ჰქონდა, რა, გული
მამაჩემს, ნამდვილად ჰქონდა! მეც მქონდა! მაგრამ იმისათვის, რომ იც-
ხოვრო, ის სულაც არ არის საჭირო. ბაბილონის ქუჩაზე დავბრუნდით.

69
***
მამაჩემი, რამდენადაც შეეძლო, თავს იცავდა წარმოსახვისა და ფან-
ტაზიის შემოტევებისგან. ხშირად კუთხეში მიჯდებოდა და თავის თავს
ესაუბრებოდა... თვითგვემის ყველა საშუალებას მიმართავდა... მის შიგ-
ნით ალბათ ყველაფერი დუღდა და გადმოდიოდა...
ოგიუსტი ჰავრში დაიბადა. გემებზე ყველაფერი ზედმიწევნით იცო-
და. ხშირად იხსენებდა კაპიტან დირუანის სახელს, რომელიც „ვილ-დე-
ტრუას“ მთავარი უსტაბაში გახლდათ. არაერთხელ უნახავს, როგორ გა-
დიოდა ეს ხომალდი დე ლა ბარის ნავსაყუდელიდან ღია ზღვაში. ერ-
თხელაც გაეცალა იქაურობას და უკან არასდროს მობრუნებულა. მისი
ნამსხვრევები ფლორიდის მახლობლად, ოკეანის უკიდეგანო სივრცეებ-
ში მიმოიფანტა. „შესანიშნავი სამანძიანი ბრიგი!“
მეორეს „გონდრიოლანი“ ერქვა, სატვირთო გემი, რომელმაც ფსკე-
რი წყალსარინიდან გასვლისას დაიზიანა. მამა ხშირად ჰყვებოდა ამ წა-
რუმატებელ მანევრზეც. ახლაც, ოცი წლის შემდეგაც, ეს ავარია შიშის
ზარს სცემდა... ვერ მალავდა აღშფოთებას... მერე კი ისევ ამოჩემებულ
კუთხეს – თავის ნავსაყუდელს – ფიქრებში ათასჯერ გადაღეჭილ ამბებს
მიუბრუნდებოდა ხოლმე.
ანტუანი, მისი ძმა სულ სხვა ტიპი იყო. მან ვაჟკაცურად, თამამად, შე-
იძლება ითქვას, გმირულად ჩაკლა თავის თავში ზღვარგადასული ყი-
ალისა და ხეტიალის ყველა შემოტევა. ისიც დიდი „სემაფორის“ მახ-
ლობლად მოევლინა ქვეყნიერებას... როცა მამა გარდაეცვალათ, რიტო-
რიკის მასწავლებელი, მალევე მოეწყო „ზომისა და წონის ერთეულებ-
ში“. არავის შეგეპაროთ ეჭვი ამ ადგილის სტაბილურობაში! მთლად
დარწმუნებულად და ხანგრძლივი დროით თავი დამშვიდებულად რომ
ეგრძნო, ქალიც კი შეირთო „სტატისტიკიდან“. მაგრამ... მაგრამ დათ-
რგუნული ქვენა გრძნობები ძალებს იკრებდნენ, დროდადრო თავს ახსე-
ნებდნენ და აღელვებდნენ... ბუნებით თავქარიანი, მუდამ ფორიაქობ-
და. ცქმუტავდა. თავშეკავება და თვითგვემა არაქათს აცლიდა.
წელიწადში ერთხელ, შობის დღესასწაულზე ცოლთან ერთად გვეს-
ტუმრებოდა ხოლმე. უკიდურესად ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ, შიმ-
შილისგან კუჭი უხმებოდათ. მოკლედ, ძალიან ცუდად იკვებებოდნენ და

70
არავის ელაპარაკებოდნენ. ერთხელაც, როცა მოულოდნელად გაქრნენ,
უბანში მათი არსებობა ვერც ვერავინ გაიხსენა. გასაოცარი რამ კი მოხ-
და! მათ ფრანკმასონებად დაასრულეს სიცოცხლე. ბიძაჩემი კიბომ მი-
იბარა, მისი ტურფა კი – სექსუალურმა შიმშილმა. საწყალი, ბიუტ-შო-
მონში იპოვეს ფეხებგაფშეკილი. ჩვეულებისამებრ, სწორედ იქ ატარებ-
და ორივე კუთვნილ შვებულებას. ერთი სიტყვით, ნელ-ნელა,
აუჩქარებლად თავის მოკვლას ორმოცი წელი მოანდომეს.
მამაჩემის და – მამიდა ელენი არ იყო ისეთი, როგორიც ყველა და-
ნარჩენი. მასაც უქროდა თავში, მაგრამ სხვანაირად. მოგზაურობა უყვარ-
და ძალიან და ერთხელაც ქარმა რუსეთში გადაისროლა. სანქტ-პეტერ-
ბურგში სახელგავარდნილი მეძავი გახდა. ერთხანს ოქროსა და ვერ-
ცხლში ცურავდა. ჰქონდა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ადამიანს ენატ-
რა: კარეტა, ორი მარხილი, საკუთარი სოფელი, რომელიც მის სახელს
ატარებდა. ორჯერ შემოგვიარა იმხანად. იყო ათასგვარი ხარახურით
მორთულ-მოკაზმული, პრინცესასავით ბრდღვიალა და ბრჭყვიალა,
ბედნიერი და, რა ვიცი, კიდევ რა ვთქვა. ტრაგიკულად კი გარდაიცვალა:
ოფიცრის ტყვიამ დაუსვა მის ლამაზ დღეებს წერტილი. ყველაზე მეტად
მამიდაჩემს ალბათ თავშეკავება აკლდა... სხვა არაფერი იყო, თუ არა
ხორციელი ვნება, ჟინი და მუსიკა ერთად აზელილი. ამის გახსენებაზე
მამაჩემს გულძმარვა ეწყებოდა. მისი სიკვდილი როცა შეიტყო, დედა-
ჩემმა შემდეგი სენტენცია გამოაცხო: „რა საშინელი აღსასრულია! ასეთი
სიკვდილი ელის ყველა ეგოისტ ქალს!“
გვყავდა კიდევ ერთი ბიძა. არტური ერქვა. ნამდვილად არ ყოფილა
სრულყოფილების ეტალონი! მასაც ამქვეყნიური სიამტკბილობანი
სჯაბნიდნენ. თუმცა მამაჩემი მის მიმართ ერთგვარი სიმპათიით იყო
განწყობილი. ნამდვილი ბოჰემური ცხოვრებით იცხოვრა. დაითრია ვი-
ღაც მოსამსახურე და მასთან ერთად მანსარდაში დაბინავდა. მისი ტურ-
ფა სამხედრო სკოლის წინ მდებარე რესტორანში მუშაობდა. ამ ალიან-
სის წყალობით კუჭი არასდროს გახმობია. არც საჭმელი დაჰკლებია და
არც სასმელი. მაგარი დარდიმანდი იყო არტური, წვერიანი, ხავერდის
შარვალსა და წვეტიან ჩექმებში გამოწკეპილი. გრძელი ჩიბუხით ხელში.
დედამიწის ზურგზე არაფერი ადარდებდა. გამოუსწორებელი მექალთა-

71
ნეც ბრძანდებოდა. ქალის დანახვაზე აკანკალებდა. ხშირად და ძალიან
სერიოზულად ავადმყოფობდა; განსაკუთრებით მაშინ, როცა ბინის ქი-
რისა და ვალების გასტუმრების ვადა ეწურებოდა. ამ დროს რვა დღე გა-
დაბმულად ბუქნაობდა რომელიმე ტურფასთან ერთად. როცა კვირად-
ღეს მოსაკითხად გავუვლიდით ხოლმე, ვერ ვიტყვი, რომ თავი სანიმუ-
შოდ ეჭირა. განსაკუთრებით, დედაჩემთან. აეტორღიალებოდა ხოლმე
ახურებული ძაღლივით. ამას მამაჩემი წყობიდან გამოჰყავდა, წამოს-
ვლისას იფიცებოდა, დღეის ამას იქით ამ სახლში ფეხის შემდგმელი არ
ვარო.
„ოჰ, ეს არტური! ნამდვილად უღირსად იქცევა!“ გავიდოდა ერთი
კვირა და ამ უღირსთან ისევ ვბრუნდებოდით.
სამერცხულის ქვეშ, განიერ ფიცარზე გემებს ხატავდა, ასევე იახტებს,
აბობოქრებულ, აქაფებულ ტალღებსა და, რა თქმა უნდა, ქათქათა თო-
ლიებსაც. ეს იყო მისი საყვარელი ჟანრი... ერთხანს კატალოგის შეკვე-
თასაც აპირებდა, მაგრამ ვალებში იხრჩობოდა და სურვილიც მალევე
ჩაუცხრა. განსაკუთრებულ გუნებაზე მაშინ იყო, როცა არაფერს აკეთებ-
და.
უბანში, მისი სახლიდან არც ისე შორს, კავალერისტები იყვნენ დაბა-
ნაკებულნი. საყვირების ხმა არტურის მანსარდამდეც აღწევდა. შანსს არ
უშვებდა ხელიდან და მათ მოტივებზე ისეთ სიმღერებს მღეროდა, ყურ-
ში
რომ არ შეიშვებოდა. გაწიწმატებული დედაჩემი და მოახლე გაჰყვი-
როდნენ: „ოჰ, ოჰ, ღმერთო, ღმერთო!“ მამაჩემიც საშინლად ბრაზობდა,
იმიტომ რომ ეს ყველაფერი მეც მესმოდა, მე – უბიწოსა და უცოდველს.
მაგრამ ყველაზე უნიათო, ყველაზე ბენტერა, უიღბლო და მოუწყო-
ბელი ოჯახში მაინც ბიძია როდოლფი გამოდგა, ყველაზე დარეხვილიც
ამავდროულად. როცა ელაპარაკებოდი, ჩუმად ხითხითებდა. ხშირად
თავისთვის ყბედობდა, ღმერთმა უწყის, რაზე. ეს შეიძლებოდა საათო-
ბით გაგრძელებულიყო. სახლში გული არ უჩერდებოდა. მუდამ გარეთ,
ღია ცის ქვეშ ცხოვრებას ელტვოდა. თითის განძრევა ხომ საერთოდ არ
სურდა. მუშაობა არც მაღაზიაში ინდომა და არც რომელიმე კანტორაში
დარაჯად, თუნდაც – ღამის, ამაზე ხომ საერთოდ აიბზუა ცხვირი. ჭამი-

72
თაც გარეთ ჭამდა, სადმე გრძელ სკამზე ჩამომჯდარი. შენობები აშინებ-
და. თუ ძალიან მკაცრ სიცივეებს დაიჭერდა, აი, მხოლოდ მაშინ თუ იკად-
რებდა შინ შებრძანებას. ნამეტანი უიღბლო კაცი იყო ბიძია როდოლფი.
მარცხს მარცხზე განიცდიდა.
შემთხვევითი სამუშაოებით ედგა სული. განსაკუთრებით სადგური
ჰქონდა ამოჩემებული. ორი ათეული წელი შესწირა მეკურტნეობას. სა-
ოცარი ის გახლდათ, რომ ამ საქმეს დიდი გატაცებითა და სიყვარულით
ეკიდებოდა. სანამ მუხლი ერჩოდა და ჯან-ღონის გამოლევაზე წუწუნი
არ დაიწყო, დაათრევდა ჩემოდნებს და კურდღელივით დასდევდა ბარ-
გით გაძეძგილ ფიაკრებს. ყველაზე მეტად არდადეგების მიწურული უყ-
ვარდა, როცა დასვენებული მოქალაქეები უკან ბრუნდებოდნენ. ასეთი
სამსახურის გამო, საწყალი, სულ მშიერ-მწყურვალი დაწოწიალებდა. მე-
ფაიტონეებს კი ძალიან უყვარდათ. სუფრასთან თავს უხერხულად
გრძნობდა და ყოველთვის სასაცილოდ იქცეოდა. შანსი არ იყო, ჭიქა
მაღლა არ აეწია, თანამეინახეთა ჯანმრთელობისა არ დაელია და ზედ
სიმღერაც არ მიეყოლებინა... თუმცა დაწყებული ჰარი-ჰარალე ბოლომ-
დე არასდროს მიჰყავდა. მოულოდნელად შეწყვეტდა და ჭამას გააგრძე-
ლებდა... ან ხითხითს იწყებდა, მიზეზი არავინ იცოდა. დუჟს ხელსახო-
ცით იწმენდდა...
ყოველ ჯერზე აუცილებლად სახლში უნდა მიგვეცილებინა. თვითონ
კი განაგრძობდა ხარხარს. ცხოვრობდა ლეპიკის ქუჩაზე, ორ ნაბიჯზე
„რანდევუ პუი-დე-დომიდან“. უბადრუკ ქოხმახში... ეზოს სიღრმეში...
მთელი მისი ბარგი-ბარხანა იატაკზე ეყარა... არც მაგიდა ჰქონდა და არც
სკამი. „უნივერსალური გამოფენის“ დროს „ტრუბადურად“ გარდაიქმნა
და სანაპიროზე, მუყაოს ტავერნების წინ „ძველ პარიზს“ განასახიერებ-
და. მისი სამოსი ჭრელაჭრულა ქსოვილების ნაკუწებისგან იყო შეკერი-
ლი. „მობრძანდით, აბა, აქეთ მობრძანდით, კეთილი იყოს თქვენი მობ-
რძანება შუა საუკუნეებში!“ – გაჰყვიროდა უკანასკნელ ხმაზე და ცეკვავ-
და, ფეხებს აბაკუნებდა, რომ არ გაყინულიყო. საღამოს ეს მოსიარულე
კარნავალი სავახშმოდ შინ ბრუნდებოდა. დედაჩემი სათბურას საგანგე-
ბოდ უმზადებდა. ფეხები მუდამ გაყინული ჰქონდა. ნამდვილი უსიამოვ-
ნებანი მაშინ დაიწყო, როცა ბიძია როდოლფი ერთ ძუკნას გადაეყარა,

73
რომელიც მოპირდაპირე მხარეს, ყაჩაღების ბუნაგის გადაღებილი კა-
რის წინ როზინას განასახიერებდა. საწყალი ისე ახველებდა, ლამის
ფილტვები ამოეყოლებინა. მისი წვალება სამი თვეც არ გაგრძელებუ-
ლა. გარდაიცვალა თავის ოთახში, რომელიც იმავე „რანდევუში“ ჰქონ-
და. როდოლფს ცოცხალი თავით არ უნდოდა, მიცვალებული დაეკრძა-
ლათ. კარი გასაღებით ჩაკეტა. ყოველ ღამე ბრუნდებოდა და გვერდით
უწვებოდა. ამბავი მაშინ გასკდა, როცა იქაურობა ამყრალდა. გაგიჟდა
როდოლფი. საერთოდ არ ესმოდა, თუ რას ნიშნავს სიკვდილი. ძა-
ლის გამოყენება დასჭირდათ, რომ როზინა იქიდან გამოესვენებინათ
და მიწისთვის მიებარებინათ. ის კი არა, ისურვა, პანტენის სასაფლაომ-
დე ზურგზე მოკიდებული თავად ეტარებინა.
როცა ესპლანადის წინ, მოედანზე ისევ გამოჩნდა, დედაჩემის აღ-
შფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. „საკარნავალოდ გამოწყობილა! თან
ამისთანა სიცივეში! წარმოგიდგენიათ, როგორ იყინება! არა, ამის დაშ-
ვება ნამდვილი დანაშაულია!“ დედაჩემს განსაკუთრებით ის აგიჟებდა,
რომ ბიძია როდოლფი კატეგორიულად არ იცვამდა პალტოს. არადა,
ჰქონდა, მამაჩემის ნაჩუქარი, რომელსაც ვერაფერს დაუწუნებდი.
მე მაგზავნიდნენ ხოლმე, რათა დამეხედა, რას აკეთებდა მოედანზე.
მე იმიტომ, რომ პატარა ვიყავი და ტურნიკეტში უფასოდ ვძვრებოდი.
დიდი ძებნა არ მჭირდებოდა. ჩვენი ტრუბადური იქვე, კარიბჭის მიღმა
იყო დარჭობილი. მალევე დაიბრუნა ღიმილი სახეზე. „გამარჯობა, პატა-
რა! – მეტყოდა, – ხედავ ჩემს როზინას? – სენის მიღმა დაბლობისკენ იშ-
ვერდა ხელს... ღრუბლებში რაღაც წერტილზე მიმითითებდა... – ხე-
დავ?“ კი-მეთქი, ვეუბნებოდი. არ ვეწინააღმდეგებოდი. მშობლების ნე-
ბას ვასრულებდი. ნეტარი როდოლფი!
1919 წლის მიწურულს ბიძია როდოლფი ცირკთან ერთად წავიდა ქა-
ლაქიდან. დღემდე არავინ იცის, რა ბედი ეწია. სამუდამოდ გაქრა. არა-
ვის მოუკრავს მისთვის თვალი.
***
ბაბილონის ქუჩიდან, იმედით ანთებულები, ბირჟასა და დიდ ბულ-
ვარებს შორის მდებარე ბერეზინას ჩიხში გადავბარგდით. გვქონდა სამ-
სართულიანი საცხოვრებელი, ანუ სამი სპირალურად განლაგებული

74
ოთახი. დედაჩემი კოჭლობითა და რის ვაივაგლახით მთელი დღე სამი-
ვე დონეს იყო მოდებული. რომ არ დაგორებულიყო, სახელურს ეყრდნო-
ბოდა. ტაპ, ტაპ, ბრახ, ბრუხ, ტამ, ტამ, – ისმოდა შეუსვენებლივ. ეს გა-
მუდმებული ხმაური მამაჩემს ნერვებს უწეწავდა. სულ ცუდ გუნებაზე იყო
იმის გამო, რომ დრო ასე უღმერთოდ იწელებოდა, ჩვეულ ჟესტს არ ღა-
ლატობდა – ყოველწამიერად საათზე იყურებოდა. დედაჩემს თავისი
ფეხების კაკუნით ხომ საერთოდ გადაჰყავდა ჭკუიდან.
მინით გადახურული სულ ზემოთა ოთახი ღია სივრცეში გადიოდა.
ცუდი ის იყო, რომ ამ მინისთვის კატებისა და ქურდებისაგან თავის და-
საცავად ზედ გისოსები მიეჭედებინათ. ეს ჩემი სამფლობელო გახ-
ლდათ, რომელსაც მამას ვუზიარებდი, როცა დისტრიბუციიდან დაბრუ-
ნებულს ხატვის ჟინი მოუვლიდა. რუდუნებით ხვეწდა თავის აკვარელს.
როცა სამუშაოს მორჩებოდა ან შესვენებას აპირებდა, თავს იკატუნებდა,
ვითომ წავედიო. მერე ჩუმად ამოძვრებოდა და გახურებული ხელცქვი-
ტობისას დამაცხრებოდა თავს. კიბეზე იმალებოდა. მაგრამ არც მე ვიყა-
ვი მაგის ჩიტი. მხოლოდ ერთხელ
გამომიჭირა. გამომიქანა, მაგრამ რა გამომიქანა! კინაღამ გონება
დავკარგე. მოკლედ, ჩვენ შორის გამოცხადებული ომი მძვინვარებდა!
ბოლოს ბოდიში მოვუხადე უტიფარი საქციელისთვის... ისე, ფარისევ-
ლურად, უფრო თავშესაქცევად, რადგან სულაც არ ვაპირებდი პოზიციე-
ბის დათმობას...
ახიც იყო მასზე. თვითონ მექცეოდა უხეშად. ერთხელაც, აღარ მახ-
სოვს რისთვის, სასტიკად დავისაჯე. მერე კი აღარ გაეცალა იქაურობას,
არა, გაჯიქდა და ვირივით დაერჭო ერთ ადგილას. უცქირა დიდხანს ცას,
ვარსკვლავებს, მთვარეს, თავზე დამხობილ უკუნეთს... ეს იყო მისი კა-
პიტნის ბოგირი. მე ვერაფერს გამომაპარებდა... თავი ატლანტის ოკეა-
ნის მბრძანებელი ეგონა.
თუ დედაჩემი ქვემოდან ამოსძახებდა და სთხოვდა, ჩამოდიო, მამა-
ჩემი ამნაირ ხელის შეშლასა და მეცადინეობის გაწყვეტას ნაკლებად
ჰგუობდა. ცხადია, ისევ თავისას იმართებდა. სიბნელეში ეძგერებოდნენ
ხოლმე ერთმანეთს, უმეტეს შემთხვევაში, ზედა და ქვედა ოთახებს შო-
რის გაჩხერილ გალიაში. იყო ერთი დაგადუგი. დარტყმების ხმაურით,

75
გინებითა და წივილ-კივილით იჟღინთებოდა მთელი სივრცე. ბრახ-
ბრუხ! ბრახ-ბრუხ! აჩეჩილ-გაჩეჩილი, საშინლად განაწყენებული, აც-
რემლებული დედაჩემი ისევ სარდაფს მიაშურებდა საქონლის გადასათ-
ვლელად. „აღარ მინდა აქ ყოფნა, არ შეიძლება, რომ ყველანი შემეშვათ
და მარტო დამტოვოთ? მომწყდით თავიდან! აღარ მინდა ამ ბორდელ-
ში! ღმერთო, რა დავაშავე ამისთანა, ასე უმოწყალოდ რომ მსჯი?“ ამ გუ-
ლამოსკვნილი გოდებისგან მთელი სახლი ზანზარებდა. მამაჩემი ვიწ-
რო სამზარეულოს შეაფარებდა თავს, დაისხამდა წითელ ღვინოს და, ვი-
თომ არც არაფერი მომხდარიყოს, გემოზე წრუპავდა. ამის შემდეგ არა-
ვისი სუსი არ ისმოდა. მამაჩემი სიწყნარესა და სიმშვიდეს იბრუნებდა.
დღისით ბებიაჩემთან ვრჩებოდი. კითხვას მასწავლიდა. თუმცა კით-
ხვაში თვითონაც დიდი ბედენა ვერ იყო. ძალიან გვიან ესწავლა, როცა
უკვე შვილები ჰყავდა. ვერ ვიტყვი, თბილი, ნაზი და მოსიყვარულე ქალი
იყო-მეთქი. ის კი ნამდვილად მახსოვს, რომ ბევრი რატრატი არ უყვარ-
და და ჩემთვის ეს უკვე დიდი შვება იყო. ჰო, კიდევ ერთი საყურადღებო
დეტალი: არასდროს მოსვლია აზრად, ჩემთვის სილა გაეწნა!.. მამაჩემს
დასანახად ვერ იტანდა. მეტიც, ეზიზღებოდა. ყელში ჰქონდა ამოსული
მისი განათლებაც, პრეტენზიებიც, ატრიის გამო გამართული სპექტაკ-
ლები, გიჟობები, ისტერიკები, წივილ-კივილი და ბრახაბრუხი. თავის ქა-
ლიშვილზეც არ იყო დიდი წარმოდგენის. ნამდვილ იდიოტად აღიქვამ-
და, რომელსაც ჭკუა არ ეყო და ასეთ ნაგავს გაჰყვა ცოლად – სადაზღვევო
კომპანიის მუშაკს. დიახ, ნამდვილ ტრაკს სამოცდაათფრანკიანი ჯამაგი-
რით. ჩემზე კი, – მცირეწლოვან ცინგლიანზე, – ჯერ კიდევ არ ჰქონდა სა-
ბოლოო შეხედულება ჩამოყალიბებული. ასე რომ, ჯერჯერობით მისი
დაკვირვების ობიექტად ვრჩებოდი. მძიმე ხასიათის ქალი იყო ბებიაჩე-
მი!
პასაჟში, სანამ ძალა და მოთმინება ეყო, ბებია თავისი დანაზოგებით
უშურველად გვეხმარებოდა. განათებით მხოლოდ ერთ ვიტრინას ვანა-
თებდით, რადგან მხოლოდ ერთის მორთვას თუ ვახერხებდით. რა არ
ეყარა შიგნით... ათასგვარი ხარახურა, ძველისძველი, მოდიდან კარგა
ხნის გადასული ნივთები... ნაყარნუყარის ნაწილს ჯერ კიდევ არა უშავ-
და... თავი მხოლოდ უმკაცრესი ეკონომიით გაგვქონდა...

76
ატრიის წვნიანითა და დედაჩემის საყურეებით, რომლებსაც ყოველი
თვის მიწურულს ლომბარდში ვაბარებდით. მოკლედ, ძაფზე ვეკიდეთ
და არ ვიცი, რა ეშმაკის მანქანებით ვახერხებდით სრული კრახის თავი-
დან აცილებას.
ერთი-ორი სანტიმი მხოლოდ შეკვეთებს შემოჰქონდა. ოღონდ ყო-
ფილიყო სამუშაო, ნებისმიერ საზღაურზე ვიყავით ყაბულს. მგონი, ჩვენ-
ზე იაფად არც არავინ მუშაობდა. თან მზად ვიყავით, შეკეთებული საქო-
ნელი დღისა და ღამის ნებისმიერ დროს მიგვეწოდებინა. სუდ-პარკ-სენ-
მორშიც არაერთხელ ჩავხეტებულვართ. წარმოგიდგენიათ ორივე გზო-
ბის ხარჯები? რაღა დაგვრჩებოდა ანაზღაურებიდან? არც არაფერი!
„გულადებისთვის დრო და მანძილი, აბა, რა დაბრკოლებაა?! – ხუმ-
რობით იტყოდა ხოლმე დედაჩემი. რაც მართალია, მართალია, ოპტი-
მიზმში ბადალი არ ჰყავდა; ეს მისი მთავარი უპირატესობა იყო. ქალბა-
ტონ ერონდს კი მთლად გაუვიდა თავს – მისი დაგვიანებები ყოველგვარ
ზღვარს გადასცილდა. ყოველ ჯერზე მოლოდინი აუცილებლად დრამა-
ში გადაიზრდებოდა ხოლმე. მამაჩემს ხუთი საათიდან, სამსახურიდან
მობრუნებულს, სასოწარკვეთილებისგან უკვე აკანკალებდა. საათს ხომ
საერთოდ არ უშვებდა ხელიდან.
„კლემანს, ათასჯერ გითხარი და კიდევ ერთხელ გიმეორებ... თუ ეს
ქალი ერთ მშვენიერ დღეს გაქურდეს, თავი გვექნება ჩამოსახრჩობი. რა
წყალში უნდა გადავვარდეთ მაშინ, ხომ ვერ მეტყვი? ყველაზე დიდი
ქურდი მისი ქმარია, პირველი ის გაანიავებს ყველაფერს! კაცი დღე და
ღამე საროსკიპოში აგდია. ვიცი, რასაც ვამბობ! ყველაფერი დღესავით
ნათელია!“
ამის შემდეგ მესამე სართულზე აძვრებოდა და ღმუილს განაგრძობ-
და. ბოლოს მაღაზიაში ბრუნდებოდა. ჩვენი ქოხმახი ნამდვილ აკორდე-
ონს დაემსგავსა. ზანზარებდა, იწელებოდა, იბერებოდა, ისევ იფუშებო-
და, მესამე სართულით დაწყებული, პირველით დამთავრებული.
პირამიდების ქუჩაზე ქალბატონ ერონდს ვყარაულობდი. თუ მოვ-
კრავდი თვალს და ზურგზე უზარმაზარი ფუთა არ ჰქონდა მოგდებული,
ახლოს არ ვეკარებოდი. შინ პირში ჩალაგამოვლებული ვბრუნდებოდი.
მოგვიანებით ისევ გავდიოდი საგუშაგოზე. სულ ტყუილად. წესით, ტე-

77
რეზას ქუჩაზე უნდა გადავყროდი. თუ გამიმართლებდა, ერონდს ადამი-
ანთა ორომტრიალში ჩავავლებდი ხელს, სუნთქვაშეკრულსა და ოთხად
მოკეცილს ზურგზე მოკიდებული ფუთის სიმძიმისგან. გახარებული, პა-
საჟში წავაჩანჩალებდი. იქ ძალაგამოლეული სკამზე დაეხეთქებოდა.
დედაჩემი ჭკუაზე არ იყო, ღმერთს მადლობას სწირავდა. იქნება და,
მოხდა სასწაული და გვეშველაო. მამაჩემს ამ სცენის ყურება ფიზიკურად
არ შეეძლო. მესამე სართულს შეაფარებდა ხოლმე თავს. აკვიატებული
აზრების ტყვეობაში ექცეოდა. საათს თვალს არ აცილებდა! ახალი სკან-
დალის და წარღვნისთვის ემზადებოდა, რომელიც არ დაახანებდა. ჯერ-
ჯერობით კი რეპეტიციებს გადიოდა...
***
ერთხელ პინეზებთან მაგრად გვიხმარეს. საქორწილო საჩუქრის –
ნაირ-ნაირი გიპიურების შესათავაზებლად ვესტუმრეთ.
ნამდვილ სასახლეში ცხოვრობდნენ, სოლფერინოს ხიდის პირდა-
პირ; ძალიან კარგად მახსოვს, რისგან გავოგნდი პირველ მისვლაზე...
წარმოუდგენლად მაღალი და გაბუთქუნებული ჩინური ლარნაკების-
გან... კაცი თუ მოინდომებდა, თავისუფლად დაიმალებოდა შიგ. ადგი-
ლი არ იყო, სადაც ეს ლარნაკი არ იდგა. ძალიან მდიდრები კი იყვნენ ეს
პინეზები; ჯერ სალონში აგვიყვანეს... პირმშვენიერი ქალბატონი პინეზი
და მისი ქმარი უკვე იქ იყვნენ... გველოდნენ... საერთოდ ყოველთვის თა-
ვაზიანად გვღებულობდნენ... დედაჩემმა სასწრაფოდ ამოალაგა მთელი
საქონელი... პირდაპირ ცხვირწინ, ხალიჩაზე დაუწყო. უფრო მოხერხებუ-
ლი და თავისუფალი მანევრირებისათვის მუხლებზე დაეცა... და ჩაირ-
თო... მაგრად აიქაფა პირი... აღარაფერი აბრკოლებდა. მათ კიდევ არ-
სად ეჩქარებოდათ, იზლაზნებოდნენ, ცხვირს იბზუებდნენ, უკმაყოფი-
ლო სიფათებს კერავდნენ, ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ... მოკლედ,
ვერაფრით ვერ მიეღოთ გადაწყვეტილება.
ბაფთებიან პენუარში მოსილი ქალბატონი პინეზი დივანზე წამოიპ-
ლაკა.
ქმარი კი ჩემ ზურგს უკან ბოლთას სცემდა. დროდადრო მხარზე მიტ-
ყაპუნებდა... მეგობრულად... ერთი-ორჯერ მომიჭირა... რაღაც ძალიან
სხვანაირად... დედაჩემი კი ქადაგად იყო დავარდნილი. აძრობდა და აძ-

78
რობდა ამ ჭინჭებს ჩანთიდან... ჰაერში აფრიალებდა. დაძაბულობისგან
შინიონი სულ დაეშალა... შუბლიდან ოფლი ნაკადულებად ჩამოსდი-
ოდა. საშინელი შესახედი გახდა. რაღაც მომენტში სუნთქვა შეეკრა... აა-
კანკალა. მერე წინდები გიჟივით ზევით აისხიპა... ვარცხნილობა სულ აე-
ბურდა. თმა თვალებზე ჩამოეყარა...
ქალბატონი პინეზი მომიახლოვდა. ეტყობა, გასართობად ჩემი გა-
ღიზიანება გადაეწყვიტათ. დედაჩემი ისევ ენად იყო გაკრეფილი... სულ
ტყუილად. მისი ძალისხმევა სრულიად უნაყოფო ჩანდა... რა ვიცი, რა მე-
ტაკა... შარვალში გავათავე... წამიერად გამაოგნებელ რაღაცას მოვკარი
თვალი. ქალბატონმა პინეზმა დედას ცხვირსახოცი ასწაპნა და ძუძუებში
ჩაიტენა. „არ შემიძლია, ქათინაურები არ გითხრათ, ქალბატონო! არაჩ-
ვეულებრივი ბიჭი გყავთ, არაჩვეულებრივი, ძალიან საყვარელი...“ უბ-
რალოდ, გვამასხარავებდნენ. ჩვენგან არაფერი სჭირდებოდათ. სასწრა-
ფოდ მოვაქუჩეთ ჩვენი ხარახურა და ჩანთაში ჩავჩურთეთ. დედაჩემი გა-
იხვითქა, მაგრამ სახეზე მაინც თავაზიანი ღიმილი ჰქონდა აკრული. არა-
ვის წყენინება არ უნდოდა. „იქნებ შემდეგ ჯერზე რამე თქვენი მოსაწონი
გაახლოთ, – თავაზიანად მოიბოდიშა, – ვწუხვარ, რომ ამჯერად ვერაფ-
რით მოგხიბლეთ!..“
ქუჩაში, პორტიკის წინ დედამ ჩურჩულით მკითხა, თუ შეამჩნიე, ქალ-
ბატონმა პინეზმა ჩვენი ცხვირსახოცი კორსეტის ქვეშ რომ შეიჩურთაო.
ვუთხარი, არ დამინახავს-მეთქი.
„მამაშენი ამ ამბავს ვერ გადაიტანს და ლოგინად ჩავარდება. ეს ის
ცხვირსახოცია, გასაყიდად რომ
დაგვიტოვეს! ვალენსიური მაქმანებით გაწყობილი! გერგეს კუთვნი-
ლებაა! ჩვენი არ გეგონოს! ღმერთო, ეს რა მოგვივიდა! რომ წამერთმია,
ამ კლიენტებს სამუდამოდ დავკარგავდით... და მათ ყველა მეგობარს...
მაგარი სკანდალი იფეთქებდა“.
„კლემანს, რას გიგავს თმა, სულ გაჩეჩილი გაქვს! გამწვანებულხარ,
ჩემო საწყალო! სახეზე ადამიანის ფერი არ გადევს. წინ და უკან სირბი-
ლი გადაგიყოლებს საბოლოოდ!..“
აი, ამ სიტყვებით შემოგვეგება მამა შინ დაბრუნებულებს.

79
მხედველობიდან რომ არ დაჰკარგოდა, საათი სამზარეულოში ჩა-
მოაკონწიალა ზუსტად ატრიის თავზე. კვლავ შეავლო მზერა დედას.
„მკვდრისფერი გადევს, კლემანს!“ საათს უთუოდ უნდა შეეხსენებინა,
რომ ყველაფერი სულ ცოტა ხანში მორჩებოდა – კვერცხები, მთელი ეს
გულისამრევი სალაფავი, ატრია... დაღლილობაც და ყველაფერი ის,
რაც მომავალში გველოდა. მამას მეტის მოთმენა აღარ შეეძლო.
„წავალ სამზარეულოში და რამეს მოგიმზადებთ!“ – შემოგვთავაზა
დედამ. მამას არ სურდა, რომ დედა რამეს შეხებოდა... როცა ის სამზა-
რეულოში ტრიალებდა, მამაჩემს თითქმის ყველაფრის მიმართ ზიზღი
უათკეცდებოდა. „შეხედე, რა ბინძური გაქვს ხელები! კარგად შეხედე!
ძალიან გადაიქანცე!..“ თუ მაგიდას შლიდა, დედას ერთი თეფში მაინც
აუცილებლად გაუვარდებოდა ხელიდან. აი, მაშინ იწყებოდა, რაც იწყე-
ბოდა. წყობიდან გამოსული მამიკო ეძგერებოდა დედიკოს და ერთი მაგ-
რად ითრევდა თმით. ოთახში ისეთი სივიწროვე იყო, გამუდმებით ვეჯა-
ხებოდით ერთმანეთს. ისეთი ცოფიანი, როგორიც მამა იყო, ცხადია, აქ
მაინცდამაინც ვერ გაშლიდა ფრთებს. მაგიდა ჯანჯღარებდა, სკამები ჰა-
ერში ვალსს ცეკვავდნენ. სრული გნიასი. ერთმანეთს ასკდებოდნენ და
თავში ურახუნებდნენ. მერე კი გაახსენდებოდათ ზეთმოსხმული პრასის
სალათა და დგებოდა სიყვარულის ბუშტის გასკდომის მომენტი...
„არაფერი გაგიყიდია, არა?.. სულ ტყუილად გაისარჯე, არა?.. ო, ჩემო
საბრალო გოგოვ!“ – იცოდებდა ცოლს.
სოლიდარობის ნიშნად ქშინავდა და ოხრავდა. არც მომავალი ესახე-
ბოდა ვარდისფერ ფერებში. დარწმუნებული იყო, რომ ამ ქაქიდან ვე-
რასდროს ამოვძვრებოდით.
აი, სწორედ მაშინ მოხადა დედამ ხურჯინს თავი და ყველაფერი
დაფქვა... როგორ აგვახიეს ცხვირსახოცი და მთელი ტრა-ლა-ლა...
„რა თქვი? – კი ვერ მიხვდა თავიდან, – არ მიახალე პირში, რომ ქურ-
დები არიან? როგორ მიეცი უფლება, ასე უსირცხვილოდ გაექურდეთ?!
ჩვენი შრომის ნაყოფი დაუღეჭე და პირში ჩაუდე!“ მამა ვეღარ ჩერდებო-
და, ნელ-ნელა იქოქებოდა, დარბოდა, დარბოდა, დარბოდა... ისე გაიბე-
რა, მეგონა, გასკდებოდა...

80
გასკდომით არ გამსკდარა, სამაგიეროდ, პიჯაკი გაერღვა სულ ნაკე-
რებში... „ეს ხომ საშინელებაა!“ – გაჰყვიროდა. ცოლმა რაღაც ჩაიდუდ-
ღუნა მობოდიშების მსგავსი... ქმარი უკვე ასტრალში იყო გასული და
არაფერი ესმოდა. აიღო დანა და თეფშის შუაგულში ჩაასო, ძირი გასკდა,
წვნიანმა ორი მეტრის რადიუსში ყველაფერი მოსვარა. „არა, აღარ შე-
მიძლია!“ – დაიწყო ისევ სირბილი. მერე ანრი III-ის ეპოქის ძველთაძველ
განჯინას ეძგერა, ბევრი ეჯაჯგურა, გადაყირავებას ცდილობდა... ბო-
ლოს თეფშების ნიაღვარი წამოვიდა.
ქალბატონი მებონი, მებანდაჟე, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდება-
რე ფარდულიდან, ფანჯარას მიუახლოვდა, რათა უკეთესად ეხალისა.
ჩვენი დაუძინებელი მტერი გახლდათ. ვძულდით დღიდან სამყაროს
შექმნისა. პერუკიერები კი, რომლებიც წიგნებით ვაჭრობდნენ ჩვენგან
ორი მაღაზიის დაშორებით, საერთოდ არ მოერიდნენ ფანჯრების გაღე-
ბასაც კი. გაუქრათ უხერხულობის გრძნობა და ვიტრინას აეწებნენ.
ვგრძნობდი, რომ ამას დედას გაახსენებდნენ დაბადების დღეს... წყა-
ლი არ გაუვიდოდა! დააყრევინებენ ბუმბულებს... პირადად მე, გადავ-
წყვიტე, ნეიტრალური პოზიცია დამეჭირა. ვიცოდი, რომ სისულელეების
ჩმახვასა და ცემა-ტყეპაში ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს. დედა დაუნ-
დობლად ვერ ურტყამდა, მაგრამ მუშტებს აშკარად მამაჩემზე სწრაფად
იქნევდა. ნეტავ რომლის სიკვდილს ვამჯობინებდი ორთაბრძოლისას?
თავში გამიელვა, რომ უფრო მამაჩემისას.
ამ სპექტაკლით ტკბობის უფლებას მე ვინ მომცემდა. „აბა, მოუსვი
აქედან შენს ოთახში და სუსი არ გავიგონო შენი, პატარა ურჩხულო! და-
იძინე! ლოცვა არ დაგავიწყდეს!“
მამაჩემი ღმუილით გავარდა დედაჩემისკენ... მაგრად დააყარა და
აფეთქდა. მგონი, სამზარეულოსგან, გაღუნული ლურსმნების გარდა,
არაფერი გადარჩა... ქვაბები ჰაერში დაფრინავდნენ... ყველაფერი ზან-
ზარებდა... იღვრებოდა... წკარუნებდა. მუხლებზე დამხობილი კლემან-
სი განგებას შველას შესთხოვდა... ძლიერი დარტყმისგან მაგიდა ჰაერში
აიჭრა... და დედაჩემს თავზე დაებრეხვა...
„გაიქეცი, ფერდინანდ, გაიქეცი! თავს უშველე!“ – დამიყვირა კლე-
მანსმა. მოვწყდი ადგილს და ნატეხებისა და ნამსხვრევების გროვაში

81
გზის გაკვლევა ვცადე... მამაჩემი ამ დროს ფორტეპიანოს ეჯაჯგურებო-
და, რომელიც ერთ-ერთმა კლიენტმა გირაოდ დაგვიტოვა... საერთოდ,
სულ დაკარგა თვითკონტროლის უნარი. აგერ უკვე ზედ აბობღებულა...
კლავიატურას ტკაცანი გასდიოდა... დადგა დედაჩემის რიგიც! ვალში
ხომ არ დარჩებოდა? მასაც ხომ უნდა ევნო ინსტრუმენტისთვის? სხვა-
ნაირად არაფერი გამოვიდოდა! ოთახიდან ბღავილი შემომესმა:
„ოგიუსტ! ოგიუსტ! გამიშვი!..“ ამას მოჰყვა გაგუდვის ხანმოკლე ხმა...
რამდენიმე ნაბიჯით ჩამოვქვეითდი მდგომარეობის დასაზვერად...
ქმარი ცოლს კიბის სახელურის გასწვრივ მიათრევდა... ქალი ცდილობ-
და, რაღაცას ჩაჰბღაუჭებოდა. მოძალადეს ყელში სწვდა და მთელი
ძალით მოუჭირა... კაცმაც იმარჯვა... ბოლოს და ბოლოს, მოიშორა
თავდამსხმელი და კიბეზე დააგორა... ბრახ! ბრახ! ბრახ! საფეხური არ
გამორჩენია... წამოდგომა სცადა... ამ დროს კაცმა არ დაახანა და თავს
დააცხრა... მაღაზიიდან ქუჩაში გავარდა... მეუღლე წელში გაიმართა და
სამზარეულოში ავიდა... თმა სისხლში ჰქონდა ამოგანგლული... ნიჟარას
გადაეყუდა და სახე მოიბანა... სლუკუნებდა... იხრჩობოდა... ნამსხვრე-
ვებს ერთ ადგილას აქუჩებდა... მამა შინ ძალიან გვიან დაბრუნდა... იდი-
ლიური სიმშვიდე ისევ აღდგა.
***
ბებიას შესანიშნავად ჰქონდა გააზრებული, რომ გართობა და თამა-
ში მჭირდებოდა; რომ წარმოუდგენელი იყო, დღენიადაგ მაღაზიაში
ვყოფილიყავი გამოკეტილი. გული ერეოდა, როცა ნაგიჟარი მამაჩემი გა-
უგონარ სიბრიყვეებს გაჰყვიროდა. ლეკვი მიყიდა, რათა მუშტრების მო-
ლოდინში თავი ცოტათი მაინც შემექცია... ნაჩუქარს ზუსტად ისე ვეპ-
ყრობოდი, როგორც მამაჩემი მექცეოდა... დავაყრიდი ხოლმე მუშტებს,
როგორც კი მარტო დავიგულებდი თავს... საწყალი კარადის ქვეშ შეძ-
ვრებოდა ხოლმე და პატიებას მთხოვდა. ამაში ნამდვილად მე მგავდა.
ზუსტად იმეორებდა ჩემს ჟესტებს.
ძაღლის ცემა სულაც არ მგვრიდა ბედნიერებას. ბევრად უფრო მომ-
წონდა, როცა ვკოცნიდი და გულში ვიკრავდი. როგორც კი მის ჩქმეტასა
და ბურჯგვნაზე გადავდიოდი... პატარა მაწაკს უდგებოდა და ათავებ-
და... ყველგან ჩვენთან ერთად დადიოდა, კინოშიც კი... ოთხშაბათის,

82
დილის სეანსებზე. გადახდით, რა თქმა უნდა, ბებია იხდიდა. ზედიზედ
სამ სეანსს ვუყურებდით. ნებისმიერ ადგილს ერთი ფასი ედო – ერთი
ფრანკი! სრულ სიჩუმესა და წყვდიადში, სადაც არც საუბრები გვაწუხებ-
და, არც მუსიკა და არც ვიღაცის ყბედობა, მხოლოდ კინოაპარატის ღუ-
ღუნი ისმოდა. გვიყვარდა იქ ყოფნა... ისე ვიღლებოდით, მხოლოდ კი-
ნოდარბაზში თუ ვახერხებდით გემოზე გამოძინებასა და სიზმრების
ნახვას... ძალიან მომწონდა „მოგზაურობა მთვარეზე“... ახლაც ზეპირად
მახსოვს ყველა ფრაგმენტი...
ხშირად, ზაფხულში, დილის ჩვენებაზე დარბაზში მხოლოდ ჩვენ ვი-
ყავით წამოჭიმულები... მე და კაროლინი. ბოლოს მებილეთე გვაძლევ-
და ნიშანს, აბა, დროზე მოუსვით აქედანო. სხვა რა გზა იყო. ვაღვიძებდი
ცუგასა და ბებიას და გავდიოდით. შემდეგ ბრბოში მივიკვლევდით გზას,
ბულვარებისა და საშინელი ორომტრიალის გავლით შინ ვბრუნდებო-
დით. ყოველ ჯერზე გვაგვიანდებოდა და ცხადია, გულამოვარდნილები
მივაწყდებოდით ხოლმე მაღაზიას.
„თუ მოგეწონა მაინც?“ – მეკითხებოდა კაროლინი. ხმას არ ვიღებდი.
არ მიყვარდა ინტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემა. „თავის თავში ჩაკეტი-
ლი ბავშვია“, – ასე მახასიათებდნენ მეზობლები...
როცა ვბრუნდებოდით, კაროლინი პასაჟის კუთხეში ჩემთვის „არაჩ-
ვეულებრივ დასურათხატებულ თავგადასავლებს“ ყიდულობდა. მათ
სამი სქელი ქვედაკაბის ქვეშ, საცვალში მალავდა. მამას არ უნდოდა,
რომ ფუჭი და სრულიად უსარგებლო რამეები მეკითხა. ფიქრობდა,
რომ ეს სწორ გზას ამაცდენდა და ვერც ცხოვრებისათვის მომამზადებ-
და, როგორც წესი და რიგია. მისი აზრით, ჭეშმარიტი განათლება სერიო-
ზული ნაწარმოებების კითხვით უნდა შემეძინა. მალე შვიდის გავხდებო-
დი და სკოლაშიც წავიდოდი. მართალს ამბობდა ბატონი ოგიუსტი – სუ-
ლაც არ იყო საჭირო ჩემი დაბნევა... სხვა კომერსანტების ბავშვებიც ემ-
ზადებოდნენ სკოლისთვის. ასე რომ, სახუმაროდ არავის სცხელოდა. სა-
ქონლის ჩამორიგების შემდეგ შინ მობრუნებული, დაღლილ-დაქანცუ-
ლი ოჯახის ბურჯი სენტენციებს მიკითხავდა ცხოვრების სერიოზულო-
ბაზე. სხვანაირად როგორ? მარტო თავში რახუნი და მუჯლუგუნები სუ-
ლაც არ იყო საკმარისი!

83
***
ოგიუსტის გათვლებით, ჩემგან, ქურდის გარდა, არაფერი დადგებო-
და. ამიტომ ოცდაოთხი საათი ტრომბონივით ჩხაოდა და ყვიროდა. ერ-
თხელ ნაშუადღევს მე და ტომმა საშაქრე პირწმინდად გამოვაცარი-
ელეთ. ეს ამბავი მამამ ვერა და ვერ ამოიძირკვა მეხსიერებიდან. ყველა
სიკეთესთან ერთად ერთი საშინელი ნაკლი მაწუხებდა: უკანალი დღე-
ნიადაგ აყროლებული მქონდა. არ ვიწმენდდი. საამისოდ დრო არ მქონ-
და. ეს გასაგებიცაა. ჩემ გარშემო ყველა ნიშადურამოსმულივით დარბო-
და... ყოველ ჯერზე, როგორც კი დავაპირებდი მსუბუქად მაინც გამესვ-
გამომესვა საჯდომისთვის, დაგვიანებისთვის თავში მირახუნებდნენ...
ახლა გასაგებია ალბათ, რატომ გამოვრბოდი მძღნერიანი საპირფარე-
შოდან. კარს საერთოდ არ ვკეტავდი, რათა დამენახა, რომელი აპირებ-
და თავდასხმას და დროზე მეშველა თავისთვის... ჩიტივით ვისაქმებდი
ორ ჭექა-ქუხილსა და ქარბუქს შორის მცირეოდენი პაუზისას...
ავრბოდი მეორე სართულზე და იქ ვიმალებოდი... კვირები დავდიო-
დი ტრაკზე განავალმიმხმარი... ცხადია, სუნისგან ცხვირი მეწვოდა, ამი-
ტომაც ადამიანების სიახლოვეს გავურბოდი.
„ასი ღორი ერთად არ იქნება ისეთი აქოთებული, როგორც ეს ერთი
ძღინკიანი ბავშვი. საერთოდ დაკარგა საკუთარი თავის პატივისცემა.
ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს! მეორე დღესვე კინწისკვრით გამოაბ-
რძანებენ ნებისმიერი სამსახურიდან!“ მამაჩემი მომავალში მხოლოდ
ყელამდე ქაქში ჩაფლულს მხედავდა!..
„ყარს, ყარს, ეს უპატრონო! ვგრძნობ, სულ ჩვენი სათრევი იქნება!..“
ყველაფერს აზვიადებდა... ნამეტანი შორს იცქირებოდა. თავის აბსო-
ლუტურ ჭეშმარიტებებს ლათინური სიბრძნეებით ამაგრებდა. Sano…
corpore sano… დედაჩემი აზრზე არ იყო, რა ეპასუხა ამ დროს.
***
პასაჟში, ჩვენგან ოდნავ მოშორებით, ამკინძველების ოჯახი ცხოვ-
რობდა. მათი ბავშვები ქუჩაში არასდროს გამოდიოდნენ.
ოჯახის დედა, ბარონესა დე კარავალი შიშობდა, რომ შვილებს გა-
რეთ უწმაწური სიტყვები არ ესწავლათ.

84
მთელი წლის განმავლობაში ეს პატარები გისოსებს მიღმა თამაშობ-
დნენ, საიდანაც მხოლოდ ცხვირებისა და ხელების გამოყოფა თუ შეეძ-
ლოთ. სახეზე ვარდისფერი ედოთ.
წელიწადში ერთხელ ბარონესა შვებულებას იღებდა და პერიგორში
ბიძაშვილების მოსანახულებლად მიემგზავრებოდა. ყველას უყვებოდა,
რომ იქ, სადგურზე მშობლების ეკიპაჟით მხვდებიან, რომელშიც შებმუ-
ლი ოთხი ცხენი ადამიანს საერთოდ ცხენის უნახავს გაგხდისო. შემდეგ
კი თვალუწვდენელი მამულების გავლით ძირძველ სახლში მიმაბრძანე-
ბენო. ციხე-კოშკისკენ მიმავალ გზაზე გლეხები მომაწყდებიან და დაჩო-
ქილნი მესალმებიანო... არაფერს ვაჭარბებ, სწორედ ასე ჰყვებოდა დიდ-
გვაროვანი ქალბატონი...
ერთხელაც თავისი ორი ბალღიც თან გაიყოლა, მაგრამ უკან მარტო
მობრუნდა... ჩვეულებრივზე ბევრად უფრო გვიან... გაგანია ზამთარში.
ძაძებით მოსილი და ღრმად მგლოვიარე... პირბადეჩამოფარებულს, სა-
ხე საერთოდ არ უჩანდა. არავისთვის არაფერი აუხსნია. ავიდა მაღლა
და ჩაწვა. იმ დღიდან მოყოლებული, კრინტი არ დაუძრავს... არც შინა-
ურს და არც გარეულს არ დალაპარაკებია.
ცხრაკლიტულში გამოკეტილი ბავშვებისთვის ერთი მდგომარეობი-
დან მეორეში მკვეთრი გადასვლა საბედისწერო აღმოჩნდა. ისინი სუფ-
თა ჰაერისგან გარდაიცვალნენ!.. ამ გაუგონარმა ტრაგედიამ ყველა და-
აფიქრა. ტერეზას ქუჩიდან გაიონის მოედნამდე მხოლოდ ჟანგბადზე
ყბედობდნენ... ასე გაგრძელდა თვეზე მეტხანს...
***
რაც შეგვეხება ჩვენ, ნამდვილად არ ვიყავით სოფლად გასვლის შე-
საძლებლობას მოკლებულნი. ბიძია ედუარდს, დედაჩემის ძმას, სხვა კი
არაფერი სურდა, ოღონდ ჩვენთვის სიამოვნება მოენიჭებინა. მაცდუნე-
ბელ ექსკურსიებს გვთავაზობდა. ასეთ წინადადებებზე მამა ყოველ-
თვის ცხვირს იბზუებდა და არასდროს თანხმდებოდა. უარის დასასაბუ-
თებლად ყოველთვის ახერხებდა ისეთი მიზეზის შეთითხვნას, ქვას რომ
გახეთქავდა. უბრალოდ, არ სურდა, ვიღაცის წინაშე ვალში ყოფილიყო.
ეს იყო მისი პრინციპი.

85
ბიძია ედუარდი თანამედროვე ადამიანი გახლდათ და შესაშურად
კარგად ერკვეოდა ტექნიკაში. ძალიან მოხერხებული და მარჯვე ვინმე
იყო. საკუთარი ხელით აგიწყობდათ, რაც მოგეპრიანებოდათ.
მფლანგველი ნამდვილად არ ეთქმოდა და ცხადია, ხარჯიან თავგა-
დასავლებში არ ჩაგვითრევდა. გამორიცხულია, ჩვენი ჯიბის იმედად
სადმე წამოსულიყო. მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ მის გარეშე ნების-
მიერი გასვლა საკმაოდ ძვირი დაგვიჯდებოდა... „ასი სუ, – ამბობდა დე-
დაჩემი, – ჩათვალე, რომ არც კი გქონია, როგორც კი გარეთ გაყოფ
ცხვირს“.
კარავალების სევდიანმა ამბავმა იმდენად ააღელვა პასაჟი, რომ სა-
ჭირო გახდა შესაბამისი ზომების მიღება. უეცრად აღმოვაჩინეთ, რომ
ჩვენ გარშემო ყველა „ფერმკრთალია“. ფარდულებსა და მაღაზიებში
ადამიანები ერთმანეთისათვის რჩევა-დარიგებების მიცემას არ იზარებ-
დნენ. ახლა მხოლოდ მიკრობებსა და ინფექციით გამოწვეულ ეპიდემი-
ებზე ვფიქრობდით. პატარა ლაწირაკებმა აშკარად იგრძნეს, რომ მშობ-
ლებს მათზე მზრუნველობის სურვილი გაუათკეცდათ. საწყლებს მთე-
ლი დღის განმავლობაში თევზის ქონით ჭყეპდნენ... ათეულობით ბოთ-
ლი, მეტიც, ცისტერნები ასხეს და ასხეს ხახაში... სიმართლე გითხრათ,
ეს დიდ შედეგს მაინცდამაინც ვერ იძლეოდა... გულისრევის გარდა...
ბავშვები მასობრივად გამწვანდნენ... ეს გასაგებიცაა, კუჭში ვერ გადი-
ოდნენ. ამას გარდა, თევზის ქონმა ხომ საერთოდ ჩაუკლა მათ ჭამის მა-
და.
უნდა ვაღიაროთ, რომ პასაჟი იდეალური ადგილი იყო ლპობისთვის.
თითქოს იმისთვის შეექმნათ, რომ ჩაძაღლებულიყავი... დიახ, ნელი,
მაგრამ უეჭველი სიკვდილი ძაღლების ფსელსა და ქუჩის ჭუჭყში,
მძღნერსა და გაპარული გაზების მყრალ სუნში. იქ უფრო ყარდა, ვიდრე
ვირის აბანოში. შუშის სახურავიდან ისეთი უღიმღამო და უსიცოცხლო
მზე დაგვყურებდა, რომ სანთლის შუქი უფრო მნათი გვეჩვენებოდა. ყვე-
ლას ხრჩობა ეტაკა. პასაჟმა მოტვინა, რომ უმოწყალო ასფიქსია ემუქრე-
ბოდა!.. ახლა მხოლოდ მთებზე, მინდორ-ველებზე, ხეობებზე, დაბლო-
ბებსა და სხვა მსგავს სასწაულებზე ლაპარაკობდა.

86
ბიძია ედუარდმა კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა კვირადღეს ფონ-
ტენბლომდე გასეირნება. მამაჩემმა, როგორც იქნა, ინება დათანხმება
და ჩვენთვის ლაშქრობისათვის შესაბამისი ტანსაცმლისა და სურსათ-
სანოვაგის მომზადებას შეუდგა.
ედუარდის პირველი სამთვლიანი მოტოციკლი ერთცილინდრიანი
იყო. ჰაუბიცასავით დაბალი და ბუთქუნა, წინ მიბმული ნახევარფიაკ-
რით.
იმ კვირას ჩვეულებრივზე ბევრად ადრე ავდექით. პირადად მე უკანა-
ლი საგანგებოდ გამომიწმინდეს. მთელი ერთი საათი ვიყავით გაონის
ქუჩაზე დარჭობილები, სანამ მანქანა მოვიდოდა: ასეთ შორ მანძილზე
მგზავრობა ადვილი საქმე სულაც არ გამოდგა... ბინეს ხიდიდან მოყო-
ლებული, ექვსნი ვაწვებოდით მოტოციკლს... რეზერვუარი პირთამდე
გავავსეთ... ფრქვევანამ გაგვიჭირა საქმე, მართლა იმდენი გვაფრქვია,
სულ გავიწუწეთ... საჭემ უკუღმა იწყო ტრიალი... რასაც აფეთქების მთე-
ლი სერია მოჰყვა... რა არ ვქენით, ხან სწრაფად დაქოქვა ვცადეთ, ხანაც
ნელა... სამი თუ ექვსი მცდელობის შემდეგ გაისმა გამაყრუებელი ბათქი.
ძრავამ ტრიალი დაიწყო... ორ-სამჯერ ხანძარმა იხუვლა. მისი ჩაქრობა
საერთო ძალისხმევით მოვახერხეთ. ბიძაჩემმა გამოაცხადა: „ქალბატო-
ნებო, გთხოვთ, აბრძანდეთ!
ვფიქრობ, ახლა ის საბოლოოდ გახურდა! შეგვიძლია, მშვიდად გა-
ვუდგეთ გზას...“ ცხადია, ჩაჯდომა მნიშვნელოვან ძალისხმევასა და გამ-
ბედაობას გულისხმობდა. მალე ჩვენ ირგვლივ დოყლაპიების შთამბეჭ-
დავი ბრბო წარმოიქმნა. მე, კაროლინი და დედაჩემი სავარძელში ჩავეშ-
ვით. ისე მივეჭეჭყეთ ერთმანეთს, რომ ვეღარ ვსუნთქავდით. ამას გარ-
და, ათასი ხარახურა გვეყარა თავზე. ვეღარ ვინძრეოდით, დიდი-დიდი –
ენის გამოყოფას თუ მოვახერხებდით. სანამ დავიძვრებოდით, ერთი
მაგრად მთხლიშეს სიფათში და ასე თავაზიანად შემახსენეს, რომ გონე-
ბისთვის მომეხმო და საკუთარი თავისთვის ყველაფრის უფლება არ მი-
მეცა.
მანქანა ჯერ ყალყზე დადგა. შემდეგ სამივე ბორბალზე დაეხეთქა...
ორ-სამჯერ კრუნჩხვები დაიმართა... ახველა... აცემინა... დაზაფრულმა
ბრბომ გაქცევით უშველა თავს. ვიფიქრეთ, რომ დედა გვეტირა, მაგრამ

87
ნურას უკაცრავად! ჩვენი ჯაბახანა რაღაც ეშმაკის მანქანებით წელში გა-
იმართა და რეომურის ქუჩას დააწვა... მამაჩემმა ველოსიპედი იქირავა...
ყოველ აღმართზე უკან გვაწვებოდა... პატარა შეყოვნება შეიძლებოდა
საბედისწერო აღმოჩენილიყო. მოკლედ, თუ უკნიდან მუდმივად მოგვაწ-
ვებოდნენ, ჩვენი საქმე კარგად იყო... ტამპლის სკვერში სულის მოსათ-
ქმელად შევჩერდით... შემდეგ ისევ გიჟივით მოვწყდით ადგილს და წინ
გავუტიეთ.
ბიძაჩემი მთელი გზა ყველა ნახვრეტში ზეთს ასხამდა. ბარბაცაში,
საწევში, წინ, უკან და რა ვიცი, კიდევ სად. ეტყობა, თავი გემზე ეგონა...
მიაჩნდა, რომ ყველაფერი უნდა შეეზეთა... ყველაფერს ებრწყინა... ხუმ-
რობა იქით იყოს და, ჩვენი მანქანა მართლა დაემსგავსა გემს. წინა
ჭრილში კრიზისი მწიფდებოდა. დედაჩემს უკვე დაეწყო მუცლის გვრემა.
თუ გავაჩერებდით მანქანას, შეიძლებოდა, ძრავა საერთოდ ვეღარ დაგ-
ვექოქა... გაიჭედებოდა და ჩვენც დედა აღარ გვეყოლებოდა!.. მაგარი ქა-
ლი იყო კლემანსი, მხნედ ეჭირა თავი, მეტიც – გმირულად. ბიძაჩემი, მუ-
ზარადჩამოფხატული და საჭეს ჩაფრენილი, ნამდვილ ჯოჯოხეთში გე-
გონებოდა, სადაც ცეცხლის ენები მას ყოველი მხრიდან ეპოტინებოდ-
ნენ. მაინც მოთმინებისა და გაძლებისკენ მოგვიწოდებდა. მამაჩემი ფეხ-
დაფეხ მოგვდევდა. მთელი ძალით პედალზე აჭერდა, ცდილობდა, არ
ჩამოგვრჩენოდა. საჭიროების შემთხვევაში მზად იყო, დახმარების ხე-
ლი გამოეწოდებინა. იმავდროულად აგროვებდა ყველაფერს, რაც გზად
მანქანას სწყდებოდა: ძრავასი და გადამცემი მექანიზმის ნაწილებს, პა-
ტარ-პატარა ჭანჭიკებს, ჭილიბებს... მსხვილ ნაწილებსაც. ხმაურის მი-
უხედავად, გვესმოდა, როგორ იგინებოდა. სულ ათსართულიანებით გვი-
კურთხა ცოცხალ-მკვდარი მეათე თაობამდე.
მთელი ეს უბედურება ქვაფენილების გამო დაგვატყდა თავს. კლი-
ანიანკურთან ისე გვახტუნავა, ლამის ხის კენწეროებზე ჩამოგვაკონწი-
ალა... ვანვის გადასასვლელთან მანქანას წინა ზამბარები დააძრო...
ყველა ფარი და ციმციმა ლავილეტის თხრილებში მიმოვფანტეთ... მა-
ინცდამაინც მაშინ გაეჩაღებინათ სარემონტო სამუშაოები!.. პიკპუსა და
„გრანდ რუტის“ მისადგომებთან იმდენი რამე მიმოვაპნიეთ, რომ მამა-
ჩემი უკვე ვეღარ ასწრებდა აკრეფას და ნახევარს ტოვებდა.

88
რა თქმა უნდა, გინება არ ავიწყდებოდა... სულ აიქოთა პირი. „თუ შე-
მოგვაღამდა, დედა გვაქვს ყველას ნატირები!“ – გაჰყვიროდა.
ტომი წინ მირბოდა. მისი უკანალის ხვრელი ორიენტირის მაგივრო-
ბას გვიწევდა... არ დატოვა ადგილი, სადაც არ მოისაქმა და არ მოშარდა.
დრო ხომ საამისოდ თავზესაყრელად ჰქონდა. ძია ედუარდი მექანიკაში
არა მარტო ხელმარჯვე იყო, არამედ დიდი გამოცდილებისა და ცოდნის
პატრონიც. შეკეთებასა და აწყობაში ნამდვილად არ ჰყავდა ბადალი. ექ-
სკურსიის მიწურულს მართვის ყველა სადავე ხელში მოიქცია. მისი თი-
თები თავად იყო მექანიკა... ისე ატრიალებდა ამ ჯაყჯაყში, თავბრუ
გვეხვეოდა... გეგონება, რაიმე ინსტრუმენტზე უკრავსო... ნამდვილი ჟონ-
გლიორი! დგუშის ღერები ჰაერში დაფრინავდა. შეხება და შეკეთება ერ-
თი იყო. ისე ეფერებოდა, ისე ელოლიავებოდა მათ, გეგონებოდა, კლარ-
ნეტის სარქველებს უჭერსო... არა, ნამდვილად შთამბეჭდავი იყო მისი
საუცხოო აკრობატული ნომრების ცქერა. სამწუხაროდ, ცოტა ხანში ყვე-
ლაფერი ისევ ხუხულასავით იშლებოდა, ქუჩაში იფანტებოდა. მანქანა
ხან ერთ მხარეს გადაიხრებოდა, ხანაც მეორე მხარეს... რახრახებდა,
გზას ვეღარ იჭერდა და თხრილისკენ მიქროდა... ყველაფერი ტკაცანებ-
და, იღვრებოდა, ასხამდა, აცემინებდა, დაშლით იმუქრებოდა... ხათაბა-
ლაში გავეხვიეთ!
მამაჩემი ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა. ბოლოს მანქანამ უკანასკნე-
ლად ამოიხროტინა „ხხხხხ“ და ყველაფერი დამთავრდა. ეს ნაგავი, რო-
გორც იქნა, დამშვიდდა.
იქაურობა გადამუშავებული და გადამწვარი ზეთის სუნით ამყრალ-
და. გული გვერეოდა. ძლივს გამოვძვერით კატაფალკიდან... დარჩენი-
ლი ავლადიდება ანიერამდე ვათრიეთ. ბიძაჩემის პროფილაქტიკაც იქ
მდებარეობდა. მამაჩემმა თავი არ დაზოგა, შალის წინდებში გამოწკეპი-
ლი ეჯაჯგურა ჯაბახანას. კუნთები ბუშტივით ებერებოდა. იქაური ქალე-
ბი მისი ცქერით ვერ ძღებოდნენ. დედაჩემის სიამაყეს საზღვარი არ
ჰქონდა... ძრავას გასაცივებლად პლასტმასის ვედროებით შადრევანს
მივაშურეთ. ჩვენი სამთვლიანი მანქანა ქარხანაში ისე იყო აწყობილი,
რომ ოთხივე სეზონზე გემრიელად გამოიყენებდა კაცი. თუმცა, მისი
თრევისას სულ შემოგვეფლითა, რაც ზედ გვემოსა. ადგილს ვერ უპოვი-

89
დი, საიდანაც ნაირ-ნაირი კაუჭები და მჭრელი პირები არ იყო გამოშვე-
რილი...
შლაგბაუმთან ბიძია ედუარდი და მამაჩემი ბისტროში შევარდნენ,
რათა ლუდით ცოტა პირი გაესველებინათ. მე და ქალები შეკვეთილი
ლიმონათის მოლოდინში სულის მოსათქმელად დაწესებულების წინ,
გრძელ სკამზე დავეყარეთ. ყველას ტანჯული და გაწამებული სახე
გვქონდა. ჩვენი ოჯახის თავზე ისევ შეიყარა შავბნელი ღრუბლები. ოგი-
უსტს სჭირდებოდა ორთქლის გამოშვება. საბაბს ეძებდა. ჩემზე უკეთ
განტევების ვაცად, აბა, ვინ გამოდგებოდა? სხვები დაახურავდნენ თავ-
ზე. ქშენდა, ყველაფერს ბულდოგივით ყნოსავდა... ერთი პერნო გადაჰ-
კრა, რაც უცნაურად გვეჩვენა, იმიტომ რომ ამ სასმელს არასდროს ეტა-
ნებოდა. ახლანდელი გამოხდომა ახირებაში ჩავუთვალეთ... იმის გამო,
რომ შარვალი დავფხრიწე, დიდი სასჯელი მელოდა... ბიძაჩემმა ჩარევა
სცადა, მაგრამ მამა ამან სულ გადარია.
სოფელში დაბრუნებამდე რამდენიმე ალიყური მაინც მერგო. გადა-
სასვლელებზე მუდამ აუარება ხალხი ირევა ხოლმე. მის გასაბრაზებ-
ლად განგებ მოვრთე ყვირილი არაადამიანური ხმით. საყოველთაო ყუ-
რადღების მიპყრობა მქონდა ჩაფიქრებული... ძირს გავგორდი, ვაბაკუნე
ფეხები. ვიკოტრიალე
მაგიდების ქვეშ. მოკლედ, მაგარი სირცხვილი ვაჭამე, სახე აუჭარ-
ხლდა. ვერ იტანდა, როცა მიაშტერდებოდნენ ხოლმე... ო, ღმერთო, რა
მოხდებოდა, რომ ყველას თვალწინ ჩაძაღლებულიყო?! როგორც იქნა,
ჯაბახანაში ჩავეყარეთ, თავები დავხარეთ, როგორც უკანასკნელმა ქვე-
შაფსიებმა, და შინისკენ მიმავალ გზას გავუდექით.
ყოველ ჯერზე უკან დაბრუნებას ისეთი გნიასი, ცემა-ტყეპა და გაწევ-
გამოწევა ახლდა თან, რომ ბიძაჩემს ყელში ამოუვიდა და საერთოდ უა-
რი თქვა გასეირნებების ორგანიზებაზე.
„ბავშვს, რასაკვირველია, სუფთა ჰაერი სჭირდება, მაგრამ ავტომო-
ბილი მასზე ცუდად მოქმედებს – საშინლად ღიზიანდება“.
***
უბრალოდ, ვერ აღგიწერთ, როგორი წუნკალი იყო ქალბატონი მე-
ონი, რომელიც მოპირდაპირე ფარდულში მუშაობდა. გამუდმებით ეძებ-

90
და საბაბს, ოღონდ ჩვენთან ჩხუბი აეტეხა, ჭორაობდა, შეთქმულებებს
აწყობდა. ცდილობდა, მთელი სამყარო ჩვენ წინააღმდეგ აემხედრები-
ნა. ყველა სიკეთესთან ერთად, საშინლად შურიანი იყო. არადა, მშვენივ-
რად ეყიდებოდა ეს თავისი ყოვლად უვარგისი კორსეტები. ორმოცი
წლის განმავლობაში ამ ბებრუხანასაც კი ჩამოუყალიბდა დედებისა და
მათი ქალიშვილებისგან შემდგარი ერთგულზე ერთგული კლიენტურა.
თანაც, იმნაირების, ნებისმიერის წინაშე ძუძუების გადმოყრაზე ნამდვი-
ლად რომ არ დასთანხმდებოდნენ. ამ დავიდარაბის თავი და თავი ჩემი
ცუგა იყო – ურთიერთობა ტომისა და მისი საძაგელი ჩვევის გამო დაიძა-
ბა – ვიტრინებზე უყვარდა მოშარდვა. თუმცა, ამ საქმეში მარტო არ ყო-
ფილა – უამრავი თანამოაზრე და ერთგული ამფსონი ჰყავდა. ჩვენს
უბანში ყველა ძაღლი სხვას კი არაფერს აკეთებდა? ის კი არა, ამ საქმეში
სჯაბნიდნენ კიდეც პატარას. ერთი სიტყვით, პასაჟი ოთხფეხათა საყვა-
რელ სასეირნო სივრცედ გადაიქცა.
...საზიზღარმა მეონმა განგებ გადმოჭრა გზა, რათა დედაჩემი გამო-
ეწვია და სკანდალი აეწია. იყვირა, იწივლა, თქვენმა საზიზღარმა ძაღ-
ლმა მთელი ვიტრინა ამიქოთაო. ცუგა უკანასკნელი სიტყვებით გამოგ-
ვილანძღა... ხმაური და „დახვეწილი“ ლექსიკა მთელ არემარეს მოედო,
მაღაზიიდან შემინულ მანსარდამდეც ამოვიდა. გამვლელები ჩერდე-
ბოდნენ და უფასო კონცერტს სიამოვნებით ადევნებდნენ თვალს.
„დისკუსია“ საბედისწერო აღმოჩნდა. ბებიაც, რომელიც საოცრად
თავშეკავებული და გაწონასწორებული ადამიანი გახლდათ, ვალში არ
დარჩა და მომხდურს საკმაოდ მკვახედ უპასუხა.
კანტორიდან მობრუნებულმა მამაჩემმა, როგორც კი ამბავი შეიტყო,
საშინელი ისტერიკა დაიმართა.
კინაღამ ტვინში სისხლი ჩაექცა... გადაირია. ვშიშობდით, ახლა იმ
ქალს არ მიუვარდეს და არ დაახრჩოსო. ცოფიანივით აბრიალებდა თვა-
ლებს და წამდაუწუმ მეზობლის ვიტრინისკენ იცქირებოდა. მის შესაკა-
ვებლად ძალისხმევა არ დავიშურეთ. ვეხვეწეთ, პალტოს კალთებზე ჩა-
მოვეკიდეთ... ოგიუსტს ამ გაბრაზებაში ძალ-ღონე მოემატა, სამთვლიან
მანქანასავით უძლეველი გახდა: მხრებზე ჩამოკონწიალებულები, კარ-
გა ხანს გვათრია მაღაზიაში... ღმუოდა, იმუქრებოდა, რომ მიუვარდებო-

91
და იმ აშარ მებანდაჟეს და ნაფლეთებად აქცევდა. „რა ჯანდაბა მეტაკა,
არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომეყოლა ეს ამბავი შენთვის!“ – წკნა-
ოდა დედაჩემი. თითზე კბენა უკვე ვერაფერს გამოასწორებდა. ბოროტე-
ბა უკვე ჩადენილი იყო.
***
მომდევნო კვირების განმავლობაში თავი შედარებით მშვიდად ვიგ-
რძენი. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემთვის არავის სცხელოდა. მამა სხვა
ფიქრებით იყო შეპყრობილი. როგორც კი თავისუფალ წამს მოიხელ-
თებდა, მეონის ფარდულისკენ გაურბოდა თვალი. მებანდაჟეც იმავეთი
პასუხობდა. ფარდებს ამოფარებულები, დაუღალავად უთვალთვალებ-
დნენ ერთმანეთს. როგორც კი შინ შემოადგამდა ფეხს, მამა ტვინს იბურ-
ღავდა, ცნობისმოყვარეობა კლავდა, რა შეიძლებოდა ამ წუთებში იმ
როსკიპს ეკეთებინა. ეს იყო ნამდვილი ვიზ-ა-ვი!.. როცა ის ფეთიანი პირ-
ველ სართულზე დაძრწოდა, ოგიუსტიც სამზარეულოში შევარდებოდა
და სადმე კუთხეში მიიყუჟებოდა... საშინელი მუქარები და გინებები იფ-
რქვეოდა ამ დროს მისი ბაგეებიდან...
„გეკითხებით, ნუთუ არ შეიძლება ეს მძორი ერთ მშვენიერ დღეს მო-
იწამლოს და ჩაძაღლდეს? არ შეიძლება შხამიანი სოკო ხეთქოს და მუ-
ცელი გაუსკდეს ან სულაც პროთეზი გადაეყლაპოს და დაიხრჩოს? რა
თქმა უნდა, დაფქული მინა არ ეპიტნავება და პირს არ დააკარებს, ო, მე
მაგისი... მძორი, მძორი! ამყრალებული ლეში!!!“ გარკვეული გაგებით,
ამგვარი ატმოსფერო ჩემთვის სასურველიც კი იყო.
მეზობლები ზედმეტ ხმაურს თავს არიდებდნენ. ძაღლები შარდავ-
დნენ ყველგან, არც მათ ვიტრინებს ტოვებდნენ უპატივცემულოდ. მარ-
ტო მეონი კი არ ჰყავდათ ამოჩემებული! სულ ტყუილად კი მოაყარეს
ყველგან გოგირდი. ბერეზინას პასაჟი მაინც რჩებოდა ერთგვარ საპირ-
ფარეშოდ. მოშარდვის სურვილი ყველას აქეთკენ მოერეკებოდა. ნების-
მიერს, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდებოდა, თავისუფლად შეეძლო ზედ-
მეტი სითხე ჩვენს თავზე ჩამოექცია, ზრდასრულ ადამიანებსაც კი, გან-
საკუთრებით მაშინ, როცა წვიმდა. აქ მხოლოდ ამ მიზნით თუ შემოეხე-
ტებოდა ადამიანი. პრიმორგოის ქუჩაზე გაყვანილ თხრილში კი ჯვამ-
დნენ კიდეც. ჩივილი და ხმაურის ატეხა სრული უგუნურება იყო. ხშირ

92
შემთხვევაში ეს მომშარდველები, ძაღლიანი თუ უძაღლო, ჩვენი კლიენ-
ტები იყვნენ. საბოლოოდ, მამაჩემს მოჰბეზრდა, მისი თავდასხმის არეა-
ლი მხოლოდ მეონით რომ შემოიფარგლებოდა და ახლა ბებიასაც მი-
ადგა.
– ერთი ამ გადაღრძუებულ დედაკაცს დამიხედეთ. თავისი აქოთებუ-
ლი ხვადით... ვიცი, რაცა აქვს
ჩაფიქრებული... შენ წარმოდგენა არ გაქვს, მე კიდევ ყველაფერს
ვხვდები! ოოო, ის ისეთი გაქექილი და ქვეშქვეშაა! თავს დავდებ მოსაჭ-
რელად, თუ ის მეონის თანამოაზრე არ იყოს! ამას წყალი არ გაუვა! ერ-
თად ჩალიჩობენ რაღაცას!.. ჩემი დაქცევა აქვთ ჩაფიქრებული... და ეს
მზაკვრობა გუშინ კი არ დაწყებულა. ოხ, თქვენი ნაბოზარი დედებიც...
რატომ? კიდევ ბედავ, რომ ეს კითხვა დამისვა? იმიტომ, რომ ჭკუიდან
შემშალონ! აი, რატომ!
– არა, ოგიუსტ, რას ლაპარაკობ, დამიჯერე, რასაც გეუბნები! ეს რა
აიკვიატე ახლა? გეჩვენება რაღაცები. უმნიშვნელო დეტალსაც გადაჭარ-
ბებულ მნიშვნელობას ანიჭებ. ნუ იგონებ!..
– ეს მე ავიკვიატე, არა? იქნებ ისიც მითხრა, რომ ვცრუობ... კიდევ რას
მოიგონებ ახლა? არა, რა, შენი გამოსწორება შეუძლებელია, კლემანს.
დაბერდი ქალი და ცხოვრებისგან ვერაფერი გისწავლია!.. გაიგე, რომ
ჩვენივე თანხმობით ფეხებით გვთელავენ! დაგვცინიან, გვამცირებენ!
სახელს გვიტეხენ. რას მეტყვი ამაზე? რომ ყველაფერს ვაზვიადებ? არა,
ეს უკვე ნამეტანია!
მოულოდნელად ოგიუსტი აქვითინდა... ჰო, როგორც ჩანს, მისმა
რიგმაც მოაწია.

93
4
პასაჟში მარტო ჩვენ კი არ ვვაჭრობდით მრგვალი და ოვალური მაგი-
დებით, სავარძლებითა და პატარა, რიფსგადაკრული ლუი XVI-ის ეპოქის
სკამებით. ჩვენმა კონკურენტებმა მეონის მხარე დაიჭირეს. ასეც იყო მო-
სალოდნელი. მამამ დაკარგა ძილი და მოსვენება. მისი მთავარი კოშმა-
რი დილით, სამსახურში წასვლამდე, მაღაზიის წინ მდებარე პატარა
პარმაღისა და ყველა თხრილის დასუფთავება იყო. გამოვიდოდა ხოლ-
მე დილაუთენია სათლით, ცოცხით, ტომრითა და პატარა ნიჩბით, რომ-
ლითაც ფეკალიები უნდა მოექუჩებინა. შემდეგ კი ნახერხში ჩაეყარა.
ისეთი განათლებული ადამიანისათვის, როგორიც მამაჩემი გახლდათ,
ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობდა. განავლის რაოდენობა დღი-
თი დღე შთამბეჭდავი ხდებოდა და რაც მთავარია, მაინცდამაინც ჩვენი
სახლის წინ. ეს ნამდვილ შეთქმულებას ჰგავდა!
მეონი პირველი სართულის ფანჯრიდან ზვერავდა არემარეს და
კურკლებთან მოჭიდავე მამაჩემს როგორც კი მოჰკრავდა თვალს, სი-
ამოვნებისგან იღრიჭებოდა: ორგაზმი მთელი დღე უგრძელდებოდა.
მორბოდნენ მეზობლებიც, რათა მოქუჩებული ფეკალიების რაოდენობა
დაეთვალათ. სანაძლეოს დებდნენ, რომ მამა საქმეს ბოლომდე ვერ გას-
წვდებოდა.
ოგიუსტი კი ჩქარობდა. ჰალსტუხიც უნდა გაენასკვა და საყელოც შე-
მოეკრა, „კოკსინელში“ ყველასთვის ფოსტის გახსნამდე უნდა დაესწრო.
ბარონ მეფეზს, გენერალურ დირექტორს, მხოლოდ მისი იმედი
ჰქონდა.
***
სწორედ იმხანად დატრიალდა კორტილენების ოჯახში საშინელი
ტრაგედია, სასიყვარულო დრამა პასაჟის 147-ე ნომერში. ჟურნალ-გაზე-
თები მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ამის შესახებ წერდნენ.
მათ ფარდულს ცნობისმოყვარეთა უზარმაზარი ბრბო მოაწყდა. იდგნენ
და ზუზუნებდნენ, ყბედობდნენ, ბუზღუნებდნენ, შფოთავდნენ... ეს იყო
დაუსრულებელი აღლუმი...

94
ხშირად ვხედავდი ქალბატონ კორტილენს, იმიტომ რომ დედაჩე-
მისგან ყიდულობდა ირლანდიურ გიპიურებჩაკერებულ კორსაჟებს. ძა-
ლიან კარგად მახსოვს მისი გრძელი წამწამები, სითბოთი და სინაზით
სავსე გამოხედვა... წარმოიდგინეთ, თვალებსაც მიჟუჟუნებდა... მე,
ცხვირმოუხოცავ ბღარტს... არაერთხელ დამინძრევია მის სახელზე.
მოსინჯვისას ქალს, ცხადია, სხეულის გარკვეული ნაწილები უშიშ-
ვლდება: მხრები... ძუძუები და კიდევ
რამერუმეები... როგორც კი წავიდოდა ქალბატონი კორტილენი, მე-
სამე სართულისკენ გავრბოდი და გარკვეული დროით ტუალეტში ვიკე-
ტებოდი... ცხადია, დაძაბულობის მოსახსნელად... ძირს დამშვიდებუ-
ლი და ნასიამოვნები ჩამოვდიოდი... თუმცა რამდენიმე შავი რგოლით
თვალებს გარშემო...
საოჯახო სცენები არც მათთან ყოფილა იშვიათობა, მაგრამ მეტწი-
ლად – ეჭვიანობის ნიადაგზე. ქმარს არ სურდა, ცოლს საერთოდ გაეყო
ცხვირი გარეთ. ეს გადამდგარი, საშინლად ფხუკიანი ოფიცერი მუდამ
მარტო დაიბღინძებოდა. რეზინის ნაწარმით ვაჭრობდნენ 147-ე ნომერ-
ში... დრენაჟებით, ინსტრუმენტებით, ათასგვარი წვრილმანით...
პასაჟში ყველა აღნიშნავდა, რომ ქალბატონი კორტილენი მეტისმე-
ტად ლამაზი იყო ასეთი უბადრუკი ფარდულისათვის...
ერთხელაც ეჭვიანი ქმარი ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა შინ და
რა ნახა მისმა თვალებმა? პირმშვენიერ მეუღლეს პირველ სართულზე
ორ უცნობ მამაკაცთან გაუბამს ბაასი. ეს საბაბი სრულიად საკმარისი აღ-
მოჩნდა, რომ იმ ნაგიჟარს რევოლვერი დაეძრო, ცოლისთვის შუბლში
დაეხალა და ბოლოს თვითონაც მოეკლა თავი.
ერთმანეთს გადახვეულები გარდაიცვალნენ.
არადა, კაცი თურმე მხოლოდ თხუთმეტი წუთით ყოფილა გასული.
***
მამაჩემი თავის ძველთაძველი მოდელის რევოლვერს ღამით მაგი-
დის უჯრაში ინახავდა. ეს უზარმაზარი ცეცხლსასროლი იარაღი სამხედ-
რო სამსახურიდან გამოჰყვა. არ იყო გამორიცხული, კორტილენების გახ-
მაურებულ დრამას მისთვის დამატებითი საბაბი მიეცა მეტი ისტერიკი-

95
სა და ლანძღვა-გინებისთვის. სრულიად საწინააღმდეგო რამ კი მოხდა
– თავის თავში ჩაიკეტა და ჩვენთან კონტაქტი ფაქტობრივად გაწყვიტა.
კარის წინ, ქვაფენილზე და თხრილში ფეკალიები არ გამქრალა. პი-
რიქით, იმდენი გროვდებოდა, რომ გამვლელ-გამომვლელები შიგ ეფ-
ლობოდნენ ხოლმე. მამაჩემი ყველაფერს წმენდდა. ის კია, რომ საერ-
თოდ დაკარგა მეტყველების უნარი. ამგვარი მეტამორფოზა ისე არ ჰგავ-
და მისთვის ჩვეულ საქციელს, რომ დედამ ჩუმად თვალთვალი დაუწყო,
განსაკუთრებით მაშინ, როცა ოთახში იკეტებოდა. საათობით არ გამო-
დიოდა იქიდან. კლიენტები და საქონლის მიწოდება საერთოდ არ
ადარდებდა. ფერწერასაც მიანება თავი. კლემანსი ჭუჭრუტანას არ
სცილდებოდა... ცალი თვალი ზედ ჰქონდა მიწებებული. ოგიუსტს
თავისი ტყვიამფრქვევი ხელში ეჭირა და ბარაბანს ატრიალებდა.
დროდადრო გაისმოდა: „შლუკ“, „შლუკ!“ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩე-
ბოდა, რომ მამა ვარჯიშობდა.
ერთ დღესაც სადღაც გაქრა და შინ ტყვიით სავსე კოლოფით დაგვიბ-
რუნდა. გახსნა და ცხვირწინ დაგვიდო, რათა კარგად შეგვეთვალიერები-
ნა. კრინტი არ დაუძრავს. შემდეგ დახურა და კოლოფი ატრიისკენ მის-
წია. დამფრთხალი დედაბერი მუხლებში ჩაუვარდა და დიდხანს ეხვეწე-
ბოდა, ეს უბედურება ნაგავში მოესროლა. ფუჭი აღმოჩნდა მისი მუდარა,
ოგიუსტი გაჯიქდა და არაფრის გაგონება არ ისურვა. პასუხის ღირსადაც
არ ჩაგვთვალა. ცოლი უხეშად მოიშორა. მარტომ გამოუყვანა წირვა ერთ
ბოთლ წითელ ღვინოს. ჭამა არ ინება. დედაჩემი არ ცხრებოდა და გა-
უთავებლად წიკვინებდა. ბოლოს თავგაბეზრებულმა ქმარმა კარადაში
გამოკეტა. თვითონ სარდაფში ჩაძვრა და ლუქი გამოიხურა.
გვესმოდა, როგორ ისროდა: „ბახ! ბახ! ბახ!“ გემო აუღო „მეცადინე-
ობას“ და სულ გადაირია... საშინელი ბათქი დააყენა... გამაყრუებელი
ექოსგან ძარღვებში სისხლი გვეყინებოდა. ალბათ ცარიელ კასრებს ეს-
როდა. დედაჩემი დროდადრო ჭრილში ჩასძახოდა ხოლმე. სულ ჩაეხ-
ლიჩა ხმა...
– ოგიუსტ! ოგიუსტ! გემუდარები... იფიქრე პატარაზე! ჩემზეც იფიქ-
რე! ფერდინანდ, არ გესმის?! დაუძახე მამაშენს!..

96
– მამიკო! მამიკო! – ჩავენაცვლე დედას. სულ დავიგლიჯე ხმის იოგე-
ბი. ერთმა კითხვამ მოსვენება დამაკარგვინა: ნეტავი ვის მოკვლას აპი-
რებდა მამაჩემი? ვითომ მეონის? იქნებ სულაც ბებია კაროლინს დაერ-
ხა? ორივეს? როგორც ეს კორტილენებთან მოხდა. მაგრამ ორი ქალის
ერთად გამოჭერა არ გინდოდა?
ბახ! ბახ! ბახ! აღარ აპირებდა სროლის შეწყვეტას... მოცვივდნენ მე-
ზობლები... ფიქრობდნენ, რომ ოგიუსტმა ნამდვილი ჰეკატომბი მოაწყო
და მთელი სახლი ამოჟლიტა.
ბოლოს, როგორც იქნა, ვაზნები ამოეწურა... და სარდაფიდან ამოძ-
ვრა... როცა ლუქი გაიხსნა, დავინახეთ, რომ სახეზე ადამიანის ფერი
აღარ ედო. მეზობლები მისცვივდნენ, ხელკავი ამოსდეს და მაღაზიის
ცენტრში, ლუი XIV-ის ეპოქის სავარძელში წამოჭიმეს. ძალიან თბილად
ელაპარაკებოდნენ. რევოლვერი, რომელსაც ხელიდან არ უშვებდა, ჯერ
კიდევ ბოლავდა.
ქალბატონმა მეონმა ბათქაბუთქის გაგონებაზე საპირფარეშოში შე-
ვარდნაც კი ვერ მოასწრო და ადგილზევე ჩაისვარა... მოგვიანებით მაინც
გადმოჭრა ქუჩა სიტუაციის დასაზვერად. აი, მაშინ დედაჩემმა, არც აცივა
და არც აცხელა და, ყველას თანდასწრებით პირდაპირ მიახალა, რასაც
მასზე ფიქრობდა. წარმოიდგინეთ, ქალმა, რომელიც საერთოდ არ იყო
გაბედული ადამიანი.
„შემობრძანდით! შემობრძანდით! დაათვალიერეთ, ქალბატონო!
ნახეთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეთ ეს
პატიოსანზე პატიოსანი ადამიანი! ოჯახის მამა! თქვენ არაფრის
გრცხვენიათ. აჰ, თქვენ ხართ გათახსირებული ქალი!..“
მეონმა ფეხზე დაიკიდა დედაჩემის გამოსვლა. სასწრაფოდ გაშპა
იქიდან და თავის ფარდულში შევარდა. მეზობლებმა განმკითხავი და
გამკიცხავი მზერა გააყოლეს. ცხადია, მამაჩემს გამოუცხადეს სოლიდა-
რობა. „არ იფიქროთ, რომ ჭკუიდან შევიშალე და გონება დავკარგე. უბ-
რალოდ, ყელში ამომივიდა ყველაფერი“, – ბურდღუნებდა თავისთვის.
ბატონმა ვიზიომ, ჩიბუხებით მოვაჭრემ, რომელსაც შვიდი წელი ფლოტ-
ში ემსახურა, მისი შეგონება გადაწყვიტა.
დედამ იარაღი ჯერ გაზეთში გაახვია, შემდეგ – ინდურ შალში...

97
მამაჩემი დაწვა. დედამ კოტოშები დაუყენა... კიდევ ორი საათი ძაგ-
ძაგებდა...
„წამოდი, ჩემო პატარავ, წამოდი!“ – მითხრა დედამ, როცა მარტონი
დავრჩით.
უკვე გვარიანად ბნელოდა, პირამიდების ქუჩის გავლით სამეფო ხი-
დამდე რომ მივირბინეთ, ჯერ მარჯვნივ გავიხედეთ, მერე – მარცხნივ.
როგორც კი დავრწმუნდით, რომ არავინ მოდიოდა, ფუთა მდინარეში
მოვისროლეთ.
უკან კიდევ უფრო სწრაფად მოვქროდით. ოგიუსტს ვუთხარით, რომ
კაროლინის გასაცილებლად ვიყავით გასულები.
მეორე დილით მამას მთელ სხეულში ტეხდა... წელში ძლივს გას-
წორდა. თითქმის მთელი კვირის განმავლობაში დედა ალაგებდა
სახლს... პარმაღსაც ის რეცხავდა.
***
ბებიამ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა გამოფენებს, რომელ-
თა შესახებაც გამუდმებით იუწყებოდნენ. აი, მაგალითად, იმას, 1882
წელს რომ მოეწყო, საზოგადოებისთვის სასიკეთო და სახარბიელო არა-
ფერი მოუტანია. პირიქით, ლახვარი ჩასცა მცირე ბიზნესს, რადგან უამ-
რავი იდიოტი აიძულა, ფული სისულელეებზე ეხარჯა. ამ მღელვარების,
ხმაურის, აურზაურისა და რია-რიასგან ორი თუ სამი სამშენებლო ნაგ-
ვით გაძეძგილი მოედანიღა დაგვრჩა, რომლის გატანა ოცი წლის შემდე-
გაც არავის სურდა... არაფერს ვამბობ იმ ორ ეპიდემიაზე, რომელიც ირო-
კეზებმა, ველურებმა, ყვითლებმა, შავებმა და ყავისფრებმა თავიანთი
ქვეყნებიდან საჩუქრად ჩამოგვიტანეს.
„ახალი გამოფენა ალბათ ასჯერ უარესი იქნება. ამჯერად უეჭველად
ქოლერით გაგვაბედნიერებენ“. ბებიას ამაში იოტისოდენა ეჭვიც არ ეპა-
რებოდა.
მუშტრები უკვე ეკონომიაზე ფიქრობდნენ, ჯიბის ფულის მოქუჩება-
ზე ზრუნავდნენ, ათას საბაბს აბრეხვებდნენ, ოღონდ არაფერი შეეძი-
ნათ, ცხვირს იბზუებდნენ, ჭირვეულობდნენ. მოუთმენლად ელოდნენ...
რა ჰქვია მაგას? – „ინაუგურაციას!“ გულისამრევი მყვირალების ბინძური
ხროვა! დედაჩემის საყურეებმა სამუდამოდ დაიდეს ბინა ლომბარდში.

98
– თუ გლეხების სოფლიდან ქალაქში ჩამორეკვა უნდოდათ, მოეწ-
ყოთ მეჯლისი ტროკადეროზე და ამით მორჩებოდა ყველაფერი. იმხე-
ლა მოედანზე ყველა დაეტეოდა. მთელი ქალაქის მისხალ-მისხალ გა-
დათხრა და სენის გადაკეტვა აღარ იქნებოდა საჭირო. მაგრამ ამგვარი
სისულელისთვის ამოდენა ფულის გაფლანგვა სულაც არ იყო საჭირო.
არამც და არამც! მხოლოდ იმისთვის, რომ მავანი და მავანი კარგად გა-
ერთოს?! არა, ბატონო, არა!!!
აი, როგორ მსჯელობდა ბებია კაროლინი... როგორც კი დაგვტოვა,
მამა საგონებელში ჩავარდა... ტვინს იჭყლეტდა... მკითხაობდა... ვერაფ-
რით მიმხვდარიყო, რისი თქმა სურდა ბებიას ამ მწარე სიტყვებით...
– კატეგორიულად გიკრძალავთ მასთან ჩემს საქმეებზე საუბარს!..
გამოფენა? კლემანს, გინდა გითხრა, რა უნდა დედაშენს? გამოფენა მხო-
ლოდ საბაბია, სხვა არაფერი... ამას წამში მივხვდი... ჩვენი განქორწინე-
ბა!.. სულ ეს არის!..
შემდეგ ჩემკენ გამოიშვირა თითი... მე, უმადურების ერთი, კუთხეში
ვიყავი მიყუჟული. მე ჩუმჩუმელა, სხვის კმაყოფაზე მყოფი, წურბელა...
მე, ვისი გულისთვისაც ამდენ მსხვერპლზე მიდიოდნენ. მე, ტრაკზე მიმ-
ხმარი მძღნერით, საძაგელი იდიოტი თავისი გაუთავებელი ძირმაგარე-
ბით, რომელსაც კვირაში ერთი წყვილი ფეხსაცმელიც არ ჰყოფნის... დი-
ახ, მე ვიყავი აქ და ეს ყველაფერი პირდაპირ მე მეხებოდა... სხვას არა-
ვის. მე ყოველთვის გახლდით განტევების ვაცი...
„ოჰ, ოჰ, ღმერთო, შენ მიშველე! ღმერთო, შენ გადმომხედე! ოჰ, ეს
საძაგელი რომ არ არსებობდეს, აღარაფერი გვიჭირდა... ოჰ, ეს რა კოშ-
მარია! არა, რა, ამის ატანა შეუძლებელია. როგორ გინდა ამას გაუძლო?!
არა, ამაზე დიდი ხნით ადრე უნდა გვეფიქრა, ახლა რაღა დროსია!.. არა!
შენ, გამოიხედე აქეთ! გესმის ჩემი? ამიერიდან ამას ერთი წამითაც აღარ
მოვითმენ! მორჩა! ეს მაიმუნი რომ არ გვყავდეს, ისიც აღარ მოეთრე-
ოდა! არა, ხომ მივხვდი ყველაფერს! განქორწინება! ჩვენი დაშორება უნ-
და, სხვა კი არაფერი! განქორწინება!!!
მამას კრუნჩხვები დაეწყო. საშინლად იკლაკნებოდა. ისე დამახინ-
ჯდა, ქვაზე დახატულ ეშმაკს დაემსგავსა, აი, ისეთს, კინოში რომ აჩვენე-
ბენ ხოლმე... ყველა სიკეთესთან ერთად, სულ აიმყრალა პირი...

99
„ოჰ, ოჰ, ოჰ! რა შეიძლება, ამას დაერქვას? საროსკიპო! სხვა სიტყვას
ვერ ვპოულობ! სად არის თავისუფლება?! სად!? სად?! ჩემგან მხოლოდ
თავგანწირვას ითხოვენ! თვითგვემას! თვითაღკვეთას, ყველა სიამოვნე-
ბაზე უარის თქმას. არ ცხრებიან. მაწამებენ! და ვისი გულისთვის? აი, ამ
პატარა ნაგვისთვის. ო, სადა ხარ, თავისუფლებავ?“ – ამის შემდეგ კული-
სებში გაუჩინარდებოდა ხოლმე. კიბეზე მკერდზე მჯიღებს იბრაგუნებ-
და... ვერ ვიტყვი, რომ თავგამეტებით. ამას ყრუ ხმაური მაფიქრებინებ-
და.
სიტყვა „განქორწინების“ გაგონებაზე დედაჩემს ხანგრძლივი სპაზ-
მები ეწყებოდა...
„მე ხომ თავს არ ვზოგავ, რაც შემიძლია, ვაკეთებ. შენ ხომ ეს შესა-
ნიშნავად იცი, ოგიუსტ? მუხლჩაუხრელად ვმუშაობ, ნუთუ ამას ვერ ხე-
დავ? თუ საჭირო გახდება, ასჯერ მეტს გავაკეთებ, ასად გავიჭრები. ყვე-
ლაფერი კარგად იქნება, ოგიუსტ! გარწმუნებ! გემუდარები... ნუ იტანჯავ
თავს... დადგება ის დღეც, როცა ჩვენ, სამივენი, ბედნიერები ვიქნებით“.
– განა არ ვაკეთებ, რაც შემიძლია? ვაკეთებ და თან როგორ! – ქედ-
მაღლურად პასუხობდა მონსტრი ზემოდან, – მაგრამ ყველაფერს აქვს
საზღვარი...
დედას შავბნელი დარდი იპყრობდა. ეს უკვე მეორედ მოსვლას ემ-
სგავსებოდა.
„ის ძალიან კარგი ადამიანი გაიზრდება! პატიოსანი და მისაბაძი. აი,
ნახავ! შენ თავს ვფიცავ, ოგიუსტ! ნუ ნერვიულობ. მოგვიანებით ის ყვე-
ლაფერს მიხვდება და გააცნობიერებს... გააკეთებს თავისი შესაძლებ-
ლობების მაქსიმუმს... იქნება ზუსტად ისეთი, როგორებიც ჩვენ ვართ!
შენ დაგემსგავსება. ნახავ, ჩვენნაირი იქნება!.. არა, ჩემო პატარავ?..
***
კვლავ საქონლის მისატანად გავედით. დავინახეთ, როგორ შენდე-
ბოდა უზარმაზარი, მონუმენტური კარიბჭე კონკორდის კუთხეში. ეს გა-
საოცრად დახვეწილი და ნატიფი ნაგებობა, პირველიდან ბოლო სართუ-
ლამდე ორნამენტებითა და ათასგვარი გულდასმით გამოჭრილი სამ-
შვენისით შემკობილი, ჯვრისწერის ცერემონიალისათვის გამოპრანჭულ

100
მთას მივამსგავსე. ყოველ ჯერზე, როცა წინ ჩავუვლიდით, აშკარად ვამ-
ჩნევდით ახალ-ახალი დეტალების მატებას.
ბოლოს, როგორც იქნა, ხარაჩოები მოხსნეს, ყველაფერი მზად იყო
დამთვალიერებლების მისაღებად. თავიდან მამაჩემი ზედაც არ უყუ-
რებდა ამ კონსტრუქციებს, თითქოს ვერც ამჩნევდა. მაგრამ ერთ შაბათს
მათ შესაფასებლად მაინც წავიდა...
ყველას გასაკვირად, ოგიუსტი შინ აღფრთოვანებული მობრუნდა...
ბედნიერი და კმაყოფილი, ფერიების დასათვალიერებლად წასული
ბალღივით...
ყველა მეზობელი, ცხადია, მეონის გარდა, მის მოსასმენად მოვარ-
და... საღამოს ათი საათი იქნებოდა, მაგრამ ოგიუსტს თავისი ფანტასმა-
გორიული ამბებით მათი მონუსხვა ჯერ კიდევ ვერ დაესრულებინა. სა-
ათზე ნაკლებ დროში ყველაფრის დათვალიერება მოესწრო, ყველაფე-
რი ზედმიწევნით შეესწავლა და გაეაზრებინა. მეტიც, გაეთავისებინა, შა-
ვი გველების პავილიონებით დაწყებული, მანქანა-დანადგარების გალე-
რეითა და კანიბალებით დასახლებული ჩრდილოეთ პოლუსით დამ-
თავრებული...
ვიზიომ, რომელიც თავის დროზე მემარსე გახლდათ და მამაჩემზე
ათასჯერ მეტი ემოგზაურა, განაცხადა, რომ ეს ყველაფერი საუცხოო
იყო... რომ მსგავს რამეებს კაცი სიზმარშიც ვერ იხილავდა. არადა, ამ
ადამიანს ჭკუა ნამდვილად მოეკითხებოდა, იმდენი ენახა და გამოევლო
ცხოვრებაში. ბიძაჩემმა, რომელიც თავიდანვე ატრაქციონების განყო-
ფილებაში მოეწყო და ტრუბადურს განასახიერებდა, თავყრილობაზე
მონათხრობის საილუსტრაციოდ ვერ ივარგა. ძონძმანძში მოსილი მა-
ღაზიაში მხოლოდ ცნობისმოყვარეთა რიგებს ავსებდა, იღრიჭებოდა
უმიზეზოდ, ქაღალდისგან ჩიტებს აკეთებდა და ერთი სული ჰქონდა, სა-
ნამ ვახშამზე სტომაქს წვნიანით ამოივსებდა.
ფანჯარასთან დარჭობილი ქალბატონი მეონი დაღონებული ჩანდა
იმის გამო, რომ ყველა მეზობელმა ერთბაშად ჩვენს ფარდულში მოიყა-
რა თავი. არ არის გამორიცხული, ეფიქრა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმუ-
ლება მზადდებოდა. მამაჩემის ეიფორიამ ბებიაჩემს მხოლოდ გულის-
რევისა და ზიზღის განცდა აღუძრა. ამის გამო ჩვენთან ვიზიტისგან მთე-

101
ლი კვირის განმავლობაში საერთოდ შეიკავა თავი. ოგიუსტი კი ვერ ის-
ვენებდა. ყოველ საღამოს ახალი დეტალებით შეკმაზულ თხრობას იწ-
ყებდა. ბიძია როდოლფმა უფასო ბილეთები დაითრია და ერთ კვირად-
ღეს სამივენი ბრბოში გავერიეთ.
თანხმობის მოედანზე ადამიანთა უსასრულო ზღვამ შეგვისრუტა.
მუჯლუგუნების კვრისგან გონზე ჯეროვნად ვერც მოვსულიყავით, როცა
მანქანა-დანადგარების გალერეაში ამოვყავით თავი. იქ ნამდვილი
ცოდვის კითხვა ტრიალებდა – წარმოიდგინეთ სტიქიური უბედურება...
შუშის გამჭვირვალე, ცამდე აზვირთულ ტაძარში ისეთი გამაყრუებელი
გნიასი იდგა, რომ მამაჩემის ქადაგებიდან ერთ სიტყვასაც ვეღარ ვარ-
ჩევდით. მიუხედავად ამისა, ის მაინც ყვირილით იჭაჭებოდა. მთელი
სივრცე ოხშივარში გახვეულიყო... შთამბეჭდავი გაბარიტების ქვაბებს
მოვკარით თვალი. სამსართულიანი სახლის სიმაღლე მაინც იქნებოდა.
ასევე ბრჭყვიალა, თითქოს პირდაპირ ჯოჯოხეთიდან ამოვარდნილ და
ჩვენს თავზე დამხობილ ბერკეტებს... ბოლოს უკვე ვეღარ გავუძელით
და დაზაფრულები გარეთ გამოვძვერით... ეშმაკის ბორბლის წინ ჩავი-
არეთ... არ შევყოვნებულვართ... გასეირნება სენის სანაპიროზე ვამჯო-
ბინეთ.
ესპლანადა თვალისმომჭრელად მოერთოთ. თავი ზღაპარში გეგო-
ნებოდათ... მიჯრით მიწყობილი გიგანტური ტორტების ორი მწკრივი,
ნაირ-ნაირი ორცხობილები, კრემით გამოტენილი ნამცხვრები, ჭრელაჭ-
რულა ქსოვილებში გახვეული ბოშების ცეკვა-თამაში პატარ-პატარა
ბრჭყვიალა ნათურების
ფონზე... არადა, გაგანია შუადღე იდგა. წარმოიდგინეთ, ეს იყო უთავ-
ბოლო, მასშტაბური ფლანგვის თვალსაჩინო დემონსტრირება. ცამდე
მართალი იყო ბებიაჩემი! ერთმანეთს მიტმასნილებმა და ყოველი
მხრიდან უფრო და უფრო შევიწროებულებმა გზა განვაგრძეთ. მოზრდი-
ლებს მხოლოდ მუხლებამდე თუ ვწვდებოდი... ისეთი ბუღი იდგა, ვერც
კი ვხედავდი, საითკენ მივიწევდი. ვყლაპავდი და ვყლაპავდი ამ მტვერს
და შემდეგ რაღაც ცემენტის მაგვარს ვაფურთხებდი. ბოლოს რის ვაივაგ-
ლახით „ჩრდილოეთის პოლუსს“ მივადექით... ქურქში გახვეული, სახე-
ზე ღიმილაკრული მკვლევარი დამთვალიერებლებს რაღაცას უყვებო-

102
და... ოღონდ ძალიან ხმადაბლა, გეგონება, განდობილთ რაღაც საიდუმ-
ლოს აზიარებსო. მოკლედ, არაფერი მესმოდა. მერე მამაჩემმა ჩაგვაყე-
ნა საქმის კურსში. მალე სელაპების სადილის დრომაც მოაღწია... ისე კი-
ოდნენ, რომ გაძლება შეუძლებელი აღმოჩნდა. ისევ მოვხიეთ იქიდან.
გამაგრილებელი სასმელების სასახლეში შორიდანვე მოვკარით
თვალი ულამაზეს, მოძრავ დახლზე დამწკრივებულ ორანჟადებს... ამ
საოცრებას უზარმაზარი ბრბო გვაშორებდა... აღგზნებული ადამიანები
თასებისკენ ილტვოდნენ... და მაინც, რა უმოწყალოა ეს წყურვილი! ჩვენ-
გან სველი წერტილიც კი არ დარჩებოდა, მიახლოება რომ გვეცადა. მე-
ორე გასასვლელიდან სასწრაფოდ გავეცალეთ იქაურობას... და აბორი-
გენების სამზერად წავედით...
მხოლოდ ერთიღა დავლანდეთ გისოსებს მიღმა... კვერცხს იხარშავ-
და. ერთხელაც არ გამოუხედავს ჩვენკენ... ზურგი შემოგვაქცია... სრული
სიწყნარე სუფევდა და მამაჩემი გასაოცარი შემართებით ისევ შეუდგა
მსოფლიო ისტორიის მოყოლას... გადაწყვეტილი ჰქონდა, აუდიტორია,
ანუ მე და ბიძაჩემი, ტროპიკული ქვეყნების უცნაური ადათ-ჩვევების-
თვის ვეზიარებინეთ. რომ ჩაირთო, ვერა და ვერ გაჩერდა. შავკანიანსაც
გული მოეწურა და თავი გაუსკდა მისი ქაქანისგან. გაბეზრებულმა თავის
ქოხმახში შერგო თავი, მაგრამ სანამ წავიდოდა, ერთი ბარაქიანად შე-
მოგვაფურთხა... უკვე ვეღარაფერს ვხედავდი... ვერც პირი გამეღო ადა-
მიანურად. იმდენი მტვერი შევისრუტე, რომ სასუნთქი გზები და პირი
ამოგლესილი მქონდა. ორომტრიალისა და ზიმზიმის გვერდის ავლით
გასასვლელისკენ გავუტიეთ. მე, ცხადია, თავზე გადავლას ვერ ავცდი.
ხან რას წამოვედებოდი და ხან ვის, ძლივს მივიტანე სული „ინვალიდე-
ბამდე“. იქ მისულებმა ერთმანეთი ვეღარ ვიცანით, ისე უმოწყალოდ ვი-
ყავით დაჭმუჭნილები და დაბეჟილები, დაქანცულობისა და ემოციები-
საგან სახემონჯღრეულები. იქაურობას ყველაზე მოკლე გზით გავეცა-
ლეთ... სენტ-ონორეს ბაზრობის გამოვლით... შინ, სამზარეულოში,
წყლის მთელ მარაგს გამოვუყვანეთ წირვა...
წამი არ იქნებოდა გასული, მეზობლები რომ მოცვივდნენ – ვიზიო,
ჩვენი მემარსე, პარფიუმერიით მოვაჭრე 27-ე ნომრიდან, ხელთათმანე-
ბის მკერავი, ქალბატონი გრატა, დორივალე – მეყანდე, დაბოლოს ბა-

103
ტონი პერუკიერი. ახალი ამბები სწყუროდათ... დაუყოვნებლივ ითხოვ-
დნენ თხრობას... თან დაუსრულებლად... აინტერესებდათ, ყველგან მო-
ვახერხეთ თუ არა შეძრომა... მე ხომ არ დავიკარგე სადმე გზად... რამდე-
ნი მივაშავეთ ამ სიამოვნებას... რამდენი დაგვიჯდა ტურნიკეტში გავ-
ლა...
მამა ყოველ ამბავს ათასი დამატებითი დეტალით ამდიდრებდა...
მთავარი იყო, სიზუსტე დაეცვა და არ გაეზვიადებინა. დედაჩემი კმაყო-
ფილი ჩანდა... თითქოს ყველა ძალისხმევა და მცდელობა დაუფას-
დაო...
როგორც იქნა, ცხოვრებაში ერთხელ ოგიუსტი საყოველთაო პატი-
ვისცემისა და აღიარების ობიექტად იქცა... კლემანსი დამსახურებულად
ამაყობდა ქმრით. ოგიუსტი გაიბღინძა, მკერდი გამოზნიქა... ყველა უს-
მენდა... სინამდვილეში, დედას შესანიშნავად ესმოდა, რომ ეს ყველა-
ფერი ქმრის მონაჩმახი იყო. მაგრამ სწორედ ამაში გამოიხატებოდა გა-
ნათლებულობაც... ტყუილად არ დაუღვრია ოფლი, ფუჭად არ გაწამებუ-
ლა... არ შემცდარა, მას რომ ანდო საკუთარი ბედ-იღბალი... თხემით
ტერფამდე ჩაჰბარდა... ამ აბსოლუტურ გონს... ეს ახლა მაინც უნდა ით-
ქვას ხმამაღლა... ყველას გასაგონად... სხვა იდიოტებს პირი დაეფჩინათ
და მას უსმენდნენ... ცხადია, აღფრთოვანებისგან.
მამა ზმანებას ზმანებაზე ქსოვდა, ნება-ნება, აუჩქარებლად... ისევე
ადვილად, როგორც სუნთქავდა... ჩვენი მაღაზია ჯადოსნურ სამყაროს
დაემსგავსა... უხილავი მაგიით გაიჟღინთა... გაზიც ჩაქრა. ის ერთადერ-
თი სთავაზობდა ათასჯერ უფრო მიმზიდველ, გასაოცარ და მომნუს-
ხველ სანახაობას, ვიდრე ასი ათასი გამოფენა ერთად აღებული... არ აწ-
ყობდა გაზის განათება... მხოლოდ სანთლებს ითხოვდა... ჩვენმა ნაცნო-
ბებმა, გაქირავების პუნქტის მფლობელებმა, ანტრესოლებსა და სხვე-
ნებში გადამალული სანთლები არ დაზოგეს... საღამოს შემოვლა და მა-
მაჩემის მოსმენა ჩვევად გაიხადეს... არ ჰბეზრდებოდათ, ყოველ ჯერზე
ყველაფრის თავიდან მოყოლას ეხვეწებოდნენ...
ოგიუსტის პრესტიჟი და პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა...
მსგავსი რამ არავის ენახა და მოესმინა... საძაგელ მეონს ბოლოს რაღაც
ჭირი ეტაკა... ლოგინად ჩავარდა... ურთიერთგამომრიცხავმა გრძნობებ-

104
მა არაქათი გამოაცალა, გააშრო და გამოახმო... რა თქმა უნდა, მავანი არ
იზარებდა და მას ყველაფერს სიტყვა სიტყვით უყვებოდა...
დაახლოებით მეთხუთმეტე ღამეს მეონი აკვიატებას ვეღარ გაუმ-
კლავდა. სახლიდან მარტო გამობრძანდა და ქუჩა გადმოჭრა... ღამის პი-
ჟამის ამარა... უცხოს აუცილებლად მოჩვენება ეგონებოდა... ვიტრინაზე
მოგვიკაკუნა... ყველამ იქითკენ გავიხედეთ, საიდანაც ხმაური შემოგვეს-
მა. კრინტი არ დაუძრავს... ვიტრინას ქაღალდის ფურცელი ააკრა, რო-
მელზეც დიდი ბეჭდური ასოებით ეწერა: „მატყუარავ!“
ყველას სიცილი აგვიტყდა... ხიბლი გაცამტვერდა. დავიშალეთ... მა-
მას არც არაფერი დარჩენოდა სათქმელი...
***
ჩვენი ფარდულის ნამდვილი სიამაყე ლუი XV-ის ეპოქის ერთფეხია-
ნი მრგვალი მაგიდა გახლდათ, რომელიც ოთახის შუაგულში იყო წამო-
ჭიმული – ერთადერთი ნივთი, რომლის ავთენტურობაში ეჭვი არავის
ეპარებოდა. არაერთს მოუსურვებია მისი ხელში ჩაგდება. გაყიდვას მა-
ინცდამაინც არ ვჩქარობდით, რადგან ჯერჯერობით ვერაფრით შევ-
ცვლიდით.
ბრეტონტეებმა, ჩვენმა კლიენტებმა გარეუბნიდან, დიდი ხანია მაგი-
დას თვალი დაადგეს... თავიდან გვთხოვეს, დაგვეთმო ერთ-ერთი თეატ-
რალური წარმოდგენისათვის, უფრო სწორად, კომედიისათვის, რომელ-
საც თავიანთ სახლში მართავდნენ მაღალი საზოგადოების სხვა წარმო-
მადგენლებთან ერთად. ბრეტონტეები მეგობრობდნენ პინეზებთან და
კურმანშებთან... დორანჟებთანაც, რომლებსაც ელამი ქალიშვილები
ჰყავდათ და კიდევ ბევრთან, რომლებსაც, ასე თუ ისე, ჩვენს მუშტრებად
მივიჩნევდით... ჟირონდები, კამადურები და დე ლამბისტები, ელჩების
მშობლები... ნაღები საზოგადოება!.. პრემიერა ერთ კვირადღეს უნდა
შემდგარიყო. ქალბატონი ბრეტონტე დარწმუნებული იყო, რომ მათ
დადგმას არნახული წარმატება ექნებოდა.
ერთი ათჯერ მაინც შემოგვიარა მაღაზიაში. ტვინი გაგვიბურღა. უა-
რით ვერ გავისტუმრებდით, მით უმეტეს, რომ კომედია საქველმოქმედო
მიზნით ტარდებოდა.

105
მაგიდას რომ არაფერი დამართნოდა, რუდუნებით გავახვიეთ სამ გა-
დასაფარებელში და დილით ფიაკრით თავადვე გადავიტანეთ მათთან.
წამი არ დაგვიგვიანია, გარეუბანში ზუსტად დანიშნულ დროს ჩავედით
და კართან ახლოს ჩვენთვის გამოყოფილი სამი ტაბურეტი დავიკავეთ.
ფარდა ჯერ კიდევ არ აეწიათ, მაგრამ ყველაფერი უამისოდაც შესა-
ნიშნავი და თვალისმომჭრელი გვეჩვენა... უძვირფასეს საღამოს კაბებში
გამოწკეპილი ქალბატონები ერთმანეთში ჩურჩულებდნენ და ენერგიუ-
ლად იქნევდნენ მარაოებს... ისეთ სურნელებას აფრქვევდნენ გარშემო,
რომ სიამოვნებისგან ლამის გული წაგვსვლოდა... დედაჩემმა უმალ ამო-
იცნო მათზე საკუთარი მაღაზიის ღირსშესანიშნაობანი – ბოლეროები
და მაქმანებიანი საყელოები „შანტილის კოლექციებიდან“... ისიც კი გა-
იხსენა, რა რამდენი დაუჯდათ... გადაირია ფასონთა სიუხვეზე... როგორ
უხდებათ ეს გიპიურები. ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ მათთვისაა შექ-
მნილი! დედაჩემი კმაყოფილებისგან ანათებდა.
ფარდულიდან გამოსვლამდე გამაფრთხილეს, თუ იქ სუნების
ფრქვევას დაიწყებ, სპექტაკლის დროს მოგადგებიან და მოურიდებლად
გარეთ გაგსვამენო. გაფრთხილება ყურად ვიღე და უკანალი რუდუნე-
ბით გამოვიწმინდე, ყროლის გავრცელების ყველა გზა დავგმანე. ამას
გარდა, ჩემს „მოდურ“ ჯარისკაცის ნახმარ ჩექმებსაც გადავუსვი ჩვარი
და გავაბზრიალე...
ბოლოს მაყურებლებმა მიაგნეს თავთავიანთ ადგილებს. მავანმა სი-
ჩუმისკენ მოგვიწოდა. ფარდა ნელ-ნელა აიკეცა... გამოჩნდა ჩვენი მაგი-
დაც... სცენის შუაგულში წამოეჭიმათ... ზუსტად ისე, როგორც ჩვენს ფარ-
დულში... ამ დეტალმა ძალიან დაგვამშვიდა... გაისმა კაკუნი ფორტეპია-
ნოზე... ამას მოჰყვა პირველი რეპლიკებიც... ოჰ, რა ხმები, რა ინტონაცი-
ები! როგორი დახვეწილია ეს ყველაფერი! პერსონაჟები მიდიან, მოდი-
ან, დასეირნობენ მკვეთრად განათებულ სცენაზე... საოცარია მათი ცქე-
რა! რა შესანიშნავად თამაშობენ მსახიობები!.. შეხედე, როგორ დავო-
ბენ... კინკლაობენ... ბჭობენ... ჩხუბობენ... აი, ის ერთი ნამდვილი ცოფი-
ანია! როგორ გაცეცხლდა?! და მაინც, სულ უფრო და უფრო ვინუსხებო-
დით... სულით ხორცამდე მოჯადოებული ვიყავი... მინდოდა ყველაფე-
რი თავიდან დაწყებულიყო. ისიც მართალია, რომ

106
ძალიან მიჭირდა ყველაფრის გაგება... მაგრამ მოქმედებამ მაინც ჩა-
მითრია თხემით ტერფამდე... მხიბლავდა ყველაფერი, რასაც ამბობ-
დნენ, რასაც არჩევდნენ. ვგიჟდებოდი მათ ჟესტებსა და მოძრაობებზე...
ყველაზე ბანალური სიტყვებიც კი ჩემზე მაგიურ ზემოქმედებას ახდენ-
და... ირგვლივ ყველა ტაშს უკრავდა... მე და ჩემს მშობლებს კი ვერ გაგ-
ვებედა..
სცენაზე ქალბატონი პინეზი ამოვიცანი... ქალბატონი პინეზი –
ღვთაებრივი არსება, ახლაც ვხედავ მის თეძოებს, მისი ძუძუების თან-
თალს... სევდიანსა და მოწყენილს ჰაეროვან პენუარში... აბრეშუმგადა-
ფარებულ დივანზე მისვენებულს... ქალბატონი პინეზი გაწამებულია...
ცრემლებს ვერ იკავებს... სლუკუნებს... დორანჟის, ჩვენი მეორე კლიენ-
ტის გამო კვნესის და მოთქვამს, რომელიც მას უკანასკნელი სიტყვებით
თათხავს... ქალბატონი პინეზი სასოწარკვეთილია, არ იცის, სად იპოვოს
შველა, ვის შესთხოვოს მფარველობა. დორანჟი მზაკვარი, სასტიკი და
დაუნდობელია... უკნიდან მიეპარება ქალბატონს, რომელიც ახლა ჩვენს
მაგიდას დაჰყრდნობია და ცრემლებად იღვრება. თაღლითი დორანჟი
ცდილობს, ამ დაჭრილ-განადგურებულ სულს ერთი კოცნა დასცინ-
ცლოს... შემდეგ კი ათასი ამბორი და მოფერება... მსგავსი რამ ცხოვრე-
ბაშიც არ მინახავს. ჩვენთან, სახლში ნამდვილად არ ხდება ასე... ქალი
ვერ გაუძალიანდა... აღიარა დამარცხება... გრაციოზულად მიესვენა კა-
ნაპეზე... მამრი ეძგერა ტუჩებზე და პირდაპირ კუჭის წვენი ამოუღო...
ქალმა გონება დაკარგა... სული განუტევა... აი, ნამუშევარიც ამას ჰქვია!
კაცი ენერგიულად ამოძრავებდა კუდუსუნს...
დრამამ თავით ფეხებამდე ჩამითრია... ამ ნატიფმა ზრდილობამ,
ღრმა, სულისშემძვრელმა მელოდიამ – რამდენი საბაბი გამიჩნდა და-
სანძრევად!..
უნდა ითქვას, და სავსებით სამართლიანად, რომ ჩვენი მაგიდა პირ-
დაპირ დააკვდა პიესას! ყველას და ყველაფერს მოუხდა... ხელებს, იდაყ-
ვებს, მუცლებს. ყველა, ვინც არ დაიზარა და გაეხახუნა, გააკეთილშობი-
ლა... ქალბატონი პინეზი ისე ძლიერ აწვებოდა და ეჯაჯგურებოდა, რომ
საწყალი მაგიდის კვნესა და ხრჭიალი დარბაზის ბოლოშიც კი ჩაგვეს-
მა... ყველაზე საგანგაშო ის მომენტი იყო, როდესაც სიმპათიურმა დო-

107
რანჟმა ყველაზე ტრაგიკულ მომენტში ზედ წამოგორება განიზრახა. ამ
დროს დედას ძარღვებში სისხლი გაეყინა. საბედნიეროდ, მალევე გად-
მოხტა იქიდან... თითქმის მაშინვე... ანტრაქტის დროს კლემანსი ძალზე
ღელავდა, რა გვეშველება, იმ დორანჟს ისევ თუ მოუარა მაგიდაზე წა-
მოპლაკვის ჟინმაო... მამაჩემმა პიესა თავიდან ბოლომდე მიიღო. ძალი-
ან აღელვებული ჩანდა, ამიტომ მისი გარჩევისგან დროებით თავი შე-
იკავა...
დადგმამ ჩემზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ნამცხვრებსა და
გამაგრილებელ სასმელსაც კი არ გავეკარე, რომლებითაც ანტრაქტებზე
გვიმასპინძლდებოდნენ... მხოლოდ არისტოკრატებს თუ სჩვევიათ საჭ-
მლის ამაღლებულ და მაგიურ გრძნობებთან აღრევა... იმ მაიმუნების-
თვის ყველაფერი სულერთია! ოღონდ რაიმე ამოიდონ კბილებქვეშ და
ღეჭონ... შეუძლიათ ერთ სუფრაზე ერთდროულად ქაქიც და ვარდიც გა-
დაყლაპონ.
სპექტაკლი განახლდა. ისევ დავბრუნდით დარბაზში. მეორე აქტმა
სიზმარივით გაიფრინა... სასწაული დასრულდა... ისევ ამოვყავით თავი
ჩვეულებრივი ადამიანებისა და ნივთების გარემოცვაში. თითქოს ტაბუ-
რეტებს მივეწებეთ. წამოდგომა და ხმის ამოღება ვერ გაგვებედა... ვე-
ლოდით დარბაზის დაცლას, რათა ჩვენი მრგვალი მაგიდა სცენიდან ჩა-
მოგვეღო... შემდეგ ერთი ქალბატონი მოგვიახლოვდა და გვთხოვა, კი-
დევ ცოტა ხანს დავრჩენილიყავით და დავლოდებოდით... ჩვენც გაქცე-
ვას არსად ვაპირებდით და, ცხადია, დავეთანხმეთ... მოულოდნელად
დავინახეთ, რომ ფარდა ისევ ზემოთ მიიწევდა... ყველა მსახიობი ამო-
ვიცანით... ჩვენს მაგიდას შემოსხდომოდნენ... და კარტის თამაში გაეჩა-
ღებინათ. პინეზები, კულუმანჟები, ბრეტონტეები, დორანჟები და ბო-
ლოს ბებერი ბანკირი კრუანი... ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ.
კრუანი ერთი სასაცილო მოხუცი იყო. ხშირად სტუმრობდა ბებია-
ჩემს მონორგოის ქუჩაზე... ყოველთვის უკიდურესად თავაზიანი... ძვალ-
ზე გადაკრული ტყავი... სუნამოში ბანაობდა... იმდენს ისხამდა, მაღაზია
მისი წასვლის შემდეგაც კარგა ხანს ყარდა... ერთადერთი რამ აინტერე-
სებდა მხოლოდ – ამპირის სტილის ზარის ზამბარები... კოლექციის გა-
სამდიდრებლად სჭირდებოდა.

108
პარტია მაგიდასთან ზედმეტი ფორიაქისა და ყაყანის გარეშე, შეიძ-
ლება ითქვას, ღირსეულად დაიწყო. თავაზიანად უცვლიდნენ კარტებს
ერთმანეთს, შემდეგ ცოტათი გაბრაზდნენ და ხმაშიც სიფიცხე და სიმ-
შრალე შეეპარათ, როგორც ეს სულ ცოტა ხნის წინ სცენაზე ხდებოდა...
ისეთი განცდა დამეუფლა, რომ უფრო საოხუნჯოდ და ერთმანეთის გა-
საკილად თამაშობდნენ... ხმამაღლა გაიძახოდნენ ციფრებს... ტუზებს
ისე ძლიერ ურტყამდნენ მაგიდას, გეგონებოდა, კარტს ერთმანეთს სახე-
ში ულაწუნებენო. დორანჟის ბრუციანი ქალიშვილები მამას ზურგს უკან
ამოსდგომოდნენ... ვერც გაიგებდი, საითკენ იმზირებოდნენ. დედები,
ცოლები – თითოეული თავისიანს გულშემატკივრობდა. კედელზე ჩამ-
წკრივებულ სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ და საშინლად დაძაბულებს
სუნთქვაც კი ვერ გაებედათ. მოთამაშეებმა ადგილები გაცვალეს... მაგი-
დაზე ცოტა ხანში ფულის გორა ამოიზვირთა... მისი მასშტაბები სულ
უფრო და უფრო შთამბეჭდავი ხდებოდა... ბებერი კრუანი ორივე ხელით
ჩაჰფრენოდა მაგიდას... გროვა პინეზების წინ ნელ-ნელა მატულობდა...
იბერებოდა... სუნთქავდა, როგორც ცოცხალი არსება. ამის გამო სახე აუ-
ჭარხლდათ... ბრეტონტეების წინ – პირიქით... უღმერთოდ აგებდნენ...
სახეზე მკვდრისფერი გადაჰკვროდათ... დასასრულ მათ წინ ერთი სუც კი
აღარ დარჩა... მამაჩემიც სულ გაფითრდა... მაინტერესებდა, რას იზამ-
და ახლა. უკვე თითქმის ორი საათი ველოდით, როდის დამთავრდებო-
და ეს უმსგავსობა... ამ ადამიანებს სავსებით გადაავიწყდათ ჩვენი არსე-
ბობა...
მოულოდნელად ბრეტონტეები ფეხზე წამოხტნენ... მათ ახალი
ფსონი შესთავაზეს... ციხე-კოშკი ნორმანდიაში! ამის შესახებ ყველას გა-
საგონად განაცხადეს... ფსონი მხოლოდ სამ ხელზე გაკეთდა! მოიგო გა-
დაღრძუებულმა კრუანმა! მაგრამ ვერ იტყოდი, რომ სახე კმაყოფილე-
ბისგან მაინცდამაინც უბრწყინავდა. ბრეტონტეების ოჯახის მამა ისევ
წამოიმართა. „ჩამოვდივარ აგარაკს, სადაც ახლა ვიმყოფებით“, – ჩა-
ილუღლუღა მან.
დედაჩემს თითქოს მეხი დაეცაო... ზამბარასავით წამოხტა... მამამ
მისი შეკავება ვერ მოასწრო... კოჭლობა-კოჭლობით სცენაზე აბობღდა...
მღელვარე ხმით მუღამში შესულ მოთამაშეებს მიმართა: „ქალბატონე-

109
ბო და ბატონებო, ჩვენ ბავშვთან ერთად შინ უნდა დავბრუნდეთ... მისი
ძილის დრომაც მოაწია... უფრო სწორად, ჯერ კიდევ როდის უნდა ყოფი-
ლიყო ლოგინში... ჩვენი მაგიდა უნდა წავიღოთ...“
პროტესტი არავის გამოუთქვამს. მათ, უბრალოდ, თავი დაკარგეს...
ცარიელი თვალებით აქეთ-იქეთ იცქირებოდნენ. ავიღეთ მაგიდა და ქა-
რის სისწრაფით დავეშვით სცენიდან... გვეშინოდა, ჩვენი არსებობა არ
გახსენებოდათ.
სოლფერინოს ხიდთან სულის მოსათქმელად ცოტათი შევყოვნდით.
რამდენიმე წლის შემდეგ მამაჩემი ამ ამბავს შეუდარებელი ჟესტები-
თა და მიმიკით ჰყვებოდა... დედა ამ მოგონებაზე ცუდად ხდებოდა...
ოგიუსტი განსაკუთრებულად ხაზს უსვამდა იმ მღელვარებას, რომლი-
თაც მთელი დარბაზი იყო გაჟღენთილი... ოვალურ მაგიდაზე ზუსტად
მიუთითებდა იმ ადგილზე, საიდანაც მილიონები, ოჯახის სინდის-ნამუ-
სი და ციხე-კოშკები ქრებოდა.
***
ბებია კაროლინთან, მართალია, ტაატ-ტაატით, მაგრამ რაღაც-რა-
ღაცებს მაინც ვსწავლობდი. ბოლოს და ბოლოს დავაყენე საშველი და
ასამდე თვლა ვისწავლე. კითხვით კი ნაღდად უკეთესად ვკითხულობდი.
ის კი არა, მასწავლებელსაც გადავუჯოკრე... ერთ დღესაც გამრავლების
ტაბულას მივადექით. ეს ყველაფერი სასწავლო წლის დაწყებას უძღო-
და წინ.
შევარჩიეთ დაწყებითი სკოლაც ჟერარის ქუჩაზე, ჩვენგან სულ
ორიოდე ნაბიჯზე, როგორც კი ფრან-ბურჟუას გზაჯვარედინს გასცდებო-
დი.
კლასში მოსახვედრად გრძელი კორიდორი უნდა გაგვევლო. ფან-
ჯრები ეზოში გადიოდა, რომლისთვისაც იმსიმაღლე გალავანი შემოერ-
ტყათ, რომ ცა არ ჩანდა. ქუჩისკენ თვალი რომ არ გაგქცეოდა, ეზოს მოგ-
ვიანებით შავი თუნუქიც შემოავლეს. ჩვენ ძირითადად საშინაო დავალე-
ბები უნდა გვეკეთებინა და მასწავლებელი მაინცდამაინც არ შეგვეწუხე-
ბინა. დღეს მისი ამოცნობა ძალიან გამიჭირდებოდა. თუმცა, მისი სათ-
ვალე, გრძელი ყავარჯენი და მანჟეტები ჯერ კიდევ არ წაშლილა ჩემი
მეხსიერებიდან.

110
თავიდან რვა დღე ბებიას დავყავდი, მეცხრე დღეს, შუადღისას ავად
გავხდი და შინ დამლაგებელმა წამომიყვანა...
როგორც კი ფარდულში შევაბიჯე, გულისრევა დამეწყო... საშინელმა
ციებ-ცხელებამ შემომიტია... მთელ სხეულში ამაძაგძაგა... ისე ვხურდი,
რომ თავი სხვა ვინმე მეგონა... კი არ იყო უსიამოვნო განცდა, ყოველ წამს
გულ-ღვიძლს გარეთ გადმოხტომა რომ არ ნდომებოდა და პირი წამით
მაინც რომ მომემუწა. დედაჩემმა მდგომარეობა თავიდან სერიოზულად
ვერ აღიქვა. იფიქრა, ალბათ გასკდა ნუგის ჭამითო. მერე კი შეეპარა ოდ-
ნავ ეჭვი, რადგან ასეთი რამ არასდროს დამმართნია. მეხვეწებოდა, რო-
გორმე გულისრევა შეიჩერეო. ფარდული სავსე იყო კლიენტებით. როცა
საპირფარეშოში მიმარბენინებდა, ფრთხილობდა, ნარწყევს მისთვის
მაქმანები არ დაესვარა... სულ უფრო ცუდად ვგრძნობდი თავს. ნიჟარა
პირთამდე გაივსო. თავიც არ ჩამორჩა მოვლენებს და დუღილი იწყო...
სიხარულს უკვე ვეღარ ვმალავდი... გართობა და ოინები საფეთქლებში
მიკაკუნებდა.
მე ყოველთვის უშველებელი თავი მქონდა, ბევრად უფრო დიდი,
ვიდრე სხვებს. მათ ბერეტებს ვერასდროს ვირგებდი. ამ ფრიად არასა-
ხარბიელო დეტალმა დედას მოულოდნელად გაუელვა თავში... მისმა
მღელვარებამ ელვის სისწრაფით მოიმატა.
„ყური მიგდე, ოგიუსტ, იქნებ ბავშვმა მენინგიტი აიკიდა? აი, ესღა
გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის! თუ მართლა ასეა, მაშინ ჩათვალე,
რომ ხელში სრული თაიგული გვიჭირავს!..“
ბოლოს, როგორც იქნა, რწყევა შემიწყდა... სიცხისგან გათანგულს
მოწყენაც გამიქრა... უამრავი რამის მიმართ გამიჩნდა ინტერესი... რას
ვიფიქრებდი, რომ ამ გასივებულ თავში ამდენი რამ მეყარა... იფეთქა
წარმოსახვამ... ფანტასმაგორიულმა, სრულიად დაუჯერებელმა ოცნე-
ბებმა... ზმანებებმა... ნატვრამ... წადილმა წამლეკა... თავიდან ყველა-
ფერს წითელ ფერში ვხედავდი... ერთხელაც სისხლით გაბერილი ღრუ-
ბელი მომელანდა. ის ცის კაბადონზე აღმოცენდა და გაცურა... შემდეგ
პატარ-პატარა ნაფლეთებად დაიშალა... მალე ისევ შეიკრა და მუშტარი
ქალის ფორმა შეიძინა... კოლოსალური გაბარიტები ჰქონდა! ქალი-გი-
განტი მბრძანებლობას შეუდგა... მაღლა... ჰაერში... გველოდა... ჩამოკი-

111
დებული... ბრძანებას ბრძანებაზე გასცემდა... აბა, დროზე ერთი ადგი-
ლი გაანძრიეთო... რაღაცებს გვანიშნებდა... ყველანი ერთად შეგროვ-
დით და სასწრაფოდ მოუსვით პასაჟიდანო... აბა, ცოცხლად, გაინძე-
რით... ყველანი ერთად-მეთქი!
დასაკარგი ერთი წუთიც არ გვქონდა.
შემდეგ ქალი-გიგანტი დაეშვა და შუშის სახურავიდან შემოძვრა...
მთელი ჩვენი პასაჟი დაიკავა... მთელ სიმაღლეზე გაჭიმული აქეთ-იქით
დადიოდა... უნდოდა, რომ ფარდულებიდან ყველა გამყიდველი გაფხე-
კილიყო... ყველა მეზობელი საკუთარი სოროებიდან გამომძვრალიყო...
მეონმაც კი იკადრა გამობრძანება და ჩვენთან ერთად წამოსვლა... სას-
წაული ის იყო, რომ ამ საძაგელს ამჯერად სამი ხელი ჰქონდა, რომლებ-
ზეც ოთხი თათმანი ჩამოეცვა. აშკარად ჩანდა, ყველანი სადღაც სახა-
ლისოდ მიემართებოდნენ. ჩვენ გარშემო სიტყვები დავლურს უვლიდ-
ნენ, ზუსტად ისე, როგორც მსახიობების თეატრში... ხალისიანი, ცოცხა-
ლი რიტმი, მოულოდნელი გადასვლები, სასიამოვნო ინტონაციები და
საამური მელოდიები... დაუვიწყარი...
გიგანტურმა კლიენტმა ჩვენს მაქმანებს დაადგა თვალი... სულ სახე-
ლურებში იჩურთავდა... პირდაპირ ვიტრინიდან გლეჯდა... დამალვა
არც კი უცდია... გიპიურებით მოირთო, ზედ მანტიებიც მოისხა... ეს ყვე-
ლაფერი ოც კიურეს მაინც მოკაზმავდა თავით ფეხებამდე... კლიენტის
მასშტაბები განუწყვეტლივ იზრდებოდა... კოპწიაობდა, იპრანჭებოდა,
იტყლარჭებოდა, იგრიხებოდა... მის აჟურულ სამოსს სულ შარიშური გა-
უდიოდა.
პასაჟის ყველა უსაქმური, ოხერი და ვიგინდარა... ქოლგების გადამ-
ყიდველები... ვიზიონები თუთუნის ქისებით... მეყანდის გაუთხოვარი
ქალიშვილები... ყველა ელოდა... საბედისწერო ქალბატონი კორტილე-
ნიც აქ იყო, ჩვენ გვერდით... მისი რევოლვერი, მხარზე უცნაურად რომ
ჩამოეკონწიალებინა, სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა... მთელი სივ-
რცე გაიჟღინთა ამ მათრობელა სუნამოთი... ქალბატონი გუნუიუ, პირბა-
დეჩამოფარებული, რომელიც თავისი ჩამპალი თვალების გამო უკვე
წლებია ჩაკეტილში ცხოვრობდა და ცის ლაჟვარდი არ ენახა... და დარა-
ჯი, თავზე დამხობილი სამკუთხა ქუდით. სადღესასწაულოდ გამოპრან-

112
ჭულები 31 ნომრის წინ დარჭობილიყვნენ და აუღელვებლად ბაასობ-
დნენ, გასტონიც კი, აწ გარდაცვლილი პატარა ბიჭუნა ამკინძველების
ოჯახიდან, საგანგებოდ მობრუნებულიყო შორეული მიღმეთიდან... ახ-
ლა დედამისს ძუძუებზე ექაჩებოდა და ხარბად წოვდა. იწვა მშვიდად
მშობლის მუხლებზე და მორჩილად ელოდა, როდის ინებებდნენ მის გა-
სეირნებას. დედას ხელში ბავშვის სერსო ეჭირა.
ბებერმა დიდედა არმიდამაც არ დაახანა. ტიეს სასაფლაოდან პასაჟ-
ში ეტლით შემოგრიალდა... როგორც ჩანს, უბრალოდ, ჩვენკენ გამოისე-
ირნა... საშინლად დაბერებულიყო შარშანდელი ზამთრიდან მოყოლე-
ბული, სახე სულ მოჰფლაშვოდა და მის ადგილას რაღაც გაურკვეველი
უფორმო მასა დარჩენილიყო... მაინც ამოვიცანი მისთვის დამახასიათე-
ბელი ყროლის წყალობით. დედას ხელი ჩამოართვა. მამაჩემი, როგორც
ყოველთვის, ყველაზე ადრე მოემზადა... ყელზე თავისი მაღვიძარასა-
ვით უზარმაზარი საათი ეკიდა... უჩვეულოდ გამოწკეპილიყო – რედინ-
გოტი ჩაეცვა, თავზე კანოტიე დაეკოსებინა, თითზე თვალშისაცემად
მსხვილი ბეჭედი წამოეცვა, ებონიტის ველოსიპედზე ამხედრებულიყო.
ფეხებზე ასხეპილი წინდები დაკუნთულ წვივებს უჩენდა. ღილკილოში
კვასკვასა წითელი ვარდი გაერჭო. თავისი უკბილო ხუმრობებითა და
უადგილო გამოხდომებით ყველანაირად ცდილობდა, წყობიდან გამო-
ვეყვანე... ბრინჯივით დაბნეულ საწყალ დედაჩემს ქმრისთვის კომპლი-
მენტები არ ენანებოდა... ტომს ბებრუხანა მეონის თავზე დამხობილი
შლაპის ბუმბულებს შორის ადგილი ეპოვა და ახლა წონასწორობის შე-
ნარჩუნებას ცდილობდა... ღვარძლიანი მეონი მას სრულ უფლებას აძ-
ლევდა, ყველა გამვლელისთვის ეკბინა.
ჩვენ კვალდაკვალ მივყვებოდით გიგანტურ მყიდველს. რაც უფრო
წინ მივიწევდით, მით მეტად ივსებოდა ჩვენი რიგები. კოლოსიც გამუდ-
მებით მატულობდა სიმაღლეში... ახლა უკვე იძულებული იყო, ქედმოხ-
რილს ევლო, რათა პასაჟის მინის სახურავები არ დაელეწა... სავიზიტო
ბარათების მბეჭდავი სწორედ მაშინ ამოძვრა სარდაფიდან, როცა პრო-
ცესიას მათი შენობის წინ უნდა ჩაევლო. ურიკას აწვებოდა, რომელზეც
ორი უცნაური დანადგარი ეგდო, ისე სწრაფად მირბოდა, ხვითქი გადას-
დიოდა...

113
ორთქლმავალივით ქშენდა... ჰო, ურიკაზე კიდევ ბანკნოტების მთე-
ლი გროვა ეყარა... სულ ასფრანკიანები... სულ ყალბები... ეს იყო მისი
შავბნელი მაქინაციების ნაყოფი... მუსიკალური ინსტრუმენტებით მო-
ვაჭრე 34-ე მაღაზიიდან, რომელიც გრამაფონს, ექვს მანდოლინას, სამ
გუდასტვირსა და პიანინოს ფლობდა, არაფრის დატოვებას არ აპირებ-
და. სურდა, ყველაფერი თან წაეთრია... მის ვიტრინას მიაწვნენ... სიმძი-
მეს ვეღარ გაუძლო და ყველაფერი მიწასთან გასწორდა... კარგა ხანს ის-
მოდა გამაყრუებელი გრუხუნი.
კაფე „ბომონდური სხვენიდან“, – აი, ის, 96-ე ნომრის პირდაპირ რომ
მდებარეობდა, – შესანიშნავი მუსიკოსებისა და სოლისტებისგან შემ-
დგარი ორკესტრი გამოვარდა. კოლოსისგან მოშორებით მოიყარეს თა-
ვი... და სამი ცნობილი აკორდი გააჟღერეს... ვიოლინოები, გუდასტვირე-
ბი, არფები... ტრომბონები და ვალტორნები ისე აგუგუნდნენ, იქაურო-
ბას ზანზარი დააწყებინეს. ბრბო სიამოვნებისგან ღმუოდა...
უეცრად შემოკუნტრუშდნენ მაღალი, გამხდარი და პირმშვენიერი
ოფიციანტები თავზე დაკოსებული ჰაეროვანი ჩაჩებით... დარბოდნენ,
დახტოდნენ, ლამის დაფრინავდნენ მანდარინებს შორის. 48-ე ნომერში
42 წლის განმავლობაში გამოკეტილი, კლიენტებთან მუდამ თავაზიანი
და ყურადღებიანი სამი ბებრუხანა საკუთარ ფარდულს უროების ძლი-
ერი დარტყმებით ლეწავდა... სამი კუდიანი ბებრუხანა უკანალზე ქუ-
რებს იმაგრებდა, რათა უფრო სწრაფად ერბინათ... ქალი-გიგანტიდან
სხვადასხვა ნივთი ცვიოდა... ყველა ნაკეციდან იყრებოდა... მოპარული
ხარახურა... ყველაფერი მიმოეფანტა... ახლა კი ცდილობდა, ფრთხი-
ლად აეკრიფა ძირს მობნეული საგანძური... ოქრომჭედელ ცეზარის
ფარდულთან ამას ასე თუ ისე ახერხებდა. მოულოდნელად ის ყალბი
მარგალიტებითა და ძეწკვებით გაწყობილ კაბაში მოგვევლინა... ბრბოს
ხარხარი აუტყდა... გიგანტმა ხის ჯამს დაავლო ხელი და სახურავის ცხა-
ურიდან ერთი მუჭა ამეთვისტო მიმოაფრქვია... ყველანი იისფრად შევი-
ღებეთ. მეორე ჭურჭლიდან ამოღებული ტოპაზები მინის სახურავს და-
უშინა და სულ დაცხრილა... ყველანი უკან მივყვებოდით. ცოტაც და, პა-
საჟის დასალიერს მივადგებოდით... უზარმაზარი ბრბო ჩვენ წინაც და
უკანაც... საკანცელარიო საქონლით მოვაჭრე 86-ე ნომრიდან, რომელსაც

114
სხვადასხვა დროს არაერთი ფანქარი მოვპარე, ჩემს შარვალს ებღაუჭე-
ბოდა. დაქვრივებული ვაჭარი, რომლის განჯინებშიც ვინ მოთვლის,
რამდენჯერ მომიშარდავს, ყველგან დამეძებდა... უკვე აღარ მეხუმრებო-
და... აღარც მეცინებოდა... ქოლგებით მოვაჭრემ მიხსნა... გაშლილი პა-
რასოლის ქვეშ დამმალა. თუ დიდედა არმიდა გამომიჭერდა, აუცილებ-
ლად მომიწევდა მის ყველივით რბილ თავზე ამბორი...
სამთვალა მოტოციკლზე ამხედრებული ბიძია ედუარდი ახლა მამა-
ჩემს გამოსდგომოდა... და წინ გადახრილი ცხვირით ლამის ასფალტში
ჩარჭობილიყო... სამთვალა ორად დაიკეცა... შემდეგ კი დაილეწა. შევამ-
ჩნიე, რომ მძღოლს ნესტოებში უზარმაზარი კენჭები ჰქონდა გაკვეხებუ-
ლი. ძრავა შეყვარებული მტრედივით ტკბილად ღუღუნებდა... ედუარ-
დის ორ ძაფზე ჩამოკონწიალებული თვალი პირდაპირ გზის პირას და-
ეკიდათ, რათა ყველაფერი ენახა და არაფერი გამორჩენოდა... ბალიშებ-
ში ჩაფლული დიდედა არმიდა საჭეს მისჯდომოდა და შავებში მოსილ
მამაკაცთან ენას ატარტარებდა. უცნობ მამაკაცს უზარმაზარი, ჩემზე
ოთხჯერ უფრო გრძელი თერმომეტრი ეჭირა... ეს ექიმი ჰესპერიდი გახ-
ლდათ, რომელიც საგანგებოდ დიდედას გასასინჯად მობრძანდა... მისი
გაოგნებული სახე ათასობით მოციმციმე ნაწილაკს აფრქვევდა...
ამ სცენის დანახვაზე მეზობლები გახდას შეუდგნენ... შემდეგ რიგრი-
გობით ექიმს უკანალს უშვერდნენ... მკურნალი მათ აფურთხებდა... დრო
არც კი რჩებოდა, ცოტათი მაინც სული რომ მოეთქვა... ყველანი ერთად
გასასვლელისკენ დაიძრნენ... ბრბომ ბულვარები წალეკა...
ვანდომის მოედნის გადაჭრისას გიგანტური კლიენტი მოულოდნე-
ლად მოვარდნილი ქარისგან კიდევ უფრო გაიბერა. ოპერასთან კი ორ-
ჯერ იმატა სიგრძე-სიგანესა და სიმაღლეში... მერე კიდევ ასჯერ! მეზობ-
ლები ქვედაკაბის ქვეშ თაგვებივით უცვივდებოდნენ... ჭკუიდან გადასუ-
ლები უმალვე ყვირილით უკან გამორბოდნენ... ცოტა ხანში ისევ მის ქვე-
დაკაბას აფარებდნენ თავს... ამის გამო ენით აღუწერელი ქაოსი იქმნე-
ბოდა. ყველგან პასაჟის ძაღლები დაძრწოდნენ, ყველგან შარდავდნენ,
სვრიდნენ, იღრინებოდნენ და იკბინებოდნენ... საპარფიუმერიო მაღა-
ზიის მფლობელი ქალბატონი ვივიენი ჩვენ თვალწინ ჟასმინის იასამ-
ნისფერი ყვავილების მთის ქვეშ სულს ღაფავდა... იხრჩობოდა... ვეღარ

115
სუნთქავდა... სამმა სპილომ სულთმობრძავი გაჭყლიტა და ამით მისი
აგონიაც დასრულა... წარმოქმნილი სუნამოს პატარ-პატარა ჭავლები ნა-
კადულად შეიკრა და იქაურობა მათრობელა სურნელში ჩაიძირა.
ლარჟანტოის საფუნთუშეს ოთხი შეგირდი „მაჰმადის თუთუნიდან“
წამოღებულ უზარმაზარ ჩიბუხს მიარბენინებდა, რომელსაც ჩვეულები-
სამებრ ექვსის შემდეგ აბოლებენ ხოლმე... სენტ-ონორეს ბაზრის მო-
პირდაპირე მხარეს, შესასვლელთან, ბიჭებმა ჩიბუხს თავი მოატეხეს...
მარცხენა პავილიონში შეცვივდნენ... იქ, სადაც „შინაური ფრინველია“,
შემდეგ კი – მარჯვენაში, სადაც „თევზია“.
შეჩერება წარმოუდგენელი იყო. განსაკუთრებით ქალი-გიგანტის-
თვის – ჩვენი კლიენტისთვის, რომელსაც ძუძუების ნაცვლად ორი პლა-
ნეტა ჰქონდა აკრული... ამ დროს ვიღაცა მეტაკა და გადამაყირავა... მამა
ტყუილად ეცადა ხელის შეშველებას... თავისი დაფხავებული ველოსი-
პედის მანებში გაიხლართა... ტომს კუდი გაუჭეჭყა... ცუგა უაზროდ დარ-
ბოდა, მამას ფეხებში ებლანდებოდა, ყეფდა, მაგრამ რატომღაც უხმა-
უროდ.
დარაჯმა ფეხზე წამომაყენა... განიერი ტუნიკა ეცვა... რომელიც ქვე-
მოთ ძეხვისებრი კუდით მთავრდებოდა... თავისი გრძელი, გაზის ასან-
თები ჯოხით ჩვენს გართობას ცდილობდა... რომელიც ცხვირში ლამის
ბოლომდე შეითხარა.
რივოლის ქუჩაზე გადასვლისას გიგანტურმა კლიენტმა წაიბორძიკა,
სახლს მიეხეთქა და ნაცარტუტად აქცია. იქიდან გამოფრენილმა ლიფ-
ტმა კი ცალი თვალი ამოუგდო... ნანგრევებზე მივაბიჯებდით. ჟენერის
ქუჩაზე მდებარე სკოლიდან ჩემი ძმაკაცი – კუზიანი ორჟა გამოტანტალ-
და. ყოველთვის ეგეთი მახსოვდა. სახეზე მწვანე ფერი დაჰკრავდა, ყურ-
თან კი ღვინისფერი უზარმაზარი ლაქა ჰქონდა მიტყეპებული... ახლა
სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. გასიმპათიურებულიყო, ენერგიული,
სიცოცხლით სავსე და ვარდისფერი გამხდარიყო. მისმა მეტამორფოზამ
უზომო სიხარული მომგვარა.
ყველა, ვისაც ვიცნობდით, ახლა კოლოსის ქვედაკაბის ქვეშ გაუჩი-
ნარდა... ერთმანეთს მიჭეჭყილნი

116
ქალაქის ქუჩებსა და უბნებს შეესივნენ... გიგანტურ კლიენტს ყველ-
გან ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ. სიმჭიდროვე მატულობდა და გაუსაძლი-
სი ხდებოდა. დედა ხელიდან არ მიშვებდა... სულ წინ მივიწევდით. უკან
არც კი ვიხედებოდით... თანხმობის მოედანზე მივხვდი, რომ კოლოსი
გამოფენაზე მიგვარბენინებდა... მისი გადაწყვეტილება ძალიან მეამა...
როგორც ჩანს, ჩვენი გართობა გადაეწყვიტა...
მთელ ვერცხლსა და ფულს დიდი ქალბატონი განაგებდა, სულ საც-
ვლებში ჰქონდა ჩაჩურთული. ანგარიში ყველგან მას უნდა გაესწორები-
ნა.
გიგანტის სიახლოვეს სულ უფრო და უფრო ჩამოცხა... ვოლანებსა და
ნაკეცებს შორის კიდევ ათასგვარი ხარახურა ეკიდა... ყველაფერი, რაც
პასაჟში ხელს გააყოლა... სირბილში თავზე პატარა „ბიზანტიური“ სარკე
დამეცა და უზარმაზარი კოპი დამაჯდა... ეს ის სარკე იყო, რომელსაც მო-
ნორგოის ქუჩაზე ამაოდ ვეძებდით... რომ შემძლებოდა, ჩემი აღმოჩენის
შესახებ ღრიალით ვაუწყებდი სამყაროს... ვერც კი დავიხარე მის ასაღე-
ბად... ისე მაწვებოდნენ ყოველი მხრიდან... დადგა მომენტი, როცა ყვე-
ლამ გაიაზრა, მეტი შემჭიდროება რომ გვმართებდა... მონუმენტურ,
ამაყ, ცისკენ უცნაური შინიონივით აზვირთულ კარიბჭესთან მაინც გავი-
ჭედეთ... იმის გაფიქრებამ, რომ გადახდა მოგვიწევდა, ყველა დაზაფ-
რა... საბედნიეროდ, ბოლოკაბების ბობოქარმა ნაკადმა გაგვიყოლია...
ვიჭყლიტებოდით, სუნთქვა გვეკვროდა, დაოთხილები მივხოხავდით
წინ... შესვლისას ქალი-გიგანტი დაიხარა. იქნებ ეს დასასრულია? იქნებ
უკვე სენაში ამოვყავით თავი? ზვიგენები გვიახლოვდებიან და ნუთუ ყვე-
ლაფერზე ანგარიშსწორებას მოგვთხოვენ? ასე ხდება ხოლმე, როცა
სადმე უფასოდ გაძრომას გადაწყვეტ!.. ამ დროს ისეთი შემზარავი და
მწივანა ხმა აღმომხდა, რომ გიგანტს შიშისგან კინაღამ გული გაუსკდა.
მოულოდნელად ყველა ქვედაკაბა და ვოლანი ზევით აისხიპა, შარვა-
ლიც... თავზე გადაიტარა... ღრუბლებამდე ააფრიალა... საშინელი ქარ-
ბუქი დაგვატყდა თავს... ულმობელი და გამყინავი... ჩემ გარშემო ადა-
მიანებმა ტკივილისგან ყვირილი მორთეს... მიტოვებულები, მიგდებუ-
ლები, გათოშილები, სასოწარკვეთილები და დაზაფრულები სანაპირო-
ზე ველოდით... მდინარის მონაყართან, სადაც სამი ბარჟა ქანაობდა...

117
ქალი-კოლოსი გაუჩინარდა... გაფრინდა!.. პასაჟელი მეზობლები მო-
ულოდნელობისგან ისე გაფითრდნენ, ვერც ერთი ვერ ამოვიცანი... ყვე-
ლა გაგვაცურა! იმ გიგანტურმა, ნაქურდალით დახუნძლულმა კლიენ-
ტმა!.. აღმოჩნდა, რომ გამოფენა დიდი ხნის წინ დაეკეტათ... კურ-ლა რე-
ნიდან მგლების ყმუილი ჩვენამდეც აღწევდა.
სასწრაფოდ უნდა გავცლოდით აქაურობას... ბრბომ დაშლა იწყო,
ზოგი საით გავარდა, ზოგი საით! გნიასი... ფორიაქი კიდევ დიდხანს გაგ-
რძელდა. მე, ცეროდენამ, მეონს გადავუარე და სული გავაცხებინე...
დედაჩემმა ქვედაკაბა აიქაჩა... მაგრამ სულ უფრო და უფრო ნელა
გარბოდა... იმიტომ რომ ფეხები... მოულოდნელად ძაფებივით გაუხ-
და... ამავდროულად ბალნით დაეფარა... სულ ერთმანეთში ებლანდე-
ბოდა... ობობებს ემართებათ ასე... მაინც წინ გავიგდეთ... ჩვენ უკან მივ-
სდევდით... უცბად ომნიბუსები გამოჩნდნენ... ჯოჯოხეთური სიჩქარით
მოქროდნენ... მთელი რუაიალის ქუჩა გრუხუნით აიარეს... ცისფერი,
მწვანე და ლიმონისფერი ომნიბუსები... ცოტა ხანში გაისმა საშინელი
გრგვინვა და ხრჭიალი... ყველა დეტალი მოედანზე მიმოიფანტა და
ტიუილრის ბაღის ხეებამდეც მიაღწია. უმალ
მივხვდი, რაც მოხდა... შევშინდი... ავყვირდი... ხმამაღალი განცხა-
დება გავაკეთე... ხალხი მოვაქუჩე... ვაჩვენე, როგორ უნდა მოეგროვები-
ნათ ნამსხვრევები... პირუკუ... ორანჟერეის მიმდებარე ტროტუარიდან
მოყოლებული... არაფერი გამომივიდა! საწყალი ბიძია ედუარდი, თავის
სამთვალა ჯაბახანასთან ერთად ბორდოს სიმბოლოს ქანდაკებასთან
მიეჭყლიტათ... მოგვიანებით ისევ დავლანდე სოლფერინოს ხიდთან ბე-
ჭებზე მიკრული დაპრესილი სამთვალათი, როგორც ლოკოკინა ზურგზე
შემოგდებული ნიჟარით. მის წამოყვანას ვეცადე... უნდა გვეჩქარა, იმი-
ტომ რომ უკვე გამოჩნდა ასეულობით მანქანა... „რენ სერპოლეს“ სალო-
ნიდან... მათი შუქები ციმციმებდნენ ტრიუმფალურ თაღთან... ახლა კი
ჯოჯოხეთური სიჩქარით მიქრიან ჩვენთან ერთად...
ჟანა დ’არკის ძეგლთან წამიერად როდოლფის ღიმილიანმა სახემ
გაიელვა... თავისი „ტრუბადურის“ აუქციონზე გაყიდვა და „გენერლის“
შეძენა განუზრახავს. ახლა მისი შეწუხების დრო ნამდვილად არ იყო...
ასფალტი ალაგ-ალაგ ამოყრილა... ერთ ადგილას უზარმაზარ უფ-

118
სკრულს დაუფჩენია პირი... შიგ ხალხი იყურებოდა... მივუახლოვდი უფ-
სკრულის ნაპირს... სანამ დიდედა არმიდა სიცარიელეში გადაეშვებოდა,
მისი საფულის დაჭერა მოვასწარი. ზედ მარგალიტებივით ერთმანეთს
მიჯრილი ასოებით ეწერა: „კეთილად მოსაგონებლად“. გავხსენი და რა
ვნახე – შუშის თვალი! სიურპრიზით გაოცებულებს ხორხოცი აგვიტყდა...
ჩვენმა ხალისმა ყოველი მხრიდან ზღვა ხალხი მიიზიდა. იმდენი ადა-
მიანი მოაწყდა, რომ ტერეზას ქუჩა მე-4 სართულის სიმაღლემდე გადაი-
ძეძგა. ადამიანები ემატებოდნენ და ამ ლეშის გორაზე ახოხებას ცდი-
ლობდნენ... ცოცხალი მთა ნეხვივით ყარდა და ეს სიმყრალე ვარსკვლა-
ვეთს სწვდებოდა...
უკანა გზობაზე ოთხი ძლიერ გამაგრებული კარიბჭის გადალახვა
მოგვიწია... ასობით, ათასობით მოქალაქე იერიშზე გადავიდა... მთელი
ძალით აწვებოდნენ ბარიერს... მავანი და მავანი გისოსებს შორის გაძ-
რომას ცდილობდა... არაფერი გამოგვივიდა!.. ძელები იღუნებოდნენ,
მერე წამში ისევ სწორდებოდნენ, სიფათში გვირტყამდნენ რეზინის კე-
ტებივით. მოჩვენებამ გასაღები გადაგვიმალა! საზღაურად ყველაფერს
ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ვერასდროს ვეღირსებოდით.
ფანტომს ათსართულიანი შეუკურთხეს! ჯანდაბამდე გზა გქონიათ! –
მოგვიგო... მალე კვლავ უხმეს მას... ათი ათასი მაინც ვიქნებოდით... ბევ-
რი ვეჯაჯგურეთ... ბოლოს ყველანი ერთად მივაწექით კარიბჭეს...
ათი ათასი ადამიანის ერთდროულად შეყვირების ექომ გომბუს ქუ-
ჩამდეც მიაღწია... იქ კიდევ კატასტროფა დატრიალდა... ეს იმათი ყიჟი-
ნაა, ვინც გაიონის მოედანზე უმოწყალოდ გადაყარეს... ომნიბუსები ბო-
ბოქრობდნენ... ქაოსი გრძელდებოდა... „კლიში-ოდეონმა“ გადარჩენი-
ლი შლეგები გადახნა... „პანთეონი – კურსელი“ უკნიდან აწვებოდა...
ათასობით ნამსხვრევი და ნატეხი ჰაერში დაფრინავდა... ეს ყველაფერი
ჩვენს ვიტრინებს ეყრებოდა. ისმოდა წუილი და ლაწანი... გვერდით მა-
მაჩემი კვნესოდა... „ოჰ, ერთი საყვირი მომცა, ჩემს ბედს ძაღლი არ და-
ყეფდა!“ სასოწარკვეთილებისგან ლამის თავზე ღერი თმაც არ დაიტო-
ვა... მოგვიანებით ფრანგული ბანკის ფასადზე მიბობღავდა, საათს უახ-
ლოვდებოდა... წუთების ისარი ჩამოგლიჯა და ძირს დაეშვა... ისარი მუხ-
ლებს შორის მოიქცია... ერთობოდა... და მშვიდდებოდა... ყველას ერ-

119
თად რომ გვეხალისა, არაფერი დაშავდებოდა... ამ დროს მეულის ქუჩა-
ზე ცხენზე ამხედრებულმა პოლიციელების რაზმმა შემოაჭენა... „მად-
ლენ-ბასტილია“ მათ
შეეჯახა, შემდეგ კი გადაყირავდა და კარიბჭეს მიეხეთქა... როგორც
იქნა, ბარიერმა დათმო... უზარმაზარი ღრმული გაუჩნდა... ომნიბუსი
აალდა... და ცეცხლში გაეხვია... სულ ტკაცა-ტკუცი გაუდიოდა... კონდუქ-
ტორმა მანქანას მეეტლის მათრახი გადაუჭირა... მოვლენები დაჩქარ-
და... წინ! წინ! წინ! პოლიციელები მულენის ქუჩის შტურმს შეუდგნენ...
მალევე დაიპყრეს და ბოლომდე ცეცხლოვანი ქარბუქივით ჩაიარეს...
ბრბო იშლებოდა, თხელდებოდა, „კომედი ფრანსეზს“ ეხეთქებოდა...
ყველაფერი იწვოდა... სახურავი მოწყდა. ჯერ ძირს დაეხეთქა, მერე ისევ
ჰაერში აიჭრა და ცეცხლში გახვეული ღრუბლებისკენ გააჭენა... თვალის-
მომჭრელი სილამაზის მსახიობი ქალი მონდომებით კითხულობდა
ამაღლებულ ლექსებს... მეცადინეობდა... სცენაზე გასვლამდე თავად
გარდაიქმნა პოეზიად... ენას ისეთი მონდომებით ატრიალებდა, რომ
ბოლოს და ბოლოს გადაეხლართა... ბორძიკობდა... ყელში გაეჩხირა...
საშინელი გმინვა აღმოხდა...
ვულკანი... გავარვარებულმა ლავამ ყველაფერი შთანთქა.
ამქვეყნად აღარაფერი გადარჩა, გარდა ცეცხლისა...
გახურებული ჯოხი საფეთქლებში მიკაკუნებდა, მაწვებოდა, მთუთ-
ქავდა, მწვავდა... ეს კეტი ჩემ თავის ქალაში ათუხთუხებულ სალაფავს
კოვზივით ურევდა. ასე იქნება აწ და მარადის... აღარასდროს მომეშვე-
ბა...
***
ძალიან დიდხანს ვერ წამოვდექი ფეხზე. მკურნალობა უსასრულოდ
გაიწელა... ორ თვეზე მეტხანს... სერიოზული სენი შემეყარა... ბოლოს გა-
მომაყარა. ექიმი ხშირად მოდიოდა. მშობლებს დაჟინებით ურჩევდა,
ბავშვი სოფელში დაასვენეთო... ადვილი სათქმელი კი იყო... სად გვქონ-
და ამის საშუალება?.. დედ-მამა შანსს არ უშვებდა ხელიდან, ოღონდ
სუფთა ჰაერი მესუნთქა.
იანვრის მიწურულს ბებია კაროლინმა ანიერში გამგზავრება გადაწ-
ყვიტა, რათა თავისი მოქირავნეებისგან კუთვნილი ფული აეკრიფა. ცხა-

120
დია, ვისარგებლე ქალაქგარეთ გასვლის ამ ბედნიერი შესაძლებლო-
ბით. იქ, პლეზანსის ქუჩაზე, მუშათა უბანში, ბებიას აგურით ნაშენი ორი
სახლი ჰქონდა... ერთი პატარა და მეორეც – საშუალო ზომისა, გარედან
ბზანარევი თიხით გალესილი. ეს იყო მისი შემოსავლის წყარო, მისი ქო-
ნება და მეურნეობა.
ერთ დღესაც ორივენი გზას გავუდექით. ნელა მივაბიჯებდით. ავად-
მყოფობის შემდეგ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ძალიან სუსტად
ვგრძნობდი თავს, ხშირად მომდიოდა ცხვირიდან სისხლი და ყველა სი-
კეთესთან ერთად კანიც მძვრებოდა... სულ პირდაპირ ვიარეთ. ფედერ-
ბის პროსპექტი... კარნოს მოედანი... მერიასთან მარჯვნივ შევუხვიეთ და
„სახალხო“ ბაღი გადავჭერით...
გალავანსა და ჩანჩქერს შორის, ბირთვის სათამაშო მოედანზე მუდ-
მივად იკრიბებოდნენ ბავშვობაში გადავარდნილი, ხალისიანი, ლაზ-
ღანდარა, გიჟმაჟი, ბუზღუნა და ხმაურიანი პენსიონერები... ყოველ ჯერ-
ზე, თამაშის დაწყების წინ, ერთმანეთის გაბიაბრუებითა და დაცინვით
იქცევდნენ თავს... სინამდვილეში ეს იყო ერთგვარი შეჯიბრი ენაკვიმა-
ტობაში, რომელსაც თან ახლდა ხმაურიანი ხორხოცი. კარგად ვუგებდი
მათ ოხუნჯობებს... და რაც მთავარია, ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფ-
რო უკეთ... ყველაზე სასაცილო მაინც მათი მოშარდვის მანერა იყო...
ზედმეტი სითხის გადასაქცევად ხის უკან იმალებოდნენ... ერთიმეორის
მიყოლებით, მცირეოდენი პაუზის დაცვით... როგორც ჩანს, ეს მათთვის
არც ისე ადვილი პროცედურა გახლდათ... რიგში მდგომნი საშინლად
ღელავდნენ... „ტოტო, ფრთხილად იყავი, კუტუ არ დაკარგო სადმე!“ –
ასე ეხმიანებოდნენ ერთმანეთს ბებრუხანები... მერე ამ ფრაზას ყველა-
ნი ერთად ხმამაღლა გაჰყვიროდნენ... ჩემთვის ისინი შეუდარებელნი
იყვნენ. ისე ვხარხარებდი, რომ ბებიამ უხერხულად იგრძნო თავი. მე-
ტისმეტად დიდხანს ვიდექი ზამთრის ქარში... ამ კალამბურების მოსმე-
ნაში, შეიძლებოდა, კიდევ რომელიმე ავადმყოფობა ამეკიდებინა. ბები-
ას დიდად არ ეცინებოდა, მაგრამ სურდა, ცოტათი მაინც გავხალისებუ-
ლიყავი. ჩვენი სახლი მხიარულების სავანე ნამდვილად არ იყო და მას
ეს ძალიან კარგად ესმოდა... მოხუცების მიერ შემოთავაზებული „სპექ-
ტაკლი“ კი თითქმის არაფერი უჯდებოდა... კიდევ ცოტა ხანს შევყოვ-

121
ნდით მათთან; როცა თამაში დასრულდა და ბებრებს დავემშვიდობეთ,
უკვე ღამდებოდა...
კაროლინის სახლებამდე რომ მიგვეღწია, ჯერ ბურგინიონს უნდა
გავცდენოდით, შემდეგ მარეშეს დაბლობი გადაგვესერა, რომელიც იმ-
ხანად თითქმის აშერამდე იყო გადაჭიმული...
ტლაპოში რომ არ ჩავცვენილიყავით და შავ მიწაში არ ჩავძირული-
ყავით, ვცდილობდით, ერთმანეთის კვალდაკვალ გვევლო და ძირს და-
გებული ფიცრებისთვის ფეხი არ აგვეცილებინა. ძალიან დიდი სიფ-
რთხილე გვმართებდა, რომ სათბურებისთვის არ გვევნო... ნერგების
გრძელი მწკრივები არ გაგვეთელა... მივყვებოდი ბებიას, ვიხსენებდი
ბებრების მიერ მოყოლილ ანეკდოტებს და გიჟივით ვიცინოდი... მათი
ენაკვიმატობა წონასწორობის შენარჩუნებაში აშკარად მშველოდა.
„მართლა ასე გაერთე? – მეკითხებოდა ბებია ეჭვნარევი ხმით, – სიმარ-
თლე მითხარი, ფერდინანდ!“
ასეთი კითხვები არასდროს მყვარებია. მყისვე საკუთარ თავში ვიკე-
ტებოდი... ზედმეტ უშუალობას უსიამოვნებების გარდა არაფერი მო-
აქვს!
როგორც იქნა, „პლეზანსის“ ქუჩას მივაღწიეთ. ჭეშმარიტი სამუშაო
სწორედ იქ იწყებოდა. ქირის აკრეფა მოქირავნეებისგან ნამდვილი
ცოდვის კითხვა იყო. უცილოდ დრამითა და მობინადრეთა ჯანყით უნდა
დასრულებულიყო. ასეთი გახლდათ რეალობა. აუცილებლად დაგვაწ-
ყვეტდნენ ნერვებს. ამას ვინ ჩივის, ბოლომდე ცოცხალი თავით არ გაის-
ტუმრებდნენ სარგოს... არასდროს... არასდროს ბოლო ცენტამდე... დუჟ-
მორეულები იცავდნენ თავს... მიზეზები არ ელეოდათ... წყლის საქაჩი
ტუმბო ხომ ყოველ ჯერზე დალეწილი გვხვდებოდა... თავის მართლებას
და ყბედობას ბოლო არ უჩანდა... ნებისმიერი საბაბით იწყებდნენ ყვი-
რილს... თან იერიშზე გადმოდიოდნენ, სანამ ბებია მათ რამეს ჰკითხავ-
და. საპირფარეშოები,
ცხადია, არასდროს უმუშავებდათ... საჩივრები კი იცოცხლე... ნაკა-
დულებად იღვრებოდა... ქოხმახის ყველა ნახვრეტიდან... კატეგორიუ-
ლად ითხოვდნენ რემონტს... შეკეთებას... თან დაუყოვნებლივ... ეშინო-
დათ, რომ სამფა ტყავს გავაძრობდით... ხელწერილის ხსენება და წი-

122
ვილ-კივილის ატეხა ერთი იყო... ქვითრებზე თვალის შევლებაც არ უნ-
დოდათ... საასენიზაციო კასრებიდან გადმოსული ნაგავი, ნარეცხი და
უწმინდურობანი ქუჩამდე აღწევდა. ზამთარში ეს კასრები ყინვისგან იჭე-
დებოდა, ნებისმიერ შეხებაზე იბზარებოდა და სკდებოდა. შეკეთება,
როგორც წესი, ოთხმოცი ფრანკი გვიჯდებოდა... ამ ნაძირალებმა ყველა-
ფერი მოსპეს და გააცამტვერეს. მათი მხრიდან ეს ერთგვარი რევანში
იყო ჩვენს მოთხოვნებზე. ჰო, კიდევ, ბავშვების გამოცხობას არ აყოვნებ-
დნენ, ყრიდნენ და ყრიდნენ თავიანთ ნაბიჭვრებს... ყოველ ვიზიტზე
ახალი ნაშიერები გვხვდებოდნენ... ჭინჭები არ ჰყოფნიდათ. ზოგს ეცვა,
ზოგიც საერთოდ დედიშობილა დარბოდა. სად ჰქონდათ ამდენი ქვეშა-
გი. ბალღებს ღამით პირდაპირ განჯინებში აწვენდნენ...
ლოთები და გაიძვერები საერთოდ არ მიგვიჩნევდნენ ადამიანე-
ბად... ერთნი მაგრად გვიკიდებდნენ ფეხებზე... სხვანი ინტერესით აკ-
ვირდებოდნენ ჩვენს ძალისხმევას. ჩვენ ხომ მათ მიერ განადგურებული-
სა და მომსპარის აღდგენა-შეკეთებას ვცდილობდით... ზოგიერთებმა
ინებეს და სარდაფშიც კი ჩამოგვყვნენ... როცა ჯოხებს ვეძებდით გაჭე-
დილი საკანალიზაციო მილების გასაწმენდად... აი, მაშინ ნამდვილად
არ ვიყავით მათი ღლიცინის მოსმენის ხასიათზე... ბებია ქვედაკაბის
ტოტებს აიწევდა ხოლმე და დიდი ქინძისთავებით წელზე იმაგრებდა.
ზედა ტანსაცმელს იხდიდა და მოკლე კოფთის ამარა რჩებოდა. შემდეგ
კი იწყებდა მოქმედებას... გვჭირდებოდა უამრავი ცხელი წყალი... რო-
მელსაც დოქით ვეზიდებოდით ჩვენ წინ მცხოვრები მეწაღის სახლი-
დან... მილიონი რომ გვეძლია, ჩვენი მდგმურები ამ ცხელ წყალს არაფ-
რის დიდებით არ გვაღირსებდნენ. კაროლინი ენერგიულად თხრიდა ყა-
ვარჯენს მილში, ხსნიდა და წმენდდა გაჭედილ ადგილებს. ერთი კინკი-
ლა ყავარჯნით, ცხადია, ფონს ვერ გავიდოდით... კაროლინი ხელითაც
ძვრებოდა, ხან მარცხენას შეტენიდა შიგ, ხან მარჯვენას... მობინადრენი
თავიანთი ნაშიერებით ჩამოდიოდნენ, რათა ეცქირათ, როგორ ვიტიტ-
ყნებოდით მათ განავალში, ამოგვქონდა მათი ნაგავი... ჩვრები... ჭინჭე-
ბი... განგებ ჭედავდნენ გაყვანილობას... კაროლინი არ იყო საშიში ადა-
მიანი... მაგრამ თავადაც არაფერს ეპუებოდა.

123
ამ ყალთაბანდებს ერთი რამ ზედმიწევნით ესმოდათ: რაკი ქალბა-
ტონი ჩამოვიდა, კანალიზაციას ეშველებოდა... ბებიას ძალისხმევას
უფასებდნენ, უფრო სწორად, მის შნოს აღიარებდნენ... ვალში დარჩენა
არც თვითონ სიამოვნებდათ... გულხელდაკრეფილი გვერდზე დგომა...
ყველაფერი მთავრდებოდა იმით, რომ ისინიც ებმებოდნენ საერთო
ფერხულში... დახმარებას გვთავაზობდნენ... კაროლინი მათთან ერთად
სუფრასთან ჯდომას და ყელის გასველებასაც არ თაკილობდა... ქედმა-
ღალი და ღვარძლიანი არ გახლდათ... ახალი წლის დადგომას ერთმა-
ნეთს კეთილი გულით ვულოცავდით... სრულიად გულწრფელად... ბებია
სულაც არ ფიქრობდა, რომ ამ ჟესტით მათ უმალ ფულს დააყრევინებ-
და... სინამდვილეში, მოქირავნენი მოურიდებელი და ურცხვი ხალხი
იყო. კაროლინს მოულოდნელად მათი გაყრა რომ გადაეწყვიტა, შურის-
ძიებას მანამ მოასწრებდნენ, სანამ თავიანთ საღორეს გაეცლებოდნენ...
არაფერს დატოვებდნენ მთელს... ყველაფერს გაანადგურებდნენ... ისე-
დაც შავ დღეში ჩააგდეს ორივე სახლი... დანგრევის პირამდე
მიიყვანეს... ყოველ მოსვლაზე მათ მოსულიერებას ვცდილობდით,
მაგრამ ეს იყო წყალში გადაყრილი შრომა... ისინი გულმოდგინედ განაგ-
რძობდნენ ნგრევას... ჩვენ სპეციალურად ჩამოგვქონდა ხვრელებისა და
ღრიჭოების საგოზავი... მილები, ანტრესოლები, იატაკი, კედლები – ყვე-
ლაფერი ათასჯერ დაკემსილ და დალახტულ ძონძებს დაემსგავსა... გან-
საკუთრებით მაინც უნიტაზებს ერჩოდნენ... სულ დაბზარული იყო. ამის
შემხედვარე ბებია კაროლინი ცრემლებს ვერ იკავებდა... არც ბაღს შე-
მოვლებული ღობე დაინდეს... კარიბჭიდან კი არ შედიოდნენ, არამედ
ღობეს ზემოდან გადაუვლიდნენ ხოლმე... დაჭეჭყეს, მიწასთან გაასწო-
რეს, ღერა-ღერა დაშალეს... ერთხელაც ერთი კეთილი და ძალიან თავა-
ზიანი კონსიერჟი დავუყენეთ... ქალმა ერთი კვირაც ვერ გაუძლო ველუ-
რებს... დაზაფრული მალევე გაიქცა... ორი კვირა არ იყო გასული მას შემ-
დეგ, რაც ორმა მობინადრემ მისი დახრჩობა განიზრახა... ლოგინში...
რაღაც ქეჩების გამო...
სახლები, რომლებზეც გიყვებით, დღესაც არსებობს. მხოლოდ ქუჩას
გადაერქვა სახელი: „პლეზანსი“ „მარნად“ გადააკეთეს... იყო დრო, რო-
ცა ქუჩებისთვის სახელების შეცვლა მოდაში იყო...

124
მოქირავნეები კალეიდოსკოპივით იცვლებოდნენ... იყვნენ მარტო-
ხელებიც, ოჯახებიც, მთელი თაობებიც... ისინი განაგრძობდნენ კედლე-
ბის ბურღვას, ვირთხების, წრუწუნების, ბაღლინჯოებისა და ცხრაფეხე-
ბის მოშენება-მომრავლებას... ღრიჭოების ამოვსებაზე უკვე აღარავინ
იწუხებდა თავს... მთელი ეს ქონება სამართავად ბიძია ედუარდს გადა-
ეცა... სახლები, რომლებიც ისედაც ღაფავდნენ სულს, ნამდვილ საცრებს
დაემსგავსნენ... ქირას აღარავინ იხდიდა... მობინადრეები დაბერდნენ...
ქანცი გაუწყდათ უსასრულო დავებისგან... ბიძაჩემსაც მათ შორის... სა-
პირფარეშოებიც კი მოჰბეზრდათ... უკვე აღარ ამტვრევდნენ, რადგან
ფიზიკურად აღარ არსებობდნენ... საწყობებად გადააკეთეს... ურიკებით,
სარწყავებითა და ქვანახშირით გამოძეძგეს... ამჟამად ნამდვილად უც-
ნობია, ვინ ბინადრობს ამ სახლებში... მალე ალბათ აიღებენ და მათგან
ბუნდღაც კი არ დარჩება... მგონი, ახლა იქ დროებით ოთხი ოჯახია შე-
სახლებული... შეიძლება მეტიც... მგონი, პორტუგალიელები არიან.
აღარავინ ფიქრობს მოვლასა და წესრიგზე... ბებიაჩემმა მთელი
ძალ-ღონე იმ ქოხებს შეალია... სულ ფუჭად. სინამდვილეში ამან მოუს-
პო ჯანმრთელობა და სიკვდილის პირას მიიყვანა... იანვარში უფრო
დიდხანს დარჩა იქ, ვიდრე სჩვეოდა... ჯერ ცხელ წყალს დაარბენინებ-
და, მერე ცივს... ორპირ ქარში იდგა... ხან ტუმბოს გმანავდა, ხანაც გაყი-
ნულ ონკანებს ადნობდა...
ჩვენ გარშემო მეზობლები დაბორიალებდნენ სანთლებით ხელში...
გვინათებდნენ... თან აინტერესებდათ, საქმემ წინ წაიწია თუ არა... რაც
შეეხება ქირას, იხვეწებოდნენ, ცოტა კიდევ გადაგვივადეთო... მომდევ-
ნო კვირას ისევ უნდა გამოგვევლო... სადგურისკენ გავეშურეთ...
სალაროსთან ბებია კაროლინს თავბრუ დაეხვა და მოაჯირს ჩაებღა-
უჭა... ასეთი რამ აქამდე არასდროს დამართნია... მთელ სხეულში აციებ-
და... აძაგძაგებდა... ისევ გადავსერეთ მოედანი და კაფეში შევედით. მა-
ტარებლის მოლოდინში ორივესთვის მხოლოდ ერთი გროგი შევუკვე-
თეთ. სენ-ლაზარს როცა
მივაღწიეთ, ბებია პირდაპირ შინ წავიდა. მეტი აღარ შეეძლო, სასი-
ცოცხლო ძალებისგან მთლიანად დაიცალა... ძლიერმა ციებ-ცხელებამ
აიტანა... ხურდა და იწვოდა... როგორც მე მაშინ პასაჟში, მაგრამ ბებიას

125
თურმე გრიპი ეტაკა, რომელიც მოგვიანებით პნევმონიაში გადაეზარ-
და... ექიმი დღეში ორჯერ მოდიოდა... დილით და საღამოს. ბებია კარო-
ლინი ისე მძიმედ იყო ავად, რომ მეზობლების კითხვებზე კონკრეტული
პასუხების გაცემა გვიჭირდა...
ბიძია ედუარდი მაღაზიასა და კაროლინის ბინას შორის იყო გაბმუ-
ლი... ავადმყოფის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა... ტემპერა-
ტურის გაზომვაზე უარი გამოგვიცხადა... აღარ აინტერესებდა... ეს კია,
რომ გონება არ არევია... საღად აზროვნებდა. ტომი ავეჯის ქვეშ იმალე-
ბოდა, არც ინძრეოდა და არც საჭმელს აკარებდა პირს... ბიძაჩემმა ფარ-
დულში ჟანგბადის უზარმაზარი ბალონი მოათრია...
ერთ საღამოს ედუარდი ვახშამზე არ მობრუნებულა... მეორე დღეს კი
დილაუთენია დამადგა თავზე და შემანჯღრია. მიბრძანა, სასწრაფოდ
ჩაიცვიო. „ბებიას უნდა დაემშვიდობო...“ – მითხრა... ვერაფერს მივ-
ხვდი... ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვიყავი. სწრაფად მივაბიჯებდით... რო-
შეს ქუჩას მივყვებოდით... კონსიერჟი ფხიზლობდა... საგანგებოდ ლამპა
გამოეტანა, რათა ჩვენთვის კორიდორი გაენათებინა. ზემოთ, წინკარში
დედა სკამის გვერდით მუხლებზე დამხობილი ქვითინებდა... კვნესოდა
ჩუმად, თითქოსდა გაუსაძლისი ტკივილი აწუხებდა. მამა ფეხზე იდგა...
ხმას არ იღებდა... დროდადრო სართულის ბაქანზე გადიოდა და ისევ
უკან ბრუნდებოდა... საათზე იყურებოდა... ულვაშს იწიწკნიდა... ოდნავ
მოშორებით, ოთახში ბებია იწვა... მძიმედ სუნთქავდა, ხრიალებდა, იხ-
რჩობოდა, საშინელ ბგერებს გამოსცემდა... ექიმი წავიდა... ყველას ხე-
ლი ჩამოართვა... მხოლოდ ამის შემდეგ დამრთეს ნება, ოთახში შევსუ-
ლიყავი... ნათლად დავინახე, როგორ უჭირდა საწყალს სუნთქვა, სახეზე
მოწითალო-მოყვითალო ფერი გადაჰკვროდა... და ოფლი წურწურით ჩა-
მოსდიოდა... ნიღაბს წააგავდა, რომელიც ცოტა ხანში მთლიანად დად-
ნებოდა. ბებიამ მზერა ჩემზე შეაჩერა... მომაშტერდა. მისი თვალები
ჯერ კიდევ აფრქვევდნენ სითბოს... მითხრეს, ჩავხუტებოდი. საწოლზე
ავბობღდი... ჟესტით მანიშნა, არ არის საჭიროო... ოდნავ ჩაეღიმა... რა-
ღაცის თქმა სურდა... ყელიდან შეუჩერებლად ხიხინი ამოსდიოდა... მა-
ინც მოახერხა... ოღონდ ძალიან, ძალიან ხმადაბლა... „პატიოსნად იშ-
რომე, ჩემო პატარა ფერდინანდ!“ – წაილუღლუღა. არ მეშინოდა მისი...

126
სინამდვილეში ჩვენ ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს. შემდგომ მე
მართლა კარგად და პატიოსნად ვმუშაობდი... მაგრამ ეს არავისი საქმე
არ არის... ბებიას სურდა, რაღაც დედაჩემისთვისაც ეთქვა. „კლემანს, ჩე-
მო პატარა გოგონავ, ყურადღებით მისმინე... ძალიან გაფრთხილდი...
საკუთარ თავზეც იფიქრე... გემუდარები... “ – აი, რისი თქმაც მოახერხა...
ახლა უკვე საშინლად იხრჩობოდა... გვანიშნა, გავსულიყავით... მეზო-
ბელ ოთახში გადავედით... მის ბრძანებას ყველა დაემორჩილა... გვეს-
მოდა მისი შემაძრწუნებელი ხრიალი... რომლითაც მთელი ბინა გაივ-
სო... დაახლოებით ერთი საათი დამბლადაცემულებივით ვისხედით...
არავინ განძრეულა... ბიძაჩემი კარისკენ გაემართა... ძალიან უნდოდა,
ბებიაჩემისთვის შეევლო თვალი... მაგრამ ურჩობა ვერ გაებედა... კარი
შეაღო მხოლოდ... ახლა უკეთესად ისმოდა... რაღაც სლოკინის მსგავსი
შემოგვესმა... დედაჩემი ფეხზე წამოხტა... მჭახე ბგერა აღმოხდა... თით-
ქოს ვიღაც მისთვის ყელის გამოჭრას ლამობსო... უკან გადაყირავდა...
ბიძაჩემსა და სკამს შორის ხალიჩაზე გაიშხლართა... ხელი ისე ძლიერ
მოეჭირა პირისთვის, ვერაფრით მოვაცილეთ.
როცა გონს მოვიდა, მოულოდნელად აყვირდა: „დედა გარდაიცვა-
ლა! დედა გარდაიცვალა!“ – ვეღარ ჩერდებოდა. ირგვლივ ვერავის ამ-
ჩნევდა. ვერც აცნობიერებდა, სად იმყოფებოდა... მასთან სამორიგეოდ
ბიძაჩემი დარჩა... პასაჟში ფიაკრით დავბრუნდით.
ფარდული დავკეტეთ. ფარდები დავუშვით. ცოტა არ იყოს, სირცხვი-
ლის გრძნობა დაგვეუფლა... თითქოს გამოუსწორებელი დანაშაული ჩა-
ვიდინეთ... განძრევაც ვერ გაგვებედა, თითქოს ვერიდებოდით, თავს და-
ტეხილი უბედურება არ შეგვეშინებინა და არ გაგვექცია. მე და დედაჩემი
მაგიდასთანაც ვტიროდით... პირში ლუკმას ვერ ვიდებდით... საერთოდ
არაფერი გვინდოდა... ამქვეყნად ისედაც უმნიშვნელო ადგილი გვეჭირა,
ახლა კი შესაძლოა საერთოდ გავმქრალიყავით პირისაგან მიწისა... ან
ვიღაცისთვის მიტევება გვეთხოვა... ყველასთვის მოგვებოდიშებინა...
ჩვენ კი ვაპატიეთ და დიდი სიყვარული აღვუთქვით ერთმანეთს... გვეში-
ნოდა, რომ დავიკარგებოდით... სამუდამოდ გავუჩინარდებოდით... რო-
გორც კაროლინი...

127
გასვენების დღეც დადგა... ბიძია ედუარდმა ყველა საზრუნავი თავის
თავზე აიღო... ყველგან ის დადიოდა... არადა, სახლაფორთო აუარებე-
ლი ჰქონდა... საშინლად იტანჯებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა... ასეთი იყო
ბუნებით... სძაგდა ტკივილისა და მწუხარების გამომზეურება. გამოსვე-
ნებამდე რამდენიმე წუთით ადრე პასაჟში გამოგვიარა...
ყველანი... მეზობლები... ცნობისმოყვარეები... შემოდიოდნენ, რათა
ჩვენთვის ეთქვათ: „ღმერთმა გაგაძლებინოთ!“ დოვილის ქუჩაზე რამ-
დენიმე წუთით შევყოვნდით, რათა ყვავილები შეგვეძინა... საუკეთესოე-
ბი შევარჩიეთ... მხოლოდ ვარდები... მისი საყვარელი ყვავილები...
***
ვერ ვეგუებოდით კაროლინის სამუდამოდ წასვლას. მისმა სიკვდილ-
მა მამაჩემიც შეძრა... სკანდალების მოსაწყობად მხოლოდ მე შევრჩი
ხელში... გამოჯანმრთელების შემდეგაც ისე სუსტად ვგრძნობდი თავს,
რომ მისთვის სრულიად უინტერესო გავხდი. ისეთი ფერმკრთალი და
ღონემიხდილი ვეჩვენებოდი, რომ ჩემი წვალებისგან თავს დიდხანს
იკავებდა.
ერთი სკამიდან მეორემდე ძლივს მიმქონდა სული... ორ თვეში ექვსი
ლივრი გავხდი. ეს იყო წმინდა წყლის ვეგეტაციური სიცოცხლე. სულ
ტყუილად ვყლურწავდი ამ თევზის ქონს... მაინც ყველაფერი უკან ამომ-
დიოდა...
დედაჩემი მხოლოდ საკუთარ მწუხარებაზე ფიქრობდა... ჩვენი ფარ-
დული უფსკრულისკენ მიექანებოდა... სულ გამოცარიელდა... არაფერი
იყიდებოდა. სამშვენისებს ზედაც არ უყურებდნენ. რომც გვეჩუქებინა,
ალბათ ცხვირს აიბზუებდნენ და უკანვე შემოგვაჩეჩებდნენ... საჭირო
იყო, „გამოფენით“ გამოწვეული ირაციონალური დანახარჯების ამოღე-
ბა-დაფარვა. კლიენტები შეუვალნი გახდნენ, აუღებელ ციხესიმაგრეს
დაემსგავსნენ. შეკეთებისთვის თავს არ იწუხებდნენ და თუ შეიწუხებ-
დნენ, გადაწყვეტილების მიღებას საუკუნეს უნდებოდნენ. მოკლედ, ყო-
ველ ცენტს მისტიროდნენ...
დედა საათების განმავლობაში ფეხმორთხმული, უმოძრაოდ იჯდა...
არაბუნებრივ პოზაში... სრულიად გამოთაყვანებული... წამოდგომისას
ტკივილისგან კვნესოდა და კოჭლობით დაფორთხიალებდა. ამ დროს

128
მამაჩემი სართულიდან სართულზე წაღმა-უკუღმა დაძრწოდა... ცოლის
ფეხების კაკუნს ჭკუიდან გადაჰყავდა...
მე კიდევ თავს ვიკატუნებდი, რომ მომაწვა და საპირფარეშოში თავ-
შესაქცევად ვიკეტებოდი... ვექაჩებოდი და ვექაჩებოდი ამ ჩემს შიბლას,
მაგრამ საშინლად მეურჩებოდა – სულაც არ აპირებდა თავის წამოწე-
ვას...
იმ ორი სახლის გარდა, რომელიც მემკვიდრეობით ბიძია ედუარდს
ერგო, ბებიამ კიდევ სამი ათასი ფრანკი დატოვა... მაგრამ ეს იყო წმიდა-
თაწმიდა ფული... ასე თქვა დედაჩემმა თავიდანვე... მათთვის თითიც
არავის უნდა დაეკარებინა... მალევე გამოვემშვიდობეთ საყურეებს, ერ-
თი წყვილი კლიშის ლომბარდში გაუჩინარდა, მეორე კი – ანიერის...
ამასობაში ფარდულში თითქმის ყველა ნივთმა დაკარგა პეწი – გასა-
ყიდი იერი როგორც იტყვიან... ყველაფერი დაიმტვერა და განადგურ-
და... უხერხულიც კი იყო მათი მუშტრებისთვის შეთავაზება...
ბებიამ კი იცოდა ათასგვარი ხრიკი გამოუვალი მდგომარეობიდან
თავის დასაძვრენად... მოათრევდა ხოლმე „სახელშეკრულებო“ საქო-
ნელს – ანუ იმას, რაც სხვებთან ვერ გასაღდა, მაგრამ მეპატრონეები უთ-
მობდნენ გარკვეული დროით, ცხადია, უმნიშვნელო პროცენტის სანაც-
ვლოდ... მაგრამ ჩვენ... არაფრის თავი და შნო არ გვქონდა. რა გარიგე-
ბებზეა ლაპარაკი?! არავინ გვენდობოდა. უფხონი და ულაზათონი
არიანო, ამბობდნენ ჩვენზე... მოკლედ, ყოველდღე ღერა-ღერა გვცვი-
ოდა ბუმბული.
სამსახურიდან მობრუნებული მამაჩემი გამოსავალზე იწყებდა
ფიქრს... თავში ათასგვარი გადაწყვეტილება უტრიალებდა... ერთიმეო-
რეზე შავბნელი... თვითონვე გვიმზადებდა პურის წვნიანს... დედაჩემს
უკვე არაფრის თავი არ ჰქონდა... მამა არჩევდა ლობიოს... ბოდავდა რა-
ღაცებს... ამბობდა, შეიძლება კოლექტიურად თავის მოწამვლა მოვა-
ხერხოთ, თუ თონის კარს ფართოდ გაღებულს დავტოვებთო... დედა
არც კი რეაგირებდა... შემდეგ მამა „ფრანკმასონებზე“ გადადიოდა. ყვე-
ლაფერს მათ აბრალებდა... დრეიფუსს უკანასკნელი სიტყვებით ლან-
ძღავდა!.. არც სხვებს ინდობდა... იმათ, რომელთაც ჩვენი სვე-ბედის თა-

129
ვიანთ გემოზე მართვა გადაეწყვიტათ და ამოსუნთქვის საშუალებას არ
გვაძლევდნენ.
დედაჩემმა ორიენტირების უნარი დაკარგა... ჟესტებიც კი უცნაური
გაუხდა... ისედაც ხომ მოუხერხებელი იყო ყოველთვის, ახლა მთლად
გადავიდა ყოველგვარ ზღვარს... ხელში არაფერი უჩერდებოდა... დღეში
სამ
თეფშს მაინც ლეწავდა... ვერა და ვერ გამოდიოდა ამ მდგომარეობი-
დან... მთვარეულივით იქცეოდა... მაღაზიაში შესვლისაც კი ეშინოდა...
თითის გაქნევაც ეზარებოდა... მესამე სართულიდან თითქმის არ ჩამო-
დიოდა...
ერთ საღამოს, როცა აღარავის ველოდი და დედა დასაწოლად ემზა-
დებოდა, ქალბატონი ერონდი გამოგვეცხადა... ჯერ მაღაზიის კარზე აბ-
რახუნა... მერე ხმამაღლა ძახილზე გადავიდა... მისი არსებობა ყველას
დაგვვიწყებოდა... ჩავედი კარის გასაღებად... დედას არაფრის გაგონება
არ სურდა. ერონდთან ლაპარაკიც კი არ ისურვა... სამზარეულოში კოჭ-
ლობით წრეებს არტყამდა. ბოლოს მამაჩემმა უთხრა:
– კლემანს, აბა, გადაწყვიტე რამე, თორემ ამ ქალს უკან გავაბრუნებ!..
დედამ კიდევ ცოტა ხანს იფიქრა და შემდეგ ჩამოსვლა ინება. შეეცადა,
გადაეთვალა გიპიურები, რომლებიც ერონდმა მოიტანა... ვერაფერიც
ვერ დაითვალა... არ გამოსდიოდა... სიმწარემ გზა-კვალი აუბნია... აზრე-
ბი, ციფრები სულ ერთმანეთში აუზილა... ბოლოს მე და მამამ ვუშვე-
ლეთ... ზემოთ ავიდა და დაწვა... ცოტა ხანში მოულოდნელად ადგა და
ქვემოთ დაეშვა. მთელი ღამე ცოფიანივით ალაგებდა... მაღაზიაში სა-
ქონელი გულდასმით გადაარჩია... დილისთვის იდეალური წესრიგი და-
ამყარა... უკვე აღარ იყო ის ადამიანი, რომელიც წინა დღეებში გულს გვი-
თუთქავდა... ვეღარ იცნობდით! როგორც ჩანს, უეცრად შერცხვა... ქალ-
ბატონი ერონდის წინ გასაცოდავებულ და გაუბედურებულ მდგომარეო-
ბაში აღმოჩენა მისთვის წარმოუდგენლად დამამცირებელი და სამარ-
ცხვინო აღმოჩნდა!..
კლემანსი მოულოდნელად მოეგო გონს... მხნეობაც დაუბრუნდა და
გამბედაობაც... ერთ ღამეში თავში ათასამდე პროექტი დაებადა... თუ
მუშტრები არ გვწყალობენ, ჩემო პატარა ფერდინანდ, მაშინ ჩვენ გავე-

130
მართებით მათ მოსაძებნად!.. მეტიც, საკუთარ სახლში დავადგებით
თავზე!.. როგორც კი გამოიდარებს, დროებით დავტოვებთ ფარდულს...
ქალაქგარეთ ვივაჭრებთ!.. სულ დავივლით შატუს... ვეზინეს... და ბუჟი-
ვალის ბაზრობებს!.. იქ შესანიშნავი ვილებიცაა... მდიდარი ადამიანები
ცხოვრობენ... ყოველ შემთხვევაში, ასე ბევრად უფრო სახალისო იქნება,
ვიდრე აქაური მომაკვდინებელი მოწყენილობა... რაღას უნდა ველო-
დოთ? ამასთან ერთად, შენც სუფთა ჰაერით ისუნთქებ და ჟანგბადით
გაგებერება ფილტვები.
***
კლემანსის განზრახვამ მიმდებარე ქალაქების ბაზრების დალაშ-
ქვრის თაობაზე, ოგიუსტი დიდად ვერ აღაფრთოვანა. რისკიანი თავგა-
დასავალი! ამაზე ფიქრიც კი ზარავდა... წარმოუდგენელი უსიამოვნებე-
ბი და გართულებები გვიწინასწარმეტყველა. რაც გაბადიათ, იმასაც და-
კარგავთო, გვაფრთხილებდა. ადგილობრივი კომერსანტები საკუთარ
ბაზარზე ცხვირსაც არ შეგაყოფინებენო... დედაჩემს შეპასუხება არც უც-
დია. გულში უკვე მიეღო მტკიცე გადაწყვეტილება.
მთელი უბედურება ის იყო, რომ არჩევანის საშუალებაც არ გვქონდა.
ჭამითაც უკვე თითქმის აღარ ვჭამდით და ასანთის ნაცვლად ცეცხლის
დასანთებად რა ხანია ქაღალდს ვიყენებდით.
ერთხელ, დილით, როგორც კი გამგზავრების დრომ მოაწია, სადგუ-
რისკენ გავვარდით. მამაჩემი საქონლით გაძეძგილ უზარმაზარ ფუთას
მიათრევდა... საწყობში რაც კი რამე ვარგოდა, ზურგზე ჰქონდა მოგდე-
ბული. მე და დედა კოლოფებს ვეზიდებოდით... სენ-ლაზარის ბაქანზე
მამამ კიდევ ერთხელ გაგვიბურღა ტვინი ვოიაჟთან დაკავშირებული ფა-
თერაკების შესახებ და შემდეგ კანტორისკენ მოქუსლა.
იმ დროს, რომელზეც გიყვებით, შატუში მოხვედრა ნამდვილი მოგ-
ზაურობის ტოლფასი გახლდათ... სამუშაო დღე არც იყო დაწყებული,
როცა უკვე ადგილზე ვიყავით... სოფლის პოლიციელს, რომელიც, რო-
გორც ჩანს, ბაზრის მცველის ფუნქციასაც ითავსებდა, წამში მოვუქონეთ
თავი... თვითონვე გაგვიხერხა სავაჭრო ფარდული... ადგილს ცუდი არ
ეთქმოდა... ყასბის ცოლსა და ჩიტებით მოვაჭრეს შორის გავეკვეხეთ...
თუმცა მუშტარი მყისიერად ვერ შეგვამჩნევდა. ჩვენ უკან მდგარმა კარა-

131
ქისა და კვერცხების გამყიდველმა თავიდანვე აგვითვალწუნა. თავხედე-
ბი ხართო, მოგვახალა. დიდად არც ჩვენი სამშვენისები მოსწონებია. იმ
ქოფაკის მინიშნებები კი საერთოდ არ შეიშვებოდა ყურში.
ხეივანს საუკეთესო არ ეთქმოდა, მაგრამ თავი იმით დავიმშვიდეთ,
რომ ბაღებიდან მთლად გადაკარგულშიც არ ყოფილა... რაც მთავარია,
ცაცხვების ჩრდილქვეშ შუადღეზე ქალების ჟამი დგებოდა... საშინელი
წუწურაქები იყვნენ... მერე როგორ იპრანჭებოდნენ... მტრისას, ამ დროს
ქარი თუ ამოვარდებოდა. პირველივე წამობერვაზე ყველაფერი ფრი-
ალებდა, ყველაფერი შფოთავდა, იგრიხებოდა, იბერებოდა, მაღლა აფ-
რენას ლამობდა... თავსაბურავები, ვოლანებიანი შლაპები... მოქარგუ-
ლი ცხვირსახოცები, ჰაეროვანი წინდები... ღრუბლებივით მსუბუქნი გა-
თავისუფლებას და ჰაერში განავარდებას ითხოვდნენ... თუ ამ მოლივ-
ლივე საქონელს ქინძისთავებითა და კაუჭებით არ დაამაგრებდი, ცოტა
ხანში არაფერი შეგრჩებოდა... ჩვენი ფარდული ზღარბს დაემსგავსა...
ყველგან კაპრიზული და გაბღენძილი ქალბატონები დასეირნობდნენ
ტაატ-ტაატით... აგვივლიდნენ... ჩაგვივლიდნენ... მაგრამ შეყოვნებას
არც აპირებდნენ... პეპლებივით დაფარფატებდნენ... ერთი ან ორი მზა-
რეულის თანხლებით... დედა მათი ყურადღების მიპყრობას ცდილობ-
და... აქებდა და ადიდებდა თავის საქონელს... განსაკუთრებით ნაქარ-
გებს... დაკვეთით შეკერილ ბოლეროებს... „ბრიუსელური ფასონის“ გი-
პიურებს... ქალბატონი ერონდის ნატიფ და ჰაეროვან მაქმანებს...
– რა სასიამოვნოა, რომ აქ გადაგეყარეთ!.. სწორედ ამ ბაზარზე!..
ასეთ ქარბუქში! ეს რა მაღაზია გქონიათ! მოგვეცით თქვენი სავიზიტო
ბარათი!.. აუცილებლად შემოგივლით უახლოეს მომავალში!..“
და ეს ქალბატონები კაბის შრიალ-შრიალით გვტოვებდნენ... ვერ მო-
ვიგეთ მათი გულები... ვერაფერი შევტენეთ... და მაინც, ეს იყო რეკლა-
მა!..
დროდადრო... ტორნადოს შემოტევაზე ჩვენი მაქმანები გვერდით
მდგომი ტიპის ესკალოპებზე 2 ცვიოდა... ამ დროს ჩვენდამი ზიზღს გან-
საკუთრებულად უსვამდა ხაზს.

2
რბილი, მჭლე ხორცის შემწვარი ნაჭრები, მოგრძო ფორმისა.
132
წარმატებული ვაჭრობისთვის პარიზიდან აუცილებლად უნდა წა-
მოგვეთრია ჩვენი ლამაზი მანეკენი, უზარმაზარი ბიუსტით, რომელიც
გამოკვეთდა, როგორც წესი და რიგია, ხაზების დახვეწილობასა და ჰა-
ეროვნებას... მიგნებებს მუსლინისა და სატინის თარგებში... „ალფორის
ფერიის“ კაპრიზებსა და ახირებებს... მიუხედავად ყველაფრისა, ბოს-
ტნეულისა და კუჭ-ნაწლავის გორაკებს შორის ლუი XV-ის ეპოქისათვის
ნიშნეული სტილისა და დახვეწილი ატმოსფეროს შესანარჩუნებლად,
სოფელში ჭეშმარიტი სამუზეუმო ექსპონატი ჩავიტანეთ; პატარა შედევ-
რი, ვარდისფერი ხისგან დამზადებული კომოდი-თოჯინა... ბუტერბრო-
დების შესანახად ვიყენებდით...
ქარზე მეტად თავსხმა წვიმები გვზაფრავდა... მთელი ჩვენი ჰაერო-
ვანი ნივთები უმალ ბლინებად გარდაიქმნებოდნენ ხოლმე... ერთ ოც
ადგილას მაინც იღარებოდა და წითლად შეღებილი წყლით ივსებოდა.
ტროტუარიც კი წებოვანი ხდებოდა, შემდეგ ღრუბლებით შეიარაღე-
ბულნი ყველაფერს ვწმენდდით და ვაგროვებდით... უკან დაბრუნება კი
აბსოლუტური კოშმარი იყო... მამაჩემთან არასდროს ვწუწუნებდით.
ერთი კვირის თავზე უკვე ენგიენში ვვაჭრობდით, ხუთშაბათობით
ხანდახან კლინიანკურშიც... ლა პორტსაც ვსტუმრობდით... ძველმანე-
ბის უზარმაზარ ბაზარს მივაშურებდით ხოლმე. პირადად მე ვგიჟდებო-
დი ბაზრებზე... მათი წყალობით, საერთოდ აღარ დავდიოდი სკოლაში.
სუფთა ჰაერზე ენერგია მემატებოდა. მოუხელთებელი ვხდებოდი... სახ-
ლში დაბრუნებულებს მამა პირმოკუმული გვეგებებოდა... საძაგლად იქ-
ცეოდა... ყოველთვის უკმაყოფილო იყო... სადგურზე გვხვდებოდა... ხში-
რად მიპყრობდა სურვილი, კომოდი მის ფეხზე დამეგდო, რათა დამენა-
ხა, როგორ დაიწყებდა ხტუნვას.
კლინიანკურში სრულიად განსხვავებული კლიენტურა გვხვდებო-
და... იქ დახლზე ძირითადად ყველაზე ცუდს გამოვფენდით ხოლმე – ნა-
გავს, რომელიც წლების განმავლობაში ლპებოდა... ბუნებრივია, ამით
არ ავშენებულვართ, ყველაფერს ჩალის ფასად ვყიდდით...
პატარა პოპოლი „ტილების ბაზარზე“ გავიცანი. ერთ ვაჭარ ქალზე
მუშაობდა, რომელიც ჩვენგან ორი რიგის მოშორებით იდგა. ბაზრის შე-
სასვლელთან და გამზირის გასწვრივ ტროტუარზე ღილებს ყიდდა. მუ-

133
ცელზე მიკრული დაფით წინ და უკან დაშლიგინებდა... უსაფრთხოების-
თვის საქონელს თოკით კისერზე იმაგრებდა. „ცამეტი ცალი სულ რაღაც
ორ სუდ, ქალბატონო!“ ჩემზე უმცროსი იყო, მაგრამ ბევრად გაქექილი,
ჯიბიდან ისროდა, როგორც იტყვიან... მალევე დავმეგობრდით... ფეხ-
საცმელს არ ატარებდა, მხოლოდ ლანჩები ემოსა, რომლებსაც თასმე-
ბით დაიმაგრებდა ხოლმე... ვგიჟდებოდი მის ამ ახირებაზე... საერთოდ
ვერ გრძნობდა ტკივილებს. მისი ფეხები ამას ჩვეული იყო... მეც ვიძრობ-
დი ჩექმას, როცა სასეირნოდ მივდიოდით...
ძალიან სწრაფად ეყიდებოდა ეს ცამეტფოლაქიანი გარნიტურები...
აღარც უყურებდნენ კლიენტები,
პირდაპირ ხელიდან გლეჯდნენ... ნაირ-ნაირს კი სთავაზობდა...
ძვლისას, რკინისას, მოსადაფებულს... შემდეგ კი ჩვენი იყო ბურთი და
მოედანი.
ამას გარდა, ყოველთვის რჩებოდა დრო იმისათვის, რომ ერთი-ორი
სუ თვითონაც ეშოვა. „ძალიან ადვილია“, – მითხრა ერთხელ... როცა ერ-
თმანეთისთვის დასამალი უკვე აღარაფერი დაგვრჩენოდა. მე-18 ბას-
ტიონის მიწაყრილსა და ვილეტის წინ მდებარე ტრამვაის პარკის ლაბი-
რინთებში მეტრაკეებსა და კიდევ უფრო გაუგებარი წარმოშობისა და ხე-
ლობის შავბნელ პირებს ხვდებოდა... მათ გაცნობას მთავაზობდა... ეს
ყველაფერი ძალიან გვიან ხდებოდა და ჩემთვის იქ წასვლა გამორიცხუ-
ლი იყო... ისე ამაში საზღაურად ხუთფრანკიანს იძლეოდნენ, ზოგიერ-
თებს მეტიც უღირდათ.
სასწორიანი კიოსკის უკან მაყურებინა, – მე ნამდვილად არ მითხო-
ვია, – როგორ ულოღნიდნენ მოზრდილები შიბლას... პოპოლს ნამდვი-
ლად სწყალობდა ბედი. უკვე ასხამდა თესლს, მე – არა. ერთ საღამოს
თხუთმეტ ფრანკამდე იშოვა. დედაჩემს ადვილად ვერ დავუტყდებო-
დი... ხან ვეუბნებოდი, მომშივდა და შემწვარი კარტოფილი უნდა ვიყი-
დო-მეთქი, ხანაც ადგილზევე ვჩმახავდი რაღაცას... კარგად იცნობდა
პოპოლს... ვერ იტანდა... მოჰკრავდა თუ არა თვალს, აძაგძაგებდა... მას-
თან ახლოს გაკარებასაც კი მიკრძალავდა... მაინც ვახერხებდით ერთად
ათესვას... ამ ხეტიალში გონესამდეც კი ჩაგვიღწევია. ჩემთვის პოპოლი
ძალიან მაგარი კლიენტი იყო... შეუდარებელი... როგორც კი დაფრთხე-

134
ბოდა, ნერვიული ტიკი ეწყებოდა, სახე ეღრიცებოდა. საშინელი სანახა-
ვი ხდებოდა. იმის გამო, რომ სულ ერთად დავრბოდით, მეც გადმომედო
მისგან რაღაც-რაღაცები... უფრო სწორად, ვბაძავდი...
როცა პოპოლი სავაჭროდ გადიოდა, საგალანტერეო საქონლით მო-
ვაჭრე სასაცილო ქურთუკს აძლევდა... აი, ისეთს, ცირკში მაიმუნებს რომ
აცმევენ ხოლმე... პატარა, დიდი და საშუალო ზომის ღილებით ახუნ-
ძლულს... წინიდანაც და უკნიდანაც... ძვლის, რკინისა და სადაფის ღი-
ლების მოსიარულე კოლექცია!..
პოპოლის გატაცება, გნებავთ ოცნება, აბსენტი გახლდათ. უფროსი
ყოველდღე აყლაპებდა ხოლმე ცოტას, როცა ბრუნდებოდა... ცხადია, იმ
შემთხვევაში, თუ ყველაფერს გაასაღებდა... აბსენტი სძენდა სიცოც-
ხლის ხალისს... მატებდა გამბედაობას... ჯარისკაცივით წეკოს ეწეოდა.
თვითონ ვახვევდით გაზეთის ქაღალდში... წუწვნა მისთვის უსიამოვნო
არასდროს ყოფილა. ღორი იყო ნამდვილი. როცა ქუჩაში მამაკაცს
ვხვდებოდით, სანაძლეოს ვდებდით, რა სიგრძე-სიგანის ექნებოდა შარ-
ვალში... დედაჩემი ამგვარ უბანში ერთი წამითაც ვერ მოსცილდებოდა
დახლს. მე სულ უფრო და უფრო ხშირად ვუსხლტებოდი ხელიდან... აი,
რა მოხდა შემდეგ...
ვფიქრობდი, რომ პოპოლი გამტანი, პატიოსანი და უღალატო ბიჭი
იყო. ძალიან შევცდი მის შეფასებაში. ქუჩის მეძავი არ იკადრებს იმას,
რაც მან იკადრა. სათქმელი უნდა ითქვას, სხვანაირად ვერაფერს მიხ-
ვდებით. მოკლედ, ტვინი მქონდა მისგან გაბურღული შაშხანის შესახებ
საუბრით. წარმოდგენაც არ მქონდა, რას წარმოადგენდა სინამდვილეში
მისი აკვიატების ობიექტი. ერთხელაც მოათრია ეს აღჭურვილობა. უც-
ნაურად დაჭიმული გრძელი რეზინა, რაღაც შურდულს მიმსგავსებული,
ორმაგი
კაუჭით. ვიცოდი, რომ მაგდაგვარ მოწყობილობას ჩიტებზე სანადი-
როდ იყენებდნენ. „ვივარჯიშოთ და ცოტა ხელი გავიწაფოთ! – გამომიც-
ხადა, – შემდეგ ვიტრინებს დავუაროთ და დედა ვუტიროთ! გამზირზე
მეგულება ერთი, რომელიც ამისთვის ივარგებს... შემდეგ პოლიციელს
დავაყაროთ.

135
„ჰა, არ უნდა იყოს ურიგო აზრი“, – გავიფიქრე. სკოლისკენ ავიღეთ
გეზი. „აი, აქედან დავიწყებთ! ბავშვები მალე გამოვლენ და მოქმედებაც
გაგვიადვილდება“. და თავისი ცივი იარაღი შემომაჩეჩა. მეც, არც ვაციე
და არც ვაცხელე, ავდექი და საკმაოდ მოზრდილი კენჭით დავტენე. ჩა-
ვაფრინდი რეზინის ბოლოს... და ბოლომდე დავჭიმე... პოპოლს კი ვუთ-
ხარი: „აბა, ზემოთ აიხედე!“ – და ბრახ! ბრუხ! ბახ! ბახ! პირდაპირ საათს
ვხეთქე!.. რომელიც ნამსხვრევებად ჩამოიქცა... გამოვდებილდი... ად-
გილს მივეყინე... ვეღარ გავინძერი... ხმაურისგან, რომელიც გასროლას
მოჰყვა, გონს ვერ მოვდიოდი... ციფერბლატი ნამცეცებად იქცა. მოცვივ-
დნენ გამვლელები... გამსკვანჩეს დანაშაულის ადგილზე... დავიზაფ-
რე... მოვიკუნტე... ხაფანგში გაბმულ ვირთხას დავემსგავსე... ვისაც არ
დაეზარა, ყური დამიგრძელა. „პოპოლი!“ – ვიღრიალე. სადაა პოპო-
ლი?!“ საპნის ბუშტივით გაქრა. აღარ არსებობდა დედამიწის ზურგზე.
დედაჩემთან წამათრიეს. საშინელი სცენა მოუწყვეს. ზარალს თუ არ აა-
ნაზღაურებთ, ციხეში ვუკრავთ თავსო, დაემუქრნენ. დედაჩემმა მორჩი-
ლად გაუმხილა გვარ-სახელი, ჩააწერინა მისამართი... ვეცადე, ამეხსნა
მდგომარეობა, მაგრამ სულ ტყუილად: „პოპოლი!..“ იმდენი მირახუნეს,
გაჩენის დღეც მაწყევლინეს... თვალთ დამიბნელდა...
სახლში ყველაფერი თავიდან დაიქოქა... ჰორიზონტზე ავისმომასწა-
ვებელი ღრუბლები შექუჩდნენ... ქარიშხალი არ დაახანებდა... მამაჩემ-
მა ჯერ ძირს დამცა, მერე თმით მითრია... მირტყა და მირტყა გამეტე-
ბით... ფეხებით შემდგა და კარგა ხანს ისეირნა... ცოტა ხანში შარვალი
ამახია... ბოლოს მორთო ღრიალი... რომ მისი მოკვლა მქონდა ჩაფიქრე-
ბული! რომ ჩემი ადგილი „როკეტში“ იყო!.. თან დიდი ხანია! დედაჩემმა
მისი დაწყნარება სცადა... მუხლებში ჩაუვარდა... ემუდარებოდა... კოც-
ნიდა... უხსნიდა, ციხეში უფრო სასტიკნი, სისხლისმწოველები და დაუნ-
დობლები ხდებიანო... უარესი აღმოვჩნდი, ვიდრე წარმოედგინათ... ეშა-
ფოტს ერთი თითი მაშორებდა. აი, რა ხათაბალაში გავეხვიე. პოპოლს
ამაში დიდი წვლილი მიუძღვის. მაგრამ იქაურმა ატმოსფერომ და სეირ-
ნობებმაც თავისი ქნა... თავისმართლების მცდელობაც კი არ მქონია.
***

136
დაძაბულობამ, დუღილმა და ფორიაქმა მთელი კვირა გასტანა... მა-
მა ისეთი გაბრაზებული იყო, სულ ნაპერწკლებს ყრიდა... სიფათში სის-
ხლი ასხამდა... ვშიშობდი, ერთხელაც პარალიჩს არ მოეცელა. ბიძია
ედუარდი საგანგებო ვიზიტით ჩამოვიდა რომენვილიდან, ოგიუსტი ცო-
ტათი რომ შეეგონებინა... შეუძლებელი იყო, ბიძია არტურს მშვიდობის
მტრედის მისია ეკისრა თავისი ფრიად არასერიოზული რეპუტაციის გა-
მო. როდოლფი კი სადღაც გადაკარგულში მოიაზრებოდა... პროვინცი-
ებში დაქროდა ცირკ „კაპიტოლთან“ ერთად.
მეზობლები და მშობლები ერთხმად ემხრობოდნენ აზრს, რომ ური-
გო არ იქნებოდა, თუ მამა-შვილი სასაქმებლით მკურნალობის კურსს გა-
ვივლიდით. ჩემი გაბოროტების მიზეზების ძიებისას დაასკვნეს, რომ
ყველაფრის თავი და თავი ჭიები იყო... დამალევინეს ფხვნილი... დავი-
ნახე სასწაული – განავალი ჯერ გაყვითლდა, შემდეგ კი წაბლისფერი გა-
დაეკრა... ერთგვარი სიმშვიდე მაინც ვიგრძენი... მამაჩემს „მკურნალო-
ბაზე“ სრულიად განსხვავებული რეაქცია ჰქონდა – დაახლოებით ერთი
კვირა მაინც კრინტი არ დაუძრავს... მხოლოდ დროდადრო გადმომხე-
დავდა ხოლმე, ისიც ცალი თვალით... მაგრამ ხანგრძლივად... ყურადღე-
ბით... მე ვიყავი მისი ჯვარი... ტანჯვა-წამების უშრეტი წყარო... განწმენ-
დის კურსი გაგრძელდა... მამა ჟანოს წყალს ისხამდა, მე – აბუსალათი-
ნის ზეთს, დედა – ევანდს. ამის შემდეგ დავადგინეთ, რომ ბაზრობებს
სათოფეზე არ გავეკარებოდით, არც იმაზე ვდავობდით, რომ ქუჩა ჩემ-
თვის მომაკვდინებელი იყო და ჩემი კრიმინალური ინსტინქტებით თავს
დავიღუპავდი.
დედაჩემმა გამჭყიპა ათასგვარი რეკომენდაციითა და რჩევა-დარიგე-
ბით და სკოლაში წამათრია. გზად, ჟენერის ქუჩისკენ, არაერთგზის შე-
ეცვალა გუნება, ძალიან ნერვიულობდა... ყველა აფრთხილებდა, ერთ
კვირაში შენს ვაჟბატონს უკან გამოაპინტრიშებენო. მსგავსი არაფერი
მომხდარა, ვიქცეოდი სანიმუშოდ და არ გამომაპინტრიშეს. თუმცა სწავ-
ლით დიდად თავი არ შემიწუხებია. თითიც არ გამინძრევია, ეს ფაქტია.
სკოლა მბურძგლავდა, გულს მირევდა, მეზიზღებოდა... ის წვერებიანი
მასწავლებელიც გვაოსებდა საკუთარ პრობლემებზე წუწუნით. დავინა-
ხავდი თუ არა მის სიფათს, ცხოვრება აღარ მინდოდა. პოპოლთან ურ-

137
თიერთობის წყალობით გემო გავუგე მაწანწალობას. ახლა კიდევ სა-
ათობით მერხთან ჯდომა და ვიღაცების გაუთავებელი ბოდვების მოსმე-
ნა საშინლად მთრგუნავდა.
ბავშვები კი ცდილობდნენ ეზოში გულის გადაყოლებას, მაგრამ ეს
მათი უბადრუკი ძალისხმევა სკოლის გარშემო შემოვლებულ ისეთი სი-
მაღლის გალავანს ეხეთქებოდა, რომ ანცობის სურვილს ჩანასახშივე უკ-
ლავდა. ჯანდაბა!
ეზოში ერთი კინკილა ხე იდგა, რომელზეც სულ ერთი და იგივე ჩიტი
ჯდებოდა. ის ცინგლიანები ქვებს უშენდნენ ხოლმე. ერთხელაც საწყა-
ლი ჩიტი ვიღაცამ შურდულით მოკლა. კატა მთელი შესვენების განმავ-
ლობაში შეექცეოდა ნანადირევს.
საშუალოზე დაბალ ნიშნებს მიწერდნენ. სულ მეშინოდა, რომ კლას-
ში ჩავრჩებოდი. სამაგიეროდ, ქცევაში ვიყავი სამაგალითო. მასწავლებ-
ლები განსაკუთრებულად უსვამდნენ ხაზს ჩემს ამ თვისებას. სინამდვი-
ლეში, ყველას განავალი ჰქონდა ტრაკზე მიმხმარი. მე ვასწავლე მათ სა-
კუთარი ფსელის ბოთლებში შეგროვება.
ფარდულში ცოდვის კითხვა ისევ განახლდა. დედაჩემს ისევ უხსენა
ძველმა სიმწარემ... მიზეზს ეძებდა, ოღონდ კაროლინი მოეგონებინა...
უმნიშვნელო დეტალიც ჰყოფნიდა გოდების გასაჩაღებლად... თუ მაღა-
ზიის დაკეტვისას გზააბნეული კლიენტი შემთხვევით შემოაბოტებდა
და რაღაც სამშვენისის შესაღებას ეცდებოდა, უმალ ცრემლებად იღვრე-
ბოდა. „ოჰ, დედაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო... – წკმუტუნებდა... – აი,
ვინ იცოდა ვაჭრობა... და შეძენა!“
ხედავთ, ადამიანი წარსულში გამუდმებულმა ქექვამ რა კატასტრო-
ფამდე შეიძლება მიიყვანოს!
ერთმა ჩვენმა ნაცნობმა ქალბატონმა ჩინებულად გამოიყენა დედა-
ჩემის მელანქოლია... დივონი ერქვა და ისეთივე გადაღრძუებული იყო,
როგორიც დეიდა არმიდა, სამოცდაათი წლის. ომის შემდეგ მან და მისმა
ქმარმა უზარმაზარი ქონება დააგროვეს... ცხვრის ხელთათმანებით ვაჭ-
რობდნენ. „პასაჟი პანორამაში“ – ეს სახელგანთქმული მაღაზია თურმე
მათი საკუთრება ყოფილა. მეორეც ჰქონიათ – „სომონის პასაჟი“. იყო
დრო, როცა თვრამეტი თანამშრომელი ემსახურებოდათ. დაკვეთებს ვე-

138
ღარ აუდიოდნენ და სავაჭრო ობიექტები სულ კლიენტებით ყოფილა გა-
მოძეძგილი. ბებია ხშირად ჰყვებოდა მათ შესახებ, მერე ქმარს ამხელა
ფულში ფუთფუთისგან სულ გაუფრენია. მოულოდნელად ყველაფერი
დაუკარგავს პანამის არხზე და უზარმაზარი ვალებიც დასდებია. მამაკა-
ცებს არასდროს ჰყოფნით ვაჟკაცობა და გამბედაობა! იმის ნაცვლად,
რომ ყველაფერი ეღონა ამ უფსკრულიდან ამოსაძრომად, ამდგარა და
სადღაც გამქრალა, თან ვიღაც ნაბოზარი წაუთრევია. ყველაფერი გაყი-
დულა. ამჟამად ქალბატონი დივონი, ღმერთმა უწყის, როგორ გადიოდა
ფონს. მუსიკის წყალობით ედგა სული. კი ჰქონდა დანაზოგი, მაგრამ იმ-
დენად მიზერული, რომ საჭმელზეც ძლივს ჰყოფნიდა. ხშირად მშიერ-
მწყურვალი დადიოდა. მეგობრები ეხმარებოდნენ, ხან ვინ შეიფარებდა
და ხან ვინ. ის კია, რომ მეხელთათმანეს სიყვარულით მისთხოვდა. თა-
ვად არ გახლდათ კომერსანტთა წრიდან, მამამისი იმპერატორის პრე-
ფექტი ყოფილა. დივინი ჩინებულად უკრავდა ფორტეპიანოზე. ძალიან
სიფრიფანა და ნაზი ხელები ჰქონდა, ზაფხულში „მიტენებს“ არ იცი-
ლებდა, ზამთარში კი სქელ, ვარდისფერი პომპონებით გაწყობილ „მუფ-
ტას“ ატარებდა. პრანჭია ყოფილა ახალგაზრდობაში, ასეთად დარჩა
ღრმა სიბერეშიც.
შემოაბოტა ფარდულში. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც
ჩვენთან არ გამოევლო. ბებიას სიკვდილმა შეძრა. ძლივს დაუბრუნდა
ნორმალური აზროვნების უნარი. „ისეთი ახალგაზრდა!“ – იმეორებდა
წამდაუწუმ. მოწიწებით იხსენებდა გარდაცვლილს, მოკრძალებით საუბ-
რობდა თავიანთ საერთო წარსულზე, ქმრებზე, „სომონსა“ და „ბულვა-
რებზე“... დეტალებსა და ნიუანსებში იქექებოდა... ტაქტისა და სიფ-
რთხილის ღრმა შეგრძნებით... რაც მართალია, მართალია, ქალბატონი
დივონი ზრდილი, ღრმად კულტურული და განათლებული ადამიანი
იყო. ეს ჩემს მხედველობას არ გამოჰპარვია... ჰყვებოდა და ჰყვებოდა...
დროის გასვლასთან ერთად თითქოს ყველაფერი მომაჯადოებელ ბუ-
რუსში ეხვეოდა... არც შლაპას იხდიდა და არც პირბადეს... სახის კანის-
ფერს იმიზეზებდა... მე კი ვიცოდი, რის გამოც... პარიკის... ვახშამზე საჭ-
მლის სიუხვით ვერასდროს დავიკვეხნიდით. როგორც წესი, თითქმის
აღარაფერი გვრჩებოდა... მაინც დავპატიჟეთ... იმ მომენტში, როცა წვნი-

139
ანი უნდა დაესრულებინა, პირბადეც მოიშვლიპა, შლაპაც და სხვა
წვრილმანი მოსართავებიც... ლამის თეფშში თავქვე გადაეშვა... ხვრეპ-
და ხმაურიანად... მიიჩნევდა, რომ ასე ბევრად უფრო მოსახერხებელი
იყო... რა თქმა უნდა, პროთეზის გამო... ძალიან მკაფიოდ მესმოდა მისი
წკლაპუნი... კოვზს არ ცნობდა... გიჟდებოდა მოთუშულ პრასზე, მაგრამ
თუ არ დაიჭრიდა, ვერანაირად ვერ შეჭამდა. მოკლედ, ეს მისთვის დიდ
ხათაბალაში გახვევას ნიშნავდა. ვახშამი დასასრულს უახლოვდებოდა,
მაგრამ ჩვენი თანამეინახე წასვლაზე ჯერ არ ფიქრობდა. მთლად მოეშ-
ვა და გალაღდა, ფრივოლურიც კი გახდა. დროდადრო კლიენტის მიერ
დატოვებული და ყველასგან მივიწყებული პიანინოსკენ გაურბოდა თვა-
ლი... მის აწყობაზე არავის უზრუნია, მაგრამ მაინც კარგად ჟღერდა.
მამაჩემს ხომ ყველა და ყველაფერი აღიზიანებდა. შესაბამისად,
არც ქალბატონი დივონი ყოფილა გამონაკლისი... აშკარად მის ნერვებ-
ზე თამაშობდა... ეს ბებრუხანა... ყველა სიკეთესთან ერთად, პრანჭია და
მანერული იყო... და მიუხედავად ყველაფრისა, ამ გაუბედურებული ქა-
ლის მიმართ ოგიუსტი მაინც შემწყალებელი იყო, განსკუთრებით მაშინ,
როცა ის „ლუჩია დე ლამერმურის“ მაგვარ არიებს უკრავდა... „მთვარის
სონატაზე“ მამა ხომ სანთელივით დნებოდა.
ქალბატონმა დივონმა ჩვენთან სიარულს უხშირა... საგანგებო მიპა-
ტიჟება უკვე აღარც სჭირდებოდა... სანამ ფარდულს ვალაგებდით, მესა-
მე სართულზე აბობღდებოდა, დაჯდებოდა ტაბურეტზე და ორ-სამ
ვალსს გასახურებლად დაუკრავდა, შემდეგ „ლუჩიაზე“ გადავიდოდა და
ბოლოს „ვერთერსაც“ ჩაარახუნებდა. საკუთარი რეპერტუარი ჰქონდა,
მთელი „შალე“ და „ფორტუნიო“. იძულებული ვხდებოდით, ჩვენც ავ-
ბრძანებულიყავით მესამეზე. დაკვრას მხოლოდ მაშინ წყვეტდა, როცა
მაგიდას შემოვუსხდებოდით. „კუ-კუ“, – იტყოდა, როცა დაგვინახავდა.
სუფრასთან ქალბატონი დივონი და დედაჩემი დუეტში ქვითინებდნენ...
უხმაუროდ... მოკრძალებულად... ამის გამო დივონს მადა სულაც არ
უფუჭდებოდა... ატრიაზე ცხვირი არასდროს აუბზუებია... შოკში ვვარდე-
ბოდი, როცა დამატებას ითხოვდა... მოგონებების ტრიუკს ქალბატონი
დივონი შესანიშნავად იყენებდა სხვადასხვა ფარდულში მეტ-ნაკლებად
დამწუხრებულ, მგლოვიარე თუ შეჭირვებულ ვაჭრებთან. სათითაოდ იც-

140
ნობდა მაისა და გაიონის ოთხივე უბნის მიცვალებულებს, ყველაფერი
მთავრდებოდა მისი ვახშამზე მიპატიჟებით. მოკლედ, ქალბატონ დი-
ვონს მშიერი კუჭით არასდროს უძინია.
პასაჟის ყველა საოჯახო ამბავი ზედმიწევნით იცოდა... და თუ სადმე
პიანინოც აღმოაჩნდებოდათ, მას, როგორც მთხრობელსა და გამ-
რთობს, ბადალი არ ჰყავდა... სამოცდაათს გვარიანად გადაცილებულ
ქალს ჯერ კიდევ შესწევდა უნარი, „ფაუსტი“ ემღერა. ყველაფერთან ერ-
თად სიფრთხილისა და წინდახედულობის ყველა ზომას იღებდა...
სკდებოდა თოხლო კვერცხით, ოღონდ ხმა არ ჩახლეჩოდა... მხოლოდ
მას შეეძლო მთელი გუნდის განსახიერება... ხელებით კი – საყვირის.
„მარადიული დიდება!“ ერთდროულად კლავიშებზე ბრახუნსაც ახერ-
ხებდა და ფეხების ბაკუნსაც.
ბოლოს უკვე ვეღარავინ იკავებდა თავს და იწყებოდა ხორხოცი. ასე
მოურიდებლად... მის თვალწინ... დეიდა დივონს ამნაირი წვრილმანები
არ სწყინდა და მიერეკებოდა თავისთვის. ის გახლდათ ბუნებით არტის-
ტი, დაბადებით ხელოვანი. დედას კი რცხვენოდა, მაგრამ თავისთვის მა-
ინც ფხუკუნებდა... მსგავსი გადახვევები მის ჯანმრთელობაზე მხოლოდ
სასიკეთოდ მოქმედებდა.
***
დედა უკვე ვეღარ ძლებდა დივონის გარეშე. მიუხედავად ამ უკანას-
კნელის ხინჯებისა და ეშმაკობებისა, ყველგან დააპროწიალებდა. საღა-
მოს პორტ ბისერტრამდე ვაცილებდით. ქალბატონი ფეხით მიბრძანდე-
ბოდა კრემლენამდე, რომელიც ფსიქიატრიული საავადმყოფოს გვერ-
დით მდებარეობდა.
კვირაობით აუცილებლად გამოგვივლიდა, რათა ყველანი ერთად სა-
საფლაოზე წავსულიყავით. ჩვენს სასაფლაოზე – პერ-ლაშეზზე, 43-ე
უბანში. მამას იქ სიარულზე ლამის აზიდებდა. საფლავების დანახვა
ზაფრავდა. მხოლოდ რონ-პუანამდე მიგვაცილებდა... როკეტის პირდა-
პირ. იქ გაზეთს დააძრობდა და ჩვენს მობრუნებამდე კითხულობდა.
ბებიას აკლდამა ძალიან კარგად იყო მოვლილი... ძირითადად ვარ-
დებით ვამკობდით, ბოლო ვიზიტების დროს იასამნისა და ჟასმინების
თაიგულებიც მივიტანეთ. ეს იყო ერთადერთი ფუფუნება, რომლის უფ-

141
ლებასაც ჩვენი ოჯახი საკუთარ თავს აძლევდა. ლარნაკებში დამჭკნარ
ყვავილებს სასწრაფოდ ვცვლიდით, ვაპრიალებდით ფილებს. შიგნით
თავი თოჯინების თეატრში გეგონებოდათ... ფერად-ფერადი სტატუეტე-
ბითა და მაქმანებიანი ნამდვილი სუფრებით, რომელთა რაოდენობაც
რეგულარულად იზრდებოდა. ეს იყო დედაჩემის ერთადერთი შვება. ინ-
ტერიერის დახვეწა მისი მუდმივი ზრუნვის საგნად იქცა. დალაგებისას
ცხარე ცრემლით ტიროდა... კაროლინი იქვე იყო... სადღაც ქვემოთ. მე
სულ ანიერი მახსენდებოდა... როგორ ვძვრებოდით კანში მე და ბებია
მობინადრეთა გულისთვის... თვალწინ მედგა ეს სცენები... მიუხედავად
იმისა, რომ ყოველ ცისმარე კვირადღეს ყველაფერს ვაკრიალებდით და
ვაპრიალებდით, ქვემოდან ამომავალ, ოდნავ საგრძნობ, უცნაურ სუნს
მაინც ვერაფერი მოვუხერხეთ... რაღაცნაირად პიკანტური, ნატიფი, მომ-
ჟავო... დასამახსოვრებელი... ისეთი, ერთხელ რომ შეიყნოსავ და მერე
აღარ გცილდება... ყვავილებიც ამ სუნით იჟღინთებოდა... ჩვენც... ამის-
გან თავბრუ მეხვეოდა... გულისრევის შეგრძნება მეუფლებოდა. ის მი-
წისქვეშეთიდან ამოიფრქვეოდა. რაღაც მომენტში ისეთი განცდა მეუფ-
ლებოდა, რომ ის გაქრა, მაგრამ არა... „შენ შეცდი, მოგეჩვენა... ის ისევ
ავსებს მთელ სივრცეს... მოუცილებელია!..“ ყვავილებისთვის წყალს მე
ვეზიდებოდი ხეივნის ბოლოდან... სანამ ვმუშაობდით, ხმას არ ვიღებ-
დი... შემდეგ ისევ მირევდა გულს მსუბუქი სიმყრალე... ბოლოს მძიმე კა-
რი იხურებოდა... ლოცვებს ვკითხულობდით... ვბრუნდებოდით.
ქალბატონი დივონი სიარულის დროსაც ენად იყო გაკრეფილი...
სიტყვას ვერ ჩაურთავდი... როგორც ჩანს, მადა უმძაფრდებოდა იმის გა-
მო, რომ დილაუთენია ადგა და ყვავილებზე დაიხარჯა, იმის გამოც, რომ
ამდენი იწუწუნა და იღნავლა... არ უნდა დავივიწყოთ მისი დიაბეტიც...
შეიძლება, სწორედ ამიტომაც ვეღარ ივსებოდა მისი გასახეთქი მუცე-
ლი... სასაფლაოდან გამოვეტიეთ თუ არა, წახემსება ისურვა... მერე
აღარ გაჩერდა და ათასჯერ მაინც შეგვახსენა. ეს ავადმყოფურ აკვიატე-
ბას წააგავდა. „იცი, კლემანს, რას შევჭამდი ახლა დიდი სიამოვნებით?
იმედია, ღორმუცელად არ ჩამთვლი!.. ოდნავ ფაშარ პურის ნაჭერს ზედ
დადებული გალანტინის კვადრატით... ჰა, რას იტყვი?“

142
დედაჩემს პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული... უხერხულად გრძნობ-
და თავს... დაიბნა... მე კიდევ გალანტინის ხსენებაზე გულ-ღვიძლი ყელ-
ში მომაწვა. ცოტაც და, ნაწლავებს მოედანზე გადმოვყრიდი... გალანტი-
ნი ამეკვიატა... ვფიქრობდი იმაზეც, თუ რას დაემსგავსა კაროლინის თა-
ვი იქ, მიწაში... ვფიქრობდი ყველა ჭიაზე... ცხიმიანებსა და მსუქნებზე...
მათ საცეცებზე... თუ როგორ იკლაკნებიან... ფუთფუთებენ... ღრღნიან
ყველაფერს... ჩირქით გადაივსო იქაურობა... უბერავდა აყროლებული
ქარი...
მამა ადგილზე დაგვხვდა... ძლივს მოასწრო ჩემი ხის უკან გათრევა...
გისოსებიან ლუქს გადავარწყიე... გვერდზე გახტა... მსუბუქი მიშხეფება
მაინც ვერ აიცილა თავიდან.
„ოჰ, შე ტუტუცო და ნაძირალავ!“ – შეჰყვირა... შარვალი დაესვარა.
ქუჩაში მოძრაობა შეწყდა. ადამიანები ჩვენ მოგვშტერებოდნენ. ოგი-
უსტს შერცხვა, სასწრაფოდ გადაჭრა ქუჩა და ბასტილიის მიმართულე-
ბით გააჭრა... არც ჩვენი დანახვა სურდა და არც ჩვენთან ნაცნობობის
აღიარება. მე და ქალები ცაცხვის ნაყენის დასალევად ბისტროში შევე-
დით. მოსულიერება ნამდვილად მჭირდებოდა. ეს იყო პაწაწინა ბის-
ტრო ზუსტად ციხის პირდაპირ. მოგვიანებით არაერთხელ ჩამივლია
მის წინ. აუცილებლად შევიხედავდი ხოლმე... იქ კლიენტი ერთხელაც
არ მინახავს.

143
5
ბიძია არტური ვალებიდან ვერ ამოდიოდა. კამბრონის ქუჩიდან გრე-
ნელამდე იმდენს ესესხა, – და მერე აღარასდროს დაუბრუნა! – რომ ამის
გამო მისი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. მისნაირი მფლანგველი მე
ცხოვრებაში არ შემხვედრია, ერთ საღამოსაც იქიდან აითესა და საცხოვ-
რებლად სხვაგან გადაბარგდა. ძმაკაცი დაიხმარა გუდა-ნაბადის აკვრა-
ში. მთელი ხარახურა ვირშებმულ ურიკაზე დაყარეს და ქალაქგარეთ გა-
უტიეს. უკვე გვეძინა, როცა გასაფრთხილებლად გამოგვიარეს.
მგონი, არტურმა ამ შემთხვევით ისარგებლა, რომ თავისი ტურფაც,
ყოფილი მსახური, თავიდან მოეცილებინა. თურმე ბოლო დროს ხშირად
ახსენებდა გოგირდმჟავას... დასატყდომად უკეთეს დროს ვერც შეარჩევ-
და!
არტურმა და მისმა დოსტმა ატის-მონის ფერდობზე ერთ ცარიელ
ქოხმახს მიაგნეს, სადაც ვერც ერთი მოვალე ვერ ავიდოდა გულის გასაწ-
ყალებლად. უკვე მეორე დღესვე კრედიტორებმა ჩვენი სახლი ლამის იე-
რიშით აიღეს. აღარ მიდიოდნენ პასაჟიდან... ის საძაგლები... მამაჩემს
სამსახურშიც დაადგნენ თავს. ოი, სირცხვილო! ოგიუსტი ჭკუიდან შეიშა-
ლა... ისევ უხსენა ძველმა ჩვევამ... სკანდალს სკანდალზე აწყობდა...
„ოჰ, ეს ბანდიტების ხროვა! ოჰ, ეს ნაძირალები და უჯიშოები! არამ-
ზადებისა და ვიგინდარების თავშესაფარია მთელი ეს ოჯახი. ერთი წუ-
თიც კი არ მაღირსეს სიმშვიდე... ახლა სამსახურშიც მომისპეს ამოსუნ-
თქვის საშუალება. ჩემი ძმები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც კატორღე-
ლები! ჩემი და თავისი უკანალით ვაჭრობს რუსეთში. ჩემმა შვილმა უკვე
მოხიკა, თუ სადმე მანკიერება არსებობდა! ღმერთო, მიშველე, ეს რა ჯო-
ჯოხეთში მოვხვდი! აი, გამიმართლა, რა, ცხოვრებაში. თქვენი გამჩე-
ნის... “
კრედიტორებს ესმოდათ, რომ მამა ოჯახის პატივსა და სინდის-ნა-
მუსს უფრთხილდებოდა... ერთი ნაბიჯითაც არ სცილდებოდნენ... რამ-
დენიმე თითქმის შემოგვისახლდა ფარდულში... ისედაც არაფერი
გვქონდა კბილგასაკრავი... ვალები რომ გაგვესტუმრებინა, საერთოდ
ამოვწყდებოდით...
144
„მომავალ კვირას იმ ვაჟბატონის სანახავად წავალთ, – გადაწყვიტა
მამამ, – კაცურად მინდა დაველაპარაკო! პირში მივახლი, რასაც ვფიქ-
რობ!..“
დილაუთენია წავედით პასაჟიდან. თავზე უნდა დავდგომოდით, სა-
ნამ არტური გამოტყვრომას მოასწრებდა... გზა აგვებნა და სულ სხვა მი-
მართულებით გავუტიეთ, მაგრამ ბოლოს მაინც მივაგენით მის ადგილ-
სამყოფელს... მეგონა, რომ არტური დაჩაჩანაკებული, განადგურებული
და მონანიე დაგვხვდებოდა... დამფრთხალი და მოცახცახე, სადღაც გა-
მოქვაბულის კუთხეში მიყუჟული... სამასამდე პოლიციელით ალყაში
მოქცეული... მშიერ-მწყურვალი, რომელსაც გამხმარი ვირთხების გარდა
პირში ჩასადებად არაფერი დარჩენია... მოკლედ, თვალწინ დამიდგა
გაქცეული მონების აღწერის სცენა
„თავშესაქცევი ნახატებიდან“... ნურას უკაცრავად! ჩვენ სულ სხვა
ვინმე ვიხილეთ... ის ბისტრო „მშვენიერ ადელში“ ვიპოვეთ... მაგიდას
მისკუპებული... ჩვენ პატივსაცემად სუფრა გაეშალა ჩრდილქვეშ... და
ძმარს კი არ წრუპავდა, არამედ ჩინებულ მშრალ ღვინოს... სხვათა შო-
რის, ნისიად შეკვეთილს... ვარდისფერი მუსკადეს ერთი პატარა ჭიქა და-
ედგა წინ... საუკეთესო ჯიშებისგან დაყენებული... არტური შესაშურ
ფორმაში იყო; ასე კარგად თავი არასდროს მიგრძნიაო, გამოგვიცხადა.
მეზობლებსაც ართობდა... ყველა მიიჩნევდა, რომ ამ საქმეში მას ბადა-
ლი არ ჰყავდა... საგანგებოდაც ამოდიოდნენ, მისთვის რომ მოესმი-
ნათ... „მშვენიერ ადელში“ მუშტრების ასეთი მოზღვავება არასდროს
ყოფილა... თავისუფალ სკამს ვერ იპოვიდით... საფეხურებზეც კი ის-
ხდნენ... წვრილი მეპატრონეები ჟუვიზიდან... საბოებიანი მეთევზეებიც
აუცილებლად „ადელში“ შემოივლიდნენ, რათა აპერიტივი გადაეკრათ
და ბიძია არტურისთვის ეცქირათ. ასეთი მოღიმარი და მოხარხარენი
ადრე ისინი არასდროს ენახათ...
გართობა იყო მრავალფეროვანი... ნებისმიერი გემოვნების შესატ-
ყვისი... უკმაყოფილოც არავინ რჩებოდა... იყო აუარება თამაშიც... ატ-
რაქციონები და რამე... საუბრები!.. გამოსვლები... თავსატეხები და გა-
მოცანები... ხეებქვეშ... ქალბატონებისთვის... არტური – ეს იყო თვით
შთაგონება, ყველას თვალისჩინი! ტრიალებდა, წრიალებდა, ყველგან

145
ეტენებოდა... არასდროს იძრობდა თავის არტისტულ ყავისფერ ბე-
რეტს... ახლაც კი... ამ გაგანია სიცხეში... ოფლი წურწურით ჩამოსდი-
ოდა... ძველებურად ემოსა... წვრილცხვირიანი ჩექმები... ხავერდის შარ-
ვალი... სალათის ფოთლის ფორმის უზარმაზარი ჰალსტუხი...
მოახლეების დანახვაზე ელეთმელეთი მოსდიოდა... უკვე დაითრია
თავისთვის სამი ლამაზმანი... ისე ბედნიერად გრძნობდნენ თავს მის
სამსახურში, მზად იყვნენ, კუბოს ფიცრამდე ჰყვარებოდათ... არტურს
აღარ უნდოდა, მისთვის ვოჟირარის ქუჩის უბედურებანი შეეხსენები-
ნათ. ეს უკვე იყო!.. მორჩა... წარსულს ჩაჰბარდა. აღარაა საჭირო
მკვდრის გაცოცხლება!.. ცხოვრების თავიდან დაწყებას, ყველაფრის გა-
დაკეთებას აპირებდა!.. მამაჩემს გამოსვლის დასრულება აღარც აცა-
ლა... რაღა დროის ეს სისულელეებიაო, მიახალა. რიგრიგობით ყველა
გადაგვკოცნა... გულწრფელად გაუხარდა ჩვენი ნახვა...
„არტურ, ერთი წამით ყური მიგდე. შენი კრედიტორები ლამის ჩემი
კარის წინ დაბანაკდნენ!.. დილიდან საღამომდე ფეხს არ იცვლიან იქი-
დან! დავკარგე ძილი და მოსვენება! მეტი აღარ შემიძლია!.. გესმის?“ არ-
ტურმა ეს უბადრუკი მოგონებები ერთი ჟესტით სადღაც გადაყარა, შორს
მოისროლა! მამაჩემი ისე გამოიყურებოდა, როგორც ჯიუტი და უბედური
დეგენერატი! ისე კი, შეიცოდა ეს მხიარული ბიძია. „ყველანი აქ მოდით!
ოგიუსტ, მომიახლოვდი, მოყოლას ყოველთვის მოასწრებ, შენც რა გეჩ-
ქარება, ვერ ვხვდები... მე თქვენ განახვებთ ამ ადგილის ყველაზე ღირ-
სსახსოვარ ხედს! სენ-ჟერმენი მის გვერდით რაღა სახსენებელია... ჯერ
იმ ბილიკს შეხედეთ, ზევით რომ მიიკლაკნება... ახლა მარჯვნივ გაიხე-
დეთ... აი, იქ, მწვანე თაღქვეშ ჩემი სახელოსნოა!..“
ასე მოენათლა თავისი ფარღალალა ქოხმახი... ადგილმდებარეობა
ნამდვილად იყო თვალწარმტაცი. იქიდან იშლებოდა უკიდეგანო, მწვა-
ნედ მობიბინე დაბლობი... სენა ვილნევ-სენ-ჟორჟამდე, მეორე მხარეს
კი სენარის უღრანი ტყეები იყო გადაჭიმული. უფრო ლამაზს და დამატ-
ყვევებელს ბუნება ვერ
მოიფიქრებდა... არტურს გაუმართლა... სადგომში გროშსაც არ იხდი-
და. თავისთავად ცხადია, კაცი მფლობელის წყალსაცავს იცავდა...

146
გუბურა მხოლოდ ზამთარში ივსებოდა, ზაფხულში სულ დამშრალი
იყო. ბიძიას აქ ხშირად სტუმრობდნენ ქალები. მოახლეების მიღებას
ვერ აუდიოდა. არც საჭმელი აკლდა და არც სასმელი. შეიძლება ითქვას,
თავზე საყრელადაც ჰქონდა. მუსკატი... ისეთივე, როგორიც დაბლა, სო-
ფელში, ძეხვეული, არტიშოკები, ნაღებიანი ნაირ-ნაირი ყველი... რა
თქმა უნდა, აქ სრული უწესრიგობა სუფევდა. დედაჩემი გიჟდებოდა
ასეთ ყველეულზე... არტური სულაც არ ტოვებდა უბედური ადამიანის
შთაბეჭდილებას... დუჟმორეული ჰყვებოდა იმ დაკვეთებზე, რომელიც
ძალუმად მიეღო... აბრები ბისტროებისთვის, საბაყლო დუქნებისთვის,
პურსაცხობებისა და საფუნთუშეებისათვის... „სხვებისთვის სარგებელი
მომაქვს, მე კიდევ სიამოვნებას ვიღებ!“ ასეთი იყო მისი ცხოვრებისეუ-
ლი ფილოსოფია... მთავარი დევიზი... კედლებზე უთვალავი ესკიზი ეკი-
და. „ფარშირებული ქარიყლაპია“, – დამხრჩვალი მოწითალო-მოცის-
ფრო თევზი. „მომხიბლავი მობანავე“, – ასე შეერქვა ნაცნობი მრეცხავი
ქალისთვის... უზარმაზარი ძუძუებითა და სხვა შთამბეჭდავი რამერუმე-
ებით. გენიალური კომერციული იდეა კი მოსვლია თავში ბიძაჩემს, ვერა-
ფერს დაუწუნებ. მოკლედ, მომავალზე შეიძლებოდა დიდად არ გვედარ-
და... მშვიდად გვეცხოვრა და სიამოვნებაც არ დაგვეკლო.
სანამ სოფელში დავბრუნდებოდით, ყველაფერი სამ-ოთხ დოქში ჩა-
ჩურთა... ასე მალავენ ხოლმე საგანძურს, სანამ მიწაში ჩაფლავენ... ნარ-
ჩენების დატოვებაც კი არ უნდოდა... შემთხვევით გამვლელებს უფ-
რთხოდა. კარზე ცარცით წააწერა: „მალე დავბრუნდები!“
წყალსარინისკენ გავემართეთ. იქ რამდენიმე ნაცნობი მეზღვაური
ეგულებოდა. დიდხანს ვიარეთ ვიწრო და მიხვეულ-მოხვეული ბილიკე-
ბით, დედა უკან კოჭლობ-კოჭლობით ძლივს მოჩანჩალებდა. როცა და-
ნიშნულების ადგილს მივაღწიეთ, ცუდად გახდა და სულის მოსათქმე-
ლად ბოძკინტზე ჩამოჯდა... ვუყურეთ საბუქსირე გემებს, ცხავებიან კან-
ჯოებს, რაბში რომ დასრიალებდნენ... რაღაცნაირად სუსტები და დაუც-
ველები ჩანდნენ, როგორც კედელთან მიყუდებული სარკე... სულ მოძ-
რაობდნენ... თითქოსდა სურდათ, ნაპირს მისდგომოდნენ, მაგრამ ვერ
გაებედათ...

147
რაბის გასივებულმა მეთვალყურემ სამჯერ გადმოაფურთხა საღეჭი
თამბაქოს გუნდები. აიკაპიწა ხელები და ქშენა-ქშენით აბობღდა თავის
გიგანტზე. ლილვაკიანი კარი ჯანჯღარებდა, ხრჭიალებდა... ნელ-ნელა
მოძრაობას იწყებდა... მორევი თუხთუხებდა, ქაფს იკიდებდა... საგდუ-
ლები წკარუნებდნენ და ბოლოს იხსნებოდნენ. „არტემიდას“ ხან-
გრძლივი კივილი აღმოხდა... და წინ გაიჭრა...
აი, ვილნევ-სენ-ჟორჟი... ბორცვები... მალე ივეტის ნაცრისფერი ზო-
ლი გამოჩნდება... ქვემოთ სოფელია... დაბლობი... ქარი, რომელიც ყო-
ველწამიერად ძალას იკრებდა... მდინარეს უტევდა... გემს არწევდა...
მდინარე იქოჩრებოდა... უსასრულო დგაფუნი... წყლიდან ტოტები ხტე-
ბოდნენ და ცეკვავდნენ... ნაპირიდან... ხეობიდან ჩამორეკილი ტოტების
ქარავანი... ვალები დავიწყებას მიეცა... არც ღირდა მათი
გახსენება... ჰაერი გვათრობდა... უკვე აღარავინ ეჩხუბებოდა ბიძია
არტურს... მეორე ნაპირზე გასეირნება შემოგვთავაზა... დედაჩემმა უარი
განაცხადა... არტური მარტო ჩაჯდა ნავში...
მოგვეცა შანსი, დავრწმუნებულიყავით, როგორი ნიჭიერია და რამ-
დენი რამ შეუძლია... დინების საწინააღმდეგოდ გაცურა... მამაჩემს გუ-
ნება გამოუკეთდა... რჩევები არ დაიშურა... არტურს სიფრთხილისკენ
მოუწოდებდა... საწყალი დედაჩემიც გამოცოცხლდა... შიშობდა, უბედუ-
რება არ დატრიალდესო... მდინარის ნაპირს კოჭლობით მიუყვებოდა...
ცდილობდა, არ ჩამოგვრჩენოდა...
ბიძია არტური ხელს უშლიდა მეთევზეებს, რომლებიც სკამებზე წა-
მოსკუპებულნი წყალში საკვებს ყრიდნენ... იგინებოდნენ, ბიძიას ცხრა-
სართულიან ლოცვა-კურთხევას უძღვნიდნენ. არტური ლელქაშებში გა-
ეჩხირა... საშიში არაფერი იყო... მალევე ყველაფერი წესრიგში ჩადგა...
სუნთქავდა, როგორც სამი ტანმოვარჯიშე ერთად აღებული... შეუხვია
მარჯვნივ, მერე მარცხნივ... მიაგნო ვიწრო გასასვლელს... უნდა ეჩქარა...
გეზი ქვიშის კარიერისკენ აიღო, ამგვარად ბორბლებიან გემს გვერდი
აუქცია. ის უკვე გამოჩნდა შორიდან... „კარიერების ყვავილი“ ნელა მო-
ცურავდა, არსად ეჩქარებოდა... ხმაურით აყრუებდა არემარეს... მუც-
ლით თითქმის მდინარის ფსკერს ეხებოდა... ბურღავდა, ყველაფერს ჰა-
ერში ისროდა... შლამს, მიცვალებულებს, ქარიყლაპიებს... მიანგრ-მოან-

148
გრია ორივე სანაპირო და ლაფი გადაასხა ზედ... ყველგან, სადაც გაიარა,
ქაოსი და წარღვნა დატოვა. ნავების ფლოტილია ქანაობდა და მარგი-
ლებს ეჯახებოდა... სამი ბიეფი 3 ერთდროულად დაიტბორა... სრული
ალიაქოთი ყველგან! გემებისთვის ეს დამღუპველი იყო!.. აი, ისიც... „კა-
რიერების ყვავილმა“ ხიდქვეშ გამოცურა... მთელი კორპუსით ირყე-
ოდა... ხან ერთ მხარეზე გადაწვა, ხან მეორეზე მიესვენა... და მუცლით
უზარმაზარ სიმძიმეს მოათრევდა... გემბანზე ტონობით რკინა-კავეული
აეხოხოლავებინათ... კატაპულტები... ეს ჯოჯოხეთური სამართავი მოწ-
ყობილობა... უკან ქვანახშირით გადაძეძგილი დაახლოებით ოცი ბარჟა
მაინც მოჰყვებოდა... არა, სასეირნოდ დრო ნამდვილად ვერ შეირჩა შე-
საფერისი! ბიძაჩემი ქერელის გვარლს ჩაებღაუჭა... ის უკვე ვეღარ მოას-
წრებდა ნაპირამდე... თან ახლა კი არ მიცურავდა, არამედ ხტოდა ტალ-
ღებზე... დიდებული ქუდი წყალში გადაუვარდა... გადაიხარა, ეცადა, და-
ეჭირა, მაგრამ... ნიჩაბი გაუსხლტა ხელიდან... დაიბნა... წაეპოტინა... წო-
ნასწორობა დაკარგა... წყლის ზედაპირზე გულაღმა დაეთხლიშა... რო-
გორც ფილმებში ხდება ხოლმე... მადლობა ღმერთს, ცურვა იცოდა...
ყველა მისკენ გაცვივდა... ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, ამხნევებდნენ... აპო-
კალიფსმა ჩაიარა... „კარიერების ყვავილი“ ახლა ქვემოთ, რის-ორანჟის-
კენ მიემართებოდა და ახალ-ახალ კატაკლიზმებს თესავდა.
ყველანი „შებრაწულ ციმორთან“ – რაბის მუშების თავშეყრის ადგი-
ლას შევიკრიბეთ და ერთმანეთს გადარჩენა მივულოცეთ. აპერიტივის
დრომაც მოაწია. ბიძაჩემი ნაცნობ-მეგობრების შექუჩებას შეუდგა. სამო-
სის შეშრობას არც დაუცადა... გენიალური აზრი მოუვიდა თავში... ვეღარ
ითმენდა... უნდოდა ის ყველასთვის გაეზიარებინა... საქმე ეხებოდა ახა-
ლი კლუბის, „აფრების მეგობრების“ ჩამოყალიბებას... მეთევზეები მა-
ინცდამაინც არ აღფრთოვანდნენ... არტური უკვე შეუდგა საწევროების
შეგროვებას... მეგობარმა ქალებმა აზრი მოუწონეს... კოცნიდნენ და ეხ-
ვეოდნენ... ვახშმამდე შევყოვნდით... წვნიანი არ უნდა გაგვესინჯა?!
თეფშების ჩამოტარებას ლამპიონების განათების ქვეშ ველოდით. კო-
ღოები მოსვენებას

3
მდინარის მონაკვეთი ორ მეზობელ კაშხალს ან ორ რაბს შორის.
149
არ გვაძლევდნენ... არტურმა თავისი საყვარელი რომანსი დასჭექა:
„ერთხელ ერთმა პოეტმა თქვა“. არავის უნდოდა, რომ ის ისევ გუბურას
დაჰბრუნებოდა... ჩააფრინდნენ მკლავებში და აღარ უშვებდნენ...
არტურმა აღარ იცოდა, რა წყალში გადავარდნილიყო...
სადგურისკენ ავიღეთ გეზი... შეუმჩნევლად გავიპარეთ, სანამ ბიძაჩე-
მი ჯერ კიდევ გალობდა... მამაჩემი უკმაყოფილო დარჩა... განსაკუთრე-
ბით... მცირეოდენი დაფიქრების შემდეგ. ეჭვი ღრღნიდა... ვერ ეპატიე-
ბინა საკუთარი თავისთვის, რომ ვერ თქვა ის, რის თქმასაც აპირებდა...
გამბედაობამ უღალატა... კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ არტურს. ნამდვი-
ლი აფრებიანი ნავის მფლობელი გამხდარიყო უკვე... ბოლოში პატარა
კლივერით შესანიშნავად იკვლევდა გზას... თან ხმამაღლა გაჰყვიროდა
„სოლე მიოს“. მისი ლამაზი ხმა ქვიშის კარიერების თავზე ვრცელდებო-
და... პატრონის აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა... ბრწყინავდა და
ბრდღვიალებდა... მამაჩემს ამის ცქერა აღარ შეეძლო... წარმოუდგენე-
ლი იყო, რომ ასე გაგრძელებულიყო... ლაჩრებივით გავრბოდით... აპე-
რიტივსაც არ დაველოდეთ. ჩვენი გაპარვა არავის შეუმჩნევია... არტუ-
რის სანახავად არასდროს მივბრუნებულვართ... მასთან ურთიერთობა
შეუძლებელი გახდა. ის ჩვენ გვრყვნიდა...
მამაჩემი „კოკსინელში“ ათწლიანი მსახურების შემდეგ, როგორც იქ-
ნა, პირველ შვებულებას ეღირსა... ანაზღაურებულს, სხვათა შორის... სა-
მივეს ერთად სადმე წასვლა გონივრული ვერ იქნებოდა... ძალიან ძვირი
დაგვიჯდებოდა... ჩვენს ყველა დანაზოგს წირვას გამოუყვანდა.… იმ
წელს ზაფხულის ხვატიც გამორჩეულად აუტანელი მეჩვენა. პასაჟში ლა-
მის ვიხრჩობოდით, სუნთქვა შეუძლებელი იყო. მე განსაკუთრებით გა-
მიჭირდა. ფერი საერთოდ აღარ მედო... ყველა სიკეთესთან ერთად, უამ-
რავი ასაკობრივი (ზრდა მაქვს მხედველობაში) სენი მეტაკა... მგონი, ავ-
თვისებიანი სისხლნაკლულობა მიღებდა ბოლოს. ექიმთან წამიყვანეს.
დამაიმედებელი ვერაფერი გვითხრა. პირიქით, დაგვზაფრა: მისი ჯან-
მრთელობის მდგომარეობა მშვიდად ყოფნის საბაბს არ იძლევაო... „ამ
ბავშვმა ორი კვირა კი არა, სამი თვე უნდა გაატაროს სუფთა ჰაერზე...“ –
აი, რა თქვა ექიმმა.

150
„თქვენი პასაჟი, – დაამატა მან, – ამყრალებული სანაგვეა, მანდ
გროშსაც ვერ იშოვით. უძირო უნიტაზია!.. სასწრაფოდ გაეცალეთ იქაუ-
რობას!..“
ექიმს ისეთი კატეგორიული ხმა ჰქონდა, რომ დედაჩემმა თავი ვერ
შეიკავა და ცრემლად დაიღვარა... რაღაც გამოსავალი უნდა გვეპოვა.
თან ისეთი, რომ მემკვიდრეობით მიღებული სამი ათასი ფრანკისთვის
თითი არ დაგვეკარებინა. გადაწყვიტეს, ბედი ისევ ბაზარზე ეცადათ...
მერეში... ონივალში და განსაკუთრებით დიეპში... მე თვალები მიბრია-
ლეს და გამაფრთხილეს, ოღონდ შენი სუსი არ უნდა გავიგოთო. საათე-
ბის დაბომბვას ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეეშვაო... ქუჩის ბიჭებ-
თან ურთიერთობა და მათ ნათქვამზე წინ და უკან წრიალიც უნდა და-
ივიწყოო... დედაჩემმა დაამატა, ერთი ნაბიჯითაც არ უნდა დამშორდე
და ფინიასავით სულ კუდში უნდა მდიოო... დავიფიცე, რომ ყველა მოთ-
ხოვნას პირწმინდად შევასრულებდი... სანიმუშოდ მოვიქცეოდი და მა-
თი უზომოდ მადლიერიც ვიქნებოდი... იქიდან მობრუნებული ძალ-ღო-
ნეს არ დავიშურებდი და სიმწიფის ატესტატსაც ავიღებდი...
ჩემი დაპირებებით დამშვიდებულ-დაიმედებულებმა გადაწყვიტეს,
გზას გავდგომოდით. მაღაზია დავკეტეთ, თავიდან მე და დედაჩემი ერ-
თი თვით დიეპში გავემგზავრეთ... ჩვენი არყოფნის პერიოდში ფარ-
დულს დროდადრო ქალბატონი დივონი მიხედავდა... ჩავთვალეთ, რომ
სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა... და მამა მოგვიანებით შემოგვიერ-
თდებოდა... გზა ველოსიპედით უნდა გაევლო!.. ჩვენთან მხოლოდ ორი
კვირით შეყოვნდებოდა...
ჩავედით თუ არა, იქაურობას უმალ ავუღეთ ალღო. დიდი ჯაფა ნამ-
დვილად არ დაგვდგომია. ბინაც ვიშოვეთ და ყველაფერი... მოვეწყვეთ
კაფე „წიწკანას“ თავზე. ბინის პატრონი ფოსტის თანამშრომელი იყო.
პირდაპირ იატაკზე დაგებულ ორ ლეიბზე გვეძინა. მხოლოდ ერთადერ-
თი უხერხულობა გვაწუხებდა – ამყრალებული უნიტაზი.
როცა დიდ მოედანზე საქონლის გაშლისა და ვაჭრობის დრო დადგა,
დედაჩემს რატომღაც შეეშინდა... იაფფასიანი ბრჭყვიალა სამშვენისე-
ბისა და ნაქარგების შთამბეჭდავი კოლექცია გვქონდა ჩამოტანილი...
ძალიან სარისკო კი იყო ამ საგანძურის უცხო ქალაქში, ღია ცის ქვეშ გა-

151
მომზეურება... ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და ბოლოს გადავწყვიტეთ, მუშ-
ტრებს მოედანზე კი არ დავლოდებოდით, არამედ თვითონ გვევლო
მათთან. ბევრად უფრო მძიმე სამუშაოს შესრულება კი მოგვიწევდა, მაგ-
რამ, სამაგიეროდ, ქურდებისგან დავისვენებდით... სანაპიროს გასწვრივ
ჩამწკრივებული თითქმის ყველა ნაგებობის კარზე დავაკაკუნეთ... სიქა
გვძვრებოდა... ეს ჩვენი ხარახურაც ძალზე მძიმე გამოდგა. სახლის წინ
გრძელ სკამზე ჩამოვსხდებოდით და კლიენტებს მოთმინებით ვუცდი-
დით... იღბლიანი მომენტი ძირითადად სადილის შემდეგ დგებოდა,
როცა ისინი სტომაქს ამოიყორავდნენ... შემდეგ კი ფორტეპიანოს რახა-
რუხს უნდა დავლოდებოდით... როგორც იქნა, სალონში ინებეს გადა-
ბარგება!..
ამ დროს დედაჩემი წამოხტებოდა და შურდულივით ზარისკენ გა-
ვარდებოდა... კარს ხან გაუღებდნენ, ხან – არა!.. დროდადრო უმარ-
თლებდა და რაღაც-რაღაცების შეტენას მაინც ახერხებდა...
რაც მთავარია, არც ის მავიწყდებოდა, რის გამოც აქ ჩამოვეხეტე –
სუფთა ჰაერით მესუნთქა. ვისუნთქე და ვისუნთქე... ძალუმად... უსასრუ-
ლოდ... ისე ვიბერებოდი მისგან, ლამის თავბრუ მეხვეოდა. ამ სიკეთემ,
ცოტა არ იყოს, გამომაშტერა... ღამე უძილობაც კი დამჩემდა. ჭოტივით
თვალებდაჭყეტილი ვეგდე ლეიბზე... სულ ტრაკები, შიბლები, გემები
და აფრები მელანდებოდა... გასაშრობად გაფენილი თეთრეულის და-
ნახვაც კი საკმარისი იყო იმისთვის, სპაზმები და ძაგძაგი რომ დამწყე-
ბოდა... ერთი ადგილი მებერებოდა და მებერებოდა... ოჰ, როგორ იცის
მაინც მეზობელი ქალების საცვლებმა აბრიქინება...
ზღვას თავიდან ვუფრთხოდით... უფრო მშვიდ, მივარდნილ ქუჩებს
ვეტანებოდით... ძლიერი ქარისგან აღგზნება მემატებოდა... მიმძაფ-
რდებოდა ნძრევის სურვილიც. მოკლედ, თუ ხელსაყრელი მომენტი ჩა-
მივარდებოდა, სულ ხელში მეჭირა და თავდავიწყებით ვაქაქუნებდი.
მეზობელ ოთახში რწმუნებულის ვაჟი ცხოვრობდა. გაკვეთილებს
ერთად ვამზადებდით. შიგადაშიგ შიბლაზე ხელს მითათუნებდა. ისე,
ნძრევით ჩემზე მეტს ანძრევდა. თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდა და-
სასვენებლად, ამიტომაც გემის ყველა სახეობას ზედმიწევნით იცნობდა.
სულ დეტალებში ერკვეოდა... ტაკელაჟი, ფოკ-ანძა, სამანძიანი ბარჟები,

152
კაიუტ-კომპანიები, სამანძიანი შხუნები – რა არ იცოდა?! სანამ დედა ვი-
ლიდან ვილაში გადადიოდა, ამ ყველაფერს მეც დიდი მონდომებით ვი-
ზუთხავდი.
პლაჟზე დედაჩემს ისევე კარგად იცნობდნენ, როგორც კოკაინის გამ-
საღებელს. სხვანაირად ვერც იქნებოდა. სულ იქ არ დაწოწიალობდა
ზურზე ფუთამოგდებული?! შიგნით ათასნაირი ხარახურა ეყარა... ნა-
ქარგები, თარგები, ქალის სამკაულები, თქვენ წარმოიდგინეთ, უთოებიც
კი... კურდღლის ნაწლავებსაც, ტყავსაც და თათებსაც გაყიდდა, ოღონდ
ეს ორი თვე როგორმე „გაეწელა“.
ექსპედიციის ჩატარებისას პორტს ყველანაირად ვერიდებოდით.
გვარლისა და ათასი ჯურის გამო ახლოსაც არ ვეკარებოდით. რა უნდო-
და ფეხის გამოდებასა და კისრის მოტეხას?! ამაზე საძაგელი ადგილი
ქალაქში არც გვეგულებოდა. მტრისას, შლამში თუ მოადინე ბრაგვანი,
ვეღარც ამოძვრები. დარჩები იქ, ფსკერზე კიბორჩხალების კერძად და
ვერც ვერავინ მოგაგნებს. არც სანაპიროს ფრიალო კლდეები იყო უსაფ-
რთხო, ვინ მოთვლის, ყოველწლიურად რამდენი ოჯახი პოულობდა იქ
სამუდამო სასუფეველს. უმნიშვნელო უყურადღებობა, დაბნეულობა,
ერთი გაუაზრებელი ნაბიჯიც კი საკმარისია, უბედურება რომ დატრიალ-
დეს... შეიძლება მთელი მთა თავზე ჩამოგექცეს. ორი თავი, აბა, ვის
ჰქონდა? ქუჩებში სიარული სწორედ ამიტომაც ამოვიჩემეთ. საღამოს,
როგორც კი ვივახშმებდით, ისევ ზარებზე ვეკიდეთ. ნამდვილ ტურნეს
ვაწყობდით. ჯერ ავივლიდით კაზინოს გამზირის ბოლომდე. მერე ისევ
ჩამოვუვლიდით. დედაჩემი გარეთ მტოვებდა ხოლმე... გრძელ სკამზე
შემოსკუპებულს... თვითონ კი ვილაში ყელის ჩახლეჩამდე რატრატებ-
და... აქებდა და აქებდა ჩვენს ჭინჭებს... მოკლედ, იხეოდა ნაკერავზე...
ზეპირად ვიცოდი ყველა მისი არგუმენტი... ვიცნობდი ყველა აქაურ მო-
ხეტიალე ძაღლს... მომცვივდებოდნენ, დამყნოსავდნენ და მერე ღმერ-
თმა უწყის, საითკენ მიცუქცუქებდნენ... ვიცნობდი ყველა მეკურტნესაც...
სწორედ ამ დროს ბრუნდებოდნენ შინ ურიკების ხრჭიალ-ხრჭიალით...
ეზიდებოდნენ, ექაჩებოდნენ... საწყლები... კანში ძვრებოდნენ, მაგრამ
ვინ იყო მათი შემხედვარე?!. არც მათ ერიდებოდათ არავისი და არაფ-
რის, ბუზღუნებდნენ, იგინებოდნენ, იფურთხებოდნენ ფეხებქვეშ... წინ...

153
გვერდებზე... არ ყოვნდებოდნენ, სიქა სძვრებოდათ, მაგრამ მაინც წინ
მიიწევდნენ...
„კიდევ ცოტაც და, სახლში ვარ... ღმერთო, ნეტავ იმ კუთხემდე მიმა-
ტანინა სული... “
შუქურა ერევა სიბნელეს... სინათლე იფრქვევა ვიღაც მამაკაცზე...
ტალღა კენჭებს ეფინება... იშლება... ისევ გადაუვლის ნაპირს... იმსხვრე-
ვა. მობრუნდება... და მშვიდდება.
***
აფიშები იუწყებოდნენ, რომ თხუთმეტ აგვისტოს, ბაზრობის შემდეგ,
ავტორბოლა გაიმართებოდა. წესით, ამას აუარებელი ადამიანი უნდა
მოეზიდა, განსაკუთრებით, ინგლისელები. დედაჩემმა გადაწყვიტა, დი-
ეპში კიდევ ცოტა ხნით შეყოვნებულიყო. ისე, ჩვენ ძალიან არ გაგვიმარ-
თლა. ივლისში საშინელი ამინდები დაიჭირა. კლიენტებს გარეთ ცხვი-
რი არც კი გამოუყვიათ, ისხდნენ შინ და ღმერთმა უწყის, რა სისულელეე-
ბით იქცევდნენ თავს... ვერც ვოლანებიანი შლაპები გავყიდეთ, ვერც ბო-
ლეროები და ვერც „ხელგარჯილობის ნიმუშები“. და საერთოდ, ეჭვი
შეგვეპარა, აქ ქალებს სჭირდებოდათ კი რამე?! ალბათ ისხდნენ თავი-
ანთ სახლებში და დაძენძილ ხალიჩებს კემსავდნენ... ზღვის სანაპირო-
ზე ჭორაობით არანაკლებ იქავებდნენ ენას, ვიდრე ქალაქში... როგორც
ყველა ბანოვანი, მეტწილად, თავიანთ მოახლეებზე ან საკუთარი ნაშიე-
რების ფაღარათზე... მოკლედ, საკუთარ ქაქში იყვნენ თავიან-ფეხებია-
ნად ჩაფლულნი და ამისგან სულ გამოსირდნენ. ერთი და იგივე ათას-
ჯერ უნდა ამეხსნა... მიაშტერდებოდნენ ამ ჩვენს ნიმუშებს გამოცარიე-
ლებული, ბრიყვული თვალებით და ვერანაირი სიტყვა მათ გამოლენჩე-
ბულ თავებში ვერ შედიოდა.
მამაჩემმა კი ჩვენი ნდობა საერთოდ დაკარგა. მის წერილებში აშკა-
რად იგრძნობოდა შფოთი და მღელვარება. ეჭვობდა, რომ საერთოდ
მშრალზე დავრჩით. მგონი, მისი ვარაუდი ჭეშმარიტებისგან არც ისე
შორს იყო. ათასზე მეტ ფრანკს უკვე გამოვუყვანეთ წირვა. დედაჩემმა
ურჩია, მემკვიდრეობით მიღებული თანხისთვის ცოტა მოეკლო. მისი
მხრიდან ეს ჟესტი ნამდვილად გმირობის ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ
სულაც არ იყო გამორიცხული, ამ ამბავს სავალალო შედეგები მოჰყო-

154
ლოდა. უკვე ვგრძნობდი, რა მძღნერში მომიწევდა თავის ჩაყოფა. ერ-
თხელაც მოიწერა, ჩამოვდივარო... ეკლესიის პარმაღზე დავერჭეთ და
მოთმინებით ველოდით... ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა... მის ვე-
ლოსიპედს მთელი სამყაროს ტალახი ზედ მიჰკრობოდა.
ვიფიქრე, რომ პირველ ყოვლისა მე მომდგებოდა და განკითხვის
დღეს მომიწყობდა... ყველა უბედურების მიზეზად მე გამომაცხადებ-
და... ყველა კატასტროფას მე მომაკერებდა... ელვისებური კორიდის-
თვის ცოტა შევემზადე კიდეც. თქვენ წარმოიდგინეთ, გადავრჩი! მსგავსი
არაფერი მომხდარა! მამას ბედნიერი იერი ჰქონდა... თითქოს, უხარო-
და, რომ შეგვხვდა და ჩვენს კომპანიაში ამოყო თავი. საქციელი მომიწო-
ნა და მითხრა, კარგად გამოიყურებიო... გული ამიჩუყდა... პორტამდე გა-
სეირნება თვითონ შემოგვთავაზა... გემებში ისე კარგად ერკვეოდა, კაცს
შეშურდებოდა. ახლა, როგორც ჩანს, ახალგაზრდობის გახსენება გადა-
ეწყვიტა... მანევრებში ნამდვილად ექსპერტი იყო... დედა თავისი ჭინჭე-
ბით სახლში გავისტუმრეთ, ჩვენ კი დოკებისკენ ავიღეთ გეზი. ძალიან
კარგად მახსოვს სამანძიანი რუსული გემი, თეთრი, თეთრი, თოვლივით
ქათქათა. ზღვის მიქცევა ახალი დაწყებული იყო და ამ მშვენიერებას
ნავსაყუდელის ვიწრო შესასვლელისკენ მიეჩქარებოდა... სამი დღე მა-
ინც ებრძოდა ღია ზღვაში ამოზვირთულ ტალღებს... კლივერებზე აკ-
რულ წყალმცენარეებს წინ და უკან დაათრევდა. საშინელი ტვირთით
იყო დამძიმებული... თითქმის ყველა გემბანზე უწესრიგოდ მიმოყრი-
ლი, შეუკვრელი ძელაკებით... ეს გორაკები თითქოს თავიანთ გემოზე
დასეირნობდნენ. ტრიუმები პირთამდე ყინულით გამოეტენათ... უზარ-
მაზარი, თვალისმომჭრელი, მდინარის ზედაპირიდან ამოფხეკილი კუ-
ბები, არხანგელსკიდან რომ ეზიდებოდნენ. ეს „ძვირფასი საგანძური“
თურმე აქ ადგილობრივი კაფეებისთვის უნდა მიეყიდათ... საშინელი
შტორმის
გამო გემი გვერდზე ძლიერ გადაიხარა და შესაძლოა, ყველაფერი
დიდი უბედურებით დასრულებულიყო. მე და მამა საგანგებოდ დავდი-
ოდით, რათა ნავსადგურსა და შუქურას შორის მოძრავი გემის წვალების-
თვის გვეცქირა... ტალღებმა იმდენი აჯანჯღარეს და არწიეს აქეთ-აქით,
რომ დიდი ქანდარა დროდადრო წყალში ყურყუმელაობდა... გემის კა-

155
პიტანი ახლაც თვალწინ მიდგას... სქელი... ფაშვგადმოგდებული... მერე
როგორ ჩაჰკიოდა იმ რუპორში. სად შეეძლო მამაჩემს ამდენი?! ვხედავ-
დი იმ ჯეელებსაც, ბაგირებზე რომ ჩამოკონწიალებულიყვნენ და ანძებს
ყველა მხრიდან ამაგრებდნენ... რას დახოხავდნენ... რა სისწრაფით კე-
ცავდნენ იალქნებს, წმინდა ანდრიას ვეებერთელა დროშის ქვეშ დაკი-
დებულ აფრებსაც ეპოტინებოდნენ... ვფიქრობდი, რომ მას დიდი ხნის
სიცოცხლე არ ეწერა, ღამით კლდეს შეასკდებოდა და ნაკუწებად დაიშ-
ლებოდა. მაშველებსაც აღარ უნდოდათ ზღვაში შესვლა, მხოლოდ მაღა-
ლი ღმერთის წყალობის იმედიღა თუ შეიძლება ჰქონოდათ... მაშინ ექ-
ვსი თევზსაჭერი ბარჟა გაქრა უგზო-უკვლოდ. სამხედრო საზღვაო კორ-
პუსის გემსაც იგივე ბედი ეწია... ტროტოს რიფს შეასკდა და ჩაჰბარდა
პატრონს... ადვილი წარმოსადგენია, როგორი ამინდი იდგა და რა ცოდ-
ვაც ტრიალებდა.
კაფე „ჯანყის“ წინ საიალქნე ბაგირები ერთმანეთში გადაეხლარ-
თათ... ბოძკინტები და ღუზის ჯაჭვები ისე გაეშალათ, რომ გემს აწყვე-
ტის შემთხვევაშიც არაფერი ემუქრებოდა... მაგრამ სანაპიროზე ყველა
ისე გალეშილიყო, რომ სულ ერთ აგილას ეკიდათ ეს შენი შტორმი... შე-
დეგმაც არ დაახანა... ზედმეტად მოჭერილი ბაგირების გამო ფორშტე-
ვენი გამოქანდა და საბაჟოს წინ ჯებირს შეასკდა. გემის ცხვირზე წამო-
ჭიმული „ქალწულის“ საუცხოო ქანდაკების ძუძუებს რა გადაარჩენდა!
ორივე ზედ მიეფშვნა. სანახაობა, რაც მართალია, მართალია, კი გამო-
ვიდა გრანდიოზული. ირგვლივ სულ ნაპერწკლები იფრქვეოდა... ბუშ-
პრიტმა კი დედა უტირა მინებს... არც ბისტრო დაინდო... შუაზე გადახ-
ლიჩა... კლივერმა ფარდული მიჩხაპნ-მოჩხაპნა...
ირგვლივ გულის გამგმირავი წივილ-კივილი იდგა... ვინ სად გარბო-
და და ვინ სად... ზოგი მავანის დედას არ ასვენებდა... წამოვიდა ხუთსარ-
თულიანების ნიაღვარიც. ბოლოს, როგორც იქნა, ყველა დაწყნარდა... ეს
დიდებული, ქერელის გვარლაშემოვლებული გემი ნაპირს მიადგა... ბო-
ლო-ბოლო აფრა ანძიდან მოწყდა და ძირს დაეხეთქა... ფრთებგაშლილ
თოლიას ჰგავდა, გემბანზე მთელი ძალით რომ დაენარცხა და სული გა-
აფრთხო...

156
ღუზის ჯაჭვმა კიჩოზე ღრმად ამოიკვნესა... ამჯერად უკანასკნე-
ლად... ახლა გემს ხმელეთი მასპინძლობს... კამბუზიდან კოკი გამოდის,
ხელში უზარმაზარი ჯამი უჭირავს და მოყაშყაშე ფრინველებს საკენკს
უყრის... კუნთმაგარი ახმახები ბორტების გასწვრივ ჩამწკრივებულან და
უაზროდ იქნევენ ხელებს... სანაპიროს ლოთები ტრაპის გამართვაზე
უარს ამბობენ... ბაგირები ჰაერში კიდია.
რედინგოტში გამოწკეპილი მწერალი პირველი ადის გემბანზე... ზე-
მოთ ჭოჭონაქზე ჩამოკონწიალებული ძელაკის ნაგლეჯი ყანყალებს...
ისევ იწყება ერთმანეთის გამოწვევა... გინებაში ტოლს არ უდებენ... თავი
ამყრალებულ სამიკიტნოში გეგონება... მტვირთავები ამწე ბაგირთან
ფუთფუთებენ... ლუქების სარქველები ერთიმეორის მიყოლებით იხსნე-
ბა... თვალწინ ნამდვილი აისბერგი იშლება!.. და კიდევ ტყე!..
სწრაფად! ყველაფერი სწრაფად უნდა მოესწროს. ოთხთვალაც მოხ-
რიალდა... მორჩა, აქ უკვე არაფერი გვესაქმება... ემოციები და შთაბეჭ-
დილებები ახლა სხვაგან უნდა ვეძებოთ.
სემაფორს მივუბრუნდით... ამჯერად ნახშირმზიდი იძლევა სიგ-
ნალს, რომელმაც გინიოლის კლდეს დიდი სიფრთხილით ჩაუარა და
რწევა-რწევით გვიახლოვდება.
ლოცმანის მაშველი კანჯო მის გარშემო ტრიალებს და ტალღიდან
ტალღაზე ხტება... წელებზე ფეხს იდგამს... მაგრა ჯახირობს... არაფერი
გამოსდის, წყალი სულ სადღაც მიაქანებს. ბოლოს, რის ვაივაგლახით,
კიბეს ჩაებღაუჭა... ახლა უკვე ზემოთ მიხოხავს... საცაა ბორტზე შეად-
გამს ფეხს... ეს პატარა გემი, კარდიფიდან მოყოლებული, სულ ასე წვა-
ლობდა... შტორმი შტორმს ენაცვლებოდა... ახლაც უჭირს... ქაფი და შხე-
ფი ბორტებს ულაწუნებს. პატარა დინებას მიჰყვება... არა, საშველი აღა-
რაა... დინება ჯებირისკენ მიაქანებს... ბოლოს ზღვა ოდნავ მშვიდდება...
ძველებურად ვეღარ ბობოქრობს... უკან იხევს... უკვე შეიძლება ლიმანში
გავლა... უბეში ცხვირი შეყო თუ არა, დაძაბულობისგან მთელი კორპუ-
სით აკანკალდა... ტალღები მაინც არ ეშვებიან... გემი ბუზღუნებს... წუ-
წუნებს... მოთქვამს... ხროტინებს... ტაკელაჟი, ხელსაწყოები, მოწყობი-
ლობები – ყველაფერი კვნესის... ქარის ყოველ შემობერვაზე. ტალღების

157
ბიბილოებს კვამლი ეფინება... მიქცევა მას ისევ ჯებირისკენ აბრუნები-
ნებს პირს.
უკვე შეიძლება ემბლემოზის შეთვალიერება... გემი ვიწრო სრუტეში
შემძვრალა... მიქცევისას კლდეები გაშიშვლებულან...
შორს ორი ტენდერი 4 დავლანდეთ... გზის გაკვლევას ცდილობენ...
ტრაგედია გარდაუვალია... ჩქარა! ჩქარა! ახლა წამის დაკარგვა სიკვდი-
ლის ტოლფასია... საერთო მღელვარება... ყველამ ზვირთსაჭრელის
უკიდურეს წერტილთან მოიყარა თავი... ზართან, რომელიც კატასტრო-
ფებსა და უბედურებებს იუწყება... ზოგიერთებს ჭოგრიტი მოუმარჯვები-
ათ და მოვლენების დრამატულ განვითარებას ვეღარ სწყდებიან... ერ-
თმა ჩვენი მადლი მოისხა და საკუთარ ბინოკლს დროებით შეელია...
ქარბუქი ძალას იკრებს... პირს ვეღარ ვაღებთ... ერთმანეთისთვის ხმა
ვერ გაგვიცია... სუნთქვაც გაჭირდა... ვიხრჩობით... ქარმა ზღვა განარის-
ხა... ტალღები პროჟექტორს ეხეთქებიან... პირდაპირ ცას ეპოტინებიან.
მამამ კასკეტი ჩამოიფხატა... დაბრუნებაზე ფიქრი ადრეა... ბარემ ჩა-
მობნელდეს! სამმა თევზსაჭერმა ბარჟამ ნაპირს მიაღწია... ანძები გზაში
დაჰკარგვიათ. ფარვატერის სიღრმეში მათი საყვირების გუგუნი გაის-
მის... ერთმანეთს ეხმიანებიან... მათი ნიჩბები ერთმანეთს ეხეთქები-
ან...
დედა ნერვიულობს. „წრუწუნაში“ გველოდება... პატარა რესტორან-
ში, სადაც ზღვის ნობათით მოვაჭრენი იკრიბებიან... დღეს მაინცდამა-
ინც ვერ იყოჩაღა... თითქმის არაფერი გაუყიდია. ჩვენ კი შორეულ მოგ-
ზაურობებზე ყბედობით ვიქცევთ თავს.
***
მამაჩემი კარგად ცურავდა, ბანაობაზე, უბრალოდ, ჭკუა ეკეტებოდა.
ჩემზე იმავეს ვერ იტყოდი. არც დიეპის პლაჟზე გადაირეოდა კაცი. რაც
იყო, იყო, რა! არდადეგები არდადეგებია. ამას გარდა, აქ კიდევ უფრო
ბინძური გავხდი, ვიდრე პასაჟში. სკუნსივით ვყარდი.

4
ორთქლმავლის ნაწილი.
158
„წიწკანაში“ ბანაობისას სამ კაცზე საზიაროდ ერთი ტაშტი იყო გამო-
ყოფილი. პირადად მე ფეხების დაბანაზე მწყრალად გახლდით. მეჯავ-
რებოდა. შესაბამისად, იქაურობას უნიტაზივით ვაქოთებდი.
ზღვაში ბანაობაც დიდ ძალისხმევასა და გამბედაობას მოითხოვდა.
აქაფებული, ყალყზე დამდგარი, უთვალავი კენჭით გაძეძგილი ტალღა
გრუხუნით ნაპირს ეხეთქებოდა, ყველაფერს ნთქავდა და ზღვის სიღ-
რმისკენ მიათრევდა.
სიცივისგან გამწვანებული, ვერხვის ფოთოლივით მთრთოლარე
ბალღი ფეხებზე ძლივს იკავებდა თავს... ვდგავარ ყელამდე ქაფში... წა-
მოვიდა წყლის ფანტელები... კენჭებისა და ქვა-ღორღის სეტყვისგან ლა-
მის თავი მისკდება და მხრებში მიძვრება... როდენის ქანდაკებას ემსგავ-
სება... კენჭებით პირთამდე ივსება... ყოველი წუთი უკანასკნელი მეჩვე-
ნება. ზოლებიან მაისურში გამოკვართული მამაჩემი იჭაჭება. ლამის შუ-
აზე გაიხეს... ერთიმეორის მიყოლებით ამოზვირთული წყლის კედლები
ღმუიან... გამაყრუებლად გუგუნებენ. მამა მოულოდნელად ჩემ ცხვირ-
წინ ამოყურყუმელავდა... იქნევს ხელებს... ქანცგაწყვეტილი იფურთხე-
ბა... მეწაღესავით იგინება... ახალი ტალღა თავზე ექცევა... უკან ექაჩება.
დროდადრო ზედაპირზე მისი ფეხისგულები გამოკრთება... გომბეშოსა-
ვით იქნევს ფეხებს... ისევ ქრება... მორჩა, ვეღარ წამოდგება... დედა ეტი-
რა... კენჭების ახალი გრიგალი გულმკერდს მინგრევს... ორად ვიკაკვე-
ბი... ფსკერისკენ მივექანები. ეს საშინელებაა... ახალმა ტალღამ გამ-
ჭყლიტა... უმოწყალოდ გამსრისა... არა, ჯერ კიდევ მედგა პირში სული...
რაღაც ძალამ ისევ ამომაგდო ჰაერში, მაბურთავა და დედაჩემის ფეხებ-
თან დამანარცხა... დედა ცდილობს, დამიჭიროს, წყალს ჩემი თავი არ
დაუთმოს, შორს, პლაჟის სიღრმისკენ გამათრიოს... არაფერი გამოს-
დის... ხელიდან ვუსხლტები... ტალღამ ისევ გამიწოვა, სიღრმისკენ მი-
მაქანებს. დედა კივის... მთელი პლაჟი მისკენ გამორბის... შეწუხებული
ადამიანები რაღაცას ჯახირობენ... მათი ყოველი მცდელობა აზრს კარ-
გავს. მობანავეთა რაოდენობა მატულობს... ქოთქოთებენ... იზაფრები-
ან... მე ხან გადამსანსლავს წყალი და სიღრმისკენ გამაქანებს... ხანაც ნა-
პირისკენ მომისვრის... ვხროტინებ... ვიხრჩობი... დროდადრო თვალწინ
ადამიანების სიფათები გაიელვებს... ჩემს აგონიაზე ბჭობენ... ფერად-

159
ფერადნი... მწვანეები... ლურჯები, ცისფერები... გაურკვეველი ფერისა-
ნი... ალბათ უფრო ბუნდოვანნი... ყვითლებიც იყვნენ... ნარინჯისფერ-
ნიც... ვტრიალებ... ნაკუწებად ვიფლითები... თვალთ დამიბნელდა... ვე-
რაფერს ვარჩევ... მაშველი რგოლი მახრჩობს... კლდეს ვენარცხები...
სულს ვღაფავ კაშალოტივით... რაღაც სითხემ პირი გამომიბუგა... ტანს
არნიკათი მიზელდნენ... სახვევს მადებენ (ღმერთმა იცის, რაში მახვე-
ვენ)... ვიწვი... ცეცხლი მიკიდია... რა საზიზღრობაა ეს დაზელა!.. აი,
თურმე... სამ პენუარში გავუსკვანჩივარ... ვერც ხელი გამინძრევია და
ვერც ფეხი...
ირგვლივ ქაქანია... თურმე ზღვა ნამეტანი ყოფილა ჩემთვის... მი-
ზანშეუწონელი. ძალიანაც კარგი! საკმარისია! მეტი აღარ არის საჭირო!
მსხვერპლი გაღებულია და ახლა შემეშვით!.. ამაზე უკეთ სად განვიწმინ-
დებოდი...
***
ამასობაში ათი დღე უკვე გასულიყო. მომავალ კვირას ჩვენი პარპა-
შიც მორჩება. მამაჩემი სამსახურს დაუბრუნდება. ამის გაფიქრება და
მუცლის ტკივილები ერთი იყო. არა, დასაკარგი ერთი წამიც არ გვაქვს.
ვაჭრობაც ისე ჩაკვდა, უკვე აღარ ვიცოდით, რა წყალში გადავვარ-
დნილიყავით... სრული პანიკა!.. მდგომარეობას ერთი პატარა ექსკურ-
სია თუ გამოაკეთებდა... ინგლისში გამგზავრება გადაწყდა... პარიზში
დაბრუნებაზე ფიქრი საღი აზროვნების უნარს გვიხშობდა და უკიდურე-
სობებისკენ გვიბიძგებდა.
რძიანი ყავა სტომაქებში ჩავისხით და როგორც კი მზე ამოიწვერა,
გარეთ გავცვივდით. ბებიას სიმწრით დაგროვილ მაყუთს... უკვე აღარა-
ფერი ეშველება... ნახევარს უკვე დედა ეტირა... ნავსადგურში გემის გას-
ვლამდე გვარიანად ადრე მივედით... ადგილები ურიგო ნამდვილად არ
იყო... საკმაოდ კომფორტული... ზედ ფორშტევენზე... იქიდან ჰორიზონ-
ტის ცქერას არაფერი სჯობდა... უცხო ქვეყნის სანაპიროები პირდაპირ
თვალწინ გადაშლილიყვნენ. ისინი პირველს მე უნდა შემემჩნია და, ცხა-
დია, ოჯახის სხვა წევრები საქმის კურსში ჩამეყენებინა... მშვენიერი
ამინდი იდგა. ნამდვილად გაგვიმართლა... მაგრამ როგორც კი ღია
ზღვაში გავედით და შუქურაც გაუჩინარდა, რყევებმაც არ დაახანა... ყან-

160
ყალი ყოველწამიერად მატულობდა... თავი საქანელაზე გვეგონა... ნამ-
დვილი ნავიგაციაც, აბა, სხვა რა არის? დედაჩემმა დროულად უშველა
თავს... სახელურს ჩააფრინდა... პირველმა იმარჯვა და ქვედა გემბანი
მორწყა... როგორც კი გულ-ღვიძლი ამოაყოლა, მოეშვა.
„ბავშვს მიხედე, ოგიუსტ!“ – ამოიკნავლა. ეს გაფრთხილება საკმარი-
სი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ძალებისგან ისევ სრულად დაცლილიყო...
სხვა მგზავრებმაც არ დააკლეს... არაადამიანურ ძალისხმევას მიმარ-
თეს. მათი პოზები უნდა გენახათ! ვერ გადარჩებოდით... ზოგი ბორტს
გადაეყუდა, ზოგიც რელინგს. ასეთ ყანყალში კაცს შეუძლია რიდი და
სირცხვილი მაგრად დაიკიდოს და აფრქვიოს ხოშიანად... ბედნიერების
განცდით... სხვანაირად ვერც მოიქცეოდი. ერთი საპირფარეშოღა იყო
კორიდორის ბოლოში... ოთხკაციანმა ჯგუფმა ყველას გაასწრო. შიგ შურ-
დულივით შეცვივდა... გემოზე არწყიეს ერთმანეთს... და ძირს რომ ჩა-
იკეცნენ, მგონი, მგზავრობის ბოლომდე წელში არც გამართულან... ზღვა
კი იბღინძებოდა და იბერებოდა. ყოველ ჩაყურყუმელავებასა და ზედა-
პირზე ამოტივტივებას გემბანი უხვი ზალპით ეხმიანებოდა. ჩაყვინთვი-
სას არანაკლებ თორმეტკაციანი ქორალი მაინც იქმნებოდა... დაუზარე-
ლი, უშურველი, ხელგაშლილი, უხვი, ფერად-ფერადი... ქარბუქმა დედა-
ჩემს სველი პირბადე სახიდან აახია... და გემბანის მეორე ბოლოში ვი-
ღაც
მატრონას, რწყევისგან პირდაფჩენილს და სპაზმებისგან ოთხად მო-
კაკულს, პირში ჩაჩურთა... ადამიანები წინააღმდეგობის ყოველგვარი
უნარისგან დაიცალნენ... კოლექტიური ამორწყევები... ლავამ შთანთქა
ყველაფერი... მურაბა... სალათის ფოთლები... ხბოს ფილე სოკოთი...
რძიანი ყავა... რაგუ... აი, მენიუც ასეთი უნდა ინატრო!
დედაჩემი გემბანზე მუხლებზე დავარდნილა... საწყალი, ცდილობს,
გაიღიმოს... პირიდან დუჟი ნაკადულებად გადმოსდის.
– ხედავ, – მეუბნება გემის ცხვირის რყევისას, – ხედავ, რა ხდება, სა-
შინელებაა! ხედავ თუ არა, ფერდინანდ? გული მიგრძნობს, კუჭში თინუ-
სი კიდევ დაგრჩა!.. მოდი, აბა, კიდევ ერთხელ ვცადოთ... ბუააა! ბუააა!
ვერ გაარტყა. თინუსი კი არა, ბლინები დამრჩენია!.. ცოტაც რომ მე-
ცადა, მენიუს ასეთივე წარმატებით შემწვარი კარტოფილითაც გავამ-

161
დიდრებდი... არ სჭირდებოდა ამას დიდი ძალისხმევა... რა უნდოდა ახ-
ლა ამოტრიალებას და გემბანზე მიმოყრას... გგონიათ, არ ვცადე? ვცა-
დე, ვცადე... თან როგორი მონდომებით... ვიჭინთე... გავსკდი ნაკერავ-
ზე... არაფერი... მოდი, კიდევ ერთხელ ვცდი... უზარმაზარი ტალღა ბორ-
ტის ზღუდეს მიეხეთქა... გრუხუნებს, ნთქავს ყველაფერს... ძირს მანარ-
ცხებს... უკან ბრუნდება... გემბანი მოაკრიალა... აღარ დატოვა არაფე-
რი... ქვედა გემბანი პირწმინდად მოასუფთავა... ქაფი დუღს... თუხთუ-
ხებს... ქაფქაფებს... ნარწყევში ზავდება... ისევ არწყევენ ადამიანები...
სალაფავში ვიხრჩობით, პირი ნაგვით გვევსება, ვყლაპავთ... ვცდი-
ლობთ, წამოვდგეთ. ყოველ ჩაყვინთვაზე სული გვძვრება... ამოყვინთვა-
ზე – ისევ გვიბრუნდება... ყროლისგან ვეღარ ვსუნთქავთ. წებოვანი სით-
ხისგან ნესტოები გვეჭედება... არა, ეს ნამეტანია... ისევ წვეთავს ცხვი-
რი... საძაგლობა წვეთავს... მლაშე, წებოვანი, მყრალი... ერთ მგზავრს
ცისკენ ხელები აუპყრია და შეწყალებას ითხოვს... მუცელში აღარაფერი
დამრჩაო, იფიცება... წელებზე ფეხს იდგამს! ერთ მარწყვს მაინც იმშო-
ბიარებს!.. დაზაფრული და თვალებგადმოკარკლული მაშტერდება...
ახლა მზადაა, საკუთარი თვალებიც კი გადმოარწყიოს... ამისათვის
მთელ ძალ-ღონეს იყენებს... რანგოუტს თაღივით გადააწვება... უნდა,
რომ ყველა ნახვრეტიდან ასხას... დედა მოაჯირზე გადახრილა... სულ
ნარწყევში გაწუწულა... ერთი სტაფილო კი გამოუდევნია... კიდევ ქონის
ნაჭერი... და ხონთქრის მთელი კუდი...
ზემოთ, კაპიტნის გვერდით, პირველი და მეორე კლასის მგზავრები
ჩამწკრივებულან... ქვემოთ იხრებიან და მთელი ეს ქაქი თავზე გვესხმე-
ბა... ტალღის ყოველ ამობობღებაზე წყალუხვი ნაკადულებით ვირწყვე-
ბით... ნაირ-ნაირი სადილები გვეყრება. ჯერ კიდევ მოუნელებელი ხორ-
ცის ნაჭრები სახეში გვილაწუნებს... დაძენძილ-ამყრალებული ხორცე-
ული... ნასუფრალს დროდადრო ქარბუქი ახვეტს და დააწრიალებს წინ
და უკან... ნაწილს ტალღა აისვრის და ბაგირებზე დაკიდებს... ირგვლივ
ზღვა ღმუის, ქაფი თუხთუხებს... მამას ქუდის თასმები ნიკაპთან შეუკ-
რავს და ბრძანებებს იძლევა... გაბღენძილი დაიარება. მას ნამდვილად
გაუმართლა!.. მეზღვაურის სული გამოჰყვა!.. საჭირო რჩევებსაც იძლე-
ვა... კიდევ უფრო დაიხარეთო... ვისაც შეუძლია, იხოხოსო... ვიღაც ქალი

162
გამოგორდა... ბორძიკ-ბორძიკით პირდაპირ დედაჩემისკენ აიღო გეზი...
მის გვერდით მოეწყო. ეტყობა, გადაწყვიტა, მის სიახლოვეს
რწყევაში მეტ ფხას გამოიჩენდა... კუდში ცუგა მიჰყვა... საწყალი, სა-
შინელ მდგომარეობაში იყო... პირდაპირ ქალის ქვედაკაბას მიუშვირა
პირი და გემრიელად მოთხვარა... მერე გადატრიალდა და მუცელი გვაჩ-
ვენა... საპირფარეშოდან ჩვენამდე ძარღვებში სისხლისგამყინავი ყვი-
რილი აღწევს... ის ოთხნი არიან, შიგნით რომ ჩაიკეტნენ... ახლა ვეღარც
არწყევენ, ვეღარც ფსამენ და ვეღარც ჯვამენ... სულ ტყუილად იჭინთე-
ბიან და იწვალებენ ხვრელს... ისე ღრიალებენ, გეგონება, ყვერებს აჭრი-
ანო... ქარბუქი კი სულ გადაირია... სიტუაცია იძაბება... გემი ახლა უფრო
ღრმა ყვინთვებზე გადავიდა. ლურჯ უფსკრულში კარგა ხნით იკარგება...
რამდენი იჯანჯღარა... ისევ ამოიწვერა... დაგვეფლითა კუჭ-ნაწლავი.
ერთი ჯმუხი ტიპი... თავხედზე თავხედი... პირდაპირ ჩვენ ცხვირწინ
ცოლს რწყევაში ეხმარება. კარგად კი მოუფიქრებია, როგორ დაეკვალია-
ნებინა... როფში ჩააყოფინა თავი... თან ამხნევებდა...
„მიდი, მიდი, ლეონი! ნუ გეშინია! აგერ ვარ მეც, შენ გვერდით... ნუ
შეიკავებ თავს! მიდი, მიდი... ბოლომდე მიაწექი! მოულოდნელად ქალ-
მა თავი ქარის მიმართულებით შემოატრიალა... მოხარშული, ნივრითა
და ხახვით შეკმაზული ხორცი, ყელში რომ გასჩხეროდა, პირდაპირ სი-
ფათში გამომიქანა... პირი ლობიოთი და პამიდვრით გამევსო... მე ხომ
სარწყევი არც არაფერი დამრჩენოდა ნაწლავებში. აგერ, იზრუნა ქალმა
ჩემზე! ახლა შემიძლია კვლავ განვაახლო პროცედურა... მთელი სხეული
დავჭიმე, სრული მობილიზაცია გამოვაცხადე! შიგნეულობა ამოიწია...
აფუვდა... გასასვლელის ძებნას შეუდგა... აბა, შენ იცი, ახლა თავი არ შე-
ირცხვინო. წავიდააა!!! მენიუ ყელს მიუახლოვდა... ახლა მივალ და თა-
ვის ნობათს პირდაპირ ყანყრატოში შევუბრუნებ! ხელის ცეცებით მივუ-
ახლოვდი... ისიც ჩემკენ მოცოცავს... ერთმანეთს ჩავებღაუჭეთ. ძირს გა-
ვიშხლართეთ... კარგა ხანს ვიგორავეთ... მერე გადავეხვიეთ... და კუჭის
წვენი ამოვუღეთ ერთმანეთს... დადგა წუწაობის ჯერიც... ვაშხეფე და
ვაშხეფე... ჩემი ძვირფასი მამა და ის მასტი ჩვენს გაშველებას ცდილობ-
დნენ. უფრო სწორად, ერთმანეთისგან აგლეჯას... მამამ თავისკენ გა-

163
მათრია, კაცმა თავისი დედაკაცი გაიტანა... ვერც მოტვინეს, რა ხდებო-
და.
ძირს ქვენა გრძნობები! ბუააა! ეს ქმარი ერთი თავწვერა რეგვენი და
ბრიყვი მეჩვენა! ჯამში, ძალიან საყვარელი! ძმურად რომ გადავასხათ
მის ტურფას, არ მოსულა?! ისე მოსულა, როგორც დაგიბარებია... ჯერ
ტომატმოსხმული ატრიის მთელი გორგალი მივართვი... შემდეგ სამი
დღის ამჟავებული სიდრი მივაფრქვიე. მან ხურდაში შვეიცარიული ყვე-
ლი დამიბრუნა... მისი ბოჭკოები გემოზე ვწუწნე... ამასობაში დედაჩემი
ბაგირებში გახლართულიყო... გამოძრომას ცდილობდა... ეს ცუგა კი
აღარ ეშვებოდა... კბილებით ქვედაკაბის ბოლოს ჩაჰფრენოდა... ისე კი,
გავწამდი იმ კუნთიანის ცოლთან. ბოლოს ძალიან უხეშად ამაგლიჯეს...
სანამ ტრაკში ყელიანი შუზები არ მირტყა, ტიპმა ქალის ტუჩებს ვერ ამა-
ხია... მაგრად დამაყარა „დიდი მოკრივის“ სტილში... მამაჩემმა სცადა,
მისთვის თავი მოექონა. სანამ ორ სიტყვას მოუყრიდა თავს, ბეხლეწმა
ისეთი სდრუზა კუჭის არეში, პირდაპირ ჯალამბარზე გადაფინა... უბე-
დურება ის იყო, რომ ის ამით ორთაბრძოლის დასრულებას არ აპირებ-
და... ნაძირალა მამიკოს ზურგზე შესდგა... მთელი სიფათი გადაუსწო-
რა... ბოლოს მისკენ დაიხარა, რათა მიესიკვდილებინა... სულ სისხლი
ასხმევინა. ცხვირი, ცხადია, გაუტეხა... ამას ახლა პირღებინებაც დაამა-
ტეთ... სისხლში გაზავებული ნარწყევი სრული პორტრეტისთვის!.. ბო-
ლოს მოკრივე შეგვეშვა... მამამ ბორძიკით ანძისკენ იბრუნა პირი... ვერ
ჩაებღაუჭა...
მოწყვეტით ძირს გაიშხლართა... მოკრივე მაინცდამაინც კმაყოფი-
ლი ვერ ჩანდა... ამ დროს რყევამ გამათრია... ქმარმა შემთხვევა არ გაუშ-
ვა ხელიდან და ზედ დამახტა... დავუძვერი... გავსრიალდი... ტიპი არ გა-
ჩერდა... საპირფარეშოსკენ მომისროლა... ნამდვილი ტარანია ეს დე-
დააფეთქებული! რა მიმახეთქა!.. კინაღამ ტვინი მიმასხმევინა... კარი კი
შევანგრიე... და ცოცხალ-მკვდარ ადამიანებს დავეხეთქე... ამ გაუგებარ
მასაში შეტრიალება ვცადე... თურმე ცენტრში დავუმყნივარ... შარვალი
არავის ეცვა... დედიშობილები ეყარნენ... ჯაჭვს წავეპოტინე და ჩემკენ
გამოვქაჩე... ამ დროს საშინელი ქარბუქი დაგვატყდა თავს... კინაღამ
უნიტაზში ჩაგვთხარა. ეს ყველაფერი საფლავს მაგონებდა... ისინი კი გა-

164
ნაგრძნობდნენ ხვრინვას. აღარ ვიცოდი, ცოცხალი ვიყავი, თუ უკვე მიმი-
ბარა უფალმა...
***
სირენამ ყველა გამოაღვიძა. ერთნი waters-თან მილასლასდნენ,
სხვანი ილუმინატორებს მიეწებნენ... სანაპიროზე ხიმინჯების უზარმა-
ზარი ტყე დავლანდეთ... ქათქათა მაქმანებს წააგავდა... ინგლისს მივაშ-
ტერდით, თავი საიქიოში გვეგონა...
აქაც ყოფილა სიმწვანე და კლდეები... მაგრამ ბევრად უფრო მუქი და
ოღროჩოღრო, ვიდრე თავიდან მოგვეჩვენა... წყლის ზედაპირი გადას-
წორდა... სიმშვიდე და სიწყნარე გადაეფინა... ახლა, ვისაც გაეხარდებო-
და, შეეძლო თავისუფლად ერწყია... საინტერესო ის იყო, რომ გულისრე-
ვა ერთი ხელის მოსმით ყველას ჩაუცხრა. დედაჩემი დროდადრო იხსე-
ნებდა, როგორ აღებინებდა და ცხარე ცრემლებით ტიროდა... მე კი სხე-
ულზე მთელი ადგილი აღარ შემრჩენოდა, სულ სილურჯეებს დაეფარა...
სანამ გემი ნაპირს მიადგებოდა, მგზავრთა რიგებს სამარისებურმა სიჩუ-
მემ, შფოთმა და შიშმა გადაუარა... მეტი რიდითა და სიმშვიდით მიცვა-
ლებულებიც კი ვერ მოიქცეოდნენ.
გემმა ღუზა ჩაუშვა, ერთი-ორჯერ შეჯანჯღარდა და გაქვავდა. ბილე-
თები გაგვახსენდა და ქექვას შევუდექით... საბაჟო კონტროლი უკან ჩა-
მოვიტოვეთ თუ არა, თვალებში გამოვიხედეთ და სამოსზე დავიხედეთ...
დედაჩემმა ქვედაკაბას ნაკადულები გამოადინა... მამაჩემიც გვარიანად
შელანძღულიყო... ულვაშის ნაწილი მოჰგლეჯოდა... თავს ვიკატუნებდი,
თითქოს მის ჩალურჯებულ თვალს საერთოდ ვერ ვამჩნევდი, არც იმ
ცხვირსახოცს, წამდაუწუმ რომ იდებდა. ყველა მეტ-ნაკლებად გონს მო-
ვედით... ფეხქვეშ გზა ჯერ კიდევ ირყეოდა... პაწაწინა ფარდულებს მი-
ვუყვებოდით... დარაბებჩამოწეულებს... როგორც იქ იციან... ზედმიდ-
გმული, თეთრად გადაღებილი კიბეებით...
დედაჩემი ძალ-ღონეს არ იშურებდა... ცოცხალი თავით არ უნდოდა,
ჩამოგვრჩენოდა და ჩვენი სათრევი გამხდარიყო. დიდად არაფერი გა-
მოსდიოდა... ისე კოჭლობდა, გული მოგიკვდებოდა... სასტუმრომ გაგვი-
ელვა თავში... ურიგო როდი იქნებოდა, ერთი ნომერი აგვეღო და დედას
ცოტა ადამიანურად დაესვენა... თუნდაც ერთი წუთით... ლონდონში გამ-

165
გზავრებაზე უკვე აღარ ვფიქრობდით... მორიგი მგზავრობისთვის მე-
ტისმეტად დავსველდით... დიდი რისკი იყო იმისა, რომ გზაში უარესს
დავიმართებდით და ყველანი ავადმყოფობისგან დავეყრებოდით.
ვერც ჩემი ჩექმები გაუძლებდა... დიდი ხანია, ფაფას შეექცეოდნენ და
ისეთ ხმებს გამოსცემდნენ, თითქოს მთელი ფარა მომდევდა ფეხდა-
ფეხ. ერთ სასტუმროს დავადგით თვალი... ამის შესახებ ოქროსასოებია-
ნი წარწერა იუწყებოდა... როგორც კი შენობის წინ აღმოვჩნდით, დავი-
ზაფრეთ... გადავჭერით ქუჩა, ტროტუარს ავუყევით... წვიმამ დაუშვა...
სასტუმროს ფასები რომ წარმოვიდგინეთ, აგვაძაგძაგა... შეგვეშინდა...
საჩაიეში შევაბოტეთ... ეს ნამდვილად საჩვენო ჩანდა... აქ უკეთ გაგვი-
გებდნენ... მაგიდას შემოვუსხედით... ჩვენს ჩემოდანს მივაშტერდით...
ღმერთო, კი მაგრამ, ეს ნამდვილად ჩვენია?! რა თქმა უნდა, არა! საბა-
ჟოს ორომტრიალში ყველაფერი აგვრევია... სასწრაფოდ გავქანდით
პორტში... მეტი არაა ჩემი მტერი, ჩემოდანი ცას ჩაეყლაპა... უჩვენოდ წა-
სულიყო... ის, რაც აქამდე მოვათრიეთ, პატიოსნად სადგურის უფროსს
ჩავაბარეთ... საბოლოოდ, ცარიელ-ტარიელები დავრჩით. უარესს კაცი
ვერ წარმოიდგენდა. მსგავსი უბედურება მხოლოდ ჩვენ თუ შეიძლება
გადაგვხდენოდა... თქვი ახლა, რომ მამაჩემი ცდებოდა. ცამდე მართა-
ლი იყო ის კაცი... კი მაგრამ, გამოცვლა ხომ გვჭირდება? რა ჯანდაბა ჩა-
ვიცვათ ახლა? ერთი კინკილა პერანგიც კი არ შეგვრჩა! არააა... წასვლით
მაინც უნდა წავიდეთ... სეირნობა განვაგრძოთ... ამ დელგმაში სამი დაქ-
ნეული მოსეირნე სოფლის მცხოვრებლებს მხედველობიდან არ გამოჰ-
პარვიათ. ან რა გამოაპარებდათ, ნამდვილ მაწანწალებს ვგავდით... უნ-
და გაგვერკვია, რომელ გზას დავდგომოდით... ბევრი არ გვიძებნია. არ-
ჩევანი პირველივე შარაზე შევაჩერეთ. აი, იმაზე, ბოლო სახლთან რომ
იწყებოდა...
Brighton – ასე ეწერა აბრაზე და აქედან თოთხმეტი მილით იყო და-
ცილებული. ჩვენ ხომ ყოველთვის კარგი მოსიარულეები ვიყავით, ამი-
ტომ, წესით, ამ მანძილს არ უნდა შევშინებოდით. ის კია, რომ ერთად
არასდროს გვივლია... მამაჩემი, როგორც სჩვეოდა, წინ გაიჭრა... მაინ-
ცდამაინც არ ეამაყებოდა ჩვენთან ერთად სიარული... ახლაც კი, ძვლე-
ბამდე დასვრილს, ძუნძგლიანსა და განადგურებულს, წინ გავარდნა ერ-

166
ჩივნა... იმის გაფიქრებაც კი, რომ რაღაც მომენტში ჩვენთან გამოლაპა-
რაკება მოუწევდა, ლამის ფიზიკურ ტკივილებს აყენებდა... მოკლედ,
მტკიცედ გადაწყვიტა, დისტანცია შეენარჩუნებინა...
დედაჩემს ენა გადმოუვარდა, ისე უჭირდა მტკივნეული ფეხის თრე-
ვა... ნაცემი ძაღლივით სუნთქავდა...
გზა კლდეებს შორის მიიკლაკნებოდა... თქეში ძლიერდებოდა... ქვე-
მოთ, ღრუბლებით სავსე უფსკრულში ოკეანე ღმუოდა. დაამატეთ ამას
ქვა-ღორღის მუდმივი ცვენაც. მამას საზღვაო კასკეტი ნიკაპამდე ჩამო-
ეფხატა... ლაბადა ისე ეკვროდა სხეულს, რომ მისი უკანალის შემხედვა-
რეს უეჭველად მრგვალი ბურთები გაახსენდებოდა.
დედაჩემი კოჭლობით მიიკვლევდა გზას... შლაპაზე უარი თქვა... აი,
იმაზე მერცხლები და ალუბლები რომ ეხატა... საჩუქრად ბუჩქს დაუტო-
ვა... თოლიები, უამინდობით დამფრთხალნი, თავშესაფარს ეძებდნენ...
მცირე ხნით ჩვენ გარშემო ტრიალებდნენ და გულისგამაწვრილებლად
გაჰკიოდნენ. ალბათ უკვირდათ, ჩვენც მათთან ერთად შავბნელ ჭექა-ქუ-
ხილსა და წარღვნის მაუწყებელ ღრუბლებში რომ აღმოვჩნდით... ქარის
უმოწყალო შემოტევისგან ოთხად მოკაკულები სასოწარკვეთილებას მა-
ინც არ მივცემივართ... ფერდობები, აღმართები, დაღმართები... ისევ და
ისევ... ასე უსასრულოდ... მამაჩემი ნელ-ნელა
ღრუბლებში იძირებოდა... ღვართქაფს ერწყმოდა... დროდადრო
თვალთახედვის არიდან საერთოდ გვეკარგებოდა. მერე ისევ დავლან-
დავდით მორიგ ფერდობზე... ბევრად დაჩიავებულსა და თითქოსდა და-
პატარავებულს...
„კიდევ ერთსაც შევეჭიდოთ, ფერდინანდ, და მერე მე ცოტათი მო-
ვითქვამ სულს! როგორ ფიქრობ, მამაშენი უკვე ხედავს იმ „ბრიშტონს“,
თუ რა ჰქვია მაგას? თუ ჯერ კიდევ შორსაა, ჰა?“ დედას გამბედაობისა და
მოთმინების მარაგი ნელ-ნელა ეწურებოდა... ჩამოჯდომა კი შეუძლებე-
ლი იყო... ყველა გორაკი, მიწაყრილი და მონალექი გამქრალიყო... ტან-
საცმელიც ისე შესდგომოდა, რომ სახელურები მხოლოდ იდაყვებამდე
თუ სწვდებოდა... ჩექმებიც ისე გაიბერნენ და გაიჟღინთნენ, ტიკები გე-
გონებოდათ... უეცრად დედას ფეხი მოეკეცა... სხეულის წონას ვერ გაუძ-
ლო... ღრანტეში გადაეშვა... თავი სადღაც გაეჭედა... ვერც ინძრეოდა...

167
გომბეშოსავით ბუშტულებს უშვებდა... წვიმა ინგლისში სხვა არაფერია,
თუ არა ცის კაბადონზე ჩამოკიდებული ოკეანე, რომელშიც ცოტა ხნით
ვჩერდები... მერე ისევ ვექაჩები... ამჯერად უხეშად... დაუნდობლად...
ფუჭია ჩემი ძალისხმევა! ბოლოს, როგორც იქნა, ჩვენი მკვლევარიც დაგ-
ვიბრუნდა... გადარეულია... ნისლისგან აზროვნების უნარი მთლიანად
დაუკარგავს... ერთად მოვსინჯეთ ძალები... ვექაჩებოდით და ვექაჩებო-
დით... ვანჯღრევდით გიჟებივით... ბოლოს სქელი ტალახიდან ამოვ-
ძირკვეთ... დედა იღიმებოდა... განსაკუთრებულ სიამოვნებას თავისი
ოგიუსტის ხელახლა დანახვა ანიჭებდა... მოიკითხა... ძალიან ხომ არ
დაიტანჯეო, დაინტერესდა... კლდის მიღმა რა ჩანდაო... მოგზაურს პი-
რი მოეკუმა... კითხვებს უპასუხოდ ტოვებდა... ერთხელ კი გამოცრა კბი-
ლებიდან, ახლა სასწრაფოდ ავახვიოთ აქედანო... პორტში ვბრუნდები-
თო... ისევ ასი აღმასვლა და ასიც დაღმასვლა... ბოლო ამოსუნთქვამდე...
წვიმასა და ქარბუქს ისე გადაეხნა გზა, ვეღარ ვცნობდით... შორს მოციმ-
ციმე ნათურები დავლანდეთ... პორტიც... შუქურაც... ისეთი წკვარამი ჩა-
მოწვა, თვალთან თითს ვერ მიიტანდით... ერთმანეთს ჩაბღაუჭებულებ-
მა რწევა-რწევით ისევ ჩავუარეთ ნაცნობ სასტუმროს... გროში არ დაგვი-
ხარჯავს... გზად არც არავინ შეგვხვედრია... ერთი ხელი ტანსაცმელიც
აღარ დაგვრჩა... გარდა იმ დაფლეთილი ძონძებისა, რომლებიც ზედ
გვეცვა... ისეთი ტანჯული და გაწამებული სიფათები გვქონდა, გემზე
ადამიანებს გულიც კი ავუჩუყეთ... მათ თანაგრძნობის სურვილი გაუჩ-
ნდათ... მესამე კლასიდან მეორეში გადაბარგების უფლებაც დაგ-
ვრთეს... საწოლიც კი შემოგვთავაზეს... მიწექით და ცოტა თვალი მოატ-
ყუეთო... დიეპის რკინიგზის სადგურზე პირდაპირ გრძელ სკამებზე გავი-
შოტეთ... უკან დაბრუნებას ვერაფრით ვერ გადავდებდით... მატარე-
ბელში კიდევ ერთი სცენა გათამაშდა... მიზეზი?.. დედაჩემის ყაბზობა...
– რვა დღეა, კუჭში ვერ გასულხარ! ეს იმის მაუწყებელია, რომ ვერც
ვერასდროს გახვალ!
– რატომ არა, ვითომ, შინ მშვენივრად მოვისაქმებ...
მამას საშინლად აღიზიანებდა, რომ ცოლს მისი დღე და მოსწრება
მოსაქმება უჭირდა. ძალიან დარდობდა ამის გამო... პირდაპირ აკვიატე-
ბად ქცეოდა. ცნობილი ამბავია, რომ მოგზაურობა კუჭს კრავს. მამას

168
მთავარი სადარდებელი ახლა საკუთარი მძღნერი იყო... პასაჟში გვეშვე-
ლა... გავშრით და გავთბით... ისიც მართალია, რომ სამივემ სურდო ავი-
კიდეთ... ისე კარგად კი გადავრჩით, უარესი რომ არ დავიმართეთ.
მამას გადასარევი სილურჯე შემორჩა სამახსოვროდ... დავაბრეხვეთ,
რომ ცხენმა ჩაწიხლა... გასროლით დამფრთხალმა... როცა უკან შემ-
თხვევით შემოუარა..
ქალბატონი დივონი ცნობისმოყვარეობისგან კვდებოდა. ყველაფ-
რის დეტალებში ცოდნა მოინდომა... თვითონაც მოევლო ინგლისი... სა-
ქორწინო მოგზაურობის დროს... თხრობიდან ნამცეციც რომ არ გამორ-
ჩენოდა, ფორტეპიანოზე დაკვრაც კი დაიზარა... „მთვარის სონატა“ შუა
გზაზე გაწყვიტა...
უჩვეულო თხრობებსა და აღმოჩენებზე ბატონ ვიზიოსაც სდიოდა
ნერწყვები... ედუარდიც მოქანდა მოსაკითხად ტომთან ერთად... ისე, მე
და დედაჩემს პატარ-პატარა შთაბეჭდილებები კი შემოგვრჩა. მამაჩემმა
ყველაფერს ვეტო დაადო – მოგზაურობაზე თქვენი სუსი არ გავიგოო...
თვითონ კი, იცოცხლე, კარგად აიქაფა პირი... კაცი იფიქრებდა, იქ მარ-
თლა ღირსსახსოვარი, გამაოგნებელი, ფანტასტიკური, გაუგონარი და
წარმოუდგენელი რამეები ნახაო. იქ... გზის მიწურულს... უფსკრულს
მიღმა... როცა ნისლმა შთანთქა... „ბრიშტონსა“ და გრიგალს შორის. მა-
მა... მარტოდმარტო... ყველასგან იზოლირებული... ქარტეხილებში ჩა-
კარგული... ცასა და დედამიწას შორის გამოკიდებული.
თანდათანობით სასწაულების მოყოლისას ოგიუსტი სინდის-ნამუ-
სისგან სულ გამოირეცხა... არავის რიდი არ ჰქონდა, აფრქვია ყანყრატო-
დან ტყუილ-მართალი, სანამდეც შეეძლო... დედას სიტყვის ჩაკვეხებაც
არ უცდია. მიუშვა გემოზე და ქმრის ყველა წარმატებულ მონაჩმახზე
ბედნიერებით ივსებოდა. „ასე არ იყო, კლემანს?“ – დაიმოწმებდა ხოლ-
მე შიგადაშიგ მთხრობელიც, როცა ნაყბედი აუდიტორიის სასურველ
მხარდაჭერას ვერ პოულობდა. კლემანსი კვერს უკრავდა, ყველაფერს
უდასტურებდა. ცხადია, ესმოდა, ქმარს რომ მეტისმეტი მოსდიოდა, მაგ-
რამ კაცს სიამოვნებდა მისი თანადგომა და სხვა რა ჯანდაბა ექნა?
– და ლონდონში წახვედით? – იკითხა მიამიტურად ბატონმა ლერო-
ზიტმა, სათვალეებით მოვაჭრემ 37-ე კორპუსიდან. სხვათა შორის, სულ

169
ახლახან ჩამოსვლოდა შუშების მთელი პარტია ბრიტანეთის დედაქა-
ლაქიდან.
– ვიყავით, აბა, რა ვქენით, მაგრამ მხოლოდ შემოგარენში. მთავარი
კი ნამდვილად ვნახეთ!.. პორტი! ერთადერთი რამ, რაც იქ ღირსეულ ყუ-
რადღებას იმსახურებს... და კიდევ გარეუბნები... მხოლოდ რამდენიმე
საათი თუ იყო ჩვენს განკარგულებაში...
დედას წარბიც არ შეუხრია... ოგიუსტი უსირცხვილოდ ცრუობდა. გე-
მის ჩაძირვისას ისეთი გრუხუნი იდგა, ქალები ოწინარის დახმარებით
ფრიალო ნაპირზე გადაჰყავდათ. მერე კი იჯერა ლონდონში სეირნობით
გული გადარჩენილებთან ერთად... ძირითადად, უცხოელები იყვნენ...
ოგიუსტს უკვე ეშმაკი ვერ გააჩერებდა... თანამგზავრების აქცენტის იმი-
ტირებაზეც გადავიდა...
ყოველ საღამოს ვახშამს ახალი თავყრილობა მოჰყვებოდა ხოლმე...
მირაჟები... ზმანებების ახალი ნიაღვარი!.. ქალბატონი მეონი კვლავ ამ-
ჟავდა... ისევ იწყო დუღილი თავის ბუნაგში... ამჯერად ჩვენ
პირდაპირ დაბანაკდა, მაგრამ გზის გადმოჭრას ერიდებოდა... ჩვენ
ხომ საშინლად ვიყავით ნაჩხუბრები და მამაზეციერიც კი ვერ შეგვარი-
გებდა... აუცილებლად ააღრიალებდა თავის გრამოფონს, მამის გამოს-
ვლები რომ ჩაეხშო... იძულებული გაეხადა, ხმა ჩაეკმინდა... ხმაურს ხე-
ლი რომ არ შეეშალა, დედა მაღაზიას კეტავდა ხოლმე... ფარდებს ბო-
ლომდე ჩამოუშვებდა... მეონს რა გააჩერებდა... წყობიდან გამოსული,
ფანჯრებზე აკაკუნებდა... მამას დაჟინებით იწვევდა... აბა, თუ მაგარი
ხარ, გამოდი და ერთი-ორი სიტყვა მეც მითხარიო... მედიატორის როლი
დედამ იტვირთა... მეონის უგვანო საქციელმა მეზობლები გაანაწყენა...
ყველამ ჩვენი მხარე დაიჭირა... არც იყო გასაკვირი... მათ ხომ მოგზაუ-
რობებს უკვე გაუგეს გემო... ერთხელაც, სეირნობიდან მობრუნებულებ-
მა, შევამჩნიეთ, რომ არც მეონის ხმა ისმოდა და არც მისი გრამაფონის.
თავყრილობის მონაწილენი ცალ-ცალკე მოდიოდნენ... სეანსისთვის
დუქნის უკანა ოთახში ვიკრიბებოდით... მამა გამოსვლას იწყებდა... არა
ისე, როგორც გუშინ... ყოველ ჯერზე ახლებურად... სრულიად სხვაგვა-
რად... მოულოდნელად იმ ქვეწარმავლის დუქნიდან გაისმის ბრახ,
ბრახ, ბახ, ბახ, ბახ... დაინგრა დედამიწა... ცაში რაკეტები აიჭრნენ... ბათ-

170
ქი ძლიერდებოდა... ცეცხლის კონები... ზალპი... ძლიერი აფეთქება...
ღმერთო, გადავრჩებით?! მეორედ მოსვლა ჩვენი მაღაზიის გვერდით
ტრიალებდა... კარი ჩარჩოდან ამოვარდა... საძაგელი მეონი შუა ქუჩაში
იდგა... ჩირაღდნებითა და მაშხალებით ჟონგლიორობდა. ახლა ტყვია-
წამალს შეუნთო ცეცხლი. გაისმა წუილი და ბზუილი... მთელი სამყარო
ტრიალებდა. აი, რა მოიგონა იმ გადაღრძუებულმა, რათა წარმოსახვის
ხიბლი და აღფრთოვანება დაენგრია... ეს გადარეული, ეს ცოფიანი,
ესა... ეშმა... ჯოჯოხეთის მაშხალა... ცოტა ხანში მთლად დასაბმელი
გახდა... ბოლოკაბაზე ცეცხლი წაიკიდა... თვითონაც აალდა... ყველანი
მისკენ გავქანდით... ფარდები დავაყარეთ, კინაღამ შემოგვეხრჩო... ამა-
სობაში მისი კორსეტების ფარდულიც აგიზგიზდა! მოვიდნენ მეხანძრე-
ები. სატანა, იმ დღიდან მოყოლებული, არავის უნახავს... შარანტონში
გადაეყვანათ... სამუდამოდ იქ დარჩა... არც მისი დაბრუნება უნატრია
ვინმეს... პასაჟში პეტიცია გავაშანშალეთ... ყველამ უკლებლივ მოვაწე-
რეთ ხელი... აღვნიშნეთ, რომ მეონი გიჟი, გადარეული და აუტანელი
იყო...
***
ცუდი და გაუსაძლისი დღეები ისევ დაგვიბრუნდა... აღარც შვებულე-
ბაზე ვყბედობდით, აღარც ბაზრობებზე და აღარც ინგლისზე. მორჩა!
ჩვენი შუშის სახურავი თავსხმა წვიმების ქვეშ ძველებურად გრუხუნებ-
და... გალერეაში გამვლელებისა და მათი ძაღლების მძაფრი სუნის გამო
სუნთქვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა...
შემოდგომაც დადგა... მეც განმიახლეს მუჯლუგუნები, იმის გამო,
რომ სულ გართობა-თამაშზე მეჭირა თვალი და სწავლის გაგონებაც არ
მინდოდა. შიგადაშიგ კი დავდიოდი სკოლაში, მაგრამ ტვინი ნამდვი-
ლად არ გადმომდიოდა... გაკვეთილებზე თითქმის ვერაფერს ვითვისებ-
დი. მამაჩემმა კვლავ აღმოაჩინა, რომ ჩამოყალიბებული კრეტინი ვიყა-
ვი. ზღვა ჩემთვის კეთილმოქმედი აღმოჩნდა... ტანი კი ავიყარე, მაგრამ
ჩემს სიზარმაცეს არაფერი ეშველა... ათმაგად ინერტული გამხადა... თა-
ვით ფეხებამდე უქნარობასა და გართობაში გადავეშვი... მამაჩემი სკან-
დალს სკანდალზე მიწყობდა... ნაძირალა და მაგარი გოთვერანი ხარო,
მიყვიროდა. დედაჩემი კი გაბმულად კვნესოდა და მოთქვამდა...

171
ვაჭრობა ძალიან ცუდად წაგვივიდა... მოდა ლამის ყოველწამიერად
იცვლებოდა... ეს ეხებოდა შლაპებსაც... ისევ დავუბრუნდით ბატისტის
მაქმანებს. კლიენტებმა მათ ათასგვარი გამოყენება მოუძებნეს... ძუძუე-
ბი მაქმანებიან ლიფებში გამოიკვართეს. თმაზეც დაიტყეპეს და ჩანთე-
ბიც დაიმშვენეს. მადამ ერონდი, არიქა, მოდას არ ჩამოვრჩეო და, რე-
ფორმების გატარებას ნაჩქარევად შეუდგა... მალე მომხმარებელმა მისი
სახეცვლილი ქვედაკაბებიც იხილა... მკაცრ, წმინდა წყლის ირლანდიურ
სტილს დაახლოებით ოცი წლისთვის მაინც უნდა გაეძლო. სამწუხაროდ,
ეს სწრაფმავალი კაპრიზი აღმოჩნდა. გატაცებას ქარბუქი არ დაუყენე-
ბია. „გრანპრის“ კი გამოჰკრა ხელი, მაგრამ მალევე მას მხოლოდ აბაჟუ-
რების დასამშვენებლად თუ იყენებდნენ... მადამ ერონდი დღესა და ღა-
მეს ასწორებდა... საწყალს ქანცი სწყდებოდა და ძალიან ხშირად შეკვე-
თებს ერთმანეთში ურევდა... ერთხელ ჩვენც შეცდომით „მოქარგული
გულსაფარი“ ჩაგვაბარა, არადა, მისგან ქურთუკებს ველოდით... მოკ-
ლედ, სკანდალებს დასასრული არ უჩანდა... კლიენტები ცხარე ცრემლე-
ბით ტიროდნენ... ღნაოდნენ... ჩხაოდნენ... სასამართლოთი იმუქრე-
ბოდნენ... უსაზღვრო იყო ერონდის სასოწარკვეთილება... ზარალზე პა-
სუხისმგებლობა ჩვენ დაგვეკისრა... ჯარიმები შეგვტენეს... ამის გამო
თვეები, ატრიის გარდა, სხვა საკბილოს ვერაფერს ვყიდულობდით...
ატესტატის წინა დღეს მაღაზიაში ყველაფერი ზანზარებდა... თითქოს
მიძინებულმა ვულკანმა გაიღვიძაო... ერონდს ღამის პერანგი, რომელიც
„საპატარძლო კაბად“ უნდა გარდაექმნა, კვერცხისგულივით ყვითელ
ფერში გადაეღება. აი, კიდევ ერთი დარტყმა, რომელმაც ერთბაშად ყვე-
ლა მოგვცელა... თავზარდამცემი მოუხერხებლობა! ენით აღუწერელი
შეცდომა! კლიენტი შეგვჭამდა... აღარ ვიცოდით, როგორ გვეწამლა
მდგომარეობისთვის. არადა, ხომ ჰქონდა ბლოკნოტში ყველაფერი გა-
საგებად ჩანიშნული?! ერონდი დედაჩემის მხარზე თავმიდებული კარგა
ხანს ზლუქუნებდა... წყობიდან პირველი მამაჩემი გამოვიდა.
– შენი საშველი აღარ იქნება! მუდამ ასეთი კეთილი და მიმტევებელი
დარჩები! რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოს კაცმა... ეს შენი მუშები
მშრალზე დაგსვამენ... ქუჩაში გაგვყრიან სამათხოვროდ... ალბათ ვერც
წარმოგიდგენია, რა დღეში ჩამაგდებენ, „კოკსინელში“ იოტისოდენა

172
შეცდომაც რომ დავუშვა. გგონია, თავზე გადამისვამენ ხელს, ეს რა კარგი
ბიჭი ხარ, ასე განაგრძეო?
ჰიპოთეზა იმდენად შემზარავი იყო, რომ მამას თავი უკვე სამსახური-
დან გამოპინტრიშებული ეგონა... გაფითრდა!.. დავსვით... მორჩა! მე
ისევ არითმეტიკას ჩავუჯექი... მამა მაიძულებდა, თორემ მსგავსი სურვი-
ლი მილიონი წელი არ გამიჩნდებოდა... აბა, არ მეპასუხა, რასაც ჩემგან
ითხოვდა... სულ თავში მირახუნებდა... განა მე მეშლებოდა... საკუთარ
ახსნა-განმარტებებში თვითონ იხლართებოდა... ცოდვა გამხელილი
სჯობს, მეც გონებადაფანტული ვუსმენდი... ცუდად მესმოდა... ღრუბ-
ლებში დავფრინავდი... თვითონ ჩემი ხარვეზების გარჩევას არ იზარებ-
და... თვლიდა, რომ გამოუსწორებელი დეგენერატი ვიყავი... მეც ვალში
არ ვრჩებოდი... პიტალო სირად ვნათლავდი... ჩემი მიმატება-გამოკლე-
ბით იყო ვაჟბატონი უკმაყოფილო... წავიდა ისევ ანალიზი... იქიდან ვე-
ღარ გამოდიოდა... ისევ სიფათში გამომიქანებდა... ერთი სული მქონდა,
სანამ ღრიალს დავიწყებდი... ეგონა, რომ კრეტინს განგებ ვთამაშობ-
დი... ვერთობოდი... დავცინოდი... აბუჩად ვიგდებდი... ამ დროს დედა-
ჩემი მოვარდებოდა ხოლმე... ოგიუსტს ცოფი უათკეცდებოდა... თქვენს
შემხედვარეს სიკვდილი მინდებაო, ღრიალებდა...
***
საატესტატო გამოცდის დღეს დედამ ფარდული დილიდანვე დაკე-
ტა, რათა თავის გემოზე გავემხნევებინე... წამება სენ-ჟერმენ-ლ’ოქსერუ-
ას სათვისტომოში უნდა გამართულიყო... შიდა ეზოში... სანამ გზას გა-
ვუდგებოდი, დედამ მირჩია, სულით ნუ დაეცემი და საკუთარ თავში ეჭვი
წამითაც არ შეგეპაროსო... მომენტი კი იყო საზეიმო... დედამ კაროლინი
გაიხსენა და ცოტათი წაუტირა...
პალე-რუაიალის მისადგომებთან ლაფონტენის იგავ-არაკები მომა-
ყოლა... მერე დეპარტამენტების სიას მიადგა... და სათითაოდ ჩამომა-
ყაჭვინა. ზუსტად რვაზე ჭიშკრის გისოსების წინ რეგისტრაციის გასავ-
ლელად დავერჭეთ... ჩაცმაზე ყველას ეზრუნა... ბიჭებს გრამი ჭუჭყიც არ
ეცხოთ ზედ... ნერვები კი ჰქონდა ყველას უკიდურესად დაძაბული...
მშობლებიც არანაკლებად ღელავდნენ... თავიდან კარნახი გვაწერი-
ნეს... შემდეგ ამოცანები დაგვირიგდა... ძნელი ნამდვილად არ ყოფი-

173
ლა... დღესავით მახსოვს, მხოლოდ უნდა გადაგვეწერა... გასული შემოდ-
გომის სესიაზე ჩაფლავებულები ვაბარებდით... თითქმის ყველასთვის
ეს ნამდვილი ტრაგედია იყო... განსაკუთრებით იმათთვის, შეგირდობა-
ზე რომ ოცნებობდნენ... ზეპირში გამიმართლა... მსუქანა ტიპთან მოვ-
ხვდი... გასივებულ ცხვირზე სულ მეჭეჭები ჰქონდა დაყრილი... ბაფთად
განასკვული ჰალსტუხი ეკეთა, დაახლოებით ბიძია არტურის სტილში,
თუმცა ხელოვნებასთან არაფერი აკავშირებდა. ერთი უბრალო პროვი-
ზორი გახლდათ გომბუს ქუჩიდან... რამდენიმე საერთო ნაცნობიც კი
გვყავდა... ორად ორი შეკითხვა დამისვა მცენარეების შესახებ... ფლო-
რაზე წარმოდგენა არ მქონდა... მაგრად გავიჭედე... დასმულ კითხვას
თვითონვე გასცა პასუხი... თავი უხერხულად ვიგრძენი. მერე მკითხა, რა
მანძილია მზიდან მთვარემდეო. მერე დედამიწამდე და პირიქითო...
ინიციატივა არც ახლა გამომიჩენია... ისევ თვითონ გამომიწოდა დახმა-
რების ხელი... წელიწადის დროებზე ოდნავ მეტი გამეგებოდა, რაღაც წა-
ვიბურდღუნე... სრულიად ბუნდოვანი და გაუგებარი... არ იყო ეს კაცი
მომთხოვნი! გაიხაროს, თავის ოჯახში! ყველაფერს ჩემ მაგივრად უპა-
სუხა. ბოლოს დაინტერესდა, სიმწიფის ატესტატს ჯიბეში რომ დაიგუ-
ლებ, რის გაკეთებას აპირებო.
– ბიზნესში გადავეშვები, – ვუპასუხე ომახიანად.
– ვაჭრობა უმძიმესი საქმეა, ჩემო პატარავ, – თქვა, – იქნებ ცოტათი
დაგეცადათ... ერთი წელი მაინც...
მაინცდამაინც ჯანმაგარი არ ვეგონე... მოულოდნელად გავიფიქრე,
რომ ჩავიჭერი... თვალწინ წარმომიდგა სახლში დაბრუნება... ტრაგედია,
რომელიც ამას მოჰყვებოდა... ვიგრძენი, მალე თავბრუ დამეხვეოდა...
მომეჩვენა, რომ ვეცემოდი... თითქოს უკვე გამეტებით მირტყამდნენ...
არ ვიცოდი, რას ჩავბღაუჭებოდი... ბებერმა მშვენივრად შეამჩნია, რომ
მკვდრისფერი დამედო.
– არა, ჩემო პატარავ, – თქვა, – აბა, დაწყნარდით! ეს ყველაფერი სი-
სულელეა! მე ჩაგრიცხავთ და თქვენ შეაბიჯებთ ცხოვრებაში... რაკი ასე
გსურთ!
ოდნავ მოშორებით, კედელთან მიდგმულ სკამზე ჩამოვჯექი! აბსო-
ლუტურად შეძრული ვიყავი... ისიც კი გავიფიქრე, ამ გასივებულმა გან-

174
გებ სიცრუე ხომ არ დამიბრეხვა-მეთქი... თავიდან რომ მოვეცილებინე...
დედაჩემი ეკლესიის პარმაღზე სკამზე ჩამომჯდარიყო. შედეგებს ელო-
და...
წამება ყველასთვის ჯერ კიდევ არ დამთავრებულიყო... პატარები უნ-
და გამოეკითხათ... მხოლოდ ახლა შევამჩნიე ისინი... ძირს დაგებულ ხა-
ლიჩას მიშტერებულნი, თავთავიანთ პასუხებს ბურტყუნებდნენ... საფ-
რანგეთის რუკა... კონტინენტები...
მას შემდეგ, რაც მსუქანამ ცხოვრებაში შებიჯების შესახებ საკუთარ
ჭეშმარიტებას მაზიარა, ჩემს პატარა კომპანიონებს ისე შევცქეროდი,
თითქოს მათთვის თვალი აქამდე არც არასდროს მომეკრა... ჩაჭრის შიშ-
მა ისინი პირდაპირ მაგიდას მიაჯაჭვა... ისე იკლაკნებოდნენ, გეგონება,
თავი ვერაგულად დაგებულ ხაფანგში ამოყვესო.
ამას ეძახიან ცხოვრებაში შესვლას? ამ წუთებშიც კი ისინი ცდილობ-
დნენ, პატარა ბიჭუნები აღარ ყოფილიყვნენ... ისეთი გამომეტყველე-
ბით იმზირებოდნენ, როგორიც უკვე ზრდასრულ მამაკაცებს ახასიათე-
ბთ... ერთგვარ ხალათებსა და წინსაფრებში ჩაცმულებს შორის განსხვა-
ვებას თითქმის ვეღარ ვპოულობდი. ისინიც ჩემსავით ცენტრში მცხოვ-
რები კომერსანტების, ფარდულებისა და მაღაზიის მფლობელთა ნაშიე-
რები იყვნენ... საკმაოდ სუსტნი და ღონემიხდილნი ჩანდნენ... კარკლავ-
დნენ თვალებს... მოხუცისათვის პასუხის გაცემის მცდელობაში სუნთქვა
უჩქარდებოდათ... ქანცგაწყვეტილ მწევრებს ემსგავსებოდნენ.
კედლის გასწვრივ ჩამომწკრივებული მშობლები ამ პროცედურას
დაძაბულები ადევნებდნენ თვალ-ყურს... აკვირდებოდნენ... თვალებს
უბრიალებდნენ... მკაცრი გამოხედვით შვილების სერიოზულ განწყობა-
ზე მოქცევას ლამობდნენ... თითქოს დატენილი კარაბინებით ცხრილავ-
დნენ ამ უქნარებს... ისარს ისარზე არჭობდნენ... მაგნიტური ტალღებით
გონებას უხსნიდნენ... ბავშვები წამდაუწუმ იბნეოდნენ... სულ ეშლებო-
დათ... ბებერს კი დაღლილობისა არაფერი ეტყობოდა... დაუზარლად
პასუხობდა ყველას მაგივრად... ეს იყო კრეტინების სესია... დედები
ნელ-ნელა წყობიდან გამოდიოდნენ... მღელვარებისგან სახეები აუჭარ-
ხლდათ... გულში სასტიკი ინკვიზიციით იმუქრებოდნენ... ოთახში ხოც-
ვა-ჟლეტისა და სისხლის ნაკადულების სუნი ტრიალებდა... ბოლოს,

175
როგორც იქნა, გვეშველა... ყველა ლაწირაკი გამოიკითხა... ისღა დაგ-
ვრჩენოდა, რომ სიების გამოკვრას დავლოდებოდით... სასწაული სასწა-
ულთა შორის! გამოცდა ყველას ჩაებარებინა! წარმოიდგინეთ, სანიმუ-
შოდ ერთიც არ ჩაჭრილა! აკადემიის ინსპექტორმა შედეგები სცენიდან
გამოაცხადა... ფაშვზე ბრელოკიანი უზარმაზარი ჯაჭვი ეკიდა... რომე-
ლიც ყოველი ფრაზის მიწურულს ხტოდა და ჟღარუნობდა... ენა ებმო-
და... ყველა გვარი ერთმანეთში აზილა... ჰქონდა კი ამას მნიშვნელობა?
შემთხვევით მაინც ისარგებლა და რამდენიმე გულისამაჩუყებელი
სიტყვა გვიწყალობა... გულით ნათქვამი... გამამხნევებელი... დაგვარ-
წმუნა, თუ მოგვიანებით ღირსეულად მოვიქცეოდით, ცხოვრებაში შეგ-
ვეძლო მშვიდად ვყოფილიყავით და არაფერზე გვედარდა... რომ ჯილ-
დო არ დაახანებდა...
მე სასწაული დამემართა... ჩავიფსი და ჩავიჯვი... თან ბლომად... ვე-
ღარ ვინძრეოდი... მიმდევრებიც აღმომაჩნდა... ბავშვები ეზოდან ჩუმად
ითესებოდნენ... დედაჩემს რას გამოვაპარებდი... გადამეხვია თუ არა,
იყნოსა... ისე ვყარდი, იძულებული გავხდით, კარგა მოშორებით გავ-
მდგარიყავით... მალევე გავეცალეთ იქაურობას... ძმაკაცებსაც ვერ და-
ვემშვიდობე... სწავლა დასრულდა!.. სახლში დროზე რომ დავბრუნებუ-
ლიყავით, ფიაკრი გავაჩერეთ...
იქ ორპირი ქარი მოვაწყვეთ... სასაცილო პატარა ფანჯრებმა ფას-
დაუდებელი სამსახური გაგვიწიეს... მთელი გზა ბათქაბუთქი გაჰქონ-
დათ... გაგვისკდა თავი... დედა ისევ ალაპარაკდა კაროლინზე. რა ბედ-
ნიერი იქნებოდა, როცა შენს წარმატებას შეიტყობდა!.. ოჰ, საწყალი, რა
მოხდებოდა, ცოტა მეტხანს რომ ეცოცხლა და ამ დღესაც მოსწრებოდა?!
მამაჩემი პირველ სართულზე ელოდა შედეგებს... სრულ წკვარამში...
ისე ღელავდა თურმე, გულის გადასაყოლებლად ვიტრინაც კი აელაგე-
ბინა... ჭაღები კი შინ შეეტანა...
– ოგიუსტ! ჩააბარა! გესმის? ჩააბარა ბავშვმა! საერთოდ არ გასჭირ-
ვებია...
გადამეხვია. შუქიც კი აანთო, რათა ჩემთვის მზერა შეევლო. მოსიყ-
ვარულე თვალებით მიმზერდა... ასეთი შეძრული ცხოვრებაში არ მენა-
ხა... ულვაში უთრთოდა...

176
– შესანიშნავია, ჩემო ბიჭუნავ! ძალიან კი გვანერვიულე... მაგრამ ახ-
ლა სულიც და გულით გილოცავ!.. შენ შეაბიჯებ ცხოვრებაში. მომავალი
შენს ხელშია! მისაბაძად ღირსეული მაგალითი უნდა მოიძიო! იარო
მართალი გზით! უნდა იმუშაო!.. ბევრი ოფლი ღვარო...
ბოდიში მოვიხადე, რომ მის მიმართ ყოველთვის ბოროტი და უმა-
დური ვიყავი... გრძნობით გადავეხვიე... ისე ვყარდი, რომ მამაჩემი ცხვი-
რის ცმაცუნსა და ფრუტუნს მოჰყვა.
– რაა?! არ შემშალოთ ახლა, – უხეშად მომიშორა, – აჰ, შე ღორო, შე-
ნა! ქვეშაჯვიავ, შენა! ერთი ამას დამიხედეთ, რა! სულ ამძღნერებულა!
ო, კლემანს! კლემანს! აიყვანე ეს მამაძაღლი ზემოთ! ნუ გამომიყვანე ახ-
ლა წყობიდან! გული მერევა!
სიყვარულის გადმონთხევა დასრულდა.
თავიდან ფეხამდე მწმინდეს და მხეხეს... ბოლოს ოდეკოლონით
დამზილეს... მეორე დღეს ნორმალური სავაჭრო ობიექტის ძებნას შევუ-
დექით, სადაც მუშაობას დავიწყებდი... მკაცრად მომეპყრობოდნენ... და
თუ რამეს დავაშავებდი, ტყავს გამაძრობდნენ...
თუ არ ეწამე, ჩემს ფეხებს ისწავლი! ასეთი იყო ედუარდის მოსაზრე-
ბა... ოცწლიანი სტაჟი ჰქონდა და იცოდა, რასაც ქადაგებდა. დანარჩენე-
ბიც მის აზრს იზიარებდნენ.
***
მთავარი კომერციაში გარეგნული იერია. თანამშრომელი, რომელიც
საკუთარ თავს არ უვლის, პატრონს ვერა და ვერ ასახელებს, პირიქით –
ჩრდილს აყენებს მას. თქვენ განისჯებით და შეფასდებით იმ ფეხსაც-
მლის ხარისხით, რომელსაც ატარებთ. აქედან გამომდინარე, შეისმი-
ნეთ, ერთი დიდად სასარგებლო რჩევა – ნუ დაზოგავთ ფულს ფეხსაც-
მელზე!..
„პრინც-რეგენტი“ ცენტრალური ბაზრის შორიახლოს მდებარეობ-
და... თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე სახლი... უკეთესს კაცი ვერ
ინატრებდა... მკაცრი და წვეტიანი ფორმები, ეგრეთ წოდებული „იხვის
ცხვირები“ ოდითგანვე ახდენდა ადამიანებზე შთაბეჭდილებას... რაც
მთავარია, დახურულია... ფრჩხილები პირდაპირ რბილობში გერჭობა,
არა, რაც მართალია, მართალია, ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია.

177
დედაჩემმა დაუფიქრებლად ორი წყვილი მიყიდა. მათ გაცვეთას ალბათ
მთელი სიცოცხლე მოვუნდებოდი... შემდეგ „მაღალ კლასს“ მივაშუ-
რეთ... ზედა სამოსის მაღაზიას... ფასდაკლების უგულებელყოფა დიდი
დანაშაული იქნებოდა და ამას გარდა, ჩემს აღჭურვას, ბოლოს და ბო-
ლოს, წერტილი ხომ უნდა დასმოდა?!
აქ დედაჩემმა სამი გამძლე და უნაკლო შარვალი მოხვეტა და უყოყ-
მანოდ გაასწორა ანგარიში. მისი გათვლებით, მათ, სულ ცოტა, ათი წე-
ლი მაინც ვერ მოვერეოდი... ცოტა გრძელი კი იყო, რაც საჭიროების შემ-
თხვევაში ჩამოშვების საშუალებას იძლეოდა... მე ხომ სიმაღლეში ყო-
ველწამიერად ვიმატებდი... რაც შეეხება ქურთუკს, მუქზე მუქი შევარჩი-
ეთ. მე ხომ ბებიას ვგლოვობდი... მკლავზე ჯერ კიდევ სამგლოვიარო
ლენტი მეკეთა. ადამიანებზე სერიოზული შთაბეჭდილება უნდა მომეხ-
დინა... შეცდომა არც საყელოების შერჩევაში უნდა დაგვეშვა... სანამ
ახალგაზრდა ხარ, მათი სიგანე რაღაცნაირად გიზიდავს... და თუ წვრი-
ლი ყელი გაქვს, ხომ საერთოდ... თვალები ზედ გრჩება. აქსესუარებიდან
მხოლოდ თხელი ჰალსტუხის ან განსაკუთრებულ ფასონზე განასკვული
„პეპლის“ ტარების უფლება თუ მეძლეოდა... და რა თქმა უნდა, საათის
ჯაჭვისაც, რომელიც გლოვის გამო ყავისფრად უნდა გადამეღება. ეს ყვე-
ლაფერი მქონდა! ერთი სიტყვით, კორექტულად ვიყავი ჩაცმულ-დახუ-
რული... ჩემს დაწინაურებას, წესით, წინ არაფერი უნდა დასდგომოდა...
მამაჩემსაც ეკეთა საათი, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ოქროსი, ნამდვი-
ლი ქრონომეტრი... თავისი დღე და მოსწრება ზედმიშტერებული წამებს
ითვლიდა... დიდი ისარი, აი, ის, სწრაფად რომ დარბის, ხომ საერთოდ
ნუსხავდა... საათების განმავლობაში გაუნძრევლად შეეძლო მისთვის
ეცქირა...
მიშოდიერზე, დიდ ბულვარებს მიღმა მდებარე ბატონ ბერლოპის
„ლენტებსა და მოსართავებში“ დედაჩემმა თავად მიმიყვანა.
კლემანსი იმდენად კეთილსინდისიერი და პუნქტუალური ადამიანი
იყო, რომ წინასწარ გააფრთხილა დამქირავებლები... აცნობა, რომ
ფრთაშესხმული ანგელოზი ნამდვილად არ გახლდით და ჩემთან ურთი-
ერთობა გაუჭირდებოდათ... რომ საკმაოდ ზარმაცი, დაუმორჩილებელი
და, ყველა სიკეთესთან ერთად, რეტდასხმული და ქარაფშუტა ვიყავი...

178
ეს მხოლოდ დედაჩემის მოსაზრება იყო... მე კიდევ ძალ-ღონეს არ ვიშუ-
რებდი... ამას გარდა, დააბრეხვა, რომ დღენიადაგ ცხვირში ვიქექებოდი
და რომ ეს ჩემი ნამდვილი გატაცება, ლამის მანიად ქცეულიყო... ასეთი
ძვირფასი რეკომენდაციის შემდეგ ცოტათი კი შემრცხვა... ჰო, კიდევ და-
ამატა, ჩვენ ძალ-ღონე არ დაგვიზოგავს, მაგრამ შედეგად მხოლოდ ამას
მივაღწიეთო. ბატონი ბერლოპი ამ დეტალების მოსმენისას აუჩქარებ-
ლად ისუფთავებდა ფრჩხილებს. სერიოზული და შეურვებული ჩანდა.
არაჩვეულებრივი, სულ ოქროს ფუტკრებით მოჩითული ჟილეტი ეცვა...
კიდევ მახსოვს მისი მარაოსებრი წვერი და მოქარგული მრგვალი არახ-
ჩინი. არც უფიქრია, ჩვენთვის პატივი დაედო და მისვლისას წამით მაინც
მოეხსნა. ბოლოს ინება და პასუხი გაგვცა, ვეცდები მის გაწვრთნასო...
(ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს) თუ, ცხადია, თვითონაც კეთილ ნებასა
და მახვილგონიერებას გამოიჩენსო... ძალისხმევას არ დაიშურებსო...
აი, მერე კი ვნახოთ, მისგან თუ რამე გამოვაო... მოკლედ თქვა, განყოფი-
ლებაში რამდენიმე თვე შევხედავ და შემდეგ არ არის გამორიცხული, გა-
რეთ, კომივოიაჟერთან გავამწესოო... სარეკლამო ნიმუშების დამტარებ-
ლადო... მისი თქმით, მე გავიცნობდი მუშტრებს, მაგრამ სანამ ამიყვან-
და, უნდა ენახა, რისი შნო მქონდა... მეცხო თუ არა კომერციის ნიჭი... ვაჭ-
რობის ფხა და მოწოდება!.. კომპეტენციები... საქმისადმი ერთგულება...
იმის შემდეგ, რაც დედაჩემმა ჩამოფქვა, ყველაფერი საეჭვოდ მესა-
ხებოდა.
საუბრისას ბატონი ბერლოპი გამუდმებით ივარცხნიდა თმას... ლა-
მაზდებოდა... ყველგან სარკეები ეკიდა... საერთოდ რომ მიგვიღო, დიდ
პატივად უნდა ჩაგვეთვალა... დედამ მოგვიანებით ამ დაფასებასა და პა-
ტივს არაერთხელ გაუსვა ხაზი.
„ბერლოპსა და შვილში“ აღსაზრდელად ნებისმიერი კი არ აჰყავ-
დათ... არც საცდელი პერიოდით... არც აუნაზღაურებლად...
მეორე დღეს, ზუსტად შვიდ საათზე მე უკვე მიშოდიერზე, მათი და-
რაბების წინ ვიყავი დარჭობილი... იმწუთსავე დავეხმარე ბიჭს მათ აწე-
ვაში... სახელური ვატრიალე... თავიდანვე გადავწყვიტე მუყაითობისა
და დაუზარლობის დემონსტრირება.

179
შევნიშნავ, ჩემს დებიუტს თავად ბატონმა ბერლოპმა კი არ მოჰკიდა
ხელი, არამედ ბატონმა ლავლონგმა, რომელიც ჯიბიდან ისროდა... პირ-
წავარდნილი ნაძირალა იყო... ავაზაკი და გათახსირებული!.. აქ ორი აზ-
რი არ არსებობს... მთელი დღე მითვალთვალებდა... პირველი წუთები-
დანვე... იოტითაც არ მცილდებოდა... ჩუმად... უხმაუროდ... გეგონებო-
და, ლანჩებზე ქეჩა აქვს ამოკრულიო... იკლაკნებოდა... იგრიხებოდა...
მუდამ შენ უკან... კორიდორიდან კორიდორში... სხეულის გასწვრივ ხე-
ლებჩამოყრილი... აგერ ახლა უკვე პოზაშია... ისკუპებს და ზედ დაგახტე-
ბა... არ დაგინდობს... გაგსრესს... სიგარეტებს აგროვებდა... პატარა ნამ-
წვსაც არ თაკილობდა... ღმერთმა უწყის, ვის მიერ დანერწყვილსა და
გასრესილს.
პალტოს გადაცმა ვერც მოვასწარი, ისე მომახალა:
– მე თქვენი პირდაპირი უფროსი ვარ! რა გქვიათ?
– ფერდინანდი, ბატონო...
– კეთილი... თავიდანვე გაფრთხილებთ, ამ სახლში ჯამბაზობა და
მაიმუნობა უნდა დაივიწყოთ! დღეიდან იწყება საცდელი ვადა... მხო-
ლოდ ერთი თვე! მიქარავ რამეს და წუილით გავარდები აქედან. ამის
სრული უფლება მაქვს, გასაგებია? ყველაფერი ნათელია?
ბრძანება როგორც კი წარმოთქვა სხაპასხუპით, მუყაოს კოლოფების
ორ სვეტს შორის აჩრდილივით გაუჩინარდა... სულ რაღაცას ბურდღუ-
ნებდა... ნებისმიერ მომენტში ამოისვეტებოდა შენ ცხვირწინ... მეტწი-
ლად მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდი... კუზიანი იყო... მყიდ-
ველთა ზურგს უკან იმალებოდა... გამყიდველები მის წინ დილიდან სა-
ღამომდე ვერხვის ფოთოლივით თრთოდნენ... სულ იღიმებოდა... მაგ-
რამ რაღაცნაირად უცნაურად... დამპალი ისა...

180
6
ერთმანეთში აზელილი ქსოვილების მოწესრიგება ისედაც ხომ ჯო-
ჯოხეთია, მაგრამ ფართლეულით მოვაჭრეს აბრეშუმთან საქმის ქონას
სიკვდილი ურჩევნია... სხვადასხვა სიგრძისა და სიგანის ნაჭრები... თუ
აბრეშუმის ხვეულა გახსნილია, მეტი კი არაფერი უნდა... თავისით ტრია-
ლებს, იშლება, იბურდება... საღამოს შეუძლებელია, ამას დამშვიდებუ-
ლი ნერვებით უყურო... ყველგან წარმოუდგენელი ფორმისა და ზომის
გორაკები ამოიწვერება ხოლმე... ზოგი ბუჩქს ემსგავსება... ზოგიც – ტო-
ტებდამძიმებულ ხეს... ნამდვილი ჯაგნარი...
დილიდან საღამომდე დამტარებელი გოგონები, მკერავები, მკემსა-
ვები დახლებთან წრიალებენ და ტრიალებენ... კრიახებენ... კაკანებენ...
იქექებიან... საკბილოს პოულობენ... დუდღუნებენ... ჩურჩულებენ... სა-
ქონელს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ... ლენტები სრიალებენ...
ტაბურეტებქვეშ იკლაკნებიან... შვიდის შემდეგ ყველაფერი ისევ კოჭებ-
ზე იხვევა... ოჰ, ეს აბრეშუმი... როგორი დაუმორჩილებელი და მეამბო-
ხეა... მავანს ნერვები ღალატობს... მეტი აღარ შეუძლია... მოსართავე-
ბი... სამშვენისები... მაქმანები... ბრჭყვიალები... შეიძლება, ადამიანი
დაიხრჩოს... ჭინჭების ნამდვილი ორგია... ჭყეტელა, თვალისმომჭრელი
ფერები, აუარებელი ფერები... ფერები უსასრულოდ... მუარი... ტალღი-
სებრი... მოელვარე... სატინი... ტიული... როცა დედაკაცები ერთად მო-
იყრიან თავს, დაიწყება გუგუნი, ზუზუნი, წიკვინი, ამას სიკვდილი გერჩი-
ოს... ყველა კოლოფი ცარიელია... ყველგან ჩაყვეს ცხვირი... გადააპირ-
ქვავეს ერთიმეორის მიყოლებით... ნომრები აირია... კმაყოფილი კი არა-
ვინაა... ყველა შენ გლანძღავს... გთათხავს... გაგინებს... ყველა შენი უფ-
როსია... წინ და უკან გარბენინებენ. არ ეზარებათ... ბრძანებას ბრძანე-
ბაზე აცხობენ... საძაგელი ქონიანი ნოქრები უკანგადაგლესილი თმით...
ლე მაიოლივით თავზე დაკოსებული პარიკებით...
საქონლის თავიდან დალაგება შეგირდების პირდაპირი მოვალე-
ობაა... ახვევენ და ახვევენ სულმოუთქმელად კოჭებზე ნაჭრებს... ლენ-
ტებს კი ქვესადგამებზე ამაგრებენ... გორგლები... უკვე ნაკლული ხვე-
ულები, დაწნული ზონრები, ბერგამოს ხავერდი კოლოფებში... თავად
181
ცეკვავს... ლივლივებს... ბრჭყვიალებს... ფერს იცვლის... მთელი ეს ფაფა
გაუსაღებელი საქონლისა შენ გეკუთვნის. ეს-ეს არის ყველაფერი მარ-
თკუთხა ეკერებზე დავახვიეთ, ვფიქრობთ, ამოსუნთქვის საშუალებაც
მოგვეცემა... ვინ გაცლის... გაიძვერების, თაღლითების, წუწურაქების
ახალი ბანდით ივსება მაღაზია და სიმწრით ალაგებული და დახვეული
ისევ იშლება და იბურდება. ტყუილად ვღვარეთ ამდენი ოფლი... ჩვენი
ნაამაგარი წამში ჰაერში აიწია.
ოჰ, ეს სიფათები, ეს კრიახი... და გულისამრევი ჭირვეულობა, უჯია-
თობა და სიანცე „რედიკულით“ ხელში, ეს მარადი ძიება სხვა ფერისა,
ისეთისა, რომელიც ჩვენ არასდროს გვაქვს. ყველა სიკეთესთან ერთად
ჩემთვის მოფიქრებული ინსტრუქციებიც... შესასრულებლად ქანცგამ-
წყვეტი... საწყობიდან საქონლის ჩამოზიდვა ჩემი მთავარი მოვალეობა
იყო. დღეში ორმოცდაათჯერ მაინც მიწევდა
ზემოთ-ქვემოთ ხოხიალი. ჩემი ცოდვით არ გაიხაროს იმ ვირიშვილ-
მა, რომელმაც მისი მეცხრე სართულზე განლაგება მოიფიქრა. კოლო-
ფებსაც მე ვახარისხებდი. ვტოვებდი მხოლოდ წუნით, უსაშველოდ ერ-
თმანეთში აბურდულ, ხარახურით და ნაგლეჯებით გაძეძგილებს. და-
ნარჩენებს ქვემოთ ვეზიდებოდი. მარკიზეტები, გრძელი ნაჭრები, აი,
რას ეტანებოდნენ იმ სეზონზე... წარმოიდგინეთ, მსგავსი ჭაპანის შვიდ
სართულზე თრაქვა... ჭეშმარიტი კატორღა... ამას მხოლოდ მუტრუკი თუ
გაუძლებდა... ჩემი ჰალსტუხი-პეპელა უწყვეტი ძალისხმევისგან ყურებ-
ზე მიტლაშუნებდა... ტყუილად არ ავლებდნენ სახამებლის ორმაგ
ხსნარში...
ბატონი ლავლონგი უმკაცრესად მეპყრობოდა... საშინლად არაკე-
თილგანწყობილი იყო ჩემ მიმართ. როგორც კი რომელიმე მატრონა შე-
მოაბიჯებდა, მანიშნებდა, აბა, ახლა აიხვეტე აქედანო. ამ დროს მე სა-
თოფეზე არ უნდა გავკარებოდი... არ ვიყავი გამოსაჩენი და იმიტომ. საწ-
ყობებში დახუთული ჰაერისა და ბუღის გამო სულ ოფლად ვიღვრებო-
დი... ვყარდი... თავით ფეხებამდე ძუნძგლიანი ვიყავი... როგორც კი ავი-
თესებოდი, იმ წამში ღრიალს იწყებდა. კაცი თავის დღეში ვერ გიპოვი-
სო, მსაყვედურობდა... მისი ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება
ეშმაკსაც კი გაუჭირდებოდა...

182
განყოფილების სხვა ნაძირალები დამცინოდნენ... კი, ნამდვილად
ასე იყო, მე წელებზე ფეხს ვიდგამდი, ის დამპლები კი ხორხოცებდნენ.
განსაკუთრებით მაშინ ხალისობდნენ, როცა სართულიდან სართულზე
ტყვიანაკრავივით დავრბოდი. ლავლონგი თვლიდა, რომ მე ცოტა ხანს
სულის მოთქმასაც არ ვიმსახურებდი.
„ახალგაზრდობა სპორტია“, – აი, როგორ მიხსნიდა თავის უგვანო
საქციელს. ჩამოვეხეტებოდი თუ არა ზემოდან, თვალის დახამხამებაში
ახალ დავალებას გამომიცხობდა ხოლმე. „ჰე, თოჯინავ, გაინძერი! მე
ვერ გამაცურებ, გაიგე? უკვე მოხარშულს გიცნობ“.
იმხანად სანტიეს მაღაზიებში ბლუზები არ ეცვათ, არ იყო მიღებუ-
ლი. ამ საშინელი სამუშაოსგან ჩემს არაჩვეულებრივ ქურთუკს დედა უკ-
ვე აღარ ჰყავდა.
„ჩაცმაზე აქედან უფრო მეტი გაგაქვს, ვიდრე შემოგაქვს“, – ანერვი-
ულდა დედაჩემი. ცამდე მართალი იყო, სინამდვილეში მე ხომ გახვრე-
ტილ გროშსაც არ მიხდიდნენ. ისიც მართალია, რომ ზოგიერთ ხელობა-
ში სწავლის ფულის გადახდა თვითონ შეგირდებს უწევდათ. ასე რომ, მე
დიდად საწუწუნო არაფერი მქონდა. პირიქითაც კი იყო – ვთვლიდი, რომ
ძალიანაც გამიმართლა და იმედიც მქონდა, რომ უახლოეს მომავალში
უჯამაგიროდ არ დამტოვებდნენ. სართულიდან სართულზე ძრომიალში
იმდენ ენთუზიაზმსა და ცეცხლს ვდებდი, რომ კოლეგებმა მეტსახელად
„ციყვი“ შემარქვეს. მიუხედავად ყველაფრისა, ლავლონგს გული ვერაფ-
რით მოვულბე, გამუდმებით მაწამებდა. ვერ ეპატიებინა ჩემთვის, შე-
გირდად პირდაპირ ბატონი ბერლოპის ჩარევით რომ ამიყვანეს. ჩემი
სიფათის დანახვაც კი არ სიამოვნებდა, პირდაპირ კრუნჩხვები ეწყებო-
და. ვერაფრით გაერკვია, ვინ ვიყავი სინამდვილეში. ამიტომ შანსს არ
უშვებდა ხელიდან, ოღონდ დავეთრგუნე და დავემცირებინე.
საბაბსაც ადვილად პოულობდა. აი, მაგალითად, ჩემი ჩექმები არ
მოუვიდა თვალში, ძალიან ხმაურობ კიბეზე ჩასვლისასო. კი არ ტყუოდა.
ცოტა ფეხს კი ვითრევდი, იმიტომ რომ ტერფები მტკიოდა, საღამოს,
როცა შინ ვბრუნდებოდი, ისეთი განცდა მქონდა, რომ ორ გავარვარე-
ბულ მუგუზალზე ვიდექი.

183
– ფერდინანდ, – შემიღრენდა ხოლმე, – თქვენი ატანა შეუძლებე-
ლია! უფრო მეტს ხმაურობთ, ვიდრე ომნიბუსი!.. – ცხადია, აჭარბებდა...
ჩემი ქურთუკი უკვე სულს ღაფავდა... დიდხანს ვერაფერი მიძლებ-
და... კოსტიუმებიც საშინელ დღეში ჩავაგდე... სასწრაფოდ უნდა შემეკე-
რა ახალი. ამისთვის ბიძია ედუარდის ნაქონი უნდა გადაგვეკეთებინა...
მამაჩემი ამჟამად გაბმულად ბუზღუნებდა... სამსახურში უსიამოვნება-
ნიც მოუმრავლდა... თან სულ უფრო და უფრო მწვავე და სერიოზული...
უსინდისო, ნამუსგარეცხილმა ადამიანებმა, ყველამ, ვისაც არ ეზარებო-
და, განსაკუთრებით დამპალმა რედაქტორებმა, მისი შვებულებაში გას-
ვლით ისარგებლეს და ფრთები გაშალეს... დღეგამოშვებით უფროსთან
დარბოდნენ და ათასგვარი მინიშნებით გონებას უმღვრევდნენ.
ბატონმა ლეპრენტმა მათი ყოველი ცილისწამება ირწმუნა... მამას
სტომაქი გაუღიზიანდა... გასტრიტული შეტევები მოსვენებას არ აძლევ-
და. ყოველ ჯერზე ვეფხვები და ლომები ელანდებოდა... მსგავსი მო-
ლანდებები სამსახურში მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს, ცხადია,
ვერ შეუწყობდა...
***
უკვე აღარ ვიცოდი, რა წყალში გადავვარდნილიყავი, ბერლოპთან
ვინმეს ოდნავ მაინც რომ მოვწონებოდი. რაც უფრო სწრაფად დავრბო-
დი კიბეზე, მით მეტად ღიზიანდებოდა ლავლონგი. ახლა უკვე დასანა-
ხადაც კი ვერ მიტანდა.
ხუთ საათზე, როცა იმ სირს თოხლაობის ჟინი მოუვლიდა, ვსარგებ-
ლობდი შესვენებით და საწყობში ჩექმებს ვიძრობდი. იმავეს ჩავდიოდი
საპირფარეშოშიც, როცა ახლომახლო არავინ მეგულებოდა. თუ ამ
დროს ვინმე მოაწვებოდა და კარზე ბრახუნს ამიტეხდა, ლავლონგიც
წამში მოვარდებოდა... თითქოს მისი ბედისწერა ვიყავი... ნაბიჯითაც არ
მცილდებოდა.
„გამოეთრევი თუ არა იქიდან, პატარა უქნარავ?! ამას ეძახი არა მუშა-
ობას? ყველა კუთხე-კუნჭულში ნძრევას? ასე ეუფლებით არა ცოდნას?
ყვერების სრესა და ყლის ქნევა შენთვის სწავლაა, ხომ? აი, დღევანდელი
ახალგაზრდების პროგრამა!..“

184
ამ დროს მეორე თავშესაფრისკენ გავრბოდი, რათა იქ მიმეცა ფეხე-
ბისთვის ამოსუნთქვის საშუალება.
შიგადაშიგ ონკანს შევუშვერდი ხოლმე და ვაგრილებდი. ჩექმების
გამო ყოველი მხრიდან მიტევდნენ. დედაჩემს, ბუნებით ასეთ ლმობიერ
და დამთმობ ადამიანს, ცოცხალი თავით არ უნდოდა ეღიარებინა, რომ
ძალიან მიჭერდა. ყველაფრის მიზეზი ჩემი უსაქმურობა იყო. კეთილი
ნების უქონლობა, გულგრილობა, – ეს იყო სრული სიმართლე და თავის
დასაცავად ხმასაც ვერ ამოვიღებდი.
იქ მაღლა, საწყობში, სადაც ყუთებით დავრბოდი, პატარა ანდრეც
მუშაობდა, ალაგებდა კოლოფებს, გახეულებს სიცოცხლეს უბრუნებდა,
ფუნჯითა და ფანქრით ნომრავდა. შარშან აეყვანათ სამსახურში... ძალი-
ან შორს, სადღაც გარეუბანში ცხოვრობდა... აქ რომ ჩამოთრეულიყო,
ყოველდღიური ქანცგამწყვეტი მოგზაურობა უწევდა... მიყრუებული ად-
გილი, სადაც ის ბინადრობდა, ვანვს იქით მდებარეობდა და „ქოქოსის
პალმებად“ იწოდებოდა.
ტრამვაიში ფული რომ არ ეხარჯა, დილის ხუთ საათზე უწევდა ად-
გომა. კალათას დაათრევდა, მთელ თავის ავლა-დიდებას შიგ ჩაჩურთავ-
და ხოლმე და ზედ რკინის ბოქლომსაც ადებდა.
ზამთარში საწყობიდან ცხვირსაც არ ყოფდა. იქ ჭამდა და სვამდა.
ზაფხულში პალე-რუაიალის ბაღს მიაშურებდა და გრძელ სკამზე იკენკე-
ბოდა. სამსახურიდან დროზე ოდნავ ადრე გარბოდა, რათა ზუსტად შუ-
ადღეზე ზარბაზნის გასროლისთვის მიესწრო. ეს სანახაობა ძალიან აინ-
ტერესებდა.
ხალხში გამოჩენას ერიდებოდა. მოუხდელი სურდო ჰქონდა... უსას-
რულო... სულ აცემინებდა... გაგანია აგვისტოშიც კი.
ჩემზე ბევრად უარეს ზმანებს ატარებდა... ზმანები არა, კიდევ ახ-
ლა... დაწეწილ-დაფლეთილ ძონძებს...
განყოფილების სხვა ლაწირაკები უარს არ იყვნენ, ანდრე ერთი მაგ-
რად მიეთეთქვათ. ჯერ ერთი, იმიტომ რომ მეტისმეტად უძლური და
უნიათო იყო, მეორეც, იმიტომ რომ ქურთუკი სულ ცინგლით ჰქონდა
მოსვრილი. ყველა სიკეთესთან ერთად, ენაც ებმოდა... ცხადია, ზემოთ
ყოფნა ერჩივნა, სადაც თითს ვერავინ დააკარებდა.

185
დეიდამისიც არ იყო მასთან თაფლი და შაქარი, იმიტომ რომ ლო-
გინში შარდავდა. იცოცხლე, გვარიან ბათქებს უწყობდა თურმე. თავად
მიყვებოდა ყველაფერს დეტალებში. ჩემი უბედურებანი მისი გასაჭირის
გვერდით რაღა სახსენებელია. მეხვეწებოდა, პალერუაიალში გამომყე-
ვი და ბოზებს გაჩვენებო. მარწმუნებდა, მათ ხშირად ვესაუბრებიო. იქ
ნაცნობი ბეღურებიც მყავს. დამინახავენ თუ არა, პირდაპირ მომაფრინ-
დებიან და მეც ხელიდან ვაჭმევო. მე, აბა, როგორ გავყვებოდი? თავს ერ-
თი წუთით დაგვიანების უფლებასაც ვერ მივცემდი. მამაჩემი დამემუქ-
რა, თუ სადმე წანწალს დაიწყებ, როკეტში გიკრავ თავსო.
თუ საქმე ქალებს ეხებოდა, ის წყობიდან გამოდიოდა. თუ იეჭვებდა,
რომ მათთან წოწიალის და
ერთი-ორჯერ ხელის მითათუნების სურვილი მოსვენებას არ მაძ-
ლევდა, საერთოდ დასაბმელი ხდებოდა... სისასტიკე ყოველგვარ
ზღვარს სცილდებოდა. მისთვის ისიც საკმარისი იყო, რომ ნძრევისგან
ხელებზე მაზოლები გავიჩინე... მაფრთხილებდა ყოველ ცისმარე
დღეს... გასამართლებელ საბაბს ყოველთვის პოულობდა... პატარა ან-
დრეს მიმართ მაინცდამაინც დიდი ნდობით ვერ განიმსჭვალა. მდაბიოს
და გომბიოს მანერები აქვსო, – ახასიათებდა, – ვიღაც ნაბიჭვრის ნაში-
ერია და ცუდი მიდრეკილებებითაა გაძეძგილიო. თუ არ შეეშვები, მხო-
ლოდ ერთი შანსი გეჭყანება – ქუჩის მაწანწალა დადგეო... ერთი სიტ-
ყვით, პატარა ანდრესთან ურთიერთობა ჩემი საკადრისი არ იყო... მით
უმეტეს, ასეთი ფრიად პატივსაცემი და დაფასებული მშობლების შვი-
ლისთვის. ეს არასდროს უნდა დამვიწყებოდა... ამავეს მახსენებდნენ
ბერლოპისგან მობრუნებულს, სიქაგამძვრალს, წელში გატეხილსა და
ჭკუიდან გადამდგარს. თუ ღმერთი გამიწყრებოდა და შევეპასუხებოდი,
მტრისას, მუჯლუგუნების მთელი სერია ზედ მქონდა... მოკლედ, წესიე-
რად უნდა მოვქცეულიყავი და ოჯახის პატიოსანი სახელისთვის ჩირქი
არ მომეცხო... უგვანობა და დამდაბლება მე არ მეკადრებოდა. ისედაც
არ მაკლდა, – საიდან ნეტავ?!
საეჭვო მიდრეკილებანი სავსებით საკმარისად მქონდა საიმისოდ,
რომ თუ ანდრეს ავყვებოდი, შესაძლოა, მკვლელი დავმდგარიყავი. მამა
ამაში ღრმად იყო დარწმუნებული. ამას გარდა, სჯეროდა, რომ ჩემი მან-

186
კიერებანი, გარკვეულწილად, იმ უბედურებებს განაპირობებდა, რო-
მელთაც მას ბედ-იღბალი არცთუ ისე იშვიათად უგზავნიდა.
მე მართლაც ძარღვებში სისხლის გამყინავი მიდრეკილებები მახა-
სიათებდა. ორი აზრი არ არის! ნამდვილი საშინელება... მამაჩემს ვეღარ
მოეტვინა, როგორ გადავერჩინე... დიდად არც მე მქონდა წარმოდგენა,
რა გზით გამომესყიდა დანაშაული... მომენანიებინა ჩადენილი ცოდვა...
როგორ მშურდა უცოდველი ბავშვების!.. ალბათ არსებობდნენ!
პატარა ანდრეს ცუდი სუნი ასდიოდა... უფრო მჟავე... უფრო მძაფრი,
ვიდრე მე... ჭეშმარიტი სიღარიბის სუნი... ამ სურნელით იყო საწყობიც
მოწამლული. თმას დეიდამისი შინ საკუთარი მაკრატლით ჰკრეჭდა... შე-
დეგი საუცხოო გამოსდიოდა... ერთგვარ გაზონს მიმსგავსებული, წინ და-
კოსებული ბუჩქით... მტვრიან საწყობში სუნთქვისგან ანდრეს ცხვირში
ცინგლი უშრებოდა და სტალაქტიტებს ემსგავსებოდა... რომლებსაც ვე-
რაფრით იცილებდა... მათი ჩამოფხეკა და მერე ჩუმად გადაყლაპვა საყ-
ვარელ გართობად გაეხადა... ცხვირს ხელისგულში იხოცავდა... ვაკსის
მუდმივი ხმარებისგან ნესტოებიდან გადმოყრილი ავლა-დიდება შავად
იღებებოდა.
პატარა ანდრეს დღის განმავლობაში სამასამდე კოლოფის დამუშა-
ვება მაინც უწევდა... ყვლეპდა თვალებს, რათა ამ ბნელ საწყობში უკეთ
დაენახა... შარვლის დასაჭერად ქამრის მაგივრობას უბადრუკი ბაგირი
და ქინძისთავები უწევდა...
მას შემდეგ, რაც ოწინარის როლი შევითავსე, ანდრემ გაიხარა, გან-
ყოფილებაში საერთოდ არ ჩამოდიოდა. თვითონ ხომ არ დაიწყებდა
წკიპურტების ძებნას?!. შემოძვრებოდა ეზოდან, კონსიერჟს ელვის სის-
წრაფით
ჩაუვლიდა და ზემოთ ავარდებოდა. თუ „სარეგისტრაციო ნომრებს“
ვერ აუდიოდა, ვრჩებოდი და ვეხმარებოდი... მსგავს მომენტებში ჩექმე-
ბის გახდასაც არაფერი ედგა წინ.
ანდრეს ბუნაგში დალაპარაკებაც შეიძლებოდა. ორ ძელს შორის გა-
ვეკვეხებოდით ხოლმე, – მისი ცხვირის გამო ორპირ ქარში დგომას ვერი-
დებოდით, – და გემოზე ვიქავებდით ენას.

187
რაც შეეხება ფეხებს, ანდრეს ნამდვილად გაუმართლა. სიგრძეში
აღარ მატულობდა. მისი ორი ძმა ლილში, მეორე დეიდასთან ცხოვრობ-
და. დები კი დეიდის ბებერ ქმართან დარჩნენ ობერვილში. მამა გაზის
მრიცხველებს ამოწმებდა დეპარტამენტში... შვილს თითქმის ვერ ნახუ-
ლობდა... საამისოდ ვეღარ იცლიდა...
დროდადრო ერთმანეთს შიბლებს ვაჩვენებდით... ვუყვებოდი გან-
ყოფილების ცხელ-ცხელ ამბებს... ვის დატოვებდნენ... ვის ამოარტყამ-
დნენ პანჩურს... ყოველთვის იყვნენ ტიპები, რომელთა ბედიც ბეწვზე
ეკიდა... და მალე მოიქესტებოდნენ... ის ქვეშაფსიები ფიქრობდნენ, რომ
ერთმანეთის ჩაშვებით საკუთარ ტყავს დაიცავდნენ... ნებისმიერი ბინ-
ძური ჭორის გავრცელებაზე მოაწერდნენ ხელს... ვარჩევდით ასევე კლი-
ენტი ქალების ტრაკების ავკარგიანობის შეფასების არსებულ მეთო-
დებს. სულ მცირე, ოცდაცამეტი მაინც განიხილებოდა (ტრაკის დიაგნო-
ზის დასმა იმ მომენტში ხდებოდა, როცა კლიენტი სკამზე ეშვებოდა)...
დამტარებელ გოგოებს შორისაც საკმაოდ იყვნენ გარყვნილებიც...
ზოგჯერ კიბეზე განგებ ისე გაფარჩხავდნენ ფეხებს, ყველაფერი რომ გა-
მოსჩენოდათ... მერე სიცილით ბჟირდებოდნენ და ხმაურით გარბოდ-
ნენ... ერთ-ერთი, როცა გვერდით ჩავუვლიდი, წვივსაკრავებს მაჩვენებ-
და... ისეთ ხმაურს გამოსცემდა, გეგონება, შიბლა პირში ჰქონდა ჩადებუ-
ლი და ლოღნიდა... წამში საწყობში ავვარდებოდი ხოლმე, რათა პატარა
ანდრესთვის ყველაფერი წვრილ-წვრილად მომეყოლა... ამას აუცილებ-
ლად ცხარე დებატები მოჰყვებოდა... რა შეიძლება იმ ნაბოზარს ფეხებს
შორის ჰქონოდა?.. იქიდან დენა ძლიერი ჰქონდა თუ მსუბუქი? სითხე
ყვითელია თუ წითელი? ეწვის ნეტავ? როგორი ბაყვები აქვს? ენითა და
ნერწყვით ჩვენც სასწაულ ბგერებს გამოვცემდით... ვითომ ვპროშნაობ-
დით. საათში ოციდან ოცდაათამდე ნაჭრის დამუშავებას მაინც ვასწრებ-
დით. პატარა ანდრემ ერთ ეშმაკობას მაზიარა – მთავარს, მე ვიტყოდი,
როცა ქსოვილს ერთი მხრიდან შლი... პირველი ნასერის შემდეგ ატლასი
ოდნავ უნდა ამოატრიალო და კიდე ირიბად ჩაჭრა. ეცადო, კოხტად, აკუ-
რატულად დაამაგრო. სრიალა პირი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გა-
გიჭუჭყიანდეს... ამისათვის თავიდან ხელები კარგად უნდა დაიბანო. ეს
ნამდვილი ტექნიკაა, მეტიც, მაღალი ხელოვნება.

188
***
შინ მალევე მოტვინეს, რომ ბერლოპთან დიდხანს შეყოვნება არ მე-
წერა... რომ ჩემი დებიუტი მასთან ვერ
შედგა... ლავლონგი ხან სად გადაეყრებოდა დედაჩემს და ხან სად...
როცა უბანში საყიდლებზე გადიოდა... ჩემზე კეთილი სიტყვა ერთხე-
ლაც არ დასცდენია.
– ო, ქალბატონო, თქვენი ვაჟიშვილი ნამდვილად არ არის ბოროტი!
მართლაც ასეა! მაგრამ, ღმერთო, რა ქარაფშუტაა... ოჰ, როგორ არ და-
გიჯერეთ მაშინ, არადა, ჭეშმარიტებას ბრძანებდით!.. სუფთა ცარიელი
თავი... უბრალოდ არ ვიცი, რა მოვიმოქმედო მასთან... ყველაფერს აფუ-
ჭებს... ყველაფერს, რასაც მიეკარება!.. ო, ლა! ლა! ლა!..
ეს იყო წმინდა წყლის სიცრუე, ბინძური ცილისწამება და უსამარ-
თლობა... ამას შესანიშნავად ვგრძნობდი... ამავდროულად ვაცნობიე-
რებდი, რომ სინამდვილეში ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. მე ვერავინ გა-
მაცურებდა. ეს მყრალი თაიგული იმისთვის დასჭირდა, რომ მე კიდევ
უფრო მეტი ოფლი მეღვარა, ოთხად მოვკეცილიყავი და საერთოდ მხარ-
ში არ გავმართულიყავი... ამჯერად იმ დამპალმა ჩემი მშობლები აიყვა-
ნა მძევლებად... იმიტომ რომ ჯერ კიდევ შეეძლოთ ჩემი შენახვა... არაფ-
რად აგდებდა ჩემს ამაგსა და ძალისხმევას, რომ პირი მომემუწა და
ანაზღაურებაზე კრინტი არ დამეძრა. აბა, რა აზრი ჰქონდა, რას ვიტყო-
დი ან რას ვიზამდი, ჩემი ბებრები მაინც არ დამიჯერებდნენ, მხოლოდ
გაათკეცებულად აყვირდებოდნენ...
პატარა ანდრე რანაირი უპოვარიც უნდა ყოფილიყო, თვეში ოცდაათ
ფრანკს მაინც შოულობდა. მეტის ტრაკი მაინც არ ჰქონდა. მამაჩემს ჩემს
მომავალზე ფიქრისას კრუნჩხვები ეწყებოდა. სად შეიძლებოდა ჩემი
მოწყობა? ამის თაობაზე წარმოდგენა არ ჰქონდა... საერთოდ დაიბნა და
გამოთაყვანდა... ოფისში მე არ ვივარგებდი... ბევრად უფრო უარესი ვიქ-
ნებოდი, ვიდრე თვითონ... უეჭველი გადავუჯოკრავდი უმაქნისობაში.
ელემენტარული განათლებაც არ გამაჩნდა... თუ კომერციიდან თავს და-
ვიძვრენდი, სრული კატასტროფა მელოდა... მამაჩემი ჩემს მასხრად აგ-
დებას იწყებდა... ადამიანის გაბაიბურება მისი მეორე ბუნება გახ-
ლდათ... ამას მოჰყვებოდა მოთქმა და ტირილი... ცასა და დედამიწას

189
დახმარებას შესთხოვდა... კაცი შველას ითხოვდა!.. არადა, განა რამე მე-
ზარებოდა... ან მცდელობას ვაკლებდი... პირიქით, ენთუზიაზმი არ მაკ-
ლდა... ვაკეთებდი, რაც შემეძლო... მაღაზიაში რამდენიმე საათით ად-
რეც კი მივდიოდი, ჩემი მონდომება შეუმჩნეველი რომ არ დარჩენილი-
ყო... საუკეთესოთა რიგებში გავემწესებინე... შინ მაშინ ვბრუნდებოდი,
როცა დაწესებულებიდან ყველა გაიფხიკებოდა... მაგრამ რად გინდა?!
მაინც ყველა ცუდი თვალით მიყურებდა... მეც სისულელეს სისულელე-
ზე ჩავდიოდი... საშინელმა პანიკამ შემიპყრო. გამუდმებით მეშლებო-
და...
ეს ყველაფერი უნდა გამევლო, მამაჩემის აკვიატებას რომ ჩავწვდო-
მოდი და რაც მთავარია, საკუთარი თავი შემეცნო... მის ამოჩემებებს
ჩემს ნაწლავებსა და გულშიც უნდა გაევლო... დიდხანს ედუღა...
ახლა უკვე აღარაფერი მაკვირვებს... ხშირად მხვდებიან უკმაყოფი-
ლონი და აღშფოთებულნი... ვინ არიან ისინი?.. უბადრუკი, გაჭედილი,
კომპლექსიანი ტრაკები... უნიათო, დაკნინებული ძმაკაცები, ხელმოცა-
რულები, შეუმდგარი არსებები, სიამოვნებისა და გართობის მაძიებელ-
ნი, აღშფოთებულ
მძნრეველთა ბანდა, რომელიც იღრინება და იკბინება... მაგრამ რა
მერე... არავის გადაუღუნონ ახლა... აღშფოთდნენ რამდენიც ენებოთ...
მათთვის გროშიც არავის ემეტება. აუნაზღაურებელი, ფხუკიანი დეგენე-
რატები.
საიდან ამდენი ღვარძლი? ვინმე დაინტერესდა? იქნება ლიცეუმი-
დან გამოჰყვათ? ერთბაშად არ მიხვდნენ ახლა! წიგნი ერთხელ მაინც
რომ გადაეშალათ... კიდევ რამეს იფიქრებდა კაცი... ყველაფერი უაზრო
ლაყაფი და დაბოლებაა... ნამდვილი სიძულვილი შიგნიდან მოდის,
ყრმობის წლებიდან მოგყვება, რომელიც გაუსაძლის სამუშაოს შეალიე.
როცა შენზე არავინ ზრუნავდა და სრულიად დაუცველი იყავი. ამ სიძულ-
ვილისა და ღვარძლისგან კვდებიან. ამ სიძულვილს რა გამოლევს, პირი-
ქით, ის ძალებს იკრებს... ამოუწურავია... სამუდამოდ დარჩება დედამი-
წაზე... არ არსებობს ადგილი, სადაც შეღწევა გაუჭირდება... მუდამ საკ-
მარისია იმისთვის, რომ ყველაფერი მოწამლოს და მუსრი გაავლოს ადა-

190
მიანებსა და მკვდრებს შორის დაგროვილ სისაძაგლესა და გაიძვერო-
ბას...
ყოველ საღამოს, შინ როგორც კი ფეხს შევაბიჯებდი, დედაჩემი აუცი-
ლებლად დაინტერესდებოდა, ნუთუ ჯამაგირი კიდევ არ გეღირსაო... მუ-
დამ უარესის მოლოდინში იყო და ამისთვის თავისებურად ემზადებო-
და... ვახშამზე ყბადაღებულ თემას ისევ ვუბრუნდებოდით: ის, უბრა-
ლოდ, ამოუწურავი იყო. და საერთოდ რომ ვერ ავიღო? ნეტავ რა დატრი-
ალდება მაშინ?
ეს საუბრები, განსაკუთრებით ჭამისას, ჩემზე უკიდურესად დამ-
თრგუნველად მოქმედებდა. საჭმლის გადაღება საერთოდ ვერ გამებე-
და... ვცდილობდი, სწრაფად გადამესანსლა ყველაფერი და სუფრას გავ-
ცლოდი... დედაჩემიც ჩქარა იყრიდა პირში, მაგრამ ჩემზე მაინც ღიზიან-
დებოდა.
– ფერდინანდ! რამდენჯერ უნდა გითხრა?! შენ ვერც კი ხედავ, რას
ჭამ. კი არ ღეჭავ, არამედ ყლაპავ! ძაღლივით ნთქავ! სარკეში თუ ნახე
შენი სიფათი? თუ შეამჩნიე მაინც, როგორი გამჭვირვალე და მწვანე ხარ?
როგორ გინდა, რომ ასეთი კვება შეგერგოს? ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშუ-
რებთ შენთვის. შენ კიდევ ასე უღმერთოდ ანადგურებ საჭმელს. შენ ხარ
ზარალი!
***
საწყობში, პატარა ანდრესთან, სხვა ადგილებთან შედარებით სიმ-
შვიდე სუფევდა. ლავლონგი იქ თითქმის არასდროს ადიოდა. თუ პატა-
რა ბიჭი ნომრებს გამართულად სვამდა, არც არავინ აწუხებდა.
ანდრე ისე გიჟდებოდა ყვავილებზე, როგორც ეს კუტებს, დაფეხვი-
ლებს და, საერთოდ, არაჯანსაღ ადამიანებს სჩვევიათ... სოფლიდან
ეზიდებოდა და ბოთლებში არჭობდა... სხვენის არც ერთ ძელს დაუმშვე-
ნებელს არ ტოვებდა... ერთ დილასაც კუნელის გიგანტური თაიგული ჩა-
მოეთრია. მისი ტვირთი
მთელმა სამსახურმა დაინახა... გაიმართა ხმაურიანი დებატები და
გადაწყდა, რომ მსგავსი რამ აქ ყოვლად დაუშვებელი იყო. წავიდნენ და
ლავლონგს შესჩივლეს... იწივლეს, იჩხავლეს... ტვინი გაუბურღეს... ეს
უკანასკნელი ადგა და საწყობს ეწვია, რათა საჩივარი ადგილზე გადაე-

191
მოწმებინა... ანდრე გამოთათხა, თავი კედელზე არტყმევინა, კუნელი კი
ეზოში გადააყრევინა.
ქვემოთ, დიდ განყოფილებებში მხოლოდ გადაღრძუებული ძროხე-
ბი, ვირები და ღორები მუშაობდნენ, ე.წ. ექსპედიტორები. მსგავსი ენა-
წამპალი და ჭორიკანა ნაგვები ცხოვრებაში არ შემხვედრია. ისე, კი იყო
დრო, უკეთეს სამყაროში გადაბარგებაზე ეფიქრათ.
იყო ერთი კაფანდარა და უსისხლხორცო გამყიდველიც, სახელად
მაგადიური... „პარიზული მომსახურებიდან“. აი, მაგ არაკაცმა ჩამისვარა
საქმეში... ანდრე ჩემ წინააღმდეგ დაგეშა... საერთოდ დააკარგვინა ჩემი
რიდი და პატივისცემა... პორტ-დე-ლილიდან სამსახურამდე ხშირად ერ-
თად მგზავრობდნენ... დამპალმა იმდენი იჩალიჩა, პატარა სამკვდრო-
სასიცოცხლოდ გადამემტერა... ეს, რა თქმა უნდა, არ გაუჭირდებოდა,
რადგან მასზე ზეგავლენის მოხდენას დიდი ჯაფა არ სჭირდებოდა. გან-
მარტოვდებოდნენ ხოლმე საწყობის მივარდნილ კუთხეში და წავიდო-
და საათობით კბილების ლესვა... ერთი სიტყვით, ის ბენტერა ფეხქვეშ
გაიგდო, ზედ გადაუარა... ტყუილ-მართალი დაუხვავა, გამოათაყვანა...
დაარწმუნა... საშინელი საფრთხე გემუქრებაო... ანდრემ ყველაფერი გა-
დაყლაპა... არც დაფიქრებულა, იქნებ ის გაიძვერა სულაც ტყუილს უყვე-
ბოდა... მოკლედ, როცა ანდრესთან ავირბინე, შეშფოთებული, მეტიც,
შეძრული დამხვდა...
– ეს მართალია, ფერდინანდ? – მკითხა, – ეს მართალია? მართალია,
ჩემს აქედან მოქესტვას აპირებ, გინდა ადგილი ამახიო?
მისი აგრესიის მიზეზს ვერ ჩავწვდი... საერთოდ გამოვდებილდი...
აი, სიურპრიზიც ამას ჰქვია... ის არ ცხრებოდა...
– გეხვეწები, მითხარი, არ გეყურება? ნუ სიაფანდობ ახლა! თქვი! მა-
ღაზიაში დიდი ხანია, ამის შესახებ იციან. მხოლოდ მე მეპარებოდა ეჭვი.
იმიტომ რომ მე დებილი ვარ, ეს არის და ეს...
მუდამ ფერწასული ანდრე თვალსა და ხელს შუა გაყვითლდა. კბი-
ლებჩამსხვრეული და ცინგლიანი, საშინელი შესახედავი იყო... როცა
ღელავდა, მთლად შიშისმომგვრელი ხდებოდა... მუწუკებიანი სიფათი...
ცოცხივით აბურდული, ძუნძგლიანი თმა, ყროლი... ნამდვილად არ იყო
საამაყო... სირცხვილის გრძნობა დამეუფლა...

192
ეჭვობდა, რომ მისთვის ადგილის აწაპვნა მქონდა განზრახული...
არადა, ასჯერ უფრო მერჩივნა, აქედან პირდაპირ ქუჩაში მოვესროლე...
და მერე სად წავიდოდი? უჰ, როგორ გავიხარებდი... სამწუხაროდ, ამის
უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემდი... პირიქით, უნდა ჩავბღაუჭებო-
დი აქაურობას, ყველა საშუალება
მეხმარა, თავი მომეკლა, წელში გავმწყდარიყავი... შევეცადე, გადა-
მერწმუნებინა. ცოცხალი თავით არ მიჯერებდა... მე მისი ნდობა ერ-
თხელ და სამუდამოდ დავკარგე... იმ მძორ მაგადიურს ის ზედმიწევნით
კარგად დაემუშავებინა.
იმ წუთიდან მოყოლებული, ანდრე ჩემს ნებისმიერ განზრახვასა და
მოძრაობას უფრთხოდა... აღარც შიბლას მაჩვენებდა და არც არაფერს...
ეშინოდა... ეშინოდა წარმოუდგენლად, რომ ამ ამბავს ყველას მოვუყვე-
ბოდი. მარტო დადიოდა საპირფარეშოში, რომ თავისთვის გემოზე
ეფუილებინა... არც პალე-რუაიალს ახსენებდა... სასტიკი ტაბუ დაადო..
მეშვიდე სართულზე, კიბის ფართებს შორის, კუთხეში მივიყუჟებო-
დი ხოლმე, გავიხდიდი ქურთუკს და სულთმობრძავ ჩექმებს და ველო-
დი, როდისღა გამოიდარებდა...
ანდრე კი თავს იკატუნებდა, თითქოს საერთოდ ვერ მამჩნევდა. ზე-
მოთ საგანგებოდ „არაჩვეულებრივი ილუსტრირებული თავგადასავლე-
ბიც“ კი ამოიტანა. გაშლიდა იატაკზე და კითხულობდა. თუ გამოველაპა-
რაკებოდი... გინდ ხმამაღლა, გინდ ხმადაბლა... ყრუვდებოდა... ვითომ
არაფერი ესმოდა... თავის ციფრებს ჯაგრისით ხეხავდა და აპრიალებდა.
რაც უნდა მეთქვა, რაც უნდა მეკეთებინა, ყველაფერი საეჭვო ეჩვენებო-
და... მისი შეფასებით, არც მეტი, არც ნაკლები, მოღალატე ვიყავი. მტრი-
სას, თუ მართლა დაკარგავდა ადგილს. დეიდამისი ისეთ ჯოჯოხეთს მო-
უწყობდა, საავადმყოფო ნაღდად არ ასცდებოდა. აი, ასე! მე ეს ჯერ კი-
დევ როდის ვიცოდი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს მოთმინე-
ბასაც ჰქონდა საზღვარი... აბა, როგორია თავშეკავება, როცა უკანასკნელ
ნაძირალად მიგიჩნევენ?
– ყური მიგდე, ანდრე, – ვუთხარი ერთხელაც, – იმდენს მაინც უნდა
ხვდებოდე, რომ ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, რომელიც შენს აქედან
გაპინტრიშებას ცდილობს...

193
არაფერი მიპასუხა, დასცქეროდა თავის ნახატებს და რაღაცას ბურ-
დღუნებდა... ხმამაღლა კითხულობდა... მივუახლოვდი... მოდი, ერთი,
გავიგო, რას კითხულობს ამისთანას, ასე რომ ჩაითრია-მეთქი, – გავი-
ფიქრე. მეფე კროგოლდის ისტორია აღმოჩნდა, რომელიც ზეპირად ვი-
ცოდი... უხსოვარი დროიდან მოყოლებული... მაშინ ბებია კაროლინი
ჯერ კიდევ ცოცხალი იყო... ამ დაფლეთილ-გაცრეცილი წიგნით მასწავ-
ლიდა კითხვას...
– მომისმინე, ანდრე, – შევთავაზე, – გინდა მოგიყვე, მერე რა ხდება?
სულ ზეპირად ვიცი!
ისევ დუმილი. თუმცა ვიგრძენი, რომ ზემოქმედება მაინც მოვახდი-
ნე... აშკარად დაინტერესდა... მით უმეტეს, რომ მორიგი ნომერი არ
ჰქონდა.
– მისმინე, მართლა შემიძლია, გაგრძელება მოგიყვე, – ვისარგებლე
გარემოებით, – „საქრისტიანოს მთელმა
მოსახლეობამ თავი ეკლესიას შეაფარა... საკათედრო ტაძარს, რომე-
ლიც სიდიდით პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ოთხჯერ აღემატება...
ყველა მუხლებზე დაემხო... აი, იქ, შიგნით... თაღებს ქვეშ... გესმის ჩემი?
მეფე კროგოლდი მათ შიშის ზარს სცემს... პატიებას შესთხოვენ მაღალ
ღმერთს იმის გამო, რომ ომში ჩაებნენ... და გვენდორის მხარე დაიჭი-
რეს... მეფე-მოღალატის! აღარ იციან, რა წყალში გადაცვივდნენ... ეკლე-
სიის თაღებქვეშ რამდენიმე ათასი შექუჩებულა... გარეთ გასვლა ვერა-
ვის გაებედა... ისე დაიზაფრნენ, ლოცვების აღვლენაც კი დაავიწყდათ!
დგანან და გაუგებრად დუდუნებენ... მოხუცები, ვაჭრები, ჭაბუკები, ყრმე-
ბი, დედები, მღვდლები, მხდლები, მოზარდები, პატარა ბავშვები, ლა-
მაზი მეძავები, არქიეპისკოპოსები, პოლიციელები – ყველამ ჩაისვარა...
ერთმანეთს ეტმასნებიან... საშინელი გულისამრევი ნარევი წარმოიქ-
მნა... რომელიც გუგუნებს, დუღს და კვნესის... სასოწარკვეთილებს სუნ-
თქვაც კი უჭირთ... იხვეწებიან, რომ მეფე კროგოლდმა ყველაფერი არ
გადაბუგოს... თუ სხვა გზა არ არსებობს, დაე, მხოლოდ გარეუბნით შე-
მოიფარგლოს. მათ დასასჯელად ყველაფერს ნუ გაავერანებს!.. ცენ-
ტრალური ბაზარი დაჟინებით ითხოვს შებრალებას... დაე, გადარჩეს
საწყობები, სასწორები, მღვდლის სამყოფელი, მართლმსაჯულების

194
სახლი და საკათედრო ტაძარი... საქრისტიანოს წმიდათაწმიდა ადგი-
ლი... ყველაზე ლამაზი და ძვირფასი, ყველას მჯობი. ო, ღმერთო, შეგ-
ვიბრალე!.. თითქოს, დაჩიავდნენ, მოიკუნტნენ... გაქრობას აპირებ-
დნენ...
კედლებს მიღმა შემაძრწუნებელი გუგუნი მატულობს... ეს მეფე კრო-
გოლდის მოწინავე რაზმები მოიწევენ... ლევის ხიდი აღჭურვილობის
სიმძიმეს ვეღარ უძლებს და ზანზარებს... რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა.
ეს კავალერიის ესკორტია! მეფე კროგოლდი უკვე ჭიშკართან დგას...
უზანგზე წამომართულა... ათასობით აბჯარი ხმაურობს... რაინდები
სტანისლას გარეუბნის გავლით აქეთკენ მოილტვიან... ქალაქი უდაბნოს
დამსგავსებია... არსად კაცის ჭაჭანება არ არის. მეფის წინ სრული სიცა-
რიელეა. სადღა გაქრნენ ადამიანები?! მბრძანებელს მსახურთა ბრბო
ხმაურით ფეხდაფეხ მიჰყვება... კარიბჭე ვიწრო ჩანს... ყველას ვერ გა-
ატარებს... ურემი გასასვლელში გაიჭედა და ადგილიდან ვეღარ იძ-
ვრის... საქმეს მაღალი კედლების ორივე მხრიდან განგრევა თუ უშვე-
ლის... ასეც მოხდება!.. ყველაფერი ინგრევა!.. ფურგონები, ლეგიონერე-
ბი, ბარბაროსები წინ მიილტვიან... კატაპულტები, სპილოები. ჰაერში
აშვერილი ხორთუმებით, ჰიდრავლიკური ტუმბოები – უწყვეტი ტალღა
ნანგრევებში გაედინება... ქალაქი შიშისგან გაშეშებულა... ვეღარ სუნ-
თქავს, ხმა ვერ დაუძრავს... სათვალთვალო კოშკები... მონასტრები...
საცხოვრებელი სახლები, სახელოსნოები... ყველაფერი გაიყინა... ყვე-
ლაფერი ჩაკვდა.
მეფე კროგოლდი პარმაღის პირველ საფეხურთან ჩერდება... მის
გარშემო ოცდასამი დოგი ყეფს, დარბის, დახტის, უკანა თათებზე დგე-
ბა... ამ ხროვამ არაერთხელ ისახელა თავი დათვებთან და გარეულ ხა-
რებთან ორთაბრძოლებში... ამ გიგანტურმა ძაღლებმა უკვე მოინადი-
რეს უკიდეგანო ტყეები... მტკაველი არ დაუტოვებიათ დაუყნოსავი ელ-
ბიდან კარპატებამდე. მიუხედავად აურზაურისა და გნიასისა, კროგოლ-
დის სმენას საეკლესიო ჰიმნების ხმა მაინც სწვდება... თაღებქვეშ დამა-
ლული, ერთმანეთს მიტმასნილი, ერთ სხეულად ქცეული ქრისტიანები
გალობენ... შავი წირვა... კარი ხრჭიალით იხსნება... მეფე კროგოლდის
წინ ცოცხალი ზღვა თრთის, ლივლივებს, ცახცახებს... უზარმაზარი წკვა-

195
რამი!.. აქ მთელმა ერმა შეაფარა თავი! მეფე კროგოლდს ღალატის ეში-
ნია... ორგანები რაკრაკებენ... პარმაღი ღელავს... გუგუნებს... კრო-
გოლდს
ეჭვები იპყრობს, უჭირს, ირწმუნოს... ეს მოღალატე ქალაქია და მა-
რად ასეთი დარჩება. კროგოლდი მოსამართლეს უბრძანებს, დაუყოვ-
ნებლივ დააცლევინოს მრევლს ტაძარი... სამი ათასი მსახური ეკლესი-
ისკენ დაიძრა... ღელავენ, ანგრევენ ყველაფერს... მთელი არაფერი და-
ტოვეს... ყველაფერს გადაუარეს... გააცამტვერეს... ბრბო თავიდან
თმობს... შემდეგ კი მომხდურებს ალყაში მოაქცევს... კარს აწვება... კედ-
ლებს აეკვრება... წინააღმდეგობა ჩახშობილია... ჩხუბისთავები, დაქი-
რავებული მკვლელები შთაინთქნენ... იარაღი უკვე აღარ არის საჭირო...
მეფე, უნაგირზე წამოჯგიმული, ელოდება. მისი პერშერონი, უზარმაზა-
რი და უხვბალნიანი, ტორებს სცემს... ნერვიულობს... ბორგავს... ხელ-
მწიფე ცხვრის ბარკალს დაითრევს... გრძელ კბილებს ჩაასობს და უზარ-
მაზარ ნაჭერს აგლეჯს... ცოტა ხანში კანჭისგან არაფერი რჩება... გამგე-
ლებულმა მონარქმა ნადავლი ნაკუწებად აქცია... დაფლითა და სტომაქ-
ში გადაუძახა... რა ხდება შიგნით? რატომ გაჯანჯლდა ყველაფერი აგ-
რერიგად?! უზანგზე წამოიმართა. მთელი ურდოდან ყველაზე ძლიერი
და ჯანიანი მეფეა... უსტვენს, იხმობს... ბანდას თავის გარშემო კრებს...
ხორცის ნაჭერს ენერგიულად მაღლა ატრიალებს. ბოლოს მთელი ძა-
ლით მოიქნევს და სადღაც სიბნელეში გადაისვრის... ბარძაყი ეკლესია-
ში შევარდება და დაჩოქილ ადამიანთა შუაგულში დაეცემა. ხროვა ღმუ-
ილითა და ღრენით მთელ ეკლესიას მოედება... საითკენაც უნდა გაიხე-
დოს ადამიანმა, მარჯვნივ თუ მარცხნივ, დოგები ყველგან მძვინვარე-
ბენ... გლეჯენ... ახრჩობენ... კბენენ... საყოველთაო პანიკა... კვნესა და
გოდება... არეულობა. დაზაფრული მასა კარიბჭისკენ ლამობს გაჭრას...
ჭყლეტა... ჯგლეთა. ბობოქარი ცოცხალი ლავა ასაწევ ხიდამდე გაწელი-
ლა. ადამიანები კედლებს ეხეთქებიან... უმოწყალოდ ისრისებიან... ოთ-
ხთვალებსა და შუბებს შორის, კროგოლდის წინ ახლა გზა გაწმენდი-
ლია... ის ეკლესიის სრული ბატონ-პატრონი ხდება. კროგოლდი თავის
რაშს დეზს ჰკრავს... ტაძარში შევარდება... სრულ სიჩუმეს ითხოვს... დაე,
დადუმდეს ყველა და ყველაფერი... დოგების ხროვა... მრევლი... ორგა-

196
ნი... ჯარები... კიდევ ოდნავ დაწინაურდება... სამივე პორტიკს გასცდე-
ბა... უნაგირიდან ნელ-ნელა დაეშვება ძირს... უზარმაზარ ხმალს ქარქა-
შიდან დააძრობს... ჰაერში ასწევს... ჯვარს გამოსახავს. ბოლოს მთელი
ძალით მაღლა აისვრის... ხმალი საკურთხევლის შუაგულში დაეშვება!
ომი დამთავრდა!.. უახლოვდება ძმა... ეპისკოპოსი... მუხლებზე იჩო-
ქებს... ახლა ის იმღერებს „მრწამსს“ – თავის კრედოს.
მიდი ახლა და თქვი, რაც გინდა. ასეა თუ ისე, თხრობამ გარკვეულწი-
ლად მაინც მოახდინა შთაბეჭდილება. პატარა ანდრე გულის სიღრმეში,
დარწმუნებული ვარ, ისურვებდა, გაგრძელებაც მიმეყოლებინა... თან
დეტალებით გამემდიდრებინა... მას ხომ ძალიან უყვარდა ლამაზი და
თავშესაქცევი ამბები... მაგრამ შიშობდა, ჩემი ზეგავლენის ქვეშ არ მოქ-
ცეულიყო... თავის საძაგელ ხუხულაში უაზროდ ბოლთას სცემდა... თით-
ქოს რაღაცას საქმიანობდა... კოლოფებში იქექებოდა... ცოცხალი თავით
არ უნდოდა, რომ მომენუსხა... ისევ ისეთივე მეგობრები გავმხდარიყა-
ვით, როგორიც უწინ...
ცოტა მოგვიანებით ისევ ავბობღდი ზემოთ... ამჯერად განსხვავებუ-
ლი ტვირთით... ანდრეს ისევ პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული... სიქა-
გამძვრალს მეტი აღარ შემეძლო და ჩამოვჯექი... ძალიან მინდოდა,
დამლაპარაკებოდა... „მომისმინე, მე კიდევ ერთი თავი ვიცი, რომელშიც
ყველა ვაჭარი ერთად იკრიბება და პალესტინაში გამგზავრებას გადაწ-
ყვეტენ... – ავიღე ხელში ინიციატივა, – ტიბალდისთან ერთად... ჯვაროს-
ნულ ომში... ციხე-კოშკში გამოკეტილ პრინცესა ვანდას მცველად ტრუ-
ბადურს მიუჩენენ... შენ რა,
არაფერი იცი ამის შესახებ? ძალიან საინტერესო ამბავია. ვანდას შუ-
რისძიებაზე ხომ საერთოდ გადაირევა კაცი! როგორ ჩამოირეცხავს სის-
ხლით მიყენებულ შეურაცხყოფას... როგორ ამცირებს მამამისს“.
პატარა ანდრემ თვალები გადმოკარკლა... სიტყვა არ გაუწყვეტინე-
ბია, მაგრამ უცნაური ფაჩუნი კორიდორიდან მე მაინც ჩამესმა... არ მინ-
დოდა, ამ წამების ხიბლი უგზო-უკვლოდ გამქრალიყო... მოულოდნე-
ლად ცხაურაში ლავლონგის სიფათს მოვკარი თვალი... ზეზე წამოვ-
ხტი... ის ნაძირალა ალბათ განგებ ამოძვრა, რომ გამოვეჭირე... არ იყო
გამორიცხული, ვინმეს დავესმინე... გამაჟრიალა... ფანჯრისკენ გავქან-

197
დი... არაფერი უთქვამს... მხოლოდ ჟესტით რაღაც ჩემთვის გაურკვეველ
რამეზე მიმანიშნა.
„შესანიშნავია! – მითხრა მცირეოდენი პასუხის შემდეგ, – შესანიშნა-
ვია, ფერდინანდ! ამ შემთხვევას სულ ცოტა ხანში დავუბრუნდებით და
გავარჩევთ, როგორც წესი და რიგია. ფეხი არ მოიცვალოთ აქედან...“
დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია... მეორე დღეს, შუადღისას, რო-
გორც კი სახლში შევიძურწე, დედაჩემმა მომახალა...
„ფერდინანდ, – დაიწყო წელში გატეხილი, გარდაუვალს შეგუებული
ადამიანის ხმით, – ბატონი ლავლონგი ეს-ეს არის გავიდა აქედან... დი-
ახ, თავად ლავლონგი! თუ ხვდები, რა მითხრა!.. ფერდინანდი მაღაზია-
ში თვალით არ დამენახოსო!.. აი, რა ბრძანა. მოვკვდე, თუ რამეს ვიგო-
ნებდე! დიდი ხანია, შენით უკმაყოფილო იყო, მაგრამ ახლა, როგორც
ჩანს, მოთმინების ფიალა აევსო. თურმე საათების განმავლობაში სხვენ-
ში იმალები... იმის ნაცვლად, რომ საქმე აკეთო. ყველაზე დიდი უბედუ-
რება ისაა, რომ ახლა პატარა ანდრეს მისდგომიხარ და უმოწყალოდ
რყვნი! არ გაბედო საწინააღმდეგოს მტკიცება! ადამიანმა საკუთარ თვა-
ლებით დაგინახა... ანუ ფაქტზე გამოგიჭირა... როცა გულისამრევ ამბებს
უყვებოდი... შენ ამის უარყოფას ვერ შეძლებ!.. და თან ვის?.. უბრალო
ხალხის შვილს... უპატრონოდ მიგდებულს! მადლობა ღმერთს, ბატონი
ლავლონგი ათი წელია გვიცნობს! უფალო, შენ მიშველე!.. შესანიშნავად
იცის, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ... რომ შენს უსაქციელობაში იოტი-
სოდენა ბრალიც არ მიგვიძღვის... მან უწყის, როგორი მშრომელი ხალ-
ხიც ვართ! ჩვენ ორნი... მე და მამაშენი მუხლჩაუხრელად ვიღვწით, რა-
თა შენ არაფერი დაგაკლდეს! ლავლონგს შესანიშნავად მოეხსენება
ჩვენი ფასი! პატივს გვცემს და ჩვენ მიმართ მუდამ კეთილგანწყობილია.
მოკრძალებულად მთხოვა, რომ იქიდან წამოგიყვანო. ისევ და ისევ ჩვენ-
დამი თანაგრძნობის წყალობით, იქიდან ხმაურით არ გამოგაგდებს. კაც-
მა პატივი გვცა და სირცხვილს გადაგვარჩინა. ო, ღმერთო, ღმერთო! არ
ვიცი, რა მოხდება, როცა ამ ამბავს მამაშენი შეიტყობს!.. ამ საშინელებას
ის ვერ გადაიტანს! ავად გამიხდება!“
მამაც სამსახურიდან სწორედ მაშინ მობრუნებულიყო, სწორედ იმ
მომენტში შემოედგა შინ ფეხი, როცა დედაჩემი ისევ დაიქოქა და გამოს-

198
ვლა განაახლა... სმენად იქცა, თან მაგიდას დაეყრდნო... საკუთარ ყუ-
რებს არ უჯერებდა... თავით ფეხებამდე მათვალიერებდა... მხრებს
იჩეჩდა, შემდეგ უიმედოდ ქვემოთ ჩამოყრიდა... როცა ასეთი მონსტრის
წინ აღმოჩნდები, ყველაფერი გაუგებარი ხდება, აზროვნებაც გიქვეით-
დება... ღრიალით არ უღრიალია... არც ჩემი მითეთქვა უცდია... მხო-
ლოდ საკუთარ თავს
ეკითხებოდა, სად ეპოვა ძალა ამის გადასატანად... ზოგჯერ თითქოს
რეალობას ნებდებოდა და ბრძოლის გაგრძელებაზე უარს ამბობდა...
„ჰმ! ჰმ! ჰმ!“ – წამდაუწუმ იმეორებდა... ბოლთას სცემდა... ბოლოს მაინც
ამოშაქრა:
„გამოდის, ბევრად უფრო გარყვნილი, ბევრად უფრო გაფუჭებული
და ფლიდი ხარ, ვიდრე მე ვვარაუდობდი, ფერდინანდ!“
დაასრულა თუ არა ფრაზა, დედაჩემს გადახედა, თითქოს დაიმოწმა,
აქ ეშმაკიც კი უძლურიაო... გამოუსწორებელი აღმოვჩნდი...
თავზარდაცემული და მიწასთან გასწორებული ვიდექი და ვცდი-
ლობდი, როგორმე გამერკვია, ბრალი რა ჯურის მანკიერებებსა და გა-
უგონარ გარყვნილებებში მედებოდა... საერთოდ დავიბენი და არაფერი
მესმოდა. მანკიერებები, იცოცხლე, რამდენიც გნებავთ, იმდენი აღმოვა-
ჩინე ჩემში, მაგრამ არჩევანი დარწმუნებით ვერც ერთზე შევაჩერე.
მამაჩემმა დებატები დახურულად გამოაცხადა... ადგა და თავის
ოთახს მიაშურა... ამჯერად ამჯობინა, ყველაფერი სიმარტოვეში გაეაზ-
რებინა... მეც დავიძინე... კოშმარები მესიზმრა... პატარა ანდრე ბატონ
ბერლოპს საშინელებებს უყვებოდა...
მეორე დღეს, სისხამ დილით, მე და დედაჩემი საგამოცდო ცენტრში
ატესტატის წამოსაღებად გავემართეთ... ბატონმა ლავლონგმა ის პირა-
დად დაგვიბრუნა და ჩემთან გასაუბრებაც ისურვა...
– ფერდინანდ, – თქვა, – თქვენი კეთილი და პატიოსანი მშობლები-
სადმი ჩემი დიდი პატივისცემის გამო, მე თქვენ სამსახურიდან არ გით-
ხოვთ... მათ მიჰყავხართ აქედან... საკუთარი ნება-სურვილით. იმედია,
ხვდებით განსხვავებას!.. დამიჯერეთ, ძალიან არ მსიამოვნებს, აქედან
რომ მიდიხართ. მაგრამ სხვა გამოსავალს მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ!
თქვენი შეუფერებელი საქციელით თითქმის ყველა განყოფილებაში

199
დისციპლინას ძირი გამოუთხარეთ!.. ამაზე პასუხისმგებლობა კი, მშვე-
ნივრად მოგეხსენებათ, მე მეკისრება! ასე არ არის?! ვაღიარებ, ხშირად
ვმძვინვარებ, სამაგიეროდ, უკიდურესად სამართლიანი ადამიანი გახ-
ლავართ! დაე, ეს დროებითი წარუმატებლობა გამხდარიყოს თქვენს
მომავალზე სერიოზული დაფიქრების საბაბი! ის უმნიშვნელო, რასაც აქ
ეზიარეთ, სხვაგან უსათუოდ დიდ სამსახურს გაგიწევთ! ნებისმიერი გა-
მოცდილება სასარგებლოა! შესაძლოა, შემდგომ ბევრად უფრო მომ-
თხოვნ უფროსებთან მოგიწიოთ ურთიერთობა!.. ეს ის გამოცდილებაა,
რომელიც აუცილებლად გჭირდებოდათ... ა, ბატონო, თქვენ ის მიიღეთ.
დაე, მან კეთილი სამსახური გაგიწიოთ მთელი თქვენი ცხოვრების გან-
მავლობაში. თქვენს ასაკში ადამიანი გამუდმებით უნდა სწავლობდეს!..
ლავლონგმა საკუთარი ნათქვამის მართებულობაში ღრმად დარწმუ-
ნებული ადამიანის იერით ენერგიულად ჩამომართვა ხელი... დედაჩემს
ენით აღუწერელმა მღელვარებამ სძლია... ცრემლებიც კი
წამოუვიდა, რომლებსაც წამდაუწუმ იმშრალებდა..
– ბოდიში მოუხადე ბატონს, ფერდინანდ! – მიბრძანა, როცა ავდე-
ქით და წასვლა დავაპირეთ, – ის ჯერ კიდევ ყრმაა, ბატონო ლავლონგ,
მეტისმეტად ყრმა... გთხოვთ, მიუტევოთ... მოუხადე ბოდიში, ბიჭო, მან
ხომ შესანიშნავი დახასიათება მოგცა, მიუხედავად შენი, რბილად რომ
ვთქვათ, შეუფერებელი ქცევისა... გადასარევად იცი, რომ ამ ძვირფას სა-
ბუთს არ იმსახურებ!
– არა უშავს, დარდი ნუ გექნებათ, ძვირფასო და კეთილო ქალბატო-
ნო! დამიჯერეთ, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ფერ-
დინანდი ნამდვილად არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი ახალ-
გაზრდა, რომლის პროფესიული დებიუტიც წარუმატებელი აღმოჩნდა.
ო, ლა, ლა! ათი წლის შემდეგ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ის დაბ-
რუნდება და, აი, სწორედ აქ, ამ ადგილას... და პირადად მეტყვის: „ბატო-
ნო ლავლონგ, თქვენ მაშინ სწორად მოიქეცით!.. კეთილშობილი და გა-
ბედული ადამიანი ბრძანდებით! თქვენ რომ არა, ჩემთვის ბევრი რამ
აუხსნელი დარჩებოდა!.. მე ვიცი, რომ გამინაწყენდა და ჩემი ნახვა სუ-
ლაც არ სიამოვნებს. მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია!

200
დედაჩემი განაგრძობდა პროტესტს... ლავლონგმა მხარზე ხელი წა-
მომითათუნა... შემდეგ კარზე მიგვითითა.
გავიგე, რომ ჩემი შემცვლელი მეორე დღესვე აეყვანათ... მხოლოდ
სამი თვე გაუძლო... ყოველ საფეხურზე ფეხები ებლანდებოდა და ეცე-
მოდა... საწყალს თურმე ლამის სული ამოხადეს, იმდენი ურბენინებიათ
წინ და უკან.
იმის დადგენა, ვიყავი დამნაშავე თუ არა, დიდ შვებას მაინცდამაინც
ვერ მომიტანდა. ფაქტია, რომ ოჯახისთვის უმძიმეს ტვირთად, გადაუჭ-
რელ პრობლემად ვიქეცი. ძია ედუარდი ჩემთვის ახალი სამსახურის ძებ-
ნას შეუდგა, რათა ყველაფერი თავიდან დამეწყო. ბევრად უფრო გონივ-
რული იყო, რომ ჩემი მომავლის მოწყობა მას ეტვირთა... ბოლოს და ბო-
ლოს მან გადაწყვიტა, რომ საქმიანობა შემეცვალა!..
მე უკვე გახლდით გარკვეული გამოცდილების პატრონი. თუმცა, აჯო-
ბებდა, ამის შესახებ ნაკლებად მეყბედა. ასეც გადაწყდა საერთო თათ-
ბირზე!
***
როგორც კი სასოწარკვეთილებისა და განცვიფრებისგან მოსულიერ-
და, მამაჩემმა ძველი ზნე გაიხსენა. ისევ შეუდგა ჩემს მანკიერებათა
ამომწურავი ნუსხის შედგენას... ჩემი ბუნების მიუვალ კუთხე-კუნჭულებ-
ში დაბუდებული ხინჯების ამოქექვას ცდილობდა... იმ მკვლევარს ემ-
სგავსებოდა, დღენიადაგ მიძინებული
ბუნებრივი მოვლენებისთვის ნათელის მოფენას რომ ცდილობს...
ყვიროდა არაადამიანური ხმით... სულ გახელდა და გადაირია... ტრან-
სში ვარდებოდა... ეჩვენებოდა, რომ მონსტრების მთელი ბრბო დასდევ-
და... ყველგან პირსისხლიანი მტრები ელანდებოდა... მერე სად პო-
ულობდა ამდენს?! ებრაელები... ინტრიგანები, შეთქმულები, გამყიდვე-
ლები... კარიერისტები... ყველაზე მეტად კი ფრანკმასონები ერჩოდნენ.
ამ უკანასკნელთ მაინც რა მიზეზით გადაეკიდა, ვერაფრით გამერკვია.
იმდენად ჩაიხვია ფრანკმასონობა, რომ ჩემი არსებობა საერთოდ გა-
დაავიწყდა.
განსაკუთრებით ლემპრენტი აითვალწუნა... იერიშს იერიშზე უწყობ-
და... წყევლა-კრულვასაც არ აკლებდა. მისთვის გასტრიტის სულ ახალ-

201
ახალი შეტევები თუ ემეტებოდა... არც ბარონ მეფეზით, თავისი გენერა-
ლური დირექტორით იყო მაინცდამაინც კმაყოფილი. მოკლედ, უკვე ვე-
ღარ არჩევდა... სამიზნედ ყველა და ყველაფერი გამოდგებოდა. მთავა-
რია, ებობოქრა და მუდმივი წვისა და დუღილის მდგომარეობიდან არ
გამოსულიყო... საშინელ სკანდალებს გვიწყობდა... მეზობლები ღლიცი-
ნებდნენ... მუცლები ხელით ეჭირათ... მაგრად ერთობოდნენ.
დედაჩემი მის ფეხებთან დახოხავდა... მამა კი გაუთავებლად ღრი-
ალებდა... მოულოდნელად, ისევ ჩემი სვე-ბედით დაინტერესდა. ჩემში
შიშისმომგვრელი მიდრეკილებები დალანდა... ათასი ჯურის გაუგონა-
რი გარყვნილებანი... უსასრულო ტირადები ყოველთვის ერთგვაროვ-
ნად მთავრდებოდა. „არაფერ შუაში ვარ, მე ხელები დამიბანია!“ – ას-
კვნიდა, როგორც პილატე პონტოელი. ამით მიგვანიშნებდა, რომ მისი
სინდის-ნამუსი შეურყვნელი იყო.
დედაჩემი მე შემომცქეროდა... მე, „დაწყევლილ შვილს“... ტრაგი-
კულ არჩევანზე ყაბულს იყო... ჩემი მიგდება არ უნდოდა... ცხადი იყო,
რომ ერთ მშვენიერ დღეს ეშაფოტზე დავასრულებდი და მარტოს ხომ არ
დამტოვებდა... დედა ბოლო გზამდე მიმაცილებდა...
***
პასაჟში ჩვენს ოჯახს ერთი რამ ჰქონდა საზიარო – შიმშილის შიში,
რომლითაც ყველა ერთნაირად ვიყავით შეპყრობილები. როგორც კი ამ
ქვეყანას მოვევლინე და ჩავისუნთქე, მე ის ვიგრძენი... მოსიყვარულე
მშობლებმა ის უმალ მიწილადეს. შიში ყველას აკვიატებად იქცა.
ჩვენთვის სიცოცხლე სხვა არაფერი იყო, თუ არა მუდმივი ზაფრა,
მუდმივი განცდა უკმარისობისა, ულუკმაპუროდ დარჩენისა და წარუმა-
ტებლობისა, ყველა ოთახში პირდაპირ კედლებიდან რომ ჟონავდა...
ვერც ვჭამდით ნორმალურად, ლუკმა ყელში გვეჩხირებოდა... ვცდი-
ლობდით, გადაგვემალა... ყველაფრისთვის წირვა ერთბაშად არ გამოგ-
ვეყვანა... მუდამ გვეჩქარებოდა... პარიზის უბნებში რწყილებივით დავ-
ხტოდით... მობერის მოედნიდან ეტუალამდე... იმაზე დარდით, რომ
დღე-დღეზე გავკოტრდებოდით, რომ ბინის ქირას ვერ გავწვდებოდით,
რომ გაზის კომპანიის ინსპექტორი

202
გადაუხდელობის გამო ბუნებრივ აირს ჩაგვიჭრიდა... ერთი სიტ-
ყვით, გადასახადებზე ფიქრი წამითაც არ გვშორდებოდა... იმის საშუა-
ლებაც არ მქონდა, ერთი ადგილი მოსაქმების შემდეგ ნორმალურად გა-
მომეხოცა, იმიტომ რომ მუდამ სასწრაფოდ სადღაც უნდა გავვარდნი-
ლიყავი.
მას შემდეგ, რაც ბერლოპის კომპანიიდან გამომაპინტრიშეს, კიდევ
ერთი სენი ავიკიდე... შიში იმისა, რომ ცხოვრებაში ვერსად მოვეწყობო-
დი და წელში ვერასდროს გავიმართებოდი... უკვე ვიცოდი, რას ნიშნავს,
იყო უპოვარი და უმუშევარი... ვცნობდი აქაც და სხვაგანაც სიკვდილის
პირამდე მისულ ასობით ადამიანს... იმათ, ვინც საკუთარი თავის დაცვა
ვერ მოახერხეს!
ჩემთვის ერთადერთი შვება, გნებავთ, ერთადერთი სიამოვნება გაძ-
რომ-გამოძრომის უნარის წყალობით ერთგვარი „წონასწორობის“ მო-
პოვებისთვის ბრძოლა იყო... შემეძლო, ჩემთვის დაგებული მუხანათუ-
რი ხაფანგი წინასწარ მეყნოსა... ამიტომ მუდამ ვფხიზლობდი... შევამ-
ჩნევდი თუ არა, რომ სამუშაო ხელიდან მეცლებოდა, უკვე ვემზადებოდი
საპასუხო რეაქციისთვის. პატრონი ყოველთვის დამპალია, მხოლოდ
იმაზე ფიქრობს, როგორ მოგისროლოს იქიდან. ყოველი მოკვდავის გუ-
ლის სიღრმეში ბუდობს შფოთი და დარდი, რომ ერთ დღესაც მშრალზე
დარჩები... რომ აღარ გექნება ეს სამსახური და ახალზე უნდა იჩალიჩო...
კაპრიზული არასდროს ვყოფილვარ... ნებისმიერ საძაგლობაზე ვთან-
ხმდებოდი... ჩემთვის ჩუმად და წყნარად ვღვრიდი ოფლს... აბა, სად
მეჩქარებოდა?! რასაც ვშოულობდი, არაფერში მყოფნიდა, მაგრამ არ
ვეშვებოდი, რაც იყო, მაკმაყოფილებდა... ვშრომობდი... ყველგან და ყო-
ველთვის... ისეთი რამეების კეთება მიწევდა, რასაც სახელს ვერ დაარ-
ქმევ, ვერც შეიგრძნობ და ვერც განსაზღვრავ... მაგრად მკიდია, რაც
არის... ჩემთვის ამას აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა... რაც უფ-
რო უაზროა სამუშაო, მით მეტად მამშვიდებს ის...
სიმართლე თუ გნებავთ, ნებისმიერი სამუშაო მეზიზღება. მიმაჩნია,
რომ მათ შორის განსხვავების დადგენას არც უნდა ეცადო. დაე, სხვებმა
უმღერონ მათ დითირამბები... ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ დავადებ-

203
დი მათ... სამწუხაროდ, გარემოებანი სხვა არჩევანის გაკეთებას გვაიძუ-
ლებენ...

204
7
ბიძია ედუარდი მექანიკაში სულ უფრო და უფრო წარმატებული ხდე-
ბოდა. მანქანის ფარებითა და აქსესუარებით ძირითადად პროვინციებ-
ში ვაჭრობდა. საუბედუროდ, ასაკი არ მიწყობდა ხელს, მასთან ერთად
რომ მემგზავრა. ცოტა უნდა დამეცადა... მას შემდეგ, რაც გადამხდა
თავს, ჩემები თვლიდნენ, რომ გაძლიერებული ზედამხედველობა მჭირ-
დებოდა.
ჩემს მომავალზე ბიძია ედუარდი მაინცდამაინც დიდად არ ნერვიუ-
ლობდა, დარწმუნებული იყო, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამის გამოსწორე-
ბა შეიძლებოდა. ამბობდა, რომ თუ დამჯდარ სამუშაოზე დიდი ვერაფე-
რი ბედენა აღმოვჩნდებოდი, არ იყო გამორიცხული, ჩემგან შესაშური
აგენტი დამდგარიყო, ნამდვილი ოსტატი „წარმომადგენლის“ როლში.
მცდელობას არაფერი ედგა წინ... მთავარი იერსახეა, განსაკუთრე-
ბით სამოსი... სოლიდური იერი რომ დამდებოდა, ორი წლით დამაბე-
რეს. ძველი, უბადრუკი საყელოები გადამიყარეს და ახალი ცელულოი-
დის ზეგამძლე ნაწარმით ჩამინაცვლეს. ამას გარდა, მაიძულეს, ჩექმებ-
ზე ზემოდან ნაცრისფერი გეტრები გადამეცვა. ჩათვალეს, რომ ამგვა-
რად ჩემი ფეხები ნაკლებად გიგანტური გამოჩნდებოდა. ამ ჯღანების
გაძრობის შემთხვევაში, იატაკის მოსვრის საშიშროებაც არ დადგებოდა.
მამაჩემი ამ ყველაფრის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, ჩემი
მზიანი მომავლის საერთოდ არ სწამდა. ჩემზე ზრუნვა მეზობლებმა იტ-
ვირთეს. რჩევების ფრქვევაში ლამის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ... თავ-
ბრუდამხვევი კარიერისა მაინცდამაინც არც მათ სჯეროდათ... ჩემზე დი-
დი წარმოდგენა პასაჟის დარაჯსაც კი არ ჰქონდა... ფარნები როგორც კი
აინთებოდა, ფარდულებში ბოდიალს იწყებდა... ძირითადად ჭორებს
ავრცელებდა... ჩემ შესახებ ამოიჩემა, მამამისივით კანცელარიის ვირ-
თხა დადგებაო. თუ ადამიანების წყობიდან გამოყვანა გაქვს გადაწყვე-
ტილი, კაცი ამაზე უკეთეს ადგილს ვერ ინატრებსო... საბედნიეროდ, არ-
სებობდა ვიზიო... მემარსე... ჩემ მიმართ ბევრად კეთილგანწყობილი...
შესანიშნავად ესმოდა ჩემი ძალისხმევისა და სიძნელეებისა და სრული-
ად საწინააღმდეგო მოსაზრებას უჭერდა მხარს, რომლის თანახმადაც
205
ბოროტი ბავშვი სულაც არ ვიყავი. და საერთოდ, ენის მოსაქავებლად,
საღლიცინოდ და სალაზღანდაროდ ეს მშვენიერი საბაბი გამოდგა...
ისინი კი ერთობოდნენ, მაგრამ მე ისევ და ისევ უსაქმური ვრჩებოდი...
ნებისმიერ ფასად პატრონი უნდა მეპოვა...
ახალმა ტვინსაჭყლეტმაც არ დაახანა. რისთვის უნდა გამეწია რეკ-
ლამა, როგორც ბიძია ედუარდი იტყოდა, რა უნდა „წარმედგინა“? რაც
შეეხება დედაჩემს, მისი სანუკვარი ოცნება იყო, იუველირი გავმხდარი-
ყავი... ეს საქმე პრესტიჟულად ესახებოდა. ჩაცმულ-დახურულ, მოწესრი-
გებულ და გაპიწკინებულ კომივოიაჟერს განა ვინმე შეედრებოდა?! დად-
გება ძვირფასი დახლის უკან და ურიცხვ საგანძურს განაგებს. მაგრამ იუ-
ველირობა მთლად უსაფრთხოც ვერ უნდა იყოს. ვის გინდა, რომ ენდო.
ამ ბრჭყვიალების გამო სულ უნდა კანკალებდე და ცახცახებდე... ქურდი
რომ შემოგივარდეს და ორ წამში მიგახრჩოს... ყველაფერი გადაბუგოს?!
მაშინ რაღას შვრები?! ო, ლა, ლა!
მთავარი, რაც ადამიანს ამ საქმეში მოეთხოვება – პატიოსნებაა! ამ
მხრივ ჩვენ სადარდებელი და სანერვიულო არაფერი გვქონდა. ისეთი
მშობლები, როგორიც მე ბედმა მარგუნა, – შრომისმოყვარე და უპატიოს-
ნესი, საქმეში სინდისიერებისა და სიტყვის შესრულების მანიაკალური
ქომაგნი, – ნამდვილად გამომადგებოდნენ სანდო თავდებებად. შემეძ-
ლო დამეკრა ფეხი და ნებისმიერ პატრონს არხეინად წარვდგომოდი!..
ყველაზე ეჭვიანსა და სახელგავარდნილსაც კი ჩემთან სადარდებელი
არ ექნებოდა და შინაც შეეძლო მშვიდად სძინებოდა. გვარში, რაც თავი
მახსოვს, ერთი ქურდიც კი არ გაჭაჭანებულა! თავს დავდებ მოსაჭრე-
ლად!
ამდენი ლაქლაქისა და ტვინის ჭყლეტის შემდეგ გადავწყვიტეთ, ნი-
ადაგი მოგვესინჯა. დედამ დასაზვერად თავიდან ნაცნობებს მიაშურა...
სულ ტყუილად... მათ არავინ სჭირდებოდათ... მიუხედავად ჩემი გულ-
წრფელი ზრახვებისა და სურვილებისა, ჩემთვის სამსახურის გამოქექვა
უკიდურესად გაძნელდა, საცდელი ვადითაც კი.
უფრო სასურველი და მომხიბვლელი რომ გავეხადე, თავიდან აღ-
მჭურვეს. ჩემი შენახვა ერთიორად გაძვირდა. დაახლოებით იმდენი ვუჯ-
დებოდი ოჯახს, რამდენიც ინვალიდის მოვლაზე მიდის ხოლმე. კოს-

206
ტიუმი გამეცვითა... ჩექმებსაც დედა ეტირა... საბედნიეროდ, შერჩეული
გეტრებისათვის „ბრუმფილდის ფირმამ“ ახალი ჩექმები უფასოდ მი-
ფეშქაშა... ძალიან მაგარი... ინგლისური მარკის, სქელი, გვერდებზე გად-
მოსული ლანჩებით... ნაღდი წყალგაუმტარი წყალქვეშა ნავები... ორი
ზომით მეტი ავიღეთ, რათა ორი წელი მაინც გაეძლო... ასე და ამგვარად
ვიგრძნობდი სივიწროვესა და ფეხის ღრძობას... ქუჩაში ადამიანებს თა-
ვისუფლად შეეძლოთ სკაფანდრში გაკვეხებულ მყინთავად აღვექვი.
როგორც კი საბაზრო მოთხოვნილებების შესატყვისად აღვიჭურვე,
მე და დედაჩემმა გადავწყვიტეთ, ჩვენ ხელთ არსებული მისამართების
დალაშქვრას მეორე დღესვე შევდგომოდით. ბიძია ედუარდმა თავისი
ნაცნობების მისამართები გადმოგვცა, დანარჩენები ბოტენში მოვქე-
ქეთ. ქალბატონი დივონი შუადღემდე, სანამ ჩვენ უბანში დავბორია-
ლებდით, მაღაზიას დარაჯობდა. მერწმუნეთ, ეს ნამდვილად არ იყო
უსაქმოდ ხეტიალი... მთელი მარე კარდაკარ შემოვიარეთ, მიმდებარე
ქუჩებსაც გადავწვდით... კენკამპუა, გალანტი, ურსი, ვიეი-დიუტამპლი...
შეიძლება ითქვას, რომ ამ ადგილებში ერთი სართულიც კი არ დაგვრჩე-
ნია, სადაც ბედი არ ვცადეთ... ყველგან ავბობღდით... სად არ ვიხოხი-
ალეთ...
დედაჩემი კოჭლობდა... ვეღარ მეწეოდა... აჰ! უჰ! აა! ოოო! უუუ! მედ-
ღეურთა ოჯახებს ჩემს კანდიდატურას სთავაზობდა... იმ უდღეურებს
თავიანთ უბადრუკ პაწაწა ოთახში მაგიდაზე მუდამ ერთი ბოთლი ღვინო
მაინც რომ ედგათ და უღმერთოდ ყლურწავდნენ... სთავაზობდა მორი-
დებულად, როგორც სამზარეულოს ზედმეტ, უსარგებლო ჭურჭელს...
მედღეურს, მაგრამ ძალიან სასარგებლოს... ამტანს, მცირედით კმაყო-
ფილს, მარტივს, გონიერსა და მოხერხებულს, მუყაითსა და მონდომე-
ბულს, ენერგიულს... გაქექილს... სწრაფად მორბენალს, ვერცხლისწყა-
ლივით დაუდგრომელს! მოკლედ, სარგებლის შემომტანს... ყველა სიკე-
თესთან ერთად უკვე გაწვრთნილსა და გამოცდილს! მერე როგორ დამ-
ჯერს!.. ჩვენს ზარზე ძლივს წამოსწევდნენ ხოლმე თავიანთ უქმად ჯდო-
მისგან გაბრტყელებულ უკანალს... ოდნავ შეაღებდნენ კარს...
დამფრთხალი თვალებით იცქირებოდნენ ღრიჭოდან... სათვალეს
ცხვირის წვერზე დაიკოსებდნენ და ხანგრძლივად მათვალიერებდნენ...

207
ჩემში ლამაზსა და მიმზიდველს ვერაფერს პოულობდნენ. ამ საეჭვო სი-
სუფთავის ხალათებში დაზმანული არსებების წინ დედაჩემი მაინც არ
ცხრებოდა... ისევ დაატრიალებდა თავიდან დაკვრისგან გვარიანად გაც-
ვეთილ ფირფიტას.
– შემთხვევით სრულიად ყრმა აგენტი ხომ არ გჭირდებათ? ბატონე-
ბო... მე დედა გახლავართ... მარტო არ გამოვუშვი... გადავწყვიტე, გამოვ-
ყოლოდი... ყველაფერს ჩინებულად აკეთებს... ძალიან სასიამოვნო
ახალგაზრდა მამაკაცია... ადგილისთვის სრულიად შესაფერისი... თუ
გაიკითხ-გამოიკითხავთ, მის ავ-კარგიანობასაც ადვილად დაადგენთ...
უკვე ოცი წელია, ბერეზინის პასაჟში ვცხოვრობთ... ბავშვი კომერციას
ადრეული ასაკიდანაა ჩვეული. მამამისი „კოკსინელ ენსანდის“ ოფისში
მუშაობს. გაგიგიათ ალბათ. ჩვენ არ ვართ მდიდრები, მაგრამ არც სხვისი
გვმართებს... ერთი სუც კი. საქმეში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
პატიოსანი სახელია. მამამისი, მგონი, გითხარით, სადაზღვევო კომპა-
ნიაში მუშაობს.
დილის საათებში თხუთმეტიოდე მისამართის გადამოწმებას ვას-
წრებდით... ვის არ გადავეყრებოდით ხოლმე... ძვირფასი ქვების მოოჭ-
ვის ოსტატებსა და მომწახნაგებლებს, მთრაშველებს, ძეწკვების მქსოვე-
ლებს, დაფდაფებისა და ლიტავრების შემკეთებლებს, მკალავებს
(დღეს სანთლითაც რომ ეძებოთ, ვეღარ იპოვით), აქატის მომჩუქურ-
თმებლებს, ოქროთი და ვერცხლით მომვარაყებლებს... და ყოველ ჯერ-
ზე იწყებოდა ჩვენი სამუზეუმო ექსპონატებივით თვალიერება... უკეთე-
სად რომ შევეფასებინეთ, აუცილებლად სათვალეს მოიშველიებდნენ
ხოლმე... იქნება და, სულაც ბანდიტები მოგვადგნენ კარს!.. სატუსაღო-
დან გამოქცეული ქურდები!.. შემოწმებით დამშვიდებულები თავაზია-
ნები ხდებოდნენ. მავანი და მავანი თანაგრძნობასაც კი გვიცხადებდა...
უბედურება ის იყო, რომ მათ არავინ სჭირდებოდათ, ყოველ შემთხვევა-
ში, იმ მომენტში... ფინანსებში იყვნენ გაჭედილები... თავად ეძებდნენ
დამატებითი შემოსავლის წყაროებს... ამ პაწაწინა ოთახებში მთელი
ოჯახი ღვრიდა ოფლს... ულამაზესი ძველი სახლების თითქმის ყველა
სართულზე თითქოს მათი ბაგები, პაწაწინა გამოქვაბულები და სახე-
ლოსნოების უჯრედები იყო გამოჭრილი... ფასადზე, გარეგან ბრწყინვა-

208
ლებაზე არავინ ფიქრობდა... ეს პერიოდი, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარ-
და... დიდი და პატარა ერთ პატარა სივრცეში იყო შეჩურთული... ცოლე-
ბი, ბავშვები და ბაბუები – ბიზნესში ყველა მონაწილეობდა... რა ჯანდა-
ბად სჭირდებოდათ შეგირდი... მით უმეტეს, მაშინ, როცა საშობაო დღე-
სასწაულები უკვე კარს მოსდგომოდათ...
მონუსხვის სტრატეგიით დაქანცული დედაჩემი ბოლოს ხვეწნაზე გა-
დადიოდა, არაფერს ვითხოვთ თქვენგან, ბიჭი სასინჯი ვადით მაინც
აიყვანეთო... ამ წინადადებებს მათი მხრიდან თითქმის დაუჯერებელი
რეაქცია მოჰყვებოდა ხოლმე... დაიზაფრებოდნენ... მოიკუნტებოდნენ...
კარს ცხვირწინ მოგვიჯახუნებდნენ. მსხვერპლშეწირვის არავის სწამდა!
მათთვის ეს ავისმომასწავებელი ნიშანი იყო. ამის შემდეგ ყველაფრის
თავიდან დაწყება გვიწევდა! დედაჩემი ნდობის მოპოვებას ცდილობ-
და... სულ ტყუილად კი ირჯებოდა... ამის იმედი, წესით, არ უნდა ჰქონო-
და. მთრაშველებში, ძვირფასი ქვების ოსტატებსა და ვერცხლით მომვა-
რაყებლებში ჩემი უბრალო შეგირდად გამწესება ძალიან დაგვიანებუ-
ლი იყო. ჩემი თითები აუცილებელ მოქნილობას უკვე ვეღარასდროს შე-
იძენდნენ... ენით მუშაობა ჯერ კიდევ
შემეძლო, ვთქვათ, საგარეო პოლიტიკის მწარმოებლად... აგენტად,
უბრალოდ „ახალგაზრდა მამაკაცად“, რომელიც განგაწყობს... მოკლედ,
ჩემი მომავალი ყველა გაგებითა და მიმართულებით ჩაფლავდა...
შინ დაბრუნებისას მამა ჩვენგან ცხელ-ცხელი ამბების მოყოლას ით-
ხოვდა... გამუდმებული ხელმოცარულობისგან საერთოდ გადადგა ჭკუ-
იდან... ღამით კი საშინელი ხილვები სტანჯავდა. დაახლოებით ოც ფსი-
ქიატრიულში ყველა გიჟსა და გადარეულს თავისუფლად ჩაანაცვლებ-
და.
დედაჩემს ყოველდღიური წოწიალის გამო ფეხები საერთოდ დაუზი-
ანდა. მიუხედავად ამ საგანგაშო მდგომარეობისა, გაჩერებით მაინც ვერ
ჩერდებოდა... თვითონაც ძალიან უკვირდა. მაგიდასთან საშინელ გრი-
მასებს აცხობდა... წელკავი ხომ საერთოდ უღებდა ბოლოს...
მიუხედავად ყველაფრისა, ყოველდღე დილაუთენია ვდგებოდით
და ახალი მისამართისკენ მივქროდით... რემიურისა და გრენეტას ქუჩე-
ბი... ბასტილია და ჟენერი... ვოგეზები განსაკუთრებულად ამოვიჩემეთ...

209
რამდენიმეთვიანი მათხოვრობის, ხვეწნის, სართულებზე წრიალის, ქან-
ცგაწყვეტის, დაუჯერებელი დამცირებებისა და შეურაცხყოფების შემ-
დეგ დედაჩემის გონებას გამონათებები დაეტყო... ეჭვებმა შეიპყრო... იქ-
ნებ ამ ჩემს შვილს სულაც სახეზე აწერია, რომ ერთი უჯიათი, არაფრის-
მაქნისი და უქნარაა და მე ვერაფერი წამიკითხავს?! მამაჩემს კი ეჭვების
პერიოდი უკვე კარგა ხნის გამოვლილი ჰქონდა!.. კაცი ასი პროცენტით
იყო ჩემს უუნარობაში დარწმუნებული... ყოველ საღამოს ამავეს გვიჩი-
ჩინებდა... ჩვენ – სწრაფი სიარულისგან გულამოვარდნილებსა და აქო-
შინებულებს, სიქაგამძვრალებს, წვიმისა და ოფლისგან ძვალ-რბილამ-
დე დასველებულებსა და აკანკალებულებს...
– ამ მაღაზიის ლიკვიდაცია ბევრად უფრო ადვილი მეჩვენება, ვიდრე
მისი სადმე მოწყობა... და მიუხედავად ყველაფრისა, კლემანს, ძალიან
კარგად მოგეხსენება, რაიმეს პოვნა დღეს ნამდვილი ჯოჯოხეთია!
აბა! მამაჩემს ამოდენა სწავლა-განათლება ტყუილად კი არ მიუღია...
იცოდა კაცმა შედარება-შეფასება და სათანადო დასკვნების გამოტანა!..
ბოლო კოსტიუმი თვალში საცემად შეილანძღა... შარვალი მუხლებ-
თან გამომებერა. აბა, კიბეებზე აბობღება ასე უკვალოდ ჩაივლიდა?!
მადლობა ღმერთს, შლაპების საკითხი ჯერჯერობით არ მაწუხებდა...
შემეძლო, მამაჩემის ნახმარი ქუდებით მესარგებლა. ერთი ზომა გვქონ-
და. შლაპაზე, ცხადია, ვერასდროს იტყოდი, ამწუთას გადმოიღეს ვიტ-
რინიდანო, ამიტომ სულ ხელში მეჭირა. რის გამოც, ქობებიც გაუცვდა,
ისე, კაცი რომ დააკვირდეს, იმჟამინდელი თავაზიანობა და ზრდილობა
მართლაც რომ საშიშია.
***
ბოლოს, როგორც იქნა, დადგა სანატრელი დღე, როცა ბიძია ედუარ-
დმა შესაფერისი ადგილი მიპოვა. ჩვენი გასაჭირი კი სულ უფრო და უფ-
რო გაუსაძლისი ხდებოდა. აღარ ვიცოდით, რა წყალში გადავვარდნი-
ლიყავით. ერთ დღესაც ყველაფერი გადაწყდა. ყველაფერს ეშველა!..
შუადღეზე გამოგვეცხადა გაბრწყინებული და აგზნებული. დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ საქმე გაიჩარხა. თვითონ შეხვდა და ელაპარაკა იმ ტიპს,
იუველირს, ჩემს მომავალ დამქირავებელს. ყველა საკითხზე მოილაპა-
რაკეს!

210
მას გორლოჟი ერქვა, ელზევირის ქუჩაზე ცხოვრობდა, მეხუთე სარ-
თულზე... ძირითადად ბეჭდებით, ბროშებითა და სამაჯურებით ვაჭ-
რობდა. პატარ-პატარა შეკეთებებიც ეხერხებოდა... საერთოდ, ყველა-
ფერს აკეთებდა, რაც ხელში ჩაუვარდებოდა. დღე და ღამე მუხლმოუყ-
რელად მუშაობდა. რაც შეეხება ხასიათს, ასეთი ადამიანი უნდა გენატ-
რა... ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა...
ედუარდმა იმედი ჩაგვისახა... საკუთარი თავისადმი ნდობა გაგვიღ-
ვიძა. ერთი სული გვქონდა, სანამ შევხვდებოდით... მაგიდაზე ყველიც კი
შეუჭმელი დაგვრჩა... წამოვცვივდით და მისი სახლისკენ გავცვივდით...
ომნიბუსში ავედით... ბულვარები, ელზევირის ქუჩა... მე-5 სართული...
მაგიდიდან ჯერ კიდევ არ წამომდგარიყვნენ, როცა ზარს ჩამოვკარით.
პურის წვნიანს შეექცეოდნენ უზარმაზარი თასებიდან. შემდეგ ატრია მი-
აყოლეს... დესერტად ნიგოზი მიირთვეს... ჩვენს ვიზიტს ელოდნენ... ბი-
ძაჩემმა ქება-დიდება შემასხა... საჭირო დროს მივედით... ჩვენი გაბრუე-
ბა და თვალში ნაცრის შეყრა არ უცდიათ, არც ოქროს მთებს შეგვპირ-
დნენ... სამკაულების საქმე მაინცდამაინც კარგად ვერ მისდიოდათ. გა-
ქანებულ კრიზისში ვართო, გამოგვიქანეს სიფათში შეულამაზებლად...
თურმე თორმეტი წელია, რაც სულს ღაფავდნენ... წარმატების იმედი
დღემდე შერჩენოდათ... დღესა და ღამეს ასწორებდნენ, მაგრამ აღდგო-
მის დღეები ჯერ კიდევ არ დასდგომოდათ... კლიენტებსაც, სამკაულების
გარდა, ყველაფერი აინტერესებდათ. ეს იყო სრული კრახი... უცილო გა-
კოტრება...
ბატონი გორლოჟი პოზიციას ცოცხალი თავით არ თმობდა, შრომობ-
და, როგორც შეეძლო... იმედგადაწურული ნამდვილად არ ეთქმოდა...
რაღაცით ბიძია არტურს ჰგავდა... ზუსტად მასავით ამაყი, მიზანდასახუ-
ლი, თავისუფალი და წვერმოშვებული მხატვარი, დიდ ბანტად გამოკ-
რული ჰალსტუხით, წვეტიანი ჩექმებითა და ღვინის ლაქებით მოთხვრი-
ლი პერანგით... მოხერხებულად წამოჭიმულიყო, სიგარეტს ახრჩოლებ-
და, კვამლის ფარდის მიღმა ძლივს ჩანდა... სახეს ხელით ინიავებდა.
ქალბატონი გორლოჟი მოპირდაპირე მხარეს დაბალ ტაბურეტზე იჯდა.
ბარაქიანი მკერდით დაზგას აწვებოდა... ძალიან ფაშფაშა ქალი იყო...
მადისაღმძვრელი ფორმებით, რომელთა თავისუფლებისკენ ლტოლ-

211
ვაც წინსაფარს დიდად ვერ აელაგმა... კაკლებს მუშტით ამტვრევდა... ში-
შისმომგვრელად იქნევდა ხელებს... ერთი ასეთი დარტყმა ნებისმიერ
ავეჯს ნაფოტებად აქცევდა... სახელოსნო ზანზარებდა... აი, ქალი! ნამ-
დვილი ანტიკური მოდელი!.. მოგვიანებით მომეცა შანსი, ეს კოლოსი
უკეთ გამეცნო... ამ ტიპის ქალები მე ყოველთვის მხიბლავდნენ... ჯამა-
გირზე კრინტი არ დაგვიძრავს. შეგვეშინდა, სულსწრაფები და მოური-
დებლები არ ვგონებოდით... საჩქარო არაფერი იყო... ამაზე მოლაპარა-
კება მოგვიანებითაც შეიძლებოდა... ვფიქრობდი, რომ ის არაფერსაც არ
შემოგვთავაზებდა... წასვლის წინ მაინც გვეყო გამბედაობა და კითხვა
დავსვით... გვიპასუხა, რომ შემეძლო ფიქსირებული ანაზღაურების იმე-
დი
მქონოდა... თვეში ოცდათხუთმეტი ფრანკის... გზის ხარჯის ჩათ-
ვლით (ჩათლახმა გზის ხარჯიც კი არ იკისრა)... იმედი კი დამიტოვა... შე-
მეძლო სოლიდურ პრემიებზე თავისუფლად მეოცნება... ცხადია, თუ მა-
თი ხელობის ასაყვავებლად ძალისხმევას არ დავიშურებდი... გამოთქვა
აზრი, რომლის თანახმადაც მე მეტისმეტად ყრმა გახლდით... თუმცა
ამას არ მიანიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაკი ჩემში წმინდა
ცეცხლის გიზგიზი იგრძნო... ვიყავი ის ღირსეული შვილი, მამამისის
კვალს რომ გაჰყვა. არანაკლები მნიშვნელობა მიენიჭა იმ ფაქტსაც, რომ
ქვეყნიერებას მაღაზიაში მოვევლინე. სმენისთვის მაამებელი ამ აკორ-
დით მან გამოსვლა დაასრულა...
პასაჟში ლაღები და ენთუზიაზმით შეპყრობილები დავბრუნდით...
ჩვენთვის მოწმენდილ ცაზე ცისარტყელა გამოისახა. სადილი დავასრუ-
ლეთ... პირი მურაბით ჩავიკოკლოზინეთ... მამამ სამჯერ დაისხა ღვი-
ნო... რამდენჯერმე ხმაურიანად გააკუა. რაც მართალია, მართალია,
ზალპი ასეთი ომახიანი ადრე არასდროს გამოსვლია... ბიძია ედუარდს
კოცნა-ხვევნაში ლამის სული ამოვართვით. საშინელი დეფიციტისა და
უძრაობის შემდეგ, როგორც იქნა, ზურგის ქარმა დაუბერა.
***
მეორე დღეს, სისხამ დილით ელზევირის ქუჩისკენ სარეკლამო კომ-
პლექტის წამოსაღებად გავეშურე.

212
ბატონი გორლოჟი ჩემ დანახვაზე სახტად დარჩა. ისე გადმომხედა,
ვიფიქრე, ნუთუ ასე სწრაფად დავავიწყდი-მეთქი... ფართოდ გაღებული
ფანჯრის წინ მოკალათებულიყო და სახურავებს ათვალიერებდა... მუხ-
ლებს შორის ნაღებიანი ყავით სავსე დიდი თასი მოექცია... ეტყობოდა,
რომ გარე სამყარო საერთოდ არ აინტერესებდა... ეს აშკარა იყო... ადა-
მიანები – განსაკუთრებით... მხოლოდ წინ გადაშლილი პერსპექტივა თუ
იქცევდა მის ყურადღებას... მარეს ათასობით პაწაწინა ეზო... მზერაზე
ეტყობოდა, რომ ღრმა ფიქრებში ჩაფლულიყო... თითქოს სადღაც თავ-
დავიწყებით დაბორიალებდა... ისე, უნდა ითქვას, რომ ამ სანახაობას
ნამდვილად შეეძლო ნებისმიერის მონუსხვა... კრამიტის არაჩვეულებ-
რივი სილამაზის მაქმანები... ფერთა სიჭრელე... ფერები მუდამ ცვალე-
ბადი და ერთმანეთში გარდამავალი... საწვეთურები, წყალსადენი მი-
ლები... გირლანდებად დახვეული ჩიტების ფარფატი და გაბმული ჭიკ-
ჭიკი... ბნელი უფსკრულების თავზე ნაზად გაწოლილი კვამლის ზოლე-
ბი...
ხელით მანიშნა, მომუწე ეგ პირი და შენც მიაყურადეო... დატკბი ამ
საოცარი სილამაზითო... აშკარად უკმაყოფილო ჩანდა, მის ნირვანაში
რომ შემოიჭრნენ... შეიძლება იფიქრა კიდევაც, რომ ზრდილობაში მო-
ვიკოჭლებდი... უნებლიე გრიმასისგან სახე მოეღრიჯა...
მთელი სახლი ზემოდან ქვემოთ, ასევე ეზო, განსაკუთრებით შუა ნა-
წილი, ნამდვილ თოჯინების თეატრს მოგაგონებდათ... ყოველი მხრი-
დან ჩასაფრებული სიფათები იცქირებოდნენ... ფერმკრთალები, მელო-
ტები, აყლაყუდები... ისმოდა ჭყიპინი, წივილი, ყვირილი... ვიღაც უს-
ტვენდა... ვიღაც ხმაურით დააბოტებდა...
დროდადრო ამ კაკოფონიას უცხო დგაფუნი, მოთქმა და გოდება ერ-
თვოდა... ვიღაცამ წურწურას ფეხი გამოჰკრა... და ჩაგორდა ხტუნვა-
ხტუნვით ქვაფენილამდე. ნემსიწვერა ფანჯრის რაფიდან ჩამოსრიალ-
და... და გეზი პირდაპირ კონსიერჟის ხუხულისკენ აიღო... სახურავზე
ნამსხვრევებად დაიფშვნა... დამფრთხალი ბებრუცანა ქოხმახიდან გა-
მოვარდა... აღრიალდა სიცარიელეში უკანასკნელი ხმით... მიშველეთ!
მიშველეთ! მკლავენ!.. პირსისხლიანი მკვლელები!.. მთელი სახლი
მღელვარებამ შეიპყრო... კრეტინები და დეგენერატები ფანჯრებს მიაწ-

213
ყდნენ... მღელვარებამ იმატა... მავანსა და მავანს შიშმა სძლია... ბევრი
ფანჯარას გადაეყუდა და დაყვლეპილი თვალებით სიცარიელეში იცქი-
რებოდა... ყვიროდნენ... მტყუან-მართალს ვერ გაარჩევდი...
ბატონი გორლოჟი საერთო მღელვარებას არ ჩამორჩა და თავი ფან-
ჯარაში გაყო... ვაითუ სეირიდან რამე გამომეპაროსო... სანახაობამ ჩა-
ითრია... თუმცა, დარწმუნდა თუ არა, რომ მას გაგრძელების პირი არ
უჩანდა, საშინელი სინანული დაეუფლა... მძიმედ ამოიოხრა... მცირეო-
დენი პაუზის შემდეგ, კიდევ ერთხელ ამოიკვნესა... თავის ტარტინებს
მიუბრუნდა... ისევ გაივსო თასი... მეც შემომთავაზა ყავა...
– ფერდინანდ, – მეღირსა ბოლოს და ბოლოს, – კიდევ ერთხელ უნდა
შეგახსენო, რომ ჩემს ნაწარმთან მუშაობა ადვილი საქმე ვერ იქნება... უკ-
ვე მყავდა ათიოდე აგენტი... იმ ბიჭებს კაცი ვერაფერს დაუწუნებდა: არც
მხნეობა აკლდათ და არც გამბედაობა!.. კაცმა რომ თქვას, თქვენ მე-
თორმეტე ბრძანდებით, მოგეხსენებათ, ამ საქმეში საკუთარი ძალები
მეც მოვსინჯე... ასე რომ... იცით, რა მინდა გითხრათ? ხვალ რომ გამოი-
აროთ, ვითომ რამე დაშავდება?.. დღეს ფორმაში მაინცდამაინც ვერ
ვარ... აჰ, თუმცა არა! დარჩით კიდევ ცოტა ხანს. ბატონი ანტუანი არ და-
აყოვნებს მოსვლას... იქნებ ჯობდა, თავად წარმედგინეთ... არა, არა, შე-
გიძლიათ წახვიდეთ!.. ვეტყვი, რომ უკვე აგიყვანეთ... ეს მისთვის ნამ-
დვილი სიურპრიზი იქნება!.. სხვათა შორის, ვერ იტანს სარეკლამო აგენ-
ტებს!.. ჩემი საუკეთესო მუშაა!.. ფაქტობრივად, სახელოსნოს უფროსი...
მძიმე ხასიათის ადამიანია, კი, კი, აუტანელია! ამაში თავად დარწმუნ-
დებით! მაგრამ შეუცვლელია! ფასდაუდებელ სამსახურს მიწევს. ოო...
ვაღიარებ, ნამდვილად ასეა!.. პატარა რობერსაც გაგაცნობთ, ჩვენს შე-
გირდს... თავაზიანი ვინმეა... დარწმუნებული ვარ, მალევე გამონახავთ
საერთო ენას... ჩვენი კოლექციის ნიმუშებსაც ჩაგაბარებთ... ყველაფერი
ქვემოთ, კედლის კარადაში აწყვია... უნიკალური კრებულია... თქვენ
ვერც წარმოიდგენთ... საკმაოდ მძიმეა... 14-15 კილო იქნება დაახლო-
ებით... და ეს მხოლოდ ნიმუშებია... ზოგი ტყვიისგან არის ნაკეთი, ზო-
გიც სპილენძისგან. პირველი ნიმუშების ავტორი მამაჩემია! შესანიშნავი
რამეები კი ჰქონდა. უნიკალური! სხვა სახელს ვერ დაარქმევ! უნიკალუ-
რი! ტროკადერო მასთან ვნახე!.. სულ ხელით გამოჭრილი... დიადემის

214
ფორმის. შეგიძლიათ ერთი წამით მაინც მსგავსი რამ წარმოიდგინოთ?
ორჯერ დაჯილდოვდა პრემიით... ფოტოც კი მაქვს... ერთხელაც გაჩვე-
ნებთ...
გორლოჟს ამ ახსნა-განმარტებების ფრქვევა მალევე ამოუვიდა ყელ-
ში... ისევ ღრმა აპათიამ მოიცვა... თუმცა, გაგრძელების მცდელობა კი-
დევ ერთხელ აღენიშნა... ფეხები მაგიდაზე შემოაწყო... ხმაურიანად
ამოიხვნეშა... ნაქსოვი ჩუსტები ეცვა... ახლაც თვალწინ მიდგას... ირ-
გვლივ მორბენალი პატარა კნუტებით...
– კეთილი, შეგიძლიათ წახვიდეთ, ფერდინანდ... მომიკითხეთ დე-
დათქვენი... პირადად ჩემგან!.. როცა კონსიერჟს ჩაუვლით, სთხოვეთ,
გადარეკოს... მენახშირისგან... ოცდამეექვსეში რომ ცხოვრობს... „სამი
ადმირალის“ სასტუმროში დარეკოს... გაიგოს, ანტუანი ავად ხომ არ
არის. უცნაური ბიჭია... ნამდვილი მთვარეული... იკითხოს, რამე ხომ არ
მოიწია თავს. უკვე ორი დღეა, აღარ გამოჩენილა... და მერე ეზოდან
ამომძახოს... უთხარით, ტელეფონების წიგნში ჩაიხედოს!.. „სამი ადმი-
რალის“ სასტუმრო! ჰო, კიდევ რძე ამომიტანოს... ჩემი დიასახლისი
დღეს თავს ყოჩაღად ვერ გრძნობს! ბარემ გაზეთიც მოაყოლოს! არა
აქვს მნიშვნელობა, რომელი. ისე, „სპორტი“ აჯობებდა.
***
მეორე დილას ეს ყბადაღებული ნიმუშების კოლექცია, როგორც იქნა,
საკუთარი თვალით ვიხილე. გორლოჟმა თავი მოიკატუნა, აქაოდა, მოკ-
რძალებული ადამიანი ვარო... 15 კილო?! რას ლაპარაკობთ, ორი იმდე-
ნი მაინც იქნებოდა... „რეკლამის“ ზოგიერთი ასპექტები, რბილად რომ
ვთქვათ, საკმაოდ ბუნდოვნად აღმიწერა... კონკრეტულად არაფერზე შე-
ჩერებულა... არაფრის მტკიცება უცდია... როგორც ჩანს, თავად არც ერ-
თი მეთოდი არ მიაჩნდა განსაკუთრებული ყურადღების ღირსად. მოკ-
ლედ, არჩევანში შეზღუდული არ ვყოფილვარ. შემეძლო მეკეთებინა,
რაც მომეპრიანებოდა. ჩემს გემოვნებას სრული ნდობა გამოუცხადა...
თავიდან ვფიქრობდი, რომ იქ საშინელება დამხვდებოდა... მთელი ეს
ხარახურა ახლოდან რომ დავათვალიერე, ცოტა შევცბი, ნაბიჯით უკანაც
კი დავიხიე, მაგრამ გული ნამდვილად არ წამსვლია. ნანახს მე უფრო
წარმოუდგენელსა და დაუჯერებელს დავარქმევდი... ღმერთო, უფრო

215
ამაზრზენი და გულისამრევი, თან ამ დოზით, ადრე არასდროს მენახა...
შეუძლებელია... საშინელებათა ჯიბის მუზეუმში...
რაც გავხსენით... საძაგლობა იყო... შიშისმომგვრელი ექსპონატები,
ტყვიისგან ჩამოსხმული, ზედმეტად მოჩუქურთმებული, არაბუნებრი-
ვად მიღუნულ-მოღუნული და დაგრეხილი, უგემოვნოდ გაწყობილი...
სიმბოლოების აბუჩად აგდება და გათახსირება... კოშმარული ხილვე-
ბის, ზმანებების ნაგლეჯები... სამოსელი თუ თრაკიელი ნიკე... საათის
ფორმის „ვიქტორიები“... გველებით გადაკვანძული მედუზების ყელსა-
ბამი... და ისევ ქიმერები!.. ბეჭდები ასობით ალეგორიის გამოყენებით...
ერთიმეორეზე უარესები... ფაქტია, მომიწევდა ერთი ადგილის განძრე-
ვა... სახუმარო საქმე ნამდვილად არ მელოდა... ნუთუ ამ საზიზღრობით
ადამიანები სხეულის ნაწილებს დაიმშვენებდნენ? როგორი სანახავი იქ-
ნებოდა ეს ქაქი, მაგალითად, ყურებზე ჩამოკონწიალებული?! არა, შეიძ-
ლება გაგიჟდეს ადამიანი. ნუთუ ეს უნდა გაყიდულიყო? მავანსა და მა-
ვანს უნდა შეეძინა? ვინ იქნებოდა ამის მუშტარი? ღმერთო ჩემო, ვინ? ამ
შეუფასებელ კოლექციას არც დრაკონები აკლდა და არც დემონები, ქონ-
დრისკაცები და ვამპირები... საფრთხობელების ბინძური ამალა... მთე-
ლი სამყაროს უძილობა... სამშვენისებით მორთული ფსიქიატრიული
საავადმყოფოების ამბოხი... სხეული ხან მიხურდა, ხანაც სიცივისგან
მაჟრიალებდა. ამასთან შედარებით, მონორგოის ქუჩაზე, ბებიაჩემის
მაღაზიაში ყველაზე ჩაწოლილ და ამყრალებულ საქონელსაც კი ჰქონ-
და პეწი.
ამგვარი სამუშაო ინსტრუმენტებით აღჭურვილი, ცხადია, ციდან ვარ-
სკვლავებს ვერ მოვწყვეტდი. ახლა უკვე მესმოდა იმ ათიოდე იმბეცი-
ლის, რომლებმაც ჩემამდე სცადეს ბედი. წარმომიდგენია, რა ფერი
ედოთ სახეზე... მკვდრისფერი ალბათ... ასეთ მაჯლაჯუნებს უკვე, დიდი
ხანია, სავაჭრო ქსელში ვერ მოიძიებდი... უკანასკნელი რომანტიკოსე-
ბის ეპოქიდან მოყოლებული, მათ სირცხვილისგან მალავდნენ... ვითომ
ოჯახებში გადასცემდნენ ერთმანეთს?.. მემკვიდრეობის განაწილები-
სას?.. მაგრამ საგანგებო გაფრთხილებებით... წარმოგიდგენიათ, რამხე-
ლა გამბედაობა და სიმამაცე უნდა გამოეჩინა მავანს მაგდაგვარი საგან-
ძური მოუმზადებელი ადამიანების წინაშე რომ გამოემზიურებინა?! ეს

216
ჩვენი მომცელავი კოლექცია?! შეიძლება, ეფიქრათ, რომ მათ აბუჩად იგ-
დებდნენ... ბოროტად შეურაცხყოფას აყენებდნენ. გორლოჟსაც კი უკვე
ჩაექნია ხელი... ვერც კი ბედავდა საგანძურთან ახლოს გაკარებას... მოკ-
ლედ, ორი თავი არავის ჰქონდა... პატრონს მომხმარებელთა მარადცვა-
ლებად გემოვნებასთან ჭიდილმა არაქათი გამოაცალა!.. ეს გმირული
მისია მე დამეკისრა. მთავარ კომერციულ აგენტად მე გამომაცხადეს. ამ
თანამდებობაზე სამ კვირაზე მეტხანს აქამდე ვერავის გაეძლო...
თვითონ გორლაჟი ნამცეცებს დასჯერდა... პატარ-პატარა სარემონ-
ტო სამუშაოებით შემოიფარგლა. სანამ მოდა ისევ დაბრუნდებოდა, სა-
ხელოსნოს არსებობა როგორმე უნდა გაეგრძელებინა... ფარდულებში
ნაცნობობა ჯერ კიდევ შემორჩენოდა... აღორძინების პერიოდის მეგობ-
რებს მისი საბოლოო გაკოტრება არ სურდათ. დროდადრო უმნიშვნელო
საიუველირო საქმეს მიუგდებდნენ ხოლმე. ძირითადად ისეთ გულისამ-
რევ დაკვეთებს, სხვები რომ ცხვირს იბზუებდნენ... თვითონ მათ სათო-
ფეზე არ ეკარებოდა. ამ საქმის მთავარი უსტაბაში ჩვენი ანტუანი გახ-
ლდათ. გორლოჟის მოწოდება ამოჭრა-მოჩუქურთმება იყო. ბუნებრივია,
წვრილმანებით ხელს ვერ გაიფუჭებდა და დამკვიდრებულ რეპუტაციას
ჩრდილს ვერ მიაყენებდა. ამ მხრივ ვერაფერს იტყვი, მეტრს ურყევი პო-
ზიცია ეჭირა...
ცხრა საათზე უკვე ელზევირის ქუჩაზე ვიყავი. პატრონის მობრძანე-
ბას აღარ ველოდი... ენთუზიაზმითა და ტონა ნიმუშით დატვირთული
პარიზის დასალაშქრად გადავეშვებოდი ხოლმე. რახან ქუჩაში ვიდექი,
ყველაფერი მე ამკიდეს... ვერაფერს ვიზამდი... ბასტილიიდან მადლე-
ნამდე... თვალუწვდენელი სივრცეები უნდა დამეპყრო... ყველა გამზი-
რი... ყველა საიუველირო მაღაზია... ერთიმეორის მიყოლებით... არა-
ფერს ვამბობ განივ ქუჩებზე... ჩემი შეცბუნება და შეშინება უკვე შეუძლე-
ბელი გახდა... ყველაფერზე მოვაწერდი ხელს, ოღონდ მუშტრებში მო-
ჩუქურთმების მიძინებული სიყვარული გამეღვიძებინა... თუ საჭირო გახ-
დებოდა, მზად ვიყავი, მთვარეც ჩამომეხსნა. საძაგელი დრაკონებიც გა-
დამესანსლა... სხვათა შორის, სიარულისას სიფათზე ამ მონსტრების
გრიმასები მქონდა აფარებული... თავგამოდებითა და გულმოდგინებით

217
შეპყრობილი, საათობით ველოდი ფარდულებში, მუშტრების გვერდით,
გრძელ სკამზე გაშეშებული.
ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მოჩუქურ-
თმების ხელოვნების აღორძინების ვირწმუნე. არ ვხუმრობ. მართლა, სე-
რიოზულად მწამდა! თანამოძმეებს ვეღარც ვამჩნევდი. მაგრად მეკიდა
ისიც, ჩემი სახელის გაგონებაზე სიფათები რომ მოენჯღრეოდათ ხოლ-
მე... როგორც კი ჩემი რიგი მოაწევდა, ვდგებოდი... დინჯად, აუჩქარებ-
ლად... თვით თავაზიანობის განსახიერება გახლდით... პირიდან სულ
თაფლი გადმომდიოდა... ზურგზე მოკიდებული ჩანთიდან ნელა
ამოვაძრობდი ზარდახშას... ცხადია, ისეთს, ყველაზე ნაკლებად რომ
დაზაფრავდა მუშტარს... დავასკუპებდი სადგამზე... ის ნაბოზარი თავ-
საც კი არ იწუხებდა, რამე აეხსნა ჩემთვის... განემარტა... ხელით მანიშ-
ნებდა, გაეთრიე აქედანო... გეგონება, მეც ისეთივე სიბინძურე და უწმინ-
დურება ვიყავი...
ასეთ შემთხვევებში იხტიბარს არ ვიტეხდი... მივდიოდი სხვაგან... ვე-
რაფერი შემაჩერებდა. ასეთია გატაცებული ადამიანის ბუნება. წელიწა-
დის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში, ვიქნებოდი ოფლისგან სვე-
ლი თუ მშიერ-მწყურვალი, მე, შეპყრობილი ადამიანი, არ ვცხრებოდი...
შევდიოდი ნებისმიერ უბადრუკ და ბინძურ მაღაზიაში, ველაპარაკებო-
დი ყოველნაირ გაიძვერას თუ თაღლით მესაათეს... ჭრაქით განათებულ
მაგიდაზე ცარიელი ბოთლის წინ თავდამხობილს...
მთელი გარეუბანი ფეხით შემოვიარე... შაპელიდან მულინომდე...
პიერფიტში მეძველმანე ჩემი საქონლით დაინტერესდა, არც სენმორეუ-
ლი მეკონკე დარჩენილა გულგრილი... მოგვიანებით ისევ დავუბრუნდი
იმათ, ვინც პალე-რუაიალის გარშემო დემულენის დროიდან მოყოლე-
ბული, მონპასიეს თაღებქვეშ იყინებიან... პაპერდიუს დახლებს... იმ სა-
სოწარკვეთილ, ფერმკრთალ კომერსანტებს, თავიანთ სადგომებთან
რომ გაშეშებულან... აღარც სიცოცხლეს რომ ნატრულობენ და აღარც
სიკვდილს... შემოვურბინე „ოდეონსაც“, პარნასის უკანასკნელ იუველი-
რებს... მათზე იმასაც კი ვერ იტყოდი, შიმშილით იხოცებიანო... საწყლე-
ბი, უბრალოდ, მტვერს ჭამდნენ... ტყვიის თითქმის ისეთივე მოდელე-
ბით ვაჭრობდნენ, როგორითაც მე... ეს მასა ათასობით კუბოსა და ახალი

218
მითიური ყელსაბამების ჩამოსხმას ეყოფოდა. უგვანო და უფორმო ავგა-
როზების ეს მთა დახლებთან ერთად მიწაში იძირებოდა... გამყიდველე-
ბიც მათ მიჰყვებოდნენ, მხრებამდე ჩამარხულ ეგვიპტელებს მოგაგო-
ნებდნენ... ჩემ მიერ დასმულ კითხვებზე აღარც პასუხობდნენ. მე ისინი
მხოლოდ შიშს მინერგავდნენ...
გარეუბნებსაც სათანადო პატივი დავდე... ზოგჯერ ენთუზიაზმით
შეპყრობილი ისე შორს გავუტევდი ხოლმე, რომ უკან დასაბრუნებელ
გზას ვეღარ ვპოულობდი... თან ღამეც წამომეწეოდა... ფეხით, აბა, რას
დავბრუნდებოდი და იძულებული ვხვდებოდი, ომნიბუსზე დავხარჯუ-
ლიყავი. თვეში 35 ფრანკიდან მშობლები თხუთმეტს მიტოვებდნენ...
რაც ყოველთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მიმდიოდა... ისე, ფე-
ხით კი უნდა მევლო ყოველთვის... ამ შემთხვევაში, ცხადია, არც ჩემს
ფეხსაცმელს დაადგებოდა კარგი დღე!
***
ბატონი გორლოჟი შეკვეთებისთვის ყოველთვის დელა-პეს ქუჩაზე
დადიოდა. თავისუფლად შეიძლებოდა ქალებს მოსწონებოდათ, მაგრამ
ძუნძგლიანი წვერი უფუჭებდა საქმეს... მუდამ ქერტლით გამოძეძგი-
ლი... „სიკოზი“ – ასე უწოდებდა თავის უბედურებას...
ხშირად მინახავს, როგორ იფხანდა მას გამწარებით დახურულ კარს
მიღმა... ჩეჩვით როგორც კი გულს იჯერებდა, ამაღლებულ ხასიათზე
დგებოდა... ჯიბეში რამდენიმე ბეჭედი აუცილებლად ეგდო შესაკეთებ-
ლად... ზოგი ზომაში უნდა შეემცირებინა, ზოგიც – გაედიდებინა... ხან-
დახან ბროშის მომწყდარი საკეტი შესადუღაბებლად... ძეწკვიც შესავიწ-
როებლად... სამშვენისები და კიდევ ღმერთმა უწყის, რამდენი სისულე-
ლე... ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩვენს დაწესებულებას არსებობა
არ შეეწყვიტა... დიდად მომთხოვნი და ამბიციური არასდროს ყოფი-
ლა... მოკლედ, დაუოკებელ მადას არასდროს შეუწუხებია.
სამუშაოს მისი ერთადერთი კომპანიონი – ანტუანი ასრულებდა. თა-
ვად გორლოჟს შეკვეთებისთვის თითი არასდროს დაუკარებია. გამზი-
რებზე ხეტიალისას ხშირად გადავყრივარ მას. შეუძლებელი იყო, შორი-
დანვე არ მომხვედროდა თვალში... დადიოდა არა ისე, როგორც ყველა
სხვა... ბრბოსადმი ცხოველ ინტერესს იჩენდა... ხან საით იყურებოდა და

219
ხან საით ატრიალებდა და ატრიალებდა ამ თვალებს შეუჩერებლად.
ვხედავდი, თუ როგორ ბრუნავდა ლილვაკივით მისი ქუდი... გორლოჟი
ყურადღებას თავისი წვრილკოპლებიანი, მუშკეტერის სტილის ჟილეტი-
თაც იქცევდა...
– აბა, ფერდინანდ, შეტევისთვის ემზადები? საიმედოდ თუ ხარ აღ-
ჭურვილი? როგორ მიდის საქმე?
– ძალიან კარგად, ბატონო გორლოჟ, ყველაფერი წესრიგშია, ბატო-
ნო გორლოჟ!..
პასუხის გასაცემად, მიუხედავად ზურგზე აკიდებული მძიმე ჭაპნისა,
წელში გავიმართებოდი ხოლმე, ენთუზიაზმი წამითაც არ მიდუნდებო-
და... თუმცა იმის გამო, რომ ვერაფერს ვყიდდი და შესაბამისად ვერა-
ფერსაც ვერ ვშოულობდი და ტყუილად დავაბოტებდი ამ რკინა-კავეუ-
ლით დახუნძლული, დღითიდღე ვხდებოდი... კუნთების სიმკვრივეს
ჯერჯერობით ვინარჩუნებდი... ფეხებშიც მომემატა ჯანი... სული გან-
მიმტკიცდა... სიმაღლეში ვიმატე... გავხდი „ამაღლებული“...
***
ჩვენებებს როგორც კი მოვრჩებოდი, კიდევ რამდენიმე ადგილას უნ-
და შემერბინა... რაღაც-რაღაცები უნდა შემეძინა სახელოსნოსთვის, ხან
ერთ შინახელოსანს მივადგებოდი, ხან მეორეს... „კონტუარიდან“ რამ-
დენიმე კოლოფიც უნდა წამომეღო. კიდევ კარგი, ეს ყველაფერი ერთ ქუ-
ჩაზე იყო თავმოყრილი.
პატარა რობერს, შეგირდს, ბუდეების მოღუნვა, „დაუსრულებლების“
დასრულება ან, უბრალოდ, სახელოსნოს მოგვა ევალებოდა. გორლოჟე-
ბის ოჯახი ჰარმონიისა და იდილიისგან ძალიან შორს იყო. ოცდაოთხი
საათი ლანძღავდნენ და თათხავდნენ ერთმანეთს... ხმის დაკარგვამ-
დე... ყელის ჩახლეჩამდე... მათთან შედარებით, ჩვენ ფრთიანი ანგელო-
ზები ვიყავით... განსაკუთრებულად სასტიკი ორთაბრძოლები ანტუანსა
და პატრონს შორის იმართებოდა... ურთიერთპატივისცემისგან ნატამა-
ლიც კი არ რჩებოდა...
დაძაბულობა კულმინაციურ წერტილს შაბათ საღამოს, დაჯამება-
დაანგარიშების დროს აღწევდა. ანტუანი მუდამ უკმაყოფილო იყო... არ
ჰქონდა მნიშვნელობა, ხურდას მიუგდებდნენ თუ მსხვილ ბანკნოტებს

220
ჩაუთვლიდნენ ხელში, მაინც იგინებოდა და ილანძღებოდა. პატრონს
ყველაფერი უნდა გადაეყლაპა. სხვა მუშახელი მას არ ჰყავდა. „აი, ეს
თქვენი ძუნძგლიანი სახელოსნო გაითხარეთ ტრაკში, რამდენჯერ შეიძ-
ლება, ადამიანმა ერთი და იგივე გიმეოროთ...“
ასე საუბრობდნენ ისინი. პატრონი სასაცილოდ იმანჭებოდა, მისი სი-
ფათი ამ დროს უნდა გენახათ... წვერს იჩეჩდა... იფხანდა... მღელვარე-
ბისგან ფრჩხილებს იკვნეტდა... ანტუანი ზოგჯერ ფულის გამო ისე გამო-
სულა წყობიდან, რომ პატრონს ყელში ბოთლის ჩათხრითაც კი დამუქ-
რებია... ყოველ ჯერზე ვფიქრობდი, რომ მუქარას სისრულეში მოიყვან-
და, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა... წასვლაც კი არ უცდია... ეს იქცა
გრძნობების გამოხატვისა და ურთიერთობის ჩვეულებრივ ფორმად,
ზუსტად ისე, როგორც ჩვენთან.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს ოჯახებს შორის პატარ-პატარა გან-
სხვავებებიც არსებობდა... ქალბატონი გორლოჟი დედაჩემივით თავს
ვერ იკავებდა. აურზაურის ატეხაში შეუდარებელი იყო... ხელჩართული
ბრძოლა, ისტერიკების აწევა – ყველაფერი ხელეწიფებოდა... პატარა ან-
ტუანი როგორც კი იყნოსავდა, რომ დაძაბულობა ფატალურ ხასიათს
იღებდა, დაზგის ქვეშ დურთავდა თავს, კორიდიდან ნამცეციც კი რომ არ
გამოჰპარვოდა. აი, ასე, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ერთო-
ბოდა ჩვენი პატარა ანტუანი...
როდესაც შაბათს მისი დაშოშმინების ყველა მცდელობა ფუჭად ჩა-
ივლიდა, ბოლო მომენტში ეშმაკის მანქანებით რომელიმე უჯრაში მა-
ინც მივაგნებდით რამდენიმე სუს ჯამაგირის დასამრგვალებლად. მცი-
რედიც სავსებით საკმარისი იყო... სამზარეულოს კედლის კარადაში
გვრჩებოდა კიდევ ერთი სასწაულმოქმედი კოლოფი... ძვირფასი ქვების
საწყობი... თავბრუდამხვევი საგანძური... ეს იყო ჩვენი ბოლო ნავსაყუ-
დელი... შეუფასებელი სტრატეგიული მარაგი... მითიური სიმდიდრე...
გაჭირვების ტალკვესი... გამოსავალი გამოუვალობის ჟამს...
შიმშილობის დროს იძულებული ვიყავი, წონით მევაჭრა. ვცდილობ-
დი, საქონელი ნებისმიერ ადგილას ნებისმიერისთვის შემეტენა... ვი-
ლაჟში... ტამპლში... კრემლენის მისადგომებთან... ამ დროს, ყველაზე
ბევრი, ასიოდე სუ შეიძლებოდა მომექუჩებინა... მას შემდეგ, რაც გორ-

221
ლოჟმა მოჩუქურთმებაზე ხელი ჩაიქნია, ოქრო სახელოსნოში სამ დღე-
ზე მეტხანს არ ჩერდებოდა. შეკეთების შემდეგ სახელოსნოში შეყოვნე-
ბულის დაბრუნებას ერთ კვირაში ითხოვდნენ. ადამიანებმა დაკარგეს
ერთმანეთის ნდობა... შაბათობით სპორტული ნაბიჯით სამ-ოთხჯერ
მაინც მიწევდა ვოგეზების მოედანსა და რუაიალის ქუჩაზე გავარდნა და
შეკეთებული ნივთის ჩაბარება. იმხანად სიძნელეები ჯერ კიდევ არ მაფ-
რთხობდა. ამ თემაზე არც კი ვლაპარაკობდით. სენი მოგვიანებით გვე-
ტაკა, როცა მოვტვინეთ, შავ მუშად ყოფნა საშინელება რომ იყო... თავი-
დან მხოლოდ ამის სიმპტომებს თუ ვამჩნევდით: გაგანია ზაფხულში
ყველა დავალების პირწმინდად შესრულების შემდეგ, დაახლოებით
შვიდისკენ, შინისკენ რომ მივლასლასებდი, ვგრძნობდი, რომ პუასონი-
ერთან მაინცდამაინც არ გრილოდა. ახლაც მახსოვს ვალასში, ამბიგიუს
გვერდით, ხეებქვეშ,
სულის მოსათქმელად როგორ ეწაფებოდნენ ადამიანები პატარა
შადრევანს... არ აცლიდნენ ერთმანეთს... რიგიც კი დგებოდა... ზოგიერ-
თები პირდაპირ თეატრის კიბეზე მიყრილები ისვენებდნენ... ხვატისგან
ლამის გულწასულები აქეთკენ მოიჩქაროდნენ... შესანიშნავი ქანდარა
კი გამოდგა ათასი ჯურის საეჭვო ბრბოსთვის... ჟურნალ-გაზეთების გამ-
ყიდველები და შრომის ბირჟის აგენტები, ბუკმეიკერები, ქურდბაცაცები,
ქორვაჭრები, სპეკულანტები, უმუშევრები... მათ ვერ დაითვლიდი. იდ-
გნენ ათკაციან, ოცკაციან, ასკაციან ჯგუფებად დაყოფილნი... ყველას სი-
დუხჭირე და სიძნელეები ეკერა პირზე. უჩიოდნენ მიზერულ ანაზღაურე-
ბას... საუბრობდნენ დოღზე... სავარაუდო ფსონებსა და მოგებებზე...
სპორტის ახალ ამბებზე... ველორბოლაზე... „სამშობლო“ ხელიდან
ხელში გადადიოდა... ხარბად კითხულობდნენ განცხადებებს... აინტე-
რესებდათ, ვალუტის კურსი ბირჟაზე...
ისმოდა „მატჩიშე“, იმხანად მოდური მელოდია... უსტვენდნენ და
ფეხსაც კი აყოლებდნენ კიოსკის გარშემო თავმოყრილი ადამიანები. სა-
პირფარეშოსთან რიგი იდგა... დაცლის მსურველებს კარგა ხანს უწევ-
დათ ლოდინი... შემდეგ ყველა გზაჯვარედინს უბრუნდებოდა... ჰაერში
ყველაზე მეტი მტვერი ტამპლთან ტრიალებდა... სადაც მეტრო ითხრე-
ბოდა... ამას მოჰყვებოდა მწვანე სკვერი, ჩიხები, გრენეტა, ბობური...

222
ელზევირის ქუჩა, ასე, შვიდისთვის მაინც განსაკუთრებულია... ის კია,
რომ უბნის მეორე ბოლოში მდებარეობს.
***
პატარა რობერის დედა ეპერნონში ცხოვრობდა... შეგირდი მთელ
თავის ნაამაგარს მას უგზავნიდა – თორმეტ ფრანკს ყოველკვირე-
ულად... საჭმელ-სასმელზე ფული არ ეხარჯებოდა... მუქთად ეძლე-
ოდა... დაზგის ქვეშ დაგებულ ლეიბზე ეძინა... დილით აახვევდა და შე-
ინახავდა ხოლმე... ამ ბალღისგან თავი შორს მეჭირა! უკიდურეს სიფ-
რთხილეს ვიჩენდი... პირი მუდამ მომუწული მქონდა... არც არაფერს
ვროშავდი... მოკლედ, სულ ვფხიზლობდი...
ანტუანი, ერთადერთი მუშა, ძალზე მკაცრი ვინმე იყო... პატარა რო-
ბერს გადაჰკიდებოდა და უმნიშვნელო რამის გულისთვისაც კი ლამის
ტყავს აძრობდა. ისე, ადგილი კი მოსწონდა, იმიტომ რომ შვიდი საათის
შემდეგ მისი შემწუხებელი კაციშვილი არ იყო... ძირითადად კიბეზე ერ-
თობოდა. ეზოში აუარებელი კატა დაძრწოდა. პატარა რობერი მათთან
სადილის ნარჩენებს მიარბენინებდა. ამოსვლისას ჭუჭრუტანებში იცქი-
რებოდა... ეს იყო მისი საყვარელი თავშესაქცევი.
ამის შესახებ მოგვიანებით თავად მომიყვა, როცა უკეთ გავიცანით
ერთმანეთი. ამასთან ერთად, მაზიარა სისტემას, რომელიც შარდვის
დროს ქალების ზედმიწევნით დათვალიერების საშუალებას იძლეოდა.
პირდაპირ ჩვენს ბაქანზე, კარს ზემოთ გამოჭრილ ორ ხვრელზეც მიმი-
თითა, რომლებიც საცობებით
ჰქონდა დაგმანული. ასე და ამგვარად, ყველა ენახა, მათ შორის ქალ-
ბატონი გორლოჟიც, ყველაზე ნაბოზარი, მისი თქმით. მსგავსი დასკვნა
ქალბატონისეულმა ქვედაკაბის ასხეპის მანერამ გამოატანინა.
თვალთვალი, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ჭუჭრუტანაში ცქერა
რობერის ბუნებრივი მოწოდება იყო... თურმე ქალბატონ გორლოჟს
უზარმაზარი ბაყვები ჰქონია... აი, ისეთი, ქანდაკებებს რომ აქვთ... სულ
ბალნიანი... განსაკუთრებით უკანალზე და წინაც... ბოქვენზე... მოლი-
ვით აბიბინებული... სქელი ბეწვი ჭიპამდე... პატარა რობერს ეს ყველა-
ფერი ენახა... იმ მომენტშიც კი, როცა დიასახლისი თვიურის დროს კუჭში
გადიოდა... როცა ირგვლივ ყველაფერი წითლად იფერებოდა... და სის-

223
ხლი ხვრელიდან აშხეფებდა. ვინ წარმოიდგენდა, გორლოჟის ტურფას
ასეთი უცნაური მოსაქმება რომ შეეძლო... მაგრამ იმან, რაც ერთხელაც
შემპირდა, ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა... გაჩვენებ ხვრელს, რო-
მელიც კედელში ზუსტად საწოლთან ახლოს გავიყვანეო. აგიხსნი პოზი-
ციას, რომელიც ყველაზე უკეთ თვალიერების საშუალებას იძლევაო...
სამზარეულოში ბუხარზე უნდა აბობღდე... სულ კუთხეში... და შიგ ჩაიხე-
დო... მთელი საწოლი შენ წინ გადაიშლებაო...
რობერი ამისთვის თურმე ღამით საგანგებოდ დგებოდა... ხშირად
ენახა, როგორ ჟიმაობდნენ გორლოჟები. მეორე დღეს კი ყველაფერს
წვრილ-წვრილად მიყვებოდა... თუმცა, სიფათი ჰქონდა გამოსირებუ-
ლი... უძილობისგან თვალები ეხუჭებოდა...
პატარა რობერს, ძირითადად, ფილიგრანი ჰქონდა ჩაბარებული...
მცირედი დაზიანებებიც მის კისერზე გადადიოდა. ამისთვის თმის ღე-
რივით თხელი სამართებლები ჰქონდა... შემდეგ ყველაფერს ფურჩს
ადებდა... ერთგვარ წვრილ ბადეს, რომელიც ობობას წააგავდა... იმის
გამო, რომ ნივთებს საათების განმავლობაში დაჟინებით იყო მიშტერე-
ბული, უკვე დასწყებოდა თვალების ტკივილი. ამ დროს ისვენებდა და
სახელოსნოს ალაგებდა.
ანტუანი ცერბერივით ადგა თავზე... არაფერს პატიობდა... შავ დღე-
ში აგდებდა. არც მე ვეხატებოდი გულზე... ერთი სული გვქონდა, იმ მო-
მენტში გამოგვეჭირა, როცა დიასახლისს უქაქუნებდა... თუ პატარა რო-
ბერს რამე დაეჯერება, ამგვარი რამ ხშირად ხდებოდა... რობერი სულ
ამაზე ყბედობდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ბოლომდე დარწმუნებული
ვერ იყო... შეიძლება, მეც ჭორებით მბერავდა. სუფრასთან უბატონოდ
ხმას ვერ გასცემდი. აბა, გაგებედა და სიტყვა შეგებრუნებინა ან უმნიშ-
ვნელო შენიშვნა მიგეცა. წამში წყობიდან გამოდიოდა და თავისი ხელ-
საწყოების შესაქუჩებლად გარბოდა. ამ დროს მის გულს მხოლოდ იმ
შემთხვევაში მოიგებდი, თუ ჯამაგირის მომატებას შეჰპირდებოდი...
ათი ფრანკი... ასი სუ... ნებისმიერი თანხა ჭრიდა... ნებისმიერ თანხაზე
შეიძლებოდა ვაჭრობა...

224
– წადი, გააჯვი, შენი დედაც! – პასუხობდა ის გაუბედურებულ გორ-
ლოჟს, – შემაჯექით აქ და ვირივით მამუშავეთ!.. თვითონ ტრაკგამოხეუ-
ლი დარბიხართ! ვიცი, რისი მომცემიც ხართ!.. ისევ მაბოლებთ, არა?!
– ნუ ღელავთ, ანტუან! გარწმუნებთ, ძალიან მალე ყველაფერი და-
ლაგდება... უფრო ადრე, ვიდრე თქვენ
ვარაუდობთ!.. დამიჯერეთ, ამაში ეჭვი არ მეპარება...
– დალაგდება! კი, აბა, დაგიჯერეთ! ეს იგივეა, მკვდარს მკურნალო-
ბის კურსი დაუნიშნო... მე უფრო ადრე გავხდები არქიეპისკოპოსი, ვიდ-
რე თქვენ მიერ შეპირებულ დანამატს ვეღირსები.
აი, ასე მეტყველებდნენ. სულ დაკარგეს ერთმანეთის რიდი და პატი-
ვისცემა. მათი დამაოკებელი მექანიზმი არ არსებობდა... პატრონი ყვე-
ლაფერს იტანდა... ეშინოდა, რომ მუშახელი ხელიდან არ გამოჰფცქვნო-
და... მიუხედავად ამისა, თვითონ თითის განძრევაზე არც კი ფიქრობ-
და... მეტი საქმე არ ჰქონდა ახლა... დამდგარიყო და ხელები გაესვარა.
ცვლილებების მოლოდინში... ნაღებიანი ყავის მირთმევა და ფანჯარა-
ში ცქერა ერჩივნა... ჰო, თან სიგარა ეფუილებინა... მარეს პანორამა მისი
შეუცვლელი სიამოვნება იყო... განსაკუთრებით წვიმიან ამინდში... როცა
წვრილად ცრიდა... საუბრები აღიზიანებდა... შეგეძლო გეკეთებინა, რაც
მოგეპრიანებოდა... ოღონდ მისთვის არაფერი გეკითხა... არაფერი გეთ-
ხოვა... თვითონაც ხომ გულწრფელად გაგვაფრთხილა: „მოიქეცით ისე,
თითქოს აქ არც ვიყო!“

225
8
კლიენტს ვერა და ვერ დავადგი თვალი... ვერც „მებითუმეს“ და ვერც
„მეწვრილმანეს“... ჩემი ურჩხულები და ქიმერები ისევ და ისევ ხელზე
მქონდა გადაკიდებული. არადა, ღმერთი, რჯული, მცდელობა არ დამიკ-
ლია! მადლენიდან ბელვილამდე... უნახავი მტკაველიც არ დამრჩენია...
რა არ ვცადე... კასტილიიდან სენ-კლუმდე კარი არ დამრჩენია, რომელ-
ზეც არ მივაკაკუნე... მეძველმანეები... მესაათეები... ყველა ვნახე რივო-
ლიდან ბანიოს სასაფლაომდე... ყველაზე გაუბედურებული და ყველაზე
გაღატაკებული ებრაელებიც კი მიცნობდნენ... ყველაზე საეჭვო და ყვე-
ლაზე გათახსირებულებიც... ყველა ოქრო-ვერცხლით მოვაჭრე... ყველა
გამოსირებული... ყველა ოქრომჭედელი... მაგრამ დათარსულს, ეტყობა,
არასდროს არაფერი ეშველება... არავინ არაფერს ყიდულობდა... არა,
არა და არა! ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა... ბოლოს და ბოლოს,
ხომ შეიძლებოდა ერთ დღესაც უბედურების მარაგი ამოწურულიყო?!
ერთხელ, როგორც იქნა, ბედმა გამიღიმა. სასწაული სენ-ლაზარის
კუთხეში მოხდა... არადა, დღე არ გავიდოდა ისე, იქ რომ არ გამევლო!..
მაგრამ არასდროს წამითაც არ შევყოვნებულვარ... ჩინური ნაწარმის მა-
ღაზია... ტრინიტედან სულ რაღაც სამასი მეტრით იყო დაშორებული...
ისე, აქამდეც კი უნდა შემემჩნია, რომ იქაც გაუგონარი სიმახინჯეებისად-
მი იყვნენ მიდრეკილნი... თანაც პატარებისადმი კი არა, არამედ გიგან-
ტურებისადმი... წარმოუდგენელი ძვირფასეულობით ჰქონდათ ვიტრი-
ნები გამოძეძგილი... როგორც მივხვდი, ამ მონსტრების დანიშნულება
მოქალაქეთა გაცინება და გახალისება კი არ იყო, არამედ მათი სერიო-
ზული დაშინება... როცა დავფიქრდი, მოვტვინე, რომ მათი საქონელი
სტილით ძალიან წააგავდა ჩემსას... მოკლედ, იგივე სიმახინჯე! იმ გან-
სხვავებით, რომ ისინი ძირითადად სალამანდრებსა და მფრინავ დრა-
კონებს ეტანებოდნენ... ფაშვგადმოგდებული, მთლიანად ოქროს წყალ-
ში ამოვლებული ბუდები... ატრიალებდნენ და აკვესებდნენ ამ თვალებს
გაცოფებულნი... სადგამებზე ჩამომსხდარნი უქიშინებდნენ... ჟანრი
„ოპიუმის ზმანებანი“ ზედმიწევნით დაცული! ბრჭყვიალა წკარუნა მძი-
ვებითა და ჯინჯილებით გაწყობილი... არკებუზებისა და ბერდიშების
226
მწკრივები... ჭერამდე ახოხოლავებული... მოკლედ, გახალისდებოდა კა-
ცი. ზემოდან ცეცხლისმფრქვეველი რეპტილიების მთელი ლაშქარი მო-
ცოცავდა... ყველგან... იატაკზე... სვეტებზე... ასობით ჭრელა-ჭრულა
ქოლგა კედლებზე... ალების დარად მოელვარე და მოგიზგიზე... დაბო-
ლოს, ეშმაკი კართან ახლოს... შთამბეჭდავი სიდიდის... გომბეშოებით
გარშემორტყმული... გადმოკარკლული, ლამპრებივით მანათობელი
თვალებით.
რადგან ისინიც მსგავსი ხარახურით ვაჭრობდნენ, თავში ერთი აზრი
მომივიდა... ამნაირ რამეს მხოლოდ ფხიანი და საზრიანი ადამიანი მო-
იფიქრებდა... იქნებ ჩემი საქონლითაც მოიხიბლონ?
გამბედაობა მოვიკრიბე და ფარდულში შევდგი ფეხი... გადმოვულა-
გე ჩემი ავლა-დიდება. თავიდან ვნერვიულობდი... არეულად ვლაპარა-
კობდი, მთლად დაწყობილად და გასაგებად ვერ ვუხსნიდი... ბოლოს
ყველა ჩემი ოინბაზური ტექსტი გავიხსენე, რომლებსაც კლიენტის ან-
კესზე წამოსაგებად მივმართავ ხოლმე...
ჩემ წინ იდგა კაცუნა მხრებზე დასკუპებული უცნაური ფორმის გოგ-
რებითა და გადაღრძუებული მაჭანკლის ხმით... ეტყობოდა, ჯიბიდან
გავარდნილი გოთვერანი იყო... წარმოიდგინეთ, ნაყშებიან აბრეშუმის
კაბაში გამოსკვანჩული ეს უცნაური ჩია არსება... ქოშებზე შემომხტარი
ნამდვილი, უკუდო მაკაკა თავზე დაკოსებული გაურკვეველი ფასონის
შლაპით... თავიდან დიდი ცნობისმოყვარეობა არ გამოუჩენია... არც თა-
ვისი დამოკიდებულების გამოხატვა უცდია... არაფერზე რეაგირებდა...
მაინც შევამჩნიე, რომ ჩემი ეშმაკეული ტრიუკების უმდიდრესი კოლექ-
ციით ცოტათი მაინც მოვტეხე... ჩემი მანდრაგორებით... სპირალივით
დახვეული მედუზებით... სამოსურ-ფრაკიული ბროშებით... წარმოუდგე-
ნელია, რომ ჩინელს ამხელა ცდუნებისთვის გაეძლო... საკმაოდ დიდი
დრო დასჭირდა, ჩემი ასორტიმენტი ძირფესვიანად რომ დაეთვალიე-
რებინა...
ბოლოს მის თავშეკავებულობასა და მოჩვენებით სიდინჯეს ბზარი
გაუჩნდა... აშკარად აღელდა... აღფრთოვანდა... განწყობაც საზეიმო გა-
უხდა... მოუთმენლობისგან გამართულად ვერც მეტყველებდა... სიტყვე-
ბი ერთმანეთში ერეოდა... ბოლოს, მოულოდნელად ამოშაქრა: „ჩემო,

227
ძვირფასო ყმაწვილო, მგონი, შევძლებ, თქვენთვის რაღაც მოვიმოქმე-
დო...“ – და ცოტა წაუღიღინა...
ლუქსემბურგის ბაღის სიახლოვეს ერთ მოყვარულ ექსპერტს იცნობ-
და... ერთობ პატიოსან და პატივსაცემ ბატონს... ჭეშმარიტ მეცნიერს...
ძვირფასეულობაზე გადარეულს, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ის მაღალ
ხელოვნებასა და დახვეწილ გემოვნებას შეესატყვისებოდა... ჩემმა კო-
ლექციამაც ბაზარზე სახელი განა ამით არ მოიხვეჭა?! მამაკაცი წარმო-
შობით მანჯურიელი გახლდათ... აქ არდადეგებზე ჩამოსულიყო... ჩი-
ნელმა დამაკვალიანა, როგორ მოვქცეულიყავი მასთან... ძალიან ხმა-
მაღლა არ უნდა მელაპარაკა... თურმე ტიპს ხმაური სძაგდა!.. მისი მისა-
მართიც მომცა... „რიცში“ ნამდვილად არ ცხოვრობდა... უბადრუკ სუფ-
ლოს ქუჩაზე... ჩინელი სენ-ლაზარის ქუჩიდან თავისთვის მხოლოდ პა-
ტარა „საკომისიოს“ ითხოვდა, იმ შემთხვევაში, თუ დაკვეთას მივიღებ-
დი... ე.ი. ჩვენ შორის გარიგება შედგებოდა... მხოლოდ ხუთ პროცენტს...
არც მეტი, არც ნაკლები... ამას ძარცვა არ ეთქმოდა... ქაღალდის ნაგ-
ლეჯზე ჩემი გვარ-სახელი მივუჩხაპნე... ამის შემდეგ წამიც არ დამიკარ-
გავს... მარტირის ქუჩაზე ომნიბუს „ოდეონს“ შევახტი.
***
ვიპოვე ჩემი დამკვეთი. ვაჩვენე ბარათები... გავეცანი, გადავუშალე
ნიმუშები. ამას იმ მეორეზე ბევრად დაჭმუჭნილი სიფათი ჰქონდა... თა-
ნამემამულის მსგავსად კაბა ეცვა. ჩემი მოტანილისგან კინაღამ ჭკუიდან
გადადგა... არაჩვეულებრივი ნივთების ნახვით მჭევრმეტყველება გაუმ-
ძაფრდა... რუკაზე თავისი ადგილსამყოფელი მაჩვენა... თურმე, სამყა-
როს დასალიერიდან ჩამოსულიყო... შეიძლება, კიდევ უფრო შორეული
ტერიტორიიდან... რუკაზე მოუნიშვნელი მოუსავლეთიდან... ნამდვილი
მანდარინი შვებულებაში... სამკაულის შეკვეთა გადაეწყვიტა... აუცი-
ლებლად მოოჭვილ-მოჩუქურთმებული უნდა ყოფილიყო... თავის წარ-
მოსახვაში უკვე ნიმუშსაც კი ხედავდა... ეს იყო სერიოზული შეკვეთა, რო-
მელიც აუცილებლად მე უნდა შემესრულებინა... ამიხსნა, სად შემეძლო
მისი ასლის მოპოვება... გალიერას
მუზეუმის მესამე სართულზე... შუა ვიტრინაში... გამორიცხული იყო,
ვერ მიმეგნო... იქვე დამიხატა ესკიზი... დიდი ასოებით ქვემოთ სახელ-

228
წოდებაც მივაწერე: „შაკია მუნი“... ასე იწოდებოდა ორიგინალი... „ბედ-
ნიერების ღვთაება!“ ზუსტად ასეთი უნდოდა ჰქონოდა... ქინძისთავის
ფორმის ჰალსტუხისთვის... თან გამაფრთხილა, იქ ევროპულად ვიმოსე-
ბი და მართლმსაჯულებას განვაგებო.
საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი... კაცი სრულ ნდობას მიცხადებდა...
ორასი ფრანკი ძვირფასი ლითონის შესაძენად იქვე ხელში ჩამითვა-
ლა... მიიჩნია, რომ მისთვის ასე ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნებო-
და... დროც ნაკლები დაეკარგებოდა...
დარწმუნებული ვარ, თავად დავემსგავსე ბუდას, როცა ჩემკენ გამოშ-
ვერილი ორი ბანკნოტის მიღებაზე დავყაბულდი. ამგვარმა მოპყრობამ
თავბრუ დამახვია... როცა გამზირს ავუყევი, უცნაურად მაქანავებდა... კი-
ნაღამ მანქანას ჩავუვარდი... მაგრად გამოვქლიავდი.
როგორც იქნა, ელზევირის ქუჩაზე აღმოვჩნდი... დუჟმორეულმა მოვ-
ყევი, რაც თავს გადამხდა... თქვით ახლა, რომ ამას გამართლება არ
ჰქვია! მოჩუქურთმების ხელოვნების აღორძინება!.. გორლოჟმა ეს ხომ
ჯერ კიდევ როდის იწინასწარმეტყველა! ღვინით სავსე ჭიქები ერთმა-
ნეთს მეგობრულად მივუჭახუნეთ და გადავკარით. გადამეხვივნენ... ჩამ-
პროშნეს... ყველანი შერიგდნენ... ბოლოს დაგვრჩა მნიშვნელოვანი ეტა-
პი – ორასი ფრანკის გადახურდავება... ისე, ორასი მაინც ბევრად მეტია,
ვიდრე ას ორმოცდაათი...
***
გორლოჟის თანხლებით ცნობილი ფიგურის გადმოსახატად ყველა-
ნი მუზეუმისკენ გავემართეთ... ძალიან საინტერესო მოგვეჩვენა... სრუ-
ლიად მარტო და არხეინად წამოჭიმული პაწაწინა დასაკეც სკამზე... თა-
ვის თავს შეჰღიმოდა – ყავარჯენი გვერდზე ედო...
საქმემ საკმაოდ დიდი დრო წაგვართვა... ჯერ უნდა გადმოგვეხატა,
შემდეგ კი ესკიზი ასჯერ შეგვემცირებინა... პატარა მაკეტი მოვამზა-
დეთ... შესანიშნავად გამოგვივიდა. მე და რობერი ფრანკერის ქუჩაზე,
ებრაულ-შვეიცარიულ მაღაზიაში თვრამეტსინჯიანი ოქროს შესაძენად
წავედით... ასი ფრანკის ავიღეთ და კიდევ ორმოცდაათი დაგვრჩა შესა-
დუღაბებლად... ეს პატარა „ზოდი“ რუდუნებით შეგვიფუთეს და პატარა
კოლოფში ჩაგვიდეს, რომელიც თავის მხრივ ორფად შეგვიხვიეს... აგერ

229
უკვე ოთხი წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც ელზევირის ქუჩაზე ძვირ-
ფასი ლითონი ბოლოჯერ ღამის გასათევად დარჩა... როგორც კი მოდე-
ლირება დავასრულეთ, ნაკეთობა დასაყალიბებლად გადავაგზავნეთ...
იქ კი დედა უტირეს, სამჯერ სცადეს და არაფერი გამოუვიდათ... ყოველ
ჯერზე თავიდან ვიწყებდით... ჩამომსხმელებს ამ საქმის დიდი არაფერი
გაეგებოდათ... დრო კი გადიოდა... ყველანი ვნერვიულობდით... ბო-
ლოს, როგორც იქნა, გვეშველა... მეყალიბეები საბოლოოდ მაინც ჩას-
წვდნენ საქმის არსს. ურიგო ნამდვილად არ გამოსვლიათ... ღვთაება
ნელ-ნელა ფორმებს იძენდა... ახლა კი საჭირო იყო დასრულება,
ლითონის ზედაპირის მოპრიალება და მოჩუქურთმება... უბედურება
სწორედ ამ საპასუხისმგებლო მომენტში დატრიალდა... გორლოჟს პო-
ლიცია დაადგა თავზე... მთელი სახლი მღელვარებამ მოიცვა... პატრონს
სასწრაფოდ ერთთვიანი სამხედრო წვრთნა და გადამზადება უნდა გაევ-
ლო. გადავადება შეუძლებელი აღმოჩნდა... უკვე ამოეწურა დასაშვები
ლიმიტი... მოკლედ, დიდ მანევრებს ვერ დაუძვრებოდა... დაუსრულე-
ბელ „ბედნიერების ღვთაებას“ დროებით უნდა გამომშვიდობებოდა...
საქმეს ვერ მიაფუჩეჩებდა... ღვთაება გულდასმით უნდა მოპირკეთებუ-
ლიყო...
რაკი სამხედროებთან გარიგება გამოირიცხა, გორლოჟმა ასე გადაწ-
ყვიტა... დაე, ანტუანმა დაასრულოს სამუშაო... მშვიდად, რუდუნებით,
აუჩქარებლად... მე კიდევ მის დამკვეთთან მიტანა დამევალა... ამის შემ-
დეგ მხოლოდ ასი ფრანკი დარჩებოდა ასაღები, რომლის წამოღება თა-
ვად გორლოჟმა იტვირთა... ამას განსაკუთრებულად გაესვა ხაზი... რო-
გორც კი წვრთნებს მორჩებოდა... ის უწინდებურად არავის ენდობოდა.
თუ ჩვენს ჩინელს ნამუშევარი მოეწონებოდა, ჩვენ სხვა შაკია-მუნებს
დავამზადებდით... მთლიანად ოქროსგან ჩამოსხმულებს... ცხადია, ამ
პაწაწინა შეკვეთით ვერ შემოვიფარგლებოდით... მომავალი ვარდის-
ფერ ფერებში გვესახებოდა... ვინ იცის, იქნებ მოჩუქურთმების ხელოვ-
ნების აღორძინება სულაც შორეული აღმოსავლეთიდან დაწყებულიყო
და ჩვენამდეც მოეღწია... აჰ! მთელი ჩვენი კიბე ამ ამბისგან პირდაპირ
სკასავით ზუზუნებდა... სხვა სართულებზეც ხელოსნებმა საერთოდ და-
კარგეს ძილი და მოსვენება... ჩვენმა წარმატებამ ყველა დააბრმავა... გა-

230
უგონარი აღმასვლა! დაუჯერებელი აღმაფრენა... იმასაც კი ამბობდნენ,
რომ ჩვენ ჩეკები პირდაპირ პეკინიდან გვეგზავნებოდა...
გორლოჟი ბოლო წამებამდე ფეხს ითრევდა... თუ ასე გაგრძელდე-
ბოდა, უსიამოვნებებს ვერ ასცდებოდა... ის და ანტუანი პატარა კაცუნას
შეუსვენებლად დასტრიალებდნენ თავს... სრულიად უაზრო დეტალები
რჩებოდათ, ისეთი პაწაწინები და უმნიშვნელო, რომ მათი გარჩევა ლუ-
პითაც კი შეუძლებელი ხდებოდა... პატარა სკამზე შემოსკუპებული
ღვთაება... ყავარჯენი... განსაკუთრებით რთული ღვთაების სიფათზე
მუშაობა აღმოჩნდა... ოდნავ შესამჩნევი ღიმილის გადმოცემა ჯოჯო-
ხეთს დაემსგავსა... ყოველი შტრიხის ამოჭრა ფრჩხილივით ალესილი
საჭრეთლით ხდებოდა... ნამუშევარს არაფერი აკლდა. ეს იყო ერთი ერ-
თში შესრულებული ასლი. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სასურველი
იყო, ანტუანს კიდევ ეფიქრა... ოთხი-ხუთი დღე... ყოველ შემთხვევისათ-
ვის... მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებდით სრულყოფილ, დახვეწილ, ნა-
ტიფ და უზადო ღვთაებას. გორლოჟმა, როგორც იქნა, მიიღო საბოლოო
გადაწყვეტილება... ის უნდა წასულიყო... სხვა გზა მას არ ჰქონდა... ჟან-
დარმები ისევ გამოჩნდნენ...
მეორე დღეს გორლოჟი თხემით ტერფამდე სამხედრო ფორმაში გა-
მოწკეპილი დამხვდა... ნაკეცებიანი ქურთუკი მოეგდო... ორღილიანი და
საყელოიანი... შემოტეხილი ბოლოებით... შემწვარი კარტოფილით
პირთამდე სავსე ქაღალდის პარკს წააგავდა... თავზე პომპონიანი მწვანე
კეპი ჩამოეფხატა... რაც მართალია, მართალია, წითელი შარვალი ტან-
ზე კარგად ჰქონდა მომდგარი. ამგვარად აღკაზმული გარეთ გაბრძან-
და... პატარა რობერი მის ჩანთას მიათრევდა. ბოლომდე იყო გაძეძგი-
ლი... წარმოიდგინეთ, სამი კამამბერი,
ახალი... სულ აამყრალა იქაურობა... მთავარ სადისკუსიო თემადაც
კი იქცა... უამრავი შენიშვნა და მოსაზრება გამოითქვა... პლუს ორი ლიტ-
რი თეთრი ღვინო... ლუდი პატარ-პატარა ბოთლებში... სათადარიგო
წინდები... ნაქსოვი პერანგი... ღამით ჩასაცმელად... ღია ცის ქვეშ ძილი-
სას...
მეზობლები კიბეზე უწყვეტ ნაკადად ჩამოდიოდნენ... შინაურულად
ჩუსტებში ჩაცმულნი. ეზო ყაყანით გაივსო... გამძლეობა, გამბედაობა

231
და წარმატებები უსურვეს გორლოჟს... აღმოსავლეთის რკინიგზის სად-
გურამდე გავაცილე, რომელიც მაჟანტას გზაჯვარედინის მიღმა მდება-
რეობდა. გამგზავრებამ სადარდებელი გაუჩინა... ნერვიულობდა... რაღა
მაინცდამაინც ამ შეკვეთას დაემთხვა. ბედი არ გინდა?.. დარიგებებად
დაიღვარა... განსაკუთრებით იმის გამო წუხდა, რომ ნაკეთობის საკუთა-
რი ხელით დასრულების საშუალება არ მიეცა... ბოლოს გამომემშვიდო-
ბა... მიბრძანა, ჭკვიანად მოიქეციო. მერე განრიგის კითხვას შეუდგა...
ირგვლივ ათასი ჯურის ავაზაკი ტრიალებდა... ორი ტიპი გვეცა და გვიღ-
რიალა, რას დარჭობილხართ შუა გზაზე, გაგვატარეთო. სასწრაფოდ უნ-
და გავცლოდი იქაურობას...
ელზევირის ქუჩაზე დავბრუნდი. კონსიერჟის ქოხმახის წინ გავლი-
სას ბებრუცანამ შემომძახა:
– ჰეი, მოიხედე, ერთი, აქეთ! ფერდინანდ, არ გეყურება? მოდი აქ!..
მითხარი... ის წავიდა? მაინც წასვლა ამჯობინა, არა? კარგად თუ მოემ-
ზადა მაინც? იქ ნამდვილად არ შესცივდება! პირიქით, დასცხება! მად-
ლობა ღმერთს, სასმელი წაიღო. ეს მანევრები მას ძვირად დაუჯდება!
ჯერ სად არის, დამპალი ესა, მძღნერი! ნაგავი! მაგის სიკვდილი ვნახე
მე! იმ შენი რქიანი პატრონის.
ასე იმიტომ მეუბნებოდა, რომ საქმის კურსში ჩავეყენებინე... სასაუბ-
როდ ცოტა შევეხურებინე... ხმა არ გავეცი. ჭორების გაგონება აღარ შე-
მეძლო... ყველაფერი ყელში მქონდა ამოსული... ჰო, კი, რა თქმა უნდა...
საშინლად ეჭვიანი გავხდი... მართალიც ვიყავი... თუმცა მაინც არასაკმა-
რისად... მომდევნო მოვლენებმა ამაში ზედმიწევნით დამარწმუნა.
***
როგორც კი პატრონი წავიდა, პატარა რობერმა მოსვენება დაკარგა.
ერთი სული ჰქონდა, ენახა, თუ როგორ ჟიმაობდნენ ანტუანი და დიასახ-
ლისი. ამბობდა, ეს აუცილებლად მოხდებაო... კიდევ აცხადებდა, რომ
ეს გარდაუვალიცააო... ჭუჭრუტანაში ცქერა რობერის მეორე ბუნება გახ-
ლდათ.
პირველი კვირის განმავლობაში არაფერი განსაკუთრებული არ შეგ-
ვიმჩნევია... ახლა პასუხისმგებლობა სახელოსნოს გამართულ მუშაობა-
ზე მე დამეკისრა... შეკვეთებიც პროვანსის ქუჩაზე და გამზირზე მე უნდა

232
მეძებნა... რასაც გადავაწყდებოდი, სახელოსნოში მოვათრევდი... მაგ-
რამ ეს მხოლოდ იმისთვის იყო საკმარისი, რომ გულხელდაკრეფილები
არ ვმსხდარიყავით! ჩემს კოლექციას უკვე აღარ დავათრევდი... ჩემი
მდგომარეობა შეიცვალა...
ანტუანი სტატუეტზე მუშაობას ისევ განაგრძობდა... ყოველდღიუ-
რად ხვეწდა... სრულყოფილებამდე მიჰყავდა. ანტუანი ნიჭიერი ვინმე
იყო... და, აი, ერთი კვირის თავზე დიასახლისის ჩემდამი დამოკიდებუ-
ლებას აშკარა ცვლილება დაეტყო. ქალი, რომელიც გორლოჟის თან-
დასწრებით საერთოდ არ მცემდა ხმას და ყოველთვის გამირბოდა, უეც-
რად თავაზიანობის ეტალონად გადაიქცა... საუბარიც გამიბა და, თქვენ
წარმოიდგინეთ, გამეფარცქვალა კიდევაც... თავიდან ვიფიქრე, რომ ეს
მისი მხრიდან, არც მეტი, არც ნაკლები თვალთმაქცობა იყო... თავის მო-
კატუნება... სხვა კი არაფერი... საბოლოოდ, მე მაინც წამოვეგე გადმოგ-
დებულ სატყუარაზე. ვიფიქრე, ასე იმიტომ ხდება, დაწესებულებაში უფ-
რო მეტი სარგებელი რომ შემომაქვს-მეთქი... იქნებ სულაც იმიტომ, რომ
ადვილად ვშოულობდი დაკვეთებს? მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს
ჩემი გარჯა ფულს საერთოდ არ იძლეოდა... ერთი ფაქტურაც არ შემო-
სულა...
გორლოჟმა, რომელიც არავის ენდობოდა, მკაცრად და გასაგებად
განმარტა, რომ სალაროში ერთი ბანკნოტიც კი არ შესულიყო! თვითონ
უნდა აეღო ყველაფერი, როცა სამხედრო სამსახურს მოითავებდა და
შინ დაბრუნდებოდა... კლიენტებს სრული ნდობა გამოეცხადათ.
ერთხელ, სისხამ დილით მისულმა აღმოვაჩინე, რომ ქალბატონი
გორლოჟი უკვე ამდგარიყო და სახელოსნოში დასეირნობდა. ისეთი გა-
მომეტყველება ჰქონდა, თითქოს დაზგასთან რაღაცას ეძებდა... ფაშფა-
შა პენუარი ეცვა... უცნაური და იდუმალი არსების შთაბეჭდილებას ტო-
ვებდა... მომიახლოვდა და მითხრა:
– ფერდინანდ! საღამოს, როცა საქმეებს მოაგვარებთ, ფრიად მად-
ლიერი დაგრჩებით, თუ ჩემთვის ერთ პატარა თაიგულს შეიძენთ და
დაბრუნებისთანავე მომართმევთ. ეს ისე გაახალისებდა სახლს!.. –
ღრმად ამოიოხრა, – მას შემდეგ, რაც ჩემი ქმარი წავიდა, თქვენამდე ვე-
რა და ვერ მოვაღწიე... უბრალოდ, ვერ გავბედე...

233
ქალბატონი ჩემ გარშემო წრეებს არტყამდა და ბარაქიან ძუძუებს
ათამაშებდა... აშკარად ჩემი შეკერვა ჰქონდა გულში ჩადებული... რასაც
მიაღწია კიდეც... ეს აშკარა იყო... ოთახის კარიც ღია აღმოჩნდა... მისი
საწოლი შევამჩნიე... ადგილზე გავშეშდი... ვეღარ ვინძრეოდი... არც რა-
მის გაკეთება მიცდია... ანტუანი და რობერი ბისტროდან დაბრუნებუ-
ლიყვნენ... კრინტი არ დამიძრავს... აღსარებისგან თავი შევიკავე...
საღამოს სამი პიონი ავუტანე... მეტს ვერ გავწვდი... სალაროც გამოფ-
ხეკილი იყო. ჩემი მხრიდან, ვფიქრობ, ეს ურიგო საქციელი სულაც არ
ყოფილა. ვიცოდი, რომ დახარჯულს არავინ ამინაზღაურებდა.
***
შემდეგ ანტუანიც მოულოდნელად თავაზიანი გახდა... მეტიც, და-
მიძმაკაცდა... არადა, ერთი კვირის წინ
მხოლოდ გვიყვიროდა... ახლა კი ისეთი კეთილმოსურნე გახდა, ლა-
მის ჩაგეყლაპა... არ უნდოდა, რომ შეკვეთებზე მევლო. აი, რას მეუბნე-
ბოდა:
– დაისვენეთ, დარჩით მეტხანს სახელოსნოში... მიხედეთ პატარ-პა-
ტარა სამუშაოებს... დაკვეთებზე შეგიძლიათ მოგვიანებითაც გახვი-
დეთ...
გაწელვას აზრი უკვე აღარ ჰქონდა... ქინძისთავზე მუშაობა დასრულ-
და გამპრიალებლისგან ახლახან დაბრუნდა. დადგა ჩემი რიგიც – ის
დამკვეთისთვის პირადად უნდა ჩამებარებინა... ამ დროს დიასახლისს
გორლოჟისგან წერილი მოუვიდა... გვირჩევდა, ჩაბარებას მაინცდამა-
ინც ნუ იჩქარებთო... სამკაული შინ შეინახეთო... ჩემს დაბრუნებას და-
ელოდეთო... თავად მივუტან პატარა ჩინელსო... მანამდე კი შემეძლო
ნაკეთობა მოყვარული კლიენტებისთვის მეჩვენებინა.
მღელვარებამ შემიპყრო. ამ არაჩვეულებრივ სტატუეტზე ყველა გა-
გიჟდა და გადაირია... რაც მართალია, მართალია, სადგამზე შემოსკუპე-
ბული ოქროს შაკია-მუნის ცქერით ადამიანი ვერ გაძღებოდა... და მაინც,
მასში თვრამეტ კარატს ლითონი შეადგენდა... იმხანად უკეთესზე ვერც
იოცნებებდით... მოცვივდნენ მეზობლები, სპეციალისტები... გვაქეს და
გვადიდეს, სახლის რეპუტაცია ერთი ასად გაიზარდა... კლიენტებს საწუ-
წუნო, წესით, არაფერი უნდა ჰქონოდათ. გორლოჟი მხოლოდ ათი დღის

234
შემდეგ დაგვიბრუნდებოდა... მე კიდევ საკმაო დრო მრჩებოდა იმის-
თვის, რომ ამ საოცრებით მაღაზიებში გაბღენძილს მევლო...
– ფერდინანდ! – მირჩია ქალბატონმა, – საღამოს ქინძისთავი აქ,
თქვენს უჯრაში დატოვეთ... მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ მას კაციშ-
ვილი ხელს არ ახლებს. ხვალ დილით წაიღებთ.
მე კიდევ მისი საფულეში მოთავსება და შინ წაღება მერჩივნა... ასე
უფრო უსაფრთხო მეჩვენებოდა... ორმაგი ქინძისთავებით დავამაგრე...
ერთი დიდითა და ორი პატარით... ყოველ გვერდზე. ამაზე ყველა ხალი-
სობდა და ამბობდნენ: „გამორიცხულია, დაეკარგოს!“
***
ჩვენი სახელოსნო შიფერით იყო გადახურული, რის გამოც სექტემ-
ბრის მიწურულშიც კი საშინლად ცხელოდა. სუნთქვა შეუძლებელი იყო.
მისავათებულები სასმელით „ვმკურნალობდით“.
ნაშუადღევს ანტუანს უკვე ჭკუა არ მოეკითხებოდა. ისე ხმამაღლა
გაჰყვიროდა სიმღერებს, რომ მთელ ეზოში ისმოდა და კონსიერჟის ქოხ-
მახამდეც კი აღწევდა... იმ დღესაც საშინლად გამოტყვრა... ისხა და ისხა
აბსენტი... ზედ ორცხობილას აყოლებდა... წარმოუდგენლად დიდი რა-
ოდენობით შთანთქა... ჩვენც არ
დავუდეთ ტოლი... მე და რობერმაც ცოტა „წავიხემსეთ“. ლუდის
ბოთლები ბაქანზე გავიტანეთ და გასაგრილებლად ონკანს შევუდგით.
ნისიად მთელი კალათა მოვატანინეთ. თუმცა, ქვაწვია მებაყლეების და-
ყოლიებას დიდი ჯაფის ფასად მივაღწიეთ... გარკვეული გაგებით, ეს
იყო სრული სიგიჟე... სიცხითა და თავისუფლებით გათანგულებმა, ყვე-
ლამ დავკარგეთ აზროვნების უნარი.
დიასახლისიც ჩვენ შემოგვიერთდა. ანტუანი გვერდით მიუსკუპდა.
სიცილს ვერ ვიკავებდით, როცა ისინი ერთმანეთს ეთომარებოდნენ. ან-
ტუანი ქალის წვივსაკრავებს ეპოტინებოდა. შიგადაშიგ ქვედაკაბას უწევ-
და. ქალბატონი თხასავით კიკინებდა. ისეთი ფაშფაშა და გათქვირული
იყო, ნამდვილად გაუსინჯავდა კაცი გემოს... ანტუანს სულ აუკაწკაწდა
კბილები... თავდაკარგულმა მკერდში ხელი ჩაუყო და ცალი ძუძუ გად-
მოუგდო... ქალს ეს ისე მოეწონა, უკან შებრუნება არც უცდია. ანტუანმა
ბოლო ბოთლის ნარჩენი ჭიქებში ჩამოგვიწურა... მე და რობერმა ისიც

235
გადავხუხეთ... ბოლო წვეთებიც ამოვლოკეთ... დავასკვენით, რომ ლუდი
ბევრად სჯობდა ლიმონათს... საბოლოოდ ყველანი კარგად გამოვბენ-
ტერდით... დაიწყო ვნებისა და გრძნობების პარპაში. ანტუანმა მო-
ულოდნელად ქალბატონს ქვედაკაბა აუსხიპა და თავზე გადაახურა...
ასე თავდაბურული თავის ოთახში შეაგდო... მსუქანა შეუჩერებლად
ხორხოცებდა... გიჟური სიცილი ვერა და ვერ ჩაუცხრა... კარი გამოიხუ-
რეს... ქალი გაბმულად რუკრუკებდა...
მე და რობერი სპექტაკლის საყურებლად სამზარეულოს ქურაზე ავ-
ძვერით. ჩვენი ქანდარა ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა. უკეთეს არჩე-
ვანს კაცი მოცემულ სიტუაციაში ვერ გააკეთებდა. მთელი სცენა ხელის-
გულზე გადაგვეშალა... ანტუანმა გორლოჟის ტურფა თვალის დახამხა-
მებაში მუხლებზე შეაყენა... მონუმენტური ტრაკი ჰაერში აიზვირთა...
ყოჩი მოჰყვა ხელების ფათურს... ჭრილს ვერ აგნებდა... რუშები სულ
ნაფლეთებად უქცია. ბოლოს, როგორც იქნა, ჩაებღაუჭა... ამოაგდო შიბ-
ლა... შეუგდო და გააჩაღა ენერგიული ქაქუნი... ძალ-ღონე არ დაიშურა...
პირდაპირ ზედ დააკვდა... მოკლედ, პატიოსნად გაისარჯა... რას წარმო-
ვიდგენდი, ასეთი ცხოველი თუ იყო... თან ამხელა თუ ება იმ მამაძაღლს,
გაოცებისგან პირი ღია დამრჩა... ღორივით ღრუტუნებდა... მეწყვილეც
კარგად ხაოდა... ყოველ მირტყმაზე ხმას უწევდა... დაბალი ნოტებიდან
მაღლებზე გადავიდა... ცამდე მართალი ყოფილა რობერი, როცა ქალ-
ბატონის ტრაკს აღმიწერდა... ახლა ქალი შესანიშნავად ჩანდა... სულ წი-
თელი... პირდაპირ ცეცხლი ეკიდა... უზარმაზარი და მოგიზგიზე ყირმი-
ზი... ბოლოს შარვალი აფრინდა ჰაერში... მისგან ნაფლეთებიღა დარჩე-
ნილიყო... ირგვლივ ყველაფერი დასველდა. ანტუანი სიღრმეებისკენ
მიიწევდა... ყოველ ჯერზე ბათქი ისმოდა... ველურებს დაემსგავსნენ...
ყოველ შესრიალებაზე ისე ახტებოდა, ვიფიქრე, ის ავხორცი ამდენს
ვეღარ გაუძლებს და სულს გააფრთხობს-მეთქი... შარვალი იატაკამდე
ჩამოუცურდა... პერანგი, რომელიც ხელს უშლიდა, ერთბაშად შემოიხია.
ის კახპა ჩვენ თვალწინ გაიშხლართა... სულ გაშიშვლდა... მხოლოდ ჩუს-
ტები დაიტოვა... პატრონის, სხვათა შორის... ამოქარგული კატებით... ამ
გაქანებულ ჟიმაობაში ანტუანს ხალიჩაზე ფეხი დაუცურდა და თავით
საწოლის გისოსებიან თავს მიეხეთქა... ორთქლმავალივით ქოშინებ-

236
და... გოგრაზე ხელი მოითათუნა, ხომ არ გამისკდაო... რამდენიმე კოპი
დაითვალა... დროებით მოსწყდა საქმიანობას... შემდეგ გაცოფებული
გადავიდა იერიშზე. „ოჰ, შე ნაბოზარო, – გაჰყვიროდა, – ყლის გიჟო! ბო-
ზანკალავ!..“
მუხლი გვერდებში რამდენჯერმე ჩასცხო... ქალბატონი მანჭვა-გრე-
ხით თავს იცავდა... იქიდან მოცოცხვაც კი სცადა...
„ანტუან! ანტუან! მეტი აღარ შემიძლია! შემეშვი! გემუდარები, ჩემო
ტკბილო, თავი დამანებე! ფრთხილად, არ შემითავო, ბავშვი არ ჩამისა-
ხო. სულ სველი ვარ!“ – ღნაოდა.
„მიდი, მიდი, ჩაიგდე ხმა, მძორო! მომიშვირე შენი ტაშტი!“ – ანტუ-
ანმა ვედრება არ შეისმინა... ისევ წამოიცვა შიბლაზე... მანამდე კი სამ-
ჯერ სდრუზა მუცელში... გაისმა ყრუ ხმა... ნაბოზარმა ხრჩობა იწყო...
ისეთსავე ხმას გამოსცემდა, როგორსაც რუმბი დარტყმისას... ვიფიქრე,
მოკვლას ხომ არ უპირებს-მეთქი... სამარცხვინო პოზაში მისიკვდილე-
ბას... ურტყამდა, თან უქაქუნებდა... ბღაოდნენ ცხოველებივით... ქალი
ექსტაზში ჩავარდა... ანტუანი, მგონი, ცუდად გახდა. ჩვენ ლოჟიდან ჩა-
მოვძვერით და დაზგასთან დავბრუნდით... ვცდილობდით, ჩვენი სუსი
არავის გაეგო... გვინდოდა, არა, სპექტაკლი?! მოგვიწყვეს კიდევაც!..
თუმცა სანახაობა უსაფრთხო სულაც არ ჩანდა... კორიდა გრძელდებო-
და... ეზოში ჩავირბინეთ... სათლი და ცოცხები მოვიმარჯვეთ... გეგონე-
ბა, მართლა მოგვას ვაპირებდით... კონსიერჟთან შევცვივდით. იმ შემ-
თხვევაში, თუ ანტუანი იმ ნაბოზარს სულს გააცხებინებდა, აქ ყოფნა
ნამდვილად აჯობებდა.
***
ძიგძიგს არც დრამა მოჰყოლია და არც მსხვერპლი... ისინი ისევ გა-
მოჩნდნენ... დიდად კმაყოფილები... ჩვენ კი გვმართებდა, ახალ რეალო-
ბას შევგუებოდით!..
რამდენიმე დღის შემდეგ სურსათი ყველა მხრიდან გვეგზავნებოდა,
ბობურისა და ეკუფის ქუჩებიდანაც კი, რომლებსაც ჯერჯერობით საერ-
თოდ არ ვიცნობდით... ოთახი თოხლით გამოიძეძგა... ამას გარდა, შუშ-
ხუნა ღვინის, „მალვუაზინისა“ და ლუდის მთელი მარანი წარმოიქმნა...
ჩვენ პირწავარდნილი თაღლითები ვხდებოდით...

237
საბაბს საბაბზე ვიგონებდი, ოღონდ მშობლებთან არ მესადილა...
ელზევირის ქუჩაზე ღრეობა და საყოველთაო მხიარულება არ წყდებო-
და... სტომაქი განუწყვეტლივ ივსებოდა და ივსებოდა... ჩვენი მოთოკვა
ან შეზღუდვა არაფერს შეეძლო. ნაშუადღევს მე და პატარა რობერი მო-
უთმენლად ვემზადებოდით კორიდაზე დასასწრებად... ახლა უკვე არა-
ფერი გვაფრთხობდა... შიშის განცდა საერთოდ გაგვიქრა... სამაგიეროდ,
არც ეფექტი იყო ისეთი მწვავე, როგორიც მაშინ. სულ, სულ პირველად.
ანტუანი წინანდელივით ვეღარ უშვებდა ორთქლს. დაიჩუტა, რო-
გორც იტყვიან... მისი ასაკი მაგნიტივით უკვე აღარ იზიდავდა... უმნიშ-
ვნელო მოძრაობაზეც ხვითქი გადასდიოდა... ათჯერ მაინც დაუმიზნებ-
და, სანამ ცხრიანში გაარტყამდა... ითითხნებოდა ხვრელში... აყენებდა
მუხლებზე... ერთხელ მუცელქვეშ
ქურთუკი ამოუდო... სხვა დროს თავი მაღლა, ბალიშზე მიადებინა...
სასაცილო პოზები გამოსდიოდა... დროდადრო თმაში ჩააფრინდებოდა
ხოლმე და მთელი ძალით ექაჩებოდა... ჩეჩდა... ქალი ვნებიანად ოხრავ-
და... კრუსუნებდა...
ეს არ აღმოჩნდა საკმარისი... დონ ჟუანმა გადაწყვიტა, ახლა პარ-
ტნიორისთვის ტრაკში შეეპამპალებინა... დედაკაცი დაფრთხა... თავს
იცავდა... წინააღმდეგობას უწევდა... ეს მტყვნელს ჟინს უათკეცებდა.
ისევ ცოფმა შეიპყრო... ჩვენ, მაყურებლები მაგრად ვერთობოდით... წაკ-
ლა ახურებული ვირივით ყროყინებდა... კაცი კანიდან ძვრებოდა. ხან
ერთი ფანდი გამოიყენა, ხან მეორე... უკვე აღარაფერი გამოსდიოდა...
რამდენიც დაუმიზნა, იმდენი ააცდინა... გაბრაზდა... საწოლიდან გად-
მოხტა და სამზარეულოში გავარდა... ჩვენ ქურაზე ვიყავით შემოსკუპე-
ბულები, მაგრამ ის, მადლობა ღმერთს, ისე იყო აგზნებული, ვერც კი
შეგვამჩნია... გვერდით ჩაგვირბინა და კარადაში ქექვა დაიწყო, სრული-
ად შიშველმა, ჩუსტების ამარა... საკარაქე ქილას ეძგერა... ყველგან მისი
შიბლა ეხეთქებოდა...
„ოჰ, მაგის დედასაც გავკარი, ოჰ, ოჰ“, – ყვიროდა ხშირ-ხშირად. ისე-
თი სასაცილო ჩანდა... ვეღარ ვითმენდით... სუნთქვას ვკრავდით, ხარხა-
რი რომ არ აგვეტეხა.
„კარაქი, მაგის დედაც! სად არის ეს დედამიწერილი კარაქი?!“

238
ბოლოს, როგორც იქნა, მიაგნო სავსე ქილას... ხელით ჩაძვრა შიგ...
მთელი მუჭა გააქანა საძინებელ ოთახში... საწოლთან მიირბინა... ქალი
ტყლარწვას განაგრძობდა... ვითომ აღარაფერი უნდოდა... კარაქი მთელ
ტრაკზე წაუსვა, ხვრელშიც, ნაპირებზეც, უსვამდა ნელა, აუჩქარებლად,
საქმიანად... ასე მუშა ზეთავს ხოლმე თავის დაზგას... ის ნაბოზარი დე-
დაკაცი სულ ბზინავდა... ამჯერად არ გასჭირვებია... დაუმიზნა და წარ-
მატებით ბოლომდე გაჭედა... სრიალ-სრიალით წავიდა... მაგარი კაიფი
დაიჭირეს... ოხრავდნენ, კვნესოდნენ... მთელი სახლი ზანზარებდა...
ბოლოს ერთიც და მეორეც გვერდზე გადაბრუნდნენ და ხვრინვა ამოუშ-
ვეს.
ეს უკვე აღარ იყო საინტერესო...
***
პირველად ხმაური ბერსის ქუჩის მებაყლეებმა ატეხეს... თოხლის ნი-
სიად მიწოდებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს... ფაქტურებით გა-
მოგვეცხადნენ... გვესმოდა მათი ფეხის ხმა კიბეზე ამოსვლისას... გავი-
ყურსეთ... საერთოდ აღარ ვსუნთქავდით...
ისევ ჩაბობღდნენ კონსიერჟთან... საშინლად ყვიროდნენ... ცხოვრე-
ბა გაუსაძლისი გახდა... ყველა
სიკეთესთან ერთად ანტუანმა და დიასახლისმა სადილზე ქალაქში
გასვლას უხშირეს. მათი სიფათები უბნის თითქმის ყველა სამიკიტნოში
დაამახსოვრდათ. ვცდილობდი, ჩემიანებთან ენაზე კბილი დამეჭირა
და ეს თავგადასავლები არ მომეყოლა... წინააღმდეგ შემთხვევაში, ყვე-
ლაფერს ცხვირში ამომადენდნენ... იფიქრებდნენ, რომ მე ჩავდიოდი სი-
სულელეებს... რომ მე ვიყავი ყველაფრის თავი და თავი და მთავარი
დამნაშავე!
მნიშვნელოვანი მაინც ზარდახშა იყო!.. ოქროს შაკია-მუნი... რომელ-
საც გარეთ ხშირი წრიალის უფლება ჩამოვართვი... სულაც არ იყო აუცი-
ლებელი მისი საზოგადოებაში ხშირად გამოჩენა. სამი ქინძისთავით
დამაგრებული საიმედოდ ინახებოდა საფულის სიღრმეში... არავის ვაჩ-
ვენებდი... ეს გასაგებიცაა, რადგან არც არავის ვენდობოდი... პატრონის
დაბრუნებას ველოდი.

239
მე და რობერი სახელოსნოში ცხვირსაც არ ვყოფდით... არც ანტუანი
იკლავდა მუშაობით თავს... იჯერებდა თუ არა ქინძაობით გულს, ენის
მოსაფხანად თავის ტურფასთან ერთად ჩვენთან ჩამოდიოდა. სახე-
ლოსნოში სრული უწესრიგობა სუფევდა... ყველაფერი თავდაყირა იდ-
გა... ხშირად ანტუანსა და ბოზანკალა დიასახლისს ჩამოსვლაც კი ეზა-
რებოდათ და მთელი ნაშუადღევი გადაბმულად ხვრინავდნენ. მოკლედ,
ეს იყო სრულიად ნეტარი წყვილი!..
ერთ საღამოს დრამას მაინც ვერ ავცდით! სახელოსნოს გასაღებით
ჩაკეტვა დაგვავიწყდა... ვახშმის დრო იქნებოდა... კიბეზე ხალხი ჯერ კი-
დევ დაბორიალებდა... ზოგი ზევით მიიჩქაროდა, ზოგიც – ქვემოთ. და,
აი, ერთ-ერთი ჩვენი ნაცნობი მიკიტანი, ყველაზე ფიცხი, ცოფიანი, ჩვენ-
ზე ყველაზე მეტად გაბრაზებული, ზემო სართულზე სირბილით ამოქან-
და და პირდაპირ სახელოსნოში დურთა თავი. სამწუხაროდ, ძალიან გვი-
ან შევამჩნიეთ... ტიპს კარი გაეღო და შემოპარულიყო... ცხადია, ენახა,
როგორ გორაობდნენ ანტუანი და სქელტრაკა. გაცოფებული, სელაპი-
ვით ბღაოდა. თვალები სისხლით ამოევსო... გადაწყვიტა, ანტუანის-
თვის დაბადების დღე შეეხსენებინა... ხელში ჩაქუჩი ეჭირა... ვიფიქრე,
ახლა გაუქანებს და ანტუანს დედა აღარ ეყოლება-მეთქი...
ისიც მართალია, რომ ვალებში ვიხრჩობოდით... რა არ წამოვიღეთ
მისგან... ყოველ შემთხვევაში, ოცდახუთი ლიტრი უეჭველად... თეთრი
და ვარდისფერი ღვინოები... უმაღლესი ხარისხის კონიაკი... ძმარიც კი...
ნამდვილი ორთაბრძოლა აიწია. რვა კაცი დასჭირდა გორილის დაშოშ-
მინებას... შევყარეთ ყველა ძმაკაცი... ანტუანი შავ დღეში ჩავარდა. ორი
უზარმაზარი კოპი გაიჩალიჩა... ყვითელი და ცისფერი...
ძირს კი ჩავაბრძანეთ, მაგრამ მაინც არ ცხრებოდა... ეზოდან გვემუქ-
რებოდა... იმ გადარეულმა ჩვენთვის არც ერთი იარლიყი არ დაიშურა
„დამპლებო!.. პედერასტებო!.. მეტრაკეებო!..“
– დამაცადეთ, უქნარებო, აი, ნახავთ, რაც მოგივათ! ჩემი სახელის
დავიწყების საშუალებას არ მოგცემთ! თქვენს დედებსაც შევეცი!
სიტუაცია აშკარად ამყრალდა.
***

240
მეორე დღეს შუადღეზე რობერს ვუთხარი: – პატარავ, ყურადღებით
მომისმინე: საქმე მაქვს გადაუდებელი და უნდა გავიდე. დილით იყვნენ
მოსულები ტრაკარიდან ბროშის წასაღებად. შეკვეთა ერთი კვირის წინ
უნდა ჩაგვებარებინა... საშინლად დავუგვიანეთ...
– კეთილი, – მიპასუხა, – მეც უნდა გავიდე... პაემანი მაქვს ძმაკაცთან,
„მატენის“ გვერდით.
ქვემოთ ერთად ჩავირბინეთ... არც ანტუანი და არც დიასახლისი სა-
დილობიდან ჯერ კიდევ არ მობრუნებულიყვნენ...
მესამე სართულზე ქალბატონის ფეხის ხმა მომესმა... მძიმედ სუნ-
თქავდა... ქოშინებდა... ალმური გადასდიოდა... ოფლად იღვრებოდა...
უბრალოდ, თუხთუხებდა... ალბათ ისევ ჩაიყარეს ტონა საჭმელი სტო-
მაქში.
– საით გაგიწევიათ, ფერდინანდ?
– საქმეზე მივდივარ... გამზირზე... კლიენტს უნდა შევხვდე.
– აჰ, არა, გენაცვალე, თქვენ ასე აქედან ფეხს ვერ მოიცვლით... აბ-
რძანდით ზემოთ! ერთი-ორი სიტყვა მაქვს თქვენთვის სათქმელი.
სხვა რა გზა მქონდა. გავყევი... რობერმა თავის პაემანზე მოკურ-
ცხლა.
შევედით თუ არა შინ, მსუქანამ ზურგს უკან კარი თვალის დახამხამე-
ბაში გამოიხურა. საერთოდ ყველაფერი ჩარაზა, რისი ჩარაზვაც შეიძ-
ლებოდა, ზოგან კლიტე ორჯერ გადაატრიალა... მერე საძინებელი ოთა-
ხისკენ აიღო გეზი... უკან მოიხედა და თვალით მანიშნა, გამომყევიო...
მივყევი... შემდეგ მიბრძანა, მომიახლოვდიო... ნელ-ნელა მივუახლოვ-
დი... ჯერჯერობით არ მქონდა გააზრებული, რა ხდებოდა... ხელის ფა-
თური დამიწყო... პირდაპირ სახეში შემომასუნთქა... „აჰ! აჰ! აჰ!“ – გაიძა-
ხოდა... ყოველწამიერად ღიზიანდებოდა... მეც მივედი და ერთ-ორ ად-
გილას უნიათოდ ვუჩქმიტე...
„ოჰ, შე, პატარა ვირიშვილო და ნაბიჭვარო. ხმები მომივიდა... თურმე
ჭუჭრუტანებში ცქერა გყვარებია... მართალია, ხომ?! მიპასუხე, როცა გე-
კითხები. განა, ასე არ არის?.. – შარვალში ხელი ჩამიცურა. ჯერ

241
ყვერები დამიზილა, მერე ყლეზე გადავიდა, – დედაშენს ვეტყვი ყვე-
ლაფერს, იცოდე... ოჰ! ოჰ! ოჰ! ეს რამხელა გქონია, ოხერო, პატარა გო-
ჭუნავ... ააა... ჩემო გოჭუნავ!..
კბილები აუკაწკაწდა... მთლად დაიგრიხა და დაიკლაკნა... გადამეხ-
ვია და ჩამპროშნა... ხან აქედან ამისვა ენა, ხან იქიდან ჩამომისვა...
უზარმაზარი ენა პირში ჩამიგდო... მერე ტუჩზე მომეწება... წურბელასა-
ვით... თვალებიდან ვარსკვლავები მცვიოდა... საწოლზე ძალით გვერ-
დზე მომისვა... უკან გადაგორდა და კაბა აიწია...
– მიდი, მიდი, მოკიდე ხელი... რაღას გამოშტერდი... შეეხე... შეეხე...
– მიბრძანა.
დავემორჩილე და ხელი დუნდულებს შორის შევუცურე...
„მიდი! მიდი! – არ ცხრებოდა, – მიდი... უფრო ღრმად... ჩემო სიცოც-
ხლევ! ღრმად... ღრმად... ჩემო ყვერება ბიჭო!.. არ მოგერიდოს... ლიზი-
კო დამიძახე! ჩემო პატარა ყაჩაღო! მითხარი, რომ შენი პატარა ლიზიკო
ვარ... ამოღერღე... ბანდიტო!
– ჰო, ჩემო ლიზიკო, – ვშობე მეც.
წელში გაიმართა და ისევ მაკოცა. ყველაფერი შემოიძარცვა. კორსა-
ჟი, კორსეტი... პერანგი... აი, სწორედ მაშინ ვნახე დედიშობილა... უზარ-
მაზარი ბელტი, რომელიც მთელ სივრცეზე გადაიფლაშა. ეს მეტისმეტი
იყო... მსუბუქი გულისრევის განცდა დამეუფლა... ყურებში მწვდა... ძა-
ლით დამახრევინა თავი საშოსკენ... შიგ ცხვირით შემტენა... ის ყველა-
ფერი წითელი იყო... რაღაც წვეთავდა... დუჟს წააგავდა... თვალები ამ
უცნაური სითხით გამევსო... მაიძულა, ენა გამესვა... დიდხანს მალოკვი-
ნა... ენის ქვეშ ყველაფერი ინძრეოდა... იღვენთებოდა... რაღა ჩემი სი-
ფათი და რაღა ძაღლის დრუნჩი... არავითარი განსხვავება...
„მიდი, ჩემო სიყვარულო! მიდი, უფრო ღრმად შედი! ნუ გერიდება!“
აღარ მეშვებოდა... მანჯღრევდა... აღარ მინდოდა... თავისი მარმე-
ლადიდან თავის ამოყოფის საშუალება წამითაც კი არ მომცა... ვცდი-
ლობდი, აღარ მეყნოსა... ტკივილის მიყენებასაც ვერიდებოდი... თვი-
თონ, იცოცხლე, ეტყობა, ქლიავის ხე ვეგონე... ისე მბერტყავდა...
„ცოტა დამკბინე, ჩემო საყვარელო ცუგავ!.. შიგ მიკბინე! მიდი!“ –
მამხნევებდა. მოულოდნელად კანკალმა აიტანა. ამას კვნესა და პატარ-

242
პატარა შეკივლებები მოაყოლა... იქ, სადაც ჩავყვინთე, სურნელოვანი
მაინცდამაინც ვერ იყო... მოხარშულ კვერცხში არეული მძღნერის სუნი
ვიყნოსე... ჩემი ცელულოიდის საყელო მახრჩობდა. კატაკომბებიდან
თავი მალევე ამომაყოფინა... ისევ ვიხილე დღის სინათლე... ერთმანეთს
მიწებებული ქუთუთოები ძლივს გავხსენი – წარბებამდე სველი ვიყავი...
„მიდი, გაიხადე! – მიბრძანა, – ყველაფერი გაიძვრე! მინდა, შენი ლა-
მაზი, ქანდაკებასავით ჩამოსხმული სხეული ვნახო! მიდი, ცოცხლად,
ჩქარა! ჩქარა! ჩქარა! ახლა განახვებ სასწაულს! დამიჯერე, ჩემო ანცო!
შენ ხომ ქალთან ჯერ არ ყოფილხარ, ასე არ არის? ჩემო საგანძურო! ახ-
ლა ისეთ რაღაცას ჩაგიტარებ, სულ გადაგრევ. ოო, ჩემო პატარა მხეცო...
საერთოდ გაგიქრობ ჭუჭრუტანებში ცქერის სურვილს“.
ჩემს მოლოდინში ტრაკს ახვანცალებდა... საწოლი თავის გემოზე
აქით-იქეთ დადიოდა... ყველაფერი აიბურდა და აიჩეჩა... ეს ქალი კი არ
იყო, არამედ გამოხოხებული ვამპირი... ყველაფრის გაძრობას არც ვაპი-
რებდი... მხოლოდ საყელურის, რომელიც განსაკუთრებით მაწუხებდა...
ჰო, ჟილეტსა და ქურთუკსაც მივაყოლებდი... ასეც მოვიქეცი. ვამპირმა
თავად გადაკიდა ისინი საწოლთან ახლოს... სკამის საზურგეზე. არა,
მართლა არ მაწყობდა ყველაფრის გაძრობა... როგორც ამას ანტუანი
აკეთებდა... ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ჭუჭყისგან გაშავებული ფეხე-
ბი მქონდა... ტრაკიც მიმხმარი მძღნერისგან საშინლად ყარდა. მე ხომ
მშვენივრად მომეხსენებოდა, როგორ სურნელებასაც ვაფრქვევდი. მოკ-
ლედ, მტრისას, ამის გამო ტვინი რომ არ ებურღა, მეც აღარ გავაჯანჯლე,
დაუყოვნებლივ ვეძგერე. მგზნებარე საყვარლის როლი გავითამაშე...
ზედ ავბობღდი... ხელები შემოვხვიე და ქშინვა ავტეხე... მერე ნძრევა
დავიწყე, როგორც ანტუანმა, მაგრამ ნაკლები ენთუზიაზმით... ნელა...
დინჯად... ვხედავდი, რომ ჩემი შიბლა უაზროდ ყანყალებდა და ქანაობ-
და... ვზილე და ვზილე კარგა ხანს ეს ჟელე... თავი სადღაც ჩაიკარგა...
ძლივს მივაგენი... იქ კიდევ თითის შეყოფას ვერ ვბედავდი... არადა, სხვა
რა უნდა მექნა?! კიდევ ერთი უბედურება დამატყდა თავს... ვეღარ მივა-
გენი ხვრელს... ბოლოს, როგორც იქნა, გავარტყი... დღესაც არ ვიცი, რა
ეშმაკის მანქანებით მოვახერხე ეს... რაღაც უცნაურად... სულ თავისით...
შევედი თუ არა, ჩემი თავი ძუძუებს შორის მოიხელთა... ახლა ნამდვი-

243
ლად მიპირებდა დახრჩობას... ასე ვფიქრობდი... ქალი ვერა და ვერ ძღე-
ბოდა... სამ წამში ერთხელ სიფათში მილაწუნებდა... არც ერთხელ არ
უთქვამს ჩემთვის, მეტი აღარ შემიძლია, შემეშვიო. არადა, იმ არამზა-
დას როგორ ევედრებოდა?! მოკლედ, წამითაც არ შემიცოდა.
„მიდი, ჩემო სიცოცხლევ! ღრმად ჩამთხარე, რაც შეიძლება ღრმად!
აბა, მიდი! ღრმად-მეთქი! ამხელა გაბია, მიდი, გამოიყენე, ბოლომდე
გამჭედე! ოჰ, ოჰ, ოჰ, როგორ გადამხიე შუაზე, შე, ცხოველო, ნამდვილო
ცხოველო, აჰ, აააა! არ შეჩერდე, მიდი, გამიერთიანე ტრაკ-მუტელი, ჩე-
მო ვირო! შეჭამ ჩემს მძღნერს? ჰა, გეკითხები, შეჭამ? თქვი, რომ შეჭამ!
აჰ! აჰ! აა! თურმე როგორ კარგად შეგძლებია ქაქუნი... ჩემო ღორო! ჩემო
ვირო! ჩემო მძღნერის კასრო! ოო, ასე შესანიშნავია, კარგია! გავგიჟდი!“
გავასხი... მეტი აღარ შემეძლო... სუნთქვა მეკვროდა... ვიხრჩობოდი...
პირდაპირ სახეში მასუნთქებდა... მისი ლოშნისგან პირი ნივრითა და
როკფორით გამევსო... მივხვდი, რომ სოსისები ეხეთქათ...
„ისიამოვნე, ჩემო ციყვო! მიდი, ისიამოვნე! ერთად გავათავოთ! არ
ამოაძრო, ჩემო საგანძურო! ყველაფერი მე შემასხი! ბოლო წვეთამდე!
მიდი! ნუ გეშინია!“ თვალებს ნაბავდა... გვერდზე გადაიხარა. კინაღამ
ქვეშ მომიყოლა... ვიგრძენი, რომ ჩემმა ვირმა ისევ წამოყო თავი... ჩემ-
თვის გავიფიქრე, „არ გინდა ახლა თავიდან ჩალიჩი...“ რაღაც მომენტში
კინაღამ ჩემი დამემართა... წამიერად გონებაც დავკარგე... მხოლოდ წა-
მიერად... წამიერი გაელვება... იქიდან ამოვძვერი და ზედაპირზე გავას-
ხი... გრძელი ჭავლი ჩემს მუცელზე
მიმოიფრქვა... მინდოდა, ერთ ადგილას მომეგროვებინა... თითები
მომეტიტყნა... „ა, შე ბანდიტო, პატარა ხულიგანო, – შეჰყვირა, – ო, შე
გომბეშოვ, გულისამრევო! მოდი აქ! მე მოგწმენდ!..“ ჩამაფრინდა შიბ-
ლაზე... მერე თავს ეტაკა და ყელში გადაიგდო... ზუზნა და ზუზნა... წვე-
თი არ ჩატოვა... გეგონება, მისთვის ეს ის საყვარელი ნუგბარი იყო, რომ-
ლითაც პირს იტკბარუნებდა. ისე, როგორ ჰყვარებია ამ გიჟ ქალს მსგავსი
ნაყენი... „რა გემრიელი თესლი გქონია, მამაძაღლო!“ – შეჰყვირა ბო-
ლოს. ყვერებიც ჯერ აქეთ გადმოაწყო, მერე იქით, შეუმოწმებელი მისხა-
ლი არ დატოვა. იქექა ნაკეცებშიც – მომიღუტუნა... ვერ დაოკდა... კიდევ
უნდოდა... მუხლებზე ჩამოჯდომა მომინდომა... ბარძაყებზე დამეხეთ-

244
ქა... ტრაკით კინაღამ სახე წამიშალა... იზმორა... იხვანცალა. იშვირა ფე-
ხები მაღლა... წელში მოიღუნა... კატასავით მოქნილი იყო, მიუხედავად
თავისი ვეებერთელა თეძოებისა... ბოლოს მუცელზე დამეხეთქა...
„ახლა თუ თვითონ არაფრის თავი არ გაქვს, მე გიხმარ, პატარა ნა-
ბიჭვარო!..“ – დამემუქრა. ორი თითი ერთბაშად გამთხარა ტრაკში. გა-
მაუპატიურა, ნაბოზარმა. მაგრამ ეს მაინც ნამდვილი ორგია იყო... ბო-
ზანკალა ისე იყო აგზნებული, მეგონა, ვერასდროს გაათავებდა.
„მოიცა ერთი წამით, უნდა გამოვირეცხო,“ – დაარტყა თავში მო-
ულოდნელად. წამოვარდა და საპირფარეშოსკენ გაქანდა. ხმაურზე მივ-
ხვდი, რომ ფსამდა... წყლის ჩხრიალმა მაფიქრებინა, რომ ნიჟარის ქვეშ
ხვრელში იტიტყნებოდა. „დამელოდე, ლულუ... “ – გამომძახა... მე უკვე
აღარაფერი მჭირდებოდა... ჩავიცვი ჩემი ძონძები... და კარისკენ მოვ-
კურცხლე. გამოვქაჩე და პირდაპირ ბაქანზე აღმოვჩნდი. ძირს დავეშვი.
ყოველ მეოთხე საფეხურს ვახტებოდი... ცოტაც და, გული ამომივარდე-
ბოდა და სულს გავაცხებდი... ქუჩაში გავვარდი... ცოტა სული მოვით-
ქვი... ისე, პატარა დაფიქრებაც არ მაწყენდა... ნელი ნაბიჯით დიდი გამ-
ზირებისკენ გავემართე.
„ამბიგიუს“ წინ თავს ცოტათი სულის მოთქმის უფლება მივეცი... ჩა-
მოვჯექი... ძირს დაგდებული გაზეთი ავიღე და კითხვას შევუდექი... ისე,
გაუაზრებლად... ჯიბე მოვისინჯე... ამ ჟესტს ყოველთვის გაუცნობიე-
რებლად ვაკეთებდი... თითქმის მექანიკურად... სუნთქვა შემეკრა... ბო-
ლომდე ვეღარ ამოვისუნთქე... კიდევ ერთხელ შევეხე ჯიბეს... კოპი ვე-
ღარ ვიგრძენი... მეორე ჯიბეზე გადავედი! იგივე! ის აღარ მქონდა!.. ჩემი
ზარდახშა უგზო-უკვლოდ გამქრალიყო! მეტი გულმოდგინებით დავიწ-
ყე ძებნა... სარჩული მისხალ-მისხალ გადავქექე... შარვალი... პირი...
სარჩული... შეცდომა გამორიცხული იყო... საპირფარეშოში შევვარდი...
ყველაფერი გავიხადე... თავიდან ვიქექე... არაფერი! თვალები არ ამჭრე-
ლებია... არც არაფერი მომლანდებია!.. თავში სისხლმა ამასხა!.. საფე-
ხურზე ჩამოვჯექი... მორჩა! დედა მეტირა! ეშმაკიც ვეღარ მიშველის...
ლეღვივით გამფცქვნეს!.. ყველა ჟესტი თავიდან გავიმეორე... საკუთარ
თავს უკვე აღარ ვენდობოდი! ვცდილობდი, მეხსიერებაში ყველა დეტა-
ლი გამეცოცხლებინა. მე ხომ ზარდახშა შიგნიდან საიმედოდ მივიმაგ-

245
რე?! სანამ რობერთან ერთად ქვემოთ ჩავიდოდი... ხელითაც კარგად
მოვისინჯე... მე მას ვგრძნობდი! ქინძისთავი გაქრა!.. ამომაცალეს!.. და
არა მარტო ის!.. თავისით ხომ არ გაფრინდებოდა?! უეცრად გამახსენდა,
როგორ უცნაურად ჩამაფრინდა ქალბატონი თავში... იქნებ სკამის
ზურგს უკან გადავარდა?.. არა!.. ის ცალი ხელით მუშაობდა... ნელ-ნე-
ლა... ნაწყვეტ-ნაწყვეტ... გონება მინათდებოდა... მესმოდა, რაც დატრი-
ალდა... გულისრევის შეგრძნება დამეუფლა... ძარღვებში სისხლი
გამეყინა. ძალიან შევშინდი! ეს იყო საშინელება!.. ამაძაგძაგა... ოც-
დათექვსმეტ ცხენისძალიანი ომნიბუსი ასე ვერ შეინჯღრეოდა... თავიც
გადამიტრიალდა... მერე რა?! ამან შედეგი გამოიღო?! ისევ მივყევი ძებ-
ნას... გამორიცხულია, ზარდახშა ჯიბიდან თავისით გადმოვარდნილი-
ყო... მე ხომ ის შიგნიდან ისეთი რუდუნებით მივიმაგრე?! არა! ამას გარ-
და, ინგლისური ქინძისთავი ასე ადვილად არ იხსნება! სამივე ერთდრო-
ულად? ეს წარმოუდგენელია! უნდა დავრწმუნებულიყავი, ეს ყველაფე-
რი რომ არ მესიზმრებოდა, ამიტომაც რესპუბლიკის მოედნისკენ მოვ-
ქუსლე... ელზევირზე არავინ დამხვდა!.. ყველანი გაფხეკილიყვნენ... გა-
დავწყვიტე, დავლოდებოდი... კიბეზე ჩამოვჯექი... „იქნებ შვიდისთვის
მობრუნდნენ?“ – გავიფიქრე. არც არავინ მობრუნებულა!..
მეხსიერებაში შემორჩენილი სიტყვებისა და მოვლენების არსში
გარკვევას ვეცადე... ნელ-ნელა ყველაფერი გავიხსენე... იქნებ ეს ანტუან-
მა ჩაიფიქრა? ან სულაც პატარა რობერმა? იქნებ ჩემ წინააღმდეგ ყვე-
ლამ ერთად შეკრა პირი და ასეთ ფლიდობას მოაწერეს ხელი? როცა
წელში გავიმართე, მიწას ფეხებქვეშ უკვე ვეღარ ვგრძნობდი... ქუჩაში
მთვარეულივით მივაბიჯებდი... გამვლელები ჩერდებოდნენ და გაოცე-
ბულნი მათვალიერებდნენ... სენ-დენის კარიბჭესთან პატარა გვირაბში
შევყოვნდი... იქიდან ცხვირის გამოყოფა ვერ გამებედა. ომნიბუსებს შო-
რიდან ვაკვირდებოდი... ზაფხულის ხვატში უცნაურად იგრიხებოდნენ
და იკლაკნებოდნენ... თვალთ მიბნელდებოდა... ცოტაც და, გული წამი-
ვიდოდა... პასაჟში ძალიან გვიან დავბრუნდი... ვთქვი, რომ ტკივილების-
გან თავი მისკდებოდა – ასე გავუქრე ყველას შეკითხვების დასმის სურ-
ვილი... ღამით კუჭი ამტკივდა... რულიც არ მომეკარა... მეორე დღეს სახ-

246
ლიდან დილაუთენია გავიძურწე... ერთი სული მქონდა, სანამ ყველა-
ფერს ნათელს მოვფენდი.
***
სახელოსნოში სამივე გულდასმით შევათვალიერე... სახეზე ყველას
ოლიმპიური სიმშვიდე გადაჰფენოდა... იმ ნაბოზარსაც... ანტუანსაც და
იმ პატარა ნაბიჭვარსაც!.. როცა სამკაულის დაკარგვა გავახმოვანე, გა-
ოცებისგან ყბები ჩამოუვარდათ... მათთვის ეს მოწმენდილ ცაზე მეხის
გავარდნას ნიშნავდა...
– რას ამბობთ, ფერდინანდ? დარწმუნებული ხართ? შინ ყველაფერი
კარგად დაათვალიერეთ? აბა, გადმოატრიალეთ ჯიბეები!.. აქ თვალი
არაფრისთვის მოგვიკრავს!.. არა, რობერ? თქვი რამე, ხომ არ გიპოვია?
დილით ხომ შენ მოგავე სახელოსნო? ჰა? დილით სახელოსნო შენ არ
მოასუფთავე?! მიდი, ერთი, კიდევ ერთხელ მოუსვი ცოცხი!..
ისე მკაცრად მელაპარაკებოდნენ, თავი ვეღარ შევიკავე და ფშლუკუ-
ნი დავიწყე და... აი, სწორედ მაშინ დავინახე სარკეში, როგორ გაუცვა-
ლეს ერთმანეთს ჩემთვის გაურკვეველი ნიშნები... ანტუანმა ამჯობინა,
საერთოდ არ შეეხედა ჩემთვის... ზურგი შემომაქცია... ვითომ სალესის
გამართვას ცდილობდა... ქალი კი ჩაირთო და აღარ გაჩერდა... უეჭვე-
ლად ჩემი დაბნევა ჰქონდა განზრახული... რათა საკუთარი თავის საწი-
ნააღმდეგოდ სისულელეები წამომეროშა...
– ხომ გახსოვთ, როდის იყავით ტრაკართან? ხომ მითხარით, რომ იქ
აპირებდით მისვლას. არ მისულხართ? დარწმუნებული ხართ?
იატაკს მივაშტერდი... ეს ყველაფერი ამაზრზენი იყო... ჯერ ორგია,
რომელიც მომიწყვეს... შემდეგ კი ეს დეტალებში გათვლილი სპექტაკ-
ლი... დავიბენი... არ ვიცი, რისი ან ვისი იმედი უნდა მქონოდა... ქაქში აღ-
მოვჩნდი... კიდევაც რომ მომეყოლა, რაც სინამდვილეში მოხდა, ცხადია,
არავინ დამიჯერებდა... ან ამით რა შეიცვლებოდა?!
– პატრონი ზეგ დაბრუნდება... მანამდე ეცადეთ, ქინძისთავი იპო-
ვოთ... რობერი დაგეხმარებათ... – ეს იყო იმ ნაბოზარი დედაკაცის ნათ-
ქვამი... მოკლედ, ყელამდე მძღნერში აღმოვჩნდი. ყოველი მხრიდან!
სიმართლე რომ მომეყოლა, მატყუარად გამომაცხადებდნენ... ნაძირა-
ლადაც... და იმ ნაბიჭვრის იარლიყს მომაკერებდნენ, რომელმაც თავის

247
დახსნის მიზნით საკუთარი კეთილი, გულისხმიერი და უპატიოსნესი
დიასახლისი ნაგავსა და ტალახში ამოსვარა... იმ ბანდიტის, სინდის-ნა-
მუსის ნატამალი რომ არ შერჩა... გაუგონარი სითავხედე. ამაზრზენი ცი-
ლისწამება. რუდუნებით მოფიქრებული ფლიდობა... არც უნდა მეცადა
საქმის არსის გახსნა... სხვათა შორის, ამის სურვილი არც კი გამჩენია...
საერთოდ, დამეკარგა მადაც... თავი მისკდებოდა... გონება ამემღვრა...
აზრები ერთმანეთში გადაიხლართა... კრიჭა შემეკრა... მთელი სხეული
ამტკივდა...
დედაჩემმა ნაკვთებზე დაკვირვების შედეგად დაასკვნა, რომ უცნაუ-
რი გამომეტყველება მქონდა – ნეტავ რომელი ავადმყოფობა აიკიდა ამ
ბავშვმაო, ფიქრობდა ალბათ თავისთვის... მე კიდევ შიშისგან ნაწლავე-
ბი მტკიოდა... მინდოდა, გავმქრალიყავი... ისეთი გავმხდარიყავი, რომ
ჩემგან საერთოდ არაფერი დარჩენილიყო.
მამაჩემი კი ცინიკურ და ღვარძლიან შეკითხვებს მისვამდა. „შემ-
თხვევით, შეყვარებული ხომ არ ხარ? თუ უბრალოდ გაზაფხული მოგ-
ვადგა კარს?.. ტრაკზე მუწუკები ხომ არ დაგაყარა?“ როცა კუთხეში მომი-
ხელთა, მკითხა: „ათაშანგი ხომ არ აიკიდე“. აღარ ვიცოდი, სად გავქცეუ-
ლიყავი... დასამალ ადგილს ვერ ვპოულობდი...
გორლოჟს, რომელიც ცხოვრებაში დროზე არსად მისულა, უკან და-
საბრუნებელი მარშრუტი ძირფესვიანად შეეცვალა. ხან ერთ ქალაქში
ეწოწიალა, ხან მეორეში... ოთხშაბათს გამოგვეცხადა, არადა, კვირად-
ღიდან მოყოლებული წუთი-წუთზე ველოდით... მეორე დღეს, როცა სამ-
სახურში მივბრუნდი, სამზარეულოში დამხვდა... თავის სამართებელს
ლესავდა... კარგა ხანს მის ზურგს უკან გაშეშებული ვიდექი... დერეფანში
გავლაც ვერ გამებედა. ველოდი, როდის ინებებდა ჩემთან დალაპარაკე-
ბას... ნერვიულობისგან წამდაუწუმ კუჭი მეშლებოდა. ისე, წარმოდგენა
არ მქონდა, რა უნდა მეთქვა... ალბათ უკვე ჩააყენეს საქმის კურსში. პირ-
ველმა ხელი მაინც მე გავუწოდე. ალმაცერად გამომხედა, ჯეროვნად
არც კი შემომიტრიალდა... ისევ ჩემს ინსტრუმენტებს მივუბრუნდი. მის-
თვის საერთოდ არ ვარსებობდი... მაშინ სახელოსნოსკენ გავემართე,
სხვა რა უნდა მექნა? ისე შევშინდი, ხელსაწყოების ნახევარი კედლის უჯ-
რაში დამრჩა... ოღონდ

248
დროზე გამესწრო იქიდან... კაციშვილს არ მოვუკითხივარ... ყოველი
მათგანი საკუთარ საქმეს ჩაღრმავებოდა... ისე გავედი გარეთ, ხმა არა-
ვისთვის გამიცია... არც კი ვიცოდი, საით მივდიოდი კონკრეტულად.
მადლობა ღმერთს, ამნაირ ხეტიალს დიდი ხანია, ჩვეული ვიყავი... მი-
ვაბიჯებდი, როგორც სიზმარში... რეომიურის ქუჩაზე ცივმა ოფლმა და-
მასხა... დიდ მოედანზე გრძელ სკამებს წამდაუწუმ ვიცვლიდი... მიუხე-
დავად ყველაფრისა, მაინც ვცადე ფარდულში შესვლა... ვერ შევძელი...
ისე მაკანკალებდა, როცა სახელურს ჩავავლე ხელი... ისეთი განცდა და-
მეუფლა, რომ მთელი სამყარო მითვალთვალებდა.
ამგვარ მდგომარეობაში რამდენიმე საათი დავყავი... მთელი დი-
ლა... ნაშუადღევის ნაწილიც... სკამიდან სკამზე... სულ უფრო და უფრო
შორს... ამასობაში ლუვუას სკვერს მივაღწიე... სულელურად ვიცქირებო-
დი ვიტრინებში... არაქათი გამომეცალა... ვეღარ ვაგრძელებდი გზას,
მაგრამ არც გორლოჟთან დაბრუნება მინდოდა... მშობლების ნახვა მერ-
ჩივნა... თუმცა, არც ეს იყო ნაკლები საშინელება. სამაგიეროდ, უფრო ახ-
ლოს იყო... ზუსტად ლუვუას სკვერის გვერდით... საოცარი ის გახლდათ,
რომ ჰაერის ჩასაყლაპად მხოლოდ საძაგელი ადგილებიღა დამრჩენო-
და...
აი, ამ ჩემი აყროლებული ხაბაკ-ხუბაკით „საფრანგეთის ბანკს“ ნელი
ნაბიჯით ორჯერ დავარტყი წრე... მოულოდნელად თავს ძალა დავატანე
და პასაჟში შევედი... მამაჩემი უკვე იქ ბრძანდებოდა... სახლის ზღურ-
ბლზე იდგა... ალბათ ერთი სული ჰქონდა, სანამ დავბრუნდებოდი... შინ
ისე შემიპატიჟა, ყველა ეჭვი გამეფანტა... ავისმომასწავებელი ღრუბლე-
ბი ახლოვდებოდა და საცაა ცა ჩამოიქცეოდა... პირველი წამებიდანვე
ისე ძლიერ დაება ენა, რომ პირიდან სიტყვების ნაცვლად რაღაც
ორთქლს მიმსგავსებული გადმოუვიდა... შეუძლებელი იყო, მისთვის
ადამიანს გაეგო... მხოლოდ გრგვინვა და ქუხილი ისმოდა... ეს იყო ახ-
ლად გამოღვიძებული ვულკანი... ლავის ყოველი ამოფრქვევისას კასკე-
ტი თავიდან სძვრებოდა... ხან მარჯვნივ მოექცეოდა, ხან მარცხნივ, ხა-
ნაც უკან გადაუვარდებოდა... ხელის ძლიერი დარტყმით მის გაჩერებას
ცდილობდა... ისე ირახუნებდა თავში, თითები გადაიტყავა... სახე ნელ-

249
ნელა ებერებოდა... მეწამული გაუხდა... მკვდრისფერი... ნაოჭებით და-
ეღარა... ცოტა ხანში ფერი შეეცვალა და სახე სულ იისფრად შეეღება.
მე კიდევ ცხოველი ინტერესი გამიჩნდა, შემდეგი რომელი ფერი იქ-
ნებოდა... ცისფერი... თუ ყვითელი... ჩემზე უკვე იმდენი ღვარძლი გად-
მოინთხა, რომ შეგრძნების ყოველგვარი უნარი გამიქრა... პირველი რის-
ხვა ავეჯს დაატყდა... დოლივით უბრახუნებდა... შიგადაშიგ მის გადატ-
რიალებასა და დამტვრევას ცდილობდა... ვფიქრობდი, რომ მთელს
არაფერს დატოვებდა... ტუჩებს ისეთი გაცოფებითა და მონდომებით იკ-
ვნეტდა, რომ სულ გაუსივდა და უზარმაზარ საცობს დაემსგავსა, რომ-
ლითაც ათასგვარი სიბინძურით პირთამდე სავსე ბოცის ყელი და-
ეცოთ... ბოცას, რომელიც წამი-წამზე უნდა გამსკდარიყო... სულ ტყუ-
ილად მქონდა ამის იმედი... არაფერიც არ გასკდა... ფერმენტაცია გაგ-
რძელდა... უბრალოდ, მამამ იწყო ხრჩობა... მეტი აღარ შეეძლო...
მოულოდნელად გარეთ გავარდა... სირბილით აუყვა ქუჩას და პასა-
ჟის სიღრმეში გაუჩინარდა. მეგონა, რომ საცაა აფრინდებოდა... ისეთი
გაბერილი... ისეთი შეპყრობილი და საზიზღარი იყო...
დედაჩემი ჩემთან დარჩა... ისევ მიუბრუნდა კატასტროფის ყველა
სულელური დეტალის წვრილ-წვრილად განხილვას... გადმომილაგა
თავისი მოსაზრებები... გაიხსენა თავისი უბერებელი განწირულობისა
და გამოუვალი ვითარების ფილოსოფია...
ბატონი გორლოჟი მობრძანებულიყო და მოეხსნა ხურჯინისთვის
თავი... ორი საათი ეყბედა... ყველაფერი იცოდა... ყველაფერი განეხი-
ლა... ჩემი მომავალიც ეწინასწარმეტყველა. „ეს ბავშვი, უბედურების
გარდა, არაფერს მოგიტანთ! ასაკით პატარაა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბე-
ბული აფერისტია, გარყვნილი, სულიც ხორცამდე კორუმპირებული... ო,
როგორი გარეწარია. ისე მჯეროდა მისი! არადა, რა კარგად დაიწყო...
იმედიც ჩამისახა, მაგრამ... რად გინდა?!“
ეს იყო მისი გამოსვლის დასკვნითი ნაწილი. დედაჩემს ეშინოდა,
რომ იმ ნაგავს სასამართლოში არ ეჩივლა... რომ ახლავე არ გავესკვანჩე
და არ ჩავეგდე ვირის აბანოში... კრინტი არ დაუძრავს... ერთხელაც არ
შეჰპასუხებია... ვერ შეჰბედა, უბრალოდ... ერთი წამითაც არ შეჰპარვია
ეჭვი... რომ მომატყუეს და უღმერთოდ გამყვლიფეს... ისე, ჯობდა, რომ

250
ყველაფერი თავიდანვე ჩამომეყაჭა და არ დამეწყო სისულელეების
ბოდვა... გაუთავებელი დავა... ამგვარად, პატრონსაც არ გადავიმტერებ-
დი... ეს იყო ყველაზე ნაკლებად სკანდალური, ყველაზე ნაკლებად ბინ-
ძური და ამაზრზენი ჰიპოთეზა!.. ისინი ნელ-ნელა ყველაფერს გაისტუმ-
რებდნენ... რა თქმა უნდა, ჩემი მშობლები... ამაზე უკვე შეთანხმებულიყ-
ვნენ.
– ვის დაესესხე მაგდაგვარ მაგალითებს? მითხარი, ვინ გასწავლა
ამის გაკეთება? – მეკითხებოდა ცრემლმორეული, – რა უქენი ქინძის-
თავს, თქვი, რა უყავი სამკაულს? ჩემო პატარავ, ამის გამო შენ არავინ
შეგჭამს!.. თქვი!.. მამაშენს არაფერს ვეტყვი!.. გეფიცები, კრინტს არ დავ-
ძრავ!.. ჩემი ხომ გჯერა? ერთად წავიდეთ იმ ქალთან... თუ, რა თქმა უნ-
და, ქალს მიართვი... ჩქარა მითხარი, სანამ მამაშენი არ მობრძანებულა,
იქნებ იმ ქალბატონმა სამკაული პატარა გასამრჯელოს სანაცვლოდ
დაგვიბრუნოს?.. კარგად იცნობ? რას ფიქრობ? მაშინ ყველაფერი მოგ-
ვარდება, არავის არაფერს ვეტყვით...
ველოდი, როდის მორჩებოდა დედაჩემი, რათა საქმეში ოდნავ მაინც
გამერკვია. სწორედ ამ მომენტში დაბრუნდა მამა... სულაც არ მეჩვენა
დაჩუტული... ჯერ მაგიდას ურტყა მუშტები... შემდეგ ტიხრებზე გადავი-
და... რამდენადაც ეს იყო შესაძლებელი... ორი მომუწული მუშტით...
ორთქლს კი შეუჩერებლად უშვებდა... შიგადაშიგ ხელებს წამიერად ას-
ვენებდა... ამ დროს ფეხებს იშველიებდა... ღვარძლისა და ცოფისგან
თუხთუხებდა... ტრაკსაც იქნევდა... ვირივით ტიხარში გაძრომას ცდი-
ლობდა... მთელი სახლის დანგრევას აპირებდა... განტვირთვის მიზნით
განჯინას ეცა და გადმოაპირქვავა... ქარიშხალი და წარღვნა მთელი სა-
ღამო არ ჩამცხრალა... აღშფოთებისგან ხან ყალყზე დგებოდა, ხანაც
ოთხივე კიდურზე ეცემოდა... დოგივით ყეფდა... ცოფისა და მძვინვარე-
ბის ოდნავი დაცხრომისას ხმამაღლა მსჯელობდნენ... ჩემზე, რასაკვირ-
ველია... გამოსავალს ეძებდნენ... ახსნა-განმარტების მიცემაზე არც მი-
ფიქრია...
როცა ყველა არგუმენტი ამოეწურა, დედაჩემმა ბრძოლის ველი და-
ტოვა... ზემოთ ამომივარდა... მოკლედ, ისევ მოიცალა ჩემთვის... ჩემგან
აღსარებას ითხოვდა... მე კიდევ პირში წყალი მქონდა დაგუბებული...

251
ტიროდა... ჩემს საწოლთან მუხლებზე დაჩოქილი... თითქოსდა
მკვდარი ვესვენე ზედ... ლოცვებს დუდუნებდა... მევედრებოდა, ჩემგან
შეცოდებას ითხოვდა. ახლავე გამომიტყდი ყველაფერში, მითხარი, ის
ქალი ვინ არისო... ერთად წავიდეთ მასთანო...
– თუ გინდა, ყველაფერი იცოდე, კი, ბატონო, გეტყვი: ეს იყო ჩემი დი-
ასახლისი, – ვიღრიალე ბოლოს წყობიდან გამოსულმა.
ჩემი მოთმინება ამოიწურა. ამის დედაც!..
– აჰ, გაჩუმდი, საძაგელო, ხმა ჩაიკმინდე! არ გესმის, როგორ ტკი-
ვილს გვაყენებ ორივეს?!
დავის გაგრძელებას, რამის მტკიცებას, გადარწმუნებას აზრი არ
ჰქონდა. როგორ მელაპარაკა ამ ტვინნაღრძობებთან? ეს ანიერის ყველა
კარაჭედილ საპირფარეშოზე ბრახუნის ტოლფასი იყო. ასეთი იყო ჩემი
აზრი.
***
ჩემთვის ეს მაინც უმძიმესი დარტყმა აღმოჩნდა. საკმაოდ დიდხანს,
ალბათ ხუთი-ექვსი დღე, ოთახიდან ერთხელაც კი ჩემი ნებით ცხვირი
არ გამომიყვია... ჩემებს დაძალება უწევდათ, პირში რამე რომ ჩამედო...
დედაჩემი ქვემოდან ათჯერ მაინც ამომძახებდა. ბოლოს თვითონ ამო-
დიოდა. ამქვეყნად არაფერი მინდოდა, საუბარი ხომ საერთოდ! მამაჩე-
მი საკუთარ თავს ელაპარაკებოდა... უშველებელ მონოლოგებს წარ-
მოთქვამდა... ილანძღებოდა, იგინებოდა... აღარ ჩერდებოდა... გადმოა-
ლაგებდა თავის ვადაგასულ ხარახურას... ჯადოსნობის, თვალისცემისა
და წინასწარმეტყველებების მთელ ბატალიონს... ებრაელები... ბედნავ-
სობა... უნივერსალური გამოფენა... განგება... ფრანკმასონები...
როგორც კი შეთავაზებებს მოითავებდა და შინ დაბრუნდებოდა,
უმალ ზემოთ, სხვენზე ადიოდა და ხატვას იწყებდა. აკვარელი მისთვის
აუცილებლობად, სასიცოცხლო მოთხოვნილებად გადაიქცა... გორლო-
ჟისთვის მიყენებული ზარალი უნდა გაესტუმრებინა... გულდასმით ვე-
რაფერზე მუშაობდა... მისი გონება სხვაგან დაქროდა... ფუნჯს როგორც
კი მიეკარებოდა, საშინელი ბრაზი ერეოდა... შლეგიანივით ღიზიანდე-
ბოდა... ხელი უკანკალებდა... ამგვარ მდგომარეობაში რისი დამხატვე-
ლი იყო?! ისე ნერვიულობდა, ერთხელ პატარა კალამიც შემოემტვრა,

252
რომელსაც ტუშით ხატვისას იყენებდა... ნამცეცებად აქცია... მერე თა-
სებსაც გადაუარა, რომლებშიც ფერებს აზავებდა... მთელი სხვენი სამ-
ღებროს დაამსგავსა... მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა... საკმარისი
იყო, ჩემი სიახლოვე ეგრძნო, რომ ყველაფერი თავდაყირა დაეყენები-
ნა... დედაჩემთან მარტო დარჩენილი, გაცვეთილ თემატიკას უბრუნდე-
ბოდა... განგაშს ტეხდა... თავდაცვის სისტემას აძლიერებდა...
– თუ ვაჭრობის შესწავლის მომიზეზებით მას დილიდან საღამომდე
ასე უპრაგონოდ ხეტიალის უფლებას მისცემ, მე არ ვიცი, რით დასრულ-
დება ყველაფერი, უფრო სწორად, ვიცი... ჩვენ ამის საკმაოდ მდიდარი
გამოცდილება უკვე შევიძინეთ... მას თვალით ვერ იხილავ, ჩემო ძვირ-
ფასო, გარწმუნებ! თავს დავდებ მოსაჭრელად! ეს მხოლოდ დასაწყისია.
მისგან მხოლოდ პირწავარდნილი ქურდი თუ დადგება! უარესს გეტყვი –
პირსისხლიანი მკვლელი! გესმის ჩემი? დიდხანს ლოდინი არ მოგიწევს!
სულ რაღაც ხუთი-ექვსი თვის შემდეგ გაიგებ, თუ როგორ მიასიკვდილა
გადაღრძუებული რანტიე! უკვე დაადგა ამ გზას და მისგან ცოცხალი თა-
ვით ვერ გადაახვევინებ! მოკრძალებულ ნაბიჯებს კი არ დგამს, უკვე შე-
ვარდენზეა შემომხტარი და ელვის სისწრაფით მიაჭენებს! ვერა, ვერ გა-
აჩერებ! ამას თვალნათლივ ვხედავ! შენ რა, დაბრმავდი! საკუთარი თვა-
ლების არ გჯერა?! მე მჯერა, ბატონო! ძალიანაც მჯერა! მადლობა
ღმერთს, თვალის ჩინი ჯერ არ დამიკარგავს!
ამ ისტერიკას აუცილებლად მოჰყვებოდა ღრმა ოხვრა... ჯადოს უკე-
თებდა დედაჩემს.
– ბოლოს და ბოლოს, დამიგდებ თუ არა ყურს? გითხრა ახლა, რა
მზადდება?.. არ გინდა, არა! არ მეთანხმები, ხომ?
– ოგიუსტ, კმარა, რა! არ არის საჭირო, გემუდარები!..
– ოჰ! ოჰ! გამოდის, გეშინია, ყური მიგდო... გამოდის, გცოდნია ყვე-
ლაფერი.
ამ დროს მაჯაში ჩააფრინდებოდა, რომ არსად გაჰქცეოდა... დედა-
ჩემს ყველაფერი წვრილ-წვრილად უნდა მოესმინა...
– იცი, რას გეტყვი? გესმის თუ არა ჩემი?.. ვაჟბატონს გადაწყვეტილი
აქვს, ორივეს სული გაგვაფრთხობინოს. დიახ, დიახ, და როგორმე მო-
ახერხებს ამას. ჩვენი საქმე მის საკუთრებაში გადავა, ჩემო ძვირფასო!

253
ასე გადაგიხდის მადლობას ყველაფრისთვის! ასე დაგიფასდება გაწეუ-
ლი ამაგი! განა პირველად გაფრთხილებ?! ადრეც რამდენჯერ გიწინას-
წარმეტყველე! ღმერთია მოწმე! ჩემი გათვლები საკმარისი არ აღმოჩ-
ნდა... მილიონჯერ გითხარი, მილიონჯერ! ღმერთს არაფერი გამოეპა-
რება... ყველაფერს თვალნათლივ ხედავს... ყველაფერი მოისმინა... ყვე-
ლა ტონში, ყველა გზაჯვარედინზე... ჯანდაბა!.. მით უარესი შენთვის!
ღირსი ხარ!
დედაჩემს ენით აღუწერელ შიშს უნერგავდა... საწყალი, საერთოდ
კარგავდა აზროვნების უნარს... ჭკუანაკლულს ემსგავსებოდა... დუჟი
გადმოსდიოდა... გული ერეოდა... ტუჩებზე ბუშტულები უჩნდებოდა...
მამაჩემი კი არ ეშვებოდა, სანამ ბოლომდე არ უტირებდა ყოფას... სულს
არ ამოხდიდა... უგონოდ არ მიაგდებდა...
– დაე, დამახრჩოს! მე არ ვარ წინააღმდეგი! მაგრამ იცოდეს იმ ნაბიჭ-
ვარმა, რომ სულელი არ ვარ! არავის მივცემ უფლებას, თითზე დამიხვი-
ოს... გადაეცი, რომ ტყუილად ნუ ეცდება... რაც გინდა, ის გიქნია! მაგრამ
დაიმახსოვრე, შენ ხარ ყველაფერზე პასუხისმგებელი! შენ მოგიწევს ყვე-
ლა კითხვაზე პასუხის გაცემა!
დედამ არ იცოდა, რა ეთქვა ამ სასტიკი და დაუნდობელი წინასწარ-
მეტყველებების საპირწონედ... კონვულსიებში გადავარდნილი, ტუჩებს
სისხლის წამოსვლამდე იკვნეტდა. დაწყევლილი ვიყავი, ამაში ეჭვი უკვე
არ მეპარებოდა. მამაჩემი, პილატე პონტოელი, არ ჩერდებოდა... მთელ
სართულს აზანზარებდა... ჩემი საზიზღრობებისგან ხელს იბანდა...
შთაგონებული... სასოწარკვეთილი... შთამბეჭდავი სანახაობა კი გამოს-
დიოდა... ლათინური ფრაზების კორიანტელს აყენებდა განსაკუთრებუ-
ლად ამაღელვებელ მომენტებში... იქვე სამზარეულოში ანათემას გა-
დამცემდა... ანტიკური თეატრი! ჭეშმარიტი ტრაგიკოსის შემართებით
დეკლამირებდა... დროდადრო პაუზას აცხადებდა, ადგილებს განმარ-
ტავდა... მე ხომ სრული უმეცარი ვიყავი... „ჰუმანიტარული მეცნიერების“
არსში საერთოდ ვერ ვერკვეოდი...
მამამ ყველაფერი იცოდა! მე კიდევ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება და-
ვადგინე – ჩემთვის თითი არავის უნდა დაეკარებინა... ჩემი აღება მხო-
ლოდ პინცეტით იყო ნებადართული... ყველას ვეზიზღებოდი... რომაუ-

254
ლი მორალის თვალსაზრისითაც კი... არც ციცერონი მწყალობდა... არც
დიდი ბერძნები... მთელმა იმპერიამ ამითვალწუნა... მამიკომ ეს ყველა-
ფერი ზედმიწევნით იცოდა... ეჭვი არაფერში ეპარებოდა. ამოჩემებულ
ჭეშმარიტებებს გაჰყვიროდა... დედაჩემი განაგრძობდა ფშლუკუნს...
სცენის დასაწყებად მამაჩემმა რაღაც „პრელუდიის“ მსგავსი მოიგონა...
აიტაცებდა ხოლმე მარსელის საპონს... საკმაოდ მძიმე კვადრატს და იწ-
ყებდა სირბილს... სულ უფრო და უფრო ჩქარა... ისე ენერგიულად შლი-
და ხელებს, შინ ქარბუქი დგებოდა... შიგადაშიგ საპონს თავის ადგილას
შემოდებდა... ამ დროს აქცენტი რიტორიკაზე გადაჰქონდა... ცხადია, სა-
პონს ისევ უბრუნდებოდა... იქნევდა... სანამ ხელიდან არ გაუსხლტებო-
და... და პიანინოს ქვეშ არ შეგორდებოდა... მუხლებზე დამხობილები სა-
მივენი ერთბაშად მის ძებნას ვიწყებდით... ცოცხს ვიშველიებდით. ხე-
ლებს ვაფათურებდით... სრული საგიჟეთი! ისინი ერთმანეთის კუთხეებ-
ში იჭედებოდნენ... ცოცხით რამდენჯერმე კინაღამ თვალები გადმოაყ-
რევინეს ერთმანეთს. ყველაფერი გრანდიოზული ჩხუბით მთავრდებო-
და... უკანასკნელი სიტყვების მარაგი ხომ არასდროს ეწურებოდათ...
ოგიუსტი ცოლს არ ინდობდა... უბედურს აიძულებდა, მაგიდის გარშემო
კოჭლობ-კოჭლობით ერბინა.
მე დროებით მივიწყებდნენ... ამოსუნთქვის საშუალება მეძლეოდა.
***
მუდამ დაზაფრულმა დედაჩემმა საერთოდ დაკარგა სირცხვილის
გრძნობა... დაწოწიალობდა პასაჟსა და მიმდებარე უბნებში და ნაცნობ-
მეგობრებს ჩემი უკუღმართობებისა და წარუმატებლობის შესახებ უყვე-
ბოდა... სხვა მშობლებს ტვინს უწყალებდა, იქნებ რამე მირჩიოთო... გან-
საკუთრებით იმათ, რომელთა ნაშიერები ვერა და ვერ ჩავარდნენ ჭკუ-
აში... და სწავლაშიც ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდნენ... როგორ
დაუძვერით ამ საშინელ მდგომარეობას? – ეს კითხვა ყველას ერგო
წილად.
– მზად ვარ, – დაამატებდა ხოლმე, – ნებისმიერი მსხვერპლი გავი-
ღო. მოსახდენი მოხდეს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ...
ასეთი მიდგომა ურიგო ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ახლა მე
მკითხეთ, მეტი აღარ შემეძლო! რაც შეეხება სამსახურს – არაფერი და-

255
მაიმედებელი! უსაქმოდ ყიალი გრძელდებოდა. ბიძია ედუარდსაც, რო-
მელიც ასეთი შნოიანი, გაქექილი იყო და იმდენი ნაცნობი ჰყავდა, ჩემს
დანახვაზე სახე ებრიცებოდა... მიიჩნევდა, რომ არც ისეთი მსუბუქი ჭა-
პანი ვიყავი სათრევად... ჩემი უიღბლობითა და პრობლემებით უკვე გა-
უბურღა ტვინი ძმაკაცებს... თვითონაც გვარიანად მოჰბეზრდა... მოკ-
ლედ, მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგ დაირაზმა... შეიძლება, თავად
ვიყავი უჩვეულო, არა ისეთი, როგორც ყველა სხვა... სასწაული ხდებოდა
ჩემს თავს... გამოსავალს ერთ რამეში ვხედავდი – საკუთარ მეს აუცი-
ლებლად უნდა განვდგომოდი!
მეზობლები ცხოველი ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს ჩემს
დრამას... არც კლიენტები დარჩენილან გულგრილნი... როგორც კი მეტ-
ნაკლებად გამიცნობდნენ, დედაჩემი უეჭველად მოწმის პოზიციას შეს-
თავაზებდა... ჩვენს გასაჭირს, ცხადია, ეს ვერ შველოდა. ბატონი ლამ-
პრენტიც კი „კოკსინელიდან“ მოვლენების შუაგულში აღმოჩნდა... რა
თქმა უნდა, მამაჩემმა სამუდამოდ დაკარგა რული... იერითაც სულ-
თმობრძავს დაემსგავსა... სამსახურში ისეთი ქანცგაწყვეტილი ცხადდე-
ბოდა, რომ სართულიდან სართულზე ფოსტის დარიგებისას დერეფნებ-
ში აქანავებდა... ყველა სიკეთესთან ერთად, ხმაც დაკარგა... გამუდმებუ-
ლი ღრიალისგან ჩაეხრინწა...
„თქვენი პირადი ცხოვრება, მეგობარო, საერთოდ არ მეხება. სიმარ-
თლე თუ გნებავთ, იცოდეთ, სულ მკიდია!.. მინდა, რომ თქვენზე დაკის-
რებული ვალდებულებანი პირწმინდად შეასრულოთ... სარკეში იხედე-
ბით მაინც, რას დაემსგავსეთ? ძლივს დალასლასებთ, ფეხზე ვეღარ
დგებით, მკურნალობა გჭირდებათ! სამსახურის შემდეგ რას საქმიანო-
ბთ? არ ისვენებთ? – აი, ასე გაიჯორა მამაჩემი უფროსის მიერ.
მამაჩემი ისე დაფრთხა, კინაღამ თავისი დაემართა. დააღო პირი და
ყველაფერი ჩამოყაჭა... საკუთარ ოჯახს დატეხილი უბედურებანი!..
– აჰ, ჩემო ძვირფასო მეგობარო! აი, თურმე რაში ყოფილა საქმე!
თქვენი კუჭი რომ მქონდეს, რაღა მიჭირდა, ყველაფერს მივაფურთხებ-
დი და თან როგორ! ყველა ჩემს მეგობარს, თავიანთი საქმეებითურთ,
ყველა ჩემს შვილს და მათ ბიძაშვილ-დეიდაშვილებს ერთად აღებულს!
ცოლსაც ზედ მივაყოლებდი. ნეტავ თქვენს ადგილას ვყოფილიყავი,

256
ყველას გადავაფსამდი! გადავაფსამდი მთელ სამყაროს! გესმით ჩემი?
თქვენ ხართ მთხლე! მხოლოდ ეს თუ შემიძლია გითხრათ, ბატონო!
ეს ბატონი ლამპრენტი თავისი წყლულის გამო ყველაფერს ასე აღიქ-
ვამდა, მბურღავი და დაუნდობელი პილორუსის 5 მიღმა არაფერი არსე-
ბობდა... სამყარო მისთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა მჟავას უზარმაზა-
რი გროვა... ისღა დარჩენოდა, რომ თვითონაც რომელიმე ბიკარბონა-
ტად გარდაქმნილიყო... მთელი დღე წელში წყდებოდა, წუწნიდა აბებს...
სულ ტყუილად, არაფერი შველოდა, საყლაპავი მილის ქვემოთ გამუდ-
მებით გრძნობდა, როგორ უთუთქავდა ანთებული კოცონი შიგნეულო-
ბას... მალე მისგან მხოლოდ ხვრელები და ნასვრეტებიღა დარჩებოდა...
იქიდან ვარსკვლავსაც კი დალანდავდა კაცი! მისი ცხოვრება დღითი
დღე გაუსაძლისი ხდებოდა... სიამოვნებით გაუცვლიდა ადგილს მამი-
კოს, რომელიც საქმის კურსში იყო...
„ეჰ, სიამოვნებით დავთანხმდებოდი თქვენს წყლულზე, რაზეც გნე-
ბავთ, ოღონდ ჩემს შვილს დაადგეს საშველი... მისგან იოტისოდენა შვე-
ბა მაინც მივიღო... “
მამაჩემი ასეთი იყო... ფიზიკურ ტკივილებზე მაღლა ყოველთვის მო-
რალურ ტანჯვას აყენებდა... მორალური ტკივილი მის თვალში მეტ პა-
ტივისცემას იმსახურებდა... უფრო მნიშვნელოვანი იყო! ასე იყვნენ რო-
მაელებიც... ასეთივე მიდგომა ჰქონდა ყველა ცხოვრებისეული გამოც-
დის მიმართაც... სრული თანხმობა და ჰარმონია სინდის-ნამუსთან! ყო-
ველთვის! ნებისმიერ ფასად... ყველაზე გამოუვალ სიტუაციებშიც კი!..
არა კომპრომისს! არა მაქინაციებსა და შემოვლით, საეჭვო გზებს! ეს მი-
სი კანონი იყო!.. მისი არსებობის არსი! „ჩემი პატიოსანი სიტყვა! ჩემი
პატიოსნება!“ – გაიძახოდა ყველგან და ყოველთვის. მიზეზს არ ჰქონდა
მნიშვნელობა!.. როცა თითს ცხვირში ვითხრიდი... ან სამარილეს გადა-
ვაპირქვავებდი... განგებ აღებდა ფანჯარასაც, რათა მთელ პასაჟს მისი
უნივერსალური ღირებულებანი მოესმინა და დამტკბარიყო...
დიდხანს მიყურა ბიძია ედუარდმა წელში გატეხილს და ნერვებაწე-
წილს. ამ კეთილ კაცს ბოლოს გული მოულბა და შემიცოდა... მიდგა,

5
კუჭის სარქველი.
257
მოდგა, შეაწუხა ნაცნობ-უცნობი და გამოსავალიც იპოვა... სინამდვილე-
ში ეს უფრო საბაბი იყო იმისთვის, რომ აქედან მომეცოცხა... უცხო ენე-
ბის შესწავლა!.. გამოაცხადა, რომ უცხო ენის ცოდნა, ერთის მაინც, საერ-
თოდ არ მაწყენდა... იმისათვის, რომ ვაჭრობის სფეროში ადგილი იშო-
ვო, ახლა ასეა მიღებულიო, განმარტა... აუცილებელიც კიაო... ყველაზე
რთული ჩემი ბებრებისგან თანხმობის მოპოვება აღმოჩნდა... მსგავსი
წინადადება უცბად ვერ გადახარშეს... მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ მა-
ინცდამაინც არ მოიხიბლნენ... მოკლედ, არ აწყობდათ. არადა, ედუ-
არდს გონივრული არგუმენტები არ დაუკლია... ისიც მართალია, რომ
ჩვენს ქოხმახში საღი აზრის მოსმენას საერთოდ არ იყვნენ ჩვეულნი...
მათ ეს სრულ მოულოდნელობად აღიქვეს...
ბიძაჩემი მკაცრი ზომების გატარების მომხრე საერთოდ არ იყო... სი-
ჯიუტე და ერთი რამის აკვიატება ხომ საერთოდ სძაგდა. უფრო მშვიდო-
ბიანი გზების ძიებისკენ იხრებოდა... ძალის გამოყენება კატეგორიუ-
ლად გამორიცხა... ფიქრობდა, რომ ძალადობა დადებით შედეგს არ გა-
მოიღებდა... აი, რა მიახალა სიტყვასიტყვით ჩემს ბებრებს: „არ მგონია,
რომ ეს ბავშვი ძალით ითარსავდეს თავს. არა, რა თქმა უნდა!.. არც ცუდი
ზრახვებითაა შეპყრობილი... დიდი ხანია, ვაკვირდები და ვიცი, რასაც
ვამბობ... ის უფრო
დაგლახაკავებულია და სულიერად დაცემული... სადღაც გამოშტე-
რებული და ტუტუციც... კი ვერ ტვინავს, რას ითხოვენ მისგან... არ გამოვ-
რიცხავ, რომ ეს ასაკობრივიც იყოს... ზრდასთან დაკავშირებული... ცუდი
არ იქნებოდა, სუფთა ჰაერზე გასულიყო და იქ რაც შეიძლება მეტხანს
დარჩენილიყო... თქვენმა ექიმმა, თუ გახსოვთ, ამას ჯერ კიდევ როდის
გაუსვა განსაკუთრებულად ხაზი... ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე მას
ინგლისში გავუშვებდი. შეიძლებოდა შესატყვისი, არც ისე ძვირი სასწავ-
ლებლის პოვნა... სასურველია, რომ სადმე გადაკარგულში არ იყოს...
„სრული პანსიონი“ იდეალური იქნებოდა... თქვენ რას ფიქრობთ ამის
შესახებ? როცა იქიდან მობრუნდება, ამ ენაზე თავისუფლად იმეტყვე-
ლებს... და მისი სადმე მოწყობაც გაგვიადვილდებოდა... ვიპოვი რამეს,
მისთვის შესაფერისს... წიგნის მაღაზიაში ასისტენტად, მაგალითად, ან
თეთრეულის მაღაზიაში... იქ, სადაც მას იცნობენ... გორლოჟი დავიწყე-

258
ბას მიეცემა... ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა საუბარს წერტილი
დაესმება...
ამის გაგონებაზე ჩემებს მოულოდნელობისგან ენა მუცელში ჩაუვარ-
დათ... გონებაში წინადადების აწონ-დაწონას შეუდგნენ... ცხადია, დება-
ტებს სრულიად მოუმზადებელნი შეხვდნენ... უპირველეს ყოვლისა, სა-
ჭირო იყო რისკზე წასვლა... შემდეგ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვა-
ნია, ერთი-ორი სუს დახარჯვა... კაროლინის მემკვიდრეობიდან მხო-
ლოდ რამდენიმე ათასი ფრანკი დარჩა... ეს იყო ედუარდის წილი... ერ-
თი წამით არ დაფიქრებულა... მყისიერად შემოგვთავაზა ფინანსური
მხარდაჭერა... თანხა მაგიდაზე დადო... როცა შეძლებთ, დამიბრუნეთო,
– გვითხრა და თან გვთხოვა, ამ ამბავს ახლა მთელ ქვეყანას ნუ მოსდებ-
თო... ხელწერილიც არ უხსენებია... „აბა, თქვენ იცით, – დაასკვნა მან, –
ხვალ შემოგივლით და პასუხი აუცილებლად დამახვედრეთ... “
მღელვარებამ კულმინაციურ წერტილს მიაღწია!.. მამაჩემმა რისკზე
წასვლა არ ინება... დუჟმორეული ამტკიცებდა, რომ მთელი ეს თანხა
სრულიად ფუჭად დაიხარჯებოდა... რომ ეს იქნებოდა უგუნური ფლან-
გვა და სრულიად შლეგური თავგადასავალი... საკმარისი იყო, მათ ფხი-
ზელ ზედამხედველობას სულ რაღაც ერთი კვირით გავქცეოდი, რომ
პირწავარდნილი ბანდიტი და დედამიწის ზურგზე ყველაზე საშიში ავა-
ზაკი გავმხდარიყავი... რომ ეს აშკარა იყო და მკითხაობა ამის გამო სუ-
ლაც არ იყო საჭირო... ინგლისში ისევე სწრაფად გადავიქცეოდი მკვლე-
ლად, როგორც პარიზში...
„ეს ხომ დღესავით ნათელია!.. წინასწარ განჭვრეტილი!..“
მე კიდევ ერთი თვე მაინც უნდა დავეტოვებინეთ პირში ლაგამამო-
დებული!
„ეტყობა, დაგვავიწყდა თავსდატეხილი უბედურებანი! მოგენატ-
რათ, არა? კი, ბატონო, ამას ვინ დაგზარდებათ!.. იმდენი გექნებათ, ყელ-
ში ამოგივათ!.. არც ვალები დაგაკლდებათ! აბა, ამაყად! წელში გაიმარ-
თეთ! თავები მაღლა! რაღა გვიჭირს!.. შვილი კატორღაზე! ჩვენ ხომ ყვე-
ლაფერში ექსტრავაგანტურები უნდა ვიყოთ!.. სხვანაირად როგორ?! შე-
დეგები? შედეგები მე მკითხეთ! სა-ში-ნე-ლი! იქ ადამიანები უყურადღე-
ბონი, მიამიტები და ქარაფშუტები არიან! უბედურები! ეს მათ წამში ათ-

259
ჯერ იყიდის და გაყიდის! ქალები? ყველას გააუპატიურებს! წამითაც არ
დაფიქრდება!.. ახლავე გამეცი პასუხი! განა რამეს ვიგონებ?..“
როკეტზე ჩაიხვია... ეშმაკი ვერ შეაცვლევინებდა აზრს... თვლიდა,
რომ მხოლოდ ერთადერთი საშუალება არსებობდა... ისიც არა სამკურ-
ნალო, არამედ პალიატიური. და გამოცდილება?.. განა უკვე დაგროვილი
საკმარისი არ არის? მეტი რაღა გინდათ?! ბერლოპი? გორლოჟი? სა-
ათი?.. არასაკმარისად გამოვავლინე ჩემი უნარები? მე ვიყავი სრული კა-
ტასტროფა... დროებით მიძინებული ვულკანი... გარშემო მყოფთ უფ-
სკრულისკენ მივაქანებდი... ისინი ჩემგან მხოლოდ ამას ელოდნენ.
Alea!.. დაე, აღსრულდეს ნება შენი!.. ის ჩვენ წინ კეისრის პოზაში დადგა!
კეისარი – გალიელთა მარტოხელა დამცველი!.. რომელმაც სამზარეუ-
ლოში შესასვლელი თავისი ჟესტებითა და ღრიალით გადაგვიღობა... ის
მოგონებებში გადაეშვა... ყველაფერი ირყეოდა და ზანზარებდა...
ონკანს ეცა... მოუშვა... წყალი თქრიალით წამოვიდა... პირი მიუშვი-
რა... დინებაში ჩაიძირა... არც შეიმშრალა... წყალი ღვარად ჩამოსდი-
ოდა... ისე ეჩქარებოდა ჩვენი მტრის მიერ გამოყენებულ, წარმოუდგე-
ნელ, შიშისმომგვრელ, გაუგონარ ხრიკებსა და მსგავსი ავანტიურის სა-
ბედისწერო შედეგებში გარკვევა-გაცნობიერება!..
ეშმაკეული უგუნურება! განუსჯელობა! კი, კი, ნამდვილად! ამას
სხვას ვერაფერს დაარქმევ!
***
ამის შემდეგ ბიძია ედუარდმა პასაჟში კიდევ ორჯერ გამოიარა. მამა-
ჩემმა იმავე მოხსენებით უმასპინძლა!.. ისიც მთლად ხელცარიელი არ
მოსულა. ერთ-ერთ კოლეჯს მიაგნო! უკეთესს კაცი ვერც ინატრებდა. ყვე-
ლა გაგებით! საგანგებოდ ჩემთვის! ჩემს ხასიათსა და მიზნებს მისადა-
გებული. ბორცვზე წამოჭიმული... სუფთა ჰაერით... ბაღით... ქვემოთ მო-
ჩუხჩუხე ნაკადულით... შესანიშნავი კვებით... სრულიად მისაღებ ფასებ-
ში... არავითარი დამატებითი ხარჯები... და, რაც მთავარია, უკიდურე-
სად მკაცრი დისციპლინით... დაამატეთ ამას საიმედო ზედამხედველო-
ბა... ჩვენგან არც ისე ძალიან შორს... როჩესტერში... ფოლკსტოუნიდან
ერთი საათის სავალზე...

260
მიუხედავად უთვალავი უპირატესობისა, მამაჩემი კვლავ წინააღ-
მდეგობას გვიწევდა... ბუზღუნებდა... თავს იკავებდა... დროს წელავდა...
პროგრამაში ჯიუტად ნაკლს ეძებდა... არავის ენდობოდა... ბროშურა
ორასჯერ მაინც გადაიკითხა... დუჟმორეული იმეორებდა, ლომს ხახაში
საკუთარი ნებით ვუვარდებითო! მოკლედ, ქვა ააგდო და თავი შეუშვი-
რა... პროგნოზთან მიმართებით იოტისოდენა ეჭვიც არ შერჩა. ამხელა
ვალებში გადავარდნა სრულ სიგიჟედ მონათლა... ედუარდის სანდოო-
ბაც და კეთილი განზრახვებიც ეჭვის ქვეშ დააყენა... რა, გორლოჟისთვის
დანაკარგის ანაზღაურება განა უკვე აღარ იყო ტიტანური სამუშაო? და-
ამატეთ ახლა ამას ბინის ქირა, გადასახადები, დაქირავებულთა ანაზ-
ღაურება... რემონტი შიგადაშიგ... განა უფასოდ გაგიკეთებს ვინმე?! რამ-
დენი შეიძლება დაზოგოს კაცმა? კუჭს ხომ ვერ ამოვიკერავთ... ამასობა-
ში კიდევაც მეტირება ყოფა... არა, უნდა ვიბწკინო, რათა დავიჯერო, რომ
ეს ყველაფერი სიზმარი არ არის... ისე, შეიძლება ასეთ ქაქში ჩაძირულმა
ადამიანმა კიდევ რამე ისურვოს? მამაჩემს უჭირდა იმის
დაჯერება, რომ დედაჩემიც მაგრა დაბოლდა... დაუფიქრებლად გა-
იქანა ხახაში სატყუარა... ეს გულისამრევი როშვა... რა? ამ ქალმა საერ-
თოდ დაკარგა აზროვნების უნარი? რაო? რაო? გაიმეორე ერთი, რასაც
მიმტკიცებ! არა, გენაცვალე, მე თავს შევიკავებ! გეუბნები, რომ ეს არაჩ-
ვეულებრივი წინადადებაა! არა, რა! შეიძლება გაგიჟდეს კაცი! და რაში
მდგომარეობს ჩემი როლი? ავდგე და სულელურად დავთანხმდე? ნე-
ბისმიერ შემთხვევაში?.. ასეა, ხომ?.. პირველსავე სიბეცეს? თქვენ რა გიშ-
ლით ხელს?! მიდით, ია-ვარდები გფენიათ!.. მაგრამ მე გონება ჯერჯე-
რობით არ დამიკარგავს და ყველაფერს შესანიშნავად ვაცნობიერებ! ამ
სახლში მე ვაგებ ყველაფერზე პასუხს! ვარ თუ არა მამა? კი, თუ არა?
ედუარდს, ცხადია, ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია!.. როცა საჭირო იქნება,
სანთლით ვერ იპოვი!.. დატყდება აქედან! არც იმის თქმა გაუჭირდება,
მე რა შუაში ვარ, ყველაფერზე ხელი დამიბანიაო... მე კიდევ სადღა გა-
ვიქცე... სულ აქ ვიქნები!.. ამ ბანდიტის გვერდით! აბა, სად უნდა ვიყო?!
რა, ვაჭარბებ? კარგი, რა! კარგი, რა! იქნებ იმის თქმა გინდათ, რომ მისი
შემშურდა? ახლა კიდევ რას მოროშავთ? ენას ძვალი არა აქვს!.. მიდით,
აბა, კიდევ რას იტყვით! ნუ მოგერიდებათ! ოჰ, თქვენი...

261
– არა, ჩემო ძვირფასო, რას ამბობ! რას?
– კრინტი არ გავიგო შენი! გეყურება? კრინტი!.. ქათამო, შენა!.. დამა-
ცადე, რომ ბოლომდე ვთქვა სათქმელი... გაგიგია?! ახლა თურმე სიტ-
ყვის უფლებაც ჩამომერთვა!.. სულ თქვენ უნდა ილაპარაკოთ, თუ რაშია
საქმე?.. როგორ? ეს უქნარა, ეს პატარა ბოროტმოქმედი... ეს ავაზაკი...
ჯერ კიდევ არ გამოტყდა თავის დანაშაულებრივ ქმედებებში? არაფერს
ვამბობ მონანიებაზე! სად შეგვიძლია ამდენი!.. აღიარა თუ არა თავისი
გულისამრევი დანაშაული?.. ის აქ არის! ღმერთო ჩემო, ეს ხომ სრული
უსამართლობაა!.. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ არაფერი წმინდა არ გაგაჩ-
ნია... ყველაფერს ხაზი გადაუსვა!.. ტლაპოში ათრიო... ო, რა საშინელე-
ბაა... წარმოიდგინეთ, ედუარდის ერთი სიტყვა სრულიად საკმარისი აღ-
მოჩნდა! იმ სასაცილო ჯამბაზის! დამდგარან და მხოლოდ მოგზაურო-
ბებზე ღაღადებენ... ამოუჩემებიათ სიტყვები... თავისუფლება... სიკე-
თე... გულუხვობა... გესმოდეთ მაინც, რას ნიშნავს ეს ყველაფერი! მი-
დით, განაგრძეთ, იყბედეთ, სანამ არ მოგწყინდებათ!.. ერთი წამი მაინც
თუ იფიქრეთ იმ დანახარჯებზე, რომლებიც ამას შეიძლება მოჰყვეს...
მიქარავთ რაღაცას და გიხარიათ. საერთოდ არ შეგრჩათ გრამი ტვინი
და სულ გააფრინეთ!.. ქალო, მოეშვი ტრაკის თამაშს და ცოტა ჭკუას მო-
უხმე!.. იქნებ გაიხსენო, რომ ჯერჯერობით ერთი სუც არ გაგვისტუმრე-
ბია იმ ვალიდან, რომელიც აგვკიდა!.. გესმის ჩემი თუ დაყრუვდი? ქალო,
ვალზე გელაპარაკები! არა, წარმოუდგენელია! რა სისასტიკეა! საითკენ
მივექანებით? იქნებ მე გავაფრინე და ვერ გამიგია?! უკვე გული მერევა
ამ უგვანობაზე! თავი აბსურდის თეატრში მგონია! გაფრთხილებთ, რომ
თქვენს დადგმებში მონაწილეობას არ მივიღებ... ბოლოს მომიღებს!..
ბიძია ედუარდი სეანსის დასაწყისშივე დატყდა... იყნოსა ქარიშხლი-
სა და ელჭექის მოახლოება... საბუთები კი დატოვა.
– ხვალ ნაშუადღევს გამოგივლით... მაგ დროისთვის, იმედს ვიტო-
ვებ, გადაწყვეტილება უკვე მიღებული გექნებათ...
ბიძია ედუარდი ყველანაირად ცდილობდა, დამხმარებოდა, მაგრამ
შედეგს ჯერჯერობით პირი არ უჩანდა... მამაჩემს საშველი არ დაადგა...
ვულკანი ლავის გადმონთხევას განაგრძობდა... ჩემი გამგზავრების გეგ-
მა მისი არსებობის ტრაგიზმს ყოველგვარ პეწსა და სიმძაფრეს უკარგავ-

262
და... პირობებს ჩაებღაუჭა. ჩაიხვია და ჩაიხვია, ვერანაირად ვერ მოვხიბ-
ლეთ!.. ყველაფერს შავ ფერებში ხედავდა. დაჭრილი ცხოველივით ღმუ-
ოდა... ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა... კვნესოდა... დედაჩემი კოჭლო-
ბით კუდში დასდევდა... უპირატესობებს მიაწვა... დაბალ ფასებსა და
გამკაცრებულ რეჟიმს... ჯანმრთელ კვებას, ჰაერს, დიახ, განსაკუთრებით
სუფთა ჰაერი დაიხვია თითზე.
– ხომ იცი, როგორი სერიოზული კაცია ედუარდი!.. იცი, რა თქმა უნ-
და, მაგრამ არ გინდა ამის აღიარება... ისიც გესმის, რომ არც ფუქსავატია
და არც თავქარიანი... მით უმეტეს, იმპულსური ყმაწვილკაცი. ის საეჭვო
თავგადასავალში, ცხადია, ცოცხალი თავით არ გადაეშვება... რადგან ამ-
ბობს... უნდა დავუჯეროთ... სანდო პიროვნებაა და ეს შენც გადასარევად
მოგეხსენება!.. და მაინც, ოგიუსტ, გამომხედე ერთი!.. ოგიუსტ!.. ჩემო
ძვირფასო!..
– არ მინდა, ვინმესგან დავალებული ვიყო!.. არავითარ შემთხვევა-
ში!..
– მერე ედუარდი ვინმეა? რას ამბობ, ადამიანო?!
– ამას არა აქვს მნიშვნელობა... ჯანდაბამდე გზა გქონიათ, გათახსი-
რებულებო!
– მაშინ ხელწერილი დავუწეროთ!.. ვითომ საერთოდ არ ვიცნობთ!..
– თქვენი ხელწერილები მაგრად მკიდია, გაიგეთ, ნაბოზრებო! თქვენ
დედასაც შევეცი!
– მას ხომ არასდროს მოვუტყუებივართ...
– დავაჯვი შენს ძამიკოს... კარგად გაიგე?! არ მოტყნა ტვინი?! მოშორ-
დეს აქაურობას, ის დედამისექსილი. არც მიხსენო, ისეთივე გამოყლევე-
ბულია, როგორიც ყველა სხვა! დავაჯვი მთელ თქვენ მოდგმას... ყველას
სათითაოდ!..
ისე აპილპილდა, ისე გაცოფდა, სისხლი თავში აუვარდა და გაებე-
რა... ორთქლის ბოლქვებს უშვებდა... ენა ებმოდა... პირიდან გაუგებარი
სიტყვების ნიაღვარი გადმოსდიოდა. ამ დროს დედაჩემი ჩაებღაუჭებო-
და და ნაბიჯით არ სცილდებოდა. ნამეტანი ჯიუტი ქალი იყო კლემან-
სი... ყველგან... ყველა კუთხე-კუნჭულში უსაფრდებოდა... მტკივნეული
ფეხის გამო ხან რას გამოედებოდა და ხან რას... შიგადაშიგ სკამზე მოწ-

263
ყვეტით დაეხეთქებოდა ხოლმე... ისე, კედელს აკრული ყველაზე ადვი-
ლად მოძრაობდა.
– ოგიუსტ! ოჰ, როგორ მატკინე ფეხი, ო, როგორი უხეში კაცი ხარ! ო,
რაღა ვქნა! რა ვუყო ახლა ამ ჩემს ამოტრიალებულ კოჭს?
ეს ყვირილი არასდროს წყდებოდა... ოგიუსტი ისევ მოდიოდა იშტა-
ზე... კვლავ იერიში... კვლავ ყვირილი... მუშტების ტრიალი... სკამების
მსხვრევა... კვლავ ცოფი... უსასრულო... დედა თავისას მაინც არ იშლი-
და... საითკენაც უნდა წასულიყო, გადარეული მამა მაინც ჩააფრინდებო-
და... ყველგან... მაშინაც, როცა კიბეზე ადიოდა... ამისგან ოგიუსტს ქანცი
სწყდებოდა... ბრახ! ბრახ! ბრუხ! ისმოდა საფეხურებზე მისი ფეხების
ხმა... მისი ნება რომ ყოფილიყო, დედას სიამოვნებით ხაფანგში უკრავ-
და თავს. თვითონ კი თაგვის სოროში შეძვრებოდა... დედა გვერდით ჩავ-
ლისას ჩუმად ხელით მანიშნებდა, რომ ოგიუსტი წელში გატეხა... მარ-
თლაც, აშკარად ეტყობოდა, რომ საგრძნობლად ჩაცხრა... თავდაპირ-
ველ მუხტს ნელ-ნელა კარგავდა... მასთან მიახლოებაც კი შესაძლებე-
ლი გახდა... ვულკანი ისე აღარ გრგვინავდა... ცოლს ძალიან ახლოს მა-
ინც არ იკარებდა... ისე გაურბოდა, როგორც ამყრალებულ ლეშს... „თავი
დამანებე, კლემანს, შემეშვი, კლემანს... შენ ჩემი არ გეყურება?! გეხვეწე-
ბი!.. შემეშვი-მეთქი! ნაძირალებო!.. ავაზაკებო! დამპლებო! აღარ მოგ-
ბეზრდათ ბოლოს და ბოლოს დუეტში ჩემი დევნა, მაიმუნებო?! თქვენი
მონაჩმახისგან ლამის გული ამერიოს!.. წყეულიმც იყავით, ნაბიჭვრებო
თქვენ! არ დავიდა თქვენამდე, რასაც გთხოვთ?!“
ჩემს კეთილ დედას უკვე მიეფურთხებინა ქმრის ვედრებისათვის... კი
გაუწყდა ქანცი, მაგრამ თავისას არ იშლიდა... ბრძოლის ველის დატოვე-
ბას ჯერჯერობით არ აპირებდა... ყელზე ეკიდებოდა... ულვაშზე წიწკნი-
და... თვალები სულ დაუკოცნა... საშინელ კონვულსიებამდე მიიყვანა...
თხოვნებით ყურები გამოუჭედა... ბოლოს მამაჩემს ხუთვა დაეწყო... მო-
ფერებებისა და ლოშნისგან თავიდან ოფლი გამოუვიდა... ფეხზე ვეღარ
იდგა... ძლივს იკავებდა თავს. რაღაც მომენტში კი გაიშხლართა კიდევაც
საფეხურებზე... აი, მაშინ კი შეცვალა დედაჩემმა ფირფიტა. ახლა უკვე
ქმრის ჯანმრთელობასა და შემაშფოთებელ მდგომარეობაზე დარდობ-

264
და... ყველამ შეამჩნია, რომ სახეზე მკვდრის ფერი გადევსო, ეუბნებო-
და... ისე, ამ დიაგნოზის მოსმენა კი ინება...
– ერთხელაც, მართლა გახდები ავად, ჩემო ძვირფასო, ჩემო ტკბი-
ლო და ეს იმის გამო, რომ თვითონ იგდებ თავს მაგნაირ მდგომარეობა-
ში! თუ ლოგინად ჩავარდები, გარწმუნებ, ჩვენი მდგომარეობა ამით ნამ-
დვილად არ გამოკეთდება! პირიქით, უარეს დღეში აღმოვჩნდებით! თუ
ფიქრობ, რომელი უბედურება დაგვატყდება თავს? მე მაინც მგონია,
რომ ეს ბავშვი აქედან უნდა წავიდეს... თან რაც შეიძლება შორს... მისი
თვალწინ წრიალი შენზე ცუდად მოქმედებს... ეს ედუარდის მზერასაც
არ გამოჰპარვია... თავისი დაკვირვება წასვლამდე გამიზიარა...
– და რა გითხრა მაგ ედუარდმა კონკრეტულად?
– „შენი ქმარი დიდხანს ვეღარ გასტანს, თუ ყოველ ჯერზე მსგავსი
ისტერიკა დაიმართა... ელვის სისწრაფით ხდება... ვერ ამჩნევ, მისგან
ძვალი და ტყავიღა რომ დარჩა?! შეუმჩნეველი პასაჟშიც არ დარჩენი-
ლა... ყველა მისი ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობაზე ყბე-
დობს... “
– ზუსტად ასე გითხრა?
– ჰო, ჩემო ტკბილო... ზუსტად ასე მითხრა... დამიჯერე!.. კი არ უთ-
ქვამს, რასაც გეუბნები, შენს ქმარს გადაეციო... არა, ნამდვილად არა! ხე-
დავ, როგორი დელიკატური ადამიანია ედუარდი!.. მეტის ატანა შენ არ
შეგიძლია!.. ცოტა ხანში ამაში თავად დარწმუნდები! მაშ, რას გვეტყვი?
ხარ თუ არა თანახმა?
– ვერ გავიგე?
– გეკითხები, ეს ბავშვი წავიდეს თუ არა?.. რომ ცოტა სულის მოთქმის
საშუალება ჩვენც მოგვეცეს... დავრჩეთ მხოლოდ ორნი... არ გინდა?
– არა! არა! ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არა, ღმერთო, შემი-
ცოდე! არა! არა! არა!
– და რომ გვეცადა, ოგიუსტ? მცდელობას მაინც რა უდგას წინ? იფიქ-
რე ცოტა, ჰა!.. თუ დარდი შეგიწირავს, განა უკეთესი იქნება?!
– შემიწირავს? მე? ო, ლა! ლა! და შენ კიდევ გადმოაგდებ ენას და
მეტყვი, რომ ამ ყველაფრისთვის მიმიფურთხებია? ეს არის ის, რაც სუ-
ლით და გულით მწადია! – სიკვდილი! ო, ღმერთო... ღმერთო!..

265
მოულოდნელად ოგიუსტი კლემანსს ხელიდან დაუსხლტა... მან ისევ
მოიპოვა მოქმედების თავისუფლება... ორთაბრძოლაში დედაჩემმა წო-
ნასწორობა დაკარგა და ძირს გაიშხლართა... ისევ ამოვარდა ქარიშხა-
ლი... როგორც ჩანს, მამაჩემს ამაზე ადრე სერიოზულად არ უფიქრია...
სიკვდილი! ღმერთო, დიდებულო!.. საკუთარი სიკვდილი! ისევ გადაეშვა
ტრანსში... ოდნავ გონს მოსული ნიჟარისკენ გავარდა... იქნებ ერთმა
ყლუპმა წყალმა უშველოს!.. ბრახ!!! ბრუხ!!! ფეხი დაუსხლტდა!.. წაბორ-
ძიკდა... ამოყირავდა... ჯერ ბუფეტს შეასკდა... შემდეგ სერვანტისკენ გა-
იშხუილა... ყვიროდა უკანასკნელ ხმაზე. თავი მიარტყა... ეცადა, რამეს
ჩაჰბღაუჭებოდა... ჭურჭელი თავზე დაგვემხო... თეფშები... ქვაბები... ინ-
სტრუმენტები... ჭაღი... ნამდვილი ჩანჩქერი... ზვავმა ქვეშ მოიყოლა,
თითქმის აღარ ჩანდა... ნამსხვრევებიდან დედაჩემის ხმამ ამოხეთქა!
„მამიკო, მამიკო! სადა ხარ?.. ხმა გამეცი!“ მისი ოგიუსტი მთელ სიგრძე-
ზე პირქვე გაშხლართულა... პირველი, რამაც სამზარეულოს ფილებზე
თვალი მომჭრა, მისი კვასკვასა წითელი ჩექმები იყო...
– მამიკო, გამეცი ხმა! თქვი რამე, ჩემო ძვირფასო!
– ოჰ! თქვენი დედაც!.. განა წამით მაინც დაგასვენებს ვინმე? შემეშ-
ვით! ჯანდაბას თქვენი თავი! გააჯვით აქედან!..
***
ბოლოს მაინც დაიქანცა და ამოღერღა, კიო. დედაჩემმა მოიპოვა ის,
რაც უნდოდა... მამაჩემს მართლა გასძვრა სიქა... უკანასკნელი ძალებიც
ამოეწურა... წინააღმდეგობის თავი აღარ ჰქონდა... თქვა, ყველაფერი
მაგრად მკიდიაო... ისევ მიუბრუნდა თვითმკვლელობის თემას. ახლა
მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა... თამაშიდან გავიდა... ჩემთან
შეხვედრის თავიდან ასაცილებლად იქაურობას გაეცალა... ახლა დედა-
ჩემთან სულ მარტო მტოვებდა... რომელმაც განაახლა მოსაწყენი ბოდ-
ვები, გამოუშვა ბრჭყალები... ატეხა წკნავილი... კნავილი... კვნესა... გო-
დება... კვლავ დაეწყო ამოჩემებები... შეუდგა ტვინის გულმოდგინე ბურ-
ღვას. შიგადაშიგ მის პატარა თავში იდეების მთელი კოჰორტა იბადებო-
და... მიიჩნევდა, რომ ისინი აუცილებლად უნდა ემცნო ნახევარი სამყა-
როსთვის... რომ ისინი ფუჭად არ უნდა დაკარგულიყვნენ. ამ გამონათე-
ბებით პირველს მე უნდა მესარგებლა... წასვლამდე ფასდაუდებელ სა-

266
განძურს თავით ფეხებამდე უნდა გავეჟღინთე... მამაჩემი დროებით რომ
შემეშვა, სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ყველაფრის უფლება მომეცა...
– ყური მიგდე, ფერდინანდ... რა ხანია, შენთან დალაპარაკება მინ-
დოდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი... ახლა უკვე დრო აღარ ით-
მენს... სულაც არ მინდა ზედმეტი წუწუნით თავი მოგაბეზრო... გაგჯო-
რო... ან რამით დაგემუქრო... იცი ჩემი ხასიათი, მე ეს არ მჩვევია... ჩემ-
თვის ეს სრულიად უცხოა... მე სხვა როლი მაკისრია. და მაინც, არსებობს
რაღაც-რაღაცები, რომელზეც დედა თვალს ვერ დახუჭავს და ვერც გულ-
გრილი იქნება... ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ, რომ აქაურო-
ბას ვერ ვარ მორგებული? და სადღაც ღრუბლებში დავფრინავ... მაგრამ
ნუ გგონიათ, რომ არაფერი გამეგება... ძალიან კარგად ვტვინავ ყველა-
ფერს... ხშირად პირში წყალი მაქვს დაგუბებული... დუმილს ვამჯობი-
ნებ... თუმცა სათქმელს რა გამომილევს... და გამუდმებით ვფიქრობ...
ჩვენ ძალიან დიდ რისკზე მივდივართ!.. დამიჯერე... ეს ნამდვილად
ასეა. წარმოიდგინე ახლა... ჩვენ შენი ინგლისში გაგზავნა გადავწყვი-
ტეთ... როგორი ამბავია?! მამაშენს მაინცდამაინც არ ვამტყუნებ... თავი-
სებურად ისიც მართალია და, საერთოდ, იცოდე, რომ ის მოაზროვნე
ადამიანია... დიახ, დიახ! სულაც არ არის უტვინო და გამოთაყვანებუ-
ლი... ჩვენი შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ამნაირი გადაწ-
ყვეტილება წმინდა წყლის სიბეცეა... სრული სიგიჟეა! ერთი წამით და-
უშვი ახლა – შენ უცხოეთში!!! ამას გარდა, ჩვენ ხომ ისედაც ყელამდე ვა-
ლებში ვართ ჩაფლულები!.. ხომ არ დაგავიწყდა სამკაული, რომლის სა-
ფასურის დაბრუნება ჩვენს კისერზეა. ამას ბიძაშენისგან ნასესხები ორი
ათასი ფრანკიც დაამატე... დილით კიდევ ერთხელ მელაპარაკა მამაშე-
ნი!.. ეს, მეც ვაღიარებ, მართლაც სრული სიგიჟეა! დიახ, ამას წყალი არ
გაუვა! თავიდან ცოცხალი თავით არ ვეთანხმებოდი, მაგრამ მამაშენს,
ხომ იცი, როგორი ნათელი და სწორი ხედვა აქვს?! სრულ ჭეშმარიტებას
ქადაგებს!.. ისე, მეც ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, რა წყალში უნდა
გადავცვივდეთ, ეს ორი ათასი ფრანკი როგორმე რომ შევაკოწიწოთ?..
ორი ათასი ფრანკი!.. ჩვენ შეგვიძლია, ცა და დედამიწა გადავაქოთოთ!..
მაგრამ შედეგი?.. კარგად იცი, რომ ორი ათასი ქუჩაში არ ყრია!.. მას, ამას
შენც გადასარევად ხედავ, მეტი აღარ შეუძლია. კაცი ლამის სიკვდილის

267
პირამდეა მისული! მეც გამძვრა სიქა. ბოლო სახსრებიც ამომეწურა, მი-
წასთან ვარ გასწორებული. მასთან წუწუნს ვერიდები, მაგრამ შორს არ
არის ის დღე, როცა დავეცემი და ვეღარც გავიმართები წელში... შეხედე,
რა დღეში მაქვს ფეხები... საღამოს
ისევ გამისივდება... ჩვენს ცხოვრებას უკვე აღარ ჰქვია ცხოვრება...
ჩვენ მხოლოდ რაღაც მანქანებით ვარსებობთ... რით დავიმსახურეთ
ეს?! შენ გეკითხები, გეყურება?! ჩემო პატარავ, ასე გელაპარაკები, მაგ-
რამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამეს გსაყვედურობ!.. უბრალოდ, მინდა,
გესმოდეს... ილუზიებში ნუ გადავარდები... მინდა გაისიგრძეგანო, რო-
გორ გვიმძიმს მე და მამაშენს არსებობა, რამდენიმე თვეში აქედან წახ-
ვალ... შენ ძალიან გაგვირთულე ცხოვრება, ფერდინანდ, პირდაპირ
ჯვარს გვაცვი... ახლა თავიდან აღარ დავიწყებ, მაგრამ გულწრფელად
გეუბნები, რომ ჯოჯოხეთი მოგვიწყვე... მაინც მთელი სულით და გულით
გიჭერ მხარს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დედა ვარ და მიჭირს
შენი განსჯა... მაგრამ უცხოელები, უფროსები... ვისთანაც დაიჭერ საქ-
მეს, შეუძლებელია, ისეთივე კეთილგანწყობილები იყვნენ შენ მიმართ,
როგორც მე... გაიხსენე გორლოჟი... სულ რაღაც ორი დღის წინ ბრძანდე-
ბოდა აქ... მისი ხმა ახლაც მიწუის ყურებში... ცხადია, არავისთან კრინტი
არ დამიძრავს!.. წასვლამდე... არადა, მთელი საათი მიბურღა აქ ტვინი...
„ქალბატონო, – მითხრა, – მე ვიცი, რასაც ვამბობ და ასევე კარგად ვხე-
დავ, ვისაც ველაპარაკები... თქვენი ბიჭის შესახებ ჩემთვის ყველაფერი
დღესავით ნათელია. თქვენ კიდევ ისეთივე დედა ხართ, როგორიც ყვე-
ლა სხვა... თქვენ გაანებივრეთ ეს ბავშვი! დაუნდობლად გარყვენით!
სულ ეს არის! არადა, სწამთ, რომ საკუთარი შვილების სიკეთისთვის იღ-
ვწიან. პირდაპირ კანიდან ძვრებიან... სინამდვილეში მათ აუბედურე-
ბენ“. მე სიტყვასიტყვით გაგიმეორე, რაც იმ ნაძირალამ სახეში მომახა-
ლა: „არ ვამბობ, რომ ამას განგებ ჩაიდენთ, მაგრამ მისგან ჩვეულებრივი
დარდიმანდის, უქნარასა და ეგოისტის გარდა, ვერაფერს გამოჩარ-
ხავთ“. მოულოდნელობისგან ენა მუცელში ჩამივარდა. არაფერს ვიგო-
ნებ... ნამდვილად ასე იყო! გაოცება ვერ გამოვხატე... კრიჭა შემეკრა... უკ-
მაყოფილება ვერ გამოვხატე... თუმცა მასთან დებატების გაჩაღებას არც
ვაპირებდი... ახსნა-განმარტებების ფრქვევას... მის გამართლებას... ან

268
გამტყუნებას... ეს კია, ამაზე არაერთხელ მიფიქრია... ის, ცხადია, თავი-
სებურად მართალია!.. კაცმა ნათლად დაინახა... მაგრამ ჩვენ განსხვავე-
ბულად ვფიქრობთ, ფერდინანდ! ჩვენი და გორლოჟის ერთ ქვაბში მო-
ხარშვა დაუშვებელია... განსაკუთრებით, ჩემი!.. მაგრამ თუ შენ უფრო
მოსიყვარულე და მგრძნობიარე... უფრო მშრომელი, გონიერი და მად-
ლიერი არ დადგები... თუ არ დაფიქრდები, გონებას არ მოუხმობ და მე-
ტად არ ამოგვიდგები მხარში და მეტ შვებას არ გვაგრძნობინებ, მაშინ...
არაფერს აზრი არა აქვს... ჩვენს არსებობაში... ამ გაუსაძლის ყოფაში...
არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი მიზეზი და არ შემიძლია, ეს არ გით-
ხრა... მე... დედაშენმა. მე ეს, როგორც ქალს, ბევრად უკეთ მესმის!.. შენ
მართლა უგულო ხარ! სინამდვილეში, მთელი ჩვენი უბედურების თავი
და თავი ეს არის, სხვა კი არაფერი... ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს,
ვისგან გამოგყვა ეს, ვინ დაგაჯილდოვა ამ ძვირფასი მემკვიდრეობით...
თავს დავდებ მოსაჭრელად, რომ არც მე და არც მამაშენი არაფერ შუაში
არ ვართ! ჩვენკენ თითს ნუ გამოიშვერ! ოგიუსტი გულიანი კაცია, მე ვიტ-
ყოდი, გადაჭარბებულადაც... ის უბედური... რაც შემეხება მე, თავად
მშვენივრად იხილე, როგორ დავტიროდი საკუთარ დედას. უგულოდ წა-
მიც არ მიცხოვრია!.. ჩვენ საკმარისი სიმკაცრე ვერ გამოვიჩინეთ... ძალი-
ან დაკავებულები ვიყავით და ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავდით... ხშირად
სიმართლეს თვალს ვერ ვუსწორებდით... რატომღაც დარწმუნებულები
ვიყავით, რომ ყველაფერი თავისით დალაგდებოდა... შენ კი ისე დაეცი,
რომ საბოლოოდ ელემენტარულ წესიერებასაც მიაფურთხე! რა სულ-
მდაბლობაა!!! ამაში ცოტ-ცოტა ყველას მიგვიძღვის ბრალი! ეს ნამდვი-
ლად ასეა! აი, როგორ დავკნინდით!.. „ეს ბიჭი არაერთ უბედურებას და-
გატეხთ თავზე...“ – ეს ფრაზა ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის. ო, ღმერთო
დიდებულო... მაგრამ ლავლონგმა ჯერ კიდევ როდის მიწინასწარმეტ-
ყველა. მან
პირველმა გამაფრთხილა... მან პირველმა დაინახა, ფერდინანდ!..
ყველა, ვინც შენთან დაიჭირა საქმე, ამგვარ დასკვნამდე მივიდა... კეთი-
ლი, შევეშვათ ახლა ამას! სულაც არ მინდა, უფრო უარესად წარმოგაჩი-
ნო, ვიდრე სინამდვილეში ხარ... იქ სრულიად განსხვავებულ წრეში ამო-
ყოფ თავს... ეცადე, ცუდი ჩვევები როგორმე დაივიწყო! ნუ გაიჩენ საეჭვო

269
ნაცნობებს!.. ერიდე ავარათა ბანდებს, ქუჩის ბიჭ-ბუჭებსა და ხულიგ-
ნებს... ნუ დაემსგავსები და ნუ დაესესხები მათ საძაგელ ჟესტებს, იფიქ-
რე ჩვენზე!.. არ დაივიწყო შენი მშობლები... გამოსწორდი... გახდი უკე-
თესი! გაერთე შესვენებების და არა გაკვეთილის მსვლელობის დროს...
ყველაფერი იღონე იმისთვის, რომ ენას შინ დაბრუნებამდე დაეუფლო...
შეიძინე კარგი მანერები... ისწავლე საზოგადოებაში ქცევის მართებული
წესები!.. განიმტკიცე ხასიათი!.. ნუ დაიშურებ ძალისხმევას... ინგლისე-
ლები იერით ისეთი გამორჩეული ხალხია, წუნს ვერ დასდებ!.. ისეთი
კოხტები არიან... ისეთი გემოვნებით იმოსებიან! უკვე აღარ ვიცი, კიდევ
რა გითხრა, რომ იქ ცოტა უკეთ მოიქცე... მსგავსი შანსი, არ მგონია, ცხოვ-
რებაში კიდევ მოგეცეს... მამაშენმა უკვე აგიხსნა ყველაფერი... მესმის,
შენს ასაკში ყველაფერი ათმაგად ძნელია, მაგრამ შენგან ჯერ კიდევ შე-
იძლება პატიოსანი ადამიანი დადგეს! სათქმელი მეტი არაფერი დამ-
რჩა.
გარკვეული გაგებით დედა სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებდა... ყვე-
ლაფერი მესმოდა... ყველაფერს ჩავწვდი... ვთქვათ, თითქმის... თუმცა
ამის გამო იმ მომენტში სულაც არ ვღელავდი... ერთი რამ მინდოდა მხო-
ლოდ – აქედან წასვლა და თან რაც შეიძლება სწრაფად... რომ ამიერი-
დან ჩემთვის ტვინი არავის ებურღა ბრძნული დარიგებებითა და შეგო-
ნებებით. მთავარი ის კი არ არის, იცოდე, მართალი ხარ, თუ მტყუანი...
ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს... მნიშვნელოვანი სულ სხვა რა-
მეა – არ დაუკარგოთ გარშემო მყოფთ თქვენზე ზრუნვის სურვილი...
მოკლედ, სადარდებელი არ უნდა მისცეთ... დანარჩენი ყველაფერი
წმინდა წყლის გარყვნილება და მანკიერებაა!
***
გამგზავრებისას განშორების სევდა ბევრად უფრო ძლიერი და
მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდი... მის წინაშე სამივენი უმ-
წეონი აღმოვჩნდით. თითქოს წინააღმდეგობის გაწევის უნარი ერთბა-
შად ყველას გამოგვეცალა... როგორც კი ჩრდილოეთის რკინიგზის სად-
გურის ბაქანზე აღმოვჩნდით, მდუმარებამ მოგვიცვა... ხმას ვეღარ ვი-
ღებდით... სამაგიეროდ, ერთმანეთს ვებღაუჭებოდით და ერთად დგო-
მას ვცდილობდით... რა უცნაურია, როგორც კი ბრბოში შევრგეთ თავი,

270
სიმორცხვემ გვძლია... დავიზაფრეთ... თითქოს უჩინმაჩინის ქუდი დავი-
ხურეთ და წავიშალეთ. მამაჩემი, რომელიც ჩვეულებისამებრ ბღავი-
ლით მთელ პასაჟს აზანზარებდა, როგორც კი ქუჩაში გავიდოდა, ფიზი-
კური და გონებრივი უნარების თითქმის ნახევარს კარგავდა... რაღაცნაი-
რად ჩიავდებოდა, თავი მხრებში უვარდებოდა... ოთხად იკაკვებოდა...
შინ კი, იცოცხლე, მისი მომრევი არავინ იყო... ცასა და დედამიწას აზან-
ზარებდა და იყო ერთ ამბავში... გარეთ კი, საკმარისი იყო, ვინმეს შეეხე-
და, რომ სახეზე ალმური გადაჰკრავდა... გვერდით თვალის გაპარებაც
ვერ გაებედა...
ჩემი ასე შორს გაგზავნა, რაღა დაგიმალოთ და, კი იყო ძალიან რის-
კიანი გადაწყვეტილება... აი, ასე, სრულიად მარტო... შიშმა მოულოდნე-
ლად შეგვიპყრო... დედაჩემი, რომელსაც გამბედაობა არასდროს აკ-
ლდა, მიდგა-მოდგა... იმ ადამიანების ძებნას შეუდგა, რომლებიც იქ მი-
დიოდნენ, სადაც მე... სამწუხაროდ, როჩესტერზე არავის არაფერი სმე-
ნოდა... ადგილის დასაკავებლად მატარებელში ავედი... მანამდე კი კი-
დევ ერთხელ შემახსენეს ის აუცილებელი პუნქტები, რომელთა ცოდნის
გარეშეც ფრთებს მაინცდამაინც ვერ გავშლიდი... უკიდურესი სიფრთხი-
ლე ყველგან და ყველაფერში... „ნუ ეცდები მატარებლიდან ჩამოსვლას,
სანამ საბოლოოდ არ გაჩერდება!..“ „ნუ გადახვალ ლიანდაგებზე!..“ „სა-
ნამ გზას გადაჭრი, ჯერ მარჯვნივ გაიხედე, მერე მარცხნივ!..“ „არ ეთამა-
შო კარს!“, „მოერიდე ორპირ ქარს!“ „უფრთხილდი ბორბლებს...“ „ყუ-
რადღებით ბარგის ჩასალაგებელ ბადესთან! იმიტომ, რომ გაჩერება-
დაძვრის დროს შეიძლება იქიდან რამე გადმოვარდეს და დაგასახიჩ-
როს!“ გაძეძგილი ჩემოდანი მიმქონდა და კიდევ უზარმაზარი მომწვა-
ნო-მოლურჯო, კუბოკრული გადასაფარებელი, ძალიან რომ წააგავდა
აღმოსავლურ, სქელ, ჭრელაჭრულა ხალიჩას – ერთგვარი სამოგზაურო
პლედი, რომელიც ბებია კაროლინისგან მემკვიდრეობით გვერგო... ად-
რე რამდენჯერმე ვცადეთ მისი გაყიდვა, მაგრამ სრულიად უშედეგოდ...
ახლა კი მისთვის ზედგამოჭრილ ქვეყანაში მიმქონდა... ინგლისის კლი-
მატში შეუცვლელი იქნებოდა! აი, ასე ვფიქრობდით ჩვენ!..
გნიასსა და აურზაურში კიდევ ერთხელ მომიწია ხმამაღლა მომეყო-
ლა ის, რის გაზუთხვასაც მთელი კვირის განმავლობაში მაიძულებ-

271
დნენ... ის, რასაც დაუღალავად მიჩიჩინებდნენ... „იხეხე კბილები ყო-
ველ დღით... ფეხები ყოველ შაბათს დაიბანე... ითხოვე ცხელი აბაზანის
მიღების უფლება... შენ თორმეტი წყვილი წინდა გაქვს... სამი ღამის პე-
რანგი... საპირფარეშოში გამოიწმინდე ტრაკი, როგორც წესი და რიგია...
ჭამე და ღეჭე ნელა... წინააღმდეგ შემთხვევაში გაინადგურებ კუჭს... არ
დაგავიწყდეს ჭიების საწინააღმდეგო წამლის მიღება... როგორმე გადა-
ეჩვიე კუტუს წელვის საშინელ ჩვევას...“
ამას გარდა, ჩემი მორალური სრულყოფილებისა და რეაბილიტაცი-
ისთვის აუცილებელი კიდევ უამრავი დანიშნულება მიმქონდა... გამ-
გზავრებამდე ჩემში სრულიად ახალი სისხლის გადასხმას ეცადნენ... სა-
ინგლისოდ კარგი, მეტიც, შესანიშნავი პრინციპებით დამტვირთეს...
ცხადია, ჩემი ქვენა ინსტინქტებით შობილ უზარმაზარ სირცხვილსაც
თან მივათრევდი. მოკლედ, საიმედოდ ვიყავი აღჭურვილი... წესით, არა-
ფერი უნდა დამკლებოდა, ქირაც შევათანხმეთ – ორი თვის წინასწარ გა-
ვისტუმრეთ... შევპირდი, რომ ვიქნებოდი სანიმუშო, მორჩილი, გაბედუ-
ლი, ყურადღებიანი, გულწრფელი, მადლიერი, პატიოსანი, ნამუსიანი...
პირობა დავდე, რომ არასდროს მოვიტყუებოდი და რაც მთავარია, არ
ვიქურდებდი, ცხვირში თითით ქექვასაც შევეშვებოდი... რომ გავხდებო-
დი იდეალური, ისეთი, რომ ვერც ვეცნე, რომ გავსუქდებოდი, დავეუფ-
ლებოდი ინგლისურს, არ დავივიწყებდი ფრანგულს და რომ კვირაში ერ-
თხელ მაინც მოვიწერებოდი. დავპირდი, რასაც მთხოვდნენ, ოღონდ
აქედან სწრაფად მოტეხის ნება დაერთოთ... ოღონდ ისევ საშინელი
დრამის თვითმხილველი არ გავმხდარიყავი... ამდენი ყბედობის შემდეგ
სათქმელიც ამოეწურათ... სიტყვების მარაგიც... როგორც იქნა, გამგზავ-
რების ჟამიც დადგა... თავში საშინელი აზრები მიტრიალებდა... დამ-
ზაფვრელი შეგრძნებებით ავივსე... ორთქლი... გნიასი... კაკოფონია...
ქშენა... ბრბო... სტვენა... – ეს ყველაფერი მაბრუებდა... აზროვნების უნა-
რს მაკარგვინებდა...
შორს დავლანდე, როგორ მიძვრებოდნენ ლიანდაგები გვირაბში და
შემდეგ ქრებოდნენ... მეგონა, რომ მეც სულ მალე ასე გავუჩინარდებო-
დი... საშინელმა წინათგრძნობამ შემიპყრო... საკუთარ თავს ვეკითხებო-
დი... ეს ინგლისელები უარესი მამაძაღლები, გოთვერნები, ნაბიჭვრები

272
და ნაძირალები ხომ არ აღმოჩნდებიან, ვიდრე ისინი, ვისთანაც აქამდე
ურთიერთობა მქონია-მეთქი...
მშობლებს თვალს არ ვაშორებდი... აშკარად ძრწოდნენ... მთელი
სხეულით კანკალებდნენ... ცრემლებს უკვე ვეღარ იკავებდნენ... უეცრად
მეც მოვრთე ღნავილი... ძალიან შემრცხვა... გოგოსავით ცრემლების ნა-
კადულებად რომ დავიღვარე... ღმერთო ჩემო, ეს რა იყო?! საკუთარი თა-
ვი შემზიზღდა... დედაჩემმა ხელები შემომაჭდო... გამგზავრების დრო-
მაც მოაწია... ცოტაც და, კარიც დაიხურებოდა... დედა ისეთი გაშმაგებით
მიკრავდა გულში და მკოცნიდა ფეხებზე, თავს ძლივს ვიკავებდი... იმ
ცხენს მაგონებდა, რომელიც უფორმო სხეულის სიღრმიდან ამოფრქვე-
ულ სინაზეს დამონებოდა. ძალიან ადრე კი შეუდგა დედაჩემი განშორე-
ბისათვის წრთობას... ეს თითქოს ანგრევდა მას... თითქოს მისი სული
სხეულის ყოველ ნაწილს თანდათანობით ტოვებდა... გაურბოდა უკნი-
დან, თვალებიდან, მუცლიდან, მკერდიდან... ჩემ გარშემო იფრქვეოდა
და სადგურს ანათებდა... არაქათი გამომეცალა... თვალს ვერ ვუსწორებ-
დი... შეუძლებელი იყო, მისთვის მშვიდად გეცქირა.
– დამშვიდდი, რა, დედა!.. ხომ ხედავ, ადამიანები დაგვცინიან...
ვეხვეწებოდი, თავი შეეკავებინა... ამ გამაყრუებელ ხმაურში... სრულ
ქაოსსა და სტვენა-ქშინვაში... ხვევნა-პროშნებს შორის მცირე შეყოვნები-
სას სიმშვიდისაკენ მოვუწოდებდი... მაგრამ ეს მის ძალებს აღემატებო-
და... რაღაც მომენტში ხელიდან დავუძვერი და მატარებლის საფეხურს
შევახტი... აღარ მინდოდა, ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო... საკუ-
თარ თავს ვერ ვუტყდებოდი, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიანაც მაინ-
ტერესებდა, როგორ წარიმართებოდა განახლებული სპექტაკლი... რა
ოსტატობას მიაღწევდა გარდასახვისას... გრძნობების გადმონთხევი-
სას... რამდენად გულწრფელი იქნებოდა გულის გადაშლისას... საინტე-
რესოა, რომელ გულისამრევ, ბინძურ წყაროზე ეწაფებოდა ამ უგვანობა-
სა და საზიზღრობას?..
მამაჩემი მასთან შედარებით უბრალო ადამიანის შთაბეჭდილებას
მაინც ტოვებდა... ერთი ძუნძგლიანი და დორბლიანი კაცი იყო და მორ-
ჩა! ჰო, თავში გრამი ტვინი არ ედო, სამაგიეროდ, ათასგვარი აბდაუბ-
დით, სიმყრალით, მოჩვენებითა და ლანდით ჰქონდა გამოტენილი...

273
ჰო, კიდევ აქოთებული გინებებით... ჩვეულებრივი ნაძირალა იყო, რა...
ღორი, ტალახში ამოგანგლული! ვირი, შეუგნებელი! დედაჩემს ვერც შე-
ვადარებდი... რომელმაც შეინარჩუნა, რაც სულში ებადა... უფრთხილ-
დებოდა თავის შინაგან მუსიკას... გაუსაძლისი სიღარიბის ჟამსაც კი!..
მოეფერებოდი ცოტას და, შენი იყო... ემოციებად დაიღვრებოდა... წარ-
მოიდგინე, ყველასგან მივიწყებული, დაქანცული... განადგურებული
ფორტეპიანო, რომლის კლავიშებს, მიუხედავად ყველაფრისა, ხრინწი-
ან ბგერებზე მაინც დაიყოლიებ... ვაგონში კი ავედი, მაგრამ შიში მაინც
ვერ მოვიშორე... კლემანსი რომ ამოვარდნილიყო და ისევ ქეჩოში
მწვდომოდა?! დავიწყე უაზრო ბორიალი, ვითომ ბარგს ვეძებდი... თა-
როზეც ავბობღდი... გადასაფარებელს ვეძებდი... ვაფათურე
ხელები... ვიქექე... უზომოდ გამიხარდა, როცა ბოლოს და ბოლოს
დავიძარით... მატარებელმა ბაქანი გრუხუნ-გრუხუნითა და ხრჭიალით
დატოვა... ანიერი უკვე გავლილი გვქონდა... როგორც იქნა, მოვეწყვე...
დიდხანს ვერ დავმშვიდდი...
***
ფოლკსტოუნში რომ ჩავედით, მატარებელის უფროსი დამანახვეს.
წითელი ქამარი ეკეთა, ზურგის შუაგულში პატარა ჩანთა ჰქონდა ჩამო-
კონწიალებული. სწორედ ამ ბატონს უნდა ედევნებინა ჩემთვის თვალ-
ყური და ეთქვა, სად ჩამოვსულიყავი. ცხადია, არც მე უნდა დამეკარგა ის
თვალსაწიერიდან. ჩატემში ხელით მანიშნა, ჩადიო და მეც მყისიერად
ჩემს ჩემოდანს ჩავავლე ხელი. მატარებელი ორი საათის დაგვიანებით
ჩარიხინდა. ადამიანები Meanwell College-იდან უკან გაბრუნებულიყ-
ვნენ... არც კი დამელოდნენ. თუმცა ჩემი გასაჭირი არავის ადარდებდა.
ერთადერთი, ვინც იქ ჩადიოდა, მე ვიყავი. დანარჩენები ლონდონში მი-
ემგზავრებოდნენ.
დაბინდდა. საშინელი განათება იყო, სადგური მაღლობზე აეშენები-
ნათ, ხიმინჯებიანი საფუძველი ჰქონდა. შორიდან გეგონებოდა ოჩოფე-
ხებზე დგასო. ეს იყო ქოხმახი, სრულიად გადაფხავებული, სამაგიეროდ
ჭრელაჭრულა აფიშები გაეკრათ ყველგან ძალუმად... ხის ბაქანი ჭრაჭუ-
ნობდა... ხრჭიალებდა... კვნესოდა... ვშიშობდი, ფეხი არ ჩამივარდეს
ხვრელში და სადმე ქვესკვნელში არ მოვადინო ბრაგვანი-მეთქი.

274
აღარ მომინდა კიდევ ვინმე დამხმარებოდა, უკვე ყველაფერი ყელში
მქონდა ამოსული. გვერდითა პორტიკიდან დავტყდი, შემდეგ ცალფეხა
ხიდი გავიარე... არავის არაფერი უკითხავს... არავის არაფერი მოუთხო-
ვია... გაქრა ის ტიპიც, რომელიც რაღაც მომენტში ამეკიდა და ტვინი წა-
იღო... რაღაც უნიფორმის მსგავსი ეცვა... ლურჯ და წითელ ფერებში...
სადგურის წინ, ძალიან ბნელ მოედანზე არემარე გულდასმით შევათვა-
ლიერე... ქალაქი პირდაპირ იქვე იწყებოდა... პატარ-პატარა ქუჩები ზე-
მოდან ქვემოთ მიიკლაკნებოდნენ... აქა-იქ კი იყო განათებული. წებოვა-
ნი და ბლანტი ჰაერი ქუჩის ფარნების გარშემო თითქოსდა კანკალებ-
და... დავიბენი... გაურკვეველმა შეგრძებებმა ამიტანა... შორს, ქვემოდან
ჩემამდე მუსიკის ხმა აღწევდა... ალბათ, ქარის მონაბერი რიტურნელები
იყო... დაფეხვილ კარუსელს თუ შეეძლო მსგავსი ჟღრიალი...
შაბათ დღეს ჩამოვედი, ამიტომაც ქუჩაში უამრავი ადამიანი დაბო-
რიალებდა... განსაკუთრებით ფარდულებთან... პირდაპირ ეწებებოდ-
ნენ ვიტრინებს... ტრამვაი, რაღაც ჭარბწონიანი, გასივებული ჟირაფის
მსგავსი კონსტრუქცია, უხეირო ქოხმახების წინ ჩავლისას ბრბოს ნაწი-
ლებად ხლეჩდა... გრუხუნისგან მინებს წკარუნი გაუდიოდა. სქელი, ნაც-
რისფერი ბრბო ლივლივებდა... შლამს, თუთუნსა და ანთრაციტს გაეჟ-
ღინთა... გახუხული პურის სურნელიც შევიყნოსე... გოგირდის სიმყრა-
ლემ თვალები ამიწვა... რაც უფრო ვუახლოვდებოდი ქალაქს, ეს სუნები
მით მეტად მძაფრდებოდა. სიმყრალე მახრჩობელა ხდებოდა. ნერწყვი
ვერ გადამეყლაპა... ყელში მეჩხირებოდა... სუნთქვაც მიჭირდა...
ნამდვილი ხრჩობა დამეწყო... როგორც კი ტრამვაი ჩაიგრიალებდა,
დაქუცმაცებული მასა ისევე იკვრებოდა, როგორც თევზების გუნდი გემის
ჩავლის შემდეგ.
ბრბოს ზიმზიმი უფრო მჭიდრო და წებოვანი იყო, ვიდრე ჩვენთან...
ეს მასა თავის გემოზე მაბურთავებდა... ხან აქეთ გადმომისროლა, ხან –
იქით... სურსათ-სანოვაგით გამოტენილ მაღალ ვიტრინებს თვალს ვერ
ვაცილებდი... ლორის მთები... დამარილებული ხორცისა და მწნილის
ბორცვები... შიმშილისგან კუჭი მიხმებოდა, მაგრამ შესვლა ვერ გამებე-
და... ერთ ჯიბეში „ფუნტი“ მედო, რამდენიმე სუ კი – მეორეში...

275
უაზრო ხეტიალის შემდეგ მუჯლუგუნებისა და მჯიღების რტყმისგან
გვერდებდასიებულმა სანაპიროზე ამოვყავი თავი... იქაურობა სქელ
ნისლს შთაენთქა... მე უკვე მივეჩვიე ბორძიკს, ყანყალს, ფეხის აცდენასა
და წამოკვრას... მთავარი იყო, წყალში არ გადავვარდნილიყავი... მთელ
სიგრძეზე ნამდვილი ბაზრობა გაემართათ დახლებით... აქა-იქ ესტრა-
დებიც წამოეჭიმათ... ფარნები ყველგან დაედგათ... მოკლედ, იყო ერთი
აურზაური და გნიასი. ვაჭრები კლიენტების შემოტყუებას ცდილობ-
დნენ... ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდნენ თავიანთ ენაზე... მოედანზე
კარვები გაეშალათ... აქ ყველაზე კაპრიზულ გემოვნებასაც უთუოდ დააკ-
მაყოფილებდნენ... მერლანი, შემწვარი კარტოფილი... მანდოლინა...
ჭიდაობა... ორთაბრძოლები... სიმძიმეების აწევა... პირიდან ცეცხლის
მფრქვეველები... ველოდრომი... ნაირ-ნაირი ჩიტები... იადონი, კოლო-
ფიდან წამში „მომავალს“ რომ დაგიძრობდა... აქ იყო შანსი არაჩვეუ-
ლებრივ ადამიანებსაც გადაჰყროდი... დუღდა ვნებები... გენატრა, რაც
მოგეპრიანებოდა... სულო და გულო!.. რაღა არ იყიდებოდა... ნუგა...
მოცხარი, რომელიც პირდაპირ კასრებით მოეთრიათ... ციდან გიგანტუ-
რი ღრუბელი დაეშვა... პირდაპირ ამ დღესასწაულს დააცხრა. წამში ყვე-
ლაფერი წკვარამში ჩაიძირა... მთელი სივრცე მიისაკუთრა... ხმები ჯერ
კიდევ ისმოდა... მაგრამ ღრუბელმა ყველაფერი გადამალა, ყველაფერი
გააქრო... კაციც და აცეტილენის ფანრებიც... ქარი ამოვარდა! აჰ, ის ისევ
გამოჩნდა... ნამდვილი ჯენტლმენი რედინგოტში... გაიმეტე ორი პენი
და მთვარეს განახებს!.. სამ მონეტად არც სატურნის ჩვენებას დაგზარ-
დება... ასე უწერია აბრაზე... მოულოდნელად ორთქლი ჩნდება... პირდა-
პირ ბრბოს აწვება... მთელ მოედანზე იშლება... ცხელა... სუნთქვა შეუძ-
ლებელია... ადამიანები ლამის დაიხრჩონ... „რედინგოტი“ ქუდს ისევ
დაიმხობს, აკეცავს თავის ტელესკოპს, ბუზღუნებს... ხრიალებს... და მი-
დის... ბრბო ყოველწამიერად სქელდება... ახლა უკვე შენს გემოზე ვე-
ღარც გაინძრევი... შეგიძლია მხოლოდ ამ მოლივლივე მასაში გაიხსნა
და გაუჩინარდე... განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ვიტრინებთან...
სადაც ყველაფერი ბრჭყვიალებს და ბრდღვიალებს. მუსიკა ყველგან
ჩანჩქერებად იღვრება... ისეთი განცდა გეუფლება, რომ მასში ჩაყვინ-
თე... რომ მან თხემით ტერფამდე ჩაგითრია... აი, ბანჯო... შავკანიანი

276
გვერდით მიზის... ხალიჩაზე... მოთქვამს და მოთქვამს... არ ჩერდება...
ახლა ორთქლმავალს ბაძავს... დაიძვრება და ყველას გაჭყლიტავს...
მაგრად ვერთობით! ყველა თავისას მიერეკება, შენთვის არავის სცხე-
ლა...
ეტყობა, ორთქლი დიდხანს არ აპირებს შეყოვნებას... მაღლა-მაღლა
მიიწევს და ქრება... უეცრად მოვტვინე, რომ არსად მიმეჩქარება... ეს შე-
ნი „მინველი“ კი საერთოდ დამვიწყებია... არ მაინტერესებს... არც ის
მიხმობს! ეს მშვენიერი ადგილი სანაპიროზე სავსებით მაკმაყოფი-
ლებს... რაღაც ბაზრობისნაირი... და ბურუსში გახვეული ჩემთვის სრუ-
ლიად უცნობი ადამიანები... ენა, რომლის ინჩი-ბინჩი არ გამეგება...
თუმცა მისი მოსმენა უზომოდ მსიამოვნებს. ნისლივითაა, პირდაპირ
შენს აზრებში რომ შეპარულა... შეიძლება კაცმა ამაზე უკეთესი რამ
ინატროს?! ჯადოსნურია, როცა სიტყვები ოცნების სამყაროდან არ გარ-
ბიან... გადასაფარებელზე აუჩქარებლად ჩამოვჯექი, ჯაჭვებს გვერდით
ქვის გამყოფ სვეტს ზურგით მივეყრდენი... ახლა უკვე მშვიდად... ჩემს
გემოზე შემიძლია, სანახაობას ვუცქირო... აი, ჭოკებზე შემოსკუპებულ
მეზღვაურთა უშველებელი მწკრივი ფარნებით ხელში... მხიარულები
ჩანან! მაგარი აურზაურია ირგვლივ... გამაყრუებული ალიაქოთი... ნა-
პერწკლების ჭავლი! უკვე გამომტყვრალან... ბედნიერები... ეჯახებიან
ერთმანეთს, ყვირიან, ყირაზე გადადიან... ბუბუნებენ... ახურებული კა-
ტებივით ღნავიან... მათი სიშმაგე ბრბოსაც გადაედო... გიჟური ფარან-
დოლა ფარანთან გაიჭედა... ჯერ წრე შემოარტყეს, თუმცა მალევე მოხ-
სნეს ალყა... ვიღაცამ ფეხი ვეღარ აუწყო და ჩამორჩა... ახლა შავკანიანს
დაადგნენ თავზე... აშკარად მისი ჩხუბში გამოწვევა სურთ... ხუთსართუ-
ლიანი გინების კორიანტელი დგება... ამას ისინი წყობიდან გამოჰყავს...
ცდილობენ, ფერადკანიანი ფარნის ბოძზე დაკიდონ... გამაყრუებელი
გუგუნი! გულისამრევი ცემა-ტყეპა... დგება კვამლი... ყვირილი... ბღავი-
ლი... დარტყმის ხმა... გეგონება, დაფდაფებზე ურახუნებენო... ბახ! ბახ!
ამის ყურება შეუძლებელია... საშინელებაა!.. გაისმა სტვენა!.. ბრბოს კი-
დევ ერთმა ხმოვანმა ტალღამ გადაუარა... კოპების მთელი ხროვა მო-
ვარდა... ცისფერ უნიფორმასა და წვეტიან მუზარადებში აღკაზმულნი...
მხიარულების პირქუში და დაუძინებელი მტრები სანადიროდ გამოვიდ-

277
ნენ... ჩქარობდნენ... ადგილი არ დარჩა, საიდანაც არ მოძვრებოდნენ...
ქუჩებიდან... ეზოებიდან... მორბოდნენ... სამხედროები, სულ ცოტა ხნის
წინ ქოხმახების გასწვრივ ყავარჯნების ქნევით ამაყად რომ დასეირნობ-
დნენ, ბრბოს შეუერთდნენ... ისევ დაიწყო... ისევ გაჩაღდა ხმაურიანი სა-
რაბანდა... ბარბაცი... ბორძიკი... ტორტმანი... ორომტრიალი! აირია მო-
ნასტერი! თუხთუხებს იქაურობა... სიჭრელე... ფერები ნაირ-ნაირი... ცი-
სარტყელა... ღია ყვითელი! მწვანე... ლურჯი... იისფერი... შეტაკებები...
სრული დომხალი... მეძავებმა თავს უშველეს... ჩირაღდნებით განათე-
ბულ ნისლიან კუთხეებს შეაფარეს თავი... წივიან... კივიან... შიშისგან სა-
ერთოდ გადადგნენ ჭკუიდან... ჟანდარმებს დამხმარე რაზმი მოუვი-
დათ... ჭრელა-ჭრულა კაკადუები... ისინიც მხიარულად ჩაებნენ საერთო
ფერხულში... ყვირილით გაიშალნენ... დაქუცმაცდნენ... ეს ყველაფერი
ძალიან წააგავს საქათმეში გაჩაღებულ ორთაბრძოლებს... კეტები და
ჯიღები ჰაერში დაფრინავენ... რომელიღაც ჩიხიდან ოთხცხენშებმული
შარაბანი გამოვარდა და ამ ალიაქოთის შუაგულში ხისტად გაჩერდა...
იქიდან კუნთმაგარი ბეხლეწების კიდევ ერთი ჯგუფი გადმოლაგდა... ეს
კოლოსები მყისვე ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ... ტემპერატურამ
იმატა... მათ ყველაზე უხეშები, ყველაზე თავხედები და მყვირალები
ამოიღეს მიზანში... მაგრად დააყარეს... გამეტებით ურახუნეს თავში...
გადაუგრიხეს ხელები და ფურგონში ძალით შეტენეს... ხალხმრავლობა
არ წყდება... ყველა სეირის საყურებლად გამორბის... ცემა-ტყეპა ნელ-
ნელა მინავლდა. ბუნტი ღამის წყვდიადში ჩაიძირა... ფურგონი ადგილი-
დან მოწყდა და სიბნელეში შთაინთქა... ძალადობა ჩაცხრა... ბრბო ნელ-
ნელა იშლება... ადამიანები სასადილოებს მიაშურებენ... იერიშით აიღე-
ბენ წითელი ხის დახლებს... ერთი სული აქვთ, სანამ მუცელში ჩაისხა-
მენ... ამოივსებენ სტომაქს... შემწვარი კარტოფილით... ღორის ძეხვით...
ხამანწკებით... ისმის ჭიქების ჭახუნი... იყრიან პირში სოსისებს... ბარის
კარი გამუდმებით იღება და იხურება... ვიღაც მთვრალს ფეხი აუცდება
და თხრილში გადავარდება... პროცესია დაიქსაქსა... ვერ გაიგებ, ვინ სა-
ით მიდის და ვინ საით... უმიზნოდ დაწოწიალობენ... ბოზების ბანდა
ისევ სანადიროდ გავიდა... კრიახებენ და კაკანებენ... ხმამაღლა ხორხო-
ცებენ... მეზღვაურები ამოიღეს მიზანში... პირდაპირ ეწებებიან

278
მათ... მიდის ჩქმეტა და ფათური... სადარბაზოებისკენ გარბიან...
ხმამაღალი გადაძახილები... გინება... ლანძღვა... დედის ტრიალი...
მოგვიანებით ბარები ისრუტავს ყველას... შოტლანდიელები განსაკუთ-
რებული თავხედობით გამოირჩევიან... არ ცხრებიან... ისევ უნდათ, ერ-
თმანეთს ჩააზილონ... ცმუკავენ... ვერ ითმენენ...
მეც უკან მივყევი ჩემი ჩემოდნით... არავინ არაფერს მეკითხება...
ჯერ მემსახურებიან... ერთი გაურკვეველი სითხით სავსე კათხა შევუკვე-
თე... სქელი... წებოვანი... ქაფიანი... მომწარო გემო დაჰკრავს... ამას ლუ-
დი ჰქვია! ყველა ახრჩოლებს... გაივსო კვამლით იქაურობა. თვალთან
თითს ვერ მიიტან... ხურდა დამიბრუნეს... ორი რგოლი ზედ დატყეპებუ-
ლი „დედოფლით“... ეს ის ქალია, ამას წინათ რომ გაფშიკა ფეხები, სი-
ფათი ტრაკს რომ მიუგავდა... „ლამაზი ვიქტორია“... ვეღარ დავცალე მა-
თი საძაგლობა... კინაღამ გული ამერია და შემრცხვა... ისევ დავუბრუნდი
პროცესიას... ჩავუარე პაწაწინა ურიკებს, ხელნებს შორის მიმაგრებული
ფარნებით... ნამდვილი ორკესტრის ხმა ჩამესმა... ვეცადე, გამერკვია, სა-
იდან მომდიოდა ეს არაჩვეულებრივი მუსიკა... თურმე აგერაა... ლამის
ცხვირწინ... ნავსაყუდელთან... იქ რაღაც გრუხუნებს... მოფრიალე დრო-
შის ქვეშ ტრომბონი უკრავს... ყველანი ერთად მღერიან... მთელი გუნ-
დი... ასეთი ყალბი შესრულება ცხოვრებაში არ მსმენია... პირდაპირ სა-
შინელებაა!.. ნეტავ როგორ ახერხებენ ტუჩების ასე პრანჭვას?.. პირის
დაფჩენას... ნამდვილი ტრომბონივით... გაწელვას და ამ მდგომარეო-
ბის ხანგრძლივად შენარჩუნებას... ეს სიკვდილის წინა აგონიაა... კონ-
ვულსიები... გალობა... ლოცვა... ჰიმნი! უშველებელი, გასივებული, ცალ-
თვალა დედაკაცი... ღრიალებს მთელი ძალით... თავს არ ზოგავს... მალე
თვალები ორბიტებიდან გადმოუცვივდება... მთელი სხეულით თახთა-
ხებს... შინიონი სიფათზე ჩამოუცურდა, ზედ მიჰყვა ლენტებით დამშვე-
ნებული შლაპაც... აშკარად ეტყობა, რომ უკმაყოფილოა... ვერ იხმაურა
ისე, როგორც უნდოდა... მივარდა თავის კაცს... კლარნეტი პირიდან ააგ-
ლიჯა და თვითონ დაეწაფა... ისე უბერავდა, ლამის ფილტვები ამოაყო-
ლა... პოლკას რიტმზე გადავიდა. ცეცხლოვანი რიგოდონი დასჭექა...
სევდა გაქრა... დამსწრენი ფერხულში ებმებიან... ტრიალებენ... ერთმა-
ნეთს ეჯახებიან... და ეხვევიან... იქვე კიდევ ერთი ტიპი დგას... აი, ის,

279
ქალს თვალს რომ არ აცილებს... უეჭველად ძმაა მისი... გაჭრილი ვაშლი-
ვით ჰგვანან ერთმანეთს... წვერი მოუშვია... ცხვირზე სათვალეც დაუკო-
სებია... თავზე რაღაც ქუდი დაუმხვია... თან წარწერიანი... თავი წიგნში
ჩაურგავს... უეცრად ისიც წამოვარდა... და ჩამოუარა... ტრანსში ჩავარ-
და... დას კლარნეტი ააგლიჯა პირიდან... ტაბურეტზე წამოიჭიმა... ჯერ
ბარაქიანად ამოახველა... შემდეგ მოხსენება დაარტყა... იქნია ხელები...
რამდენჯერმე მკერდზე მჯიღები აბრაგუნა... ექსტაზში გადაეშვა... მივ-
ხვდი, რომ რაღაც ფიცის მსგავსს დებდა. სიტყვებს აიძულებდა, ეკვნე-
სათ... ისე წარმოთქვამდა, მოსმენა შეუძლებელი იყო... რამდენიმე ტი-
პი, მის გვერდით რომ შექუჩებულიყვნენ, ისე ხორხოცებდნენ, ოთხად
იკაკვებოდნენ... ორატორი მათთვისაც მოიცლის... გამოიწვევს... სიტყვე-
ბის ნაკადში ჩაახრჩობს... მას ვერაფერი ვერ შეაჩერებს... ვერც ის სირე-
ნები, რომლებმაც ზუსტად ამ მომენტში გემებიდან იღმუვლეს, დინების
საწინააღმდეგოდ რომ მიცურავდნენ... არა, მას ვერაფერი შეუშლის
ხელს... სათქმელი აქვს და მას აუცილებლად ბოლომდე იტყვის... ახლა
მე მკითხეთ, რა დღეში ვარ!.. მისთვის ყურის გდება არ შემიძლია... არა-
ქათი გამომაცალა... მეტი აღარ შემიძლია... თვალები მეხუჭება... საბანი
გავშალე და ჩამოვჯექი... შევიფუთნე... ვერავინ მხედავს... ანგარებს შო-
რის დავიმალე... ის ისევ განაგრძობს ქადაგებას... ამოიგლიჯა ფილტვე-
ბი... საერთოდ გამომათაყვანა... აცივდა... მაგრამ მე არაფერი მემუქრე-
ბა...
კარგად ვარ შეხვეული... სხეულში სითბომ დამიარა... თეთრ ღრუ-
ბელს... მოგვიანებით სილურჯე შეეპარა... გუშაგის ჯიხურის წინ აღმოვ-
ჩნდი... ნელ-ნელა ჩამობნელდა... რული მერევა... ქვემოდან მუსიკის ხმა
ჩამესმის... ეს კარუსელია... მდინარის გაღმა... უბერავს ქარი... დგაფუ-
ნებს წყალი...
***
საქვაბის საშინელი ხროტინისგან გამომეღვიძა... დამფრთხალი წა-
მოვხტი... რომელიღაც გემი სანაპიროს გასწვრივ მიცურავდა... დინების
საწინააღმდეგოდ... „სალვეიშენ“ უკვე წასულიყო... ესტრადაზე მხო-
ლოდ შავკანიანები დარჩენილიყვნენ, ყირაზე გადადიოდნენ, ზემოდან
ქვაფენილზე ხტებოდნენ... კურტაკები მოესხათ, მაგრამ მაინც საკმაოდ

280
მარჯვედ და მსუბუქად კუნტრუშებდნენ... საუცხოო ნომრები კი გამოს-
დიოდათ... სამოსის ტოტები ჭუჭყსა და აცეტილენში ამოგანგლოდათ...
მათ დოლზე ეწერა: „Ministrels“... არ ჩერდებოდნენ... დაღლა საერთოდ
არ ეტყობოდათ... ტრიალი... ბზრიალი... პირუეტები!.. სირენის გამაყ-
რუებელმა ღმუილმა ყველა ხმა და ხმაური გადაფარა... ბრბოს მღელვა-
რება შეეტყო... პარაპეტს მიაწყდნენ... აბორდაჟისთვის ხომ უნდა ეცქი-
რათ... პირდაპირ კიბეზე მოვეწყვე... წყლის სიახლოვეს... პატარა ნავები
ტროსის ძებნაში ტალღებზე ხტოდნენ... ბარკასი, უზარმაზარი, მთლი-
ანად თუჯისგან ჩამოსხმული და ჩაიდანივით მუცელგამობერილი ჩიკო-
რივით ბზრიალებდა. ქაღალდით დაეტვირთათ... ინდოეთიდან ჩამო-
სული სატვირთო გემი ძალიან კი ჯახირობდა... დინებას დიდი გაჭირვე-
ბით უმკლავდებოდა... ჯერჯერობით სადღაც შუაში... სრულ წკვარამში...
ბუქნაობდა... ნაპირთან მიახლოებას, როგორც ჩანს, არ აპირებდა... ხან
წითელ... ხანაც მწვანე თვალს გამუდმებით აპაჭუნებდა... ბოლოს ეს კან-
ჯო უზარმაზარი და ფაშვგადმოგდებული, ნაპირიდან ჩაშვებულ გუდუ-
რას მიეხეთქა... ახრჭიალდა, თითქოს ძვლების ხროვას მატარებელმა
გადაუარაო... ცხვირი მაინც დინების მხარეს დარჩა... ღმუოდა ცივ და
მღვრიე წყალში... კანჯო ტივტივებს შორის განაგრძობდა რწევას... დაბ-
მულმა ურჩხულმა, აწყვეტას რომ ცდილობდა, კიდევ ერთხელ ამოიგმი-
ნა... მარტო აღმოჩნდა მძიმეწყლიან, აქაფებულ მორევში. ყველამ ისევ
მოედნისკენ ვიბრუნეთ პირი. დღესასწაული ჯერ კიდევ არ დასრულებუ-
ლიყო... კარუსელი, ორგანი... რუსული მთები... რულმა ნამდვილად გა-
მომაკეთა... თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდი... ძილი ნამდვილად ჯადოს-
ნური იყო... გაღვიძებულზე სამყარო სახეცვლილი დამხვდა... სრულიად
დაუჯერებელი... ფრივოლური საფოსტო ბარათივით... მოულოდნელად
ისეთი განცდა დამეუფლა, რომ კაციშვილი თითს არ დამაკარებდა... ვე-
რავინ დამიჭერდა... ვერავინ დამეწეოდა... მოგონებად ვიქეცი... აქ ვერა-
ვინ მომაგნებდა... კარუსელის ბილეთი შევიძინე... ხურდა ხელისგულზე
დავიყარე... სამი წრე დავარტყი... შეზარხოშებულ ახმახებსა და სამხედ-
როებთან ერთად... ხის ცხენები მადისამშლელი იყო, ცისფერი შუშის
თვალებით... კანფეტები მომაგონდა... გაბრუებულ-რეტდასხმული ვიყა-
ვი... ისევ მომინდა ტრიალი... მეშინოდა, ჩემი ფულისთვის ვინმეს თვა-

281
ლი არ დაედგა... სიბნელეში გავედი... სარჩული გავარღვიე და ერთი ბან-
კნოტი ამოვაცურე... მთელი გირვანქა... შემწვარ-მოხრაკულის სუნმა
რაბთან მიმიყვანა... ღვეზელის მთელი გორა! ჯერ კიდევ რა მანძილი-
დან ვიყნოსე... ორთვალა საზიდარი პირთამდე გაევსოთ...
ვერ ვიტყვი, რომ გოგონა, რომელიც ფარშსა და ცომში იტიტყნებო-
და, ქალის უნახავს გაგხდიდა... წინა ორი კბილი აკლდა... დანარჩენი
სულ გადმოყრილი ჰქონდა, იმდენს იცინოდა... თავზე ფოჩებიანი შლაპა
დაემხო, რომელიც ხელოვნური ყვავილების სიმძიმისგან სულ ჩაჭყლე-
ტოდა... თავს ძლივს ატრიალებდა... ნამდვილი ჰაერში დაკიდებული ბა-
ღი... გრძელი მუსლინის ლენტები, რომლითაც პირბადე დაემშვენებინა,
გამუდმებით სახეზე ეყრებოდა... და წამდაუწუმ მანჭვა-გრეხით ისწო-
რებდა... თავისი აღკაზმულობის გამო კიდევ უფრო ახალგაზრდა ჩან-
და... იმხანადაც კი აგრერიგად იშვიათად თუ იმოსებოდნენ... თან ასეთ
ადგილებსა და გარემოცვაში... განსაკუთრებულად შლაპამ მომიღო ბო-
ლო... თვალს ვერ ვაცილებდი... სხვას ვერაფერს ვამჩნევდი... გოგონას
ყურადღების მიღმა არც მე დავრჩენილვარ, სულ მიღიმოდა. ოცისაც არ
იქნებოდა. პატარა, მიმზიდველი და მადისამშლელი ძუძუ-მკერდი
ჰქონდა... ლერწამივით წვრილი წელი... დუნდულებიც ისეთი, როგორიც
ჩემს გემოვნებას შეესატყვისებოდა. მკვრივი, დაკუნთული, კარგად ჩა-
მოსხმული და შუაში საუცხოოდ გაჭრილი... ირგვლივაც კი შემოვუარე,
კარგად რომ შემეთვალიერებინა... მისი მთავარი საზრუნავი დამწვარ
ქონსა და ნარჩენებში თითხვნა იყო. არც ძალიან ამაყი ჩანდა და არც ძა-
ლიან მოუხელთებელი და ველური... ფული ვაჩვენე... იმდენი ღვეზელი
მომცა, ერთ დამშეულ ოჯახს მუცლის გასკდომამდე გააძღებდა... საზ-
ღაურად მხოლოდ ერთი პატარა მონეტა გამომართვა... აშკარად დაგვე-
ვასა ერთმანეთი... ჩემოდანზე მიხვდა, რომ მატარებლიდან ეს-ეს არის
ჩამოვედი... შეეცადა, რაღაც აეხსნა ჩემთვის... ძალიან უნდოდა, მისი
ნათქვამი გამეგო... ნელა ლაპარაკობდა... მარცვალ-მარცვალ... აი, მაშინ
მომერია ბრაზი... დავიძაბე და პირი მოვმუწე... ჩემში ძველმა ღვარძლმა
გაიღვიძა... საკმარისია, ვინმემ ერთი-ორი სიტყვა გადმომიგდოს, რომ
აუტანელი გავხდე... მომბეზრდა ყბედობა... უაზრო ქაქანი... კმარა! ამას-
თან დაკავშირებით მე საკუთარი მოსაზრებები მქონდა... ვიცი, ეს რო-

282
გორც დასრულდება! ვიცი ბევრზე უკეთ! ეს გოგო ახლა მთლად გადა-
ირია... გაათკეცებული სითბოთი და თავაზიანობით მეპყრობოდა. ოღო-
ნდ მე მომმსახურებოდა, სხვა არაფერი უნდოდა... წამდაუწუმ ღიმილი
და კიდევ კბილების გადამოყრა აქაური წესია?.. გული ამერია. ეს მისი
პირის ჭრილი სულაც არ მომწონს... ხელით ვაჩვენე, რომ ბარებში გავლა
მინდოდა... ცოტა გართობა... ჩემოდანი და გადასაფარებელი დავუტო-
ვე... მაგიდის გვერდით დავულაგე... კვლავ სახეტიალოდ წავედი...
ბარგისგან გათავისუფლებულმა ფარდულებისკენ გავუტიე... სურ-
სათ-სანოვაგით გამოძეძგილმა ვიტრინებმა თვალი კი მომჭრა, მაგრამ
მე მეტი აღარაფერი მინდოდა... იმდენი ვიტენე სტომაქში, ვეღარ ვსუნ-
თქავდი... თერთმეტმა ჩამოჰკრა... აქაურობა მთვრალებს გადაევსოთ...
ჯგუფ-ჯგუფად დაბორიალებენ... მოედანს შეესივნენ... აქეთ-იქით უაზ-
როდ დაყიალობენ... საბაჟოს კედლებს მუშტებს ურახუნებენ და შემდეგ
ყვირილით გარბიან... იქსაქსებიან... იფანტებიან... შეკრულ რედინგო-
ტებში გამოწკეპილი... ამაყად თავაწეული, ყავარჯნიანი ფრანტები ნე-
ლი ნაბიჯით ბარებში შედიან და პირდაპირ დახლისკენ იღებენ გეზს...
სხდებიან... ხმას არ იღებენ... არც ინძრევიან... გეგონება, „სასიყვარულო
ვალსისგან“ ერთბაშად მოინუსხნენ და ტრანსში გადაეშვნენ... ფულის-
თვის ჯერ წირვა არ გამომიყვანია... უამრავი სუ დამრჩა... ორი კათხა ლუ-
დიც გეახელით... ლობიოს გემო დაჰკრავდა...
გარეთ ერთ ავარასთან ერთად გავედი... მალევე აგვეტორღიალა მე-
ორეც, რომელსაც კატა ამოეღლიავებინა და გაუთავებლად აბოყინებ-
და... ფისო გაბმულად კნაოდა... მათთან ერთად გზა ვეღარ გავაგრძე-
ლე...
ორკარედს მივაწექი და ბარში შევიძურწე... კედელთან, გრძელ სკამ-
ზე ლოთებს მივუჯექი... როგორც ჩანს, ელოდნენ, როდის მოვიდოდნენ
ისევ სმის იშტაზე. დარბაზი სავსე იყო კოფთიანი და ბერეტიანი მატრო-
ნებით... ბუმბულებიანი შლაპებიც დავინახე და ჩალის სქელბორტიანი
ქუდებიც... სულმოუთქმელად ქაქანებდნენ... ველურებივით მეტყვე-
ლებდნენ... ხმამაღლა ყეფდნენ... ხავილით პასუხობდნენ ერთმანეთს...
ეს იყო ძაღლების, ვეფხვების, მგლების, ტილების საშენი... როგორც ერ-
თი ყველა იფხაჭნებოდა და იკაწრებოდა.

283
შუშიდან მკაფიოდ ჩანდა, როგორ დაცურავდნენ თევზები ტროტუ-
არზე... თვალნათლივ ვხედავდი მათ... ნელა, აუჩქარებლად მოძრაობ-
დნენ... ვიტრინის ტალღებში ლივლივებდნენ... სინათლის ნაკადებში
ყვინთავდნენ... პირს აღებდნენ და ორთქლს აფრქვევდნენ... ეს იყო კე-
ფალები... კობრები... ყველაფერს ყლარტის, თაფლის, მძაფრი კვამლის
სუნი ასდიოდა... კიდევ ერთი ყლუპი ლუდი... არ გინდა ახლა ადგომა?
ვცადე... არ გამომივიდა... არა უშავს, ვიჯდები... ცუდი არც ასეა... ისინი
იფურთხებიან... ცხოვრებით ტკბებიან ეს უსაქმურები... უეცრად მთელი
რიგი დაიღრიცა... გადაიბრიცა, გადაიფერდა... ატყდა ცემა-ტყეპა... ძაღ-
ლი პატრონს ვერ ცნობს... გამეტებით ურახუნებენ ერთმანეთს... ნაძირ-
ლები! ნაბოზრები!
ფორტეპიანოს მოულოდნელად ჩაუწყდა ხმა... გამობრძანდა პატ-
რონი და ყველანი გარეთ მოგვისროლა... ისევ ქუჩაში აღამოვჩნდი... სა-
ყელო მოვიხსენი! ნამდვილად ვერ ვგრძნობ თავს კარგად... ვბორძი-
კობ... ფეხი მიცდება... ჩრდილებს შორის დავდივარ... აჰ, ორი ფარანი
დავლანდე... ძლივს ბჟუტავენ... ვხედავ წყალს... ისევ მესმის დგაფუნი...
ო, აგერ ყოფილა ჩასასვლელიც... კიბეს ჩავუყევი... ვფრთხილობ... კე-
დელს ვეპოტინები... დავიხარე, წყლის ზედაპირს შევეხე... ჩავიმუხლე...
ამოვიდა კუჭ-ნაწლავი... დინებას მივუშვირე... დიდი ძალისხმევა დამ-
ჭირდა... შვება ვიგრძენი... გავთავისუფლდი... კმაყოფილი ვარ... ზემო-
დან დელგმაღვარი დამატყდა თავს... უზარმაზარი ნიაღვარი... რაც შე-
იჭამა და შეისვა... ვხედავ ტიპს, რომელიც მთელი სხეულით გადმოყუ-
დებულა... ისევ მომიარა... ამჯერად ლორწოიანი სითხე გადმოვან-
თხიე... ვცდილობ, წელში გავიმართო! შენი დედაც... არ შემიძლია! ისევ
ვჯდები... ყველაფერი ზედ გადმოვისხი... მით უარესი! თვალებიც გამევ-
სო... ისევ მაბოყინებს... ვხედავ, როგორ ცეკვავს წყალი... ხან შავია... ხა-
ნაც თეთრი... აცივდა... ვერხვის ფოთოლივით ვკანკალებ... ვეღარ ვარ-
წყევ... გამომიცარიელდა კუჭ-ნაწლავი... კუთხეში მივწექი... აფრიანი ნა-
ვის ბუშპრიტმა აგერ გვერდით ჩამიარა... თავზე გამეხახუნა... მოვიდნენ
ჯეელები. ნამდვილი ესკადრა... ჰო, ასე პირდაპირ ნისლიდან გამოცუ-
რეს... აწვებიან ნიჩბებს... იქნევენ მთელი ძალით... მალევე მიადგნენ ნა-
პირს... აფრები სანახევროდ ჩამოუშვეს... მესმის, თუ როგორ ჩაიარა

284
ჯოგმა... საწყობების გასწვრივ ნაბიჯების ხმა გაისმის... კორვეტი 6 ჩამომ-
დგარა.
ზემოთ ცოცხალი თავით არ ავდივარ... სიცივითაც ნაკლებად მცივა...
თავში სრული დომხალი მაქვს... მშვიდად ვგრძნობ თავს... ყველაფერი
წესრიგშია... ზიანს არავის ვაყენებ. არც მე მერჩის ვინმე... რაღაცა ტარ-
ტანას 7 მაგონებს... კარგად ვერკვევი გემებში... სხვებიც შემოცურდნენ...
მათი რიცხვი მატულობს... ერთად იყრიან თავს... ქანაობენ ტალღებზე...
შიგადაშიგ გვერდს გაჰკრავენ ერთმანეთს... წყალი პლანშირამდე 8
სწვდებათ... ვეღარ უძლებენ სურსათ-სანოვაგის სიმძიმეს... ახლა უბოს-
ტნეულოდ არავინ დარჩება... წითელი კომბოსტო, ხახვი, შავი ბოლოკი
და თალგამი – ეს ყველაფერი აფრებს ქვეშ ყრია და დინების საწინააღ-
მდეგოდ მიცურავს... ტარტანა პროჟექტორის შუქზე თავს იწონებს...
წკვარამიდან იცქირება... ლავირება დასასრულს უახლოვდება... ისინი,
ვინც ალპაკას ქურთუკები გაიხადა, კანტორის ბუღალტრებს ემსგავსები-
ან... ლუსტრინით იმოსებიან... ასე ეცვათ ადრე დოკერებს... კალათე-
ბით, ნაირ-ნაირი ფუთებით დახუნძლულნი სიბნელეში მაღლა-მაღლა
მიიწევენ... ხარაჩოებზე ძლივს ინარჩუნებენ წონასწორობას... პამიდ-
ვრებით ბრუნდებიან... მალე რამდენიმე გორაკი აღმოცენდა... ახლა ყვა-
ვილოვან კომბოსტოს ეზიდებიან... ისევ ქრებიან ტრიუმებში. მალე
ფარნების ქვეშ არტიშოკებით დატვირთულები ჩამოივლიან... გემი უკვე
აღარ ქანაობს. გადასასვლელთან გაიყინა... გადამტვირთავ მექანიზ-
მთან ნავების რიგი დგება... თითოეული თავისი წილი საქონლით დაიტ-
ვირთება...
უცნაურია, მაგრამ საშინლად შემცივდა... კბილები მიკაწკაწებს... ცუ-
დად ვარ... ალბათ ვკვდები... ბოდვამ გამიარა... მეხსიერებას ნელ-ნელა
ნათელი მოეფინა... გაიწმინდა... დალაგდა... კი მაგრამ, რა იქნა ჩემი გა-
დასაფარებელი? გოგონა გამახსენდა... სათითაოდ დავუარე ყველა ბა-
რაკს. ბოლოს მივაგენი პატარას. თურმე მელოდა. უკვე აელაგებინა ბარ-
გი-ბარხანა... ქვაბები, ტაფები... დიდი ჩანგალი... მთელი ხარახურა ერ-

6
ინგლისის ფლოტებში ერთგვარი სადარაჯო გემი.
7
პატარა ნავი.
8
ძელი, რომელიც გადის ნავის ან გემის ზედა ბორტზე.
285
თად შექუჩებული დამახვედრა... ისღა დარჩენოდა, რომ წასულიყო... ჩე-
მი დაბრუნება ეამა... ღვეზელი სულ გაეყიდა... ერთიც არ დარჩენოდა...
მაჩვენა კიდევაც, რომ ყველაფერი ცარიელი იყო... უამრავი შემწვარი
კარტოფილი, ვაშლი ზეთში... დამდნარი ყველი დაეტოვებინა თავის-
თვის თეფშზე... დანით პურზე გადაუსვა და ეს მადისმომგვრელი ბუტერ-
ბროდი შუაზე გავიყავით... ისევ მშიოდა. უკეთ რომ დავეთვალიერებინე,
გოგონამ პირბადე აიწია. ჟესტებით ამიხსნა, ძალიან გაბრაზებული ვარ
შენზეო, ასე დიდხანს სადღაც გაქრი და მარტო დამტოვეო... უკვე ეჭვია-
ნობდა... არ ისურვა, საზიდრის თრევაში დავხმარებოდი. საწყობი, სა-
დაც თავის ავლა-დიდებას ტოვებდა, ქალაქში მდებარეობდა... მე მხო-
ლოდ ფარანი ჩამაბარა. შლაპის თავიდან ბოლომდე შეთვალიერება
ჯერ კიდევ ვერ მომესწრო... თურმე სანახავი უამრავი დამრჩენოდა... წე-
ლამდე ჭრელა-ჭრულა სამშვენისები ეყრებოდა, ფარშავანგის გრძელი
ფრთა იასამნისფერ და ოქროსფერ ნაყშებიან შარფზე მიემაგრებინა და
ნიკაპთან შეეკრა.
ქვაბები ფარდულში დავალაგეთ... ბოქლომიც დავადეთ და სახეტია-
ლოდ წავედით... ამ დროს ვიგრძენი, რომ საეჭვოდ მაწვებოდა. მითხრა,
სერიოზულად უნდა დაგელაპარაკოო, მაგრამ მე ჩემი პოზიციის დათმო-
ბას არ ვაპირებდი... მოკლედ, მაგრად დავუდექი... მთლად გამოვიშტე-
რე თავი... ვითომ ვერაფერს ვხვდებოდი... ჩემი მისამართი ვაჩვენე...
„Meanwell College“... განგებ დავდექი ფარნის ქვეშ... ვეჭვობ, რომ კითხვა
სცოდნოდა... პირი არ გაუჩერებია... დუჟმორეული რატრატებდა... თა-
ვის სახელს წამდაუწუმ მახსენებდა. მკერდზე მჯიღებს ირტყამდა...
გვენდოლინი! გვენდოლინი! მესმოდა ყველაფერი... ძუძუებზეც ვბურ-
ჯგნე, მაგრამ მისი ნათქვამიდან ერთი სიტყვაც ვერ გავიგე... სითბო, სი-
ნაზე, გატაცება, სიყვარულში გამოტყდომა! ეს ყველაფერი გასაგებია!
თან ძალიან მაგონებს ოჯახურ ატმოსფეროს... თავიდან შეიძლება ვერ
მიხვდე, საითკენ გიბიძგებენ, მაგრამ დაწყებით ასე იწყება... მაგარი
დამპლობა და რამე! ასეთი წაკლის გულისთვის სიტყვები არ უნდა და-
ხარჯო... ჰეი, გამარჯობა, პატარავ! არ გინდა ყელში გადაგიგდო, ნაბო-
ზარო! ამნაირს ჩემოდანი უნდა ათრევინო, ათი რომ გებას, ერთიც არ
უნდა გაიმეტო.

286
ეტყვი, მიდი, მიდი, მაგრად მოქაჩე, ნუ გერიდება! და ვეღარ მოიშო-
რებ... ისე, ფიზიკურად ჩემზე ძლიერი ჩანდა! არც ერთი ბნელი კუთხე არ
გაუშვა ხელიდან... ყველგან მომეწება და მითათუნა... ძალით მკოცნი-
და... შანსი არ იყო, გავქცეოდი, ისე ჩამაფრინდებოდა ხოლმე... ქუჩები
თითქმის ცარიელი იყო... უნდოდა, რომ მეც დამებურჯგნა... დამესრი-
სა... ქვედაკაბის ქვეშ ხელი შემეცურებინა... ძალიან ცხელი იყო ის წაკ-
ლა... მომთხოვნი... ცნობისმოყვარე... აღარ ვჩანდით... ნისლი გვფარავ-
და... აუცილებლად უნდა უნდა მელოშნა თახსირი, წინააღმდეგ შემ-
თხვევაში ბარგს არ მაღირსებდა... მეც რაღაცას ვჩალიჩობდი... დები-
ლივით ვიგრიხებოდი... ფარნის ქვეშ საბოლოოდ აიშვა... სულ გადა-
ირია... შარვალში ჩამიძვრა და შიბლა ამომიგდო... არც მქონდა ამდგა-
რი... არადა, მოინდომა, რომ აბრიქინებული მქონოდა... მეც მოვინდო-
მე, სხვა გზა არ მქონდა... აი, აქ სულ შეიშალა ჭკუიდან... გვერდზე გახ-
ტა... ქვედაკაბა აისხიპა და ველური ცეკვა დაიწყო... ძალაუნებურად გა-
მეცინა... მაგრამ მის გამხიარულებას ჯერჯერობით არ ვაპირებდი... ყვე-
ლაფერი ერთდროულად უნდოდა, მაგის დედაც... გამომეკიდა... უკვე
გვარიანად გაბრაზებული... დამიჭირა... მაგრა დამერხა-მეთქი, გავიფიქ-
რე... მეგონა, შეჭმას მიპირებდა... მწოვა... მწოვა... წვეთი აღარ დატოვა...
ეს იყო გოგონა, რომელსაც უცხოელები უყვარდა.
მოედანი დაცარიელდა... მეორე ბოლოში მოხეტიალე აკრობატები
კარვებს კეცავდნენ... პატარა კანფეტებით, ნუგბარითა და მურაბებით
სავსე ურიკები ხრჭიალ-ხრჭიალითა და რწევა-რწევით მოედანს ჭრიდ-
ნენ... დროდადრო ბორბლები ხვრელებსა და ღრანტეებში ეჭედებო-
დათ... უჭირდათ ამ ანგრეულ-მინგრეულ ზედაპირზე გადაადგილება...
ესტრადას მივუახლოვდით, სადაც ერთი ქალი ჯერ კიდევ შეყოვნებუ-
ლიყო... უფრო სწორად, ბებრუცანა, რომელიც შპალერსა და გადასაკ-
ვრელ ქსოვილს ხსნიდა... ეცვა, როგორც ჰურიას... სამასკარადო აღკმაზ-
მულობაში ძლივს მოძრაობდა... აღმოსავლურ ხალიჩებს... ხელით და-
წერილ აფიშებს ახვევდა... შეუწყვეტლივ ამთქნარებდა... ისე აღებდა
პირს, ლამის ღრანჭები მონგრეოდა... უაააჰ! უაააჰ! – ისმოდა სიბნელე-
ში... მივუახლოვდით, უმალ შეგვამჩნია... მუშაობა შეწყვიტა და ჩვენკენ
გამოეშურა... ეს ნაბოზრები თურმე შესანიშნავად იცნობდნენ ერთმა-

287
ნეთს... გააჩაღეს ქაქანი... შეიძლება უახლოესი დაქალებიც კი იყვნენ...
ერთად განაგრძეს ალაგება... აშკარად ორივეს დავევასე... ფატმამ ხე-
ლით მანიშნა, მომიახლოვდი და კარავში შედიო... უარი ვერ ვუთხარი...
მეორემ ჩემი ბარგი დაიტოვა... ჰურია ხელში ჩამაფრინდა, გადაატრი-
ალა! გადმოატრიალა!.. ხელისგულის თვალიერებას შეუდგა... ჩემგან
ახლოს... ლამპის შუქზე... უნდა მიმკითხაოს... თითი გადაუსვა ხაზზე! ეგ
მინდოდა ახლა? ჩემი მომავლით ორივე დაინტერესდა. ბოზებს, საერ-
თოდ, ყველაფერი აინტერესებთ!.. განსაკუთრებით მაშინ, როცა სა-
უბარზე უარს ეუბნები. მაგრად დავიკიდე... გადასარევად ვიგრძენი თა-
ვი... აქ ნაკლებად ციოდა, ვიდრე გარეთ... კომფორტულად კი ვიყავი მუ-
თაქებზე წამოგორებული... და თან ვხალისობდი... ჰურია განაგრძობდა
მკითხაობას... ჩემი პიროვნება მათ ცხოველ ინტერსს აღუძრავდა. აზიე-
ლი განსაკუთრებით აენთო... ახლა ჩემი ჰოროსკოპის შედგენა მოინდო-
მა... სახეზე გამომეტყველება გამუდმებით ეცვლებოდა... წარბები ეჭ-
მუხნებოდა... როგორც ჩანს, მძიმე ბედ-იღბალი მელოდა... თავით ფე-
ხამდე ჩავუვარდი ასტროლოგს... წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ
ჰქონდა. ამის სურვილი მაინცდამაინც არც მე გამჩენია... ვერ ვიტყვი,
რომ არ მესიამოვნა... ჯერ ერთი, პირადად მე სულ სხვა საზრუნავი მქონ-
და! ცოტა მივიხედ-მოვიხედე... შევათვალიერე, რანაირად იყო მოწყო-
ბილი მათი კარავი... სულ ვარსკვლავებით იყო მოხატული, ჭერზე კი კო-
მეტები და მთვარეები ამოექარგათ... მეორეც, უკვე
ძალიან გვიანი იყო იმისათვის, რომ ტყნაური გამეჩაღებინა... მაგის
დედასაც შევეცი! არც მათ მიერ შეთითხნილი ჭორებისა გამეგებოდა რა-
მე... ღამის ორი საათი ნაღდად იქნებოდა... დედაკაცები კი, ჩანდა, გაჩე-
რებას არც აპირებდნენ... აგზნებულები განაგრძობდნენ... ამჯერად პა-
ტარა ხაზებზე დავობდნენ... ბუნებით გასაოცრად პედანტი ადამიანები
აღმოჩნდნენ... მე ხომ ხელები მუდამ ძუნძგლიანი მქონდა. რაც მათ საქ-
მეს საგრძნობლად უადვილებდა... ფეხებიც, სხვათა შორის... სიამოვნე-
ბით წავუძინებდი... ბოლოს, როგორც იქნა, დაასრულეს... რაღაც საერ-
თო დასკვნამდე მივიდნენ... ჩემმა დაქალმა საკუთარი ჯიბიდან გადაუ-
ხადა... ორი მონეტა ჩაუდო ხელში... საკუთარი თვალით ვნახე... ჰურიამ
კარტიც გაშალა... რითაც მომავლის ჭვრეტა დასრულდა... ისევ ჩავია-

288
რეთ ფარდებქვეშ... ბებრუცანა ისევ აფორთხიალდა სცენაზე და ხალი-
ჩების დაკეცვა განაგრძო.
ჩემი ნადავლი – გვენდოლინა, იმ მომენტიდან მოყოლებული გან-
სხვავებულად მიცქერდა... მის თვალში სრულიად შევიცვალე... სხვა
ადამიანად ვიქეცი... ის კია, მოფერებითაც სულ სხვანაირად მეფერებო-
და... სავარაუდოდ, საძაგელი სვე-ბედი მელოდა... კარტითაც და ხაზები-
თაც ერთნაირად ამძღნერებული გამოდიოდა!..
ისე მეხუჭებოდა თვალები, რომ იქვე სიამოვნებით გავიშხლართებო-
დი, მაგრამ ციოდა ოხერი... თან ძალიან... და ჯერ დებარკადერი უნდა
გაგვევლო... მოედანზე კი კაცის ჭაჭანება არ იყო... გარდა ერთი პატარა
ცუგასი, რომელმაც ცოტათი გამოგვაცილა... შემდეგ ფარდულებისკენ
მოკურცხლა... გადახურულში შევედით... წყლის დგაფუნი გვესმოდა...
ზღვის მოქცევა დაწყებულიყო, ტალღები სანაპიროს კედელს ეხეთქებო-
და... ნიჩბების ხმაური... ჯანმაგარი ბიჭების ხმაურიანი ქშინვა... მათ ღია
ზღვისკენ მიეჩქარებოდათ...
ჩემი „ძუძუმწოვარა“ ძალით მიმათრევდა. ვფიქრობ, უნდოდა, სახ-
ლში გავყოლოდი... ისე, სიამოვნებით წამოვწვებოდი ტომრებზე, კოჭე-
ბამდე რომ იყო ახოხოლავებული... შესანიშნავად იცავდა ქარისგან...
ჟესტებით დამიხატა, რომ ნამდვილი ოთახისა და ლოგინის მფლობე-
ლი იყო... დაღლილ-დაქანცულსა და წელში გატეხილს მაინც ქაქუნისკენ
მიუწევდა გული... ქალი ინტიმს მთავაზობდა, მაგრამ მე უკვე არაფრის
თავი არ მქონდა... ხელით მივახვედრე, რომ უარზე ვიყავი... მქონდა მი-
სამართი... სადაც უნდა ჩამეღწია... „Meanwell College“... ამ გვენდოლი-
ნას ქინძვას სკოლაში წასვლა მერჩივნა. ვერ ვიტყვი, რომ ქვაზე დახატუ-
ლი ეშმაკი იყო. თავისებური ხიბლი მაინც ჰქონდა, მეტიც, გარკვეული
ელეგანტურობითაც გამოირჩეოდა. მშვენიერი უკანალი ჰქონდა, მკვრი-
ვი თეძოები და სხვა სასიამოვნო სიმრგვალეები. სიფათი – სრული კოშ-
მარი, მაგრამ აღარ ვჩიოდი, მაინც ბნელოდა... შეყოვნებას აზრი არ
ჰქონდა... თამამად შეგვეძლო, საქმისთვის მიგვეხედა და დროც მშვენივ-
რად გაგვეტარებინა... მაგრამ ამას მხოლოდ კარგად გამოძინებული კა-
ცი თუ გარისკავდა... მე კიდევ ფეხზე ძლივს ვიდექი! თან ეს შეუძლებ-
ლად მეჩვენებოდა... ისევ ღვარძლით ვივსებოდი!.. საკმარისი იყო, ამა-

289
ზე გამეფიქრა, რომ ჩემში ყოველგვარი სურვილი ჩამკვდარიყო... შესაძ-
ლო ღალატზე!.. თუ ამ ფიქრებს დანებდი და ჩაგითრია, დარხეული
გაქვს... ბოზობა! ჩათლახობა! და დედაჩემი? ოჰ, ის უბედურზე უბედური
ქალი! და გორლოჟი! მეონი! გამოძახებები სასამართლოში! ონკანი სამ-
ზარეულოში! ლავლონგი! პატარა ანდრე! მძღნერის მთები! დიახ!
მძღნერის! რამდენი დამიგროვდა! მთელი მდინარე... მყრალი...
და... აქოთებული... ბოდიშს გიხდით ამ არანორმირებული ლექსიკის გა-
მოყენებისთვის.
ისე, ამ „ძუძუმწოვარას“, ამ ვითომ მამა აბრამის ბატკანსა და მზრუნ-
ველს დავახურავდი ახლა დედამისისას... სიგრძეს სიგანეში მივცემდი...
დაბადების დღეს გავახსენებდი ამ მათხოჯს... ღორიშვილს! კი ვიზამდი
ამას, საამისო ძალა რომ შემომრჩენოდა! ისეთ გაკვეთილს ჩავუტარებ-
დი, ცხოვრებაში არ დავიწყებოდა... თვითონაც არ დარჩებოდა ვალში...
ისეთი ნაბიჭვარი იყო!.. წამიც არ დაფიქრდებოდა, ისეთს მშვლიპავდა...
შეხედე, რა ჩადგმულია... ტანმოვარჯიშე გეგონება... გამიგებდა ფეხ-
ქვეშ, მატრიალებდა ჰაერში... აი ისე, თავის ბლინებს რომ უშვება... ქუჩა-
ში, სანამ თვალებს მიპრაწავდა და მაბამდა, სულ ეს მიტრიალებდა თავ-
ში... მუშის მუშტი ჰქონდა დედამიწერილს... თან ისეთი აშვებული... და
თავხედია... ყველა მე მანჯღრევდა... ყველა მე მხმარობდა... ვისაც არ
ეზარებოდა... მოკლედ, რა!..
ისევ დავაძრე ჩემი მისამართი... ბოლოს და ბოლოს, ის სკოლა უნდა
მეპოვა. რახან ჩემი ტურფა წერა-კითხვაზე მწყრალად იყო, გადავწყვი-
ტეთ, დახმარებისთვის პოლიციელისთვის მიგვემართა. ერთი-ორჯერ
მწარედ შევცდით... შადრევანს შევეჯახეთ ცხვირით, რომელიც შუა ქუჩა-
ში, სქელ ნისლში ამოწვერილიყო... პოლიციელის პოვნა ლამის მსოფ-
ლიოს გარშემო მოგზაურობის ტოლფასი გაგვიხდა... ჯერ ერთ დოკს მი-
ვადექით... შემდეგ მეორეს... გადავქექეთ ყველა შუკა და გადასასვლე-
ლი... ჩემი ფეხები! ორივეს სიქა გაგვძვრა, მაგრამ მაინც ვხალისობ-
დით... ხმამაღლა ვხარხარებდით... გვენდოლინა ჩემოდნის თრევაში
მეხმარებოდა... მართლა კარგ ხასიათზე იყო... შინიონი წამდაუწუმ
ძვრებოდა... სულ აეჩეჩა... მეც ვექაჩებოდი თმაზე... ამაზეც მაგრა კა-
იფობდა... მაწანწალა ძაღლი ისევ აგვეკიდა... ბოლოს, დაღმართზე, კი-

290
ოსკში ნამდვილი შუქი დავლანდეთ... პოლიციელი ჩაცუცქულიყო... შეგ-
ვამჩნია თუ არა, წამში წელში გაიმართა. ყველაზე ცოტა, სამი ლაბადა
მაინც ეცვა... ერთი მეორეზე გადაეცვა... კარგა ხანს ახველა, სანამ არ
ამოახველა და ყელი არ ჩაიწმინდა... ინება ნისლიდან გამოცურვა...
დადგა და იხვივით იფრთხიალა... თითქოს წვეთები შეიბერტყა... ჩიბუ-
ხი აანთო... შევიდა ჩვენს მდგომარეობაში... მისამართიც გაგვიშიფრა...
გვაჩვენა, სად მდებარეობდა „Meanwell College“, ზემოთკენ გაიშვირა ხე-
ლი... ბორცვისკენ... ფანრების გრძელი, აღმავალი, კლაკნილი მწკრივის
ბოლოსკენ... ისევ შებრუნდა ქოხში... ძლივს შეატია თავისი უკიდეგანო,
ქონიანი სხეული... მგონი, გვარიანად შეიკუმშა... წინააღმდეგ შემთხვე-
ვაში, კარში გაეკვეხებოდა...
რახან გზა ვიცოდით, უკვე აღარ ვჩქარობდით... გვრჩებოდა კიდევ
აღმართი, გრძელი მოაჯირები. თავგადასავალი ჯერ კიდევ გრძელდე-
ბოდა... ნელა ავუყევით... გვენდოლინას არ უნდოდა, რომ დავღლილი-
ყავი... პირდაპირ თავაზიანობად და მზრუნველობად დაიღვარა... არც
წინანდებურად მიწყალებდა გულს. მხოლოდ ხანდახან თუ მაკოცებდა
და ისიც ძალიან მსუბუქად. მხოლოდ მაშინ, როცა სულის მოსათქმელად
ვჩერდებოდით. ფარნის ქვეშ ჟესტებით მიხსნიდა, რომ მისი გემოვნების
შესატყვისი ვიყავი... რომ ჩემი გულისთვის ყველაფრისთვის მზად იყო...
დაახლოებით აღმართის შუაში, კლდეზე ჩამოვსხედით. იქიდან შესა-
ნიშნავად ჩანდა, თუ როგორ მიცურავდნენ უზარმაზარი, პირქუში ღრუბ-
ლები მდინარის თავზე... სადღაც შორს, სიცარიელეში ქრებოდნენ. პა-
ტარა გემები წყლის ბრტყელ ზედაპირზე ამ
ბნელი ფარდის მიღმა იმალებოდნენ. მათი განათებები უკვე აღარ
ჩანდა... მხოლოდ მთვარის შუქი... ბოლოს მაინც ღრუბლების ქარავანი
შლიდა ყველაფერს... გოგონა კვლავ იქნევდა ხელებს... ისევ ჭამა ხომ არ
გინდაო, მეკითხებოდა. წავალ, რამეს მოგიტანო... კეთილი გულით მთა-
ვაზობდა მომსახურებას... მიუხედავად იმისა, რომ სიქა მქონდა გამ-
ძვრალი, მაინც ვეკითხებოდი საკუთარ თავს, შევძლებდი თუ არა მუ-
ცელში ერთი ძლიერი ჩარტყმით მის ხევში გადაგდებას? ჰა?
ქვემოთ პიტალო კლდე ჩანდა... მწვერვალი სიბნელეში იკარგებო-
და...

291
უკუნეთიდან ხმები ამოდიოდა... მამაკაცების გრძელი მწკრივი გა-
მოჩნდა... ჩირაღდნებით ხელში... უმალ ვიცანი ისინი. Ministrels, ეგ ვი-
თომ შავკანიანები, სინამდვილეში კი შავად გადაღებილები... ისინიც
პორტიდან ამოდიან, სიბნელეში თავიანთ საზიდარს მოათრევენ... ძა-
ლიან უჭირთ... მათი ხარახურა ისეთი მძიმეა... თან წამდაუწუმ ეფანტე-
ბათ... ინსტრუმენტები... სარები ხრჭიალებენ... ჟღარუნებენ... ხან მარ-
ჯვნივ გადაეყრებათ, ხანაც – მარცხნივ... შეგვამჩნიეს... ძუძუმწოვარას
რამდენიმე სიტყვა გაუცვალეს... ჩერდებიან... დასვენება მოუნდათ...
ბჭობენ... თავიანთი ბარგი-ბარხანა გრძელი სკამის ბოლოში ერთ ადგი-
ლას მოაქუჩეს. დათვლა სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. ძალიან დაიღალ-
ნენ... ცოტა მოშორებით, ჩანჩქერთან გაგრილდნენ... პეშვით წყალი სა-
ხეზე შეისხეს... დილის მქრქალ შუქზე ისევ უკან მოლასლასებენ... ფერი
არ ადევთ სახეზე... მიცვალებულებს დამსგავსებოდნენ... ცოტა ხნით
თავები მაღლა ასწიეს, მაგრამ მალევე მოიხარნენ... ხმაც ჩაიკმინდეს...
ხრეშზე ჩამოსხდნენ... ვიღაც ჩემს ეშმაკუნას გაეხუმრა... ბოლოს ყველა-
ნი ერთად წამოვიშალეთ... წასვლის დროა... დავიძარით... ისევ ხრიალი,
ხრჭიალი... ეზიდებიან თავიანთ საგანძურს... ერთი სული აქვთ, სანამ
ზემოთ ავლენ... მე დიდი ხნის სავალი არ დამრჩა... აღარ უნდათ ჩვენ-
თან განშორება. „Meanwell College“ ხეებს მიღმაა... კიდევ ერთი შესახვე-
ვი... ერთი დაღმართიც... და მერე ბაღი იწყება.
ახლა ყველაფერს ლურჯი ფერი გადაეკრა... ინათა... კარიბჭეს, შეიძ-
ლება ითქვას, გადაფსკვნილი მეგობრებივით მივუახლოვდით. ნომერი
თავიდან ვერ გავარჩიეთ... ერთი-ორჯერ ასანთსაც გავჰკარით... აჰ, რო-
გორც იქნა, მადლობა ღმერთს! გოგონამ წუწუნი დაიწყო... უნდა დავშო-
რებოდით ერთმანეთს! ჟესტებით ვუხსნიდი, რომ არ დარჩენილიყო...
გზა განეგრძო... თავის ძმაკაცებს გაჰყოლოდა... რომ აუცილებლად ვი-
ნახულებდი... შევხვდებოდი... ქვემოთ... პორტში... როგორმე... მოგვია-
ნებით... ვუხსნიდი მგზნებარე... ნაზი ჟესტებით... სინამდვილეში...
მსურდა კიდევაც, ასე მოვქცეულიყავი... ჩემი საბანი დავუტოვე... ჩემდა-
მი მეტი ნდობის გასაღვივებლად... მერე გამოგართმევ-მეთქი... დავამა-
ტე. ძნელად მიგებდა... მე კიდევ აღარ ვიცოდი, სხვანაირად როგორ
ამეხსნა... სულ უფრო და უფრო მეტი ვნებით მკოცნიდა. Ministrels სიცი-

292
ლით იხოცებოდნენ... ლამის ნაწლავები გადაეხლართათ... გვაჯავრებ-
დნენ... ჩვენს კოცნებს ახმოვანებდნენ და მერე ძირს ხოხავდნენ...
ამ პატარა, ვიწრო ქუჩაზე გამყინავი ქარი თარეშობდა... უკანასკნელი
ძალები გამომეცალა... ფეხები მეკეცებოდა... ეს ჩვენი ხვევნა-პროშნა ძა-
ლიან სასაცილო კი ჩანდა... ყველას სურდა, რომ ამას საბოლოო წერტი-
ლი დასმოდა... სიტუაცია მართლაც სრულ იდიოტობაში გადაიზარდა...
ამისთვის დროც სრულიად
შეუსაბამო იყო... ბოლოს გოგონამ გადაწყვეტილება მიიღო... რად-
გან მარტო დარჩენა არ უნდოდა, მოხეტიალე მსახიობებს აეტორღი-
ალა. ყველანი საზიდარზე შემოდგმულ, ინვენტარით გაძეძგილ, უშვე-
ლებლ ყუთს მიჰყვნენ... ისევ გაისმა გრუხუნი... განახლდა რწევები ხან
აქეთ, ხან იქით... გოგონა თავისი ფანრით გამოსამშვიდობებელ ნიშნებს
დიდხანს მიგზავნიდა... ბოლოს თვალს მიეფარნენ... ხეივნის შესახვევ-
ში... ხეებს მიღმა...
აბრას შევხედე... ზუსტად ჩემ პირდაპირ... სადაც უნდა შევსულიყავი,
„Meanwell College“. ამას გარდა, ოდნავ ზემოთ წითელი ასოებით: „დი-
რექტორი ჟ. პ. მერივინი“. ნამდვილად ასე ეწერა და სულაც არ შევ-
მცდარვარ და არც არავის მოვუტყუებივარ. ჩაქუჩი ავწიე: „ბამ“, „ბამ“. ჩა-
მიჩუმი არ გამიგია. არანაირი რეაქცია... მეორე კარისკენ გადავინაცვლე
და დავრეკე. ისევ არავინ მიპასუხა... მდუმარება... ბოლოს სახლში, რო-
გორც იქნა, გაინძრნენ... კიბეზე შუქმა გაიელვა... რომელიც ფარდებში
გამოკრთა... ამან ჩემზე საზიზღარი შთაბეჭდილება მოახდინა... რაღაც-
ნაირად ზიზღი ჩამისახა... უეცრად მომინდა, აქაურობას სასწრაფოდ
გავცლოდი... გოგონას გამოვდევნებოდი... დავწეოდი იმ მაწანწალებს...
არასდროს მებრუნებინა პირი კოლეჯისკენ... თითქმის შევტრიალდი...
და ბახ! ადამიანს შევეჯახე... ჩია ტანის, მოკუზულს, საშინაო ხალათში
შეფუთულს... გაიმართა... მომაშტერდა... განმარტების მოლოდინში...
ჩემი ვარაუდით, ეს ტიპი დაწესებულების მფლობელი უნდა ყოფილი-
ყო... აღელვებული ჩანდა... ბაკენბარდები ჰქონდა... ჟღალი... და ამას
გარდა ჭაღარა წვერი... გრუზა თმა თვალზე ჩამოყროდა... ჩემი გვარ-სა-
ხელი წარმოთქვა, თან უნდობლად მათვალიერებდა... სახლში ბაღიდან
შემოსულიყო... ჩემი გამოცხადებით ძალიან გაკვირვებული ჩანდა...

293
დახვედრისა და მიღების უცნაური მანერა... ეტყობოდა, რომ ქურდებს
უფრთხოდა... სანთელს ხელს აფარებდა... დაბნეული პირდაპირ ჩემ
ცხვირწინ იყო დარჭობილი... ამინდი ნამდვილად არ იყო სასაუბროდ
ზედგამოჭრილი... საკმაოდ ციოდა... სიტყვებს ვერ პოულობდა... ამ
დროს ქარმა დაუბერა და სანთელი ჩაქრა.
– ფერდინანდ! ნება მიბოძეთ... მოგესალმოთ... მე... მოხარული...
ვარ... რომ... ჩამობრძანდით... მაგრამ... აქვე... აღვნიშნავ... რომ... ძალი-
ან დაგაგვიანდათ... რამ... შეგიშალათ ხელი? რა გადაგხდათ თავს?
– არც არაფერი... – ვუპასუხე.
მასპინძელი თემას შეეშვა და წინ გაცუნცულდა... როგორც იქნა, კარი
გააღო... გასაღები ვერაფრით გამოეძრო... ისე ჩქარობდა... როგორც კი
შევედით, ხელით მანიშნა, აქ შეჩერდი და დამელოდეო... სკივრზე იჯე-
ქი, სანამ ზემოთ ოთახს არ მივალაგებ და არ მოვბრუნდებიო... შუა კიბე-
ზე მოულოდნელად შემოტრიალდა, სახელურზე გადმოიხარა და თითი
ჩემკენ გამოიშვირა:
– ხვალიდან, ფერდინანდ, ხვალიდან... მხოლოდ ინგლისურად და-
გელაპარაკებით. და What? – ამ გადაწყვეტილებაზე უკვე თვითონაც ხა-
ლისობდა, – ცოტახანს დამელოდე! Wait! Moment! ხედავთ! უკვე, ფერ-
დინანდ, უკვე!..
სისულელეებს როშავდა...
***
გაუთავებლად იქექებოდა ზემოთ უჯრებში... დაიწყო და აღარ დაამ-
თავრა სკივრების თრევა... ნეტავ, რას ალაგებდა ამისთანას?! ჩემთვის
ვამბობდი: „არა, ამ კაცმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა... თუ ახლა არ
დააყენა საშველი, ზეზეულად ჩამომეძინება!“ სხვა რა გზა მქონდა, მოთ-
მინებით ველოდი!
კორიდორის ბოლოში თვალი მოვკარი, როგორ დაფარფატებდა პე-
პელა... ღამის მთეველი...
ჩემი თვალი ნელ-ნელა მიეჩვია ღამის სიბნელეს და გავარჩიე საა-
ათი... უზარმაზარი კედლის საათი... არაჩვეულებრივი... მთლიანად სპი-
ლენძისგან ნაკეთი... ციფერბლატზე პაწაწინა ფრეგატი მონდომებით

294
ითვლიდა წამებს... ტიკ! ტაკ! ტიკ! ტაკ! აქეთ-იქით დარბოდა... მისმა
ცქერამ უფრო მეტად მომგვარა ძილი...
ბებერი წრიალებდა... ათას რამეს ედებოდა... წყალს აჩხრიალებდა,
ელაპარაკებოდა ვიღაც ქალს... ბოლოს, როგორც იქნა, ქვემოთ ჩამობ-
რძანება ინება... რაც მართალია, მართალია, მცდელობა არ დაუკლია...
დაიბანა... დაივარცხნა... გაიპარსა... რაც კი რამ საუკეთესო ჰქონდა, ჩა-
ეცვა... მნიშვნელოვანი პერსონის იერი დასდებოდა... რაღაცნაირად
მდგომარეობის შესატყვისი სტილიც კი შეერჩივნა... ადვოკატს დამსგავ-
სებოდა... მხრებზე შავი, ფრიალა მანტია მოესხა... ნაკეცებიანი... გარმო-
ნივით... თავზე არახჩინი დაეკოსებინა... დიდი აბრეშუმის ფუნჯით... ვი-
ფიქრე, ამდენი იმიტომ იჩალიჩა, ჩემთვის ღირსეული მიღება რომ მო-
ეწყო-მეთქი... აშკარად უნდოდა, წყობიდან გამოვეყვანე... ჟესტით მა-
ნიშნა, წამობრძანდითო. ავბარბაცდი... სიმართლე გითხრათ, უკვე მი-
ჭირდა ფეხზე დგომა... ის კი ჩემს მოგზაურობასთან დაკავშირებულ სიტ-
ყვებს ეძებდა... სწრაფად მივაგენი თუ არა სახლს? პირში წყალი მქონდა
ჩაგუბებული... პასუხების გაცემა ჩემს შესაძლებლობებს აღემატებო-
და... მდუმარედ მივყვებოდი... ჯერ სალონი გავიარეთ... შემდეგ პიანი-
ნოს დავარტყით წრე... სამრეცხაოშიც შევიარეთ, აბაზანასა და სამზა-
რეულოშიც... ექსკურსიას დასასრული არ უჩანდა... კიდევ ერთი კარი გა-
აღო და ჰოი, საოცრებავ! თვალებს არ დავუჯერე... ლოგინი!!! ნებართვას
არც დაველოდე! პირდაპირ ზედ გავიშხლართე! მთელ სიგრძეზე გავი-
ჭიმე... ჩაცმულ-დახურული!.. მოულოდნელად ეს პატარა კიბორჩხალა
გაცეცხლდა... გაგიჟდა და გადაირია... ჩემკენ გამოქანდა... ახტა... დახ-
ტა... ბევრი იქროლა საწოლის გარშემო... ვერაფრით ვერ წარმოედგინა,
ასე უგვანოდ რომ მოვიქცეოდი... ჩემს ჩექმებს ეძგერა... როგორც ჩანს,
ძირს ჩამოთრევას მიპირებდა...
– ჩექმები! ჩექმები! Boots! Boots! – ყვიროდა... ცოფი ემატებოდა... სა-
შინელი, ამაზრზენი, აუტანელი და გულისამრევი ხდებოდა... წარმო-
გიდგენიათ, რა საშინელება ჩავიდინე!!! ძვირფასი, გაპიწკინებული
თეთრეული დავუსვარე... ჭრელი ნაყშებიანი გადასაფარებელიც... მოკ-
ლედ, ძალიან ცუდად გახდა...

295
ეპილეფსია დაიმართა. „აბა, აეთრიე, დამპალო და გაეთრიე აქედან!
არ დაგინახოს აქ ჩემმა თვალებმა, მაიმუნო! ვირიშვილო!“ – აი, ასეთი
პასუხი შევაგებე მე! არც მეტი, არც ნაკლები! ხელჩართულ ბრძოლაში
ჩაბმაც მოინდომა... დარბოდა ცოფიანივით კორიდორებში... ხაოდა...
საშველად უხმობდა ადამიანებს... ჩემთვის თითიც რომ დაეკარებინათ,
არ ვიცი, რას ჩავიდენდი!.. ავდგებოდი და ისეთს გავუშლიდი ამ ჯამ-
ბაზს, კარგა ხანს ვერ მოვიდოდა გონზე... იერიშისთვის უკვე მზად ვიყა-
ვი! საკმარისად განწყობილიც... ასე გადავწყვიტე! მორჩა! ჩია და გამ-
ხდარი იყო... ძლივს ედგა სხეულში სული... ფეხდაფეხ დამდევდა... აღა-
რც მახსოვს, რას როშავდა... მაგრად შემოვიხევდი იმ ნაძირალას და შემ-
დეგ ნახმარი ხელთათმანივით მოვისროდი... უეცრად ყველაფერი მორ-
ჩა... კი აბაკუნებდა ისევ ფეხებს, მაგრამ მე რული მომერია.
***
„Meanwell College“-ზე უკეთესს ადამიანი ვერ ინატრებდა... გინდა ჰა-
ერი, გინდა პეიზაჟები, საოცრება იყო პირდაპირ... სამოთხე დედამიწა-
ზე! ბაღიდან, საკლასო ოთახებიდანაც კი საუცხოო სანახაობას გავცქე-
როდით. უღრუბლო დღეებში ირგვლივ ენით აღუწერელი პანორამა იშ-
ლებოდა... მდინარე, ქალაქი, პორტი, დოკები ნაპირთან, წყალთან ჩამ-
წკრივებული... რკინიგზის ხაზები... ღია ზღვაში გამავალი გემები...
თვალნათლივ ჩანდა, თუ როგორი ზოზინით სცილდებოდნენ სანაპირო
ზოლს და ქრებოდნენ მოგვიანებით უკიდეგანო სივრცეში... შორს, ძალი-
ან შორს ბორცვიდან და მინდორ-ველებიდან... ჩატემიდან... ამ შთაბეჭ-
დილების ენით გადმოცემა წარმოუდგენელია... ის კია, რომ როცა ჩამო-
ვედი, აქ საშინლად ციოდა... ზემოთ, პიტალო კლდეზე სითბოს ვერაფე-
რი აკავებდა... ქარი პირდაპირ სახლს ეხეთქებოდა... ქარბუქი, ღვარცო-
ფი, წარღვნა, დელგმა-ღვარი – ყველაფერი ამ ბორცვს ეტანებოდა...
ოთახებში ყინავდა, ყველა კარი ჭრიალებდა, ყანყალებდა... იხსნებოდა
და იხურებოდა... მუდმივი ბათქი იდგა. ვცხოვრობდით შუაგულ ტორნა-
დოში. ბიჭები ამ მეორედ მოსვლისას უკანასკნელი ხმით ხაოდნენ, მაგ-
რამ ეს იყო ყრუთა სამეფო... გამგონი არავინ იყო. აქ მაღალი ღმერთიც
უმწეო აღმოჩნდა! სავარაუდოდ, არემარეს ერთ დღესაც წარღვნა ქვეს-
კნელში ჩაიტანდა ან ნაცარტუტად აქცევდა ან სულაც დაფშვნიდა და

296
პლატოდ აქცევდა. ხეები იზნიქებოდნენ და ვერც ვერასდროს სწორდე-
ბოდნენ, გაზონები ქვა-ღორღის, ნაგვისა და მოგლეჯილი მცენარეების
სასაფლაოებად ქცეულიყვნენ... ვფიქრობ, გაგრძელება არ ღირს...
ასეთი გავერანება და მკაცრი კლიმატი მადის გამძაფრებას უწყობს
ხელს... ბიჭებს ჯანი ემატებათ და ტანს აიყრიან ხოლმე. ეს, რა თქმა უნ-
და, იმ შემთხვევაში, თუ სტომაქის ამოსაყორავი აქვთ. „Meanwell
College“-ში ამ მხრივ საწუწუნო არაფერი იყო. როგორც ხდება ხოლმე
ჩვეულებრივად ასეთ სასწავლებლებში, პროსპექტი აშკარად იტყუებო-
და. მაგიდასთან, ჩემი ჩათვლით, თორმეტი ადამიანი იყრიდა თავს. და-
ამატეთ ახლა ამას პატრონი თავისი ტურფათი, ანუ დიასახლისი. ყვე-
ლაზე ცოტა, რვა პირი მაინც ზედმეტი იყო. ჩემი აზრით, რეალურ
თოხლს თუ მივიღებთ მხედველობაში, ექვსი კაციც გაწვდებოდა საქმეს.
ქარიან დღეებში, აბა, რა გითხრათ, ის ექვსიც ნამეტანი ზედმეტი იყო.
რაგუს სამიც გაუსწორდებოდა.
ჩემს ბანდაში ყველაზე მაღალი და ყველაზე დამშეული მე გახ-
ლდით. შეიძლება ითქვას, სიმაღლეში ყოველწამიერად ვიმატებდი...
არა, არ ვხუმრობ, მართლა ძალიან ავიყარე ტანი. ჩასვლიდან ორი თვის
თავზე ორჯერ უფრო მაღალი ვიყავი. ელემენტების ბობოქარმა ძალამ
ჩემს ფილტვებსა და სხეულში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. იმის
გამო, რომ ყველაფერს ვნთქავდი და პირწმინდად ვლოკავდი თეფშებს,
სანამ სხვები მიმიპატიჟებდნენ... მაგიდისთვის სერიოზულ საშიშროე-
ბას წარმოვადგენდი. ბიჭები თვალს გააპარებდნენ ხოლმე ჩემი მათლა-
ფისკენ, მეც ალმაცერად მათვალიერებდნენ. ჩვენ შორის დაუფარავი
ბრძოლა იყო გამოცხადებული. მათ თვალში ჩამოყალიბებული კრიმი-
ნალი ვიყავი... მაგრად მეკიდა, რას ფიქრობდნენ ჩემზე... მაინც არავის
ვცემდი ხმას... ცხადია, თუ შემომთავაზებდნენ, ატრიასაც კარგად მივა-
ყუმბარებდი, ისეთი უსაზღვრო იყო ჩემი შიმშილი... კოლეჯს, სადაც ბავ-
შვები გაძღომამდე ჭამენ, ცხადია, კარგი მომავალი არ ეჭყანება... ერთ
დღესაც გაკოტრდება! აქ პატრონს მუდამ უნდა ეფიქრა და სიფრთხილე
წამითაც არ მოედუნებინა... აშვებული ძაღლივით ვეტაკებოდი ხოლმე

297
„porridge“ 9-ს, უმოწყალო ვიყავი... ფიზიკურ ძალას ბოროტადაც კი ვიყე-
ნებდი. მარმელადს წარმოუდგენელი სისწრაფით გამოვუყვანდი ხოლმე
წირვას. ოთხ ბიჭზე ერთი მოკრძალებული თეფში იყო გათვალისწინე-
ბული... წამი და აღარ იყო... უბრალოდ ქრებოდა... თვალის შევლებასაც
კი ვერ ასწრებდნენ... სხვებს შეეძლოთ ღვარძლით გულზე გამსკდარიყ-
ვნენ... მე, ბუნებრივია, შეკითხვებზე ჯიუტად არ ვპასუხობდი. ჩაის თვი-
თონ ვისხამდით. შეზღუდვები არ ყოფილა დაწესებული... ის გვათბობ-
და... გვამშვიდებდა... მაგრამ ეს სურნელოვანი სითხე მადას გვიღიზია-
ნებდა... როცა ქარბუქი არ ცხრებოდა და ბორცვი რამდენიმე დღე გაბმუ-
ლად ზანზარებდა, საშაქრეში კოვზით ვძვრებოდი, ზოგჯერ ხელითაც
კი... ეს მოყვითალო ფხვნილი გასაოცრად მამშვიდებდა.
სუფრასთან ბატონი მერივინი მთავარი კერძის წინ მოეწყობოდა
ხოლმე... თვითონ ურიგებდა ყველას... მაიძულებდა, ხმა ამომეღო, მაგ-
რამ არაფერი გამოსდიოდა. მე და ლაპარაკი!!! მის ყოველ მცდელობას
წყობიდან გამოვყავდი... მოუხელთებელი ვიყავი... ეშმაკი ვერ დამი-
მორჩილებდა... მხოლოდ მისი არაჩვეულებრივი ცოლი, რომლისგან უკ-
ვე გვარიანად ვიყავი მონუსხული, თუ შეძლებდა ჩემს მოთვინიერებას...
მის გვერდით ვიჯექი... არა, მართლა ძალიან მომხიბლავი ქალი იყო...
ან რა სახე, ან რა ღიმილი... მერე როგორი მკლავები ჰქონდა? მკლავის
უნახავს გაგხდიდა! ვერც ერთ მოძრაობას, ვერც ერთ მიხრა-მოხრას ვერ
დაუწუნებდი... სუფრასთან ყოველწამიერად ჯონკინდისათვის უნდა ეთ-
ვალთვალა... ბავშვისთვის, რომელიც არავის არ ჰგავდა... ჩამორჩენი-
ლისთვის!.. ყოველი ლუკმის შემდეგ მისთვის პირი უნდა მოეხოცა...
დახმარებოდა... გაემხნევებინა... არ ჰქონდა ადვილი საქმე... დიდ მოთ-
მინებასა და გამძლეობას ითხოვდა მისგან...
ამ კრეტინის მშობლები ინდოეთში ცხოვრობდნენ... მის მოსანახუ-
ლებლად ერთხელაც არ ჩამოსულან... ვიმეორებ, ამ პატარა გადარეუ-
ლის მორჩილებაში ყოლა დიასახლისისგან დიდ ძალისხმევას მოით-
ხოვდა, განსაკუთრებით სადილობისას... ღმერთმა უწყის, რა სიურპრიზ-
სა და მაიმუნობას მოგიწყობდა... ყლაპავდა ყველაფერს, რაც მაგიდაზე

9
ინგლ. ფაფა.
298
ეწყო – კოვზებს, ხელსახოცების რგოლებს, პილპილს, პატარა საძმრეებ-
სა და საზეთეებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, დანებსაც კი... ყლაპვა მისი
გატაცება იყო... როცა შემოდიოდა, პირი უკვე დაფჩენილი და გაგანიე-
რებული ჰქონდა, როგორც ნამდვილ მგელს... წვრილ
ნივთებს ელვის სისწრაფით ისრუტავდა... ნერწყვავდა... თან ღრუ-
ტუნებდა და კრუსუნებდა... დორბლი ნაკადულად გადმოსდიოდა...
ქალბატონი მერივინი, მუდამ დახვეწილი... შეუდარებელი... და გრაციო-
ზული... ყველაფერს ართმევდა... ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ დას-
ცდებოდა... გამორიცხული იყო, წყობიდან გამოსულიყო.
ყლაპვისადმი ლტოლვა რომ არა, პატარა არც ისეთი საშინელი და
აუტანელი იყო. როგორმე გაუძლებდა კაცი. მით უმეტეს, რომ საკმაოდ
მორჩილიცა და დამყოლიც იყო. არც სიფათი ჰქონდა გულისამრევი, თუ
არ ჩავთვლით მის ოდნავ უცნაურ და მუდამ ცვალებად მზერას. უსათვა-
ლოდ ნაბიჯს ვერ გადადგამდა... ყველაფერს ეჯახებოდა... ახლომხედ-
ველობაში თხუნელას ნამდვილად აახევდა პირველ ადგილს... სქელშუ-
შებიანი, მე ვიტყოდი, სქელლინზებიანი სათვალე უნდა კეთებოდა...
ორბიტიდან გადმოცვენილი თვალების გამო სახე უფრო პატარა უჩან-
და, ვიდრე სინამდვილეში ჰქონდა. სულ დამფრთხალი იერი ედო იმ
უბედურს, ამიტომაც ქალბატონი მერივინი მას ყოველთვის ორად ორი,
მაგრამ ერთი და იმავე სიტყვით აწყნარებდა: „No trouble, Jonkind! No
trouble!..“ ის კრეტინიც მთელი დღე თუთიყუშივით იმეორებდა ამ სიტ-
ყვებს, ცხადია, უმიზეზოდ... ეს გახლდათ ასევე ის ერთადერთი ფრაზა,
რომელიც მე ჩატემში რამდენიმეთვიანი ვიზიტის შემდეგ დიდი ძალის-
ხმევის ფასად დავიმახსოვრე... „No trouble!..“
***
გავიდა ორი თუ სამი კვირა... როგორც იქნა, შემეშვნენ... დაძალება,
მადლობა ღმერთს, არ უცდიათ... უბრალოდ უნდოდათ, რომ ენა ამო-
მედგა... ორი ღერი სიტყვა მესწავლა ინგლისურად. ეს სავსებით ნათე-
ლი იყო. მამაჩემი წერილებში მეკითხებოდა, თუ მეცადინეობო... ხომ არ
ზარმაცობო... თუ ცდილობ მაინცო?
მე ჯიუტად არ ვთმობდი პოზიციას!.. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტი-
ლი, საუბრებში არავისთან ჩავრთულიყავი... ჩავთვალე, რომ სავსებით

299
საკმარისი მოგონებები გამაჩნდა და ფუჭი ძალისხმევა სულაც არ იყო
საჭირო... დიახ, მოგონებები... ღრიალი და წიოკი სახლში... აი, რა იყო
ჩემი მკურნალი... დედაჩემის გოდება... ათასგვარი საზიზღრობით გაზა-
ვებული ყოველდღიური სიტყვიერი ბარდაგი... ამას გარდა, უცხო წარმო-
შობის სხვა ლინგვისტური წარმონაქმნები ჩემზე საერთოდ არ მოქმე-
დებდა... მოაშორე აქედან! ეს ჩემთვის არ იყო შექმნილი. კმარა! ხომ შე-
იძლება, სულაც არ მსურდა?! მაგის დედასაც გავკარი! ყელში ამომივიდა
მათ მიერ ჩემზე გადმონთხეული გრძნობები, აღსარებები... უაზრო როშ-
ვა და ყბედობა... მეყო, რაც ისედაც წილად მერგო, ყელამდე სავსე ვიყა-
ვი... აბა, ვინმემ გაბედოს და გულის გადაშლა მოინდომოს... ისე გავქრე-
ბი, კვალიც კი არ დარჩება ჩემგან... რაც მაქვს, სავსებით მაწყობს... მად-
ლობა ღმერთს, მომეცა ბედნიერი, მე ვიტყოდი, უნიკალური შესაძლებ-
ლობა, ხმა ჩავიკმინდო და მომეცით ნება, ამით ბოლომდე ვისარგებ-
ლო... თან შეგნებულად!.. გაცნობიერებულად! აღარ მინდა, არა, ეს
თქვენი გრძნობები... სენტიმენტალობები და მსგავსი უაზრობები... კი
გადმომიგდეს ანკესი... მაგრამ ვერ მოგართვით... აღარ ვუკბინე თქვენს
სატყუარას... ისევე, როგორც თქვენ ვერ შემაცდინეთ მანდ საძაგელი ატ-
რიით... და... და,
მიუხედავად ყველაფრისა... საკმარისი იყო ჩემებზე... სახლზე და-
მეწყო ფიქრი, რომ ჩემში ბობოქარი დუღილი დაწყებულიყო.
ბატონმა და ქალბატონმა მერივინებმა ბევრი იჭყლიტეს თავი, მაგ-
რამ გამოსავალს ვერ მიაგნეს... რა არ მოიმოქმედეს, მაგრამ სულ ტყუ-
ილად... რა შეიძლებოდა ამგვარი სიმუნჯის... ასეთი უცნაური საქციე-
ლის გამომწვევი მიზეზი ყოფილიყო? განსაკუთრებით კაცი ძვრებოდა
კანიდან... როგორც კი სუფრასთან მოეწყობოდა და ხელსახოცს გაშლი-
და, ნებისმიერი მომენტის გამოყენებას ცდილობდა... ფიქრობდა, რომ
ამგვარად რამე მაინც შევიდოდა ჩემს თავში... „Hello! Ferdinand!“ – გად-
მომიგდებდა. ჩემი მოხიბვლა და საუბარში ჩათრევა ადვილი საქმე ვერ
იყო... „Hello! Hello!“ – მივუგებდი მეც და ამით ყველაფერი მთავრდებო-
და... ვიწყებდით თოხლაობას... პენსნეს უკან გულისტკივილით მათვა-
ლიერებდა, სევდა იპყრობდა... თავისთვის ალბათ ამბობდა: „ეს ბიჭი აქ
გამჩერებელი არ არის... საერთოდ არაფერი არ აინტერესებს, ამიტომ

300
დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად წავა აქედან!“ მაგრამ მოვლენების
დაჩქარება ვერ გაებედა... საკუთარი მოსაზრების გამოთქმისგან თავს
იკავებდა. მხოლოდ შიბლას ხვრელს მიმსგავსებულ პაწაწინა თვალებს
აფახურებდა, თავის, ყველა სიკეთესთან ერთად, ოდნავ შესამჩნევ,
ჭრელ წარბებს მაღლა ასწევდა ხოლმე... ამ დროს კალოშივით წინწა-
მოშვერილი ნიკაპი უთრთოდა... ცდილობდა, ძველებური სტილის ერ-
თგული დარჩენილიყო – ბაკენბარდები და პატარა კოსმეტიკური ულვა-
ში აპრეხილი ბოლოებით... ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურებოდა...
სპორტსმენივით მთასა და ბარს იყო მოდებული და შიგადაშიგ სამბორ-
ბლიანი ველოსიპედითაც დაქროდა...
მისი ცოლი სრულიად განსხვავებული ადამიანი გახლდათ, საერთო
არაფერი ჰქონდა ქმართან... მონუსხვის ხელოვნებაშიც, არა მგონია,
ვინმესთვის ტოლი დაედო... უნდა ვაღიარო, რომ პირდაპირ მაჯადოებ-
და... არა, ჩემზე აშკარად ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდა... არაადამია-
ნურად მაღელვებდა.
მათი სასადილო თავისი მოწყობილობით ჩემზე დამთრგუნველად
მოქმედებდა... ფანჯრები ჩიხში გადიოდა. სულ პირველად, როცა ის
ჯონკინდთან ერთად ოთახში შემოვიდა... არა, სიტყვებით ვეღარ გად-
მოგცემთ, როგორი მშვენიერი და მიმზიდველი მომეჩვენა მაშინ. მო-
ულოდნელობისა და გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა... თვალს ვერ ვაშო-
რებდი... გონება დამიბნელდა... საერთოდ გამოვდებილდი და გამოვ-
ყლევდი... კარგა ხნის შემდეგ გამახსენდა, რომ უნდა მეთოხლავა... მას
ნორა ერქვა... ნორა მერივინი...
სადილის დასაწყისსა და ბოლოში ყველანი მუხლებზე ვიჩოქებდით,
რომ ბებერს ლოცვა წაეკითხა... ხანგრძლივად განმარტავდა ბიბლიის
პასაჟებს. ამ დროს ბიჭები ან ცხვირში იქექებოდნენ ან ციბრუტივით
ტრიალებდნენ...
ჯონკინდი განსაკუთრებით ცმუკავდა... არაფრის დიდებით არ უნ-
დოდა... თვალი სულ კარის სახელურისკენ გაურბოდა, რომელიც მისი
ნიკაპის სიმაღლეზე მდებარეობდა... ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაიგ-
დებდა პირში... „მამაო“ კი თავით ფეხამდე ლოცვებში იყო გადავარდნი-

301
ლი... უყვარდა დაუსრულებელი ჩიფჩიფი... იგივე სიამოვნება გველოდა
ბოლოშიც... „ever and ever!“-ის წარმოთქმისას ყველანი ვდგებოდით.
კედლები თამბაქოსფრად მხოლოდ შუამდე შეეღებათ, დარჩენილი
ნაწილი კი უბრალოდ კირით შეეთეთრებინათ. აქა-იქ გრავიურები ეკიდა
ბიბლიურ მოტივებზე... ძონძებში ჩაცმული იობი კვერთხით ხელში
უდაბნოში მიაბიჯებდა... წყლით პირთამდე სავსე ნოეს კიდობანი ნის-
ლიან უფსკრულებსა და ბობოქარ ტალღებში იკარგებოდა... ამ დროს
სულ როჩესტერის ბორცვი მახსენდებოდა. ჩვენი სახურავიც ასეთივე
იყო. ვიცოდი, რომ აქ უარესი წარღვნის მომსწრენიც ყოფილან... ქარბუ-
ქი არც ერთი ფანჯრის მინას მთელს არ ტოვებდა... შემდეგ ბუნება ცხრე-
ბოდა და გაუმჭვირვალი ნისლების ხანა დგებოდა... არემარეს ჯადოსნუ-
რი ელფერი ედებოდა... სამყარო ნირსა და ფერს იცვლიდა. ბაღში, ორ
ნაბიჯზე არაფერი ჩანდა... მხოლოდ ერთი უზარმაზარი ღრუბელი არ-
სებობდა... რომელიც ნელ-ნელა ოთახში შემოდიოდა... მთელი სივრცის
ბატონ-პატრონი ხდებოდა... ყველგან იჭრებოდა... საკლასო ოთახებში...
ბიჭებთან... ქალაქიდან და პორტიდან ამომავალი ხმაური მოგუგუნე
ექოდ გარდაიქმნებოდა... განსაკუთრებით მდინარე ბობოქრობდა... ისე-
თი შთაბეჭდილება გვექმნებოდა, რომ საბუქსირო გემი პირდაპირ ბაღ-
ში დაცურავდა... მისი საყვირის ხმა შიდა ეზოშიც ისმოდა ... შემდეგ ნელ-
ნელა დაბლობს უბრუნდებოდა... რკინიგზის საყვირებიც სერპანტინე-
ბივით ცისკენ მიილტვოდნენ და ღრუბლებში იხლართებოდნენ... მოჩ-
ვენებების ნამდვილი სამყარო. მაგრამ აქ დიდხანს გაჩერება წარმოუდ-
გენელი იყო... რადგან არსებობდა კლდიდან გადავარდნის რისკი...
***
სანამ ის ლოცვებს კითხულობდა, მე საშიში შეგრძნებები შემიპ-
ყრობდა ხოლმე: მუხლებზე დაჩოქილი, თითქმის ნორას ვეხებოდი. მი-
სი კისრისა და თმის სიახლოვეს ვსუნთქავდი. ცდუნების ტალღებში ვი-
ძირებოდი... მქონდა ძალზე კრიტიკული მომენტებიც... ძლივს ვიკავებ-
დი თავს, გამოუსწორებელი სისულელე რომ არ ჩამედინა... ისე, როგორ
მაინტერესებდა, რას იტყოდა, მე რომ რამე გამებედა? დორტუარში, გვი-
ან ღამე, როცა ყველას ეძინა, ნორაზე ვფიქრობდი და თან ვანძრევდი...
აბრიქინებულს დილამდე ვაცხრობდი...

302
არაჩვეულებრივი ხელები ჰქონდა, თხელი, ნატიფი, ვარდისფერი,
უცოდველი, ისეთივე ნაზი, როგორიც სახის ნაკვთები. მათი ცქერა ენით
აღუწერელ სიამოვნებას მგვრიდა. ყველაზე მეტად აღმაგზნებდა და გუ-
ლის სიღრმემდე შემძრავდა ხოლმე... ის ხიბლი, რომელიც ლაპარაკი-
სას მის სახეზე აღიბეჭდებოდა... ამ დროს ნესტოები ოდნავ უთრთოდა...
ლოყები და ტუჩები უმრგვალდებოდა... ეს იყო საოცრება... ნამდვილი
ჯადო... გონება მებინდებოდა... ჯადოსნური ტალღები ერთიმეორეს
ენაცვლებოდნენ... მთელავდნენ, მახრჩობდნენ... სულის მოთქმის სა-
შუალებას არ მაძლევდნენ... მისკენ გახედვისაც მეშინოდა... ვეღარ ვინ-
ძრეოდი... მზერა თეფშზე მეყინებოდა... მისი თმაც, როცა ბუხრის წინ
ჩაივლიდა, ლივლივებდა... ელვარებდა... გამუდმებით ფერს იცვლიდა...
კეკლუცობდა... ღმერთო! ის ხომ ნამდვილი ფერია იყო... ოცნებად მექ-
ცა, მისთვის ტუჩებზე მეკოცნა, უფრო სწორად, ტუჩის კუთხეში მეკბინა.
ჩემთან ისეთივე ყურადღებიანი იყო, როგორც იმ კრეტინთან. ჯერ
ფრანგულად გამოთქვამდა, მერე
ინგლისურად... ძალიან ნელა... მითარგმნიდა ყველაფერს, რაც სუფ-
რაზე ითქმოდა, რასაც ის ქვეშაფსიები ჰყვებოდნენ... ორმაგ სამუშაოს
ასრულებდა. მისი ბებერი კი ამ დროს სათვალის უკან თვალებს უაზროდ
ყვლიპავდა... აღარ წივწივებდა ჩიტივით, იმით კმაყოფილდებოდა, რომ
ყველას ეთანხმებოდა... „Yes Ferdinand! Yes!“ – გაიძახოდა და საჭმელად
მეპატიჟებოდა... შემდეგ კი თავისთვის ერთობოდა... ნელა, აუჩქარებ-
ლად... ჯერ ეშვებს იწმენდდა, შემდეგ ტუჩებზე გადადიოდა... ამას რომ
მოითავებდა, ყურების გასუფთავებაზე გადადიოდა... არც პროთეზს ტო-
ვებდა უყურადღებოდ... ხან ამოიღებდა... გალოკავდა... მერე ისევ წკლა-
პუნით ჩაისვამდა... მოთმინებით ელოდა, სანამ ბიჭუნები ჭამას მორჩე-
ბოდნენ... რათა ისევ ლოცვებს მიბრუნებოდა...
როცა ყველა ადგებოდა, საკლასო ოთახში წასვლამდე, ქალბატონი
მერივინი აუცილებლად შეეცდებოდა, ჩემში რომელიმე ნივთის მიმართ
ინტერესი აღეძრა... „The table, მაგიდა, აბა, ფერდინანდ, გაიმეორე!“
მონდომებით ვცდილობდი, მისი ხიბლისთვის სათანადო წინააღმდე-
გობა რომ გამეწია... პირმოკუმული ვიჯექი... ჩემი სუსი არ ისმოდა... თა-
ვაზიანად გავატარებდი წინ, სამაგიეროდ მონუსხული ვათვალიერებდი

303
მის თეძოებს... უნდა ითქვას, რომ არა მარტო სახე ჰქონდა სრულიად გა-
საშტერებელი, არამედ საჯდომიც... მკვრივი... მომრგვალებული... არც
დიდი და არც პატარა... აი, ზომიერი რასაც ჰქვია... ქვედაკაბაში გამოკ-
ვართული ორი ბურთი... დაკუნთული, ზღაპრული... ღვთაებრივი... მზად
ვიყავი, ამ ნაბოზარს ვძგერებოდი და მთლიანად გადამეყლაპა... მისი
სხეულის თითოეული ნაწილით პირი ჩამეტკბარუნებინა... დედას ვფი-
ცავარ, ნამდვილად ვიყავი ამაზე წამსვლელი ... მაგრამ ცდუნებისგან
თავს ვიკავებდი... არადა, როგორ უნდა გამეძლო... სულ აგზნებული ვი-
ყავი... დაწესებულების დანარჩენ ნაბიჭვრებს შავი ჭირივით გავურბო-
დი. ეს იყო ჟღვინტიანთა, მძრეველთა, მოჩხუბართა, ჭორიკანათა, გამო-
სირებულთა და ცოფიანთა ბანდა... ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დროის-
თვის საბავშვო გართობებისა და თამაშების მიმართ ყოველგვარი ინტე-
რესი დავკარგე... ზიზღის გარდა, ისინი ჩემში არანაირ გრძნობას არ აღ-
ძრავდნენ... ამ ნაძირალების მანჭვა-გრეხის ატანა არ შემეძლო... უკვე
გამოსული ვიყავი იმ ასაკიდან, როცა ყველაფერს მოთმინებით ვიტან-
დი... სკოლის გახსენებაც კი მბურძგლავდა... ეს მუდმივი ბაქიაობაც და
გატრაკებებიც... შეუძლებელი იყო ამ სირობების მოსმენა... თუ ცოტა გა-
ურკვეველ მომავალსაც გაითვალისწინებდი, საერთოდ შეიძლებოდა
ჭკუიდან შერყევა... ჩვენ ხომ აქედან გასვლის შემდეგ არავინ მოგვცემდა
თავისუფლად ტრაშუნის უფლებას... აუცილებლად გვწვდებოდა ვიღაც
ქეჩოში და თავის დაკრულზე გვაცეკვებდა... ლაქლაქზე რომ წამოვგებუ-
ლიყავი, სამად სამი სიტყვა, სამად სამი ჟესტი სრულიად საკმარისი იქ-
ნებოდა, მთელი ეს სიცრუე, დაბოლება და სიაფანდობა რომ გამეცამ-
ტვერებინა... მისგან ერთი მოგონებაც კი არ დარჩებოდა. შესვენების
დროს მათი წრიალისა და ცმუკვის დანახვა და ჩემში ზიზღის გაღვიძება
ერთი იყო... პირველ ხანებში ის ნაბიჭვრები კუთხეებში მისაფრდებოდ-
ნენ, რომ მასხრად ავეგდეთ... დაეცინათ... გავეწვრთვნეთ... იმედოვნებ-
დნენ, რომ ბოლოს და ბოლოს ხმას ამომაღებინებდნენ... ერთი თორმე-
ტი თესლი მაინც იყრიდა თავს... და ექაჩებოდნენ თავიანთ დამპალ სი-
გარეტს... თავს ვიკატუნებდი... ვითომ ვერაფერსაც ვერ ვამჩნევდი... მინ-
დოდა, ახლოს მომეშვა ისინი... მერე კი იცოცხლე, არ ვიცოდებდი... და-
ვაყრიდი ხოლმე, როგორაც შემეძლო... დაილოცოს ჩემი ჩექმები... სულ

304
წვივებში ვურტყამდი... მუშტებს... სიფათსა და მუცელში... ცომივით
ვზელდი იმ ნაბიჭვრებს... კეგლის კაკუნი გაგიგიათ? აი, ისეთი ხმაური გა-
უდიოდა მათ გასივებულ თავებს... დიდხანს
ითათუნებდნენ ხოლმე მერე დაბეჟილ სხეულზე... მხოლოდ ამის
შემდეგ ისწავლეს ჭკუა... მოქცევა, როგორც წესი და რიგია... გაიხსენეს,
რას ნიშნავს თავაზიანობა და პატივისცემა... თუ ვინმეს მეხსიერება უღა-
ლატებდა და ეს ცნებები დაავიწყდებოდა, შეხსენება არ მეზარებოდა.
აღვკვეთე თვალთვალიც... ერთ ორს დაბადების დღე გავახსენე და მერე
არავის შევუწუხებივარ. ასე რომ, ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი შე-
დეგიანი აღმოჩნდა.
ერთი სიტყვით, ყველაზე ძლიერი მე აღმოვჩნდი, შეიძლება ყველა-
ზე ღვარძლიანიც და ფხუკიანიც. ფრანგი თუ ინგლისელი – ნაბიჭვარი
ნაბიჭვარია, ერთი ქაქია ორივე... გაცნობისთანავე უნდა მოსვა ადგილ-
ზე... გასრისო... მაგათ დედას შევეცი ჯანში! არ უნდა მოდუნდე. გამოსას-
წორებელი თავიდანვე უნდა გამოსწორდეს. თუ თავის გემოზე მიუშვი,
დედა არ გყავს, მერე არაფერი ეშველება. უნდა ურტყა, თანაც გამეტე-
ბით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგასხდებიან თავზე... აი, მაშინ ინგრე-
ვა და ქრება ყველაფერი... ძალიან მალე თქვენგან მხოლოდ ნეხვის გო-
რაღა დარჩება. მათთან ლაპარაკი რომ მომენდომებინა, ცხადია, ავუხ-
სნიდი, რას ნიშნავს ჭეშმარიტი „business“. არ დავიზარებდი და ორიოდე
სიტყვასაც მივაშავებდი ცხოვრებაზე... სწავლაზე... ცოტას მაინც გავა-
ნათლებდი მაგ უმეცრებს... ჩავუყრიდი რაღაც-რაღაცებს ცარიელ გოგ-
რებში. მართლა არაფერი იცოდნენ იმ ცხვირმოუხოცავებმა. არც კი ეჭ-
ვობდნენ, რომ ამქვეყნად სხვა ფასეულობებიც შეიძლებოდა არსებული-
ყო... თუმცა ესმოდათ, რომ მარტო ბურთის დევნა და... მერე კუტუზე ყუ-
რება სრულიადაც არ იყო საკმარისი...
***
გაკვეთილები დიდხანს არ გრძელდებოდა... მაგრამ დილით თავის
დაძვრენის შანსი არ იყო... რაც შეეხება ზოგად განათლებას, ღვთისმეტ-
ყველებას, სპორტის სხვადასხვა სახეობას, ბატონ მერივინს ვერავინ შე-
ეცილებოდა, მის მაგივრობას ვერავინ გასწევდა... ის იყო ერთადერთი
და განუმეორებელი... სრული გამგებელი... მოკლედ, მას პედაგოგიური

305
კოლექტივი არ გააჩნდა. დილაუთენია სანდლებსა და ხალათში ჩამოგ-
ვივლიდა და აბა, კაი დედის შვილი იქნებოდი, თუ დროზე არ აეთრე-
ოდი... ამ დროს უკვე ახრჩოლებდა თავის პატარა თიხის ჩიბუხს. დადიო-
და და იქნევდა თავის გრძელ ყავარჯენს... ხან თავში ჩაგვცხებდა... ხანაც
ფეხებში... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ უმოწყალოდ ან თავგამეტებით. Hello
boys! Hello boys! – წიკვინებდა გადაღრძუებული ბებრუცანას ხმით... ყვე-
ლანი მივყვებოდით პირსაბანისკენ... იქ რამდენიმე ონკანი იყო, რო-
მელთა მოშვებას მაქსიმალურად ვერიდებოდით. ისე ციოდა, რომ ადა-
მიანურად, წყლითა და საპნით დაბანა შეუძლებელი იყო... გარეთ კი
წვიმდა და წვიმდა გაუთავებლად... დეკემბრიდან მოყოლებული ნამ-
დვილმა წარღვნამ წაგვლეკა... ყველაფერი გაქრა... ქალაქი, შორეული
პორტიც და მდინარეც. დარჩა მხოლოდ ნისლი... უზარმაზარი ბამბის
ღრუბელი... წვიმა ზოგჯერ მასაც აქრობდა... მაშინ აქა-იქ შუქები გამოკ-
რთებოდნენ ხოლმე, რომელიც ასევე ქრებოდა... ისმოდა საყვირებისა
და სირენების ხმა... ხმაური დილიდანვე იწყებოდა... ხრჭიალებდნენ ჯა-
ლამბრები... პატარა მატარებელი სანაპიროს გასწვრივ მიქროდა, ქში-
ნავდა... ხროტინებდა... სული ეხუთებოდა...
როგორც კი მოვიდოდა, მერივინი გაზის ლამპას ანთებდა, რათა ჩვე-
ნი ჩუსტები გვეპოვა... დილის ტუალეტს მოვითავებდით და სარდაფის-
კენ გავრბოდით, სადაც ღარიბული საუზმე გველოდა. ჯერ კიდევ სველე-
ბი ერთმანეთს ვასწრებდით ჩასვლას... იქ კიდევ ჯერ ლოცვა, შემდეგ კი
breakfast! ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ცოტა ნახშირი იხარჯებო-
და... ცხიმიანი, ფეთქებადი... ვულკანი, ცეცხლს რომ აფრქვევდა და ას-
ფალტის სუნით იყო გაჟღენთილი... არ იყო უსიამოვნო, მაგრამ მასში გა-
რეული გოგირდისგან ცხვირი და თვალები გვეწვოდა.
სუფრაზე მოხარშული სოსისები და გახუხული პური გვხვდებოდა. მე
ვერც კი წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა არსებულიყო მსგავსი მიკროს-
კოპული ულუფები. უგემური არ ეთქმოდა, მაგრამ ეს სიამოვნება არავის
ყოფნიდა. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მარტო მე გამოვუყვანდი ყველას
წირვას... კვამლიდან გამოქცეული ცეცხლის ენებისგან კედლებზე საუც-
ხოო ტილოები იხატებოდა... იობი... ნოეს კიდობანი... წარმოდგენები...
დაუჯერებელი ზმანებები...

306
მართალია, ინგლისურზე მწყრალად ვიყავი, მაგრამ არსებული
მდგომარეობა სრულად გამოიყენეს ჩემმა თვალებმა... მოკლედ, მათ
აუჩქარებელად ვაკვირდებოდი... ბებერი ნელა ღეჭავდა, ქალბატონი მე-
რივინი ყველაზე გვიან მოდიოდა, ჯერ ჯონკინდისთვის უნდა ჩაეცვა და
დაეხურა. პატარა ურჩხულს საგანგებო სკამზე სვამდა... ჭურჭელს გაწევ-
გამოწევდა, განსაკუთრებით დანებს. მიკვირს, ნაბიჭვარმა როგორ ვერ
ამოითხარა აქამდე თვალები, ან ასეთ ღორმუცელას როგორ გადაურჩა
ყავის მადუღარა... და საერთოდ, როგორ არ ჩაძაღლდა ამდენ ხანს. ნო-
რას, დიასახლისს ჩუმად ვუმზერდი... ვუსმენდი, როგორც მათრობელა
მელოდიას... მისი ხმაც, ისევე როგორც სხეულის დანარჩენი ნაწილები,
სინაზეს აფრქვევდა... მის ინგლისურში მხოლოდ მუსიკა მაღელვებდა...
იღვრებოდა და იღვრებოდა, ცეკვავდა ცეცხლის ალების შუაგულში. მეც,
გარკვეული გაგებით, ჯონკინდისგან დიდად არ განვსხვავდებოდი. იმ
ნაბიჭვარივით, მეც დღენიადაგ დარეტიანებული ვიყავი... ჭკუათხელი
გავხდი... ბებრუხანას დავემსგავსე. ჩემი მოჯადოების უფლება გავეცი.
თუმცა, ჩემი ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა მაინც სავსებით ნა-
თელი და დამაკმაყოფილებელი იყო და გადამოწმებას არ საჭიროებდა.
ეს ნაბოზარი, როგორც ჩანს, ყველაფერს შესანიშნავად გრძნობდა. ყვე-
ლა ქალი ერთი ნაგავია! ის ისეთივე წაკლა იყო, როგორც ყველა სხვა.
„აბა, მითხარი, ჩემო არტურ, რა დაგემართა! ფრანი ხომ არ გადაგეყლა-
პა შემთხვევით? შეუძლოდ ხომ არ ხარ? მითხარი, მითხარი, არაფერი
დამიმალო. არა, ნამდვილად ვერ ხარ კარგად. გაფრენას ხომ არ აპირებ,
ჩემო სულელო! ჩემო სიცოცხლე, გაიღვიძე, მურთხო! მოდი გონს,
იდიოტო! უკვე თხუთმეტი აკლია ორს!..“ სხვანაირად წარმოუდგენელი
იყო... ვკარგავდი მგრძნობელობას... ვიფიტებოდი, ვიკუნტებოდი...
მორჩა, მოსახდენი მოხდა! დახურე ეს ხახა! ნუ დააყენე ორპირი ქარი!..
არა, ნამდვილად ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი... ეს წარმოსახვა მუ-
დამ სადღაც მიმაქანებდა... ისე, რაც მართალია, მართალია, აქაურობა
და უსასრულო ღრუბლების ქარავნები მხოლოდ ოცნებისთვის თუ განაწ-
ყობდა ადამიანს. მუდმივად სამალავი კი უნდა გეძებნა, ჯავშანზე გეფიქ-
რა. ერთი კითხვა არ მაძლევდა მოსვენებას: როგორ მისთხოვდა ეს ქალი
ამნაირ ჭიაყელას? თხუნელას ყავარჯნით? ასეთი ალიანსი ჩემთვის

307
წარმოუდგენელი იყო. როგორ გაეკარა მაგ დაფეხვილს, მურთხსა და
ცალყვერას?! როგორ უწვებოდა ამ უკაცობის კაცს ლოგინში? ამ საფ-
რთხობელას? გული უკვდებოდა ალბათ. მაგის ადგილას ასი რომ მებას,
ერთსაც არ მივცემდი. თუმცა მისია და როგორც უნდა, ისე მოიხმარს. რა
მენაღვლება?! მოსტყვნია პატრონი!
ქალი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა... ამოიჩემა ჩემი დე-
ბატებში ჩართვა: „Good Morning Ferdinand! Hello! Good Morning!“ უხერ-
ხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი... ამ დროს მისი გამომეტყველება
უნდა გენახათ! ძალიან საყვარელი იყო!.. რამდენჯერ შეიძლებოდა გად-
მოგდებული სატყუარასთვის მეკბინა?! მაინც ვცდილობდი, ყურადღება
სხვა რამეზე გადამეტანა... და მეხსიერებაში დავატრიალებდი ხოლმე
ყველაფერ იმას, რაც უკვე იყო... ისევ ამოტივტივდებოდნენ ბნელეთი-
დან ლავლონგი, გორლოჟი, მთელი დომხალი... ისეთი არჩევანი მქონ-
და, გულისრევას ვერსად გავექცეოდი! დედა მეონი!.. შაკია-მუნი! ისღა
მრჩებოდა, რომ მთელი ეს სიდამპლე ცხვირით შემესრუტა... მესრუტუნა
და მექშინა! იმხელა მძღნერი მქონდა ცხვირწინ დახვავებული! ჩემთვის
ვდუდუნებდი... „მიდი, მიდი, ილაპარაკე, ჩემო ლანგუსტო! შენ ვერ და-
მაბოლებ! რანაირი სიფათიც უნდა შემიკერო, არ დავნებდები, გაიღიმე
რამდენიც გინდა ბაყაყივით! ჭიკჭიკს ვერ დამაწყებინებ, მაგრამ ერთი
რამის გარანტიას გაძლევ... ისე ავიყენებ, რომც მოინდომო, ვერ გადამი-
ღუნავ, იმხელაა! სვეტი გეგონება...“ ისევ ვიხსენებდი ჩემს კეთილ და
გულჩვილ მამიკოს... მთელ ამ ნაგავს, რომელიც ყოველდღიურად მქონ-
და გამოწერილი, სამსახურს, დამპალ კლიენტებს, მრგვალ მაგიდებს,
ატრიას, ლობიოს, საქონლის მიწოდებას... ყველა პატრონს... იმ მუშ-
ტებს, თავსა და სიფათში რომ მაზელდნენ... პასაჟს? ამ ნაბიჭვრების-
თვის ჭკუის სწავლებისა და გონზე მოყვანის სურვილისგან პირდაპირ
ვკანკალებდი... მოგონებებისგან სპაზმები მეწყებოდა... სხეულის ყველა
ნაწილს ითრევდა... ტრაკის ხვრელსაც კი! ისეთი ცოფი მერეოდა, მზად
ვიყავი, სხეული დამეგლიჯა. კანი შემომეხია... მე უკვე არაფრის თავი არ
მქონდა... ეს ნაბოზარი მე წელში ვერ გამტეხავს... ვერ ეღირსება ჩემ
დათრევას... კი, ბატონო, იყოს თავაზიანი და კალმით ნახატი და რამე,
მაგრამ არა, რა! ათასჯერ უფრო დამაბრმავებელი და მომაჯადოებელი

308
რომც იყოს, მაინც ვერ დამძრავს ადგილიდან... ერთხელაც არ ამოვიოხ-
რებ... მას თავსაც არ წამოვაწევინებ... გინდა ტრაკი სულ გადაიტყავოს
და ქამრებად დაჭრას. თავი რომ მომაწონოს, შეუძლია, ყელზე შემოიხ-
ვიოს სერპანტინივით, ან სამი თითი მოიჭრას ხელზე, რათა ტრაკში გამ-
თხაროს... ფუჩუ მთლად რომ ბაჯაღლო ოქროსი ჰქონდეს, მაინც ვერა
რა, მე ხმის ამომღები მაინც არ ვარ... არასდროს! ერთ კოცნასაც ვერ გა-
მომტყუებს! არ ღირს ტრაკის გახეთქვად! ეს ყველაფერი უკვე იყო! რით
გადაწყვიტა ახლა ჩემი აგდება?! არაფერი გამოუვა!!! მერჩივნა, მისი და-
ფეხვილი ქმრისთვის მეცქირა... დაწვრილებით შემესწავლა მისი სიფა-
თი... ეს ცოტას მაინც გამართობდა, გულს გადავაყოლებდი... მოკლედ,
კვლევებში გადავეშვი... სახეზე უამრავი მეჭეჭი ჰქონდა დაყრილი... სის-
ხლის წითელ წვეთებს რომ წააგავდნენ... ყურებსა და ლოყების ქვედა
ნაწილებს სტაფილოსფერი ჯაგარი უფარავდა... არა, მაინც ვერ ვისვე-
ნებ, რა ეშმაკის მანქანებით დაითანხმა ეს მშვენიერი ქალი?! მაყუთი აქ
არაფერ შუაშია, თავს დავდებ მოსაჭრელად... მაშინ რა, ვითომ შეცდა?
ქალებს ხომ სულ ეჩქარებათ, ამიტომ გამორიცხული არაფერია. სულ-
სწრაფობა მათ ათასგვარი სირობის ჩადენისკენ უბიძგებს. ნებისმიერ
ნაგავზე ყაბულს არიან. ყვავილებივით არიან. ყველაზე სურნელოვანი
ყველაზე მყრალ ნეხვში ხარობს! სეზონი დიდხანს არ უგრძელდებათ!
ჰა! ჰა! ერთი უბედურება სჭირთ კიდევ! სულ ცრუობენ. საშინელი მაგა-
ლითების მოყვანა შემიძლია! ვეღარ ჩერდებიან. სწორედ ამისგან იქ-
მნება მათი სურნელიც. ასეთია ცხოვრება...
რა მოხდებოდა, პირი რომ დამეღო და მეყბედა! ვიზამდი ამას და ეს
დედაკაცი წამში ამიმღვრევდა გონებას! ეს დღესავით ნათელია! იმდენი
სისულელით გამომიტენიდა თავს, საერთოდ დამაბნევდა... ყოველ შემ-
თხვევაში, პირის მომუწვას ერთი პლუსი მაინც ჰქონდა – ხასიათი გამო-
მეწრთო!..
გაკვეთილის დროს ბატონი მარივინი მარწმუნებდა, კანში ძვრებო-
და, ძალ-ღონეს არ იშურებდა... სხვა მოსწავლეებიც მოიშველია... ოღო-
ნდ მე ამომედგა ენა... ფრაზებს ბეჭდური ასოებით დაფაზე წერდა, ქვეშ
თარგმანს ურთავდა... ბავშვები ერთსა და იმავეს იმეორებდნენ... ვერ
გეტყვით, რამდენჯერ... გუნდურად... მეგობრულად... ამ დროს განსა-

309
კუთრებულ სიფათს ვკერავდი... ვითომ აი, აი, რაღაც... უნდა მემშობი-
არა... ველოდი, სანამ რაღაც ამოძვრებოდა იქიდან... არაფერიც არ ამო-
დიოდა... ერთი მარცვალიც კი... არასდროს! ისევ ვხურავდი პირს... მცდე-
ლობა დამთავრდა... ერთი დღე-ღამე თავისუფალი ვიყავი... შემეძლო,
გემოზე მესუნთქა... „Hello! Hello! Ferdinand!“ – მაწვებოდა ეს გონჯი, სა-
სოწარკვეთილი და საშინლად გაღიზიანებული. მისმა ვერც ერთმა მიგ-
ნებამ ნაყოფი ვერ გამოიღო... მეც ნელ-ნელა ბოღმით ვივსებოდი...
ოღონდ მართლა... სიამოვნებით გავთხრიდი მაგ ყავარჯენს ხახაში!
არანაკლები ნეტარებით შევსვამდი პალოზეც ან ფანჯარაზე დავკიდებ-
დი... აჰ, მადლობა ღმერთს, როგორც იქნა, ისქესა, რაც ელოდა! მომეშ-
ვა... პედაგოგიური ჟინი ჩაუცხრა... ჩასწვდა ჩემს ინსტინქტებსა და ზრახ-
ვებს... წარბებშეჭმუხნილი დავდიოდი... ცხადია, მეტი დამაჯერებლო-
ბისთვის... ვბუზღუნებდი საკუთარი სახელის ხსენებაზე... პალტოს უკვე
აღარ ვიხდიდი... არც გაკვეთილზე... არც არსად... ლოგინშიც პალტოთი
ვწვებოდი...
მერივინი ჩემი ხელიდან გაშვებას არ აპირებდა. აბა, სად გამიშვებ-
და, კლასში ორი კინკილა ბავშვიღა შერჩა... არ უნდოდა, დროზე ადრე
მომეხია იქიდან. არადა, მოლაპარაკების თანახმად, იქ ექვსი თვე უნდა
მეყურყუტა... ვერც ჩემი იმპულსური გამოხტომები უნერგავდა მაინცდა-
მაინც დიდ სიმშვიდეს... თავდაცვის პოზიცია ჰქონდა მორგებული.
დორტუარში, ჩვენ, ბიჭები, ყველანი ერთად, ლოცვებს ვკითხულობ-
დით... საღამურებში, მუხლებზე დაჩოქილი... მერივინი რაღაც დარიგე-
ბებს ქადაგებდა... ჩვენ მის გარშემო წრეს ვკრავდით ... ამის შემდეგ თა-
ვის ოთახში მიდიოდა და უკან აღარ ბრუნდებოდა... დანარჩენები ცოტას
წაილაპარაკებდნენ და ლოგინებისკენ გარბოდნენ... ერთი სული ჰქონ-
დათ, სანამ ნძრევას გააჩაღებდნენ. ნძრევა გვათბობდა! თავის იდიოტს
კი ნორა მერივინი სპეციალურ საწოლში კეტავდა, რომელიც ზემოდან
გისოსით იხურებოდა. იმ გამოსირებულს სულ გაქცევაზე ეჭირა თვალი...
არაერთხელ გადაუყირავებია საწოლიც, იმიტომ რომ, მთვარეული
იყო...
ერთი ფრიად უცნაური ბიჭუნა გავიცანი, რომელიც თითქმის ყოველ
ღამეს მიწოვდა... ერთი სიტყვით, ძალიან გამიმართლა. დაუჯერებლად

310
ბევრი თესლი მქონდა. ყოველ შემთხვევაში, სხვებზე ბევრად მეტი. ყვე-
ლაზე მომხიბვლელი ის იყო, რომ მასტი პირში ითავებდა, წვეთსაც არ
ტოვებდა შიგ... კიდევ ორისას იგდებდა ყელში... ძაღლს განასახიერებ-
და... ვაფ! ვაფ! ყეფდა... როცა დარბოდა, მართლა ცუგას ემსგავსებოდა...
დასტვენაზე გამოქანდებოდა ხოლმე... მოსწონდა, როცა ბრძანებებს
ემორჩილებოდა... საღამოობით, როცა ძლიერი ქარბუქი დაგვატყდებო-
და თავს და გვეგონა, რომ ფანჯრებს ქვეშ ყველაფერი ქვესკნელში შთა-
ინთქმეოდა, ჩვენ სანაძლეოს ვდებდით ფარანზე – ქარბუქი მას ჩააქ-
რობდა თუ არა. ეს უბადრუკი ფარანი ბოძზე კონწიალობდა და გამაყრუ-
ებლად ხრჭიალებდა. მე ვწყვეტდი, თუ რაზე უნდა ჩამოვსულიყავით სა-
ნაძლეოს. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჯანჯაფილი, შოკოლადი, სურა-
თები, სიგარეტის ნამწვები... შაქრის ნატეხები... სამი ასანთის ღერი... მე
მენდობოდნენ... ყველაფერი ჩემს საწოლზე
ლაგდებოდა. „ცუგა – ვაფ-ვაფიც“ ხშირად იგებდა... კარგად გრძნობ-
და ქარიშხალს... შობის წინა დღეს ისეთი ციკლონი ამოვარდა, რომ ჩი-
ხის ფარანი ნამსხვრევებად აქცია. ეს სამუდამოდ დამამახსოვრდა... მე
და „ცუგამ“ ყველა სანაძლეო მოვხვეტეთ.
***
კოლეჯში დამკვიდრებული მოდისა და ტრადიციის თანახმად, შუად-
ღეზე ყველა მწვანე და ყვითელზოლებიანი სპორტული კოსტიუმებითა
და ქუდებით – ad hoc-ით იმოსებოდა. მთელ ამ აღკაზმულობას დაწესე-
ბულების ამოქარგული გერბი ამშვენებდა. საკარნავალო ტანსაცმელში
გამოპრანჭვა სულაც არ მხიბლავდა. ამას გარდა, ალბათ, ძალიან ძვი-
რიც ღირდა... განსაკუთრებით ბუცები... სად შემეძლო წინ და უკან სირ-
ბილი... ეს ის ჟანრია, რომელიც საგანგებოდ ცინგლიანი დეგენერატე-
ბისთვისაა შექმნილი...
თვით ბებერი მერივინი სადილის შემდეგ თავის სუტანას იძრობდა
და ჭრელა-ჭრულა ქურთუკში გამოიჯგიმებოდა ხოლმე... ისეთი ლაღი
და ჭკუამხიარული ხდებოდა, ვეღარ იცნობდით!.. მოედნის ერთი ბო-
ლოდან მეორეში თხასავით დაკუნტრუშებდა... ღვარცოფშიც და ქარ-
ბორბალაშიც, მე რომ მკითხოთ, ყველაზე უკეთ ის გრძნობდა თავს...
როგორც ჩანს, არლეკინის ჭინჭები მასზე მაგიურ ზეგავლენას ახდენ-

311
და... სასაცილო ვინმე იყო... ანცი... გიჟმაჟი... დაუდგრომელი... რაღა ის
და რაღა ვერცხლისწყალი! ინგლისელები სასაცილო ხალხია... ყოველ-
თვის უცნაური იერი ადევთ... მღვდელმსახურისა და ცუღლუტი სკოლის
მოწაფის ერთგვარი ნარევი... ორაზროვნებიდან ვერ გამოდიან. პირი-
ქით, ხაზს უსვამენ, სულ უფრო და უფრო ეფლობიან მასში და უზომოდ
ბედნიერები ხდებიან... ჩემი ჩაცმულობით ერთობ შეწუხებული ჩანდა...
ძალიან უნდოდა, სპორტული აღკაზმულობა ჩემთვისაც შეეძინათ და
„Meanwell College“-ის ჩემპიონისათვის დავემსგავსებინეთ. ამგვარად,
სეირნობისას ან ფეხბურთის თამაშისას მათ რიგებს ჩირქი არ მოეცხე-
ბოდა. წერილიც კი მაჩვენა, რომელიც სპორტული ფორმის შეძენასთან
დაკავშირებით მამაჩემისთვის გაეგზავნა... იქნებ სულაც ხელის მოთბო-
ბა გადაეწყვიტ ა? ზედმეტი ერთი-ორი სუ, აბა, ვის აწყენდა? პატარა ბიზ-
ნესის პონტში? რაც მართალია, მართალია, მისი დაჟინება ძალიან საეჭ-
ვო მეჩვენა... გზავნილი კი დამანახვა, მაგრამ მე წარბიც არ შემიხრია...
მხოლოდ ჩამეღიმა და ისიც შინაგანად. „აგზავნე, აგზავნე, რამდენიც
გინდა, ბებერო ჯაგლაგო! ეტყობა, ცუდად იცნობ ჩემს მშობლებს! სულ
ჰკიდიათ შენი სპორტი. ამ ჭინჭებისათვის ერთ გაღუნულ გროშსაც არ გა-
იმეტებენ!“ რა თქმა უნდა, ბებერს ეს არ ესმოდა... და ჯიუტად განაგ-
რძობდა ჩალიჩს... ვიცოდი, რომ ჩემები მაგის ჩიტები არ იყვნენ... ასე
ადვილად ვერ წამოეგებოდნენ ანკესზე... ცხადია, თავიდან უარს არ ეტ-
ყოდნენ... შეჰპირდებოდნენ... მერე კი, ტრაკსაც არ გაანძრევდნენ... გა-
დადებდნენ... ერთი რამ ცხადია, ეს ყველაფერი უთუოდ ძალიან სახა-
ლისო იქნებოდა!..
ახლა უკვე საუზმის შემდეგ მაღალი ღმერთის ხსენებაც არ იყო... მოკ-
ლედ, ლოცვები, იატაკზე თავის ცემა, თმის გლეჯა, მოწოდებები და შე-
გონებები მორჩა... სწრაფად ვემზადებოდით და მეზობლად მდებარე
სრულიად პიტალო, ნესტიანი და ტალახიანი ბორცვის დასალაშ-
ქრად გავდიოდით... სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩავაღწევდით,
დაოთხილებს რამდენიმე ღელე უნდა გაგვევლო... კოლეჯის კორტეჟს
მე, ქალბატონი მერივინი, ჩვენ შორის გაკვეხებული ის ცინგლიანი ვხუ-
რავდით... სათლსა და ნიჩაბს ჩვენ მივათრევდით, რათა ნაბიჭვარს ღვე-
ზელები გამოეცხო... ხორცისა და თევზის პაშტეტით გატიტინებულები...

312
დიდები... გაფლაშულები და მადისაღმძვრელები... თურმე ცხობა ძალი-
ან ამშვიდებდა... არც ქოლგები გვქონდა და არც ლაბადები... არაფერი...
რაც თავსხმისაგან დაგვიცავდა... ეს ტყვიასავით მძიმე ტალახი რომ არა,
დიდი ხნის ჩარეცხილები ვიქნებოდით... ფრინველების გულის გასახა-
რად...
ფეხბურთის თამაშის დროს შესანიშნავი პოზიცია მეჭირა... კარში ვი-
დექი... ჩემთვის... მშვიდად... საკაიფო ის იყო, რომ თავისუფალი ფიქ-
რის საშუალება მეძლეოდა... მეჯავრებოდა, როცა მაწუხებდნენ, ამიტომ
სულ მეკიდა, საით მიფრინავდა ბურთი... ყველას ვუშვებდი... დასტვენა
და აყალმაყალის დაწყება ერთი იყო... უმოწყალოდ ურტყამდნენ ერ-
თმანეთს თავსა და სიფათში... ეცემოდნენ... ხოხავდნენ... დრუნჩით მი-
წას ხნავდნენ... ხელ-ფეხის გადაგრეხაც მოსული პონტი იყო... ტალახით
თვალების ამოგლესვაც... ტლაპოში კოტრიალი და თმით თრევა... მეცა-
დინეობის მიწურულს ისინი ნამდვილად არ ჰგავდნენ ჩვენს ბიჭებს...
უფრო ტალახის მულაჟები და ქანდაკებები ეთქმოდათ... საიდანაც
ფრინველების კარგა ხნის დამბალი... ტლაპოდ ქცეული სკინტლი ნაკა-
დულებად ჩამოდიოდა... რაც უფრო მეტად იყვნენ ტალახში ამოგან-
გლულნი, ეს იდიოტები მით მეტად კმაყოფილნი და ბედნიერნი ჩან-
დნენ... ეს იყო თხევად წებოდ ქცეულ ყინულის ქერქში ცურვით განცდი-
ლი ბედნიერება...
ბიჭები დარდობდნენ იმის გამო, რომ მეტოქეები არ ჰყავდათ. ძნელი
იყო მათი მოძიება, განსაკუთრებით შემოგარენში. ერთადერთი გუნდი,
რომელიც ყოველ ხუთშაბათს ჩვენთან ორთაბრძოლაში ებმებოდა,
„Pitwitt Academy“-ის საქველმოქმედო დაწესებულების აღსაზრდელე-
ბისგან იყო შეკოწიწბული, რომელიც სრუტეზე გადებულ ხიდს მიღმა
მდებარეობდა... ეს იყო ერთი უბადრუკი, მუწუკებიანი და მიტოვებული
ერთუჯრედიანების ჯგუფი... ისეთი გამხდრები იყვნენ, მათ დანახვაზე
გული გაგისკდებოდათ.… სუფთა ტყავგადაკრული ძვლების ხროვა... ჩვე-
ნებზე უფრო მსუბუქნი... ქარიან ამინდში სასწაული ხდებოდა... დარ-
ტყმისას თავს ვეღარ იმაგრებდნენ და ბურთთან ერთად მიფრინავ-
დნენ... რომ არ დაცემულიყვნენ, მათი ხელით დაჭერა გვიწევდა... გვერ-
დში უნდა ამოვდგომოდით და მთელი ძალით ჩავფრენოდით. მათ კარ-

313
ში თორმეტი გოლი მაინც გაგვქონდა, თვითონ, ყველაზე ბევრი, ოთხზე
მეტს ვერ ქაჩავდნენ... ასე იყო თითქმის ყოველ შეხვედრაზე... უცვლელი
ანგარიში ლამის ჩვევად გვექცა... თუ რომელიმეს თავი მობეზრდებოდა
და ოდნავ მაინც წაიწკმუტუნებდა, იქვე, გადაუდებლად, დაბადების
დღეს ვახსენებდით... პატარა ქირურგიული ჩარევა ყოველთვის შველო-
და... ესეც თანდათანობით ტრადიციულ ხასიათს იძენდა... თუ თავს გა-
უვიდოდათ და კარში უმოწყალონი ხდებოდნენ... მოტყუებით გაგვიტა-
ნესო, გაჰყვიროდნენ... ეძებდნენ განტევების ვაცს... რაც, როგორც წესი,
ცემა-ტყეპით მთავრდებოდა... ჩვეულებრივზე მეტ ბურთს თუ გაიტან-
დნენ, საღამოს, სახლში ჩვენი ბიჭების გაცოფებას საზღვარი არ ჰქონ-
და... დაბრუნებულები, მატჩის ყველა დეტალს წვრილ-წვრილად არჩევ-
დნენ... ლოცვის შემდეგ, როცა ბებერი ზურგს უკან კარს მიხურავდა, ერ-
თმანეთის ხუთსართულიანებით მოკითხვა ერთ ი ხუთი წუთი
მაინც გრძელდებოდა... რა თქმა უნდა, დამნაშავე, როგორც ყოველ-
თვის, ჯონკინდი იყო... ყველა პენალტი მის მიერ ჩადენილი სირობების
გამო დაინიშნა... მას აუცილებლად გამოუტანდნენ განაჩენს... თანაც
ღირსახსოვარს... აწევდნენ გისოსებს და ნაბიჭვარს საწოლიდან გადმო-
ათრევდნენ... დააბერტყებდნენ იატაკზე და ფეხებს კიბორჩხალასავით
გააფარჩხვინებდნენ... ათი ადამიანი ურტყმდა ქამრით... ზოგი ბალთა-
საც არ ერიდებოდა... თუ ნამეტანი იჭყავლებდა, ლეიბს გადააფარებ-
დნენ და ზედ ახტებოდნენ... დადიოდნენ... ფეხებით სრესდნენ... ბო-
ლოს... რიგრიგობით ყველა კარგად გასტყნავდა, რათა ჭკუა ესწავლები-
ნათ და მართებული მანერებისთვის ეზიარებინათ... სწავლების პროცე-
სი იმდენად ხანგრძლივი იყო, რომ აღსაზრდელი საერთოდ კარგავდა
მეტყველების უნარს...
მეორე დღეს ჯონკინდი ფეხზე ვეღარ დგებოდა... ქალბატონი მერი-
ვინი სასოწარკვეთაში ვარდებოდა, ვერაფერი გაეგო ჭიაყელასთვის,
რომელიც აღარ იმეორებდა თავის ტრადიციულ „No trouble!..“ საკლასო
ოთახში მაგიდასთან კი არ იჯდა, არამედ ზედ იყო გადაშხლართული...
დაახლოებით სამი დღე ჭკუა არ მოეკითხებოდა... მთლიანად იყო სამ-
ყაროსგან გათიშული... პატარას გამოსწორების მაინც არაფერი ეტყო-
ბოდა... მისთვის ალბათ ხელ-ფეხი უნდა შეგვეკრა, უფრო წყნარად რომ

314
მოქცეულიყო... კართან მისი გაკარება ყოვლად დაუშვებელი იყო... რო-
გორც კი ბურთს დაინახავდა, თვითკონტროლის უნარს კარგავდა და სი-
გიჟით შეპყრობილი კარისკენ გარბოდა... ახტებოდა ბურთს... ან ხელი-
დან აგლეჯდა მეკარეს და ტყვიანაკრავივით გარბოდა... ვეღარ ასწრებ-
დნენ მის მოხელთებას... ამ დროს მართლაც შეპყრობილს წააგავდა...
ყველაზე სწრაფად დარბოდა. „ვაშა! ვაშა! ვაშა!“ – გაჰყვიროდა და ბორ-
ცვის ძირამდე ჩარბოდა, დაწევა არც უნდა გეცადა, სრულიად უშედეგო
იყო... …ქალაქში იჭრებოდა... ხშირად რომელიმე ფარდულში თუ გავ-
სკვანჩავდით. ურტყამდა ვიტრინებს, აბრების ჩამოგლეჯას ცდილობ-
და... მასში სპორტის დემონი სახლობდა... მისი ახირებანი საშიში ხდე-
ბოდა.
***
სამი თვის განმავლობაში ჩემი სუსი არ ისმოდა... სიტყვა არ წამომ-
ცდენია... არც „ოჰ“ მითქვამს და არც „აჰ“. ცხადია, არც „no“ და არც „yes“.
ვიმეორებ, ერთი სიტყვაც კი! ნამდვილი გმირობა ჩავიდინე! არავისთან
გამიბამს საუბარი. ერთი სიტყვით, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ-
დი...
დორტუარში გუნდური ნძრევები წარმატებით გრძელდებოდა... ასე-
ვე წოვის სეანსებიც. ნორა ისევ და ისევ ცხოველ ინტერესს იწვევდა ჩემ-
ში... მე ამას უფრო ზმანებებად მოვნათლავდი...
იანვრიდან თებერვლის ჩათვლით საშინელი ყინვები დაიჭირა...
ამას დაემატა სქელი ბურუსიც... ვარჯიშის შემდეგ უკან დასაბრუნებელ
გზას ძლივს ვპოულობდით... ხელის ცეცებით ჩამოვდიოდით. ბებერი,
როგორც იქნა, შემეშვა... გაკვეთილებზე უწინდებურად ტვინს აღარ მი-
ბურღავდა... არც რწმენის ჩასახვას ცდილობდა ჩემში... ჩასწვდა ჩემს ბუ-
ნებას... ჩემი საღი გონების იმედად რჩებოდა... ფიქრობდა, რომ მეცადი-
ნეობას მოგვიანებით შევუდგებოდი... ნება-ნება... დინჯად და აუჩქარებ-
ლად... ნებაყოფლობით...
მაგრამ მე ეს საერთოდ არ მაინტერესებდა... პასაჟში მომავალი დაბ-
რუნება ენით აღუწერელ სევდას მგვრიდა... ამის გაფიქრებაზე კანკალი
უკვე სამი თვით ადრე დამეწყო... კანკალს ციებ-ცხელება... ან გაურკვევე-

315
ლი მხურვალება ჩაენაცვლებოდა ხოლმე... მაგის დედასაც გავარტყი,
ისევ მომიწევს ლაქლაქი.
რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობას, საწუწუნო არაფერი მქონდა.
პროგრესი აშკარად დამეტყო. გასაკვირად მოვღონიერდი... ყველაფერი
მომიხდა... მკაცრი კლიმატიც და დაბალი ტემპერატურაც... ჯან-ღონე
მომემატა... კვებაც რომ ოდნავ უკეთესი ყოფილიყო, ჩემგან ნამდვილი
ტანმოვარჯიშე დადგებოდა. აი, მაშინ კი გავიგდებდი ყველას ფეხქვეშ.
ამასობაში კიდევ ორმა კვირამ ჩაიარა... ოთხი თვე გავიდა მას შემ-
დეგ, რაც პირში წყალი მქონდა ჩაგუბებული... ერთხელაც, მერივინი ძა-
ლიან დაფრთხა. ნაშუადღევს, ვარჯიშიდან დაბრუნებულმა, დავინახე,
როგორ ეტაკა ქაღალდის ფურცელს და ციებ-ცხელებით მამაჩემისთვის
წერილის წერას შეუდგა... ნამდვილი იდიოტი! დაახვავა ალბათ სისუ-
ლელეები! განა, უკეთეს რამეს მოიფიქრებდა?! მალე ფოსტალიონმა
ერთდროულად სამი საკმაოდ მჭიდროდ ჩაწიკწიკებული წერილი მომი-
ტანა... საძაგელი და საზიზღარი! ასე მოვნათლე ისინი! სამივე ათასი
ჯურის მუქარით, წყევლა-კრულვით იყო გაძეძგილი, უხვად იყო შეურაც-
ხყოფები ლათინურ და ბერძნულ ენებზე... კატეგორიული მოთხოვნე-
ბიც... საყვედურებიც... დღემდე ჩემთვის უცნობი ანათემის ნაირსახეო-
ბებიც... დახვეწილი და უსაზღვრო ფანტაზიით გაჟღენთილი, მრავალ-
შრიანი შეკურთხებებით მდიდარი... ჩემს საქციელს ჯოჯოხეთურისა და
აპოკალიფსურის კვალიფიკაციას აძლევდა. ამის წაკითხვა და მხნეობი-
სა და განწყობის გაქრობა ერთი იყო. კაცმა ერთი დარტყმით მომცელა...
მიწასთან გამასწორა. გზავნილი ულტიმატუმით მთავრდებოდა: ახლა-
ვე, გადაუდებლად, მყისიერად ინგლისური ენის შესწავლას უნდა შევ-
დგომოდი და ეს იქნებოდა, მისი თქმით, უმკაცრესი პრინციპების, ერ-
თგულების, გაღებული არაერთი უმძიმესი მსხვერპლის სახელით... ჯო-
ხეთური თვითგვემის, წაგებისა და შიმშილის საზღაური... საზღაური გა-
ღებული ჩემი ხსნისა და კეთილდღეობისთვის. იმ ძუნძგლიან მერივინს
იმის შემდეგ, რაც ჩაისვარა, კი ჰქონდა შეჩვენებული სახე... საცოდავი სა-
შინლად აღელვებული ჩანდა იმის გამო, რომ მთელი ამ წარღვნის თავი
და თავი თვითონ აღმოჩნდა... უნდოდა ხომ? მიიღო კიდევაც! მაგის ნა-
ბოზარი დედაც! ყველამ აიწყვიტა ბორკილები! დადგა სრული განუკით-

316
ხაობის ხანა! როცა მამაჩემის ხელით შავით თეთრზე დაწერილი ყველ
ა ეს სირობა კვლავ გადავიკითხე, კინაღამ კუჭ-ნაწლავი ამოვანთხიე...
ამის ვინმესთვის მოყოლა იყო სუფთა თავის მოჭრა... წერილობითი
ფორმა ამ საშინელებას აუტანელს ხდიდა...
მერივინი ნამდვილი ტრაკი აღმოჩნდა. უარესი ქაქი, ვიდრე ყველა ეს
პატარა ნაბიჭვარი ერთად შექუჩებული... უტვინო, ტეტია, ვირზე ჯი-
უტი!.. დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან მალე ის, რამდენიც არ უნდა
ეყვლიპა თვალები, თავისი პენსნეთი ვერ დამინახავდა...
***
წესიერად რომ მოქცეულიყო, ყაბულს ვიქნებოდი, ექვსი თვე დავ-
რჩენილიყავი როგორც თავიდან მოვილაპარაკეთ... მას შემდეგ, რაც ჩა-
იჯვა, ჩემთვის ეს მხოლოდ რამდენიმე კვირის საკითხად იქცა... მდუმა-
რებაში ჩავიკეტე... საშინლად გავუნაწყენდი... მისი დანახვაც აღარ შე-
მეძლო... უკიდურესად მაღიზიანებდა... თუ აქედან ავითესებოდი, მის-
თვის უარესი იქნებოდა. დაწესებულებას კარგი დღეები ნამდვილად არ
გაუთენდებოდა... გაკოტრდებოდა და მორჩა! თვითონ ისურვა ასე. ძალა
არავის დაუტანებია. „Meanwell College“-ს ისედაც არ ულხინდა. ჩემი გა-
მოკლებით სპორტი საერთოდ ჩაეშვებოდა... სეზონის ბოლომდეც ვერ
მივიდოდნენ.
საშობაო არდადეგების შემდეგ ოთხი უკან აღარ მობრუნებულა... კო-
ლეჯის გუნდი „football“-ს ვეღარ ითამაშებდა... ჯონკინდის ჩართვაც ვე-
ღარ უშველიდა მდგომარეობას. კოლეჯს სული ამოხდებოდა!.. რვა ცინ-
გლიანიღა რჩებოდა. დაწესებულება სულს ღაფავდა... „პიტვიტების“
თავხედობას კი საზღვარი არ ჰქონდა... მიუხედავად თავიანთი სიგამ-
ხდრისა და ბუმბულის წონისა, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ნაკლები
საჭმელი ეძლეოდათ და დღენიადაგ კუჭგამხმარნი დაძრწოდნენ, მაინც
ყოყოჩობდნენ. დამარცხების აღარ ეშინოდათ... გრძნობდნენ, რომ ბევ-
რი აქ დამრჩენი აღარ იყო. კოლეჯი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა...
აღარც ფეხბურთი იქნებოდა და აღარც არაფერი! ეს იყო კრახი! ბებერმა
ამის გამო ფაღარათი აიკიდა! თუმცა რამდენჯერმე ძალისხმევას მაინც
მიმართა... შიგადაშიგ ფრანგულად ერთგვარ დაკითხვას მიწყობდა. რა-
მე საჩივარი ხომ არ გაქვსო, პრეტენზიები და რამე... ბავშვები ძალიან

317
ხომ არ გაწუხებენო? დეგენერატი! ესღა მაკლდა ახლა! ჩექმები შემ-
თხვევით ხომ არ გისველდებაო... ხომ არ გაქვს სურვილი, რომელიმე
კერძი საგანგებოდ შენთვის მოვამზადოთო. სულაც არ იქნებოდა ური-
გო, მაგრამ მრცხვენოდა, ნორას ცხვირწინ ბუტიასა და კაპრიზული
იდიოტის განსახიერება. თავმოყვარეობა მაინც ადამიანის მნიშვნელო-
ვანი სამშვენისია... რახან ტაქტიკა უკვე შემუშავებული მქონდა, ბოლომ-
დე უნდა მივწოლოდი. რაც უფრო კლებულობდა მოსწავლეთა რაოდე-
ნობა, მით მეტად ვჭირდებოდი მათ. ათას რამეს მთავაზობდნენ... მიღი-
მოდნენ, ჩემი გულის მოგებას ცდილობდნენ, ლამის ფეხქვეშ მეგებოდ-
ნენ, მეპირფერებოდნენ... მელაციცებოდნენ... ბიჭები კანიდან ძვრე-
ბოდნენ... პატარა ჯეკს, აი ის, საღამოობით ძაღლს რომ განასახიერებ-
და, ჩემთვის კანფეტები მოჰქონდა... კრესონის ფოთლებიც კი... პაწაწი-
ნები... მდოგვის გემო რომ დაკრავდა... წვერივით ხეშეში... არაერთხელ
შემიმჩნევია ფანჯრის რაფებზე შემოდგმული, ობით დაფარულ საგან-
გებო ყუთებში.
მოხუცმა ყველა დაარწმუნა, რომ ჩემთან მაამებლობასაც არ მორი-
დებოდნენ... ოღონდ აღდგომამდე როგორმე შევეყოვნებინეთ. ეს სპორ-
ტისა და კოლეჯის ღირსების საკითხი იყო... თუ ვადაზე ადრე წავიდოდი,
გუნდი დაიღუპებოდა... ვეღარ ითამაშებდა „პიტვიტებთან“...
ჩემი ცხოვრება უფრო საამური რომ გაეხადათ, სწავლისგან საერ-
თოდ გამათავისუფლეს. გაკვეთილებზე ყველას მე ვართობდი... გამუდ-
მებით ვურახუნებდი მერხს... ფანჯარასთან ვდგებოდი და ნისლს და
პორტში მოძრაობას ვაკვირდებოდი... ვფცქვნიდი წაბლს, ვამტვრევდი
კაკალს... ასანთის ღერებისგან იალქნიან გემებს ვაწყობდი და საზღვაო
ომებში ვმონაწილეობდი... სხვებს სწავლაში ხელს ვუშლიდი...
იდიოტიც ზუსტად ჩემსავით იქცეოდა... იმ განსხვავებით, რომ თი-
თებს ჯერ არ ვითხრიდი ნესტოებში... ხშირად ცალ მხარეს ორ, ზოგჯერ
ოთხ თითს იტენიდა... რაც ხელში ჩაუვარდებოდა, ცხვირისკენ მიაქანებ-
და... ყვიროდა... სვამდა მელანს... მისთვის სეირნობა ზედგამოჭრილი
იქნებოდა... იზრდებოდა და მისი მოვლა სულ უფრო და უფრო რთული
ხდებოდა... ისე, სიმართლე რომ გითხრათ, კლასის დატოვება ცოტათი
კი მენანებოდა... არაფერს არ ვსწავლობდი, მაგრამ თავს ძალიან კარ-

318
გად ვგრძნობდი, ინგლისური ინტონაციები მომწონდა... სასიამოვნო,
მჟღერი, მოქნილი, მსუბუქი... როგორც სხვა სამყაროდან გადმოღვრილი
მუსიკა... მე არ გამაჩნდა სწავლის ნიჭი, არც ვცდილობდი და წინააღმდე-
გობის გაწევაც არ მიჭირდა. მამაჩემი ხომ სულ იმას მიჩიჩინებდა, რომ
სულელი და სრულიად უუნარო ვიყავი... გაუმტარი... და გონებადახშუ-
ლი... გამოდის, რაც მჭირდა, კანონზომიერი იყო... სულ უფრო და უფრო
მხიბლავდა სიმარტოვე. ჩემს სიძლიერეს სიჯიუტესა და სიკერპეში ვხე-
დავდი. ბუნებრივია, ჩემთან პაექრობაში ისინი ვერაფერს გახდებოდ-
ნენ... ვიცოდი, ერთ დღესაც ფარ-ხმალს დაყრიდნენ და გამუდმებულ
ტვინის ბურღვას შეწყვეტდნენ... ასეც მოხდა... ახლა ჩემი ინსტინქტები-
სა და მაწანწალობის მიმართ წამქეზებლური პოზიცია დაიჭირეს... პატა-
რასთან, მის ურიკასა და სათამაშოებთან ერთად მთასა და ბარში შემეძ-
ლო იმდენი მეწოწიალა, რამდენიც მომეპრიანებოდა...
როგორც კი მეცადინეობა დაიწყებოდა, მე, ჯონკინდი და დიასახლი-
სი სოფელში მივდიოდით... უკან ხშირად ჩატამის გავლით ვბრუნდებო-
დით... ეს საყიდლებზე იყო დამოკიდებული. იდიოტი თოკით ქამარზე
გვყავდა გამობმული, რათა ქუჩაში არ გაგვქცეოდა... გაქცევა კი, იცოც-
ხლე, მისი მოგონილი იყო... მოკლედ, დავიძვრებოდით ქალაქისკენ, ნე-
ლა, აუჩქარებლად... მივყვებოდით ვიტრინების წყებას... ვფრთხილობ-
დით ეტლებთან... პატარას ცხენების ფლოქვების თქარუნი შიშის ზარს
სცემდა... აი,მაშინ მართლა დასაბმელი ხდებოდა...
ვაჭრობისას ქალბატონი მერივინი უქმად დროს არ კარგავდა... ფარ-
დულებში წარწერებს მიხსნიდა... უნდოდა, რომ სწავლა ჩემდაუნებუ-
რად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დამეწყო... მარტივად, ზედმეტი ძა-
ლისხმევის, ჭინთვისა და დაძაბულობის გარეშე... პედაგოგს მოქმედე-
ბის სრულ თავისუფლებას ვანიჭებდი... შეეძლო, ეყბედა მანამ, სანამ
თვითონ არ მოჰბეზრდებოდა... სულ თვალებში შევციცინებდი... მისი
ღიმილი, ვაღიარებ, ბოლოს მიღებდა... ადგილზე მკლავდა... ეს არ იყო
ჩვეულებრივი ღიმილი. მე უფრო თამამს, ლაღს, მეტიც, გამომწვევს და-
ვარქმევდი... როგორ მომწონდა ერთი ადგილი სახეზე, ტუჩებთან ახ-
ლოს, მაინცდამაინც იქ მინდოდა მეკოცნა. ამ სურვილმა საერთოდ დამ-
ტანჯა... უკან მივყვებოდი... ვაშტერდებოდი მის წელს, მოთანთალე თე-

319
ძოებს... ბაზარში დიდ კალათას მივათრევდით... რომელიც აკვანს წა-
აგავდა... მე და ჯონკინდი აქეთ-იქით სახელურებში ვიყავით ჩაფრენი-
ლები... სურსათ-სანოვაგის მთელი კვირის მარაგს ვყიდულობდით... ვაჭ-
რობა ლამის შუადღემდე გასტანდა ხოლმე... შორიდან გვენდოლინა-
მწოვარასაც მოვკარი თვალი... თავის ღვეზელებს აშუშხუნებდა... შლაპა
გამოეცვალა მხოლოდ... რომელიც ყვავილების აურაცხელი რაოდენო-
ბით მოერთო... იქით გავლაზე კატეგორიული უარი განვაცხადე... მიზე-
ზის ახსნა არც მიცდია... თუ ჯონკინდს გრიპი შეეყრებოდა, კოლეჯში
ვრჩებოდით... მაშინ ნორა სალონში დიდ სოფაზე წამოწვებოდა და კით-
ხვას იწყებდა... აქ ყველგან წიგნები ეყარა... ეს იყო დელიკატური ქალი,
ნამდვილი მეოცნებე, ჩვენი გრაციოზული
ანგელოზი... ხელების დასვრას ყოველთვის ერიდებოდა, არც სამზა-
რეულოში ტრიალით იკლავდა თავს... არ ასწორებდა ლოგინს, არც შლი-
და... როცა ჩამოვედი, ორი მოსამსახურე ქალი დამხვდა – ფლოსი და
გერტრუდა... ორი ქათამი... პირდაპირ სიფათზე ეწერათ: თან საკმაოდ
მსუქნებიც... ძლივს დაათრევდნენ ერთ ადგილს... ნეტავ როგორ მოხ-
ვდნენ იქ? ან სიშტერის გამო, ან ავადმყოფობის... წიწკვებიც არ იყვნენ...
ადგილი არ იყო, სადაც არ დაფორთხიალებდნენ... ხანდახან კიბეზე იდ-
გნენ და ყურები ანტენებად ჰქონდათ ქცეული. ხშირად ერთმანეთს ცოც-
ხით ემუქრებოდნენ... თუმცა ცემა-ტყეპამდე და თმით თრევამდე საქმე
არასდროს მისულა... მუშაობითაც თავს არ იკლავდნენ... კუთხეებში ყვე-
ლაფერი ჭუჭყსა და ნაგავს მიჰქონდა... ფლოსი ჩუმად პაპიროსს აფუი-
ლებდა. ერთხელ ბაღში წავასწარი... შინ არაფერს ვრეცხავდით... ჭუჭყი-
ან თეთრეულს ქალაქში ვეზიდებოდით... სამრეცხაო სადღაც მოუსავ-
ლეთში, ყაზარმებს იქით მდებარეობდა... იმ დღეებში მე და ჯონკინდს
მოსვენება არ გვქონდა. ათჯერ მაინც ჩავდიოდით და ამოვდიოდით
ფერდობს ზურგზე უზარმაზარ ფუთებმოგდებულნი... ხვითქი გადაგ-
ვდიოდა... ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მეტს და სწრაფად აი-
ტანდა მაღლა... ამგვარი სპორტი ჩემთვის სავსებით მისაღები იყო...
გამზირებზე გატარებულ დღეებს მაგონებდა... როცა ღვარცოფი უხ-
ვწყლიანი და აუტანელი ხდებოდა... როცა გვიპყრობდა განცდა, რომ ცა
ქარბორბალებად, ნაკადულებად, ჩანჩქერებად და მდინარეებად სახუ-

320
რავებზე ჩამოიქცეოდა, ჩვენს გასვლებსა და ლაშქრობებს მართლა არა-
ფერი სჯობდა... ყველაფერი ფანტასმაგორიულ მოგზაურობას ემსგავსე-
ბოდა. სამივენი ხელიხელჩაკიდებულნი მივიწევდით წინ... ერთმანეთს
ვეკვროდით... ვეტმასნებოდით... ვებღაუჭებოდით... წყლის ნაკადის-
თვის წინააღმდეგობა რომ გაგვეწია... ო, ნორა... მისი სილუეტი... ფორ-
მები... მკერდი... თეძოები... შეიძლებოდა გეფიქრა, რომ წყალი დაუჯე-
რებელ სიმკვრივეს იძენდა... ისეთი ძლიერი იყო თავსხმა... ტანსაცმელი
სხეულზე გვეკვროდა... სიარული თითქმის შეუძლებელი ხდებოდა, გან-
საკუთრებით კიბეზე აბობღება... რომელიც ჩვენი კლდისკენ მიიკლაკნე-
ბოდა... ხშირად იძულებულები ვხვდებოდით, ბაღისკენ გადაგვეხვია და
ეკლესიისთვის შეგვეფარებინა თავი... ეკვდერთან ვდგებოდით... პორ-
ტიკის ქვეშ... ველოდით, სანამ გადაიღებდა...
პატარა იდიოტისთვის წვიმას დიდი სიხარული მოჰქონდა. მიფარე-
ბულში ვეღარ ჩერდებოდა... სახეს წყლის ჭავლებს უშვერდა... პირს აფ-
ჩენდა... წვეთებს იჭერდა... ხალისობდა... კანკალებდა... ტრანსში ვარ-
დებოდა... ცოფიანს ემსგავსებოდა... მოლზე დაკუნტრუშებდა... გნომთა
ცეკვას დაუვლიდა ხოლმე... ჩვენც გვიწვევდა... ამგვარად შეტევა ნელ-ნე-
ლა უცხრებოდა... ახლა უკეთ ვუგებდი... მისი დაოკება მაინც ძალიან
ძნელი იყო... სკამის ფეხთან თოკით მისი მიბმა დროდადრო მაინც გვი-
წევდა.
***
ჩემს მშობლებს ჩემზე უკეთ, აბა, ვინ იცნობდა?! ფერადი სპორტული
კომპლექტის ნომერი, ცხადია, ჩაუფლავდებოდათ და მე ამაზე წინასწარ
მაგრად ვკაიფობდი... პასუხი ძალიან დიდი დაგვიანებით მივიღეთ. მი-
ღებული შოკიდან დიდხანს ვერ გამოვიდნენ... ბევრი იყვირეს და იჩხავ-
ლეს... ვარაუდობდნენ, რომ მათ აბუჩად ვიგდებდი... რომ ხრიკებს ვე-
ძებდი, რათა გიჟური დანახარჯები დამემალა... ერთი
სიტყვით, ბევრი იჭყლიტეს ტვინი და შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ:
ინგლისური ენის გრამატიკა ვერ ვისწავლე, იმიტომ რომ ოცდაოთხი სა-
ათის განმავლობაში ბურთს დავდევდი. ასეთი გახლდათ მათი საბო-
ლოო ვერდიქტი!.. საბოლოო გადავადება! გაჯიქება და ისტერიკების გა-
მართვა არ იყო საჭირო... ნებისმიერი წავიდოდა! მთავარი იყო, ჩემთვის

321
გაეგოთ და ეს სავსებით საკმარისი იქნებოდა... ნორამ და მისმა დაფეხ-
ვილმა ქმარმა კიდევ ერთხელ გულდასმით გადაიკითხეს წერილი...
დიდხანს იდო მაგიდაზე გაშლილი... ზოგიერთ ადგილს თავი და ბოლო
ვერ გაუგეს... უცნაური და უჩვეულო ეჩვენათ... მე თავი არ გამომიდვია
და ახსნა-განმარტებების გაცემის სურვილი არ გამომითქვამს... უკვე
ოთხი თვე იყო გასული, რაც მათთან ვცხოვრობდი და ახლა იმ უბადრუ-
კი სპორტული კოსტიუმის გამო რაღაცების ჩმახვას ხომ არ დავიწყებ-
დი?! არადა, ჩანდა, რომ მთლად დამშვიდებულად ვერ იყვნენ... ნორაც
დადარდიანებული ჩანდა, რომ სპორტულად ჩაცმა არ ვისურვე, ცხვირი
ავიბზუე მათი უნიფორმის ტარებაზე, ზედ მიკერებული ჯიბეებითა და
ათასგვარი ჭრელა-ჭრულა სამშვენისით. რა თქმა უნდა, ქალაქში სეირ-
ნობისას დაწესებულებისათვის კაცი უკეთეს რეკლამას ვერ მოიფიქრებ-
და... რაც შეეხება ყველაზე აწოწილის და ყველაზე გაცუღლუტებულის
საქციელს – ეს ქალბატონისთვის სრულიად აუხსნელი რჩებოდა. ერთი
სიტყვით, ჩემი ქუჩაში გამოჩენა ჩირქს სცხებდა... სახელს უტეხდა კო-
ლეჯს... ბოლოს, დაუსრულებელმა ხვეწნა-მუდარამ ჩემზე მაინც იმოქ-
მედა და ცოტათი მოვლბი... დათმობაზე წავედი... უფრო სწორად, გა-
დავწყვიტე მომესინჯა ის, რაც ჩემთვის მოიფიქრეს... ქმრის ორი, ძვე-
ლისძველი კოსტიუმისგან გამოჩარხული სამოსი... საკმაოდ რთული
კომბინაცია კი გამოუვიდათ... ახალ ზმანში კიდევ უფრო სასაცილო ვჩან-
დი... ჩასაცმელმა სრულიად უფორმო და უსახური გამხადა... სამაგი-
ეროდ, მათი წუწუნისა და გადაკიდება-ჩაციებისგან ამოვისუნთქე. მაშინ
მერგო ორფეროვანი გერბით დამშვენებული პაწაწინა ყვითელი კასკე-
ტი, რომელიც ძალიან წააგავდა არახჩინს... ჩემს უზარმაზარ გოგრაზე
ძალიან სასაცილო ჩანდა... მაგრამ სასწავლებლის პრესტიჟის შესანარ-
ჩუნებლად კასკეტი მათ თვალში მეტად მნიშვნელოვანი ატრიბუტი
იყო... ამგვარად, „Meanwell College“-ის პატივსა და ღირსებას არაფერი
ემუქრებოდა. შემეძლო მესეირნა და მოსაბოდიშებელი და სამარცხვი-
ნო არც არაფერი იყო...
მეც დავწყნარდი... გულის გადაშლასა და აღსარებას არც არავინ
მთხოვდა და შემეძლო გემოზე მეტრაშუნა... ჩემთვის მთავარი სწორედ
რომ ეს იყო... უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი... ცოტა მეტად რომ ჩა-

322
მოეწიათ კალთები, ცილინდრის დაკოსებაზეც ყაბულს ვიქნებოდი...
მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის სიამოვნება მიმენიჭებინა... პირადად
მე ეს მილიონი წელი არ მჭირდებოდა... მაგრად მეკიდა... ეს ყბადაღებუ-
ლი ცილინდრი კვირაში მხოლოდ ერთხელ სჭირდებოდათ... დაიმხობ-
დნენ თავზე და პროტესტანტულ ეკლესიაში საკვირაო წირვაზე დასას-
წრებად ღრიალით მიდიოდნენ... შინ მარტო დარჩენილს რომ არ მომეწ-
ყინა, მეც გამიყოლებდნენ ხოლმე... ყველაფერს თავი რომ დავანებოთ,
ჯონკინდს მიმხედავი ხომ უნდა ხლებოდა... ჩემთან და ნორასთან ერ-
თად საკმაოდ მშვიდად ეჭირა თავი... ნაკლებად აფრენდა.
ეკლესიაში ნორა კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა, ვიდრე გარეთ... ყოველ
შემთხვევაში, მე ასე მეჩვენებოდა... ორგანის ჰანგებით გაბრუებულს
ვიტრაჟების ბინდბუნდში ამ მშვენიერებისგან გონება მებინდებოდა...
თითქოს ახლაც თვალწინ მიდგას, უკვე წლებია, ვხედავ, როცა მოვისურ-
ვებ... მხრები, აბრეშუმის კორსაჟი,
ეს ხაზები, ეს შტრიხები... კონტურები... სხეულის ნაკეცები... ხვეულე-
ბი... დაუნდობელი ხატებანი... სინაზე, რომელიც მიპყრობს... მანადგუ-
რებს... დიახ, მე ვდნებოდი ნეტარებისგან, სანამ ჩვენი ცინგლიანები სუ-
ლის ფსალმუნებს ღნაოდნენ...
კვირას, ნაშუადღევს, როცა ჰიმნები განახლდა, მის გვერდით, მუხ-
ლებზე ვიყავი დამხობილი... მოხუცს დიდხანს გაუგრძელდა კითხვა, მე
კიდევ შარვლის ჯიბეებში ღრმად ჩაჩურთული ხელებით შიბლას ვაწვა-
ლებდი... საღამოს, ოცნების შემდეგ წადილი კულმინაციურ წერტილს
აღწევდა... ბიჭუნა, რომელიც კვირაობით მიწუწნიდა, საღამოს მზად იყო
გარჯისა და დასვენებისთვის... მეც უხვ ნექტარს ვახვედრებდი. სულმო-
უთქმელად იკლავდა წყურვილს... მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებდა...
მხოლოდ ის თუ გამაძღებდა... თხემით ტერფამდე... მაგის დედაც... ღა-
მის მთელი ხიბლიც, აბა, სხვა რაღაა?! გამოგეცხადება და ჯერ გებუტე-
ბა... წინააღმდეგობას გიწევს... მერე გეძგერება... გთელავს... გნთქავს...
სადღაც მიგაქანებს... რა ადამიანი გაუძლებს ამას... ფანტასმაგორიე-
ბისგან თავში სრული დომხალი მქონდა... ნძრევისგან, მგონი, იმანაც
სიგრძეში იმატა... სასადილოში თოხლი დღითი დღე მცირდებოდა და
ხშირად იძულებული ვხდებოდი, ნამცეცები მეგროვებინა. დორტუარში

323
ისე ციოდა, რომ როგორც კი ბებერი თვალს მიეფარებოდა, ისევ ვიმოსე-
ბოდით!..
ფარანი, რომელიც ჩვენი ფანჯრის ქვეშ ეკიდა, აი, ის, რომელსაც ქარ-
ბუქის დროს ანთებდნენ, გაბმულად ხრჭიალებდა... გასათბობად ორ-
ორად ვწვებოდით... ვანძრევდით თავდაუზოგავად... მე მთლად დასაბ-
მელი გავხდი... სასტიკი და დაუნდობელი... თითქოს ეშმაკი ჩამისახ-
ლდა... განსაკუთრებით მაშინ, როცა ზმანების შემოტევის მოგერიება მი-
წევდა... ლამაზ ნორას პირდაპირ ვყლაპავდი... მის კონტურებსა და ხვეუ-
ლებს ვგლეჯდი, ნაფლეთებად ვყრიდი... მზად ვიყავი, მისგან ყველა
ხვრელი ამომეხია... შიგნეულობა დამეკბინა... ყველა წვენი დამელია...
მისგან ყველაფერი ამომეწოვა... ბოლომდე... წვეთი სისხლი არ დამე-
ტოვებინა... ნორასთან ან ვინმესთან სეირნობას, ლოგინის განადგურე-
ბა, თეთრეულის ნაფლეთებად ქცევა მერჩივნა... ერთ ჭეშმარიტებას
ნამდვილად ჩავწვდი: შეყვარებული კაცისთვის ხვრელის, ტრაკის არო-
მატი სხვა არაფერია, თუ არა ბობოქარი ფარანდოლა! ჩანჩქერი, უფ-
სკრული... ოჰ, ეს ხვრელი!.. საშინელ დღეში ვაგდებდი იარაღს, ამ ჩემს
ონკანს, ისე ვუგრეხდი კისერს, ერთგვარ სპირალს ემსგავსებოდა. მაგ-
რამ ის არაფერს აფრქვევდა, მისგან არაფერი გადმოდინდებოდა... ისე
გაჯიქდებოდა ხოლმე, ვერაფერს დააძალებდი... ამ უბედურ, გასაცოდა-
ვებულ, გაოფლილ ჭიაყელას! ჯანდაბას ეს ცხოველური აღსარებები!
ოჰ! ოჰ! მე შენ მიყვარხარ! ვგიჟდები შენზე! უჰ! უჰ! უჰ! ნურაფრის შეგ-
რცხვება! ეს ხომ მაინც დღესასწაულია! მოვდუნდეთ და ბოლომდე ვი-
სიამოვნოთ! მივეცეთ ნეტარებას! ჩავიტკბარუნოთ პირი ამ ნუგათი!
უცოდველობა! ჯერ კიდევ სულ პატარა მივხვდი, რას ნიშნავდა კაიფი.
ინტუიციით! მივცურავ! გონდოლაზე! ნუ შედრკები, ლეშო, მოუსვი ნიჩ-
ბები! წინ! წინ! დინ! დინ! დინ! არ მინდა, იმპოტენტი მოვკვდე! ლექსე-
ბით ხახაში! შენ! შენ! შენ!
ბოდვების, ლოცვების, ზმანებების გარდა, სხვა შემოტევებთანაც მო-
მიწია გამკლავება... ჟიმაობის ცბიერი სული დაძრწოდა ყველგან... მო-
ედო ყველა ბილიკს, შეიძლებოდა ნებისმიერი ბუჩქის უკან ჩამსაფრე-
ბოდა... იდიოტთან და სასწავლებლის მშვენიერებასთან ერთად თვა-

324
ლუწვდენელი სივრცეები გადავსერეთ... როჩესტერში ერთი სოფელიც
კი არ დაგვრჩენია დაულაშქრავი...
მისხალ-მისხალ შევისწავლეთ ყველა დაბლობი... ყველა გზა... ყვე-
ლა ხიდი... ხშირად შევცქეროდი ცას ყურადღების სხვა რამეზე გადასა-
ტანად... ზღვის მოქცევის დროს ის ფერს იცვლიდა... როცა დედამიწაზე
მყუდროება დაისადგურებდა, ჰორიზონტზე ვარდისფერი ღრუბლები
ჩნდებოდნენ... მინდვრებს კი ცისფერი გადაეკვრებოდა...
ქალაქი ისე იყო დაგეგმარებული, რომ თითქოს სახლის სახურავები
მდინარისკენ იყო დაქანებული... იფიქრებდი, რომ ეს იყო ზვავი... ცხო-
ველები... უზარმაზარი შავი ფარა ნისლში შექუჩებული და სოფლიდან
ქვემოთ ჩამავალი... ყველაფერს ყვითელი და იასამნისფერი ოხშივარი
ასდიოდა...
სულ ტყუილად ამჯობინებდა ქალბატონი შემოვლით გზებს. სულ
ტყუილად იწყობდა ხანგრძლივ შესვენებებს... ეს მე აღსარებისკენ სუ-
ლაც არ მიბიძგებდა... მაშინაც კი, როცა სეირნობა საათობით გრძელდე-
ბოდა... ან შინ ვიწრო ქუჩებით ვბრუნდებოდით. ერთხელ, მიმწუხრი-
სას... სტრუდზე გადებულ ხიდზე ვიდექით და მდინარეს გავცქერო-
დით... დიდხანს შევყოვნდით, დინება თაღებს ასკდებოდა და ქაფდებო-
და... შორიდან ზარების წკარუნი ისმოდა... ეს ხმაური ძალიან შორი-
დან... სოფლებიდან მოდიოდა... მომიახლოვდა... ხელი მაღლა ამაწევი-
ნა... და მაკოცა... ძალიან ავღელდი... წინააღმდეგობის გაწევაზე არ მი-
ფიქრია... დავრთე ამის ნება... გავისუსე... შეუძლებელია, ეს ვინმეს შეემ-
ჩნია... ქალბატონი ვერაფერს მიხვდა... საოცარი ის იყო, რომ მე მედ-
გრად გავუწიე წინააღმდეგობა... არ ავყევი... რაც უფრო ძვირი მიჯდებო-
და წინააღმდეგობა, მით მეტად ვძლიერდებოდი... ის ჩემში ვამპირის
გაღვიძებას ვერ ეღირსებოდა... ათასჯერ უფრო მიმზიდველი და მომ-
ნუსხველიც რომ ყოფილიყო, მაინც სულ ტყუილად გაირჯებოდა... და-
ვიწყოთ იქიდან, რომ ის სხვასთან, იმ საზარელ მამაკაცთან ერთად ჟი-
მაობდა... რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, მით მეტი ამაზრზენი და გული-
სამრევი გეჩვენება მოჟიმავე ბებრები... მასთან საუბარი რომ გამება, აუ-
ცილებლად ცნობისმოყვარეობა შემიპყრობდა... რატომ ის? ასეთი შე-
უხედავი... მათხოჯი... ქვაზე დახატული ეშმაკი... შეუსაბამობა აშკარად

325
თვალში საცემი იყო... დაუჯერებელი დისპროპორცია... იქნებ ვეჭვია-
ნობდი? ცოტას მაინც? ნამდვილად! ყოველ შემთხვევაში, შეუძლებელი
იყო ამ ქალისთვის მშვიდად გემზირა ან გესმინა... გეცქირა ამ პატარა
ხელებისათვის... სულ რომ მოძრაობდნენ... და ამდგარ ასოსავით
თრთოდნენ... ცმუკავდნენ... უმიზეზოდ... უსასრულოდ... ისე იქნევდა ამ
ხელებს, თითქოს ორად ორი კი არ ება, არამედ მთელი დუჟინი. მეჩო-
თირებოდა მათი ცქერა... სულ ცოტა ხნითაც კი... იმწამსვე ფხანა ამიტ-
ყდებოდა ხოლმე... ხან თითებს ატკაცუნებდა... ხან ტაშს შემოკრავდა,
ხან უაზროდ ატრიალებდა... ხანაც გადაიჯვარედინებდა... მხოლოდ წა-
მით... მერე – ფრრ! ჩიკორი თავიდან იქოქებოდა...
ქალი პირიქით, ჰარმონიას ასხივებდა... ყველა მისი მოძრაობა უზა-
დო და უზაკველი იყო! ეს იყო ნამდვილი ხიბლი! მირაჟი! როცა ერთი
ოთახიდან მეორეში გადადიოდა, ჩემს სულში სიცარიელე ისადგურებ-
და, სევდა ერთი სართულით დაბლა ჩადიოდა... შეეძლო თავი უფრო შე-
ურვებული და შეფიქრიანებული მოეჩვენებინა... გამოემჟღავნებინა
უხასიათობა, დარდი და ჭმუნვა... თავიდან ნორას აღვიქვამდი, როგორც
დღენიადაგ კმაყოფილ, მხიარულ, მომთმენ და დაუღალავ ადამიანს!
ორმოცი ნაბიჭვრისა და ერთი დაქნეულის გაძლება ადვილი საქმე ხომ
არ იყო?! მათთან ურთიერთობა ხშირ
შემთხვევაში სულაც არ იყო სიამოვნების მომგვრელი... მით უმეტეს
სანატრელი... ასეთი სილამაზის პატრონი თავისუფლად შეიძლებოდა
მაყუთით გაძეძგილ ტომარას მისთხოვებოდა... ნამდვილად ჯადო
ჰქონდა გაკეთებული... ან მიცემული აღთქმის გატეხვა არ უნდოდა... კა-
ცი აშკარად არ იყო მდიდარი! ეს გარემოება მოსვენებას არ მაძლევდა...
სულ ამაზე მეფიქრებოდა... ბოლოს აკვიატებაში გადამეზარდა...
პატარა იდიოტი ნორას უამრავ საზრუნავს უჩენდა. დღის ბოლოს
საწყალი ფეხზე ვეღარ დგებოდა... მისთვის გამუდმებით დორბლის
მოწმენდა, ცხვირის მოხოცვა, თვალთვალი, რომ მანქანას არ შევარ-
დნოდა, რამე არ ეჭამა ან გადაეყლაპა – ეს იყო ენით აღუწერელი კატორ-
ღა...
ნორას არასდროს არსად ეჩქარებოდა... მშფოთვარე და აფორიაქე-
ბული არასდროს მინახავს... როგორც კი ოდნავ გამოიდარა, სეირნობა

326
უფრო გაგვეწელა... შინ უფრო და უფრო გვიან ვბრუნდებოდით... დავბო-
დიალობდით სოფელში... მდინარის სანაპიროზე... ხეტიალისას ჯონ-
კინდს ცინგლი ნაკლებად სდიოდა, ვიდრე შინ ყოფნისას. ის კია, რომ
ქურდობას უმატა... ბოლოს დროს, განსაკუთრებით ასანთი ამოიჩემა...
საკმარისი იყო, მცირე ხნით უყურადღებოდ დაგეტოვებინა, რომ ფარ-
დებისთვის ცეცხლი წაეკიდებინა... არა მგონია, რომ ცუდი განზრახვა
სდებოდა გულში, იმწამსვე ჩვენკენ გამორბოდა და ჩადენილის შესახებ
მიამიტურად გვატყობინებდა... აღფრთოვანებული გვაჩვენებდა, რა
ლამაზი იყო ცეცხლის ენები...
ფარდულების ადგილობრივი მფლობელები კარგად გვიცნობდნენ,
იმიტომ რომ თითქმის ყოველდღიურად გვხედავდნენ მათი ვიტრინე-
ბის წინ ჩავლისას. ეს იყო „grocers“... ასე ეწოდებოდა საბაყლოს მიმსგავ-
სებულ მაღაზიებს. მე მაინც დამამახსოვრდა ეს სახელწოდება... ვიტრი-
ნებში ვაშლისა და ჭარხლის გორაკებს წამოჭიმავდნენ ხოლმე... დახ-
ლებზე კი იმდენ ისპანახს დაახვავებდნენ, მინდორი გეგონებოდათ...
ფერადი კომბოსტო, მარგარინი, არტიშოკები ჭერამდე იყო ახოხოლავე-
ბული. ფარდულიდან ფარდულამდე არაფერი იცვლებოდა... ამის შემ-
ყურე ჯონკინდის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა... ეძგერებოდა
ხოლმე გოგრას და ცხენივით მის ჩაკბეჩას ცდილობდა. მიმწოდებლებს
არც ჩემზე ჰქონდათ დიდი წარმოდგენა... ჯონკინდივით მეც დარეხვი-
ლი ვეგონეთ... ჩემ შესახებ ნორას ეკითხებოდნენ ჟესტებით, ნიშნებით,
როგორც კი მათ ზურგს შევაქცევდი... თითს საფეთქელთან მიიდებდნენ
და ამბობდნენ... „Better? Better?“ – ჩურჩულით. „No! No!“ – სევდიანი
ხმით პასუხობდა ქალბატონი. მოკლედ... მე ვერ ვიყავი უკეთესი... მაგის
დედაც! მე ვერასდროს ვიქნებოდი better!.. ჩემ მიმართ ამგვარი დამოკი-
დებულება სულაც არ მომწონდა... შეცოდება... ზრუნვა... თანაგრძნობა
საშინლად მაღიზიანებდა.
საყიდლებზე სიარულისას ერთი დეტალი უყურადღებოდ არას-
დროს დამრჩენია... დეტალი, რომელიც ჩემში ცხოველ ინტერესს აღ-
ძრავდა... ვისკის ბოთლები... კვირაში ერთ-ორს მაინც ვყიდულობდით...
ბრენდის კი – მეტსაც... მაგიდაზე ეს ბოთლები მე არასდროს მინახავს...
არც მისაღებში და არც ჭიქებში!.. ერთი წვეთიც კი! ჩვენ ყველანი სუფთა

327
სასმელი წყლით ვიჭყიპებოდით. მაშ სადღა მიდიოდა ეს სასმელი? ნუ-
თუ სახლში ჩვენ გარდა კიდევ ვინმე ცხოვრობდა? ამაში ძლიერ მეპარე-
ბოდა ეჭვი. დარწმუნებული
ვიყავი, რომ აქ ვიღაცა მაგრად ურტყამდა!.. იმ ბედნიერს, ალბათ, სი-
ცივე საერთოდ არ აწუხებდა... ზამთარშიც კი რევმატიზმის ნამდვილად
არ უნდა შეშინებოდა!.. აი, ასე!
***
ამინდი სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდებოდა... ზამთარი დასას-
რულს უახლოვდებოდა... სეირნობებში, სპორტულ შეჯიბრებებში, სირ-
ბილში, ღვარცოფებსა და ნძრევაში გაილია... დამატებითი საკვების სა-
შოვნელად მიმწოდებლებს შევუჩნდი... ისეთი უცოდველი ვეგონეთ,
რომ გონებაშიც კი არ გაუვლიათ, რამე მაკვარანცხობაზე თუ წავიდო-
დი... ვცუღლუტობდი... ვეშმაკობდი... თვალთვმაქცობდი... ვქრებოდი...
მერე ისევ მოულოდნელად ვჩნდებოდი... მე და ჯონკინდი დახლების
მწკრივებში კუკუდამალობანათი ვერთობოდით... ამ დროს ხან ძეხვს
დავითრევდი ხოლმე... ხან კვერცხს, აქა-იქ ორცხობილებს... ბანანებს...
ათასგვარ წვრილმანს... ერთხელაც არ გამოვუჭერივართ...
მარტში ისევ წვიმები დაიჭირა... აღარ გაჩერდა... დამძიმდა... ნერ-
ვებზე მოქმედებდა... თვის მიწურულს გაგვანადგურა... მიწასთან გაგვას-
წორა... ცა აწვებოდა ყველას და ყველაფერს... სახლებს, ხეებს... მიწას...
დავდიოდით ნისლში, ბუღსა და ორთქლში, სველ სამოსსა და ფეხსაც-
მელებში. ვიძირებოდით ტლაპოში... ქაქში... ნანგრევებსა და ნამსხვრე-
ვებში! საზიზღრობა!
ყველაზე შორი ადგილი, სადაც სასეირნოდ მივდიოდით, სტრუდს
მიღმა მდებარეობდა... ცხრა მთა და ბარი უნდა გადაგვევლო, სანამ იქ
ჩავაღწევდით... ადგილობრივებს უზარმაზარი ნაკვეთები ჰქონდათ, სა-
დაც ხოხბებს აშენებდნენ... ჩვენს მიახლოებაზე სულაც არ ფრთხებოდ-
ნენ... შინაური ქათმებივით მდელოზე ბალახს წიწკნიდნენ... იკენკებოდ-
ნენ... ჩხრეკდდნენ... ქვანახშირის ერთგვარი მონუმენტის გარშემო...
სახლის სიმაღლისა იქნებოდა... შემოგარენს გადაჰყურებდა... უფრო
შორს არასდროს წავსულვართ... უბრალოდ გზა არ იყო გაჭრილი...

328
ადგილი, რომელიც განსაკუთრებულად შაბათ საღამოს მიზიდავდა
ქალაქში, სანაპირო გახლდათ, მაგრამ იქ მარტოს წასვლა არ შემეძლო.
ნორასთვის რომ მეთხოვა, ეს სიამოვნება მოენიჭებინა, სრული უაზრო-
ბა იქნებოდა... უჩემოდაც ხშირად დადიოდა იქ. სინამდვილეში, ეს იყო
საკმაოდ სახიფათო მარშრუტი... განსაკუთრებით ჯონკინდისთვის... ფე-
ხები ბაგირებში ეხლართებოდა... ეცემოდა... რამდენჯერმე კინაღამ
დაგვეხრჩო... ბევრად სჯობდა ზემოთ, მინდორზე სეირნობა, სადაც ყვე-
ლა საფრთხე შორიდან შეგიძლია დალანდო... დიდი ძაღლები, ველო-
სიპედები...
ერთხელაც, თავგადასავლების ძებნისას, ჩვენს მეზობლად მდებარე
ბორცვზე ავბობღდით, რომელიც მე-15 ბასტიონამდე გრძელდებოდა...
სასაფლაოს მიღმა... სადაც ყოველ ხუთშაბათს შოტლანდიელთა მე-15
პოლკი ვარჯიშობდა... თვალყურს ვადევნებდით მათ ორთაბრძო-
ლებს... ძალიან სერიოზულად კი ეკიდებოდნენ ამ წვრთნებს... გუდას-
ტვირებისა და საყვირების თანხლებით... ისე გადათხარეს და აზილეს
მიწა, რომ სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდნენ... ლამის
მხრებამდე იძირებოდნენ... ალბათ, მალე სამარესაც გაითხრიდნენ...
მიწისქვეშეთში გააგრძელებდნენ წვრთნას...
ლაშქრობა ამით არ დასრულებულა... ახლა ხეობას ავუყევით... შუ-
აგულ მინდორში ნამდვილ მშენებლობას მოვკარით თვალი... მივუახ-
ლოვდით... იმდენი მუშა იყო, ვერც დავითვალეთ... გიგანტური სახლი
შენდებოდა... ირგვლივ შემოვლებულ მესერს შევხედეთ... უზარმაზარი
ასოებით გამოყვანილი წარწერა... წაკითხვა არ გამჭირვებია... ესეც კო-
ლეჯი აღმოჩნდა... ნაკვეთი მართლაც რომ შესანიშნავი იყო... ზღაპრუ-
ლი ადგილი ტყესა და ვილებს შორის... თავისი მოედნით სპორტული
ვარჯიშებისა და შეჯიბრებებისთვის... ჩვენსაზე ოთხჯერ მაინც უფრო
მასშტაბური... ბილიკები უკვე გაეყვანათ და მოეკირწყლათ კიდევაც...
კუთხეებში დროშებიც ჩაერჭოთ... კარებიც მოენიშნათ... ერთი შეხედ-
ვით, უკვე მზად იყო... წესით, მშენებლობაც მალე უნდა დასრულებული-
ყო... ორი სართული უკვე ამოეყვანათ... მოკლედ, კომპანიონების უკმა-
რისობაზე საწუწუნო არ გვექნებოდა... „The Hopeful Academy“ ყველა ასა-
კის ბიჭებისთვის... აი, სიურპრიზიც!..

329
ნორა მერივინი მოულოდნელობისგან კარგა ხანს ვერ მოეგო გონს...
ადგილზე გაიყინა... ბოლოს ნელ-ნელა დავიძარით... ერთი სული ჰქონ-
და, სანამ შინ დაბრუნდებოდა და ყველაფერს თავის სირთაქვას ჩაუყა-
ჭავდა... მათი საქმეები ბანჯოს წვერზე მეკიდა, მაგრამ მაინც მოვტვინე,
რომ ეს მათთვის ნამდვილი ტრაგედია იყო!.. საშინელი დარტყმა! მთე-
ლი დღის განმავლობაში არც ერთისათვის მოგვიკრავს თვალი და არც
მეორისთვის... ბიჭებმა, როცა ჩახეთქეს, ჯონკინდს მე თვითონ ვაჭამე
მაგიდასთან... მოულოდნელი შოკისგან ნორას სახეზე ფერი მეორე
დღესაც არ ედო... ბრინჯივით დაბნეული ჩანდა... ჩვეულებისამებრ ასე-
თი თავაზიანი, ასეთი მოკრძალებული, ხალისიანი და სიცოცხლით აღ-
სავსე ქალი ქცევითა და ჟესტებით ქმარს დამსგავსებოდა... იკბინებოდა
და იღრინებოდა... ალბათ, არც ღამე მოეხუჭა თვალი... ადგილზე ვეღარ
ჩერდებოდა, სულ წრიალებდა... ხან დგებოდა, ხანაც კიბეზე არბოდა...
ხანაც ჩამორბოდა, რათა თავის ჭკუათხელ ბებერს დალაპარაკებოდა...
ცოტა ხანში ისევ ზემოთ მიექანებოდა ტყვიანაკრავივით.
მოხუცი სფინქსივით ერთ ადგილს მიყინულიყო... თვალებსაც არ
აფახურებდა... დარეტიანებული კუნძივით ეგდო სკამზე... მის წინ გა-
დაშლილ სივრცეს მიშტერებოდა... აღარ ჭამდა... მხოლოდ ყავას სვამ-
და... ფინჯანს ფინჯანზე ცლიდა... არ ჩერდებოდა, ყლუპებს შორის მარ-
ჯვენა ძლიერ მომუწულ მუშტს ცოფიანივით მარცხენა ხელის გულზე ირ-
ტყამდა... პტაპ! პტაპ! პტაპ! სულ ეს იყო...
ორი დღის შემდეგ თითქმის „შოტლანდიელებამდე“ ამოგვყვა...
თვითონ სურდა, დარწმუნებულიყო... ყველაფერი საკუთარი თვალით
ენახა... „Hopeful“-ის კეთილმოწყობა წარმატებით გრძელდებოდა... უკვე
ბილიკების გაყვანას შესდგომოდნენ... მდელოებიც ლამაზად გაეკრი-
ჭათ კრიკეტისთვის... ორი ჩოგბურთის კორტი და ერთი მინიატურული
მოედანიც კი დავლანდეთ გოლფისთვის. სავარაუდოდ, ობიექტი სააღ-
დგომოდ უნდა გაეხსნათ...
ბებერმა მესერის გარშემო წრიალი იწყო... ზემოდან მოინდომა ტე-
რიტორიისთვის თვალის შევლება... ჯუჯა იყო და იმიტომ... კარგადაც
ვერ ხედავდა... ღრიჭოებში იცქირებოდა, მაგრამ ვერაფერს არჩევდა...
იქვე მიგდებულ კიბეს მოვკარით თვალი... გვანიშნა, გააგრძელეთ თქვე-

330
ნი გზა, მე დავრჩებიო... ჩვენს ტერიტორიაზე დაგეწევითო... დაბრუნ-
და... წინანდებურად აღარ ცმუკავდა და ფორიაქობდა... ცოლს მიუჯდა
გვერდით... თითქოს ერთბაშად დაძაბუნდა და გამოიფიტა... ცხადია,
„Hopeful Academy“-ის 10 საოცრებამ მის თვალის ჩინს სერიოზული ზიანი
მიაყენა.
შესანიშნავად ვაცნობიერებდი, რას ნიშნავდა კონკურენცია!.. ჩვენი
ბიჭები ისედაც გარბოდნენ... თვლიდნენ, რომ „Meanwell College“ უბად-
რუკი და გასაცოდავებული დაწესებულება იყო... ნეტავ ახლა რას მო-
იმოქმედებდნენ? არსებობდა კი ძალა, რომელიც ამ გადინებას შეაჩე-
რებდა... ეს იყო ფუნდამენტური კრახი! ვერ ვხვდებოდი, რაზე ბჭობდა
ცოლ-ქმარი, მაგრამ ტონი აშკარად ავისმომასწავებელი ჰქონდათ... იქ
დაბრუნება და ხარაჩოების თვალიერება ჩვევად გავიხადეთ... ერთი
დღეც კი არ ჩაგვიგდია... აგერ უკვე ორი ფრონტონი ამოწვერილიყო
დარტყმების დასახვეწად. ეს იყო ფუფუნების აღვირახსნილი პარპაში...
სხვას ვერაფერს იტყოდა კაცი... ამ ბრწყინვალების შემხედვარე დაბნე-
ულმა ბებერმა თითები გაიქანა ცხვირში... სამი ერთდროულად! სუფ-
რასთან ძველებურად ღონემიხდილი და დაუძლურებული ჩანდა. მო-
მავლის ჭვრეტის უნარი აშკარად დაეკარგა. ეს შეუიარაღებელი თვალი-
თაც ჩანდა... თავისი „gravy“ 11 სულ უცივდებოდა... პროთეზს ორივე ყბით
ისე ატრიალებდა, რომ ერთხელაც პირიდან გამოუვარდა... აიღო და
თეფშის გვერდით მოათავსა... სულ გამოქლიავდა... აღარ იცოდა, რას
აკეთებდა. შიგადაშიგ თავისთვის ლოცვებს ჩიფჩიფებდა... თავისი გო-
ნების ნაჟურსაც ანთხევდა... ის კია, ყველაფერს ნაგლეჯ-ნაგლეჯ წარ-
მოთქვამდა. „Amen! Amen!“ – წამოიყვირა ერთხელ და წამოიმართა... კა-
რისკენ გაქანდა... სწრაფად აირბინა კიბე... ბიჭები წამოცვივდნენ... ბე-
ბერს პროთეზი მაგიდაზე დარჩენოდა... ნაბიჭვრებმა ნაწლავების გა-
დახლართვამდე იხორხოცეს... ნორა თვალს ვერავის უსწორებდა... დუჟ-
მორეული ჯონკინდი წამოვარდა, პროთეზს ხელი დასტაცა და პირში გა-
იქანა... მგონი, ბავშვებს ამდენი ცხოვრებაში არ უცინიათ... დიდი ძალის-

10
ინგლ. დიდი იმედების მომცემი აკადემია.
11
ინგლ. საწებელი, სოუსი.
331
ხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ პატარა ნაბიჭვარს „საწოვარა“ პირი-
დან გადმოეგდო.
***
დისციპლინა ყველამ მაგრა დაიკიდა... ბიჭებმა აიშვეს, აკეთებდნენ
იმას, რაც თავში მოუვიდოდათ... ბებერი დაფრთხა... ხმის ამოღება ვერ
გაებედა... ნორასაც იგივე დაემართა... მისი სუსი არ ისმოდა... არც შინ
და არც გარეთ... თამაშებისთვის ათნიღა დავრჩით... ხუთშაბათისთვის
გუნდის ჩამოსაყალიბებლად წევრებს ქალაქში ვაგროვებდით... პირდა-
პირ ქუჩაში... სრულიად უცნობ ავარებს... ტურტლიანებსა და ცინგლი-
ანებს... აღდგომამდე როგორმე უნდა გაგვეძლო...
დღის ხანგრძლივობამ იმატა... მშობლებისთვის მოთმინებას რომ
არ ეღალატა, ღია ბარათს ღია ბარათზე ვაგზავნიდი... მაგრად ვაბო-
ლებდი... ათასგვარ სისულელეს ვჩმახავდი... ენა ამოვიდგი და ჩემი
მჯობნი
კოლეჯს არ ჰყავს-მეთქი, ვწერდი... გადარეულები მილოცავდნენ...
გაზაფხული სულ მალე შემოაღებდა კარს... ჯონკინდმა სურდო აიკიდა...
ორი კვირა ძაღლივით ახველა... გასასეირნებლად მის შორს წაყვანას
ვერც ვბედავდით... ნაშუადღევს ციხე-კოშკის ერთ-ერთ ფერდზე, უფრო
სწორად, ექოთი, გამოქვაბულებით და მიწისქვეშა საპატიმროებით სავ-
სე ნანგრევებზე ვატარებდით... ღვართქაფის დროს მტრედებთან ერ-
თად უზარმაზარ თაღებს ვაფარებდით თავს... ეს იყო მათი სამფლობე-
ლო. იმდენი მოფრინდებოდა ხოლმე ერთბაშად, ვეღარც ვითვლი-
დით... აღარც გვიფრთხოდნენ... გაგვიშინაურდნენ... დაბაჯბაჯებდნენ
მშვიდად თავისთვის... ხელისგულზე გვასხდებოდნენ, ცერად შემოგ-
ვცქეროდნენ... ღუღუნებდნენ... ყოველ ჯერზე წამში გვეჩვეოდნენ... იდი-
ოტ ჯონკინდს არანაკლებ ართობდნენ ცხვრებიც... იცინოდა... უკან დას-
დევდა ... ფეხი უსხლტდებოდა, სველზე ეცემოდა... სრიალებდა...
ცხვრებთან ერთად კოტრიალობდა. ტალახსა და ტლაპოში ბეკეკასავით
კიკინებდა... ბღაოდა... მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა... ცხოვრება
უხაროდა... ნეტარებით ივსებოდა... შინ გალუმპული მიგვყავდა... კვლავ
გაგვიცივდა... ერთი კვირა გაბმულად ახველა.

332
ჭექა-ქუხილი და ზღვიდან მობერილი მაამებელი და გამაგრილებე-
ლი ბრიზებიც გახშირდა... მდელოებზე ჟონკილები და ზიზილები
თრთოდნენ... ცა თავისთან ავიდა და ღრუბლებიც თან გაიყოლა... იქ გა-
მოკეტა და აღარ უშვებდა ჩვენთან... შეწყდა ეს დაუსრულებელი წვეთო-
ვანი რწყევა... ბუნებაზე გადმოქცეული ამაზრზენი ფაფა... წელს აღდგო-
მა მაისში უწევდა... ბიჭებს მოთმინების ფიალა გავსებოდათ... ერთი სუ-
ლი ჰქონდათ, სანამ მშობლებს მოინახულებდნენ... მაშინ მეც მომიწევ-
და, ალბათ, შინ დაბრუნება... ჩემი ვიზიტი დასასრულს უახლოვდებო-
და. გუდა-ნაბადის ასაკრავად ნელ-ნელა ვემზადებოდი... ამ დროს მივი-
ღეთ საგანგებო კონვერტი... ბიძაჩემის მიერ გამოგზავნილი წერილი
ფულითა და რამდენიმე სიტყვითურთ... მწერდა, ნუღა დაბრუნდებიო,
იქონიე მოთმინება და კიდევ სამი თვე როგორმე გაუძელიო... ასე ბევ-
რად უკეთესი იქნებაო. ნამდვილად ზნეკეთილი კაცი იყო ბიძია ედუარ-
დი! ესეც შენი არაჩვეულებრივი სიურპრიზი!.. თვითონ მოიფიქრა ეს,
არავის დაუძალებია... სუფთა გულით! მამაჩემს მოხარშულს იცნობდა...
და მშვენივრად უწყოდა, რომ როგორც კი ჩავიდოდი, სკანდალი არ და-
ახანებდა, მე, უკანასკნელ არამზადას, რომელმაც ორი ღერი ინგლისუ-
რი ვერ ვისწავლე, უკეთესის მოლოდინი არც უნდა მქონოდა... ასეთმა
პერსპექტივამ სევდით ამავსო.
ცხადია, ბუნებით მეამბოხე, უმადური და თავისნათქვამა ვიყავი, მაგ-
რამ ხომ შეიძლებოდა, ოდნავ მაინც თავი შემეწუხებინა... პატარა ძა-
ლისხმევისგან ძირი ნამდვილად არ გამძვრებოდა და იმ ადამიანსაც ცო-
ტას ვასიამოვნებდი... მაგრამ როგორც კი დათმობაზე მივდიოდი, აშკა-
რად ვგრძნობდი, რომ პირი ღვარძლით მევსებოდა... ჩემში დაბუდებუ-
ლი საძაგლობა იღვიძებდა... მყრალი მინარევი დუღილს იწყებდა...
იქაურობას აქოთებდა... მძღნერივით... არა, ჩემი საშველი არ იქნება...
მე აქ ვერაფერს ვისწავლი. ათმაგად აყროლებული დავბრუნდები... მძო-
რი. მშობლებს საერთოდ გადავრევ! ვაყვირებ და ვაბღავლებ შლეგიანი-
ვით... აი, უკვე რამდენი თვე გავიდა, რაც კრინტი არ დამიძრავს! დამუნ-
ჯდე და ხმა არ გასცე არავის, თქვენ ეტყობა ადვილი საქმე გგონიათ! ყვე-
ლანი ფეხზე დაიკიდო? არა, ბატონო, კვლავ უნდა მოვიკრიბო ძალები,
თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, დავაღებ თუ არა ხახას, შიგ ჩამიხტე-

333
ბიან... და იქ მოსაქმებასაც არ მოერიდებიან... სრული თავდაცვა! – აი,
ჩემთვის ზედგამოჭრილი საზრუნავი. პირი
მხოლოდ იმისთვის უნდა გავაღო, რომ ვხეთქო. გასუქებით ვერ გავ-
სუქდები, სამაგიეროდ, ნელ-ნელა გავქვავდები... შემეძლო, წლობით
არავის დავლაპარაკებოდი! გადასარევია. ამისთვის საკმარისი იყო,
გორლოჟზე, პატარა ანდრესა და ბერლოპზე მეფიქრა. შემეძლო დივო-
ნიც გამეხსენებინა თავისი პიანინოთი და მერვედებით 12, მისი მოგზაუ-
რობებით მთვარეზე... მაგის დედაც, დრო აქ უძლური იყო! ისინი ჩემ წი-
ნაშე სულ უფრო და უფრო მკაფიოდ იკვეთებოდნენ... ჩემს მეხსიერება-
ში ცოცხლდებოდნენ... ზოგჯერ მათ უფრო და უფრო მკაფიოდ და გა-
მოკვეთილად ვხედავდი... ისინი ჩემს ათასგვარი წვრილმანით, ხუმრო-
ბითა თუ ქიმუნჯით გამოძეძგილ გოგრაში გაიჭედნენ... ერთი მაგათი დე-
დაც! გავკარი ყველას! თავიანთი უნამუსობით, უგვანობებით და მეგობ-
რული გრძნობებით. ასევე გავიარე მათ დაქალებზეც თავიანთი კუდია-
ნობითა და გრძნეულებით. რა გავაკეთო? რა წყალში გადავარდე? ლურ-
სმნებზე ვიფიქრო! „Ever and ever“! როგორც იმ პატარა ცინგლიანმა?..
Amen! Amen! დედააფეთქებულებო! მე მათ გრიმასებს ვიმეორებდი, ერ-
თი ერთში ვბაძავდი, როცა მარტო ვრჩებოდი, ანტუანივით ვიჭყანებო-
დი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საპირფარეშოში ფსამდა... ეს მე ვშარ-
დავდი მის სიფათზე... ენა! ენა! ლაპარაკი? ლაპარაკი? და რა იყო აქ სა-
ლაპარაკო?
***
ნორა ღია, ნათელ ფერებში მოსილი არასდროს მინახავს... შემოკ-
ვართულ კორსაჟში, ვარდისფერ სატინში... რომელიც ასე კარგად გამოკ-
ვეთს ძუძუების კერტებს... ამ დროს თეძოების მიხვრა-მოხვრა დამან-
გრეველია... ეს თანთალი... წვივების საიდუმლო... და ჰარმონია...
აპრილი დასასრულს უახლოვდებოდა... ნორამ კიდევ ერთხელ სცა-
და ჩემი გამხიარულება... ჩემი გულის მოგება... დარწმუნება... ერთხელ
ძალიან გამაკვირვა, როცა სასეირნოდ უზარმაზარი, სქელი წიგნით წა-
მოვიდა... წონით და მასშტაბებით სახარებას რომ წააგავდა. ჩემ მიერ

12
მუს. ტერმინი.
334
ამოჩემებულ ადგილთან მივედით... მოვეწყვეთ... ნორამ წიგნი მუხლებ-
ზე დაიდო და გადაშალა... ცნობისმოყვარეობამ მძლია და თვალი წიგ-
ნისკენ გავაპარე... გამოცემამ პატარა ჯონკინდზე მაგიური ზემოქმედება
მოახდინა... იქვე ჩარგო ცხვირი შიგ... გაიყურსა... ვეღარ ააგლეჯდი ფურ-
ცლებს... ფერებით მოინუსხა... წიგნი სავსე იყო ნახატებით... თვალწარ-
მტაცი ილუსტრაციებით... სულაც არ იყო საჭირო, კითხვა გცოდნოდა,
ისედაც გასაგები იყო ყველაფერი... თვალი მოვკარი პრინცებს, გრძელ
ქურქებს, რაინდებს... ფერებს... მეწამულს, მწვანეს, ბროწეულისფერს...
ლალით გაწყობილ აბჯარს... მთელ ამ არსენალს... არ იყო ცუდი ნამუ-
შევარი! დამიჯერეთ, ვიცი, რასაც ვამბობ. ამ საქმეში ცოტა მეც გამეგება.
ნამდვილად ლაზათიანად იყო შესრულებული... ნორა ნელა ფურცლავ-
და... და დაიწყო მოყოლა... ცდილობდა, ჩვენთვის ყოველი სიტყვა გასა-
გები ყოფილიყო... არაფერი გამოეტოვებინა... მისი თითები საოცრად
მიზიდავდა... მზის სხივებივით ანათებდა... ყოველ გვერდზე... მზად ვი-
ყავი, გამელოკა ისინი... გადამეყლაპა... მხოლოდ მისი ხიბლი მაკავებდა
ამ ნაბიჯის გადადგმისგან... მიუხედავად ყველაფრისა... სიტყვა არ წარ-
მომითქვამს... ჩემთვის ჩუმად შევცქეროდი წიგნს... ერთი კითხვაც კი არ
დამისვამს... ერთი სიტყვაც კი არ გამიმეორებია... ჯონკინდი შაშხანებზე
გაგიჟდა და გადაირია... მათმა სილამაზემ დააბრმავა... დროდადრო გა-
ვარდებოდა
და ზიზილებს კრეფდა... მერე მოჰქონდა და თავზე გვაყრიდა... წიგ-
ნის გვერდებზეც მიმოაფენდა... ჩემთვის ყველაზე საინტერესო წიგნის
შუა ნაწილში მდებარე ორი გვერდი აღმოჩნდა... მთელ სიგრძე სიგანეზე
უჩვეულო ბრბო იყო წარმოდგენილი... მთელი ბრძოლა... აქლემები,
სპილოები, შეტევაზე გადასული ტამპლიერები... კავალერიის მასობრი-
ვი ამოჟლეტა... ბარბაროსების გაქცევა და მათი ულმობელი ხოცვა –
მართლაც, ეს იყო არაჩვეულებრივი სანახაობა. თავს ვიკავებდი, აღ-
ფრთოვანება ხმამაღლა რომ არ გამომეხატა. ცოტაც და ენას ამოვიდ-
გამდი... დეტალებით დავინტერესდებოდი... სდექ! შენ ხომ არ გაგიჟდი!
დავუცაცხანე საკუთარ თავს შინაგანად... დროზე მოვეგე გონს! სახე ისევ
მომეჯღანა! არადა, კინაღამ ბედმა მიმუხთლა! წამიც და პირს დავაღებ-
დი!.. მაგრამ ვიმარჯვე... ერთი „ოჰ“-იც არ წამომცდენია... გაზონზე ჩა-

335
მოვჯექი... მაგის დედაც! დავიღალე რა! მეტი აღარ შემიძლია! აღარ მინ-
და ეს ისტორიები... შემეშვით! მაინც არაფერი გამოგივათ. მე მათ მი-
მართ აცრილი ვარ... იმუნიტეტი გამომიმუშავდა! რა, პატარა ანდრე საკ-
მარისი არ იყო! მეტრაკეების რჩეული. მისი გულისთვის არ მივბობღავ-
დი ზემოთ?.. ენაგადმოგდებული და მერე განა ერთხელ ან მხოლოდ
ორჯერ?.. ბევრჯერ! ძალიან ბევრჯერ! ის მძორი! განა ლეგენდები დავა-
კელი იმ მეტრაკეს?! ჩემი დამცირება? რა, ეს სათვალავში არაა მისაღე-
ბი?! კიდევ კარგი, გამახსენდა! აყვები და მერე ღმერთმა უწყის, ეს ძველი
ჩვევები სად ამოგაყოფინებს თავს! იმიტომ, რომ... ეს ტვინი... აღარ ვარ
ისეთი სირთაქვა, ასე ადვილად თითზე რომ დამიხვიონ... სიმშვიდე
მჭირდება ... კუთვნილი წვნიანი და ხახვი! ახლა მხოლოდ თოხლი მაინ-
ტერესებს... თქვენი ისტორიები გაიკვეხეთ ერთ ადგილას, დიახ! ასე
თავს უფრო დაცულად ვგრძნობ. ქაქში თავის ჩაყოფა აღარ მემუქრება!
კიდევ ერთხელ დავუმტკიცე ქალბატონს, რომ ნამდვილი კაცი ვიყავი...
ავითესე ჯონკინდთან ერთად და შევატოვე თავის დასურათხატებულ
წიგნს... სიმარტოვეში... ბალახებს შორის...
მე და იდიოტმა მდინარემდე ჩავირბინეთ... უკანა გზობაზე მტრე-
დებს ჩავუარეთ... ნორას იქიდან ფეხი არ მოუცვლია. მის სახეს შევავლე
თვალი... წიგნი გადაეშალა... ალბათ ფიქრობდა, რომ უსაშველოდ შტე-
რი ვიყავი... აუტანლად ჯიუტიც... არ არის გამორიცხული, რომ დარდის
საბაბიც გავუჩინე... რომ არაფერი გამოუვიდა ჩემთან... შინ დაბრუნებას
არ ჩქარობდა... ნელა გავუყევით გზას... ხიდზე შევყოვნდით... უკვე ექვსი
ხდებოდა... ნორა წყალს მიაშტერდა... ბობოქარი მდინარეა Medway...
წყალუხვობის დროს შიშისმომგვრელიც კია... ხვიებად და თაღებად გა-
დაიქცევა... ძლიერი მორევისგან ხიდს ზანზარი გაუდის... წყალი ღმუ-
ის... ყრუდ გმინავს... იხრჩობა დიდ მოყვითალო ძაბრებში.
ნორა ხიდს გადაეყუდა... მერე უცბად გაიმართა წელში... შორეთს მი-
აშტერდა... სანაპიროზე სახლებს მიღმა დღე ნელ-ნელა ქრებოდა... ანა-
რეკლმა სახეზე გადაუარა... სევდა დაჰპატრონებოდა მის ნაკვთებს...
მთელ მის არსებას... ნორა თრთოდა... კაეშანს ვერ უმკლავდებოდა...
სუსტი და უძლური... ადვილად მოწყვლადი ჩანდა... თვალები დაეხუჭა...
***

336
როგორც კი „Hopeful Academy“-ს მშენებლობა დამთავრდა, ჩვენმა
სასწავლებელმა დაცარიელება იწყო...
ვისაც აქედან ათესვა უნდოდა, აღდგომას არც კი დაელოდა... ექვსი
ექსტერნი, რომლებსაც უკვე აპრილის მიწურულიდან აშკარად დაეტ-
ყოთ მოუთმენლობა და ოთხი პანსიონერი მამიკოებმა წაიყვანეს... მათი
შეფასებით „Meanwell College“ უკვე ვეღარ პასუხობდა დროის მოთხოვ-
ნებს... იმ დამაბრმავებლად მოკაშკაშე შენობას ადარებდნენ...
ადგილობრივ „grounds“ შორის „Hopeful“ მართლაც წარუშლელ შთა-
ბეჭდილებას ახდენდა... მარტო შენობის გულისთვის ღირდა იქ ასვლა...
მთლიანად აგურისგან ნაშენი, მთელ როჩესტერზე მბრძანებლობდა...
ბორცვზე მხოლოდ ის ჩანდა... ამას გარდა, მდელოს შუაგულში უზარმა-
ზარი, დროშებითა და სასიგნალო ალმებით დამშვენებული ანძა წამოე-
ჭიმათ... მოკლედ, მთელი ბაზარი ქანდარებით, ბაგირებითა და ამწე-
ებით... იმათთვის, ვისაც სურდა მანევრირებასა და ტაკელაჟს დაუფლე-
ბოდა, საზღვაო სამსახურისთვის მომზადებულიყო... ამგვარად, რო-
გორც იტყვიან, დავრჩი ხახამშრალი... ჩემი პირადი მნძრეველი, პატარა
ჟაკი ხელიდან გამომაცალეს... გადაბარგება მოუწია... მამამისმა გადაწ-
ყვიტა, რომ მისი ვაჟკაცი მეზღვაური დამდგარიყო... „Navy“-ის მოსამზა-
დებლად მასტები „Hopeful“-დან შესანიშნავ სარეკლამო კამპანიას ეწე-
ოდნენ...
გადინების გამო „Meanwell College“-ში ხუთნიღა დავრჩით... ჯონკინ-
დის ჩათვლით... დარჩენილები კრიჭაშეკრულები დადიოდნენ... ან მათი
გადმორიცხვები აგვიანებდა... ან ნიშნები ვერ გამოასწორეს და ამიტო-
მაც გაიჭედნენ... ფეხბურთის გუნდს ერთ კვირაში დედა ეტირა... „პიტვი-
ტის“ მუწუკიანები და ფერდაკარგულები კიდევ ორჯერ მოვიდნენ ჩვენ-
თან მოლაპარაკების გასამართად... გაგვანადგურეთ, მიწასთან გაგვას-
წორეთ... რაც გინდათ, ის გვიქენით, ოღონდ გვეთამაშეთო... ვეცადეთ,
აგვეხსნა, რომ მორჩა კინო, მაგრამ მათ გოგრა თავებში არაფერი შედი-
ოდა... არა, იმ ძველ ანგარიშს მისტიროდნენ – 12:0-ს. მათთვის ცხოვრე-
ბამ აზრი დაკარგა... აღარ ჰყავდათ მეტოქეები... ამისგან საშინლად ით-
რგუნებოდნენ... ჩაჯმულები ბრუნდებოდნენ შინ...

337
ახალი სასწავლებლის ყოყლოჩინები მათთან თამაშს არ კადრუ-
ლობდნენ... ახლოსაც არ იკარებდნენ, როგორც კეთროვნებს... ცხვირა-
წეულები დადიოდნენ... ვითომ გამორჩეული კატეგორიის წარმომად-
გენლები იყვნენ... მოკლედ, თავს იფასებდნენ ნაბიჭვრები... „პიტვიტე-
ბი“ გლოვობდნენ... გამოუვალობის გამო ერთმანეთს ეთამაშებოდნენ...
ჩვენს მაგიდასთან „Meanwell“-ში სერიოზული დრამები თამაშდებო-
და... სულ უფრო და უფრო მწვავე და ულმობელი... ნორა მერივინი სას-
წაულებს ახდენდა იმისათვის, რომ პირში ჯერ კიდევ რამე ჩაგვედო...
მსახურები ერთიმეორის მიყოლებით აითესნენ... თავიდან გერტრუდამ,
ყველაზე ასაკოვანმა უშველა თავს... ოთხი დღის შემდეგ ფლოსიც დატ-
ყდა... ახალი მოსამსახურე დაიქირავეს... დღე მუშაობდა, ღამე მიდი-
ოდა... ნორამ თითქმის შიმშილობა გამოაცხადა. იშვიათად თუ დააკა-
რებდა საჭმელს პირს... თხელ ჯემს ჩვენ გვიტოვებდა... აღარც იყურებო-
და მისკენ... არც შაქარს იყრიდა... თავისთვის ურძეო ფაფას იხარშავ-
და... ოღონდ ჩვენ დაგვრჩენოდა ოდნავ მეტი... მე, ცოტა არ იყოს,
მრცხვენოდა... როცა კვირაობით პუდინგით გვიმასპინძლდებოდნენ,
მზად ვიყავით, კოვზებიც გადაგვეყლაპა... თეფშებს გულმოდგინედ
ვლოკავდით... მერივინი ხმას არ იღებდა, მაგრამ აშკარად ეტყობო-
და შფოთი და ნერვიულობა... მშვიდად ვერ ჩერდებოდა... სულ წრი-
ალებდა, ცმუკავდა... მაგიდაზე აკაკუნებდა... ლოცვებიც დაამოკლა, რომ
იქიდან დროზე წავფხეკილიყავით და ჩვენი სიფათები არ დაენახა... სა-
სადილო ვეღარ იყო შვების მომგვრელი ადგილი...
ვერ ვიტყვი, რომ ბატონის საქციელი მეცადინეობების დროს დიდად
შეიცვალა... შემოვიდოდა და ესტრადისკენ გაეშურებოდა... ჯერ აუცი-
ლებლად თავის დაპლისულ მოსასხამს... მაგისტრის კაბას მოისხამდა...
მერე პიუპიტრის უკან სავარძელში ჩაეფლობოდა... ოთხად მოკაკვული
კლასს უაზროდ მიაშტერდებოდა... ხან თვალებს აფახურებდა, ხან თი-
თებს იმტვრევდა... ელოდებოდა, როდის დასრულდებოდა მეცადინე-
ობა... მოსწავლეებთან საუბარი საერთოდ შეწყვიტა... ბიჭებს შეეძლოთ,
ის ეკეთებინათ, რაც მოესურვებოდათ...
მერივინი ხდებოდა და ხდებოდა... ძვალი და ტყავიღა დარჩა... მისი
ისედაც უშველებელი, გამოშვერილი ყურები ნამდვილ ფრთებს დაემ-

338
სგავსა... შემორჩენილი ოთხი კინკილა აღსაზრდელი ისეთ გნიასსა და
ჟრიამულს აყენებდა, ოცდათექვსმეტივე ერთად აღებული ვერ მოახერ-
ხებდა... ეს აურზაურიც მალევე მოყირჭდათ... სივრცე ეცოტავებოდათ...
ასპარეზი არ ჰყოფნიდათ მეორედ მოსვლის მოსაწყობად... გარეთ გარ-
ბოდნენ... ხან ბაღში... ხანაც ქუჩებში დაყიალობდნენ. მერივინს მარტო
ტოვებდნენ... ჩვენთან ერთად სეირნობა ერჩივნათ... მოგვიანებით იმ
უბედურს გზაში ვხვდებოდით ან ველ-მინდვრად გაჭრილს... შორიდან
დავლანდავდით ხოლმე... თავის სამბორბლიან ველოსიპედზე შემოს-
კუპებულს... ვერ ვხვდებოდით, საითკენ მიეჩქარებოდა ამ მოკუზულ ვე-
ლოსიპედისტს...
„Hello, Nora! Hello, boys!“ – ყვიროდა გვერდზე ჩავლისას... სიჩქარეს
მხოლოდ ოდნავ თუ შეანელებდა... „Hello, Peter!“ – პასუხობდა ნაზად
თავისი ტურფა... თავაზიანად შეღიმოდნენ ერთმანეთს... „Good day,
mister Merrywin!“ – იხუვლებდნენ ბიჭებიც ოდნავ გაწელილი ხმით... პე-
ტერი გაურკვეველი ხმით გაუტევდა... თვალს არ ვაცილებდით, სანამ
შორს, ჰორიზონტს არ შეერწყმოდა... ისე, ენერგიულად კი აწვებოდა
პედლებს. შინ ყოველთვის ჩვენზე ადრე ბრუნდებოდა...

339
9
მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებამ მიმახვედრა, რომ ჩემი
გამგზავრების დღეც მალე დადგებოდა... წერას თავი მივანებე... სათქმე-
ლიც აღარაფერი მქონდა... არ ვიცოდი, რა გამომეგონებინა... უფრო სწო-
რად, თხზვის თავი უკვე აღარ მქონდა... ყველაფერი ავწონ-დავწონე...
გაუთავებელი გარჩევები და ახსნა-განმარტებები გულს მირევდა... ჩიტი
ბრდღვნად უკვე აღარ ღირდა. გადავწყვიტე, დარჩენილი დღეებით მე-
სიამოვნა... ცხადია, უწერილებოდ, დღენიადაგ გუნება-განწყობას რომ
მიშხამავდნენ... მას შემდეგ, რაც ჟაკი წავიდა, დორტუარში ატმოსფერო
საგრძნობლად შეიცვალა... ძველებური მხიარულება და სილაღე აღარ
სუფევდა... ის პატარა არამზადა ძალიან მოვისაკლისე... მაგრად და ხა-
რისხიანად კი მილოღნიდა... როგორც საქმეში ზედმიწევნით გაწაფული
პროფესიონალი...
მეტისმეტად ბევრს ვანძრევდი ნორაზე, რის გამოც შიბლა სულ გა-
მომიშრა... სიბნელეში წარმოსახვა გამიმძაფრდა... ახალ ილეთებსა და
ხრიკებს ვიგონებდი... უფრო დახვეწილს... ეშმაკურს... ცბიერს... მაც-
დურსა და ნაზს... სანამ „Meanwell“-დან წავიდოდი, ერთი ოცნება უნდა
ამეხდინა... საკუთარი თვალით მენახა, როგორ ამუშავებდა ჩემი ბოზუკა
თავის დაფეხვილ ბებერს... ეს სურვილი აკვიატებად მექცა... მთრგუნავ-
და... მანადგურებდა... მათი ერთად ცქერით აუცილებლად უნდა დავ-
მტკბარიყავი... ამაზე ფიქრიც კი მაფორიაქებდა... მოსვენებას მიკარგავ-
და... რა შეიძლებოდა იმ ბებერ სირს ჩემს გოგონასთან ეჩალიჩა?
მანკიერება ძვალ-რბილში გამიჯდა... ჩემი საშველი აღარ იყო... მაგ-
რამ როგორ წამესწრო მათთვის? ტყნაურ-ზაურის დროს? ეს საქმე არც
ისე ადვილი აღმოჩნდა... ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ეძინა... კაცის ოთახი
კორიდორის მარჯვენა გაყოლებაზე, ზუსტად აირმაშუქის შემდეგ მდე-
ბარეობდა... ადგილმდებარეობა თვალთვალის შესაძლებლობას მაძ-
ლევდა... ნორასთვის თვალის დევნება უ ფ რ ო რთული აღმოჩნდა... უნ-
და გავსულიყავი და დორტუარის მხრიდან მივდგომოდი, კიბეც უნდა
ამევლო... ხელსაბანის მიღმა... არა, მეტი ჩალიჩი დამჭირდებოდა...

340
და მაინც, ნეტავ როგორ ჟიმაობდნენ? სად ხდებოდა ეს? ქალი მი-
დიოდა კაცთან თუ პირიქით? მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება: ჩემი
ცნობისმოყვარეობა ნებისმიერ ფასად უნდა დამეკმაყოფილებინა...
ლოდინი დიდხანს დამჭირდა...
იმის გამო, რომ პანსიონერთა რაოდენობა ხუთს არ აღემატებოდა,
გადაადგილებაც საკმაოდ გამიადვილდა... სხვათა შორის, ბებერს საღა-
მოს თავისი ტრადიციული ლოცვების წასაკითხად ჩამოსვლაც კი ეზარე-
ბოდა... ბიჭები გათბებოდნენ თუ არა, იძინებდნენ... დავიცადე, სანამ
ისინი ხვრინვას ამოუშვებდნენ... მერე შარვალი ამოვიცვი... ვითომ სა-
პირფარეშოში მივდიოდი... ფეხის წვერებზე... უხმაუროდ...
ბებერი პიტერის კარის წინ გავლისას უეცრად დავიხარე... ჭუჭრუტა-
ნას სწრაფი მზერა შევავლე... სულ ტყუილად... კოვზი ნაცარში ჩამივარ-
და... გასაღები არ გამოეძროთ... სეირნობა განვაგრძე... თავი მოვიკატუ-
ნე, რომ მოსაშარდად გამოვედი... სასწრაფოდ შევბრუნდი... და ისევ
დავწექი... ეს არ იყო დასასრული. ჩემთვის გავიფიქრე: „ან ახლა, ან
არასდროს!“ შენობაში სამარისებურ სიჩუმეს დაესადგურებინა... ჩამი-
ჩუმი არ ისმოდა... თავი მოვიმძინარე... რამდენიმე წუთი არც განვძრე-
ულვარ... კი ვთრთოდი, შინაგანად, მაგრამ ჩუმად... არა, ნამდვილად შე-
ვიშალე ჭკუიდან! ძალიან ნათლად დავინახე ცხაურადან გამომავალი
შუქი... მის კარს ზემოთ... როგორც ელზევირის ქუჩაზე... ჩემს თავს ვუთ-
ხარი... „თუ გაგსკვანჩეს, პატარავ, მოგიწევს ხანგრძლივი, გულისგამაწ-
ვრილებელი მოხსენების მოსმენა“. უკიდურესად ფრთხილად ვმოქმე-
დებდი... სკამი კორიდორში გადავიტანე... თუ ამ მომენტში ჩამავლებ-
დნენ ხელს, მზად ვიყავი, მთვარეული გამეთამაშებინა... სკამი კედელს
მჭიდროდ მივადგი, ცოტა ხნით გავიყურსე... კედელს ავეკარი... შიგნი-
დან რაღაც დარტყმის მაგვარი მომესმა... ისეთი ხმაური, ხე რომ გამოს-
ცემს... ერთხელ... ორჯერ... იქნებ მისი საწოლია?.. ვცდილობ, წონასწო-
რობა შევინარჩუნო... მილიმეტრ-მილიმეტრ მივიწევდი მაღლა... ნელ-
ნელა... ფანჯრის დონემდე ავმაღლდი. ესეც ასე! მშვენიერია! დავინახე!
ყველაფერი დავინახე! დავინახე ჩემი „პრინცი“. იწვა... უფრო სწორად,
სავარძელში გაშხლართულიყო... სრულიად მარტო! „პრინცესა“ არ ჩან-
და! აჰ, ერთი ამას დამიხედეთ... თითქმის გაშიშვლებულა... როგორ

341
არაფრის არ გრცხვენია?! „პრინცესა“ არსად არ ჩანს! სახეზე ირონიული
ღიმილი გადაჰფენია და ცეცხლს მიჰფიცხებია... ბუღისგან თვითონაც
ნაღვერდალივით ვარვარებდა! ხვითქი გადასდიოდა... ისე სუნთქავდა,
გეგონება, ძალიან დაცხაო... წელამდე შიშველი!.. წინ ჩაჭრილ საცვალ-
ში... მანტია, აი, ის ნაკეცებიანი... სამაგისტრო... ზურგზე მოეგდო... მისი
ტოტები იატაკს დასთრევდა...
ძლიერი ცეცხლი გაეჩაღებინა... მისი ტკაცანი მთელ ოთახს ავსებდა.
ბებერი ისე ვარვარებდა, გეგონება, ცეცხლის ალშია გახვეულიო. შესა-
ნიშნავად ჩანდა!.. მისი შემხედვარე ვერ იტყოდი, რომ ამქვეყნად რამე
აწუხებდა... თავსაბური დაეკოსებინა!.. სუფთა შიბლაზე ჩამოფხატული
ღამის ჩაჩი! ჰა! ჰა! ვირიშვილი!.. დაიხარა... ხელით შეეხო... აუსვ-ჩამო-
უსვა... სრისა და სრისა... სულაც არ იყო ისეთი სევდიანი, როგორც გაკვე-
თილების დროს ბოლო ხანს ჩანდა... ბიჭი მარტო ერთობოდა... სარ-
ცხვინელს არ ეშვებოდა. იმდენი ანჯღრია, ტვინი გამოულაყა, ბოლოს კი
გამოუფხიზლდა სულ და... გადიდება იწყო... კოლოსი! ჰა! ჰა! აუბრიქინ-
და... შეეცადა მისთვის ჩაჩი ჩამოეცვა... აცდა... ჩაიქირქილა... არ გაბრა-
ზებულა... ჩაჩი ხელიდან გაუვარდა... სამაგისტრო კაბა ძირს ჩასრიალ-
და... რის ვაივაგლახით აკრიფა ყველაფერი... დააბოყინა... ამოიოხრა...
სათამაშოს დროებით შეეშვა... რაღაც სითხით დიდი ჭიქა პირთამდე გა-
ივსო... ნელ-ნელა წრუპვას შეუდგა... ბოლოს, როგორც იქნა, გავარჩიე...
ვისკი იყო! იქვე იატაკზე ორი ბოთლი იდგა... ასევე ერთი სავსე ქილა...
შიგ დიდი კოვზით ჩაძვრა... პირთან მიიტანა... ჩამოეწუწა... ღორივით
თქვლეფდა... ისევ დაუბრუნდა თავის კოლოსს... ამასობაში კიდევ ერთი
ჭიქა ჩაისხა სტომაქში... სამაგისტრო მანტიის თასმები სავარძლის ბორ-
ბალში გაიხლართა... მოქაჩა... ვერაფერი გააწყო... რაღაც ჩაიბურდღუ-
ნა... კმაყოფილი ჩანდა... ისევ გამოქაჩა... თვითონაც გაიხლართა... ხე-
ლებს ვეღარ პოულობდა... ბინძურმა ბებერმა სიცილი დაიწყო. კმარა!
ძირს დავეშვი... სკამი უხმაუროდ ავიღე და დერეფანში გავვარდი... არა-
ვინ განძრეულა... ლოგინში შევხტი...
***
სააღდგომო არდადეგებამდე სული ძლივძლივობით მივატანეთ...
შეზღუდვებმა კინაღამ გადაგვიყოლა... უმკაცრესმა და გაუსაძლისმა... ეს

342
ყველაფერს შეეხო... კვებას... სანთლებს... გათბობას... ბოლო სამი კვი-
რის განმავლობაში ბიჭებმა – აი, ის ხუთნი, ეშმაკის მანქანებით რომ
დარჩნენ – სულ აიშვეს და აღარავის ემორჩილებოდნენ... აკეთებდნენ,
რაც მოეპრიანებოდათ... ბებერმაც საერთოდ აიღო ხელი გაკვეთილების
ჩატარებაზე... ოთახიდან არ გამოდიოდა ან თავის სამბორბლიან ველო-
სიპედს მოახტებოდა და ხანგრძლივ ექსკურსიაზე მიდიოდა...
ახალი მოსამსახურეც გვყავდა... მხოლოდ ერთი კვირა გაუძლო ჯო-
ჯოხეთს... ბიჭებიც მთლად გაგიჟდნენ, მათი ატანა უფრო და უფრო შე-
უძლებელი ხდებოდა... სამზარეულოს ვეღარ იცნობდით... სულ მილეწ-
მოლეწეს იქაურობა... მოსამსახურეს დამხმარე ქალი ჩაენაცვლა... ოღო-
ნდ მხოლოდ დილის საათებში... ნორა ეხმარებოდა ოთახების დალაგე-
ბასა და ჭურჭლის რეცხვაში... მუშაობისას ქალბატონი ხელთათმანებს
იკეთებდა... თმას მოქსოვილი შარფით იცავდა... ჩალმასავით დაიხვევ-
და ხოლმე თავზე...
ნაშუადღევს იდიოტთან ერთად ვსეირნობდი... მასზე ზრუნვა ახლა
მე მარტოს დამეკისრა... ნორა ვეღარ ივლიდა ჩვენთან ერთად... სამზა-
რეულოში უნდა ეტრიალა... საჭმელები ეკეთებინა... მარშრუტის მიმთი-
თებელიც არავინ იყო... ამაზეც მე უნდა მეფიქრა... მე გავხდი დროის
სრული ბატონ-პატრონი... ამიტომაც არსად მეჩქარებოდა... დავბოდია-
ლობდით, სანამ ყელში არ ამოგვივიდოდა. დაულაშქრავი არც ერთი ქუ-
ჩა, არც ერთი ტროტუარი არ დაგვრჩენია... სანაპიროსაც ხშირად ვსტუმ-
რობდით... მუდამ აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალს... ვიმედოვნებდი, რომ
სადმე „მწოვარას“ გადავეყრებოდი... სულ ტყუილად! ის თავის ურიკია-
ნად ქალაქიდან გამქრალიყო... სად არ ვეძებეთ!.. პორტშიც, ბაზარშიც...
ახალი ყაზარმების შორიახლოსაც... არაფერი!..
ეს გასეირნებები სასიამოვნო საათებსაც არ იყო მოკლებული... ჯონ-
კინდიც ცოტათი მორჯულდა... დამჯერიც იყო შიგადაშიგ... მთავარი
იყო, არ აგზნებულიყო... მღელვარება მასზე ძალიან ცუდად მოქმედებ-
და... არ უნდა შემეზღუდა, მაგალითად, როცა სამხედროებს ან დაფდა-
ფებს მოკრავდა თვალს, ან ხმაურიანი მუსიკა ესმოდა... ჩატემში ეს სი-
ამოვნება უხვად გვეძლეოდა... გიჟდებოდა მეზღვაურებზეც... როცა ისი-
ნი წვრთნებიდან ბრუნდებოდნენ... უეშმაკო მელოდიებით, ღრიალით...

343
ძველებური რიგოდენები კრეტინს გულ-ღვიძლს ამოუტრიალებდა
ხოლმე, ისარივით ესობოდა და ფეხბურთს ახსენებდა... ჰანგებისკენ
პირდაპირ ტყვიანაკრავივით მიქროდა.
პოლკი გასაოცრად ცოცხალი ორგანიზმია... მხედველობაში მაქვს
ფერიც და რიტმიც... ბუნების ფონზე ეს ადვილად შესამჩნევია... მუსიკო-
სებს ბროწეულისფერი დაჰკრავდათ... ცის კამარაზე... თამბაქოსფერ
კედლებს შორის მათი ფერადოვნება თვალში გეცემოდათ... შოტლან-
დიელები ენერგიულად უკრავდნენ... ძარღვიანად... თავგამოდებით...
აწყობილად... შეხმატკბილებულად... ვნებით... ამ ბანჯგვლიანი ტყი-
ურების გუდასტვირები დაუჯერებლად მჟღერი და მხიარული იყო...
მათ „ბარაკებამდე“, მინდვრად გაშლილი კარვების ბანაკამდე მივ-
ყვებოდით ხოლმე... გზად ახალ სოფლებს ვეცნობოდით... სტრუდს მიღ-
მა... და კიდევ უფრო შორს... მეორე მდინარის მოპირდაპირე სანაპირო-
ზე... უკან დაბრუნებისას სადგურის მიღმა მდებარე გოგონების სკოლას
ჩავუვლიდით... აუცილებლად შევყოვნდებოდით... მათ გამოსვლას ვე-
ლოდით... კი არ გამოველაპარაკებოდით და რამე... მხოლოდ ცნობის-
მოყვარეობით და წადილით სავსე თვალებით მივაშტერდებოდით...
შემდეგ ისევ არსენალისკენ გავუტევდით... ფეხბურთელების საწვრთნე-
ლი საგანგებო მოედნისკენ... ისინი ნელსონის თასის მოსაპოვებლად ემ-
ზადებოდნენ... ტურნირი კარს იყო მომდგარი... ისეთი გამეტებით ურ-
ტყამდნენ, ბურთები უსკდებოდათ...
ვცდილობდით, რაც შეიძლება გვიან დავბრუნებულიყავით... ვიცდი-
დი, სანამ კარგად არ ჩამობნელდებოდა და განათებულ ქუჩებს არ ვნა-
ხავდი... მაშინ ავუყვებოდი High Street-ს, აი, იმას, რომელიც იმ საფეხუ-
რებთან მთავრდებოდა, ჩვენთან რომ ადიოდა... ამ დროს უკვე დაახ-
ლოებით რვა საათი იქნებოდა... ბებერი კორიდორში გვხვდებოდა... გა-
ზეთში თავჩარგული... ცდილობდა, სხვაზე არაფერზე ეფიქრა...
როგორც კი დავბრუნდებოდით, ყველანი მაგიდას მივუსხდებოდით
ხოლმე... ნორა მემსახურებოდა... მერივინს პირში წყალი ჰქონდა ჩაგუ-
ბებული. ისინი არავის ელაპარაკებოდნენ... ცხოვრება მშვიდი და საამუ-
რი გახდა... ჯონკინდი წვნიანს დაინახავდა თუ არა, დორბლად იღვრე-

344
ბოდა... ახლა ამაში არავინ უშლიდა ხელს. მხოლოდ ბოლოს შევუწმენ-
დით პირს ერთხელ და მორჩა.
***
სააღდგომო არდადეგებზე წასული ნაბიჭვრებიდან უკან არც ერთი
მობრუნებულა. Meanwell-ში ბურთი და მოედანი მე და ჯონკინდს დაგ-
ვრჩა... ჩვენი დორტუარი უდაბნოს დაემსგავსა...
მოვლაში ნაკლები რომ დაეხარჯათ, ერთი სართული საერთოდ და-
ხურეს... ავეჯიც გაქრა... გროშებად გაასაღეს... ღერა-ღერა... ჯერ სკამებს
მიადგნენ... შემდეგ მაგიდებს... ორი კარადა და საწოლებიც ზედ მიაყო-
ლეს... ორი დაფხავებული ლოგინიღა დარჩა... ჩემი და ჯონკინდის...
სრული თვითლიკვიდაცია! სამაგიეროდ, თოხლი გაგვიუმჯობესდა...
უწინდელთან შედარებაც არ შეიძლებოდა... იყო მურაბა... თქვენ წარმო-
იდგინეთ, ქილებში! ჭამე რამდენიც გინდა! შეგეძლო დამატებით პუ-
დინგიც მოგეთხოვა... პროვიზიის წარმოუდგენელი სიუხვე... სასწაული!
სრული მეტამორფოზა! მსგავსი აქ არასდროს მომხდარა... ნორა ძველე-
ბურად თავზე ჩალმას იმხობდა... ისევ ისეთივე პრანჭია დარჩა. სუფრას-
თან თავაზიანად გვმასპინძლობდა, მოღუშული მე ის არ მინახავს, მე
ვიტყოდი, რომ ზედმეტად გაბადრულიც კი მეჩვენებოდა.
ბებერი კი სიკვდილმისჯილივით იჯდა, მისთვის განკუთვნილ ულუ-
ფას ელვის სისწრაფით ნთქავდა,
მერე დგებოდა, მოახტებოდა თავის სამბორბლიან ველოსიპედს და
გაურკვეველი მიმართულებით ქრებოდა... მხოლოდ ჯონკინდი ვერ აჩე-
რებდა ენას რადიოგადაყლაპულივით... მხოლოდ ის, ერთადერთი! „No
trouble!“ ამასობაში მის ლექსიკონს კიდევ ერთი ახალი სიტყვა შეემატა!
„Ferdinand! No fear!“ რომელსაც ყოველი ლუკმის შემდეგ აკვეხებდა...
გარეთ ყოფნა მაინცდამაინც არ მხიბლავდა, რადგან საყოველთაო
ყურადღების ცენტრში მოვექცეოდით ხოლმე... ასეთ შემთხვევაში ჯონ-
კინდს ერთი-ორი პანჩური გარანტირებული ჰქონდა... პატარა ნაბიჭვარი
კარგად მიგებდა და ცდილობდა, ყოველწამიერად არ შევეწუხებინე... გა-
გებისა და მორჩილებისათვის კორნიშონებით ჯილდოვდებოდა, რომ-
ლითაც ჯიბეები სულ მქონდა გამოტენილი... ეს იყო მისი საყვარელი სა-

345
სუსნავი... სატყუარა, რომლითაც ვაიძულებდი, მორჩილად ევლო...
pickles-ის გულისთვის ოხერი მაიმუნი ეშმაკს მიყიდდა სულს...
ჩვენი სალონი ნელ-ნელა ცარიელდებოდა... თავიდან წვრილმანი
ნივთები გაქრა... შემდეგ ტყავგადაკრული დივანი მიჰყვა, ჩინური ლარ-
ნაკები და სულ ბოლოს-ფარდებიც... უკანასკნელი ორი კვირის განმავ-
ლობაში ოთახის შუაგულში მხოლოდ შავი, მონუმენტური „Pleyel“ იყო
წამოჭიმული...
რადგან უკვე აღარ ვშიმშილობდით, შინისკენ ნაკლებად მიმიწევდა
გული... ისე, სიფრთხილეს თავი არასდროს სტკივა... სახლიდან გას-
ვლამდე მარაგზეც ვფიქრობდით და სამზარეულოს პირწმინდად ვპარ-
სავდით. ახლა არსად მიმეჩქარებოდა... ქანცგაწყვეტილიც კი გარეთ
ბევრად უკეთ ვგრძნობდი თავს... აქეთ-იქით დავწოწიალობდით... ვის-
ვენებდით, სადაც მოგვეპრიანებოდა... ბოლო ამოსუნთქვის ფუფუნებას
საკუთარ თავს საფეხურებთან ვჩუქნიდით... ან ციცაბო კლდეზე, პირდა-
პირ ჩვენი ბაღის შესასვლელთან... იქ, სადაც დიდი კიბე ჩადიოდა... ერ-
თადერთი ამოსასვლელი პორტიდან... ჩვენი ფანჯრები ამ ყველაფერს
ზემოდან გადაჰყურებდა... მე და ჯონკინდი აქ დიდხანს ვისხედით... გა-
უნძრევლად... ჩუმად... გვიანობამდე...
მაღლობიდან ხელისგულივით მოჩანდა პორტში გემების შესვლა-
გასვლა... სანახაობა ნამდვილ ჯადოსნურ თამაშს წააგავდა... წყლის ზე-
დაპირი ათასფრად ირეკლავდა მზის სხივებს... მოციმციმე ილუმინატო-
რები ხან გვიახლოვდებოდნენ, ხანაც გვშორდებოდნენ და ქრებოდნენ...
მოგიზგიზე და მოელვარე რკინიგზა გველივით რომ მიიკლაკნებოდა პა-
წაწინა თაღებქვეშ... ჩვენს მოლოდინში ნორა როიალზე უკრავდა... ფან-
ჯარას ყოველთვის ღიას ტოვებდა... ჩვენი სამალავიდან ყველაფერი
მკაფიოდ ისმოდა... შიგადაშიგ პიანისტი თვითონვე უწევდა თავის თავს
აკომპანიმენტს და ხმადაბლა მღეროდა... უფრო სწორად, ოდნავ გასა-
გონად ღიღინებდა... სინამდვილეში ჩემთვის ეს მხოლოდ ჩურჩული
იყო... სევდიანი რომანსი... ახლაც მახსოვს მელოდია. სიმღერის ტექსტი
ჩემთვის დღემდე საიდუმლოდ დარჩა... ინჩი-ბინჩი არ მესმოდა... ხმა
ნელ-ნელა იწევდა... და ხეობას ეფინებოდა... მერე ისევ ჩვენ გვიბრუნდე-
ბოდა... მდინარის თავზე ჰაერში ეკიდებოდა, ძალას იკრებდა და გუგუ-

346
ნებდა... ფრინველს ემსგავსებოდა, რომელიც ფრთებს ადგაფუნებდა...
ყველგან ნავარდობდა, სუსტი ექო ყველა კუთხე-კუნჭულამდე აღწევდა...
სამსახურიდან მომავალმა ყველა მუშამ უკვე ამოირა კიბე... საფეხუ-
რები დაცარიელდა... არემარე მდუმარებაში ჩაიძირა... მე და „No fear“
მარტოდმარტონი დავრჩით... ველოდით, როდის დაასრულებდა ნორა
დაკვრას... შეწყვეტდა მღერას... დახურავდა კლავიატურას... აი, მხო-
ლოდ მაშინ ვბრუნდებოდით...
***
როიალის დღეებიც დათვლილი იყო... ორშაბათ დღეს მუშები დი-
ლაუთენია დაგვადგნენ თავს... ყველაფერი ნაწილ-ნაწილ დაშალეს... მე
და ჯონკინდმაც მივიღეთ ოპერაციაში მონაწილეობა... თავიდან ფან-
ჯრის ქვეშ ნამდვილი ჯალამბარი გამართეს, მაგრამ სულ ტყუილად...
ვერ გაეტია ინსტრუმენტი... მთელი დილა ბაგირებსა და ბლოკებს და-
ათრევდნენ... საბოლოოდ ყუთი ვერანდიდან ჩაუშვეს ბაღში... ახლაც
თვალწინ მიდგას სცენა... უზარმაზარი განჯინა, რომელიც პანორამას
გადაჰყურებს და ნელ-ნელა ცის კამარისკენ მიიწევს...
ნორა, როგორც კი მუშები სამუშაოს შეუდგნენ, ქალაქში ჩავიდა... არც
მობრუნებულა, სანამ არ დამთავრდა! იქნებ ვინმეს სტუმრობდა? რაკი
თავისი ყველაზე ლამაზი კაბა ჩაეცვა... ძალიან გვიან დაბრუნდა. სახეზე
ფერი არ ედო...
ბებერი სავახშმოდ ზუსტად რვა საათზე ბრუნდებოდა... ასე იქცეოდა
რამდენიმე დღის განმავლობაში... შემდეგ თავისთან ადიოდა... უკვე
აღარ იპარსავდა, არც იბანდა, ყარდა სკუნსივით... უკიდურესად გაღი-
ზიანებული ჩანდა... ცოტა ხანში ეს ძუნძგლიანი საერთოდ ამჟავდა... მა-
ინცდამაინც ჩემ გვერდით ჯდებოდა... ერთხელაც ჭამა დაიწყო და აღარ
დაამთავრა... შარვალში ქექვა დაიწყო... ჯიბეები გადმოიტრიალა... ნა-
კეცებიც შეამოწმა... ხელები უკანკალებდა... სამაგისტრო კაბაც ენერგიუ-
ლად ფერთხა... აბოყინა... ამთქნარა... იდუდღუნა... ბოლოს გვეშველა...
იპოვა თავისი საფულე... კიდევ ერთი გზავნილი... ამჯერად დაზღვე-
ული... შობიდან მოყოლებული მამაჩემის მიერ გამოგზავნილი მეათე
უსტარი! საპასუხო წერილი ერთხელაც არ დამიწერია... არც მერივინს
შეუწუხებია თავი... ჩვენ მომხდარი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით... გაშა-

347
ლა და მაჩვენა... ერთი მზერა კი შევავლე... მხოლოდ იმისთვის, რომ
მოგვიანებით სინდისის ქენჯნას არ შევეწუხებინე... გვერდები... გვერდე-
ბი... გვერდები... ბოლო არ უჩანდა... უზარმაზარი მოხსენება... თანდარ-
თული დოკუმენტებით... ზერელედ გადავურბინე... ეს იყო ჭეშმარიტად
ოფიციალური გამოწვევა!.. უკანასკნელი სიტყვებით რომ მთათხავდნენ,
ცხადია, ჩემთვის აღმოჩენა არ ყოფილა... არა! მაგრამ ამჯერად წერილ-
ში ბილეთიც იდო... უკან დასაბრუნებელი... ფოლკსთოუნის გავლით...
მამაჩემი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა... ჩვენ ადრეც მიგვეღო
მისგან წერილები! ამისგან არაფრით გამორჩეულები... წერილები მტი-
რალა, მოწუწუნე, ხრჭიალა... წერილები მუქარის შემცველი... ბებერი წა-
კითხვის შემდეგ მათ მუყაოს საგანგებო კოლოფში აწყობდა... ქრონო-
ლოგიის ერთგული, თარიღების მიხედვით რუდუნებით ალაგებდა... ამ
საგანძურს თავის ოთახში ინახავდა... ამ დროს კიბეზე თვალების
ფშვნეტით, თავის აქეთ-იქით ქნევით ადიოდა... კომენტარებისგან
თავს იკავებდა, ისედაც გასაგები იყო ყველაფერი... ამ სისულელეების
კლასიფიკაცია და დაარქივება სრულიად საკმარისი იყო... თან, დღეების
მიხედვით, გარყვნილების სიცხარისა და მასშტაბურობის გათვალისწი-
ნებით! მაგრამ ბოლო გზავნილი მაინც სრულიად გამორჩეული აღმოჩ-
ნდა – ჭეშმარიტი ულტიმატუმი... ბილეთითურთ! ისღა დამრჩენოდა,
რომ სასწრაფოდ შევდგომოდი ბარგი-ბარხანის შექუჩებას და გასამ-
გზავრებლად მომზადებას... როგორც იქნა, ეს დღეც დადგა, შეგიძლია
აფრები აუშვა, შვილო ჩემო! არა უგვიანეს შემდეგი კვირისა... თვეც და-
სასრულს უახლოვდებოდა... ჟამი საბოლოო ანგარიშებისა!..
ნორა თითქოს მდგომარეობას თავსა და ბოლოს ვერ უგებდა... სრუ-
ლიად გათიშული ჩანდა... სხვაგან დაფრინავდა... ბებერს უნდოდა, რომ
ისიც საქმის კურსში ყოფილიყო... ყველაფერი წვრილ-წვრილად სცოდ-
ნოდა... საკმაოდ ხმამაღლა უყვირა, რათა რეალობას დაჰბრუნებოდა...
მიწაზე დაშვებულიყო... ნორა გონს მოეგო... სასწრაფოდ წამოდგა... კო-
ლოფში ქექვას შეუდგა... ამ დროს ჯონკინდიც აწკმუტუნდა... ნორა წერი-
ლის ხმამაღლა გაშიფვრას შეუდგა...
„შენი მომავლის გამო დიდი ილუზიები არასდროს მქონია! სამწუხა-
როდ, არაერთგზის დავრწმუნდით შენს სასტიკ და ულმობელ ხასიათში,

348
შენს გამაოგნებელ სიხარბესა და გაუმაძღრობაში, ენით აღუწერელ
სულმდაბლობასა და უნამუსობაში, საარაკო ეგოიზმში... ჩვენთვის ზედ-
მიწევნითაა ცნობილი შენი ავადმყოფური მიდრეკილება სიზარმაცის,
ბედოვლათობის, ფუქსავატობისა და დაბნეულობისადმი... შენი აულაგ-
მავი ლტოლვა ფუფუნებისა და ნეტარებისკენ... ჩვენ ვიცით, რასაც უნდა
ველოდოთ მომავალში!.. შენს აღვირახსნილ და დაუოკებელ ხასიათს
ვერანაირი ხათრიანობა ვერ შეარბილებს და ვერც მოთოკავს. ზრუნვა
და გულის დამშვიდება აქ უძლურია! ჩვენ, დარწმუნებით შეგვიძლია
განვაცხადოთ, ამ მიმართულებით ყველაფერი ვიღონეთ, რაც შეგვეძ-
ლო... ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი ამოვწურეთ... მეტ რისკზე
წასვლა ჩვენი მხრიდან სრული უგუნურება იქნება... უსახსრობამ ხელ-
ფეხი შეგვიკრა... აღარ შეგვწევს უნარი შენს ბოროტ ბედ-იღბალთან
ბრძოლა გავაგრძელოთ ... ღმერთის ამარაღა დავრჩით! დაველოდოთ,
რას გაიმეტებს ჩვენთვის!..
ბოლო წერილის დაწერა მხოლოდ ერთმა სურვილმა მიკარნახა: სა-
ბოლოო დაბრუნებამდე, – გნებავს ამას მამობრივი ან ამხანაგური
მზრუნველობა დაარქვი, – მინდა, სანამ ჯერ კიდევ დროა, უკანასკნე-
ლად გაგაფრთხილო, უფრო სწორად, აგარიდო ამაო დარდი და ჭმუნვა:
ფერდინანდ, ამიერიდან ნურავის იმედი ნუ გექნება, საკუთარ თავზე
ზრუნვა თავად მოგიწევს... ჩვენს გადაწყვეტილებას ნუ გაიკვირვებ! არც
აღშფოთდე! თავად იქნები შენი თავის ბატონ-პატრონი! ვიმეორებ, ჩვე-
ნი იმედი ნუღარ გექნება! გემუდარები... შენი ბინის ქირის გადახდას ვერ
უზრუნველვყოფთ, ვერც შენ საჭმელ-სასმელსა და ჩაცმა-დახურვაზე
ვიზრუნებთ. მე და დედაშენი უკანასკნელ ზღვარს მივუახლოვდით.
სულს ვღაფავთ... მორჩა! შენთვის ვერაფერს გავაკეთებთ!..
მძიმე საზიდია ჩვენი ჭაპანი... ძველმა და ახალმა ვალდებულებებმა
და საზრუნავმა წელში გაგვწყვიტა... მუდმივი შიშისა და ქანცგამწყვეტი
შრომისგან, უპოვრობისა, და წარუმატებლობისგან, უსასრულო
მღელვარებისა და ცხოვრების მოუწესრიგებელი რიტმისგან ისედაც
შელახულ ჯანმრთელობას სიბერის ზღურბლზე კიდევ უფრო მეტი ზი-
ანი მიადგა... დღითი დღე უარესდება. არც ისე შორსაა ის დღე, როცა ის
საბოლოოდ დაინგრევა... ჩვენ in extremis, ჩემო ძვირფასო ბიჭუნავ! რაც

349
შეეხება ჩვენს მატერიალურ შესაძლებლობებს, გაუწყებ, რომ უკვე აღა-
რაფერი გვაბადია. დავრჩით ცარიელ-ტარიელი, როგორც იტყვიან! იმ
ქონებიდან, რომელიც ბებიაშენისგან მემკვიდრეობით გვერგო, აღარა-
ფერი დაგვრჩა!.. აბსოლუტურად არაფერი... ერთი გახვრეტილი სუც კი!..
პირიქით, ვალები დავიდეთ! კარგად მოგეხსენება, რა გარემოებებმა
მიგვიყვანა აქამდე... ანიერის ორი ქოხმახი დავაგირავეთ! პასაჟში დე-
დაშენი ახალ სიძნელეებს შეეჯახა, რომელთა გადალახვას, ჩემი ვარა-
უდით, ის ვერასდროს შეძლებს... მოდაში მომხდარმა სრულიად მო-
ულოდნელმა შემოტრიალებამ ამ სეზონზე მდგომარეობის ოდნავ მა-
ინც გამოკეთების ყოველგვარი შანსი მოგვისპო... ჩვენ მიერ წინასწარ
მოფიქრებული ყველა გეგმა დაინგრა და გაცამტვერდა... პირველად
ცხოვრებაში ჩვენმა გათვლებმა არ გაამართლა... რისკმა და გაბედულო-
ბამ ვერ იზეიმა... დიდი გაჭირვებით, წარმოუდგენელი დანაზოგების გა-
წევით, – შენ წარმოიდგინე, ლამის კუჭი ამოვიკერეთ, – ირლანდიური
ბოლეროების კოლექციას მოვუყარეთ თავი! მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერ-
თი კი იცინოდაო! სრულიად მოულოდნელად მორიგი დარტყმა ვიწვნი-
ეთ... ჩვენმა კლიენტებმა, ახალ მოდას აყოლილებმა, ბოლეროებს ზურ-
გი აქციეს... წინასწარ უკვე ვერაფერს დაგეგმავ... უიღბლობამ და ბო-
როტმა ბედისწერამ ამჯერადაც არ დაინდო ჩვენი მშვიდობიანი, იალ-
ქნიანი ნავი... უნდა გაითვალისწინო ის გარემოებაც, რომ დედაშენი კო-
ლექციიდან ერთ ბოლეროსაც ვერ გაასაღებს... სულ უფასოდაც რომ და-
არიგოს, მაინც არავის მოუნდება... საწყალი ცდილობს ახლა ისინი აბა-
ჟურებად გადააკეთოს... ახალი ელექტროხელსაწყოებისთვის... ფუჭი წა-
მოწყება! რამდენ ხანს გასტანს მსგავსი მდგომარეობა? რა გველოდება
წინ? საით მივექანებით... „კოკსინელშიც“ დამაიმედებელი არც არაფე-
რი ხდება... ყოველდღიურად მიწევს თვალთმაქცური, ჩუმჩუმელა, ცბი-
ერი, მე ვიტყოდი, დახვეწილი და გართულებული იერიშების მოგერი-
ება, რომლებსაც თანამდებობებზე ახლახან დანიშნული, ტუჩებზე ჯერ
კიდევ დედის რძე შეუშრობელი ლაწირაკები მიწყობენ... პრესტიჟული
უნივერსიტეტების დიპლომებით აღჭურვილებმა (მავანსა და მავანს
ცენზის მოპოვებაც მოუსწრია) გენერალური დირექტორის თანადგომი-
თა და მხარდაჭერით გათამამებულებმა, ძლიერი პირადი და ოჯახური

350
კავშირებით ზურგგამაგრებულებმა, თავიანთი „თანამედროვე“ განათ-
ლებით ამაყებმა (ბევრს, ვეჭვობ, გააზრებული ჰქონდეს ისეთი ცნებები,
როგორიცაა თავშეკავება, რიდი ან ნამუსი) ბოლო დროს საერთოდ აიშ-
ვეს. ეს ამბიციური ახალგაზრდები, ახლად გამომცხვარი „სპეციალისტე-
ბი“, უბრალო თანამშრომლებთან შედარებით, – მათ შორის, ცხადია,
მეც მოვიაზრები, – წარმოუდგენელი უპირატესობებით სარგებლობენ...
ეჭვიც არ მეპარება, რომ ისინი ძალიან მალე (დიდხანს ლოდინი არ მოგ-
ვიწევს!) მოახერხებენ არა მარტო ჩვენს ისედაც ძალიან მოკრძალებუ-
ლი თანამდებობებიდან მოცილებას, არამედ ქუჩაში გაყრასაც კი! ფერე-
ბი ძალიანაც რომ არ გავამუქო, ეს, დიდი-დიდი, მხოლოდ ერთი თვის
საკითხი შეიძლება იყოს! ქიმერებს უკვე აღარ ვეპოტინები!
რაც შემეხება მე, ვეცდები, პოზიცია რაც შეიძლება დიდხანს შევი-
ნარჩუნო... და ამავდროულად არც თვითკონტროლი და ღირსება დავ-
კარგო... ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ უხეში ინციდენტის ალბა-
თობა მინიმუმამდე დავიყვანო, რომლის შედეგები ადვილი წარმოსად-
გენია... ყველა შესაძლო
შედეგის! ამისთვის ძალისხმევას არ ვზოგავ!..მაქსიმალურად ვცდი-
ლობ, თავი ხელში ავიყვანო, რათა შეფერხებისა და წაკინკლავების სა-
ბაბი არავის მივცე... სამწუხაროდ, ეს ყოველთვის როდი გამომდის...
მიზნის მისაღწევად ახალგაზრდა კარიერისტები პროვოკაციებსაც არ
თაკილობენ... მე სამიზნე ვხდები... მათი ინტრიგების მიზანი! ვგრძნობ,
რომ თავიანთი ხრიკებით, სარკაზმით, გესლიანი ენაკვიმატობითა და
გონებამახვილობით მდევნიან... ჩემი წყობიდან გამოყვანა და განადგუ-
რება სურთ... რატომ? თავს ვიმტრევ პასუხის საპოვნელად და ჯერჯერო-
ბით ვერაფერი გამირკვევია... ჩემს იქ ყოფნას ვერ ეგუებიან ვითომ? სა-
ერთოდ, ჩემი არსებობა აწუხებთ? მსგავსი მეზობლობა და გაუთავებე-
ლი მტრული დამოკიდებულება, შეგიძლია წარმოიდგინო, ჩემთვის ძა-
ლიან მტკივნეულია. ამას გარდა, ყველაფრის ჯეროვანი აწონ-დაწონვის
შემდეგ ვაცნობიერებ, რომ ამ სიმარჯვის, ეშმაკობისა და ფარისევლო-
ბის დაუნდობელ შეჯიბრში მხოლოდ დამარცხებისთვის ვარ განწირუ-
ლი!.. რა იარაღით დავუპირისპირდე მათ? რა შესაძლებლობით ჩავება
პაექრობაში? არანაირი პირადი და პოლიტიკური კავშირები არ გამაჩ-

351
ნია. ამქვეყნად დიდი დროც არ დამრჩენია. არც დიდი ქონების პატრონი
ვარ და არც ნათესავებით ვარ მდიდარი, ამ თამაშში მხოლოდ ერთი კო-
ზირი მაქვს! პატიოსანი, უნაკლო, შეუბღალავი, მუხლჩაუხრელი ოცდა-
ორწლიანი შრომა, სინდის-ნამუსიანობა, ალალმართლობა, მოვალეო-
ბის უღალატო და მძაფრი შეგრძნება! რაღას უნდა ველოდო? ალბათ,
უარესს. სათნოების მძიმე ტვირთი, ვშიშობ, კრედიტის ნაცვლად დებეტ-
ში არ ჩამითვალონ, როცა ჩემთან ანგარიშსწორების ჟამი დადგება. ამას
უკვე ვგრძნობ, ჩემო ძვირფასო შვილო!..
თუ ჩემი მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა (ასეთად ის ძალიან მალე
შეიძლება იქცეს), თუ ერთხელ და სამუდამოდ გვერდზე გამწიეს? (მიზე-
ზი მოიძებნება! ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკო-
ბენ ჩვენი სამსახურების რეორგანიზაციაზე) მაშინ რა ბედი გველის? მე
და დედაშენს ამის შესახებ ფიქრი შიშისა და ძრწოლის გარეშე არ ძალ-
გვიძს. მომავალი ჩვენთვის მხოლოდ ზაფრაა, ძარღვებში სისხლს რომ
გვიყინავს.
თავდაცვის მიზნით, სრულიად შემთხვევით, ბეჭდვის კურსებს (ბო-
ლო მცდელობა!) მივაშურე, არა, სამსახურში არა, რასაკვირველია. ის
რამდენიმე საათი გამოვიყენე, რომელიც მაღაზიაზე ზრუნვას, მომარა-
გებაზე სირბილსა და შეკვეთების მიწოდებას გამოვრჩი. საბეჭდი მანქა-
ნა (ამერიკული) რამდენიმე თვით ვიქირავეთ (ისევ ხარჯები!). არც აქ
ვიმშვიდებ თავს ილუზიებით... ჩემს ასაკში, შენ ეს იცი, არც ისე ადვილია
ადამიანი უახლეს ტექნიკას, ახალ მეთოდებსა და მანერებს, ახალ იდე-
ებს ეზიაროს და გაითავისოს! განსაკუთრებით ყოველდღიური საზრუნა-
ვით დაქანცულ და მუდმივი წარუმატებლობით უკიდურესად გაწამებულ
ადამიანებს უჭირთ. მე და დედაშენიც მათ რიგებში აღმოვჩნდით. ეს გვა-
იძულებს, ჩვენო ძვირფასო შვილო, მომავალს დამძიმებული გულით
ვუცქიროთ და არა გვაქვს უფლება, – არ ვაზვიადებ, – საკუთარ თავს ერ-
თი შეცდომის, თუნდაც უმნიშვნელოს, დაშვების ფუფუნება მივცეთ...
თუ, ცხადია, მე და დედაშენს, სიცოცხლის ბოლო წლების სრულ სიღა-
რიბეში დასრულება არ გადაგვიწყვეტია!..

352
გიგზავნით მხურვალე კოცნას, ჩვენო საყვარელო ბიჭუნავ! დედაშენი
კიდევ ერთხელ მიერთდება, მოგიწოდებს და გევედრება, ინგლისიდან
დაბრუნებამდე (არა ჩვენი გულისათვის, არა ჩვენი სიყვარულის
გამო, არამედ ისევ და ისევ შენდა სასიკეთოდ), ბოლოს და ბოლოს
მიიღო გაბედული და ურყევი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, მთე-
ლი შენი სული და გული, ძალა, ენერგია და შემართება შენს მომავალ
წამოწყებას მიუძღვნა.
შენი მოსიყვარულე მამა ოგიუსტი.
P. S. დედაშენი მთხოვს, ქალბატონ დივონის გარდაცვალების შესა-
ხებ გაუწყო, გასულ კვირას, კრემლენ-ბისეტრში, საწყალი ბოლო რამდე-
ნიმე კვირა ლოგინად იყო ჩავარდნილი... ენფიზემამ და გულის უკმარი-
სობამ შეიწირა... დიდად არ უტანჯია... ბოლო დროს სულ ძილ-ბურანში
იმყოფებოდა... ვერც იგრძნო სიკვდილის მოახლოება... წინადღეს მოვი-
ნახულეთ, სანამ სული ამოხდებოდა“.
***
მეორე დღეს, დაახლოებით შუადღისას, მე და ჯონკინდი ბაღში ვი-
ყავით და სადილს ველოდით... არაჩვეულებრივი ამინდი იდგა... ველო-
სიპედზე შემოსკუპებულ ტიპს მოვკარი თვალი... კარიბჭის წინ გაჩერდა
და ზარს ჩამოჰკრა... ისევ დეპეშა... წამოვხტი და უცნობისკენ გავქანდი...
ისევ მამაჩემის... „დაბრუნდი სასწრაფოდ, დედაშენი ნერვიულობს. ოგი-
უსტი“, – მწერდა.
მესამე სართულზე აუჩქარებლად ავედი... შევხვდი ნორას და გზავ-
ნილი ხელში გადავეცი... წაიკითხა და სასადილო ოთახში ჩავიდა... წვნი-
ანი გამოიტანა და ჭამას შევუდექით... უფ! მოულოდნელად ნორა ცრემ-
ლებად დაიღვარა... სლუკუნებდა... თავს ვერ იკავებდა... ადგა და სამზა-
რეულოს შეაფარა თავი... მესმოდა, როგორ კვნესოდა კორიდორში...
პირველად შევესწარი მსგავს სცენას... ნორამ თავისი საქციელით ფრი-
ად გამაკვირვა... მის თვალზე ცრემლი არასდროს მინახავს! შემცბარი,
არც გავნძრეულვარ... მაგიდასთან სკამს მივეყინე... ის კია, რომ იდიოტს
ბოლომდე ვაჭამე... გასეირნების დრომაც მოაწია... ამჯერად გარეთ გუ-
ლი მაინცდამაინც არ მიმიწევდა. სევდიანმა ინციდენტმა თავგზა ამიბ-
ნია...

353
ამასთან ერთად, პასაჟზე ფიქრები ისევ მომეჯარა... აზრი „იქ“ დაბ-
რუნებაზე მოსვენებას არ მაძლევდა... აკვიატებად მექცა! მეზობლები...
ახალი სამსახურის ენაგადმოგდებული ძებნა... დასრულდა ჩემი დამოუ-
კიდებლობა! მშვიდობით მდუმარებავ! გასრულდა ჩემი უწყინარი გასე-
ირნებანი! ჯანდაბა! ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო, ღრმა ბავშვო-
ბიდან... ყველაფერი გადავაკეთო! სასწრაფოდ!.. გადაუდებლად! საძაგ-
ლებო! ო, საზიზღრობავ! ყველაფერი თავიდან... გაუსაძლისი პირობე-
ბი! ოჰ, ის ზრდილი ბიჭუნა! მორჩილი და დამჯერი! გულისამრევი ბონ-
ზა! 13 ყელში ამომივიდა მათი ხვეწნა-შეგონებანი! აღარ შემიძლია მშობ-
ლების გახსენება – მათი გახსენება და პირში ჩიტების სკინტლის შეგ-
რძნება ერთია... დედაჩემი თავისი მოკლე ოჩოფეხებით... მამაჩემი –
ბაკქური ულვაშით, ბაკქანალიებით, გულისამრევი გარჩევებით, გაუთა-
ვებელი სირობებით...
პატარა ჯონკინდი მკლავში ჩამაფრინდა... მექაჩებოდა... ვერ გაეგო,
რა ხდებოდა... ეზოში გასვლა უნდოდა... თვალს ვერ ვაცილებდი ნაბიჭ-
ვარს. „No trouble!“ მალე დავემშვიდობებით ერთმანეთს... შეიძლება
მოვენატრო ერთ დღესაც ამ სასაცილო ნივთყლაპიას, დარტყმულ, სრუ-
ლიად გადარეულ და დასაბმელ ბიჭუნას... საინტერესოა, როგორი წარ-
მოვედგინე მე? ხარად ვეჩვენებოდი? თუ ლანგუსტთან მაიგივებდა? ჩემ-
თან ერთად სეირნობა უკვე ჩვევად ექცა... ეს მუდამ კმაყოფილი პატარა
მაიმუნი ლოტოს კოჭებივით გამოდმოკარკლული თვალებით რაღაცნაი-
რად შეეგუა სეირნობისას მის გვერდით რომ ვარსებობდი. დროდადრო
ნაზი და მოსიყვარულე ხდებოდა... მთავარი იყო, ყოველწამიერი შეზ-
ღუდვებით მისთვის ტვინი არ გაგეწყალებინა... ჩემი შეფიქრიანებული
იერი მაინცდამაინც არ მოსწონდა... ცოტა ხნით ფანჯრისკენ გადავიტა-
ნე მზერა... როცა მოვტრიალდი, ეს ცუღლუტი უკვე მაგიდაზე თეფშებს
შორის ხტოდა. შემდეგ გაირინდა და შარდვას შეუდგა... პირდაპირ წვნი-
ანს მიუშვირა... ბოლომდე გააპიპინა! სუფრისკენ გავქანდი... მკლავში
ჩავაფრინდი და ძალით ჩამოვათრიე... ამ დროს, მოულოდნელად კარი
გაიღო... მერივინი შემოვიდა... მექანიკურად მოძრაობდა... თითქოს ვე-

13
ბუდისტების მღვდელი ან მონაზონი.
354
რავის და ვერაფერს ამჩნევდა... სახის ნაკვთები თითქოს გაყინვოდა...
ნამდვილ სფინქსს დამსგავსებოდა... ჯერ მაგიდას შემოუარა... ეს ჟესტი
ორ-სამჯერ გაიმეორა... მოგვიანებით ისევ განაგრძო მაგიდის გარშემო
ტრიალი... თავისი მშვენიერი ადვოკატის შავი მანტია მოესხა... ქვემო-
დან სპორტული კოსტიუმით შემოსილიყო... გოლფის შარვალი, საც-
ვალს რომ მოგაგონებდათ... მეუღლის მწვანე ბლუზა! ბინოკლი! სიფა-
თი სრულიად გამოთაყვანებული... მთვარეულივით განაგრძობდა სია-
რულს... ზღურბლს რამდენჯერმე გადაუარა... ერთხანს ბაღში სეირნობ-
და... კარიბჭის გაღებაც სცადა... შეყოვნდა... გადაიფიქრა... ისევ ჩვენ-
კენ... სახლისკენ გამოეშურა... ფიქრებში გადავარდნილი... ჯონკინდს
გვერდით ჩაუარა... საზეიმო სალამი მოგვაგო... მისი ხელი ჰაერში ამაღ-
ლდა და მერე ისევ ძირს დაეშვა... ყოველ ჯერზე ოდნავ ქედს იხრიდა...
იფიქრებდი, ბრბოს მიმართავსო, რომელიც მისგან ძალიან... ძალიან
შორს იდგა... თითქოს ხმაურიან ოვაციებს პასუხობსო... ბოლოს თავისი
ოთახისკენ აიღო გეზი... ძალიან ნელა... სიამაყითა და ღირსებით აღსავ-
სემ... მომესმა, როგორ მიიხურა ზურგს უკან კარი...
ჯონკინდი მერივინის უცნაურმა გამოცხადებამ ძალიან დააფ-
რთხო... ამ თითქოს მართულმა რობოტმა პატარას კინაღამ გული გა-
უხეთქა... დაიწყო წრიალი, მისი ერთ ადგილას შეკავება შეუძლებელი
გახდა... გაქცევას ლამობდა... სრულმა პანიკამ მოიცვა... ენა გავაწკლაპუ-
ნე... ჰო! ჰო! ჰო!.. – შევძახე, გეგონება, ცხენის მოთვინიერებას ვაპირებ-
დი... ზოგჯერ ამგვარი შეძახილები ჭრიდა... პატარა მშვიდდებოდა... სა-
ბოლოოდ იძულებული გავხდი, მისთვის დამეთმო... გავედით და მინ-
დორ-ველად გავიჭერით...
შოტლანდიური ბარაკების შორიახლო იმ ნაბიჭვრებს გადავეყა-
რეთ... „Hopeful Academy“-დან... მინდვრის მეორე დასალიერში კრიკე-
ტის სათამაშოდ მიდიოდნენ... ჩოგნებსა და ჭიცკეტს მიათრევდნენ. ყვე-
ლა ძველი ნაცნობი ვიცანით... შორიდან ხელების ქნევით მოგვესალ-
მნენ... მოკეთებულიყვნენ და სიმაღლეში შესამჩნევად გაზრდილიყ-
ვნენ... მხიარულები ჩანდნენ... ჩვენთან შეხვედრა აშკარად გაუხარ-
დათ... მათი ნარინჯისფერი და ცისფერი სამოსი ჰორიზონტს საზეიმო
ელფერს სძენდა.

355
თვალი არ მოგვიცილებია, სანამ არ გაუჩინარდნენ... ძალიან ადრე
შემოვბრუნდით... ჯონკინდს წამდაუწუმ აკანკალებდა...
***
მე და ჯონკინდი ზედა გზაზე, კოლეჯამდე ჩამავალ „Willow Walk“-ზე
მივაბიჯებდით, როცა საზიდარი, უფრო სწორად, უზარმაზარი ფურგონი
დავლანდეთ, რომელშიც სამი ცხენი შეებათ... გადამზიდველების მე-
ორე ბრიგადას სახიფათო, დამრეცი ფერდობის თავიდან ასაცდენად,
ავეჯი ბაღების გავლით ჩაჰქონდა... ამჯერად ეს იყო დიდი წმენდა... მო-
ანიავეს იქაურობა... აღარაფერი დატოვეს... ფურგონში შევიხედეთ...
ფარდები აეწიათ... მოსამსახურეთა ორი საწოლი, სამზარეულოს ერთ-
ერთი განჯინა, ჭურჭლის შესანახი ზანდუკი, იმ დეგენერატის სამბორ-
ბლიანი ველოსიპედი... და კიდევ უთვალავი ხარახურა... როგორც ჩანს,
სხვენიც პირწმინდად მოასუფთავეს... მთელი სახლი კუთხე-კუნჭულები-
ანად! ალბათ, ერთი მტკაველიც არ დატოვეს მოულოკავი... ცარიელი
ბოთლებიც მიჰქონდათ... ყუთის სიღრმეში მათი ერთმანეთთან მიჯახე-
ბის ხმა ისმოდა... ჩვენი შეფასებით, წასაღები დიდი არაფერი უნდა
დარჩენილიყო...
უეცრად შიშის ტალღამ გადამიარა... ჩემი უბადრუკი ზმანები და ჩექ-
მები ხელს ხომ არ გაატანეს-მეთქი... – გავიფიქრე. თუ ასეთ ძარცვაზე
წავიდნენ, ყველაფერი იყო მათგან მოსალოდნელი. სინდისი შეაწუხებ-
დათ თუ ნამუსი, თუ ღმერთის შეეშინდებოდათ?! მოკლედ, ეს იყო წმინ-
და წყლის „იჩქარეთ, სრული ლიკვიდაციაა!“ ადგილიდან ერთბაშად
მოვწყდი და ტყვიანაკრავივით ქვემოთ ჩავქანდი. სასწრაფოდ უნდა მე-
ნახა, რა გადაურჩა ვანდალების შემოსევას... ყველაფერს თავი რომ და-
ვანებოთ, ჭამის დრომაც მოაწია... საზეიმო სუფრა გაეშალათ... ძვირფა-
სი დანა-ჩანგლები გამოეტანათ... ულამაზესი გადასაფარებელიც არ და-
ეზოგათ... არც ყვავილიანი თეფშები და ბროლის ჭიქები... ცარიელ
ოთახში ეს ბრწყინვალება განსაკუთრებულად თვალში საცემი იყო!..
კარტოფილი ზეთში, არტიშოკები ძმარში, ალუბალი არაყში, მადი-
საღმძვრელი ტკბილეული, ღვეზელი, ლორი... სუფრას, როგორც იტყვი-
ან, ჩიტის რძეც კი არ აკლდა... არაფერს ვამბობ თასებს შორის მიმოყ-

356
რილ ყვავილებზე... არა, ხელები ამიწევია, ყველაფერს მოველოდი, მაგ-
რამ ამას ნამდვილად არა!
სანახაობისგან ენა მუცელში ჩამივარდა... მე და ჯონკინდი გავირინ-
დეთ... ამ საოცრებებით მონუსხულებმა ნაბიჯიც ვერ გადავდგით... სი-
ნამდვილეში, შიმშილისგან სული გვძვრებოდა... თავიდან ცოტ-ცოტა
ყველაფერს გავუსინჯეთ გემო... მერე გამბედაობა მოგვემატა... ავიშ-
ვით... შევესიეთ... მუსრი გავავლეთ... თითებიც მოვიშველიეთ... ვიტიტ-
ყნეთ კერძებში... მთავარი დაწყებაა, თორემ მერე დაბრკოლებები რაღა
სახსენებელია! შესანიშნავი იყო! ჯონკინდი სიამოვნებისგან პირდაპირ
გორაობდა... დნებოდა... ხელმწიფესავით თავს ბედნიერად გრძნობ-
და... ცოტა მოვიტოვეთ... ზემოდან არავინ ჩამოსულა...
როგორც კი ვხეთქეთ, ბაღში ჩავედით... მოსაქმების დროც დადგა...
ირგვლივ მიმოვიხედე. არავინ! არაფერი! სრული წკვარამი! და მაინც, ეს
ყველაფერი უცნაური მეჩვენა! ზემოთ, ფასადზე შუქი კიაფობდა... ბებე-
რი კრეტინის ოთახში... ალბათ, ისევ ჩაიკეტა... არ ღირს დროის ასე უპ-
რაგნოდ ფლანგვა, ყელში ამომივიდა ეს ხრიკები... „გაურკვევლობა“, –
გავიფიქრე... რახან ჩემი ბილეთი უკვე ჯიბეში მიდევს, სულაც
არ იქნებოდა ურიგო, ჩემოდნის ჩალაგებაზე მეზრუნა. დილიდანვე
ავითესები აქედან... პირველივე მატარებელს შევახტები... რვა საათსა
და ოცდაათ წუთზე... ჰმ! ესეც ასე! მორჩა კინო!.. ვერასდროს ვიტანდი
დამშვიდობებას!..
ისე, ცუდი არ იქნებოდა, რამდენიმე სუს ჯიბეში ეჩხრიალა... ერთი-
ორი შილინგი აუცილებლად უნდა მეშოვა... Ginger beer-საც გავიჩალი-
ჩებდი და გზაში ცხოვრებაც საამური მომეჩვენებოდა... ჯერ ის ნაბიჭვა-
რი ჩავაწვინე ლოგინში, ტვინი რომ არ ებურღა... ცოტაც წავუნძრიე... ამ
დროს პატარა გაყურსული იწვა ხოლმე... როგორც ჩანს, პროცედურა ამ-
შვიდებდა... საბოლოოდ აძინებდა... მაგრამ იმ საღამოს დღის მო-
ულოდნელობებით მთვრალსა და აფორიაქებულს რული არ ეკარებო-
და... ტყუილად ვამშვიდებდი „ჰოუ“, „ჰოუს“ ძახილით... გაიგიჟა თავი...
ხტოდა... მძვინვარებდა თავის გალიაში... ტყიურივით ღმუოდა! მიუხე-
დავად იმისა, რომ თავში მაგრად უქიქინებდა, მდგომარეობის უჩვეუ-
ლობას მაინც გრძნობდა... ეშინოდა, რომ ამ წკვარამში მარტოს მივაგ-

357
დებდი... მაგარი მაკვარანცხი ბავშვი კი იყო ის გოთვერანი! მაგის დე-
დაც! შიშს ვერ ერეოდა...
დორტუარი, შეიძლება ითქვას, საკმაოდ დიდი იყო... უზარმაზარი
სივრცე ეჭირა... ჩვენ მარტონი დავრჩით... მანამდე თორმეტნი, მეტიც,
თოთხმეტნი ვიყავით.
ჩემი ოთხი წყვილი წინდა და ცხვირსახოცები ერთად მოვაქუჩე...
ტურტლიანი თეთრეული, რომლისგანაც მხოლოდ ნაფლეთები და
ხვრელებიღა დარჩენილიყო, ცალკე დავაწყვე... მალე მოუწევთ ჩემი თა-
ვიდან მოწყობა- დაბინავება! ისევ დაიწყება ყვირილი და წივილ-კივი-
ლი! სანატრელი პერსპექტივა! ჩემი აღზრდა ჯერ კიდევ არ დასრულებუ-
ლა... მომავალი – ხუმრობა არ გეგონოთ... მოულოდნელად პასაჟზე რომ
გავიფიქრე, მთელ სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა!..
მას შემდეგ, რაც იქაურობა დავტოვე, რვა თვე გასულა! ნეტავ რა ბე-
დი ეწიათ მათ... მინისსახურავიანი სახლის ბინადართ? ალბათ, ასჯერ
უფრო საზიზღარნი და საძაგელნი გახდნენ!.. აქ შეუძლებელია, კაცს რა-
მე შეეშალოს!.. კიდევ უფრო აბეზარნი!.. ამ როჩესტერელ ნაძირლებს
ალბათ ცხოვრებაში არასდროს გადავეყრები... უზარმაზარი გილიოტი-
ნის განიერი ფანჯრიდან კიდევ ერთხელ შევავლე მზერა პანორამას...
ნათელი ამინდი იდგა... შეიძლება ითქვას, თითქმის იდეალური... კარ-
გად ჩანდა ყველა საქცევი და დაფერდება... განათებული დოკები... შემ-
ხვედრი გემების ნათურები... ფერთა ბრდღვიალი... ეს მხიარული კარნა-
ვალი... წერტილები, ერთმანეთს რომ ეძებენ სიბნელეში... ვინ მოთ-
ვლის აქედან გასული მგზავრებით გადაძეძგილი რამდენი გემი მინა-
ხავს... აფრები... კვამლი და ორთქლი... საინტერესოა, სად ჯანდაბაში
იყვნენ ახლა... იქითა მხარეს... ერთნი კანადაში... სხვანი ავსტრალი-
აში... აფრააშვებულები... ვეშაპებზე მონადირენი... ამ ყველაფერს თა-
ვად ვერასდროს ვიხილავ... მე პასაჟში დავბრუნდები... რიშელიეს ქუჩა-
ზე... ისევ მომიწევს მეულის ქუჩაზეც ხეტიალი... ისევ ვნახავ, როგორ ატ-
კაცუნებს მამაჩემი თავის საყელოს... დედაჩემი კი ძლივს მიათრევს ფე-
ხებს... დავიწყებ სამუშაოს ძებნას... გავმართავ მოლაპარაკებებს... ვერ
ავცდები ახსნა-განმარტებებს... რატომ, როგორ და რისთვის... ისევ გამ-
ძვრება სიქა... ვირთხასავით ძრომიალისგან... ისინი მოუთმენლად მე-

358
ლოდნენ... ცნობისმოყვარეობისგან გათანგულნი... მზად ვიყავი, ღრენა
და კბენა დამეწყო... ამის გაფიქრებაზე უკვე გულ-ღვიძლი ამომდიოდა...
ნათურას შევუბერე... ოთახში სრული უკუნეთი ჩამოწვა... საწოლზე
პირდაპირ გაუხდელად გავიშხლართე... რათა დამესვენა... რული ნელ-
ნელა მერეოდა... ჩემ თავს ვუთხარი: „პატარავ, ნუ გაიხდი... შეგიძლია,
ხვალ დილით, როგორც კი ინათებს, აქედან მოხიო...“ აქ აღმოსაჩენი მე-
ტი არაფერი დამრჩა... ბარგი შეკრული მაქვს... ხელსახოცებიც კი დავ-
ტოვე... ჯონკინდს ბოლოს და ბოლოს ჩაეძინა... და მალევე ამოუშვა
ხვრინვა... გამომშვიდობებას არავისთან ვაპირებდი... არ გიცნობ, არ
მიცნობ! არ მქონდა გულის გადაშლისა და გრძნობების ფრქვევის უფ-
ლება... თვალები მეხუჭებოდა... ნელ-ნელა დავმშვიდდი... უეცრად კა-
რის ხრჭიალი მომესმა... კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა! ჩემთვის გა-
ვიფიქრე: „ეს ვინ ყოფილა, ეს პატარა ნაბიჭვარი! თავს დავდებ მოსაჭ-
რელად, რომ გამოსამშვიდობებლად შემოვიდა! ხომ გაები მაინც მახე-
ში, პატარავ!“
მსუბუქი ნაბიჯები ჩამესმა... თითქოს ვიღაცა ჩემკენ მოსრიალებდა...
არა, მგონი მეჩვენება!.. შეუძლებელია! ქალბატონი! მიშველეთ!.. მაინც
როგორ მიმართლებს! აქედან ადვილად უკვე ვეღარ დავტყდები! იმწამ-
სვე ლოგინში ჩამიგორდა. ესეც ასე! გინდოდა? მიიღე კიდევაც! გავოგ-
ნდი... დარტყმა მთელი სხეულით შევიგრძენი... ზეწოლა მთელ სხეულ-
ზე გადანაწილდა... ლოგინზე გადამჭიმა... მიმაბრტყელა, მიმაჭყლი-
ტა... ფერებით სული ამომხადა... გამანადგურა... უკვე აღარ ვარსებობ-
დი... მხოლოდ ის გადარჩა... უკიდეგანო მასა, ზემოდან რომ ჩამოიქცა...
ყველაფერი აიზილა... წებოვანი გახდა... თავი სადღაც გამეჭედა... ვიხ-
რჩობოდი... წინააღმდეგობის გაწევა ვცადე... ვეხვეწე... ვემუდარე... თან
მეშინოდა, ხმამაღლა არ მეყვირა... ხმაურს ბებრის ყურამდე არ მიეღ-
წია... ვაქნიე ხელ-ფეხი... ქვეშიდან ვცადე გამოძრომა... მოვიკეცე... გადა-
ვიკეცე... მოვიკაკვე... თაღივით ამოვიბურცე... საკუთარი ნანგრევების
ქვეშ ვიხოხე... ისევ დამიჭირა, ისევ გამაბრტყელა... ისევ გამაყრუა... სი-
ნაზისა და სიამტკბილობის ზვავმა გადამიარა... მკოცნიდა... მკოცნიდა...
მკოცნიდა... შლეგიანივით... მანჯღრევდა... მბურჯგნიდა... მლოკავდა...
სახეზე ღვართქლი ჩამომდიოდა... ხვრელს ვეღარ ვპოულობდი, რომ მე-

359
სუნთქა... „ფერდინანდ! ფერდინანდ!..“ – კვნესოდა... მევედრებოდა...
პირდაპირ ყურებთან ქვითინებდა... სრულიად შეშლილი ჩანდა... პირში
ენა ჩავთხარე, რომ არ ეღრიალა... ბებერი უთუოდ წამოხტებოდა ლოგი-
ნიდან და ჩვენკენ გამოქანდებოდა... რქებდადგმული ქმრების პანიკური
შიში მქონდა. მათ შორის საზიზღრებიც გამოერევიან ხოლმე...
ვეცადე, დამეყვავებინა... როგორმე მისთვის დარდი და ტკივილი და-
მეცხრო... ვეხვეწე, ოდნავ მაინც თავი ხელში აეყვანა... დავუწყე თათუ-
ნი... ძალიან ვცდილობდი... მთელი ჩემი გამოცდილება ჩავაქსოვე... გა-
ვიხსენე ნაცადი ხრიკები და ეშმაკობანი... მოსახდენი მაინც მოხდა... ვე-
რა და ვერ მოვიცილე თავიდან... წურბელასავით მომეწება... გიჟივით
მკოცნიდა ისევ... კუჭის წვენი ამომიღო... მერე მოულოდნელად მომ-
წყდა, თითქოს გაქცევას ლამობდა... ამჯერად მე არ გავუშვი... ხელები
დამებერა... დუნდულებში ჩავებღაუჭე... მინდოდა, გამეჭედა... რომ არ
ემოძრავა. არის! ბოლომდე გავუყარე! გაჩერდა ნაბოზარი! მაგრად შე-
ვუგდე! სუნთქვასავით მსუბუქად შევუცურე! მასში ავიზილე... ამ სილამა-
ზის ერთადერთი მოსარგებლე... მთელი სხეულით ავკანკალდი... მაგ-
რამ არ ვჩერდებოდი... გამეტებით ვეხეთქებოდი... ძუძუებს დავეწაფე...
კვნესოდა... ღრუტუნებდა... კერტებს შმაგივით ვწოვდი ... სახეზე, ტუჩებ-
თან იმ ადგილს ვეძებდი, რომელიც ყოველთვის აღმაგზნებდა და სადაც
მისი ღიმილის მთელი ხიბლი და ვნება
იყო თავმოყრილი... იქ აუცილებლად უნდა მეკბინა, სისხლი ამომე-
წოვა... ერთი ხელი ხვრელში შევუსრიალე... დიდხანს ვატრიალე... სულ
უფრო და უფრო ღრმად ვუყოფდი... მერე დავადე... გადავუფხიწე... გავუ-
ფართოვე... ვირივით ვტყანი... ზღვა სიამოვნებას ვიღებდი... ოფლად
დავიღვარე... ნაკადული გავასხი... მოულოდნელად გადმოტრიალდა...
გაექცა ჩემს მკლავებს, ბოზანკალა... უკან გადახტა... შენი დედაც! უკვე
შუა ოთახში იდგა... წელში გამართული... მოხსენება გამომიცხო... ფარ-
ნის თეთრ განათებაზე მთელი მისი სილუეტი მკაფიოდ გამოიკვეთა...
ღამის პერანგში... აშოლტილი... თმა მხრებზე ტალღებად ეღვრებოდა...
მე პოზა არ შემიცვლია... ვიდექი ერთ ადგილას მიყინული... აბრიქინე-
ბული ყლით...

360
„დაბრუნდი!“ – ვუთხარი. ამგვარად მისი გულისმოგება ვცადე... მორ-
ჯულება... ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს გამიბრაზდა! შეშლილი-
ვით ყვირილი მორთო!.. დასაბმელი გახდა... კარისკენ დაიძრა... რაღაც
ფრაზებს თხზავდა ეს დამპალი! „Good bye, Ferdinand! – ღრიალებდა, –
Good bye! Live well, Ferdinand! Live well!“
ესეც შენ! კიდევ ერთი სკანდალი! ამის დედაც! წამოვხტი... მინდოდა,
ისევ ჩამეწვინა ლოგინში... გამებრტყელებინა! ბოზებო, შეგეცით! არ
დამელოდა, ნათრევი! უკვე ქვემოთ ჩარბოდა... მესმოდა, როგორ გააღო
და როგორი ხმაურით გაიჯახუნა კარი! ფანჯარასთან... მივირბინე... ავ-
წიე ფრამუგა 14... თვალი მოვკარი ჩიხში... გაზის ფარნების ქვეშ მირბო-
და... ვხედავდი მის მოძრაობებს... მოფრიალე პერანგს. კიბეს დაუყვა...
ნამდვილი შეშლილი! კი მაგრამ, საით მირბის თავქუდმოგლეჯილი?
მოულოდნელად თავში გამიელვა, რომ წამი წამზე საშინელება დატ-
რიალდებოდა. ჩემს თავს ვუთხარი: „ესეც ასე! თაგვმა თხარა, თხარა
და... ხომ გახსოვს? ვერ მოისვენე, სანამ ქაქში არ ჩაყავი ცხვირი! ეს ნამ-
დვილი კატასტროფაა! ახლა შენც მაგრა გაგჭედავენ და დაწყნარდები!
აბა, რა გეგონა? შენი დედაც... სხვის ქალთან ლოგინში კუნტრუში! ახლა
წავა და ის ნაბოზარი წყალში გადავარდება, აი, მერე ნახე შენ!..“ ვიგრძე-
ნი, რომ ამის თავიდან აცილება შეუძლებელია! ქალს, რომელსაც ეშმაკი
შეუჩნდა, რა გააჩერებს! დავუშვათ და გადახტა! შევძლებ კი იქიდან
ამოთრევას? არა! მე, სიქაგამძვრალი, რისი ამომთრევი ვარ?.. მივაყურა-
დე... კორიდორის კარი შევაღე და გარეთ გავიხედე... იქნებ სანაპიროზე
რამე დავლანდო... ის ალბათ უკვე ჩავიდა იქამდე... კიდევ ერთი დარ-
ტყმა! ისევ ყვირილი... შეძახილები! ისევ „ფერდინანდ, ფერდინანდ!“
ბღავილმა ცის ნატეხი ჩამოიღო. მაგის დედაც! ის ნათრევი ახლა ქვე-
მოთ ღნაოდა! სუნთქვა მეკვროდა! ქუჩის ქალი!!! აგერ უკვე შუაგულ პორ-
ტში დგას... თვალები გადმოვკარკლე... არა, საქმე სასაცილოდ ნამდვი-
ლად არ მაქვს... ისე, რაღაც მომენტში კინაღამ გადავიხარხარე... ასეც ვი-
ცოდი... დღესავით ნათელია, რომ ამომაკითხავენ... ბორკილებს დამა-
დებენ და წამაბრძანებენ სადაც ჯერ არს... საშინელმა მღელვარებამ შე-

14
სარკმლის ზედა საგდული.
361
მიპყრო... იმ იდიოტის აქ დატოვება შეუძლებელია! უნდა წავიდე და ერ-
თი მაგრად შევანჯღრიო თავის გალიაში... წამითაც რომ დავტოვო, ში-
შისგან ჩაისვრის... უამრავ ყლეობას ჩაიდენს! მთელ სახლს გადაბუ-
გავს... აქაურობას ნაცარტუტად აქცევს! ღორი! შევანჯღრიე... ამოვათ-
რიე გალიიდან... პირდაპირ კიმონოში... კიბეზე ჩავათრიე...
უკვე გარეთ, კლდეებზე გადავიხარე... ვეცადე, ხიდი შემეთვალიერე-
ბინა... ნათურები... სად დაეთრევა ახლა ნეტავ? სინამდვილეში შევამ-
ჩნიე... ძალიან მკაფიოდ... ლაქა! სიბნელეში გაიელვა! რაღაც თეთრი...
წყალი არ გაუვა!.. ეს ჩემი გადარეულია! ფარნიდან ფარნამდე დაფრი-
ნავს... ეს მძორი პეპელასავით დაფარფატებდა... ღრიალებდა ხან აქ,
ხან იქ... ქარს ექო ჩემამდე ამოჰქონდა... მოულოდნელად სისხლისგამ-
ყინავი კივილი ჩამესმის... რამდენიმე წამში ისევ განმეორდა... მთელ
დაბლობს მოედო... „ჩქარა, ჩქარა, პატარავ, გაინძერი! ჩვენი ლიზეტა
გადახტა! ვერასდროს ვნახავთ! მორჩა! კარგი ფაფა კი გამოვიდოდა! აი,
ნახავ, აი, ნახავ, ჩემო პატარავ!“
ძირს გადავეშვი. ორ-სამ საფეხურს ერთდროულად ვახტებოდი...
შხლაფ! აი, ასე! მოწყვეტით! შუა კიბეზე ძარღვებში სისხლის მოძრაობა
შემიწყდა! უეცრად გონება გამინათდა... თურმე ვიყინები, ვკანკალებ!
კმარა! ნაბიჯსაც არ გადავდგამ! არ არის საჭირო! გადავიფიქრე! დავაგ-
ვიანე!.. მოაჯირზე გადავიხარე!.. და დავინახე... ადგილი სანაპიროზე,
საიდანაც ეს ხმაური ამოდიოდა, თურმე კიდევ უფრო ქვემოთ ყოფილა...
აურზაური... გუგუნი... ადამიანები ყოველი მხრიდან მორბოდნენ!..
მოედანი მაშველებით გადაიჭედა... მოდიოდნენ და მოდიოდნენ...
ერთმანეთში გაცხარებით ბჭობდნენ... დაძრწოდნენ წინ და უკან... ჭოკე-
ბით და ჯოხებით აღჭურვილნი... დაათრევდნენ ნავებს... ყველა სასტვე-
ნი და სირენა ერთდროულად აწივლდა... გნიასი... ღრიანცელი... ჩხუბი...
ისინი ძალ-ღონეს არ იშურებდნენ... მაქსიმალურად ცდილობდნენ...
ნემსის ყუნწში ძვრებოდნენ... ჯერჯერობით ტყუილად ირჯებიან... არა-
ფერი გამოსდით... ვერაფრით ვერ წაეპოტინნენ... თეთრ კვადრატს
ტალღებში... ის სულ უფრო და უფრო სცილდებოდა მათ...
მე ჯერ კიდევ ვამჩნევდი მას იქიდან, სადაც ვიდექი... მდინარის შუ-
აგულში... პონტონებს შორის მიცურავდა... მესმოდა, როგორ იხრჩობო-

362
და... მკაფიოდ ჩამესმა მისი ბუყბუყი... ასევე სირენების კივილიც... ყვე-
ლაფერი მესმოდა... ის იხრჩობოდა... დინებამ ჩაითრია... მორევისკენ
გააქანა... პაწაწინა თეთრი ლაქა დამბის მიღმა გაუჩინარდა... ო, ღმერ-
თო! ო, უბედურებავ! ო, ბედრკულო! დაიხრჩო! ეს ცხადზე უცხადესია!
ჩქარა! ჩქარა! აქედან უნდა ავახვიო! ამ შვიდთვიანსაც კარგად უნდა ვუ-
თაქო თავში და აქედან წავათრიო! არ უნდა მოგვისწრონ! როცა მოვლენ,
უნდა დავიმალოთ... ეს რა ხათაბალაში გავებით! ბედი არ გინდა?!
იმდენი ვარბენინე ის უდღეური, მეტი აღარ შეეძლო... ხელი ვკარი...
გვერდით მოვისროლე... უსათვალოდ ვერაფერს ხედავდა... ფარნებსაც
კი... არ დატოვა არაფერი, რასაც ფეხი არ გამოჰკრა... ყველა ორმოში ჩა-
ემხო... ძაღლივით წკმუტუნებდა... მერე ხელში ავიტაცე... ზურგზე მო-
ვიგდე... ფერდობზე ავბობღდი... საბოლოოდ თავის ლოგინში ჩავათ-
ხლიშე... ბებრის კარისკენ გავქანდი... მთელი ძალით ჩავცხე... ხმა არ
გამცა... კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა... არაფერი! მთელი სხეულით მი-
ვეხეთქე! არის! შევანგრიე! იქ იყო... ზუსტად ისეთივე, როგორიც მაშინ
ვნახე... გისოსის წინ გაშხლართული... აღაჟღაჟებული... მშვიდად ისვამ-
და ფაშვზე ხელს... მომაშტერდა... ეტყობა, არ მომიწონა, ამ სერიოზულ
საქმიანობაში ხელი რომ შევუშალე... თვალები ააფახურა... ვერაფერი
გაეგო... „დაიხრჩო! ის დაიხრჩო!“ – ვიყვირე მთელი ხმით.
კიდევ უფრო ხმამაღლა გავუმეორე... ლამის ფილტვები ამოვაყო-
ლე... ჟესტებიც დავურთე... ბულ-ბულ-ბულ! განვასახიერე... ქვემოთკენ...
ფანჯრიდან... ქვემოთ! ქვემოთ! Medway! River! River! ქვემოთ! წყალი!
წყალი! წამოწევა განიზრახა... ძალისხმევისგან დააბოყინა... შებანცალ-
და... ტაბურეტზე დაეპერტყა... „ო, ძვირფასო ფერდინანდ! – მითხრა, –
ძვირფასო ფერდინანდ!“ ხელიც კი გამომიწოდა... ბილბოკე (სათამაშო)
აებურდა... სავარძელში გაეკვეხა... წამოდგომა სცადა... არ გამოუვიდა...
უაზროდ აქნია ხელები... ყველა ბოთლი ძირს ჩამოყარა... ვისკის ნაკა-
დული დააყენა... მურაბიანი ქილაც დაიმსხვრა... ყველაფერი დაილე-
წა... ნამდვილი ჩანჩქერი... ამან ძალიან გაახალისა... ჩაბჟირდა... ხოხავ-
და... შემდეგ შეეცადა, ყველაფერი აეკრიფა... მაგრამ ამაოდ... ყველაფე-
რი წვეთავდა... ყველაფერი ჩამოიქცა... დაინგრა... თეფშიც სადღაც გაფ-
რინდა... ფეხი აუცდა... გასრიალდა... ნამსხვრევებზე გაიშხლართა... სკა-

363
მის ქვეშ შეძვრა... და გაირინდა... ბუხართან მოეწყო... მომიწოდა, მისი
მაგალითისთვის მიმებაძა... ქშენდა... დუდღუნებდა... მუცელს წრი-
ულად იზელდა... ყვერებს ათამაშებდა... აშკარად მაგარ კაიფს იჭერდა...
გულმოდგინედ სრესდა... მერე შეეშვა პინგ-პონგს... ტანსაცმელს გადა-
ასხა...
ამასობაში თავიდან ამომივარდა, რის სათქმელად გამოვეცხადე...
დიდად არ მიდარდია... კარი გავიხურე და დორტუარში დავბრუნდი...
საკუთარ თავს შევახსენე: „როგორც კი ინათებს, აქედან უნდა მოვცოც-
ხო.“ ბარგი-ბარხანა იქვე მედო... გამზადებული... სრულ მზადყოფნაში
ვიყავი! მივწექი... რამდენიმე წამში წამოვხტი... ისევ პანიკამ შემიპყრო...
მიზეზს ვერ ვხვდებოდი... სულ იმ ქალზე ვფიქრობდი... ისევ ფანჯრი-
დან გავიხედე... მივაყურადე... ჩამიჩუმი არ ისმოდა... სრული წკვარამი...
სანაპიროდან ყველა გაფხეკილიყო.
შიშისა და დაღლილობის მიუხედავად, ისევ მღელვარებამ შემიპ-
ყრო... უცებ მომინდა, ძირს ჩამერბინა და დავრწმუნებულიყავი, ნამდვი-
ლად ამოათრიეს თუ არა წყლიდან... ისევ ამოვიცვი შარვალი... პერანგს
მკლავები გავუყარე... პიჯაკსა და ქურთუკს... პატარა ფშინვას განაგ-
რძობდა... გასაღებით ჩავკეტე... იქ შეყოვნებას არ ვაპირებდი... ერთ
მზერას შევავლებდი და იმწამსვე უკან გამოვიქცეოდი... კიბის ბოლო სა-
ფეხურამდე ჩავირბინე და გავშეშდი... თვალი მოვკარი პოლიციელს,
რომელიც ალბათ შემოვლაზე იყო... შემდეგ მეზღვაურიც დავინახე, რო-
მელიც გამომეხმაურა... ცივმა ოფლმა დამასხა... ძალიან შევშინდი...
სადღაც კუთხეში მივიყუჟე... ოჰ, ნაძირლები! ვცდილობდი, აღარ მესუნ-
თქა... აღარ მემოძრავა... ოჰ, ვერა! ეს უკვე ჩემს ძალებს აღემატება! აღარ
შემიძლია... კიდევ ცოტა ხანი გავუძელი... სხვა არავინ გამოჩენილა! ხი-
დი, საიდანაც ის გადახტა, ქვემოთ იყო... წითელი ნათურების უსასრუ-
ლო მწკრივი წყლის ზედაპირზე ირეკლებოდა... „რაღას უდგეხარ! გაინ-
ძერი! ჩქარა, – ვთქვი ჩემთვის, – პოლიციელები ახლა შეიძლება უკვე ზე-
მოთ არიან!“ ფიქრებმა ჩამითრია... რა არ წარმოვისახე!.. დავიქანცე...
ფეხზე ვეღარ ვდგებოდი... შევიშალე... ძალიან ცუდად ვგრძნობდი
თავს... მოკლედ გამოვიფიტე... უკანასკნელი ძალები გამომელია... კი არ
ვხუმრობ, მართლა მაგრად დამერხა... წელში ვერ ვიხრებოდი...

364
„Meanwell“-ში ასვლაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო... არც მიცდია... ზურ-
გით კედელს მივეყრდენი... არაფრის თავი არ მქონდა... ამ ქაქში როგორ
აღმოვჩნდი?! მე ხომ არაფერ შუაში ვარ?! არა, აქედან სასწრაფოდ უნდა
დავტყდე! ცარიელ-ტარიელი! არაფრის გარეშე!.. ვაგზლისკენ გავუ-
ტიე... პალტო შევიკარი... მხრებით შიგ ჩავძვერი... არ მინდოდა, ვინმეს
ვეცნე! კედლის გასწვრივ... რის ვაივაგლახით მივლასლასებდი... გზად
არავინ შემხვედრია! მოსაცდელი
დარბაზის კარი ღია დამხვდა... ეს უკვე კარგია... გრძელ სკამზე გავიშ-
ხლართე... ღუმელთან ახლოს... თავი უკეთ ვიგრძენი... ირგვლივ ბნე-
ლოდა... პირველი მატარებელი ფოლკსტოუნის მიმართულებით ხუთ
საათზე უნდა გასულიყო... ჩემი ბარგი იქ დარჩა... საწოლზე... ერთი „ნივ-
თიც“ კი არ წამომიღია... მით უარესი, დარჩეს, ჯანდაბას... იქ, რომ მომ-
კლა, ვერ ავბრუნდები!.. ეს შეუძლებელია! მთავარი ახლა აქედან დრო-
ულად გაქცევაა... არ უნდა ჩამძინებოდა... წამოვჯექი... დარწმუნებული
ვიყავი, რომ ხუთსაათიანით წავიდოდი... განრიგისკენ წავფორთხიალ-
დი... „5 o’clock. Folkstone via Canterbury-ის“ ქვეშ გავიშოტე.
***
იმის გამო, რომ მთელი ჩემი ბარგი-ბარხანა ინგლისში დავტოვე, შინ
ცარიელ-ტარიელი გამოვეცხადე. მეგონა, რომ ტყავს გამაძრობდნენ,
მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა... ჩემი დაბრუნებით ბებრები ძა-
ლიანაც კმაყოფილნი, მეტიც, ბედნიერები ჩანდნენ! ამ შემთხვევისათ-
ვის საგანგებო სცენარის მომზადებაზე არც ეფიქრათ! ის კია, რომ ცოტა
გაიკვირვეს – არც ერთი წყვილი პერანგი რომ არ ჩამომყვა, მაგრამ ამის
გამო ცხვირ-პირი არ დაუხოკავთ... მოკლედ რომ ვთქვა, მაგრად დაიკი-
დეს... უფრო საკუთარი საზრუნავით ჩანდნენ შეპყრობილნი...
იმ რვა თვის განმავლობაში, რაც აქედან წასული ვიყავი, ისინი გარეგ-
ნულად თვალში საცემად შეიცვალნენ... მოიკუნტნენ... სახეები დაეკუ-
ჭათ... სიარულზეც შეეტყოთ, რომ აშკარად ვერ იყვნენ ჯანზე... მათ ნა-
ბიჯებს უწინდელი გაბედულობა და სიმყარე დაეკარგათ. მამაჩემს შარ-
ვლები მუხლებთან გამობერვოდა და სპილოსავით ფართო ნაკეცებად
ჩამოწლაწოდა... სახეზე მკვდრის ფერი გადაჰკვროდა... ღერი თმა არ
შერჩენოდა და ეს კასკეტიც თავზე ტაშტივით უყანყალებდა... თვალებს

365
ფერი დაჰკარგვოდათ. ცისფერს ნაცრისფერი ჩანაცვლებოდა, სახესა-
ვით გაფერმკრთალებოდათ. თვალში საცემი მხოლოდ ნაოჭები შერჩე-
ნოდათ... ღრმა და გამოკვეთილი ღარები ცხვირიდან პირამდე ჩამავა-
ლი... მოკლედ, კაცი განადგურებულიყო და დაჩაჩანაკებულიყო... ჩემ-
თან დიდი საუბრები არ გაუმართავს... მხოლოდ მკითხა, ინგლისიდან
რატომ არ მიპასუხესო... „Meanwell College“-ში შენით კმაყოფილები თუ
იყვნენო... სწავლა შედეგიანი თუ გამოდგაო... აქცენტი თუ დაამხეცეო...
ინგლისელების სწრაფ რატრატს თავსა და ბოლოს თუ უგებდიო... პასუ-
ხად რაღაც გაურკვეველსა და გაუგებარს ვბურდღუნებდი... ამით ჩვენი
ბაასი ინგლისში მიღებულ განათლებაზე დაიხურა...
სხვათა შორის, ჩემს პასუხებს ცალი ყურითაც არ უსმენდა... ზედმე-
ტად იყო შეწუხებული და აღელვებული საიმისოდ, რომ წარსულზე დარ-
დით თავი დაემძიმებინა... არც უწინდელივით დავობდა... მისი შავბნე-
ლი და მოქუფრული წერილებიდან დღემდე ბევრი რამ გაუგებარი დამ-
რჩა... ვიმეორებ, ბევრი რამ! დიახ, ერთ დღესაც მათი გაშიფვრა მომი-
წევდა ... იმ გაუთავებელი წარუმატებლობების, რომელთა მოყოლა
ჯერჯერობით ვერ მოესწროთ! ახლა მეძლეოდა ბედნიერი შესაძლებ-
ლობა, ყველაფერს წვრილ-წვრილად გავცნობოდი... რაც მართალია,
მართალია, მშობლებმა უკანასკნელ დანაზოგებს წირვა გამოუყვანეს,
რათა პანსიონში სწავლა შემძლებოდა !.. 6 თვე!.. მსგავს ჭაპანს ბევრი
ვერ გასწევდა. ეს ხომ უცილო გაღარიბებას
ნიშნავდა!.. ბოლეროებთან დაკავშირებულმა კატასტროფამ მაგ-
რად ჩაუსვარათ საქმეში. ეს ნამდვილად ასე იყო! მამაჩემის ქრონომეტ-
რმა საბოლოოდ დაიდო ლომბარდში ბინა! დედაჩემის ბეჭედმაც ვერა
და ვერ გამოაღწია იქიდან! არაფერს ვამბობ ანიერის პავილიონებზე...
ბოლო ნამცეცებიც ჩადეს...
უქრონომეტრობამ კაცი სულ გადაიყვანა ჭკუიდან... უსაათობა მხო-
ლოდ მის კრახს უწყობდა ხელს... ასეთი მოწესრიგებული და ასეთი პუნ-
ქტუალური იძულებული იყო, პასაჟის საათისთვის შეეხედა... ზღურბლი
გადაელახა და ქუჩაში გასულიყო... დედა იუსელი საგალანტერეო ფარ-
დულიდან პირდაპირ ჩასაფრებული იყო და მას ერთსა და იმავე დროს

366
ელოდა... ტიკ, ტაკ! ტიკ! ტაკ! ჩაირთვებოდა, რათა წყობიდან გამოეყვა-
ნა... შიგადაშიგ ენასაც გამოუყოფდა ხოლმე...
სხვა სიძნელეებიც გაჩნდა... დაიწყო და აღარ დამთავრდა... ერთი
მეორეს მიება... დაუჯერებლად ბევრი იყო, მშობლებს მათთან გამკლა-
ვება რომ ეცადათ, იკრუნჩხებოდნენ, იკაკვებოდნენ... გუნდად იკვრე-
ბოდნენ, უბედურებისათვის ნაკლები ზედაპირი რომ მიეშვირათ... ცდი-
ლობდნენ, კატასტროფებს შორის შეუმჩნევლად გამძვრალიყვნენ...
არაფერი გამოსდიოდათ... ახალ დარტყმებსა და უბედურებათა ახალ-
ახალ ტალღებს ვეღარ ემალებოდნენ...
ქალბატონი ერონდი ამიერიდან ჩვენთან ვეღარ იმუშავებდა... უბე-
დური საავადმყოფოდან ვეღარ გამოდიოდა... ერთი ქალი ჩაენაცვლა,
რომელიც დიდი სერიოზულობით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა, თავ-
ში მაგრად უქროდა... მსგავსი მფლანგველი სანთლით საძებარი გახ-
ლდათ!.. ვალებში იხრჩობოდა, ვირიშვილი! მაგრადაც ურტყამდა! კლი-
შიში ცხოვრობდა... დედაჩემი ავტობუსიდან არ ჩამოდიოდა... დილა-სა-
ღამოს სახლში აკითხავდა, მაგრამ ვერ პოულობდა... მხოლოდ სადმე
ბისტროში თუ გადაეყრებოდა... კოლონიელზე გათხოვილი, დღე და
მოსწრება აბსენტით იჭყიპებოდა... კლიენტებს, რომლებსაც თავიანთი
ხარა-ხურა ამოსაკემსად ან დასაკერებლად მოჰქონდათ, თვეობით უწევ-
დათ ლოდინი... მოუთმენლობისა და აღშფოთებისგან საშინელ სკანდა-
ლებს გვიწყობდნენ... ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მდგომარეობა დღი-
თიდღე უარესდებოდა... ამგვარი რამ ადრეც ხდებოდა, მაგრამ ამჯერად
სიტუაცია თითქმის უმართავი გახდა... დაგვიანებისა და გადავადებე-
ბისგან გათანგულ ქალებს მეტი აღარ შეეძლოთ... ინიშნებოდა ახალი
თარიღი და ყველაფერი თავიდან იწყებოდა... ტყუილებს, დაბოლებებ-
სა და გაურკვევლობებს ბოლო არ უჩანდა... ბრრრ! ასე ქრებოდნენ ქალ-
ბატონები... ერთ დღესაც არც არავინ მოვიდა... თუ დროდადრო კლი-
ენტს ავანსზე დაითანხმებდა, კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში
იგდებდა თავს. გაავებული მუშტარი ხაოდა, კიოდა, ქვითარს ცხვირწინ
უფრიალებდა... საბოლოო ანგარიშსწორებისას ნერვებდაწყვეტილმა
და დაბნეულმა დედაჩემმა უკვე აღარ იცოდა, ჰქონდა კი მორალური უფ-
ლება ამხელა დაგვიანების შემდეგ დარჩენილი თანხა მოეთხოვა...

367
უღირდა კი შედეგი ამდენ ოფლისღვრად, კოჭლობად, სისხლის დორ-
ბლებად, არაადამიანურ მოპყრობად... იმ გათახსირებული ჟასმინის გუ-
ლისთვის აგონიაში ჩავარდნად, უცხვირპირო, მატყუარა და დამპალ
ადამიანად შერაცხვად?! არა, ჩიტი ნამდვილად არ ღირდა ბრდღვნად!
დედაჩემს მშვენივრად ჰქონდა გაცნობიერებული, – ამას მორიგი
ცრემლების ღვრისას თვითონაც
ხმამაღლა აღიარებდა – რომ ბოლო ჟამს ადამიანებს ლამაზი ნივთე-
ბისკენ ლტოლვა ნელ-ნელა მიუნავლდათ... ეს იყო ტენდენცია, რომელ-
საც ვერაფერი შეაჩერებდა... გაბრძოლების მცდელობაც სრული უგუნუ-
რება იქნებოდა... ამაოდ ნერვების დაწყვეტა და ფრჩხილების კვნეტა...
მდიდრებმა დაკარგეს ადრინდელი დახვეწილობა და სინატიფე... დაუჩ-
ლუნგდათ რუდუნებით, სიყვარულითა და ოსტატურად შესრულებული
ხელნაკეთობების შეფასების უნარი... ახლა უფრო ელექტრომანქანების
წყალობით შესრულებულ საზიზღრობებს ეტანებოდნენ... ნაქსოვებს –
გარეცხვისას ფერი რომ გასდის და ძაფებად იშლება და ვეღარ იცნობ...
რაში გვჭირდება ის, რაც ლამაზი და მშვენიერია, რაც თვალს ახარებს –
აი, ასე აზროვნებენ, ბატონო, თანამედროვე ქალები! მათ ოღონდ ჭყე-
ტელა და მყვირალა ჩააცვი! სუფთა ვერმიშელი! ნაგავი! საშინელებათა
ხროვა! ბაზრიდან მოთრეული ძონძები! სად არის ულამაზესი და უმშვე-
ნიერესი მაქმანი? ის მოკვდა! უკვალოდ გაქრა! ახლა მითხარით, რისი
გულისთვის უნდა მოიკლა თავი, რა საჭიროა ძალისხმევა! მოკლედ,
დადგა დრო, როცა დედაჩემიც უნდა შეჰგუებოდა ამ ახალ ინფექციას...
ახალ მანიას... იძულებული გახდა, ეს საზიზღარი, უსახური და გულისამ-
რევი ჭინჭები ეთრია წინ და უკან... არადა, ამ უგვანობისგან ერთ თვეზე
ნაკლებ დროში ნაფლეთებიღა რჩებოდა. ეს ნამდვილად ასე იყო! ჩვენი
ვიტრინაც ამ „ძვირფასეულობით“ გამოიძეძგა... ყველა კარნიზზე ჩამო-
კონწიალებული და ასევე თაროებზე დახვავებული კილომეტრობით ნა-
გავის დანახვაზე დედაჩემს არა მარტო სევდა იპყრობდა, არამედ ნამ-
დვილი მუცლის გვრემა ეწყებოდა. ცხადია, ამ დროს მას სინატიფეებზე
ფიქრისთვის არ სცხელოდა... ჩვენგან სულ რაღაც ოთხ ნაბიჯზე, ჟენე-
რის ქუჩის კუთხეში, ებრაელებმა თავიანთი ღია ფარდული ასეთი ქსო-
ვილებით გაავსეს, დახლები ბაზრობას დაამსგავსეს... ამ ნაგავს მიჰქონ-

368
და იქაურობა... ასაღებდნენ კილომეტრობით, კილოგრამობით, დეკა-
მეტრებით...
ეს იყო სრული კატასტროფა იმათთვის, ვინც ნამდვილს მოესწრო.
დედაჩემს ეთაკილებოდა ასეთ წუნთან კონკურენციაში ჩაბმა. მაგრამ
ისიც მართალია, რომ სხვა საშუალებაც არ ჰქონდა! ბევრად ერჩივნა, მი-
ეფურთხებინა ამ ხარახურისთვის და სხვა კოლექციებზე გადართული-
ყო, მაგალითად, კომპაქტურ ავეჯზე, ინკრუსტრაციებზე, ოვალურ მაგი-
დებზე, პატარა კარადებზე, სავიტრინო ნივთებზე, სამშვენისებზე, ფა-
იფურებზე და ჰოლანდიურ ჭაღებზეც კი, რომელიც მოგებას თითქმის
არასდროს იძლეოდა და სათრევადაც მძიმე იყო... მაგრამ დედაჩემი
იყო მიღონებული და მინავლებული, სრულიად არაქათგამოცლილი...
ფეხი უჭირებდა საქმეს ძალიან... გაუსაძლისი ტკივილები სტანჯავდა...
ამ სიმძიმით ცხადია, პარიზში ვერ ირბენდა... ეს წარმოუდგენელი იყო!
არადა, სწორედ რომ, ეს უნდა ეკეთებინა, ძვირფასი დრო რომ არ და-
ეკარგა და ხელსაყრელი გარიგებები ხელიდან არ გაეშვა... ამას გარდა,
მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა ან მოკუნტული ჯდომა... „გა-
ყიდვების დარბაზში“ ... ამ დროს მაღაზიისთვის რა უნდა ექნა?.. არა,
ყველაფრის ერთდროულად მართვა შეუძლებელი იყო... ჩვენი ოჯახის
ექიმი, დოქტორი კაპრონი სენტ-ონორეს ბაზრიდან ბოლო დროს ორ-
ჯერ იყო მოსული სახლში და ორივეჯერ დედაჩემის ფეხის გამო... ოფი-
ციალური და მკაცრი იყო... სრული დასვენება დაუნიშნა! სართულებზე
სახედარივით დატვირთულს სიარული კატეგორიულად აუკრძალა... სა-
ოჯახო საქმეებსაც უნდა შეშვებოდა... სამზარეულოსაც კი... ლაპარაკობ-
და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე... მოკლედ, პაციენტი არ დაინ-
დო... ნიუანსებში არ გადავარდნილა... სათქმელი პირდაპირ პირში მი-
ახალა... თუ კვლავ გადაიქანცებოდა, მისი ჯანმრთელობის საქმე ცუდად
წავიდოდა და სავალალო შედეგებზე პასუხს
თვითონვე აგებდა... მოკლედ, აბსცესი უწინასწარმეტყველა... და-
უმორჩილებლობის შემთხვევაში... მუხლს შიგნით... ადგილიც კი მიუთი-
თა... ბარძაყი და ნაკუთალი მუდმივი დატვირთვისგან დედაჩემს ისე და-
ეჭიმა, აღარც ეღუნებოდა... ერთ მთლიან, გაქვავებულ ძვალს დაემსგავ-
სა... გეგონება, გრძელი ჯოხიაო, ზედმეტი, უადგილო გამონაზარდე-

369
ბით... ერთი სიტყვით, ეს იყო უფუნქციო, მომჩვარული კუნთები... როცა
თავს ძალას ატანდა და ნაბიჯის გადადგმას ცდილობდა, ისეთი შთაბეჭ-
დილება იქმნებოდა, რომ ზემოდან ვიღაცა თოკებით ექაჩებოდა... აშკა-
რად ჩანდა, რომ ამ თოკს ვიღაც უხილავი მთელი ძალით ჭიმავდა... ამ
დროს დედაჩემი გაუსაძლისი ტკივილებისგან იტანჯებოდა... ეწყებოდა
სპაზმები! განსაკუთრებით ცუდად თავს საღამოობით გრძნობდა, როცა
მთელი დღის წოწიალის შემდეგ შინ ბრუნდებოდა... გაუბედურებული
ფეხი მხოლოდ მე მაჩვენა... ტკივილების დასაამებლად ცხელ საფენებს
იდებდა... ცდილობდა, რომ მამაჩემს არ დაენახა... დედაჩემმა ბოლოს
და ბოლოს დაადგინა, რომ ქმარი განსაკუთრებულად მაშინ ცოფდებო-
და, როცა უკან კოჭლობ-კოჭლობით მიჰყვებოდა.
როცა მარტონი ვრჩებოდით, მე ფარდულში ვიჯექი... დედაჩემი შემ-
თხვევით სარგებლობდა და რბილი, დაშაქრული და მოსიყვარულე ხდე-
ბოდა, თუმცა დარწმუნებული ხმით ისევ და ისევ მიმეორებდა, რომ მა-
ღაზიასა და სამსახურში საქმეები ცუდად სწორედ ჩემ გამო წაუვიდათ...
ჩემს საქციელს და გორლოჟთან და ბერლოპთან ჩადენილ მზაკვრობებს
მათთვის ისეთი ლახვარი ჩაეცა, რომლისგანაც წელში ჯერ კიდევ ვერ
გამართულიყვნენ... და ვერც გაიმართებოდნენ... დიახ, ისინი იყვნენ თა-
ვით ფეხამდე შეძრულნი! ჩემგან არაფერს ითხოვდნენ, არც არაფერს
მსაყვედურობდნენ, განაწყენებითაც არ გამინაწყენდნენ... გულღვარ-
ძლიანობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. მითხრეს, ეს ყველაფერი წარ-
სულს ჩაბარდაო... ერთი რამ მევალებოდა... როგორმე გამესიგრძეგანე-
ბინა ის მდგომარეობა, რომელშიც ჩემი წყალობით ამოყვეს თავი... მა-
მაჩემი წუხდა, რომ საკუთარ ნერვებს კონტროლს ვერ უწევდა... შუაღა-
მით ბნედიანივით წამოხტებოდა ხოლმე ლოგინიდან... კოშმარები
ესიზმრებოდა... ცივ ოფლში ცურავდა... საათობით წინ და უკან დაბო-
რიალებდა...
რაც შეეხება დედაჩემს, კარგად ვხედავდი მის ფეხს... ეს იყო ყველა-
ზე უარესი წყევლა, ყველაზე უარესი გასაჭირი, რომელიც შეიძლება ადა-
მიანს თავს დასტეხოდა... უკურნებელი სენი, უარესი, ვიდრე ტიფი ან წი-
თელი ქარი. ზედმეტად ნაზი ხმით ყველა რჩევა-დარიგება განმიახლა –
სხვა დამქირავებლებთან მეტი გონიერებისათვის მომეხმო, ვყოფილი-

370
ყავი უფრო გაწონასწორებული, გაბედული, მიმწოლი, თავაზიანი, მი-
ზანდასახული, უფრო მონდომებული და თავაზიანი, ვიდრე ოდესმე...
ამომეძირკვა თავიდან უნიათობა... სიზარმაცე... არ ვყოფილიყავი მა-
წანწალა და სალახანა... არ ავყოლოდი საკუთარ ხუშტურებს და რაც
მთავარია, არ დამევიწყებინა სიკეთე... სიკეთის კეთების სურვილი... აი,
რა არის უმთავრესი... მეფიქრა, რომ მშობლებმა ჩემი ამქვეყნად მოვ-
ლინების პირველი დღიდანვე სიცოცხლე მოიშხამეს, განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც სასწავლებლად ინგლისს მიმავლინეს და თუ კიდევ მო-
რიგ უბედურებას დავიტეხდი თავს ან უკადრებელ საქციელს ჩავიდენ-
დი, ეს იქნებოდა ნამდვილი ცოდვის კითხვა... გამანადგურებელი კრა-
ხი... რომელსაც მამაჩემი, ცხადია, ვეღარ გაუძლებდა და იმ უბედურ კაცს
სამარეში ჩადებდა. უკეთეს შემთხვევაში, სამუდამო ნევრასთენიას ავკი-
დებდი... რაც მას საბოლოო ჯამში აიძულებდა სამსახური დაეტოვებინა.
დედაჩემს, ჩემი უგვანო ზნის გამო, კიდევ თუ მოუწევდა ნერვების
შლა, ეს აუცილებლად აღიბეჭდებოდა მის ფეხზე... ჯერ ერთი აბსცე-
სი... მერე მეორე... ყველაფერი ამპუტაციით დასრულდებოდა... ეს იყო
ის ჰიპოთეზა, რომელიც კაპრონმა გვაცნობა...
მამაჩემი თავისი ტემპერამენტისა და მგრძნობიარობის გამო ყველა-
ფერს ბევრად უფრო ტრაგიკულად განიცდიდა. ურიგო არ იქნებოდა, თუ
რამდენიმე თვე დაისვენებდა... მას ჰაერივით სჭირდებოდა მშვიდი და
წყნარი, ქალაქის ორომტრიალისგან მოშორებული ადგილი... სოფელში
შვებულების გატარება – ამასვე ურჩევდა დაჟინებით კაპრონიც... ფონენ-
დოსკოპით ხანგრძლივი მოსმენის შემდეგ... არითმია დაუდგინა... ზოგ-
ჯერ ისეთი ძლიერი, რომ ლამის გული საგულედან ამოვარდნოდა...
ორივენი, კაპრონი და მამაჩემი, ერთი ასაკისანი იყვნენ... ორმოცდაორი
წლის და ექვსი თვის... ჰო, კაპრონმა ისიც დაამატა, რომ კლიმაქსის
დროს მამაკაცი ქალზე ბევრად სუსტი და უმწეოაო... ათასი სიფრთხი-
ლის გამოჩენა მართებსო... მაგრამ ყველა ეს რჩევა იყო სრულიად ფუჭი
და უსარგებლო! პირიქით! ახლა, როგორც არასდროს, მართებდა სრუ-
ლი მზადყოფნა, ფიზიკური და სულიერი რესურსების მაქსიმალური მო-
ბილიზაცია... მეოთხე სართულზე ისმოდა, როგორ ურახუნებდა უზარმა-
ზარ კლავიატურაზე... თუ ძალიან შეჰყვებოდა ბეჭდვას, ყურში წუილები

371
ეწყებოდა... ღამით ასოები ესიზმრებოდა, ხმაურმა ძილის ჩვეული რიტ-
მი დაურღვია... დასამშვიდებლად მდოგვით გაზავებულ ფეხის აბაზა-
ნებს იღებდა... ეს ცოტათი შველოდა... სისხლის მიმოქცევას ურეგული-
რებდა.
***
ნელ-ნელა ვაცნობიერებდი, რომ დედაჩემი საბოლოოდ უგულო ბავ-
შვად აღმიქვამდა, ეგოისტ ურჩხულად, კაპრიზულ, სულმდაბალ, თავცა-
რიელ, ქარაფშუტა საქონლად... თვლიდა, რომ ჩემი გამოსწორებისა და
მორჯულების მცდელობა სრული უაზრობა იყო... რომ ჩემს თანდაყო-
ლილ, ძვალ-რბილში გამჯდარ მიდრეკილებებთან ეშმაკიც კი ვერაფერს
გააწყობდა... ნათლად ხედავდა, რომ მამა სრულ ჭეშმარიტებას ღაღა-
დებდა... სხვათა შორის, სანამ ინგლისში ვიყავი, ბუზღუნში წარმოუდგე-
ნელი სიმაღლეებისთვის მიეღწიათ, გასაოცრად დახვეწილიყვნენ და
ლამის ცხოვრების წესად ქცეოდათ... დარდისა და საზრუნავისგან ისე
იყვნენ მოტეხილები და დაძაბუნებულები, რომ ჩემი ფეხის ხმის გაგო-
ნებაზეც ტანში ჟრუანტელი უვლიდათ. ყოველ ჯერზე, როცა კიბეზე ავ-
დიოდი, გამორიცხული იყო, მამაჩემს ზიზღისგან ღრანჭი არ მოჰქცე-
ოდა...
ბოლეროების კრახი ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ამას გარდა, საბეჭდმა
მანქანამაც საერთოდ მოუშალა ნერვული სისტემა... საშინლად აღიზია-
ნებდა... ვერა და ვერ შეეგუა ამ ტექნიკურ სიახლეს... ასლების ბეჭდვაში
მთელი დღე მისდიოდა... ტონობით ქაღალდი გაანადგურა... უნდა გენა-
ხათ, როგორი მონდომებით აკაკუნებდა... გარესამყაროს მოწყვეტილი...
შესაძლოა, ნამეტანი მოსდიოდა და ზედმეტად ძლიერ ურტყამდა, ან
სულაც პირიქით... ერთი რამ ცხადი იყო... მანქანის წკარუნი დილიდან
საღამომდე არ წყდებოდა... ჩემი საწოლი იქვე ახლოს იდგა... ვხედავდი,
რომ ძალისხმევას არ აკლებდა. აი, ძალიან მონდომებული იყო... კლა-
ვიშებში იქექებოდა... საწევებში იხლართებოდა... არა, ბეჭდვა აშკარად
არ იყო
მისი საქმე... ხვითქი გადასდიოდა, მთელ სამყაროზე გაბრაზებული
მეწაღესავით ოცსართულიანებს აცხობდა... სამსახურში ცალკე ბატონ
ლეპრენტს გამოჰყავდა წყობიდან, პირდაპირ სდევნიდა... საბაბი საკინ-

372
კლაოდ არასდროს ელეოდათ... „ამ ფრჩხილებისა და ტირეების გამოყ-
ვანას თქვენ ვერასდროს მოაბამთ თავს... აჰ, ჩემო საწყალო მეგობარო!
თქვენს კოლეგებს მაინც შეხედეთ! რახანია, დაამთავრეს... თქვენ კა-
ლიგრაფი ხართ, ბატონო! არასდროს დაიკარგებით!..“ ცხადი იყო, რომ
მამაჩემი მაინცდამაინც არ ეპიტნავებოდა... ისიც გულხელდაკრეფილი
არ მჯდარა... მიდგა, მოდგა... აშკარად გრძნობდა, რომ კატასტროფა უკ-
ვე კარს იყო მომდგარი... ყოფილ თანამშრომლებშიც გაიკითხა... კონკუ-
რენტ კომპანიაში მოლარის თანაშემწეს იცნობდა... „კონივანს-ენსან-
დი“... იანვრისთვის შეიპირეს საცდელი ვადით... უბედურება ის გახ-
ლდათ, რომ იქაც ერთ-ერთი პირობა ბეჭდვის ცოდნა იყო... ამიტომაც
ყოველ საღამოს, დისტრიბუციიდან დაბრუნების შემდეგ, სახლში თავ-
გადადებული ვარჯიშობდა...
ეს იყო ანტიკური აპარატი, სამაგიეროდ, გამძლე, საგანგებოდ გაქი-
რავებისთვის მოფიქრებული... ყველა მძიმეზე წკარუნებდა... მამა ცხა-
ურას წინ მოკალათებული გააფთრებული შრომობდა... სადილობიდან
შუაღამემდე.
დედაჩემი, როგორც კი ჭურჭელს გარეცხავდა, ცოტა ხნით თავისთან
ადიოდა... ფეხებს სკამზე შემოაწყობდა... კომპრესს დაიდებდა... ლაპა-
რაკით მამაჩემს ვერ დაელაპარაკებოდა... შეგირდს ხელი ეშლებოდა...
ახლა უკვე სიცხისგან ვიგუდებოდით... ვინ ელოდა ასეთ ხვატს ზაფხუ-
ლის დასაწყისშივე?!
***
ახალი სამსახურის საძებნელად ხელსაყრელი დრო მაინცდამაინც
ვერ იყო... მკვდარი სეზონის წინადღეს ვაჭრობა საერთოდ ჩაკვდა. თუმ-
ცა მცდელობა არ დაგვიკლია... გავიარეთ, გამოვიარეთ... ნაცნობ კომი-
ვოიაჟერებსაც მივაკითხეთ... ვერაფრით ვერ დაგვაიმედეს... მხოლოდ
შვებულებების პერიოდის მიწურულს უნდა გვეცადა... უცხოურ ფარდუ-
ლებშიც კი.
გარკვეული გაგებით, ეს უმოქმედობის ჟამი ჩემთვის სასარგებლოც
კი აღმოჩნდა, რადგან ფაქტობრივად შიშველ-ტიტველი ვიყავი... ცოტა
მაინც უნდა დავზმანულიყავი, სანამ სამუშაოს ძებნას შევუდგებოდი...
გარდერობის განახლება კი ვერ იყო ადვილი საქმე! სადღა იყო ამის მა-

373
ყუთი?! ფეხსაცმელსა და პალტოს მხოლოდ სექტემბერში თუ ვეღირსე-
ბოდი. ასე რომ, ამ გადავადებამ ძალიან გამახარა... შემეძლო, ცოტა კი-
დევ დამესვენა, სანამ ჩემი ინგლისურის დემონსტრირებას შევუდგებო-
დი... საკმარისი იყო, რეალური სურათი შეეტყოთ, მყისიერად ტვინის
ბურღვა რომ აეტეხათ... ბოლოს და ბოლოს, ეს ხვალ-ზეგ არ მოხდებო-
და და, როგორც მოგახსენეთ, თავისუფალი სუნთქვის საშუალებაც მო-
მეცა... მხოლოდ ერთი პერანგი შემრჩა... ისიც მამაჩემის ნაქონი... წე-
სით, ჩემთვის პიჯაკი და ერთდროულად ორი შარვალი უნდა ეყიდათ...
ამისთვის კიდევ ერთი თვე უნდა მომეთმინა... ახლა ამის საშუალება არ
იყო... საჭმელზე ძლივს გვყოფნიდა... და თუ რას ვჭამდით, უკვე აღარ
მოვყვები... რვაში უნდა გადაგვეხადა... გაზის ქვითარი კი
აგვიანებდა! ამას გარდა, სხვა გადასახადები! მამაჩემის საბეჭდი
მანქანა! ამ მორევიდან ამოძრომა როგორ წარმოგიდგენიათ! ყველგან
გაფრთხილებები ეყარა გადასახადების თაობაზე! იისფრები, ცისფრე-
ბი და წითლები... ყველა ავეჯზე ეს იყო აკრული...
გადავადება მართლაც მივიღე! დამქირავებლებს გაცვეთილ, დაკემ-
სილ და დალახტულ კოსტიუმში ხომ არ გამოვეცხადებოდი, იდაყვებამ-
დე ასხეპილი სახელოებით?! ეს დაუშვებელი იყო... განსაკუთრებით მო-
დურ და საცალო ვაჭრობის მაღაზიებში, სადაც ფრანტებივით იმოსე-
ბოდნენ.
მამაჩემი იმდენად იყო ჩაფლული თავის დაქტილოგრაფიურ სავარ-
ჯიშოებში და გაწამებული „კოკსინელიდან“ გამოგდების შიშით, რომ სა-
დილის დროსაც ამ ფიქრების ტყვეობისგან ვერ თავისუფლდებოდა...
ჩემი ამბავი დიდად ისედაც არ აინტერესებდა. ჩემს ბუნებაზე საკმაოდ
მყარი შეხედულება ჩამოუყალიბდა, რომელიც გადახედვას არ ექვემდე-
ბარებოდა. მის თვალში, არც მეტი, არც ნაკლები, თავად სიმდაბლის
განსახიერება ვიყავი. შტერი და კრეტინი, რომელსაც ამქვეყნად არაფე-
რი გამოასწორებდა. მორჩა და გათავდა! მე ვერ ჩავწვდებოდი ამაღლე-
ბული ბუნების შიშსა და სადარდებელს... არა, არ მოვიაზრებოდი იმ
ადამიანთა რიგებში, რომლებიც დაშვებული შეცდომის სიმძიმეს აღიქ-
ვამენ, როგორც საკუთარ სხეულში ჩაცემულ ლახვარს... ან ჭრილობად,
დღითიდღე რომ ღრმავდება და ღმერთმა უწყის, როდის შეიკრავს

374
პირს... ოჰ, არა, არა! განა მე ის არსება ვიყავი, რომელიც გულ-ღვიძლში
გარჭობილ დანას დავატრიალებდი? კიდევ უფრო ღრმად ჩავისობდი?
დანაშაულის შეგრძნებით შეპყრობილი? განა მე ვიყვირებდი ტანჯვის
კეთილმოქმედებაზე და სარგებლიანობაზე? არა. ნუთუ პასაჟის ფაკი-
რად გადავიქეცი სამუდამოდ? თუ ასეა, მაშინ რა? რა წყალში გადავვარ-
დე? გავხდე უჩვეულო! დიახ! სასწაულებრივი! შესანიშნავი! სათაყვანე-
ბელი! სრულყოფილი! ოოო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! ამას გარდა,
ათასჯერ უფრო მუდო, ათასჯერ უფრო ქანცგამწყვეტი და მანიაკი! ხარ-
ჯებისა და ოჯახური უბედურებების უშრეტი წყარო! კი, კი, ცუდი არ იქნე-
ბოდა! ყველაფერი თავდაყირა დადგეს? ყველაფერი ერთმანეთში აი-
ბურდოს? კი, კი, მხოლოდ ასე და ამგვარად! ათი ათასჯერ უფრო ეკონო-
მიური? ო, ლა, ლა! ისეთი, რომლის მსგავსი ჯერ არავის უნახავს! არც
პასაჟში და არც არსად! არც მსოფლიოში! ო, ღმერთო ჩემო! ეს რა სას-
წაული ბავშვია! საამაყო და სანაქებო შვილი! ფენომენალური!.. ჩემ-
თვის არაფერი არ უნდა გეთხოვათ! ბუნებით საზიზღარი და აუტანელი
გახლდით... მიზეზებს ვერ აგიხსნით... სინდის-ნამუსის ერთი ნამცეციც
არ შემრჩა... ჩამოვლპი... მყრალ ჩირქად ვიქეცი! გადავჯიშდი... მე არ ვი-
ცი, რას ნიშნავს სითბო, გულისხმიერება... ჩამეკეტა მომავალი... უგ-
რძნობი ვარ კუნძივით... თანაც პირწავარდნილი გარყვნილი... აულაგმა-
ვი და თავხედი! თახსირი! ძროხის ნეხვზე უარესი! ყორანივით პირქუ-
ში... შავბნელი... უცხვირპირო... მე ვიყავი სევდა... თავად სასოწარკვეთი-
ლება... უიმედობა... იმედგაცრუება... შავი კუპრი, ჯოჯოხეთი... რეგულა-
რულად ვჭამდი შუადღეზე, არც საღამოს ვრჩებოდი მშიერი... რძიან ყა-
ვასაც კი გეახლებოდით! მათ მშობლის ვალი პირწმინდად მოიხადეს. მე
ვიყავი ის მარადი ჯვარი, რომელიც მათ ამ ტანჯულ მიწაზე უნდა ეზი-
დათ! სინდისი ჩემში ვერასდროს გაიღვიძებს! მხოლოდ ინსტინქტები
და უძღები სტომაქი შემომრჩა, რათა ყოველდღიური ღარიბული ულუ-
ფითა და მშობლების უბადრუკი შემოწირულობებით ამოვავსო. გარ-
კვეული გაგებით, მე ვიყავი ნამდვილი ვამპირი... ეს აშკარა იყო...
***
ბერეზინას პასაჟში ჩემი წასვლიდან მოყოლებული თითქმის ყველა
ვიტრინაში უამრავი ცვლილება მომხდარიყო... „Modern style“ შემოჭრი-

375
ლიყო... იასამნისფერი და ნარინჯისფერი ჭარბობდა. ეს იყო დიდი მო-
და ბაღის ხვართქლასა და ირისებზე... ხის, ნაძერწი და ხვიარა ორნამენ-
ტებისათვის ფორმა მიეცათ და ვიტრინები და კედლები დაემშვენები-
ნათ... ორი ახალი საპარფიუმერო მაღაზია გაეხსნათ... და ერთიც, რომე-
ლიც მხოლოდ გრამოფონებით ვაჭრობდა... ჩვენი თეატრის კარზე – „მა-
ღალი საზოგადოების სხვენი“ – ისევ ის ძველი ფოტოები ეკიდა... კული-
სებში იგივე აფიშები დაეტოვებინათ... სცენაზე ისევ „მის ჰელიეტი“ იდ-
გმებოდა... მთავარ პარტიას კვლავ ტენორი პიტალუგა ასრულებდა...
მომაჯადოებელი ხმა, რომლის გამოსვლა თაყვანისმცემლების გულის
გასახარად „ნოტრ-დამ-დე-ვიქტუარში“ ყოველ კვირა საღამოს ჭეშმარი-
ტი ტრიუმფით მთავრდებოდა. მთელი წელი ირჩეოდა ამ პიტალუგას
სენტ ოსტაშში დადგმული „ქრისტიანთა შუაღამე“ შობის ღამეს... ყო-
ველ წელს უფრო და უფრო იხვეწებოდა, გულის ამაჩუყებელი და ზებუ-
ნებრივი ხდებოდა.
ამჟამად საყოველთაო განხილვის საგანი პასაჟის ყველა მაღაზიის
ელექტროფიკაციის პროექტი გამხდარიყო... თუ ჩანაფიქრს ასრულება
ეწერა, ცხადია, გაზი გამოირთვებოდა, რომელიც საღამოს ოთხიდან 325
სანთურაში შიშინს იწყებდა და ისე ყარდა, რომ იმ ისედაც უჰაერო და
დახშულ სივრცეში, საღამოს შვიდისთვის ზოგიერთებს გული მისდიო-
დათ (არაფერს ვამბობ ძაღლების მონაშარდზე, რომელთა რაოდენობა
ელვის სისწრაფით იზრდებოდა)... იმასაც კი ამბობდნენ, რომ პასაჟს პი-
რისაგან მიწისა აღგვა ემუქრებოდა! გალერეას კი სრული დემონტაჟი
ელოდა! ააფეთქებდნენ მინის სახურავსაც! დიახ! დიახ! და გაჭრიდნენ
ოცდახუთმეტრიანი სიგანის გზას ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჩვენ
ვცხოვრობდით! ოჰ! მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, ცხელ-ცხელი ამბები ჭორიკ-
ნებისა და უიმედობის გამო სასოწარკვეთილთა მონაჩმახს წააგავდა...
ისე, უკიდურესი სიდუხჭირის საშიშროება ყველას ემუქრებოდა! ასე იყო
ყოველთვის და ახლაც მას წინ ვერანაირად ვერ აღვუდგებოდით. წერ-
ტილი! ასეთი იყო კანონი ძლიერთა ამა ქვეყნისა!..
დროდადრო ქილიკისას კომერსანტების თავებში უცნაური დუღი-
ლის შედეგად დაუჯერებელი ტყუილები იბადებოდა... განსაკუთრებით
ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა ხვატისგან გათანგულები ფარდულე-

376
ბის წინ გრძელ სკამებზე მიესვენებოდნენ... ეს იმ ბუშტულებს წააგავდა,
წყლის ზედაპირზე რომ სკდებიან... სექტემბერში... სანამ ღვართქაფი
დასცხებდა და ცის ნატეხი ჩამოინგრეოდა... აი, სწორედ მაშინ ითხზვე-
ბოდა და ვრცელდებოდა ჭორები და გრანდიოზული ბოდვები... ყველა
წარმატებაზე ოცნებობდა... გაუგონარ თაღლითურ გარიგებებსა და აფე-
რისტობებზე... ფანტაზიას არ ჰქონდა საზღვარი... ელანდებოდათ, რომ
სახელმწიფო მათ სდევნიდა... შეუდგა მათი ქონების იძულებით ჩამორ-
თმევას... გასაქანს არ აძლევდა... უსაქმურობისგან გასივებულები თავს
ათასგვარი სისულელით იტენიდნენ... ჩვეულებისამებრ ფერწასულებსა
და ფერმკრთალებს ამ დროს სახეები აელეწებოდათ ხოლმე და ალის-
ფერი გადაეკვრებოდათ.
სანამ დასაძინებლად წავიდოდნენ და ხვრინვას ამოუშვებდნენ, ერ-
თმანეთს განსაცვიფრებელ ხარჯთაღრიცხვებს უზიარებდნენ... აბრეხ-
ვებდნენ თანხებს, რომელიც დასჭირდებოდათ, როგორც კი საქმე აქე-
დან გადაბარგებაზე მიდგებოდა... ო, ლა, ლა! ღმერთო დიდებულო! იმ-
დენი საზრუნავი და სადარდებელი ჩამოიქცეოდა მათ თავს! უმაღლეს
სახალხო ხელისუფლებას მოუწევდა ერთი ადგილის განძრევა, თუ ერთ
დღესაც მათი ამ ადგილიდან აყრას გადაწყვეტდა... სახელმწიფო საბ-
ჭოები არც კი ეჭვობდნენ, თუ რა ცოდვის კითხვა შეიძლებოდა აქ დატ-
რიალებულიყო... ისევ ნამდვილი „წინააღმდეგობის მოძრაობა“ იფეთ-
ქებდა! ოჰ! ოჰ! მტრისას! მერე ეს იუსტიციის სამინისტრო და ათასი ჯუ-
რის ჩინოვნიკის ამალა! ერთი მათი სიფათები დამანახა და მეტი არა-
ფერი მინდა! მოუწევდათ არგუმენტირებული პასუხის გაცემა... ამ დუჟ-
მორეულებს რა დააშოშმინებდა... ოჰ! ოჰ! ამას დაემატებოდა ქაქანი ან-
გარიშებზე და კონცერნების პირობებზე და გაფრთხილებებზე! არა, ეს
ადვილი საქმე არამც და არამც არ იქნებოდა! აჰ, ის ოცდათორმეტი ათა-
სი ცინგლიანი სულ დამავიწყდა! არა, ჭეშმარიტად, მთავრობას ეს ძალი-
ან, ძალიან ძვირი დაუჯდებოდა... ერთი-ორ კაცზე ხომ არ იყო ლაპარა-
კი?! ლეგიონზე!!! ყველა ხარჯის დაფარვა მათ მოუწევდათ... მოკლედ,
„საფრანგეთის ბანკს“ დედა ეტირებოდა... სუც კი არ დარჩებოდა საცა-
ვებში... და ეს ყველაფერს ვერ გასწვდებოდა... ამ თანხას მხოლოდ ფარ-
დულების მშენებლობა შეიწირავდა... რაღაც სასწაულისა და არნახული-

377
სა კი არა, არამედ აქ რომ ჰქონდათ, ზუსტად ისეთივეების... ერთი ერ-
თში! აბსოლუტურად... ან სრული ასლი, ან არაფერი! ბასტა! ამ გადაწყე-
ტილებას ისინი არ გადაუხვევდნენ... არავითარ შემთხვევაში! თუმცა
დიდ რენტაზეც მოაწერდნენ ხელს... ეს ვარიანტი სულაც არ იყო გამო-
რიცხული... რით იქნებოდა ვითომ ცუდი უვადო რენტა? სიკვდილამდე!
ჰა? ღმერთო! ღმერთო! შენ გადმოგვხედე! „საფრანგეთის ბანკის“ სო-
ლიდური რენტა გარანტიებით... რომელიც მათი ნება-სურვილის შესატ-
ყვისად დაიხარჯებოდა! სამოთხეა რა! მიდი და ითევზავე შენს გემოზე...
ოთხმოცდაათი წელი მაინც თავი ქუდში გაქვს, რა! დაამატეთ ამას სმა-
ჭამა და ღრეობა ოცდაოთხი საათის განმავლობაში და კიდევ ათასი რა-
მე-რუმეები...
ამას რა გამოლევს... გარანტირებული უფლებები... აგარაკები ქა-
ლაქგარეთ... შეღავათები... ზარალის ანაზღაურება... თავიდან ყველა-
ფერს ვერც დაითვლიდა კაცი!
ჰა? რას იტყვი? ეს იყო ხასიათისა და პრინციპის საკითხი. საქმე იყო
მარტივი და შეუქცევადი! მთავარი იყო, არ დაეთმოთ! ყოველ შემთხვე-
ვაში მათ ასე ეგონათ... შეიძლება სიცხე, სულთმხუთავი ატმოსფერო ან
გადახურებული ელექტროგაყვანილობა იწვევდა მსგავს ეფექტს... ან გა-
მოსავალი, რომ ერთმანეთი დაენდოთ და დრო ჩხუბსა და კინკლაობაში
არ გაეტარებინათ... სანამ ასტრონომიულ კომპენსაციებს გამოჰკრავ-
დნენ ხელს... საყოველთაო თანხმობა უნდა დამყარებულიყო... ყველას
მზერა მომავლისკენ მიეპყრო... თითოეულს სურდა, ექსპროპრიაციის
პროცესში რიგით პირველი ყოფილიყო... რომ ყველაფერი მისით დაწ-
ყებულიყო.
***
პასაჟის მეზობლებს, დამინახეს თუ არა, გაოცებისგან ენა მუცელში
ჩაუვარდათ... არ მოელოდნენ, ასე თუ ავყრიდი ტანს... მე მართლაც ჯან-
ღონით აღსავსე ჯეელად ვიქეცი. სიგანეში ორჯერ მოვიმატე... ახლა წუ-
წურაქობა უკვე აღარ გამოგვივიდოდა, როცა ჩემ შესამოსად „ღირსეულ
კლასს“ მივადგებოდით... თავიდან მამაჩემის ზმანებში გამოვეწყვე...
ზოგში ვერ ჩავძვერი... ზოგიც იქვე ტანზე შემომეფხრიწა... ერთი შარვა-

378
ლიც კი არ აღმოჩნდა ჩემი სარგო. თავიდან ბოლომდე ყველაფერი ახა-
ლი უნდა მეყიდა... ასე რომ, უნდა მომეცადა.
ქალბატონმა ბერუზმა, მეხელთათმანემ, ერთხელაც ქალაქში საქ-
მეების მოგვარების შემდეგ, ჩვენთან საგანგებოდ შემოაბოტა, რათა სა-
კუთარი თვალით ეხილა ის ცვლილებები, რომელიც მე განვიცადე. „დე-
დამისს თამამად შეუძლია იამაყოს, – დაასკვნა ექსპერტმა საბოლოოდ,
– უცხოეთი ნამეტანი მოხდომია!“ თავისი შეფასებები სრულიად სამყა-
როს აუწყა. საკუთარი შეხედულებების შესაქმნელად სხვებმაც უხშირეს
ჩვენთან სიარულს. პასაჟის ბებერმა მცველმა, აი, იმ კუზიანმა, დიდსა და
პატარაზე ჭორებს რომ აგროვებდა, ასევე მიიჩნია, რომ შევიცვალე. ძა-
ლიან კი გამხდარაო, განაცხადა მან, – მისგან მხოლოდ ძვალი და ტყავი
დარჩენილაო... მოკლედ, ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ, თითოეული
საკუთარი დაკვირვების ერთგული დარჩა... ყველაზე მეტად მაინც ის
აინტერესებდათ, თუ რა ხდებოდა იქ... ინგლისში... მოდიოდნენ და მე-
კითხებოდნენ ინგლისელთა ყოველდღიური ყოფის ამბებს... მე კიდევ
ჩასაცმელ-დასახურის მოლოდინში მაღაზიიდან ფეხი ვერ გამედგა... ვი-
ზიო, მემარსე, ჩიბუხების ოსტატი, შარონი მომვარაყებელი და დედა
იზარი სამღებროდან კონკრეტულად როჩესტერზე და ჩემს პანსიონზე
შეჩერდნენ... ხილ-ბოსტნეულსაც შეეხნენ... მწვანილს უმს მიირთმევენ
თუ ოდნავ მოხარშულსო... თუ სვამენო... ამ გადაუღებელ წვიმებს რო-
გორ ეგუებიანო... შენ თუ ურტყამდიო... მართალია თუ არა, რომ იქ ქა-
ლებს ცხენივით გრძელი კბილები და ფეხები აქვთო?.. მართლა ასეთი
სასაცილოები არიანო?.. და ძუძუები ხომ აქვთო?.. ამ ყველაფერს მოკ-
რძალებითა და მინიშნებებით მეკითხებოდნენ... ათასგვარ სიფათებს
კერავდნენ... და არა ისე, როგორც ახლა მე დავაბრეხვე.
ყველაზე მეტად ალბათ ჩემგან ჩემი საუცხოო ინგლისურის მოსმენა
უნდოდათ... მერე რა, თუ ჩემ მიერ წარმოთქმულ ფრაზებს თავსა და ბო-
ლოს ვერ გაუგებდნენ... მთავარი ეფექტი იყო... როგორ გაიჟღერებდა ჩე-
მი ინგლისური... როგორ ვიბაასებდი... დედაჩემი მთხოვნელთა საკრე-
ბულოს არ მიემხრო, თუმცა, ცხადია, ეამებოდა მის ვაჟიშვილს თავისი
ნიჭი და ტალანტი საჯაროდ რომ გამოემზეურებინა... ეს მის პატივმოყ-

379
ვარეობას უეჭველად ეამებოდა... და იმ ბუზღუნებსა და მუდოებს ცოტა-
თი მაინც გააკვირვებდა...
აი, მთელი ჩემი ლინგვისტური მარაგი: „River... Water... No trouble...
No fear...“ და კიდევ ორი-სამი სიტყვა... პრინციპში, არცთუ ისე ღარიბუ-
ლი... მე გავჯიქდი... მართალია, სუსტი, მაგრამ წინააღმდეგობა მაინც
გავუწიე... აუღებელი ინერტულობა... არა, ნამდვილად მაკლდა შთაგო-
ნება... განწყობა და აღფრთოვანება... დედაჩემი ძალიან დარდობდა ჩე-
მი უხიაგობისა და სიჯიუტის გამო... ვერ გავამართლე მშობლების მიერ
გაღებული მსხვერპლი... მეზობლებმაც თავი შეურაცხყოფილად იგ-
რძნეს... იმედგაცრუებისგან სახეები მოენჯღრათ და ჩათვალეს, რომ
ღორულად მოვიქეცი... „ეს ბავშვი ოდნავადაც კი არ შეცვლილა, – დაას-
კვნა კუზიანმა გასტონმა, – ისევ ისეთივე დარჩა, როგორიც უწინ იყო...
როცა ჩემს კარიბჭესთან აფსამდა... რამდენი ვეცადე, მაგრამ ვერაფრით
მოვაშლევინე ეს ჩვევა... ის არც არასდროს შეიცვლება!“
გასტონი ვერასდროს მიტანდა... ჩემს დანახვაზე გუნება უფუჭდებო-
და... „საბედნიეროდ, მამამისი აქ არ არის, თორემ მაგის ღვარძლს რაღა
შეაკავებდა, ჭკუიდან გადადგებოდა საწყალი კაცი! ასეთ უზრდელს,
უხეშსა და შეუვალს რომ დაინახავდა, სხვა აბა რა დაემართებოდა?! ასე-
თი შეზღუდული რამ გაგაჩინა?! შეიძლება ადამიანი ასეთი კარჩაკეტი-
ლი იყოს და სხვებთან ურთიერთობა არ შეეძლოს? როგორ აპირებ ცხოვ-
რებაში წარმატების მიღწევას? განსაკუთრებით კომერციაში... თან ასეთ
არეულ დროს... ამგვარი კონკურენციის ხანაში? შენ თუ გგონია, რომ შენ
გარდა სამსახურს არავინ ეძებს, ძალიან ცდები! მამაშენი ჯერ კიდევ გუ-
შინ მეუბნებოდა: „ღმერთო, ღმერთო, იქნებ ეს ბიჭი ცოტათი მაინც გა-
ინძრეს... მიდგეს, მოდგეს!.. ჩვენ კატასტროფის პირას ვართ!!!“
ბიძია ედუარდმა სულზე მომისწრო და გადამარჩინა... შესანიშნავ
განწყობაზე იყო... ყველას საერთო სალამი სტყორცნა... ისე, სხვათა შო-
რის... თავისი ცინცხალი, საზაფხულო, თხელი კუბოკრული პიჯაკი ჩაეც-
ვა... ინგლისური, სხვათა შორის, ძალიან მოდური... თავზე ქვაბქუდა ჩა-
მოეფხატა... ასევე მოდური... საღილესთან თხელი თასმით მიმაგრებუ-
ლი... მხრებში ჩამაფრინდა და მთელი ძალით, თითქმის უხეშად შემან-
ჯღრია... ნამდვილი ცეცხლოვანი „shakehands“ ჩამიტარა! მაგრად ევასე-

380
ბოდა ინგლისი... იქ მოგზაურობა სანუკვარ, აუხდენელ ოცნებად ჰქცე-
ოდა... რამდენჯერმე გადადო თავისი ბრიტანული ვოიაჟი... ჯერ იმ ნივ-
თების სახელები უნდა ვისწავლო ინგლისურად, რითაც ვვაჭრობო...
ტუმბოების და რამე... იმედოვნებდა, რომ ლინგვისტურ ლაბირინთებში
მე გავუწევდი მეგზურობას... დედაჩემმა არც აცია და არც აცხელა და
ჩემს აგრესიულ საქციელზე და გაუგონარ გულღრძობაზე შესჩივლა...
დის აზრი არ გაიზიარა და ჩემ დასაცავად სასწრაფოდ ბარიკადების აღ-
მართვას შეუდგა... იმ აქოთებულ ტარაკნებს მოკლედ და ლაკონურად
აუხსნა, რომ სრული უმეცრები და ბეცები იყვნენ ისეთ სფეროში, რო-
მელსაც უცხოური ზეგავლენები ჰქვია... ხაზი გაუსვა იმას, რომ ინგლისი
ძირფესვიანად ცვლის ჩასულთ... რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია
იქიდან მობრუნებისას... ინგლისი ადამიანებს უფრო ლაკონურს, თავშე-
კავებულსა და მოკრძალებულს ხდის... უღვივებს მათ დისტანციის შეგ-
რძნებას... დახვეწილობას სძენს, შეიძლება ითქვას... და ეს შესანიშნა-
ვია! მაგალითი სახეზეა! დღეს წარმატებული ვაჭრობის საწარმოებ-
ლად, განსაკუთრებით შესყიდვისას, ენაზე კბილის დაჭერა უნდა შეგეძ-
ლოს! ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა და იმედია, საწინააღმდე-
გოს მტკიცებას არ დამიწყებთ! ვიმეორებ, ეს კომივოიაჟერის უზენაესი
ღირსებაა! დიახ! დიახ! ის, რაც იყო, მორჩა! სამუდამოდ ჩაბარდა წარ-
სულს! გაუქმდა! ამოიძირკვა! ვის რაში არგია საქონლისთვის უწინდელი
ქება-დიდების შესხმა? ქადაგად დავარდნა! უსასრულო დაბოლებები!
ეს არავის სჭირდება! ეს მხოლოდ მეძავებს შეჰფერით! მე ამ ჟანრს, რო-
მელმაც დღეს მთელი პარიზი წალეკა, პროვინციულ საცირკო წარმოდ-
გენად მოვნათლავდი! სანტიეში ამისგან გული აგერევათ, რ ად გან ყვე-
ლაფერს უბადრუკი და მონური იერი დაჰკრავს! ახალი დროება ახალ მა-
ნერებს ნიშნავს, ბატონებო!.. ბიძია ედუარდმა გამამართლა! არა, მაინც
რა სიტყვა დაურტყა!!!
დედაჩემი ედუარდის გამოსვლას სუნთქვაშეკრული უსმენდა... ცო-
ტათი დამშვიდდა... ღრმად სუნთქავდა... მსუბუქად... უხმაუროდ... სხვე-
ბი კი, ეს ნაძირლები, ბანძები და ტურტლიანები ისევე მტრულად გან-
წყობილნი დარჩნენ... თავისას აწვებოდნენ... მათ ვერაფერს შეასმენ-
დი... ბუზღუნებდნენ ჯიუტად... კონტრაბასებივით ხრიალებდნენ...

381
დარწმუნებულები იყვნენ, რომ ასეთი მანერებით ნაბიჯითაც ვერ დავწი-
ნაურდებოდი! ეს აბსოლუტურად გამორიცხული იყო!
სულ ტყუილად ძვრებოდა ედუარდი ნემსის ყუნწში, სულ ტყუილად
მოჰყავდა მტკიცებულებები და განმარტებანი, ტყუილად ჩაიხლიჩა ხმა
და ამოყარა ბეჭები... ისინი მტკიცედ იდგნენ თავიანთ აზრზე, ვირივით
გაჯიქებულნი ამტკიცებდნენ, სადაც უნდა მუშაობდე ლუკმა-პურის სა-
შოვნელად, უწინარეს ყოვლისა, თავაზიანობა მოგეთხოვებაო.
***
დღეები დღეებს მისდევდა, მაგრამ ჩვენთან შემოსული კლიენტი
თითქმის არ გვინახავს. გასაკვირი არც არაფერი იყო... ამ გაგანია ზაფ-
ხულში ქალაქი სანახევროდ აგარაკებზე გაიფხიკა...
დედაჩემმა, მიუხედავად მტკივნეული ფეხისა და ექიმის დაჟინებუ-
ლი რჩევებისა, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ შატუში წავიდოდა და იქ ჩა-
წოლილი საქონლის გასაღებას შეეცდებოდა. მისი არყოფნისას ფარდუ-
ლისთვის მე უნდა მიმეხედა... სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ გვქონ-
და... ფული ჰაერივით გვჭირდებოდა! პირველ ყოვლისა, იმისათვის,
რომ ჩემთვის ახალი კოსტიუმი და ორი წყვილი ჩექმა შეგვეძინა და ამას
გარდა, ახალი სეზონის დაწყებამდე ჩვენი ვიტრინები შესატყვის ფე-
რებში გადაგვეღება.
ჩვენი ფარდული სხვებთან შედარებით, ადამიანს მხოლოდ სევდას
თუ მოჰგვრიდა... ჩვენ გვერდით მდებარე ვერტუნის სამღებრო სულ ახა-
ლი და გაწკრიალებულ-გაბზრიალებული ჩანდა... ყვითელ და ღია ცის-
ფრად შეეღებათ. ხოლო ჩვენგან მარჯვნივ საკანცელარო საქონლის მა-
ღაზია „გომეზი“ თეთრად ქათქათებდა... ზედ, აქა-იქ მიხატული ულამა-
ზესი, ხის ტოტებზე შემომსხდარი ჭრელა-ჭრულა ჩიტები ამ უზადო სი-
თეთრეს ნაზი და ფილიგრანული მონასმებით კიდევ უფრო გამოკვეთ-
დნენ და თვალში საცემს ხდიდნენ... განახლება დიდ გასავალს გულის-
ხმობდა... და სერიოზულ დაფიქრებასა და ძალისხმევას მოითხოვდა.
დედაჩემს მამაჩემთან კრინტი არ დაუძრავს და არანაკლებ ოცკი-
ლოგრამიანი ფუთით დატვირთული! ელემენტარულ კომფორტს მოკ-
ლებულ, „მკვრივსავარძლიან“ ვაგონში აბობღდა.

382
შატუში ჩასვლა და ფრთების გაშლა ერთი იყო... მერიის მიღმა, ვაგ-
ზლიდან ორ ნაბიჯზე კომერციულ ფართს თვალის დახამხამებაში უნე-
ბართვოდ დაეპატრონა... და რეკლამის მიზნით ბარათებიც სასწრაფოდ
ჩამოარიგა... ნაშუადღევს თავისი ხარახურა ზურგზე მოიგდო და ვილე-
ბის საძებნელად გაეშურა, სადაც შეიძლებოდა პოტენციურ კლიენტებს
გადასწყდომოდა... საღამოს პასაჟში ქანცგაწყვეტილი სულს ღაფავდა...
სპაზმებისგან ფეხებს ვერ ამოძრავებდა, ტკივილებისგან ყვიროდა და
ცხარე ცრემლებით ტიროდა... მუხლი და ნაღრძობი კოჭი გასივებოდა...
მამაჩემის მოლოდინში ჩემს ოთახში ლოგინზე გაიშოტა... ისვა და ისვა
გამაყუჩებელი სითხეები... ცივი საფენებიც შემოიხვია...
ამგვარად, გარეუბნების გვერდის ავლით, ქუჩის ვაჭრობის ორომ-
ტრიალში გადაეშვა... ერთგული მუშტრებისთვის სერიოზულ ფასდაკ-
ლებებზეც მიდიოდა, ოღონდ გაესაღებინა და ერთი-ორი სუ მოექუჩები-
ნა... ო, მაყუთი ახლა ისე გვჭირდებოდა, როგორც არასდროს: „ამის უკან
თრევა როგორი ამბავია?!“ – იძახდა... სანამ დედაჩემი მომთაბარე ბიზ-
ნესში იყო ჩართული, ფარდულში ერთი-ორი, დიდი-დიდი სამი ფართა-
მოტეხილი კლიენტი თუ შემოეხეტებოდა... ბევრად გონივრული იქნე-
ბოდა, საერთოდ დაგვეხურა „ბუტიკი“, ზურგზე მომეკიდა ყველაზე მძი-
მე ფუთები და დედაჩემს ქალაქგარეთ გავყოლოდი... ქალბატონი დივო-
ნი, რომელსაც ადრე ვტოვებდით, უკვე აღარ იყო, ამიტომაც კარზე აბრა
დავკიდეთ წარწერით: „გასული ვარ, მალე მოვბრუნდები“... და სახელუ-
რიც მოვხსენით.
ბიძია ედუარდს თავისი და გულწრფელი სიყვარულით უყვარდა...
გული უკვდებოდა, როცა ხედავდა, თუ როგორ იტანჯებოდა, ძაბუნდე-
ბოდა და დღითიდღე ჭკნებოდა საყვარელი ადამიანი. მისი სიდუხჭირე
და გაუსაძლისი ყოფა ჭმუნვის და მუდმივი დარდის მიზეზად ქცეოდა...
დის ჯანმრთელობა და განწყობაც ძალიან აშინებდა, სულ მასზე ეფიქ-
რებოდა... შატუში ვაჭრობის მომდევნო დღეები დედაჩემისთვის ნამ-
დვილი ცოდვის კითხვა იყო... ფეხზე ვეღარ დგებოდა... ტკივილებისგან
კვნესოდა... ღნაოდა... ყვიროდა... სახე ებრიცებოდა და ქვაზე დახატულ
ეშმაკს ემსგავსებოდა... დროდადრო ძაღლივით წკმუტუნებდა და ოთ-
ხად მოკაკვული პირდაპირ ლინოლიუმზე გორავდა... მამაჩემი როგორც

383
კი აორთქლდებოდა, მთელ სიგრძეზე გაიშოტებოდა ხოლმე... ფიქრობ-
და, რომ ლოგინთან შედარებით იატაკი უფრო გრილი და საამო იყო...
სამსახურიდან მობრუნებული მამაჩემი დაღლილ-დაქანცულს იმ დროს
წაასწრებდა, როცა ის ნიკაპამდე კაბაწეული წყლით სავსე ვარცლში ჩაყ-
რილ ფეხებს იზელდა... ქურციკივით ზედა სართულისკენ ისკუპებდა,
ცოლს ვითომ ვერ ამჩნევდა! და მყისიერად აკვარელს ეტაკებოდა... მისი
შედევრებიდან ზოგიერთების გაყიდვა მოვახერხეთ... განსაკუთრებით
„იალქნიანი ნავების“ მდიდარი კოლექციიდან... გასაღდა „კარდინალე-
ბის კრებაც“... საკმაოდ მხიარულ ფერებს არჩევდა... მოელვარე და
ბზინვარე პალიტრა იზიდავდა... მსგავსი ტილოები ინტერიერს ძალიან
უხდება! ხატვა მისთვის თავდავიწყების უებარი საშუალება იყო... თვე
იწურებოდა... შატუში გაფლანგული საათების ასანაზღაურებლად გვი-
ანობამდე არ ვკეტავდით... ხალხი ვახშმის შემდეგაც შემოდიოდა... გან-
საკუთრებით ღვართქაფის დროს... მოჰკრავდა თუ არა კლიენტს თვალს,
დედაჩემი თავის ტაშტებსა და კომპრესებს დივნის ქვეშ შეჩურთავდა...
ღიმილიანი წელში გაიმართებოდა... იწყებდა ლაპარაკს... ამ დროს
ყელზე მუსლინის ფუმფულა ბანტს შემოიხვევდა ხოლმე... ეს დეტალი
ძალიან კარგად მახსოვს... მაშინ მოდაში იყო... ის კია, რომ ეს სამშვენი-
სი თავს ზარბაზანივით უმსხვილებდა.
***
ბიძია ედუარდი გულხელდაკრეფილი არასდროს მჯდარა... ისიც
წელში წყდებოდა, მაგრამ შესაცოდებელი არაფერი სჭირდა, საკმაოდ
წარმატებული იყო... დეტალებისა და ველოსიპედების სათადარიგო ნა-
წილების დამზადება სულ უფრო და უფრო უკეთ გამოსდიოდა... ეს საქმე
დღითიდღე სარფიანი ხდებოდა... ძალიან სარფიანიც, მე ვიტყოდი!..
მალე თავის დოსტებთან ერთად ლევალუას
შესასვლელთან გარაჟის ნაწილის შეძენასაც შეძლებდა... მექანიკის
სფეროში მეწარმის ალღოთი და გამომგონებლის ნიჭით იყო დაჯილ-
დოებული... მექანიკა იქცა მისი შთაგონების წყაროდ... მემკვიდრეობით
მიღებული ოთხი ათასი ფრანკი მან ველოსიპედების სრულიად ახალი
სისტემის ტუმბოების შესაძენ პაკეტში დახარჯა... ეს საოცრება იკეცებო-
და და შეგეძლო ჯიბითაც გეტარებინა... ორი-სამი ცალი სულ თან დაჰ-

384
ქონდა და საჭიროების შემთხვევაში მზად იყო საჯარო ჩვენებაც მოეწ-
ყო... დაინტერესებულებს პირდაპირ ცხვირში უბერავდა... ამ ავანტიუ-
რამ ერთ დღესაც მისი ოთხი ათასი ფრანკი კინაღამ შეიწირა... ტუმბოე-
ბის გამყიდველები პირწავარდნილი თაღლითები აღმოჩნდნენ. ხათბა-
ლიდან თავისი ფხიანობისა და სატელეფონო ზარის წყალობით გამოძ-
ვრა... რომელსაც ბოლო მომენტში სრულიად შემთხვევით შეესწრო. გა-
უგონარი გამართლება! ნამდვილი ღვთის წყალობა! არადა, კიდევ ცო-
ტაც და ეშმაკიც ვერ უშველიდა. ბეწვზე გადარჩა, როგორც იტყვიან!
დედაჩემი გიჟდებოდა თავის ძმაზე... უნდოდა, მეც მას დავმსგავსე-
ბოდი. მისაბაძად ერთი ცოცხალი მოდელი სულაც არ მაწყენდა... ბიძა-
ჩემი, მამაჩემისგან განსხვავებით, ნამდვილად იყო იდეალი... დედაჩემს
თავისი ტვინის ნაჟური პირდაპირ სიფათში არ უტაკებია... მშვიდად,
წყნარად, ტაქტის დიდი შეგრძნებით მიმანიშნებდა... მამაჩემი ედუარ-
დის შეფასებაში ძირფესვიანად განსხვავებულ მოსაზრებას ემხრობო-
და... მისი ღრმა რწმენით, ის იყო სრული იდიოტი, სამარცხვინოდ მერ-
კანტილური და აუტანელი არსება, თავქარიანი და არასერიოზული, მუ-
დამ ქვენაგრძნობებით მართული. მისი ავტომობილებით ავადმყოფუ-
რი გატაცება აღიზიანებდა... მთელი ეს მექანიკური ხარახურა... სამბორ-
ბლიანი ველოსიპედებისა და მახინჯი ტუმბოების დანახვაზე ტვინში
სისხლი ექცეოდა... ბიძაჩემის ხმის გაგონება და მისი წონასწორობის
დაკარგვა ერთი იყო...
როცა დედაჩემი ყველას თვალწინ საკუთარ ძმას ქება-დიდებას ას-
ხამდა... როცა დუჟმორეული მის წამოწყებებზე, წარმატებებსა და ფხი-
ანობაზე ხმამაღლა ქადაგებდა, მამაჩემი თავშეკავების უნარს კარგავ-
და... ეტაკებოდა და მყისიერად მოაკეტვინებდა! ბურძგლავდა! მისთვის
ყველაფერი დღესავით ნათელი იყო და ზედმეტ განმარტებებს არ საჭი-
როებდა... ყველაფერს მის იღბლიანობას მიაწერდა... უბრალოდ უმარ-
თლებს კაცს და მორჩა! ასეთი გახლდათ მამაჩემის დასკვნა... თემის გა-
ნახლება ზარავდა... ახლა მთლად ვერ გადაუვლიდა, იმიტომ რომ მისი
მოვალენი ვიყავით... ცოტა პატივისცემისა და მადლიერების გამოხატ-
ვაც მართებდა... მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თავი შეეკავებინა და
ეს გულისხმიერი კაცი ტლაპოსა და ტალახში არ ეთრია... ედუარდს, რა

385
თქმა უნდა, ვერაფერს გამოაპარებდი... ყველაფერს ზედმიწევნით კარ-
გად ხვდებოდა... ეს აშკარა იყო... სიძის მხრიდან ამ აულაგმავ ზიზღს ყო-
ველთვის გრძნობდა, მაგრამ თავს იკავებდა, ურთიერთობის გამწვავე-
ბას ერიდებოდა... საკუთარი და არასდროს ავიწყდებოდა...
ედუარდი გასაოცარ მოკრძალებასა და მორიდებას იჩენდა... წუთით
შემოირბენდა... მოგვიკითხავდა და გაშპებოდა... „დედა ხომ უკეთ
გრძნობს თავს?“ – მკითხავდა ხოლმე... მისი ფერმკრთალი სახე ადარ-
დებდა... ასევე ის მონუმენტური ფუთები, რომელსაც ის ქუჩაში დაათ-
რევდა... რის გამოც დედაჩემი რამდენიმე დღე ზედიზედ ცოცხალ-
მკვდარი ეგდო და კვნესოდა... დის მდგომარეობა კი სულ უფრო და
უფრო უარესდებოდა... გასტონმა ვეღარ გაუძლო და მამაჩემთან და-
ლაპარაკება გადაწყვიტა... სამივენი ერთად დასხდნენ, ილაპარაკეს,
ყველა დეტალი წვრილ-წვრილად განიხილეს და ერთსულოვნად დაას-
კვნეს, რომ დედა ადამიანურ დასვენებას იმსახურებდა... შეუძლებელი
იყო, ასე დიდხანს გაგრძელებულიყო...
მაგრამ როგორ უნდა დაესვენა? იფიქრეს, იმსჯელეს და გამოსავა-
ლიც იპოვეს... დღეში ორი-სამი საათით დამხმარე ქალის დაქირავება
ურიგო სულაც არ იქნებოდა... ამგვარად ქალი ცოტას ამოისუნთქავდა...
კიბეებზეც ნაკლებს ირბენდა... ავეჯის ქვეშაც ნაკლებს იძრომიალებ-
და... საყიდლებისგანაც დაისვენებდა... მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში
ასეთი ხარჯების გაღება წარმოუდგენელი იყო... ეს იქნებოდა სრული სი-
გიჟე! ციდან გადმოფრქვეული მანანის წვიმები. ამ ფანტასმაგორიული
პროექტის ხორცშესხმა მაშინ გახდებოდა რეალური, თუ მე სამსახურს
ვიშოვიდი... მხოლოდ ჯამაგირი მოგვცემდა საშუალებას მოსამსახურე-
ზე გვეფიქრა... დედას შვება მიეცემოდა... აღარ ირბენდა ამდენს... აღარ
გადაიკარგებოდა ქალაქგარეთ... ამ გადაწყვეტილებამდე თვითონ მი-
ვიდნენ... მსგავსი გონებრივი გამონათებით უზომოდ კმაყოფილები
დარჩნენ... მეც გულისხმიერებისა და ახლობლებზე ზრუნვისკენ მომი-
წოდებდა! სერიოზული გამოცდის ჩაბარება მომიწევდა! ძალიანაც კარ-
გი! როდემდე შეიძლებოდა თავხედი, გათახსირებული და გარყვნილი
ეგოისტი ვყოფილიყავი?! მეც უნდა მქონოდა ჩემი როლი, საკუთარი გზა
და მიზანი ცხოვრებაში... დედისთვის შვება მომეგვარა... ტკივილები და-

386
მეამებინა და ტანჯვა შემემსუბუქებინა!.. Presto!.. სასწრაფოდ საქმე!
სასწრაფოდ უღელში! აჰ! აჰ! სხვანაირად, აბა, როგორ?! ასეც იქნება! რო-
გორც კი ჩემი კოსტიუმი შეიკერება ad hoc... მერე სასწრაფოდ სადმე სამ-
სახური. და წინ ჭენებ-ჭენებით! ამიერიდან არ მაქვს შეცდომის უფლება.
ხრიკები და ფანდები წარსულს უნდა ჩაბარდეს! მხოლოდ მუსიკა და
ჰარმონია ჩემს ცხოვრებაში! არა ზედმეტ კითხვებს! მხოლოდ ჩემი პი-
რუთვნული თვისებებით შევფასდები. ჩემი უდრეკობა, შეუპოვრობა შე-
უმჩნეველი არ უნდა დარჩეს. ჩემი პოტენცია უშრეტია! ო, ღმერთო ჩემო!
ჩემში დიდი ძალა და ენერგია ჩქეფს. ისეთი განცდა მაქვს, უკვე მივაღწიე
დასახულ მიზანს!..
დასაწყისისთვის მე მაინც ჩექმები მჭირდება... ვეწვიეთ „პრინც კონ-
სორს“... „ბრუმფილდში“ ყველაფერი ცეცხლის ფასად იყიდებოდა... ორ
წყვილს, თანაც ღილებიანს ვერანაირად ვერ გავწვდებოდით... ამის უფ-
ლებას საკუთარ თავს მხოლოდ მოგვიანებით თუ მივცემდი... როცა
ფრთებს გავშლიდი... და ერთი-ორი ზედმეტი სუ გამომიჩნდებოდა... აი,
მაშინ ერთი-ორი წყვილი კი არა, სამი-ოთხიც დამჭირდებოდა და ამის
ტრაკიც მექნებოდა...
***
კოსტიუმის შესაძენად ლე-ალთან ახლოს „მაღალ კლასს“ მივაშუ-
რეთ... ეს იყო სოლიდური, საუკუნოვანი ტრადიციის მქონე დაწესებულე-
ბა... განსაკუთრებით მათ ნაწარმ შევიოტის სამოსსა და ეგრეთ წოდე-
ბულ „გამოსასვლელ ქსოვილებს“ ეტანებოდნენ... აი, ისეთებს, ერთხელ
რომ შეიძენ და ოცდაოთხი საათიც რომ გეცვას, მთელი ცხოვრება ვერა-
ფერით რომ ვერ გაცვეთ... სასაცილო სახელი კი დაერქმიათ ამ
აღკაზმულობისათვის – „მუშის მზითევი“... ფასი არ მკითხოთ!.. ძა-
ლიან იკბინებოდა! კიდევ ერთი გამანადგურებელი მსხვერპლი!..
აგვისტო ჯერ კიდევ არ მიწურულიყო, მე კიდევ საზამთროდ მომკაზ-
მეს... ზაფხულის ხვატი, წესით, მალე გასრულდებოდა და მეც მეშველე-
ბოდა! და მაინც, სწორედ იმ მომენტში გაიგიჟა ბუნებამ თავი!.. სუნთქვა
შეუძლებელი იყო... დავიხოცეთ... მაგრამ როგორმე უნდა გაგვეძლო...
სხვა გამოსავალი არ იყო... მერე კი დაგვატყდებოდა თავს სიცივეები...
უსასრულო და გაუსაძლისი ცუდი სეზონი, ყველა გაგებით! არა უშავს,

387
ჯერჯერობით ვივლი ასე... იმედია, სული არ ამომხდება... თუ ხრჩობა
დავიწყე, გავიძრობ ამ პიჯაკს და მკლავზე გადავიკიდებ... სანამ კარზე
ღილაკს დავაჭერდე, ჩავიცვამ და ეგ არი რა!..
დედაჩემმა არ გაგვიმხილა, ჩემი „მზითვი“ რამდენი დაგვიჯდებო-
და... თავიდან ფეხამდე დაზმანვა ჩვენს შესაძლებლობებთან შედარე-
ბით ასტრონომიული თანხა უნდა გადაგვეხადა... ყველაფერი თავდაყი-
რა დავაყენეთ... ყველგან ვიქექეთ... ყველა კარადა გადმოვაპირქვავეთ...
თუ რამე იყო გადამალული, ერთად მოვაქუჩეთ!.. სულ ტყუილად ძვრე-
ბოდა დედაჩემი ტყავიდან... იჭყლეტდა ტვინს... იშრობდა სისხლს... და-
ყანყალებდა ვეზინის დაფხავულ მატარებლებში... დაეხეტებოდა კიდევ
უფრო შორს... ნეისა და შატუში... დაათრევდა თავის ბარგს... ჩაწოლილ-
სა და ვადაგასულს... ამ ხარახურას წარმოუდგენლად დაბალ ფასებს
ადებდა, მაგრამ მაინც არაფერი არ ეყიდებოდა... საწყალი ქალი საჭირო
თანხამდე ვერ ადიოდა... ეს იყო შეუძლებელი... პრობლემა, რომელსაც
გადაწყვეტა არ ეწერა... ნამდვილი თავსატეხი! ხან ოცი ფრანკი აკლდე-
ბოდა, ხან ოცდახუთი... ხანაც ოცდათხუთმეტი... უბედურება ამით როდი
იწურებოდა... გადასახადების უწყვეტი ნაკადი... აღარ ჩერდებოდა... და-
ქირავებულ მუშახელს ჯამაგირს თვეობით ვუგვიანებდით... გამანადგუ-
რებელ ზვავში მოვყევით! მამაჩემს, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხა-
ლი თავით არ გამოუტყდა... ათასგვარ კომბინაციას იგონებდა... არჩევ-
და... რაღაცას რაღაცას უხამებდა... თავისი ჭკუით უხმატკბილებდა... დე-
დამ ორგონ გუსტავთან, ცნობილ ძველმანებით მოვაჭრესთან, აბუკირის
ქუჩიდან, მამაჩემის ხუთი საუკეთესო... (ოღონდ მართლა!..) აკვარელი
წააცაქცაქა და მეოთხედ ფასად გაყიდა, ასე ვთქვათ, „პირობითად“...
მოკლედ, საჭირო თანხის შესაქუჩებლად ხელს ნებისმიერ გარიგებაზე
აწერდა. კრედიტით რამის აღებას გაურბოდა... რამდენიმეკვირიანი მა-
ქინაციების, მათხოვრობისა და შეთქმულებების შემდეგ, როგორც იქნა,
დაგვადგა საშველი – კიდევაც ჩამაცვეს და კიდევაც დამახურეს! სულ
ცეცხლის ალებს ვაფრქვევდი, ისე მცხელოდა. სამაგიეროდ, საიმედოდ
ვიყავი დაზმანული. სულ ცინცხლებში გამოწკეპილი. საკუთარი თავი
სარკეში რომ ვიხილე, სიმართლე გითხრათ, გვარიანად დავიბენი. მაგის
დედაც!.. უცნაური განცდა დამეუფლა... მუშაობის სურვილი ჯერჯერო-

388
ბით კი შემომრჩა, მაგრამ სამაგიეროდ ორჭოფობამ ამიტანა... საკუთარი
თავის ნდობას ვკარგავდი... იქნებ ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ ძა-
ლიან ვოფლიანობდი ამ ზამთრის სამოსში?! საექსპედიციო ღუმელი-
ვით ვვარვარებდი...
ვერ ვიტყვი, რომ თავს მაინცდამაინც ამაყად ვგრძნობდი ან დამაი-
მედებელი სამომავლო შედეგები მამშვიდებდა... არამც და არამც!.. უახ-
ლოეს დღეებში პატრონების პირისპირ აღმოჩენა და საკუთარი ხარახუ-
რისთვის ქება-დიდების შესხმა სიცოცხლის ხალისს სულაც არ მმატებ-
და... იმის გაფიქრებაზე, რომ
დღეების განმავლობაში მათ სახლში გამოკეტილს მომიწევდა ყოფ-
ნა, გულ-ღვიძლი მიტრიალდებოდა... იძულებული გავხდებოდი ამ ყვე-
ლაფერს თავიდან შევგუებოდი... ამის სურვილით კი ნამდვილად არ ვიწ-
ვოდი... დავინახავდი თუ არა შესაძლო პატრონს, ფეხები ამიკანკალდე-
ბოდა ხოლმე... მეტყველების უნარს ვკარგავდი... სიტყვები ყელში მეჩ-
ხირებოდა... დანიშნულების ადგილამდე სანამ მივაღწევდი, უკვე ქუჩაში
გულისრევა მეწყებოდა... გვარ-სახელები, აბრებზე რომ ეწერა, ხვატის-
გან დნებოდა... ჰაერის ტემპერატურა 39,2 გრადუსს აღწევდა!
რასაც ჩემი წინაპრები მეუბნებოდნენ, საკმაოდ დამაჯერებელი აღ-
მოჩნდა... დადგა გადამწყვეტი მომენტი და ძალისხმევის მაქსიმუმს უნ-
და მიაღწიოო. ბედნიერებას ქეჩოში უნდა სწვდე და ბედისწერა შენს გე-
მოზე უნდა ატაროო... ან ახლა, ან არასდროს... ნემსის ყუნწში უნდა გავ-
მძვრალიყავი და პატრონი უნდა მეპოვა... და კარიერა სასურველი მი-
მართულებით უნდა წარმემართა... ერთი შეხედვით, აბა, რა იყო ამაში
დასაწუნი? პირიქით, შესანიშნავიც კი იყო!.. რაც მთავარია, ძალზე ამაღ-
ლებული! სულ ტყუილად ვიხდიდი პიჯაკს... საყელოს... ჩექმებს... თუმ-
ცა რა მექნა? სულ უფრო და უფრო ვოფლიანდებოდი... ოფლი ნაკადუ-
ლებად ჩამომდიოდა... სასიარულოდ ნაცნობ ქუჩებს ვამჯობინებდი...
არაერთხელ ჩავიარე გორლოჟების „რეზიდენციის“ წინ... მათი სადარ-
ბაზოს დანახვაზე კანკალი ამიტანდა ხოლმე... და როგორც კი ის შემ-
თხვევა ამომიტივტივდებოდა მეხსიერებაში, პროჭის ჟიმჟიმი მეწყებო-
და. მაგის დედაც! ეს რა საზიზღარი მოგონება შემომრჩა!

389
ჩემ წინ მდგარ უზარმაზარ ამოცანაზე ფიქრისას სიცოცხლის ხალი-
სი მეკარგებოდა, ძალებისგან ვიცლებოდი და დაჯდომა მინდოდა... ფუ-
ლი მე არ მქონდა... არადა, სულ წყურვილი მკლავდა... ერთ პატარა ჭი-
ქაზეც ვერ ვქაჩავდი... სულ რაღაც ათას სანტიმად... დრო სადარბაზოებ-
ში გამყავდა... იქ ყოველთვის იყო საკმარისი ჩრდილი და ორპირი ქარიც
სასიამოვნოდ უქიქინებდა... სამაგიეროდ, გაბმულად მაცემინებდა...
რაც ხშირად აზროვნებაში მიშლიდა ხელს... ხანგრძლივი და ქანცგამ-
წყვეტი ფიქრის შემდეგ მივედი მნიშვნელოვან დასკვნამდე... რომლის
თანახმადაც, მამაჩემი ცამდე მართალი იყო... ის სრულ ჭეშმარიტებას
ქადაგებდა... გამოცდილებამ დაადასტურა, რომ მე დიდ ღირებულებას
არ წარმოვადგენდი... მხოლოდ დამღუპველი მიდრეკილებებით ვიყავი
გაძეძგილი... იდიოტი და უსაქმური – აი, ჩემი მოკლე დახასიათება... სუ-
ლაც არ ვიმსახურებდი მშობლების გულკეთილობასა და უშრეტ კეთილ-
მოწყალებას... მათ მიერ გაღებულ საშინელ მსხვერპლს... მეუფლებოდა
განცდა, რომ ვიყავი უღირსი... ჩირქოვანი... ამყრალებული... დაჭიანებუ-
ლი... უნამუსო და უპირო... მშვენივრად მქონდა გააზრებული, რა გზას
უნდა დავდგომოდი... როგორ უნდა მემოქმედა... სასოწარკვეთილი ვიბ-
რძოდი, მაგრამ რაც უფრო მეტ ძალისხმევას ვიჩენდი, მით უარესად გა-
მომდიოდა ყველაფერი... ასაკის მატებასთან ერთად, გაუმჯობესების
ნაცვლად, უარესი გავხდი... თანაც სულ უფრო და უფრო მწყუროდა...
სიცხეც ერთგვარი დრამაა. აგვისტოში სამსახურის ძებნაზე მტანჯველი
რა შეიძლება იყოს?! სულ პირი გიშრება... იმიტომ, რომ დაუსრულებ-
ლად კიბეებზე გიწევს ასვლა და შიშისგან ყელი გიქვავდება... სანამ სარ-
თულის ბაქანზე... კარის წინ ელოდები... ამ დროს დედაჩემზე ვფიქრობ-
დი... მისი ფეხი მახსენდებოდა... ვფიქრობდი იმაზეც, რომ თუ გამიმარ-
თლებდა და სამუშაო ადგილს გამოვკრავდი ხელს, მოსამსახურე ქალის
დაქირავებაც შესაძლებელი გახდებოდა... ეს ფიქრები, რა თქმა უნდა,
ენთუზიაზმს სულაც არ
მმატებდა... ტყუილუბრალოდ ვიმათრახებდი თავს, ჩემში კეთილ-
შობილი ენერგიის მოზღვავება ვერ ვიგრძენი... არაფერი გამომივიდა.
სამუშაოსკენ ლტოლვას გორლოჟთან თავს გადამხდარი ამბის შემდეგ
საბოლოოდ გამოვემშვიდობე... ძალიან დასანანი კი იყო, მაგრამ... თავი

390
ასჯერ უფრო უბედური მეგონა, ვიდრე ყველა ის ნაძირალა ერთად აღე-
ბული! და, რა თქმა უნდა, მსგავსი ეგოიზმი გულისამრევია! მე მხოლოდ
საკუთარი უსიამოვნებებით ვიყავი მოცული... მათზე ფიქრით არ ვიღ-
ლებოდი... ერთი მეორეზე საშინელი მეჩვენებოდა... ამის გამო ისინი
დაძველებულ ბრიზე 15 უარესად ყარდნენ... მეც ვლპებოდი ამ გაუსაძ-
ლის სიცხეში... ოფლისა და სირცხვილისგან ვიწვოდი... ორთქლი ამ-
დიოდა კიბეზე ბობღვისას... ღილაკზე მიჭერისას ნაკადულებად ვიღ-
ვრებოდი... უსირცხვილოდ და დაუფარავად...
მტკიოდა მუცელი... არც კი ვუფიქრდებოდი, საით მივბოდიალობ-
დი... ძველი ქუჩები ერთმანეთს ენაცვლებოდა... პარადის ჩიხი... ოტვი-
ლი... ჟენერი... სანტიე... ხეტიალში არა მარტო ჩემს მძიმეწონიან ქურ-
თუკს ვიხდიდი, არამედ ცელულოიდის საყელოსაც... ზეგამძლეს... ძაღ-
ლისას რომ წააგავდა... და საშინლად მაყრიდა... სართალის ბაქანზე
ისევ ვიმოსებოდი... მისამართები იმდენი მქონდა, ას სამსახურის მძებ-
ნელს ეყოფოდა... ყველა „ბოტენიდან“ გადმოვიწერე... შევდიოდი ფოს-
ტაში და სიას ვადგენდი... ჯიბეში ერთი სანტიმიც არ მიჭყაოდა, ცოტა
პირი რომ გამესველებინა... დედაჩემს თავისი ქისა, სადაც ხურდები ეყა-
რა, ხან სად რჩებოდა და ხან სად... ხარბი მზერა სულ მისკენ გამირბო-
და... წყურვილი საშინელი რამაა! ყოველგვარ მხნეობას გაკარგვინებს...
მცირეოდენი ორჭოფობის შემდეგ მაინც წამძლევდა სული... და ერთ-ორ
მონეტას დავაძრობდი... აბა, რა მექნა? მკლავდა ეს წყურვილი... შად-
რევნის დანახვაზე, საერთოდ მიმდიოდა გული... დედაჩემს ეს შეუმჩნე-
ველი არ დარჩენია. ერთ-ორ ფრანკს გაიმეტებდა ხოლმე...
პასაჟში მობრუნებამდე, სართულებსა და უბნებში უშედეგო წოწია-
ლის შემდეგ, როგორმე გონს უნდა მოვსულიყავი, ვახშმობისას სასოწარ-
კვეთილებისგან მთლად მონჯღრეული სიფათი რომ არ მქონოდა... ეს
სრულ მარცხში ჩამეთვლებოდა... ჩემი მშობლები ასეთ რამეს ვერც აი-
ტანდნენ, ვერც მომიტევებდნენ და ვერც გაიგებდნენ... რომ მე რწმენა
და ენთუზიაზმი არ მეყო... გადავრევდი ისედაც გადარეულებს... წუწუნის
უფლება ჩამორთმეული მქონდა! თანაგრძნობა და დრამები – ეს გამორ-

15
ფრანგული ყველის სახეობა.
391
ჩეული რამაა... მხოლოდ ჩემი მშობლებისთვის განკუთვნილი. ბავშვე-
ბი, მოგეხსენებათ, რაც არიან – გამოუსწორებელი ხულიგნები, ვიგინდა-
რები, ქუჩის ავარები, ქურდბაცაცები, უმადური და უპასუხისმგებლო
თახსირები!.. ჩივილზე, მსუბუქ მცდელობაზეც კი, ისე რეაგირებდნენ,
როგორც ხარი წითელზე... ეს ყოველივე ფასდებოდა, როგორც მკრეხე-
ლობა... სიწმინდის შებღალვა... ფიცის გატეხვა! ღალატი! ცხადია, სას-
ჯელი! ანათემა არ ამცდებოდა.
„რა თქვი, ნაგავო, ახლავე გაიმეორე, რაც მოროშე, ცინგლიანო შენა!
ერთი ამას დამიხედეთ, რამდენს ბედავს!..“ ასეთმა ყრმამ და ძალ-ღო-
ნით აღსავსემ, უკვე დაიწყე არა ოინბაზობა და თავის არიდება? არა, ეს
გაუგონარია, უპატიებელი კადნიერება! ოჰ! ოჰ! უსირცხვილო! ღმერთო
ჩემო! ვისგან მოეცხო ეს! მე ხომ ყველაფერი წინ მაქვს! ლამაზი, შინაარ-
სიანი და წარმატებული წლები! ცხოვრების უშრეტი სიამტკბილობანი!
მე კიდევ, არამზადას, დამიღია პირი და საკუთარ სვე-ბედზე ვწუწუნებ!
უზრდელი
მაიმუნი! უმნიშვნელო უსიამოვნებებზე მოვსთქვამ. ოჰ! ოჰ! ღმერთო
დიდებულო! შენ უშველე ამ ბანდიტს! ამ ზარმაცს! არარაობას! ეს რა მო-
ისმინა ჩემმა ყურებმა!.. ამ გათახსირებული და ნამუსგარეცხილი ყმაწ-
ვილისგან! ეს ხომ მომაკვდინებელი უხეშობაა! ზღვარგადასული გარ-
ყვნილება! ოჰ! ეს მანკიერების ბუდე! ისინი მზად იყვნენ მცემოდნენ და
გავეწკეპლეთ, თმით ვეთრიეთ, ცხვირ-პირი ჩამოელეწათ, ოღონდ ეს
მკვლელი სიტყვები უკან წამეღო! ყველაფერი დაივიწყეს... მტკივნეული
ფეხიც, ჩირქგროვაც... სიდუხჭირეც და ყოველდღიური ტანჯვა-წამებაც!
ყველაფერი... ყველაფერი დედამიწის ზურგზე!.. დედაჩემი მყისიერად
გაიმართა წელში! „ვაი შენს პატრონს! შე უბედურო, შენ! ახლავე, ახლა-
ვე, ბოთევ და უტვინოვ, ახლავე წაიღე უკან ეს დამამცირებელი სიტყვე-
ბი“...
კრინტი არ დამიძრავს... უსიტყვოდ დავემორჩილე... ნამდვილად არ
მესმოდა, რაში მდგომარეობდა ახალგაზრდობის სინეტარე... მათ, რო-
გორც ჩანს, ეს ზედმიწევნით იცოდნენ... უკან რომ არ დამეხია... მართლა
მიმასიკვდილებდნენ, საკმარისი იყო უმნიშვნელო ეჭვი და უნდობლობა
გამომეხატა ან სიფათზე წინააღმდეგობის გაწევის სურვილი ან ოდნავი

392
აგრესიულობა აღმბეჭდვოდა, რომ ერთსაც და მეორესაც წონასწორობა
დაკარგვოდათ... ერჩივნათ, კუბოში ვეხილეთ, ვიდრე ესმინათ, როგორ
ვაძაგებდი და ფეხქვეშ ვთელავდი მაღალი ზეცის ნაბოძებს... პოლემი-
კაში ჩართვის მცდელობის საპასუხოდ დედაჩემს თვალები ცოფითა და
სასოწარკვეთილებით ევსებოდა... მოსალოდნელი იყო, კონტროლს და-
უქვემდებარებელი ქმედებებიც... მაგალითად, შეეძლო პირველივე სა-
განი, რომელსაც ხელს წაავლებდა, თავში ჩაეთხლიშა... დიახ, ნამდვი-
ლად ასე მოხდებოდა, თუ დროულად გონზე არ მოვეგებოდი და ჯიუტად
საკუთარი პოზიციის დაცვას არ შევეშვებოდი... მე მხოლოდ ერთი რამის
უფლება მქონდა: გამეხარა და მათი ნამოქმედარისთვის ქება-დიდება
შემესხა... ბედნიერ ვარსკვლავზე ვიყავი დაბადებული: არც მეტი, არც
ნაკლები! რა საამურია ცხოვრება! აი, ჩემი მშობლები – სულ სხვა საქმეა.
ისინი თავიდანვე უბედურებებისა და საშინელი ტრაგედიებისათვის იყ-
ვნენ განწირულნი და ეს სავსებით საკმარისი იყო. მე მხოლოდ ნადირი
ვიყავი და ხმა უნდა ჩამეკმინდა! სათრევად უმძიმესი ტვირთი ოჯახის-
თვის! მხოლოდ ქედის მოხრა და მორჩილება მმართებდა... და, ვიმე-
ორებ, დუმილი... მხოლოდ და მხოლოდ დუმილი... რათა მათ ყველა ჩე-
მი შეცდომისა და უზნეო მიდრეკილებების მეხსიერებიდან ამოძირკვის
შესაძლებლობა მისცემოდათ. სევდა მათი საკუთრება იყო! თანაგრძნო-
ბაც მხოლოდ მათთვის უნდა გამოეხატათ! მხოლოდ მათ იცოდნენ
ცხოვრების ავან-ჩავანი... მხოლოდ მათ ჰქონდათ მგრძნობიარე სული...
ვინ იტანჯებოდა საშინლად? ასეთ გაუსაძლის პირობებში!.. ბედის
უკუღმართობისგან? მხოლოდ ისინი! მხოლოდ ისინი იყვნენ... ყველგან
და ყოველთვის მარტოსულნი! უნდოდათ, რომ მე ამაში ცხვირი არ ჩამე-
ყო... ერთი წამითაც დაეშვათ, რომ მათ გვერდში ვუდგავარ... ვეხმარე-
ბი... რომ ამ ყველაფერთან რაღაც, თუნდაც მცირე საზიარო მაქვს... ეს
პრივილეგია მხოლოდ მათ ერგოთ წილად... მიმაჩნდა, რომ ეს იყო სა-
შინელი უსამართლობა... მაგრამ სამწუხაროდ, რასაც მე ვფიქრობდი,
განხილვას არ ექვემდებარებოდა.
***
მშობლებს, ცხადია, შეეძლოთ ეყბედათ და ველანძღე, რამდენიც
მოეპრიანებოდათ, მე მაინც საკუთარი

393
შეხედულებების ერთგული ვრჩებოდი. მსხვერპლად მივიჩნევდი
თავს... თითქმის ყველა გაგებით... „ამბიგიუს“ კიბეზე ჩამომჯდარი, ზუს-
ტად „ვალასის“ კუთხეში ისევ ჩემს ვარაუდებსა და დასკვნებს ვუბრუნ-
დებოდი... ეს აშკარა იყო!..
თუ ჩავთვლიდი, რომ დღეს კარგი პირი არ უჩანდა, ადგილის ძებნას
ვწყვეტდი და უმიზნოდ დავყიალობდი... შიგადაშიგ პაპიროსის ნამწვს
გავირჭობდი ხოლმე პირში... ხან ერთ ძმაკაცს გამოველაპარაკებოდი,
ხან მეორეს... ვლაყბობდი აქაურობის ხშირ სტუმრებთან... გაურკვეველი
წარმოშობის ტიპებთან... ქუჩის მაწანწალებთან... რომლებსაც ეშმაკის
მანქანებით, ყოველთვის მოეპოვებოდათ საიდუმლო ცნობები... ყალბი
მოწმობები... ჩემი დაკვალიანება არ დაიზარეს... ყოველთვის კითხუ-
ლობდნენ ათასი ჯურის განცხადებასა და აფიშას... თვალსაჩინო საშუა-
ლებებს... მათ შორის ერთი მესვირინგეც კი იყო, რომელიც შიგადაშიგ
ძაღლებსაც კრეჭდა... ყველაზე მდაბალი, არცთუ ისე საამაყო პროფე-
სიების მსახურნი... ლე ალი, ლა ვილეტი, ბერსი... ძუნძგლიანები, ჭუჭ-
ყიანები, ტალახიანები... ყველანი ღორებივით ყარდნენ... ზნედაცემუ-
ლები... აქოთებულები... ტილიანები... ლაწირაკები... ცინგლიანები...
ქოსატყუილები... დამბოლებლები... ტყუილი მანიად ქცეოდათ... სულ
ბოდვებში იყვნენ... იგონებდნენ... თხზავდნენ... არ ცხრებოდნენ თავი-
ანთ ნაცნობობაზე... წარმატებებზე... გამარჯვებებზე... გადატანილ თავ-
გადასავლებზე... ბნელ საქმეებზე... უსაზღვრო იყო მათი ტყუილები...
იყო უთანხმოებანიც... ცხვირ-პირის მტვრევა... სენ-მარტენის არხთან
დანების ტრიალი... საქმის გარჩევისას აუცილებლად გაიხსენებდნენ ვი-
ღაცის სახელგანთქმულ დეიდაშვილს... ყოფილ მრჩეველს... ღმერთმა
უწყის, ვინ ეგონათ თავი... რაზე ჰქონდათ პრეტენზია... „სენდვიჩებსაც“
კი მოჰქონდათ თავი... მათაც ჰქონდათ ერთი-ორი საამაყო ეპიზოდი მო-
საყოლი განვლილი ცხოვრებიდან... აქ დაცინვა, აბუჩად აგდება... აუგად
ხსენება... არც უნდა გეცადათ... მონაჩმახი მათ კიდევ უფრო უბიძგებდა
ალკოჰოლისკენ... ზოგს კბილებიც არ შერჩენოდა... ზოგს ისე ჰქონდა
დაჭიანებული და გამოხრული, ვეღარც ღეჭავდა. იყვნენ უსინათლო-
ებიც... ძლივს იკვლევდნენ გზას... იყვნენ ფაშვგადმოგდებულებიც...
ნელ-ნელა საკუთარ თავს მეც ასე აღვიქვამდი...

394
საღამოს ექვსი საათისთვის ფუჭ მცდელობებს ვწყვეტდი... ერთი
დღისთვის სავსებით საკმარისი იყო... დასასვენებლად ადგილს ვერა-
ფერს დაუწუნებდი... ნამდვილი პლაჟი!.. ფეხებს ვასვენებდი... ყველა
მოხეტიალე, ზოზინა და მაძებარი „ამბიგიუს“ წინ იყრიდა თავს... ისი-
ნიც, ვისაც ამ თაკარა მზეში სირბილი არ შეეძლო და მომავალი წარმა-
ტებებისა ერთი-ორი ჭიქა გადაეკრა... ძალიან კარგად მესმოდა მათი...
თეატრის წაბლის ხეებქვეშ გაჭიმულ ღობეზე ძველმანები გადაეფი-
ნათ... მოეწყობოდნენ გემოზე და იწყებოდა ლუდის ქილების... თეთრი,
იაფფასიანი ძეხვის... ნივრის... ხაჭოს ნაღების და კამამბერის გადაწო-
დებ-გადმოწოდება... ამაღლებულ ადგილებსა და კიბეებზე მთელი „აკა-
დემია“ ჩამოჯდებოდა ხოლმე... ჭრელი ბრბო... მავანი და მავანი ადრეც
მენახა... ჯერ კიდევ მაშინ, როცა გორლოჟთან ვმუშაობდი... ვის არ მოჰ-
კრავდით აქ თვალს... გაქექილი ოღრაშები და სოლიდური აგენტები...
ყველაფერი ერთმანეთში იყო აზელილი... სრული დომხალი... დიდი და
პატარა, ასაკიანი თუ უასაკო ტიპები... მოლაქლაქეები... ენაჭარტალე-
ბი... ჩამშვებები... პოლიციის სამმართველოში ამ საძაგლობით ერთ-ორ
სუს რომ შოულობდნენ. იყვნენ „ბუკმეკერებიც“... ორი-სამი გამართლე-
ბის იმედით რომ ცოცხლობდნენ...
გადაღრძუებული კომივოიაჟერები ნიმუშებით გაძეძგილ კოლო-
ფებს დაათრევდნენ... ზედაც არ უყურებდნენ ამ ყავლგასულ საქო-
ნელს... ნახავდით ლაწირაკებსაც, ტუჩებზე რძეშეუმშრალებს... ძალიან
ნორჩებს იმისთვის, რომ ღამე ბულონის ტყეში ემრუშათ... ერთი ყმაწვი-
ლი ყოველდღე დაეთრეოდა იქ... მიზანში საზოგადოებრივი პისუარები
ჰქონდა ამოღებული... ამავდროულად უკვე გამხმარ მძღნერს აგროვებ-
და... თავის თავგადასავლებს წვრილ-წვრილად ჰყვებოდა... ერთ ბებერ
ებრაელთან მეგობრობდა არქივის ქუჩიდან, რომელიც ძეხვეულით ვაჭ-
რობდა... საერთო გემოვნება აერთიანებდათ... ერთად შეექცეოდნენ
ტყეში ნაგროვებ „ტკბილეულობას“... ერთხელაც რაღაც ხათაბალაში გა-
ეხვნენ და ორივეს დილეგში უკრეს თავი... ყმაწვილისთვის ორი თვის
განმავლობაში არავის მოუკრავს თვალი... როცა დაბრუნდა, ვეღარ ვიცა-
ნით... პოლიციელებს ისე მიებეგვათ, რომ საავადმყოფოში აღმოჩენი-
ლა... თავ-ყბის გაერთიანებას ის ძირფესვიანად შეეცვალა... უბრალოდ

395
გარდაიქმნა... ხმაც დაუბოხდა... მშვენიერი ბანი დაიყენა... წვერიც მო-
უშვა და მძღნერის ჭამასაც შეეშვა...
უბანში ერთი საკმაოდ მიმზიდველი მაჭანკალიც დაშრიალებდა...
თავის წითელწინდებიან ქალიშვილს „ფოლი დრამატიკის“ წინ დაასე-
ირნებდა. მგონი, ეს სიამოვნება სულ რაღაც ოცი სანტიმი ღირდა... მეც
არ ვიტყოდი უარს... მაგრამ იმხანად ეს თანხა მთელ ქონებად ითვლე-
ბოდა... ზედაც არ გვიყურებდნენ ბოზანდარები... ჩვენისთანა ნაბიჭვრე-
ბი მათ არ ეკადრებოდათ... ვეძახდით, მაგრამ სულ ტყუილად...
ჩემი „ლაშქრობებიდან“ შინ გაზეთები და ანეკდოტები მომქონდა...
ტილებიც, სხვათა შორის, რაც დიდად საამური ვერ იყო... ვერ ვხვდებო-
დი, სად ავიკიდებდი ხოლმე ამ საზიზღარ არსებებს... მთელი სხეულის
დაგოზვა მიწევდა... „ამბიგიუს“ „პლაჟის“ ტილები ნამდვილი წყევლა-
კრულვა იყო... მათი პირველი გადამტანები მეტრაკეები იყვნენ... აი, ისი-
ნი, ტერასებზე რომ დაწოწიალებდნენ. მაგათი დედაც! სულ ამ სის-
ხლისმწოველებით იყვნენ გაძეძგილი... საცხის საყიდლად სენ-ლუიში
ერთად წაეხვეტებოდნენ ხოლმე... შემდეგ კი ისევ ერთად მოიყრიდნენ
თავს და თხიპნიდნენ ერთმანეთს... მოკლედ, „მკურნალობდნენ“ რა...
დღესავით მახსოვს ჩემი ჩალის ქუდი... მეტად გამძლე კანოტიე...
სულ ხელში მეჭირა... არ იყო მსუბუქი, ორ ლივრს ნაღდად იწონიდა...
ყველაზე მცირე, ორი წელი მაინც უნდა გაეძლო. ისე, სამი ბევრად აჯო-
ბებდა... ჯერ კიდევ ჯარში წასვლამდე მეხურა... ანუ მეთორმეტე კლასამ-
დე... საყელოს სულ უფრო და უფრო ხშირად ვიხსნიდი... ყველაზე სა-
ზიზღარ, მეწამულ კვალს მიტოვებდა... იმხანად მამაკაცები სიცოცხლის
ბოლო დღეებამდე ყელს ირგვლივ ამ თვალშისაცემ, წითელ ზოლს ატა-
რებდნენ... ეს ერთგვარ მაგიურ ნიშანს მოგაგონებდათ.
განცხადებებისა და სამუშაო შემოთავაზებების გარჩევის შემდეგ,
ყველა სპორტულ სვეტს ეძგერებოდა... სადაც იუწყებოდნენ, რომ „ბუფა-
ლოს“ სტადიონზე ექვსი დღე ზედიზედ მორენი და სიმპათიური და ყვე-
ლასთვის საყვარელი ფაბერი იპაექრებდნენ... „ლონგშამის“ უპირობო
გულშემატკივრები ამ დროს მოპირისპირე კუთხეში მიიყუჟებოდნენ
ხოლმე... გოგონები წინ და უკან დატასაობდნენ და კლიენტებს თირავ-
დნენ... ამ ბოზუკებს ჩვენ აბა რაში ვაინტერესებდით!.. თავიანთი ფავო-

396
რიტები ჰყავდათ... ჩვენისთანა უდღეურების ბანდასთან ათასში ერ-
თხელ თუ შეყოვნდებოდნენ და ისიც ენის მოსაქავებლად...
იმხანად გამოჩნდნენ პირველი „მადლენ-ბასტები“ – სახელგან-
თქმული ავტობუსები, მაღალი იმპერიალით... იქ ასვლა ხუმრობა როდი
იყო... მთელი შენი ძალა და ენერგია უნდა დაგებანდებინა... ეს იყო სა-
ნახაობა, ნამდვილი ბაკქანალია! სენ-მარტენს როგორც კი მიუახლოვ-
დებოდნენ, მგზავრები ერთმანეთს დაერეოდნენ ხოლმე... დაძაბულობა
კულმინაციურ წერტილს აღწევდა... ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ...
ზემოთ მყოფნი სპექტაკლის აქტიური მონაწილენი ხდებოდნენ... ამ
დროს იქ ასვლა დიდი გამბედაობისა და გულადობის ტოლფასი იყო...
მგზავრები ზომიერების გრძნობას კარგავდნენ. სჩადიოდნენ ყველა-
ფერს, რაც თავში მოუვიდოდათ. გადაყირავების დიდი რისკიც იყო...
მღელვარებისას რატომღაც ყველა ერთ მხარეს აღმოჩნდებოდა ხოლმე
და ამგვარად წონასწორობა ირღვეოდა... ებღაუჭებოდნენ პარაპეტს,
ფოჩებს, დახლებს, სავარძლებს, ირგვლივ შემოვლებულ სახელურებს...
გამარჯვებულთა ყიჟინას ხან ერთი მხარე დასცხებდა, ხან მეორე... ქან-
ცგაწყვეტილ ცხენებს მეტი აღარ შეეძლოთ... ეს აშკარად ჩანდა... მხო-
ლოდ ცუდ გზებზე თუ გამოდგებოდნენ... აქ კი ისინი უკვე ვეღარ ქაჩავ-
დნენ ფაქტია... ამასვე ამტკიცებდა ბიძია ედუარდიც... ამგვარად, ყო-
ველდღე, „ამბიგიუს“ წინ ხუთიდან შვიდ საათამდე ვხედავდი, როგორ
მოგრიალებდა პროგრესი... მაგრამ იქ ასვლას, როგორც ყოველთვის, ვე-
რა და ვერ ვეღირსე... ყოველ ჯერზე შინ დაბრუნება საკუთარი „ფეხომო-
ბილით“ მიწევდა... პატრონსაც ვერ ვპოულობდი, რათა ყველაფერი თა-
ვიდან დამეწყო... შეგირდის როლში მათ არ ვაწყობდი... ცხვირს იბზუებ-
დნენ, ამ ასაკს კარგა ხანია, გასცდიო, მეუბნებოდნენ. ხოლო მოსამსახუ-
რის მოვალეობების შესასრულებლად ჯერ კიდევ ყრმა ვიყავი... მოკ-
ლედ, გარდამავალ ასაკში გავიჭედე... არც იქით, არც აქეთ... ინგლისუ-
რად ჭიკჭიკიც კი არსებულ მდგომარეობაში ცვლილებას ვერ შეიტანდა...
მათ ეს არ სჭირდებოდათ!.. უცხო ენები მხოლოდ დიდ უნივერმაღებში
თუ გამომადგებოდა... იქ კიდევ ახალბედები არ აჰყავდათ! არსად, არც
ერთ ფრონტზე გროშიც არ ვღირდი... სულაც ყურებზე რომ მევლო... ყვე-
ლაფერი უშედეგო გამოდგა, ყველაფერს დედა ეტირა!

397
ნელ-ნელა, დიდი სიფრთხილის გამოჩენით დავიწყე დედაჩემის-
თვის იმ ფიქრებისა და მოსაზრებების გაზიარება, მე რომ მოსვენებას არ
მაძლევდნენ... გამოვუტყდი, რომ ჩემი პერსპექტივები მაინცდამაინც
უღრუბლო ვერ იყო... მაგრამ დედა არ იყო ის ადამიანი, რომელსაც რა-
მეს ადვილად შეასმენდი... აზრს გადაათქმევინებდი ან სიმხნევესა და
გამბედაობას წაართმევდი... ახლა მისი თავი სხვა რამით იყო გამოტე-
ნილი... სახავდა გეგმებს, რომლებიც მარტო მას ეხებოდა... ახალი, ბევ-
რად უფრო სარფიანი საწარმოს შექმნაზე ფიქრობდა... ეს აზრი ჯერ კი-
დევ როდის დაებადა, მაგრამ მისი ხმამაღლა თქმა ვერ გაებედა... ახლა
უკვე აღარაფერი აყოვნებდა. „იცი, რაშია საქმე, მეგობარო?.. ჯერჯერო-
ბით მამაშენის საქმის კურსში ჩაყენებას არ ვაპირებ, ამიტომ შენც კარ-
გად დააჭირე ენას კბილი... არ მინდა, იმ უბედურს იმედები გავუწბილო!
ჩვენი უბედურების შემხედვარე ისედაც დაიტანჯა კაცი... მაგრამ... იცო-
დე, ეს ჩვენგან არ უნდა გავიდეს... ვფიქრობ, რომ ჩვენი გაუბედურებული
ფარდული... ტსს! ტსს! ტსს! ძალიან ცოტა შანსია, რომ ის წელში გაიმარ-
თოს... ჰმ! იცი, ეს ასე არ დამთავრდება! უარესის მოლოდინში ვარ!.. ნამ-
დვილად ასე იქნება! გადაწყვეტილი ამბავია! კონკურენცია მაქმანებში
დაუნდობელი გახდა! მამაშენს ამას ვერ გააგებინებ! გასაგებიცაა, რად-
გან კომერციასთან ჩემსავით ახლო შეხება არა აქვს... ყოველდღიური,
მინდოდა მეთქვა... და მადლობა ღმერთს! საქონელს რამდენიმე ასეულ
ფრანკად ვეღარ შეიძენ... ათასები... მილიონებია საჭირო, რომ შესაფე-
რისი არჩევანი გააკეთო! საიდან უნდა მოიტანოს ადამიანმა ამხელა
ფული?! კრედიტი დაივიწყე! გამორიცხულია! ღმერთო! ღმერთო!
ამის ფუფუნება მხოლოდ მსხვილ მეწარმეებს შეიძლება ჰქონდეთ!
უზარმაზარი შტატით. ჩვენი მაღაზია, ხედავ ალბათ, განწირულია!
დიდხანს ვერ გასტანს... ყველაზე ბევრი, შეიძლება რამდენიმე წელი
იჯახიროს... იქნებ სულაც რამდენიმე თვე... წინააღმდეგობის გაწევას
აზრი არა აქვს... მსხვილი სუპერმარკეტები გაგვჭყლეტენ... პატარებს გა-
ნაჩენი უკვე გამოუტანეს – უნდა გაქრნენ... დიდი ხანია, ამას ვგრძნობ-
დი... ჯერ კიდევ კაროლინის დროიდან... მაშინაც გვიჭირდა... მდგომა-
რეობა დღითიდღე უარესდებოდა... ხედავ? ეს გუშინ კი არ დაწყებულა!
თუ აკვირდები მაინც, რა ხდება ახლა? მკვდარი სეზონი მკვდარს სეზონს

398
მიჰყვება... დასასრული არ უჩანს... წლიდან წლამდე მდგომარეობას უკე-
თესობის პირი არ უჩანს... პირიქით, მკვდარი სეზონი სამი თვე კი არ
გრძელდება, არამედ თითქმის მთელი წელი... ხედავ, რა დღეში ვარ?..
კი არ ვწუწუნებ... ენერგია არ მყოფნის-მეთქი!.. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ
გვიშველის!.. როგორმე უნდა გამოვძვრეთ ამ საშინელებიდან!.. აი, რის
გაკეთებას ვაპირებ, ჩემო ბიჭუნავ, როგორც კი უკეთ ვიგრძნობ თავს...
ფეხზე დავდგები... სასწრაფოდ ვცდი ბედს დიდ უნივერმაღში! არ გამი-
ჭირდება, დარწმუნებული ვარ... რამეს აუცილებლად გამოვკრავ ხელს...
ისინიც დიდი ხანია მიცნობენ... იციან, როგორი თავგანწირული და მებ-
რძოლი ვარ... ჯობია გამბედაობა ჩემგან ისწავლონ! ისიც მოეხსენებათ,
რომ მე და მამაშენი ალალ-მართალი და პატიოსანი ადამიანები ვართ.
სასაყვედურო არასდროს არაფერი ჩაგვიდენია... ჩვენ ვიმსახურებთ
ნდობას... ყველა... ამას სრული დარწმუნებით ვაცხადებ! მარესკალი!..
ბატაი!.. რუბიკი!.. რომელი ერთი დავასახელო... ჯერ კიდევ ბებიაჩემის
დროიდან მიცნობენ! ამ საქმეში ახალბედა კი არ ვარ! ოცდაათი წელია,
მათ წინ ვტრიალებ! მთელი ცხოვრება კომერსანტი ვიყავი!.. არა, არ გა-
მიჭირდება... უსათუოდ რამეს ვიპოვი... არავის რეკომენდაციას არ ვსა-
ჭიროებ... არ მიყვარს სხვებზე მუშაობა... სამწუხაროდ, დღესდღეობით
არჩევანი არ გამაჩნია! მამაშენი არაფერში დაეჭვდება! გამორიცხულია!
ვეტყვი, რომ მუშტართან მივდივარ... ასი წელი ვერ მიხვდება... დილით
ჩვეულებრივად გავალ სახლიდან და საღამოს დროულად დავბრუნდე-
ბი... საწყალი კაცი სირცხვილით დაიწვება, თუ შეიტყო, სხვებს რომ და-
ვუდექი მოსამსახურედ... ეს მისთვის მხოლოდ დამცირება იქნება... მინ-
და, რომ ამისგან დავიცვა! ნებისმიერ ფასად! მისი ღირსების შელახვას
ვერ ავიტან! ვერც დავამშვიდებ, ვერც შვებას მოვგვრი!.. არა, წარმოიდ-
გინე, მისი ცოლი სხვებთან მსახურობს! ღმერთო, შენ მიშველე! კარო-
ლინთან მუშაობაც მასზე გამანადგურებლად მოქმედებდა... მოკლედ,
აზრზე ვერ მოვა... ერთი დღე ერთ ქუჩაზე ვივლი, მეორე დღეს – მეორე-
ზე... ეს არ იქნება რთული... ყოველ შემთხვევაში გაუთავებელ ორჭოფო-
ბასა და სადარდებელს აჯობებს... იმ უსასრულო ეკვილიბრისტიკას,
რომლისგანაც დავიხოცეთ!.. ფანდებსა და ტრიუკებს... დღენიადაგ ნემ-
სის ყუნწში გაძრომას!.. ხვრელების დაგმანვასა და დალახტვას... ბო-

399
ლოს და ბოლოს, ეს ხომ ჯოჯოხეთია! ვეღარ გავუძლებთ ამდენს და ერთ
დღესაც შეგვიწირავს... იქ ცოტას ამოვისუნთქავთ! შიშიც მოგვეხსნება...
მიდი, გადაიხადე აქ, გადაიხადე იქ, როდემდე? რამდენს შეიძლება ადა-
მიანმა გაუძლოს... რა საშინელებაა! გაუთავებელი წამება! ჩვენ გვექნება
უზარმაზარი არა, მაგრამ მუდმივად გარანტირებული შემოსავალი.
მორჩება ეს კატაკლიზმები! კოშმარები! უძილო ღამეები! ჩვენ ეს დიდი
ხანია გვაკლდა! ყოველთვის გვენატრებოდა... რაღაც მყარი და რეგულა-
რული... აღარ იქნება ისე, როგორც ბოლო ოცი წლის განმავლობაში!
ღმერთო, გახსენებაც არ მინდა! ას სუზე გამოცხადებული რბოლა... გა-
თახსირებული კლიენტები, რომლებიც არ იხდიან. მერე ეს მევალეები...
ერთს გაისტუმრებ, წამში მეორე დაგაცხრება... ო, დამოუკიდებლობავ!
ეს ხომ ფასდაუდებელი საგანძურია! დედაჩემსაც ასე
მიაჩნდა... მე მეტი აღარ შემიძლია!.. ყველაფერი კარგად იქნება, აი,
ნახავ... ჩვენს ქუჩაზეც დადგება გაზაფხული... თუ... თუ ამ საქმეს გაერ-
თიანებული ძალებით შევეჭიდებით, შედეგიც არ დაახანვებს... გვეყო-
ლება მოსამსახურეც... თუ მას ასე სიამოვნებს!.. არაფერს ვამბობ იმაზე,
რომ დახმარე ხელი მეც ჰაერივით მჭირდება. ეს ხომ ჩვეულებრივი აუ-
ცილებლობაა და არა ფუფუნება!“
დედაჩემისთვის ეს ახალი ჩანაფიქრი სულისა და გულის მკურნა-
ლი... მაამებელი სალბუნი გამოდგა... ძალ-ღონისა და ენერგიის გენერა-
ტორი... მოხერხებული ფანდი... მეტისმეტად ძნელი ან ზედმეტად რთუ-
ლი მისთვის არასდროს არაფერი ყოფილა. გულის სიღრმეში ისურვებ-
და, ყველას ნაცვლად ეზიდა ჭაპანი... სულის ამოძრომამდე ეღვარა ოფ-
ლი... რომ მიგეშვათ, მთელ მაღაზიას აიკიდებდა ზურგზე... ახლოს არა-
ვის გააკარებდა, თვითონ იტვირთავდა ყველაფერს... ცხადია, ოჯახსაც,
მოსამსახურე ქალთან ერთად... ცხოვრებაში თანადგომა არავისთვის
უთხოვია, არც არავის შეხვეწნია, მისთვის გაეგოთ... გულისხმიერება გა-
მოეჩინათ... მხოლოდ საკუთარ თავს თუ გამოუტყდებოდა, რამდენად
უჭირდა... რამხელა სევდას დაატარებდა... ასეთი გახლდათ დედაჩემი...
ეს იყო მისი მეორე ბუნება... შუაზე რომც გავმსკდარიყავი და წარმატე-
ბისთვის მიმეღწია, მისთვის მაინც არაფერი შეიცვლებოდა... დარწმუნე-
ბული ვიყავი, დამხმარე რომ ჰყოლოდა, ასჯერ მეტს იმუშავებდა... ხიბ-

400
ლავდა თავისი ხვედრი... მძიმე მდგომარეობა... გაუსაძლისი ცხოვრე-
ბა... დედაჩემთან ჩემი შედარება სრული აბსურდი იქნებოდა... სრული-
ად განსხვავებული მასტი ვიყავი... ამგვარ მდგომარეობაში კაიფს ვეღარ
ვიჭერდი... სინამდვილეში, ის ჭია ვიყავი, ვაშლს რომ შეუჩნდა და უმოწ-
ყალოდ ხრავს... მუქთახორა და წამგლეჯი... შეიძლება ეს ნიშან-თვისება
ჩემში განსაკუთრებით როჩესტერში ვიზიტის შემდეგ გაღვივდა და გა-
მოიკვეთა... მერივინთან, სადაც თითი არ გამინძრევია... და აშკარად უქ-
ნარად ჩამოვყალიბდი... იმის ნაცვლად, რომ ქუჩებში მერბინა, საათო-
ბით ვფიქრობდი... ერთ ადგილას დამყნობილი... სინამდვილეში, სამსა-
ხურის საშოვნელად თავი ხომ დიდად არ მომიკლავს... ჩემს ძალისხმე-
ვას მხოლოდ უდღეური და უბადრუკი ეთქმოდა... ზარის დაჭერამდე, ყო-
ველ ჯერზე რაღაცნაირი გაშეშება მეტაკებოდა ხოლმე... არა, ჩემს ძარ-
ღვებში ნამდვილად არ სჩქეფდა მარტვილის სისხლი. მაგის დედაც! არ
მახასიათებდა პატარებისთვის ნიშნეული მანკიერებანი... მოუთმენლო-
ბა... ყველაფერი მეორე დღისთვის უნდა გადამედო... ბედი სხვა უბანშიც
ვცადე... ვიფიქრე, იქნებ სიცხისგან ნაკლებად გადადუღებულ, ჩრდილი-
ან ან ორპირი ქარისგან შეგრილებულ ადგილებში უფრო გამიმარ-
თლოს-მეთქი... ტიუილრის მიდამოებში ყველა ფარდულს დავუარე...
ულამაზესი თაღების ქვეშაც გავიარ-გამოვიარე... განიერ გამზირებზეც
ვიხეტიალე... ოქრომჭედლებს ვეკითხებოდი, მონდომებული, ჯან-ღო-
ნით აღსავსე ახალგაზრდა მამაკაცი ხომ არ გჭირდებათ-მეთქი... საბო-
ლოოდ მაინც ტიუილრიში შევყოვნდი... ირგვლივ მოწანწალე მეძავებს
ვესაუბრებოდი... ვიწექი ბუჩქებში და დრო გამყავდა ინგლისურად...
არაფრის კეთებაში... ვსვამდი და ვიფხანდი ყვერებს... იქ იყო „კოკოს“
გამყიდველი... კარუსელის გვერდით... უკრავდა ორკესტრი... წინწილები
და რამე...
ეჰ, ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან ადრე ხდებოდა... შორეულ წარ-
სულში... ერთხელ შორიდან მამაჩემი დავლანდე... ღობეს მიუყვებოდა...
ალბათ შეკვეთებს არიგებდა... იმ დღიდან მოყოლებული ყოველგვარი
რისკის თავიდან ასაცილებლად კარუსელის ბაღში ვრჩებოდი... ქანდა-
კებებს შორის ვიმალებოდი... ერთხელაც მუზეუმში შევაბოტე... მაშინ ეს
უფასო იყო... ნახატებს ვერაფერი გავუგე, მაგრამ როცა მეოთხე

401
სართულზე ავედი, უზარმაზარი საზღვაო ფლოტი აღმოვაჩინე...
იქაურობას მივეჯაჭვე... მოგვიანებით მუზეუმში სიარულს მოვუხშირე...
მთელ დღეს საუცხოო გარემოში ვატარებდი... ყველა მოდელს ზედმი-
წევნით ვიცნობდი... როცა ნახატების წინ მარტოდმარტო ვიდექი... ყვე-
ლა უბედურება მავიწყდებოდა... აღარც სამსახურის ძებნა მახსოვდა და
აღარც შესაძლო პატრონები... ჭამაზეც კი უარი ვთქვი... მხოლოდ გემები
მიტრიალებდა თავში... აფრიანი ნავების დანახვისას გონება მებინდე-
ბოდა... მინდოდა, მეზღვაური გავმხდარიყავი... ამაზე უარს არც მამაჩე-
მი იტყოდა... ისე კი, ეს აკვიატება ორივეს ცუდად შემოგვიბრუნდა. მე
თითქმის მესმოდა მისი...
როცა ვახშამზე შინ შევიძურწებოდი, მამა აუცილებლად მკითხავდა,
რა ვქენი მთელი დღის განმავლობაში, რატომ დავაგვიანე. „ვეძებდი“, –
იყო ჩემი პასუხი... დედა, დიდი ხანია, ამ სცენას შეეგუა... მამაჩემი კი ვე-
რა... მიაშტერდებოდა თეფშს და ბუზღუნებდა... რაც მართალია, მართა-
ლია, დაკითხვებს შეეშვა.
***
დედაჩემს ურჩიეს, რომ ბედი პეკის ან სენ-ჟერმენის ბაზრობაზე ეცა-
და. სასწრაფოდ! ან ახლა, ან არასდროს! რადგან ყველა მდიდარი ბორ-
ცვზე შეფენილ ვილებს ეტანებოდა... არ იყო გამორიცხული, მისი მაქმა-
ნები შეეძინათ... გადასაფარებლები საწოლებისათვის... ფარდები ფან-
ჯრების ქვედა ნაწილისთვის... დრო იყო ხელსაყრელი!
დედაჩემი მითითებულ მისამართზე სასწრაფოდ გაქანდა... ერთ კვი-
რაში ათასი ხარახურით გაძეძგილი ფუთებით ადგილი არ დატოვა შე-
მოუვლელი... შატუს ვაგზლიდან მელანამდე... სულ სირბილ-სირბილი-
თა და კოჭლობით. მადლობა ღმერთს, ამინდში გაუმართლა, თორემ იქ-
ნებოდა ნამდვილი ცოდვის კითხვა... დედაჩემი თავს ბედნიერად
გრძნობდა, ჰქონდა ამის საბაბიც... ჩაწოლილი საქონლის მნიშვნელო-
ვანი ნაწილი უკვე გაასაღა... ფოჩებიანი გიპიურები და მძიმე კასტილიუ-
რი შალები, რომელსაც იმპერიის დროიდან მოყოლებული მუშტარი არ
ჰყოლია! ვილების მობინადრეებს ჩვენი ცნობისმოყვარეობა სულაც არ
აღიზიანებდათ... მათ თავიანთი სამყოფელი სასწრაფოდ უნდა კეთილ-
მოეწყოთ... ჩვენს ტყუილებსა და სიხარბეზეც თვალს ხუჭავდნენ... პატა-

402
რა დაბოლებაზე აყალ-მაყალი არავის აუტეხავს... კეთილგანწყობა, ოპ-
ტიმიზმი, პანორამით შობილი ენთუზიაზმი, რომელიც პარიზს გადაჰყუ-
რებდა... დედაჩემმა ტემპს უმატა, ბოძებული შანსით მაქსიმალურად
სარგებლობდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დილას მისმა ფეხმა საერთოდ
შეწყვიტა მოძრაობა... ფუფუნებასა და რეგულარულ მგზავრობებს წერ-
ტილი დაესვა... ცეცხლი მეორე მუხლსაც გადაედო... ისიც გაუსივდა, ორი
იმსისქე გაუხდა...
კაპრონი სასწრაფოდ მოქანდა... მხოლოდ ნანახი დაგვიდასტურა...
ორივე ხელი ცისკენ აღმართა... დაიწყო აბსცესი... ეს აშკარა იყო... სახ-
სრები ფუვდებოდა და ფუვდებოდა... გინდ გაუძალიანდი, გინდ არა – შე-
დეგი ერთი იყო – საჯდომი გაუქვავდა... არც იქით და არც აქეთ, აღარც
გვერდიდან გვერდზე გადატრიალება
შეეძლო... აღარც წამოწევა... ოდნავადაც კი... ისე ყვიროდა, ძარღვებ-
ში სისხლი გვეყინებოდა... კვნესა არ წყდებოდა, არა იმდენად ტკივილე-
ბის გამო... კაროლინივით კერკეტი იყო... უფრო იმის გამო, რომ ავად-
მყოფობამ მუსრი გაავლო.
ეს დამარცხება ყველაზე დიდი საშინელება იყო.
სასწრაფოდ დაგვჭირდა მოსამსახურე ქალი... ყველაფერი თავდაყი-
რა დადგა... შევიძინეთ ახალი ჩვევები... ცხოვრებას ბზარი გაუჩნდა...
აირ-დაირია... მექანიზმი გამართულად ვეღარ მუშაობდა... დედაჩემი
ლოგინზე იყო გაშოტილი... მე და მამაჩემმა კი ყველაზე მძიმე სამუშაო
ვიტვირთეთ... მოგვა... ხალიჩების ბერტყვა... სახლიდან გასვლამდე კი,
დილაობით, პარმაღის მოსუფთავება და მაღაზიაში წესრიგის დამყარე-
ბა... მორჩა ხეტიალი, წრიალი და ბზრიალი... მე ნემსის ყუნწში უნდა
გავმძვრალიყავი და დაუყოვნებლივ სამსახური გამეხერხებინა... ნების-
მიერ ფასად...
ორტანსი, დამხმარე ქალი, დილით ერთი საათით შემოირბენდა
ხოლმე, საღამოს, სადილის შემდეგ – ორი საათით... სხვა დროს საბაყ-
ლოში მუშაობდა... ფოსტის გვერდით, ვივიენის ქუჩაზე... ორტანსი ის
ადამიანი იყო, რომელიც სრულ ნდობას იმსახურებდა... ჩვენთან მხო-
ლოდ ერთ-ორ უბადრუკ სუს თუ შოულობდა... ქალს არ უმართლებდა...
იძულებული გახდა, ციბრუტივით ეტრიალა, მას შემდეგ, რაც მისმა

403
ქმარმა ყველაფერი დაკარგა, როცა გადაწყვიტა, სანტექნიკოსობით თა-
ვი გაეტანა... ამას გარდა, ორი ბიჭი ჰყავდა გასაზრდელი... და კიდევ დე-
იდა ასევე თავის კმაყოფაზე... მოკლედ, წამი არ ჰქონდა ამოსასუნ-
თქად... ყველაფერს ლოგინს მიჯაჭვულ დედაჩემს უყვებოდა... ერთხელ
დილით მე და მამაჩემმა დედა ძირს ჩავიყვანეთ... სკამზე დავსვით... ძა-
ლიან ვფრთხილობდით, რომ სადმე საფეხურისთვის არ მიგვეხეთქები-
ნა. ფარდულის ერთ-ერთ კუთხეში გავამწესეთ... ორივე მხრიდან ბალი-
შებამოდებული, რათა კლიენტების შეკითხვაზე პასუხების გაცემა შეს-
ძლებოდა... ეს ყველაფერი მძიმე საყურებელი იყო... თან „სამკურნა-
ლო“ კომპრესები გაშეშებულ ფეხზე გამუდმებით უნდა დაგვეფინა...
მიუხედავად იმისა, რომ ორტანსი ოცდაოთხი საათის განმავლობაში
მუხლმოუდრეკლად... ხარივით მუშობდა, ქალურ მომხიბვლელობას ეშ-
მაკის მანქანებით მაინც ინარჩუნებდა... იყო მასში რაღაც გასაოცრად პი-
კანტური... გამუდმებით იმეორებდა, რომ არაფერს იკლებდა, განსაკუთ-
რებით ჭამაში... ერთი რამ უჭირდა ძალიან... მუდმივად აკლდა ძილი!..
ამისთვის დრო საერთოდ არ რჩებოდა... ფორმას საკვებისა და რძიანი
ყავის წყალობით ინარჩუნებდა... დაახლოებით ათ ფინჯანს მაინც ის-
ხამდა ყოველდღიურად სტომაქში... ხილის მოვაჭრესთან ოთხი ადამია-
ნის წილს ნთქავდა... მაგარი კლიენტი კი იყო ეს ორტანსი... თავისი ჭო-
რებით ლოგინზე გაშოტილი დედაჩემის გაცინებასაც ახერხებდა... მამა-
ჩემი საშინლად ბრაზობდა, როცა მასთან ერთად ოთახში წამასწრებ-
და... ეშინოდა, არ მიმეჟიმა. ეს ქალი ნძრევის საბაბს კი მაძლევდა, მაგ-
რამ ხელცქვიტობა რაღაცნაირად უაზარტო გამომდიოდა... არა ისეთი,
როგორც ინგლისში... იქ სულ სხვა ტექნიკა მქონდა დამხეცებული... კა-
იფს მაინც ვიჭერდი... ახლა კი ნურას უკაცრავად... უწინდელი გახელება
მაკლდა... გემოს ვეღარ ვატანდი... შეიძლება ამის მიზეზი ის უბედურე-
ბანი იყო, რომელიც მითრევდა... გამორიცხული იყო, განსაკუთრებული
აღმაფრენა შემეგრძნო...
მაგის დედაც! აი, სადამდე დავეცი! ნძრევამაც დაკარგა თავისი პეწი!
აღარ მეჩვენებოდა, უწინდებურად ჩამთრევი და საამური!.. იყო ასეთ
მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც ზურგზე მთელი ოჯახი გყავს აკიდე-
ბული, როგორი ამბავია?! საშინელებაა! სრული კატასტროფა!.. თავი

404
ათასგვარი საზრუნავით მქონდა გასივებული... სამსახურის შოვნა ასჯერ
უფრო რთული გახდა, ვიდრე წასვლამდე... საკმარისი იყო გაუბედურე-
ბული დედაჩემისთვის მომეკრა თვალი, რომ გარეთ ტყვიანაკრავივით
გავვარდნილიყავი და მისამართებზე სანადიროდ გადავკარგულიყავი...
ჯერ დიდ გამზირებს დავივლიდი მისხალ-მისხალ, შემდეგ სანტიეს ქვა-
ბულს, ბირჟის შემოგარენს... აგვისტოს მიწურულისთვის ეს მონაკვეთი
უბნებს შორის ყველაზე აგრესიულ და არასტუმართმოყვარე სივრცედ
იქცა... დამახინჯდა... გაუბედურდა... სიცხეც უფრო მახრჩობელა გახდა...
საყელოთი, ჰალსტუხ-პეპელათი და ჯავშნიანი კანოტიეთი აღჭურვილმა
ყველა სართული დავლაშქრე... უყურადღებოდ ერთი აბრაც კი არ დამი-
ტოვებია... აქეთაც და იქითაც... ჯიმი ბლეკუელი და კარსტონი... ექსპორ-
ტიორები... პოროგოვი, ტრანსაქციონერი... ტოკიმა კარაკასისა და კონ-
გოსთვის... ერიტო და კუგელპრუნი – შეკვეთები მთელი ინდოეთის-
თვის...
კიდევ ერთხელ ვიგრძენი ჩემში სიმტკიცე, შეუპოვრობა, ახალი საქ-
მეებისთვის მზაობა, მიზანდასახულობა... გადავივარცხნიდი მსუბუქად
თმას და თაღში ვდურთავდი თავს... პირდაპირ კიბისკენ მივილტვოდი...
ერთდროულად ორ კარზე ვრეკავდი. თუ საქმე ცუდად მისდიოდათ, შე-
კითხვებზე პასუხის გაცემაც მიწევდა... აინტერესებდათ, რამ შემაწუხა,
რისი გაკეთება შემეძლო... ჩემს უნარებს არკვევდნენ... გამოცდილებას...
როგორი იყო ჩემი პირობები... მოთხოვნები... წამში ენა მუცელში მივარ-
დებოდა... ვიწყებდი ბოდვას... ბურდღუნს... ვუშვებდი ბუშტულებს...
მხოლოდ უმნიშვნელო დამარცხებებს ვუსვამდი ხაზს და უკვე უკან ვი-
ხევდი... მოულოდნელი პანიკა მძლევდა... ამ პირსისხლიანი ინკვიზი-
ტორების სიფათების დანახვაზე ლამის ჩამესვარა... თითქმის რბილი
და მგრძნობიარე ვხდებოდი... თავხედობის ნაკვალევიც არ რჩებოდა...
მთელ სხეულში მჩხვლეტდა... გვრემისგან კრუნჩხვები მეწყებოდა... იხ-
ტიბარს არ ვიტეხდი... ჯიუტად ვთავაზობდი საკუთარ თავს... კიდევ ერ-
თხელ ვაკაკუნებდი მოპირდაპირე კარზე... ისევ გამოყოფდნენ თავს
მათხოჯები... სადილამდე ოციოდე ასეთი რიტუალის ჩატარება მიწევ-
და... შინ წასახემსებლადაც აღარ ვბრუნდებოდი... მართლა ყელამდე
მქონდა საზრუნავი, დამიჯერეთ!.. შიმშილის გრძნობა საერთოდ გამიქ-

405
რა. არ მინდოდა ჭამა და მომკალით ახლა! მხოლოდ წყურვილი მკლავ-
და... ჩემი ნება რომ ყოფილიყო, სადღაც გავქრებოდი, ცხვირსაც არ შევ-
ყოფდი პასაჟში... ვგრძნობდი, როგორი სცენები მელოდა იქ... დედაჩე-
მი... თავისი ტანჯვითა და გოდებით... მამაჩემი თავისი მექანიკით...
ფხუკიანობით... ბურდღუნით... ცოფით, ფანჩრის პუტვით, ყვირილით...
გონების დაკარგვამდე ღრიალით... ვერ იყო მიმზიდველი პერსპექტი-
ვა!.. სავსე ვიყავი მათი კომპლიმენტებით... მძღნერი, ასე უხვად რომ შე-
მაგლისეს, ჯერ კიდევ ვერ ჩამომერეცხა... ვიდექი სენის სანაპიროზე
და... ორი საათის დადგომას ველოდი... ვუყურებდი, თუ როგორ ბანაობ-
დნენ ძაღლები... შემუშავებული სტრატეგიის არსებობაც კი გადამავიწ-
ყდა... ალალბედზე დავწოწიალებდი... მთელი მარჯვენა სანაპირო გა-
დავაქოთე... ბაკის ქუჩის კუთხიდან ისევ ახალი თავგადასავალი იწყებო-
და... უცნობი ქუჩაბანდები... ჟაკობის... ტურნონის ქუჩები... თითქმის მი-
ტოვებული საწარმოები და დაწესებულებები აღმოვაჩინე... ფარდულე-
ბი დახლებზე გამოფენილი საგალანტერეო ნიმუშებით მიცვალებულე-
ბისთვის... პროვინციებში ამდაგვარი საქონლის გამოფენას ერიდებიან
ხოლმე... მალავენ და
მხოლოდ მაშინ დაგიძრობენ, თუ მოიკითხავთ... ისეთი უბადრუკი და
სევდისმომგვრელი ნივთების მიმწოდებლები, რომელთა აღსაწერად
შესატყვის სიტყვებსაც ვერ მოიძიებდით... და მიუხედავად ყველაფრი-
სა, მე მათი მოხიბვლა ვერ შევძელი... ვცადე, მღვდლის სამოსით მოვაჭ-
რეს ჩემთვის საგანგებო გამოცდა მოეწყო... შეუძლებელი მოვსინჯე! ბი-
თუმად მოვაჭრეს მუხლებში ჩავუვარდი... უკვე გონებაში დავუშვი, კან-
დელაბრების ფაბრიკაში მაინც ამიყვანენ-მეთქი... რაღაცნაირად საამი-
სოდ განვეწყვე კიდევაც... ეს რა სიმპათიურ ხალხს გადავეყარე-მეთქი,
გავიფიქრე გულუბრყვილოდ... ბოლო მომენტში ყველაფერი ჩაიფუშა,
სენ-სულპისის მიდამოებში საბოლოოდ გამიცრუვდა იმედი... თურმე მა-
თაც ჰქონიათ საკუთარი კრიზისი... ბევრი რომ არ ვიყბედო, მოკლედ
მოვჭრი – ყველა ადგილიდან გამომაბუნძულეს...
ასფალტზე სიარულის გამო, ორივე ფეხზე წყლულები გამიჩნდა...
სადაც შესაძლებელი იყო, ფეხსაცმელს თვალის დახამხამებაში ვიხდი-
დი და ხელსაბანების ნიჟარებში დასაამებლად წყალს ვუშვერდი... ამ-

406
გვარად გავიცანი ერთი ბიჭი, რომელიც კაფეში მუშაობდა და ფეხები
ჩემზე უარეს დღეში ჰქონდა... კრუა-ნივერის ეზოში მდებარე ლუდხანის
უზარმაზარ ტერასაზე დილა-საღამოს ცოდვილობდა... ზოგჯერ ნაშუა-
ღამევსაც უწევდა უღელში შებმა... ისე სტკიოდა ფეხები, რომ საწყალი
ყინულის პატარა ნატეხებს პირდაპირ ჩექმებში იყრიდა... მეც მოვსინჯე
მკურნალობის მისეული მეთოდი... თავიდან კი მშველოდა, მაგრამ მოგ-
ვიანებით იწყებოდა ჯოჯოხეთი...
***
სამ კვირაზე მეტი გასულიყო მას შემდეგ, რაც დედაჩემი ფარდულის
სიღრმეში საწოლზე გაფშეკილი ფეხით იყო გაშხლართული... მუშტრე-
ბი დიდად არ გვაწუხებდნენ... ამისგან საშინლად ღიზიანდებოდა... სა-
ერთოდ ვეღარ ინძრეოდა... წამოდგომასა და გავლაზე ლაპარაკიც კი
ზედმეტი იყო.
შიგადაშიგ მოსაკითხად და ენის მოსაქავებლად მეზობლები შემოა-
ბოტებდნენ ხოლმე... ჭორებით დახუნძლულები საათობით ყბედობ-
დნენ... საერთოდ გამოათაყვანეს ეს ისედაც გამოშტერებული ქალი...
არც ჩემ პირში გამოვლებას ერიდებოდნენ... გაუგონარ სისულელეებს
ჰყვებოდნენ... თურმე იმ გათახსირებულებს ჩემი ასეთი უსაქმოდ ყიალი
აღიზიანებდათ. რატო ვერ შოულობ სამსახურს? რა გიშლის ხელს? მო-
მიტყნეს რა ტვინი! აღარ ჩერდებოდნენ... ის, რომ მშობლების კისერზე
ვიყავი ჩამოკიდებული, მიუხედავად ჩემი ამდენი ძალისხმევისა და გა-
ღებული მსხვერპლისა, სრულიად არ ეჩვენებოდათ ნორმალურ მოვლე-
ნად... ეს მათი აღქმისა და გაგების „საზღვრებს“ სცილდებოდა... „ოჰ!
ოჰ! ასეთი რამის მომსწრე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ! ეს წარმოუდგე-
ნელია! ვერ დავიჯერებ!..“ ხედავდნენ, მშრალზე რომ ვიჯექი და დაიგ-
რძელეს ენები. „აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! გადასარევია!“ არც ისე-
თი დეგენერატები იყვნენ, როგორც ჩემი ბებრები! არა, სულაც არა! თი-
თიდან გამოწოვილ ამბავს კი არ ურთავდნენ კომენტარებს, არამედ
ნაღდს... რეალურს... მოცემულობას... თან არაფრის ერიდებოდათ... ყვე-
ლაფერს როშავდნენ, რაც პირზე მოადგებოდათ... არა, გენაცვალე,
მსგავს რამეს არაფრის გულისთვის არ ჩაიდენდნენ! ცერა თითსაც კი არ
გაანძრევდნენ... „და ვისი ან რისი გულისთვის?! ჟღვინტიანი

407
შვილებისთვის, რომლებსაც შენი გარჯა სულ ფეხებზე ჰკიდიათ?
არა! თავიანთ ნაშიერებს მშობლების ტრაკში ამოსმის უფლებას ისინი
არ მისცემდნენ! როგორ გეკადრებათ?! არამც და არამც! ვის რაში სჭირ-
დება ასეთი მსხვერპლი?! ყველაფერთან ერთად, თურმე ენებიც უნდა
ასწავლო! რა სისულელეა! ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! საიდან მოს-
დით ადამიანებს ამგვარი აზრები?! გიჟური ზრახვები!.. გაიხეთქო ერთი
ადგილი, რომ ვიგინდარები, თაღლითები, ხულიგნები და გამომძალვე-
ლები დადგნენ? არა, არა და არა! რა საჭიროა! რამე ხეირი მაინც მოჰყვე-
ბოდეს შედეგად, ხმას ჩავიგდებდი... საერთოდ დავდუმდებოდი! მტკი-
ცებულება? რა მტკიცებულებას ითხოვთ, ეს ხომ დღესავით ნათელია!..
საკმარისი იყო ჩემთვის!. დამქირავებელი? ცხოვრებაში ვერ ვეღირსე-
ბი!.. ყველასთვის იმედის გაცრუება უკვე მოვასწარი! ვერ ვივარგე, ვერც
მოვიქეცი ისე, როგორც წესი და რიგია!.. სულ ეს არის! ბავშვობიდან მიც-
ნობდნენ და ახლა უბრალოდ კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ. დიახ!“
მაგდაგვარი მონაჩმახების მოსმენისგან დედაჩემს თავისი ემართე-
ბოდა. წარმოიდგინეთ, როგორი მძიმე და აუტანელი იქნებოდა ამის
მოსმენა მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის... მტკივნეული აბ-
სცესი დღითიდღე უფრო და უფრო მტანჯველი იყო მისთვის... ახლა ერ-
თი გვერდი მთლიანად დაუსივდა. ჩვეულებისამებრ, დედა ამ საზიზ-
ღრობებს ასე თუ ისე იტანდა და მამაჩემთან გამეორებას ერიდებოდა...
მაგრამ ტანჯვამ ისეთი მასშტაბი შეიძინა, რომ საკუთარ თავს კონ-
ტროლს ვერ უწევდა... მოკლედ, იმ დღეს მოხსნა ხურჯინს თავი და ქმარს
ყველაფერი სიტყვასიტყვით ჩაუყაჭა... მას კიდევ ისე მონატრებოდა ის-
ტერიკა... ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა... შემ-
თხვევა არ გაუშვა ხელიდან... მორთო ღრიალი, თურმე მასაც და დედა-
ჩემსაც ცოცხლად ვატყავებდი, ვიყავი სამარცხვინო შვილი, უნამუსო და
გარყვნილი. იმედის სამუდამოდ გამწბილებელი, უკურნებელი სენი,
ყველაფერში დამნაშავე! ოჯახის ამაოხრებელი! უბედურების მიზეზი
როგორც წარსულში, ასევე მომავალშიც... გამოაცხადა, რომ თვით-
მკვლელობისკენ ვუბიძგებდი... რომ ვიყავი პირსისხლიანი და დაუნდო-
ბელი მკვლელი... თუმცა ამის მიზეზები არ განუმარტავს... ქშინავდა ისე
ძლიერ და იმდენ ორთქლს უშვებდა, რომ ჩემსა და მას შორის ღრუბელი

408
წარმოიქმნა... თმას იმდენ ხანს იგლეჯდა ბღუჯა-ბღუჯა, სანამ სისხლი
არ მოიდინა... ფრჩხილები წაიმტვრია... ისე იქნევდა ხელებს, რომ შიგა-
დაშიგ წონასწორობას კარგავდა და ავეჯს ეხეთქებოდა... კომოდი ხან
იქით გასრიალდებოდა, ხან – აქეთ... ფარდული ისეთი ვიწრო იყო, რომ
გემოზე ვერ გაიჯეჯილა, თუმცა ოჯახისთვის საგრძნობი ზარალის მიყე-
ნება მაინც მოახერხა... ქოლგების ქვესადგამი დალეწა... ორი ჩინური
ლარნაკი ნამსხვრევებად აქცია... დედაჩემმა მათი აკრეფა სცადა, მაგ-
რამ ფეხმა უმუხთლა... ისეთი გულის გამგმირავი კივილი აღმოხდა, რომ
დაფეთებული მეზობლები მოცვივდნენ...
კინაღამ წერილი წაიღო... ქალებმა მარილი ასუნთქეს... ძლივძლი-
ვობით გონს მოვიდა... სუნთქვა აღუდგა... სკამები ერთმანეთს მიატყუ-
პეს და ზედ დაასვენეს... „აჰ! – მოგვმართა, – როგორც იქნა, გასკდა!“
თურმე მის აბსცესს ეპოვა გამოსავალი!.. ბედნიერი იყო... თავად ვიზიომ
გადმოანთხევინა მთელი ეს ჩირქგროვა... ესმოდა კაცს საქმე რა... გემზე
ამნაირი „ოპერაცია“ ვინ მოსთვლის, რამდენჯერ ჩაეტარებინა.
***
მეცვა აკურატულად, შეიძლება ითქვას, იდეალურად... რკინასავით
უდრეკი საყელო... თვალისმომჭრელად მბზინავი ფეხსაცმელები... სხვა
კიდევ რა უნდა მენატრა? დედაჩემს კი თავი ვერა და ვერ მოვაწონე... უკა-
ნა ოთახში ჩვარმომარჯვებული მიიჩნევდა, რომ სრულყოფილებამდე
ჯერ კიდევ ბევრი რამ მაკლდა... მიუხედავად შენი საათისა და გაპრია-
ლებული ჯაჭვისა, სერიოზული კაცის შთაბეჭდილებას მაინც არ ტოვე-
ბო, მსაყვედურობდა... ამდენი შეფუცხუნების, დარიგებებისა და საყვე-
დურების შემდეგაც კი, ქუჩის განაბის იერი მაინც ვერ მოიცილეო... ცამ-
დე მართალი იყო ეს ქალი... შეუძლებელი იყო, ეს უცხოს მხედველობი-
დან გამოჰპაროდა... განსაკუთრებით მაშინ, როცა ხურდა ფულის დასაძ-
რობად ჯიბეში ხელს ვიჩურთავდი!.. ეს ჟესტი ჩემში გამოხოხილ ხული-
განს ააშკარავებდა და ყველას შიშის ზარს სცემდა!
დედაჩემს დიდხანს არ უფიქრია... სასწრაფოდ მიავლინა ორტანსი
ვივიენის ბაზრობაზე, რათა ჩემთვის სოლიდური საფულე შეეძინა... გამ-
ძლე, ხელნაკეთი და სხვადასხვა განყოფილებით აღჭურვილი... ამასთან
ერთად, ოთხი ორმოცდაათსანტიმიანი მონეტაც მაჩუქა... ოღონდ ერთი

409
პირობით... ისინი არ უნდა დამეხარჯა... არასდროს!.. ეკონომია უნდა გა-
მეწია... და თან ყაირათიანობას მივჩვეოდი... საფულეში მისამართიც ჩა-
მიდო... ეს იმ შემთხვევისათვის, თუ ქუჩაში რაიმე უბედურება დამატ-
ყდებოდა თავს. ჩემი აღჭურვა დედაჩემს უზომო სიხარულს ანიჭებდა...
დიდად არც მე გავძალიანებივარ...
თანხა მალევე დავხარჯე იაფფასიან სასმელებში... წყურვილი
მკლავდა და, აბა, რა მექნა?! საშინელი ხვატი იდგა 1910 წელს, სანამ
ზაფხული არ მიიწურა, კინაღამ დავიხოცეთ. საბედნიეროდ, ტამპლის
მიდამოებში ყოველთვის შეიძლებოდა პირის გასველება... ქუჩის გას-
წვრივ, პირდაპირ ტროტუარზე ჩამწკრივებულ დახლებზე, ასევე ბაზრის
ბისტროებში... აქ ყოველთვის იყიდებოდა იაფფასიანი ლიმონათი...
იუველირთა ფარდულებში ისევ განვაახლე ძებნა... ეს ის ხელობა
იყო, რომლის ანი და ბანი ცოტა მაინც გამეგებოდა... მარესკენ გავუტიე...
გამზირზე თავისუფალ ადგილს სანთლით ვერ იპოვიდი... „ნეგრსა“ და
სენტ-დენის კარიბჭეს შორისაც ტევა აღარ იყო... ბრბო ფუთფუთებდა...
საეკლესიო პროცესიას მაგონებდა... ადამიანები გავარვარებულ თონე-
ში იხრუკებოდნენ... ხელოვნების ბაღის ბუღს ძნელად თუ გაუძლებდა
ადამიანი! ვერსად ჩამოდებდი საჯდომს... არემარე მტვრის ქულებს
შთაენთქა... როგორც კი ჩაისუნთქავდი, მახრჩობელა ხველა გიპყრობ-
და. უბნის ყველა კომივოიაჟერი აქ აფარებდა თავს... ფუთებით, კოლო-
ფებითა და ათასგვარი ნაგვით დახუნძლულნი... შეგირდებსაც თან და-
აპროწიალებდნენ... მათ ურმების თრევა ევალებოდათ... გზის პირას იყ-
ვნენ მიყრილნი... მისავათებულები ელოდნენ, როდის ინებებდნენ მათი
პედაგოგები პატრონებთან დაბრუნებას... თავს დიდად არ იკლავდნენ...
მკვდარი სეზონი იდგა და საქმეც თითქმის არ ჰქონდათ... მათი ნიმუშები
არსად, არც ერთ სახლში არ სჭირდებოდათ... დაბნეულები დალასლა-
სებდნენ... ქვიშის ღრუბლებში იძირებოდნენ... სულ ტყუილად ირჯე-
ბოდნენ... თხუთმეტ ოქტომბრამდე მაინც ერთ კინკილა შეკვეთასაც ვერ
ეღირსებოდნენ... მდგომარეობა არც მე მმატებდა, რა თქმა უნდა, სიმ-
ხნევეს... ბლოკნოტებიც არაფერში სჭირდებოდათ... ცნობისწადილით
ვადევნებდი თვალყურს მათ სასოწარკვეთას...

410
მე კიდევ სამსახურის შესახებ შეკითხვებით ყველას გვარიანად მო-
ვაბეზრე თავი. წავიკითხე, თუ სადმე რაიმე განცხადება იყო გაკრული.
ვიქექე „ყვითელ ფურცლებსა“ და ტელეფონების წიგნებში. ისევ დავუ-
ყევი ვიეი-დუ-ტამპლის ქუჩას... თითქმის ერთი კვირის განმავლობაში
ვიხეტიალე სენ-მარტენის არხის გასწვრივ, რათა ბარჟების სილამაზით
დავმტკბარიყავი... წყლის მილის ნელი მოძრაობისთვის მეცქირა... შემ-
დეგ ისევ ელზევირის ქუჩაზე დავბრუნდი... ხშირად შეფიქრიანებულსა
და საზრუნავით დამძიმებულს საერთოდ დამერღვა ძილი... ღამით და-
ფეთებულს მეღვიძებოდა... ერთი აზრი ამეკვიატა, რომელიც დღითიდ-
ღე უფრო და უფრო მაკარგვინებდა მოსვენებას... თავის ტკივილებიც
დამჩემდა... გორლოჟთან დაბრუნება მომინდა... მოულოდნელად სინ-
დისის ქენჯნამ შემომიტია... გადაულახავმა სირცხვილის გრძნობამ შე-
მიპყრო... ამას ჰქვია ალბათ, იყო დაწყევლილი! ნამდვილად ღვთის
წყევლა-კრულვა დამატყდა თავს!.. მოკლედ, ვბოდავდი, დარწმუნებუ-
ლი ვიყავი, რომ დამიჭერდნენ და დილეგში მიკრავდნენ თავს... არა, მე
ისევ უნდა მივბრუნებოდი გორლოჟს... და გულწრფელად მეღიარები-
ნა... საკუთარი თავისთვის ვერდიქტი გამომეტანა... ყველას თვალწინ...
„მე მოვიპარე, – ვიტყოდი... მე ავიღე ძვირფასი ქინძისთავი! ბაჯაღლო
ოქროსგან დამზადებული შაკია-მუნი!.. ქურდი მე ვარ! ნამდვილად მე
ვარ!..“ ავენთე... თითქოს ვგიზგიზებდი... ციებ-ცხელებით შეპყრობი-
ლი... ეშმაკსაც წაუღიხართ ყველა! ამის შემდეგ სვე-ბედი უეჭველად ჩემ
სასარგებლოდ შემოტრიალდება... ჯადო მომეხსნება... წყევლა-კრულ-
ვაც, გასაქანს რომ არ მაძლევს და მთელი ცხოვრება მძიმე ტვირთად მა-
წევს... დროდადრო ისეთი შიში მიპყრობდა, მთელი სხეულით მაძაგძა-
გებდა... ამის დათრგუნვა შეუძლებელი იყო!.. ჩათლახებო, შემეშვით!
გაქრით ჩემი ცხოვრებიდან!.. ბოლოს და ბოლოს, მაინც მივუახლოვდი
მათ სახლს... მიუხედავად პაპანაქებისა, ცივმა ოფლმა დამასხა...
ვგრძნობდი პანიკური შიშის დადგომას. კონსიერჟს მოვკარი თალი... ყუ-
რადღებით დამაკვირდა... რა თქმა უნდა, შორიდანვე მიცნო... ვეცადე,
ყველაფერი ამეწონ-დამეწონა... გამეცნობიერებინა ჩადენილი დანაშა-
ული... ჯიხურისკენ დავიძარი... ახლა მივალ და ჯერ კონსიერჟს გადა-
ვუშლი გულს! – გავიფიქრე... ოჰ, მაგის დედაც! ვერ შევძელი... ბრინჯი-

411
ვით დავიბენი... უეცრად შემოვტრიალდი... დიდი, ჩქარი ნაბიჯებით ავი-
თესე იქიდან... ისევ გამზირებისკენ მოვქუსლე... თავი უკეთესად სულაც
ვერ ვიგრძენი... ვიქცეოდი, როგორც უნახავი... სოფლელი ხიხო!.. ვტრა-
ბახობდი... თავი კიტრი მეგონა... სადილსაც დავადე... შინ აღარ ვბრუნ-
დებოდი... დილით მიმქონდა პური და ყველი... თეთრად გატარებული
ღამეების გამო, სულ მეძინებოდა... კოშმარებმა ბოლო მომიღო... დამ-
ზაფვრელმა ხილვებმა... სულ უნდა მევლო... შევჩერდებოდი თუ არა,
თვალი მეხუჭებოდა... ისე, ბოლომდე მაინც ვერ მოვტვინე, რაში მდგო-
მარეობდა ჩემი ბრალეულობა... მიზეზები, განმარტებანი! თუნდაც ერ-
თი ხომ უნდა არსებულიყო!.. დებილივით ვიყავი! საქმე ბევრად უფრო
მარტივად იყო! მდგომარეობაში გასარკვევად სათანადო განათლება არ
გამაჩნდა... ნაშუადღევს სასეირნოდ კიდევ ერთი ადგილი გავჩითე...
„ნოტრ-დამ-დე-ვიკტუარზე“, სადაც შესასვლელიდან მარცხნივ პატარ-
პატარა ეკვდერები იდგა... საკმაოდ გრილი ადგილი... პირდაპირ მის-
წრება უიღბლობისგან და მუდმივი წარუმატებლობისგან გაწამებული
ადამიანისთვის... სიბნელეში თავს უკეთ ვგრძნობდი... ფილაქნებზე ფე-
ხის დადგმა ისეთი სასიამოვნო იყო... ვგრილდებოდი... ფეხსაცმელს
ნელ-ნელა ვიძრობდი... თითქოს საიმედო სამალავი ვიპოვე... სანთლე-
ბი ლამაზად ციმციმებდნენ... ხის ტოტებივით ნაზი კელაპტრები...
მთრთოლარენი... თაღებქვეშ... ხავერდოვან სივრცეში... ეს ატმოსფერო
ჰიპნოზივით მოქმედებდა ჩემზე... რული მეკიდებოდა... მოგვიანებით
ზარების წკარუნისგან მეღვიძებოდა... აქ კარი მუდამ ღია იყო... ეს იყო
იდეალური ადგილი.

412
10
შინ გვიან დასაბრუნებლად მიზეზს ყოველთვის ადვილად ვპო-
ულობდი... ერთხელ ათზე ძლივს შევაღწიე სახლში. ანტონიში შპალე-
რების ქარხნის თვალიერებამ შემაყოვნა... ქალაქის ცენტრში კურიერე-
ბი სჭირდებოდათ... რაც ძალიან მაწყობდა... იქ ორ-სამჯერ კიდევ მივ-
ბრუნდი... საწარმოს მშენებლობა ჯერ კიდევ ვერ დაესრულებინათ...
მოკლედ, აბოლებდნენ ხალხს.
ყოველ ჯერზე, როგორც კი პასაჟში ფეხს შევდგამდი, შიშის ზარი
მცემდა... მგზავრობის ფულს მთლიანად სასმელში ვხარჯავდი... რა
თქმა უნდა, უკან ფეხით მივფლატუნებდი... საშინელი ზაფხული იდგა...
ბოლო ორი თვე წვიმის ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა.
მამაჩემი გალიაში გამომწყვდეული ვეფხვივით წრიალებდა... ტრი-
ალებდა თავისი საბეჭდის მანქანის გარშემო... მერე იწყებდა მუშა-
ობას... ისე ურახუნებდა, ვეღარ ვიძინებდი... სექტემბრის დასაწყისში
უამრავმა ძირმაგარამ გამოაყარა... თავიდან იღლიებქვეშ, შემდეგ ერთი
უშველებელი უკანაც – კეფაზე, რომელიც მყისიერად კარბუნკულად გა-
დაიქცა... ფურუნკულების ლაშქარმა სერიოზულად შეუტია... მუდმივ სი-
სუსტეს გრძნობდა... სამსახურში მაინც მილასლასებდა... ბამბით იყო
შეფუთული... მის დანახვაზე მოძრაობა წყდებოდა... ადამიანები ჩერდე-
ბოდნენ და თვალს აყოლებდნენ... ლუდის საფუარით მკურნალობდა,
მაგრამ გამოკეთებისა არაფერი ეტყობოდა...
დედა ძალიან ნერვიულობდა, ქმარს კანი ასე რომ „გაეფურჩქნა“. თა-
ვად უკეთ გრძნობდა თავს, თუ, რა თქმა უნდა, კომპრესებს ხშირად და-
იფენდა... და არ იმოძრავებდა... ჩირქი კვლავ უგროვდებოდა, მაგრამ
არა ისე ძალუმად, როგორც უწინ... როგორც კი ფეხზე წამოდგომა შეძ-
ლო, აღარ დაელოდა ჭრილობის ბოლომდე შეხორცებას... დაიწყო ფა-
ციფუცი მთელ ბინაში... ფორთხიალი სკამებისა და ავეჯის ირგვლივ...
ცალი თვალი ორტანსზეც ეჭირა... დამოუკიდებლად მოედო სივრცეს,
ამიერიდან აღარ უნდოდა, რომ გაშოტილი გადაეტანათ... სახელურს
ჩაბღაუჭებული თვითონ დაბობღავდა სართულიდან სართულზე... სა-
ნამ ჩვენ გასულები ვიყავით... ისევ უნდოდა ოჯახის მართვის სადავეები
413
ხელში მოექცია... დაელაგებინა ფარდული... დაესუფთავებინა და დაეწ-
კრიალებინა... გადაეწყო და გადმოეწყო მთელი ხარახურა...
მამაჩემი გადახვეულ-გადმოხვეულ თავს ვეღარ ატრიალებდა, ძირ-
მაგარებისგან ვეღარ სუნთქავდა, მაგრამ მშვენივრად ესმოდა დედაჩე-
მის მიერ ხან ერთ, ხან მეორე ოთახში გამართული დოღი... ყველაფერზე
მეტად მისი მოუსვენრობა აღიზიანებდა... განაგრძობდა საბეჭდი მანქა-
ნის ნგრევას... დასაბმელი ხდებოდა... ცოფისგან თითებიც კი გადაიტყა-
ვა... ზემოდან დედაჩემს უყვიროდა:
– კლემანს, გესმის ჩემი?.. შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, მცირე ხნით
მაინც ... გეყურება, ჰა?! ბოლოს და ბოლოს, ეს რა ბარდაგი მოაწყვე სახ-
ლში?! არა მართლა, რა! იქნებ დაიოკო ჟინი და წამოწვე, ამის დედაც!
ფიქრობ, რომ ნამეტანი გაგვიმართლა და სადარდებელი არაფერი დაგ-
ვრჩა? მიგაჩნია, რომ აღარ გვეყო და ერთით ზედმეტი უბედურება არა-
ფერს დაგვაკლებს?! ღმერთო, ღმერთო, ეს ვისთან მაქვს საქმე!..
– ოჰ, ოგიუსტ, შემეშვი რა! გემუდარები, ნუღა ერევი ჩემს საქმეში... ნუ
ღელავ ჩემ გამო!.. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
ამ ყველაფერს დედაჩემი ანგელოზის ხმით წარმოთქვამდა...
– ადვილია სათქმელად! – ღნაოდა ის ზემოდან, – ძალიან ადვილი!
ჯანდაბამდე გზა გქონიათ ყველას! კისერიც გიტეხია და ფეხზეც არ დამ-
დგარხარ! დაჯდები თუ არა, ბოლოს და ბოლოს, ერთი წამით მაინც
მშვიდად?
***
დილით დედა გავაფრთხილე...
– დედა, ყური მიგდე, დღეს სადილზე ვეღარ მოვალ... ლილაში მივ-
დივარ და ვეჭვობ, მოვასწრო... ქარხნის შესახებ რაღაც-რაღაცები მაქვს
გასარკვევი...
– ერთი შენც დამიგდე ყური, ფერდინანდ, – წამოიწყო, – იცი, რა ვი-
ფიქრე? ურიგო არ იქნებოდა, ორტანსს სამზარეულო დაელაგებინა, რო-
გორც წესი და რიგია... აგერ უკვე ორი თვეა, ქვაბები, ნიჟარა და ტაფები
არავის გაუხეხავს... შეხედე... თუ ღმერთი გწამს... გული აგერევა ადამი-
ანს... მას შემდეგ, რაც ლოგინად ჩავვარდი, ვეღარ მივხედე ვერაფერს...
აქოთებული ნარჩენების სუნი მესამე სართულამდე ამოდის... საყიდ-

414
ლებზე რომ გავუშვა, საუკუნე უნდა ველოდო მის დაბრუნებას... ხომ იცი,
როგორი რატრატაა... პირი თუ დააღო, ძალიან უჭირს დახურვა... თუ ხი-
ლით მოვაჭრესთან შევიდა, იქიდან მთელი დღე ვერ გამოათრევ... რახან
შენც იქითკენ მიდიხარ და უკანა გზობაზე რეპუბლიკას უნდა ჩაუარო...
შედი რა კარკუასთან და მამაშენისთვის თოთხმეტი სუს ლორი იყიდე...
უმაღლესი ხარისხის, იცოდე... დაიმახსოვრე, რაც გითხარი... ახალი და
უცხიმო!. კარგად შეათვალიერე, არ დაგიბრიყვოს... მე და შენ დარჩენი-
ლი ატრია მივირთვათ, ცოტა შევაცხელებთ და ესაა!.. იყიდე სამი ნაღე-
ბის ყველიც... და თუ არ დაგავიწყდება, სალათის ფოთლებიც, მაგრამ
ძალიან გახსნილები არ იყოს... დაიმახსოვრე? ლუდი გვაქვს... ორტანსი
საფუარს მოიტანს... სალათის ფოთლები თურმე სისხლს წმენდს... უება-
რი საშუალებაა მამაშენის ფურუნკულების გასაქრობად... სანამ გახვალ,
ფული აიღე... ჩვენს ოთახში ბუხარზე დევს... ქისიდან მხოლოდ ასი სუ
ამოიღე... ხარჯე ყურადღებით... ყოველ ჯერზე ხურდა კარგად გადაით-
ვალე... სადილზე აქ იყავი! ხომ არ გინდა, რომ ეს ყველაფერი ჩამოგიწე-
რო?.. პაპანაქების გამო მამაშენისთვის კვერცხს ვერიდები... ენტერიტი
აქვს... არც მარწყვი შეიძლება მისთვის... მისგან, სხვათა შორის, მეც სულ
მფოთლავს... მამაშენს თავისი ნერვებით, ხომ ხვდები, რა შეიძლება და-
ემართოს... მაინც აჯობებს, გავფრთხილდეთ...
ყველაფერი გავიგე... შემეძლო, გზას გავდგომოდი... ავიღე ის ასი
სუც... და პასაჟიდან გავუჩინარდი... ლუკას სკვერში შევყოვნდი... სკამზე
წამომჯდარმა, ცოტა ხანი ვიფიქრე... ლილას დედასაც შევეცი, რა წამიყ-
ვანს ამ სიშორეზე! ერთი ხელოვანი მყავდა მიზანში ამოღებული, კარ-
დაკარ დადიოდა... ტუბერკულოზი სჭირდა იმ უბედურს... ეს შინა ხელო-
სანი სახეებიანი ქსოვილებით ვაჭრობდა... აქსესუარებსაც ამზადებდა
ვიტრინებისთვის... ხავერდზეც მუშაობდა... შეგეძლო აბრებიც შეგეკვე-
თა... ვიღაც მელაპარაკა მის შესახებ, სახელს ვერ ვიხსენებ... გრენელის
რვა ნომერში ბინადრობდა... შესანიშნავი აზრია! დაახლოებით ათი სა-
ათი იქნებოდა და არც მაინცდამაინც ცხელოდა... არსად მეჩქარებოდა...
ტაატ-ტაატით მივუახლოვდი... მეხუთე სართულზე ავედი... დავრეკე...
გამიღეს... ადგილი უკვე დაეკავებინათ! ესეც ჩემი ბედი... დაჟინებას აზ-
რი არ ჰქონდა... ტვირთი მომეხსნა... სრული თავისუფლების განცდა და-

415
მეუფლა... ორი სართულით ჩამოვქვეითდი. მესამე სართულის ბაქანზე
წუთით ჩამოვჯექი და საყელო მოვიხსენი... ისევ ფიქრებში გადავეშვი,
მაგრამ ცოტა ხნით... გონებაში ისევ თავიდან დავატრიალე ყველაფე-
რი... უეცრად მეხსიერებაში კიდევ ერთი მისამართი ამომიტივტივდა...
ტყავის ძვირფასი საქონლით მოვაჭრის... მელას ქუჩის სულ ბოლოში...
მაგრამ სასწრაფოდ გავარდნა სულაც არ იყო საჭირო... ირგვლივ მიმო-
ვიხედე... ადგილი მართლაც რომ დიდებული იყო... ფერწერული და
თვალწარმტაცი... იატაკი ალაგ-ალაგ ამოყრილი... საშინელი ობის და
მძღნერის სუნით ყარდა იქაურობა... სამაგიეროდ, აქაური პროპორციები
იყო გამაოგნებელი... გრანდიოზული და მონუმენტური... ნაგებობა უთუ-
ოდ გასული საუკუნით თარიღდებოდა. ეს, პირველ ყოვლისა, დეკორაცი-
ებმა, მულაჟმა, ჭედურმა სახელურებმა, პორფირისა და მარმარილოს
საფეხურებმა მაფიქრებინა... ყველაფერი იყო „ნაღდი“ და არა ყალბი,
უშნო და უგემოვნო... ჭეშმარიტი, რუდუნებით შესრულებული ხელნაკე-
თობანი! კარგად ვერკვეოდი განსხვავებულ სტილში! მაგის დედაც! არა,
არა, ნამდვილად შესანიშნავი იყო... წუნს ვერ უპოვიდი... ვერც ერთ
ყალბ როზეტს!.. ეს ყველაფერი უზარმაზარ სალონს წააგავდა, მაგრამ
ცარიელს, საიდანაც ადამიანები სამუდამოდ გაკრეფილიყვნენ... ჩემნაი-
რები თუ ჩაუვლიდნენ გვერდით... უბადრუკი სამსახურის ძიებით დაღ-
ლილ-დაქანცულნი... სად ჰქონდათ თავის აწევისა და ამ საოცრების
შეთვალიერების თავი... აღმოჩნდა, რომ წარსული მხოლოდ მე მახსენ-
დებოდა!..
შადრევნიანი ეზო ჩემ თვალწინ გადაშლილიყო... თავს მოხერხებუ-
ლად ვგრძნობდი... მეტი არც არაფერი მჭირდებოდა... ფანჯრებში ჩას-
მული მინებიც ძველთაძველი ჩანდა... ფერად-ფერადი კვადრატები...
იისფერი, ბოთლისფერი, ვარდისფერი... აქ არავინ მაწუხებდა... ადამია-
ნები საერთოდ არ მაქცევდნენ ყურადღებას... ღმერთმა უწყის, ვის სად
მიეჩქარებოდა... დღის დაგეგმვას ვაპირებდი... მოულოდნელად თვალი
ერთ-ერთ ყოფილ ნაცნობს დავადგი... უზარმაზარი, წვერიანი ბეხლეწი
კიბეს მიუყვებოდა... სახელურს დაყრდნობილი მძიმედ სუნთქავდა... გა-
ყიდვების აგენტი... სხვათა შორის, ჯიგარი ადამიანი... ხალისიანი და
ჭკუამხიარული... გორლოჟის დაწესებულებიდან წამოსვლის შემდეგ,

416
მისთვის არსად მომეკრა თვალი. ძეწკვებით ვაჭრობდა... კიბის ბაქანზე
როგორც კი თვალი შემავლო, მიცნო... იმწამსვე გამომელაპარაკა... თა-
ვისი ამბები მოკლედ ჩამომიყაჭა, ბოლოს დაინტერესდა, ეს ბოლო წე-
ლი რას საქმიანობდიო... საკუთარი თავგადასავლების მოყოლას არც მე
დავზარდი... დრო არ ჰქონდა, ჩემთვის ბოლომდე რომ მოესმინა, შვებუ-
ლებაში გადიოდა... პირდაპირ ნაშუადღევს... ამ პერსპექტივით ძალიან
გახარებული ჩანდა... საკმაოდ სასწრაფოდ გამომემშვიდობა... კიბე კის-
რისტეხით აირბინა... ეჩქარებოდა,
თავისი პატრონისთვის ნიმუშების ყუთი დროზე დაებრუნებინა...
ცოტა დრო რჩებოდა იმისთვის, რომ ორსეს ვაგზალზე დორდონისკენ
მიმავალ მატარებელზე მიესწრო... ერთი კვირით მიდიოდა... წარმატე-
ბები მისურვა... მეც დავადევნე, აბა, შენ იცი, კარგად გაერთე-მეთქი...
სოფლის ხსენებით იმ აყლაყუდამ მთელი ხასიათი მომიშხამა. ჩემი
სიმშვიდე და თავშეკავებულობა წამში გაუჩინარდა. ოჰ! ოჰ! დღეს თავ-
დაყირაც რომ დავდგე, შანსი არ არის, არაფერი გამომივა... ამაში აბსო-
ლუტურად დარწმუნებული ვიყავი... მოულოდნელად მანიაკალურმა
სურვილმა შემიპყრო... სიმწვანის, ხეებისა და კვლების ცქერით ტკბობა
მომინდა... თავს ვეღარ ვიკავებდი... უცნობი ძალა იმ სივრცეებისკენ მი-
ზიდავდა. მაგის დედაც! ესღა მაკლდა ახლა! საკუთარ თავს ვუთხარი:
„ახლა წავალ და ყველაფერს ვიყიდი სადილისთვის!“ აი, საითკენ წავი-
და ჩემი ფიქრები... „მერე წავალ ბიუთ-შომონში!.. ზედმეტი რაღაცები
თავიდან უნდა მოვიშორო... შვიდი საათისთვის დავბრუნდები... მთელი
საღამო თავისუფალი მექნება!“ გადაწყვეტილია!..
რამპონოსკენ გავქანდი, რომელიც ყველაზე ახლოს მეგულებოდა...
ძალიან ვჩქარობდი... ეტიენ მარსელის ქუჩაზე სანიმუშო საყასბოა...
კარკუაზე ბევრად უკეთესი. პროდუქტებსაც ხარისხს ვერ დაუწუნებ... იმ-
ხანად ფუფუნებისა და სისუფთავის ნიმუშად ითვლებოდა... ავიღე ლო-
რი და თოთხმეტი სუც მივათხლიშე... ის ლორი შევარჩიე, რომელზეც მა-
მაჩემს ჭკუა ეკეტებოდა... სრულიად უცხიმო... სალათის ფოთლები ალ-
ში შევიძინე... იქვე ორ ნაბიჯზე... ნაღებიანი ყველიც... ნავაჭრის ჩასაწ-
ყობად კოლოფიც კი მიფეშქაშეს...

417
სებასტოპოლის ქუჩიდან ტაატ-ტაატით რივოლიზე გადავედი. ნორ-
მალურად უკვე ვეღარ ვაზროვნებდი... ისე აჭერდა მზე, რომ სიარული
მიჭირდა... თაღებს ვაფარებდი თავს... ძლივს მივლასლასებდი... ვიტ-
რინებისა და დახლების გასწვრივ... გონებაში საკუთარ თავს მოვუწოდე:
„წადი ბოლონის ტყეში!..“ კარგა ხანს მივთრახუნებდი... ბოლოს სიცხე
გაუსაძლისი გახდა... ტიუილრის კარიბჭესთან გადავუხვიე... ბაღში შევე-
დი... აქ უკვე ფუთფუთებდა აუტანელი ბრბო... სადმე ბალახზე ადგილის
პოვნა ადვილი საქმე სულაც არ აღმოჩნდა... ჩრდილისთვის თავის შეფა-
რებაზე მხოლოდ თუ ვიოცნებებდი...
ხან ერთი დამეტაკებოდა... ხან მეორე მკრავდა მუჯლუგუნს... დიდი
აუზისკენ ჩავირბინე... იქ ნოტიო ჰაერი ძალიან მეამა... ვინ დაგაცადა!..
რამდენიმე წუთში მიმდებარე თოთხმეტი უბნიდან მოქალაქეთა მთელი
ლაშქარი აქეთკენ დაიძრა... აჭარხლებული, გაჯავრებული, მობუზღუნე,
მყვირალა და ოფლიანი მჭიდრო მასა... შენობები მთელ თავიანთ ხარა-
ხურასა და ნაგავს პირდაპირ ტიუილრის გაზონებსა და მდელოებზე ის-
როდნენ... გაუსაძლისი სიცხისა და ხვატისგან გათანგულ ბრბოს ყველა-
ფერი წაელეკა... გავლა თითქმის შეუძლებელი გამხდარიყო... ღონემიხ-
დილ და გათანგულ, ოფლისგან აყროლებულ და ტილებით გაძეძგილ
მობინადრეებს, კონსიერჟებს, ჭორიკნებსა და ნაბოზრებს... მოდიოდ-
ნენ ხმაურით... ხუმრობდნენ, ღლიცინებდნენ, კბენდნენ და ნართაულ
სიტყვებს უცვლიდნენ ერთმანეთს. მეორე ტალღა, ბევრად უფრო ბრა-
ზიანი, ნერვიული და ღვარძლიანი, გინებ-გინებით მოიკვლევდა გზას
ინვალიდების მხრიდან...
როდოდენდრონებისა და გვირილების თვალწარმტაცი გაზონების
დაცვის მიზნით კარიბჭეების დახურვას ეცადნენ... არ გამოუვიდათ! ურ-
დომ ყველაფერი მიწასთან გაასწორა... ყველაფერი გამოშიგნა, გამო-
ფატრა და ნაფლეთებად აქცია... კედელი ჩამოიშალა... ეს ბევრად უარე-
სი იყო, ვიდრე ჩამოზვავება... ნანგრევებს შესეული კავალკადა... ისმოდა
საზარელი ყვირილი, წივილი, გოდება... ვედრება... რომ კონკორდოს
თავზე ცა ჩამოქცეულიყო და ღვარცოფს იქაურობა წაელეკა... ციდან ერ-
თი წვეთიც არ ჩამოვარდნილა... ბრბო აუზისკენ დაიძრა... შიგ შეტოპა
და დიდხანს იდგა ასე... ზოგი მთლად დედიშობილა, ზოგიც პერანგის

418
ამხანაგის ამარა... იფართხალეს და იჭყუმპალავეს, ასხეს და აშხეფეს
ერთმანეთს... სულ მალე ფსკერზე წვეთი წყალიც სანატრელი გახდა...
გაზონით დამშვენებულ მიწაყრილზე აღმოვჩნდი... საწუწუნო დი-
დად არაფერი მქონდა... შეიძლება ითქვას, დაცული ვიყავი და გადასა-
რევად ვგრძნობდი თავს... პროდუქტები მარჯვენა მხარეს მედო... უფრო
სწორად იღლიაში მქონდა საიმედოდ ამოჩრილი... ისევ ღმუილი... ისევ
გუგუნი და ბღავილი... ამჯერად ნახირი ყვავილნარების დატკეპნას შე-
უდგა... ნაკადი მატულობდა... მწყურვალთა ახალი კოჰორტა... ორთაბ-
რძოლა გაჩაღდა ტბორის ფსკერის ამოლოკვაზე უფლების მოსაპოვებ-
ლად... ხვრეპდნენ ტალახსა და შლამს... წოვდნენ ტლაპოში... ზედ აყო-
ლებდნენ ჭიებს... მთელი შემოგარენი გადახნეს და გადაჯიჯგნეს...
ფსკერს ბზარები გაუჩნდა... მთელ ტიუილრიში ერთი ღერო ბალახიც კი
არ დარჩა... ის უზარმაზარ, არაამქვეყნიურ ტიალ სივრცედ გადაიქცა...
კრატერად... ოთხკილომეტრიანი გარშემოწერილობით, ლოთებითა მა-
წანწალებით სავსე მგრგვინავ უფსკრულად...
ამ ჯოჯოხეთის ფსკერზე მოვარვარე ნაღვერდლებს შორის ადამია-
ნები ერთმანეთს ეძებდნენ... ხორცის ნაჭრებს, დანაწევრებულ დუნდუ-
ლებსა და თირკმელებს პირდაპირ რივოლის შუაგულში ისროდნენ... მა-
ვანი და მავანი მაღლა, ღრუბლებს უმიზნებდა... იქაურობა შარდისა და
მხურვალებისგან გახრწნილი გვამების სუნით ყარდა... ყროლით გაიჟ-
ღინთა არემარე... ვერსად გაექცეოდი... შვიდსართულიანი სახლების ტე-
რასების გასწვრივ საბავშვო ეტლები აეხოხოლავებინათ...
მოსაღამოვებულზე მყრალ ნიავს მსუბუქი მუსიკაც მოჰყვა... ორი
ბოთლი ლუდი ჩავურტყი... სუც არ გადამიხდია... მოვიპარე... ცოტა ხან-
ში ორიც მივაყოლე... მერე კიდევ ორი... საბოლოო ჯამში თორმეტი გა-
მომივიდა... აი, ასე! ას სუს წირვა გამოვუყვანე... გროშიც კი არ დამრჩა...
ერთი ბოთლი თეთრი ღვინოც გეახელით... მძიმე დღე იყო, ძალიან გა-
დატვირთული... შემდეგ შუშხუნათი გავისველე ხახა. უეცრად მომინდა,
გრძელ სკამზე ჩამომჯდარ ოჯახთან პატარა გაცვლითი ოპერაცია ჩამე-
ტარებინა... ჩემი ნაღებიანი, რბილი ყველი მათი სულ ახალი, ფუმფულა
კამამბერის სანაცვლოდ. ყურადღებით! გამომივიდა!.. შემდეგ ლორის
ნაჭერი ერთ ბოთლ წითელ ღვინოში გადავცვალე... ეს ის იყო, რაც სასი-

419
ცოცხლოდ მჭირდებოდა! სწორედ ამ დროს საიდანღაც დაცვის თანამ-
შრომლები გამოძვრნენ... რა თავხედობაა! მათ ვინმე ეპატიჟებოდა?!
ჩვენ ხომ არაფერი ჩაგვიდენია?! თითიც კი არავისთვის დაგვიკარებია...
სამარცხვინოდ აიფხიკნენ იქიდან... რწევა-რწევით, რიცხვში კლებით...
თითქოსდა ქარმა თან გაიყოლაო... აითესნენ ნაბიჭვრები, ქანდაკებებს
ამოეფარნენ... ბრბო ნელ-ნელა წამოდგა... ნუთუ ახალი ჯანყისთვის ემ-
ზადებოდა?..
კრატერი ისევ თუხთუხებს... გრგვინავს, გრუხუნებს, იფურთხება...
ლუდის ცარიელი ბოთლების ბათქი ეტუალამდე აღწევდა!..
ჩემი სალათის ფოთლები ორად გავყავი... პირდაპირ უმი ჩავიყარეთ
სტომაქში... გოგოებსაც წავეღადავეთ... ვსვი ყველაფერი, რაც ხელში ჩა-
მივარდა... კმარა! მეტი აღარაა საჭირო... წყურვილს უკვე აღარ მიკლავს,
თან საშინელი მწარე გემო დამიტოვა პირში!.. ყველაფერი დუღს... ყვე-
ლაფერი მწვავს... ჰაერი... ვიღაცის ძუძუები... წამოდგომა რომ მეცადა,
მაგრად დამერხეოდა... გულ-ღვიძლი ამომივიდოდა... აშკარად ცუდად
ვიყავი... არადა, განძრევის თავი არ მქონდა... ქუთუთოები მიმძიმდება...
მეწებება... თვალები მეხუჭება... ამ დროს ნაზმა რეფრენმა ჩაიქროლა...
„ვიცი, რომ ლამაზი ხართ!“
ბუმ! კა! კლაკ! კლაკ! ეს ფარანია! მაღლა დიდი თეთრი ბუშტი ხმა-
ურით გასკდა... ვიღაცამ კენჭი ესროლა... შურდულიდან! გოგონებს ისე
შეეშინდათ, კინაღამ გული გადაუქანდათ... ყვირილი მორთეს. ხულიგ-
ნებმა იცელქეს იმ კუთხიდან... მასხრები! ბინძური ღორები... თხრილის
მეორე ნაპირზე რომ დაბანაკდნენ... ახლა მათ სრული სიბნელე სჭირდე-
ბათ! ოჰ, თაღლითები! უნამუსოები! ვიღაც მამაკაცს გადავაწექი ზემო-
დან... თხუნელასავით მსუქანს... გამწარებით ხვრინავდა. მამაძაღლი!
არა უშავს, რაც არის, არის! წავა! მოხერხებულად მოვეწყვე... მისმა ხრო-
ტინმა მალევე ჩამაძინა. თითქოსდა აკვანში ვიწექი და ვიღაც მარწევ-
და... გავიფიქრე, რომ კამამბერი კიდევ დამრჩა... არა, არა, ეს კამამბერი
კი არა, ჩემი ხაჭოს კვერებია! გულში ჩამიკრავს... აბა, კოლოფში ხომ არ
ჩავტოვებდი! ქარმა დაუბერა... ალბათ ძალიან გვიანი იყო... კი, დრო გა-
სულიყო! ყველგან ყველი ეყარა!.. აბსოლუტურად ყველგან.
***

420
ვხვრინავდი... ხელს არავის ვუშლიდი... თხრილის სიღრმეში ვიყავი
გაშხლართული... პირდაპირ კედელთან...
ვიღაც ნაბიჭვარი სიბნელეში დაბოდიალობს... ჩემს მეზობელს გა-
მოჰკრა ფეხი და ზედ ჩემზე მოადინა ბრაგვანი... მეგონა, სამყარო თავზე
ჩამომექცა... თვალი გავახილე... მთელი ძალით ჩავაზილე... შორს გავი-
ხედე... და ჰორიზონტზე ციფერბლატს მოვკარი თვალი... დ’ორსეს ვაგ-
ზლის საათი!.. უშველებელი... ღამის პირველი საათი იყო! ო, ღმერთო
ჩემო! ეს რა მომივიდა! აი, ღორობა! ამოძრომა ვცადე! სასწრაფოდ უნდა
გავიქცე აქედან... მარცხნივ ერთი დედაკაცი მიწევს, მარჯვნივ – მეორე...
ისე მაწვებოდნენ, კინაღამ სული გამაფრთხობინეს... ერთი აქეთ გადა-
ვაგორე, მეორე – იქით! ირგვლივ ყველაფერი ხვრინავდა, სრუტუნებდა
და ქშინავდა... წელში უნდა გავიმართო... თან რაც შეიძლება სწრაფად...
ჩემი ლამაზი პიჯაკი ავიღე... მაგრამ ყალბ საყელოს ვერსად მივაგენი...
ჯანდაბა! რა ვქნა ახლა, თავს ხომ არ მოვიკლავ?! არადა, სადილზე შინ
უნდა ვყოფილიყავი! მაგის დედაც! ამას ახლა ბოზური უბედობა არ
ჰქვია?! მერე ეს ჩათლახური სიცხე! ძალიან გაბრუებული ვიყავი... ვეღარ
ვაზროვნებდი... შემეშინდა... სიმთვრალე ჯერ
კიდევ არ გამნელებოდა ... როდის გამოვფხიზლდები? ოჰ, ეს წყეული
ალკოჰოლი! ნაძირალავ! დამპალო! ნაბიჭვარო!
აჰ! კიდევ კარგი, უკან დასაბრუნებელი გზა მახსოვდა... სენტ-ონორეს
ქუჩას ავუყევი... სენროკი მარცხნივაა... ახლა კი პირდაპირ უნდა ვიარო...
პასაჟის კარიბჭეს მივადექი... სიცხის გამო ღია დაეტოვებინათ... ყველა
იქ იყო... სრული შემადგენლობა... გულგაღეღილი მეზობლები თავთა-
ვიანთი ფარდულების წინ... გარეთ გამოფენილიყვნენ, რათა გრილი ჰა-
ერით ესუნთქათ... და სული მოეთქვათ... ლაჯებს შორის სკამები მოგ-
დოთ და ერთმანეთში საუბრობდნენ... კარებთან... სიმთვრალე ისევ მო-
მერია... ნელა მივაბიჯებდი... აშკარად ჩანდა, რომ გვარიანად მაქანა-
ვებდა... გაკვირვებულები ჩანდნენ... ამგვარ მდგომარეობაში აქამდე
არავის შევუმჩნევივარ... შემცბარნი და თვალებგადმოკარკლულნი მიმ-
ზერდნენ... „აბა, რას გვეტყვი ახალს, ფერდინანდ? სამსახური იშოვე?
ნაქეიფარი ჩანხარ! დღესასწაული მოიწყვე, არა? გაგიმართლა, პატა-
რავ?..“ ისევ ტვინის ბურღვა!.. ვიზიო, რომელიც ჩვეულებისამებრ ყო-

421
ველთვის კეტავდა თავის მაღაზიას, საგანგებოდ გამომეხმაურა... მივუ-
ახლოვდი თუ არა, მომაყარა: „ყური მიგდე, ფერდინანდ, დედაშენმა
შვიდის შემდეგ ერთი ოცჯერ მაინც გვკითხა, სადმე ბავშვისთვის თვალი
ხომ არ მოგიკრავთო... გეფიცები ყველაფერს, მართლა ასე იყო! ქალი
გადარეულია! ნახავ, რა დღესაც დაგაწევს!.. სად იყავი გადაკარგული?..“
ფარდულისკენ გავეშურე... ღია იყო... ორტანსი დერეფანში მელო-
და... ეტყობა, ჩემ გამო შეყოვნდა...
„აჰ! აჰ! ნეტავ დედათქვენი დაგანახათ ახლა! ვერ წარმოიდგენთ, რა
მდგომარეობაშია ქალი! მის შემხედვარეს გული დაგეთუთქება ადამი-
ანს! შეძრწუნებულია პირდაპირ! ექვსი საათიდან მოყოლებული ადა-
მიანი მკვდარია! ადგილს ვერ პოულობს!.. როგორც ჩანს, ტიუილრის
ბაღში დიდი შეხლა-შემოხლა იყო... დაუხოცავთ ერთმანეთი!.. დარწმუ-
ნებული იყო, რომ თქვენც იქ იყავით... დღეს, როგორც კი ხმაური ჩაესმა,
გარეთ გავიდა... ვივიენის ქუჩაზე გადარეული ცხენი დაენახა! სახემოღ-
რეცილი დაბრუნდა შინ... საშინლად აღელვებული!.. ამგვარ მდგომა-
რეობაში არასდროს მინახავს!..“ სანამ ჰყვებოდა, ორტანსი თვითონაც
აფორიაქდა... დიდი, ჭუჭყიანი წინსაფრით ოფლიან სახეს იწმენდდა...
სახე სულ მწვანე, ყვითელ და შავ ფერებში გადაედღაბნა... ტყვიანაკრა-
ვივით კიბე ავირბინე და ჩემს ოთახში შევრგე თავი... დედაჩემი, სახეწაშ-
ლილი, ლოგინში იწვა... უღილო ღამის მოკლე პერანგი ლამის თეძოე-
ბამდე აესხიპა... ხაოიანი პირსახოცის სველ ნაგლეჯებს იფენდა... სქელი
ტამპონები წვეთავდა და იატაკი ნაწვიმარს დამსგავსებოდა...
„აჰ! – წამოიწია, – როგორც იქნა, მოაგენი სახლს! – ეგონა, რომ ნაკუ-
წებად ვიყავი აქნილი... – მამაშენი გაცოფებულია! ოჰ, საწყალი კაცი! პო-
ლიციის განყოფილებაშიც კი იყო წასული! თქვი, სად დაყიალობდი?..“
ამ მომენტში ჩამესმა, თუ როგორ გამოდიოდა მამაჩემი საპირფარე-
შოდან... კიბეს ნელა აუყვა... აჭიმები აიწია... ფურუნკულებზე სახვევები
გაისწორა... თავიდან კრინტი არ დაუძრავს... თავს იკატუნებდა...
ვითომ საერთოდ ვერ მამჩნევდა... საბეჭდ მანქანას მიუახლოვდა და
ცალი თითით ბეჭდვას შეუდგა... სელაპივით ქშინავდა... ოფლი ნაკადუ-
ლებად ჩამოსდიოდა... ოჰ, ეს სიცხე!.. აუტანელია პირდაპირ... შეიძლე-
ბა, ადამიანი დაიხრჩოს... ადგა... ლურსმნიდან ხაოიანი პირსახოცი ჩა-

422
მოხსნა... ონკანი მოუშვა და თავი შეუშვირა... შეიმშრალა... ვერაფერმა
უშველა... ისევ დაცხა... მეტი აღარ შეეძლო... მოთმინების ფიალა აევ-
სო... მომიახლოვდა და ცერად შემომხედა... ლოგინზე გაშხლართული
დედაჩემისკენ გააპარა მზერა... „მიიფარე რამე, რას ჰგავს ეს! – ღვარ-
ძლიანად შეუბღვირა, – კლემანს, გეყურება?!“ ოხ, ეს წყეული ფეხი, მა-
ინცდამაინც ახლა შემოუტია!.. მამაჩემი რაღაცას ანიშნებდა! მოეჩვენა,
რომ მის შიშველ დუნდულებს ვუყურებდი... დედაჩემი მისი მღელვარე-
ბის მიზეზს ვერ ჩასწვდა... აბა, რას მიხვდებოდა ეს ყოვლად უცოდველი
ქალი! მამაჩემმა ხელები ცისკენ აღაპყრო... უკვე გამოვიდა წყობიდან...
ცოტაც და იფეთქებდა... დედაჩემს მთელი მუცელი უჩანდა... ბოლოს
მოტვინა და პერანგი ჩამოიწია... პოზაც იცვალა... ზეწარზე გადატრიალ-
და... მინდოდა, ერთი სიტყვა მაინც ჩამეკვეხებინა... რაღაც მომეროშა...
ოღონდ ეს უხერხულობა დასრულებულიყო... მაგალითად, შემეძლო ამ
გაუსაძლისი პაპანაქების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამომეთქვა...
ისმოდა, როგორ დაძრწოდნენ კატები... იქ... მაღლა... შუშის სახურავზე...
ხმაურიანი დოღი გაემართათ... მილებს შორის უფსკრულებს ახტებოდ-
ნენ... გრილი ნიავი ჩვენთანაც შემოიჭრა!.. ნამდვილი ზეფირი! ოსანა!
– მადლობა ღმერთს! მგონი, გვეშველა! ცოტათი აგრილდა! – შენიშ-
ნა დედაჩემმა, – ძალიან კარგი! ღმერთო, ეს რა იყო... გვიანობამდე კი
გასტანა ამ ჯოჯოხეთმა... ოგიუსტ, ფეხი მაგრძნობინებს, რომ წვიმა არ
დაახანებს... ნამდვილად არ ვცდები... უეჭველია... ამ დროს ასეთი ტკი-
ვილები იცის ხოლმე... დუნდულებზე მირტყამს... საიმედო ნიშანია! წყა-
ლი არ გაუვა, დამიჯერე! გესმის, ოგიუსტ, აუცილებლად იწვიმებს!
– ოჰ, ცოტა ხნით მაინც ჩაიგდე ეს გრძელი ენა! მომეცი რა ნორმალუ-
რი მუშაობის საშუალება! მაგის დედაც! არ გაბურღა ტვინი ამ სისულე-
ლეების როშვით!..
– ო, ოგიუსტ, რას ამბობ, ხმა არ ამომიღია! შეხედე, რომელი საათია...
მალე სამი დაიწყება, ჩვენ კი ჯერ კიდევ გვღვიძავს...
– მასწავლე ახლა, რომელი საათია! დედასაც შევეცი! ძალიან კარგად
ვიცი, რომ ორი დასრულდა და სამი დაიწყო! რა, ჩემი ბრალია?! მალე
სამი გახდება. თქვენი გამჩენიც მოვტყან! შემდეგ ოთხი! ოცდათექვსმე-
ტი! მერე თორმეტი... ჩათლახებო! როდემდე უნდა ვიტანჯო ამ ბორ-

423
დელში! როდემდე უნდა ვღვარო დღე და ღამე ოფლი ამ საროსკიპოში?!
ბოლოს და ბოლოს, როდემდე შეიძლება ამას კაცმა გაუძლოს, როდემ-
დე?!.
ამ დროს ისე მაგრად ჩასცხო თავის მანქანას, რომ სახლი შეინძრა...
ყველა ასოზე ერთდროულად... კლავიატურა ერთ მთლიან სიბრტყედ
გადაიქცა... მერე მე მომიტრიალდა... სახეზე მწვანე ფერი გადაჰკვრო-
და... იმ მომენტში მაინცდამაინც მე შევეფეთე... „აჰ! – აღმოხდა... ღრი-
ალებდა არაადამიანური ხმით... დეკლამირებდა... – იცით, როგორ მო-
მიტყანით... ტვინი ყველამ? გესმით თუ არა ჩემი? შენ, პატარა
ნაბიჭვარო, ვერ მეტყვი, სად დაწანწალებდი? დილის რვა საათი-
დან? მიპასუხებ თუ არა, ნაძირალავ?! ამოიღე ხმა! თქვი! თქვი, სანამ სუ-
ლი არ გაგაცხებინე!
პირში წყალი დავიგუბე. უეცრად გამახსენდა, რაც ჩემს ნავაჭრს დავ-
მართე. მართალია ეს კაცი! შინ გრამი პროვიზია არ მომყოლია! ოჰ, ამის
დედაც! ეს რა სამარცხვინო ამბავი დამემართა!..
ლორზე უკვე აღარ ვფიქრობდი! მეხსიერებიდან ყველაფერი პირ-
წმინდად ამომეშალა... ის კი მოვტვინე, თუ რა დაბლა დავეცი! მაგის დე-
დაც! „რა უყავი დედაშენის ფულს? მიპასუხე, ტუტუცო! სად არის შენი ნა-
ვაჭრი? გამცემ თუ არა ხმას, თავხედო? ოჰ, ღმერთო, ღმერთო!“ ცოტა
ხანში ოგიუსტის ტრიუმფი დაიწყო!.. ოგიუსტი ნეტარებდა. „ხედავ, კლე-
მანს!.. შედეგი სახეზეა!.. ხვდები მაინც, რა ჩაიდინე?.. ამ უკურნებელ
კრეტინთან? ესეც შენი შტერული სიბეცე! შენ ამ ავარას იარაღი ჩააბარე!
სრული ნდობა გამოუცხადე! აი, რა მოგცა შენმა მიუტევებელმა მიამი-
ტობამ! ისევ მიეცი ფული, საკუთარი ქისა ანდე! ნორმალური ადამიანი
მისთვის ერთ გახვრეტილ სუსაც არ გაიმეტებდა, შენ კიდევ ადექი და
ყველაფერი ჯიბეში ჩაუჩურთე! ახლა კიდევ რა მოიფიქრე? მიდი. აღარ
გაჩერდე, მიეცი ყველაფერი! ბარემ სახლიც ჩააბარე! რატომაც არა?! ო,
ღმერთო, არადა, ყველაფერი გიწინასწარმეტყველე! ხომ გაგაფრთხი-
ლე, ის თახსირი პირდაპირ თავზე დაგაჯვამს-მეთქი! ოჰ! ოჰ! ყველაფე-
რი გამოგვწოვა, რისი გამოწოვაც შეიძლებოდა! ცარიელ-ტარიელი დაგ-
ვტოვა! ყარს ალკოჰოლით ეს ავაზაკი! ვერ გრძნობ? ყნოსვა დაკარგე? გა-
ხეული მთვრალია! მიდი და გაიგე ახლა, რა აიკიდა – ათაშანგი თუ ტრი-

424
პერი! ამას წყალი არ გაუვა. მალე ქოლერასაც გვიფეშქაშებს. როდის
დაკმაყოფილდები ბოლოს და ბოლოს?! ღმერთო, შენ მიშველე, რა და-
ვაშავე, რა?! საკმარისად ვერ მოიმკე, არა? ვეღარ გაძეხი, არა?! აღარ გე-
ყო, არა?! გესმის, რას გეკითხები?! გინდოდა, რომ ასეთი ვაჟკაცი გყო-
ლოდა? აგერ გყავს, ბატონო! არსად დაგეკარგოს! ის მხოლოდ შენია!
მოგიტყანთ გამჩენი ორივეს!!!“
ღრმად ჩაისუნთქა!.. სიგანეში იმატა... გასივდა... გაიბერა! პერანგზე
ღილები შეიხსნა... მკერდი გაიღეღა...
„რატომ მეხი არ დამეცემა და ქვესკნელში არ ჩამიტანს! ის ხომ სუ-
ლით ხორცამდე დამპალია! ზნედაცემული! ვერაფერი შეაჩერებს! ყვე-
ლას გადაუვლის. შენ ეს უნდა გცოდნოდა! რა ნდობა, რის ნდობა! ამ გა-
რეწარს ორ ბატსაც ვერ ანდობს კაცი! ვინ მოგიყვა ეს ზღაპარი! ვინ?!
რამდენჯერ დაიფიცე, თქვი, აბა?! ათჯერ! თხუთმეტჯერ! ასჯერ! ასი
ათასჯერ! და მაინც, ყველაფერი თავიდან იწყება! შენ მხოლოდ სამარე
თუ გამოგასწორებს!“
ტაბურეტიდან წამოდგა... შეგნებულად მომიახლოვდა, რათა ლან-
ძღვა-გინებანი და ღვარძლი ჩემთვის პირდაპირ სიფათში ეშხეფებინა...
მისი ნერწყვისგან სახე მისველდებოდა... არ ჩერდებოდა... იბერებოდა
და იბერებოდა... სულ გაცოფდა... დასაბმელი გახდა... მის თვალებს ძა-
ლიან ახლო მანძილიდან ვხედავდი... სასაცილოდ ხტოდნენ... თრთოდ-
ნენ ფოსოებში... ჩვენს შორის ნამდვილი ქარბუქი ამოვარდა... გააფთრე-
ბულს სულ დაება ენა... ნერწყვის ნიაღვარმა კინაღამ დამახრჩო... თვა-
ლები წებოვანი სითხით ამომევსო... გავოგნდი... ისე ხტოდა და ცმუკავ-
და, კისრიდან სახვევი მოსძვრა... ახლა გვერდიდან
მომიდგა... და ქეჩოში ჩამაფრინდა... უხეშად მოვიცილე და განზე
გავდექი... გადავწყვიტე, არც მე დავრჩენოდი ვალში... სიმხნევე მომემა-
ტა... არ მინდოდა, მაგ დამპალს ჩემთვის თითი დაეკარებინა... როგორც
ჩანს, ჩემი განწყობა იყნოსა... წამიერად შეცბა...
– ასე ხომ? კეთილი, ბატონო, – წამოიყვირა, – ნახავ, რაც მოგივა! მე
ჩემს ქმედებებზე პასუხს არ ვაგებ. ნუ გექნება იმედი, რომ თავს შევიკა-
ვებ!

425
– აბა, მიდი! – მივახალე... ვიგრძენი, რომ შიგნით ყველაფერი ამი-
დუღდა...
– ოჰ, შე დამპალო, ნეხვის გროვავ! შეპასუხებას ბედავ? თახსირო, ნა-
მუსგარეცხილო, ოღრაშო! ნაგავო! ერთი ამ თავხედს დამიხედეთ, რამ-
დენს ბედავს?! გინახავთ ამდაგვარი სიმდაბლე, უზნეობა და უტიფრო-
ბა?.. სულიერი დაცემა?.. გადაწყვიტე, რომ ფიზიკურად გაგვისწორდე?!
ჰა, მიპასუხე, ასეა ხომ?! შე ვირის გაგდებულო, თქვი ჩქარა! თუ მაგის
ტრაკი არ გაქვს? პატარა ქვეშაფსიავ! ჩაისვარე, არა?! მაწანწალავ, ქუჩის
ავარავ! – მთელი ეს ტირადა სახეში შემომაფურთხა და ისევ მოთქმაზე
გადავიდა, – ო, ღმერთო, რა შეგცოდე ამისთანა?! რატომ მეხი არ დაეცე-
მა ამ ურჯულოს და ქვესკნელში არ ჩაიტანს. რა შევცოდეთ ამისთანა, ჩე-
მო უბედურო ცოლო, რომ ამისთანა გველის წიწილი ჩავსახეთ! ეს ვირეშ-
მაკა, სულწაწყმედილი და სულგაყიდული... გარყვნილი! ნაძირალა!
უსაქმური! ყველაფერი ერთად! ყველა ჩვენი უბედურების უშრეტი წყა-
რო! უნიათო! ადამიანი, რომელსაც არაფრის თავი არა აქვს! ერთი რამე
ძალუძს მხოლოდ – ჩვენი ძარცვა!.. ჩვენი გატყავება!.. უკურნებელი სე-
ნი! შავი ჭირი! ქოლერა! ქურდობაა მისი მოწოდება! ქურდობით გამოხა-
ტავს ჩვენდამი მადლიერებას! ასე სცემს პატივს მსხვერპლით აღსავსე
ცხოვრებას! ორი ადამიანის ტანჯულ და წამებულ არსებობას! ჩვენ ბე-
ბერი და გადაღრძუებული იდიოტები ვართ! ნაგავსა და ქაქში ამოგან-
გლულები! ასეთი ყოფილა ჩვენი ხვედრი! უკეთესის ღირსი ჩვენ არ აღ-
მოვჩნდით! თქვი, მაიმუნო! დაგვიდასტურე ეს, შხამიანო უქნარავ! ამოი-
ღე ხმა! აღიარე, რომ ჩვენი სიკვდილი გინდა!.. რომ დარდისგან... ამოვი-
ხოცოთ! რომ სიღარიბეში განვუტევოთ სული! სანამ მიმასიკვდილებ, ეს
აუცილებლად უნდა გავიგო... თქვი, დამპალო, გულისამრევო, უქნარავ!
დედაჩემი წამოიწია... რის ვაივაგლახით, კოჭლობ-კოჭლობით ჩვენ-
კენ წამოფორთხიალდა... ეტყოდა, გაშველებას აპირებდა.
– ოგიუსტ! ოგიუსტ! ყური მიგდე, გემუდარები! ოგიუსტ, არ გესმის?!
ასე თუ გააგრძელე, არ ვიცი, რა მდგომარეობაში ჩაიგდებ თავს! ლოგი-
ნად ჩავვარდები! იფიქრე ჩემზე, ოგიუსტ! ჩაწვები და ვეღარც ადგები!
აი, რა დაგემართება! ფერდინანდ, წადი, გაეცალე აქაურობას, ჩემო პა-
ტარავ! გადი ქუჩაში! გადი! ნუ დარჭობილხარ აქ!

426
არც კი შევრხეულვარ. მამაჩემი ისევ დაეძნეყვა...
ბურდღუნებდა... თან ოფლს იწმენდდა... ერთი-ორჯერ საბეჭდ მან-
ქანაზე დააკაკუნა... ისევ დაიწყო
რწყევა... შემომიტრიალდა... თითი გამოიშვირა ჩემკენ... ამჯერად
მოზეიმე ადამიანის სიფათი შეეკერა...
– ახლა კარგად მომისმინე! დღეს შემიძლია, ეს თავად ვაღიარო! და-
სანანია, ამ ნაბიჯის გადადგმა რომ მიწევს, მაგრამ სხვა გამოსავალს მე
უბრალოდ ვერ ვხედავ!.. დიახ, ვაღიარებ, რომ ენერგია არ მეყო! დამნა-
შავე ვარ, რომ ვერ გაგხედნე როგორც წესი და რიგია! ო, ღმერთო! ვერ
გამოგწრთე მაშინ, როცა ჯერ კიდევ გვიანი არ იყო. საქმეს მაშინ უნდა
შევსდგომოდი, როცა მხოლოდ თორმეტის იყავი, გესმის? თორმეტი
წლის ასაკში და არა უფრო გვიან, უნდა დამეჭირე და ფეხქვეშ გამეგდე!
დიახ, ასე უნდა მექნა! მაგრამ ვიმეორებ, ენერგია არ მეყო! შრომაგასწო-
რების კოლონიაში უნდა მეკრა შენთვის თავი! აი, ასე! მხოლოდ ასე თუ
მოვახერხებდი შენს ალაგმვას! დღეს მე და დედაშენი აღარ ვიქნებო-
დით ასეთ შავ დღეში!.. სამწუხაროდ, ახლა ძალიან გვიანაა! ბედისწერა
მალე წაგვხვეტავს აქედან... მეტისმეტად დაგვიანდა! კლემანს, გესმის,
რას ვამბობ? მეტისმეტად დაგვიანდა! ეს ნაძირალა განწირულია! უკურ-
ნებელი სენითაა შეპყრობილი! დედაშენმა შემიშალა ხელი! ტურფავ,
ხომ გაიგე, რაც ვთქვი? ახლა მოგიწევს საზღაურის გაღება! შენ უნდა აგო
ყველაფერზე პასუხი!
დედაჩემისკენ გაიშვირა ხელი, რომელიც ოთახში კვნესა-კვნესით
დაჩოჩიალობდა.
– დიახ, დედაშენია დამნაშავე და სხვა არავინ, მხოლოდ დედაშენი!
შენ ასე არ გაგივიდოდა თავს, დედაშენს ჩემთვის ცალი ყურით მაინც
რომ მოესმინა. თქვენი დედაც! მეც რამ გამომატვინა ასე! ოჰ! თქვენი
გამჩენის დედაც...
ისევ ეძგერა კლავიატურას... ორივე მუშტით ურახუნა... კინაღამ სა-
ბოლოოდ ამოხადა სული.
– გესმის, კლემანს! მიპასუხე! დაყრუვდი? თქვი, რამდენჯერ გელაპა-
რაკე? ხომ გაფრთხილებდი, ხომ ვამბობდი, რომ ერთ დღესაც ყველაფე-
რი ამ შედეგით დასრულდებოდა?

427
ისევ აიშვა! ისევ გადაირია! ისევ მოერია დუჟი... ისევ გაიბერა ტიკი-
ვით! თავი გაუსივდა... თვალები ორბიტიდან გადმოუცვივდა... დედაჩე-
მი უკვე ვეღარ დგებოდა... ბორძიკობდა... ავეჯს ეხეთქებოდა... ისევ ლო-
გინს შეაფარა თავი... კრუნჩხვები დაეწყო, ისევ აეწია ქვედაკაბა. მუცელი
და თეძოები გაუშიშვლდა... ტკივილებისგან მოიკუნტა... ორად მოკე-
ცილმა, ნელა ფეხების დაზელა იწყო...
– ოჰ! რას ჰგავს ეს? მთლად დაკარგე სირცხვილის გრძნობა... მიიფა-
რე რამე! მიიფარე-მეთქი რამე, არ გესმის? ჩქარა! ეს ხომ საზიზღრობაა!
– აჰ, გემუდარები, გთხოვ! ოგიუსტ, შენ ყველას დაგვასნეულებ! – დე-
დაჩემს მეტი აღარ შეეძლო... აზროვნების უნარს კარგავდა...
– დაგასნეულებთ, არა! – ამ სიტყვამ მამას თავზარი დასცა – ეს იყო
მაგიური სიტყვა, – რა მითხარი? დაგასნეულებთ, არა? არა, ეს უკვე ნამე-
ტანია! – გადაიხარხარა... – ეს ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა!.. თურმე
რამდენი შემძლებია! – ისევ შეისრუტა ჰაერი, – კი მაგრამ, მე რა შუაში
ვარ?! შენ რა, ამას ვერ ამჩნევ? სულ დაბრმავდი, ჩემო სიცოცხლევ... ყვე-
ლაფრის თავი და თავი ხომ ეს აპაჩია, ქუჩის ავარა! ღმერთო ჩემო, ბო-
ლოს და ბოლოს, მოტვინავ თუ არა რამეს?! ავად მე კი არ გაგხადე, არა-
მედ ამ ქვეწარმავალმა! ამ ჯოჯოხეთის მაშხალამ! ის ხომ ჩვენს სიკ-
ვდილს ნატრობს, რახანია, ჩაგვსაფრებია. ფიქრობს, რომ ჩვენი ადგი-
ლი აქ კი არა, სასაფლაოზეა! უნდა, რომ იქ რაც შეიძლება სწრაფად გაგ-
ვაქანოს! უნდა! უნდა! მას ეს ძალიან უნდა! ჩვენ ხელს ვუშლით. ამას უკ-
ვე აღარც მალავს! უნდა, რომ ბებრებს სული ამოგვხადოს! ეს აშკარაა! ეს
შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს! რაც უფრო მალე ჩავძაღ-
ლდებით, მით უკეთესი მისთვის. ეს წარმოუდგენელია! ძალიან ეჩქარე-
ბა! ჩვენს უბადრუკ ოთხ სუს ჩასაფრებია. ეს ხომ წარმოუდგენელია!
ჩვენს გაუბედურებულ ლუკმა-პურზე უჭირავს ცალი თვალი. შენ რა, ვე-
რაფერს ამჩნევ? რა თქმა უნდა, ვერა, მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ
ეს ასეა! ძალიან კარგად უწყის ამ ნაძირალამ, რასაც აკეთებს. იცის, იცის,
ყველაფერი იცის ამ პატარა ავარამ. ამ ქუჩის მაწანწალამ და ხულიგან-
მა! ამ განაბმა! ყველაფერს შესანიშნავად ხედავს, ეს დამპალი და მძო-
რი! ხედავს, როგორ ვნადგურდებით და ვიღუპებით! ის ისეთივე გარ-
ყვნილია, როგორიც ღვარძლიანი და ბოროტი! მხოლოდ მე თუ შემიძ-

428
ლია ეს გითხრა! მოხარშულს ვიცნობ, შენ კი ბეცი ხარ და ცოცხალი თა-
ვით არაფრის დანახვა არ გინდა! დიახ, ვიცნობ! განა ჩემი გაკეთებული
არ არის ეს მაიმუნი ვირიშვილი!
ისევ დაეწყო თრთოლა და ბაბანი, მთელი სხეულით რყევები და
თახთახი... საერთოდ ვეღარ უწევდა თავს კონტროლს... ხელები მომუ-
წა... მისი ტაბურეტი ხრჭიალებდა და ხტოდა. გეგონება, ცეკვავსო... ერთ
მუშტად შეიკრა და ნახტომისთვის მოემზადა... ისევ გამოქანდა ჩემკენ
და გინებების განახლებული პარტია პირდაპირ სახეში შემაფრქვია...
სულ ახალი, სულ ცინცხალი ხუთსართულიანების ნაკადი... მეც ვიგრძე-
ნი, რომ ჩემშიც რაღაც შეირყა... უცნობმა ძალამ თავი წამოწია... მთელ
სხეულში მხურვალებამ დამიარა... ვდუღდი და ვთუხთუხებდი... ორივე
ხელი საფეთქლებზე მივიდე... მოულოდნელად ეს ყველაფერი კომიკუ-
რი... ძალზე სასაცილო მეჩვენა... უკვე ვეღარაფერს ვხედავდი... მხო-
ლოდ ერთი ნახტომი შევასრულე... მის უზარმაზარ და უმძიმეს დანად-
გარს ჩავაფრინდი... მაღლა აღვმართე და ბრაახ! პირდაპირ სიფათში
გავუქანე... სახეზე ხელის აფარება ან განზე გახტომა ვერ მოასწრო... აყი-
რავდა... ყველაფერი თავდაყირა დადგა... მაგიდა... კაცუნაც, ცხადია...
სკამი... ყველაფერი ჰაერში დაფრინავდა... მერე იატაკზე მიმოიფანტა...
ყველაფერი გორავდა და ბზრიალებდა... მეც ჩამითრია ამ უცნაურმა
ცეკვამ... წავბორძიკდი და მთელი სიჩქარით ვაჟბატონზე დავემხე... თა-
ვის შეკავება უკვე აღარ შემეძლო... ამ ნაძირალასთვის ერთხელ და სა-
მუდამოდ ბოლო უნდა მომეღო. ერთი ძლიერი ბრახ კიდევ და ყველაფე-
რი მორჩებოდა! ისევ მოადინა ძირს ბრაგვანი... მზად ვიყავი, მისთვის
თავი გამეჩეჩქვა! მისი ხმის გაგონებაც კი აღარ შემეძლო... მაგის დედაც!
დავახტები და სულ ნაფლეთებად ვუქცევ სიფათს, – გავიფიქრე. ზედ
შევდექი... ისეთი ღრიალი მორთო, გეგონება, ყვერებს აჭრიანო... დაეწ-
ყო გულისრევა... ძალიანაც კარგი! მოუხდება! მის ცხიმიან კეფას დავე-
კონე... მუხლებით შევდექი ზედ... მყრალ სახვევებში გავიბლანდე...
ხელ-ფეხშეკრული აღმოვჩნდი... მაინც არ ვაძლევდი გასაქანს, მთელი
ძალით ვაწვებოდი... ისევ ახრიალდა, დედამიწერილი... ცოფიანივით
იქნევდა ფეხებს... მოწყვეტით დავეშხლართე ზემოდან...

429
საზიზღარი კი იყო ძალიან ის დამპალი... უეცრად ყიყინი მომესმა...
ისევ შევახტი... მაგრად დავბეკნე... მერე ვახრჩობდი... ვუკბინე მძორს...
მუხლმოყრილმა ბოლომდე ჩავასე კბილები... სიფათის რიგიც დადგა...
დორბლი წამოუვიდა... არ დავიზარე... და ულვაშის გვარიანი ნაწილი
მოვაგლიჯე... არც ის დამრჩა ვალში... მიკბინა მაგ საქონელმა... ნესტო-
ებში შევუძვერი... რაღაც წებოვანით მოვითხვარე... ხელები მისისხლი-
ანდებოდა და მისრიალებდა... კონვულსიები დაეწყო. კისერში მწვდა...
საშინლად დამფხოჭნა... ალბათ, დახრჩობას მიპირებდა, მაგრამ ვერ
მივართვი... მაგრად მოვუჭირე... ცოტაც და მის კისერს მივადგებოდი...
უცბად შეჩერდა, შესვენება გამოაცხადა... ამასობაში სულ დარბილდა...
მოიფლაშა... ჩემ ქვემოთ ერთგვარი დონდლო... დუნე... ფომფლო და
სრულიად უსიცოცხლო მასა წარმოიქმნა... ჩემი ცერა თითი ჩაიგდო პირ-
ში... დიდხანს წოვდა... რაღაც მომენტში მობეზრდა და შეწყვიტა... მაგის
გამჩენიც! ამ დროს თავი ავწიე... დედაჩემის სიფათი... გეგონება, ზედ
მქონდა მიწებებული... თვალებგადმოკარკლული მომშტერებოდა...
ღმერთო, რა იყო ეს? ისე გაფართოვებოდა ეს ფოსოები, ვიკითხე, სად
მოვხვდი-მეთქი. ორთაბრძოლა ოდნავ შევასუსტე... კიდევ ერთმა სი-
ფათმა გაიელვა კიბეზე... ეს ორტანსია! ამას წყალი არ გაუვა. კი, ისაა!
ისეთი შეჰკივლა, კინაღამ ჩემი დამემართა. „მიშველეთ! მიშველეთ!“ –
შეზანზარდა პასაჟი... მერე ისიც მე მომაშტერდა... ჩემს ბებერს შევეშ-
ვი... ერთი ნახტომი დამჭირდა მხოლოდ... რომ ორტანსს დავხტომო-
დი... ახლავე დავახრჩობ მაგ მამაძაღლს. უნდა ვნახო, როგორ აფართხა-
ლებს ფეხებს... დამისხლტა... სიფათი გავუსვარე... პირზე ხელი ავაფა-
რე... ხმა ჩავაწყვეტინე ჩათლახს... ძირმაგარებიდან ამოფრქვეული ჩირ-
ქი... სისხლი სახიდან წურწურით ჩამოეღვენთა... ისე ხროტინებდა, მა-
მაჩემს გადაუჯოკრა... ჩავებღაუჭე... დაეწყო კონვულსიები... ძლიერია
მამაძაღლი!.. მინდოდა, ყელში ვწვდომოდი... რა საოცარია ეს იდუმალი
სამყარო, რომლის ფეთქვა ხელებში ვიგრძენი... სიცოცხლე! მთავარია,
ის კარგად შეიგრძნო. სახელურზე კეფა მივარტყმევინე... გამეტებით ვუ-
თაქე... თმაში სისხლმა ითქრიალა... არაადამიანური ხმით აღრიალდა...
ისევ ჩავჩურთე მუშტი პირში... თითი თვალში ვატაკე... კარგად მაინც ვერ
მოვიხელთე... იფხოჭნებოდა... დამიძვრა ნაბოზარი... თავქუდმოგლე-

430
ჯილი გავარდა... ძალა ჯერ კიდევ შერჩენოდა... კიბეზე დაგორდა... ქუ-
ჩაში გავარდა... მისი ღრიალი ჩემამდე აღწევდა... მთელი უბანი ფეხზე
დააყენა... კიოდა... „მიშველეთ, მკლავენ! დაიჭირეთ მკვლელი!“ – მკა-
ფიოდ მესმოდა გნიასი... გუგუნი... საყოველთაო შემოსევა... ფეხების ბა-
კუნი ფარდულში... თქარათქური... ბორიალი კიბეზე... ბრბო ყველა სარ-
თულზე... ტევა აღარ არის. ჩემი სახელი ჩამესმის... აი, ისინიც... მეორე
სართულზე შექუჩდნენ... გაოგნებული ვუყურებდი... ვიზიოს დავადგი
თვალი... პირველი გამოეყო ლაშქარს... კიბიდან ისკუპა... და ერთ ადგი-
ლას გაშეშდა, მრისხანე და შეუვალი... რევოლვერი მომიშვირა... პირდა-
პირ მკერდზე... დანარჩენმა ნაძირლებმა უკნიდან მომიარეს... და ალყა-
ში მომაქციეს... წიკვინებენ... ღნავიან... უკანასკნელი სიტყვებით მლან-
ძღავენ... მთათხავენ... მემუქრებიან... მაგინებენ...
ბებერი... გულწასული ისევ ძირს ეგდო... შუბლზე სისხლი ნაკადულე-
ბად ჩამოსდიოდა... ბრაზმა გამიარა... ყველაფერს გულგრილად ვუმ-
ზერდი... ვიზიო დაიხარა და მამაჩემს მაჯა გაუსინჯა... მან წაიღრუტუნა
და ცოტა ხანში ხვრინვა ამოუშვა...
ნახირი ჩემკენ დაიძრა, მირტყამდნენ... მუჯლუგუნებს მკრავდნენ...
ჯან-ღონით სავსენი ჩანდნენ... ძალიან უხეშად მეპყრობოდნენ...
კიბეზე ჩამათრიეს... დედაჩემს არც კი დაუგდეს ყური... ქვედა ოთახ-
ში შემაგდეს... მაგრად დამაყარეს... მედგრად დავუდექი ყველა დარ-
ტყმას. უკვე აღარ ვუწევდი წინააღმდეგობას... მუშტების ნიაღვარი კი არ
წყდებოდა... ყოველი მხრიდან მიტევდნენ... ხურდას ვეღარ ვუბრუნებ-
დი... განსაკუთრებით მუცელი ამოიჩემეს... ვიზიო ყველაზე გაბრაზებუ-
ლი ჩანდა... გაცოფდა... დასაბმელი გახდა... ჩექმიანი ფეხი ისეთი ამო-
მარტყა, კინაღამ ნაწლავები გადმომაყრევინა... წავიბორძიკე, მაგრამ
ცოცხალი თავით არ დავიხარე... ვიდექი კირივით... კედელს აკრული...
ნელ-ნელა დაიშალნენ... სანამ გაიფხიკებოდნენ, თითოეულმა თავი მო-
ვალედ ჩათვალა, სიფათში ერთხელ მაინც შეეფურთხებინა... კარი გასა-
ღებით ჩაკეტეს...
როგორც კი გაუჩინარდნენ და მარტო აღმოვჩნდი, კანკალმა ამიტა-
ნა... სულ ამაძაგძაგა... ხელები... ფეხები... სიფათი... შიგნეულობა... ყვე-
ლაფერი მიხტოდა... ნამდვილი მიწისძვრა! თითქოს დავიშალე... ნაფ-

431
ლეთებად ვიქეცი... ყველაფერი ცალ-ცალკე მოძრაობდა... ქარბუქი!
ღვთის რისხვა! წარღვნა! კბილს კბილზე ვეღარ ვახვედრებდი! უკანას-
კნელი ძალისგან დავიცალე. უკანა ხვრელში სპაზმები ვიგრძენი... ვეღარ
შევაკავე... შარვალი პირთამდე გავავსე... გული ისე მიცემდა, აღარც მეს-
მოდა, გარეთ რა ხდებოდა... მუხლები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ... ია-
ტაკზე გავწექი... ვეღარ ვგრძნობდი გარე სამყაროს... შემეშინდა... მინ-
დოდა მეღრიალა... ისე კი მაინტერესებდა, ის დედამიწერილი ბოლომ-
დე მივასიკვდილე თუ არა! ოჰ, მაგრად მკიდია... რაში მაინტერესებს?!
ეს პროჭი მაინც არ დამიწყნარდა... ხან გაიხსნებოდა... ხან დაიხურებო-
და. სპაზმები! სპაზმები! სპაზმები!.. ოჰ, ეს იყო ენით აღუწერელი საში-
ნელება.
ისევ მამაჩემზე ვფიქრობდი... ცივი ოფლი მასხამდა... პირშიც ჩამი-
ვიდა... გადავყლაპე... არა, ეს სისხლია! ცხვირი მომაგლიჯა ნაბიჭვარმა!
თითიც ვერ დავაკარე... არ მეგონა, თუ ასეთი სუსტი და უღონო იყო... სა-
ოცარია... ნამდვილი სიურპრიზი... ხელებშეკრულიც მოვერიე, მოვუგრი-
ხე კისერი... წარმომიდგენია, რა სანახავი ვიქნებოდი... დუჟმორეული...
როგორ მიწოვდა ნერწყვს... რა მოვუხერხო ამ კანკალს?! ვეღარ ვაჩე-
რებ... მთელი სხეული მიცახცახებს... იქნებ მოვიკრუნჩხო და რამე მეშ-
ველოს... არა, ახლა კანკალი ყელში გამეჩხირა... ვკვნესოდი... ბოლოს
და ბოლოს, ვიგრძენი იმ ნაძირლების ყველა დარტყმა... არა, ვეღარ გა-
ვუძლებ ამ შიშს! ყველაზე მეტად მაინც პროჭი მტკივა... იკლაკნება... იგ-
რიხება... ეს სპაზმი გაუსაძლისია.
***
ფილაქნებით მოპირკეთებულ, დაკეტილ ოთახში იატაკზე გაშხლარ-
თული კიდევ დიდხანს ვძაგძაგებდი. ყველაფერს ვეჯახებოდი, როგორც
ვიწრო კარადაში გამომწყვდეული... კასტანეტებივით ვჩხრიალებდი...
ვერასდროს დავუშვებდი, რომ შიგნით მსგავს ქარბორბალას დავატრია-
ლებდი... მსგავს ბათქსა და ბიძგებს ვერც წარმოვიდგენდი... ლანგუსტი-
ვით ვფორთხავდი... ეს ძაგძაგი შიგნიდან მოდიოდა... „მივასიკვდილე!“
– წამდაუწუმ ვიმეორებდი ჩემთვის. რაც მთავარია, ამაში უფრო და უფ-
რო ვრწმუნდებოდი... უეცრად ნაბიჯების ხმაური ჩამესმა... ადამიანების
ხმები... ვიღაცები ბჭობდნენ... საწოლი ხან აქეთ გააჩოჩეს... ხან იქით...

432
„ესეც ასე! მიასვენებენ!“ წუთი არ იყო გასული... მისი ხმა გავიგე... დი-
ახ, ეს ნამდვილად მისი ხმა იყო! არაფერი შემშლია. ეს წამია, ხმა ამო-
იდგა! „ალბათ თავი გავუჩეჩქვე... ცოტაც და სული ამოხდება. უარესი
მოხდა! ის ჩემს ლოგინზე იწვა... მკაფიოდ მესმოდა ზამბარების ჭრაჭუ-
ნი... დავიბენი... ვეღარაფერს ვგებულობდი... ვგრძნობდი, რომ გული
ამერეოდა... ასეც მოხდა... ჩემი მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევის გა-
რეშე... აღარაფერი დამრჩა სტომაქში... უზარმაზარი შვება ვიგრძენი...
მაგრამ არა დიდი ხნით... ისევ ამიტანა ძაგძაგმა... ისე ვიქნევდი ფეხებს,
რომ ყოველგვარი ორიენტაცია დავკარგე... საკუთარ სხეულს ვეღარ
ვგრძნობდი... ამ განცდამ ფრიად გამაკვირვა... ამჯერად მაკარონი ვაფ-
რქვიე... ბევრად უკეთ ვიგრძენი თავი... მეგონა, რომ ვცარიელდებოდი...
ვიწრიტებოდი... ყველგან მივუშვირე, სადაც კი შეიძლებოდა... მერე ჭინ-
თვაზე გადავედი... თითიც ჩავითხარე პირში... ორად მოვიკაკვე, რომ კი-
დევ უფრო მეტი მერწყია... გამომეწურა ჩემგან ლორწოც და ქაფიც... უწ-
ყვეტმა ნაკადმა კარამდე მიაღწია... ღრიჭოში გაძვრა... არანაკლებ რვა
დღის შემოსავლისგან გავთავისუფლდი... და ამის შემდეგ დამეწყო ფა-
ღარათი... არ მინდოდა ვინმესთვის მეხმო, რათა გამოვეშვი... დოქამდე
მივფოფხდი, რომელიც ბუხართან იდგა და პირდაპირ შიგ ჩავაჯვი...
ამის შემდეგ საერთოდ დამერღვა წონასწორობა... თავბრუ მესხმოდა...
ისევ დავეცი... დოქს ფეხი გამოვკარი და ავაყირავე... შიგთავსი ფილა-
ქანზე დაიღვარა... ისევ მომაწვა უკან... აქოთებული სითხე მთელ იატაკ-
ზე გავრცელდა...
ოთახში ჩემი ფორთხიალი უყურადღებოდ არ დარჩენიათ... კარი გა-
იღო... ვიღაცამ შემოიხედა... ისევ ჩაირაზა საკანი... დაახლოებით ათი
წუთის შემდეგ ბიძია ედუარდი გამომეცხადა... სრულიად მარტო... შარ-
ვალი არ მეცვა... პირდაპირ მძღნერში ვიწექი... არ შეეშინდა ჩემი... „აბა,
ჩაიცვი, – მითხრა, – და ქვემოთ ჩამოდი, ჩემთან უნდა წაგიყვანო...“ იძუ-
ლებული გახდა, ხელი გამოეწოდებინა... ისე მაძაგძაგებდა, შარვალსაც
ვერ ვიკრავდი... ისე მოვიქეცი, როგორც ძია ედუარდმა მიბრძანა... წინ
გავუძეხი... არც კიბეზე, არც ფარდულში ჭაჭანება არ იყო... ყველანი ათე-
სილიყვნენ... ალბათ, თავთავიანთ სახლებში წაეთრნენ... მოსაყოლი კი,
იცოცხლე, საკმაოზე მეტი ჰქონდათ.

433
ვიტრაჟის ქვეშ საათი ოთხის თხუთმეტს აჩვენებდა... უკვე ენათა...
პასაჟის გასასვლელთან მცველი წამოვაგდეთ, რათა ალაყაფის კარი
გაეღო... „ა, მიგყავთ?“ – ჰკითხა ბიძაჩემს.
– კი, ჩემთან გაათევს ღამეს...
– მშვენიერი. წარმატებებს გისურვებთ. მუდამ ჯანმრთელად იყავით,
ბატონო ედუარდ! იშვიათი ეგზემპლარის პატრონი კი ბრძანდებით! –
თქვა და ჩვენს ზურგს უკან გასაღები ორჯერ გადაატრიალა.
დარაჯი ჯიხურში შებრუნდა. შორიდან კი ჩაგვესმოდა: „მაგარი აქო-
თებული მძღნერი კია ის ყმაწვილი, არსად დაგეკარგოთ, ასეთი ახალ-
გაზრდა და უკვე სულწაწყმედილი! მსგავსი არაფერი მინახავს!“
მე და ბიძაჩემი პირამიდების ქუჩას გავუყევით... ტიუილრი გადავჭე-
რით... პონ რუაიალთან ჯერ კიდევ მაკანკალებდა... მდინარიდან მონა-
ბერი ნიავი ვეღარ მათბობდა... სიარულში ბიძია ედუარდმა მიამბო, რო-
გორ მიადგნენ მას დახმარების სათხოვნელად... ჩემი ვარაუდით, ეს ორ-
ტანსი უნდა ყოფილიყო... ბიძაჩემს სძინებია... სხვათა შორის, მისი ბინა
ჩვენგან გვარიანი მანძილითაა დაშორებული... ინვალიდებს უნდა გას-
ცდე... და სამხედრო სკოლას უკნიდან შემოუარო... კონვენტის ქუჩაზე,
ვოჟირარის წინ... დეტალური გამოკითხვისგან თავი შევიკავე, უფრო
სწორად, ვერ შევბედე... თან ძალიან სწრაფად მივთრახუნებდით... ყვე-
ლა სიკეთესთან ერთად, მციოდა... კბილს კბილზე მაცემინებდა.
„მამაშენი უკეთესად გრძნობს თავს! – ამოღერღა რაღაც მომენტში...
– ლოგინიდან კიდევ ორი-სამი დღე უეჭველი ვერ წამოდგება... არც სამ-
სახურში ივლის, ცხადია... ექიმი...“
ბაკის ქუჩა მოვილიეთ და მარსის ველზე გადავედით... სახლი სად-
ღაც მოუსავლეთში ედგა... კაპრონი იყო მოსული... “ მეტი არაფერი უთ-
ქვამს, სულ ეს იყო. ბოლოს, როგორც იქნა, მივედით... აი, აგერაა! ბაღის
სიღრმეში ჩაძირულ პაწაწინა სახლზე მიმითითა... მეორე სართულზე
თავისთვის საძილე მოეწყო... წუწუნი ვერ გავბედე, მაგრამ ფეხზე ძლივს
ვიდექი... სახელურს ჩავებღაუჭე, რომ არ დავცემულიყავი... ამასობაში
გათენდა... ზემოთ ისევ შემომიტია პირღებინებამ... თვითონ გამაქანა
საპირფარეშოში... დიდხანს ვარწყიე... როცა დავბრუნდი, კედლის კარა-
დიდან დასაკეცი საწოლი დააძრო... თავის ლეიბს ზეწარი მოაძრო და

434
მეორე ოთახში გამამწესა... გადასაფარებელიც მომცა... რომელზეც მოწ-
ყვეტით გავიშხლართე... ლორწოს მთელი ნაკადი ამოვაფრქვიე. ბო-
ლოს, როგორც იქნა, ჩამეძინა... მთელი ღამე კოშმარები მტანჯავდა...
გამუდმებით მეღვიძებოდა...
***
ჩემთვის ბოლომდე გამოუცნობი დარჩა, თუ როგორ მოახერხა ბიძია
ედუარდმა ჩემი ცხრაკლიტულიდან გამოხსნა... შედეგი კი, იცოცხლე,
მომეწონა: მამაჩემი თავის აკვიატებულ გადაკიდებას შეეშვა და საერ-
თოდ სრული თავისუფლება მიბოძა... მოკლედ, მოლაპარაკების დეტა-
ლები გაურკვეველი დამრჩა... შეიძლება, შეაგნებინა, რომ ჩემი როკეტში
გადასროლის დისციპლინარული გადაწყვეტილება სულაც უშედეგოდ
დასრულებულიყო... ხომ შეიძლებოდა, რომ იქაურობა ძალიან მალე
ყელში ამომსვლოდა, დამეკრა ფეხი და გაურკვეველი მიმართულებით
გავქცეულიყავი... არ იყო გამორიცხული, პასაჟში მივბრუნებულიყავი მა-
მაჩემთან საბოლოო ანგარიშის გასწორების სურვილით შეპყრობილი...
ასეა თუ ისე, ძია ედუარდმა საქმე მოაკვარახჭინა... თუ როგორ და რანა-
ირად, ჩემთვის ანგარიში არ ჩაუბარებია და არც მე შემიწუხებია ზედმე-
ტი შეკითხვებით...
ბიძაჩემის საცხოვრებელი საუცხოო მეჩვენა... მხიარული და მოხერ-
ხებული... ვოჟირარისა და მონბლანის ქუჩების ბაღებში ჩაფლული...
აქა-იქ უამრავი პატარა ხეივანი და ბაღჩაც მოჩანდა... ფასადებსა და
ფანჯრებს ცხრატყავა მოკიდებოდა... სახლებს შორის ნაკვეთებზე მოქა-
ლაქეებს ბოლოკი, სალათის
ფოთლები და თქვენ წარმოიდგინეთ, პამიდორიც კი მოეყვანათ...
არაფერს ვამბობ ვენახზე!.. ამან ჩემი საბედისწერო სალათა გამახსენა,
რომელმაც ბედნიერება ნამდვილად ვერ მომიტანა... თავს საშინლად
ვგრძნობდი, როგორც ეს ავადმყოფობის შემდეგ იცის ხოლმე... თუმცა
გარკვეული გაგებით, უკეთესობა მაინც მეტყობოდა... ბიძია ედუარდის
სახლში არავინ მდევნიდა, არავინ მითვალთვალებდა... მე კვლავ თავი-
სუფლად ვსუნთქავდი!
ბიძაჩემს თავისი ოთახი მარაოებად, ფრესკებად და გირლანდებად
მიბნეული საფოსტო ბარათებით დაემშვენებინა... „საჭის მეფეები“...

435
„პედლების ხელმწიფეები“ და „ავიაციის გმირები“... მათ, სადაც გადააწ-
ყდებოდა, ყიდულობდა და კოლექციას ნელ-ნელა ავსებდა... ერთი სუ-
ლი ჰქონდა, სანამ კედლებს შპალერის ნაცვლად ამ ბარათებით დაფა-
რავდა... მაგრამ აქამდე ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გაევლო... . პოლანი
თავზე დაკოსებული ბეწვის ქუდით... აყლაყუდა რუჟიე კაუჭა ცხვირით...
ფოლადისკანჭება პტი-ბრეტონი ზოლებიან მაისურში... წვერება ფარმა-
ნი... „მამაც ჩანასახად“ წოდებული სანტო დიუმონი... ვიკონტი ლამბერი
– ეიფელის კოშკის დამპყრობელი... მარად იმედგაცრუებული მაღალი
ლატამი!.. მაკ ნამარა – „შავი პანტერა“... სქელტრაკა სემ ლანგფორდი...
და კიდევ ასობით ცნობილი „დიდება“, განსაკუთრებით მოკრივეები!..
ერთი სიტყვით, მშვენივრად მოვეწყვეთ და სულაც არ ვუჩიოდით
ცხოვრებას... ტუმბოების გასაღების შესახებ საქმიანი შეხვედრების შემ-
დეგ სამსახურიდან შინ მობრუნებული ბიძაჩემი ჩემთან ერთად წვრილ-
წვრილად სპორტულ მოვლენებს არჩევდა... ზედმიწევნით იცოდა ჩემპი-
ონთა სუსტი მხარეები, ახირებანი თუ პიკანტური თავგადასავლები...
ვსადილობდით მუშამბაზე... ერთად ვამზადებდით საჭმელს... დეტა-
ლურად განვიხილავდით ჩვენი ფავორიტების შანსებს...
კვირა დღეს გართობა-დასვენებას ვუთმობდით... დილის ათ საათზე
დიდ მექანიკურ გალერეაში ფანტასტიკური სანახაობა იწყებოდა... არა-
ფერი ჯობდა მის ყურებას... ადრე დავერჭობოდი ხოლმე იქ... და ზემო-
დან ვუმზერდით... არ მახსოვს, რომ მოგვეწყინოს... ბიძია ედუარდი
მთელი დღე ციბრუტივით ტრიალებდა... დაუღალავი კაცი იყო... რაც შე-
ეხება ტუმბოებს, საქმე ბოლომდე ჯერჯერობით ვერ მოეგვარებინა... პა-
ტენტებმა გაუწყალეს გული... სიძნელეებში ბოლომდე ვერა და ვერ გა-
ერკვა... ამერიკა უქმნიდა პრობლემებს... ნებისმიერ ვარიანტში, იქნებო-
და კარგ თუ ცუდ განწყობაზე, გრძელი და ბრტყელ-ბრტყელი მოხსენე-
ბების წარმოთქმა არ უყვარდა, საკუთარ გრძნობებზე არასდროს ყბე-
დობდა... ამ თვისებას ძალიან ვუფასებდი... ბიძია ედუარდმა დროებით
შემიკედლა... მეზობელ ოთახში გამამწესა... ჩემი მომავალი ბედი ჯერ-
ჯერობით ბურუსით იყო მოცული... მამაჩემს ჩემი დანახვაც კი არ სურ-
და... განაგრძობდა სისულელეების როშვას... მაგალითად, ისურვებდა,
ჯარში რომ წავსულიყავი, მაგრამ ასაკი მაბრკოლებდა... ამ ამბებს შემ-

436
თხვევით თუ მოვკრავდი ყურს... ამ თემაზე საუბარი ედუარდს არ უყვარ-
და... უფრო სპორტზე, ტუმბოებზე, კრივსა და ხელსაწყოებზე მასლაათი
ხიბლავდა... მწველი საკითხები ტკივილს აყენებდა... მეც, სხვათა შო-
რის...
და მაინც, როცა სიტყვა დედაჩემზე ჩამოვარდებოდა, ბიძაჩემი შედა-
რებით ენაწყლიანი ხდებოდა...
რაღაც-რაღაცები მაინც დასცდებოდა ხოლმე... გამანდო, რომ დედა-
ჩემს საერთოდ არ შეეძლო სიარული... ისე, მისი ნახვის სურვილით მა-
ინცდამაინც არ ვიწვოდი... და რას შეცვლიდა ეს? ის ხომ თავისი დღე და
მოსწრება ერთსა და იმავეს ატრიალებდა... დრო კი გადიოდა... ერთი
კვირა... ორი... სამი... ასე ხომ მთელი საუკუნე ვერ გაგრძელდებოდა?! ამ
სახლში სამუდამოდ ვერ დავრჩებოდი... რაგინდ კეთილი და ხელგაშ-
ლილი ყოფილიყო ბიძია ედუარდი... როგორ უნდა მეცხოვრა შემდგომ?
ჩამოვკიდებოდი ნათესავს ზურგზე, მის კმაყოფაზე დავრჩენილიყავი
და არაფერზე მედარდა? არა, ეს არასერიოზული იქნებოდა... შევეცადე,
მასთან ამ თემას შევხებოდი... „მოგვიანებით ვნახავთ! – მომაკეტინა, –
საჩქარო არაფერია, თავად გადავწყვეტ, შესატყვისი დრო როცა მოვა“.
გაპარსვაც მასწავლა... უჩვეულო თოხი ჰქონდა, თანამედროვე და
მსუბუქი, შეგეძლო დაგეშალა და აგეწყო. ჰქონდა პატარა ნაკლიც – ისე-
თი ნაზი იყო, რომ საპარსის პირის გამოცვლა საგანგებო ტექნიკურ მომ-
ზადებას საჭიროებდა. ეს პატარა, მგრძნობიარე საპარსი პატენტების
უშრეტ წყაროდ იქცა. „ერთ თოხზე, ყველაზე ცოტა, ოცი ცალი მაინც მო-
დის“, – ამიხსნა მან.
მაგიდის გაწყობა და ალაგება მე ვიტვირთე. საყიდლებზეც მე დავ-
დიოდი... ვცხოვრობდი ასე გაურკვევლობასა და მცონარობაში კიდევ
თვენახევარი... ქალიშვილივით უდარდელად... ასეთ მდგომარეობაში
ცხოვრებაში არ აღმოვჩენილვარ... ვრეცხავდი ჭურჭელს, ჩვრები მქონდა
თავზე საყრელად... ვხეტიალობდი, სადაც მომეპრიანებოდა... აი, ზუს-
ტად ეს იყო შესანიშნავი! სრულიად უმიზნოდ, საითკენაც გული გამიწევ-
და! ვიწყობდი უბრალო, უდარდელ სეირნობებს... სანამ გარეთ გავიჭრე-
ბოდი, ბიძია ედუარდი ყოველ ცისმარე დღეს მიმეორებდა: „წადი, გაისე-
ირნე, ფერდინანდ! მიდი, რაღას ელოდები! ნურაფერზე იდარდებ... წა-

437
დი, სადაც გესიამოვნება!.. თუ რომელიმე ამოჩემებული ადგილი გაქვს,
ისეთი, რომელიც განსაკუთრებულად გიზიდავს, წადი იქ! წადი-მეთქი,
ნუღა აჯანჯლებ! წადი, ლუქსემბურგის ბაღში, მე თუ მკითხავ, სულაც არ
არის ურიგო! ოჰ, ასეთი დაკავებული რომ არ ვიყო... რაღა გამაჩერებდა
აქ, დავესწრებოდი შეჯიბრებებს ჩოგანბურთში... ძალიან მიყვარს ჩო-
განბურთი... წადი, გეუბნები, ისარგებლე მზის სხივებით... შენ ვერაფერს
ამჩნევ... გამოხოხილი მამაშენი ხარ!“ შემდეგ, წამიერი დუმილის შემ-
დეგ დაამატებდა: „შინ დაბრუნებას მაინცდამაინც ნუ იჩქარებ... ამ საღა-
მოს გვიანობამდე შევრჩები სამსახურში...“ ცოტა ფულსაც მაძლევდა...
ხან ოცდაათ სუს, ხანაც ოც ფრანკს ჩამიჩურთავდა ხოლმე ჯიბეში. „შედი
კინოში... თუ დიდ გამზირებზე მოხვდები... გეტყობა, ძალიან გითრევს
საინტერესო თავგადასავლები...“
ისეთი კეთილი, ისეთი გულუხვი და ხელგაშლილი იყო ბიძია ედუარ-
დი... მე კიდევ ყელზე ჩამოვეკიდე, ზედ შევდექი... ვთვლიდი, რომ ჩემი
მხრიდან ასეთი საქციელი სრულიად უგვანი იყო... მაგრამ წინააღმდე-
გობის გაწევასაც მაინცდამაინც ვერ ვბედავდი... მეშინოდა, რომ გამი-
ნაწყენდებოდა... ბოლო ტრაგიკომედიიდან მოყოლებული შედეგებზე
დამჩემდა ფიქრი... გადავწყვიტე, კიდევ ცოტა ხანს დამეცადა, სანამ ყვე-
ლაფერი თავისით მოგვარდებოდა... ზედმეტი ხარჯების თავიდან ასა-
ცილებლად, თვითონ ვირეცხავდი წინდებს... სანამ ბიძია ედუარდი გა-
სული იყო... სახლში ოთახები ჩამწკრივებული კი არ იყო, არამედ ცალ-
ცალკე... ერთმანეთს თანაბარი მანძილი აშორებდათ... მესამე, კიბეს-
თან, ყველაზე
საინტერესო მეჩვენებოდა და სალონს მაგონებდა... თუმცა თითქმის
ცარიელს... მაგიდით ოთახის შუაგულში, ორი სკამით და ნახატით კე-
დელზე... სულ ეს იყო... მილეს „მწუხრის ზარის“ უზარმაზარი რეპრო-
დუქცია... ასეთი გიგანტური ტილო მანამდე თვალით არ მენახა... მთე-
ლი პანო!.. „შესანიშნავია, არა, ფერდინანდ?“ – მეკითხებოდა ყოველ
ჯერზე ბიძაჩემი, როცა სამზარეულოსკენ მიმავალი გვერდით ჩავუვლი-
დი... ზოგჯერ თვითონაც წამიერად გაჩერდებოდა და ჩაფიქრებული ჩუ-
მად უმზერდა... „მწუხრის ზარის“ წინ ლაპარაკი არ იყო მიღებული. ეს
არ იყო „საჭის მეფეები“... ენის მოსაქავებლად განკუთვნილი!

438
ვფიქრობ, რომ სადღაც გულის სიღრმეში ძია ედუარდი დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ მსგავსი ხელოვნების ნიმუშის ჭვრეტა მე სიკეთის გარდა,
ცუდს არაფერს მომიტანდა... ბუნებით გამოყოლილ საზიზღარ ხასიათს
მხოლოდ თუ გააკეთილშობილებდა და შეარბილებდა... თუმცა არ მახ-
სოვს, ამ კაცს ჩემთვის თავისი მოსაზრებები ოდესმე თავს მოეხვია... ძა-
ლიან დელიკატური და ტაქტიანი ვინმე იყო... უბრალოდ, ამ თემაზე საუ-
ბარს ერიდებოდა... ეს იყო და ეს! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძია
ედუარდი მარტო მექანიკისთვის არ იყო დაბადებული... ყველაფრის ერ-
თმანეთში აზელას უნდა მოვერიდოთ... მოდით, უბრალოდ ვაღიაროთ,
რომ ეს იყო უკიდურესად მგრძნობიარე ადამიანი... სწორედ ამის გამო
ყოველდღიურად უხერხულობის განცდა უფრო და უფრო მტანჯავდა...
აღარ შემეძლო სოფლელი გოიმივით გულხელდაკრეფილი ჯდომა და
მისი ნაამაგარის ხეთქვა... ჩემი სახელი იყო მუქთახორა, ადამიანს მიმ-
სგავსებული ღორმუცელა მაიმუნი! ჩემი გამჩენი ვატირე, რა! კმარა! რო-
დემდე... მეტი აღარ შემიძლია...
ერთხელაც დიდ რისკზე წავედი და შევბედე, წინააღმდეგი ხომ არ
იქნები, სამსახურის ძებნა განვაახლო და განცხადებებს თვალი გადავავ-
ლო-მეთქი...
– არსადაც არ წახვალ! – მოკლედ მომიჭრა... – აქ რა, ცუდად გრძნობ
თავს? რამე ხომ არ გტანჯავს, ჩემო ზუავო! 16 წადი, გაისეირნე, თვალს
წყალი დაალევინე და უკეთ გახდები! არაფერში არ ჩაერიო! ისევ ვიღაც
დაგიბრიყვებს. მე თვითონ გიპოვი სამსახურს. უკვე ვზრუნავ ამაზე და
ერთი კაცი სრულიად საკმარისია. მომეცი საშუალება, დაწყებული საქმე
ბოლომდე მივიყვანო! ნუ ჩაყოფ ახლა ცხვირს! ვნახეთ უკვე, რისი თავიც
გაქვს და კმარა! მხოლოდ გამიფუჭებ ყველაფერს! ჯერ კიდევ ნერვები
ვერ დაგიწყნარებია. ამას გარდა, უკვე შეთანხმებული ვარ დედაშენთა-
ნაც და მამაშენთანაც... ახლა დამეხსენი... გაისეირნე ისევ... ძალიან მა-
ლე ეშველება ყველაფერს! წადი სანაპიროზე... ჩაჰყევი სიურენამდე...
იქირავე ნავი, ჰაერი გამოიცვალე! ნავით სეირნობას განა რამე სჯობს?
ჩადი მედონში, თუ გინდა! გაერთე! სხვა რამეზე იფიქრე! რამდენიმე

16
საფრანგეთის არმიის ჯარისკაცი ალჟირში.
439
დღეში ყველაფერს გეტყვი! რაღაც აუცილებლად გამოჩნდება! დარწმუ-
ნებული ვარ! მე ამას ვგრძნობ! მოვლენების დაჩქარება კარგს არაფერს
მოგვიტანს! მჯერა, რომ ცოტა ხანში გამახარებ და შენით ვიამაყებ!..
– ასეც იქნება, ბიძია ედუარდ!..
***
როჟე-მარენ კურტიალ დე პერეირის დარ ადამიანს იშვიათად თუ გა-
დაეყრება ჩვეულებრივი მოკვდავი. ვაღიარებ, იმხანად მეტისმეტად
ახალგაზრდა ვიყავი, მისი ჯეროვანი შეფასება რომ შემძლებოდა. ბიძია
ედუარდს ნამდვილად გაუმართლა, როცა მას „ჟენიტრონში“ პარიზის
გარეუბნების ხელოსან-გამომგონებელთა საყვარელ, ოცდახუთგვერდი-
ან პერიოდულ გამოცემაში გაეცნო. ამჯერადაც საქმე ველოსიპედის სა-
უკეთესო, ჰერმეტული, ღუნვადი, რევერსიული და ბუნიკჩამოცმული
ტუმბოების მომგებიანი პატენტის მოფიქრებას ეხებოდა.
ბარემ აქვე აღვნიშნავ, რომ კურტიალ დე პერეირი თვალშისაცემად
განსხვავდებოდა სხვა წვრილი გამომგონებლებისაგან... ათი თავით
მაღლა იდგა გაზეთის არარეგულარულ გამომწერთა ლეგიონზეც... ამ
ხელმოცარულთა და წარუმატებელთა ბრბოსთან მას საზიარო ნამდვი-
ლად არაფერი ჰქონდა... არა, კურტიალ როჟე-მარენი სხვა ვინმე იყო! ის
იყო ჭეშმარიტი მეტრი!.. მარტო მეზობლები კი არ ესეოდნენ კონსულ-
ტაციების მისაღებად, არამედ სენიდან, უაზიდან, პროვანსიდან, კოლო-
ნიდან, თქვენ წარმოიდგინეთ, უცხოეთიდანაც საგანგებოდ მის სანახა-
ვად ჩამოსულებიც კი.
საინტერესოა ისიც, რომ გულის სიღრმეში კურტიალი მხოლოდ სი-
ძულვილსა და თითქმის შეუფარავ ზიზღს განიცდიდა ყველა კერძო მე-
წარმის მიმართ, რომლებიც მეცნიერების სიახლოვეს ფუთფუთებ-
დნენ... იმ გზააბნეული, ზმანებებით შეპყრობილი, ჭკუიდან გადამდგა-
რი, ნახევრადშეშლილი თერძებისა და ოთახის ჭილიბყურებით 17 მოვაჭ-
რე ნოქრების ატანა ხომ საერთოდ არ ჰქონდა. სძაგდა ეს რეტდასხმუ-
ლი, თავქარიანი და არასერიოზული მიმწოდებლები, რომლებსაც ახ-
ლოსაც არ იკარებდნენ, ყველა დაწესებულებიდან ერეკებოდნენ და

17
მანქანის ქანჩების დასაყენებელი მოკლე, მოხრილი მავთული.
440
სდევნიდნენ... ეჯავრებოდა „მარადი ძრავის“... წრის კვადრატურის... და
„მაგნიტური ონკანის“ შემოქმედები... აბეზარ დამაბნეველთა მყრალი
ჭაობი... მთვარის ეს გარეკილი მკვლევარები!..
საკმარისი იყო, რომელიმე მათგანისთვის შეეხედა, ან თუ ღმერთი
გაუწყრებოდა და მოესმინა, მორჩა, ვეღარ იცილებდა... საქმის ინტერე-
სებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო, ძაღლისა და კატისთვის თა-
ვაზიანად გაეღიმა... ეს იყო მისი რუტინა, მისი შემთხვევითი შემოსავ-
ლის წყარო... მაგრამ ამის ყურება მძიმე და სევდის აღმძვრელი იყო.
იძულებული მაინც რომ არ ყოფილიყო, ეყბედა, კიდევ არა უშავს! მაგ-
რამ მას მათი გამხნევება უწევდა. უნდა დათანხმებოდა, მოფერებოდა
და ქათინაურებითაც შეემკო. მოკლედ, პირფერობაზეც მიდიოდა. ამავ-
დროულად, ნელ-ნელა გარეთ გასასვლელი გზა რომ ეჩვენებინა... ყო-
ველ ჯერზე ყველაფერი მთხოვნელის ხასიათზე იყო დამოკიდებული...
არც საწევროს აწაპნა უნდა დავიწყებოდა... ფხუკიანი, ბრაზიანი და გამ-
ძვინვარებული, ტყვიანაკრავით შემოვარდნილი კლიენტი, პირველი
მას ეძგერებოდა ხოლმე... აი, ისეთი, რომელსაც მუდამ ჰგონია, რომ და-
აგვიანდა და ვიღაცამ დაასწრო... სახელოსნოდან გამოვარდნილი მას-
ტი... ომნიბუსიდან კისრისტეხით ჩამომხტარი... „ჟენიტრონის“ იერი-
შით აღებამდე, გზად სადღაც რომ სასწრაფოდ მიაფსა... ეს ჯაჭვებაწყვე-
ტილი, შეშლილი და გადარეული პერეირის „ჟენიტრონს“ შტურმს უწ-
ყობს... ქოშინებს, კანკალებს... კურტიალს
ნერწყვით რწყავს... ებღაუჭება ეს მასხარა... მანიაკი... გუდას თავს
მოუხსნის და თავის ამოჩემებულ თემაზე, მიდრეკილებებსა და მანიებ-
ზე ყბედობს... „მზის წისქვილებზე“, მოკლე ელექტრული განმუხტვების
შეკავშირებაზე... კორდილიერებისა და კომეტების ტრაექტორიაზე... და
ასე დაუსრულებლად, სანამ უკანასკნელი ძალებისგან არ გამოიფიტე-
ბოდა ან საკუთარ დორბლში არ დაიხრჩობოდა... კურტიალ დე პერეირს,
პასუხისმგებელ მდივანს, სანიმუშო თანამშრომელს, „ჟენიტრონის“
მფლობელსა და შთამაგონებელს ყოველთვის ყველაფერზე პასუხი
მზად ჰქონდა... მშვიდი და აუღელვებელი იერით იქვე წყვეტდა ყველა
საკითხს!.. თავდაჯერება, აბსოლუტური კომპეტენტურობა და ამოუწუ-
რავი ოპტიმიზმი მას ნებისმიერი თავდასხმისთვის მოუწყვლადს ხდი-

441
და... სხვათა შორის, ვერ იტანდა ხანგრძლივ დავებს... ნებისმიერს მყი-
სიერად ჩააკმენდინებდა ხოლმე ხმას... ინიციატივას როგორც კი ხელში
ჩაიგდებდა, თავის გემოზე წარმართავდა დებატებს... ყველა მისი სიტ-
ყვა, გადაწყვეტილება და კონტრაქტი იყო საბოლოო და გადახედვას არ
ექვემდებარებოდა... და თუ რომელიმე მაინც გაჯიქდებოდა, პერეირს
სახეზე ალმური მოეკიდებოდა... ათასჯერ გაისწორებდა თავის ყალბ სა-
ყელოს, ხან იქით შეატრიალებდა, ხან – აქეთ... უხვად აშხეფებდა
ნერწყვს. სხვათა შორის, სამი გვერდითა კბილი აკლდა... ნებისმიერი მი-
სი ვერდიქტი, ყველაზე ბუნდოვანი, სადავო ან საეჭვო გარემოებაში მი-
ღებულიც კი, ბოლო ინსტანციაში აბსოლუტური, შეუქცევადი ჭეშმარი-
ტების ძალას იძენდა და დაუყოვნებლივ სისრულეში უნდა მოეყვანათ...
მისი ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო... ავტორიტეტი – შეურყეველი...
შედავებას, ცილისწამებასა და მზაკვრობას ვერავინ გაბედავდა!
კლიენტის აჩქარებულ სუნთქვაზე, უნდობლობით აღბეჭდილ მზე-
რაზეც კი ფეთქდებოდა... ქუხდა და გრგვინავდა... მოპასუხე მარტვილს
ემსგავსებოდა... ნამდვილად შეეცოდებოდა ადამიანს! არ მოიშლიდა
თავისას და საკუთარი თავისთვის დაებრალებინა... პერეირი თვალის
დახამხამებაში გასრესდა, გაანადგურებდა, სულს ამოხდიდა, გადააყი-
რავებდა, ააორთქლებდა, მის ნაკვალევსაც არ დატოვებდა! ამგვარი
სცენა ვულკანის ამოფრქვევას მაგონებდა... თავგასულ კლიენტს თვა-
ლიდან ნაპერწკლები სცვიოდა და გაცოფებული პერეირი ისეთი მრის-
ხანე და აულაგმავი ხდებოდა, რომ ყველაზე მოურჯულებელ მანიაკსაც
კი მოუგრეხდა კისერს და მას დამჯერსა და მორჩილს გახდიდა... წინა-
აღმდეგ შემთხვევაში, შეაძვრენდა იქ, საიდანაც ერთ დღეს გამოძვრა.
კურტიალზე მსუქანი არ ითქმოდა... უფრო ტანდაბალი, ჯანმაგარი
და მოძრავი იყო... დღეში რამდენჯერმე თავისი ასაკის შესახებ იუწყე-
ბოდა... უკვე მიუკაკუნა ორმოცდაათმა... ჰანტელებითა და კვერთხით
ღერძზე და ტრამპლინზე ფიზიკური ვარჯიშების წყალობით შესანიშნავ
ფორმას ინარჩუნებდა... მეცადინეობდა რეგულარულად, განსაკუთრე-
ბით სადილის წინ... საკუთარი გაზეთის შენობის უკანა სადგომში, ორ
ტიხარს შორის ნამდვილი სპორტული დარბაზი მოიწყო... ძალიან კი
ცხელოდა იქ... მაგრამ იარაღებით ვარჯიშს მაინც ახერხებდა... ორ ძელ-

442
ზე თავბრუდამხვევი სისწრაფით მოძრაობდა... ფიზიკური მომზადებისა
და შესაშური ჯანმრთელობის საჩვენებლად მშვენივრად იყენებდა სი-
მაღლით მინიჭებულ უპირატესობას... მისი ნახტომებისა და რგოლებზე
ბზრიალის ცქერა ერთი სიამოვნება იყო... ზარივით გრგვინავდა პაწაწი-
ნა ოთახში. ბუმ! ბუმ! ბუმ! ისმოდა დარტყმები. არასდროს მინახავს,
მახრჩობელა ხვატშიც კი, შარვალი ან რედინგოტი გაეხადოს... ან საყე-
ლო მოეხსნას... მხოლოდ მანჟეტებსა და ჰალსტუხს თუ მოიშორებდა.
კურტიალ დე პერეირს ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად უამრა-
ვი მიზეზი ჰქონდა... აუცილებლად უნდა გამორჩეულიყო სხეულის გამ-
ძლეობითა და მოქნილობით... სჭირდებოდა ეს! იმის გარდა, რომ გა-
მომგონებელი და ჟურნალისტი გახლდათ, ის საჰაერო ბუშტებით სივ-
რცეებსაც ხშირად იპყრობდა... სანახაობებს აწყობდა... განსაკუთრებით
კვირაობით... დღესასწაულებზე... ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლი-
და ხოლმე, მაგრამ შიგადაშიგ ნერვიულობა და შფოთიც უწევდა... არც
სხვა ჯურის თავსატეხი აკლდა... ამგვარი ხიფათიანი ცხოვრება მას არა-
ერთ ფათერაკს უმზადებდა... ამიტომაც ნებისმიერი მოულოდნელობი-
სათვის მზად უნდა ყოფილიყო... ამ ჭეშმარიტებას არასდროს ივიწყებ-
და! ასეთი იყო ბუნებით! ერთხელაც, თავის კრედოს მეც მაზიარა...
„კუნთები გონების გარეშე, ჩემო ფერდინანდ, ცხენსაც კი არ სჭირდე-
ბა! ხოლო გონება უკუნთოდ იგივეა, რაც ელექტრობა უძრავოდ! ის გა-
მოუყენებელი რჩება და იფანტება. ამას უყაირათობა და უმიზნო ფლან-
გვა ჰქვია... უგერგილობა და უნიათობა!“ თავის ნათქვამში სრულიად
დარწმუნებული იყო... ამ თემას რამდენიმე სერიოზული ნაშრომიც მი-
უძღვნა: „ადამიანური ბატარეა და მისი შენარჩუნება“. ის „კულტურის-
ტი“ გახდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეს ტერმინი საერთოდ არ არსებობ-
და... მრავალსახოვან ცხოვრებას ელტვოდა... „არ მინდა ქაღალდების
ქექვაში ამომხდეს სული,“ – მეუბნებოდა.
უყვარდა საჰაერო ბუშტები, შეიძლება ითქვას, რომ დაბადებით აე-
რონავტი იყო... სიურკუფი და ბარბიზე ადრეულ ასაკში ჰქონდა წაკით-
ხული... პირველი ოცი სასწავლო აღმასვლა (ფრენა) უკვე განეხორციე-
ლებინა... ეს, ცხადია, არ იყო დიადი სპორტული მიღწევები! არც შორეუ-
ლი გადაფრენები! არც თავბრუდამხვევი ლაშქრობები და ორთაბრძო-

443
ლები! არა, არაფერი ხმაურიანი და ეფექტზე გათვლილი... უჩვეულო და
მომნუსხველი... განსაცვიფრებელი... საჰაერო მასკარადები ეზიზღებო-
და... მხოლოდ საჩვენებელი ფრენები! სასწავლო აღმასვლები! გამორ-
ჩეულად სამეცნიერო! ეს იყო მისი აბსოლუტური კანონი! გაზეთისათვის
ამას მხოლოდ სარგებელი მოჰქონდა, რადგან მის საქმიანობას ავრცობ-
და და ამდიდრებდა... ყოველ აღმასვლას ხელმომწერთა რაოდენობის
ზრდა მოჰყვებოდა... დირიჟაბლით ფრენისას მას, როგორც კაპიტანს,
ჰქონდა ექსკლუზიური უფლება, საგანგებო სამგალონიანი ფორმა ეტა-
რებინა... „ფედერაციულ დიპლომირებულ აგრეჟედ“ იწოდებოდა. მედ-
ლები იმდენი ჰქონდა, სათვალავიც კი ერეოდა. საკვირაო კოსტიუმზე
ისინი ერთგვარ ჯავშანს უქმნიდნენ... თავად ამას არაფრად დაგიდევ-
დათ, სულაც არ გახლდათ თავმომწონე და ბაქია, მაგრამ აუდიტორიი-
სათვის ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, შესატყვისი დეკორი აუცილე-
ბელი იყო...
კურტიალ დე პერეირი არასდროს შეყოვნებულა იმის ძიებაში, რაც
„ჰაერზე უფრო მსუბუქად ესახებოდა“. უკვე ჰელიუმზე ფიქრობდა. ოც-
დათხუთმეტი წლით უსწრებდა მოვლენებს. განა ეს ცოტაა?! ხოლო „ერ-
თგული“, მისი პირადი, უზარმაზარი საჰაერო ბუშტი ჩვენებებს შორის
იმავე კანტორის სარდაფში, გალერი მონპასიეს 18-ში ისვენებდა. მხო-
ლოდ პარასკეობით სადილამდე ამოჰქონდა, რათა მოწყობილობა წეს-
რიგში მოეყვანა, ქსოვილი, თუ საჭირო იყო, დაეკემსა... დაუღლელად,
ათასგვარი სიფრთხილის გამოჩენით; აეროსტატის დაჭმუჭნილი ბირ-
თვი მინიატურულ სპორტულ დარბაზში იშლებოდა... აბრეშუმი ორპირი
ქარის ყოველ შემობერვაზე იბერებოდა...
***
კურტიალ დე პერეირს წამითაც არ მოსდიოდა თავში, ცოტა ხნით მა-
ინც დაესვენა... შეეწყვიტა ქმედება, წარმოება, წარმოსახვა, გამოგონება,
გადაწყვეტილებების მიღება, მიზნისკენ ლტოლვა, მიღწევა... გენია მის
ტვინს მთელი დღე მოსვენებას არ აძლევდა... პროცესი არც ღამე წყდე-
ბოდა... იდეების უწყვეტი ნაკადის გაძლება მისგან შეუნელებელ ძალის-
ხმევას ითხოვდა... მუდმივ მზადყოფნასა და სიფრთხილეს... ამ წამებას
ვერაფერს შეადარებდი! იმის ნაცვლად, რომ როგორც ყველას, თვალი

444
მოეხუჭა და დროებით მაინც თავდავიწყებას მისცემოდა, მას ქიმერებ-
თან და აკვიატებებთან ჭიდილი უწევდა! ახალ ახირებებთან და გატაცე-
ბებთან. ძილზე ფიქრიც კი არ შეეძლო. ეს იყო გაუსაძლისი... ძილსაც სა-
ბოლოოდ გამოემშვიდობებოდა... გამონათებების, საკუთარი მგზნება-
რების, გულმოდგინებისა და გულსწრაფობის წინააღმდეგ დროულად
რომ არ ამბოხებულიყო... საკუთარი გენიის მოთვინიერება მეტი ჯაფისა
და ოფლისღვრის, არაადამიანური ძალისხმევის ფასად დაუჯდა, ვიდრე
დანარჩენი საქმიანობის წარმოება! არაერთხელ გაუნდვია ჩემთვის თა-
ვისი სადარდებელი...
როცა ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ თავს დამარცხებულად
და საკუთარი შთაგონებითა და მგზნებარებით გადავსებულად გრძნობ-
და, როცა თვალთ უბნელდებოდა და საგნებს გაორებულად და გასამკე-
ცებულად ხედავდა... თან უცნაური ხმები ჩაესმოდა, შხამის შესარბი-
ლებლად, დასამშვიდებლად და ჩვეული, მხიარული განწყობის დასაბ-
რუნებლად ერთი გამოსავალიღა რჩებოდა – აეროსტატით ჰაერში განა-
ვარდება. დროდადრო ის თავის თავს ამ ფუფუნების უფლებას აძლევ-
და. მეტი დრო რომ ჰქონოდა, უფრო ხშირად აიჭრებოდა ღრუბლებში,
თითქმის ყოველ ცისმარე დღე, მაგრამ ეს სრულიად შეუთავსებელი იყო
საგამომცემლო და საგაზეთო საქმიანობასთან. მხოლოდ კვირადღე
რჩებოდა მის განკარგულებაში და მაშინაც სურვილის ასრულება შეუძ-
ლებელი ხდებოდა. „ჟენიტრონმა“ ის თხემით ტერფამდე ჩაითრია...
ყველაფერთან ერთად, საქმე მუდმივ მორიგეობას ითხოვდა! ეს კიდევ
ხუმრობა როდი იყო. გამომგონებლების მართვა დიდ ძალისხმევას ით-
ხოვდა... სიფხიზლე წამითაც არ უნდა მოდუნებოდა. ყველაფრისთვის
მზად უნდა ყოფილიყო... ისიც დროსა და ენერგიას არ იშურებდა... ვერა-
ფერი დააცხრობდა მის მგზნებარებასა და ენთუზიაზმს, ვერ შეასუსტებ-
და მის ყურადღებას... ვერც თავბრუდამხვევი პრობლემები და ვერც ყვე-
ლაზე წვრილმანი და უმნიშვნელოც კი... ნერვიულობდა, სახემონ-
ჯღრეული დარბოდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფრის გადახარშვასა და
მონელებას ახერხებდა... „ყველის ფხვნილით“, „სინთეტიკური გლაზუ-
რით“, „მოქანავე ლამპებით“, „აზოტის ფილტვებით“ დაწყებული „დრე-
კადი გემით“, „რძიანი ყავის აბებით“ და საწვავის შემცვლელი „კილო-

445
მეტრული რესორებით“ დამთავრებული. პროგრესული სიახლეებიდან,
რომლითაც არაერთი სფერო აღინიშნა, სანამ კურტიალმა მათი სარგებ-
ლიანობა პრაქტიკული დემონსტრირებით არ დაადასტურა, ცხოვრება-
ში ფეხი ვერც ერთმა ვერ მოიკიდა. ამ დროს აუცილებლად გამოკვეთდა
როგორც უპირატესობებს, ასევე უყურადღებობით დაშვებულ მიუტევე-
ბელ ნაკლოვანებებს, გაპარულ წუნსა და ბოლომდე დაუხვეწავ დეტა-
ლებს.
მსგავსმა დაუნდობლობამ და სიმკაცრემ, ცხადია, არაკეთილმოსურ-
ნეთა მხრიდან საშინელი შური,
დაუნდობელი სიძულვილი და სასტიკი ღვარძლი დაატეხა თავს.
თვითონ ამგვარი გამოხტომებისადმი სრულიად გულგრილი და უგ-
რძნობი ჩანდა. მათ იმ წვრილმანებად აღიქვამდა, მისი მხრიდან უმნიშ-
ვნელო ყურადღებასაც რომ არ იმსახურებდა.
რადგან გაზეთის მესაკუთრე თავად გახლდათ, მთავარ მოკალმედაც
თვითონ მიიჩნეოდა, ვერც ერთი ტექნიკური რევოლუცია შემდგარად
ვერ ჩაითვლებოდა, სანამ, „ჟენიტრონის“ გვერდებზე საკითხის ძირფეს-
ვიანი გაშუქების შემდეგ, თავად არ გამოუტანდა შესატყვის განაჩენს.
მგონი, თქვენც ჩამოგიყალიბდათ გარკვეული შეხედულება მის რეალურ
ავტორიტეტზე. საბოლოოდ აუცილებელი იყო, კურტიალს ყოველი მო-
რიგი გამოგონება თავისი კომპეტენტური კომენტარებითა და შეფასებე-
ბით აღეჭურვა. ის მათზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, „ავტორიზაციას“
გასცემდა. მოკლედ, ის ან აღიარებდა ან უმოწყალოდ ანადგურებდა. თუ
კურტიალი გაზეთის პირველ გვერდზე განაცხადებდა, იდეა თავიდანვე
მკვდარი დაიბადა, მიუღებელია, სასაცილოა და ველურობის, ცინიზმისა
და მანკიერების სუნი ასდისო, – ყველაფერი ნათელი ხდებოდა! საქმე
იხურებოდა! პროექტი უკვალოდ ქრებოდა. თუ პირიქით, გამოაცხადებ-
და, – საინტერესოა და კომპეტენტური სპეციალისტების ყურადღებას
უდავოდ იმსახურებსო, – აღიარებაც არ დაახანებდა... გამომწერთა რიც-
ხვიც მყისიერად იზრდებოდა და სააბონენტო გადასახადზე აღარ წუწუ-
ნებდნენ.
ამგვარად, კამარებს შეფარებულ კანტორა-მაღაზიაში, შესანიშნავი
გადასახედით თვალწარმტაც ბაღებზე, კურტიალ დე პერეირი, თავის

446
უერთგულეს ორასოც თანამშრომელთან ერთად, გამოშვებას მსოფლი-
ოს ყველა კუთხე-კუნჭულში ელვისებური სისწრაფით რომ ავრცელებ-
დნენ, ხშირად სრულიად მოულოდნელი ფორმით, გამოყენებითი მეც-
ნიერების განვითარებაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებდა... მბრძანებ-
ლობდა, წარმართავდა, ამრავლებდა ეროვნულ, ევროპულ და მსოფ-
ლიო ინოვაციებს და ამგვარად, ხელს უწყობდა წვრილი გამომგონებე-
ლი – „აგრეჟეების“ 18 აყვავებას!..
ბუნებრივია, ამხელა ჭაპანის ზიდვა ადვილი საქმე როდი იყო... თავ-
დასხმაც უწევდა და თავდაცვაც... ბინძური იერიშების მოგერიებაც... მა-
ვანის აღზევებაც შეეძლო და გაცამტვერებაც... მოულოდნელი სიტყვით,
კალმით, მანიფესტით, აღიარებით... ერთხელაც, ეს მოხდა ტულონში
1891 წელს, მან, ცხადია, სხვების თანადგომით, „მერცხლების მეხსიერე-
ბისა და ტელურული ორიენტაციისადმი“ მიძღვნილი საუბრების სერიის
წამოწყებით ბუნტის პროვოცირებაც კი მოახერხა... როგორც ჟურნა-
ლისტს, ბადალი არ ჰყავდა. არ არსებობდა ჟანრი, რომელიც არ ეხერხე-
ბოდა... ეს ნამდვილად ასე იყო... შესანიშნავად ერკვეოდა საორგანიზა-
ციო საკითხებში... კონფერენციებშიც... ხელეწიფებოდა პროზაც, პოეზი-
აც და თუ ინტრიგის აუცილებლობა დადგებოდა, კალამბურიც... „ყველა-
ფერი ოჯახისა და მასების საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი
დონის ასამაღლებლად“ – ასეთი გახლდათ მთელი მისი საქმიანობის
მთავარი დევიზი.
„ჟენიტრონი“, პოლემიკა, გამოგონებები, საჰაერო ბუშტი –ეს გახ-
ლდათ მისი ინტერესების მთლიანი სპექტრი, რომლითაც დაწესებულე-
ბის კედლები იყო აჭრელებული... არა მარტო კედლები, არამედ ფასა-
დიც, ვიტრინაც... ამის დაუნახაობა გამორიცხული იყო! არც ისე შორეულ
წარსულში, ყველაზე
არეულ-დარეული, ჩახლართული, ბუნდოვანი და ცბიერი უთანხმოე-
ბანი მგზნებარე, თავგზაამბნევი, ეშმაკური, ვნებიანი, ქიმიური, ფიზიკუ-
რი, ელექტროთერმული და სასოფლო-სამეურნეო თეორიები კურტია-
ლის ზეწოლისგან მუხლუხოებივით იჭყლიტებოდნენ და ისრისებოდ-

18
ლიცეუმის მასწავლებელი.
447
ნენ... ისინი აღარ არსებობდნენ... მათ მასხრად იგდებდა... იმ გაბღენძი-
ლებისა და გაბერილებისგან ჰაერს უშვებდა... ატყავებდა... მათგან ჩონ-
ჩხიღა თუ რჩებოდა... რაღა რენტგენი და რაღა კურტიალი! სულ რაღაც
ერთსაათიანი დაძაბული ძალისხმევა სჭირდებოდა ყველაზე ჩახლარ-
თულ და ყველაზე უაზრო თეორიებში გასარკვევად და ერთხელ და სა-
მუდამოდ „ჟენიტრონის“ სტანდარტებთან და მოთხოვნილებებთან შე-
სატყვისობაში მოსაყვანად... საქმიდან ყოველ ჯერზე მშრალი გამოდი-
ოდა. ხშირად არახელსაყრელი გარემოებებისა და სკანდალური აბო-
ნენტების მიუხედავად... ეს იყო მაგია, რომელსაც ის ზედმიწევნით
ფლობდა. მაგია, რომელიც თავის თავში აერთიანებდა უდავო, კატეგო-
რიული და უაპელაციო ახსნა-განმარტებითი სინთეზის, ყველაზე და-
უჯერებელი ჰიპოთეზებისა და ყველაზე დახვეწილი და გონიერი არგუ-
მენტების შეთხზვის ამოუწურავ ნიჭს! დავისას მიზნის მისაღწევად შეეძ-
ლო ელვა და ჭექა-ქუხილი ნემსის ყუნწში გაეტარებინა, ცეცხლის მუგუ-
ზალი ტალკვესად ექცია, ხოლო გრუხუნი სალამურის ტკბილ მელოდი-
ად გარდაექმნა. სამყაროს ბოთლში ჩატენვა, მისი დაცობა და ბოლოს,
ბრბოსთვის მისაღება – აი, რა იყო მისი მოწოდება, სვე-ბედი და უბედუ-
რება. რატომ? რისთვის? რანაირად? მოგვიანებით, როცა მასთან ვცხოვ-
რობდი, არაერთხელ დავმფრთხალვარ იმისგან, რისი მოსმენაც მთელი
დღის, უფრო სწორად, დღე-ღამის განმავლობაში მიწევდა... არადა, მხო-
ლოდ ნაგლეჯებისა და მინიშნებებისთვის თუ ვახერხებდი მომეკრა ყუ-
რი... კურტიალისთვის ბუნდოვანი და გაურკვეველი დედამიწის ზურგზე
არაფერი არსებობდა... მასში მშვენივრად ერწყმოდა ერთმანეთს ველუ-
რობისა და ნგრევის სულიც, მახვილგონიერება და სხარტი გონებაც, რო-
მელიც მას სტრიქონებს შორის სინათლის შემჩნევისა და ჭეშმარიტების
მარცვლის გამოქექვის საშუალებას აძლევდა... „ჟენიტრონი“ – გამომგო-
ნებლობა, აღმოჩენა, ნაყოფიერება, სინათლე, ცოდნა – ასეთი გახლდათ
გაზეთის ქვესათაური. კურტიალთან დიდი ფლამარიონის 19 ნიშნის ქვეშ
მუშაობდნენ. ავტოგრაფით დამშვენებული მისი პორტრეტი ვიტრინის
შუაგულში იყო გაკრული. ნებისმიერი დავისას მას იმოწმებდნენ. არ

კამილ ფლამარიონი (1848-1925) – ფრანგი განმანათლებელი,


19

ფილოსოფოსი, ასტრონომი და მეცნიერების ისტორიკოსი.


448
ჰქონდა მნიშვნელობა, არსებობდა ამის აუცილებლობა თუ არა! ეს იყო
უკანასკნელი ნავსაყუდელი, ბოლო ინსტანცია, კეთილი გენია! მეტრი
იყო ჩვენი მთავარი საფიცარი და ცოტაც რასპაი. კურტიალმა ასტრონო-
მიული აღმოჩენების სინთეზს თორმეტი წიგნი მიუძღვნა და ოთხიც გე-
ნიალური რასპაის „ნატურალისტურ განკურნებებს“.
ეს იყო ისეთი არაჩვეულებრივი ნაშრომები, რომ ბიძია ედუარდმა
გადაწყვიტა, თავად სწვეოდა „ჟენიტრონს“ და სამსახურის თაობაზე ნი-
ადაგი მოესინჯა. ჰქონდა სხვა საბაბიც, მისთვის არანაკლებ მნიშვნე-
ლოვანი: უნდოდა კურტიალს ველოსიპედის ტუმბოებზე რჩევებს დასეს-
ხებოდა... დე პერეირს დიდი ხანია იცნობდა... მისი 71-ე სახელმძღვანე-
ლოს გამოქვეყნებიდან მოყოლებული... აი, იმის, რომელიც მსოფლიოს
თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა და ყველაზე მეტად ეტანებოდ-
ნენ... ის, რომელმაც ავტორს დიდება და ენით აღუწერელი პოპულარობა
მოუტანა: „ველოსიპედის აღჭურვილობა, მისი მონიკელება, აქსესუარე-
ბი, მისი გამძლეობა ნებისმიერი კლიმატის პირობებში და ეს საოცრება
სულ რაღაც 17 ფრანკად და 95 სანტიმად“. ეს პატარა მოცულობის ნაშ-
რომი იმ დროს, რომელზეც მე გელაპარაკებით,
ბერდულიონთან და მალარმესთან იყიდებოდა, ტექნიკური ლიტე-
რატურის გამომცემლებთან, აგიუსტენის სანაპიროზე. მათი ეგიდით სა-
მასამდე საავტორო წიგნი მაინც იქნებოდა გამოშვებული... საყოველ-
თაო მოწონება და აღფრთოვანება, ტრივიალური ნაშრომის გამოსვლას
რომ მოჰყვა, დღევანდელი მკითხველისთვის ალბათ ძნელი აღსაქმე-
ლია... ყოველ შემთხვევაში, კურტიალის „ველოსიპედის აღჭურვილობა“
1900 წელს ახლად გამომცხვარი ველოსიპედისტისათვის ერთგვარი კა-
ტეხიზმოს, „სამაგიდო წიგნის“, „შემეცნების უშრეტი წყაროს“ როლს კი
თამაშობდა. სხვათა შორის, ავტორი საკმაოდ თვითკრიტიკული იყო და
ამგვარი სისულელით მოპოვებული პოპულარობით თრობას სულაც არ
მისცემია. მუდამ მზარდი პოპულარობის გამო წერილების კითხვას ვე-
ღარ აუდიოდა. არაფერს ვამბობ ვიზიტებზე და ახალ, აბეზარ ნაცნობებ-
ზე, უსიამოვნო ვალდებულებებზე... პოლემიკების გამძაფრებაზე... ამის
გამო სიხარულისა და სიამოვნების საგრძნობლად კლებაზე!.. ჩამოდი-
ოდნენ გრინვიჩიდან, ვალპარაისოდან, კოლომბოდან და ბლანკენბერ-

449
გიდან ასაწევ თუ რბილ უნაგირებზე, საკისარებზე, მზიდი ნაწილების შე-
ზეთვის პრობლემებზე საკონსულტაციოდ. ასევე საჭის დაჟანგვის თავი-
დან ასაცილებლად ბევრს წყლის ოპტიმალური დოზირების დადგენაც
აინტერესებდა. თავად დიდება და ის სახელი, რომელიც მას ველოსი-
პედმა მოუტანა, მაინცდამაინც არ ხიბლავდა. პერეირი აგერ უკვე სამი
ათეული წელია, მთელ მსოფლიოში თავისი ნაშრომების თესლს ავრცე-
ლებდა, შეადგინა არაერთი ახალი სახელმძღვანელოც, ბევრად უფრო
მნიშვნელოვანი, სასარგებლო და მასშტაბური. მთელი თავისი კარიე-
რის განმავლობაში არ დარჩენილა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სფე-
რო, რომელსაც არ შეხებია... გაერკვა ყველაზე ქედმაღალ, პრეტენზიულ
და რთულ თეორიებში, ფიზიკოსებისა და ქიმიკოსების ყველაზე ველურ,
ფანტასმაგორიულ კონცეფციებში. სცადა, სულ ახლახან დაბადებულ
რადიოპოლარულობაში გარკვევაც... ეზიარა ფოტოხელოვნებასაც...
მოკლედ, შეუმჩნეველი არაფერი დარჩენია, ყველაფერზე დაწერა. ამას-
თან ერთად, ძლიერი იმედგაცრუება, დათრგუნულობა და უსიამოვნო
გაკვირვებაც ეუფლებოდა, როცა ხედავდა, როგორ ადიდებდნენ, ცამდე
აჰყავდათ, აღმერთებდნენ და დიდების შარავანდედით მოსავდნენ, რო-
ცა საქმე საჰაერო კამერას ან „ორმაგი კბილანას“ ხრიკებსა და დახვეწი-
ლობებს ეხებოდა... დავიწყოთ იმით, თუ რა შიში იპყრობდა ველოსიპე-
დის წინაშე... ის საგანგებოდ არასდროს შეუსწავლია და მასზე არც არას-
დროს მჯდარა... მექანიკასთან კიდევ უფრო მწყრალად იყო... უმარტი-
ვეს საბურავს ან ჯაჭვსაც კი ვერ დაგიშლიდათ... საკუთარი ხელებით ვე-
რაფერს გაგიკეთებდათ, თითქოს სულ სხვა ადგილას ამოუვიდა და არა
იქ, სადაც საჭიროაო ... ღერძისა და ტრაპეციის ასე თუ ისე გამოყენებას
კი ახერხებდა... სხვა მხრივ, ისეთივე მოუხერხებელი იყო, როგორც ღო-
რების ჯოგი... ლურსმნის ჩარჭობისას ერთ-ორ ფრჩხილს მაინც გაიჭეჭ-
ყავდა, ცერას კი საერთოდ ფაფად აქცევდა. მოკლედ, ჩაქუჩის ხელში
აღება და სისხლისღვრის დაწყება ერთი იყო... არაფერს ვამბობ მარწუ-
ხებზე, კედელს გვარიან ნაჭერს მოაგლეჯდა ალბათ... ჭერს ნაკუწებად
აქცევდა... ოთახსაც... ირგვლივ მთელი არაფერი დარჩებოდა... ერთი
გრამი მოთმინება არ ჰქონდა... მისი გონება წარმოუდგენლად სწრაფად
მუშაობდა... შორს მიჰქროდა... ძალიან ინტენსიური და ღრმა იყო... რო-

450
გორც კი მატერია წინააღმდეგობას გაუწევდა, კრუნჩხვები ეწყებოდა...
ეპილეფსიას იმართებდა... ყველაფერს ნაცარტუტად აქცევდა... მარ-
ტოოდენ თეორიაში თუ ახერხებდა პრობლემების მოგვარებას... პრაქ-
ტიკაში მოხერხებულად მხოლოდ ჰანტელებით მანიპულირება შეეძლო
და ისიც უკანა ოთახში... ჰო, კიდევ კვირაობით შეეძლო გონდოლაზე
აბობღება და ბრძანების გაცემა – „გადაყარეთ ყველაფერი!“ „მოხსენით
ბაგირი!“ და ბოლოს „ჩაჩუტულ ბოლქვად“ დაშვება... თუ რამის შე-
კეთებას საკუთარი ხელებით იწყებდა, აუცილებლად სრული კატას-
ტროფით დაამთავრებდა... აიღებდა თუ არა რომელიმე საგანს, შანსი
არ იყო, წამში ხელიდან არ გავარდნოდა ან თვალში არ გაეთხარა. შეუძ-
ლებელია, ადამიანი ყველაფერში სრულყოფილი იყოს!.. და ეს თითოე-
ულმა კარგად უნდა შეიგნოს. მის ურიცხვ ნაწარმოებებს შორის იყო ერ-
თი, რომელიც განსაკუთრებით ეამაყებოდა... მისი ყველაზე სუსტი სი-
მი... მისი ერთი მსუბუქი ხსენებაც, ოდნავ შეხსენებაც საკმარისი იყო, ავ-
ტორს თრთოლა და ცახცახი დასწყებოდა... თუ საუბრებში ნაშრომს ხში-
რად დაუბრუნდებოდით, უდავოდ კურტიალის კეთილგანწყობას დაიმ-
სახურებდით. კვლევები სინთეზის სფეროში მართლაც რომ მის მთავარ
მიღწევად, თავბრუდამხვევ წარმატებად მიიჩნეოდა... „ოგიუსტ კონტის
თხზულებათა სრული კრებული, აკროსტიქის ოცდაორსტროფიანი პო-
ზიტიური ლოცვანის ფორმატამდე დაყვანილი“.
ამ უჩვეულო ნაწარმოების წყალობით მთელ ამერიკაში... უფრო კონ-
კრეტულად თუ გნებავთ, მთელ ლათინურ სამყაროში გაუვარდა სახე-
ლი... როგორც ბუმბერაზ ნოვატორს... ურუგვაის აკადემიამ რამდენიმე
თვის შემდეგ პლენარულ სხდომაზე „Bolversatore Savantissima“-ს წოდე-
ბა მიანიჭა და იქვე „მარადი წევრის“ სტატუსიც დაუმტკიცა... ამას გარდა,
მონტევიდეომ ამ მოვლენებიდან ერთი თვის თავზე ის „Citadinis Etematis
Amicissimus“-ად გამოაცხადა. კურტიალი იმედოვნებდა, რომ ჩინ-მედ-
ლები და ეს ხმაურიანი ტრიუმფი მას სხვაგვარ დიდებას მოუტანდა... ში-
ნაარსობრივად მნიშვნელოვნად განსხვავებულსა და ამაღლებულს, უფ-
რო ფართომასშტაბიან მოღვაწეობას წამოაწყებინებდა... ღია ზღვაში
გაიჭრებოდა, როგორც მეზღვაურები იტყვიან... მაგალითად, შეძლებდა
ღრმა ფილოსოფიურ მიმდინარეობას ჩასდგომოდა სათავეში. „სუფთა

451
გონების მეგობრები“... მაგრამ ჩემი ფეხები!.. პირველად ცხოვრებაში
შეცდა!.. ვერ გააკეთა სწორი გათვლები. ოგიუსტ კონტის დიდი სახელი
კი გაემგზავრა ანტიპოდებთან, მაგრამ უკანა გზობაზე ოკეანეში ჩაიძი-
რა! ის სამუდამოდ დარჩა ლა პლატაზე... იქ პოვა სამუდამო სასუფევე-
ლი... ვეღარ დაუბრუნდა მშობლიურ კერას... მოკლედ, დარჩათ ამერიკე-
ლებს და მიუხედავად ყველაფრისა, მან რამდენიმე თვის განმავლობაში
იხტიბარი მაინც არ გაიტეხა... შეუძლებელს წაეპოტინა... „ჟენიტრონში“
ადგილი არ დაიშურა, ჯღაბნა და ჯღაბნა, ეცადა, თავისი „ლოცვანის-
თვის“ მიმზიდველი ფრანგული გემო და პეწი შეეძინა, რებუსად აქცია,
პერანგივით ამოატრიალა... პირფერობის წვრილი მარცვლები მოაფ-
რქვია... კორნელისთვის ნიშნეული მეამბოხის სული შთაბერა... სულ
ტყუილად გაირჯა! ყველაფერი წყალში ჩაეყარა!
ოგიუსტ კონტის ბიუსტიც კი, თავიდან ყველაზე გამოსაჩენ ადგილას
რომ იყო გამოჭიმული, კლიენტებს აღარ მოსწონდათ. ამიტომაც აიღეს
და მოაშორეს იქაურობას. არა, ნამდვილად აერია ყველაფერი. ხელმომ-
წერები ცხვირს იბზუებდნენ. ფლამარიონის პოპულარობა ეჭვის ქვეშ არ
დაუყენებიათ, სამაგიეროდ სძაგდათ ოგიუსტი, არაფრად აგდებდნენ...
მის გამო ვიტრინისკენ გახედვაც კი ეზიზღებოდათ. სიტყვას არ ვამატებ!
ნამდვილად ასე იყო!
დროდადრო, საღამო ჟამს, როცა სევდა მოეჯარებოდა, კურტიალი
დამზაფვრელ ფრაზებს წარმოთქვამდა...
„ერთხელაც, ფერდინანდ, ავდგები და გავეცლები აქაურობას... წა-
ვალ ჯანდაბაში, აი, ნახავ! ძალიან შორს... სულ მარტო... საკუთარი სახ-
სრებით! აი, ნახავ!..“
შემდეგ გაირინდებოდა... მეოცნებეს ემსგავსებოდა... არც მე ვიღებ-
დი ხმას, არ მინდოდა, მისი აზროვნების ნაკადი გამეწყვიტა. ამგვარი
განწყობა ხანდახან უბრუნდებოდა... რაც ჩემში ცხოველ ინტერსს აღ-
ძრავდა...
***
სანამ დე პერეირს ეახლებოდა, ბიძაჩემმა ედუარდმა ჩემ მოსაწყო-
ბად, შეუძლებელი სცადა. ცა და დედამიწა შეარყია, როგორც იტყვიან...
არაფერს შეუშინდა... თუკი ვინმეს იცნობდა, ყველა გამოიყენა... ყველ-

452
გან, სადაც უნდა შესულიყო, ჩემი სახელი ეკერა პირზე... ჰყვებოდა ტყუ-
ილ-მართალს... ცამდე ავყავდი... მცდელობამ სასურველი შედეგი მაინც
ვერ მოუტანა... მართალია, თავისთან გულღიად მიმიღო... შემიკედლა...
მასვა და მაჭამა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ის სულაც არ ყოფილა მდი-
დარი... ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა... ჩემი მხრიდან ძარცვას
წერტილი უნდა დასმოდა... მართალია, არ ვაღიზიანებდი, მაგრამ საც-
ხოვრებელში ვეცილებოდი... პატარა იყო ძალიან ედუარდის სახლი...
სულ ტყუილად ვიკატუნებდი თავს, ვითომ მეძინა, როცა შინ ქალი მოჰ-
ყავდა... ფეხაკრეფით... ჩუმად... უხმაუროდ... ცხადია, ამ პატიოსან ადა-
მიანს ვაწუხებდი.

453
11
დავიწყოთ იქიდან, რომ ბუნებით უკიდურესად მოკრძალებული
იყო... ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ძალიან
მორცხვი... ასე მოხდა კურტიალთანაც... მიუხედავად აგერ უკვე რამდე-
ნიმეთვიანი ურთიერთობისა, მასთან თავს ლაღად და თამამად მაინც
ვერ გრძნობდა... ეთაყვანებოდა მას, მაგრამ თხოვნით, რომც მოგეკ-
ლათ, ვერაფერს სთხოვდა... უბრალოდ ვერ შეებედა... ჩემი ამბის მოყო-
ლაც უსაშველოდ გაუჯანჯლდა... არადა, ერთი სული ჰქონდა, სანამ ხურ-
ჯინს თავს მოხსნიდა და ყველაფერს დაფქვავდა... თავს პასუხისმგებ-
ლად გრძნობდა იმაში, მე რომ ასე უსაქმოდ, გულხელდაკრეფილი ვიჯე-
ქი...
ერთ დღესაც, როგორც იქნა, მხნეობა მოიკრიბა და გაბედა... ხან აქე-
დან მოუარა, ხან იქიდან... სათქმელი პირდაპირ პირში ვერ მიახალა...
ისე, ვითომ სასხვათაშორისოდ, ხუმრობით ჰკითხა, გამომგონებელთა
ბიუროში ან აეროსადგურში შიგადაშიგ ახალბედა დამწყები მდივანი
ხომ არ გჭირდებაო? ბიძია ედუარდი ჩემს გონებრივ შესაძლებლობებში
არასდროს შემცდარა. მშვენივრად იცოდა, რა ჭკუის კოლოფიც ვიყავი!
თავიდანვე მოტვინა, რომ მჯდომარე სამუშაო ჩემთვის ზედგამოჭრილი
ვერ იქნებოდა... ის ყველაფერს რეალურად აფასებდა... ერთადერთი
ადგილი, სადაც თავს არხეინად ვიგრძნობდი, მისი ვარაუდით, ქუჩა უნ-
და ყოფილიყო, რაც თავისთავად გარკვეულ გამოცდილებას, ეშმაკობას,
ცბიერებას, რთული და მოულოდნელი სიტუაციებიდან გამოძრომის
უნარს გულისხმობდა. წესით, პრობლემებით გაძეძგილ, ვთქვათ პირდა-
პირ, გვარიანად „დაქნეულ“ კურტიალთან შეკედლების მეტი შანსი უნდა
მქონოდა. აი, როგორ აზროვნებდა ძია ედუარდი!
კურტიალი თმასა და ულვაშს აბანოზისფრად იღებავდა, წვერს კი
თეთრად ტოვებდა... შეავლებდი თუ არა მზერას, უთუოდ კატა გაგახსენ-
დებოდა... წარბები ცოცხივით... სქელი, სქელი... აგრესიული... გამოკვე-
თილად ეშმაკეული... განსაკუთრებით მარცხენა... ღრმად ფოსოებში
ჩამჯდარი პატარა ეშმაკური თვალები უციმციმებდა. დროდადრო ეს ღი-
ლაკები უჩერდებოდა, როცა მორიგ ცბიერებაზე ფიქრობდა. სიცილისას
454
მუცელი უთახთახებდა, ხელებს თეძოებზე იცემდა, შემდეგ წამიერად
გაირინდებოდა... მორიგი გაიძვერობით აღფრთოვანებული ტკბებო-
და...
კურტიალ დე პერეირი მეორე ადამიანი გახლდათ საფრანგეთში,
რომელმაც სარბოლო მანქანის ტარების უფლება მოიპოვა. მისი ოქრო-
თი მოვარაყებულ ჩარჩოში ჩასმული დიპლომი და მონსტრის საჭესთან
მჯდომი ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო ჩვენთან, საწერი მაგიდის ზე-
მოთ ეკიდა. მისი ეს გატაცება ტრაგიკულად დასრულდა. ამის შესახებ
ჩემთვის არაერთგზის მოუყოლია. „სიმართლე თუ გინდა იცოდე, ძა-
ლიანაც გამიმართლა, – თვლიდა ის, – ყური მიგდე! ბუა ლე დიუკში ჩა-
ვედით... საწვავი შესანიშნავი, კაცი უკეთესს ვერც ინატრებდა... არავი-
თარი სურვილი არ მქონდა, სიჩქარე დამეგდო... სწორედ ამ მომენტში
თვალი მოვკარი ჩემს მასწავლებელს... რომელიც მიწაყრილზე სულ ზე-
მოთ აბობღებულიყო... ხელს მიქნევდა... ყველა ჩემი ნაშრომი გადა-
ბულბულებული ჰქონდა... ქოლგა მოემარჯვებინა და
ენერგიულად აქეთ-იქით იქნევდა... არ მინდოდა უყურადღებობა გა-
მომეჩინა... სკოლასთან დავამუხრუჭე... ალყა შემომარტყეს... ქათინაუ-
რებით ამავსეს... ვისარგებლე შემთხვევით და წყურვილი მოვიკალი...
ისე, შარტრემდე გაჩერება გულში არც გამივლია, არადა, იქამდე ჯერ კი-
დევ თვრამეტი კილომეტრი უნდა დამეფარა... უკანასკნელი საკონტრო-
ლო პუნქტიც იქ მდებარეობდა... დავპატიჟე გოგონა... „მადმუაზელ,
მობრძანდით... ჩემ გვერდით დაბრძანდით! მოდით! მოხერხებულად
მოკალათდით!“ წამიერად შეყოყმანდა ეს საყვარელი არსება, ცოტაც გა-
იპრანჭა... არ შევეშვი... ისიც გატყდა... და მარჯვნივ დამისკუპდა... დავი-
ძარით... დილიდანვე ყოველ საკონტროლო პუნქტზე, განსაკუთრებით
ბრეტანში, მხოლოდ სიდრით გვიმასპინძლდებოდნენ... მანქანა ძლიერ
ირხეოდა... შესანიშნავად მოძრაობდა... შენელება ვერ გადამეწყვიტა...
არადა, ვეღარ ვითმენდი... შარდის ბუშტი ლამის გამსკდომოდა... ბო-
ლოს მაინც დავთმე... და დავამუხრუჭე... სიჩქარეს ვუკელი... საბოლოოდ
გავჩერდი, საჭე ლამაზ ქალს შევატოვე და ბუჩქებისკენ გავუტიე... შორი-
დან შევძახე: „დამელოდეთ, წამში დავბრუნდები!“ ის-ის იყო ჩავხსენი
ელვა, რომ უეცრად ვიგრძენი, რომ რაღაცამ მომცელა. თქვენ წარმოგიდ-

455
გენიათ?.. ჰაერში ამიტაცა... ქარბუქმა სადღაც, ძალიან შორს გადამის-
როლა...
ლერწამივით გამიყოლა... ბუმ! ბუმ! საოცრება! გაუგონარი აფეთქე-
ბა! ბალახი, ხეები... ყველაფერი ირგვლივ აღიგავა პირისაგან მიწისა და
ჰაერში ტრიალებდა... ყველაფერს ცეცხლი მოეკიდა... ჰაერსაც კი... კრა-
ტერის სიღრმეში ამოვყავი თავი... თითქმის უგონომ... სხეულზე მოვი-
თათუნე... ძალები მოვიკრიბე... ხოხვა-ხოხვით გზამდე მივაღწიე... ყვე-
ლაფერი გამქრალიყო! მანქანა? სიცარიელე, მეგობრებო! სიცარიელე!
მანქანაც აღარ იყო! გაუჩინარდა! აორთქლდა! მეხმა ნაკუწებად აქცია!
საბურავები, შასი... მუხა! ფისიანი ფიჭვი! დამწვარი იყო... მთელი ჩონ-
ჩხი... ეს ძნელი დასაჯერებელია!.. ვიხოხიალე... ბელტიდან ბელტამ-
დე... ვიბოდიალე გორაკიდან გორაკამდე... მიწაც ვთხარე! ყველგან ვა-
ფათურე ხელები... ხან აქ, ხან იქ, რამდენიმე ნამსხვრევს გავკარი ფეხი...
ტოტებს... მარაოს ნაგლეჯს! ქამრის ბალთას! რეზერვუარის საცობს!
თმის სარჭებს! სულ ეს იყო! ჰო, კიდევ ერთი კბილი, რომლის კუთვნილე-
ბა დღემდე გამოცანად დამრჩა! ოფიციალური ძიება უშედეგო აღმოჩ-
ნდა... ჭეშმარიტებას ნათელი ვერ მოეფინა. ისე, ამის იმედი არც არავის
ჰქონდა!.. ასეც იყო მოსალოდნელი... გრანდიოზული აალების მიზეზე-
ბი საიდუმლოდ დარჩა... ორი კვირის შემდეგ ამ ადგილიდან ხუთასი
მეტრის დაშორებით, გუბურაში, ხანგრძლივი ძებნის შედეგად ვირთხე-
ბის მერ ნახევრად გამოხრული გოგონას ფეხი იპოვეს.
ჩემი მხრიდან დეტალებში ქექვისგან თავს შევიკავებ, აალებისა და
საბოლოო ჯამში აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე არსებული მრავალ-
რიცხოვანი ჰიპოთეზებიდან, სერიოზულად მხოლოდ ერთის აღქმა შე-
მეძლო... დაგრძელებული მცველებიდან ერთ-ერთის ოდნავ შესამჩნევი
გადაადგილება... წამიერი დაფიქრებაც საკმარისი იყო, ადამიანი ყვე-
ლაფერს რომ მიმხვდარიყო მას შემდეგ, რაც ტყვის სურინჯით 20 გადა-
ღებილმა ამ პატარა წკირმა ნჯღრევისა და ბიძგებისგან ყანყალი იწყო,
წამიც კი არ იყო გასული, ყველაზე ბევრი, წამის მეათედი!.. ეს საწვავის
მიმწოდებელი მილის გვერდით ხდებოდა... წამში ყველაფერი ჰაერში

20
ერთწლოვანი ცისფერყვავილიანი მცენარე.
456
აიჭრა! არაჩვეულებრივი მელინიტი კი გამოვიდა! ცოცხალი ნაღმი!
ხვდები, ალბათ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რა დონეზე იყო მთლიანი
სისტემის უსაფრთხოება! კატასტროფიდან რამდენიმე წლის შემდეგ
ისევ მოვინახულე ის ადგილი... დღემდე დამწვრის სუნით ყარს იქაურო-
ბა... აქვე
მინდა დავამატო, რომ საავტომობილო მრეწველობის განვითარება-
ში ეს კრიტიკული მომენტი არაერთი მსგავსი, ფანტასტიკური აფეთქე-
ბით აღინიშნა. სიმძლავრით არც ერთი ჩამოუვარდებოდა ჩემ მიერ გა-
დატანილს. მტვრად გარდაქმნა! სრული, მიმოფანტვა! აფეთქებით გა-
მოწვეული გიგანტური დამანგრეველი ტალღები! მათ მხოლოდ თხევა-
დი აირის მოულოდნელ აალებას თუ შევადარებ... და იმასაც გაჭირვე-
ბით. ამასთან დაკავშირებით მე ჩემი მოსაზრება მაქვს, რომლის გახმო-
ვანებისგან თავს შევიკავებ... სინამდვილეში, ეს ყველაფერი ერთობ ბა-
ნალურია. ყველაფერს შეიძლება ახსნა-განმარტება მოეძებნოს... თავი-
დან ბოლომდე! ეჭვები გამორიცხულია! გამოცანები არ არსებობს! სა-
იდუმლო თვით ჩემი ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებში უნდა ვეძიოთ!
მაგრამ აქვს კი დღეს ამის დადგენას რამენაირი მნიშვნელობა? დამცა-
ვებს უკვე აღარ იყენებენ! თან დიდი ხანია! და მადლობა ღმერთს! ჩვენ
წინ სხვა, ათასჯერ უფრო აქტუალური პრობლემები დგას. რა შორსაა ახ-
ლა ეს ყველაფერი ჩვენგან, მეგობარო! ვინ იყენებს დღეს ტყვიის სუ-
რინჯს! არ გადამრიო!..
კურტიალისთვის, ჩემგან განსხვავებით, ცელულოიდის საყელო გარ-
დერობის განუყოფელი ატრიბუტი არასდროს ყოფილა... თავისი მეთო-
დი ჰქონდა. ქსოვილისგან შეკერილი ეს ტყუილი საყელოები უცვეთი და
მარადიული გაეხადა. მისას არც წყალი ეკარებოდა და არც ჭუჭყი (შეიძ-
ლება ითქვას, მისი წყალ და ჭუჭყგაუმტარი იყო. რაღაც ლაქის მსგავსს
ორ-სამფად ადებდა ზემოდან... დაახლოებით ექვსი თვე უძლებდა...
ჭუჭყიანი თითებისგანაც იცავდა, მტვრისაგანაც და ოფლიანობისგა-
ნაც... სინამდვილეში, ეს იყო სუფთა ცელულოზის მინარევისგან დამზა-
დებული ძალიან ლამაზი საპოხი. ყალბი საყელოს გაცვეთას ორი წელი
მაინც მოუნდებოდა... იმდენად იყო კოპწიაობით შეპყრობილი, რომ მას
თვეში ერთხელ მაინც ღებავდა!.. რაც ამ ატრიბუტს მარგალიტისა და

457
ძველთაძველი სპილოს ძვლის ელვარებას სძენდა. მე ვიტყოდი, აღმო-
სავლურ ზღაპრულ იერსაც კი... სრული დაბოლება! სტატიაში მითითე-
ბულის საწინააღმდეგოდ, გაპოხილ სახელურზე დიდი ლაქები რჩებო-
და, რომელიც ერთმანეთს ფენებად ედებოდა! ეს იყო ნამდვილი ბერტი-
ონი... მეტრს რაღაც დაუმუშავებელი დარჩა... სადღაც აშკარად გაეპარა
შეცდომა... დროდადრო ამას თვითონაც აღიარებდა. ამ საოცრებისთვის
სახელწოდება ჯერ კიდევ ვერ გამოეგონათ. „მე თვითონ მოვიფიქრებ
რამეს, როცა ამის აუცილებლობა დადგება“, – დაიტოვა თავისთვის უფ-
ლება.
კურტიალ დე პერეირი მეტისმეტი სიმაღლით თავს ვერ მოიწონებ-
და... ერთი გოჯიც კი არ უნდა დაეკარგა. ამიტომ ძალიან მაღალ ქუსლებ-
ზე იყო ამხედრებული... სხვათა შორის, იმხანად კარგი ფეხსაცმლის შე-
ძენა თითქმის შეუძლებელი იყო... ჩალისფერ წინაპირიანს თუ იშოვიდი
სადაფის ღილაკებით... ჩემსავით მასაც ერთი უბედურება სჭირდა... სა-
შინლად უოფლიანდებოდა ფეხები... ისე უყარდა, მკვდარს გააცოც-
ხლებდა. განსაკუთრებით შაბათობით... კვირა ჰიგიენის, ანუ თავის მოვ-
ლა-მოწესრიგების დღედ ჰქონდა გამოცხადებული, მე საქმის კურსში ვი-
ყავი. კვირის განმავლობაში თავისთვის წუთსაც ვერ იმეტებდა... ესეც ვი-
ცოდი... მისი ცოლი არასდროს მინახავს, თუმცა თავიანთ ჩვევებსა და
მიდრეკილებებზე ხშირად მიყვებოდა. მონტრტუში ცხოვრობდნენ...
რაც შეეხება ფეხებს, ეს არ იყო მხოლოდ მისი პრობლემა... ეს იყო ეპო-
ქის უბედურება... როცა გამომგონებლები გვესტუმრებოდნენ ხოლმე,
მუდამ ხვითქი გადასდიოდათ, რადგან თითქმის ყოველთვის შორი გზი-
დან მოდიოდნენ... შეუძლებელი იყო, მათთვის ბოლომდე
მოგესმინა... მაშინაც კი, როცა პალეს დიდ ბაღში გამავალი კარი ღია
იყო... სუნთქვა შეუძლებელი ხდებოდა... საკუთარი ფეხებისადმი ზიზღი
გამომიმუშავდა...
საშინელი უწესრიგობით, ქაოსითა და გაურკვევლობით თუ ვიმსჯე-
ლებ, „ჟენიტრონზე“ უარესს კაცი ვერც წარმოიდგენდა... მაღაზიის
ზღურბლიდან პირველი სართულის ჭერამდე, ყველა საფეხურსა და გა-
მოშვერილზე, ავეჯზე, სკამებზე, კარადებსა და მათ ქვემოთაც, ერთი
სიტყვით, ყველგან ქაღალდები, ბროშურები, კურტიალის გაუსაღებე-

458
ლი, გარეკანშემოფხრეწილი, აბურდული ნაწარმოებების გორაკები და
პირამიდები იყო აღმართული... ამ გულისამრევ ბორცვებში ერთმანეთ-
ში არეულიყო ლექსიკონები, სამეცნიერო ტრაქტატები, რუკები, ოლეოგ-
რაფიული 21 მემუარები... ამ ლაბირინთში ხელის ცეცებითა და დიდი
სიფრთხილით თუ გაივლიდით... ფეხის ოდნავი აცდენა და მთელი ეს
ნაგავი, მოყანყალე კლდეები თავზე ჩამოგექცეოდათ. ნამდვილი ჩან-
ჩქერი! ნახაზები და გეგმები ფეთქდებოდა! ათი ათასი კილოგრამი ნაჯ-
ღაბნი სიფათს გადაგისწორებდათ! ერთ ზვავს მეორე მოჰყვებოდა, ჩამ-
ყაყებული ხარახურისგან მტვრის სვეტები წარმოიქმნებოდა... ვულკანი,
საიდანაც სიბინძურისა და უწმინდურობის ლავა იფრქვეოდა, და ყველა-
ფერს წალეკვით ემუქრებოდა...
ამგვარი ატმოსფეროთი კურტიალი სულაც არ წუხდებოდა... მას
დამთრგუნველად და შიშისმომგვრელ საშინელებად სულაც არ აღიქ-
ვამდა და არც არანაირი სურვილი ჰქონდა, საგანთა განლაგება ან დაწე-
სებულების მუშაობისა და მართვის მეთოდი ოდნავ მაინც შეეცვალა.
სრულიადაც არა! თავბრუდამხვევ ქაოსში შესანიშნავად გრძნობდა
თავს... მისთვის საჭირო წიგნს თვალის დახამხამებაში პოულობდა... გა-
იხედავდა, გამოიხედავდა და ხელის სწრაფი მოძრაობით მას საიდან-
ღაც დაგიძრობდათ... ნებისმიერი ბორცვიდან... გადააწყობდა, გადმო-
აწყობდა და სასურველ ნაშრომს ქვესკნელში ზუსტად აგნებდა. ყოველ
ჯერზე ამ ძიებას სასწაულად აღვიქვამდი... იშვიათად თუ შეცდებოდა...
იმდენად ჰქონდა განვითარებული უწესრიგობის შეგრძნება... ყველა
იცოდებდა, ვისაც ეს არ გააჩნდა. მისი ღრმა რწმენით, წესრიგი მხოლოდ
აზრებში იყო აუცილებელი. მატერიაში კი არამც და არამც! შიგადაშიგ,
როცა ღმერთი გამიწყრებოდა და უმნიშვნელო შენიშვნას შევბედავდი,
როგორ გინდათ ამ წარმოუდგენელ ქაოსსა და არეულ-დარეულობაში
რამეს მივაგნო-მეთქი, წყობიდან გამოდიოდა, დასაბმელი ხდებოდა და
უკანასკნელი სიტყვებით მთათხავდა. ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძ-
ლევდა... მისი პოზიცია მტკიცე და შეურყეველი იყო და ვერაფერს გააწ-
ყობდი... „რასაკვირველია, ფერდინანდ, აზრადაც არ მომსვლია თქვენ-

21
ზეთით შესრულებული ნახატების რეპროდუქციები.
459
თვის შეუძლებელი მეთხოვა! თქვენ არასდროს გქონიათ ჭეშმარიტი ინ-
სტინქტი, არასდროს შეუწუხებიხართ ცნობისმოყვარეობას, სურვილს,
ცნობისწადილს, რამეს ჩასწვდომოდით... გაგერკვიათ... აქ, სხვაგან კი
არა! არა აქვს მნიშვნელობა, სხვები რას ამბობენ! აქ წიგნების ნაკლებო-
ბას, იმედია, არ უჩივით! ჩემო საწყალო მეგობარო, არასდროს დაინტე-
რესებულხართ, როგორ გამოიყურება ტვინი? აპარატი, რომელიც გაიძუ-
ლებთ, იფიქროთ? ჰა? რა თქმა უნდა, ამაზე წამითაც არ დაფიქრებულ-
ხართ! ბევრად გირჩევნიათ, ახალგაზრდა გოგონებს უცქიროთ! გამო-
დის, არ იცით, ჩემო უიღბლო მეგობარო, რომ ყოველგვარი ზედმეტი ძა-
ლისხმევის გარეშე შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ უწესრიგობა თვით
თქვენი არსებობის უმშვენიერესი არსია! თქვენი ფიზიკური და მეტაფი-
ზიკური არსების! ეს თქვენი სულია, ფერდინანდ! მილიონობით ნაკეცი...
მილიონობით ღუნი და ხვეული... ნაცრისფერი, უცნაურად
მორთულ-მოწყობილი მყვინთავი, მცოცავი, მოსრიალე, ორჭოფი,
მიკიბულ-მოკიბული სიღრმეები... უსაზღვრონი... ეს არის ჰარმონია,
ფერდინანდ! ბუნების ნება! შეუმჩნეველსა და გაურკვეველში გადაკარ-
გვა! სხვა არაფერი!.. დაამყარეთ წესრიგი თქვენს უბადრუკ აზრებში,
ფერდინანდ! აქედან დაიწყეთ! და არა დაღვრაჭნილი, ჭმუჭნია, ანგარი-
შიანი, ანგარებიანი, ნეგატიური და უხეში ჩანაცვლებებით! დაიწყეთ არ-
საიდან, მინდოდა მეთქვა! აი, მაშინ ეძგერებით პირდაპირ ტვინს! ეცდე-
ბით, მის გასწორებას, დასახიჩრებას, რამდენიმე სულელური წესისადმი
დაქვემდებარებას... დანით გეომეტრიულ ფიგურებად აქნით და შემდეგ
თქვენი მონუმენტური სიბეცის წესებით ააწყობთ?.. ნაჭრებად აქცევთ?..
და სტუმრებს მიართმევთ როგორც ხელმწიფის გალეტს? ცერცვით შუ-
აში? ჰა, მიპასუხეთ! მე თქვენ შეკითხვა დაგისვით! გულწრფელად... ყო-
ველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე!.. ეს მართებული იქნებოდა? ესთე-
ტიკური?.. თქვენ, დარწმუნებული ვარ, შეცდომა გთრგუნავთ. შეცდომა
სტანჯავს სულს! თქვენც იგივე გმართებთ, რაც ბევრ სხვას. არარასკენ
უსულგულო ლტოლვა! სწრაფვა ინსტინქტური წესრიგისკენ!.. იაფფასი-
ანი, პოპულარული აზრებისკენ! დრო გადის, შენ სულს კი არაფერი მი-
ეცხო! ვშიშობ, სამუდამოდ შენი გონების ნაგვის ყუთში ჩარჩები! მით უა-
რესი შენთვის! შენ დეგენერატი ხარ, ფერდინანდ! რეგვენი! ბეცი! უტვი-

460
ნო! ცალტვინა! კრეტინი! შენ ბღალავ ჩემს წესრიგს შენი გარყვნილი და
მანკიერი აზრებით! სამყარო სიხარულს მხოლოდ ჰარმონიაში პოვებს,
ფერდინანდ! ეს ერთადერთი თავისუფლებაა, ერთადერთი შვება! ერ-
თადერთი ჭეშმარიტება!.. ჰარმონია! იპოვე ჰარმონია! ფერდინანდ! ეს
კანტორა სრული ჰარმონიითაა მოცული! გესმის ჩემი, ფერდინანდ? რო-
გორც ტვინი, სხვა კი არაფერი... სრულ წესრიგშია. შეისმინე ჩემი სიტყვე-
ბი. დააკვირდი! იპოვე ჰარმონია და არასდროს დარჩები მარტო! თქვენ
მიაგნებთ იმას, რასაც ასე დიდი ხანია ეძებთ მსოფლიო გზებზე! იპოვი
არა მარტო ჰარმონიას, არამედ ბევრ სხვა რამესაც! დიახ, ასე მოხდება!
„ჟენიტრონი“ – ეს ტვინია! ეს საკმარისად გასაგებია? განა ეს არ არის ის,
რაც გინდოდა? შენ და შენნაირებს?.. უჯრედების უაზრო გროვა! ბროშუ-
რების ბარიკადა! უზარმაზარი მომაკვდინებელი საწარმო! ჩარტისტე-
ბის ნეკროპოლი! დიახ! ამაზე არასდროს გიფიქრიათ? აქ ყველაფერი
მოძრაობს! ყველაფერი ფუთფუთებს! ყველაფერი ხმაურობს! შენ წუწუ-
ნებ, უკმაყოფილო ხარ! ოდნავ მაინც შეეხეთ ამას! სულ ცოტათი! გარის-
კეთ! მხოლოდ ცერა თითით! წამში ყველაფერი დაიწყებს მღელვარე-
ბას! დაიწყება ამბოხი! თრთოლა! ყველაფერი გაიფურჩქნება! იყვავი-
ლებს, გალამაზდება, გაიბრწყინებს. მე არ ვძალადობ ცხოვრებაზე. არა-
ფერს ვანგრევ! ცხოვრებას ვიღებ ისეთს, როგორიც არის. ძალადობა,
ფერდინანდ? არასდროს! ცხოვრების არსი მძღნერში ქექვის კონცეფცი-
ამდე დავიყვანო? ფუუ! ყველაფერი ყანყალებს? ინგრევა? ეჰ! მით უკე-
თესი! მე არ მსურს ისევ ვარსკვლავები ვითვალო! 1! 2! 3! 4! 5! არ მიმაჩ-
ნია, რომ ყველაფრის უფლება მაქვს! უფლება შევავიწროვო! უფლება
შევასწორო! დავამახინჯო! გავსხლა და გავრანდო! გადავაკეთო! რა
მითხარი? საიდან მომივიდა ეს აზრი? მარადისობიდან? საგანთა ბუნე-
ბიდან? ეს არაბუნებრივია, ჩემო ბიჭუნავ! ბუნება აქ არაფერ შუაშია! ეს
არ არის ბუნებრივი! ეს მხოლოდ საძაგელი და უნამუსო ხრიკებია! მე
სამყაროსთან სრულ ჰარმონიაში ვარ! არც კი ვეხები მას! ხელუხლე-
ბელს ვტოვებ! არც მის გაკეთილშობილებას ვრყვნი! არა! სამყარო თა-
ვისთვისაა! მე მას ვუგებ! მასაც ესმის ჩემი! ის ჩემია, როცა მოვისურვებ!
როცა არ მჭირდება, ვუშვებ! აი, ასე ხდება ყველაფერი!.. ეს კოსმოგონიის

461
საკითხია! მე კი არ ვამყარებ წესრიგს! შენში არ არის ჭეშმარიტი წესრი-
გი! უფ! უფ!“
ის საბოლოოდ გამოდიოდა წყობიდან, თითქოს მტყუანი იყო...

462
12
კურტიალის ნაწარმოებები არაერთ ქვეყანაში ითარგმნა, აფრიკაშიც
კი იყიდებოდა... მისი ერთ-ერთი კორესპონდენტი შავკანიანი იყო. სა-
სულთნოს მართავდა ზემო უბანგ-შარი-ჩადიში. ყველა ჯურის ამწევი
მოწყობილობით იყო გატაცებული. ეს იყო მისი ოცნება, მისი მანია!..
მთელი შესატყვისი დოკუმენტაცია გადაეგზავნა... სინამდვილეში ისინი
ცხოვრებაში არ ენახა. კურტიალმა 1893 წელს გამოაქვეყნა სერიოზული
კვლევა „ვერტიკალურ წევაზე“. შეისწავლა დეტალები, ეზიარა ჰიდრავ-
ლიკური და ბალისტიკური „ელექტროგენერირების“ ნიუანსებს... ერთი
სიტყვით, ეს იყო ღირებული და ყურადსაღები ნაშრომი, თუმცა მის შე-
მოქმედებაში მას მოკრძალებული და უმნიშვნელო ადგილი ეკავა. ეს ბუ-
ნებრივიცაა, რადგან მისი ცოდნა-გამოცდილება ყველა სფეროს მოიცავ-
და...
ოფიციალური პირები ხშირად უბრაზდებოდნენ... ებუტებოდნენ...
დროდადრო ბოიკოტსაც უცხადებდნენ... სინამდვილეში, ყველაზე ჩამ-
ყაყებული პედანტიც კი მის სახელმძღვანელოებს გვერდს ვერ აუქცევ-
და... ბევრი მათგანი არაერთი სკოლის სავალდებულო სასწავლო პროგ-
რამაშიც კი იყო შეტანილი. უფრო მოხერხებულს, ადვილად აღსაქმელ-
სა და გასაგებს კაცი ვერ მოიფიქრებდა. ეს იყო სწორედ ის, რაც ყველას
სჭირდებოდა. იმახსოვრებდი ადვილად, არც დავიწყება ითხოვდა დიდ
ძალისხმევას. ამბობდნენ, რომ მიახლოებითი გამოთვლების თანახმად
საფრანგეთში ოთხიდან ერთი ოჯახის წიგნების თაროზე აუცილებლად
ეწყო მისი „საოჯახო ასტრონომია“, „ეკონომიკა სიღარიბის გარეშე“ და
„იონების მიღება“... თორმეტიდან ერთი კი ფლობდა „პოეზიას ფერებ-
ში“, „ბაღს სახურავზე“ და „ქათმების მოშენებას სახლის პირობებში“...
ეს გახლდათ მხოლოდ პრაქტიკული სახელმძღვანელოები, არ მინდა,
ვიყბედო მის მიერ არაერთგზის გამოშვებული, კლასიკად ქცეული წიგ-
ნების სერიაზე: „ჯანყი ჰინდუსტანში“, „პოლარული მოგზაურობების ის-
ტორია მოპერტუიდან შარკომდე“. ყველას ვერ ჩამოვთვლი! რაოდენო-
ბა შთამბეჭდავია! მოკლედ, ზამთრის გრძელ და ცივ ღამეებში კაცს რამ-

463
დენიმე წელი საკითხავი არ მოაკლდებოდა. არაფერს ვამბობ რამდენი-
მე კილო მოთხრობაზე...
„თვითმკურნალს“, „ბალახების ნამდვილ ენას“ და „ელექტრობას
უნათუროდ“ – მის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებებს, ვერ წარმოიდ-
გენთ, რაღა არ უქნეს: იკითხეს და იკითხეს, კომენტარები დაურთეს,
თათხეს და ლანძღეს, საყოველთაო დაკვირვებებისა და კვლევის საგ-
ნად აქციეს, ძარცვაც არ ითაკილეს, განუდგნენ, ახლოს არც მიეკარნენ,
მათთან საზიარო არაფერი გვაქვსო, ფეხქვეშ გაიგდეს, გადათელეს. არა-
და, ამ კაცმა გასაგებად ძნელი და რთული მეცნიერებანი მიმზიდველ,
ბრწყინვალე, ჩამთრევ, მადის აღმძვრელ სფეროებად აქცია. კურტიალი
რომ არა, ეს ყველაფერი ფართო მასებისთვის მიუწვდომელი დარჩებო-
და, ანუ პრეტენზიულ, ჰერმეტულ და თუ გნებავთ, ბოლომდე გულ-
წრფელნი ვიყოთ, პრაქტიკაში გამოუყენებელ კვლევებად...
***
ნელ-ნელა, კურტიალის გვერდიგვერდ ხანგრძლივმა ცხოვრებამ მი-
სი ჭეშმარიტი ბუნება შემაცნებინა. ძალიან შორს იყო სრულყოფილე-
ბისგან ხშირად ისეთი უნიათო და გაუბედურებული იყო, შეგეცოდებო-
დათ... თქვენ წარმოიდგინეთ, წვრილმანიც კი, სულმდაბალიც, შური-
ანიც, მზაკვარიც და ჩუმჩუმელაც... სამართლიანობის სახელით, ბარემ
იმასაც ვიტყვი, რომ მისი მხრიდან საშინელი შეცდომა იყო საკუთარი
თავის სამუშაოთი ამდაგვარი დატვირთვა... მთელი წლის განმავლობა-
ში წრიალი, მანიაკების ნამდვილი ბანდის, „ჟენიტრონის“ ხელმომწერ-
თა მოგერიება ყოვლად მიუღებელი იყო.
მისავათებული და ღონეგამოცლილი დღეში ერთხელ მაინც რამდე-
ნიმე საათი გამოფიტული იყო... საშინელი სიცარიელის განცდა ეუფლე-
ბოდა... რასაც საზიზღრობების ნიაღვარი ჩაენაცვლებოდა ხოლმე... გა-
მუდმებით იერიშზე გადასვლა ან მისი მოგერიება უწევდა... დარტყმე-
ბის აცილება... ემოციების დათრგუნვა, რათა მომხმარებელზე კარგი
შთაბეჭდილება მოეხდინა... რომ მათ კანტორა უკან მობრუნების სურვი-
ლით დაეტოვებინათ...
თავიდან კურტიალი სულაც არ აპირებდა სამსახურში ავეყვანე. ამის
სურვილი არც გასჩენია... უამრავი რამ მოიმიზეზა... ხან თქვა, ნამეტანი

464
მაღალი და განიერიაო... და საერთოდ, ზედმეტად ზონზროხაა ჩემი და-
წესებულებისთვისო. რაც ნაწილობრივ მართალი იყო. შენობა ისე იყო
ხარახურით გამოტენილი, მოძრაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი
იყო... ისიც მართალია, რომ არც მე წარმოვადგენდი აუცილებლობას
კურტიალისთვის. მხოლოდ „პანსიონს“, ანუ საცხოვრებელსა და საკვებს
მთავაზობდნენ... ჩემს მშობლებს ეს პირობა სავსებით აკმაყოფილებ-
დათ და თანახმანი იყვნენ. „რა ჯანდაბად სჭირდება ფული?!“ – უჩიჩი-
ნებდნენ ბიძაჩემს... მიიჩნევდნენ, რომ ანაზღაურება კარგს არაფერს
მომიტანდა... და რაც მთავარია, შინ, მათთან დაბრუნება გულშიც არ უნ-
და გამევლო. ეს ოჯახის ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო და არა
მარტო... ნაცნობებმაც და მეზობლებმაც კვერი დაუკრეს... ერთი სიტ-
ყვით, ნებისმიერ შემოთავაზებაზე ყაბულს უნდა ვყოფილიყავი... „რაც
უნდათ ის აკეთებინონ! არა აქვს მნიშვნელობა, სად და როგორ,“ – გაიძა-
ხოდნენ. მთავარია, უსაქმოდ არ დავრჩენილიყავი და მათგან რაც შეიძ-
ლება შორს ვყოფილიყავი. მე ხომ ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი მონაცემე-
ბის პატრონს, თავისუფლად შემეძლო პასაჟი გადამებუგა. ასეთი გახ-
ლდათ საერთო აზრი!
არც არმია იქნებოდა ურიგო... მამაჩემისთვის სამხედრო სამსახური
საუკეთესო გამოსავალი იყო. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მე
წვევამდელი ასაკისთვის ჯერ კიდევ ვერ მიმეღწია... 18 თვე მაინც მაკ-
ლდა... და აი, ამ დროს, მოწმენდილ ცაზე, როგორც იტყვიან, დე პერეირ-
მა და მისმა სახელგავარდნილმა „ჟენიტრონმა“ გაიელვა. ამაზე უკეთე-
სი რა უნდა ენატრა კაცს?! ნამდვილი ღვთის წყალობა!
კურტიალი დიდხანს ორჭოფობდა... თავის დასაძვრენად არაერთი
ხრიკი გამოიგონა... ცოლთანაც გამართა მოლაპარაკებები! ეს უკანასკნე-
ლი წინააღმდეგი მაინცდამაინც არ ყოფილა... სინამდვილეში, ეს საკით-
ხი მაგრად ეკიდა... გალერეაში არც შემოდიოდა... თავისთან მონტრტუ-
ში იყო გამოკეტილი და გარეთ ცხვირის გამოყოფის სურვილი არც არას-
დროს უჩნდებოდა... სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა,
კურტიალთან ერთი თორმეტჯერ მაინც შევბრუნდი... ძალიან ბევრს
ყბედობდა... პირს ვერ აჩერებდა...

465
ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა... უპაუზოდ... ყოველთვის... მე კი-
დევ შემეძლო მოთმინებით მესმინა... მამაჩემი!.. ინგლისი!.. მე ხომ ჩემი
დღე და მოსწრება სხვებს ვუსმენდი... ყველგან და ყოველთვის! მოსმენა
ჩვევად მექცა! ამიტომ სულაც არ ვწუხდებოდი! პასუხების გაცემას ჩემ-
გან არავინ ითხოვდა... აი, ასე შევძელი ბოსის მონუსხვა! მომუწული პი-
რით!.. ერთ საღამოსაც, როგორც იქნა, შობა:
– მაშ ასე, ჩემო ბიჭუნავ! ძალიან დიდხანს გალოდინეთ, მაგრამ იმე-
დია, მომიტევებთ... ამჯერად ყველაფერი მოვიფიქრე – თქვენ ჩემთან
დარჩებით! ვფიქრობ, ადვილად გამოვნახავთ საერთო ენას... მხოლოდ
ნურაფერს მთხოვთ!.. ნურც ნამცეცსაც! ერთ სუსაც კი! არც კი გაივლოთ
გულში! ჩემი იმედი ნურასდროს გექნებათ... ისედაც ისეთი სიმძიმე მა-
წევს მხრებზე... აღარც ვიცი, რა წყალში გადავვარდე... როგორ გამოვ-
ძვრე ამ ჩახლართული სიტუაციიდან!.. პერიოდიკა იმდენ ფულს ნთქავს!
გამომცემელს ხომ საერთოდ თავს გაუვიდა! დავიტანჯე! დავიქანცე! მი-
წასთან ვარ გასწორებული! გესმით ჩემი? სულ წუწუნებენ! ყველა მემათ-
ხოვრება... დღე და ღამე! ამას გარდა, გაუთვალისწინებელი დანახარჯე-
ბი! ხარჯები! ხარჯები! ხარჯები! ბოლო არ უჩანს! ამ მომენტში ამაზე
ლაპარაკიც კი მიმძიმს! ამას არ ჰქვია მრეწველობა! არც კომერცია! არც
მომგებიანი მონოპოლია! არა, სრულიადაც არა! ვინ მოიგონა ეს ზღაპ-
რები! ჩვენ მხოლოდ პატარა ნავით მივიკვლევთ გზას აზროვნების ამ
ბობოქარ ქარიშხალში! ქარბუქი კი იმდენია, ჩემო პატარა მეგობარო!
ვერც დაითვლი!..
ჩასხდებით ჩვენს ნავში? კეთილი, ბატონო! მე თქვენ გაგიმასპინ-
ძლდებით! მზად ვარ, მიგიღოთ! აგიყვანოთ! დაე, ასე იყოს! არ ვარ წი-
ნააღმდეგი! დაიკავეთ თქვენი ადგილი ბორტზე! მაგრამ გაფრთხი-
ლებთ! ტრიუმში – ერთი დუბლონის 22 იმედიც არ გქონდეთ! ხელზე ვე-
რაფერს მიიღებთ! ჯიბეც ცარიელი გექნებათ! ნუ იდარდებთ! ნურც და-
ითრგუნებით! ნურც გამინაწყენდებით! შეინარჩუნეთ მხნეობა! საუზმეს
თვითონ მოიმზადებთ! დაწვებით ანტრესოლში! ადრე მეც იქ მეძინა...
„ტუნისურ“ კაბინეტში... თვითონვე გაასწორებთ სოფას... იქ გადასარე-

22
დუბლონი – ისტ. მონეტა.
466
ვად შეიძლება ადამიანმა იცხოვროს... თან არავინ შეგაწუხებთ... ყოველ-
თვის მშვიდად იქნებით! აჰ, ისე კი, ძალიან გაგიმართლათ! ამას ერთ სა-
ღამოსაც მიხვდებით... როცა დაუფიქრდებით! რა საცხოვრებელი! რა
სიწყნარე! პალე-რუაიალი ცხრა საათიდან თქვენს განკარგულებაშია!
თქვენ ბედნიერად იგრძნობთ თავს, ფერდინანდ! ახლა კი ყური მიგ-
დეთ! მე თვითონ, დარია თუ ავდარია, წვიმაშიც, თოვლშიც, ქარბუქშიც
მონტრტუში უნდა წავჩანჩალდე! ეს უმძიმესი ვალდებულებაა! მე იქ მე-
ლოდებიან! და დამიჯერეთ, ხშირ შემთხვევაში, ეს გულისამრევია! ისე-
თი დაქანცული ვარ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ლოკომოტივს ვხედავ,
მზად ვარ, ბორბლებში შევუვარდე! ოჰ! უბრალოდ თავს ვიკავებ! ჩემი
ცოლისა და ცოტაც ჩემი ესეების გულისთვის! ჩემი რადიოტელერული
ბაღიც მაჩერებს! ბოლოს და ბოლოს! სხვას ვერაფერს ვიტყვი! ჩემმა
ცოლმა იმდენი გადაიტანა! იმდენს გაუძლო! ის მომაჯადოებელია! იმე-
დია, ერთ დღესაც გექნებათ შანსი, მისი მშვენიერებით დატკბეთ... მა-
დამ დე პერეირი! ისე სიამოვნებს ბაღში ტრიალი! იქ ყველაფერი მისია!
ჩემი მეუღლის გულისთვის ბევრ რამეზე ვარ ხელის მომწერი. ისედაც
ისე ცოტა რამ დარჩენია ცხოვრებაში გასახარი! სახლი, ცხადია, და ცოტა
მეც!.. საკუთარ თავზე ნაკლებად ვფიქრობ! ეს ასეა! სასაცილოა, არა?
მოკლედ, კმარა ყბედობა! გადაწყვეტილია! შევთანხმდით, არა, ფერდი-
ნანდ? ჩამომართვი ხელი! არა, ხომ შევთანხმდით? როგორც ნამდვილი
მამაკაცები! დღისით თქვენს საქმეებს მიხედავთ! გარწმუნებთ, არ
მოიწყენთ! ნურაფრის შეგეშინდებათ, ფერდინანდ! მინდა, ძალიან
სერიოზულად მოგხედოთ... გაგიწიოთ მეგზურობა... შეგაიარაღოთ...
ცოდნით აღგჭურვოთ... უხელფასოდ, ცხადია! დიახ, დიახ! თქვენ სული-
ერ სიმდიდრეს ეზიარებით. წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რას შეიძენთ აქ!
არა! არა! დადგება დრო, როცა დამტოვებთ, ფერდინანდ, ეს უეჭველია...
– მის ხმას სევდა შეეპარა... – დიახ, თქვენ დამშორდებით... გამდიდრდე-
ბით, ფერდინანდ! დიახ, გამდიდრდებით! ამას სრული პასუხისმგებ-
ლობით ვაცხადებ...
სიტყვის ჩასმის საშუალება არ მომცა... ვიდექი ასე პირდაღებული...
– გესმით ჩემი? ჭეშმარიტი ბედნიერება ქისაში კი არ უნდა ეძებოთ,
ფერდინანდ! არამც და არამც! ქისაში არაფერია! სრულიად არაფერი!..

467
მეც ასე ვფიქრობდი...
– მანამდე კი, ცოტა ოცნება ნამდვილად არ გვაწყენდა... მე მოგცემთ
ცოდნას... აგიხსნით ცხოვრების არსს! ეს ფასდაუდებელი კაპიტალია
ჩვენს საქმეში!.. ჭეშმარიტი ნობათი! მე თქვენ წარგადგენთ... ქაღალ-
დებთან მიგიშვებთ... ყველა საბუთთან... გახდებით პასუხისმგებელი
მდივანი... პასუხისმგებელი ქონებაზე. ჰა, რას იტყვით! ეს თანამდებობა
თქვენთვის ყველაზე შესატყვისად მესახება... თქვენ თუ მოგწონთ? პრე-
ტენზიული ხომ არ გეჩვენებათ?.. გაწყობთ თუ არა?..
რა თქმა უნდა, მაწყობდა... მე ყველაფერი მაწყობდა... მაგრამ პასუ-
ხისმგებლობა ქონებაზე სულაც არ მიმაჩნდა საპატიო საქმედ... ეს იყო
უმძიმესი სამუშაო! ამაში მყისიერად დავრწმუნდი... მე უნდა მეტვირთა
გადაზიდვები... თანაც ურიკით... გამომცემლებთან გაუთავებელი სირ-
ბილი... მე ვაგებდი პასუხს საჰაერო ბუშტის ნებისმიერ გაუმართაობა-
ზე... მე უნდა მეპოვა ყველა აუცილებელი ხელსაწყო, ბარომეტრები... ბა-
გირები, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალები... ათასი ჯურის ხა-
რახურა... რკინა-კავეული... მე უნდა დამელახტა თუ აეროსტატის გარსი
სადმე გაიხეოდა... ქერელის გვარლითა და წებოთი... მე უნდა გამეკვანძა
ყოველ ჯერზე თოკები და ბაგირები... ტაკელაჟი ხომ წამდაუწუმ იფხრი-
წებოდა... „ერთგული“ – ეს საჰაერო ბუშტი, წმიდათაწმიდა ბალონი, სა-
ყოველთაო პატივისცემითა და დაფასებით სარგებლობდა მაშინაც კი,
როცა ნაფტალინმოყრილი სარდაფში ესვენა და მის ნაკეცებში ჭიების
მირიადები სუქდებოდნენ... საბედნიეროდ, ვირთხები კაუჩუკს არ ეტა-
ნებიან... ეზიზღებათ... მხოლოდ წრუწუნები ღრღნიდნენ ქსოვილს... მე
ვიქექებოდი „ერთგულში“, ვპოულობდი ხარვეზებს... ვკემსავდი ნახვრე-
ტებს... ნახევების რაოდენობისა და მასშტაბების შესაბამისად... „ერ-
თგული“ კი ნელ-ნელა ყველგან იფლითებოდა... საათობით ვფუთფუ-
თებდი ნაკეცებში... ხშირ შემთხვევაში, ამის გარდა არაფერი მომეკით-
ხებოდა...
სატანვარჯიშო უჯრედში მეტი სივრცე იყო და სუნთქვაც შედარებით
თავისუფლად შემეძლო... ყველა სიკეთესთან ერთად, უჩინმაჩინის ქუ-
დი უნდა დამეხურა... ფარდულის დამთვალიერებლებს არაფრის დიდე-
ბით არ უნდა შევემჩნიე.

468
ერთ დღეს, ეს ჩვენი საზეიმო ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი
გახლდათ, ამ მოწყობილობით მეც უნდა ავმაღლებულიყავი სამასი მეტ-
რის სიმაღლეზე... გარიგების თანახმად, ეს კვირა დღეს უნდა მომხდა-
რიყო... მე ვიქნებოდი მნიშვნელობით მეორე პირი „ამაღლებისას“... თუ
ეს სინამდვილეში მოხდებოდა, ჩემი „ჩინიც“ უნდა შეცვლილიყო... მგო-
ნი, ამით იმიტომ მიბურღავდა ტვინს, რომ მეტი ძალისხმევა გამომეჩი-
ნა... ძალიან ეშმაკი ვინმე იყო კურტიალი... სქელი წარბების ქვეშიდან
სულ მზაკვრულად ატრიალებდა თაგვისებრ წვრილ თვალებს. ეს აყლა-
ყუდა! მეც არ ვუდებდი ტოლს... ყოველთვის ვხვდებოდი მის გოთვერ-
ნულ ჩანაფიქრს... გაუთავებლად მაბოლებდა... მსგავს ცრუპენტელას,
სანთლით რომ გეძებნა, ვერ იპოვიდი... მოკლედ, იმის თქმა მინდოდა,
რომ ამ „სასიქადულო მეცნიერს“ ჩემი გაფცქვნა ჰქონდა განზრახული...
თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ კანტორის უკანა ოთახში ჩემთვის გამო-
ყოფილი თოხლი, ასე თუ ისე, მყოფნიდა... ვერც იმას ვიტყოდი, რომ ძა-
ლიან უბედურად ვგრძნობდი თავს... მე მისი საკუთრება უნდა ვყოფი-
ლიყავი და ასეც იყო... უფროსი, აბა, რისი უფროსია!
მოკლედ, ვიყავი ასე შენობის ჯურღმულებში ჭრა-კერვისა და კემსვის
მთავარი უსტაბაში... დროდადრო, ასე საათის ოთხისთვის, ჩამომაკით-
ხავდა ხოლმე...
– ფერდინანდ! მაღაზიას ვკეტავ!.. თუ ვინმემ მიკითხა, უთხარი, რომ
ხუთი წუთის წინ გავედი, რომ ძალიან მეჩქარებოდა და მალე დავბრუნ-
დები!
ვიცოდი, სადაც მიდიოდა. „ამბოხში“ მიძვრებოდა, პატარა ბარში ვი-
ლადოს პასაჟში, რაძივილის ქუჩის კუთხეში, რათა დოღის შედეგები გა-
ეგო. ყოველთვის ერთსა და იმავე დროს! კონკრეტულად ჩემთვის არას-
დროს არაფერი უთქვამს, მაგრამ მე მაინც ვიცოდი... თუ მოიგებდა, „მატ-
ჩიშას“ ღიღინებდა, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა... თუ წააგებდა, საშინ-
ლად გაღიზიანებული ადგილს ვერ პოულობდა და გულისამრევად
იფურთხებოდა... ბარში პროგნოზების გაზეთი მიჰქონდა... საკუთარ
გათვლებს სხვებისას ადარებდა. თავის ცხენებს ლურჯად მონიშნავდა
ხოლმე... ეს იყო პირველი მანკიერება, რომელიც მას აღმოვუჩინე.
***

469
ცხოვრებაში ყველაზე მეტად დოღი აღელვებდა... ამიტომაც ჩამაყე-
ნა საქმის კურსში... გული უსკდებოდა, რომ ერთ დღესაც პირს დავაღებ-
დი და მის საიდუმლოს ქვეყანას მოვდებდი... რომ სათამაშოდ ვენსენში
დაეხეტებოდა... რომ ამბავი ხელმომწერთა ყურამდეც მიაღწევდა... ყვე-
ლაფერში ოდნავ მოგვიანებით გამომიტყდა... საშინლად აგებდა... არ
უმართლებდა უბედურს, თუმცა ფსონს პერიოდულად ზრდიდა... სულ
ტყუილად... ჩადებულის ამოღებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტი იყო... მე-
ზონში, სენ-კლუში, შანტილიში... ყველგან ცოდვის კითხვა ტრიალებ-
და... აგებდა და აგებდა... ეს იყო ნამდვილი უფსკრული... რომელიც ხელ-
მომწერთაგან შემოსულ თანხას უკანასკნელ სუმდე ნთქავდა... საჰაერო
ბუშტიდან ამონაგები ოტეიში ქრებოდა... მოკლედ, დოღი, ეს კარაქიანი
პური ძალიან ძვირი უჯდებოდა! ლონშანი!
ლა პორტი! არკოი-კაშანი! ჰოპ! ჰოპ! ო, ლა, ლა! ნავარდობდა ყველ-
გან, დააჭენებდა ოთხამოღებით! ვხედავდი, როგორ ნიავდებოდა სალა-
რო... რატომ?.. მისახვედრად მკითხაობა საჭირო არ იყო! ხურდას ჟოკე-
ის ქურთუკი იწირავდა... ხარჯვა ჩორთით ანუ მარდად! დაფდაფების
თანხლებით! ფსონი! ფსონი! მეოთხედი მაინც! რა იცი, რა ხდება! მთა-
ვარია მოგება! რა მნიშვნელობა აქვს, როგორ! გამომცემლისთვის პირის
მოსაქონად ქამრებსაც მოვუჭირეთ... ვიკადრეთ ლობიოც... ჩემ ნაცოდ-
ვილარ თეთრი ხორცის ბუღლამას მთელი კვირა ვიზოგავდით... შემოვი-
ფენდით მუხლებზე ხელსახოცებს და კაბინეტში ვილუკმებოდით! ეს
ყველაფერი სულაც არ იყო სახალისო! როცა ჩაისვრიდა, ცოცხალი თა-
ვით არ აღიარებდა, რომ ისევ მიქარა... ახსნა ჭირივით ეზარებოდა... სა-
ხემოქუფრული დადიოდა... დანა პირს არ უხსნიდა... აგრესიული ხდე-
ბოდა... მრისხანედ მიბღვერდა... თითქოს უბედურების თავი და თავი მე
ვიყავი... თავის ძალაუფლებას აშკარად ბოროტად იყენებდა!.. სულ ეს
იყო!
ორთვიანი საცდელი ვადის ამოწურვის შემდეგ კურტიალმა მოტვინა,
რომ სხვაგან მოწყობის შანსი ნაკლებად მქონდა... „ჟენიტრონში“ მუ-
შაობა ზედგამოჭრილი იყო ჩემთვის... ეს იყო ის, რაც მჭირდებოდა...
სხვა ადგილას, სხვა ატმოსფეროში ჩემი ატანა შეუძლებელი იქნებოდა!
ასე დამებედა, სხვას ვერაფერს ვიტყვი! თუ მოხდებოდა სასწაული და

470
ერთ-ორ სანტიმს მოიგებდა, სალაროს შევსება აზრადაც არ მოსდი-
ოდა... კიდევ უფრო ამაზრზენი ხდებოდა... თითქოს ჯავრის ამოყრა თა-
ვის თავზე გადაეწყვიტა... ერთი სუს გულისათვის მზად იყო, სული ეშმა-
კისთვის მიეყიდა... ქალის ბიუსტჰალტერივით ჩუმჩუმელა და მატყუარა
იყო... ისეთებს ჩმახავდა, ღამე ძილს მაკარგვინებდა... მონაროშს ვიხსე-
ნებდი... საკუთარ თავს ვუყვებოდი... ისე თავშესაქცევ იდიოტობებს კი
ჰყვებოდა... ისეთებს, ყურში რომ არ შეიშვება... თან უსაშველოდ
გრძელს... ამისგან ცოფიანივით მეღვიძებოდა და ლოგინიდან ვხტებო-
დი... ზოგჯერ მათ ჩემს დასათრგუნად და გასანადგურებლად განგებ
სასწაულებრივად ახუჭუჭებდა... მაგრამ როცა პროვანსიდან ბრუნდებო-
და, ვეღარ იცნობდით... მორიგი სენსაციით გაბღენძილს, კომპლიმენტე-
ბით გაბერილს... და თუ „ერთგულიც“ მაინცდამაინც არ შეირცხვენდა
თავს... შეეძლო სასწაულები დაეტრიალებინა... ჰაერში ისროდა ფულს...
ჩნდებოდა თოხლი, რომელიც პირდაპირ კალათებით შემოჰქონდათ
უკანა კარიდან... მთელი კვირა ვივსებდით სტომაქს... ვეღარ ვსუნთქავ-
დით... ქამრების შეკვრა გვიჭირდა... ვცდილობდი, ამ მომენტით მაქსი-
მალურად მესარგებლა, რადგან ვიცოდი, რომ სულ მალე შიმშილობის
ხანა დადგებოდა... გეახლებოდით მწვანილით, ნივრით, ძმრით და
კვერცხით შეზავებულ საწებელს... მოხრაკულ ხბოს ხორცს სოკოსთან
ერთად... კორნიშონებს, სარდინებს... ხახვს... ხოლო მომდევნო თით-
ქმის სამი თვის განმავლობაში პურის შეჭამანდს გეახლებოდით კარტო-
ფილით ან სულაც უკარტოფილოდ... იმას კიდევ ბედი სწყალობდა, სა-
ღამოს მონტრტუში თავის ცოლთან ერთად კიდევ ერთხელ ამოიყორავ-
და მუცელს... გახდომით არასდროს გამხდარა... აბა, მე მკითხეთ, რა
დღე მადგა!
შიმშილი მაიძულებდა, ერთი ადგილი გამენძრია... რაღაც მომეფიქ-
რებინა... ძირითადად მიზანში ხელმომწერები მყავდა ამოღებული...
ფულის სისტემატურ შემოდინებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო... გადი-
ნება კი, იცოცხლე, უსასრულოდ! ბუღალტერია მისთვის გაუსაძლისი წა-
მება გამოდგა... ჯოჯოხეთი! იძულებული იყო, ყველაფერი ცოლისთვის
წარედგინა... სანტიმ-სანტიმ... კონტროლისგან სასოწარკვეთილებაში

471
ვარდებოდა... წყობიდან გამოდიოდა... ხვითქი გადასდიოდა... ნულები
და ნულები ყველგან...
და მაინც, არსებობდა ერთი სფერო, სადაც კურტიალს ჩემი თითზე
დახვევა არ უცდია, არც იმედები გაუცრუებია, არც შევუშინებივარ და არც
უღალატია... ერთხელაც კი! ეს იყო ჩემი განათლება! მეცნიერული მუშ-
ტრა! აქ ერთხელაც არ დაუხევია უკან, ორჭოფობა და უკმაყოფილება
არასდროს გამოუთქვამს! მოწოდების ერთგული დარჩა! ოღონდ ყური
დამეგდო, მარად ბედნიერი, აღფრთოვანებული, კმაყოფილი იქნებო-
და... ვიცოდი, რომ მზად იყო, ჩემთვის შეეწირა საათი, ზოგჯერ ორიც და
თუ საჭიროდ ჩათვლიდა, მთელი დღეც კი, ოღონდ ვრცლად და ამომწუ-
რავად აეხსნა, ღმერთმა უწყის რა... ყველაფერი, რაც შეეხებოდა ქარე-
ბის მიმართულებას, მთვარის გადაადგილებას, თბოგამტარობას, კიტ-
რის მომწიფებას და ცისარტყელას ანარეკლს... დიახ, ის მართლაც შეპ-
ყრობილი იყო დიდაქტიკური ვნებით! სურდა, ჩემთვის ყველა საგანი
ერთდროულად ესწავლებინა, ამავდროულად კი, დროგამოშვებით გა-
უგონარი საძაგლობები დაეტეხა ჩემ თავს... ვერც პირველისგან იკავებ-
და თავს და ვერც მეორისგან. ხანგრძლივად ვფიქრობდი ამ ყველაფერ-
ზე, როცა უკანა ოთახში მისი ხარახურის შეკეთებას შევუდგებოდი ხოლ-
მე. ასეთი იყო დაბადებიდან... ეს გახლდათ ადამიანი, რომელიც თავს
არ ზოგავდა... დღენიადაგ იხარჯებოდა... ხან ერთი მიმართულებით მი-
ილტვოდა, ხანაც მეორე მხარეს... ოღონდ თავდაუზოგავად... დაწყებუ-
ლი ბოლომდე უნდა მიეყვანა. რაც მართალია, მართალია, მის გვერდით
ვერ მოიწყენდი... არამც და არამც... ცნობისმოყვარეობა მკლავდა, რო-
გორმე მასთან სახლში აღმოვჩენილიყავი... ხშირად კი მიყვებოდა თა-
ვის მატრონაზე, მაგრამ ჩვენებით არასდროს უჩვენებია. სამსახურში
არასდროს გამოჩენილა... არ უყვარდა „ჟენიტრონი“. ალბათ, საამისო
მიზეზებიც არ აკლდა.
***
როცა დედაჩემი დარწმუნდა, რომ საიმედოდ მოვეწყვე და იქიდან
უცბად არსად გამქცევი არ ვიყავი და დე პერეირთანაც სამსახურს სტაბი-
ლური პირი უჩანდა, თავად გამომეცხადა პალე-რუაიალში თეთრეულის
გადმოსაცემად... სინამდვილეში ეს მხოლოდ საბაბი იყო, რათა დაედგი-

472
ნა, ერთი რა ტიპის დაწესებულებაში შერგო თავი ჩემმა შვილმაო... იშ-
ვიათი ცნობისმოყვარეობით შეპყრობილს სურდა, ყველაფერი საკუთა-
რი თვალებით ენახა, ყველაფერი დეტალებში სცოდნოდა... რას წარმო-
ადგენდა ეს ყბადაღებული „ჟენიტრონი“? როგორ ვცხოვრობდი მე? საჭ-
მელ-სასმელი ხომ არ მაკლდა?.. შიმშილით სული ხომ არ მძვრებოდა?..
ჩვენი ფარდულიდან აქამდე არც ისე შორს იყო... მანძილს ფეხით
თხუთმეტ წუთში დაფარავდა ადამიანი... მიუხედავად ამისა, გზა მის-
თვის მაინც უსაშველოდ გრძელი აღმოჩნდა... პირდაპირ იხრჩობოდა
დაღლილობისგან... კინაღამ ჩაბარდა პატრონს... ჯერ კიდევ შორიდან
დავლანდე... გალერეის ბოლოდან... ხელმომწერებთან ვსაუბრობდი...
დედა ვიტრინებს ეყრდნობოდა... წამდაუწუმ ჩერდებოდა... ქოშინებ-
და... ყოველ მეტრში ერთხელ ხანგრძლივად ისვენებდა... სამი თვე მა-
ინც იქნებოდა გასული, რაც ერთმანეთი არ გვენახა... ძალიან გამხდარი
მეჩვენა... სახეზე მუქი ფერი დასდებოდა... რაღაცნაირად გაყვითლებუ-
ლიყო... ქუთუთოები, თვალები და ლოყები უამრავი ნაოჭით დაღარო-
და... ნამდვილად ავადმყოფის იერი ჰქონდა... როგორც კი წინდები, საც-
ვლები და ცხვირსახოცები გადმომცა, მაშინვე მამაჩემზე ალაპარაკდა,
თუმცა
პირადად მე არაფერი მიკითხავს... შენი თავდასხმის შედეგებისგან
თავის დღეში ვერ განიკურნებაო, – შემახსენა და ზლუქუნი მორთო... ერ-
თი-ორჯერ ისე ცუდად გახდა სამსახურში, შინ მანქანით მოიყვანესო...
დედაჩემი ძლივს იდგა ფეხზე... თავბრუ ეხვეოდა... სიამოვნებით ვპატი-
ობ ყველაფერს, ოღონდ მასთან დალაპარაკების არანაირი სურვილი არ
მაქვსო, შემომითვალა დედაჩემის პირით... ასე გაგრძელდება მანამ, სა-
ნამ ჯარში არ წავაო... ზნე და განწყობა არ შეეცვლებაო... მოკლედ, სანამ
სამხედრო სამსახურს არ მოვიხდიდი...
ზუსტად ამ დროს კურტიალ დე პერეირი შემოვლიდან ბრუნდებო-
და... შესაძლოა „ამბოხიდან“... როგორც მივხვდი, ამჯერად ნაკლებ
ფულს გამოუყვანა წირვა... მოგვიახლოვდა თუ არა, უკიდურესად თავა-
ზიან, რბილ და თავმდაბალ არსებად გადაიქცა... ვთქვათ, რამდენადაც
შეეძლო... „ფრიად მოხარული ვარ თქვენი ხილვით... “ „ალბათ თქვენი
შვილის ამბავი გაინტერესებთ? მინდა დაგამშვიდოთ, კარგის მეტი არა-

473
ფერი მეთქმის... “ დედაჩემის მოსანუსხად მყისვე ქება-დიდების კორი-
ანტელი დააყენა... ზემოთ ასვლა და ცოტა ხნით გასაუბრებაც კი შესთა-
ვაზა... საკუთარ კაბინეტში... „ტუნისურ ანტრესოლში“... დედაჩემს ძა-
ლიან გაუჭირდა მისი რიტმისთვის აეწყო ფეხი... კიბე იყო ციცაბო... ნაგ-
ვითა და სრიალა ქაღალდებით დაფარული... პატრონი ძალიან ამაყობ-
და საკუთარი „ტუნისური“ კაბინეტით... ცდილობდა, ყველასთვის ეჩვე-
ნებინა... საოცარი სივრცე „ჰიპერუწესრიგობის“ სტილში... „ალკაზარის“
სერვანტებით... უფრო საზიზღარსა და გულისამრევს ადამიანის გონება
ვერ მოიფიქრებდა!.. დაამატეთ ამ სინატიფეს მავრიტანული ყავადანი,
მაროკოული პუფები, ხალიჩა დახვეულ-ჩახუჭუჭებული მოტივებით, ტო-
ნა მტვრით დამძიმებული. დაგების დღიდან ის, მგონი, არავის წამოუწე-
ვია... მისი გაბერტყვა არავის უცდია... სხვათა შორის, ამაზე რომც ეფიქ-
რათ, ბეჭდური პროდუქციის ბორცვები, კორექტურისა და პლომბის გრო-
ვები ამ კეთილშობილურ განზრახვას ჩანასახშივე ჩაკლავდა... ბარემ აქ-
ვე უნდა აღვნიშნო, რომ ამნაირი მცდელობა შეიძლება სახიფათოც გა-
მომდგარიყო... წონასწორობის ნებისმიერი დარღვევა სრულ კატას-
ტროფას გამოიწვევდა... არაფერს არ უნდა შეხებოდნენ, აქაურ სიმშვი-
დესა და სიწყნარეში დისონანსი არ უნდა შეჭრილიყო, გადაწევა-გადმო-
წევაზე არც უნდა ეფიქრათ. ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ ახალი ქა-
ღალდების მიმოფანტვას გააგრძელებდნენ... ამგვარად, იატაკს განახ-
ლებული იერი დაედებოდა და ინტერიერიც, ასე თუ ისე, გალამაზდებო-
და...
მათი საუბარი ჩემამდეც აღწევდა... კურტიალმა ასე პირდაპირ, ყო-
ველგვარი შემზადების გარეშე ახარა, რომ ჩემში ჟურნალისტის საოცა-
რი ნიჭი აღმოაჩინა, რომელიც „ჟენიტრონს“ ქონებას ასმაგად გაუზრდი-
და... რეპორტაჟები! ტექნიკური კვლევები! მეცნიერული ძიებანი... მი-
უკერძოებელი კრიტიკა... მე მწვერვალებს დავიპყრობდი!.. დედაჩემს
შეეძლო, შინ დაბრუნებულიყო და მშვიდად და წყნარად დაეძინა... მე
გარანტირებული, სრულიად უზრუნველყოფილი და უღრუბლო მომავა-
ლი მელოდა... საკუთარი ბედ-იღბლის გამგებელი გავხდებოდი, რო-
გორც კი აუცილებელ ცოდნას ვეზიარებოდი... მხოლოდ მოთმინება
მმართებდა... ის ნება-ნება, აუჩქარებლად დააბანდებდა ყველაფერ

474
იმას, რაც საჭირო იყო... მაგრამ არა უცბად, ვიმეორებ, არამედ ნელ-ნე-
ლა! აჰ! ოჰ! ის საშინლად ემტერებოდა სიჩქარესა და სულსწრაფობას,
ვერ იტანდა უხეშ ბიძგებსა და ნახტომებს! ძალადობა და უხეშობა არ
იყო საჭირო... კვანძის აგრესიული, ნაჩქარევი გახსნა! მე, ისევ მისი
თქმით, სისტემატურად ვავლენდი ცოდნის
დაუფლების მგზნებარე, დაუოკებელ ჟინს... ამას გარდა, გავხდი მარ-
ჯვე და მოხერხებული... უზადოდ ვასრულებდი პატარ-პატარა დავალე-
ბებს, რომლითაც განუწყვეტლივ მტვირთავდა... ნელ-ნელა შნოიანობა-
სა და ფხიანობაში მაიმუნსაც უკან ჩამოვიტოვებდი... გავხდებოდი სწრა-
ფი, ხერხიანი და გონებამახვილი! შრომისმოყვარე! მოკრძალებული!
მოკლედ, ტორტი უგემრიელესი კრემით! კურტიალი ისე იყო დაქოქილი,
ვეღარ ამუხრუჭებდა. დედაჩემს ცხოვრებაში პირველად ესმოდა ამგვა-
რი საქებარი სიტყვები საკუთარი შვილის მისამართით. ისე დაიბნა,
გონზე ვერ მოდიოდა... საუბრის მიწურულს, გამომშვიდობებისას, კურ-
ტიალმა დედაჩემს ლამის ძალით შეტენა ბლოკნოტი ხელმომწერთა
ნუსხით! დაავალა, ნაცნობ-მეგობრებში გაავრცელეო. დედაჩემი შეჰპირ-
და, ისე მოვიქცევი, როგორც თქვენ ინებებთო... გაოგნებული კურტიალს
თვალს არ აშორებდა... ჩემი უფროსი პერანგს არ ატარებდა, მხოლოდ
ლაკირებულ საყელურს ფლანელის ჟილეტის ქვეშ. ეს უკანასკნელი ყო-
ველთვის უსაშველოდ განიერი იყო, სახელურზე ხუთი ზომით დიდი...
სულ ძუნძგლიანი და ოფლით აქოთებული... ზამთარში ერთდროულად
ორს, ერთი მეორის ზემოთ... ზაფხულის ხვატშიც რედინგოტსა და მომ-
ცრო გახამებულ საყელოს არ იშორებდა, თავზე კი კანოტიეს 23 დაიმხობ-
და ხოლმე, რომელსაც თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ეს იყო
უნიკალური ეგზემპლარი, ჭეშმარიტი შედევრი, სომბრეროს წამსგავსე-
ბული, იშვიათი ქსოვილისგან შეკერილი, სამხრეთ ამერიკიდან გამოგ-
ზავნილი საჩუქარი... განუმეორებელი... უძვირესი და უძვირფასესი...
პირველი ივნისიდან თხუთმეტ სექტემბრამდე თავზე იკოსებდა და
თითქმის არასდროს იხსნიდა. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, საბაბი
ძალზე სერიოზული უნდა ყოფილიყო. დარწმუნებული ბრძანდებოდა,

23
ბრტყელი, მაგარი ჩალის ქუდი.
475
რომ ერთ დღესაც აუცილებლად მოჰპარავდნენ. ამიტომაც კვირაობით
საჰაერო ვოიაჟების დროს უსაზღვროდ შფოთავდა... მაინც იძულებული
გახდა, მაღალარშიებიან კასკეტში გაეცვალა და უნიფორმის აუცილე-
ბელ ნაწილად ექცია... მხოლოდ მე თუ მანდობდა თავის საგანძურს...
მაგრამ, როგორც კი მიწას შეეხებოდა, კურდღელივით გადმოხტებოდა
და კვლებში გაირბენდა, პირველი, რასაც მოიკითხავდა, თავისი ფას-
დაუდებელი ქუდი იყო: „და ჩემი პანამა რა იქნა? ფერდინანდ! ჩემი პა-
ნამა სად არის? ღვთის გულისთვის... დროზე მიპასუხე!“
დედაჩემმა ფლანელის ჟილეტის სისქე და საუცხოო შლაპის სინატი-
ფე უმალ შეამჩნია. მფრინავმაც უფლება დართო, სირმას ხელით შეხე-
ბოდა და დაწვნის მანერა სათანადოდ შეეფასებინა... დედა აღფრთოვა-
ნებისგან რამდენიმე წამით გაირინდა: „ოჰ! ოჰ! ოჰ! რა თქმა უნდა, ასეც
ვიფიქრე! სად ნახავ დღეს ამნაირ ჩალმას?! აღარ არსებობს!“ მორჩა! ქა-
ლი ექსტაზში ჩავარდა...
ყველაფერმა ერთად აღებულმა მას ნდობის ფაქტორი განუმტკიცა,
რაც თავისთავად მხოლოდ დიადი მოვლენების მომასწავებლად მიიჩ-
ნია... განსაკუთრებით ფლანელის ჟილეტებით მოიხიბლა... ეს მისთვის
სერიოზული განზრახვების უტყუარი დასტური იყო... მას არ ატყუებ-
დნენ! გულისამაჩუყებელი გამომშვიდობების შემდეგ დედაჩემი ნელ-
ნელა გზას გაუდგა... პირველად ცხოვრებაში ჩემი სვე-ბედის შესახებ
დამშვიდებული და დაწყნარებული მეჩვენა.
***
რაც მართალია, მართალია, თავით ფეხებამდე სამუშაოში ვიყავი გა-
დაშვებული; საქმე თავზე საყრელად მქონდა... დილიდან საღამომდე...
აქეთ – „ტვირთი“, იქით – ტიპოგრაფია, სარდაფში კი „ერთგული“ მე-
ლოდა, გაუთავებელი შეკეთებები და... ჩვენი მტრედები... მათთვის
დღეში მინიმუმ ორ-სამჯერ მაინც უნდა მიმეხედა... ეს საძაგლები მთე-
ლი კვირის განმავლობაში მოსამსახურის ოთახში იყვნენ გამოკეტილე-
ბი... მეექვსე სართულზე... ნაძერწი სამშვენისების ქვეშ... გულისგამაწ-
ვრილებლად ღუღუნებდნენ... წამითაც არ ცხრებოდნენ... მუშაობა მხო-
ლოდ საკვირაო ფრენებისას უწევდათ... კალათაში ვსვამდით... ორასი-
სამასი მეტრის სიმაღლეზე კურტიალი ხუფს მოხსნიდა ხოლმე. ეს იყო

476
შესანიშნავი „აშვება“ გზავნილებით... ყველა ფრთების ტლაშუნით ტო-
ვებდა კალათას... გეზს პალე-რუაიალისკენ იღებდნენ... ამ მიმართულე-
ბით ვუღებდით ფანჯარას... გზად არასდროს ყოვნდებოდნენ, რადგან
ვერ იტანდნენ სოფელსა და ხანგრძლივ გასეირნებებს... შინ ავტომატუ-
რად, ამოჩემებული მარშრუტით ბრუნდებოდნენ... ძალიან მოსწონდათ
თავიანთი სხვენი. „რრუ!.. რრუ!.. რრუუუ!.. რრუუ!..“ სხვას არაფერს ით-
ხოვდნენ... მათი ღუღუნი არასდროს წყდებოდა!.. დაბრუნებას მათ ვერ
დაასწრებდი... იშვიათად თუ შემხვედრია მტრედები, ასე რომ სძულ-
დათ მოგზაურობა... სიმშვიდესა და სიწყნარეზე ასე შეყვარებულები...
ჩაკეტვით ისინი ერთხელაც არ ჩამიკეტავს... სურვილი, ბაღის თავზე გა-
ნავარდებისა, არასდროს გასჩენიათ... რათა ენახათ სხვა გვრიტები...
მსუქანა და მოღუღუნენი... აუზის გარშემო ერთი ჟივილ-ხივილი რომ
გაჰქონდათ... გაზონებზეც მომრავლდნენ... ქანდაკებებზე დემულენში!
ტოტორეში! იქიდან ისე მხიარული სიმღერები მოისმის ხოლმე!.. არა და
არა. უცხოთა დანახვაც არ უნდოდათ... მხოლოდ ერთმანეთთან მეგობ-
რობდნენ... შესანიშნავად გრძნობდნენ თავს წნელის გალიაში, სადაც
ერთმანეთს მიჭეჭყილები თავისუფლად ვეღარც მოძრაობდნენ... მარ-
ცვლის გამო მათი შენახვა საკმაოდ ძვირი კი გვიჯდებოდა... თან იმდენს
ნთქავდნენ... ასევე საშინლად იკბინებოდნენ... გაუმაძღრები იყვნენ, რა!
არასდროს აზრადაც კი არ მომსვლია, რომ შეიძლებოდა ასეთი ღორმუ-
ცელები გამომდგარიყვნენ... გალიაში ყოველთვის მაღალ ტემპერატუ-
რას ვინარჩუნებდით... 42 გრადუსსა და რამდენიმე მეათედს... სკინტლს
გულმოდგინედ ვაგროვებდი... კედელთან მივყრიდი ხოლმე და გასაშ-
რობად ვტოვებდი... ეს იყო დანახარჯების ერთგვარი კომპენსაცია... გამ-
ხმარი სკინტლი შესანიშნავი სასუქი იყო... ორ თვეში ერთხელ, როცა
ტომარა პირთამდე გაივსებოდა, კურტიალს სადღაც მიჰქონდა... სასოფ-
ლო-სამეურნეო კულტურების გასაშენებლად სჭირდებოდა... მონტრტუს
ბორცვებზე... საუცხოო სახლი და ექსპერიმენტული ბაღი ჰქონდა... უკე-
თეს ნაკელს კაცი ვერ იპოვიდა.
შესანიშნავად შევეწყვე მტრედებს... ცოტათი ჯონკინდს მახსენებ-
დნენ... პატარ-პატარა ფოკუსებიც ვასწავლე, ადვილად მცნობდნენ... რა
თქმა უნდა, ხელიდან ჭამდნენ... მე უფრო მეტს მივაღწიე... თორმეტივეს

477
შეეძლო ერთდროულად ცოცხის ტარზე ჩამომჯდარიყო... იმასაც ვახერ-
ხებდი, რომ სხვენიდან მათთან ერთად ისე ჩამოვსულიყავი და ავსული-
ყავი, რომ არც ერთს გაფრენა არ ეცადა... ეს მტრედები ნამდვილი შინა-
ყუდები იყვნენ... როცა კალათაში ვტენიდით და საფრენ მოედანზე წა-
სასვლელად ვემზადებოდით, საშინლად მოიღუშებოდნენ ხოლმე... თა-
ვებს ფრთებქვეშ შერგავდნენ... ამ სანახაობისგან გული მიკვდებოდა...
***
გავიდა კიდევ ორი თვე... კურტიალი ჩემ მიმართ სულ უფრო და უფ-
რო მეტი ნდობით იმსჭვალებოდა. საბოლოოდ კი დარწმუნდა, რომ ჩვენ
იმისთვის მოვევლინეთ ამ ქვეყანას, რათა საერთო ენა გამოგვენახა...
ჩემში რამდენიმე სასიკეთო თვისებას ხედავდა... საჭმელზე ცხვირს არ
ვიბზუებდი, ყველაფერს განურჩევლად ვნთქავდი... არ ვითხოვდი ანაზ-
ღაურებას... დროს არ ვითვლიდი და თვალი გაქცევაზე არ მეჭირა... არ
ვწუწუნებდი... მისთვის საყვედური ერთხელაც არ მითქვამს... თუ საღა-
მო თავისუფალი მქონდა და შვიდი საათის შემდეგ ტვინს არ გამიბურ-
ღავდნენ, ჩემი სუსი არ ისმოდა და თავსაც უბედნიერეს ადამიანად მი-
ვიჩნევდი...
როგორც კი სადგურზე გაშპებოდა, რათა მატარებელს არ გაესწრო,
მე დაწესებულებისა და გაზეთის ერთადერთი მფლობელი ვხდებოდი...
თავად ვეგებებოდი გამომგონებლებს... თავაზიანად ვუსმენდი, ვამხნე-
ვებდი, ვაიმედებდი... ბოლოს, „ჭორებით“ დახუნძლული, ურიკით რამ-
ბუტოს ქუჩისკენ მივიჩქაროდი... კვირის დასაწყისში იქიდან მთელი კო-
რექტურა უნდა წამომეთრია, ასევე სვეტები, გამზადებული კლიშეები და
ილუსტრაციები, მტრედებზეც უნდა მეფიქრა, „ერთგულზეც“, მილიონ
წვრილმანზე... მოკლედ, ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა... ის კიდევ
თავის ხვრელს უბრუნდებოდა. სასწრაფო საქმე მაქვსო, მომიგდებდა
ხოლმე. ჰმ! ნეომიწათმოქმედება!.. ასე იძახდა, ხუმრობის გარეშე! მე მა-
ინც ვფიქრობდი, რომ რაღაცას ჩმახავდა... ხშირად არ ბრუნდებოდა...
ორი-სამი დღით იკარგებოდა... ამის გამო დიდად არც ვნერვიულობდი...
თავს განტვირთვის უფლებას ვაძლევდი, ჩემთვის ეს აუცილებელი
იყო... დავაპურებდი სხვენზე მტრედებს, შემდეგ ქვემოთ ვიტრინის შუ-
აგულში მივატყეპებდი: „დღეს უქმე დღეა“. იქვე სადმე, ხეების ჩრდილ-

478
ში გრძელ სკამზე წამოვიპლაკებოდი და ... იქიდან ვუთვალთვალებდი
სახლს, ხეივნებს, ვიმახსოვრებდი მომსვლელებს. დავადგინე, რომ
უბანში ავარების, მანიაკების, ფეთიანების, ჩხუბისთავების და ხელმომ-
წერთა ერთი და იგივე ბანდები და ურდოები დაბორიალებდნენ... ცხვი-
რით ჩემს წარწერას ეჯახებოდნენ... ატრიალებდნენ სახელურს, ბოლოს
იმედგაცრუებულნი მიეთრეოდნენ... მე კიდევ ძალიან კმაყოფილი ვიყა-
ვი.
მისი „საქმიდან“ მობრუნება პოლიშინელის საიდუმლოს მაგონებ-
და, სასაცილო სიფათი ჰქონდა... შიგადაშიგ თვალს ჩემკენ გამოაპარებ-
და... ალბათ ფიქრობდა, ეს ეშმაკის კერძი რამეს ხომ არ მიხვდაო...
– ძალიან კი შევყოვნდი, ექსპერიმენტი უსაშველოდ გაჯანჯლდა...
ზოგიერთი დეტალი დაუმუშავებელი დარჩენოდათ... მეგონა, ვერას-
დროს დავბრუნდებოდი...
– სამწუხაროა, – ვპასუხობდი, – იმედი მაქვს, კმაყოფილი ხართ?..
ნელ-ნელა, მოზომილად მაინც ყველაფერს მიყვებოდა... ყოველ-
დღიურად ახალ დეტალებს ვიგებდი მის მიერ წამოწყებულ ახალ საქმე-
ზე... ვერ ვიტყვი, რომ რაღაც სასწაულები დაეტრიალებინა, ან დღემდე
გაუგონარი ნაბიჯები გადაედგა... უბრალოდ, ყველაზე მარტივ ქმედე-
ბებშიც უნდა გაწაფულიყო და დაოსტატებულიყო... მხოლოდ ასე თუ
შეძლებდა დაწინაურებას. მერე ეს გაუთვალისწინებელი შემთხვევითო-
ბანი... ათასგვარი უსიამოვნებანი... ბოლოს მთლიანად შემიყვანა საქ-
მის კურსში, რაც ძნელი
წარმოსადგენია, თუ მხედველობაში მივიღებთ მის საძაგელ ხასი-
ათს, ავადმყოფურ ეჭვიანობას, უნდობლობას, უთვალავ უსიამობასა და
ფათერაკს... ამ ადამიანს წუწუნი არ უყვარდა!.. ცხადია, ჰქონდა მარცხიც
და ჩავარდნებიც! თუმცა ძალიან მიჭირს ამის დაჯერება. შავბნელი პე-
რიოდებიც დაგვდგომია. გამომგონებლებთან ყოველთვის როდი სუ-
ფევდა იდილია, მშვიდობიანი ვაჭრობა და მეგობრობა... ამაზე ოცნებაც
კი ძნელი იყო... ო, არა! გიჟებიც და გადარეულებიც შეგვხვედრია, დასაბ-
მელებიც, დინამიტივით რომ შემოგვივარდებოდნენ და მზად იყვნენ,
ქვა ქვაზე არ დაეტოვებინათ... როცა მოლოდინს გავუწბილებდით... შე-
უძლებელია, ყველას თავზე ხელი გადაუსვა, აამო, პირი მოუქონო! ეშმა-

479
კეულთა ბანდა! მათთან არ მოიწყენდი, მოდუნების საშუალებას წამი-
თაც არ მოგცემდნენ. მესმოდა, რამდენად ძნელი იყო მათთან საქმიანი
ურთიერთობების შენარჩუნება. სხვათა შორის, ადამიანის ბუნებისთვის
ნიშნეული ფლიდობისა და მზაკვრობის არაერთი მაგალითი მოუყვანია
ჩემთვის. მართლა დაუჯერებელია, სადამდე შეიძლება მოკვდავნი დავ-
კნინდეთ!..
1884 წელს კურტიალმა მიიღო შეკვეთა „ეპოქის“ გამომცემლების-
გან... ბოპულაისგან და ბრენდონისგან ურსულინის სანაპიროდან... საქ-
მე ეხებოდა დაწყებითი სკოლებისათვის განკუთვნილი ზოგადსაგანმა-
ნათლებლო სახელმძღვანელოს გამოცემას. სამუშაო მასშტაბური არ
ყოფილა, არც რთული, სამაგიეროდ დიდად საპასუხისმგებლო, საკმა-
ოდ დატვირთული და მრავალფეროვანი... სპეციფიკურიც... „საოჯახო
ასტრონომია“ და კიდევ „გრავიტაცია“. მიზიდულობის ძალა. ახსნა-გან-
მარტებანი ოჯახისთვის!.. მეყსეულად შეუდგა მუშაობას... თუმცა თავი-
სუფლად შეეძლო დათქმულ დროს დამკვეთებისთვის უცხოური ჟურნა-
ლებიდან ამოგლეჯილი, სახელდახელოდ შეთითხნილი მოკლე მიმო-
ხილვა წარედგინა... გაუაზრებელი, ნაჩქარევი, შეკოწიწებული და და-
უმუშავებელი ციტატების გროვა! რა შეუშლიდა ხელს, კიდევ ერთი ახა-
ლი კოსმოგონია შეექმნა. ათასჯერ უფრო უბადრუკი, აბსოლუტურად
ირეალური და უაზრო, ვიდრე ყველა მისი წინამორბედი... კოსმოგონია,
რომელიც არავის დასჭირდებოდა, ვერც ვერაფერში გამოიყენებდა. მაგ-
რამ წინასწარ შეიძლებოდა გეწინასწარმეტყველა, რომ კურტიალი ამ-
დაგვარ მაქინაციაზე ხელს არ მოაწერდა... ნამუსიანი კაცი იყო! ჯერ კი-
დევ მუშაობის დაწყებამდე იყო დაინტერესებული შედეგებით. შედეგი
იყო მისი მთავარი საზრუნავი და სადარდებელი. უნდოდა, რომ მკით-
ხველს, გამოცდილებიდან გამომდინარე, თავად შეჰქმნოდა საკუთარი
შეხედულება... ყველაფერზე... იქნებოდა ეს ვარსკვლავები თუ მიზიდუ-
ლობის ძალა... დაინტერესებულს თავისთვის ხელახლა უნდა აღმოეჩი-
ნა კანონები... ამგვარად, მარად ზარმაც მკითხველს წმინდა წყლის
პრაქტიკული საქმიანობისკენ უბიძგებდა. სულაც არ აპირებდა ვინმეს
პირფერობით დამშვიდებას... წიგნს „საოჯახო ტელესკოპის ასაწყობად“
პატარა მეგზური დაურთო... მუყაოს რამდენიმე კვადრატი კამერა ობ-

480
სკურას ცვლიდა... დაბალხარისხიან სარკეთა თამაში... ჩვეულებრივი
ობიექტივი... რამდენიმე ტყვიის ძაფი... მილი, რომელიც ამ ყველაფერს
იტევდა. თუ მითითებებს მკაცრად დავიცავდით, საოცრება სულ რაღაც
17 ფრანკი და 62 სანტიმი დაჯდებოდა (სრული ხარჯთაღრიცხვა). ამ
თანხას მივუმატოთ სახალისო და შემეცნებითი მონტაჟი. საკუთარი სახ-
ლიდან არა მარტო ძირითადი თანავარსკვლავედების ცქერის ბედნიე-
რი შესაძლებლობა გეძლეოდა, არამედ ჩვენი ნახევარსფეროს ძირითა-
დი ნაწილის ვარსკვლავთა ფოტოების ფლობისაც... „ვარსკვლავეთზე
გამაოგნებელი დაკვირვებანი ახლა უკვე საკუთარი ოჯახიდან!“ ასეთი
იყო დევიზი... 25 ათასზე მეტი ადამიანი, სახელმძღვანელოს გამოსვლი-
დან რამდენიმე დღეში, შინ ვარსკვლავების გადასაღები ზღაპრული, მი-
ნიატურული აპარატის გამართვას შეუდგა.
ახლაც ჩამესმის დე პერეირის დეტალური თხრობა თავსდატეხილ
უბედურებებზე... გასაოცარი უგულებელყოფა, ათვალწუნება და ზიზღი
აღიარებული ავტორიტეტების მხრიდან... მათი საზიზღარი მიკერძოე-
ბულობა... როგორი მძიმე, გაუსაძლისი და გულისამრევი იყო ეს ყველა-
ფერი... რამდენი პასკვილი... მუქარა... და დამცირება... რამდენი გამოწ-
ვევისა და იურიდიული გაფრთხილებებისთვის უნდა გაეძლო საწ-
ყალს!.. ერთი გამოსავალი რჩებოდა მხოლოდ... დამალვა და საკუთარ
სახლში გამოკეტვა... მაშინ მონჟის ქუჩაზე ცხოვრობდა... შემდეგ, გაძ-
ლიერებული დევნისგან ტანჯულმა მონტრტუს შეაფარა თავი... ტელეს-
კოპებისგან იმდენი იყო გაღიზიანებული, იმედგაცრუებული და გაავებუ-
ლი!.. დრამა სრული ექვსი თვე გრძელდებოდა... მაგრამ ყველაფერი
ამით როდი ამოიწურა... აურზაურს საბოლოო წერტილი ვერა და ვერ და-
ესვა... გამორჩეულად ღვარძლიანი, ბინძური და ცოფიანი მოყვარულე-
ბი კვირა დღეებითაც სარგებლობდნენ... არ იზარებდნენ და მონტრტუ-
ში საკუთარი ჯალაბობით ჩადიოდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ პატრო-
ნი ფეხქვეშ გაეგდოთ და დაბადების დღე გაეხსენებინათ... მთელი წლის
განმავლობაში ვერავის ღებულობდა. „ვარსკვლავური ფოტოგრაფია“
ერთი უმნიშვნელო მაგალითი იყო მიმდინარე სკანდალებისა და ინცი-
დენტების მორევიდან. ნათელი დასტური იმისა, თუ რა ქარცეცხლი შე-

481
იძლება დაგატეხოს მასების აღზრდა-განათლებისა და გათავისუფლე-
ბის უეშმაკო მცდელობამ...
„ყური მიგდეთ, ფერდინანდ, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ
მე მეცნიერების გულისათვის დავზარალდი... უფრო, ვიდრე ფლამარი-
ონი... ამას წყალი არ გაუვა! კიდევ უფრო მეტად, ვიდრე რასპაი! ან მონ-
გოლფიე! გავაკეთე, რაც შემეძლო!.. უფრო მეტიც!“ მგონი, ამ სიტყვებს
ძალიან ხშირად მიმეორებდა... მე პასუხის გაცემისგან თავს ვიკავებდი...
ეჭვნარევი მზერით მომაშტერდებოდა ხოლმე... არც კი ვიცოდი, რა მეთ-
ქვა, არადა, ჩემი რეაქცია აინტერესებდა... მაშინ ისევ იწყებდა ბოდვას...
თან თავის საქაღალდეში იქექებოდა და შეურვებული იერით შიგთავსს
კატეგორიებად აწყობდა... შემდეგ მოულოდნელად მათ ჩემ ცხვირწინ
აფრიალებდა.
„ბევრი ვიფიქრე მომხდარზე!.. ფიქრი არც ახლა შემიწყვეტია... შეიძ-
ლება, ცოტა ზედმეტად ვარ განაწყენებული! შეიძლება, საჭიროზე მეტი
დრო დავუთმე იმ სიმწარეს, რომელიც ვიწვნიე... შეიძლება, მოგონებებ-
მაც ძალზე ღრმად ჩამითრიეს... შეიძლება, მთლად სამართლიანიც ვერ
ვარ. ღმერთო, შენ მიშველე! და მაინც, რატომღაც დარწმუნებული ვარ,
რომ შიგადაშიგ მართალი ვიყავი, ნამდვილად ასეა! გარწმუნებ! ყველა-
ზე მეტად კი გული იმაზე მწყდება, რაც გზად მიმოვფანტე... ბუნებრივია,
გაუაზრებლად! გაუცნობიერებლად! განგებ არ ჩამიდენია!.. ყველაზე
ამაღლებული, ყველაზე ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომი, ყველა-
ზე ძვირფასი, ნაზი და სათუთი მოგონებები... ყველამ როდი უარმყო...
მავანმა და მავანმა ხომ აშკარად მაღიარეს! ადამიანის სიმახინჯესა და
უგვანობას აქვს საზღვარი!.. დიახ! ამაღლებულმა სულებმა, ჯერ კიდევ
რომ შემორჩნენ ამქვეყნად, მოახერხეს ჩემი უსაზღვრო გულწრფელო-
ბის დანახვა და შეფასება. ეს აშკარაა! ეს უეჭველია! და კიდევ ერთი...“
ამ დროს შეურჩევლად დააძრობდა წერილებს, მოგონებებს, საკუთარი
დაკვირვების მთელ კრებულებს... „არ შემიძლია, ერთ-ერთი მათგანი
ახლავე არ წაგიკითხო!“
„ძვირფასო კურტიალ, დიდო მეტრო და წინასწარმეტყველო! თქვენ
და თქვენი საოცრად ზუსტი საოჯახო ტელესკოპის წყალობით გუშინ ორ
საათზე, საკუთარი აივნიდან შევძელი, მთვარე მთელი თავისი სიდია-

482
დით მეხილა. ასევე მთები, მდინარეები და თუ არ მეშლება, ტყეც კი...
შესაძლოა, ტბაც! იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ კვირას ბავშვებთან ერ-
თად სატურნსაც დავინახავ, როგორც ეს მითითებულია თქვენს „ვარ-
სკვლავურ კალენდარში“ და შემდეგ უკვე – „ბელგოფორსაც“ შემოდგო-
მის მიწურულს. ეს თავად დაწერეთ 242-ე გვერდზე...
ჩემი არსებით, გულით და გონებით თქვენთან მიგულეთ, აქაც და
ვარსკვლავეთშიც!
გარდაქმნილი!“
ამ აღფრთოვანებულ ბოდვას კურტიალი თავის იასამნისფერ-მელ-
ნისფერ საქაღალდეში ინახავდა. დანარჩენებს – მუქარის შემცველებს,
კრიტიკულებს, შემრისხავებს, იმათ, სადაც ლანძღავდნენ, თათხავდნენ
და ტალახში ათრევდნენ, გადაუდებლად წვავდა. ყოველ შემთხვევაში,
ყველანაირად ცდილობდა, ჩვევად ქცეული წესრიგისათვის პატივი ეცა...
„რამდენი შხამია ამ კვამლში!“ – წამოიძახებდა ხოლმე მორიგი საძაგ-
ლობების გადაბუგვისას... ალბათ, სამყაროში ბოროტება უთუოდ დაიკ-
ლებდა, ყველას კურტიალის მაგალითისათვის რომ მიებაძა! ეჭვი
მღრღნის, რომ იმ პანეგირიკებს ჩვენი მეცნიერი თავად უგზავნიდა საკუ-
თარ თავს... იმისათვის, რომ დამთვალიერებლებისათვის ეჩვენებინა...
თუმცა ამაში არასდროს გამომტყდომია... არცთუ ისე იშვიათად სიურ-
პრიზების მომსწრენიც გახლდით. ერთი კია, რომ ჩემგან დიდ მხარდა-
ჭერას, თანადგომასა და დასტურს მაინცდამაინც ვერ გრძნობდა... მშვე-
ნივრად ტვინავდა, რომ ბრმად ყველაფრისა არ მჯეროდა... ამ დროს მო-
ულოდნელად მებუტებოდა... მეც ჩაძიებას ვერიდებოდი... ზემოთ ღორ-
მუცელა მტრედებს ავაკითხავდი ან „ერთგულთან“ ჩავდიოდი...
ახლა უკვე „ამბოხში“, რაძივილის პასაჟის კუთხეში, ფსონის ჩამო-
სასვლელად მე მიწევდა წასვლა. ბევრად ერჩივნა, ეს მისია მე ამეღო სა-
კუთარ თავზე, რადგან მშვენივრად ესმოდა, რომ ჭიჭყინა კლიენტთა
თვალში მთლად მოსაწონი საქციელი ვერ იყო. „კარტუშსა“ და „ლისის-
ტრატაზე“ ვენსენში ფსონის დადებას ვერავინ დამასწრებდა... ოთხამო-
ღებით გავრბოდი, ფრაზის დამთავრებას ვერც ასწრებდა. იუჰ! ლა! ლა!
„თუ ვინმე დაინტერესდა, უთხარი, რომ შენი ფულია...“ ვერც ვიტყვი
დანამდვილებით, თუ არსებობდა ვინმე, რომლის ფულიც არ ემართა.

483
ამიტომ სულაც არ აწყობდა, ზედმეტად ვინმეს თვალში გასჩხეროდა.
ტიპს, რომელიც ყველაზე ხშირად აგროვებდა ფსონებს, სასაცილო მეტ-
სახელი ჰქონდა – ნაგერი... ენა ეჩლიქებოდა და მოგებულ ნომრებს ხში-
რად გაურკვევლად აცხადებდა... მგონი, ამას განგებ სჩადიოდა, რათა
მოთამაშეებისთვის თავგზა აებნია... სულ დავობდა, ასე კი არა, ისე
ვთქვიო... შიგადაშიგ ნომრებსაც ტოვებდა... ვაიძულებდი, დაეწერა...
მაგრამ მაინც ვერ იყო ჩვენი საქმე კარგად... სისტემატურად ვაგებდით...
კურტიალისთვის შინ „ცნობები იპოდრომიდან“ ან „გამართლება“
მომქონდა... თუ წაგება მნიშვნელოვანი
იყო, სცენებს მიწყობდა. თავხედი იყო, რა! გამომგონებლებს უკვე
აღარ ღებულობდა... მათ თავიანთი გრაფიკითა და მაკეტებით გასას-
ვლელისკენ მიაბრძანებდა ხოლმე... „აიხვეტეთ ახლა აქედან და ეს
თქვენი ქაღალდები ერთ ადგილას ამოისვით! თქვენს ნახაზებს დასრუ-
ლებამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ აკლია! მარტო ერთი თვალის შევლების-
გან რეტი მესხმის... თქვენი ნამოღვაწარი მანქანის ზეთითა და მარგა-
რინით ყარს. რაო, რაო! იდეებიო და თანაც ახლებიო! იცით, რას გეტ-
ყვით, ამისთანებს დღეში ასს გამოგიცხობთ, თუ მოვინდომე! ნუთუ სინ-
დის-ნამუსი არ გაწუხებთ? ნუთუ ვერ გრძნობთ ოდნავ მაინც, რომ ეს
სრული კატასტროფაა! თქვენ კი ბედავთ, ეს მაჩვენოთ. ისედაც იმდენი
სისულელე მაყრია თავს და აღარ ვიცი, რა წყალში გადავარდე! მუქთა-
ხორებო! ყურუმსაღებო! უქნარებო! სულით და სხეულით მახინჯებო!..“
დამთვალიერებელი თავისი გრაგნილით ტყვიანაკრავივით კარის-
კენ გარბოდა... მისგან თავგაბეზრებულ კურტიალს კი ახლა განტვირთვა
სჭირდებოდა. განტევების ვაცად ამჯერად მე უნდა გამოვეცხადებინე.
საჩიჩხინოდ ნებისმიერი საბაბი გამოდგებოდა... „შენ კი ყველაფრის-
თვის მიგიფურთხებია! არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას მოუს-
მენ! განა ასე არ არის? სინამდვილეში, შენ ხარ ერთი უსაქმური. წამოწო-
ლილხარ თეძოზე და ჭერზე ბუზებს ითვლი!.. მე კიდევ, ჩემო მეგობარო,
სულ სხვა ვინმე ვარ. როგორ შეიძლება ჩვენი შეხედულებების ერთ რიგ-
ში დაყენება! მე მაქვს საზრუნავი! მეტაფიზიკური! მუდმივი! გადაუდე-
ბელი! დიახ! დიახ! საზრუნავი, რომელიც არასდროს მტოვებს! არას-
დროს, მაშინაც კი, როცა არ ვიმჩნევ! და შენთან ათასგვარ სისულელეზე

484
ვყბედობ! მე ვარ დღეგამწარებული ადამიანი... კუთხეში მიყენებული...
ჩიხში მომწყვდეული... უხილავი... მზაკვარი ძალებისგან დევნილი!
ვფიქრობ, ამაში არც შენ გეპარებოდა ეჭვი! ახლა არ მითხრა, რომ გაკ-
ვირვებული ხარ. აბა, ამოღერღე შენი მოსაზრება!..“
თვალებგადმოკარკლული მათვალიერებდა... თითქოს ცხოვრებაში
პირველად მნახა... ულვაშებს იჩეჩდა, უფრო სწორად, ქერტლისგან ბერ-
ტყავდა. ამ სერიოზული საქმიანობით გართული წამითაც არ მივიწყებ-
და... ჩემი შეფასება გრძელდებოდა...
– რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, როგორ იცხოვრებ!.. შენ ხომ ფიქ-
რით თავს არასდროს იწუხებ!.. სულ გკიდია ის შედეგები, რომელიც
ჩვენს ყველაზე უმნიშვნელო ქმედებებს და ყველაზე მოულოდნელ აზ-
რებს შედეგად მოჰყვება!.. ცალ ყვერზე გკიდია, ასე არ არის?! შენ ხარ
გონებადახშული... ჩარაზული და გაუმტარი პრიმიტივი... საკუთარ სუბ-
სტანციაში ჩაკირული... არავისთან და არაფერთან არ გინდა კონტაქ-
ტი... ხომ მეთანხმები? შენთვის მთავარია, სვა, ჭამო, მერე კი გვერდზე
გადაბრუნდე და ხვრინვა ამოუშვა. აი, იქ, ზემოთ... კი ხარ არხეინად... სა-
ბანწამოგდებული... და წამოგორებული ჩემს სოფაზე... მოკლედ, ხარ ნე-
ტარი! სულაც არ გაღელვებს, დედამიწა გააგრძელებს ტრიალს თუ გა-
ჩერდება. რატომ? რისთვის? ეს აუხსნელი სასწაული! რა, ერთხელ მაინც
დაინტერესდი? ეს საიდუმლო... უსასრულო... გადაადგილება ცაზე
ბრდღვიალა... თვალისმომჭრელ... სრულიად უცნობ კომეტებს შორის...
გზა ერთი ტრიალიდან მეორისკენ... რომლის ყოველი წამი ერთდროუ-
ლად შედეგიცაა და პრელუდიაც სხვა საოცრებების, საიდუმლოებების
უსასრულო რიგისკენ... ფერდინანდ! მილიონები! ტრილიონები!
მილიარდები! და შენ? რას მიკეთებ ამ კოსმოგონიური ჯირითის წი-
აღში? ვარსკვლავთა ამ უსასრულო ზღვაში? შენ ნთქავ! ყლაპავ! ხვრი-
ნავ! ყბედობ! ერთობი! დიახ! სალათა! შვეიცარიული ყველი! სიბრძნე!
თალგამი! ყველაფერი! შენ საკუთარ ქაქში ბანაობ... საკუთარ ნაგავში
კოტრიალებ... გორავ შიგ! ჯანმრთელი! ხალისიანი! უდარდელი! შენ
არაფერი გჭირდება! ვარსკვლავებქვეშ ისე გაივლი, როგორც მაისის წვი-
მის ქვეშ! ასეა! შენ ხარ არაჩვეულებრივი, ფერდინანდ! საოცარი! შენ
მართლა ფიქრობ, რომ ასე შეიძლება მარადიულად გაგრძელდეს?..

485
პასუხის გაცემისგან თავს ვიკავებდი... ცხოვრებაში არ მიფიქრია
მთვარეზე, არც ვარსკვლავებზე... კორტიალზე ხომ საერთოდ... თუმცა
შიგადაშიგ კი! და ამ მეტრაკემ ეს შესანიშნავად იცოდა.
– როცა დრო გექნება... აუცილებლად ჩაიხედე იქ... კომოდში... მხო-
ლოდ ისევ უკან ჩააბრუნე... მსგავსი ასამდე მაინც მექნება მიღებული...
მაინც არ მსურს თავიდან მოვიშორო!.. იცი, რას გამიკეთებ?.. დაახარის-
ხე ისინი! შენ ხომ გიყვარს წესრიგი. ეს საქმეც ძალიან დიდ სიამოვნებას
მოგანიჭებს! ვიცოდი, რაც უნდოდა... კიდევ ერთხელ ჩემი დაბოლება!..
– გასაღებს მრიცხველთან იპოვი... მე სულ ცოტა ხნით გავალ... მაღა-
ზიის დაკეტვა არ დაგავიწყდეს! არა, არა, არსადაც არ წახვალ!.. დარჩე-
ბი აქ და თუ ვინმე მოვიდა, პასუხს გასცემ, – გადაიფიქრა, – ეტყვი, რომ
შორს წავედი... ძალიან, ძალიან შორს... ექსპედიციაში! სენეგალში!..
პერნამბუკში! მექსიკაში! სადაც გინდა! ერთი მაგათი დედაც! დღეის-
თვის კმარა!.. გული მერევა, როცა ბაღის სიღრმიდან ამოტივტივდებიან
ხოლმე... თვალს მოვკრავ თუ არა, ცუდად ვხდები! სულ ფეხებზე მკიდია!
უთხარი, რაც მოგეპრიანება! შეგიძლია თქვა, რომ მთვარეზე ვმოგზა-
ურობ! და მოცდას აზრი არა აქვს... ახლა კი გამიღე სარდაფი... ლუქი და-
მიჭირე... თავზე არ დამამხო! როგორც ამას წინათ მოგივიდა! ალბათ
განგებ გამიჩალიჩე!..
პასუხი არ გამიცია... დუმილის უფლება დავიტოვე... ჭრილში ჩაძ-
ვრა... ორი თუ სამი საფეხური ჩაიარა, გაჩერდა და თქვა:
– შენ არ ხარ ცუდი, ფერდინანდ... მამაშენი მწარედ შეცდა შენი შე-
ფასებისას... არა, ნამდვილად არ ხარ ცუდი ადამიანი! შენ... არაფერი არ
ხარ! აი, რა მინდოდა მეთქვა!.. შენ ხარ პროტოპლაზმური! რომელ თვე-
ში ხარ დაბადებული, ფერდინანდ? თებერვალში? სექტემბერში? თუ
მარტში?
– თებერვალში, მეტრ!
– მზად ვიყავი, სანაძლეოს ჩამოვსულიყავი! თებერვალი! სატურნი!
ვინ გინდა, გამოხვიდე? შარახვეტიავ! უპოვარო! თუმცა ახლა ამის კით-
ხვას რა აზრი აქვს?! ბოლოს და ბოლოს, დაუშვი ეს ხუფი! როცა ბოლომ-
დე ჩავალ, სულ ძირში, გესმის თუ არა?! მანამდე არავითარ შემთხვევა-
ში! რომ ცერა თითი არ მომყვეს! ეს კიბე საშინლად ყანყალებს... შუაში

486
თითქმის მორღვეულია! ვინ იცის, უკვე რამდენჯერ შევაკეთე. მიდი! გა-
ინძერი! – იღრიალა ისევ სარდაფის ჯურღმულიდან... – თავი დამანე-
ბეთ! ტვინის მბურღავები! გულის
გამწყალებლები, აბეზარები და ლოთები არ გამაკარო! მე არავის-
თვის აღარ ვარსებობ! ვაცხადებ სრულ იზოლაციას! ვმოგზაურობ! წავე-
დი! შეიძლება ორი საათით... შეიძლება ორი დღით! არ მინდა, ვინმემ
შემაწუხოს... სიმშვიდე დამირღვიოს... შენ კიდევ, დარდი ნუ გექნება, ნუ
ღელავ! არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ არ ამოვიდე აქედან! შენ და-
იმახსოვრე!.. არაფერი იცი... საერთოდ არ ხარ საქმის კურსში... თუ ვინი-
ცობაა და რამე გკითხეს! მე მედიტაციაში გადავეშვი! ჩასწვდი ნათქვამს?
– დიახ, მეტრ!
– სრული და ამომწურავი პასუხი, ფერდინანდ! იზოლაცია! სრული
გადადგომა!.. არც ეს დაგავიწყდეს!
– დიახ, მეტრ!
ლუქი მთელი ძალით დავახეთქე. გაისმა აფეთქების ხმა... ჰაერში
ღრუბლების ქარავანი აიჭრა... ძალიან წააგავდა ქვემეხის გრგვინვას...
შესანიღბად ხუფზე გაზეთების გროვა აღვმართე... ზემოთ ავედი, რათა
მტრედებისთვის საკენკი დამეყარა... კარგა ხანს შევყოვნდი... როცა
ძირს დავეშვი, ის ისევ სარდაფში იყო, ცნობისმოყვარეობა მკლავდა,
თავს რამე უბედურება ხომ არ დაიტეხა-მეთქი... კიდევ ცოტა ხნით შევ-
ყოვნდი... ნახევარი საათით... შეიძლება საათის სამი მეოთხედით... მე-
რე გადავწყვიტე, რომ ამ კომედიისთვის წერტილი დამესვა... საკმარისი
იყო!.. ხუფი წამოვწიე და შიგნით ჩავიხედე... ვერ დავინახე... ხუფი ია-
ტაკს მივაჯახუნე... იძულებული გავხადე, ხმა ამოეღო... არარადან ამომ-
ძვრალიყო... მთელი „მოგზაურობა“ ცხაურას სიახლოვეს, „ერთგულის“
ბორცვზე წამოგორებულს, აბრეშუმსა და დიდ ბუშტულებს შორის
ხვრინვაში გაეტარებინა... მეც მქონდა იქ სამუშაო... გამოვაგდე იქიდან...
იატაკის დონემდე აბობღდა... ბოლოს გამოძვრა... სათვალის წმენდა-
წმენდით... და რედინგოტის ბერტყვით... სრულიად გამოყეყეჩებული
და გაბრუებული ფარდულისკენ გაეშურა...
– დავბრმავდი, ფერდინანდ, და ეს არაჩვეულებრივია... სრული ფე-
ერიაა...

487
გასივებული და გაბიჟვინებული ჩანდა... ყბედობის სურვილიც გაჰ-
ქრობოდა... დაწყნარებულიყო... მხოლოდ ენით უცნაურ ბგერებს გა-
მოთქვამდა: „ბდია! ბდია! ბდია!“ გავიდა კანტორიდან. ძილის შემდეგ
ოდნავ აქანავებდა, კიბორჩხალასავით დიაგონალზე მოძრაობდა... გე-
ზი პავილიონ რეჟანსისკენ აიღო... კაფე... ქაშანურის ვოლიერს მიმსგავ-
სებული, ლამაზი ტრიუმოთი, რომელიც მაშინ მიტოვებულ ყვავილნარ-
ში მდებარეობდა... ახლოს მიჯდებოდა... მაგიდასთან... პირდაპირ კარ-
თან... მე მაღაზიიდან ვაკვირდებოდი... ხელისგულივით ჩანდა... თავი-
დან აბსენტს დაისხამდა... ჩვენს ვიტრინას ძალიან ლამაზი ტელესკოპი
ამშვენებდა... დიდი კონკურსიდან შემოგვრჩა... შეიძლება იქიდან სა-
ტურნი ვერ დაგეთვალიერებინა, მაგრამ სამაგიეროდ გამორიცხული
იყო დე პერეირი ვერ დაგენახა... იმ დროს, როცა თავის სასმელს იტ-
კბობდა... მერე ვერმუტს დაიმატებდა ხოლმე... ამას ფერზე ვხვდებო-
დი... ეს იყო მანამ, სანამ თავის დამარეტიანებელ, სახელგანთქმულ, სა-
უკეთესოთა შორის საუკეთესო გროგს მიეძალებოდა.
***
იმ საშინელი უბედური შემთხვევის შემდეგ კურტიალმა საზეიმოდ
დადო პირობა, რომ რბოლებში მონაწილეობაზე ვერანაირი თანხა ვერ
შეაცდენდა და საჭეს ახლოს არ გაეკარებოდა... რა თქმა უნდა, რბოლები
დასრულდა... წარსულს ჩაჰბარდა! დაპირება პირნათლად შეასრულა.
და ახლაც კი, ორი ათეული წლის შემდეგ, მუხლებში რომც ჩავარდნო-
დით, ცოცხალი თავით მანქანას არ დაძრავდა... ყველაზე უეშმაკო გასე-
ირნებითაც კი ვერ შეაცდენდით... სრულიად უსაფრთხო დემონსტრირე-
ბაზეც კი არ იყო ყაბულს. ბევრად უფრო უსაფრთხოდ, ძლიერი ქარბუ-
ქისას, თავის ბუშტში გრძნობდა თავს...
ყველა მისი კვლევა მექანიკაზე წიგნებად იყო აკინძული... სხვათა
შორის, ასეა თუ ისე, წელიწადში ორი ნაშრომის გამოშვებას მაინც აბამ-
და თავს: ერთი, სტატისტიკური მონაცემებითა და მთელი რიგი გამოთ-
ვლებით ძრავების ევოლუციას ეძღვნებოდა ხოლო მეორე – ნახატებით
გაძეძგილი სახელმძღვანელო გახლდათ.
ერთ-ერთი თხელტანიანი გამოცემა თავიდანვე ბობოქარი დავების
წყაროდ იქცა. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე სკანდალის მიზეზიც

488
კი. სხვათა შორის, თვითონ არაფერ შუაში არ ყოფილა. ყველამ უწყოდა,
რომ ყველაფრის თავი და თავი პირწავარდნილი თაღლითები და იშ-
კილბაზები იყვნენ, რომლებმაც მისი აზრები ხელის მოთბობის მიზნით
შერყვნეს და დაამახინჯეს. მსგავსი რამეები კურტიალს საერთოდ არ
სჩვეოდა! როგორ გეკადრებათ! აი, სათაურიც, თუ ძალიან გაინტერე-
სებთ!
„ავტომობილი 322 ფრანკად და 25 სანტიმად. მეგზური აწყობის მოყ-
ვარულთათვის, შექმენი თვითონ ოთხი ადგილი, აქედან ორი დასაკეცი,
ტევადი, ორი ძარა, საათში 22 კმ, შვიდსიჩქარიანი, ორი უკანა“. მხო-
ლოდ სათადარიგო, ნებისმიერ ადგილას შეძენილი ნაწილებით. კლიენ-
ტის გემოვნების, ხასიათის, მიდრეკილების, მოდისა და სეზონის შესატ-
ყვისად შერჩეული! ამ პატარა კვლევამ ფურორი მოახდინა... 1902-1905
წლებს შორის... სახელმძღვანელო არა მარტო გეგმებს შეიცავდა, არა-
მედ ყველა ნახაზსაც მილიმეტრის მეათასედის სიზუსტით! ფოტოები,
ცნობები, პროფილები... უზადოდ შესრულებული... ათასჯერ გადამოწ-
მებული.
საქმე ეხებოდა იმ საშიშროების წინააღმდეგ გადაუდებელ ბრძო-
ლას, რომელიც „სერიული წარმოების“ სახით სულ ახლახან ჰორიზონ-
ტზე გამოიკვეთა... დე პერეირს, მიუხედავად მისთვის ნიშნეული პროგ-
რესის კულტისა, საშინლად სძულდა სტანდარტული პროდუქცია. თავი
დასაწყისშივე მის დაუძინებელ და შეურიგებელ მტრად გამოაცხადა.
მასში მხოლოდ ადამიანის პიროვნების დაქუცმაცებისა და ხელოსნობის
განადგურების მიზეზებს ხედავდა...
თვითნაკეთი ავტომობილისათვის გაჩაღებული ბრძოლის ხანაში
კურტიალი საკმაოდ ცნობილი იყო იმ ნოვატორთა წრეში, სადაც თავი
ძირითადად იმ ადამიანებს მოეყარათ, რომელთაც „პოლივალენტური
შალეების“ სფეროში ორიგინალური და გაბედული კვლევები ჩაეტარე-
ბინათ... მხედველობაში მაქვს
მსუბუქი, წელვადი, ნებისმიერი ოჯახისთვის და ნებისმიერ კლიმატ-
ში გამოსადეგი საცხოვრებლები!.. „სახლი საკუთარი თავისთვის“ ის
კონსტრუქცია იყო, რომელსაც შენ გემოზე ააწყობდი და დაშლიდი, თუ
საჭირო იყო, გაბერავდი და, რა თქმა უნდა, გადაიტანდი, სადაც ისურ-

489
ვებდი. სახლი, რომელსაც ერთი ან ორი ოთახით მყისიერად შეამცირებ-
დი საჭიროების, მოთხოვნილების, ბავშვების, სტუმრების, შვებულებე-
ბის, თითოეულის სურვილებისა და გემოვნების გათვალისწინებით...
„ძველი სახლი – ეს ის სახლია, რომელსაც უკვე ვეღარ შეცვლი! ის არ
მოძრაობს, ამიტომ შეიძინეთ ახალი, გახადეთ ის მსუბუქი და მოხერხე-
ბული! ნუ ააშენებთ! ააწყვეთ! მშენებლობა – ეს უცილო სიკვდილია! აშე-
ნებენ მხოლოდ საფლავებს! იყიდეთ ცოცხალი სახლი! „პოლივალენ-
ტური შალე“ იცვლება და გარდაიქმნება ცხოვრების კვალდაკვალ!..“
ასეთი გახლდათ იმ მანიფესტის სულისკვეთება, რომელიც მან თა-
ვად შეთხზა მომავლის არქიტექტურის გამოფენის გახსნის წინა დღეს,
98 წლის ივნისში, მანქანების გალერეაში. დე პერეირის შრომას საოჯა-
ხო კონსტრუქციებზე უმალ მოჰყვა მომავალი პენსიონერების, მცირეშე-
მოსავლიანი ოჯახების მამების, უსახლკარო ახალდაქორწინებულთა
და კოლონიური მოხელეების ენით აღუწერელი მღელვარება... იგი ვერ
აუდიოდა წერილებსა და მოთხოვნებს საფრანგეთის ყველა კუთხე-კუნ-
ჭულიდან, უცხოეთიდან, დომინიონებიდან. გამოფენაზე წამოჭიმულმა
მისმა შალემ მობილური სახურავით, 2492 ლურსმნით, სამი კარით, 24
განით, 5 ფანჯრით, 42 ანჯამით, ტარლატანისა (ერთგვარი მარმაში) და
ხის ტიხრებით სეზონის მიხედვით უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ის
კონკურსგარეშედ და დაუმარცხებლად აღიარეს. მისი სასურველ განზო-
მილებებში აღმართვა ორ ადამიანს ნებისმიერ გრუნტზე სულ რაღაც 17
წუთსა და 4 წამში შეეძლო. ცვეთა მისი – უმნიშვნელო! მედეგობა – ამოუ-
წურავი! ზედმეტი გამძლეობა! დაშლითაც არ დაიშლებოდა! საჭირო
იყო, სახლს ეთამაშა, ცოცხალი ორგანიზმის დარად ემოძრავა! ესუნთქა!
ეღელვა! დახრილიყო ქარის შემობერვისას, მიწაზე გართხმულიყო
ძლიერი ქარიშხლის, ქარბუქის ამოვარდნისას, ჭექა-ქუხილისას! თუ ის
წინააღმდეგობას გაუწევდა – ო, ადამიანის უგუნურებავ! – ბუნებრივი შე-
დეგიც, ანუ უცილო ნგრევაც არ დაახანებდა. რა შეიძლება ადამიანმა
კონსტრუქციას მოსთხოვო?! მასიურს, გალვანიზებულს? ცემენტით გა-
მაგრებულს? რომ არ შეეპუოს და გაუძლოს ნებისმიერ სტიქიას? არას-
დროს! ტყუილად გაქვთ ამის იმედი! რა სისულელეა! ის ადრე თუ გვიან
გაცამტვერდება და გაქრება... ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ

490
ჩვენს ერთ-ერთ ულამაზეს და ნაყოფიერ სოფელში გაისეირნებთ. განა
ჩვენი საოცარი ტერიტორიები დაწყებული ჩრდილოეთიდან, სამხრე-
თით დამთავრებული სევდისმომგვრელი ნანგრევებით არ არის მოფე-
ნილი? ეს ოდესღაც დიდებული ნაგებობები, ამაყი ციხე-კოშკები, ჩვენი
წარსულის სამკაულები! რა დაემართა ამ სამშვენისებს? მტვრად იქცა!
„მრავალმიზნობრივი შალე“ მსუბუქია. ამავდროულად, მკვრივიც! ის
შემგუებლურია. იწელება, იკუმშება, საჭიროების მიხედვით, ბუნების
ცოცხალი ძალების მოთხოვნით!..“ „ის შეიძლება დაიკეცოს, გაიშალოს,
მაგრამ დანგრევით არასდროს დაინგრევა!“
მისი სტენდის გახსნის დღეს, პრეზიდენტ ფელიქს ფორის ჩამოვლი-
სას, უთვალავი სიტყვისა და ქათინაურის წარმოთქმის შემდეგ შეშლილ-
მა ბრბომ იერიში ბარიერებზე მიიტანა. მიწასთან გაასწორა...
შევარდა შალეში და ეს სასწაული სადგამიდან მოგლიჯა, ნაკუწებად
აქცია და გადასანსლა. ხალხი ისეთი დამშეული და ისეთი გაუმაძღარი
ჩანდა, რომ თვალის დახამხამებაში მთელი მატერია შთანთქა! უნიკა-
ლური ეგზემპლარი კი არ დაანგრიეს, ამ სიტყვის მიღებული გაგებით,
არამედ უბრალოდ შეიწოვეს, შეისრუტეს და ადგილზევე მოინელეს...
დახურვის საღამოს მის ნაკვალევსაც ვერ იპოვიდა კაცი... აღარ დარჩა
არაფერი... ერთი ნამცეციც კი... არც ერთი ლურსმანი... ძაფის ნაგლეჯიც
კი... ეს საოცარი ნაგებობა ტყუილი ფურუნკულივით გაიწოვა. კურტიალი
თხრობისას, ამ ამბიდან თხუთმეტი წლის თავზეც კი, მწარე სევდას ვე-
ღარ მალავდა...
„შემეძლო ამ საქმეს მივბრუნებოდი... ეს ის სფერო იყო, რაც, ყოველ-
გვარი ბაქიაობისა და კუდაბზიკობის გარეშე ვიტყვი, ყველაზე უკეთ გა-
მეგებოდა. შემეძლო გემოზე, „სანტიმის სიზუსტით“ ობიექტის მონტა-
ჟის სრული ხარჯთაღრიცხვა შემედგინა, თან არც არავის ჩარევის შემე-
შინდებოდა... მაგრამ სხვა, ბევრად უფრო გრანდიოზულმა პროექტებმა
მიიპყრეს ჩემი ყურადღება და თხემით ტერფამდე ჩამითრიეს... ვეღარ
ვიპოვე დრო, რათა გაანგარიშებები „წინააღმდეგობის ინდექსზე“ განმე-
ახლებინა... და მაინც, მიუხედავად ფინალური კატასტროფისა, შეიძლე-
ბა ჩავთვალოთ, რომ ჩვენება შედგა. ჩემმა გამბედაობამ არაერთ სკო-
ლასა და ენთუზიასტ ახალგაზრდას მისცა საშუალება თავიანთი სიტყვა

491
ეთქვათ... თავი გამოეჩინათ... გახსნილიყვნენ, როგორც იტყვიან, თან
ხმაურიანად! თავიანთი მოწოდება ეპოვათ... ამაში ნამდვილად ჩემი
დამსახურებაც უნდა აღვნიშნოთ! მე, ცხადია, სხვა მიზანი არც მქონია!..
გარდა აღიარებისა! სხვას არაფერს ვითხოვდი, ფერდინანდ! ასე მგზნე-
ბარედ სხვას არაფერს ველტვოდი! არც მთავრობა შემიწუხებია! მე ისევ
დავუბრუნდი ჩემს გამოკვლევებს... ყოველგვარი ინტრიგებისა და
თვალთმაქცობის გარეშე! და რით დასრულდა ეს ყველაფერი? ყური
მიგდე, ახლავე მოგიყვები! გავიდა რამდენიმე თვე... ერთ დღესაც... აბა,
თუ მიხვდები, რა მივიღე? თითქმის ერთი მეორის მიყოლებით? ერთი
მხრივ, „ნიშამი“ და მეორე მხრივ, სადღაც ერთი კვირის შემდეგ – „აკა-
დემიური პალმები“. თავი უკიდურესად დამცირებულად ვიგრძენი. მაინ-
ტერესებს, ვინ ვეგონე! ბარემ თამბაქოს კიოსკიც მიეყოლებინათ! მინ-
დოდა, ეს ფალსიფიკაციები მინისტრისთვის უკანვე მიმეშავებინა! ფლა-
მარიონიც გამეფრთხილებინა, „ნუ მიიტანთ ამას გულთან ახლოს, არა
უშავს! დაწყნარდით! დათანხმდით! – მიპასუხა მეტრმა, – ისინი მეც
მაქვს“. შევურიგდი ბედს – სხვა, აბა, რა მექნა?! მაინც მივიჩნევ, რომ ბინ-
ძურად მომისყიდეს. საძაგლები! პირწავარდნილი შარლატანები! ჩემს
გეგმებს მუსრი გაავლეს! მამასისხლად გაყიდეს! გადაიწერეს... ვინ სად
გამოიყენა და ვინ სად! პლაგიატებმაც იყოჩაღეს, გესმის, რა ხდებოდა?
ათასი ორგულისა და მამაძაღლის მონაწილეობით... და მერე რა?! რაში
გამოიყენეს, რო?! ყველაფერს ოფიციალურ არქიტექტორებს ვაბრა-
ლებ... იმ თავხედებს და სინდისნამუსგარეცხილებს!.. ასე მოვიხსენიე
ისინი ფლამარიონისათვის გაგზავნილ წერილში... ამ ბინძურ თამაშში
მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად მათ ჩემთვის, ყველაზე მცი-
რე, გამარჯვებულის საპატიო ლენტა მაინც უნდა შემოეთავაზებინათ...
ამ პატივმოყვარეობის ორთაჭიდილში მინდოდა მეთქვა!.. ახლა გესმით
ჩემი, ფერდინანდ? ფლამარიონი მთლიანად დამეთანხმა, მაგრამ მირ-
ჩია, ხმა ჩამეგდო... ხმაურს მოვრიდებოდი... ახალ სკანდალებში არ გა-
მეყო თავი... ეს მასაც გარკვეულწილად ჩრდილს მიაყენებდა... მე კიდევ
ცოტა ხანს უნდა მომეთმინა... ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარიყო...
ისე, მე ხომ მისი მოწაფე ვიყავი? და ეს არასდროს უნდა დამევიწყებინა!
ოჰ! ახლა არაფერს ვნანობ! შეგიძლია, მერწმუნო! თუმცა

492
ზოგიერთი დეტალი დღესაც სევდას მგვრის, მაგრამ სულ ეს არის!
სხვა არაფერი... ნამდვილად არაფერი! ეს იყო ერთი სევდიანი გაკვეთი-
ლი... მხოლოდ და მხოლოდ... დროდადრო ფიქრებში თუ მივუბრუნდე-
ბი ხოლმე... “
ზუსტად ვიცოდი, რა მომენტებში შემოაწვებოდა ხოლმე კაეშანი არ-
ქიტექტურაზე... ეს იყო ქალაქგარეთ, სოფელში... აფრენისას... როცა
ცალ ფეხს ასწევდა გონდოლაში ჩასაძრომად... ამ დროს მოგონებების
ტალღას ვერ ერეოდა... შეიძლება, ამ დროს შიში იპყრობდა და ყბედო-
ბით ცდილობდა მისგან გათავისუფლებას... შორეთს მიაბჯენდა მზე-
რას... უმთავრესად პეიზაჟებს... დიდ გარეუბანში ნაკვეთების, ფარღა-
ლალა, ფიცრებისგან შეკოწიწებული ქოხმახებისა და უბადრუკი მიწურე-
ბის წინ მდგარს გული უჩუყდებოდა... ღელავდა... ეს უხეირო, გადაფხა-
ვებული, მინჯღრეულ-მონჯღრეული, დაბზარული, მოყანყალე, ტლაპო-
ში მოცურავე შენობები გზის მიღმა სამშენებლო ნარჩენების მიწაყრი-
ლებზე ერთმანეთის გვერდიგვერდ იყო ჩამწკრივებული... „ხედავ, ფერ-
დინანდ? – მკითხავდა, თან ხელით მინდვრისკენ მიმანიშნებდა, – ხედავ
ამ საძაგლობას?“ ჰაერში წრეს შემოხაზავდა... თითქოს ჰორიზონტს
გულში იკრავდა... ეს ძველთაძველი, სულთმობრძავი სადგომები, ეკლე-
სია, საქათმეები, თეთრეულის სარეცხი ადგილები და სკოლები... დან-
გრეული, ძველი ნაცრისფერი, იასამნისფერი, რეზედასფერი სამშენებ-
ლო ნაგვისგან აღმართული ბორცვები... ხედავ ამ ყველაფერს?
– ლამაზია, არა? ხომ არის გულისამრევი საზიზღრობა? არის, რა
თქმა უნდა, და მის შექმნაში ბრალი მეც მიმიძღვის. დიახ, მე! ყველა-
ფერზე პასუხს მე ვაგებ: შეგიძლია, ეს პირდაპირ მითხრა, ფერდინანდ!
გესმის ჩემი? პირდაპირ სახეში გამომიქანო! მე!..
– აჰ!.. – აღმოხდებოდა, თითქოს გაოცებულს... ვიცოდი, რომ ეს მისი
ამოჩემებული საცირკო ნომერი იყო... გადაყოფდა ფეხს... ჩახტებოდა
კალათაში... თუ ძალიან ძლიერი ქარი არ უბერავდა, პანამას ვერ
ელეოდა... ერჩივნა, თავზე ჰქონოდა ჩამოფხატული... განიერი ლენტით
ნიკაპთან იმაგრებდა... სამაგიეროდ, მის კასკეტს მე ვიხურავდი... „აუშ-
ვით ყველაფერი!“ თავიდან ძალიან, ძალიან ნელა... მილიმეტრ-მილი-
მეტრ... სიჩქარეს მოგვიანებით ვუმატებდით... სახურავების ზემოთ

493
ფრენა... ისე, რომ რამეს არ გამოვდებოდით, დიდ ძალისხმევასა და
სიფრთხილეს მოითხოვდა... არასდროს უნდოდა ქვიშა გადაეყარა...
არადა, აღმასვლა აუცილებელი იყო... ბუშტს ბოლომდე არასდროს ვბე-
რავდით... ჰაერით დატენილი შუშის ბალონი მაშინ 13 ფრანკი ღირდა...
***
იმის შემდეგ, რაც აბობოქრებულმა ბრბომ ასაწყობ შალეს დამარ-
თა... ხომ გახსოვთ მარტივ მამრავლებად რომ დაშალა? – კურტიალ დე
პერეირმა გადაწყვიტა, საკუთარ ტაქტიკაში ძირეული ცვლილებები გა-
ნეხორციელებინა. ფონდები უწინარეს ყოვლისა... – გაიძახოდა... მისი
ახალი მაქსიმი შემდეგს ქადაგებდა: „ნაკლები რისკი, მეტი თვითდაჯე-
რებულობა!“ შეადგინა პროგრამა, რომელიც მთლიანად ამ
მოცემულობებზე იყო დაფუძნებული. „ფუნდამენტური რეფორმე-
ბი!..“ ყველა ერთი მეორეზე გონივრული, აუცილებელი და გადაუდებე-
ლი!..
პირველ ყოვლისა, ის ნებისმიერ ფასად გამომგონებელთა პირობე-
ბის გაუმჯობესებას მოიაზრებდა. ოჰ! თვლიდა, რომ გამოკვლევების
სამყაროს ახალი იდეები არასდროს შემოაკლდებოდა. პირიქით, მათი
რაოდენობა ყოველთვის საჭიროზე მეტიც კი იყო! კაპიტალი – მშიშარა
და ფრთხილი, მათ ყოველთვის გაურბოდა. ყველა უბედურების თავი და
თავი ფონდების უკმარისობა... ნაღდი ფულის უყაირათო ხარჯვა იყო...
მაგრამ ამ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია... საკმარისია, არსე-
ბულ მდგომარეობაში ვინმე გონივრული ინიციატივით აღჭურვილი ჩა-
ერიოს... თვით მონპასიეს გალერეაში, ტუნისური დარბაზის უკან, აბაზა-
ნასა და კორიდორს შორის „მეანაბრეთა კუთხის“ შექმნა უკვე წინგადად-
გმული ნაბიჯი იქნებოდა... პატარა, სპეციფიკური, სადად გაწყობილი
სივრცის... კარადა, თარო და ორი სკამი სავსებით საკმარისი იყო... დე-
ბატების გასამართად... შუა თაროს კი დე ლესეს ლამაზი ბიუსტი მოუხ-
დებოდა... დოსიეების ურიცხვი რაოდენობის შუაში წამოჭიმული...
ახალი წესდების შესაბამისად, ნებისმიერ გამომგონებელს სულ რა-
ღაც 52 ფრანკად (თანხა ავანსად უნდა შემოეტანათ) შეეძლო, ჩვენს გა-
ზეთში ზედიზედ სამი პროექტი გამოექვეყნებინა... აბსოლუტურად „ad
libitum“ ყველაზე გაუგონარი სისულელეც, ყველაზე თავბრუდამხვევი

494
ბოდვაც და ყველაზე დაუჯერებელი თაღლითობაც კი... ეს ყველაფერი,
ასე თუ ისე, „ჟენიტრონის“ ორ გვერდს გაავსებდა, პლუს ათწუთიანი სა-
კონსულტაციო საუბარი დირექტორ კურტიალთან... და ბოლოს, იმის-
თვის, რომ ნომერი უფრო მიმზიდველი გაეხადათ, ამ ყველაფერს დაეთ-
ვოდა ოლეოგრაფიული დიპლომი, განკუთვნილი „ევრიკას“ – სამეცნი-
ერო-კვლევითი ცენტრის წევრი-დეპოზიტორისათვის, რომელმაც მეც-
ნიერებასა და მრეწველობაში ყველაზე სასარგებლო და პროგრესული
აღმოჩენების დაფინანსებით, შესწავლით, შეფასებითა და გავრცელე-
ბით ისახელა თავი.
ორმოცდაათი მონეტის ასაწაპნად ეს მეთოდი ყველაზე მოხერხებუ-
ლად მივიჩნიეთ... მაგრამ თურმე სად ცურავ!.. ფინანსური მხარის მოგ-
ვარებას არაფერი ეშველა. რა არ ვქენით... ვიყბედეთ, ტარაბუა დავახვი-
ეთ, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, ლამის ყურებზე ვიარეთ... არაფერი! როცა
სიტყვა მაყუთზე ჩამოვარდებოდა, ყველაზე ჩერჩეტ, ყველაზე გადარეუ-
ლებსა და დამყოლებსაც კი მღელვარება იპყრობდა და ათესვას ცდი-
ლობდნენ... მაშინაც კი, როცა თავიანთი ტვინის ნაჟურით შეპყრობილე-
ბი, გაუგონარ სიშტერეებს ბოდავდნენ: ეს დედამისექსილები გრძნობ-
დნენ, რომ მათ აბოლებდნენ... ახევდნენ მაყუთს, და ვერანაირ ხეირს
ვერ ეღირსებოდნენ... „დოსიეს შიგთავსი“ – ასე ერქვა ჩვენს გოთვერნო-
ბას.
იმ დროიდან მოყოლებული კურტიალი, საერთო შეთანხმების სა-
ფუძველზე თავის თავზე იღებდა ყველა მცირე თუ მსხვილმასშტაბიან
ქმედებას... ტაქტიკის შემუშავება, შეხვედრები, არგუმენტების შეთ-
ხზვა... თათბირები... შესამზადებელი დებატები. მოკლედ, აკეთებდა
ყველაფერ იმას, რაც საჭირო იყო კონსორციუმის მისაზიდად, მოსათაფ-
ლად, დასარწმუნებლად, გასამხნევებლად და დასამშვიდებლად... სა-
მოქმედო დრო წინასწარ იყო დადგენილი ... სერიოზულად, აუჩქარებ-
ლად, ფაციფუცის გარეშე!
გამორიცხული იყო მოვლენების დაჩქარების მცდელობა... უხეშობა-
ნი... ამას ყველანაირად გავურბოდით! უტიფრობა, მოგეხსენებათ,
ვნებს, გაუმართლებელი სიჩქარე ყველა გეგმას, ყველა გათვლასა და
დიაგნოზს თავდაყირა აყენებს! წარმატებულად მხოლოდ ის საწარმო

495
ითვლება, რომელიც ნელა მწიფდება! ჩვენ სასტიკად ვეწინააღმდეგე-
ბოდით სულსწრაფობას... დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ უაზ-
რო თვითშემოქმედებასა და ისტერიას! „ყოველი მეანაბრე – ეს ნამდვი-
ლი ჩიტია, როცა გაფრენას გადაწყვეტს! კუა, როცა საქმე ფულს ეხება.“
იმისათვის, რომ გამომგონებელს ნაკლებად შეეშალა ხელი ასეთი
სათუთი მოლაპარაკებების წარმოებისას, კურტიალს მოედანი უნდა მო-
ეწმინდა, გაეკრიალებინა, იავარდებით მოეფინა... მოსათათბირებლად
კაბინეტში გარბოდა... მოლოდინში ჩიბუხს ექაჩებოდა... თავის ხრიკებ-
ზე დროებით მაინც არ უნდა ეფიქრა... თუ საქმე დაიძვრებოდა, მას მყი-
სიერად ჩააყენებდნენ საქმის კურსში... დეტალებსაც წვრილ-წვრილად
გააცნობდნენ... მიუხედავად ამისა, თავის სოროში იშვიათად თუ იჯდა
მშვიდად... ერთი კვირაც არ იქნებოდა გასული, უკვე შეტევაზე გადმოდი-
ოდა... ახალი ამბები აინტერესებდა... ჩვენთვის ახალ პროექტებს მოათ-
რევდა... ან ძველების დანართებს... დამატებითი ნახაზები... ცალკეული
ნაწილები ბრუნდებოდა ისევ და ისევ... უკმაყოფილების გამოხატვას აზ-
რი არ ჰქონდა... ის არ ცხრებოდა... პირიქით, აბეზარმა, მშფოთავმა,
დამწუხრებულმა და დაუკმაყოფილებელმა... ვიზიტებს უხშირა... თუ
რამე გადაბრუნებული მის ყურებამდე მიაღწევდა, ბღავილს იწყებდა...
მეტ-ნაკლებად სერიოზულ შეტევას იმართებდა... შემდეგ კი კარგა ხნით
გაუჩინარდებოდა... მხვდებოდნენ ჯიბიდან გავარდნილი აფერისტე-
ბიც... უნამუსო ნაძირლები... საბედნიეროდ, ცოტანი იყვნენ... მაიმუნე-
ბი, ვითომ კანონიერი გზებით ხმაურის ატეხვას – კომისარიატში ჩივილს
აპირებდნენ... კურტიალი ამ ავაზაკებს მოხარშულს იცნობდა... მათი მო-
ახლოებისას ტყვიანაკრავივით გარბოდა. შორიდან ამჩნევდა, როცა მე-
ორე მხარეს თაღებქვეშიდან გამოძვრებოდნენ... არწივის მზერა ჰქონდა
კურტიალს. მანიაკის განსაზღვრა თვალის დახამხამებაში შეეძლო...
ყნოსვაც ასეთივე გამძაფრებული ჰქონდა... მისი მოწვა არ იყო ადვილი
საქმე... უკანა ოთახში გაძვრებოდა და იქ ჰანტელებს ატრიალებდა...
ხშირად სარდაფს აფარებდა თავს... სადაც ბევრად მშვიდად და დაცუ-
ლად გრძნობდა თავს. არავის დანახვა არ უნდოდა! გასაუბრება გამო-
რიცხული იყო. შენატანის უკან დაბრუნების მსურველ არამზადას შეეძ-

496
ლო საათობით ეჩხავლა, ფილტვები ამოეყარა... მხოლოდ დედიმისი-
სას ეღირსებოდა...
– მიხედე, ფერდინანდ! არ გამოუშვა ჩემკენ! აბა, შენ იცი, როგორ
ივაჟკაცებ! – მომიწოდებდა ის ნაბოზარი, – კარგად მიხედე, სანამ ვფიქ-
რობ... ზედმიწევნით ვიცნობ მაგ დამპალს! პირიდან სიმყრალის გარდა,
არაფერი ამოსდის. მისი ინტერვიუ ორ საათზე მეტს მაკარგვინებს. ერ-
თი ათჯერ მაინც ამომაგდო კალაპოტიდან... ვინ იცის, რამდენჯერ გა-
მაწყვეტინა დედუქციის ძაფი... სამარცხვინო ვინმეა, სკანდალების უს-
ტაბაში! ენაჭარტალა! მოკალი ის უნამუსო, ფერდინანდ! ეყოფა, დაიღა-
ლა დედამიწა მისი სიმძიმისგან! ჩაქოლე, ფერდინანდ! ადგილზევე მი-
ასიკვდილე! დაწვი! ფერფლი კი ქარს გაატანე! მიმიფურთხებია მის-
თვის, ოღონდ მართლა! ღვთის გულისათვის, ფერდინანდ, დამიცავი,
გესმის? არაფრის გულისთვის არ მოუშვა ჩემთან! უთხარი, რომ სინგა-
პურში ვარ! ან კოლომბოში! ჰესპერიდთან... უთხარი, რომ ჭალების აღ-
სადგენად წავედი სუეცისა და პანამის გასაყარზე! უთხარი, რაც პირზე
მოგადგება. ნებისმიერი ხრიკი
ივარგებს, ოღონდ სიახლოვეს არ გამაკარო... მისი სიფათი არ დავი-
ნახო! შემიცოდე, ფერდინანდ, ადამიანი არ ხარ?..
ამგვარად, გაქვავებული სახით, ყველა დარტყმა მე უნდა მიმეღო...
მე საკუთარი სისტემა მქონდა მოფიქრებული... მე, შალესი არ იყოს, სიმ-
სუბუქისა და მოქნილობის ეტალონი გახლდით... ჩემი სტრატეგია საერ-
თოდ გამორიცხავდა წინააღმდეგობას... მძვინვარების პირისპირ ოთ-
ხად ვიკეცებოდი... მეტიც... უფრო შორს მივდიოდი... დე პერეირის მი-
მართ ჩემი აულაგმავი ზიზღით იმ ერთუჯრედიან მომხდურს შოკში ვაგ-
დებდი! მიწასთან ვასწორებდი... ხუთ წამში ვჟიმავდი... ჩემი დაუნდობე-
ლი გინებების კოლექცია გამაოგნებელ შედეგს იძლეოდა... აქ ნამდვი-
ლად მოწოდების სიმაღლეზე ვიდექი... ნაგავში ვათრევდი... სამარცხვი-
ნო დაღს ვასვამდი... თავლაფსა და ჭუჭყს ვასხამდი!.. მოსიარულე სი-
ბილწესა და საძაგლობას ვუწოდებდი!! გამხმარ მძღნერს! ოცჯერ! ას-
ჯერ და ათასჯერ უფრო უარესს, ვიდრე მას წარმოედგინა!..
სტუმრის საამებლად, ხმის ჩახლეჩამდე ვხაოდი... და კურტიალის-
გან გულისამრევ პლასტიკურ განავალს ვქმნიდი... ეს იყო შეუდარებელი

497
პორტრეტი! ძალ-ღონეს არ ვიშურებდი... თავით ფეხებამდე როლში
ვიჭრებოდი... სარდაფის ტრაპზე ფეხებს ვაბაკუნებდი... მორიგ ფსიქო-
პათთან ერთად... ამბოხის სიმძაფრით, პროტესტის, უკმაყოფილების
და შთაგონების სიწრფელით ახლოსაც ვერ მოვიდოდნენ ჩემთან... ჩემი
შეკავება და დაშოშმინება შეუძლებელი იყო. ჩემი ტეტანუსი საარაკო
იყო! ნამდვილ ტრანსში ვვარდებოდი! ეს იყო წარმოუდგენელი ჰიპერ-
ბოლა! ვიკლაკნებოდი... ვიგრიხებოდი... ვტლინკაობდი... ანათემას გა-
დავცემდი... ვწყევლიდი... შეუძლებელი იყო, სიტყვებით გადმოცემა იმ
პაროქსიზმისა, რომელსაც უსაზღვრო მრისხანებით შეპყრობილი ვაღ-
წევდი... ეს მამაჩემისგან გამომყვა... ცოტაც მხიარულმა წარსულმაც მი-
წილადა... ერთი სიტყვით, სიფიცხესა და სიშმაგეში ტოლი არ მყავდა...
ყველაზე გადარეულ და დასაბმელ მანიაკებსაც კი გაკვირვებისგან ენა
მუცელში უვარდებოდათ, როცა ჩემი შეუდარებელი და პიკანტური მო-
ნოლოგით სცენაზე ფრთების გაშლას გადავწყვეტდი... მართალია, ნორ-
ჩი ვიყავი, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდიოდათ... ყველა ერთიმეორის
მიყოლებით მარცხდებოდა... კუდამოძუებულები ტოვებდნენ რინგს...
ჩემი სიძულვილის სიმძაფრით... შხამიანი ღვარძლით, შურისძიების
ასეთი დაუოკებელი წყურვილით გაბრუებულნი... ცრემლმორეულნი
მტოვებდნენ და მევედრებოდნენ იმ სისხლისმწოველ კურტიალთან
საქმის მოგვარება თვითონვე მეტვირთა... იმ სატანასთან... იმ აქოთე-
ბულ მძორთან! მანკიერების გროვასთან! გადამესხა მისთვის უფრო წე-
ბოვანი, უფრო მყრალი ქაქი, ვიდრე საპირფარეშოებშია... ძალიანაც მო-
უხდებოდა ამ ჩირქით გატიტინებულ ძირმაგარას!.. ეს მძღნერი ფეხით
უნდა გამესრისა! კედლებზე წამესვა! მისგან ქადები დამეცხო! მერე და-
მეჭრა... დამექუცმაცებინა... საპირფარეშოს ფუნდამენტის ამოსაშენებ-
ლად ხრეშის ნაცვლად გამომეყენებინა... ბოლო-ბოლო საკანალიზაციო
კასრში ან თხრილში გადამეძახა... აი, იქ იყო მისი სამუდამო ადგილი...
მყრალ მძღნერში...
როცა კლიენტი წაეთრეოდა და დაწესებულებიდან უსაფრთხო მან-
ძილზე აღმოჩნდებოდა, კურტიალი ფაფხურს იწყებდა... ფორთხვით
ტრაპს მიუახლოვდებოდა... ფრთხილად აწევდა და შიშჩამდგარი თვა-

498
ლებით არემარეს მოათვალიერებდა... ბოლოს ზედაპირზე ამოძვრებო-
და.
– ფერდინანდ, ეს წამია სიკვდილს გადამარჩინე... ო, კი, ნამდვილად!
სხვას ვერაფერს ვიტყვი! ეს ფაქტია! ყველაფერი გავიგე! სწორედ ამას
გავურბოდი! სწორედ ამის მეშინოდა! ის გორილა ნაკუწებად მაქცევდა!
აქვე, ადგილზევე! გესმის?..
შემდეგ მოულოდნელად შეფიქრიანდა... გასაგებია, რატომ. ჩემი
მგზნებარე გამოსვლა გულგრილს ვერ დატოვებდა... ჩემი სცენა იმ ახ-
ვართან!
– ფერდინანდ, ერთი რამ მინდა გთხოვო... ახლავე მიპასუხე... გულ-
წრფელად... გთხოვ! ნუთუ შენს თვალებში ასე დავეცი?! დავკარგე შენი
პატივისცემა! მიპასუხებ? ხომ შეგიძლია ალალმართალი იყო ჩემთან?
განა არა? მზად ვარ, ყური დაგიგდო! მიდი! ნუ გერიდება! ხომ მეტყვი?
ხომ არაფერს დამიმალავ? ვეცდები, გაგიგო... მიდი!.. ნუ აყოვნებ!.. მინ-
და, მჯეროდეს, რომ ეს კომედია შენს ჭეშმარიტ გრძნობებს არ ასახავ-
და... ჩემთვის ეს გულსატკენი იქნებოდა! შენ ხომ შეინარჩუნე ჩემდამი
პატივისცემა? გადასარევად იცი, რომ ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი
გქონდეს... დამეყრდნო... გეფიცები! გჯერა ჩემი? ხომ მენდობი? ხომ
გესმის ჩემი, ფერდინანდ?
– დიახ, დიახ... ეს სრული სიმართლეა!.. ვფიქრობ, რომ... სწორედ ახ-
ლა ვიწყებ ნელ-ნელა...
– კიდევ ერთხელ დამიგდე ყური, ჩემო ძვირფასო ფერდინანდ!.. ამ
გადარეულთან გაჩაღებული კინკლაობის დროს ათას რამეზე ვიფიქრე...
სანამ ის თავისი გულისამრევი მონაჩმახით გაბოლებდა... სანამ ასე გა-
მაყრუებლად ბოდავდა... ჩემს თავს მივმართე: საწყალო, უბედურზე
უბედურო კურტიალ! ეს კივილი, ეს შეძახილები, ეს ჭორები და გულისამ-
რევი ნაბოდვარი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს შენს სვე-ბედს! არც
შენს საქმეს წაადგება! ვახსენე სიტყვა „საქმე“ და იმედი მაქვს, მიხვდი,
ფული რომ არ მქონდა მხედველობაში. არამც და არამც! მე სულ სხვა
რამეზე, ბევრად უფრო ღირებულსა და სათუთზე ვფიქრობდი... უზარმა-
ზარ არამატერიალურ სიმდიდრეზე... ყველაზე სანუკვარ მიზანზე! მარა-
დი თემის შეძენაზე. იმ თემისა, რომელმაც ჩვენ ყველა უნდა ჩაგვითრი-

499
ოს... ეცადე, გამოიცნო, ფერდინანდ, სწრაფად! დრო გადის! წუთი! სა-
ათი! ჩემს ასაკში ეს მთელი მარადისობაა! აი, ნახავ! ასეც იქნება, ფერ-
დინანდ! ასეც იქნება! – ამ დროს თვალები ენამებოდა, – მისმინე ისევ!
ფერდინანდ! იმედია, ოდესმე ყველაფერს გაიგებ... დიახ! რეალურად
შემაფასებ, როცა შენთან აღარ ვიქნები და ვერაფერს ვიტყვი საკუთარი
თავის დასაცავად. ფერდინანდ, შენ გაგეხსნება ჭეშმარიტება! და და-
იცავ ჩემს კეთილ სახელს, თავდასხმებისგან, ლანძღვა-გინებისგან! ბინ-
ძური, დაუმსახურებელი სიტყვებისგან! სწორედ რომ შენ, სხვა არავინ!
შენი იმედი მაქვს! მჯერა შენი! თუ ყოველი მხრიდან მოგაწვნენ და მო-
გახალეს – კურტიალი ადამიანი კი არა, ცხოველი იყო, მყრალი და აქო-
თებული! ფლიდი! ცრუპენტელა! შარლატანი! მაგისთანა ავაზაკი და ნა-
ძირალა მეორე არ დადიოდა დედამიწის ზურგზეო... ამ ყველაფერს რა
პასუხს გასცემ, ფერდინანდ? პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს,
გესმის თუ არა?! „კურტიალმა მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა! ერთა-
დერთი! მაგრამ ფუნდამენტური! საბედისწერო! მან ირწმუნა, რომ სამ-
ყაროს გონება სჭირდებოდა, რათა შეცვლილიყო... ეს ფაქტია! სამწუხა-
როდ, ჭკუა არ მოემატა“. შენ მხოლოდ ამას იტყვი! სხვა არაფერს! არა-
ფერი დაამატო! ასეთია საგანთა წყობა! ფერდინანდ! პაწაწინა რამ ად-
ვილად შეიძლება უზარმაზარში
ჩაატიო, მაგრამ უზარმაზარს, გრანდიოზულს, როგორ დაიყვან უმ-
ნიშვნელომდე, არარაობამდე? აჰ! ყველა უბედურების მიზეზი ესაა,
ფერდინანდ! სხვა კი არაფერი! ყველა ჩვენი უბედურების თავი და თა-
ვი...
ყოველი ამგვარი სტრესის შემდეგ კურტიალს ჩემზე ზრუნვის ძლიერ
გულისამაჩუყებელი სურვილი იპყრობდა. სულაც არ სურდა, ჩემთვის
გუნება მოეშხამა...
– მიდი, ფერდინანდ! წადი სადმე, გაიარ-გამოიარე! ეს შენთვის სა-
სარგებლოც კი იქნება. შეგიძლია დიდი გამზირებისკენაც გაუტიო... ხომ
გიყვარს მაქსს ლინდერი! ხომ გრძნობ, რომ აქ სუნთქვა შეუძლებელია?..
აქ ჯერ კიდევ დგას იმ დინოზავრის მყრალი სუნი. წავედით აქედან! ჩქა-
რა! დაკეტე სახლი! დაკიდე აბრა! წამო, ერთად წავიდეთ „სამ მუშკეტერ-
ში“! მე გაგიმასპინძლდები, მოგცემ ერთი-ორი ჭიქის ფულს. ამოიღე ფუ-

500
ლი მარცხენა უჯრიდან. მე ცალკე წავალ... კორიდორების გავლით... შე-
დი „ამბოხში“... თუ ნაგერს გადაეყარე, ჰკითხე, სიახლეები... შენ ხომ
ფსონს ჩამოხვედი „შეჰერეზადაზე“ და შენი „ვიოლონჩელის“ საქმე რო-
გორ მიდის? ვერ მეტყვი? თუმცა ამას მხოლოდ შენ მიხედავ! შენ ჩემზე
არაფერი იცი! გესმის ჩემი?
***
ის სულ უფრო და უფრო ხშირად ფიქრობდა „დიად გადაწყვეტილე-
ბაზე“... გაუჩინარდებოდა ხოლმე ჯურღმულებში და საათების განმავ-
ლობაში მისი სუსი არ ისმოდა. მედიტაციაში ვვარდებიო, მარწმუნებ-
და... თან სქელი წიგნი და უზარმაზარი სანთელი მიჰქონდა... მგონი, ჩვე-
ნი უბნის ყველა „ბუკის“ მართებდა... არა მარტო ნაგერის, იმ პატარა ბი-
ჭუნასი „დიდ ამბოხიდან“, არამედ „მუშკეტერებიდანაც“... ბლან-მანტო-
ზე მდებარე ლუდხანაშიც ჰყავდა მოვალეები... „ვიგონი“ ავაზაკთა ნამ-
დვილი ბუდე იყო... სარდაფში მისი შეწუხება მეც მეკრძალებოდა, რაც
დროდადრო ძალიან მაღიზიანებდა... საშინლად უნდა დამეძაბა გონე-
ბა, მთელი ჩემი ფანტაზიისთვის მომეხმო, აქ შემოჭრილი ყველა შლე-
გისთვის პასუხი რომ გამეცა... თავხედი ხელმომწერებისთვის, უბადრუ-
კი და მოცლილი დოყლაპიებისა და საშიში მანიაკებისთვის... ბატალიო-
ნებად რომ შემოლაგდებოდნენ ხოლმე... ამ ცეცხლსა და მახვილთან
გამკლავება, ცხადია, ჩემს კისერზე გადადიოდა... საყვედურებს ვერ ავუ-
დიოდი... ყველაფერი მე მბრალდებოდა... ერთი წამით წარმოიდგინეთ
ამ ერთუჯრედიანების თავზეხელაღებული ბანდა... წვრილმანი საქმეე-
ბის დიდი სპეციალისტების... ნაკადი არ წყდებოდა... გამუდმებით შემო-
დიოდნენ და გადიოდნენ... ზარი ძლივს უძლებდა... წკრიალებდა და
წკრიალებდა... ეს წკრიალი კი „ერთგულის“ შეკეთებაში ხელს მიშლი-
და... კურტიალს მთელი სარდაფი ჰქონდა დაპყრობილი... არადა, მიღე-
ბა-გასტუმრებაც ჩემს მოვალეობებში შედიოდა... ამას გარდა, მე მომი-
წევდა პასუხის გაცემა, თუ ჯურღმულებში შემთხვევით კისერს მოიტეხ-
და... იქ ხომ ყველაფერი ძაფზე ეკიდა! სულს ღაფავდა! ერთი სიტყვით,
მთელი მისი სისტემა მაგარი სირობა იყო! ბოლოს და ბოლოს, ჩემი
მოთმინება ამოიწურა და შევჩივლე, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და
ამ თამაშში მონაწილეობას აღარ მივიღებ-მეთქი... ჰო, ისიც დავამატე,

501
რომ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ხელს ვიბანდი... საქმე შეიძ-
ლება სრული კატასტროფით დამთავრებულიყო... ეს აშკარად ჩანდა...
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არც მისმენდა.
ჩემს განცხადებაზე ყურიც არ შეუბერტყავს... ეს მას არ აღელვებდა...
კურტიალი სულ უფრო და უფრო ხშირად იმალებოდა... მიწისქვეშეთში
კი საუბარი არავისთან არ სურდა!.. სანთელიც კი ხელს უშლიდა. იქამდე
მივიდა, რომ აქრობდა. ასე უკეთ ვაზროვნებო, ამბობდა...
მოკლედ, მოურიდებლად მივახალე ის, რაც ენის წვერზე მადგა... ისე
გამაბრაზა, რომ თავი ვერ შევიკავე... დედამისის ტრაკში გავაგზავნე, იქ
ფიქრისთვის უკეთესი პირობები გექნება და „დიად გადაწყვეტილებას“
მალე იპოვი-მეთქი. ზუსტად ასე ვუთხარი! ძალიან კი ამიღელდა ვაჟბა-
ტონი!..
– ფერდინანდ! – მითხრა, – როგორ შეგიძლია ჩემთან ამგვარი საუბა-
რი? ჩემთან, კურტიალთან? შენ – ფერდინანდს? ცოტა გონს მოდი, გა-
ფიცებ მაღალ ღმერთს! ფერდინანდ, შემიცოდე! მიწოდე, რაც გინდა,
ჯანდაბას, ვიყო შენს თვალში მატყუარა! სისხლისმწოველიც! ნაძირა-
ლაც და ნაგავიც! მიწოდე ეს ყველაფერი, თუ სიცრუე წამომცდება! შენ
ხომ სცადე ერთხელ მამაშენის მოკვლა, ფერდინანდ? ხომ არაფერი მეშ-
ლება? განა ასე არ იყო?! თუ მონაჩმახია? რაღაც ფანტასმაგორია? ეს
ხომ სინამდვილეში მოხდა! ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა! ქმედება,
რომელსაც ადამიანის გონება ძნელად თუ მოიფიქრებს! სირცხვილი,
რომლის ჩამორეცხვას საუკუნეები დასჭირდება. ეს სიმართლეა! წმინდა
წყლის სიმართლე! შენ ხომ არ ეცდები საწინააღმდეგოს მტკიცებას?
არაფერს ვიგონებ! კეთილი! რაც იყო, იყო! და მერე? ახლა რა გინდა?
მითხარი, ნუ გერიდება! ჩემი სიკვდილი! როგორც გატყობ, ასეა! ამას
დიდი მიხვედრა არ უნდა! ჩემი განადგურება გაქვს გადაწყვეტილი! ჩემი
ჯერიც დადგა! ცოტასაც დაიცდი და როგორც კი მოხერხებულ შემთხვე-
ვას დალანდავ, წამიც არ დაფიქრდე! ეს ხომ ადვილზე ადვილია! ჩემი
ნდობა უკვე მოიპოვე! ახლა შეგიძლია მომკლა, გამანადგურო, გამაქრო!
ჩემი მოსპობა განიზრახე? აი, ეს არის შენი მიზანი! პროგრამა მინიმუმი!
მე კიდევ სად მქონდა ტვინი ნეტავ? რაზე ვფიქრობდი? არა, მართლა,
ფერდინანდ! ასეთია შენი ბუნება! შენი სვე-ბედი წინასწარ განჭვრეტას

502
არ ექვემდებარება, უფრო შავბნელია, ვიდრე ერები. შენ ხარ ჯოჯოხე-
თის მოციქული, ფერდინანდ, თუმცა მამა აბრაამის ბატკანივით კი გიჭი-
რავს თავი! შენ ხარ პირქუში და კაცთმოძულე... შავბნელი არსება! რამ-
დენი მონსტრი შეფარებია შენი სულის ნაკეცებს, ფერდინანდ! რამდენი
ზიზღია ამ წკვარამში! მე კიდევ ყველაფერი როდი ვიცი. ეს ზიზღი იზ-
რდება ყოველწამიერად და ანგრევს ყველაფერს! ჩემთვის მხოლოდ
სიკვდილი გემეტება! კი! ადამიანისთვის, რომლისაც ათი ათასჯერ მეტი
გმართებს, ვიდრე სიცოცხლეა!.. უფრო მეტი, ვიდრე პურია!.. ბევრად მე-
ტი, ვიდრე ჰაერია!.. მეტი, ვიდრე მზე და აზრებია! რა, ადამიანის მოკ-
ვდინება დაისახე არა მიზნად, ქვეწარმავალო? აკვიატებად გექცა, არა?
დღედაღამე მხოლოდ ამაზე ფიქრობდი, არა? არადა, როგორ მეპირფე-
რებოდი! ყველა საშუალება მოსინჯე მლიქვნელმა... ყველა! ერთი მე-
ორეზე მზაკვრული... ცბიერება, სინაზე, ძალადობა, სითბო, ძალა, ვნე-
ბა, გატაცება... რომელი ერთი დავასახელო! კარგად გისმინე ამას წი-
ნათ... შენ ყველაფერზე მოაწერ ხელს! არაფერი შემოგრჩა ადამიანური,
გარდა გარსისა! ჩემ წინ მხოლოდ ურჩხულს ვხედავ! მოსახდენი მოხდა,
ამასაც მოვესწარი! თუ იცი მაინც, საითკენ მიექანები? არადა, რამდენმა
გამაფრთხილა... მე კიდევ წავუყრუე... დიახ! იცოცხლე, რჩევებს არას-
დროს მაკლებდნენ... … ეშმაკობა! უცხვირპირობა! შენ ისევ დაუბრუნდი
პირვანდელ მდგომარეობას... ჩუმად, ნება-ნება... ყველა შენს ბოროტ
მიდრეკილებას... ვნებებს მკვლელისა და თანაც როგორი მკვლელი-
სას?! ქვენა გრძნობების ციებ-ცხელება... სიმდაბლისა და ზნედაცემუ-
ლობის ზეიმი! აჰ! აჰ! აჰ! ეს შენი მეორე ბუნებაა, მეგობარო!
სისხლში გაქვს და მასთან ვერაფერს გააწყობ!.. ეს დამღაა, მკვლე-
ლის დამღა!.. ამ ნიშნით დაიბადე! უკვე გარყვნილი მოევლინე ქვეყნიე-
რებას! შენ კი ჩემთან იმყოფები! კეთილი, ჩემო მეგობარო! კეთილი!
მაგრამ იცოდე, არც შენ წინ მდგომი ადამიანია ლაჩარი! ქვეშაფსია,
რომლის შეშინებას აპირებდი! არა, აბა, როგორ? საიდან მოგივიდა ეს
სულელური აზრი?! მე ყოველთვის ვახერხებდი საფრთხეებისთვის თვა-
ლის გასწორებას! ასე იყო და იქნება ყოველთვის! მიმასიკვდილე, თუ
გინდა. მიდი, რაღას უცდი! გელოდები! მყარად ვდგავარ ფეხზე! მიდი,
გადაწყვიტე! შემომხედე! მე შენ დუელში გიწვევ, ფერდინანდ! გესმის?

503
შენ მე აღმაგზნებ! ნუ მაღიზიანებ, დროზე! მე არ ვარ სულელი. ეს გადაწ-
ყვეტილება სრულიად გაცნობიერებულად მივიღე! ყველა რისკი გავთვა-
ლე! შეხედე ადამიანს თვალებში... ჯერ კიდევ მაშინ, როცა აქ პირველად
შემოდგი ფეხი. არ შემშინებია! აბა, მიდი, ნუღა აყოვნებ! გამარტყი! ფეხ-
ზე მდგომი მივიღებ დარტყმას... მზად ვარ, დანაშაულს ფართოდ გახე-
ლილი თვალებით შევეგებო! მიდი! სწრაფად, გადაწყვიტე!
შეპასუხების სურვილი არ გამჩენია... თავის გემოზე მივუშვი... მე კი-
დევ გავცქეროდი შორეთს... ხეებს... ბაღებს, გაზონებს... გადიებს... მო-
ჟივჟივე ბეღურებს სკამიდან სკამზე რომ ხტოდნენ... წყლის ჭავლების
კლაკვნას ნიავის ყოველ დაქროლებაზე... ეს ბევრად უფრო სასიამოვ-
ნოდ მივიჩნიე, ვიდრე მასთან დავაში ჩაბმა... მისკენ გახედვაც არ მომინ-
და... ისე, რაღაც მომენტში კინაღამ გამოვედი წყობიდან... მადლობა
მითხრას, პრესპაპიეს რომ არ დავტაცე ხელი და ხახაში არ ჩავთხარე!
უზარმაზარი „ჰიპოკრატე“, რომელიც იქვე ეგდო... ხელები გვარიანად
მექავებოდა... სამი კილო მაინც იქნებოდა წონაში... როგორი სევდა შე-
მომაწვა... მაგრამ რა მექნა?! თავს ვიკავებდი... საკუთარი ღირსების შე-
ნარჩუნებას ვცდილობდი... ის მეტრაკე კი რატრატებდა და რატრატებ-
და... აღარ მომუწა პირი იმ ბოზის გაგდებულმა!
– დღევანდელი ახალგაზრდები მკვლელობისკენ არიან მიდრეკილ-
ნი! ეს ამბავი, ჩემო ფერდინანდ, შემიძლია დანამდვილებით გითხრა,
არაგოს გამზირზე გილიოტინით დასრულდება! გესმის? გილიოტინით!
ღმერთო! შენ უშველე გზასაცდენილებს. ახლა მე არ დამბრალდეს რა-
მე-რუმეები!
მეც კი შემეძლო უარესის თქმა, თუ მოვინდომებდი... ვგრძნობდი,
როგორ იწყებდა ღვარძლი დუღილს... მალე მთლიანად ამავსებდა და
სადინარსაც იპოვიდა...
– მეტრ, აბა, ერთი გამოიხედე ჩემკენ! ჰა, მეტრ, გესმის ჩემი? – მივ-
მართე, – იცი, რას გეტყვი? აბა, დროზე გააჯვი აქედან! აბა, მოკეტე ეს
შენი აქოთებული პირი! ააცვი-მეთქი აქედან, გასაგებია შენთვის?.. და
რაც შეიძლება სწრაფად!.. მე შენ არ მოგკლავ! უბრალოდ ჩაგხდი! და
სვირინგით აგიჭრელებ ტრაკს!.. ამას ორ წამში შეგისრულებ! მერე ამო-
გიქოლავ პროჭს, რომ აქაურობა არ ყარდეს! შანსი არაა, დანაპირებს გა-

504
დავიდე! აბა, გაბედე და სიტყვა დაგცდენია... მიიღებ დედიშენისას! აი,
რა მოგივა! მოტვინე?
კი იყო ღირსი, წამომეცვა... მაგრამ ძალიან ცქვიტი აღმოჩნდა ნაბიჭ-
ვარი და უკანა ოთახში გამექცა... კი მოწვა, რომ გამკეთებელი ვიყავი...
რომ ტყუილად არ ვიმუქრებოდი... რომ ჩემი მოთმინება უსაზღვრო რო-
დი იყო... ჩაირაზა პაწაწინა ოთახში და თავის ძელებს უთათუნებდა...
მხოლოდ ერთი წუთით შემეშვა...
მაგრამ ისეთი განცდა მქონდა, რომ მოუსავლეთში გადაიკარგა... ცო-
ტა ხანში ისევ გამოძვრა სოროდან... ფარდული გადაჭრა... მარცხენა კო-
რიდორიდან და ქალაქში გაშპა... თავის კაბინეტში არც ასულა... რო-
გორც იქნა, მშვიდად მუშაობის საშუალება მომეცა...
არ მქონდა ორი წამის საქმე – ამოკემსვა, ჩაკერება, ამოკერვა, მახინ-
ჯი კორპუსის დალახტვა... იმ ნაწილების ერთად შეკვრა, უკვე ძლივს
რომ სუნთქავდნენ... არა, ნამდვილად ქანცგამწყვეტი იყო ეს სამუშაო...
მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ გასანათებლად აცე-
ტილენს ვიყენებდი... ძალიან საშიში იყო მისი ანთება ამდენი აალება-
დი მასალის სიახლოვეს... დავამატებდი იმასაც, რომ იქაურობა ბენზი-
ნით იყო გაჟღენთილი, ყველა ხვრელიდან წვეთავდა... ხშირად წარმო-
ვიდგენდი ხოლმე საკუთრ თავს დაფუფქულსა და გამოხრუკულს ან ჩი-
რაღდანივით მოგიზგიზეს... „ერთგული“ რამდენიმე ადგილას საცერს
დაემსგავსა... ახალ-ახალი ნასვრეტები... ახალ-ახალი ხვრელები... ყო-
ველი აფრენისას და დაშვებისას რომ უჩნდებოდა... განსაკუთრებით გა-
დახნულ ველზე დაშვებისას... გვერდებზე... სახურავების ანფილადებ-
ზე, მაშინ, როცა თავს ჩრდილოეთის ძლიერი ქარი დაატყდებოდა.
ყველგან მისი ნაგლეჯები რჩებოდა... ტყეებში... ტოტებზე... სამრეკლო-
ებსა და ციხე-კოშკების გალავნებს შორის... ანგრევდა ბუხრის მილებს...
სახურავებიდან ფლუგერებსა და ათეულობით კრამიტს გლეჯდა... ყვე-
ლაზე სახიფათო დაზიანებები და ნაფატრები მაშინ უჩნდებოდა, თუ
შემთხვევით ტელეგრაფის ბოძზე წამოეცობოდა... ამ დროს არაერ-
თხელ გამოშიგნულა და შუაზეც გადახლეჩილა... და პერეირის მიმართ
ყველა ვარიანტში სამართლიანი უნდა ვიყოთ... ამას ნამდვილად იმსა-
ხურებს... ამ საჰაერო მოგზაურობების დროს გაწეულ რისკებს, რომც მო-

505
ვინდომოთ, ვერც დავითვლით... ყოველი აფრენა იყო ფანტასტიკა...
ენით აღუწერელი ფეერია. ამ სასწაულს ეკონომიითა და მინიმალური
დატუმბვით ვხსნიდით... პირადად მე, ყველაზე მეტად მაინც, მთელი ამ
ხარახურით დაშვება მიხეთქავდა გულს... მადლობა ღმერთს, პერეირს
მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა... შეუდარებელი ჩვევები და ლავი-
რების გასაოცარი უნარი გამოუმუშავდა... რაც მართალია, მართალია,
მისი ოსტატობა ეჭვს არასდროს ჰბადებდა... იმ დროს, როცა ერთმანე-
თი გავიცანით, მას უკვე 1422 ფრენა ჰქონდა შესრულებული... მხედვე-
ლობაში მაქვს ის რეისები, სადაც თვითონ „ნაპირა ცხენის“ როლს ასრუ-
ლებდა. ერთი სიტყვით, ძალზე შთამბეჭდავი შედეგი გამოსდიოდა...
მედლებიც, დიპლომებიც და პატენტებიც ოხრად ეყარა შინ... არ არსე-
ბობდა ფანდი, ტექნიკა, რომელიც მან არ იცოდა, მაგრამ ყველაზე შთამ-
ბეჭდავი მაინც მისი გამაოგნებელი დაშვებები იყო... უნდა ვაღიარო,
რომ საოცრება იყო ის მომენტი, როცა ის ფეხებზე ეცემოდა! როგორც კი
გონდოლა მიწას შეეხებოდა, კალათის სიღრმეში ერთ გუნდად შეიკვრე-
ბოდა... ზუსტად იცოდა, რა დროს რა მოძრაობისთვის მიემართა... და
ისკუპებდა კალიასავით... ტყვიის ჯარისკაცივით... თავის საბანში გახვე-
ული... არასდროს დაშავებულა... თავიდან თმის ღერიც კი არ ჩამოვარ-
დნია... ღილი რომ ღილია, ისიც კი არ მოსწყდომია... წამიც არ ეკარგებო-
და... გავარდებოდა წინ... ღარებს შორის მიქროდა... უკან არც იხედებო-
და... „ერთგულს“ ფეხდაფეხ მიჰყვებოდა... თან საყვირში მთელი ძა-
ლით უბერავდა, რომელიც მკერდზე ეკიდა... ამ აურზაურის ატეხვას ის
მამაძაღლი მარტო ახერხებდა... რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელ-
დებოდა... მხოლოდ მაშინ წყდებოდა, როცა მთელი ეს აღჭურვილობა
მთლიანად დაეშვებოდა... ახლაც თვალწინ მიდგას ამ თავბრუდამხვევი
სპრინტის დროს... რედინგოტსა და პანამაში გამოწკეპილი კურტიალის
ნახვა ერთ რამედ ღირდა... აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემ
მიერ დადებული ავტოპლასტიკური ნაკერები ჰაერში მეტ-ნაკლებად
ძლებდა... თვითონ მათ ცოცხალი თავით არ გაგიკეთებდათ... ძალიან
სულსწრაფი იყო... მოთმინება არასდროს ჰყოფნიდა... ამ დროს საქმის-
თვის არ უნდა გაგეკარებინა... გააფუჭებდა მხოლოდ... ეს უბრალო ამოქ-
სოვაც კი ყველა ვარიანტში დიდ ოსტატობას ითხოვდა... მიუხედავად

506
ჩემი უთვალავი ხრიკისა და მიგნებისა, ამ საძაგელი კორპუსის მდგომა-
რეობა სასოწარკვეთილებაში მაგდებდა... მეტი აღარ შეეძლო საწ-
ყალს... გადაიღალა... თექვსმეტი წელი დავაპროწიალებდით წინ და
უკან... ნებისმიერ ამინდში... ქარბუქშიც კი... მიკერილ-მოკერილი უნდა
გენახათ! ყოველი მისი გაბერვა დრამა იყო!.. დაშვებისას რაც ხდებოდა,
სათქმელადაც არ ღირდა... მთლიანი ზოლის გაქრობისას „არქიმედეს“
ძველი ტყავი თუ მიშველიდა, არადა მისგანაც დიდი აღარაფერი დარ-
ჩა... სარდაფის კარადაში შეჩურთული ნაკუწები და დიდი ნაფლეთები...
ეს ის ბუშტი იყო, რომლითაც კურტიალმა დაიწყო... შთამბეჭდ16ვი თა-
ვისი გაბარიტებით... ოცი წლის განმავლობაში მონაწილეობდა ბაზრო-
ბებში... ძალ-ღონეს არ ვიშურებდი... რუდუნებით ვაწებებდი, ჯერ კიდევ
რისი შეწებებაც შეიძლებოდა... შედეგად, როცა ბრძანებაზე „აუშვით!“
„ერთგული“ ბრბოს თავზე მოექცეოდა, ნათლად ვხედავდი ჩემს ნაქ-
ნარს. ვამჩნევდი, როგორ ყანყალებდა საცოდავი... იკეცებოდა... ქოში-
ნებდა... ამ სანახაობაზე სულაც არ მეცინებოდა.
იყო მოსამზადებელი სამუშაოებიც... აფრენის ეს სერია ასე მარტი-
ვად არ ხერხდებოდა... არ არის საჭირო ბაქიაობა!.. ოფლის ღვრა რამ-
დენიმე თვე გრძელდებოდა... შერჩევა, განხილვა, ბჭობა, დისკუსიები და
რამე... შესატყვის პროკლამაციებზე და ფოტოებზეც უნდა გვეფიქრა...
მთელი საფრანგეთი იყო ნაირ-ნაირი პროსპექტებით მოფენილი... ხმა
ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი პიროვნებისთვისაც უნდა მიგვეწვდი-
ნა... როგორმე მოგვეხერხებინა, რომ ყველა არსებულ კომიტეტს ჩვენი
დაუნდობელი თათხვა არ დაეწყო... დასასრულ, ჩვენ, გამომგონებლები
ფოსტით ისეთ გამანადგურებელ არზებს ვღებულობდით, რომლისგა-
ნაც მავანი და მავანი დიდხანს წელში ვერ გაიმართებოდა... ეს იყო ნამ-
დვილი ღვთის რისხვა...
კურტიალთან ოფიციალურ სტილსაც ვეზიარე. არც ისე ცუდად ვარ-
თმევდი თავს... ბევრ შეცდომას არ ვუშვებდი... ჩვენ გვქონდა ქაღალდი
„ad hoc“, რომელსაც „თავისუფალი ბუშტის მეგობართა პარიზული სექ-
ციის“ სახელით მოლაპარაკებების დროს ვიყენებდით.
მერიისთვის ტვინის ბურღვას ზამთრის მიწურულიდან, ხოლო სეზო-
ნური პროგრამების შედგენას გაზაფხულზე ვიწყებდით... კვირა დღეები

507
„ტუსენამდე“ ყველას დაკავებული უნდა გვქონოდა... კომიტეტების პრე-
ზიდენტებს ტელეფონით ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევდით...
ფოსტა მე მებარა... სადაც განგებ, პიკის საათების დროს შევირბენდი
ხოლმე... იმედი მქონდა, რომ იქიდან გადაუხდელად გავიპარებოდი.
ჩვეულებისამებრ, შანსი არ იყო, გასასვლელთან არ გავესკვანჩეთ...
მთელ საფრანგეთში ბაზრობებზე, შეკრებებსა და სახალხო სეირნო-
ბებზე საკუთარ სამსახურს ვთავაზობდით. ყველგან, სადაც ეს შესაძლე-
ბელი იყო! ცხვირს არაფერზე ვიბზუებდით! მიუხედავად ამისა, მაინც
სასურველი იყო, სენ-ე-უაზს არ გავცლოდით... სენ-ე-მარნას მაინც... ჩან-
თები, ჰაერის ბალონები, ლილვები, ერთი სიტყვით, მთელი ჩვენი უც-
ნაური აღჭურვილობა, უკანალზე გვქონდა
აკრული. თუ გაგვიმართლებდა, საღამოს უსათუოდ პალე-რუაიალში
უნდა მივბრუნებულიყავით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაქვითვები არ
აგვცდებოდა. ხარჯთაღრიცხვა კურტიალს უნდა წარედგინა, სადაც ის
ზომიერებისა და გონიერების საზღვრებს არასდროს სცილდებოდა...
ყოველ შემთხვევაში, ასე იყო საყოველთაოდ მიჩნეული. ორას ოცი
ფრანკი – თანხა ზუსტი, გაწონასწორებული და მისაღები... ამას გარდა,
გაზი გასაბერად და მტრედები ორ-ორ ფრანკად აფრენისას!.. სიმაღლე
არ იყო მითითებული... ჩვენი ყველაზე სერიოზული და სახელგანთქმუ-
ლი მეტოქე – გი დე როზიე გაცილებით მეტს ითხოვდა... თავის „უშიშარ-
ზე“ ძარღვებში სისხლისგამყინავ ფანდებს ასრულებდა... ცხენზე ამხედ-
რებული ადიოდა და მთელი ფრენის განმავლობაში უნაგირიდან არ ჩა-
მოდიოდა. ეს ყველაფერი წინასწარ შეთანხმებულ ოთხასი მეტრის სი-
მაღლეზე ხდებოდა... ითხოვდა 525 ფრანკს... დაბრუნებას კომუნა იხდი-
და... იტალიელი და მისი ქალიშვილი – „კალოგონი და პეპიტა“ კიდევ
უფრო მაგრა გვიკაკუნებდა თავში... გამორიცხული იყო, მათ სადმე არ
გადავყროდით. მგონი, ასეთი ადგილი არც არსებობდა... წარმატებულე-
ბი იყვნენ, განსაკუთრებით გარნიზონებში... ბევრად მეტს ითხოვდნენ
და ჰაერშიც ათასგვარ პირუეტებსა და ილეთებს ასრულებდნენ... ამას
გარდა, 620 მეტრის სიმაღლიდან თაიგულებს, პატარა პარაშუტებსა და
კოკარდებს ისროდნენ... ითხოვდნენ 835 ფრანკსა და კონტრაქტს ორ სე-
ზონზე! მაგარ ფულს ღუნავდნენ...

508
კურტიალის მანერა თვისობრივად განსხვავებული იყო... თვალებში
ნაცრის შეყრა, კუდაბზიკობა და ბაქიაობა ნამდვილად არ იყო მისი სა-
კადრისი! დრამატულ ეფექტებს ის ყოველთვის გაურბოდა. ო, არა! პი-
რიქით! მისი მიდგომა მეცნიერული იყო! შემეცნებითი ჩვენება! დიახ,
შემეცნებითი ფრენა, რომელიც უეშმაკო განმარტებითი საუბრით იწყე-
ბოდა და სეანსის მიწურულს მტრედების გაშვებით მთავრდებოდა...
ამის შესახებ თავად აფრთხილებდა დამსწრეთ პატარ-პატარა შესავალ
სიტყვებში: „ბატონებო, ქალბატონებო, მადმუაზელ... თუ ჩემს ასაკში
ჯერ კიდევ ცაში აფრენას ვბედავ, ნუ იფიქრებთ, რომ ამას მხოლოდ თავ-
მომწონეობისთვის ჩავდივარ. ასე ნამდვილად არ არის! დამიჯერეთ!
არც თქვენი განცვიფრება გამივლია გულში!.. ერთი მზერა მაინც შეავ-
ლეთ ჩემს მკერდს! თქვენ დაინახავთ ყველაზე ცნობილი და პრესტიჟუ-
ლი, ბევრისთვის სანატრელი მედლების ბრწყინვალებას... ბატონებო,
ქალბატონებო, მადმუაზელ, ვიმეორებ, თუ მე სივრცეს ველტვი, მერწმუ-
ნეთ, მხოლოდ ერთი მიზანი მამოძრავებს – ოჯახების განათლება! ესაა
ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი! ყველაფერი მასების აღზრდა-განათ-
ლებისთვის... ჩვენ არ ვცდილობთ, ვინმეს ქვენა გატაცებებზე ვითამა-
შოთ. ან მავანს სადისტური და გარყვნილი ვნებები გავუღვიძოთ. მე მივ-
მართავ გონიერებას, და მხოლოდ გონიერებას!“
ხშირად მიმეორებდა, რათა ღრმად ჩავწვდომოდი: „ფერდინანდ,
დაიმახსოვრე ერთხელ და სამუდამოდ! ჩვენმა ფრენებმა ნებისმიერ ფა-
სად მათზე დაკისრებული მისია უნდა შეასრულონ. მაღლა ატარონ „ჟე-
ნიტრონის“ დროშა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავეშვათ სამარ-
ცხვინო ტაკიმასხარაობამდე!.. ჩვენ არ გვეკადრება მასკარადები, საჰაე-
რო სისულელეები! ობროდებისა და დამთხვეულების მდაბალი იმპულ-
სები! არა! არა! და კიდევ ერთხელ არა! ჩვენი საფირმო ნიშანი არ უნდა
შევრყვნათ. და ეს ფიზიკის და საერთოდ მეცნიერებათა სახელით უნდა
ჩავიდინოთ. ცხადია, გართობაც არ უნდა დავივიწყოთ. ჩვენ სწორედ
რომ ამისთვის გვიხდიან. გართობა გამართლებულია. მაგრამ ყველა ვა-
რიანტში, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჩვენ იმ გაუთლელებს ჭეშმა-
რიტი ცოდნისკენ ლტოლვა უნდა აღვუძრათ... ნამდვილი

509
შემეცნების გზაზე დავაყენოთ... აღზრდა აუცილებელია. ეს ეხება
ყველას, ჩვენც და იმათაც, ახლა რომ შენ გარშემო პირდაფჩენილები
დგანან... ოჰ! ფერდინანდ! ძნელია, ძნელი ეს ყველაფერი!
არასდროს, დარწმუნებული ვარ, კურტიალი არ დატოვებდა მიწას,
სანამ მაყურებლებს მეგობრულ საუბარში აეროსტატიკის ყველა დე-
ტალს არ დაუღეჭავდა. დამსწრეთა ყურადღების მისაპყრობად გონდო-
ლის კიდეზე მოეწყობოდა ხოლმე, რედინგოტსა და პანამაში მორთულ-
მოკაზმული, ცალი ხელით თოკს ჩაბღაუჭებული ქანაობას იწყებდა...
ამას დემონსტრირება მოსდევდა... წვრილ-წვრილად ხსნიდა სარქველე-
ბის, ხრახნსაცობების, ვენტილების, გაიდროპებისა და ბარომეტრების,
ბალასტისა და მიზიდულობის ძალის დანიშნულებას... შემდეგ, თემით
აგზნებული, სხვა სფეროებსაც გადასწვდებოდა...
მეტეოროლოგია, მირაჟები, ქარები და ციკლონები – ამ ყველაფერს
ნაწყვეტ-ნაწყვეტ განიხილავდა... არც პლანეტები ავიწყდებოდა და არც
ვარსკვლავთა თამაშები და აღლუმები... წრე... ტყუპები... სატურნი... იუ-
პიტერი... არკტურუსი და მისი კონტურები... მთვარე... ბელგოფორი თა-
ვისი რელიეფებით... ყველაფერზე მსჯელობდა... მარსზე შეეძლო სა-
ათობით ელაპარაკა... ზედმიწევნით იცნობდა... და განსაკუთრებულად
უყვარდა... ყბედობდა რჩეულთა არხებზე, მათ პროფილებსა და ტრაექ-
ტორიებზე! მათ ფლორაზე! თითქოს თვითონ ევლო და ეჭყუმპალავა იქ.
პლანეტებს „შენობით“ ელაპარაკებოდა! ძალიან წარმატებული იყო!
სანამ ასე წამოჭიმული დუჟმორეული ჰყვებოდა და მსმენელს თავი-
სი მჭევრმეტყველებით ატყვევებდა, მე ნელ-ნელა ჩემს საქმეს ვაკეთებ-
დი... ერთი-ორ სუს გამოვრჩებოდი ხოლმე… ეს იყო ჩემი დამატებითი
შემოსავლის წყარო. საყოველთაო მღელვარებითა და აღგზნებით ვსარ-
გებლობდი... ბრბოში შევძვრებოდი და „ჟენიტრონს“ დუჟინობით ორ
სუდ ვთავაზობდი... ასევე გაუსაღებელ სახელმძღვანელოებს ავტოგრა-
ფით... სამახსოვრო მედლებს თანდართული პაწაწინა ბუშტებით... ხო-
ლო იმათთვის კი, ვინც მანკიერებისკენ მიდრეკილი მეჩვენებოდა... და
ბრბოში ერთმანეთს ეფათურებოდნენ, სხვა საქონელი მქონდა... პიკან-
ტური გამოსახულებების პატარა, გამჭირვალე და მოძრავი კრებული. იშ-
ვიათად თუ ვერ მოვახერხებდი ყველაფრის გასაღებას... თუ ცოტას გა-

510
მიმართლებდა, ოცდახუთ მონეტამდე ავდიოდი! იმხანად ეს სერიო-
ზულ თანხად ითვლებოდა... როგორც კი მარაგი ამომეწურებოდა და შე-
მოსავალს დავითვლიდი, მეტრს ნიშანს ვაძლევდი... ის წყვეტდა თუხ-
თუხს... კეტავდა სალაპარაკო არხს, მომუწავდა პირს და კალათაში გა-
დაძვრებოდა... ჩამოიფხატებდა პანამას... მოუჭერდა ღერძებს... მოუშ-
ვებდა უკანასკნელ შკოტსაც და ნელ-ნელა აუშვებდა... ამ დროს უკვე ბო-
ლო ბაგირს ვიყავი ჩაფრენილი... მე მიწევდა მთავარი ბრძანების გაცე-
მაც – „აუშვით“! კურტიალი კი საყვირში უბერავდა... „ერთგული“ სივ-
რცის დაპყრობას იწყებდა... არასდროს შემიმჩნევია, რომ პირდაპირ
გაფრენილიყო... თავიდან მოფლაშული და მოფანფალებული იყო...
ამიტომ გამწარებით ვბერავდი... აღმასვლისას გვერდულად მოძრაობ-
და... ცოტა მოგვიანებით... მრავალი მიზეზის გამო... რაღაცნაირად ირი-
ბად მიფრინავდა... ლახლახებდა სახურავების თავზე... ნაკერების გამო
უზარმაზარ ჭრელა-ჭრულა არლეკინს ემსგავსებოდა... ნამდვილი ბრი-
ზის მოლოდინში ჰაერში ცელქობდა... მხოლოდ ძლიერ ქარში შეეძლო
სიმაღლეების
დაპყრობა ... ასეთ მდგომარეობაში, როცა თოკზე გასაშრობად დაკი-
დებულ ქვედაკაბას წააგავდა, ის ძალიან საშიში იყო... ყველაზე ბნელი
მინდვრის თაგვებიც კი ამჩნევდნენ ამას... სახურავებს შორის ფორთხია-
ლისას კი, მაყურებლები ხომ საერთოდ იხოცებოდნენ სიცილით... მე კი
სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე... დამანგრეველ, შოკისმომ-
გვრელ ბიძგს ვშიშობდი... ეს იქნებოდა უკანასკნელი ტრიუკი... ქვემო-
დან ნიშანს ვაძლევდი... რომ სასწრაფოდ შესდგომოდა ქვიშის გადმოყ-
რას!.. მას ხომ ფაციფუცი არასდროს სჩვეოდა! სიჩქარე მისთვის გაუგე-
ბარი ცნება იყო! გასაგებია, რომ ძალიან მაღლა აჭრის ეშინოდა... მაგ-
რამ ამას, ჩემი აზრით, ასე ძლიერ მაინც არ უნდა დაეფრთხო... რა მნიშ-
ვნელობა ჰქონდა სიმაღლეს, მთავარი იყო, კორპუსის მდგომარეობა არ
დავიწყებოდა! ყველაზე მეტად იმაზე ნერვიულობდა, შუაგულ სოფელ-
ში რომ არ ჩათხლეშილიყო... არადა, ეს ყოველ წამს იყო მოსალოდნე-
ლი... არ იყო გამორიცხული, სკოლის შენობას შეჯახებოდა... ან წყალსა-
დენ მილს წამოსცმოდა ან კიდევ მერიის თავზე ან სულაც ახლომდებარე
ტყეში დაშვებულიყო. ამისთვის ორმოცდაათი ან სამოცმეტრიანი სი-

511
მაღლე სრულიად საკმარისი იყო... მე მხოლოდ გამართლებაზე ვამყა-
რებდი იმედს... ეს იყო ჩემი მაქსიმუმი! ამ სავალალო მდგომარეობაში
კი კურტიალისთვის იდეალური იქნებოდა, არასდროს ასცდენოდა მე-
ორე სართულს...
შემდეგ კი იწყებოდა სრული სიგიჟე, თუნდაც იმის გამო, რომ მისი ამ
ხურჯინის ბოლომდე დატუმბვა შეუძლებელი იყო. კიდევ ერთი-ორი ბა-
ლონით მეტი და უბედურება დატრიალდებოდა... სარქველი... ვენტი-
ლები ყუმბარასავით გასკდებოდა! როცა ბოლო ქოხმახსა და ღობეს გა-
დაუფრენდა, მხოლოდ მაშინ თუ დაიწყებდა ქვიშის გადმოყრას... ნელ-
ნელა მხნეობა ემატებოდა... დარჩენილ მარაგს ბოლომდე ჩაუშვებდა...
უბალასტოდ ერთ პატარა ნახტომს შეასრულებდა... ერთი ათი მეტრით
ამაღლდებოდა... დგებოდა მტრედების რიგიც... კურტიალი სწრაფად
აღებდა კალათას და საძაგელი ფრინველები ელვის სისწრაფით აიჭრე-
ბოდნენ ხოლმე ცაში... ამ მომენტში მეც უნდა ჩავრთულიყავი... რაც იმას
ნიშნავდა, რომ დაშვება უნდა დაგვეწყო... უნდა გითხრათ, რომ ტყვი-
ანაკრავივით გავრბოდი... ტრაგედია უნდა გამეთამაშებინა, ცინგლიანი
მაყურებელი ცოტა რომ შემენჯღრია... რამდენიმე წამში ყველა ბუშტს
მისდევდა... ისინი სწრაფად აკეცვაში უნდა შეგვშველებოდნენ... ამ დაფ-
ლეთილ კორპუსთან მარტონი ვერაფერს გავხდებოდით... არ გინდოდა
მაგის თრევა ვაგზალზე?! ჭოჭონაქზე მისი შემოგდება. მაგრამ ეს როდი
იყო ყველაფერი. ყველაზე კარგ შედეგს ვაღწევდით მაშინ, როცა იქიდან
ყველას ერთდროულად მოტეხვის საშუალებას არ ვაძლევდით. გამოც-
დილებამ ეს არაერთხელ დაგვიდასტურა... ბრბო როგორმე უნდა შეგვე-
ყოვნებინა... გვეიძულებინა, განძრეულიყო... ჩვენთან ერთად ერბინა...
ამის მისაღწევად იდეალური კატასტროფის გათამაშება იყო... ყოველ-
ჯერზე გამოგვდიოდა... ვთქვათ, თითქმის... წინააღმდეგ შემთხვევაში
ზარალში ჩავვარდებოდით... გარჯისთვის გადახდა მოგვიწევდა. მათ
გარეშე კი... ალბათ, ყველაფერს იქ დავტოვებდით...
დასაბმელი გიჟივით ვყვიროდი... რაღა ქრცვინის წივილ-კივილი და
რაღა ჩემი... ღრანტეებს ვახტებოდი, სავარაუდო დაშვების ადგილისკენ
თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი. კურტიალის ნაღარის ხმა ჩემამდე აღ-
წევდა... „უშველეთ!.. უშველეთ!.. ცეცხლი!.. – ვბღაოდი, – შეხედეთ! შე-

512
ხედეთ! ცეცხლის ენები! ყველაფერი აალდება! აქაურობა გადაიბუგება!
გვიშველეთ! აი, აი, ხის კენწეროები უკვე იწვის!“ ურდო
ღელავდა... შფოთავდა... ადგილიდან იძვროდა... ბრბო კროსში ებ-
მებოდა... კვალდაკვალ მომდევდნენ! როგორც კი ამ ხეპრეების ხროვას-
თან ერთად დამინახავდა, კურტიალი სარქველების მოშვებას იწყებდა...
მთლიანად აცარიელებდა ამ ხარახურას... ეს უცნაური მოწყობილობა
ნაგლეჯების გროვად იქცეოდა... ვარდებოდა უსიცოცხლო, ცარიელი, სა-
სიკვდილოდ სიქაგამძვრალი... კურტიალი კალათიდან ხტებოდა... წელ-
ში გაიმართებოდა და ნაღარაში ბოლოჯერ ჩაბერავდა, რათა ყველა
ერთ წრედ შეკრულიყო... და ისევ იწყებდა სიტყვას... ყუმები შიშობდნენ,
რომ ამ ტრიუკის გამო ზვინებს ცეცხლი მოეკიდებოდა... სულ უფრო და
უფრო მჭიდროდ კრავდნენ წრეს და ჯამბაზობაში და ლაქლაქში ხელს
უშლიდნენ... მოწყობილობის უბადრუკ ნარჩენებს ერთ ადგილას ახვა-
ვებდნენ... ტოტებს კორპუსი მთლიანად დაეგლიჯა... ეს იყო დამთრგუნ-
ველი სანახაობა... კორპუსსა და ბადეს შორის მთლიანი ბუჩქები გაჩხე-
რილიყო... სახეგაბრწყინებული, მხიარული, კმაყოფილებისა და მღელ-
ვარებისგან მცმუკავ მაშველებს კურტიალი, როგორც ძლევამოსილი
გმირი, მხრებზე შემოესვათ და ტრიუმფით მიაქანებდნენ... მნიშვნელო-
ვანი მოვლენის აღსანიშნავად და წყურვილის მოსაკლავად „ფუნდუკის-
კენ“ აეღოთ გეზი. მე კიდევ ყოველ ჯერზე ყველაზე ბინძური, გულისამ-
რევი და კატორღული სამუშაო მრჩებოდა... მინდვრებში დაღამებამდე
ღარებსა და თხრილებში გაპნეული ხარახურა უნდა ამომელაგებინა...
მიმეგნო ტაკელაჟის, ღუზისა და ჭოჭონაქისთვის, ასევე დამედგინა ჯაჭ-
ვებისა და სხვა ათასი ჯურის მოწყობილობის ასავალ-დასავალი... პა-
ლოებს, ბარომეტრსა და ანეროიდს აქედან ორი კილომეტრის სიშორე-
ზე, ბალახებში ვპოულობდი... და ძვირად ღირებულ ნიკელებს... ამ ხა-
რახურას მე „პიკნიკს“ ვეძახდი... ამას გარდა, დაპირებებით, ხუმრობები-
თა და სახალისო კალამბურებით ყველაზე ხმაურიანი და აგზნებული
მამაკაცები უგვანო გამოსვლებისგან უნდა შემეკავებინა... დამეძალები-
ნა, სრულიად აუნაზღაურებლად ეთრიათ მთელი ეს გროვა, ანუ შვიდასი
კილოგრამი ნაგავი... ნაფლეთებად ქცეული კორპუსი, ამ საშინელი კატა-
ფალკის ნარჩენები და ბოლოს ამ „სიმდიდრის“ მატარებლის დაძვრამ-

513
დე ბოლო ვაგონში შეჩურთვაც უნდა მომესწრო. ამის დედაც! მინდა გით-
ხრათ, რომ ამ ყველაფრის მოგვარება სულაც არ მეადვილებოდა. როცა,
ბოლოს და ბოლოს, კურტიალამდე მივაღწევდი, მატარებელი სადგური-
დან კარგა ხნის გასული იყო... დერეფნების ანფილადის გავლის შემდეგ
მესამე ვაგონში მივაგენი... ამასწინანდელი მღელვარების არც არაფერ
ეტყობოდა, სრულიად დამშვიდებული და ნეტარი სახით ყბედობდა...
აუდიტორიისათვის ახსნა-განმარტებითი სეანსი გაემართა... ჰყვებოდა
ტყუილ-მართალს, მეტწილად ბაქიაობდა... მოკლედ, თავის სტიქიაში
იყო... თავს გადამხდარ ამბებს აჯამებდა... გამოჰქონდა დასკვნები...
განსაკუთრებულ გალანტურობას წინმდგომი შავგვრემანი ქალის მი-
მართ იჩენდა... მოზარდთა გამო პირდაპირი, თამამი მინიშნებებისგან
თავს იკავებდა... მაინც საკმაოდ გაბედული და ენაკვიმატი მეჩვენა. ალ-
კოჰოლით გათამამებული ტორსისა და მედლების გამომზიურებას არ
თაკილობდა. ერთი ამას დამიხედეთ! ეს არამზადა გამომტყვრალა კი-
დევაც! გადასარევ ხასიათზე იყო... რა შეუშლიდა ხელს? აგერ აუდიტო-
რიაც უმასპინძლდება. ხელში თასი უჭირავს და წითელ ღვინოს წრუ-
პავს... ყველას ჭიქა მოუმარჯვებია... კურტიალი ბუტერბროდებით ივ-
სებდა სტომაქს... ამქვეყნად არაფერი ადარდებდა... ჩემი არსებობა სა-
ერთოდ დავიწყებოდა... არც უკითხავს, რა ქენი, როგორ მოაღწიე მატა-
რებლამდეო... საშინელ ხასიათზე დავდექი... ახლა ავდგები და ყველა-
ფერს პირში მივახლი! ერთხელ და სამუდამოდ ჩავუკლავ ხუმრობისა და
ღლიცინის სურვილს!
– ოჰ, ეს შენ ხარ, ფერდინანდ? ეს ნამდვილად შენ ხარ?
– დიახ, მე ვარ, ჩემო ძვირფასო ჟიულ ვერნ!
– აგერ ჩამოჯექი, ჩემო პატარავ და სასწრაფოდ მომიყევი!.. გაიცა-
ნით, ეს ჩემი მდივანია! – ასე წარმადგენდა მეცნიერი, – მითხარი, იქ,
ფურგონში სრული წესრიგია? ყველაფერი მოაქუჩე?.. კმაყოფილი ხარ?..
სიფათმონჯღრეული ვიჯექი. ნამდვილად არ ვიყავი კმაყოფილი.
კითხვებზე შეგნებულად არ ვპასუხობდი...
– რაღაც შენი იერი არ მომწონს... მოხდა რამე?..
– ეს უკანასკნელია! – ვთქვი თავდაჯერებულმა... მშრალად და კონ-
კრეტულად.

514
– ვერ გავიგე? რას ნიშნავს უკანასკნელი? ხუმრობ? მიზეზს ვერ მეტ-
ყვი?
– კორპუსის მორიგი შეკეთება შეუძლებელია და სულაც არ ვარ ხუმ-
რობის ხასიათზე!
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა... სპეციალური ეფექტებისა და ბო-
ლონიური ძეხვის დრო დასასრულს მიუახლოვდა... მხოლოდ ბორბლე-
ბის რახარუხი ისმოდა... ყოველი გაფაჩუნება... ფარნის შუშის წკარუნი...
მბჟუტავ შუქზე ჩემი გამომეტყველების შესწავლას ეცადა... ჩემი ფიქრე-
ბის წაკითხვას... ალბათ ეგონა, რომ განაწყენებულს ვთამაშობდი... გაქ-
ვავებული სახე მქონდა... თვალსაც არ ვახამხამებდი... აბსოლუტურად
სერიოზული გამომეტყველება მივიღე... საკუთარი დასკვნების ერთგუ-
ლი დავრჩი...
– ასე ფიქრობ, ფერდინანდ? ხომ არ აჭარბებ?
– უკვე მოგახსენეთ, რასაც ვფიქრობდი... მგონი, ეჭვი არ გეპარებათ,
რომ ამ საქმის ცოტა მაინც გამეგება...
მართლა ხვრელების ექსპერტად ვიქეცი... აღარაფერში მეპარებოდა
ეჭვი... შეპასუხებას და ჩემი გამოცდილების ეჭვქვეშ დაყენებას უკვე ვე-
ღარ ვიტანდი... კურტიალი კუთხეში მიიყუჟა და თავის თავში ჩაიკეტა.
კონფერენცია დასრულდა... აღარ ველაპარაკებოდით ერთმანეთს... და-
ნარჩენებს, სკამებზე შემოსკუპებულებს, ვეღარ გაეგოთ, რა მოხდა სი-
ნამდვილეში... ტუკ-ტუკ, ტუკ-ტუკ! რახრახებდნენ ბორბლები... ფარნი-
დან ზეთი წვეთავდა... მგზავრებს თავები მკერდზე ჩამოუცვივდათ... და
ჩაეძინათ...

515
13
მარადიული მოძრაობა – აი, რას უნდა მოეკიდოს ადამიანი ყველაზე
მეტი სიფრთხილით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მასზე მუშაო-
ბისას კისერი წაიტეხო!..
ყველა გამომგონებელი შეიძლება მათ გატაცებების მიხედვით და-
იყოს... არსებობენ ჯგუფები, სრულიად უწყინარნი... ეგრეთ წოდებული
„განმმუხტველები“... რომლებსაც მხოლოდ „ტელურული“, მაგალი-
თად, „ცენტრისტული“ განმუხტვები იზიდავთ... ეს კატეგორია მოსათვი-
ნიერებლად ადვილზე ადვილია... შეგიძლიათ, პირდაპირ ხელიდან აჭა-
მოთ... უფრო ზუსტად, ხელისგულიდან... არც სამეურნეო დარგის გამომ-
გონებლები ითხოვენ გადამეტებულ ზრუნვას... რაც შეეხება „ყველის სა-
ხეხებს“, „ჩინეთისა და ფინეთის ერთობლივი წარმოების ქვაბებს“, „ორ-
სახელურიან კოვზებს“... და საერთოდ ყველაფერს, რაც სამზარეულოში
გამოიყენება... უნდა ითქვას, რომ ამ ტიპებს ძალიან უყვართ თოხლა-
ობა... მე მათ „ბონვივანებს“, ანუ კარგი სმა-ჭამის ქომაგებს დავარქმევ-
დი... „მეტროს დამხვეწნი“? აქ ნამდვილად გვმართებს მეტი სიფრთხი-
ლის გამოჩენა! ნამდვილი აწყვეტილი მანიაკები! როგორც ერთი, ყველა
შერყეულია „მუდმივ ძრავაზე“, ყველაფერზე მოაწერენ ხელს, ოღონდ
დაგარწმუნონ, რომ რაც გააკეთეს, დღემდე გაუგონარი აღმოჩენაა!..
სკალპს აგხსნიან, თუ ღმერთი გაგიწყრათ და თავს ოდნავი ეჭვის გამოთ-
ქმის უფლება მიეცით... ამიტომ მათთან წახუმრებას ერიდეთ...
კურტიალთან ერთი ბიჭი გავიცანი, საშხაპედან... პირწავარდნილი
ფანატიკოსი იყო... ოცდაოთხი საათი შეეძლო თავის „საათზე“ ეყბედა...
ნახევარხმაზე... დამფრთხალი მზერით... ასევე ხშირად გვესტუმრებო-
და ხოლმე პროვინციელი პროკურორის მოადგილე... საგანგებოდ ჩამო-
დიოდა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, რათა თავისი ცილინდრი ეჩვენე-
ბინა... უზარმაზარი ებონიტის მილი ცენტრიდანული სარქველითა და
ელექტროგადამცემით... ქუჩაში კილომეტრზე ამოიცნობდი... კიბორ-
ჩხალასავით გვერდულად დახოხავდა... ფარდულების გასწვრივ... ანე-
იტრალებდა მერკურის მიზიდულობას, მზესა და ღრუბლებში გამავალი
„იონების“ გამოსხივებას. არასდროს, არც დღე და არც ღამე, იცილებდა
516
მხრებზე მოგდებული აზბესტის ძაფითა და აბრეშუმით დაწნულ შარფს.
ეს იყო მისი ტალღების დეტექტორი... როგორც კი „ურთიერთქმედების“
ზონაში მოხვდებოდა, შეკრთებოდა ხოლმე... ნესტოებიდან კი ბუშტუ-
ლებს აფრქვევდა...
კურტიალი ყველას იცნობდა, უხსოვარი დროიდან იცნობდა... იცო-
და, როგორ უნდა მოპყრობოდა მათ... ბევრს შენობით ელაპარაკებო-
და... ჩვენ, ასეა თუ ისე, ვახერხებდით მათი ურთიერთობების მართვას...
ერთხელ მეტრს თავში გამაოგნებელი აზრი მოუვიდა – მათ შორის „კონ-
კურსის“ მოწყობა. ეს იყო სრული სიგიჟე! არ დავახანე და განგაში ავტე-
ხე! ვიყვირე, ვიხავლე! ერთი ამბავი დავაწიე! „ყველაფერი, რაც თავში
მოგივათ, მაგრამ ეს – არავითარ შემთხვევაში!“ კურტიალის შეყოვნება
შეუძლებელი აღმოჩნდა! სასწრაფოდ სჭირდებოდა ფული, თან ნაღდი
ანგარიშსწორებით! ეს გასაგებიცაა, რადგან ძალიან ცუდად მიგვდიოდა
საქმეები... ტაპონიესთვის „ჟენიტრონის“ ექვსი ნომრის დაბეჭდვაში სუც
არ გადაგვიხდია.
მობოდიშებებითა და დაპირებებით ფონს ვერ გავიდოდით... ამას
გარდა, ფრენები აღარ იძლეოდა უწინდელ შემოსავალს... განსაკუთრე-
ბით აეროპლანებმა ჩაგვისვარა საქმეში... უკვე 1910 წელს სოფელმა ფე-
ხი გამოყო... თვითმფრინავების გარდა არაფრის დანახვა არ უნდო-
დათ... ჩვენ იხტიბარს არ ვიტეხდით, მიმოწერას არ ვწყვეტდით... მოკ-
ლედ, ბრძოლა არ შეჩერებულა... კლიენტს ხელიდან არ ვუშვებდით...
პირდაპირ ფეხებში ვუვარდებოდით... ტვინს ვუბურღავდით პრეფექ-
ტებს... არქიეპისკოპოსებს... ფოსტის ქალებს... პროვიზორებს... „მება-
ღეობის გამოფენებს“... მხოლოდ 1909 წლის გაზაფხულზე ათი ათასზე
მეტი ცირკულარი დავბეჭდეთ... ყურებზე ვდგებოდით, ოღონდ საქმე სა-
ბოლოოდ არ ჩამკვდარიყო... უნდა ითქვას ისიც, რომ კურტიალი დოღზე
წოწიალს არ ეშვებოდა... ისევ დაუბრუნდა „ამბოხს“... როგორც ჩანს, ნა-
გერთან ძველი ანგარიშები გაესწორებინა... ხშირად მინახავს, თუ რო-
გორ ყბედობდნენ. დაფეხვილმა მეტრმა ენგიენში ერთ დღესაც ექვსასი
ფრანკი მოიგო... „სტაფილოზე“ ჩამოვიდა ფსონს... არც „სელიმენმა“ გა-
უცრუა იმედი შანტილიში. 250 ფრანკი ჩაიჯიბა... ამ გამართლებებისგან
თავში აუვარდა და სულ აიწყვიტა...

517
მეორე დღეს დილაუთენია გამომეცხადა ფარდულში... მყისიერად
შეტევაზე გადმოვიდა.
– ფერდინანდ, გეყურება? თქვი ახლა, განა ამას გამართლება არ
ჰქვია?! ნამდვილი ბედის წყალობა! სხვა რა უნდა თქვა კაცმა?! გესმის
ჩემი? ათი წელი! წარმოგიდგენია? ათი წელი მხოლოდ მე ვიხდიდი! კმა-
რა! ამიერიდან ასე არ იქნება! მე კიდევ გავისვრი! და ათიანში გავარ-
ტყამ! მოდი, ერთი ამას შეხედე! – „კროკინიოლი“ მაჩვენა, ახალი გაზე-
თი იპოდრომიდან, რომელიც უკვე წითლად, ლურჯად და ყვითლად გა-
დაეხაზ-გადმოეხაზა. დაუფიქრებლად მივახალე:
– ყური დამიგდეთ, ბატონო დე პერიერ! შეგახსენებთ, რომ დღეს ოც-
დაოთხია... სალაროში კი მხოლოდ თოთხმეტი ფრანკი გვიყრია... ტაპო-
ნიე კარგი კაცია ნამდვილად... თავაზიანი და მომთმენი... ვერაფერს
ვიტყვით, მაგრამ მასაც ამოუვიდა ყელში!.. აღარ უნდა ჩვენი გაზეთის
დაბეჭდვა... მე თადარიგი დავიჭირე და გაგაფრთხილეთ... უკვე მესამე
თვეა, რაც თავზე მახურავს... რამბუტოზე ვეღარ გავსულვარ... ამიერი-
დან იქ მიმსვლელი არა ვარ... ურიკითაც კი!..
– თავი დამანებე რა, ფერდინანდ! დამეხსენი! ნუ გადამეკიდე! ძალი-
ან დავიღალე შენი სიბრიყვეებით! მერკანტილური ყბედობით! მე კიდევ
ვგრძნობ... აშკარად ვგრძნობ, რომ ხვალ ჩვენ ამ საშინელი სიტუაციი-
დან ამოვძვრებით... ამ სისულელეებზე ლაპარაკში დროს ვერ დავკარ-
გავ! წადი იმ ტაპონიესთან და გადაეცი... ჩემი სახელით, იცოდე... დიახ,
პირადად ჩემგან... გაიგე... როცა დავუფიქრდები, ვხვდები, რომ ის გა-
თახსირებული ჩემ ხარჯზე გასუქდა... მან შეიწირა ჩემი ჯანმრთელობა,
აგერ უკვე ოცი წელია, ვაჭმევ და ვასმევ! რამხელა ქონება დააგროვა, მა-
მაძაღლმა! წამგლიჯა, გაიბღინძა და გაიბერა... მოაქუჩა... და ეს ჩემი გა-
ზეთის წყალობით! იმ ნაძირალასთვის კიდევ მინდა ერთი პატარა რა-
ღაც გავაკეთო! უთხარი! გესმის, რასაც გეუბნები!.. გადაეცი, რომ შეუძ-
ლია, მთელი თავისი დაწესებულება – თავისი ზმანები და ხარახურა,
მთელი თავისი მეურნეობა, ქალიშვილის მზითევი, ახალი მანქანა, ყვე-
ლაფერი... დაზღვევა... პოლისი... არაფერი არ დატოვოს... ვაჟიშვილის
ველოსიპედი... ყველაფერი... კარგად დაიმახსოვრე...

518
ყველაფერი ბრაგამანსზე ჩადოს... ჩემს რჩეულზე... სამში! „მეზონი“
კი ოთხში! აი, ასე, ჩემო პატარავ! ის, რაც მეორისგან დაგვრჩება, მე და
შენ, 53 498 ფრანკს შეადგენს! აი ასე! ბრაგამანსი! მეზონი! ბრაგამანსი!
მეზონი!
გამოსვლას დასასრული არ უჩანდა... ჩემს პასუხებს არც უსმენდა...
ბურდღუნ-ბურდღუნით კორიდორში გავიდა და... გაქრა... კურტიალი
მთვარეულს დაემსგავსა...
მეორე დღეს მთელი საღამო ლოდინში გავატარე... მეგონა, რომ ორ-
მოცდაცამეტი ტომრით დაბრუნდებოდა... გავიდა ხუთი საათი... ბო-
ლოს, როგორც იქნა, მობრძანდა... დავინახე, როგორ გადაჭრა ბაღი...
ფარდულში არავისთვის შეუხედავს... პირდაპირ ჩემკენ გამოეშურა...
მხრებში ჩამაფრინდა... გადამეხვია... დაბოლება არ უცდია... ზლუქუ-
ნებდა...
– ფერდინანდ! ფერდინანდ! საძაგელი არსება ვარ! გულისამრევი ნა-
ძირალა! შეგიძლია, უნამუსო მიწოდო... უსინდისოც! ყველაფერი დავ-
კარგე, ფერდინანდ! ჩემიც! შენიც! ყველაფერი, ღმერთო... ისევ ვალე-
ბი... ჩემი!.. შენი!.. გაზი! აღარაფერი დამრჩა! ისევ გადავაგდე ნაგერი...
ჩემ მაგივრად ჩამოვიდა ფსონს... ამკინძველს 1800 ფრანკი ვესესხე...
თეატრში კონსიერჟს – 30... მონტრტუში კი დარაჯს... კიდევ ასი ფრანკი
უნდა დავუბრუნო... ამ საღამოს ვნახავ... ხედავ, როგორ ქაქში გადავეშვი
თავით ფეხებამდე! აჰ! ფერდინანდ! შენ ცამდე მართალი იყავი! საკუ-
თარ ნაგავში ვიხრჩობი!..
წუწუნებდა... იტანჯებოდა... ითვლიდა... გაუთავებლად... სინამდვი-
ლეში რამდენი მართებდა! ყოველ გადათვლაზე თანხა მატულობდა...
იმდენ ვალს იხსენებდა, ბოლოს ვიფიქრე, ხომ არ იგონებს-მეთქი. ფან-
ქარს ეძებდა... უნდოდა, ისევ თავიდან აღენუსხა... შეუძლებელი იყო მი-
სი მოსმენა... ბოლოს მივახალე:
– ერთი წუთით, ბატონო კურტიალ! ნუთუ არ შეგიძლიათ დამშვიდ-
დეთ? რას ჰგავს ეს ყველაფერი? კლიენტები რომ შემოვიდნენ, არ გაწუ-
ხებთ, რას იფიქრებენ? ბევრად აჯობებს, თუ წახვალთ და დაისვენებთ!..

519
– ფერდინანდ! მართალი ხარ!.. შენ უფრო გონივრულად მსჯელობ,
ვიდრე შენი მეტრი! ის საცოდავი ბებერი! სიშმაგის ნიავმა დაუბერა,
ფერდინანდ! მე ვგრძნობ მის სუნთქვას...
ორივე ხელი თავზე შემოიჭდო...
– ეს დაუჯერებელია! დაუჯერებელი!
ხანმოკლე გარინდების შემდეგ ტრაპის გასაღებად გაემართა... გაქ-
რა... ამჯერად ჩემი დახმარება არ დასჭირვებია... უკვე ზედმიწევნით
ვიცნობდი მის კორიდას... ამ მხრივ არაფერი ახალი! მისი სტრატეგია
არ იცვლებოდა... მორიგი სისულელის ჩადენას, ტყუილ-მართლის
მოყოლას აუცილებლად მედიტაციების სეანსი მოჰყვებოდა... „და სმა-
ჭამა?“ პირს ხომ არ ამოვიკერავდით?! სადმე კრედიტი უნდა მომეძია!
ნისიად არსად არაფერს მაძლევდნენ!.. არც მეფუნთუშე!.. არც ხილით
მოვაჭრე... ის გოთვერანი კი დარწმუნებული იყო, რომ თითი არ გავან-
ძრიე... არც ეკონომიაზე, არც შავი დღისთვის მარაგის შექმნაზე ვიზრუ-
ნე... ძალიანაც ცდებოდა, დეგენერატი! იძულებული ვიყავი, უსაფ-
რთხოების საკუთარი ზომები მიმეღო... მასავით ღრუბლებში კი არ დავ-
ფარფატებდი! სწორადაც ვიქცეოდი! საბოლოოდ მასზე უფრო მარჯვე
და ფხიანი აღმოვჩნდი. ყველა კოლოფი გადავაქოთე... ერთი თვე მშვე-
ნივრად გადავაგორეთ... არც საჭმელი დაგვკლებია და არც სასმელი...
ლორსა და მარილზე კი არ ვიჯექით... ნამდვილ, უმაღლესი ხარისხის
ხორცს გეახლებოდით.
ცოლის აფორიაქება არ ისურვა... ქალბატონი მონტრტუში ბრძანდე-
ბოდა და არაფერი გაუგია!
***
ბიძია ედუარდი პროვანსიდან დაბრუნდა... დიდი ხანი გასულიყო
ჩვენი ბოლო შეხვედრიდან... ერთ შაბათ საღამოს მოულოდნელად გა-
მოგვეცხადა... მგონი იმისთვის გაისარჯა, რომ მშობლებსა და სახლზე
მოეთხრო... მათი უიღბლობა გრძელდებოდა! მამაჩემი, მიუხედავად
არაერთგზის მცდელობისა, „კოკსინელიდან“ ვერა და ვერ წამოვიდა. ეს
იყო მისი უკანასკნელი იმედი და ნავთსაყუდელი... „კონივანს-ენსანდი-
ში“, – კარგადაც რომც ებეჭდა, – ის მაინც არავის დასჭირდებოდა. სხვა
თანამშრომლების ფონზე ძალიან ბებერი და საჯარო სამსახურისთვის

520
მეტისმეტად მორცხვი – აი, ვერდიქტი, რომელიც მისთვის გამოეტა-
ნათ... შედეგად, იძულებული გახდა, ამაზე ფიქრიც კი შეეწყვიტა... ამი-
ტომაც ჩაებღაუჭა „კოკსინელს“. ცხადია, ლაქუცი ლემპრენტთანაც განა-
ახლა, – სხვა რა გზა ჰქონდა! ეს მძიმე დარტყმა აღმოჩნდა მისთვის...
უმძიმესი... მგონი, ამის შემდეგ თვალი არც დღე მოუხუჭავს და არც ღამე.
„იურიდიული სამსახურის“ უფროსსაც შეეტყო მამაჩემის ზრახვების
შესახებ... ბარონი მეფეზი ვერასდროს იტანდა და პირდაპირ ჯოჯოხეთს
უწყობდა... აი, მაგალითად, ტყუილად ამოიყვანდა მეექვსე სართულზე,
რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინა მისთვის, როგორი უგერგილო და
უნიათო იყო... როგორ ურევდა თავისი დღე და მოსწრება მისამართებს
და ამნაირი ათასგვარი სისულელე... ამ ყველაფერს, ცხადია, ბარონი
ჩმახავდა და არაფერი ჰქონდა საერთო სიმართლესთან...
ჩემთან საუბრისას ძია ედუარდი ორჭოფობდა... შეიძლება ფიქრობ-
და, რომ ურიგო სულაც არ იქნებოდა, თუ ბებრებთან ცოტა ხნით მაინც
შევირბენდი... მამაჩემს შევურიგდებოდი... ისედაც ხომ ათასი ჯურის
უბედურებაში ყელამდე იყვნენ ჩაფლულნი... და საკმარისად დაიტან-
ჯნენ... კეთილი ხასიათიდან გამომდინარე, ედუარდი სხვანაირად ვერც
იაზროვნებდა, მაგრამ მე... ნურას უკაცრავად! ამის გაფიქრება და ჩემში
ღვარძლის დუღილის დაწყება ერთი იყო... გულისრევა ყელში მებჯინე-
ბოდა... არა რა! ჩემზე უკვე აღარ შეიძლებოდა ექსპერიმენტების ჩატა-
რება...
– კეთილი! კეთილი! ბიძაჩემო, გასაგებია! კმარა! მეცოდებიან, მაგ-
რამ თავს ზემოთ ძალა არ არის! თუ პასაჟში დავბრუნდები, ახლავე გეტ-
ყვი, რა უბედურებაც დატრიალდება... იქ წუთიც ვერ გავჩერდები... ამას
გარდა, არ არის გამორიცხული, იქაურობა გადავბუგო!.. – მოკლედ, სუ-
ლაც არ მსურდა, ბედს შევთამაშებოდი.
– ყველაფერი გავიგე! კიდევ კარგი, გამაფრთხილე! მესმის შენი გან-
წყობა...
იმ დღიდან მოყოლებული ედუარდს ჩემთან ამ თემაზე კრინტი არ
დაუძრავს... პატარა მინიშნებასაც კი ვერ ვიხსენებ... შეიძლება, ყველა-
ფერი ჩაუკაკლა მათ... ყოველ შემთხვევაში, შინ დაბრუნების თემა ჩემ-
თვის ერთხელ და სამუდამოდ დაიხურა.

521
კურტიალთან ყველაფერი დღესავით ნათელი იყო... პატარა ეჭვის
ადგილიც კი არ დამიტოვა... ქაოსი და აურზაური მთელი დღის განმავ-
ლობაში წამითაც არ წყდებოდა... ვეღარ ვცნობდი შეფს... საერთოდ გა-
დაირია... ჩემთვის აქამდე უცნობ ტრიუკებს მიწყობდა... ტყუილს ტყუ-
ილზე აცხობდა... მხოლოდ საღამოს თუ მომეცემოდა მშვიდად ამოსუნ-
თქვის საშუალება... როგორც კი იქიდან გაშპებოდა, შემეძლო მეკეთები-
ნა, რაც მომეპრიანებოდა... ცხოვრება ჩემ გემოზე მემართა... ასე გრძელ-
დებოდა დილის ათ საათამდე, სანამ ის მონტრტუდან ჩამოეხეტებო-
და... საკუთარი თავის ბატონ-პატრონი! ამ შესაძლებლობას დიდად ვა-
ფასებდი... მტრედებს საკენკს როგორც კი დავუყრიდი, ქარივით თავი-
სუფალი ვიყავი... ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ „ჟენიტრონის“ ჩა-
წოლილი ნომრების წყალობით შემეძლო, როგორც იტყვიან, ხელი მო-
მეთბო. მათი გასაღება ადვილი საქმე როდი იყო, მაგრამ შემოსავლის
ნაწილი მაინც მრჩებოდა... ფრენების დროსაც ვახერხებდი ერთი-ორი
მონეტის მოღუნვას... ეს არასდროს სცილდებოდა 4-5 ფრანკს, მაგრამ
იმხანად ჩემთვის ასეთი თანხის შოვნა ქერის ორმოში ჩავარდნის ტოლ-
ფასი იყო!
ის ბებერი ნიანგი, ცხადია, ისურვებდა, სცოდნოდა, სად ვმალავდი
მაყუთს!.. რათა ჩემს პატარა მარაგს დაჰპატრონებოდა... იმ ნაძირალას
შეეძლო ეთვალთვალა, მაგრამ მე ყურადღება წამითაც არ მიდუნდებო-
და... მედგრად ვიცავდი გადამალულ საგანძურს... ამ მხრივ შესანიშნავი
სკოლაც მქონდა გამოვლილი... ეს პაწაწინა თანხა არასდროს ტოვებდა
ჩემს საფულეს... ანუ მოხერხებულ გულისპირს... ჩვენს შორის ნდობის
ნატამალიც აღარ დარჩა... მე კი ვიცოდი ყველა მისი სამალავი... სულ სა-
მად სამი... ერთი იატაკში, მეორე – მრიცხველთან... გამოწეული აგურის
უკან... და ბოლოს ერთიც – პირდაპირ ჰიპოკრატეს თავში... სამივე ადგი-
ლიდან ვცინცლავდი ცოტ-ცოტას... ის არასდროს ითვლიდა... მაინც გა-
უჩნდა ერთ დღესაც ეჭვები... ძალიანაც ვერ გამიხურებდა... ჩემთვის ჯა-
მაგირი არასდროს მოუცია... ერთი გახვრეტილი მონეტაც კი... არადა, ჩე-
მით ედგა სული... მე ვაჭმევდი... არც ისე ცუდად, სხვათა შორის... და თან
უხვად... ერთი სიტყვით, ტიპმა მოტვინა, რომ საპროტესტო არც არაფე-
რი ჰქონდა და აურზაურის ატეხვას მოერიდა...

522
საღამოს შინ საჭმელს არ ვიმზადებდი... მივირთმევდი „კაფე-ავტო-
მატში“, რომელიც რივოლის ქუჩის კუთხეში მდებარეობდა... რაღაცას
ავიღებდი და ფეხზე მდგომი ვილუკმებოდი... ძალიან მომწონდა
იქაურობა... რასაც ვჭამდი, ცხადია, არ მყოფნიდა... შემდეგ სასეირ-
ნოდ მივდიოდი... მონმატრზე აუცილებლად დავარტყამდი წრეს... ფოს-
ტა... ეტიენ მარსელის ქუჩა... ვიქტუარის მოედანზე ქანდაკებასთან
ვჩერდებოდი, რათა ერთი ღერი პაპიროსი გამებოლებინა... ეს დიდებუ-
ლი გზაჯვარედინი ძალიან მხიბლავდა... აქ ჩემს გემოზე ვფიქრობდი...
არასდროს ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი, როგორც მაშინ, როცა „ჟენიტ-
რონში“ ვმუშაობდი... სამომავლო გეგმებზე არ ვფიქრობდი... აწმყო კი
არც ისე ურიგო მეჩვენებოდა... შინ ათი საათისთვის ვბრუნდებოდი..
კიდევ უამრავი სამუშაო მქონდა... პირველ ყოვლისა, „ერთგულის“
დახეულ-მოგლეჯილი ადგილების ამოკემსვა და დალახტვა... მერე დაგ-
ვიანებით მოსული ამანათების დახარისხება... პროვანსში გასაგზავნი
წერილები... თერთმეტი საათისთვის ისევ გავდიოდი არკადასთან... ეს
იყო მეტად საინტერესო და თავშესაქცევი დრო... ჩვენი უბანი სავსე იყო
ბოზებით... სულ რაღაც ოც ფრანკად... ზოგიერთს უფრო ნაკლებადაც
დაითრევდი. თითოეულს ორი-სამი კლიენტის გასტუმრება უწევდა...
კარგად მიცნობდნენ... მხიარული მასტები იყვნენ... ჩემთან ვუშვებდი
ხოლმე ალყების დროს... მუყაოს საქაღალდეებში იმალებოდნენ და
მტვრისგან იხრჩობოდნენ... მათი სუსი არ ისმოდა, სანამ ძაღლები იქაუ-
რობას გაეცლებოდნენ... „დამკვეთის კუთხეში“ მხიარულად ვჟიმაობ-
დით... ნებისმიერი საჯდომი უანგაროდ მეძლეოდა... ჩემი თვალების
წყალობით, რადგან კრიტიკულ მომენტებში ანტრესოლიდან ყველა მი-
სადგომსა და შემოსასვლელს შესანიშნავად ვზვერავდი... მოვკრავდი
თუ არა თვალს, როგორ მოიპარებოდნენ პოლიციელები, გოგოებს პატა-
რა კარიდან ვაპარებდი... მოკლედ, მე გახლდით ამ უცნაური ტომის ბე-
ლადი! ჩემგან ჩაშვება მათ არ ემუქრებოდა... საშიში პერიოდი დაახ-
ლოებით თორმეტ საათამდე გრძელდებოდა... კოპების გამოცხადება
სწორედ ამ დროს იყო ყველაზე მეტად მოსალოდნელი! აურზაურისას
მეორე სართულზე ზოგჯერ მთელი დუჟინი კახპა იყო შეყუჟული... ლამ-
პას დაუყოვნებლივ ვაქრობდით... სუნთქვას ვწყვეტდით... ფილაქნებზე

523
მოსიარულე მომხდურთა ნაბიჯების ყრუ ხმა ჩვენამდეც აღწევდა... საში-
ნელება იყო! ის უბედურები ვირთხებივით გარბოდნენ და კუთხეებში სა-
მალავს ეძებდნენ... შემდეგ დგებოდა განმუხტვის ჟამი... ყველაზე სახა-
ლისო ის ამბები იყო, რომლებსაც ნაბოზვრები ჰყვებოდნენ... გალერე-
ებზე ყველაფერი წვრილ-წვრილად იცოდნენ... რითი სუნთქავდნენ მო-
ბინადრეები... ვინ როგორ ცხოვრობდა... რას ყიდდა, რას ყიდულობდა...
რა ინტრიგებს ჩმახავდა... რა მაქინაციებში მონაწილეობდა... ვინ ვის აძ-
ლევდა... ვის უქაქუნებდნენ ტრაკში, ან სხვაგან... ყბედობდნენ აბორ-
ტებზე... მოღალატე ცოლებზე... რქადადგმულ ქმრებზე... ყველაფერზე,
რაც ამ პერიმეტრში თერთმეტიდან შუაღამემდე ხდებოდა... რაღაც-რა-
ღაცები დე პერეირზეც დავადგინე... თურმე ეს ნაძირალა „ეტრუსკული
ლარნაკების“ ხშირი სტუმარი ყოფილა, რომელიც პირდაპირ ხეივნის
216-ში მდებარეობდა... თითქმის „ფრანგის“ გამოსასვლელთან... სადო-
მაზოხისტს თურმე გაშოლტვაზე ჭკუა ეკარგებოდა. ყურიც კი მოუკრავთ,
როგორ ღრიალებდა იატაკზე დაგდებული ხავერდის ფარდებს მიღმა...
ყოველი სეანსი 25 მონეტა უჯდებოდა! ძვირია ძალიან! აბა, რა არის! ყო-
ფილა თურმე შემთხვევებიც, როცა სამი სეანსი ერთი მეორის მიყოლე-
ბით ამათრახებდნენ!
მეც ვღრიალებდი, როცა ამგვარ მონაჩმახს ვისმენდი... ახლა მივ-
ხვდი, რატომ იყო ასეთი წუწურაქი... რატომ ვერ გააგდებინებდი ხელი-
დან ავანსს... ამდენი თვითგვემისა და ამდენი, ღმერთმა უწყის, კიდევ
სად ძრომიალის შემდეგ რაღა დარჩებოდა! მოკლედ, გაკვირვებით უკვე
აღარაფერი მაკვირვებდა!
ყველაზე კარგი მთხრობელი მაინც ვიოლეტა იყო, ცოტათი ვადაგა-
სული გოგონა ჩრდილოეთიდან, მუდამ ლამაზად დავარცხნილი, სამმა-
გი სარჭი-პეპლებით გამაგრებული ჟღალი შინიონით... იქნებოდა ერთი
ორმოცის... მუდამ მოკლე, შავი ქვედაკაბა ეცვა, რომელიც ზედ ასკდებო-
და... ასევე პაწაწინა ვარდისფერი წინსაფარი... თეთრი მაღალქუსლები-
ანი, თასმებით შეკრული ჩექმები... მე მაგრად ვევასებოდი... როცა ჰყვე-
ბოდა, ყველას ასლოკინებდა... იმიტაციის ოსტატი იყო... ახალი ამბების
მარაგი არასდროს ეწურებოდა... ყოველ ჯერზე მეხვეწებოდა, რომ ტრაკ-
ში გამეთხარა... „მტყვნელი-ამფეთქებელი“ დამარქვა. შეიძლება ეს ჩე-

524
მი ქაქუნის მანერამ მოაფიქრებინა... სულ თავის მშობლიურ რუანს იხ-
სენებდა... იქ ერთსა და იმავე სახლში თორმეტი წელი გაეტარებინა... ამ-
ბობდა, სულ ჩაკეტილში ვცხოვრობდი, გარეთ ერთხელაც არ გამიდგამს
ფეხიო... სარდაფში როცა ჩავდიოდით, სანთელს ვანთებდი... ჯერ მოგ-
ლეჯილ ფოლაქებს მიმიკერებდა... თავად ამას ვერ ვაკეთებდი... მძულ-
და ეს საქმიანობა! ხშირად მწყდებოდა ეს ოხერი, განსაკუთრებით მა-
შინ, როცა ურიკას დავათრევდი... ნებისმიერ რამეს მიგიკერებდით, მაგ-
რამ ფოლაქებს ნურას უკაცრავად! არც უნდა გეთხოვათ! მათი დანახვაც
მბურძგლავდა... ვიოლეტას უნდოდა, ჩემთვის წინდები ეყიდა... საერ-
თოდ, დიდი სურვილი ჰქონდა, ფრანტი დავმდგარიყავი... არც მახსოვ-
და, წინდები ბოლოს როდის მეცვა... სიმართლე თუ გნებავთ, დე პერეი-
რიც მწყრალად იყო მათთან... პალე-რუაიალიდან ლა-ვილეტში გარბო-
და... გზის გაყოლებაზე მეპირეები დაწოწიალობდნენ... ხუთი საათი
კლიენტებს ემსახურებოდნენ... ვიოლეტა აქაც კარგ მაყუთს ღუნავდა...
საერთოდ, მოუსვენარი იყო... ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებო-
და... დროგამოშვებით, მიუხედავად ყველაფრისა, ერთ თვეს საავად-
მყოფოში ატარებდა... იქიდან საფოსტო ბარათებს მიგზავნიდა... იქაც
ვეღარ ძლებდა... მის დაბრუნებას ფილაქანზე ქუსლების კაკუნით
ვხვდებოდი... შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა... თითქმის ორი
წლის განმავლობაში... სანამ გალერეას დავტოვებდით... ბოლოს ძალი-
ან ეჭვიანი გახდა... დაეწყო კლიმაქსი და ხასიათიც აუმძღნერდა...
***
სეზონზე უამრავ ბოსტნეულს ვნთქავდით... მისგან ეგრეთ წოდებულ
„ჟარდინიერს“ ვამზადებდი... თუ ზედ წვრილად დაჭრილ ლორსაც მო-
ვაყრიდი, მის ჭამას არაფერი გვერჩია. კურტიალი მონტრტუდან სალა-
თის ფოთლებითა და ლობიოთი სავსე კალათებს ეზიდებოდა... ყიდუ-
ლობდა სტაფილოს, თალგამსაც... კონებად შეკრულს... ბარდას...
მეტრი გიჟდებოდა „სოუსიან“ კერძებზე... მის მიერ გამოშვებულ კუ-
ლინარიულ სახელმძღვანელოს ხელიდან არ ვუშვებდი... უგემრიელესი
რაგუ გამომდიოდა... ნაირ-ნაირი შემწვარ-მოხრაკულები... დავეუფლე
შეთბობა-შეცხელების ტექნიკას... რომელსაც საკმაოდ დიდხანს წარმა-
ტებულად ვიყენებდი. უკან, ტანვარჯიშის დარბაზში ძლიერი გადასატა-

525
ნი გაზქურა გვედგა... „სულფიდორს“ გაწმენდილ გაზზე ვამუშავებდით...
ისე ფეთქებად საშიში კი იყო... სულ ტკაცანი გაუდიოდა... სხვა მხრივ,
მშვენივრად გამომადგა... ზამთარში ძირითადად მოხრაკულ ხორცს ვამ-
ზადებდი უამრავი ბოსტნეულით. ხორცის, მარგარინისა და ყველის შე-
საძენად თავად მივდიოდი ბაზარში... სასმელს კი რიგრიგობით ვყიდუ-
ლობდით...
ვიოლეტას ღამით უყვარდა ჭამა... გიჟდებოდა ცივად მოხარშულ
ხბოს ხორცზე პურთან ერთად... ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი სიამოვ-
ნება გახლდათ... ფული კი, მოგეხსენებათ, არასდროს გვყოფნიდა!
სულ ტყუილად ვირჯებოდი... ლამის ჟანდარმად ვიქეცი... მაგრამ
ყველაზე უარესის თავიდან აცილება მაინც ვერ შევძელი... იძულებული
გავხდით, ბოსის მიერ აკვიატებული „მუდმივი ძრავის“ კონკურსისთვის
მზადებას შევდგომოდით... ვვარაუდობდით, რომ ეს ღონისძიება ერ-
თბაშად ყველა პრობლემას გადაგვიჭრიდა... დაუყოვნებელი უკუშედე-
გის იმედი გვქონდა. ბაზრობა ხიდზე უნდა მოგვეწყო... შესვლა და ცდებ-
ში მონაწილეობის უფლება ოცდახუთ ფრანკად შევაფასეთ. პირველ
პრემიას – თორმეტი ათასი ფრანკი – „მსოფლიოში სახელგანთქმული
სპეციალისტებისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური“ გასცემდა. იყო
კიდევ ერთი ჯილდოც... წამახალისებელი სიგელი და 4350 ფრანკი... ერ-
თი სიტყვით, ჩანაფიქრი მასშტაბური იყო! წუწურაქობას მოვერიდეთ!
მონაწილეობის მიღების მსურველები მალევე გამოჩნდნენ!.. მთელი
ნაკადი!.. შთამბეჭდავი მოზღვავება!.. შემოსევა!.. ნახაზები!.. პასკვილე-
ბი!.. მემუარები!.. დაწვრილებითი კვლევები!.. დისერტაციები თანდარ-
თული ესკიზებით! ჩვენს სარჩოს უმალ დაეტყო გაუმჯობესება, მაგრამ
ამით იმის თქმა არ მინდა, რომ უზრუნველი ცხოვრება დაგვიდგა! არა,
ნამდვილად არა! დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ წამოწყებას ერთ დღე-
საც მწარედ ვინანებდით! არც მომავალი მისახავდა დიდ იმედებს! არა,
რა! ეს ყველაფერი სულაც არ იყო სასაცილო! უსათუოდ მოგვიწევდა პა-
სუხის გაცემა იმ ბანკნოტებზე, ასე ადვილად ჩვენს ხელთ რომ მოიყარა
თავი! ერთი... ორი... სამი... თუ ხუთი ათასი... არც ვიცი, ზუსტად რამდე-
ნი... ამ ნაირფერ ოცნებებს ერთ დღესაც წერტილი დაესმებოდა... შუ-
რისძიება ყველაზე ველურ და დაუნდობელ ფორმას შეიძენდა... ყველა-

526
ფერს ყელში ამოგვადენინებდნენ! ეს საათი შორეულ მომავალში კი არ
იყო მოსალოდნელი... ის დღე-დღეზე დადგებოდა.
სავარაუდო ძრავის უამრავი მაკეტი დაგვიხვავდა... ასეთი... ისეთი...
ყველა გემოვნებას მისადაგებული... ტუმბოები... დინამიკური მქნევარა
ბორბლები, დოლაბები, „კოსმომიწიერის“ ტუბუსები, ღუზის ბალანსი-
რები... კალორიმეტრული ქანქარები... მძრავი ძელები... რადიოტალღე-
ბის ამრეკლავები... ცოტას მოქექავდი და უსათუოდ იპოვიდი, რასაც
ეძებდი... ორი კვირის თავზე ვიხილეთ პირველი გამძვინვარებული
ხელმომწერები! საკუთარი პერსონით! პირადად! ახალი ამბების შეტყო-
ბა უნდოდათ. კონკურსის დაწყებასთან ერთად მათი ცხოვრება ერთგვა-
რად გაჩერდა... სახლს ალყა შემოარტყეს... კარის წინ უძრავი ბრბო და-
ბანაკდა... კურტიალი ზღურბლზე დადგა და გრძელი სიტყვა წარმოთ-
ქვა... გამოაცხადა, რომ ღონისძიება ერთი თვით გადაიდოო... მიზეზად
ერთ-ერთი ჩვენი მეპაიეს ავადმყოფობა დაასახელა... ლაჟვარდოვან სა-
ნაპიროზე სეირნობისას დაეცა და მხრის ძვალი მოიტეხაო... ახლა მკურ-
ნალობს, როგორც კი მორჩება, ჩამოვა და ფულსაც ჩამოიტანსო... სხვა
მხრივ, ყველაფერი მზადაა და ეს პატარა შეყოვნება როგორმე ავიტანო-
თო... არ იყო ცუდად მოფიქრებული... გაჭრა!.. ისინი წავიდნენ... მაგრამ
საშინლად გაცოფებულნი... ვიტრინა გაგვინიავეს... დაგროვილი ღვარ-
ძლი ყველგან მოასხეს... ყველაზე სოლიდურებიც უგვანოდ იქცეოდნენ...
სულ დაკარგეს ადამიანური სახე... თავკომბალებს დაემსგავსნენ. არა,
ნამდვილად, ეს იყო თავზე ხელაღებული მანიაკების საშიში ჯოგი, რო-
მელიც
კურტიალმა საშინლად გაამწარა... თვითონაც ზედმიწევნით ჰქონდა
გაცნობიერებული, რაც ჩაიდინა... მაგრამ დანაშაულის აღიარებას არ
აპირებდა. იმის ნაცვლად, რომ დაშვებული უმსგავსობა მოენანიებინა,
მთელი ღვარძლი მე გადმომანთხია...
საუზმის შემდეგ, სანამ ყავას მივირთმევდი, კურტიალი სახეზე ფე-
რიმჭამელების ამოგდებით იქცევდა თავს... საშინელი სანახავი იყო...
ჭიებივით ამოსდიოდა... შემდეგ მათ გულისამრევად ჭუჭყიან და წვეტი-
ან ფრჩხილებს შორის სრესდა... მისი ცხვირი უნდა გენახათ... რაღაც
სასწაული... უფრო პატარა ყვავილოვან კომბოსტოს მიმსგავსებული,

527
დაკუჭული... დაბრაწული... ჭიანი... ყველა სიკეთესთან ერთად, მგონი,
ჯერ კიდევ ეზრდებოდა... მე შიგადაშიგ შენიშვნებს ვაძლევდი.
ვსვამდით ყავას და ვფიქრობდით, რომ თავზე ხელაღებული და უკი-
დურესად აგზნებული მანიაკები არ დაახანებდნენ მობრძანებას... უკვე
კარგად ვიცნობდით მათი მოქმედების სტრატეგიას... ლანძღვა-გინება,
მუქარები... ეპილეფსიური შემოტევები... კარის შენგრევა... დეკორის და-
ზიანება... სანამ სანახაობა დაიწყებოდა, კურტიალს აუცილებლად ჩემ-
ზე უნდა ეყარა ჯავრი... დავემცირებინე... საერთოდ ვფიქრობდი, რომ
ჩემი განადგურება და მიწასთან გასწორება უზარმაზარ სიამოვნებას
ანიჭებდა... მოულოდნელად დამახტებოდა ხოლმე თავზე... „ფერდი-
ნანდ, ერთ დღესაც უნდა მოვიცალო და ძირითადი ტრაექტორიები უნ-
და აგიხსნა... ასევე მთავარი ელიფსებიც... საერთოდ არ გაქვს წარმოდ-
გენა ტყუპებზე... დიდი დათვის თანავარსკვლავედზეც კი! რა უნდა ახლა
ამის ცოდნას, გეკითხები? ეს კატასტროფა დილით შევამჩნიე, როცა იმ
ცინგლიანს ელაპარაკებოდი... ძალიან შემეცოდე!.. თავზარი დამეცა...
წარმოიდგინე, რომ ერთ დღესაც ერთ-ერთი ჩვენი ხელმომწერი გამო-
გეცხადა და რამდენიმე შეკითხვა დაგისვა „ზოდიაქოზე“... დაინტერეს-
და მისი მახასიათებლებით... მშვილდოსანზე თუ გკითხა რამე? რას უპა-
სუხებ? არაფერს! ან თითქმის არაფერს! უკეთეს შემთხვევაში დაიწყებ
გაუგებარ ბოდვას. იცი, ეგ რას ნიშნავს? ჩვენს სრულ დისკრედიტაციას!
ფერდინანდ! არადა, ჩვენ თვით ფლამარიონის ნიშნის ქვეშ ვართ მოქ-
ცეული, თვით ფლამარიონი გვმფარველობს! დიახ, ასეც იქნება! მოგ-
ვჭრი თავს! შენს უმეცრებას საზღვარი არა აქვს. რას წარმოადგენს შენ-
თვის ცა? არც არაფერს! ერთი უბრალო ხვრელია! დიახ, დიახ, შენთვის
ერთი პატარა, შეუმჩნეველი ხვრელია! არც მეტი, არც ნაკლები!“ – და
დაიშინა თავზე ხელები... ხან მარცხნივ გადაიხარა, ხან მარჯვნივ... გოგ-
რას ხელი არ გაუშვა... თითქოს ამ აღმოჩენას მისთვის გაუსაძლისი ტკი-
ვილები მოეტანა... რომელსაც ვერაფერი დაუამებდა... ისე ოხრავდა...
ლამის ცუდად გავხდი...
„თუმცა, მოდი, ჯერ ყველაზე მთავარს მივხედოთ, – მოულოდნელად
ამეტყველდა ავადმყოფი, – მიდი, ერთი ოციოდე საქმე მომიტანე (დო-
სიე)... ნებისმიერს დაავლე ხელი! გაინძერი! დროზე, ახლავე! მიდი, უნ-

528
და გადავხედო! ხვალ დილით შეფასებებს დავურთავ. როდისმე ხომ უნ-
და დავიწყოთ... მაგათი... ნურავინ შემაწუხებს, იცოდე! კარზე წარწერა
დაკიდე: „კომისია პრემიებზე თათბირობს! გთხოვთ, ნუ შეგვაწუხებთ!“
მე მეორე სართულზე ვიქნები, გესმის? ამინდი კარგია და შენც შეგიძლია
იმ წურბელას გაუარო!.. ჰკითხე ერთი, როგორ მიდის ჩვენი დანამატის
საქმე? „ამბოხის“ წინ ჩაიარე, მაგრამ შესვლით ნუ შეხვალ... რომ არ გა-
მოგიჭირონ... მხოლოდ შეიხედე პატარა დარბაზში... იქნებ ნაგერს მოჰ-
კრა თვალი. თუ
უკვე წასულია, მაშინ ბიჭს ჰკითხე, მაგრამ ჩემი სახელი არ ახსენო.
გესმის? ვითომ შენ გაინტერესებს... რამდენი მოღუნა „ციმბირმა“ „მე-
ოთხეში“, რომელიც დრაგში გაიმართა. როცა იქიდან წამოხვალ, მაინ-
ცდამაინც კაფეს გასწვრივ ნუ გატანტალდები... დალაირაკით გაძვერი!
და რაც მთავარია, მე ნუ შემაწუხებენ. არავისთვის არ ვარ! მინდა სიწყნა-
რესა და სიმშვიდეში ვიმუშაო!..“ ადიოდა ზემოთ და თავის „ტუნისურ“
კაბინეტში იკეტებოდა... ვიცოდი, რომ მაძღარს ახლა ერთი სული ჰქონ-
და, სანამ ხვრინვას ამოუშვებდა... მე კიდევ კომიტეტების მისამართები
აღმენუსხა... ყველა სირობა მე უნდა დამესრულებინა... მეც გავდიოდი
მაღაზიიდან... გადავჭრიდი ქუჩას და ხეებქვეშ მოვკალათდებოდი ხოლ-
მე... უფრო ზუსტად კიოსკის უკან ვიმალებოდი... მბეჭდავთან არაფერი
მესაქმებოდა... წინასწარ ვიცოდი, რა პასუხსაც გამცემდა. ბევრად უფრო
მნიშვნელოვანი საქმეები მადარდებდა... სასწრაფო... გადაუდებელი...
ორი ათასი იარლიყი და კაბადონი დასაწებებელი... მომდევნო ნომრის-
თვის... თუ, რა თქმა უნდა, მბეჭდავი მას არ დაიტოვებდა! ეს სულაც არ
იყო გამორიცხული... ორი კვირის წინ „კონკორსის“ წყალობით ვალის
ნაწილის დაბრუნება შევძელით, მაგრამ ბევრად მეტი გვმართებდა...
სახლის მფლობელს სამი ვალი გავუსწორეთ... ორ თვის გაზის ფულიც
მივაშავეთ... გადაზიდვების ფულიც გავისტუმრეთ...
სანამ სამალავში გაყურსული ვიჯექი, შორიდანვე დავლანდე კონ-
კურსანტების კორტეჟი... რომელიც კანტორისკენ მიექანებოდა... ვიტრი-
ნის წინ შექუჩდნენ... გაცოფებულები ენერგიულად ანჯღრევდნენ კარს...
სახელური თან მქონდა წაღებული, თორემ ქვას ქვაზე არ დატოვებ-
დნენ... ჩემი ვარაუდით, საიდუმლო ცნობებს უზიარებდნენ ერთმა-

529
ნეთს... გუგუნებდნენ... გნიასმა მთელი ბანდა მოიცვა... აღარ მიდიოდ-
ნენ. კარგა ხანს ზუზუნებდნენ კარის წინ... ოთხასი თუ ხუთასი მეტრის
დაშორებითაც ყველაფერი მკაფიოდ მესმოდა... აღარ ვინძრეოდი...
აღარც ვსუნთქავდი... თავის გამოყოფას ვერიდებოდი... გამოვყოფდი
და კარგსაც დავიჭერდი... ისეთი ქარბუქი დამატყდებოდა თავს... ნაკუ-
წებად მაქცევდნენ! შვიდ საათამდე ბრბოს ახალი მონაწილეები უერ-
თდებოდნენ... ის ნაძირალა, იქ ზემოთ, ბუნაგში, ალბათ, განაგრძობდა
ხვრინვას... ან დატყდა გვერდითა გასასვლელიდან...
მე კიდევ არსად მეჩქარებოდა... შემეძლო მშვიდად მეფიქრა... წლე-
ბი გავიდა მას შემდეგ, რაც ბერლოპს დავემშვიდობე... პატარა ანდრე-
საც... ის გულისამრევი ცინგლიანი ამასობაში გაიზრდებოდა... არ არის
გამორიცხული, სხვა პატრონთან მუშაობდეს... ლენტებსაც დაანება თა-
ვი... არადა, რამდენჯერ გამოგვივლია აქ ერთად... აუზის მარცხნივ
გრძელ სკამზე ვსხდებოდით... და ზარბაზნიდან შუადღის გასროლას
ვუცდიდით... მაშინ ჯერ კიდევ შეგირდები ვიყავით... რა დრო გავიდა მას
შემდეგ, მაგის დედაც!.. ისე, რა სწრაფად იზრდებიან ეს ნაბიჭვარი ბავ-
შვები!.. ირგვლივ მიმოვიხედე... ვფიქრობდი, იქნებ პატარა ანდრეს თვა-
ლი მოვკრა-მეთქი... ამას წინათ რომელიღაც კომივოიაჟერმა მითხრა,
ბერლოპთან უკვე აღარ მუშაობს, „სანტიეში“ გადავიდაო... „მოზარდის“
კატეგორიაში გაემწესებინათ... ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ თაღედქვეშ
მოვკარი თვალი... მივდიოდი ახლოს და... აღმოჩნდებოდა, რომ შემეშა-
ლა... ვიღაცაში ამერია... იქნებ სულაც ვარცხნილობა შეიცვალა... იმის
თქმა მინდა, რომ თმა აღარ ჰქონდა ზღარბივით, აბურძგნული, როგორც
მაშინ... იქნებ დეიდაც გარდაეცვალა?.. უთუოდ არსებობდა სადღაც და
დარბოდა ენაგადმოგდებული, დაძრწოდა ლუკმა-პურის საშოვნელად...
ეძებდა სიამოვნებასაც... შესაძლოა, ვერც ვერასდროს ვნახო!.. იქნებ სა-
მუდამოდ გაქრა... სულიც და სხეულით და ახლა მასზე
მხოლოდ მოყოლაღა შეიძლება... ოჰ, ეს საშინელებაა! მაშინაც კი,
როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ და პირველად შეამჩნევ, გზად ახლობე-
ლი რომ გამოგეცალა... უგზოუკვლოდ გაქრა... ძალიან მძიმეა... მეგობა-
რი, რომელსაც ვერასდროს იხილავ... ვერასდროს... ადამიანები სიზმრე-
ბივით ქრებიან... და მათგან არაფერი რჩება... არაფერი! ერთ დღესაც

530
შენც ასევე აორთქლდები... შეიძლება ძალიან გვიან, მაგრამ მაინც გა-
უჩინარდები... ჩაიკარგები საგნების, ადამიანების... დღეების... გარდა-
სახვების... სახეცვლილებების უწყვეტ დინებაში... რომელიც ერთი წამი-
თაც არ ჩერდება... ვეღარ შეხვდები ამ ლაწირაკებს, ნაძირლებს, უსაქმუ-
რებს, ამ უსახურ და მოწყენილ ბრბოს თაღებქვეშ... პენსნეებიან და
ქოლგიან არსებებს სასეირნოდ გამოსული ძაღლებით... ისინიც ნელ-ნე-
ლა გვცილდებიან და სხვებთან ერთად შორეთში იკარგებიან... ეს საში-
ნელი სევდა... გაუსაძლისი... ყველაფერთან ერთად სამარცხვინო და
უწესო... რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვიტრინების გასწვრივ რომ მირბი-
ან? ჩემში მძლავრობდა სურვილი, რომელსაც ვეღარ ვერეოდი... ვკანკა-
ლებდი... მეშინოდა, რომ სამალავიდან არ გადმოვმხტარიყავი... და მათ
წინ არ დავრჭობილიყავი... მეიძულებინა ადგილზე გაშეშებულიყვნენ...
ქეჩოში ვწვდომოდი. რა გიჟური აზრია! არ მიმეცა განძრევის საშუალე-
ბა... არსად არ წასულიყვნენ... გაყინულიყვნენ... ერთხელ და სამუდა-
მოდ! მე ვეღარ ავიტანდი მათ წასვლას!
***
ორი თუ სამი დღის შემდეგ კურტიალი პოლიციის განყოფილებაში
გამოიძახეს... ძაღლი გამოგვეცხადა საგანგებოდ... ასე ძალიან ხშირად
ხდებოდა... სიტუაცია ნამდვილად არ იყო სიამოვნების მომგვრელი...
მადლობა ღმერთს, მალევე ვახერხებდით საქმის მოგვარებას... ყოველი
შემთხვევისთვის, კოსტიუმი რუდუნებით გავუწმინდე... მანჟეტები ოდ-
ნავ აიკეცა... ეჭვი არ მეპარებოდა, რომ თავს ადვილად გაიმართლებდა...
საკმაოდ დიდი ხნით გაქრა... ჩვეულებისამებრ იქიდან სახეგაბრწყინე-
ბული ბრუნდებოდა ხოლმე... კანონების ცოდნით... დეტალებსა და სი-
ნატიფეებში გარკვეულობით მათ ყოველ ჯერზე პირდაღებულს ტოვებ-
და... ბოლო ვიზიტი ბევრად უფრო რთული და სერიოზული აღმოჩნდა,
ვიდრე ვარაუდობდა... ეს არ აღმოჩნდა უბრალო გადამოწმება... უფრო
ღრმად იქექეს და საქმის დახურვა არ ისურვეს!.. ის ავაზაკები „მუდმივი
ძრავიდან“ პოლიციის უფროსებს მოსვენებას არ აძლევდნენ... საჩივარს
საჩივარზე აცხობდნენ... ფრან-ბურჟუას ქუჩის განყოფილებაში დღეში,
ყველაზე ცოტა, თორმეტი მაინც შესდიოდათ... შუაზელის ქუჩის კომისა-
რი საერთოდ გადადგა ჭკუიდან, ცოტაც და იფეთქებდა... უკვე იმუქრე-

531
ბოდა ჩხრეკვის ჩატარებით. მისი წინამორბედი, რომელთანაც საერთო
ენის გამონახვა ასე თუ ისე შეიძლებოდა, იანვარში ლიონში გადაისრო-
ლეს... ახალი იყო ნამდვილი მძღნერი. კურტიალი გააფრთხილა, მაქი-
ნაციებს თუ არ შეეშვებით, გავცემ ორდერს და იმ თქვენს კანტორას თავ-
დაყირა დაგიყენებთო... ზედმეტი ძალისხმევითა და შურისძიებით
ტიპს თავის გამოჩენა გადაეწყვიტა... ღმერთმა უწყის, რომელი სოფლი-
დან ჩამოეთრა... იმ წურბელას სისხლი სწყუროდა... სწორედ მან აუმ-
ღვრია ტვინი გამომცემელს... ერთი სული ჰქონდა, სანამ ჩაგვქოლავდა...
ტელეფონიც უკვე აღარ გვქონდა... გადაუხდელობის გამო სამი თვის წინ
ჩაგვიჭრეს... ფოსტაში მიწევდა სირბილი... მომჩივან გამომგონებლებს
პირადად უწევდათ მობრძანება... მიმოწერებიც შეწყდა... უამრავ წე-
რილს
ვღებულობდით... ყველაზე პასუხის გაცემა შეუძლებელი იყო... იუ-
რიდიულმა გარჩევებმა და მუქარებმა ნერვული სისტემა საგრძნობლად
შეგვირყია... კონვერტებიდან მხოლოდ ბანკნოტებს ვაძრობდით... და-
ნარჩენს ნაგვის ყუთში გადავუძახებდით ხოლმე... ვის სცხელოდა გზავ-
ნილებისთვის, მოკლედ, მაგარი არეულობა გვქონდა... საკუთარი ტყა-
ვისთვის უნდა გვეშველა... სინამდვილეში რა საშინელი რამაა პანიკა!
ამჯერად კურტიალი უმწეო აღმოჩნდა... მისმა ხიბლმა შუაზელის ქუ-
ჩის პოლიციის შეფზე სათანადოდ ვერ იმოქმედა... ეს იყო ნამდვილი
ულტიმატუმი... შინ დაბრუნებულს მკვდრის ფერი ედო...
– არასდროს, გესმის, ფერდინანდ, არასდროს!.. აგერ უკვე ოცდაათი
წელია, მუხლჩაუხრელად მეცნიერებას ვემსახურები... ჯვარს ვეცვი...
ნამდვილად ასეა! მასების აღზრდა-განათლებისთვის... არასდროს...
არასდროს არავინ მომპყრობია ისე, როგორც ის ნაძირალა მომეპყრო...
ამის წარმოსახვაც კი შეუძლებელია! დიახ! იმ ლაწირაკის აღსაწერად
სიტყვები არ მყოფნის. ეს რა მაკადრა, იმ ერთუჯრედიანმა? საინტერე-
სოა, ვინ ვგონივარ იმ ნაბიჭვარს? კოლეჯის გზას აცდენილი და გარეკი-
ლი მოსწავლე?.. კონტრამარკებით მოვაჭრე? აი, თავხედობაც ამას
ჰქვია! უნამუსო! გათახსირებული! „ჩხრეკა!“ „ჩხრეკა!“ ჩაიხვია გაფუჭე-
ბული პატეფონივით! კეთილი ბატონო, მოვიდეს და გაჩხრიკოს აქაურო-
ბა... რამდენიც უნდა! ვნახავ ერთი, რა დედიმისისას იპოვის! ახალბე-

532
დაა, ზედვე ეტყობა! პირზე დედის რძე ჯერ კიდევ არც შეშრობია! სულ
ტყუილად ირჯება, ის უბედური! პროვინციიდან ჩამოთრეული, სხვა სიტ-
ყვა მის დასახასიათებლად უბრალოდ პირზე არ მადგება! ეტყობა, წარ-
მოსახვა ძალზე გაუღიზიანდა! თუმცა აქვს კი წარმოდგენა, რას ნიშნავს
სიტყვა „წარმოსახვა“? ეს ბევრად უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე მე...
დიახ, ნამდვილად ასე იქნება. თავს დავდებ მოსაჭრელად! ჰო, კინაღამ
დამავიწყდა! იმ თახსირმაც აბუკირის ქუჩიდან, იმ კუმაც გამოჰყო ფეხი...
მეც უნდა გაგჩხრიკოო, გამომიცხადა! შენ გგონია, არ მოვიდა? მოვიდა
ის კვერცხი, ირბინეს, იწრიალეს, ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და
წაეთრნენ... Veni! Vidi! Vici! 24 ბინძური, გამოქლიავებული ბრბო! ორი წე-
ლი კი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს მოხდა... მათ გახსენებაზე ახლაც გუ-
ლისრევის შეგრძნება მეუფლება. და რა იპოვა იმ ვიდოკმა... რამდენიმე
ქაღალდი და ჩამოცვენილი ბათქაში! სულ ჭუჭყსა და ნაგავში იყო ამო-
განგლული! დეგენერატი! საცოდავი! მეცოდება ასეთი ხალხი! ყველა-
ფერში ჩაყვეს ცხვირი. გაიგეს რამე? ჩემი ფეხები! ვერაფერი! ერთი სიტ-
ყვაც კი! ოჰ, ნეხვის ჭიები! ტარაკნები! იმპოტენტები! წვირიანები! მყრა-
ლი ჩმორები! ვირიშვილები! ცალტვინები! ტურტლიანები! მე, კურტი-
ალი, ვიცი, რასაც ვამბობ!.. ას კილომეტრზე ვცნობ მსგავს ამბებს!
გაცოფებული ზემოთ, ურიცხვი გროვისკენ იშვერდა ხელს... ქაღალ-
დის ზვინები... ჭერამდე ახოხოლავებული შტაბელები... მყინვარები მო-
მაგონდა... პიტალო ფერდობები სახიფათო შვერილებით... ყველაფერი
ყანყალებდა... ირწეოდა... გამიკვირდებოდა, მყიფე მთებზე ზედ დაკი-
დებული ზვავების შემხედვარე კომისარი შუაზელი შიშს რომ არ აეტა-
ნა...
– გაჩხრიკეთ! გაჩხრიკეთ! დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები! უპოვარო!
საწყალო პატარავ! საბრალო მატლო!
კი იბღინძებოდა, მაგრამ ეს მუქარები მაინც არ აძლევდა მოსვენე-
ბას... ძალიან პირწამხდარი ჩანდა...
იმედგაცრუებული... ნერვიული... საგონებელში ჩავარდნილი... მე-
ორე დღეს ისევ ეახლა საგანგებოდ იმ ლაწირაკს... მის ტვინში ერთი-

24
ლათ. „მიველ, ვნახე, გავიმარჯვე“.
533
ორი ჭეშმარიტება რომ შეესხურებინა... მიეხალა, რომ მწარედ ცდებოდა
სასიქადულო მეცნიერთან დაკავშირებით... თავიდან ბოლომდე... აბსო-
ლუტურად... ის ცამდე მართალი იყო... პატიოსანი... ბოროტმა ადამია-
ნებმა მოსცხეს ჩირქი... გააშავეს... კურტიალისთვის ეს იყო სინდის-ნამუ-
სის... ღირსების დაცვის საქმე... იმ ბღარტის დამამცირებელმა სიტყვებ-
მა მოუშუშებელი ჭრილობა მიაყენა მის პატივმოყვარეობას... ძალიან
დაიბნა... ჰანტელებს ახლოს არ ეკარებოდა... უკიდურესად დაითრგუ-
ნა... იჯდა სკამზე და რაღაც გაურკვეველს ბურდღუნებდა... სულ ჩხრეკა
ეკერა პირზე... ჩემი მეცნიერული აღზრდაც კი გადაავიწყდა... არავის
მასპინძლობდა... ამბობდა, ამას ახლა უკვე აღარ აქვს აზრიო... კარზე გა-
მუდმებით აბრას ჰკიდებდა – „კომიტეტი თათბირობს“.
სწორედ იმ დროს, როცა „ჩხრეკაზე“ დაიწყო მინიშნებები, კურტიალ-
მა ისევ დამიწყო ტვინის ბურღვა საკუთარ მომავალზე განსჯით... მეუბ-
ნებოდა, რომ გადაიღალა... რომ მერმისი ვარდისფერ ფერებში არ ესა-
ხებოდა და ამის გამო ძალიან იტანჯებოდა... „ო, ფერდინანდ, – მეტყო-
და, სანამ დოსიე სრულიად უმიზნოდ ერთი ადგილიდან მეორეზე გა-
დაჰქონდა, – იცი სინამდვილეში, რაც მჭირდება!.. კიდევ ერთი დაკარგუ-
ლი დღე! დღე ცარიელი და დამსხვრეული, გარყვნილი და უსაქმურობა-
ში დახარჯული! დღე მკვდარი და ცხოვრებიდან ამოშლილი... არარაო-
ბად ქცეული... დაფიქრება მჭირდება... აზრების მოკრება... ძალიან სე-
რიოზული!.. შემაჯამებელი!.. დასკვნითი... უნდა განვცალკევდე... გან-
ვუდგე ყველას და ყველაფერს... გესმის ჩემი? გარე ცხოვრება ხელს მიშ-
ლის... ძალიან მაბრკოლებს... ქანცს მწყვეტს! მფიტავს... მაძაბუნებს...
მასუსტებს! ნაწილებად მშლის... მაქუცმაცებს... ყველა ჩემი დიდი ჩანა-
ფიქრი ერთ წერტილზე გაიყინა... მათ აღსრულება არ უწერიათ... არას-
დროს! არ ვიცი, რა წყალში გადავვარდე, ფერდინანდ! ვორჭოფობ... აი,
რა დღეში ვარ! ყველაფერი ბურუსითაა მოცული! დავიბენი! ეს საშინე-
ლი განცდაა! გესმის, თუ არა ჩემი? ეს დიდი უბედურებაა!.. ნამდვილი
ღვთის რისხვა!.. ძნელია, ამის სიტყვებით გადმოცემა... ეს უფრო ჩვენს
ფრენებს წააგავს. მე მაღლა მივიწევ! სივრცეებს ვიპყრობ!.. უსასრულო-
ბას ვკვეთ!.. რამდენიმე ღრუბელი გადავსერე... კიდევ ცოტაც და დავინა-
ხავ!.. ისევ ღრუბლები... ელვა თვალს მიჭრელებს... ვერაფერს ვარჩევ...

534
ისევ ღრუბლების ქარავანი... შიში მიპყრობს! საბოლოოდ დავკარგე სი-
ნათლე!.. არა, ფერდინანდ! დავბრმავდი! თავგზა ამებნა, ფერდინანდ!
გასასვლელს ვერ ვაგნებ! არადა, რა ახლოს ვიყავი მიზანთან!“
კეფას იფხანდა... ულვაშს იწიწკნიდა... ხელები უკანკალებდა... კარს
არავის ვუღებდით. „მარადი ძრავის“ მანიაკებსაც კი... რახან მუდმივად
დაგმანული კარი ხვდებოდათ, იმედიც გადაეწურათ... ცოტა ხნით შეგ-
ვეშვნენ... დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა...
ახლა კურტიალ დე პერეირს ყველაფერი აფრთხობდა, თავისი „ტუ-
ნისური კაბინეტიც“ კი! საკუთარი ჩრდილიც! ანტრესოლებიც ზედმე-
ტად ღია იყო. თუ მოინდომებდა, ნებისმიერს შეეძლო შეეღწია და ქეჩო-
ში სწვდომოდა მას... არაფრის გარისკვა არ უნდოდა... კლიენტის დანახ-
ვაზე სახეზე ცვილისფერი ედებოდა და ფეხები ეკვეთებოდა. ძალიან
შეძრული იყო მომხდარით... თავის სარდაფს არაფერი ერჩივნა... სადაც
სულ უფრო და უფრო ხშირად იმალებოდა... იქ თავს შედარებით მშვი-
დად გრძნობდა... და კვირების
განმავლობაში ყოვნდებოდა... თავის გემოზე მედიტირებდა... მე კი-
დევ გაზეთით ვიყავი დაკავებული... ეს იყო ენით აღუწერელი რუტინა...
მის სახელმძღვანელოებში ვიქექებოდი და დასაბეჭდ მასალას ვარჩევ-
დი... ამოჭრილ ადგილებში მცირეოდენი ცვლილებები შემქონდა...
ვცვლიდი სათაურებს... მაკრატლით, საშლელითა და წებოთი აღჭურვი-
ლი მშვენივრად ვაკეთებდი ამ საქმეს... ალაგ-ალაგ საკმაოდ დიდ ად-
გილს ვტოვებდი მკითხველთა წერილებისა და კომენტარებისთვის...
ლანძღვა-გინებებს მყისიერად ვაქრობდი... მხოლოდ კმაყოფილებითა
და აღფრთოვანებით გაჟღენთილ სტრიქონებს ვტოვებდი... ამას გარდა,
ხელმომწერთა სიებსაც ვაზუსტებდი... ვცდილობდი, დაწესებულება
მომგებიანი კუთხით წარმომეჩინა... ციფრი ნულების უსასრულო მწკრი-
ვით... მედლებით დახუნძლული კურტიალის ფოტოებს განსაკუთრებუ-
ლი ადგილები ეთმობოდა... იბეჭდებოდა ფლამარიონის გამოსახულე-
ბაც, სადაც მეცნიერი საკუთარ ბაღში ვარდების კრეფისას იყო გადაღე-
ბული... ამ კონტრასტს, შეუძლებელია, მკითხველთა თვალი არ გაეხა-
რებინა... ამ დროს გამომგონებელთა ნაკადი არ წყდებოდა... უამრავ

535
კითხვას მისვამდნენ... რა თქმა უნდა, ძალიან მეშლებოდა მუშაობაში
ხელი. თავის დასაძვრენად შესანიშნავ საშუალებას მივაგენი...
„ბატონი კურტიალი მინისტრთან გახლავთ“, – ვატაკებდი ხოლმე
უტიფრად, – გუშინ კი თავად ბრძანდებოდა ჩვენთან სტუმრად... თან წა-
იყვანა... ახლა, მგონი, ექსპერტიზის პირობებზე თათბირობენ“... ვერ
ვიტყვი, რომ ადვილად ბოლდებოდნენ... ცოტა ხნით მაინც ყოვნდე-
ბოდნენ... შეფიქრიანებულნი... ამ დროს სპორტულ დარბაზში გავშპე-
ბოდი ხოლმე... „ვნახავ ერთი, თუ მობრუნდა“, – მივუგდებდი სხაპასხუ-
პით. უკან მობრუნებაზე კი არც ვფიქრობდი.
***
როგორც წესი, ერთ უბედურებას მეორე მოჰყვება ხოლმე... „ერ-
თგულთან“ დაკავშირებულ უსიამოვნებებს დასასრული არ უჩანდა. გახ-
ლეჩილი და მილახტულ-მოლახტული, დამბლადაცემულს დაემსგავ-
სა... ვეღარ მოძრაობდა... გაიცვითა, მოიფლაშა... დაიძენძა!
გაზაფხული ახლოვდებოდა... მსუბუქი ნიავი უბერავდა... გრიგალის
ამოვარდნაზე საწყალს გული მისდიოდა... მუხლები ეკვეთებოდა... წელ-
ში ვერ იმართებოდა... ფორთხავდა, იმის ნაცვლად, რომ ჰაერში აჭრი-
ლიყო და სივრცეები დაეპყრო... გავიყვლიფეთ წყალბადსა და მეთან-
ზე... თუ გავჭყიპავდით და მოვასულიერებდით, მხოლოდ ოდნავ წამო-
იწეოდა... ორი-სამი ხისტი ნახტომით რამდენიმე ბუჩქს თუ გადაახტე-
ბოდა... ერთხელ ბალუსტრადა მოგლიჯა და ხილის ბაღში გაიშხლარ-
თა... რის ვაივაგლახით წელი აითრია და ეკლესიისკენ გაუტია... ფლუგე-
რი ამოთხარა და თან გაიყოლა. შემდეგ სოფლისკენ იბრუნა პირი... ქარ-
მა პირდაპირ ალვის ხეებისკენ გააქანა... გაღიზიანებულ დე პერეირს
ფრენის გახანგრძლივება აღარ შეეძლო... მტრედებს უშვებდა და ბუკში
ფილტვების გასკდომამდე უბერავდა... პირდაპირ მაყრუებდა... გაზის
მარაგი ელვის სისწრაფით იწურებოდა... ნაგლეჯები სენისა და უაზის სა-
ნაპიროებზე უნდა მეძებნა... შამპანშიც... ერთხელ იონშიც მომიწია ჩას-
ვლა... საჯდომით
ჩრდილო-დასავლეთის შაქრის ჭარხლის ყველა მინდორი გადახნა...
ინდური ლერწმით ნაშენმა, ოდესღაც ლამაზმა გონდოლამ დრო მოჭა-
მა... დაბერდა და უსაშველოდ გაიცვითა... ორჟმონის პლატოზე უზარმა-

536
ზარ წუნწუხში თითქმის ორი საათი იჯდა! სუნთქვისშემკვრელად სურ-
ნელოვანი და შთამბეჭდავი! სოფლის ხეპრეებმა ნაწლავების გადახ-
ლართვამდე იხორხოცეს! „ერთგული“, როგორც იქნა, თხრილიდან ამო-
ვათრიეთ და დავკეცეთ... ფეკალიების მძაფრი სუნისგან კინაღამ გავი-
გუდეთ... კურტიალიც მძღნერში იყო ამოგანგლული... კუპეში ცხვირიც კი
არ შეგვაყოფინეს... იძულებული გავხდით, ფურგონით ინსტრუმენტებ-
თან, აღჭურვილობასთან და ვინტილებთან ერთად გვემგზავრა.
პალერუაიალში დავბრუნდით, მაგრამ ყროლს მაინც არაფერი ეშვე-
ლა... ვერა და ვერ გავნიავდით... ჩვენი თვალწარმტაცი სარდაფშიც ისე
ძლიერ ყარდა, რომ ზაფხულის განმავლობაში არანაკლებ ათი ქვაბი
ზმირინის, სანდალის და ევკალიპტის ხრჩოლება მოგვიწია... ასევე დას-
ტობით სომხური ქაღალდის გადაბუგვა... წინააღმდეგ შემთხვევაში, იქი-
დან წუილით გაგვყრიდნენ... საჩივარი საჩივარზე შემოდიოდა...
ამას კიდევ ეშველებოდა... ბოლოს და ბოლოს, ეს იყო ჩვენი რეალო-
ბის თანმხლები უკუღმართობებისა და უხანობის შემადგენელი ნაწილი,
სხვა ხომ არაფერი... ყველაზე ძლიერი და საბედისწერო დარტყმა მაინც
თვითმფრინავებს შორის გაჩაღებული კონკურენციის გამო ვიწვნიეთ...
ამის შეუმჩნევლობა შეუძლებელი იყო... საერთოდ, უკლიენტოდ დაგ-
ვტოვეს... ჩვენი ყველაზე ერთგული კომიტეტებიც კი აგვწაპნეს... ისინი,
ვინც გვენდობოდა და ყოველთვის გვეხმარებოდა: პერონი, ბრივ-ლა-ვი-
ლენი, მაგალითად... კარენტან-სიურ-ლუანი... სრულიად უწყინარი ასამ-
ბლეებიც... კურტიალს რომ იცნობდნენ აგერ უკვე 35 წელია... სადაც მისი
კომპეტენტურობა ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებიათ... ერთ დღესაც, ყვე-
ლამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ზურგი შეგვაქცია... არც ტყუილებს მო-
ერიდნენ და არც უღირს ხრიკებს... ეს იყო სრული კატასტროფა! დასას-
რული! საყოველთაო გადინება... არეულ-დარეულობა... პანიკა... 1911
წლის მაისში დაიწყო და განსაკუთრებით ივნის-ივლისში გაძლიერდა...
ვინმე კანდემარმა, – მარტო ის ერთი რომ ყოფილიყო, ვინ იყო ხმის
ამომღები, – თავისი „ციცინათელათი“ ოცზე მეტი კლიენტი აგვახია!..
არადა, ჩვენც დაუჯერებელ ფასდაკლებებზე წავედით... სულ უფრო
და უფრო შორს მივდიოდით... თან მივათრევდით წყალბადს... ტუმ-
ბოს... ბარომეტრს... ნიუ-სიურ-სომშიც კი ჩავედით 125 ფრანკად, გაზის

537
ჩათვლით! არაფერს ვამბობ მგზავრობის ხარჯებზე! ეს უკვე იყო გაუსაძ-
ლისი! ყველაზე დაფხავებულ, ძურძგლიან, ყველაზე მივარდნილ სუბ-
პრეფექტურებსაც კი ბიპლანების გარდა, არაფრის გაგონება არ სურ-
დათ... ვილბურ რაიტს ითხოვდნენ თავისი კომპანიით!..
კურტიალმა მშვენივრად მოტვინა, რომ ეს იყო სამკვდრო-სასიცოც-
ხლო ბრძოლა... გადაწყვიტა, ყველასთვის საკადრისი პასუხი გაეცა... შე-
უძლებელი სცადა! თავის გაზეთში ორი თვის განმავლობაში ერთიმეო-
რის მიყოლებით ოთხი სახელმძღვანელო და თორმეტი სტატია გამოაქ-
ვეყნა, სადაც დუჟმორეული ამტკიცებდა, თვითმფრინავები ვერასდროს
იფრენენო!.. მან სიახლე „ცრუ პროგრესად“, „ბუნების საწინააღმდეგო
გატაცებად“, „ტექნიკურ გარყვნილებად“ მონათლა! ეს უგვანობა უახ-
ლოეს მომავალში დასრულდება და სავალალო შედეგების პასუხს ნუ გა-
მაგებინებთ, მე ხელები დამიბანიაო,
გაიძახოდა... ამას ვამბობ მე, კურტიალ დე პერეირი, ოცდათორმეტ-
წლიანი გამოცდილების მქონე მეცნიერიო... სტატიებს მეტი დამაჯერებ-
ლობისთვის საკუთარ ფოტოებს ურთავდა... სასიქადულო მკვლევარმა
დააგვიანა... მკითხველი უკვე იყო ეიფორიაში... და ეშმაკი ვერ მოაბრუ-
ნებდა... ერთი სიტყვით, დე პერეირი მოვლენებს ჩამორჩა... მკითხველი
კი მოდამ ჩაითრია... მწვავე პამფლეტებზე და მამხილებელ გამოსვლებ-
ზე პასუხად კურტიალმა მხოლოდ შეურაცხყოფა მიიღო... საშინელი
ლანძღვა-გინებისა და მუქარების ნიაღვარი დაატეხეს თავს... გამომგო-
ნებლებიც აღარ დაუდგნენ მხარში... ასეთი იყო მწარე სინამდვილე. დე
პერეირი კი გაჯიქდა... დათმობაზე არც ფიქრობდა! პირიქით, შეტევაზე
გადავიდა... ყველაზე კრიტიკულ მომენტში საზოგადოება „ქარიშხალ-
თან მებრძოლი მეკალმე“ დააარსა!.. რომელსაც „ჰაერზე ბევრად მსუბუ-
ქი“ „ჟენიტრონის“ დაცვა უნდა ეტვირთა... გამოფენები! მანიფესტები!
კონფერენციები! დღესასწაულები! ცეკვა-თამაში! სხდომები და თათბი-
რები შტაბბინაში! ათიოდე მომხრეც კი ვერ მოიძია! წამოწყებას ცუდი
სუნი ასდიოდა!.. სრული მარცხი... მე ისევ შევუდექი დალახტვას... უკვე
იმდენი ვესესხე „არქიმედეს,“ ძველ დაბმულ აეროსტატს, რომ ახლა
ერთ მთელ ნაგლეჯსაც ვეღარ ვპოულობდი!.. უსაშველოდ დაძენძილი-
ყო და დამპალიყო!.. არც „ერთგული“ იყო უკეთეს დღეში... მისგან ძაფე-

538
ბიღა დარჩა!.. უზარმაზარი ხვრელები! არ ვაზვიადებ! ვიცი, რასაც ვამ-
ბობ!
ჩვენი უკანასკნელი აფრენა კვირა დღეს პონტუაზში შედგა... მაინც
წავედით რისკზე... თვითონ კონკრეტულად არაფერი უთქვამს... ჩვენს
მარტვილს როგორც შეგვეძლო ვუმკურნალეთ... კუთხეებში ფოჩები მივ-
კერ-მოვკერეთ... ზოგან გადავატრიალეთ, ზოგან ამოვატრიალეთ... რე-
ზინით, ცელოფნითა და ათასგვარი მგმანავით მოვასულიერეთ. მიუხე-
დავად ჩვენი ძალისხმევისა, მერიის წინ მოსალოდნელი განაჩენი მაინც
ვერ ავიცილეთ. გავჭყიპეთ გაზით, მაგრამ სულ ტყუილად... საშინლად
ეპარებოდა... „ერთგულმა“ ენდოსმოსი დაიმართა. ასეთი გახლდათ
კურტიალის დიაგნოზი... ბოლოს, როგორც ეს მოსალოდნელიც იყო, სა-
ოცარი ხმაურით გასკდა... გავრცელდა საშინელი სუნი... ადამიანები
ცდილობდნენ გაზისგან თავი დაეცვათ... დაიწყო პანიკა! საყოველთაო
გნიასი და დაბნეულობა... აეროსტატის უზარმაზარი გარსი პირდაპირ
ჟანდარმებს დაემხოთ თავზე... გაიხლართნენ ნაკეცებში... უჰაერობის-
გან კინაღამ დაიხრჩვნენ... იქნევდნენ ხელ-ფეხს... ვირთხებს დაემსგავ-
სნენ... სამსაათიანი მცდელობის შემდეგ ერთი, ყველაზე ახალგაზრდა
სამშვიდობოზე გამოვათრიეთ... დანარჩენები, გულწასულები, გარსის
ქვეშ ეყარნენ... ამით გასრულდა ჩვენი პოპულარობა. გვლანძღეს და
გვთათხეს უკანასკნელი სიტყვებით! ბავშვებმაც გაიხარეს... მასხრად აგ-
ვიგდეს და მწარედ დაგვცინეს!..
მიუხედავად ყველაფრისა, ერთგულის ნაწილები მაინც მოვაქუჩეთ
ერთად... ადგილობრივები დაგვეხმარნენ... ამქვეყნად ყოველთვის მო-
იძებნებიან კეთილი ადამიანები... ჩვენდა საბედნიეროდ, სადღესასწაუ-
ლო ბაღის მახლობლად რაბი მდებარეობდა. მოველაპარაკეთ ბარჟის
მფლობელს... აგვიშვა იმ ღვთისნიერმა... პარიზში აპირებდა ასვლას...
ჩვენი ხარახურა ტრიუმში ჩავათრიეთ...
მგზავრობამ მშვიდობიანად ჩაიარა... სულ რაღაც სამი დღე მოვან-
დომეთ... ერთ საღამოსაც „ალანგლეს“ პორტს მივადექით! საჰაერო ნა-
ვიგაციას წერტილი დაესვა... შალანდის ბორტზე ცუდი დრო ნამდვი-
ლად არ გაგვიტარებია... ეს კეთილი ჩრდილოფლამანდიელები გასაოც-
რად თავაზიანები აღმოჩნდნენ... ყავით

539
იჭყიპებოდნენ, რის გამოც ღამე რული არ ეკარებოდათ... შესანიშნა-
ვად უკრავდნენ აკორდეონზე... ახლაც თვალწინ მიდგას თეთრეული,
რომელიც ძრავის გარშემო ფრიალებდა... მყვირალა ფერები... მარ-
წყვისფერი... ზაფრანისფერი... მწვანე, ნარინჯისფერი... ასარჩევად...
მათ ცინგლიან ბავშვებს ქაღალდის გემების გამოჭრა ვასწავლე... მსგავ-
სი რამ აქამდე არასდროს ენახათ.
***
როგორც კი დიასახლისმა, ქალბატონმა დე პერეირმა, საბედისწერო
ამბავი შეიტყო, მყისიერად კანტორაში მოვარდა... აქამდე არასდროს
მენახა... არადა, თერთმეტი თვე უკვე გასულიყო, რაც იქ ვმუშაობდი... აუ-
ცილებლად კატასტროფა უნდა მომხდარიყო, ქალბატონს ერთი ადგი-
ლი რომ აეწია... ეტყობა, მონტრტუში მეტად კარგად გრძნობდა თავს...
თავიდან, სიარულის უჩვეულო მანერის გამო ვიფიქრე, „გამომგონე-
ბელია“, რომელიც თავისი „სისტემის“ შესახებ სასაუბროდ გვეახლა-
მეთქი... ძლიერ აგზნებული კი ჩანდა... აღშფოთებულმა კარი საკმაოდ
უხეშად შემოაღო... სიტყვებს ვეღარ პოულობდა... თავზე დამხობილი
შლაპა გვერდზე მოჰქცეოდა... სქელი პირბადის უკან სახე არ უჩანდა...
მახსოვს, ხავერდის ქვედაკაბა ეცვა, სქელნაკეცებიანი და კიდევ იისფე-
რი კორსაჟი „ბოლეროს“ სტილში... იმავე ფერის მარგალიტებით იყო
გაწყობილი... ძალიან კარგად დამამახსოვრდა მისი აღკაზმულობა...
ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ კლიენტებისთვის განკუთვნილ სა-
ვარძელზე მივუთითე... ქალბატონო, ცოტა ლოდინი მოგიწევთ, მეტრი
მოსვლას არ დაახანებს-მეთქი, ვუთხარი... რამდენიმე წამში თვითონ
მოირგო მასპინძლის როლი. ჩამაცივდა, მაგრამ რა ჩამაცივდა... მთელი
დაკითხვა მომიწყო...
„აჰ, ეს თქვენ ბრძანდებით არა ფერდინანდი? ხომ არ მეშლება? მა-
შინ გეცოდინებათ, მართლა დადგა დასასრული? ჩემი პოლიშინელი! გა-
მოდის, თითის განძრევაც არ უნდა. ასე არ არის?“ – მომუწული მჯიღები
თეძოებზე შემოიწყო... მერე სავარძელში ჩაეთხლიშა... საკმაოდ უხეშად
მელაპარაკებოდა.
– თითის განძრევაც აღარ უნდა, არა?.. გადაიღალა, არა?.. ფიქრობს,
რომ შეგვიძლია უდარდელად ვიცხოვროთ? როგორ? რანაირად? რა სახ-

540
სრებით? რენტით? ო, ის გაბერილი გომბეშო! სად ჯანდაბაშია ასე გვი-
ან?
ქალბატონი დაწესებულების უკანა ოთახის დათვალიერებას შეუდ-
გა.
– არ გახლავთ აქ, ქალბატონო! მინისტრთან არის დაბარებული.
– აი, თურმე! მინისტრთან, არა? რა ბრძანეთ? აბა, ერთი გა-
იმეორეთ!.. მინისტრთან, არა? – გადაიხარხარა, – ო, ჩემო პატარავ! ეს
ზღაპარი სხვას მოუყევით. მე არა, საყვარელო! იმ მაიმუნს თქვენზე ბევ-
რად უკეთ ვიცნობ. მინისტრთან არა პრეზიდენტთან!.. ო, არა! სადმე სა-
როსკიპოში ეგდება! ამას უფრო დავიჯერებდი! ან საგიჟეთში! ან სულაც
მაწანწალების თავშესაფარში. კი, კი, ნამდვილად იქ იქნება! სადაც გნე-
ბავთ... ვინსენში... სენ-კლუში... მაგრამ არა მინისტრთან, ო, არა! არავი-
თარ შემთხვევაში!
ქოლგა პირდაპირ ცხვირში მატაკა.
– თქვენ თანამონაწილე ხართ, ფერდინანდ! მისი ამფსონი! აი, ვინ
ბრძანდებით თქვენ! გესმით ჩემი? ყველანი ერთხელაც ციხეში დაასრუ-
ლებთ! აი, საითკენ წაგიყვანთ თქვენი მაქინაციები. თქვენი აფერისტო-
ბები და სისაძაგლეები!..
ისევ სავარძელში ჩაეთხლიშა... ხელები მუხლებზე შემოიწყო... უკვე
ვეღარ იკავებდა თავს... ნერვიულ აფეთქებას ცოტა ხანში სრული უძლუ-
რება ჩაენაცვლა... მერე ასლუკუნდა... თან რაღაც გაურკვეველს ბურ-
დღუნებდა... პირბადე აიწია... და ყველაფერი დაფქვა!..
– ოჰ! მე საქმის კურსში ვარ! საერთოდ არ ვაპირებდი აქ მოსვლას!
ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის მტკივნეული იქნებოდა... შესანიშნავად მომეხ-
სენება, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელია... ოცდაათი წელია, რაც
იმ საძაგელს ვიტან!..
მონტრტუში მშვიდად გრძნობდა თავს... შეეძლო საკუთარი თავის-
თვის მოევლო... მეტწილად უღონობას უჩიოდა... არ უყვარდა მგზავრო-
ბა და აქეთ იქით ხეტიალი... პავილიონიდან გამოსვლა... ადრე პირი-
ქით... მხოლოდ ადრე... ქორწინების დასაწყისში დე პერეირთან ერთად
ღობე-ყორეს იყო მოდებული... ახლა კი ვეღარ იტანდა ცვლილებებს...
მხოლოდ საკუთარი ინტერიერი უყვარდა... და ეს ათასგვარი ავადმყო-

541
ფობის გამო... თირკმელებსა და მხრებს უჩიოდა... თუ წვიმაში მოყვებო-
და და გაცივდებოდა, თვეების განმავლობაში იტანჯებოდა... უმოწყალო
რევმატიზმი... მოუცილებელი ბრონქიტი... ნამდვილი კატარი... მთელი
ზამთარი აწუხებდა... შარშან კიდევ უარეს დღეში იყო... შემდეგ საქმეებ-
ზე ისაუბრა... ამიხსნა, სახლის ვალი ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაგვის-
ტუმრებია და კიდევ 14 წელი მოგვიწევს ქამრის მოჭერაო... ჩემი ნდობი-
სა და თანადგომის მოპოვებას ეცადა... დამითბა და დამიტკბა...
– ჩემო პატარა ფერდინანდ! ჩემო ბიჭუნავ! შეიბრალეთ ხანდაზმუ-
ლი, კეთილი ქალი! მე შეიძლებოდა თქვენი ბებია ვყოფილიყავი. ნუ და-
ივიწყებთ ამას! მითხარით, გეთაყვა! მითხარით, გემუდარებით!.. მარ-
თლა დაკარგა „ერთგული?“ კურტიალს არ დაეჯერება... მის მონათ-
ხრობში ვერასდროს მიხვდები, სად არის სიმართლე და სად – სიცრუე.
როგორ შეიძლება მას ადამიანი ენდოს?! მთელი დღე და მოსწრება ცრუ-
ობდა... ამასთან ერთად, ისე გაზარმაცდა... თითის განძრევა არ უნდა...
მაგრამ თქვენ, ფერდინანდ... თქვენ ხომ ხედავთ, რა დღეში ვარ. თქვენ
ხომ გესმით ჩემი სევდა და ტკივილი? თქვენ ხომ არ დაიწყებთ ზღაპრე-
ბის მოყოლას! ხედავთ, რომ ბებერი ქალი ვარ... მდიდარი ცხოვრები-
სეული გამოცდილებაც
დამიგროვდა... შემიძლია, ყველაფერი გავიგო... უბრალოდ მინდა,
ვინმემ ამიხსნას... როგორც წესი და რიგია...
იძულებული გავხდი, ყველაფერი თავიდან მომეყოლა... დამეფიცე-
ბინა, რომ ეს „ერთგული“ ერთხელ და სამუდამოდ დაიკარგა... დაიშა-
ლა... დაიძენძა... დალპა, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან... მის გარ-
სში ერთი მთელი ძაფიც კი არ დარჩა... განადგურდა კარკასიც, კალა-
თაც... მათგან ძუნძგლიანი ნაფლეთებიღა შემორჩა... უბადრუკი ნამ-
სხვრევები... ერთი სიტყვით, „ერთგული“ შეკეთება-აღდგენას არ ექვემ-
დებარებოდა!..
თხრობასთან ერთად ქალის გულისტკივილი მატულობდა. სამაგი-
ეროდ, ახლა უფრო მენდობოდა... მიხვდა, რომ არ ვატყუებდი... თვითო-
ნაც ისევ დაუბრუნდა თავის აღსარებას! – ყველაფერი წვრილ-წვრილად
მიამბო... ქორწინების პირველი დღეებიდან მოყოლებული... როცა ჯერ
კიდევ მეანი ქალი იყო... პირველი კატეგორიის დიპლომის მფლობე-

542
ლი... როგორ ეხმარებოდა კურტიალს ფრენების მომზადებაში... ქმრისა
და ბუშტის გულისთვის საკუთარი კარიერა დაასამარა... ოღონდ წამი-
თაც არ დაშორებოდა მას, მზად იყო ხელი ყველაფერზე მოეწერა... სა-
ქორწინო მოგზაურობაც საჰაერო ბუშტით განახორციელეს... ერთი ბაზ-
რობიდან მეორისკენ იფრინეს... ცოლი მაშინ ჯერ კიდევ ქმართან ერ-
თად იპყრობდა სივრცეებს... ამგვარად, ერთ დღესაც ბერგამოში ჩააღწი-
ეს... იტალიაში... ფერარისაც ეწვივნენ და ტრენტინოსაც... ვეზუვთან ახ-
ლოს... ჰყვებოდა... ჰყვებოდა... ჰყვებოდა... არ ჩერდებოდა... გული გა-
მიხსნა... მივხვდი, რომ ქალისთვის „ერთგულს“ მუდამ უნდა ეარსება...
ბაზრობებიც არასდროს არ უნდა გამქრალიყო... ამისთვის სარწმუნო მი-
ზეზიც ჰქონდა... აბსოლუტურად უდავო... სახლის ღირებულების გას-
ტუმრება... აი, იმ სახლისა, მონტრტუში რომ ჰქონდათ... კიდევ 6 თვე უნ-
და ეხადათ თამასუქით და ამას გარდა, ვალის ნარჩენებიც... კურტიალს
ფული სახლში ამჟამად საერთოდ არ შემოჰქონდა... მიწის გადასახადის
გასტუმრებაც ორთვე-ნახევრით დაუგვიანდათ... ამ სირცხვილის მოყო-
ლისას ქალბატონს ხმა უწყდებოდა... მეგონა, დაიხრჩობოდა... გამახ-
სენდა, რომ ჩვენი მაღაზიის ქირაც ყოვნდებოდა! ან გაზს რა ეშველებო-
და? ან ტელეფონს? გამორიცხული იყო, ეს საკითხი დღის წესრიგში დამ-
დგარიყო. ამჯერად მბეჭდავიც არ დაგვაკლებდა სიურპრიზებს... აშკარა
იყო, რომ იმ უჯიშო ტაპონიესთან ნებისმიერ დავას წავაგებდით... ჩვენს
დაწესებულებას დააყადაღებდა... სულ რაღაც ორ სუდ აგვწაპნიდა...
ამას წყალი არ გაუვიდოდა... მოდავეებს შორის ყველაზე საძაგელი და
აუტანელი სწორედ რომ ის იყო... ერთი სიტყვით, მაგარ ხათაბალაში გა-
ვეხვიეთ!.. ისევ ვიგრძენი ჩემი მდგომარეობის მთელი ტრაგიზმი, უბე-
დურებათა ზვავი, რომელიც ფეხდაფეხ მომყვებოდა. ჩვენს მომავალს
წყალი შეუდგა, ოცნებებს ფრთები მოეკვეცა... ილუზიებიც თითქმის
აღარ დარჩა... ბებერი თოჯინა პირბადის მიღმა ბუზღუნს განაგრძობ-
და... ოხვრისა და მოთქმის შემდეგ გონზეც მოვიდა, თავიც უკეთ იგ-
რძნო... შლაპაც მოიძრო... დე პერეირის პორტრეტისა და აღწერის მი-
ხედვით ვიცანი, ვისთან მქონდა საქმე... და მაინც, სახტად დავრჩი...
კურტიალს არაერთხელ მოუყოლია ცოლის ულვაშის შესახებ, რომლის
მოცილება ცოცხალი თავით არ სურდა... ყოველთვის მეგონა, რომ ხუმ-

543
რობდა, თურმე არა! წვერ-ულვაში ოპერაციის შემდეგ უცბად ამოსვლო-
და... ორივე საკვერცხე და საშვილოსნო ერთდროულად ამოეჭრათ... თა-
ვიდან ჰგონებიათ, რომ ეს ჭიანაწლავის ანთება იყო, მაგრამ მუცლის გაკ-
ვეთის შემდეგ უზარმაზარი ფიბრომა აღმოუჩენიათ. თვით პეანს გაუკე-
თებია ოპერაცია...
ირენ დე პერეირი, სანამ ასე დაჩეხავდნენ და დაამახინჯებდნენ, ძა-
ლიან ლამაზი ქალი ყოფილა... მიმზიდველი, მომხიბვლელი, გულის-
ხმიერი, თავაზიანი და ასე შემდეგ! ქირურგიული ჩარევის შემდეგ დაახ-
ლოებით ოთხი თუ ხუთი წლის თავზე მასში აშკარად მამაკაცურმა თვი-
სებებმა იმძლავრა... ნამდვილი ულვაში და კიდევ რაღაც წვერის მაგვა-
რი... ეს ყველაფერი ახლა ცრემლებით დასველებოდა... რომელიც საუბ-
რის დროს ლოყებზე ნაკადულებად ჩამოსდიოდა... მაკიაჟს წვეთები ნა-
ირფრად შეეღება... ირენი, სანამ ქალაქში გავიდოდა, აუცილებლად უნ-
და გაპუდრულიყო... ტონა ფერ-უმარილი წაესვა... გათხუპნილიყო, რა-
თა ყველა ნაკლი დაემალა... ოდალისკის წამწამები მიეწებებინა... ჰორ-
ტენზიებით დამშვენებული მასშტაბური შლაპა ისევ დაიმხო თავზე...
სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ გრძნობის მოთოკვა ვერ მოახერ-
ხა... შლაპა უკან გადაუცურდა... ხელის დარტყმით შეისწორა. ისევ და-
იმაგრა გრძელი სარჭებით... ისევ შეიკრა პირბადე... ამ დროს შევამჩნიე,
რომ ქვედაკაბაში იქექებოდა... ბოლოს უზარმაზარი ჩიბუხი და სანთე-
ბელა დააძრო ... ამის შესახებაც გაფრთხილებული ვიყავი...
– ბოლი ხომ არ შეგაწუხებთ? – მკითხა.
– არა, ქალბატონო, რას ბრძანებთ, ოღონდ ფრთხილად ფერ-
ფლთან, ძირს დაყრილი ქაღალდების გამო! წამში შეიძლება აქაურობა
აალდეს! ჰა! ჰა! ჰა! – ვცადე ხუმრობა სიტუაციის განსამუხტად.
– თქვენ არ ეწევით, ფერდინანდ?
– არა, იცით, მოწევა სულაც არ მიზიდავს. ისედაც გადასარევად
ვგრძნობ თავს. ამას გარდა, ძალიან უყურადღებო ვარ და სულაც არ
მსურს ჩირაღდანივით ავბრიალდე. ჰა! ჰა!
ენერგიულად ურტყამდა ნაფაზებს... იატაკზე აფურთხებდა!.. ხან
იქით, ხან აქეთ!.. ცოტათი დამშვიდდა... პირბადე გაისწორა... ოდნავ ას-

544
წევდა ხოლმე ცერა თითით... როგორც კი მორჩა ხრჩოლვას, კვლავ და-
აძრო ქისა... ისევ ხომ არ აპირებს ჩიბუხის დატენვას-მეთქი, გავიფიქრე.
– ერთი ეს მითხარი, ფერდინანდ, – მომმართა, თითქოს მოულოდ-
ნელად რაღაც აზრმა გაუელვა გონებაში... წელში გასწორდა... – დარწმუ-
ნებული ხართ, რომ ის გველის წიწილი მაღლა სადმე არ იმალება?..
არ მინდოდა, ზედმეტად კატეგორიული პასუხი გამეცა... დელიკატუ-
რობის საკითხი იყო!.. მსურდა, ნებისმიერ ფასად უთანხმოება თავიდან
ამეცილებინა.
– ოჰ! – ამოიგმინა, – ფერდინანდ, თქვენ მატყუებთ! ისეთივე ცრუპენ-
ტელა ხართ, როგორც ის ვაჟბატონი!
ახლა უკვე არაფრის გაგონება არ სურდა... გზიდან გადამწია... პატა-
რა ხვეული კიბისკენ გაქანდა და გაცოფებული, ლამის სირბილით აუყვა
მას... ის აშკარად არ იყო მზად... ქალმა ვერაგულად მიიტანა მასზე
იერიში... მივაყურადე... დაუნდობელი ბრძოლა მყისიერად გაჩაღ-
და... ქალმა მაგრად დააყარა... ბოლოს ღრიალი ჩამესმა...
„ერთი ამ სატირს დამიხედეთ!.. ამ ბინძურ ავარას!.. არამზადას!.. აი,
თურმე როგორ ირჯება ეს უქნარა!.. კარგი ვქენი, რომ მოვედი!“
დარწმუნებული ვარ, სწორედ იმ დროს წაასწრო, როცა ბარათებს
ალბომში აკრავდა... იმ „თამამებსა“ და „დაუფარავებს“, კვირაობით
რომ ვასაღებდი... კურტიალს ბოლო დროს სადილის შემდეგ ამგვარი
გართობა დასჩემდა...
სულ ამაოდ ცდილობდა თავის გამართლებას, ცოლი მის პასუხებს
აღარც უსმენდა. „პორნოგრაფი! დიფტერიის ნადები! მყრალი! ონანის-
ტი! ჩარეცხილი! გარყვნილი!..“ აი, ამ სიტყვებით თათხავდა...
მეც ავყევი კიბეს და სახელურს მიღმა თვალი გავაპარე... სიტყვები
როგორც კი გამოელია, ცოლი ისევ ეძგერა... სოფაზე დაახეთქა... ისეთი
ძლიერი, მოქნილი და უხეში იყო, გული გაუსკდებოდა კაცს...
„სთხოვე პატიება! სთხოვე პატიება, ქოლერავ! სთხოვე პატიება შენს
მსხვერპლს!“ კურტიალმა თავის დასახსნელად სუსტად გაიბრძოლა...
ქალის გულისპირს ჩააფრინდა... მაგრამ ქსოვილი ძალიან გამძლე აღ-
მოჩნდა... რამდენჯერმე ისეთი მოიქნია, ხელისგულები დაიხეთქა. სის-

545
ხლი თქეშიც წამოუვიდა... ქმრის ასე ადვილად ხელიდან გაშვებას არ
აპირებდა.
„არ მოგწონს, არა? აღიარე, რომ არ მოგწონს! – უყვიროდა ქალი და
თან თავში ურახუნებდა... – ა, არ მოგწონს? ეშმაკის მოციქულო! თქვი,
ავაზაკო! არ მოგწონს, რომ წყობიდან გამომიყვანე!“ – ქალი ქმარს და-
ახტა და ბუქნაობა იწყო. „ოჰ! ოჰ! ოჰ!“ – კორტიალი ვეღარც ინძრეოდა
და ვეღარც სუნთქავდა. „ასე ხომ სულს ამომხდი, კამეჩო! ვკვდები! მახ-
რჩობ, ძროხავ!“ როცა ქალი, ბოლოს და ბოლოს, ოდნავ შეეშვა, კორტი-
ალს ცხვირიდან სისხლი სდიოდა... ქალი წამოხტა და ონკანს მივარდა...
„ფერდინანდ! ფერდინანდ! სად ხართ? აბა, სცადეთ... ოდნავ მაინც
წარმოიდგინოთ, რა დღეში ვიყავი!.. რვა დღეა, გესმით ჩემი, რვა დღეა,
ამ გათახსირებულ ადამიანს ვუცდიდი! ამ რვა დღის განმავლობაში შინ
ერთხელაც არ დაბრუნებულა! ეტყობა, ჩემი განადგურება სურდა!.. იმ-
დენი მანერვიულა! აღარც ვჭამდი, აღარც ვსვამდი! ადამიანური სახე
დავკარგე! გამოვშრი! ჩემგან ძვალი და ტყავი დარჩა! და ეს სულაც არ
ადარდებს! მიუფურთხებია! მხოლოდ ერთი უბადრუკი საფოსტო ბარა-
თის გამოგზავნა მოაფიქრდა, სადაც დამიჯღაბნა: „ბუშტი განადგურდა.
ყველანი გადავრჩით!“ აი, რა მოახერხა! სულ ეს არის! ვკითხე, რას აპი-
რებ-მეთქი? „შემეშვი! ეს სრული ფიასკოა,“ მიპასუხა. იმ დღიდან მოყო-
ლებული მისგან ჩამიჩუმი არ ისმის. თითიც კი არ გაუნძრევია ჩემ დასამ-
შვიდებლად. საერთოდ აღარ დაბრუნდა. სად არის?.. რას შვრება?.. „ბე-
ნუატონს“ მაინცდამაინც მაშინ გაახსენდა თამასუქები! მოსვენება დამი-
კარგა! დღეში ათჯერ მაინც მირეკავენ! მეფუნთუშე ფეხდაფეხ დამდევს.
გაზის კაცმა მრიცხველი დამილუქა! ხვალ წყალსაც
გადამიკეტავენ! ვაჟბატონი კი დროს ატარებს. მე კიდევ სისხლი გა-
მიშრა... ამ ბინძურს, შეუმდგარსა და უიღბლოს საერთოდ რამე ადარ-
დებს? ამ გარყვნილსა და გათახსირებულს! წყალწაღებულს! ერთუჯრე-
დიან! უჯიშოს! მაიმუნის ნაშიერს! ისე კი, გესმით, ფერდინანდ, მის
გვერდით ყოფნას, ნამდვილ მაიმუნთან ცხოვრებას ვამჯობინებდი!
დარწმუნებული ვარ, ის უკეთ გამიგებდა. ყოველ შემთხვევაში, მეცოდი-
ნებოდა, რა მელის მომავალში, რისთვის მოვემზადო! ამ გადარეულის
გადამკიდე აგერ უკვე 35 წელია, სრულ გაუგებრობასა და გაურკვევლო-

546
ბაში ვიმყოფები... ოდნავ გვერდზე გავიხედავ, ცოტას მოვდუნდები, უკვე
აღარ ვიცი, რა ტრიალებს ჩემს თავს! წამით შეაბრუნებ ზურგს, ეს არამ-
ზადაც გაშლის ფრთებს! ლოთების ლოთი ესა! ტყუილებით გაბერილი!
მექალთანე! ქურდი-მამაძაღლი! აღარ მყოფნის სიტყვები მისი სრული
პორტრეტის დასახატად! თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, როგორ მძაგს
ეს გარეწარი. და სად ბრძანდება ის? ეს ის კითხვაა, რომელსაც საკუთარ
თავს დღეში ასჯერ მაინც ვუსვამ! სანამ მე, სრულიად მარტო, წელზე
ფეხს ვიდგამ... ვეძებ გამოსავალს... ციბრუტივით ვტრიალებ... ვიკლებ
ყველაფერს... ვზოგავ... სანტიმს სანტიმზე ვადებ, რათა მევალეები გა-
ვისტუმრო, ეს უნამუსო და გათახსირებული კაცი კი ერთობა! უპრაგო-
ნოდ ხარჯავს! თავისი საყვარლების საჩუქრებით ავსებაც არ ავიწყდება!
და რაც მთავარია, ჩემ ხარჯზე! იმ სიმწრით დაზოგილი ფულით! ჩემი
ჯანმრთელობისა და ნერვების საზიანოდ! გეკითხებით, სად მიდის ჩემი
ნაამაგარი! ამ მუქთახორას ყველაზე მდაბალი ვნებების დასაცხრობად!
მე ვიცი, რასაც ვამბობ! ყველაფერი ზედმიწევნით მომეხსენება! კი უა-
რობს პირზე დუჟმორეული, მაგრამ მე რას გამომაპარებს?! ვიცი... ვიცი,
სადაც დაეთრევა... ვენსენში!.. პარი-მუტუელში!.. ენგიენში, ბლონდე-
ლის ქუჩაზე!.. ბარბესზე!.. თუმცა ჩამოთვლას აქვს კი აზრი?! მისთვის
სულ ერთია! მთავარია, აიშვას და მოილხინოს! გარყვნილების ნებისმი-
ერ ფორმაზე ყაბულსაა! მისთვის ყველაფერი კარგია, მთავარია, ჭუჭყში
იგორაოს! თავი მოაწონოს! თავაწეულმა იაროს! ყვლიფოს! ყველაფერი
ქარს გაატანოს!.. მე კიდევ შინ ვეგდო და სული მძვრებოდეს... მთავარია,
დავზოგო... დამხმარე ქალზეც უარი ვთქვა... მე ამოსუნთქვის საშუალება
ერთი საათითაც არ უნდა მომეცეს... მე უნდა გავისარჯო... ოფლი უნდა
მომდიოდეს, მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის სავალალო მდგომა-
რეობისა... მე მაინც არ ვზოგავ თავს... ვრეცხავ იატაკს... და ყველაფერს!
არც გამუდმებული ტემპერატურა მადარდებს და არც რევმატიზმი... უკ-
ვე ფეხზე დგომაც მიჭირს! მოკლედ, თავს ვიკლავ და რა მერე? კიდევ
რამდენი რამ დამრჩა სათქმელი!.. როცა ყველაფერს დაგვიყადაღებენ
და გარეთ გაგვყრიან, მაინტერესებს, სად ვიცხოვრებთ. შეგიძლია, ამ შე-
კითხვაზე მაინც გამცე პასუხი?.. მათხოვარო! გაღლეტილო! აბრაგო! –
უყვიროდა ქვემოდან, – მაწანწალათა თავშესაფარში! მისამართები ხომ

547
არ ამოგეშალა მეხსიერებიდან? დაგავიწყდა? მოგიწევს მათი გახსენება,
ანცო ბიჭო! აბა, მითხარი, სად დაძრწოდი, სანამ დაქორწინდებოდი?
იცი, კიდევ სად, ფერდინანდ? ხიდებქვეშ, ჩემო პატარავ! აი, სად უნდა
დამეტოვებინა ჩემი სიცოცხლის მომშხამავი! ძალიან მოუხდებოდა!
მეტს მაინც არ იმსახურებს ეს პარაზიტი! ეს ბოღმა და ღვარძლი! იქ იპო-
ვიდა ბედნიერებას! ო, იცი, რას ვიზამ? გაგამგზავრებ სენ-ლუიში, სადაც
შეიძლება ქვენა გრძნობების დაცხრომაც! ის დასაბმელი გიჟია, ფერდი-
ნანდ! აღვირახსნილი! მსგავს ავარას სანთლით რომ ეძებო, ვეღარ იპო-
ვი! ვერაფერს შეაგონებ! წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს ღირსება!..
გონიერება!.. თავმოყვარეობა!.. თავაზიანობა!.. საერთოდ არაფერზე...
ეს არის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება დამცინოდა... მასხრად
მიგდებდა... მატყუებდა... მამაკაცი, რომელიც მეთოდურად მანადგუ-
რებდა... მწამლავდა! რა ბრძანეთ? ის სუფთა, პატიოსანი და კეთილი
ადამიანია?! აი, თურმე ვინ ყოფილა და მე
არაფერი ვიცოდი!.. თუ ის ასეთია, მაშინ მოგახსენებთ, თავად ვინა
ვარ! ფრთაშესხმული ანგელოზი! წმინდანი?! სინამდვილეში, მე ვიყავი
სუფთა ბატი, ფერდინანდ! ძალიან სასაცილო ვინმე! შტერი! მე გავხდი
დაუჯერებელი ფარსის თანამონაწილე! ყური მიგდეთ, ფერდინანდ! ის
უკვე 55 წლისაა, სულ მალე 56 შეუსრულდება!.. აპრილში!.. და რით ერ-
თობა ეს ბებერი ჯამბაზი? ეს სულ მალე მშრალზე დაგვსვამს! თუმცა რა
ენაღვლება!.. სულ ფეხებზე არ ვკიდივართ?! ვაჟბატონმა გადაწყვიტა,
ამიერიდან არ დაიძაბოს! ნამეტანი არ გადაიღალოს! ვაჟბატონი თავს
ვეღარ იკავებს!.. თავით ფეხებამდე საკუთარ მანკიერებაში ჩაიძირა!..
ბატონი კურტიალი გაიხრწნა! დაეცა როგორც სულიერად, ასევე ფიზი-
კურად! ის დინებას მიჰყვება... და ღმერთმა უწყის, სად გაირიყება! მე კი
ვცდილობ, დახმარების ხელი გავუწოდო! ვიმეორებ, ვცდილობ!.. ძალ-
ღონეს არ ვიშურებ! ამ ბებერ ნაძირალას კი ყველაფრისთვის მიუფურ-
თხებია! არაფერს იკლებს! მისი გადარჩენა კი თურმე ჩემს კისერზეა!
ვიხდი მის ვალებს! მხოლოდ მე! განა ასე არ არის, არლეკინ! ბუშტი მი-
აგდო... და ახლა მისკენ გახედვაც კი არ უნდა! გამბედაობა და ვაჟკაცობა,
რომელიც შემორჩა, ორ სუდაც ვერ შეფასდება! არ გაინტერესებთ, რას
აკეთებს ჩრდილოეთის ვაგზალზე, იმის ნაცვლად, რომ შინ დაბრუნ-

548
დეს? თქვენ იქნებ უკვე იცით, სად ფლანგავს ძალასა და ენერგიას? სა-
პირფარეშოში, ფერდინანდ! დიახ! დიახ! ეს ყველამ ნახა! დიახ, გიცნეს,
ჩემო ძვირფასო! გიცნეს! შენ ონანიზმით ერთობოდი! მისთვის დარბაზ-
შიც შეუსწრიათ, კორიდორებშიც... აქ ის თავის ორგანოებს აჩვენებდა!
ბინძურ გენიტალიებს! და ვის? პატარა გოგონებს! დიახ, ვიმეორებ, მცი-
რეწლოვან გოგონებს! აჰ! უკვე შემოვიდა საჩივრები! არაფერს ვიგონებ!
დიახ, ნადირო! დიდი ხანია, შემჩნეული ხარ! პირდაპირ ვაგზალზე,
ფერდინანდ! იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გვიცნობენ! მოვიდნენ
ჩემთან და საქმის კურსში ჩამაყენეს!.. და ვინ მითხრა? იმედია, საწინა-
აღმდეგოს მტკიცებას არ დამიწყებ! ვერ იტყვი, რომ შეეშალათ, რომ ის
ვიღაც სხვა იყო! თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ! ამ ღორის თავხედო-
ბას საზღვარი არა აქვს! დიახ, ეს იყო თავად კომისარი, ძვირფასო მეგო-
ბარო! გუშინ, საღამო ჟამს საგანგებოდ მეწვია, რათა შენ მიერ ჩადენი-
ლი სისაძაგლის შესახებ მოეთხრო! ყველა მტკიცებულება თან ჰქონ-
და!.. ფოტოებიც კი... ხედავ, როგორი პოპულარული ხდები ყოველწამი-
ერად? ო! მინდა გითხრა, რომ ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა! ყვე-
ლა შენი საბუთიც მოხიკა და თან წაიღო! მან სიმართლე არ მითხრა?..
შენ ყველაფერი იცოდი, ხომ ასეა?! ძროხის ფუნავ, დამიდასტურე! ამი-
ტომაც არ დაბრუნდი შინ! ბავშვებზე გადახვედი უკვე! ჩვილებზე!.. ეს ში-
შისმომგვრელი ბანქო!.. ალკოჰოლი!.. სიცრუე!.. ფლანგვა!.. ფლიდო-
ბა!.. უსინდისობა და უნამუსობა! ქალები! ყველა არსებული მანკიერება!
მცირეწლოვანი გოგონები... ავარისთვის ნიშნეული ყველა ხინჯი! ნეხ-
ვის ჭიავ! რა თქმა უნდა, მე ეს ყველაფერი ვიცოდი!.. შესაბამისად, საკ-
მაოდ ვიტანჯე! ძვირი დამიჯდა ეს ცოდნა! ახლა კიდევ ეს ჭყინტი გოგო-
ნები! ეს წარმოუდგენელია!“ ქალი კაცს შორიდან თვალებით ბურღავ-
და... ის ხვეული კიბის საფეხურზე იყო დარჭობილი... მანიშნებდა, ცო-
ლი არ გამეღიზიანებინა... თვითონ კი სახეზე ოლიმპიური სიმშვიდე გა-
დაჰფენოდა... დარწმუნებული იმაში, რომ ეს ყველაფერი მალე ჩაივლი-
და... სამაგიეროდ, მე არ უნდა გავნძრეულიყავი... მართლაც, გაცოფებუ-
ლი ქალი ნელ-ნელა დაწყნარდა...
ისევ ჩაეფლო სავარძელში... ორად დაკეცილი გაზეთით სახეს ინია-
ვებდა... ქშინავდა... ცხვირს იხოცავდა... როგორც იქნა, მე და კურტიალ-

549
მაც შევძელით თითო სიტყვის ჩაკვეხება. შემდეგ პატარა მოხსენების
წარმოთქმაც, სადაც ვცდილობდით, მისთვის კრახის გამომწვევი მიზე-
ზები აგვეხსნა... გოგონების თემა
დაიხურა... მხოლოდ ბუშტზე ვლაპარაკობდით... ამან წნევა საგ-
რძნობლად ჩააცხრო... აღვნიშნავდით, რომ გარსში მართლაც ერთი
მთელი ძაფიც კი აღარ დარჩა... კურტიალმა შიგადაშიგ ქათინაურებით
კი შეაპარა...
„ო, ჩემი ირენი! ფერდინანდ, თქვენ თავად ხედავთ, რომ ის არაჩვეუ-
ლებრივი ადამიანია! ამავდროულად შეუდარებელი მეუღლეცაა! ამაღ-
ლებული ბუნების პიროვნება!.. მას უნდა ვუმადლოდე ყველაფერს, ფერ-
დინანდ! ვიმეორებ, ყველაფერს! ეს აშკარაა! მზად ვარ ამის შესახებ
მთელ სამყაროს ვაუწყო! მის ჩემდამი გულწრფელ სიყვარულსა და ერ-
თგულებაში ეჭვი არასდროს, ერთი წამითაც კი არ შემიტანია!.. მისი მზა-
ობა თავგანწირვისთვის ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო!.. არა,
ის უბრალოდ საჰაერო ბუშტითაა შეპყრობილი! ამავდროულად, უკიდუ-
რესად ხისტია! ასე ემართებათ გულწრფელი სიყვარულით გათანგულ
ადამიანებს! ირენი იმპულსურიცაა!.. მაგრამ არამც და არამც გულ-
ღრძო!.. ან ბოროტი!.. ნამდვილად არა! ის თვით სიკეთეა! რა ვქნათ,
რომ ცოტა ფიცხია! სხვა მხრივ ვერაფერს უსაყვედურებ! ასე არ არის, ჩე-
მო ტკბილო ირენ?..“ მისკენ წაიწია... ვვარაუდობ, რომ კოცნას უპირებ-
და!
„შემეშვი! თავი დამანებე! არ მომეკარო, ნადირო!“
ვერ ვიტყვი, რომ კურტიალი ცოლის მიმართ შეუკავებელი ღვარ-
ძლით აღივსო... უბრალოდ სურდა, რომ მას ყველაფერი გაეგო, არსებუ-
ლი მდგომარეობა ჯეროვნად აღექვა. ქალს კი გულისწყრომა ვერა და
ვერ ჩაუცხრა. კაცი ეუბნებოდა, რომ შეუძლებელი სცადა... უკვე დაამატა
ათი ათასზე მეტი ახალი ნაგლეჯი... ლამის თავიდან შეკერა გარსი... გა-
დალახტა... ამოაკერა სხვადასხვა ზომისა და ფერის სარჩული... მაგრამ
„ერთგულის“ მოსულიერება შეუძლებელი იყო... რომ მან თავისი დრო
უკვე მოჭამა... მოიფლაშა და დაიჭმუჭნა ჭირგამოვლილი აკორდეონი-
ვით... არც ის დაუმალავს, რომ ყველა ჭრილსა და გადაბმის ადგილს
ჩრჩილი შეესია... სარქველები კი ვირთხებმა დაღრღნეს და გამოხრეს...

550
დასნეულებული „ერთგული“ ჰაერში წელში ვეღარ იმართებოდა ვერც
პირდაპირ და ვერც გვერდულად! ყოველი ფუნქცია მოეშალა... მისი და-
ნიშნულებაც სრულიად გაურკვეველი გახდა... მას ვერც ჩვრად გამოიყე-
ნებდი და ვერც უკანალის გამოსახოცად!.. მოკლედ, ვერაფერში გამოი-
ყენებდი... გადასაგდებად იყო განწირული... ქალი ჯიუტობდა... ეჭვები
ღრღნიდა... გაჯიქდა... სულ ტყუილად მოვიშველიეთ დეტალები... მტკი-
ცებულებები... არაფერი ეშველა... ვეხვეწეთ... ვემუდარეთ... ვიფიცეთ...
სადაც ამის შესაძლებლობა მოგვეცა, გავაბუქეთ... აპოკალიფსიც დავუ-
ხატეთ, საამური მომავალიც გასამხნევებლად... მაგრამ აყარე კედელს
ცერცვი... ირენმა პოზიციები არ დათმო... იოტის ოდენაც კი... სრული უნ-
დობლობა გამოგვიცხადა. გავაცანით წერილები, სადაც ჩვენი ყველა
უბედურება წვრილ-წვრილად იყო აღწერილი... ვაჩვენეთ საჩივრებიც...
რომელიც ყველა კუთხე-კუნჭულიდან გვეგზავნებოდა... ვუმეორებდით,
რომ ჩვენი დანახვა არსად არ უნდოდათ... რომ სათოფეზე არ გვიკარებ-
დნენ... რომ ვერც ქველმოქმედებით ვერ ვაცდუნეთ მაყურებელი... სი-
ნამდვილეში არც ვაჭარბებდით... ჩვენ ყველგან უარს გვეუბნებოდნენ...
ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ზრდილობიანად... ჰაერზე ოდნავ მძიმე
საფრენმა აპარატებმა მთელი სამყარო წალეკეს! ქალაქები!.. პორტე-
ბი!.. ბაზრობები!.. სად არ ნახავდით მათ! არ ვცრუობ!.. ნამდვილად ასე
იყო... საჰაერო ბუშტების გაგონებაც არ უნდოდათ... ყველაზე მივარ-
დნილ ბრეტანშიც კი... ერთმა, ფინისტერის
დეპარტამენტიდან, ჩვენს დაჟინებულ თხოვნას ჩამოსვლის ნებარ-
თვის გამოგზავნაზე, აი, ასეთი პასუხა გასცა:
„ბატონო! თქვენი ხარახურისთვის ზედგამოჭრილი ადგილი დღეს-
დღეობით მხოლოდ მუზეუმში გვეგულება, კრალოკ-სიურ-ილზე თქვენ
არაფერი გესაქმებათ. გაოცებული ვარ, რატომ გეძლევათ დღემდე გა-
მოსვლის უფლება! როგორც ჩანს, მუზეუმის დირექტორი უგულებელ-
ყოფს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ჩვენს ახალგაზრდობას არ
სურს მფრინავ საფლავს უცქიროს, მას მხოლოდ გართობა სწადია. შეიგ-
ნეთ ეს ერთხელ და სამუდამოდ! და კიდევ ერთი! იმედს ვიტოვებ, გახ-
სოვთ ხალხური გამოთქმა: „კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა!..
ჟოელ ბალავე – ადგილობრივი ბრეტანელი გამქირდავი.

551
ქალმა ყველა საქაღალდეში იქექა... დიდად ვერ მოიხიბლა... ბოლოს
ცოტათი მოლბა... გარეთ გასვლა ისურვა... ბაღში ჩავიყვანეთ... გრძელ
სკამზე ჩვენ შორის დავაბრძანეთ... ამჯერად ბევრად უფრო დალაგებუ-
ლად, მე ვიტყოდი, ბევრად გონივრულად ამეტყველდა... თუმცა თავში
ჩაბეჭდილი შეხედულების შეცვლას სულაც არ აპირებდა... გვითხრა, ეს
თქვენ ხართ უფხონი და არაფრისმაქნისები, თორემ „ერთგულს“ გადა-
საგდები რა სჭირს, კიდევ დიდხანს მოგვემსახურებაო... სადმე პროვინ-
ციაში ორ დღესასწაულს მაინცო... ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა,
არქიტექტორისთვის პირი რომ მომექონა და გადავადებაზე დამეყო-
ლიებინა... დარწმუნებული იყო, რომ პავილიონი გადარჩებოდა... რომ
ეს მხოლოდ გამბედაობისა და სიმხნევის საკითხი იყო... რომ ჯერჯერო-
ბით არაფერი იყო დაკარგული... ირენი საკუთარი მოსაზრების ერთგუ-
ლი დარჩა... არც უცდია, ჩვენთვისაც გაეგო... ისევ დავუტენეთ ჩიბუხი...
კურტიალი თუთუნს ღეჭავდა... ის არასდროს ეწეოდა... მხოლოდ ღეჭავ-
და... ცოლს, ასე ვთქვათ, საბურნუთეს დაცარიელებაში ეხმარებოდა...
გამვლელები ჩვენკენ იცქირებოდნენ... ჩვენი პატარა კომპანიით და-
ინტრიგებულნი... განსაკუთრებულ ინტერესს აშკარად მსუქანა ირენი
აღძრავდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მე უფრო მეტი ყუ-
რადღებითა და ნდობით მისმენდა, ვიდრე საკუთარ ქმარს... კვლავ გან-
ვაახლე თვალთმაქცური ყბედობა ჩვენი ბოლო საჰაერო ვოიაჟის ტრაგი-
კულ გარემოებებზე... მინდოდა, ირენს შეეგნო, რა ტიპის წინააღმდეგო-
ბებთან მოგვიწია სრულიად უაზრო და უშედეგო შებრძოლება... ცოტა
არ იყოს, დაბნეული მისმენდა... აშკარად ხვდებოდა, მის თითზე დახვე-
ვას რომ ვცდილობდი... ისევ დაიწყო წუწუნი...
– ვატყობ, რომ ენერგიის ნატამალი არ შემოგრჩათ... ნამეტანი ქან-
ცგაწყვეტილი ჩანხართ... ერთიც და მეორეც... მე უკვე მივიღე გადაწყვე-
ტილება... სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ... თვითონ მივხედავ როგორმე
საქმეს! მე თვითონ ავალ ბორტზე! აი, ნახავთ, როგორ გავფრინდები...
ათას ორასი მეტრის სიმაღლეზე ავიჭრები, თუ, ცხადია, რაღაც უჩვეუ-
ლოსა და გაუგონარს მომთხოვენ, ორი ათასი მეტრსაც არ შევუშინდები!
მე სიმაღლე სულაც არ მაფრთხობს! რასაც მიბრძანებენ, კი ბატონო, შე-
ვასრულებ!

552
– აშკარად ბოდვები დაგეწყო, ჩემო ძვირფასო, – გააწყვეტინა დე პე-
რეირმა, – მწარედ ცდები! ჩვენნაირი გარსით თორმეტი მეტრის სიმაღ-
ლეზეც ვერ აფრინდები!.. ერთზეც კი! სადმე სარწყულებელში მოადენ
ბრაგვანს! მაგრამ საქმე აქამდეც კი არ მივა! ისინი შენთან საქმეს არ და-
იჭერენ!.. მიუხედავად ყველაფრისა! მოწვევას ვერ ეღირსები! კაპიტნის-
განაც კი, თავისი „ღრუბლების მეგობრითა“ და ცხენით!.. ხმაურითა და
გნიასით! ეს რასტონი თავისი ქალიშვილით! ტრაპეციითა და თაიგულე-
ბით... მათაც კი უარს ეუბნებიან, ზედაც არ უყურებენ!.. ყველგან! ყველ-
გან ერთი და იგივე მდგომარეობაა! პრობლემა ჩვენში კი არ არის, ირენ!
დროა ასეთი!.. ეს დასასრულია!.. და არა მხოლოდ „ერთგულისათვის“!
სულ ტყუილად ირჯებოდა კურტიალი... ამაოდ იფიცებოდა... იმოწ-
მებდა ცასა და დედამიწას... ქალბატონი თავს დამარცხებულად სულაც
არ მიიჩნევდა... პირიქით, მეტი ენერგიულობითა და თავდაჯერებულო-
ბით ჩაება დისკუსიაში...
– თქვენ ხართ ყველა უბედურების თავი და თავი! თქვენ უბოძეთ
სხვებს თქვენი განადგურების უფლება! ბრძანეთ, რომ ახლა აეროპლა-
ნერია მოდაში! მე გიპასუხებთ, რომ ეს გატაცება უკვე გაისამდე გაივ-
ლის! დამდგარხართ და უაზრო არგუმენტებით თავს იმართლებთ! ჩემ-
თვის გასაგებია, რაც დაგემართათ! მაგრად ჩაისვარეთ! გაავსეთ შარ-
ვლები!.. მაგრამ ამის აღიარების ტრაკი არ გაქვთ! სამაგიეროდ, ლაჩრუ-
ლად თავის მართლებაში ვერავინ გაჯობებთ! გამბედაობა რომ შეგრჩე-
ნოდათ, ჩემი გაბიაბურების ნაცვლად... აღიარეთ ეს პატიოსნად... უფრო
მეტად გაანძრევდით ერთ ადგილს... ყბედობის მეტი თქვენ არაფერი შე-
გიძლიათ! მაშინ რაღა ვუყოთ სახლს? ვინ გაისტუმრებს ქირას? და რი-
თი? სამი თვე უკვე დავაგვიანეთ! დაამატეთ ახლა ამას ორი საკრედიტო
განვადება! იმ შენი ჭორებით გაძეძგილი უბადრუკი გაზეთით აპირებ
ფონს გასვლას?! დარწმუნებული ვარ, ისიც ვალებში იხრჩობა და წაგე-
ბის გარდა არაფერი შემოაქვს... და გაფრთხილებები სხვადასხვა სასა-
მართლოდან? იქნებ გგონია, რომ საქმის კურსში არ ვარ? გამოდის, ყვე-
ლაფრისთვის მიგიფურთხებია? გადაწყვეტილება უკვე მიღებულია,
არა? ბინძურო ღორო! უკვე ყველაფერი გამოიტირე, არა? მთელი სახ-
ლი! 18 წლის დანაზოგი! აგურ-აგურ... სანტიმეტრ-სანტიმეტრ შეძენი-

553
ლი! დადგა დრო, ყველაფერი ითქვას... და მიწის ნაკვეთი, რომლის გა-
ნაშენიანებასაც ამდენი წელი შევწირეთ? ამ ყველაფერს აგირავებ? ყრი
ყველაფერს და გარბიხარ? რა გენაღვლება! – ირენმა თავი დააქნია, –
პრობლემა დირიჟაბლში კი არ არის, არამედ შენს ცარიელ გოგრაში...
ვიცი, რასაც ვამბობ... გადაწყვიტე, ცხოვრება ხიდქვეშ დაასრულო?.. კე-
თილი! ეს შენი არჩევანია! მოიქეცი, როგორც მოგეპრიანება! თავისუფა-
ლი ხარ!.. თავისუფალი! ნადირო! ავაზაკო! უქნარავ! არც კი გრცხვენია
შენი უნიათო ცხოვრების?! შენ ისევ დაუბრუნდები წარსულს, ძუნძგლია-
ნო მაწანწალავ!.. ისევ იპოვი შენნაირ მათხოვრებს! ქურდებს! გამომ-
ძალველებს! ისევ გადაეშვები იმ წუმპეში, საიდანაც ამოგათრიე! დიახ!
დიახ! შემთხვევით ხომ არ დაგავიწყდა? არადა, ფერდინანდ, მე ვიყავი
ოჯახის ქალი!.. მან გამინადგურა მთელი ცხოვრება! მომპარა ის! გამი-
ცამტვერა კარიერა! დამაცილა ჩემიანებს! პარაზიტი! ვამპირი! ნაბიჭვა-
რი! და ჩემი ჯანმრთელობა?! მან ცოცხლად შემჭამა, ფერდინანდ! არა-
რაობად მაქცია! შეურაცხმყო! და ბოლოს სახელიც გამიტეხა! საქვეყ-
ნოდ თავი მომჭრა! ყოჩაღ! ყოჩაღ!.. მამაკაცები ამას ადვილად გადაიტა-
ნთ! თქვენთვის ახალი არაფერია! ო, შეიძლება გავგიჟდე! არც მჯერა,
რომ ყველაფერი ასე დასრულდა! ღმერთო!.. უსასრულო სიდუხჭირე...
დღისით, მზისით! და ეს გაგრძელდა... საკმაოდ
დიდხანს! თუმცა ქმრის მკლავების ტყვეობაში მოქცეულ ცოლს ენა
წამითაც არ გაუჩერებია... ჩვეულ ტემპში განაგრძობდა მოთქმას... არც
თავის ლექსიკონში შეუტანია ცვლილებები...
– მისი შეკეთება მინდა, კურტიალ! აუცილებლად უნდა შევაკეთო.
ვგრძნობ, რომ ეს ძალიან კარგად გამომივა!.. დარწმუნებული ვარ, რომ
კიდევ დიდხანს გაძლებს! ამას წყალი არ გაუვა! მზად ვარ, დაგენიძლა-
ოთ! შეხედე ჩვენს „არქიმედეს“! ორმოცი წელი გაძლო, არ გიფიქრია,
რომ კიდევ დიდხანს იფრენდა?..
– ის ხომ დაბმული იყო!.. ჩემო ტკბილო... „ერთგულის“ ცვეთას მისას
ვერ შეადარებ! დამიჯერე!
– ვიფრენ... გიმეორებ!.. ვიფრენ... თუ თქვენ უკვე აღარ გინდათ!

554
ქალი ტვინს იჭყლეტდა... გონებაში ყველა დასაშვებ ვარიანტს განი-
ხილავდა... თხზავდა ახალ კომბინაციებს... ნებისმიერ რამეზე იყო წამ-
სვლელი, ოღონდ ოჯახი ამ დიდ გასაჭირს დასძრომოდა...
– მინდა, დაგეხმარო... ახლა მე სხვა სადარდებელი არ გამაჩნია და
შენ ეს შესანიშნავად იცი, კურტიალ!..
– დიახ, ვიცი, ჩემო სიყვარულო!.. მაგრამ საქმე სხვა რამეშია...
– ამაზე უკეთესს ამ მომენტში ვერაფერს ვიზამდი... იცი, რომ უსაქმუ-
რი ქალი არ ვარ... მზად ვარ, ჩემ ძველ საქმიანობას დავუბრუნდე... მე-
ანობას... და მშობიარობა მივიღო... თუ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მდგომა-
რეობას ოდნავ მაინც უშველის... დიახ, მოვკიდებდი ამ საქმეს ხელს...
რომ შემეძლოს! ო, არ დავჯდებოდი შინ გულხელდაკრეფილი, სასწაუ-
ლის მოლოდინში! ამის არც მონტრტუში მომერიდებოდა, ღმერთო ჩე-
მო! კოლომბასაც კი დავუდგებოდი ასისტენტად... აი, იმას, ჩემს კაბი-
ნეტს რომ დაეპატრონა... არ ვარ ამბიციური... ნებისმიერ სამუშაოზე ვარ
ყაბულს... ოღონდ ისინი არ მოგვადგნენ კარს და ქუჩაში არ გაგვყარონ...
ხომ ხედავ, როგორი ადამიანი ვარ! სხვათა შორის, უკვე დავიწყე მოქმე-
დება... გავიკითხ-გამოვიკითხე... ისიც მართალია, რომ ხელი გვარიანად
გამიფუჭდა... ამას გარდა, ჩემი სახე ნამდვილად არ არის ჩემი კოზირი!..
წარმომიდგენია, რა რეაქცია ექნებოდათ! ძალიან შევიცვალე... ასე მეუბ-
ნებიან! ასე რომ, საკუთარი იერსახეც წესრიგში მაქვს მოსაყვანი... მოკ-
ლედ, არ ვიცი რა! რომ გამეპარსა, ურიგო არ იქნებოდა! ეპილაციის მე-
შინია...
ირენმა პირბადე ისევ აიწია... რაც მართალია, მართალია, ეს იყო და-
უჯერებელი სანახაობა... დღისით, მზისით... სახეზე მიმხმარი პუდრის
სქელი ფენა... ალაგ-ალაგ დამსკდარი... წითლად დაფერილი ყვრიმა-
ლები... აპრეხილი იისფერი წამწამები... ბარაქიანი ულვაში... პატარა ბა-
კენბარდები! წარბები კურტიალზე სქელი ჰქონდა! ტყიდან გამოვარ-
დნილ კაციჭამიას წააგავდა! ცხადია, ასეთი ბალნიანი სახით ვერც ორ-
სულებსა და ვერც ახალშობილებს ვერ გაახალისებდა. ფიზიონომია სე-
რიოზულ ჩარევას

555
ითხოვდა... ფაქტობრივად, მთლიან გარდაქმნას... პრობლემა ღრმა
დაფიქრებას საჭიროებდა. ერთი სიტყვით, წინ არცთუ ისე ადვილი სამუ-
შაო გველოდა!..
ბაღში კიდევ დიდხანს შევყოვნდით... აი, ასე, ერთმანეთის გვერდიგ-
ვერდ ჯდომით და სახალისო ამბების მოყოლით, თავს ვიმშვიდებდით...
ამასობაში შემოგვაღამდა... მოულოდნელად ქალი ისევ აქვითინდა...
შემზარავად აღრიალდა... მაქსიმუმს მიაღწია... ეს იყო სრული კატას-
ტროფა!..
– ფერდინანდ! – მევედრებოდა... – თქვენ მაინც ხომ არ მიგვატო-
ვებთ? შეხედეთ, რა უბედურ დღეში აღმოვჩნდით! მართალია, დიდი ხა-
ნი არ გასულა, რაც გიცნობთ, მაგრამ უკვე დავრწმუნდი, რომ გონიერი
ადამიანი ბრძანდებით. დიახ, ჩემო პატარავ! ამას გარდა, ვიცი, რომ ყვე-
ლაფერი უახლოეს მომავალში მოგვარდება!.. თქვენ ამაში ვერ გადამარ-
წმუნებთ! ვაცხადებ, რომ დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა მხოლოდ
დროებითია! იცით, ამაზე ბევრად უარესი პერიოდებიც მახსოვს... ასე
დიდხანს ვერ გაგრძელდება! მხოლოდ ყველანი ერთად უნდა დავირაზ-
მოთ და საქმეს შევუტიოთ... თანადგომით ყველაფერს მივაღწევთ!.. მაგ-
რამ ბევრ რამეში თავად უნდა გავერკვე... მე უნდა ვცადო პირველმა...
ქალი კვლავ წამოდგა... და მაღაზიისკენ გაემართა... ორი სანთელი
აანთო... ჩვენ კრინტი არ დაგვიძრავს... გააკეთოს, რაც მოეპრიანება, გა-
ვიფიქრეთ... ლუქი ახსნა და სარდაფში გაუჩინარდა... მთელი ხარახურა
გადააქოთა... გარსი გაშალა... უკვე დამპალი და დაძენძილი ნაგლეჯები
ერთად მოაქუჩა... და ამოათრია... მაღაზიაში მარტო ვიყავი, როცა ირენი
ქვესკნელიდან ამოძვრა... ენა მუცელში ჰქონდა ჩავარდნილი... ნანახს
დაემუნჯებინა... სევდასა და მწუხარებას დაეთრგუნა... სავარძელში ჩა-
ესვენა... სრულიად პარალიზებული და განადგურებული... ძალაგამოც-
ლილი... შლაპა გვერდზე მოჰქცეოდა... როგორც ჩანს, „ერთგულმა“ ბებ-
რუცანაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა... ვიფიქრე, სათქმელიც
არაფერი აქვს, ისედაც ყველაფერი დღესავით ნათელია-მეთქი, მაგრამ
არა... ცოტა ხანში ისევ აღელდა, ტრანსი სულ რაღაც 15 წუთი გაგრძელ-
და... ამჯერად ეს იყო ხმადაბალი გაბმული წუწუნი... ჩურჩულით წარ-
მოთქმული... როგორც სიზმარში...

556
– მორჩა, ფერდინანდ, მე თავად ვნახე ყველაფერი და დავრწმუნდი...
ეს მართალია! თქვენ ორივენი ჭეშმარიტებას ქადაგებდით! დიდსულო-
ვანი ადამიანი ბრძანდებით, ფერდინანდ, რომ ამ გასაჭირში მარტო არ
დაგვტოვეთ... ორი ბებერი!.. ხომ არ მიგვატოვებთ, ფერდინანდ? ხომ
დარჩებით კიდევ ცოტა ხანს? ჰა? ფერდინანდ, გთხოვთ, ნუ იჩქარებთ...
კიდევ რამდენიმე დღე... რამდენიმე კვირა... ხართ თუ არა თანახმა, ფერ-
დინანდ? ჰა, ფერდინანდ? არა? მითხარით, ფერდინანდ!
– რა თქმა უნდა, ქალბატონო!.. რა თქმა უნდა, ქალბატონო დე პერე-
ირ!..
***
მეორე დღეს, როცა დილის თერთმეტ საათზე კურტიალი მონტრტუ-
დან მობრუნდა, გუშინდელივით ისევ ისე ძლიერ დარცხვენილი ჩანდა.
– აბა, რას მეტყვით, ფერდინანდ? ახალი არაფერი მომხდარა?
– ო, არა! – ვუპასუხე, – არაფერი მნიშვნელოვანი... – და ჩემი მხრიდან
მეც დავინტერესდი, – აბა, რას მეტყვით? ყველაფერი მოგვარდა?
– რა უნდა მოგვარებულიყო? – გამოიშტერა თავი... – აჰ, თქვენ გუშინ-
დელი ამბავი გქონდათ მხედველობაში? – გაიბღინძა და მყისიერად გა-
დააბა, – ყური მიგდეთ, ფერდინანდ! როგორც ვატყობ, ეს მონაჩმახი მა-
ინც აბსოლუტურ ჭეშმარიტებად აღიქვით. არა?.. ეს ჩემი ცოლია!.. ამაზე
აღარ ვდაობთ, ხომ ასეა? ძალიან დიდ პატივს ვცემ... მეტიც... ვეთაყვა-
ნები! ჩვენ შორის სერიოზული შელაპარაკება არც არასდროს მომხდა-
რა... კეთილი! მაგრამ სათქმელი მაინც უნდა ითქვას!.. მიუხედავად სა-
ოცრად კეთილშობილური ბუნებისა, ვერ ვიტყვი, რომ ფრთიანი ანგე-
ლოზია... უამრავი ხინჯითაა გაძეძგილი. მაქსიმალისტია უწინარეს ყოვ-
ლისა!.. ამას გარდა, ძალაუფლების დაუოკებელი მოყვარული! სწვდე-
ბით ნიუანსებში, ფერდინანდ? ირენი შეპყრობილი ქალია! ფიცხი... ნამ-
დვილი ვულკანი!.. დინამიტი!.. რომელმაც ყოველ წამს შეიძლება იხუვ-
ლოს... ზოგჯერ, როცა საქმე ისე ვერ მიდის, როგორც მას წარმოუდგენია,
მეტისმეტად მძაფრად რეაგირებს. მძვინვარე ქარბუქს ემსგავსება! ზოგ-
ჯერ მისი ეს თვისება მეც მზაფრავს!.. ის კი წავიდა!.. მაგრამ მე ჯერ კი-
დევ გონს ვერ მოვსულვარ... დაწყვეტაზე მაქვს ნერვები... ვერ ვჩერდე-
ბი... საკუთარ თავს ველაპარაკები!.. არ ვიცი, რა წყალში გადავვარდე!

557
ქარიშხალი ჩადგა!.. ყველაფერი თვალის დახამხამებაში ხდება, რო-
გორც ჭექა-ქუხილი! ყველაფერი დავიწყებას ეძლევა!.. ვიმეორებ, ფერ-
დინანდ!.. 32 წლის განმავლობაში... ცხადია, შიგადაშიგ ნიავს წამოუბე-
რავს... მაგრამ ნამდვილი ქარბუქი არასდროს ამოვარდნილა... ნებისმი-
ერ წყვილს ჰქონია პატარა შელაპარაკება... კამათი... გამონაკლისი არც
ჩვენ ვართ!.. უნდა ვაღიარო, რომ ამჟამად ძალიან მძიმე პერიოდი დაგ-
ვიდგა... ეს ნამდვილად ასეა! მაგრამ... ბოლოს და ბოლოს, უარესიც გა-
დაგვიტანია! ყველაზე საშინელი უკვე წარსულს ჩაბარდა!.. ჩვენი დღე-
ვანდელი ყოფა არ ნიშნავს დასასრულს! ჩვენი თავი ბოლომდე განად-
გურებული და გაცამტვერებული ვერც წარმომიდგენია... ჩვენ დავრდო-
მილნი! უპოვარნი! განდევნილნი! არა! და კიდევ ერთხელ არა! ეს არ
მოხდება! ჩვენს საყვარელ საქმეს ვერავინ ჩამოგვაშორებს... ეს ყველა-
ფერი ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია! ხმამაღლა ვაცხადებ პრო-
ტესტს!.. ჩემი საწყალი პატარა გვრიტი! ამგვარი რამ სინამდვილეში
რომ გადახდეს, მე ამას ვერ გადავიტან! ძალიან მარტივად შეიძლება
აიხსნას ყველაფერი... იქ, პავილიონში გამოკეტილი თავისთვის ქიმე-
რებს იქმნის! მთელი დღე ფიქრობს და ფიქრობს! სრულიად მარტო...
ვერ ვიტყვი, რომ მედიტაციები მასზე დადებითად მოქმედებდეს... პი-
რიქით... აბეზარი იდეები მოსვენებას არ აძლევენ... ზოგჯერ ერთ საქმეს
აიკვიატებს და საშინლად აღიგზნება... მისდა უნებურად... ამას ხშირ
შემთხვევაში თვითონაც ვერ აცნობიერებს... ისეთი რაღაცები ესმის და
ისეთ რამეებს ხედავს, ბუნებაში რომ არ არსებობს... ფანტაზიისადმი
მიდრეკილება ოპერაციის შემდეგ განუვითარდა... თავიდან არ იყო ასე-
თი იმპულსური... მეტსაც გეტყვით... შიგადაშიგ ბოდავს... დიახ! დიახ!
ნამდვილად ასეა... რამდენჯერმე ძალიან გამაკვირვა!.. არ ვიცოდი, რა
მეთქვა... ეს
იყო წმინდა წყლის ჰალუცინაციები... ამ დროს ისეთი არაბუნებრი-
ვია... მხოლოდ აგრერიგად თუ შეიძლება მისი წუწუნი და გაუთავებელი
ჩივილი აიხსნას!.. ო, ლა, ლა! თქვენ უცბად მიხვდით, რაშიც იყო საქმე,
ასე არ არის? მყისიერად მიხვდით!.. ეს სასაცილოც კი არ იყო... არამედ
კომიკური!.. მთელი ეს სპექტაკლი მან მანამდეც გამიმართა! ამიტომაც
არ შევეპასუხე!.. მინდოდა, სათქმელი ბოლომდე ეთქვა... და დაცლილი-

558
ყო! მე ხომ არ მქონდა ძალიან გაკვირვებული ადამიანის იერსახე?..
ვცდილობდი, მისთვის მეჩვენებინა, რომ ნორმალურ ქალად მივიჩნევ-
დი... ასეც უნდა მოვიქცე... არ არის საჭირო მისი შეშინება! არ არის საჭი-
რო!..
– რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა! უცბად მივხვდი...
– ასეც ვიფიქრე!.. ფერდინანდი არც ისეთი მიამიტია, მისთვის რომ
დაეჯერებინა, – აი, რა ვთქვი... ირენი არასდროს მისძალებია სასმელს...
არა, როგორ გეკადრებათ! ჩემი სიყვარული აბსოლუტურად ფხიზელი
ქალია! აი, მოწევა ვერაფრის დიდებით ვერ მოვაშლევინე. სხვა მხრივ,
ერთგვარი გაგებით წმინდა წყლის პურიტანია!.. ოპერაციამ საშინლად
იმოქმედა მასზე... ო, უწინ სრულიად განსხვავებული ქალი გახლდათ! ო,
მაშინ რომ გენახა, გადაირეოდი! მაშინ!..
კურტიალი ქაღალდების გროვას მიადგა და ქექვას შეუდგა... ცდი-
ლობდა, ქვემოდან რაღაც გამოეძრო...
– მისი ახალგაზრდობის სურათი უნდა გენახა... ტურინში გავადიდე-
ბინე... ერთი კვირის წინ სრულიად შემთხვევით მოვკარი თვალი... დარ-
წმუნებული ვარ, ვერც ამოიცნობდი... არაფერი აქვს საერთო დღევან-
დელ ირენთან... ასეთი იყო ადრე... სანამ ოპერაციას გადაიტანდა... ნამ-
დვილი სასწაული! რა ტან-ფეხი! ვარდისფრად შეფაკლული ლოყები!
თავად სილამაზე! არაფერს ვამბობ მის ხიბლზე, ჩემო მეგობარო! ახლა
ხმა მკითხე, როგორი ჰქონდა. დრამატული სოპრანო! მთელი თავისი
სხეულით! მთელი თავისი არსებით! ვერ გადარჩებოდი! ახლა ძველი
დიდებულების აჩრდილიღა დარჩა... ვინ მოთვლის რამდენჯერ ჩავვარ-
დნილვარ მისი სილამაზის გამო უხერხულ მდგომარეობაში... განსაკუთ-
რებით მოგზაურობისას!.. ესპანეთი და იტალია როცა მახსენდება, გული
მიკვდება... იქაური მექალთანეები სულ მისკენ აპარებდნენ მზერას!.. იმ-
ხანად მეც საკმაოდ უჟმური, ფხუკიანი და ეჭვიანი ვიყავი... უმნიშვნელო
რამეზე წყობიდან გამოვდიოდი და დასაბმელი ვხდებოდი... ასჯერ მა-
ინც სულ რაღაც სანტიმეტრები მაშორებდა დუელს.
კურტიალი ისევ გადაეშვა ფიქრებში... პატივი ვეცი მის დუმილს... მე-
რე ისევ წამოიწყო ყბედობა...

559
– ყური მიგდე, ფერდინანდ! მთავარი ეს კი არ არის... დროა, სერიო-
ზულ რამეებზე ვილაპარაკოთ!.. ერთი ეს მითხარი, მბეჭდავთან თუ იყა-
ვი? მომისმინე და ეცადე, ნათქვამს კარგად ჩასწვდე... ვილაზე... კარგად
ვიქექე და... „სეკრეტერში“ ისეთ რამეს მივაგენი, რომელიც შეიძლება გა-
მოგვადგეს... თუ ჩემი ცოლი მოქანდა... და რამე გკითხა... სამარე ხარ,
იცოდე!.. არაფერი გინახავს, არაფერი იცი! მხედველობაში მაქვს პატარა
საჩუქარი – ბრელოკი და სამაჯური!.. ორივე მასიური ოქროსგანაა დამ-
ზადებული! ამას წყალი არ გაუვა! შემოწმებულია!.. 18 კარატი... აი, ბა-
ტონო, „კრედიტის“ ბეჭედიც! შეგვიძლია ვცადოთ!.. წახვალ
სორსელიესთან გრანჟ-ბალეტელიერის ქუჩაზე... ჰკითხე ერთი, ამა-
ში რამდენს გაიმეტებს... უთხარი, რომ ჩემია... პატარა სამსახურზე უარს
არ გვეტყვის... ხომ იცი, სად ზის?.. მეხუთეზე, კიბეზე „ა“... ისე ქენი, კონ-
სიერჟმა არ დაგინახოს! ჰკითხე, რამდენად შეიძენს ჩემგან. ეს ჩვენთვის
ერთგვარი ავანსი იქნება!.. თუ უარი გითხრა, როტემბურთან გადახვალ,
იუშეტის ქუჩაზე... ქაღალდი არ აჩვენო! ჰკითხე, რა გენაღვლება, რამდე-
ნად აიღებს... ისე, უბრალოდ... მე მხოლოდ მერე შემოგიერთდებით...
იცოდე, აი, ის, გამოხოხილი როტემბურელი ჯიბგირია!..
***
მინდა გითხრათ, რომ „ბონზ-ანფანის“ კომისარი თავისი ანგელო-
ზის სიფათით ჩამოყალიბებული ქაქი აღმოჩნდა. სინამდვილეში, სწო-
რედ რომ მის გამო აღიძრა საქმე ჩვენზე სასამართლოში... და პროკურა-
ტურის აქტიურ ჩარევას მას უნდა ვუმადლოდეთ... მართალია, ხათაბა-
ლა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ სრულიად საკმარისი აღმოჩ-
ნდა იმისთვის, რომ მაგრად ჩაგვეჯვა... სახლი პოლიციელებით გაიძეძ-
გა... ადგილი არ დარჩა, სადაც არ ფუთფუთებდნენ... ფორმალური ჩხრე-
კა... ისე, საკითხავია, რა შეიძლებოდა ჩვენგან წაეღოთ!.. არც არაფერი!
ფაქტია, რომ მოჟამული სიფათებით გაიფხიკნენ აქედან... სამხილები
არ ეყოთ ნაბიჭვრებს, დანაშაული ოფიციალურად წაეყენებინათ... გა-
მომძალველობა ვერ დაგვიმტკიცდა. კი სცადეს ჩვენი დაბოლება, მაგ-
რამ ისეთი ალიბებით ვიყავით აღჭურვილები, ქვას გახეთქავდა... ასე
რომ, ყლე ვერ მოგვჭამეს!

560
ძალიან ადვილად ჩამოვირეცხეთ ჭუჭყი და ნაგავი! კურტიალმა ტექ-
სტებიდან მხოლოდ ის ამონარიდები ამოიღო, რომელიც ჩვენს წის-
ქვილზე ასხამდა წყალს... ბოლო ხანს კი მხოლოდ „ორფევრში“ თით-
ქმის ყოველდღე დაათრევდნენ... მოსამართლემ, როგორც კი კურტიალ-
მა თავის მართლება და ხმაურიანი პროტესტი გააჩაღა, ხუთ წუთში სა-
შინლად მოიწყინა... და იქვე მიახალა:
– სანამ თავის მართლებას დაიწყებთ, დააბრუნეთ მანდატები... და-
უბრუნეთ ხელმომწერებს... ეს თქვენი ამბავი ნდობის ბოროტად გამო-
ყენების კლასიკური ნიმუშია... ტიპური გამომძალველობა!
ამგვარი სიტყვების გაგონებაზე ბებრუხანა გაცოფებული წამოხტა...
თავს ქანცგაწყვეტამდე იცავდა... მის არსენალში არსებული ყველა სა-
შუალების ამოწურვამდე... ხელებით, ფეხებით... სასოწარკვეთილმა
უკან ერთი ნაბიჯითაც არ დაიხია..
– რა დავაბრუნო? მუხთალი ბედისწერა, როგორც ჩანს, ჩემ წინააღ-
მდეგ ამხედრებულა... ვერ წარმოიდგენთ, როგორ მამწუხრებს მისი ასე-
თი განწყობა... ძალიან დამღალა არაქათი გამომაცალა... ადამიანები
გაშმაგებულები ცდილობენ მოთმინებიდან გამომიყვანონ და ეს მათ
ენით აღუწერელ სიამოვნებას ანიჭებს! არ მასვენებენ! ამოსუნთქვის სა-
შუალებას არ მაძლევენ! მძარცვავენ! მანადგურებენ!.. ფეხქვეშ გამიგ-
დეს და გადამთელეს, ბუნებაში არსებული ყველა მეთოდით მამცირე-
ბენ!
ახლა კიდევ რა უნდა ჩემგან? მინდა ვიცოდე, რა პრეტენზიებს მიყე-
ნებს. გადაწყვიტა, რომ ბოლო მათლაფა ამგლიჯოს ხელიდან? უკანას-
კნელი დანაზოგი ამწაპნოს? თუ არარსებული გამოსასყიდი? ეს წარმო-
უდგენელი სისასტიკეა! ეს ჭეშმარიტი კრაზანას ბუდეა! კლოაკა! მე ამა-
ში ეჭვი უკვე წამითაც არ მეპარება. ეს წარმოუდგენელი ფლიდობაა! აქ
ანგელოზიც კი გაირყვნებოდა, ღმერთო ჩემო, არც მე ვარ უმანკო და
ამაღლებული!.. უბრალოდ თავს ვიცავ! ეს იძულება გულს მერევს და
ამას ყველას გასაგონად ვაცხადებ!.. მე ხომ წვრილ-წვრილად მოვახსენე
ყველაფერი თქვენს ძვირფას სასამართლოს ვირთხას, იმ ჯამბაზს, მა-
იმუნსა და გათახსირებულს! იმ ფლიდსა და თავზეხელაღებულ აფე-
რისტს! მთელი ჩემი სიცოცხლე, ბატონო, მეცნიერებისა და ჭეშმარიტე-

561
ბის მსახურებას შეეწირა! და ეს პირადი თავდადებულობის, მამაცობისა
და გამბედაობის წყალობით შევძელი!.. თქვენ რა 1287 ფრენის განხორ-
ციელება ხუმრობა გგონიათ?! ხიფათებითა და თავდაუზოგავი ბრძო-
ლით აღსავსე კარიერა? მუდამ სამი სტიქიონის პირისპირ ყოფნა?! ახლა
ეს ცინგლიანი კომპანიები გადამიხტნენ წინ?! აჰ! აჰ! ადამიანის უმეცრე-
ბა უსაზღვროა! ისევ გამოჰყო ფეხი არა იმ კუმ? ბნელეთის მოციქულმა?!
მე მებრძვის, არა? ადამიანს, რომელმაც ამდენი იღვაწა სინათლის-
თვის... ოჯახების აღზრდა-განათლებისთვის! და ამით უნდა დავასრუ-
ლო? ტფუუ! უნამუსებო! მე ალყა გიენების პირსისხლიანმა ხროვამ შე-
მომარტყა! იძულებული გამხადეს, დამამცირებელ, ყველაზე მდაბალ
ხრიკებს მივმართო! ფლამარიონი არ დააყოვნებს მოსვლას! ის მოწმედ
დამიდგება!
– გაჩუმდით, დე პერეირ!..
– როგორ ბედავს ეს არამზადა, სიტყვა გამაწყვეტინოს? თან ასე თავ-
ხედურად! ეს უზრდელი, ცინგლიანი და უბადრუკი არსება!..
– ხმა ჩაიწყვიტეთ! საკმაოდ დიდხანს გისმინეთ და კმარა... თქვენ აც-
დით მთავარ თემას!.. თქვენი კონკურსი „მუდმივ ძრავაზე!“ მე ხელთ
მიპყრია ყველა დოკუმენტი... ყველა მტკიცებულება. ამას მხოლოდ ერ-
თი შეფასება შეიძლება მოეძებნოს – გრანდიოზული სიცრუე! და მსგავ-
სი რამ პირველად კი არ ხდება! წინ მხოლოდ ყველაზე აშკარა და თვალ-
საჩინო მიდევს... ყველაზე ბოლო და ყველაზე თავხედური! ოსტატურად
მოგიფიქრებიათ, ღმერთმანი, უნდა ვაღიარო!.. ცინიკური ხაფანგი უეშ-
მაკო და მიამიტი ადამიანებისთვის! 222-ე სტატიას ვერ დაუძვრებით,
ბატონო დე პერეირ! თქვენი არგუმენტებით შეგიძლიათ სხვა გააცუ-
როთ, ჩემთან ეს არ გამოგივათ... უბრალოდ, გირჩევთ, გამოტყდეთ და
ყველაფერი პატიოსნად აღიაროთ! გადაიკითხეთ თქვენი პროსპექტი!
ისევ გადაავლეთ თვალი თქვენს შენიშვნებსა და განმარტებებს! ეს არის
ფენომენალური სითავხედე! ამ კონკურსში პატიოსნებაზე მინიშნებასაც
ვერ იპოვის ადამიანი! შეუძლებელია, ამას გამართლება მოეძებნოს...
სრული ქაოსი და განუკითხაობა! თქვენ გაცუცურაკების შეუდარებელი
ოსტატი ბრძანდებით... ნებისმიერს დაახვევთ ტარაბუას... გააბრუებთ...
თავგზას აუბნევთ... თითზე დაიხვევთ... თვალში ნაცარს შეაყრით...

562
თქვენ მიზანდასახულად შექმენით ისეთი მუხლები, რომელიც ყოველ-
გვარი ექსპერიმენტის ჩატარებას გამორიცხავს... შესანიშნავი მიგნებაა,
ვერაფერს იტყვის კაცი! ჩინებულია, ყოჩაღ! შეუდარებელი ყალთაბან-
დობაა! წმინდა წყლის გაიძვერობა, ძარცვა დღისით მზისით! ქურდი
ხართ, დე პერეირ! და არა სანიმუშო მეცნიერი! მხოლოდ იმ ხაფანგების
ხარჯზე ცხოვრობთ, რომლებსაც ენთუზიასტებს უგებთ! პატიოსან
მკვლევარებს! თქვენ უნებართვოდ ნადირობთ, ბრაკონიერობთ კვლევე-
ბის ნაკრძალში... თქვენ ხართ ტურა, დე პერეირ! უსინდისო მხეცი! სიბ-
ნელეში იმალებით, გაუვალ ჯაგნარში! ნებისმიერ სინათლეს გაურბი-
ხართ! მაგრამ მე გამოვააშკარავებ ყველა თქვენს მდაბალ ქმედებას,
საქვეყნოდ განვაცხადებ, რომ საშიში სუბიექტი ხართ! გულისამრევი!
ზნედაცემული! გადაჯიშებული! მუტანტი! ყოველდღე ვაგზავნი რუნჟი-
ში აფერისტების მთელ ხროვას, მაგრამ ისინი თქვენთან შედარებით
წმინდანები არიან!
„მაგრამ ეს „მუდმივი ძრავა“ ხომ ჰუმანისტური იდეალია, – შევეპასუ-
ხე იმ საქონელს... – ამას გარდა, გაიხსენეთ არისტოტელე, მიქელანჯე-
ლო... და ლეონარდო და ვინჩი!..“
„როგორ აძლევთ თავს ამაზე მსჯელობის უფლებას?! – გამომენთო,
– თქვენ რა თავი მარადიული გგონიათ? უნდა გახდეთ ასეთი, გესმით ჩე-
მი?.. რომ კონკურსის შედეგების სამართლიანი შეფასება შეძლოთ! დი-
ახ! დიახ! ო! აქ ნამდვილად გამოგიჭირეთ! ასე არ არის? მარადიულობა!
გამოდის, თქვენ მარადიულები ხართ? აი, ასე, სრულიად მარტივად!
ჩემთვის ყველაფერი ნათელია! საღი გონებაც კი თქვენ წინააღმდეგაა
ამხედრებული! მიგიხვდით ჩანაფიქრს! თქვენ კი წამოიწყეთ ეს კონკურ-
სი, მაგრამ მის დასრულებაზე არც გიფიქრიათ, ის არასდროს არ უნდა
შეწყვეტილიყო, ნამდვილად ასეა!.. სხვა რამეს არც დავიჯერებ! თქვენი
ერთადერთი მიზანი ამ უბედური ადამიანების ძარცვა იყო!.. მობრძან-
დით ერთი და აი, აქ, ქვემოთ მომიწერეთ ხელი!“
კალამი გამომიწოდა... ოჰ!.. გათახსირებული!.. სითავხედის კულმი-
ნაციური წერტილი! ამოსუნთქვაც არ მაცალა ნაგავმა... თავისი ქაღალ-
დი ცხვირწინ დამიდო... არა, მსგავსი რამ ოდესმე გინახავთ? თითქოს სა-
ხეში შემაფურთხა! რა თქმა უნდა, მყისიერი უარი ვტკიცე! ცხადია, ეს

563
იყო რუდუნებით მოფიქრებული ხაფანგი... ვერაგული ალყა! არც დამი-
მალავს... … პირდაპირ ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე! ენა მუცელში
ჩაუვარდა. მე კიდევ ამაყი და თავაწეული გავედი ოთახიდან!
– ხვალამდე გადავდოთ, დე პერეირ! – დამაწია კორიდორში, – ოდნავ
მოიცდით, სულ ეს არის! არც არაფერი მოგივათ!
„თქვენ თავი მარადიული გგონიათ?! არა, დააკვირდით იმ მამაძაღ-
ლის აპლომბს!.. ფანტასტიკური უნამუსობა! ველურებს თავი ყოველ-
თვის ეშმაკი გგონიათ, იმიტომ რომ კუნთები აქვთ, ცოტა ბალანი და
უზარმაზარი დრუნჩი... ეს მართლაც ასეა! ვიცი, რასაც ვამბობ! ეს გაუგო-
ნარი და ამაზრზენი სიტყვებია! როგორ შეიძლება, ადამიანს მსგავსი
რამ თავში დაებადოს?! ღმერთო ეს რა მარგალიტთან მქონდა საქმე!
მაგრამ... ჩემი უნაგირიდან გადმოგდება არც ისე ადვილია, შვილო!
ამისთვის სხვა რამ, ბევრად უფრო გონივრული უნდა მოიფიქრო! ეს სუ-
ლელური ხაფანგები რაში გამოგადგება? არამზადებო! ავაზაკებო! ქუ-
ჩის ავარებო! მათი გულისამრევი თავგასულობა მხოლოდ რწმენასა და
მიზანდასახულობას მიძლიერებს! ჩემსას არ გადავალ! მოსახდენი მოხ-
დეს! დაე, წამართვან საჭმელ-სასმელი! დამტოვონ უსახლკაროდ! წამო-
მაგდონ თბილი ლოგინიდან! დილეგში მიკრან თავი! მაწამონ, როგორც
მოეპრიანებათ!
ჩემთვის სულერთია! ჩემი სინდის-ნამუსი შეურყვნელია და სხვას
არც არაფერს ვნატრობ! ესაა მთავარი!.. ფერდინანდ, ესაა ჩემი პოლა-
რული ვარსკვლავი... ჩემი მეგზური!..
ამ ფორმულას უკვე ზედმიწევნით ვიცნობდი... მამაჩემს სხვა კი არა-
ფერი ეკერა პირზე... გამომილაყა ტვინი ამ ფრაზებით. ვერ ვიტყვი, რომ
იმხანად სინდის-ნამუსი იდევნებოდა! მაგრამ ეს არ იყო გამოსავალი...
უფრო სწორად, მიტევება... პროკურატურაში ტვინს იჭყლეტდნენ, მოეჭ-
რათ თუ არა ამ ავაზაკისთვის საკანში თავი... იმავდროულად ეს სიაფან-
დობა „მუდმივი ძრავის“ შესახებ მაინც ძალიან მოსახერხებელი და კომ-
ფორტული რამ იყო... შეიძლებოდა მისი ათასნაირად ინტერპრეტირე-
ბა... გადავადებით, ცხადია, ვისარგებლეთ... გავრეცხეთ მასალა... მთე-
ლი ეს ხარახურა სარდაფიდან... ბუშტის ნაგლეჯებიც კი... გასივებული
დიასახლისი საგანგებოდ ჩამოვიდა მონტრტუდან... უნდოდა, ყველა სა-

564
დავე ხელში მოექცია და ემართა, როგორც მოეპრიანებოდა... განსაკუთ-
რებით ამ ნაგვის გაყიდვით დაინტერესდა... ანუ ბუშტის ეშმაკის მანქა-
ნებით გადარჩენილი ნაწილის... ერთი გზობა ყველაფერი ზურგით ვათ-
რიეთ. მეორეზე – ხელურმით... გვარიანად გავასაღეთ ტამპლში... კარო-
შიც კი... მექანიკური ნამსხვრევების უამრავ მოყვარულს გადავეყარეთ...
შაბათს უკვე „რწყილის ბაზარზე“ (ძველმანების ბაზარი) წიგნები სულ
ბითუმად ვყიდეთ... ის, რაც „ერთგულიდან“ შემოგვრჩა, ზედ მივაყო-
ლეთ... ინსტრუმენტებს... ბარომეტრსა და ბაგირებსაც გამოუჩნდათ
მუშტრები... რამდენიმე სეანსში ჩვენი ეს ავლა-დიდება ოთხას მონეტად
ვაქციეთ... ძალიან კი გვეამა... მბეჭდავს ვალის ნაწილი მივაშავეთ, თან
ცოტათი მისი გულიც მოვიგეთ. „ბენუატონშიც“ ფარღალალა ქოხმახის
ქირის ნახევარი შევიტანეთ!
იმ მომენტიდან მოყოლებული მოგზაური მტრედების არსებობამ
მნიშვნელობა დაკარგა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საკვე-
ბით ისედაც არ ვანებივრებდით... ორ დღეში ერთხელ მხოლოდ... მაგ-
რამ ეს ცოტაც ძალიან ძვირი გვიჯდებოდა... მარცვალს ცეცხლი ეკიდა,
მაშინაც კი როცა ბითუმად იძენდი. მათ გაყიდვას აზრი არ ჰქონდა... ისევ
უკან მოფრინდებოდნენ... მე ხომ ეს კარგად ვიცოდი... ახალ პატრონებს
ვერასდროს შეეჩვეოდნენ... ეს პატარა, საყვარელი, უღალატო, ერთგუ-
ლი, გასაოცრად მოშინაურებული არსებები სხვენზე მოთმინებით მე-
ლოდნენ... როგორც კი კიბეზე ჩემი ფეხის ხმას გაიგებდნენ, გაორმაგე-
ბული ენთუზიაზმითა და ხალისით ღუღუნებდნენ... კურტიალმა რამ-
დენჯერმე მიგვანიშნა, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ მათ „სწრაფ-
მხარშში“ გადავუძახებთო... ის უბედურები პირველ შემხვედრზე გასაჩუ-
ქებლად არ გვემეტებოდა. მათ მოსაკლავადაც კი სხვას ვერ დავუთმობ-
დი... ვფიქრობდი გამოსავალზე... მათ ადგილას რომ აღმოვჩენილიყა-
ვი, დანით სიკვდილს არ ვისურვებდი... არამც და არამც... არც ის მომინ-
დებოდა, რომ ვინმეს გავეგუდე... გამოვეშიგნე... და ასო-ასო ავექენი...
მიმძიმდა გადაწყვეტილების მიღება... ძალიან ახლოს ვიცნობდი მათ!..
მაგრამ უკან დახევაც არ შეიძლებოდა... რაღაც გზას უნდა დავდგომო-
დი... ბოლო ოთხი დღე ხომ საერთოდ მშივრები დამრჩნენ... მარცვლის
მარაგი ამოგვეწურა... ოთხ საათზე კიბეს ავუყევი... იფიქრეს, რომ ეშვე-

565
ლათ... ამჯერად მათი ღუღუნი განსაკუთრებულად მელოდიური მომეჩ-
ვენა... „აბა, მოემზადეთ, მგალობლებო, ბაზრობა გრძელდება, მანქა-
ნით მივდივართ!“ – გამოვუცხადე. ძალიან კარგად გაიგეს, რაც ვუთხარი.
ინდური ლერწმისგან დაწნული კალათის კარი ფართოდ გავაღე... თვა-
ლის დახამხამებაში შიგ შეცვივდნენ... რუდუნებით ჩავრაზე... სახელუ-
რებში თოკები გავატარე და სიგრძე-სიგანეზე კარგად გავკოჭე... ამგვა-
რად
„კიდობანი“ მზად იყო... ცოტა ხნით კორიდორში დავტოვე... ქვემოთ
ჩავირბინე... კურტიალისთვის არაფერი მითქვამს... დავიცადე, სანამ
დასალევად წავიდოდა... სადილამდე მომიწია ცდა... ვიოლეტამ ფანჯა-
რაზე დამიკაკუნა... „მოგვიანებით შემოიარე, ძვირფასო... ახლა გავდი-
ვარ! ძალიან მეჩქარება!“
ვიოლეტა არსადაც არ წავიდა... ერთ ადგილზე დარჭობილმა საუბა-
რი გამიბა:
– მინდა რაღაც გითხრა, ფერდინანდ!
– წადი! – გავუმეორე...
ბოლოს კალათის ჩამოსატანად ავედი... ჩამოვათრიე სხვენიდან...
თავზე დავიდგი და რწევა-რწევით გავუდექი გზას... მონპასიეს ქუჩით ვი-
არე... გადავჭერი კარუსელის მოედანი... ვოლტერის სანაპიროზე არემა-
რე დავზვერე... კაცის ჭაჭანება არ იყო... ქვემოთ, სანაპიროზე ერთ-ერთ
საფეხურზე უზარმაზარი რიყის ქვა ვიპოვე... მივაბი კალათას... კიდევ
ერთხელ მივიხედ-მოვიხედე... ფუთა ორივე ხელით ავწიე და წყალში
რამდენადაც შემეძლო შორს მოვისროლე... ხმაური დიდად არ მოჰყო-
ლია... ყველაფერი მექანიკურად გავაკეთე...
მეორე დღეს დილით კურტიალს ყველაფერი უემოციოდ მოვუყევი...
არც დამალვა და არც მოსათხრობად ხელსაყრელი მომენტის მოძებნა
არ მიცდია... კრინტი არ დაუძრავს... არც გოგონას... მაღაზიაში აღმოჩ-
ნდა ამ დროს... ჩემს სიფათზე ისქესეს, რომ ახლა გატრაკებას უნდა მო-
რიდებოდნენ...
***
აქედან რომ წავსულიყავით, დარწმუნებული ვარ, შეგვეშვებოდნენ...
არც ვინმეს დახმარება დაგვჭირდებოდა... თავადაც მშვენივრად გავი-

566
დოდით სამშვიდობოს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს „ჟენიტრონს“ მშვე-
ნივრად ეჭირა თავი, შესაშურად კარგად უძღვებოდა დებატებსა და დის-
კუსიებს... რაც მართალია, მართალია, ამ გაზეთს ყოველთვის ჰქონდა
გამორჩეული... მტკიცე პლატფორმა... აუდიტორიაც შთამბეჭდავი ჰყავ-
და... ბევრი დღესაც იხსენებს, როგორი საინტერესო წასაკითხი იყო გა-
მოცემა... ვერ წყდებოდნენ... თავიდან ბოლომდე ეცნობოდნენ... ეს იყო
ცოცხალი არსება... რეგულარულად აცნობდა მკითხველს ახალ აღმოჩე-
ნებს, გამომგონებელთა საზრუნავსა და სიძნელეებს... ხუმრობის გარე-
შე... მისი სხვა პერიოდიკით ჩანაცვლება ვერავინ ვერასდროს შეძლო...
ერთადერთი ხელისშემშლელი, რომელიც წელში გამართვის საშუალე-
ბას გვისპობდა და მუდამ საფრთხის წინაშე გვაყენებდა, თავად კურტია-
ლი იყო, თავისი ავადმყოფური გატაცებით... დოღი! დარწმუნებული ვი-
ყავი, რომ თამაშსაც სულ მალე განაახლებდა... სულ ტყუილად მარწმუ-
ნებდა – დოღს ახლოსაც არ გავეკარებიო... ვხედავდი, რომ ფულადი
გზავნილები მატულობდა... ერთხელაც ერთბაშად სამი მანდატი მივი-
ღეთ... სამი ხუთფრანკიანი... როგორც
ჩანს, ახალი ხელმომწერები იყვნენ... ჰოპ! უსაფრთხოების ზომები
ხომ არ გამეტარებინა? თორემ მათ ისევე ვეღარ ვიხილავდი, როგორც
საკუთარ თვალებს! მოკლედ, ეს კაცი ჯამბაზად იყო დაბადებული! წარ-
მოიდგინეთ ახლა... მხოლოდ გასავალზე მუშაობას რომელი ბანკი გაუძ-
ლებდა?! პერუს ბანკსაც დედა ეტირებოდა! ისე, სადღა ხარჯავდა ეს ტა-
კიმასხარა ჩვენს ფულს? „ამბოხში“ უკვე აღარ დადიოდა... როგორც ჩანს,
„ბუქის“ ადგილი გამოიცვალა. საკუთარ თავს პირობა მივეცი: მე ვიყო
უკანასკნელი ადამიანი, თუ ვერ მივაგნო, სად დაეთრევა-მეთქი. ამ
დროს ბედი არ გინდა, ისევ განახლდა დევნა... ყველაფერი თავიდან და-
იწყო... კურტიალი პრეფექტურაში დაიბარეს... იმ ძაღლს „ბონზ-ანფანი-
დან“ ძვლის პირიდან გაგდება არ უნდოდა... შეტევაზე გადმოვიდა...
წურბელას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა – ჩვენი სისხლისგან ბოლომდე
დაცლა და გასრესა... სახელგავარდნილი კონკურსის ახალი მსხვერ-
პლნი გამოქექა... არ დაიზარა და გობელენის იაფფასიანი ავეჯით გაწ-
ყობილი ბინებიც დაიარა... ააქოთა იქაურობა... სადაც შეეძლო, ხელ-
მომწერნი გადაგვიმტერა... ააფორიაქა... ახალი საჩივრების შეტანისკენ

567
მოუწოდა... სიცოცხლე გაგვიმწარა! მეტის მოთმენა შეუძლებელი იყო...
სასწრაფო ზომების გატარებაზე უნდა გვეფიქრა. ის ვირისთავი როგორ-
მე უნდა მოგვეშორებინა... ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და შემდეგ დას-
კვნამდე მივედით. კონფლიქტის გადასაჭრელად... აუცილებელი იყო...
ხაზს ვუსვამ უმთავრესს... ყველა ტვინის მღრღნელის ორ ჯგუფად დაყო-
ფა... ერთი მხრივ, ისინი, ვინც მხოლოდ ფორმალურ მონაწილეობას
იღებდნენ... მელანქოლიით შეპყრობილები... დეპრესიულები... ხელმო-
ცარულები... ამ ნაგავთან საქმის მოგვარება მარტივი იყო... ამიტომ შეგ-
ვეძლო მათთვის საერთოდ არაფერი არ დაგვებრუნებინა... მეორე
მხრივ კი ისინი, ვინც გამუდმებით ყვიროდნენ და იქაურობას ამყრალებ-
დნენ... ყველაზე საშიშნი სწორედ ისინი იყვნენ... საჭირო იყო, მათი შერ-
ბილება... მორჯულება და რაც შეიძლება სწრაფად დაშოშმინება... უნდა
გავსაუბრებოდით მათ და ტკბილეულის პატარა ნაჭერი მაინც მიგვეგ-
დო... სად გვქონდა ყველაფრის დაბრუნების თავი!!! წარმოუდგენელი
იყო და მერე რისი გულისთვის? მხოლოდ პატარა პრემიას თუ გაიღებდა
კაცი. ყველაზე ბევრი ერთ-ორ ხუთფრანკიან ბანკნოტს. ამგვარად, ჩათ-
ვლიდნენ, რომ ყველაფერი არ დაუკარგავთ... ამ ჟესტში, არ არის გამო-
რიცხული, ბედ-იღბლის მათდამი კეთილგანწყობაც კი ამოეკითხათ.
როცა დადგა საკითხი, ვინ გაუძღვებოდა ამ უეშმაკო საუბრებს, კურტი-
ალმა ფერი დაკარგა... ენაც მუცელში ჩაუვარდა. მარტო ვერ წავიდოდა...
ეს წარმოუდგენელი იყო. იმის გაფიქრებაზე, რომ თავის დამცირება მო-
უწევდა, კურტიალს გულძმარვა ეწყებოდა... და რა დღე დაადგებოდა მის
ავტორიტეტს? ხომ არ დაკნინდებოდა მისი ღირსება გამომგონებლების
თვალში... მოკლედ, ჩემ გარდა მათთან კეთილი სიტყვის მიმტანი არა-
ვინ იყო. მე კიდევ არანაირი ავტორიტეტი არ გამაჩნდა, ასე რომ, ჩემი
პატივმოყვარეობა დიდად არ უნდა შელახულიყო... მიუხედავად ყვე-
ლაფრისა, მსგავსი პერსპექტივა სულაც არ მახალისებდა... პირიქით, უკ-
ვე ვგრძნობდი როგორ მემატებოდა ზიზღი და ღვარძლი. კი შემეძლო
უკან დამეხია, მაგრამ ეს იქნებოდა საბოლოო კრახი. ყველას ხელები
რომ ჩამოგვეშვა, გაზეთი შეწყვეტდა არსებობას... დაიწყებოდა პანიკა
და სრული განუკითხაობა... საბოლოო ჯამში საქმე სრული გაკოტრებით

568
დასრულდებოდა... მართლაც, ტრაგედია უნდა დამტყდომოდა თავს, ამ-
ნაირი საძაგელი მისია რომ მეტვირთა...
მოსამზადებელ სამუშაოებს შევები... ავიმაღლე ენთუზიაზმი, გუნე-
ბა-განწყობა, მხნეობა... ჩემთვის გონებაში ყველაფერი რამდენჯერმე
გავიმეორე... ის, რაც უნდა მომეყოლა... ტყუილ-მართალი... ჭორები...
ბოდვები... ათასგვარი მონაჩმახი... წარუმატებლობის მიზეზებსაც
უნდა შევხებოდით... წინასწარი ცდებიდან მოყოლებული! ყველაფერი
მეცნიერებს შორის საორგანიზაციო საკითხების გამო გაჩაღებული და-
ვებისათვის უნდა დამებრალებინა... აქცენტი უთანხმოებათა და დაპი-
რისპირებათა სიმრავლეზე გადამეტანა... გამოსვლა შეპირებით უნდა
დამეგვირგვინებინა... რომ გაისად უკეთეს ორგანიზაციას უზრუნველ-
ვყოფდით... მოკლედ, მე როგორც დირიჟორს, ორკესტრის ყველა ინ-
სტრუმენტის გამართულ ჟღერადობაზე უნდა მეზრუნა... ისე ერთ მაგარ
ცემა-ტყეპასაც არ გამოვრიცხავდი... აბა, პატარავ! მაგრად დაუდექი! თა-
ვიდან მათთვის ყველა გეგმა, ნიმუში, ნახაზი და მსგავსი ნაგავი უნდა
დამებრუნებინა... ამავდროულად ბოდიში მომეხადა...
შორიდან მოვუარე... ვეკითხებოდი, ჩემი წერილი ხომ არ მიგიღიათ-
მეთქი... რომელშიც ჩემი მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ვაფრთხი-
ლებდი? არა? მოუთმენლობისგან ცმუკავდნენ... წინასწარ ზეიმობდნენ
გამარჯვებას! ადრე ჩემი გამოცხადებისას თუ მაგიდის გარშემო ის-
ხდნენ და ილუკმებოდნენ, მეც აუცილებლად მეპატიჟებოდნენ... თუ
ოჯახებიც თან ახლდათ, ჩემი მისია ამდენი ადამიანის წინაშე მეტისმე-
ტად დელიკატური ხდებოდა... ვცდილობდი, ტაქტის გრძნობა ერთი წა-
მითაც არ დამეკარგა! ისინი, ოცნებებით შეპყრობილნი, ღრუბლებში
დაფრინავდნენ! ეს იყო ყველაზე საძაგელი და დამთრგუნველი მომენ-
ტი... აუცილებელი იყო, მათი გადარწმუნება... მეც ხომ მათთან სწორედ
ამ დავალებით მოვდიოდი... ყველანაირად ვუხსნიდი... მივმართავდი
ნიუანსებს, როცა ბოლოს და ბოლოს სათქმელს მიმიხვდებოდნენ, მა-
დაც ეკარგებოდათ... წელში იმართებოდნენ და მონუსხულებივით გაყი-
ნული და უმეტყველო თვალებით ისხდნენ... დანებს უყურადღებოდ
არასდროს ვტოვებდი... ცალი თვალი ზედ მქონდა მიწებებული... როდე-
საც თეფშებზე ქარბუქი ამოვარდებოდა, ზურგით კედელს ვეყრდნობო-

569
დი... ამგვარად მოსალოდნელი თავდასხმისთვის ვემზადებოდი... თუ
რამე, – საწვნე უნდა ამეტაცა და აგრესორისთვის თავზე დამემხო... ასე
რომ, პირველსავე საეჭვო მოძრაობაზე მე თვითონ ვტეხდი ხმაურს და
შემეძლო იდიოტისთვის თავი გამეპო. ასეთი თადარიგის დაჭერა უმრავ-
ლეს შემთხვევაში ჩემი უსაფრთხოების გარანტია გახლდათ... მწვავე
შეგრძნებების მოყვარულები კი შიშით დიდად ფრთებს ვერ შლიდნენ...
საერთო ჯამში ამგვარი შეხვედრები, როგორც წესი, მშვიდობით მთავ-
რდებოდა... დუჟმორეული მოლოცვებიც მახსოვს... ღვინით შეზარხოშე-
ბულთა გუნდური ამოხვნეშაც და ბოყინიც... განსაკუთრებით იმ უბადრუ-
კი ხუთფრანკიანების ჩამორიგებისას... მაგრამ ერთხელაც, მიუხედავად
სიფრთხილის ზომებისა და მიღებული გამოცდილებისა, მაინც მაგარ
ხათაბალაში გავეხვიე... თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეს მოხდა უა-
რონის ქუჩაზე, 72 ნომერში... რომელიც დღემდე არსებობს... ტიპი ზეინ-
კალი იყო... თავის ოთახში მუშაობდა... მესამეზე კი არა, არამედ მეოთ-
ხეზე... მისი მთავარი საქმიანობა იყო ისეთი კლიტეების დამზადება,
რომელთა გაღებას ბინის ქურდები თვალის დახამხამებაში მოახერხებ-
დნენ... გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მე კი ვიცი, რასაც ვყვები... „მუდმივი
ძრავის“ კონკურსზე კი რაღაც დინამოს მიმსგავსებული წისქვილი წარ-
მოადგინა კონტაქტური ფარული ჩართვით... ამგვარად, ის ჭექა-ქუხი-
ლის ენერგიას აგროვებდა... აპარატი ერთი ბუნიობიდან მეორემდე არ
უნდა გაჩერებულიყო...
მოკლედ, მივედი... ქვემოთ სახლის პატრონს ვკითხე, გამომგონებე-
ლი სად უნდა მეძებნა... მეოთხეზეო, მითხრა. სანამ ავბობღდი, ოფლად
დავიღვარე... ამას გარდა, გაღიზიანებულიც ვიყავი... წოწიალი ყელში
მქონდა უკვე ამოსული... დავაკაკუნე... შემიშვა... პირდაპირ საქმეზე
გადავედი... ვატაკე, რაც უნდა მეთქვა... ტიპს კრინტი არ დაუძრავს... კარ-
გად არც კი შემითვალიერებია... ეს იყო ნამდვილი ათლეტი... ლაპარაკი
ჯერ არც დამემთავრებინა... გამოქანდა და ისეთი მდრუზა, თვალები-
დან სულ ნაპერწკლები მაყრევინა... გამთიშა... მერე განჯინას მიმახეთ-
ქა... ცოფიანმა ხარმა ბოლოს კიბეზე დამაგორა... სამი სართული რიხინ-
რიხინით ჩავათავე... უცნობებმა ძლივს ამკრიფეს ტროტუარზე... ყველა
ხვრელიდან სისხლი მდიოდა... ურიკაზე დამაწვინეს... გონებაწასულს

570
ჯიბეები კარგა გვარიანად გამომიფხიკეს... ჩემი ორი ხუთფრანკიანი უკ-
ვალოდ გამქრალიყო!..
მსგავსმა შეტაკებამ ჭკუა მასწავლა... ბევრად უფრო ფრთხილი გავ-
ხდი... ოთახში გიჟივით შევარდნას ვერიდებოდი... მოლაპარაკებებს
ჯერ გარედან, ნეიტრალურ ტერიტორიაზე ვმართავდი... პროვინციის
მოთხოვნებზე სხვა სისტემა გვქონდა შემუშავებული... ვუმტკიცებდით,
რომ ფული წერილით გადავუგზავნეთ... რომ დღე დღეზე მიიღებდნენ...
„შესაძლოა, მისამართი... დეპარტამენტი... ან ადრესატის გვარ-სახელი
შეგვეშალა ან კიდევ სხვა რამ, ახლა ზუსტად ვეღარ ვიხსენებ... „მოგეხ-
სენებათ კონკურსის ორომტრიალში ყველაფერია მოსალოდნელი“, –
გვეკერა პირზე. ბოლოს და ბოლოს ბეზრდებოდათ ჩვენთან მიმოწერის
გაგრძელება... ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მარკებში უამრავი
ფული ეხარჯებოდათ...
ცოფიანებთან ტაქტიკის შერჩევა ბევრად უფრო მარტივი გახ-
ლდათ... ამას კორიდას უფრო შევადარებდი... სანამ ნაწლავებს დაგაკა-
ვებინებდნენ ხელში, უნდა მოგესწრო ბალუსტრადას გადავლებოდი და
თავისთვის გეშველა. მაგრამ რბილებთან, მორცხვებთან, შეშინებულებ-
თან, თავგზააბნეულებთან, იმათთან, ვინც მყისიერად იწყებენ თვით-
მკვლელობაზე ფიქრს... საქმის დაჭერა იყო ენით აღუწერელი ჯოჯოხე-
თი... ილუზიების მსხვრევა მათ უმძიმეს დარტყმას აყენებდა. ამნაირ
უბედურებას მძიმედ ინელებდნენ... ცხვირით თეფშში ემხობოდნენ და
არწყევდნენ... არაფრის გაგონება არ სურდათ... თვალები ფოსოებში უც-
ვივდებოდათ... შუბლი ოფლის მარგალიტებით ეფარებოდათ... სახე
უკანკალებდათ... ამის ყურება აუტანელი იყო... კრეტინებად დაბადებუ-
ლები! გვხვდებოდნენ ისეთებიც, ვისთვისაც ეს იყო დასასრული. ისინი
სხდებოდნენ, მერე ისევ დგებოდნენ... იმშრალებდნენ სახეს... საკუთარი
ყურებისა არ სჯეროდათ... რომ მათი აღჭურვილობა ცუდად იყო გამარ-
თული და მუშაობდა უჭირდა... ეს ჩუმად უნდა გაგვემეორებინა... ნახაზე-
ბი უკან შეგვეტენა... მათ ტკივილსა და დარდს არ ჰქონდა საზღვარი...
ესენი გახლდნენ მგლოვიარე ადამიანები... სიცოცხლემ მათთვის აზრი
დაკარგა... აღარც სუნთქვა უნდოდათ... დაიშალნენ... ცალკეულ ნაწილე-
ბად დაქუცმაცდნენ...

571
პირის მოქონვა... მორჯულება სულ უფრო და უფრო უკეთ გამომდი-
ოდა... ლექსიკაც გამიმდიდრდა... დასამშვიდებელი სიტყვების ულევი
მარაგი დამიგროვდა... „Profundis“ იმედები!.. ვიზიტებს დადებითი მხა-
რეც ჰქონდა... არაერთი ახალი ნაცნობი და მეგობარი გავიჩინე... ურთი-
ერთობების დამყარებაშიც ერთობ ნიჭიერი აღმოვჩნდი... ადამიანები
ჩემ მიმართ სიმპათიების გამოხატვას აღარ ერიდებოდნენ... სენ-მორში
მხარდამჭერთა მთელი დაჯგუფება ჩამოყალიბდა... ძალიან დაინტე-
რესდნენ ჩვენი გამოკვლევებით... მეც დამიფასეს ძალისხმევა... პორტ
ვილმონბლიდან ვენსენამდე ფანებს ვეღარ
ვითვლიდი... მაგიური გეგმების მცოდნეებს და სრულიად არაგულ-
ღვარძლიანებს... დასავლეთის გარეუბნებშიც... პორტ კლინიანკურის
მიღმა, უბადრუკ კარავში, ნიავის შემობერვაზეც კი საცოდავად რომ კან-
კალებდა და სადაც ახლა პორტუგალიელები ცხოვრობენ, ორ გამომგო-
ნებელს გავეცანი... ტიპებმა თმის, ასანთის ღერებისა და ვიოლინოს სა-
მი ელასტიკური სიმისგან საოცარი თვითმაკომპენსირებელი სისტემა
შექმნეს, რომელიც ჩემი აზრით, სრულიად გამართულად მუშაობდა. ეს
იყო პირომეტრული ძალა... ყველაფერი სათითურში ეტეოდა... ეს იყო
ერთადერთი „მუდმივი ძრავა“, რომელიც მოქმედებაში ვნახე.
გამომგონებლებს შორის ქალებს იშვიათად თუ გადაეყრებოდით...
მიუხედავად ყველაფრისა, მქონდა ბედნიერება, ერთ-ერთ მათგანს გავ-
ცნობოდი... მოანგარიშედ მუშაობდა რკინიგზის სისტემაში... მოცალეო-
ბის ჟამს ინგლისური ქინძისთავის დახმარებით სენის წყალს ხლეჩდა.
პნევმატურ აპარატსა და რუმკორფის კოჭას სათევზაო ბადით დაათრევ-
და. ამას გარდა, ჯიბის ფარანსა და პიკრინის ელემენტს... საწვავის მა-
რაგს პირდაპირ მდინარიდან იღებდა... ცდებს პონ-მარის მიდამოებში
ატარებდა, „სამრეცხაოს“ აყოლებაზე... ჰიდროლიზით იყო დაინტერე-
სებული!.. ცუდად სულაც არ გამოიყურებოდა... ერთი ისაა, რომ ტიკი
ჰქონდა და ცოტა ელამიც იყო... ვუთხარი, გაზეთიდან ვარ-მეთქი... თა-
ვიდან, როგორც ყველამ, რა თქმა უნდა, იფიქრა, რომ დიდი მოგება ხვდა
წილად და დაჟინებით მთხოვდა, მასთან დავრჩენილიყავი... სურდა,
ვარდების თაიგული მოერთმია ჩემთვის... ვერაფერი ავუხსენი... ვერა-
ფერი შევაგნებინე... სულ ტყუილად ვირჯებოდი... მოულოდნელად მა-

572
ჯახა, სურათს გადაგიღებო... აპარატი ჰქონდა ისეთი, რომელიც მხო-
ლოდ ინფრაწითელ გამოსხივებაზე მუშაობდა... იძულებული გახდა,
ყველა ფანჯარა დაეხურა... კიდევ ორჯერ ვიყავი მასთან... თვლიდა,
რომ ძალიან ლამაზი ყრმა ვიყავი... მითხრა, სასწრაფოდ უნდა შემირ-
თო ცოლადო... დიდხანს მწერდა... დაზღვეულ წერილებს მიგზავნიდა...
ერქვა მადმუაზელ ლამბრისი... ჟულიეტა...
ერთხელ ასი ფრანკი გამოვართვი... მერე კიდევ ორმოცდაათი... მაგ-
რამ მსგავსი რამ იშვიათად ხდებოდა!..
***
ჟან მარენ კურტიალ დე პერეირი ბოლო დროს ნაკლებად ყოყლოჩი-
ნობდა... მოიქუფრა... კონკურსში მონაწილე შლეგებს გაურბოდა... გადა-
რეულები ანონიმურ წერილებს უგზავნიდნენ... არ იფიქროთ, რომ ლექ-
სებად!.. ყველაზე ჯიუტები და ღვარძლიანები მოსვლით იმუქრებოდ-
ნენ, პირადად გეახლებით და ერთხელ და სამუდამოდ ჭკუას გასწავლი-
თო... თანაც ისე, რომ მომავალში ვინმეს გაცურება აზრადაც არ მოგივი-
დეთო... საშინელი შურისძიება! რედინგოტს ქვემოთ ფლანელის ჟი-
ლეტზე, გამომწვარი ალმუმინისგან შეკერილი ჯაჭვის პერანგი გადაიც-
ვა... „ჟენიტრიონის“ კიდევ ერთი პატენტი, რომელიც სადღაც ჩვენთან
უყურადღებოდ იყო მიგდებული – „სუპერგამძლე და მსუბუქი“. მაგრამ
კურტიალის დასამშვიდებლად, როგორც ჩანს, ეს ჯერ კიდევ არ იყო საკ-
მარისი. დალანდავდა თუ არა ვინმე ვიგინდარას, შორიდანვე ავბედითი
ან უკმაყოფილო გამომეტყველებით, სასწრაფოდ ბურდღუნ-ბურდღუ-
ნით ჩვენკენ გამოქანდებოდა და წამში სარდაფში ძვრებოდა... მოქმედე-
ბის შემდგომი განვითარება, ასე ვთქვათ, კვანძის გახსნა, საერთოდ არ
აღელვებდა...
– ჩქარა, გამიღე ტრაპი, ფერდინანდ! ჩქარა, ჩქარა, სად ხარ? აი, კი-
დევ ერთი მობრძანდება ჩვენკენ! ამას წყალი არ გაუვა, უთხარი, რომ უკ-
ვე ორი დღეა, რაც წასული ვარ და უკან მობრუნებას არ ვაპირებ!.. არას-
დროს!.. კანადაში ვარ! მთელი ზაფხული იქ ვაპირებ დარჩენას!.. სიასა-
მურსა და სინდიოფალაზე უნდა ვინადირო!.. შევარდენზეც! დაამატე,
რომ საერთოდ არ მსურს მისი ნახვა! ტრანსვაალის მთელი ოქროს მა-
რაგი რომც მაჩუქონ, მაშინაც კი! აი, ასე! მოშორდეს აქაურობას! აორ-

573
თქლდეს! ერთი-ორი მაგრადაც უთაქე, არ მოგერიდოს! შეგიძლია, გა-
ხეთქო ცემით ის ნაბიჭვარი! ო, ღმერთო, ჩემო, რა დავაშავე?!
სარდაფში გამოკეტილი კურტიალი ნელ-ნელა წყნარდებოდა. მას
შემდეგ, რაც საჰაერო ბუშტის ნარჩენები და ინსტრუმენტები გამოვფხი-
კეთ, ეს ადგილი უზარმაზარ ცარიელ სივრცედ გარდაიქმნა... შეეძლო
დაუბრკოლებლად ესეირნა... როგორც სიგრძეზე, ასევე სიგანეზე... ად-
გილი ნებისმიერ ღონისძიებას ეყოფოდა... აქ კაცი გიმნასტიკასაც გაიხ-
სენებდა... ამას გარდა, კუთხეში, კარადებსა და ყუთებს შორის ერთგვა-
რი მიუვალი ბუნკერი მოიწყო... რომ თავდასხმის დროს არავის შეემ-
ჩნია... საათობით იჯდა ხოლმე იქ... ყოველ შემთხვევაში, უკვე აღარ მი-
ბურღავდა ტვინს... მისი ასეთი ხანგრძლივი გაუჩინარებები ძალიანაც
მაწყობდა... მსუქანა სავსებით მყოფნიდა, რომელიც ახლა დაწესებულე-
ბიდან თითქმის აღარ გადიოდა... მოკლედ, ტვინს ახლა ის ხრავდა... უნ-
დოდა, ყველაფერი ისე ემართა, როგორც თვითონ წარმოესახა... გაზე-
თიც და ხელმომწერებიც...
მონტრტუდან ორ საათზე მოდიოდა... გამოპრანჭული... თავზე ჰორ-
ტენზიებით გაწყობილი შლაპით... პირბადე ჩამოფარებული, ქოლგით...
და კბილებში ჩიბუხგარჭობილი... მისი ნახვა ერთ რამედ ღირდა... თან
სერიოზული საქმიანობისთვის გამოცხადებული... ის მოწინააღმდეგე-
ებს ელოდა... კლიენტები, როცა ამ საოცრებას ნახულობდნენ, მო-
ულოდნელობისგან შოკში ვარდებოდნენ...
– მობრძანდით! დაბრძანდით! – ამბობდა, – მე ქალბატონი დე პე-
რეირი გახლავართ! ყველა თქვენი პრობლემის შესახებ ზედმიწევნით
მომეხსენება... შეგიძლიათ, თავიდან არც მომიყვეთ. მე თქვენს განკარ-
გულებაში ვარ! აბა, გისმენთ! მაგრამ მოკლედ მოჭერით, გეთაყვა! დასა-
კარგი ერთი წამიც კი არა მაქვს! ცდებზე მელოდებიან...
ასეთი იყო მისი ტაქტიკა... რომელიც ყველას აბნევდა და აფრთხობ-
და... ეს უხეში ინტონაციები, ძლიერი ხმა... ხრინწიანი... სამარისეული...
რომელსაც ვერ დასჯაბნიდი... კლიენტები ერთწუთიანი პაუზის შემდეგ
მაინც ყოვნდებოდნენ... ბებრუცანა პირბადეს ოდნავ აიწევდა ხოლმე...
პირველი გაოცებისგან გონზე ჯერ კიდევ ვერმოსული კლიენტები ამ-
ჩნევდნენ ბარაქიან ულვაშს... ფერწერულ სახეს, ოდალისკის დიდრონ

574
თვალებს... დიასახლისი წარბებს შეიჭმუხნიდა და კითხულობდა: „აბა,
სულ ეს არის? ამაზე შეწუხდით?“ შეშინებულები თვალებით გასას-
ვლელს ეძებდნენ... ხშირად უკუსვლით ტოვებდნენ იქაურობას... „მალე
დავბრუნდები, ქალბატონო!.. ცოტა ხანში ისევ შემოვირბენ!..“
ერთხელაც, მორიგი აუდიენციისას... ქალბატონი ხილის წვენს მშვი-
დად წრუპავდა... ოთხი საათი
იქნებოდა... ირენი თითქმის არაფერს ჭამდა... დრაკონულ დიეტას
იცავდა... დღეს კი შემიძლია, გავიხსენო გამომცემლის ფატალური დღე!
ძალიან ცხელოდა... მილების საათი დასასრულს უახლოვდებოდა...
ქალბატონს უკვე გაესტუმრებინა კონკურსში მონაწილე აყლაყუდებისა
და წურბელების მთელი ბანდა... მათხოვრები, შარიანები, ცილისმწა-
მებლები, მატყუარები... აფერისტები... უბადრუკები და სასაცილოები...
და ამ დროს გამოვიდა კიურე... გავიოცეთ... ისე, სამღვდელოებიდან
რამდენიმესთან შესანიშნავი ურთიერთობა დავამყარეთ... ყველანი ერ-
თგული ხელმომწერნი და თავაზიანი რესპონდენტები გახლდნენ...
„დაბრძანდით, ბატონო კიურე...“ დიასახლისმა მყისიერად იცვალა
სასაუბრო ტონი... სტუმარი დიდ სავარძელს დაეპატრონა... მეც რუდუ-
ნებით შევათვალიერე ის და დავასკვენი, რომ ადრე არასდროს მენახა...
როგორც ჩანს, ახალბედა იყო... ერთი შეხედვით, გონიერი ადამიანის
შთაბეჭდილება დამიტოვა... ცოტა ფრთხილიც მეჩვენა... მშვიდი და გა-
წონასწორებული... ზრდილიც... ქოლგა წამოეღო თან, თუმცა გარეთ შე-
სანიშნავი ამინდი იდგა... ის ერთ-ერთ კუთხეში მიაყუდა... ხველებ-ხვე-
ლებით დაჯდა... უფრო ზედმეტად მსუქანი ეთქმოდა... ჩვენ კი ვიყავით
„ორიგინალებს“ ჩვეულნი... თითქმის ყველა ჩვენს კლიენტს ჰქონდა ტი-
კები... ნაირ-ნაირი გრიმასები... ეს კიურე სრულიად უწყინარი ჩანდა...
ცოტა ხანში დააღო პირი და ამეტყველდა... მყისიერად მივხვდი, რა მას-
ტთან გვქონდა საქმე... ჩვენთან საგანგებოდ მოსულიყო კონკურსზე სა-
ბაასოდ... „ჟენიტრიონიც“ სულ გადაებულბულებინა... ერთი ნომერიც
არ დაეტოვებინა წაუკითხავი... მოკლედ, ეს იყო სტაჟიანი მკითხველი...
„ბევრს ვმოგზაურობ!.. ძალიან ბევრს!“ – დააბრეხვა... ვერაფერი ვერ გა-
ვიგეთ... საერთოდ უთავბოლოდ ლაპარაკობდა... სიტყვებისა და ფრა-
ზების ნაგლეჯების არსს ვერ ვწვდებოდით... ბოლოს, მაინც მოვტვინეთ,

575
რისი თქმაც სურდა ადამიანს... ჩვენი „მუდმივი ძრავა“ სულაც არ ეხატე-
ბოდა გულზე! ამაზე საუბრის გაგრძელებაც არ ისურვა! არა! „მუდმივის“
ხსენებასაც კი წყობიდან გამოჰყავდა... თავში სულ სხვა რამ უტრიალებ-
და!.. და მისი გონება მთლიანად ამით იყო მოცული! ჩვენგან თანადგო-
მასა და მხარდაჭერას ითხოვდა... უნდა გადაგვეწყვიტა... ან კი, ან არა!
თავიდანვე შეგვაპარა... თუ არა, ესე იგი, ჩემი მტრები ხართო! იქვე გან-
მარტა შესაძლო შედეგები. მოკლედ საკმაოდ ღიად მიგვანიშნა, „მუდმივ
ძრავაზე“ არც იოცნებოთო! არასერიოზულია ამაზე ლაპარაკიო! სრული
ბოდვააო!.. მისი ჩანაფიქრი იყო, რაც იყო!.. ბოლოს, როგორც იქნა, გვა-
ღირსა, რასაც გულისხმობდა... არადა, რამხელა პრეამბულა დაურთო...
მინიშნებანი... გაუგებარი ყბედობა... ძლივს გავაღწიეთ ლაბირინთი-
დან... მოკლედ, კიურეს მხედველობაში წყალქვეშა საგანძურები ჰქონ-
და! რა უნდა გვეთქვა?! იდეა კი იყო კეთილშობილური! ყველა ჩაძირუ-
ლი გემის სისტემატური ხსნა! უხსოვარი დროიდან მოყოლებული „არ-
მადის“ ყველა დაღუპული გემი! ყველაფერი, რაც ბრწყინავს... და ბრწყი-
ნავდა... რაც ზღვების ფსკერზე მიმოიფანტა. აი, თურმე რა ყოფილა ამ
ღვთისმსახურის სანუკვარი მიზანი! აი, თურმე რა წინადადებით გვეახ-
ლა!.. აი, თურმე რის შესახებ აპირებდა ჩვენთან მოლაპარაკების გამარ-
თვას! კიურეს უნდოდა, რომ ეს საქმე ჩვენ გვეტვირთა! თან დაუყოვნებ-
ლივ! დრო არ ითმენდა! საჭირო იყო სასწრაფოდ კონკურსის გამოცხა-
დება!.. საერთაშორისო შეჯიბრის მოწყობა!.. საუკეთესო მეთოდის გა-
მოსავლენად... თან ყველაზე სანდოსი და ეფექტურის! საგანძურის ხსნა!
ამისთვის მთელ თავის რესურსებს გვთავაზობდა... მთელ თავის ქონე-
ბას... მან ყველაფერი გარისკა! პირველ ხანებში ეს იქნებოდა საიმედო
გარანტია ყველა დანახარჯის დასაფარად... მე და ქალბატონი, რა თქმა
უნდა,
ვფრთხილობდით... აღფრთოვანება და ენთუზიაზმი არ გამოგვიხა-
ტავს... მაგრამ სტუმარი ჯიუტად აწვებოდა თავისას... ეს ხუშტურიანი
ღვთისმსახური უცნაურ „საყვინთ ზარხუფს“ გვთავაზობდა, რომელსაც
ზღვის შორეული სიღრმეები უნდა დაეპყრო... მისი გამოთვლებით, 1800
მეტრამდე უნდა ჩასულიყო... ქვაბურებშიც შემძვრალიყო... სხვადასხვა
საგანი ამოეთრია... სპეციალური, გამოსატუმბი ხელსაწყოთი სკივრებიც

576
კი გაეხნა... კიურეს ამ ყველაფრის განხორციელება ძალიან მარტივად
წარმოედგინა... ჩვენ გაზეთის დახმარებით მოპაექრეთა მოზიდვა გვევა-
ლებოდა... ამ კუთხით ჩვენი მჯობნი ქვეყანაში არ მოიძებნებოდა... კი-
ურე მოუთმენლობისგან პირდაპირ თრთოდა... ერთი სული ჰქონდა, სა-
ნამ ცდებს შევუდგებოდით... არც დაუშვია, რომ შეიძლებოდა, პატარა
ეჭვი მაინც გაგვჩენოდა... საწინააღმდეგო არგუმენტები გვქონოდა...
ტიპმა ერთი ხელის მოსმით ყველაფერი გადაწყვიტა და პროექტი მაგი-
დაზე დაათხლიშა... დაგვიძრო ბანკნოტების დასტაც... ექვსი ათასი
ფრანკი... თანხამ უმალ ჩემს საფულეში გადაინაცვლა... კიურემ კიდევ
ერთხელ თვალის შევლებაც კი ვერ მოასწრო... გაკვირვებულმა ქალბა-
ტონმა კურტიალმა წაუსტვინა... მე აღარ მსურდა ლოდინი... სასწრა-
ფოდ უნდა შევდგომოდი საქმეს... სანამ დამკვეთი გადაიფიქრებდა... სა-
ნამ თონე ცხელი იყო, პური უნდა ჩამეკრა...
– ბატონო კიურე, ერთი წუთი დაიცადეთ, ძალიან გთხოვთ! დირექ-
ტორს გავაფრთხილებ! მხოლოდ ერთი წამი მადროვეთ! ახლავე მოვიყ-
ვან!..
სარდაფში გადავეშვი... ბებერს შევსძახე... ხვრინვა ჩამესმა... პირდა-
პირ მის თავშესაფარს დავაცხერი... მაგრად შევანჯღრიე... ისეთი იღრი-
ალა, კინაღამ ჩემი დამემართა... ალბათ იფიქრა, რომ მის გასასკვანჩად
მოვიდნენ... ენა დაება... მთელი სხეულით ძაგძაგებდა...
– წამოდით! – ვუთხარი, – ჰაერზე გავიდეთ! გულის პრანჭვების დრო
აღარ არის!
სარდაფის ცხაურასთან მაყუთი დავანახე... საბოლოოდ დაკარგა
მეტყველების უნარი!.. მაგის დედაც!.. ორი სიტყვით ავუხსენი, რაშიც
იყო საქმე... თვალი ფულისკენ გაექცა... კარგად შეათვალიერა დღის სი-
ნათლეზე... ერთიმეორის მიყოლებით ყველა ბანკნოტს შეეხო... ხელი
გადაუსვა... მალევე მოეგო გონს... მტვერი ჩამოიბერტყა... ახლა უკვე
ხარბად ყნოსავდა კუპიურებს... მივუახლოვდი და მის წმენდას შევუდე-
ქი... ნამჯა ჩამოვბერტყე... თვითონ ულვაში გაისწორა... ადამიანს დაემ-
სგავსა... მოწესრიგდა და ზემოთ ააჭრა... შესანიშნავ ფორმაში წარდგა...
სიტყვა უკვე ჰქონდა მოფიქრებული... ხმაურიანი... მჟღერი... და დორ-
ბლიანი... იმდენი დაახვავა ყვინთვაზე, რომ კიურეს გაოცებისგან ყბა ჩა-

577
მოუვარდა... მოკლედ, მიმოიხილა მართვის სახელმწიფო სისტემა ლუი
მეცამეტედან მოყოლებული დღევანდლამდე... უხვად აფრქვია თარი-
ღები, წინამორბედთა გვარ-სახელები... ჩამოთვალა ბიბლიოგრაფიუ-
ლი წყაროები... გამოკვლევები, ხელოვანები სხვადასხვა დარგსა და
პროფესიაში!.. ეს იყო ჭეშმარიტი ფეერია... კიურე კურტიალის განსწავ-
ლულობამ სასიამოვნოდ გააოცა... სიხარულისგან სავარძელში ცმუკავ-
და... ეს იყო ის, რაც მას სჭირდებოდა... ბედნიერებით მთვრალმა თამასა
ასწია... ჩვენთვის უკვე მორთმეული ძღვენი არაფრად ჩააგდო და ახალი
საზღაური შემოგვთავაზა... ღმერთი, რჯული, ჩვენ არაფერი გვითხო-
ვია... მოკლედ, ბევრი რომ არ გავახურო, გვითხრა, კიდევ ორასს ჩაგახუ-
ტებთო! აი, ასე! არც მეტი, არც ნაკლები!
გამოვიდა, რომ კონკურსის ჩატარების ყველა ხარჯს თავის თავზე
იღებდა! წინასწარ კვლევებზე ნუ დაზოგავთო, გაგვაფრთხილა! არც
ხარჯთაღრიცხვის წარდგენა ისურვა! გასაგებად მიგვანიშნა, რომ გამო-
კიდებას, შემოწმებებსა და პატაკების კითხვას არ აპირებდა... ჩვენ ყვე-
ლაფერზე დავთანხმდით... ყველაფერზე მოვუწერეთ ხელი... არაფერი
გაგვიპროტესტებია... ჩვენთან თითქმის დაძმაკაცებულმა, სუტანიდან
უზარმაზარი წყალქვეშა რუკა დააძრო... რათა უკვე გვცოდნოდა ყველა
საგანძურის ადგილსამყოფელი... სად გადაყლაპა წყალმა ყველა ეს სა-
არაკო სიმდიდრე... ჯერ კიდევ ოცი საუკუნის წინ...
დავკეტეთ სახლი... პერგამენტი მაგიდასა და ორ სკამზე გადავფი-
ნეთ... ამ განსაცვიფრებელ ნამუშევარს „საგანძურთა რუკა“ ერქვა... ერ-
თი თვალის შევლებაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ თავბრუ დაგხვე-
ოდა. თუ მხედველობაში მივიღებდით იმ მომენტსაც, როცა ეს უცნაური
იესო გამოგვეცხადა ჩვენთვის ასეთი მძიმე განსაცდელის ჟამს. ამ კი-
ურეს ჩვენთან სათამაშოდ და სახუმაროდ სულაც არ სცხელოდა... რუკა-
ზე მართლაც იყო მონიშნული წყლის სიღრმეებში დამალული ყველა
ფული... ამის უარყოფა შეუძლებელი იყო... თქვენ წარმოიდგინეთ, ნაპი-
რებთან სულ ახლოსაც კი... გრძედის მითითებით... უკვე შეიძლებოდა
იმის წარმოსახვა, თუ რა გველოდა. თუ ვიპოვიდით, ცხადია, „ბატის-
კაფს“, რომელიც 600 მეტრამდე მაინც ჩაყვინთავდა... აი, ეს თუ მოხდე-
ბოდა, ჩვენს ბედს უეჭველად ძაღლი არ დაჰყეფდა... ჩვენ ამაში ისევე ვი-

578
ყავით დარწმუნებულები, როგორც ოდესღაც ჩვენი წინამორბედები –
„არმადის“ მთელი საგანძური უნდა წამოგვეღო... ამისათვის უბრალოდ
დახრა და მისი ერთად მოქუჩება არ უნდა დაგვზარებოდა... ამაში ამჯე-
რად ეჭვიც არ გვეპარებოდა... წარმოიდგინეთ, კოლოსალური საბადოე-
ბი ლისაბონიდან სულ რაღაც სამ მილზე... ტაჟის შესართავს მიღმა...
ჩვენთვის, როგორც ახალბედებისთვის, დაწყება ყველაზე მოსახერხებე-
ლი სწორედ რომ აქედან იქნებოდა... მთავარი იყო, გაგვერისკა და ტექ-
ნიკური მხარე მოგვეგვარებინა... აი, მაშინ ჩვენი წამოწყება ბევრად მას-
შტაბური გახდებოდა... თამამად შეგვეძლო, სპარსეთის ყურეში ქრის-
ტეს დაბადებამდე ორი ათასი წლით ადრე ჩაძირული „საარ ოზიმპუ-
ტის“ საგანძურის ამოღებაზეც გვეფიქრა... ზღვის ფსკერზე მიმოფანტუ-
ლი უნიკალური ძვირფასი ქვები! სამკაულები! თვალისმომჭრელი სი-
ლამაზის ზურმუხტები!.. აქ მილიარდებზე შეიძლებოდა ლაპარაკი... კა-
ტასტროფის ადგილი კიურეს რუკაზე საკმაოდ მკაფიოდ იყო აღნიშნუ-
ლი... ზონდირებები აქ საუკუნეების განმავლობაში ასჯერ მაინც ჩატარ-
და... ზუსტი ადგილმდებარეობაც დადგინდა... შეცდომა გამორიცხული
იყო... მხოლოდ სანთურებისა და „ჟანგადის მჭრელების“ პრობლემა ით-
ხოვდა სასწრაფოდ გადაჭრას... და კიდევ ერთი... „საარის“ საგანძურის
ამოღებისას უმნიშვნელო რისკის შესაძლებლობაც უნდა გამოგვერიც-
ხა... ამ საკითხებზე მთელი დღე ვიჭყლიტეთ ტვინი... ამ დროს გავიხსე-
ნეთ სპარსეთის კანონმდებლობასთან დაკავშირებული „მოულოდნელი
ნიუანსები“... შეგვაჟრჟოლა... ამავდროულად გვქონდა სხვა ვარიანტე-
ბიც... მიმზიდველი და ადვილად გადასაჭრელი... პირდაპირ ცხვირწინ...
ყველაზე უწყინარ, ზვიგენებისგან სრულიად თავისუფალ ზღვებში... უნ-
და გვეფიქრა მყვინთავების უსაფრთხოებაზე! ტრაგედიები არ გვჭირდე-
ბოდა!
სინამდვილეში მსოფლიოს ყველა ზღვის ფსკერი ბრილიანტებით
გაძეძგილი ყუთებითა და გალიონებითაა მოფენილი! რუკაზე სრუტე-
ების, ყურეებისა და შესართავების მხოლოდ უმნიშვნელო
რაოდენობა რჩებოდა რომელიმე მიმზიდველი ნადავლით მოუნიშ-
ნავი... რომლის რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმიდან ამოღება არავი-
თარ სიძნელეს არ წარმოადგენდა!.. გოლკონდის ყველა საგანძური! გა-

579
ლერეები! ფრეგატები! კარაველები!.. რომლებიც სკდებიან ლალებისა
და ალმასების დიდძალი რაოდენობისგან... მექსიკის სანაპიროები ხომ
საერთოდ არ ექვემდებარება აღწერას... კონკისტადორებმა, შეიძლება
ითქვას, ისინი ოქროს ზოდებითა და ძვირფასი ქვებით მოკირწყლეს...
დაწყება ყველაზე გონივრული 1200 მეტრის სიღრმიდან იქნებოდა... სა-
დაც ბრილიანტებს ისევე ვერ დაითვლიდი, როგორც ქვიშას... მაგალი-
თისთვის აზორის კუნძულები იკმარებდა... გასულ საუკუნეებში ჩაძირუ-
ლი „Black Stranger“ ტრანსვაალიდან მილიარდზე მეტად შეფასებულ შე-
რეულ საქონელს ეზიდებოდა... წარმოიდგინეთ, მხოლოდ ის ერთი…
(ასეთია ყველაზე ფრთხილი და კრიტიკული ექსპერტების გამოთვლე-
ბი) 1382 მეტრის სიღრმეზე პიტალო კლდეს შეასკდა... ალბათ დალპა
და დაიშალა ჟამთასვლისგან... საჭირო იყო, შემოგარენის რუდუნებით
გადაქოთება...
ჩვენმა კიურემ არაერთი სხვა ადგილიც იცოდა... გამაოგნებელი არ-
ჩევანი! ყველა ჩაძირული გემი, რომელთა ამოღება ადვილად შეიძლე-
ბოდა... ყველა, რომელთა განიავება დიდ ძალისხმევას არ საჭიროებდა!
მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი... ასეულობით ადგილი დაეტანა რუ-
კაზე... 10 მილიმეტრის სიზუსტით... შავი, მწვანე და წითელი ფერებით
მოენიშნა... საგანძურის ღირებულების გათვალისწინებით... მთელი რუ-
კა პატარ-პატარა ჯვრებით იყო დაქსაქსული...
დანარჩენი უკვე ტექნიკაზე, გამჭრიახობასა და შნოზე იყო დამოკი-
დებული... მთელი ჩვენი ნიჭი და შესაძლებლობანი უნდა გამოგვევლი-
ნა! წესით, ამ მხრივ არაფერს არ უნდა დავებრკოლებინეთ! ციებ-ცხელე-
ბით შეპყრობილმა დე პერეირმაც არ დაახანა... სანამ ჟინი გაუვლიდა,
ეცა კალამს... წინ დაიწყო ქაღალდის დასტა, სახაზავი, საშლელი, საშ-
რობი და საკუთარი ხმის თანხლებით სულ რაღაც ხუთ წუთში ნამდვილი
პროკლამაცია გამოაცხო! ეს იყო გულისამაჩუყებელი სანახაობა, სრუ-
ლიად გულწრფელი! ამავდროულად სერიოზული! ღია და სანდო! დიდი
შთაგონების ხალასი ნაყოფი! აი, ასე მუშაობდა ბატონი დე პერეირი!
მთელი პრობლემა დეტალებში წარმოაჩინა. ეს იყო უმაღლესი კატეგო-
რიის ნაშრომი! „ხვალისთვის არაფრის გადადება არ არის საჭირო! ეს
სტატია დაუყოვნებლივ უნდა დაიბეჭდოს... ეს იქნება სპეციალური გა-

580
მოშვება!“ ასეთი გახლდათ მისი ბრძანება... კიურე უზომოდ ბედნიერი
ჩანდა... ბრწყინავდა... პირდაპირ ანათებდა... ამჯერად მეტყველების
უნარი საერთოდ დაკარგა...
ერთი ნახტომით რამბუტოს ქუჩაზე აღმოვჩნდი... ფულიც თან წავი-
ღე... მსუქუნას მხოლოდ 50 ფრანკი დავუტოვე... მაგის გამჩენსაც... ამ გა-
დაწყვეტილების მოფიქრებამ დიდი დრო წამართვა... ფული სალაროში
რომ დამეტოვებინა, მას ვერასდროს ვიხილავდი... ბებერი ჩემი საქციე-
ლით სულაც არ მოიხიბლა... გასაგებია, რატომაც!.. ნაგერისთვის ანგა-
რიში უნდა გაესწორებინა... ალბათ, ფსონსაც უკვე ჩამოვიდა! ეს მის შე-
საძლებლობებს აღემატებოდა... ადვილი მისახვედრია, რატომ გადავ-
წყვიტე, საგანძურის განმკარგავი მე ვყოფილიყავი... რისკი ნაკლები იქ-
ნებოდა! ხარჯვითაც მოზომილად და ყურადღებით დავხარჯავდი... და
უდოღოდაც როგორმე გავძლებდით... ამაში დარწმუნებული ვიყავი...
თვითონ გავაკონტროლებდი გასავალს ... უპირველესად, ტაპონიე! სპე-
ციალური გამოშვება! მბეჭდავი
გაკვირვებისგან კინაღამ გარდაიცვალა! როცა ჩემი ფული დაინახა,
საკუთარ თვალებს არ დაუჯერა... მისი შეთვალიერება კი მაინც მოას-
წრო... ახლოდანაც და შუქზეც... დარწმუნდა, რომ ხელში ნაღდი ფული
მეჭირა! სულ აემღვრა გონება... სათქმელიც ვერაფერი იპოვა... 600
ფრანკი ჩავუთვალე და ამით ძველი ვალები გავისტუმრე!.. კიდევ ორასი
წავამატე ახალი ნომრისა და კონკურენციის საზღაურად... აი, აქ მარ-
თლა მოვიდა გონს და გაინძრა... ორი დღის შემდეგ ყველა ეგზემპლარი
მივიღეთ... მარკებდაკრულები, დაწებებულები, შეფუთულები... რო-
გორც წესი და რიგია! კურტიალისა და ქალბატონის თანხლებით ისინი
ურიკით უახლოეს ფოსტაში გადავზიდე!..
კიურეს, როცა წასვლა დააპირა, ვთხოვეთ, ჩვენთვის მისამართი და
გვარ-სახელი დაეტოვებინა... ქვა ააგდო და თავი შეუშვირა! ანონიმურო-
ბას ვამჯობინებო, გამოგვიცხადა... რამაც ძალიან დაგვაინტრიგა... რა
თქმა უნდა, უცნაური ვინმე იყო, მაგრამ სხვებზე არც მეტად და არც ნაკ-
ლებად... ზორბა კაცი იყო... კოხტად ჩაცმული... სუფთა და გაკრიალებუ-
ლი... პირწმინდად გაპარსული... კეთილგანწყობილი გამომეტყველე-
ბით... დაახლოებით კურტიალის ასაკისა... მაგრამ მელოტი... თავზე ერ-

581
თი ღერი თმაც არ ჰქონდა... კურტიალს კი ენთუზიაზმის მოზღვავების-
გან ენა ებმოდა... ისე ცახცახებდა, სკამზე მშვიდად ვეღარ იჯდა... სულ
ცმუკავდა... ჩვენი ვიზიტორი ოპტიმისტად მივიჩნიეთ... უცნაურობები
ახასიათებდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, დაგვიმტკიცა, რომ დიდი მა-
ყუთის პატრონი იყო... ეს გახლდათ ნამდვილი მეპაიე... ასეთ ადამიანს
თავისუფლად შეეძლო ცოტა უცნაურიც ყოფილიყო...
ფოსტიდან ურიკით უკან რომ ვბრუნდებოდით, ბონზ-ანფანის ქუჩა-
ზე ზუსტად პოლიციის განყოფილების წინ ჩავიარეთ... ბებერს ვუთხარი:
„ერთი წამით დამიცადეთ!.. იმ ვაჟბატონებს რაღაც უნდა ვუთხრა! ხომ
უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია... და საქმეებიც შე-
სანიშნავად მიგვდის!“ მაგარი სირობა მომივიდა თავში... შემერბინა
მათთან და პირში მიმეხალა, რომ მაყუთი თავზე საყრელად გვქონდა...
შევაღე კარი, გავიბღინძე და მორიგეებისკენ გავემართე... ძაღლებმა,
ცხადია, მყისიერად მიცნეს!..
– რამ შეგაწუხა, ნაბიჭვარო? – მკითხა ერთ-ერთმა, აი, იმან, რომე-
ლიც პულტთან ეგდო, – რა დედიშენისა გინდა?.. ჩაყუდება ხომ არ მოგე-
ნატრა?..
– არა, – ვუპასუხე, – არა, ბატონო! ციხე საჩემო ადგილი არ არის... უბ-
რალოდ უბანში მოვხვდი და ვიფიქრე, ბიჭებს ხომ არ ვაჩვენო, ფული
როგორ წკრიალებს-მეთქი... – დავაძრე ჩემი ბანკნოტები... და პირდაპირ
ცხვირწინ ავუფრიალე... – კარგად დააკვირდით... მოპარული არ გეგო-
ნოთ... მინდოდა, გამეფრთხილებინეთ, რომ ეს თანხა ახალი კონკურსის
მოსაწყობადაა განკუთვნილი... „მყვინთავი ზარი!“
– მყვინთავი! მყვინთავი! – გამომაჯავრა თესლმა, – ერთი აქეთ მობ-
რძანდი, ხომ არ გინდა, თავი ერთ ადგილას ჩაგაყვითვინო? ხელი კარ-
გად მოისვი, კრეტინო! გადაწყვიტე, რომ გაგვაშაყირო, დედამიწერი-
ლო? ბინძურო, ტრაკგამორღვეულო ავარავ!..
სასწრაფოდ ავითესე იქიდან... სკანდალის თავი ნამდვილად არ
მქონდა!.. ქუჩაში სამივემ დიდხანს ვიხორხოცეთ... მერე ხრიგინ-ხრიგი-
ნით ბოჟოლეს ქუჩამდე ვირბინეთ!..
***

582
რა თქმა უნდა, ამგვარი კონკურსი ჩვენთვის ნამდვილი ქერის ორმო
იქნებოდა... დარწმუნებული ვიყავით, რომ ბრბოთა შემოსევას ვერ ავუ-
ვიდოდით! ჩვენ, როგორც ორგანიზატორებს, ზედაპირზე ამოტანილი
საგანძურის მხოლოდ 16 პროცენტი გვერგებოდა!.. ეს იქნებოდა სრული-
ად დამსახურებელი წილი და აქ გადაჭარბებაზე ლაპარაკი უადგილოა!
მხოლოდ „არმადა“ ყველაზე უხეში გამოთვლებით სამ მილიონს დაგვი-
ტოვებდა... რაც სავსებით გვაწყობდა!..
უნდა აღვნიშნო, რომ მსუქუნა ყველაფერს განსხვავებული კუთხით
აღიქვამდა... არ თვლიდა, რომ საქმე აგორდა... ყველაფერს ყნოსავდა...
ეჭვები ღრღნიდა... ჩვენი წამოწყების მიმართ მაინცდამაინც დიდი ნდო-
ბით არ იყო განმსჭვალული... მიუხედავად ყველაფრისა, საქმეში პირდა-
პირ ჩარევას ვერ ბედავდა!.. მოკლედ, ეს ქალი იყო ნამდვილი საოცრე-
ბა... გვერდზე გადგომა და შორიდან თვალთვალი ამჯობინა... მხოლოდ
ბანკნოტები აღელვებდა.
ბებერი კურტიალი კი თავს დატეხილ ბედნიერებას თავით ფეხებამ-
დე დანებდა... წამოწყებაში მთელ თავის სულსა და გულს სდებდა... უკვე
ზურმუხტებისა და ბრილიანტების მოლივლივე ზღვა ელანდებოდა...
სანაპიროზე დახვავებული უთვალავი და შეუფასებელი სიმდიდრე... ოქ-
როს ქვიშის ბრჭყვიალა გორაკები... ზოდების თვალისმომჭრელი ათი-
ნათი... ინკების საგანძურებით გადაძეძგილი გალერეები... „ჩვენ ვართ
მღვიმეების გამნიავებლები“, – ისმოდა მისი გამაყრუებელი ყვირილი
მთელ სახლში... დარბოდა... ხტოდა... გადათელა ქაღალდები... დრო-
დადრო, მოულოდნელად ერთ ადგილზე გაიყინებოდა და თავში მთე-
ლი ძალით შემოირტყამდა... „ერთი წამით! ჩემო ტურფავ! ეს ყველაფე-
რი ჯერჯერობით დაუნაწილებელია!..“ ისევ იწყებდა ხაზვას წითელი
მელნით ოთხ სვეტად გაყოფილ ქაღალდის გვერდზე... როცა საქმე გა-
ყოფას ეხებოდა, კურტიალი მეტისმეტ სიმკაცრესა და პუნქტუალობას
იჩენდა... წინასწარ ჭვრეტდა შესაძლო გართულებებს... სახუმაროდ არ
სცხელოდა... ბუნებრივია, ფრთხილობდა, კაცი ოქმს ადგენდა!
– აჰ! ვხედავ, ჩემო ფუმფულავ, რისი თქმაც გსურს, რაზე გინდა მიმა-
ნიშნო, მაგრამ, ეტყობა, მათ კარგად არ იცნობ! წარმოდგენა არა გაქვს,
რაზე არიან წამსვლელნი! მათთან ყოველდღიურად მაქვს ურთიერთო-

583
ბა და ვიცი, რა უტრიალებთ თავში... ცხოვრებაში განა მხოლოდ ერთი
და ორი ეგრეთ წოდებული „მეცენატი“ და გამომგონებელი მინახავს...
ორმოცი წელი ამის მეტი რა მიკეთებია, მაგრამ მერე რა? ახლა ორ
ცეცხლს შუა ვიწვი!.. არა, პირდაპირ უნდა გითხრათ სათქმელი!.. არ
მსურს, გამოვიფიტო და დავძაბუნდე... წელში გადამტეხონ... გამანადგუ-
რონ... გადამსანსლონ... თან ასეთ დროს, როცა ყველაფერი იწყება! მაგ-
რამ ამას არ დავუშვებ! არავითარ შემთხვევაში, ღმერთო ჩემო!.. აბა, კა-
ლამი მოიმარჯვე, ფერდინანდ! სწრაფად! ნუ
აყოვნებ! დიახ, კალამი – ცალ ხელში, მეორეში კი – სასწორი! მუხ-
ლებზე – კარაბინი! აი, თქვენ ნამდვილი კურტიალი! ის განსხვავებული
წარმოგიდგენიათ?.. აი, გაშიშვლებული კურტიალი! სამართლიანობა!
პატივისცემა! მახვილგონიერება! მინახავს, რას „ქმნიან“ ის გამომგო-
ნებლები! თქვენთან დასამალი არაფერი მაქვს! შემიძლია, პატიოსნად
ყველაფერი გაგიზიაროთ!.. სასწაულებს!.. დაუჯერებელ საოცრებებს!..
თქვენ არ ირწმუნებთ, მხოლოდ გაოგნდებით! და წარმოიდგინეთ, ასე
იყო მთელი ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში! ყველაფერი
ზედმიწევნით მომეხსენება! ვიცი, სინამდვილეში რა ხდებოდა! როგორ
გინდათ დაუშვათ, რომ ადამიანი მხოლოდ სახელისა და დიდებისთვის
ქმნიდეს. ამას სჯობს, გულზე ხელები დაიკრიფო და არაფერი აკეთო!
გენიოსს უქნარობას სიკვდილი ურჩევნია! აი, ნამდვილი ჭეშმარიტება!
გენიოსი არ იყიდება! „Gratis pro Deo“ – აი, ვინ არის ის... ეს მას არაფერი
უჯდება... მაგრამ თუ თქვენ ძალიან თავაზიანი და გულკეთილი ხართ...
ალალი და პატიოსანი... კეთილშობილების მოზღვავებისას აუცილებ-
ლად გადაწყვეტთ, საჩუქარი გაიღოთ! დიახ, დიახ! მსგავსი რამ ნამდვი-
ლად შეიძლება მოხდეს! თქვენ გჯერათ არა, ჩემო ტკბილო, მსგავსი
იდილიის? თქვენ უბრალოდ ამხნევებთ გამომგონებელს! ჭრილობებს
უხვევთ და უამებს წამებულს! თქვენ მოდიხართ სრულიად უცოდველი
და ერთი სარდინის გარდა, არაფერი გაბადიათ... წამებული ოცი მეტრის
სიმაღლეზე აგიხტებათ! ეს მისთვის დამცირებაა!.. ყველაფერი შეიცვა-
ლა! ყველაფერი გადატრიალდა! ყველაფერი ისე როდია, როგორც
თქვენ წარმოგიდგენიათ! ყველაფერი ინგრევა! ელვა! ჭექა-ქუხილი! ჯო-
ჯოხეთი შეიხსნა! ნათელმხილველი ტურად იქცევა! ვამპირად! წურბე-

584
ლად! ეს სასაკლაოა?! ხოცვა-ჟლეტაა! გაუგონარი გაიძვერობა! უსირ-
ცხვილო ყალთაბანდობა! ყველაფერს მოიმოქმედებენ, ოღონდ რაც შე-
იძლება მეტი ბანკნოტი აგწაპნონ!.. წარბშეუხრელად გამოგშიგნავენ!..
ჯვარს გაცვამენ!.. სამარცხვინო ბოძზე გაგაკრავენ!.. ტალახში გათრე-
ვენ!.. არ დაგინდობენ, არა! სული კნინდება და კვდება! ეს ოქროა, მეგო-
ბარო! ეს ოქროა!.. აქ ყურადღება არ უნდა მოგიდუნდეს! ფრთხილად,
ფრთხილად, მეგობარო!.. ყველაფერი ლამაზია, ყველაფერი ბრწყი-
ნავს! წახვიდე, რათა უფსკრულში იქექო? სულ რაღაც რამდენიმე უსა-
მართლოდ გადანაწილებული მონეტის გულისთვის? მე კარგად ვიცნობ
იმ შარლატანებს!.. შეუძლიათ მსოფლიო რუკა თავდაყირა დააყენონ!
დიახ, დიახ, ამაში ეჭვი წამითაც არ შეგეპაროთ! არაფერს ვაჭარბებ! ამი-
ტომაც ვზივარ აქ! აბა, ჩვენს ქაღალდებს მივუბრუნდეთ, ფერდინანდ!
მეტი ყურადღება დეტალებს! უზადო ხელნაწერები! დამოწმებული!
ხელმოწერილი! გადაგზავნილი... შუადღემდე მეტრ ვან კროკთან!
ბლან-მანტოს ქუჩაზე! უზადო კვლევა! სამ ეგზემპლარად! ჩვენი წილი
უწინარეს ყოვლისა! აუცილებლად დიდი ასოებით გამოყოფილი! კამა-
თისა და დავის ყოველგვარი შესაძლებლობა გამორიცხულია! ოლეოგ-
რაფია! საეჭვო არგუმენტების გარეშე! არა პეიტრობას! ეს დაუშვებე-
ლია! ო, მწყალობელო კიურევ! სულ მალე შენს განკარგულებაში იქნება
აპარატი, რომლითაც ფსკერზე დაეშვები! ო, ის საწყალი, სრულიად
უცოდველი ღვთისმსახური ვერ ხვდება, რა მოელის!.. ზარები! თვეც არ
მოგვიწევს ლოდინი... ამ ზარებს ვეღარ აუვალთ! დღეში 3-4 მაინც დაგ-
ვილაგებს კართან!.. რას ვბოდავ... შეიძლება მეტიც... ათ-თორმეტს!..
თან ნაირნაირს! 600 მეტრი? 1200? 1800? ნუ ვიჩქარებთ! მე მშვიდად
ვარ! ჯერჯერობით არაფრის თქმა არ მინდა! ჩემი მოსაზრების ხმამაღ-
ლა გამოხატვისგან თავს შევიკავებ!.. არ არის საჭირო ხმაურის ატეხვა...
ვიქნები მიუკერძოებელი... არ მინდა იმედგაცრუებული დავრჩე!.. მო-
ვითმენ... ცივსისხლიანობას შევინარჩუნებთ! დაველოდები პირველი
ექსპერიმენტის ჩატარების დღეს! მე, ცხადია, თუ მეხსიერება არ მღალა-
ტობს, ამ თემას უკვე სამი სერიოზული სტატია მივუძღვენი... ო, ნამდვი-
ლად! თარიღებიც კი

585
შემიძლია გავიხსენო... ეს იყო 84-86 წლებში... ზუსტად ამსტერდამში
ჩატარებული კონგრესის წინ... წყალქვეშა ნავების გამოფენაზე... იქნებ
ამ საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანაც მოვახერხო... ისინი
ალბათ სადმე აქ ყრია... მაშინ ყველაფერი წვრილ-წვრილად ავხსენი...
„დანამატში“ დაიბეჭდა... მოიცა! გამახსენდა!.. „სამყარო თავდაყირა!..“
აი, ამ ჟურნალში... თითქოს ახლაც თვალწინ მიდგას ის ზარი! აი, ისიც...
სამმაგი ქანჩებითა და ორმაგი ტიხრებით გამაგრებული... ზემოდან ფე-
რომაგნიტური! აი, ნელ-ნელა ეშვება ფსკერისკენ!.. კუთხოვანი ბალიშე-
ბი ბალასტის მთელ შემოწერილობაზე... ირიდო-ბრინჯაოს მოქლონე-
ბი... ყველაზე სანდო და გამძლე მასალა წყალქვეშა სამუშაოებისთვის!
საერთოდ, არ იკიდებს ჟანგს! იმუშავე მშვიდად წლების განმავლობაში!
სოდის ქლორით დამუშავებული! დამატებით გალვანოპლასტიკური
ტვირთი ცენტრიდანული ღერძით!.. ელემენტარული გამოთვლები! ბავ-
შვებისთვისაც ხელმისაწვდომი! რადიოდიფუზური განათებით ვალა-
დონის პროჟექტორის დახმარებით! ცოტა გამბედაობა და შეუპოვრობა
და მეტი არც არაფერია საჭირო!.. ო! ლა! ლა! ხედავთ კი ამაში რამე ტვი-
ნის საჭყლეტს?! მარწუხების ნაცვლად მე ვთავაზობ წრიულ „სატაცებს“.
თუმცა ეს შეიძლება დასაყენებლად ძალიან საფრთხილოც კი იყოს! ამ
საძაგლობას გარედან განვათავსებ! „23-25“ ავირჩევ!.. საუკეთესო კა-
ლიბრია! უკანა ბერკეტიანი სარქველები კი მეტი უსაფრთხოების უზ-
რუნველსაყოფად! გადაცემის ერთიანი ჯაჭვი! „როტერდამი და დიურ-
სექსი“ სამსანტიმეტრიანი შეკვრის ადგილებში... თუ, რა თქმა უნდა, მე-
ტი სიმშვიდისათვის გამძლეობა და გარანტიის მაქსიმუმი გსურთ, მაშინ
ბარემ აბრეშუმის გვარლი აიღონ... „23-25“-იანი ბაგირითა და სპილენ-
ძის ძაფებით წნული... შეგიძლიათ ეს ყველაფერი თქვენს წარმოსახვაში
დაინახოთ? ყველაფერი გათვლილია! ორჭოფობა გამორიცხულია! ბა-
გირი გამაგრებულია! ლუქი უზადო! თან პნევმატური! პატენტს „ლეს-
ტრაგონი“ გასცემს! ილუმინატორები გაინტერესებთ?.. აჰ! – კურტიალი
წამით შეყოვნდა... – მათ ადგილას არსენალის საჩურთებს უნდობლო-
ბით მოვეკიდებოდი... იმ სახელგანთქმულ „ტრომბონ-პარმეზანებს“...
სუბმარინებზე მაინცდამაინც არ ივარგა! მაგრამ რად გინდა?! ვინმემ
იღო ყურად?! ჩვენ ხომ სამინისტროში ყველაფერს არ გვეუბნებიან...

586
მათ დღემდე დუჟმორეული იცავენ... მაგრამ აზრს ვერავინ შემაცვლევი-
ნებს! ამის შესახებ ჯერ კიდევ როდის ვიწინასწარმეტყველე! საშუალო
წნევას ისინი ჯერ კიდევ უძლებენ... ათი კილო კვადრატულ მეტრზე კი-
დევ ასატანია! მაგრამ ოცი კილო იკითხე?! ეს სხვა არაფერია, თუ არა
თხელი ქაღალდის ფურცელი, მეგობარო! თევზიც კი გაარღვევს! საწინა-
აღმდეგოს ვერავინ დამიმტკიცებს... ვერც რწმენას შემირყევს! მეტსაც
გეტყვით!.. დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც ჩემსავით ფიქრობენ... მაგ-
რამ მათ ვერაფერს შევაგნებინებ! არც ღირს, ჩემი სტატიის ციტირება!
არამც და არამც! შემდეგ... მოგვიანებით, ალბათ, შესაძლებელია! ავ-
დგები და მაინც წავიკითხავ ზოგიერთ ამონარიდს! ბოლოს და ბოლოს,
ეს ჩემი ვალია! ასე არ არის? ჩემო ძვირფასო ირენ? შენც ხომ ასე ფიქ-
რობ? შენც არა, ფერდინანდ? მეთანხმებით, რომ სიტყვით უნდა გამო-
ვიდე? ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია! ან ახლა, ან არასდროს... მე ვარ
აქ! და მე ვარ პრეზიდენტი! მათ ჩემი ეჭვები უნდა გავუზიარო! ახლა და
არა ათი წლის შემდეგ! დღეს, დღეს, მხოლოდ დღეს! ჩემს მოსაზრებებს
ჯერ კიდევ ადევს ფასი! იქაც აღმოჩნდებიან ადამინები, რომლებსაც
ჭკუა მოეკითხებათ... კეთილი! კმარა სიტყვების რახარუხი! რა თქმა უნ-
და, ძალიან სიმპათიურია რჩევების მიცემა, დაკვალიანება, ბრძენის,
ჭკუის კოლოფისა და აკადემიკოსის როლის მორგება! მაგრამ ეს საკმა-
რისი როდია. არა, ნამდვილად არა! მე ყოველთვის თავად გახლდით
ყველაფერზე პასუხისმგებელი! აქაც და იქაც! ყველგან! ირენი დამემოწ-
მება! არასდროს გავურბოდი სიძნელეებსა და საფრთხეებს! არასდროს
მქონია ამის საბაბი! ამ ხარახურის გამო? როგორ გეკადრებათ! მე
თვითონ ჩავყვინთავ! დავეშვები ფსკერზე! არსად გავიქცევი! შეიძლება
პირველ ჯერზე ვერა, მაგრამ მეორეზე აუცილებლად! ამას ვერავინ და-
მიშლის! ვერავინ ამიკრძალავს! ეს ის როლია, რომელიც მე უნდა შევას-
რულო, მე მეკუთვნის. ამაზე აღარ ვდავობთ! შეიძლება ითქვას, რომ ჩე-
მი მონაწილეობა, ჩემი გამოცდილება და ხედვა, ჩემი ავტორიტეტი და
ჩემ მიერ განხორციელებული კონტროლი აუცილებელია! ამაში არ
ვცდები და ნურავის შეეპარება ეჭვი!
– ო! – წამოხტა ბებრუცანა, თითქოს ვიღაცამ ტრაკზე უკბინაო, – ო!
არა! არა, რა თქმა უნდა! არა! წავალ და თოკს გადავჭრი! გინდ დაიჯერე,

587
გინდ არა! ვერაფერი დამაკავებს! კმარა! არასდროს! გესმის თუ არა ჩე-
მი? არასდროს მოგცემ ჩაყვინთვის უფლებას! აღარ გეყო, არა, აქამდე
ჩადენილი სისულელეები? ვერ ჩაძვრები მაგათ საშინელებაში, მით-
ქვამს შენთვის! შენ რა, თავი თევზი გგონია?! წავიდნენ და იმ გადარეუ-
ლებმა თვითონ ყვინთონ, სანამ არ მობეზრდებათ! ეს მათი საქმეა და
არა შენი! შენ ვინ რას გეკითხება ერთი! საკუთარ თავს მიხედე!
– გადარეულები! გადარეულები! შენს ნათქვამში მე ლოგიკის ნატა-
მალსაც ვერ ვხედავ! საერთოდ დაკარგე თანმიმდევრული მსჯელობის
უნარი!.. განა შენ თვითონ არ მიბურღავდი ტვინს, როცა ჰაერში ავდი-
ოდი?! ასე არ იყო? მაგის დედაც! შენ ხომ დირიჟაბლის გარეშე ცხოვრე-
ბა ვერ წარმოგედგინა! დასაბმელი გიჟივით იქცეოდი! ჭკუა საერთოდ არ
მოგეკითხებოდა!.. ისე იყავი ფრენებით შეპყრობილი! „ერთგული“... –
მხოლოდ ეს სიტყვა გეკერა პირზე... მაშინ გეგონა, რომ მე შევარდენი ვი-
ყავი?..
– შევარდენი! შევარდენი! შენ ახლა შეურაცხყოფას მაყენებ!.. საბაბს
ეძებ, ისევ მეჩხუბო!.. კეთილი! კისერიც გიტეხია! რაც გინდა, ის ქენი!
ვხედავ, რომ ძალიან გინდა, ნაძირალავ! გინდა! გინდა! მე ამას აშკარად
ვხედავ! ბრმა კი არ ვარ! ისევ გინდა, იწოწიალო, უნამუსოვ!
– სად უნდა ვიწოწიალო შენი მოკლე ტვინით? ზღვის ფსკერზე?
– ზღვის ფსკერზე?.. ზღვის ფსკერზე?.. ღმერთო ჩემო, რა დავაშავე!..
– ო! თავი გამანებე!.. შემეშვი, ირენ! ფიქრისა და აზროვნების საშუა-
ლებას არ მაძლევ! ერთი სული გაქვს, სანამ ყველაფერს არ ჩაფუშავ!..
სანამ ყველაფერს არ გააცამტვერებ შენი კაპრიზებითა და საძაგელი იმ-
პულსური საქციელით!.. შენი აულაგმავი სიშლეგით!.. შემეშვი! მომეცი
დრო და საშუალება, მშვიდად ვიფიქრო!.. ისედაც ცუდ დროს გვიწევს
ცხოვრება... ფერდინანდ! მიხედე მაღაზიას!.. და შეწყვიტეთ ჩემთან
უაზრო ლაპარაკი!..
კურტიალმა ისევ ჩაიგდო ხელში მმართველობის სადავეები... ძველი
ტონი დაიბრუნა! ბრძანებების უპრაგონოდ გაცემის უფლებაც აღიდგი-
ნა... ისევ ისეთივე თავხედი გახდა, როგორიც ყოველთვის იყო!.. დღე-
ების განმავლობაში დილიდან საღამომდე „სოლე მიოს“ – ამ არაჩვეუ-
ლებრივ მელოდიას უსტვენდა...

588
– ისე, ნამდვილად აჯობებდა, თუ გავიდოდი და ცოტა სუფთა ჰაერს
ჩავისუნთქავდი. მითხარი, პატარავ, შემთხვევით ერთი ასი ფრანკი ხომ
არ დაგრჩა? ტელეფონის ვალს გავისტუმრებდი... მე თვითონ წავალ!
დროა, ისევ ჩაირთოს, შენ ასე არ ფიქრობ?.. დამეთანხმე, რომ ის აუცი-
ლებლად დაგვჭირდება!..
ზღურბლზე გაიჭედა... კარგა ხანს ორჭოფობდა... „გალერეებსაც“ გა-
დახედა... ბოლოს მარცხნივ გაუხვია... ჩემი ვარაუდით, „ჯანყის“ მიმარ-
თულებით... მარჯვნივ რომ წასულიყო, ვიფიქრებდი, თავისი ბოზანდა-
რა მოენატრა და „ლარნაკებისკენ“ გაუტია-მეთქი... საკმარისია, ცხოვრე-
ბა ოდნავ უკეთ აეწყოს, რომ ადამიანები თხემით ტერფამდე გარყვნი-
ლებაში გადაეშვან...
***
ამას სხვა შეფასებას უბრალოდ ვერ მისცემდი... როგორც კი საქმე გა-
ყიდვაზე მიდგა, ნამდვილი ორგია გაჩაღდა... უსასრულო რიგი გადაიჭი-
მა... არც ვიცი, სად მთავრდებოდა... სახლი ალყაში მოექცა... ხელმომწე-
რები საღამოს რვის შემდეგაც მოდიოდნენ და დანამატს ითხოვდნენ...
ბაზრობა მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა... დაწესებულება
ცნობისმოყვარეთა სიმძიმისგან შემაშინებლად ხრჭიალებდა... კარი წა-
მითაც არ იკეტებოდა... ზღურბლი გადაიხეხა... დახლზე შემხტარი პე-
რეირი ბრტყელ-ბრტყელი მოხსენებებით გამოდიოდა... ხელებს ცო-
ფიანივით იქნევდა და იყო ერთ ამბავში... მეც ციბრუტივით ვტრიალებ-
დი... წინ და უკან დავრბოდი... მბეჭდავს ამოსუნთქვის საშუალებას არ
ვაძლევდი... სულ გზაზე ვიყავი გადებული... ურიკით... ავტომობილი ძა-
ლიან დიდი კი გამოდგა მონმარტრის გარეუბნისთვის... ნელ-ნელა ყვე-
ლა აკინძული ნომერი გადავათრიე...
კურტიალის ტურფა პროვინციებისთვის ამანათებს ამზადებდა... და-
ნამატს იქაც მოუთმენლად ელოდნენ... ყველგან „აკვალანგზე“ ყბედობ-
დნენ... ის დიდ მოვლენად იქცა!..
ექომ ძია ედუარდის ყურამდეც მიაღწია... „გალერეაში“ გამოგვეცხა-
და... პატარა, სათადარიგო კარიდან შემოძვრა... უზომოდ ბედნიერი
იყო, ჩვენმა გაზეთმა სული რომ მოითქვა და ახალი შემართებით სუნ-
თქავდა!.. ძალიან ღელავდა... ალბათ, ფიქრობდა, რომ ისევ ფსკერზე

589
ვეგდე და ახალი თავშესაფრის ძიებაში ვიყავი!.. არადა, წელში გამარ-
თულები და თავაწეულები დავხვდით... საქმე ხომ, მადლობა ღმერთს,
ჩვენ სასარგებლოდ შემოტრიალდა... მოკლედ, ზურგის ქარი გვიბერავ-
და! წარმატება საარაკო იყო!
იმედი საგანძურის პოვნისა მაგიურია! ამას ვერაფერი შეედრება!..
საღამოს, მთელი დღის განმავლობაში დროშკის ცხენივით სირბილის
შემდეგ, სამსახურში მიბრუნებული ისევ ფუთებს ვამზადებდი... და ასე
თერთმეტ საათამდე... ვიოლეტამ გამაფრთხილა.
– მთლად ბეჭებს ნუ ამოიყრი! და ნამდვილ სირს ნუ დაემსგავსები!
ხომ იცი, არ დაგიფასდება! მადლობასაც არ გეტყვიან ახვრები! რამე
რომ დაგემართოს, ვინ იზრუნებს შენს ჯანმრთელობაზე! შენი ბებრის
იმედი მაინცდამაინც ნუ გექნება! მიდი, ერთი მენთოლიანი მიყიდე, ჩე-
მო პატარა მეგობარო! მე კიდევ გიმღერებ... „გოგონას მოსტაგანემი-
დან“! ფაიზაღი მოგეწონება!..
„გალობისას“ ვიოლეტა კაბას ხან წინიდან აიწევდა, ხან უკნიდან...
ზოგჯერ ერთდროულად... იმის გამო, რომ საცვლებს არ სწყალობდა,
ნამდვილი მუცლის ცეკვა გამოსდიოდა... გალერეის შუაგულში დგებოდა
და გამჭოლ ქარში მაგრად უბერავდა... სეირის საყურებლად სხვა ნაბოზ-
ვრებიც აქეთკენ გამორბოდნენ... თითქმის ყოველთვის სამი-ოთხი კლი-
ენტის თანხლებით... უსაქმურები, ბოგანოები, მნძრეველები, ჯიბეგაფ-
ხეკილი ვუიარები... მაგრად კაიფობდნენ... „მიდი, მიდი, მელიზ! შეუბე-
რე, მაგრამ ფრთხილად, არ ჩაგეფსას!“ ვიოლეტა კი მუღამში შედიოდა...
ენერგიულად იქნევდა კურტუმოს... იჩეჩავდა ფანჩარს... პუბლიკა კი ტა-
შისკვრით ამხნევებდა... ტუნისური ცეკვა სრული სიგიჟე იყო... უფასო
კონცერტი, როგორც წესი, უამრავ დოყლაპიას იზიდავდა... ბოლოს ვი-
ოლეტა დამსახურებულ მენთოლიანს ღებულობდა და ტკბებოდა... შემ-
დეგ ყველანი ერთად „ჯანყში“ გავიფხიკებოდით ხოლმე...
ვიოლეტა ორლეანის გალერეაში, უზარმაზარი ბოძის უკან, ერთ პა-
ტარა კუთხეს ქირაობდა... მინეტს ორ წუთში აყუმბარებდა... თუ რომე-
ლიმე გამოშტერებულს მოჩანგლავდა, „პელიკანში“ მიათრევდა... იქვე
ახლოს... სულ რაღაც ორ ნაბიჯზე... ლუვრის წინ... მისი ოთახი ორმოცი
სუ ჯდებოდა... გიჟდებოდა მშრალ პერნოზე... სულ თხოვდნენ, ემღერა...

590
აღმოსავლეთი, ფერია სულთა, ფერია სულთა,
ზედ ჩემი კარვის ზღურბლთან მოფ-რინ-და...
მოშიშვლებოდა დუნდული სულ მთლად...
და ცალი თვალი ჰქონდა ბოქ-ვენ-თან...
მისი საშემსრულებლო ოსტატობა ნამდვილად აღმაგზნებდა... უყ-
ვარდა ბღლარძუნი და ფათური... ჭორაობდა დაუღალავად... მის მოსა-
შორებლად ერთი უტყუარი საშუალება მქონდა...
– გამოიარე... – ვეუბნებოდი, – აუცილებლად გამომიარე... ჩემი გო-
გო! შეფუთვაში წამეხმარე ცოტა...
– მაიცა, მაიცა... კიდევ ერთია მოსასვლელი... უნდა ჩამოვასხმევი-
ნო... საღამოს დოზამდე ჯერ კიდევ მიკლია...
ვიოლეტას იმედი კაცს არ უნდა ჰქონოდა... წამში პოულობდა საბაბს,
ოღონდ თითი არ გაენძრია... და
დატყდებოდა თვალის დახამხამებაში... ღილების მიკერება, იცოც-
ხლე, იცოდა... ეს მისი მანია იყო... სხვა მხრივ, ვერასდროს ვერაფერში
გამოვიყენე... უქნარების ერთი, ნაბოზარი ეგა! ასე რომ, თხოვნა ნამდვი-
ლად მაგიური მეთოდი იყო, წამში რომ დაგფცქვნოდა ხელიდან...

591
14
კვირა არც კი იქნებოდა გასული, როცა პროექტებისა და გადაწყვეტი-
ლებების ბობოქარი ნიაღვარი დაგვატყდა თავს... დღეში ასიოდე მა-
ინც... Ad libitum, ასე იყო მითითებული პირობებში, მაგრამ მისი გათვა-
ლისწინება არავის მოსვლია აზრად საკუთარ თავს ყველაფრის უფლე-
ბას აძლევდნენ! რაღა არ იკადრეს! ერთი გადახედვით იმასაც მივ-
ხვდით, რომ ტექსტები ფრიად ღირებულ მონაცემებს შეიცავდა... მოკ-
ლედ, ჩვენმა მკვლევრებმა ტვინის განძრევა არ დაიზარეს... წინადადე-
ბებს ბალისტიკაში უფრო ექსტრავაგანტული ეთქმოდა... თუმცა ყურად-
საღები დეტალებიც უხვად მოვნიშნეთ... შეიძლებოდა ზოგიერთი მათ-
განის გამოყენება... ერთი კანონზომიერებაც გამოვლინდა, თუ მკვლევა-
რი სამუშაოდ მცირეფორმატიან ქაღალდს იყენებდა, მასზე აუცილებ-
ლად ფენომენალური გაბარიტების მქონე გიგანტური, თითქმის ოპერის
ტოლა აპარატის ნახაზები იყო გამოსახული. თვრამეტიანს კი, როგორც
წესი, ოცსანტიმეტრიანი ლოტებისთვის იყენებდნენ...
რას არ იპოვიდით ამ წარმოუდგენელ სარაბანდაში! ათასგვარი სის-
ტემები და მოწყობილობანი საგანძურის აღმოსაჩენად... მეცნიერების
ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა... ზოგიერთ შემოთავაზებულ აგრე-
გატს სპილოს ფორმა ჰქონდა... ზოგსაც – ჰიპოპოტამის... უმეტესობას კი,
როგორც მოსალოდნელი იყო, თევზისა... შეგვხვდა რამდენიმე ადამია-
ნის თავის ფორმის, ადამიანის სიფათით და რამე... ერთი აპარატი, გა-
მომგონებლის თქმით, მისი დიასახლისის ზუსტი ასლი იყო... გასაოც-
რად მიმსგავსებული სახის ნაკვთებითა და თვალებით, რვაასი მეტრის
სიღრმეზეც რომ ანათებდა... ტრიალისას მათ ზღვის სიღრმეებიდან
მთელი ფაუნა ზედაპირზე უნდა ამოერეკათ...
ფოსტის ყოველ მოტანაზე ვხედავდით, რომ უჩვეულო, ფანტასტიკუ-
რი, ფანტასმაგორიული, დაუჯერებელი წინადადებების რაოდენობა აშ-
კარად მატულობდა! ერთი სული გვქონდა, სანამ კიურე ისევ გამოგვეც-
ხადებოდა... შეგვპირდა, თვის ბოლო ხუთშაბათს გეახლებითო. ასე მო-
ვილაპარაკეთ! კიდევ ათი ათასი ფრანკი უნდა მოეტანა!.. შეპირებული
ავანსი!.. თანხა საშუალებას მოგვცემდა, თვის მეოთხედის ყველაზე სას-
592
წრაფო და გადაუდებელი ვალები გაგვესტუმრებინა... დაგვებრუნებინა
ტელეფონი!.. და ნომერი ლამაზი ფოტოებით დაგვემშვენებინა... რომე-
ლიც მთლიანად „აკვალანგს“ ეძღვნებოდა... ჩვენზე დიდი პრესაც ალა-
პარაკდა... ჰყვებოდნენ არა მარტო ჩაძირული ნავებისა და აურაცხელი
საგანძურის ამოტანაზე... „ფარფადას“ ჩაძირვიდან მხოლოდ წელიწა-
დი თუ იყო გასული... და კატასტროფით აღძრული ვნებათაღელვანი
არც ჩამცხრალიყო. გვქონდა შანსი, ეროვნული აღიარება მოგვეპოვები-
ნა!..
მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ეს პერსპექტივა კურტიალის ტურ-
ფას კმაყოფილებისა და საამური მომავლით თრობის საბაბს სულაც არ
აძლევდა... დანა პირს ვერ უხსნიდა და სულ ჩამჟავებული სახით დადი-
ოდა... სამომავლო გეგმებს აწყობდა... სურდა, კიურეს კიდევ ერთხელ
შეხვედროდა და დალაპარაკებოდა... ამ ხუთშაბათს მადამ პერეირი გან-
საკუთრებული მოუთმენლობით ელოდა... საათში ათჯერ გვეკითხებო-
და, ხომ არ გამოჩნდაო... გაიხედე ერთი, სადმე გალერეასთან ხომ არ
დგასო... და
პატრონი სად არისო... სად შეიძლება ახლა იყოსო... ისევ ძველმა
ზნემ ხომ არ უხსენაო... სარდაფში ხომ არ ჩასულხარო... და ასე გაუთა-
ვებლად! არადა, ვაჟბატონი დილიდან აითესა... ხალხი წამდაუწუმ მის
ასავალ-დასავალს კითხულობდა! ჩვენც ძალიან ვღელავდით... ბებრუ-
ცანას ვუთხარი: „ცოტა ხანი დამელოდეთ, „ამბოხში“ ჩავირბენ... წუთში
დავბრუნდები...“ ვაჟბატონი ბაღში შევამჩნიე... თავისთვის მშვიდად და
აუღელვებლად სეირნობდა... თვალი ძიძებისკენ გაურბოდა... ხელში
ბოთლები ეჭირა... ის დამპალი შიგადაშიგ უსტვენდა... გაოცებისგან შევ-
ხტი... წამში მის გვერდით აღმოვჩნდი...
– კარგი რა, ფერდინანდ! კარგი რა! სახეზე გეტყობა, რომ ძალიან
ნერვიულობ... შინ ხანძარი ხომ არ გაჩნდა? მოხდა რამე ისეთი?.. ის ხომ
არ გამოჩენილა?
– არა, – მოკლედ მოვუჭერი, – ჯერჯერობით არ ჩანს!
– მალე მოვა, დარდი ნუ გექნება, – მშვიდად მომიგო... – აი, ბალზა-
მი... ანისის... ძალიან მწარე და... ბისკვიტები! არ ვიცი, რომელს ანიჭებს
უპირატესობას! რას სვამს კიურე?.. ალბათ ყველაფერს, იმედს ვიტოვებ!

593
– უნდოდა, რომ ჩვენი გარიგება დაგვესველებინა... – ფერდინანდ, აბსო-
ლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტ გზას დავადექით! ო! რა
თქმა უნდა! ეს დღესავით ნათელია!.. უკვე ყველა შტრიხი გამოიკვეთა!..
ო! დილით კიდევ ერთხელ გადავავლე გეგმებს თვალი!.. ისევ ახალი
პარტია! ცინცხალი იდეების ახალი ნაკადი, ჩემო ძმაო! როგორც კი ჩაივ-
ლის პირველი ზვავი... მე... მე ისევ გადავახარისხებ ყველაფერს... და არ-
ჩევანსაც გავაკეთებ! მეცოდინება, რა შეიძლება გამოგვადგეს... და რა
უნდა გადაიყაროს ნაგავში!.. თვითონ ამას ვერ მოაბამს თავს! ჩემი სურ-
ვილია, ხელ-ფეხი გამიხსნას, მოქმედების სრული თავისუფლება მიბო-
ძოს! შარლატანობას ბოლო უნდა მოეღოს! ყველაფერზე ღიად და მი-
უკერძოებლად უნდა ვიმსჯელოთ! ამას გარდა, ხვდები ალბათ, კიდევ
უამრავი დეტალია მხედველობაში მისაღები... ვინ იქნება თავდები?.. და
გარანტიები! არანაირი სურვილი არა მაქვს, საქმეში თვალახვეული გა-
დავეშვა... ო, არა! ეს გამორიცხულია!.. ანგარიში ბანკში!.. უპირველეს
ყოვლისა!.. და ორასი ბანკნოტი მაგიდაზე! ყველაფერს ოფიციალურად
ვაფორმებთ! ვაწერთ ხელს! მე და ის! ვიწვევ კონსტრუქტორებს... და და-
უყოვნებლივ ვიწყებთ! ვიღებთ ვალდებულებას და ყველაფერზე დეტა-
ლურად ვმსჯელობთ!.. სალაპარაკო კი ბევრი გვაქვს... ჩვენ ხომ ახალბე-
დები არ ვართ! ჭიპი გვაქვს ამნაირ საქმეებში მოჭრილი...
შევამჩნიე, რომ პატარა ეჭვი მაინც შეეპარა...
– ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოეწონება?
– აჰ! – აღმომხდა, – ამ მხრივ მე სრულიად მშვიდად ვარ...
სინამდვილეში, მართლა არ მეპარებოდა ეჭვი.
აი ასე, მსჯელობა-მსჯელობით კანტორას მივუახლოვდით... ცოტა
ხნით შევყოვნდით... კიურე აღარ გამოჩნდა... ხასიათი მოგვეშხამა...
ქალბატონი დე პერეირი დაწესებულებაში წესრიგის დამყარებას ნერ-
ვიულად ცდილობდა... არადა, იქაურობა მართლა დაემსგავსა ავგიას
თავლას... მანამდეც ხომ ისედაც ბოსელს ჰგავდა აქაურობა... მას შემ-
დეგ, რაც ეს აურზაური ატყდა, საერთოდ აღარ დარჩა თავისუფალი ად-
გილი... მძღნერით გამოტენილი ჯალამბარი! ღორიც კი არ იკადრებდა
იქ ცხვირის შეყოფას თავის გოჭებიანად! მოთუხთუხე მძღნერის კასრი...
გულისამრევი... პირველიდან მესამე სართულამდე დახვავებული ქა-

594
ღალდები, დახეთქილ-დაგლეჯილი წიგნები, ძველი, დამპალი სახელ-
მძღვანელოები, მემუარები... მთელი ეს ავლადიდება დახეულ-დაგლე-
ჯილი... სერპანტინებად ქცეული... ჰაერში მოცურავე კონფეტის ღრუბ-
ლები... ირგვლივ მიმოყრილი დაკუჭული ფურცლები... იმ ნაბიჭვრებს
ჩვენი ულამაზესი სტატუები წაეღოთ... ფლამარიონისთვის თავი წაეგ-
ლიჯათ, ჰიპოკრატე კი საშრობის ულვაშებით დაემშვენებინათ... დიდი
ძალისხმევა დაგვჭირდა, მთელი ამ ქაოსიდან სამი სკამი, მაგიდა და დი-
დი სავარძელი რომ გამოგვეთრია... ყველა კლიენტს გასასვლელისკენ
მივუთითეთ... წმინდანის მისაღებად ადგილი გამოვათავისუფლეთ...
ზუსტად ექვსის ნახევარზე სულ რაღაც ნახევარი საათის დაგვიანებით,
კიურეც მოგვევლინა... ჯერ კიდევ მაშინ მოვკარი თვალი, როცა ორლეა-
ნის გალერეას ჭრიდა... უზარმაზარ, შავ, გასკდომამდე გაძეძგილ ჩანთას
მოათრევდა... შემოვიდა... მივესალმეთ... ტვირთი მაგიდაზე დადო...
საქმეს კარგი პირი უჩანდა... ოფლი მოიწმინდა... როგორც ჩანს, მორბო-
და ის უბედური... გულამოვარდნილი ძლივს სუნთქავდა და კარგა ხანს
ვერ დამშვიდდა... დავიწყეთ საუბარი... მოლაპარაკებას კურტიალი უძ-
ღვებოდა... მისი ტურფა ალკასარიში ავიდა... ცოტა ხანში იქიდან რამ-
დენიმე, ყველაზე მნიშვნელოვანი დოსიეთი დაგვიბრუნდა... კიურეს არ-
ჩევანი, წესით, არ უნდა გაძნელებოდა... ქალბატონმა ყველაფერი მაგი-
დაზე წამოჭიმული ჩანთის გვერდით დადო... სასიამოვნოდ გაიღიმა...
საკმაოდ კმაყოფილი ჩანდა... თითით ფურცვლას შეუდგა... ბოლოს ერ-
თიც და... სრულიად შემთხვევით რომელიღაც გვერდს ჩაუღრმავდა... აშ-
კარად დაეტყო, რომ ყოყმანობდა... გადაწყვეტილება ვერ მიეღო... ჩვენ
გავისუსეთ... კრინტი არ დაგვიძრავს... გაშეშებული ველოდით... გვინ-
დოდა, ყველაფერი უკეთ მოეფიქრებინა... ბოლოს სუნთქვაც შევწყვი-
ტეთ... მან კიდევ რამდენიმე გვერდი გადაშალა... უეცრად ნერვიული
კრუნჩხვისგან სახე მოეღრიცა!.. კიდევ ერთხელ დაეჭმუჭნა სახე... არა, ეს
იყო საშინელი გრიმასა! ნამდვილი კრიზი!.. შეტევა!.. ჭეშმარიტმა ტრან-
სმა შეიპყრო!.. ქაღალდები მოისროლა... პირდაპირ ვიტრინას დაუმიზ-
ნა... თავში ხელი იტაცა... ჯერ თითებით ითათუნა... შემდეგ ქექვასა და
მასირებაზე გადავიდა... არც ნიკაპი დატოვა უყურადღებოდ... იბწკინა...
თმა აიბურდა... ლოყები, ცხიმიანი ნაკეცები, ცხვირი, ყურები... ყველა-

595
ფერს შეეხო... აღარ ჩერდებოდა... ეს იყო სატანისტური კონვულსია!
თვალების ამოთხრას ცდილობდა... ექაჩებოდა თმას... შემდეგ უხეშად
დაიხარა... და იატაკზე გაიშხლართა... თავი ქაღალდებში შეჩურთა... და
მათ ყნოსვას შეუდგა... ღორივით ღრუტუნებდა... ხმაურიანად სუნთქავ-
და... ერთი დასტა აიტაცა და ფრრრ... ყველაფერი ჰაერში აისროლა!
ჭერს მიახეთქა... დასცხო ფურცლების, საქაღალდეების, ბროშურებისა
და გეგმების წვიმა... ყველაფერი დაიფარა... მთელი ეს ნაგავი ყველგან
მიმოიფანტა... არაფერი ჩანდა... ერთხელ... ორჯერ... და ასე უსასრუ-
ლოდ... კმაყოფილებისგან ხაოდა! ნირვანაში გადავარდა! ფეხებს აბა-
კუნებდა!.. გული რომ იჯერა, ისევ ქექვა იწყო... ხმაურზე ხალხი კარს მო-
აწყდა... კიურე ჩანთას მიადგა... გადმოაპირქვავა... შიგთავსი იატაკზე
მიმოფანტა... ქაღალდები... ამონარიდები... სტატიების მთელი დასტა...
ამ ნაგავში ფული დავლანდე... სასწაული!.. ქაღალდებს შორის!
ვხედავდი, როგორ დაფარფატებდნენ ბანკნოტები... მათი აკრეფა
მომინდა... ვიცოდი, როგორ მემოქმედა... ამ დროს ოთახში ორი ბეხლე-
წი ამოიწვერა... კარი მხრებით ნაფოტებად ექციათ... ბრბო დაეშალათ...
როგორც კი შემოიჭრნენ, კიურესკენ გაქანდნენ... დაიჭირეს... ძირს დას-
ცეს და ხელ-ფეხი შეუკრეს... უბედური ვეღარ სუნთქავდა... იხრჩობოდა...
მაგიდის ქვეშ ხროტინებდა... „პოლიცია!“ – გვაუწყეს მომხდურებმა...
მღვდელი მაგიდის ქვეშიდან ფეხებით გამოათრიეს და ზედ მოკალათ-
დნენ.
– დიდი ხანია მას იცნობთ? – გვკითხეს...
ინსპექტორები აღმოჩნდნენ... ყველაზე ღვარძლიანმა, ბოროტმა და
დაუნდობელმა თავისი ბარათი დაგვიძრო... პასუხი არ დავახანეთ... მყი-
სიერად ვუპასუხეთ, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვიყავით საერთოდ! კიურე
ფეხებს იქნევდა! კრეტინი წინააღმდეგობას უწევდა... არც ისე წარუმა-
ტებლად... მუხლებზე შედგომა მაინც მოახერხა... დაიწყო წკმუტუნი...
პატიებას ემუდარებოდა... „მომიტევეთ! მომიტევეთ! – ღნაოდა, – ეს ყვე-
ლაფერი ჩემს უპოვართ ეკუთვნის... ჩემს ბრმებს!.. ჩემს პატარა ყრუებსა
და მუნჯებს!“ იხვეწებოდა, რომ გაეშვათ...
„მოკეტე! შენთვის არაფერი უკითხავთ! ნაგავო! აღარ მორჩი ჩვენს
დაბოლებას!..“ იმან, რომელმაც საბუთი წარმოგვიდგინა, კიურეს ისეთი

596
ბეთქა, რომ იმ დედააფეთქებულმა მხოლოდ ერთი დაყიყინებაღა მო-
ახერხა... მოწყვეტით ძირს გაიშხლართა... ამის შემდეგ მისი სუსი არავის
გაუგია... იქვე დაადეს ბორკილები... ცოტა ხნით შეყოვნდნენ... სული მო-
ითქვეს... შემდეგ კიურეს სეანსი განუახლეს... ჯერ მუშტები დააყარეს...
მერე ფეხზე წამოაყენეს... მაგრამ პროცედურა ამით არ დაასრულეს...
კურტიალს „დადგენილებაზე“ და კიდევ ერთ საბუთზე ხელის მოწერა
უბრძანეს... „dorso-verso“... ერთ-ერთმა ძაღლმა, იმან, რომელიც ნაკლე-
ბად მკაცრი გვეჩვენა, „წმინდანის“ მიერ ჩადენილ სიგიჟეებზე ორიოდე
სიტყვა გადმოგვიგდო... არ დავუბოლებივართ, მართლა კიურე აღმოჩ-
ნდა... თან ფრიად პატივცემული და დაფასებული კანონიკი... ბატონი კა-
ნონიკი ფლერი! ასე მიმართავდნენ მას! ეს არ იყო მისი პირველი გოთ-
ვერნობა. არც პირველი გასკვანჩვა... ვალების აკიდება ოჯახის თითქმის
ყველა წევრისთვის უკვე მოესწრო... ათასობით ფრანკის... დეიდაშვილე-
ბისა და ბიძაშვილებისთვის... დეიდებისა და ბიცოლებისთვის... უმცრო-
სი დებისთვის სენ-ვენსენ-დე-პოლიდან... ყველას უქნა, რა! ეპარქიის
მნათეებისთვისაც გაუშრია სისხლი... ეკლესიის დარაჯისთვისაც და იმ
ხანდაზმული ქალისთვისაც, სკამებს რომ აქირავებდა... ამ უკანასკნე-
ლის სულ ცოტა ორი ათასი ფრანკი მაინც მართებდა... და ეს ყველაფერი
სრულიად უაზრო და უმიზნო თავგადასავლების გამო... ბოლო დროს შე-
მოწირულობათა სალაროს შესჩვევია... ორჯერ უკვე წაუსწრიათ დანა-
შაულის ადგილზე... მაშინ, როცა სკივრში აფათურებდა ხელებს... ხაზი-
ნასაც ფცქვნიდა თურმე... ჟანა დარკის სახელზე ყველა შემოწირულობა
გამოუხრავს... სენაკის კარი მაკრატლით შეუხსნიათ და თანხის თვლი-
სას შეუსწრიათ... ძალიან გვიან კი შეუმჩნევიათ დანაკლისი... ახლა დი-
ლეგში ჩაგდებას უპირებდნენ... ეპისკოპოსი მის დაპატიმრებასა და გა-
სამართლებას ითხოვდა...
ჩვენი თაღების ქვეშ დოყლაპიების შთამბეჭდავმა ბრბომ მოიყარა
თავი... ტკბებოდნენ სანახაობით...
ცდილობდნენ, ერთი უმნიშვნელო დეტალიც კი არ გამოჰპაროდათ...
მოვლენებს ძალუმად ურთავდნენ კომენტარებს... გამაყრუებლად ყაყა-
ნებდნენ... მთელ სახლში მიმოფანტული კუპიურებიც, ბუნებრივია,
თვალნათლივ დაინახეს... მეც დავინახე ისინი! მეც მეყო ჭკუა-გონება და

597
ოთხი ცალი უკვე ვიხსენი... და კიდევ ერთ ორმოცდაათფრანკიან მონე-
ტასაც ვუშველე... ოჰ! აჰ! – ისმოდა გარედან. ვიტრინას აკრულმა დედა-
მიწერილებმაც კარგად დაინახეს, როგორ გულმოდგინედ ვირჯებოდი!
ძაღლებმა ჩვენი კიურე სპორტულ დარბაზში შეაგდეს... ის განაგრძობდა
წინააღმდეგობას... უკნიდან მოუწიათ გასვლა, რათა ეს ავაზაკი ფიაკრში
შეეტენათ... არ ნებდებოდა მაიმუნი... ყველაფერს ებღაუჭებოდა... სუ-
ლაც არ აპირებდა ჩვენთან გამოთხოვებას...
„ოჰ, საწყლები! ჩემი გაუბედურებული ახლობლები! ჩემი უიღბლო-
ები!“ – მოთქვამდა გაუთავებლად. ბოლოს, დიდი ვაივაგლახით კარეტა
დაიძრა...
ძაღლებმა კიურე შიგნით ძალით შეათრიეს... იძულებულნი გახდნენ,
თოკით სკამისთვის მიებათ... არ უშველა... მაინც წრიალებდა... ჩვენ კი
ჰაეროვან კოცნებს გვიგზავნიდა... ნამდვილად სამარცხვინო კი იყო ადა-
მიანის მსგავსი წამება! რა დააშავა ახლა ამისთანა?! ფიაკრი გაიჭედა...
ცხენი წინ მოზღვავებული ხალხის გამო ვერც იქით დაიძრა და ვერც
აქეთ... ყველას სურდა, ფიაკრში შეეჭყიტა... მის ძირს ჩამოთრევას ცდი-
ლობდნენ... ბოლოს, სხვა ძაღლების აქტიური ჩარევით გზა გამოთავი-
სუფლდა... ჩალაგამოვლებული დოყლაპიები კანტორაში შეცვივდნენ...
არაფრის გაგება არ სურდათ... ჩვენი დაცინვითა და აბუჩად აგდებით
კარგად იჯერეს გული...
ფუმფულამ ამდენი დამცირება ვეღარ აიტანა და წყობიდან გამოვი-
და... ამ აურზაურის სასწრაფოდ აღკვეთა მოინდომა... კარისკენ გაქან-
და... გააღო... პარმაღზე გავიდა და უსაქმურებს მაგრად დაუცაცხანა...
– აბა, იქნებ მითხრათ, რაშია საქმე? უხეიროების, უქნარების, უნი-
ჭოებისა და უნიათოების ბანდავ! ბინძურებო... დამპლებო, ეს რა დღეში
ხართ? რა ყაყანი აგვიტეხეთ! იმპოტენტებო! რით ხართ უკმაყოფილო?!
რას ვერ მიგიხვდით, ნაძირლებო? ახლავე გაეთრიეთ აქედან, თორემ არ
ვიცი, რას გიზამთ! მე ჩემს ქმედებაზე პასუხს არ ვაგებ! უნამუსოებო! გა-
თახსირებულებო! ქვეშაფსიებო! რატომ ჰყოფთ იმ საქმეში ცხვირს, სა-
დაც არაფერი გესაქმებათ! გამომიჩნდნენ აქ ადვოკატები და უფლებათა
დამცველები! იქნებ ის გარეწარი ნათესავია თქვენი?

598
გამოსვლა ცხარე და მწარე გამოუვიდა, მაგრამ ამით საქმეს არაფერი
ეშველა... მაგრად დაიკიდეს და ლანძღვა-გინებას უმატეს... ვშიშობდი,
რომ ეს სიტყვიერი შეხლა-შემოხლა საბედისწეროდ არ დამთავრებუ-
ლიყო... ხელჩართულ ბრძოლაში არ გადაზრდილიყო... და სისხლი არ
დაღვრილიყო... ნაბიჭვრები წუთი-წუთზე შეტევაზე გადმოვიდოდნენ...
ვიტრინას უბრაგუნებდნენ... წამოვიდა ქვების წვიმა... სასწრაფოდ უნდა
მოგვეცოცხა... უკანა გასასვლელიდან... თან რაც შეიძლება სწრაფად!..
***
მსგავსი ტრაფალგარის შემდეგ, წარმოდგენა არ გვქონდა, როგორ
მოვქცეულიყავით... როგორ გადაგვერწმუნებინა ამ შეპყრობილთა ბან-
და... ეს დასაბმელი გიჟები?.. „ზღვის სიღრმეებში ჩაძირული საგანძურე-
ბის დეტექტორი მყვინთავი ზარი“ წამში ისეთივე კორიდად გადაიქცა
როგორც „მუდმივი ძრავა“!.. დილიდან საღამომდე გნიასი არ წყდებო-
და... ზოგჯერ ღამითაც საშინელი ღრიალისგან მეღვიძებოდა... ორბიტე-
ბიდან თვალებამოყრილ შეშლილთა ბრბო მაღაზიის კარს არ სცილდე-
ბოდა... „უტყუარი“ არგუმენტებით... მტკიცებულებებითა და გადაწყვე-
ტილებით აღჭურვილნი იქნევდნენ ხელებს... იბერებოდნენ... ქშინავ-
დნენ... პირიდან ცეცხლის ალებს უშვებდნენ... ამ სანახაობის ცქერა სუ-
ლაც არ იყო სახალისო და შვებისმომგვრელი... მეამბოხეთა რიცხვი ყო-
ველდღიურად მატულობდა... ქუჩაც გადაკეტეს... შლეგთა თავბრუდამ-
ხვევი სარაბანდა 25 დაიწყო...
კანტორა ისევ გადაიძეძგა... ცხვირსაც კი ვერ შეყოფდით... ეყარნენ
ყველგან... სავარძლებზე... მაგიდაზე... გორავდნენ ქაღალდებში... ზო-
გიერთებმა იქ ბუნაგებიც მოიწყვეს... შესვლა და რამის ახსნა წარმოუდ-
გენელი გახდა... ერთხელ შემოხიზნულსა და გამაგრებულს ცოცხალი
თავით არ უნდოდა დაწესებულების დატოვება... თავს ვალდებულად მი-
იჩნევდნენ, ჩვენთვის საქმის ახალი, ჯერ კიდევ გამოუთქმელი დეტალე-
ბი გაეზიარებინათ...
მათი იოტისოდენა ვალიც რომ დაგვდებოდა, ცხადია, ვინ იყო ხმის
ამომღები... ავანსი... მცირეოდენი სარეგისტრაციო თანხა მაინც რომ შე-

25
ძველებური ესპანური ცეკვა.
599
მოეტანათ, როგორმე გავიგებდი მათ უკმაყოფილებასა და გაცხარებას...
რატომ ღნავიან... რატომ ღრიალებენ... რატომ ანთხევენ ღვარძლს...
რატომ აწყობენ ამ უაზრო ჯანყსა და შეთქმულებას... ეს სულ სხვა შემ-
თხვევა გახლდათ... უპრეცედენტო!.. მათი ერთი სუც არ დაგვიხარჯავს!
რა ვალი! რის ვალი! ღმერთი, რჯული! და კიდევ კარგი, რომ ასე იყო! რა
დიდი ფილოსოფია უნდოდა ახლა ამის გაგებას! ჩვენ ხომ სრულიად
უანგაროდ ვირჯებოდით!.. მხოლოდ სპორტული ინტერესით შეპყრო-
ბილნი! არც მეტი, არც ნაკლები! ბარიბარში ვიყავით! მაგრამ ეს ჩვენ
ვფიქრობდით ასე! აბა, ერთი მათთვის გეკითხათ! რევოლუციას მხო-
ლოდ საკუთარი სიამოვნების გულისთვის გვიწყობდნენ!.. რომ ტვინი
მოეტყნათ... წყობიდან გამოვეყვანეთ და ამით ეკაიფათ... წარმოგიდგე-
ნიათ?.. ათჯერ უფრო დამპლები აღმოჩნდნენ, ვიდრე ვვარაუდობდით!..
საქონელი ვერ მოიქცეოდა ასე... იდგნენ და ხრიალებდნენ დუჟმორეუ-
ლები! მაგათი დედაც... თითქოს, თითზე დავიხვიეთ... გავძარცვეთ...
უკანასკნელი სუ ავწაპნეთ... სატანას მოციქულები! დემონები! გეგონება,
ბირჟაზე გამოცხადნენ, რათა თავიანთი აყროლებული ხარახურა დაეც-
ვათ! მერე ეს ერთბაშად მოვარდნა რაღა იყო! მსგავსი არაფერი მინა-
ხავს! ან ეს თავზარდამცემი ღრიალი!..
არავის სურდა მოცდა! წამიც კი! წუთში უნდა მიგერთმია, რასაც ით-
ხოვდა! არავინ ითვალისწინებდა სისტემის სირთულეს. იქვე უნდა ეფ-
რქვია კვამლი და გამართულად ემუშავა! ყოველ მათგანს პირველობა
სურდა! ხედავთ, როგორ პირობებს გვიყენებდნენ? იქნევდნენ თავიანთ
ქაღალდებს და იყვნენ ერთ ამბავში... ავუხსენით, განა არ ავუხსენით,
რომ მათი ბზიკები ყელში ამოგვივიდა, მაგრამ ვინ გათხოვა
ყური?.. არც ის დაგვიმალავს, რომ ეს ყველაფერი მაგარი ბოდვა იყო!
წმინდა წყლის სირობა! ჩვენი კურტიალი ხვეულ კიბეზეც კი აფორთხი-
ალდა, რათა მთელი სიმართლე ზემოდან გადმოეფრქვია... ხაოდა არაა-
დამიანური ხმით... მეტი დამაჯერებლობისა და ოფიციალურობისათ-
ვის თავზე თავისი სახელგანთქმული შლაპაც კი დაიმხო... ღმერთი,
რჯული, არაფერი დაუმალავს! მე ვარ მოწმე! საოცრებები მორჩაო, –
განმარტა... ისიც თქვა, რომ დამკვეთი გაქრა და მისი დაბრუნების იმედი
ტყუილად ნუ გექნებათო... მოკლედ, ზარები და საგანძურები დაივიწყე-

600
თო! მილიონები საკუთარ ტრაკში მოიძიეთო! კიდევ დაამატა, რომ ის
„წმინდანი“ ძაღლებმა გასკვანჩეს და... დილეგში ამოხდება სულიო...
იქიდან გამომსვლელი არ არისო... გიჟის პერანგში დაზმანულს არაფე-
რი ეშველებაო... ჩვენმა ბიზნესმაც საბოლოოდ წყალში ჩაყვინთაო!..
„წყალში!.. წყალში!.. წყალში!“ – ამ სიტყვის გაგონებაზე პუბლიკას კონ-
ვულსიები დაეწყო... „წყალი! წყალი! კურტიალი წყალში! წყალში!“ –
სკანდირებდნენ ერთხმად... მათი რიცხვი ისევ და ისევ მატულობდა...
მოათრევდნენ ახალ გეგმებს... თუ მათთან დალაპარაკების სურვილი გა-
გიჩნდებოდა, სახეზე ცხიმიანი, ქლესა ღიმილი გადაეფინებოდათ ხოლ-
მე... საქმეს უკეთესობის არაფერი ეტყობოდა... ისინი თავისას არ იშ-
ლიდნენ... არ ვიცი, რა უნდა მომხდარიყო, რომ პოზიცია შეცვლოდათ...
როგორც ჩანს, ყველამ იცოდა ცნობილი ჭეშმარიტება – უნდა იტანჯო,
რწმენა რომ შეინარჩუნო! რწმენით შეპყრობილი მთასაც გადადგამ და
თუ საჭიროა, ზღვასაც ამოაშრობ! ეს იყო ფანატიზმი... რწმენის გულის-
თვის ყველაფერზე მოაწერდნენ ხელს!.. ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ
მთელი ფულის მისაკუთრებასა და მათ მშრალზე დასმას ვაპირებდით...
ამიტომაც არ სცილდებოდნენ ჩვენს კარს... უთვალთვალებდნენ გასას-
ვლელებს... კომფორტულად დაბანაკდნენ გისოსების გაყოლებაზე...
არსად ეჩქარებოდათ... ვიმეორებ, მათ ჰქონდათ რწმენა... უფრო ძლი-
ერი, ვიდრე რკინა... ამ ადამიანებს სწამდათ და ვერაფერს გააწყობდი!
მათთან დავას აზრი არ ჰქონდა... მცირე წინააღმდეგობის გაწევაზე
მზად იყვნენ, ადგილზე გავესრისეთ... მათი სისასტიკე და მრისხანება
დღითი დღე მატულობდა... ყველაზე თავხედები და ყველაზე გაქექილე-
ბი უკანა შემოსასვლელიდან ახერხებდნენ შენობაში შემოძრომას... გა-
ივლიდნენ სპორტულ დარბაზს და ხელით გვანიშნებდნენ, შემოგვიერ-
თდითო... კუთხეში შექუჩებულები ჩურჩულით გარიგებას გვთავაზობ-
დნენ... მოვილაპარაკოთ და შევთანხმდეთო... წილს გაგიზრდითო...
ასიდან ორმოც პროცენტს დაგითმობთო ათის ნაცვლად... პირველი ნა-
დავლიდან... სამაგიეროდ გვთხოვდნენ, ახლავე, დაუყოვნებლივ, სხვებ-
ზე ადრე მოგვხედეთო... ფულის გიჟები ვეგონეთ... ჩვენი მოქრთამვაც კი
სცადეს... „პრემიალურებით“!

601
კურტიალს არავის დანახვა არ სურდა... ვინმესთან გასაუბრება ან
მოსმენა მის შესაძლებლობებს აღემატებოდა... ამის ნერვები მას უკვე
აღარ ჰქონდა... არც გარეთ მიუწევდა გული... ეშინოდა, რომ შეამჩნევ-
დნენ და იმ წურბელებს ვეღარ მოიცილებდა... ყველაზე მშვიდ და უსაფ-
რთხო ადგილად სარდაფს მიიჩნევდა...
– შენ კიდევ, – მეუბნებოდა, – რაღას დარჭობილხარ აქ? ელოდები,
სანამ შემოგივარდებიან და ადგილზე მიგასიკვდილებენ?! გადი, გეუბ-
ნები... სადმე ჩრდილქვეშ მაინც დაჯექი... აუზის იქითა მხარეს... აჯო-
ბებს, თუ ერთად არ დაგვინახავენ... ახლა საჭიროა, რომ ქანცგამოლეუ-
ლებმა იყვირონ! სანამ არ მოჰბეზრდებათ და არ დაიცლებიან... ეს კო-
რიდა მხოლოდ 8-10 დღეს თუ გასტანს!..“
კურტიალი გათვლებში მწარედ შეცდა... კორიდა საკმაოდ დიდხანს
გაგრძელდა...
***
საბედნიეროდ, ცოტა ფული გადავარჩინეთ... ის, რაც კანონიკს ავწაპ-
ნე... დაახლოებით ორი ათასი ფრანკი... გადავწყვიტეთ, რომ ამ თანხას
ყაირათიანად დავხარჯავდით... როგორც კი ეს წამება და დავიდარაბა
დასრულდებოდა... ერთ საღამოსაც ამოვიდოდით და მთელ ჩვენს მასა-
ლას სხვაგან გადავათრევდით!.. სხვა უბანში!.. აქ დარჩენა შეუძლებელი
იყო. გავხსნიდით ახალ „ჟენიტრონს“, ახალ მასალაზე... ახალი გამომ-
გონებლების მონაწილეობით... „ზარზე“ ლაპარაკს ერთხელ და სამუდა-
მოდ შევეშვებოდით... ამის განხორციელებას არაფერი ედგა წინ... მთა-
ვარი იყო, ამ დამცირებებისათვის კიდევ ორი-სამი კვირა გაგვეძლო...
ამასთან ერთად, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, მსუქანასთვის ამეხ-
სნა, რომ ბევრად აჯობებდა, თუ მონტრტუს პავილიონში დარჩებოდა
და აქ ცხვირწინ ტრიალისგან თავს შეიკავებდა... დაეცადა იქ, სანამ ქა-
რიშხალი ჩადგებოდა და საბოლოოდ გამოიდარებდა... ლამაზმანმა ჩე-
მი მოსმენა ცოცხალი თავით არ ისურვა... კრახისა არ სჯეროდა... პუბლი-
კას კი ჩემზე უკეთ არავინ იცნობდა... ირენი თავისი ქცევით, მანერებით,
პირში გაჩრილი ჩიბუხითა და საარაკო პირბადით ყველას აღიზიანებ-
და... ჭორებსა და მის გაკილვას დასასრული არ უჩანდა... ქალბატონი კი
არ ცხრებოდა... შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ კლიენტებს თავს არ

602
დასხმოდა... ეს შეიძლებოდა ძალიან ცუდად დასრულებულიყო... არ
იყო გამორიცხული, ზედ შედგომოდნენ და ცემით სიკვდილის პირამდე
მიეყვანათ... იმ ავაზაკებს არც ჭკუა დაუშლიდა და არც გონება... ზოგჯერ
მათ ისეთი სიფიცხე და სიშმაგე იპყრობდა, რომ ქვას ქვაზე არ ტოვებ-
დნენ... ამაზე მსუქანას წარმოდგენაც არ ჰქონდა... თუმცა... ესეც კარგი
კვაჭი იყო... გამოაჩენდა ბრჭყალებს და ლომივით თავს დაიცავდა... მაგ-
რამ რა საჭირო იყო ამ დრამების მოწყობა? გამოვრჩებოდით კი რამეს?
რა თქმა უნდა, არა! ყველა ვარიანტში სახლი განწირული იყო... ბოლოს
და ბოლოს, ცრემლების ნიაღვრებისა და სულისშემძვრელი ოხვრისა-
გოდების შემდეგ იდიოტმა ჩემი შეგონება ყურად იღო და დამყვა...
იმ დღეს ქალბატონი არ მობრძანდა... კურტიალი სარდაფში ხვრი-
ნავდა... ერთად ვისადილეთ „ლოკოკინაში“ რაულთან, პუასონიერის
კუთხეში... ძალიან გემრიელად... რაც მართალია, მართალია... არაფერს
იკლებდა, გოთვერანი... არც მე მომინდა, მაღაზიაში ობი მომკიდებო-
და... როგორც კი თვალს მიეფარა, მეც შურდულივით გარეთ გავვარდი
და როგორც ყოველთვის, მოპირდაპირე მხარეს, როტონდის მიღმა მოვ-
კალათდი... იქიდან თავისუფლად შემეძლო ყველა წამსვლელ-მომ-
სვლელი ყურადღებით მეთვალიერებინა... თუ ვინიცობაა, საქმე აქოთ-
დებოდა, სასწრაფოდ ჩარევასაც შევძლებდი... მაგრამ ის დღე გასაოც-
რად უღრუბლო ჩანდა... განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა... ირ-
გვლივ კვლავ ჩემთვის კარგად ცნობილი ყბედებისა და დორბლიანების
ჯგუფები დაბორიალებდნენ... ასე იყო გასული კვირიდან მოყოლებუ-
ლი! მოკლედ, არაფერი ექსტრაორდინალური!.. სანერვიულო და საფო-
რიაქო არაფერი მქონდა...
ჩვეულებრივი გნიასი, ექსცესებისა და სკანდალების გარეშე. ოთხის
შემდეგ კი ეს ხმაურიც თითქმის ჩაკვდა... დოყლაპიები ერთ მწკრივად
ჩამოსხდნენ... ერთმანეთში ჩურჩულით საუბრობდნენ... აშკარად ეტყო-
ბოდათ, რომ გვარიანად დაიქანცნენ... არა, ნამდვილად ამ ველურებს
ვიტრინის გაყოლებით მეტი აღარ შეეძლოთ... ისეთი განცდა დამეუფ-
ლა, რომ ჰაერი დაღლილობის სუნით გაიჟღინთა... ასე დიდხანს ვერ
გაგრძელდებოდა... მომავალზე ფიქრი დავიწყე... აქედან სასწრაფოდ
უნდა მოგვეცოცხა... სხვა საქმე წამოგვეწყო... ახალი „სარდაფები“ დაგ-

603
ვეთრია და აგვეთვისებინა... ახალი ბიზნესისთვის დაგვედო დასაბამი...
რაც მთავარია, ჩვენ გვქონდა მაყუთი! საკითხავი მხოლოდ ის იყო, რამ-
დენ ხანს გავქაჩავდით ამ თანხით! ისე, რა დიდი ოფლისღვრა უნდოდა
ახლა ორი ათასფრანკიანის დახარჯვას?! მით უმეტეს, თუ გაზეთის ამო-
ქაჩვასა და სახლის ვალის გასტუმრებას ვაპირებდით! სიმართლე რომ
ვთქვათ, ამ ორი საქმის ერთდროულად მოკვარახჭინება შეუძლებლად
მესახებოდა!.. ერთი სიტყვით, სერიოზულ ფიქრებში ვცურავდი... თან
ძალიან ღრმად ჩავყვინთე... სწორედ ამ დროს შორს, ბოჟოლეს ჩიხში,
მაღალი ტიპი დავლანდე... ისე ხმაურობდა, ინგრეოდა იქაურობა! იკ-
ლაკნებოდა... იგრიხებოდა... ენერგიულად იქნევდა ხელებს... ჩვენკენ
გამოექანა... ისკუპა და პირდაპირ კართან დაერჭო... შეტორტმანდა... მე-
რე სახელურს ეცა და კარგა ხანს ეჯაჯგურა... გეგონება, ნაყოფით დახუნ-
ძლულ ვაშლის ხეს ბერტყავსო... ღრიალებდა... დე პერეირს უხმობდა...
ტიპი იყო გაცოფებული, დაბმა აშკარად მოუხდებოდა... სანამ იქაურო-
ბას გაეცლებოდა, ცოცხალ-მკვდარი ამოგვიტრიალა... ცხადია, პასუხი
არავინ აღირსა!.. გავეშებულმა ამოიღო ფუნჯი და მწვანე საღებავით
ვიტრინა მოგვიხატა... შორიდან ვიფიქრე, სამახსოვროდ ცხრასართუ-
ლიანები მოგვიძღვნა-მეთქი... ბოლოს, როგორც იქნა, დააყენა საშველი
და გააჯვა!.. ისევ ისე გაღიზიანებულმა... რა მოხდა მერე!.. დიდი ამბავი
ახლა, ასეთები გვინახავს?! არადა, დარწმუნებული ვიყავი, უარესს ჩა-
იდენდა...
კიდევ ერთი-ორი საათი გავიდა... მზე ჩასასვლელად ემზადებოდა...
ექვსიც დაიწყო... დადგა მომენტი, ფრიად უსიამოვნო, რომელსაც ყვე-
ლაზე მეტად ვუფრთხოდი... ყველაზე ხელსაყრელიც ჩასასაფრებლად
და ცემა-ტყეპის გასაჩაღებლად... განსაკუთრებით ჩვენს კლიენტებ-
თან... ამ დროს წვრილი მოსამსახურეები, ეს უკურნებელი მანიაკები მა-
ღაზიებში თავიანთ სამუშაო ადგილებს ტოვებდნენ... ეს დასაბმელი გი-
ჟები ერთბაშად ქუჩებში გამოიყრებოდნენ ხოლმე და მათი განმკითხავი
კაციშვილი არ იყო! დაამატეთ ამ ბრბოს დაწესებულებებიდან და ფაბ-
რიკებიდან გამოცვენილი შეშლილებიც... თავქუდმოგლეჯილები ომნი-
ბუსს მისდევდნენ... ხელოსნები, ტექნიკური პროგრესისგან დადარდია-
ნებულები და ჭკუიდან გადასულები... ცდილობდნენ, ბოლო წუთებით

604
მაქსიმალურად ესარგებლათ... დღის მიწურულამდე... დარბოდნენ წინ
და უკან... ხვითქი გადასდიოდათ... დღეს! დღეს! არავინ იცოდა, ხვალ რა
დაატყდებოდათ თავს! მირბოდნენ ზებრებივით! აპერიტივის შემდეგ,
ცხადია, ჩვენ უნდა დაგვცხრომოდნენ თავს...
ფიქრებში ჩავიძირე და ცოტა ხანს კიდევ შევყოვნდი... გამახსენდა
წვნიანიც... კურტიალიც, რომელიც უნდა გამეღვიძებინა... ის ორმოცდაა-
თი ფრანკიც, რომელიც მისთვის უნდა გადამეცა... და მოულოდნელად
წამოვხტი... ჩემამდე საშინელმა გნიასმა მოაღწია... ორლეანის გალერე-
ის მხრიდან... რაც უფრო მიახლოვდებოდა, მით უფრო ძლიერდებოდა...
ამას ხმაური უკვე აღარ ეთქმოდა! სულ სხვა რამ იყო!.. მაგრამ კონკრე-
ტულად სახელს ვერ დაარქმევდი... ყველაფერი ყანყალებდა! ყველაფე-
რი გრუხუნებდა! ეს
იყო ნამდვილი ჭექა-ქუხილი! წარღვნა!.. მინის სახურავებქვეშ ყვე-
ლაფერი ზანზარებდა! წამოვხტი!.. და გომბუს ქუჩისკენ გავქანდი, სა-
იდანაც ჩემი ვარაუდით, მეტი აურზაური მოდიოდა... თვალებგადმო-
კარკლულ, შეპყრობილ, გადარეულ, უკანასკნელი ხმით მყვირალა, გაბ-
რაზებულ და ჭკუიდან გადამდგარ ადამიანთა ურდოს შევეფეთე! დუჟ-
მორეული საქონლის ფარა!.. ორი ათასზე ნაკლები არ იქნებოდა...
გრძელ კორიდორში იდგნენ და ბღაოდნენ! მიმდებარე ქუჩებიდან სხვე-
ბიც უერთდებოდნენ... ყველანი დაბალ, ჯმუხ, საბარგოს მიმსგავსებულ
ოთხთვალასთან შექუჩდნენ... შემჭიდროვდნენ... ერთმანეთს მიეტმას-
ნენ... ერთ მთლიან მასად გარდაიქმნენ... იმ მომენტში, როცა ვუახლოვ-
დებოდი, შტურმით ბაღის ორმაგ გალავანს იღებდნენ... საერთო შემარ-
თებით შეპყრობილებმა ყველაფერი ამოგლიჯეს... მიწასთან გაასწო-
რეს... დაბალ ოთხთვალას იყენებდნენ, როგორც ტარანს... რიყის მსხვი-
ლი ქვებისგან ნაშენი ორი თაღი ჩემ თვალწინ ლერწმის ღეროებივით
მიმოიფანტა... ყველაფერი ინგრეოდა... ყველაფერი ცვიოდა... და ირ-
გვლივ ვრცელდებოდა... ეს იყო შიშისმომგვრელი სანახაობა... იქაურო-
ბა გუგუნებდა... 1500 მეტრის რადიუსში მიწა იძვროდა!.. გაივსო წყალ-
სადინარები ქვებით... ძნელია, ამ სრული სიგიჟის წარმოსახვა... ის გა-
დარეულები ისე ხტოდნენ და ცეკვავდნენ კატაფალკის გარშემო... აბსო-
ლუტურად ყველა! საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი! აშკარა იყო, რომ

605
ჭკუიდან გადადგნენ... ყოველ შემთხვევაში, ოთხთვალას ასორმოცდაა-
თამდე ადამიანი შეება... დანარჩენი შეპყრობილებიც ჯიკავ-ჯიკავით და
მუჯლუგუნების კვრით გზას იკაფავდნენ, რათა კატაფალკას ცალი ხე-
ლით მისწოლოდნენ... ქვედა ნაწილს მაინც... უფრო ზუსტად რვილს
(ღერძს)... სარაბანდას მივუახლოვდი. ო! გამომგონებლები წამში შე-
ვათვალიერე... ყველა იქ იყო... სათითაოდ ამოვიცანი... აგერ დელა გრუ-
ზი, ოფიციანტი შორიახლო მდებარე კაფედან... ისევ თავისი უქუსლო
რბილი ფეხსაცმელი ჩაეცვა... აი, თერძი კარვალეც!.. ძალიან უჭირდა
სირბილი!.. შარვალიც სძვრებოდა! უეჭველი დაკარგავს და ვერც მიხ-
ვდება! – გავიფიქრე აი, ბიდიგლი და ჟოშერი... ერთად რომ იგონებ-
დნენ... ღამეებს ცენტრალურ ბაზარში ატარებდნენ... დაათრევდნენ კა-
ლათებს... ვიცანი ბიზონდიც! გრატიენიც... უხილავი ბოთლის გამომგო-
ნებელი! დავინახე კავანდუ... და ლანემონიც... თავისი ორი სათვალით...
ვერცხლის წყლით გათბობის მეთოდი გამოიგონა... ყველა ნაძირალა
ვნახე! ყვიროდნენ... ბღაოდნენ... სისხლი სწყუროდათ! მკვლელობა! ეს
გათახსირებულები ძალიან სერიოზულად იყვნენ განრისხებულნი! გა-
ლავანზე ავბობღდი! ბრბოს ზემოდან დავხედე!.. მკაფიოდ დავინახე სა-
ვარძელში მოკალათებული ხუჭუჭა, მაღალი მასტი... ბელადი, რომელიც
ამ კრეტინებს ქოქავდა და აღაგზნებდა... კარგად შევათვალიერე მონუ-
მენტური დანადგარიც... მონოლითური ჯავშანი! ფანტასტიკური საძაგ-
ლობა! ეს იყო ვერდუნის მთლიანად დაჯავშნული ზარი! გამორიცხუ-
ლია, შემშლოდა! ასჯერ მაინც მინახავს მისი მაკეტი! სახელგანთქმული
პროექტი! ერთი თვალის შევლებით ამოვიცანი! გაკაშკაშებული ილუმი-
ნატორებით! გაფანტული სხივთკონით! დაუჯერებელია! აი, თავად ვერ-
დუნიც... გაღეღილი მკერდით!.. თავის აპარატზე სულ მაღლა შემოსკუ-
პებულიყო!.. ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდა! დანარჩენ ტვინნაღრძო-
ბებს თავისთან უხმობდა... ამხნევებდა ხელმოცარულებს... შეტევის გან-
ხორციელებისკენ მოუწოდებდა!
გამახსენდა მისი საკმაოდ კატეგორიული დანაპირები... შუაზე რომც
გასკდეთ, მაინც ვერ დამიშლითო... აპარატს ჩემი დანახარჯებით მაინც
ავაწყობო!.. თან ეკონომიურადო!.. ჩვენ კიდევ მისი ნათქვამი

606
სასაცილოდ არ გვეყო... ტიპს სერიოზულად საერთოდ ვერ აღიქვამ-
დით! ეს გასაგებიცაა... აქამდეც არაერთს უცდია ჩვენი დაბოლება... ეს
ვერდუნები მონრუჟელი მღებავები იყვნენ... მთელი მათი მოდგმა ამ ხე-
ლობას ემსახურებოდა... პროფესია მემკვიდრეობით მამიდან შვილზე
გადაეცემოდა... ერთხელაც თავისი ჯალაბობით გამოგვეცხადა... მთლი-
ანი შემადგენლობით... ყველანი ერთად ზარს წრეებს ურტყამდნენ... ხე-
ლიხელჩაკიდებულნი... ნამდვილი ფარანდოლა!.. დედა, ბაბუა და პატა-
რა ნაშიერი... ის აგრეგატი დაპირებისამებრ კართან მოგვითრიეს... რო-
ცა დავინახე, თვალებს არ დავუჯერე... ურჩხული მონრუჟიდან ეთრი-
ათ... ყველა გადარეულმა ერთად მოიყარა თავი... ველური კოალიცია!
ცხადია, მიცნეს... და აღრიალდნენ! მხნეობა მოვიკრიბე... ვიგრძენი,
რომ მარტო ღნავილს არ დასჯერდებოდნენ... რომ აქ ცოტა ხანში ცოდ-
ვის კითხვა დატრიალდებოდა!.. მლანძღეს და მთათხეს!.. მეხუთე თა-
ობამდე ყველაფერი ამომიტრიალეს... კოლექტიური ისტერია! მაფურ-
თხეს! მე ვთქვი:
– მოიცათ! ყური მიგდეთ... მხოლოდ ერთი წუთით ვითხოვ ყურადღე-
ბას, – ხმა მხოლოდ წამით ჩაიგდეს, – თქვენ, ვატყობ, კარგად ვერ ჩაწ-
ვდით სიტუაციას!
– ჩამოეთრიე ქვემოთ, დამპალო!.. ისე უნდა გაგიხიოთ ტრაკი, მთე-
ლი ცხოვრება გახსოვდეს! იქნებ პალოზე შესმა გირჩევნია? შე, ნაბოზა-
რო! ღორო! ნაბიჭვარო! თესლო! სად აგდია ის შენი ბებერი მეტრაკე?
ნაწლავები უნდა დავაყრევინოთ, მაგ დედამიჯმულს!
აი, რას მეუბნებოდნენ, იმის ნაცვლად, რომ სმენად ქცეულიყვნენ!
დაჟინებას აზრი არ ჰქონდა! მადლობა ღმერთს! იქიდან დროზე მოვას-
წარი ათესვა... კიოსკს უკან ამოვეფარე!.. და მთელი ძალით ვიღრიალე –
„მიშველეთ!“ სამწუხაროდ, ძალიან გვიანი იყო! ირგვლივ ისეთი გნიასი
იდგა... ისე ხმაურობდნენ... ისე ზანზარებდა ყველაფერი... ჩემი არავის
ესმოდა... ჩვენს კართან დატრიალებული ზედახორის აღწერა წარმოუდ-
გენელი იყო! თითქოს ჩემი სიტყვებით ბრბო უფრო აღვაგზნე... მეტი ვე-
ლურობისთვის განვაწყე... მდაბალი ქმედებებისკენ მოვუწოდე... მათ
ნამდვილ პაროქსიზმს მიაღწიეს... რაღაც მომენტში ისეთი განცდა დამე-
უფლა, რომ ვიღაცას ვოლიერის კარი ღია დარჩა და პირსისხლიანმა

607
ცხოველებმა გარეთ იხუვლეს... ველურებმა ჯოჯოხეთური მანქანა ხეივ-
ნიდან პირდაპირ ვიტრინისკენ გააქანეს... გალერეების შლეგები და შეპ-
ყრობილები მათ შეუერთდნენ... მოიერიშეთა რიცხვი გაორმაგდა!..
ზარს უზარმაზარი ლაშქარი მიაწვა... „ერთი! ორი! სამი! წავიდაა!“ გა-
ცეცხლებულმა მასამ კატაპულტა მთელი ძალით შუშას მიახეთქა... და
ნამსხვრევებად აქცია... მაღაზიის პანელები დაიბზარა და ცოტა ხანში
ჩამოიშალა... ყველაფერი დაიმსხვრა... ნატეხებად ქცეული მინა ირ-
გვლივ მიმოიფანტა... ურჩხულმა შიგნით შეაღწია და გზად ყველაფერი
მოსპო და გაავერანა... ნასახლარს დაამსგავსა... „ჟენიტრონი“ აღარ არ-
სებობდა... სამშენებლო ნიაღვარში გაუჩინარდა... ხვეულ კიბეს, ინვეს-
ტორის კუთხეს და ტუნისურ ანტრესოლსაც დედა ეტირა... ქაღალდები-
სა და მტვრის ორომტრიალში ჩაიძირა... ჰაერში გიგანტური თეთრი
ღრუბელი გამოიკვეთა... წამში ბაღები და ოთხი გალერეა შეისრუტა...
ურდომ ხრჩობა იწყო... თაბაშირისა და ბათქაშის მტვერში ამოგანგლუ-
ლები სულს ღაფავდნენ... იფურთხებოდნენ... აცემინებდნენ... ტარანს
ხელიდან მაინც არ უშვებდნენ... ჭერიდან რკინისა და დამსხვრეული მი-
ნის სეტყვა არ წყდებოდა... ზარი შეხტა! იატაკი დაიბზარა... გაიღუნა...
უზარმაზარი ნაპრალი წარმოიქმნა... შიშისმომგვრელი მექანიზმი
ისევ ამოძრავდა... უფსკრულის პირას აცეკვდა... შემდეგ გვერდზე გა-
დაიხარა... და ჯურღმულში გადაეშვა... მაგის დედაც! დადგა დასასრუ-
ლი! ჭექა-ქუხილი! სამყარო შეზანზარდა! ადამიანთა ღვარძლიანი და
გულის განმგმირავი ყვირილი ცას სწვდებოდა... ბაღებს სქელი მტვრის
თეთრი სუდარა გადაეფარა... როგორც იქნა, პოლიციელები გამოჩ-
ნდნენ... უბედურების ადგილს ხელის ცეცებით ეძებდნენ... მიაგნეს...
მოტვინეს, რაც მოხდა... მალე სხვა ძაღლებიც მოცვივდნენ... როგორც კი
ისინი დალანდეს, მეამბოხეები დაიფანტნენ... ვინ სად გაიქცა და ვინ
სად... მათ შეურყევლობას ბზარი შეეპარა... ემოციებისგან თრთოდნენ...
ფარაონებმა კატასტროფის ადგილი ცნობისმოყვარეებისა და დოყ-
ლაპიებისგან გაათავისუფლეს... ჯანყის ყველა მონაწილეს ზედმიწევ-
ნით ვიცნობდი... შემეძლო რიგრიგობით თითოეული მათგანი ჩამეშვა...
ძალიან ადვილად, სხვათა შორის... თითქმის წარბშეუხრელად... ასევე
ვიცოდი, ვინ იყო მათი ბანდიდან ყველაზე საშიში და დაუნდობელი...

608
ყველაზე ღვარძლიანი და გათახსირებული! ვიცოდი, რომ ათი წელი მა-
ინც ახეხვინებდნენ იატაკს! დიახ! მაგრამ არა ვარ შურისმაძიებელი! ეს
მხოლოდ კიდევ უფრო ააქოთებდა საქმეს... მეტი არაფერი... მთავარი კი
ყველა ვარიანტში უნდა დადგენილიყო! ბრბოში შევრგე თავი... ყველა
ჯგუფი ახლოდან შევათვალიერე... ძაღლებმა მიცნეს... „პატრონისთვის
არ მოგიკრავთ თვალი? ბატონ დე პერეირისთვის?“ – ყველას ვეკითხე-
ბოდი.
ის არავის ენახა... ჩვენ ერთმანეთს შუადღისას დავშორდით! მო-
ულოდნელად კომისარი დავინახე... „ბონზ-ანფანიდან“... აი, ის ნაბიჭვა-
რი და დამპალი! ჩვენ რომ ჯვარს გვაცვა... მივუახლოვდი... გაუჩინარე-
ბის შესახებ ვაცნობე... ყურადღებით მომისმინა... ჩემს შეტყობინებას
სკეპტიკურად მიუდგა... „დარწმუნებული ხართ?“ – მკითხა. აშკარად ჩან-
და, რომ ჩემ მიმართ დიდი ნდობით არ იყო გამსჭვალული... „ეჭვიც არ
მეპარება!“ ერთად დავეშვით ქვემოთ და ნაპრალს წრე დავარტყით...
ერთად შევუდექით ძებნას... ყვირილი მოვრთე... უკანასკნელ ხმაზე ვუხ-
მობდი... „კურტიალ! კურტიალ! ამოდი! ამოდი!“ – სხვებიც შემოგვიერ-
თდნენ... ახლა უკვე ყველანი ერთად ქორალივით ავგუგუნდით! ერ-
თხელ! ორჯერ! ათჯერ! ყველა ხვრელი კარგად გადავამოწმეთ... ქვეს-
კნელებშიც ჩავიხედე!.. „საროსკიპოში ბრძანდება ალბათ!“ – შენიშნა
ერთ-ერთმა ენაკვიმატმა... ის-ის იყო უნდა დავძრულიყავით, როცა ხმა
ჩამესმა: „ფერდინანდ! ფერდინანდ! კიბე ხომ არ გაქვს?!“
ეს ნამდვილად კურტიალი იყო! აბა, სხვა ვინ იქნებოდა! აბა, რა! ეს
ისაა! ღრმულის ფსკერზე გაიელვა. რის ვაივაგლახით ამობობღდა! მთე-
ლი სიფათი თეთრად ჰქონდა გადაგლესილი... ბაგირი გადავუგდეთ...
ჩაებღაუჭა... როგორც იქნა, კრატერიდან ამოვათრიეთ... საღ-სალამათი
აღმოჩნდა. დაგვამშვიდა! შემთხვევით გადავარდნილიყო და ზარსა და
კედელს შორის გაჭედილიყო... შლაპა დაეკარგა!.. ამის გამო საშინლად
გაბრაზებული ჩანდა! კარგა ხანს მოთქვამდა... მისი რედინგოტიც გვა-
რიანად შელანძღულიყო! არაფერი უთხოვია... დახმარებაზეც ცივი უა-
რი გვტკიცა... არც აფთიაქში წასვლა ისურვა... ძაღლებს ზიზღით გადა-
ხედა! „წავალ და დავისვენებ!“ – მიუგდო მათ... პასუხს არც დაელოდა...
მოაჯირს გადაუარა და ნანგრევებსა და დალეწილ კოჭებს შორის გზის

609
გაკვალვას შეუდგა... ასე და ამგვარად, ქუჩაში აღმოვჩნდით! ბრბოს გა-
ფანტვას ეცადა! „გზა! გზა! გამატარეთ!“ – გაჰყვიროდა... მის რედინ-
გოტს არც ერთი
ღილი არ შერჩენოდა! კურტიალს ყოველგვარი პეწი დაეკარგა...
მტვერში ამოგანგლული ჯამბაზს დაემსგავსა... ნაბიჯს უჩქარა... სირ-
ბილზე გადავიდა... ლუვრის მხარეს გასასვლელისკენ მიმათრევდა... სა-
ხელურზე ჩამებღაუჭა... მთელი სხეულით კანკალებდა... ნამდვილად არ
ჰქონდა კუდაბზიკობისა და ბაქიაობის თავი...
– მიდი! მიდი! ფერდინანდ! უჩქარე ნაბიჯს! უკანაც მიიხედე შიგადა-
შიგ! ვინმე ხომ არ აგვეკიდა? არა? დარწმუნებული ხარ? ჩქარა, შვილო,
ჩქარა! ამ ნაგავში მომბრუნებელი არა ვარ! არასდროს! არასდროს! ამ
ნაგვის ყუთში! გარწმუნებ! დამიჯერე! ეს იყო გონივრულად დაგებული
ხაფანგი! ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა! აუცილებლად მივწერ
სახლის მეპატრონეს!
***
მას შემდეგ, რაც ჩვენი დაწესებულება ნაცარტუტად იქცა, თავის მი-
სადები ადგილიც კი აღარ დამრჩა... საერთო მოლაპარაკების საფუძ-
ველზე გადაწყდა, რომ მე მონტრტუში გადავბარგდებოდი!.. „ჯანყში“
გავიარეთ... რედინგოტისგან დარჩენილი ნაგლეჯებით მოსილი კურ-
ტიალი ამოჩემებულ „მაგარს“ ვერ დალევდა... უბრალოდ არ ეკადრებო-
და... ლმობიერმა პატრონმა შეიცოდა და ძველისძველი პიჯაკი ათხო-
ვა... ორ გადარეულსა და შეპყრობილს ცოტა ხანი ისევ ვეკამათეთ... კურ-
ტიალის შარვალი სულ ნახვრეტებით იყო დაფარული. საჭირო გახდა,
სასწრაფოდ ამოგვეკემსა და დაგველახტა... ყველამ ნახა ხელჩართული
ბრძოლები... ცემა-ტყეპა და სისხლისღვრა... ყველამ მოისმინა გნიასი...
წივილი... კივილი და ღრიალი... შემზარავი გრუხუნი და მიწისძვრა... ახ-
ლახან დატრიალებული მოვლენების მიმართ ყველა ცხოველ ინტერესს
იჩენდა... ნაგერიც კი არ დარჩენილა გულგრილი... შეგვიცოდა და ხელის
გამართვასაც აპირებდა. ფულის შეგროვება მოიფიქრა... ვუთხარი, არ
გვჭირდება, პატარა დანაზოგი დაგვრჩა-მეთქი... მისი შემოწირულობა
საშინელ ტკივილს მაყენებდა... ისე, იმ ვირეშმაკამ ბებერი კურტიალის
ნერვებისა და ჯანმრთელობის ხარჯზე გვარიანად გაისქელა ჯიბეები...

610
პატარა წახმარებისგან ნამდვილად არ გასძვრებოდა სული! მოულოდ-
ნელად ანგარიშის გასწორებაზე კატეგორიული უარი გვტკიცა... ის კი
არა, კიდევ ერთხელ სცადა ხელგაშლილობა გამოეჩინა... უფრო სწო-
რად, ორჯერ...
თბილოდა... ბოლოს და ბოლოს, ივნისის თვე იდგა... სანამ ჩვენს მო-
მავალზე ვბჭობდით, ამ საშინელი მტვრის გამო ყელის ჩასაწმენდად
თორმეტიოდე ბოთლი დაგვჭირდა... გზას ზიგზაგით გავუდექით... გვი-
ანიც იყო... დამშვიდებით კი ვერა და ვერ დავმშვიდდით! აღელვებუ-
ლებმა ჩრდილოეთის ვაგზალზე ბოლო მატარებელს სულზე მივუსწა-
რით...
მონტრტუში, ჩვენდა საბედნიეროდ, ვარსკვლავებით მოჭედილი ღა-
მე დაგვხვდა... შიგადაშიგ მთვარეც გამოაჭყიტავდა ხოლმე... შეიძლებო-
და გზის დანახვა... მაგრამ იმისათვის, რომ სადმე კისერი არ მოგვეტეხა
ან არ გადავჩეხილიყავით, განსაკუთრებით იქ, სადაც გორაკები იწყებო-
და, საგანგებო ყურადღების გამოჩენა გვმართებდა. ირგვლივ არც ფარ-
ნები იყო და არც გამაფრთხილებელი ნიშნები... ქოხმახებს შორის
ბოდიალისას მხოლოდ საკუთარ ინსტინქტს, შეგრძნებებსა და გათ-
ვლებს თუ დავეყრდნობოდით... არ იყო გამორიცხული, ყველაფერი სა-
ვალალოდ დასრულებულიყო... წინდაუხედაობა და საბედისწერო ცდო-
მილებები მონტრტუში წლის განმავლობაში 4-5 ადამიანის სიცოცხლეს
მაინც იწირავდა... საკმარისი იყო, გზა აგრეოდა... სახლი შეგშლოდა...
ღობეზე გადამხტარიყავი! დაგერეკა იქ, სადაც არ იყო საჭირო! მყისვე
გასროლის ხმა იქუხებდა... დარაჯის რევოლვერიდან... ან კარაბინი-
დან... ამის შემდეგ თავხედის სხეული ძაღლების ხროვის მიერ წვრილ-
წვრილად იგლიჯებოდა... დიახ, უმოწყალო, პირსისხლიანი ცხოველე-
ბის ხროვა, ქუჩის ძაღლებისგან შეკოწიწებული... აგრესიულები და სა-
განგებოდ გაწვრთნილები... წუთში ეძგერებოდნენ უიღბლოს და მისგან
ძვლებიც კი აღარ რჩებოდა! ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმხანად ჩრდი-
ლო-აღმოსავლეთის მხარეს აგერ უკვე ექვსი თვეა, ბონოს ბანდა თარე-
შობდა და მოსახლეობას შიშის ზარს სცემდა.
ყველა დაზაფრული იყო! აბსოლუტური უნდობლობა დამკვიდრდა
(არავინ არავის ენდობოდა)! როგორც კი ჩამობნელდებოდა, კარს საკუ-

611
თარ დედ-მამასაც არ უღებდნენ. ვაი იმას, ვისაც შეაგვიანდებოდა! ვაი,
გზააბნეულებს!
ფარდებს მიღმა დამალული მუყაითი მეურნე თუ პატიოსანი მოქა-
ლაქე აქ მთელი ღამე ფხიზლობდა, ცალთვალდახუჭულს იარაღზე ხე-
ლებდაწყობილს ეძინა.
გაქნილ მძარცველსა თუ ხელმრუდე მაწანწალას კილომეტრზე
ცნობდნენ... მათ ადგილზევე ხოცავდნენ... მხოლოდ სასწაული თუ იხ-
სნიდა! უდრეკი სიფრთხილე!.. ავისმომასწავებელი, მომაკვდინებელი
სიბნელე...
სადგურის მარკიზეტს შეფარებული კურტიალი აშკარად ღელავდა...
წარმოსახვაში ხედავდა, უკანა გზაზე რა ელოდა... სულ ჩასაფრებული
ბანდიტები ელანდებოდა... მოკლედ, ცოტა იფიქრა! „წინ!“ გზაში პირვე-
ლი ნაბიჯებიდანვე ხმამაღალ სტვენას შეუდგა... რაღაც ტიროლურ მე-
ლოდიას მიმსგავსებულს... ეს იყო გამაფრთხილებელი ნიშანი... რომ-
ლითაც სახიფათო შარაზე, წესით, უნდა ამოვეცნეთ... უკუნეთ ღამეში გა-
დავეშვით... გზა ცოტა ხანში დარბილდა... თითქოსდა ფეხებქვეშ მიწა
იძვროდა... დნებოდა... სიბნელეში საგნებსა და სახლების მოხაზულო-
ბას დიდი გაჭირვებით ვარჩევდით... ყოველი ღობის გასწვრივ ჩავლისას
გვიყეფდნენ და გვიყვიროდნენ... ძაღლების გაცოფებულ ხროვებს დორ-
ბლი სდიოდათ... ვცდილობდით, რაც შეიძლება სწრაფად გვევლო, მაგ-
რამ ამ დროს წვიმამ დასცხო! ნამდვილი თქეში! გზა აღმართს მიჰყვებო-
და...
– ახლა ჩვენ მონტრტუს დასალიერს... ყველაზე ამაღლებულ ად-
გილს ვუახლოვდებით... – გამაფრთხილა კურტიალმა... – ეს ყველაზე მა-
ღალი წერტილია... სულ მალე შემოგარენს ზემოდან შევხედავთ!
„გავოტი“ – მათი სახლი მხარის ყველაზე ამაღლებულ ნაწილში იდ-
გა... არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, მიმდებარე პეიზაჟს აგვირგვინებ-
სო... თავისი ფანჯრიდან შეეძლო მთელი პარიზის ცქერით
დამტკბარიყო!.. კურტიალს ქოშინი აუვარდა... თუმცა ვერ ვიტყვი,
რომ ყველაზე სქელ ტალახში მივაბიჯებდით... წარმომიდგენია, ზამ-
თარში რა დღეში ჩავარდებოდა! ბოლოს, როცა შესახვევს გავცდით, მო-
ციმციმე ნათება შევამჩნიე, რომელიც სწრაფად იცვლიდა ადგილს... „ეს

612
ჩემი ცოლია! – წამოიყვირა კურტიალმა, – საგანგებო კოდებით გველა-
პარაკება... ერთხელ ქვემოთ, ორჯერ ზემოთ! გვაფრთხილებს, სინათ-
ლეს არ ასცდეთო!..“ გავაგრძელეთ ხოხვა... თან ტემპში... არადა, ქან-
ცგაწყვეტილებს სუნთქვა გვიჭირდა... მძიმედ ვქოშინებდით... როგორც
იქნა, მის მამულს მივუახლოვდით... დიასახლისი ფარნით ხელში პარ-
მაღზე გამოვარდა... და გადაღრძუებულ კურტიალს ეძგერა... ატყდა
სკანდალი... იმ უბედურს სიტყვის ჩაკვეხების საშუალებაც არ მიეცა! რვა
საათიდან მოყოლებული აივანზე ვიყავი დარჭობილი და მატარებლებს
ნიშნებს ვუგზავნიდიო, გვითხრა... შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს...
ჩემი გამოცხადება ძალიან გაიოცა... ვერ გაერკვია, რას ამოვეთრიე აქ! ეს
მისთვის ისეთი მოულოდნელი და აუხსნელი ჩანდა! ნეტავი რა უნდა მე-
კეთებინა? მოკლედ, კითხვების ნიაღვარში ამოგვახრჩო... თან მყისიერ
პასუხებს ითხოვდა... მოულოდნელად შეამჩნია, რომ ქმარს სხვისი ტან-
საცმელი ეცვა... მაგრამ ჩვენ დაღლილები ვიყავით, ნიუანსებში ჩაღრმა-
ვების თავი ნამდვილად არ გვქონდა... ერთი მაგის დედაც! სახლში შევე-
დით... პირველ ოთახში დავსხედით... მოვხადეთ ხურჯინს თავი და ყვე-
ლაფერი წვრილ-წვრილად ჩავუყაჭეთ... ეს უნდოდა ახლა იმ ქალს? ისე-
დაც ნერვები ჰქონდა დაწყვეტილი ჩვენი დაგვიანების გამო... დარწმუ-
ნებული იყო, რომ საშინელ ხათაბალაში გავეხვიეთ... ყველაფრის ერ-
თად გადახარშვა ძალიან გაუჭირდა... ბრახ! ასე სრულიად შეუმზადებ-
ლად და გაუფრთხილებლად! მონაყოლმა თითქოს არაქათი გამოაცა-
ლა... დაასუსტა და დააუძლურა... სახე აუკანკალდა... თქვენ წარმოიდგი-
ნეთ, ულვაშიც აუცმაცუნდა... მეტყველების უნარი დაკარგა... ბოლოს
ცრემლებად დაიღვარა...
– გამოდის, ყველაფერი დამთავრდა, კურტიალ! თქვი! ნურაფერს
დამიმალავ! დასრულდა?.. – ქალბატონი სკამზე დაეძნეყვა... მეგონა,
გონებას დაკარგავდა... ან საერთოდ დაგვტოვებდა... ორივენი დავიძა-
ბეთ... მეტიც, დავიზაფრეთ... უკვე მის იატაკზე გადასვენებას ვაპირებ-
დით... ფანჯრის გასაღებად ავდექი... ამ დროს მსუქანას ისევ მოუარა
სიშმაგემ! სკამიდან წამოხტა... მთელი სხეულით ათახთახდა! ასე იკ-
რებდა ძალებს... გლოვა დიდხანს არ გაგრძელებია! გაიჯგიმა! თუმცა
შიგადაშიგ შეაქანებდა ხოლმე... ფეხებზე მთლად გამართულად და

613
თავდაჯერებულად ვერ იდგა... მუშამბაგადაფარებულ მაგიდაზე მთელი
ძალით მუშტის ჩაცხება მაინც მოახერხა...
– ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი! ეს მეტისმეტია, ბოლოს და ბოლოს,
– იღრიალა ირენმა მთელი ხმით...
– მეტისმეტია! მეტისმეტია! ასე, ხომ? – წამოხტა ქმარიც გაცეცხლე-
ბული... ირენმა დაინახა, რომ კურტიალის წყობიდან გამოყვანა წამში
მოახერხა... ესეც ასე, იპოვა ადამიანი, ვისთანაც კინკლაობით გულს
მოიოხებდა... დე პერეირი განაგრძობდა ქათამივით კრიახს...
– ო, ეს ნამეტანია!.. ო! ეს ნამეტანია? მე კიდევ, ძვირფასო მეგობარო,
არაფერს არ ვნანობ! აი, არაფერს! არა! არა! საერთოდ არაფერს!..
– ააა! შენ არაფერს ნანობ, არა? ცხოველო... ა! კმაყოფილი ხარ, არა?!
ნაგავო!.. და სახლი? დაგავიწყდა? ერთი წამით მაინც თუ იფიქრე გადა-
სახადზე?.. ისინი შაბათს მობრძანდებიან, ჩემო ბიჭუნა! შაბათს და არა
კვირის რომელიმე დღეს... წამსაც არ გადააცილებენ! გიდევს კი ჯიბეში
1200 ფრანკი? რასაც დაგვპირდნენ, კარგად მოგეხსენება! უკვე გაითვა-
ლისწინე თამასუქი!.. შუადღეზე მოვლენ! გეკითხები, გაქვს თუ არა თან-
ხა თან... პირველზე კი არა, ზუსტად თორმეტზე!
– მაგის დედაც! ყველას დედა! მაგრად გავკარი! თითოეულ ნაბიჭ-
ვარს! სულ ბანჯოზე მკიდია ეს შენი პავილიონი! შეგიძლია ფიცარ-ფი-
ცარ დაშალო, ცეცხლს მისცე და სქელი ტრაკი გაითბო. ბოლო მოვლე-
ნებმა ყველაფრისგან გამათავისუფლა! სრული შვება მომგვარა! გესმის
თუ არა ჩემი? ქათამო! აქოთებულო მძღნერო! არაფერი დედამიწის
ზურგზე არ მაწუხებს! აღარც არანაირი სიმწარე დამრჩა... დავიცალე
ღვარძლისგან! რა თამასუქი? რა პროტესტი? ან რომელ ვალებზე მელა-
პარაკები? შევეცი ბოლომდე ყველაფერს! გესმის თუ არა ჩემი? დავაჯვი
ყველას და ყველაფერს! აი, ასე!
– დააჯვი და რაც გინდა, ის გიქნია... თამამად შეგიძლია თვითონაც
გადაიჯვა თავზე! მე სხვა რამეს გეკითხები! გაქვს თუ არა თან ფული? მი-
პასუხე, პარაზიტო! ფერდინანდს ყველაფრისთვის 600 მონეტა აქვს გა-
დანახული! მე ვერაფერს გამომაპარებთ... ფერდინანდ, წამოიღეთ თუ
არა თანხა? შემთხვევით ხომ არ დაკარგეთ? მაგრამ ისინი ჩვენთან 1200

614
ფრანკის წასაღებად მოდიან და არა ექვსასის!.. იცოდი თუ არა ამის შე-
სახებ?..
– ტფუ!.. ტფუ!.. ერთი ნაბიჯითაც არ აპირებ არა უკან დახევას? ვატ-
ყობ, რომ ასეა! აქ იმისთვის აგდიხარ, განგრენა რომ აიკიდო? ამპუტა-
ციაზე ოცნებობ? გესმის თუ არა ჩემი, მძღნერით გამოტენილო ძეხვო!
სრულ ამპუტაციაზე? ვგრძნობ, რომ მთელ თეთრ ღვინოს გამოუყვანე
წირვა! გამოტყვერი, არა? აქედანაც კი ვგრძნობ, ისე ყარხარ... ნივრით!
დიახ, დიახ! ყური მიგდე, თუმცა შენთან ლაპარაკი შეუძლებელია! პირი-
დან ისეთ სიმყრალეს აფრქვევ! მძღნერი ჭამე თუ ჭიები?! იქნებ ბუზები?
არა რა! არა რა! მისმენ? ცოცხალი თავით, არა-მეთქი! და კიდევ ასჯერ
გავიმეორებ! არა, არავითარ შემთხვევაში... არ ვუპასუხებ! ბოროტებით
არ მივაგებ მათ, ვინ გამუდმებით ტკივილს მაყენებს! ო, არასდროს!..
ფერდინანდ! შენ მაინც ხომ მიგდებ ყურს? ისარგებლე იმით, რასაც ხე-
დავ! ეცადე, ჩასწვდე, რას ნიშნავს ჭეშმარიტი სიდიადე, ფერდინანდ! ეს
უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც ცხოვრებაში ხშირად არ მოგე-
ცემა!
– ყველაფერს ვფიცავ! შენ უბრალოდ დათვერი!.. დიახ, თქვენ ორი-
ვემ გვარიანად ყლურწეთ! წარმოგიდგენია, ეს დამპლები გამოტყვრები-
ან და მერე ჩემთან მოსვლას ბედავენ!.. ვერც კი ხვდებიან, რომ ზედ მარ-
წყევენ!
– სიდიადევ! არ შეიძლება დაოკდე, კრეტინო დედაკაცო! ჩემი გამ-
გზავრება? ძალიან ვეჭვობ, ცხოვრებაში რამე გაგეგებოდეს! აქედან ძა-
ლიან შორს წავალ... უფრო შორს... ვიდრე გეუბნებოდი... მსგავსი პრო-
ვოკაციები... მეზიზღება... საძაგელი და გულისამრევი პროვოკაციები!
რისი გაგება შეუძლიათ იმ უგვანო ნაბიჭვრებს? ჩემში ყველაზე ძვირფა-
სი და საამაყო კეთილშობილებაა, ძეხვო! გესმის ჩემი? შენ
გეკითხები, შენ!.. რომელიც მუდამ ძმრით ყარხარ! ოდნავ მაინც თუ
ხვდები, ხახვო! გაგიგია სიტყვა კეთილშობილება? მიპასუხე!.. შენ კიდევ
გაბურღე ტვინი შენი „გავოტით“!.. ოცდაოთხი საათი მხოლოდ ეგ გაკე-
რია პირზე! მაგის დედაც!.. თუ იცი, ლექსიკონში სხვა სიტყვებიც არსე-
ბობს!.. კეთილშობილება!.. ზიარება!.. უზენაესი სიბრძნე!.. ა! ოჰ! უგუნუ-
რო... შლეგო, ლანდსკნეხტებო! სულმდაბალო მძარცველებო!.. მე წავა-

615
გე, ჩემო პატარა ფერდინანდ! ახლა უკვე აღარც საკუთარი თვალებისა
მჯერა და აღარც საკუთარი ხმის!.. ეს წარმოუდგენელია! ჯერ კიდევ გუ-
შინ დიდების მწვერვალზე ვიწონებდი თავს! ყურადღებითა და თაყვა-
ნისცემით განებივრებული!.. ჩემ წინაშე მოწიწებით იხრიდნენ ქედს...
ადამიანები მეპირფერებოდნენ! მეფერებოდნენ... მბაძავდნენ! კუდში
დამდევდნენ! ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ... ცხოვრება
ზღაპრულ დღესასწაულს წააგავდა... სამყაროს ყველა კუთხე-კუნჭულში
მიწვევდნენ. თუ გაგიგია მსგავსი რამ? არა, მაგრამ შენ ხომ თავად წა-
იკითხე ყველაფერი... და დღეს რა შემრჩა ხელში?.. რრახ! ბრუხ! ბუმ!
მეხმა ყველაფერი მიწასთან გაასწორა! აღარაფერი დარჩა!.. მე გადავ-
რჩი მხოლოდ!.. ატომი!.. მაგრამ ატომი, ფერდინანდ, ეს ყველაფერია,
ყოვლისმომცველი! გადასახლება, ფერდინანდ!.. გადასახლება? – ხმა
სევდით გაეჟღინთა... – დიახ, ჯანდაბა, იყოს ასე! მე აღმოვაჩენ საკუთარ
თავს! მე ხომ თავისუფალი ადამიანი ვარ!.. ბედ-იღბალი ახალ კარს გა-
მიხსნის! ახალ გზაზე დამაყენებს! ახალ სივრცეებს აღმომაჩენინებს!..
გადასახლება? რატომაც არა, ვითომ? ჯანდაბას, იყოს! თანახმა ვარ!..
ჩვენ ორისთვის!.. დიდი ხანია, ამას ვიხვეწები... როგორც იქნა, მეშველა!
ზემოდან... ტრანსცენდენტურმა დარტყმამ მიხსნა... ოსანა! ახლა უკვე
უკანდასახევი გზა აღარ დამრჩა! ყველა ფლიდი და ფარისეველი მე მომ-
დევს... ყველა ჩემ წინააღმდეგ დაირაზმა... ახლა კი... როგორც იქნა...
ასეთია ჩემი ბედი... რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გადამეკი-
და?! მაწამებდა, მანადგურებდა! ძალებს მართმევდა! არაქათს მაცლი-
და!.. და, აი, კვანძიც გაიხსნა! ის გამოჩნდა... მე მისი ჭეშმარიტი იერსახე
აღმოვაჩინე! აგერ აქვე! მოთუხთუხე! მღელვარე! განრისხებული... საჯა-
რო მოედანზე! აღიარა, რომ ეს თვალისმომჭრელი და ბრწყინვალე სა-
ნახაობაა, ფერდინანდ! მე ბედნიერებით ავივსე, ჩემო ირენ... გაცოფე-
ბულო! აღშფოთებულო! მუდამ ხმაურიანო და მყვირალავ! თუ გესმის
ჩემი? დღეს ჩვენ ორივემ თვალნათლივ დავინახეთ, თუ როგორ მიიტანა
მან პირსისხლიანი იერიში ჩვენს დამოუკიდებელ გაზეთზე! დაანგრია
აზროვნების უკანასკნელი კერა!.. აგერ, ფერდინანდი დამემოწმება! მო-
უშუშებელი ჭრილობები მოგვაყენა... ფეხქვეშ გაგვთელა... აღვგავა პი-
რისაგან მიწისა! დაგვასახიჩრა! ყველაფერზე ხელს ვიღებ!.. ყველაფერს

616
ვტოვებ... ამ ენით აღუწერელ კოშმარს უნდა გავექცე! ო! არც მინდა ამ
შემზარავი ხოცვა-ჟლეტის გახსენება!.. დაე, იყოს ზარი დამსხვრეული!
იდინოს სისხლის თქეშმა ყოველი მხრიდან! იხუვლოს ღვარძლმაც და
დამიფსოს თვალები! მაგრამ... მაგრამ ჩემი სული კი მაინც შეუბღალავი
დარჩა – აი, ეს არის ჭეშმარიტი ჯილდო! საამაყო ძღვენი და საზღაური!
ო, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი უკომპრომისობისათვის
მერგო! თქვენ გესმით თუ არა ჩემი? რა ბრძანეთ? ახლა წავიდე და ჩემს
ჯალათებს ვეპირფერო?.. გნებავთ, გავარვარებული რკინით დამდა-
ღონ? გნებავთ, კოცონში ჩამაგდონ?.. მაგრამ ამაზე ხელს არ მოვაწერ! მე
ამის გამკეთებელი არ ვარ! გესმით? ო, ტფუ! ღმერთები ამიმხედრდნენ!
ჯანდაბა! რა გაეწყობა! ტანჯვა-წამებაც ღმერთის ძღვენია! ვიმეორებ,
ძღვენი! სიძულვილი? მე მხოლოდ ამ სვავების, ამ ქორვაჭრების სიძულ-
ვილს არ ვცნობ!.. გადახვეწა... განა ოდესმე უარი მითქვამს ამაზე? რო-
გორ გეკადრებათ, ეს ჩემი მხრიდან მიუტევებელი... უღირსი საქციელი
იქნებოდა... გამოდის, რომ ცუდად მიცნობთ და ჯეროვნად ვერ შეგიფა-
სებივართ! გამოცდას მიწყობენ! კეთილი, ბატონო! – კურტიალმა ჩა-
იქირქილა, – გადასარევია!
ჩამიტარონ ბოლო შემოწმება! ეს მხოლოდ სიამოვნებას მომგვრის!
მეტიც, ამ ნეტარებისგან ვიღრიალებ! მეტისმეტად სასტიკია! ჰმ! ჰმ! არა
მგონია! ვნახოთ, როგორიც იქნება... ყოველ შემთხვევაში, მე უკან არ და-
ვიხევ... ეს ხომ ღმერთის ნებაა... ფერდინანდ, შენ ალბათ გაინტერესებს,
როგორ ვაპირებ ამ დიდი განსაცდელიდან თავის დახსნას? შენ გაქვს
ამის სრული უფლება!.. იფიქრე რამდენიც გინდა და რაც მოგეპრიანება!
მე ეს სულაც არ მაღელვებს! ყური მიგდე, ფერდინანდ! აი, შენ, მაგალი-
თად, ამდენ ოფლს ღვრი!.. სულ ციბრუტივით ტრიალებ!.. ერთი ეს მით-
ხარი... პანთეონში ოდესმე თუ შეგივლია?.. მიპასუხე, უბედურო! შენ გარ-
შემო ვერაფერს ამჩნევ? „მოაზროვნისთვისაც“ არასდროს მოგიკრავს
თვალი? საწყალო! ის პიედესტალზეა წამოჭიმული! და რას აკეთებს ის,
ა, ფერდინანდ? ის ფიქრობს, მეგობარო! დიახ, ფიქრობს! არც მეტი, არც
ნაკლები! ის სულ მარტოა, ფერდინანდ! სულ ესაა... მეც მარტო ვარ! ის
შიშველია! მეც შიშველი ვარ!.. თქვენ რას მოიმოქმედებდით ჩემი გუ-
ლისთვის... საწყლებო! უბედურებო!.. – კურტიალი აშკარად გვიცოდებ-

617
და ორივეს, – მიპასუხე, გასივებულო! არც არაფერს!.. შენ? უბედურ ვარ-
სკვლავზე დაბადებულო, ბიჭუნავ? ენდოკრინური ჯირკვლებით და საკუ-
თარი სიმაღლით ტანჯულო? უბრალოდ ერთუჯრედიანო და უხერხემ-
ლოვ... თუ თქმაა, ბარეღამ ბოლომდე ვიტყვი!.. მუცლითმხოხავო! რო-
მელსაც ელემენტარული ფიქრიც კლავს!.. და ეს ჩემი ქვაზე დახატული
ეშმაკი? გაიმეტებს კი ჩემთვის რამე სასარგებლოს ან პირიქით, უსარგებ-
ლოს... ფუჭს?.. აწ გარდასულ დღეთა სუსტ ექოს?! სამხილებს! დაპირე-
ბასა და დაფიცებებს! მძიმე გამოცდებს! მოქუფრულ, უღიმღამო ზამ-
თრებს! შიშებს! საშინელებებს!..
– როგორ მიწოდე? აბა, ერთი გაიმეორე! ოღონდ ხმამაღლა, კარგად
რომ გავიგო! – როგორც ჩანს, კურტიალის ბოლო სიტყვებმა მაინცდამა-
ინც ვერ მოხიბლა... – ეტყობა, გადაწყვიტე, გულზე ხელები დამაკრეფი-
ნო, არა, დამპალო?
ქალბატონი მინიშნებებს ვერ იტანდა... ჩინური ვაზა აიტაცა ხელში
და დამატებით განმარტებებს ითხოვდა... ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა
გარკვეულიყო, რას სურდა ვაჟბატონს მისგან...
– ნუ უსმენთ, ფერდინანდ! ნუ უსმენთ ამ ავაზაკს! ეს მხოლოდ მორი-
გი სიცრუეა, სხვა კი არაფერი! ამ კაცს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამის
როშვა შეუძლია – ტყუილების!.. რა ჩაიდინე სამზარეულოში? ახლავე გა-
მეცი პასუხი! არ იცი? ესეც მომპარე? და ტუალეტის მაგიდაზე ბიკარბო-
ნატი რომ იდო! ის მაინც სად გაქრა? კლიზმა გაიკეთე? არ მითხრა ახლა,
არაო, თორემ არ ვიცი, რას გიზამ!.. და „ვალსის“ წყალი? თავისით გაქ-
რა? აორთქლდა? ამ ადამიანს საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს ყურად-
ღება და პატივისცემა... საგანგებოდ ამოვიტანე, რათა კვირაობით მეხ-
მარა!
– დამანებებ თუ არა, ბოლოს და ბოლოს, თავს?! მომეცი საშუალება,
ცოტა აზრები დავალაგო!.. ამოვიდა ყელში ეს შენი გამოხდომები! ეს ყო-
ველწამიერი კითხვები და დაკითხვები! შემეშვი რა!.. რა ბატი ხარ, ჩემო
ტკბილო! ჩემო ნაზო და კეთილო! ჩემო ანგელოზო!
ფრთიანმა ანგელოზმა შლაპა მოიგლიჯა, მთელი ძალით შეისრუტა
ცინგლის მთელი ნაკადი და მასიური სკამის საზურგეს იდაყვებით დაეყ-
რდნო...

618
– მიპასუხე, ურჩხულო! – უბრძანა ქმარს, – რა უქენი ჩემს „ვალსის“
წყალს?
კურტიალმა პასუხი ვერ გასცა... ქალი სკამის საზურგეს ჩაებღაუჭა...
კაცს ეს მოძრაობა შეუმჩნეველი არ დარჩენია... და სამუშაო მაგიდისკენ
გაქანდა... უჯრა გამოსწია... ორივე მზად იყო მოლაპარაკებების გასა-
მართად... მე ბუხართან ერთ-ერთ კუთხეს შევაფარე თავი.
– ჩემო ტკბილო! გემუდარები!.. გეხვეწები, ჩემო საგანძურო!.. მომის-
მინე! მხოლოდ ერთი სიტყვა მათქმევინე! სანამ გაფიცხდები და ჭკუა
მოგეკითხება! ყური მიგდე! ოღონდ ნურაფერს დაამტვრევ!.. ეს ყველა-
ფერი უკვე გავყიდე!.. ღმერთო, ღმერთო... ეს რა ჩავიდინე!.. ყველაფერი
გავასაღე!
– გაყიდე?.. მართლა გაყიდე?.. როგორ თუ ყველაფერი გაყიდე?..
– დიახ, ყველაფერი! ჯერ კიდევ დილით! ყველაფერი გავანიავე! ვიკ-
ლავ თავს, გიხსნი... მაინც ვერაფერი შეგაგნებინე!.. ყველაფერი „ლემენ-
ტალის კრედიტს“ ჩავუთვალე!.. ბატონ რამბონს! ხომ კარგად იცნობ?
იურიდიული განყოფილებიდან! სხვა გამოსავალი აღარ მქონდა! ცხა-
დია, ყველაფერს წირვა გამოვუყვანე!.. ყველაფერი გავანადგურე!.. გავ-
ყიდე!.. ქარს გავატანე! დავაგირავე! რა არ ჩავიდინე! აი, ასე! ახლა გეს-
მის თუ არა ჩემი? ჩემო ლანგუსტო? გადასარევად მოვიქეცი, არა? ხომ
დამშვიდდი? ხვალ!.. კიდევ ერთხელ გიმეორებ... ხვალ დილით აქ მოგ-
ვადგებიან!..
– ხვალ? ხვალ? ხვალ დილით?.. – ექოსავით იმეორებდა...
ირენი ჯერ კიდევ გაოგნებული ჩანდა...
– დიახ, ხვალ! უკვე ყველაფერი გავაფორმე! ისღა დაგრჩენია, რომ
მინდობილობაზე მომიწერო ხელი!..
– ოჰ! საქონელო! ველურო! საძაგელო არამზადავ! მძარცვავ, არა,
დამპალო?! ხალხნო, შეხედეთ... ამ უნამუსოს! მშრალზე დამსვა! ამ ნა-
მუსგარეცხილმა! რას ვიფიქრებდი, რომ ეს ავარა ამგვარ რამეზე მო-
აწერდა ხელს!!! დებილი ვარ, დებილი! აი, ვინ ვარ!
ირენმა სკამი დაუშვა... ზედ დაეხეთქა... გაოგნებულმა უაზროდ გა-
ასავსავა ხელები... ბოლოს ერთ ადგილას გაიყინა... შიგადაშიგ სრუტუ-
ნებდა... სულ ეს იყო... სინამდვილეში, ქალბატონი ირენი არც ისეთი

619
ძლიერი და მებრძოლი აღმოჩნდა. კურტიალმა მიზანს მიაღწია... დედა
უტირა ცოლს... არაქათი გამოაცალა და დააჩოქა... ირენი მაგიდის მიღ-
მა, ოთახის მეორე ბოლოში მიყუჟულ თავის ლოთ ქმარს ისე უცქერდა,
როგორც უცქერენ ხოლმე საზიზღარ, თვალებგადმოკარკლულ რვაფე-
ხას აკვარიუმის შუშის კედლიდან... ეს იყო უცხო სამყაროში შობილი ერ-
თგვარი საშინელი კოშმარი... ქალი საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა...
აქ ის სრულიად უმწეო იყო... არც რამის გაკეთება უცდია, რა აზრი ჰქონ-
და!.. სრულიად გაცამტვერებულმა
ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა და გვერდზე გადგა... თავის უკი-
დეგანო სევდას დანებდა... იდგა განჯინასთან და ისე ძლიერ ზლუქუნებ-
და, ლამის გულ-ღვიძლი ამოეყოლებინა... დროდადრო თავს ისევ ძლი-
ერად ურახუნებდა მას, რომ ჭურჭელი ხმაურით იატაკზე ცვიოდა... კურ-
ტიალს ასეთი უმნიშვნელო დეტალი რას გააჩერებდა!.. დუჟმორეული
მიღწეული გარიგების უპირატესობების განმარტებას განაგრძობდა...
მოკლედ, კაცი პოზიციას იმაგრებდა...
– მაშ, ფერდინანდ! ჰა? რას იტყვი? ხედავ, რა ხდება ჩვენ გარშემო?
ახლა მაინც თუ დავიდა რამე შენამდე? შეგიძლია ოდნავ მაინც წარმოი-
სახო, თუ რას უნდა ნიშნავდეს პირადი გამბედაობა? თუ სწვდები ჩემი
კითხვის არსს? ო! ჩემი გადაწყვეტილება ძალიან შორიდან მოდის...
ღრმად აქვს ფესვები გართხმული... ის ბრძნულია და, რა თქმა უნდა, უკ-
ვე სრულად მომწიფებული! მაგალითები გნებავთ? მოპაექრეები? წინა-
მორბედები? მათი რაოდენობა საჭიროზე მეტია, ქალბატონო! რამდე-
ნიც გნებავთ! თან ყველაზე სახელგავარდნილები! მარკუს ავრელიუსი
გაწყობთ? შესანიშნავია! როგორ იქცეოდა ის გადაღძრუებული? ჩვენსას
ერთი ერთში მიმსგავსებულ გარემოებებში? გასავათებული! თავსლაფ-
დასხმული! დევნილი! ურიცხვი შეთქმულებებისგან სიქაგამძვრალი!
ლამის სიკვდილის პირამდე მიყვანილი... აღარ ჩამოვთვლი ჩადენილ
სიმდაბლეებს... ფლიდობებსა და ცბიერებებს... პირსისხლიან სასტიკ
მკვლელობებს... როგორ იქცეოდა იმავენაირ გარემოებებში? ის თავ-
ქუდმოგლეჯილი გარბოდა, ფერდინანდ!.. ფორუმის საფეხურებს
სისხლს მოწყურებულ ტურებს უთმობდა! დიახ! უცხო ქვეყანაში გადახ-
ვეწილი... სრულ სიმარტოვეში ეძიებდა სალბუნს... იკურნებოდა... სულს

620
იწრთობდა... ფიზიკურად ძლიერდებოდა... საკუთარ თავს უამრავ კით-
ხვას უსვამდა... მის გარშემო კაცის ჭაჭანება არ იყო... ის იყო მარტოსუ-
ლი... ის სულაც არ ელტვოდა ცოფიანი ძაღლების საზოგადოებას!.. არა-
მც და არამც! ტფუ! უკაცრავად, რა მკითხეთ?! თავზარდამცემი პალინო-
დია? 26 სუფთა და პატიოსანი ვერნიო? სისხლისღვრის ჟამს, როცა სვავე-
ბი დახოცილთა ამყრალებულ გვამებს შეესევიან ხოლმე? რას აკეთებდა
ეს პატიოსანთა შორის უპატიოსნესი და უსუფთავესი? რაში მდგომარე-
ობდა მისი სიბრძნე? ამ არეულ წუთებში, როცა ნებისმიერი სიცრუე შე-
იძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს... ნუთუ ის ამ დროს თავის მარ-
თლებას, უარყოფას, სიბინძურესა და ტალახში ქექვას იკადრებდა? არა!
მან მარტომ ზიდა თავისი მძიმე ჯვარი! სიმარტოვეში ყველაზე და ყვე-
ლაფერზე ამაღლდა... ყველაფერი უარყო... მდუმარებაში გადაეშვა! სი-
ჩუმე ამჯობინა! კრინტი არ დაუძრავს, ფერდინანდ! აი, საქმე რაშია,
ფერდინანდ! მეც ვდუმვარ, ღმერთო ჩემო!..
დე პერეირი არც ისეთი მაღალი იყო, რომ ამ გამოსვლით ჩემზე დი-
დი შთაბეჭდილება მოეხდინა... შეიძლება სწორედ ამიტომაც იჯგიმებო-
და სასაცილოდ წამდაუწუმ... ამას გარდა, ღუმელსა და უზარმაზარ გან-
ჯინას შორის იყო გაკვეხებული... ადგილი აშკარად არ ჰყოფნიდა... მე და
ირენს თვალს არ გვაცილებდა... რაღაც მომენტში ახალმა აზრმა გაუელ-
ვა თავში...
– იქნებ... იქნებ... – წამოიწყო, – გასულიყავით... ცოტა სუფთა ჰაერზე
გაგესეირნათ? სიამოვნებით დავრჩებოდი მარტო... თუნდაც სულ რაღაც
რამდენიმე წუთით!.. ცოტა უნდა მივალაგ-მოვალაგო... გთხოვთ! ძალი-
ან გთხოვთ! მხოლოდ ერთი წუთით!..
თხოვნა სრულიად გაუგებარი, უადგილო და უცნაური გვეჩვენა... გან-
საკუთრებით ამგვარ სიტუაციაში! ქალბატონ პერეირს, მხრებზე შალ-
მოგდებულსა და ზღურბლზე შემომდგარს სრულიად გასაცოდავებული
და გაუბედურებული იერი დასდებოდა...
– გინდა გარეთ გაგვყარო?.. იცი, რას გეტყვი?.. მგონი, საერთოდ გა-
აფრინე!..

26
პოეტ. სიტყვის გადათქმა, საკუთარი შეხედულების მკვეთრად შეცვლა.
621
– ათი წუთი მაინც დამითმეთ!.. მეტს კი არ გთხოვთ!.. მჭირდება ეს
დრო! ჩემთვის ეს უკიდურესად აუცილებელია! გადაუდებელი! გამიწი-
ეთ ეს პატარა სამსახური! დამტოვეთ ერთი წამით მშვიდად! რა გახდა ეს
ერთი წამი! მარტო მინდა ყოფნა! არ გინდათ, დამტოვოთ? არა? ძნე-
ლია? წადით, ბაღში გაიარეთ! იქ ბევრად უკეთესია, ვიდრე აქ!.. სუფთა
ჰაერით მაინც ისუნთქებთ!.. წადით! წადით! მე თვითონ დაგიძახებთ...
არ გესმით, რასაც გეუბნებით?..
კურტიალი გაკერპდა... ძალიან დაიჟინა... ისიც მართალია, რომ სარ-
დაფი უკვე აღარ ჰქონდა, როგორც „ჟენიტრონში“, რომ თავის გემოზე
ეფიქრა... სულ სამი პატარა ოთახი დარჩა... ვგრძნობდი, რომ ამ კერკე-
ტებსა და თავნება სუბიექტებს თუ ახლავე არ დავაცილებდი ერთმა-
ნეთს, საშინელება დატრიალდებოდა... სულ ღერა-ღერა დააგლეჯდნენ
თმას ერთურთს! ამიტომაც ირენს კორიდორისკენ ვუბიძგე... ყველაზე
მეტს ის ჯღაოდა.
– ხუთ წუთში აქ ვართ!.. – გამოვაცხადე, – გთხოვთ, ქალბატონო! დავ-
ტოვოთ მარტო! ნეტავ არ მოგბეზრდათ მისი მოსმენა? გააწყალა რა გუ-
ლი, მე თუ მკითხავთ! ამას გარდა, მეც მაქვს თქვენთან სალაპარაკო!..
ირენმა თავისი ფარნის აღება ისურვა... მთლად სეირნობისთვის
ზედგამოჭრილი დროც ვერ იყო და გვარიანადაც გრილოდა... მინდა აღ-
ვნიშნო, რომ ქალბატონი გაცოფებული გახლდათ... ვერ ცხრებოდა... გა-
მუდმებით წკმუტუნებდა...
– და ვის აკადრა ეს იმ ღორმა?.. იმ სატირამ! უკანასკნელმა ნაძირა-
ლამ... მე! მე, ფერდინანდ! წარმოგიდგენია?!
ირენი გალავნის გასწვრივ დაქროდა... ფარნის გამო რამდენჯერმე
ფეხი აუცდა და კინაღამ გაიშხლართა... კურტიალის მისამართით პირიც
გვარიანად აიმყრალა... მაგრად შეუკურთხა... სათბურებთან შეყოვნდა...
წკმუტუნსა და ცხვირით ცინგლის შესრუტვას კი განაგრძობდა... რატომ-
ღაც მოუნდა, ჩემთვის ყველაფერი ეჩვენებინა... კედელი ასწია, რათა ჩი-
თილები კარგად შეეთვალიერებინა... უამრავი ბალახ-ბულახი... „ეს ყვე-
ლაფერი, ფერდინანდ! ყველაფერი, რასაც ხედავთ, გესმით ჩემი, ფერ-
დინანდ! ყველაფერი მე, საკუთარი ხელებით დავრგე და გავახარე! სრუ-
ლიად მარტომ! არ გეგონოთ, რომ ამაში მისი წვლილიც ურევია! არა, რა

622
თქმა უნდა!“ იძულებული გავხდი, კიდევ ერთხელ შემევლო თვალი...
როგორც თალგამებისთვის... ასევე მცოცავი ლოქორებისთვის... მსხვი-
ლი გოგრების ქვესადგამებისთვის... ირენმა ყველა ხუფი მოხადა...
ყველა ჩარჩო ასწია... ვარდკაჭკაჭებიც გაეხარებინა... ვიარეთ მწკრი-
ვებში... ყველგან... ღარიც კი არ დავტოვეთ დაულაშქრავი... ბოლოს
მთლად აუჩუყდა გული... დაწვრილებით მიყვებოდა, როგორ ეწამა, რო-
ცა გვალვები დაიჭირა... წყალს ქვემოდან... ონკანიდან დოქებით თვი-
თონ ეზიდებოდა... აი, იქ, სულ ბოლოშიც კი რწყავდა... უზარმაზარი იყო
ქალბატონის ჭირ-ვარამი... ენით გამოუთქმელი... ხან ჩამოჯდებოდა...
ხან ისევ ფეხზე წამოხტებოდა... წვიმის წყლის შესაგროვებელი უზარმა-
ზარი კასრიც მაჩვენა... არც ეს შველოდა თურმე საქმეს... წყალი არას-
დროს ჰყოფნიდა ...
–ჰო! მართლა, – წამოხტა ირენი... – თქვენ არაფერი იცით მის სისტე-
მაზე!.. არადა, ნამდვილად საინტერესოა! მის არაჩვეულებრივ გამოგო-
ნებაზე გეკითხებით! ა? გამოდის, საქმის კურსში არა ხართ? კარგი რამ
კია! ო! ამაზე უკეთესი არასდროს არაფერი გაუკეთებია! მე კიდევ წინა-
აღმდეგი ვიყავი... დამიჯერეთ! ო! ლა! ლა! საშინელ რამეებს ვამბობდი!
როგორ წინააღმდეგობას ვუწევდი, ძნელად თუ წარმოიდგენთ! არაფე-
რი გამომივიდა! თავისი მაინც გაიტანა! ვირივით გაჯიქდა! პირდაპირ
სახეში მაფურთხა! არც მე გადამისვამს თავზე ხელი! ეჭვიც არ შეგეპა-
როთ! და რისი გულისთვის? იმისთვის, რომ ჩემთვის ბაღჩის ნაწილი
დაენგრია! და კიდევ სტაფილოების 18 მწკრივი! წარმოგიდგენიათ, 18
მწკრივი! არტიშოკების 24 მწკრივიც ზედ მიაყოლა!.. ამ საძაგლობის წა-
მოჭიმვა ჩაიხვია! არ გაინტერესებთ, რა მაქვს მხედველობაში? ანგარი!
უნდა გენახათ, რას დაამსგავსა აქაურობა!.. ღორი ვერ იპოვიდა თავის
გოჭებს! ჭეშმარიტი სანაგვე! დამიჯერეთ! საპირფარეშოს უზარმაზარი
თხრილი! აი, რა დღეში ჩამიგდო ეს ჩემი წალკოტი!
მისი წალკოტისკენ დავიძარით... მეგზურობას მიწევდა... გზას ფარ-
ნით მინათებდა! სინამდვილეში ეს პატარა, ერთი ბეწო ქოხმახი აღმოჩ-
ნდა… თითქმის ბოლომდე მიწაში ჩაფლული... შიგნით, ბრეზენტის ქვეშ
რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ნამსხვრევები შევამჩნიე... ეს იყო და-
ლეწილი ინსტრუმენტები... ყველაფერი ერთ გროვად მოექუჩებინათ...

623
იქვე ეგდო ნაგვით გამოძეძგილი და ჟანგმოკიდებული დინამო-მანქა-
ნა... ამოყირავებული რეზერვუარი... გადაღუნული საჭე... და ცილინ-
დრული ძრავა... კურტიალის გამოგონება... მსმენოდა მის შესახებ...
„ტალღების გენერატორი“... რომელსაც მცენარეების ზრდა საგრძნობ-
ლად უნდა დაეჩქარებინა... ასეთი გახლდათ დე პერეირის ჩანაფიქრი!
ჩვენ მას „ჟენიტრონის“ საგანგებო ნომერი მივუძღვენით... „რადიოტე-
ლურიზმი – სოფლის მეურნეობის მომავალია“... ასევე სამი სახელ-
მძღვანელო და სტატიების მთელი ლაშქარი... 24 ნახატი მომხმარე-
ბელს უხსნიდა დანადგარით მართებულ სარგებლობას... ამას გარდა,
აგიტაცია-პროპაგანდის მიზნით პერესა და ჟუვიზიში ორი კონფერენცია
ჩატარდა... თუმცა მიწათმოქმედთა მხრიდან ამ ღონისძიებებს დიდი ენ-
თუზიაზმი მაინცდამაინც არ მოჰყოლია... დე პერეირის მოძღვრების თა-
ნახმად, „გენერატორის“ დახმარებით ტელურული გამოსხივების ნაკა-
დები მცენარეთა ფესვებისკენ უნდა მიეშვირათ... „პოლარიმეტრი“ უზ-
რუნველყოფდა სხივების გადანაწილებას... მის გარეშე ეს „სიკეთე“ ფუ-
ჭად გაიპნეოდა... „მე თქვენ გთავაზობთ – ამბობდა მეცნიერი, ფესვების
მორწყვის ჩემეულ ვარიანტს, ბევრად უფრო სასარგებლოს, ვიდრე წყა-
ლია! ელექტრონიაღვარი! ლობიოს მფარველი!“ ისევ და ისევ მის მონა-
ცემებზე დაყრდნობით, მინიმალური დანახარჯებითა და ნაკლები ოფ-
ლისღვრით შესაძლებელი ხდებოდა ესპანური ძირტკბილას მსხვილი
თალგამის განზომილებამდე მიყვანა... თქვენს განკარგულებაში იყო ინ-
ფრამიწიერი მაგნეტიზმის
მთელი გამა!.. ბოსტნეულის ზრდა ადამიანთა გემოვნების გათვა-
ლისწინებით! სეზონზე! არასეზონზე!.. ეს მართლაც არაჩვეულებრივი
იყო!
სამწუხაროდ, ყოველდღიური საზრუნავით, დაუსრულებელი შეფერ-
ხებებითა და „ჟენიტრონში“ წამოჭრილი პრობლემებით თავგაბეზრე-
ბულმა კურტიალმა თავისი სისტემის ნიუანსური დახვეწა ვერ მოახერ-
ხა... კონდენსატორებს ჯეროვანი ყურადღება და დრო ვერ დაუთმო...
ისინი ასინქრონულად მუშაობდნენ... საჭირო იყო მუდმივი ზედამხედ-
ველობა... სისტემის ჩართვას კვირაობით, მხოლოდ ორი-სამი საათით
თუ ახერხებდა... გამომუშავებული ტალღები არ იყო საკმარისი... კვირის

624
სხვა დღეებში კურტიალს საქმე თავზე საყრელად ჰქონდა და ვერ იცლი-
და... ამ ჭორებმა და ათასი ჯურის კონკურსმა ხომ საერთოდ დააკარგვი-
ნა მოსვენება... ქალბატონ პერეირს კი ამ ტელურული მონაჩმახისა სა-
ერთოდ არ სწამდა...
– ათი ათასჯერ გავუმეორე, ავუხსენი, მაგრამ აყარე კედელს ცერ-
ცვი... ცოცხალი თავით არ შეისმინა... რა არ მოვიმოქმედე... ავუხსენი...
ჭკუა დავარიგე... ვურჩიე... ყირაზე დავდექი... ვუმღერე... ფლეიტაზეც
დავუკარი... არაფერი! თავისი არ მოიშალა! შენი სისტემა არასდროს
იმუშავებს! ღმერთო ჩემო! ეს უბრალოდ შეუძლებელია! ეს იქნება მხო-
ლოდ მორიგი სისულელე!.. არც მეტი, არც ნაკლები! სულ ტყუილად გა-
დამითხრი აქაურობას!.. და გამინადგურებ ბოსტნეულობას, რომელიც
ასეთი სიმწრით გავახარე... ელექტრონაკადები? ნეტავ იცოდე, რას მი-
ედ-მოედები! დენი მიწაში არ რჩება, იდიოტო! ჰაერში მიდის და უგზო-
უკვლოდ ქრება, დეგენერატო! ეს პატარა ბალღმაც კი იცის! ჭექა-ქუხილი
ხომ ამის ნათელი დასტურია! შეხედე გზებს! რამდენი ფული იხარჯება
ტელეფონის ხაზის გასაყვანად! მაშინ მეხამრიდებზე რას მეტყვი?.. შენ
რა, სახელმწიფო გიჟი და გადარეული გგონია? უამისოდ ფონს გასვლა
შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ამდენი ფული და შრომა ხომ არ ჩაიდე-
ბოდა?!
რას არ ვეტყოდი კიდევ, ოღონდ ბოსტანი არ გაეჩანაგებინა ჩემთვის.
„შენ ხარ ბატი, გამოთაყვანებული დედაკაცი!“ – როგორც კი დაინახა,
რომ სიმართლე ჩემს მხარეზე იყო, პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა...
გაჯიქდა... თავს დადებდა მოსაჭრელად, ოღონდ თავისი გაეტანა! ო, მე
ხომ მას მოხარშულს ვიცნობ! პრეტენზიული? თვითკმარი? კურტიალი?
ფარშავანგს ჯერ კიდევ ბევრი უკლია კურტიალამდე! ამ კრეტინს ვერა-
ფერს შეასმენ! ო, რატომ დამსაჯა ღმერთმა ასე? რა დავაშავე?! უჯიათი!
კერკეტი! თავნება! კარგი ძღვენი კი მომართვა განგებამ!.. ვერაფერს იტ-
ყვი... არადა, აგერ უკვე ოცდარვა წელია, ამას ვითმენ! ო! ამოვიდა ყელში
ბოლოს და ბოლოს!.. აღარც ბრაზი მყოფნის და აღარც ღვარძლი! და რა
შედეგად?.. არც არაფერი! ის ყველას გაგვყიდის... წარბშეუხრელად!
თან გროშებად! როცა ცვლილებების ჟინი შეიპყრობს, ვერაფერი შეაჩე-
რებს!.. ჯერ თავის პერანგს ჩაუშვებს, მერე თქვენსას მიადგება!.. უკვე

625
აღარ არის ადამიანი, არამედ სისულელეებით გამოტენილი ხურჯინია!..
ის ბაზრობებმა დაღუპა, ფერდინანდ! ასაკის მატებასთან ერთად, საერ-
თოდ გამოტვინდა. სრული დეგრადაცია!!! მეტ საზრუნავს გვიჩენს... ყვე-
ლა სიკეთესთან ერთად, გაირყვნა და დაკნინდა! ამის არდანახვა შეუძ-
ლებელია!.. არ ვარ შტერი ქალი, როგორც ეს მას ჰგონია!.. კურტიალი
ჯოჯოხეთის მოციქულია, ფერდინანდ! სატანა! მასთან მოკვდავთათვის
გასაგებ ენაზე ლაპარაკი გამორიცხულია... ეს არის სრული კატასტრო-
ფა! უკვე აღარ
შემიძლია მასთან საქმის დაჭერა!.. აბსოლუტურად! არადა, თავი-
დანვე გავაფრთხილე... როცა ამ თავის სისტემაზე ბოდიალი დაიწყო!
„შენ კურტიალ, აუცილებლად უნდა ჩაჰყო შენი გრძელი ცხვირი იქ, სა-
დაც არაფერი გესაქმება!.. სოფლის მეურნეობაზე მიახლოებითი წარ-
მოდგენაც არა გაქვს... ასეთივე უმეცარი ხარ ლიფტებისა თუ პიანინოე-
ბის წარმოებაში... ვინ მოგისმინა! ცალ ყურში შეუშვა, მეორიდან გამო-
უშვა!.. მთელი უბედურება ისაა, რომ უნდა ყველაფერი იცოდეს... ყველა
ხვრელში შეძვრეს... ეს არის მისი მთავარი მანკიერება, ანუ ყველაფრის
ცოდნა! ვიმეორებ, ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს ეხება, სინ-
ჯავს და ცდის! მისი პრეტენზიები უსაზღვროა! დღეს ქიმია აეკვიატება,
ხვალ საკერავი მანქანები, ზეგ არ არის გამორიცხული შაქრის ჭარხლით
დაინტერესდეს! მუდამ რაღაც ახალი! რა თქმა უნდა, ასე ვერაფერს მი-
აღწევს! მისი მოწოდება საჰაერო ბუშტებია! ასე ვფიქრობდი თავიდან
და აზრი არც ახლა შემიცვლია! ყოველთვის გამუდმებით ვუჩიჩინებდი,
„კურტიალ, საჰაერო ბუშტი, კურტიალ, საჰაერო ბუშტი! სხვა შენ არაფე-
რი შეგიძლია, ნებისმიერ სხვა სფეროში უსიამოვნებებს ვერ აუხვალ!
ნურც ეცდები! უბრალოდ არ ღირს საკუთარი თავისთვის ფუჭი გამოცდე-
ბის მოწყობა! შენი კოზირი – საჰაერო აღმასვლებია! მხოლოდ ამის იმე-
დი შეგვიძლია ვიქონიოთ. თუ შენსას არ დაიშლი და სხვაგან ცდი ბედს,
აუცილებლად კისერს მოიტეხ! ეს იქნება სრული კრახი! მელანში მოგვი-
წევს დაბრუნება და იქ ქაღალდის ყვავილების გამოჭრა!“
ათასჯერ ვუთხარი, რეგულარულად ვახსენებდი... განვუმარტავდი...
პირდაპირ თავში ვუტენიდი! და შედეგი მკითხეთ! არც არაფერი! „დამა-
ნებე თავი, უტვინო, გადაღრძუებულო დედაკაცო!“ რა ბუშტი აიტეხე? ამ

626
სიტყვის გაგონებაც კი არ უნდოდა! საშინლად ღიზიანდებოდა! თუ რა-
მეს ჩაიხვევდა, სულ რომ ყირაზე გევლო, ვერ გადაათქმევინებდი! ღო-
რი! ნამდვილი ღორი! ჩემზე უკეთ მას არავინ იცნობს და ვიცი, რასაც ვამ-
ბობ! მე, მხოლოდ და მხოლოდ, მე მიწევს მისი ატანა და მონელება! ბა-
ტონი საკუთარ თავს მწერლად მოიხსენიებს! მე კი თურმე იდიოტი ვარ
და ცხოვრებაში არაფერი გამეგება! ის „მეცნიერია“! „მოციქული“! „წი-
ნასწარმეტყველი“! განა არ ვიცი, სინამდვილეში ვინც არის! უნამუსო,
რომელსაც ყველასთვის მიუფურთხებია! მძარცველი! ბანდიტი! გზაზე
მშვიდობიან ადამიანებს რომ ესხმის თავს! პოლიშინელი! 27 ბინძური!
თახსირი! უნამუსო! მექალთანე! ლოთი და მაწანწალა! მე გეუბნებით
ამას! საერთოდ დაიწრიტა სინდის-ნამუსისგან! სავსებით იმსახურებს
იმას, რომ სადმე, უპატრონოდ მიგდებულს, ღობის ძირში ამოხდეს სუ-
ლი! მოკვდეს ძაღლივით! აი, მომავალი, რომელიც მას არ აცდება!
ღმერთო, რას დაემსგავსა ეს კაცი! არ არსებობს ადგილი, სადაც ის ფეხს
არ იტეხს! უკვე აღარ იცის, რა წყალში გადავარდეს... ჰგონია, რომ ვერა-
ფერს ვხედავ! სულ ტყუილად მაბოლებს... სულ ტყუილად ირჯება და
ყბედობს საათობით! მისი მონაჩმახიდან ერთი სიტყვისაც არა მჯერა...
ეტყობა, ჩემი დარეტიანება ადვილი ჰგონია! მე ვიცი, საითკენ უნდა წა-
ვიდე – მარჯვნივ თუ მარცხნივ! ჩემთან არაფერი გამოუვა! ო! არა! შეუძ-
ლია ამაში დარწმუნებული იყოს და თავს ნუ მოიტყუებს! ო, ღმერთო! მე
არ ვარ ისეთი მარტივი ადამიანი, როგორიც მას წარმოუდგენია!
ირენი ისევ დაუბრუნდა თავის იდეაფიქსს... ისევ აქაქანდა „ერ-
თგულზე“!.. საჰაერო ბუშტით აღმასვლები ქორწინების პირველი დღე-
ებიდან დაეწყო... ჯერ კიდევ მაშინ ვერ მოეხერხებინათ მისი სრულად
გაბერვა... თურმე გაზი არ ჰყოფნიდათ. გარსი სუსტი ყოფილა და არც
მთლად წყალგაუმტარი... სამაგიეროდ, იყვნენ
ახალგაზრდები, დრო კი – ზღაპრული... კვირადღეობით დე პერეირ-
თან ერთად დაფრინავდნენ... სხვა დღეები კი ბებიაქალად მუშაობდა...
კოტოშების დაყრაც შეეძლო და დასერვაც... უამრავი პატარ-პატარა სამ-
სახურის გაწევა... კარგად იცნობდა პინარს, რომელმაც მეფექალი ამშო-

27
ვითომ საიდუმლო.
627
ბიარა... მსოფლიოში სახელგანთქმულ აკუშერს მღელვარების გარეშე
ვერ იხსენებდა... ბოსტანში... კვლებს შორის საკმაოდ ციოდა... შემოგა-
რენში ცას სინათლე შეეპარა... კანკალი ამივარდა... ხანდახან ვჩერდე-
ბოდი და გასათბობად ფეხებს ვაბაკუნებდი... პატარა ხეივანს მეასეჯერ
ავუყევით... ისევ ქვემოთ დავუყევით... ირენი ისევ მიუბრუნდა გადასახა-
დების თემას... მათი საცხოვრებელი ქვიშაქვაზე მდებარეობდა... ჩემი
ვარაუდით, ძვირად ღირებული უნდა ყოფილიყო. მჯეროდა თუ არა,
რომ კურტიალმა სახლში თავად ჩაუშვა ორ სუდ? მიჭირს პასუხის გაცე-
მა... შეუძლებელი იყო ყველაფერი მცოდნოდა. დე პერეირი ჩუმჩუმელა
იყო და ყოველთვის როდი მაყენებდა საქმის კურსში... მე იმ ბატონ რამ-
ბონსაც კი არ ვიცნობდი... ერთხელაც კი არ მომიკრავს თვალი... და „ლე-
მენტალის კრედიტი“? არც ამის შესახებ ვიცოდი რაიმე ხელმოსაჭიდი...
მოკლედ, მე არც არაფერი მომეკითხებოდა...
შორს ცქერისას ნელ-ნელა მეზობელი სახლების მოხაზულობის გარ-
ჩევაც მოვახერხეთ... უზარმაზარი უდაბური ტერიტორია... არკოის ფაბ-
რიკა მაღალი მილებით... ვენახსა და გუბურას შორის... იქიდან ქარს და-
რიჩინის მძაფრი სუნი მოჰქონდა... ახლა უკვე შემოგარენში მიმოფანტუ-
ლი ვილებიც ჩანდა... დიდებიც და პატარებიც... ნაირფრად შეღებილე-
ბი... ეს რაღაცნაირად ჩხუბს მაგონებდა... თითქოს ერთმანეთს ესხმოდ-
ნენ თავს... ერთი მეორეს აწვებოდა... ეტმასნებოდა... ადგილის წართმე-
ვას ცდილობდა... ვილები დაბრეცილები... კორძიანები... მოყანყალებუ-
ლები... ბრტყელები... გულწასულები და გვერდზე გადახრილები... ამა-
ყები... თავჩაღუნულები... ფეხმოქცეულები... თითქოს ბათქა-ბუთქიც
მესმოდა ძლიერი შეჯახებებით გამოწვეული... დაბერებულნი... უსუსურ-
ნი... სულთმობრძავნი... მისავათებულნი... სიქაგამძვრალნი... მობარბა-
ცენი... მთელი სხეულით მთრთოლარენი და მოკანკალენი... ამ შარდით
გაჟღენთილ აგურებში სიკვდილი შეპარულიყო ! გადაყრილი სათამაშო-
ები, სულ მალე ქაქი რომ შთანთქავს!..
შემოღობილში, სულ რაღაც ორ ნაბიჯზე ადგილობრივი ღირსშესა-
ნიშნაობა მოჩანდა, ხით ნაშენი მინიატურული ეკლესია, რაღაც ღვთის-
მშობლის ტაძარს მიმსგავსებული... დურგლის მდიდარი ფანტაზიის
უდავო ნიმუში!.. კურტიალი აქ კურდღლების მოშენებით იქცევდა თავს...

628
ქალბატონს ამ ხნის განმავლობაში პირი წამითაც არ მოუმუწავს...
ჰყვებოდა... მიხსნიდა... ბოლოს მეშველა... მეგზური დაიქანცა... საუბ-
რის ძაფი უწყდებოდა... ფაქტებს ერთმანეთში ურევდა... ალბათ, ეს
რატრატიც ყელში ამოუვიდა... ამასობაში ამ ძლიერ გამყინავ ქარში ორ
საათზე მეტი გასულიყო...
– კმარა! ხომ ხედავთ, მას ჩვენი დარდი საერთოდ არა აქვს! ამოგვიყ-
ვანა რა ყელში თავისი სისულელეებით! მეც გავამსერებ აქედან და მა-
შინ ნახოს, რაც მოუვა... აი, ნახავთ, რასაც ვუზამ მაგ ნაძირალას! აქეთ
წამობრძანდით! ფერდინანდ, სამზარეულოდან შევიდეთ... ჯამბაზი ბო-
როტად სარგებლობს ჩვენი სიკეთით... ღმერთო, შეიძლება პლევრიტი
დამეწყოს...
ირენი რის ვაივაგლახით პარმაღამდე აბობღდა... სწორედ იმ დროს,
როცა კარი გააღო, დე პერეირიც გამოჩნდა... ჩვენთან შესახვედრად გა-
მობრძანდა... ბნელეთიდან ამოყვინთა... თითქოს ჩვენ გვეძებდა... დაბ-
ნეული... თმაგაბურძგნილი... ფრიად უცნაურად მოკაზმული... მაგიდის
დიდ გადასაფარებელში შეფუთულიყო! მოსასხამად გადაეკეთებინა...
შუაში გაჭრილ ხვრელში თავი გაეყო და ტოტები ქინძისთავებით შეეკ-
რა... ხელზე სქელი ბაწარი ქამრად შემოერტყა... ასე უცნაურად მორ-
თულ-მოკაზმული ხუთი საფეხურით ჩამოქვეითდა და მკლავში ჩამაფ-
რინდა... ღრმად ჩაფიქრებული და აღელვებული ჩანდა... აშკარად რა-
ღაც მნიშვნელოვანი მოსვენებას არ აძლევდა... ბაღის სიღრმეში შემათ-
რია... სათბურის ბოლო მწკრივთან შევჩერდით... დაიხარა, თალგამი
ამოგლიჯა და მაჩვენა... პირდაპირ ცხვირთან მომიტანა...
– ხედავ?.. – მკითხა... – კარგად დააკვირდი, ხედავ? ამჩნევ სისქეს?..
ახლა იქითკენ გაიხედე და იმ მსხალს დააცქერდი! კარგად ხედავ? ახლა
აქეთ!
ეს იყო უცნაური, ჩემთვის სრულიად უცნობი ბოსტნეული...
– ამას ხედავ?..
– კი! კი! – ვუპასუხე.
– ახლა აქეთ მოდი! ჩქარა! ჩქარა! ბაღის მეორე ბოლოში წამაცუხცუ-
ხა... დაიხარა... ჩაიჩოქა... იხოხა... ხელი ღობეში გაყო... ქშინავდა... მე-
ზობლის ნაკვეთში იქექა – კიდევ ერთი თალგამი ამოგლიჯა... და მაჩვე-

629
ნა. სურდა, ისინი ერთმანეთისთვის შეედარებინა... კურტიალი ზეიმობს!
მეზობლის თალგამი მართლაც ძალიან პატარა იყო... პაწაწინა და ფერ-
მკრთალი... ორივე თალგამი ისე ახლოს მომიტანა, ლამის ნესტოებში
გამთხარა... ორივე!.. თავისი და მეზობლის!
– შეადარე, ფერდინანდ, შეადარე! დამოუკიდებლად! მე კრინტს არ
დავძრავ! არ მინდა ჩემი ზეგავლენის ქვეშ მოექცე!.. თვითონ გადაწყვი-
ტე!.. არ ვიცი, რა გითხრა ქალბატონმა დე პერეირმა! მიდი, თვალი შეავ-
ლე! შეადარე! აწონე! თვითონ დარწმუნდი ყველაფერში! დიდი ჩემია!
ტელურული! ნახე! ნახე! მეზობლის – უტელურულო! პაწაწინა! დაატო-
ლე! აი! პირში წყალს ვიგუბებ, ხელი რომ არ შეგეშალოს! დასკვნები
მხოლოდ! დასკვნები, რომელიც შეიძლება და აუცილებელია, გაკეთ-
დეს... აქვე აღვნიშნავ, რომ ამ თავისი შემადგენლობით არასახარბიელო
ნაკვეთზე მხოლოდ სრულიად მარტივი, დამხმარე ტელურული დანად-
გარი მიყენია! დამხმარე!.. – კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს! მომცრო მო-
დელი „გრიგალის“ მაგვარი... ამასთან ერთად, აუცილებელია ძირითა-
დი პირობების დაცვა! ყველა ფესვი ჯანმრთელი უნდა იყოს! რა თქმა უნ-
და! რა თქმა უნდა! ძალიან ჯანმრთელი! ნაკვეთი კირქვიანი... თუ შესაძ-
ლებელია, ოდნავ მაგნეზიით გამდიდრებული... უამისოდ შორს ვერ წახ-
ვალ!.. შენ თვითონ განსაჯე!.. გესმის თუ არა ჩემი? არა? არა, შენ ჩემი
აშკარად არ გესმის! რაღა ქალბატონი და რაღა შენ! შენ არაფერი გაგე-
გება! არა, რა თქმა უნდა! თავისთავად ცხადია! ამას წყალი არ გაუვა!..
თქვენ ხართ ბრმები! და
მსხვილი თალგამი თუ შეამჩნიე მაინც? აგერ ხელში გიჭირავს! პატა-
რას თუ ამჩნევ! უდღეურსა და პაწაწინას? დღენაკლული ბავშვივით! მაგ-
რამ მიუხედავად ყველაფრისა, ესეც ხომ უბრალო თალგამია! არა? კარ-
გი ახლა, ნუ გადამრიე!.. და ძალიან მსხვილი თალგამი, ფერდინანდ?
მოდი ასე ვქნათ!.. წარმოიდგინე უშველებელი თალგამი! ეს მაინც ხომ
შეგიძლია? თავივით ვეებერთელა! ვბერავ მას ამ განზომილებებამდე
ტელურული გამოსხივების დახმარებით! მე, ფერდინანდ, მე, სხვა კი
არა! აი, ამ ნამცეცს! ა? ტვინავ? და მას ნამდვილ ბუშტად გარდავქმნი! ა?
ამგვარად, შემიძლია ასი თასი თალგამი გამოვიყვანო! თალგამზე მაქვს
ლაპარაკი, არ დაგავიწყდეს! თალგამზე!.. სულ უფრო და უფრო მასშტა-

630
ბურზე!.. ყოველ წელს საკუთარი სურვილისა და წარმოდგენის მიხედ-
ვით! ხუთასი ათასამდე ავალ! უზარმაზარ თალგამებს! მსხლებივით!..
ნამდვილი თალგამის გოგრებს! მსგავსნი არავის ექნება ნანახი! პატა-
რებს მყისიერად გავაქრობ! მე გავასუფთავებ ბაზარს! დავეპატრონები
მას! ეს იქნება ჩემი მონოპოლია! რა თქმა უნდა, ამას წყალი არ გაუვა! და
წვრილმანი საქმეებისთვის ვეღარ მოვიცლი! ამ სისულელეებისთვის!
ბინძური ბოსტანი გაქრება! თავისი უბადრუკი, წვრილ-წვრილი შეკვრე-
ბით! მიზერული მომარაგებითა და მიწოდებით! მიკვირს, დღემდე რო-
გორ შემორჩა ეს უსახურობა! ალბათ სასწაულის წყალობით! ეს ყველა-
ფერი მოძველდა!.. წარსულს ჩაჰბარდა!.. ეს საშუალებათა უყაირათო
და სრულიად უპატიებელი და გაუმართლებელი ფლანგვაა! სამარცხვი-
ნოა, სამარცხვინო! მე მინდა მხოლოდ უზარმაზარი თალგამი! ასეთია
ჩემი ფორმულა! მომავალი თალგამს ეკუთვნის! ჩემს თალგამს! და ვინ
შემიშლის ხელს? არის თუ არა ჩემი თალგამი ნოყიერი? კარგი მკვებავი!
ის, ფენომენალურია! თალგამის ფქვილი კალორიულობით ნებისმიერ
სხვა ნაირსახეობას ორმოცდაათი პროცენტით აღემატება... „ბოლოკის
პური“ ხალხს! ეს ავსტრალიის მთელი ხორბლის მარაგის ტოლფასია!
უკვე ხელთ მიპყრია ჩატარებული ანალიზების შედეგები! ჰაერში სიტ-
ყვებს ფუჭად არ ვისვრი! ახლა ბრძანე, რას ფიქრობ? გაგეხსნა თუ არა,
ბოლოს და ბოლოს, ტვინი?.. ნუთუ ჩემი ნათქვამი არაფერზე მიგანიშ-
ნებს? ცხადია, არაფერს! არც ქალბატონს! ბუნებრივია… თუ არჩევანი
ბოლოკზე შევაჩერე... ყოველ შემთხვევაში, საილუსტრაციოდ მაინც...
ამისთვის თალგამიც ივარგებდა... სიურპრიზს უფრო მალე გამოვაცხობ!
ყველა გაოგნდება! მაშ ასე! მე ბოლოკს ვირჩევ!.. დღეის ამას იქით უფრო
სერიოზულად! დიახ! სერიოზულად! გესმის ჩემი?.. ერთი იქით გაიხე-
დე!..
ისევ მეძგერა და წინ გამათრია... სამხრეთისკენ... იქიდან... ეს ნამ-
დვილად ასე იყო... მთელი პარიზი ხელისგულივით ჩანდა... ქალაქი გი-
განტური ცხოველივით ჰორიზონტზე გაწოლილიყო... შავი და ნაცრის-
ფერი... თითქოს ყოველწამიერად ფორმას იცვლიდა... ქშენდა... ბოლავ-
და... სევდიან ხმაურს გამოსცემდა... და ჩუმად ბუზღუნებდა... ეს ქალაქი
ჯავშანს მაგონებდა... ამწეებს, ხვრელებს, ეკლებს, ცას რომ ეპოტინე-

631
ბოდნენ. პერეირს ეს სანახაობა მაგრად ეკიდა და ყბედობას განაგრძობ-
და... რაღაცაზე მიუთითებდა... ბალუსტრადაზე წამოჭიმული... ხმა და-
უბოხდა... ეს იყო სადღაც იქ... ჩამოზვავებულ კარიერებს ზემოთ...
– შეხედე, ფერდინანდ, შეხედე! კარგად უცქირე!
თვალები გადმოვკარკლე... არა, მე მართლა ძალიან დავიქანცე...
ოღონდ თავი დაენებებინა ჩემთვის, სხვა არაფერი მინდოდა...
– უფრო შორს, ფერდინანდ, უფრო შორს! ახლა ხედავ ქალაქს? აი,
ძალიან შორს! ხედავ პარიზს? დედაქალაქს?
– დიახ! დიახ! დიახ! რა თქმა უნდა!
– ისინი იქ ჭამენ, არა?
– დიახ, ბატონო კურტიალ!
– ყოველდღე, არა?
– დიახ!.. დიახ!.. დიახ!..
კეთილი! ახლა კარგად შეისმინე, რასაც გეტყვი!
მცირეოდენი პაუზა... მოულოდნელად ჰაერში, ხელების ქნევა იწყო...
თითქოს რაღაცას ურევდა... შესანიშნავი სანახავი კი იყო... ბრასით მო-
ცურავეს წააგავდა... შემდეგ ჩამოჯდა... განიერი ლაბადა შეიხსნა... და
უჩვეულო პოზაში გაიყინა... მომეჩვენა, რომ ისევ ვიღაცის გამოწვევას
აპირებდა... სარდონიკულად ჩაიქირქილა... ღვარძლიანი კაცი იყო კურ-
ტიალი... ვიღაცას იშორებდა... მის გვერდით გაწევას ცდილობდა... მოჩ-
ვენებები... მოლანდებები... თავში გამუდმებით მუშტებს ირახუნებდა...
დაუნდობლად... აჰ! ოჰ! ღმერთო ჩემო! რა თქმა უნდა, კი ცდებოდა... რა
თქმა უნდა, ცდებოდა! მაგრამ შემთხვევით მოუვიდა... თან როდის... ძა-
ლიან დიდი ხნის წინ... შეცდომა სათვალავში მისაღები არ უნდა იყოს...
კურტიალმა ისევ განაახლა ჩემი დაკითხვა...
– ერთი ეს მითხარი, ფერდინანდ!.. ისინი ჭამენ! ალბათ ჭამენ! სხვა-
ნაირად წარმოუდგენელია! კი, ჭამენ! მე კი უბედური შლეგი ვარ! რას
გიყვებოდი? ო! ეს ფუჭი ბრძოლა! დავისაჯე! დავმარცხდი!.. სისხლისგან
დავიცალე... ახია ჩემზე, განა შეიძლებოდა ჩემი დავიწყება! ჩემო ფერ-
დინანდ? აჰ! აჰ! აჰ! მე მათ მივუზღავ სამაგიეროს!.. რასაც იმსახურებენ!
სად არიან ისინი? მათ მუცელში, ფერდინანდ!.. და არა მათ თავში! ისი-

632
ნი საკუთარ მუცლებს ემსახურებიან! საკუთარი მუცლის კლიენტები
არიან! მე მათ მუცელს მივმართავ, ფერდინანდ!
ის ქალაქსაც მიმართავდა!.. მთელ ქალაქს! რომელიც იქ, შორეთში
ნისლში ბურდღუნებდა...
– უსტვინე! უსტვინე! მეძავო! იბუზღუნე! იწუწუნე! იხრიალე! მესმის
შენი ხმაური! მუცლის მონებო! უძირო კასრებო!.. ყველაფერი შეიცვლე-
ბა, ფერდინანდ! გაუმაძღრებო! ღორმუცელებო! ამას მე გპირდები!
კურტიალი ოდნავ დამშვიდდა... მგონი, ადამიანებისადმი ნდობაც
დაუბრუნდა... მეც შემომღიმა... საკუთარ თავსაც შეღიმა...
– აჰ! როგორც იქნა მორჩა! გეფიცები! ო, რა თქმა უნდა... შენ იქნები
ჩემი მოწმე! დამიჯერე! შეგიძლია ყველაფერი სიტყვა სიტყვით დიასახ-
ლისს ჩაუკაკლო! ოჰ! საზიზღრები! ყველა ჩვენს უბედურებას წერტილი
დაესვა! ყველაფერს ჩავწვდი! ჩემი სული იტანჯება! მას დასცინიან! აბუ-
ჩად იგდებენ!.. მე მდევნიან! ფეხქვეშ მთელავენ! მთელი პარიზის
თვალწინ! კეთილი! დაე, ასე იყოს! ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! დაე, მუ-
წუკებით დალპნენ! კეთრი შეეყაროთ! ჩაცვივდნენ ჭიებითა და ტარაკნე-
ბით პირთამდე სავსე როფებსა და კასრებში! მე თვითონ ვუბიძგებ და
მერე კარგად მოვურევ... სულს ამოვხდი... ამოვახრჩობ სათითაოდ! იცუ-
რაონ თავიანთ განგრენაში! ეს ჩირქიანები ამას იმსახურებენ! თუ კიდევ
მოუნდებათ ჩემი თითზე დახვევა, აღარ გამოუვათ! უწინდელი დე პე-
რეირი აღარ ვარ! მორჩა! ამოიწურა გონება და გამჭრიახობა! დასამარ-
და! მივუბრუნდეთ მუცელს, ფერდინანდ! გვრემისა და ჩხვლეტების წყა-
როს! ძროხის ნეხვს! ტფუ! ვიჭყუმპალაოთ ლაფში! მოვიგანგლოთ ქაქ-
ში! გამოსავალი? რას მივაღწიე ცხოვრებაში? მე ვარ კურტიალი! პოპენ-
კურის პრემიის, ნიშამის და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი პრემიის ლა-
ურეატი! 1722 ფრენა! ბოლოკის დახმარებით! ბოლოკით! დიახ, დიახ!
ჯერ სადა ხარ, ფერდინანდ! შენ ბევრი რამის მომსწრე გახდები! აი, ნა-
ხავ! ყველაფერი წინაა! ჩემზე ჯერ კიდევ ილაპარაკებენ! ეს იქნება აპო-
გეა! ო! ჩემო ირენ! ჩემო ეჭვიანო! სად მაქვს დასაკარგი დრო!..
კურტიალი წამით დაფიქრდა.

633
– ამ ხრეშში... ამ ქვიშიან ნაკვეთზე? არასდროს! აქ? ტფუ! ჩემი მტკი-
ცებულებანი სახეზეა! ის, რაც მოვიყვანე, სავსებით საკმარისია... პატა-
რა, მაგრამ მნიშვნელოვანი კულტურა! სად არის დასაკარგი დრო!
მცირეოდენი ფიქრის შემდეგ ისევ მხიარულად ჩაიქირქილა... რაზეც
ტვინს იჭყლეტდა, სასაცილო ეჩვენებოდა!
– ო! ლა! ლა! წამართვით ეს ყველაფერი... – თავის ქოხმახზე მიუთი-
თა, – სოფელში? ო! დიახ! დიახ, სოფელში! ო, თავი უკვე იქ მგონია! სივ-
რცე! ტყე! საძოვრები! საქონელი! მოვლა! მოშენება! ნეხვი!.. და შენ წარ-
მოიდგინე, ბოლოკი!.. ერთი კარგად მიყურე! ბოლოკი! ძლიერი გამოს-
ხივებით! ნამდვილი ტალღებით! გესმის თუ არა ჩემი?.. შენ ამ ყველა-
ფერს საკუთარი თვალებით იხილავ, ფერდინანდ! ყველაფერს! აბსო-
ლუტურად ყველაფერს! ტალღების ორგიას!..
ქალბატონი ძლივს იდგა ფეხზე... ღობეს გადაეყუდა... რაღაც მომენ-
ტში ხვრინვა ამოუშვა... შევანჯღრიე, რათა შინ შესულიყო...
– ახლავე მოგიდუღებთ ყავას! ვფიქრობ, ცოტაოდენი შემოგვრჩა!.. –
თქვა... სულ ტყუილად ვეძებდით... იმ საქონელს ყველაფრისთვის მუს-
რი გაევლო! განჯინა ცარიელი დაგვხვდა... მარცვალიც არ დარჩენილი-
ყო!..
არადა, მახსოვს, რომ იქ მთელი თავი კამამბერი იდო... გადაესანსლა
ვაჟბატონს, სანამ ჩვენ საქმიანად ვსაუბრობდით!.. მშიერ-მწყურვალე-
ბი! დარჩენილი ლობიოც ამოელოკა! მაგის დედაც! აქ უკვე აღარ მეყო
ნერვები!..
ორივემ ერთხმად ვუყვირეთ, რათა წათრეულიყო აქედან... „ტელეგ-
რაფში მივდივარ!“ – მოგვიგდო შორიდან...
უკვე გზას დასდგომოდა... ის კაცი სულაც არ იყო გიჟი.
***
მთელი დღე ვხვრინავდით... მეორე დღეს აქედან გუდა-ნაბადი უნდა
აგვეკრა... კურტიალი არ ტყუოდა... ქოხმახი მართლა გაეყიდა... და ავე-
ჯის ნაწილიც ზედ მიეყოლებინა... იმავე ფასად... იმისათვის, რომ აქე-
დან რაც შეიძლება სწრაფად წავფხეკილიყავით! მყიდველმა პატარა
ავანსიც კი მოგვიგდო... უნდა გენახათ, როგორ კანკალებდა საწყალი,
წასვლამდე რამე რომ არ დაგვეზიანებინა!..

634
იმავე შუადღისას, სანამ ჩვენ ვთოხლაობდით, ტიპი ღობესთან წრი-
ალებდა... ვერ ისვენებდა... ხან ზემოთ აივლიდა, ხან ქვემოთ და ასე გა-
უთავებლად... არ გვინდოდა, ჯერჯერობით მისი შემოშვება... უკვე ავაც-
მევინეთ რამდენჯერმე აქედან სხვადასხვა მიზეზით... ყველაფერს თავი
რომ დავანებოთ, ჭამა ხომ უნდა ეცლია... მაგის დედა! ეს საშინელი არ-
სება წამითაც არ ჩერდებოდა... გამაღიზიანებლად ცმუკავდა... ამაზრზე-
ნი იყო საყურებლად! მღელვარებისგან ქუდს დედა უტირა... ისე ჭმუჭნი-
და, სულ დაეფხრიწა... მერე გადაიჯვარედინებდა ზურგზე ხელს და რე-
ტიანივით დადიოდა... ორად მოკაკვული და მოქუფრული... გალიაში გა-
მოკეტილი ცხოველის მსგავსად... თუმცა განიერ გზაზე კი იყო დაბანაკე-
ბული!.. ყოველ ხუთ წუთში ერთხელ კართან ხმამაღლა შემოგვძახებდა:
„ტუალეტში ფრთხილად! მე დავათვალიერე უნიტაზი! დაზიანებები არ
შემიმჩნევია! ყურადღებით ნიჟარასთანაც! ახალი ორასი ფრანკი ჯდე-
ბა!..“
რაღაც მომენტში ვერ მოითმინა!.. და ბაღისკენ აიღო გეზი... ხეივან-
ში სამი ნაბიჯით დაწინაურდა... ჩვენც არ დავახანეთ... სამივენი შეტევა-
ზე გადავედით... მას ჯერჯერობით ამის უფლება არ ჰქონდა... კურტია-
ლი გაოგნებული იყო ახალი მეპატრონის ასეთი არნახული თავხედო-
ბით!..
„ნაკვეთის მესაკუთრე მხოლოდ საღამოს ექვს საათზე გახდებით!
მიმწუხრისას, პატივცემულო, მიმწუხრისას! ასეა მითითებული პირო-
ბებში! თან მკაფიოდ!“ არა, ნამდვილად შეიშლებოდა კაცი!
მყიდველმა განაახლა მორიგეობა... ბუზღუნსაც უმატა... უფრო და
უფრო ხმამაღლა... იძულებული
გავხდით, ფანჯრები დაგვეხურა, რათა საკუთარ საქმეებზე მშვიდად
ბჭობის საშუალება მოგვცემოდა... საითკენ მივდივართ? აქეთ?.. თუ
იქით?.. რამდენი დაგვრჩა ფული? რამდენი აქვს კურტიალს? და მე?
კურტიალი თავისი სასოფლო-სამეურნეო გეგმითა და რადიოტელუ-
რული მექანიკით უეჭველად ასტრონომიული თანხა დაგვიჯდებოდა...
თვითონ დუჟმორეული გვარწმუნებდა, ცოტა დაგვეხარჯებაო... თავგა-
დასავალი თავგადასავალია და ჩვენც გამოსავალი არ გვქონდა! იძულე-
ბული ვიყავით, მისი პატიოსანი სიტყვის გვერწმუნა... უკვე ეპოვა საცდე-

635
ლი ადგილიც... სენტ-ე-უაზის ტყის პირას... . ოდნავ ბოვეზესკენ... შეუზ-
ღუდველი შესაძლებლობები!.. მისი თქმით, ფერმას ფაქტობრივად მუქ-
თად გვითმობდნენ... უკვე იყო სააგენტოსთანაც შეთანხმებული... იმ
თაღლითმა მაგრად დაგვაბოლა... საკუთარ ბიზნესში თავით ფეხებამ-
დე ჩაგვითრია... გონზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარით... უკვე გაეგზავნა
დეპეშა... „მიწის ექოს“ განცხადებაც ცხვირწინ აგვიფრიალა... ძალიან
კმაყოფილი ჩანდა და ამის დამალვა არც უცდია!.. როცა ჩვენს სიფათებს
უყურებდა... არცაა გასაკვირი... ჩვენ კი დავაფჩინეთ პირები... მსუქანა
და მე, ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც აღფრთოვანებულები ვიყავით...
„ნაკვეთი გაფართოების პერსპექტივით, სამხრეთისკენ მიქცეული... გა-
მოსადეგი მებოსტნეობისათვის და არა მარტო... შენობა ჩინებულ
მდგომარეობაში... და ასე შემდეგ...
– აბა! აბა! მეტი გულადობა და მეტი სიმკვირცხლე! ჯანდაბა!.. საინ-
ტერესოა, ამაზე უკეთესი რა უნდა მეპოვა? შალე ბულონის ტყეში? თუ
ბაგატელში? თუ ასე იყო, მაშინ უნდა გაგეფრთხილებინეთ! ეს განცხა-
დება „კარ-მიდამოების“ გვერდზე ვიპოვე... – კურტიალი უკვე ტკბებოდა
მომავლის პერსპექტივით... თითქოს სტრიქონებს შორის კითხულობ-
და... ან ახლა... ან არასდროს!
სახლის მყიდველი, სანამ ვსადილობდით, ჭიშკარს არ მოსცილე-
ბია... ხმაურს უმატა... იკლაკნებოდა და იგრიხებოდა... საცოდავი სანახა-
ვი იყო თავისი ორბიტიდან გადმოსული თვალებით. თან იმდენი იღრი-
ალა, პირი საერთოდ მოერღვა და ახლა ვეღარ დაეხურა... იქიდან ბუშ-
ტულები გადმოსდიოდა... არ იყო გამორიცხული, სული ექვს საათამდე
ვერ მიეტანა... არადა, ამის ისეთ ძლიერ სურვილს შეეპყრო! „შემიცო-
დეთ! შემიცოდეთ!“ – გვევედრებოდა...
საჭირო გახდა კურტიალს ყველის დაგემოვნება დაეჩქარებინა... მე-
რე კი ტელეგრაფში შეერბინა, თავისი „არჩევანი“ რომ დაედასტურები-
ნა... მუშტარი შემოვუშვით... ის უბედური მადლიერებისგან მზად იყო,
სულ საფეხურები ელოკა!..
მე და ქალბატონი დე პერეირი ბარგის შექუჩებას შევუდექით... ათასი
წვრილმანის, ქვაბებისა და ლეიბების ერთად თავმოყრა... რაც გაყიდვას
გადაურჩა, თან მიგვქონდა... ამას გარდა, შეღამებისას მონპასიეს თა-

636
ღებთან უნდა მივთრეულიყავი... შემოგარენი დამეზვერა და ადგილზე
დამედგინა, კიდევ რისი წამოღება შეიძლებოდა! იქნებ ჩვენი „პოლიკო-
პია“ დამეხსნა... ჩვენი სიამაყე!.. სულ ცინცხალი მანქანა, ისეთი ლამა-
ზი!.. რომელიც ახლა უეჭველად გაგვიწევდა ფასდაუდებელ სამსახურს...
და „მირმიდორი“? პატარა ქურა... ზეთზე რომ მუშაობდა? და კიდევ შე-
იძლება სამი თუ ოთხი აკინძული ბროშურების ტომიც
გადაურჩა წარღვნას? განსაკუთრებით კოსმოგონია „ალფაზე“! რო-
მელიც ასე იზიდავდა და ითრევდა კურტიალს... შესაძლოა, იმ ხისთა-
ვიანებმა ყველაფრის დამსხვრევა და აფეთქება ვერ მოასწრეს. იქნებ
ნანგრევებს ქვეშ ჯერ კიდევ მიმეგნო რაღაც-რაღაცებისთვის და მინია-
ტურული ალტიმეტრი? საჩუქარი, რომელიც სამხრეთ ამერიკიდან ჩა-
მოგვივიდა! კურტიალი ვერ გადაიტანს, თუ ის ძვირფასი მოგონება გა-
ნადგურდა... უგზოუკვლოდ გაქრა! რა თქმა უნდა, მე მცდელობას არ და-
ვაკლებ! ასეც მოვიქცევი! გადაწყვეტილია! ყველაზე სევდისმომგვრელი
ის იყო, რომ ქალბატონიც აპირებდა ჩემთან ერთად სალაშქროდ წამოს-
ვლას. ცხადია, რომ ჩემ მიმართ მაინცდამაინც დიდი ნდობით არ იყო
გამსჭვალული!.. ყველაფერში თავად სურდა დარწმუნებულიყო... წამო-
ღებაში მთლიანად მე ვერ დამეყრდნობოდა... მარტოს ვერ მტოვებდა...
„მეც თქვენთან ერთად წამოვალ! აქ ვერ დავრჩები!..“ ჯერ კიდევ არ ენა-
ხა საკუთარი თვალით, რა ცოდვაც დატრიალდა! ამიტომაც იმედი ჯერ
კიდევ ბუდობდა მასში...
კურტიალი ფოსტიდან დაბრუნდა... მე და ქალბატონი პერეირი ბო-
ლო კარადების დასაცლელად მეზობელ ოთახში გადავბარგდით, კურ-
ტიალს კი მოუწევდა საქმის გარჩევა პარაზიტთან, რომელიც პროტესტს
განაგრძობდა... აქაოდა, კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს
არღვევთო... ლამის ძალით წამოვიღეთ ჩვენი ზმანები და რამდენიმე
პირსახოცი... თავი როგორც კი მფლობელად იგრძნო, ტიპი საერთოდ
დასაბმელი გახდა... იმისათვის, რომ მისთვის საზოგადოებაში ქცევის
მართებული წესები შეგვეხსენებინა, ისევ გარეთ მივაბრძანეთ... გაცოფ-
და... ლარტყებს ეძგერა და მთელი ძალით ნჯღრევას შეუდგა... შიგ გაიხ-
ლართა, როგორც თაგვი სათაგურში... ვერც კი წარმოვიდგენდი, მამაკაცს
მსგავსი კრუნჩხვა თუ შეეძლო!.. ჭეშმარიტად, ეს იყო საშინელი კლიენ-

637
ტი!.. ისე იყო შეშლილი, ვერც კი შეამჩნია, როგორ მოვქუსლეთ მე და
ბებრუცანამ იქიდან!.. ომნიბუსში ავედით...
პარიზში როცა ჩავაღწიეთ, უკვე გვარიანად ბნელოდა... ვჩქარობ-
დით... პალეს გალერეებში კაცის ჭაჭანება არ იყო. მეზობლებს თავიან-
თი ფარდულები უკვე დაეკეტათ. ჩვენი მაღაზიის ადგილას ერთი დიდი
პირღია ხვრელი დარჩენილიყო... უფსკრული მოყანყალე კოჭებით...
ქალბატონი მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ნამდვილი კატასტროფა მოხ-
და... რომ „ჟენიტრონისგან“ აღარაფერი დარჩენილიყო... რომ მდგომა-
რეობა ბევრად უფრო სავალალო იყო, ვიდრე ვარაუდობდა... მხოლოდ
შემაძრწუნებელი ნაგვის გროვა... ხვრელში ზემოდან ჩახედვისას ძალი-
ან ვფრთხილობდით, რომ შიგ არ ჩავცვენილიყავით... „ალკაზარის“
ნარჩენები დიდი გაჭირვებით ამოვიცანით... „შემკვეთის კუთხეც“!.. სად-
ღაც ქვესკნელში... მუყაოსა და ქვა-ღორღის ზვავქვეშ... იქვე იყო ის ჯო-
ჯოხეთური ზარიც!.. კატაპულტა!.. რომელიც სარდაფსა და ფუნდამენტს
შორის გაჩხერილიყო... უფრო სწორად, მთელ ნაპრალს ფარავდა... მი-
უხედავად ამ საშინელი სანახაობისა, დედა კურტიალმა მაინც გადაწყვი-
ტა ქვესკნელში ჩაძრომა... დარწმუნებული იყო, რომ იქიდან რამეს ამო-
ათრევდა... გავაფრთხილე, რომ სიცოცხლის ასე საფრთხეში ჩაგდება
გონივრული ქმედება ვერ იქნებოდა... ღმერთმა იცის, კიდევ რა შეიძლე-
ბოდა ჩამოქცეულიყო... აი, მაშინ ეშმაკიც კი ვერ იხსნიდა უცილო სიკ-
ვდილისგან!.. ყურიც არ შეიბერტყა... ჰაერში დაკიდებულ დირეზე შედ-
გა... მე ხელით ვიჭერდი... ზემოდან... უფსკრულის თავზე მოქანავეს რო-
ცა ვუცქერდი, ძარღვებში სისხლი მეყინებოდა... ქვედაკაბა წელამდე
აისხიპა და შეიკრა... კედელსა და ზარს შორის ღიობი დალანდა და
იქითკენ გაძვრა... ცოტა ხანში სიბნელეში გაუჩინარდა... მესმოდა, რო-
გორი მონდომებით იქექებოდა
უფსკრულის სიღრმეში... ხმამაღლა შევეხმიანე... ძალიან შემეშინ-
და... ექო გამომეხმაურა, როგორც გამოქვაბულში... თვითონ ხმა არ გამ-
ცა... დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ისევ გაიელვა ღიობში და
დახმარება მთხოვა... მე ქვედაკაბას საკმაოდ მოხერხებულად ჩავებღა-
უჭე... მთელი ძალით ზემოთკენ ვექაჩებოდი... ბოლოს თავით ფეხებამ-
დე ნაგავში ამოგანგლული ზედაპირზე გამოიკვეთა... გიგანტურ ტომა-

638
რას წააგავდა... სიმძიმესთან ჭიდილი გამიჭირდა... შევამჩნიე, რომ თან
რაღაცას ეზიდებოდა... ბუშტის უზარმაზარი ნაგლეჯი! „არქიმედეს“
გარსის ნაწილი!.. შთამბეჭდავი! დალახტული, წითელი ნაწილი! კარ-
გად ვიცნობდი ამ ნაფლეთებს! თავად ვმალავდი მათ მაგიდასა და სარ-
დაფის ფანჯარას შორის... ქალბატონს შესაშური მეხსიერება აღმოაჩ-
ნდა! ძალიან ბედნიერი ჩანდა...
– იცი რა? შეიძლება რაღაცაში გამოგვადგეს! – წარმოთქვა ხალისი-
ანად... – ეს ხომ ნამდვილი კაუჩუკია! ნამდვილი! მართლა... მართლა...
კი არ გეხუმრები! ვერ წარმოიდგენ, როგორი გამძლეა!
– რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა!
ჩემზე უკეთ ეს ვის უნდა სცოდნოდა! ვინ მოთვლის, რამდენჯერ გა-
მოვიყენე ის ჩვენი „ერთგულის“ ტყავის დასალახტად... ყოველ შემ-
თხვევაში, მისი წონა წელში მოწყვეტდა კაცს... რომ არაფერი ვთქვა მო-
ცულობაზე... კომპაქტურად დაკეცილიც კი მასშტაბური ფუთა გამოდი-
ოდა... ადამიანის სიმაღლისა და წონის... ქალბატონმა არ ისურვა მისი
დატოვება... ნებისმიერ ფასად თან უნდა ეთრია! აი, რა გადაწყვიტა!
– თუ ვიჩქარებთ, ცუდი არ იქნება! – ვთქვი მე... ჯანი ამ ქალს ნამდვი-
ლად არ აკლდა... მოიგდო და გზას გაუდგა... მშვიდად მივყვებოდი
უკან... რაძივილის ქუჩამდე... იქ კი ვუთხარი:
– წინ იარეთ, ქალბატონო, მაგრამ ნუ იჩქარებთ! იარეთ ნელა! ყო-
ველ კუთხეში შეჩერდით! უფრთხილდით მანქანებს! დრო საკმაოდ
გაქვთ! მე უკან გამოგყვებით! ლაფაიეტის ქუჩაზე დაგეწევით!.. მანამდე
„ამბოხში“ უნდა შევირბინო!.. არ არის საჭირო, რომ მათ შეგამჩნიონ! გა-
საღები ბიჭუნას დავუტოვოთ!.. სხვენის გასაღები! აუცილებლად უნდა
შევიხედო იქ... კიდევ ერთხელ...
ეს მხოლოდ საბაბი იყო იმისათვის, რომ ცოტა ხნით უკან მოვბრუნე-
ბულიყავი... თაღებქვეშ მიმეხედ-მომეხედა... იქნებ სადმე ვიოლეტას გა-
დავყროდი... ახლა ის კოლონიალური გალერეის მიდამოებში ნადირობ-
და... შორიდანვე დამინახა და ყვირილი მორთო: „ჰეი! ჰეი!..“ შურდული-
ვით ჩემკენ გამოიქცა... ბებრუცანასთან შევემჩნიე, მაგრამ ახლოს მოკა-
რება ვერ გაებედა... გულწრფელად ვისაუბრეთ... წვრილ-წვრილად მო-
მიყვა, რაც მოხდა ჩვენი წასვლის შემდეგ... კატასტროფის მომენტიდან

639
მოყოლებული... აურზაური ერთი წამითაც არ შემწყდარა... ყველაფერი
თავდაყირა დამდგარიყო... პოლიცია ქალებსაც მისდგომოდა და ათასი
შეკითხვა დაესვა... ჩვენი ზნე... ჩვევები... და საერთოდ, ყოველდღიური
ყოფის დეტალები აინტერესებდათ... ნარკოტიკებით ხომ არ ვვაჭრობ-
დით, დოღზე „ფსონებს“ ხომ არ ჩამოვდიოდით! აზარტული თამაშების
ბიზნესში ხომ არ ვიყავით ჩათრეულნი ან პორნოგრაფიას ხომ არ ვავ-
რცელებდით! უცხოელებს ხომ არ ვმასპინძლობდით! იარაღს ხომ არ ვა-
ტარებდით! რა ურთიერთობები
გვაკავშირებდა ანარქისტებთან?.. გოგოებს შიშისგან კინაღამ თავი-
სი დამართნიათ... ნანგრევებს სათოფეზე არ ეკარებოდნენ, ისე იყვნენ
დაზაფრულები... სამუშაოდ გალერეებში გადაინაცვლეს... განსაკუთრე-
ბით თავიანთი ბარათების დაკარგვის ეშინოდათ... ღმერთმა უწყის, რა
დაარტყამდა პოლიციას თავში... მოკლედ, შესაძლო შედეგების გან-
ჭვრეტა მათ შესაძლებლობებს აღემატებოდა... უკმაყოფილო იყო ყვე-
ლა... მეზობელი ვაჭრებიც აფორიაქდნენ... ყველანი ჩვენ წინააღმდეგ
დაირაზმნენ, რასაც ძნელად ვიჯერებდი... ერთბაშად აღშფოთდნენ...
ცოფიან გიჟებს დაემსგავსნენ... სენის პრეფექტს პეტიცია პეტიციაზე ეგ-
ზავნებოდა... პალე რუაიალის „გაწმენდას“ ითხოვდნენ... აქ გამუდმებუ-
ლი გარყვნილება, ლოთობა და აურზაური ერთხელ და სამუდამოდ უნ-
და აღკვეთილიყო... ჩვენ კი უბანში თავისუფალი ბიზნესის წარმოების
უფლება ჩამოგვრთმეოდა... ნაბოზრებს არ სურდათ, რომ მათი გარყვნა
გაგვეგრძელებინა! ვიოლეტას მაგრა ვევასებოდი და სულაც არ უნდოდა,
აქედან გუდა-ნაბადი ამეკრა... დარწმუნებული იყო, რომ თუ ჩვეული ად-
გილებისკენ ვიბრუნებდით პირს, სიტუაცია ისევ აყროლდებოდა და არ
იყო გამორიცხული, დასასვენებლად ვირის აბანოში გავემწესებინეთ...
ვიოლეტა არ ცდებოდა! ასეც მოხდებოდა! ქაქის სუნი უკვე ტრიალებდა
ჰაერში!.. გაჯიქებას აზრი არ ჰქონდა! სასწრაფოდ უნდა დაგვეხვია აქე-
დან და უკან არ მოგვეხედა! ჩვენს სიფათებს ამიერიდან ნაკლებად შე-
ეგუებოდნენ, ამიტომ ცეცხლთან თამაში გონივრული არ იქნებოდა! ვი-
ოლეტას მოსაზრება არ გამიპროტესტებია!.. თავიდან ბოლომდე დავე-
თანხმე!.. აქედან მოტეხვას, კი ბატონო, არაფერი ედგა წინ, მაგრამ რა
უნდა მეკეთებინა! მუშაობაზე ვინ ამბობდა უარს, მაგრამ ჩემზე მორგე-

640
ბული სამუშაო ხომ უნდა მეპოვა? ვიოლეტას ეს ძალიან არა, მაგრამ ცო-
ტათი მაინც ადარდებდა. მე თვითონ აღმოვჩნდი დიდ გაურკვევლობა-
ში... კონკრეტულად ვერაფერს ვამბობდი... ის კია, რომ ერთი რამ ზუს-
ტად ვიცოდი – სადმე სოფელში უნდა მეცადა ბედი... ეს რომ გაიგო, მით-
ხრა, მეც სიამოვნებით შემოგიერთდები, განსაკუთრებით ავადმყოფო-
ბის დროსო... ისე, ქალაქის დატოვება დროდადრო უწევდა... უფრო
ფილტვების გამო და არა იმიტომ, რომ რაღაც უბედურება აიკიდა... სის-
ხლიანი ნახველი ჰქონდა... სოფელში შვებას პოულობდა... იქაური ჰაერი
ძალიან უხდებოდა... ფერზეც მოდიოდა... დღეში თითო კილოს იმატებ-
და... ასეც მოვილაპარაკეთ... ოღონდ ერთი პირობით! პირველს მე უნდა
მიმეწერა ფოსტაში... სადაც თვითონ მოიკითხავდა შეკვეთილი გზავნი-
ლების განყოფილებაში... სამწუხაროდ, გარემოებები ისე აეწყო, რომ
დანაპირები ვერ შევუსრულე... წერილის დაწერის გადადება მომდევნო
კვირამდე მიწევდა... მოგვიანებით... ძალიან ბევრი წლის შემდეგ... პა-
ლეში გავლისას... ომის დროს... ვიოლეტას ვერსად მოვკარი თვალი...
ვის არ ვკითხე მისი ავანჩავანი... სახელმა ვიოლეტამ ახლებს ვერაფერი
გაახსენა!.. ახალი თაობა გამოსულიყო ასპარეზზე...
იმ საღამოს სულ სირბილ-სირბილით დავშორდით ერთმანეთს... თუ
შეიძლება ასე ითქვას... სხვა გამოსავალი არ მქონდა... უამრავი რამ უნ-
და მომესწრო... ბერეზინას პასაჟშიც უნდა შემერბინა... ბებრები უნდა
გამეფრთხილებინა... რომ პროვინციაში მივდიოდი დე პერეირთან ერ-
თად... რათა ხმაური არ აეტეხათ და ძაღლებთან ერთად არ ვეძებნეთ...
როცა მივედი, დედაჩემი ქვემოთ დამხვდა... მაღაზიაში თავის ძონ-
ძებს კემსავდა... ტერნში საქონელი ახლახან მიეტანა... მამაჩემიც ჩამო-
ვიდა... ეტყობა, ჩვენი საუბარი მოესმა... ორი წელი გასულიყო, რაც მის-
თვის თვალი არ მომეკრა... გაზისგან ადამიანები ჩვეულებისამებრ ფერ-
მკრთალდებიან ხოლმე...
მამაჩემს კი ფერის ნატამალიც არ ედო სახეზე... კუბოდან ამოღე-
ბულს ჰგავდა... შემაძრწუნებელი იყო! შეიძლება, გაკვირვებისგან დაება
ასე ენა... ლაპარაკი უჭირდა... ბოლოს საერთოდ ჩაუწყდა ხმა... არც ჩემი
ესმოდა... ვუხსნიდი, რომ სოფელში ვაპირებდი გადაბარგებას... პრო-
ტესტი არ გამოუთქვამს! არა! არც უცდია! ერთიც და მეორეც ყაბულს იყ-

641
ვნენ... ოღონდ აქ მობრუნება და მათ კმაყოფაზე ცხოვრება არ გამევლო
გულში... საკუთარი თავისთვის თვითონ უნდა მიმეხედა!.. როგორ და რა-
ნაირად, მაგრად ეკიდათ, დავრჩებოდი ილ-დე-ფრანსში თუ კონგოში გა-
დავსახლდებოდი, არ იყო მათი სადარდებელი...
მამაჩემი თავის ძველმანებში ჩაკარგულიყო... ვერ გაიგებდი, შარვა-
ლი რას ეჭირა... საშინლად გამხდარიყო... სულ გამომშრალი ჩანდა...
კასკეტი თავზე თავისუფლად ყანყალებდა და დროდადრო თვალებს
უფარავდა... ქვემოდან მიცქერდა... ფრაზების აზრს, ცხადია, ვერ იგებ-
და... სულ ტყუილად ვუხსნიდი, რომ მომავალ ცხოვრებას სოფლის მე-
ურნეობას ვუკავშირებდი... „აჰ! აჰ!“ მპასუხობდა გამობენტერებული...
სახეზე გაკვირვებაც კი არ აღბეჭდვია!..
– დღეს... გესმის ჩემი, კლემანს?.. დღეს ძალიან მტკიოდა თავი... ო,
ღმერთო, ეს რა იყო!.. ნაშუადღევს... არადა, რა უცნაურია... საერთოდ არ
ცხელოდა, არა კლემანს?
მამაჩემი ნაშუადღევის უსაფუძვლო ტკივილებზე კიდევ კარგა ხანს
ფიქრობდა... ბოლო დროს მას მხოლოდ საკუთარი სხეული და ტკივი-
ლები თუ ადარდებდა... ახლა კი სულაც არ აინტერესებდა, ვრჩებოდი
თუ მივდიოდი! აქ ვიყავი თუ იქ!.. საკმაოდ დიდხანს ელოდა... საშინლად
მოიწყინა... განსაკუთრებით „კონივანს-ინსენდიში“ განცდილი ფიასკოს
შემდეგ... რომელიც აკვიატებად ექცა... სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა...
სხვა არაფერი ახსოვდა... ამ ძლიერ დარტყმას ვერაფრით ივიწყებდა...
ფაქტია, რომ „კოკსინელში“ მისთვის გაუსაძლისი იყო... იქ მის პატივ-
მოყვარეობას მუდმივად შეურაცხყოფდნენ... მოუშუშებელ ტკივილებს
აყენებდნენ... და ამას დასასრული არ უჩანდა... მდგომარეობა დღითი
დღე უარესდებოდა! მუდმივად შეძრწუნებულს კვირების განმავლობაში
გაპარსვის თავიც არ ჰქონდა! სულიერად დანგრეული, პერანგის გამოც-
ვლაზეც უარს ამბობდა...
როცა მე მივედი, ჯერ სადილად არ დამსხდარიყვნენ... დედაჩემმა
ამიხსნა, რომ საშინელი დრო დაუდგათ და მაღაზია პრობლემებს ვერ
აუდიოდა... ისევ ძველებურად კოჭლობდა... თუმცა განსხვავებულად...
შეიძლება ნაკლებადაც... რატომღაც ასე მომეჩვენა... ძალიან იტანჯებო-
და... ახლა უფრო მარცხენა ფეხს უჩიოდა... გაუთავებლად ქსუტუნებდა

642
და კვნესოდა... როგორც კი დაჯდებოდა და ტკივილების დაამებას შეუდ-
გებოდა, საქონლის ჩამორიგებიდან მობრუნებული ქმარი დააცხრებო-
და თავს... ძალაგამოცლილი ფეხზე ვეღარ დგებოდა... სუნთქვა უჭირ-
და... ძლიერი ქოშინისგან ლამის იხრჩობოდა... მამაჩემიც მაგიდას მი-
უჯდა... არც ლაპარაკობდა და არც იგინებოდა... თავისთვის ძალიან ნე-
ლა იღეჭებოდა... ამჯერადაც ტრადიციულ პრასს შეექცეოდნენ... დრო-
დადრო ოგიუსტს გონება უნათდებოდა და ცხოვრებას უბრუნდებოდა...
მსგავსი გამონათება ჩემი ვიზიტისას სულ ორად ორჯერ აღენიშნა და გა-
მოსავალი ბუზღუნსა და ლანძღვა-გინებაში პოვა... დაიწყო თეფშში თავ-
ჩარგულმა... ბოხი და ყრუ ხმით... „ღმერთო ჩემო! თქვენი დედაც კი ვა-
ტირე ყველასი!.. პარაზიტებო!“ – იწყებდა ბღავილს... წამოიწეოდა... მე-
რე ისევ
სკამზე დაეხეთქებოდა... ბორძიკით სამზარეულოსგან გამმიჯნავი,
ნაფცქვენივით თხელი ტიხრის გვერდით წინ და უკან დადიოდა... დრო-
დადრო ჩერდებოდა და ორ-სამჯერ მუჭს ჩასცხებდა... მეტი აღარც შეეძ-
ლო... მერე უკუსვლით მაგიდას უბრუნდებოდა... და ტაბურეტზე დგებო-
და... თვალს ფილაქნებით მოპირკეთებულ იატაკს მიაშტერებდა... ხე-
ლებჩამოყრილი ჩვენკენ ერთხელაც არ გამოიხედავდა... დედაჩემი დგე-
ბოდა და გვერდზე მოქცეულ კასკეტს გაუსწორებდა ხოლმე... თან ხე-
ლით მანიშნებდა, ნუ უყურებო... საწყალი, მსგავს სცენებს ჩვეული იყო...
ეს უხერხულობა მამაჩემს უკვე აღარ აწუხებდა... ის ვერავის ამჩნევდა...
მთლიანად სამსახურში არსებული მძიმე მდგომარეობით იყო შეპყრო-
ბილი... თავში მხოლოდ ეს უტრიალებდა... ბოლო ორი-სამი თვის გან-
მავლობაში ღამით მხოლოდ ერთი საათით თუ მოხუჭავდა თვალს... თა-
ვი... ეს ერთი დიდი ფუთა... მხოლოდ საკუთარი საზრუნავით ჰქონდა გა-
მოძეძგილი... დანარჩენი მას არ ეხებოდა... ვაჭრობაც მაგრად ეკიდა...
ამის შესახებ სასურველი იყო მასთან კრინტი არ დაგეძრათ... მისი ასე-
თი განწყობა დედაჩემს ძალიანაც აწყობდა... მე კიდევ აღარ ვიცოდი, რა
მეთქვა... ბოძივით ერთ ადგილას გავიყინე და განძრევაც ვერ გამებედა!
მაინც ვეცადე, საკუთარ თავზე რაღაც-რაღაცები მომეყოლა... პატარ-პა-
ტარა... უმნიშვნელო თავგადასავლები... ყველაფერი არა, რა თქმა უნ-
და... და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცოტათი გამეხალისებინა...

643
და დაძაბულობა განმემუხტა... ხიშტებით შემხვდნენ... ისეთი სიფათები
შემიკერეს, ვერც კი წარმოიდგენთ!.. მყისიერად... როგორც კი ცოტა წა-
ვეხუმრე... ჩემმა კეთილმა განზრახვამ სრულიად მოულოდნელი შედეგი
მომცა... გამოვსირდი! ოჰ! თქვენი კარგიც!.. ცოტაც და გავაფრენდი და
აი, მაშინ მიხვდებოდნენ, როგორ უნდა სიფათის კერვა. მოკლედ, მაგ-
რად გავბრაზდი! ბოლოს და ბოლოს... მეც ამომივიდა ყელში... საკმაოდ
დიდხანს ვდუმდი! უწინაც და ახლაც! აქ სამათხოვროდ არ შემომივლია!
ვის რაში სჭირდებოდა მათი ფული ან მათი „დამპალი სადილი“! თხოვ-
ნა არც გამივლია გულში! უბრალოდ ოხვრა, კვნესა, ცრემლების ღვრა და
თანაგრძნობის გამოხატვა არ ვისურვე! არც მათ გასაჭირში გარკვევა!
არც იმისთვის მოვსულვარ, რომ მომფერებოდნენ და დავემშვიდები-
ნეთ! ან კიდევ მეწუწუნა! კაცი მოვედი გამოსამშვიდობებლად! სულ ეს
იყო! თქვენი დედაც! მეტი რა ჩემისა უნდოდათ?!
რაღაც მომენტში მათ ხუმრობით ვუთხარი:
– სოფლიდან აბილილის თესლს გამოგიგზავნით! მესამეზე კარგად
გაიხარებს! მთლიანად მოედება შუშის სახურავს...
ერთი სიტყვით, პირველი, რაც ენაზე მომადგა, ის წამოვროშე.
– ო, გეტყობა, რომ წელებზე ფეხს ნამდვილად არ იდგამ! არც იცი,
რას ნიშნავს ილაჯის გაწყვეტა... პასუხისმგებლობის აღება... დროულად
სამუშაოს შესრულება... ღმერთო! აი, ამას ჰქვია ნეტარი ცხოვრება! ო!
ამათი კარგიც! მხოლოდ ამათ იწვნიეს ცხოვრებაში წარუმატებლობა-
ნი... მხოლოდ ამათ გადახდათ უსიამოვნებანი... მხოლოდ ამათ მოუწყო
წუთისოფელმა მძიმე გამოცდა. ის, რაც ჩემს თავზე დატრიალდა, სათ-
ვალავში არ მიიღებოდა! ამ ველურების თქმით, ყველა იმ უბედურებაში,
მე რომ გადამხდა თავს, დამნაშავე მხოლოდ მე ვიყავი! ეშმაკურ არგუ-
მენტს კი მიაგნეს ამ ნაბიჭვრებმა! მზად ვიყავი, მთელი
ღვარძლი მათზე გადმომენთხია... ისე გამაბრაზეს, ენით ვერ გად-
მოგცემთ... მათ თვალში მე მხოლოდ აქოთებული მძღნერი ვიყავი! უნა-
მუსო და თავხედი! მე მათ სახელს ვუტეხდი... ჩირქს ვცხებდი, რომელ-
საც სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ვერ მოიცილებდნენ... ისინი თავს
მხოლოდ მსხვერპლად მოიაზრებდნენ!.. მარტვილებად... და უცოდვე-
ლებად... განა შეიძლებოდა ჩვენი შედარება?! არაფერი უნდა შემშლო-

644
და იმ ახალგაზრდულ გზაზე, რომელიც განგებამ მიბოძა... ფეხი არავი-
თარ შემთხვევაში არ უნდა ამცდენოდა! წაბორძიკების უფლება ჩემთვის
არავის მოუცია! არც მართალი გზიდან გადახვევის! ამ ქადაგებისთვის
მუდამ უდრტვინველად უნდა მესმინა! მასში ჭეშმარიტების მარცვალი
მეპოვა და გამეღვივებინა! შემესრუტა! გამეთავისებინა! ყოველდღი-
ურად!.. ყოველწამიერად!.. მე ვიყავი ნაგავი! და კიდევ ერთხელ ნაგავი!
ეს განაჩენი გადახედვას არ ექვემდებარებოდა!.. მხოლოდ ცოტა ხნით
მივუჯექი მაგიდას... (თავიდან იყო ლობიო, შემდეგ შვეიცარული ყველი)
მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, მთელი წარსული თვალწინ რომ დამ-
დგომოდა... დედაჩემი ძლივს იკავებდა ცრემლებს... ხმა აუკანკალდა...
დადუმება ამჯობინა... ეს იყო უზარმაზარი მსხვერპლი, რომელიც მან
გაიღო! სიამოვნებით შევსთხოვდი მათ პატიებას ყველა ჩემ მიერ ჩადე-
ნილი შეცდომისათვის, ჩემი კაპრიზებისა, აუწერელი გარყვნილებისა
და საშინელი ავკაცობისა და ბოროტმოქმედებისათვის!.. ეს რომ მისი
ასეთი გაუსაძლისი ტანჯვის ერთადერთ მიზეზად ჩაეთვალათ... ეს რომ
ყოფილიყო საკმარისი მის განსაკურნებლად და ფეხზე დასაყენებ-
ლად... არა! არ დავიხევდი უკან! რა თქმა უნდა, ვთხოვდი მიტევებას...
მერე კი უცბად დავკრავდი ფეხს და გადავიკარგებოდი... ამ ყველაფერს
საბოლოო წერტილი რომ დასმოდა, მზად ვიყავი, მეღიარებინა, ყოველ-
თვის საშინლად რომ მიმართლებდა! დიახ, დაუჯერებლად მიმარ-
თლებდა! დიახ! გავაცხადებდი, რომ მე ვიყავი ბედის ნებიერა! რომ
ცხოვრებაში გართობის გარდა, ღირებული არაფერი მიკეთებია!.. დიახ!
დავაბრეხვებდი ყველაფერს, რაც პირზე მომადგებოდა, ოღონდ ამ
ქალს ხმა ჩაეკმინდა და დამხსნოდა... მე უკვე კარისკენ ვაპარებდი
თვალს... მაგრამ ჟესტით მიბრძანა, აქედან ფეხი არ მოიცვალოო... მამა-
ჩემი თავის ოთახში აბობღდა... შეუძლოდ გრძნობდა თავს... სახელურს
ებღაუჭებოდა... დაახლოებით ხუთი წუთი მაინც დასჭირდა, სანამ მესა-
მე სართულს მიაღწევდა... როცა მარტონი დავრჩით, დედაჩემმა ფრთე-
ბი გაშალა და გათამაშებული ენერგიით განაგრძო ჩივილი... არაფერი
დაუმალავს... ვერ წარმოიდგენ, როგორი ოფლისღვრა მიწევს, შიმში-
ლისგან სული რომ არ გაგვძვრესო... ახსენა თავისი ახალი საქმიანო-
ბაც... ახლა ყოველ ცისმარე დილით ყაითნის მაღაზიაში მიდიოდა... ამ-

645
გვარად დაახლოებით ორასი ფრანკის შოვნას ახერხებდა... ნაშუადღევს
მკურნალობდა, ანუ მაღაზიაში იჯდა სკამზე ფეხშემოდებული... კაპ-
რონს დასანახად ვერ იტანდა, რომელიც მისგან სრული სიმშვიდის დაც-
ვას და უძრაობას ითხოვდა... არადა, თუ არ გაინძრეოდა, რისი იმედი უნ-
და ჰქონოდა... მოძრაობაში მდგომარეობდა მისი ცხოვრების არსი... გა-
დაწყვიტა, რასპაის მეთოდით თავად ემკურნალა... მისი წიგნიც შეიძი-
ნა... სადაც ავტორი წვრილ-წვრილად აღწერდა ყველა ნაყენს, ნარევსა
თუ ნახარშს... ფეხის რეზედას ზეთსაც საღამოს მასაჟებისთვის... ფუ-
რუნკულები ვერაფრის ვერ მოიცილა, მაგრამ ტკივილებს უფრო ადვი-
ლად უძლებდა... არც ფეხი უსივდებოდა უწინდებურად... ბუშტულები
უცბად სკდებოდა და რაც მთავარია, სიარულში ხელი არ ეშლებოდა...
ფეხი დამათვალიერებინა... ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მუხ-
ლიდან მოყოლებული ხორცი თითქოს ჯოხზე იყო დახვეული... კანი
ყველგან გაყვითლებოდა... სქელი ქერქი გადაკვროდა... რომელიც
ალაგ-ალაგ დაბზარულიყო და წვეთავდა... „ოჰ, ეს არაფერია! როგორც
კი მოშრება, ტკივილი ცხრება და ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს... ადრე სა-
შინელება იყო, როცა
იისფერი გადაეკრა! ცხელი საფენები ტკივილს მიამებს! ეს რომ არა,
არ ვიცი, რა მეშველებოდა! ვერ წარმოიდგენ, როგორ მიამებს ტკივი-
ლებს! საფენებით მიდგას სული. ეს რომ არა, სამუდამოდ ხეიბარი დავ-
რჩებოდი“, – მერე ისევ გაიხსენა თავისი ოგიუსტი! იღუპება კაციო... ნერ-
ვები და ღამის შიშები გადაიყოლებსო... თურმე განსაკუთრებით სამსა-
ხურის დაკარგვის შიში სტანჯავდა... ღამე ცივი ოფლი ასხამს და რული
არ ეკარებაო... წამოჯდება ლოგინზე და ყვირისო: „მიშველეთ! მიშვე-
ლეთ!“ ბოლოჯერ ისე ხმამაღლა ღრიალებდა, მთელი პასაჟი ფეხზე და-
აყენაო. ეგონათ, რომ ვჩხუბობდით! რომ ისევ მობრუნდი მამაშენის და-
სახრჩობად... შეშფოთებულები მოცვივდნენ... ოგიუსტი ტრანსში ჩავარ-
და და ჭკუა დიდად არ მოეკითხებოდა... ძლივს დავაწვინეთ... ეს იყო
ნამდვილი ჯოჯოხეთი! მთელი ერთი საათი შუბლზე ცივ საფენებს ვა-
დებდი... იმ პერიოდიდან დაეწყო ნამდვილი კრიზისი... რომელიც ყო-
ველ ჯერზე უმძიმდებოდა... ჯოჯოხეთური ტანჯვისგან საშინლად იქან-
ცებოდა... კოშმარიდან ვერ გამოდიოდა... აღარც იცოდა, რას ბოდავდა...

646
ადამიანებს ვეღარ ცნობდა... მეზობლებს ერთმანეთში ურევდა... მანქა-
ნები აფრთხობდა... ხშირად დილით, მთელი ღამის უძინარს, მე მიწევ-
და მისი სადაზღვევო კომპანიამდე მიცილება... ტრევიზის 34 ნომრამ-
დე...
დედაჩემის სადარდებელი ამით როდი ამოიწურებოდა... აუცილებ-
ლად უნდა შეევლო კონსიერჟთან და მამაჩემის შესახებ ახალი ამბები
დაეცინცლა... ხომ არ გაათავისუფლეს უკვე... თავად წარმოსახულს რე-
ალურისგან ვეღარ არჩევდა... შეიძლება სრულიად დარწმუნებულს ეთ-
ქვა, რომ დედაჩემი რომ არა, იქ ის მიმსვლელი არ იყო... სასოწარკვეთი-
ლებისგან საერთოდ გადაირეოდა... ფსიქიატრიულში გასამწესებელი
გახდებოდა... ამაში შეიძლებოდა კაცს ეჭვიც კი არ შეეტანა... საჭირო იყო
რაღაცნაირად წონასწორობის დაცვა... ის უბედური საბოლოოდ რომ არ
დაკნინებულიყო... კლემანსი ყველა საშუალებას მიმართავდა ქმრის შე-
სანარჩუნებლად... ფორმაში ჩასაყენებლად... მისი ბიოლოგიური საათი
სულ დაქოქილი უნდა ყოფილიყო... პარამეტრები კი ნორმის ფარგლებ-
ში შენარჩუნებული... ამას გარდა, დამატებითი კვების უზრუნველსაყო-
ფად მთელ პარიზში დროშკის ცხენივით უნდა ერბინა... თან ახალი კლი-
ენტები ეძებნა და მაღაზიის გაღებაც მოეხერხებინა... დღის განმავლო-
ბაში თუნდაც რამდენიმე საათით... ჯანდაბას, დადებოდა უბადრუკი
იერი, ოღონდ საბოლოოდ არ მიეხურა!.. არც ღამე აკლდა კლემანსს საზ-
რუნავი!.. ქმრისთვის სევდა რომ გაექარვებინა... და მისი შიშები გაეფან-
ტა... მაგიდაზე, შუაგულ ოთახში ლამპას ანთებულს ტოვებდა... ოგიუსტს
სწრაფად რომ ჩასძინებოდა, ვაზელინით გაჟღენთილი ტამპონებით ყუ-
რებს უცობდა... ქმარს უმნიშვნელო ხმაურზე ეღვიძებოდა და ცოფიანი-
ვით ლოგინიდან ხტებოდა... საკმარისი იყო, ვინმეს პასაჟში გაევლო...
სისხამ დილით, როცა მერძევე შემოივლიდა... და ნაბიჯები შუშის სახუ-
რავქვეშ ექოდ იღვრებოდა... ტამპონებით ცოტათი მაინც წყნარდებო-
და... თვითონ არაერთხელ აღუნიშნავს მათი კეთილქმედება...
დედაჩემი, იმის გამო, რომ მამაჩემზე ზრუნვა დღე და ღამე მძიმე
ტვირთად აწვა მხრებზე, სულ უფრო და უფრო მზარდ, თითქმის გაუსაძ-
ლის დაღლილობას გრძნობდა... მუდმივად გამონგრეულის დაგმანვა...
ქმრისთვის ყოველწამიერად განწყობის გამოკეთება... მისთვის აკვიატე-

647
ბული აზრების გაქარწყლება და გაფანტვა... რა ნერვების პატრონი გა-
უძლებდა ამას?! და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ცდილობდა, ზედ-
მეტად არ ეწუწუნა. და მე? სახეზე მაინც დამტყობოდა, რომ ვინანიებ!
ამის დედაც! და რომ ყველა ჩემს
ხინჯს ვაცნობიერებ! ასევე ჩემ უპატიებელ უმადურებას, ეს ამ გაუბე-
დურებული ქალისთვის ერთგვარი ბალზამი იქნებოდა... დაუცხრობდა
ტკივილებს და ღია ჭრილობებს... დამშვიდდებოდა და საკუთარ თავს
ეტყოდა: „ერთი ამას დამიხედეთ, ჩემს ბიჭუნას ყველა შანსი ჯერ კიდევ
არ ამოუწურავს! ვერც მე ვიტყვი, რომ ყველა იმედი გადამეწურა! ამ
ბავშვს გული ჯერ კიდევ არ გაქვავებია! არც ისე გარყვნილია, როგორც
მეგონა... მოკლედ, უკურნებელი არაფერი სჭირს! ჯერ კიდევ არაა გვიან!
წუმპედან ამოძვრეს და მისგან სავსებით ნორმალური ადამიანი გამოი-
ჩარხოს“. ეს მის უბედურებას ნათელს მოჰფენდა... შვებას მოჰგვრიდა!
სამწუხაროდ, მე ვიყავი უსაშველოდ გაფუჭებული, გათახსირებული და
ნამუსგარეცხილი... მიუხედავად სურვილისა, ხმის ამომღები მაინც არ
ვიყავი... ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა... ცხადია, დიდი სევდით ვიყავი
მოცული... ვხედავდი მის უკიდეგანო უბედურებას... ამის შეუმჩნევლობა
შეუძლებელი იყო! მაგრამ არავითარი სურვილი არ მქონდა, სხვების
თვალწინ დუჟმორეულს საკუთარ უბედურებებზე მეყბედა... მით უმეტეს
დედაჩემის წინაშე. და მაინც... როცა სულ პატარა ვიყავი... და ჯერ კიდევ
არაფერი გამეგებოდა... ვის ხვდებოდა ყველაზე მაგრად სიფათში? მხო-
ლოდ მას კი არა, არამედ მეც! მე! მეტწილად... ბარაქიანი რეცეპტის გა-
მოწერაზე უარი არასდროს უთქვამს... ყელში მქონდა ეს ძღვენი ამოსუ-
ლი! ყრმობის წლებიც! ეშმაკსაც წაუღია მისი თავი! სამაგიეროდ, ერ-
თგული იყო ძალიან! უღალატო! მუდამ საკუთარ თავს სწირავდა!.. კეთი-
ლი! დაე ასე იყოს! სიმართლე თუ გნებავთ, მე ახლა ამაზე ფიქრიც კი
გულს მირევს!.. ჯანდაბა! თვითონ იყოს ყველაფერში დამნაშავე! ვცდი-
ლობდი, ეს მისთვის არასდროს შემეხსენებინა... ამაზე მძიმე ჩემთვის
არც არაფერი არსებობდა... ეტყოდი რამეს და ისეთი თვალებით მიწყებ-
და ცქერას, თითქოს ჯოხი გადავუჭირე... ჩხუბის თავიდან ასაცილებ-
ლად ბევრად აჯობებდა, სასწრაფოდ გავცლოდი იქაურობას... და მიუხე-
დავად ყველაფრისა, მე მაინც მივეცი ლაპარაკის უფლება, თვითონ კი

648
პირში წყალი ჩავიგუბე... მოკლედ, შეეძლო გული ეჯერებინა... ეთქვა,
რაც პირზე მოადგებოდა... ასეც მოიქცა... მომაყარა რჩევები... დარიგე-
ბები, რომელიც აქამდეც ათასჯერ მომესმინა... ეს ყველაფერი აუცილე-
ბელიც კი იყო ჩემთვის, ცოტა ხასიათზე რომ მოვსულიყავი... ბოლოს და
ბოლოს, თუნდაც იმისთვის, რომ საკუთარი ინსტინქტებისთვის არ და-
მეთმო და ღირსეული და ნაცადი მაგალითებით მესარგებლა... შეამ-
ჩნია, რომ პასუხების გაცემისგან თავს ვიკავებდი... ამიტომ სასწრაფოდ
შეცვალა ტაქტიკა... ჩემ გაღიზიანებას მოერიდა... ჩათვალა, რომ ჩემ-
თვის პირის მოქონვა ბევრად უფრო შედეგიანი იქნებოდა... განჯინაში
შეძვრა და იქიდან სიროფით სავსე ბოთლი დააძრო... ეს საჩუქარი შე-
მეძლო სოფელში წამეღო... ხომ იცოდა, რომ მალე იქ ვაპირებდი გადა-
ბარგებას... ამით არ შემოიფარგლა... კიდევ სამკურნალო ნექტარი გამო-
ქექა საიდანღაც... ესეც თან უნდა წამეღო... ამას დაჟინებით მთხოვდა...
ძალიან სწრაფად ჭამ და კუჭი რომ არ გაინადგურო, ეს უებარი საშუალე-
ბა იქნება შენთვისო... ბოლოს დაინტერესდა, ფული ხომ არ გჭირდე-
ბაო... სამგზავროდ ან სხვა რამისთვისო... „არა! – მივახალე, – გვაქვს იმ-
დენი, რამდენიც საჭიროა!“ ჩემი კაპიტალიც კი ვაჩვენე... ასფრანკიანე-
ბის დასტა! სხვა რა? ბოლოს შევპირდი, რომ ხშირად მოვწერდი და საქ-
მის კურსში ჩავაყენებდი... რამდენად წარმატებული ვიქნებოდით სა-
სოფლო-სამეურნეო ასპარეზზე... როგორ გამოგვივიდოდა ექსპლოატა-
ციების მართვა... ჩემს ნათქვამს დიდად ვერაფერი გაუგო... მისთვის ეს
სრულიად განსხვავებული სამყარო იყო... ის კია, რომ ჩემი პატრონის
შნოიანობის აშკარად უფრო სჯეროდა... ავდექი... ბოღჩას თავი შევუკა-
რი... კიბისკენ გავემართე...
– იქნებ მამაშენის გაღვიძებისგან თავი შეგვეკავებინა? ჰა, რას იტ-
ყვი? ალბათ უკვე სძინავს... შენც ხომ ასე ფიქრობ? არა? ანერვიულდე-
ბა... როცა დაინახავს, რომ მიდიხარ! ხომ მეთანხმები? პატარა ემოცია
და შეტევა ეწყება! როგორც ეს სამი კვირის წინ დაემართა!.. მერე ვეღარ
ვაძინებ... ყველაფერზე მოვაწერ ხელს, ოღონდ ეს არ გამეორდეს! თავის
შეკავება ხომ ბევრად გონივრული იქნებოდა?
ასეთი იყო ჩემი აზრიც. ამაზე გონივრულს მართლაც ვერაფერს მო-
იფიქრებდა კაცი. შემთხვევით სარგებლობა და ჩუმად წასვლა იდეალურ

649
ვარიანტად მივიჩნიე... ჩურჩულით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს... რა-
ღაცები დაამატა თეთრეულთან დაკავშირებით... მაგრამ მე უკვე აღარ
ვუსმენდი... პასაჟი სირბილ-სირბილით გავიარე და ქუჩაში გავვარდი...
ძალიან მეჩქარებოდა... მე ხომ საშინლად შემაგვიანდა. ლიონის ვაგ-
ზლის მოოქრულ ციფერბლატზე ღამის თორმეტს უჩვენებდა... კურტია-
ლი და მისი ფუმფულა თავიანთი ხელის ურიკათი ეკლესიის წინ ორი სა-
ათი მელოდნენ... საფეხურებს გადავუფრინე და დ’ოტვილის ქუჩაში შევ-
ვარდი... შორიდანვე შევნიშნე ისინი... გაზის ფარნის ქვეშ... ეს იყო ნამ-
დვილი გადასახლება... დე პერეირს ყველაფერი წამოეხიკა... ყოჩაღ!
კარგად გარჯილა... თავისი სახლი პირწმინდად გაენიავებინა... ის ნა-
ბიჭვარი ამას ვერ გადაიტანდა! ურიკა ისე იყო გადაძეძგილი ხარახუ-
რით, წამდაუწუმ მიწაში იძირებოდა... ლეიბების ქვეშ დინამო, ძრავა და
კიდევ ათასგვარი წვრილმანი ეყარა... მტვრიანი ფარდების მთელი გრო-
ვა!.. სამზარეულო მთლიანად!.. მოკლედ – მაქსიმუმი! შემეძლო მიმე-
ლოცა! თვითონ რედინგოტი ჩაეცვა... ის, რომელიც აქამდე არასდროს
მენახა... ღია ნაცრისფერი მარგალიტივით ელვარებდა... დავასკვენი,
რომ ეს სილამაზე ახალგაზრდობის წლებიდან გამოჰყვა... აკეცილი ტო-
ტები ქინძისთავებით დაემაგრებინა... ბებრუცანას შლაპა – „ჰორტენზია
ალუბლებით“ ურიკის ყველაზე ამაღლებულ ადგილზე წამოეჭიმათ...
ალბათ, იმიტომ რომ არ შელახულიყო!.. თავსაბურის ნაცვლად ქალბა-
ტონს ხელით ნაქსოვი, ულამაზესი, განიერი ანდალუზიური შალი მოეს-
ხა... ფარნის განათებაზე საოცრად თვალწარმტაცი ჩანდა... ამიხსნა,
რომ ხანგრძლივი მოგზაურობების დროს ეს საუკეთესო გამოსავალი
იყო – არც შლაპა უზიანდებოდა და არც თმა... ძველი განრიგის გამო ხან-
მოკლე დავისა და წაკინკლავების შემდეგ ნელ-ნელა დავიძარით... გულ-
წრფელად რომ გითხრათ, თავი ბედნიერად ვიგრძენი... ლაფაიეტის ქუ-
ჩა ლარივით სწორი იყო... განსაკუთრებით ეკლესიიდან მოყოლებული
კუთხის აფთიაქამდე... ფიქრიც შეუძლებელი იყო... თავად დე პერეირი
შეება ურიკას... უკნიდან ვაწვებოდით, „მიდი, მიდი, პატარავ! აბა, გვაჩ-
ვენე, რისი თავი გაქვს! მე ახლავე მოგაწვები!.. აი ასე, ყოჩაღ!“ ცუდი ის
იყო, რომ ძალიან ვაგვიანებდით! დიდი ძალისხმევის მიუხედავად,
ჩვენს მატარებელს მაინც ვერ მივუსწარით! ჩემ გამო, ცხადია! „21-40“ უკ-

650
ვე გაგვექცა. ახლა „2.12“ გვრჩებოდა... პირველი დილის რეისი... მანამ-
დე 50 წუთი გვქონდა... დავცალეთ ურიკა... დავახარისხეთ და უკანა სატ-
ვირთო ვაგონში შევტენეთ... კიდევ დაგვრჩა დრო... ყველამ უსწრაფესად
თითო ფინჯანი ცივი ყავა დავლიეთ... „ტერმინუსში“!.. ვაგზლის მიმდე-
ბარე არაჩვეულებრივი სილამაზის კაფეში... სამივე ვგიჟდებოდით ყავა-
ზე... მის გარეშე ჩვენთვის ცხოვრება აზრს კარგავდა... სალაროს მე გან-
ვაგებდი...
***
პერსან-ლა-რივიერზე ჩავედით... არაჩვეულებრივი სოფელი ჩან-
და... ტყესა და ორ ბორცვს შორის მოქცეულ პეიზაჟს კოშკებიანი ციხესი-
მაგრე აგვირგვინებდა... სახლებს ქვემოთ კაშხალი გამაყრუებლად გრუ-
ხუნებდა... მოკლედ, საბოლოო ჯამში არემარე საკმაოდ ლამაზი და
პრანჭია ჩანდა... უკეთეს ადგილს ძნელად თუ იპოვიდა ადამიანი. აი,
თუნდაც შვებულების გასატარებლად. ჩემი მოწონება ბებრუცანას გავუ-
ზიარე... მაგრამ გადარეული არ ჩანდა... ეტყობა, ამისთვის სულაც არ
ცხელოდა... ჰო, საქმე გვქონდა თავზე საყრელად... მარაგისთვის უნდა
მიგვეხედა... ძრავა ფურგონიდან გადმოგვეთრია... მარტო, დახმარების
გარეშე ვერაფერს გავხდებოდით...
ვაგზლის უფროსს თვალი ჩვენი აღჭურვილობისა და ხელსაწყოების-
კენ გაექცა... თავიდან იფიქრა, რომ ბაზრის მოხეტიალე ოინბაზები და
მსახიობები ვიყავით... და დღესასწაულზე ჩამოვედით!.. წარმოდგენე-
ბის ჩასატარებლად! ცხადია, ამგვარი დასკვნები ჩვენმა ხარახურამ გა-
მოატანინა... დღესასწაულზე ჩამოსვლა მართებული გაისად იქნებო-
და... ის ორი კვირის წინ დასრულებულიყო! დე პერეირს არ უნდოდა,
ვინმე შეცდომაში შეეყვანა... „მასპინძელს“ დაუყოვნებლივ აცნობა ჩვე-
ნი გეგმების შესახებ... ანუ დააღო პირი და ყველა ჩვენი სამომავლო
პროექტი ჩაუკაკლა... ერთი სული ჰქონდა, სანამ ნოტარიუსს შეხვდებო-
და... კაცი ნამდვილად არ იყო სახუმაროდ ჩამოსული... არამედ „სასოფ-
ლო-სამეურნეო“ რევოლუციის დასატრიალებლად... მალე მიწის მუშე-
ბის მთელმა ბრბომ ჩვენს ნაგავში დაიწყო ქექვა... თვალში განსაკუთრე-
ბით ბრეზენტი მოუვიდათ... ჩვენი ინსტრუმენტებიც შეაფასეს და ერ-
თმანეთს აზრის გამოთქმასაც კი არ აცლიდნენ... მალევე მივხვდით,

651
რომ ჩვენ სამნი ამ გადაძეძგილ ურიკას ვეღარ მოვერეოდით... ძალიან
მძიმე კი იყო ოხერი! ეს ჯერ კიდევ იქ, ლაფაიეტის ქუჩაზე ვიგრძენით...
ამას გარდა, დანიშნულების ადგილიც სადღაც ტრაკში მდებარეობდა...
ერთი ცხენი ნამდვილად დაგვხატავდა! ბრბო საკმაოდ დიდსულოვანი
აღმოჩნდა და ცოტათი წაგვეშველა... ერთი სიტყვით, დავიძარით!..
სქელტრაკამ, როგორც კი სავარძელში ჩაეთხლიშა, ჩიბუხს მოუკი-
და... მუშებმა შენიშნეს, რომ ეს იყო ქალის სამოსელში გადაცმული მამა-
კაცი! სანაძლეოც კი დადეს ერთმანეთში ხმამაღლა... აბსოლუტურად
მოურიდებლად...
ბლემ-ლე-პეტიში ჩვენს მიწებამდე ჯერ კიდევ თერთმეტი კილომეტ-
რი გვრჩებოდა! არაფერს ვამბობ ბორცვებზე, რომელსაც დასასრული
არ უჩანდა... ამის შესახებ ჯერ კიდევ პერსანში გაგვაფრთხილეს... დე პე-
რეირმა გზად უკვე მოასწრო საბუთების წარდგენა... გლეხები თითქმის
დაუფიქრებლად აწერდნენ ხელს... ნოტარიუსსაც უჩიჩხინა და ყველა-
ფერზე დაითანხმა... ახლა სოფელს მაღლიდან... ურემზე წამოჯგიმული
ათვალიერებდა... მეგზურობა ერთ გლეხს ვთხოვეთ... კურტიალმა რუკა
მუხლებზე გაიშალა და მთელი გზა პირი წამითაც არ გაუჩერებია... ყო-
ველ აღმართსა და ყოველ დაღმართს მალულად ურთავდა კომენტა-
რებს... ეძებდა მდინარეებს... უმნიშვნელო ნაკადულებს... შორეთს მიშ-
ტერებული... შუბლზე ხელმოფარებული... თუმცა ყოველთვის როდი პო-
ულობდა, რასაც ასეთი მონდომებით ეძებდა... კონფერენცია, კურტიალ-
მა რომ ჩაგვიტარა, დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა... ის ადგი-
ლობრივი სასოფლო-სამეურნეო „მეტალო-გეოდეზიური სტრუქტურის“
მქონე სავარგულების შესაძლებლობებს, ღირსებებსა და ნაკლოვანე-
ბებს ეძღვნებოდა, მაგრამ მისი თქმით, კონკურენტულად არაფერს
შეესატყვისებოდა! დიახ! ის ამ თემას შემდეგაც არაერთხელ დაუბ-
რუნდა... ძნელი იყო, წინასწარი ანალიზების გარეშე საუბარი... ამინდი
იდგა გადასარევი!

652
15
საქმეებს ბლემ-ლე-პეტიში აშკარად არ უჩანდა ისეთი პირი, როგორც
ეს ნოტარიუსმა დაგვიხატა... ჩვენ ორი სრული დღე მოვანდომეთ ამის
შემჩნევას...
ფერმა, რბილად რომ ვთქვათ, მოშლილი და გაპარტახებული დაგ-
ვხვდა... ამის შესახებ პირობებში მინიშნებაც კი ვერ ვიპოვეთ! მოხუცი,
ყოფილი მეპატრონე, ორი თვის წინ გარდაცვლილიყო და მისი ჩანაც-
ვლება ოჯახის ერთ-ერთ წევრს ეკისრა... ნაკვეთი არავის სჭირდებოდა...
არც ქოხმახი და, როგორც ჩანს, საერთოდ მთლიანად სოფელიც... სხვა
საცხოვრებლებშიც შევიხედეთ... ყველა კარზე დავაკაკუნეთ... დავათვა-
ლიერეთ ბეღლები... სიცოცხლის ნიშანწყალი არსად ჩანდა... ბოლოს,
როგორც იქნა, სარწყულებელთან ახლოს, რაღაც სხვენის მაგვარსა და
ორ გადაღრძუებულ ბებერს მოვკარით თვალი... სული ძლივს ედგათ...
ოთახიდანაც კი ვერ გამოდიოდნენ... არც თვალი უჭრიდათ... უფრო სწო-
რად, თითქმის ბრმები იყვნენ... არც არაფერი ესმოდათ... გამუდმებით
ერთმანეთს აფსამდნენ... როგორც ჩანს, ეს იყო მათი გართობის ერთა-
დერთი საშუალება... ვეცადეთ, გამოვლაპარაკებოდით... არ იცოდნენ,
რა ეთქვათ ჩვენთვის... ხელით გვანიშნეს, წადით აქედან... და სიმშვი-
დეს ნუ გვირღვევთო... აშკარად სტუმრების მიღებისა და გამასპინძლე-
ბის ჩვევა დაეკარგათ... ჩვენ მათ შიშს ვგვრიდით...
***
მე ეს ყველაფერი ცუდის მომასწავებლად აღვიქვი!.. ცარიელი... უდა-
ბური დასახლება... შეღებული კარი... ორი გამოჩერჩეტებული ბებერი,
რომლებსაც არაფერში ვჭირდებოდით... და ყველგან ბუები...
დე პერეირმა, პირიქით, ამ სანახაობისგან ფრიად გაიხარა... შესანიშ-
ნავიაო, წამდაუწუმ იძახდა... სოფლის სუფთა და ჯანმრთელმა ჰაერმა
ხალისი და სიმხნევე შემატა... თავიდან გამოთქვა სურვილი, ჩაეცვა და
დაეხურა, როგორც წესი და რიგია... მართალია, პანამა დაკარგა, მაგრამ
ამ უხერხულობას მალევე ეშველა... შლაპა დროებით მსუქანასგან ითხო-
ვა... წვრილი ლერწმისგან დაწნული უზარმაზარი თავსაბურავი ნიკაპ-
ქვეშ ლენტით შეკრული... თავისი არაჩვეულებრივი, ლამაზი, კეთილშო-
653
ბილი, ნაცრისფერი და ხარისხიანი ქსოვილისგან შეკერილი რედინგო-
ტი შეინარჩუნა... პლუს თხელი პერანგი, დიდ ბანტად გამოკრული ჰალ-
სტუხი და საბოები, რომელსაც, სხვათა შორის, ვერ იტანდა... ველ-მინ-
დვრებში ხანგრძლივი სეირნობიდან ის ყოველთვის ფეხშიშველი ბრუნ-
დებოდა... იმისათვის, რომ მიწის მუშას დამსგავსებოდა, თავის ნიჩაბს,
მუდამ მარჯვენა მხარზე გადმოგდებულს, არასდროს იცილებდა... ასე
დავდიოდით ყოველდღე ნაშუადღევს ყამირი ნაკვეთების დასათვალიე-
რებლად, რათა ბოლოკის დასათესად ვარგისი ადგილები მოგვენიშნა...
ქალბატონი დე პერეირი თავის მხრივ გულზე ხელდაკრეფილი რო-
დი იჯდა... პროდუქტებზე ზრუნვა და
ქოხის დალაგება მან იტვირთა... ამას გარდა, კვირაში ორჯერ პერზა-
ნის ბაზარზეც მიდიოდა... ტრიალებდა სამზარეულოში... ჩხირკედელა-
ობდა... ყველანაირად ცდილობდა, ისეთი პირობები შეექმნა, რომ ცხოვ-
რება შესაძლებელი გამხდარიყო. ქალბატონის შნოიანობა რომ არა, სა-
ერთოდ მშივრები დავრჩებოდით... ისეთ დღეში იყო ქურა... უბრალოდ
ერბოკვერცხი რომ შეგვეწვა, შეშისა და ქვანახშირის მთელი მარაგი უნ-
და გადაგებუგა... ეს კი მადას გვიკარგავდა...
უნდა ვაღიარო, რომ მე და დე პერეირი ადრე ადგომით თავს მაინ-
ცდამაინც არ ვიკლავდით... ჩვენს ზარმაცობას ქალბატონი წყობიდან
გამოჰყავდა... უნდოდა, რომ ყოველთვის ციბრუტივით გვეტრიალა... რა-
მე სასარგებლო გვეკეთებინა!.. ჩვენთვის კი მთავარი იყო, აქედან გაგ-
ვეღწია და თვალს მივფარებოდით!.. საერთოდ არ გვსურდა უკან დაბ-
რუნება! ვერაფრით გაეგო, რას ვაკეთებდით ასე ხანგრძლივად მინდორ-
ველად გაჭრილები... დე პერეირს ჩვენი უსასრულო ექსკურსიები ენით
აღუწერელ სიამოვნებას ჰგვრიდა... ყოველდღე შემოგარენში სულ უფრო
და უფრო თვალწარმტაც ხედებს პოულობდა... რუკა კი აღმოჩენებს სა-
განმანათლებლო და მეცნიერულ ხასიათს სძენდა... ნაშუადღევს რო-
გორც კი ჩამოცხებოდა, შვებას ტყის დასალიერში ვპოულობდით ან სად-
მე ფერდობზე... თან თითო ბოთლი ლუდი მიგვქონდა... დე პერეირს შე-
ეძლო მშვიდად ეფიქრა... მე ჩემთვის ვთვლემდი და ხელს არ ვუშლი-
დი... კურტიალი თავის თავს ელაპარაკებოდა... მისი ნიჩაბი შორიახლო
მიწაში იყო ჩარჭობილი... დრო ნელა გადიოდა... აქ ჩვენი ცხოვრების

654
რიტმი ძირფესვიანად შეიცვალა... სიჩუმე... სიწყნარე... პატრიარქალუ-
რი ყოფა! ფული ნელ-ნელა იწურებოდა... ახლა მსუქანი ანერვიულდა.
ყოველ საღამოს დარჩენილ მონეტებს რუდუნებით ითვლიდა.
***
რაც შეეხება ზმანებს, ძალიან მალე ყველაფერი კალაპოტში ჩადგა...
ლომის წილი აქ ბუნებას ეკუთვნის... მისი კეთილქმედება ფასდაუდებე-
ლია... ყველაფერი, რაც უმნიშვნელო ან შემთხვევითია, მეორე პლანზე
გადაინაცვლებს ხოლმე... საბოლოოდ ჩემთვის არც ისე ურიგო ანსამ-
ბლი მოვიფიქრე... არჩევანი ველოსიპედის შარვალზე და დემისეზონურ
პალტოზე შევაჩერე, რომელსაც ტოტები სანახევროდ შევაჭერი, მორჩე-
ნილი ქსოვილი გადმოშვებულ თბილ შარვალსაც ეყო... სქელი და ზედ-
მეტად თბილი კი გამოვიდა, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან მოხერხებუ-
ლი... ჩემი ამოცნობა ადამიანებს ძალიან შორიდანაც თავისუფლად შე-
ეძლოთ... ყველაფერი კანაფის ბაწრით მქონდა შემოჭერილი და განას-
კვული... ფუმფულაც, ცხადია, არ ჩამოგვრჩა და იერსახის გარდაქმნას
შეუდგა... შარვალი ამოიცვა... ახლა უკვე ერთი ერთში მამაკაცს დაემ-
სგავსა... ისე, ქვედაკაბები სულ გაუცვდა და რომც ნდომოდა, ახლის შე-
ძენის თავი ჩვენ არ გვქონდა... შარვალი თავისი პრაქტიკულობით კაბას
ათასჯერ სჯობსო, გამოგვიცხადა... ბაზარშიც შარვალში გამოკვართუ-
ლი დადიოდა... ბიჭები ყოველ ჯერზე დაბის შესასვლელთან უსაფრდე-
ბოდნენ... აბრაზებდნენ... დასცინოდნენ... ნეხვს, ბოთლის ძირებს და
რიყის ქვებს უშენდნენ... ბოლოს ყელაფერი ცემა-ტყეპითა და ცხვირ-პი-
რის ჩამოლეწვით მთავრდებოდა... სქელტრაკას დამარცხება ადვილი
საქმე როდი იყო... ერთხელ ჟანდარმერიაც ჩაერია!.. ქალბატონს საბუ-
თები მოსთხოვეს! „მე
პატიოსანი ქალი ვარ, ბატონებო!“ – უპასუხა მან თავაწეულმა. შეგიძ-
ლიათ გამომყვეთ და საბუთებშიც ჩაიხედოთ!.. ჟანდარმებმა არ ისურ-
ვეს...
***
იმ წელს იმისთანა ზაფხული იდგა, კაცი უკეთესს ვერც ინატრებდა...
ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ არც არასდროს დასრულდებო-
და... სიცხის გამო ყველას გული სიგრილისა და სეირნობისკენ მიგვიწევ-

655
და... მე და პერეირი ყავას ერთ სირჩას მივაყოლებდით და ველად გავიჭ-
რებოდით ხოლმე... ყანებში უმიზნოდ დავხეტიალობდით... ერთი სიტ-
ყვით, საკმაოდ სასიამოვნო ცხოვრებას ვეწეოდით... გლეხებს თავაზია-
ნად ვესალმებოდით... ეს ატმოსფერო ჩვენი ცნობილი ფრენების ბედ-
ნიერ დღეებსაც გვაგონებდა... მაგრამ ქალბატონ დე პერეირის თანდას-
წრებით „ჩვენს სტრატოსფერულ ნოსტალგიაზე“ ჯობდა, კრინტი არ
დაგვეძრა... არც „ერთგულზე“ და, რა თქმა უნდა, არც „არქიმედეზე“...
იმწუთასვე ცრემლების ნიაღვრად გადაიქცეოდა!.. არ არსებობდა საშუა-
ლება, რომელიც მას გარდასულ დღეთა ტკივილებს დაუამებდა... უკა-
ნასკნელი სიტყვებით გვთათხავდა... „დამპლებს“ გვიწოდებდა... ვცდი-
ლობდით, უმნიშვნელო, განყენებულ თემებზე გვესაუბრა... წარსულს არ
უნდა შევხებოდით! ამასთან, მომავალზე საუბრის დროსაც მაინცდამა-
ინც ვერ გავშლიდით ფრთებს... მოკლედ, დიდი სიფრთხილის გამოჩენა
გვმართებდა... მომავალიც დელიკატურ თემად გამოცხადდა! გასაგებია
რატომაც! ის ვერ იყო მაინცდამაინც ნათელი! სიმკვეთრე აკლდა... უფ-
რო გადადღაბნილი ეთქმოდა... ამიტომაც დასჩემდა კურტიალს უკურ-
ნებელი ორჭოფობა... მოლოდინის პოზიცია ერჩივნა... ქმედებაზე მხო-
ლოდ მაშინ აპირებდა გადასვლას, როცა ყველაფერში ასი პროცენტით
იქნებოდა დარწმუნებული. სანამ მედიტაციების ლაბირინთებში დავ-
ძრწოდით, კურტიალი შიგადაშიგ ჩერდებოდა და მიწის თხრას იწყებ-
და... რაღაცას იკვლევდა... იხრებოდა... ახლოდან ათვალიერებდა...
უთათუნებდა ახალმოხნულ მიწას... იმდენ ხანს აფხვიერებდა, სანამ
მტვრად არ აქცევდა... თითებს შორის გააცხავებდა, თითქოს ოქროს შე-
კავებას ცდილობდა... ბოლოს ხელისგულებს ატყაპუნებდა და ზედ მაგ-
რა შეუბერავდა... ჰაერში ფანტავდა! უკმაყოფილოდ იმანჭებოდა...
„პსსტ! პსსტ!.. ეს ნაკვეთი არაფერში გამოგვადგება, ფერდინანდ! მეტის-
მეტად გამოფიტულია ნიადაგი! ჰმ! ჰმ! ძალიან მადარდებს! ბოლოკის
ბედი! ჰმ! იქნებ არტიშოკი ვცადოთ! და კიდევ რა შეიძლება, კაცმა მო-
იფიქროს? აბა, იფიქრე, ფერდინანდ! ო! ლა! ლა! აქ მიწა ზედმეტადაა
მაგნეზიით გაჯერებული...“ ვტოვებდით იქაურობას... გვიჭირდა გადაწ-
ყვეტილების მიღება...

656
სუფრასთან ცოლი უკვე მეასეჯერ ეკითხებოდა ქმარს ბოსტნეულის
შესახებ... ბოლოს და ბოლოს, რამე თუ გადაწყვიტეო... როდის ველო-
დოთ სანატრელ მომენტსო... თვითონ შემოგვთავაზა, უკეთესი ხომ არ
იქნებოდა ლობიოზე რომ გვეფიქრაო... უნდა ვაღიარო, რომ ეს წინადა-
დება მისი მხრიდან მთლად მოკრძალებული ვერ იყო... კურტიალი ამის
გაგონებაზე აღშფოთებული წამოხტა!
– ლობიო?.. ლობიო? ხომ არ მომესმა?.. აქ?.. ამ ხრიოკში?.. ფერდი-
ნანდ, გაიგე? ლობიო? უმარგანეცო მიწაზე! და რატომაც არა ბარდა? ჰა?
ან ბადრიჯანი! არა, შენ თუ მოგესმა, ფერდინანდ! როგორ შეიძლება
მსგავსი სისულელე ადამიანის თავში დაიბადოს!.. მაშინ ტრიუფელმა
რაღა დააშავა?
კურტიალი კიდევ დიდხანს ბუქნაობდა კარს მიღმა და დათვივით
ბრდღვინავდა... ცოლის თავხედური წინადადებით გამოწვეული აღ-
შფოთება საათობით გაუგრძელდა... ამ სფეროში ცხვირის შეყოფის უფ-
ლება არავის ჰქონდა! მას მხოლოდ ერთი განმგებელი შეიძლებოდა
ჰყოლოდა!.. დე პერეირი!.. მეცნიერული სელექცია! თავისუფალი არჩე-
ვანი! ქალბატონი დასაძინებლად უფანჯრო ფარდულში ბრუნდებოდა,
სადაც კარსა და ვარცლს შორის ერთგვარი გამჭოლი ქარისგან სრულიად
დაცული წალო მოიწყო. მესმოდა, როგორ ქვითინებდა ტიხარს მიღმა...
კურტიალი სასტიკად ეპყრობოდა ცოლს...
***
რაც მართალია, მართალია, ენა ვერ მოგიბრუნდებოდა გეთქვა, რომ
ქალბატონს ან შეუპოვრობა აკლდა ან უდრეკლობა ან კიდევ თავგანწირ-
ვა და თვითგვემა!.. არაერთი დღე იყო საჭირო, ეს ფარღალალა ქოხმახი
საცხოვრებლად გამოსადეგი რომ გამხდარიყო... ქალბატონ დე პერეირს
შეეძლო სასწაულები დაეტრიალებინა! მას ფეხი ფეხზე გადადებულს
ვერასდროს ნახავდით... სულ ციბრუტივით ტრიალებდა... აქ ყველაფე-
რი წყობიდან იყო გამოსული... არც ტუმბო მუშაობდა და არც წისქვილი
წყლის ამოსაზიდად... ღუმელი იშლებოდა და პირდაპირ წვნიანში იყრე-
ბოდა... ღობეში ხვრელების გაგლესვაც მას მოუწია... კედლებსა და სახუ-
რავზე გაჩენილი ნაპრალების დაგმანვაც... დარაბების შეკეთებაც, კრა-
მიტისა და შიფერის დაგებაც... წყალსადინარ მილებზეც აბობღდა... მი-

657
უხედავად ამდენი ძალისხმევისა, ოთახები პირველ ღვარცოფზევე
წყლით დაიტბორა... სახურავიდან ნაკადულები იღვრებოდა... შევუდ-
გით ტაშტები... თითო-თითო არხზე... ამ სარემონტო სამუშაოების ჩატა-
რებისას მადამ დე პერეირი მარტო პატარ-პატარა შეკეთებებით არ შე-
მოფარგლულა... მძიმე სამუშაოებსაც შეეჭიდა... ბოსტნის უზარმაზარ
ალაყაფის კარს ანჯამები თავისი ხელებით გამოუცვალა... დურგლობაც
მოსინჯა და ზეინკლობაც... არაფერს შეუშინდა... ყველგან გასაკვირი
შნო და სიმარჯვე გამოიჩინა... ჩვენ არაფერში ჩამოგვივარდებოდა... სა-
იმედო კომპანიონად გვექცა... და, რა თქმა უნდა, საოჯახო საქმეებიც და
სამზარეულოც მას დააწვა კისერზე... რაც გინდათ ის დამავალეთ, ოღო-
ნდ სარეცხი არ გამაგონოთ, – იტყოდა ხოლმე... ამიტომაც ეს ასპექტი სა-
ერთოდ ამოიძირკვა დღის განრიგიდან... სატარებლად ვარგისი სამო-
სის რაოდენობა მინიმუმამდე დავიდა... მე პირადად ერთი თუ ორი პე-
რანგი დამრჩა... კურტიალსაც... რაც შეეხება ფეხსაცმელს, საერთოდ
აღარ გვქონდა...
კედლის ბზარებთან დაკავშირებით, ფუმფულამ სწორი გათვლები
ვერ გააკეთა და ბათქაში სულ დააზიანა... მიუხედავად თავისი საგმირო
საქმეებისა და მტკიცე და უდრეკი ხასიათისა, ამოჭრილი საკვერცხეები
მას ხშირად ახსენებდა თავს... შეიძლება ოპერაციის გვერდითი შედეგე-
ბი მეტისმეტმა ფიზიკურმა გადატვირთვამ გაუმძაფრა... ოფლიანობა
დასჩემდა... ხშირად ულვაშიც უსველდებოდა... საღამოობით ისეთი გა-
ღიზიანებული და აგზნებული იყო, რომ ერთ უმნიშვნელო, გადაბრუნე-
ბულ სიტყვას წყობიდან გამოჰყავდა... იწყებოდა ჭექა-ქუხილი... ღვარ-
ძლი ნაკადულებად იღვრებოდა... ქალი გასაკოჭი ხდებოდა... ერთ მუ-
ჭად ქცეული იცდიდა... აფეთქებას აფეთქება მოსდევდა... მიწისძვრას
დასასრული არ უჩანდა...
დე პერეირის ამოჩემებული თავშესაქცევი საქმე კრიტიკა იყო... ყვე-
ლაფერს შეცვლას უპირებდა... ქალბატონმა მისი მოსაწონი ვერაფერი
გააკეთა... ამ დროს ჩვენ უამრავი სხვა საზრუნავი გვქონდა... არადა, სწო-
რედ ირენის წყალობით დაემსგავსა ნაგებობა ადამიანთა საცხოვრე-
ბელს... ვთქვათ... მეტ-ნაკლებად... თუ მთლად სიმართლე გსურთ, ეს

658
ნანგრევებიღა იყო... გარემონტების ვერც ერთმა ჩვენმა მცდელობამ
ოდნავ მაინც დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ გამოიღო.
მე და დე პერეირი განსაკუთრებით მონტრტუს ხსენებას უნდა მოვ-
რიდებოდით!.. მასთან დაკავშირებულ მოგონებებს... ლამაზ თავგადა-
სავლებს... მონტრტუ ქალბატონს თითქოს ყელში გასჩხეროდა... იმ სიმ-
სივნედ ქცეოდა, ყოველწამიერად რომ ღრღნიდა და ანადგურებდა... ამ
თემასთან თუნდაც ერთი სიტყვით შეხება, სქელტრაკას აუტანელს ხდი-
და... უკანასკნელი სიტყვებით გვამკობდა... შეთქმულებაში გვდებდა
ბრალს... თახსირებს, ერთუჯრედიანებს... სისხლისმწოველებსა და ვამ-
პირებს გვიწოდებდა... თუ ძალით არ ჩავაწვენდით ლოგინში, მე არ ვიცი,
რამდენ ხანს გასტანდა მისი ეს სიშლეგე...
ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ დე პერეირმა თავისთვის
საჭირო ბოსტნეულის შერჩევას თავი ვერაფრით მოაბა... კიდევ რაღაც
იყო მოსაფიქრებელი... ბოლოკი სულ უფრო და უფრო მეტად აღგვიძ-
რავდა ეჭვებს... რაზე უნდა შეგვეჩერებინა არჩევანი? რომელი ბოსტნეუ-
ლი მოუხდებოდა ყველაზე მეტად რადიოტელურიას?.. ისეთი, რომე-
ლიც უსწრაფესად გაიზრდებოდა და სასურველ გაბარიტებს შეიძენდა!
ამასთან ერთად, ნაკვეთიც იყო შესარჩევი! საქმე ურთულესი ჩანდა!.. ძი-
ებაც სერიოზულზე სერიოზული ტარდებოდა... მხარის ყველა ნაკვეთი
ნიჩბით მივთხარ-მოვთხარეთ და რუდუნებით შევამოწმეთ... არ გვინ-
დოდა, პირველსავე ფართობს ვძგერებოდით... ჩვენ ვფიქრობდით...
სულ ეს იყო!..
ერთხელაც პერსანიდან სამხრეთით, ერთ-ერთი ჩვენი კვლევითი ექ-
სპედიციის დროს, სრულიად მოულოდნელად ერთ სასიამოვნო, მიმ-
ზიდველ და გასაოცრად თვალწარმტაც სოფელს გადავეყარეთ... სალი-
გონ-ან-მელუარი ერქვა... ფეხით იქ ჩასვლა საკმაოდ შორი მოგეჩვენე-
ბოდათ... ყოველ შემთხვევაში, ბლემ-ლე-პეტიდან სრულ ორ საათს მო-
ანდომებდით... ჩვენს აღმოჩენას მსუქანა, რა თქმა უნდა, ხიშტებით შეხ-
ვდებოდა... ცხადია, თუ საქმის კურსში ჩავაყენებდით... მიწა მელუარის
გარშემო, კურტიალმა ეს იმთავითვე შენიშნა, მეტალებით ბევრად უფ-
რო მდიდარი ჩანდა და აქედან გამომდინარე, წარმოუდგენლად ნაყო-
ფიერი და ადვილად დასამუშავებელი. მიწის შესასწავლად თითქმის

659
ყოველდღე მოვდიოდით. ნაკვეთის მთავარი ღირსება კადმიუმისა და
კალციუმის შემცველობა იყო... ამის არშემჩნევა შეუძლებელი იყო... რო-
გორც შეხებით, ასევე ყნოსვით დე პერეირმა ეს უსწრაფესად დაადგინა...
მათი პროცენტული მაჩვენებლებიც კი... და ეს იყო ნამდვილი სასწა-
ული... რაც უფრო მეტს ფიქრობდა, მით უფრო ხშირად უსვამდა კით-
ხვებს საკუთარ თავს: იქნებ ეს მეტისმეტია „ტელურიის“ კატალიზირე-
ბისთვის? არ არის გამორიცხული, კონცენტრაციამ არნახული სიძლიე-
რეს მიაღწიოს და ბოსტნეული აგვიფეთქოს?.. ვგულისხმობ, რბილობს!
ეს იყო სერიოზული საფრთხე... კურტიალი ამას გრძნობდა, ამ უკიდურე-
სად ნაყოფიერ ნიადაგზე თავი ყველა იმ ბოსტნეულისგან უნდა შეგვეკა-
ვებინა, რომელიც სწრაფი მომწიფებით ხასიათდებოდა... რამე უხეშსა
და შთამბეჭდავზე უნდა
შევჩერებულიყავით, მაგალითად, გოგრაზე... სად უნდა გვეპოვა გა-
საღების ბაზარი?! თითო გოგრა თითო ქალაქზე? მონუმენტური გოგრე-
ბი? ერთზე მეტს ბაზარი აშკარად ვერ დაიტევდა! არა, სასწრაფოდ უნდა
მიგვეღო გადაწყვეტილება! ვერ მოვახერხეთ! ახალი პრობლემები დაგ-
ვატყდა თავს! ასე ხდება, როცა გულხელდაკრეფილი კი არ ზიხარ, არა-
მედ ციბრუტივით ტრიალებ!
სალიგონში ძირითადად სიდრს აყენებდნენ... რომელსაც სულაც არ
ასდიოდა შარდის სუნი... რაც სოფელში, უნდა ითქვას, იშვიათი მოვლე-
ნაა... მსუბუქად თავშიც ურტყამდა... განსაკუთრებით მისი შუშხუნა ვა-
რიანტი... ძალიან მივეძალეთ ამ სასმელს... კვლევითი ლაშქრობების
დროს... ვსვამდით „გროსბულში“... იმ მხარის ერთადერთ დუქანში... ერ-
თი პერიოდი ვუხშირეთ იქ სიარულს... შესანიშნავი ადგილმდებარეობა
ჰქონდა... ცენტრში, მსხვილფეხა საქონლის ბაზრის წინ... გლეხებთან
საუბრისას ადგილობრივ ადათ-წესებს ვეცნობოდით...
დე პერეირს დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია, „პარი-სპორტზე“
რომ გადართულიყო... დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ამგვარ შესაძ-
ლებლობას მოკლებული იყო... რადგან აქ თითქმის ყველას ელაპარაკე-
ბოდა, სულ ცოტა ხანში მოახერხა, მათი იმ ცოდნასა და გამოცდილებას-
თან ზიარება, რომელსაც თავად ფლობდა... უტარებდა ხანმოკლე გაკვე-
თილებს მსხვილფეხა საქონლის სულადობაზე, მის ავადმყოფობებზე

660
და მოვლა-განკურნებაზე. ადგილობრივებს ქცევის მანერებსაც ასწავ-
ლიდა, აუცილებელს იმისათვის, რომ ვენსენში ეთამაშათ... დისტანციუ-
რადაც კი... დაუმეგობრდა ყველას... აქ ძირითადად მესაქონლეები მო-
დიოდნენ... მე არ ვეჩრებოდი მის საუბრებში... მშვენიერი გასართობი
ვიპოვე ჩემთვის... მოსამსახურე ზედმიწევნით აკმაყოფილებდა ჩემს გე-
მოვნებას... უკანალი ისეთი დაკუნთული ჰქონდა, რომ კვადრატული გე-
გონებოდათ... ძუძუებიც დაუჯერებლად დიდი... საოცარი ის იყო, რომ
რაც უფრო უბურჯგნიდნენ მათ, მით მეტად უმაგრდებოდა ისინი... ერ-
თგვარ ჯავშანს ემსგავსებოდნენ... რაც კი რამე ვიცოდი, ყველაფერი ვაჩ-
ვენე... მთელ ჩემს გამოცდილებას ვაზიარე... არაფერი დამიზოგავს...
ჩემმა ტალანტმა მასზე მაგნიტური ზემოქმედება მოახდინა... უნდოდა,
ფარდულისთვის თავი მიენებებინა და საცხოვრებლად ჩვენთან, ფერ-
მაზე გადმობარგებულიყო! რა თქმა უნდა, დედა დე პერეირი მის ამ თა-
მამ გადაწყვეტილებას იოლად ვერ შეეგუებოდა... მით უმეტეს, ახლა...
როცა ისტერიკული შემოტევები გაუხშირდა... ... ისედაც მიიჩნევდა, რომ
მელუარში ვიზიტებს ვუხშირეთ... მართალიც იყო... ჩვენი გამოჭერა გა-
ნიზრახა... უამრავ ჩამჭრელ კითხვას გვისვამდა... მე და კურტიალი სა-
შინლად უხერხულად ვგრძნობდით თავს... ჩვენი მეცნიერული კვლევე-
ბისა სულ უფრო და უფრო ნაკლებად სჯეროდა... ნაბოზარმა თვალთვა-
ლი დაგვიწესა... ერთი სული ჰქონდა, სანამ გამოგვიჭერდა... ზაფხული
იწურებოდა... მოსავლის აღების სეზონი ახლოვდებოდა... მაგის დე-
დაც!..
„გროსბულში“ გლეხებს მოულოდნელად მანერები ეცვალათ და ძა-
ლიან სასაცილონი გახდნენ... ორი ყლუპის შემდეგ „პარი-კურსის“ გარ-
და არაფერი აინტერესებდათ... ჩარგავდნენ შიგ თავს და სულმოუთქმე-
ლად კითხულობდნენ... დე პერეირმა მშვენიერი თავშესაქცევი იპოვა...
პატარ-პატარა ფსონებს აკრეფდა, – კაცზე ხუთი ფრანკი, – კონვერტში
ჩადებდა და თავის ძველ ძმაკაცს გადაუგზავნიდა ხოლმე... ცდილობდა,
50 ფრანკს არ ასცდენოდა. მეტზე ის არ თანხმდებოდა. ორშაბათი, ოთ-
ხშაბათი,
შაბათი... ნაგერთან შეთანხმების საფუძველზე, ყველაფერი „ამბოხ-
ში“ მიდიოდა... თითო ფსონიდან ხუთი ფრანკი გვერგებოდა... ეს იყო

661
ჩვენი მიზერული შემოსავალი... აგატა! იმ მკვრივძუძუებიან მოსამსახუ-
რეს ვასწავლე, როგორ დაეცვა თავი ორსულობისგან! ავუხსენი, რომ ბევ-
რად მეტ სიამოვნებას მიიღებდა, თუ უკნიდან გავჭედავდი... შეიძლება
ითქვას, რომ აგატას ჩემზე ჭკუა ეკეტებოდა... ჩემი გულისთვის ყველა-
ფერზე მოაწერდა ხელს... ერთხელ კურტიალს დავუთმე... მინდოდა მეჩ-
ვენებინა ჩემ მიერ ჩატარებული წვრთნის შედეგები! აგატასაც უნდოდა
თავი გამოეჩინა! ცხადია, საკმარისი იყო მისთვის თითი დამექნია, რომ
ჩვენთან ჩასახლებულიყო... ალბათ გასაგებია, რომ ის ქალი ჩემი ზმანე-
ბით არ მომიჯადოებია... მე ბეღურებიც კი სათოფეზე არ მეკარებოდნენ!
არც მაყუთით... მთელი ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ჩემგან ერ-
თი გახვრეტილი სუც არ რგებია!.. ჩვენ უბრალოდ პარიზელები ვიყავით!
ვუალა!
საღამოობით, სახლში მიბრუნებულებს, სულ უფრო და უფრო
მძლავრი სკანდალები გველოდა... ირენის ატანა უკვე აღარ შეიძლებო-
და... რა თქმა უნდა, ჩვენც გარეთ უფრო მეტხანს ვყოვნდებოდით! საში-
ნელ სცენებს გვიწყობდა ქალბატონი... თმას ბღუჯა-ბღუჯა იგლეჯდა...
სანამ სისხლი თქეშით არ წამოუვიდოდა... კურტიალს კი ბოსტნეულის
არჩევანისთვის აქამდე ვერ მოება თავი... ვერც ნაკვეთი მოენიშნა... ქალ-
ბატონი სრულიად მარტო გადაეშვა საველე სამუშაოებში... შესანიშნა-
ვად გამოსდიოდა მიწის გადმოტრიალება... სამაგიეროდ, კვლების გავ-
ლებაში მოიკოჭლებდა... მაგრამ მცდელობას არ აკლებდა... ბოლოს და
ბოლოს, ამასაც მოახერხებდა... ერთი სიტყვით, ნიჭიერი აღმოჩნდა და
არც მიწა აკლდა სავარჯიშოდ და დასაოსტატებლად... ბლემ-ლე-პეტიში
ტერიტორიები სრულიად ხელუხლებელი იყო... მარჯვნივ, მარცხნივ,
ჩრდილოეთით, სამხრეთით – არსად კაცის ჭაჭანება არ იყო, დასავლე-
თით ხომ საერთოდ! ყამირი! უდაბნო! სრულიად გამომშრალი და უნა-
ყოფო!
– რატომ იკლავ ასე თავს, ჩემო ფუმფულავ! – ეტყოდა ხოლმე კურ-
ტიალი, როცა გვიან დაბრუნებულები ბარვისას წავასწრებდით... – სულ
ტყუილად ირჯები! ეს მიწა ყველაზე უნაყოფოა! ათასჯერ მაინც მექნება
ნათქვამი! რით ვერ გაიგე? აქაურმა გლეხებმაც კი ჩაიქნიეს ხელი! ვფიქ-
რობ, მსხვილფეხა საქონლის მოშენებაზე გადავლენ... სწორადაც მოიქ-

662
ცევიან! ამ დაბლობში მხოლოდ საქონელს თუ მიხედავს კაცი! ამ კალ-
ციუმითა და კალიუმით გაჯერებულ ტერიტორიაზე რა გინდა რომ ქნა?..
ერთ გოჯ ჯანმრთელ მიწას ვერ იპოვი! ეს იქნება ძალიან რისკიანი წა-
მოწყება! უზარმაზარი, გაუთვალისწინებელი დანახარჯებით! ამ ცომის
მორწყვაზე იფიქრე? არა! არა! უსიამოვნებებს ვერ ავცდებით! მე ამას
ვგრძნობ! უკვე განვჭვრიტე! ო! ლა! ლა!
– შენ თვითონ ხარ ცომი, რომელსაც არაფერი ეშველება! იქნებ მით-
ხრა, ამის მაგივრად რის დამუშავებას აპირებ? ღორო! გამეცი ხმა! ჩაიგ-
დე ეს შენი დამპალი ენა!.. მიდი! მიპასუხე!
კურტიალი ლაპარაკის გაგრძელებაზე უარს ამბობდა... ფერმისკენ
გარბოდა... მე კიდევ სამუშაო თავზე საყრელად მქონდა... ყოველ საღა-
მოს დღის განმავლობაში აღებული სინჯების დახარისხება ჩემს კისერ-
ზე იყო... მათი ფიცრებზე დაწყობა... სამზარეულოსთან ახლოს... პატა-
რა ფუთებში... ოცი კილომეტრის
რადიუსში მოპოვებული ყველა ეს ნიმუში ნელ-ნელა შრებოდა... სა-
ბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შთამბეჭდავი არჩევანი კი გა-
მოგვივიდა... ისე, ყველაზე მდიდარი მასალა სალიგონიდან წამოვი-
ღეთ...
***
„გროსბულში“ ჩვენმა პოპულარობამ პიკს მიაღწია... უბრალო ლო-
თებმაც კი გაუსინჯეს გემო დოღს... შიგადაშიგ მათი ენთუზიაზმის და-
შოშმინებაც კი გვიწევდა... შეეძლოთ დაუფიქრებლად ბოლო სუმდე ჩა-
ეშვათ... თავიდან ფსონად სამი ხუთფრანკიანის ჩამოსვლა მოგვთხო-
ვეს, რაზეც კატეგორიული უარი ვტკიცეთ... ვის ჰქონდა ორი თავი! მით
უმეტეს, ამდენი, უკვე გადატანილი სკანდალის შემდეგ... ერთი სიტყვით,
ძალიან ვფრთხილობდით! არა, ტრაკში ცეცხლის გაჩენას ნამდვილად
ვერიდებოდით! ყველაზე ბედნიერი ცხოვრება მოსამსახურემ მოიწყო!
მთელი ჩვენი თავისუფალი დრო მას ეწირებოდა! აგატა ჩემი და კურ-
ტიალის საზიარო ბოზად იქცა! მსუქანას განწყობის მოულოდნელი
ცვლილებანი კი მაგრად ამოგვივიდა ყელში... … დე პერეირმა გადაწყვი-
ტა ტაქტიკა შეეცვალა!.. ქალბატონს შეეძლო, ეკეთებინა რაც მოეპრია-
ნებოდა... არავინ იყო ხელისშემშლელი! კურტიალი არაფერსაც არ უკ-

663
რძალავდა, პირიქით, თხრისკენ მოუწოდებდა და ყველანაირად ამხნე-
ვებდა! დღეების, კვირების განმავლობაში უწყვეტი ოფლისღვრის შედე-
გად მსუქანამ უზარმაზარი ტერიტორიის გადაბარვა მოახერხა... რა
თქმა უნდა, მისი ეს გაუნელებელი ენთუზიაზმი ჩვენ, რბილად რომ
ვთქვა, ცოტათი გვაშინებდა... მაგრამ საქმეში მცირედი პაუზაც კი საკმა-
რისი იყო, სქელტრაკა მთლიანად ჩვენზე რომ გადმორთულიყო... გან-
საკუთრებით გაურკვევლობას ვერ ჰგუობდა... და ერთ დღესაც თავისი
არჩევანი კარტოფილზე შეაჩერა! ჩვენ ხელი ვერ შევუშალეთ! ან რომე-
ლი გაუბედავდა შეწინააღმდეგებას? არავინ! ის მიიჩნევდა, რომ კარტო-
ფილი იდეალური ბოსტნეული იყო... მყისიერად შეუდგა საქმეს. ჩვენი
მოსაზრება მას საერთოდ არ აინტერესებდა... როცა ბოლქვები უზარმა-
ზარ, წინასწარ დაღარულ სიგრძეზე მიწაში ჩაყარა, ირენმა ენა აიქაფა!
არ დატოვა ადამიანი, რომელსაც „გიგანტური კარტოფილების“ გამო-
საყვანად ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შესახებ არ მოუყვა...
ყველგან ყბედობდა... სადაც ხელი მიუწვდებოდა. ეს ცნობა მთელ მხა-
რეს ელვის სისწრაფით მოედო...
მეორე დღეს „გროს ბულში“ შეკითხვებზე პასუხების გაცემას ვერ ავუ-
დიოდით... ადგილობრივი მამაკაცები, რომლებიც სულ რამდენიმე
დღის წინ ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილნი იყვნენ, პატივს გვცემდნენ,
ჩვენთან შეხვედრას ელტვოდნენ და გვმასპინძლობდნენ... ჩვენს დანახ-
ვაზე ცხვირს იბზუებდნენ... ჩვენი ცდები საეჭვო ეჩვენებოდათ... ვვარაუ-
დობდი, რომ ძალიან შეშურდათ ჩვენი... „კარტოფილი! ბოლქვები!
ბოლქვები!“ – გვაჯავრებდნენ ხმამაღალი ყვირილით...
***
უკან დახევა უკვე აღარ შეიძლებოდა. მსუქანა ნელ-ნელა ნამდვილ
აკვიატებად გვექცა!.. ახლა, როცა
მთელი ჰექტარი დამოუკიდებლად გადაბარა, საერთოდ გადაირია!..
ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად გვიქცია... მისი თანდასწრებით
კრინტს ვერ ვძრავდით... მასთან დალაპარაკებასაც ვერ ვბედავდით.
დაგვემუქრა, რომ კატორღას მოგვიწყობდა, თუ უაზრო ხეტიალს არ მო-
ვიშლიდით და უახლოეს მომავალში საქმეს არ შევუდგებოდით... უფრო
სწორად ოცდაოთხ საათში! მერე კი ნამდვილი ტერორი ცხადდებოდა!

664
სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვქონდა და იძულებულები გავხდით, ბრძანე-
ბას დავმორჩილებოდით!.. მოკლედ, ამოვათრიეთ ბრეზენტი, ძრავა და
დინამო... მქნევარაც... ჟანგი მოვაცილეთ და რაღაცას დავამსგავსეთ...
სასწრაფოდ გავარემონტეთ „წინაღობათა“ ტაბულაც... შემდეგ კი... სა-
საცილო იყო ეს ყველაფერი!.. მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ თით-
ბრის სადენი არ გვყოფნიდა. არადა, დიდი რაოდენობით დაგვჭირდე-
ბოდა... მთელი კოჭები... რათა მთლიან ტერიტორიაზე კვლებს შორის
ზიგზაგებად გაგვეყვანა... ხუთასი მეტრი უეჭველად არ იკმარებდა... კი-
ლომეტრები იყო საჭირო... წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ჩაგვივარ-
დებოდა!.. თითბრის გარეშე რადიოტელურიზმზე ოცნებაც არ შეიძლე-
ბოდა! არც ინტენსიურ მებოსტნეობაზე! თითბრის გარეშე, აბა, საიდან
მივიღებდით კათოდურ განმუხტვებს?! ეს იყო აუცილებელი პირობა! შე-
საძლოა, ამ დაბრკოლებაში საგანგაშო არც არაფერი იყო... ვიფიქრეთ
და გადავწყვიტეთ, რომ ეს დაწყევლილი თითბერი შეიძლება მოხერხე-
ბულ მიზეზად... შესანიშნავ ალიბად გამოგვდგომოდა და ბებრუცანას
აუცილებელი მასალის უქონლობისა და სავარაუდოდ მნიშვნელოვანი
დანახარჯების გამო შეშინებოდა... გონს მოგებულიყო და დროებით მა-
ინც ჩვენთვის ტვინის ბურღვა დაევიწყებინა... კაცი ბჭობდა და ღმერთი
იცინოდაო! დავიწყება კი არა, ქალი საერთოდ გასაკოჭი გახდა, ისე გა-
ხელდა! დაგვემუქრა, რომ თუ უსაქმურობას არ მოვიშლიდით და საქმეს
გავაჭიანურებდით, საერთოდ აიკრავდა აქედან გუდა-ნაბადს და სალი-
გონში დამკვიდრდებოდა... სრულიად მარტო! და ბებიაქალად იმუშა-
ვებდა... და რომ ამ ულტიმატუმს სისრულეში მოიყვანდა არა უგვიანეს
მომავალი კვირისა! არა, რა! ამქვეყნად სიყვარული უკვე აღარ არსე-
ბობს! სქელტრაკამ ჭრილობაზე მარილი მოგვაყარა!.. ძალიანაც რომ
გვდომოდა, უკვე აღარ გვქონდა საკმარისი ფული ასეთი ძვირად ღირე-
ბული შენაძენებისთვის... ღმერთო ჩემო! აბა, საიდან? ჩვენ უკვე გავკოტ-
რდით! და რომელი ჭკუათმყოფელი მოგვცემს კრედიტს? ამაზე ფიქრიც
კი ფუჭი იყო...
მეორე მხრივ, აბა, რანაირად გვეიძულებინა ფუმფულა ჩვენს მდგო-
მარეობაში შესულიყო?! სინამდვილეში, ჩვენ ხომ ახლა უმნიშვნელო
დანაზოგის წყალობით გაგვქონდა თავი?.. იმით, რაც კიურემ დაგვიტო-

665
ვა... დაამატეთ ამას დოღზე მოგებული ერთი ორი სუ! აჰ! ღმერთო! რე-
ალურად თუ შევაფასებთ სიტუაციას, ჩვენ მშრალზე აღმოვჩნდით!.. ყვე-
ლაფერი დავკარგეთ! ეს იყო საშინელი დარტყმა! სამყაროს დასასრუ-
ლი! მსგავს კატაკლიზმას შეუძლებელია ადამიანი გადაურჩეს!.. მე და
კურტიალს ძალიან მაგრა დაგვერხა! ამ ქალსაც ფანატიკური სიჯიუტე
ეტაკა... ეს კარტოფილი ჩაიხვია და აღარ დაამთავრა... ზუსტად ისე, რო-
გორც ფრენების დროს... ან მონტრტუს შალეში... იძულებული გავხდით,
დაგვეთმო!.. თუ თავში რამეს ჩაიდებდა, მტრისას! იმას იქიდან ვერ ამო-
ძირკვავდი... გამოსავალი მხოლოდ იმ დამპალი გოგრის საერთოდ მოგ-
ლეჯვა იყო!.. ეს კიდევ ძალიან მტკივნეული იქნებოდა!..
– ხომ გეუბნებოდი, ასე არ არის? ახლა არ გადათქვა, თორემ ჭკუიდან
შევიშლები! შენ თქვი და ყრუ კი არ ვარ, მშვენივრად გავიგე! ათჯერ გა-
იმეორე! ათჯერ კი არა, ასჯერ! რომ იმ შენ დაფეხვილ დანადგარს
ჩაუშვებდი! თუ არაფერი გითქვამს და ეს ყველაფერი მომესმა? ჩვენ
ყველანი აქ რისი გულისთვის ჩამოვედით? რატომ გაყიდე სახლი ორ
გროშად? რა უყავი გაზეთს? რისი გულისთვის გაწირე ის? რატომ შემოგ-
ვრეკე ძალით ამ საღორეში? რატომ გადაგვიშვი ამ ქაქში? რისთვის?
რისთვის? მიპასუხებ თუ არა?
– დიახ, ჩემო სიყვარულო!..
– კეთილი!.. მინდა ვნახო, გესმის ჩემი? მინდა საკუთარი თვალებით
ვიხილო! ყველაფერი უნდა ვნახო! ამას ემსხვერპლა ყველაფერი. ჩემი
სიცოცხლე! ჩემი ჯანმრთელობა! ჩემი მომავალიც კი! ყველაფერი! აღა-
რაფერი დამრჩა! უნდა ვნახო! უნდა ვნახო, როგორ იზრდებიან ისინი!
გესმის თუ არა ჩემი? როგორ იზრდებიან!..
ფუმფულამ ეს გამოწვევა პირდაპირ სიფათში გამოგვიქანა... მინ-
დვრად უმძიმესი სამუშაოების შესრულებამ ქალბატონი დე პერეირი
წარმოუდგენლად გამოაბრძმედა... არც ძალა და ენერგია აკლდა, არც
ხასიათის სიმტკიცე... არც სითავხედე და სიჯიუტე! მასთან წახუმრებას
არავის ვურჩევდი! ეს იყო საშიში ძალა! მთელი დღე ველად იყო გაჭრი-
ლი... ჩიბუხს მხოლოდ საღამოს თუ გააბოლებდა... ან ბაზარში წასვლამ-
დე... ფოსტალიონი ეზები, რომელიც უკვე წლებია, სოფელში არ ამოსუ-
ლა, იძულებული გახდა, ჩვენ მოგვმსახურებოდა... დღეში ორჯერ მაინც

666
უწევდა აქ ამოხეტება... გავარდა ხმა, რომ ზოგი მიწათმოქმედი მაგნიტუ-
რი გამოსხივების წყალობით კარტოფილის მოყვანაში გაუგონარ სას-
წაულებს ახდენდა...
გამომგონებელთა ძველი ბანდა ისევ დაადგა ჩვენს კვალს... თითქოს
გაუხარდათ, ჩვენი ასავალ-დასავალი რომ შეიტყვეს და სამივენი საღ-
სალამათი რომ გვიპოვეს... ისევ მოგვაყარეს ახალი პროექტები... ძველი
ბრაზი და ღვარძლი დავიწყებოდათ... ფოსტალიონს კი ახალი პრობლე-
მები გამოუჩნდა... კვირაში სამჯერ ხელნაწერებით გაძეძგილი ჩანთების
ამოთრევა უწევდა... სიმძიმისგან ჩანთის ღვედი გაუწყდა... მალევე ჩა-
ანაცვლა ორმაგი ჯაჭვით... ველოსიპედი ორად ეღუნებოდა... სხვა შეუკ-
ვეთა... სრულიად ახალი... დეპარტამენტში...
დე პერეირი პირველი დღეებიდანვე თავის საფიქრალს დაუბრუნ-
და... უსასრულოდ მედიტირებდა... სიმარტოვით, დასვენებით მაქსიმა-
ლურად სარგებლობდა... მიიჩნევდა, რომ ბედის უკუღმართობასთან შე-
საგებებლად სავსებით მზად იყო... თან ნებისმიერთან! თავი ყველაზე
გაბედული ჩანაფიქრებით ჰქონდა გამოტენილი! მზად იყო, ბედ-იღბა-
ლი გამოეწვია! არც ძალიან მიმნდობი უნდა ყოფილიყო და არც ზედმე-
ტად ეჭვიანი და ფრთხილი!.. ერთი რამ აუცილებლად მოეთხოვებოდა
– ყოფილიყო ინფორმირებული!..
– ფერდინანდ! უყურე და თან დაიმახსოვრე! მოვლენები ისე ვითარ-
დება, როგორც მე წარმოვისახე! ოღონდ უფრო სწრაფად, ვიდრე ვვარაუ-
დობდი! უფრო ნერვიულად, მე ვიტყოდი... ეს ვერ გავთვალე... სამწუხა-
როდ!.. ყოველ შემთხვევაში, თავად ნახავ... ოღონდ ყურადღება არ მო-
გიდუნდეს! ნამცეციც არ
დაკარგო! გეძლევა უნიკალური შანსი ახლოდან უცქირო, როგორ მო-
იხელთებს და კისერს მოუგრეხს მეამბოხე საკუთარ ბედ-იღბალს! უყუ-
რე! განცვიფრდი! გაიკვირვე! ისწავლე! ერთდროულად უშიშარიც უნდა
იყო და ამაყიც! ერთხელაც მე მას გადმოგცემ და ჰოპ! გადაეხვიე მას!
ყელში ხელი მოუჭირე! დაახრჩვე! მერე შენი რიგიც დადგება! აკოცე!
ამოხადე სული ამ მეძავს! მე ახლა ასკეტივით ცოტაც მეყოფა! მე ჩემი
წილი მივიღე! მაძღარი ვარ! მიდი, გაასხმევინე სისხლი! დააცარიელე!
შენ იმ ასაკში ხარ, როცა ნებისმიერი თრობა საამურია! ასე რომ, უქმად

667
ნუ დაკარგავ დროს! ისარგებლე! შეგიძლია მისი ბოროტად გამოყენე-
ბაც! ღმერთო! დროზე გაიბრწყინე! წინ! ნურაფერში ნუ შეიზღუდავ
თავს! მე ყელამდე ვარ სავსე! მეტს არაფერს ვითხოვ! გადამეხვიე! ხე-
დავ? თურმე ბედი გვწყალობს! მე და შენ იღბლიანები ვყოფილვართ!
ხვევნა-პროშნა პალტოს გამო შეუძლებელი იყო, რომელიც შარვალ-
თან იყო ბაწრით მიბმული... მოძრაობაში შებოჭილი ვიყავი, სამაგიე-
როდ მათბობდა... ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ზამთარი ახლოვ-
დებოდა!.. ჩვენი საცხოვრებელი, მიუხედავად ბუხრისა და კარ-ფანჯრე-
ბის ჩურთვა-გმანვისა, ორპირი ქარის ნაკადებს ვერ აკავებდა... ნაპრა-
ლებში ქარბუქი წივილით გადი-გამოდიოდა... ცხადია, დიდი სითბოს
იმედი არ უნდა გვქონოდა... ძველთაძველი სახლი ზამთარში ნამდვილი
საცერი იყო...
***
„გროსბულსა“ და ტყეებში ხანგრძლივი მედიტაციების შემდეგ დე
პერეირს შესანიშნავი აზრი მოუვიდა თავში... ახლა უფრო მასშტაბურად
აზროვნებდა... ბევრად უფრო შორს ჭვრეტდა... ადვილად ხვდებოდა
სამყაროს საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს...
„ცალკეული ინდივიდები მორჩა! დავიწყეთ! ისინი არაფრის მომცემ-
ნი და გამცემნი არ არიან! ახლა მთელი ჩვენი ყურადღება ოჯახებზე უნ-
და გადავიტანოთ, ფერდინანდ! საქმე მხოლოდ ოჯახებთან უნდა დავი-
ჭიროთ! ყველაფერი ოჯახებს! ყველაფერი ოჯახების თანადგომით!
სწორედ რომ „საფრანგეთის მოამაგე მამებს“ შეეხმიანა დე პერეირი,
იმათ, ვისთვისაც თავიანთი პატარებისთვის საამური მომავლის უზრუნ-
ველყოფა ნომერ პირველი ამოცანა გამხდარიყო. იმათ, რომელთა ყო-
ველდღიური ყოფა უზარმაზარ, გარყვნილ, მყრალ და სულთამხუთავ ქა-
ლაქებში ნელ-ნელა ნამდვილ ჯვარცმას დაემსგავსა... იმათ, ვინც მზად
იყო, ყველაფერი ეღონა, ოღონდ თავისი ქერუბინისთვის უბადრუკ ფარ-
დულში მონური მუშაობა აეცილებინა. ან კანცელარიაში მომუშავე ნაად-
რევად ტუბერკულოზით დაავადებული ბუღალტრის ბედი... მიმართავ-
და იმ დედებს, რომლებიც თავიანთი ძვირფასი შვილებისათვის სუფთა
ჰაერზე ჯანმრთელ და უდარდელ ცხოვრებაზე ოცნებობდნენ... ქალაქის
გამანადგურებელი სიბინძურისა და სიმყრალისგან შორს... რათა მათი

668
მერმისი საველე პირობებში ჯანმრთელი შრომის ნაყოფით ყოფილიყო
უზრუნველყოფილი... პასტორალური იდილია... მზე... ამქვეყნიური სი-
ამენი... საყოველთაო კეთილდღეობა... დე პერეირი მათ საზეიმოდ ამ
ყველაფრის გარანტიას აძლევდა... და არა მარტო ამის (ის ბევრ სხვა
რამესაც ჰპირდებოდა)... მაგალითად, სრულ პანსიონს... ცოლთან ერ-
თად, ცხადია... როგორც თავდაპირველ, ასევე შემდგომ „რადიონალის-
ტურ“ განათლებას... და ბოლოს, უმაღლეს „პოზიტივისტურ და ზო-
ოტექნიკურ“ ცოდნასაც. მიღებული უნარ-ჩვევები ყველას მებოსტნეობა-
შიც უნდა გამოსდგომოდათ...
ჩვენი „რადიოტელურული“ ტექნოლოგია ხელმომწერთათვის
თვალსა და ხელს შუა „ახალი რასის განახლებულ ოჯახად“ გარდაიქმნა.
ასე ვუწოდებდით ჩვენს ფერმასა და მის შემოგარენს პროსპექტებში...
რამდენიმე დღეში ჩვენი მოწოდებებით პარიზის არაერთი მნიშვნელო-
ვანი უბანი ავითვისეთ... ყველაზე მჭიდროდ დასახლებულებიც და ყვე-
ლაზე პერიფერიულებიც და კიდევ რამდენიმე კუნძული აშერის მხა-
რეს... უბრალოდ მოვსინჯეთ... გვინდოდა გვენახა, რა შედეგს მოგვცემ-
და ჩვენი ექსპერიმენტი... ერთი რამის გვეშინოდა მხოლოდ... რომ ისინი
დროზე ადრე გამოგვეცხადებოდნენ... შემოსევა ნავარაუდევზე ადრე
დაიწყებოდა... გადაჭარბებული ენთუზიაზმის შავი ჭირივით გვეშინო-
და. უკვე მიღებული სავალალო გამოცდილებაც მეხსიერებიდან ჯერ კი-
დევ არ გამქრალიყო...
ჩვენთვის „რადიოტელურიის“ წყალობით სასურსათო მომარაგების
პრობლემა არ არსებობდა... მხოლოდ ერთი დაბრკოლების ლოდი შეიძ-
ლებოდა წარმოქმნილიყო: მაგნიტური ტალღებით გამდიდრებულ მი-
წებზე მოყვანილი კარტოფილით ბაზრების გაჯერება... რაღაც აუცი-
ლებლად უნდა მოგვეფიქრებინა... თან დროულად... ბოლოს და ბო-
ლოს, ღორებს დავუყრიდით საჭმელად... როგორმე გავიტანდით თავს!
არც მეფრინველეობა იქნებოდა წამგებიანი საქმე! ბავშვები მაინც იჯე-
რებდნენ ქათმის ხორცით გულს... კურტიალი ამგვარი კვების მხარდამ-
ჭერი იყო! ხორცი აჩქარებს ზრდას! თავისთავად ცხადია, განსაკუთრე-
ბული ძალისხმევის გარეშე, ჩავაცვამდით და და დავახურავდით ჩვენს
აღსაზრდელებს. ფერმაშივე წარმოებულ სელში, რომელსაც ზამთრის

669
გრძელი საღამოების დროს მოვქსოვდით. ეს ყველაფერი კარგად ჟღერ-
და... ძალიან შთამბეჭდავიც იყო და ამაღლებულ განწყობას გვძენდა!
გრანდიოზული სასოფლო-სამეურნეო სკა! გონიერებით მართული! არა
მხოლოდ ინსტინქტებით! ოჰ! დე პერეირი ძალიან დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდა ამ გამორჩეულობას! უნდოდა, ყველაფერი გარკვეულ რიტმს
დაქვემდებარებოდა... ებატონა ჰარმონიას... ყველაფერი მოწესრიგებუ-
ლი... თვალსაჩინო და შემეცნებითი ყოფილიყო!.. ჩანაფიქრისთვის
ფრთების შესხმა შემდეგნაირად ესახებოდა... ბავშვები „ახალი რასი-
დან“ ერთდროულად გაერთობოდნენ და ცოდნასაც დაეუფლებოდნენ...
გაიმაგრებდნენ ფილტვებსაც... ეს იქნებოდა სრულიად ძალდაუტანებე-
ლი, განმანათლებლური, კვალიფიციური, სახალისო, სტაბილური და
მშვიდი პროცესი! რაც მთავარია, ჩვენ უფასო სამუშაო ძალით ვიქნებო-
დით უზრუნველყოფილნი... ძალდატანების გარეშე, პატარები ხალი-
სით ჩაებმებოდნენ სასოფლო-სამეურნეო შრომაში... „ახალი ერის ამო-
მავალი მზე“! ეს გრანდიოზული, ღრმად გააზრებული რეფორმა თვით
სოფლის წიაღში აღმოცენდა!.. და პირდაპირ ბუნებაში იფურჩქნებოდა.
ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა, მისი სურნელებით ღრმად გვესუნთქა... გავ-
ჟღენთილიყავით ნაირ-ნაირი არომატებით!.. კურტიალი უკვე თვრებო-
და ბუნების ამ ძღვენით! განსაკუთრებულად დიდ იმედებს თავისი მოს-
წავლეების ენთუზიაზმზე, სიყოჩაღესა და სიცქვიტეზე ამყარებდა... მათ
მზაობაზე, გაეთავისუფლებინათ ნაკვეთები სარეველა ბალახებისგან...
ერთი სიტყვით, ხალისით გაეტეხათ ყამირი... ის, რაც შეიძლება მოზ-
რდილებს წამებად
მოსჩვენებოდათ, ბალღებისთვის მხოლოდ სახალისო და საამური
იქნებოდა!.. დროის სასიამოვნოდ და შინაარსიანად გატარება! ამგვა-
რად, შავი სამუშაოსგან გათავისუფლებული მეცნიერი მთელ თავის
ენერგიას, შნოსა და ნიჭს „პოლარიზაციის“ ბევრად უფრო სიღრმისეულ
კვლევებს მიუძღვნიდა... ის გახდებოდა გამოსხივების ბატონ-პატრო-
ნი... გამოსხივების გამგებელი... ამის გარდა, სხვას არაფერს გააკეთებ-
და! მისი მთავარი საქმე ნიადაგის ტელურული ნაკადებით გაჟღინთვა
იქნებოდა!..

670
ჩვენი პროგრამა გამართულად იყო შედგენილი... ათეულ ათასობით
ეგზემპლარი გავრცელდა სხვადასხვა უბანში... მასში ადამიანთა გულე-
ბის ყველაზე დამალულმა და ძველმა სურვილებმა პოვა ასახვა... ათა-
სობით დღემდე გამოუთქმელმა წადილმა... მყისიერად წაგვლეკა წერი-
ლების შთამბეჭდავმა ტალღამ... თანდართულმა მძაფრმა კომენტარებ-
მა... მათი უმრავლესობა კეთილგანწყობილი იყო... ჩვენი მომხრეები
განსაკუთრებულ ინტერესს საქმის ფინანსური მხარის მიმართ იჩენ-
დნენ... სინამდვილეში ჩვენ ყველაფერი ბოლო სუმდე დავიანგარიშეთ...
უფრო სარფიანს, რაც მართალია, მართალია, კაცი ვერ მოიფიქრებდა...
პროგრამის მიხედვით, ბავშვის აღზრდა, განათლებაზე ზრუნვა ადრეუ-
ლი ასაკიდან (7 წლიდან) იწყებოდა და სამხედრო სამსახურამდე
გრძელდებოდა. მთლიანობაში, 13 წელი! მთელი ეს პერიოდი ის საც-
ხოვრებლითა და სმა-ჭამით იყო უზრუნველყოფილი... ზრუნავდნენ ასე-
ვე მისი ხასიათის გამობრძმედაზე, გონებისა და აზროვნების განვითა-
რებაზე, ფილტვების გაკაჟებაზე... უღვივებდნენ ბუნების სიყვარულს...
აჩვევდნენ მასთან სიახლოვეს... ასწავლიდნენ ხელობას და რაც მთავა-
რია, კურსის მიწურულს ფალანსტერიდან „რადიოგეომეტრიის ინჟინ-
რის“ დიპლომით აღჭურვილს უშვებდნენ... და მთელი ამ სიკეთისთვის
მშობლებისგან საკმაოდ მოკრძალებულ საზღაურს, სულ რაღაც ოთხას
ფრანკს ვითხოვდით... მთელი ჩვენი შემოსავალი თითბრის შეძენას ეწი-
რებოდა, რომელიც აუცილებელი იყო გამოსხივების მიწისქვეშა ქსელის
ასამოქმედებლად... როგორც კი ჩვენი კულტურების სწრაფი ზრდა და-
იწყებოდა, შეგვეძლო, მომავალზე აღარ გვედარდა! შეუძლებელს არ
ვითხოვდით! ვიწყებდით კარტოფილით... თვეში მხოლოდ ოთხი ვაგო-
ნი!
***
საკმარისია რომელიმე საწარმომ ოდნავ მაინც გაშალოს ფრთები,
რომ ის ipso facto ათასობით მტრული, ფარული, რუდუნებით მოფიქრე-
ბულ-დახვეწილი ხრიკების ქსელში არ გაეხვეს... სხვანაირად ვერ იტ-
ყვით! ტრაგიკული ფატალურობა ყველა მის ქსოვილში აღწევს... არყევს
და ნელ-ნელა ხრწნის მის მთავარ ღერძს... კატასტროფა თითქოს გარ-
დაუვალია... ყველაფერი სრული კრახით რომ არ დასრულდეს, ყველაზე

671
ცბიერი და გაქექილი მმართველებიც კი სასწაულებისა და გამართლე-
ბის იმედზე ვერ დარჩებიან! ასეთია ყველაზე ბრწყინვალე და ყველაზე
თავბრუდამხვევი აღმავლობებისა და აღმაფრენების გუნება და სვე-ბე-
დი! თითქოს ჩამოსულ ფსონს ვეღარ შეცვლი! ადამიანის გენია განწირუ-
ლია! გაიხსენეთ პანამის კატასტროფა! ის ყველასთვის მარგებელი უნი-
ვერსალური გაკვეთილია! შეუძლებელია, მან ყველაზე თავაშვებული
თაღლითებიც მონანიებისა და სინანულისთვის არ განაწყოს და ბედის
სამარცხვინო, საძრახის ქმედებებზე არ დააფიქროს. ბედნავსობის პირ-
ველი ავისმომასწავებელი კონტურები! წარმატების
მოჩვენებითობა! უფ! დამღუპველი შემთხვევითობები! ბედ-იღბალი
ისევე უსაფრთდება თავის მსხვერპლს, როგორც გომბეშო ბუზებს. მო-
ულოდნელად დაახტება თავზე და ჭყლეტს მას... ახრჩობს... ყლაპავს...
პირს იტკბარუნებს... ნეტარებს... ინელებს... მისგან მხოლოდ სკინტლი
რჩება.
არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისები. ბლემ-ლე-პეტიში არაერთი უსია-
მოვნება გადაგვხვდა პროგრამის ამოქმედებისთანავე... ჯერ ერთი, პერ-
სანის ნოტარიუსი... დღე არ გავიდოდა ისე, ერთხელ მაინც რომ არ დაგ-
ვცხრომოდა თავს... უზნეოდ იქცეოდა... კაცი აშკარად გვემუქრებოდა...
დარჩენილი ვალების გადახდას ითხოვდა... გაზეთებში ჩვენს არაჩვეუ-
ლებრივ ექსპერიმენტებში სენსაციური რეპორტაჟიც წაეკითხა... ოკულ-
ტური ძალებისა სწამდა... უწმინდურისაც... ჩვენ დარეხვილებად... მე-
ტიც... ეშმაკის მოციქულებად მიგვიჩნევდა... თავისი ფერმის... ამ ჭყან-
ტობის საზღაურის დაუყოვნებლივი გადახდა მოგვთხოვა... მოგვიანე-
ბით, პალე-რუაიალის კრედიტორებმაც შეგვახსენეს თავი... მოუთმენ-
ლობისგან ნაპერწკლებს აფრქვევდნენ... ტაპონიეც მოქანდა!.. სუფთა
მძღნერი აღმოჩნდა! თურმე მასაც დაეწყო გაზეთების კითხვა! და დას-
კვნაც გამოეტანა... თურმე ჩვენ სუბსიდიების წყალობით ერთი ადგილი
გვისქელდებოდა... ჯამაგირს კი გრენელის ქუჩაზე ვიღებდით!..
ამასთან ერთად, ვეღარ ავუდიოდით „გამოკვლევებს“... გაივსო სახ-
ლი ხელნაწერებითა და კონვერტებით... ყველა ფერისა და ჯურის ჩვენ
გვემუქრებოდა ქონების დაყადაღებით. ეს მოხდებოდა, სანამ კარტო-
ფილის პირველ ბოლქვებს ამოვთხრიდით... ჟანდარმებმაც არ დაახა-

672
ნეს ჩვენ გასაცნობად მობრძანება... აინტერესებდათ, როგორ ვცხოვ-
რობდით... რას ვსაქმიანობდით... ჩვენი ცხოვრების ნირი და უცნაური
მანერები მათში მხოლოდ გაკვირვებას იწვევდა... ახალი რასის პროს-
პექტებზე კი პროკურატურის წარმომადგენლებს ლამის გული აუყუჩ-
დათ. აკადემიის ინსპექტორმა, დაუფარავმა მოშურნემ, ეჭვის ქვეშ და-
აყენა ჩვენი უფლება სკოლის გახსნაზე. ორჭოფობის უფლება არავის-
თვის წაურთმევიათ! ამიტომ მისი ბჟუტური მაგრად დავიკიდეთ... საბო-
ლოოდ, ეს შემმოწმებლები არც ისეთი მანიაკები აღმოჩნდნენ... უბრა-
ლოდ ისარგებლეს ბედნიერი შემთხვევით, გავეფრთხილებინეთ, – საკ-
მაოდ თავაზიანად! რაც მართალია, მართალია, ჩვენთვის, ყველა გარე-
მოების გათვალისწინებით, ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა, თუ
რაღაც საბავშვო ბაღს მიმსგავსებულს გავხსნიდით... არც საზაფხულო
ბანაკი იქნებოდა ურიგო... და არც სანატორიუმი... ისიც მართალია, რომ
თუ აქცენტს პედაგოგიკაზე გადავიტანდით, ყველა ხელისუფალს ჩვენ
წინააღმდეგ ავიმხედრებდით.
რთული არჩევანის წინაშე აღმოვჩნდით!.. რა წყალში გადავვარ-
დეთ?.. გავნადგურდეთ?.. თუ პედაგოგიურ საქმიანობას მივყოთ ხელი?
ბევრს ვიჭყლეტდით თავს, მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ვე-
რა და ვერ მივედით... ერთხელაც, კვირა დღეს, გაიძვერა მშობელთა
ჯგუფი დაგვადგა თავს... აი, ისეთები, ყველაფერზე საკუთარი მოსაზრე-
ბა რომ აქვთ... მთელი ოთხი საათი სულ ფეხით ევლოთ... სახლი და გა-
რე სამეურნეო მინაშენები, მთელი შემოგარენი... ნაკვეთის საერთო იე-
რი სულ წვრილ-წვრილად დაათვალიერეს... ეს იყო მათი პირველი და
უკანასკნელი ვიზიტი... უკანმობრუნებული ერთიც არ გვინახავს!..
აჰ! ნელ-ნელა უიმედობა მოგვეჯარა!.. ურთიერთგამომრიცხავი დი-
ნებების გარემოცვაში აღმოვჩნდით... დავიბენით... ადამიანებს ჩვენი
ძნელად ესმოდათ და ეს იყო საშინელება! არაკეთილგანწყობილ, თით-
ქმის მტრულ დამოკიდებულებასთან გამკლავება შეუძლებელი აღმოჩ-
ნდა!.. არა! ეს ნამდვილად მეტისმეტი იყო! ერთხელაც ცა მოკრიალდა!
გამოიდარა! როგორც იტყვიან, კარზე ერთი მეორის მიყოლებით თვრა-
მეტმა ენთუზიაზისტმა მოგვიკაკუნა. 18 შეგნებული მშობელი, ქალაქსა
და მის დაბინძურებულ ატმოსფეროს რომ ვერ იტანდა. ყველაფერში

673
მხარს გვიჭერდნენ... მყისიერად დაიწყეს ბრძოლა ჩვენი რეფორმების
განხორციელებისთვის... „ახალ რასას“ მგზნებარე ქომაგები გამოუჩ-
ნდნენ... გვიგზავნიდნენ თავიანთ ნაშიერებს, რაც მთავარია, მზად იყ-
ვნენ მთლიანი გადასახადის ნაწილიც გაეღოთ, რათა ისინი დროულად
ჩვენი სასოფლო-სამეურნეო ფალანგის აქტიური წევრები გამხდარიყ-
ვნენ!.. ასი ფრანკი აქედან! ორასი იქიდან! დანარჩენი მოგვიანებით!
მხოლოდ ავანსები... მთლიანი თანხის გადახდის სურვილი ერთსაც არ
გამოუთქვამს! ოდნავ მოგვიანებით დავფარავთო, ეკერათ პირზე! საწუ-
წუნო არაფერი გვქონდა... ადამიანებმა თავიანთი კეთილი ნება გამოავ-
ლინეს და ამგვარად ჭეშმარიტი ერთგულება დაგვიდასტურეს... თუმცა
უნდა ითქვას, რომ არა მთლიანად!.. ზოგავდნენ... ფრთხილობდნენ...
ორჭოფობდნენ...
ბოლოს და ბოლოს, ბავშვები მოგროვდნენ... სულ თხუთმეტი... ცხრა
ბიჭი... ექვსი გოგო... სამი სიის ამოკითხვაზე ყოველთვის აგვიანებდა...
მოსამართლის მოადგილის რჩევებისთვის ყური რომ დაგვეგდო, ურიგო
უეჭველად არ იქნებოდა... მოგვიანებით, როცა ექსპერიმენტი შედგებო-
და, რეალური ფაქტების მიხედვით ვიმსჯელებდით, რა და როგორ! ცხა-
დია, რომ მთხოვნელებისგან მოსვენება არ გვექნებოდა! და ჩვენც ამა-
ყად ავაფრიალებდით ბაირაღს. „ახალი რასა, მინდვრის ათასი ელფე-
რი“.
პირველი ავანსით, რომელიც ბავშვებს მოჰყვათ, დიდს ვერაფერს შე-
ვიძენდით! ვერც საწოლებსა და ვერც ლეიბებს საკმარისი რაოდენო-
ბით!.. ყველანი თივაზე დავაწვინეთ... თანასწორობის პრინციპით!.. ბი-
ჭები აქეთ... გოგონები – იქით... იმის ფულიც კი არ გვქონდა, რომ ისინი
უკან, მშობლებთან დაგვებრუნებინა... ეს ეშმაკის მანქანებით ნაშოვნი
ფული მხოლოდ ერთი კვირაღა გვეყო... წვრილმანებში დაიხარჯა... ჯი-
ბეგაფხეკილი დავრჩით... სამი მეოთხედი ნოტარიუსმა აგვწაპნა... და-
ნარჩენი სპილენძმა შეიწირა... დაახლოებით ხუთი დიდი მასრა... სპე-
ციალურ დამხვევზე...
***
მსუქანა, რომელმაც თავიდანვე უბედურებანი იწინასწარმეტყველა,
მხარს უჭერდა „კარტოფილ-ექსტრას“, რომელიც ზამთარშიც გაიხარებ-

674
და... მაშინაც კი, როცა კურტიალის გამოსხივებანი სასურველ შედეგს არ
გამოიღებდა... ყველა ვარიანტში შევძლებდით მოსავლის აღებას... ამა-
ზე გამძლე ჯიში არ არსებობდა. მართლაც, დაუჯერებელი იქნებოდა,
რომ ვერ გაეხარა... ამნაირი აქამდე ისტორიას არ ახსოვდა, რაღა ჩვენს
შემთხვევაში გაუწყრებოდა ღმერთი?.. ჩვენც აღარ გავაჯანჯლეთ და სა-
მუშაოს შევუდექით... მავთული ყველგან გავჭიმეთ... სადაც კურტიალმა
საჭიროდ მიიჩნია... მეტი დამაჯერებლობისთვის, ყოველ
შემთხვევაში, თითოეულ ძირს თითბრის ორი-სამი გირლანდა შემო-
ვახვიეთ... ეს საკმაოდ მძიმე სამუშაო გამოდგა... მით უმეტეს, რომ ოფ-
ლისღვრა ბორცვის ციცაბო კალთაზე გვიწევდა... თან ჩრდილოეთის ქა-
რი გვილაწუნებდა სახეში... ჩვენი ბალღები ყველაზე ძლიერ ქარბუქშიც
კი მშვენივრად ერთობოდნენ... მთავარია, მუდმივად გარეთ, სუფთა ჰა-
ერზე ყოფილიყვნენ... შიგნით ერთი წუთითაც კი არ უნდა შესულიყვნენ!
თითქმის ყველა გარეუბნელი იყო... ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც
მორჩილნი იყვნენ... განსაკუთრებით პატარა და კაფანდარა დუდული,
რომელსაც გოგონების თათუნსა და ბურჯგვნას არაფერი ერჩივნა... იძუ-
ლებული გავხდით, ღამით ჩვენ შორის ჩაგვეწვინა... ყველას ერთდროუ-
ლად ეტაკა ხველა... საბედნიეროდ, ფუმფულამ, რომელიც ასე თუ ისე
მედიცინაში ერკვეოდა, ისინი თავით ფეხებამდე ცხელი საფენებით გა-
დაწება. მათთვის სულერთი იყო, რომც გაგეტყავებინა, ხმასაც არ ამოი-
ღებდნენ, მთავარია, დაკეტილში არ გვყოლოდა... სულ გარეთ გაურბო-
დათ თვალი! დარსა და ავდარს მათთვის სავსებით არ ჰქონდა მნიშვნე-
ლობა! ძალიან ბევრ თოხლს ვამზადებდით... უზარმაზარი ქვაბები მუ-
დამ წვნიანით იყო გატიტინებული!..
სამკვირიანი თავაუწეველი გარჯის შემდეგ კარტოფილის უზარმაზა-
რი ველი თითბრის წვრილი მავთულის ქსელით დაიფარა... განშტოებუ-
ლი... გადაფსკვნილ-გადმოფსკვნილი... ეს იყო შრომატევადი სამუშაო...
დენი! დე პერეირს ისღა დარჩენოდა, რომ ის ქსელისთვის მიეერთებინა!
ო! მან აამუშავა! თავისი დანადგარი და თხუთმეტი წუთის შემდეგ კარ-
ტოფილს „ძლიერტელურული“ გამოსხივების პირველი სერია მიაწო-
და... მოგვიანებით კიდევ რამდენიმე დამატებითი იმპულსი... გვიან ღა-
მითაც დგებოდა, რათა მცირე ულუფა დაემატებინა... ამგვარად ფიქ-

675
რობდა კარტოფილის უკიდურესობამდე სტიმულირებას, მის ბოლომდე
აგზნებას... ფუმფულა ნერვიულობდა, ქმარი ასე გვიან, ღამის წკვარამში,
სიცივეში რომ გარეთ გარბოდა... თვითონაც ფეხზე წამოხტებოდა ხოლ-
მე და უყვიროდა, თბილად მაინც ჩაიცვიო...
***
საქმე ერთი თვის განმავლობაში მეტ-ნაკლები წარმატებით მიდი-
ოდა, როცა კურტიალმა მოულოდნელად თავის მართლება დაიწყო. ეს
იყო ცუდის მომასწავებელი ნიშანი.
– ბევრად მერჩივნა, პრასი რომ მომესინჯა! – თქვა მან. ამას მსუქა-
ნასთან სულ უფრო და უფრო ხშირად იმეორებდა... მისი რეაქცია აინტე-
რესებდა...
– და ბოლოკმა დაგიშავა რამე?..
ცოლი, ოდნავ თავაწეული, ალმაცერად შესცქეროდა... ვერ იტანდა
მინიშნებებს... ფსონს ისინი უკვე ჩამოვიდნენ! ღმერთო ჩემო! ახლა რა
ჩაიფიქრა კიდევ?!
უკან დასახევი ყველა გზა მოჭრილი იყო!
ჩვენს აღსაზრდელებს საამური ცხოვრება დაუდგათ... პირდაპირ გა-
იფურჩქნენ... შეუზღუდავი თავისუფლებით სარგებლობდნენ! სრული
დამოუკიდებლობით! არანაირი შეზღუდვა! არავითარი იძულება! აკე-
თებდნენ იმას, რაც მოეპრიანებოდათ! თვითონ! სხვის ჩაურევლად!.. სა-
კუთარი ნება-სურვილის მიხედვით! ცემა-ტყეპა მათი მოგონილი იყო...
ანგრევდნენ იქაურობას... ყველაზე ბოროტი და ყველაზე ღვარძლიანი
ისევ და ისევ შვიდნახევრის დუდული იყო... ყველაზე უფროსი კი მეზან-
ჟი რემბო, ლურჯთვალება ქერა... თითქმის ქალიშვილობის ასაკში გა-
დასული, წვეტიანი ძუძუებით და სავსე თეძოებით... ქალბატონ დე პერე-
ირს, რომელიც სულაც არ იყო გულუბრყვილო და მიამიტი, განსაკუთრე-
ბულ შიშსა და უნდობლობას ეს ქერა მშვენიერება უნერგავდა... გამორ-
ჩეულად კი მენსტრუაციის პერიოდებში... არდგმულში ერთი პატარა
კუთხე გადაუტიხრა და ზედ ლეიბი დაუგო, რათა გოგონა მენსტრუაციის
ჟამს მარტო დაწოლილიყო... ეს სულაც არ უშლიდა ხელს ავხორცობის-
თვის სრული გასაქანი მიეცა... ის ცინგლიანებიც ნებდებოდნენ ბუნების
ძახილს... ერთხელაც ფოსტალიონი სოფლის დასალიერში, საჟამნოს

676
უკან, ჟულიენთან, ჟილინთან და ტატავთან ერთად დაადგა თავს... მშვე-
ნივრად ჟიმაობდნენ ოთხივე!..
ფოსტალიონი... სულით ხორცამდე გახრწნილებად მიგვიჩნევდა...
ჩვენდამი ზიზღს მარშრუტი ხომ ათმაგად უმძაფრებდა... ადმინისტრა-
ციისგან შეპირებულ ველოსიპედს ვერა და ვერ ეღირსა... ახალს კიდევ
ორი წელი უნდა დაელოდო, ჯერჯერობით არ გეკუთვნისო, აუხსნეს მე-
რიაში, ერთი სიტყვით, ჩვენს დანახვაზე გული ერეოდა... ფეხსაცმელებს
გვთხოვდა... აბა, საიდან?! ჩვენ თვითონ ფეხშიშველები დავრბოდით...
უხმაუროდ დაწანწალებდა და უამრავ საინტერესოს ამჩნევდა... ყველა-
ფერს დეტალებში აკვირდებოდა... იმ დღეს, როცა ბიჭები გართობისას
გამოიჭირა, არ დაიზარა და საგანგებოდ უკან მობრუნდა... უკანასკნელი
სიტყვებით გამოგვთათხა... თითქოს იმის გამო, რომ ბავშვებმა პატარა
წაიტყნაურეს, ჩვენ უნდა აგვეღო პასუხისმგებლობა! ასეთები არიან ეს
დედააფეთქებული ვუაიერები! 28 თავიდან ისე მიაშტერდებიან, ვერ მოგ-
ლეჯ! იკაიფებენ მაგრად და ბოლოს, როცა საქმე მორჩენილია, აყვირ-
დებიან, ეს რა საშინელება ნახა ჩემმა თვალებმაო... მოკლედ, ნახა რა
სასაუბრო თემა! თითქოს სხვა საზრუნავი არაფერი გვქონდა.
ამ ღვთისგან მივიწყებულ სოფელში აგერ უკვე ორი ათეული წელია,
არაფერი ხდებოდა... კარტოფილის ეპოპეიდან მოყოლებული ცხოვრე-
ბის რიტმი რადიკალურად შეიცვალა... დუღდა და გადმოდიოდა... დი-
ლიდან საღამომდე ცნობისმოყვარეთა ნაკადი არ წყდებოდა... ჭორებმა
და ცრუ ინფორმაციებმა მთელი დეპარტამენტი მოიცვა... პერსანისა და
სალიგონის მცხოვრებლები ყველაზე მომგებიან პოზიციაში აღმოჩ-
ნდნენ... თუ შეიძლება ითქვას, პირდაპირ ლოჟაში გამოიჯგიმნენ... ისი-
ნი ნიმუშებს და ათასი ჯურის ახსნა-განმარტებას ითხოვდნენ... ზედმე-
ტად პრინციპულები იყვნენ... მათი თავიდან მოცილება ფაქტობრივად
შეუძლებელი გახდა... გამუდმებით გვეკითხებოდნენ, იყო თუ არა საში-
ში ეს ყველაფერი! იყო თუ არა მოსალოდნელი მთელი სისტემის აფეთ-
ქება? გამოიწვევდა თუ არა ეს მიწისქვეშა ბიძგებს? დე პერეირი კი, რაც

28
ჭუჭრუტანიდან მაცქერლები.
677
უფრო გადიოდა დრო და ღრმად შედიოდა ექსპერიმენტში, მით მეტად
მოკრძალებული
და თავშეკავებული ხდებოდა... „თუ“... „შესაძლოა“... უფრო ხშირად
შეგეძლოთ გაგეგოთ მისგან... შეუძლებელია, ამას ჩვენი მღელვარება არ
გამოეწვია... ადრე პალე-რუაიალში „თუსა“ და „შესაძლოს“ იშვიათად
თუ წარმოთქვამდა... ერთი კვირის თავზე იძულებული გავხდით, დინა-
მო და ძრავა გამოგვერთო... აგვიხსნა, ტალღებისა და მავთულის რა-
ოდენობის ზრდა საშიში გახდაო... აჯობებს, თუ დროებით შევჩერდები-
თო... და მოგვიანებით განვაახლებთო... არ იყო გამორიცხული, ტელუ-
რულ ტალღებს დიდი უწესრიგობა მოჰყოლოდა... წარმოუდგენელი გა-
მოძახილი ადამიანის ფიზიოლოგიაში... თვითონ უკვე დაეწყო თავ-
ბრუსხვევები...
ცნობისმოყვარე მიწათმოქმედები ამგვარი საუბრის მოსმენის შემ-
დეგ საგონებელში ვარდებოდნენ და აღელვებულნი გარბოდნენ... ისევ
დაიძრა ბავშვების ნიაღვარი! ისევ გვეწვივნენ ჟანდარმები... ისე, ჩვენს
ფალანსტერზე 29 მოსაყოლი არც არაფერი იყო... ბავშვებს არაფერი აკ-
ლდათ... არავინ გამხდარა ავად... იყვნენ ჯანმრთელნი და საღ-სალა-
მათნი... ეს კია, რომ შვიდი კურდღელი მოგვიკვდა... ფატალური ეპიზო-
დი! იქნებ ადგილობრივ კლიმატს ვერ გაუძლეს? ან საკვებმა ავნო? ბო-
ლოს ჟანდარმებმა ინებეს წასვლა... ამ ამბიდან სულ ცოტა ხანში ჩვენი
აღსაზრდელები იძულებული გახდნენ, ცხოვრების სპარტანულ წესს
შეჰგუებოდნენ... სულ უფრო და უფრო ხმაურობდნენ... და მოუხელთე-
ბელნი ხდებოდნენ... სულ შიოდათ... დაჟინებით ითხოვდნენ საჭმელს...
მზად იყვნენ, მთელი მხარე გადაეჭამათ... შექმნილი მდგომარეობიდან
გამოსავალი თვითონვე იპოვეს... ეს იყო მათი საკუთარი ინიციატივა!..
ერთხელ სამი ტომარა სტაფილო მოათრიეს... მეორე დღეს კი მიწამხა-
ლათი გაძეძგილი ყუთი... მერე კიდევ ლობიო... თავზე საყრელად! ყვე-
ლაფერი წვნიანში წავიდა! მოკლედ, ბავშვები ფერზე მოვიდნენ... ერ-
თხელაც მთელი დუჟინი კვერცხი, სამი ლიტრი ზეთი და ღორი მოაცაქ-
ცაქეს... უნდა ითქვას, რომ მონსტრებს ეს ღორი (უკანასკნელი) ცხოვრე-

29
თემის კოლექტიური დასახლება.
678
ბაში არ გაესინჯათ... ეს იყო ნამდვილი მარადიორობა! ნადირობა ძვი-
რადღირებულ სურსათ-სანოვაგეზე! ამორალური ქმედება!.. მას შემდეგ,
რაც კარტოფილმა ზრდა იწყო, ქალბატონი დე პერეირი თითქმის კარ-
ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა... თუ შეიძლება ითქვას, „წრედში“ იყო გა-
მომწყვდეული და თვალყურს ადევნებდა, სადმე მავთული არ გამწყდა-
რიყო და დენის მიწოდება არ შეფერხებულიყო... პერსანში მხოლოდ
კვირაში ერთხელ ჩადიოდა... მაგრამ ამასაც ვერავინ ამჩნევდა... ბავშვე-
ბი მუცლის გასკდომამდე ნთქავდნენ! ეს იყო ნამდვილი „ფორს მაჟო-
რი“... მეორე გადაღრძუებული დედალი მოათრიეს... უკვე გაპუტული,
რომელიც წვნიანში ვბუთქეთ! ნადიმი ნადიმს მიყვებოდა!.. ერთი ღვი-
ნოღა გვაკლდა სუფრაზე... ეტყობა, ამაზე არ უფიქრიათ! ასე თუ ისე, გა-
მოხდა ხანი და სუფრაზე მშრალი ღვინოების მდიდარი კოლექციაც გა-
მოჩნდა... ნეტავ სად პოულობდნენ ამ ყველაფერს ბიჭები? ჩვენ არა-
ფერს ვეკითხებოდით... ყველაფერზე განმარტებების გარეშე ვიყავით
ყაბულს... მოგიზგიზე ცეცხლის ცქერას არაფერი სჯობს, მაგრამ საკმა-
ოდ არაპრაქტიკულია! ცეცხლი რომ შეინარჩუნო, გამუდმებით უნდა შე-
უკვეთო! უსაშველოდ ბევრს ნთქავს ოხერი!.. ნაბიჭვრებმა ქვანახშირის
ბრიკეტებს მიაგნეს! ურიკით მოათრიეს... მინდვრის გავლით... მოკლედ,
შესაშური კერია გავმართეთ... თუმცა ეს ერთდროულად ცეცხლთან თა-
მაშსაც ნიშნავდა! ჩვენ ღრმად გვწამდა, რომ კარტოფილი ჩვენი სავალა-
ლო ფინანსური მდგომარეობის გამოკეთების საშუალებას მოგვცემდა...
ასევე პატივის შენარჩუნების... გადავურჩებოდით რეპრესიებს!..
პირველ ნაყოფს ისე ვუცქერდით, როგორც ძვირფას სამკაულს... სა-
ათში თითო ცალს ამოვთხრიდით ხოლმე, ახლოდან უკეთ რომ შეგვეთ-
ვალიერებინა... გამოსხივების აპარატი, თუ რა ჰქვია, ისევ ავამუშავეთ...
დღეც და ღამეც შეუჩერებლივ ღუღუნებდა... ქვეყნის ბენზინი გადავბუ-
გეთ, შედეგი კი მოლოდინის ადეკვატური მაინცდამაინც ვერ იყო... ბიჭე-
ბის მიერ მოტანილი ნაქურდალი კარტოფილი ბევრად უკეთესი ჩანდა!..
დე პერეირის მზერას ეს არ გამოჰპარვია... ამის გამო ძალიან დაგვი-
სევდიანდა და დაგვიმწუხრდა... სასოწარკვეთილმა მალევე გამოქექა მი-
ზეზი... ჩვენი თითბერი იყო უხარისხო... ისეთი გამტარუნარიანი არ აღ-

679
მოჩნდა, როგორც თავიდან მოგვეჩვენაო... სავსებით შესაძლებელი
იყო...
***
ისევ მივუბრუნდით „გროსბულს“... მხოლოდ ერთხელ... მოსანახუ-
ლებლად... ღმერთო ჩემო! ეს რა ვნახეთ! სრული საშინელება! აგატა...
მოსამსახურე... იქ უკვე აღარ მუშაობდა... ქალაქის მედოლესთან, ცოლ-
შვილიან კაცთან ერთად მოეცოცხა... გვითხრეს, ერთად გადაეშვნენ გარ-
ყვნილებაშიო... თურმე მე ვყოფილვარ ამაში დამნაშავე... სოფელსა და
შემოგარენში ყველა მე მადებდა ხელს... არადა, ყველა ტყნავდა იმ ნა-
ბოზარს!.. მაგან დაღუპა ის გოგო, სხვებს რას ვერჩითო, გაიძახოდნენ!..
ადგილობრივებს არც ჩემთან შეხვედრა უნდოდათ და არც კურტიალ-
თან... აღარც ჩვენთან ერთად თამაში... მარულაზე და ფსონებზე საუ-
ბარს ტაბუ დაადეს... შანტილზე თითქოს არასდროს სმენოდათ! ახლა
ყველა ფსონს დალაქი აგროვებდა... აი ის, ფოსტის წინ რომ მუშაობდა...
პირწმინდად გადაეღო ჩვენი სისტემა კონვერტებითა და მარკებით...
„გროსბულის“ მუდმივმა მუშტრებმა კიდევ ბევრი რამ იცოდნენ
ჩვენს მიდრეკილებებზე! აი, მაგალითად, მშვენივრად უწყოდნენ, რომ
ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე გაგვქონდა თავი... რომ აქ
ოცი კილომეტრის რადიუსში დასაკლავი ქათამი აღარ დარჩა... არც სტა-
ფილო და კარაქი... დამნაშავენი ჩვენ ვიყავით! პირდაპირ კი არ მოგვა-
ხალეს პირში, რასაც ჩვენზე ფიქრობდნენ... იმიტომ რომ ფარისევლები
იყვნენ... სამაგიეროდ, მინიშნებებით გაზავებულ ბუნდოვან მსჯელო-
ბებში დიდი შნო გამოიჩინეს... ვიღაცა თოფიდან გასროლაზე ყბედობ-
და, რომელსაც მავანი და მავანი ემსხვერპლებოდა... განსაკუთრებით
მუქთახორების ბანდა, რომელიც ყველა ვარიანტში ვირის აბანოში და-
ამთავრებდა!.. ან კატორღა არ აცდებოდა!.. აი, ასე იყო ჩვენი საქმე! არა-
ფერს ვამბობ იმ უსიამოვნო შენიშვნებზე, რომელთა ჩვენი მისამართით
გამოთქმა თითოეულმა საკუთარ მოვალეობად გაიხადა... ისე მოვცოც-
ხეთ იქიდან, გამომშვიდობებაზე არც გვიფიქრია... ბლემს ორი საათის
სავალი გზა გვაშორებდა... დროც კი არ გვქონდა, ფიქრებში ამ თავაზიან
მიღებას რომ მივბრუნებოდით!..

680
საქმე კარგად ვერ მიდიოდა... ჩვენს წამოწყებას აშკარად წყალი შე-
უდგა... დე პერეირი ამას მშვენივრად აცნობიერებდა... რატომღაც ვფიქ-
რობდი, რომ რაღაც მომენტში თავის მოსაზრებებს გამიზიარებდა...
გზაში
ყველაფერზე ილაქლაქა, მაგრამ ამაზე კრინტი არ დაუძრავს! გაბურ-
ღა ტვინი ვარსკვლავებსა და პლანეტებზე საუბრით, მანძილზე, მათგან
რომ გვაშორებდა... თანამგზავრებზე... ლამაზ ფეერიებზე... რომლებიც
ეწყობოდა, სანამ ჩვენ ვხვრინავდით... სქელ თანავარსკვლავედებზე,
ვარსკვლავურ ღრუბლებს რომ მოგვაგონებდნენ...
საკმაოდ დიდხანს მივთრახუნებდით... კურტიალს ქოშინი აუვარ-
და... ყოველთვის ღელავდა, როცა საუბარი ცასა და კოსმოსურ მარშრუ-
ტებსა და ტრაექტორიებს ეხებოდა... ამ დროს გონება ებინდებოდა...
იძულებული გახდა, სვლა შეენელებინა... ბორცვს ავუყევით... კურტი-
ალს სუნთქვა ვერა და ვერ ჩაუდგა... ლამის იხრჩობოდა... ჩამოვსხე-
დით...
– ხედავ, ფერდინანდ, მეტი აღარ შემიძლია... ორ საქმეს ერთდროუ-
ლად უკვე ვეღარ ვუმკლავდები... არადა, ადრე შემეძლო სამ-ოთხს ერ-
თბაშად გავძღოლოდი... ო, ეს სულაც არ არის სახუმარო, ფერდინანდ!
ახლა ცხოვრება კი არ მადარდებს, არამედ დრო! ცხოვრება – ეს ჩვენ
ვართ და კაპიკია მისი ფასი!.. დრო კი ყველაფერია! შეხედე ამ პაწაწინა
ორიონს... ხედავ სირიუსს? სასწორის გვერდით? ახლა ჩაივლიან... ნელ-
ნელა და... წავლენ... ძალიან შორს, რათა ანტიოპის ბუნდოვანებაში გა-
უჩინარდნენ... – კურტიალს საუბარი უჭირდა... ხელები მუხლებზე ჩა-
მოუვარდა... – ხედავ, ფერდინანდ, მალე, ზუსტად ასეთივე ღამეს, მათ
უკვე ვეღარ ვიპოვი... კარგ ამინდში! ნამდვილ ბროლის ღამეში! ეს შეიძ-
ლება მხოლოდ ტელესკოპის დახმარებით გახდეს შესაძლებელი... ვეჭ-
ვობ, ოდესმე მისი მფლობელები გავხდეთ... ო! ღმერთო! როცა ფიქრს
ვიწყებ, მგონია, რომ ეს ყველაფერი აბდაუბდაა, წმინდა წყლის ენის
ტარტარი! შენ რას ფიქრობ, ფერდინანდ? ჰა? მითხარი! თანახმა ხარ?
დამიდასტურე, რომ ამ ყველაფერმა ძალიან ჩაგითრია!..
მოულოდნელად რაღაც გაახსენდა და ჩაიქირქილა... მე პასუხისგან
თავი შევიკავე... სულაც არ მინდოდა მისთვის აბი დამეტკბო... თავზე ხე-

681
ლი გადამესვა... წამექეზებინა და მე მეტვირთა პასუხისმგებლობა... ოპ-
ტიმიზმით შეპყრობილი, ღმერთმა უწყის, რამდენ სისულელეს დაახვა-
ვებდა... საუბარი მაინც არ შეწყვიტა და საკმაოდ დიდხანს გაუგრძელ-
და...
– ხედავ, ჩემო ძვირფასო ფერდინანდ... ოჰ! მე სულ სხვაგან ვისურ-
ვებდი ყოფნას! ვერც კი წარმოიდგენ, სად შეიძლება მინდოდეს... სულ
სხვაგან... აქ ნამდვილად არა... ეს შეიძლებოდა, – მან ისევ დაიწყო ხე-
ლების ქნევა... ჰაერში პარაბოლების გამოყვანა... თითქოს ირმის ნახ-
ტომს ეფერებოდა... მაღლა... ძალიან მაღლა... ცაში... ისევ გამოუჩნდა
სალაპარაკო... პატარ-პატარა, უმნიშვნელო დეტალები ასახსნელი...
ისევ უნდოდა... მაგრამ აღარ შეეძლო... ძალა გამოელია... სიტყვები
ყელში ეჩხირებოდა... ხროტინებდა... მკერდი უშლიდა ხელს... – გაზაფ-
ხულზე ასთმა ისევ შემახსენებს თავს, – შენიშნა მან, – და დაწყნარდა...
ცოტაც წაუძინა... მოკუნტულმა... პირდაპირ მდელოზე... აცივდა... დაახ-
ლოებით ნახევარი საათის შემდეგ გავაღვიძე... გზა ტაატით განვაგ-
რძეთ...
***
ცხოვრებაში არ მენახა, რომ ბავშვები მოკლე დროში ასე სწრაფად
გაზრდილიყვნენ... ეს ჩვენი მონსტრები იყვნენ საოცრება... ტანი აიყა-
რეს, მომაგრდნენ და დაიკუნთნენ... ისიც მართალია, რომ საჭმელ-სას-
მელი არასდროს დაჰკლებიათ! წვნიანითა და ნაირ-ნაირი შეჭამანდით
სავსე უზარმაზარი ქვაბები! ნამდვილი ღორმუცელობა! ნამდვილი მუც-
ლის მონობა! კიდევ ერთი დეტალი – ყველა... დიდიან პატარიანად სვამ-
და... განსაკუთრებით მშრალ ღვინოს ეტანებოდნენ!.. საყვედურებზე
ყურსაც არ იბერტყავდნენ... რჩევებზე კი გული ერეოდათ... არც არავის
თანადგომასა და მხარდაჭერაზე იყვნენ ყაბულს... ნუ წუხდებით, ჩვენ
თვითონაც როგორმე მივხედავთ თავს და გავალთ ფონსო, – გვპასუხობ-
დნენ...
ჩვენი მთავარი სადარდებელი მეზანჟი იყო... ვშიშობდით, რომ ერთ-
ერთი ხულიგნის წყალობით არ გაბერილიყო... მადამ დე პერეირმა ამის
გამო საერთოდ დაკარგა მოსვენება... მეზანჟი აკვიატებად ექცა... კალენ-

682
დარზე დღეებს ჯვრით აღნიშნავდა... რათა გამოეთვალა, როდის უწევ-
და ძუკნას მენსტრუაცია...
ბავშვები ღობე-ყორეს იყვნენ მოდებულნი... მათ ერთ ადგილას ვერ
გააჩერებდი... დილიდან საღამომდე ხან საქათმეებში დაძვრებოდნენ,
ხანაც თავლებსა და ბეღლებს ანიავებდნენ... დგებოდნენ, როცა მოეპ-
რიანებოდათ... ხშირად ეს მთვარის ფაზებზე იყო დამოკიდებული...
თითქმის არაფერს გვიყვებოდნენ... სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები
ძირითადად დილით ტარდებოდა... სურსათ-სანოვაგის ძებნაში ჩვენი
აღსაზრდელები განსაკუთრებული ნიჭითა და გამომგონებლობით გა-
მოირჩეოდნენ... თითქოს ყველგან ერთდროულად იყვნენ... ყველა
კვალსა და ხნულში... და მაინც არსადაც არ ჩანდნენ... წითელკანიანებს
თამაშობდნენ და მათსავით იქცეოდნენ! შემოგარენის ექვსთვიანი
კვლევის შემდეგ პატარა ხულიგნებს შესაშური ალღო განუვითარდათ...
ასევე ურთულეს ლაბირინთებსა და კუთხე-კუნჭულებში სწრაფი ორიენ-
ტირების უნარი... იცოდნენ ყველა თხრილისა და ღრმულის განლაგე-
ბა... ბევრად უკეთ, ვიდრე ადგილობრივმა კურდღლებმა... თვალის და-
ხამხამებაში შეეძლოთ მათი დაჭერა... ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებ-
და!
პატარა მონსტრები რომ არა, სიმართლე უნდა ითქვას, შიმშილით
სული ამოგვხვდებოდა! ჩვენ ხომ მშრალზე ვიყავით... დღე არ გავიდო-
და, ბავშვებს სანოვაგით სავსე ყუთი რომ არ მოეთრიათ... ჩვენ, მუქთა-
ხორებს ერთი ადგილი თვალშისაცემად გაგვისქელდა, რაზეც პატარები
გულიანად ხალისობდნენ... ჩვენ მათთვის ქათინაურებს არ ვიშურებ-
დით...
ფაშფაშამაც ისწავლა ენაზე კბილის დაჭერა... სიამოვნებით იტყოდა
ერთ-ორ სიტყვას, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო! ჭამა უწინარეს ყოვლისა!
ბავშვებს შინ დიდხანს ვერ შეაყოვნებდი... ზოგი სად გარბოდა, ზოგი –
სად... ამ მხრივ სოფელი შეუწყნარებელია! ვერავის ვერაფერს უბრძა-
ნებ! აქ თითოეული თვითონ წყვეტს, რა და როგორ მოიმოქმედოს!.. რა-
იმონდის მამა, ლევალუელი მეფარნე ერთადერთი აღმოჩნდა, რომელ-
მაც მთელი ზამთრის განმავლობაში საკუთარი შვილი მოიკითხა! ვერც
იცნო თავისი ნაშიერი! რაც მართალია, მართალია, რაიმონდი ძალიან

683
დავაჟკაცდა. ეს გაძვალტყავებული ნაბიჭვარი მოკეთდა, ნამდვილ ჩემ-
პიონს დაემსგავსა! მამისთვის შვილის საგმირო საქმეები არ მოგვიყო-
ლია... რაიმონდს კვერცხების ქურდობაში ბადალი არ ჰყავდა... ისე ააც-
ლიდა ქვეშიდან, დედალი კაკანსაც ვერ
ასწრებდა... ბიჭი იმდენად სუფთად მუშაობდა, იუველირს შეშურდე-
ბოდა! მამა პატიოსანი კაცი ჩანდა... ვალის დაბრუნებას შეგვპირდა!..
ბოლოს გვითხრა, ბალღმა ისე აყარა ტანი, ისეთი ჯანმაგარი გახდა,
ვფიქრობ, უკან, ლევალუაში ხომ არ დავაბრუნოო... თვალებს არ ვუჯე-
რებ, საოცრად კარგად გამოიყურებაო... აქ უკვე ჩვენ ვერ მოვითმინეთ...
და ხმაურიანი პროტესტი შევაგებეთ... ფულიც აღარ გამოვართვით...
არადა, ჩვენი სამასი ფრანკი მართებდა... უარი კი ერთი პირობით ვუთ-
ხარით... რომ შვილს დაგვიტოვებდა, რათა სოფლის მეურნეობის ხე-
ლოვნებაში ბოლომდე გარკვევა შესძლებოდა... დაუშვებელი იყო ამ
თვითნაბად ოქროსთან ასე მარტივად გამოთხოვება?! მოკლედ, რა-
იმონდის გაშვება სულაც არ გვინდოდა! რაც მთავარია, არც ბავშვს მი-
უწევდა ლევალუასკენ გული! ცხოვრება ჩვეული რიტმით გაგრძელდა...
ოცი კილომეტრის რადიუსში ვერავინ გვიტანდა... საშინლად ვძულ-
დით... ჩვენს დანახვაზე თავისი ემართებოდათ... მაგრამ განმარტოებუ-
ლი ცხოვრება, რომელსაც ბლემ-ლე-პეტიში ვეწეოდით, დანაშაულის
ადგილზე ჩვენი გასკვანჩვის საშუალებას არ იძლეოდა!..
ნაქურდალზე ყველაზე მეტად მაინც მშვენიერი ირენი გასივდა... სა-
წუწუნოც არც არაფერი დარჩა! ნაკვეთი მის გამოკვებას უკვე აღარ უშვე-
ლიდა... ოხრავდა ჩუმად თავისთვის და კონიაკის წრუპვით იქარვებდა
დარდს... თავზე შლაპაც აღარ ეტეოდა და... საცვლებიც დაუპატარავ-
და... ნელ-ნელა უსასრულო ნადიმები ჩვევაში გადაიზარდა... სმაც, სხვა-
თა შორის! „იქნებ ბედი ახალ განსაცდელს გვიმზადებს? მიდი, ერთიც
დამისხი...“ ნელ-ნელა... ყავის შემდეგ... „ოჰ, რა ვქნა ახლა მე?.. შენ ხომ
არაფრის თავი არა გაქვს!“ – ეუბნებოდა კურტიალს.
ხორაგს სხვენზე, სარდაფსა და თავლაში ვინახავდით... ბავშვები ერ-
თმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტს მოიტანდა დღის განმავლო-
ბაში... ჩვენი მარაგი ნახევარი წლით მაინც ნერვიულობისა და შფოთის
საბაბს არ იძლეოდა... გავუძლებდით ნებისმიერ ხანგრძლივ ალყას...

684
საბაყლო საქონელი!.. ალკოჰოლური სასმელები!.. მარგარინი!.. აბსო-
ლუტურად ყველაფერი! მაგრამ თვრამეტნი ვიყავით... აქედან თექ-
ვსმეტს ზრდა ჯერ კიდევ არ დაგვესრულებინა! ეს კიდევ არ იყო სახუმა-
რო საქმე! განსაკუთრებით მაშინ, როცა „სოფელში მსახურობ“.
ორმა აღსაზრდელმა, თერთმეტი და თორმეტი წლის გოგონებმა,
ძრავისთვის 14 ბიდონი ბენზინი მოათრია... კურტიალი ბედნიერების-
გან ბრწყინავდა! მეორე დღეს მისი დღეობა იყო და ბავშვებმა კონდუარ-
ვილიდან, რომელიც ჩვენგან შვიდი კილომეტრით იყო დაშორებული,
კულიჩებით, ეკლერებითა და ვაფლებით სავსე კალათა მოიტანეს...
სხვადასხვა პორტის “სენტ-ონორეებიც“ და აპერეტივებიც... სრული სი-
ამოვნებისთვის პატარა ავაზაკებმა თან განაღდებული ქვითრებიც პირ-
დაპირ ცხვირწინ დაგვიყარეს! ეს იყო სრული კაიფი! ბავშვებმა ყველას
ვალი გაისტუმრეს! ჩვენი ძვირფასი ჩალიჩმაისტერები! ისე, ახლა
ფულს პირდაპირ სოფელში შოულობდნენ! ცხადია, დღეს ფულს მინ-
დორში ვერ მოხვეტ! გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ ფრიად ნასია-
მოვნები დავრჩით... მაგრამ ჩვენი ბედნიერება ხანმოკლე გამოდგა... წე-
სიერად ამოსუნთქვაც კი არ დაგვცალდა... ჩვენი რეპუტაცია ისედაც საგ-
რძნობლად იყო შელახული... მსგავსი ხრიკი კი ყოველთვის ტოვებს პა-
ტარ-პატარა ნაკვალევებს... ორი დღის შემდეგ ჟანდარმები მაღალი გი-
უსტავისა და პატარა ლეონის წასაყვანად გამოგვეცხადნენ... ისინი
ბოვეში გადაიყვანეს... პროტესტის აწევას აზრი არ ჰქონდა... ორივე
საფულის მოპარვაში დაიწვნენ! ეს იყო საგანგებოდ მოფიქრებული ხა-
ფანგი... განყოფილებაში ყველაფერი დადასტურდა... ოთხი მოწმე მო-
ათრიეს... ბიჭებს პირზე დაადგნენ... თავის მართლება შეუძლებელი
იყო... არც მოლაპარაკება და გარიგება... მათ ისღა დარჩენოდათ, გაკ-
ვირვება, აღშფოთება და... სასოწარკვეთა გამოეხატათ! რაც ჩინებულად
გაითამაშეს!
***
ოთხი დღის შემდეგ კიდევ ერთი გასკვანჩეს... ჩვენი პატარა, თმახუ-
ჭუჭა ლუსიენი! ამჯერად ჩვეულებრივი ჩაშვების საფუძველზე!.. ქათმე-
ბის გალია გაატანა ხელს... სულელმა! კიდევ ერთი კვირაც გამოხდა და
ფილიპ შუშისთვალას მოაკითხეს... სამხილების რაოდენობა არასაკმა-

685
რისი აღმოჩნდა და უკანვე გამოგვატანეს... ნამდვილი ჰეკატომბი! მივ-
ხვდით, რომ ამ სოფლელ ხეპრეებს, უნიათოებსა და ზარმაცებს ვერა-
ნაირი საქმით რომ ვერ აანთებდი, ამჯერად ჩვენი მეურნეობის გაცამ-
ტვერება გადაეწყვიტათ!.. არ არის საჭირო იმის თქმა, რომ ვეზიზღებო-
დით! ზიზღს კიდევ აიტანდა კაცი, საშინელება ის იყო, რომ სახლის გა-
დაწვითა და შინ ამოხრუკვით გვემუქრებოდნენ... საქმეში აშკარად ეზე-
ბის ხელი ერია... იდეალური იქნებოდა, თუ ვირთხებივით გავისუსებო-
დით... ჩვენთან დალაპარაკებაზეც კატეგორიული უარი განაცხადეს...
ამბოხებული მოსახლეობის რისხვა, პირველ ყოვლისა, ფუმფულას
დაატყდა თავს... პერსანში იყო ბაზარში წასული. ცოტა ევაჭრა და თან
მშვენიერი, ნაქურდალი კვერცხები გაეყიდა... კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.
კვერცხების სადაურობა უსწრაფესად დადგინდა! ჭკუიდან გადადგნენ!
ზიზღით, ღვარძლითა და შურისძიების აულაგმავი გრძნობით აღივ-
სნენ! სქელტრაკას ცოტაც და სისხლის ტბაში აცურავებდნენ!.. სოფელ-
ში დაბრუნებულს ადამიანის სახე არ ედო... სასწრაფოდ თავისი „წამა-
ლი“ მოიდუღა... და „გადასხმას“ შეუდგა... ვერბენის პიტნისა და დიდი
რაოდენობით არყის ნაყენი სასწაულებრივად შველოდა... უკვე აღვნიშ-
ნე, რომ ბოლო ჟამს მაგარ სასმელებს მიეძალა... არაყს არაფერი ერჩივ-
ნა... ამბობდა, ამას ჩემთვის მხოლოდ სამკურნალო დანიშნულება აქ-
ვსო! ისე, მართლა შველოდა... ამ პრეპარატს იმხანად არაერთი ბებია-
ქალი იყენებდა... საოცარ ეფექტს ახდენდა თურმე... ყველანი ირენის
გარშემო ვტრიალებდით და ინციდენტს ვარჩევდით... ვვარაუდობდით
შესაძლო შედეგებს! მაგიდა სავსე იყო ბოთლებით... მოულოდნელად
კარი გაიღო და კომისარი შემოვიდა... მყისიერად დაგვატეხა ჭექა-ქუხი-
ლი თავს... სახლიდან გასვლა კატეგორიულად აგვიკრძალა.
– მომავალი კვირის მიწურულს გამოგივლიან და ყველას წაგიყვანენ
აქედან!.. მორჩა კომედია! ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება!..
მოთმინებასაც აქვს საზღვარი! ვინ მოსთვლის, რამდენჯერ გაგაფრთხი-
ლეთ!.. მოკლედ, შაბათს ყველანი კანტონში! თქვენი საკითხი გადაწყვე-
ტილია! არ დავინახო ცენტრში, სადმე შემოგარენში მოწანწალე თუნ-
დაც ერთი ავარა! ვინც ჩემს ბრძანებას გადავა, პირდაპირ ციხეში ვუკ-
რავთ თავს! გასაგებია?! დავიდა თქვენამდე?

686
როგორც ჩანს, პროკურორს ჩვენ საქმეზე იმდენი მასალა შეეგროვე-
ბინა, ოცწლიან კატორღას ეყოფოდა! კურტიალზე, ქალბატონსა და ჩემ-
ზეც მოიძიებდნენ სამყოფ სამხილს! ბავშვების მოტაცება და მათი უკა-
ნონოდ ექსპლოატაცია! მცირეწლოვანთა გარყვნა! მათი კანონსაწინა-
აღმდეგო ქმედებებში ჩათრევა! თავაწყვეტილობა! ათასგვარი მაქინა-
ციები!.. ყალთაბანდობა! გამოძალვა! თამაშის წესების დარღვევა! ყალ-
ბი საბუთებისა და ცნობების შეთითხვნა! ადგილობრივი ადათ-წესების
უპატივცემულობა! ყალბი საგადასახადო დეკლარაციები! საზოგადოებ-
რივი ზნეობის ფეხქვეშ გათელვა! ძარცვა! ღამის ქურდობა! მცირეწლო-
ვანთა მიერ მოპარულის გადამალვა!.. სიას დასასრული არ უჩანდა...
ბრალდებათა ნიაღვარი! კომისარმა აღარ დაამთავრა... მაგრად გაგვიწ-
ყალა გული!.. თავიდან შეძრული ქალბატონი დე პერეირი მალევე მო-
ეგო გონს... ბევრად უკეთესად გრძნობდა თავს! ყოველ შემთხვევაში, წი-
ვილ-კივილი არ აუტეხავს და არც პირსახე ჩამოუხოკავს... საერთოდ
კრინტი არ დაუძრავს... შემდეგ მამაკაცივით წამოხტა და კომისარისკენ
დაიძრა... მოულოდნელად წელში გაიმართა, თავი ამაყად ასწია... ისეთი
მძვინვარე გულისწყრომით აღივსო, ისე გაიბერა უმართავი ბრაზისგან,
რომ კომისარი მისდა უნებურად შეტორტმანდა... მოსალოდნელი შეტე-
ვა იყნოსა... თუმცა ეტყობოდა, რომ ქალის მსგავსი გახელებისთვის დი-
დი ვერაფერი გაეგო... უაზროდ აფახურებდა თვალებს... ქალბატონი კი
იმ სისხლისმწოველ მტაცებელს დაემსგავსა, ნახტომისთვის რომ ემზა-
დება! მრისხანე ტონით ყველა ბრალდება ერთი მეორის მიყოლებით
გააცამტვერა... დამპალი კომისარი საქმის ამნაირ შემოტრიალებას გო-
ნებაშიც კი არ დაუშვებდა... ირენმა იმ გოიმს თავად დასდო ბრალი სოფ-
ლელთა მონაწილეობით ბაზრის უწესრიგობების მომზადებასა და პრო-
ვოცირებაში... მთელი ამ ჟაკერიის ორგანიზატორი და მომხდარზე პასუ-
ხისმგებელი შენ ხარო, მიახალა. კომისარს მოულოდნელობისგან ყბა
ჩამოუვარდა... საკუთარი ყურებისა არ სჯეროდა... მსგავს გამათრახებას
არ მოელოდა... ვერ გაინძრა... ადგილზე იწყო ბუქნაობა... ზიზღისა და
მრისხანებისგან მოთუხთუხე ირენმა ვაჟბატონს „ჭიაყელა“ უწოდა... კო-
მისარი თავდაცვით პოზიციაში გადავიდა... მაგრამ სათქმელიც არც არა-
ფერი აღმოაჩნდა... ეჭვმიტანილი თავისი შლაპის მოსაძებნად უკან შეტ-

687
რიალდა... ცოტა ხანში ისევ კომისრის წინ ამოისვეტა... ამჯერად თავ-
დასხმისთვის მომზადებული კობრას პოზაში... დამფრთხალმა მსხვერ-
პლმა უკან დაიხია... ირენმა მომხდური ენერგიულად გააბუნძულა გა-
რეთ... კუანა კომისარი ველოსიპედს მოახტა და სასწრაფოდ აითესა იქი-
დან! მისი წითელი ფარანი კიდევ დიდხანს ციმციმებდა ღამის წყვდიად-
ში... ჩვენც კარგა ხანს ვუცქერდით იმ უბედურის ზიგზაგს... პირდაპირ
ტარების ტრაკიც კი არ ჰქონდა იმ დამპალს...
***
კამილა, ჩვენი ერთ-ერთი საკმაოდ გონიერი და გაქექილი აღსაზ-
რდელი, სამი დღით გვიან, ლანდერზონში, ტყის გაღმა მდებარე საძა-
გელ დაბაში, მღვდლის ბაღში დააკავეს... სამზარეულოდან პარმეზანი,
კიბორჩხალები და ორი ბოთლი ქლიავის ნაყენი დაეთრია... ბავშვმა წა-
მოიღო ყველაფერი, რაც უკუღმა იდო... მაგალითად, მასიური ვერ-
ცხლისგან დამზადებული ბარძიმი! მისთვის საბედისწერო სწორედ ეს
აღმოჩნდა! საწყალს პირდაპირ დანაშაულის ადგილზე დაესხნენ თავს.
ფაქტია, რომ პატარა აღარასდროს დაგვიბრუნდება!.. ხიდზე დაეწივ-
ნენ... და ვერსალში ჩააყუდეს!
ფოსტალიონმა, იმ ჩხრიალა გველმა, შანსი არ გაუშვა ხელიდან... სა-
განგებოდ გამოგვეცხადა, ჩვენთვის ეს ამბავი რომ ეუწყებინა... აქეთკენ
საქმე არც არაფერი ჰქონია, მაგრამ სპეციალურად გადმოეხვია დამ-
პალს! ჩვენი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა... ჩვენს ეგრეთ წო-
დებულ ეკვილიბრისტიკას მაგრად დაერხა... დიდი შორსმჭვრეტელო-
ბის უნარი არ იყო საჭირო იმისათვის, რომ დროზე მოგვეტვინა, რა მო-
მავალი ელოდა ჩვენს აღსაზრდელებს... ადრე თუ გვიან ჩვენი ფალან-
სტერის ბავშვები ჩავარდებოდნენ... თან საკვების ქურდობისას... ამას
ვერაფერი უშველიდა... ვერც გაათკეცებული სიფრთხილე და ვერც მხო-
ლოდ ღამით ნადირობა...
ჭამას მართლა ვუკელით... ქამრებს მოვუჭირეთ, როგორც იტყვიან...
უფრო ყურადღებიანნი გავხდით... მენიუდან მალევე გაქრა მარგარინი
და ზეთი... სარდინიც, რომელზეც ჭკუა გვეკეტებოდა... სწორედ სარდი-
ნისა და თინუსის მარაგის ამოწურვით დაიწყო ჩვენი უბადრუკი ცხოვრე-
ბა... მალე შემწვარი კარტოფილიც სანატრელი გაგვიხდა... ვისხედით

688
დარაბებს ამოფარებულნი და ვუთვალთვალებდით სახლის მისადგო-
მებს. ვშიშობდით, მიმწუხრისას გლეხებს სადმე არ გავეგორებინეთ...
დროდადრო გამოჩნდებოდნენ ხოლმე... ველოსიპედებზე ამხედრე-
ბულნი და ხიშტებით შეიარაღებულნი ჩვენს ფანჯრებთან ჩაიქროლებ-
დნენ... არც ჩვენ გვაკლდა შეიარაღება... ძველთაძველი ორსარტყამიანი
შაშხანა... და კიდევ პისტოლეტი... ერთიც და მეორეც სახლის ყოფილმა
მეპატრონემ გვიფეშქაშა... ორივე სამზარეულოში ლურსმანზე იყო ჩა-
მოკონწიალებული...
ერთ საღამოს უსაქმოდ დარჩენილმა – გარეთ ცხვირსაც ხომ ვერ გა-
ყოფდა! – დე პერეირმა ძველი შაშხანა ჩამოხსნა... და წმენდას შეუდგა...
ბენზინით გაჟღენთილი პატრუქი ბაწრის დახმარებით ლულებში გა-
ატარ-გამოატარა... მსხლეტებსაც ბზინვა დააწყებინა... ვიგრძენი, რომ
საალყო მდგომარეობა გამოცხადდა.
***
ჩვენ მხოლოდ შვიდი აღსაზრდელიღა დაგვრჩა... ოთხი ბიჭი და სამი
გოგო... მშობლებს მივწერეთ და ვთხოვეთ, თავიანთი ნაშიერები წაეყვა-
ნათ... თან ავუხსენით, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო ექსპერიმენტი
გაანგარიშებებში დაშვებული რამდენიმე შეცდომის გამო ჩერდებოდა
და რომ ეს იყო მხოლოდ დროებითი შეფერხება...
იმ ნაბოზარმა მშობლებმა ყურიც არ შეიბერტყეს... პასუხის გაცემის
ღირსადაც არ ჩაგვთვალეს... ყოველგვარი საზრუნავისგან თავისუფალ-
ნი, ცხადია, არხეინად გრძნობდნენ თავს... ბავშვებს დავეკითხეთ, რო-
მელიმე საქველმოქმედო დაწესებულებაში გადაბარგებაზე რას ფიქ-
რობდნენ. კანტონის ცენტრში, მაგალითად, ჩვენს თავაზიან შეთავაზე-
ბაზე ნაბიჭვრებმა ცივი უარი გვტკიცეს... ისე გაკადნიერდნენ და გაან-
ჩხლდნენ, რომ რაღაც მომენტში შემეშინდა, სისხლი არ დაიღვაროს-
მეთქი... არაფრის მოსმენა არ ისურვეს... ჩვენც დავუთმეთ, ცხადია!..
სხვა გამოსავალი არც გვქონდა! ამ ცინგლიანებს აქამდე იმდენი თავი-
სუფლება და დამოუკიდებლობა ვუბოძეთ, რომ ახლა უკვე შეუძლებელი
იყო მათი თავგასულობის
რამენაირ ჩარჩოებში მოქცევა. ლობიო! ლოკოკინები! სულ ბანჯოზე
ეკიდათ, რას ჩაიცვამდნენ ან რას შეჭამდნენ! მთავარი იყო, მათთვის ხე-

689
ლი არ გვეხლო და თავიანთ ნებაზე მიგვეშვა! არც უცდიათ, ჩვენთვის გა-
ეგოთ! ან გარემოებებს ჩასწვდომოდნენ... სულ ტყუილად ვუხსნიდით,
რომ ცხოვრება ასეა მოწყობილი... რომ თითოეულ ჩვენგანს საკუთარი
ვალდებულებანი აკისრია... რომ პატიოსანი ადამიანები კანონებს იცა-
ვენ... და რომ სხვისი ქონების დატაცება და სხვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა
შეუმჩნეველი არასდროს დარჩებოდა... და რომ ხელმრუდობა ერთ დღე-
საც შეიძლება ძალიან, ძალიან ცუდად დამთავრებულიყო... ამ ჩვენი
ბოდვისა და წიწინის მოსმენაც არ უნდოდათ! ჩვენ მათ თვალში უსაზიზ-
ღრესი ადამიანები ვიყავით... გულისამრევი ტარაკნები, რომლებიც ფე-
ხით უნდა გაესრისათ! მოკლედ, შეგონებებზე მწყრალად იყვნენ! რჩევე-
ბის გაგონება, მათი დაყრუება ერთი იყო! ჩვენ ვქმნიდით გადაღრძუე-
ბულ ბეხრეკთა ახალ რასას!.. დუდულმა, ჯგუფში ყველაზე უმცროსმა,
ისევ განაახლა კვერცხებზე ლაშქრობა... რაიმონდი ჯერჯერობით კი იყო
თავისთვის მშვიდად... დამფრთხალს ძველი საქმიანობის გახსენება
ვერ გაებედა... ამავდროულად ძალიან გაიზარდა, ჭკუაც მოემატა... ცინ-
გლიან დუდულს გამოსწორებისა არაფერი ეტყობოდა... ნამდვილ ეშმა-
კის მოციქულად, „მედუზას ბორნად“ გარდაიქმნა... სანამ გარეთ დაძ-
რწოდა, ვნერვიულობდით... ვლოცულობდით... ღმერთს ვევედრებო-
დით, რომ შინ ჯანმრთელი, უვნებელი და... ნადავლით დატვირთული
დაბრუნებულიყო... ერთხელ მტრედი მოიტანა, რომელსაც იმწუთასვე
ვეძგერეთ და გამოუშიგნავი და გაუპუტავი გადავსანსლეთ... მონსტრმა
დუდულმა სოფელი მწევარზე უკეთ იცოდა! მას ორი მეტრის მანძილზეც
ვერავინ ამჩნევდა... უჩინმაჩინის ქუდი ეხურა... საათობით იჯდა ხოლმე
სამალავში გასუსული... სანამ ყველა დედალს ბოლომდე კვერცხებს არ
გამოაცლიდა... არც ბაწარს იყენებდა და არც თოკს... მხოლოდ ორი თი-
თით მუშაობდა! ჰოპ! ჰოპ! ჩემთვის არაერთხელ უჩვენებია თავისი ნიუ-
ანსებამდე დახვეწილი ტრიუკი! ეს იყო ოსტატობის მიუწვდომელი დო-
ნე!.. „მოიხედე აქეთ, ახლა მე შენ ისე ამოგაცლი მონეტას, ვერც კი მიხ-
ვდები!“ მართლა ასე იყო, ისე გაგფცქვნიდა, გონზეც ვერ მოხვიდოდი!
***
ერთი კვირის განმავლობაში ორი ფანჯარა ჩაგვიმსხვრიეს... გაბო-
როტებული გლეხები ჩვენი ფანჯრების წინ საგანგებოდ ქარბობალასა-

690
ვით ჩაიქროლებდნენ ხოლმე... ქვების სროლა არ წყდებოდა... გვით-
ვალთვალებდნენ... გვისაფრდებოდნენ... რაღაც მომენტში ქრებოდ-
ნენ... მერე ისევ გამოჩნდებოდნენ... ვერა და ვერ დაიცალნენ ბოღმისა
და ღვარძლისგან... ეს იყო გაუსაძლისი... მიუხედავად ყველაფრისა, სიმ-
შვიდის შენარჩუნებას ვცდილობდით... მათ უგვანო საქციელზე არ ვრე-
აგირებდით! არადა, საჭირო იყო!.. ამ საზიზღარი პროვოკაციებისთვის
ბოლომდე უნდა გაგვეთხარა მათთვის ტრაკში... აი, მაშინ ნამდვილად
დაწყნარდებოდნენ! ჩვენი აღსაზრდელები გარეთ ცხვირის გაყოფასაც
ერიდებოდნენ... ერთი ან ორი საათით თუ გაძვრებოდნენ გამთენი-
ისას... სანამ ინათებდა ან სისხამ დილით, რათა ცოტა სინათლე დაენა-
ხათ... გლეხებმა ყველა შემოღობილში ძაღლები გაიჩინეს... ყველა ეს
სისხლისმწოველი, ცოფიანი ურჩხული ღამე აშვებული ჰყავდათ!..
ყველაფერთან ერთად, ჩვენი ჩექმები ვეღარ უძლებდნენ ქვაღორღი-
ან ბილიკებზე ფორთხიალს... ეს იყო ნამდვილი წამება!.. გამოცდილ და
ნავარჯიშევ მცირეწლოვან აღსაზრდელებსაც დაჭრილ-დაჩეხილი ფე-
ხებიდან გამუდმებით სისხლი სდიოდათ... დილით ადრე, მათი ძონძე-
ბი, განსაკუთრებით ნოემბრის წვიმიან ამინდში, საფენებს ემსგავსებო-
და! ისინი ხშირად ცივდებოდნენ და გაუთავებლად ახველებდნენ... ეს
პატარა მონსტრები, მიუხედავად მათი ფიზიკური ამტანობისა, სულაც
არ იყვნენ ბრონქიტისგან დაცულნი! გადახნულ მინდორში სიარულისას
ლამის დუნდულებამდე ეფლობოდნენ... როცა მშრალი სიცივეები და-
იჭირა, საერთოდ შეერყათ ჯანმრთელობა... ახალი ჩექმების გარეშე
ისინი დიდხანს ვერ გაძლებდნენ... უბრალოდ, ფეხები მოეყინებოდათ
და საშინელების მომსწრენი გავხდებოდით! ჩვენი პლატო კი ძალიან ქა-
რიანი იყო... გაუთავებლად უბერავდა... ხშირი იყო ძლიერი ქარბუქე-
ბიც... ჩრდილოეთის მხრიდან მათგან საერთოდ დაუცველები ვიყავით...
საღამოს გვარიანად ვთბებოდით, მაგრამ სამაგიეროდ სუნთქვა ხდებო-
და შეუძლებელი... ისე ივსებოდა ოთახი კვამლით... გამწოვი სარქველი
იყო გაუმართავი... ნედლ შეშასაც ცეცხლი ცუდად ეკიდებოდა... ნახში-
რის მარაგი კი რამდენიმე კვირის წინ ამოგვეწურა... კვამლი იყო გაუსაძ-
ლისი... ამიტომაც ყველაფერს ვაქრობდით! მუგუზალზე წყალს ვასხამ-
დით... გვეშინოდა, რომ ღამე ისევ არ აალებულიყო...

691
საკმაოდ ხშირად კურტიალი შუაღამისას ისევ დგებოდა... იმ უბე-
დურს რული არ ეკარებოდა... ფარნით ხელში თავლისკენ მიემართებო-
და, რათა თავისი სისტემა შეემოწმებინა... რამდენიმე წუთით ჩართავდა
ხოლმე... ცოტა ხანში ცოლიც წამოხტებოდა ჩალის ქვეშაგებიდან და
ქმრის მარშრუტს მიჰყვებოდა... მესმოდა, როგორ თათხავდნენ ერთმა-
ნეთს ეზოს სიღრმეში...
ამის შემდეგ ქალბატონი ნელ-ნელა შინ ბრუნდებოდა... და მე მაღ-
ვიძებდა... უნდოდა, კარტოფილი ეჩვენებინა... ო, ღმერთო ჩემო! ჩვენი
ნაამაგარი სულაც არ ახარებდა თვალს! განსაკუთრებით ის ბოლქვები,
რომელიც „ტალღებში“ იზრდებოდა... დამპალი და გულისამრევი! მა-
გის დედაც! ქალბატონი მომიწოდებდა, მოწმედ დავდგომოდი... ძნე-
ლად დაუჯერებელი ის იყო, რომ ასე ნალოლიავები კარტოფილი გაბა-
რიტებში საერთოდ არ მატულობდა... ეს იყო აშკარა!.. ვერ გავბედე თავი
გამომედო და საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებანი მეფრქვია... მაგ-
რამ მთლად უთქმელობაც არ ივარგებდა ... გამოხრული... დაღვრანჭუ-
ლი, გაქვავებული... დაკოჟრილი... ბინძური... ტალახიანი... ლაყე... წამ-
ხდარი... და ყველა სიკეთესთან ერთად, დამპალი და ჭიებით გაძეძგი-
ლი! აი, როგორი კარტოფილი მოიწია კურტიალმა! მისი ჭამა შეუძლებე-
ლი იყო! ვერც წვნიანში ჩაყრიდი... არადა, ჭამაში სულაც არ ვიყავით წუ-
ნიები!.. ქალბატონი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ჩვენი სასოფ-
ლო-სამეურნეო წამოწყება ჩაიფუშა...
– და ვაჟბატონი აპირებს, რომ ეს საგანძური ცენტრალურ ბაზარზე
გაიტანოს? ჰმ! თუ იცის ნეტავ, ვის უნდა მიასაღოს? არა, ეს უკვე მეტის-
მეტია! ნუთუ მოიძებნება მუშტარი, რომელიც ამ ნაგავს შეიძენს? მაჩვე-
ნოს ასეთი კრეტინი და მე თვითონ გავუგზავნი ერთ კალათას! ო! ახლა-
ვე მინდა მსგავსი ხეპრეს სიფათს შევავლო თვალი! აჰ! ამის მყიდველი
მხოლოდ ბრმა თუ შეიძლება იყოს! არა, წარმოგიდგენია, ფერდინანდ,
მაინტერესებს, ვინ ვგონივარ იმ თახსირს?..
რაც მართალია, მართალია! ასეთი ძალისხმევითა და ოფლის-
ღვრით გამოყვანილი ბოლქვები იყო სრული უგვანობა! არადა, როგორ
ვცდილობდით... მე პირადად წელებზე ვიდგამდი ფეხს... დღე და ღამე
ვეფერებოდი და ველოლიავებოდი... კარტოფილი მთელ ნაკვეთზე უც-

692
ნაურად დალბა... სისველისგან ობით დაიფარა... მერე ჭიები შეესია...
ორმოცფეხა მატლები... ყარდა იქაურობა... მე გულ-ღვიძლი ამომდი-
ოდა... მიუხედავად სიცივისა... რაც თავისთავად უჩვეულო ჩანდა... ეს
იყო უცნაური ფენომენი! სრულიად გაუგებარი და აუხსნელი! ეს სუნი ბო-
ლოს მოგვიღებდა... მაკანკალებდა... სიცხე მიწევდა... მყრალი კარტო-
ფილი! ვინმეს თუ გაგიათ მსგავსი საოცრება? ეჭვი მეპარება! ეს იყო ბედ-
იღბლის ვერაგული დარტყმა!
– შშშ! შშშ! – ვუთხარი ქალბატონს, – ბავშვებს გააღვიძებთ!
ირენმა ისევ საექსპერიმენტო ნაკვეთს მიაშურა... ფარნითა და ნიჩ-
ბით აღჭურვილმა... ციოდა... მინუს რვა! შეიძლება მინუს ათიც! ქალბა-
ტონი ყველაზე ჭიან ბოლქვებს ეძებდა... ამოძირკვა რამდენიც შეეძ-
ლო... გამთენიამდე არ გაჩერებულა...
***
მატლების მსგავს შემოსევას დიდხანს ვერ დავმალავდით... მინდო-
რი ფუთფუთებდა... ახლა ამ საძაგლობით ზედაპირიც დაიფარა... სიმ-
ყრალეს არაფერი ეშველა... მთელი შემოგარენი აქოთდა... რა არ ვცა-
დეთ – შეფურჩქნა... ამოძირკვა... გამარგვლა... სრულიად უშედეგოდ!
სუნმა ათმაგად იფეთქა! ბოლოს და ბოლოს ჩვენი უბედურების ამბავი
მთელ მხარეს მოედო... ხეპრეების მთელი დელეგაცია გვეწვია... ამოთ-
ხარეს ჩვენი კარტოფილი და ნიმუშები მერიაში გააქანეს... თან ჟანდარ-
მების მიერ შედგენილი ჩვენი უცნაური ქმედებების ამსახველი პატაკი
დაურთეს. ჭიებით ყველაზე მეტად გაძეძგილი ბოლქვები პარიზში,
ერთ-ერთი მუზეუმის დირექტორს გადაუგზავნეს... მოვლენა მასშტაბუ-
რი ხდებოდა! ჩვენზე გაუგონარი ჭორები ვრცელდებოდა... ბრალად სა-
სოფლო-სამეურნეო ჭირის ავტორობა და გავრცელება გვედებოდა... მე-
ბოსტნეობაში დაწყებული საყოველთაო უბედურების თავი და თავი
ჩვენ აღმოვჩნდით...
ინტენსიური ტალღების ზემოქმედებით, მავნე „ინდუქციებით“,
უზარმაზარი ტერიტორიების თითბრის მავთულებით დაქსაქსვით ჩვენ
ნიადაგი დავაზიანეთ... გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ მას... გამო-
ვიძახეთ ჭიების სული!.. და ეს ყველაფერი, აი, ამ სრულიად უწყინარ და
უცოდველ მიწაზე! ბლემ-ლე-პეტიში ჩვენ ჭიების სრულიად ახალი სა-

693
ხეობა გამოვიყვანეთ... ბოროტი და გარყვნილი არსებების, რომლებიც
ნებისმიერ ნერგს, მცენარესა თუ ფესვს მუსრს ავლებდნენ... არც ხეებს
ინდობდნენ! იერიში მიჰქონდათ ნათესებზეც და საცხოვრებელ სახ-
ლებზეც! მათ მოშალეს კვლების სტრუქტურა! მოწამლეს რძე და რძის
პროდუქტები! აცამტვერებენ და ავერანებენ ყველაფერს... შეიწოვენ...
და შლიან ნებისმიერ სუბსტანციას... გუთნების სახნისებიც კი არ დატო-
ვეს მთელი... ყლაპავენ და თვალის დახამხამებაში ინელებენ ქვებს...
კაჟს ისე გეახლებიან, გეგონება, ლობიოაო! მათ ნაკვალევზე არაფერი
ხარობს! როგორც
ზედაპირზე, ასევე სიღრმეში! იქნება ეს კარტოფილი თუ გვამი, გარ-
ჩევა არა აქვთ! ნთქავენ აბსოლუტურად ყველაფერს! და რაც მთავარია,
სუსხიან ზამთარშიც კი არხეინად გრძნობენ თავს! სიცივე მათ მხოლოდ
ძალას ჰმატებს! აქვთ განაყოფიერების დაუჯერებელი უნარი... მრავ-
ლდებიან... მთაშიც და ბარშიც... ელექტრონული სიჩქარით... ჩვენი და-
ნადგარის ზემოქმედების წყალობით უახლოეს მომავალში ბლემის გარ-
შემო ყველაფერი უზარმაზარ აქოთებულ ჭაობად გადაიქცევა... მყრალ
ქაქად! ჭიების კლოაკად! მოფუთფუთე მუხლუხოების ოკეანედ! მერე კი
დადგება პერსანის რიგიც!.. ოდნავ მოგვიანებით კი-სალიგონის!.. ასეთი
გახლდათ პერსპექტივები! ვერ განჭვრეტდი, როდის და რით დამთავ-
რდებოდა ეს მეორედ მოსვლა!.. მოგვეცემოდა კი ოდესმე საშუალება,
ჩვენკენ დაძრული კატასტროფა შეგვეჩერებინა? ჯერ ანალიზის შედე-
გებს უნდა დავლოდებოდით... ეს შეიძლებოდა საფრანგეთის ყველა
ფესვს შესეოდა და ყველა სოფელი გადაეჭამა და მხოლოდ ქვები და-
ეტოვებინა... ჩვენს ჭიებს თავისუფლად შეეძლოთ, მთელი ევროპის მი-
წები სოფლის მეურნეობისთვის სრულიად გამოუსადეგარი გაეხადათ...
უნაყოფო უდაბნოდ გადაექციათ... ბლემ-ლე-პეტიში მომხდარზე კიდევ
დიდხანს ილაპარაკებდნენ... საუკუნეების განმავლობაში... ისე, ბიბლი-
ურ საშინელებებზე ხომ დღემდე ჰყვებიან?!
ამ ყველაფერს სრულიად სერიოზულად ბჭობდნენ და არჩევდნენ...
კურტიალმა კი შანსი არ გაუშვა ხელიდან, რათა ყველაფერი ფოსტა-
ლიონისთვის ჩაეყაჭა... ეზების ბოლო შემოვლისას იპოვა, რა მოეყოლა
უველოსიპედოდ დარჩენილი და ღვარძლით აღვსილი ენაჭარტალას-

694
თვის... „თავს დავდებ მოსაჭრელად, ეს ყველაფერი სავსებით შესაძლე-
ბელი თუ არ იყოს!“ – უპასუხა მან... სხვა არაფერი დაუმატებია... თემა
დახურულად გამოცხადდა... ეს კიბორჩხალა სულ უფრო და უფრო გულ-
ღრძო და საზიზღარი ხდებოდა... სასმელი გაგვითავდა... და ვერაფერი
შევთავაზეთ... ნაბოზარი სიძულვილისგან კანკალებდა... ეს გასაგები-
ცაა... წარმოიდგინეთ, 14 კილომეტრი გამოიარო და ბოლოს წვეთი ალ-
კოჰოლი ვერ დააყოლო... არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ ნაბოზარმა
გაგვთვალა... პერსანის გზაზე დღეში სამჯერ მაინც უწევდა წოწიალი...
მხოლოდ ჩვენი ფოსტის გულისთვის! ეს ნამდვილად არ იყო ჩვენი ბრა-
ლი... ჩვენ ყველა კუთხე-კუნჭულიდან გვწერდნენ და რა გვექნა?!
ჩვენი კორესპონდენციის მასშტაბები ათჯერ გაიზარდა!.. ადამია-
ნებს უნდოდათ, ჩვენზე ყველაფერი დაწვრილებით სცოდნოდათ... პი-
რადად გამოვეკითხეთ!.. არც ანონიმური წერილების ნაკადი წყდებო-
და... ნაგავსა და ლაფში გვათრევდნენ... გვასამარებდნენ...
– არა უშავს! შეეშვი! ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! მათი გონება ვერ ის-
ვენებს... დრტვინავს! შეხედე, შეხედე ყველა ამ ლამაზ უსტარს! მათში
ბევრად მეტი ჭიაა, ვიდრე მთელ ჩვენს პლანეტაზე! შენ კიდევ კარგად
იცი, რამდენად შთამბეჭდავია მათი რაოდენობა! გინდა, რაღაც გით-
ხრა? ჰა? გეტყვი... ამ ყველაფრის ატანა გვმართებს!..
***
ჩვენ მაინც დავუშვით, რომ თუ მათ რუდუნებით გავასუფთავებდით...
ნელ ცეცხლზე მოვხარშავდით... ცხიმში ამომავლებდით... ასე ვთქვათ,
გავაკეთილშობილებდით ნელ-ნელა... საზრიანი ხერხებით... შესაძ-
ლოა, მიუხედავად ყველაფრისა, მიგვეღწია იმისთვის, რომ ჩვენი კარ-
ტოფილი შეგვეჭამა... ყველაფერი ფუჭი გამოდგა... პროდუქტი ქვაბის
ფსკერზე ჟელატინს ემსგავსებოდა... რომელიც ერთ ან საათნახევარში
უზარმაზარ ჭიაყელად გარდაიქმნებოდა... მყრალ სუნს მაინც არაფერი
ეშველა... კურტიალი ხანგრძლივად ყნოსავდა ჩვენი მზარეულობის შე-
დეგს...
– ეს ალუმინის რკინიანი ჰიდრატია! კარგად დაიმახსოვრე ეს სიტყვა,
ფერდინანდ! კიდევ ერთხელ გიმეორებ... კარგად დაიმახსოვრე! ხომ ხე-
დავ მეკონიუმის ამ ნაირსახეობას? ჩვენი ნაკვეთები ამ სუბსტანციითა

695
გაძეძგილი... ანალიზიც კი არ მჭირდება... გოგირდის სინგური... ჩვენი
მთავარი დაბრკოლება... სხვანაირად ვერც იტყვი... შეხედე ამ ყვითელ
ქერქს... ამაში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი... ეს კარტოფილი!..
მოიცა! ახლავე აგიხსნი... ეს კარტოფილი შეიძლება გადასარევ სასუქად
გამოდგეს! თუ ცოტა კალიუმიც დაემატება, ამის მჯობნს ვერაფერს იშო-
ვი! და კალიუმსაც ხომ ხედავ? ჩვენ ახლა მხოლოდ კალიუმი თუ გვიხ-
სნის... რა თქმა უნდა, კალიუმი! სხვა არაფერი! შეერთების სწრაფი უნა-
რი ახასიათებს! მთლიანად ავსებს ბოლქვებს! შეხედე, როგორ ციმციმე-
ბენ ისინი! არჩევ ბრჭყვიალა ქიცვებს? ყოველი ძირის გარსს? ამ პაწაწი-
ნა კრისტალებს? მომწვანოებს? იისფრებს?.. ხედავთ თუ არა ? ნათლად
ხედავ? ეს, ჩემო ძვირფასო ფერდინანდ, ჰიდროლიზის ტრანსფერია!
მისი გადაადგილებები! აბა, რა! ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს! ჩვენი კვლე-
ვების შედეგი! დიახ, ჩემო ბიჭუნავ! ტელურული ხელწერა! უკეთ ვერც
იტყვი! გაახილე თვალები! ყურადღებით უცქირე! გაათკეცებული ყუ-
რადღებით! მეტი არც არაფერია საჭირო! სხვა მტკიცებულებანი არ არის
საჭირო! მტკიცებულებანი? აი, ისინი, ფერდინანდ! მხოლოდ შეხედე!
საუკეთესოა! ახდა ჩემი წინასწარმეტყველება! ეს ის ნაკადია, რომელსაც
ვერაფერი შეაჩერებს! ეს გამოსხივება გაიფანტება! არც გარდატეხის უნ-
და გვეშინოდეს... ყველაფერი დღესავით ნათელია... ვუშვებ, რომ ალუ-
მინის შემცველობა ნორმაზე მაღალია... კიდევ ერთი დაბრკოლება...
მაგრამ საგანგაშო არაფერია! ეს დროებითი მოვლენაა და მალევე ჩაივ-
ლის! მთავარი პრობლემა ტემპერატურაა! ალუმინისთვის ოპტიმალუ-
რი 12,5 გრადუსია... აჰ! ოოო! დაიმახსოვრე, ნული! ხუთი! ეს ჩვენთვის
მნიშვნელოვანია! გესმის თუ არა ჩემი?..
***
კიდევ ორმა კვირამ ჩაიარა... დღიური ულუფა ისე შევამცირეთ, რომ
დღეში მხოლოდ ერთხელ თუ მოვიხარშავდით ცხიმიან წვნიანს... გარეთ
გასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო... თან საშინლად წვიმიანი ამინდე-
ბი დაიჭირა... ხეები თქეშისგან წელში იკაკვებოდნენ... სოფელი თით-
ქოს ჩაკვდა... ზამთარმა ყველაფერ ცოცხალს მუსრი გაავლო... მიწასთან
გაასწორა... ქარი უცნაურ ფანტომებს მოერეკებოდა... როგორც კი თეფ-
შებს მოვასუფთავებდით, ჩალის ზვინში შევრგავდით ხოლმე თავს, რა-

696
თა სხეულის სითბო შეგვენარჩუნებინა... ვიწექით ასე გაშოტილები...
აღარ ვინძრეოდით... მთელი დღის განმავლობაში... ერთმანეთს მიტ-
მასნულნი... გასუსულნი... სრულ სიჩუმეში... მსგავს მდგომარეობაში
ცეცხლიც უძლურია...
ვეღარ გათბობს... საშინლად გვახველებდა... ჩამოვდნით და ჩამოვ-
ხმით... ძვალზე გადაკრულ ტყავს დავემსგავსეთ... ძალ-ღონე გამოგვე-
ლია... უჩვეულო სისუსტე დაგვერია... განძრევის თავიც აღარ გვქონდა...
ვეღარ ვღეჭავდით... რამის კეთების სურვილი საერთოდ გაგვიქრა... შიმ-
შილი სახუმარო ამბავი სულაც არ ყოფილა... ფოსტალიონიც უგზოუკ-
ვლოდ გაქრა... საერთოდ აღარ გამოუვლია ჩვენთან... ჩემი ვარაუდით,
მავანის ბრძანებებს დაემორჩილა... ალბათ, ნაკლებად დავითრგუნებო-
დით... ცოტა კარაქი რომ დაგვრჩენოდა... ან თუნდაც მარგარინი... ზამ-
თარში ეს უბრალოდ აუცილებელია! კურტიალს ამ დროს უცნაური უქეი-
ფობა დასჩემდა... სიცივე სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა... კბი-
ლის გამოსაკრავი თითქმის აღარაფერი დაგვრჩა... ლუკმა-პური სანატ-
რელი გაგვიხდა... რაღაც ენტერიტის მსგავსი შეეყარა, რომელმაც დრო-
თა განმავლობაში სერიოზული ფორმა შეიძინა... საშინელი მუცლის
ტკივილებისგან იტანჯებოდა... თივაში იკლაკნებოდა... მაგრამ არა მგო-
ნია, ამის მიზეზი საკვები ყოფილიყო... კურტიალი ბევრს ბჭობდა მსუქა-
ნასთან ოყნის აუცილებლობაზე... ნამდვილად საჭირო იყო თუ არა კუ-
ჭის გამორეცხვა?..
– მუცელი ცარიელი გაქვს?.. – ამბობდა ცოლი, – ოყნის გაკეთება სა-
ჭიროა ვითომ? მუცლის გვრემა უმიზეზოდ არ იწყება!..
– კეთილი, დაგიჯერებ! მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჭრა აუცი-
ლებლად გამივლის! ო, ღმერთო! არადა, მთელი ღამე მჩხვლეტდა! ეს
იყო მშრალი გვრემა... ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ვიღაცამ ნაწლა-
ვები გადამინასკვა... შენ რას ფიქრობ?
– სიცივის გამო გემართება ასე, იდიოტო! სხვა რა უნდა იყოს!
– სიცივე არაფერ შუაშია!
– აბა, შიმშილი?
– სულაც არ ვარ მშიერი! უფრო გულისრევის შეგრძნება მაწუხებს!
– შენ თვითონ ვერ გაგირკვევია, რა გინდა!..

697
კურტიალმა პასუხი არ გასცა და თავი თივაში შეჩურთა... აღარ სურ-
და ირენთან საუბრის გაგრძელება...
კურტიალი იძულებული გახდა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები-
სათვის თავი მიენებებინა... თავლაში წვეთი ბენზინი აღარ დარჩა, რათა
სისტემა აემოძრავებინა...
კიდევ ორი კვირა მიიწურა... მოლოდინსა და ღონემიხდილობაში...
ფარდებში გახვეული სქელტრაკა
კუთხეში იყო მიგდებული... ციებ-ცხელებისგან აკანკალებდა... თავს
ვეღარ იკავებდა და კბილს კბილზე ისე აცემინებდა, სულ ჭახა-ჭუხი გა-
უდიოდა... სხვენზე აძვრა და იქიდან კიდევ რამდენიმე ტომარა ჩამოათ-
რია... თავისთვის და ბიჭებისთვის კამიზოლისა და შოტლანდიური სქე-
ლი კილტის მსგავსი სამოსელი მოიფიქრა... საცვლებს ქვეშ ყველას სე-
ლის ანაჩეჩი ჩაუტენა... ქალბატონი ზულუსს დაემსგავსა! ბევრი იხალი-
სა საკუთარ აღკაზმულობაზე... სიცივე ხუმრობისთვის განაწყობს ადამი-
ანს! ეს ნამდვილად ასეა! გასათბობად მასიური მაგიდის გარშემო ერ-
თიც დაუარა... აბაკუნა ფეხები... ურტყა ერთმანეთს ქუსლები... იხტუნა-
ვა... მისი შემყურე, მგონი, ლაწირაკებიც გვარიანად შეთვრნენ... მერე წა-
მოიშალნენ და ქალბატონთან ერთად ფარანდოლას მიმსგავსებული
ცეცხლოვანი ცეკვა შეასრულეს! ირენი წინ გაიჭრა... ბავშვები უკან მის-
დევდნენ და კაბის ნაკეცებს ებღაუჭებოდნენ... ცოტა ხანში ქალბატონი
ამღერდა...
ეცეკვება ყმაწვილებს მეწისქვილის გოგო!
შემოხსნია საწვივე, საწვივე...
ასეთ გუნებაზე ქალბატონ კურტიალს იშვიათად ნახავდით... ამღე-
რებულსა და აცუნდრუკებულს... ცხადია, გარემოებამაც შეუწყო ხელი...
მოსაწევი აღარაფერი დარჩა... ქმარმა ჩამოართვა თუთუნის მთელი მა-
რაგი... ცოტა კი იწუწუნა და იწკმუტუნა... ჩიბუხი მოენატრა... ბიჭები ეძ-
გერნენ და ძონძები შემოახიეს... მერე ხელი ჰკრეს და თივაში გადააყი-
რავეს!..
– ჯანდაბას თქვენი თავი! მომცილდით აქედან! ნაბიჭვრებო! თქვე
ეშმაკის კერძებო! ხულიგნებო! ქურდებო! მაწანწალებო! ცინგლიანებო!

698
– ყვიროდა ქალბატონი დე პერეირი... მაგრამ მისი ღრიალი პატარა მონ-
სტრებს კიდევ უფრო აღაგზნებდა...
– კურტიალ, გესმის ჩემი?
კურტიალს არაფერი ესმოდა... სოროში თავჩარგული თავისთვის
ბუზღუნებდა... კვნესოდა და ილანძღებოდა... მუცლის ტკივილებს
უჩიოდა... ბავშვებმა მისთვისაც მოიცალეს... ზედ ახტებოდნენ... ოთხი
ბიჭი და სამი გოგო... კურტიალს კრინტი არ დაუძრავს...
ცოტა მოგვიანებით ყველა ერთდროულად ავნერვიულდით... სად
გაქრა დუდული? უკვე ორი საათი გავიდა, რაც წავიდა... ცხადია, საკუთა-
რი საქმეების მოსაგვარებლად... მღელვარება ყოველწუთიერად მატუ-
ლობდა... მართლა ძალიან ვღელავდით! დუდულმა მხოლოდ შუაღამი-
სას მოაგნო სახლს! თან ისეთმა დატვირთულმა... მთელი 12 კილომეტ-
რი!.. პერსანის ვაგზლამდე გულამოვარდნილს ერბინა... სატვირთო პე-
რონზე, შეიძლება ითქვას, ქერის ორმოში ჩავარდნილიყო... საბაყლოს
საქონლით გაძეძგილი ტომარა! კარაქის უზარმაზარი ბელტი მოათრია!
ასევე სოსისის ორი აცმა!.. სამი კალათა კვერცხი... ღორის ძეხვები...
მურაბები, „ფუაგრა“ და ურიკა... ეს ყველაფერი შემნახველი საკნის
წინ გაატანა ხელს, როცა თანამშრომლები საათის ისრების გადასაწე-
ვად და გასათბობად იქაურობას მცირე ხნით გაეცალნენ... დუდულს
სულ რაღაც ორი წუთი დასჭირდა ოპერაციის წარმატებით ჩასატარებ-
ლად. პური მოვისაკლისეთ მხოლოდ... მაგრამ ამას ჩვენთვის გრანდიო-
ზული ნადიმის მოწყობაში ხელი არ შეუშლია! წამში გავაჩაღეთ ცეც-
ხლი! მთელი ხე შევუკეთეთ!..
ხმაურზე ძილბურანში მყოფმა პერეირმა თვალები ჭყიტა... ადგა, რა-
თა ეჭამა... ისეთი სისწრაფით ნთქავდა, კინაღამ სუნთქვა შეეკრა... მუცე-
ლი ორივე ხელით ეჭირა და დროდადრო ჭყვიტინებდა... ო, ღმერთო ჩე-
მო! ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს შესაძლებელია?! არც მსუქანას დაუდია დი-
დი თავპატიჟი! რამდენიმე წუთში ისე ამოიყორა მუცელი, რომ არ წამო-
წოლილიყო, ალბათ უბედურება დატრიალდებოდა... იატაკზეც კი იგო-
რავა... მუცლიდან ზურგზე ტრიალდებოდა... ცხადია, ნელა... „ო, კეთი-
ლო ღმერთო! ო, მაღალო ღმერთო! დიდება შენდა! კურტიალ! დაე, შენი
წყალობა ნურასდროს მოგვაკლდეს! ღმერთო, წარმოუდგენლად მში-

699
ოდა!“ ბავშვებსაც ღორმუცელობისგან კინაღამ თავისი დაემართათ...
ეზოში გარბოდნენ და არწყევდნენ... შინ მობრუნებულები ისევ მსხვილ-
მსხვილ ნაჭრებს ეპოტინებოდნენ... დუდულის ძაღლიც ისე გაიბერა,
რომ განწირულივით ყმუოდა... „ო, ჩემო საყვარელო ბავშვებო! ჩემო
ძვირფასებო! ო, ღმერთო! ო, ღმერთო!“ – იმეორებდა გამუდმებით პე-
რეირი. უსაზღვროდ ბედნიერი ჩანდა... „ო, ღმერთო! როგორც იქნა!
გვეშველა! განა შეიძლება ამას რამე შეედაროს?! ბრწყინვალეა! შესა-
ნიშნავია!“ – ჩაიხვია დე პერეირმა... სხვას ვერაფერს წარმოთქვამდა...
წარმოუდგენელი სასწაულისგან კიდევ ვერ მოსულიერებულიყო.
***
დილის ხუთი საათი იქნებოდა... ჯერ კიდევ ბნელოდა... კურტიალის
ფაფხური ჩამესმა თივაში... წამოდგა... დრო ბუხრის მდგომარეობის მი-
ხედვით გამოვითვალე... ცეცხლი თითქმის ჩამქრალიყო... ჩემთვის გა-
ვიფიქრე: „ასეც ვიცოდი... ვეღარ მოითმინა... სიცივემ წამოაგდო... ახლა
წავა და ყავას მოიდუღებს! სულ გააფრინა ამ კაცმა! ჯერ რა დროის ყა-
ვაა!“ ჩემი ვარაუდი გამართლდა. კურტიალი სამზარეულოსკენ დაიძ-
რა... ეს ბუნებრივიც იყო... ფინჯნების რახუნი ჩამესმა... მეც მომინდა ად-
გომა... სიამოვნებით გეახლებოდით ცხელ, ქაფქაფა ყავას კურტიალთან
ერთად... მაგრამ ჩემს ბუნაგსა და კარს შორის ბავშვები ხვრინავდნენ...
ერთმანეთში გადახლართულებს ტკბილად ეძინათ... შემეშინდა, რომ
რომელიმეს დავაბიჯებდი... ბუნაგში დავრჩი... მაინცდამაინც არ მცი-
ოდა... იმიტომ, რომ კედელი მიცავდა... ბებერს უფრო უბერავდა, ვიდრე
მე... უბრალოდ გავითოშე... სხვა არაფერი მაწუხებდა! მოთმინებით ვე-
ლოდი, სანამ ყავადნით უკან მობრუნდებოდა... გამოლაპარაკებას ვაპი-
რებდი... მაგრამ როგორც ჩანს, ლოგინში ჩაწოლა სულაც არ ეჩქარებო-
და... უაზროდ დაბორიალებდა... კარადებში იქექებოდა... ჭურჭლის
წკრიალზე მივხვდი... მოგვიანებით ეზოში გამავალი კარიც გაიღო. „ახ-
ლა წავა და სადმე კუთხეში მოშარდავს?“ ველოდი, სანამ მობრუნდებო-
და... რაღაც აზრმა გამიელვა თავში... მივხვდი, რასაც აპირებდა... ადგო-
მასაც კი დავაპირე... მაგრამ რული მომერია... და გავითიშე...
***

700
კოშმარი დამესიზმრა... სადღაც ჯურღმულებში მსუქანას ვებრძო-
დი... თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი... ვცდილობდი, თავი და-
მეხსნა... გავქცეულიყავი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა... ისე იყო ჩაბ-
ღაუჭებული, ვერ ვიცილებდი... საშინელი ხმაური იდგა!.. გუგუნებდნენ
დაფდაფები! მისი კითხვებისგან თავი მისკდებოდა... მინდოდა, გავ-
ქცეულიყავი... საძინებელ ოთახში დავმალულიყავი... თავზე თივა დამე-
ყარა... მაგრამ ეს გათახსირებული დედაკაცი წყალწაღებულივით იყო
ჩაფრენილი... სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ყვიროდა... ყურებზე მე-
ქაჩებოდა... სულაც არ აპირებდა ჩემს ხელიდან გაშვებას. „სად არის ჩე-
მი კურტიალი?“ ამ ფრაზას უკანასკნელ ხმაზე ყველა ტონალობაში გაჰ-
ყვიროდა... სამზარეულოდან ახალი მობრუნებული ჩანდა, მაგრამ ფინ-
ჯანში წვეთი ყავა არ დარჩენოდა... ყველაფერი გადააქოთა... ჭურჭელს
ჭახანი გაუდიოდა... ყველაფერი ცარიელი აღმოჩნდა! იმ ავაზაკს ყველა-
ფერი გამოეწრუპა! ყველა ფინჯანი დაეცარიელებინა... ყველა მადუღა-
რა... სანამ წავიდოდა... „ჩემთვის არაფერი დაუბარებია?“ სქელტრაკას
უნდოდა ყველაფერი სცოდნოდა...
– არა, კრინტი არ დაუძრავს!
– საითკენ წავიდა? ეზოში ხომ არ მოგიკრავს მისთვის თვალი?..
– არა, ნამდვილად არა! არავინ დამინახავს!
ამ დროს მეზანჟი წამოხტა და ბოდვას მოჰყვა... უცნაური სიზმარი
ვნახე... ჩვენი პატრონი კურტიალი სპილოზე იყო წამოსკუპებული და სე-
ირნობდაო... დრო ნამდვილად არ იყო შესაფერი ამ სიბრიყვეების მო-
სასმენად... ვცდილობდით, გაგვეხსენებინა, რას ბრძანებდა დე პერეირი
საღამოს... ათი ადამიანის წილი ჩაიყარა მუცელში! ეს ყველამ ზედმი-
წევნით აღვიდგინეთ მეხსიერებაში! იქნებ შეუძლოდ იგრძნო კაცმა თა-
ვი?.. იქნებ გაიყინა ეზოში?.. აღარ ვიცოდით, რა გვეფიქრა... ვარაუდე-
ბისგან თავბრუ დაგვეხვა. ფილტვების ანთება? ბავშვებთან ერთად ძებ-
ნას შევუდექით... მთელი ზვინი გადავაქოთეთ... სახლის ყველა კუთხე-
კუნჭულში შევიხედეთ... მერე ეზოში გავცვივდით... მინაშენები, ორი ბე-
ღელი, ქოხი ცდებისთვის – ყველგან მისხალ-მისხალ გადავამოწმეთ...
კურტიალის კვალს ვერსად მივაგენით... მინდვრის გავლით უახლოესი
შემოგარენიც მოვიარეთ... მერე კიდევ ვიარეთ... არც ერთი ხრამი არ

701
დაგვრჩენია დაუთვალიერებელი... ბუჩქებშიც ვიჭვრიტებოდით... ჯა-
გებშიც შევყავით ცხვირი... უცნობ ადამიანს შეეძლო ეფიქრა, რომ პლა-
ტოზე კენკრას ვაგროვებდით!.. დუდულის ძაღლიც ავუშვით... კურტია-
ლი არსად ჩანდა... ისევ ერთად მოვიყარეთ თავი... ახლა ტყეს უნდა შევ-
სეოდით... პატრონს ხომ ძალიან უყვარდა იქ სეირნობა... უეცრად ერთ-
ერთმა ჩვენგანმა მაღლა, კარიბჭეზე ცარცით შესრულებულ წარწერას
მოჰკრა თვალი... „წარმატებებს გისურვებთ! წარმატებებს გისურ-
ვებთ!..“ – უზარმაზარი ბეჭდური ასოები... არა, ქალბატონი არ ცდებო-
და, ეს იყო დე პერეირის კალიგრაფია.
ბებრუცანამ თავიდან ვერაფერი გაიგო... მხოლოდ თავისთვის ჩუ-
მად ჩიფჩიფებდა... „წარმატებებს
გისურვებთ! წარმატებებს გისურვებთ!“
– რას ნიშნავს ეს? იქნებ რომელიმემ ამიხსნათ! ო, ღმერთო ჩემო!..
კურტიალი გაიქცა! – ქალბატონი შეძრული ჩანდა, – ვაჟბატონს როგორც
ჩანს, ჩემთვის მიუფურთხებია! ო! არა, ეს ნამდვილად ასეა! თავს დავ-
დებ მოსაჭრელად! რაო, რაო! წარმატებებს გისურვებთო, ავაზაკმა? ამას
ხომ უნდოდა მოფიქრება? როგორ მაკადრა ეს? როგორ გამიბედა ამის
თქმა? მე?! ხედავთ, როგორ მელაპარაკება? თავხედი! მამაძაღლი! სინ-
დის-ნამუს გარეცხილი!
ირენი შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. ეს იყო საშინელი სანახა-
ობა!
– ჩემთვის ყველაფერი ნათელზე ნათელია!.. ბატონმა დაჰკრა ფეხი
და აქედან მოქუსლა... ბატონი ექსკურსიაზე წავიდა!.. ბატონი საქეიფოდ
ქალაქში დატყდა!.. ნაბიჭვარი! ნაგავი, ქურდი! მამაძაღლი! ჯანდაბამ-
დე გზა ჰქონია! წარმატებებს ვუსურვებ! მე კიდევ უნდა დავკმაყოფილდე
იმით, რაც დამიტოვა! გამოდის, რომ ამაზე უკეთესს არაფერს ვიმსახუ-
რებ! ასეა ხომ?! უღრმესი მადლობა! ისღა დამრჩენია, რომ ამ ნეხვში
ქექვა განვაგრძო! ვიცურაო! კეთილი! ახლა ვნახოთ, უჩემოდ რას იზამ!..
შენ თვითონ მოგიწევს ამ მძღნერშივე გზის გაკვლევა! წარმატებული
იყავი!.. არა, გეკითხებით, მსგავსი რამ შესაძლებელია? ფერდინანდ, მი-
პასუხე! შენ რას ფიქრობ? შენი მოსაზრება მაინტერესებს!.. ოჰ! კურტი-
ალ, გათახსირებულო ბებერო!

702
ბავშვები პირდაღებულები უსმენდნენ ქალბატონის ღრიალს!.. მე არ
მინდოდა ცეცხლზე ნავთის დასხმა... შევეშვი, სანამ ტემპერატურა და-
უწევდა... ჩემთვის კი ვფიქრობდი... „ბებრუხანას ყველანი ყელში ამოვუ-
ვედით... ქალბატონიც, მეც, ბავშვებიც და ეს მყრალი კარტოფილიც...
აქედან აითესა და მასთან უახლოეს მომავალში შეხვედრის იმედი არ
უნდა გვქონდეს...“ წინასწარ ვიგრძენი, ამგვარი დასასრული რომ გვე-
ლოდა... მისი სიტყვებიც გამახსენდა... ასე ხშირად რომ მიმეორებდა...
ამ მოგონებისგან ძალიან დავითრგუნე... ისიც უნდა ვაღიარო, რომ
მთლად მამა აბრაამის ბატკანიც არ ყოფილა... უამრავ სირობას სჩადი-
ოდა... და მაინც, ვერაფრით ვიჯერებ, როგორ მოუვიდა მსგავსი გადაწ-
ყვეტილება თავში? იქნებ ბოლო მომენტში გადადგა ეს ნაბიჯი? როგორ
მიგვყარა ყველანი ყელამდე ქაქში და როგორ დატყდა აქედან?.. დამპა-
ლი! თუმცა არც არაფერი მიკვირს... ამნაირი საქციელი ზედმიწევნით შე-
ესატყვისება მის ხასიათს! ყოველთვის ქვეშქვეშა, ცბიერი... ღვარძლია-
ნი და უკარება მეჩვენებოდა... მელიასავით გაქექილი... ასე რომ, ახლაც
არაფერი გამკვირვებია... მე მას, შეიძლება ითქვას, მოხარშულს ვიცნობ-
დი... „დეტალებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს! მათ მხოლოდ სიბ-
ნელე შემოაქვთ ცხოვრებაში. მთავარია, გადაწყვეტილების მიღება შე-
გეძლოს! დიადი გადაწყვეტილების!.. გესმის თუ არა ჩემი, ფერდი-
ნანდ?“ მესმოდა ეს ყოვლად ლიტონი სიტყვები... ცარიელი მოხსენებე-
ბი ! და თუ მართლა ჩვენთან ურთიერთობას ერთხელ და სამუდამოდ
დაუსვა წერტილი?.. ცხადია, ეს მისი მხრიდან უგვანი საქციელი იქნებო-
და!.. სრულიად უპატიებელი! მოკლედ, საამური დღეები ჩვენ ნამდვი-
ლად არ გველოდა! რა წყალში უნდა გადავვარდნილიყავით?! არსებობს
კი ამ მძღნერიდან ამოძრობის შანსი? ცამდე მართალი იყო ქალბატონი!
რა უნდა მოგვეფიქრებინა ახლა ამ ტელურული ხარახურისთვის? წარ-
მოდგენა არა მაქვს! ალბათ ვერაფერს
ვუზამთ! ყველა ჩვენკენ გაიშვერს ხელს! ჩვენ დაგვწამებენ საქმის ჩა-
ვარდნას! როგორ ვიმართლოთ თავი? მაგარ ქაქში აღმოვჩნდით! ის
კვამლს მაინც გამოუშვებდა... დააბოლებდა იმ ველურებს! ჩვენ რისი
ტრაკი გვაქვს? არაფრის! აბსოლუტურად არაფრის! მორჩა! ყველაფერი
დამთავრდა! ამიერიდან ჩვენ აღარ ვარსებობთ!

703
***
ყველას ისეთი განცდა გვქონდა, რომ ბედისწერამ მწარედ დაგვცი-
ნა... გაგვაბრუა და დაგვარეტიანა... ვცდილობდით მდგომარეობის გა-
ანალიზებას... ქალბატონი ნელ-ნელა მშვიდდებოდა... მაწანწალებმა
მთელი სახლი თავდაყირა დააყენეს... სხვენზე ავიდნენ... ყველა კო-
ლოფში ჩაჰყვეს ცხვირი... „დაბრუნდება“, „არდაბრუნდება“ გამუდმე-
ბით ჩამესმოდა მათი დუდღუნი ზემოდან.
ბლემში არ იყო სარდაფი, როგორც პალეში, გასაჭირის ჟამს ადამი-
ანს თავი რომ შეეფარებინა... იქნებ ის კაცი სულაც არ გაქცეულა შორს
და სადღაც აქვე... ყურისძირში იმალება? შეიძლება ეს მისი დროებითი
კაპრიზია?.. მანიაკის ახირება? სადღა წავიდეთ ბალღებაკიდებული თუ
აღარასდროს დაგვიბრუნდება? როცა ირენი ამაზე ფიქრობდა, გულში
იმედის პატარა ნაპერწკალი გაუკრთებოდა ხოლმე... თავს იმშვიდებდა,
რომ ეს სავსებით შესაძლებელი იყო... თვლიდა, რომ შეუძლებელი იყო,
კურტიალი ასეთი გულქვა ყოფილიყო... უბრალოდ უკბილოდ იხუმრა!..
არა, მიუხედავად ყველაფრისა... ძალიან მალე დაგვიბრუნდება... ჩვენც
ვიჯერებდით, თუმცა ამის საბაბი საერთოდ არ გვქონდა... ალბათ, უფრო
იმიტომ რომ ჩვენ ის ადამიანი ჰაერივით გვჭირდებოდა...
დილა დასასრულს უახლოვდებოდა... დაახლოებით თერთმეტი სა-
ათი იქნებოდა, როცა ის ცხოველი ფოსტალიონი გამოჩნდა... პირველმა
მე შევნიშნე... ფანჯარაში ვიხედებოდი... სახლს მოუახლოვდა, მაგრამ
შინ შემოსვლა არ ისურვა... კართან დაერჭო... ხელით მანიშნა, გამო-
დიო... შენთან სალაპარაკო მაქვს და დაუჩქარეო... შურდულივით გამოვ-
ვარდი... პარმაღზე მომიახლოვდა და აღელვებული ხმით ჩამჩურჩულა..
– დაუჩქარე! გაიქეცი და შენს ბებერს დახედე!.. გზაზე აგდია, დრი-
უვის გადასასვლელს მიღმა... სანამ სალიგონის აღმართს აუყვებოდე!..
ხომ იცი პატარა ხის ხიდი? აი, მანდ მოიკლა თავი! პლაკის მცხოვრებ-
ლებმა ყველაფერი გაიგეს... არტონის შვილმა და დედა ჟანამ... ზუსტად
ექვს საათზე... თავისი დიდი თოფიდან უსროლია... მიბრძანეს, საქმის
კურსში ჩამეყენებინეთ... შეგიძლია, გადმოასვენო... თუ სურვილი გაქვს,
მე არაფერი მინახავს, გაიგე?.. მათაც არაფერი იციან... მხოლოდ გასრო-
ლის ხმა მოესმათ. აი, კიდევ ორი წერილი... ორივე მის სახელზეა გამოგ-

704
ზავნილი... – არც გამომემშვიდობა, ისე აუყვა კედელს... უველოსიპედოდ
იყო და პირდაპირ მინდორში გაიჭრა... მოგვიანებით ისევ მოვკარი თვა-
ლი ტყის გაღმა, ბრიონისკენ მიმავალ ზემო გზაზე.
***
მივედი და ქალბატონს ჩუმად ყურში ჩავჩურჩულე, რაც ფოსტალი-
ონმა მაცნობა... არ მინდოდა, ბავშვებს რამე გაეგოთ... წამოხტა... კარამ-
დე ერთი ნაბიჯი დასჭირდა... ეზოში გავარდა... და ქვაღორღიან გზაზე
გავარდა... თავქუდმოგლეჯილი გარბოდა... ვერც კი მოვასწარი ამბავი
ბოლომდე მომეყოლა... ბავშვების დამშვიდება მომიწია... ვგრძნობდი,
რომ კატასტროფა დატრიალდა... ისე დაფრთხნენ, სახეზე ფერი აღარ
ედოთ!
– ნუ გაიგიჟეთ ახლა თავი!.. დაწყნარდით! გარეთ გამოსული არ და-
გინახოთ!.. მე ბებრუცანას დავეწევი! თქვენ კიდევ კურტიალის ძებნას
შეუდექით! დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ კიდევ აქ არის... სადღაც იმა-
ლება! აბა, ხომ არ აორთქლდებოდა ამხელა კაცი?! თივა მისხალ-მის-
ხალ გადაქექეთ! მიყუჩდებოდა მანდ სადმე და ხვრინავს ალბათ! ჩვენ
ჟანდარმებს ვნახავთ! მელუარში დაგვიბარეს! ამიტომაც მოეთრა ფოს-
ტალიონი! ძალიან სასწრაფო საქმეა! მაგრამ თქვენ ნურაფრის გეშინი-
ათ! დარჩით შინ და სუსი არ გავიგო თქვენი! ორ საათში დავბრუნდე-
ბით! ვიმეორებ, ეზოში თქვენი ხმა არავინ გაიგოს! ანტრესოლები გადა-
ქექეთ! საჯინიბოშიც შეიხედეთ! სკივრებშიც ჯერჯერობით არ გვიძებ-
ნია!
ლაწირაკებს ძაღლების დანახვაზე თავისი ემართებოდათ... ამ
მხრივ სადარდებელი ნაკლებად მქონდა!.. არაფრის დიდებით არ აგვე-
კიდებოდნენ... დამწვრის სუნს გრძნობდნენ... კი მაგრამ, რა მოხდა?
ჯერჯერობით არ იცოდნენ.
– მჭიდროდ დაკეტეთ კარი! – გავეცი ბრძანება... ფანჯარაში გავიხე-
დე... ბებრუცანა უკვე სადღაც ტრაკში მიქროდა... მეც ტყვიანაკრავივით
გავვარდი... დევნა არ აღმოჩნდა ადვილი საქმე... მინდორ-ველად გაჭ-
რილ ირენს სისწრაფე წამითაც არ შეუნელებია! ბოლოს, როგორც იქნა,
დავეწიე! გული ლამის საგულედან ამომივარდა... მაგის დედაც!.. ახლა
მთავარი იყო, ისევ არ გაესწრო! ვეცადე, აზრებისთვის მომეყარა თავი...

705
აი, ამ გადარეულ რბოლაში! საძაგელი ეჭვები მიპყრობდა... „ოჰ, თქვენი
დედაც, სუყველასი ერთად!“ – შევიკურთხე!.. „ასეთი კვერცხი როგორ
ხარ, ბიჭი! სუფთა სირი, რა! ასე როგორ დაბოლდი, შე ყვერო, შენა! ეს
დრიუვეს ხიდის ამბავი მართლა დაიჯერე? წარმოგიდგენია? წამითაც
არ დაფიქრებულხარ, ისე გადაყლაპე! ეს ხომ წმინდა წყლის მონაჩმა-
ხია, დებილო! ბოდვაა! გაუგონარი სითავხედე! ხაფანგი, რომელშიც გა-
ები! მაგრად გაგიდეს, შე ორუჯრედიანო და აზრზეც ვერ მოსულხარ!“ ო,
მართლა მაგრა გამაპამპულავეს! და ვინ? აი, იმ დამპალმა, აი, იმ აქოთე-
ბულმა ფოსტალიონმა! ის ნაძირალა ხომ ყველაფერზეა ხელის მომწე-
რი! და სხვა ანთროპოფაგები? არც ისინი მინერგავენ მაინცდამაინც
დიდ ნდობას. შეიძლება უარესებიც არიან! და, აი, კიდევ რა აზრმა გამი-
ელვა თავში... გამწარებულ მრბოლელს!.. იმ დროს, როდესაც ჩვენ ყვე-
ლანი ტრაკს ვიხევთ, გადარეულები წინ და უკან დავრბივართ და მის
გვამს დავეძებთ, სად ბრძანდება თავად ბატონი კურტიალი? სად და
„გროსბულში“! მე ამას სულაც არ გამოვრიცხავ... დიახ, იქ აგდია...
ნთქავს ძეხვს და ზედ ანისის არაყს აყოლებს! ჩვენ დებილები კიდევ
თითზე დაგვიხვიეს... ამაში გასაკვირი არაფერი იყო. ჩვენ ვართ მხო-
ლოდ გოიმები და სირთაქვები! რა უნდა ახლა ასეთების გაჟიმვას? არც
არაფერი!
განიერ დაბლობს მიღმა... ნესტიანი კვლების შემდეგ... ბორცვის ცი-
ცაბო აღმართი იწყებოდა... როცა მწვერვალზე ავბობღდით, ჩვენ წინ
მთელი მხარის პეიზაჟი გადაიშალა... მე და დიასახლისი უფრო მძიმედ
და ხმაურიანად ვსუნთქავდით, ვიდრე ხარები. შემოგარენის შესათვა-
ლიერებლად წამით მიწაყრილის ნაპირზე ჩამოვსხედით... იმ უბედურ
დედაკაცს მაინცდამაინც კარგი მხედველობა ვერ ჰქონდა... რაც შეეხება
ჩემს თვალის ჩინს, რაღა მე და რაღა არწივი! ოცი კილომეტრის რადი-
უსში არაფერი გამომეპარებოდა... ჩვენი სათვალთვალო კოშკიდან...
დრიუვის გაღმა ამოზვირთული მწვერვალიდან... ქვემოთ... ხიდსა და
გზის მოსახვევს შორის... პირდაპირ შუაგულ გზაზე... რაღაც გაურკვევე-
ლი... უფრო ფუთას მიმსგავსებული დავლანდე... შანსი არ იყო, შემშლო-
და! კიდევ დაახლოებით სამი კილომეტრი ვიარეთ ხრეშზე... მერე მო-
ულოდნელად... ო, ღმერთო! როგორც კი შევავლე თვალი... უმალ მივ-

706
ხვდი... ვინც იყო... ნაცრისფერ რედინგოტზე და ყვითელ შარვალზე...
ავუჩქარეთ ნაბიჯს... დაღმართი უსწრაფესად ჩავიარეთ... „იარეთ,
იარეთ, ნუ შეჩერდებით, – ვუთხარი, – ნუ გადაუხვევთ! სულ პირდაპირ
იარეთ! მე ბილიკს ჩავირბენ!“
გზა საგრძნობლად შემიმოკლდა... წუთში ძირს აღმოვჩნდი... იქ...
პირდაპირ მის წინ... ბებერი თავის შარვალში უცნაურად მოკაკვული და
მობუზული ჩანდა... არა, ეს ნამდვილად ჩემი უფროსი იყო! თავი, შეიძ-
ლება ითქვას, არც ჰქონდა... მთლიანად გასკდომოდა... ნამსხვრევები კი
ირგვლივ მიმოფანტულიყო... იარაღი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა და თით-
ქოსდა ისევ უჭერდა... ორივე ლულა პირში ჰქონდა გაჩრილი... მთელი
თავის სიგრძეზე... ხორცის ნაგლეჯები, ნაკუწები, ლორწო, ფოჩები... შე-
დედებული ლეკერტები თმაში... თვალები აღარ ჰქონდა... ცარიელი ფო-
სოებიღა დარჩენილიყო... ცხვირი შიგნით შეჭეჭყოდა... ამას უკვე სახე
აღარ ეთქმოდა, არამედ ერთი დიდი ხვრელი წებოვანი ნაპირებით... შუ-
აში გაჩრილი მსხვილი შედედებული კოლტით... რომელიც ცომის ნა-
ჭერს მოგაგონებდათ... გზაზე სისხლი ნაკადულებად მიედინებოდა...
განსაკუთრებით ნიკაპიდან მოთქრიალებდა, რომელიც ღრუბელად
გარდაიქმნა და თხრილში ჩაედინებოდა... აქა-იქ მოყინული გუბეებიც
ჩანდა... ბებრუცანამ ყველაფერი ზედმიწევნით დაათვალიერა... მერე
ერთ ადგილას გაქვავდა... კრინტი არ დაუძრავს... პირველი მე მოვეგე
გონს და სასწრაფოდ მივიღე გადაწყვეტილება: „მიწაყრილზე გადავას-
ვენოთ!“ – ვთქვი. ორივე მუხლებზე დავეცით... ფუთა ოდნავ შევარხი-
ეთ... ძალ-ღონე მოვიკრიბეთ და მისი წამოწევა ვცადეთ... არაფერი გა-
მოგვივიდა და საერთოდ ყველა ჩვენი ძალისხმევა უშედეგოდ დამთავ-
რდა... სისხლი და ხრეში ერთმანეთში არეულიყო და ყინულის მონოლი-
თად გადაქცეულიყო! ყური რომ ყურია, ისიც ვერ ავაგლიჯეთ გზას! ფე-
ხებსა და ტანს რაღაცას მოვუხერხებდით, თუ მეტ ძალას დავატანდით,
მაგრამ თავს რა ეშველებოდა?! ეს იყო კენჭებით გაზავებული, გზაზე
მოსხმული, გაყინული ასფალტი! შეუძლებელია!.. სხეულიც ზეტივით
დაიკლაკნა... რაც შეეხება თოფს, რომელმაც თავის ქალა ნამსხვრევე-
ბად აქცია, ჯერ უსაფრთხო უნდა გაგვეხადა, ანუ დარჩენილი ვაზნა
ამოგვეღო და მთლიანად დაძრობაზე კი მერე გვეფიქრა... ფეხების პო-

707
ზიცია მთლად ნათელი ვერ იყო... ის კია, რომ ტერფები უკან ჰქონდა
შეთხრილი... კონვულსიები ექნებოდა, უბედურს! სანამ საბოლოოდ არ
გაიყინა... შემოგარენი დაათვალიერე... ქვემოთ ფერმა შევნიშნე... შეიძ-
ლება, სულაც ფოსტალიონისა იყო? ის, რომელზეც ერთხელ მომიყვა?
პლაკეს რომ უწოდებდა? „ზუსტად ის ადგილია! წყალი არ გაუვა!“ გავი-
ფიქრე... წავედი და ჩემი ვარაუდი მსუქანას გავუზიარე...
– ჰმ! აქედან ფეხი არ მოიცვალოთ! წავალ და ხალხს მოვიყვან! მალე
დავბრუნდები! ისინი დაგვეხმარებიან! არ გაინძრეთ!.. ეს უეჭველად ჟა-
ნას ფერმაა! ისინი ყველაფერს გაიგებდნენ!
სახლს მივუახლოვდი... ჯერ კარზე მივაკაკუნე, შემდეგ – დარაბებ-
ზე... არავინ გამომეხმაურა... ისევ დავაბრახუნე... საჯინიბოს შემოვუ-
არე... კარიბჭე გავაღე და ეზოში შევედი...
ისევ ვაკაკუნე და ვაკაკუნე... მერე ყვირილზე გადავედი... ხმა-კრინტი
არავის გაუღია... არადა, ვგრძნობდი, რომ შიგნით ადამიანები იყვნენ...
მილიდან კვამლი ამოდიოდა... კარი შევანჯღრიე... ფანჯრებს მუშტები
ვურტყი... თუ ხმას არ გამცემდნენ, დარაბების ჩამოღებას ვაპირებდი...
ბოლოს, როგორც იქნა, ვიღაცის სიფათი დავლანდე... ეს იყო დედა ჟანას
ვაჟი... პირველი ქორწინებიდან... არტონი... დამფრთხალი ჩანდა... მხო-
ლოდ ცხვირიღა გამოჰყო... ავუხსენი, რაც მინდოდა... ტრანსპორტის
რომელიმე საშუალება! ოჰ! ჩემს თხოვნაზე დედამისი გამოცოცხლდა და
გარეთ გამოსვლა ინება! აწიკვინდა!.. კატეგორიულ უარზე დადგა... სა-
შინლად აღიგზნო... ტრანსპორტის ხსენებაც არ სურდა... თავის ნაშიერს
ჩემთან საუბარიც კი აუკრძალა! სასწრაფოდ მოაკეტვინა ნაბიჭვარს! გა-
რეთ გასვლა აუკრძალა! მაგის დედაც! მართლა არ გამომყვა ის მაიმუნი!
დებილივით იდგა დედამისის გვერდით... არც განძრეულა... თუ მკვდარს
გზიდან არ ჩამოვაშორებდი, ჟანდარმების მოთრევა მომიწევდა. „ისინი
ხომ ამისთვის არსებობენ?! არტონები ცოცხალი თავით ამ საქმეში არ
გაერევიან“... არა, არაფერი დაგვინახავს, არაფრისთვის ყური არ მოგ-
ვიკრავს, საერთოდ წარმოდგენა არა გვაქვს, რაზე გველაპარაკებიო, ცი-
ვად მომახალეს.
დედა დე პერეირი ფერდობის განაპირას დამდგარიყო და იქიდან
ადევნებდა თვალყურს!.. საზარლად ყვიროდა და ხმაურობდა! მისგან

708
არც გამკვირვებია! როგორც კი პირველმა შოკმა გაუარა, თავს უკვე ვეღარ
იკავებდა... იმ ორ ველურს შორიდან ვაჩვენე უბედურებისგან შეძრული
ქალი!..
– გესმით?.. გესმით თუ არა?.. ეს საშინელი ტკივილი! თავის ქმარს
ასე უპატრონოდ ტალახში ხომ არ დატოვებს?! არ მესმის, ასე რამ შეგა-
შინათ? ადამიანი მოკვდა, ძაღლი კი არა! ცოფი ნამდვილად არა აქვს!
იქნებ ხბო გგონიათ? არა, გარწმუნებთ, რომ წყლულით არ არის დაავა-
დებული. თავი მოიკლა! სულ ეს არის... ჯანმრთელი და საღ-სალამათი
ადამიანი იყო... თურქული არასდროს ჰქონია!.. ასე ღია ცის ქვეშ ვერ
დავტოვებთ!.. ცოტა ხნით სადმე მიშენებულში უნდა გადავასვენოთ...
სანამ მაშველები მოვლენ... სანამ მანქანას გამოუვლია და მთლად ზედ
არ გადაუვლია...
ჩემს დაჟინებულ თხოვნაზე დედა-შვილი მთლად გაკერპდა... „არა,
არა, რას ამბობთ! გამორიცხულია!.. – განრისხდნენ ორივენი ერთდრო-
ულად. ცხადია, ისინი გვამს თავისთან არ წაათრევდნენ! არასდროს! სა-
დაც გნებავთ, მაგრამ საკუთარ ჭერქვეშ არავითარ შემთხვევაში! ო,
ღმერთო ჩემო! ისინი არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ... ორი წამის
წინ კარის გაღება და გარეთ გამოხედვაც კი არ უნდოდათ! მირჩიეს,
სხვას მიმართეო! ამაზე ბრაზი მომერია! იმ მატყუარა და ცბიერ დედა-
კაცს მივახალე...
„კეთილი! კეთილი, ქალბატონო! ჩემთვის ყველაფერი გასაგებია!
თქვენ უარზე ხართ! ეს თქვენი ბოლო
სიტყვაა? სინამდვილეში? ძალიან კარგი! მაგრამ ეს უარი ძვირი და-
გიჯდებათ! გაითვალისწინეთ! მაშინ მე დავრჩები აქ, დიახ, თქვენ არა-
ფერი მოგესმათ! არსად არ მივდივარ! აქედან ფეხს არ მოვიცვლი! შეიძ-
ლება მთელი თვეც! დავრჩები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იქნება საჭი-
რო!.. და სანამ მას არ მოაკითხავენ, ვიღრიალებ! არ გავჩერდები, ყვე-
ლას შევატყობინებ, რომ ეს ყველაფერი თქვენი მოწყობილია!“ ოჰ! მო-
ულოდნელად ორივეს ფერი ეცვალა!.. სახე მოეღრიცათ! „ო, ღმერთო!
მაგრად ჩაისვარეთ ხომ? ახია თქვენზე! ძალიანაც მოგიხდებათ!..“ დე-
და-შვილი შიშისგან აკანკალდა... მე კიდევ სულაც არ ვაპირებდი გამოს-
ვლის ასე სწრაფად დასრულებას! მოკლედ, განვაგრძე ღნავილი! ეპი-

709
ლეფსიურ შეტევასაც დავიმართებდი, ოღონდ ისინი გამეტეხა წელში და
მომეხელთებინა... ოჰ, როგორ გამომიყვანეს წყობიდან იმ დამპლებმა,
იმ არაადამიანებმა! ახლა უკვე თვითონ აღარ იცოდნენ, როგორ დავე-
შოშმინებინეთ... მიწაყრილიდან კი ბებრუცანა განაგრძობდა ყვირილს
ხმის ჩახლეჩამდე... მაჩქარებდა... „ფერდინანდ! ფერდინანდ! გამაგები-
ნე, რას შვრები ამდენ ხანს!.. თბილი წყალი წამოიღე!.. ტომარა და ნიჩა-
ბიც!“ ერთადერთი, რაზეც ამდენი ძალისხმევის შემდეგ ეს ორი სულწაწ-
ყმედილი დავითანხმე, ხელის ურიკა იყო... სხვა გამოსავალი არც ჰქონ-
დათ... ისე ვხმაურობდი და ისე ვიყავი მათ დარაბებს ჩაბღაუჭებული...
ის კია, პირობა დამადებინეს, დღესვე დაგვიბრუნებ ურიკასო, მაგრამ სა-
ნამ მოაგორებ, ჟაველის ხსნარით გაწმინდავო... მოკლედ, ჩაიხვიეს...
ოცჯერ მაინც გამიმეორეს... დეზინფექციის დეტალები დამიზუსტეს. ბო-
ლოს, როგორც იქნა, ამ დაფეხვილი ურიკით ბორცვზე ავედი... ისევ მო-
მიწია ჩასვლა, რათა ხვეწი ამომეტანა... ყური ხომ უნდა აგვეგლიჯა... და
სისხლის გაყინული ლეკერტები დაგვემსხვრია... ასეა თუ ისე, ჩვენ ეს
მოვახერხეთ... ისევ გადმოთქრიალდა სისხლი, თან ძლიერ... მიცვალე-
ბულის ფლანელის ჟილეტი ჟელატინის სქელ მასად გარდაიქმნა... ფე-
რიც იცვალა... ნაცრისფერი წითლად შეიღება... ყველაზე რთული მაინც
თოფის ამოძრობა აღმოჩნდა... რომელიც ხორცისა და ტვინის უზარმა-
ზარ საცობში გაიჭედა... თითქოს პირისა და ქალის გავლით მას მჭიდ-
როდ შეეზარდა! მარტო ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ ფუმფულაც წა-
მეშველა... თავს ჩააფრინდა, მე კიდევ კონდახს ვექაჩებოდი... როგორც
კი ტვინი ოდნავ გამოთავისუფლდა, უფრო ძლიერი ჟონვა იწყო... წვე-
თავდა... თხელი ოხშივარი ასდიოდა... ჩანდა, რომ ჯერ კიდევ სითბოს
ინარჩუნებდა... სისხლის ნაკადმა კისრიდანაც იხუვლა. სარზე ჩამოც-
მულს წააგავდა... გვამი მუხლებზე დაეცა... ლულით პირში... თავი
მთლიანად დაიმსხვრა და დაიჩეჩქვა...
როგორც კი თოფი ამოვაძვრეთ, სხეული ზურგზე გადავატრიალეთ...
ჰაერში აშვერილი მუცელი ვერ იყო სასიამოვნო სანახავი! გამაჟრიალა!
მოღუნვა ვცადეთ! უშედეგოდ! „ზეტის“ ფორმა ვერ შევუცვალეთ! საბედ-
ნიეროდ, მისი ურიკის ორ ბიგს შორის მოთავსება მოვახერხეთ... ის კია,
რომ თავის ალაგას კისერი და ლაფი ძალიან გვაბრკოლებდა... ეს ყვე-

710
ლაფერი ბორბალთან ლაყლაყებდა... ბებრუცანამ ქვედაკაბა გაიძრო...
თავი უკეთ რომ შეეფუთა... თავისი განიერი შოტლანდიური მოსასხა-
მიც... სისხლდენას ოდნავ ეშველა... მაგრამ როგორც კი დავიძარით, ბიძ-
გებისა და ღრანტეებისგან თქეში განახლდა... ჩვენს უკან სისხლიანი
ნაკვალევი რჩებოდა... ვცდილობდით, რაც შეიძლება ნელა გვევლო...
პატარა, კუს ნაბიჯებით მივიწევდით წინ... ყოველ ორ წუთში ერთხელ
ვჩერდებოდი... შვიდი კილომეტრის გავლას სრული ორი საათი მოვუნ-
დით... ჟანდარმები შორიდანვე დავლანდე... თავიდან მათი ცხენები შე-
ვამჩნიე... პირდაპირ ფერმის წინ... გველოდნენ... ოთხნი... ბრიგადირი
და... კიდევ ერთი... სამოქალაქო ტანსაცმელში... მაღალი... რომელსაც
არ ვიცნობდი... ადრე არასდროს მენახა... სანტიმეტრ-სანტიმეტრ მივ-
ბობღავდით... ახლა მით
უმეტეს არ ვჩქარობდი... ჩავაღწიეთ... გვხედავდნენ, როგორ ვუახ-
ლოვდებოდით... ყოველ შემთხვევაში, იმ მომენტიდან მაინც, როცა
პლატოს თხემზე ავედით... სანამ ტყეში შევიდოდით...
– ჰეი, აბრაგო! მიდი, ურიკა ფარდულში შეაყენე! და ორივენი აქეთ
შემოდით! კომისარი წუთი-წუთზე მოვა! დაადეთ ამას ბორკილები!
ქალბატონსაც!
ბეღელში გვიკრეს ორივეს თავი და კართან ჟანდარმი დაგვიყენეს.
***
რამდენიმე საათი თივაში გავატარეთ... მესმოდა, როგორ ბობოქ-
რობდა ბრბო ფერმასთან... სოფელი ხალხით გაივსო... იყვნენ სხვადას-
ხვა ადგილიდან ჩამოთრეულები... ფარდულქვეშ დაბორიალებდნენ...
მესმოდა, როგორ კინკლაობდნენ ერთმანეთში... კომისარი კი აგვიანებ-
და... ბრიგადირი შედიოდა... გამოდიოდა... მრისხანე იერით დაძრწო-
და... მართლმსაჯულების მოლოდინში ცდილობდა, თავისი გულმოდგი-
ნება და დაუზარლობა ეჩვენებინა... ძაღლებს წამდაუწუმ ბრძანებებს
აძლევდა.
– ეს დოყლაპიები გამიყარეთ აქედან!.. და პატიმრები შემომიყვა-
ნეთ!
ჩვენც გამოგვიძახა და მერე ისევ შეგვაბრუნა ბეღელში... ცოტა ხანში
ისევ მოუნდა ჩვენი ნახვა... იმ ნაძირალას, ეტყობა, ჩვენი ჭკუიდან გა-

711
დაყვანა ჰქონდა მიზნად დასახული... ნამეტანი გამოიდო თავი... მე ვარ,
რაცა ვარო! როგორც საქონელს, ისე გვექცეოდა... ჩვენი დაშინება უნდო-
და! რომ მივსხდომოდით მაგიდას და ყველაფერი ჩამოგვერაკრაკებინა!
ეტყობოდა, რომ უკვე იცოდა, რასაც გვიპირებდა!.. არ გქონდათ არანაი-
რი უფლება, სხეულისთვის ხელი რომ გეხლოთო... ეს თავისთავად უკვე
არის დიდი დანაშაულიო! გვამისთვის თითი არ უნდა დაგეკარებინათ,
ქუჩაში უნდა გდებულიყო, რომ დანაშაულის ფაქტი ოფიციალურად და-
მედასტურებინაო! ხვდებით, რაებს ბჟუტურებდა? ოცდახუთწლიანი დი-
ლეგის ხეხვა გასწავლით, მომავალში როგორ უნდა მოიქცეთო! დამპა-
ლი! ნამდვილად არ ვევასებოდით იმ მეტრაკეს!.. ბოლოს ენით აღუწე-
რელი ვარაუდებითა და მკითხაობით დაასრულა კუანამ... გულისრევამ-
დე ცოტა დაგვაკლდა!..
როგორც კი დავბრუნდით, ბებრუცანა საერთოდ უმართავი გახდა...
კარს მიყრდნობილი გულამოსკვნილი ტიროდა... შიგადაშიგ ხანგრძლი-
ვად ასლოკინებდა... თავისთვის ჩუმად მოთქვამდა... მე მომმართავდა...
„ამის დაჯერება წარმოუდგენელია, ფერდინანდ... ეს უკვე მეტისმე-
ტია!.. ერთდროულად ბევრი უბედურება მიეწყო ერთმანეთს! ამდენს ვე-
ღარ გავუძლებ! ძალა აღარ მეყოფა!.. არა! არა! მეტი აღარ შემიძლია! ეს
დაუჯერებელია! ვერ ვიჯერებ, რომ რაც მოხდა, მართალია, ფერდი-
ნანდ! მოხდა? გჯერა,
თქვი, ფერდინანდ! ო! არა! ეს დაუჯერებელია!..“ – ირენმა ჩაიხვია...
ტექსტს გამუდმებით იმეორებდა... სახეზე შეშლილობის ნიშნები გამოე-
ხატა... თითქოს აჩრდილებს ელაპარაკებოდა... არა, აშკარად აემღვრა
გონება... მაგრამ ძაღლი, რომელიც წეღან არაადამიანურად მოგვექცა,
ისევ ბრბოში გამოჩნდა და ვირივით აყროყინდა, ფუმფულა მოულოდ-
ნელად გონს მოეგო... მიუხედავად დათრგუნულობისა, შეურაცხყოფამ
ფეხზე წამოაგდო! ისე, საშინელი შესახედავი კი იყო! ირენი სისხლის-
მწოველ ცხოველს დაემსგავსა!.. მთელი სისწრაფით იმ ნაბიჭვრისკენ გა-
ქანდა.
– უკაცრავად! უკაცრავად! ძალიან დიდი ბოდიში, – ყვიროდა, – მაგ-
რამ ვერაფერი გავიგე. რა ბრძანეთ?.. – პირდაპირ მის სიფათთან ქშენ-
და, ლამის ცხვირი მიედო... – გაიმეორეთ, გეთაყვა, რაც ეს წამია ჩემი მი-

712
სამართით წარმოთქვით!.. ეს მე ვარ მკვლელი, არა? თქვენ, შემთხვე-
ვით, ხომ არ გადაგიყლაპავთ, ჩემო ბიჭუნავ? ღმერთო! თავხედი ხართ!
თქვენ ხომ არ გაგიფრენიათ? როგორ? როგორ? მე მდებთ ბრალს, არა?
ხომ არ მომესმა? მე მოვკალი არა ის ბანდიტი?! ის ნაძირალა, მუდამ
სხვის კმაყოფაზე მცხოვრები! ის წურბელა? მე ამას დაგიმახსოვრებთ,
იცოდეთ! ო! და ეს ჩემი სიკეთისა და მოთმინების საზღაურია, არა? მაგ
ვიგინდარამ გამოხრა მთელი ჩემი ცხოვრება! მაგ პარაზიტმა გამაუბე-
დურა! მე მოვკალი, არა?! არა! თქვენ გესმით? სიმართლე კი ისაა, რომ
ჩემი მოკვლის გარდა მას ცხოვრებაში არაფერი უკეთებია! ეს ვამპირია
მკვლელი და არა მე! თქვენ მართლა არ გაქვთ წარმოდგენა, რამდენჯერ
უცდია ჩემი მისიკვდილება!.. ერთხელ კი არა, ათჯერ!.. ასჯერ!.. ათას-
ჯერ! ათი ათასჯერ ვარ მისი ხელით მოკლული! ეს ახლა კი არ დაწყებუ-
ლა, არამედ უხსოვარი დროიდან! თქვენ არც კი იქნებოდით დაბადებუ-
ლი, როცა ის უკვე მკლავდა... ყოველდღიურად... ყოველწამიერად... მისი
გულისთვის დღე და ღამე სიქა მძვრებოდა. დიახ! კანიდან ვძვრებოდი!
კვირების განმავლობაში მშიერ-მწყურვალი ვიჯექი, რომ ის უმადური
რუნჟისში არ წაეთრიათ! მთელი ჩემი ცხოვრება ასე იყო, გესმით
თქვენ?.. მოტყუებული და განადგურებული მე ვარ! დიახ! მე! მე ჩავძაღ-
ლდი! აღარ ვარსებობ! ვიმეორებ, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ
მძღნერს მივუძღვენი! ყველაფერი მოვიმოქმედე, ოღონდ ის გადამერ-
ჩინა! ყველაფერი! ეს ძაღლმა და კატამაც იცის! სათითაოდ ყველამ,
ვინც ჩვენ გვიცნობდა!.. მე მხედავდა... წადით პალე-რუაიალში!.. წადით
მონმარტრზე და გაიკითხეთ! იქ უცნობი არავისთვის ვარ! იქ იციან, რა-
საც ვაკეთებდი!.. როგორ ვიტანჯებოდი! ამ ყველაფერს ფერდინანდიც
დაგიდასტურებთ! ის ყრმაა, მაგრამ ყველაფერი ზედმიწევნით ესმის...
სასწაულები მოვახდინე, ბატონო!.. ის თხრილში რომ არ ჩავარდნილი-
ყო! სასწაულები! იმისთვის, რომ მისი ნამუსი არ შელახულიყო... პატიო-
სანი ადამიანის სახელი შეენარჩუნებინა! აი, რა მივიღე სამაგიეროდ!..
ვერაფერი გავაწყვე!.. ასეთი იყო მისი ბუნება! საკმარისი იყო, წუთით
მომედუნებინა ყურადღება, რომ ისევ ტლაპოში აღმოჩენილიყო და შიგ
ღორივით ეგორავა... უზნეო! უსირცხვილო! წყეულიმც იყოს მისი სული!
ეს იყო უნიათო... აბსოლუტურად უფხო არსება! არ მეშინია ამის გაცხა-

713
დების! დასამალი არც არაფერი მაქვს! ეს ისედაც ყველამ უწყის! გათახ-
სირებული! ჯანდაბას მისი თავი! არ არსებობდა მანკიერება, რომლი-
თაც ის არ ყოფილიყო შემკული... თან ყველაზე უარესებით! თქვენ, ჟან-
დარმები, მეტისმეტად ახალგაზრდები ხართ იმისთვის, რომ მის ქვენა
მიდრეკილებებს ჩასწვდეთ! ამ გარყვნილებების თაიგულს!
ქალბატონი დე პერეირი ფარაონებს მიაშტერდა... თმა სულ აბურ-
დოდა... ჭაღარა ბღუჯები წარბებსა და თვალებზე ჩამოყროდა... ხვითქი
გადასდიოდა... ქოშინებდა... ბარბაცით გვერდზე გადგა და ჩამოჯდა...
– თქვენ მიგაჩნიათ, რომ რაც ახლა ბრძანეთ, უდანაშაულო ადამიან-
მა შეიძლება მშვიდად მოისმინოს? პატიოსან ქალს ელაპარაკეთ, რო-
გორც უზნეო ქუჩის მეძავს! ფიქრობთ, რომ ეს სავსებით დავიმსახურე?..
თქვენ კიდევ არ გაქვთ წარმოდგენა ვალებზე, რომელიც მან დაახვავა!
ცხადია, თქვენ არ იცით! არც ის იცით, როგორ ეკიდა ეს ვალები ფეხზე!
აქ გარღვევა! იქ გარღვევა! ყველა ეს ხვრელი მე უნდა ამომევსო! ხან ერ-
თი მოვალისათვის უნდა მომექონა პირი, ხან მეორისთვის! „წადი, ჩემო
ფუმფულა, შენ იცი მისი დატკბობა და მორჯულება“, მეტყოდა და ამას
დასასრული არ უჩანდა! მე კიდევ წელში უნდა გავმწყდარიყავი! სხვა
საზრუნავი ხომ არ მქონდა, მხოლოდ მის სულ ახალ-ახალ მევახშეებზე
უნდა მეფიქრა. მე ხომ მხოლოდ ამისთვის ვიყავი გაჩენილი! მაიმუნად
მაქცია! ქალაქის მასხარად! შარლატანად! ის ცრუპენტელა კიდევ წინ
და უკან დარბოდა! ყველას აბოლებდა! თავს იწონებდა! უსირცხვილოდ
ყბედობდა, სულ გაუვიდა თავს! ზომიერების გრძნობა დაკარგა ნაგავმა!
აი, ასე ცხოვრობდა! ცბიერებითა და ღალატით სულდგმულობდა! სხვა
არაფერი შეეძლო! არაფერი! – ქალბატონს მწუხარებისგან სახე მოეღ-
რიცა... ამ ფრაზებს შეტევებს შორის გაჰყვიროდა...
– კიდევ ერთი ჩემი დამსახურება! ბოლო წამებამდე ვცდილობდი მი-
სი სახლის შენარჩუნებას! კბილებით რომ არ დამეცვა, უკვე დიდი ხნის
გაყიდული იქნებოდა! ვერ იკავებდა თავს ავაზაკი! ყველაფერი ქარს გა-
ატანა! ბოლო გროშამდე ჩაუშვა! ჩემი ლოგინად ჩავარდნითაც გაიხარა!
გაიხარა იმიტომ, რომ ხელიდან დამისხლტა!.. ვეღარ ვაკონტროლებ-
დი!.. და აიშვა... ფლანგა და ფლანგა უპრაგონოდ! მის ცხოველურ მადა-
სა და ჟინს არაფერი გადაურჩა!.. საერთოდ დაკარგა თავშეკავების უნა-

714
რი!.. ეს მის ძალებს აღემატებოდა!.. მას ჩემი წამება სჭირდებოდა! ეს
იყო მისი სასიცოცხლო მოთხოვნილება! ჰკითხეთ ნებისმიერს, ჩემი თუ
არ გჯერათ! ჩემთვის არაფერი დაუტოვებია! არაფერი! აზრადაც არ
მოსვლია! ყველაფერი თავის ბოზებს დაახარჯა! თავისი ფალოსისა და
კუჭის ხუშტურებს! მანკიერებებს შეეწირა! თავის ცხენებს! ფსონებს და
მარულას! ლოთობას! ბოზობას! ჟიმაობას! სიბილწეს! გარყვნილებას!
უკვე აღარ ვიცი, რა დავამატო! კეთილშობილება? სიკეთე და ხელგაშ-
ლილობა? ამას მხოლოდ უცნობ ადამიანებთან ამჟღავნებდა! ჩემთან –
არასდროს! ხომ მოკვდებოდა! რას ამბობთ! სულ გარეთ ეჭირა თვალი!
ოღონდ შინიდან გაქცეულიყო... არაფერი ადარდებდა! რომ ჩავძაღლე-
ბულიყავი, ერთსაც არ ამოიოხრებდა! ვარსებობდი თუ არ ვარსებობდი
– მისთვის სულერთი იყო! ალბათ სულ ჩემს სიკვდილს ნატრობდა! აი,
ასე! ეს კოშმარი ოცდაათი წელი გაგრძელდა! დიახ! ოცდაათი წელი ამ
კოშმარში ვცხოვრობდი და უდრტვინველად ვიტანდი! ოცდაათი წელი
თქვენ ხუმრობა არ გეგონოთ! და დღეისთვის რა მოვიმკე? მე გამომაცხა-
დეს დამნაშავედ! მე მდებენ ბრალს! ამ ენით აღუწერელი წამებისა და
ჯოჯოხეთის გამოვლის შემდეგ! მსგავსი რამ ხომ უნდა მოგაფიქრდეს
ადამიანს?! არა, ეს ნამდვილად მეტისმეტია! – ამის გაფიქრება და მისი
ხელახალი გააფთრება ერთი იყო!.. – როგორ? როგორ? ღმერთმა მსგავ-
სი რამ დაუშვა? შეხედეთ, როგორ დაიმახინჯა თავი... აქედან გაიქცა!..
მერე კი თავი ფაფად იქცია! დამნაშავე კი მე ვარ! ო, მსგავსი ცილისწამე-
ბა გაგონილა? ო! ლა! ლა! ეს ხომ მეტისმეტია! შეიძლება ადამიანი ჭკუ-
იდან გადადგეს! ო! უნამუსობა და სისაძაგლეც ამას ჰქვია!.. არ გავჩერ-
დები!.. სათქმელს ბოლომდე ვიტყვი! დაე, ყველამ გაიგოს, რომ იმ ცხო-
ველმა ცხოვრება მომიშხამა! მეც კარგი ვინმე ვარ!.. ახია ჩემზე! რა მო-
ვიმოქმედე საპასუხოდ? არც არაფერი! რა შემრჩა ხელში? გამაგრდი,
ბებრუცანავ! ცარიელ-ტარიელი, ვალების ამარა! მას ეს არ ადარდებს!
მომაფურთხა სახეში! ყველაფერი გაანიავა!
ყველაფერი! მუცელში ჩაიყარა!.. ყველაფერი წააგო! ფერდინანდმა
ეს შესანიშნავად იცის! ფერდინანდი არ დამზარდება და დამემოწმება!
ფერდინანდი საკუთარი თვალებით ხედავდა, რა პირობებში ვცხოვრობ-
დი, როგორ გადავყავდი ჭკუიდან!.. როგორ ვიბრძოდი! როგორ ვიცავდი

715
თავს... ბოლო წამებამდე!.. ყველაფერზე ყაბულს ვიყავი, ოღონდ ის
დარჩენილიყო მონტრტუში! ოღონდ აქ, ღვთისგან მივიწყებულ სოფელ-
ში არ ჩამოხეტებულიყო და მეც თავის აყროლებულ კარტოფილთან ერ-
თად მიწაში არ ჩავედე! მე, უმწეო ქალს, რა უნდა მექნა? ვერაფერიც ვერ
ვქენი! საუბედუროდ, ისეთი ჯიუტი და თავისნათქვამა გამოდგა! ფერდი-
ნანდმა ესეც ჩინებულად იცის! მეც ყველაფერი გავფლანგე! ყველაფერი
დავკარგე ამ ჯამბაზის გულისთვის! დამიბრიყვა ოღრაშმა! თითზე და-
მიხვია! დავემშვიდობე ყველას და ყველაფერს... მდგომარეობას, ხელო-
ბას, მეგობრებს! კარიერას! მშობლებს! არავის სურდა ჩვენი დანახვა!
მხოლოდ ავაზაკთა ბანდები გვეტანებოდნენ! თავაშვებული და უმარ-
თავი ავარები და ხულიგნები! შარანტონიდან გამოქცეულები!.. გავი-
ნადგურე ჯანმრთელობა! ოპერაციით დაიწყო მისი ნგრევა!.. ბოლო ნა-
ხევარი წლის განმავლობაში ოცი წლით დავბერდი! აქამდე კენჭივით ვი-
ყავი! სურდო ერთხელაც არ შემყრია!.. ვჭამდი ყველაფერს! ისეთი გამ-
ძლე კუჭი მქონდა, მაგრამ აღარ ეშველა კატასტროფებს! შინ მხოლოდ
უსიამოვნებები შემოჰქონდა... ეს იყო უსასრულო პროცესი... ერთი მთავ-
რდებოდა, მეორე იწყებოდა... ჰოპ და წავიდა! ყოველ ჯერზე უჩვეულო
და განსხვავებული! ამ რიტმს რა ჯანმრთელობა გაუძლებდა? ხომ ხვდე-
ბით, რაც ჩემს თავს ხდებოდა! გამაქანეს საავადმყოფოში... საშინელი
ოპერაცია გადავიტანე... რას იზამ, სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს!.. პეან-
თან კი რა მითხრეს: „ცხოვრების ამ ნირს სასწრაფოდ უნდა დაემშვიდო-
ბოთ, ქალბატონო დე პერეირ! წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებე-
ლია, ყველაფერი სავალალოდ დასრულდეს! ნერვიულობასა და გადა-
ჭარბებულ ფიზიკურ შრომას უნდა ერიდოთ! ო, აბა, როგორ? რაც დრო
გადიოდა, მით მეტად უარესი ხდებოდა მდგომარეობა! ერთი წამი მოს-
ვენება არ მეღირსა! ეს გაუთავებელი სასამართლო პროცესები! გაფ-
რთხილებები! ყვითელი და მწვანე ქაღალდები! მევახშეები ყველა კარ-
თან! დევნა! აი, ასე ვცხოვრობდი! დღე და ღამე დევნილი! როგორც ნამ-
დვილი კრიმინალი! და ეს ვისთვის? მხოლოდ მისი გულისთვის! მიპასუ-
ხეთ, თუ გეგულებათ ადამიანი, რომელიც მსგავს წნეხს გაუძლებდა? უკ-
ვე ოცი წელია, ნორმალურად არ მძინებია... ერთი ღამეც კი ვერ მოვახერ-
ხე ბოლომდე გამოძინება... თუ გსურთ ყველაფერი იცოდეთ, ეს აბსოლუ-

716
ტური ჭეშმარიტებაა! ყველაფერი წამართვეს! ძილი, მადა, დანაზოგე-
ბი!.. ზოგჯერ თავში ისე ძლიერ ამივარდება სისხლი, ფეხზე ვეღარ ვდგე-
ბი! ომნიბუსით უკვე ვეღარ ვმგზავრობ! წამში გულისრევა მეწყება... თუ
სწრაფად ვმგზავრობ, თვალები მიჭრელდება... იგივე მემართება სწრა-
ფი სიარულის დროსაც... ახლა კიდევ მეუბნებიან, მკვლელი ხარო!.. ეს
უკვე ნამდვილად ნამეტანია! ყური მიგდეთ, სანამ მსგავს რამეებს პირში
მომახლიდეთ, ჯერ კარგად შემომხედეთ!..
ირენმა ოთხივე ფარაონი და ბრიგადირი მიშენებულთან მიიყვანა...
გვამს მიუახლოვდა და შარვლის ტოტები აუწია...
– ხედავთ მის წინდებს? კარგად ხედავთ? ამ სახლში წინდების ერთა-
დერთი წყვილი არსებობდა და ისიც მას ეკუთვნოდა... მეორეს აქ ვერ
იპოვით! მეტი წინდა ჩვენ არა გვაქვს! დანარჩენები უწინდოდ ვართ!
ფერდინანდიც!.. და, რა თქმა უნდა, ბალღებიც! – თვითონაც აიწია
შარვლის ტოტი, რომ ძაღლებს მის ნათქვამში ეჭვი არ შეჰპარვოდათ!..
– მე თვითონ ფეხშიშველა დავდივარ! აი, შეხედეთ! ყველაფერს ვიკ-
ლებდით, ოღონდ ის ყოფილიყო უზრუნველყოფილი! ვაჟბატონი ყვე-
ლაფერს თავისკენ ექაჩებოდა! ყველაფერს გვართმევდა! ჩვენც მორჩი-
ლად ვუთმობდით, რაც გვებადა! ყველაფერი მას ეკუთვნოდა! ასე იყო
ყოველთვის!.. ორი სახლი!.. გაზეთი!.. პალე-რუაიალში! ორი ძრავა...
ათასგვარი მოწყობილობა... ჯოჯოხეთური დანადგარები! თუ რამდენი
დაიხარჯა მათ შეძენაზე, მხოლოდ მე თუ ვიცი ზუსტად! მთელი ეს ხარა-
ხურა... ვერც წარმოიდგენთ, რამხელა თანხა დაჯდა! მთავარი იყო, თა-
ვისი გიჟური მიდრეკილებანი და ამბიციები დაეკმაყოფილებინა! ამის
ამომწურავად მოყოლა წარმოუდგენელია! მის ხუშტურებს არასდროს
არავინ შეწინააღმდეგებია! ო! თავი ამ მიზეზის გამო ნამდვილად არ მო-
უკლავს!.. ეს იყო განებივრებული კაცი! დამპალი! აი, შესაფერისი სიტ-
ყვა – დამპალი! ელექტრომანქანა გინდა? კეთილი, ჩემო პატარავ! აი,
ინებე! სოფელში გადაწყვიტე გადაბარგება? კი, ბატონო, ვინ გიშლის
ხელს?! ჩვენც გამოგყვებით! კარტოფილი გინდა დათესო? ჩვენც ამო-
გიდგებით მხარში! და ასე უსასრულოდ... ვინ გაუბედავდა შეკამათებას?
ვინ დააყენებდა ეჭვქვეშ მისი გადაწყვეტილების სამართლიანობას?!
თქვა და შესრულდა! სასწრაფოდ! მას ლოდინი არ შეეძლო! ბატონს

717
მთვარე ჩამოვუხსნათ? კეთილი, ჩემო ოქროვ, ლოდინი დიდხანს არ მო-
გიწევს! ყოველთვის ახალი კაპრიზები! უცნაური ახირებანი! ახალი თავ-
შესაქცევები! ახალი გატაცებანი! ექვსთვიან ჩვილსაც კი არ მისცემენ ამ-
დენის უფლებას! მას ჰქონდა ყველაფერი, რაც უნდოდა!.. მხოლოდ პი-
რი გაეღო და სურვილი გაეხმოვანებინა! ეს იყო ჩემი უპატიებელი სისუს-
ტე! გამოუსწორებელი შეცდომა, რის გამოც ასე მკაცრად დავისაჯე!.. ოჰ,
მაშინ რომ მცოდნოდა... როცა გაჩეჩქვილი თავი დავინახე... ახლა კიდევ
მოვლენ და ტვინს გამიბურღავენ! არადა, თქვენ რა გაქვთ ჩემთვის სათ-
ქმელი? ო, მაშინ რომ მცოდნოდა! ო, განა აქ მოვათრევდი?! არ ვიცი, რას
მოიმოქმედებდა ეს ყმაწვილი... მაგრამ მე... ყური მიგდეთ... მაგრამ მე
მას ფეხს ვკრავდი და ხევში გადავაგდებდი... აი, მაშინ თქვენც შემეშვე-
ბოდით და მეც დავისვენებდი! იქაა მისი ადგილი! ამყრალებული მძო-
რი! ჩემგან ის მხოლოდ ამას იმსახურებს! სულაც არ მადარდებს დილეგ-
ში ჯდომა და სასჯელის მოხდა!.. იქ ამაზე უარესად ნამდვილად არ ვიქ-
ნები! არა! არა! მიუხედავად ყველაფრისა... ეს მაინც ძალიან დიდი უსა-
მართლობა იქნებოდა!.. არ მინდა ასეთი ტრაკი გამოვჩნდე!
– აქეთ წამობრძანდით! გამოდით აქეთ! ამაზე მოგვიანებით! ჯერ შე-
კითხვებზე გვიპასუხეთ! მორჩა დისკუსიები! ამბობთ, რომ წარმოდგენა
არა გაქვთ თოფზე, რომლითაც თავი მოიკლა? მაგრამ ის თქვენ მაინც
წამოიღეთ? ახალგაზრდამ თუ იცოდა მისი არსებობის შესახებ? მან ის
თავში გაირჭო? ა? ასეთ მდგომარეობაში იპოვეთ? ორივემ ერთად მოათ-
რიეთ?.. როგორ მოხდა ეს?.. თქვენი აზრი გვაინტერესებს!
– არასდროს მითქვამს, რომ იარაღის არსებობაზე არაფერი ვიცოდი!
ზემოთ სხვენზე ეგდო... და ყველას ჰქონდა ნანახი... ჰკითხეთ ბავშვებს!..
– კმარა! კმარა! თქვენი სულელური რჩევები არავის აინტერესებს!
აბა, დროზე... მათი გვარ-სახელები... დაბადების ადგილები! მსხვერ-
პლით დაიწყეთ! დაბადების ადგილი და თარიღი! ბოლოს და ბოლოს,
რა ერქვა? გაგვარკვიეთ? კურტიალი? თუ როგორ?.. სად დაიბადა? ცნო-
ბილია? რა საქმიანობას ეწეოდა?
– კურტიალი სულაც არ ერქვა, – შეეპასუხა მყისიერად ქალბატონი, –
არც დე პერეირი... არც ჟანი... და არც მარენი!.. თვითონ გამოიგონა ეს
სახელი... როგორც ყველაფერი დანარჩენი... მორიგი ხუშტური! ასე სურ-

718
და ვაჟბატონს! სიცრუე! ეს იყო ტყუილებით გაძეძგილი აფერისტი! ცრუ-
ობდა ყველგან და ყოველთვის... მას ერქვა ლეონი... ლეონ შარლი პი-
უნე! ეს გახლდათ მისი ნამდვილი გვარ-სახელი! სულ სხვანაირად
ჟღერს, არა? მე კიდევ ონორინ ბორეგარი მქვია და არა ირენი! მან გადა-
მარქვა! ეს ადამიანი ყველაფრის გადაკეთების სურვილით იყო შეპყრო-
ბილი! მაქვს ამის დამადასტურებელი საბუთები! ყველაფერი მაქვს! მე
მხოლოდ სიმართლეს მოგახსენებთ! ეს საბუთები მუდამ თან დამაქვს!
ცხადია, მაქვს დაბადების მოწმობა! მოითმინეთ, ჯერ უნდა ვიპოვო...
ვილ-დ’ავრეში დაიბადა 1852 წელს... 24 სექტემბერი მისი დაბადების
დღეა... წავალ იქ და მოვძებნი... ჩანთაში მიდევს... ფერდინანდ, წამო,
დამეხმარე!
ბრიგადირმა ყველაფერი ჩაინიშნა... „გაყევი პატიმრებს!“ – უბრძანა
იქვე აყუდებულ ორ ძაღლს... ურიკისკენ დავიძარით... მალევე დავბრუნ-
დით... მიშენებულიდან ერთ-ერთი ფარაონის ყვირილი გაისმა...
– არ შეიძლება, რომ ახლა მაინც შევიტანოთ?
– რა უნდა შეიტანოთ?
– სხეული, ბრიგადირო!.. გაივსო აქაურობა დოყლაპიებით!
ბრიგადირმა ხანმოკლე ფიქრის შემდეგ თქვა...
– შეიტანეთ! სამზარეულოში დაასვენეთ!
ფარაონებმა სხეული ურიკიდან გადმოიღეს... ნელა მაღლა ასწიეს
და გადაიტანეს... ფილაქანზე დაასვენეს... გვამი უწინდებურად დაკ-
ვრანჩხული დარჩა... კურტიალი არაფრის დიდებით არ გაიშალა... ბებ-
რუცანა მუხლებზე დაეცა... რათა ახლოდან შეეთვალიერებინა... მთელი
სხეულით აცახცახდა... ზლუქუნი მორთო... ცრემლების ნაკადულები ფი-
ლაქანზე იღვრებოდა... ხელხუნდებით ჩამებღაუჭა... თავს დატეხილმა
უბედურებამ ქალბატონი მთლიანად გაანადგურა... შეიძლება გეფიქ-
რათ, რომ რეალური სურათი მხოლოდ ახლაღა შეამჩნია... რომ კურტია-
ლი ფაფად გადაქცეულიყო...
– ო! ო! შეხედე, ფერდინანდ!.. შეხედე! – დაბადების მოწმობა საერ-
თოდ გადაავიწყდა... და ადგომას არ აპირებდა... იჯდა თავისთვის ია-
ტაკზე...

719
– ო, ღმერთო ჩემო! თავი რა იქნა! ფერდინანდ, შეხედე, თავი აღარა
აქვს! ო, ჩემო ძვირფასო! სად არის შენი თავი? – ზლუქუნებდა ჟანდარ-
მების ფეხებთან გაშხლართული ირენი... მათ ჩექმებს ეპოტინებოდა...
იატაკზე გორავდა...
– პლაცენტა! პლაცენტა!.. მე ვიცი! მისი თავი!.. მისი გაუბედურებუ-
ლი თავი!.. ეს პლაცენტაა! ხედავ, ფერდინანდ? ხომ შეამჩნიე, ფერდი-
ნანდ? მოდი, შეხედე! ოჰ! ოჰ! ოჰ! – ისე ხროტინებდა, გეგონება, ახრჩობ-
დნენო...
– ოჰ! მთელი ჩემი ცხოვრება! ესაა მთელი ჩემი ცხოვრება! ოჰ! ოჰ! ოჰ!
– კვნესოდა განგმირულივით...
– ბატონებო! ეს მე არ ჩამიდენია! არამც და არამც! ყველაფერს გე-
ფიცებით! ღმერთი, რჯული! მე არავინ მომიკლავს! ვფიცავარ მაღალ
ღმერთს! დამიჯერეთ! მთელი ჩემი ცხოვრება მას მივუძღვენი!.. რომ ის
ბედნიერი ყოფილიყო!.. არაფერი დაკლებოდა! მე მას ვჭირდებოდი!..
დღეც და ღამეც! შემიძლია ეს დანამდვილებით გითხრათ! ეს არ არის
სიცრუე! არა, ფერდინანდ! განა, სიმართლეს არ ვამბობ? უამრავი
მსხვერპლი გავიღე! არაფერი დამიზოგავს!.. ახლა მას თავიც აღარ შერ-
ჩა! მითხარით, რას ითხოვთ ჩემგან? რას გადამეკიდეთ?.. მისგან აღარა-
ფერი დარჩა! ბედნიერად! ბედნიერად!.. ასე თქვა მან! ჩემი გაუბედურე-
ბული სიყვარული!.. ბედნიერად, ღმერთო ჩემო! ნახეთ? ასე წერია... შა-
ვით თეთრზე! ეს მისი ხელწერაა და არა ჩემი! მე არაფერი დამიწერია!
ო, უბედური! ო, საცოდავი! არა, მე არ დამიწერია, დამიჯერეთ! ეს ხომ
აშკარაა!.. განა ასე არ არის... ეს ხომ დღესავით ნათელია?..
მთელი სხეულით მიწაზე გაიშხლართა... კურტიალის სხეულს ექაჩე-
ბოდა... ეტმასნებოდა... ანჯღრევდა... კანკალებდა... არ ჩერდებოდა...
მასთან საუბარს განაგრძობდა...
– კურტიალ, გემუდარები! კურტიალ! გეხვეწები! ამოიღე ხმა! მიპასუ-
ხე, ჩემო ტკბილო! რატომ ჩაიდინე ეს საშინელება? რატომ გამოიჩინე
ამგვარი სისასტიკე? ჰა? მიპასუხე, ჩემო პუტკუნავ! ჩემო საგანძურო!.. –
ირენი ძაღლებს მიუტრიალდა.
– ეს ისაა! ეს ისაა! ეს პლაცენტაა! აშკარად პლაცენტაა! – ქალბატონი
ისევ ტრანსში ჩავარდა... თმის ბღუჯებს იყრიდა პირში და ღეჭავდა... ისე

720
ღმუოდა, ოთახში სხვა არაფერი ისმოდა... დოყლაპიები ფანჯარაში იც-
ქირებოდნენ... ირენი ხელხუნდებს ღრღნიდა... იატაკზე გორავდა... იკ-
რუნჩხებოდა... ჟანდარმებმა ძალით წამოაყენეს ფეხზე და თავლაში გა-
დაიყვანეს... ისე კიოდა, გეგონება, პალოზე შესვესო... კარს ჩაებღაუჭა...
დაეცა... ისევ გადავიდა შეტევაზე. „უნდა ვნახო! უნდა ვნახო! მისი ნახვა
მინდა! – ღნაოდა, – დამანახეთ ის!.. მათ გადაწყვიტეს, რომ ის წამარ-
თვენ! მკვლელები! მიშველეთ! მიშველეთ! ჩემო პატარავ! ჩემო პატა-
რავ!“ ასე გაგრძელდა მთელი ერთი საათი. იძულებული გახდნენ, მობ-
რუნებულიყვნენ... და მისთვის ხელხუნდები მოეხსნათ... ამის შემდეგ
ცოტათი დამშვიდდა... მე კი დამიტოვეს ბორკილები დამპლებმა! ყო-
ველ შემთხვევაში, შევპირდი, რომ ჩუმად ვიქნებოდი.
***
დღისით ველოსიპედზე შემოსკუპებული კიდევ ერთი ტიპი გამოჩ-
ნდა... პერზანიდან საგანგებოდ მოევლინათ... ბრიგადირს გადასცა, რომ
არაფერს მივკარებოდით... თავად პროკურორი აპირებდა ჩამობრძანე-
ბას და არა კომისარი... ასე უბრძანებია სასამართლოს გამომძიებელს...
ჩვენ ბავშვების საბუთების სასწრაფოდ მომზადება შემოგვითვალა. ლა-
წირაკებს ხვალ, დილაუთენია აქაურობა უნდა დაეტოვებინათ... მათ
ვერსალის თავშესაფარში ელოდებოდნენ – „დახმარება მოზარდ თა-
ობას“ – ასე ერქვა დაწესებულებას... ესეც ბრძანებაში ეწერა... დილის ათ
საათზე აქ არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩენილიყო!.. ბოვედან საგანგე-
ბოდ ორი ადამიანი უნდა ჩამოსულიყო, რომლებიც მათ აქედან წაიყვან-
დნენ და სადგურამდე მიაცილებდნენ.
ბავშვებს, რომლებსაც ეზოში მოეყარათ თავი, ყველა ბრძანება ჩა-
უკითხეს... მათი გაუფრთხილებლობა სწორი საქციელი ვერ იქნებოდა...
უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენი ცხოვრება სოფელში დასასრულს მიუახ-
ლოვდა... რომ ბევრი რამ წარსულს ჩაჰბარდა და აღარ განმეორდებო-
და... მოკლედ, ყველაფერი თავდაყირა დადგა!.. ლაწირაკები თავიდან
ვერ ჩაწვდნენ, რასაც მათ უჩიჩინებდნენ! კითხულობდნენ, რას გააკე-
თებდნენ, საითკენ მიჰყავდათ? იყო თუ არა სარწმუნო, რასაც ეუბნებოდ-
ნენ? შემთხვევით ხომ არ წაეხუმრნენ? შევეცადე, რამენაირად ამეხსნა
მათთვის, რომ მუსიკა დასრულდა... ორკესტრი უკვე აღარ უკრავდა...

721
საქმეც ვეღარ მიდიოდა წინ... მოსამართლის ბრძანების საფუძველზე,
ჩვენი ორგანიზაცია უნდა დახურულიყო, ხოლო „ახალი რასის“ თანამ-
შრომლები გაერეკათ! ჩვენს „გამოსხივებასაც“ დედა ეტირა, ამ საქმის
გაგრძელების სურვილი ყველას გაუქრა!.. ამ ადამიანებს ვერაფერი გა-
აჩერებდა... ის პირსისხლიანები, სანამ სულს არ ამოგვართმევდნენ,
აღარ შეგვეშვებოდნენ! ეს უმოწყალონი და შეუვალნი! ერთი სიტყვით,
აქ ყველაფერი დასრულდა! ბავშვები მშობლებს უბრუნდებოდნენ! მხო-
ლოდ ჯერ მათი ასავალ-დასავალი უნდა დაგვედგინა!..
ჩემი ძალისხმევა ფუჭი გამოდგა... რაღა ჩემი განმარტებანი და რაღა
ჩინური ანბანი!.. ისინი უკვე აღარ აღიქვამდნენ თავს ბავშვებად!.. ზედ-
მეტად ემანსიპირებულები გახდნენ! უკვე აღარ ესმოდათ, რას ნიშნავს
მოსმენა... მორჩილება... მათი ბარგი-ბარხანის შექუჩება რთული საქმე
არ აღმოჩნდა. პრინციპში, ძვლების გარდა არც არაფერი ებადათ... და
კიდევ შარვლები... რაღაც უფრო შემონაკერს მიმსგავსებული... რამდე-
ნიმე წყვილი ჩექმა... ნაქურდალი... მათი ზომებისთვის სრულიად შეუსა-
ბამო... ზოგი ცალ-ცალ ფეხსაცმელსაც არ თაკილობდა... უფრო ხშირად
ფეხშიშველი დარბოდნენ!.. მიუხედავად ყველაფრისა, შთამბეჭდავი ხა-
რახურა მაინც დაუგროვდათ... ურიცხვი ლურსმანი, კაუჭები, ხაფანგები,
შურდულები... ბაწრები, პატარა სასწორები, სახეხელებისა და ქლიბე-
ბის სრული კომპლექტი, მაკრატლები, ბაგირები, გრძელ ჯოხებს მიმაგ-
რებული სამართებლები, ორი წყვილი მარწუხი... ერთადერთი დუდული
აღმოჩნდა ცარიელ-ტარიელი... მისი მთავარი იარაღი საკუთარი ხელე-
ბი იყო... ეს ცინგლიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მთელი ეს ნა-
გავი იქაც გამოადგებოდათ... სადაც ახლა გადაჰყავდათ... ვერაფერს
ხვდებოდნენ... არადა, მე მცდელობას არ ვაკლებდი... მათ გულთან ახ-
ლოს არაფერი მიჰქონდათ... ხომ ნახეს ბებერი დაჩეჩქვილი თავით, ხომ
ესმოდათ ბებრუცანას ღნავილი კარს მიღმა? მერე რა? მათ ეს სულაც არ
აფრთხობდა!
– ყური მიგდე, – მითხრა დუდულმა, – გეფიცები ყველაფერს, თუ
ხუთშაბათს არ დავბრუნდე!..
– შენ მათ ცუდად იცნობ, შვილო! – შევეპასუხე, – ნუ გაიგიჟებთ იქ
თავს, შეეშვით თქვენს მაქინაციებს! წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი

722
სიცოცხლე ცხრაკლიტულიდან ვეღარ გამოყოფთ ცხვირს! მათ საშინე-
ლი კამერები აქვთ! გაფრთხილდით! დაივიწყეთ თქვენი ჩანაფიქრები!
უთავბოლო ყბედობას დუმილი ამჯობინეთ... მეზანჟიც არ ჩამორჩა დუ-
დულს ბაქიაობაში: „ფერდინანდ, ცოტა დაფიქრდი, რა ბევრი მკითხაო-
ბა ამას უნდა! არ უნდათ, რომ დასაფლავებას დაგვასწრონ, ვერსალიც
ამიტომ მოიფიქრეს! ჩვენ ყველანი კვირას ისევ დავბრუნდებით!..“ როცა
ყველაფერი ჩაწყნარდება! ამაზე უკეთესს მეც ვერაფერს ვინატრებდი,
მაგრამ... ბავშვებმა მთელი თავიანთი ნაქურდალი შეფუთეს... დავა და
კინკლაობაც ვერ აიცილეს თავიდან... ყველას უნდოდა რეზინი... სქელი
და მსხვილი... ისინი იყვნენ შეუდარებლები ჩიტების დაჭერაში... თან წა-
იღეს თითბერიც... თითქმის ორი გრაგნილი... საკმაოდ მძიმე ტვირთი კი
აიკიდეს... თითბერი დარჩათ აუარებელი... ღმერთო! თავლაში მთელი
სკივრი იყო პირთამდე სავსე!..
ორი ქალი – გამცილებელი უფრო ადრე მოვიდა, ვიდრე ვვარაუდობ-
დით... ერთგვარად „მოწყალების დების“ ფუნქციას ასრულებდნენ. კა-
პორები არ ეხურათ, სამაგიეროდ, ნაცრისფერი დახურული კაბები ეც-
ვათ... გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს... უთითო თათმანები
ეკეთათ... უცნაური ხმები ჰქონდათ... ნამეტანი დაშაქრული, ნაზი და
მიმზიდველი... ინათა...
– აბა, ბავშვებო, ჩემო ძვირფასებო... ცოტა უნდა დავუჩქაროთ, – წარ-
მოთქვა უფრო თხელმა, – იმედი მაქვს, თქვენ ყველანი სანიმუშოდ მოქ-
ცევით! წინ სასიამოვნო მგზავრობა გველის... ეჭვი არ მეპარება, რომ და-
ნიშნულების ადგილზე მშვიდობით ჩავალთ.
ქალებმა მოზრდილები ორ-ორად ჩამოამწკრივეს... დუდული, უწყვი-
ლოდ დარჩენილი, კოლონის თავში დააყენეს... ცხოვრებაში პირველად
იდგნენ ასე, წესრიგს დაქვემდებარებული... „მოწყალების დებმა“ ბავ-
შვებს გვარსახელი სათითაოდ ხმამაღლა წარმოათქმევინეს...
– ახლა კი საუბარი უნდა შევწყვიტოთ!.. თქვენ ხომ ძალიან ჭკვიანი
და დამჯერი ბავშვები ხართ? რა გქვია შენ, ლამაზო გოგონავ?
– მეზანჟ-ნაბოზარი! – უპასუხა მან. სხვათა შორის, პატარა სულაც არ
ტყუოდა... მას ყველა ასე ეძახდა... სულ ცხრანი იყვნენ... ხუთი ბიჭი, ოთ-
ხი გოგო. დუდულმა თავისი ცუგა ჩვენ დაგვიტოვა... მისი ვერსალში წაყ-

723
ვანა არ ისურვა... მოულოდნელად კოლონა დაიშალა... დედა ირენი ყვე-
ლას დაავიწყდა... საწყალი ბეღელში იყო გამოკეტილი... ყველანი ერ-
თბაშად ეძგერნენ და გადაეხვივნენ... ცოტა ცრემლიც დაიღვარა... გა-
მომშვიდობება სევდიანი გამოდგა... თავისთავად ცხადია, ასეთი გარე-
მოების ფონზე მხიარული ვერ იქნებოდა... მეზანჟმა ყველაზე მეტი იტი-
რა...
– ნახვამდის, ფერდინანდ! ნახვამდის! დროებით! – მიყვიროდა უკვე
ეზოს ბოლოში გასული... ქალებმა ისევ მოაქუჩეს დაფანტული პატარა
მონსტრები.
– აბა, ჩემო პატარებო! აბა, აბა! შევქუჩდეთ, ჩემო ჭკვიანებო! ბავ-
შვებმა ბოლოჯერ უკვე ქუჩიდან შემომძახეს: – დროებით, მეგობარო,
დროებით!
ოჰ, მაგის დედაც! ყველაფერი მესმოდა!.. ჩემთვის გაუგებარი არაფე-
რი ყოფილა! ასაკი! საძაგელი რამაა ეს მაინც! ბავშვები – ეს წლებივი-
თაა, მათ ისევ ვერასდროს იხილავ! დუდულის ძაღლი ბებრუცანასთან
ერთად ჩავკეტეთ... ერთად განაგრძეს ტირილი... ირენი უფრო ძლიერ
მოსთქვამდა. ის დღე, რაც მართალია, მართალია, ერთ-ერთი ყველაზე
უსაძაგლესი იყო ჩემს ცხოვრებაში! წყეულიმც იყოს!

724
16
როგორც კი მოზარდები წაიყვანეს, ბრიგადირი და მისი დამქაშები
სამზარეულოში მოეწყვნენ. დაინახეს, რომ მშვიდად და წყნარად ვიქცე-
ოდი, ამიტომაც ხელბორკილები მალევე ამხსნეს... სხეული გვერდით ეს-
ვენა... ისინი ხელფეხშეკრულები იყვნენ, რადგან მეორე დღისთვის
თვით პროკურორის ჩამოსვლას ელოდნენ... მითითებებს მოგვცემენ...
ისე მოვიქცევით, როგორც გვიბრძანებენ, ამბობდნენ სამართალდამცვე-
ლები. ამ გარემოებას ფარაონების მხრიდან სხვა კომენტარები არ მოჰ-
ყოლია! სხვათა შორის, ყვირილსა და ჩვენ თათხვასაც დროებით შეეშ-
ვნენ... ამასთან ერთად ძალიან მოშივდათ... ყველა კარადა გადააქოთეს,
მაგრამ საკბილო ვერაფერი იპოვეს... ჰო, ამას გარდა, დალევაც უნდო-
დათ... მაგრამ ჩვენთან ერთი წვეთი ღვინოც აღარ დარჩა... ისევ დავან-
თეთ ცეცხლი... ბუხრის მილში წვიმა ჩამოდიოდა... ძალიან აცივდა... თე-
ბერვალი მაინცდამაინც ყველაზე მკაცრი თვე არ ყოფილა, მაგრამ ახლა
ძალიან გაავდა... ეს ძაღლები ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ... სულით
ისინი მაინც გლეხებად დარჩნენ... ყველგან დააბოტებდნენ... მათი ახ-
ლოდან შეთვალიერება შევძელი... თავიანთ ჩიბუხებს ახრჩოლებ-
დნენ... ჩვენი მაგიდის გარშემო გაყურსულები ისხდნენ... საკმარისი
დრო გვქონდა ერთმანეთის შესასწავლად... სახე ულაპლაპებდათ... ლო-
ყებზე ცხიმის ერთგვარი ჯავშანი გადაჰკვროდათ... რომელიც ნიკაპზე
ნაკეცებად ჩასდიოდათ... ჯანმრთელები კი ჩანდნენ, სამაგიეროდ ულა-
ზათონი და შეუხედავნი! თან ღიპიანები... ერთი განსაკუთრებით, რომე-
ლიც სხვებზე ორჯერ უფრო მსუქანი იყო. შეეძლო, ერთი კვირა არაფერი
ჩაედო პირში, შიმშილით ნამდვილად არ მოკვდებოდა! მათი ერთმა-
ნეთზე წამოცმული სამკუთხა ქუდები მაგიდის შუაგულში პირამიდას
ქმნიდა... მათი უხეში ჩექმები ზღაპრების სწრაფმავალ ჩექმებს მაგონებ-
და. როცა ხმლების ჟღარუნით ხუთივე ერთად დგებოდა, ისეთ ხმაურს
აყენებდნენ, სიტყვებით ვერ აღგიწერთ... ვხედავდი, რომ წყურვილის-
გან სულ უფრო მეტად იტანჯებოდნენ... სოფლის დასალიერში წავიდ-
ნენ, რათა იქ მოხუცებისგან სიდრი შეეძინათ. ცოტა მოგვიანებით, დაახ-
ლოებით საღამოს შვიდზე, მათ კიდევ ერთი ტიპი შეემატა... მათივე ყა-
725
ზარმელი... ღვინო და ცოტა საჭმელი ჩამოიტანა... ხუთი მათლაფა...
ჩვენ ცოტა ყავა დაგვრჩა... ვუთხარი, რომ შეგვეძლო, გავმასპინძლებო-
დით, თუ მარცვლების დაფქვის უფლებას დაგვრთავდნენ... უარი არ უთ-
ქვამთ. ბებრუცანა ბეღლიდან გამოვიდა... ფარაონებმა გამოუშვეს... ცო-
ფი ჩაცხრომოდა... ეს კოლოსები ძალიან დარდობდნენ, რომ საჭმელი
სხვა არაფერი ჰქონდათ. თითო კაცზე თითო მათლაფა! და ერთი კინკი-
ლა ბოთლი ყველასთვის! მსუქანას ქონის პატარა მარაგი ჰქონდა დარ-
ჩენილი, მე ეს ზუსტად ვიცოდი და ცოტაც უგრეხელი... სადღაც თავის-
თვის გადანახული... ასევე ბოლოკი და ნახევარი ლიტრი მარგარინი...
– შემიძლია, წვნიანი მოგიმზადოთ, – თქვა მან, – ბავშვები უკვე აღარ
არიან და... იქნებ ყველას დაპურებაც მოვახერხო.
ფარაონები დათანხმდნენ. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
სულ თეძოებზე ირტყეს ხელები... ქალბატონი დე პერეირი კვლავ აწუ-
წუნდა... ჩვენ გვქონდა უზარმაზარი ქვაბი... 15 ულუფას მაინც დაიტევ-
და... კიდევ ერთი ბოთლი ღვინო მოიტანეს... პირდაპირ პერსანიდან...
ბრიგადირის ცოლმა
გვიფეშქაშა. ნობათი ბიჭმა ჩამოიტანა წერილთან და გაზეთთან ერ-
თად... ჩვენც მიგვიპატიჟეს მაგიდასთან... ყველას თანაბრად გვერგო,
რაც გვებადა... თითქმის ოცდაოთხი საათი ლუკმა არ ჩაგვედო პირში...
ჟანდარმები დამატებას ითხოვდნენ... ქვაბი პირწმინდად დავაცარი-
ელეთ... თავიდან მხოლოდ ერთმანეთში საუბრობდნენ... ნელ-ნელა გა-
მოცოცხლდნენ და ხარბად იყრიდნენ საჭმელს პირში... ხუთიდან ერთ-
ერთი... ბრიგადირი კი არა, ის, რომელსაც თავზე უკვე ერთი ღერი თმაც
არ შერჩენოდა, სხვებზე უფრო ცნობისმოყვარე აღმოჩნდა... ქალბა-
ტონს ჰკითხა, გარდაცვლილი რას საქმიანობდა, რა ხელობას ემსახურე-
ბოდა, სანამ სოფლის მეურნეობით დაკავდებოდაო. ამ საკითხით ძალი-
ან დაინტერესებული ჩანდა. ირენი კი შეეცადა ეპასუხა, მაგრამ ვერ შეძ-
ლო, როგორც წესი და რიგია. ყოველ სიტყვაზე იხრჩობოდა... ცრემლე-
ბად იღვრებოდა... პირდაპირ თეფშზე იხოცავდა ცხვირს... საპილპილე-
შიც აცემინებდა... ბოლოს ყველა ახარხარდა... ყველას პირი ეწვოდა...
ირენს პილპილი ცოტა ზედმეტი მოუვიდა... ოჰ! უჰ! უჰ, უჰ! ამას გარდა,
ოთახში ისე ცხელოდა, სუნთქვა შეუძლებელი იყო. ცეცხლი ძალიან გიზ-

726
გიზებდა. თუ ქარი ერთი მიმართულებით ქროდა, ჩვენი ბალაგანი ისე
ხურდებოდა, ლამის ცეცხლი წაჰკიდებოდა. მტრისას, თუ პირს იცვლი-
და... კვამლით ივსებოდა იქაურობა! ვეღარ ვსუნთქავდით... ვიხრჩობო-
დით!.. ასე იცოდა ხოლმე სოფელში...
გრძელი სკამის ბოლოში მოკალათებულ ბრიგადირს სიცხისგან
ხვითქი გადასდიოდა... მეტი აღარ შეეძლო... მუნდირი გაიძრო და კუთ-
ხეში მოისროლა... სხვებმაც მას მიბაძეს... პროკურატურის ჩინოვნიკები
მხოლოდ ხვალ ჩამოვიდოდნენ... ასე რომ, სადარდებელი არც არაფერი
დარჩენოდათ. ყველანი ტვინს იჭყლეტდნენ იმაზე, თუ რატომ გაიქცა
კომისარი?.. ეს საკითხი ლამის აკვიატებად ექცათ! და რატომ თვითონ
პროკურორი? თანაც ასე სასწრაფოდ? სავარაუდოდ, სასამართლოს სამ-
დივნო და პრეფექტურა გადაეკიდნენ ერთმანეთს... ასეთი გახლდათ სა-
ერთო მოსაზრება... ჩვენ კიდევ მაგარ ხათაბალაში გავეხვიეთ... ყოველ
შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობდი... ბრიგადირი ნელ-ნელა მიუბრუნდა
თავის ვახშამს... ცოტა ხანში მთელ ერთ თავ კამამბერს წირვა სხვების
დაუხმარებლად გამოუყვანა... უზარმაზარ ბუტერბროდებს იტენიდა
პირში და ზედ წითელ ღვინოს აყოლებდა. ერთი ლუკმა! ერთი ყლუპი!
მორიგი ლუკმა! მორიგი ყლუპი! მე მონუსხულივით მივშტერებოდი... ში-
გადაშიგ თვალს მიკრავდა. მალევე მოერია ალკოჰოლი, ხასიათიც გა-
მოუკეთდა... მოულოდნელად კეთილი და კეთილგანწყობილი გახდა...
ცნობისმოყვარეობაც გაუღვივდა და ბებრუცანას უბრალოდ, სრულიად
თავაზიანად, ყოველგვარი ქვენა აზრების გარეშე ჰკითხა, შენი კურტია-
ლი ბლემში ჩამოსვლამდე რას საქმიანობას ეწეოდაო... ირენმა ვერაფე-
რი გაიგო... ამდენი ტირილის გამო სულ გამობენტერდა და ჭკუანაკ-
ლულს დაემსგავსა... „რევმატიზმი!“ – დააბრეხვა მოულოდნელად... ას-
ტრალში იყო გასული და აქაურობისა ნაკლებად მოეკითხებოდა... ისევ
დაიწყო თავისთვის ჩიფჩიფი... ცრემლი ლოყებზე ნაკადულად ეღვრე-
ბოდა... იხვეწებოდა, იმუდარებოდა, რომ სამზარეულოში დაეტოვები-
ნათ... რომ მის გვერდით... კიდევ ცოტა ხანს დარჩენილიყო... შუაღამემ-
დე მაინც... ჩვენ უკვე აღარ დაგვრჩა არც ზეთი და არც ნავთი... მხოლოდ
სანთლების კრებული! აღსაზრდელები მათ ყველა ადგილიდან ეზიდე-
ბოდნენ... როცა ფერმაში ბრუნდებოდნენ... რაც მთავარია, ნაირ-

727
ნაირებს... ფერადებსა და სხვადასხვა ზომისას!.. ასე რომ, დიდი არჩევა-
ნი გვქონდა, ქალბატონმა ისურვა, ერთდროულად ორი დაენთო... ბრი-
გადირს ყელში ამოუვიდა მისი წკმუტუნი...
– კარგი! კარგი და ნუ დააყოვნებთ! მალევე დაბრუნდით! ცეცხლს ნუ
დაანთებთ! და გვამს არ მიეკაროთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში
ამოგაყოფინებთ თავს! აბა, დროზე ახლა!..
ქალბატონი წავიდა... გარკვეული დროის შემდეგ, რადგან ძალიან
შეაგვიანდა, ერთ-ერთი ჟანდარმი შესამოწმებლად ზემოთ ავიდა. „რას
აკეთებს?“ დაინტერესდნენ სხვები... ირენი მიცვალებულის გვერდით
მუხლებზე დამხობილიყო.
– შემიძლია, რამე გადავაფარო?
– ო! არავითარ შემთხვევაში, – მოკლედ მოუჭრა ფარაონმა...
– სულაც არ მაშინებს, იცით! მაგრამ სხეულის დაფარვა მაინც უპრია-
ნი იქნებოდა! მხოლოდ გადასაფარებელს გავჭიმავ ზემოდან! სხვა არც
არაფერია საჭირო! მხოლოდ ტანზე და თავზე...
მაინტერესებდა, ერთი რის გადაჭიმვას აპირებდა ქალბატონი კურ-
ტიალი? ზეწრების? მსგავსი რამ ჩვენ უბრალოდ არ გაგვაჩნდა... ვეჭვობ,
ბლემში ვინმემ საერთოდ თუ იცოდა მისი დანიშნულება! გვქონდა გადა-
საფარებლები, უფრო სწორად, მათგან დარჩენილი რამდენიმე ნაგლე-
ჯი... დაძენძილი და ამყრალებული... ძირითადად ჩალით ვსარგებლობ-
დით... და საერთოდ, ჩაცმულ-დახურულებს გვეძინა... ჟანდარმმა ქვა
ააგდო და თავი შეუშვირა... წადი და შენ თვითონ თხოვე ბრიგადირს ნე-
ბართვაო... სამწუხაროდ, ეს ბედოვლათი უკვე ხვრინავდა... პირდაპირ
მაგიდასთან ჩაძინებოდა... შეღებული კარიდან შევამჩნიეთ... სხვა ჟან-
დარმებიც თვლემდნენ...
– მოითმინეთ! ახლავე დავბრუნდები, – ამოღერღა მან ბოლოს, –
ოღონდ თითი არ დააკაროთ, სანამ გასული ვარ!
ირენი, ცხადია, ვერ დაელოდებოდა...
– ფერდინანდ, მოდი ერთი აქეთ! აბა, სწრაფად, ჩემო პატარავ! მი-
დი, გაიქეცი და ჩემს ქვეშაგებთან ნახე! ერთი დიდი ნაჭერი დევს მანდ.
შენ მიხვდები, რომელი მაქვს მხედველობაში! სხვენზე! იქ, სადაც ჩემი

728
ჩალა ყრია! ფეხებთან! აუცილებლად იპოვი! გაიქეცი და სასწრაფოდ აქ
მომიტანე! მე აქ დაგელოდები! იჩქარე! იჩქარე!
მართალს ამბობდა ქალბატონი... უმალ ვიპოვე, რასაც მთხოვდა...
საშინლად ყარდა რეზინი! ეს ის ნაგლეჯი იყო, რომელიც მან მაშინ, კა-
ტასტროფის ღამეს ნანგრევებიდან ამოათრია... ჩემ წინ გაშალა... ძირს
დააგო... ტილოს ახლაც არა უშავდა... ფერი შეცვლოდა მხოლოდ შესამ-
ჩნევად... კვასკვასა წითელი კი არ იყო, როგორც მახსოვდა, არამედ წაბ-
ლისფერი... არ ისურვა, კურტიალის სხეულის გახვევაში
დავხმარებოდი... თვითონ იტვირთა ეს უმძიმესი სამუშაო... გვამის
ჯანჯღარსაც უნდა მორიდებოდა... ქსოვილი ქვემოდან ამოუდო... დიდი
სიფრთხილით... მინდა ხაზი გავუსვა... შემორჩენილი ნაგლეჯი საკმარი-
სი აღმოჩნდა, გვამი მთლიანად რომ შეეფუთა... ფაფად ქცეული თავიც
დაიმალა... ბრიგადირმა საკუთარი თვალებით ნახა, როგორ ვმოქმედებ-
დით... რომელიღაცას გაეღვიძებინა და ყველაფერი ჩაეკაკლა... „თქვენ
რა, მის გადამალვას აპირებთ?“ – ღრიალებდა შორიდან, – თქვენ რა,
სულ გადაირიეთ, თუ რაშია საქმე?!“
– ნუ მლანძღავთ, ჩემო კეთილო ბატონო! ნუ მიწყრებით, პატივცემუ-
ლო! გემუდარებით! მე მხოლოდ ის გავაკეთე, რაც აუცილებელი იყო! –
მუხლებზე დაჩოქილი მისკენ შეტრიალდა, – ცუდი არაფერი ჩამიდენია!
დამიჯერეთ! შეხედეთ! მობრძანდით და თვითონ შეხედეთ... ის აქ არის!
მერწმუნეთ! გემუდარებით! ბატონი ინჟინერი! – მოულოდნელად კურ-
ტიალი ასე მოიხსენია.
– ბატონი ინჟინერი. საჰაერო ბუშტით დაფრინავდა! მაგრამ თქვენ
ეს, რა თქმა უნდა, არ გინახავთ! თუმცა შეგიძლიათ, სიტყვაზე მენდოთ.
ფერდინანდმა კი ყველაფერი საკუთარი თვალებით იხილა! ხო ნახე,
ფერდინანდ, დამიდასტურე! როგორ არაჩვეულებრივად ადიოდა ჰაერ-
ში! ხომ გახსოვს, ჩემო პატარავ! კარგად გაიხსენე, უთხარი ამ ბატონებს!
უთხარი, ჩემო ბიჭუნავ! მათ ჩემი არ სჯერათ! შემიწყალეთ! მწყალობე-
ლო, იესოვ! მე ახლავე შევთხზავ ლოცვას, ფერდინანდ! ბატონო ინჟინე-
რო! წმინდაო მარიამ! მარიამ! ზეციურო კრავო! ილოცეთ ჩვენთვის!
ფერდინანდ! გემუდარები! უთხარი ამ ბატონებს, უთხარი, გესმის? უთ-
ხარი! შექმენი ლოცვა! იჩქარე! აი, აქ! ეს ხომ მართალია? ძეღმერთისა

729
და მამაღმერთის სახელით! სული წმინდის სახელით! შენ იცი, ფერდი-
ნანდ! შენ ხომ გახსოვს ეს ლოცვა?..
ქალბატონი შიშმა მოიცვა... თვალები გადმოკარკლა...
– შენ ხომ გახსოვს, ფერდინანდ? დარწმუნებული ვარ, რომ ზედმი-
წევნით გახსოვს! მოგვიტევე ცოდვები, ჩვენ უგუნურებმა რომ ჩავიდი-
ნეთ! მოდით, ყველამ ერთად! გესმით? გემუდარებით! მოდით! უმორჩი-
ლესად გთხოვთ!.. ღმერთო ჩემო, გაიმეორე! არ გეყურება, პატარა ნაძი-
რალავ?!
ამ დროს ერთი მაგრად გამილაწუნა სიფათში. დამსწრენი დიდხანს
ხორხოცობდნენ...
– ო! ო! ხომ იცი? კიდევ ერთხელ გეკითხები? ხომ დაფრინავდა ბა-
ტონი ინჟინერი? ხომ იპყრობდა სივრცეებს? და ეს იყო შესანიშნავი!
1800 მეტრის სიმაღლეზე! მეც მასთან ერთად დავქროდი! დიახ, მეც
დავფრინავდი! ახლა მაინც შეგიძლიათ დამიჯეროთ! ეს არის აბსოლუ-
ტური ჭეშმარიტება! გეფიცებით! – ამ დროს პირჯვრის გადაწერაც სცა-
და... მაგრამ ვერ შეძლო... ნაგლეჯებში გაიხლართა...
– წყალბადზე! წყალბადზე! ფრიად პატივცემულო ბატონებო! შეგიძ-
ლიათ, ნებისმიერს დაეკითხოთ! ეს არ არის სიცრუე! – ირენი გვამის გას-
წვრივ გაიშხლართა, მას მიეკრა და ბუტბუტი მორთო... მერე ზედ გადა-
აწვა... ეს იყო გულისგამგმირავი ვედრება.
– ჩემო უბედურო სიყვარულო!.. ჩემო საწყალო სიყვარულო!.. ახლა
შენი აღარავის სჯერა!.. აჰ! და ეს გულისამრევია! არც არავის სურს, შენ
დაგიჯეროს!.. აღარ ვიცი, როგორ ავუხსნა ამ ურჯულოებს! არც ის ვიცი,
რა მოვიმოქმედო!.. უკვე აღარ მახსოვს, როგორ ადიოდა მაღლა, არც ის
მახსოვს, თუ რამდენჯერ!.. საშინელი ქალი ვარ!.. მე ვარ ყველაფერში
დამნაშავე! ვიმეორებ, ბატონო ინჟინერო, ამ ყველაფერში მე ვარ ბრა-
ლეული! აჰ! დიახ! აჰ! რა თქმა უნდა! იმდენი ბოროტება ჩავიდინე. მის-
თვისაც ბოროტების გარდა, არაფერი მემეტებოდა! ის ორასჯერ აფრინ-
და!.. ასჯერ!.. ვერ ვიხსენებ, ჩემო ტკბილო! ორასჯერ!.. ექვსჯერ!.. არ ვი-
ცი!.. მე უკვე აღარაფერი ვიცი!.. ეს საშინელებაა!.. ბატონო ინჟინერო!..
სამასჯერ! მეტჯერ! ბევრად უფრო მეტჯერ!.. არ ვიცი, – ირენი გადასა-
ფარებელში გახვეულ მიცვალებულს ეამბორებოდა... ცოტა ხანში კონ-

730
ვულსიები დაეწყო... კურტიალ! კურტიალ! მე უკვე არაფერი მომეკითხე-
ბა! – ირენმა ყელზე ძლიერ მოუჭირა, შემდეგ თავზე შემოიჭდო ხელე-
ბი... თმას ბღუჯა-ბღუჯა იგლეჯდა... იატაკზე გორავდა... ცდილობდა გა-
ეხსენებინა...
– 3000! 10 000!.. ო, იესო! 15! 18 ათასი მეტრი!.. ო, მაღალო ღმერთო!..
ფერდინანდ! შენ მაინც ვერაფერს იხსენებ? ოჰ, რა მეშველება! ეს მეტის-
მეტია! ო, ჯანდაბა! – ირენი ციფრებში ჩაიკარგა.
– ძვირფასო ოფიცრებო! ფერდინანდ! – ხმამაღლა წარმოთქვამდა
ირენი, – ღმერთის სახელით, ეს ნამდვილად ასეა! და ეს ახლა დანამ-
დვილებით ვიცი! ირენი იდაყვებზე წამოიწია, – ორასოცდაორჯერ! ზუს-
ტად! ორასოცდაორჯერ! – ისევ ძირს გაიშხლართა! – ეშმაკსაც წაუღია!
მე უკვე საერთოდ წამეშალა მეხსიერება! ჩემო სიცოცხლევ! ჩემო ძვირ-
ფასო!
ფარაონებმა ქალბატონი ფეხზე წამოაყენეს... ბეღელში ჩაკეტეს...
მარტო დარჩენილი, ნელ-ნელა დამშვიდდა... ცოტა ხანს თვალიც კი მო-
ატყუა... მოგვიანებით მე და ჟანდარმებმა დავხედეთ... საღი გონება დაჰ-
ბრუნებოდა... მშვიდად და დალაგებულად გვესაუბრა... გიჟისა და გადა-
რეულის არაფერი ეტყობოდა.
***
მთელი დილა მოლოდინში გავატარეთ. ბებრუცანა ჩალაში იწვა...
თავიც არ წამოუწევია... ხვრინავდა მშვიდად თავისთვის... პროკურატუ-
რის ჩინოვნიკები შუადღეზე ჩამოვიდნენ... სასამართლოს გამომძიებე-
ლი, დაბალი, ჩაკურატებული, ქურქში გახვეული არსება. ენას უკიდებდა,
თან პირიდან ორთქლს უშვებდა... შიგადაშიგ საშინელი ხველა აუტყდე-
ბოდა ხოლმე... ლანდოდან წითურ თანამშრომელთან ერთად გადმო-
გორდა... რომელსაც კასკეტი პირდაპირ თვალებამდე ჩამოეფხატა... სა-
სამართლო-სამედიცინო ექსპერტი იყო...
მკბენარი სიცივე იდგა... გათოშილი სტუმრები ვერაფრით გამთბა-
რიყვნენ... პერზანის ვაგზლიდან მოდიოდნენ...
– აქ მომიყვანეთ! – უბრძანა მან ჟანდარმებს, როგორც კი ფეხი ძირს
ჩამოდგა... – დიდ დარბაზში შეიყვანეთ!.. ორივე! ქალიც და ის ცინგლი-
ანიც! სხეულს მოგვიანებით დავათვალიერებთ! იმედია, მისთვის ხელი

731
არავის უხლია! სად დაასვენეთ? იარაღიც მომიტანეთ! რა მოხდა?.. ია-
რაღი?.. მოწმეები არიან თუ არა?
რამდენიმე წუთში კიდევ ორი მანქანა მოადგა ჩვენს სახლს... ერთში
პოლიციელები და სამოქალაქოებში გადაცმული ფარაონები ისხდნენ,
მეორეში, უფრო დიდში – ჟურნალისტები... ამ უკანასკნელებმა უმალ
მოგვაყარეს შეკითხვები... ყველაფერი აინტერესებდათ... ფერმაზე
ცხოვრების ყველა ასპექტი... მისი ინტერიერი... შემოგარენი... ბევრად
უფრო მომაბეზრებელნი აღმოჩნდნენ, ვიდრე ყველა სამართალდამცა-
ვი ერთად აღებული... და ბევრად უფრო აგზნებულნი და მოუსვენარნი...
ისე ცქმუტავდნენ და დახტოდნენ, სანამ ჩემი სიფათი ფოტოზე არ აღ-
ბეჭდეს… ქალბატონ კურტიალსაც ბევრი უტრიალეს... ხან აქედან, ხან
იქიდან, მოკლედ, ყველა რაკურსში... ქალმა არ იცოდა, სად დამალული-
ყო... ორ ფარაონს შორის გაჭედილმა, ცხადია, ფეხი ვერ მოიცვალა იქი-
დან... ისე, ირგვლივ იმდენი ადამიანი დაბორიალებდა, განძრევაც კი
ჭირდა... პროკურორს სახეზე უკმაყოფილება გადაჰფენოდა... ბუნებრი-
ვია, კაცს ლამის ფეხებით შესდგნენ... ძაღლებს უბრძანა, იქაურობა
დოყლაპიებისგან დაეცალათ... მათაც დაუყოვნებლივ მოიყვანეს სის-
რულეში ბრძანება: ყველანი გარეთ მიაბრძანეს... მისასვლელები გაიწ-
მინდა... მთელი ეზოც...
ის, რომელსაც ენა ეჩლიქებოდა, გაიყინა და თავის ქურქში კანკალებ-
და... როგორ უნდოდა, საქმე რაც შეიძლება ჩქარა მოეთავებინა... სას-
წრაფოდ წესრიგის დამყარებას ითხოვდა... მისი მდივანი ახალ კალამს
ეძებდა, რადგან თავისი გატყდომოდა... გრძელ სკამზე მოხერხებულად
ვერა და ვერ მოწყობილიყო... დარბაზი იყო უშველებელი და ნესტიანი,
ცეცხლიც ჩამქრალიყო... ხელებს იფშვნეტდა... მაგრამ ვერ თბებოდა...
ვერც თათმანების გაძრობამ და სულის შებერვამ უშველა... ვერც თითე-
ბის წუწვნამ... ცხვირიც ამეთვისტოსფერი გაუხდა... ისევ იკეთებდა ხელ-
თათმანებს... საჯდომს უცნაურად ახვანცალებდა... აბაკუნებდა ფე-
ხებს... მოკლედ, დაიტანჯა კაცი... ქაღალდები ცხვირწინ ელაგა... რო-
გორც კი სულის შებერვას იწყებდა, ფურცლები ჰაერში პეპლებივით
დაფრინავდნენ... მდივანი მათ დასაჭერად უკან დასდევდა... სინამდვი-
ლეში არავინ არაფერს ინიშნავდა. პროკურორმა იარაღის დათვალიე-

732
რება ისურვა და ჟურნალისტებს მიმართა: „აბა, ერთი ამ თოფს გადაუ-
ღეთ სურათი, სანამ აქ ხართ!“ ბრიგადირს კი უბრძანა: „აბა, მიამბეთ თა-
ვიდან ბოლომდე, რა მოხდა!“ ის ჩაკურატებული უჯიშო ამჯერად სულაც
არ იქცეოდა ისე თავხედურად, როგორც ჩვენთან. ჰყვებოდა კი არა, დუდ-
ღუნებდა თავისთვის ცხვირში, სრულიად გაუგებრად... სინამდვილეში
მოსაყოლი არც არაფერი ჰქონდა! საერთოდ არ იყო საქმეში ღრმად ჩა-
ხედული... მოსამართლესთან ერთად გარეთ გავიდა... და ეზოში წინ და
უკან კარგა ხანს იარეს... საიდუმლო სერობის შემდეგ დარბაზში დაბ-
რუნდნენ... ენაჩლექია დაჯდა... ახლა მე უნდა მეყბედა... წამში ჩამოვ-
ფქვი ყველაფერი... ვერ ვიტყვი, რომ მოსამართლე დიდი გულისყურით
მისმენდა. „რა გქვია?“ „ფერდინანდი და კურბვუაში დავიბადე“, – ვუპა-
სუხე. „ასაკი?“ ვთქვი ასაკი. „რა საქმიანობას ეწევიან შენი მშობლები?“
ესეც მოვყევი. „კეთილი! – დაასკვნა მან, – არ გახვიდეთ აქედან! და
თქვენ?“ – მიუბრუნდა ბებრუცანას.
– მომიყევით თქვენ შესახებ და დაუჩქარეთ!.. – თქვა და წამოხტა.
ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა უჭირდა... აქეთ-იქით დადიოდა... ფე-
ხებს ვეღარ გრძნობდა... სულ ტყუილად წრიალებდა... ეს დატკეპნილი
მიწა ყინულივით იყო... განსაკუთრებით ისეთივე ნესტიანი, როგორიც
ჩვენი...
– ოჰ, ექიმო! ჩემი ფეხები! აქ რა, არასდროს ათბობენ?..
შეშა მეტი აღარ გვქონდა... ჟანდარმებმა ყველაფერი გადაბუგეს...
მან ქალბატონს ისევ შეახსენა, რომ ცოტა სწრაფად ელაპარაკა.
– აჰ, ნათლად ვხედავ, რომ მოსაყოლი დიდი არაფერი გაქვთ! მით
უარესი! მით უარესი! მოგვიანებით ყველაფერში გავერკვევით!.. ბოვე-
ში!.. ახლა კი, აბა, წავედით! ჩქარა! ჩქარა! ექიმო! ნახეთ სხეული? ჰა, ნა-
ხეთ ხომ? და რა აზრის ხართ? ჰა? – ორივენი გავიდნენ და ყველაფერი
თავიდან დაიწყო. სამზარეულოში დაახლოებით ათი წუთი რაღაცაზე
მსჯელობდნენ... შემდეგ ისევ დარბაზში დაბრუნდნენ...
– აი, ასე, – წამოიწყო ენაჩლექიამ, – თქვენ! მეუღლე! კურტიალის ცო-
ლი! არა! დე პერეირი! არა?.. ჯანდაბა!.. თქვენ ჯერჯერობით თავისუფა-
ლი ხართ! მაგრამ ბოვეში აუცილებლად მოგიწევთ ჩამოსვლა! ჩემი მდი-
ვანი დაგინიშნავთ დროს!.. გვამის გადასატანად ხვალ ჩამოვლენ!.. –

733
შემდეგ კი ჟურნალისტებს მიუბრუნდა: „ჩვენი ვარაუდით, საქმე თვით-
მკვლელობასთან გვაქვს! გვამის გაკვეთა ყველაფერს ნათელს მოჰფენს!
ახლა კი ყველანი თავისუფლები ხართ! მოკლედ, იქ ვნახავთ!.. თქვენ კი,
– ეს უკვე მე მეხებოდა, – შეგიძლიათ წახვიდეთ! წადით! დაუბრუნდით
მშობლებს! დაუტოვეთ თქვენი მისამართი მდივანს! თუ დამჭირდებით,
გამოგიძახებთ! აი, ასე! წადით! წადით! ბრიგადირო! თქვენ აქ ერთ ჟან-
დარმს დატოვებთ, არა? მხოლოდ ერთს! ხვალ დილამდე! სანამ სასწრა-
ფო დახმარების მანქანა ჩამოვა! აბა, სწრაფად! მდივანთან! დაუჩქა-
რეთ! გაზეთებთან ყველაფერი მოვაგვარეთ? გაიყვანეთ აქედან ჟურნა-
ლისტები! აქ არავინ დარჩება!.. ოჯახისა და მორიგის გარდა! ერთი ჟან-
დარმი მხოლოდ! ღამით!.. გასაგებია ჟანდარმო? არავის არ მისცეთ აქ
შემოსვლის უფლება! არც თქვენ დატოვოთ შენობა! გასაგებია ყველაფე-
რი?.. კეთილი! მაშინ წავიდეთ! ჩქარა! ნუ აჯანჯლებთ! ყველანი მივდი-
ვართ! აბა, გადანაწილდით მანქანებში! დროზე! ექიმო! თქვენც მანქა-
ნაში!..
პროკურორს ფეხების ბაკუნი არ შეუწყვეტია... ლანდოს წინ დარჭო-
ბილიყო და კანკალებდა... მეტი აღარ შეეძლო!.. გაითოშა, მიუხედავად
თავისი მოსასხამისა და უზარმაზარი ცხვრის ტყავისა, რომელშიც შლა-
პიანად ჩამძვრალიყო... ბოლოს ფეხი საფეხურზე შემოდგა და დაიღრი-
ალა:
– მეეტლევ! მეეტლევ! გესმით თუ არა ჩემი? მეეტლევ, სად ხართ?
დროზე, დავიძარით! სერდანსში გაგვიჩერეთ! სიგარეტის ფარდულ-
თან! მარცხნივ! გადასასვლელის შემდეგ!.. ხომ იცით სადაცაა? ო, ექი-
მო!.. ამგვარად ცხოვრებაში არ გავყინულვარ! არასდროს! მგონი, ერთი
თვე მოვუნდები გათბობას! ამ ზამთარს პირველად დამემართა ასე! ოჰ,
რას არ მივცემდი ახლა ერთ ჭიქა გროგში! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა
დღეში ვარ! ყველაფერი მომეყინა იმ ქოხში!.. ხომ ნახეთ ის საყინულე!
შეუძლებელია!
გარეთ ხომ საერთოდ გაუსაძლისი იყო! წარმოუდგენელია! ოჰ! გვა-
მი, ცხადია, იქ შესანიშნავად შეინახება.
სანამ გზას გაუდგებოდნენ, პროკურორმა კიდევ ერთხელ ამოყო თა-
ვი უკიდეგანო პალტოდან... ფერმას საერთო მზერა მიმოავლო... ჟან-

734
დარმები სმენაზე იდგნენ... მეეტლემ ცხენებს მათრახი გადაუჭირა... და
ისინი პერსანის მიმართულებით გავარდნენ... ფარაონები, მდივანი და
სამოქალაქოებიც აღარავის ელოდნენ... ხუთი წუთის შემდეგ მოწყდნენ
ადგილიდან და მათ მიჰყვნენ... ჟურნალისტები კი უკან გამობრუნდნენ...
და კიდევ ცოტა ხანს აჩხაკუნეს ფოტოაპარატები... ამ უბოდიშო და გათა-
მამებულ არსებებს რას გამოაპარებდა კაცი! შესანიშნავად მოტვინეს
ყველაფერი... მსგავსი მილიონჯერ გადახდომოდათ ალბათ თავს და
მშვენივრად იყვნენ გათვითცნობიერებული...
– აბა, აბა, ყურები ნუ ჩამოყარეთ! სანერვიულო არაფერი გაქვთ! ამ
საქმეში თქვენ არაფერ შუაში ხართ! ყველაფერი საკანცელარიო ხათა-
ბალაა, რომელსაც თქვენ ვერაფერს გაუგებთ... ჩვეულებრივი ფორმა-
ლობები... ხალხის დასანახად... სხვების დასაბოლებლად... ნურაფრის
შეგეშინდებათ!.. უცბად გამოგიშვებენ! ეს მხოლოდ სპექტაკლია! არც
მეტი, არც ნაკლები! – ქალბატონი მაინც სასოწარკვეთილი ჩანდა.
– ჩვენ მათ, ასე თუ ისე, ვიცნობთ! პირველად კი არ გვიწევს მათთან
ურთიერთობა!.. პროკურორს საფუძვლიანი ეჭვები რომ ჰქონოდა, ასე
სწრაფად აქედან არ გაშპებოდა... ამას გარდა, ცხადია, რომ აქ თქვენს
გემოზე არ დაგტოვებდათ! ერთი წამითაც კი არ შეიპყრობდა ორჭოფო-
ბა! ცნობილია თავისი ხასიათით! პატარა ეჭვი და მორჩა! მას ვერაფერი
შეაყოვნებს... ბოლომდე ჩაჰყვება... რა თქმა უნდა, გაისკვანჩებოდით!
მოაწყობდა ჩხრეკას! ო! არა, მართლა, მართლა, თუ ეჭვები გაუღვივე! ეს
ის ტიპი არ არის, ღრუბლებში რომ დაფრინავს! მაგარი გაქექილი ვინ-
მეა! მტრისას ისეთი ყნოსვა აქვს! უცდიათ მისი თითზე დახვევა, მაგრამ
არაფერი გამოსვლიათ!
– ბატონებო, თქვენ ნამდვილად დარწმუნებულები ხართ, რომ ის არ
მობრუნდება?.. და ასე სწრაფად აქედან სიცივის გამო არ წასულა? იქნებ
სულაც ამის გამო გაიქცა აქედან?
– ჰა, დასაშვებია, მაგრამ თვალები ხომ არ გაყინვია! ო! შეგიძლიათ
მშვიდად იყოთ! სადარდებელი ნამდვილად არაფერი გაქვთ! ეს უბრა-
ლოდ სასაცილოა! ჩვენ ხომ ვიცით, რასაც ვამბობთ! ო! ლა! ლა! ამოიგ-
დეთ ეს ამბავი თავიდან! ის კაცი სულ ტყუილად ჩამოვიდა!.. ამიტომაც

735
გახელდა!.. გაიქცეოდა, აბა, რას იზამდა... – ეს მოსაზრება ყველამ გა-
იზიარა...
ყველანი ორთვალაზე ავიდნენ... ახლა უკვე ქალები ყბედობდნენ...
ნელა მოუწიათ გადაადგილება... ღერძს ღრჭიალი გაუდიოდა... გადა-
ძეძგილი იყო მათი ტრანსპორტი... მათ შორის იყო ორი ჟურნალისტი,
საგანგებოდ მოვლინებული პარიზიდან... ყველა ნანობდა ამ მოგზაუ-
რობას... ბებრუცანა კი ვერ ისვენებდა... გაუბურღა მათ ტვინი შეკითხვე-
ბით... ბოლოს და ბოლოს, ჟურნალისტებსაც ამოუვიდათ ყელში... და
გუნდურად დასჭექეს:
– ეს არ არის დანაშაული!.. პამ! პამ! პამ!
– ეს არ არის დანაშაული!.. პამ! პამ! პამ!
ამას ფეხების ბაკუნი მოაყოლეს... ის კია, რომ ძალიან გამხიარულ-
დნენ... ერთმა უხამსი სიმღერა გაიხსენა... მამა დიუპანლუზე... სხვებმაც
არ დაახანეს და მხარი აუბეს...
***
ყარაულად დატოვებულმა ჟანდარმმა სოფელში სარწყულებელთან
ახლოს ცარიელი ქოხი იპოვა, სადაც თავისი ცხენის გადაყვანა გადაწყვი-
ტა... ძალიან მოეწონა ადგილი... ჩვენი საჯინიბო სულს ღაფავდა, თით-
ქმის დანგრეული იყო... რის გამოც შმორით ყარდა... ორპირი ქარიც თა-
ვის გემოზე დანავარდობდა... ჟანდარმის ცხენი მსგავს პირობებში ძა-
ლიან იტანჯებოდა... ფეხებზე ვეღარ დგებოდა... ბორძიკობდა... სიცი-
ვისგან კანკალებდა... მოკლედ, ცხენს ახალი სადგომი უპოვა... ვახშმამ-
დე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა... და გამოგვიცხადა:
– ჰეი, უსაქმურებო, ერთი ჩემკენ გამოიხედეთ და ყური მიგდეთ! შე-
გიძლიათ თუ არა, აქ წყნარად იყოთ? მე ტუნში ვარ გასასვლელი!.. – ეს
პატარა ქალაქი ბერლოს ტყის მიღმა, საკმაოდ შორ მანძილზე მდებარე-
ობდა, – შვრია უნდა ჩამოვზიდო იქიდან! ჩანთაში აღარაფერი დამრჩა...
ჩემი რძალი ცხოვრობს მანდ... თამბაქოთი ვაჭრობს... შეიძლება ვახ-
შმამდე მათთან შემოვრჩე... ცოტა შემაგვიანდება... დაახლოებით ათზე
აქ ვიქნები... თქვენ აქ დარჩებით და სისულელეებს შეეშვით! გიმეორე-
ბთ, ერთი მარცვალი შვრია აღარ დამრჩა! ჰო, სხვათა შორის, ცხენს წა-
ვიყვან... ნალი მოსძვრა და ბარემ სამჭედლოშიც შევივლი... ცხენით უფ-

736
რო მალე დავბრუნდები... გაიგეთ ყველაფერი? მიპასუხეთ! აქ არავინ შე-
მოუშვათ!.. – ვუთხარით, რომ ყველაფერი გავიგეთ... ეტყობა, მოიწყინა
ჩვენთან და გასეირნება მოუნდა... „ზურგის ქარს გისურვებთ!“ – ვუთხა-
რით ჩვენ. მალე ისევ ჩამოიარა ფერმის წინ... ცხენი უკან მოჰყვებოდა...
ვხედავდი, როგორ გვშორდებოდა ნელ-ნელა... მალე ჩამობნელდა...
მე და ბებრუცანა სრულ სიჩუმეში ვისხედით... კრინტი არ დაგვიძ-
რავს... დავიცადე, სანამ წკვარამი არ ჩამოწვა და გავედი... შეშის მოსა-
ტანად... ღობიდან სამი ფიცარი ამოვგლიჯე... წამში ნაფოტებად ვაქ-
ციე... საშინლად ხრჩოლავდა... ძალიან ნესტიანი გამოდგა... მე და ბებ-
რუცანა ბუხარს მივეფიცხეთ... თავად ძალიან ბედნიერი გახლდათ, რომ
ბოლოს და ბოლოს შევთბებოდი... ეს, რა თქმა უნდა, დიდი ფუფუნება
არ იყო, მაგრამ უარაფრობას სჯობდა... ის კია, რომ ხშირად თვალის და-
ხუჭვა გვიწევდა... კვამლი მწარედ იჩხვლიტებოდა! ჟურნალისტებთან
საუბრის შემდეგ ქალბატონი გონს მოეგო!.. თუმცა აგზნებამ ბოლომდე
არ გაუარა...
– შენ რას ფიქრობ ჟანდარმებზე? ვითომ შეგვეშვებიან? აღარაფერს
გვეტყვიან? თუ ახალ სიურპრიზებს გვიმზადებენ ჩუმად? ხომ ნახე, რა
დღეში ჩამაგდეს? გესმოდა, რამდენი შეკითხვა დამისვეს?.. შენ ხომ ყვე-
ლაფრის მოწმე ხარ... როგორი მოულოდნელი იყო ჩემთვის! ო! შენი აზ-
რი მაინტერესებს! ჰა, მიდი, თქვი რამე!
– ჩემი მოსაზრებანი ვისზე? იმ ძაღლებზე?
– ძაღლებზე! ძაღლებზე! აბა, კიდევ ვისზე?
– ეს ბრიგადირი, არც მეტი, არც ნაკლები, გასივებული ხისთავაა! შე-
ამჩნიე, როგორ ჩაისვარა? ჩინოვნიკების დანახვა და შარვლის გავსება
ერთი იყო! კაცი ხუთ წამში წაიშალა! აღარ არსებობდა! აღარ იცოდა,
სად შემძვრალიყო! სათქმელს ვერ პოულობდა! ჟურნალისტებმა ეს თა-
ვიდანვე მოწვეს და არც დაუმალავთ... ყველაფერი დაფქვეს... თავად
გესმოდა!.. მაგათ რას გამოაპარებ! მოხარშულს იცნობენ მაგ დამპალს!
რამე საფრთხე რომ ყოფილიყო, გაგვაფრთხილებდნენ! ის ენაჩლექია
საერთოდ არ ეხატებათ გულზე! ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია!
სხვა რა შეუძლიათ! მოკლედ, მაგარი სისულელეა! სხვა არაფერი! ჩვენი
აქედან წაყვანის რამენაირი საბაბი რომ ჰქონოდათ, კუდამოძუებულები

737
არ წაეთრეოდნენ! ო! დამიჯერეთ! სრულ სიმართლეს ვამბობ! ასე რომ
არა, ახლაც აქ იქნებოდნენ! ეს ხომ დღესავით ნათელია!.. 42 ერთის წი-
ნააღმდეგ! თქვენ ხომ თავად უსმინეთ... ენაჩლექიას! როცა გამოეთრა,
რა უთხრა სხვებს? „ეს თვითმკვლელობაა!“ წერტილი! ნათლად და გა-
საგებად! ექიმიც კი დარწმუნდა ამაში. ჩემი ყურით გავიგე, რა უთხრა პა-
ტარა ფარაონს! „ქვემოდან და ზევით! ჩემო მეგობარო, ქვემოდან ზე-
ვით! ეს ასეა! ყოველგვარი ხუმრობის გარეშე! აი, ასე! და ახლა არაფრის
გამოგონება, გაბერვა და გაბუქება არ არის საჭირო! საკმარისია!
– აჰ! ნამდვილად, მართალი ხარ! – ჩუმად მიპასუხა მან, მაგრამ უწინ-
დებურად მაინცდამაინც დარწმუნებული ვერ იყო... ვგრძნობდი, რომ
დიდად არ მენდობოდა...
– ნეტავ როგორ დაასაფლავებენ? ჯერ გაკვეთენ ვითომ? და მერე?
რატომ? რისთვის? შენ არაფერი იცი? იქნებ რაღაცას ეძებენ?
– ვისურვებდი, მონტრტუში გადაესვენებინათ... მაგრამ ეს ძალიან
შორსაა... იმიტომაც ბოვეზე შეთანხმდნენ... გამოდის, იქ მიაბარებენ მი-
წას!.. მე მერჩივნა, დამკრძალავი ბიუროს მომსახურებით მესარგებლა...
მაინც ვთხოვ ... შენ ფიქრობ, რომ დამთანხმდებიან?
არც ამ კითხვაზე მქონდა პასუხი...
– საინტერესოა, რამდენი დაჯდება ერთი უბრალო მომსახურება ბო-
ვეში? სამლოცველოში, მაგალითად...
ყველაზე დაბალი... ნიხრით... ალბათ, იმდენივე, რამდენიც ყველ-
გან... იცი, ის სულაც არ იყო რელიგიური, მაგრამ მაინც... საკმარისად აწა-
მეს! ცოტა პატივისცემა ნამდვილად არ ავნებდა!.. ერთი ვიცოდე, კიდევ
რას უპირებენ საწყალს?! ისედაც ხომ ყველაფერი ჩანს! მაინცდამაინც
მუცელი უნდა გამოუფატრონ? იმ უბედურს სხეულში ხომ არაფერი დარ-
ჩა! იმიტომ რომ ყველაფერი თავშია... ეს ხომ აშკარად ჩანს... ღმერთო
ჩემო! ეს რა საშინელებაა... – ირენმა ისევ მორთო ქვითინი...
– აჰ, ფერდინანდ! ჩემო ძვირფასო! როცა ვფიქრობ, რომ მათ მსგავსი
რამ დაუშვეს! ო! ო! მერე უკვე იცი, რაც ამას მოჰყვა... რახან აქ ჩამოეთ-
რნენ, სულ აიშვეს! მე რომელი ერთი გადამისვამდა თავზე ხელს! მე კი-
დევ... ახლა ჩემთვის ყველაფერი სულერთია! და შენთვისაც? გესმის თუ
არა, რომ ყველაფერი დამთავრდა? შენ, ჩემო პატარავ, სულ სხვა ვინმე

738
ხარ! შენი სხვასთან შედარება არ შეიძლება! შენ თავი უნდა დაიცვა!
მთელი ცხოვრება ჯერ წინ გაქვს! შენთვის ბევრად რთული იქნება! შენ
ამ ამბავში არაფერ შუაში ხარ! პირიქით! ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო,
პირიქით! ბევრად უკეთესი იქნება, თუ ის იდიოტები საერთოდ შეგვეშ-
ვებიან! წამოხვალ ჩემთან ერთად ბოვეში?
– რომ შემეძლოს... წამოვიდოდი... მაგრამ არ შემიძლია... ამეკრძა-
ლა ბოვეში ჩასვლა... მაგ ენაჩლექიამ მითხრა: „თქვენ მშობლებს უნდა
დაუბრუნდეთ!“ მათ ეს ორჯერ გამიმეორეს!
– ო, მაშინ არ არის საჭირო თავგადასავლების ძიება! წადი, ჩემო ბი-
ჭუნავ! წადი აქედან! რას გააკეთებ, როცა შინ დაბრუნდები? ახალი სამ-
სახურის ძებნას დაიწყებ?
– ჰო! აბა, სხვა რა უნდა ვაკეთო?
– მეც მომიწევს რამის ძებნა... რა თქმა უნდა, თუ აქედან გამიშვეს...
ო, ფერდინანდ, სანამ ამაზე ვფიქრობ, – ირენს მოულოდნელად ერ-
თგვარმა შთაგონებამ მოუარა... – აქეთ წამოდი... რაღაც მინდა გაჩვე-
ნო... – სამზარეულოსკენ გამიძღვა... ტაბურეტზე აბობღდა, წელამდე
საკვამურის ხუფში შეძვრა და კუთხეში ხელის ფათური იწყო... მსხვილი
აგური გასწია... ზემოდან მური ჩამოცვივდა... კიდევ ერთ ქვას შეუტია და
გამოაძრო... ხვრელიდან ბანკნოტები და რამდენიმე მონეტა გამოიტა-
ნა... ამ სამალავზე მე არაფერი ვიცოდი... არც კურტიალმა, რა თქმა უნ-
და... 150 ფრანკი და რამდენიმე ხუთფრანკიანი მონეტა დავითვალეთ...
მაშინვე ერთი ორმოცდაათფრანკიანი ბანკნოტი ხელში ჩამიდო... და-
ნარჩენი თავისთვის დაიტოვა.
– ას ფრანკსა და ხურდას მე წავიღებ, კარგი? გზაში გამომადგება...
ამას გარდა, ეკლესიის ხარჯებსაც დამიფარავს... თუ იქ ხუთი-ექვსი დღე
დარჩენა მომიწევს... ხომ არ შეიძლება, ეს საუკუნე გაგრძელდეს? წესით,
ეს თანხა უნდა მეყოს! რას იტყვი?.. და შენ? გაქვს მისამართები? გახსოვს
შენი ყოფილი დამქირავებლები?
– მე დაუყოვნებლივ გამომცემელს მივაკითხავ... – ვუპასუხე... – იქნებ
მასთან გამოვკრა რამეს ხელი...

739
ირენი ისევ შეუდგა ხვრელში ფათურს... იქიდან კიდევ ერთი ლუი გა-
მოაძრო და გადმომაწოდა... შემდეგ კვლავ კურტიალზე განაგრძო ლაპა-
რაკი, მაგრამ ამჯერად ნაკლებად აგზნებულად...
– ო, ჩემო პატარა ფერდინანდ... რაც უფრო მეტს ვფიქრობ... მით მე-
ტად ვრწმუნდები, რომ შენ მას გამორჩეულად უყვარდი... რა თქმა უნდა,
ამის გამოხატვას ყოველთვის ერიდებოდა... შენ ხომ კარგად იცნობდი...
ეს არ იყო მისი სტილი! არ ჯდებოდა მის ხასიათში! არ უყვარდა გრძნო-
ბების ფრქვევა!.. არც პირფერობა! ამას შენც კარგად ხედავდი... მაგრამ
გამუდმებით შენზე ფიქრობდა... ყველაზე მძიმე და გაუსაძლის სი-
ტუაციებშიც... ჩემთანაც არაერთხელ ჩამოუგდია შენზე ლაპარაკი... სულ
რაღაც ერთი კვირის წინაც!.. „იცი, რა მინდა გითხრა, ირენ? ფერდინან-
დი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ბოლომდე ვენდობი... ის არას-
დროს მიღალატებს!.. ძალიან ყრმაა! ცოტა თავქარიანიც! მაგრამ ამ
ყმაწვილმა იცის სიტყვის შენახვა! მან პირწმინდად შეასრულა დანაპი-
რები! ეს ნამდვილად ასეა, ირენ! დღეს კი მსგავსი რამ დიდი იშვიათო-
ბაა!..“ ახლაც ჩამესმის მისი ხმა... როგორ წარმოთქვამდა ამ სიტყვებს...
ო! ძალიან გაფასებდა, ფერდინანდ! ის შენი ყველაზე გულწრფელი მე-
გობარი იყო! დიახ, ფერდინანდ, ეს ნამდვილად ასე იყო! და მაინც,
ვფიქრობ, რომ ძალიან უბედური კაცი იყო! ხშირად ეჭვიანი!.. რამდენი
რამ გადახდომია ცხოვრებაში! ხშირად შემცდარა! ღმერთმა უწყის, რამ-
დენჯერ! ორასი ათასჯერ მაინც! ზოგჯერ სამარცხვინოდ! სულელურად!
ცხადია, ბრაზიანი და ფხუკიანი იყო! ღვარძლიანიც!.. მაგრამ შენზე აუგი
არასდროს დასცდენია! ერთი სიტყვაც კი! მხოლოდ გაქებდა! პირდაპირ
ქება-დიდებას გასხამდა!.. შენი განებივრებაც შეეძლო, მაგრამ ვერ მო-
ახერხა! რადგან ჩვენ ძალიან მძიმე, თითქმის გაუსაძლისი ცხოვრება გა-
ვიარეთ! როცა ვლაპარაკობდით აქეთურ-იქეთურზე, ჩემთვის არაერ-
თხელ უთქვამს, „მოიცა, ირენ, ნუ აჩქარდები! იქონიე მოთმინება! აუცი-
ლებლად გადავუხდი სამაგიეროს ამ არაჩვეულებრივ ყმაწვილს!“ ო! შე-
სანიშნავად ესმოდა შენი! ვერ წარმოიდგენ, როგორი კეთილგანწყობი-
ლი იყო შენ მიმართ!
– მეც, ქალბატონო... მეც!..

740
– ვიცი, ფერდინანდ, ვიცი! მაგრამ შენ – ეს სულ სხვა რამეა! საბედნი-
ეროდ, ჯერ სულ ბავშვი ხარ! შენს ასაკში სევდა... სიმწარე არ არსებობს!
ყველაფერი ისეთი ადვილი ასატანია! ახლა უკვე თავად მოიწყობ ცხოვ-
რებას... ეს მხოლოდ დასაწყისია... ბევრი რამ ჯერ კიდევ არ გესმის...
– თქვენც ძალიან უყვარდით, ირენ! – ვუთხარი... – ხშირად მელაპა-
რაკებოდა თქვენზე... ძალიან იყო თქვენზე მიჯაჭვული... მის გარეშე მე
სრული არარაობა ვარო, ამბობდა... „ნახე, როგორი ცოლი მყავს!“ – მი-
მეორებდა ხშირად.
რა თქმა უნდა, ნამეტანი მომივიდა... უბრალოდ, მისი დამშვიდება
მსურდა... და ამის გამო ჩემთვის ყველა საშუალება ამართლებდა... ირე-
ნი ახლა ცრემლებს შადრევანივით აფრქვევდა..
– ნუ ტირით, ქალბატონო, ნუ ტირით! ტირილის ჟამი ჯერ კიდევ არ
დამდგარა! ახლა ძალ-ღონე უნდა
მოიკრიბოთ და გამაგრდეთ! ჯერ ყველაფერი როდი დასრულებუ-
ლა... ბოვეში ლაპარაკი მოგიწევთ! იქ თავი ღირსეულად უნდა დაიცვათ!
ცრემლების დანახვაზე ისინი საშინლად ღიზიანდებიან! ამაში თავად
დარწმუნდით! მეც მომიწევს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფა! ასე
არ მითხარით?..
– მართალი ხარ, ფერდინანდ! ოჰ! ოჰ! ოჰ! ნამდვილად! ეს სრული სი-
მართლეა!.. არანორმალური ქალი ვარ... ჩვეულებრივი გადაღრძუებუ-
ლი და ტვინგამოცლილი ბატი!
ირენი დამშვიდებას ცდილობდა... ცრემლიან თვალებს იმშრალებ-
და...
– მაგრამ შენ ხომ იცი, ფერდინანდ, რომ ძალიან უყვარდი... ო! გარ-
წმუნებ, ფერდინანდ! ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გასიამოვნო! ეს
ხომ შენც კარგად იცოდი, არა? შინაგანად გრძნობდი, რა ედო გულში?!
– დიახ, ქალბატონო, ვგრძნობდი!..
– და ახლა, როცა თავი მოიკლა... ეს ხომ საშინელებაა, ფერდინანდ?
ხომ გესმის?.. მე ამ საშინელებას ვერ ვიჯერებ!.. იმიტომ რომ ეს დაუჯე-
რებელია!.. – ირენი ამ საზარელ ამბავს წამითაც ვერ წყდებოდა...
– ფერდინანდ! – დაიწყო ისევ... – ფერდინანდ! ყური მიგდე... – ის შე-
სატყვის სიტყვებს ეძებდა... მაგრამ ვერ პოულობდა... – კი, რა თქმა უნ-

741
და, ის შენ გენდობოდა, ფერდინანდ!.. მეც სრულ ნდობას მიცხადებდა!
ხომ კარგად იცნობდი მას, არა? ფერდინანდ... სინამდვილეში, ის არავის
ენდობოდა...
ჩვენი კერია თითქმის ჩაქრა... შეშას ცეცხლი არ ეკიდებოდა... ხრჩო-
ლავდა მხოლოდ... გაივსო სახლი კვამლით... სველი ხე ტკაცუნობდა...
ნაპერწკლებს ისროდა და ნელ-ნელა ქრებოდა... „წავალ, შეშას გამოვი-
ტან, რამეს, უფრო მშრალს ვიპოვი!“ – ვუთხარი ბებრუცანას... ბეღლის-
კენ გავეშურე... თუ იქ გამხმარ ფიჩხს ვერ ვიპოვიდი, ტიხრის დანგრევას
ვაპირებდი... ეზო შევათვალიერე... ჭასთან გავლისას თვალი დაბლო-
ბისკენ გამექცა... რაღაც მოძრავი დავლანდე... ადამიანს მივამსგავსე.
„შეუძლებელია, ეს ჟანდარმი იყოს. ასე ადრე როგორ მოასწრებდა დაბ-
რუნებას?..“ – გავიფიქრე... ალბათ ვიღაცა მოეთრა ისევ... იქნებ სულაც
მძარცველი?.. „კეთილი! – ვთქვი ჩემთვის, – ტიპს აშკარად გაუმართლა!“
„ჰეი! მანდ ვინ არის? – დავიყვირე... – რას ეძებთ აქ, მეგობარო?..“ ხმა
არ გამცა... ტყვიანაკრავითი მოკურცხლა... შემოვტრიალდი, მაგრამ ბეღ-
ლამდე ვერც მივაღწიე... თავში ათასგვარი აზრი დამიტრიალდა... ჩემ-
თვის ვთქვი: „ჯანდაბა, აბა, სასწრაფოდ აახვიე აქედან!“ ღობიდან ფი-
ცარი ამოვგლიჯე. „საკმარისია!“ და ავაცვი... როცა ქოხში შევვარდი, ბებ-
რუცანას ვკითხე.
– არავინ შეგიმჩნევიათ?
– არა... არა... – მიპასუხა.
ზუსტად ამ მომენტში ფანჯარაში, ჩემგან სულ რაღაც ორ ნაბიჯზე,
სიფათი დავლანდე, რომელიც უცნაურად მომშტერებოდა... ვიღაც...
თავგასიებული... შლაპაც გავარჩიე... და ტუჩების ცმაცუნიც... სიტყვები
არ მესმოდა... ავიღე სანთელი, მივუახლოვდი ფანჯარას და ფართოდ
გავაღე... ღმერთო, ამას აქ რა უნდა?.. იმწამსვე ვიცანი... ეს ხომ ჩვენი კა-
ნონიკია! ეშმაკსაც წაუღია!.. ფლერი!.. კი, აბა რა, ეს ნამდვილად ფლე-
რია!.. გადარეული! არა, არაფერი შემშლია! ნამდვილად ვიცანი! აქ რამ
მოიყვანა? საიდან მოეთრა? რაღაცას ჩაიფიქრებდა... სახეში ნერწყვს
მაშხეფებდა... რა უცნაურად იქნევდა ხელებს!.. ბედნიერი ჩანდა, ისევ
ერთად რომ დაგვინახა! ძველი მეგობრები! ძმები! ფეხი გადმოდგა და
ოთახში აღმოჩნდა... სიხარულს ვერ მალავდა... ხტუნავდა... მაგიდას

742
რამდენჯერმე შემოურბინა... ბებრუცანას მისი სახეც დავიწყებოდა და
სახელიც. ვერც ის გაიხსენა, რა გარემოებაში გაეცნო მას! მეხსიერების
უმნიშვნელო ჩავარდნა!..
– ეს ხომ ფლერია! კარგად დააკვირდით! ნამდვილად ისაა! ფლერი!
დებილი ფლერი! ვერ იხსენებთ? თქვენ რა, თვალის ჩინი ხომ არ დაკარ-
გეთ?! აბა, კარგად შეხედეთ!
– ო, ღმერთო ჩემო! მართალია! ეს რა უბედურება მეტაკა! ღმერთო!
როგორ ვერ გავიხსენე! ო, ბატონო კიურე! მომიტევეთ! აჰ, გამოდის, ყვე-
ლაფერი შეიტყვეთ? ჰო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ეს თქვენ ხართ!
სულ გადავდექი ჭკუიდან! ო, ახლა უკვე გიცანით! არადა, თავიდან ტვინი
გადამეკეტა! თქვენ არ იცით, რა საშინელება დაგვატყდა თავს...
ამნაირი წვრილმანები სტუმარს საერთოდ არ აღელვებდა... განაგ-
რძობდა ანცობას, ხტომას, კუნტრუშს... საერთოდ არ გვაქცევდა ყურად-
ღებას... თითქოს არც ვარსებობდით... ყირაზე გადადიოდა... პირუეტებს
პატარ-პატარა ნახტომებს უნაცვლებდა... უკუხტომებსაც... მერე ისკუპა
და მაგიდაზე შეხტა... და იქაც იბზრიალა... კარგა ხანს თახთახებდა... კა-
ბა სულ ნეხვსა და ტალახში ჰქონდა ამოგანგლული... თითქმის იღლიე-
ბამდე... არა, ვტყუი, ყურებამდე! აჰ, რა თქმა უნდა, ეს ის იყო! ამას წინათ
მინდვრად რომ იყო გაჭრილი! ო, როგორ დავაფრთხეთ ერთმანეთი! აჰ!
ისე რა უშნოდ იყო ჩაცმულ-დახურული!.. სად იშოვა ნეტავ ეს ფეხოსნის
აღკაზმულობა?.. სრული კომპლექტი! ორი ჩანთა! ორი მათრახი! სამი
კარდალა! ზემოთ ლენტაზე დაკიდებული მონადირის რქა! ყოველი ნა-
ბიჯის გადადგმაზე ეს ყველაფერი ჟღარუნებდა და წკარუნებდა... ერთი
წამი არ შეჩერებულა! განსაკუთრებით თავისი შლაპა აღიზიანებდა...
ხტუნვისას თვალებზე ჩამოეფხატებოდა ხოლმე. ამგვარი რამ მეთევზე-
ებს ეხურათ... უზარმაზარი და თეფშივით ბრტყელი... კიდევ რამდენიმე
დეტალი: მთელი კაბა მედლებითა და ორდენებით იყო დახუნძლული...
საპატიო ლეგიონერის რამდენიმე ორდენს ნამდვილად მოვკარი თვა-
ლი... ჰო, კიდევ მკერდზე სპილოს ძვლისგან დამზადებულ, მძიმე ჯაჭვზე
დაკიდებულ იესოს ჯვარცმასაც... რა თქმა უნდა, ყველაფერი ტალახში
იყო მოსვრილი... ჩვენი ძვირფასი კანონიკი ამ ხარახურით ისე იყო დამ-

743
ძიმებული, რომ ოფლი ნაკადულებად სდიოდა... კაბის ზურგი თავით
ფეხებამდე დაჰფლეთოდა... ზედ გამონაჟონებით მიჰკვროდა...
ბებრუცანას მისი ბზრიალ-წრიალისგან თავბრუ დაეხვა... ერთი სუ-
ლი ჰქონდა, სანამ კანონიკი
გაჩერდებოდა... უნდოდა, რაღაცები მოეთხრო მისთვის, რაღაცაში
დაერწმუნებინა... დარწმუნება ხომ მისი გატაცება იყო... ხელით ვანიშნე,
დაანებე თავი, შეიძლება თვითონ წაეხვეტოს აქედან-მეთქი... ახლა მი-
სი გაღიზიანება არ არის საჭირო და რამე-მეთქი... ქალბატონმა ჩემი
რჩევა არაფრად ჩააგდო... უბრალოდ, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონ-
და, რომ ეს კაცი ისევ იხილა... დასდევდა... როცა სადმე კუთხეში მო-
იხელთებდა, კანონიკი მტაცებელი ცხოველივით ღმუოდა... თავდახრი-
ლი კედელს აეკვრებოდა და თითქოს თავდასხმისთვის ემზადებოდა...
ქალბატონს არაფერი ესმოდა... ტუჩებზე თითებს მიიკრავდა და კბი-
ლებს შორის გამოცრიდა... „შშშ! შშშ!“ ამგვარად სიჩუმისკენ მოუწოდებ-
და... თვალებს აქეთ-იქით აბრიალებდა... მისი მზერა სულაც არ იყო კე-
თილგანწყობილი... უბედური ალყაში მოქცეულ, დამფრთხალ, გულა-
მოვარდნილ ნადირს ემსგავსებოდა...
– თქვენ არაფერი იცით, ბატონო კანონიკო? ვხედავ, რომ თქვენ საქ-
მის კურსში არ ხართ!.. ოჰ! ეს ყველაფერი საკუთარი თვალებით გენა-
ხათ... ო! რომ იცოდეთ, რა საშინელება დაემართა მას!
– შშშ! შშშ! ბატონ დე პერეირს? ბატონ დე პერეირს? – ახლა კანონიკი
ითხოვდა პასუხს... – ჰა? ბატონი დე პერეირი გყავთ მხედველობაში? –
ირენს მხრებში ჩააფრინდა... პირდაპირ მის სახესთან ხმაურიანად სრუ-
ტუნებდა... უეცრად კრუნჩხვები დაეწყო... პირი მოეღრიცა და კარგა ხანს
დარჩა ასე მონჯღრეული... ნელ-ნელა აღუდგა პირვანდელი მდგომარე-
ობა...
– ის უკვე აღარ მყავს, ბატონო კიურე! არა, არ მყავს! ცოცხლებში უკვე
აღარ წერია! გამოდის, თქვენამდე ამბავს არ მოუღწევია! აღარაა ჩვენ-
თან საწყალი კაცი! წავიდა ჩვენგან ის უბედური! ო! თქვენთვის არაფერი
უთქვამთ?
– დაუჩქარეთ! დაუჩქარეთ! – კანონიკმა ირენს უღრიალა.

744
– ის ხომ მკვდარია!.. უკვე აღარ არსებობს! ხომ გითხარით უკვე! –
ირენი მეტი თავდაჯერებულობით ამეტყველდა...
– უნდა ვნახო! აუცილებლად უნდა ვნახო! – ჩაიხვია კანონიკმა... – ეს
სასწრაფო საქმეა! შშშ! შშშ! ჩქარა! ჩქარა! – ფეხის წვერებზე ისევ შემო-
ურბინა მაგიდას! ძირს დაიხედა, მერე მაღლა აიხედა! საკვამურიც შე-
ამოწმა... ორივე განჯინა გააღო... გასაღებების აცმას დაავლო ხელი და
სკივრს ეძგერა. იმდენი ეჯაჯგურა, ანჯამები სულ მოურყია... გაცოფდა...
ურჩობას ვერ იტანდა... ზედა ტუჩი სადღაც გაექცა...
– ბატონო კიურე!.. ბატონო კიურე! ნუ აკეთებთ ამას! – დაუყვავა
ირენმა...
– ფერდინანდ, გემუდარებით, უთხარით ბატონ კიურეს, რომ დე პე-
რეირი ნამდვილად გარდაიცვალა! უთხარით ეს ბატონ კიურეს! – ირენი
კანონიკის ჩანთას ჩაებღაუჭა.
– მიბრძანდით და კარს შეხედეთ! იქ წერია ყველაფერი! წარმატებას
გისურვებთ! არა, ფერდინანდ?!
ირენი ახლა კანონიკის სანადირო რქას ჩააფრინდა... ყველაფერს
თავისკენ ექაჩებოდა... მსუქანას, მაგიდას, სკამებს, თეფშებს...
– კმარა! კმარა! ეს გაუგონარი თავხედობაა! სულ გაგივიდათ თავს!
უნამუსოებო! თავხედებო! სად არის დირექტორი? ჟენიტრონ კურტი-
ალი! თქვენ რა, ჩემი არ გესმით? სულ დაყრუვდით? გესმით თუ არ ჩემი?
მხოლოდ მან... მხოლოდ მან... ჟენიტრონმა იცის ყველაფერი! ო, ლა!
ლა! ლა! კურტიალი მე მელოდება! სასწრაფოდ უნდა შემხვდეს! პაემანი
დამინიშნა! პაემანი!.. პაემანი!.. – კიური დასაბმელი გახდა... ირენი
გვერდით გახტა და კედელს აეკრა...
– კმარა! რამდენი შეიძლება კაცმა ითმინოს?! მინდა ადამიანს დავე-
ლაპარაკო! და ამას ვერავინ დამიშლის. ვინ?.. – კიურემ კაბა აიწია და
ჯიბეებში ქექვას მოჰყვა... ჯერ ქაღალდები დააძრო... მერე ნამცეცები...
ამონარიდები გაზეთებიდან... მუხლებზე დაჩოქილი გაუგებრად ბურ-
დღუნებდა... ნაგლეჯებს ერთი მეორის მიყოლებით ითვლიდა... ათვა-
ლიერებდა... ისევ ერთმანეთზე აწყობდა... ბოლოს ბურთულებად ახვევ-
და...

745
– შშშ! ჩჩჩ! – მოუარა ისევ... – ჩვენ საერთოდ აგვეკრძალა განძრევა...
– აი, ისიც! ეს ნამდვილია! რა? ხედავ? ფარაონის ჭეშმარიტი ხელნაწე-
რი!.. დიახ! – კიურემ მიბწკინა, – აი, ჭაბუკო! – ხელში რაღაცა შემომტე-
ნა... ორი ბურთულა!.. – ბატონო დირექტორო! ბატონო დირექტორო!..
ოჰ! მაგის დედაც! ისევ დაეწყო... ისევ გამოვიდა წყობიდან... ოდნავ
მოიკუნტა და მაგიდაზე შეხტა... ისევ კურტიალს უხმობდა... ექოც იგივეს
ითხოვდა... სანადირო რქაში მთელი ძალით ჩაჰბერა... გაისმა ხრიალი...
ხროტინი...
– ის ახლავე მოვა!.. მას ესმის ჩემი! – ეს ფრაზა ათჯერ თუ ოცჯერ გა-
იმეორა. პიჯაკზე ჩამავლო ხელი და თავისკენ მიმწია... და პირდაპირ სა-
ხეში შემაფურთხა... მერე ყურთან ხმაურიანი ქშინვა გააბა... ყარდა! ცხო-
ველი... ნაწყვეტ-ნაწყვეტ მაინც მოჰყვა, როგორ ჩამოეთრა აქამდე... ვრი-
კონტროვერში ჩამოსულიყო გაჩერებაზე სახელწოდებით „დეპარტამენ-
ტი“, ოცდაორ კილომეტრზე ბლემიდან... „სხვები“ თურმე უკან მოსდევ-
დნენ... ეს „სხვები“ არავინ იცის, ვინ იყვნენ... რაც მთავარია, მე ამომიჩე-
მა თანამოსაუბრედ...
– შშშ! ჩშშ! – აშიშინდა... – ისინი! ყოვლისშემძლენი!.. დიახ! დიახ!
ფანჯრისკენ შეტრიალდა... ალბათ, ამოწმებდა, ბოლოს და ბოლოს
ჩამოვიდნენ თუ არა „ისინი“... დარაბებს ქვემოთ დაიმალა... მერე ისევ
წამოხტა... სახლის შემოგარენი დაზვერა... ბუხარში შეაფსა... შარვალი
არ შეუკრავს... ისევ დარაბებს მიაშურა... როგორც ჩანს, „ისინი,“ ყოვ-
ლისშემძლენი დალანდა... დაჭრილი ტახივით ქშინვა ამოუშვა... ო, რო-
გორ ხროტინებდა ის უპატრონო!
– ო! ო! – მომიტრიალდა... – არასდროს!.. პა! პა! პა! არასდროს!.. –
ჩემკენ გადმოიხარა და ცხვირწინ მუშტები მიტრიალა.
ეს ტიპი პალე-რუაიალში სულ სხვანაირი მახსოვს!.. როგორი სასტი-
კი და სისხლისმწოველი გამხდარა! გეგონება, პატიმრობაში მხოლოდ
მორიელებით იკვებებოდა! ერთი მაგისიც! უბრალოდ აუტანელი გახდა!
დარწმუნებული ვარ, გოგირდმჟავაც ექნება ნაყლაპი! ისეთი განცდა
მქონდა, რომ კიურე არასდროს გაჩერდებოდა... დადიოდა... დადიოდა...
დადიოდა! კედლებზე ხოხავდა! ღრიალებდა... იმუქრებოდა... ჩვენს გა-
მოწვევას ცდილობდა... მე და ბებრუცანა დავდუმდით... საერთოდ არ ვე-

746
ლაპარაკებოდით ერთმანეთს... ჩვენ საბოლოოდ გაგვანადგურეს... მი-
წასთან გაგვასწორეს... ეს შეშლილი კანონიკი გვარიანად ამომივიდა
ყელში... სიამოვნებით დავამშვიდებდი უკნიდან დარტყმით! ფანჯარას-
თან პალო შევამჩნიე... ადრე გელად ვიყენებდით... შთამბეჭდავი ბუნი-
კით... და თუჯის მოხერხებული სახელურით... მისთვის მშვენივრად გა-
მოდგებოდა... კიდევ ერთი მკვლელობა... მსუქანას ვანიშნე, ცოტა ხნით
გვერდზე გასულიყო... ან კედელს აკვროდა... ჯანდაბა! მე კი მერჩივნა,
თვითონ ჩაეწყვიტა ხმა... და ჩარევა არ დამჭირვებოდა... ღმერთო ჩემო!
ღმერთმა დაწყევლოს მისი მოდგმა!.. ისე, რა მახინჯია ეს ნაძირალა და
თან სრული შიბლა! იქნებ დაგვანებოს თავი ამ აქოთებულმა ნეხვის ჭი-
ამ! არ გვიხმარა ამ ნაბოზარმა! ათასგვარი მანიითაა შეპყრობილი ეს
თესლი! კი არ სჯერა, რასაც ეუბნები!.. დარწმუნებულია, რომ რაღაცას
ვუმალავთ, უფრო სწორად, დირექტორს ვუმალავთ! ეს იყო ნამდვილი
ჯოჯოხეთი... ბებრუცანას ჩუმად ვუთხარი:
– მით უარესი! კმარა! ის არასდროს მომუწავს პირს!.. Because! გადავ-
წყვიტე, რომ მაინც ვაჩვენო...
– ნუ იზამ ამას, ფერდინანდ! ნუ იზამ ამას! გემუდარები!
– კი, კი ვიზამ! შეიძლება ამან ცოტა მოარჯულოს და გონზე მოიყვა-
ნოს! ხომ ხედავ, როგორ ჩაიხვია ამ ბინძურმა ცხოველმა! სუფთა ჯალა-
თია! შეშლილი! ვაჩვენოთ, მერე ამოვკრათ პანჩური და გარეთ გავაგ-
დოთ!
კანონიკი კი არ ცხრებოდა. ყველაფერი თავდაყირა დააყენა! ყველ-
გან შეძვრა, ყველაფერი გადააქოთა... მაგიდაც კი ააყირავა... არადა, ეს
იყო ნამდვილი მონუმენტი! ჯანიანი იყო, ნაძირალა!
„დირექტორი! დირექტორი!.. – აღმუილდა ისევ... – მე ყველაფერი
მივეცი!“ ისევ დაეთხლიშა მუხლებზე... ამჟამად ჯვარცმას ეამბორებო-
და... რამდენჯერმე პირჯვარი გადაიწერა... და ისევ ექსტაზში გადავარ-
და... ხელებგაშლილი თავად დაემსგავსა ჯვარცმას... ცოტა ხანში მო-
ულოდნელად წამოხტა... ზამბარასავით გაიჭიმა... ფეხის წვერებზე შემ-
დგარი ამოძრავდა... თვალები ჭერს მიაპყრო... ისევ დაიწყო ენის ტარ-
ტარი...

747
ქალბატონი დე პერეირი ჩამებღაუჭა, არ უნდოდა, რომ სამზარეუ-
ლოში მიცვალებული იმ გადარეულისთვის მეჩვენებინა... ჟესტებით მა-
ნიშნებდა... „არა, არა!“ ეს კომედია მეც მომბეზრდა... ჩემი
მოთმინების ფიალა პირთამდე გაივსო.
– მოდი აქ! – მივმართე კანონიკს და მის სანადირო რქას წავეპოტი-
ნე... ჰოპ! და სამზარეულოსკენ ვუბიძგე! ოჰ, ეს ძუნძგლიანი მეტრაკე! მას
ჩვენი არ სჯეროდა... არა! ახლავე დავარწმუნებ ამ ნაძირალას ჩვენს სი-
მართლეში! ყველა გიჟი ერთი ყალიბისგანაა ჩამოსხმული! გიჟდებიან,
როცა მათ წინააღმდეგობას უწევენ... „მიდი! მიდი! შედი, იდიოტო! – ერ-
თი ტრაკში ამოვკარი, – ნახავ, რა სპექტაკლიც გელოდება!“ გაჯიქდა! ნა-
ბიჯი ვერ გადავადგმევინე! საერთოდ გამომიყვანა წყობიდან! დას-
ხლტომას ცდილობდა! უკმაყოფილოდ ბურდღუნებდა! მე კიდევ კორი-
დორის სიღრმისკენ ვექაჩებოდი.
– ჰოპლა! სანთელი წამოიღეთ, ქალბატონო, ორი უკეთესი იქნებო-
და... ყველაფერი კარგად უნდა დაინახოს!.. წვრილ-წვრილად! მკაფი-
ოდ... რომ საბოლოოდ შეგვეშვას!
სამზარეულოს როგორც კი მივუახლოვდი, მუხლებზე დავდექი... და-
ვიხარე... იმ იდიოტს ცხვირი იატაკზე დაგდებულ, ტილოში გახვეულ
გვამზე მივადებინე... სავარაუდოდ, ახლა მაინც უნდა მიმხვდარიყო ყვე-
ლაფერს... გვერდით კიდევ ერთი სანთელი ავანთე...
– კარგად დაათვალიერე? მიპასუხე, იდიოტო! შეგვეშვები თუ არა,
ბოლოს და ბოლოს? ჰა! ეს ნამდვილად ის არის!.. იცანი? არა?..
კანონიკი გვამს მიუახლოვდა... სრუტუნი მორთო... დამფრთხალი იე-
რით ირგვლივ მიმოიხედა... ფეხები დაყნოსა... პირქვე დაემხო... ლოც-
ვას მოჰყვა... საკმაოდ დიდხანს დუდუნებდა... ბოლოს ჩემკენ გამოიხე-
და... ყურადღებით დამაკვირდა... მალევე განაახლა ბუბუნი!
– აბა, რას მეტყვი? ხომ კარგად დაინახე? გეკითხები! ხომ ყველა-
ფერს მიხვდი, დებილო? ახლა მაინც თუ დამშვიდდები! გაეთრევი თუ
არა აქედან?!
თითქოს არ ესმოდა, რასაც ვეუბნებოდი... განაგრძობდა ბუზღუნსა
და მიცვალებულის ყნოსვას... მაშინ მკლავში ჩავავლე ხელი და გვერ-
დზე გაწევა ვცადე... მინდოდა, ამდგარიყო... ის ისევ განრისხდა! მთელი

748
ძალით მითაქა იდაყვი... მეგონა, რომ მუხლი აღარ მქონდა! ო, ნაძირა-
ლა!.. ძალიან მეტკინა, თვალებიდან ნაპერწკლები ვაფრქვიე... ო! ძლივს
შევიკავე თავი, იქვე რომ არ მიმესიკვდილებინა! ეს ნაძირალა გამიბრაზ-
და! მზად ვიყავი, ფეხებით შევსდგომოდი და ჭიანჭველასავით გამესრი-
სა!.. ბებრუცანამ შემიშალა ხელი... რა თქმა უნდა, ასე კეთილი გულით
მოიქცა... ირენი არასდროს ყოფილა ცუდი განზრახვებით შეპყრობილი
ადამიანი!.. ამჯერად მის დაშოშმინებას ეცადა...
– ხომ ხედავთ, ბატონო კიურე! თქვენ ხომ შესანიშნავად ხედავთ,
რომ ის მკვდარია!.. თქვენს საქციელს ჩვენთვის მხოლოდ ტკივილი მო-
აქვს. გადაწყვიტეთ, რომ ზედმეტი უსიამოვნებანი მოგვახვიოთ თავს?
ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება! ეს უბედური
ამქვეყნად უკვე აღარ არის! ჟანდარმმა აგვიკრძალა აქ შემოსვლა! მიც-
ვალებულს უცხო არ უნდა გაჰკარებოდა! ჩვენც შევპირდით, რომ მის
ბრძანებას პირწმინდად შევასრულებდით! ახლა კი თქვენ გამო ჩვენ სას-
ტიკად დავისჯებით!.. ორივე! მეც და ფერდინანდიც! თქვენ ხომ არ გინ-
დათ, ასე მოხდეს?
ამ დროს საკუთარ თავს ვუთხარი: კეთილი, რახან ამ ნაბოზარს ჩვენი
არ სჯერა, მე ვიცი, რასაც ვიზამ... აღარაფერს დავუმალავ და ყველა-
ფერს ვაჩვენებ! ფაქტია, აღარ ეყო, რაც უკვე ნახა! მერე ამოვკრავ პან-
ჩურს და გარეთ გავაგდებ! ამას დიდხანს ნაღდად ვერ გაუძლებს!.. გადა-
საფარებლის ერთი კუთხე წამოვწიე და სანთლით მთელი ეს ამაზრზენი
ფაფა გამოვუნათე... ხომ გამიბურღე ტვინი, მაჩვენე, მაჩვენეო! უყურე ახ-
ლა, სანამ არ მოგბეზრდება! იქნებ, ბოლოს და ბოლოს, დავიდეს შენამ-
დე, რაც სინამდვილეში მოხდა! კანონიკი მუხლებზე დაეცა, რათა უკეთ
დაეთვალიერებინა... მე კიდევ ისევ გავუმეორე.
– აბა, რას მეტყვი, ბებერო კუანავ! მოდიხარ? – ჩემკენ გამოვქაჩე, მაგ-
რამ გამიძალიანდა... ამჯერად განძრევა არ ისურვა... საერთოდ აღარ უნ-
დოდა წასვლა. ხარბად ყნოსავდა გვამს...
„ჰმ! ჰმ!“ – ლოყები აუღაჟღაჟდა!.. ო! საშინლად აღიგზნო და ტრან-
სში გადაეშვა... მთელი სხეულით თრთოდა... მინდოდა, მიცვალებუ-
ლისთვის ისევ გადამეფარებინა... საკმარისი იყო, რაც ნახა! მაგრამ კა-
ნონიკი არ დამნებდა... ქსოვილს ჩააფრინდა... მთელით ძალით! ძალი-

749
ან გაიტაცა სანახაობამ! ჭრილობაში თითები ჩაყო! ორივე ხელით
ხორხს ჩაებღაუჭა! ყველა ხვრელში ძვრებოდა... ნაპირებს გლეჯდა! შიგ-
ნეულობა ამოუტრიალა! ყველგან აფათურა ხელები! გასწია! უცბად გა-
შეშდა! მაჯა ძვლებს შორის გაეჭედა... ხრჭიალიც შემომესმა. ამაოდ
ცდილობდა ხელის გამოთავისუფლებას... ეჯაჯგურა... ხაფანგი აღარ უშ-
ვებდა... რაღაც ჩაიხა... ირგვლივ ყველაფერი ტვინითა და სისხლის მო-
ისვარა! სხეულის ყველა ნაწილი წვეთავდა... ბოლოს, როგორც იქნა, ხე-
ლი ამოაძრო... ფაფა სახეში მომეშხეფა... ვერაფერს ვხედავდი... მეგონა,
დავბრმავდი! უაზროდ ვიქნევდი ხელებს... სანთელი ჩაქრა! კანონიკი
განაგრძობდა ღრიალს! ო! უნდა ჩავაკმენდინო ხმა ამ ნაძირალას! სიბ-
ნელეში ვერც ვხედავდი! მოულოდნელად შევეხეთქე! ზედ დავახტი!
გავცოფდი! მაგრად ჩავაზილე! გვერდზე გადავარდა! კედელს მიასკდა!
ბრახ! ბრუხ! მინდოდა, კიდევ ერთხელ მიმეხეთქებინა და მისი თავი ნა-
კუწებად მექცია, მაგრამ ამ დროს ერთმა აზრმა შემაჩერა... დავამუხრუ-
ჭე... ადგილზე გავშეშდი... მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო! მაგის
დედაც! ისღა მაკლდა ახლა, რომ იდიოტს ჩხუბის დროს სული გაეფ-
რთხო! თვალები მოვიფშვნიტე... დავმშვიდდი... აზროვნების უნარი და-
მიბრუნდა! აუცილებელია, რომ ამ ნაბიჭვარმა ახლავე ააცვას აქედან!
მისი სიფათის დანახვა უკვე აღარ შემიძლია... ფეხი თეძოში გავუქანე!
ვირიშვილი ოდნავ წამოიწია! კარგია! მერე მთელი ძალით სიფათზე ავა-
ფარე... ამან მთლიანად წამოაყენა ფეხზე! ბებრუცანამ თავზე ყინული-
ვით ცივი წყლით სავსე ტაშტი დაამხო... კანონიკმა ბუტბუტი და კვნესა
დაიწყო! მგონი, ცოცხალია! გადავრჩი! ყველაფერი კარგად მიდის! მაგ-
რამ თურმე ჯერ სადა ვარ! მოულოდნელად მთელი სხეულით წამოიმარ-
თა... ოჰ, ნაბიჭვარი! ბრახ! გაიშხლართა! კურდღელივით აფართხალდა,
მერე უცბად გაშეშდა, თითქოს გაიყინა! ასე შეუძლებელია გაგრძელდეს!
კარი გავაღე... არემარე შევათვალიერე... მე და ბებრუცანამ კანონიკი გა-
მოვათრიეთ და გზის პირას დავასვენეთ... მისი შინ დატოვება ჩვენ ხელს
არ
გვაძლევდა! ეს ტიპი თავიდან უნდა მოგვეშორებინა! აბა, რომელ
ჟანდარმს მოერიდებოდა მისი ჩვენთვის შეტენვა?! არა, წარმოიდგინე,
იმ ძაღლს ეს კვერცხი რომ აღმოეჩინა, თან გონებაწასული? არა! არა!

750
მაგრად დაგვერხეოდა! საერთოდ, არავის არ უნდა გაეგო, ჩვენთან რომ
იყო! აქ არავის გამოუვლია! არავინ გვინახავს! მორჩა! დებილები სხვა-
გან მოიძიონ! გარეთ! სუფთა ჰაერზე! ისე, კი იყო ზედგამოჭრილი ადგი-
ლი გონებაწასულისთვის... ის გოთვერანი მალევე მოეგო გონს! აბუზ-
ღუნდა... ფსუტუნებდა ტალახში... სასწრაფოდ შევცვივდით სახლში...
და კარი გასაღებით ჩავკეტეთ... ძლიერი ქარი ქროდა... ბებრუცანას ვუთ-
ხარი:
– მორჩა! აქედან ფეხს ვეღარ გავდგამთ! შეიძლება იმ ვირიშვილმა
იღრიალოს!.. მაგრამ ჩვენ არაფერი გაგვიგონია! როდის დაბრუნდება ის
დებილი? ჩვენ იდიოტებს გავითამაშებთ და მორჩა! არავინ გვინახავს!
არაფერი ვიცით! აი, თუ ჟანდარმი შემთხვევით გადაეყრება, თვითონვე
გაარკვიოს მასთან საქმე!..
– კეთილი!.. – ირენმა ყველაფერი მოტვინა.
– გადაწყვეტილია!..
ერთი საათი გავიდა... შესაძლოა მეტიც... მე სამზარეულოს ვალაგებ-
დი... ბებრუცანა კი ფანჯარას ამოფარებული ყარაულობდა...
– აქეთ ნუ იყურებით, ქალბატონო! არავითარ შემთხვევაში, ჩემკენ
არ მოტრიალდეთ! მე თვითონ დავალაგებ ყველაფერს!.. უყურეთ მხო-
ლოდ იმას, რაც გარეთ ხდება!.. – ისევ დავაწვინე მიცვალებული... ქვეშა-
გებიც გავუსწორე ... სისხლი ჟონვას განაგრძობდა და ნაჭრის დიდი ნა-
წილი წითლად შეიღება... ცოტა ჩალაც მოვიტანე და ყველგან მიმოვ-
ფანტე... სისხლის გუბურები მეტ-ნაკლებად გავაქრე... მკვდარს თავი
თივის ბალიშზე დავადებინე... შხეფებს კი ვერაფერი მოვუხერხე... ლა-
ქებს ჭერიც კი დაეფარა... შედედებული, ალაგ მიმხმარი სისხლი მნახ-
ველს შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა... საზიზღარი სანახავი იყო ეს ყვე-
ლაფერი! რა არ ვცადე... ვხეხე, წყალი მოვასხი... მერე ღრუბელიც მოვი-
მარჯვე და ყველგან გადავუარე, მაგრამ დიდი ვერაფერი დავატყვე! ჯან-
დაბა! სხვა რა მექნა? ვერც ვერაფერს ვიზამდი! ამ ტიტყნაობისთვის
დროზე უნდა დამესვა წერტილი!.. ავიღე სანთლები... მე და ბებრუცანა
გარეთ გავედით, ერთმანეთის გვერდიგვერდ დავსხედით და ფიქრი და-
ვიწყეთ! როგორ გინდა იფიქრო ასეთ მდგომარეობაში?! საშინელებაა!
ისევ დამიტრიალდა თავში ყველაფერი!.. და ჟანდარმმა რომ შეამჩნი-

751
ოს?.. და მიხვდეს რაც აქ ტრიალებდა?.. ცემა-ტყეპა და რამე?.. და თუ
მოტვინა, საინტერესოა, რას მოიმოქმედებს! და თუ გზის პირას დაძნეყ-
ვებულ კიურეს გადაეყრება?.. აი, ეს იქნება გადასარევი! უკეთესს კაცი
ვერ ინატრებს! ოჰ! მაგის დედაც! ეს დამპალი ჟანდარმი რით ვერ დაბ-
რუნდა ამდენ ხანს? სკდება ალბათ ღორივით თავის რძალთან! აუტანე-
ლია ეს ლოდინი! ძირს დავწექით... ცოტა თივაც დავიგეთ... ხმას არ ვი-
ღებდი... ფიქრებს დავნებდი... ისეთი განცდა მქონდა, რომ არასდროს
გათენდებოდა... იმდენად ვიყავი აღელვებული, რომ რული არ მეკარე-
ბოდა... ასეთი აგზნებული ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ... უეც-
რად დაფდაფების ხმა შემომესმა... ღმერთო ჩემო! ეს ხომ
შეუძლებელია! არა, ნამდვილად არ ვცდები! ეს ხომ სანადირო რქის
ხმაა?.. ხმა დაბლობიდან მოდიოდა... არც ისე შორიდან! ეშმაკსაც წა-
უღია მისი თავი! მივხვდი, ვინც იქნებოდა: „ეს ისაა, ის ვიგინდარა!“ უც-
ბად ვიცანი იმ დებილის მუსიკის ჰანგები! მისი გულისამრევი ყიყინი! ნუ-
თუ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს? არა! ნუთუ ისევ გამოგვეცხადე-
ბა, რათა თავისი საძაგელი კონცერტი ჩაგვიტაროს? ო! ბინძური მეტრა-
კე! გათახსირებული! ათას ყლეს გადამხტარი! ოჰ! გააღვიძებს მძინარე
ქარებს! და ქარბორბალებს! ჭექა-ქუხილსა და ღვარცოფს! თავისი და-
ფეხვილი რქით! ნუთუ ის არ გვეყოფოდა, რასაც ვუცქირეთ? მეხი დაეცეს
მის იდიოტ თავს! კმარა! კმარა! არადა, რა მონდომებით უბერავს! ეს
თახსირი! ო! ო! ღმერთმა დაგვიფაროს ასეთ გადარეულ კიურესთან ხში-
რი შეხვედრებისგან! ოჰ! ეს რა ბალმასკარადი მოგვიწყო?! იმ მძღნერის
კასრმა! აქოთებულმა! არადა, გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი,
რომ მობრუნდებოდა! აი, მოეთრა კიდეც! ცოტაც და ფანჯრიდან შემოგ-
ვიძვრება! ო, ღმერთო, დაგვინდე! ო, რომ მახსენდება, როგორი კრუნ-
ჩხვები დაიმართა, რა ცირკი მოგვიწყო! მე ხომ ეს ყველაფერი საკუთარი
თვალით ვიხილე? და ახლა ისევ... ღმერთო დიდებულო! არა რა! კი არის
საზიზღარი, მაგრამ უკრას თავისთვის რამდენიც გაუხარდება! ოღონდ
აქ არა! გამოდის, არ ჩაძაღლდა! ალბათ ბედნიერია, რომ სული არ გა-
ვაფრთხობინე! ო! ჭიაყელა! „მიდი! მიდი! შეუბერე! ჩაახუჭუჭე! ტრაკგა-
მორღვეულო! მეც დავუკრავდი შენს გასივებულ ტრომბონზე!“ არა, მარ-
თლა ამდგარა მკვდრეთით! სუნთქვაც აღდგენია! კვა-კვა-კვა! ნაძირალა!

752
რა მოკლავდა!.. ეშმაკის მოციქულს! ო! ეს ამაზრზენი ყიყინი! აი, ისევ!
კი სჯობდა ისე, წერილი რომ წაეღო! ახლა ასე არ გავწამდებოდი! კი! კი!
ნამდვილად! ვაღიარებ, უნდა გაეფშიკა ფეხები! გული მერევა მის ბო-
ყინზე! მისი პირის სიმყრალე აქამდეც აღწევს! ნაწლავები გადამეხლარ-
თა! მთელი შიგნეულობა მტკივა!.. არა, იდიოტი აღარ გაჩერდა... უკრა...
და უკრა მთელი ღამე! ეტყობა, ჩვენი დახოცვა ჰქონდა ჩაფიქრებული
თავისი ძვირფასი მუსიკით! არა, ის არასდროს გაჩერდება!.. ერთი წამი-
თაც არ შეისვენებს... ახლა მთლად გარეკა! რა თქმა უნდა, ეს ჩვენი და-
საბმელი კანონიკი იყო! მისი დაფდაფების გუგუნი შვიდის ნახევრამდე
მაინც გაგრძელდა! უკვე თენდებოდა, როცა ფანჯარაზე დააკაკუნეს. ჩვე-
ნი ჟანდარმი გამოგვეცხადა! ზუსტად დროზე დაბრუნდა... გვითხრა,
რომ ღამე ბლემში ეძინა... ცხენის გვერდით... მისთვის ნალი ვერ გამო-
ეცვალა ტუნში... მჭედელი ვეღარ ეპოვა, იმიტომ რომ გვიან ჩასულიყო
და უკვე ბნელოდა...
– ვინ უკრავდა რქაზე თქვენთან დაბლობში მთელი ღამე? თქვენ არა-
ფერი გაგიგიათ?.. – გვკითხა მოსვლისთანავე...
– არა! რქაზე?.. ო! არა! – ვუპასუხეთ, – ჩვენ არაფერი გაგვიგია!.. აბ-
სოლუტურად არაფერი!..
– რა უცნაურია... არადა, ბებრებმა მითხრეს...
ჟანდარმმა ფანჯარა გააღო! კიურე იქვე იდგა... თხასავით ისკუპა და
ოთახში შემოხტა... როგორც ჩანს, ამ მომენტს მოუთმენლად ელოდა...
შუა დარბაზში ისევ მუხლებზე დაემხო... და ისევ დაიწყო „მამაო ჩვენო,
ზეცად მყოფო! დაე, დადგეს მეფობა შენი!..“ – ეს ფრაზა ერთი ასჯერ მა-
ინც გაიმეორა... ფონოგრამასავით... მჯიღებს მთელი ძალით მკერდში
ირტყამდა... მთელი სხეულით ცახცახებდა... და ხტოდა! საშინელ
ტკივილებს იყენებდა, მაგრამ წამითაც არ ჩერდებოდა... სახე მოეღ-
რიცა... წამებულს დაემსგავსა!.. „დაე, დადგეს მეფობა შენი!.. დაე, დად-
გეს მეფობა შენი!..“ – გაჰყვიროდა სულ უფრო და უფრო ხმამაღლა...
„აბა! აბა! ოჰ! ოჰ! კმარა!.. – მსგავსი სცენის დანახვაზე ჟანდარმი გა-
მოდებილდა, – აჰ, ეს ხომ სამოქალაქო პირია!“ – აღარ იცოდა, რა ეფიქ-
რა... ჟანდარმი მართლა გამოშტერდა... ბებრუცანა გასული იყო... სამზა-
რეულოში ყავას გვიდუღებდა... უკეთეს სანახაობას გასართობად კაცი

753
ვერ ინატრებდა! ამ წამებულმა წმინდა ანტუანმა, როგორც კი ბებრუცა-
ნამ სინით ყავა შემოგვიტანა, მჯიღების რტყმა შეწყვიტა... ფინჯნებს და-
აცხრა... უნდოდა, ყველა ერთდროულად ჩაეცეცხლა! ჩვენ ახლოს არ
გაგვაკარა! ბოლოს ყავადნის ცხვირი ჩაიგდო პირში და... წუწვნას მოჰ-
ყვა... მთელი ცხვირ-პირი დაიფუფქა... ორთქმავალივით ქშინავდა... ჟან-
დარმს ხარხარისგან ნაწლავები გადაეხლართა...
„ღმერთო ჩემო, ეს კაცი მთლად დაწყობილ ჭკუაზე ვერ უნდა იყოს!
შეხედეთ, რა დღეშია ეს არანორმალური! მაგრად აჟუილებს! ფაქტი სა-
ხეზეა! გეუბნებით, რომ გიჟია და ამაში ეჭვი წამითაც არ შეგეპაროთ!..
მაგრამ ეს სულ ბანჯოზე მკიდია! ნამდვილად ვერ ვუმკურნალებ! ჩემ-
თვის სულერთია!.. გიჟების მომსახურებას ჩემი პროფილი არ ითვალის-
წინებს! ცუდად ვიცნობ მათ ზნეს! ამ საქმეს საქველმოქმედო დაწესებუ-
ლებები უფრო მიხედავენ! ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია
გითხრათ!.. ეს კაცი კიურე არ არის! არაფერი აცხია ღვთის მსახურის! სა-
იდან გამოტყვრა ნეტავ? გამოქცეულია ალბათ! საავადმყოფოდან ვი-
თომ? ყოველ შემთხვევაში, მეჯლისიდან არა! მთვრალი ხომ არ არის?
იქნებ სამასკარადოდ გამოიპრანჭა? ასეა თუ ისე, ეს მე არანაირად არ მე-
ხება! დეზერტირი რომ ყოფილიყო, მაშინ სხვა კუთხით შევხედავდი საქ-
მეს! ნაღდად ჩემი პროფილი იქნებოდა! ანუ ჩემი პირდაპირი მოვალე-
ობა! მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ეს გადარეული ამ ასაკიდან გასუ-
ლია! ჰმ! ბებერო!.. რამდენის ხარ? არ გინდა გამიმხილო?..“
კანონიკი საპასუხოდ ვერ იცლიდა... ფინჯნების ამოლოკვით იყო
გართული...
– ო! მარდი და მოხერხებული კი ჩანს! ცხვირით დალევაც დაუმხეცე-
ბია! ერთი დააკვირდით რა! ჰეი, მამიკო! შესანიშნავი რქა აქვს! გადასა-
რევი რამაა! არა, საიდან მოეთრა მაინც?
***
დილით, ოდნავ მოგვიანებით, ამ ჩვენს მიყრუებულ სოფელს ცნო-
ბისმოყვარეთა ნამდვილი არმია შეესია! ვერაფრით გამეგო, საიდან ჩა-
მოეხეტა ამხელა მასა!.. ასეთ უდაბურ მხარეში ეს იყო ნამდვილი გამო-
ცანა! ვითომ პერსანიდან?.. ადამიანთა ასეთი შთამბეჭდავი რაოდენობა
იქ არასდროს მინახავს! სხვათა შორის, არც მელუარში!.. გამოდის, ბევ-

754
რად უფრო შორიდან... სხვა სოფლებიდან და რეგიონებიდან... ბრბომ
მთელი ჩვენი მინდორი წალეკა... გადათელეს ჩვენი კულტურები... არა,
მართლა ძალიან ბევრნი იყვნენ... ეზო და პარმაღი, აბა, რას დაიტევდა!
ჩახერგეს გზა... შეესივნენ მიმდებარე მინდორ-ველებს... ორმა
მიწაყრილმა ადამიანების სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოიშალა...
ყველაფრის ნახვა სურდათ! ყველგან ცხვირის შეყოფა და ფათური! კო-
კისპირულად წვიმდა! ლამის ცის ნატეხი ჩამოიქცა... უამინდობა არაფ-
რად ჩააგდეს... მაინც დარჩნენ და ფუნაში იქექებოდნენ... ეზო ყველაზე
მეტად გადაიჭედა... იყო ერთი აურზაური... და ხრინწიანი შეძახილები...
ზუსტად ჩვენი ფანჯრების წინ ერთგვარი ჭანჭრობი წარმოიქმნა, სა-
დაც მხოლოდ დედაბრები შექუჩებულიყვნენ... აჰ, ეს უნდა გენახათ! ორ-
მოცდაათამდე იქნებოდნენ... დარაბებს ეპოტინებოდნენ... ყველაზე
მეტს ისინი წიკვინებდნენ... ზოგჯერ მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ
რაღაც მჭრელით თუ კალატოზის საფხეკით მინებს ფხოჭნიდნენ და სე-
რავდნენ!
ბოლოს, როგორც იქნა, შეპირებულმა „სასწრაფომ“ ჩვენამდე ჩამო-
აღწია... პირველად გასულიყო ქალაქგარეთ დასახმარებლად... მძღოლ-
მა ყველაფერი დაფქვა... ბოვეს დიდ საავადმყოფოს ის ახლახან შეეძი-
ნა... დედა უკვე აღარ ჰყავდა... საბურავი უკვე სამჯერ გამოეცვალათ! ბენ-
ზინის ავზიც ორჯერ გახვრეტოდა! მძღოლი ჩქარობდა, დაღამებამდე
ქალაქში დაბრუნება რომ მოესწრო... ვეცით საკაცეს! გადავინაწილეთ
სახელურები!.. წამიც არ უნდა დაგვეკარგა! მექანიკოსიც თან გვახლდა...
ძრავა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჭედილიყო... ამიტომ სულ ჩართუ-
ლი იყო... ღმუოდა გამაყრუებლად... ეს უსაფრთხო სულაც არ ყოფილა...
მოთუხთუხე ძრავა ნაპერწკლებს აფრქვევდა, ამიტომ ხანძარი ნებისმი-
ერ დროს შეიძლებოდა გაჩენილიყო... ჩვენ კურტიალს მივყევით... ირ-
გვლივ ადამიანების ტევა აღარ იყო... საშინლად გვაწვებოდნენ... იმდე-
ნი იყვნენ... პარმაღზე და კორიდორში... მიუხედავად ჟანდარმის ჩარე-
ვისა, მაინც ვერ ვახერხებდით მათ გარეკვას... მალევე დავბრუნდით სა-
კაცით და მანქანის შიგნით ორ საგანგებოდ მოფიქრებულ მძრავ ძელზე
შევდგით... ადგილი საკმარისი აღმოჩნდა... ასე რომ, მშვენივრად დავა-
ტიეთ... შავი მუშამბის ფარდებიც მივხურეთ... ესეც ასე! მორჩა! გლეხებ-

755
მა ხმა ჩაიკმინდეს და თავიანთი კასკეტები მოიხსნეს... ტეტიები, ხან-
დაზმულები და ახალგაზრდები მუხლებამდე ტალახში იდგნენ და მი-
უხედავად თქეშისა, გულმოდგინედ ბუბუნებდნენ თავიანთ ლოცვებს...
ზემოდან კი, ღმერთო ჩემო, ნაკადულები ჩამოდიოდა... ბოლოს, სას-
წრაფოდ დახმარების მძღოლმა საშველი დააყენა და სავარძელზე
აბობღდა... დაქოქვას ცდილობდა ... პე! პე! ტაპ! პე! პე! პე! ტაპ! ტაპ! გა-
დამცემს უჭირდა... და საშინლად ბოყინებდა... სველი ძრავა ყველა მი-
ლიდან იფურთხებოდა... ბოლოს რაღაც ატოკდა... მოტორმა პოზიცია
დათმო და ერთი პატარა ნახტომი შეასრულა... მერე კიდევ ორიც მოაყო-
ლა... მადლობა ღმერთს! დაიქოქა... მანქანა რამდენიმე ნაბიჯით დაწი-
ნაურდა... კანონიკმა, როგორც კი დაინახა, რომ ეს მონსტრი ახრიალდა,
ისკუპა და გაუგონარი ასმეტრიანი ნახტომი გამოგვიცხო! გეზი მანქანის
მიმართულებით აიღო... ქუჩაში გავარდა... თავბრუდამხვევი ტრიუკების
კორიანტელი დააყენა!.. ცოტა ხანში საფეხურს შეახტა... იძულებული
გავხდით, ჩავრეულიყავით და იქიდან ძალით ჩამოგვეთრია... ძაღლი-
ვით იღრინებოდა... საშინელ წინააღმდეგობას გვიწევდა... ბოლოს კისე-
რი მოვუგრიხეთ და ბეღელში ჩავკეტეთ! ძრავა, გაჩერების შემდეგ, და-
ქოქვას აღარ აპირებდა... სხვა გამოსავალი აღარ იყო... რომ გახურებუ-
ლიყო, ყველანი ერთად პლატოს თხემამდე უნდა მივწოლოდით... „სას-
წრაფოს“ ისევ აუტყდა ხველა და ხროტინი... მერე იწყებოდა დაღმართი,
რომელიც თითქმის სამი კილომეტრი გრძელდებოდა!.. ო! აი, მაშინ და-
იწყო ნამდვილი რბოლა... ჩვენ ფერმაში მივბრუნდით და სამზარეულო-
ში შევიყუჟეთ... ცოტა ხანს დაველოდეთ,
სანამ გლეხები დაიღლებოდნენ და გაიფანტებოდნენ... ცხადი იყო,
რომ საყურებელიც აღარაფერი დარჩა! მიუხედავად ყველაფრისა, იქი-
დან ფეხის მოცვლას არავინ აპირებდა... უქოლგოები ეზოში დაბანაკ-
დნენ... ბეღელს შეეხიზნენ და სულ მალე თოხლაობა გააჩაღეს!.. ჩვენ
დარაბები მივხურეთ.
დიდხანს ვიბორიალეთ ოთახებში... ვიქექეთ ხარახურაში... ვარკვევ-
დით, დარჩენილი ნივთებიდან კიდევ რა შეიძლებოდა გამოგვდგომო-
და... ყველაზე მეტად ტანსაცმელი გვაინტერესებდა... მინდა გითხრათ,
რომ დიდი არაფერი დარჩენილიყო!.. ბებრუცანამ საიდანღაც შალი გა-

756
მოქექა... და შარვალზე შემოიხვია, რომელიც ყველა დანარჩენი სამოსის
მსგავსად ნაფლეთებად ქცეულიყო... ქვედაკაბა უკვე აღარ ჰქონდა... რაც
შეეხება საჭმელს, ქვაბის ფსკერზე ღორის ტყავის რამდენიმე ნაგლეჯი
აღმოვაჩინეთ... საკმარისი იმისთვის, რომ დამშეული ცოტა ხნით მაინც
დამშვიდებულიყო... ისიც ვაგზალზე მიგვქონდა... საბედნიეროდ, კარა-
დის უკან ხავერდის ძვლისღილებიანი ქურთუკი აღმოვაჩინე... სანადი-
რო სავარგულების დარაჯის ნამდვილი კოსტიუმი! ჩვენი აღსაზრდელე-
ბის ნაქურდალი, რომელიც არავისთვის გაუმხელიათ...
სვიტერი კი მქონდა, მაგრამ ქურთუკში უფრო თბილად ვიგრძნობდი
თავს... ამას გარდა, ველოსიპედისტის ამოჩემებული შარვალი ამოვიცვი
... რაც შეეხება საცვლებს, მთლად კარგად ვერ იყო საქმე... ერთიც კი ვერ
მოვიძიე ისეთი, ჩასაცმელად რომ ივარგებდა!.. ჩექმების თასმებს ჯერ
კიდევ არა უშავდა... კიდევ ცოტა ხანს გამიძლებდა... ცხვირები კი გაეხ-
ვრიტა ცოტა, იმიტომ რომ მთლად ჩემი ზომა არ იყო... მაგრამ ზემოდან
სანდლებით ვამაგრებდი... რბილი კი იყო სატარებლად, სამაგიეროდ
ქვასავით ცივი... ბებრუცანას ძალიან გაუჭირდებოდა გზის მშვიდობია-
ნად დასრულება თავისი რეზინის ფეხსაცმელების გამო, რომლებშიც
წყალი თავისუფლად შედიოდა და გამოდიოდა. ფეხები დღენიადაგ სვე-
ლი ჰქონდა... გაზეთებით შეიფუთა და ბაწრებით დაიმაგრა... ალბათ
იფიქრა, ნამდვილ ჩექმებს დავამსგავსებო, მაგრამ ეს მცდელობა დი-
დად შედეგიანი ვერ ჩანდა... პერსანი შორს იყო... ბოვე ხომ საერთოდ...
ცხრა მთას იქით გადაკარგული... ცხადია, გზად შემთხვევით გამოვლილ
მანქანას ვერ დავემგზავრებოდით... ცოტა ყავა მოვიმზადეთ... ჟანდარ-
მი ჩვენთან ერთად მოდიოდა... ცხენი ლაგამით ეჭირა, რომელიც ისევ
დაუჭედავი დარჩა. კიურესაც ჩვენთან ერთად უნდოდა წამოსვლა, მე კი
მერჩივნა, რომ დარჩენილიყო და მისი სიფათისთვის მთელი გზა არ მე-
ყურებინა... საერთოდ აჯობებდა, ბეღელში გამოგვეკეტა... მაგრამ რო-
გორც კი იგრძნობდა, რომ მის დატოვებას ვაპირებდით, საშინელ ხმა-
ურს ტეხდა. ასე რომ, ეს არ იყო გონივრული გადაწყვეტილება... დავუშ-
ვათ და შინ კარდაგმანული დავტოვეთ. ის კიდევ რომ ადგეს და ყველა-
ფერი დალეწოს? ან ეს ბნედიანი რომ გაიქცეს? სადმე სახურავზე აცოც-
დეს, იქიდან რომ გადმოხტეს და ხელ-ფეხი მოიტეხოს... ვინ ჩავარდება

757
მაშინ უარეს დღეში? ჩვენ თუ ის? ვის დასდებენ ბრალს? ჩვენ თუ მას? რა
თქმა უნდა, ჩვენ!.. ყველას ციხეში ჩაგვყრიან, დიდიან პატარიანად! ამა-
ში ეჭვი წამითაც არ უნდა შეგვპარვოდა! ასე რომ, იძულებული გავხდი,
მისთვის კარი გამეღო... გამოქანდა და მკლავებში ჩამივარდა! გადამეხ-
ვია... კარგა ხანს ვერ მოვიშორე... ყველა ამ უბედურებას კიდევ ერთიც
დაემატა... ცუგამ სადღაც მოხია... საათი მაინც დავკარგეთ მის ძებნაში...
ვერსად მივაგენით... იმ ტილიანს... ბოლოს, როგორც იქნა, ენაგადმო-
ვარდნილი მოვარდა და ჩვენც დავიძარით...
იმ ტეტიებს, ქუჩაში რომ შექუჩებულიყვნენ, კრინტი არ დაუძრავთ...
როცა დაინახეს, რომ მივდიოდით... ცხვირწინ ისე ჩავუარეთ, პირის და-
ღებაც კი ვერ მოასწრეს... ყველგან იდგნენ... თხრილებშიც კი ეყარნენ...
ქუჩაში გავედით... გასვლა ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია... ძლივს
გავლასლასდით!.. ცხვირპირი ჩამოგვტიროდა! ერთი მაწანწალა იყო
ამაღლებულ ხასიათზე... ხან წინ გავარდა, ხან ჩამოგვრჩა... ხანაც გვერ-
დზე გახტა... ერთი სული ჰქონდა, სანამ ჩვენს მარშრუტს შეიტყობდა.
„ვნახავთ თუ არა შარლემანს?“ – კითხულობდა შიგადაშიგ... რასაც პასუ-
ხობდნენ, ვერც გებულობდა! ფაქტია, რომ ჩვენთან განშორება არ უნ-
დოდა... ერთი სიტყვით, მისი თავიდან მოცილების არანაირი საშუალე-
ბა არ არსებობდა... გასეირნება უზომოდ ახალისებდა... დაწინაურდა
ცუგასთან ერთად... რაღაც პერიოდი მშვიდად გზის პირას მიუყვებოდ-
ნენ... დროდადრო კიურე რქაში უბერავდა... ხანაც ჯგუფს შეუერთდებო-
და... მოკლედ, ზებრასავით კუნტრუშებდა... ასე და ამგვარად, საყვირის
ჰანგების თანხლებით პირველ სახლებს მივუახლოვდით და სულ მალე
პერსანში შევედით... ჟანდარმმა მარცხნივ გადაუხვია... ამ წუთიდან ის
ჩვენზე ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიდა... დაკისრებული დავა-
ლება მან პირწმინდად შეასრულა და ჩვენც საკუთარ თავზე თავად უნდა
გვეზრუნა... ჟანდარმს უკვე აღარაფერში ვჭირდებოდით... ჩვენი გზები
გაიყარა... სადგურისკენ ავიღეთ გეზი... მატარებლის განრიგი მისვლის-
თანავე გავარკვიეთ... ბოვესკენ მიმავალი ათ წუთში გადიოდა! პარიზის
მიმართულებით კი – ერთ საათში!.. ირენი მოპირდაპირე ბაქანზე უნდა
გადასულიყო... დადგა გამომშვიდობების დროც... ერთმანეთისთვის

758
არაფერი გვითქვამს... არც დაპირებად დავღვრილვართ... მხოლოდ გა-
დავეხვიეთ ერთმანეთს...
– უუფ! შენ იჩხვლიტები, ფერდინანდ!.. – ირენმა ჩემი წვერი შეამ-
ჩნია და თავისი ჭკუით გამეხუმრა!.. მხნედ კი ეჭირა თავი... მის მდგომა-
რეობაში მყოფი ადამიანის მხრიდან ეს ნამდვილად დასაფასებელი
იყო... არ იცოდა, საითკენ მიდიოდა... არც მე, სხვათა შორის... ასე მოგ-
ვიწია ანგარიშის გასწორება ჩვენი უბედურებებისთვის! რაღაც მნიშვნე-
ლოვანი დასრულდა... ცხადია, ამის წინასწარ განჭვრეტა ძნელი არ ყო-
ფილა... მოსახდენი მოხდა!
კიურე, როგორც კი სადგურში აღმოჩნდა, ცოტა არ იყოს, დაფრთხა...
ოთხად მოკაკული კუთხეში მიიყუჟა... თვალს არ მაცილებდა... ჩემ გარ-
და, ირგვლივ მისთვის სხვა არავინ არსებობდა... თვალებგადმოკარ-
კლული უცნაური საცქერი კი იყო... გაოგნებულ ადამიანებს ვერ გაეგოთ,
რამ მოგვიყვანა აქ? და საერთოდ, ვინ ვიყავით? კიურე თავისი საყვი-
რით, მსუქანა და მისი აღკაზმულობა და მე ჩემი გამაოგნებელი პიჯაკით
საყოველთაო ჭვრეტის ობიექტებად ვიქეცით! მოახლოება ვერც კი გა-
ებედათ... მოულოდნელად სიგარეტების ფარდულის გამყიდველმა
ქალმა გვიცნო... „ეს ხომ ბლემელი გიჟები არიან!“ – ხმამაღლა იღრი-
ალა... ო... დაიწყო საყოველთაო პანიკა... საბედნიეროდ, ამ დროს ბოვეს
მატარებელი ჩამოდგა და ადამიანებმა ყურადღება სხვა რამეზე გადაი-
ტანეს... ბებრუცანა სხვებთან ერთად იქაურობას გაეცალა... პარალელუ-
რი ლიანდაგი გადაჭრა და დუდულის ცუგასთან ერთად ვაგონის კართან
გაიყინა... ხელი დამიქნია. მეც იგივე ვქენი! როცა მატარებელი დაიძრა,
ირენი ენით აღუწერელმა სევდამ მოიცვა! ოჰ! რა საშინელებაა! კართან
გაჭედილ მსუქანას სახე მოეღრიცა! მერე... უცნაური ხრიალი აღმოხდა...
როგორც დაჭრილ გარეულ ცხოველს...
– ფერდინანდ! ფერდინანდ! – ღრიალებდა მთელი ვაგზლის გასაგო-
ნად... ზემოდან... ყველა ხმაური გადაფარა... მატარებელი გვირაბში გა-
უჩინარდა... მას შემდეგ ჩვენ არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს...
არასდროს!.. მოგვიანებით შევიტყვე, რომ სალონიკში გარდაიცვალა...
ეს 1916 წელს ვალ-დე-გრასში გავიგე... გემით ჩასულიყო იქ... მედდად

759
უნდა ემუშავა... ათაშანგი აკიდებია უბედურს... მე კიდევ მგონია, რომ
პარტახტიანმა ტიფმა შეიწირა...
ამგვარად, მე და კანონიკი მარტონი დავრჩით ბაქანზე, საიდანაც პა-
რიზის მიმართულებით მიმავალი მატარებლები გადიოდნენ... ის გადა-
რეული ვერ ხვდებოდა, რატომ ვიყავით აქ... საბედნიეროდ, თავის რქა-
ზე უკვე აღარ უკრავდა... ეშინოდა, რომ გზად სადმე არ მომეტეხა... რო-
გორც კი შემადგენლობა ჩამოდგა, ვაგონში ავედი... კიურეც თვალის და-
ხამხამებაში მე მომყვა... პარიზამდე არ მომცილდა... ცოტა ხნით ავეთე-
სე მხოლოდ ვაგზლიდან გამოსვლისას... მე მეორე გასასვლელიდან გავ-
ძვერი... მალევე დამეწია პარაზიტი! საბოლოოდ, მისთვის გზა-კვალის
აბნევა მხოლოდ ლაფაიტის ქუჩაზე მოვახერხე... აფთიაქის წინ... ქუჩა
მანქანებით იყო გადაძეძგილი... სწორედ ამით ვისარგებლე... ტრამვაის
შევახტი, საიდანაც მაჟანტას ქუჩაზე გადავხტი... მარტო სეირნობა და
მომავალზე ფიქრი მომინდა...
რაც მართალია, მართალია, ძალიან უცნაურად ვიყავი ჩაცმული...
ყოველ შემთხვევაში, ქალაქისთვის სრულიად შეუფერებლად... გამვლე-
ლები თვალს მაყოლებდნენ... ის დრო იყო, როცა ქალაქელები მაღაზიე-
ბიდან და სხვადასხვა დაწესებულებიდან ქუჩაში გამოეყრებიან ხოლ-
მე... დაახლოებით შვიდი საათი... შეიძლება ოდნავ მეტი... ჩემი დამოკ-
ლებული რეგლანი ქალაქის ფონზე ერთგვარ სენსაციას იწვევდა... მოკ-
ლედ, გადავრიე ხალხი. ერთ-ერთი სადარბაზოს შესასვლელთან დავჯე-
ქი... ყველაზე მძიმედ გადასახარში ჩემი პალტო იყო... ასევე განიერი
შარვალი, რომელიც საშინლად მამახინჯებდა... გამოცვლით ვეღარ გა-
მოვიცვლიდი... აბა, როგორ?! ერთი ზედმეტი პერანგიც კი არ გამაჩნდა...
შარვალი კი მუცელს ეჭირა! აღარც შლაპა მქონდა... მხოლოდ დუდულის
მოხარშული ტყავისგან შეკერილი „ჟან-ბარტი“ 30 შემომრჩა... სოფელში
დავიკოსებდი ხოლმე თავზე, მაგრამ აქ ეს წარმოუდგენელი იყო... პირ-
დაპირ სადარბაზოში მოვისროლე! ირგვლივ აუარებელი ადამიანი და-
ბორიალებდა... ცოტა უნდა დამეცადა, სანამ ბრბო შეთხელდებოდა...
გამვლელებს ვაკვირდებოდი... ამ ფანტასმაგორიულ ზმანებში გამოს-

30
მოდური კეპი.
760
კვანჩულმა ტროტუარზე გავლაც კი ვერ გავბედე... ყველაზე მეტად ახ-
ლახან გამოჩენილმა ავტობუსებმა დამცა თავზარი... ახალმა მოდელმა
ოღონდ იმპერიალის 31 გარეშე... არანაკლებ გავვოცდი ახალი მანქანა-
ტაქსებისგანაც... მათი რაოდენობა ფიაკრებისას ბევრად აღემატებო-
და... აუტანლად ხმაურობდნენ... მივხვდი, რომ ქუჩის მოძრაობას საგ-
რძნობლად გადავეჩვიე... ისე გამაბრუა და დამაყრუა, აღარაფერი მეს-
მოდა... გულისრევის განცდა დამეუფლა... კრუასანი და შოკოლადი ვი-
ყიდე... არა, აქედან უნდა წავსულიყავი... შენაძენი ჯიბეში ჩავიჩურთე...
სოფლიდან როცა ბრუნდები, ქალაქის ჰაერი ყოველთვის გემძიმება...
სუფთა ჰაერი გაკლია... და სუნთქვა გიჭირს... ჩემ თავს ვკითხე, ნამდვი-
ლად მქონდა თუ არა, პასაჟში დაბრუნების სურვილი... თან ახლავე...
ამას გარდა, მომაკითხავდნენ თუ არა ფარაონები? აი, ისინი, ენაბლუს
მიერ გამოგზავნილები...
მაჟენტას ავუყევი და ოდნავ ზემოთ ისევ ლაფაიეტის ქუჩას გავუს-
წორდი... ახლა მხოლოდ ქვემოთ უნდა
დავყოლოდი... აქედან რიშელიეს ქუჩა ორ ნაბიჯზე იყო... მერე კი
ბირჟასთან ამოყოფდი თავს... ფარნების გასწვრივ უნდა მევლო!.. ეჭვი
მეპარება, ეს გზა ჩემზე უკეთ ვინმეს სცოდნოდა! გადავუხვევდი მარ-
ჯვნივ და შატლეზე ფრინველებით მოვაჭრესთან აღმოვჩნდებოდი...
ყვავილების სანაპირო... ოდეონი... ეს გზა პირდაპირ ბიძაჩემთან მიმიყ-
ვანდა... ღამის გასათევად საწოლის პოვნა, წესით, არ უნდა გამძნელე-
ბოდა... ბოლო მომენტში შემეძლო გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ
სად მეპოვა სამსახური? აი, რა იყო ყველაზე რთული! სად გავჩითო ზმა-
ნები? უკვე დავიწყე ამაზე ფიქრი! და ვის მივადგე? გამოვედი ჩემი სამა-
ლავიდან... იმის ნაცვლად, რომ ბულვარს ავყოლოდი, პატარა ქუჩაზე
შევუხვიე... ვიტრინის წინ შევყოვნდი... მოხარშული კვერცხი დავინახე...
კვასკვასა წითელი... „ვიყიდი ამას,“ – გავიფიქრე. შუქზე ხურდები გადა-
ვითვალე... შვიდი ხუთფრანკიანი მონეტა დამრჩენოდა... ეს იმის შემ-
დეგ, რაც ჩემი და კიურეს მგზავრობის ფული გადავიხადე... კვერცხი დახ-
ლზე გავფცქვენი და ჩავკბიჩე... იმწამსვე გადმოვაფურთხე... ვერაფერს

31
მეორე სართული მგზავრების დასასხდომი ადგილებით.
761
ვყლაპავდი! ამის დედაც! ესღა მაკლდა... ყველაფერი ყელში მეჩხირე-
ბოდა... ალბათ, ავად გავხდი! ზღვის ავადმყოფობა ავიკიდე!.. ისევ ქუჩა-
ში გავედი... თვალწინ ყველაფერი ქანაობდა... ტროტუარი... გაზის ფარ-
ნები... ფარდულები... თვითონაც გამართული ვერ მივაბიჯებდი... უფრო
მივბარბაცებდი... პოლიციელი დავლანდე... მალე მომიახლოვდებო-
და... ნაბიჯს ავუჩქარე... გვერდით გადავუხვიე და სადარბაზოში შევრგე
თავი... სიარულის აღარც თავი მქონდა და არც სურვილი... ჭილობზე ჩა-
მოვჯექი... ოდნავ უკეთ ვიგრძენი თავი. „რა ჭირი გეტაკა, იდიოტო“, –
გავჯორე საკუთარი თავი, – სულ გაზარმაცდი... ძალა გამოგელია. ვეღარ
აგრძელებ გზას, თუ რაშია საქმე?“ ისევ მომერია გულისრევის განცდა...
ქუჩა საშინელ შიშს მგვრიდა... როცა მას ვაკვირდებოდი... ან აქეთ-იქით
ვიცქირებოდი... მარჯვნივ... მარცხნივ... ყველა ფასადი დახურული და
ბნელი მეჩვენებოდა... ღმერთო! საშინელება იყო... უარესი, ვიდრე
ბლემში... რა მექნა? მთელ სხეულში მტეხდა... განსაკუთრებით მუცელ-
ში... და თავში... ყველაფერი ამოვარწყიე... გულ-ღვიძლი ამომიტრიალ-
და... ვეღარ ვინძრეოდი... ვიტრინასთან გავიჭედე! ჩემთვის ყველაფერი
ნათელი გახდა! დიდი მკითხაობა ამას აღარ უნდოდა! ლამის ვიტრინას
ავეწებე... ვიხსენებდი, როგორ ძვრებოდა ნემსის ყუნწში ბებრუცანა,
რომ ჩვენ ყველანი შიმშილით არ ამოვხოცილიყავით... ამის დაჯერება
თითქმის შეუძლებელი იყო... ეშმაკსაც წაუღია!.. ახლა სულ მარტო დავ-
რჩი! ონორინი გაქრა! მაგის დედაც! ყველა ვარიანტში მაგარი ქალი
იყო!.. და რაც მთავარია, ძალიან გაბედული... საიმედოდ გვიცავდა...
ჩვენ კიდევ ჩვეულებრივი ტაკიმასხარები გახლდით... დარწმუნებული
ვიყავი, რომ მას ვერასდროს ვნახავდი... ვერასდროს! მოულოდნელად
საშინელი სევდა შემომაწვა! ცუდად ვიგრძენი თავი!.. ისევ გულისრევის
განცდა!.. ვიპოვე შესაფერისი ადგილი... თხრილში გადავუშვი... გამვლე-
ლები მიყურებდნენ... აქ დიდხანს ვერ შევჩერდებოდი... წინ უნდა მევ-
ლო...
სენ-დენის ქუჩის ბოლოში შევჩერდი... ვეღარ გავაგრძელე გზა... არა-
ქათი გამომეცალა... პატარა კუთხე ვიპოვე, სადაც შემეძლო თავი შემე-
ფარებინა... აქ ვერავინ შემამჩნევდა! როგორც კი დავჯდებოდი, არა მი-
შავდა, სიარულისას ლამის გულ-ღვიძლი ამომსვლოდა... როცა თავბრუ

762
მეხვეოდა, ზემოთ ვიყურებოდი... ამ დროს უკეთ ვხდებოდი... ცა იყო
კრიალა... ასეთი ნათელი ადრე არასდროს მენახა... იმ საღამოს გაოგნე-
ბული დავრჩი, რადგან ვარსკვლავებს ვცნობდი... თითქმის ყველა ამო-
ვიცანი... გავიხსენე მათი სახელწოდებებიც... ის ტრაბახა როგორ მიბურ-
ღავდა ტვინს თავისი ორბიტების ტრაექტორიებით...
რა უცნაურია, მაშინ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, ძალაუ-
ნებურად ყველაფერი მამახსოვრდებოდა... „კასიოპა“ და „ანდრომე-
და“... ყველას აქ მოეყარა თავი... სენ-დენის ქუჩაზე... მოპირდაპირე სახ-
ლის სახურავის თავზე... ოდნავ მარჯვნივ მეეტლე, რომელიც თითქმის
სასწორის გვერდით ციმციმებდა... ყველას ვცნობდი! „გველისმჭერში“
მაინცდამაინც ვერ ვიყავი დარწმუნებული... ასტეროიდი რომ არა, შეიძ-
ლებოდა „მერკურში“ ამრეოდა. შესანიშნავი თავშესაქცევი კი ვიპოვე!..
გამორიცხულია, „მერწყულმა“ და „თმამაც“ არ დაგაბნიოს... „პეგასი“
ძნელი საცნობია! მაგრამ იმ საღამოს შეცდომა არ დამიშვია!.. ეს ნამდვი-
ლად „პეგასი“ იყო!.. „ბახუსის“ ჩრდილოეთით! ამას ბრმაც კი გაარჩევ-
და! „ორიონის“ დიდი ბუნდოვანებაც გამოკვეთილად ჩანდა... „სამკუთ-
ხედსა“ და „არიადნას“ შორის... არაფერი შემშლია... ყველაფერი ზუს-
ტად ამოვიცანი! გამიმართლა! ბლემში „ორიონი“ წლის განმავლობაში
მხოლოდ ერთხელ ვნახეთ... არადა, ყოველ საღამოს ვეძებდით... გამა-
დიდებელი შუშის პირმშო ბედნიერი იქნებოდა მათი ასე მკაფიოდ ხილ-
ვით... შანსი რომ მისცემოდა... ყოველთვის უკმაყოფილო იყო... სულ
ბუზღუნებდა ის მანიაკი! მეგზურიც კი გამოსცა „ასტეროიდების ამოცნო-
ბაზე“, მთელი თავი მიუძღვნა „ანტიოპეს“ ნისლოვანებას... არა, ნამდვი-
ლად არ მოველოდი, რომ მას პარიზში ვნახავდი... სადაც ცას მარადჟამს
ჭუჭყიანი ბინდი გადაჰკრავს... მახსოვს, როგორი ხალისიანი იყო კურ-
ტიალი მსგავს შემთხვევებში... გრძელ სკამზე გვერდით მომიჯდებოდა
და თავისთვის დიდხანს დუდღუნებდა...
– ხედავ, ჩემო პატარავ, აი იმას, რომელიც თითქოს კანკალებს? პლა-
ნეტა არ გეგონოს!.. არც ორიენტირი! ეს მატყუარა და მაწანწალა ასტე-
როიდია! გესმის ჩემი? ყოველთვის ყურადღებით იყავი!.. მაწანწალა! შე-
საძლოა, ორი მილიონი წლის შემდეგ ის სრულიად შეიცვალოს, სინათ-
ლით გაივსოს... აი, მაშინ შეიძლება ადამიანებს ორიენტირად გამოად-

763
გეს! ახლა კი ბჟუტავს... არც ღირს მისი გულისთვის ფირის ხარჯვა... მა-
ინც ვერაფერს აღბეჭდავ... წარმოიდგინე ორთქლი, რომელიც იფანტება
და ქრება... კომეტა მაინც რომ იყოს, არაფერს ვიტყოდი! ეცადე, არ შეც-
დე, ტრუბადურო! ვარსკვლავები, არც მეტი, არც ნაკლები, მეძავები
არიან! მათთან ურთიერთობისას სიფრთხილეს უნდა გამოიჩინო! არა-
ფერი აქვთ საერთო მახინჯ ქონდრისკაცებთან! კარგად დაიმახსოვრე!
კადრმა წამის მეათედს არ უნდა გადააცილოს! ო! არა! ოჰ, ეს ვარსკვლა-
ვები! საშინელებაა პირდაპირ! საძაგლები და მატყუარები! ვიმეორებ,
მეტი სიფრთხილე არასდროს გვაწყენს! შენს ფირფიტებს... ნეგატივებს
ძველმანების ბაზარზე ერთ დღესაც ცეცხლის ფასი დაედება! ასეა, ჩემო
ძვირფასო ბიჭუნავ!
თითქოს ისევ ჩამესმოდა კურტიალის ბოდვები!
„როცა რაღაცას შეავლებ მზერას, ერთხელ და სამუდამოდ უნდა და-
იმახსოვრო! ზედმეტად ტვინს ნუ დაძაბავ! ეს საზიანოც კია! მიეცი ინ-
სტინქტებს გაფურჩქვნის საშუალება! აი, მხოლოდ მაშინ იგრძნობ თავს
კარგად... ის არასდროს მოგატყუებს! არც გიღალატებს!“ მე შევეშვი ტვი-
ნის დაძაბვას... ფეხები ბამბასავით გამიხდა... მაგრამ მაინც მივაბიჯებ-
დი... ბოლოს კიდევ ერთი სკამი ვიპოვე... მის ზურგს მივეყრდენი... სიცხე
ახლა ნაკლებად მაწუხებდა... ისეთი განცდა დამეუფლა, რომ კურტიალი
სადღაც აქ იყო... გრძელი სკამის მეორე მხარეს... უბრალოდ ზურგი შე-
მაქცია... ჰალუცინაციები დამეწყო... მის ნაცვლად მე
ვჩიფჩიფებდი... იმას, რასაც ის ჩვეულებისამებრ ბურდღუნებდა... მე
აუცილებლად უნდა გამეგო მისი ხმა... უნდა მესმინა მისი საუბრის-
თვის... მინდოდა ისევ დამბრუნებოდა... ახლა ის ჩემ წინ იჯდა... პირდა-
პირ ასფალტზე... „ფერდინანდ! ფერდინანდ! მამაკაცისთვის მთავარი
გამომგონებლობის უნარია! ყოველთვის მანკიერებაზე ნუ ფიქრობ!..“
ისევ მაბრუებდა ათასგვარი მონაჩმახით... ყველა მახსოვს... ერთიც კი
არ დამვიწყებია... მე მათ ხმამაღლა წარმოვთქვამდი! გამვლელები ჩერ-
დებოდნენ და მისმენდნენ... ალბათ, ეგონათ, რომ მთვრალი ვიყავი...
ხმა ჩავიგდე... მაგრამ მოგონებები მოსვენებას არ მაძლევდა... თავი
მთლიანად ხარახურით გამომეტენა... მოგონებები აკვიატებად მექცა...
ვერ ვიჯერებდი, ჩემი გარყვნილი ბებერი მოკვდა. მისი ფაფად ქცეული

764
სხეული თვალწინ მედგა... მთელი ეს ლაფი ჯერ კიდევ თახთახებდა...
და სადღაც გზებზე იღვრებოდა... ეშმაკმა დალახვროს! გზის პირას ფერ-
მა გამოჩნდა!.. გამახსენდა იმ ნაბოზარი დედაკაცის ნაბიჭვარი ვაჟბა-
ტონი! და ნიჩაბი?.. დედა ჟანა?.. მათი ორთვალა... რომელსაც მე და
სქელტრაკა მთელი ძალით ვაწვებოდით. ოჰ, ის ნაძირალა არტონი! სა-
ზიზღარი ვინმე იყო! მისი სიფათი თავიდან არ ამომდიოდა... ისევ და-
მიტრიალდა თავში ყველაფერი... „ბუნტად“ წოდებული... ნაგერი!.. კო-
მისარი „ბონზ-ანფანიდან“!.. უაზრო გამოსხივება... დამპალი კარტოფი-
ლი... ო! როგორ დაგვიხვია თითზე იმ ნაძირალამ... როგორ გვაბოლებ-
და გაუთავებლად... უსირცხვილოდ... თვალის დაუხამხამებლად... და ის
მეტრაკე აგერ არ გამომეცხადა! ის აქ იყო... ჩემ წინ... სკამის გვერდით...
მე ვგრძნობდი მის სუნს... პირდაპირ ცხვირში მირტყამდა... ასე ხდება,
როცა მკვდრის მაგივრად ლაპარაკობ... უნებლიეთ წამოვხტი... საერ-
თოდ დავკარგე წინააღმდეგობის გაწევის უნარი... ყოველგვარი ძალის-
გან დავიცალე... ცოტაც და ღრიალს მოვრთავდი... დაე, დამიჭირონ და
დილეგში მიკრან თავი!.. თვალები მაღლა ავწიე, რათა ფასადები არ და-
მენახა... მათი იერი მხოლოდ სევდას მგვრიდა... ყველგან კურტიალის
დაზიანებული თავი მელანდებოდა... კედლებზე... ფანჯრებში... სიბნე-
ლეში... ორიონი გაქრა ცის კაბადონზე... ღრუბლებშიც ჩემი ორიენტირე-
ბი წაიშალნენ... სამაგიეროდ ისევ ვიპოვე „ანდრომედე“... იხტიბარს არ
ვიტეხდი... ჯიუტად განვაგრძობდი „კასიოპეს“ ძებნას... რომელიც დიდი
დათვის თანავარსკვლავედის გვერდით ციმციმებდა... ძლიერი თავ-
ბრუსხვევა დამეწყო... მაინც გავუდექი გზას... გეზი დიდი ბულვარების-
კენ ავიღე... და სენ-მარტენის პორტთან დავბრუნდი... ფეხზე დგომა მი-
ჭირდა... ზიგზაგებს ვხაზავდი... ვხვდებოდი, რაც მჭირდა... ფარაონები
შიშის ზარს მცემდნენ... იფიქრებდნენ, რომ გახეული მთვრალი ვიყავი...
უზარმაზარი საათის წინ ფიაკრი გავაჩერე... მომსახურებაზე უარი არ
უთქვამს...
– ბიძია ედუარდთან!.. – ვუთხარი.
– და სად ცხოვრობს ეს შენი ბიძია ედუარდი?..
– კონვენციის 14-ში!

765
ქუჩაში ბოდიალი ძალიან სარისკო იყო... აუცილებლად გამსკვანჩავ-
დნენ, იქიდან დროზე რომ არ მომეხია! და ფარაონებს რომ დავეკითხე...
ამის გაფიქრებაზე თავბრუ მეხვეოდა... ვერანაირ კითხვაზე პასუხის გამ-
ცემი ვერ ვიყავი... ფიაკრით მგზავრობამ ოდნავ დამამშვიდა... ცოტა აზ-
რზე მოვედი... ბიძია ედუარდი
შინ დამხვდა... ჩემი დანახვა მაინცდამაინც არ გაჰკვირვებია... პირი-
ქით, ძალიანაც გაუხარდა... მაგიდას მივუჯექი და რედინგოტი გავიხა-
დე... ამას გარდა, გვერდზე კიდევ ხავერდის ორი ნაგლეჯი მქონდა ჩამო-
კონწიალებული...
– უცნაურად დაზმანულხარ, – შენიშნა ბიძაჩემმა და მკითხა, ხომ არ
გშიაო.
– არა, არ მშია... – ვუპასუხე.
– რა, უმადობა დაგჩემდა?
პასუხს არ დაელოდა... უმალ მოხადა ხურჯინს თავი და მოყოლა და-
იწყო... ბოლო ჟამს ძალიან დაკავებული იყო... ახლახან დაბრუნდა ბელ-
გიიდან, სადაც პარტნიორები მნიშვნელოვან გარიგებაზე დაითანხმა...
როგორც იქნა, თავისი ასაწყობი ტუმბო ფაბრიკების კონსორციუმს მი-
ასაღა... ხელშეკრულების პირობებით მთლად კმაყოფილი ვერ იყო... ეს
გასაგებიცაა... ბოლო პერიოდში მასაც მოუწია საავტორო უფლებების
შესახებ ხანგრძლივ და დამღლელ სასამართლო პროცესებზე წოწი-
ალი... შაკიკი და ადვოკატები ნამდვილად არ იყო მისი დაინტერესებისა
და გატაცებების სფერო... თავისი სამომავლო გეგმაც გამანდო... ამონა-
გები ფულით დამოუკიდებელი საქმის წამოწყებას აპირებდა... „პერსპექ-
ტიულის და სარფიანის“... მაგალითად, მექანიკური საწარმოს... თუ სწო-
რად გავიგე, პროფილაქტიკას გულისხმობდა... მანქანების შეკეთება ყო-
ველთვის ითვლებოდა მომგებიან საქმედ!.. ამას გარდა, შეიძლება მუშ-
ტრებისთვის ფარნები და საყვირები აეწაპნა. ეს მისი ბიზნესის ერთ-ერ-
თი მნიშვნელოვანი ასპექტი გახლდათ... ძველი ხარახურის თანამედ-
როვე მანერაზე გადაწყობა... ეს ნამდვილად კარგად გაეთვალა... სპი-
ლენძისა და ნიკელის აქსესუარებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო...
მთავარი იყო, მოდას არ ჩამორჩენოდა... სხვა მხრივ, ნელ-ნელა ყველა-
ფერი აეწყობოდა... სამმაგი ფასის დადება და რამე!.. ბიზნესი... კომერ-

766
ცია... აბა, სხვა რა არის? თან, კოლექციონერებს რა გამოლევს? მოკლედ,
ბიძია ედუარდს ყველა ნიუანსი გაეთვალისწინებინა და ძალიან იმედია-
ნად იყო განწყობილი... ეს კია, რომ ცოტა კომერციულ ფართზე დარ-
დობდა... ასე რომ, ფიქრი და ტვინის ჭყლეტა ჯერ კიდევ მოუწევდა... გან-
საკუთრებით პირობებზე... გარიგების ზოგიერთი მუხლი მთლად ნათე-
ლი ვერ იყო... ედუარდი პარტნიორების მხრიდან, რბილად რომ
ვთქვათ, „დაბოლების“ მცდელობას ეჭვობდა... ერთი სიტყვით, გადმო-
ბარება დასახვეწი იყო, რაც თავისთავად მოლაპარაკების გაგრძელებას
გულისხმობდა... მის სიფრთხილეს უკვე მიღებული გამოცდილება ამ-
ძაფრებდა... ერთხელ ხომ კინაღამ გაეხვა ხათაბალაში... მოკლედ, იქ-
მნებოდა ერთგვარი ასოციაცია, რომელიც ეკიპაჟების, ძარებისა და აქ-
სესუარების მწარმოებელი ქარხნის მფლობელი უნდა გამხდარიყო...
სულ რაღაც ას მეტრზე ვანვის კარიბჭიდან... სინამდვილეში მსგავსი რამ
ბუნებაში არ არსებობდა, მაგრამ კონტრაქტი უკვე შეედგინათ... ედუარ-
დი ბოლო მომენტში ჩაითრიეს... ასეთ პარტნიორებს უნდობლობას უც-
ხადებდა და სწორადაც იქცეოდა!.. ახალ შემოთავაზებაზე დათანხმებას
ჯერჯერობით აჭიანურებდა... ყოველ დეტალს უღრმავდებოდა... ნამე-
ტანი მიმზიდველი იყო ეს ბიზნესი, შიგ ასე ნაჩქარევად რომ გადავარ-
დნილიყო... დღეს ქვა რომ ისროლო, თაღლითს მოხვდება... ამიტომ
ყველაფერს ცივი გონებით უნდა მიუდგე... ისიც
მართალია, რომ იმ განგსტერების გარემოცვაში ძია ედუარდი
ფრთიანი ანგელოზი ჩანდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაასრულა... საქმის
არც ერთი დეტალი და ნიუანსი არ გამორჩენია... ყველაფერი წვრილ-
წვრილად მოჰყვა... ჩვენი ბლემში გამგზავრების დღიდან დღევანდლამ-
დე... ჩემი ჯერიც დადგა... მეც ნელ-ნელა... აუჩქარებლად შევუდექი
თხრობას... საკმაოდ დიდხანს მისმენდა...
– ო, ეს რა უბედურება გადაგხდენია თავს, ჩემო პატარა მეგობარო!
არა, ეს ნამეტანია!.. – მოსმენილისგან ბიძაჩემს ყბა ჩამოუვარდა... – ეს
უბრალოდ დაუჯერებელია! ახლა უკვე აღარაფერი მიკვირს! გასაგებია,
რატომ გაგდის ლანდი! ო, ღმერთო! ცარიელი ძვალი და ტყავი! აი, ხალ-
ხში გასვლაც ამას ჰქვია! ჰა, ჰა, ჰა!.. მაგრამ არა უშავს!.. ეს ჩინებული გაკ-
ვეთილი იქნება შენთვის! ოჰ! ოჰ! ეს რა მოისმინა ჩემმა ყურებმა!.. იცი,

767
რას გეტყვი, მეგობარო?.. სოფელში სხვას არაფერს უნდა ელოდო! აბა,
შენ რა გეგონა?! როცა ქალაქში ხარ დაბადებული, იქიდან ფეხი არ უნდა
მოიცვალო!.. ჩემთვის არაერთხელ შემოუთავაზებიათ საქმე მიყრუე-
ბულ ადგილებში... მეანაბრედ მუშაობა, მაგალითად... ფირმის ან გარა-
ჟის მართვა... როცა გიყვებიან, ყველაფერი მიმზიდველი და ჩამთრევი
გეჩვენება... ველოსიპედები... ათასი ჯურის წარმოდგენები... პნევმატი-
კაა და რამე... ხომ გესმის?.. სრული თავისუფლება! პასუხს არავინ
გთხოვს!.. აკეთე, რაც მოგეპრიანება!.. ამ ზღაპრებით ჩემი გაბრუება ვე-
რავინ შეძლო! დამიჯერე! სრულ სიმართლეს გეუბნები!.. ვერავინ! ვერც
ერთხელ! მაგრამ შენ ერთი რამ დაგავიწყდა, ჩემო კარგო! სოფელს უნ-
და იცნობდე! სხვანაირად წარმოუდგენელია... იმ საღორეში უნდა იყო
დაბადებული... შენ კიდევ იქ ფრაკში გამოკვართული ჩაბრძანდი და
პირდაპირ ქაქში ამოყავი თავი!.. ჩახვედი ანთებული... აგზნებული... ენ-
თუზიაზმით შეპყრობილი... წარმოდგენა არ გქონდა იმაზე, რაც იქ ხდე-
ბოდა... როგორც კი დაგინახეს, მორჩა, გაისკვანჩე! გიხმარეს გამოუღებ-
ლად! მათ თვალში შენ რძეშეუშრობელი მოზარდი ხარ, რომელსაც
ცხოვრების გაეგება რა!.. გძიძგნიან!.. გაბოლებენ ყოველწამიერად! ვე-
რანაირად ვერ დაიცავ თავს!.. შენ განწირული ხარ! მოგება? ჩემი ფეხე-
ბი! გროშსაც ვერ გაიმეტებენ შენთვის! მათ თვალში შენ ხარ გამოუცდე-
ლი, რომელიც უნდა წაკუზო და უქაქუნო... მოკლედ, ამას რომ გაუძლო,
იქ უნდა იყო დაბადებული... ეს იდეალური ვარიანტია! მათ მოხარშულს
უნდა იცნობდე!.. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე მო-
იტეხ კისერს!.. და რა შეიძლება მათ შესთავაზო?.. არც არაფერი! მათი
გულის გასახარს ვერაფერს გამოიგონებ! ასი ათასიდან ერთი შანსიც კი
არ გაგაჩნია! მაინტერესებს, რომელს მოაფიქრდა იქ სასოფლო-სამეურ-
ნეო კულტურებით ჩახეტება? რომელ ბრძენს? მოკლედ, თქვენ თვითონ
მიექანებოდით განადგურებისკენ და მიიღეთ კიდევაც! თქვენ თვითონ
დაღუპეთ საკუთარი თავი!.. და ნურავის ნურაფერს დააბრალებთ! ყური
მიგდე, მეგობარო, ეტყობა, ჯერ სარკეში არ ჩაგიხედავს, თორემ ნახავ-
დი, რას ჰგავხარ! ეს დაუჯერებელია!.. ტაპიოკას წვნიანზე... რას იტყვი?..
– ედუარდმა სამზარეულოში დაიწყო ფუსფუსი. დაახლოებით ათი სა-
ათი იქნებოდა... – სასწრაფოდ უნდა მოსუქდე!.. აქ შენ დაისვენებ... მე

768
გაძლევ ამის გარანტიას! მოგიწევს გეგმების დროებით შეჩერება!.. შეწი-
ნააღმდეგება არ გავიგო!.. – ჩემს აღკაზმულობას კიდევ ერთხელ შეავ-
ლო თვალი და ძალიან იხალისა... ჩემი კომბინეზონისა და ბაწრებიანი
შარვლის მნახველი აბა სხვას რას იზამდა?!
– შენ ამ ძონძებში ვეღარ ივლი!.. მოიცა, რაღაცას გიპოვი...
ედუარდი გვერდითა ოთახში გავიდა... კარადიდან, რომელიც სრი-
ალა კარით იხურებოდა, სრულიად ცინცხალი და გაპიწკინებული კოს-
ტიუმი გადმოიღო... ამას დათვის ტყავისგან შეკერილი მანტოც მოაყო-
ლა... არაჩვეულებრივი ქურქი!
– ჯერჯერობით ამას ჩაიცვამ... კასკეტიც მოიძია წინაფრით... პერან-
გიც და მისი ამხანაგიც... მოკლედ, ისევ ძალიან მაგრად დავიზმანე!..
– ამბობ, რომ არ გშია?.. მართლა არ გშია?
რომც დაეძალებინათ ლუკმას ვერ გადავყლაპავდი... ცუდად ვიყა-
ვი... საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი... მგონი, რაღაც საშიში და უკურნე-
ბელი მეტაკა... ნაწლავებს ბუყბუყი გაჰქონდა... ყოველგვარი გადაჭარ-
ბების გარეშე, ვერ იყო კარგად ჩემი საქმე...
– რა დაგემართა, ჩემო ბიჭუნა? – ედუარდი აღელდა.
– არაფერი! არაფერი საშიში! – ვცდილობდი, თავი მხნედ დამეჭირა.
– ხომ არ გაცივდი? არა, ნამდვილად გრიპი აიკიდე!
– არა, არა! არა მგონია... – ჩემსას არ ვიშლიდი, – მაგრამ, ბიძაჩემო,
წინააღმდეგი თუ არ იქნები... როგორც კი ჭამას მორჩები... იქნებ ცოტა
გაგვევლო...
– ო! ფიქრობ, რომ ეს გიშველის?
– კი, ბიძაჩემო, დარწმუნებული ვარ, მიშველის!..
– გული გერევა?
– კი, ოდნავ!..
– კეთილი, თანახმა ვარ!.. ახლავე გავიდეთ! მე მოგვიანებით შევ-
ჭამ!.. იცი, რაღაცით დედაშენს ვგავარ! Subito! Presto! ვერ ვიტან გაჯან-
ჯლებას!..
მოკლედ, ედუარდმა ვახშამი გადადო... ნელა გავუდექით გზას...
პროსპექტზე მდებარე კაფეს მივადექით... ტერასაზე დაჯდომა ისურვა...
პიტნის ნაყენს დალევ და უკეთ იგრძნობ თავსო, დამამშვიდა... პირი არ

769
გაუჩერებია... ყველაფერს მიედ-მოედო... რაღაც მომენტში შევაპარე...
ჩემი მშობლებისთვის თვალი ხომ არ მოგიკრავს-მეთქი.
– ბელგიაში გამგზავრების დღიდან უკვე გავიდა ორი თვე... ერთხელ
კი შევიარე მანამდე პასაჟში, მაგრამ მას შემდეგ ისინი არ მინახავს... მა-
შინ შენს წერილებზე იჭყლეტდნენ ტვინს, – დაამატა მან, – თითქოს
სიტყვა სიტყვით არჩევდნენ... არ იცოდნენ, სად გადაიკარგე... დედაშენს
მაშინვე უნდოდა შენს სანახავად გამგზავრება... აჰ! მე გადავათქმევინე...
ვუთხარი, რომ შენთან მუდმივი კავშირი მქონდა და დროდადრო ახალ
ამბებსაც მატყობინებდი... რომ საქმე კარგად მიგდიოდა... და რომ
თქვენ ერთი წამითაც ვერ იცლიდით თესვის სეზონის დადგომის გამო...
მგზავრობა უფრო გვიანი პერიოდისთვის გადადო!.. მამაშენი ძველებუ-
რად ავადმყოფობდა... ამ ზამთარს სამსახური ზედიზედ რამდენჯერმე
გაუცდენია... ორივენი შიშობდნენ, რომ ამჯერად მას უსათუოდ დაით-
ხოვდნენ... რომ ლეპრენტი და ის მეორე აღარ აპატიებდნენ... და ქუჩაში
გააგდებდნენ... საბოლოოდ ასე არ მოხდა... მამაშენი აღადგინეს, მაგ-
რამ გაცდენილი დღეების საზღაური ჯამაგირიდან გამოუქვითეს... წარ-
მოგიდგენია?! ავადმყოფობის გამო! და ეს იკადრა კომპანიამ, რომელიც
ასობით მილიონს ატრიალებს! და რომლის უძრავი ქონება მთელ
მსოფლიოშია მიმოფანტული! განა ეს სამარცხვინო არ არის? შიშისმომ-
გვრელი? სრული ჭეშმარიტებაა, რასაც ამბობენ... რაც უფრო მდიდრდე-
ბიან, მით მეტად საძაგლები და გაუმაძღრები ხდებიან! სულ ეს არის!
მადა ემატებათ, არაფერი არ ყოფნით... რაც უფრო მეტ ფუფუნებაში
ცხოვრობენ, მით მეტად უნამუსოები ხდებიან!.. ადამიანურ სახეს კარგა-
ვენ... კომპანიები – ეს საშინელებაა! ამას შესანიშნავად ვხედავ ჩემი პა-
ტარა საქმის მაგალითზე... ყველანი წურბელები არიან! სისხლისმწოვე-
ლები! გაუმაძღრები! სანამ უკანასკნელი წვეთისგან არ დაგცლიან, არ
მოგეშვებიან!.. ო! წარმოუდგენელია! აბსოლუტური ჭეშმარიტებაა...
მდიდარი სხვანაირად ვერ გახდები... მხოლოდ ასე...
– დიახ, ბიძაჩემო!
– სუსტი და სნეული კი დაე, ჩაძაღლდეს!..
– დიახ, ბიძაჩემო!

770
– ეს ჭეშმარიტი სამგლოვიარო სიმღერაა, ჩემო პატარავ, დაიმახსოვ-
რე ის! სასწრაფოდ!.. სასწრაფოდ!.. ახლავე! ნუ ენდობი მილიარდე-
რებს! ოჰ! სულ დამავიწყდა, შენთვის მეთქვა... მათ ავადმყოფობებთან
დაკავშირებით ახალი ნიუანსები გამოიკვეთა... მამაშენს ექიმის დანახვა
კატეგორიულად არ უნდა! შენ წარმოიდგინე, კაპრონისაც, რომელიც
კომპეტენტური და პატიოსანი კაცია!.. თავისი ვიზიტებისთვის ბევრსაც
არ ითხოვდა... არც დედაშენს უნდა მისი სახელის გაგონება... მთლი-
ანად გადავიდა თვითმკურნალობაზე... დარწმუნებული ვარ, ისევ კოჭ-
ლობს... არ ვიცი, როგორ ახერხებს საერთოდ რამის გაკეთებას... საფე-
ნები... საფენები... საფენები... ამოიჩემა... მდოგვიანი! უმდოგვო! ცივი!
ცხელი! ცივი! ცხელი! წარმოიდგინე, მუშაობა წამითაც არ შეუწყვეტია!
წელებზე ფეხს იდგამს!.. ამას ხომ უნდა გაძლება! თან სულ ახალი მუშ-
ტრების ძიებაშია!.. იპოვა კიდეც... თავისი „ნაქარგების სახლისთვის“...
ვულგარული მაქმანების მოყვარულები... წარმოგიდგენია? მამაშენმა
ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცის... ერთადერთია მთელ მარ-
ცხენა სანაპიროზე... პოზიციის შესანარჩუნებლად კი იმდენი სიარული
უწევს საწყალს... ცხადია, ძალიან იღლება... შენ მისი სახე უნდა ნახო,
როცა შინ ბრუნდება... ო! მისი
გამომეტყველების მნახველი შეუძლებელია, არ გადაირიოს! საშინე-
ლებაა... მიცვალებული გეგონება! ერთხელ კინაღამ გული გამისკდა, ისე
შევშინდი! შემთხვევით ქუჩაში გადავეყარე... კოლოფებით დახუნძლუ-
ლი ტურნედან ბრუნდებოდა... დარწმუნებული ვარ, თითო ყველაზე ცო-
ტა ოც კილოს მაინც იწონიდა... გესმის, ოც კილოს!.. არ გინდა, მსგავსი
ხარახურა ხელით ათრიო? ვერც კი დამინახა! დაღლილობა შეიწირავს
ბოლოს და ბოლოს! შენც იგივე დაგემართება, თუ ყურადღებით არ იქ-
ნები და თავს არ მოუვლი! დამიჯერე, ჩემო მეგობარო! ჯერ ერთი, მინდა
გითხრა, რომ ძალიან სწრაფად ჭამ... დარწმუნებული ვარ, მშობლებსაც
არაერთგზის მოუციათ შენთვის ეს შენიშვნა... რა თქმა უნდა, ცამდე მარ-
თლები იყვნენ...
შესაძლებელია, ეს ყველაფერი სრული ჭეშმარიტება იყო... თუმცა ამ
მომენტში ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა... ყოველ შემთხვევა-
ში, ძალიან არ მინდოდა, დისკუსიაში ჩავბმულიყავი... ყველაზე დიდ

771
უხერხულობას ის გარემოება იწვევდა, რომ ბიძაჩემის ამ გამოსვლას მა-
ინცდამაინც დიდი ყურადღებით არ ვუსმენდი... მუცლის გვრემის გამო...
მთელი შიგნეულობა მიდუღდა... ის კი მშვიდად განაგრძობდა ბაასს...
– ახლა რის გაკეთებას აპირებ?.. რამე ხომ არ მოგიფიქრებია?.. მას
შემდეგ, როცა მოკეთდები, არა? – ჩემს მომავალზე ბიძაჩემიც დარდობ-
და.
– ო, ჩემო პატარა მეგობარო, ამას იმიტომ კი არ გეუბნები, რომ და-
გაჩქარო! ო! რა თქმა უნდა, არა! სიჩქარე სულაც არ არის საჭირო! მთა-
ვარია, ნებისმიერი გადაწყვეტილება კარგად გქონდეს გააზრებული!
თავიდან მნიშვნელოვანია, არსებული მდგომარეობა ჯეროვნად შეაფა-
სო! ყველაფერი აწონ-დაწონო! ნურაფერს დახარბდები! ნებისმიერ შე-
მოთავაზებას ნუ დათანხმდები! თორემ ისევ ხათაბალაში გაყოფ
ცხვირს! უნდა მიდგე, მოდგე, მაგრამ ციებ-ცხელებას ნუ დაიმართებ! ნე-
ლა! მეგობარო, დინჯად! აუჩქარებლად! ამჯერად მეტი ყურადღების გა-
მოჩენა გმართებს! სამუშაო იგივეა, რაც ჭამა... მთავარია, ამან სარგებე-
ლი მოგიტანოს! იფიქრე! შეაფასე! მეც დამეკითხე რჩევას! დააჭაშნიკე!
გაუგე გემო! შეამოწმე!.. გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ მიიღე, როცა
მთლიანად დარწმუნებული იქნები! აი, მაშინ მეც ჩამაყენე საქმის კურ-
სში... ჯერჯერობით კი, ჭერი თავზე არ გვენგრევა, ხომ ასეა? არც წყალი
შეგვდგომია! ჰა? ნუ გაცდუნებს ის, რასაც შემთხვევით გადააწყდები... და
ეს მხოლოდ იმისთვის, რომ მე მასიამოვნო! სამუშაოს რომელიც ორ კვი-
რაში ყელში ამოგივა, არამც და არამც! შენ პატარა ბიჭი უკვე აღარა ხარ!
კიდევ ერთი საქმე ჩაიფუშება!.. რომელიც მხოლოდ ტკივილს მოგიტანს
და რეპუტაციასაც შეგილანძღავს!
სახლისკენ დავიძარით... მანამდე ლუქსემბურგის ბაღს წრე დავარ-
ტყით... ძია ედუარდი ისევ სამსახურზე ალაპარაკდა... ძალიან დარდობ-
და, როგორ მოვეწყობოდი... შეიძლება, გულის სიღრმეში ისიც აღელვებ-
და, ჩემი დამღუპველი ინსტინქტებისა და კატორღელისთვის დამახა-
სიათებელი განწყობისგან ოდესმე თუ გავთავისუფლდებოდი... ჩუმად
ვუგდებდი ყურს მის ლაპარაკს... არც ვიცოდი, რა მეთქვა... ამიტომაც მი-
ვუშვი... სინამდვილეში ძალიან დავიღალე... საფეთქლებიც საშინლად
მტკიოდა... ცალი ყურით ვუსმენდი... როცა რასპაის ბულვარს მივუახ-

772
ლოვდით, გამართული სიარული უკვე აღარ შემეძლო... ტროტუარზე
მოხრილი მივაბიჯებდი. ძია ედუარდს ეს არ გამოჰპარვია... სულ სხვა
რამეზე ვფიქრობდი...
თან სულის მოთქმის საშუალება მომეცა... სინამდვილეში ბიძაჩემმა
გვარიანად მომაბეზრა თავი თავისი პროექტებით... ისევ ზემოთ ავიხე-
დე... „ძია ედუარდ, „ვენერას აფრებსა“ და „ვარსკვლავთა სკებს“ თუ
ცნობ?..“ ეს-ესაა გამოიჭყიტეს ღრუბლებიდან... ასე იწოდებოდა ვარ-
სკვლავთა მტვერი... „ამარინსა“ და „პროლისერპს“? ისინიც ერთიმეო-
რის მიყოლებით აკიაფდნენ... თეთრი და ვარდისფერი... გინდა გაჩვე-
ნო? ოდესღაც ძია ედუარდმა ამ თანავარსკვლავედების შესახებ ზედმი-
წევნით იცოდა... მთელ ცის კაბადონს იცნობდა დაწყებული სამკუთხე-
დიდან, მშვილდოსნით დამთავრებული... ჩრდილოეთის მხარესაც... იც-
ნობდა მთელ „ფლამარიონს“, „აღარაფერს ვამბობ პერეირზე“... მაგრამ
ბიძაჩემს ყველაფერი დაავიწყდა... პირწმინდად ამოეშალა მეხსიერები-
დან... ახლა „სასწორსაც“ ვერ გიპოვიდათ...
– ო, ჩემო ბაჭიავ, საერთოდ დავკარგე თვალის ჩინი... სულ დავბრმავ-
დი, მაგრამ შენ გენდობი! ჩემ მაგივრადაც დაათვალიერე ისინი! მე უკვე
გაზეთსაც ვერ ვკითხულობ... ისეთი ახლომხედველი გავხდი, პლანეტას
ერთი მეტრშიც ვერ შევამჩნევ... ცაშიც რომ ვიყო, ვერაფერს გავარჩევ...
მზე შეიძლება მთვარეში ავურიო! ხედავ, რა დღეში ვარ?!
ამ ყველაფერს ბიძაჩემი ხალისით ამბობდა. ეღიმებოდა... შიგადა-
შიგ ჩაეცინებოდა...
– აჰ! არა უშავს!.. – თქვა მან, – ვფიქრობ, შენგან ჭეშმარიტი მეცნიერი
დადგა... ძალიან ძლიერი ვინმე ხარ! წარმოუდგენელ წარმატებებს აღ-
წევ! ეს სახუმარო საქმე კი არ არის! იქ ბევრი არ გიჭამია, მაგრამ სამაგიე-
როდ ცოდნით გაივსე! ეზიარე საზოგადოებაში მართებული ქცევის წე-
სებს! ო! შენ ძალიან გაიზარდე, ჩემო ყრმა მეგობარო! შენი თავი სავსეა
მეცნიერებით! მეტს ვეღარც დაიტევს... განა სიმართლეს არ ვამბობ, ჩე-
მო პატარავ! რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა, მე არაფერი მეშლება!
ძალიან კი გავამხიარულე ძია ედუარდი... ისევ ავლაპარაკდით კურ-
ტიალზე... სურდა გაეგო, რა მოხდა... ბოლოს რამდენიმე კითხვა დამის-
ვა.

773
– და მაინც, ვერ იტყვი, რა მოხდა ბოლოს?
უკვე აღარ შემეძლო ამ საუბრის ატანა... უბრალოდ შიში მეპარებოდა
და გონება მებინდებოდა... პლუს გულისრევის შეგრძნება... ისეთივე
დამთრგუნველი, როგორც გუშინ... მოკლედ, ნერვებმა მიმტყუნა და ღნა-
ვილი მოვრთე! ეშმაკმაც დაწყევლოს! ცხადია, არაქათი გამომეცალა...
დავსუსტდი... თან გავითიშე... თუმცა საკმაოდ ჯანიანიც ვიყავი! არა, ყვე-
ლაფრის თავი და თავი ჩემი უკიდურესი დაღლილობა იყო...
– რა მოგივიდა, პატარავ? ფერმიხდილი და განადგურებული ჩანხარ!
ო, კარგი რა, ფერდინანდ! ასეთი ნერვიულობა და მღელვარებაც არ შე-
იძლება! შენს სამსახურზე მხოლოდ იმიტომ ჩამოვაგდე საუბარი, რომ
თავი შეგვექცია... რაღაცაზე ხომ უნდა გვეყბედა? ხომ არ დავმუნჯდებო-
დით?.. ამას საერთოდ არ ვანიჭებ რამენაირ მნიშვნელობას და არც შენ
გირჩევ! დაივიწყე, რაც მოვროშე! მესმის, ცუდად მიცნობდე!.. მოხარ-
შულს მიცნობ, ჩემო კარგო! თუ არ გჯერა ბიძაშენის? ამდენი იმიტომ კი
არ ვირატრატე, შენთვის
გუნება რომ წამეხდინა! აბა, კმარა ახლა, სულელო! ხომ მიმიხვდი
ყველაფერს? ახლავე შეწყვიტე ეს ტირილი! უკვე აღარა ხარ პატარა ბი-
ჭი! გიმეორებ, ცრემლები აღარ დამანახო! ერთი ამას დამიხედეთ! შენ
რა, აგრძელებ? უნდა იცოდე, რომ მამაკაცს ცრემლები არ შეშვენის! შე-
გიძლია ჩემთან იმდენ ხანს დარჩე, რამდენ ხანსაც ყელში არ ამოგივა!..
მერე კი ვნახოთ... რა და როგორ... ჯერ სული უნდა მოითქვა!.. ჯანზე
მოხვიდე! ცოტა ფერიც დაგედოს! ერთი სიტყვით, მაძღარი და ჯან-
მრთელი უნდა დაგინახო! თუ სული კბილებით გეჭირება, ზედაც არ შე-
მოგხედავენ!.. არც არავინ ისურვებს შენთან შეხვედრას! ამ მდგომარეო-
ბაში მაინტერესებს, როგორ დაიცავ თავს? ჰა? სუსტები და სნეულები
სამსახურში არ აჰყავთ! მეთანხმები? ძალები უნდა მოიკრიბო! დავუშ-
ვათ, ვიღაცა შეცდა და მიგიღო... რა, ხუთ წუთში ერთხელ სიფათში უნდა
არწყიო?.. ამოგკრავენ პანღურს და ქუჩაში მოადენ ზღართანს! იქაც ფე-
ხებით შეგდგებიან და გაგსრესენ! ძლიერს კი ყოველი მხრიდან ესმის:
„დიახ, ბატონო, მობრძანდით!“ „დიახ, პატივცემულო“ და ათასი მსგავ-
სი რამ... „რამეს ხომ არ დალევთ?“ „ორცხობილაზე ან გახუხულ პურზე
რას იტყვით?“ – ბიძაჩემი მამშვიდებდა, როგორც შეეძლო, მაგრამ მე

774
ვერ ვწყნარდებოდი... განვაგრძობდი ზლუქუნს... ახლა მთლად შადრევ-
ნად დავიღვარე...
– ბიძაჩემო, მე აქედან უნდა წავიდე... აქ ვერ დავრჩები... უნდა გავემ-
გზავრო!.. ძალიან შორს!..
– როგორ თუ უნდა გაემგზავრო? კი მაგრამ, სად? ჩინეთში? შორს? და
სად კონკრეტულად?
– არ ვიცი, ძია ედუარდ! არაფერი არ ვიცი!
ცრემლების ნაკადმა იმატა... ნიაღვრად გარდაიქმნა... ავდექი... სუნ-
თქვა მიჭირდა! როგორც კი გავიმართე, წონასწორობა დავკარგე... ბიძა-
ჩემმა შემაკავა... შინ როცა დავბრუნდით, მან მართლაც არ იცოდა, რა
წყალში გადავარდნილიყო... არც ის, რა ეთქვა!
– კეთილი! კეთილი! ჩემო მსუქანავ! ჩემო ბიჭუნავ! დავივიწყოთ ეს
ყველაფერი! ჩათვალე, რომ არაფერი მითქვამს... საერთოდ, კრინტი არ
დამიძრავს! შენ არაფერში ხარ დამნაშავე, პატარავ! ხომ იცნობდი კურ-
ტიალს? ეს იყო არაჩვეულებრივი ადამიანი! შესანიშნავი მეცნიერი! ამა-
ში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი! თვითონაც რამდენჯერ მითქვამს
შენთვის! ვფიქრობ, ძალიან კეთილი გული ჰქონდა! ეს იყო კაცი, რომე-
ლიც გიჟდებოდა თავგადასავლებზე! სადღაც ავანტიურისტიც შეიძლე-
ბა ვუწოდოთ! იყო! თან თავგამოდებული! ეს ფაქტია! რა თქმა უნდა,
ათასგვარი ნიჭით დაჯილდოებული და ასე შემდეგ... გადაიტანა უთვა-
ლავი უსამართლობა და ამისგან ძალიან დაიტანჯა! კი, რა თქმა უნდა!
ღმერთმა უწყის, რამდენჯერ აღმოჩნდა უფსკრულის პირას და ეშმაკის
მანქანებით ყოველ ჯერზე გადაურჩა... ხევში გადაჩეხვას... მას არ შეეძ-
ლო მშვიდად და წყნარად ეცხოვრა! რისკიანი ადამიანი იყო! ფათერა-
კის სიახლოვე მუხტავდა! წინააღმდეგ შემთხვევაში, სევდა ეუფლებო-
და!.. შენ ხომ იცი, როგორებიც არიან მოთამაშენი? დოღით შეპყრობი-
ლები? ნებისმიერ ფსონზე წამსვლელები? დღენიადაგ თავგადასავ-
ლებს რომ ეძებენ? ვერ ჩერდებიან, სანამ კისერს არ მოიტეხენ!.. მათი
გადაკეთება შეუძლებელია... ვერც ვერაფერს დაუშლი! მხოლოდ თუ შე-
იცოდებ! ასეთები განწირულნი არიან!.. მაგრამ ვერაფერს გააწყობ!..
რისკი მაინც მშვენიერია! აქვს თავისი მიმზიდველობა! მიუხედავად
ყველაფრისა, მიმძიმს ამაზე საუბარი! მეტიც... პირდაპირ ტანჯვაა ჩემ-

775
თვის... ო! დამიჯერე! მისმა სიკვდილმა შემძრა! კურტიალი ყოველთვის
აღმაფრთოვანებდა! შემიძლია ვთქვა, რომ ვეთაყვანებოდი მას!.. ჩემს
მეგობრად მივიჩნევდი! ეს იყო იშვიათი ნიჭის ადამიანი! ტვინით გამო-
ძეძგილი თავი! ჭეშმარიტი ღირებულება!.. ო! მის შეფასებაში არას-
დროს შევმცდარვარ! ვგრძნობდი მას!.. მართალია, ჩემი შემხედვარე
ვერ იტყვი, რომ დიდი ნიჭის პატრონი ვარ, მაგრამ რაც შეეხება კურტი-
ალს, მესმოდა, ვისთან მქონდა საქმე!.. კურტიალი გარდაიცვალა! შენ
კიდევ, შეიძლება ითქვას, უსახლკაროდ დარჩი! პირდაპირ ქუჩაში აღ-
მოჩნდი... ჯიბეგაფხეკილი... მშიერ-მწყურვალი... მაგრამ ეს იმას არ ნიშ-
ნავს, რომ ყველაფერი დასრულდა... არც საბაბია იმისთვის, რომ თავი
ასეთ დღეში ჩაიგდო! ხედავ, რას დაემსგავსე? ძვალზე გადაკრულ
ტყავს! ო! ღმერთო! ეს მართლა მეტისმეტია! ერთი რამ ცხადია... ლუკ-
მაპურს ასეთ მდგომარეობაში ვერ იშოვი! შენს ასაკში ჯანმრთელობას
ასე არ ექცევიან... რაც მოხდა, მოხდა! შენ არაფერ შუაში ხარ! უბრალოდ
არ გაგიმართლა, პატარავ! მაგრამ ასე ხომ არ გაგრძელდება უსასრუ-
ლოდ! სამყაროს დასასრული ჯერ არ დამდგარა! წინ უამრავი საინტერე-
სო რამ გელის, ჩემო სულელო! წიწინი, წუწუნი, პირის ხოკვა, მოთქმა
ქალბატონებს დაუთმე! თურმე ეს ყველაფერი მათ ძალიან ეხმარება
უკეთ შარდვაში! მეტიც, ამისგან სიამოვნებასაც კი იღებენ! მაგრამ შენ
უკვე აღარ ხარ ბავშვი! ასეა ხომ, ფერდინანდ? ხომ ხარ ზრდასრული ჭა-
ბუკი! ხომ არ ჩაიხრჩობ თავს ცრემლების ნაკადულში? ჰა! ჰა! ჰა! – ბიძა-
ჩემმა ზურგზე მსუბუქად მომიტყაპუნა! რაც მართალია, მართალია, ძა-
ლიან უნდოდა ჩემთვის გუნების გამოკეთება!..
– ო! მტირალა, პატარა ბიჭუნა! შეხედეთ, როგორი დაგვიბრუნდა
სოფლიდან! დამტვრეული... დამსხვრეული... ჩამომდნარი... მიწასთან
გასწორებული... ახლა გვეყოფა, ჩემო მეგობარო! კმარა!.. მოვიკრიბოთ
მხნეობა!.. გპირდები, რომ შენს წასვლაზე ამიერიდან კრინტს არ დავ-
ძრავ! ჩემთან დარჩები! სამსახურზე და სადმე მოწყობაზე ფიქრიც აღარ
დაგჭირდება!.. გადაწყვეტილია!.. არა, ფერდინანდ! ხომ შევთანხმდით
ბოლოს და ბოლოს? ხომ დამშვიდდი, ფერდინანდ? არასდროს მოგი-
წევს ადგილის ძებნა! ახლა მაინც ხომ ხარ კმაყოფილი? ერთი გადაწყვე-
ტილება მივიღე... ჩემს გარაჟში უნდა წაგიყვანო! შეიძლება, საკუთარი

776
ბიძის შეგირდობა საუკეთესო გამოსავალი არ იყოს, მაგრამ ჯერჯერო-
ბით ამას დავჯერდეთ... უკეთესის მოლოდინში... ახლა ჩემთვის მთავა-
რი შენი ჯანმრთელობაა! დანარჩენს მივაფურთხოთ!.. ყველაფერი თა-
ვისთავად აეწყობა! ვიმეორებ, ჯანმრთელობა უწინარეს ყოვლისა! ჰო!
კიდევ ერთი ნიუანსი... შენს აღზრდა-განათლებას მე ვიღებ საკუთარ
თავზე! მაგრამ ჯერ მინდა, სასწრაფოდ მოკეთდე! ო! რა თქმა უნდა, სამ-
სახურის შოვნაზე გამუდმებულმა ფიქრმა შენ არაქათი გამოგაცალა... ეს
ჯერ კიდევ მაშინ შევამჩნიე, როცა მშობლებთან ცხოვრობდი... არ არის
ეს შენთვის ადვილად მოსაგვარებელი საქმე... ეს განსაკუთრებულ ხასი-
ათსა და ჟინს გულისხმობს, რომელიც შენ არ გაგაჩნია... ამიერიდან ჩათ-
ვალე, რომ სადარდებელი მოგეხსნა... ვიცი, რომ ეს ძალიან გაფ-
რთხობს... შენ ყოველთვის ჩემთან იქნები... აღარ ირბენ მათხოვარივით
კარდაკარ! ო! არა! ეს მორჩა! ჰა? აზრი სხვანაირად ვერ გამოვხატე! მოკ-
ლედ, იმის თქმა მინდოდა, არ გიყვარს უცხოებთან შეხვედრა, ყბედობა,
საკუთარი თავის მომგებიანი კუთხით წარმოჩენა!.. კეთილი! მოკლედ,
შევთანხმდით!
– არა, ბიძაჩემო, ეს მთლად ასე არ არის! საქმე სულ სხვა რამეშია...
სიამოვნებით წავიდოდი აქედან...
– წახვიდოდი! წახვიდოდი! მაგრამ მაინტერესებს, სად წახვიდოდი
ერთი?.. ეს აკვიატება გტანჯავს, ჩემო პატარავ! ჩვენ სხვადასხვა ენაზე
ვლაპარაკობთ!.. უკვე ვეღარაფერი გამიგია! არ მესმის, იმ სოროს გინდა
დაუბრუნდე?.. და სტაფილო მოიყვანო?..
– ო!.. არა!.. ბიძაჩემო... ეს ნამდვილად არ მინდა!.. მე არმიაში ჩაწე-
რაზე ვფიქრობდი...
– აზრი, რომელმაც გონებაში გაგიელვა და აჰყევი, არა? თუ ღამე ნახე
სიზმარში? რა საინტერესოა! კეთილი! ესე იგი, სამხედრო სამსახურზე
ოცნებობ! არმიაზე? კი, ბატონო, მაგრამ სად? და რისთვის? სამხედრო
სამსახური არსად გაგექცევა! საჩქარო არაფერია! მოასწრებ! ამის დროც
დადგება და წახვალ კლასელებთან ერთად! მაგრამ ვინ გაჩქარებს? შენი
სულსწრაფობის მიზეზს ვერაფრით ვხვდები! ფიქრობ, რომ სამხედრო
სამსახური შენი მოწოდებაა? სასაცილოა პირდაპირ! სატირალი რომ არ
იყოს!

777
ბიძაჩემი ყურადღების მაკვირდებოდა... ცხადია, ჩემი გადაწყვეტი-
ლება ეუცხოვა... ცოტა არ იყოს, დაიბნა...
– ვფიქრობ, ეს შენი ახირებაა და იმედია, მალე გაგივლის!.. იცი, ეს
რას მაგონებს? ადამიანს, რომელსაც შარდის ბუშტი გაებერა და აღარ
იცის, სად მიაფსას!.. მერე იპოვის ადგილს და შვებით ამოისუნთქავს...
ერთი ეს მითხარი... ძალიან გინდა, იმ კურტიალს დაემსგავსო? იმ ცხო-
ნებულ შერეკილს?! ნუთუ დაგავიწყდა, მშობლები რომ გყავს? მათზე
იფიქრე?.. დაახლოებით თუ ხვდები, რა ატყდება? რა სიმღერას შემოჰ-
კრავენ ერთიც და მეორეც? მე უკვე მესმის მათი სერენადები! ბუნებრი-
ვია, ყველაფერში მე დამდებენ ბრალს! ანათემას გადამცემენ! იტყვიან,
რომ ამ გიჟური აზრებით მე გამოგიტენე თავი! იცი, რას გეტყვი, შენ ისე-
ვე უბერავ, როგორც შენი საყვარელი მამიკო!
ბიძაჩემი ძალიან უკმაყოფილო იყო... უცბად მომინდა, მისთვის ყვე-
ლაფერი წვრილ-წვრილად ამეხსნა!.. ახლავე... არ ჰქონდა მნიშვნელო-
ბა, რა და როგორ!
– მე არაფრის გაკეთება არ ვიცი, ბიძაჩემო... არ ვარ სერიოზული...
ადამიანი, რომელსაც გონივრული მსჯელობის უნარი შესწევს...
– რას მელაპარაკები? სერიოზულიც ხარ და საკმარისად გონიერიც,
ჩემო პატარავ! ძალიან კარგად გიცნობ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ –
არც სერიოზულობა გაკლია და არც ჭკუა-გონება!
მეტი ტირილი აღარ შემეძლო...
– არა! მე ვარ გამოხოხილი მასხარა, ბიძაჩემო!
– რას ამბობ, ფერდინანდ! ჩემო ძვირფასო! პირიქით, შენ ხარ ძალი-
ან საყვარელი ვინმე, ცოტას წაიშტერებ,
მაგრამ ეგ არაფერი! ყველა შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ
მხრებზე თავის ნაცვლად გოგრა არ გაბია! ეშმაკობის არაფერი გცხია...
საოცრად გულწრფელი და მიმნდობი ხარ... იმ ბებერმა გარყვნილმა ძა-
ლიან კარგად გამოგიყენა! მიკვირს, რომ ამას ვერ ხვდებოდი! იმ ნაძი-
რალამ თავის ჭკუაზე გატარა და ეს ვერ გიპატიებია საკუთარი თავის-
თვის! მოკლედ, ტიპმა მაგრად დაგაჩმორა!
– ო, არა! არა!..

778
თავზარდაცემული ვიყავი... არ მსურდა ახსნა-განმარტებების მოსმე-
ნა... შევევედრე, ცოტა ხნით მაინც დაეგდო ჩემთვის ყური... „მე ადამია-
ნებისთვის მხოლოდ უსიამოვნებანი მომაქვს!“ – ვბურდღუნებდი ჩემ-
თვის. ეს ფრაზა რამდენჯერმე გავუმეორე... აჰ! და... ისევ გული ამერია...
კვლავ დავატრიალე პატეფონი. „მომავალშიც ასე იქნება!.. მხოლოდ
პრობლემებს შევუქმნი ადამიანებს... ეს ხომ დღესავით ნათელია!“
– ყველაფერი კარგად მოიფიქრე?..
– კი, ბიძაჩემო! შენ თავს ვფიცავარ, ყველაფერი ზედმიწევნით მოვი-
ფიქრე! მინდა წასვლა!.. ხვალაც კი შემიძლია აქედან ავიბარგო! კი,
ხვალ!
– ვერ ვხვდები, რატომ ჩქარობ ასე? სახლი თავზე ნამდვილად არ
გენგრევა, რომ გაქცევით უშველო თავს!.. არა, ასე ნამდვილად არ არის
საქმე!.. მე კიდევ ერთხელ გიმეორებ... ჩემი სურვილია კარგად დაგასვე-
ნო... მაგრამ შენ ისე იქცევი... აბა, რა გითხრა? ადამიანები არსად არ გარ-
ბიან! ცხელ გულზე... კინწისკვრის ტეხვით! რომელი შლეგი მოაწერდა
ერთდღიან ხელშეკრულებაზე ხელს? ჩემთან თავიდან მხოლოდ სამ-
წლიან გარიგებაზე თუ შეიძლება ლაპარაკი, მეგობარო? ეს კი 1886 დღეს
გულისხმობს... პლუს ზეგანაკვეთური სამსახური!
– კი, ბიძაჩემო...
– შენ ხომ ავგულიანი ადამიანი არ ხარ, ფერდინანდ?.. არავინ გაგ-
დებს აქედან, დაიმახსოვრე!.. არც არაფერში ხარ დამნაშავე! იქნებ ცუ-
დად გრძნობ თავს? უხეში შენთან ურთიერთობაში, ღმერთი რჯული,
არასდროს ვყოფილვარ!..
– მე ვარ გულღვარძლიანი, ბიძაჩემო! არა ვარ მე სერიოზული ადა-
მიანი! უბრალოდ, ცუდად მიცნობ! უფრო სწორად, საერთოდ არ მიც-
ნობ!..
– აღარ იშლი ხომ შენსას, ჩემო საწყალო ბიჭუნავ! ისეთ მდგომარეო-
ბაში ჩაიგდე თავი, რომ ჯერჯერობით არ ხარ ავად, მაგრამ აუცილებ-
ლად გახდები!
– აქ უკვე აღარაფერი მაკავებს, ბიძაჩემო! თან არ დაგავიწყდეს ჩემი
წვევამდელი ასაკიც! წასვლა მინდა!.. მე ხვალ დაგემშვიდობები, ბიძაჩე-
მო!

779
– და რატომ ხვალ და არა დღეს, მეგობარო? რაღაზე უნდა გადადო?
ახლავე! ამ წამსვე უნდა ადგე და წახვიდე!
ძია ედუარდი აშკარად ნერვიულობდა.
– ო! კი ვიცოდი, რომ ჯიუტი და თავისნათქვამა იყავი, მაგრამ ასეთი?!
ჯანდაბას შენი თავი! ორი კვირა მაინც მოიცადე! ან ერთი თვე! ყველაზე
ცოტა ორი კვირა, სიამოვნება რომ მომანიჭო! მერე ვნახოთ... ან ვირი
მოკვდება, ან ვირის პატრონი... სხვათა შორის, ამ მდგომარეობაში არა-
ვის დასჭირდები! ამას ვაცხადებ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე...
უბრალოდ ყველა ოფიცერს დააფრთხობ! ჯერ უნდა დაგეტყოს, რომ
მაძღარი ხარ და შიმშილით კუჭი არ გიხმება! ეს მთავარია! წინააღმდეგ
შემთხვევაში უკან გამოგაბუნძულებენ, როგორც სამხედრო სამსახურის-
თვის უვარგისსა და გამოუსადეგარს!.. მგონი, ამის წარმოდგენას დიდი
ძალისხმევა არ სჭირდება! ჩონჩხების არმია ჯერჯერობით არ არსე-
ბობს! წონაში უნდა მოიმატო! ათი კილოგრამი ისე გჭირდება, როგორც
დაგიბარებია! გესმის ჩემი?.. დამიჯერე!.. სხვანაირად არ გამოვა! ბასტა!
ხომ გინდა, იომო?.. ოჰ! ოჰ! შენ კიდევ ლანდი გაგდის! ვინ შეხედავს ზუ-
ავს 32, რომელსაც მუხლები ეკეცება? კეთილი! კმარა ამაზე ამდენი ყბე-
დობა! ერთი სიტყვით, ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდებით, ჩემო
პატარავ! და კიდევ ერთი – არ გავიგო შენი ოხვრა და კვნესა! კმარა! ნუ
გაიხდი თავს სასაცილოდ! კომისიის წევრები ამ ძვლების გროვის დანახ-
ვაზე დაეყრებიან! ისე, ამ ჯანმაგარს არ გიფიქრია, სად გაგამწესებენ?
მესანგრეობას ხომ არ უმიზნებ? არა, მართლა მაინტერესებს, რომელ
ნაწილში გინდა მოხვდე? ამაზე გიფიქრია? მითხარი, რა გადაწყვიტე?
სინამდვილეში ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
– ჯერ არაფერი! არც ვიცი, რომელი ნაწილი მინდა!
– არ იცი! შენ არასდროს არაფერი იცი!
– ის კი ვიცი, ბიძაჩემო, რომ ძალიან მიყვარხარ! მაგრამ მაინც ვერ
დავრჩები აქ! ჩემ მიმართ ძალიან ყურადღებიანი და გულისხმიერი ხარ,
რასაც სულაც არ ვიმსახურებ! არა! ეს მე ნამდვილად არ დამიმსახურე-
ბია!

32
საფრანგეთის არმიის ჯარისკაცი.
780
– რატომ ვითომ? იქნებ ამიხსნა, ბოთევ!
– არ ვიცი, ძია ედუარდ! შენთვისაც სევდისა და დარდის გარდა არა-
ფერი მომიტანია... წასვლა მინდა! ხვალვე უნდა ჩავეწერო არმიის რი-
გებში!
– ო! მაშინ შევთანხმდეთ, არ ვარ წინააღმდეგი! კეთილი! გადაწყვე-
ტილია! მითხარი რომელი პოლკი შეარჩიე?.. თუ არ იცი, ჯერ კიდევ
გაქვს დრო! ბევრი არა, მაგრამ იმედია, მოასწრებ!
ძია ედუარდი აშკარად მასხრად მიგდებდა! ჩემი „გეგმა“ სასაცილოდ
არ ჰყოფნიდა!
– იქნებ „საიერიშო“ ჯგუფზე შეაჩერო არჩევანი? შენ ხომ არ ხარ არ-
ტილერიისთვის შექმნილი? არა! და ამას კარგად ვხედავ! შენ არაფრის
თრევა არ გინდა! არ ხარ 32 კილოს ზურგზე მომკიდებელი! ხომ მეთან-
ხმები, შვილო? თუ გადაწყვიტე, რომ შენ მაგივრად სხვებმა უნდა ათრი-
ონ? მოტვინე თუ არა, რასაც გეკითხები? უფრო სწორად, რა გელის იქ!
ტლაპო! ნაგავი! სიბინძურე! მარჯვნივ! ნაბიჯით იარ! ერთი! ორი! ერთი!
ორი! თუ იფიქრე წვრთნაზე?.. მანევრები და რამე! წარმოდგენაც არ
მქონდა, თუ ასეთი ყოჩაღი და გაქნილი იყავი! ნაბიჯით იარ! ერთი!
ორი! ერთი! ორი! ეს შენი მონაკვეთია! ეს შენი სანგარი! შენ იქ უნდა ჩაძ-
ვრე და გამაგრდე! შენ თუ გაქვს წარმოდგენა, რას ნიშნავს ბრძოლის ვე-
ლი? მგონი, ნელ-ნელა აზრზე მოდიხარ, არა პატარავ? ტლაპო და ქაქი
ირგვლივ! ჰა? ეს გინდა ხომ? მე ვიცოდი, რომ შენ უფრო ვარსკვლავები
გიტაცებდა! ახლა აღარ? აზრი გამოიცვალე? რაღას დახტიხარ კალიასა-
ვით? და მაინც ასტრონომია? თუ კი, მაშინ ასტრონომის ნაბიჯით იარ!
პირველი ტელესკოპისკენ! მთვარის პოლკი! რა, ცუდია? არა? არ გაწ-
ყობს, რაც აღგიწერე? რა ახირებული ხარ! შენი დაკმაყოფილება შეუძ-
ლებელია! ვგრძნობ, უპირატესობას „მოიერიშე ბატალიონს“ ანიჭებ!
ხომ ხარ კარგი ფეხოსანი? დაუღლელი მოსიარულე?.. ღმერთო ჩემო,
სულ ბებერებით დაგეფარება ფეხები! „ჯარისკაცის ჩექმები მძიმეა! ჯა-
რისკაცის ჩექმები!..“ იქნებ ძირმაგარები გირჩევნია საჯდომზე? კეთი-
ლი! მაშინ შენთვის კავალერია ზედგამოჭრილი იქნება! მეფურაჟე იდეა-
ლურია! ო, ღმერთო! და მატროსობაზე რა აზრის ხარ?“
თითო წვეთი დასალევი გველის ზევით!

781
თითო წვეთი დასალევი!..
ძია ედუარდმა ტუჩები საყვირივით დაგრიხა: „ტა რა ტა ტა ტა! ტა ტა
ტა!“
– ო! ოღონდ ეს არა, ბიძაჩემო! გემუდარები! – ძალაუნებურად ის ნა-
გიჟარი გამახსენდა.
– როგორი მგრძნობიარე ყოფილხარ, ჩემო ბიჭუნავ! სენტიმენტალუ-
რი! და როგორ აპირებ ასეთი ნერვების პატრონი ბრძოლას? მოიცა! მო-
იცა! შენ რა, ჯერჯერობით ყველაფერი არ მოგიფიქრებია?.. დარჩი აქ!
შენ კიდევ გაქვს ხუთი წუთი! დარჩი ჩემთან კიდევ ცოტა ხანს... ორი-სამი
კვირა! სანამ ყველაფერი არ გამოიკვეთება!.. დარჩი ერთი თვე!
– არა, ბიძაჩემო! ახლავე მივდივარ!
– ოჰ! რა გაეწყობა! რაღა დედაშენი და რაღა შენ! თუ რაღაც ჭია შე-
გიძვრა თავში, მორჩა! ვერაფერს გახდება კაცი! მე უკვე მართლა აღარ
ვიცი, რა შეიძლება კიდევ გითხრა... არ გინდა, ბექთაროსანი გახდე?.. შე-
ნისთანა ჯანიანი და ხორციანი კაცი ცხენზე რომ ამხედრდება, მერწმუ-
ნე, ამაზე უკეთესი სამზერი ამქვეყნად არაფერი იქნება! ჰა! ჰა! ჩაიძირე-
ბი კირასაში! და გახდები პოლკის მოჩვენება! რამდენიც უნდა ჩაგცენ
ლახვარი, არაფერი დაგიშავდება! ამაზე უკეთესი შეიძლება ადამიანმა
რამე მოიფიქროს?! არა, მართლა შესანიშნავი აზრი მომივიდა თავში!
და მაინც! ცოტა მოსუქება არ გაწყენდა! დამიჯერე, მოჩვენება რომ მოჩ-
ვენებაა, ისიც შენზე ახოვანი იქნება! ჩემო მეგობარო, სულ ათ კილოზე
მაქვს ლაპარაკი! რა გააჭირე საქმე! კარგად იცი, რომ არ მიყვარს გაზვია-
დება! ალია-ბალია, სულ ათი კილო! რა, არ გაწყობს ასეთი კომბინაცია?
– კი, ბიძაჩემო!..
– მე უკვე გხედავ იერიშისას!
ბიძაჩემისგან განსხვავებით, მე ვერაფერს ვხედავდი!..
– კი, ბიძაჩემო! კი! თანახმა ვარ, დავიცადო!..
– „მსუქანა ძმები“! ფერდინანდ! „მსუქანა ძმა“... გადიების მეგობარი!
„აჩრდილების“ საბრჯენი! მრისხანე არტილერისტი! სახლში ცოტა-ცო-
ტა ყველაფერი გვექნება! შენ არ იმსახურებ ფლოტში... ისედაც ზღვის
ავადმყოფობა გაწუხებს! გესმის, რასაც ვამბობ? და რას აკეთებდა მამა-
შენი ხუთი წლის განმავლობაში? მაინტერესებს, რას იტყვის? ის მძიმე

782
არტილერიაში მსახურობდა? ოჯახში ყველა ტიპის წარმომადგენელი
უნდა იყოს! მთელი არმია, მეგობარო! 14 ივლისის აღლუმი ოჯახურ გა-
რემოში! ჰა, რას იტყვი? ტარატატა! ტატატა!
ძია ედუარდი ჩემს გასამხიარულებლად მოწყობილი სპექტაკლიდან
ვერ გამოდიოდა... ახლა კეპი დაიკოსა თავზე, რომელიც ბუხრის ზემოთ,
სარკის გვერდით ეკიდა... დღესაც მახსოვს მისი პონპონი... პატარა, წიწი-
ლასავით ყვითელი... ასე მოსილი გახურებულ ბრძოლას განასახიერებ-
და.
– ესეც შენი არმია, ფერდინანდ! – დაასკვნა მხიარულად ძია ედუარ-
დმა, – აჰ! გვეყოფა ახლა! ზედმეტი არაფერი ვარგა! გავიხუმრეთ! მორ-
ჩა! შენ მაინც არ იტეხ იხტიბარს! ისევ პირველ ჩვენებას აწვები? შემ-
თხვევით ხომ არ გადაიფიქრე?.. ხელშეკრულებისთვის ხელი ხომ არ მო-
გიწერია? რეგისტრაციის ნომერი ჩანთაში გიდევს, მეგობარო? კარგი, შე-
გეშვები, აღალის ჯარისკაცო! ჯერ კიდევ გაქვს დრო!
ძია ედუარდმა მძიმედ ამოიოხრა...
– სისულელეებისთვის დროს რა გამოლევს. მესმის, რომ აღელვებუ-
ლი ხარ!.. ეს გასაგებიცაა!.. ამას გარდა, იმდენი იზლუქუნე... ალბათ და-
ლევა გინდა! არა? ერთი ყლუპი მშრალი ღვინო?.. კალვადოსი მაქვს ისე-
თი, ვერ მოწყდები... შემიძლია ცოტა დაგიტკბო! არ გინდა? თუ უბრალო
წითელი ღვინო ყველაფერს გირჩევნია... სახლში დაყენებული? რომ
იცოდე, არც გვირილაა ცუდი! ერთი ანისის არაყი ხომ საერთოდ... იქნებ
ამ ყველაფერს შენთვის ბალიშზე თავის დადება სჯობდეს? დასაწყისის-
თვის ცოტა თვალის მოტყუება არ გაწყენდა! დამიჯერე! ვიცი, რასაც ვამ-
ბობ! ყველაზე გონივრული რამ, რისი მოფიქრებაც ამწამისთვის შეიძ-
ლება! ფიქრობ, რომ სისულელეებს ვროშავ, მაგრამ მიმაჩნია, რომ შენ
ათსაათიანი ძილით უნდა დაიწყო! აბა, გავინძრეთ!.. ჩემო დისშვილო!..
გვეყოფა ცრემლების ღვრა!.. კმარა! პრობლემებიც! ხომ ნახე, როგორ არ
მოგიხდა სოფელი! ოჰ! ის ბებერი! ნამდვილად ვერ მოხვდა სამოთხეში
საწყალი! ჯვარს ეცვა ის უბედური, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს ყველა-
ფერი წარსულს ჩაჰბარდა!.. შენ ჩემთვის უცხო ადამიანი არ ხარ! ღმერ-
თი, რჯული! აღგიქვამ, როგორც საკუთარ შვილს!.. აქედან ფეხს არ მო-
იცვლი, იცოდე!.. სამუდამოდ ჩემთან დარჩები...

783
– მე კი ვისურვებდი, ბიძაჩემო... ამაზე უკეთესი ჩემთვის რა იქნებო-
და, მაგრამ... ეს შეუძლებელია, დამიჯერე!.. იქნებ მოგვიანებით... თუ წი-
ნააღმდეგი არ იქნები... ახლა ვერა! ამჟამად ვერაფერს ღირებულს ვერ
გავაკეთებ!.. ვერაფერს!.. ბიძაჩემო, ხომ გინდა, რომ არსად წავიდე? შემ-
პირდი, რომ წახვალ და მამაჩემისგან ნებართვას აიღებ... დარწმუნებუ-
ლი ვარ, წინააღმდეგი არ იქნება...
– რა თქმა უნდა!.. რა თქმა უნდა!.. მე არ მინდა!.. – ძია ედუარდს
უხერხულობა დაეტყო... – ო! რა ჯიუტი ხარ მაინც!.. რაღა შენ და რაღა
კლემანსი! გაჭრილი ვაშლივით ჰგავხართ ერთმანეთს!.. არა, ვფიცავ, გა-
მოხოხილი ჩემი და ხარ! ეს ხასიათი ოჯახიდან მოგდგამს! შენ გსიამოვ-
ნებს საკუთარი თავის წამება! მაგრამ... ჩემო მეგობარო, მინდა გითხრა,
რომ არმია სულაც არ არის ის, რაც შენ წარმოგიდგენია! ეს ასჯერ უფრო
მძიმეა, ვიდრე ნებისმიერი სამუშაო!.. შენ უბრალოდ არ გესმის... ცხა-
დია, ეს ასაკის ბრალია! სხვებს უკვე შეუსრულდათ ოცდაერთი, რაც თა-
ვისთავად უკვე არის მნიშვნელოვანი კოზირი!.. შენ საამისოდ ძალა არ
გეყოფა, ჩემო კარგო... და აღმოჩნდები, დამიჯერე, ძალიან უხერხულ
მდგომარეობაში...
– არ ვიცი, ბიძაჩემო, მაგრამ მცდელობას რა უდგას წინ? გულზე ხე-
ლების დაკრეფას ხომ ყველაფერი სჯობს?!
– ო! ეს ყველაფერი უკვე მანიას ემსგავსება!.. კეთილი! კეთილი! არ
გინდა ახლა ამაზე საუბრის გაგრძელება! წამო, დავიძინოთ! მოდი, ამ
თემას ხვალ დავუბრუნდეთ! შეიძლება გამოძინებულზე უკეთესი აზრე-
ბი დაგვებადოს თავში!.. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ყველა უბედურე-
ბის თავი და თავი დაღლილობაა! შენ ხარ სიქაგამძვრალი ადამიანი!
მესმის შენი აკვიატებაც, რომელიც ციებ-ცხელებას დაემსგავსა... ეს შენი
ბოდვები... ოჰ, ეს ყველაფერი იმ მამაძაღლების ბრალია! ფეხქვეშ გა-
გიგდეს იმ ვირიშვილებმა! ბევრად უფრო ადრე უნდა წამოსულიყავი
იქიდან! მოკლედ, თითზე დაგიხვიეს! მაგრად გიხმარეს იმ მიწათმოქმე-
დებმა! ყველა არსებული სენი შეგყარეს! მთელი თაიგული! ახლა კიდევ
დგახარ და ბოდავ! გიხსნი, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი შეგასმინე!
კარგი! კარგი! ახლა, ნება მიბოძე, მე

784
თვითონ ვიზრუნო შენს ჯანმრთელობაზე!.. ვერსად გამექცევი! კარ-
გად დაიმახსოვრე ეს და იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი! უნდა დამიჯერო,
სხვა გამოსავალი არ გაქვს! შენი რაციონი იქნება ასეთი! ყოველდღე ცო-
მეული! ზეთი! ხორცი! პირველი!.. და უბადრუკი, ცარიელი ნეკნები კი
არა! ცხელი შოკოლადი ყოველ ცისმარე დილას! ამას გარდა, ერთი დი-
დი სუფრის კოვზი თევზის ცხიმი!.. ასე დავიწყოთ და მერე ვნახოთ, ჩემო
ბაჭიავ! და გეყოფა რატრატი! დაივიწყე სისულელეები, ჩემო დათუნიავ!
აბა! აბა! წავედით! ლოგინი გელოდება!.. ჯერ კიდევ შთაბეჭდილებები-
დან ვერ გამოსულხარ... ემოციებმა დაგანგრიეს... თხემით ტერფამდე...
ერთ რამეს შეგახსენებ კიდევ: შენს ასაკში ძალიან ადრეა საკუთარ თავ-
ში ქექვა! კმარა ამაზე ფიქრი! სხვა რამეზე იჭყლიტე ტვინი, თუ ეს შენ-
თვის აუცილებელია! იფიქრე მხოლოდ ჭამაზე! ოთხის... ათის მაგივრად
უნდა ნთქა! შენს გაძღომაზე „ბანკ დე ფრანსი“ და „პოტარდ პოტინი“
იზრუნებენ! ჰა! ჰა!
კარადიდან ლოგინი გამოვათრიეთ... გასაშლელი საწოლი საშინ-
ლად ხრჭიალებდა... უკვე ვეღარ ვეტეოდი... დამიპატარავდა, ასე
ვთქვათ... ფეხები ბოლომდე ვერც გავშალე... ძელაკი მიშლიდა ხელს...
პირდაპირ იატაკზე წოლა მერჩივნა... ძია ედუარდმა თავისი ლეიბიც მო-
მიწია... კანკალმა ამიტანა... ბიძაჩემმა რამდენიმე გადასაფარებელი
დამაყარა... არ მიშველა... მაინც მაძაგძაგებდა... ცოტა ხანში ედუარდმა
პალტოების მთელი ხროვა დაამატა... მისი დათვის ტყავები ზემოდან
მაწვებოდა... კარადა ჰქონდა გამოტენილი ამ საგანძურით... ისევ
ვთრთოდი... ოთახის კედლები დავათვალიერე... ისინიც, თუ შეიძლება
ითქვას, შემდგარი მეჩვენა... ეს იყო შუა ოთახი, სადაც „მწუხრის ზარი“
ეკიდა.
– მეტს ვეღარ დაგაფარებ! ჰა? რას მეტყვი, დათუნიავ? ხომ არ დაგახ-
რჩობ, ბოლოს და ბოლოს! ისე ხარ შეფუთნილი, აღარც ჩანხარ! რაც გა-
ფარია, საკმარისია!.. ჰო! კიდევ ალუბლის ლიქიორი შემიძლია შემოგ-
თავაზო! გამჭვირვალე! ტკბილი! ტკბილი! აი, ნახავ, მოგეწონება! მოკ-
ლედ, შეგფუთე! მოგკაზმე! მშვენიერი ჯარისკაცი კი გამომივიდა, ღმერ-
თმანი! ნუ გგონია, რომ დამავიწყდა, რაც მთხოვე! შემიძლია გაუწყო,
რომ თანახმა ვარ! გავრისკავ, ჯანდაბას ჩემი თავი! ვიცი, რა დღეშიც ჩა-

785
მაგდებენ პასაჟში, მაგრამ არა უშავს! ჩემო ძვირფასო! ჩემო საგანძურო!
მოკლედ, მოვიკაზმები და წარვსდგები იმ ორი მონსტრის წინაშე! ვიქნე-
ბი დამაჯერებელი! სიტყვაკაზმული! ჩემს ნიჭს იქ მაინც მივცემ გასა-
ქანს! ჰა! ჰა! აბა, რა! ო! რა თქმა უნდა! ო! ლა! ლა! არ იცი, რაებს დავატ-
რიალებ! ო! ჩემო პატარა იმპერატორო! რატომ უღალატეთ მათ! რატომ
მიმაგდეთ მეც ასე უგულოდ! გესმის, როგორ ხმაურობს ეზო!..
ორივემ ერთდროულად გადავიხარხარეთ... ძია ედუარდი თავისი
ოთახისკენ გაემართა... შორიდან კი გამაფრთხილა...
– კარს ღიას ვტოვებ, ფერდინანდ! თუ რამე დაგჭირდა, არ მოგერი-
დოს! დამიძახე! უმალ შენთან გავჩნდები! თუ ისევ მუცლის გვრემამ შე-
გაწუხა, ხომ მიაგნებ საპირფარეშოს? კორიდორს გაჰყვები... მარცხნივ!
იმედი მაქვს, არ დაიბნევი! ლამპა მაგიდაზეა... ნუ ჩააქრობ! იყოს ანთე-
ბული!.. თუ გულისრევა დაგეწყო... მოიცა, მოიცა... იქნებ ღამის ქოთანი
გირჩევნია?..
– ო, არა, არა, ბიძაჩემო... საპირფარეშოში გავალ...
– კეთილი, როცა ადგები, პალტო მოიხურე! ნებისმიერს დაავლე ხე-
ლი... კორიდორში ცივა... ამ სახლს ბევრი რამ აკლია, მაგრამ პალტოები
ნამდვილად არა! იცოცხლე, იმდენია!
– კეთილი, ძია ედუარდ!

786

You might also like