You are on page 1of 449

1 მკითხველთა ლიგა

2 მკითხველთა ლიგა
დანიელ დეფო (1660-1731)

ამთავითვე აღვნიშნავთ, რომ „ჩემი რჩეული მსოფლიოს“


დეფოს სამტომეული ორ ახალ თარგმანს წარმოგიდგენთ -
მხოლოდ „რობინზონ კრუზოს“ ავტორად ცნობილი მწერლის
კიდევ ორ ნაწარმოებს გაგაცნობთ: მესამე ტომში შესაძლებ-
ლობა გექნებათ, სახელგანთქმული გმირის ახალ მოგზაურო-
ბაში „მიიღოთ მონაწილეობა“, ხოლო წინამდებარე - პირველ
ტომში ძალზე საინტერესო პერსონაჟი ქალის – მოლ ფლენ-
დერსის ბობოქარი ცხოვრების „თანამოზიარე“ გახდებით.
ვერ ვიტყვით, რომ ინგლისელი კლასიკოსის შემოქმედე-
ბას სრულად წარმოგიდგენთ, რადგან მის კალამს კიდევ რამ-
დენიმე რომანი და აუარება (ამბობენ – 500-მდე) სხვა ჟანრის
თხზულება ეკუთვნის, მათ შორის - ლექსები, რომლითაც სამ-
წერლო ასპარეზზე საკუთარი ძალები პირველად 1681 წელს
მოსინჯა. პირველი ვრცელი ლიტერატურული ნაწარმოები კი
- „პროექტების გამოცდილების შესახებ“ 1697 წელს - „რო-
ბინზონ კრუზომდე“ 23 წლის ადრე დაწერა.
დანიელ დეფო (დაბადებიდან - დანიელ ფო) ლონდონში,
ხორცით მოვაჭრის ოჯახში, სავარაუდოდ (ზუსტი თარიღი უც-
ნობია) 1660 წელს დაიბადა. ცხადია, სამშობლოშიც უპირვე-
ლესად, „რობინზონ კრუზოს“ ავტორად იცნობენ, ამასთანავე
აღვნიშნავთ, რომ დიდი როლი შეასრულა რომანის, როგორც
ჟანრის, დამკვიდრება-პოპულარიზაციის საქმეში, ზოგს კი სუ-
ლაც, ინგლისური რომანის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც მიაჩ-
ნია. ის ძალზე ნაყოფიერი და მრავალმხრივი ავტორი იყო -

3 მკითხველთა ლიგა
მხატვრული ლიტერატურის გარდა, პოლიტიკით დაწყებული,
ფსიქოლოგიით დამთავრებული, - სხვადასხვა სფეროს პრობ-
ლემატიკა გაუშუქებია და ამასთანავე, ეკონომიკური ჟურნა-
ლისტიკის ფუძემდებლადაცაა აღიარებული. დეფოს განსა-
კუთრებული „სიყვარულის ობიექტი“ პამფლეტი გახლდათ -
ჟანრი, რომელსაც შემოქმედების დასაწყისიდანვე წყალობ-
და.
დანიელ დეფომ ნიუინგტონის აკადემია დაამთავრა, სადაც
ძველბერძნული და ლათინური ენები და კლასიკური ლიტე-
რატურა შეისწავლა. ის ნიჭიერი კომერსანტი გახლდათ და ამ
საქმიანობას კარგა ხანს მისდევდა. სავაჭრო საქმეებზე ხში-
რად ჩასულა ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში. პო-
ლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობდა და, თუმ-
ცა ოფიციალური სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავა, მეფე-
სა და ქვეყნის მთავრობაზე დიდი გავლენით სარგებლობდა.
არადა, სანამ სახელს გაითქვამდა, 1703 წელს, პამფლეტის-
თვის - „დისენტერებთან ანგარიშსწორების უმოკლესი გზა“ -
სამარცხვინო ბოძზე გაკვრა და პატიმრობა მიუსაჯეს.
ციხეში გააგრძელა ლიტერატურული საქმიანობა და იქვე
დაწერა „სამარცხვინო ბოძის ჰიმნი“. როგორც უკვე აღვნიშ-
ნეთ, მის კალამს ასობით თხზულება ეკუთვნის, მაგრამ ერთა-
დერთი, რომლითაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი, -
„რობინზონ კრუზოს ცხოვრება და თავგადასავალია“. ჩანა-
ფიქრი მწერალს რეალური ფაქტის შეტყობისას გაუჩნდა:
1704 წელს შოტლანდიელი მეზღვაური ელიზანდერ სელკირ-
კი გემის კაპიტანს წაეჩხუბა და, საკვების მარაგითა და იარა-
ღით, უკაცრიელ კუნძულზე დარჩა. განდეგილის ცხოვრებით
წყნარ ოკეანეში მდებარე ხუან ფერნანდესის კუნძულზე ოთხი

4 მკითხველთა ლიგა
წელი იცხოვრა, შემდეგ კი ვინმე კაპიტანმა ვუდს როჯერსმა
აიყვანა თავის გემზე.
ბოლოს დავძენთ, რომ რომანის გაგრძელებას - „რობინ-
ზონ კრუზოს ახალ თავგადასავალს“ პირველის ტოლი პოპუ-
ლარობა არ მოუპოვებია, თუმცა მკითხველისთვის ინტერეს-
მოკლებული არ იქნება თუნდაც იმიტომ, რომ დეფოს კალამს
ეკუთვნის და ლეგენდარულ ლიტერატურულ გმირს მოწიფუ-
ლობაში გაგვაცნობს.

5 მკითხველთა ლიგა
წინასიტყვაობა

ბედი და უბედობა, ჭირი და ლხინი


სახელგანთქმული
მოლ ფლენდერსისა,
რომელიც დაიბადა ნიუგეიტის ციხეში
და
თავისი მრავალფეროვანი ცხოვრების
ექვსი ათეული წლის განმავლობაში
(თუ არ ჩათვლით ბავშვობის ასაკს)
თორმეტ წელიწადს ხასად იჯდა,
ხუთჯერ იყო გათხოვილი
(მათ შორის ერთხელ საკუთარ ძმაზე),
თორმეტი წელი ქურდობდა,
რვა წელიწადს გადასახლებაში იმყოფებოდა
ვირჯინიაში,
მაგრამ საბოლოოდ გამდიდრდა,
დაიწყო პატიოსანი ცხოვრება
და
ისე გარდაიცვალა, რომ ცოდვები
მოუნანიებელი არ დარჩენია
დაიწერა მისი საკუთარი
შენიშვნების მიხედვით

6 მკითხველთა ლიგა
ავტორის წინათქმა

უკანასკნელ ხანს ხალხი ისე შეეჩვია რომანებს, რომ ნამ-


დვილი ცხოვრების თავგადასავალს, რომელშიც დაფარულია
მოქმედ პირთა სახელები და მათზე არსებული სხვა ცნობები,
ძნელად თუ ჩათვლის მომხდარ ამბად. ამიტომაც მკითხველს
საშუალება უნდა მივცეთ, თვითონვე განსაჯოს: დაე, მიიღოს
ეს თხზულება, როგორც მას ნებავს.
ჩანს, ამ ჩანაწერების ავტორს გადაუწყვეტია საკუთარი
ცხოვრების აღწერა, პირველ რიგში კი გვაუწყებს თავისი სა-
ხელისა და გვარის დამალვის მიზეზს, ისე, რომ აქ დასამატე-
ბელი არაფერია.
მართალია, მისი ჩანაწერები წიგნში სხვა სიტყვებით არის
მოთხრობილი, ოდნავ შეცვლილია ცნობილი ქალის თავგა-
დასავალიც, რომელსაც ეს ამბავი ეხება, მაგრამ მთავარია,
რომ მისი მეტყველება უფრო მორიდებულია, ვიდრე ხელნა-
წერში გვხვდება; ეს ხელნაწერი, რომელიც ჩვენ ჩაგვივარდა,
დაწერილი იყო უფრო „ნიუგეტის“ ჟარგონის მსგავსი ენით,
ვიდრე ეს შეეფერებოდა მონანიებულ და სწორ გზაზე დამ-
დგარ ქალს, რასაც ის თავის თავს წიგნის ბოლოს უწოდებს.
კალამს, რომელსაც ამ ამბის გაშალაშინება და მისთვის
ისეთი სახის მიცემა მოუხდა, როგორსაც ხედავთ, მცირე ჯა-
ფად როდი დაუჯდა, რომ იგი წესიერ სამოსში გამოეწყო და
წესიერი ენით აელაპარაკებინა. როცა ბავშობიდანვე გარ-
ყვნილი ქალი, ამასთანავე გახრწნილებისა და ცოდვის ნა-

7 მკითხველთა ლიგა
შიერი, თავის უზნეო ცხოვრებას გვიამბობს, განსაკუთრებით
დაწვრილებით ჩერდება ჭეშმარიტი გზისგან აცდენის გარე-
მოებებზე და დანაშაულის ყველა საფეხურზე, რომელიც მან
სამოცი წლის განმავლობაში განვლო, ავტორისთვის ადვილი
როდია ყოველივე ეს ისე შეაფერადოს, რომ საყვედურის სა-
ბაბი არ მისცეს განსაკუთრებით შარიან მკითხველებს.
საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ძალ-ღონე არ დავიშურეთ, რა-
თა წინამდებარე სახით ჩამოყალიბებულ ამ ამბავში არავითა-
რი უხამსობა, უწმაწურობა, გმირი ქალის არც ერთი უხეში გა-
მოთქმა არ ყოფილიყო. ამ მიზნით სრულიად გამოტოვებუ-
ლია მისი ცხოვრების უზნეო მხარის ზოგიერთი წვრილმანი,
რომელთა გადმოცემა წესიერი სახით შეუძლებელია, ბევრიც
ძალზე შეკვეცილია. რაც დარჩა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ
არ შეურაცხყოფს ყველაზე უმანკო მკითხველს, ყველაზე მო-
რიდებულ მსმენელსაც კი; და რადგან ყველაზე უხეირო მოთ-
ხრობიდანაც შეიძლება სარგებლობის მიღება, ჭკუის სწავლა,
იმედს არ ვკარგავთ, რომ იგი თავს შეაკავებინებს მკითხველს
ფუქსავატი აზრებისგან იმ შემთხვევაშიც კი, როცა თვით მოთ-
ხრობას შეუძლია ასეთი აზრები წარმოშვას. მონანიებით დას-
რულებული უზნეო ცხოვრების ამბავი აუცილებლად მოით-
ხოვს უზნეობის ცოცხლად აღწერას, სხვა მხრივ დაიჩრდილე-
ბოდა მონანიების სილამაზე, ხოლო ოსტატური კალმის ქვეშ
იგი უთუოდ ნათელი და მიმზიდველი უნდა გამოვიდეს.
ამბობენ, შეუძლებელია მონანიება ისე ცოცხლად, ლამა-
ზად და ბრწყინვალედ გამოიხატოს, როგორც დანაშაულიო.
ასეთ შეხედულებაში სიმართლის ნასახიც რომ აღმოჩნდეს,
ჩემი აზრით, ეს შემდეგით აიხსნება: კითხვის დროს უზნეობა
და სათნოება ერთნაირ გრძნობას არ იწვევენ; უეჭველად,

8 მკითხველთა ლიგა
განსხვავება საგნის ჭეშმარიტ თვისებაში კი არა, მკითხველის
გემოვნებასა და მიდრეკილებაში უნდა ვეძიოთ.
რამდენადაც წინამდებარე თხზულება განსაკუთრებულია
უმთავრესად ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც უნარი
აქვთ იკითხონ და წაკითხულით სარგებლობა მიიღონ, იმედი
უნდა ვიქონიოთ, რომ ასეთ მკითხველებს ჭკუის სწავლება
მოეწონებათ შინაარსზე მეტად, დასკვნები - თვით მოთხრო-
ბაზე მეტად, და დამწერის განზრახვა - გმირი ქალის ცხოვრე-
ბაზე მეტად.
ეს მოთხრობა სავსეა სახალისო თავგადასავლებით, ყოვე-
ლი მათგანი ყურადსაღებ დარიგებას შეიცავს. სათანადო
გადმოცემის წყალობით ისინი, ასე თუ ისე, ჭკუის სასწავლებ-
ლად მუდამ გამოადგება მკითხველს. კოლჩესტერში ახალ-
გაზრდა ჯენტლმენთან გმირი ქალის გარყვნილი ცხოვრება
შეიცავს უზნეობის მამხილებელ და მსგავსი თავგადასავლე-
ბით დამღუპველი დასასრულის მქონე გზაზე მდგომი ყველა
ადამიანის გამაფრთხილებელ უამრავ ნიშანს, ორივე მხარის
საქციელის უაზრობა და სისაძაგლე იმდენად ნათელია, რომ
ეს გადაჭარბებით გამოისყიდის გმირი ქალის მიერ მისი ხე-
ლიდან წასვლისა და უზნეობის ფრიად ლამაზ გადმოცემას.
ამ ქალის ბათელი საყვარლის მონანიება და ის, თუ რო-
გორ გადაწყვეტს იგი ავადმყოფობის გავლენით ქალის მიტო-
ვებას; ზედმეტი თავისუფლების გამოხატვის წინააღმდეგ სა-
მართლიანი გაფრთხილება თვით მეგობრული ურთიერთო-
ბისას; ჩვენი უუნარობა ღვთაებრივი დახმარების გარეშე ყვე-
ლაზე კეთილ განზრახვათა განხორციელებისა - ამ გვერდებ-
ში მიხვედრილი მკითხველი უფრო მეტ ჭეშმარიტ სილამაზეს
აღმოაჩენს, ვიდრე სასიყვარულო თავგადასავლების მთელ
ჯაჭვს, რომლებსაც საბოლოოდ მასთან მივყავართ.
9 მკითხველთა ლიგა
ერთი სიტყვით, მთელი მოთხრობა საგულდაგულოდაა
გაწმენდილი მასში არსებული ფუქსავატობისა და მოურიდებ-
ლობისგან, და გამოყენებულია სათნო და ღვთისმოსავი მიზ-
ნებისთვის. თუ არა აშკარა უსამართლო განზრახვით, სხვა
მხრივ როგორ შეუძლიათ დაგვიწუნონ გამოქვეყნების იდეა?
იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ თეატრალური წარმოდ-
გენების სარგებლობა და განათლებული, ღვთისმოსავი მმარ-
თველობის დროს მათი დადგმის ნებართვის მიღების აუცი-
ლებლობა, თეატრის ქომაგნი ყველა დროში მიუთითებდნენ
იმაზე, რომ მათი პიესები ზნეობრივ მიზნებს ისახავს და ცოც-
ხალი გამოსახვის საშუალებით სათნოებასა და კეთილშობი-
ლებას ნერგავს, ამასთან, ამხელს და დასცინის ყოველგვარ
მანკიერებას და ზნეობრივ დაცემას. ვინც ასე მსჯელობს, ამ
წესით ნამდვილად რომ ხელმძღვანელობდეს, იცავდეს ამა
თუ იმ პიესას, ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა მის საქებად.
ეს ძირითადი მოთხოვნა სასტიკად არის დაცული მთელ
წიგნში, მის ყველა უსასრულოდ მრავალფეროვან ეპიზოდში;
აქ არ არის აღწერილი არც ერთი ისეთი უზნეო საქციელი,
რომელიც ადრე თუ გვიან უბედურებას გამოიწვევდა, მასში
გამოყვანილი ყველა არამზადა ან სასჯელს იმსახურებს, ანდა
თავის ცოდვებს ინანიებს; ცუდ მხარეზე ლაპარაკია მხოლოდ
გაკიცხვის მიზნით, ხოლო სათნოება და სამართლიანობა მუ-
დამ მოწონებით სარგებლობს. შეიძლება კი უფრო მეტი სი-
ზუსტით შესრულდეს ზემოხსენებული წესი, და მისი დაცვისას
განა ჭკუის სასწავლებელი არ ხდება ისეთი რამ, რასაც სა-
მართლიანად ვკიცხავთ, მაგალითად: ცუდი საზოგადოების
წარმოდგენა, უწმაწური გამოთქმების ხმარება და ასე შემ-
დეგ?

10 მკითხველთა ლიგა
ამის საფუძველზე ამ წიგნს ვთავაზობთ მკითხველს ისეთ
ნაწარმოებად, რომლის თითოეული ეპიზოდი შეიცავს ჭკუის
სასწავლებელ ამბავს; მისი დასკვნები შეიძლება გამოადგეს
მკითხველს, თუკი იგი მოისურვებს ამ დასკვნებით სარგებ-
ლობას.
ამ საინტერესო ქალის ყოველი ნაბიჯი საუკეთესო გაფ-
რთხილებაა პატიოსანი ადამიანებისთვის, იგი აჩვენებს, თუ
როგორ ატყუებენ უბრალო ხალხს, როგორ ღლეტენ და ძარ-
ცვავენ და, მაშასადამე, როგორ უნდა მოვერიოთ ყოველივე
ამას. გოგონას გაძარცვა, რომელიც თავმომწონე დედამ გა-
მოაწყო და საცეკვაო სკოლაში გაგზავნა, წარმოადგენს
საუკეთესო გაკვეთილს ამგვარი ადამიანებისთვის ისევე, რო-
გორც პატარა ქალბატონისგან ოქროს საათის მიტაცება
სენტ-ჯეიმსის პარკში.
გულუბრყვილო ქალიშვილისგან ბოხჩის წაგლეჯა ეტლე-
ბის სადგომზე სენტ-ჯონ-სტრიტზე, ქურდობა ხანძრის დროს,
შემდეგ ჰარვარდში, გვასწავლის, თუ რაოდენ მნიშვნელოვა-
ნია თავდაჭერილობის შენარჩუნება სხვადასხვა მოულოდნე-
ლობის ჟამს.
მორიდებული და შრომისმოყვარე ცხოვრება, რომელსაც
ვირჯინიაში ქმართან ერთად გადასახლებული გმირი ქალი
ატარებდა უკანასკნელ წლებში, წარმოადგენს ჭკუის სასწავ-
ლებელ საუკეთესო გაკვეთილს ყველა ბედკრული ადა-
მიანისთვის, რომლებიც იძულებული არიან უცხო მხარეებში
დასახლდნენ; ჩვენ ვხედავთ, რომ სიბეჯითე და გულმოდგინე-
ბა უშედეგოდ არ რჩება ქვეყნის შორეულ კუთხეებშიც კი და
რომ არ არსებობს ისეთი საცოდავი, საშინელი და უღიმღამო
მდგომარეობა, რომლიდანაც გამოსვლა არ ხერხდებოდეს
დაუღალავი შრომის წყალობით, რადგან შრომა ამაღლებს
11 მკითხველთა ლიგა
ფსკერზე დაშვებულ ადამიანს, უნერგავს ახალ სასიცოცხლო
ძალას.
აი, ის მნიშვნელოვანი დასკვნები, რომლებიც ამ წიგნიდან
გამომდინარეობს. ეს სავსებით საკმარისია, რომ წიგნზე მი-
ვაქციოთ ხალხის ყურადღება და, მით უფრო, გავამართლოთ
მისი გამოცემა.
ხელნაწერი შეიცავს კიდევ ორ მშვენიერ ამბავს, რომლებ-
ზეც შეიძლება მცირედი წარმოდგენა ვიქონიოთ ამ წიგნში შე-
სული მათი ზოგიერთი ნაწყვეტის გაცნობით, მაგრამ ისინი
მეტისმეტად გრძელია და დამოუკიდებელ წიგნად შეიძლება
გამოიცეს, ამიტომ წინამდებარე ტომში ვერ შევიდა. მხედვე-
ლობაში მაქვს ცხოვრება გამზრდელისა, როგორც მას მოლ
ფლენდერსი უწოდებს, ქალისა, რომელიც რამდენიმე წლის
განმავლობაში ცნობილი იყო კეთილშობილ მანდილოსნად,
მეძავად და მაჭანკლად, ბებიაქალად და სამშობიარო თავშე-
საფრის მეპატრონედ, მევახშედ და ბავშვების მომტაცებლად,
ქურდობის და ნაპარავის მფარველად; მაგრამ ამ ქურდმა და
ქურდების მწვრთნელმა თავისი ცოდვები მოინანია.
მეორე ამბავი ეხება გმირი ქალის გადასახლებული ქმრის
ცხოვრებას, ყაჩაღს, რომელიც თორმეტი წელი ძარცვავდა
ხალხს და ისე ოსტატურად გამოძვრა მდგომარეობიდან, რომ
გადასახლებაში კატორღელად კი არა, მოხალისედ წასვლის
უფლება მისცეს; მისი ცხოვრება აღსავსეა უჩვეულო ფათერა-
კებით.
მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ეს ამბები იმდენად გრძე-
ლია, რომ წიგნში ვერ მოვათავსებდით, და ვერც დაგპირდე-
ბით, რომ მათი ცალკე გამოცემა მოხერხდება.
ეს ამბავი სახელგანთქმული მოლ ფლენდერსის ცხოვრე-
ბისა ბოლომდე არ არის მიყვანილი, რადგანაც საკუთარი
12 მკითხველთა ლიგა
ცხოვრების აღწერას ვერავინ დაამთავრებს: მიცვალებულებს
წერა არ შეუძლიათ. მაგრამ მისი ქმრის მესამე პირით დაწე-
რილი თავგადასავალი დაწვრილებით მოგვითხრობს, რო-
გორ ცხოვრობდნენ რვა წლის შემდეგ ინგლისში ფრიად გამ-
დიდრებულნი; შემდეგ იქ ლაპარაკია, რომ მოლმა ღრმა მო-
ხუცებულობას მიაღწია, მაგრამ თავის ცოდვებს ისე ცხარედ
აღარ ინანიებდა, როგორც თავდაპირველად; იგი მხოლოდ
ზიზღით იხსენებდა მთელ თავის წარსულს.
მერილენდსა და ვირჯინიაში მისი ცხოვრება აღსავსე იყო
საინტერესო თავგადასავლით, მაგრამ ამის აღწერა დალაგე-
ბული თხრობით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა, ამიტომაც
ჩვენი მოთხრობა მხოლოდ მოიგებს, თუ ამ ნაწილს სრულიად
გამოვტოვებთ.
დანიელ დეფო

13 მკითხველთა ლიგა
მოლ ფლენდერსი

ნუ ელით, რომ აქ გაგიმჟღავნოთ ჩემი ნამდვილი გვარი და


სახელი ანდა რაიმე გაუწყოთ ჩემს ოჯახზე; ჩემი გვარი და სა-
ხელი ძალზე კარგად არის ცნობილი ნიუგეიტისა და ოლ-
დბეილის ოქმებსა თუ სიებში და მათთან აქამდე დაკავშირე-
ბულია ჩემი ცხოვრების გამომააშკარავებელი ფრიად მნიშ-
ვნელოვანი გარემოებანი. შესაძლოა, ჩემი სიკვდილის შემ-
დეგ ყოველივე ეს ცნობილი გახდეს, ახლა კი მათზე ლაპარა-
კი უხერხულად მიმაჩნია, ყველა ბოროტმოქმედისა და დანა-
შაულის სრული პატიებაც რომ გამოცხადდეს.
საკმარისი იქნება გითხრათ, რომ ზოგიერთი ჩემი ყველაზე
ცუდი ამხანაგი, რომელთაც უკვე აღარ ძალუძთ, რაიმე ზიანი
მომაყენონ (ისინი ამ ქვეყნიდან წავიდნენ სახრჩობელასკენ
მიმავალი საფეხურებით, რომელიც მეც ხშირად მემუქრებო-
და), მოლ ფლენდერსად მიცნობდა; ამიტომაც ნება მიბოძეთ,
გაგეცნოთ ამ სახელით და გვარით, სანამ გაბედულებას მო-
ვიკრებდე გამოგიტყდეთ, ვინ ვიყავი და ვინ ვარ ახლა.
გამიგონია: ერთ-ერთ მეზობელ სახელმწიფოში - საფრან-
გეთში ან რომელიღაც სხვა ქვეყანაში, კარგად არ ვიცი, - არ-
სებობს მეფის ბრძანება, რომლის ძალითაც სიკვდილმისჯი-
ლი ან გადასახლებული ბოროტმოქმედის შვილებს,
ჩვეულებრივ, ობლად და უპატრონოდ რომ რჩებიან სამემ-
კვიდრეო ქონების ჩამორთმევის გამო, მთავრობა დაუყონებ-
ლივ პატრონობას უწევს და ობოლთა სახლად წოდებულ თავ-
შესაფარში ათავსებს, სადაც მათ ზრდიან, აცმევენ, აჭმევენ,

14 მკითხველთა ლიგა
ასწავლიან, ხოლო იქიდან გამოსვლის შემდეგ ხელობის
ასათვისებლად ამზადებენ ან მოახლედ აბარებენ, ისე, რომ
ისინი სრულ შესაძლებლობას იღებენ, ლუკმაპური პატიოსანი
და სასარგებლო შრომით იშოვონ.
ასეთი წესი ჩვენს ქვეყანაშიც რომ არსებობდეს, ღატაკ, მი-
ტოვებულ გოგოდ აღარ დავრჩებოდი, უმეგობროდ, უტანსაც-
მლოდ, დახმარებას მოკლებული, რის შედეგადაც არა მარტო
დიდი უბედურება გადავიტანე, სანამ მივხვდებოდი და მდგო-
მარეობას გამოვისწორებდი, არამედ ჩამითრია კიდეც უზნეო
ცხოვრებამ, რასაც ჩვეულებრივ, სულითა და ხორცით სწრა-
ფი დაცემა მოჰყვება ხოლმე.
მაგრამ ჩვენთან საქმე სხვაგვარად იყო. დედაჩემი სამარ-
თალში მისცეს წვრილმანი ქურდობისთვის, რომელზეც არც
კი ღირს ლაპარაკი: მან ჩიპსაიდზე რომელიღაც ბაზაზს სამი
ცალი თხელი ტილო ააცოცა. დაწვრილებით ამის მოყოლა
დიდ დროს მოითხოვს, მათ იმდენ ვერსიად ვისმენდი, რომ
ვერც კი გავრკვეულვარ, რომელი იყო სწორი.
საქმე იმით დამთავრდა, რომ დედაჩემმა თავის მუცელზე
მიუთითა, ორსულად ვარო, რამაც ხელისუფალთ განაჩენის
აღსრულება შვიდი თვით გადაადებინა; ამ ხნის განმავლობა-
ში მეც მოვევლინე ქვეყანას, ხოლო როცა დედაჩემი მომჯო-
ბინდა, განაჩენიც ძალაში შევიდა, თუმცა - შერბილებული სა-
ხით: იგი კოლონიაში გაგზავნეს, მე კი, ექვსი თვის ჩვილი, ცუ-
დი ადამიანების ხელში ჩავვარდი.
ყოველივე ეს ხდებოდა ჩემი ცხოვრების ფრიად ადრეულ
პერიოდში, ამაზე თვითონ ვერაფერს მოგახსენებთ, თუ არა
სხვათა სიტყვით; საკმარისია აღვნიშნო, რომ მე იმ უბადრუკ
ადგილას გავჩნდი, სადაც მრევლიც კი არ იყო, მცირეწლოვან
ბავშვზე მზრუნველობა რომ გამოეჩინა; ვერ აგიხსნით რო-
15 მკითხველთა ლიგა
გორ დავრჩი ცოცხალი, ვიცი მხოლოდ, რომ დედაჩემის რო-
მელიღაც ნათესავმა თავისთან წამიყვანა, მაგრამ ვისი გან-
კარგულებით და ვის ხარჯზე მინახავდა, ჩემთვის ცნობილი არ
არის.
პირველი, რისი გახსენებაც შემიძლია, ეს გახლავთ ჩემი
ხეტიალი ბოშებისა თუ ეგვიპტელების რომელიღაც ბანდას-
თან ერთად. მაგრამ, ვფიქრობ, რომ მათთან დიდხანს არ
დავრჩენილვარ, რადგან ჩემთვის კანის ფერი არ შეუცვლი-
ათ, როგორც ექცევიან ხოლმე თან წაყვანილ ყველა ბავშვს;
ვერ გეტყვით, როგორ მოვხვდი მათთან და როგორ მოვახერ-
ხე ამ ხალხისგან თავის დაღწევა.
დამტოვეს მათ კოლჩესტერში, ესექსში. ბუნდოვნად მახ-
სოვს, რომ თვითონ გავექეცი იქიდან (ესე იგი, დავემალე და
აღარ ვისურვე მათთან ერთად გზის გაგრძელება), მაგრამ
დაწვრილებით ამის მოყოლა არ შემიძლია; ვიხსენებ მხო-
ლოდ, როცა კოლჩესტერის სამრევლო ხელისუფლებმა ამიყ-
ვანეს, ვუთხარი: ქალაქში ბოშებთან ერთად მოვედი, მაგრამ
აღარ ვისურვე მათ ბრბოში ყოფნა და მიმატოვეს, ხოლო სა-
ით წავიდნენ, არ ვიცი-მეთქი. ბოშებს ყველა მხარეს ხალხი
დაადევნეს, მაგრამ ვგონებ, ვერ მიაგნეს.
ახლა, შეიძლება ითქვას, თავი ქუდში მქონდა. მართალია,
ადგილობრივი მრევლი კანონით მოვალე არ იყო, ჩემზე ეზ-
რუნა, მაგრამ როგორც კი ცნობილი გახდა ჩემი მდგომა-
რეობა და ის, რომ მუშაობისთვის არ ვვარგოდი - სულ სამი
წლის ვიყავი, - ქალაქის ხელისუფალთ შევეცოდე და ჩემზე
მზრუნველობა იკისრეს, თითქოს ამ ქალაქში ვყოფილიყავი
დაბადებული.
ბედმა გამიღიმა და აღსაზრდელად ერთ დედაკაცთან მოვ-
ხვდი. მართალია, ღატაკი იყო, მაგრამ კარგი ცხოვრებაც ენა-
16 მკითხველთა ლიგა
ხა; ლუკმაპურს იმით შოულობდა, რომ ჩემნაირ ბავშვებს უვ-
ლიდა, ზრუნვას არ აკლებდა, სანამ იმ ასაკს მიაღწევდნენ,
როცა უკვე შეეძლებოდათ, ხელზე მოსამსახურედ დამდგა-
რიყვნენ ანდა სარჩო დამოუკიდებლად მოეპოვებინათ.
ამ დედაკაცს პატარა სკოლაც ჰქონდა გახსნილი, ბავშვებს
კითხვასა და კერვას ასწავლიდა. რადგან ოდესღაც კარგ სა-
ზოგადოებაში ტრიალებდა, ბავშვებსაც დიდი ხელოვნებითა
და ზრუნვით ზრდიდა.
მაგრამ ყველაზე ძვირფასი ის იყო, რომ იგი ღვთისმოში-
შად გვზრდიდა. თვითონაც, ჯერ ერთი, ფრიად მორიდებული
და ღვთისმოსავი იყო, მეორეც, მშვენიერი მეოჯახე და ფაქიზი
ადამიანი გახლდათ, და მესამეც, კარგი ქცევითა და იშვიათი
თავდაჭერილობით გამოირჩეოდა. ამგვარად, თუ არაფერს
ვიტყვი ღარიბულ საჭმელზე, უხეირო ბინასა და უხეშ ტანსაც-
მელზე, ისეთი მაღალი საზოგადოების აღზრდას ვიღებდით,
თითქოს საცეკვაო სკოლაში ვყოფილიყავით.
იქ რვა წლამდე დავყავი. ერთხელ ძალზე სამწუხარო ამბა-
ვი გავიგე: ქალაქის ხელისუფალთ განკარგულება გაეცათ,
რომელიმე ოჯახში მოახლედ მივებარებინე. სადაც უნდა მი-
ვეყვანე, ძალზე ცოტა საქმის გაკეთებას თუ შევძლებდი - ყვე-
ლაზე მეტი, - ხელზე მომსახურებას ან მზარეულ ქალთან ჭურ-
ჭლის დარეცხვას. ამას სხვებიც მეუბნებოდნენ და ძალზე მე-
შინოდა, რადგან ჭირივით მძულდა შავი სამუშაო, თუმცა სულ
ახალგაზრდა გახლდით. ჩემს აღმზრდელ ქალს ვუთხარი: მო-
ახლედ თუ არ დამაყენებთ, ლუკმაპურს ისედაც ვიშოვი, ამის
უფლებას თუ მომცემთ, ტყუილად ხომ არ შემასწავლეთ ნემ-
სის ხმარება და უხეში მატყლის დართვა (ეს იყო იმ ქალაქის
მცხოვრებთა მთავარი საქმიანობა), თუ დამეთანხმებით და

17 მკითხველთა ლიგა
დამტოვებთ, თქვენთვის ვიმუშავებ, თანაც ძალზე მუყაითად--
მეთქი.
დღენიადაგ ვუმეორებდი, რომ კარგად ვიმუშავებდი. მარ-
თლაც მუხლჩაუხრელად ვშრომობდი და თანაც დილიდან სა-
ღამომდე თვალებიდან ცრემლი არ მშორდებოდა. ისე მო-
ვულბე გული კეთილ ქალს, ბოლოს ჩემს ბედზე შეწუხდა კი-
დეც: ეტყობა, ძალზე შევუყვარდი.
ერთხელ, როცა ჩვენ, საბრალო ბავშვები, შრომით ვიყა-
ვით გათანგული, ოთახში ჩვენი კეთილი აღმზრდელი შემოვი-
და. იქ კი არ მოთავსდა, სადაც ჩვეულებრივად ჯდებოდა
ხოლმე, არამედ ჩემ პირდაპირ, თითქოს ჩემს მუშაობას უკ-
ვირდებაო. მის მოცემულ რაღაც დავალებას ვასრულებდი, -
მახსენდება, პერანგებს ვნიშნავდი. მცირე სიჩუმის შემდეგ
მომმართა:
- სულ უნდა ტიროდე, სულელო (იმ წუთშიც ვქვითინებდი)?
აბა, მითხარი, რა გატირებს?
- უნდათ, მოახლედ გამიშვან, - მივუგე, - საოჯახო საქმის
კეთება კი არ მეხერხება.
- ნუ წუხხარ, შვილო! საოჯახო საქმის კეთება თუ არ შეგიძ-
ლია, ნელ-ნელა ისწავლი. მაშინვე მძიმე სამუშაოს არ მოგცე-
მენ.
- არა, მაშინვე ასეთ სამუშაოს მომცემენ, - მივუგე, - და თუ
ვერ შევასრულებ, თავში ჩამარტყამენ, მსახურები ცემა--
ტყეპით მაიძულებენ ვიმუშაო. პატარა ვარ და ძალიან გამი-
ჭირდება! - ამ სიტყვებზე გული ისე ამომიჯდა და ისეთი სლუ-
კუნი ამივარდა, რომ სიტყვის წარმოთქმა ვეღარ შევძელი.
ჩემს კეთილ აღმზრდელს ისე აუჩვილდა გული, რომ გა-
დაწყვიტა, ჯერჯერობით მოახლედ არ გავეგზავნე. დამიყვავა,

18 მკითხველთა ლიგა
ნუ ტირიო, აღმითქვა, ბატონ მერს მოველაპარაკები და სანამ
არ გაიზრდები, მოახლედ არ გაგიშვებენო.
მაგრამ ამ დაპირებამ ოდნავაც არ დამამშვიდა, რადგან
საშინლად მაღელვებდა იმაზე ფიქრი, რომ ადრე თუ გვიან
მოახლეობა არ ამცდებოდა. ჩემს აღმზრდელს ისიც რომ ეთ-
ქვა, ოც წლამდე ხელს არ გახლებენო, ეს ნაღველს სულაც არ
შემიმსუბუქებდა, თვალზე ცრემლი არ შემაშრებოდა იმის ში-
შით, რომ საქმე მაინც ამით უნდა დასრულებულიყო.
აღმზრდელმა რომ მნახა, არ ვწყნარდებოდი, გაჯავრდა.
- რა გაღრიალებს? ხომ გითხარი, მოახლედ არ გაგიშ-
ვებთ, სანამ არ გაიზრდები-მეთქი.
- დიახ, - მივუგე, - მაგრამ მერე ხომ მაინც მომიხდება წას-
ვლა?
- ჭკუაზე შეიშალე?! ქალბატონი ხომ არ გინდა იყო?
- მინდა, მაშ! - ვუთხარი და კვლავ ცრემლად დავიღვარე.
მოხუცმა დედაკაცმა თავი ვერ შეიკავა და გადაიხარხარა,
რაც ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.
- აი, თურმე რა ყოფილა! ქალბატონობა გნებავს? - დაცინ-
ვა დამიწყო. - და გგონია, კერვითა და ხელსაქმით ქალბატო-
ნი გახდები?
- დიახ, - მიამიტად მივუგე.
- რამდენი შეგიძლია გააკეთო დღეში, სულელო?
- სამი პენსი დართვით და ოთხი პენსი საკერავით.
- ეჰ, შე ვაი-ქალბატონო, - განაგრძო სიცილი, - ასე შორს
ვერ წახვალ!
- ჩემთვის ეს საკმარისი იქნება. ოღონდ ნება მომეცით,
თქვენთან დავრჩე, - ისეთი მუდარით შევთხოვე, რომ კეთილ
დედაკაცს, როგორც შემდეგში გამომიტყდა, გული მოულბა.

19 მკითხველთა ლიგა
- ეს ხომ საჭმელსა და ტანსაცმელში არ გეყოფა. ვინ ჩააც-
მევს პატარა ქალბატონს? - წარმოთქვა და ღიმილით შემომ-
ხედა.
- უფრო მეტს ვიმუშავებ და მთელ ფულს თქვენ მოგცემთ, -
ვუპასუხე.
- საბრალო ბავშვო, სულერთია, ეს შენს სარჩენადაც კი არ
იქნება საკმარისი, მარტო სანოვაგე უფრო ძვირი დაჯდება.
- მაშინ სანოვაგე არ მინდა, - განვაგრძე გულუბრყვილოდ,
- ნება მომეცით მხოლოდ, თქვენთან ვიცხოვრო.
- უჭმელად შეგიძლია სიცოცხლე?
- შემიძლია, - განვაგრძე ჩემი ბავშვური ლაპარაკი და
კვლავ ავცრემლდი.
ჩემს პასუხებში მცირედი ეშმაკობაც არ ერია. ადვილად
შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ ჩემი პასუხები ძალდაუტანებელი
იყო. მაგრამ მათში იმდენი მიამიტობა და მხურვალე აღტყი-
ნება იგრძნობოდა, რომ კეთილი, გულჩვილი დედაკაციც
ატირდა, ხელი მომკიდა და საკლასო ოთახიდან გამიყვანა. -
კარგი, მოახლედ არ წახვალ, ჩემთან იცხოვრებ, - მისმა სიტ-
ყვებმა ამჯერად სავსებით დამამშვიდა.
ამის შემდეგ ერთხელ იგი მერთან წავიდა თავის საქმეებზე
მოსალაპარაკებლად. სიტყვა ჩემზეც ჩამოვარდა, და ჩემმა
კეთილმა აღმზრდელმა ბატონ მერს მთელი ეს სცენა უამბო.
იგი ისეთ აღტაცებაში მოვიდა, რომ ამის მოსასმენად თავის
ცოლსა და ორ ქალიშვილს დაუძახა, უთუოდ წარმოიდგინეთ,
როგორი მხიარული სიცილი ატეხეს მათაც.
და აი, ერთი კვირაც არ გასულიყო, რომ უეცრად მერის მე-
უღლე ქალიშვილებთან ერთად მოგვადგა ჩემი მოხუცი აღ-
მზრდელის სანახავად, მისი სკოლისა და ბავშვების გასაცნო-
ბად. მცირე ხნის ჯდომის შემდეგ მერის ცოლი შეეკითხა:
20 მკითხველთა ლიგა
- მითხარით, მისის ნ, სად არის ის გოგონა, ქალბატონად
ყოფნა რომ სურს?
ეს სიტყვები რომ გავიგონე, ძალზე შემეშინდა, თვითონაც
არ ვიცოდი, რატომ, მაგრამ მერის ცოლი მომიახლოვდა და
მითხრა:
- გამარჯობა, მის. მაჩვენე, რას კერავ.
სიტყვა „მის“ ძალიან იშვიათად ისმოდა ჩვენს სკოლაში,
გამიკვირდა, რატომ მიწოდა ასეთი ცუდი სახელი-მეთქი?! მა-
ინც წამოვდექი, რევერანსი გავუკეთე. მან ხელიდან ნამუშე-
ვარი გამომართვა, დახედა და თქვა, მშვენიერიაო, შემდეგ
ჩემს ხელებს დააკვირდა და გამოაცხადა:
- ამას მართლაც შეუძლია ქალბატონად გახდომა, შეხე-
დეთ, რა თეთრი ხელები აქვს!
ეს კი ძალზე მომეწონა. მერის ცოლი ამით არ დაკმაყო-
ფილდა, ჯიბეში ხელი ჩაიყო, შილინგი გამომიწოდა და მუ-
ყაითი შრომა და ბეჯითი სწავლა მისურვა. თუ ასე მოიქცევი,
შეიძლება ქალბატონიც გახდეო.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს კეთილ მოხუც აღ-
მზრდელს, მერის ცოლსა და დანარჩენებს ჩემი არაფერი
გაეგებოდათ, რადგან სიტყვა „ქალბატონი“ ჩვენ სრულიად
განსხვავებულად გვესმოდა. ვაგლახ! მეგონა, რომ ქალბატო-
ნად ყოფნა საკუთარი თავისთვის მუშაობასა და იმდენი ფუ-
ლის შოვნას ნიშნავდა, რომ მოახლედ წასვლა საჭირო აღარ
ყოფილიყო, მაშინ როდესაც მათთვის ეს წარმოადგენდა მა-
ღალ მდგომარეობას საზოგადოებაში, სიმდიდრეს, ხელგაშ-
ლილ ცხოვრებას და რა ვიცი, კიდევ რას.
როცა მერის ცოლი წავიდა, მისი ქალიშვილები შემოვიდ-
ნენ და მათაც ისურვეს ქალბატონის ნახვა. დიდხანს მელაპა-
რაკებოდნენ და მეც ისეთივე მიამიტობით ვპასუხობდი თი-
21 მკითხველთა ლიგა
თოეულ შეკითხვაზე, - მართლა გადავწყვიტე თუ არა ქალბა-
ტონად გახდომა? - თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი. ბო-
ლოს შემეკითხნენ, რას ნიშნავს ქალბატონიო? კითხვამ ძალ-
ზე დამაბნია. მაინც მოვახერხე ახსნა, ეს ის ქალია, რომელიც
სახლებში სამუშაოდ არ დადის-მეთქი. ამ პასუხით აღტაცება-
ში მოვიდნენ, ჩემი ტიკტიკი, ეტყობა, ძალზე მოეწონათ, გახა-
ლისდნენ და ფული მათაც მაჩუქეს.
მთელი ეს ფული მივეცი ჩემს დამრიგებელს, როგორც მას
ვეძახდი, თანაც დავპირდი, კვლავაც ჩაგითვლი მთელ ჩემს
შემოსავალს, როცა ქალბატონი გავხდები-მეთქი. ამ და სხვა
სიტყვებითაც აღმზრდელი მიხვდა, თუ როგორ მესმოდა
„ქალბატონად“ ყოფნა, რომ ეს სიტყვები ჩემთვის მხოლოდ
საკუთარი ლუკმაპურის მოპოვებას ნიშნავდა. ბოლოს შემე-
კითხა, ასეა თუ არაო?
დადებითად ვუპასუხე და დაჟინებით დავიწყე მტკიცება,
ქალბატონობა სწორედ ეს არის-მეთქი. „აი, მავანი ქალი, -
ვუთხარი და ერთი დედაკაცი დავასახელე, რომელიც არში-
ებს აკერებდა და ქალის მაქმანიან თავსაბურავებს რეცხავდა,
- ის ხომ ქალბატონია და ყველა მადამს უწოდებს“.
- სულელო, - გაეცინა ჩემს კეთილ მოხუცს, - ასეთ ქალბა-
ტონად გახდომა არ გაგიძნელდება: მასზე ცუდი ხმები დადის,
ორი ბუშიც ჰყოლია.
ვერაფერი გავუგე, მაგრამ მაინც ვუპასუხე, ვიცი, რომ მას
მადამს ეძახიან და მოსამსახურედ არ ცხოვრობს-მეთქი. ამი-
ტომაც მტკიცედ მწამდა, რომ ქალბატონი იყო და სწორედ
იმისთანა მინდოდა ვყოფილიყავი.
ყოველივე ეს ხელახლა შეიტყვეს ქალებმა, ბევრი იცინეს.
დროდადრო ბატონ მერის ქალიშვილები მოდიოდნენ ჩემს
სანახავად, კითხულობდნენ, სად არის პატარა ქალბატონიო,
22 მკითხველთა ლიგა
და ეს სიამაყით მავსებდა. ქალიშვილებს ხანდახან ნაცნობე-
ბიც მოჰყავდათ. ამრიგად, მალე თითქმის მთელმა ქალაქმა
გამიცნო.
მაშინ დაახლოებით ათი წლის ვიყავი და უკვე პატარა
ქალს დავემსგავსე, სერიოზულობა და სინაზე არ მაკლდა.
ვერ წარმოიდგენთ, რა სიამაყით ვივსებოდი, როცა ქალიშვი-
ლებისგან მესმოდა, მშვენიერი გოგონაა და ნამდვილი მზე-
თუნახავი დადგებაო. მაგრამ ამ სიამაყეს ჩემზე ჯერ კიდევ არ
მოეხდინა ცუდი გავლენა. ფულს, რომელსაც ქალიშვილები
ხშირად მაძლევდნენ, მე კი მოხუც აღმზრდელს ვუთვლიდი,
იგი კეთილსინდისიერად ჩემთვისვე ხარჯავდა, ყიდულობდა
თავსარქმელს, თეთრეულსა და ხელთათმანებს, ასე რომ,
კოხტად ვიყავი გამოწყობილი. მაგრამ, ვიმეორებ, ჩემი კეთი-
ლი აღმზრდელი ნაჩუქარ ფულს მევე მახარჯავდა და მუდამ
ეუბნებოდა ქალიშვილებს, ესა და ეს თქვენი ფულით არის ნა-
ყიდიო. ეს კი ახალისებდა მათ ახალი საჩუქრების საყიდლად,
სანამ არ დაჰკრა ჟამმა, როცა ქალაქის ხელისუფლებმა უკვე
ნამდვილად გამომიძახეს და წინადადება მომცეს, მოსამსახუ-
რედ დავმდგარიყავი. მაგრამ მაშინ უკვე ისეთი შესანიშნავი
მომუშავე ვიყავი და ქალიშვილები ისე კარგად მეპყრობოდ-
ნენ, რომ უამისოდაც იოლად გავედი. შემეძლო, ჩემი აღ-
მზრდელისთვის იმდენი მეშოვა, რასაც ჩემს შენახვაზე ხარ-
ჯავდა, ამიტომაც მან ითხოვა ნებართვა, რომ „ქალბატონი“
თავისთან დაეტოვებინა - მაშინ ყველა „ქალბატონს“ მეძახ-
და. აღმზრდელი ამტკიცებდა, რომ დავეხმარებოდი ბავშვე-
ბის აღზრდაში, რაც ნამდვილად მშვენივრად შემეძლო, რად-
გან ძალზე მარდად ვმუშაობდი და თანაც მეტისმეტად ახალ-
გაზრდა ვიყავი.

23 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ჩემი მფარველი ქალიშვილების სიკეთე უფრო
შორს წავიდა. როცა გაიგეს, რომ ქალაქმა ჩემს შენახვაზე ხე-
ლი აიღო, უფრო ხშირად დამიწყეს ფულის ჩუქება; ხოლო
როცა წამოვიზარდე, ჩემთვის სახლში სამუშაო მოჰქონდათ:
შესაკერი თეთრეული, დასაკერებელი მაქმანები, გასაწყობი
ქუდები და არა მარტო საფასურს მიხდიდნენ, არამედ მასწავ-
ლიდნენ კიდეც ამ საქმის კეთებას, ისე რომ ნამდვილი ქალ-
ბატონი გავხდი, ამ სიტყვის ჩემეული მნიშვნელობით. თორ-
მეტი წლისაც არ ვიყავი, რომ უკვე კაბებს ვიკერავდი და იმის
გარდა, რომ აღმზრდელს კვების ფულს ვუხდიდი, ნაწილს ვი-
ზოგავდი კიდეც შავი დღისთვის.
ქალები ხშირად მჩუქნიდნენ საკუთარ კაბებს ანდა თავიან-
თი ბავშვების სამოსს: წინდებს, ქვედატანს, ხან ამას, ხან იმას.
ჩემი მოხუცი კი დედასავით უფრთხილდებოდა ყოველივეს,
მაიძულებდა დამეკერებინა და გადამეკეთებინა. ეს დედაკაცი
იშვიათი მუყაითი და გულმოდგინე დიასახლისი გახლდათ.
ბოლოს ისე შევუყვარდი ერთ-ერთ ქალს, რომ ისურვა, ერ-
თი თვით თავის სახლში მივეწვიე, ჩემს ქალიშვილებთან მინ-
და იმყოფებოდესო.
ეს მიწვევა მისი მხრიდან ფრიად თავაზიანი ნაბიჯი იყო,
მაგრამ ჩემმა კეთილმა მოხუცმა უთხრა, პატარა ქალბატონს
იგი სიკეთის ნაცვლად ზიანს მიაყენებს, თუ მისი წაყვანა მხო-
ლოდ დროებით განიზრახეთო. - ჰო, - დაეთანხმა ქალი, -
მართალი ბრძანდებით; ერთი კვირით წავიყვან, ვნახავ, შეეწ-
ყობიან თუ არა ჩემი ქალიშვილები და მომეწონება თუ არა
მისი ხასიათი, შემდეგ კი მოგელაპარაკებით. ხოლო თუ ამ პე-
რიოდში ვინმე მოვიდა მის სანახავად, როგორც ყოველთვის,
ამჯერადაც სიმართლე უთხარითო.

24 მკითხველთა ლიგა
ყოველივე კარგად მოეწყო, ხსენებულ ქალს სტუმრად ვეწ-
ვიე, მაგრამ ახალგაზრდა ქალბატონებთან ისე მომეწონა
ყოფნა, ისინიც ისე შემეთვისნენ, რომ მეძნელებოდა მათგან
წასვლა, არც ქალიშვილებს უნდოდათ ჩემთან განშორება.
მათი დატოვება მაინც მომიხდა და კიდევ ერთ წელიწადს
ვიცხოვრე ჩემს კეთილისმყოფელ მოხუცთან. ახლა მისთვის
ნამდვილი თანაშემწე ვიყავი, რადგან მეთხუთმეტე წელში გა-
დავდექი, ტანადი გახლდით და პატარა ქალის შეხედულება
მქონდა. ისე შევეჩვიე ბატონკაცურ ცხოვრებას იმ ქალის სახ-
ლში, რომ ჩემს ძველ ბინაზე თავს ლაღად ვეღარ ვგრძნობდი,
ვფიქრობდი, მართლაც რა კარგია ქალბატონად ყოფნა--
მეთქი, ოღონდ შეხედულება ქალბატონობაზე ახლა სავსებით
შემეცვალა. და რადგან, ჩემი აზრით, ქალბატონობა კარგი
საქმე იყო, ამიტომაც მომწონდა ქალბატონებთან ცხოვრება
და ძალზე მინდოდა მათთან დაბრუნება.
როცა თოთხმეტი წელი და სამი თვე შემისრულდა, ჩემი კე-
თილი მოხუცი (მოვალე ვარ მას დედა ვუწოდო) ავად გახდა
და გარდაიცვალა. ძალზე სამწუხარო მდგომარეობაში აღ-
მოვჩნდი: ღატაკი ადამიანის ოჯახის გაჩანაგება ხომ სულ ად-
ვილი საქმეა, როცა მას სასაფლაოზე წაიღებენ. საბრალო მო-
ხუცის დაკრძალვის შემდეგ სამრევლო ბავშვები მაშინვე გა-
იყვანეს ეკლესიის მნათეებმა. სკოლა გაუქმდა და მოსწავლე
გოგონებს მხოლოდ ის დარჩენოდათ, სხვაგან გაგზავნას და-
ლოდებოდნენ. განსვენებულის მთელი ქონება პირწმინდად
გაზიდა მისმა ქალიშვილმა, გათხოვილმა ქალმა, ექვსი თუ
შვიდი შვილის დედამ. ნივთები რომ მიჰქონდა, დაცინვით მო-
მაძახა, პატარა ქალბატონს ახლა შეუძლია დამოუკიდებელ
ცხოვრებას შეუდგეს, თუკი სურსო.

25 მკითხველთა ლიგა
შიშით კინაღამ შევიშალე, არ ვიცოდი, რა მექნა. ლმო-
ბიერად რომ ვთქვათ, ქუჩაში მაგდებდნენ, ამაზე უარესი კი ის
იყო, რომ კეთილ მოხუცთან ინახებოდა ჩემი ოცდაორი ში-
ლინგი - პატარა ქალბატონის მთელი ავლადიდება. როცა ქა-
ლიშვილს ჩემი ფული მოვთხოვე, დამიყვირა და მოსმენაც არ
ინება.
კეთილი მოხუცი ყოველთვის ელაპარაკებოდა ქალიშ-
ვილს ჩემს ფულზე, უჩვენებდა, სად ჰქონდა შენახული, უხსნი-
და, ეს გოგოს ფულიაო, ორჯერ თუ სამჯერ მოცემაც მოინდო-
მა, მაგრამ შინ არ ვიყავი, და როცა მოვედი, დედაკაცს უკვე
ენა წართმეოდა. მაგრამ ქალიშვილი მაინც პატიოსანი აღ-
მოჩნდა და ბოლოს ფული დამიბრუნა, თუმცა თავდაპირვე-
ლად ადამიანობა არ გამოიჩინა.
ახლა ნამდვილად ღატაკი ქალბატონი გავხდი და იმავე სა-
ღამოს უნდა გავმგზავრებულიყავი სადმე. ქალიშვილმა გან-
სვენებულის სახლიდან ყველაფერი გაზიდა, აღარც თავშესა-
ფარი მქონდა და აღარც ლუკმაპური. მაგრამ მეზობელთაგან,
ეტყობა, ვიღაცას შევეცოდე და რაც მოხდა, ყოველივე აცნობა
იმ ქალს, ვის სახლშიც სტუმრად ვიყავი. ქალმა მყისვე გამო-
მიგზავნა მსახური, რომელსაც მისი ორი ქალიშვილი მოჰყვა.
სასწრაფოდ მოვაგროვე ჩემი ბარგი-ბარხანა და გახარებულ-
მა გავწიე მისკენ. ჩემმა საშინელმა მდგომარეობამ ისე შემაძ-
რწუნა, რომ ქალბატონობა აღარ მსურდა, სიამოვნებით დავ-
თანხმდებოდი მსახურად ყოფნაზე და ყოველგვარ სამუ-
შაოსაც უყოყმანოდ შევასრულებდი.
მაგრამ ჩემი ახალი, დიდსულოვანი ქალბატონი ჩემზე უკე-
თესი აზრის იყო. დიდსულოვანს იმიტომ ვეძახი, რომ ყველა-
ფერში იმდენად სჯობდა კეთილ დედაკაცს, ვისთანაც მე
ვცხოვრობდი, რამდენადაც საზოგადოებრივი მდგომა-
26 მკითხველთა ლიგა
რეობით იდგა მაღლა მასზე. ყველაფერში-მეთქი, რომ ვამ-
ბობ, აქ პატიოსნებას არ ვგულისხმობ. და თუმცა ამ ქალს ვე-
რაფერს ვუსაყვედურებდი, მაინც არამც და არამც, არ უნდა
დამავიწყდეს, რომ პირველი, თავისი სიღატაკის მიუხედავად,
უაღრესად პატიოსანი იყო, - უფრო პატიოსანს ვერსად იპოვი-
და კაცი.
ამ კეთილმა ქალბატონმა, როგორც გითხარით, თავისთან
რომ წამიყვანა, მერის ცოლმა ქალიშვილები გამომიგზავნა
ყურადღების მისაქცევად. გარდა ამისა, კიდევ ერთმა ოჯახმა,
რომელიც მითვალთვალებდა, როცა პატარა ქალბატონი ვი-
ყავი და შინ სამუშაო მიმქონდა, მერის ცოლის შემდეგ ასევე
ხალხი გამომიგზავნა, ისე რომ, ყველა ქალი რიგრიგობით
მივლიდა, და ძალზე ნაწყენი დარჩნენ, განსაკუთრებით მე-
რის ცოლი, რომ მისმა მეგობარმა ქალმა ჩემი თავი წაართვა.
ეს გოგო კანონით მე მეკუთვნის, აცხადებდა მერის ცოლი, მე
ხომ პირველმა მივაქციე ყურადღებაო. მაგრამ იმ ქალმა, ვის-
თანაც ვცხოვრობდი, არ ინება ჩემი გაშვება. მე კი უკეთესს
არაფერს ვისურვებდი.
ასე ვცხოვრობდი ჩვიდმეტ-ნახევარ წლამდე. ჩემი აღ-
ზრდისთვის ეს იმდენად სასარგებლო იყო, რომ ამაზე კარგს
ვერც კი წარმოვიდგენდი. ჩემი დიასახლისის ქალიშვილებს
ასწავლიდნენ ცეკვას, ფრანგულად წერასა და ლაპარაკს, მუ-
სიკაშიც ამეცადინებდნენ. რადგან ყოველთვის მათთან ვიყა-
ვი, ვსწავლობდი კიდეც მათთან ერთად. მართალია, მასწავ-
ლებელი არ მყავდა, მაგრამ მიბაძვითა და გამოკითხვით ყვე-
ლაფერი შევითვისე, რასაც მათ ასწავლიდნენ. ერთი სიტ-
ყვით, მათზე ცუდად არ ვფლობდი ცეკვას და ფრანგულად
ლაპარაკს, სიმღერით კი უკეთესად ვმღეროდი, რადგან კარ-
გი ხმა მქონდა. კლავიკორდსა და სპინეტზე სწრაფად დაკ-
27 მკითხველთა ლიგა
ვრას ვერ შევეჩვიე - საკუთარი საკრავი არ მქონდა სავარჯი-
შოდ და მეცადინეობა მხოლოდ დროგამოშვებით შემეძლო,
როცა ქალბატონები არ სწავლობდნენ. ბოლოს მაინც საკმა-
ოდ კარგად დავეუფლე დაკვრას, ვინაიდან ქალიშვილების-
თვის შეიძინეს ორი საკრავი - კლავიკორდიცა და სპინეტიც.
მათ თვითონვე დამიწყეს გაკვეთილების მოცემა. რაც შეეხება
ცეკვას, მათ გვერდით ვისწავლე კონტრდანსი, რადგან მუდამ
მათი მეწყვილე ვიყავი. საერთოდ, ქალიშვილების მზადყოფ-
ნა - ესწავლებინათ ჩემთვის ყველაფერი, რაც კი თვითონ შე-
ითვისეს, არაფრით იყო ნაკლები ჩემს ხალისზე - ყოველივე
შემეთვისებინა მათგან.
ამრიგად, ვსარგებლობდი აღზრდის ყველა სიკეთით, რა-
საც მივიღებდი, ამ ქალიშვილებივით ქალბატონი რომ ვყო-
ფილიყავი, მათთან ზოგიერთი უპირატესობაც მქონდა, თუმცა
ისინი მდგომარეობით ჩემზე მაღლა იდგნენ. ბუნებამ ისეთი
რამით დამაჯილდოვა, რასაც ვერავითარი სიმდიდრით ვერ
შეიძენ. ჯერ ერთი, მათზე ბევრად ლამაზი გახლდით, მეორე -
მათზე ტანადი და, მესამე - უკეთ ვმღეროდი, ესე იგი, მათზე
უკეთესი ხმა მქონდა. უთუოდ დამიჯერებთ, რომ აქ საკუთარს
კი არა, სხვების აზრს მოგახსენებთ, ვინც იცნობდა ამ ოჯახს.
ამ ყველაფერთან ერთად ჩემთვის უცხო არ იყო თავმომ-
წონეობაც, რომელიც ეგზომ ახასიათებს ჩვენს სქესს: კარგად
ვიცოდი, რომ ყველა კოხტა გოგოდ მთვლიდა, ან, თუ გნე-
ბავთ, მშვენიერ ქალიშვილად, თავად მეც სავსებით ვი-
ზიარებდი ამ შეხედულებას, თუმცა განსაკუთრებით მიყვარდა
სხვისგან ამის მოსმენა, რაც ხშირად ხდებოდა და დიდ
სიამოვნებას მანიჭებდა.
როგორც ხედავთ, აქამდე ჩემი ცხოვრება ისე მიდიოდა,
რომ განსაკუთრებული არაფერი გადამხდენია. არა მარტო
28 მკითხველთა ლიგა
ვცხოვრობდი მშვენიერ ოჯახში, რომელსაც ყველა პატივს
სცემდა სათნოების, თავდაჭერისა და სხვა კარგი თვისებების
გამო, არამედ თვითონაც ვიყავი ცნობილი ჭკვიან, მორიდე-
ბულ და სათნო ქალიშვილად, როგორიც სინამდვილეში გახ-
ლდით. ამასთან, ჯერ კიდევ არ მქონდა საბაბი ჩემი აზრები
სხვა მხარეს მიმემართა და უზნეობა შემეცნო.
მაგრამ ის, რითაც ასე ვიწონებდი თავს, ჩემი დამღუპველი
აღმოჩნდა, ანდა, უფრო სწორად, დაღუპვის მიზეზი ჩემი თავ-
მომწონეობა იყო. ჩემს მფარველს ორი ვაჟი ჰყავდა, ფრიად
ნიჭიერი და ჩინებულად აღზრდილი ჭაბუკები. ჩემდა საუბე-
დუროდ, მათთან ძალზე კარგად ვიყავი, ისინი კი სულ სხვაგ-
ვარად მომექცნენ.
უფროსი ერთობ მხიარული ჯენტლმენი გახლდათ, დედა-
ქალაქშიც და სოფელშიც კარგ დროს ატარებდა. ფუქსავატუ-
რი ცხოვრებით, მართალია, უწესო საქმეებს ჩადიოდა, მაგ-
რამ დიდი გამოცდილების წყალობით ძვირად არ უჯდებოდა
თავისი სიამოვნება. მან იმით დაიწყო, რომ დამღუპველი მახე
დამიგო, რაშიც ყველა ქალი ებმება ხოლმე. შემთხვევას არ
უშვებდა, რომ ხმამაღლა ეთქვა, რა ლამაზი, კოხტა, რა წერ-
წეტი გოგოაო. ამას ძალზე ოსტატურად აკეთებდა:. ეხერხე-
ბოდა თავის ქსელში ქალების მწყრებივით გაბმა. ზემოხსენე-
ბულ სიტყვებს მე კი არ მეუბნებოდა, არამედ თავის დებს, თა-
ნაც ისეთ დროს არჩევდა, როცა იქვე ვიყავი და უთუოდ უნდა
გამეგონა. დები ჩურჩულით აჩუმებდნენ: ჩუ! არ გაიგონოს,
მეზობელ ოთახშიაო. მაშინ იგი ხმადაბლა იწყებდა ლაპა-
რაკს, და თავს ისე იჭერდა, თითქოს ზედმეტი წამოროშა, ცუ-
დად მოიქცა, შემდეგ, ვითომ დაავიწყდაო, კვლავ ხმას იმაღ-
ლებდა, ხოლო მე, მისი სიტყვებით აღტაცებული, ხარბად ვუს-
მენდი, როცა კი ამის საშუალება მომეცემოდა.
29 მკითხველთა ლიგა
როგორც კი ხელთ იგდო მახე და ადვილად მიაგნო ჩემს
გზაზე მისი დაგების ხერხს, უკვე აშკარად დაიწყო თამაში. და
აი, ერთხელ, როცა დის ოთახს ჩაუარა, სადაც მეც ვიმყოფე-
ბოდი, მხიარულად მომმართა:
- აჰ, მის ბეტი! როგორ ბრძანდებით, მის ბეტი? ყური ხომ
არ გიწივით, მის ბეტი?
რევერანსი გავუკეთე და გავწითლდი, მაგრამ არაფერი ვუ-
პასუხე.
- რატომ ეუბნები ამას, ძმაო? - ჰკითხა ქალბატონმა.
- იმიტომ, რომ ქვევით მთელი ნახევარი საათი მასზე ვლა-
პარაკობდით.
- დარწმუნებული ვარ, ცუდს ვერაფერს იტყოდით, ამას-
თან, არ გვაინტერესებს, იქ რას ლაყბობდით.
- როგორ გეკადრება! - თქვა მან. - ცუდი რამ აზრადაც არ
მოგვსვლია, პირიქით, ძალიან ბევრი კარგი ვთქვით. რამდე-
ნი საქები სიტყვა დაიხარჯა მის ბეტიზე, ვერ წარმოიდგენ. ვამ-
ბობდით, რომ ის ყველაზე ლამაზი გოგოა კოლჩესტერში. ერ-
თი სიტყვით, ქალაქში მის სადღეგრძელოს სვამენ ხოლმე.
- შენი მიკვირს, ძმაო, - შეაწყვეტინა დამ. - ბეტის მხოლოდ
ერთი რამ აკლია, მაგრამ ეს ერთი ყველა სხვად ღირს, რად-
გან ახლა ჩვენს სქესს იაფად აფასებენ. ახალგაზრდა ქალი
შეიძლება კალმით ნახატი მზეთუნახავი იყოს, წარჩინებული,
ზრდილი, ჭკუამახვილი, ნატიფი და თავდაჭერილი, ყოველ-
გვარი შესანიშნავი თვისება ჰქონდეს, მაგრამ თუ ფული არ
გააჩნია - არაფერიც არ აქვს. ჩვენს დროში ქალს მხოლოდ
ფულის გულისთვის სცემენ პატივს. უფულოა და, კაცებიც არ
ებოდიშებიან ჩვენი სქესის წარმომადგენლებს.
- მოიცა, დაო, ნუ ჩქარობ, - საუბარში ჩაერია უმცროსი ძმა,
რომელიც იქვე იდგა. - მე მაგ წესიდან გამონაკლისი გახლა-
30 მკითხველთა ლიგა
ვარ. გარწმუნებ, თუ ისეთი თვისებების მქონე ქალს შევხვდი,
როგორსაც შენ აღწერ, ფულზე ფიქრს არ დავიწყებ.
- არა, შენ ფრთხილად იქნები და არაფრის მქონე ქალს არ
გამოეკიდები!
- საიდან იცი?
- რას ემსახურება ეს თქვენი ლაპარაკი სიმდიდრეზე, ჩემო
დაო? - თავი ვერ შეიკავა უფროსმა ძმამ. - სხვაზე რა მოგახსე-
ნო, ფული კი არ გაკლია.
- მესმის, ძმაო, - მკვახედ მიუგო დამ, - უთუოდ გინდა თქვა,
რომ ფული მაქვს, ხოლო სილამაზე ღმერთს ჩემთვის არ
მოუცია. მაგრამ ახლა ისეთი დროა, რომ მარტო ფული საკმა-
რისია: ფული ყოველთვის მომანიჭებს უპირატესობას ჩემს
ტოლ ქალიშვილებთან.
- ეს მართალია, - შენიშნა უმცროსმა ძმამ, - სამაგიეროდ,
შენს ტოლ ქალიშვილებსაც შეიძლება ჰქონდეთ უპირატესო-
ბა: ხანდახან უფულოდაც, სილამაზით ხერხდება ქმრის შოვ-
ნა, და როცა მოახლე ქალბატონზე უკეთესია, ხშირად იგი
უკან არ რჩება და პირველი იდგამს გვირგვინს.
მივხვდი, იქაურობის დატოვება იყო საჭირო, წავედი კი-
დეც, მაგრამ ისეთ მანძილზე, რომ ლაპარაკი კარგად მესმი-
ნა. ჩემი მისამართით ბევრი საქები სიტყვა ითქვა, რამაც თავ-
მოყვარეობა საამოდ გამიღვიძა. მაგრამ მალე შევნიშნე, რომ
ამან ჩემი მდგომარეობა ოჯახში ფრიად გააუარესა: ჩემი გუ-
ლისთვის დას სასტიკი ჩხუბი მოუვიდა უმცროს ძმასთან,
გაებუტა კიდეც, ძმამ მას უხეშად მიმართა, ეს კი ქალიშვილმა
გულთან ახლოს მიიტანა. ამაში ჩემთან უკანასკნელი მომარ-
თვით დავრწმუნდი, რაც ძალზე უსამართლოდ მეჩვენა, რად-
გან თავშიც არასოდეს მომსვლია, ისეთი ურთიერთობა მქო-
ნოდა მის უმცროს ძმასთან, როგორი ეჭვიც მან გამოთქვა.
31 მკითხველთა ლიგა
უფროსი ძმა შორიდან რაღაც გამოცანებით მელაპარაკებო-
და ხოლმე, მეც, სულელი გოგო, სერიოზულად ვიღებდი მის
ხუმრობას, რამაც ჩემი გამოუცდელობით ფრიად განუხორ-
ციელებელი იმედი ჩამისახა.
ერთხელ მან კიბეზე ამოირბინა და იმ ოთახში შემოვიდა,
სადაც ჩვეულებრივად მისი დები საკერავს უსხდნენ ხოლმე.
ჯერ კიდევ კიბიდან, როგორც იცოდა ხოლმე, ხმა მიაწვდინა
მათ, ოთახში მარტო ვიყავი, კართან მივედი და ვუთხარი: ბა-
ტონო, ქალბატონები შინ არ არიან, ბაღში სეირნობენ-მეთქი.
ამ დროს მან ჩემთან მოირბინა და, თითქოს უნებლიეთ
მოუვიდა, ხელები მომხვია.
- ოჰ, მის ბეტი, აქ ხართ? დიდებულია! სწორედ თქვენ მინ-
დიხართ და არა ჩემი დები, - წარმოთქვა და ამ სიტყვებით,
ისე, რომ თავისი ღონიერი მკლავებისგან არ გავუნთავისუფ-
ლებივარ, სამჯერ თუ ოთხჯერ მაკოცა.
შევეცადე თავის დაღწევას, მაგრამ არც ისე დაჟინებით.
მას მაინც ძალუმად ვეჭირე ხელში და მკოცნიდა მანამ, სანამ
სული არ შეეხუთა. სკამზე ჩამოჯდა და მითხრა:
- ძვირფასო ბეტი, დამიჯერე, თქვენს სიყვარულს გულით
ვატარებ.
ამ სიტყვებმა, უნდა გამოგიტყდეთ, სისხლი ამიჩქროლა.
ჩემი მღელვარება, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია. კვლავ
რამდენჯერმე გაიმეორა, მიყვარხარო, და ნათლად ვიგრძენი,
რომ ეს სიტყვები ფრიად მომეწონა. დიახ, ყოველთვის, როცა
კი მიმტკიცებდა, შენს სიყვარულს გულით ვატარებო, ჩემი სი-
წითლე აშკარად უპასუხებდა: „მე ეს მომწონს, ბატონო“.
იმჯერად საქმე ამით დამთავრდა. ჩემთან კიდევ დარჩებო-
და, მაგრამ ფანჯარაში შემთხვევით რომ გაიხედა, დაინახა,
დები სახლს უახლოვდებოდნენ, სწრაფად გამომემშვიდობა,
32 მკითხველთა ლიგა
კიდევ ერთხელ მაკოცა და მითხრა: არ გეხუმრები, მალე გი-
ნახულებო. წავიდა და დამტოვა გაოგნებული, მაგრამ სიხა-
რულით აღსავსე. ამ საქმეს ხინჯი რომ არ ჰქონოდა, ყოველი-
ვე კარგად წარიმართებოდა, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ
მის ბეტი გულწრფელი გახლდათ, ბატონი კი მარტოოდენ ერ-
თობოდა.
მას შემდეგ თავბრუ დამეხვა, ტყავში ვერ ვეტეოდი. აბა,
იფიქრეთ: ასეთი ბატონი სიყვარულში გამომიტყდა, მითხრა,
უნაზესი ქმნილება ხარო! არ ვიცოდი, როგორ ამეტანა ყოვე-
ლივე ეს. ძალზე გავმედიდურდი. თავი მაღლა მეჭირა და,
რადგან ეჭვიც არ შემპარვია ჩვენი საუკუნის უზნეობაში, სრუ-
ლიად გადამავიწყდა სათნოება: ახალგაზრდა ბატონს რომ
მოესურვებინა, მაშინვე შეეძლო თავისი სურვილისამებრ
მომქცეოდა. ჩემდა საბედნიეროდ, იმჯერად არ უსარგებლია
ამ შესაძლებლობით.
მალე შემთხვევა იპოვა, კუთხეში მივემწყვდიე. ეს მოხდა
იმავე პირობებში, როგორც პირველად: ყოველივე წინასწარ
ჰქონდა განსაზღვრული, ჩემთვის კი ეს მოულოდნელი აღ-
მოჩნდა. ქალბატონები დედასთან ერთად სადღაც სტუმრად
წავიდნენ. უმცროსი ძმა ქალაქიდან გაემგზავრა, მამა კი უკვე
ერთი კვირა იყო, რაც ლონდონში იმყოფებოდა. ახალგაზრდა
ბატონი ისეთი გულმოდგინებით უთვალთვალებდა ჩემს ყო-
ველ ნაბიჯს, რომ მისთვის ჩემი ადგილსამყოფელი კარგად
იყო ცნობილი, მე კი ისიც არ ვიცოდი, შინ იმყოფებოდა თუ
არა. აი, მან მარდად ამოირბინა კიბეზე და რომ დამინახა,
ვხელსაქმობდი, პირდაპირ ჩემკენ გამოემართა, ხელები მომ-
ხვია და თითქმის მეოთხედი საათის განმავლობაში გაშმაგე-
ბით მკოცნიდა.

33 მკითხველთა ლიგა
მისი უმცროსი დის ოთახში ვიყავი. რადგან სახლში მხო-
ლოდ მსახური გოგოები ფუსფუსებდნენ ქვედა სართულზე,
მას თავი უფრო გაბედულად ეჭირა. ერთი სიტყვით, ფრიად
ალეწილი იყო. შეიძლება მეტისმეტად დამყოლი ვეჩვენე,
რადგან წინააღმდეგობას არ ვუწევდი, როცა მის მკლავებში
მოქცეულს, კოცნას სეტყვასავით მაყრიდა. მართალი გით-
ხრათ, ყოველივე ეს ისე მსიამოვნებდა, რომ წინააღმდეგობის
გაწევაზე ვინ სულელი იფიქრებდა!
დავიღალეთ ასეთი ბღლაძუნით და ერთმანეთის გვერდით
ჩამოვსხედით. დიდხანს მელაპარაკებოდა. მითხრა: აღტაცე-
ბული ვარ შენით, მოსვენება დაკარგული მქონდა, სანამ სიყ-
ვარულში გამოგიტყდებოდი, და თუ შენც შემიყვარებ და გამა-
ბედნიერებ, სიკვდილისგან მიხსნიო. გარდა ამისა, ბევრი
სხვა ლამაზი სიტყვაც მითხრა. პასუხი არ გამიცია, მაგრამ
საკმარისად ვუჩვენე ჩემი მიამიტობა და ის, რომ მისი გან-
ზრახვის არაფერი გამეგებოდა.
შემდეგ ხელი მომკიდა და ჩემთან ერთად ოთახში ბოლ-
თის ცემა დაიწყო. შესაფერისი წუთი რომ იგდო ხელთ, სა-
წოლზე წამაქცია და გახელებული ტუჩებზე დამეკონა. სამარ-
თლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ არავითარი უხამსო-
ბისთვის არ მიუმართავს, მარტო კოცნით კმაყოფილდებოდა.
უცებ მოეჩვენა, თითქოს კიბეზე ვიღაც ამოდიოდა. საწოლი-
დან წამოხტა, მეც ამაყენა და დამიფიცა, გაგიჟებით მიყვარ-
ხარ, ჩემი გრძნობები წმინდაა, არ მსურს რამე ბოროტება ჩა-
ვიდინოო. ხელში ხუთი გინეა ჩამიდო და ქვევით ჩავიდა.
ფულმა ტვინი უფრო მეტად ამირია, ვიდრე სიყვარულმა.
ისე გავმედიდურდი, თავი აღარ მახსოვდა. ამას იმიტომ ვამ-
ბობ, რომ ახალგაზრდა გამოუცდელმა ქალიშვილებმა, რომ-
ლებიც ამ სტრიქონებს წაიკითხავენ, იცოდნენ, რა უბედურება
34 მკითხველთა ლიგა
მოელით, თუ ძალზე ნაადრევად თავიანთი გარეგნობის გამო
საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შეექმნებათ. საკმარისია
ქალიშვილმა თავი ლამაზად მიიჩნიოს, იგი ვერ დაეჭვდება იმ
მამაკაცის გულწრფელობაში, რომელიც სიყვარულს ეფიცე-
ბა. თუ ქალიშვილი თავს ისე მიმზიდველად თვლის, რომ ფიქ-
რობს, მამაკაცს დავატყვევებო, იმაზე ბუნებრივი რაღა იქნე-
ბა, რომ მამაკაცი მისი გრძნობების ტყვეობაში მოექცეს.
ჩემი აშიკი ახლა თვითონაც ისევე აენთო, როგორც ჩემი
თავმომწონეობა შეახურა. უთუოდ იფიქრა, მეტად ხელსაყრე-
ლი შემთხვევაა, ცოდოა მისი ხელიდან გაშვებაო, ნახევარი
საათის შემდეგ კვლავ შემოვიდა ჩემთან და იმავე საქმიანო-
ბას შეუდგა, მაგრამ ამჯერად განსაკუთრებული შესავლის გა-
რეშე.
ოთახში შემოსვლისთანავე კარი ჩაკეტა.
- მის ბეტი, - თქვა მან, - მომესმა, თითქოს ვიღაც ამო-
დიოდა კიბეზე, მაგრამ შევცდი, ახლა ვინმეც რომ მოვიდეს,
კოცნის დროს თავს ვერ წამოგვადგება.
ვუთხარი, არ ვიცი, ვინ შეიძლება ამოვიდეს. მგონია, შინ
არავინ არის, მოახლე გოგოსა და კიდევ ერთი მსახურის გარ-
და, ისინი კი ამ კიბით არასოდეს დადიან-მეთქი.
- ჩინებულია, ჩემო კარგო, - მიპასუხა, - მაგრამ სიფრთხი-
ლეს მაინც თავი არ სტკივა.
ეს თქვა და დაჯდა, დავიწყეთ საუბარი. მისი პირველი შე-
მოსვლის შემდეგ ცეცხლი ჯერ კიდევ არ გამომნელებოდა.
უფრო მეტად ვდუმდი. იგი თითქოს ორივეს ნაცვლად ლაპა-
რაკობდა. კვლავ სიყვარულს მეფიცებოდა და მიმტკიცებდა:
მართალია, ჯერ კიდევ ჩემს ქონებას ვერ ვიყენებ ისე, რო-
გორც თვითონ მსურს, სამაგიეროდ მტკიცედ მაქვს გადაწყვე-
ტილი, მომავალში ორივე გავბედნიერდეთ, სხვანაირად რომ
35 მკითხველთა ლიგა
ვთქვა, ცოლად შეგირთოო. მე, სულელ გოგოს, არ მესმოდა,
რა ედო გუნებაში და ისე ვიქცეოდი, თითქოს არც კი არსებობ-
და სხვაგვარი სიყვარული, გარდა ისეთისა, რომელიც ქორწი-
ნებით გვირგვინდება. თუმცა თავისუფალ სიყვარულზე რომ
ჩამოეგდო სიტყვა, არც საფუძველი მექნებოდა, არც ძალ--
ღონე მეყოფოდა, მისთვის უარი მეთქვა. მაგრამ ამ ზომამდე
საქმე ჯერ არ იყო მისული.
ცოტა ხანს ვისხედით. უცებ წამოდგა, კოცნით კინაღამ და-
მახრჩო და საწოლზე ხელახლა გულაღმა გამშხლართა. ამას-
თან თავს ნება მისცა, ისეთი საქმეები ჩაედინა, რაზეც აქ
უხერხულია ლაპარაკი, მე კი იმ წუთში არაქათი აღარ მქონ-
და, რამეზე უარი მეთქვა, უფრო ღრმადაც რომ შეეტოპა. თუმ-
ცა მან თავის თავს ზოგიერთი უფლება მისცა, მაინც საქმე არ
მისულა უმაღლეს წერტილამდე, რის გაკეთებასაც, სამარ-
თლიანობა მოითხოვს ვთქვა, არც კი ცდილობდა. ამ თავდა-
ჭერამ გაამართლა ყველა ის საქციელი, რომელიც შემდეგ
ჩემთან ჩაიდინა. ამჯერად ძალზე სწრაფად წავიდა, მთელი
მუჭა ოქრო მომიყარა და თანაც მიმტკიცებდა, ქვეყნად ყველა
ქალზე მეტად მიყვარხარო.
საკვირველი არ არის, რომ ამის შემდეგ თავში ათასგვარი
აზრი მომივიდა, მაგრამ, ვაგლახ, ეს აზრები არც ისე საფუძ-
ვლიანი აღმოჩნდა. თავმომწონეობა და სიამაყე გოდრით მე-
კიდა, სათნოებაზე კი არც კი ვფიქრობდი. მართალია, ზოგჯერ
თავს ვეკითხებოდი, მაინც რა სურს ახლაგაზრდა ბატონს--
მეთქი, მაგრამ გონებაში მხოლოდ საალერსო სიტყვები და
ოქრო მიტრიალებდა. ჰქონდა თუ არა მას ცოლად შერთვის
განზრახვა, ნაკლებმნიშვნელოვან საქმედ მეჩვენებოდა, იმა-
ზეც არ ვფიქრობდი, რა პირობები წამეყენებინა მისთვის, სა-
ნამ გარკვეულ წინადადებას არ მომცემდა.
36 მკითხველთა ლიგა
ასე დავექანე უფსკრულისკენ, თანაც ამის გამო იოტისო-
დენა წუხილსაც კი არ ვგრძნობდი. დაე, ეს ჩემი ხვედრი გაკ-
ვეთილი იყოს იმ ქალიშვილებისთვის, რომლებშიც თავმომ-
წონეობა იმარჯვებს სათნოებაზე.
ორივემ ბევრი სისულელე ჩავიდინეთ. საკმარისი თავდა-
ჭერილობა რომ გამომეჩინა და მეტი წინააღმდეგობა გამე-
წია, როგორც ამას პატიოსნება და სათნოება მოითხოვდა, ნა-
ხავდა, რომ ბევრი არაფერი გამოუვიდოდა და უარს იტყოდა
თავის იერიშებზე, ანდა პატიოსნად მომთხოვდა ცოლად გა-
ყოლას. ამისთვის შეიძლება ვინმეს გაეკიცხა კიდეც, სამა-
გიეროდ, მე არავინ გამომიცხადებდა საყვედურს. ერთი სიტ-
ყვით, კარგად რომ ვცნობოდი და სცოდნოდა, რა ადვილად
მიაღწევდა მიზანს, არც კი დაფიქრდებოდა, ხელში ჩამიდებ-
და ოთხ ან ხუთ გინეას და შემდეგ შეხვედრაზევე დამეუფლე-
ბოდა. მეორე მხრივ, მისი აზრები ჩემთვის ცნობილი რომ ყო-
ფილიყო, რომ მცოდნოდა, რა აუღებელი ციხესიმაგრე ვეგო-
ნე, პირობას დავუდებდი: ან დაუყოვნებლად დაქორწინებას
მოვთხოვდი, ანდა ჯვრისწერამდე რჩენას, ყველაფერს მივი-
ღებდი, რაც მინდოდა. ჩემი თაყვანისმცემელი ხომ ძალზე
მდიდარი იყო და მემკვიდრეობასაც ელოდა. მაგრამ ასეთი
რამ არც კი გამიფიქრებია. ვამაყობდი ჩემი სილამაზით და
იმით, რომ ასეთი ბატონი მეტრფოდა. საათობით ვათვა-
ლიერებდი ოქროს, დღეში ათასჯერ ვითვლიდი გინეებს. ალ-
ბათ არც ერთ ღატაკ თავმომწონე ქალიშვილს ჩემსავით თავ-
გზა არასოდეს არევია. აინუნშიც არ ვაგდებდი იმას, თუ რა
მომელოდა შემდეგში. უფსკრულის პირას ვიდექი, მაგრამ და-
ღუპვა აზრადაც არ მომსვლია. ასე მეგონა, უფრო ადვილად
გადავეშვებოდი მასში, ვიდრე შემოვლას შევეცდებოდი.

37 მკითხველთა ლიგა
ამ ხანებში მაინც საკმარისი ეშმაკობა გამოვიჩინე. ოჯახში
დაეჭვების უმნიშვნელო საბაბიც კი რომ არავისთვის მიმეცა,
ისე დავიჭირე თავი, თითქოს მწყრალად ვიყავი ახალგაზრდა
ბატონთან, გარეშეთა თანდასწრებით სახეში არც კი ვუყურებ-
დი და კითხვებზე უკმეხ პასუხს ვაძლევდი. ამის მიუხედავად,
დროდადრო მაინც ვახერხებდით ორიოდე სიტყვა გვეთქვა
და გვეკოცნა კიდეც ერთმანეთისთვის. სამაგიეროდ, ხელსაყ-
რელი შემთხვევა უზნეობის ჩასადენად არ დგებოდა, მით უფ-
რო, რომ უფროსი ძმა იმაზე მეტად მიხვეული გზით მიდიოდა,
ვიდრე საჭირო იყო, ეს საქმე ძნელად ეჩვენებოდა, რადგან
თვითონვე იქმნიდა სიძნელეს.
მაგრამ მაცდურმა ეშმაკმა მოსვენება არ იცის და ყოველ-
თვის იპოვის შემთხვევას, გვიბიძგოს ცუდი საქმის ჩასადე-
ნად. ერთ საღამოს, როცა ახალგაზრდა ბატონთან და მის
დებთან ერთად ბაღში ვსეირნობდი, შესაფერისი დრო იხელ-
თა და ხელში ბარათი ჩამიდო, სადაც მწერდა, ხვალ ქალაქს
გაგზავნი დავალებით და სადმე გზაზე შეგხვდებიო.
მართლაც, სადილის შემდეგ დების თანდასწრებით საქ-
მიანად მომმართა:
- მის ბეტი, მინდა ერთი რამ გთხოვო.
- რა? - შეეკითხა უმცროსი და.
- რას იზამ, დაო, თუ დღეს მის ბეტის გარეშე იოლად ვერ
წახვალ, შემდეგისთვის გადავდოთ, - წარმოთქვა ძმამ, თით-
ქოს აქ არაფერიაო.
მაშინ ორივე დამ ერთხმად დაუწყო დარწმუნება, უმაგისო-
დაც იოლად გავალთო, ხოლო უფროსმა ბოდიშიც კი მოუხა-
და.
- მაგრამ, ხომ უნდა უთხრა მის ბეტის, რაც გსურს, - წარ-
მოთქვა უფროსმა დამ. - თუ ეს შენი პირადი საქმეა და მისი
38 მკითხველთა ლიგა
გაგება ჩემთვის სასურველი არ არის, ცალკე გაიხმე. აგერ
ისიც.
- არა, დაო, - ისეთივე ტონით უპასუხა ძმამ, - რა პირადი
საქმე უნდა მქონდეს მასთან! მინდოდა მხოლოდ მეთხოვა
მის ბეტისთვის, შეევლო ჰაისტრიტზე (აქ მან ჯიბიდან ხელსა-
ხოცი ამოიღო) ამა და ამ დუქანში, - და წამოიწყო გრძელი ის-
ტორიის თხრობა ორი ლამაზი ყელსახვევის თაობაზე, რომ-
ლებიც გადაადებინა და ახლა სურდა მეყიდა. ხოლო თუ ყელ-
სახვევების მოცემას გარიგებულ ფასად აღარ იკისრებდნენ,
უნდა შევვაჭრებოდი და ერთი შილინგი წამემატებინა. შემდეგ
კიდევ იმდენი დავალება გამოიგონა, რომ უთუოდ დიდი ხნით
წასვლა მომიწევდა.
ეს რომ დაამთავრა, ახალი ამბის შეთხზვას შეუდგა, რომე-
ლიც ეხებოდა დებისთვის კარგად ცნობილ ოჯახში მის მომა-
ვალ დარბაზობას, სადაც მავანი და მავანი ბატონები იქნე-
ბიანო. ძმამ დებს დიდი ამბით სთხოვა, თან გაჰყოლოდნენ,
მათ კი ასევე დიდი ამბით უარი უთხრეს, დღეს ხომ სტუმრებს
მოველითო. აქვე უნდა ვთქვა, რომ მათი დაპატიჟება თვითონ
უფროსმა ძმამ მოაწყო.
ლაპარაკი დაამთავრა თუ არა, ლაქია შემოვიდა და მოახ-
სენა, სერ ვ. გ-ს კარეტა გეახლათო. ძმა ამ სიტყვებზე მაშინვე
გარეთ გავარდა და მყისვე შემობრუნდა.
- ეჰ! - წამოიძახა, - დროის მხიარულად გატარების ყველა
გეგმა მეფუშება: სერ ვ.-მ კარეტა გამომიგზავნა და მთხოვს,
რაღაც საჭირო საქმეზე მოსალაპარაკებლად შევიარო მას-
თან.
ეს სერ ვ. მემამულე იყო, ჩვენგან სამ მილზე ცხოვრობდა.
წინადღით უფროსმა ძმამ მას კარეტა სთხოვა სამი საათის-
თვის.
39 მკითხველთა ლიგა
და აი, ჩემმა თაყვანისმცემელმა განკარგულება გასცა, მი-
ერთმიათ ყველაზე უკეთესი პარიკი, თავსარქმელი და დაშნა,
ლაქიას უბრძანა, ბოდიშის მოსახდელად წასულიყო იმის სახ-
ლში, ვისთანაც სტუმრობას აპირებდა, სხვანაირად რომ
ვთქვათ, ლაქიის თავიდან მოშორების დარბაისლური საბაბი
გამოიგონა, და კარეტისკენ გაეშურა, გზაზე შეჩერდა, საქ-
მიანი ტონით გამახსენა თავისი დავალებები, თანაც წამჩურ-
ჩულა, უკან გამომყევიო. არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ რევე-
რანსი გავუკეთე, თითქოს ამით იმის დადასტურება მსურდა,
რომ მის ნათქვამს უთუოდ შევასრულებდი. მეოთხედი საათის
შემდეგ მეც წავედი, კაბა არ გამომიცვლია, მხოლოდ ჯიბეში
ჩავიწყვე თავსახვევი, ნიღაბი, მარაო და ხელთათმანი. ამრი-
გად, შინ არავითარი ეჭვი არ დაჰბადებიათ. იგი იმ შუკაზე
მიცდიდა, რომელზეც უნდა გამევლო. მეეტლემ იცოდა, საით
წასულიყო - დაბა მაილ ენდში, სადაც ერთ-ერთი სანდო კაცი
ცხოვრობდა. ამ სახლში ყველაფერი ვპოვეთ იმისთვის, რომ
უზნეობას მივცემოდით.
როცა მარტონი დავრჩით, ჩემმა თანამგზავრმა საზეიმოდ
განაცხადა: აქ შესაცდენად როდი მოგიყვანე. ჩემი გახელებუ-
ლი სიყვარული უფლებას არ მაძლევს, რამე მუხანათობა ჩა-
ვიდინო, გადავწყვიტე ცოლად შეგირთო, როგორც კი ჩემს
ქონებას დავეპატრონები, ხოლო მანამდე, თუ დამეთანხმები
და ჩემს სურვილს დაჰყვები, ფრიად საგრძნობ თანხას მოგცე-
მო. იგი თავისი გრძნობების გულწრფელობაში კვლავ მეფი-
ცებოდა, თანაც დაუმატა, თავს არასოდეს დაგანებებო. ერთი
სიტყვით, ათასჯერ მეტი წინასწარი ნაბიჯი გადადგა, ვიდრე
საჭირო იყო.
რადგან ჩემგან პასუხს ელოდა, ვუთხარი, ამდენი დარწმუ-
ნების შემდეგ შენი სიყვარულის გულწრფელობაში ეჭვს ვე-
40 მკითხველთა ლიგა
ღარ შევიტან-მეთქი, მაგრამ... უცებ გავჩუმდი, თითქოს მინ-
დოდა, თვითონ მას გამოეცნო, რისი თქმაც მსურდა.
- მაგრამ რა, ჩემო კარგო? ვხვდები, რისი თქმაც გინდა: მე-
რე რომ დავორსულდეო? ასე არ არის? ნუ დარდობ, მე ვიზრუ-
ნებ თქვენზე, უზრუნველგყოფთ შენც და ბავშვსაც; ხოლო
იმის დასადასტურებლად, რომ არ ვხუმრობ, - განაგრძო მან, -
აი, საწინდარი. - ამ სიტყვებით ამოიღო ქისა, რომელშიც ასი
გინეა იდო, გადმომცა და თან დაუმატა: ასეთ საჩუქარს ყო-
ველწლიურად მოგცემ ჩვენს ქორწინებამდეო.
ქისას ვუყურებდი და ხან ვწითლდებოდი, ხან ვფითრდებო-
დი. მისმა წინადადებამ ალმური მომდო, ხმის ამოღების თავი
აღარ მქონდა, და ამას მშვენივრად ხედავდა. ქისა უბეში შევი-
ნახე. წინააღმდეგობას აღარ ვუწევდი, უფლება მივეცი, რაც
უნდოდა, ის გაეკეთებინა, ამასთან, რამდენიც უნდოდა. ასე
მოხდა ჩემი დაცემა. იმ დღიდან მიმატოვა სათნოებამ და თავ-
დაჭერამ, ამიერიდან იმედი აღარ უნდა მქონოდა აღარც
ღვთის კურთხევისა და აღარც ადამიანთა მხარდაჭერისა.
მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. ქალაქში დავ-
ბრუნდი, მისი დავალებები შევასრულე და მანამდე მივედი
შინ, სანამ ვინმე ჩემს იქ არყოფნას შეამჩნევდა, რაც შეეხება
ჩემს საყვარელს, იგი მხოლოდ გვიან ღამით მოვიდა სახლში.
ოჯახში ეჭვიც არავის შეჰპარვია ჩვენი ამბების გამო.
ამის შემდეგ მისი მეცადინეობით არაერთხელ გაგვი-
მეორებია ჩვენი დანაშაულებრივი პაემანი. ეს ჩვეულებრივად
შინ ხდებოდა, როცა ახალგაზრდა ბატონის დედა და დები
სტუმრად მიდიოდნენ. ისე ყურადღებით სდარაჯობდა მათ,
რომ არასოდეს გამოჰპარვია ამგვარი შემთხვევა და მყისვე
ჩემთან მოდიოდა, იცოდა, რომ მარტო მიპოვიდა და ხელს
არავინ შეგვიშლიდა. ამგვარად, თითქმის ნახევარ წელიწადს
41 მკითხველთა ლიგა
მშვიდად ვეძლეოდით ჩვენს უზნეო სიამტკბილობას და, ამის
მიუხედავად, არ დავორსულებულვარ, რაც ჩემს დიდი სიხა-
რულს იწვევდა. მაგრამ ეს ნახევარი წელი ჯერ არც კი გასუ-
ლიყო, რომ ჩემგან უკვე ნახსენებმა უმცროსმა ძმამაც არში-
ყობა დამიწყო. ერთხელ საღამოს, ბაღში რომ შემხვდა, ისე-
თივე სიმღერა წამოიწყო, სიყვარულში გამომიტყდა და თავი-
სი განზრახვის გულწრფელობაში დამაჯერა. ერთი სიტყვით,
არც აცია, არც აცხელა და ცოლად გაყოლა მთხოვა.
წარმოიდგინეთ ჩემი დაბნეულობა: არასოდეს ვმდგარვარ
ასეთი სიძნელის წინაშე. წინადადებაზე მტკიცე უარი განვუც-
ხადე, სხვადასხვა მიზეზი მომყავდა: ეს ხომ უთანასწორო
ქორწინება გამოვა, თქვენი ოჯახი არასოდეს მაპატიებს--
მეთქი; ეს იქნება თქვენი დედ-მამის მიმართ უმადურობა,
რომლებიც ასე გულკეთილად მომექცნენ, მიმიღეს, როცა
ყველაზე უმწეო მდგომარეობაში ვიმყოფებოდი-მეთქი. ერთი
სიტყვით, რას არ ვეუბნებოდი, რომ განზრახვაზე ხელი ამეღე-
ბინებინა, მხოლოდ ერთი რამ დავმალე, რაც ყველა მის მის-
წრაფებას ბოლოს მოუღებდა. ამის თაობაზე განა კრინტის
დაძვრას გავბედავდი!
მაგრამ აქ მოხდა ისეთი რამ, რასაც არ მოველოდი და რა-
მაც უფრო მეტად შემაცბუნა. ბუნებით პატიოსანი და პირდა-
პირი ახალგაზრდა კაცი შთაგონებული იყო კეთილშობილი
განზრახვით, გრძნობდა თავის სიმართლეს და უფროს ძმასა-
ვით არ ცდილობდა ოჯახის წევრთაგან დაეფარა თავისი ნაზი
გრძნობები მის ბეტისადმი. და თუმცა არავისთვის განუცხა-
დებია ჩემთვის მოცემული წინადადების ამბავი, მისი სიტყვე-
ბიდან დედამ და დებმა მაინც გაიგეს, რომ ვუყვარდი. მართა-
ლია, თავი ისე არ მომაჩვენეს, თითქოს ყოველივე იცოდნენ,
სამაგიეროდ, მისგან არ დაფარეს თავიანთი ეჭვები. მალე
42 მკითხველთა ლიგა
მათ ჩემდამი მომართვაშიც აღმოვაჩინე წინანდელზე მეტი
ცვლილება.
ღრუბლები შევნიშნე, მაგრამ ქარიშხლის მოახლოება ვერ
გავითვალისწინე. ვიმეორებ, ჩემდამი მათ მომართვაში
ცვლილება ძნელი შესამჩნევი არ იყო. დღითი დღე სულ უფ-
რო ცუდად მექცეოდნენ, სანამ ბოლოს მოსამსახურისგან არ
გავიგე, რომ მალე სახლის დატოვებას მომთხოვდნენ.
ამ ცნობამ როდი შემაშინა, რადგან ღრმად მწამდა, ჩემზე
იზრუნებდნენ, მით უფრო, რომ შეიძლებოდა დღე-დღეზე და-
ვორსულებულიყავი და მაშინ ისედაც აღარ დამედგომებოდა
იქ.
გავიდა რამდენიმე ხანი. უმცროსმა ძმამ შესაფერისი დრო
იხელთა და მითხრა, ჩემი გრძნობები მთელი ოჯახისთვის
გახდა ცნობილიო. მე არ მადანაშაულებდა, რადგან მშვენივ-
რად იცოდა, თუ რა ხერხით გაიგეს ეს ამბავი. იგი გამომიტ-
ყდა: გახმაურების მიზეზი ჩემივე საკუთარი სიტყვები გახდა,
რადგან გულისნადები ჯეროვნად ვერ შევინახე. ვფიქრობდი,
შენი თანხმობის შემთხვევაში გამოვუტყდებოდი მშობლებს
ჩემს სიყვარულში და ცოლის შერთვის განზრახვაშიო. მარ-
თალია, დედა და მამა გამირისხდებოდნენ და სიმკაცრესაც
გამოიჩენდნენ, მაგრამ ახლა უნარი მაქვს, მქონდეს და-
მოუკიდებელი შემოსავალი - სამართალი ტყუილად კი არ შე-
ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, შემიძლია შეძლებულად
გაცხოვრო. ერთი სიტყვით, სჯეროდა, რომ მე მისი არ შემ-
რცხვებოდა. გადაწყვიტა, თვითონაც არ შერცხვენოდა ჩემი
და პირდაპირ გაემხილა თავისი გრძნობები იმ ადამიანის-
თვის, რომელიც ცოლად აირჩია. ამრიგად, სხვა აღარაფერი
მრჩებოდა, იმის გარდა, რომ თანხმობა მიმეცა მისთვის. და-
ნარჩენზე კი პასუხისმგებლობას თვითონ იღებდა.
43 მკითხველთა ლიგა
ჩემი მდგომარეობა საშინელი იყო. მწარედ ვნანობდი
იმას, რომ ასე ადვილად დავუთმე უფროს ძმას, იმიტომ კი
არა, რომ სინდისი მქენჯნიდა, არამედ იმის გახსენებაზე, თუ
რა ბედი გავუშვი ხელიდან. როგორც უკვე ვთქვი, სინდისი მა-
ინცდამაინც დიდად არ მაწუხებდა, მაგრამ იმაზე ფიქრიც კი
არ შემეძლო, რომ ერთი ძმის საყვარელი და მეორის ცოლი
ვყოფილიყავი. უცებ გამახსენდა, უფროსი ძმა ხომ დამპირდა
ცოლად შერთვას, როდესაც თავის ქონებას დაეპატრონებო-
და. მაგრამ ახლა გამაკვირვა იმან, რაზეც წინათ არაერთხელ
მიფიქრია: რაც მისი საყვარელი გავხდი, კრინტიც აღარ და-
უძრავს თავის დაპირებაზე. ამაზე, ვიმეორებ, თუმცა ხშირად
მიფიქრია, ეს მაინც სულ არ მაწუხებდა, რადგან არც ვნება და
არც სიუხვე ოდნავადაც არ დაჰკლებია. სიფრთხილის გულის-
თვის მთხოვა მხოლოდ, არც ერთი პენი არ დამეხარჯა კაბებ-
სა და მორთულობაზე, რადგან ეს აუცილებლად გამოიწვევდა
მისი მშობლების ეჭვს: ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ასეთ
ნივთებს ჩვეულებრივი გზით, ვინმე კეთილისმყოფელის და-
უხმარებლად ვერ ვიშოვიდი და მყისვე ჩემ მიმართ ეჭვი
დაებადებოდათ.
ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩავვარდი. არ ვიცოდი, რა
მექნა. ყველაზე მეტად ის მაფიქრებდა, რომ უმცროსი ძმა არა
მარტო მეარშიყებოდა, არაფრის დაფარვასაც არ ცდილობ-
და. შემოდიოდა დის ან დედის ოთახში, ჯდებოდა და მათი
თანდასწრებით საალერსო სიტყვებს მეუბნებოდა. ამაზე მთე-
ლი სახლი ლაპარაკობდა, დედა საყვედურებით მავსებდა,
ჩემდამი დამოკიდებულებაც მთლიანად შეიცვალა. ერთი
სიტყვით, დედამ რამდენიმე შენიშვნა გამოთქვა ჩემი მისა-
მართით, საიდანაც ძნელი არ იყო იმის გაგება, რომ მას სურ-
და იძულებული გავეხადე, ოჯახი დამეტოვებინა, სხვა სიტყვე-
44 მკითხველთა ლიგა
ბით რომ ვთქვა - გავეპანღურებინე. დარწმუნებული ვარ, ეს
ამბავი უფროსი ძმისთვის საიდუმლოდ არ დარჩენილა, მაგ-
რამ ის, როგორც ყველა დანარჩენი, ვერც კი ხვდებოდა, რომ
უმცროსმა ძმამ წინადადება მომცა. სამაგიეროდ, ჩემთვის
ცხადი იყო, რომ საქმე ამით არ დამთავრდებოდა, ამიტომაც
აუცილებლად ჩავთვალე გამოვტყდომოდი უფროს ძმას ყვე-
ლაფერში, ანდა იძულებული გამეხადა, თვითონ მას დაეწყო
ამაზე ლაპარაკი, თუმცა არ ვიცოდი, მე დამესწრო, თუ მის-
თვის დამეთმო პირველი სიტყვა.
სერიოზული დაფიქრების შემდეგ (უნდა ითქვას, რომ ახ-
ლა უკვე ამბებს სერიოზულად დავუწყე ცქერა) გადავწყვიტე,
თვითონ წამომეწყო ლაპარაკი. მალე საამისო შემთხვევაც
მომეცა: მეორე დღეს უმცროსი ძმა საქმეზე ლონდონში გაემ-
გზავრა, ოჯახი კვლავ სტუმრად წავიდა, ხოლო ჩემი საყვარე-
ლი, როგორც სჩვეოდა, მის ბეტისთან გამოცხადდა ორიოდე
საათის გასატარებლად.
მცირე ხნის შემდეგ ადვილად შემნიშნა ცვლილება: ჩემი
მოურიდებლობა და მხიარულება გაქრა, რაც მთავარია, სახე
ნამტირალევი მქონდა. დაინახა თუ არა, მყისვე შემეკითხა,
რა ამბავია, რამე ხომ არ დაგემართაო. აღიარებას სიამოვნე-
ბით გადავდებდი, მაგრამ დამალვა უკვე შეუძლებელი იყო.
და აი, მივეცი ნება, დიდი გაჭირვებით ამოეღერღა ჩემგან, ის,
რის გაზიარებაც თვითონ ასე მინდოდა. ვუთხარი: მართლა
ერთი რამ მაწუხებს, მაგრამ ეს საიდუმლოა, თუმცა მისი
საიდუმლოდ შენახვა ძნელია ჩემთვის, ხოლო როგორ გამოვ-
ტყდე, არ ვიცი. ეს ჩემთვის მოულოდნელობა იყო და დიდად
დამაბნია. წარმოდგენა არ მაქვს, რა ვიღონო, მარტო ვერა-
ფერს გადავწყვეტ, თუ შენც ცოტა მაინც არ დამეხმარება--

45 მკითხველთა ლიგა
მეთქი. ალერსიანად მომმართა, არ შეწუხდეო, აღმითქვა,
რაც უნდა მოხდეს, მთელი ქვეყნისგან დაგიცავო.
მაშინ შორიდან მოვუარე და ვკითხე, ჩვენი ურთიერთობის
ამბავი ქალბატონს ვინმემ ხომ არ უამბო-მეთქი? ჩემდამი მათ
მომართვაში აშკარად იგრძნობოდა მკვეთრი ცვლილება:
საქმე იქამდეც მივიდა, რომ ხშირად შარს მდებენ და ზოგჯერ
მლანძღავენ კიდეც, თუმცა საამისო საბაბს არასოდეს ვაძ-
ლევ. წინათ მე და უფროსი და ყოველთვის ერთ ლოგინში ვი-
წექით, ეს რამდენიმე ხანია კი ცალკე ან რომელიმე მსახურ
გოგოსთან მაწვენენ. ბატონმა და ქალბატონმა თქვეს, საჭი-
როა ამ გოგოს გაგდება, რადგან მისი აქ დატოვება ოჯახის-
თვის საშიშიაო.
ბოლომდე რომ მომისმინა, გაეღიმა. ამან, ცოტა არ იყოს,
შემაშფოთა, მივახალე, ასე ფუქსავატი როგორ უნდა იყოს
ადამიანი. ხომ უნდა გესმოდეს, თუ მოგვასწრეს, დავიღუპები
და არც შენ დაგადგება კარგი დღე, თუმცა ჩემსავით არ
დაზარალდები-მეთქი. დავუწყე ყვედრება, ყველა სხვა მამა-
კაცს ჰგავხარ, თქვენს ხელში ქალის პატიოსნება მხოლოდ
სათამაშოა, გასართობი. უბედური, თქვენზე მონდობილი ქა-
ლის დაღუპვა თქვენთვის არაფერს ნიშნავს, ყურადღების
ღირსიც კი არ არის-მეთქი. როგორც კი ნახა, სერიოზულად
ვლაპარაკობდი, მყისვე კილო შეიცვალა. მიპასუხა: ჩემზე
ასეთი აზრების მოსმენა საწყენია, საამისოდ მცირეოდენი სა-
ბაბიც კი არასოდეს მომიცია, პირიქით, თვალისჩინივით ვუფ-
რთხილდებოდი შენს სახელს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ურ-
თიერთობაში დაეჭვებულიც კი არავინ არის ამ სახლში, ისე
ფრთხილად ვიქცეოდი. შენს ლაპარაკზე იმიტომ გამეღიმა,
რომ ახლახან სრულიად საწინააღმდეგო რამეში დავრწმუნ-
დი, კერძოდ იმაში, რომ ჩვენს საქმეებს ვერავინ ხვდება, და
46 მკითხველთა ლიგა
როცა გიამბობ, რატომ ვარ ამაში დარწმუნებული, შენც
გაიღიმებ, რადგან ჩემი ნაამბობი უთუოდ დაგაკმაყოფილებ-
სო.
- აქ ჩემთვის რაღაც მიუწვდომელი საიდუმლოებაა, - ვუთ-
ხარი, - როგორ შემიძლია კმაყოფილი ვიყო იმით, რომ სახ-
ლიდან პანღურით გამაგდონ? თუ ჩვენი კავშირი გახმაურებუ-
ლი არ არის, არ ვიცი, სხვა რა ბრალი მიმიძღვის შენი მშობ-
ლების წინაშე, რომლებიც ახლა ზურგს მაქცევენ, წინათ კი
საკუთარი ქალიშვილივით ალერსიანად მეპყრობოდნენ.
- მართალია, ჩემო პატარავ, - მითხრა, - ჩემი მშობლები
შენით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში
მცირე ეჭვიც არ ეპარებათ, სამაგიეროდ ღრმად სჯერათ, რომ
ჩემი ძმა რობინი გეარშიყება. საკვირველიც არ არის: ჩერ-
ჩეტმა თვითონ მიიყვანა ამ აზრამდე, ნიადაგ თავის გრძნო-
ბებზე ლაყბობს, რითაც თავს ფრიად სასაცილო მდგომა-
რეობაში იგდებს. მე თუ მკითხავ, მისი მხრიდან ეს ძალზე ცუ-
დია. განა ვერ ხედავს, რომ მისი ლაყბობა აღიზიანებს მშობ-
ლებს და შენ წინააღმდეგ ამხედრებს? მე კი კმაყოფილი ვარ,
ჩემზე ხომ სულ მცირე ეჭვიც არ გასჩენიათ. ვიმედოვნებ, ამით
შენც კმაყოფილი დარჩები.
- რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ, - ვუთხარი, - მაგრამ არა
სავსებით. უფრო მეტად სხვა რამ მაშფოთებს, თუმცა ისიც
საკმაოდ მაწუხებდა.
- არ მეტყვი, რა გაშფოთებს? - შემეკითხა.
პასუხად ტირილი წამსკდა, სიტყვა კი ვერ ამოვღერღე. ყო-
ველმხრივ შეეცადა დავემშვიდებინე, თანაც დაჟინებით
მთხოვდა ყველაფერი ამეხსნა. ბოლოს ვუთხარი, რომ ჩემს
მოვალეობად ვთვლიდი, ამაშიც გამოვტყდომოდი: პირველ
ყოვლისა, ეს თვითონ მას ეხებოდა, მეორეც, მისი რჩევა მესა-
47 მკითხველთა ლიგა
ჭიროებოდა, ძალზე დაბნეული ვარ და არ ვიცი, ამ მდგომა-
რეობიდან როგორ გამოვიდე-მეთქი. ყოველივე დაწვრილე-
ბით მოვუყევი, ვუთხარი, როგორ გაუფრთხილებლად მოიქცა
მისი ძმა, ეს საქმე რომ გაახმაურა: მას რომ ყველაფერი
საიდუმლოდ შეენახა, ცივ უარს ვეტყოდი, არაფრის ახსნა არ
დამჭირდებოდა და თანდათან შეწყვეტდა უკან დევნას. მაგ-
რამ ამ პატივმოყვარე ადამიანმა იფიქრა, უარს ვერ მეტყვი-
სო, ამასთან გაბედულება ეყო, თავისი განზრახვა მთელი სახ-
ლისთვის მოედო.
ჩემს საყვარელს ვუამბე, თუ რა მტკიცე წინააღმდეგობას
ვუწევდი მის ძმას და რაოდენ კეთილშობილი და გულწრფე-
ლი იყო მისი წინადადება.
- მაგრამ, - დავასრულე, - ჩემი მდგომარეობა უფრო გარ-
თულდება. თუ შენს მშობლებს ახლა ის სწყინთ, რომ მას ჩემი
ცოლად შერთვა სურს, შემდეგში უფრო გაჯავრდებიან, როცა
გაიგებენ, რომ უარი ვტკიცე. მაშინვე მომახლიან, ამ გომბიოს
ალბათ საქმე ცუდად აქვს, უთუოდ ვინმეს ცოლია უკვე, თო-
რემ ასეთ ბრწყინვალე საქმროზე უარს არ იტყოდაო.
ჩემმა ლაპარაკმა მასზე ძლიერი გავლენა მოახდინა. მიპა-
სუხა, შენი მდგომარეობა მართლაც რთულია და არ ვიცი,
როგორ შეიძლება აქედან გამოსვლაო. მაინც დამპირდა, ვი-
ფიქრებ და უახლოეს შეხვედრაზე გაცნობებ ჩემს გადაწყვეტი-
ლებასო, თანაც მთხოვა, მანამდე თანხმობა არ მიმეცა მისი
ძმისთვის, მაგრამ გადაჭრით უარიც არ მეთქვა და გაურკვე-
ველ მდგომარეობაში მემყოფებინა.
სიტყვებზე - პირობა არ მიმეცა, წამოვიჭერი. - ხომ კარგად
იცი, - მივახალე, - პირობის მიცემა არ შემიძლია, რადგან აღ-
მითქვი, ცოლად გითხოვო. ნიადაგ მიმტკიცებდი, ჩემი ცოლი
ხარო, მეც გულწრფელად მწამდა, რომ ასე იყო, თითქოს ჯვა-
48 მკითხველთა ლიგა
რიც კი დაგვეწეროს. ამის უფლება ხომ შენ მომეცი, ყოველ-
თვის მარწმუნებდი, ქმარი მიწოდეო.
- მისმინე, ჩემო კარგო, - მითხრა პასუხად, - ახლა ამაზე ნუ
იფიქრებ: თუმცა შენი ქმარი არ ვარ, მაინც ქმარივით მოგექ-
ცევი. ნუ ღელავ, საშუალება მომეცი, ყოველივე კარგად მო-
ვიფიქრო. შემდეგ შეხვედრაზე უფრო ზუსტ პასუხს გაგცემ.
ასე მამშვიდებდა ყველა საშუალებით, მაგრამ შევნიშნე,
რომ ძალზე შეწუხებული იყო და თუმცა ერთობ ალერსიანად
მეპყრობოდა, ათასჯერ მაკოცა და ფულიც მომცა, მაინც ვერა-
ვითარი გადაწყვეტილება ვერ მიიღო ჩვენი ორსაათიანი პა-
ემნის განმავლობაში, რითაც გაოცებული დავრჩი. ვერ გამე-
გო, რა იყო მისი ასეთი მოქცევის მიზეზი.
მისი ძმა ლონდონიდან მხოლოდ ხუთი თუ ექვსი დღის
შემდეგ დაბრუნდა, და კიდევ ორი დღე გავიდა, სანამ უფროს
ძმას საშუალება მიეცა ცალკე ელაპარაკა მასთან ჩვენს საქ-
მეზე. იმავე ღამეს მოახერხა და გამოძებნა საშუალება (დიდ-
ხანს ერთად დავრჩით), რათა ჩემთვის მთელი საუბრის შინა-
არსი გადმოეცა, რომელიც დაახლოებით ასეთი იყო:
უფროს ძმას ეთქვა, შენი გამგზავრების შემდეგ ჩემს ყუ-
რამდე უცნაურმა ხმებმა მოაღწია, თითქოს მის ბეტის ეარში-
ყებოდეო.
- მერედა რა, - მცირეოდენი გაღიზიანებით ეპასუხა უმ-
ცროსს, - ვისი რა საქმეა?
- დამშვიდდი, რობინ. შენზე სულაც არ ვარ გაჯავრებული,
შენს საქმეებში ჩარევას არ ვაპირებ, მაგრამ, მგონია, რომ
ისინი სწორედ ამის გამო შეშფოთდნენ და ცუდად დაუწყეს ყუ-
რება საწყალ გოგოს. იცოდე, მის ყოველგვარ განაწყენებას
ისე ვუყურებ, როგორც საკუთარ შეურაცხყოფას.
- ვინ „ისინი“? - ეკითხა რობინს.
49 მკითხველთა ლიგა
- დედა და დები, - ეპასუხა უფროსს. - ნამდვილად გიყვარს
ეს გოგო?
- გულწრფელად გეტყვი: ამქვეყნად ყველა ქალზე მეტად
მიყვარს, და ის ჩემი გახდება, რასაც უნდა ამბობდნენ ან აკე-
თებდნენ დედა და დები. ვფიქრობ, გოგო უარს არ მეტყვის.
ეს სიტყვები გულში ლახვარივით მომხვდა. ერთი შეხედ-
ვით ბუნებრივი იყო მევარაუდა, რომ უარს არ ვეტყოდი, მაგ-
რამ სინდისი მკარნახობდა, უარი აუცილებლად მეტკიცა,
თუმცა ამ ნაბიჯში საკუთარ დაღუპვას ვხედავდი. თავს გამო-
ვუტყდი, რომ ჩემი ინტერესი მაიძულებდა, ახლა სულ სხვა
მეთქვა, ამიტომაც ასეთი სიტყვებით შევაწყვეტინე ლაპარაკი:
- შეხედე ერთი! ნუთუ სჯერა, რომ დავთანხმდები? აბა, ნა-
ხავს, რა ცივ უარს ვტკიცავ.
- გეყოფა, ჩემო კარგო. ბოლომდე მათქმევინე ყოველივე,
რაც ჩვენ შორის მოხდა, მერე კი რაც გინდა, ის თქვი.
ძმისთვის ასე ეპასუხა:
- ხომ იცი, რობინ, მას ერთი პენიც არ აქვს, შენ კი შეიძლე-
ბა მდიდარი საცოლეები გამოგიჩნდნენ.
- რა ბედენაა, რომ არაფერი აქვს, - ეთქვა რობინს, - ბეტი
მიყვარს და ქისის გულისთვის სიყვარულს არ დავთმობ.
- ამ სიტყვებზე, ჩემო კარგო, - დაუმატა ჩემმა საყვარელმა
და მომიბრუნდა, - საწინააღმდეგო არაფერი მქონდა სათქმე-
ლი.
- მე კი მაქვს საწინააღმდეგო. უკვე ვისწავლე „არას“ თქმა,
თუმცა წინათ არ ვიცოდი. ახლა თუნდაც სამეფო დიდვეზირმა
მთხოვოს ცოლობა, მასაც მტკიცე უარს განვუცხადებ.
- მაინც რის თქმა შეგიძლია რობინისთვის? ამას წინათ
თვითონვე ამბობდი, კითხვას კითხვაზე დამაყრისო. მთელი

50 მკითხველთა ლიგა
სახლი ხომ გაოცებით დაიწყებს იმის გამორკვევას, თუ რას
ნიშნავს ყოველივე ეს.
- და განა არ შემიძლია ყველას ბურთი ჩავჩარო პირში
იმის თქმით, რომ მისი ძმის ცოლი ვარ უკვე? - ღიმილით ვუ-
პასუხე.
ამ სიტყვებზე ჩემს თანამოსაუბრესაც გაეღიმა, მაგრამ შევ-
ნიშნე, რომ შეშფოთებული იყო, თავისი დაბნეულობა ვერ
დაემალა.
- რა თქმა უნდა, - თქვა, - ეს ცოტად თუ ბევრად სამარ-
თლიანია. მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ხუმრობ,
რადგან მშვენივრად იცი ამგვარი პასუხის მთელი უხერხუ-
ლობა, რაც მრავალი მიზეზით არის გამოწვეული.
- არა, არა, ნუ წუხხარ, - მხიარულად მივუგე, - შენთან
შეუთანხმებლად ჩვენი საიდუმლოს გახმაურებას არ ვაპირებ.
- მაშინ რითღა აუხსნი მათ შენს მტკიცე უარს ასეთ აშკა-
რად სასარგებლო გათხოვებაზე?
- განა ცოტა რამის თქმა შეიძლება? ჯერ ერთი, საერთოდ,
ვალდებული არ ვარ, ვინმეს ანგარიში ჩავაბარო, მეორეც, შე-
მიძლია განვუცხადო რომ უკვე გათხოვილი ვარ, მაგრამ არ
ვეტყვი ვისზე: ვფიქრობ, ასეთი პასუხი შეკითხვების გაგრძე-
ლების ხალისს დაუკარგავს.
- ჰო, მაგრამ მაშინ მთელი სახლი მოსვენებას აღარ მოგ-
ცემს და, თუ ყოველგვარ ახსნა-განმარტებაზე ცივ უარს იტ-
ყვი, შეიძლება აგითვალწუნონ, თან ეჭვიც აღეძრათ.
- მაშ, რა ვიღონო? - შევეკითხე. - როგორც უკვე გითხარი,
ძალზე რთულ მდგომარეობაში ვარ და შენი რჩევა მჭირდება.
- დამიჯერე, ჩემო ძვირფასო, ამაზე ბევრი ვიფიქრე, და ის,
რის რჩევაც შემიძლია, ჩემთვის ძალზე უსიამოვნოა, თანაც
პირველად მოსალოდნელია უცნაურადაც მოგეჩვენოს. ყოვე-
51 მკითხველთა ლიგა
ლივე ავწონ-დავწონე და ასეთ დასკვნამდე მივედი: ნუ შეუშ-
ლი ხელს, გამოთქვას შენთან თავისი გრძნობები, და თუ მის
განზრახვას გულწრფელად და სერიოზულად მიიღებ, ცოლად
გაჰყევი.
ეს რომ მოვისმინე, სახე შემეშალა, ტყვიანაკრავივით გავ-
ფრინდი და კინაღამ სავარძლიდან უგრძნობლად გადავვარ-
დი. ჩემი საყვარელი გულგახეთქილი წამოვარდა და დაიყვი-
რა: „რა გემართება, ჩემო კარგო?“ - შემანჯღრია, სახელი მე-
ძახა, სანამ გონს არ მომიყვანა, თუმცა საამისოდ მცირე დრო
როდი დასჭირდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში დანა
პირს არ მიხსნიდა.
როცა ცოტა დავმშვიდდი, მითხრა:
- ჩემო კარგო, ამაზე სერიოზულად უნდა იფიქრო. ხომ ხე-
დავ, რა უნდობლად დაგიწყო ოჯახმა ყურება ჩემი ძმის ლაპა-
რაკის შემდეგ. წარმოიდგინე, როგორ გახელდება ყველა,
როცა ჩვენს კავშირს შეიტყობენ. მგონი, ეს ორივესთვის დამ-
ღუპველი იქნება.
- მაშ, ასე! - წამოვიძახე განრისხებულმა, - ყველა შენი და-
პირება და ფიცი ყინულზე დაწერილი აღმოჩნდა, როგორც კი
შენიშნე, რომ ოჯახმა უკმაყოფილება გამოხატა. განა თვითონ
არ მოველოდი ამას, თუმცა ფუქსავატურად ეპყრობოდი ჩემს
შენიშვნებს და ისე გეჭირა თავი, თითქოს გსურდა დაგემტკი-
ცებინა, ასეთ წვრილმანებზე მაღლა ვდგავარო. ახლა კი სა-
დამდე მიხვედი! სად არის შენი ერთგულება და პატიოსნება,
შენი სიყვარული და დაპირებათა სიწმინდე?
შეშფოთებული ისმენდა ჩემს გაკიცხვას, რისთვისაც სიტ-
ყვებს არ ვზოგავდი.
- ძვირფასო, - მითხრა ბოლოს, როცა გავჩუმდი, - ჯერ კი-
დევ არ დამირღვევია არც ერთი ჩემი პირობა. ხომ გითხარი,
52 მკითხველთა ლიგა
ცოლად შეგირთავ, როცა ჩემს ქონებას დავეუფლები-მეთქი.
მაგრამ ხედავ, მამაჩემი ჯერ ჯანმრთელად და ყოჩაღად არის.
კიდევ ოცდაათი წელი შეუძლია იცოცხლოს და ბევრ ჩვენს ქა-
ლაქელზე მხნედ იქნება. შენ თვითონ არასოდეს გაგხსენებია
ჯვრისწერა, იცოდი, რომ ამას ჩემი დაღუპვა შეეძლო, იგივე
უნდა ითქვას სხვა ყველაფერზე: მოტყუებით არაფერში მო-
მიტყუებიხარ.
განა შემეძლო მისი ნათქვამი სიტყვები არ დამეჯერებინა?
- როგორღა მოვიქცე? - ვუთხარი, - დაგიჟინია, ასეთი საში-
ნელი ნაბიჯი გადავდგა: მიგატოვო, როცა თვითონ ჩემს მიტო-
ვებას არ აპირებ? რატომ არ გსურს, მეც გელტვოდე, მეც მიყ-
ვარდე, თუ თვითონ ასე გიყვარვარ? განა მე შენს გრძნობებზე
გრძნობითვე არ გპასუხობდი? განა ჩემი გულწრფელობა და
ვნება არაფრით დაგიდასტურე? განა ჩემი უბიწოება რომ გა-
ნაცვალე, ამით არ დაგიმტკიცე, რომ ჩვენი კავშირი მტკიცე
და ურღვევია?
- გათხოვებით, ჩემო ძვირფასო, ხომ მოიპოვებ ქონებას,
დაიცავ შენს პატიოსნებას, და ის, რაც ჩვენ შორის მოხდა, მა-
რადიულ დავიწყებას მიეცემა, სამუდამოდ შეგრჩება ჩემდამი
ლტოლვა, მაგრამ იგი იქნება უმწიკლო და წმინდა, ჩემს ძმას-
თან შედარებით: ჩემი საყვარელი დაიკო გახდები, როგორც
ახლა ხარ ჩემი ძვირფასი... - და ენა დაება.
- შენი ძვირფასი კახპა, - დავამთავრე ნათქვამი, - აი, რისი
თქმა გინდოდა და უფლებაც გქონდა გეთქვა. მესმის შენი. მა-
ინც გთხოვ, გაიხსენო, რამდენჯერ დაგირწმუნებივარ, საკუ-
თარი თავისთვის ისე მეცქირა, როგორც პატიოსანი ქალის-
თვის, მაჯერებდი, თუ საზოგადოების თვალში არა, სინამდვი-
ლეში მაინც ჩემი ცოლი ხარ და ჩვენი ქორწინება ისევე კანო-
ნიერია, როგორც იმ შემთხვევაში იქნებოდა, სამრევლო
53 მკითხველთა ლიგა
მღვდელს ჯვარი რომ დაეწერაო. ეს ხომ შენი საკუთარი სიტ-
ყვები იყო.
ლაპარაკის კილო ძალზე მკვახე გამომივიდა, გადავწყვი-
ტე, ცოტა შემერბილებინა. გაქვავებული იდგა, კრინტს ვერ
ძრავდა, მე კი განვაგრძე:
- ხომ არ ფიქრობ, - ამდენად უსამართლო არა მგონიხარ, -
დამეჯერებინა ყველა შენი დარიგება უსიყვარულოდ? განა
ოდესმე საბაბი მოგეცი, ჩემზე ასეთი მდაბალი აზრი გქონო-
და? თუ მაშინ ჩემს სიყვარულს დავუთმე, ყურად ვიღე შენი
სიტყვები და საკუთარ თავს შენი ცოლი ვუწოდე, ნუთუ ახლა
მაიძულებ, სიცრუედ ჩავთვალო ყველაფერი, რაც გითქვამს
და ჩემს თავს კახპა ან საყვარელი ვუწოდო, რაც ერთი და
იგივეა? ახლა აპირებ შენს ძმას გადამცე? ნუთუ შეგიძლია გა-
დასცე ჩემი სიყვარულიც? იქნებ მიბრძანო, შენზე გული გავი-
ცივო და შენი ძმა შევიყვარო? ნუთუ ფიქრობ, რომ ძალმიძს
ასეთი ფერიცვალება, და ისიც შეკვეთით? არა, ბატონო ჩემო,
დამიჯერე, ეს შეუძლებელია, და როგორც უნდა შეიცვალო,
მარად შენი ერთგული დავრჩები. რაკი ასეთი ბედი მხვდა წი-
ლად, შენს ხასად ყოფნას უფრო ადვილად დავთანხმდები,
ვიდრე შენი ძმის ცოლობას.
ჩემმა ნათქვამმა, როგორც ჩანს, მასზე გავლენა მოახდი-
ნა, შეწუხებულმა მითხრა: ძველებურად მიყვარხარ, მოცემუ-
ლი პირობა არასოდეს დამირღვევია, მაგრამ, ვფიქრობ, ეს
საქმე საფრთხეს გიქადის, და ის, რაც გირჩიე, ერთადერთი
გამოსავალი მგონია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას
ჩვენი სრული დაშორება არ მოჰყვება, კვლავ მეგობრებად
დავრჩებით მთელი ცხოვრების განმავლობაში და იმაზე
ძლიერადაც გვეყვარება ერთმანეთი, ვიდრე ახლაო. პირობა
მომცა, რომ საიდუმლოებას არასოდეს გასცემდა, რადგან ეს
54 მკითხველთა ლიგა
ორივესთვის დამღუპველი იქნებოდა. ბოლოს მითხრა: მინდა
ერთი რამ გკითხო, რაც შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩ-
ნდეს, და თუ დადებით პასუხს მივიღებ, მაშინ ყოველგვარი
ეჭვი გამიქარწყლდება, რომ ეს შენთვის ერთადერთი გამოსა-
ვალიაო.
მაშინვე მივხვდი, რასაც მკითხავდა, სახელდობრ - ორსუ-
ლად ვიყავი თუ არა. - რა შუაშია ეს? - მივუგე, - მაგრამ მაინც
ნუ წუხდები, ორსულად არ გახლავარ.
- მაპატიე, ჩემო კარგო, - მომმართა, - საუბრის გაგრძელე-
ბის დრო აღარ მაქვს. კარგად დაფიქრდი. ღრმად ვარ დარ-
წმუნებული, რომ ეს შენთვის საუკეთესო გამოსავალია.
ამ სიტყვებით გამომემშვიდობა. აჩქარდა, რადგან ალაყა-
ფის კარის ზარი ჩამორეკეს დედამ და დებმა სწორედ მაშინ,
როცა ადგა და წასასვლელად ემზადებოდა.
დამტოვა იმ დროს, როცა უკიდურესად აფორიაქებული ვი-
ყავი და თავში აზრები მერეოდა. ამას ნათლად ხედავდა
მეორე დღეს და მთელი კვირის განმავლობაში, მაგრამ მაინც
შემთხვევას ვერ პოულობდა გამომლაპარაკებოდა იმ სამშა-
ბათიდან კვირამდე, როცა უქეიფოდ ყოფნის გამო ეკლესიაში
არ წავედი, ის კი რაღაც გამოგონილი მიზეზით შინ დარჩა.
ამჯერადაც მთელი საათ-ნახევარი გაატარა ჩემთან, ჩვენი
დავა აქაც გაგრძელდა, ერთმანეთს იმასვე ვეუბნებოდით,
ისე, რომ ამ საუბრის გამეორებას აზრი არ აქვს. ბოლოს გავ-
ცხარდი და შევეკითხე: რას ფიქრობ ჩემს სინდისზე, შეგიძ-
ლია წარმოიდგინო, დავთანხმდები თუ არა, კავშირი მქონ-
დეს ორივე ძმასთან-მეთქი? დარწმუნებული იყავი, რომ ეს შე-
უძლებელი იქნება. და ისიც რომ მითხრა, არასოდეს აღარ
გნახავო, - ამაზე საშინელი ჩემთვის მარტოოდენ სიკვდილი
იქნება, - მაშინაც კი არ ვიკისრებ ჩემთვის ესოდენ უპატიოს-
55 მკითხველთა ლიგა
ნო და შენთვის დამამცირებელი ნაბიჯის გადადგმას-მეთქი.
ამიტომაც თუ დაგრჩა თუნდაც ოდნავი პატივისცემა ან სიყვა-
რული, ვეხვეწებოდი, ამაზე ჩემთან კრინტიც აღარ დაძრა, ან-
და იძრე მახვილი და გულში დამეცი-მეთქი. გაოცებული დარ-
ჩა ჩემი სიჯიუტით, მითხრა, სასტიკი ხარ მის მიმართაც და ჩემ
მიმართაცო. ბედმა მოულოდნელად ორივეს ზურგი შეგვაქ-
ცია. სხვა საშუალებას ვერ ვხედავ დაღუპვისგან თავის დასახ-
სნელად, ამიტომაც შენი საქციელი უფრო მკაცრად მეჩვენე-
ბაო. თუმცა, ამაზე ლაპარაკს თუ მიკრძალავ, - დაუმატა უჩ-
ვეულო გულცივობით, - მაშინ საერთოდ სალაპარაკო არაფე-
რი გვქონიაო. ამ სიტყვებით წამოდგა გამოსამშვიდობებლად.
მეც წამოვდექი ხელოვნური გულგრილობით და როცა მომი-
ახლოვდა, ვითომ გამოსათხოვრად რომ ეკოცნა, ისეთი საში-
ნელი ოხვრა აღმომხდა, კიდეც რომ მდომოდა, სიტყვასაც
ვერ დავძრავდი, მხოლოდ ხელი მოვუჭირე განშორების ნიშ-
ნად, ცრემლი კი ღაპაღუპით მომდიოდა თვალებიდან.
ამ სცენამ ფრიად ააღელვა, ხელახლა ჩამოჯდა და კვლავ
დამშვიდება დამიწყო, ისევ ჩამაცივდა, დამიჯერეო, თან მარ-
წმუნებდა: უარიც რომ თქვა, კვლავინდებურად შეგინახავო,
მაგრამ მაგრძნობინა, რომ უარს მეტყოდა მთავარ რამეში -
როგორც საყვარელსაც კი, რადგან პატიოსნებად არ მიაჩნდა
საქმე ჰქონოდა ისეთ ქალთან, რომელიც ადრე თუ გვიან შე-
იძლებოდა მისი რძალი გამხდარიყო.
ის, რომ მისი სახით საყვარელს ვკარგავდი, ჩემთვის იმდე-
ნად სამწუხარო არ იყო, როგორც თვითონ მისი დაკარგვა, -
რადგან ნამდვილად გაგიჟებით მიყვარდა, - და აგრეთვე მისი
ცოლად გახდომის აღთქმული იმედის დაღუპვა. ყოველივე
ამან ისე გამთანგა, რომ ლოგინად ჩავვარდი. საშინელი ცხე-
ლება დამეწყო. ოჯახში ჩემი გადარჩენის იმედი ყველას
56 მკითხველთა ლიგა
დაეკარგა. მართლაც ძალზე ცუდად ვიყავი, ხშირად ვბოდავ-
დი, მაგრამ არაფერი მაფრთხობდა ისე, როგორც იმის შიში,
ვაითუ რამე წამომცდეს ბოდვისას, რაც მას ვნებას მოუტანს--
მეთქი. ამასთან საშინლად მტანჯავდა მისი ნახვის სურვილი,
მასაც უნდოდა ჩემთან შეხვედრა, რადგან ძალიან ვუყვარდი.
მაგრამ ამის განხორციელება შეუძლებელი იყო: არც ერთ
ჩვენგანს მცირედი საშუალებაც არ ჰქონდა პაემნის მოსაწყო-
ბად.
თითქმის ხუთი კვირა გავიდა, რაც ლოგინში ვიწექი. და
თუმცა სამი კვირის შემდეგ სიცხემ მიკლო, დროდადრო შეტე-
ვები მაინც მიახლდებოდა. მკურნალებმა რამდენჯერმე
თქვეს, ამაზე მეტის გაკეთება აღარ ძალგვიძს და სენთან
ბრძოლა ბუნებას უნდა მივანდოთო. ხუთი კვირის შემდეგ თა-
ვი უკეთ ვიგრძენი, მაგრამ ისე სუსტად ვიყავი, იმდენად შე-
ვიცვალე და ისე ნელა ვჯანმრთელდებოდი, რომ ექიმებს ეში-
ნოდათ, ჭლექი არ დაემართოსო. ყველაზე მეტად მათი გა-
მოთქმული აზრი მაღიზიანებდა: ამ ქალს რაღაც აწუხებს,
უთუოდ შეყვარებულიაო. მთელმა სახლმა დაიწყო ჩემი და-
კითხვა, ნამდვილად ვიყავი თუ არა შეყვარებული, და ვინ მიყ-
ვარდა. მაგრამ ამას სასტიკად უარვყოფდი.
ერთხელ მაგიდასთან ამ საგანზე დავა ატყდა, რომელიც
კინაღამ ჩხუბით დამთავრდა. მამის გარდა, მთელი ოჯახი სა-
სადილო ოთახში იჯდა, მე კი, ავადმყოფი, ჩემს ოთახში ვიმ-
ყოფებოდი. საქმე იმით დაიწყო, რომ მოხუცმა დიასახლისმა,
რომელმაც საჭმელი გამომიგზავნა, მსახურს უთხრა, ზევით
ამოსულიყო და ეკითხა, კიდევ ხომ არ მინდოდა რამე. დაბ-
რუნებულმა მსახურმა მოახსენა, გაგზავნილი კერძის ნახევა-
რიც არ უჭამიაო.

57 მკითხველთა ლიგა
- საბრალო გოგო! - თქვა მოხუცმა ქალბატონმა. - ვეჭვობ,
რომ მომჯობინდეს.
- როგორ მომჯობინდება? - შენიშნა უფროსმა ძმამ. - ხომ
ამბობენ, შეყვარებულიაო.
- არასოდეს დავიჯერებ, - წინ აღუდგა დედა.
- არ ვიცი, რა ვთქვა, - ლაპარაკში ჩაერია უფროსი და. -
ირგვლივ ყველა ამტკიცებს, როგორი კალმით ნახატია, რა
მშვენიერია, და რა ვიცი, კიდევ რას არ ამბობენ. პირდაპირ
პირში ეუბნებიან, ისე რომ, ვფიქრობ, ამ ტუტუც გოგოს თავ-
ბრუ დაესხა და თავი რად არ წარმოიდგინა! არ ვიცი, რა ვი-
ფიქრო.
- მაგრამ, დაო, უნდა ვაღიაროთ, რომ იგი მართლაც ძალ-
ზე ლამაზია, - თქვა უფროსმა ძმამ.
- რასაკვირველია, თანაც შენზე ბევრად უკეთესი, დაო, -
ლაპარაკში ჩაერია რობინი, - სწორედ ეს გახელებს.
- კარგი, კარგი, ამაზე სიტყვა არ ჩამოვარდნილა, - შეაწ-
ყვეტინა დამ, - გოგო უშნო არ არის, და ეს კარგადაც იცის. რა
საჭიროა ამაზე ველაპარაკოთ და პატივმოყვარეობა აღვუძ-
რათ?
- საქმე ეხება არა პატივმოყვარეობას, - შეესიტყვა უფროსი
ძმა, - არამედ იმას, რომ ქალიშვილი შეყვარებულია. ჩემს
დებს ალბათ ჰგონიათ, საკუთარ თავზეა შეყვარებული.
- როგორ მინდოდა, მე ვყვარებოდი, - თქვა რობინმა, -
ტანჯვას მყისვე გავუქარვებდი.
- ამით რის თქმა გინდა, შვილო? - შეშფოთდა მოხუცი
ქალბატონი. - ასეთი რამის თქმა როგორ გეკადრება?
- ნუთუ ფიქრობთ, დედა, - გულახდილად მიუგო რობინმა, -
რომ საბრალო ქალიშვილს უფლებას მივცემ, ჩემი სიყვარუ-
ლით მოკვდეს, როცა მისგან ასე ახლოს ვარ?
58 მკითხველთა ლიგა
- ოჰ, ძმაო, - საუბარში ჩაერია უფროსი და, - როგორ ამ-
ბობ ამას? ნუთუ ისეთ გოგოს შეირთავ, რომელსაც ერთი პე-
ნიც კი არ აბადია?
- სილამაზეც ხომ მზითევია, კეთილი ზნე კი მით უფრო. გი-
სურვებდი, შენც გქონოდეს ასეთი მზითვის ნახევარი, - უთხრა
რობინმა და მყისვე ჩააჩუმა.
- მგონი, - წარმოთქვა უფროსმა დამ, - ბეტი კი არა, ჩემი
ძმაა შეყვარებული. მიკვირს, როგორ არ აუხსნა თავის
გრძნობები ბეტის. სანაძლეოს დავდებ, გოგო უარს არ ეტ-
ყვის.
- ქალები, რომლებიც კაცს თხოვნის დროს ეუბნებიან თან-
ხმობას, მთელი თავით მაღლა დგანან იმათზე, ვინც თხოვნა-
ზე ადრე თანხმდებიან. აი, ჩემი პასუხი, დაიკო.
დამ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და მრისხანედ გა-
ნაცხადა, ამის მოთმენა აღარ შემიძლია, დროა მოვიშოროთ
თავიდან ეს გომბიოო, - მე მგულისხმობდა. - მართალია, მისი
ავადმყოფობა უფლებას არ გვაძლევს, ახლავე გავაგდოთ,
მაგრამ დედ-მამა უთუოდ იზრუნებს ამაზე, როგორც კი ლოგი-
ნიდან წამოდგებაო. რობინი წინ აღუდგა და თქვა: ეს სახლის
პატრონისა და დიასახლისის საქმეა, რომლებსაც არ სჩვევი-
ათ ჩემს უფროს დასავით უგუნური ადამიანის მოსმენაო.
საქმე ამით არ დამთავრებულა. და იწყევლებოდა, რობინი
დასცინოდა, საბრალო ბეტის მდგომარეობა ოჯახში კი სულ
უფრო უარესდებოდა. როცა ყოველივე ეს მიამბეს, ქვითინი
ამივარდა, მოხუცი ქალბატონი დასამშვიდებლად ჩემთან
ამოვიდა. შევჩივლე, თუ რა სისასტიკე გამოიჩინეს ჩემ მი-
მართ ექიმებმა თავიანთი ყოვლად უსაფუძვლო ვარაუდის გა-
მოთქმით, რომელმაც ოჯახში ჩემი მდგომარეობა განსაკუთ-
რებით დაამძიმა. იმედი გამოვთქვი, რომ არაფერი გამიკეთე-
59 მკითხველთა ლიგა
ბია ისეთი, რაც შეარყევდა მის პატივისცემას ჩემდამი, ანდა
ვაჟებსა და ქალიშვილებს შორის უთანხმოების საბაბად გა-
მოდგებოდა. ვუთხარი, თავში ახლა სიკვდილი უფრო მაქვს,
ვიდრე სიყვარული-მეთქი და შევევედრე, სხვების ცოდვების
გამო ჩემზე კეთილი აზრი არ შეეცვალა.
მოხუცი ქალბატონი გრძნობდა ჩემი სიტყვების სიმარ-
თლეს, მაგრამ თქვა, რაკი სახლში ასეთი უთანხმოება ჩამო-
ვარდა და უმცროსმა ვაჟმა ამგვარი სისულელე წამოროშა,
გთხოვ, კეთილი ინებე და ერთ კითხვაზე გულახდილად მიპა-
სუხეო. აღვუთქვი, პირდაპირ და გულწრფელად გიპასუხებ--
მეთქი. მაშინ მკითხა, იყო თუ არა შენსა და ჩემს ვაჟს, რო-
ბერტს, შორის რამეო? რამდენადაც შემეძლო, დამაჯერებ-
ლად ვუპასუხე, და ამასთან, სავსებით მართალი ვუთხარი,
ჩვენ შორის არაფერია და არც ოდესმე ყოფილა-მეთქი; მის-
ტერ რობერტი, ჩვეულებისამებრ, ხუმრობდა და მის სიტყვებს
ყოველთვის ასეც აღვიქვამდი, ესე იგი, მიმაჩნია, რომ ამას
სხვათა შორის ამბობდა და მისი ნათქვამი მოკლებული იყო
ყოველგვარ მნიშვნელობას-მეთქი. დავუფიცე, ჩვენ შორის
არაფერი ყოფილა იმის მაგვარი, რასაც ეჭვობთ, და რომ ადა-
მიანებმა, რომლებმაც თქვენ ასეთი ეჭვი გაგიჩინეს, დიდი
უსიამოვნება მომაყენეს და მისტერ რობერტსაც ცუდი სამსა-
ხური გაუწიეს-მეთქი.
მოხუცი ქალი სავსებით კმაყოფილი დარჩა, ალერსიანად
მომეპყრო და მითხრა, შენს ჯანმრთელობაზე იზრუნე, არაფე-
რი მოიკლოო, და ამ სიტყვებით გამშორდა. მაგრამ ძირს რომ
ჩავიდა, ნახა, უთანხმოება დებსა და ძმას შორის წინანდელზე
მეტად გამწვავებულიყო. ქალიშვილები გაცოფებულები იყ-
ვნენ მისი სიტყვებით, ულამაზონი ხართ, თაყვანისმცემლები
არასოდეს გყოლიათ, არავის უძებნია თქვენი სიყვარული, პი-
60 მკითხველთა ლიგა
რიქით, მზად ხართ, თვითონვე გადადგათ საამისოდ პირვე-
ლი ნაბიჯიო. რობინი დაცინვით უპირისპირებდა მათ მის ბე-
ტის: რა ლამაზია, რა მხიარული, რა მშვენივრად ცეკვავს და
მღერის და რამდენად ნატიფია თქვენზეო. ერთი სიტყვით, რი-
თაც შეეძლო, სჩხვლეტდა დებს. დედა სწორედ გახურებული
ჩხუბის დროს ჩავიდა და მოჩხუბართა დასაშოშმინებლად
მათ ჩემი ნალაპარაკები გადასცა იმის შესახებ, რომ მისტერ
რობერტსა და ჩემ შორის არაფერი ყოფილა.
- მართალი არ არის, - თქვა რობინმა, - ჩვენ შორის რამე
განსაკუთრებული რომ არ მომხდარიყო, ერთმანეთთან უფ-
რო ახლოს ვიქნებოდით, ვიდრე ახლა ვართ. ვუთხარი, გაგი-
ჟებით მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე, რომ
ამ ცუღლუტ გოგოს ჩემი სიტყვები ერწმუნა.
- არ მესმის, როგორ შეგეძლო ამის იმედი გქონოდა, - უპა-
სუხა დედამ, - ჭკუათმყოფელი ადამიანი განა დაიჯერებს ამ-
გვარ დაპირებათა სერიოზულობას ისეთი ღატაკი გოგოსგან,
რომლის მდგომარეობა შენთვის კარგადაა ცნობილი. მაგ-
რამ, როგორც თვითონ ამბობ, თუ ვერ მოახერხე ქალიშვილი
დაგერწმუნებინა შენს განზრახვაში, რაღა საჭიროა ამაზე ვი-
ფიქროთ, შვილო? შენი ნათქვამი იმდენად დაულაგებელია,
რომ ძნელია გაიგო, ხუმრობ თუ სერიოზულად ამბობ. მიმაჩ-
ნია, და შენც ამას აღიარებ, რომ ქალიშვილმა მართებული
პასუხი მოგცა, კარგი იქნებოდა, შენგანაც ასეთივე პასუხი
მოგვესმინა, რომელსაც სავსებით ვენდობოდი: შენი გან-
ზრახვა სერიოზულია თუ არა? რა ჭკუაზე ხარ, ნეტავი? ამ სა-
კითხს დიდი მნიშვნელობა აქვს და ცუდი როდი იქნებოდა, ამ
მხრივ ცოტა დაგემშვიდებინე.
- სწორია, დედა, იგავებით ლაპარაკი აღარ ღირს, არც
სიცრუეა საკადრისი. როგორც სახრჩობელაზე მიმავალ ადა-
61 მკითხველთა ლიგა
მიანს არაფერი აქვს სახუმარო, ისევე მეც არ მეხუმრება. თუ
მის ბეტი მოისურვებს მითხრას, მიყვარხართ და თანახმა ვარ
თქვენი ცოლი გავხდეო, ხვალ დილითვე, უზმოზე ჯვარს დავი-
წერ და საუზმის მიღებაც კი არ მომივა აინუნში.
- ასეთ შემთხვევაში ერთი ვაჟი დამიკარგავს, - წარმოთქვა
რობინის სიტყვებით აღელვებულმა დედამ.
- არა მგონია, დედა, - თქვა რობინმა, - კაცი დაკარგულად
ჩაითვალოს, თუ მას კარგი ქალი იპოვის.
- მაგრამ ეს ხომ მათხოვარია, ჩემო ბავშვო.
- მაშასადამე, მით უფრო ესაჭიროება მოწყალება, - უპასუ-
ხა რობინმა. - მრევლის მეურვეობისგან გავათავისუფლებ და
მოწყალების სათხოვნელად ერთად წავალთ.
- ასეთ რამეებზე ხუმრობა კარგი არ არის, - შენიშნა დე-
დამ.
- სრულიადაც არ ვხუმრობ, დედა: მოვალთ თქვენთან და
მამასთან პატიების სათხოვნელად, დალოცვისთვის.
- შენი სიტყვები სრულიადაც ვერ მამშვიდებს, ჩემო შვი-
ლო: თუ სერიოზულად ამბობ, დაღუპულხარ.
- არა მგონია, - თქვა რობინმა. - ვშიშობ, რომ გოგო ჩემს
ცოლობას არ მოისურვებს, იმის შემდეგ, რაც აქ წამოროშეს
ჩემმა დებმა, ვფიქრობ, ვერასოდეს შევძლებ მის გადმობირე-
ბას.
- ღობე-ყორეს ნუ ედები! გოგოს ჭკუა ჯერ სავსებით არ
დაუკარგავს. მის ბეტი ტუტუცი არ არის, - წარმოთქვა უმ-
ცროსმა დამ. - გგონია, სხვა ქალებზე უკეთ შეუძლია უარის
თქმა?
- მართალი ბრძანდებით, ქალბატონო ჭკუის კოლოფო, -
უპასუხა რობინმა, - მის ბეტი ტუტუცი ნამდვილად არ გახ-

62 მკითხველთა ლიგა
ლავთ, მაგრამ მას შეიძლება ვინმესთვის პირობა ჰქონდეს
მიცემული, მაშინ რაღა გამოვა?
- ამაზე არაფერი ვიცით, - ლაპარაკში ჩაერია უფროსი და.
- მაგრამ ვისთვის შეიძლებოდა პირობა მიეცა? მის ბეტი ხომ
არსად დადის. მაშასადამე, რომელიმე თქვენგანისთვის.
- ამ კითხვაზე არაფერი მაქვს საპასუხო, - თქვა რობინმა, -
საკმარისად დამკითხეს, ახლა ჩემი ძმის რიგია. თუ ამბობ,
რომელიმე თქვენგანისთვისო, ერთი იმასაც ჰკითხე.
ეს სიტყვები ტყვიასავით მოხვდა უფროს ძმას, რომელმაც
გაიფიქრა, რობინს რაღაც ეჭვი აქვს აღებულიო. მაგრამ არა-
ვის შეამჩნევინა და მშვიდად წარმოთქვა:
- კეთილინებე და ჩემს ხარჯზე ნუ ქეიფობ. გარწმუნებ, ასე-
თი საქონლით არ ვვაჭრობ. რა უნდა მქონდეს სალაპარაკო
ვიღაც მის ბეტისთან ჩვენს მრევლში, - ამ სიტყვებით წამოდგა
და მყისვე გაუჩინარდა.
- ხედავთ, ჩემი ძმის აზრები სულ სხვა არის: მაღალ საზო-
გადოებას უკეთ იცნობს, - შენიშნა უფროსმა დამ.
ასე დამთავრდა ეს ლაპარაკი, რამაც უფროსი ძმა ძალზე
შეაშფოთა. მან დაასკვნა, რომ რობინისთვის ყველაფერი
ცნობილი იყო, და იმაზე დაიწყო ფიქრი, ბეტის ხომ არ აქვს
ამაში მონაწილეობა მიღებულიო. მაგრამ ჩემთან შემოპარვა
ვერაფრით მოახერხა. ბოლოს მოთმინება გამოელია და გა-
დაწყვიტა, ვენახე, რა შედეგიც უნდა მოჰყოლოდა ამას. თავი-
სი განზრახვის განსახორციელებლად ერთხელ სადილის შემ-
დეგ დაუდარაჯდა უფროს დას, როცა ზევით ამოდიოდა, და
უკან დაედევნა.
- მისმინე, დაო, - დაუყვირა, - სად არის ავადმყოფი? შეიძ-
ლება ნახვა?

63 მკითხველთა ლიგა
- მგონი, შეიძლება. მოითმინე, შევალ და გეტყვი, - უპასუხა
დამ.
მან მოირბინა ჩემი ოთახის კართან, გამაფრთხილა და მა-
შინვე დაუძახა:
- შემოდი, თუ გინდა.
- კარგი, - უთხრა და თავი შემოყო ჩემს ოთახში, თანაც
იმავე საქმიანი კილოთი განაგრძო ლაპარაკი: - სად არის
თქვენი ავადმყოფი, სიყვარულით რომ კვდება? თავს როგორ
გრძნობთ, მის ბეტი? - მინდოდა სავარძლიდან წამოდგომა,
მაგრამ იმდენად ვიყავი დასუსტებული, რომ ვერ მოვახერხე.
ჩემი ამაო ცდა რომ შეამჩნია, დამ თქვა:
- იჯექით, იჯექით, ჩემს ძმას ეს არ სჭირდება, განსაკუთრე-
ბით ახლა, როცა ასე სუსტად ხართ.
- დიახ, დიახ, მის ბეტი, იჯექით, გეთაყვა, მშვიდად იჯექით,
- თქვა ძმამ და ჩემ პირდაპირ სავარძელში მოკალათდა, თა-
ნაც ცდილობდა მხიარული სახე მიეღო.
საუბარში ერთი საგნიდან მეორეზე გადადიოდა, დას არ-
თობდა და დროდადრო ისევ ძველ სიმღერას იწყებდა.
- საბრალო ბეტი, - ამბობდა, - სიყვარული ძნელია, შეხეთ,
როგორ დაგასუსტათ მიჯნურობამ.
ცოტა-ცოტა მეც ამოვიდგი ენა.
- კარგია, ასე მხიარულად რომ ბრძანდებით, ბატონო.
მგონია, ექიმს შეეძლო, თავისი პაციენტის მასხრად აგდებაზე
უკეთესი საქმე გამოეძებნა. ასეთი სენი რომ მქონოდა, ნებას
არ მივცემდი, ჩემი მკურნალობა დაეწყო. არ გაგიგონიათ ან-
დაზა თქმული?
- რა? ჰო, მგონი, გავიხსენე:
თუ მიზეზი ტრფობა არი,
რას უშველის დასტაქარი?!
64 მკითხველთა ლიგა
- გამოვიცანი?
გამეღიმა, მაგრამ ხმა არ ამომიღია.
- რა თქმა უნდა, - განაგრძო, - გამოძიება ნათლად გვიჩვე-
ნებს, რომ მიზეზი სიყვარული იყო. ექიმმა, ჩანს, მცირე სარ-
გებლობა მოგიტანათ, ყველა ხედავს, რომ ძალზე ნელა ხდე-
ბა თქვენი მომჯობინება. ვშიშობ, რომ აქ რაღაც იმალება, მის
ბეტი. თქვენი სენი უკურნებელი ჩანს.
- მაგრამ, ბატონო ჩემო, ჩემი სენი ის არ გახლავთ, რაც
თქვენ გგონიათ, - ღიმილით წარმოვთქვი.
დიდხანს ვლაპარაკობდით ასეთ წვრილმანებზე. უცებ
მთხოვა, რამე მემღერა. გამეცინა და ვუპასუხე, სიმღერის
დღეებმა ჩემთვის უკვე განვლო-მეთქი. მაშინ შემომთავაზა,
თვითონ დავუკრავ ფლეიტაზეო, პასუხად დამ შიში გამოთქვა,
ქალიშვილს შეიძლება თავი ასტკივდესო. მაგრამ მე სხვა აზ-
რის ვიყავი.
- გეთაყვა, ნუ წუხდებით, ქალბატონო, ფლეიტაზე დაკვრის
მოსმენა ძალზე მიყვარს.
- მაშ, კარგი, დაუკარი, ძმაო, - მიმართა დამ.
ძმამ ჯიბიდან გასაღები ამოიღო და დას სთხოვა:
- ჩემო ძვირფასო, ხომ იცი, რა ზარმაცი ვარ, მომიტანე, თუ
შეიძლება, ფლეიტა, ამა და ამ ყუთში ძევს, - და ისეთი ადგი-
ლი დაუსახელა, სადაც საკრავი სულაც არ იყო, რათა დას
მეტხანს ეძებნა.
როგორც კი წავიდა, ძმამ მიამბო ოჯახური სცენა, უმცროსი
ძმისგან ჩემზე ნათქვამი სიტყვები და ისიც, თუ როგორ
ააღელვა იგი ძმის ნათქვამმა, როგორ იეშმაკა, ჩემი ნახვა
რომ მოეხერხებინა. დავუფიცე, არც ძმასთან, არც საერთოდ
ვინმესთან სიტყვაც არ დამიძრავს-მეთქი. ვუამბე ჩემი უკიდუ-
რესად მძიმე მდგომარეობა, ის, რომ ჩემი ავადმყოფობის მი-
65 მკითხველთა ლიგა
ზეზი იყო მისდამი სიყვარული და მისი წინადადება, - დამევიწ-
ყებინა ჩემი გრძნობები და გული სხვისთვის მიმეძღვნა. ვუთ-
ხარი, სიკვდილი გამოკეთებაზე ათასწილად სასიამოვნო იქ-
ნებოდა ჩემთვის, გამოჯანმრთელებულმა ხომ კვლავინდებუ-
რად ბრძოლა უნდა დავიწყო-მეთქი. გარდა ამისა, ვგრძნობ, -
დავუმატე, - რომ გამოვკეთდები თუ არა, იძულებული ვიქნები
მაშინვე დავტოვო ოჯახი, რომელმაც შემიფარა. რაც შეეხება
შენი ძმის ცოლად გაყოლის საკითხს, ამაზე ფიქრიც კი საში-
ნელებად მიმაჩნია იმის შემდეგ, რაც ჩვენ შორის მოხდა. შე-
გიძლია მერწმუნო, რომ რობინს აღარასოდეს მივცემ ჩემთან
დალაპარაკების უფლებასაც კი. თუ გსურს ყველა შენი პირო-
ბა, ფიცი და მოვალეობა დაარღვიო, დაე, ეს შენს სინდისზე
იყოს. მაგრამ უფლება არასოდეს გექნება თქვა, ერთგული არ
იყავიო.
უნდოდა სინანული გამოეთქვა, ჩემი დაჯერება რომ ვერ
მოახერხა, მაგრამ ამ დროს გაისმა დის ნაბიჯები. პასუხად
ამის თქმა მაინც მოვასწარი: ვერავინ მაიძულებს მიყვარდეს
ერთი ძმა, მეორეს კი ცოლად გავყვე-მეთქი. თავი გააქნია და
მითხრა, მაშ, დავღუპულვარ და ეგ არისო. ოთახში შემოვიდა
და, რომელმაც განაცხადა, ყველაფერი გადავაბრუნე და საკ-
რავი ვერ ვიპოვეო. კარგი, - მხიარულად წარმოთქვა ძმამ, -
მეყოფა სიზარმაცე, - ადგა და თვითონ წავიდა საძებნელად,
მაგრამ ისიც ცარიელი დაბრუნდა, იმიტომ კი არა, რომ
ფლეიტა ვერ იპოვა, უბრალოდ, დაკვრის არანაირი ხალისი
არ ჰქონდა. გარდა ამისა, მიზანი, რომლის მიღწევა სურდა
დის თავიდან მოშორებით, უკვე განხორციელებული იყო. მას
ხომ მარტო ჩემთან საუბარი უნდოდა, მოახერხა კიდეც, თუმ-
ცა ლაპარაკით კმაყოფილი მაინც არ დარჩენილა.

66 მკითხველთა ლიგა
მე კი, პირიქით, ძალზე კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ჩემი
აზრი ასეთი გულახდილობითა და პირდაპირობით მოვახსე-
ნე. და თუმცა ჩემმა სიტყვებმა სასურველი ნაყოფი ვერ გა-
მოიღო, სხვანაირად რომ ვთქვა, საყვარელი ვერ დამიბრუნა,
მაინც ყოველგვარი ხალისი წაართვა მას, თავი დაენებებინა
ჩემთვის აშკარად უპატიოსნო გზით, ჯენტლმენის სიტყვის
დარღვევით, თუმცა არაერთხელ დამპირებია, რომ არ მიმა-
ტოვებდა და ცოლად შემირთავდა, როგორც კი თავის ქონე-
ბას დაეუფლებოდა.
რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე შემეძლო ოთახებში
სიარული, დავიწყე გამოკეთება, მაგრამ კვლავ სევდიანი,
მოწყენილი, მდუმარე და ჩემს თავში ჩაკეტილი ვიყავი, რაც
ერთობ აკვირვებდა მთელ ოჯახს, იმის გარდა, ვინც იცოდა
ჩემი მწუხარების მიზეზი. მაგრამ მას ამისთვის არ მიუქცევია
ყურადღება, არც მე მქონია ლაპარაკის წამოწყების ხალისი.
მასთან თავი ღირსეულად მეჭირა. მაგრამ ერთი სიტყვაც არ
წამომცდენია ვინმესთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ.
ასე გრძელდებოდა ოთხი თვე. დღე-დღეზე ველოდებოდი,
როდის მომცემდნენ წინადადებას, ამეკრა გუდა-ნაბადი. ამ
ბატონისგან აღარაფერს მოველოდი მისი ყველა საზეიმო და-
პირების შემდეგ, დაღუპვისა და მიტოვების გარდა. ბოლოს
თვითონვე ჩამოვაგდე სიტყვა წასვლაზე, ერთხელ სერიოზუ-
ლად მოველაპარაკე დიასახლისს, ავუწერე ჩემი მდგომა-
რეობა და ის, თუ როგორ დამაძაბუნა ავადმყოფობამ.
- ვშიშობ, ბეტი, - მითხრა მოხუცმა ქალბატონმა, - რომ
თქვენზე გავლენა მოახდინა ჩემმა საუბარმა შვილის გამო.
უხერხული ხომ არ იქნება შეგეკითხოთ, რა ურთიერთობა
გაქვთ მასთან? როცა რობინს მივმართავ, მხოლოდ იცინის
და ხუმრობს.
67 მკითხველთა ლიგა
- დიახ, ქალბატონო, - ვუპასუხე, - გამოგიტყდებით, ჩვენმა
ურთიერთობამ არასასურველი სახე მიიღო. მისტერ რობერ-
ტმა რამდენჯერმე ცოლობა მთხოვა, რასაც სრულიად არ მო-
ველოდი ჩემს მდგომარეობაში. ყოველთვის იმაზე მკვახე პა-
სუხს ვცემდი, ვიდრე შემეფერებოდა - მე ხომ მოვალე ვარ,
თქვენი ოჯახის ყველა წევრს ზრდილობიანად ვექცეოდე. მაგ-
რამ არასოდეს დამვიწყებია ჩემი მოვალეობა თქვენდამი,
ქალბატონო, და თქვენი ოჯახისადმი, რომ თანხმობა მეთქვა
ისეთ ნაბიჯზე, რაც დიდი უმადურობა იქნებოდა თქვენ მი-
მართ. გადაჭრით ვუთხარი, ასეთ რამეზე ფიქრსაც ვერ გავბე-
დავ ქალბატონისა და, აგრეთვე, მამათქვენის თანხმობის გა-
რეშე, რომლის მადლობელი უნდა ვიყო სამარის კარამდე--
მეთქი.
- ნუთუ შესაძლებელია, მის ბეტი! - წამოიძახა მოხუცმა
ქალბატონმა. - მაშასადამე, თქვენ უფრო პატიოსნად გჭერი-
ათ თავი ჩვენ მიმართ, ვიდრე ჩვენ თქვენ მიმართ. ვშიშობ-
დით, რომ ჩემს შვილს მახეს უგებდით. გვეშინოდა, ამ მახეში
არ გაბმულიყო და ამიტომაც ვაპირებდი წინადადება მომეცა,
დაგეტოვებინათ ჩემი სახლი, მაგრამ აქამდე ვერ ვბედავდი,
დარდისგან ისევ ავად არ გახდეს-მეთქი. ჩვენ კვლავ პატივს
გცემთ, მაგრამ არა ისე, რომ ამას ვაჟის ბედი ვანაცვალოთ.
მაგრამ თუ ასეა საქმე, ყველა ჩვენგანი თქვენ მიმართ ფრიად
უსამართლოდ მოქცეულა.
- სრული ჭეშმარიტება გითხარით, ქალბატონო, თქვენს
ვაჟს შეეკითხეთ. თუ მცირედი სინდისი აქვს, ზუსტად ამასვე
გეტყვით.
მოხუცი ქალი მყისვე გაემართა ქალიშვილებთან და სიტ-
ყვასიტყვით გადასცა ჩემი ნაამბობი. როგორც მოველოდი,
ისინი ფრიად განცვიფრდნენ. ერთმა თქვა, ამას არასოდეს
68 მკითხველთა ლიგა
ვიფიქრებდიო. მეორემ განაცხადა, რობინი სულელიაო. მესა-
მემ არ დაიჯერა ჩემი არც ერთი სიტყვა და თქვა, რობინი სულ
სხვას განაცხადებსო. მოხუც ქალბატონს, რომელმაც მტკი-
ცედ გადაწყვიტა სიმართლის გაგება, ვიდრე რაიმე საშუალე-
ბით მომხდარ ამბავს მის ვაჟს შევატყობინებდი, უნდოდა
დაუყოვნებლად მოლაპარაკებოდა შვილს და ამ მიზნით
დაიბარა იგი. ვაჟი იქვე, ვექილის სახლში იმყოფებოდა, დე-
დის დაძახებაზე მყისვე მოვიდა.
როცა კარი შეაღო, ქალებს უკვე მოეყარათ თავი. დედამ
უთხრა:
- დაჯექი, რობინ, მინდა მოგელაპარაკო.
- მზად ვარ მოგისმინოთ, დედა, - მხიარულად მიუგო რო-
ბინმა, - ვიმედოვნებ, საქმე ეხება კარგ საცოლეს, რადგან ამ
მხრივ ბედი მაინცდამაინც არ მწყალობს.
- როგორ? - უთხრა დედამ. - აკი ამბობდი, განზრახული
მაქვს, მის ბეტი შევირთოო.
- სწორედ ასეა, დედა, - უპასუხა რობინმა, - მაგრამ არის
ერთი ადამიანი, რომელიც გადაჭრით წინააღმდეგია ამ ქორ-
წინებისა.
- ვინ უნდა იყოს ასეთი?
- მხოლოდ და მხოლოდ თვითონ მის ბეტი, - მიუგო რობინ-
მა.
- ელაპარაკე ამის თაობაზე?
- ველაპარაკე. ავადმყოფობის შემდეგ ხუთჯერ მივიტანე
იერიში სამხედრო ხელოვნების ყველა წესის დაცვით და ხუთ-
ჯერ ჩემი იერიში მოგერიებულ იქნა. ცუღლუტი გოგო უჩ-
ვეულო სიჯიუტეს იჩენს და კაპიტულაციის სრულიად შეუძლე-
ბელ პირობებს მიყენებს.

69 მკითხველთა ლიგა
- ამიხსენი, რის თქმა გინდა. არაფერი მესმის, ვფიქრობ
არასერიოზულად მსჯელობ.
- ჩემი ნათქვამი იმდენად მარტივია, რომ განმარტებას
სრულიად არ მოითხოვს: გოგო მეუბნება, არ მინდიხარო,
ამაზე ადვილი გასაგები რაღა იქნება! ჩემი აზრით, ეს მეტად
უბრალო ამბავია, თანაც საკმაოდ მკაცრად ნათქვამი.
- კი მაგრამ, რა სურს ამ გოგოს, ნაჩუქრობის სიგელი ხომ
არ უნდა? ქმარმა ცოლის სახელზე უნდა ჩაწეროს მისი მზით-
ვის ნაწილი, მაგრამ რა მზითვი აქვს მის ბეტის?
- რაც შეეხება მზითევს, გოგო საკმაოდ მდიდარია. ამ
მხრივ კმაყოფილი ვარ. მაგრამ საშუალება არ მაქვს მისი პი-
რობები შევასრულო, ის კი გადაჭრით აცხადებს, უამისოდ არ
გამოგყვებიო.
საუბარში დები ჩაერივნენ.
- დედა, - თქვა მეორე დამ, - ამასთან სერიოზული ლაპარა-
კი შეუძლებელია. არც ერთ შეკითხვაზე პირდაპირ პასუხს არ
იძლევა. უკეთესია, თავი დაანებოთ და ამ საკითხზე აღარ
ელაპარაკოთ. თქვენ უფრო კარგად იცით, როგორ ჩამოაშო-
როთ გოგო გზიდან.
ასეთმა თავხედობამ რობინი აღაშფოთა, და დებს მიახა-
ლა:
- არსებობენ ორგვარი ადამიანები, რომლებთანაც დავა
შეუძლებელია: ჭკვიანები და სულელები. გამოგიტყდებით,
ძნელია ორ ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა.
- ჩვენი ძმა ალბათ ჩვენ გვთვლის სულელებად, - აპილ-
პილდა უმცროსი და, - ფიქრობს, რომ დავიჯერებთ, თითქოს
სერიოზულად მიეცეს წინადადება მის ბეტისთვის, მას კი უარი
ეთქვას.

70 მკითხველთა ლიგა
- ნუ მიუგებ უგულისხმოსა უგუნურებისა მიმართ მისისა,
არამედ მიუგე უმეცარსა უმეცრებისაებრ მისისაო, უთქვამს
სოლომონს, - შეაწყვეტინა დას რობინმა. - თუ შენი ძმა ამ-
ბობს, მის ბეტის სულ ცოტა ხუთჯერ მივეცი წინადადება და
გოგომ გადაჭრით უარი მითხრაო, მგონი, უმცროსი და არ უნ-
და დაეჭვდეს მის სიმართლეში, როცა დედა არ გამოთქვამს
ეჭვს.
- ხომ გაიგონე, დედა ამბობს, შენი არაფერი მესმისო, - შე-
ნიშნა მეორე დამ.
- მგონი, განსხვავება არის განმარტების თხოვნასა და სიც-
რუეში დაჭერას შორის.
- გვითხარი, ბოლოს და ბოლოს, შვილო, თუ სურვილი
გაქვს, აგვიხსნა ეს საიდუმლოება, რა პირობები წამოგიყენა
გოგომ? - შეეკითხა მოხუცი ქალბატონი.
- აქამდეც გეტყოდით, დედა, - უპასუხა რობინმა, - ეს ჩხუ-
ბისთავები რომ არ მაწყვეტინებდნენ. იგი მოითხოვს, რომ მა-
მა და თქვენ დაგიყოლიოთ, რათა თანხმობა მოგვცეთ. სხვა
შემთხვევაში გადაჭრით უარს ამბობს მელაპარაკოს ამ საგან-
ზე. განა ოდესმე შევძლებ, შევასრულო მისი თხოვნა? იმედი
მაქვს, ჩემი ფხუკიანი დები ახლა მაინც დაკმაყოფილდებიან
და სინდისი შეაწუხებთ. მე ყველაფერი ვთქვი.
ყველა გაკვირვებული დარჩა რობინის პასუხით, დედის
გარდა, რადგან ეს ამბავი მისთვის უკვე ცნობილი იყო ჩემი
საუბრიდან. რაც შეეხება ქალიშვილებს, ისინი დიდხანს ხმის
ამოღებას ვერ ახერხებდნენ, დედამ კი აგზნებით წარმოთქვა:
- ეს უკვე ვიცოდი, მაგრამ ვერ ვიჯერებდი. თუ ასეა, ყველა
ჩვენგანი ბეტის უსამართლოდ ექცეოდა, მას თავი უკეთ სჭე-
რია, ვიდრე მოველოდი.

71 მკითხველთა ლიგა
- ჰო, - თქვა უფროსმა დამ, - თუ ასეა, სავსებით წესიერად
მოქცეულა.
- საჭიროა ვაღიაროთ, - განაცხადა მოხუცმა ქალბატონმა,
- რომ მისი ბრალი არ არის, თუ ჩვენმა ვაჟმა სისულელე
ჩაიდინა და მას გამოეკიდა. მაგრამ ამ გოგოს პასუხი მოწ-
მობს ჩვენდამი მის ისეთ პატივისცემას, რასაც სულ არ მოვე-
ლოდი. შემდგომში მასზე ბევრად უკეთესი აზრის ვიქნები.
- მე კი არა, - განაცხადა რობინმა, - სანამ თანხმობას არ
მომცემთ.
- მადროვე, ცოტა მოვიფიქრო, - თქვა დედამ. - გარწმუნებ,
აქ რომ სხვა დაბრკოლება არ იყოს, დაგთანხმდებოდი.
- როგორ მინდოდა, რომ ამის მომხრე დაბეჯითებით ყოფი-
ლიყავით. ჩემს ბედნიერებაზე იმდენს რომ ფიქრობდეთ, რამ-
დენსაც ჩემს შეძლებაზე, თანხმობას მაშინვე მომცემდით.
- მისმინე, რობინ, - ხელახლა შეეკითხა დედა, - მართლა
სერიოზული განზრახვა გაქვს? ნამდვილად გინდა, ეს გოგო
შეირთო?
- დედა, - უპასუხა რობინმა, - გულს მიკლავთ ასეთი შეკით-
ხვით ყოველივე იმის შემდეგ, რაც უკვე გითხარით. არ ვამ-
ბობ, ცოლად შევირთავ-მეთქი. როგორ გადავწყვიტო ეს? ხომ
ხედავთ, რომ მისი წაყვანა თქვენგან თანხმობის მიუღებლად
არ ძალმიძს. მაგრამ მთელი სერიოზულობით ვაცხადებ, რომ
სხვას არასოდეს შევირთავ. ბეტი ან არავინ - ჩემი ბედი
თქვენს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. ოღონდ
ამ საკითხში ჩემი კეთილისმყოფელი დები ნუ ჩაერევიან.
ყოველივე ეს ჩემთვის საშინელება იყო, რადგან დედა ცო-
ტა მოლბა, რობინი კი დაჟინებით მოითხოვდა თავისას.
მეორე მხრივ, დედამ რჩევა ჰკითხა უფროს ვაჟს, რომელმაც
სიტყვები არ დაიშურა, რათა როგორმე დაეთანხმებინა. უმ-
72 მკითხველთა ლიგა
ტკიცებდა ძმის ჩემდამი გახელებულ სიყვარულს, ჩემს თავა-
ზიან დამოკიდებულებას ოჯახისადმი და ათას ასეთ რამეს.
რაც შეეხება მამას, ეს კაცი მთლიანად საზოგადოებრივი საქ-
მეებითა და ფულის კეთებით იყო დაკავებული, შინ იშვიათად
იმყოფებოდა. მხოლოდ გამდიდრებაზე ფიქრობდა და ყველა
საოჯახო საქმეს ცოლს ანდობდა.
საბოლოოდ საიდუმლო გამოაშკარავდა. უფროსმა ძმამ,
რომელზეც ეჭვი არავის ჰქონდა, განსაკუთრებული წვალები-
სა და საფრთხის გარეშე მოიპოვა ჩემთან შემოსვლის უფრო
ადვილი გზა, ვიდრე წინათ, პირიქით, დედამ მის სურვილს
მხარი დაუჭირა და წინადადება მისცა, მის ბეტის მოლაპარა-
კებოდა.
- შეიძლება, ამ საქმეში ბევრი რამ შენთვის უფრო ნათელი
იყოს, ვიდრე ჩემთვის, - თქვა მან, - ნახე ერთი, მართლა თუ
ასე ჯორზეა შემჯდარი ეს გოგო, როგორც რობინი ამბობს.
მასაც სწორედ ეს უნდოდა. თავი ისე მოაჩვენა, თითქოს
თანახმა იყო ჩემთან მოლაპარაკებაზე. დედამ იგი ჩემს
ოთახში მოიყვანა, მითხრა, შენთან საქმე აქვსო და მარტო
დაგვტოვა. ძმამ კარი ჩაკეტა.
შემდეგ მომიახლოვდა, მომეხვია და ნაზად მაკოცა, თანაც
მითხრა. დადგა ის გადამწყვეტი წუთი, რომელსაც შეუძლია
საუკუნოდ გაგაბედნიეროს ან გაგაუბედუროს. თუ ჩემს სურ-
ვილს არ დაემორჩილები, ორივენი დავიღუპებითო. შემდეგ
გადმომცა რობინის, დედისა და მისი ნალაპარაკები.
- ახლა, ჩემო პატარავ, - მომიბრუნდა, - კარგად აწონ--
დაწონე, თუ რას ნიშნავს მშობლების თანხმობით კარგი ოჯა-
ხიდან გამოსულ შეძლებულ ჯენტლმენზე გათხოვება და დატ-
კბობა იმით, რის მოცემაც მაღალ საზოგადოებას შეუძლია.
მეორე მხრივ, წარმოიდგინე სახელგატეხილი ქალის ხვედრი.
73 მკითხველთა ლიგა
სანამ ცოცხალი ვარ, შენს ერთგულ მეგობრად დავრჩები,
მაგრამ ეჭვის თვალით დამიწყებენ ყურებას და ჩემი ნახვისაც
კი შეგეშინდება, მე კი შენს ცნობასაც უნდა ვუფრთხოდე.
პასუხის გაცემის საშუალებაც კი არ მომცა, ისე განაგრძო.
- რაც ჩვენ შორის მოხდა, ჩემო კარგო, კეთილგონიერებას
თუ გამოვიჩენთ, შეიძლება დაიმარხოს და დავიწყებას
მიეცეს. როცა ჩემი და გახდები, მუდამ შენი გულწრფელი მე-
გობარი ვიქნები, არასოდეს მომივა თავში ამაზე უფრო ახლო
ურთიერთობის დამყარება, შევძლებთ ისე ვიყოთ ერთმანეთ-
თან, რომ წარსული ცოდვები აღარ გავიხსენოთ. გთხოვ
დაუფიქრდე ამას და წინააღმდეგობა არ აღმართო შენი ხსნი-
სა და კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე. ჩემი გულწრფელო-
ბის დასტურად, - დაუმატა, - აჰა, აიღე ხუთასი გირვანქა სტერ-
ლინგი იმის საზღაურად, რაც შენთან ჩავიდინე. ამ ჩვენს სი-
ცელქეს, მოდი, ისე ვუყუროთ, როგორც ახალგაზრდულ უგუ-
ნურებას, რასაც, იმედი უნდა ვიქონიოთ, მონანიებით გამო-
ვისყიდოთ.
უნარი არ შემწევს, გადმოგცეთ ის გრძნობა და დარწმუნე-
ბის ძალა, რითაც ყოველივე ამას მეუბნებოდა, დაე, იმან,
ვინც ჩემს მოთხრობას წაიკითხავს, დაიჯეროს, რომ იგი საათ-
ნახევარზე მეტხანს მელაპარაკებოდა და თავის თხოვნას იმ-
დენი საბუთით ამტკიცებდა, რამდენის გაგონებაც ძალუძს
ადამიანის გონებას.
მაგრამ იმის თქმა არ შემიძლია, რომ მისი ხანგრძლივი
საუბრიდან რაიმეს მოეხდინა ჩემზე გავლენა და იძულებული
გავეხადე, დავთანხმებოდი. ბოლოს პირდაპირ გამომიცხადა,
უარს თუ იტყვი, ვწუხვარ, მაგრამ მეტი გზა არ მექნება, სამუ-
დამოდ შევწყვეტ ჩვენს წინანდელ ურთიერთობასო. თუმცა
კვლავ მიყვარხარ და ჩემთვის ისევ კარგი ხარ, მაგრამ წე-
74 მკითხველთა ლიგა
სიერების გრძნობა იმდენად არ დამიკარგავს, რომ კავშირი
ვიქონიო ქალთან, რომელსაც ეარშიყება და რომლის ცო-
ლად შერთვას ფიქრობს ჩემი ღვიძლი ძმაო. თუ უარს იტყვი,
რა თქმა უნდა, დაგშორდები, თუმცა ზრუნვას მაინც არ მოგაკ-
ლებ, გაჭირვებაში არ ჩაგაგდებ, მაგრამ ნუ გაგიკვირდება ჩე-
მი გადაწყვეტილება - ვეღარ შევძლებ შენს ნახვას, ამის იმე-
დი, ცხადია, არ უნდა გქონდესო.
მისი საუბრის უკანასკნელი ნაწილი გაოცებითა და შეშფო-
თებით მოვისმინე, ძალ-ღონის დიდი დაძაბვა მომიხდა, გული
რომ არ წამსვლოდა, რადგან იგი ჭკუის დაკარგვამდე მიყ-
ვარდა. ჩემი აღელვება რომ შენიშნა, ხვეწნა დამიწყო, სე-
რიოზულად დავფიქრებულიყავი. დამიფიცა, ეს ერთადერთი
გზაა ჩვენ შორის კეთილი ურთიერთობის შესანარჩუნებლად.
ახალ მდგომარეობაში ყველაზე გულწრფელ მეგობრებად
დავრჩებით. ერთმანეთი გვეყვარება წმინდა ნათესაური
გრძნობით, არ ვიგრძნობთ სინდისის ქენჯნას და განკიცხვა-
საც არავისგან დავიმსახურებთო, საუკუნოდ მადლიერი ვარ
იმ ბედნიერებისთვის, რომელიც შენ მაჩუქე, და ვალის გადახ-
დას განვაგრძობ უკანასკნელ ამოსუნთქვამდეო. ბოლოს მცი-
რედი მერყეობა მაინც გამოიწვია ჩემში, მას შეეძლო ძალზე
ცოცხლად დაეხატა მოსალოდნელი საფრთხე; უკვე ვხედავდი
ჩემს თავს ქუჩაში გაგდებულს, უმწეოს, ნათრევს, უმეგობ-
როს, უნაცნობოს, გასულს ამ ქალაქიდან, სადაც დარჩენაც
აღარ შემეძლო, ყოველივე ეს საშინლად მაფრთხობდა. იგი
ყველა შემთხვევით სარგებლობდა, ჩემი მომავალი ძალზე
მუქად დაეხატა, მეორე მხრივ კი აქებდა მსუბუქ, მაძღარ
ცხოვრებას, რომელიც მომელოდა, თუ მის რჩევას ყურად ვი-
ღებდი.

75 მკითხველთა ლიგა
თუ საწინააღმდეგოს ვიტყოდი ან ძველ სიყვარულს გავიხ-
სენებდი, მიპასუხებდა: ახლა აუცილებელია სხვა რამ ვიღო-
ნოთ, რაც შეეხება ცოლად შერთვის დაპირებას, მდგომა-
რეობა უფლებას არ მაძლევს შევასრულო, რადგან ალბათ
ჩემი ძმის ცოლი უფრო მალე გახდები, ვიდრე შენს შერთვას
შევძლებო.
ერთი სიტყვით, წამიყვანა ჩემი რწმენის წინააღმდეგ,
გააცამტვერა ყველა ჩემი საბუთი. თანდათან შევიგნე ჩემი
მდგომარეობის სირთულე, რაზედაც წინათ არ მიფიქრია:
წარმოვიდგინე ჩემი თავი ორივე ძმისგან მიტოვებული, მარ-
ტოხელა და ბედის ანაბარად დარჩენილი.
ამ საშიშროებამ და მისმა დაჟინებულმა მტკიცებამ ბო-
ლოს და ბოლოს მაიძულა თანხმობა მეთქვა, თუმცა ეკლე-
სიაში ისეთივე ხალისით მივდიოდი, როგორც დათვი ოროლ-
ზე წამოსაგებად. ცოტათი ვწუხდი კიდეც, ვაითუ ჩემი ახალი
მეუღლე, რომლის მიმართ სულ მცირე სიმპათიასაც არ
ვგრძნობდი, ეჭვიანი გამოდგეს და ქორწინების პირველ ღა-
მეს რაიმე ახსნა-განმარტება მომთხოვოს-მეთქი. არ ვიცი
განზრახ მოაწყო თუ არა, მაგრამ უფროსმა ძმამ იზრუნა და
დასაძინებლად წასვლის წინ ჩემი მეუღლე ლაზათიანად გა-
მოათრო. ასე რომ, ბედნიერება მქონდა, პირველი ღამე გა-
მობრუჟულ ქმართან გამეტარებინა. როგორ მოიფიქრა ეს
უფროსმა ძმამ - ვერ გავიგე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყო-
ველივე ეს იმ მიზნით გააკეთა, რომ რობინს ვერ შეეტყო,
ქალწული ვიყავი თუ არა. მართლაც, მას თავში ეჭვი არასო-
დეს მოსვლია და ამის გამო ოდნავადაც არ შეწუხებულა.
აქ უნდა დავუბრუნდე იმ ადგილს, სადაც გავჩერდი. უფ-
როსმა ძმამ, ჩემთან რომ დაასრულა საქმე, დედას ჩააცივდა
და მანამდე არ მოეშვა, სანამ ქალბატონმა არ დაუთმო და
76 მკითხველთა ლიგა
ქმარსაც კი შეატყობინა წერილობით. ერთი სიტყვით, თან-
ხმობა მისცა ჩვენს საიდუმლო ქორწინებაზე, ქმართან საქმის
მოგვარება კი მომავლისთვის გადადო.
შემდეგ დაიწყო ძმასთან სიარული, იკვეხნიდა, დაუფასებე-
ლი სამსახური გაგიწიე, დედას თანხმობა გამოვტყუეო, - ეს
მართლაც ასე იყო, მაგრამ ძმის ხათრით კი არ ჩალიჩობდა,
არამედ საკუთარი მიზნებისთვის; ძალზე ოსტატურად გააცუ-
რა რობინი, მისგან მადლობაც კი მიიღო, ერთგულ მეგობრად
იწოდა იმისთვის, რომ ძმას ცოლად აჰკიდა თავისი საყვარე-
ლი, აი, როგორ შეუძლია ინტერესს სიყვარულის დაჯაბნა, აი,
რა ადვილად უქცევენ ზურგს პატიოსნებას, სამართლიანობა-
სა და რელიგიასაც კი ადამიანები, როცა საქმე საკუთარ
ტყავს ეხება!
ახლა საჭიროა დავუბრუნდეთ რობინს, რომელმაც მიიღო
თუ არა დედის თანხმობა, მყისვე მოირბინა ჩემთან ახალი ამ-
ბის შესატყობინებლად და ყველაფერი დაწვრილებით მიამ-
ბო, თანაც ისე გულწრფელად, რომ უნდა გამოგიტყდეთ, ძალ-
ზე გულნატკენი ვიყავი, ასეთ პატიოსან ჭაბუკს რომ ვატყუებ-
დი. მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა: სურდა ცოლად წა-
ვეყვანე, მე კი არ შემეძლო მეთქვა, რომ მისი ძმის საყვარე-
ლი ვიყავი. თუმცა სხვა საშუალება არცა მქონდა მის თავიდან
მოსაშორებლად. ამრიგად ცოტა-ცოტას ვუთმობდი და მალე
დავქორწინდით კიდეც.
მორიდება უფლებას არ მაძლევს საქორწინო სარეცლის
საიდუმლოება გავამჟღავნო, მაგრამ ჩემთვის ყოველმხრივ
ხელსაყრელი აღმოჩნდა ის, რომ ჩემი ქმარი, როგორც უკვე
ვთქვი, ისე იყო ღვინით გაჟღენთილი ლოგინში დაწოლის
წინ, რომ დილით ვერაფერი გაიხსენა, ჰქონდა ჩემთან კავში-
რი თუ არა, და, ყოველგვარი უსიამოვნებისგან თავი რომ და-
77 მკითხველთა ლიგა
მეღწია, იძულებული ვიყავი დადებითად მეპასუხა, თუმცა სი-
ნამდვილეში ჩვენ შორის არაფერი მომხდარა.
შემდგომ ამბებს, რომლებიც ეხება ამ ოჯახსა და ჩემს საკუ-
თარ ცხოვრებას ქმართან გატარებული ხუთი წლის განმავ-
ლობაში, ძალზე მცირე აქვს საერთო წინამდებარე მოთხრო-
ბასთან. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ ორი ბავშვი შეგვეძინა და
ხუთი წლის შემდეგ ქმარი მომიკვდა. ძალზე კარგად მექ-
ცეოდა, ვცხოვრობდით სრული თანხმობით, მაგრამ რამდენა-
დაც ოჯახისგან მცირე ქონება მიიღო და თავისი ხანმოკლე
სიცოცხლის განმავლობაში დიდი შეძლება ვერ შეიძინა, ამი-
ტომ ჩემი მდგომარეობა ბრწყინვალე არ ყოფილა და ქორწი-
ნებას ჩემთვის მაინცდამაინც სარგებლობა არ მოუტანია.
მართალია, შევინახე უფროსი ძმის ვალდებულება ხუთას
გირვანქა სტერლინგზე, რომელიც მომცა რობინთან ქორწი-
ნებაზე თანხმობისთვის. ეს ქაღალდები იმ ფულის ნაწილთან
ერთად, რასაც წინათ მაძლევდა ხოლმე, და ამდენივე თანხა,
რაც ქმრისგან დამრჩა, შეადგენდა დაახლოებით ათას ორას
გირვანქა სტერლინგს. ასეთი იყო მთელი ჩემი ავლადიდება,
როცა დავქორწინდი.
საბედნიეროდ, ჩემი ბავშვები დედამთილ-მამამთილმა წა-
იყვანა. ეს იყო ყველაფერი, რაც მათ მის ბეტისგან მიიღეს.
გამოგიტყდებით, ქმრის დაკარგვამ არც ისე დამამწუხრა,
იმასაც ვერ გეტყვით, რომ ნამდვილად მიყვარდა იგი და მის
კარგ დამოკიდებულებაზე ასევე ვუპასუხებდი. თუმცა ნაზი,
ალერსიანი, თავაზიანი იყო ჩემდამი, - უკეთეს ქმარს ვერც ვი-
ნატრებდი, - მაგრამ მისი ძმა, რომელიც მუდამ თვალწინ მედ-
გა, ყოველ შემთხვევაში, სანამ პროვინციაში ვცხოვრობდით,
ჩემთვის მუდამ ოცნების საგანი იყო. ქმართან რომ ვიწექი,
თავი ყოველთვის მისი ძმის მკლავებში მეგონა. და თუმცა მას
78 მკითხველთა ლიგა
ქორწინების შემდეგ ასეთი სახის ალერსი არასდროს უჩუქე-
ბია ჩემთვის - ძმასავით მექცეოდა, მე დასავით შეხედვა
არაფრით შემეძლო. ერთი სიტყვით, ყოველდღე ფიქრით ვე-
წეოდი მრუშობასა და სისხლის აღრევას, რაც უდაოდ ისეთი-
ვე ცოდვაა, მსგავსი რამ სინამდვილეში რომ ჩამედინა.
ჯერ კიდევ ქმრის სიცოცხლეში უფროსმა ძმამ ცოლი შეირ-
თო. იმ დროისთვის ლონდონში გადავსახლდით, მოხუცმა
ქალბატონმა ქორწილში დაგვპატიჟა. ქმარი გაემგზავრა, მე
კი ავადმყოფობა მოვიმიზეზე და შინ დავრჩი, რადგან ჩემ-
თვის აუტანელი იქნებოდა მისი ნახვა, თუმცა ვიცოდი, რომ ეს
კაცი ჩემი არასოდეს გახდებოდა.
და აი, დავრჩი ქვეყნად სრულიად მარტო, ჯერ კიდევ
ახალგაზრდა და ლამაზი, როგორც ყველა მეუბნებოდა და
როგორც თავადაც ვფიქრობდი. ახლა საკმარისი შეძლება
მქონდა და საკუთარი თავის ფასიც ვიცოდი. რამდენიმე მდი-
დარი სოვდაგარი მეარშიყებოდა, განსაკუთრებით კი ტილოს
ერთი ვაჭარი, რომლის სახლში ქმრის სიკვდილის შემდეგ
დავბინავდი, რადგან ამ ვაჭრის დასთან ვმეგობრობდი. იქ მე
ლაღად ვგრძნობდი თავს, უზრუნველად ვცხოვრობდი სა-
სიამოვნო საზოგადოებაში, რადგან მეპატრონის და ერთი
დამთხვეული, მხიარული ქალი იყო, თანაც სათნოების მხრივ
არც ისე მკაცრი, როგორც პირველ ხანს მეგონა. მან გამაცნო
დროს ტარების მოყვარული ხალხი და თავისთან მიიპატიჟა
კიდევ რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც აშკარად უნდოდა
ესიამოვნებინა ლამაზი ქვრივის გაცნობით - ასე მეძახდა იგი
და ასე მიწოდა შემდეგ ბევრმაც. მქუხარე სახელი იზიდავს
ჩერჩეტ ადამიანებს, ამიტომ ყველა მეალერსებოდა, მრავა-
ლი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ არც ერთ მათგანს პა-
ტიოსნად არ მოუცია წინადადება. შესანიშნავად მესმოდა ყვე-
79 მკითხველთა ლიგა
ლა მექალთანის განზრახვა, ამიტომ მახეში ჩემი ხელახლა
გაბმა ადვილი აღარ იყო. მდგომარეობა შეიცვალა: ახლა ფუ-
ლი მქონდა და აშიკთა გარეშე შემეძლო იოლად გასვლა. ერ-
თხელ ანკესზე წამოვეგე, რასაც სიყვარული ერქვა, მაგრამ
ასეთი თამაში უკვე დამთავრებულად მიმაჩნდა. მტკიცედ გა-
დავწყვიტე, მხოლოდ ქორწინებაზე დავთანხმებულიყავი,
ამასთან ისეთზე, რომელიც ჩემთვის სახეირო გამოდგებოდა.
მართალია, მიყვარდა მხიარულ და გონებამახვილ,
ზრდილ და წარმოსადეგ მამაკაცთა საზოგადოება, ხშირად
ვერთობოდი კიდეც მათთან, მაგრამ გამოცდილებით დავ-
რწმუნდი, რომ ყველაზე ბრწყინვალე ადამიანი ზოგჯერ ყვე-
ლაზე ბნელ მიზნებს ისახავს, სხვანაირად რომ ვთქვა, ბნელ
მიზნებს ჩემს საკუთარ ზრახვათა მიმართ. მეორე მხრივ, ისი-
ნი, ვინც კეთილი წინადადებით მოდიოდნენ, ყველაზე შეუხე-
დავი და უსიამოვნო ადამიანები იყვნენ ამქვეყნად. სოვდაგ-
რების მიმართ სიძულვილს არ ვგრძნობდი, მაგრამ მიმაჩნდა:
თუ ვაჭარია, დაე, ბატონს ჰგავდეს-მეთქი. მინდოდა ჩემს
ქმარს, როცა სასახლის კარზე ან თეატრში გამომყვებოდა,
დაშნის ტარება შესძლებოდა და კარგი საზოგადოებიდან გა-
მოსული ადამიანის შეხედულება ჰქონოდა, რათა არავის
ჰგონებოდა, ხიფთანზე სამუშაო წინსაფარი აცვიაო, ხოლო
პარიკი შლაპით აქვს მიტყეპილიო, ან დაშნა კი არ ჰკიდია,
არამედ თვითონ ჰკიდია დაშნასო. ერთი სიტყვით, თავისი ხე-
ლობა სახეზე რომ არ ჰქონოდა დაწერილი.
ბოლოს მაინც ვიპოვე ისეთი ამფიბია, ისეთი წყალხმელე-
თა ცხოველი, რომელსაც „სოვდაგარ-ბატონი“ ეწოდება. ჩემი
ახირების სასჯელად მოვხვდი მახეში, რომელიც შეიძლება
ითქვას, თვითონვე დავიგე. ესეც ბაზაზი გახლდათ. თუმცა ჩე-
მი მეგობარი ქალი სიამოვნებით ამკიდებდა თავის ძმას, მაგ-
80 მკითხველთა ლიგა
რამ როცა საქმე მოლაპარაკებაზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ
ძმისთვის ცოლს კი არა, საყვარელს ეძებდა, მე კი მტკიცე
წესს მივდევდი, რომელიც შემდგომში მდგომარეობდა: ქალი
ხასად არ უნდა იქცეს, თუ საკმარისი ფული აქვს თავის სარჩე-
ნად.
ამრიგად, პატივმოყვარეობა და არა რწმენა, ფული და არა
სათნოება მაკავებდა სწორ გზაზე, თუმცა უკეთესი იქნებოდა,
ჩემს მეგობარს ძმაზე გავეყიდე, ვიდრე საკუთარი თავი გამე-
ყიდა რომელიღაც სოვდაგარზე, რომელიც ერთდროულად
უსაქმურიც იყო, ბატონიც, მედუქნეც და მათხოვარიც.
ავდექი და ბატონს გავყევი ცოლად, მაგრამ სულელურად
გავკოტრდი, ჩემმა ახალმა ქმარმა, როგორც კი ერთბაშად
ბლომად ფული იგდო ხელთ, ისეთი ბედოვლათობა დაიწყო,
რომ ჩემი და მისი თანხები ერთი წელი ძლივს გვეყო.
ამ კაცს სამი თვის განმავლობაში ძალიან ვუყვარდი. ამ
სიყვარულით ის სიამოვნება მივიღე, რომ ჩემი ფულის ნაწი-
ლი ჩემზევე იხარჯებოდა, ნაწილს კი თვითონვე ვფლანგავდი.
- მისმინე, ჩემო კარგო, - მითხრა ერთხელ, - ინგლისში სა-
მოგზაუროდ ხომ არ წავიდეთ?
- საით გსურს გასეირნება, ჩემო მეგობარო?
- ჩემთვის სულერთია: მინდა ერთი კვირა მაინც ვიცხოვრო
ისე, როგორც დიდებულნი ცხოვრობენ. წავიდეთ ოქსფორ-
დში.
- რით უნდა ვიმგზავროთ? - ვუთხარი. - ცხენზე ჯდომა არ
ვიცი, კარეტით კი ასე შორს წასვლა ძალზე ძნელია.
- ძნელია? არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ექვსცხე-
ნიანი კარეტა ვერ აღწევს. თუ მიმყავხარ, მაშასადამე მინდა,
რომ ჰერცოგის ცოლივით იმგზავრო.

81 მკითხველთა ლიგა
- ახირებაა, ჩემო მეგობარო, მაგრამ რაკი ასე გსურს, დაე,
შენი ნება იყოს.
დავნიშნეთ გამგზავრების დღე: მშვენიერი კარეტა გვქონ-
და, გვყავდა საუცხოო ცხენები, მეეტლე, ფორეიტორი და ლა-
მაზ ლივრეაში გამოწყობილი ორი ლაქია; ერთ ცხენზე კამერ-
დინი იჯდა, მეორეზე - პაჟი, რომელსაც ქუდში ბატის ფრთა
გაერჭო. მსახურები ჩემს ქმარს მილორდს ეძახდნენ, მე კი მი-
სი ბრწყინვალება გრაფის მეუღლე გახლდით. ასე მივაღწიეთ
ოქსფორდს. ჩვენი მოგზაურობა ძალზე სასიამოვნო აღმოჩ-
ნდა. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას ჩემს ქმარზე, რომ
ქვეყნად ვერც ერთი მათხოვარი ამაზე უკეთ ვერ ითამაშებდა
დიდებულის როლს. დავათვალიერეთ ოქსფორდის ყველა
ღირსშესანიშნავი ადგილი. კოლეჯების რამდენიმე მოძღვარს
გავუმხილეთ ჩვენი განზრახვა, რომ გვინდოდა უნივერსიტეტ-
ში ძმისწულის შეყვანა, რომელიც მისი ბრწყინვალების მეურ-
ვეობაზე იყო. ამასთან, ისინი რეპეტიტორებად მივიწვიეთ. გა-
ვერთეთ კიდეც რამდენიმე ღარიბ სტუდენტთან, დავპირდით
მდიდარი მრევლის შოვნას და, სულ მცირე, მისი ბრწყინვა-
ლების კაპელანების ადგილს. ასე ვიცხოვრეთ ერთხანს დი-
დებულად, ყოველ შემთხვევაში, ფულის ხარჯვის მხრივ, მერე
გავემგზავრეთ ნორთემპტონში და თორმეტი დღის შემდეგ
შინ დავბრუნდით. ასეთი ბედოვლათობა ოთხმოცდაცამეტი
გირვანქა სტერლინგი დაგვიჯდა.
პეწენიკი ადამიანის მთავარი თვისება ის არის, რომ ფუ-
ლის ოდნავი ყადრიც არ იცის. ჩემი ქმარი ამაყობდა იმით,
რომ ფული მისთვის ხელის ჭუჭყი იყო. ამ კაცის ბედი, რო-
გორც თვითონვე დარწმუნდებით, მაინცდამაინც დიდი ყუ-
რადღების ღირსი არ არის, საკმარისი იქნება გითხრათ, რომ
რაღაც ორიოდე წლის წინათ იგი გაკოტრდა, მინტში დამალვა
82 მკითხველთა ლიგა
ვერ მოასწრო და ასე ჩაუვარდა ხელში სასამართლოს ბოქა-
ულს. დააპატიმრეს ერთი დიდი საქმის გამო, და რადგან თა-
ვის გამოხსნა ვერ შეძლო, ბოქაულის სახლიდან კაცი გამო-
მიგზავნა. ამან ოდნავადაც არ გამაკვირვა, რადგან კარგად
მივხვდი, რომ ამ საქმიდან ვერ გამოძვრებოდა. ამიტომ შევე-
ცადე, ზოგი რამ ჩემთვის გამომეზოგა. მასთან რომ მივედი,
იმაზე ჭკვიანურად მოიქცა, ვიდრე მოველოდი: პირდაპირ
მითხრა, თუ რა სისულელე ჩაიდინა - თავი ასე ადვილად ჩა-
იგდო ხიფათში, როცა შეეძლო გაქცევით აეცდინა იგი. გამო-
მიტყდა, ახლა ვეღარაფერს გავაწყობო, მთხოვა, შინ დავბრუ-
ნებულიყავი და ღამით უშიშარ ადგილას გადამემალა ყველა-
ფერი, რაც კი სახლში ძვირფასი მქონდა. შემდეგ მითხრა, თუ
შესაძლებელია, გაიტანე დუქნიდან ას ან ორას გირვანქა
სტერლინგად ღირებული საქონელი, ოღონდ ამის თაობაზე
არაფერი მაცნობო, არ თქვა, რა გაგაქვს და სად მიგაქვს. გან-
ზრახული მაქვს, პატიმრობიდან გავიქცე. და თუ ჩემს ამბავს
ვეღარ გაიგებ, ძვირფასო, ბედნიერებას გისურვებ და გთხოვ,
ჩემგან მოყენებული ყველა უსიამოვნება მომიტევოო. გამოთ-
ხოვებისას კიდევ რამდენიმე ალერსიანი სიტყვა მაჩუქა - ხომ
გითხარით, მაღალი საზოგადოების კაცი იყო-მეთქი. საოც-
რად თავაზიანი მოპყრობა უკანასკნელ წუთამდე - აი, ყველა
ის სიკეთე, რომელიც მისგან მივიღე. მხოლოდ ისაა სამწუხა-
რო, რომ მთელი ჩემი შეძლება მიფლანგ-მოფლანგა, რითაც
მაიძულა, ლუკმაპურის საშოვნელად მევალეებისგან ფული
მეპარა.
მაგრამ მაინც გავაკეთე ყველაფერი, რაც მითხრა - სხვა
გამოსავალი არ მქონდა. ქმარს რომ გავშორდი, მეტად აღარ
მინახავს, რადგან იმავე თუ შემდეგ ღამეს მოახერხა ბო-
ქაულის სახლიდან გაქცევა, რა საშუალებით - არ ვიცი. მხო-
83 მკითხველთა ლიგა
ლოდ ამის გაგება შევძელი: დილის სამ საათზე შინ მისული-
ყო, თავისი საქონლის დარჩენილი ნაწილი მინტში გადაეზი-
და, დუქანი დაეკეტა, შემდეგ კი რამდენიც შეძლო, ფული შე-
ეგროვებინა და საფრანგეთში გაქცეულიყო. იქიდან ორი თუ
სამი წერილი გამომიგზავნა, შემდეგ კი ცამ ჩაყლაპა თუ მი-
წამ, არავინ იცის.
როცა ქმარი მცირე ხნით შინ დაბრუნდა, ის არ მინახავს,
რადგან მისგან მიღებული ხსენებული დავალების შესრულე-
ბის მერე შინ აღარ შევდიოდი, მეშინოდა, მევალეებს არ და-
ვეჭირე: ქმარი ხომ მალე გაკოტრებულად გამოცხადდა და ჩე-
მი დაკავება შეეძლოთ. მაგრამ იგი ფრიად გაბედული გაქცე-
ვის შემდეგ (ბოქაულის სახლის ზედა ფანჯრიდან მეორე სახ-
ლის სახურავზე დაეშვა, მერე კი მეორე სართულიდან ძირს
ჩახტა, რითაც შესაძლოა კისერიც მოეტეხა) შინ დაბრუნდა და
თავისი საქონელი იმაზე ადრე გაზიდა, სანამ მევალეები ყა-
დაღას დაადებდნენ, ესე იგი, იმაზე ადრე, ვიდრე გაკოტრებუ-
ლად გამოაცხადებდნენ და ქონების აღწერას მოასწრებდნენ.
ქმარი ფრიად ყურადღებიანი იყო ჩემ მიმართ - ერთხელ
კიდევ ვიმეორებ - ნამდვილი ჯენტლმენის მრავალი თვისება
ჰქონდა. პირველივე წერილში მაცნობა, სადაც დაეგირავები-
ნა ოცდაათ გირვანქა სტერლინგად თხელი ჰოლანდიური ტი-
ლოს ოცი ნაჭერი, რომელთა ნამდვილი ფასი ოთხმოცდაათი
გირვანქა სტერლინგი იყო. წერილს თან დაურთო ქვითარი,
რომლითაც ტილო გამოვისყიდე, რამდენიმე ხნის შემდეგ კი
ამით ასი გირვანქა სტერლინგი გავაკეთე: დავჭერი და
ნაწილ-ნაწილ მივყიდე ნაცნობ ოჯახებს.
მაგრამ, როცა შევაჯამე, აღმოჩნდა, რომ ამ მოგებისა და
ჩემი წინანდელი დანაზოგის მიუხედავად, საქმე ძალზე ცუ-
დად იყო, ქონება საგრძნობლად შემიმცირდა: ჰოლანდიური
84 მკითხველთა ლიგა
ტილოსა და ერთი თოფი თხელი მუსლინის გაყიდვით, რომ-
ლის გატანაც დუქნიდან მოვასწარი, ძლივს შევაგროვე ხუთა-
სი გირვანქა სტერლინგი. ამასთან, ჩემი მდგომარეობა ძალ-
ზე საჩოთირო იყო, თუმცა ბავშვები არ მყავდა (სოვდაგარ--
ბატონთან ერთი ბავშვი გამიჩნდა და ისიც მომიკვდა), მაინც
„ვითომ ქვრივად“ დავრჩი. ქმარი მყავდა და არც მყავდა,
ხელმეორედ გათხოვება არ შემეძლო, იმის მტკიცების მიუხე-
დავად, რომ ქმარი ინგლისში აღარასოდეს დაბრუნდებოდა,
ორმოცდაათი წელიც რომ ეცოცხლა. ამგვარად, ვიმეორებ,
ქორწინება ჩემთვის გამორიცხული იყო, როგორი წინადადე-
ბაც უნდა მიმეღო. რჩევის მომცემიც არავინ მყავდა, არ გა-
მაჩნდა მეგობარი, რომელსაც გულახდილად ვუამბობდი ჩემს
მდგომარეობას. სასამართლოს ხელისუფალთ რომ სცოდნო-
დათ, სად ვიმყოფებოდი, ხელს ჩამავლებდნენ და ყველაფერს
წამართმევდნენ, რის გადარჩენაც მოვასწარი.
ამ შიშის გამო, პირველ რიგში, გავწყვიტე ყველასთან ნაც-
ნობობა და სხვა გვარი დავირქვი. ამ მიზნით გადავსახლდი
მინტში. ბინა ვიქირავე ძალზე მყუდრო და განმარტოებულ
ადგილას, ქვრივის კაბაში გამოვეწყვე და მისის ფლენდერ-
სად გავასაღე თავი.
აქ ვიმალებოდი, და თუმცა ახალმა ნაცნობებმა ჩემ შესა-
ხებ არაფერი იცოდნენ, საზოგადოების ნაკლებობას მაინც არ
ვგრძნობდი. შეიძლება იმიტომ, რომ ქალი იშვიათად სახ-
ლობს ამ მხარეში, ანდა ადამიანებს, რაც უფრო უბედურნი
არიან, მით უფრო სჭირდებათ გართობა. როგორც უნდა ყო-
ფილიყო, მალე დავრწმუნდი, რომ ქალს, თუკი მიმზიდველი
გარეგნობისაა, ყოველთვის შეიძლება იმედი ჰქონდეს, რომ
მინტში მოსახლე უბედური ადამიანები გულითადად მიიღე-
ბენ. ვნახე, რომ ის ადამიანები, რომლებსაც საშუალება არ
85 მკითხველთა ლიგა
ჰქონდათ თავიანთი მევალეებისთვის გირვანქა სტერლინგი-
დან ნახევარი კრონი გადაეხადათ და ნისიად სადილობდნენ
ბულის სამიკიტნოში, მაინც შოულობდნენ იმის ფულს, რათა
სასურველ ქალთან ევახშმათ.
პირველ ხანს თავის დაჭერა ჯერ კიდევ შემეძლო, თუმცა
ლორდ როჩესტერის შეყვარებული ქალის მსგავსად, რომე-
ლიც ხალისით ხვდებოდა მას, მაგრამ ამაზე შორს არ მი-
დიოდა, მე უკვე თანდათან კახპის სახელით ვსარგებლობდი,
ამასთან არ ვგრძნობდი იმ სიხარულს, რასაც იგი განიცდიდა.
ამრიგად, უკმაყოფილომ იმ ადგილით, რომელშიც მოვხვდი,
და საზოგადოებით, რომელიც გარს მერტყა, დავიწყე ფიქრი
სხვაგან გადაბარგებაზე.
მართლაც ღირდა დაფიქრება, როცა ამ ადამიანებს ვუყუ-
რებდი: მათი საქმეები საშინლად აწეწილი იყო, თვითონ ისი-
ნი მათხოვარზე უარეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მათი
ოჯახები ქველმოქმედების საგნად იქცა სხვებისთვის და საში-
ნელებად თვითონ მათთვის. სანამ ჯიბეში თუნდაც ერთი პენი
უჭყაოდათ, ზოგჯერ კი ესეც არ ჰქონდათ, ცდილობდნენ თავი-
ანთი დარდი ცოდვაში ჩაეხშოთ. სინდისს სულ ახალ-ახალი
ცოდვებით იმძიმებდნენ. იმის ნაცვლად, რომ თავიანთი ძვე-
ლი დანაშაული გაეხსენებინათ, ყველანაირად ცდილობდნენ,
დაევიწყებინათ იგი, განაგრძობდნენ ცოდვის ჩადენას დღეს,
თითქოს ამაში გუშინდელი ცოდვების გამოსყიდვას ხედავ-
დნენ.
აქვე მინდა ვთქვა, რომ მქადაგებლის ნიჭით არა ვარ და-
ჯილდოებული, მხოლოდ ის მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ადა-
მიანები ერთიმეორის მიყოლებით უშვებდნენ შეცდომებს. სა-
ძაგლად და უაზროდ მეჩვენებოდა მათი ცოდვა, მასში იგ-
რძნობოდა საკუთარი თავის ძალდატანება. ისინი მიდიოდნენ
86 მკითხველთა ლიგა
არა მარტო საკუთარი სინდისის, არამედ საკუთარი ბუნების
წინააღმდეგაც, ირგვლივ ყოველივე სევდიან ფიქრებს იწვევ-
და მათში და ცდილობდნენ, ძალით განედევნათ ეს ფიქრები.
მათი სიმღერები, - ამის შემჩნევა ძნელი არ იყო, - უნებლიე
ოხვრით წყდებოდა, ხოლო მათ ფერმკრთალ სახეზე, რო-
მელზეც ზოგჯერ ნაძალადევი ღიმილი ეხატა, ტანჯვა-წამება
იყო აღბეჭდილი. სიმღერა ხანდახან გოდებად სწყდებოდათ
ბაგეთაგან, როცა ბიწიერი სიამოვნებისთვის, ზნედაცემული
ალერსისთვის უკანასკნელი პენის გადახდა უხდებოდათ. სა-
კუთარი ყურით არაერთხელ მსმენია, როცა რომელიმე მათ-
განს ღრმა ოხვრა აღმოხდებოდა და ყვიროდა: „განა მე არამ-
ზადა ვარ! მოდი ერთი, შენს სადღეგრძელოს მაინც შევსვამ,
ძვირფასო ბეტი!“ მის პატიოსან ცოლს კი ამ დროს შეიძლება
ნახევარი კრონიც არ ჰქონოდა, თავისი თავი და ოთხი ბავშვი
რომ გამოეკვება. გათენებისას ყველა მათგანი ხელახლა იწ-
ყებდა მონანიებას. ზოგიერთთან ცოლი მიდიოდა ცრემლად
დაღვრილი, - შესჩივლებდა მევალეთა თავგასულობას, მო-
უთხრობდა, როგორ გამოაგდეს ქუჩაში ბავშვებიანად ან კი-
დევ სხვა საშინელი ამბავი მოჰქონდა. ქალის მოსვლის შემ-
დეგ თავს უფრო მეტად ისჯიდა. დაუსრულებლად ფიქრობდა
თავის მდგომარეობაზე, და შეიძლება ჭკუაზეც შეშლილიყო.
ამ ხალხს არა აქვს წესები, რომელთაც შეიძლება დაეყ-
რდნოს; შვებას ვერ პოვებს ვერც საკუთარ თავში, ვერც ზე-
ვით; გარშემო ვერაფერს ხედავს, წყვდიადის გარდა, და ხე-
ლახლა მიმართავს იმავე მხსნელ საშუალებას - ღვინოს, გარ-
ყვნილებას, მის მსგავს ადამიანთა საზოგადოებას, კვლავ
სჩადის იმავე დანაშაულს, და ასე, დღითი დღე უახლოვდება
საბოლოო დაღუპვას.

87 მკითხველთა ლიგა
ჯერ კიდევ ისე არ ვიყავი გათახსირებული, რომ ამ ხალ-
ხთან მეცხოვრა. პირიქით, ერთობ სერიოზული ფიქრი დავიწ-
ყე, რა მექნა, რა მდგომარეობაში ვიყავი და რა გზა ამერჩია
მომავალში. მეგობრები არ მყავდა, ეს ვიცოდი. ქვეყანაზე
არავინ გამაჩნდა, ერთი ნათესავიც კი. ვხედავდი, როგორ
ქრებოდა ჩემი მცირედი შეძლება, და როცა ცარიელზე დავ-
რჩებოდი, მარტოოდენ მწუხარება და შიმშილი მელოდა. და
ასე, შეძრწუნებულმა იმ ადგილით, სადაც მოვხვდი, და იმ სა-
შინელი ცოცხალი მაგალითებით, რომლებიც ნიადაგ თვალ-
წინ მედგა, აყრა და გამგზავრება გადავწყვიტე.
მინტში გავიცანი ერთი კეთილი, მორიდებული ქალი, ისე-
თივე ქვრივი, როგორიც მე ვიყავი, მაგრამ უკეთეს მდგომა-
რეობაში მყოფი. მისი ქმარი კაპიტანი ყოფილიყო სავაჭრო
ხომალდზე. ერთხელ, ვესტ-ინდოეთიდან დაბრუნებისას,
საიდანაც საკმაოდ გამდიდრებული სამშობლოსკენ ისწრა-
ფოდა, გემი ზღვაში დაიღუპა. მართალია, თვითონ გადარჩა,
მაგრამ ზარალმა ისეთი ელდა დასცა, რომ დარდს გადაჰყვა,
მევალეებისგან დევნილი ქვრივი კი იძულებული იყო, თავშე-
საფარი მინტში ეძებნა. მეგობრების დახმარებით საქმე
კვლავ გამოისწორა და თავი ისევ დამოუკიდებლად იგრძნო.
როცა გაიგო, რომ მინტში დავსახლდი უფრო მეტად განმარ-
ტოებული ცხოვრებისთვის, ვიდრე დევნისგან თავის არიდე-
ბის მიზნით, და ნახა, რომ მეც მასავით მძულდა ეს ადგილი
თავისი მცხოვრებლებით, კაპიტნის ქვრივმა წინადადება მომ-
ცა, მასთან გადავსულიყავი და ერთად გვეცხოვრა, სანამ შე-
საძლებლობა გამომიჩნდებოდა და ცხოვრებას საკუთარი გე-
მოვნებით მოვიწყობდი. სავსებით შესაძლებელია, - თქვა მან,
- ქალაქის იმ უბანში, სადაც დასახლებას ფიქრობ, რომელიმე
დარბაისელმა კაპიტანმა არშიყობა დაგიწყოს.
88 მკითხველთა ლიგა
საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. მასთან ნახევარი წელი
ვიცხოვრე. უფრო მეტხანს დავყოფდი, მაგრამ ის, რაც ჩემ-
თვის სურდა, თვითონვე დაემართა: ძალზე კარგი ქმარი იშო-
ვა. სხვებს ბედი უღიმოდათ, მე კი არ მწყალობდა, არავის შევ-
ხვედრივარ ორი თუ სამი ბოცმანისა და სხვა მსგავსი ადა-
მიანების გარდა. რაც შეეხება მეთაურებს, ეს ხალხი ორ კატე-
გორიად იყოფოდა: ისინი, ვისაც საქმე კარგად მისდით, ესე
იგი, კარგი ხომალდი აქვთ, მხოლოდ მდიდარ საცოლეს ეძე-
ბენ და ისინი, ვინც უსაქმოდ არიან დარჩენილნი და საცოლეს
ეძებენ, რათა მისი დახმარებით მოეწყონ, პირველ რიგში ფუ-
ლიანი ქალით ინტერესდებიან, რომელიც საშუალებას მის-
ცემს, შეიძინოს დიდი პაი გემზე და ამით სხვები წაახალისონ
წილში შესასვლელად. ანდა, მეორე მხრივ, ეძებენ თუნდაც
უფულო ცოლს, მაგრამ ნაცნობობის მქონეს, რომელიც დაეხ-
მარება ახალგაზრდა კაცს კარგ გემზე მოწყობაში, ეს კი
არაფრითაა მზითვზე ნაკლები. სამწუხაროდ, მე ვერც ერთ ამ
პირობას ვერ ვაკმაყოფილებდი, მოკლედ, ისეთი საქონელი
გახლდით, რომლის გასაღება არც ისე ადვილია.
ერთი სიტყვით, მალე დავრწმუნდი, რომ ლონდონში გათ-
ხოვება ის არ არის, რაც პროვინციაში. რომ აქ ქორწინება
ხდება ანგარებით, საქმიანი მოსაზრებით, სიყვარული კი ამა-
ში თითქმის არავითარ როლს არ ასრულებს. მართალი მით-
ხრა ჩემმა კოლჩესტერელმა მულმა: სილამაზეს, ჭკუას, ყო-
ფაქცევას, საზრიანობას, ხასიათს, თავდაჭერას, აღზრდას,
სათნოებას, ღვთისმოშიშობას და სხვა ხორციელ და სულიერ
ღირსებებს მნიშვნელობა არა აქვს. ქალს მხოლოდ ფული
ხდის სანდომიანსო. საყვარელს მამაკაცი მოწონებით ირჩევს
ხოლმე: მისგან მოითხოვენ იყოს ლამაზი, ტანწერწეტი, ჰქონ-
დეს სასიამოვნო გარეგნობა და ნატიფი ქცევა. რაც შეეხება
89 მკითხველთა ლიგა
ცოლს, მისი არავითარი სიმახინჯე არ სჭრის თვალს, არავი-
თარი მანკიერება არ შეურაცხყოფს ზნეობრივ გრძნობას. ფუ-
ლი - აი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მზითევს არც
ელამი თვალები აქვს და არც კოჭლობს, ფული ყოველთვის
კარგია, სულერთია, როგორიც უნდა იყოს ცოლიო.
მეორე მხრივ, ბაზარზე მამაკაცების ისეთი სიმცირეა, რომ
ქალები ვეღარ სარგებლობენ უარის თქმის უფლებით. ქა-
ლისთვის დიდი პატივია, თუ მას წინადადებას აძლევენ, და
თუ რომელიმე ჭირვეული ახალგაზრდა ლედი გაიპრანჭება
და უარს იტყვის, მეორე წინადადებას ვეღარ ეღირსება, მით
უფრო, ვეღარ გამოასწორებს თავის შეცდომას. მამაკაცებს
ისეთი დიდი არჩევანი აქვთ, რომ ქალის მდგომარეობა სუ-
ლაც არ არის სახარბიელო. მამაკაცს შეუძლია რომელ კარ-
ზეც სურს, დააკაკუნოს და თუ გამონაკლისის სახით ერთ სახ-
ლში უარი უთხრეს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მეორეში
მიიღებენ.
გარდა ამისა, შევამჩნიე, რომ მამაკაცები, მათი ენით რომ
ვთქვათ, სინდისის უქენჯნელად ნადირობენ მზითევზე, მაშინ,
როცა ჯიბეში პენიც არ უჭყავით, არც სხვა რაიმე ღირსებით
ბრწყინავენ, რაც მათ მდიდარი საცოლის ძებნის უფლებას
მისცემდა. თავი კი ისე უჭირავთ, რომ ქალმა არც უნდა გაბე-
დოს, თავისი თაყვანისმცემლის რეპუტაციით ან შეძლებით
დაინტერესდეს.
ამის მაგალითად, ერთი ახალგაზრდა ქალის, ჩემი მეზობ-
ლის ამბავს გიამბობთ, რომელსაც იმ ხანებში დავუახლოვდი.
მას რომელიღაც ახალგაზრდა კაპიტანი ირთავდა. ქალმა
თავს უფლება მისცა, ზოგიერთი მისი მეზობლისთვის უბრა-
ლოდ ეკითხა, როგორი ხასიათი, რა ჩვევები და როგორი შეძ-
ლება ჰქონდა საქმროს. და აი, იმის მიუხედავად, რომ ქალის
90 მკითხველთა ლიგა
მზითევი თითქმის ორი ათასი გირვანქა სტერლინგი იყო, კა-
პიტანმა მაინც უკმაყოფილება გამოთქვა და განუცხადა,
ამიერიდან აღარ შეგაწუხებთ თქვენთან სიარულითო. გავიგე
ეს ამბავი და, რადგან ამ ქალს უკვე ვიცნობდი, გადავწყვიტე
ვწვეოდი. ყოველივე დაწვრილებით მიამბო, გული გადამიშა-
ლა. მყისვე შევნიშნე: თუმცა ქალს მიაჩნია, რომ საქმრო ვე-
რაგულად მოექცა, მაინც არ შესწევდა ძალა, აღშფოთებული-
ყო ამ კაცის საქციელით და უფრო მისი დაკარგვა ენანებოდა.
ყველაზე მეტად კი ის სწყინდა, რომ ამ კაცს სხვა, ნაკლებად
შეძლებული ქალი ჩაიგდებდა ხელში.
შევეცადე გამემხნევებინა, არ მოვუწონე ასეთი სულმოკ-
ლეობა. - აი, ჩემი მდგომარეობა ხომ არც ისე სახარბიელოა, -
ვუთხარი, - მეც კი, სანამ მამაკაცს ცოლად გაყოლის პირობას
მივცემდი, შევამოწმებდი, რა კაცია და როგორი შეძლება
აქვს, და ზიზღით შევხვდებოდი, თუ იფიქრებდა, რომ იმით უნ-
და დავკმაყოფილებულიყავი, რასაც საკუთარ თავზე თვითონ
ამბობდა. შენ კი, ასეთი მზითვის მქონემ, არ უნდა მოუხარო
ქედი იმას, რაც ჩვენი საუკუნის უბედურებად ითვლება. მამა-
კაცები ხომ დაუსჯელად გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, უმ-
ზითვოებს. თუ ხმის ამოუღებლად აიტან ასეთ დამცირებას,
ამით არა მარტო თავს გაიიაფებ, არამედ ჩვენი უბნის ყველა
ქალის სიძულვილსაც დაიმსახურებ. ქალს ყოველთვის აქვს
საშუალება, სამაგიერო გადაუხადოს მამაკაცს, რომელიც მას
უდიერად ეპყრობა, რამდენიც გნებავს ხერხი არსებობს ასე-
თი ვაჟბატონის ჭკუაზე მოსაყვანად. თორემ გამოდის, რომ
ქალი მართლაც ყველაზე უბედური არსებაა ამ ქვეყანაზე!
ვგონებ, კმაყოფილი დარჩა ჩემი მსჯელობით, სერიოზუ-
ლად დამარწმუნა, რომ მოხარული იქნებოდა, კაპიტნისთვის
თავისი სამართლიანი აღშფოთების ძალა ეგრძნობინებინა,
91 მკითხველთა ლიგა
ან იძულებული გაეხადა, დაჰბრუნებოდა, ანდა ისე ეძია შური,
რომ ეს ამბავი ირგვლივ ყველას გაეგო.
ვუთხარი, ჩემს რჩევას თუ დაიჯერებ, გასწავლი, როგორ
შეასრულო ორივე შენი სურვილი-მეთქი, ჩემს თავზე ვიღებ,
კაპიტანი შენს კართან მოვიყვანო და საქმე ისე მოვაწყო,
რომ თვითონ შეგეხვეწოს, შემომიშვიო. გაეღიმა და მითხრა,
ამ კაცს დიდხანს არ შეუძლია ადგილის ტკეპნაო.
ასე იყო თუ ისე, ჩემს რჩევას დაჰყვა. მაშინ ვუთხარი: პირ-
ველ ყოვლისა, ეს კაცი უნდა აიძულო, პატივისცემით მოგეპ-
ყროს. ხალხში ხმა გაუვრცელებია, თითქოს სწორედ მან მი-
გატოვა. ამრიგად, ვაჟბატონმა თავისი თავი თქვენი დაშორე-
ბის მიზეზად გამოაცხადა, რითაც ხელსაყრელი მდგომა-
რეობა შეიქმნა. ახლა უნდა ეცადო, ქალებს შორის გაავრცე-
ლო ხმა (ეს კი ძნელი არ იყო, რადგან ჩვენთან ჭორაობის
მეტს არაფერს აკეთებდნენ): თვითონ გამოვარკვიე და აღ-
მოჩნდა, რომ ეს კაცი სულაც არ არის მდიდარი, როგორც თა-
ვად ყოყოჩობდა-თქო. დაარწმუნე ხალხი, - განვაგრძე დარი-
გება, - რომ შენთვის ცნობილი გახდა, მას სიმდიდრის არაფე-
რი სცხია, როგორც პირველად მოგეჩვენათ, თქვენთვის უკე-
თესია მასთან საერთო არაფერი გქონდეთ-თქო. ქალებს უთ-
ხარი, რომ გადმოგცეს მისი უხასიათობის ამბავი, ის, რომ ქა-
ლებთან უდიერი დამოკიდებულებით ყოყოჩობა ჰყვარებია,
რაც მთავარია, ამტკიცე, ეს კაცი ხელიდან არის წასული-თქო.
უკანასკნელ მტკიცებაში, უნდა ითქვას, მცირე სიმართლე
უთუოდ ერია.
ქალი ხალისით შეუდგა ყოველივე იმის შესრულებას, რაც
კი შევაგონე. პირველ ყოვლისა, შეეცადა, საჭირო ხალხი გა-
მოეძებნა ჩვენი გეგმის განსახორციელებლად. დიდხანს ძებ-
ნა არც დასჭირვებია: საკმარისი იყო, თავისი თავგადასავალი
92 მკითხველთა ლიგა
ზოგადად მოეთხრო მეზობლად მცხოვრები ორი ჭორიკანა
დედაკაცისთვის, რომ ეს ამბავი სალაპარაკო გამხდარიყო
ჩვენი უბნის ყველა სახლში. სადაც უნდა მივსულიყავი, ყველ-
გან ერთსა და იმავე საგანზე მსჯელობა მესმოდა. და რადგან
ყველამ იცოდა, რომ ახალგაზრდა ქალის მეგობარი ვიყავი,
ძალზე ხშირად მთხოვდნენ, ჩემი აზრი გამომეთქვა. მეც ვა-
დასტურებდი ყველაფერს, რასაც აქ ლაპარაკობდნენ, თანაც
ამ კაცის პიროვნებას რაც შეიძლება დიდ სალახანად ვხატავ-
დი. შემდეგ გამოვაცხადე, როგორც უდიდესი საიდუმლოება, -
ეს სხვა ქალებმა ჯერ არ იციან-მეთქი, - გავიგე, თითქოს მისი
საქმე ძალზე არეულია, იძულებულია მზითვიანი ეძებოს, რა-
თა თავისი პაი გადაუხადოს იმ გემის მეპატრონეებს, რომელ-
ზეც მსახურობს, რომ პაი მას ჯერ კიდევ არ გაუღია და თუ ახ-
ლო მომავალში არ შეიტანს, გემის მეპატრონეები გამოაგდე-
ბენ, ამ ადგილზე კი მის თანაშემწეს დანიშნავენ-მეთქი.
აქ კიდევ დავუმატე (გამოგიტყდებით, ძალზე ვემდუროდი
ამ უკეთურს, როგორც მას ვეძახდი): ჩემამდე მოაღწია ხმამ,
თითქოს ცოლი ჰყავდეს პლიმუთში, მეორე კი ვესტ--
ინდოეთში-მეთქი. ეს ცნობა არავის გაჰკვირვებია, რადგან
ყველასთვის ცნობილია, მსგავსი ამბავი ხშირად გადახდებათ
ხოლმე ამგვარ ჯენტლმენებს.
შემდეგ ყოველივე წყალივით წავიდა. ჩვენ გვერდით მშობ-
ლების მეურვეობაზე ცხოვრობდა ახალგაზრდა ქალწული. მა-
მამისმა კაპიტანი სახლიდან დაითხოვა, ქალიშვილი კი შინ
გამოკეტა. ცოლის მძებნელი კიდევ ერთ ადგილას მივიდა,
ქალმა, რამდენადაც საოცარი უნდა იყოს, სიმტკიცე გამოიჩი-
ნა და უარი უთხრა. ამიერიდან, სადაც უნდა გამოჩენილიყო,
ყველგან იცოდნენ მისი ყოყოჩობის, ქალებთან დამოკიდებუ-
ლების ამბავი.
93 მკითხველთა ლიგა
მალე შეიგნო, რომ შეცდომა მოუვიდა. რაკი მდინარის გა-
მოღმა ყველა ქალი დააფრთხო, რატკლიფისკენ გაემართა,
სადაც იქ მცხოვრები რამდენიმე ქალის გაცნობა მოახერხა.
მაგრამ ბედი მაინც არ სწყალობდა, თუმცა იქაც, ისევე რო-
გორც ყველგან ჩვენს დროში, ახალგაზრდა ქალები გულის
ფანცქალით ელოდნენ საქმროს. კუდაბზიკა კაცის სახელი
მდინარეზეც გადაჰყვა და გაღმაც ისეთივე სავალალო პოპუ-
ლარობით სარგებლობდა, როგორც გამოღმა. ამრიგად, თუმ-
ცა საცოლეები არ აკლდა, თავისთვის სასურველი შეძლებუ-
ლი საპატარძლო მაინც ვერ იპოვა.
მაგრამ ეს ყველაფერი როდია, ქალმა თვითონვე მოიგონა
ერთი მეტად ეშმაკური ფანდი: თავისთან გამოიძახა ახალგაზ-
რდა კაცი, თავისი ნათესავი, ამასთან ცოლიანი, და მოელაპა-
რაკა, კვირაში ორ-სამჯერ მისულიყო ძვირფასი კარეტით
მდიდარ ლივრეაში გამოწყობილ ლაქიასთან ერთად. ორმა
ჭორიკანა დედაკაცმა და მე დავაგდეთ ხმა: ეს ჯენტლმენი მას-
თან დაქორწინების მიზნით დადის, ათასი გირვანქა სტერ-
ლინგი წლიური შემოსავალი აქვს და ქალი სიტიში გადასახ-
ლებას აპირებს თავის მამიდასთან, რადგან ჯენტლმენს
უჭირს მასთან სიარული რედრიფში - ამ ჩვენს ვიწრო ქუჩა-
ბანდებში კარეტის გავლა არც ისე ადვილიაო.
ამ ჭორმა მყისვე თავისი საქმე გააკეთა. სადაც უნდა მისუ-
ლიყო კაპიტანი, ყველგან სიცილს აყრიდნენ. ჩამოსახრჩო-
ბად გაუხდა საქმე. ყველანაირად ცდილობდა, განეახლებინა
ნაცნობობა ამ ქალთან, სწერდა გრძნობით აღსავსე წერი-
ლებს, რომლებშიც პატიებას სთხოვდა თავისი წინდაუხე-
დაობისთვის. ერთი სიტყვით, ბევრი თხოვნის შემდეგ
მოახერხა მასთან მისვლის ნებართვა მიეღო, რათა ქალის
თვალში შებღალული სახელი აღედგინა. ამ შეხვედრისას
94 მკითხველთა ლიგა
ქალმა ანგარიში მთლიანად გაუსწორა. ვინ გგონივართ,
შეეკითხა იგი, როგორ მოგივიდათ აზრად, რომ ცოლად გავ-
ყვებოდი ადამიანს, რომლის ავ-კარგი ზუსტად არ მეცოდინე-
ბოდა? შეიძლება კი ასეთ კაცთან ამგვარი მნიშვნელოვანი
ხელშეკრულების დადება? იქნებ ფიქრობთ, რომ ვინმეს შეუძ-
ლია ჩემი სურვილის წინააღმდეგ შემირთოს ცოლად? იქნებ
რომელიმე ჩემს მეზობელ ქალში გეშლებით, რომელიც თა-
ვისი მდგომარეობის გამო, პირველ შემხვედრსაც კი დაუფიქ-
რებლად გაჰყვება? ასეა თუ ისე, უნდა გამიფანტოთ ზოგიერ-
თი ეჭვი. სხვაგვარად პირადი ღირსების გრძნობა იძულე-
ბულს გამხდის, დაგიმტკიცოთ, რომ არ მეშინია უარის თქმის
არც თქვენთვის და არც სხვა მამაკაცისთვისო.
ასე გადმოულაგა ყველაფერი, რაც მასზე გაეგონა, ან უფ-
რო სწორად, ხმები, რომელიც მან ჩემი დახმარებით გაავ-
რცელა: თქვენ ხომ არ შეგიტანიათ პაი გემის ნაწილისთვის,
რომელიც, თქვენივე განცხადებით, გეკუთვნით; გემის მეპატ-
რონეებს განზრახული აქვთ, თქვენს ადგილას თანაშემწე
დააყენონ. თქვენს ზნეობაზე ყველგან ცუდს ლაპარაკობენ;
თქვენს სახელს უკავშირებენ ამა და ამ ქალებს, პლიმუთსა და
ვესტ-ინდოეთში თურმე ცოლები გყოლიათ, ნუთუ უფლება არ
მაქვს მოვითხოვო ახსნა-განმარტება ბრალდების ყველა მუხ-
ლის მიხედვით? განა ეს ბრალდებანი საკმარისად სერიოზუ-
ლი არ არის, რათა უარი მოგახსენოთ, თავს თუ ვერ გაიმარ-
თლებთო?
ამ ლაპარაკით ისეთი გაოცებული დარჩა, რომ პასუხად
კრინტის დაძვრაც ვეღარ მოახერხა, ქალმა კი მისი დაბ-
ნეულობა რომ შენიშნა, კინაღამ გაიფიქრა, ყოველივე, რაც
მე ვუთხარი, უთუოდ სინამდვილე არისო, თუმცა მშვენივრად
იცოდა, რომ ამ ხმების გამავრცელებელი თვითონვე იყო.
95 მკითხველთა ლიგა
და აი, ეს კაცი ჭკუაზე მოვიდა და იმ წუთიდან ყველაზე მო-
რიდებული, მორჩილი და ამასთან, ყველაზე გულწრფელი
საქმრო გახდა.
მაგრამ ქალი მაინც არ ცხრებოდა. ნუთუ გგონიათ, ეუბნე-
ბოდა კაპიტანს, ისე გამიჭირდა, რომ ასეთი ქცევა მოვითმი-
ნო? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ თაყვანისმცემლები არ მაკლია?
ზოგი მათგანი თქვენზე უფრო შორეული ადგილებიდან მო-
დის ხოლმე ჩვენთანო, - ქალი იმ ჯენტლმენს გულისხმობდა,
რომლის მისვლა-მოსვლა თვითონვე მოაწყო.
ასეთი ფანდებით მოახერხა ამ კაცის სრული დამორჩილე-
ბა. ახლა კაპიტანი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა ქალი არა
მარტო თავისი საქმეებით, არამედ კარგი ქცევითაც დაემშვი-
დებინა. წარმოუდგინა იმის უტყუარი საბუთები, რომ გემის
პაი უკვე გადახდილი ჰქონდა. მოუტანა გემის მეპატრონეთა
მოწმობა, რომ ხმები, მის დათხოვნასა და ამ ადგილას თანა-
შემწის დანიშვნაზე, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული
იყო, ერთი სიტყვით, სრულიად სხვა ადამიანი გახდა.
ასე შევძელი დამემტკიცებინა, რომ ქალები თვითონ არი-
ან დამნაშავენი, როცა მამაკაცები თავზე წამოაჯდებიან, რაკი
საქმე ქორწინებას ეხება: მამაკაცები ფიქრობენ, თითქოს გა-
ნუსაზღვრელი არჩევანი ჰქონდეთ და ამიტომ ქალს შეიძლე-
ბა ყოველთვის მოვურიგდეთო. ჩვენ კი გაბედულება არ
გვყოფნის ჩვენს სიტყვაზე ვიდგეთ და საკუთარი უფლებები
დავიცვათ. მართალი უთქვამს ლორდ როჩესტერს:
გასაჭირში მტკიცედ იყავ, გესმის, ქალო,
არ გაუხდე კაცს აროდეს სამოწყალო!
შემდგომში ჩემმა მეგობარმა ისე ეშმაკურად წაიყვანა საქ-
მე, რომ ამ კაცს მისი ცოლად შერთვა ყველაზე ძნელ ამოცა-
ნად მოეჩვენა, სინამდვილეში ქალმა უკვე დიდი ხანია გადაწ-
96 მკითხველთა ლიგა
ყვიტა ცოლად გაჰყოლოდა. ამას მედიდურობით კი არ მიაღ-
წია, არამედ იმით, რომ გონიერ პოლიტიკას დაადგა: თავიან-
თი როლები შეცვალა და კაცის თამაში თავად მის წინააღ-
მდეგ მიმართა. ადრე კაპიტანს ისე ამაყად ეჭირა თავი, თით-
ქოს არავითარ რეკომენდაციას არ საჭიროებდა, ყოველგვარ
დაკითხვას საკუთარ შეურაცხყოფად იღებდა. მაშინ ქალი
გაებუტა. ახლა კი კაცი მორჩილად იტანდა ყოველგვარ და-
კითხვას და თავის მხრივ კრინტის დაძვრასაც ვერ ბედავდა
ქალის საქმეებზე.
მისთვის ისიც საკმარისი იყო, რომ ქალი ცოლობაზე და-
თანხმდა. თავისი შეძლების თაობაზე საცოლემ პირდაპირ გა-
ნუცხადა: რამდენადაც ჩემი მდგომარეობა ცნობილია თქვენ-
თვის, სამართლიანობა მოითხოვს, მეც ამდენივე ვიცოდეო.
მართალია კაპიტანს მისი მზითვის შესახებ მხოლოდ გავრცე-
ლებული ხმების მიხედვით შეეძლო ემსჯელა, მაგრამ არაერ-
თხელ უმტკიცებია თავისი მხურვალე გრძნობები, თანაც რო-
გორც სჩვევიათ, დაუმატებია: სხვას არაფერს ვფიქრობ,
თქვენი ცოლად შერთვის გარდაო. ერთი სიტყვით, თავის
თავს ყოველგვარი უფლება აღუკვეთა, ეკითხა ქალისთვის
მისი ქონების შესახებ. ხოლო საცოლემ, როგორც საზრიანმა
ქალმა, ისარგებლა ამით და მისგან საიდუმლოდ, სანდო პი-
რების დახმარებით, თავისი ქონების ნაწილი ისეთ ადგილას
გადამალა, რომ მას ვერ ეპოვა და დარჩენილი წილით დაკმა-
ყოფილებულიყო.
სიმართლე რომ ვთქვათ, არც ისე ცოტა დარჩენია, სახელ-
დობრ, ათას ოთხასი გირვანქა სტერლინგი ნაღდი ფული. ეს
თანხა ქმარს ჩააბარა. რამდენიმე ხნის შემდეგ დანარჩენი
თანხაც უჩვენა, მაგრამ ეს ფული ხელში არ მიუცია. უკვე
იმით, რომ ქმარი თავისას არ დახარჯავდა, ქალი დიდ დახმა-
97 მკითხველთა ლიგა
რებას უწევდა. საჭიროა ითქვას, ქალის ასეთი პოლიტიკით
ქმარი არა მარტო ფრიად თავდაჭერილად იქცეოდა, სანამ
მას დაეუფლებოდა, არამედ ასეთივე თავაზიანი მეუღლეც აღ-
მოჩნდა მას შემდეგაც, როცა მიზანს მიაღწია. აქ არ შემიძლია
თავი შევიკავო, რათა ერთხელ კიდევ არ ვუთხრა ქალებს,
რომ ისინი ძალზე მდაბლად აფასებენ ცოლის მდგომა-
რეობას, ეს კი - დაე, მიკერძოებად ნუ ჩამითვლიან - უამისო-
დაც საკმაოდ მდაბალია. ვიმეორებ, ისინი თვითონ იმცირე-
ბენ თავს, იმზადებენ დამცირებას მომავალში, როცა, ჩემი აზ-
რით, ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე თავიდანვე უფ-
ლებას აძლევენ მამაკაცს, დაუსჯელად აწყენინონ მათ.
მინდა ამ მოთხრობამ დახმარება გაუწიოს ჩვენს ქალებს,
რათა შეიგნონ, რომ ყველა უპირატესობა ერთ მხარეს არ
არის, როგორც ეს მამაკაცებს მიაჩნიათ. მართალია, ისინი
ერთობ დიდი შესაძლებლობებით სარგებლობდნენ - ამოირ-
ჩიონ ჩვენ შორის რომელიც სურთ, მაგრამ ისიც სწორია, რომ
არიან ქალები, რომლებიც არაფრად აგდებენ თავიანთ პატი-
ოსნებას, არ იციან საკუთარი თავის ყადრი და ისეთი დამყო-
ლი ხასიათი აქვთ, რომ მზად არიან, სანამ მამაკაცისგან წინა-
დადებას მიიღებდნენ, მას კისერზე ჩამოეკიდონ. მაგრამ მამა-
კაცებს შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ ღირსეული ქალის
ხელში ჩაგდება არც ისე ადვილი საქმეა, ხოლო დამყოლ ქა-
ლებს აუცილებლად აღმოაჩნდებათ რაიმე ნაკლი, ამასთან
იმდენად არსებითი, რომ ისინი ბოლოს და ბოლოს უპირატე-
სობას უკარება ქალებს აძლევენ, იმათ, რომელთა დაუფლება
ძნელია, და უარს ამბობენ იოლ გამარჯვებაზე, რადგან ესმით,
რომ ქალი, რომელიც პირველი დაძახებისთანავე მზად არის
მოირბინოს, ცოლად არ გამოადგება.

98 მკითხველთა ლიგა
როცა ქალები თავიანთ სიტყვაზე დგანან და აგრძნობინე-
ბენ თავიანთ თაყვანისმცემლებს, რომ უდიერ საქციელს ვერ
აიტანენ და უარის თქმის არ ეშინიათ, ბრძოლას მუდამ იგე-
ბენ. ვამტკიცებ, რომ მამაკაცები შეურაცხყოფას გვაყენებენ,
როცა გვეუბნებიან, ქვეყანაზე ბევრი ქალიაო, თითქოს ომებ-
მა, ზღვაოსნობამ და ოკეანის გაღმა ვაჭრობამ იმდენი მამაკა-
ცი იმსხვერპლა, რომ მათი რიცხვი მეტისმეტად მცირეა ქალ-
თა რიცხვზე და ამიტომაც ქალები ნაკლებად ხელსაყრელ
მდგომარეობაში იმყოფებიანო. ვერასოდეს დავეთანხმები
ვერც იმას, რომ ჩვენ ასე ბევრნი ვართ და ვერც იმას, რომ მა-
თი რიცხვი ასე მცირეა. თუ მამაკაცებს სურთ სიმართლე
იცოდნენ, არახელსაყრელი მდგომარეობა, რომელშიც ნამ-
დვილად იმყოფებიან ქალები, თვით მამაკაცებისთვის არის
ფრიად სამარცხვინო, და ერთადერთი მიზეზით აიხსნება, სა-
ხელდობრ იმით, რომ იმათი რიცხვი, რომელთანაც პატიოსან
ქალს შეიძლება ჰქონდეს საქმე, ჭეშმარიტად მცირეა, და რომ
იშვიათად შეხვდები ისეთ მამაკაცს, რომელსაც შეიძლება მი-
ენდო.
მაგრამ აქედანაც ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ქა-
ლებს მართებთ უკეთ გაარჩიონ მამაკაცები, სხვაგვარად
საიდან უნდა ვიცოდეთ, რას წარმოადგენს მამაკაცი, რომე-
ლიც წინადადებას გვაძლევს? ხოლო იმის მტკიცება, რომ ქა-
ლი ამის გამო უფრო ადვილად მისაწვდომი უნდა იყოს, - იგი-
ვეა, რომ ვამტკიცოთ: რამდენადაც მეტია საფრთხე, იმდენად
მეტი გაბედულება გვმართებსო. ეს კი, ჩემი შეხედულებით,
სრული უაზრობაა.
ჩემი აზრით, რამდენადაც მეტი ქალი იღებს ნაჩქარევ გა-
დაწყვეტილებას, რის შედეგადაც შეიძლება მოტყუებული
დარჩეს, მით უფრო წინდახედული უნდა იყოს. ქალებმა ეს
99 მკითხველთა ლიგა
რომ მხედველობაში მიიღონ, ფრთხილად მოიქცნენ, ასე ად-
ვილად ვერ მოტყუვდებიან. ახლანდელ მამაკაცებს შორის
ბევრი არ გამოირჩევა კარგი რეპუტაციით, ჩვენმა ქალებმა
თავი რომ შეიწუხონ და გამოკითხვა არ დაიზარონ, მამაკაცე-
ბის გარჩევას მალე შეეჩვევიან და განთავისუფლდებიან მათი
ხრიკებისგან. ხოლო ის ქალები, რომელთათვისაც საკუთარი
კეთილდღეობა არაფერს ნიშნავს და თავიანთი უბიწოება ისე
აწევთ ლოდად, რომ, როგორც თვითონ ამბობენ, მზად არიან
პირველივე შემხვედრს გამოეკიდონ, თავს იკლავენ გათხო-
ვებისთვის, როგორც საომარი ცხენები ბრძოლისთვის, - რა
უნდა უთხრა ასეთ ქალებს? მათთვის უნდა ვილოცოთ, რო-
გორც საერთოდ გიჟებისთვის ლოცულობენ. ისინი მაგონებენ
ადამიანებს, რომლებიც მთელ თავიანთ ქონებას ლატარიაში
ანიავებენ, სადაც ერთ მოგებაზე ასი ათასი ფუჭი ბილეთია.
საღად მოაზროვნე არც ერთი მამაკაცი ქალისადმი ნაკ-
ლებ პატივისცემას არ გამოიჩენს იმის გამო, რომ იგი მაშინ-
ვე, პირველ იერიშზევე არ დანებდა, არამედ მოისურვა მის
შესახებ ზოგიერთი რამის გაგება, სანამ ქორწინებაზე თან-
ხმობას მისცემდა. პირიქით, კაცი ფრიად მდაბალი აზრის იქ-
ნება მის ღირსებებზე და თვით გონებრივ ავლადიდებაზეც კი,
თუ ქალს ერთადერთი ფსონი აქვს ცხოვრებაში და მასაც იქვე
აგებს, თითქოს ქორწინება მისთვის სიკვდილი იყოს, ნახტო-
მი უცნობ სამყაროში.
მინდა განვმარტო ამ სფეროში ჩემი სქესის წარმომადგე-
ნელთა ქცევის მიზეზი, რადგან მგონია, რომ სხვა საქმეებთან
ერთად, აქაც ყველაზე მეტად ვიჩაგრებით. ყველაფერში ჩვე-
ნი სულმოკლეობაა დამნაშავე, გაუთხოვრობა და იმ საცოდავ
არსებად დარჩენის შიში, რომელსაც შინაბერა ჰქვია (სხვათა
შორის, ამ საგანზე უამრავი ამბის მოყოლა შემიძლია). სწო-
100 მკითხველთა ლიგა
რედ აქ იმალება ის მახე, რომელშიც ქალები ებმებიან. ისე
კი, ჩვენს ქალებს მართებდათ დაეძლიათ ეს შიში, თავი ღირ-
სეულად დაეჭირათ, სიმტკიცე გამოეჩინათ იქ, სადაც საქმე
ეხება მათ საკუთარ ბედნიერებას, არ გამოემჟღავნებინათ სი-
სუსტე ყოველ ნაბიჯზე, ამით აიცილებდნენ იმ ხვედრს, რო-
მელსაც ასე უფრთხოდნენ. დაე, მალე ნუ გათხოვდებიან, სა-
მაგიეროდ მათი ქორწინება საბოლოო ანგარიშში უფრო სან-
დო და მტკიცე გამოდგება. ყოველი ქალი, რომელსაც ცუდი
ქმარი შეხვდა, გრძნობს, რომ იჩქარა გათხოვება, და არც ერ-
თი ქალი, რომელსაც კარგი ქმარი ჰყავს, არ იტყვის, ძალზე
გავაჭიანურე გათხოვებაო. მოკლედ რომ ვთქვათ, არ არსე-
ბობს ქალი (აქ არ ვლაპარაკობთ სიმახინჯესა და დაღუპულ
რეპუტაციაზე), რომელსაც საქმის სწორად წარმართვის პი-
რობებში, ოდესმე კარგად გათხოვება არ შეეძლოს. თუ წინ-
დაუხედავად მოიქცა, სანაძლეოს ვდებ - დაიღუპება.
მაგრამ გადავდივარ საკუთარი მდგომარეობის აღწერაზე,
რომელიც იმ დროს საკმაოდ საჩოთიროდ მეჩვენებოდა. ისე-
თი მდგომარეობა მქონდა, რომ აუცილებელი იყო კარგი ქმა-
რი მეშოვა. მშვენივრად მესმოდა, რომ ამას ვერ მივაღწევდი,
თუ ადვილად ხელში ჩასაგდებ და დამყოლ ქალად ჩამ-
თვლიდნენ. მალე ირგვლივ ცნობილი გახდა, ამ ქვრივს მზი-
თევი არა აქვსო. ამაზე უარესს რაღას მოიფიქრებდნენ, ასე
რომ, ნელ-ნელა შეწყდა ჩემთან ყოველგვარი ლაპარაკი ცო-
ლად გაყოლაზე. არც აღზრდა, არც სილამაზე, არც ჭკუა, არც
თავაზიანობა - მე კი მეგონა, რომ ამ თვისებებით ვიყავი და-
ჯილდოებული. ყოველივე ეს, ვიმეორებ, სრულიად არაფერს
ნიშნავდა საძულველი ლითონის გარეშე, რომელიც ახლა
თვით სათნოებაზე მეტად ფასობს. ყველგან გაიძახოდნენ:
ქვრივს ფული არა ჰქონიაო.
101 მკითხველთა ლიგა
ამიტომაც გადავწყვიტე, ისეთ ადგილას გადავსახლებუ-
ლიყავი, სადაც არ მიცნობდნენ, და თუ საჭირო გახდებოდა,
გვარიც შემეცვალა.
ჩემი აზრი გავუზიარე მეგობარ ქალს, სწორედ იმას, ვისაც
თავის დროზე გათხოვებაში დავეხმარე და რომელიც მზად
იყო, ახლა სამაგიერო სიკეთით გადაეხადა. მას გული გადა-
ვუშალე, არაფერი დამიმალავს. ფული ცოტა მქონდა, ჩემი
ქმრის გაკოტრების შემდეგ, როგორც გითხარით, მხოლოდ
ხუთას ორმოცი გირვანქა სტერლინგი შემრჩა, რომლის ნაწი-
ლი უკვე შემომეხარჯა. დამრჩა დაახლოებით ოთხას სამოცი
გირვანქა სტერლინგი, ზოგიერთი მორთულობა, ოქროს
საათი, ნივთები, თუმცა საკმაოდ იაფფასიანი, აგრეთვე ოც-
დაათი თუ ორმოცი გირვანქა სტერლინგის ჯერ კიდევ გაუყი-
დავი ტილო.
ჩემი ძვირფასი და ერთგული მეგობარი, კაპიტნის ცოლი,
აღსავსე იყო ჩემდამი მადლიერებით იმ ყველაფრის გამო,
რაც მისთვის გავაკეთე. მაგრამ მარტო მეგობრობა რა ბედე-
ნაა: იცოდა ჩემი ხელმოკლეობა და ყოველთვის, როცა ფული
ჰქონდა, საჩუქრებს ყიდულობდა, სხვანაირად რომ ვთქვა,
მარჩენდა - ისე რომ, საკუთარი ფულის ხარჯვა არ მიხდებო-
და. ბოლოს ასეთი აზრი გამანდო: მამაკაცები, როცა თვითონ
ჯიბეში პენიც კი არ უჭყავით, ხალისით იწყებენ შეძლებული
ქალების უკან დევნას. ამიტომ, თუნდაც მხოლოდ სამარ-
თლიანობისთვის, ასევე უნდა მოვექცეთ მათ და შევეცადოთ,
რომ მატყუარა მოვატყუოთ.
თუ მენდობი, - განაგრძო შემდეგ, - ჩემს თავზე ვიღებ, მდი-
დარი ქმარი გიშოვო, რომელიც არასოდეს დაგაყვედრებს უმ-
ზითვობასო. ვუპასუხე, მთლიანად ვემორჩილები შენს ხელ-
მძღვანელობას და შენი ბრძანების გარეშე კრინტს არ დავ-
102 მკითხველთა ლიგა
ძრავ, ნაბიჯს არ გადავდგამ-მეთქი. ღრმად ვიყავი დარწმუნე-
ბული, რომ იგი ნებისმიერი რთული მდგომარეობიდან და-
მიხსნიდა. მეგობარი დამპირდა.
პირველ ყოვლისა, დამარიგა, ბიძაშვილი დამიძახეო და
ერთ თავის ნათესავთან გამგზავნა პროვინციაში, რის შემდეგ
ქმართან ერთად ჩემს სანახავად ჩამოვიდა. მან ისე ოსტატუ-
რად წარმართა საუბარი, რომლის დროსაც ხშირად ბიძაშ-
ვილს მიწოდებდა, რომ ქმარმა ერთობ თავაზიანად შემომთა-
ვაზა თავისი და ცოლის სახელით, მათთან ქალაქში გადას-
ვლა და მათ ოჯახში დაბინავება, თანაც დაუმატა, ახლა სხვა
ადგილას ვცხოვრობთო. შემდეგ ჩემმა მეგობარმა ქმარს უთ-
ხრა, ჩემს ბიძაშვილს სულ ცოტა, ათას ხუთასი გირვანქა
სტერლინგი აქვს და ნათესავებისგან მემკვიდრეობით ამაზე
მეტს მიიღებსო.
საკმარისი იყო, ეს მდგომარეობა ქმრისთვის გამხდარიყო
ცნობილი: თვითონ რამე ნაბიჯის გადადგმა არ დამჭირვებია.
მშვიდად ველოდი. მალე მთელ უბანში გავრცელდა ხმა: კა-
პიტნის ოჯახში მცხოვრები ქვრივი ნამდვილი საუნჯეა, მას,
სულ ცოტა, ათას ხუთასი გირვანქა სტერლინგი აქვს, ამას
თვითონ კაპიტანი ამბობსო. ხოლო თუ მას ეკითხებოდნენ,
მტკიცედ უდასტურებდა, თუმცა ჩემ შესახებ მხოლოდ ის იცო-
და, რაც ცოლმა უთხრა. არავითარი ცუდი აზრი არ ჰქონდა,
გულწრფელად სჯეროდა, რომ ნამდვილად ასე იყო.
აი, რა მერყევ საფუძველზე აგებენ კოშკებს ადამიანები,
როცა ოქროს მთები ელანდებათ. როგორც კი შეძლებული
ქალის სახელი გამივარდა, მაშინვე იწყეს დენა თაყვანის-
მცემლებმა, ისე რომ, არჩევანი დიდი მქონდა, თუმცა მამაკა-
ცები ამტკიცებენ, ძალზე ცოტანი ვართო. სიტყვამ მოიტანა
და, ეს საკმაოდ ნათლად ადასტურებს იმას, რაც წინათ მო-
103 მკითხველთა ლიგა
გახსენეთ. საჭირო იყო ეშმაკური ხერხისთვის მიმემართა:
მათ შორის ამომერჩია ჩემთვის ყველაზე შესაფერისი მამაკა-
ცი, ესე იგი ისეთი, რომელიც სხვებზე ადვილად დაიჯერებდა
ჩემს შეძლებულობაზე გავრცელებულ ხმებს და უფრო ზუსტი
ცნობების ძებნას არ შეუდგებოდა. მეტი აღარაფერი მრჩებო-
და, რადგან ისეთი მდგომარეობა მქონდა, რომ დაწვრილე-
ბით გამოკითხვის უფლებას ვერავის მივცემდი.
ამორჩევა, კაცმა რომ თქვას, დიდად არ გამძნელებია. ყვე-
ლაზე დაჟინებულ თაყვანისმცემელზე შევჩერდი, მივაღწიე
იმას, რომ მისგან მოვისმინე საზეიმო სიტყვები - ამქვეყნად
ყველაზე მეტად მიყვარხართ, და თუ დამთანხმდებით და გა-
მაბედნიერებთ, სიხარულით ცას ვეწევიო. ვიცოდი, რომ მთე-
ლი მისი აღფრთოვანება აიხსნებოდა ვარაუდით, უფრო სწო-
რად იმის რწმენით, რომ მე ძალზე მდიდარი ვიყავი, თუმცა
თვითონ კრინტიც არ დამიძრავს ჩემს შეძლებაზე.
არჩევით კი ავირჩიე, მაგრამ ჩემი თაყვანისმცემელი ბო-
ლომდე უნდა გამომეცადა: ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი
ხსნა, რადგან ვიცოდი, ნამდვილად დავიღუპებოდი, თუ ეს კა-
ცი სიტყვას გადათქვამდა, ისევე როგორც თავად იქნებოდა
დაღუპული ადამიანი, მე რომ შევერთე. ეჭვი რომ არ გამო-
მეთქვა მის შეძლებულობაზე, მოსალოდნელი იყო, თვითონ
შეეხედა ჩემს შეძლებაზე ეჭვის თვალით. ამრიგად, დავასწა-
რი და უნდობლად შევხედე მის გულწრფელობას, ჩემი ფული
გაინტერესებთ და იმიტომ დამდევთ-მეთქი. მაშინ დამიწყო
ფიცი, უსაზღვროდ მიყვარხართო, მაგრამ ამასაც ისეთივე
მოჩვენებითი უნდობლობით ვხვდებოდი.
ერთ დილას თითიდან გამოიძრო ალმასისთვლიანი ბეჭე-
დი და ჩემი ოთახის ფანჯრის მინაზე შემდეგი სიტყვები დაწე-
რა:
104 მკითხველთა ლიგა
შენ მიყვარხარ, შენთვის ცრემლი მდენია.
წავიკითხე, ბეჭედი გამოვართვი და ქვევით მივუწერე:
ეს ამბავი არაერთხელ მსმენია.
კვლავ აიღო ბეჭედი და დაწერა:
სათნოება - აი, ჩემთვის მთავარი.
ისევ ვთხოვე ბეჭედი და ვუპასუხე:
განა ფული სათნოება არ არი?
ჭარხალივით გაწითლდა, ეს სიტყვები შიგ გულში მოხვდა,
გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, ეჯობნა ჩემთვის. მი-
სი შემდეგი ბწკარი იყო:
ფული ეშმაკს წაუღია, ტრფობის ალი მედება.
პოეტურ განწყობას აყოლილმა თავი კინაღამ საფრთხეში
ჩავიგდე, როცა ქვეშ ასეთი სტრიქონი მივუწერე:
რომ გაიგებ, ღატაკი ვარ, ტრფობა გაგინელდება.
ეს იყო მწარე ჭეშმარიტება. დამიჯერა თუ არა, ვერ გეტ-
ყვით. მაშინ მომეჩვენა, რომ არ დამიჯერა. ასე იყო თუ ისე,
მომიახლოვდა, ხელი მომხვია, მხურვალე კოცნა დამაყარა
და მკერდზე მაგრად მიმიკრა. მერე გამომიცხადა, მოთმინება
აღარ მყოფნის, მინაზე ვწეროო. კალამი და მელანი მოითხო-
ვა, ფურცელი აიღო და დაწერა:
სიღატაკე ხელს არ მიშლის, გული სხვას მეუბნება!
კალამი გამოვართვი და მყისვე ასე ვუპასუხე:
პირში ამას მაგებინებ, გულში კი გეხუმრება.
მითხრა, ეს მეტისმეტი სისასტიკეა, თქვენს სიტყვებს ვერ
დავეთანხმები. მაიძულებთ, უზრდელობა გამოვიჩინო და ჩე-
მი გრძნობების წინააღმდეგ წავიდეო. მაგრამ რაკი მელექ-
სეობა დამაწყებინეთ, უფლება მომეცით, განვაგრძოო, რის
შემდეგ კალამი აიღო და დაწერა:
ტრფიალებით მსურს დავიწვა, ქალო, მეტი სხვა რა ხარ?!
105 მკითხველთა ლიგა
მე მივუწერე:
რას გააწყობ, თუ ასეა, ჩემთვის ცუდი არა ხარ.
ეს სიტყვები კეთილგანწყობილების ნიშნად მიიჩნია და
იარაღი დაყარა, სხვანაირად რომ ვთქვათ, კალამი დადო.
დიახ, ეს მართლაც დიდი კეთილგანწყობილების ნიშანი იყო,
რასაც სათანადოდ შეაფასებდა, ყოველივე რომ სცოდნოდა.
ასე რომ, ისე აღიქვა, როგორც ვვარაუდობდი, ესე იგი, გა-
დაწყვიტა, რომ მომხრე ვიყავი ჩვენი სასიყვარულო თამაში
გამეგრძელებინა. მე კი საამისოდ ყოველგვარი საფუძველი
მქონდა. ასეთი თავაზიანი და მხიარული კაცი არასოდეს შემ-
ხვედრია და ხშირად ვფიქრობდი, სწორედ ამიტომ ორმაგი
დანაშაული იქნება მისი მოტყუება-მეთქი. მაგრამ ამის გაკე-
თებას ჩემი უკიდურესი მდგომარეობა მაიძულებდა. ამასთან,
როგორი მჭერმეტყველური საბუთიც უნდა ყოფილიყო ამ კაც-
თან ცუდი დამოკიდებულების წინააღმდეგ მისი სიყვარული
და კეთილი გული, ეს კარგი თვისებები, უდავოდ, მარწმუნებ-
დნენ, რომ იგი იმედის გაცრუებას ერთობ მშვიდად გადაიტან-
და, ვიდრე რომელიმე თავზეხელაღებული, რომლის დამ-
თხვეულმა ვნებამ ქალი შეიძლება საბოლოოდ გააუბედუ-
როს.
ჩემს თაყვანისმცემელთან ხშირად ვხუმრობდი (როგორც
მას ეგონა) ჩემი სიღატაკის თაობაზე, მაგრამ როცა დარწმუნ-
და, რომ ეს სიმართლე იყო, თავს უფლება არ მისცა, საყვედუ-
რი ეთქვა. ხუმრობით თუ სერიოზულად გამომიცხადა, თუმცა
უმზითვო ხართ, მაინც გირთავთ ცოლადო, ისევე როგორც მე,
ხუმრობით თუ სერიოზულად განვუცხადე, ძალზე ღატაკი ვარ-
მეთქი. ერთი სიტყვით, უკან დასახევი ყველა გზა მოვუჭერი,
და თუმცა ბოლოს შეიძლება ეთქვა, მოტყუებული დავრჩიო,
იმას მაინც ვერ იტყოდა, რომ მე მოვატყუე.
106 მკითხველთა ლიგა
ამის შემდეგ სულ უკან დამდევდა, და რადგან მივხვდი,
რომ მისი დაკარგვის არ უნდა მშინებოდა, გულცივი ადა-
მიანის როლის თამაში განვაგრძე, ამასთან მივხვდი, რა უპი-
რატესობას მომცემდა თავდაჭერილობა და გულცივობა, სა-
ჭიროების შემთხვევაში ჩემი სიღატაკე რომ მეღიარებინა.
ასეთი საქციელი ჩემთვის მით უფრო ხელსაყრელი იყო, რამ-
დენადაც, როგორც ჩანდა, აქედან ასეთი დასკვნა გამოჰქონ-
და: ამ ქალს ან ბევრი ფული აქვს, ან ფრიად გონებადამჯდა-
რია, ფათერაკების მაძიებელი კი ნამდვილად არ არისო.
ერთხელ გაბედულება მოვიკრიბე და მივმართე: თქვენი
მხრიდან შევხვდი ყველაზე თავაზიან დამოკიდებულებას,
რადგან ისე აპირებთ ჩემს შერთვას, რომ არც კი კითხულობთ
ჩემს მდგომარეობას, ამიტომაც მსურს თქვენდამი ასევე თა-
ვაზიანი ვიყო, თქვენს საქმეებზე მხოლოდ აუცილებელი ცნო-
ბებით დავკმაყოფილდები. იმედი მაქვს, ნებას დამრთავთ,
რამდენიმე შეკითხვა მოგცეთ, რომლებზეც მიპასუხებთ თუ
არა, თქვენი საქმეა-მეთქი. ერთი ასეთი შეკითხვა ჩვენს მომა-
ვალ ცხოვრებას და იმ ადგილს ეხებოდა, სადაც დავსახლდე-
ბოდით, რადგან გაგებული მქონდა, რომ მას დიდი პლანტა-
ცია ჰქონდა ვირჯინიაში. ამბობენ, თითქოს იქ გადასახლება
გსურთ, მე კი არ მინდა ოკეანის გაღმა გამგზავრება-მეთქი.
ამ დროიდან ხალისით მელაპარაკებოდა თავის საქმეებსა
და შეძლებაზე, საიდანაც დავასკვენი, რომ ფრიად თვალსაჩი-
ნო ადგილი შეეძლო დაეჭირა საზოგადოებაში. მისი ქონების
დიდ ნაწილს შეადგენდა სამი პლანტაცია ვირჯინიაში, რაც
მშვენიერ შემოსავალს აძლევდა - დაახლოებით სამას გირ-
ვანქა სტერლინგს წელიწადში, მაგრამ პატრონობა თვითონ-
ვე რომ გაეწია, შემოსავალი ოთხჯერ მეტი ექნებოდა. ჩინებუ-

107 მკითხველთა ლიგა


ლია, - გავიფიქრე, - წამიყვან იქ, როცა ჭკუაში დამიჯდება, ახ-
ლა კი ვერ მოგართვეს-მეთქი.
მეცინებოდა იმაზე, თუ რა პლანტატორი გამოვიდოდა მის-
გან, მაგრამ როცა დავრწმუნდი, ჩემი ყველა სურვილი შეს-
რულდებოდა (თუმცა არ მოსწონდა, რომ მის პლანტაციებს
სათანადო პატივისცემით არ ვიხსენიებდი), საუბარი შევცვა-
ლე, ვუთხარი: საპატიო საბუთი მაქვს, არ გადავსახლდე ვირ-
ჯინიაში. თუ თქვენი პლანტაციები ასე მდიდარია, სამა-
გიეროდ, მე ძალზე ღარიბი გახლავართ იმ ადამიანისთვის,
რომლის წლიური შემოსავალი ათას ორასი გირვანქა
სტერლინგია-მეთქი.
მიპასუხა: არაფერს გეკითხებით თქვენი მზითვის რაოდე-
ნობაზე, რადგან თვითონვე დაგპირდით, არ შევეხო ამ სა-
კითხს და სიტყვა შევინახო. ყოველ შემთხვევაში, არასოდეს
გთხოვთ ვირჯინიაში წამოყოლას და არც მე წავალ უთქვე-
ნოდ, თუ არ გამოთქვამთ სურვილსო.
ამრიგად, ხედავთ რომ ყველაფერი ისე გამოვიდა, რო-
გორც მინდოდა. ძალზე კმაყოფილი დავრჩი. ამ წუთამდე გან-
ვაგრძობდი მოჩვენებით გულგრილობას, რითაც წინანდელ-
ზე მეტად ვიწვევდი მის გაკვირვებას, თანაც ვაიძულებდი უფ-
რო მეტი გულმოდგინება გამოეჩინა. ამას უმთავრესად ქალე-
ბის ჭკუის დასარიგებლად ვამბობ. დაე, იცოდნენ, რომ ისე
არაფერი ამცირებს ჩვენს სქესს და ხელს არ უწყობს ჩვენ მი-
მართ უგულებელყოფილ დამოკიდებულებას, როგორც შიში,
გამოხატონ ასეთი მოჩვენებითი გულცივობა. ნაკლებად რომ
ვაფასებდეთ გამდიდრებული კოხტაპრუწების ყურადღებას,
ალბათ მეტ პატივსაც გვცემდნენ და მეტადაც გამოგვეკიდე-
ბოდნენ უკან. შემეძლო გულახდილად მეღიარებინა, რომ ჩე-
მი დიდი შეძლება ხუთასი გირვანქა სტერლინგიც არ იყო,
108 მკითხველთა ლიგა
როცა იგი ათას ხუთასს მოელოდა: ისე მძლავრად ჩავავლე
ბრჭყალები ამ კაცს, და ისე დიდხანს ვამყოფებდი მტანჯველ
გაურკვევლობაში, რომ, ჩემი ღრმა რწმენით, უმზითვოდაც კი
წამიყვანდა. მართლაც. სიმართლე რომ გაიგო, იმაზე ნაკლე-
ბად გაუკვირდა, ვიდრე გაიკვირვებდა, სხვანაირად რომ მჭე-
როდა თავი, რადგან მცირეოდენი საყვედურიც კი არ შეეძლო
ეთქვა იმ ქალისთვის, რომელიც უკანასკნელ წუთამდე გულ-
ცივად ეპყრობოდა. დაკმაყოფილდა შენიშვნის მიცემით, რომ
ბევრად უფრო მდიდარი ვეგონე, ვიდრე სინამდვილეში ვიყა-
ვი. ამაზე მცირე შეძლებაც რომ გქონოდათ, უკან ვერ დამახე-
ვინებდით, ოღონდ ისე ვერ შეგინახავდით, როგორც მენდო-
მებოდაო.
ერთი სიტყვით, ძალზე ბედნიერად დავქორწინდით. ყო-
ველ შემთხვევაში, ფრიად კმაყოფილი დავრჩი: უკეთესი
ქმრის პოვნა ძნელი იყო, თუმცა მისი მდგომარეობა არც ისე
ბრწყინვალე აღმოჩნდა, როგორც მეგონა. მასაც არ გაუმარ-
თლდა იმედი, ქორწინების საშუალებით გაეზარდა თავისი
შეძლება.
როცა ჯვარი დავიწერეთ, მაშინვე გადავეცი ჩემი მცირე
თანხა და მოვახსენე, მეტი არაფერი მაქვს-მეთქი. ეს აუცილე-
ბელი იყო, რადგან ერთხელ, როცა მარტონი ვიყავით, შემ-
თხვევით ვისარგებლე და ამ საგანზე ლაპარაკი ჩამოვუგდე:
- ჩემო მეგობარო, უკვე ორი კვირაა ცოლ-ქმარი ვართ. გა-
ნა დრო არ არის გაიგოთ, აქვს თქვენს ცოლს რამე, თუ არა-
ფერი აბადია?
- როცა საჭიროდ ჩათვლით, თვითონვე მეტყვით, ჩემო
ძვირფასო, - მიპასუხა, - მე კი კმაყოფილი ვარ, რომ ცოლად
გულის სწორი შევირთე. მზითევზე შეკითხვებით ხომ არც ისე
შემიწუხებიხართ?
109 მკითხველთა ლიგა
- დიახ, ეს მართალია, მაგრამ ძალზე შეცბუნებული ვარ და
არ ვიცი, როგორ დავაღწიო ამას თავი.
- რამ შეგაცბუნათ, ჩემო კარგო?
- ცოტა მეძნელება ამაზე ლაპარაკი, თქვენთვის კი უფრო
მძიმე იქნება მისი მოსმენა. გადმომცეს, თითქოს კაპიტანმა
N-მა (ჩემი მეგობრის ქმარმა) გითხრათ, ეს ქალი ფრიად მდი-
დარიაო, გარწმუნებთ, არასოდეს დამივალებია მისთვის ასე-
თი ხმების გავრცელება.
- შესაძლოა, კაპიტანმა N-მა მითხრა მსგავსი რამ, მაგრამ
რა აზრი აქვს ამას? მომატყუა? მით უარესი მისთვის. თქვენ
თვითონ არასდროს გილაპარაკიათ მზითევზე, ასე რომ, სა-
ფუძველი არ მაქვს გისაყვედუროთ, სულაც რომ არაფერი გა-
გაჩნდეთ.
- ჭეშმარიტად სამართლიანობისა და კეთილშობილების
განსახიერება ხართ! - წამოვიძახე. - ამიტომაც გული უფრო
მტკივა, ასე ცოტა ფული რომ მაქვს.
- რაც უფრო ნაკლები ფული გაქვთ, ძვირფასო, მით უარე-
სი ჩვენთვის, მაგრამ იმედი მაქვს, არ გეშინიათ, რომ უმზით-
ვობის მიზეზით შევიცვლები. თუ არაფერი გაგაჩნიათ, გულახ-
დილი იყავით. კაპიტანს შეიძლება ჩავუკრა კიდეც, რომ გა-
მაბრიყვა, მაგრამ თქვენ ვერაფერს გისაყვედურებთ: განა
თვითონვე არ გამაგებინეთ, რომ ღარიბი ხართ? ჩემთვის ეს
მოულოდნელობა არ ყოფილა.
- ფრიად მოხარული ვარ, ჩემო მეგობარო, ქორწინებამდე
თქვენს მოტყუებაში მონაწილეობა არ მიმიღია. თუ ახლა გატ-
ყუებთ, ამაში ცუდი არაფერია, მართალია, ღარიბი ვარ, მაგ-
რამ ზოგი რამ მაინც მაქვს. - ამ სიტყვებით ამოვიღე რამდენი-
მე საბანკო ბილეთი და გადავეცი დაახლოებით ას სამოცი

110 მკითხველთა ლიგა


გირვანქა სტერლინგი. - ჯერჯერობით ეს აიღეთ, - ვუთხარი, -
შეიძლება კიდევ რამე გამოიძებნოს.
ამ კაცს იმდენად დაეკარგა ჩემგან რამის მიღების იმედი,
რომ ფულმა, სიმცირის მიუხედავად, ორმაგად გაახარა. გა-
მომიტყდა, ამასაც არ მოველოდიო, ჩემი სიტყვებიდან ისეთი
აზრი გამოიტანა, თითქოს მთელი ჩემი ავლადიდება მორთუ-
ლი კაბები, ოქროს საათი და ორიოდე ალმასისთვლიანი ბე-
ჭედი ყოფილიყო.
რამდენიმე დღე საშუალება მივეცი, ამ ას სამოცი გირვანქა
სტერლინგით დამტკბარიყო. სახლიდან წავედი, ვითომ ფუ-
ლის საშოვნელად, რომ დავბრუნდი, ასი გირვანქა ოქრო მო-
ვუტანე, ვუთხარი, ესეც თქვენი წილია-მეთქი. კვირის ბოლოს
კიდევ გადავეცი ას ორმოცი გირვანქა და სამოციოდე გირვან-
ქა სტერლინგად ღირებული ტილო, დავარწმუნე, თითქოს
იძულებული ვიყავი, ეს ტილო ას გირვანქა სტერლინგთან ერ-
თად მიმეღო ექვსასი გირვანქის ვალში, რაც გირვანქა სტერ-
ლინგში ხუთ შილინგსაც არ შეადგენდა, თანაც დავუმატე,
კარგია, რომ ესეც მივიღე-მეთქი.
- ახლა კი, ჩემო კარგო, - ვუთხარი, - სამწუხაროდ, უნდა
გამოგიტყდეთ, რომ მთელი ჩემი ქონება ეს არის. - მერე და-
ვუმატე: - იმ პირს, ვისაც ჩემი ექვსასი გირვანქა სტერლინგი
ემართა, რომ არ მოვეტყუებინე, უკვე ათასი გირვანქა სტერ-
ლინგი მექნებოდა, რაკი საქმე ასე წარიმართა, თქვენ კი პა-
ტიოსანი სიტყვა მოგეცით, არაფერი გადავმალო, რა გაეწყო-
ბა, მეტი რომ მიმეღო, მთლიანად თქვენ ჩაგითვლიდით.
ჩემი ქცევით იმდენად გახარებული და ფულის მიღებით იმ-
დენად ნასიამოვნები დარჩა - მას ხომ შიში კლავდა მშრალზე
არ დამჯდარიყო, - რომ ჩემი ძღვენი დიდი მადლიერებით
მიიღო. ამნაირად გამოვძვერი მდგომარეობიდან, რომელიც
111 მკითხველთა ლიგა
თვითონვე შევიქმენი ჩემს ქონებაზე ხმების გავრცელებით,
სამაგიეროდ, ქმარი ვიგდე ხელთ, ამით ქალისთვის საკმაოდ
საშიში ნაბიჯი გადავდგი, რითაც შემეძლო შემდგომში ქმრის-
გან ცუდი დამოკიდებულება დამემსახურებინა.
სამართლიანობა მოითხოვს ვთქვა, რომ ჩემი ქმარი უსაზ-
ღვროდ გულკეთილი გახლდათ, მაგრამ არა ჩერჩეტი. როცა
ნახა, რომ მისი შემოსავალი საკმარისი არ იყო ისეთი ცხოვ-
რებისთვის, როგორიც უნდოდა ჩემი მზითვის იმედით მიეღო,
ამასთან ვირჯინიის პლანტაციებიდანაც მცირე შემოსავალი
ჰქონდა, რამდენჯერმე გამოთქვა ვირჯინიაში გამგზავრების
სურვილი, რათა იქ საკუთარ მიწაზე ეცხოვრა. ხშირად მიქებ-
და იქაურ ცხოვრებას, სიიაფეს, სიუხვეს.
მაშინვე მივხვდი, რის თქმაც სურდა. ერთ დილას პირდა-
პირ ვუთხარი: ჩემი აზრით, თქვენი მამული მცირე შემოსა-
ვალს იძლევა, რადგან იქვე არ ვცხოვრობთ, ვხედავ, სურვი-
ლი გაქვთ, გადასახლდეთ. ვგრძნობ, ცოლის შერთვამ იმედი
გაგიცრუათ. ჩემი მხრივ საქმე რომ გამოვასწორო, მოვალედ
ვთვლი თავს, თანხმობა მოგცეთ ვირჯინიაში გამგზავრებაზე
იქ დასასახლებლად.
განზრახვა შემიქო და თანაგრძნობისთვის ათასი მადლო-
ბა გადამიხადა. მითხრა: თუმცა მზითვიანი ცოლის შოვნის
იმედი გამიცრუვდა, მაგრამ ცოლში არ მოვტყუებულვარო.
ამაზე უკეთეს მეგობარს ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი,
თქვენი წინადადება კი იმდენად სასიამოვნოა, რომ სიტყვით
გამოხატვაც კი მეძნელებაო.
მოკლედ რომ მოვჭრა, გამგზავრებაზე შევთანხმდით. მით-
ხრა, იქ ძალზე კარგი, მშვენივრად მოწყობილი სახლი მაქვს,
სადაც დედა და და ცხოვრობენ, ახლობელი მეტი არავინ
მყავსო. როგორც კი ჩავალთ, ისინი სხვა სახლში გადავლენ,
112 მკითხველთა ლიგა
რომელიც დედას ეკუთვნის, მისი სიკვდილის შემდეგ კი შენი
იქნებაო. მართლაც ყოველივე ისე მოეწყო, როგორც მან
მითხრა..
ხომალდში ჩავსხედით, თან ჩვენი სახლისთვის ბევრი კარ-
გი ავეჯი, თეთრეული და სხვა აუცილებელი ნივთი წავიღეთ.
გარდა ამისა, გასაყიდი საქონელიც არ დაგვვიწყებია, და
ზღვაში შევცურეთ.
ჩემი მიზანი არ არის დაწვრილებით გიამბოთ ჩვენი ხან-
გრძლივი და საფრთხით აღსავსე მოგზაურობის ამბავი.
დღიურებს არც მე ვწერდი და არც ჩემი ქმარი. მხოლოდ იმის
თქმა შემიძლია, რომ გზაში ორჯერ მოგვისწრო საზარელმა
ქარიშხალმა, ერთხელ კი საშინელ მეკობრეებს შევხვდით,
რომლებმაც თითქმის მთლიანად წაგვართვეს სურსათ--
სანოვაგე და უბედურების დასაგვირგვინებლად კინაღამ ჩემი
ქმარიც წაიყვანეს. მაგრამ ჩემს ხვეწნა-მუდარას ყური ათხო-
ვეს და გაუშვეს. ყველა ამ საშინელების შემდეგ შევცურეთ
მდინარე იორკში. ვირჯინიაში ჩვენს პლანტაციაში რომ მივე-
დით, დედამისი ძალზე გულთბილად და ალერსიანად შემოგ-
ვეგება.
ყველანი ერთად დავბინავდით: ჩემი თხოვნით დედამთი-
ლი ჩვენს სახლში დარჩა. არ მინდოდა ამ შესანიშნავ ადამი-
ანთან განშორება. ქმარსაც უწინდებურად კარგი ურთიერთო-
ბა ჰქონდა ჩემთან. ერთი სიტყვით, თავს უბედნიერეს არსე-
ბად ვთვლიდი. მაგრამ ერთმა საოცარმა შემთხვევამ უეცრად
ბოლო მოუღო მთელ ამ კეთილდღეობას და წარმოუდგენ-
ლად მძიმე მდგომარეობაში ჩამაგდო.
ჩემი დედამთილი უჩვეულოდ მხიარული და კეთილი მო-
ხუცი გახლდათ - შემიძლია ასე ვუწოდო მას, რამდენადაც მი-
სი შვილი უკვე ოცდაათ წელს გადაცილებული იყო. ეს სა-
113 მკითხველთა ლიგა
სიამოვნო და გულთბილი დედაკაცი ხშირად მართობდა იმ
ქვეყნისა და მის მცხოვრებთა ამბების თხრობით. სხვათა შო-
რის ბევრჯერ უთქვამს, ამ კოლონიის მცხოვრებთა უმრავლე-
სობა ინგლისიდან ჩამოვიდა ძალზე გაჭირვებულ მდგომა-
რეობაშიო. და საერთოდ, ეს ხალხი შეიძლება გაიყოს ორ
ჯგუფად: ერთნი მოიყვანეს ხომალდების მეპატრონეებმა და
გაყიდეს მსახურებად, - ასე ეძახიან მათ, - მითხრა დედამ-
თილმა, - ისე კი ნამდვილი მონები არიან, - სხვები „ნიუგეტში“
ან სხვა ციხეებში ყოფნისა და განაჩენის შერბილების შემდეგ
გადმოასახლეს იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც ინგლისში
სიკვდილით ისჯებიან.
- როცა ისინი ჩვენთან მოდიან, - განაგრძო დედამთილმა,
- ამ ხალხს არ ვასხვავებთ. პლანტატორები ყიდულობენ და
მინდვრებში ამუშავებენ ვადის გასვლამდე. ვადა რომ
ამოიწურება, პლანტატორებად გახდომის წინადადებას აძ-
ლევენ. თითოეულ მათგანს მთავრობა რამდენიმე აკრ მიწას
გამოუყოფს. ჯერ ასუფთავებენ და ამუშავებენ თავიანთ ნაკვე-
თებს, შემდეგ კი თამბაქოსა და ხორბალს თესავენ საკუთარი
საჭიროებისთვის. მომავალი მოსავლის ანგარიშში ვაჭრები
ნისიად აძლევენ სამიწათმოქმედო იარაღს, ტანსაცმელსა და
სხვა აუცილებელ საგნებს; ყოველწლიურად აფართოებენ ნა-
თესებს და ყიდულობენ ყველაფერს, რაც კი საჭიროა. ასე
რომ, ჩემო ბავშვო, - განაგრძო მოხუცმა, - „ნიუგეტის“ ბევრი
ჩიტი დიდი კაცი ხდება. ზოგიერთ ჩვენს მომრიგებელ მოსა-
მართლეს, მილიციის ოფიცერსა და მაგისტრატის წევრს ხე-
ლები დადაღული აქვს.
მოთხრობის გაგრძელება სურდა, მაგრამ იმ როლმა
გაიტაცა, რომელსაც თვითონ ასრულებდა, ბოლოს კი გამო-
მიტყდა, პირადად მე აქაურ მცხოვრებთა მეორე ჯგუფს ვე-
114 მკითხველთა ლიგა
კუთვნიო. იმისთვის გადმომასახლეს, რომ ერთ საქმეში გავე-
რიე და დამნაშავე გავხდიო.
- აი, ნიშანიც, შვილო, - ხელთათმანი გაიხადა და ლამაზი
თეთრი ხელი მიჩვენა. ხელისგული დადაღული ჰქონდა.
ამ ამბავმა ფრიად ამაღელვა, მაგრამ დედამთილმა ღიმი-
ლით მითხრა:
- ჩემს ხვედრს უჩვეულოდ ნუ მიიჩნევ, შვილო. აქ ბევრს
აქვს დადაღული ხელი, და ამისი ოდნავადაც არა რცხვენიათ.
მაიორი ნ ცნობილი ჯიბგირი იყო, მოსამართლე ბარი კი დუქ-
ნებს ტეხდა. ორივეს დადაღული ხელები აქვს. შემიძლია კი-
დევ მათი მსგავსი რამდენიმე კაცი დაგისახელო.
ხშირად ვსაუბრობდით ასეთ საგნებზე, დედამთილი თავის
ნათქვამს მრავალი მაგალითით მიდასტურებდა. ერთხელ,
როცა რამდენიმე კვირის წინათ ჩამოსული რომელიღაც გა-
დასახლებულის თავგადასავალს მიამბობდა, ვთხოვე, თავის
ცხოვრებაზე ეთქვა რამე. დედაკაცმა დიდი გულახდილობითა
და პირდაპირობით მიამბო, როგორ მოხვდა ახალგაზრდობი-
სას ლონდონის ერთ ცუდ საზოგადოებაში: დედა ხშირად მა-
ტანდა საჭმელს ერთ თავის ნათესავ ქალთან, რომელიც
„ნიუგეტში“ იჯდა და შიმშილით სულს ღაფავდა. ამ ქალს სა-
ბოლოოდ სიკვდილი მიუსაჯეს, ორსული აღმოჩნდა და განა-
ჩენის აღსრულება გადაუდეს, მაგრამ ციხეში გარდაიცვალა-
ო.
აქ ჩემმა დედამთილმა დაიწყო ყველა სისაძაგლის ჩამოთ-
ვლა, რასაც ამ საშინელ ადგილას მიმართავდნენ.
- ალბათ, შვილო, - თქვა დედამთილმა, - ცოტა რამ იცი
ასეთ ამბებზე, შესაძლოა, სულაც არაფერი გაგიგონია, მაგ-
რამ, დამიჯერე, აქ ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია: „ნიუგე-
ტის“ ციხე უფრო მეტ ქურდსა და გაიძვერას შობს, ვიდრე ქურ-
115 მკითხველთა ლიგა
დების ყველა ბუდე და ავაზაკთა ყველა ბუნაგი ინგლისში. ამ
წყეული ადგილიდანაა ჩვენი კოლონიის მოსახლეობის ნახე-
ვარი.
მან განაგრძო თავისი ვრცელი თავგადასავალი, და ისეთ
წვრილმანებზე ჩერდებოდა, რომ მთლიანად მოვიშალე. რო-
ცა ერთ ადგილას საჭირო იყო თავისი სახელი მოეხსენებინა,
კინაღამ გული წამივიდა. გაფითრება რომ შემნიშნა, შემეკით-
ხა, ცუდად ხომ არ გახდი, რამ შეგაშფოთაო? ვუპასუხე, ფრი-
ად ამაღელვა სევდიანმა თავგადასავალმა, მეტის მოსმენა არ
შემიძლია და გთხოვ, აღარ განაგრძო-მეთქი.
- რატომ ღელავ, ჩემო კარგო? - ალერსიანად მომმართა. -
ყოველივე ეს დიდი ხნის წინათ მოხდა, სანამ შენ დაიბადებო-
დი, ახლა ეს ოდნავადაც არ მაღელვებს. პირიქით, ჩემთვის
სასიამოვნოა მოვიგონო ის ამბები, რომელთა წყალობით აქ
აღმოვჩნდი. მერე კარგ ოჯახში მოვხვდი. თავი მშვენივრად
მეჭირა. დიასახლისის გარდაცვალების შემდეგ ჩემზე ოჯახის
უფროსმა დაიწერა ჯვარი, რომლისგანაც შემეძინა შენი ახ-
ლანდელი ქმარი და მისი და. მომიყვა, მუყაითობითა და გო-
ნიერი გაძღოლით როგორ მოუარა პლანტაციებს ქმრის სიკ-
ვდილის შემდეგ, როგორ ააყვავა. ბოლოს დასძინა: ამდენად,
ჩემი სიმდიდრის უმეტეს ნაწილს საკუთარ თავს უნდა ვუმად-
ლოდე, და არა ქმარს, რომელიც თექვსმეტი წლის წინ გარდა-
იცვალაო.
ნაამბობის ეს ნაწილი ერთობ უყურადღებოდ მოვისმინე,
რადგან ძალზე მინდოდა მთლიანად მივცემოდი იმ გრძნო-
ბას, რომელმაც მომიცვა. ალბათ წარმოიდგენთ ჩემს მდგო-
მარეობას, თუ გეტყვით, რომ ეს ადამიანი, ჩემი ვარაუდით,
არც მეტი, არც ნაკლები, დედაჩემი იყო; ესე იგი, მე ორი შვი-

116 მკითხველთა ლიგა


ლი გავაჩინე და მესამეზე ვიყავი ორსულად ღვიძლი ძმისგან,
რომელთან ერთადაც ყოველ ღამეს ლოგინში ვიწექი.
ახლა ყველაზე უბედური ქალი ვიყავი ამქვეყნად. ოჰ, რომ
არ გამეგო ეს ამბავი, ყოველივე კარგად წავიდოდა, ქმართან
კავშირი დანაშაული არ იქნებოდა, სიმართლე რომ არ მცოდ-
ნოდა.
გულზე დაწოლილ ლოდს ლამის გავესრისე. ამ საიდუმ-
ლოს გამომჟღავნებით ვერავითარ შეღავათს ვერ ვხედავდი,
თუმცა კი რაღაც შვებას მომგვრიდა. მისი შენახვაც შეუძლე-
ბელი ხდებოდა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ძილში ბოდ-
ვას არ დავიწყებდი და ნებით თუ უნებლიედ ქმარს საიდუმ-
ლოს არ გავუმხელდი. და თუ ეს მოხდებოდა, სულ ცოტა, რაც
მომელოდა, ქმრის დაკარგვა იქნებოდა. იგი იმდენად პა-
ტიოსანი და სათუთი გახლდათ, რომ ქმრობას ვეღარ გამიწევ-
და, თუ გაიგებდა, მისი და ვიყავი. ერთი სიტყვით, საშინელ
მდგომარეობაში ჩავვარდი.
მკითხველს მივანდობ განსაჯოს, როგორი იქნებოდა ეს
მდგომარეობა. სამშობლოდან ცხრა მთას იქით ვიყავი გადა-
კარგული, უკან დაბრუნების არავითარი საშუალება არ მქონ-
და. ძალზე კარგად ვცხოვრობდი, მაგრამ სული საშინლად
დამიმძიმდა. დედას რომ გამოვტყდომოდი, ძნელი იქნებოდა
ყველაფერში დამერწმუნებინა, რაიმე დამაჯერებელ საბუთს
ვერ მოვუყვანდი. მეორე მხრივ, თუ შეკითხვებს მომცემდა, ან
ჩემი სიტყვები მასში ეჭვს გამოიწვევდა, უბრალოდ გადაკრუ-
ლი სიტყვაც კი დაუყოვნებლად დამაშორებდა ქმარს, ზურგს
შემაქცევდნენ დედაცა და ქმარიც, რომელიც ჩემთვის აღარც
ქმარი იქნებოდა და აღარც ძმა. ამ ამბის მოსმენით განცვიფ-
რდებოდნენ და დაიბნეოდნენ, სულერთია, ორივე შემთხვევა-
ში ნამდვილად დაღუპვა მელოდა.
117 მკითხველთა ლიგა
ამავე დროს, მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული ფაქტის სის-
წორეში, მაგრამ ერთგული ცოლის როლს მაინც ვასრულებ-
დი და აშკარად ვეწეოდი სისხლის აღრევასა და გარყვნილე-
ბას. და თუმცა ასეთი კავშირის დანაშაულობა ნაკლებად მა-
წუხებდა, მასში მაინც რაღაც ბუნების საწინააღმდეგოს ვხე-
დავდი, ისე რომ, ქმარი შემეზიზღა კიდეც. ამის მიუხედავად,
გონების კარნახით გადავწყვიტე, არამც და არამც არ გამოვ-
ტყდომოდი და არაფერი მეთქვა არც დედისთვის, არც ქმრის-
თვის. ასე ვიცხოვრე საშინლად მძიმე სულიერ მდგომარეობა-
ში კიდევ სამ წელიწადს, მაგრამ ბავშვები აღარ მყოლია.
ამ ხნის განმავლობაში დედა ხშირად მიამბობდა თავის წი-
ნანდელ თავგადასავალს, რაც არავითარ სიამოვნებას არ
მგვრიდა, და თუმცა წვრილმანებზე არ ჩერდებოდა, გარკვე-
ულს მაინც არაფერს ამბობდა. მის სიტყვებს რომ ვადარებდი
ჩემი პირველი მეურვეებისგან მოსმენილს, ვასკვნიდი, რომ
ახალგაზრდობისას იგი მეძავი და ქურდი იყო. მაგრამ დავ-
რწმუნდი, რომ ცოდვები გულწრფელად მოენანიებინა და შემ-
დგომში ძალზე მორიდებული, ღვთისმოსავი ქალი გამხდარი-
ყო.
მაგრამ როგორიც უნდა ყოფილიყო დედაჩემის ცხოვრება,
საკუთარი სიცოცხლე ძნელი ასატანი გამიხდა, რადგან რო-
გორც უკვე გითხარით, ყველაზე ცუდი სახის მეძაობა თვითონ
მიხდებოდა. ასეთი ცხოვრებისგან კარგს არაფერს მოველო-
დი და არც არაფერი გამოვიდა. მთელი ჩემი მოჩვენებითი კე-
თილდღეობა მტვრად იქცა და გაკოტრებითა და სიღატაკით
დამთავრდა. მაგრამ სანამ საქმე აქამდე მივიდოდა, გარ-
კვეული დრო იყო საჭირო. ჩვენი საქმეები შეირყა და, რაც
ყველაზე საშინელი იყო, ჩემი ქმარი საოცრად გამოიცვალა:
ჭირვეული, ეჭვიანი გახდა, დაიწყო უპატივცემულო მოპყრო-
118 მკითხველთა ლიგა
ბა, მისი ქცევა მით უფრო მაღიზიანებდა, რამდენადაც იგი
უაზრო და უსამართლო ხდებოდა. ბოლოს ჩვენი ურთიერთო-
ბა იმდენად გაფუჭდა, რომ ქმრისგან მოვითხოვე იმ დაპირე-
ბის შესრულება, რომელიც ნებაყოფლობით აღმითქვა, როცა
ინგლისიდან გამომგზავრებაზე დავთანხმდი, სახელდობრ:
თუ აქაურობა არ მომეწონებოდა, შემეძლო უკან, ინგლისში
დაბრუნება, როცა მომესურვებოდა და ეს განზრახვა ერთი
წლით ადრე უნდა შემეტყობინებინებინა, რათა თავისი საქ-
მეები მოეგვარებინა.
ამრიგად, მოვითხოვე, რომ ქმარს შეესრულებინა ეს დაპი-
რება და, უნდა ვაღიარო, არც ისე ზრდილობიან ფორმებში
გამომივიდა. ვუმტკიცებდი: ძალზე ცუდად მეპყრობი, მეგობ-
რებისგან შორს ვიმყოფები და არავინ არის ჩემი ქომაგი--
მეთქი. ვეუბნებოდი: უმიზეზოდ ეჭვიანობ, ჩემი ქცევა უმწიკ-
ვლოა, შარს ვერაფერში მომდებ. ინგლისში ჩვენი გამგზავრე-
ბა ეჭვის ყოველგვარ მიზეზს მოგისპობს-მეთქი.
ისე მტკიცედ დავიჟინე, რომ ქმარს ისღა დარჩენოდა, ან
სიტყვა შეენახა, ან გაეტეხა იგი. იმის მიუხედავად, რომ მთე-
ლი თავისი ეშმაკობა გამოიყენა და ცდილობდა დედის და
სხვა შუამავლების მეშვეობით დავერწმუნებინე, გადაწყვეტი-
ლება შემეცვალა, ყველა მისი ცდა მაინც უნაყოფო აღმოჩ-
ნდა, რადგან ჩემი გული მას აღარ ეკუთვნოდა. ზიზღით ვფიქ-
რობდი ცოლქმრულ სარეცელზე, ათას რამეს ვიგონებდი,
უქეიფობას და უგუნებობას ვიმიზეზებდი, ოღონდ კი ახლოს
არ მომკარებოდა, ისე არაფრის მეშინოდა, როგორც კიდევ
დაორსულებისა, რაც უდავოდ ხელს შეუშლიდა ანდა შეაფერ-
ხებდა ინგლისში ჩემს გამგზავრებას.
ბოლოს ჩემი ქმარი მოთმინებიდან ისე გამოვიდა, რომ
მიიღო სწრაფი და საბედისწერო გადაწყვეტილება: არ გავეშ-
119 მკითხველთა ლიგა
ვი ინგლისში. თუმცა დამპირდა, მაგრამ გამომიცხადა: ეს გამ-
გზავრება უაზროა, გამაკოტრებს, ოჯახს დამირბევს და შეიძ-
ლება დაღუპვამდეც კი მიმიყვანოს, ამიტომაც ასეთი თხოვ-
ნით არ უნდა მომმართავდეს ცოლი, ვისთვისაც ოჯახისა და
ქმრის კეთილდღეობა ძვირფასიაო. ასეთმა პასუხმა იარაღი
დამაყრევინა. ყოველივე აუღელვებლად ავწონ-დავწონე, გა-
ვიხსენე, რომ ჩემი ქმარი ნამდვილად მზრუნველი, მომთმენი
ადამიანი იყო, ამასთანავე არაფერი იცოდა იმ საშინელებაზე,
რომელიც თავს დაატყდა. ამიტომ არ შემეძლო გუნებაში არ
გადამეწყვიტა, რომ ჩემი თხოვნა ერთობ უაზრო იყო, შევიგ-
ნე, რომ არც ერთი ცოლი, რომელსაც ოჯახის კეთილ-
დღეობისთვის გული შესტკივა, ქმარს ასეთი თხოვნით არ მი-
მართავს.
მაგრამ ჩემი უკმაყოფილება სხვაგვარი იყო. მას ახლა ვუ-
ყურებდი არა როგორც ქმარს, არამედ როგორც ახლო ნათე-
სავს, ჩემი ღვიძლი დედის შვილს, და გადავწყვიტე რაიმე სა-
შუალებით მოვშორებოდი, მაგრამ რა გზით, არ ვიცოდი. ჩვე-
ნი სქესის წარმომადგენლებზე ბოროტი ენები ამბობენ, დედა-
კაცმა თუ აიშვა, ცხრა უღელი ხარი ვერ დაიჭერსო. რაღა გა-
ვაგრძელო, ნიადაგ იმაზე ვფიქრობდი, როგორ შემესხა ხორ-
ცი ჩემი განზრახვისთვის. ბოლოს ვთხოვე, მარტო გავეშვი.
ამან საშინლად განარისხა, უკეთური ცოლი და უგულო დედა
მიწოდა და შემეკითხა, როგორ შეგიძლია ასე ადვილად
მიატოვო სამუდამოდ ორი ბავშვიო (მესამე მომიკვდა). რა-
საკვირველია, ყველაფერი კარგად რომ წასულიყო, ამას არ
ვიზამდი, მაგრამ ახლა ჩემი ერთადერთი სურვილი იყო, აღა-
რასოდეს მენახა არც ბაშვები და არც ქმარი. რაც შეეხება ჩე-
მი გრძნობებისადმი ბრალდებას, ადვილად შევძელი თავი

120 მკითხველთა ლიგა


გამემართლებინა, თუ ჩვენი კავშირის საშინელებას ვა-
ღიარებდი.
მაგრამ ქმრისგან თანხმობა ვერაფრით მივიღე. არც ჩემ-
თან უნდოდა წამოსვლა, არც მარტოს მიშვებდა. ხოლო მისი
თანხმობის გარეშე გამგზავრებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო, ეს
ყველას კარგად ესმის, ვისთვისაც იმ ქვეყნის წესები ცნობი-
ლია. ამ საგანზე ხშირად მოგვდიოდა ოჯახური უსიამოვნება,
რაც თანდათან იზრდებოდა და საშიში ხდებოდა. მისდამი გუ-
ლი გამიცივდა, თავს არ ვიტკივებდი გამოთქმების შესარჩე-
ვად, ზოგჯერ ქმარს გამომწვევადაც კი მივმართავდი. მოკ-
ლედ ყველანაირად ვცდილობდი, რომ თვითონვე გამყროდა:
ეს იყო ჩემი უდიდესი სურვილი.
ჩემმა ქცევამ ქმარი აღაშფოთა. სხვანაირად არც შეიძლე-
ბოდა, ვინაიდან საქმე იმით დავასრულე, რომ მასთან დაწო-
ლაზე უარი ვთქვი, რადგან ნიადაგ ვცდილობდი, უთანხმოება
უფრო გამეღრმავებინა. ქმარმა ერთხელ მითხრა: უთუოდ
ჭკუაზე შეიშალე, და თუ არ გამოსწორდები, მკურნალთან წა-
გიყვანო. სხვანაირად რომ ვთქვა, საგიჟეთში მოთავსებას მი-
პირებდა. ვიპასუხე: შეშლილი სულაც არ ვარ, ამაში მალე
თვითონ დარწმუნდები, მაგრამ არც შენ, და არც სხვა რომე-
ლიმე ვიგინდარას ჩემი მოკვლის უფლება არ გაქვთ-მეთქი.
გამოგიტყდებით, ფრიად შემაშინა მისმა განზრახვამ: ვაითუ
მართლა საგიჟეთში მოვეთავსებინე. ეს ხომ საშუალებას მო-
მისპობდა, სიმართლე მეღიარებინა. მაშინ ჩემს სიტყვებსაც
არავინ დაიჯერებდა.
ამან გადამაწყვეტინა, რადაც უნდა დამჯდომოდა, ყველა-
ფერში გამოვტეხილიყავი. მაგრამ რა გზით ან ვისთან, ეს ვე-
რაფრით მომეფიქრებინა.

121 მკითხველთა ლიგა


ამასობაში ქმართან ახალი უსიამოვნება მომივიდა, რამაც
ისეთი სახე მიიღო, რომ კინაღამ იძულებული გავხდი მთელი
სიმართლე პირში მიმეხალა. მაგრამ თავი შევიკავე, იმდენი
კი მაინც მოვახერხე, რომ მისი უკიდურესი დაბნეულობა გა-
მომეწვია.
ხმის ამოუღებლად მისაყვედურა ჩემი ჭირვეულობა ინ-
გლისში გამგზავრების გამო. შევეცადე დამეცვა ჩემი გადაწ-
ყვეტილება, და როგორც ოჯახური უსიამოვნების დროს ხდება
ხოლმე, ერთ მკვახე სიტყვას მეორე მივაყოლე. მითხრა: უც-
ხოსავით მექცევი. ბავშვებზე ისე ლაპარაკობ, თითქოს დედა
არ იყო. ამიტომ კარგ დამოკიდებულებას არ იმსახურებო.
ჩემს თავაზიან და მშვიდ მომართვაზე, რომელიც ქმარსა და
ქრისტიანს სჩვევია, ყველაზე უღირს პასუხს მაძლევ, ისე მექ-
ცევი, როგორც ძაღლს, როგორც უსაზიზღრეს გადამთიელს,
და არა როგორც ქმარსო. საერთოდ, ჩემთვის უცხოა ყოველ-
გვარი ძალმომრეობა, ახლა კი იძულებული ვარ, ისეთი ზომე-
ბი მივიღო, რაც შენი მოვალეობის შესრულებას გაგახსენებ-
სო.
სისხლი თავში ამივარდა. ცოფები გადმოვყარე. ვუთხარი:
მიმიფურთხებია შენი სასტიკი და შეღავათიანი ზომებისთვის,
ინგლისში დაბრუნების განზრახვაზე ხელს მაინც არ ავიღებ.
რაც შეეხება იმას, რომ ხალისი არ მაქვს ქმრად ჩაგთვალო,
ან დედობრივი გრძნობა გამოვიჩინო ბავშვებთან, აქ შესაძ-
ლებელია ისეთი რამ იფარება, რის გაგებასაც ახლა ვერ შეძ-
ლებ, მე კი საჭიროდ არ ვთვლი ვილაპარაკო ამაზე. და მხო-
ლოდ ვაცხადებ, რომ უკანონო ქმარი და ბავშვები მყავს და
საკმარისი საფუძველი მაქვს, ამაზე უკეთ არ მოგექცეთ--
მეთქი.

122 მკითხველთა ლიგა


გამოგიტყდებით, ძალზე შემეცოდა, როცა ეს ვუთხარი:
მკვდრის ფერი დაედო, მეხნაკრავივით ადგილზე გაქვავდა.
ვიფიქრე, აი, ახლა გულწასული დაეცემა-მეთქი. ერთი სიტ-
ყვით, ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, თითქოს დამბლა
დაეცაო. ვერხვის ფოთოლივით აკანკალდა, სახეზე ჭირის
ოფლი დაასხა, ისე რომ, იძულებული გავხდი, რაიმე მოსასუ-
ლიერებელი მომეტანა, შემდეგ სლოკინი აუტყდა და ლოგი-
ნად ჩავარდა, მეორე დილით კი ცხელება დააწყებინა.
თავი რომ ოდნავ უკეთ იგრძნო, მითხრა, შენი სიტყვებით
სასიკვდილოდ გამგმირე, სანამ ყველაფერს განმარტავდე,
ერთი შეკითხვის მოცემა მსურს. სიტყვა შევაწყვეტინე და
ვუთხარი, ვნანობ ჩემს თავშეუკავებლობას, რაკი ამან ასე
იმოქმედა შენზე, მაგრამ გემუდარები, ნურავითარ განმარტე-
ბას ნუ მომთხოვ, რადგან ამით საქმე უარესად წავა-მეთქი.
ჩემმა სიტყვებმა მოთმინება დაუკარგა და მწუხარებით
აღავსო. ეჭვმა ღრღნა დაუწყო, იგრძნო, რომ აქ რაღაც
საიდუმლო იმალებოდა, მაგრამ ვერაფრით შეძლო მისი
ამოცნობა. ერთადერთი, რაც თავში მოუვიდა, ეს იყო - სხვა
ქმარი ხომ არ გყავსო. მტკიცება დავიწყე, შენი შიში სრული-
ად უსაფუძვლოა. სხვა ქმარი ნამდვილად მომიკვდა, უკეთ
რომ ვთქვა, მთხოვა მკვდრად ჩამეთვალა, ისე რომ, ამ ამბავს
ოდნავადაც არ შევუწუხებივარ-მეთქი.
მივხვდი, მეტის დამალვა აღარ შეიძლებოდა, ჩემს გაკვირ-
ვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ქმარმა საბაბი მომცა,
მტანჯველი საიდუმლოსგან გავთავისუფლებულიყავი. იგი
მოსვენებას არ მაძლევდა მთელი სამი თუ ოთხი კვირის გან-
მავლობაში, რათა გაეგო, ეს სიტყვები ჯავრიან გულზე ვუთხა-
რი თუ, მათში რაიმე სიმართლე იყო დამალული. თავი ამა-
ყად მეჭირა და უარი ვტკიცე ყოველგვარი განმარტების მიცე-
123 მკითხველთა ლიგა
მაზე, მოვითხოვე, წინასწარ თანხმობა მოეცა ინგლისში გაშ-
ვებაზე. მან მიპასუხა: სანამ ცოცხალი ვარ, ამაზე ვერ დაგთან-
ხმდებიო. მაშინ დავარწმუნე, ყოველ წუთს შემიძლია ისეთი
რამ გავაკეთო, რომ თვითონვე მეხვეწებოდე გამგზავრებას--
მეთქი. ამ სიტყვებმა უფრო გაუცხოველა ცნობისმოყვარეობა.
მოუთმენლად ელოდა ჩემს პასუხს და თავი საშინლად მომა-
ბეზრა.
ბოლოს ყოველივე დედას უამბო და სთხოვა, ჩემგან სი-
მართლე გამოეტყუებინა. ქალმა მთელი თავისი ეშმაკობა გა-
მოიყენა, მაგრამ მაშინვე შევაწყვეტინე და ვუთხარი: საიდუმ-
ლოება თვითონ თქვენშია, თქვენდამი პატივისცემა მაიძუ-
ლებს დავფარო იგი, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეც მეტს
არაფერს ვიტყვი, თქვენც გაფიცებთ, აღარაფერი მკითხოთ-
მეთქი.
დედაკაცი ძალზე გაოგნებული დარჩა, არ იცოდა, რა ეთ-
ქვა ან რა ეფიქრა. ჩემი განცხადება მაინც უგულებელყო,
რადგან მასში რაღაც ფანდი დაინახა. შვილზე ათასგვარ შე-
კითხვას მაძლევდა, თან ყოველმხრივ ცდილობდა ჩვენს შე-
რიგებას. ვუთხარი: განზრახვა შესანიშნავი გაქვთ, მაგრამ გა-
ნუხორციელებელი, თუ გავამჟღავნებ სიმართლეს, რომლის
გაგებაც გსურთ, უთუოდ დამეთანხმებით და თავს
დამანებებთ-მეთქი. საბოლოოდ მისმა დაჟინებამ თავისი
გაიტანა. ვუთხარი: გადავწყვიტე, გაგანდოთ უდიდესი
საიდუმლო, რაშიც თვითვე მალე დარწმუნდებით, და მინდა
ეს საიდუმლო თქვენს გულში დაიმარხოს. თან პირობა მოვ-
თხოვე, ჩემი თანხმობის გარეშე შვილს არაფერი უთხრა--
მეთქი.
დედაკაცი დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ მწველი საიდუმ-
ლოს გაგების სურვილმა დასძლია და დამეთანხმა. მაშინ ამ-
124 მკითხველთა ლიგა
ბავი დაწვრილებით მოვუყევი. ჯერ ვუთხარი, თავად მან რა
დიდად შეუწყო ხელი შვილსა და ჩემ შორის უთანხმოების ჩა-
მოგდებას, როცა მომიყვა თავისი ცხოვრების ამბავი და მაც-
ნობა სახელი, რომლითაც ლონდონში ცხოვრობდა. გაკვირ-
ვება, რომელიც სახეზე შემამჩნია, სწორედ ამ ნაამბობით იყო
გამოწვეული. შემდეგ მოვუყევი საკუთარი თავგადასავალი,
ვუთხარი ჩემი სახელი და სხვა ნიშნებიც გავახსენე, რომელ-
თა უარყოფა არ შეეძლო, და დავარწმუნე, რომ ნამდვილად
მისი ქალიშვილი ვიყავი, „ნიუგეტის“ ციხეში დაბადებული,
სწორედ ის, რომელმაც, მის მუცელში ყოფნისას, სახრჩობე-
ლასგან ვიხსენი, ის, ვინც მან მავანისა და მავანის ხელში და-
ტოვა, როცა გადასახლებაში გაგზავნეს.
შეუძლებელია იმის გადმოცემა, თუ რა გაოცება გამოიწვია
მასში ჩემმა სიტყვებმა. მას ხელს არ აძლევდა, დაეჯერებინა
ეს ნაამბობი ან გაეხსენებინა ყოველივე წვრილმანი, რადგან
მყისვე წარმოიდგინა, რა დამღუპველი შედეგი მოჰყვებოდა
ამას მთელი ოჯახისთვის. მაგრამ ჩემი ყველა ნათქვამი ისე
დაემთხვა მის საკუთარ ნაამბობს, რომლის უარყოფას ალბათ
სიამოვნებით იკისრებდა, შესაძლებლობა თუ ექნებოდა, რომ
ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, მხოლოდ კისერზე ჩამომეკი-
და და უსიტყვოდ კოცნა დამიწყო, თანაც მწარედ ქვითინებდა
ჩემს ხვედრზე.
ბოლოს ძლივს წარმოთქვა:
- საცოდავო ბავშვო, რა ბედკრულმა შემთხვევამ მოგიყვა-
ნა აქ და ჩემი შვილის მკლავებში ჩაგაგდო! სამი შვილი, თა-
ნაც ორი ცოცხალი, ძმისა და დის სისხლი და ხორცი! ჩემი ვა-
ჟი და ქალიშვილი ერთად წვანან, როგორც ცოლი და ქმარი!
ვაი, სირცხვილო! რა გვეშველება? რა ვთქვათ? რა ვიღონოთ?

125 მკითხველთა ლიგა


ასე მოთქვამდა დიდხანს, მე კი ლაპარაკის არაქათი აღარ
მქონდა, ან რომც მქონოდა, რა უნდა მეთქვა? თითოეული
სიტყვა გულს მიკლავდა. ასეთი დაბნეულობით გავშორდით
ერთმანეთს. დედაჩემი ჩემზე მეტად იყო გაოგნებული, რად-
გან მისთვის ეს უფრო ახალი ამბავი იყო, ვიდრე ჩემთვის. ყო-
ველ შემთხვევაში, კვლავ აღმითქვა, შვილს არაფერს ვეტყვი,
სანამ ერთად არ მოვიფიქრებთ, როგორ მოვიქცეთო.
დათქმული საუბარი დიდი ხნით არ გადაგვიდია, დედაჩემ-
მა თავი ისე მომაჩვენა, თითქოს დაავიწყდაო, რანაირად მო-
მიყვა თავისი ცხოვრების ამბავი, ანდა იფიქრა, აღარ ეხსომე-
ბა წვრილმანებიო და შეუდგა ხელახლა თხრობას, ამასთან
ბევრ რამეს ცვლიდა და ტოვებდა. შევეცადე გამეხსენებინა
„დავიწყებული“, და ისე შევავსე დაწყებული ამბავი, რომ უკან
დასახევი გზა აღარ დავუტოვე. მაშინ კვლავ დაიწყო მოთქმა
თავს დატეხილ საშინელ უბედურებაზე. როცა ცოტა დაწყნარ-
და, შევუდექით იმაზე ფიქრს, რა გვეღონა, როგორ მივდგო-
მოდით ჩემს ქმარს. მაგრამ რა აზრი ჰქონდა ამ მოთათბირე-
ბას? ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ხედავდა გამოსავალს, და იმის
თავიც კი არ გვქონდა, მოგვეფიქრებინა, თუ როგორ გვეთქვა
მისთვის ასეთი საშინელი ამბავი. შეუძლებელი იყო წინასწარ
გაგვეგო, როგორ შეხვდებოდა ამ ცნობას ან რა ზომებს
მიიღებდა. თუ თავდაჭერილობა არ ეყოფოდა და ჩვენს
საიდუმლოს გაახმაურებდა, ადვილი წარმოსადგენი იყო,
რომ ეს მთელი ოჯახის დაღუპვა იქნებოდა. ხოლო თუ თავისი
კანონიერი უფლებით ისარგებლებდა, ზიზღით გამეყრებოდა
და სასამართლოს წესით მემკვიდრეობაზე ხელს ამაღებინებ-
და, დავკარგავდი მზითევს, რომელიც ალბათ, მთლიანად და-
მეხარჯებოდა ამ დავის დროს, ბოლოს კი მათხოვრად გახდო-
მა არ ამცდებოდა. ბავშვებიც ცარიელზე დარჩებოდნენ, რად-
126 მკითხველთა ლიგა
გან კანონით მის ქონებაზე უფლება არ ჰქონდათ, ხოლო რამ-
დენიმე თვის შემდეგ, ცხადია, დავინახავდი მას სხვა ცოლის
გვერდით, მე კი ყველაზე უბედური არსება გავხდებოდი ამ
ქვეყანაზე.
დედისთვის ყოველივე ეს ისეთივე ცხადი იყო, როგორც
ჩემთვის. ერთი სიტყვით, არ ვიცოდით, რა გვეღონა, რამდე-
ნიმე ხნის შემდეგ ცოტად თუ ბევრად გონიერ გადაწყვეტილე-
ბას დავადექით. სამწუხაროდ, ჩვენი აზრები განსხვავებული
აღმოჩნდა და ერთმანეთს ვერაფრით შევუთანხმეთ. დედის
შეხედულება ასეთი იყო: გულში უნდა ჩამემარხა ჩემი
საიდუმლო და ძმასთან მეცხოვრა ისე, როგორც ქმართან, სა-
ნამ უფრო ხელსაყრელი შემთხვევა არ მომეცემოდა სინამ-
დვილის გასამჟღავნებლად. ამასობაში დედა შეეცდებოდა
ჩვენ შორის მშვიდობის ჩამოგდებას, მოკლედ რომ ვთქვა,
უნდა მეცხოვრა ძმასთან და ხმა, კრინტი არ დამეძრა, რადგან
მითხრა - თუ საიდუმლო გამომჟღავნდა, ორივე დავიღუპები-
თო.
ამაზე რომ დავეყოლიებინე, პირობა მომცა, თავისი სიკ-
ვდილის შემდეგ ყველაფერი ჩემთვის დაეტოვებინა, რაც, ჩე-
მი ქმრის წილის გარდა, დარჩებოდა, და თუ ბოლოს საიდუმ-
ლო გამჟღავნდებოდა, საკუთარ ფეხზე დგომას მაინც შევ-
ძლებდი და ქმრისგან ჩემს წილს მივიღებდი.
ეს წინადადება არ ეთანხმებოდა ჩემს ნაფიქრალს, თუმცა
აშკარად მეტყველებდა თავისი ქალიშვილისადმი დედის გა-
ნუზომელ სიყვარულსა და ყურადღებაზე. ჩემი აზრები სულ
სხვა მიმართულებით წარიმართა.
- შეუძლებელია, საიდუმლო გულში ჩავიმარხო და ყოვე-
ლივე ძველებურად დავტოვო, - ვუთხარი დედას და შევეკით-
ხე, - ნუთუ ფიქრობ, რომ შემიძლია ცოლქმრული კავშირი
127 მკითხველთა ლიგა
მქონდეს ღვიძლ ძმასთან-მეთქი. შემდეგ მოვახსენე: მხო-
ლოდ შენი სიცოცხლის დროს შეიძლება ამ ამბის გამჟღავნე-
ბა, და თუ შენს ქალიშვილად მაღიარებ, რის სასარგებლო-
დაც უცილობელი საბუთები არსებობს, არავინ დაეჭვდება ჩე-
მი სიტყვის სიმართლეში. მაგრამ თუ, ღმერთმა ნუ ქნას,
საიდუმლოების გამომჟღავნებამდე მოკვდები, უსირცხვილო
ქალად გამომაცხადებენ, რომელმაც ქმრის მისატოვებლად
ასეთი ამბავი მოჩმახა, ანდა გიჟად, გადარეულად
ჩამთვლიან-მეთქი. აქვე მოვახსენე, როგორ დამემუქრა ქმა-
რი, საგიჟეთში მოგათავსებო, როგორ დამაფრთხო ამ მუქა-
რამ და იძულებული გამხადა, დედას ყველაფერში გამოვ-
ტყდომოდი.
ყოველივე ამის შემდეგ ვუთხარი: ღრმად დავფიქრდი და
ისეთ გადაწყვეტილებას დავადექი, რომელიც უთუოდ მოგე-
წონება, როგორც ერთგვარი საშუალო ზომა: შეეცადე დაიყო-
ლიო, გამიშვას ინგლისში, მომამარაგოს საჭირო თანხით ან
საქონლით, რომელსაც გასაყიდად თან წავიღებ, ანდა საბან-
კო ბილეთებით, რითაც შევძლებ იქ ცხოვრებას; თანაც დავუ-
მატე, თუ მოისურვებს, ოდესმე ჩემთან ჩამოსვლაც შეუძლია--
მეთქი.
ხოლო როცა გავემგზავრები, ყოველივე ფრთხილად გაუმ-
ჟღავნე, მაგრამ წინდახედულად იმოქმედე, რათა თავგზა არ
დაებნას და სისულელე არ ჩაიდინოს. თვალყური ადევნე
შვილს და თავი შეაკავებინე ახალი ცოლის შერთვისგან, სა-
ნამ ჩემი სიკვდილის უტყუარ ცნობას არ მიიღებთ-მეთქი.
ასეთი იყო კეთილგონიერი მოსაზრებით ნაკარნახევი ჩემი
გეგმა. ამ ამბის შემდეგ ეს კაცი ნამდვილად უცხო გახდა. თვა-
ლის დასანახავად შემჯავრდა როგორც ქმარი და ვერაფრით
დამეძლია მისდამი უკიდურესი ზიზღი. ამას დაემატა კიდევ ის,
128 მკითხველთა ლიგა
რომ საშინლად ვიტანჯებოდი, როცა ვფიქრობდი ჩვენი კავში-
რის უკანონობაზე, ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის აუტანელი
გახდა. გეფიცებით, იმ ზომამდე მივედი, რომ ძაღლს უფრო
მოვეხვეოდი, ვიდრე გავუძლებდი ჩემი ქმრის მცირეოდენ შე-
ხებასაც კი. მასთან დაწოლის აზრიც კი საშინელი ხდებოდა.
ვერ ვიტყვი, მართალი ვიყავი თუ არა, ასე ღრმად რომ შევტო-
პე საქმეში, ამავე დროს ვერ ვბედავდი ყოველივე გამემჟღავ-
ნებინა ქმრისთვის. მაგრამ მე გიამბობთ იმას, რაც იყო, და
არა იმას, რაც უნდა ყოფილიყო.
მე და დედაჩემი დიდხანს ჩვენ-ჩვენს აზრზე ვიდექით და
ვერაფრით შევთანხმდით. ბევრჯერ ვიდავეთ, მაგრამ ვერც
ერთი ჩვენგანი ვერ ახერხებდა მეორის დაყოლიებას.
სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი განმეგრძო ლოგინში წოლა
ჩემს ღვიძლ ძმასთან, დედა კი მიმტკიცებდა, უაზრობაა, მის-
გან ნებართვა მიიღო ინგლისში გამგზავრებაზეო. ასეთ გაურ-
კვევლობაში ვიყავით. მართალია, ჩხუბი არ მოგვსვლია, მაგ-
რამ იმასაც ვერ ვახერხებდით, ამ საშინელი მდგომარეობი-
დან რაიმე გამოსავალი გვეპოვა.
ბოლოს თვითონვე გადავწყვიტე, საკმაოდ შეუპოვარი ნა-
ბიჯი გადამედგა და დედას ვუთხარი, ქმარს ყველაფერში თვი-
თონვე გამოვუტყდები-მეთქი. მარტო ამ აზრის გამო დედას
ფერიფური ეცვალა. ვთხოვე დამშვიდებულიყო, თანაც დავძი-
ნე, ამას ძალზე ოსტატურად, ჩემთვის დამახასიათებელი სიფ-
რთხილით გავაკეთებ, ისეთ წუთს შევარჩევ, როცა ჩემი ქმარი
კარგ გუნებაზე იქნება. ვუთხარი, თუ მოვახერხებ მსახიობო-
ბას და თავს უფრო მოსიყვარულედ მოვაჩვენებ, ვიდრე სი-
ნამდვილეში ვარ, ჩემი ჩანაფიქრის სრულ წარმატებაში ეჭვი
არ მეპარება-მეთქი. ერთმანეთს დავშორდებით თანხმობით
და გულზეც მოგვეშვება, რადგან მიყვარს იგი, როგორც ძმა,
129 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მისი, როგორც ქმრის, სიყვარული არ შემიძლია--
მეთქი.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ქმარი ცდილობდა გაეგო
დედისგან, რას ნიშნავდა ის საშინელი გამოთქმა, რომელიც
თავის დროზე ვიხმარე, როცა ვუთხარი, თავს ვერ ჩავთვლი
შენს კანონიერ ცოლად და ჩემი ბავშვებიც კანონიერი ბავშვე-
ბი არ არიან-მეთქი. დედა ყოველთვის ბანზე უგდებდა სიტ-
ყვას და ეუბნებოდა: აქამდე მისგან განმარტება ვერ მივიღეო,
მაგრამ ვხედავ, რომ ქალი ძალზე დამწუხრებულია და იმედი
მაქვს, ოდესმე სიმართლეს გავიგებო. მანამდე კი ალერ-
სიანად მოეპყარი და შეეცადე სიკეთითა და კარგი დამოკიდე-
ბულებით შენთან კვლავ ძველებური ურთიერთობა დაამყა-
როსო. მან შვილს ისიც უთხრა, რომ მე ძალიან შეშინებული
ვარ საგიჟეთში ჩასმის მუქარით და ურჩია, ქალს სასოწარკვე-
თილებამდე ნურასოდეს მიიყვან, რა დანაშაულიც უნდა ჰქონ-
დეს ჩადენილიო.
შვილმა პირობა მისცა, ჩემთან დამოკიდებულება გაეუმ-
ჯობესებინა, და დაავალა გადმოეცა: ისევ ძველებურად მიყ-
ვარს და საგიჟეთში მოთავსებას არ ვუპირებო - განა შეიძლე-
ბა, ჯავრიან გულზე ნათქვამ ყოველ სიტყვას დაუჯეროსო. ბო-
ლოს, დედას სთხოვა, ჩემზე გავლენა მოეხდინა, რათა კვლავ
თანხმობით გვეცხოვრა.
ამ შეთანხმების შედეგმა მყისვე იჩინა თავი. ქმარმა ჩემ-
თან დამოკიდებულება მკვეთრად შეცვალა, სულ სხვა ადა-
მიანი გახდა: ამაზე მეტი თავაზიანობა და თავდაჭერილობა
ძნელი წარმოსადგენელი იყო. აბა, მეტი რაღა დამრჩენოდა,
თუ მეც ასევე არ მოვიქცეოდი, მაგრამ ეს ძალზე მოუხეშავი
ფორმით გამომდიოდა, რადგან მისი ალერსი ჩემთვის საში-
ნელება იყო, ხოლო ის აზრი, რომ მისგან შემეძლო ხელახლა
130 მკითხველთა ლიგა
დაორსულება, ჭკუას მაკარგვინებდა. ყოველივე ამან გადა-
მაწყვეტინა: დაუყოვნებლად უნდა გამოვუტყდე და ერთი წუ-
თითაც არ გადავდო ეს საქმე-მეთქი. ასეც მოვიქეცი, მაგრამ
ფრთხილი მიდგომა მაინც არ დამვიწყებია.
მას შემდეგ, რაც ჩემთან დამოკიდებულება შეცვალა, და-
ახლოებით ერთი თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ახლე-
ბურად დავიწყეთ ცხოვრება. ასეთ მდგომარეობას რომ და-
ვეკმაყოფილებინე, მგონია, სიკვდილამდე შეხმატკბილებუ-
ლად ვიცხოვრებდით.
ერთ საღამოს მე და ჩემი ქმარი ბაღში, სახლთან ახლოს
მოწყობილ ფანჩატურში ვისხედით. ძალზე კარგ გუნებაზე
იყო, დიდად კმაყოფილი ჩანდა ჩვენი ახლანდელი ურთიერ-
თობის გამო, რამაც ბოლო მოუღო გაყრაზე ფიქრს, და თანაც
იმედი გამოთქვა, რომ ჩხუბი აღარ მოგვივიდოდა.
ღრმად ამოვიოხრე და ვუთხარი: არც ერთ ქალს ქვეყანაზე
ჩემზე მეტად არ გაუხარდება მშვიდობიანი ცხოვრება, რომე-
ლიც ყოველთვის გვქონდა, ამასთან, არც ჩემზე მეტად დაამ-
წუხრებს ვინმეს მისი დარღვევა. საუბედუროდ, არსებობს ერ-
თი გარემოება, რომელიც ჩემს გულშია ჩამარხული და არ ვი-
ცი, როგორ აგიხსნა. იგი საშინლად მტანჯავს და ახლანდელი
ჩვენი მშვიდი ცხოვრებით დატკბობის საშუალებას არ
მაძლევს-მეთქი.
დამიწყო დაჟინებით კითხვა, რა გარემოებააო. მივუგე,
ამის თქმა არ შემიძლია; სანამ საიდუმლო შენთვის ცნობილი
არ არის, უბედური მარტო მე ვარ, მაგრამ თუ შენც გაიგებ,
ორივენი გავუბედურდებით, ამიტომაც მისი შენახვა ერთა-
დერთი გამოსავალია, რის გაკეთებაც შემიძლია. სწორედ ეს
გახლავს მიზეზი, რომ ვერ ვბედავ საიდუმლოს გამჟღავნებას,

131 მკითხველთა ლიგა


თუმცა მჯერა, რომ ასეთი გულჩათხრობილობა ადრე თუ გვი-
ან დაღუპვას არ ამაცდენს-მეთქი.
შეუძლებელია იმის გადმოცემა, რა ელდა დასცა ჩემმა
სიტყვებმა ამ ადამიანს და როგორ დაჟინებით მოითხოვა ჩემ-
გან აღიარება. მითხრა, განა შეიძლება მოსიყვარულე, ერ-
თგული ცოლი დაგარქვა, თუ ასე დამიმალავ ყველაფერსო.
ვუპასუხე: მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ არ შემიძლია, სიმართლე
გითხრა-მეთქი. მაშინ დაუბრუნდა იმ ნათქვამს, რომელიც წი-
ნათ აღმომხდა და იმედი გამოთქვა, ამ საიდუმლოებას ალ-
ბათ საერთო არაფერი აქვს შენს მაშინდელ სიტყვებთან, გა-
დავწყვიტე დავივიწყო, როგორც ჯავრიან გულზე ნათქვამიო.
ვუთხარი, მეც სიამოვნებით დავივიწყებდი, მაგრამ ამის გაკე-
თება არ ძალმიძს, რადგან მათ ფრიად ღრმა კვალი დატოვეს
ჩემში-მეთქი.
მაშინ გამოთქვა აზრი, რომ გადაწყვიტა ჩემთან დავა მე-
ტად არ წამოეწყო, აღარ მოვებეზრებინე შეკითხვებით და
მზად იყო შერიგებოდა ყველაფერს, რაც აქამდე გამეკეთები-
ნა ან მეთქვა. მხოლოდ იმას მთხოვდა, პირობა მიმეცა, რომ
ჩემი საიდუმლოება არასოდეს დაარღვევდა ჩვენს სიმშვიდეს
და გავლენას არ მოახდენდა შეხმატკბილებულ ცოლქმრულ
ცხოვრებაზე.
ეს ყველაზე საწყენი იყო, რის თქმაც მას შეეძლო, რადგან
სიმართლე რომ გითხრათ, მინდოდა, შემდგომში განეგრძო
შეკითხვებით თავის მობეზრება, რათა ბოლოს და ბოლოს
იძულებული გავეხადე, მეამბნა მისთვის ყველაფერი, რაც
ლოდივით მაწვა გულზე. ამიტომ გულახდილად განვუცხადე:
არც ისე გამხარებია შენი დაპირება - შეკითხვებით აღარ შე-
გაწუხებო, და არ ვიცი, როგორ შევასრულო შენი თხოვნა--
მეთქი.
132 მკითხველთა ლიგა
- ჩემო მეგობარო, - ვუთხარი, - თანახმა იქნები თუ არა,
დამიდო პირობა, რის შემდეგ ამ საიდუმლოებას გაგიმჟღავ-
ნებ?
- რანაირი პირობაც უნდა იყოს, დაგთანხმდები, თუ გო-
ნიერებას მოკლებული არ არის.
- კარგი, ხელწერილი მომეცი, რომ იმ შემთხვევაში, თუ
დანაშაულს ვერ მიპოვი და დარწმუნდები, რომ მიზეზი არ ვარ
ჩვენი მომავალი უბედურებისა, არ გამკიცხავ, შეურაცხყოფას
არ მომაყენებ და პასუხს არ მომთხოვ იმისთვის, რაც ჩემი
ბრალი სულაც არ ყოფილა.
- ეს ხომ ყველაზე გონიერი მოთხოვნაა: ადამიანი არ გა-
კიცხო იმისთვის, რაშიც ბრალი არ მიუძღვის! მომიტანე კა-
ლამი და მელანი.
მაშინვე გავიქეცი კალმის, მელნისა და ქაღალდის მოსა-
ტანად, როგორც მოვილაპარაკეთ, ხელწერილი დაწერა და
ქვეშ თავისი გვარი მოაწერა.
- ინებე, -მითხრა, - კიდევ რას მიბრძანებ, ჩემო კარგო?
- არ უნდა გამკილო იმისთვის, რომ საიდუმლო არ გაგიმ-
ჟღავნე, სანამ არ გავიგებდი.
- ამაში სავსებით მართალი ხარ. მტკიცე პირობას გაძლევ,
- და ამ პირობასაც ხელი მოაწერა.
- ახლა, ჩემო ძვირფასო, - ვუთხარი, - მრჩება მხოლოდ
ერთი პირობა: რადგან ეს საქმე ჩემსა და შენ გარდა სხვას არ
ეხება, ამიტომ არავის ქვეყანაზე არ უნდა გაუმჟღავნო, მხო-
ლოდ დედაჩვენს თუ ეტყვი. და ამ საქმეში თუმცა მეც შენსა-
ვით უდანაშაულო ვარ, ჩემი აღიარების შემდეგ არ უნდა გან-
რისხდე, ჩემი თანხმობის გარეშე არ მიიღო ისეთი გადაწყვე-
ტილება, რომელიც მე ან დედას ზიანს მოგვაყენებს.

133 მკითხველთა ლიგა


ამან, ცოტა არ იყოს, გააკვირვა, ჩემი სიტყვები გარ-
კვეულად ჩაწერა, მაგრამ ბევრჯერ გადაიკითხა ხელის მოწე-
რამდე, მერყეობდა და იმეორებდა: „დედაჩემის საზიანოდ!
შენს საზიანოდ! რა საოცარია!“ - მაგრამ ბოლოს მაინც
მოაწერა ხელი.
- კეთილი, ჩემო მეგობარო, - მივმართე, - შენგან წერილო-
ბითი პირობა აღარ მჭირდება. მაგრამ რამდენადაც ახლა მო-
ისმენ ყველაზე მოულოდნელ და საოცარ ამბავს, რომელიც
კი ოდესმე მომხდარა სადმე, ამიტომ გთხოვ, სიტყვა მომცე,
რომ ჩემს ნათქვამს გულცივად მიიღებ, გამაგრდები, რო-
გორც ვაჟკაცს შეჰფერის.
- რაც შემეძლება, გავაკეთებ, - მომიგო, - იმ პირობით,
რომ ჩემს წვალებას დაამთავრებ: საშინლად მაშინებს შენი
ასეთი შესავალი.
- აბა, ყური მიდგე, - ვუთხარი, - გახსოვს, ოდესღაც ჯავრი-
ან გულზე გითხარი, არც მე ვარ შენი კანონიერი ცოლი და
ჩვენი ბავშვებიც უკანონონი არიან-მეთქი. ახლა კი, მშვიდად,
მაგრამ დიდი მწუხარებით მინდა გაუწყო, რომ მე შენი ღვიძ-
ლი და ვარ, შენ კი ღვიძლი ძმა და ორივენი იმ დედის შვილე-
ბი ვართ, რომელიც ამ სახლში იმყოფება და იცის, რომ სრულ
სიმართლეს მოგახსენებ.
შევამჩნიე, როგორ ფითრდებოდა და თვალები ემ-
ღვრეოდა, ვუთხარი:
- გაიხსენე შენი დაპირება და სულით ნუ დაეცემი, ვერ მი-
საყვედურებ, რომ მოსასმენად არ მოგამზადე.
მსახურს დავუძახე და ვუბრძანე, ქმრისთვის ერთი სირჩა
რომი მოეტანა (იმ მხარეში ყველაზე უკეთესი გამამხნევებე-
ლი საშუალება), ვხედავდი, გრძნობას კარგავდა.
როცა გონს მოვიდა, ვუთხარი:
134 მკითხველთა ლიგა
- ეს ამბავი, ალბათ თვითონაც ხვდები, დიდ ახსნა--
განმარტებას მოითხოვს. მოთმინებით აღიჭურვე და მოემზა-
დე ბოლომდე მოისმინო, შევეცდები, მოკლედ მოგითხრო, -
და მოვუყევი ყოველივე, რაც საჭიროდ ჩავთვალე, განსაკუთ-
რებით კი დედის ნაამბობზე შევჩერდი.
- ახლა კი, ჩემო ძვირფასო, - დავასრულე, - უთუოდ მიხ-
ვდები, რისთვის დაგადებინე პირობა, ხედავ, რომ უდანა-
შაულო ვარ და არც შემეძლო ბრალი მქონოდა ამ უბედურე-
ბაში, რადგან წინათ არაფერი ვიცოდი ამის თაობაზე.
- ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ, - მომიგო, - მაგრამ
შენმა აღიარებამ ისე იმოქმედა ჩემზე, თითქოს ცა თავზე ჩა-
მომექცა. ჩემთვის ცნობილია ამის წამალი, რომელიც ბო-
ლოს მოუღებს შენს წამებას, საქმეს გამოასწორებს, ისე, რომ
ინგლისში წასვლა აღარ გახდება საჭირო.
- შენი წამალი, მგონი, ყველა სხვა ამბავზე ნაკლებ უც-
ნაური არ იქნება, - ვუპასუხე.
- არა, არა, ამაზე უბრალო არაფერი შეიძლება იყოს. ხე-
ლის შემშლელი ყველაფერში მე ვარ.
ეს სიტყვები რაღაც უცნაური გამომეტყველებით წარმოთ-
ქვა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან
სავსებით ვეთანხმებოდი გავრცელებულ აზრს, რომ ასეთი
საქმის ჩამდენი ადამიანები მასზე არაფერს ამბობენ, ხოლო
ვინც ამბობს, არასოდეს ჩაიდენს.
მაგრამ მის მწუხარებას საზღვარი ჯერ არ გადაელახა: შე-
ვამჩნიე, რომ გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა, ვხედავ-
დი, აზრები თანდათან ერეოდა. შევეცადე დამემშვიდებინა,
მონაწილეობა მიმეღებინებინა ჩემი სამოქმედო გეგმის შემუ-
შავებაში. ზოგჯერ თავი მხნედ ეჭირა, საქმიან რჩევას მაძ-
ლევდა. მაგრამ დარდი გულს უღრღნიდა. ბოლოს იქამდე მი-
135 მკითხველთა ლიგა
ვიდა, რომ ორჯერ თავის მოკვლაც კი სცადა, მათ შორის ჩა-
მოხრჩობაც. დედა დროზე რომ არ შესულიყო ოთახში, ყოვე-
ლივე დასრულდებოდა, მაგრამ ზანგი მსახურის დახმარებით
ქალმა თოკი გადაჭრა და გრძნობაზე მოიყვანა.
საქმე ამიერიდან ძალზე ცუდად წაგვივიდა. ქმრის სიბრა-
ლულმა გამიღვიძა გრძნობა, რომელიც წინათ მქონდა მისდა-
მი და ყველა საშუალებით ვცდილობდი შერიგებას. როგორც
ჩანს, ჩემმა ნაამბობმა მის გონებაზე იმდენად იმოქმედა, რომ
დაავადდა და ჩამოხმა, თუმცა მისი სნეულება მომაკვდინებე-
ლი არ აღმოჩნდა. ამ საშინელ მდგომარეობაში არ ვიცოდი,
რა მეღონა. მისი დღეები თითქოს დათვლილი იყო, მაშასადა-
მე, შემეძლო კვლავ კარგი ქმარი მეშოვა, თუ იმ ადგილებში
დავრჩებოდი. მაგრამ სულიერად არც მე ვიყავი დამშვიდებუ-
ლი. ძალზე მინდოდა ინგლისში დაბრუნება, უამისოდ ჩემს
ცხოვრებას ბინდი გადაეკვრებოდა.
სიტყვა რომ არ გავაგრძელო, ქმარმა, რომლის მდგომა-
რეობა სულ უფრო უარესდებოდა, უარი ვეღარ მითხრა გამ-
გზავრებაზე და თანხმობა მომცა. ახლა გზა ხსნილი მქონდა.
დედის დახმარებით გასამგზავრებლად კარგი საქონელი მო-
ვიმარაგე.
განშორებისას ძმას შევუთანხმდი (ამიერიდან ასე უნდა ვუ-
წოდო მას), სამშობლოში რომ დავბრუნდებოდი, ხმა გაევ-
რცელებინა, თითქოს ჩემი სიკვდილის ცნობა მიიღო, ამით
შეეძლო, თუ მოისურვებდა, ცოლი შეერთო. აღმითქვა, მომა-
ვალში ძმური დამოკიდებულება მექნება შენთან და სიკვდი-
ლამდე დახმარებას არ მოგაკლებო. ხოლო თუ შენზე ადრე
მოვკვდები, დედას საკმარის ქონებას დავუტოვებ, რათა შე-
საძლებლობა ჰქონდეს დაგეხმაროსო. ძმამ ზოგი რამ აქაც
მომცა, როცა თვითონ ვთხოვე, მაგრამ ეს საქმე ისე უხეიროდ
136 მკითხველთა ლიგა
გამოვიდა, რომ ნაკლები მწუხარება როდი მომიტანა, რასაც
თავის დროზე გაიგებთ.
ინგლისისკენ აგვისტოში გავემგზავრე, იმ ქვეყანაში რვა
წლის გატარების შემდეგ. ახალი ტანჯვა-წამება მელოდა, მწა-
რე და ძნელად ასატანი, რისი მსგავსიც, ალბათ ძალზე ცოტა
ქალს გამოუცდია.
ჩემმა მგზავრობამ მშვენივრად ჩაიარა თვით ინგლისის ნა-
პირებამდე, რომელსაც ოცდათორმეტი დღის შემდეგ მივაღ-
წიეთ, მაგრამ აქ ორჯერ თუ სამჯერ ქარიშხალმა დაგვაზარა-
ლა, ერთმა ასეთმა ქარიშხალმა ჩვენი ხომალდი ირლანდიის
ნაპირებს მიაგდო. კინსეილში ჩავუშვით ღუზა. ცამეტი დღე
ვიდექით, მოვიმარაგეთ სურსათ-სანოვაგე და ისევ ზღვაში
შევცურეთ. აქ ხელმეორედ მოვხვდით ქარიშხალში, რომელ-
მაც მოგლიჯა ხომალდის მთავარი ანძა, როგორც მას საზ-
ღვაო ენაზე უწოდებენ. ბოლოს შევედით მილფორდის ნავ-
სადგურში, უელსში. თუმცა იქიდან დანიშნულ ადგილამდე
შორს იყო. მაგრამ რაკი ფეხქვეშ ბრიტანეთის კუნძულების
მიწა ვიგრძენი, გადავწყვიტე, აღარ მივნდობოდი ზღვას, რო-
მელმაც ასე ვერაგულად მიმიღო, ნაპირზე გადავტვირთე ჩემი
ბარგი-ბარხანა, ავიღე ფული, ტვირთის მიღების ზედნადები
და სხვა ქაღალდები და ლონდონში ხმელეთით გავემგზავრე,
ხომალდს კი გზა დავულოცე, უჩემოდ ეცურა. მისი დანიშნუ-
ლების ადგილი იყო ბრისტონი, მაგრამ ამასობაში, ჩემდა
სამწუხაროდ, გავიგე, რომ სასტიკი ქარიშხლისა და მთავარი
ანძის დაკარგვის გამო ხომალდი სერიოზულად იყო დაზიანე-
ბული და ტვირთის საგრძნობი ნაწილი გაფუჭებულიყო.
მოვხვდი ცხოვრების ახალ პირობებში, რომელიც კარგს
არაფერს მიქადდა. ოჯახს სამუდამოდ გამოვეთხოვე. საქონე-
ლი, რომელიც თან წავიღე, კარგ დახლს დამიყენებდა,
137 მკითხველთა ლიგა
დაუზიანებლად რომ ჩამოსულიყო, მასში აღებული ფულით
საუცხოო ქმარსაც ვიშოვიდი. ახლა კი მთელი ჩემი ქონება
ორას თუ სამას გირვანქა სტერლინგს ძლივს აღწევდა, ამას-
თან, არავითარი იმედიც არ იყო მის გასაზრდელად. არ გა-
მაჩნდა ერთი მეგობარიც კი, მეტიც, არც ერთი ნაცნობი არ
მყავდა, რადგან შეუძლებლად მიმაჩნდა ძველი ნაცნობობის
განახლება. რაც შეეხება ჩემს მეგობარ ქალს, რომელმაც
ოდესღაც მდიდარ საცოლედ გამასაღა, როგორც გავიგე,
მომკვდარიყო, მისი ქმარიც აღარ იყო ცოცხალი.
ჩამოტანილ საქონელზე ზრუნვამ მალე მაიძულა ბრის-
ტოლში გამგზავრება. ამ საქმეზე რომ ვწვალობდი, გართობის
მიზნით ხშირად ჩავდიოდი ბათში: ხანში ჯერ არ ვიყავი შესუ-
ლი და მხიარული ხასიათიც ძველებური შემრჩა. რადგან
ცხოვრების საშუალება აღარ მქონდა და თავგადასავლების
ერთგვარი მაძიებელი გავხდი, ბედნიერ შემთხვევას ველო-
დი, რომელსაც ჩემი საქმე უწინდებურად უნდა გამოესწორე-
ბინა.
ბათი საკმაოდ კოხტა, მდიდარი ადგილია, სადაც ყოველ
ნაბიჯზე მახეა დაგებული. მართალი გითხრათ, იქ ერთადერ-
თი მიზნით გავემგზავრე, რათა ხელწამოსაკრავი მეშოვა. მაგ-
რამ გულწრფელად ვაღიარებ, რომ განზრახვა წმინდა მქონ-
და, და ჩემი აზრები პირველ ხანს სულაც არ იყო მიმართული
იქითკენ, საითაც შემდეგში წასვლა ვიკისრე.
ბათში მთელი სეზონის მანძილზე დავრჩი, როგორც იქ
იციან თქმა, და რამდენიმე უცხოელი ნაცნობიც გავიჩინე,
რომლებმაც ჩემ მიერ შემდგომში ჩადენილი უგუნურებისკენ
უფრო წამაქეზეს, ვიდრე ამარიდეს მას. ვცხოვრობდი მხიარუ-
ლად, სიამოვნებას არ ვიკლებდი, კარგ ხალხში ვტრიალებ-
დი, ესე იგი რჩეული საზოგადოება არ მაკლდა. მაგრამ, ჩემ-
138 მკითხველთა ლიგა
და საუბედუროდ, აღმოვაჩინე, რომ ასეთი ცხოვრება სრულ
გაღატაკებას ნიშნავდა, რომ მტკიცე შემოსავლის გარეშე ძი-
რითადი თანხის ფლანგვა სისხლის გამოშვებას უდრიდა.
ვცდილობდი ამ ნაღვლიანი ფიქრების გაფანტვას და თავს ვი-
ნუგეშებდი, კიდევ მექნება ხელსაყრელი შემთხვევა-მეთქი.
მაგრამ საამისოდ ძალზე უღიმღამო ადგილი შევარჩიე. ამ-
ჯერად რედრიფში კი არ გახლდით, სადაც საკმარისი იყო
კარგად მოვწყობილიყავი, რომ ვინმე დარბაისელ კაპიტანს
ან სხვა რომელიმე შეძლებულ მამაკაცს ჩემთვის ცოლობა
ეთხოვა. ახლა ბათში ვიყავი, სადაც კაცები საყვარელს უფრო
პოულობენ, ცოლს კი ერთობ იშვიათად ეძებენ. ამიტომ ყვე-
ლა კერძო ნაცნობობა, რომლის იმედიც ქალს შეიძლება
ჰქონდეს, მხოლოდ ამგვარი აღმოჩნდება ხოლმე.
სეზონის დასაწყისმა ცუდად არ ჩაიარა. ერთი ჯენტლმენი
გავიცანი, რომელიც ბათში დროს გასატარებლად ჩამოსული-
ყო, მაგრამ რაიმე მდაბალ საქმეზე მისთვის თანხმობა არ გა-
მიცხადებია. უარი ვთქვი რამდენიმე შემთხვევით წინადადე-
ბაზე და საკმაოდ ოსტატურადაც ვიქცეოდი. იმდენად არ ვყო-
ფილვარ გაფუჭებული, რომ უზნეობის გზას დავდგომოდი
მარტო მისი სიყვარულის გამო, მეორე მხრივ კი არც ერთი
მოცემული წინადადება არ მაკმაყოფილებდა, რადგან ჩემს
მთავარ მიზანს არ უპასუხებდა.
ამ ხანებში დავუახლოვდი ერთ ქალს, ვისთანაც დავსახ-
ლდი კიდეც. ვერ ვიტყვი, რომ სახლში საროსკიპო ჰქონდა
მოწყობილი, მაგრამ მისთვის მაინც უცხო იყო რაიმე ზნეობ-
რივი წესი. მასთან ყოფნისას თავი ისე კარგად მეჭირა, რომ
ჩემს უმწიკვლო სახელს ლაქაც კი არ მოსცხებია. ყველა მამა-
კაცი, რომლებთანაც ვმეგობრობდი, იმდენად კეთილშობილი
იყო, რომ არავის მხრიდან უბრალო საყვედურიც არ დამიმსა-
139 მკითხველთა ლიგა
ხურებია. არც ერთ მათგანს არ უფიქრია, რომ ჩემთვის ფუქ-
სავატური წინადადების მოცემა შეიძლებოდა. მართალია,
ხსენებული ჯენტლმენი ყურადღებას არ მაკლებდა და ჩემთან
ერთად ერთობოდა, რაც მისი თქმით, დიდ სიამოვნებას ანი-
ჭებდა, მაგრამ ამაზე შორს მაშინ არ წავსულვართ.
ბათში ბევრი სევდიანი წუთი გავატარე მას შემდეგ, რაც სა-
ზოგადოება წავიდ-წამოვიდა. მართალია, საქმეზე და ფულის
მისაღებად ბრისტოლში ყოფნა მიხდებოდა, მაგრამ ყოველ-
თვის ბათში ვბრუნდებოდი და იქ დარჩენას ვარჩევდი, რად-
გან დიასახლისთან ჩემი მეგობრობის წყალობით, რომელთა-
ნაც ზაფხულში ვცხოვრობდი, საშუალება მომეცა ზამთარშიც
მასთან დავრჩენილიყავი უფრო ხელსაყრელ ფასად, ვიდრე
სადმე სხვაგან. ვიმეორებ, ზამთარში იქ არ მომიწყენია, ისე-
ვე, როგორც შემოდგომაზე, მაგრამ როცა დიასახლისს უფრო
დავუახლოვდი, არ შემეძლო, გული არ გადამეშალა მისთვის,
არ მეთქვა, თუ რამდენი სადარდებელი მქონდა, და ფულის
მხრივ რა სიძნელეს განვიცდიდი. ისიც ვუთხარი: ვირჯინიაში
დედა და ძმა მყავს, შემოსავლიანი ხალხია-მეთქი. და რადგან
ნამდვილად მივწერე დედას, თუ რა ზარალი ვნახე ხომალდის
დაზიანების გამო, არ დავაყოვნე მეცნობებინა მეგობარი ქა-
ლისთვის, რომ ახლობლებისგან დახმარებას მოველოდი,
როგორც ეს სინამდვილეში იყო. ვინაიდან რეისი ბრისტოლი-
დან ვირჯინიაში, მდინარე იორკში და უკან, ჩვეულებრივად,
ნაკლებ დროს მოითხოვდა, ვიდრე რეისი ლონდონიდან, და
ჩემი ძმა საქმეებს უპირატესად ბრისტოლში აწარმოებდა,
უკეთესად მიმაჩნდა ლონდონში არ წავსულიყავი და პასუხის-
თვის აქ მომეცადა.
ჩემი ახალი მეგობარი ქალი მეტისმეტად თანაგრძნობით
მომეპყრო, და იმდენად გულკეთილი აღმოჩნდა, რომ ძალზე
140 მკითხველთა ლიგა
შემიმცირა საჭმელ-სასმლის საფასური ზამთრისთვის, თანაც
დასძინა, რასაც მე ვხარჯავ, იმაზე მეტის აღება არ მინდაო.
ბინის ქირას კი ზამთარში სულაც არ ვიხდიდი.
გაზაფხულის დადგომამ ოდნავადაც არ შეამცირა ჩემდამი
მისი კეთილი დამოკიდებულება. მასთან კიდევ რამდენიმე
ხანს ვცხოვრობდი, სანამ მდგომარეობა არ შემეცვალა. მის
სახლში ჩვეულებრივ ჩერდებოდა რამდენიმე ღირსეული პი-
როვნება, კერძოდ ის ჯენტლმენი, რომელსაც შემოდგომაზე
ერთობ მოეწონა ჩემს ახლოს ყოფნა. ახლა ჩამოვიდა სხვა
ჯენტლმენებთან ერთად და იმავე სახლში დაბინავდა. ეჭვი
მქონდა, რომ ჩემმა დიასახლისმა მოიპატიჟა იგი, შეატყობი-
ნა, რომ კვლავ მასთან ვცხოვრობდი, თუმცა ერთიცა და
მეორეც ამას უარყოფდა.
ერთი სიტყვით, ეს ბატონი ხელმეორედ ჩამობრძანდა ბათ-
ში და კვლავინდებურად განსაკუთრებული ყურადღებით მო-
მეპყრო. ეს კაცი ჭეშმარიტად ჯენტლმენი გახლდათ და მას-
თან სიახლოვე, უნდა გამოგიტყდეთ, ისევე სასიამოვნო იყო
ჩემთვის, როგორც ჩემი სიახლოვე მისთვის, თუ მის სიტყვებს
დავუჯერებ. უჩვეულო პატივისცემით მექცეოდა და ჩემს სათ-
ნოებაზე ჰქონდა აზრი, რომ მე ზიზღით უკუვაგდებდი მის ყო-
ველგვარ მაძიებლობას. ჩემგან მალე შეიტყო, ქვრივი ვიყავი,
ბრისტოლში ვირჯინიიდან ჩამოვედი უკანასკნელი ხომალ-
დით და ველოდებოდი ბათში ხომალდთა ქარავნის მოსვლას,
რომლითაც მოზრდილი ტვირთი უნდა ჩამომსვლოდა. ჩემი
მხრივ კი გავიგე, რომ იგი ცოლიანი იყო, მაგრამ ცოლი
ჭკუაზე შეშლოდა და მისი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ
იმყოფებოდა. ამაზე მას თანხმობა მიეცა, რათა თავიდან
აეცილებინა ყოველგვარი საყვედური (ასეთ შემთხვევაში სავ-
სებით ჩვეულებრივი) - თითქოს არ ზრუნავდა მის განკურნე-
141 მკითხველთა ლიგა
ბაზე. ახლა ბათში ჩამოვიდა, რომ ამგვარ უსიამოვნო ოჯახურ
პრობლემებს გარიდებოდა და დაესვენა.
ჩემმა დიასახლისმა, რომელიც თავის მხრივ, რაც შეეძ-
ლო, ხელს უწყობდა ჩვენს დაახლოებას, ძალზე შემიქო ეს
ჯენტლმენი, კეთილშობილი, სათნო ადამიანია და დიდი შეძ-
ლებაც აქვსო. მეც არაფერი მიშლიდა ხელს, რომ ეს დამეჯე-
რებინა. ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობდით, ჩემს ოთახში
ხშირად შემოდიოდა (მაშინაც კი, როცა ლოგინში ვიწექი),
ასევე არც მე მერიდებოდა მასთან შესვლა, კოცნის მეტს ვე-
რაფერს მიბედავდა და სხვას არაფერს მთხოვდა, ყოველ შემ-
თხვევაში გარკვეულ დრომდე, რაზეც შემდეგ მოგახსენებთ.
ჩემს დიასახლისს ხშირად ვეუბნებოდი, ეს ჩემი თაყვანის-
მცემელი რა თავდაჭერილი კაცია-მეთქი, ის კი მიპასუხებდა:
სულაც არ მიკვირს, რადგან რაც ვიცნობ, ყოველთვის გამო-
ირჩეოდა მორიდებული ქცევითო. მგონია, მისგან რაღაც ნივ-
თიერ მადლობას უნდა ელოდე იმისთვის, რომ მუდამ შენთან
ატარებს დროსო (მართლაც, მუდამ ფეხდაფეხ დამდევდა).
ამაზე ვუპასუხე: ოდნავი საბაბიც კი არ მიმიცია იფიქროს,
თითქოს ამას ვსაჭიროებდე და მისგან რამე საჩუქრის მიღება
მინდოდეს-მეთქი. მაშინ ჩემმა დიასახლისმა პირობა მომცა,
ეს საქმე თვითონ ეკისრა და ისე ეშმაკურად მოაგვარა, რომ
პირველივე ჯერზე, როგორც კი ჩემს თაყვანისმცემელთან
მარტო დავრჩი, დამიწყო გამოკითხვა, რა სახსრებით ვცხოვ-
რობდი ჩამოსვლის შემდეგ და ფული ხომ არ მჭირდებოდა.
თავი მედიდურად დავიჭირე და მივუგე: მართალია თამბაქო
გამიფუჭდა, მაგრამ მთლიანად არ დაღუპულა-მეთქი. ვაჭარი,
რომელსაც ჩემი საქონელი ჩავაბარე, პატიოსნად მომექცა,
ისე რომ, ფულის გაჭირვებას არ განვიცდი და იმედი მაქვს,
ყაირათიანი ცხოვრებით თავს გავიტან ახალი საქონლის მი-
142 მკითხველთა ლიგა
ღებამდე, რომელსაც უახლოესი გემით მოველი, მანამდე კი
ხარჯები შევამცირე-მეთქი. გასულ სეზონზე მსახური მყავდა,
ახლა კი უიმისოდაც იოლად გავდივარ. მაშინ მეორე სარ-
თულზე სასადილო და საძილე ოთახები მეჭირა, ახლა კი ზე-
მო სართულზე ერთი ოთახით ვკმაყოფილდები, მაგრამ სუ-
ლაც არ ვწუწუნებ, თქვენთან სიახლოვე წინანდელზე მეტად
მამხიარულებს, რისთვისაც თქვენი მადლობელი ვარ-მეთქი.
ამრიგად, ამ კაცს შევაგნებინე, რომ დღესდღეობით დახმარე-
ბა არ მჭირდებოდა.
მაგრამ მალე ხელმეორედ მოიტანა იერიში, გეტყობათ, არ
მენდობით და თქვენს საქმეებში არ გინდათ ჩამახედოთო. ეს
ამბავი ძალზე მაწუხებს, რადგან ცნობისმოყვარეობა კი არ
მამოქმედებს, არამედ დახმარების სურვილი, თუ საამისო
შემთხვევა მომეცემაო. მაგრამ რაკი არ გინდათ გამოტყდეთ,
რომ დახმარება გესაჭიროებათ, მხოლოდ ერთს გთხოვთ, პი-
რობა მომეცით: თუ გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავარდით,
გულახდილად გამომიტყდით და ძალდაუტანებლად მომმარ-
თეთ დახმარებისთვის, როგორც ამას თვითონ გთავაზობთ.
სიტყვა იმით დაამთავრა, რომ რწმენა გამოთქვა, ყოველთვის
ერთგულ მეგობრად ჩამთვალეთ, თუმცა შეიძლება თქვენი
ნდობა ჯერ კიდევ ვერ დავიმსახურეო.
დიდად დავალებული ადამიანივით ჩვეული თავაზიანობით
მივუგე, ფრიად აღელვებული ვარ თქვენი ასეთი
პატივისცემით-მეთქი. ამის შემდეგ თავი დავანებე უწინდებუ-
რად თავპატიჟის გამოდებას, თუმცა არც ერთი ჩვენგანი საზ-
ღვარს არასოდეს გადასცილებია. მიუხედავად იმისა, რომ
ჩვენი ურთიერთობა ძალდაუტანებელი იყო, მაინც ვერ ვიკ-
რებდი გაბედულებას, მეთქვა მისთვის, ფულის ნაკლებობას

143 მკითხველთა ლიგა


განვიცდი-მეთქი. გულში კი მიხაროდა, ასეთი წინადადება
რომ მომცა.
გავიდა კიდევ რამდენიმე კვირა, მაგრამ მისთვის ფული
ერთხელაც არ მითხოვია. აქ კი ჩემმა ეშმაკმა დიასახლისმა,
რომელიც ამ ნაბიჯის გადასადგმელად ხშირად მაქეზებდა,
მაგრამ ხედავდა, რომ ამის უნარი არ მქონდა, ტყუილი გა-
მოიგონა, და როცა ერთად ვიყავით, შემოვარდა და დაიყვი-
რა:
- ამ დილაადრიან ცუდი ამბავი უნდა შეგატყობინო!
- რა მოხდა? ფრანგებმა ხომ არ იგდეს ხელთ ვირჯინიიდან
მომავალი ხომალდები?
ამის ყველაზე მეტად მეშინოდა.
- არა, არა, - მომიგო, - მაგრამ კაცი, რომელიც გუშინ
ბრისტოლში გაგზავნეთ ფულისთვის, დაბრუნდა და თქვა,
არაფერი მომიტანიაო.
მისი მონაჩმახი სულაც არ მომეწონა: ჩემი აზრით, ამას გა-
მოძალვის სუნი სდიოდა, მივხვდი, რომ არაფერს დავკარგავ-
დი, თუ ამ საქმეში მონაწილეობას არ მივიღებდი, ამიტომაც
გადაჭრით შევაწყვეტინე ლაპარაკი:
- არ მესმის, რისთვის დასჭირდა იმ კაცს ასეთი რამის
თქმა! გარწმუნებთ, ფული მთლიანად მომიტანა. აჰა, ინებეთ,
- წარმოვთქვი და ქისა ამოვიღე, რომელშიც დაახლოებით
თორმეტი გინეა იდო, ამასთან დავუმატე, - ვაპირებ, მალე ამ
ფულის დიდი ნაწილი თქვენ მოგცეთ-მეთქი.
ჩემი თაყვანისმცემელი, როგორც ჩანდა, მისი ჩარევით
ცოტა უკმაყოფილო დარჩა, მგონი, ისიც კი გაიფიქრა, ეს დე-
დაკაცი თავს ზედმეტ უფლებას აძლევსო. მაგრამ ჩემი პასუხი
რომ მოისმინა, მყისვე დამშვიდდა.

144 მკითხველთა ლიგა


მეორე დილით ამ საგანზე საუბარი განვაახლეთ და სავსე-
ბით კმაყოფილი დარჩა. ღიმილით გამოთქვა იმედი, რომ
აუცილებლად ვეტყოდი, როგორც დავპირდი, როცა ფული
დამჭირდებოდა: ჩემთვის სულაც არ იყო სასიამოვნო დიასახ-
ლისის გუშინდელი მეტიჩრობა, რომელმაც თავს ნება მისცა,
უხეშად ჩარეულიყო ისეთ საქმეში, რაც მას სულაც არ ეხებო-
და. მაგრამ შესაძლებელია ჩემგან ვალის მიღება უნდოდა,
რაღაც რვაოდე გინეისა, რომელიც გადავწყვიტე
გავისტუმრო-მეთქი. ფული იმავე საღამოს გადავეცი.
ჩემს თაყვანისმცემელს ძალიან გაუხარდა, დიასახლისს
რომ გავუსწორდი, შემდეგ სხვა რამეზე ჩამოვაგდეთ ლაპარა-
კი. მეორე დილით რომ გაიგო, მასზე ადრე ავდექი, ხმა მო-
მაწვდინა, მეც ვუპასუხე. მთხოვა, მასთან ოთახში შევსულიყა-
ვი. როცა ოთახში შევედი, ჯერ კიდევ ლოგინში იწვა და ახ-
ლოს მიმიპატიჟა. საწოლზე ჩამოვჯექი. თქვენთან მოლაპარა-
კება მინდაო, მითხრა. რამდენიმე ტკბილი სიტყვის შემდეგ
შემეკითხა, თანახმა ხართ თუ არა გულახდილად მიპასუხოთ
ერთ რამეზეო. გამოთქმა „გულახდილ პასუხზე“ ცოტა შევე-
დავე და შევეკითხე, განა ოდესმე მომიცია არაგულწრფელი
პასუხი-მეთქი? მერე კი თანხმობა განვუცხადე. ამის შემდეგ
მითხრა, თქვენი ქისა მაჩვენეთო. მყისვე ხელი ჯიბეში ჩავიყა-
ვი და სიცილით ამოვიღე ქისა, რომელშიც სამ-ნახევარი გი-
ნეა მედო. სულ ეს არის თქვენი ფულიო? - შემეკითხა. კვლავ
ღიმილით ვუპასუხე: რა თქმა უნდა, არა-მეთქი.
მაშინ მთხოვა, მიმეტანა მთელი ჩემი ფული უკანასკნელ
ფართინგამდე. უარი არ მითქვამს. გავემართე ჩემი ოთახის-
კენ და მივუტანე დამალული ყუთი, რომელშიც კიდევ ექვსი
გინეა და ცოტაოდენი ვერცხლი მქონდა. ფული ლოგინზე და-
ვუყარე და ვუთხარი, ეს არის მთელი ჩემი სიმდიდრე, ამის მე-
145 მკითხველთა ლიგა
ტი შილინგიც არა მაქვს-მეთქი. დახედა ფულს, არ დაუთვლია
და უკანვე ყუთში ჩაყარა. შემდეგ ჯიბიდან გასაღები ამოიღო,
წინადადება მომცა, გამეღო მაგიდაზე მდგარი კაკლის ზარ-
დახშა და ამომეღო იქიდან ყუთი, რაც მყისვე შევუსრულე.
მასში ბევრი ოქროს ფული იყო - ვფიქრობ, ორას გინეამდე,
მაგრამ ზუსტად რამდენი, ვერ ვიტყვი. კოლოფი საწოლზე და-
დო, აიღო ჩემი ხელი, ყუთში ჩამაყოფინა და მუჭით ოქრო ჩა-
მაბღუჯინა. წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ჩემი ხელი მაგ-
რად ეჭირა და მაიძულა, იმდენი გინეა ამომეღო, რამდენსაც
მუჭა მოხვეტდა.
როცა ეს გავაკეთე, მთელი ოქრო კალთაში ჩამაყრევინა,
შემდეგ კი თვითონვე მომითავსა ყუთში და ჩემს ფულში
აურია. მერე მომმართა: წადით ახლა და ყუთი თქვენს ოთახ-
ში წაიღეთ.
ამბავს დაწვრილებით იმიტომ გიყვებით, რომ ამ სა-
სიამოვნო წუთების დავიწყება არ ძალმიძს, აგრეთვე იმის-
თვის, რათა თვალნათლივ გადმოგცეთ ჩვენი ურთიერთობის
ხასიათი. ამის შემდეგ ჩემს კაბებზე, მაქმანებზე, თავსარ-
ქმელზე პოულობდა ნაკლს, მაიძულებდა უკეთესი მეყიდა,
რაც, კაცმა რომ თქვას, ჩემ სურვილს სავსებით შეესაბამებო-
და, თუმცა ამას არ ვაგრძნობინებდი. ყველაზე მეტად ამ ქვე-
ყანაზე ლამაზი კაბები მიყვარდა, მაგრამ ამ აზრს წინ აღვუდე-
ქი: თქვენგან ვალად აღებული ფული მომჭირნეობით უნდა
ვხარჯო, თორემ გადახდას ვერ შევძლებ-მეთქი. მაშინ მოკ-
ლედ მიპასუხა: რამდენადაც გულწრფელად გცემთ პატივს და
ვიცი თქვენი ხელმოკლეობა, ამ ფულს ვუყურებ როგორც სა-
ჩუქარს, რომელიც სავსებით დაიმსახურეთ, რადგან მთელ
დროს ჩემთან ატარებთო. მერე დამიჟინა, მსახური ამეყვანა
და მეურნეობისთვის მომეკიდა ხელი, ხოლო როცა მისი მე-
146 მკითხველთა ლიგა
გობარი გაემგზავრა, წინადადება მომცა, სადილიც მიმერ-
თმია, რაზეც ხალისით დავეთანხმე, დარწმუნებული ვიყავი,
რომ ამით არაფერს დავკარგავდი, თვით დიასახლისიც კი არ
დარჩებოდა ზარალში.
ასე ვიცხოვრეთ დაახლოებით სამი თვე, და როცა ბათიდან
საზოგადოება წავიდ-წამოვიდა, ჩემმა თაყვანისმცემელმაც
გამგზავრებაზე წამოიწყო ლაპარაკი, თანაც ლონდონში ჩემი
წაყვანის დიდი სურვილი გამოთქვა. ამ წინადადებამ, ცოტა
არ იყოს, დამაბნია, არ ვიცოდი, რა მდგომარეობაში აღმოვ-
ჩნდებოდი იქ და როგორ მომექცეოდა. სანამ ამაზე ვფიქრობ-
დი, იგი ძალზე ავად გახდა. გაემგზავრა სომერსეტშირის დაბა
შეპტონში, იქ უარესი მოუვიდა, ისე რომ, დაბრუნება ვეღარ
შეძლო და ბათში ლაქია გამომიგზავნა თხოვნით, კარეტა და-
მექირავებინა და მასთან ჩავსულიყავი. სანამ გაემგზავრებო-
და, შესანახად მომაბარა თავისი ფული და სხვა ძვირფასი
ნივთები. ახლა არ ვიცოდი, როგორ მოვქცეოდი მათ. გადა-
მალვა მაინც მოვახერხე, ბინა დავკეტე, ჩავედი მასთან და
მართლაც მძიმე ავადმყოფი ვიხილე. დავუწყე დარწმუნება,
უფლება მოეცა, საკაცით გადაგვეყვანა ბათში, სადაც ადვილი
იქნებოდა დახმარების მიღებაცა და კარგი ექიმის შოვნაც.
დამეთანხმა. ჩავიყვანე ბათში. იქამდე, რამდენადაც მახ-
სოვს, თხუთმეტი მილი იყო, სიცხით გათანგული მთელი ხუთი
კვირა ლოგინში იწვა და ამ ხნის მანძილზე ისეთი მზრუნვე-
ლობით ვუვლიდი, თითქოს მისი ცოლი ვყოფილიყავი. მარ-
თლაც, ცოლიც რომ ვყოფილიყავი, ამაზე მეტს მაინც ვერ გა-
ვუკეთებდი. ისე ხშირად და დიდხანს ვიჯექი ხოლმე მასთან,
რომ ბოლოს ამიკრძალა ამის გაკეთება. მაშინ ტახტი მოვატა-
ნინე და მის ფეხებთან დავწექი.

147 მკითხველთა ლიგა


ჩემი თაყვანისმცემლის ჯანმრთელობაზე ნამდვილად
ძალზე ვწუხდი, მეშინოდა არ დამეკარგა ასეთი მეგობარი,
ამიტომაც არ მინდოდა მისგან მოშორება. შემდეგშიც საათო-
ბით ვიჯექი მასთან და ცრემლი მდიოდა. ბოლოს გამოკეთება
დაეტყო, მომეცა მისი გამოჯანმრთელების იმედი. მართლაც,
ნელ-ნელა მომჯობინება დაეტყო.
საქმე რომ სხვანაირად ყოფილიყო, და არა ისე, როგორც
ახლა მოგითხრობთ, არ მომერიდებოდა სიმართლე მეთქვა,
თუ როგორ ვიქცეოდი სხვა შემთხვევაში. მაგრამ გარწმუ-
ნებთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთისთვის
არც ერთი უკადრისი სიტყვა არ გვითქვამს, არავითარი უწესო
საქციელი არ ჩაგვიდენია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ
იმას, რომ მასთან ოთახში შევდიოდი, როცა ლოგინში იწვა,
და დღედაღამ მომვლელის მოვალეობას ვასრულებდი. ოჰ,
ნეტავ ეს ბოლომდე გაგრძელებულიყო!
რამდენიმე ხნის შემდეგ მომაგრდა და სწრაფი გამოკეთე-
ბა იწყო. ტახტის გატანა მინდოდა, მაგრამ მთხოვა, კიდევ
დავრჩენილიყავი, სანამ სხვის დაუხმარებლად შეძლებდა
ყოფნას, ამის შემდეგ ჩემს ოთახში გადავსახლდი.
ეს ადამიანი შემთხვევას არ უშვებდა, რათა მადლობა გა-
დაეხადა ყურადღებისთვის, ხოლო როცა გამოჯანმრთელდა,
ორმოცდაათი გინეა მაჩუქა ჩემი ზრუნვისა და იმის სამადლო-
ბელად, რომ მისი გულისთვის სიცოცხლე საფრთხეში ჩავიგ-
დე.
აქ მან საზეიმოდ გამომიცხადა თავისი გულწრფელი და
ურღვევი სიყვარული ჩემდამი, თანაც დაუმატა, ყველაზე მე-
ტად ვზრუნავ თქვენსა და საკუთარ სათნოებაზეო. ამისთვის
უღრმესი მადლობა გადავუხადე. მაშინ დამიწყო დარწმუნება:
თქვენთან შიშველიც რომ ვიწვე ლოგინში, მაშინაც კი ისევე
148 მკითხველთა ლიგა
წმინდად შევინახავდი თქვენს სათნოებას, როგორც რომელი-
მე მოძალადის თავდასხმისგან დაცვისასო. ამაში ეჭვი ოდნა-
ვადაც არ მეპარებოდა, რაც მასაც გავუზიარე. მაგრამ ეს მის-
თვის ჯერ კიდევ ცოტა იყო. მითხრა, დავუცდი შემთხვევას,
რომელიც საშუალებას მომცემს, ჩემი გულწრფელობა სავსე-
ბით დაგიდასტუროთო.
ამის შემდეგ ბევრი დრო გავიდა. საქმეზე ბრისტონში წას-
ვლა დამჭირდა. ჩემმა თაყვანისმცემელმა კარეტა დაიქირავა
და ჩემი გაცილება მოისურვა. აქ უფრო მეტად დავუახლოვ-
დით ერთმანეთს. ბრისტოლიდან გროსტელში წამიყვანა გა-
სასეირნებლად. იქაურ სასტუმროში მხოლოდ ერთი თავისუ-
ფალი ნომერი აღმოჩნდა - ორსაწოლიანი დიდი ოთახი, სას-
ტუმროს პატრონმა, რომელმაც ოთახები დაგვათვალიერები-
ნა, პირდაპირ მიმართა ჩემს თანამგზავრს:
- ბატონო, ჩემი საქმე არ არის შეგეკითხოთ, ეს ქალბატო-
ნი თქვენი მეუღლეა თუ არა. თუ მეუღლე არ ბრძანდება, თა-
ვისუფლად შეგიძლიათ ისე მოისვენოთ ამ ორ საწოლზე,
თითქოს ცალ-ცალკე ოთახებში იმყოფებოდეთ, - ამ სიტყვე-
ბით დიდი ფარდა გადასწია და ოთახი ორ ნაწილად გაყო.
- ჩინებულია, - არ დაუყოვნებია თქმა ჩემს მეგობარს, - სა-
წოლები შესაფერისია. რაც შეეხება სხვა ამბავს, ჩვენ ძალზე
ახლო მეგობრები ვართ და ერთად არ დავწვებით, თუმცა
ჩვენთვის უფრო მოხერხებული იქნება საწოლები ერთმანე-
თის გვერდით დავდგათ.
ამრიგად, გარეგნულად ყველაფერს წესიერი ელფერი
მიეცა. როცა საქმე დაწოლაზე მიდგა, ჩემი თანამგზავრი
ზრდილობის გულისთვის გარეთ გავიდა და დაიცადა, სანამ
გავიხდიდი, შემდეგ მეორე საწოლზე დაწვა და დიდხანს მესა-
უბრებოდა. ბოლოს გაიმეორა თავისი წინანდელი მტკიცება,
149 მკითხველთა ლიგა
რომ შეეძლო ჩემთან შიშველი წოლილიყო და ხელიც არ
დაეკარებინა. უცებ წამოხტა და სხაპასხუპით მომაყარა:
- ახლა, ჩემო კარგო, დარწმუნდებით, როგორი კეთილშო-
ბილი ვიქნები თქვენთან და ნახავთ, შემიძლია თუ არა სიტ-
ყვის შესრულება. იგი ჩემს საწოლს მოადგა. ცოტათი შევეწი-
ნააღმდეგე, მაგრამ, უნდა გამოგიტყდეთ, დიდად თავის გამო-
დებას მაინც არ ვაპირებდი, პირობაც რომ არ მოეცა. ამრი-
გად, მცირე ბღლაძუნის შემდეგ გავყუჩდი და უფლება მივეცი,
გვერდით მომწოლოდა. როგორც კი ჩემი სიახლოვე იგრძნო,
ხელები მომხვია, გულში ჩამიკრა და მთელი ღამე ასე იწვა.
მაგრამ ჩემთვის არაფერი გაუკეთებია და არც ცდილა რამეს,
მოხვევის გარდა, როგორც უკვე მოგახსენეთ. ასე გაიარა
მთელმა ღამემ. დილით ადგა და ტანთ ჩაიცვა, მე კი ისეთივე
უბიწო დამტოვა თავის მიმართ, როგორც ამქვეყნად მოვლე-
ნის დღეს ვიყავი.
ძალზე გაოგნებული დავრჩი მისი საქციელით, ისევე რო-
გორც განაცვიფრებს ეს ყველას, ვინც იცის, თუ რაოდენ
ძლიერია ბუნების კანონი. ეს კაცი კი ჯანმრთელი და გზნებით
აღსავსე ადამიანი იყო. ასე სარწმუნოებრივი მოსაზრებით კი
არ მოიქცა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სიყვარულის
გამო. მარწმუნებდა: თუმცა ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე
ძვირფასი ქალი ხარ, ისე მიყვარხარ, ვერ გავბედავ, ხელი და-
გაკაროო.
რა თქმა უნდა, ეს კეთილშობილური საქციელი იყო, მაგ-
რამ რადგანაც მსგავსი ჯერ არაფერი გამეგო, დიდ საგონე-
ბელში ჩავვარდი. მოგზაურობის დანარჩენი ნაწილიც ასევე
გავატარეთ და ბათში დავბრუნდით. აქ, რადგან იგი სარგებ-
ლობდა ჩემთან შემოსვლის უფლებით, როცა კი მოინდომებ-
და, ხშირად ამჟღავნებდა ისეთივე ზომიერებას, და მეც არა-
150 მკითხველთა ლიგა
ერთხელ მეძინა მასთან. და თუმცა ჩვენ ერთმანეთს სავსებით
თავისუფლად ვექცეოდით, როგორც ცოლ-ქმარი, იგი მაინც
არასოდეს ცდილა უფრო ღრმად შეეტოპა, რითაც ფრიად
იწონებდა თავს. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი მოპყრობა მაინცდა-
მაინც მომწონდა, რადგან გამოგიტყდებით, მასზე ბევრად უზ-
ნეო ვიყავი.
დაახლოებით ორ წელიწადს ვცხოვრობდით ასე, ამ ხნის
განმავლობაში მხოლოდ სამჯერ იყო ლონდონში, სადაც ერ-
თხელ ოთხი თვე გაატარა. სამართლიანობა მოითხოვს
ვთქვა, რომ წესიერად მიგზავნიდა ფულს, ისე რომ რიგიანი
ცხოვრება შემეძლო.
თუ ასე განვაგრძობდით, უდავოდ საკვეხნად გვექნებოდა
საქმე. ტყუილად კი არ უთქვამთ ბრძენ ადამიანებს - უფსკრუ-
ლის პირას ძალზე ახლოს ნუ მიხვალო. ამაში ჩემი გამოცდი-
ლებით დავრწმუნდი. აქაც არ მინდა სიმართლეს ვუღალატო -
მოცემული სიტყვა თვითონ არ დაურღვევია. ერთ ღამეს, რო-
ცა ლოგინში ვიწექით ღვინით შეხურებულნი, თუმცა არც იმ-
დენი დაგვილევია, რომ თავი დაგვეკარგა, ზოგიერთი უსაქ-
ციელობის ჩადენის შემდეგ, რის დასახელებაც არ შემიძლია,
მის მკლავებში მოქცეულმა ვუთხარი (მრცხვენია და ზიზღს
მგვრის ამაზე წერა): საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირობა
გადაგათქმევინო, მაგრამ მხოლოდ ერთი ღამით-მეთქი, სიტ-
ყვაში მყისვე დამიჭირა. ამის შემდეგ წინააღმდეგობას რაღას
გავუწევდი, ისე კი, მართალი რომ გითხრათ, ამის დიდი სურ-
ვილი არცა მქონია.
ასე შევცოდეთ და მეგობრის სახელი ყურისმომჭრელ საყ-
ვარლის სახელზე გავცვალე. დილით ორივემ მონანიება და-
ვიწყეთ. მე მწარედ ვოხრავდი, ის კი თავის სისუსტეს კიცხავ-
და. მაგრამ ეს იყო ყველაფერი, რის გაკეთებაც შეგვეძლო.
151 მკითხველთა ლიგა
როცა გზა გაიკაფა, სათნოებისა და სინდისის ზღვარი გა-
დაილახა, რაღასთან უნდა გვებრძოლა?
ამ კვირის ბოლო დღეები ურვაში გავატარეთ. გულწრფე-
ლად ვეღარ ვუყურებდი მას, თან შიში მკლავდა: ვაითუ და-
ვორსულდე, რა მომელის მაშინ-მეთქი? მამხნევებდა და მეუბ-
ნებოდა, სანამ ჩემი ერთგული ხარ, მეც ერთგული ვიქნებიო,
და რაკი საქმე აქამდე მივიდა (რის გაკეთებაც თვითონ არ
განმიზრახავს) დაორსულების შემთხვევაში ვიზრუნებ შენზეც
და ბავშვზეცო. დავმშვიდდი, დავუფიცე: თუ დავორსულდი,
უკეთესია მოვკვდე, ვიდრე ბებიაქალს მივმართო და გავამ-
ჟღავნო, ვინ არის ბავშვის მამა-მეთქი. ის კი მიმტკიცებდა,
ორსულობისას არაფერს მოგაკლებო. ერთმანეთის ასეთი
დარწმუნება გვამხნევებდა, და ჩვენც ამის შემდეგ დანაშაულს
რამდენსაც გვინდოდა, იმდენს ჩავდიოდით, სანამ ბოლოს ში-
ში არ გამიმართლდა და ნამდვილად არ დავორსულდი.
როცა ამაში დავრწმუნდი, მდგომარეობა საყვარელს ვაც-
ნობე. ერთად დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ რა ზომები მიგვეღო
ამ შემთხვევის გამო. ჩემი აზრი იყო, საიდუმლო ჩვენი
დიასახლისისთვის გაგვემჟღავნებინა და რჩევა გვეთხოვა,
რაზეც თანხმობა განმიცხადა. დიასახლისი (როგორც დავ-
რწმუნდით) ჩვეული იყო ასეთ ამბებს, ამიტომ ჩემს ნათქვამს
მნიშვნელობა არ მიანიჭა და მითხრა: დიდი ხანია ამას მოვე-
ლოდიო, თანაც ხუმრობა დაიწყო ჩვენს ურთიერთობაზე. რო-
გორც უკვე მოგახსენეთ, ეს ქალი ამ დარგში ფრიად გამოც-
დილი გახლდათ, მან თავის თავზე აიღო ყოველგვარი საზრუ-
ნავი, დამპირდა, ეშოვა ბებიაქალი და ძიძა, და მიეჩქმალა
საქმე ისე, რომ ჩირქი არ მოსცხებოდა ჩვენს სახელს, რაც
ერთობ ოსტატურად შეასრულა.

152 მკითხველთა ლიგა


როცა მშობიარობის დრო დადგა, ჩემს საყვარელს სთხო-
ვა, ლონდონში წასულიყო ან ისე მოქცეულიყო, თითქოს გამ-
გზავრებას აპირებდა. ამის შემდეგ სამრევლო ხელისუფალთ
აცნობა. ჩემს სახლში იმყოფება ქალი, რომელსაც მალე მშო-
ბიარობა დაეწყებაო, თანაც დასძინა, მის ქმარს კარგად ვიც-
ნობ, პატივსაცემი ჯენტლმენიაო. მან ხელისუფალთ მისი გვა-
რიც კი დაუსახელა - სერ უოლტერ კლივი, ამასთან ერთად
დაუმატა, მზად ვარ ყოველგვარ შეკითხვას პასუხი გავცეო.
სამრევლო ხელისუფალნი სავსებით დაკმაყოფილდნენ ამ
ცნობით, და მე, თითქოს ნამდვილი მილედი კლივი ვყოფი-
ლიყავი, მშვიდად ვიმშობიარე სამი თუ ოთხი წარჩინებული
ბათელი მოქალაქის ცოლის დახმარებით, რამაც ჩემი საყ-
ვარლის ჯიბიდან ზოგიერთი დამატებითი ხარჯის გაღება მო-
ითხოვა, ამის გამო ფრიად შევწუხდი, რაზედაც ხშირად ვწუ-
წუნებდი საყვარელთან, მან კი მთხოვა, არ მედარდა.
მშობიარობის გამო საგანგებო ხარჯებისთვის საკმაო ფუ-
ლი მივიღე, ყველა აუცილებელი რამ ბლომად მქონდა, თუმ-
ცა თავს ფუფუნების ნებას არ ვაძლევდი. გარდა ამისა, რამ-
დენადაც ცხოვრებას ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ასეთი
მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ვიზრუნე, შავი
დღისთვის რაც შეიძლება მეტი ფული შემენახა, ჩემი მფარვე-
ლი კი დავარწმუნე, მშობიარობის დროს გაუთვალისწინებელ
ხარჯებს დასჭირდა-მეთქი.
ამრიგად, ლოგინიდან რომ ავდექი, ადრე ნაჩუქარ ფულ-
თან ერთად საკუთარი დანაზოგის ჩათვლით ახლა ორასი გი-
ნეა მქონდა.
მშვენიერი ბავშვი გავაჩინე, ლამაზი ბიჭი. როცა ჩემმა საყ-
ვარელმა ჩემი მოლოგინების შესახებ გაიგო, ძალზე თავა-
ზიანი წერილი გამომიგზავნა, შემდეგ კი მითხრა: ჩემი აზრით,
153 მკითხველთა ლიგა
როგორც კი ლოგინიდან წამოდგები და მომჯობინდები, უკე-
თესია ლონდონში გადასახლდეო. ბინა მოგიმზადე ჰამერ-
სმითში, გააკეთე ისე, თითქოს იქ ლონდონიდან გადადიხარ,
გარკვეული ხნის შემდეგ კი შეგიძლია ბათში დაბრუნდე და
მეც უკან გამოგყვებიო.
მისი წინადადება ძალიან მომეწონა, კარეტა დავიქირავე,
ავიყვანე ბავშვი, თან მოახლე ქალი და ძიძა გავიყოლე და
ლონდონში გავემგზავრე.
რედინგში საკუთარი ეტლით შემომეგება, მთხოვა, ჩემთან
გადმოჯექიო. მსახური და ბავშვი დაქირავებულ კარეტაში
დავტოვე. მივედი ჩემს ახალ ბინაზე ჰამერსმითში. მისი დათ-
ვალიერებით ერთობ კმაყოფილი დავრჩი - შესანიშნავად იყო
მოწყობილი.
ახლა შეიძლება ითქვას, რომ კეთილდღეობის მწვერვალს
მივაღწიე. სხვა არაფერი მინდოდა, კანონიერ ცოლად გახდო-
მის გარდა, რაც განუხორციელებელი იყო ჩვენს მდგომა-
რეობაში. ამიტომ არც ერთ შემთხვევას არ ვუშვებდი ხელი-
დან, რათა, რაც შეიძლება მეტი დამეზოგა ძნელბედობის
დროისთვის, რადგან მშვენივრად ვიცოდი, ასეთი განცხრომა
მუდმივი არ იყო და მამაკაცები, საყვარლებს რომ გაიჩენენ,
ხშირად იცვლიან ხოლმე მათ მოყირჭების, ეჭვიანობისა და
სხვა მიზეზით. ზოგჯერ თვითონ ქალები, რომლებიც ასეთ
კარგ პირობებში ხვდებიან, ნაკლებად ზრუნავენ იმისთვის,
რომ თავდაჭერილი ქცევით პატივისცემა არ დაკარგონ, თა-
ვიანთ მფარველს არ უღალატონ. ასეთი ამჩატების გამო მამა-
კაცები მათ დამსახურებული სიძულვილით ტოვებენ ხოლმე.
მე ეს საფრთხე არ მომელოდა, რადგან საყვარლის გამოც-
ვლის ხალისი არ მქონია. ნაცნობები არ მყავდა, ცხადია, არც
რაიმე სიახლის ძებნის სურვილი გამჩენია. ურთიერთობა
154 მკითხველთა ლიგა
მქონდა მხოლოდ იმ ოჯახთან, ვისთანაც ვბინადრობდი, და
მეზობელ სახლში მცხოვრებ მღვდლის ცოლთან. ამრიგად,
ჩემი საყვარლის არყოფნის დროს სტუმრად არსად დავ-
დიოდი, და როცა ჩემთან მობრძანდებოდა, ყოველთვის ან
ჩემს საძინებელ ოთახში ვხვდებოდი, ან სასტუმროში. გასასე-
ირნებლად კი მუდამ მასთან ერთად მივდიოდი.
ჩემი ასეთი ცხოვრება და ურთიერთობა როგორღაც თა-
ვისთავად დალაგდა. იგი ხშირად მეუბნებოდა: იმ ღამემდე,
როცა პირველად დავარღვიეთ ჩვენი შეთანხმება, აზრადაც
არასოდეს მომსვლია შენთან კავშირი დამეჭირა, შენდამი
ყოველთვის გულწრფელ სიყვარულს ვგრძნობდი, მაგრამ
სულ მცირე სურვილიც კი არა მქონია გამეკეთებინა ის, რაც
ჩავიდინეო. დავუწყე შეგონება: ამაში ეჭვი არასოდეს შემპარ-
ვია, ამგვარი აზრები რომ დამბადებოდა, ისე ადვილად არ ავ-
მჩატდებოდი, ამით ხომ საშინლად შევცოდეთ. ამბავი
მოულოდნელად მოხდა და იმით აიხსნება, რომ იმ ღამეს
ძალზე ავყევით გულისთქმას. და მართლაც, მას შემდეგ ხში-
რად მიფიქრია - დაე, ეს გაფრთხილება იყოს ამ მოთხრობის
მკითხველისთვისაც, რომ ქალებმა არ უნდა მივცეთ გასაქანი
გარყვნილ და უზნეო მიდრეკილებას, თორემ ყველა ჩვენი
განზრახვა საპნის ბუშტივით გასკდება სწორედ მაშინ, როცა
მისი მხარდაჭერა აუცილებლად დაგვჭირდება.
მართალი გითხრათ, ჩვენი პირველი შეხვედრისთანავე
გადავწყვიტე, უფლება მიმეცა ჩემთან დაწოლილიყო, თუ ამას
მოისურვებდა. ეს იმით აიხსნებოდა, რომ მის დახმარებას
ვსაჭიროებდი და ამ კაცის ხელში ჩაგდების სხვა საშუალება
არ ვიცოდი. მაგრამ იმ ღამეს, როცა ვნების მორევში ისე
ღრმად შევცურეთ, ვიგრძენი ჩემი სისუსტე და ის, რომ გუ-
ლისთქმის აყოლისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ
155 მკითხველთა ლიგა
მქონდა. ყოველგვარ დათმობაზე უფრო ადრე წავედი, ვიდრე
თვითონ მთხოვდა ამას.
აქ მინდა მოგახსენოთ: ჩემი საყვარელი იმდენად კეთილ-
შობილი გახლდათ, რომ ამისთვის არასოდეს გავუკიცხივარ
და საერთოდ, ერთხელაც არ გამოუთქვამს უკმაყოფილება
ჩემი საქციელის გამო, პირიქით, მარწმუნებდა: შენთან სიახ-
ლოვით ისევე ვარ აღტაცებული, როგორც ჩვენი გაცნობის
პირველ წუთებშიო.
მართალია მას ცოლი არ ჰყავდა, ან უფრო სწორად, ცოლი
ცოლობას აღარ უწევდა, მაგრამ მამაკაცს, განსაკუთრებით კი
კეთილგონიერს, სინდისის ქენჯნა ხშირად აიძულებს საყვა-
რელს დაშორდეს, რაც საბოლოოდ მასაც დაემართა, თუმცა
ცოტა მოგვიანებით.
მეორე მხრივ, თუმცა ასეთი ცხოვრების გამო სინდისი ჩუ-
მად მეც მქენჯნიდა, მაშინაც კი, როცა კეთილდღეობის მწვერ-
ვალზე ვიყავი ატყორცნილი, მაგრამ სიღატაკისა და შიმში-
ლის საშინელი სურათიც მაჯლაჯუნასავით თან მდევდა და
უკან მოხედვის უფლებას არ მაძლევდა. და თუ გაჭირვებამ ამ
გზაზე დამაყენა, სამაგიეროდ, სიღატაკის შიში ამავე გზაზე მა-
კავებდა. ხშირად ვფიქრობდი, თავი დამენებებინა ყველაფ-
რისთვის, როგორც კი საშუალება მომეცემოდა, საკმარისი
ფული დამეგროვებინა, რათა საკუთარი თავი თვითონვე მერ-
ჩინა. მაგრამ ყოველივე ეს ფუჭი ოცნება იყო და ქრებოდა
საყვარელთან პირველი შეხვედრისთანავე. მასთან სიახლო-
ვე იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ნაღველი მყისვე გადამეყ-
რებოდა. სევდიანი ფიქრები მხოლოდ მაშინ ამეკვიატებოდა
ხოლმე, როცა მარტო ვრჩებოდი.
ექვსი წელი ვიცხოვრე ამ ერთდროულად ბედნიერ და უბე-
დურ მდგომარეობაში, ამ ხნის მანძილზე სამი შვილი გავუჩი-
156 მკითხველთა ლიგა
ნე, რომელთაგან მხოლოდ პირველი ბიჭი დამრჩა ცოცხალი.
ამ ექვსი წლის განმავლობაში ორჯერ გადავსახლდი, მაგრამ
მეექვსე წელს კვლავ დავუბრუნდი ჩემს პირველ ბინას ჰამერ-
სმითში.
ერთ დილას მოულოდნელად მივიღე ჩემი მეგობრის ნაზი,
მაგრამ სევდიანი წერილი, რომელშიც მაცნობებდა, ძალზე
ავად გავხდი, მეშინია, ავადმყოფობა არ გამირთულდეს, და
რადგან ჩემთან ცოლის მშობლები ცხოვრობენ, შენთვის აქ
მოსვლა შეუძლებელი იქნებაო. ამის გამო დიდ სინანულს გა-
მოთქვამდა, რადგან უნდოდა, მე მომევლო და გამერთო იგი,
როგორც პირველი ავადმყოფობის დროს.
ფრიად შევწუხდი და მსურდა, რაც შეიძლება მალე გამეგო,
რა დაემართა ამ ადამიანს. გავიდა ორი კვირა, მე კი არავი-
თარი ცნობა არ მიმიღია, რითაც ძალზე განცვიფრებული ვი-
ყავი და შეშფოთება სულ უფრო მემატებოდა. დამიჯერეთ,
შემდეგი ორი კვირის განმავლობაში კინაღამ ჭკუაზე შევიშა-
ლე, ყველაზე მეტად ის მაღელვებდა, რომ ზუსტად არ ვიცოდი
მისი ადგილსამყოფელი. ჯერ მეგონა თავის სიდედრთან იმ-
ყოფებოდა, მაგრამ როცა ლონდონში ჩავედი და იმ მისამარ-
თით მივაკითხე, რომლითაც წერილებს ვწერდი, მალე გამო-
ვარკვიე, რომ ოჯახთან ერთად ბლუმსბერიში გადასახლებუ-
ლიყო. ერთსა და იმავე სახლში ცხოვრობდნენ ის, მისი ცოლი
და სიდედრი, თუმცა ცოლს უმალავდნენ, რომ ქმართან ერთ
ჭერქვეშ იმყოფებოდა.
იქ მალე გავიგე აგრეთვე, რომ ერთობ მძიმე მდგომა-
რეობაში იყო, და გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა,
სიმართლე შემეტყო. ერთ საღამოს მოვიფიქრე მოახლედ გა-
მოვწყობილიყავი, ჩაჩზე ჩალის ქუდი დავიხურე და მისი სახ-
ლისკენ გავემართე, ვითომდა მეზობლად მცხოვრები ქალის-
157 მკითხველთა ლიგა
გან ვიყავი გაგზავნილი. სახლის პატრონსა და დიასახლისს
მდაბალი სალამი ვუძღვენი, შემდეგ კი შევეკითხე: გამომ-
გზავნეს გავიგო, როგორია ბატონის ჯანმრთელობა და წუხე-
ლის როგორ ეძინა-მეთქი. ეს დავალება რომ გადავეცი, თან
ყველაფრის გაგება მოვახერხე, რაც მჭირდებოდა. გამოვე-
ლაპარაკე მსახურ ქალს, რომელმაც დაწვრილებით მიამბო
თავისი ბატონის ავადმყოფობის შესახებ: პლევრიტი ჰქონდა
ხველებითა და ცხელებით. მან მაცნობა აგრეთვე, თუ ვინ
ცხოვრობდა ამ სახლში და როგორი იყო ქალბატონის ჯან-
მრთელობის მდგომარეობა. ახლა თავს უკეთ გრძნობს და,
იმედია, გონება მალე დაუბრუნდებაო. რაც შეეხება თვითონ
ბატონს, ექიმებმა მასზე ხელი ჩაიქნიეს. დილით ყველას ეგო-
ნა, სიკვდილის პირას არისო, მას შემდეგ კი არავითარი გა-
მოჯამრთელება არ ეტყობა, არა მგონია, დილამდე იცოც-
ხლოსო.
ეს ამბავი ჩემთვის მძიმე ასატანი აღმოჩნდა. ვხედავდი,
რომ ჩემი კეთილდღეობის აღსასრული ახლოვდებოდა. კი-
დევ კარგი, მომჭირნეობით ვხარჯავდი ფულს და სანამ ჯან-
მრთელი იყო, ზოგი რამ გამოვიზოგე, რადგან ახლა ნათლად
ვერ წარმომედგინა, საიდან უნდა მეშოვა საარსებო სახსრე-
ბი.
გულზე მძიმე ტვირთად მაწვა ჩემი ბიჭი, ხუთი წლის ლამა-
ზი საყვარელი ბავშვი, არაფრით უზრუნველყოფილი. ასეთი
სევდიანი ფიქრებით დავბრუნდი შინ და დავიწყე იმაზე თავის
მტვრევა, რა მექნა და როგორ წარმემართა ჩემი ცხოვრება.
თავისთავად ცხადია, ვერ დავმშვიდდებოდი, სანამ არ გა-
ვიგებდი, რა მოუვიდა ჩემს საყვარელს. თვითონ ვერ ვბედავ-
დი მეორედ მისვლას, სამაგიეროდ სხვებს ვგზავნიდი ამბის
გასაგებად. ორიოდე კვირის შემდეგ შევიტყვე, რომ მისი გა-
158 მკითხველთა ლიგა
მოკეთების იმედი მისცემოდათ, თუმცა ჯერ კიდევ ძალზე ცუ-
დად იყო. მაშინ შევწყვიტე ხალხის გაგზავნა, ხოლო რამდენი-
მე ხნის შემდეგ მეზობლებმა გადმომცეს, უკვე ლოგინიდან
დგებაო, მერე კი - ზოგჯერ სახლიდანაც გადის ხოლმეო.
ვიფიქრე, ახლა მაინც რამე ბარათს მივიღებ-მეთქი, და
ჩემს მდგომარეობას უფრო მხნედ შევხედე, მისი გამოსწორე-
ბის იმედი ჩამესახა. ვიცადე ერთი კვირა, ორი. გავიდა ორი
თვეც, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არა ჰქონდა. ბოლოს მხო-
ლოდ ის შევიტყვე, რომ გამოკეთების შემდეგ სოფელში წასუ-
ლიყო სუფთა ჰაერზე. კიდევ ორმა თვემ განვლო. ამჯერად გა-
ვიგე, ქალაქში დაბრუნებულიყო, მაგრამ მისგან კვლავ არა-
ვითარი ცნობა არ მომსვლია.
გავუგზავნე რამდენიმე წერილი ჩვეულებრივ მისამართზე,
მაგრამ გამოვარკვიე, რომ მხოლოდ ორი თუ სამი მოეთხო-
ვათ, სხვების წასაღებად კი არავინ მოსულიყო. ხელახლა მივ-
წერე, უფრო მკვახე გამოთქმები ვიხმარე და გავაფრთხილე:
იძულებული ვიქნები, თვითონ მოვიდე შენთან-მეთქი. ავუწე-
რე ჩემი მდგომარეობა: საჭიროა ბინის ქირის გადახდა, ბავ-
შვი არ არის უზრუნველყოფილი, მე თვითონაც მოკლებული
ვარ ყოველგვარ დახმარებას-მეთქი. ხომ დამპირდი, ზრუნვას
არ მოგაკლებ და გარჩენ კიდეცო? ამ წერილის ასლი გადავი-
ღე, და როცა გავიგე, რომ მთელი თვის მანძილზე მის წასაღე-
ბად არავინ მოსულიყო, ისე მოვაწყე საქმე, რომ ეს ასლი ჩემს
საყვარელს ერთ-ერთ ყავახანაში გადასცეს, სადაც ხშირად
იმყოფებოდა ხოლმე.
წერილმა აიძულა პასუხი მოეწერა, საიდანაც გავიგე, რომ
ჩემს მიტოვებას აპირებდა. შევიტყვე აგრეთვე, რომ რამდენი-
მე ხნის წინ ბარათი გამოეგზავნა თხოვნით, ბათში დავბრუნე-
ბულიყავი. ამ წერილის შინაარსს ქვევით გაგაცნობთ.
159 მკითხველთა ლიგა
უნდა ითქვას, რომ ავადმყოფობის ჟამს ასეთი ურთიერ-
თობა, როგორიც ჩვენ შორის დამყარდა, სხვანაირად ფასდე-
ბა, მას სხვა თვალით ვუცქეროდი, ვიდრე წინათ. ჩემი საყვა-
რელი სიკვდილის პირას, მარადისობის ზღურბლზე იდგა,
ამიტომაც მასში სინდისმა გაიღვიძა, შავბნელი ფიქრები აეშა-
ლა ჩვენს წარსულ უაზრო და ფუქსავატურ ცხოვრებაზე, კერ-
ძოდ ჩემთან ჩადენილ მრუშობაზე. წარმოუდგა იგი ჭეშმარი-
ტი სახით და არა ისე, როგორც წინათ ეხატებოდა, და სამარ-
თლიანი ზიზღით შეხედა.
აქ უნდა შევნიშნო ჩემი სქესის წარმომადგენელთა ჭკუის
დარიგების მიზნით, რომ ასეთი დანაშაულის გულწრფელ მო-
ნანიებას ყოველთვის თანამონაწილე ქალისადმი სიძულვი-
ლი მოჰყვება ხოლმე. და ეს სიძულვილი მით უფრო ძლიერია,
რაც უფრო მხურვალე იყო სიყვარული, სხვანაირად არც შე-
იძლება მოხდეს. დანაშაულისადმი გულწრფელი სიძულვილი
ვერ შეუთავსდება იმ ადამიანის სიყვარულს, რომელიც ამ და-
ნაშაულის მიზეზს წარმოადგენს.
ასე მოხდა ამჯერადაც, თუმცა კარგმა აღზრდამ და კეთილ-
შობილებამ დაიფარა ეს ადამიანი უკიდურესობისგან. აქ
მსურს გიამბოთ, თუ როგორ მოიქცა იგი იმის შემდეგ, როცა
უკანასკნელი წერილით შეიტყო, რომ ბათში არ წავედი და
მისმა პირველმა ბარათმა ჩემამდე ვერ მოაღწია. მან მომწე-
რა:
„ქალბატონო!
გაკვირვებული ვარ, რომ გასული თვის 8 რიცხვში დათა-
რიღებულმა ჩემმა წერილმა თქვენამდე არ მოაღწია, პა-
ტიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ იგი ნამდვილად მიიტანეს
თქვენს ბინაზე და მოახლეს ხელში ჩააბარეს.

160 მკითხველთა ლიგა


საჭიროდ არ ვთვლი გაცნობოთ, თუ როგორი იყო ჩემი
მდგომარეობა რამდენიმე ხნის წინათ, სამარის კარამდე მი-
სული ზეცის მოულოდნელი და დაუმსახურებელი მადლით
კვლავ როგორ დავუბრუნდი სიცოცხლეს. თქვენთვის უც-
ნაური არ უნდა იყოს, რომ ჩემს მაშინდელ მდგომარეობაში
ჩვენი უიღბლო კავშირი ყველაზე მძიმე ტვირთად აწვა ჩემს
სინდისს. ამაზე მეტს არაფერს გეტყვით. ასეთი მდგომარეობა
არა მარტო უნდა მოვინანიოთ, არამედ შევცვალოთ კიდეც.
მინდოდა უკან, ბათში, დაბრუნებულიყავით. ამ წერილს
ვურთავ ორმოცდაათი გირვანქის საბანკო ბილეთს, რითაც
ბინის ქირას გადაიხდით და გზაში სახარჯოდაც გეყოფათ.
ამასთან ვფიქრობ, დიდად არ გაგიკვირდებათ, თუ დავუმა-
ტებ, რომ სწორედ ამ შემთხვევის მიზეზით და არა თქვენი
რაიმე დანაშაულის გამო თქვენს ნახვას ვეღარ შევძლებ.
ბავშვს საჭირო ზრუნვას არ მოვაკლებ - დატოვებთ იქ, სადაც
ამჟამად არის, თუ თან წაიყვანთ. ერთი სიტყვით, მოიქეცით
ისე, როგორც გენებოთ. გისურვებთ კარგად აწონ-დაწონოთ
ყოველივე, რაც მოხდა, და ამ საგანზე ჩაფიქრებით შვება იგ-
რძნოთ.
დავშთები თქვენი...“ და სხვა.
ამ წერილმა საშინელი ელდა დამცა, მეგონა, ცა თავზე
ჩამომექცა-მეთქი. სინდისის ისეთი ქენჯნა ვიგრძენი, რომ
ენით ვერ გამოვთქვამ, რადგან საკუთარ დანაშაულს კარგად
ვხედავდი. ეჰ, ვამბობდი გულში, ნეტავ ჩემს ძმასთან დავრჩე-
ნილიყავი, რადგან ჩვენი კავშირი, ყოველ შემთხვევაში, ნაკ-
ლები დანაშაული იყო - და-ძმობა ხომ სიზმრადაც არ მოგ-
ვლანდებია!
მაგრამ თავში ერთხელაც არ მომსვლია, რომ მთელი ამ
ხნის განმავლობაში გათხოვილი ქალი ვიყავი, მისტერ N-ის,
161 მკითხველთა ლიგა
ტილოს ვაჭრის ცოლი, რომელმაც თუმცა მიმატოვა უბედური
შემთხვევის გამო, მაგრამ არ შეეძლო ჩვენ მიერ დადებული
საქორწინო ხელშეკრულების დარღვევა ან ჩემთვის კანო-
ნიერი უფლების მოცემა, ხელახლა გავთხოვილიყავი, ასე
რომ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, არც მეტი, არც ნაკლები,
კახპა და მრუში ვიყავი. თავს ვწყევლიდი იმისთვის, რომ ასე
თავისუფლად მოვიქეცი და მახედ გამოვადექი ამ ჯენტლმენს,
ამავე დროს მთავარი დამნაშავე გახლდით ჩვენ მიერ ჩადენი-
ლი დანაშაულისა. ახლა, ღვთის წყალობით, ეს ადამიანი უფ-
სკრულიდან ამოვიდა, სინდისმა შეაწუხა, მე კი ბედის ანაბარა
დარჩენილი და ზეცის მიერ მიტოვებული, კვლავ უკანონობის
გზაზე ვიდექი.
ეს სევდიანი ფიქრები მთელი თვე მაწვალებდა, ბათშიც არ
დავბრუნებულვარ. ხალისი არ მქონდა შევხვედროდი იმ
ქალს, რომელთანაც მანამდე ვცხოვრობდი, მეშინოდა, ხე-
ლახლა არ დავეყენებინე უზნეობის გზაზე, გარდა ამისა, არ
მინდოდა მეთქვა მისთვის ჩემი მიტოვების ამბავი.
საშინლად დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ მოვ-
ქცეოდი ჩემს ბავშვს. მასთან განშორება სიკვდილად მიმაჩ-
ნდა. წინათ, როცა ეჭვი მებადებოდა, ადრე თუ გვიან საყვარე-
ლი მიმატოვებს და ბავშვის რჩენის საშუალება აღმეკვეთება--
მეთქი, მუდამ ვფიქრობდი პირმშოს მოშორებას. ახლა კი გა-
დავწყვიტე დავრჩენილიყავი მასთან, რათა დავმტკბარიყავი
ნორჩი სიცოცხლის ცქერით, თუმცა ვერავითარ ხარჯს ვერ
გავწევდი მისი რჩენისთვის.
ამიტომ ჩემთან დაშორებულ საყვარელს მოკლე ბარათი
გავუგზავნე, რომლითაც ვატყობინებდი ჩემს მზადყოფნას,
ყველაფერში დავმორჩილებოდი, ბათში დაბრუნების გარდა,
რასაც მრავალი მიზეზით ვხსნიდი. თუმცა შენთან განშორება,
162 მკითხველთა ლიგა
- ვწერდი მას, - ისეთი უბედურებაა ჩემთვის, რისგანაც, ალ-
ბათ, წელში ვერასოდეს გავსწორდები, მაგრამ სავსებით
მწამს შენი გადაწყვეტილების სამართლიანობა და ოდნავა-
დაც არ მსურს ხელი შეგიშალო გამოსწორებასა და
მონანიებაში-მეთქი.
შემდეგ ავუწერე ჩემი ფრიად მძიმე მდგომარეობა. იმედი
გამოვთქვი, რომ ჩემი გაჭირვება, რამაც ოდესღაც შთააგონა
სულგრძელი და კეთილშობილი მეგობრობის წინადადება
მოეცა, ახლაც გამოიწვევდა მასში მცირეოდენ თანაგრძობას,
მით უფრო, რომ ჩვენი დანაშაულებრივი ურთიერთობა, რომ-
ლის დაწყებას თავდაპირველად არც ერთი ჩვენგანი არ ფიქ-
რობდა, უკვე დამთავრებული იყო. მსურს შენსავით გულ-
წრფელად მოვინანიო ცოდვები, მაგრამ გემუდარები, მომცე
საცხოვრებელი სახსარი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამიძ-
ნელდება თავის დაღწევა ცდუნებისგან, რომელსაც ეშმაკი
ყოველთვის თავს ახვევს სიღატაკისთვის განწირულ ადა-
მიანებს. ხოლო თუ ჩემგან შეწუხების გეშინია, საშუალება მო-
მეცი, დავბრუნდე დედასთან ვირჯინიაში. ამგვარად ბოლო
მოეღება შენს ყოველგვარ შიშს-მეთქი. ბოლოს ვთხოვდი, გა-
მოეგზავნა კიდევ ორმოცდაათი გირვანქა სტერლინგი საგზა-
ოდ, სამაგიეროდ პირობას ვაძლევდი, მიმეცა ხელწერილი,
რომ მასთან სადავო აღარაფერი მექნებოდა და მეტად არ შე-
ვაწუხებდი, მხოლოდ ჩვენი ვაჟიშვილის ჯანმრთელობის ამ-
ბავს ვიკითხავდი. მის წასაყვანად მაშინვე ვინმეს გამოვგზავ-
ნიდი, თუ დედა ცოცხალი დამხვდება და ცოტად თუ ბევრად
ადამიანურად მოვეწყობი, ისე რომ ამ საზრუნავისგანაც
გაგათავისუფლებ-მეთქი.
ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, გამოვიგონე - ვირჯინიაში
გამგზავრება თავშიც არ მომსვლია, ამგვარი ნაბიჯის უაზრო-
163 მკითხველთა ლიგა
ბა ყველასთვის ნათელი იქნებოდა იმ ამბის გადმოცემის შემ-
დეგ, რაც გადამხდა ხსენებულ მხარეში. მაგრამ ჩემთვის
აუცილებელი იყო საყვარლისგან როგორმე გამომეცინცლა
ორმოცდაათი გირვანქა სტერლინგი, რადგან კარგად ვიცო-
დი, ეს იქნებოდა უკანასკნელი პენი, რომლის მიღებაც მისგან
შემეძლო.
იმ ფანდმა, რომელიც მის მიმართ გამოვიყენე, როცა დავ-
პირდი ხელწერილი მიმეცა - მეტს აღარ შეგაწუხებ-მეთქი, სა-
თანადო გავლენა იქონია და ჩემმა ყოფილმა საყვარელმა ამ
თანხის საბანკო ბილეთი გამომიგზავნა სანდო პირის ხელით,
რომელმაც, გარდა ამისა, ჩამომიტანა ხელმოსაწერად ქა-
ღალდი, რომ მასთან სადავო აღარაფერი მქონდა. ხალისით
მოვაწერე ხელი. ასე დასრულდა ჩვენი ურთიერთობა, თუმცა
ეს ჩემი ნება-სურვილის წინააღმდეგ მოხდა.
არ შემიძლია აქ არ გამოვთქვა ჩემი აზრი იმის თაობაზე,
თუ რა სავალალო შედეგი მოსდევს ქალისა და კაცის ურთი-
ერთობაში ზედმეტ თავისუფლებას უმწიკლო განზრახვის, მე-
გობრობისა და სხვათა საბაბით, ვინაიდან ხორციელი სურვი-
ლი ჩვეულებრივად ისეთ დიდი როლს ასრულებს, რომ ბუნებ-
რივი სწრაფვა მუდამ სძლევს ყოველგვარ აღთქმას. ცოდვა
ზეიმობს იქ, სადაც ღრიჭე ჩნდება თავდაჭერილობაში, ეს უკა-
ნასკნელი კი სასტიკად უნდა დაიცვას ჭეშმარიტმა, უმწიკვლო
მეგობრობამ. მაგრამ დაე, მკითხველმა თვითონ იფიქროს
ამაზე, რადგან მას შემდეგ მალე გადამავიწყდა ყველა ეს
ბრძნული აზრი და, მაშასადამე, ჭკუის სწავლება ჩემი საქმე
არ უნდა იყოს.
ახლა კვლავ თავისუფალი ადამიანი ვიყავი. აღარ მეხებო-
და როგორც გათხოვილი ქალის, ისე საყვარლის მოვა-
ლეობა, თუ არაფერს ვიტყვი ქმარზე - ტილოს ვაჭარზე, რომ-
164 მკითხველთა ლიგა
ლის ამბავიც უკვე თხუთმეტი წელი იყო, აღარ გამეგო, ამი-
ტომ არავის შეეძლო ესაყვედურა ჩემთვის მოვალეობის და-
ვიწყება. განსაკუთრებით, თუ გავიხსენებ გამგზავრების წინ
ჩემი ქმრის ნათქვამ სიტყვებს, რომლის თანახმადაც, თუკი
მისგან ცნობა აღარ იქნებოდა, შემეძლო მკვდრად მიმეჩნია,
ხოლო ამის შემდეგ ვისზეც მოვისურვებდი, იმაზე გავთხოვი-
ლიყავი.
ამ დღიდან ხელი მოვკიდე ფულის საკითხის მოგვარებას.
მრავალრიცხოვანი და დაჟინებული წერილებით, აგრეთვე
დედის შუამავლობით, ამ ხნის განმავლობაში მოვახერხე,
რომ ჩემს ძმას, როგორც ახლა ვუწოდებ მას, გამოეგზავნა
ვირჯინიიდან სხვადასხვა საქონლის მეორე პარტია იმ ზარა-
ლის ასანაზღაურებლად, რომელიც პირველი პარტიის გაფუ-
ჭების შედეგად ვნახე. ამაზეც დამთანხმდა იმ პირობით, თუ
უარს ვიტყოდი მასთან ყოველგვარ სადავო საკითხზე და ისე-
თივე ხელწერილს გავუგზავნიდი მისი ბრისტოლელი კონ-
ტრაგენტის მეშვეობით. მძიმე იყო ეს ჩემთვის, მაგრამ სხვა
გზა არ მქონდა, უნდა დავპირებოდი. თუმცა ისე ოსტატურად
ვმოქმედებდი, რომ საქონელი უფრო ადრე მივიღე, ვიდრე
ხელწერილის მიცემას მოვასწრებდი, შემდეგ კი ხან ერთ, ხან
მეორე საბაბს ვპოულობდი, რათა თავი ამერიდებინა ამ ხელ-
წერილისგან. ბოლოს ჩვენს შუამავალს განვუცხადე, კიდევ
ერთხელ მინდა ძმას მივწერო-მეთქი.
ამ შემოსავალთან ერთად ჩემი შეძლება თითქმის ოთხას
გირვანქა სტერლინგამდე ავიდა, თუ არ ჩავთვლი საყვარ-
ლისგან მიღებულ უკანასკნელ ორმოცდაათ გირვანქას. ამ-
რიგად, უკვე ოთხას ორმოცდაათი გირვანქა სტერლინგი
მქონდა. კიდევ ას გირვანქა სტერლინგს დავზოგავდი, უბედუ-
რება რომ არ მწვეოდა: ოქრომჭედელი, რომელსაც ეს თანხა
165 მკითხველთა ლიგა
ვასესხე, გაკოტრდა, რითაც მთელი სამოცდაათი გირვანქა
სტერლინგი დავკარგე - ამ ოქრომჭედლის მევალეებს ასში
მხოლოდ ოცდაათი გირვანქა ერგოთ. მქონდა აგრეთვე ცო-
ტაოდენი ვერცხლი, ბლომად თეთრეული და კაბების საკმა-
რისი მარაგი.
ამ თანხით უნდა დამეწყო ახალი ცხოვრება. საჭიროა გით-
ხრათ, რომ ახლა ისეთი ქალი აღარ გახლდით, როგორიც იმ
წლებში, როცა როთერჰაითში ვცხოვრობდი. პირველ ყოვ-
ლისა, თითქმის ოცი წლით უფროსი ვიყავი, წლებმა, აგრეთვე
ვირჯინიაში და უკან მოგზაურობამ ჩემს სილამაზეს არაფერი
შემატა. და თუმცა არავითარ საშუალებას არ ვიკლებდი, რა-
თა უკეთესი შეხედულება მქონოდა, მაინც არ მსურდა შევღე-
ბილიყავი, რადგან მწამდა, რომ ეს ჩემთვის საჭირო არ იყო.
სულერთია, რაღაც განსხვავება ხომ არის ოცდახუთი და ორ-
მოცდაორი წლის ქალს შორის!
აურაცხელ გეგმას ვადგენდი ჩემი მომავალი ცხოვრების-
თვის, სერიოზულად დავიწყე ფიქრი იმაზე, რა საქმეს დავ-
დგომოდი, მაგრამ ვერაფერი მოვიგონე. შევეცადე, ხალხს
ჩემი სიღარიბის შესახებ არაფერი გაეგო და ხმა დავარხიე,
თითქოს შეძლება მქონდა და მთელი ეს შეძლება ჩემს ხელში
იყო: უკანასკნელი სავსებით სწორი გახლდათ, პირველი კი
მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი. ჩემი მთავარი უბედუ-
რება ის იყო, რომ ნაცნობები არ მყავდა, აგრეთვე არ მყავდა
მრჩეველი, ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომელიც მირჩევდა
და დამეხმარებოდა კიდეც. თავი და თავი ის გახლდათ, არა-
ვინ მეგულებოდა ისეთი, ვისაც გავანდობდი ჩემი ახლანდე-
ლი მდგომარეობის საიდუმლოებას იმ იმედით, რომ გულის-
ნადებს მტკიცედ შეინახავდა. გამოცდილებით დავრწმუნდი:
უმეგობროდ დარჩენა სიღატაკის შემდეგ ყველაზე დიდი უბე-
166 მკითხველთა ლიგა
დურებაა, რომელიც კი შეიძლება ქალს დაემართოს. ვამბობ,
ქალს-მეთქი, რადგან მამაკაცები საკუთარი თავის მრჩევლე-
ბი და ხელმძღვანელები თვითონ შეიძლება იყვნენ. მათ რთუ-
ლი მდგომარეობიდან თავის დაღწევის მეტი უნარი აქვთ,
ვიდრე ქალებს. მაგრამ თუ ქალს მეგობარი არა ჰყავს, რო-
მელსაც გაუზიარებს თავის გასაჭირს, ჰკითხავს რჩევას,
სთხოვს დახმარებას, ასეთი ქალი დაღუპულია და ეგაა, და
რამდენადაც მეტი ფული აქვს, მით მეტია გაბრიყვებისა და
მოტყუების საფრთხეც. ასე დამემართა მეც, როცა ოქრომჭე-
დელს ასი გირვანქა სტერლინგი ჩავუთვალე, მას კი ნდობა
უკვე შერყეული ჰქონდა. რადგან მრჩეველი არავინ მყავდა,
ამიტომ არაფერი ვიცოდი და ფულიც დავკარგე. როდესაც ქა-
ლი მარტო რჩება და მოკლებულია რჩევას, იგი ძალიან ჰგავს
შარაგზაზე დაკარგულ ფულის ქისას ან ძვირფას თვალს, რო-
მელიც პირველი გამვლელის ხელში ხვდება. თუ წესიერი და
პატიოსანი კაცი იპოვის, ნაპოვნს გამოაცხადებს და შეიძლება
პატრონიც გამოუჩნდეს, მაგრამ უფრო ხშირად ამგვარი ნივ-
თები ისეთი ადამიანების ხელში ხვდება, რომლებიც უსირ-
ცხვილოდ იღებენ და ითვისებენ.
სწორედ ასეთი იყო ჩემი - თავისუფალი, დამოუკიდებელი
ქალის - მდგომარეობა, რომელსაც აკლდა დახმარება, მხარ-
დაჭერა, ხელმძღვანელობა. ვიცოდი, რაც მინდოდა, მაგრამ
წარმოდგენა არ მქონდა, პატიოსანი გზით როგორ მიმეღწია
ჩემი მიზნებისთვის. მტკიცე დასაყრდენი მჭირდებოდა. თუ ბე-
დი გამიღიმებდა და კარგ, წესიერ ქმარს შევხვდებოდი, მის-
თვის ყველაზე სამაგალითო ცოლი, სათნოების ნამდვილი
განსახიერება ვიქნებოდი. მართალია, საქმე სხვანაირად მი-
დიოდა ხოლმე, მაგრამ უზნეობისკენ ყოველთვის აუცილებ-
ლობა მიბიძგებდა და არა ხორციელი ჟინი, ამიტომაც მუდამ
167 მკითხველთა ლიგა
ძალზე კარგად მქონდა შეგნებული ცხოვრებაში მტკიცე
მდგომარეობის ფასი. დიახ, ამდენი განცდილი გასაჭირის
შემდეგ ჩემგან შესანიშნავი ცოლი გამოვიდოდა. რამდენჯე-
რაც გათხოვილი ვიყავი, ქმრები ჩემი ქცევით ოდნავადაც არ
შემიწუხებია.
მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ ოცნება იყო. წინ იმედის ნა-
ტამალი არ ჩანდა. ვცხოვრობდი ზომიერად და თავდაჭერი-
ლად, როგორც მდგომარეობას შეეფერებოდა. მაგრამ ჩემს
ცხოვრებაში არაფერი ხდებოდა, არაფერს მოველოდი, ფუ-
ლიც სწრაფად მიქრებოდა. არ ვიცოდი, რა მეღონა; მოახ-
ლოებული სიღატაკის შიში გულს მიხეთქავდა. მცირეოდენი
თანხა მქონდა, მაგრამ ვერ მომესაზრებინა, სად შემეტანა,
თუმცა ვერც ამ ფულის სარგებლით ვიარსებებდი, ყოველ
შემთხვევაში, ლონდონში მაინც.
ბოლოს ახალი შესაძლებლობა გამომიჩნდა. იმ სახლში,
სადაც ბინა მქონდა დაქირავებული, ჩრდილოეთ საგრა-
ფოებიდან ჩამოსული ქალი ცხოვრობდა. იგი თავს კეთილშო-
ბილად ასაღებდა, თანაც წამდაუწუმ აქებდა იაფობასა და
ლაღ ცხოვრებას თავის მშობლიურ კუთხეში. ამბობდა, იცით,
რა თავსაყრელია იქ ყველაფერი, რა იაფია, რა სასიამოვნო
საზოგადოება ცხოვრობსო. ბოლოს ვუთხარი, ისეთი დიდია
ცდუნება, ლამის გავემგზავრო თქვენს კურთხეულ მხარეში--
მეთქი. თუმცა საკმარისი შეძლება მაქვს, მაგრამ, როგორც
ქვრივს, არ შემიძლია ჩემი შემოსავლის გაზრდის იმედი
მქონდეს, ხოლო ლონდონი ძალზე ძვირი ადგილია. დავ-
რწმუნდი, რომ წელიწადში ას გირვანქა სტერლინგზე ნაკლე-
ბი შემოსავლით ლონდონში ვერ იცხოვრებ, თუ სტუმრებს
მიიღებ, მოახლე გეყოლება და საზოგადოებაშიც გამოჩნდე-
ბი. ხოლო თუ ყოველივე ამას მოიკლებ, ხალხს გაჭირვებული
168 მკითხველთა ლიგა
ეგონები-მეთქი. უნდა შევნიშნო: ჩემს მეზობელს, ისევე რო-
გორც სხვა ნაცნობებს, მტკიცედ სჯეროდათ, რომ მდიდარი
ქალი ვიყავი, სულ ცოტა სამი ან ოთხი ათასი გირვანქა სტერ-
ლინგის პატრონი. მეზობელი ჩემთან უჩვეულოდ ალერსიანი
გახდა. როგორც კი ნახა, მის მხარეში წასვლის სურვილი გა-
მიჩნდა, მითხრა, ლივერპულთან ცხოვრობს ჩემი და, ძმა კი
იმ ადგილებში ცნობილი პიროვნებაა, მას ეკუთვნის აგრეთვე
დიდი მამული ირლანდიაში. ორიოდე თვის შემდეგ თვითონ
ვაპირებ გამგზავრებას და თუ თანამგზავრობას გამიწევთ, იქ
ჩემსავით გულთბილად მიგიღებენ, შეგეძლებათ სტუმრად
დარჩეთ ჩვენთან თვეს და მეტხანსაც. იქნებ ის ადგილები მო-
გეწონოთ, მოგესურვოთ დასახლება, ასეთ შემთხვევაში შე-
მიძლია რომელიმე კარგი ოჯახი გირჩიოთ, სადაც მყუდროდ
მოეწყობით, თვითონ კი მდგმურებს არ ვიყვანთო.
ამ ქალს ჩემი ნამდვილი მდგომარეობა რომ სცოდნოდა,
ეშმაკობას არ მიმართავდა და ამგვარ ხრიკებს არ გამოიყე-
ნებდა, რათა საცოდავი, მიტოვებული არსება მიეტყუებინა,
რომელსაც ბევრს ვერაფერს გამორჩებოდა. თვითონ მე იმ-
დენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვიყავი, რომ დიდად
არ ვწუხდი საკუთარ ბედზე, ოღონდ კი ვინმეს შეურაცხყოფა
არ მოეყენებინა. ამიტომაც, მრავალი თხოვნისა და გულ-
წრფელი მეგობრობის მტკიცების შემდეგ, ამ ქალს დავეთან-
ხმე, წავყოლოდი. დავიწყე ბარგის ჩალაგება და სამგზავროდ
მზადება, თუმცა წარმოდგენაც კი არ მქონდა, სად მივდიოდი.
მეტისმეტად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი ჩავარდნილი:
მთელ ჩემს ქონებას მცირეოდენი ფული წარმოადგენდა უკვე
მოხსენიებული ცოტა ვერცხლის, თეთრეულისა და კაბების
გარდა. ავეჯი და ჭურჭელი საერთოდ არ გამაჩნდა, რადგან
ყოველთვის მოწყობილ ბინებში ვცხოვრობდი. ქვეყნად არ
169 მკითხველთა ლიგა
მყავდა ერთი მეგობარიც კი, რომელსაც ვანდობდი ჩემს მცი-
რე თანხას, ანდა მასწავლიდა, როგორ გამომეყენებინა იგი.
უცებ გამახსენდა ბანკი და ლონდონის სხვა კომპანიები,
მაგრამ ისეთი კაცი არ მეგულებოდა, რომელსაც დავავალებ-
დი, ფულის შეტანაზე ეზრუნა, ხოლო საბანკო ბილეთების,
თამასუქებისა და მისთანათა სახლში შენახვის ან თან ტარე-
ბის მეშინოდა, რადგან თუ დავკარგავდი, ფულსაც უნდა გა-
მოვსალმებოდი და დაღუპვაც არ ამცდებოდა. მეორე მხრივ
კი, თუ ცნობილი გახდებოდა, რომ ფული მქონდა, მოსალოდ-
ნელი იყო, ვინმეს გავეძარცვე და მოვეკალი კიდეც სადმე
მიყრუებულ ადგილას. მოკლედ, არ ვიცოდი, რა მექნა.
ერთ დილას აზრად მომივიდა, თვითონვე წავსულიყავი
ბანკში, სადაც ხშირად დავდიოდი ხოლმე ზოგიერთი ჩემი ქა-
ღალდიდან პროცენტის მისაღებად და ყოველთვის მივმარ-
თავდი ერთ ძალზე თავაზიან მოხელეს. ის იმდენად კეთილ-
სინდისიერი ადამიანი იყო, რომ ერთხელ, როცა ფული შეც-
დომით დავთვალე, იმაზე ნაკლები ავიღე, ვიდრე მერგებოდა
და წასასვლელად მოვემზადე, დამაბრუნა და დაკლებული
თანხა ჩამაბარა, რომელიც ადვილად შეეძლო ჩაეჯიბა.
წავედი მასთან და ვკითხე, ხომ არ შეწუხდებით, რჩევით
დაეხმაროთ საბრალო ქვრივს, რომელსაც მეგობრები არა
ჰყავს და არ იცის, როგორ მოიქცეს-მეთქი? მიპასუხა: თუ რჩე-
ვას მთხოვთ ისეთ საქმეზე, რომელიც ჩემს სამსახურს შეეხე-
ბა, ყოველმხრივ ვეცდები დაგეხმაროთ, გარდა ამისა, შემიძ-
ლია გაგგზავნოთ ჩემს კარგ ნაცნობ საქმიან ყმაწვილთან,
ჩემნაირ მოხელესთან, რომელიც სხვა ბანკში მუშაობს. ამ კა-
ცის პატიოსნებას შემიძლია ვენდო და პასუხსაც ვაგებ მის ყო-
ველ ნაბიჯზე. ქალბატონო, თუნდაც ერთ ფართინგში თუ მო-
გატყუათ, დაე, მე დამედოს ბრალი. სიამოვნებით ეხმარება
170 მკითხველთა ლიგა
თქვენნაირ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს მარტოოდენ
კაცთმოყვარეობის გულისთვისო.
ამ სიტყვებმა ცოტა შემაკრთო, მაგრამ მცირეოდენი ყოყ-
მანის შემდეგ მივუგე: უკეთესი იქნება თქვენ გენდოთ, რად-
გან დარწმუნებული ვარ თქვენს პატნიოსნებაში, ხოლო თუ
არ შეგიძლიათ დამეხმაროთ, ვისარგებლებ თქვენ მიერ და-
სახელებული ყმაწვილის სამსახურით-მეთქი.
- მსურს დაგარწმუნოთ, ქალბატონო, - თქვა მოხელემ, -
რომ ჩემი მეგობრით ძალზე კმაყოფილი დარჩებით, ის უფრო
დიდ დახმარებას აღმოგიჩენთ, ვიდრე მე.
ხსენებული მოხელე ყელამდე იყო ბანკის საქმეებში ჩაფ-
ლული და არავითარი გარეშე საქმის აღება არ უნდოდა. მაგ-
რამ ეს მოგვიანებით შევიტყვე, მაშინ კი ვერ მივხვდი უარის
მიზეზს. მან მითხრა, ჩემი მეგობარი არაფერს გამოგართმევთ
რჩევის ან დახმარებისთვისო. ამან, ცოტა არ იყოს, გამამხნე-
ვა.
დამპირდა, რომ მასთან იმავე საღამოს მიმიყვანდა, როცა
ბანკი დაიკეტებოდა. როგორც კი შევხედე მის მეგობარს, და
დაიწყო თუ არა ჩემს საქმეზე ლაპარაკი, ვიგრძენი, რომ ძალ-
ზე პატიოსანი ადამიანი იყო. როგორც შემდეგ გავიგე, ყველ-
გან კარგი სახელი ჰქონდა და წესიერ ადამიანად იცნობდნენ.
ამრიგად, ყოველგვარი ეჭვი გამიქრა.
პირველი შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც მხოლოდ
ის ვუთხარი, რაზეც წინათ ვლაპარაკობდი, პაემანი დამინიშ-
ნა მეორე დღისთვის, თანაც დაუმატა: ამ ხნის განმავლობაში
შეგიძლიათ გამოარკვიოთ, რა კაცი ვარო. მაგრამ ამის გაკე-
თება არ შემეძლო, რადგან არავის ვიცნობდი. როგორც შევ-
თანხმდით, მეორე დღეს შევხვდი და ამჯერად უფრო დაწვრი-
ლებით მოვუყევი ჩემი საქმეები. ავუწერე მდგომარეობა,
171 მკითხველთა ლიგა
ვუთხარი: ქვრივი გახლავართ, ამერიკიდან ჩამოვედი, სრუ-
ლიად მარტო ვარ, არ მყავს მეგობარი, მაქვს ცოტა ფული და
საშინლად მეშინია არ დავკარგო, რადგან არ ვიცი, ვის მივან-
დო. ვაპირებ ჩრდილოეთ ინგლისში გამგზავრებას, სადაც
ცხოვრება იაფია, ამიტომ ამ თანხის დახარჯვა არ მინდა.
ფულს ბანკში სიამოვნებით შევინახავდი, მაგრამ არ მინდა
საბანკო ბილეთების თან ტარება. არ ვიცი, როგორ და ვისი
დახმარებით გავაკეთო ეს-მეთქი.
ამიხსნა, შეგიძლიათ ფული ბანკში მიმდინარე ანგარიშზე
მოათავსოთო. დავთარში მისი შეტანა უფლებას მოგცემთ, მა-
შინ მოითხოვოთ, როცა მოგესურვებათ. ხოლო თუ ჩრდილო-
ეთში იქნებით, შეგეძლებათ ბანკში აიღოთ გზავნილი და სა-
სურველ დროს მიიღოთ თანხა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ფუ-
ლი ბრუნვაში არ ჩაითვლება და ბანკი სარგებელს არ გადა-
გიხდითო. შეგიძლიათ აგრეთვე თქვენი ფულით იყიდოთ
სარგებლიანი ქაღალდები, რომლებიც ბანკში შეინახება. თუ
მათ გამოყენებას მოინდომებთ, ლონდონში ჩამოსვლა დაგ-
ჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ გარკვეულ სიძნელეს შეხ-
ვდებით ნახევარი წლის მოგების მიღებაში, თუ პირადად არ
გამოცხადდებით. ან ისეთი მეგობარი უნდა გყავდეთ, რო-
მელსაც ენდობით და ვის სახელზეც იქნება შეტანილი სარ-
გებლიანი ქაღალდები, რათა შეეძლოს თქვენ მაგივრად
იმოქმედოს, თუმცა ხსენებული სიძნელეები აქაც შეგხვდება-
თო. ჩემმა მოხელემ დაჟინებით შემომხედა და ოდნავ გაიღი-
მა.
- რატომ არ შეიძლება აიყვანოთ გამგებელი, რომელიც
თქვენზეც იზრუნებდა და თქვენს ფულზეც. ამით ხომ გათავი-
სუფლდებით ყოველგვარი თავსატეხისგან? - წარმოთქვა მან.

172 მკითხველთა ლიგა


- დიახ, ბატონო, მაგრამ ალბათ ფულისგანაც გავთავისუფ-
ლდები, - ვუპასუხე, - რადგან, სიმართლე რომ ითქვას, ამით
ნაკლები საშიშროება არ მომელის. მაგრამ, - დავუმატე გუნე-
ბაში, - პირდაპირ რომ მომცე წინადადება, ვეჭვობ, უარი
გითხრა-მეთქი.
საკმაოდ დიდხანს მელაპარაკებოდა მსგავს საკითხებზე,
და ერთი-ორჯერ გავიფიქრე, ამ კაცს სერიოზული განზრახვა
აქვს-მეთქი, მაგრამ გული ძალიან დამწყდა, ცოლიანი რომ
აღმოჩნდა. როცა ამაში გამომიტყდა, თავი გაიქნია და ნაღ-
ვლიანად მითხრა, ცოლი მყავს კიდეც და არც მყავსო. გავი-
ფიქრე, შესაძლოა, ეს ადამიანიც ჩემი უკანასკნელი საყვარ-
ლის მდგომარეობაშია, ამასაც ცოლი გიჟი ჰყავს-მეთქი. ამით
დამთავრდა ჩვენი საუბარი. ბოლოს მითხრა: ძალზე დაკავე-
ბული ვარ, მაგრამ თუ ისურვებთ და ჩემი სამუშაო საათების
დამთავრების შემდეგ შინ მესტუმრებით, ვიზრუნებ იმაზე, რო-
გორ ვიპოვო საიმედო ადგილი თქვენი ფულის შესანახადო.
დავპირდი, მოვალ-მეთქი და შევეკითხე, სად ცხოვრობდა. ქა-
ღალდზე მისამართი დამიწერა, გადმომცა და მომმართა:
- ინებეთ, ქალბატონო, თუ გადაწყვეტთ, რომ მენდოთ.
- დიახ, ბატონო, - მივუგე, - მგონი, შემიძლია გენდოთ, ხომ
ამბობთ, ცოლი მყავსო, მე კი ქმარს არ ვეძებ. გარდა ამისა,
გადავწყვიტე, განდოთ ჩემი ფული, რომელიც მთელი ჩემი ავ-
ლადიდებაა, და თუ მას დავკარგავ, დასაკარგი აღარაფერი
დამრჩება.
რამდენიმე სიტყვა ხუმრობით გადმომიკრა, რაც ძალზე
მომეწონებოდა, სერიოზულად რომ ყოფილიყო ნათქვამი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ავიღე მისამართი და ვუთხარი,
დღესვე მოვალ, საღამოს შვიდ საათზე-მეთქი.

173 მკითხველთა ლიგა


როცა მივედი, დამისახელა ბანკში ფულის სარგებლიანი
შეტანის რამდენიმე საშუალება, მაგრამ არც ერთი მათგანი
საიმედოდ არ მიაჩნდა. ყოველივე ამაში ისეთი უანგარო პა-
ტიოსნება დავინახე, რომ გავიფიქრე, სწორედ ისეთ ადამიანს
ხომ არ შევხვდი, როგორიც მე მჭირდება-მეთქი. ამაზე უკეთე-
სი კაცის ხელში შეუძლებელი იქნებოდა მოხვედრა. გულახ-
დილად ვუთხარი: არასოდეს შემხვედრია მამაკაცი ან ქალი,
რომელთაც შეიძლებოდა ვნდობოდი და სრული იმედი მქო-
ნოდა. თქვენში კი ისეთ უანგარო თანაგრძნობას ვხედავ, რომ
უყოყმანოდ განდობთ ჩემს მცირე შეძლებას, თუ დათანხმდე-
ბით, იყოთ გამგებელი საბრალო ქვრივისა, რომელსაც სა-
შუალება არა აქვს თქვენი შრომის საზღაური გადაგიხადოთ.
მოხელეს გაეღიმა, ადგა და მდაბლად თავი დამიკრა. შემ-
დეგ მითხრა, ფრიად ნასიამოვნები ვარ, ჩემზე ასეთი აზრი
რომ შეგექმნათო. თან აღმითქვა, რომ არ მომატყუებდა და
ძალ-ღონეს არ დაიშურებდა ჩემი ინტერესების დასაცავად,
რისთვისაც არავითარი საზღაურის მიღებას არ ფიქრობდა.
ჩემგან მინდობილობის გამორთმევას არ აპირებდა, რადგან
ეს შეიძლებოდა ვინმეს ანგარებად მიეჩნია, და ჩემი სიკვდი-
ლის შემთხვევაში იძულებულს გახდიდნენ, დავა დაეწყო ჩემი
ანდერძის აღმსრულებელთან. ამის სურვილი კი სულაც არ
ჰქონდა.
მივუგე, თუ მხოლოდ ეს არის თქვენი საპირისპირო მოსაზ-
რება, ახლავე გავაბათილებ და თქვენი ეჭვების სრულ უსა-
ფუძვლობას დაგიმტკიცებთ-მეთქი. ჯერ ერთი, თუ თქვენში
ეჭვი მეპარება, ახლავე არ მოგცემთ მინდობილობას, და თუ
ეჭვიანობას მომავალში დავიწყებ, შეგეძლებათ უარი თქვათ
ჩემი საქმის წარმართვაზე. რაც შეეხება ანდერძის აღმსრუ-
ლებლებს, ინგლისში არც მემკვიდრეები მყავს, არც ნათესა-
174 მკითხველთა ლიგა
ვები და თქვენ გარდა არავითარი ანდერძის აღმსრულებელი
არ იქნება. ხოლო თუ მდგომარეობა შემეცვლება, ეს შეწ-
ყვეტს თქვენი მინდობილობის მოქმედებას და თქვენც საზრუ-
ნავი აღარ გექნებათ, რაიმე ცვლილებას კი არ მოველი--
მეთქი. ბოლოს განვუცხადე, თუ ახლანდელ მდგომარეობაში
მოვკვდი, მთელი ჩემი ქონება თქვენს ხელში გადმოვა. ეს
თქვენი კეთილსინდისიერებით დაიმსახურეთ, რაშიც წუთი-
თაც არ მეპარება ეჭვი-მეთქი.
ამ საუბრის შემდეგ კილო შეიცვალა და შემეკითხა, რატომ
ხართ ასე კეთილგანწყობილი ჩემდამიო. მერე სინანულით
წარმოთქვა, სულითა და გულით მინდოდა უცოლო ვყოფი-
ლიყავიო. მე კი ღიმილით მივუგე, რადგან ცოლიანი ბრძან-
დებით, ჩემი წინადადება სრულიადაც არ გულისხმობს თქვენ-
დამი რაიმე განზრახვას, ხოლო მიუტევებელი საქციელის ჩა-
დენა დანაშაული იქნება თქვენი ცოლის წინაშე-მეთქი.
ჩემი ნათქვამი ჭკუაში არ დაუჯდა. მართალი არა ხართო,
ხომ გითხარით, ცოლი მყავს და არცა მყავს-მეთქი, და ცოდვა
არ იქნება, ასეთ ცოლს დახრჩობა ვუსურვოო.
- თქვენი ოჯახური ამბები არ ვიცი, - ვუთხარი, - მაგრამ მა-
ინც კარგი არ არის, როცა კაცი საკუთარ ცოლს სიკვდილს
უსურვებს.
- გიმეორებთ, ის ჩემი ცოლი არის და არც არის. თქვენ არც
მე მიცნობთ და არც იმას.
- ეს მართალია, არ გიცნობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ,
რომ პატიოსანი კაცი ბრძანდებით, რითაც აიხსნება ჩემი
ნდობა თქვენდამი.
- ჰო, მართალი ხართ, მაგრამ მე სხვა თვისებებიც მახა-
სიათებს, ქალბატონო, ნება მიბოძეთ, გულახდილად გამო-

175 მკითხველთა ლიგა


გიტყდეთ - თავზე რქები მაქვს ამოსული, ის კი ნამდვილი კახ-
პაა.
ეს სიტყვები მოხელემ ხუმრობის კილოთი წარმოთქვა,
მაგრამ სახე ისე მოეღრიცა, რომ ჩანდა, რა მტკივნეულ ად-
გილსაც შეეხო. გამოხედვაც უღიმღამო ჰქონდა.
- ეს კი ნამდვილად ცვლის მდგომარეობას, ბატონო, - შე-
ვესიტყვე, - მაგრამ რქებდადგმული ქმარი ხომ შეიძლება სავ-
სებით პატიოსანი ადამიანი იყოს, ასე რომ, ამით საქმე არ იც-
ვლება. გარდა ამისა, რადგან თქვენი ცოლი ასეთი უპატიოს-
ნოა, თქვენ, ჩანს, მის მიმართ ერთობ პატიოსნად იქცევით,
რომ კვლავ ცოლად აღიარებთ. მაგრამ ეს სრულიადაც არ
არის ჩემი საქმე,
- ცდებით. მისგან მოშორებას დიდი ხანია ვფიქრობ, რად-
გან, გულახდილად რომ გითხრათ, კმაყოფილი არ გახლა-
ვართ ჩემი ბედით. გარწმუნებთ, ეს ამბავი მეტისმეტად მაღი-
ზიანებს, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ქალს, რო-
მელსაც სურს კახპა იყოს, წინ ვერაფერი დაუდგება.
ლაპარაკის საგანი შევცვალე და ჩემს საქმეზე ჩამოვუგდე
სიტყვა, მაგრამ შევატყვე, რომ ეს აინუნშიც არ მოსდიოდა, და
ხელი აღარ შევუშალე. შემდეგ ის შეუდგა თავისი მდგომა-
რეობის დაწვრილებით აღწერას, რის გადმოცემასაც აქ საკ-
მაოდ დიდხანს მოვუნდებოდი. კერძოდ, მომიყვა, რომ ინ-
გლისში მისი არყოფნის დროს, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე
ბანკში დაიწყებდა მუშაობას, მისმა ცოლმა ორი ნაბიჭვარი
გააჩინა არმიის რომელიღაც ოფიცრისგან. ხოლო როცა ინ-
გლისში დაბრუნდა, მივიდა მასთან და დანაშაული აღიარა.
იმჯერად აპატია, მაგრამ ქალი მაინც გაიქცა ტილოს ვაჭრის
ნოქართან ერთად, გაძარცვა იგი და დღემდე სადღაც აგრძე-
ლებს ცხოვრებას. ამრიგად, ქალბატონო, დაამთავრა თავისი
176 მკითხველთა ლიგა
ნაამბობი, ჩემი ცოლი გაჭირვების მიზეზით კი არაა კახპა,
რაც ხშირად ხდება ხოლმე, არამედ ხორციელი ჟინისა და უზ-
ნეობისადმი მიდრეკილების გამოო.
თანაგრძნობა გამოვუცხადე და ვუსურვე, თავი დაეღწია
ასეთი ცოლისგან. შემდეგ კი ხელახლა მინდოდა ჩემს საგანს
მივბრუნებოდი, მაგრამ, საქმეში ხართ! - დაჟინებით შემომაშ-
ტერდა.
- მისმინეთ, ქალბატონო, ჩემთან რჩევისთვის მოხვედით,
მეც ყოველმხრივ მზად ვარ გემსახუროთ, როგორც ღვიძლ
დას. მაგრამ, ნება მიბოძეთ, როლები შევცვალოთ, რაკი ასე-
თი კეთილი ხართ ჩემდამი, ჩემი მხრიდან რჩევა მინდა გთხო-
ვოთ: მითხარით ერთი, როგორ უნდა მოექცეს საწყალი მოტ-
ყუებული ქმარი ასეთ კახპას? როგორ გავუსწორდე მას?
- ეს იმდენად სათუთი საქმეა, რომ ძნელია რჩევა მოგცეთ.
მაგრამ, ვფიქრობ, რაკი სახლიდან გაგექცათ, გზაც იქით ჰქო-
ნია. მეტი რაღა გინდათ?
- წავიდა, მაგრამ თავიდან მაინც ვერ მოვიშორე.
- მართალი ბრძანდებით, ხომ შეუძლია ვალში ჩაგაგდოთ,
მაგრამ კანონი უფლებას გაძლევთ, გამაფრთხილებელი ზო-
მები მიიღოთ. შეგიძლიათ, როგორც ამბობენ, უუფლებაუუნა-
როდ გამოაცხადოთ.
- არა, არა, საქმე ეს არ გახლავთ. ამაზე უკვე ვიზრუნე. მინ-
და მოვიშორო იგი, რათა ხელახლა დავქორწინდე.
- ასეთ შემთხვევაში, ბატონო, უნდა გაეყაროთ. თუ შეძ-
ლებთ იმის დამტკიცებას, რასაც ლაპარაკობთ, უეჭველად
გაგყრიან. მაშინ კი სავსებით თავისუფალი იქნებით.
- ეს ძალზე არასახარბიელო საქმეა და თანაც ძვირი და-
მიჯდება.

177 მკითხველთა ლიგა


- რას იზამთ, თუკი იშოვით თქვენი გემოვნების ქალს, რო-
მელსაც ასევე ჭკუაში მოუხვალთ, ვფიქრობ, ცოლი არ შეგე-
ცილებათ თავისუფლებას, რითაც თვითონაც სარგებლობს.
- რა თქმა უნდა, მაგრამ პატიოსანი ქალის დაყოლიება
არც ისე ადვილია, ხოლო რაც შეეხება სხვა ყაიდის ქალებს,
ამაზე შემიძლია გითხრათ: ერთი კახპისგან იმდენი ავიტანე,
რომ მეორე ასეთთან საქმის დაჭერა აღარ მსურს.
აქ თავში გამიელვა აზრმა: სიამოვნებით დაგთანხმდებო-
დი, თუ ამაზე სიტყვას ჩამომიგდებდი-მეთქი. ეს გულში გავი-
ფიქრე, ხმამაღლა კი ვუთხარი:
- ამით ხომ გზას უხშობთ ყველა პატიოსან ქალს, რომე-
ლიც თქვენი წინადადების მიღებაზე უარს არ იტყოდა, რად-
გან წინასწარ კიცხავთ იმათ, ვინ მზად არის ამგვარი ნაბიჯი
გადადგას. თქვენი აზრით, ქალი, რომელიც ახლა თქვენთან
მოსვლას დათანხმდება, არ შეიძლება პატიოსანი იყოს.
- დიდი სურვილი მაქვს დაგიჯეროთ და ვფიქრობ, რომ პა-
ტიოსანი ქალი უარს არ მეტყვის ცოლობაზე. მაშინ კი გავბე-
დავდი, და... უცებ მე მომმართა: აი, თქვენ დამთანხმდებო-
დით, ქალბატონო?
- განა შეიძლება ასეთი შეკითხვის მოცემა იმის შემდეგ,
რაც უკვე თქვით? მაგრამ რომ არ იფიქროთ, თითქოს მხო-
ლოდ შემთხვევას ვუცდიდე, უარვყო ჩემი სიტყვა, პირდაპირ
გეტყვით: არა, არ დაგთანხმდებოდით, თქვენთან სხვა საქ-
მეები მაქვს. მართალი გითხრათ, არ მოველოდი, რომ
გაამასხარავებდით სერიოზულ თხოვნას. მე ხომ თქვენთან
ასეთ მდგომარეობაში მყოფი მოვედი დახმარებისთვის.
- მაგრამ, ქალბატონო, ჩემი მდგომარეობაც საკმაოდ
რთულია, თქვენზე ნაკლებად არც მე მჭირდება რჩევა. თუ

178 მკითხველთა ლიგა


ვერსად ვიპოვე თანაგრძნობა, ალბათ ჭკუიდან შევიშლები.
გარწმუნებთ, კარგად არ ვიცი, ვის ან სად მივმართო.
- კაცმა რომ თქვას, თქვენს საქმეზე ბევრად ადვილია რჩე-
ვის მოცემა.
- გემუდარებით, მომეცით ეს რჩევა. თქვენმა სიტყვებმა
სიმხნევე შემმატა.
- ინებეთ: თუ ისეა საქმე, როგორც მომიყევით, შეგიძლიათ
კანონიერი გაყრა მოახერხოთ, მერე კი ბევრ პატიოსან ქალს
იპოვით და მისცემთ ცოლად გაყოლის წინადადებას. არც ისე
ცოტა ქალია, რომ მათ შორის თქვენი გემოვნების საცოლე
ვერ აღმოაჩინოთ.
- ჩინებულია. ვიღებ თქვენს რჩევას. ამას ხუმრობის გარე-
შე ვამბობ. მაგრამ ნება მიბოძეთ, ერთი სერიოზული შეკით-
ხვა მოგცეთ.
- მკითხეთ, რაც გნებავთ, - ვუპასუხე, - მაგრამ წეღანდელი
კი არა.
- არა, არა, ნუ ამბობთ ამას, ამჯერადაც იგივე შეკითხვა
მინდა მოგცეთ.
- შეგიძლიათ შემეკითხოთ, რაც გინდათ, ჩემი პასუხი
თქვენთვის უკვე ნათელია. გარდა ამისა, ნუთუ ასეთი ცუდი
აზრის ხართ ჩემზე, რომ ფიქრობთ, ასეთ შეკითხვაზე გიპასუ-
ხებთ? განა დაიჯერებს ვინმე, რომ ამას სერიოზულად ამ-
ბობთ, და ქალს სასაცილოდ არ იგდებთ?
- რატომ ბრძანებთ ამას, სრულიადაც არ გიგდებთ სასაცი-
ლოდ, განა ამის თავი მაქვს ახლა?
- მისმინეთ, ბატონო. - საკმაოდ მკვახედ ვუთხარი, - თქვენ-
თან საქმეზე მოვედი. მირჩევთ თუ არა, როგორ მოვიქცე?
- მოვემზადები და მოგახსენებთ, როცა კვლავ მოხვალთ
ჩემთან.
179 მკითხველთა ლიგა
- თქვენთან არასდროს აღარ მოვალ.
- რატომ? - გაკვირვებით შემეკითხა.
- იმიტომ, რომ აღარ მსურს ასეთი სიტყვების მოსმენა.
- მაინც დამპირდით, რომ მოხვალთ, ამ საგანზე ხმას აღარ
ამოვიღებ, სანამ ცოლს არ გავეყრები. მაგრამ მინდა ამის
შემდეგ უფრო თბილად მომეპყროთ, რადგან, ბოლოს და ბო-
ლოს, ჩემი ცოლი უნდა გახდეთ. ეს რომ არა, გაყრაზე საერ-
თოდ არც ვიფიქრებდი - აი, როგორ ამიჩქროლა სისხლი
თქვენმა მეგობრულმა თანაგრძნობამ.
მისი სიტყვები მეტისმეტად მომეწონა. მაგრამ ვიცოდი, ეს
კაცი რომ შემენარჩუნებინა, საჭირო იყო თავი შორს დამეჭი-
რა, სანამ გაყრა ფრიად შორეული მომავლის საქმედ ჩანდა,
თანაც გავიფიქრე, მაშინაც მოვასწრებ წინადადების მიღებას,
როცა ხელ-ფეხი გაეხსნება-მეთქი. ამიტომ ფრიად თავა-
ზიანად ვუპასუხე: საკმაოდ ბევრი დრო მაქვს ამ საკითხზე
დავფიქრდე, ცოლს ხომ ჯერ არ გაჰყრიხართ. ამ ხნის განმავ-
ლობაში შორს გავემგზავრები, თქვენ კი ბევრ ქალს შეხვდე-
ბით, რომლებიც თვალში უფრო მოგივათ-მეთქი.
ასე დავშორდით ერთმანეთს. პირობა ჩამომართვა, მეორე
დღეს მივსულიყავი საქმეზე მოსალაპარაკებლად, რაზეც დი-
დი თხოვნის შემდეგ დავთანხმდი. თუმცა ჩემს გულში უფრო
ღრმად რომ ჩაეხედა, ნახავდა, რომ ამდენი თხოვნა მაინცდა-
მაინც საჭირო არ იყო.
პირობა შევუსრულე და მეორე საღამოს ვესტუმრე მოახ-
ლის თანხლებით, რათა მეჩვენებინა, რომ მსახური მყავდა.
სახლში რომ შევედი, მოახლე მაშინვე გავუშვი. მოხელეს უნ-
დოდა, მოახლე დარჩენილიყო, მაგრამ მე ხმამაღლა ვუბრძა-
ნე გოგოს, ჩემს წასაყვანად ცხრა საათზე მოსულიყო. მოხელე
წინ აღმიდგა და მითხრა, თვითონ გაგაცილებთ სახლამდეო.
180 მკითხველთა ლიგა
ეს აზრი მაინცდამაინც არ მომეწონა, რადგან ასეთი თავა-
ზიანობა უთუოდ იმის გასაგებად დასჭირდა, თუ სად ვცხოვ-
რობდი, როგორი სახელი მქონდა და რა შეძლების პატრონი
ვიყავი. თანხმობა მაინც მივეცი იმის იმედით, რომ სახლში,
სადაც ვცხოვრობდი, ჩემზე ყველას კარგი წარმოდგენა ჰქონ-
და. და თუ ცნობების შეგროვებას შეუდგებოდა, გაიგებდა,
რომ მე შეძლებული, მორიდებული და უაღრესად კეთილი
ზნეობის ქალი გახლდით. მართალი იყო თუ არა ეს, სხვა სა-
კითხია, მაგრამ აქედან ნათლად ხედავთ, თუ რაოდენ სჭირ-
დება კარგი საქმროს შოვნაზე მეოცნებე ქალს ხელსაყრელი
აზრის შექმნა თავის სათნოებაზე, სინამდვილეში როგორც არ
უნდა სწირავდეს მსხვერპლად ამ სათნოებას.
გამიკვირდა და თანაც მესიამოვნა, როცა ვნახე, რომ ჩემ-
თვის ვახშამი მოემზადებინა. ამასთან, დავრწმუნდი, რომ ჩე-
მი მოხელე საკმაოდ ხელგაშლილად, საუცხოოდ მოწყობილ
ბინაში ცხოვრობდა. ამან ფრიად გამახარა, ვინაიდან მთელ
ამ ქონებას უკვე ჩემს საკუთრებასავით ვუყურებდი.
დავიწყეთ ხელმეორედ იმავე საგანზე საუბარი, რაზეც წინა
შეხვედრაზე ვლაპარაკობდით. მაშინვე საქმეზე გადავიდა,
გამომიტყდა, რომ ჩემდამი ფრიად კეთილგანწყობილი იყო.
აქვე მინდა ვთქვა, დაეჭვების არავითარი საბაბი არ მქონდა.
გამომიცხადა, პირველი შეხედვისთანავე მომეწონეთ, ჯერ კი-
დევ მანამდე, სანამ სურვილს გამოთქვამდით, ქონება გეან-
დერძათო. რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოგეწონეთ, - გავი-
ფიქრე გულში, - ოღონდ ყალბი არ იყოს იგი, დანარჩენის
მოგვარება ძნელი არ იქნება-მეთქი. შემდეგ მითხრა, თუ რო-
გორ აუჩვილა გული ჩემმა მზადყოფნამ - მენდო მისთვის ჩემი
ქონება. მეც სწორედ ასეთი ვარაუდი მქონდა, - გავიფიქრე მა-
შინ, - მაგრამ მეგონა, უცოლო იყავი-მეთქი.
181 მკითხველთა ლიგა
როცა ვახშამი დავამთავრეთ, ხვეწნა დამიწყო ორი-სამი
ჭიქა ღვინო დამელია, მაგრამ უარი ვუთხარი და მხოლოდ
ერთი თუ ორი გადავკარი. ამის შემდეგ მომმართა: მინდა ერ-
თი წინადადება მოგცეთ, მაგრამ გთხოვთ, არ გეწყინოთ, თუ
არ მოგეწონათ. რწმენა გამოვთქვი, რომ უპატიოსნო წინადა-
დებას არ მომცემდა, განსაკუთრებით საკუთარ სახლში, წინა-
აღმდეგ შემთხვევაში ვთხოვდი გაჩუმებულიყო, რათა მისი პა-
ტივისცემისა და ნდობისადმი შეუთავსებელი გრძნობა არ
დამბადებოდა. მაშინვე წასვლის ნება ვითხოვე და ხელთათ-
მანის ჩაცმა დავიწყე, თითქოს მისი ბინის დასატოვებლად
ვემზადებოდი, თუმცა სინამდვილეში სულაც არ ვაპირებდი
წასვლას, ისევე როგორც მოხელე არ აპირებდა ჩემს გაშვე-
ბას.
ჩამაცივდა, წასვლაზე არაფერი თქვათო, თანაც მარწმუ-
ნებდა, სულაც არა მაქვს აზრად რაიმე უპატიოსნო ნაბიჯის გა-
დადგმა, ხოლო თუ მაინცდამაინც ასე ფიქრობთ, ამ საგანზე
აღარ ვილაპარაკებო.
საქმის ასე წარმართვა სულაც არ მომეწონა. მივუგე: მზად
გახლავართ ყველაფერი მოვისმინო, რასაც იტყვით, ამასთან,
დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი არაფერი წამოგცდებათ, რაც
არც თქვენ გეკადრებათ, და ჩემთვისაც სათაკილო იქნება--
მეთქი. მაშინ მითხრა: ჩემი წინადადება ასეთია - გთხოვთ ცო-
ლად გამომყვეთ, თუმცა ჩემს კახპას ჯერ არ გავყრილვარ, და
ჩემი განზრახვის პატიოსნებაში რომ დარწმუნდეთ, პირობას
გაძლევთ, გაყრამდე კრინტიც არ დავძრა ერთად ცხოვრებასა
და ცოლ-ქმრულ კავშირზეო. ამ წინადადებაზე ჩემმა გულმა
მყისვე თანხმობა განუცხადა, მაგრამ საჭირო იყო მცირედი
თვალთმაქცობა, ამიტომაც ყალბი აღშფოთებით უარვყავი
მისი წინადადება, როგორც უღირსი, და თან დავუმატე, ასეთი
182 მკითხველთა ლიგა
წინადადება უადგილოა და მხოლოდ დიდ უსიამოვნებას მოგ-
ვაყენებს, რადგან საბოლოო ანგარიშში თუ გაყრა ვერ
მოახერხეთ, ჩვენთვის შეუძლებელი იქნება ქორწინების გა-
უქმებაც და მისი გაგრძელებაც, ამით კი ფრიად სავალალო
მდგომარეობაში აღმოვჩნდებით-მეთქი.
ერთი სიტყვით, ამ წინადადების წინააღმდეგ იმდენი საბუ-
თი წამოვუყენე, რომ დავარწმუნე მის სრულ უაზრობაში. მა-
შინ შემომთავაზა, ხელი მომეწერა და ბეჭედი დამესვა ხელ-
შეკრულებაზე, რომელიც დამავალდებულებდა გავყოლოდი
ცოლად, როგორც კი თავის კახპას გაეყრებოდა. მოხელემ
დასძინა, თუ გაყრა არ მოხერხდა, ხელშეკრულება გაუქმებუ-
ლად ჩაითვლებაო.
მივუგე, ეს წინადადება პირველზე ჭკვიანურია-მეთქი; მაგ-
რამ რამდენადაც მეჩვენა, რომ მოხელემ გულწრფელ გრძნო-
ბათა მოზღვავებისას პირველად დაიწყო სერიოზული ლაპა-
რაკი, ამიტომ მაშინვე არ დავთანხმდი და ვუთხარი,
მოვიფიქრებ-მეთქი. ვთამაშობდი მასთან, როგორც მეთევზე
კალმახთან, და ვხედავდი, რომ უკვე ანკესზე წამოეგო, ამი-
ტომაც ხუმრობა დავიწყე მის ახალ წინადადებაზე და პასუხს
ვუჭიანურებდი. ვუთხარი, ნაკლებად მიცნობთ-მეთქი და ვურ-
ჩიე, ჩემზე ცნობები შეეგროვებინა. უფლება მივეცი აგრეთვე
სახლამდე გავეცილებინე, მაგრამ შემოსვლა არ მითხოვია -
უხერხული იქნება-მეთქი.
მოკლედ რომ ვთქვა, ჯერჯერობით თავს ვიკავებდი და
ხელშეკრულებაზე ხელს არ ვაწერდი. ამის მიზეზი ის გახ-
ლდათ, რომ ქალი, რომელმაც ლანკაშირში გამგზავრება შე-
მომთავაზა, ისე დაჟინებით მთხოვდა და ისეთ სიკეთეს მპირ-
დებოდა, რომ ცდუნებას ვეღარ გავუძელი და გადავწყვიტე,
ბედი მეცადა, იქნებ იქ მაინც გამოვისწორო საქმეები-მეთქი.
183 მკითხველთა ლიგა
მაშინ კი სინდისის უქენჯნელად მივატოვებდი ჩემს პატიოსან
მოხელეს, რომელიც მაინცდამაინც ისე არ მიყვარდა, რომ
მისი გულისთვის უკეთეს საქმროზე უარი მეთქვა.
ერთი სიტყვით, ხელშეკრულებას თავი ავარიდე, მოხელეს
ვუთხარი, ჩრდილოეთში მივემგზავრები და იქ მომწერეთ და-
ვალებული საქმის ამბავი. თქვენდამი ნდობას გამოვხატავ
იმით, რომ გიტოვებთ მთელ ჩემს ქონებას, თანაც სიტყვას
გაძლევთ, როგორც კი მოახერხებთ ცოლთან გაყრას და ამას
შემატყობინებთ, დაუყოვნებლად ჩამოვალ ლონდონში, და
მაშინ სერიოზულად მოვილაპარაკებთ ჩვენს საქმეზე-მეთქი.
უნდა გამოგიტყდეთ, რომ ერთობ უაზრო განზრახვით მი-
ვემგზავრებოდი, თუმცა ჩემი მიწვევა უფრო მეტი უაზრობა
იყო, რასაც შემდეგში გიამბობთ. სიტყვა რაღას გავაგრძელო,
გავემგზავრე ლანკაშირში ჩემს მეგობარ ქალთან ერთად,
როგორც მას ვუწოდებდი. მთელი გზის მანძილზე მშვენივრად
მექცეოდა, ისე ეჭირა თავი, რომ მის ერთგულ დამოკიდებუ-
ლებაში ეჭვი არ შემპარვოდა, თავს იდო მთელი საგზაო ხარ-
ჯი, ეტლის საფასურის გარდა. ხოლო მისმა ძმამ ვორინგტონ-
ში დაგვახვედრა ბატონკაცური კარეტა. ლივერპულში ისეთი
ზარ-ზეიმით ჩავედით, რომ უკეთესს ვერც ვინატრებდი.
ლივერპულში მშვენივრად გავატარეთ სამი-ოთხი დღე
ერთ სოვდაგართან, რომლის სახელსაც ვერ გავამჟღავნებ
შემდგომში მომხდარი ამბების გამო. მერე ჩემმა თანამგზავ-
რმა ქალმა მითხრა, მინდა ბიძაჩემთან მიგიყვანო, სადაც დი-
დებულ შეხვედრას მოგვიწყობენო. ამ ბიძამაც, როგორც ქა-
ლი ეძახდა, ორცხენიანი კარეტა გამოგვიგზავნა, რომლითაც
ორმოცი მილი გავიარეთ.
მივადექით მემამულის სახლ-კარს, ოჯახი მრავალრიცხო-
ვანი იყო. განმაცვიფრა მშვენიერმა პარკმა, რჩეულმა საზო-
184 მკითხველთა ლიგა
გადოებამ. ჩემს მეგობარ ქალს, „ბიძაშვილს“ რომ ეძახდნენ,
ვუსაყვედურე, ასეთ საზოგადოებაში რომ მოგყავდით, უნდა
გაგეფრთხილებინეთ, ჩემს საუკეთესო კაბებს წამოვიღებდი-
მეთქი. ეს რომ გაიგონეს, ქალებმა თავაზიანად ამიხსნეს,
ჩვენთან ტანსაცმელს ისეთ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რო-
გორც ლონდონშიო. ბიძაშვილმა თქვენზე ყველაფერი გვიამ-
ბო და ამიტომაც არავითარი კაბები არ გჭირდებათ, რომ აქ
პატივისცემა დაიმსახუროთო. ერთი სიტყვით, მიმიღეს არა
იმად, ვინც სინამდვილეში ვიყავი, არამედ ფრიად შეძლებულ
დიდგვაროვან ქვრივად.
მალე გავიგე, რომ ოჯახში ყველა, მათ შორის ბიძაშვი-
ლიც, კათოლიკე იყო. ამის მიუხედავად, უკეთესი მოპყრობა
ვერც კი წარმომედგინა. ყველა ისე ზრდილობიანად მექ-
ცეოდა, თითქოს მათი სარწმუნოების ვყოფილიყავი. ისე კი,
კაცმა რომ თქვას, მტკიცე რელიგიური რწმენა, რომელიც შე-
იძლებოდა დამეცვა, არც მქონდა, ამიტომ მალე შევეჩვიე
რომის ეკლესიის კეთილად მოხსენიებას. კერძოდ, აღვნიშნე,
რომ, ჩემი აზრით, ქრისტიანებს შორის ყველა სარწმუნოებ-
რივი უთანხმოება აღზრდით არის გამოწვეული. მამაჩემი
რომ კათოლიკე ყოფილიყო, მისი რელიგიაც ჩემს სარწმუ-
ნოებაზე ნაკლებად არ მომეწონებოდა-მეთქი.
ასეთმა აზრმა ამ ხალხს ძალზე კარგი შეხედულება შეუქ-
მნა ჩემზე.
ორი თუ სამი მოხუცი ქალი რელიგიის საკითხებში ჩემს
გათვითცნობიერებას შეუდგა. იმდენად დამჯერი გამოვდექი,
რომ არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავიწყე მათთან ერთად
წირვაზე სიარული. თანაც მათ მოძრაობებს ვბაძავდი. მაგრამ
დათმობაზე წასვლა მაინც არ მსურდა, თუ რაიმე სარგებლო-
ბას არ ვნახავდი. ამიტომაც აღვუთქვი, რომ კათოლიკობას
185 მკითხველთა ლიგა
მივიღებდი, თუ მაზიარებდნენ კათოლიკურ დოგმატებს, რო-
გორც ისინი უწოდებდნენ. მაგრამ საქმე ამით არ დამთავრე-
ბულა.
იქ დაახლოებით ექვს კვირას დავყავი. ამის შემდეგ ჩემმა
თანამგზავრმა სოფელში წამიყვანა ლივერპულიდან ექვს
მილზე, სადაც ჩემს სანახავად მისი ძმა (როგორც იგი უწო-
დებდა) ჩამოსულიყო საკუთარი კარეტითა და ორი ლივ-
რეიანი ლაქიით. დრო რომ არ დაეკარგა, მაშინვე შეუდგა
ჩემთან არშიყობას. მას შემდეგ რაც ვნახე და გამოვცადე, ჩე-
მი გაბრიყვება არც ისე ადვილი უნდა ყოფილიყო. ასე ვფიქ-
რობდი, მით უფრო, რომ ლონდონში საქმე განაღდებული
მქონდა, რომლის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებდი, თუ უკე-
თეს შემთხვევას ვერ ვიპოვიდი. ეს კაცი გარეგნობით უთუოდ
იმსახურებდა ყურადღებას. წლიურად სულ ცოტა ათასი გირ-
ვანქა სტერლინგი შემოსავალი ჰქონდა. მაგრამ და ამბობდა,
ჩემს ძმას ათას ხუთასი გირვანქა სტერლინგი შემოსდის წე-
ლიწადში და მისი მამულების დიდი ნაწილი ირლანდიაშიაო.
მეც ისეთი მდიდრის სახელი გამივარდა, რომ ვერავინ ბე-
დავდა ეკითხა, რა ქონების პატრონი ვიყავი. ჩემმა ცრუ მეგო-
ბარმა ქალმაც, რომელმაც ყალბ ხმებს ყური ათხოვა, ჩემი
შეძლება ხუთასი გირვანქა სტერლინგიდან ხუთი ათასამდე
აიყვანა, ხოლო როცა ლივერპულში ჩავედით, უკვე თხუთმე-
ტი ათასამდე გაბერა. ირლანდიელი, - ახალი თაყვანისმცემე-
ლი ირლანდიელად მივიღე, - სატყუარას მგელივით ეძგერა,
მოკლედ რომ ვთქვა, თავს დამტრიალებდა, საჩუქრებს მიზი-
დავდა, რომ ჩემს თვალში ღირსება არ შელახოდა. ამის გამო
კი ვალებში ჩაეფლო. სიმართლე მოგახსენოთ, გარეგნულად
ფრიად სასიამოვნო შეხედულების ჯენტლმენი გახლდათ, მა-
ღალი, მოხდენილი და ძალზე თავაზიანი. ისე უბრალოდ ლა-
186 მკითხველთა ლიგა
პარაკობდა თავის პარკზე, საჯინიბოებზე, ცხენებზე, კურძა-
ლებზე, ტყეებზე, ფერმერებსა და მსახურებზე, თითქოს საკუ-
თარ ციხე-დარბაზებში ყოფილიყო.
ერთხელაც არ უკითხავს ჩემთვის, რა ქონების პატრონი
ვიყავი. დამპირდა, დუბლინში ჩასვლისთანავე ჩემთვის დაემ-
ტკიცებინა მშვენიერი მამული, რომელსაც თურმე ექვსასი
გირვანქა სტერლინგი წლიური შემოსავალი მოჰქონდა; ამას-
თან, იქვე აპირებდა ნაჩუქრობის სიგელის შედგენას, რათა
მაშინვე დავპატრონებოდი მამულს.
ეს სიტყვები ჩემთვის იმდენად უჩვეულო იყო, რომ სინამ-
დვილეზე ყოველგვარი წარმოდგენა დავკარგე. ქალის სახის
მქონე სატანა მუდმივად ჩემ გვერდით იმყოფებოდა და მახსე-
ნებდა, როგორ ხელგაშლილად ცხოვრობდა მისი ძმა. ჩემი
მეგობარი ქალი ხან იმას მეკითხებოდა, თუ რა ფერად მინ-
დოდა ჩემი კარეტის შეღებვა და მოფარდაგება, ხან უნდოდა
გაეგო, რა ფერის ლივრეას ვატარებინებდი ჩემს პაჟს. ერთი
სიტყვით, ისე დამაბრმავა, რომ უარის თქმის უნარი დავკარგე
და თანხმობა განვუცხადე ცოლად გაყოლაზე. ქორწილი რომ
უფრო სადად გადაგვეხადა, ქალაქგარეთ გავედით. ჯვარი კა-
თოლიკე მღვდელმა დაგვწერა; დამარწმუნეს, წესს ისიც ისე-
ვე კანონიერად შეასრულებს, როგორც ანგლიკანური ეკლე-
სიის პატრონიო.
ვერ ვიტყვი, რომ ამ ამბის გამო სინდისის მცირეოდენ ქენ-
ჯნას არ ვგრძნობდი, რადგან ვერაგულად დავარღვიე ჩემი
ერთგული მოხელისთვის მიცემული პირობა, რომელსაც
გულწრფელად ვუყვარდი, ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ თა-
ვის ნათრევ ცოლს გაჰყროდა და იმედი ჰქონდა ბედნიერი იქ-
ნებოდა ახლად არჩეულ ქალთან. ეს ქალი კი ისევე ურცხვად

187 მკითხველთა ლიგა


გაეკიდა სხვა მამაკაცს, როგორც ის, ვის დატოვებასაც აპი-
რებდა.
მაგრამ სიმდიდრემ და ფუფუნებამ, რამაც მოატყუა ჩემი
თაყვანისმცემელი, ახლა თვითონ რომ მატყუებდა, იმდენად
გამიტაცა, რომ დრო აღარ მქონდა მეფიქრა ლონდონსა და
მის მცხოვრებლებზე, განსაკუთრებით კი ჩემს პირობაზე იმ
ადამიანისადმი, რომელიც უფრო მეტად იყო ყურადღების
ღირსი, ვიდრე ის, ვისი გულისთვისაც მივატოვე.
მაგრამ საქმე უკვე დამთავრებული გახლდათ. ვიწექი ჩემი
ახალი მეუღლის გვერდით, რომელიც ჯერ კიდევ ისე მეჩვენე-
ბოდა, როგორც წინათ. იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელი
იყო, რომ მას ასეთი ზღაპრული დროს ტარება წელიწადში
ათას გირვანქაზე ნაკლები არ უჯდებოდა.
ქორწინების შემდეგ თვე-ნახევარი გავიდა და ჩემმა ქმარ-
მა ლაპარაკი წამოიწყო ჩესტერში გამგზავრებაზე, საიდანაც
ზღვით უნდა წავსულიყავით ირლანდიაში. აქ კიდევ სამი კვი-
რა დავყავით. შემდეგ კაცი გაგზავნა ჩესტერში კარეტისთვის,
რომელიც უნდა შემოგვგებებოდა ლივერპულის თავზე აღ-
მართულ ეგრეთ წოდებულ შავ კლდესთან. ამ ადგილამდე
ლამაზი ექვსნიჩბიანი ნავით - პინასით მივედით. ბორნით გა-
დაიყვანეს მსახური, ქმრის ცხენები, და ასევე გადაიტანეს
ბარგი. ქმარმა ბოდიში მომიხადა, ჩესტერში ნაცნობები არ
მყავსო, და იქვე დასძინა, დავწინაურდები და თქვენთვის
კარგ ბინას ვიშოვი რომელიმე კერძო სახლშიო.
შევეკითხე, ჩესტერში რამდენ ხანს დავრჩებით-მეთქი.
სულ ცოტა ხანს, მარტო ერთ ან ორ ღამეს, მერე კი სასწრა-
ფოდ დავიქირავებთ კარეტას და ჰოლიჰედში გავემგზავრები-
თო. ვთხოვე, ერთი ან ორი ღამისთვის არ შეწუხებულიყო
კერძო ბინის ძებნით. ჩესტერი დიდი ქალაქია და ეჭვი არ მე-
188 მკითხველთა ლიგა
პარებოდა, რომ იქ საკმაოდ მოწყობილი სასტუმროები არსე-
ბობდა. ასეთი მართლაც აღმოჩნდა. გავჩერდით ტაძართან
მდებარე სასტუმროში, რომლის სახელი, სამწუხაროდ, დამა-
ვიწყდა. აქ ჩემმა მეუღლემ ირლანდიაში გამგზავრებაზე და-
მიწყო ლაპარაკი და მკითხა, ხომ არ მინდოდა მანამდე ლონ-
დონში საქმეები მომეგვარებინა.
- არავითარი საქმე იქ არ მაქვს, ყოველ შემთხვევაში ისე-
თი, ჩასვლად რომ ღირდეს, მათ მოგვარებას დუბლინიდან
წერილის გაგზავნითაც მოვახერხებ.
- ქალბატონო, - ზრდილობიანად მომმართა, - ჩემი დის
სიტყვებით, თქვენი ქონების დიდი ნაწილი ინგლისის ბანკში
ფულის სახით ინახება. ვფიქრობ, ეს საიმედო ადგილია. მაგ-
რამ თუ საჭირო გახდა ფულის გადაგზავნა ან სხვის სახელზე
გადაწერა, მაშინ აუცილებელი იქნება ლონდონში ყოფნა და
ამ საქმის მოგვარება ირლანდიაში გამგზავრებამდე.
სახეზე გაკვირვება გამომეხატა და განვუცხადე, არ ვიცი,
რის თქმა გინდათ. ინგლისის ბანკში არავითარი ანაბარი არ
მაქვს და, ვიმედოვნებ, არც იმის მტკიცებას დაიწყებთ, თით-
ქოს ამაზე თქვენთვის ოდესმე რამე მეთქვას-მეთქი.
- არა, - მომიგო, - ეს არ გითქვამს. მაგრამ ჩემმა დამ გად-
მომცა, ქონების დიდი ნაწილი ბანკში აქვს შეტანილიო.
- და თუ ეს შეგახსენეთ, ჩემო ძვირფასო, - განაგრძო, -
მხოლოდ იმისთვის, რათა შემთხვევით ვისარგებლოთ და მო-
ვაწესრიგოთ საკუთარი საქმეები, რომ კიდევ ერთხელ არ და-
ზარალდეთ, არ განიცადოთ ზღვაზე მოგზაურობის საფრთხე
და გასაჭირი.
ამ სიტყვებმა გამაკვირვა. დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა
მნიშვნელობა ჰქონდა მის ნათქვამს. მალე მივხვდი, რომ მე-
გობარმა ქალმა, რომელიც მას ძმას ეძახდა, ჩემზე უთუოდ
189 მკითხველთა ლიგა
ყალბი ცნობები მიაწოდა, ამიტომაც გადავწყვიტე ყველაფერ-
ში გამოვტყდომოდი, სანამ ინგლისს დავტოვებდი და უცხო
მხარეში, ღმერთმა უწყის, ვის ხელში ჩავვარდებოდი.
მეორე დღეს ჩემს ოთახში მულს დავუძახე, მოვუყევი მის
ძმასთან გუშინდელი ლაპარაკის შინაარსი, შევეხვეწე,
გაემეორებინა ჩემთვის ის, რაც ძმას უამბო და რით ხელ-
მძღვანელობდა, როცა ჩვენი ქორწილი მოაწყო. გამომიტყდა,
ძმა დავარწმუნე, თითქოს დიდი შეძლება გქონდეთ, რის შესა-
ხებაც ლონდონში მითხრესო.
- გითხრეს? - შევაწყვეტინე აღელვებულმა. - განა თქვენ-
თან ამაზე რამე წამომცდა?
- არა, - მიპასუხა, - ამის თაობაზე კრინტიც არ დაგიძრავთ.
მაგრამ ბევრჯერ გამიმეორეთ, ჩემი ქონება მთლიანად ჩემს
განკარგულებაშიაო.
- დიახ, გითხარით. - მივუგე, - მაგრამ არასოდეს დამცდე-
ნია, თითქოს დიდძალი ქონება მქონდეს. ისიც კი არ მით-
ქვამს, რომ ჩემი ქონება ას გირვანქას შეადგენს, ან ამ ღირე-
ბულების განძეულობის პატრონი ვიყო. შეძლებული რომ გახ-
ლდეთ, რა გამიჭირდებოდა ისეთი, რომ აქ, ჩრდილოეთ ინ-
გლისში გადმოვსახლებულიყავი? ეს ხომ უფრო იაფი ცხოვ-
რებისთვის გავაკეთე.
ძალზე ავღელდი. ჩემს ყვირილზე ოთახში ქმარი შემოვი-
და. ვთხოვე, დამჯდარიყო, რადგან ვფიქრობდი, ორივეს თან-
დასწრებით მელაპარაკა ფრიად საჭირო საქმეზე, რის მოსმე-
ნაც მისთვის აუცილებელი იყო.
ჩემმა მტკიცე კილომ იმდენად შეაკრთო, რომ კარი გა-
მოიხურა, მომიახლოვდა და ჩემ გვერდით ჩამოჯდა. მაშინ
ძალზე აღელვებულმა მოვახსენე:

190 მკითხველთა ლიგა


- ვშიშობ, ჩემო მეგობარო (მასთან მუდამ თავაზიანი ვიყა-
ვი), გამოუსწორებელი შეცდომა მოგივიდათ, ჩემზე რომ და-
ქორწინდით. ერთი სიტყვით, ხათაბალაში ჩაიგდეთ თავი.
მაგრამ რამდენადაც აქ მე არაფერ შუაში ვარ, ამიტომ
გთხოვთ, ბრალს ნუ დამდებთ და თქვენი გულისწყრომა მი-
მართეთ ნამდვილი დამნაშავის წინააღმდეგ.
- რა შეცდომა ჩავიდინე, ჩემო კარგო, თქვენ რომ ცოლად
შეგირთეთ? მგონი ამ ქორწინებას ჩემი პატიოსნებისა და სარ-
გებლიანობისთვის ზარალი არ მოუტანია.
- ახლავე აგიხსნით და დაგიმტკიცებთ, ჩემო მეგობარო,
რომ აქ მე სრულიად უდანაშაულო ვარ, - ესა ვთქვი და გავ-
ჩუმდი.
ჩემს ქმარს თვალებში შიში გამოეხატა, რადგან, ეტყობა,
თანდათან ხვდებოდა, რა იფარებოდა მასში. შემომხედა და
მხოლოდ ეს თქვა, განაგრძეთო. უნდოდა გაეგო, რას ვიტყო-
დი კიდევ. პირი მისკენ მივაბრუნე და განვაგრძე:
- გუშინ შეგეკითხეთ, დავიკვეხე თუ არა ოდესმე თქვენთან
ჩემი სიმდიდრე, ან ის, რომ თანხა მქონდა შეტანილი ინგლი-
სის ბანკში თუ რომელიმე სხვა ადგილას? თქვენც ხომ
აღიარეთ, ეს არასოდეს განგიცხადებიათო. ახლა გთხოვთ,
თქვენი დის თანდასწრებით მითხარით, მომიცია თუ არა
თქვენთვის საბაბი, ასე გეფიქრათ და გვქონდა თუ არა ოდეს-
მე ამაზე ლაპარაკი? - იძულებული გახდა, კვლავ გამოტეხი-
ლიყო, ამის მსგავსი არაფერი გითქვამთო, მაგრამ შენიშნა,
ყოველთვის შეძლებული ქალი მეგონეთ და ამაში ეჭვი არა-
სოდეს შემპარვია. იმედი მაქვს, არ მოვტყუებულვარო.
- იმას არ გეკითხებით, მოტყუებული ხართ თუ არა, - ვში-
შობ, რომ ხართ, და მეც თქვენთან ერთად, მაგრამ მსურს ამ
საქმიდან თავი შორს დავიჭირო. ეს-ეს არის თქვენს დას შევე-
191 მკითხველთა ლიგა
კითხე, მითქვამს თუ არა ოდესმე, შეძლება ან ფული მაქვს--
მეთქი? და მან ისევ აღიარა, ეს არასოდეს ყოფილაო. -
გთხოვთ, ქალბატონო, - მივმართე ჩემს თანამგზავრს, - პატი-
ვი დამდოთ და უთხრათ: გაგაცანით ოდესმე ჩემი თავი შეძ-
ლებულ ქალბატონად? ასეთ შემთხვევაში რისთვისღა გამო-
ვემგზავრებოდი ამ ადგილას, თუ არა ჩემი საკუთარი მცირე-
დი სახსრის გამოსაზოგად და უფრო სადა, იაფი ცხოვრების-
თვის?
მას არ შეეძლო ჩემი არც ერთი სიტყვის უარყოფა, მაგრამ
განაცხადა, ლონდონში დამარწმუნეს, დიდძალი ფული აქვს
ინგლისის ბანკში შეტანილიო.
- ახლა კი, ჩემო კარგო, - მივმართე ახალ მეუღლეს, - კე-
თილინებეთ და მითხარით, თქვენ ორივე ასე მოხერხებულად
ვინ გაგაბრიყვათ, დაგარწმუნათ, თითქოს მდიდარი ვიყო, და
ჩემი ცოლად თხოვნის სურვილი აღგიძრათ?
ხმის ამოღება ვერ მოახერხა და მხოლოდ დაზე მიმითითა.
რამდენიმე წუთის შემდეგ საშინლად განრისხდა. ჩემი თანამ-
გზავრი ქალი ისე გათათხა, რომ თავში მოსული არც ერთი
სალანძღავი სიტყვა არ დაუკლია. ყვიროდა, დამაქციე და ეგ
არისო. მითხარი, თითქოს თხუთმეტი ათასი გირვანქა სტერ-
ლინგი ჰქონდა, ჩემგან კი ხუთასი გირვანქა სტერლინგი უნდა
მიიღო იმისთვის, რომ ასეთი მდიდარი ქალი შემრთეთ. შემ-
დეგ ჩემს გასაგონად დაუმატა, ეს ქალი ჩემი და კი არა, ყოფი-
ლი საყვარელიაო. ჩემგან უკვე მიიღო ასი გირვანქა სტერ-
ლინგი ამ გარიგების ანგარიშში. ახლა რა? ნამდვილად და-
ღუპული კაცი ვარ, თუ მართლა ისეა საქმე, როგორც თქვენ
მითხარითო. იმდენად იყო გააფთრებული, რომ დაიფიცა, ად-
გილზე მოვკლავო, რითაც ძალზე შეგვაშინა ისიც და მეც.
ქალმა ტირილით წამოიძახა, ასე მითხრეს იმ სახლში, სადაც
192 მკითხველთა ლიგა
ცხოვრობდაო. კაცი უფრო მეტად განრისხდა იმის გამო, რომ
ყოფილმა საყვარელმა ასე შორს შეატოპინა, როდესაც ეს ამ-
ბავი მხოლოდ ყურმოკრული ჰქონდა. შემდეგ კვლავ მომიბ-
რუნდა და გულწრფელად გამომიცხადა, ვხედავ, ორივენი და-
ვიღუპეთ, რადგან მართალი რომ გითხრათ, ჩემო ძვირფასო,
ჩემს ჯიბეში თაგვები თამაშობენ. ის ცოტაოდენი ფული, რაც
მქონდა, ამ ეშმაკის კერძის მიზეზით გავფლანგე თქვენთან
არშიყობაში, მორთულობის ყიდვასა და მგზავრობაშიო. ჩვენ-
მა მაჭანკალმა რომ ნახა, ლაპარაკში გავერთეთ, ოთახიდან
გაიპარა და მეტად აღარ მინახავს.
ამ სიტყვებმა მეც ამირია დავთარი და ჩემს ქმარსაც. არ
ვიცოდი რა მეთქვა, ყველაზე უსიამოვნო გამოთქმების მოსმე-
ნას ველოდი, მაგრამ როცა განაცხადა, ორივე დავიღუპეთ,
მეც არ მაქვს არავითარი შეძლებაო, კინაღამ გული შემიღონ-
და.
- რა საძაგელი თაღლითობაა! - წამოვიძახე, - ორივე ჩვენ-
განი გვირგვინის დასადგმელად მოტყუებით მიგვიყვანეს.
თქვენ ალბათ სასოწარკვეთილებაში ხართ. შეძლება რომ
მქონოდა, მეც ასე გაბრიყვებულად ჩავთვლიდი თავს, რად-
გან, როგორც აცხადებთ, არც თქვენ გქონიათ ფული.
- ნამდვილად იქნებოდით გაბრიყვებული, ჩემო კარგო, -
მიპასუხა, - მაგრამ დაღუპვით მაინც არ დაიღუპებოდით,
რადგან თხუთმეტი ათასი გირვანქა სტერლინგით მშვენივ-
რად ვიცხოვრებდით ამ მხარეში. მე უკვე გადავწყვიტე, ეს ფუ-
ლი მთლიანად თქვენს განკარგულებაში დამეტოვებინა. არც
ერთი შილინგის ზარალს არ მოგაყენებდით, სიმდიდრის ნაც-
ვლად კი სამარის კარამდე სიყვარულსა და ნაზ მოპყრობას
არ მოგაკლებდით.

193 მკითხველთა ლიგა


მისი სიტყვები კეთილშობილებით იყო გამსჭვალული,
ვფიქრობ, გულწრფელი განზრახვა ჰქონდა და როგორც თა-
ვისი ხასიათით, ისე მოქცევით ეს კაცი ყველაზე შესაფერისი
ქმარი იყო ჩემთვის. ხოლო მისი სიღატაკე და ვალები, რო-
მელშიც იგი ასეთი უაზრო ნაბიჯის გადადგმით ჩაეფლო, ერ-
თობ გაურკვეველს ხდიდა ჩვენს მომავალს. ამიტომაც არ ვი-
ცოდი, რა მეთქვა ან რა მომეფიქრებინა.
მწუხარებით აღვნიშნე, მხურვალე სიყვარულისა და კეთი-
ლი გულისთვის, რომელიც თქვენში ვპოვე, უბედურება და გა-
პარტახება მოგელით. რაც შეეხება ჩემს მცირე თანხას, ის
ერთ კვირასაც არ გვეყოფა-მეთქი. ამ სიტყვებით ამოვიღე
ოცი გირვანქა სტერლინგისა და თერთმეტი გინეის ჩეკი და
ვუთხარი: ეს არის ჩემი მცირე შემოსავლის ნაშთი, რითაც ვა-
პირებდი აქ სამი ან ოთხი წელი ცხოვრებას, რადგან დავუჯე-
რე ამ პირუტყვს აქაური იაფობის ამბავი. თუ ამ ფულს წამარ-
თმევენ, ნამდვილი მათხოვარი გავხდები, თქვენ კი კარგად
იცით, რა მდგომარეობაში ვარდება ჯიბეცარიელი ქალი. მაგ-
რამ, თუ გინდათ, ეს ფულიც აიღეთ-მეთქი.
ძალზე გულაჩუყებულმა, თითქმის თვალცრემლიანმა მი-
პასუხა: თქვენს ფულს ხელს არ დავაკარებ. უსინდისობად
ვთვლი გაგძარცვოთ და მათხოვრად გადაგაქციოთ. პირი-
ქით, ჯიბეში ორმოცდაათი გინეა დამრჩა, ეს არის მთელი ჩე-
მი ავლადიდება, - ფული მაგიდაზე დაყარა, - გთხოვთ, აიღოთ
ესეც, თუმცა უამისოდ შიმშილით მოვკვდებიო.
მისი სიტყვებით ასევე გულაჩვილებულმა მივუგე: მოსმე-
ნაც არ მინდა, პირიქით, თუ შეგიძლიათ არსებობის რაიმე სა-
შუალება გამოძებნოთ, სიამოვნებით გავიღებ ყოველგვარ
მსხვერპლს, რომელსაც თქვენ მოისურვებთ-მეთქი.

194 მკითხველთა ლიგა


მთხოვა გავჩუმებულიყავი, ასეთი სიტყვები ძარღვებს მიშ-
ლისო. მიამბო, კარგი აღზრდა მივიღე, ახლა კი სიღატაკეში
ჩავვარდი, მარტო ერთი გამოსავალი მრჩება, რომელსაც
მხოლოდ იმ შემთხვევაში მივმართავ, თუ ერთ შეკითხვაზე მი-
პასუხებთ, მაგრამ თუ არ გსურთ, პასუხის გაცემას სრუ-
ლიადაც არ გაიძულებთო. მივუგე, გულწრფელად გიპასუ-
ხებთ, მხოლოდ არ ვიცი, დაგაკმაყოფილებთ თუ არა ჩემი
პასუხი-მეთქი.
- აი, რა მინდა ვიცოდე, ჩემო კარგო, გულახდილად მითხა-
რით, შეგიძლიათ იცხოვროთ კარგად ან თუნდაც საშუალოდ
თქვენი მცირედი საშუალებით?
ჩემი ბედი, რომ აქ არავის გავუმჟღავნე ჩემი საქმეების
მდგომარეობა და თვით სახელიც კი. დავრწმუნდი, რომ
ქმრისგან არაფერს მივიღებდი, მიუხედავად მისი საუცხოო
ხასიათისა და პატივისცემისა, და რადგან ფული სწრაფად გა-
მიქრებოდა, გადავწყვიტე ყველაფერი დამემალა ჩეკისა და
თორმეტი გინეის გარდა, რასაც სიამოვნებით შევწირავდი
მსხვერპლად, ოღონდ კი იმავე მდგომარეობას დავბრუნებო-
დი, რომელშიც აქ აღწერილ ამბამდე ვიყავი. სინამდვილეში
კიდევ ოცდაათი გირვანქა სტერლინგის გადასაგზავნი ჩეკი
მქონდა. სწორედ ეს ფული წამოვიღე აქ საცხოვრებლად და
ყოველგვარი გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის. საქმე
ის არის, რომ საძაგელმა მაჭანკალმა ბევრი ტყუილი მითხრა
ხელსაყრელ ქორწინებაზე, და უფულოდ ყოფნა იმიტომაც არ
მინდოდა, რომ ვფიქრობდი, ერთიც ვნახოთ და, ვინმე საკბი-
ლო ვიგდო ხელში-მეთქი. ეს ჩეკი გადავმალე და, ამგვარად,
დანარჩენი თანხა შემეძლო სურვილისამებრ გამომეყენები-
ნა, დავხმარებოდი ქმარს, რომელიც ძალზე მეცოდებოდა.

195 მკითხველთა ლიგა


მაგრამ ვუბრუნდები მის საკითხს, ვუთხარი: არასოდეს
განზრახ არ მომიტყუებიხართ და არც ოდესმე მოგატყუებთ.
ფრიად ვწუხვარ, რომ ჩემი მცირედი თანხა ჩვენთვის საკმა-
რისი არ იქნება. იგი მეც კი არ მყოფნიდა, როცა სამხრეთში
ვცხოვრობდი, ამიტომაც თავი ჩავუგდე ხელში ამ ქალს, რო-
მელიც ძმას გეძახდა და მარწმუნებდა, თითქოს წელიწადში
ექვს გირვანქა სტერლინგად შემეძლო თავი კარგად გამო-
მეკვება მანჩესტერში, სადაც არასოდეს ვყოფილვარ. და
რადგან ჩემი წლიური შემოსავალი თხუთმეტ გირვანქას არ
აღემატებოდა, ამიტომ გავიფიქრე: ამ ფულით იოლად გავალ-
მეთქი უკეთესი დღეების მოლოდინში.
მხოლოდ უხმოდ გააქნია თავი. ორივეს სევდა შემოგვაწვა.
ბოლოს ვივახშმეთ და ღამეც ერთად გავატარეთ. ვახშამს
რომ ვამთავრებდით, ქმარი ცოტა გამხიარულდა და ერთი
ბოთლი ღვინო მოითხოვა.
- იცით, ჩემო კარგო, - მითხრა მან, - მართალია, საქმე ცუ-
დად გვაქვს, სულით მაინც არ უნდა დავეცეთ. ნუ დარდობთ,
შევეცადოთ, როგორმე ვიარსებოთ. თუ თქვენი ფული მარტო
თქვენ გეყოფათ, ეს უკეთესია, ვიდრე ის, რომ კაცს არაფერი
ჰქონდეს. მე კი ბედს კიდევ ერთხელ ვცდი. მამაკაცი მამაკაცი
უნდა იყოს, ხელების დაშვება ნიშნავს, რომ თავს დამარცხე-
ბულად ცნობ.
ამ სიტყვებით სასმისი აავსო და ჩემი სადღეგრძელო და-
ლია, თანაც ხელს არ მიშვებდა, და მიმტკიცებდა, ყველაზე მე-
ტად თქვენი ბედით ვარ შეწუხებულიო.
ეს იყო ჭეშმარიტად საყვარელი, თავაზიანი ადამიანი, რაც
უფრო მეტად მაწუხებდა; როგორღაც ნუგეშის მომცემია პა-
ტიოსანი კაცის ხელით დაღუპვაც კი, ვიდრე არამზადისგან.
მაგრამ ამ შემთხვევაში დამწუხრების უფრო მეტი საბაბი ჩემს
196 მკითხველთა ლიგა
ქმარს ჰქონდა, რადგან მართლაც დიდი გულუბრყვილობა
გამოიჩინა და ფული ბლომად დახარჯა. ასი გირვანქის მისა-
ღებად ამ ქალმა აიძულა სამჯერ თუ ოთხჯერ მეტი დაეხარჯა,
თუმცა ეს მისი უკანასკნელი ფული იყო, მეტიც: ვალად აღებუ-
ლი ფული. ამ ქალისთვის ერთადერთი საფუძველი გახლდათ
ჭორი, თითქოს დიდი შეძლება მქონდა, მდიდარი საცოლე ვი-
ყავი და სხვა ამგვარი. შეძლებული ქალის შეცდენა, ასეთი
რომ ვყოფილიყავი, ცხადია უპატიოსნო ნაბიჯი იქნებოდა,
თუმცა სიღატაკის მდიდრულ სამოსში გამოწყობაც ყალთა-
ბანდობაა. მაგრამ ჩემი ქმრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ
საქმე არც ასე იყო. იგი არ ყოფილა გარყვნილი ადამიანი, ვი-
საც ქალების შეცდენა ხელობად აქვს ქცეული - ექვს თუ შვიდ
მზითვს იგდებს ხელთ და შემდეგ თავს უშველის ხოლმე. არა,
ეს გახლდათ უიღბლო და დაგლახაკებული ჯენტლმენი, მაგ-
რამ კარგი დღეების მნახველიც. აქვე უნდა ითქვას, ფული
რომ მქონოდა, შურს ვიძიებდი იმ კახპის საქციელზე, რო-
მელმაც ასე გაგვაბრიყვა. რაც შეეხება მის ყალბ ძმას, ქონება
ძალზე დაამშვენებდა, ეს ხომ მომხიბლავი, კეთილშობილი
შეხედულების, საღად მოაზროვნე და ერთობ მხიარული ადა-
მიანი იყო.
იმ ღამეს დიდხანს ვსაუბრობდით გულახდილად. ორივეს
ცოტა გვეძინა. ძალზე წუხდა, რომ ჩემი ამდენი ფათერაკის
მიზეზი გახდა. თითქოს დანაშაული ჩაედინა და დასასჯელად
მიჰყავდათ. ხელახლა შემომთავაზა მთელი თავისი ფული
უკანასკნელ შილინგამდე. განმიცხადა, არმიაში დავიწყებ
სამსახურს და შევეცდები გავმდიდრდეო.
- რატომ დაგებადათ ასეთი დიდი სურვილი, წაგეყვანეთ
ირლანდიაში, თუ იცოდით, რომ იქ ვერ შემინახავდით? -
ვკითხე.
197 მკითხველთა ლიგა
- ჩემო ძვირფასო, - მიპასუხა და მომეხვია, - არასოდეს
განმიზრახავს ირლანდიაში წასვლა, მით უფრო თქვენი წაყ-
ვანა. ამ ადგილებში იმიტომ მოვედი, რომ დავმალოდი იმ
ხალხს, რომელმაც ჩემი განზრახვა გაიგო. ამასთან, ფული
რომ არავის ეთხოვა, სანამ ვიშოვიდი მას და შესაძლებლობა
მომეცემოდა გავსწორებოდი მევალეებს.
- ასეთ შემთხვევაში საით უნდა გავმგზავრებულიყავით მე-
რე?
- გეტყვით, ჩემო კარგო, მთელ ჩემს გეგმას გადმოგიშ-
ლით. მინდოდა თქვენი საქმეები გამომეძიებინა, რაც უკვე
შევასრულე. და თუ ჩამაბარებდით, როგორც ვვარაუდობდი,
ცოტად თუ ბევრად დაწვრილებით ანგარიშს, შევთხზავდი რა-
მე საბაბს, რათა გადაგვედო ირლანდიაში გამგზავრება და
ლონდონში წავსულიყავით. შემდეგ ჩემო ძვირფასო, ვფიქ-
რობდი, გულახდილად გამეცნო თქვენთვის ჩემი საქმეების
ნამდვილი ვითარება და მეთქვა, რომ ეშმაკობა ჩავიდინე და-
ქორწინებაზე თქვენი თანხმობის მისაღებად, ახლა კი ისღა
დამრჩენია, პატიება გთხოვოთ და განგიცხადოთ, რომ ვეცდე-
ბი ყოველივე ეს თქვენდამი გულითადი სიყვარულით გავაბა-
თილო.
- ჩინებულია, - ვუთხარი, - და ვფიქრობ, სწრაფადაც მომი-
გებთ გულს. ძალზე ვწუხვარ, რომ ახლა საშუალება არა მაქვს
დაგიმტკიცოთ, თუ რა ადვილად ვიკისრებდი თქვენთან შერი-
გებას და ყველა ჩადენილ ოინს გაპატიებდით თქვენი მხიარუ-
ლი ხასიათის გამო. მაგრამ, ჩემო მეგობარო, მაინც რა გვეშ-
ველება? ორივენი უღიმღამო მდგომარეობაში ვართ და იმით,
რომ შევრიგდით, არაფერი შეცვლილა, რადგან არსებობის
მცირედი სახსარიც არ გაგვაჩნია.

198 მკითხველთა ლიგა


გეგმას გეგმაზე ვადგენდით, მაგრამ რაიმე გარკვეული ნა-
ბიჯი მაინც ვერ გადავდგით, რადგან არაფრისგან ხელში სა-
ბოლოოდ არაფერი გვრჩებოდა. ბოლოს ქმარმა ღამე მშვი-
დობისა მისურვა და ჩაეძინა.
დილით ჩემზე ადრე ადგა. მთელ ღამეს თვალი არ მომიხუ-
ჭავს და გათენებისას ისეთ ღრმა ძილში წავედი, რომ თერ-
თმეტ საათამდე ვერ გავიღვიძე. ქმარმა ამით ისარგებლა, წა-
ასხა ცხენები, თან გაიყოლა სამი მსახური, მოაგროვა მთელი
თავისი თეთრეული, ბარგი-ბარხანა და გაემგზავრა. მაგიდაზე
ვიპოვე მის მიერ დატოვებული შემდეგი მოკლე, მაგრამ გუ-
ლის ამაჩუყებელი წერილი:
„ჩემო კარგო!
ნამდვილი არამზადა ვარ. მოგატყუეთ, მაგრამ ეს საქმე ჩე-
მი ხასიათის წინააღმდეგ ჩამადენინა იმ საძაგელმა პირუტ-
ყვმა. მაპატიეთ, ძვირფასო! სულითა და გულით გთხოვთ მო-
ტევებას. პირწავარდნილ სალახანასავით მოვიქეცი. ოჰ, რა
ბედნიერი ვიყავი, თქვენ რომ დაგეუფლეთ, ახლა კი, ვაგლახ,
იძულებული ვარ გავიქცე თქვენგან. მაპატიეთ, ძვირფასო! კი-
დევ ერთხელ გთხოვთ, მომიტევოთ. არ ძალმიძს გიხილოთ
ჩემგან დაღუპული, და ძალა არ შემწევს დახმარება გაგიწი-
ოთ. ჩვენი ქორწინება გაუქმებულია.
თქვენს ნახვას ვერასოდეს შევძლებ, გათავისუფლებთ ყვე-
ლა მოვალეობისგან. თუ შეგხვდათ მდიდარი საქმრო, ჩემს
გამო უარს ნუ ეტყვით.
გეფიცებით ყველა წმინდანს, გაძლევთ პატიოსანი კაცის
სიტყვას, რომ არასოდეს დაგირღვევთ სიმშვიდეს, თუ გავი-
გებ თქვენს გათხოვებას, თუმცა ეს ნაკლებ დასაჯერებელად
მიმაჩნია. მეორე მხრივ, თუ არ გათხოვდებით და ბედმა გამი-

199 მკითხველთა ლიგა


ღიმა, მთელ ჩემს მომავალს მტლად დაგიდებთ, სადაც უნდა
იმყოფებოდეთ.
ჩემი ფულის დარჩენილი ნაწილი ჯიბეში ჩაგიდეთ, ჩაჯექით
თქვენს მოახლესთან ერთად ეტლში და ლონდონში გაემგზავ-
რეთ. იმედი მაქვს, ფული გეყოფათ საგზაო ხარჯისთვის და
საკუთარი ქისის გახსნა არ დაგჭირდებათ. კიდევ ერთხელ სუ-
ლითა და გულით გთხოვთ მოტევებას, და ყოველთვის ვით-
ხოვ ამას, როცა კი თქვენზე ვიფიქრებ.
მშვიდობით, ჩემო კარგო.
მუდამ თქვენი მოყვარული ჯ.ე.“
ჩემს ცხოვრებაში ისე ღრმად არაფერი ჩამრჩენია გულში,
როგორც ეს გამოთხოვება. გუნებაში ათას საყვედურს ვუგზავ-
ნიდი ქმარს ჩემი დატოვებისთვის, რა იცოდა, რომ მასთან
ერთად აბგით ხელში ჯანდაბამდეც კი წავიდოდი, ჯიბე რომ
მოვიქექე, აღმოვაჩინე ათი გინეა, ოქროს საათი და ორი პა-
ტარა ბეჭედი: ერთი ალმასისთვლიანი, ექვს გირვანქად ღი-
რებული, მეორე ჩვეულებრივი ოქროსი.
ორი საათი უსიტყვოდ დავცქეროდი ამ ნივთებს და თვალს
ვერ ვაშორებდი, სანამ მსახური არ შემოვიდა და მომახსენა,
სადილი მზად გახლავთო. საჭმელს პირი ძლივს დავაკარე და
უნებლიეთ ოხვრა აღმომხდა. გული ამომიჯდა. წამდაუწუმ
ვახსენებდი ჩემი ქმრის სახელს - მას ჯეიმსი ერქვა.
- ოჰ, ჯემი, - მოვთქვამდი, - დამიბრუნდი, დამიბრუნდი,
ყველაფერს მოგცემ, რაც მაქვს. სამათხოვროდ ხელს გავიშ-
ვერ, მოწყალებას მოვითხოვ, ვიშიმშილებ შენთან ერთად! -
გული საგულეს არ მქონდა, ოთახში ბოლთას ვცემდი, შემდეგ
ჩამოვჯდებოდი, კვლავ ერთი კუთხიდან მეორეს ვეცემოდი,
ვემუდარებოდი, დამიბრუნდი-მეთქი და ცრემლად ვიღვრებო-
დი. ასე გავატარე მთელი დღე, თითქმის საღამოს შვიდ
200 მკითხველთა ლიგა
საათამდე. უკვე დაბინდდა, - აგვისტო იყო - ჩემს გაკვირვებას
საზღვარი არ ჰქონდა, როცა მოულოდნელად სასტუმროში
ქმარი შემოვიდა და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ გამოემართა.
ვერ გადმოგცემთ, როგორ დავიბენი, არც ის იყო ჩემზე
ნაკლებად გაოგნებული. ვერაფრით წარმომედგინა, რამ
აიძულა დაბრუნებულიყო. არ ვიცოდი, გამხარებოდა თუ მწუ-
ხარებას მივცემოდი. მაგრამ სიყვარულმა სძლია სხვა
გრძნობას და ძალა აღარ შემწევდა, დამეფარა ჩემი მოზღვა-
ვებული სიხარული; იგი ისე დიდი იყო, რომ ღიმილში ვეღარ
გამოიხატებოდა, ამიტომაც ცრემლად გადმოხეთქა. ოთახში
რომ შემოვიდა, ქმარმა მაშინვე ჩემთან მოირბინა, გადამეხ-
ვია და კოცნით კინაღამ დამახრჩო, მაგრამ სიტყვაც არ წარ-
მოუთქვამს. მაშინ მე შევეკითხე.
- ჩემო ძვირფასო, როგორ განიზრახე ჩემი მიტოვება?
არაფერი მიპასუხა, თითქოს ენა წაერთვაო.
როცა მღელვარება ცოტა დაგვიცხრა, მითხრა: თხუთმეტ
მილზე მეტი გავიარე, მაგრამ გზის გაგრძელება ვეღარ შევძე-
ლი, კიდევ ერთხელ რომ არ შემეხედა შენთვის და ხელახლა
არ გამოგმშვიდობებოდიო.
ვუამბე, რა ჭკუაზე ვიყავი მისი გაუჩინარებით და როგორ
ვეძებდი მას. მიპასუხა: შენი ძახილი გარკვევით მესმოდა დე-
ლამერის ტყეში, აქედან თითქმის თორმეტი მილის სიშორე-
ზეო. გამეღიმა.
- ნუ გგონია, თითქოს ვხუმრობდე, - მომმართა, - გარწმუ-
ნებ, მკაფიოდ მესმოდა, როგორ მეძახდი, ხანდახან იმასაც კი
ვხედავდი, სირბილით რომ მომდევდი კვალდაკვალ.
- მაინც რას გეუბნებოდი? - შევეკითხე (ჯეიმსს ხომ არ ვუთ-
ხარი, რა სიტყვებით მივმართავდი).

201 მკითხველთა ლიგა


- ხმამაღლა მომიწოდებდი, ოჰ, ჯემი, დამიბრუნდი, დამიბ-
რუნდიო!
გავიცინე.
- ნუ იცინი, ჩემო კარგო, - მომმართა, - გარწმუნებ, შენი
ხმა ისევე მკაფიოდ მესმოდა, როგორც ამ წუთში ჩემი გესმის.
თუ გინდა დაგიფიცებ.
ძალზე გავოცდი, შემეშინდა კიდეც და ვუამბე, რას ვაკე-
თებდი და როგორ ვეძებდი მას. ორივე განვცვიფრდით ასეთი
უჩვეულო მოვლენით, ქმარს ვუთხარი:
- ახლა კი ჩემგან ვერსად წახვალ, თუნდაც ქვეყნის კიდემ-
დე წამოგყვები.
- ჩემთვის ერთობ ძნელი იქნება შენი მიტოვება, მაგრამ ეს
აუცილებელია და უნდა შეეცადო, ცოტათი მაინც გამიადვი-
ლო განშორების სიმძიმე. რაც შეეხება ჩემს საქმეს, ვგრძნობ,
რომ დაღუპვისკენ მივექანები.
მარტოს გიშვებ ლონდონში, ასეთ შორეულ გზაზე, ამასთან
არაფერი მიშლის ხელს, მეც იქით წამოვიდე: გადავწყვიტე
დედაქალაქამდე გაგაცილო. სიტყვა მომეცი, რომ არ გამიწ-
ყრები, თუ შემდეგ შენთან გამოუმშვიდობებლად გავუჩინარ-
დები.
გზად ერთ-ერთ ქალაქში გავუშვი სამი მსახური, გავყიდე
მათი ცხენები, ცრემლიც კი მომერია იმის გაფიქრებისას, თუ
რა ბედნიერნი არიან ისინი თავიანთ ბატონებთან შედარე-
ბით. მათ ხომ შეუძლიათ სამსახური შესთავაზონ რომელიმე
უახლოეს მებატონეს, მე კი არ ვიცი, საით წავიდე და რა ვი-
ღონო.
- შენი გამგზავრების შემდეგ თავს ყველაზე უბედურ ადა-
მიანად ვთვლიდი, ახლა კი, როცა დაბრუნდი, არასოდეს მოგ-

202 მკითხველთა ლიგა


შორდები, თუ თანახმა ხარ, თან წამიყვანო, სადაც კი გაემ-
გზავრები.
ბოლოს შევთანხმდით, ერთად წავსულიყავით ლონდონში.
მაგრამ არამც და არამც არ მსურდა ლონდონში ჩასვლისთა-
ნავე გამოუმშვიდობებლად გაუჩინარებულიყო. ამასთან ხუმ-
რობით ვუთხარი, თუ კვლავ წახვალ, ხელახლა ხმამაღლა ძა-
ხილს დაგიწყებ-მეთქი. შემდეგ ამოვიღე მისი საათი, ორი ბე-
ჭედი, ათი გინეა და გადავეცი, მაგრამ აღებაზე უარი გამომიც-
ხადა, რითაც უფრო მეტად განმიმტკიცა ეჭვი, რომ გზაში მი-
მალვა და ჩემი მიტოვება სურდა.
მართალი გითხრათ, მისმა გაჭირვებულმა მდგომა-
რეობამ, მგზნებარე სტრიქონებმა, კეთილშობილურმა საქცი-
ელმა, მზრუნველობამ და გულუხვმა საჩუქრებმა, რომელიც
თავისი მცირედი ქონებიდან მომიძღვნა, ისეთი ღრმა შთაბეჭ-
დილება დატოვა ჩემზე, რომ ეს კაცი გაშმაგებით შემიყვარდა
და მასთან გაყრის აზრსაც კი ვერაფრით შევურიგდებოდი.
ორი დღის შემდეგ ჩესტერი დავტოვეთ. მე ეტლით გავემ-
გზავრე, ის - ცხენით. ჩემი მოახლე ჩესტერში გავუშვი. აიხი-
რა, უმსახუროდ ნუ დარჩებიო. რადგანაც გოგო სოფლიდან
იყო და არ ვაპირებდი, ლონდონში მსახური მყოლოდა, არ
დავუჯერე. ცოდოა თან წავიყვანო და მერე ლონდონში გავუშ-
ვა, ამასთან მასზე გზაში გაწეულ ხარჯსაც აზრი არა აქვს--
მეთქი, მოკლედ რომ ვთქვა, ქმარი დავარწმუნე და მასაც
აღარ დაუჟინია.
დანსტებლამდე მომყვა, ლონდონიდან ოცდაათ მილზე
რომ მდებარეობს. აქ კი მითხრა, ჩემი ავყია ბედი მაიძულებს,
დაგტოვო. ჩემთვის უხერხულია გამოვჩნდე ლონდონში, მიზე-
ზის თქმა არ შემიძლიაო. შევამჩნიე, წასასვლელად ემზადე-
ბოდა. ეტლი ჩვეულებრივად არ ჩერდებოდა დანსტებლში,
203 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მეეტლეს ვთხოვე, თხუთმეტიოდე წუთი მოეცადა.
ისიც დამთანხმდა, სასტუმროს კართან დამლოდებოდა.
სასტუმროში რომ მოვთავსდით, ქმარს ვუთხარი, მხოლოდ
ერთი რამ მინდა გთხოვო. რადგან აქედან გამგზავრება არ
შეგიძლია, ნება მომეცი, შენთან დავრჩე ამ ქალაქში ერთი ან
ორი კვირით, იქნებ მოვიფიქრო, როგორ ავიცილოთ თავი-
დან ორივესთვის ესოდენ მძიმე განშორება. გარდა ამისა, ერ-
თი მნიშვნელოვანი წინადადება მაქვს, რომელიც შეიძლება
უსარგებლოდ არ მიიჩნიოთ-მეთქი.
არავითარი საფუძველი არ არსებობდა ასეთი გონიერი
გეგმის უარყოფისა. ამიტომ ქმარმა სასტუმროს დიასახლისი
მოიხმო და უთხრა: ჩემი ცოლი ავად გახდა და აღარ სურს გა-
ნაგრძოს ეტლით მგზავრობა, რადგან საშინლად დაიღალა.
ხომ ვერ მოგვიხერხებთ, გვიშოვოთ ოთახი კერძო სახლში,
სადაც ქალი ცოტას დაისვენებს, გზამ ძალზე გატანჯაო.
დიასახლისი, კეთილი, ზრდილი და დაუზარელი ქალი, მყისვე
მომიახლოვდა და მითხრა: მაქვს ორი-სამი მშვენიერი, სრუ-
ლიად განცალკევებული ოთახი, სადაც ხმაური არ აღწევს,
იმედია ეს ოთახები მოგეწონებათ. გარდა ამისა, თქვენს გან-
კარგულებაში იქნება ჩემი მსახური გოგოო. დიასახლისის წი-
ნადადება იმდენად ხელსაყრელი იყო, რომ მხოლოდ მად-
ლობის გადახდა და თანხმობის მიცემა შემეძლო. ოთახები
მართლაც მომეწონა, მყუდრო და საუცხოოდ მორთული აღ-
მოჩნდა. მეეტლეს გავუსწორდით, ბარგი ჩამოვიღეთ და გა-
დავწყვიტეთ, რამდენიმე ხანს აქ დავრჩენილიყავით.
ქმარს ვუთხარი, ვიქნები შენთან, სანამ მთელი ფული არ
გამომელევა, შენ კი ერთი შილინგის დახარჯვასაც არ
დაგანებებ-მეთქი. ამის გამო მცირე უთანხმოება მოგვივიდა,
მაგრამ განვუცხადე, ალბათ უკანასკნელად მიხდება შენ
204 მკითხველთა ლიგა
გვერდით ყოფნა, ამიტომ გთხოვ, ნება მომცე, ამ სახლში ნამ-
დვილი დიასახლისი ვიყო. სხვა ყველაფერს კი შენ მოუარე--
მეთქი. ქმარი დამთანხმდა.
ერთ საღამოს, როცა ქალაქგარეთ ვსეირნობდით, ვუთხა-
რი: ახლა მინდა მოგცე ის წინადადება, რაზეც ამას წინათ
გელაპარაკებოდი-მეთქი. ვუამბე: ვცხოვრობდი ვირჯინიაში,
იქ დედა მყავს, რომელიც ალბათ დღემდე ცოცხალია, ქმარი
კი რამდენიმე წლის წინ მომიკვდა. ჩემი ქონება ხომალდის
დაღუპვის დროს ხელიდან რომ არ გამომცლოდა (ქონების
რაოდენობა ძალზე გავბერე), ახლა მდიდარი ვიქნებოდი და
განშორება არ დაგვემუქრებოდა-მეთქი. შემდეგ მოვუყევი,
როგორ სახლდება იქ ხალხი, იქაური კონსტიტუციის ძალით
როგორ აძლევენ მიწის ნაკვეთებს, ხოლო ვინც ვერ იღებს,
მიწის ყიდვა ადვილად შეუძლია, თანაც ისე იაფად, რომ ამაზე
ლაპარაკიც არ ღირს.
შემდეგ ქმარს დაწვრილებით ავუხსენი, როგორ მუშაობენ
პლანტაციაში, რომ იქ შრომისმოყვარე ადამიანს ორასი ან
სამასი გირვანქა სტერლინგის ინგლისური საქონლით, რამ-
დენიმე მსახურისა და მიწათმოქმედების იარაღის საშუალე-
ბით შეუძლია მალე ფეხზე დააყენოს ოჯახი, ორიოდე წელში
კი ქონებაც შეიძინოს.
ვუამბე, რას თესავენ იმ მხარეში, როგორ ამუშავებენ და
ანოყიერებენ მიწას და როგორი მოსავალი მოდის. ვუმტკი-
ცებდი, რაც გვაქვს, იმით რომ დავიწყოთ საქმე, რამდენიმე
წლის შემდეგ გავმდიდრდებით. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა,
როგორც ის, რომ ახლა ღატაკნი ვართ-მეთქი.
ქმარი გაოცებული დარჩა ჩემი ნაამბობით, მთელი კვირა
ვსაუბრობდით ამის შესახებ, ყველაფერი გადმოვულაგე, ვარ-

205 მკითხველთა ლიგა


წმუნებდი, ყოვლად წარმოუდგენელია, არ გავმდიდრდეთ იქ,
თუკი საქმეს გონივრულად და უნარიანად წავიყვანთ-მეთქი.
შემდეგ ვუამბე, როგორ ვაპირებდი სამასიოდე გირვანქა
სტერლინგის შეგროვებას და დავუწყე მტკიცება, რა კარგი იქ-
ნებოდა, ბოლო მოგვეღო ჩვენი გაჭირვებისთვის და აღგვედ-
გინა ჩვენი მდგომარეობა მაღალ საზოგადოებაში, რასაც
ორივენი ასე ვესწრაფოდით. შვიდიოდე წლის შემდეგ შესაძ-
ლებლობა გვექნებოდა ჩვენი პლანტაცია საიმედო ხელში
დაგვეტოვებინა, დავბრუნებულიყავით სამშობლოში და აღე-
ბული შემოსავლით ტკბილად გვეცხოვრა. მაგალითისთვის
დავუსახელე რამდენიმე კაცი, რომლებიც სწორედ ასე მოიქ-
ცნენ და ახლა დიდებულად ცხოვრობენ ლონდონში.
ერთი სიტყვით, ისეთი მჭევრმეტყველებით ვარწმუნებდი,
რომ ქმარი თითქმის მზად იყო დამთანხმებოდა, მაგრამ ხან
ერთი რამ გვიშლიდა ხელს, ხან მეორე. ბოლოს როლები შევ-
ცვალეთ და თვითონ დამიწყო თითქმის იმავეს მტკიცება ირ-
ლანდიაზე.
მისი სიტყვით, კაცს, რომელიც გადაწყვეტს სოფლად იც-
ხოვროს, შეუძლია იქ წლიურად ორმოცდაათ გირვანქა სტერ-
ლინგად იჯარით აიღოს ფერმა, რაშიც ინგლისში ორას გირ-
ვანქას ითხოვენ. მიწა იქ ისეთი ნაყოფიერია, მოსავალი კი
ისეთი უხვი, რომ ბევრის მოგროვებას თუ ვერ მოვახერხებთ,
ჩვენი შემოსავლით ისეთ ფუფუნებაში მაინც ვიცხოვრებთ,
როგორშიც ინგლისელი მემამულეები არიან წელიწადში სამი
ათას გირვანქა სტერლინგადო. მას აქ თავში მოუვიდა აზრი,
მე ლონდონში დავეტოვებინე, თვითონ კი ირლანდიაში გამ-
გზავრებულიყო და ბედი ეცადა. ბოლოს დასძინა:

206 მკითხველთა ლიგა


- თუ საქმე კარგად წამივიდა, რიგიანად მოვეწყვე და შენი
საკადრისი მეურნეობა შევქმენი, რაშიც ეჭვი არ მეპარება, ჩა-
მოვალ და წაგიყვან.
ისეთი დაჟინებით მოითხოვდა, ჯერ მისი გეგმა გამოგვეცა-
და, რომ წინააღმდეგობის თავი აღარ მქონდა. ასე თუ ისე, აღ-
მითქვა, როგორც კი ადგილზე ჩავიდოდა, შემატყობინებდა,
შეიძლებოდა თუ არა, კაცს მისი გეგმის წარმატების იმედი
ჰქონოდა. ხოლო თუ საქმე კარგად არ წაუვიდოდა, შემეძლო
მეორე მოგზაურობისთვის - ამერიკაში წასასვლელად მოვ-
მზადებულიყავი, რაშიც თვითონაც მიიღებდა მონაწილეობას.
ამ კაცთან მეტს ვერაფერს მივაღწიე. გეგმის განხილვას
მთელი თვე მოვანდომეთ. ამ ხნის განმავლობაში ვტკბებოდი
ჩემი ქმრის გვერდზე ყოფნით, მასზე უკეთესი მამაკაცი ვერც
წარმომედგინა. მან მომითხრო თავისი თავგადასავალი, ჭეშ-
მარიტად შესანიშნავი და აღსავსე მრავალგვარი ფათერაკით,
რომელზეც მშვენიერი წიგნის დაწერა შეიძლებოდა. იგი
საუკეთესო გამოვიდოდა მათ შორის, რაც ოდესმე წამეკითხა.
შემთხვევა მომეცემა და ამ საკითხს კვლავ დავუბრუნდები.
ბოლოს უხალისოდ დავშორდით ერთმანეთს, საკმაოდ სა-
ფუძვლიანმა მიზეზებმა აიძულა ქმარი, თავი შეეკავებინა
ლონდონში წასვლისგან. მოგვიანებით დავრწმუნდი, თუ რამ-
დენად მართალი იყო ეს ადამიანი.
მისამართი დავუტოვე, სადაც წერილების გამოგზავნა შე-
ეძლო, მაგრამ კვლავინდებურად საიდუმლოდ ვინახავდი
ჩემს ნამდვილ სახელსა და გვარს, საზოგადოებრივ მდგომა-
რეობასა და ადგილსამყოფელს. მანაც ამიხსნა, სად გამეგ-
ზავნა წერილები, რომ ნამდვილად მის ხელში მოხვედრილი-
ყო.

207 მკითხველთა ლიგა


ჩვენი განშორების მეორე დღეს ლონდონში ჩავედი, მაგ-
რამ ზოგიერთი მიზეზის გამო ძველ ბინაზე არ გავჩერდი.
ოთახი დავიქირავე სენტ-ჯონ-სტრიტზე, ანუ, როგორც მდაბიო
ხალხი უწოდებს, კლარკენველის ახლოს სენტ-ჯონში. იქ სრუ-
ლიად მარტო დარჩენილი, ბევრს ვფიქრობდი ჩემს ხეტიალზე
ბოლო შვიდი თვის განმავლობაში. უსასრულო სიამტკბილო-
ბით ვიგონებდი უკანასკნელ ქმართან გატარებულ დაუვიწყარ
წუთებს, მაგრამ ეს სიტკბოება ძალზე გაფერმკრთალდა, რო-
ცა რამდენიმე ხნის შემდეგ თავი ორსულად ვიგრძენი.
ეს ამბავი ჩემთვის ერთობ სამწუხარო აღმოჩნდა, რადგან
ძნელი იყო მეპოვა ადგილი, სადაც მშობიარობას შევძლებ-
დი. იმ დროს ხომ მარტოხელა ქალისთვის დახმარების მიღე-
ბა ერთობ ძნელი საქმე იყო, თუ მას არ ჰყავდა ადამიანი, რო-
მელიც თავდებად დაუდგებოდა. მე კი ასეთი არავინ მეგულე-
ბოდა და არც შემეძლო მეშოვა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი მიმოწერა არ
შემეწყვიტა ბანკში მომუშავე ჩემს მოხელესთან, ან, უფრო
სწორად, თვითონ ცდილობდა ამას - ყოველ კვირას მიგზავნი-
და წერილს. თუმცა ფული ჯერ მთლიანად არ მქონდა დახარ-
ჯული და არ მჭირდებოდა მისთვის მიმემართა, მაგრამ პა-
სუხს მეც ხშირად ვწერდი, რათა სცოდნოდა, რომ ცოცხალი
ვიყავი. მისამართი დავტოვე ლანკაშირში, ისე რომ, ყველა
მისი წერილი გადმომიგზავნეს. ხოლო სენტ-ჯონ-სტრიტზე
ყოფნისას მისგან მივიღე საყურადღებო წერილი, რითაც მატ-
ყობინებდა: გაყრის პროცესი წარმატებით მიდის, თუმცა ზო-
გიერთი მოულოდნელი სიძნელეც იჩენს თავსო.
არ დავუმწუხრებივარ ცნობას, რომ პროცესი იმაზე რთუ-
ლი აღმოჩნდა, ვიდრე თვითონ მოელოდა. თუმცა ჩემი მდგო-
მარეობა ჯერ უფლებას არ მაძლევდა, მოხელეს ცოლად გავ-
208 მკითხველთა ლიგა
ყოლოდი - ისეთი სულელი არ გახლდით, რომ ერთს ცოლად
ავკიდებოდი, როცა მეორისგან ორსულად ვიყავი, რასაც,
კარგად ვიცი, ზოგიერთი ქალი ადვილად კისრულობს, - მაგ-
რამ მაინც, მისი დაკარგვაც არ მინდოდა. ერთი სიტყვით, გა-
დავწყვიტე, თუ განზრახვას არ შეიცვლიდა, ცოლად გავყო-
ლოდი, როგორც კი მშობიარობის შემდეგ მოვმჯობინდებო-
დი. ჩემთვის ცხადი იყო, რომ ვეღარ გავიგებდი წინა ქმრის
ამბავს და რადგანაც იგი ხშირად მეუბნებოდა გავთხოვილი-
ყავი, მარწმუნებდა, რომ ამას ბუნებრივად მიიჩნევდა და ჩემ-
ზე უფლებას არასოდეს განაცხადებდა, უყოყმანოდ გადავ-
წყვიტე ასე მოვქცეულიყავი, თუკი საშუალება მექნებოდა და
ჩემი ბანკელი მეგობარიც პირობის ერთგული დარჩებოდა.
ამაში დასარწმუნებლად მრავალი საფუძველი მქონდა - მისი
ალერსიანი და იმედის მომცემი წერილების მთელი დასტა.
მუცელი თანდათან მეზრდებოდა, სახლის პატრონებმა ეს
რომ შენიშნეს, მორიდებული კილოთი ნართაულად გადმომ-
კრეს, გამგზავრებაზე იფიქრეთო. ძალზე დავიბენი და თანაც
ფრიად დავმწუხრდი, რადგან არ ვიცოდი, რა გზას დავდგო-
მოდი. ფული მქონდა, მაგრამ მეგობრები არ მყავდა. რა მო-
მელოდა? ბავშვი შემრჩებოდა ხელში და მეტი არაფერი. ასეთ
მდგომარეობაში ჯერ არასოდეს ვყოფილვარ, როგორც
თქვენც დაინახეთ წინა ნაამბობიდან.
ამასობაში მძიმედ გავხდი ავად, უღიმღამო მდგომა-
რეობამ კი უფრო გამიმწვავა ავადმყოფობა. საბოლოოდ ეს
მხოლოდ ცხელება აღმოჩნდა. მე კი მუცლის მოწყვეტის ძა-
ლიან მეშინოდა. მეშინოდა-მეთქი, რომ ვამბობ, ამით ჩემს
აზრს ზუსტად ვერ გადმოგცემთ. მოხარული ვიქნებოდი, მუცე-
ლი მომშლოდა, მაგრამ საამისოდ არავითარი ზომა არ მიმი-
ღია, ჩემთვის ამაზე ფიქრიც კი აუტანელი იყო.
209 მკითხველთა ლიგა
ქალმა, ვისთანაც ვცხოვრობდი, ამ საგანზე რომ ჩამომიგ-
დო ლაპარაკი, მითხრა, ბებიაქალის დასაძახებლად გავგზავ-
ნი ვინმესო. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი, მაგ-
რამ დავძინე, არ ვიცნობ ამ ხელობის მცოდნე დედაკაცებს-
მეთქი. რაც კი საზრუნავი იყო, მასვე დავაკისრე.
როგორც ჩანს, ჩემი დიასახლისი გამოუცდელი არ გახ-
ლდათ ამგვარ საქმიანობაში, როგორც თავდაპირველად მე-
გონა ეს მაშინვე გამოჩნდა, როცა ყველაზე შესაფერისი ბე-
ბიაქალი მოაყვანინა. სხვანაირად რომ ვთქვა, სწორედ ისე-
თი, როგორიც ჩემთვის იყო საჭირო.
ეს დედაკაცი დახელოვნებული ჩანდა თავის ხელობაში -
მეანობაში, მაგრამ სხვა საქმეც იცოდა, რაშიც არ ჩამოუვარ-
დებოდა ქალთა უმრავლესობას, თუ არ სჯობდა კიდეც.
დიასახლისმა, ჩემთან რომ მოიწვია, უთხრა, ძალზე დარ-
დიანია და ამან ცუდი გავლენა მოახდინა მის ჯანმრთელობა-
ზეო. შემდეგ კი განაგრძო:
- მისის ბ.., მგონია, ამ ქალის უქეიფობა იმ სნეულებათა
რიცხვს ეკუთვნის, რაშიც თქვენ ასეთ მცოდნედ ითვლებით.
ამიტომ, თუ შეგიძლიათ რამით დაეხმაროთ, გთხოვთ, უშვე-
ლოთ, ღირსეული ქალია, - და ამ სიტყვებით ოთახიდან გავი-
და.
მის ნათქვამს ბევრი ვერაფერი გავუგე, მაგრამ, როგორც
კი მარტო დავრჩით, კეთილმა ბებიაქალმა დაწვრილებით
ამიხსნა რისი თქმაც უნდოდა.
- ქალბატონო, ალბათ ვერ ხვდებით, რა აქვს მხედველო-
ბაში თქვენს დიასახლისს, ხოლო როცა მიხვდებით, ნუ აგ-
რძნობინებთ ამას. ქალს მიაჩნია, რომ ზოგიერთი გარე-
მოების გამო, მშობიარობა თქვენთვის სამარცხვინოა და არ
გსურთ ეს საქმე გაახმაუროთ. ამის თაობაზე მეც არაფერს
210 მკითხველთა ლიგა
ვიტყვი, მაგრამ თუ პატივს დამდებთ და გამიმხელთ თქვენს
საიდუმლოებას იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა (რადგან
არავითარი სურვილი არა მაქვს სხვის საქმეებში ჩავყო ცხვი-
რი), მაშინ შეიძლება დახმარება აღმოგიჩინოთ, აღგიდგინოთ
სიმშვიდე და ბნელი აზრები გაგიფანტოთ.
ამ ქალის ყოველი სიტყვა ჩემთვის მალამო იყო, მამხნე-
ვებდა და სიმტკიცეს მმატებდა. ძარღვებში სისხლმა უფრო
სწრაფად იწყო დენა და თითქოს მთლიანად გარდავიქმენიო,
მადა მომივიდა, ამის შემდეგ მალე გამოვკეთდი კიდეც. ბე-
ბიაქალი დიდხანს მელაპარაკებოდა ამ საგანზე, შემდეგ და-
მარწმუნა, მასთან გულახდილი ვყოფილიყავი, და საზეიმოდ
აღმითქვა საიდუმლოს შენახვა. მერე მცირე ხანს გაჩუმდა,
მიცდიდა, რა შთაბეჭდილებას დატოვებდა ჩემზე მისი სიტყვე-
ბი და რას ვიტყოდი.
ასეთი ქალი ძალზე მჭირდებოდა, და მის წინადადებას რო-
გორ არ მივიღებდი. ვუპასუხე: ჩემი მდგომარეობა ნაწილობ-
რივ გამოიცანით, ნაწილობრივ - ვერა: რადგან მე გათხოვი-
ლი ქალი ვარ და მყავს ქმარი, თუმცა დღეს იგი ისე შორს
არის, რომ აქ ჩამოსვლა არ შეუძლია-მეთქი.
ბებიაქალმა სიტყვა შემაწყვეტინა და მითხრა, ეს სულაც
არ არის ჩემი საქმე. ყველა ქალი, რომელიც დახმარებას
მთხოვს, ჩემთვის ქმრიანია. ყოველ ბავშვს მამა ჰყავს, ხოლო
ეს მამა ქმარია თუ არა, მე სულაც არ მეხება. ჩემი საქმე ის
არის, რომ ამ მდგომარეობაში მყოფს გიშველოთ. ასეა, ქალ-
ბატონო, ისეთი ქმრის ყოლა, რომელსაც მოსვლა არ შეუძ-
ლია, სულერთია, უყოლობას უდრის, ამიტომაც ცოლი ხართ
თუ საყვარელი, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვსო.
მაშინვე მივხვდი, რომ ვინც უნდა ვყოფილიყავი - ხასა თუ
ქმრიანი ქალი, აქ მაინც ხასად გავსაღდებოდი. ამიტომ დავა
211 მკითხველთა ლიგა
აღარ გამიგრძელებია. ბებიაქალს ვუპასუხე: მართალი ხართ,
მაგრამ თუ მეკითხებით ჩემი მდგომარეობის ამბავს, მოვალე
ვარ სიმართლე გითხრათ-მეთქი. მოკლედ ვუამბე ყველაფე-
რი, როგორც იყო, და ჩემი მონათხრობი შემდეგი სიტყვებით
დავამთავრე:
- ასეთი წვრილმანებით მარტო იმიტომ არ გაწუხებთ, რომ
ეს თქვენთვის საინტერესოა. ნაკლებად მაღელვებს, გამჟღავ-
ნდება თუ დაიფარება ეს ამბავი. სიძნელე ის გახლავთ, რომ
აქ ნაცნობები არ მყავს.
- მესმის თქვენი, ქალბატონო, - მითხრა დედაკაცმა, ვხე-
დავ, არ შეგიძლიათ მოიყვანოთ თავდები პირი, რათა ასეთ
შემთხვევებში მოსალოდნელი სამრევლო ხელისუფალთა
ჩვეულებრივი დაკითხვა თავიდან აიცილოთ და შეიძლება
არც იცოდეთ, როგორ მოექცევიან მომავალ ბავშვს.
- უკანასკნელი - მივუგე, - პირველზე უფრო ნაკლებ მაწუ-
ხებს.
- რა გაეწყობა, ქალბატონო, იქნებ მე მენდოთ? - შემეკით-
ხა ბებიაქალი. - ამა და ამ ადგილას ვცხოვრობ, თუმცა თქვენ
შესახებ არაფერი მიკითხავს, ჩემზე შეგიძლიათ, ვისაც გნე-
ბავთ, ჰკითხოთ. ჩემი სახელია ბ.., ვცხოვრობ ამა და ამ ქუჩა-
ზე, - დაასახელა ქუჩა, - იქ, სადაც ფირნიში „აკვანი“ ჰკიდია,
ხელობით ბებიაქალი გახლავართ. ჩემს დაწესებულებაში
ბევრი მოდის სამშობიაროდ. ერთხელ და სამუდამოდ მოვე-
ლაპარაკე მრევლს, რომ იმ ჭერქვეშ მოვლენილთა ზრუნვას
ჩემს თავზე ვიღებ. თქვენთან ამ საქმეზე მხოლოდ ერთი შე-
კითხვა მაქვს, ქალბატონო, თუ ამაზე მიპასუხებთ, მაშინ ყვე-
ლა დანარჩენზე შეგიძლიათ სავსებით დამშვიდებული იყოთ.
მყისვე მივხვდი, რასაც გულისხმობდა, და მივუგე:

212 მკითხველთა ლიგა


- მგონი, მივხვდი. დაე, ამ მხარეში მეგობრები ნუ მეყოლე-
ბა, სამაგიეროდ, მადლობა ღმერთს, ფულის ნაკლებობას არ
განვიცდი, ყოველ შემთხვევაში, აუცილებელი ხარჯებისთვის,
თუმცა ჩემს თავს მდიდარს ვერ დავარქმევ, - დავუმატე იქვე,
რათა მისთვის ძალზე დიდი იმედი არ მიმეცა.
- სავსებით სწორია, ქალბატონო, - თქვა ბებიაქალმა, -
ასეთ შემთხვევაში უფულოდ ადამიანი ფონს ვერ გავა. და მა-
ინც, ახლავე დაინახავთ, რომ სულაც არ ვფიქრობ თქვენს გა-
ძარცვას ან რთულ მდგომარეობაში ჩაყენებას. მინდა ყველა-
ფერზე წინასწარ გაგაფრთხილოთ, რათა ანგარიში არ და-
კარგოთ. უხვი იქნებით თუ მომჭირნე, იმაზეა დამოკიდებუ-
ლი, რა უფრო მოგცემთ ხელს.
ვუპასუხე, როგორც გატყობთ, მშვენივრად გაიგეთ ჩემი
მდგომარეობა, მინდა მხოლოდ ერთი რამ გთხოვოთ: ფული
მართალია, საკმარისი მაქვს, მაგრამ გადაყრა მაინც არ შე-
მიძლია, ისე მოაწყვეთ საქმე, რომ შესაძლებლობისამებრ
ნაკლები ხარჯი გავწიო-მეთქი. დამპირდა ხარჯის რამდენიმე
ანგარიშის მოტანას, იმას ამოირჩევთ, რომელიც უფრო მოგე-
წონებათო. თანხმობა განვაცხადე.
მეორე დღეს სამი ანგარიში მომიტანა. აი, ასე გამოიყურე-
ბოდა თითოეული მათგანი.
გირვანქა-სტერლინგი, შილინგი, პენსი
1. ბინისა და კვებისთვის, სამი თვის განმავლობაში, კვი-
რაში ათი შილინგი 600
2. ძიძის შრომისთვის ერთი თვის განმავლობაში და საფე-
ნებისთვის110
3. მღვდელს ბავშვის მონათვლისთვის, ნათლიებს და მე-
დავითნეს1100
4. ვახშამი ნათლობისას ხუთი სულისთვის100
213 მკითხველთა ლიგა
ბებიაქალის შრომისა და შეთანხმებისთვის სამრევლო ხე-
ლისუფლებთან 330
მოსამსახურე გოგოსთვის 0100
-------------------------------
13130
ასეთი იყო პირველი ფორმა; მეორეში უფრო მაღალ შეფა-
სებას ვხვდებოდით:
1. ბინისა და კვებისთვის, სამი თვის განმავლობაში, კვი-
რაში ოცი შილინგი1300
2. ძიძის შრომისთვის ერთი თვის განმავლობაში თეთ-
რეულისა და მაქმანებისთვის 2100
3. მღვდელს ბავშვის მონათვლისათვის, და ა.შ. 2100
4. ვახშმისა და ტკბილეულისთვის 330
ჩემი შრომისთვის და ა.შ. 550
----------------------
2680
ასეთი იყო მეორე ფორმა.
მესამე უფრო მაღალი ტარიფი ითვალისწინებდა ისეთ შემ-
თხვევას, როდესაც ბავშვის მამა ან მშობიარის მეგობრები
ცხადდებოდნენ:
1. ბინისა და კვებისთვის, სამი თვის განმავლობაში, ორი
ოთახისა და სხვენისთვის მსახურის დასაწოლად 3000
2. ძიძის შრომისთვის ერთი თვის განმავლობაში და ყვე-
ლაზე თხელი ტილოს საფენებისთვის 440
3. მღვდელს ბავშვის მონათვლისთვის, და ა.შ. 2100
4. ვახშმისთვის უღვინოდ, ღვინო სტუმრებს მოაქვთ 600
ჩემი შრომისთვის და ა.შ. 10100
მოახლეს, მუდმივი მსახურის გარდა 0100
----------------------
214 მკითხველთა ლიგა
53140
დავხედე ამ სამ ანგარიშს, გამეღიმა და ბებიაქალს ვუთხა-
რი: თქვენი მოთხოვნა ზომიერად მიმაჩნია და ეჭვი არ მეპა-
რება, რომ კლიენტი ქალები ყოველმხრივ უზრუნველყოფი-
ლი გეყოლებათ-მეთქი.
დედაკაცმა მირჩია, ანგარიში ჯერ კარგად გადამეკითხა
და ჩემი აზრი შემდეგ გამომეთქვა. პასუხად მივუგე: სამწუხა-
როდ, იძულებული ვარ თქვენი ყველაზე იაფი მომსახურება
მივიღო-მეთქი.
- ამიტომაც ალბათ უფრო ცუდად მომივლით, ვიდრე სხვა
კლიენტებს, - დავუმატე.
- სრულიადაც არა, - მომიგო, - ჩემთან უმაღლესი შეფასე-
ბით ერთი ქალის ადგილას წევს ორი ქალი საშუალო და ოთ-
ხი დაბალი შეფასებით, ამიტომ ყველას იმდენს ვართმევ,
რამდენიც ეკუთვნით, მაგრამ თუ რამეში ეჭვი შეგეპარებათ,
მეგობრებიდან ვინმე გამომიგზავნეთ, ნახოს, კარგად გივლი-
ან თუ არა.
შემდეგ თავის ანგარიშზე დასძინა:
- პირველ ყოვლისა, თქვენს ყურადღებას, ქალბატონო, მი-
ვაქცევ იმას, რომ სამი თვის მომსახურებისთვის კვირაში
მხოლოდ ათ შილინგს მიხდით. დარწმუნებული ვარ, ჩემთან
კვება ძვირად არ მოგეჩვენებათ. არა მგონია, თქვენს ახლან-
დელ დიასახლისთან უფრო ნაკლები გიჯდებოდეთ.
- გარდა ამისა, - განაგრძო ბებიაქალმა, - თუ ბავშვი არ
შეგრჩებათ, როგორც ზოგჯერ ხდება ხოლმე, მღვდლის გა-
სამრჯელოს გადახდა საჭირო აღარ იქნება. იგივე შეიძლება
ითქვას ვახშმისთვის გასაწევ ხარჯზე, თუ დასაპატიჟებელი
არავინ გეყოლებათ. ისე, რომ ამ მუხლების გამოკლებით,

215 მკითხველთა ლიგა


მშობიარობა მხოლოდ ხუთი გირვანქითა და სამი შილინგით
მეტი დაგიჯდებათ, ვიდრე დღეს საცხოვრებლად გეხარჯებათ.
ამაზე გონივრული სიტყვა არასოდეს მსმენია. ღიმილით
ვუთხარი ბებიაქალს: მოვალ თქვენთან და თქვენი კლიენტი
ვიქნები, მაგრამ რამდენადაც მშობიარობამდე კიდევ ოთხ--
ნახევარი თვე დამრჩა, ამიტომ, შესაძლოა, თქვენთან სამ
თვეზე მეტხანს ვიყო. ამასთან მინდოდა გამეგო, ხომ არ
მაიძულებთ, თქვენი სახლი დანიშნულ ვადაზე ადრე
დავტოვო-მეთქი. არაო, მიპასუხა, ჩემთან საკმარისი ხალხი
ეტევა. გარდა ამისა, კლიენტებს არასოდეს ვეუბნები, სამშო-
ბიარო დატოვეთ-მეთქი, სანამ თვითონ არ გამოთქვამენ ამის
სურვილს. იმ შემთხვევაში, თუ ბევრი მშობიარეა, მეზობლები
მეხმარებიან; თუ საჭიროა, თუნდაც ოცი კაცის ადგილს და-
მითმობენო.
დავრწმუნდი, რომ ეს ქალი თავის საქმეში საკმაოდ გა-
მოცდილი იყო და გადავწყვიტე, მისი მომსახურებით მესარ-
გებლა. შემდეგ სხვა რამეზე დამიწყო ლაპარაკი. ჩემი ბინა
მოუხერხებლად მიიჩნია, ხოლო მომსახურება სრულიად
დაიწუნა და განაცხადა, ჩემთან ბევრად უკეთ მოეწყობით, სა-
ჩივლელი რა თქმა უნდა, არაფერი გექნებათო. ვუპასუხე, -
იმის შემდეგ, რაც ავად გავხდი და დიასახლისმა ჩემი ორსუ-
ლობა შეიტყო, რაღაც უცნაურად მიყურებს, ან შეიძლება მე
მგონია ასე. ამიტომაც ვშიშობ, რამე არ მოჩმახოს, რადგან
ჩემ შესახებ ერთობ ძუნწ ცნობებს ვაძლევ.
- ჩემო კარგო, - მითხრა დედაკაცმა, - თვითონ ამ ქალის-
თვის ამგვარი რამეები უცხო როდია. არაერთხელ უცდია
თქვენს მდგომარეობაში მყოფი ქალების მკურნალობა, მაგ-
რამ მრევლთან საერთო ენის გამოძებნა უჭირს. ამასთან, არც
ისეთი ქალბატონი ბრძანდება, როგორიც გგონიათ. მაგრამ
216 მკითხველთა ლიგა
რაკი წასვლას აპირებთ, ნუ წაეკინკლავებით, თვითონ ვიზრუ-
ნებ, უკეთ მოგიარონ, სანამ აქ ხართ, ეს კი თქვენგან დამატე-
ბით ხარჯს არ გამოიწვევს.
ამ დედაკაცს ბევრი ვერაფერი გავუგე, მაგრამ მადლობა
გადავუხადე და ერთმანეთს დავშორდით. მეორე დილით შემ-
წვარი ცხელ-ცხელი ვარია და ერთი ბოთლი ხერესი გამომიგ-
ზავნა. მსახურმა გოგომ გადმომცა მისი დანაბარები, სანამ
მანდ იმყოფებით, ყოველდღე ვიზრუნებ თქვენზეო.
ეს კი კეთილგანწყობილებისა და თავაზიანობის საუცხოო
გამოხატულება იყო და მეც მისი სამსახური ხალისით მივიღე.
საღამოს მოახლე ხელახლა გამომიგზავნა იმის გასაგებად,
რამე ხომ არ მინდოდა, და გოგოს დაუბარა, დილით მისული-
ყო მასთან სადილის წამოსაღებად. წასვლამდე მსახურს ნაბ-
რძანები ჰქონდა ჩემთვის შოკოლადი მოემზადებინა. ეს რომ
გეახელით, შუადღისას მომიტანეს ხბოს მკერდის ნაჭერი და
ერთი ჯამი წვნიანი. ამგვარად, ეს დედაკაცი შორიდან მივლი-
და. ძალზე კმაყოფილი ვიყავი და სწრაფადაც გამოვკეთდი,
რადგან ჩემი ავადმყოფობის მიზეზი შავბნელი აზრები იყო.
ვშიშობდი, რომ მსახური გოგო, რომელსაც ბებიაქალი
ჩემთან გზავნიდა, დრური-ლეინელი მეძავი არ გამომდგარი-
ყო, რასაც ჩვეულებრივად ასეთი ქალები წარმოადგენენ
ხოლმე, ამიტომაც მას დიდი ეჭვით ვუყურებდი, პირველ ღა-
მეს უფლებაც არ მივეცი ჩემთან დაეძინა, თვალს არ ვაშო-
რებდი, თითქოს წმინდა წყლის ქურდი ყოფილიყო.
ბებიაქალი მაშინვე მიმიხვდა და გოგო ხელმეორედ გამო-
მიგზავნა. მატყობინებდა, ეჭვი ნუ გეპარებათ ამ მსახურის პა-
ტიოსნებაში, მის საქციელზე პასუხს ვაგებ, რადგან ფრიად
საიმედო დახასიათების გარეშე მსახურებს არასოდეს ვიყვა-
ნო. მაშინ სავსებით დავმშვიდდი. მართლაც, ამ გოგოს საქ-
217 მკითხველთა ლიგა
ციელი აშკარად ლაპარაკობდა მის წესიერებაზე: ამაზე მორი-
დებული, წყნარი და კეთილი ზნის ქალიშვილი ძნელი წარმო-
სადგენი იყო. ასეთი დარჩა ბოლომდე.
როცა ისე გამოვკეთდი, რომ შინიდან გასვლა შემეძლო,
მაშინვე მსახურ გოგონასთან ერთად გავწიე იმ სახლის და-
სათვალიერებლად, სადაც უნდა გადავსულიყავი. აქ ყველა-
ფერი ისეთი მყუდრო და ფაქიზი მეჩვენა, რომ სათქმელი აღა-
რაფერი მქონდა, პირიქით, გაკვირვებულიც დავრჩი, რადგან
ასეთ უღიმღამო მდგომარეობაში მყოფი ამგვარ ფუფუნებას
სულაც არ მოველოდი.
მკითხველი შეიძლება იმ ქალის ბნელი საქმეების დაწვრი-
ლებით აღწერას უცდის, ვის ხელშიც ჩავიგდე თავი. მაგრამ,
ვფიქრობ, თუ გავამჟღავნე, რამხელა შვებას გრძნობს ქალი
უკანონოდ ჩასახული ბავშვის მოშორებით, ჩემი ნაამბობი
მხოლოდ უზნეობის წამქეზებელი იქნება. სახლის უფროსის
ზრუნვა სულ სხვადასხვაგვარი იყო. სხვათა შორის, როცა
ბავშვი იბადებოდა, თუნდაც არა მის სახლში (ხშირად კერძო
ბინებშიც იწვევდნენ ხოლმე), მის განკარგულებაში ყოველ-
თვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მცირედი გასამრჯელოს
ფასად მყისვე ათავისუფლებდნენ ბავშვისგან დედასაც და
მრევლსაც. როგორც ეს დედაკაცი ამბობდა, ამ ბავშვებზეც
კარგად ზრუნავდნენ. თუ რა ბედი ეწეოდათ მათ, - ასეთი ბავ-
შვების რიცხვი კი, მისი სიტყვით, არც ისე მცირე იყო, - ბებია
ქალის ნაამბობით ჩემთვის სრულიად გაუგებარი დარჩა.
ამ საგანზე მასთან ბევრჯერ ჩამოვაგდე სიტყვა. მაგრამ მუ-
დამ თავს იმართლებდა და აცხადებდა: სიცოცხლეს ვუნარჩუ-
ნებ მრავალ უცოდველ კრავს, - როგორც ის ამბობდა, - რომ-
ლების საპირისპირო შემთხვევაში დახრჩობას არ ასცდებოდ-
ნენ, და აგრეთვე ბევრ ქალს, რომლებიც განწირულ მდგომა-
218 მკითხველთა ლიგა
რეობაში საკუთარი ბავშვების მოსპობას შეეცდებოდნენ,
რისთვისაც სახრჩობელას ვერ გადაურჩებოდნენ. დავეთან-
ხმე, მართალი ხარ-მეთქი, ეს საქმე ქების ღირსია, ოღონდ მე-
რე საბრალო ბავშვები კარგ ხელში მოხვდნენ, ძიძებმა არ
დაჩაგრონ, შიმშილით არ დახოცონ და უყურადღებოდ არ
დატოვონ-მეთქი. მომიგო: ამას მუდამ დიდ ყურადღებას ვაქ-
ცევ, ჩემი ყველა ძიძის პატიოსნება შემოწმებულია და მათი
ნდობა სავსებით შესაძლებელიაო.
სათქმელი აღარაფერი მქონდა და მხოლოდ აღვნიშნე:
- ქალბატონო, მცირედი ეჭვიც არ მეპარება, რომ კეთილ-
სინდისიერად იქცევით, მაგრამ რა საქმიანობას ეწევა თქვენი
ხალხი? ეს ყველაზე მეტად მაინტერესებს.
ბებიაქალმა პასუხის ნაცვლად დამამშვიდა, თანაც დასძი-
ნა, ეს ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავიაო.
ერთადერთი, რაც არცთუ ისე მომეწონა მის ლაპარაკში,
იყო ის, რომ ერთხელ, როდესაც ჩემს ორსულობაზე ჩამომიგ-
დო სიტყვა, გაკვრით მითხრა: თუ მოისურვებთ, მშობიარობას
დაგიჩქარებთ, ან, ქარაგმებს თავი რომ დავანებოთ, შემიძ-
ლია მუცელი მოგიშალოთ, თუკი გინდათ ასეთი გზით ბოლო
მოვუღოთ თქვენს ტანჯვასო. მაგრამ მე მყისვე გავაგებინე,
ამგვარ სისაძაგლეზე ფიქრიც კი არ მინდა-მეთქი. ამის შემ-
დეგ დედაკაცმა ისე ოსტატურად წარმართა საუბარი, რომ
ვერ ვიტყვი, მართლა მთავაზობდა ამ საზიზღრობას, თუ მხო-
ლოდ დამანახვა იგი, როგორც საშინელი რამ. ისე ეშმაკურად
ჩამოაყალიბა თავისი სათქმელი და ისე სწრაფად დაიჭირა
ჩემი აზრი, რომ გადათქმაც კი ვერ მოვასწარი, სანამ ბოლომ-
დე ავუხსნიდი, რაც მინდოდა.
ჩემი მოთხრობის ეს ნაწილი შესაძლებლობისამებრ რომ
შევამოკლო, ვიტყვი მხოლოდ: მივატოვე ჩემი ბინა სენტ-ჯონ-
219 მკითხველთა ლიგა
სტრიტზე და გადავბარგდი ახალ დედამძუძესთან, როგორც
მას ყველა ეძახდა იმ დაწესებულებაში. მართლაც მასთან
შევხვდი ისეთ ზრდილობიან მოპყრობას, ისეთ მზრუნველურ
მოვლას, თანაც იქ ყველაფერი ისე მომეწონა, რომ ძალზე
განცვიფრებული დავრჩი. თავდაპირველად ვერ გამეგო, რა
ხეირს ხედავდა აქედან ჩემი დედამძუძე; მაგრამ თანდათან
დავრწმუნდი, იგი არც ცდილობდა, გამორჩენა ჰქონოდა თა-
ვისი კლიენტებისგან (ბევრის გამორთმევას, სულერთია,
ვერც შეძლებდა), შემოსავალს სხვა საშუალებით იღებდა,
ამასთან, შემიძლია დაგარწმუნოთ, კარგა ბლომადაც, რად-
გან ძალზე ბევრი სამუშაო ჰქონდა შინაც და ქალაქშიც, ამას-
თან ფრიად საფრთხილო საქმეში, ან, მდაბიურად რომ
ვთქვათ, გარყვნილების დარგში.
მის სახლში ჩემი ოთხი თვის ყოფნის მანძილზე ამ დედა-
კაცმა დახმარება აღმოუჩინა მსუბუქი ყოფაქცევის ოცამდე
ქალს თავის ბინაზე და, რამდენადაც მახსოვს, კიდევ ოცდათ-
ხუთმეტს ქალაქში უწევდა მზრუნველობას. მათ შორის ერთი
ჩემს ყოფილ დიასახლისთან ცხოვრობდა სენტ-ჯონ-სტრიტზე,
სწორედ იმასთან, ვისაც ჩემთან ასე ქედმაღლურად ეჭირა
თავი.
ეს გახლდათ ჩვენი საუკუნის მზარდი უზნეობის ყველაზე
ნათელი დადასტურება, და მიუხედავად წარსულში ჩადენილი
ყველა ჩემი ცუდი საქციელისა, მაინც ღრმად შეძრწუნებული
ვიყავი. საშინელი ზიზღით გავიმსჭვალე იმ ადგილისადმი, სა-
დაც ვიმყოფებოდი, განსაკუთრებით კი ჩემი დედამძუძის
კლიენტურის მიმართ. მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ამ სახ-
ლში ჩემი ყოფნის მანძილზე არასოდეს მინახავს და, ვფიქ-
რობ, არც შემეძლო მენახა, სულ მცირედი უხამსობაც კი.

220 მკითხველთა ლიგა


ჩვენთან არც ერთი მამაკაცი არ ამოუშვიათ, ცოლებთან
მოსული ქმრების გარდა, ისიც დედამძუძის თანხლებით, რო-
მელიც სასტიკ თვალყურს ადევნებდა, რომ მის დაწესებულე-
ბაში ერთი მამაკაციც კი არ მიჰკარებოდა ქალს, თუნდაც ეს
საკუთარი ცოლი ყოფილიყო, და არამც და არამც უფლებას
არ აძლევდა მამაკაცებს, ღამე გაეთიათ იქ, თვით ცოლებთა-
ნაც კი.
- ნაკლებად მაწუხებს, - მითხრა მან, - რამდენი ბავშვი იბა-
დება ჩემს სახლში, მთავარი ისაა, ბავშვები აქ არ აკეთონ. -
შეიძლება იმაზე მეტ სისასტიკესაც იჩენდა, ვიდრე ეს საჭირო
იყო. აქვე მინდა ვთქვა, რომ შეცდომის დაშვება უკეთესი იქ-
ნებოდა ამ მხრივ, თუ აქ, საერთოდ, შეცდომაზე შეიძლება
ლაპარაკი, ვიდრე პირიქით. მისი სახლის რეპუტაცია ამით
მხოლოდ იგებდა. იმის გამო, რომ იგი დაცემულ ქალებს დახ-
მარების ხელს უწვდიდა, არავის შეეძლო მისთვის ბრალის
დადება, ქალებს გარყვნილების გზაზე დადგომაში ხელს უწ-
ყობსო. სინამდვილეში კი ცუდ საქმიანობას მაინც ეწეოდა.
ამ დედაკაცთან ყოფნის დროს, ჯერ კიდევ მშობიარობამ-
დე, ჩემი საბანკო რწმუნებულისგან მივიღე გრძნობით აღსავ-
სე წერილი, სადაც დაჟინებით მთხოვდა ლონდონში დაბრუ-
ნებას. წერილმა ჩემამდე თითქმის ორი კვირის შემდეგ მოაღ-
წია, რადგან ჯერ ლანკაშირში გაეგზავნათ, იქიდან კი - ჩემ-
თან. ჩემი მეგობარი წერილს იმით ამთავრებდა, რომ მაცნო-
ბებდა: შევძელი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება,
მზად ვარ დანაპირები შევასრულო, თუ თქვენც თანახმა ხარ-
თო. ამას მოსდევდა სიყვარულისა და ერთგულების ფიცი,
რისგანაც ალბათ თავს შეიკავებდა, რომ სცოდნოდა, რა
მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და რა მცირედ ვიმსახურებდი
ამას.
221 მკითხველთა ლიგა
პასუხი დავწერე და შიკრიკის ხელით გავგზავნე. მოსულ
კონვერტზე ლივერპული აღვნიშნე, თითქოს იგი გაგზავნილი
იყო ჩემი ერთ-ერთი ლონდონელი მეგობარი ქალისთვის.
ჩემს რწმუნებულს თავისუფლებას ვულოცავდი, მაგრამ მცი-
რეოდენ ეჭვსაც გამოვთქვამდი ახალი კანონიერი ქორწინე-
ბის თაობაზე და ვურჩევდი, კარგად აეწონ-დაეწონა, სანამ
რამეს გადაწყვეტდა, რადგან ამგვარ ნაბიჯს, - ვუმტკიცებდი, -
ისეთი სერიოზული შედეგი მოსდევს, რომ გონიერ მამაკაცს
არ მართებს მისი აჩქარებით გადადგმა-მეთქი. წერილის ბო-
ლოს ყოველგვარ სიკეთეს ვუსურვებდი, სულერთია, რა გა-
დაწყვეტილებასაც მიიღებდა, მაგრამ საკუთარ ზრახვებს არ
ვუზიარებდი და არავითარ პასუხს არ ვაძლევდი ლონდონში
მიპატიჟებაზე, გაურკვევლად ნათქვამი ორიოდე სიტყვის
გარდა - წელიწადის დამლევს იქნებ როგორმე ჩამოვიდე--
მეთქი. მაშინ აპრილი იყო.
მაისის შუა რიცხვებში ვიმშობიარე, ქვეყანას მოვუვლინე
კიდევ ერთი ლამაზი ბიჭი. ამასთან, თავს მშვენივრად
ვგრძნობდი, როგორც ყოველი მშობიარობის შემდეგ. ჩემმა
დედამძუძემ ბავშვს ისეთი ოსტატობითა და გასაოცარი ყუ-
რადღებით დაუწყო მოვლა, რაც არ გამოუჩენია არც ერთ ბე-
ბიაქალს, ვისთანაც ოდესმე მქონია საქმე.
მშობიარობის შემდეგ ისე ზრუნავდა ჩემზე, რომ დედაც კი
ვერ შეძლებდა ამას. მაგრამ დაე, ამ გაქნილი დედაკაცის ხე-
ლობა ნურავის წააქეზებს ცოდვის ჩადენისთვის, რადგან იგი
უკვე სააქაოს აღარ არის და არაფერი დაუტოვებია ისეთი,
რაც მის დაწესებულებას შეიძლებოდა გასტოლებოდა.
მშობიარობის შემდეგ კიდევ ოციოდე დღე გავიდა და ჩემი
მეგობრისგან კვლავ მივიღე წერილი, რითაც მატყობინებდა,
საბოლოოდ მოვახერხე გაყრა, რაც უკვე გამოვუცხადე ჩემს
222 მკითხველთა ლიგა
ცოლს; ახალი ქორწინების შესახებ თქვენს ყოველგვარ ეჭვზე
ისეთ პასუხს მოგცემთ, როგორსაც ალბათ არ მოელით, ხო-
ლო მე სულაც არ მინდოდა ეს მომხდარიყოო. ჩემმა ცოლმა,
რომელიც ახლა თავის საქციელს ინანიებდა, როგორც კი
გაიგო, გაყრას მივაღწიე, იმავე ღამეს თავი მოიკლაო.
გულახდილად აღიარებდა, ამ უბედურებამ ფრიად დამამ-
წუხრა, მაგრამ სამართლიანად მოვიქეცი, აშკარა შეურაც-
ხყოფისა და მოტყუებისთვის სასამართლოს რომ მივმართეო.
თუმცა მაინც ძალზე ვნაღვლობ ამ ადამიანის სიკვდილს და
თავს მხოლოდ თქვენი დაბრუნებითა და ჩემთან შეხვედრით
ვინუგეშებო. წერილის ბოლოში კი მემუდარებოდა, დავპირე-
ბოდი ლონდონში ჩასვლას და მის ნახვას, მაშინ ამ საგანზე
ლაპარაკს ადვილად მოვახერხებთო.
მიღებულმა ცნობამ ძალზე დამამწუხრა, სერიოზულად და-
ვიწყე იმაზე ფიქრი, თუ რამხელა უბედურება იქნებოდა ჩემ-
თვის ბავშვით ხელში დარჩენა. წესიერად არც კი ვიცოდი, რა
გზას დავდგომოდი. ბოლოს დედამძუძეს ბუნდოვნად, გადაკ-
ვრით ვაცნობე ჩემი ამბავი. რამდენიმე დღე ძლიერ მოწყენი-
ლი ვიყავი და იგი შეკითხვებით არ მასვენებდა, რა მოგივიდა-
თო. არაფრის დიდებით არ შემეძლო მეთქვა მისთვის, რომ
ცოლობა მთხოვეს, იმის შემდეგ, რაც მუდმივად გავიძახოდი,
ქმარი მყავს-მეთქი. მოკლედ რომ ვთქვა, არ ვიცოდი, თავი
რა ქვისთვის მეხალა. მხოლოდ იმაში გამოვუტყდი, საშინ-
ლად მაწვალებს ერთი რამ, მაგრამ ამ საიდუმლოებას ვერა-
ვის გავუზიარებ-მეთქი.
ჩემს გამოტეხას კიდევ რამდენიმე დღე ცდილობდა, მაგ-
რამ ვუთხარი, საიდუმლოს ვერავის გავანდობ-მეთქი. იმის
ნაცვლად, რომ ასეთი პასუხით დაკმაყოფილებულიყო, ჩემი
დედამძუძე უფრო მეტად შემომიჩნდა. მიმტკიცებდა, ჩემთვის
223 მკითხველთა ლიგა
ათასგვარი საიდუმლოება გაუნდვიათო. მეც ვუხსნიდი, საკუ-
თარი ინტერესები მოითხოვს არ გავამჟღავნო, ვინაიდან გამ-
ჟღავნება ჩემი დაღუპვა იქნება-მეთქი. შემეკითხა: ოდესმე გა-
გიგონიათ, სხვის საქმეებზე კრინტი დამეძრას, ანდა შეგიძ-
ლიათ ჩემზე ეჭვი მოიტანოთო? გინდ მე გამენდეთ და გინდ
სამარეს - სულერთია. მკვდარივით ჩუმად ვიქნები. რაღაც მე-
ტისმეტად უჩვეულო შემთხვევა უნდა იყოს, დახმარება რომ
ვერ მოვახერხოო. საიდუმლოების შენახვა კი ნიშნავს, დახმა-
რების ყოველგვარი იმედი გადაიწყვიტოთ და მეც მომისპოთ
საშუალება სამსახური გაგიწიოთ, რითაც შემიძლიაო. ერთი
სიტყვით, მისი მჭერმეტყველება ისეთი მტკიცე იყო, ხოლო
დარწმუნების ძალა ისეთი დიდი, რომ მისგან რამის დამალვა
შეუძლებელი ხდებოდა.
და აი, გადავწყვიტე მისთვის გული გადამეშალა. მოვუყევი
ლანკაშირში ჩემი ქორწინების ამბავი და ის, თუ რა სასოწარ-
კვეთილებაში ჩავვარდით ორივენი. როგორ დავიწერეთ ჯვა-
რი და როგორ გავშორდით. როგორ გამათავისუფლა ქმარმა
ყოველგვარი მოვალეობისგან, რამდენადაც ეს მის ხელში
იყო, და სრული თავისუფლება მომცა ხელახლა გავთხოვი-
ლიყავი, თანაც დამიფიცა, პასუხი არასოდეს მოეთხოვა, არ
შევეწუხებინე და ეს ამბავი არ გაეხმაურებინა. ვუთხარი, მარ-
თალია, თავისუფალი ვარ, მაგრამ მაინც მეშინია შედეგის,
რაც გახმაურებას შეიძლება მოჰყვეს-მეთქი.
შემდეგ დედამძუძეს ვუამბე, თუ რა კარგი წინადადება მი-
ვიღე. ვუჩვენე ჩემი მეგობრის წერილი, ასე დაჟინებით რომ
მეპატიჟებოდა ლონდონში, მაგრამ დავუმალე მისი სახელი
და გვარი, აგრეთვე ცოლის თვითმკვლელობის ამბავი, ვუთ-
ხარი, მოკვდა-მეთქი.

224 მკითხველთა ლიგა


დედამძუძეს გაეცინა ჩემს ეჭვზე, რომელიც ახალ ქორწი-
ნებას შეეხებოდა, თანაც დააყოლა, ის ქორწინება კი არა,
ნამდვილი მოტყუება ყოფილაო, და რაკი ურთიერთშეთანხმე-
ბით დაშორებიხარ, თქვენ შორის დადებული ხელშეკრულება
გაუქმებულად ითვლება და ორივენი თავისუფლები ხართ ერ-
თმანეთის წინაშე ყოველგვარი ვალდებულებისგანო. მტკიცე-
ბებს პანტაპუნტით ისროდა; ბოლოს სავსებით დამარწმუნა,
რაშიც არც ისე მცირე დახმარება გაუწევია მისი საბუთების
დამთხვევას ჩემს საიდუმლო სურვილთან.
მაგრამ ამ სურვილის განხორციელების მთავარი და ყვე-
ლაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი მიზეზი ბავშვი იყო.
დედამძუძემ მითხრა, საჭიროა თავიდან მოიშორო იგი, ამას-
თან ისე, რომ ამქვეყნად არავის შეეძლოს მისი პოვნაო. კარ-
გად მესმოდა, რომ ქორწინებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იქნებო-
და, თუ არ დავმალავდი ბავშვის არსებობას, რადგან ჩემი
ქმარი ადვილად გაიგებდა ბავშვის ასაკის მიხედვით, რომ იგი
დაიბადა, უფრო მეტიც, ჩაისახა მასთან ჩემი მოლაპარაკების
შემდეგ, და ყველაფერი ჩამიფლავდებოდა.
მაგრამ აზრი, რომ ჩემს პირმშოს სამუდამოდ უნდა დავშო-
რებოდი, რომ, შესაძლოა, მოეკლათ ან მზრუნველობას მოკ-
ლებული დაავადებულიყო და მომკვდარიყო (კაცმა რომ
თქვას, აქ დიდი განსხვავება არც არის), - ეს აზრი გულს მი-
თუთქავდა, შიშის ზარს მცემდა. დაე, ყველა ქალმა იცოდეს,
რომ თავისი ბავშვის „მოწყობით“, როგორც ამბობენ ხოლმე,
განზრახ მკვლელობას სჩადის, რომ ეს, ძალზე ლმობიერად
რომ ვთქვათ, საკუთარი ბავშვის დაუსჯელად მოსპობის სა-
შუალებაა.
ყველასთვის, ვისაც რამე გაეგება ბავშვებში, ნათელია,
რომ ისინი ქვეყნად უმწეონი იბადებიან, და არა მარტო სა-
225 მკითხველთა ლიგა
შუალება არა აქვთ თავიანთი მოთხოვნილება დაიკმაყოფი-
ლონ, არამედ რამე თქვან კიდეც ამის თაობაზე, და რომ, დახ-
მარებას მოკლებულთ, დაღუპვა არ ასცდებათ. შველა აუცი-
ლებელია, იქნება ეს დედისა თუ ვინმეს მხრიდან, მთავარია,
რომ იგი მზრუნველობით აღსავსე და გულთბილი იყოს. ამის
გარეშე ახალდაბადებულთა ნახევარი დაიხოცება, თუნდაც
კვებას არ აკლებდნენ, ხოლო დანარჩენი ხეიბარი და
ჭკუანაკლები, უხელო ან უფეხო გაიზრდება, ზოგჯერ კი სულე-
ლიც გამოვა. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, ბუნებამ დედას
ბავშვის სიყვარული შთაუნერგა. მარტო ეს გრძნობაც კი,
ურომლისოდაც ბავშვის აღზრდა შეუძლებელია, აიძულებს
დედას, დაუღალავად იშრომოს და იზრუნოს მასზე.
და რადგანაც ბავშვები მოუვლელად ვერ იცოცხლებენ,
ამიტომაც თუ ზრუნვა დავაკელით ან მოვუსპეთ, ეს იგივეა,
ჩვენივე ხელით რომ დავხოცოთ. მართლაც, ბავშვის ჩაგდება
ისეთი ადამიანების ხელში, რომელთა გულებისთვის ბუნებას
სიყვარულის ეს აუცილებელი გრძნობა არ მიუნიჭებია, ნიშ-
ნავს, ბედის ანაბარა მივატოვოთ იგი. მაგრამ ეს ცოტაა. ზო-
გიერთი მშობელი ბავშვს სრულიად მიაგდებს ხოლმე, სუ-
ლერთია, მოკვდებაო! მაგრამ ბავშვი ცოცხალიც რომ დარ-
ჩეს, მისი დედა მაინც მკვლელია, რადგან თავისი პირმშოს
სიკვდილი უნდოდა.
ყოველივე ეს გონებაში ყველაზე საშინელი სახით წარმო-
მიდგა. და რადგან ძალზე გულახდილი ვიყავი დედამძუძეს-
თან, რომელსაც უკვე დედას ვეძახდი, ამიტომ გავანდე მას
ყველა ეს საფრთხე, მოსვენებას რომ არ მაძლევდა, ვუამბე
ჩემი სასოწარკვეთილების შესახებ. ამან, ეტყობა, უფრო მე-
ტად შეაცბუნა, ვიდრე ჩემმა წინა აღიარებამ. იმდენად გაუქვა-
ვა გული ასეთმა ამბებმა, რომ ვერც სარწმუნოება, ვერც
226 მკითხველთა ლიგა
მკვლელობა მასში ვეღარ იწვევდა სინდისის ქენჯნას, ასევე
ვერ ახდენდა მასზე გავლენას გრძნობის ყოველგვარი გამოვ-
ლინება. შემეკითხა: განა მშობიარობის დროს არ გივლიდით
და არ გპატრონობდით, როგორც საკუთარ შვილსო?
მართალია-მეთქი, მივუგე.
- ხოლო როცა ჩემგან წახვალთ, ჩემო კარგო, - მითხრა, -
თქვენთან რაღა უნდა მესაქმებოდეს? რატომ უნდა ვიდარდო,
თუ, ვთქვათ, ჩამოგახრჩვეს? ნუთუ ფიქრობთ, რომ ქვეყნად
არ არიან ისეთი ქალები, რომლებიც ბავშვებს მშობელ დედა-
ზე უარესად არ უვლიან, ზოგჯერ კი უკეთესადაც, თუმცა ამ
საქმით მხოლოდ ლუკმაპურს შოულობენ? კარგი ერთი, ჩემო
ბავშვო, ნუ გეშინიათ! იცით კი, თავად ჩვენ როგორ გვზრდიდ-
ნენ? ნუთუ დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ დედათქვენი
გირწევდათ აკვანს? ამის მიუხედავად, ხედავთ, როგორი ფუნ-
თუშა და მოხდენილი ხართ, - ამბობდა ეს ბებერი კუდიანი და
ლოყაზე ხელს მითათუნებდა. - დამშვიდდით, ჩემო კარგო, -
განაგრძო იმავე ხუმრობის კილოთი, - დაქირავებულ მკვლე-
ლებს არ ვინახავ. ჩემთან მსახურობენ ყველაზე უკეთესი ძი-
ძები, რომელთა ხელში იმაზე მეტი ბავშვი არ იღუპება, ვიდრე
დედების კალთაში. აქ ჩვილებს ზრუნვა და მოვლა სრუ-
ლიადაც არ აკლიათ.
მისი სიტყვები გულში ლახვარივით მომხვდა, როცა შემე-
კითხა, დარწმუნებული კი ხართ, რომ აკვანს დედა გირწევდა-
თო? მე სწორედ საწინააღმდეგო აზრში ვიყავი დარწმუნებუ-
ლი და ამის გაგონებაზე მკვდრისფერი დამედო.
ეს დედაკაცი ჯადოქარი ხომ არ არის, - გავიფიქრე, - ეშმაკ-
თან ხომ არ ჰქონია საქმე ამ ოჯახქორს, მხოლოდ მისგან თუ
შეიტყობდა, ვინ ვიყავი, ვიდრე ამას თვითონვე შევიგნებდი. -
შეშინებულმა შევხედე, მაგრამ კარგად მოვისაზრე, რომ მას
227 მკითხველთა ლიგა
არაფრით შეეძლო ჩემზე რაიმე ცნობის მიღება, დავმშვიდდი
და თავი შევიკავე.
მოხუცმა შენიშნა ჩემი შეცბუნება, მაგრამ მიზეზი ვერ
გაიგო და განაგრძო დაუსრულებელი მსჯელობა ჩემი შიშის
უსაფუძვლობაზე, თითქოს ბავშვები დედის გარეშე დაიღუპე-
ბოდნენ. ყველანაირად მარწმუნებდა, ბავშვები, რომლებსაც
გასაზრდელად ვაძლევ სხვებს, ისეთივე ზრუნვით არიან გა-
რემოსილნი, როგორც მშობელი დედის ხელშიო.
- შეიძლება მართალიც იყოს, დედა, - ვუთხარი, - მაგრამ
დაეჭვების მიზეზი მაინც მაქვს.
- კარგი, აბა, თქვენი მიზეზები დამისახელეთ.
- აი, პირველი, - მივუგე. - თქვენს ხალხს საფასურს ვუხ-
დით იმისთვის, რომ ისინი მშობლებისგან მიბარებულ ბავშვს
უვლიან, სანამ ჩვილი ცოცხალია. მაგრამ, ხომ ვიცით, რომ ეს
ღატაკი ხალხია და მათთვის ხელსაყრელია, ასეთი ტვირთი
რაც შეიძლება მალე მოიშორონ თავიდან. და თუ მათთვის სა-
ხეიროა ბავშვის სიკვდილი, მაშინ განა შეიძლება ეჭვი არ და-
გებადოს, რომ მის მოვლაზე თავს მაინცდამაინც არ აიტკივე-
ბენ?
- სისულელეა! - მიპასუხა მოხუცმა. - გეუბნებით, რომ ამ
ხალხისადმი ჩემი ნდობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა
მდგომარეობაში არიან ბავშვები, ისინი კი ისე უვლიან, რო-
გორც არც ერთი მშობელი დედა არ მოუვლის.
- ოჰ, დედა, - წამოვიძახე, - ოდნავ დარწმუნებულიც რომ
ვიყო, ჩემს ბავშვს ზრუნვას არ მოაკლებენ და კეთილსინდი-
სიერად მოუვლიან, ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ ამას მაშინ
დავიჯერებ, თუ საკუთარი თვალით ვიხილავ. ბავშვის სანახა-
ვად მისვლა კი ჩემს ახლანდელ მდგომარეობაში თავის და-
ღუპვას ნიშნავს, და აი, არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
228 მკითხველთა ლიგა
- კარგი საქმეა! - თქვა დედამძუძუმ. - გინდათ ბავშვი ნა-
ხოთ კიდევაც და არც ნახოთ. დამალვაც გსურთ და თავის
გამჟღავნებაც, ყველაფერი ერთად შეუძლებელია, ჩემო კარ-
გო, მოგიწევთ სხვა ნამუსიანი დედების მაგალითისამებრ მო-
იქცეთ და დაკმაყოფილდეთ იმით, რაც ყოველთვის კეთდება
ასეთ შემთხვევებში, თუმცა ეს თქვენ არ მოგწონთ.
მივხვდი, ვის გულისხმობდა, როცა ეს, „ნამუსიანი დედები“
ახსენა. დედაკაცს უნდოდა ეთქვა, ნამუსიანი კახპებიო, მაგ-
რამ ჩემი წყენინება არ მოისურვა. რაც შემეხება მე, ამ შემ-
თხვევაში კახპა კი არ გახლდით, არამედ კანონიერი ცოლი,
თუ ჩემი უკანასკნელი ქორწინება კანონიერად ჩაითვლებო-
და.
მაგრამ ვინც უნდა ვყოფილიყავი, გული ჯერ ისე არ გამ-
ქვავებოდა (რაც ასე ახასიათებთ ამ ყაიდის ქალებს), რომ ჩე-
მი სისხლისა და ხორცის ბედს არ შევეწუხებინე. ჩემი დედობ-
რივი გრძნობა იმდენად ძლიერი იყო, რომ მზად გახლდით,
უარი მეთქვა ბანკელი მეგობრისთვის, რომელიც ისეთი დაჟი-
ნებით მთხოვდა დაბრუნებას და ცოლად გაყოლას, რომ თით-
ქმის შეუძლებლად მეჩვენებოდა მისთვის უარის თქმა.
ბოლოს დედამძუძე მოვიდა ჩემთან და ჩვეული დამაჯე-
რებლობით მითხრა:
- აი, ჩემო კარგო, მოვიფიქრე საშუალება, რომელიც შე-
საძლებლობას მოგცემთ გული დამშვიდებული გქონდეთ
თქვენ ბავშვის კარგი მოვლის გამო, ამავე დროს მის მოსავ-
ლელად დანიშნული პირები ვერასოდეს გაიგებენ, რომ
თქვენ მისი დედა ხართ.
- ოჰ, დედა, თუ ამას გამიკეთებთ, სამარის კარამდე თქვენ-
გან დავალებული ვიქნები.

229 მკითხველთა ლიგა


- კარგი, - მითხარი. - თანახმა ხართ თუ არა, გაიღოთ
წლიურად ცოტა მეტი ხარჯი იმ თანხასთან შედარებით, რასაც
ჩვეულებრივად იხდიან ხოლმე ასეთი შეთანხმების დროს?
- რა თქმა უნდა, - მივუგე, - მზად ვარ გადავიხადო, ოღონდ
კი არავინ იცოდეს ეს ამბავი.
- შეგიძლიათ დამშვიდებული იყოთ. ძიძა ვერასოდეს გაბე-
დავს, თქვენი ვინაობა იკითხოს. წელიწადში ერთხელ ან ორ-
ჯერ ჩემთან ერთად ინახულებთ თქვენს პირმშოს და საკუთა-
რი თვალით დარწმუნდებით, თუ რა სანდო ხელშია. ამასთან,
თქვენს ვინაობას ვერავინ გაიგებს.
- და თქვენ ფიქრობთ, ბავშვის მონახულებისას ძალა მე-
ყოფა დავმალო, რომ მისი დედა ვარ? გგონიათ, ეს შესაძლე-
ბელია?
- კიდეც რომ თქვათ, ძიძა არასოდეს შეამჩნევს ამას. მას
აეკრძალება თქვენზე რამე იკითხოს და ყურადღება მოგაქცი-
ოთ, ხოლო თუ ასე მოიქცა, თქვენ მიერ გადახდილ ფულს და-
კარგავს და ბავშვსაც წაართმევენ.
ამ წინადადებით აღტაცებაში მოვედი. და აი, ერთი კვირის
შემდეგ ჰარტფორდიდან მომიყვანეს გლეხის ქალი, რომე-
ლიც დაგვთანხმდა ათ გირვანქა სტერლინგად მოევლო ჩვი-
ლისთვის. ხოლო იმ პირობით, რომ წელიწადში კიდევ ხუთ
გირვანქას მივცემდი, კისრულობდა ყოველი ჩვენი მოთხოვ-
ნილებისამებრ მოეყვანა ბავშვი ჩემს დედამძუძესთან, ანდა
ჩვენთვის მოეცა უფლება, მივსულიყავით და გვენახა, კარგად
უვლიდა თუ არა.
ეს იყო ჯანმრთელი და სასიამოვნო გარეგნობის ქალი, უბ-
რალო გლეხის ცოლი, მაგრამ კარგად ჩაცმული და ძალზე
ფაქიზი. დამძიმებული გულითა და ცხარე ცრემლებით მივეცი
ბავშვის წაყვანის უფლება, თვითონ ჩავედი ჰარტფორდში
230 მკითხველთა ლიგა
იმის გამოსარკვევად, თუ როგორ ცხოვრობდა ეს ქალი. ყვე-
ლაფერი ძალიან მომეწონა. ბევრ საჩუქარს დავპირდი, თუ
ბავშვს ალერსიანად მოეპყრობოდა. პირველი სიტყვიდანვე
მიხვდა, რომ ჩვილის დედა ვიყავი. მაგრამ ისეთ მიყრუებულ
ადგილას ცხოვრობდა, ამასთან ისე იკავებდა თავს შეკითხვე-
ბისგან, რომ დავრწმუნდი, არავითარი საფრთხე არ მომელო-
და. მოკლედ რომ მოგახსენოთ, ბავშვის დატოვებაზე თან-
ხმობა განვუცხადე. მივეცი ათი გირვანქა სტერლინგი, უფრო
სწორად, მას კი არა, ჩემს დედამძუძეს, რომელმაც ფული ჩე-
მი თანდასწრებით ძიძას გადასცა. გლეხის ქალი დამპირდა,
არასოდეს დაებრუნებინა ჩემთვის ბავშვი და მისი რჩენისა და
აღზრდისთვის დამატებითი გასამრჯელო არ მოეთხოვა. დავ-
პირდი, თუ კარგად იზრუნებ, ყოველ ჩამოსვლაზე კიდევ
რაღაც-რაღაცებს ჩამოგიტან-მეთქი. არაფერი მითქვამს თვე-
ში კიდევ ხუთი გირვანქა სტერლინგის გადახდაზე, ეს მარტო
ჩემს დედამძუძეს აღვუთქვი. ასე გავთავისუფლდი საზრუნა-
ვისგან და თუმცა სული კვლავინდებურად დამძიმებული
მქონდა, ჩემს მაშინდელ მდგომარეობაში ამაზე უკეთესს მა-
ინც ვერაფერს მოვიფიქრებდი.
ამის შემდეგ დავიწყე ჩემი ბანკელი მეგობრისადმი უფრო
ალერსიანი ბარათების წერა, ხოლო ივლისის დამდეგს შე-
ვატყობინე, აგვისტოს შუა რიცხვებში ლონდონში ვიქნები--
მეთქი. აღფრთოვანებული პასუხი მივიღე, მემუდარებოდა,
ზუსტად თავის დროზე მეცნობებინა ეს ამბავი, მწერდა, ორი
დღის სავალზე შეგეგებებიო. ამან ძალზე დამაბნია, არ ვიცო-
დი, რა მეპასუხა. გადავწყვიტე საფოსტო კარეტით ჩესტერში
გამგზავრება და შემდეგ უკან დაბრუნება, რათა ენახა, რომ
ნამდვილად ჩრდილოეთიდან მოვდიოდი, რადგან, მართა-
ლია უსაფუძვლოდ, მაგრამ მაინც ამეკვიატა ახირებული აზ-
231 მკითხველთა ლიგა
რი, ჩრდილოეთ ინგლისში ჩემი ყოფნის თაობაზე რამე ეჭვი
არ გასჩენოდა.
შევეცადე შავბნელი ფიქრები გამეფანტა, მაგრამ ამაოდ.
იმდენად შემიჩნდა, რომ მასთან ბრძოლა შეუძლებელი იყო.
ბოლოს ჩემი ახალი განზრახვის სასარგებლოდ - ლონდონი-
დან წავსულიყავი - თავში მომივიდა აზრი, რომ ეს გამგზავრე-
ბა ჩემი ბებერი დედამძუძისგან კარგად დაფარავდა ყველა
ჩემს დანარჩენ საქმეს, რადგან მას მცირედი წარმოდგენაც
არ ჰქონდა, სად ცხოვრობდა ჩემი ახალი შეყვარებული,
ლონდონში თუ ლანკაშირში, და როცა გავაცანი ჩემი გან-
ზრახვა, დედაკაცი ადვილად დარწმუნდა, რომ იგი ლანკა-
შირში იყო.
გასამგზავრებლად რომ მოვემზადე, დედამძუძეს ვაცნობე
და გოგო, რომელიც თავიდანვე მემსახურებოდა, საფოსტო
კარეტაში ჩემთვის ადგილის საყიდლად გავგზავნე. დედაბერ-
მა გამოთქვა სურვილი, მსახურს უკანასკნელ სადგურამდე
გავეცილებინე და იმავე კარეტით უკან, ლონდონში დაბრუნე-
ბულიყო, მაგრამ დავარწმუნე, ეს უხერხული იქნება-მეთქი.
როცა გასამგზავრებლად ჩავჯექი, მითხრა, წერილებს არ გა-
მოგიგზავნით, რადგან დარწმუნებული ვარ, ბავშვის სიყვარუ-
ლი თქვენვე გაიძულებთ მომწეროთ და მინახულოთ კიდეც,
როდესაც ლონდონში კვლავ ჩამოხვალთო. დავარწმუნე, არ
ცდებით-მეთქი. გამოვემშვიდობე ძალზე კმაყოფილი იმით,
რომ, ბოლოს და ბოლოს, ფუფუნებით ცხოვრების მიუხედა-
ვად, საშუალება მომეცა დამეტოვებინა ეს დაწესებულება.
იმ სადგურამდე, სადამდეც ადგილი მქონდა ნაყიდი, არ
მივსულვარ, გადავწყვიტე ჩეშირის დაბა სტოუნში ჩამოვსუ-
ლიყავი, სადაც საქმე სულაც არ მქონდა და ერთი ნაცნობიც
კი არ მყავდა. სამაგიეროდ ვიცოდი, თუ ფული გაქვს ჯიბეში,
232 მკითხველთა ლიგა
ყველგან შენი სახლი გგონია. იქ ორი თუ სამი დღე გავატარე,
სანამ ადგილს ვიშოვიდი სხვა კარეტაში და კვლავ ლონდონ-
ში დავბრუნდი, ამასთან ჩემს შეყვარებულს ვაცნობე, ამა და
ამ დღეს ვიქნები სტოუნი-სტრედფორდში-მეთქი (იქ მეეტლე
უნდა გაჩერებულიყო).
კარეტა, რომლითაც ვმგზავრობდი, ამ ადგილებში შემ-
თხვევით მოხვდა. იგი ჩესტერამდე დაექირავებინათ ირლან-
დიაში მიმავალ ვიღაც ჯენტლმენებს, ახლა კი, უკან დაბრუნე-
ბისას, მიმოსვლის განრიგს ისე აღარ ემორჩილებოდა, რო-
გორც საფოსტო კარეტები. ამრიგად, ერთ ადგილას ვიდექით
მთელი კვირადღის განმავლობაში, რის წყალობითაც ჩემმა
რწმუნებულმა მოასწრო გასამგზავრებლად მომზადება, წინა-
აღმდეგ შემთხვევაში კი ამას ვერ მოახერხებდა. მის განკარ-
გულებაში ცოტა დრო იყო, ამიტომ ვერ მოასწრო სტოუნი--
სტრედფორდამდე მოსვლა, რათა იქ ღამით შემხვედროდა.
მხოლოდ მეორე დილით მიპოვა ბრიკჰილში, სწორედ იმ
დროს, როცა ქალაქში შევდიოდით.
გამოგიტყდებით, მისი ნახვა ძალიან გამიხარდა, რადგან
წინა საღამოს რაღაც იმედგაცრუების მსგავსი გრძნობა დამე-
უფლა - ამ შეხვედრის გულისთვის ხომ ასე შორს წამოვედი.
უფრო მეტად გამახარა თავისი ბრწყინვალებით: შესანიშნავი
ოთხცხენიანი ბატონკაცური კარეტით მგზავრობდა, ლაქიის
თანხლებით.
ჩემმა მეგობარმა მაშინვე მთხოვა, ჩამოვსულიყავი კარე-
ტიდან, რომელიც სასტუმროს წინ გაჩერდა. შევიდა სასტუმ-
როში, უბრძანა, ცხენები გამოეშვათ და სადილი შეუკვეთა.
შევეკითხე, რა საჭიროა, მე ხომ გზის გაგრძელებას ვაპირებ--
მეთქი, მიპასუხა, ცოტა დასვენება მჭირდება, ეს კი დიდებული

233 მკითხველთა ლიგა


სასტუმროა, თუმცა ქალაქი პატარაა. ერთი სიტყვით, დღეს,
რაც უნდა მოხდეს, გზას აღარ გავაგრძელებთო.
მაინცდამაინც არ დამიჟინია. ჩემს შესაგებებლად ასე
შორს წამოვიდა. ამდენი ხარჯი იკისრა, და განა უზრდელობა
არ იქნებოდა, მცირედი სამსახური არ გამეწია? წინააღმდეგი
არ წავსულვარ.
სადილის შემდეგ გავედით ქალაქისა და ეკლესიის დასათ-
ვალიერებლად, გარეუბნებში სასეირნოდ, როგორც ჩამოსუ-
ლები იქცევიან ხოლმე. სასტუმროს პატრონმა გამყოლობა
იკისრა, ეკლესია გვიჩვენა, შევნიშნე, ჩემი შეყვარებული
მღვდელს კითხულობდა, და მივხვდი, რომ აპირებდა, ჩვენ-
თვის ჯვრის დაწერა ეთხოვა. რა თქმა უნდა, უარს არ ვეტყო-
დი, რადგან, გულახდილად რომ მოგახსენოთ, ჩემი მდგომა-
რეობა უარის თქმას ვერ შეურიგდებოდა, არც საფუძველი
მქონდა, ასეთი ნაბიჯი გადამედგა.
მაგრამ იმ დროს, როცა თავში ამგვარი აზრები მიტ-
რიალებდა, ეს კი სულ რამდენიმე წამის საქმე იყო, შევნიშნე:
სასტუმროს პატრონმა ჩემი მეგობარი განზე გაიხმო და არც
ისე ჩუმად წასჩურჩულა: „ბატონო, თუ დაგჭირდეთ..“ დანარ-
ჩენი ვერ გავარჩიე, მაგრამ რაღაც ამის მსგავსი უნდა ყოფი-
ლიყო: „ბატონო თუ მღვდელი დაგჭირდებათ, აქვე ახლოს მე-
გობარი მყავს, რომელიც სამსახურს არასოდეს დაგზარდე-
ბათ, და თუ ინებებთ, პირში წყალსაც ჩაიგუბებს“. ჩემმა თა-
ნამგზავრმა ხმამაღლა უპასუხა: ჩინებულია, მგონი, დამჭირ-
დებაო.
როგორც კი სასტუმროში დავბრუნდით, მაშინვე მომვარ-
და და სხაპასხუპით მომაყარა: რაკი ნატვრა ამიხდა და შეგ-
ხვდით, ამასთან, ყოველივე ასე კარგად მოეწყო, გემუდარე-
ბით, დააჩქარეთ ჩემი ბედნიერება, დავამთავროთ საქმეო.
234 მკითხველთა ლიგა
- ამით რისი თქმა გნებავთ? - შევეკითხე და ოდნავ წამოვ-
წითლდი. - გაგიგონიათ ასეთი რამ? სასტუმროში, შარაგზაზე!
ღმერთო დიდებულო, როგორ ამბობთ ამას?
- რატომ არ უნდა ვამბობდე, - მიპასუხა, - სწორედ ამ მიზ-
ნით ჩამოვედი. ახლავე დაგიმტკიცებთ, - ამ სიტყვებით ქა-
ღალდების დიდი დასტა ამოიღო.
- თქვენ მე მაშინებთ, - მივმართე, - ეს რა არის?
- ნუ გეშინიათ, ძვირფასო, - წარმოთქვა და მაკოცა, - ამის
უფლება თავს პირველად მისცა. შემდეგ ყველა ეს ქაღალდი
გადმომიშალა.
მათ შორის პირველი იყო ცოლთან გაყრის დადგენილება
და მასთან ერთად რამდენიმე მოწმის ჩვენება ქალის გარ-
ყვნილი ცხოვრების დასადასტურებლად. შემდეგ - მისი დაკ-
რძალვის ცნობა, გაცემული იმ მრევლის მღვდლისა და ეკლე-
სიის მნათეს მიერ, სადაც იგი ცხოვრობდა. მასში ნაჩვენები
იყო, რა პირობებში გარდაიცვალა. ქაღალდებში ამის გარდა
აღმოვაჩინე გამომძიებლის განკარგულების პირი ნაფიც მსა-
ჯულთა სასამართლოს მოწვევის შესახებ ცოლის საქმის გა-
სარჩევად, აგრეთვე ნაფიც მსაჯულთა განაჩენი, რომელიც
გამოხატული იყო სიტყვებით: Non compos mentis (შეურაც-
ხადია (ლათ.)). ყოველივე ეს, უეჭველია, საქმეს ეხებოდა და
უნდა გავეხარებინე, თუმცა გაკვრით აღვნიშნავ: იმდენად წე-
სიერი არ ვყოფილვარ, რომ ამ საბუთების გარეშე გაყოლაზე
უარი მეთქვა. მაინც ყურადღებით გადავათვალიერე და ვუთ-
ხარი, ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, სრულიად უდავოა, მაგ-
რამ რა საჭირო იყო ამ ქაღალდების თან წამოღება, დრო ხომ
კიდევ ბევრი მაქვს-მეთქი. არაო, მიპასუხა, შეიძლება თქვენ
ბევრი დრო გქონდეთ, მაგრამ მე ძალზე ცოტა მაქვს, მოკლედ

235 მკითხველთა ლიგა


რომ ვთქვა, არავითარი დრო არ მაინტერესებს, აწმყოს გარ-
დაო.
ხელში კიდევ რაღაც ქაღალდში შეხვეული ეჭირა. შევე-
კითხე, რა არის-მეთქი.
- ყველაზე მეტად მინდოდა, - მითხრა, - რომ ეს შეკითხვა
დაგესვათ, - ამ სიტყვებით ახადა სახურავი შაგრენის ტყავის
ზარდახშას და იქიდან ალმასისთვლიანი ოქროს ლამაზი ბე-
ჭედი ამოიღო. უარის თქმაც რომ მდომებოდა, ვერ მოვას-
წრებდი, რადგან ბეჭედი თითზე წამომაცვა. რაღა უნდა მექნა:
რევერანსი გავუკეთე და მადლობა გადავუხადე. შემდეგ
მეორე ბეჭედი ამოიღო.
- ეს კი, - მომმართა, - სხვა შემთხვევისთვის მინდა, - და ჯი-
ბეში ჩაიდო.
- მაჩვენეთ მაინც, - ვუთხარი და გავიღიმე, - ვხვდები რაც
არის. ხომ არ გაგიჟდით!
- გიჟი მაშინ ვიქნებოდი, ეს რომ არ გამეკეთებინა, - მით-
ხრა და ბეჭედი მაინც არ მაჩვენა, მე კი ძალიან მინდოდა და-
მეხედა, ამიტომაც გავუმეორე:
- გთხოვთ, მაჩვენეთ.
- მოითმინეთ, - მომიგო, - ჯერ ეს ნახეთ, - აიღო ქაღალდი
და წაიკითხა. ქორწინების ნებართვა აღმოჩნდა.
- მართლა ჭკუაზე არ ყოფილხართ! ჩანს, დარწმუნებული
იყავით, რომ პირველ თხოვნაზევე დაგთანხმდებოდით, ან გა-
დაწყვიტეთ, უარი არ მიგეღოთ.
- თქვენი უკანასკნელი წინადადება სწორია, - მიპასუხა.
- იქნებ ცდებით?
- არა, არა, უარი არ უნდა მითხრათ, არ შეიძლება უარის
თქმა. - ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, მეცა და ისეთი გაშმაგე-
ბით დამიწყო კოცნა, რომ ვერაფრით გავინთავისუფლე თავი.
236 მკითხველთა ლიგა
ოთახში საწოლი იდგა, და ჩვენ წინ და უკან დავდიოდით
ლაპარაკში გართულნი. უცებ ჩემთვის მოულოდნელად მეტა-
კა, ხელები მომხვია, საწოლზე პირაღმა დამცა და თვითონაც
ზედ დამემხო. თუმცა მაგრად იყო ჩახუტებული, თავს მაინც
რაიმე უხამსობის ნება არ მისცა. დამიწყო ხვეწნა-მუდარა,
დავთანხმებოდი, თანაც სიყვარულს მეფიცებოდა და მიმტკი-
ცებდა, არ გაგიშვებთ, სანამ თანხმობას არ მივიღებო. ბო-
ლოს ვუთხარი:
- ისედაც გადაგიწყვეტიათ, უარი არ მიიღოთ.
- არა, არა, - შემესიტყვა, - უარი არ უნდა მითხრათ, არ
მსურს მითხრათ, არ შეიძლება მითხრათ!
- კარგი, კარგი, - ვუპასუხე და ვაკოცე, - ასეთ შემთხვევაში
უარის თქმა შეუძლებელია. ახლა კი გამიშვით.
ჩემი თანხმობითა და ნაზი მოპყრობით იმდენად აღფრო-
ვანებული იყო, რომ გავიფიქრე, ხომ არ სურს ამით შე-
მოიფარგლოს და ხომ არ აპირებს თავისი გაიტანოს, ისე რომ
ქორწილს არ დაუცადოს-მეთქი. მაგრამ ეს ჩემი აზრი სამარ-
თლიანი არ აღმოჩნდა, რადგან კოცნას თავი მიანება, საწო-
ლიდან ამაყენა, კიდევ რამდენჯერმე მეამბორა და თანხმობის
გამოცხადებისთვის მადლობა გადამიხადა. ისე იყო აღსავსე
მადლიერების გრძნობით, რომ ცრემლი მოერია.
პირი ვიბრუნე, რადგან თვალები მეც ცრემლით ამევსო,
და ვთხოვე, ცოტა ხნით ჩემს ოთახში გავეშვი. თუ ოდესმე
მიგრძნია გულწრფელი მონანიება უკანასკნელი ოცდაოთხი
წლის ბილწი ცხოვრების მანძილზე, ეს სწორედ ამ წუთებზე
ითქმის. ოჰ, რა ბედნიერნი არიან ადამიანები, - ვამბობდი
ჩემთვის, - რომ სხვის გულში ჩახედვა არ შეუძლიათ! ამაზე
მეტი ბედნიერება რაღა იქნებოდა, თავიდანვე ასეთი პა-

237 მკითხველთა ლიგა


ტიოსანი და მოსიყვარულე ადამიანის ცოლი რომ გავმხდარი-
ყავი.
შემდეგ სხვა ფიქრები ამეშალა: რა საძაგელი ცხოველი
ვარ! როგორ უნდა მოვატყუო ეს ალალმართალი ადამიანი!
აზრადაც არ მოსდის, რომ ერთ კახპასთან გაყრის შემდეგ
მეორეს უვარდება ხელში! აპირებს ცოლად ითხოვოს ისეთი
ქალი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ორ ძმასთან და საკუთარი
დედმამიშვილისგან სამი შვილი გააჩინა! ვინც „ნიუგეტში“
დაიბადა, დედამისი ქუჩის როსკიპი იყო და ახლა გადასახლე-
ბული ქურდია! ქალი, რომელსაც ცამეტ მამაკაცთან უგორა-
ვია და ბავშვი გააჩინა უკვე მასთან ნაცნობობის შემდეგ. საბ-
რალო ადამიანი, დახეთ, რისი ჩადენა განუზრახავს!
სინდისის ქენჯნა რომ მომშორდა, ჩემს თავს ასე ვუთხარი:
თუ ამ ადამიანის ცოლობა მიწერია და ღმერთს სურს ჩემთვის
ასეთი მოწყალება გაიღოს, მისი ერთგული ვიქნები და ისევე
მხურვალედ მეყვარება, როგორც მან შემიყვარა. ჩემი ქცევით
შევეცდები გამოვისყიდო ყველა ცოდვა - მისთვის ცნობილი
და მის მიღმა ჩადენილი.
მოუთმენლად ელოდა ოთახიდან ჩემს გამოსვლას. მოთ-
მინება რომ გამოელია, ქვევით ჩავიდა და სასტუმროს პატ-
რონს მღვდელზე ჩამოუგდო ლაპარაკი.
სასტუმროს პატრონს, ქლესა, მაგრამ კეთილი ზრახვებით
აღსავსე ადამიანს, უკვე მოესწრო კაცის გაგზავნა მღვდლის
მოსაყვანად. როცა ჩემმა თაყვანისმცემელმა ეს სთხოვა, უპა-
სუხა:
- ბატონო, ჩემი მეგობარი აქ არის, ჩვენს სახლში, - და
ულაპარაკოდ მიიყვანა სტუმარი მღვდელთან. ჩემი თაყვანის-
მცემელი მაშინვე შეეკითხა მღვდელს, შეეძლო თუ არა ჯვარი
დაეწერა ჩამოსული ქალისა და კაცისთვის, რომლებმაც თან-
238 მკითხველთა ლიგა
ხმობა განაცხადეს ქორწინებაზე. მან მიუგო: მისტერ ნ უკვე
მელაპარაკა ამის თაობაზე. იმედი მაქვს, ეს არ იქნება რაიმე
სახის საიდუმლო ქორწინება, რადგან ვხედავ, საქმე მაქვს
ღირსეულ ჯენტლმენთან, ხოლო ქალი, ალბათ ახალგაზრდა
გოგო არ არის, რომლისთვისაც საჭირო იქნებოდა მშობელ-
თა თანხმობა.
- ყველა ეჭვი რომ გაგიფანტოთ, - უთხრა ჩემმა მეგობარ-
მა, - ეს ქაღალდი წაიკითხეთ, - და ნებართვა ამოიღო.
- მეტი არაფერი მჭირდება, - უპასუხა მღვდელმა - სად
არის საპატარძლო?
- ახლავე ნახავთ.
ჩემმა მეგობარმა მაშინვე ზევით ამოირბინა, მეც სწორედ
იმ წუთში გამოვედი ჩემი ოთახიდან. მომახარა: მღვდელი
ქვევით იმყოფება, ვაჩვენე ნებართვა და სავსებით თანახმაა
ჯვარი დაგვწეროს, ოღონდ ეს არის, თქვენი ნახვა უნდა. უფ-
ლებას თუ მომცემთ, ამოვიყვანო.
- დრო ჯერ კიდევ ბევრია, - ვუთხარი, - ხვალ დილით იყოს.
- მაგრამ, იცი, ჩემო კარგო, მას მგონი ეჭვი ეპარება, მშობ-
ლებისგან მოტაცებული ახალგაზრდა ქალიშვილი არ იყოთ,
თუმცა დავარწმუნე, ჩვენ ორივე ისეთ ასაკში ვართ, როცა უფ-
როსთა თანხმობა საჭირო აღარ არის-მეთქი. აი, რატომ უნდა
თქვენი ნახვა.
- რაკი ასეა, მოიქეცით, როგორც გენებოთ, - მივმართე.
მღვდელს ზევით ამოსვლა სთხოვეს. გულღია, მხიარული
კაცი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, უამბეს, რომ ჩვენ აქ შემთხვე-
ვით შევხვდით ერთმანეთს. რომ მე ჩამოვედი ჩესტერის სა-
ფოსტო კარეტით, ხოლო ჩემი მეგობარი საკუთარი კარეტით
ჩემი შემხვედრი მიმართულებით მოდიოდა. ერთმანეთს გუ-

239 მკითხველთა ლიგა


შინ საღამოს უნდა შევხვედროდით სტოუნი-სტრეტფორდში,
მაგრამ იქ ჩასვლა კაცმა ვერ მოასწრო.
- არ არსებობს ისეთი წარუმატებლობა, ბატონო, - თქვა
მღვდელმა, - რომელსაც კარგი მხარეც არ ახლდეს. თქვენ-
თვის ეს წარუმატებლობაა, - მიმართა ჩემს მეგობარს, - ჩემ-
თვის კი წარმატება. ერთმანეთს რომ სტოუნი-სტრედფორდში
შეხვედროდით, თქვენი ჯვრისწერის პატივი აღარ მექნებოდა.
ბატონო ჩემო, - მიმართა სასტუმროს პატრონს, - გაქვთ კურ-
თხევანი?
შემკრთალი ადგილიდან წამოვხტი.
- ბატონო, - წამოვიყვირე, - ამით რისი თქმა გინდათ? რო-
გორ! ჯვრისწერა სასტუმროში და ისიც ღამით?!
- ქალბატონო, - მიპასუხა მღვდელმა, - თუ გსურთ, ჯვარი
დაიწერეთ ეკლესიაში, თქვენი ნებაა, მაგრამ გარწმუნებთ,
ამით ქორწინება უფრო მტკიცე არ იქნება. საეკლესიო წესი
არ მოითხოვს, ჯვრისწერა აუცილებლად ეკლესიაში შესრულ-
დეს, რაც შეეხება დროს, მას ასეთ შემთხვევაში არავითარი
მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი უფლისწულები ჯვარს საკუთარ
სახლებში იწერდნენ საღამოს რვა და ათ საათამდეც კი.
დიდხანს ვთხოვდი, ვუმტკიცებდი, აუცილებლად ეკლე-
სიაში მინდა ჯვარი დავიწერო-მეთქი. მაგრამ ეს მხოლოდ
გაპრანჭვა იყო, ისე რომ, საბოლოოდ თანხმობა განვუცხადე.
დავპატიჟეთ სასტუმროს პატრონი მეუღლითა და ქალიშვი-
ლითურთ. ეს კაცი ჩვენი მამობილიც იყო და მედავითნეც: ჯვა-
რი დავიწერეთ და ძალზე გავმხიარულდით, თუმცა, უნდა ვა-
ღიარო, სინდისის ქენჯნა მოსვენებას არ მაძლევდა, დრო-
დადრო კი გულის სიღრმიდან ოხვრა აღმომხდებოდა ხოლმე.
ქმარმა რომ შეამჩნია, შეეცადა გავემხიარულებინე. ეს გუ-

240 მკითხველთა ლიგა


ლუბრყვილო ადამიანი ალბათ ფიქრობდა, მერყეობა არ და-
უმთავრებია ასეთი აჩქარებული ნაბიჯის გადადგმის გამოო.
იმ საღამოს მშვენიერი დრო გავატარეთ, სამაგიეროდ, ყო-
ველივე ისეთ საიდუმლოდ დარჩა, რომ სასტუმროს მსახურ-
თაც კი არაფერი გაუგიათ, რადგან თვითონ დიასახლისი მემ-
სახურებოდა ქალიშვილთან ერთად, ისე რომ, არც ერთ მსა-
ხურ გოგოს უფლება არ მისცეს ზევით ამოსულიყო. დიასახ-
ლისის ქალიშვილი ჩემი მეჯვარე იყო. დილით მას ლამაზი
ბაბთები ვაჩუქე, დედას კი წნული მაქმანები მივართვი, რო-
მელსაც იმ ქალაქში დიდი ხელოვნებით აკეთებდნენ.
სასტუმროს პატრონის მიერ ჩვენი ჯვრისწერის საიდუმ-
ლოდ შენახვის მიზეზი ის გახლდათ, რომ ჩვენი ქორწინების
ამბავი სამრევლო მღვდლამდე არ მისულიყო. ამის მიუხედა-
ვად, საიდანღაც მაინც შეეტყოთ და ჯერ კიდევ ალიონზე ზა-
რების რეკვითა და ჩვენი სარკმლის ქვეშ მუსიკის დაკვრით
გაგვიმასპინძლდნენ. მაგრამ სასტუმროს პატრონმა იცრუა,
ჯვარი აქ ჩამოსვლამდე დაიწერეს, ჩემს სახლში კი (ძველი
მდგმურის უფლებით) საქორწინო ვახშმის გამართვა მოისურ-
ვესო.
მეორე დღეს არავითარი ხალისი არ გვქონდა, გზას გავ-
დგომოდით. ჯერ ხომ თითქმის მთელი ღამე არ გვეძინა, მერე
დილის ზარის რეკვამ მოსვენება არ მოგვცა. ამიტომ ლოგი-
ნიდან შუადღემდე არ ავმდგარვართ.
დიასახლისს ვთხოვე, ეზრუნა იმისთვის, რომ მუსიკითა და
ზარის რეკვით აღარ შევეწუხებინეთ, ამის შემდეგ კი ერთმა
მოულოდნელმა შემთხვევამ დიდი ხნით დამიკარგა სიმ-
ხიარულე. სასტუმროს დარბაზს ფანჯრები ქუჩისკენ ჰქონდა,
ქმარი რაღაც საქმეებზე ქვევით ჩავიდა, მე დარბაზში ბოლთა-
სა ვცემდი, შემდეგ ფანჯარასთან მივედი, და რადგან მშვე-
241 მკითხველთა ლიგა
ნიერი, თბილი დღე იყო, ფართოდ გამოვაღე, რათა სუფთა
ჰაერით მესუნთქა. უცებ შევნიშნე, სასტუმროს ეზოში სამი
მხედარი შემოვიდა.
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მხედრებს შო-
რის ერთ-ერთი ჩემი ლანკაშირელი ქმარი აღმოჩნდა. საშინე-
ლი ელდა მეცა. ცხოვრებაში ასეთი შიში არასოდეს მეჭამა.
ვიფიქრე, ნეტავ მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს-მეთქი.
სისხლი გამეყინა და ციებიანივით ავკანკალდი. ყველაფერი
ნათელი იყო: ვიცანი მისი ტანსაცმელი, მისი ცხენი, ვიცანი
მისი სახე.
მაშინვე თავში გამიელვა, რა კარგია, რომ ქმარი გვერდით
არ არის და ჩემს დაბნევას არ ხედავს-მეთქი. სტუმრები მი-
ვიდნენ თავიანთი ოთახის ფანჯარასთან, როგორც ჩვეულებ-
რივ ხდება ხოლმე, მაგრამ ჩემი სარკმელი, ადვილად მიხვდე-
ბით, უკვე მიხურული იყო. თავი მაინც ვერ შევიკავე, ქურდუ-
ლად რომ არ შემეხედა მათთვის, ხელახლა ვიხილე იგი, მო-
მესმა, როგორ დაუძახა მსახურს, და კიდევ ერთხელ დავ-
რწმუნდი, რომ სწორედ ჩემი ქმარი გახლდათ.
ჩემი შემდეგი საზრუნავი იყო გამეგო, რისთვის ჩამოვიდ-
ნენ ისინი. მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. თავში ერთმა-
ნეთზე უარესი საშინელება მეხატებოდა. მომეჩვენა, თითქოს
შემამჩნიეს. ვიფიქრე, აი, ახლა ამოვა და გამლანძღავს უმა-
დურობისა და სიტყვის გატეხისთვის-მეთქი. წარმოვიდგინე,
რომ შეურაცხყოფის მოსაყენებლად უკვე ამოდიოდა კიბეზე,
და კიდევ ათასი რამ მიტრიალებდა თავში, რასაც თვითონ ვე-
რასოდეს იფიქრებდა, ეშმაკი თუ არ ჩააგონებდა.
ასეთ შიშში ვიყავი ორი საათის განმავლობაში და თვალი
თითქმის არ მომიშორებია სასტუმროს ფანჯრებისა და კარის-
თვის. ბოლოს ალაყაფის კართან ხმაური გაისმა. სარკმელ-
242 მკითხველთა ლიგა
თან მივირბინე და გაოცებული დავრჩი: სამივე მხედარი აყ-
რილიყო და დასავლეთისკენ აეღოთ გეზი. ლონდონისკენ
რომ ექნათ პირი, შიში ისევ შემიპყრობდა - ხელახლა შევ-
ხვდები და მიცნობს-მეთქი, - მაგრამ საწინააღმდეგო მიმარ-
თულებით გაემგზავრნენ და გულზე მომეშვა.
გადავწყვიტეთ, მეორე დღეს დავძრულიყავით, მაგრამ სა-
ღამოს დაახლოებით ექვს საათზე ქუჩაში ატეხილმა საშინელ-
მა აურზაურმა დაგვაფრთხო. ვიღაც მხედრები ცხენებს გიჟე-
ბივით მოაჭენებდნენ. აღმოჩნდა, რომ ისინი სამ ავაზაკს გა-
მოსდგომოდნენ, რომელთაც დანსტებლ-ჰილთან ორი კარე-
ტა და რამდენიმე მგზავრი გაეძარცვათ. გავრცელდა ხმა,
რომ ისინი ბრიკ-ჰოლდთან, სასტუმროში ენახათ, სადაც ნამ-
დვილად გაჩერდნენ.
სახლს მყისვე ალყა შემოარტყეს და გაჩხრიკეს, მაგრამ
ბევრი მოწმე აღმოჩნდა, რომელთაც დაარწმუნეს, მხედრები
სამ საათზე მეტია გაემგზავრნენო. ბრბო შეიკრიბა, მაშინვე
ყველაფერი დაწვრილებით შეგვატყობინეს და ახლა ჩემი არ-
სება სულ სხვაგვარმა შეშფოთებამ მოიცვა. არ დავაყოვნე და
ჩვენი სახლის მცხოვრებლებს ვუთხარი: შემიძლია თავდებად
დავდგე, რომ ის მხედრები პატიოსანი ხალხია. ყოველ შემ-
თხვევაში, ჩემთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანი დარ-
ბაისელი ჯენტლმენი, ლანკაშირში მშვენიერი ადგილ--
მამულის პატრონია-მეთქი.
ეს ამბავი მყისვე აცნობეს ხმაურზე მოსულ კონსტებლს,
რომელიც თვითონვე გამოცხადდა ჩემთან ჩვენების ჩამო-
სართმევად. მოვუყევი, რომ ჩემი ფანჯრიდან შევნიშნე სამი
მხედარი, შემდეგ კი იმ ოთახის სარკმლიდან დავინახე, სა-
დაც ისინი სადილობდნენ, ისიც ვნახე, როგორ სხდებოდნენ
ცხენებზე და მზად ვარ დავიფიცო, რომ ერთ მათგანს ნამდვი-
243 მკითხველთა ლიგა
ლად ვიცნობ, ეს გახლავთ დიდად შეძლებული ჯენტლმენი,
მას კარგი სახელი აქვს ლანკაშირში, საიდანაც ეს-ეს არის
ჩამოვედი-მეთქი.
ჩემმა მტკიცე განცხადებამ თავმოყრილი ბრბო დააცხრო
და იმდენად დააკმაყოფილა კონსტებლი, რომ ყველას გასა-
გონად მაშინვე განაცხადა: ესენი ავაზაკები სულაც არ ყოფი-
ლან, და როგორც ეს-ეს არის შევიტყვე, პატიოსანი ჯენტლმე-
ნები ბრძანებულანო, შემდეგ კი ხალხი გაფანტა და წინადა-
დება მისცა, სახლებში წასულიყვნენ. სინამდვილეში როგორ
იყო, არ ვიცი. სიმართლე მხოლოდ ის გახლდათ, რომ
დანსტებლ-ჰილთან კარეტები ნამდვილად გაეძარცვათ და
მგზავრებისთვის ხუთას სამოცი გირვანქა სტერლინგი წაერ-
თმიათ. გარდა ამისა, თავს დასხმოდნენ მაქმანების რამდენი-
მე ვაჭარს, რომლებიც ყოველთვის ამ გზით დადიან. რაც
შეეხება სამ ჯენტლმენს, მათი ამბის მოყოლას დროებით გა-
დავდებ.
ასეთმა შფოთმა კიდევ ერთი დღით დაგვაყოვნა, თუმცა ჩე-
მი მეუღლე მარწმუნებდა, ყველაზე უსაფრთხო გაძარცვის
შემდეგ მგზავრობაა, რადგან ყაჩაღები, ახლომახლო მცხოვ-
რებთ რომ ააწიოკებენ, ცდილობენ სადმე მოშორებით მიიმა-
ლონო. მაგრამ ჩემი შიში უმთავრესად იმით იყო გამოწ-
ვეული, რომ შარაგზაზე ძველი ნაცნობები არ შემხვედროდ-
ნენ და არ ვეცანი.
ჩემს ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი დღეები არასოდეს გა-
მომიცდია. თავს ახალდაქორწინებულად ვგრძნობდი, ჩემი
მორიგი მეუღლე კი ყოველმხრივ ცდილობდა ესიამოვნებინა
ჩემთვის. ოჰ, ეს ბედნიერება რომ გაგრძელებულიყო! დავიწ-
ყებას მიეცემოდა ყველა ჩემი წარსული ვაება და მომავალი

244 მკითხველთა ლიგა


უბედურებაც ამშორდებოდა. მაგრამ ჩემი უღირსი ცხოვრე-
ბისთვის პასუხი უნდა მეგო როგორც საიქიოში, ისე სააქაოში.
მეხუთე დღეს გავემგზავრეთ. სასტუმროს პატრონმა რომ
მნახა, შეშინებული ვიყავი, თოფი აიღო, ცხენზე შეჯდა, თან
თავისი ვაჟი და სამი ახალგაზრდა ზორბა გლეხი წამოიყვანა
და ჩვენი კარეტა დანსტებლამდე უსიტყვოდ გააცილა. ისღა
დაგვრჩენოდა, პატივი გვეცა ჩვენი მეგზურებისთვის დან-
სტებლში, რაც ჩემს მეუღლეს ათი თუ თორმეტი შილინგი და-
უჯდა, ამასთან, ხალხს მისცა კიდევ ცოტა, მაგრამ სასტუმროს
პატრონმა უარი თქვა ფულის აღებაზე.
ჩემი საქმე მართლაც რომ კარგად აეწყო. ლონდონში
ჯვარდაუწერელი თუ ჩავიდოდი, მეტი გზა არ მექნებოდა, ან
პირველივე ღამეს ქმართან უნდა მივსულიყავი, ანდა მე-
ღიარებინა, რომ მთელ ლონდონში არ მყავდა ნაცნობი, რო-
მელიც მიიღებდა საწყალ ახალდაქორწინებულს მეუღლეს-
თან ერთად. ახლა კი ყოველგვარი მერყეობის გარეშე წავედი
მასთან და იმ დღესვე ჩემს განკარგულებაში მივიღე კარგად
მოწყობილი სახლი და თავაზიანი ქმარი. ასე რომ, ყველაზე
ბედნიერი ცხოვრება დავიწყე და მისი ყადრი სწორედ ახლა
გავიგე. როგორ არ ჰგავდა იგი იმ გარყვნილ არსებობას, რი-
თაც მანამდე ვცხოვრობდი! რამდენად უკეთესი ყოფილა სათ-
ნოებით აღსავსე და მორიდებული ცხოვრება იმაზე, რასაც
მხიარულ დროსტარებას ვეძახით!
ვაგლახ, რომ დიდხანს ვერ შევძელი ამ გზით სიარული,
ვერ მოვასწარი სათნო ცხოვრებით ბოლომდე დატკბობა და
მალე ჩავვარდი სიღატაკეში - სათნოების ამ სამარეში. რა
კარგი იქნებოდა, ბედნიერად მეცხოვრა ამქვეყნად და შემეც-
ნო მარადიული ნეტარება საიქიოში. სანამ ჩემი სათნო ცხოვ-
რება გრძელდებოდა, გულწრფელად ვინანიებდი საკუთარ
245 მკითხველთა ლიგა
წარსულს, მძულდა ჩემი თავი. ხშირად ვფიქრობდი იმაზე,
ჩემმა ბათელმა საყვარელმა, რომელიც განგებამ გამოასწო-
რა, როგორ მოინანია თავისი ცოდვები, მიმატოვა და ჩემთან
შეხვედრაც კი აღარ ისურვა, თუმცა გაგიჟებამდე ვუყვარდი.
მე კი, ბოროტი სულის - სიღატაკის მიერ წაქეზებული, ისევ
ცოდვით აღსავსე გზას დავადექი და საკუთარი მძიმე ხვედრის
შესამსუბუქებლად ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენე ის, რასაც
სანდომიან სახეს ეძახიან, სილამაზე უზნეობის მაჭანკლად
ვაქციე.
ახლა კი ცხოვრების მღელვარე მორევში ცურვის შემდეგ
მყუდრო ნავსაყუდელს მივადექი და მადლიერების გრძნობას
განვიცდიდი საკუთარი თავის ხსნისთვის. საათობით ვიჯექი
მარტო, მწარედ ვტიროდი წარსულში ჩადენილ სიგიჟეებზე,
და უკვე მეჩვენებოდა, რომ ჩემი მონანიება სრული და გულ-
წრფელი იყო.
მაგრამ არსებობს ისეთი ცდუნებაც, რომლის წინააღმდეგ
წასვლა არ ძალუძს ადამიანის ბუნებას. როგორ მოიქცეოდა
ნეტავ ჩემს მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანი? თუ სიხარ-
ბე ბოროტების სათავეა, სიღარიბე, ჩემი აზრით, ნამდვილი
მახეა. მაგრამ აქ გადავდებ ჩემს მსჯელობას და გადავალ იმ
სამწუხარო გამოცდილების გადმოცემაზე, რამაც ისინი გამო-
იწვია.
ამ ქმართან ყველაზე მშვიდ და უშფოთველ ცხოვრებას ვა-
ტარებდი. ეს იყო წყნარი, გულისხმიერი, მორიდებული ადა-
მიანი, ამასთან პატიოსანი, უბრალო, გულწრფელი, შრომაში
კი მუყაითი და კეთილსინდისიერი. მაინცდამაინც დიდ საქ-
მიანობას არ ეწეოდა, მაგრამ შემოსავალი გვყოფნიდა რი-
გიანი და შეძლებული ცხოვრებისთვის. ცხადია, იმას ვერ ვიტ-
ყვი, რომ ფუფუნებას ჭარბად ვეტანებოდით, გვყავდა ლა-
246 მკითხველთა ლიგა
ქიები, სტუმრად დავდიოდით ქალაქგარეთ და როგორც ამ-
ბობენ, მაღალ საზოგადოებაში ვბრწყინავდით, ამას არც ვვა-
რაუდობდი და არც ამისკენ მივისწრაფოდი, რადგან ჩემი
წარსული ცხოვრების უაზრობისა და სიგიჟის სიძულვილით
გამსჭვალულმა გადავწყვიტე, განმარტოებითა და მორიდე-
ბით მეცხოვრა. სახლში არავის ვიღებდი და თვითონაც არსად
დავდიოდი, ვზრუნავდი ოჯახზე და ვეფერებოდი ქმარს. ასეთი
ცხოვრება მართლაც რომ ჭკუაში დამიჯდა.
ხუთი წელი ვცხოვრობდით მშვიდობით და შეძლებულად,
მაგრამ უხილავი ხელის უეცარმა დარტყმამ დამიმსხვრია
ბედნიერება და ჩემი კეთილდღეობისგან ნატამალიც აღარ
დატოვა.
ჩემმა ქმარმა ერთ ამხანაგს, თავის მსგავს მოხელეს, საკ-
მაოდ დიდი თანხა ასესხა, რომლის დაკარგვასაც ჩვენი შეძ-
ლება ვერ გაუძლებდა. მოხელე გაკოტრდა და ასეთი დანაკ-
ლისი მძიმე ტვირთად დააწვა ჩემი ქმრის ჯიბეს. მაგრამ დანა-
კარგი მაინც ისეთი არ იყო, სასოწარკვეთილებას მისცემოდა.
ვაჟკაცობა რომ ჰყოფნოდა და გასაჭირისთვის თვალი გაეს-
წორებინა, შეეძლო იმ ნდობის წყალობით, რომლითაც სარ-
გებლობდა, ზარალი ადვილად დაეფარა. გულის გატეხა მხო-
ლოდ გვიღრმავებს თავს დატეხილ უბედურებას, და ვისაც
სურს დაიღუპოს, დაიღუპება კიდეც.
მინდოდა დამემშვიდებინა, მაგრამ ყველა ჩემი ცდა ამაო
გამოდგა. ჭრილობა საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა: პირდაპირ
გულში მოხვედროდა. ბოღმა ახრჩობდა, მოსვენებას არ აძ-
ლევდა, სულით მთლად დაეცა და ბოლოს გადაჰყვა კიდეც.
მოსალოდნელ საშინელებას წინასწარ ვგრძნობდი და ტყავში
ვერ ვეტეოდი, რადგან ჩემთვის ნათელი იყო: თუ ქმარი მო-
მიკვდებოდა, დაღუპვა არ ამცდებოდა.
247 მკითხველთა ლიგა
მისგან მხოლოდ ორი ბავშვი მყავდა, რადგან უკვე ისეთ
ასაკში გადავდექი, რომ მშობიარობა აღარ შემეძლო: ორ-
მოცდარვა წელი შემისრულდა. და ალბათ, ქმარი რომც არ
მომკვდომოდა, ბავშვები მაინც აღარ შეგვეძინებოდა.
დამიდგა ძნელი, გაუხარელი დღეები, გარკვეული აზრით
ყველაზე საშინელი ჩემს ცხოვრებაში. ჯერ ერთი, წავიდა ის
დრო, როცა ვინმეს საყვარლად გახდომის იმედი შეიძლებო-
და მქონოდა. გაფრინდა ჩემი სილამაზე, მისგან მხოლოდ მო-
გონება დარჩა, ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ ჩემს ნაღ-
ველს ვერაფერი შველოდა. დიდი ხანი არ იყო გასული მას
შემდეგ, რაც თვითონ ვამხნევებდი ჩემს ქმარს, ვცდილობდი
საკუთარი ძალისადმი რწმენა შთამენერგა, ახლა ჩემი თავის
რწმენაც კი დამეკარგა. არ მყოფნიდა ის სულიერი სიმტკიცე,
რომელიც, ჩემივე სიტყვებით, ასე აუცილებელია დარდის გა-
დასატანად.
ჩემი მდგომარეობა ჭეშმარიტად სავალალო იყო: დავრჩი
უმეგობროდ, დახმარების გარეშე, ხოლო ჩემი ქმრის ზარალ-
მა ისე გააჩანაგა მისი ქონება, რომ, მართალია, ვალი არ ამი-
ღია, მაგრამ ადვილად შემეძლო განმეჭვრიტა: დარჩენილი
თანხა საარსებოდ დიდხანს ვერ გამწვდებოდა. ფული დღი-
თიდღე ქრებოდა, დადგებოდა დრო და ცარიელზე დავრჩებო-
დი. მომავალში მხოლოდ საშინელ გაჭირვებას ვხედავდი,
რაც ისე ცოცხლად მეხატებოდა გონებაში, თითქოს მათხოვ-
რობის ჟამი უკვე დამდგარიყო. შიში ნაღველს უფრო მიათკე-
ცებდა. პურის საყიდლად დახარჯული ყოველი ექვსპენსიანი
უკანასკნელი მეგონა, ვშიშობდი - ხვალ მარხვის შენახვა მო-
მიწევს და ამას შიმშილით სიკვდილი მოჰყვება-მეთქი.
ასეთ უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილს არც მოკეთე
მყავდა, არც მეგობარი, ვინც დამამშვიდებდა ან რჩევას მომ-
248 მკითხველთა ლიგა
ცემდა. დღედაღამ ვიჯექი, ვტიროდი და მოვთქვამდი, ხელებს
ვიმტვრევდი და ზოგჯერ შეშლილივით ბოდვასაც ვიწყებდი.
ხშირად მიკვირდა კიდეც. როგორ შემრჩა კიდევ ნათელი გო-
ნება, რადგან სასოწარკვეთილების შემოტევა ისეთ წერტილს
აღწევდა, რომ მთელი ჩემი არსებით ავადმყოფური წარმო-
სახვის ტყვეობაში ვიმყოფებოდი.
ორი წელი ვიცხოვრე ასეთ საშინელ მდგომარეობაში,
ვხარჯავდი დარჩენილ მცირე თანხას, გულამოსკვნილი ვქვი-
თინებდი ჩემს ბედზე, აღარაფერს მოველოდი ხალხისა და
ღვთისგან. ამდენი ტირილის შემდეგ ცრემლი სრულიად და-
მიშრა, სასოწარკვეთილება დამეუფლა, რადგან მათხოვრად
ქცევა უკვე კარზე მომდგომოდა.
ხარჯი რომ ცოტათი შემემცირებინა, სახლი მივატოვე და
ბინა ვიქირავე. ჩემი ნივთების დიდი ნაწილი გავყიდე და აღე-
ბული ფულით კიდევ ერთ წელიწადს ვიცხოვრე. უკიდურეს
მომჭირნეობას ვეწეოდი, მაგრამ მაინც ჩემს მომავალს რომ
წარმოვიდგენდი, გული მეკუმშებოდა მოახლოებული ულმო-
ბელი სიღატაკის წარმოდგენაზე. დაე, ის, ვინც მოთხრობის ამ
ადგილს გადაიკითხავს, სერიოზულად დაუფიქრდეს, რა საში-
ნელი ნაღველი მოგვიცავს, როცა უმეგობროდ და ულუკმაპუ-
როდ ვრჩებით ხოლმე. ალბათ ასეთი ფიქრები გვაიძულებს
ვიზრუნოთ არა მარტო მომჭირნეობაზე, არამედ ზეცას შევე-
ვედროთ დახმარება და აღვავლინოთ ბრძნული ლოცვა: „ნუ
მაჩვენებ სიღატაკეს, რათა არ ვიპარო“.
დაე, მოიგონოს მკითხველმა, რომ სიღატაკეში ყოფნა სა-
შინელ ცდუნებათა წყაროა. ამ დროს ადამიანს წართმეული
აქვს წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი უნარი. სიღატაკე
დანაშაულისკენ უბიძგებს, გაჭირვებისგან სასოწარკვეთილე-
ბამდე მისულმა არ იცის, რა წყალში ჩავარდეს.
249 მკითხველთა ლიგა
ერთ საღამოს შეიძლება ითქვას, უკიდურეს საზღვარს მი-
ვაღწიე, ჭკუა ნამდვილად დავკარგე და ცხადად ვბოდავდი.
უცებ, არ ვიცი, რა ეშმაკმა წამაქეზა, ამასთან, ვერ ვაცნო-
ბიერებდი, რას და რისთვის ვაკეთებდი, ჩავიცვი (ჯერ კიდევ
მქონდა ლამაზი კაბები) და ქუჩაში გავედი. დარწმუნებული
ვარ, როცა სახლის კარი გავიხურე, არ ვიცოდი, სად და რის-
თვის მივდიოდი, მაგრამ რამდენადაც ქუჩაში გამაგდო ბო-
როტმა სულმა და თავისი სატყუარაც მომიმზადა, ცხადია, მან-
ვე მიმიყვანა იქ, სადაც საჭირო იყო. თვითონაც ვერ წარმო-
მედგინა, რას ჩავდიოდი.
ასე შეუცნობლად დავეხეტებოდი ქუჩაში, ბოლოს კი
ლედენჰოლ-სტრიტზე სააფთიაქო დუქანს მივადექი. იქ დახ-
ლთან ახლოს დადგმულ სელზე მომცრო თეთრი ფუთა შევ-
ნიშნე. გვერდით ზურგშექცეული იდგა მსახური გოგო. მას თა-
ვი აეწია და მეაფთიაქის შეგირდს უყურებდა, რომელიც ყა-
ფაზზე შემდგარიყო და სანთლით ხელში ზედა თაროზე რაღა-
ცას ეძებდა. ამრიგად, ორივეს ყურადღება დაკავებული იყო,
მათ გარდა კი დუქანში არავინ იმყოფებოდა.
სწორედ ეს გახლდათ ბოროტი სულის სატყუარა, რომელ-
მაც მახე დამიგო და წამაქეზა კიდეც, თითქოს ყურში მაცდუ-
ნებელი სიტყვები წამჩურჩულაო. თქვენ წარმოიდგინეთ, ნამ-
დვილად ასე მახსოვს, არც არასოდეს დამავიწყდება, რომ
ზუსტად ვიღაცის ხმა მომესმა ზურგიდან: „აიღე ფუთა! მალე!
არ დააყოვნო!“ როგორც კი ეს სიტყვები გავიგონე, მყისვე
დუქანში შევედი, ზურგით გოგოსკენ მივბრუნდი, ვითომ ქუჩა-
ში გავლილ ფორანს მოვერიდე, ხელი უკან გავყავი, ფუთა გა-
მოვაცოცე და დუქნიდან გავედი. არავის შევუმჩნევივარ - არც
გოგოს, არც ნოქარსა და არც გამვლელებს.

250 მკითხველთა ლიგა


ვერ გადმოგცემთ იმ საშინელ გრძნობას, ყოველივე ამის
შემდეგ რომ დამეუფლა. გამოვედი დუქნიდან, მაგრამ არ გავ-
ქცეულვარ, ასე განსაჯეთ, ნაბიჯიც არ ამიჩქარებია. ქუჩა გა-
დავჭერი და პირველივე კუთხეში მოვუხვიე. მგონი, ეს
ფენჩერჩ-სტრიტის გადამკვეთი შუკა იყო. შემდეგ იმდენი
ვუარე ამ ადგილს, რომ ხეირიანად აღარც კი ვიცოდი, სად ვი-
ყავი ან საით მივდიოდი. თავგზა ისე დამებნა, რომ, რაც უფ-
რო ვშორდებოდი საფრთხეს, მით უფრო ვუჩქარებდი ნაბიჯს,
სანამ ძალა არ გამომელია და იძულებული გავხდი, ვიღაცის
ჭიშკართან მერხზე ჩამოვმჯდარიყავი. აქ მივხვდი, რომ ტემზ--
სტრიტზე გამოვსულიყავი, ბილინგსგეტთან ახლოს. ცოტა
რომ შევისვენე, გზა ისევ განვაგრძე. გული საშინლად მიძ-
გერდა. ერთი სიტყვით, ჩემი საქციელით ისე ვიყავი გაოგნე-
ბული, რომ არ ვიცოდი, საით წავსულიყავი და რა მეღონა.
ამ ხანგრძლივი უმიზნო ბორიალით დაქანცული, თანდა-
თან აზრზე მოვდიოდი, ბოლოს შინისკენ ავიღე გეზი, სადაც
დაახლოებით საღამოს ცხრა საათზე მივედი.
რა იყო ფუთაში და რა მიზნით დაედოთ იქ, სადაც ვიპოვე,
არ ვიცოდი, მაგრამ რომ გავხსენი, შიგ აღმოჩნდა ახალდაბა-
დებულის საუცხოო საჩუქარი - მაქმანებიანი ფაქიზი ნამუშე-
ვარი. იქ იყო აგრეთვე ერთი პინტი1 ტევადობის ვერცხლის
ფიალა, ვერცხლისავე ტოლჩა და ექვსი კოვზი, გარდა ამისა,
რაღაც თეთრეული, ქალის ლამაზი პერანგი, აბრეშუმის სამი
ცხვირსახოცი, ხოლო ტოლჩაში იდო ქაღალდში შეხვეული
თვრამეტი შილინგი და ექვსი პენსი.

1 მოცულობის საზომი ერთეული, უდრის 0,568 ლიტრს.

251 მკითხველთა ლიგა


ფუთიდან ამ ნივთებს რომ ვიღებდი, საშინელ შიშს
ვგრძნობდი, თუმცა საფრთხე არსაიდან მელოდა.
- ღმერთო! - წამოვიძახე და ცრემლები გადმომცვივდა. -
ვინ ვარ ახლა? ქურდი და მეტი არაფერი. ამ საქმის კიდევ ერ-
თხელ ჩადენისას კი ხელს ჩამავლებენ, „ნიუგეტში“ თავს ამო-
მაყოფინებენ და სიკვდილით დასჯა არ ამცდება!
დიდხანს ვიწუწუნე, ცრემლი არ მომშორებია თვალები-
დან, და ჩემი სიღარიბის მიუხედავად, ნივთებს აუცილებლად
უკან წავიღებდი, საამისო გამბედაობა რომ მყოფნოდა. მაგ-
რამ რამდენიმე ხნის შემდეგ ეს სურვილი გამიქრა, ლოგინში
ჩავწექი, ცოტა წავიძინე. შავბნელი აზრები არ მშორდებოდა,
მთელ ღამეს და მეორე დღეს არ ვიცოდი, რას ვამბობდი ან
რას ვაკეთებდი. შემდეგ ძალზე მომინდა გამეგო რამე დანა-
კარგზე, ვის ეკუთვნოდა ფუთა: ღარიბსა თუ მდიდარს? შეიძ-
ლება, - ვამბობ გულში, - ჩემსავით ღატაკმა ქვრივმა გასაყი-
დად შეახვია ნივთები, რომ თავისთვის და საბრალო ბავშვის-
თვის პური ეყიდა, ახლა კი შიმშილით კვდება და თავს კე-
დელს ახლის დანაკარგის გამო. სამი თუ ოთხი დღის განმავ-
ლობაში ეს ფიქრი ყველაზე მეტად მაწვალებდა.
მაგრამ ჩემმა საკუთარმა გაჭირვებამ ჩამიხშო ყველა ეს
აზრი, შიმშილის საფრთხემ კი, რომელიც თანდათან უფრო
მეტად მაშინებდა, გული გამიქვავა. მაშინ განსაკუთრებით
მტანჯავდა ის, რომ თავს უკვე გამოსწორებულად ვთვლიდი
და როგორც იმედი მქონდა, წარსულში ჩადენილი ყველა
ცოდვა მოვინანიე. რამდენიმე წლის განმავლობაში ვატარებ-
დი მორიდებულ, მართებულ და კარჩაკეტილ ცხოვრებას, ახ-
ლა კი სასტიკი გაჭირვება სულისა და ხორცით დაღუპვისკენ
მიბიძგებდა. ორჯერ თუ სამჯერ მუხლებზე დავემხე და
ღმერთს შევთხოვე, მიხსენი ამ საშინელებისგან-მეთქი. სამ-
252 მკითხველთა ლიგა
წუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ამ ლოცვებით შვებას ვერ
ვგრძნობდი. არ ვიცოდი, რა მექნა, ირგვლივ ყველაფერი
შიშს იწვევდა ჩემში, მთელი არსება კი წყვდიადს მოეცვა. გა-
ვიფიქრე, ჩემი მონანიება ალბათ გულწრფელი არ იყო, რომ
ზეცამ ჯერ კიდევ სააქაოში დამიწყო დასჯა და უთუოდ უფრო
მეტ წამებას მიმზადებს ჩემი ცოდვებისთვის-მეთქი.
ასეთი ფიქრები რომ განმეგრძო, შეიძლება მართლაც
გულწრფელად მომენანიებინა, მაგრამ ამასთან ერთად შემო-
ჩენილი მყავდა ცუდი მრჩეველიც, რომელიც ნიადაგ მიჩიჩი-
ნებდა, როგორც უნდა ყოფილიყო, შემემსუბუქებინა ჩემი
მდგომარეობა. და აი, ერთ საღამოს, ისევე როგორც მაშინ,
როცა წამჩურჩულა, აიღე ეს ფუთაო, ვერაგული შთაგონებით
კვლავ შემაცდინა, ბედის საცდელად წავსულიყავი.
ამჯერად გარეთ დილით გავედი, დავეხეტებოდი, მეც არ
ვიცოდი, სად ან რისთვის, როცა ბოროტმა სულმა გზაზე საში-
ნელი მახე დამიგო, რომლის მსგავსი არასოდეს მინახავს.
ოლდერსგეტ-სტრიტზე რომ მივდიოდი, შევხვდი პატარა ლა-
მაზ გოგონას, რომელიც საცეკვაო სკოლიდან შინ მარტო
ბრუნდებოდა. და აი, ჩემმა შემცდენელმა, როგორც ნამ-
დვილმა სატანამ, სწორედ ამ უცოდველ არსებაზე დამგეშა.
გოგონას გამოველაპარაკე, მანაც პასუხად ბავშვური ტიტინი
დამიწყო. მაშინ ხელი მოვკიდე და ერთ მოკირწყლულ შუკაზე
შევუხვიე, რომელიც წმინდა ბართლომეს ეკლესიისკენ მი-
დიოდა, გოგონამ მითხრა, ეს გზა ჩვენი სახლისკენ არ მიდი-
სო.
- არა, ჩემო კარგო, სწორედ ასე ივლი, გაჩვენებ, შინისკენ
როგორ უნდა გააგნო გზა, - ვუპასუხე.
ბავშვს ყელზე ოქროს მძივი ეკეთა, რომელსაც თვალს არ
ვაშორებდი. ბნელ შესახვევში დავიხარე, ვითომ მისთვის გახ-
253 მკითხველთა ლიგა
სნილი საყელოს გასწორება მინდოდა, და ისე ოსტატურად
მოვხსენი მძივი, რომ ვერც კი შეამჩნია, შემდეგ კი კვლავ გან-
ვაგრძეთ გზა. აქ, გამოგიტყდებით, ბოროტი სული მაქეზებდა,
ბავშვს რომ ტირილი არ დაეწყო, ბნელ ქუჩაბანდში მომეკლა,
მაგრამ ამაზე ფიქრმაც კი ისე შემაშინა, რომ კინაღამ გრძნო-
ბა დავკარგე. გოგონას ვუთხარი: უკან დაბრუნდი, ამ გზით
შინ ვერ მიხვალ-მეთქი. ბავშვი დამემორჩილა, მე კი მეორე
შუკაზე შევუხვიე, რომელიც ლონგ-ლეინზე გადიოდა, იქიდან
ჩარტერჰაუს-იარდისკენ გავემართე და სენტ-ლეინითა და
ფოლდ-ლეინით ჰოლბორნის ხიდზე დავეშვი, შევერიე ხალ-
ხის ნაკადს, რომელიც ჩვეულებრივ იქ ბლომად იყრიდა თავს
და ისე წავშალე კვალი, რომ მძივების მომტაცებლის პოვნა
უკვე საკმაოდ ძნელი იყო. ეს გახლდათ ჩემი მეორე გასვლა
საშოვარზე.
ამ ნადავლის ხელში ჩაგდებამ სრულიად გამიფანტა პირ-
ველი გასვლით გამოწვეული საზარელი აზრები. გაჭირვებამ,
ვიმეორებ, გული ისე გამიქვავა, რომ ჩემს სიბრალულს აღა-
რაფერი იწვევდა. უკანასკნელ ქურდობას ჩემში დიდი წუხილი
არ გამოუწვევია, რადგან მიმაჩნდა, რომ საბრალო ბავშვის-
თვის არავითარი ზიანი არ მიმიყენებია, მხოლოდ მშობლებს
ვასწავლე ჭკუა, რომ ასე დაუდევრად აღარ მოიქცნენ და სა-
ცოდავი კრავი უპატრონოდ აღარ გამოუშვან-მეთქი.
ჩემ მიერ მოტაცებული ოქროს მძივი თორმეტი თუ თოთ-
ხმეტი გირვანქა სტერლინგი ღირდა. ვფიქრობ, იგი წინათ დე-
დას ეკუთვნოდა, რადგან ბავშვისთვის ასეთი მძივები ძალზე
მსხვილი იყო, მაგრამ დედის თავმომწონეობამ, რომელსაც
სურდა, მისი გოგონა მორთული გამოჩენილიყო საცეკვაო
სკოლაში, აიძულა ყელსაბამი ბავშვისთვის ჩამოეკიდა. შეიძ-
ლება გოგონას მსახურიც გააყოლეს, მაგრამ ეს გომბიო უთუ-
254 მკითხველთა ლიგა
ოდ ბიჭებში გაერთო და საბრალო ბავშვი მარტო გაუშვა, ბო-
ლოს ჩემს ხელში რომ ჩავარდნილიყო.
ყოველ შემთხვევაში, გოგონასთვის ცუდი არაფერი გამი-
კეთებია; ასე განსაჯეთ, არც კი შემიშინებია, რადგან ჩემში
ჯერ კიდევ იყო ცოტაოდენი სინაზე, მხოლოდ იმით დავკმაყო-
ფილდი, რის გაკეთებასაც გაჭირვება მაიძულებდა.
მას შემდეგ ბევრი ფათერაკი გადამხდა თავს, მაგრამ ამ
საქმიანობაში ახალბედა ვიყავი და მხოლოდ სატანის შთაგო-
ნებით ვმოქმედებდი. სიმართლე რომ გითხრათ, ბოროტი სუ-
ლი იშვიათად თუ აყოვნებდა წაქეზებას. ერთი ასეთი შემ-
თხვევა ჩემთვის ძალზე ბედნიერად დამთავრდა. ბინდბუნდში
ლომბარდ-სტრიტზე მივდიოდი. ის იყო „სამი მეფის სასახ-
ლის“ კუთხეს გავუსწორდი, რომ გვერდით ვიღაც უცნობმა ჩა-
მიქროლა და ფეხებთან ბოღჩა დამიგდო, თანაც დამიყვირა:
- ღვთის გულისთვის, ქალბატონო, ამ ბოღჩაზე ცოტა ხანს
თვალი გეჭიროსო, - და სირბილი განაგრძო.
შემდეგ კიდევ ორნი გამოჩდნენ, ბოლოს მის კვალდაკვალ
უქუდო ახალგაზრდა კაცმა გაირბინა, რომელიც ყვიროდა,
დაიჭირეთ ქურდიო, მას კიდევ ორნი თუ სამნი მიჰყვებოდნენ.
ისეთი თავგამოდებით მისდევდნენ ორ გაქცეულ კაცს, რომ
მათ ყველაფერი დაყარეს, რაც ხელში ეჭირათ, ამასთან, ერ-
თი ვერ გაექცათ, მეორემ კი მიმალვა მოახერხა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთ ადგილას გაშეშებული
ვიდექი, სანამ მდევრები არ დაბრუნდნენ. ისინი დაჭერილ
ქურდს მოათრევდნენ და თან წართმეული ნივთები მოჰქონ-
დათ, ამასთან ძალზე კმაყოფილები ჩანდნენ, რომ მოპარუ-
ლის დაბრუნება შეძლეს და ქურდის დაჭერაც მოახერხეს.
გვერდით ისე ჩამიარეს, ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევიათ,

255 მკითხველთა ლიგა


რადგან თავი მაგრად დავიჭირე, თითქოს განზე გავდექი
ბრბოს გასატარებლად.
ორჯერ ვიკითხე, რა მოხდა-მეთქი, მაგრამ პასუხი არავის
გაუცია. მეც შესაფერისი წუთი შევარჩიე, ავიღე ჩემ უკან დაგ-
დებული ბოხჩა და გზას გავუდექი. ყოველივე ეს წინანდელზე
უფრო მშვიდად გავაკეთე, რადგან ნივთები მე კი არ მოვიპა-
რე, მხოლოდ ხელში ჩამივარდა. ტვირთთან ერთად შინ მშვი-
დობით დავბრუნდი. ბოღჩაში საუცხოო შავი აბრეშუმისა და
ხავერდის ნაჭრები აღმოჩნდა. უკანასკნელი წარმოადგენდა
სულ თორმეტი იარდის სიგრძის ჩამონაჭერს, აბრეშუმი კი
მთელი თოფი იყო, დაახლოებით ორმოცდაათი იარდი. რო-
გორც ჩანდა, ქურდებს აბრეშუმისა და ხავერდის ვაჭარი
გაეძარცვათ. ვამბობ, გაეძარცვათ-მეთქი, მაგრამ მათ მთელი
საქონლის გატაცება ვერ მოეხერხებინათ და ნაწილი გზაში
დაეფანტათ, ვგონებ მდევრებმა მოახერხეს და ექვსი თუ შვი-
დი სხვადასხვა აბრეშუმის ნაჭერი იპოვეს. როგორ შეძლეს
ამდენის გატაცება, ვერ გავიგე. რამდენადაც მხოლოდ ქურდი
გავქურდე, დამშვიდებული სინდისით მივითვისე ეს საქონე-
ლი და შენაძენით ერთობ გახარებული დავრჩი.
გარკვეულ დრომდე ბედი მუდამ მწყალობდა, რამდენიმე
შემთხვევა კიდევ მქონდა, თუმცა არც ისე სახეირო, მაგრამ
მარჯვედ ჩადენილი. ამის მიუხედავად, დღე არ გავიდოდა,
რომ შიში არ მეჭამა. ვფიქრობდი, ოდესმე მაინც ჩავვარდები,
ადრე თუ გვიან სახრჩობელა არ ამცდება-მეთქი. ამ აზრებით
გამოწვეული შთაბეჭდილება იმდენად ძლიერი იყო, რომ
თავს მაკავებინებდა ბევრი ცდისგან, რომლებიც, დარწმუნე-
ბული ვიყავი, კეთილად დამთავრდებოდა. აქ არ შემიძლია
ერთ რამეზე გავჩუმდე, რაც ჩემთვის სატყუარას წარმოადგენ-
და მრავალი დღის განმავლობაში. ხშირად ვსეირნობდი ახ-
256 მკითხველთა ლიგა
ლომახლო სოფლებში, რამე საკბილოს ვეძებდი. და აი, ერ-
თხელ, სტეპნისთან ახლოს, რომელიღაც სახლს რომ ჩა-
ვუარე, რაფაზე ორი ბეჭედი შევნიშნე: ერთი პატარა იყო, ალ-
მასისთვლიანი, მეორე ბრტყელი, ოქროსი. ალბათ ისინი რო-
მელიმე დაუდევარ ქალბატონს დაავიწყდა, რომელსაც ტვინ-
ზე მეტი ფული ჰქონდა, ან შეიძლება პატრონი იქვე იყო, ხელს
იბანდა.
ფანჯარას რამდენჯერმე ავუარ-ჩავუარე, მინდოდა გამეგო,
ვინმე ხომ არ ტრიალებდა ოთახში, და თუმცა ვერავინ შევამ-
ჩნიე, მაინც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ოთახი ცარიელი
იყო. უცებ თავში მომივიდა აზრი, ფანჯარაზე დამეკაკუნებინა,
ვითომ პატრონის დაძახება მინდოდა, და თუ სახლში ვინმე
იყო, უთუოდ ფანჯარასთან მოირბენდა, მე კი ვთხოვდი, ბეჭ-
დები აეღოთ, ვეტყოდი, ორი საეჭვო მამაკაცი უთვალთვა-
ლებს ფანჯარას-მეთქი. ჩავიფიქრე და გავაკეთე კიდეც. ორ-
ჯერ დავაკაკუნე, მაგრამ ხმა არავის გაუცია, მაშინ მინას ღო-
ნივრად მივაწექი, იგი დიდი ხმაურის გარეშე დაიმსხვრა, ავი-
ღე ბეჭდები და გზას გავუდექი. ალმასისთვლიანი ბეჭედი და-
ახლოებით სამი გირვანქა სტერლინგი ღირდა, მეორე - ასე,
ცხრა შილინგი.
მაგრამ სიძნელე იმაში მდგომარეობდა, რომ არ ვიცოდი,
ვისთან გამესაღებინა საქონელი, განსაკუთრებით, ორი ნაჭე-
რი აბრეშუმი. არაფრით არ მინდოდა მათი იაფად გაყიდვა,
როგორც ჩვეულებრივად იქცევიან ხოლმე უბედური ქურდი
ქალები, რომლებიც ხშირად საფრთხეში იგდებენ სიცოც-
ხლეს რაიმე ძვირფასი ნივთისთვის, ბოლოს კი იძულებულნი
ხდებიან ჩალის ფასად გადააგდონ. ყოველგვარი ხრიკისთვის
უნდა მიმემართა, რომ არ მიმებაძა მათთვის, მაგრამ გარკვე-
ვით არ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი. საბოლოოდ გადავ-
257 მკითხველთა ლიგა
წყვიტე, მივსულიყავი ჩემს ბებერ დედამძუძესთან და ძველი
ნაცნობობა განმეახლებინა. მას წესიერად ვუგზავნიდი
წლიურად ხუთ გირვანქა სტერლინგს ჩემი ბავშვის სარჩენად
მანამდე, ვიდრე ამის საშუალება მქონდა, მაგრამ უკანას-
კნელ ხანს იძულებული გავხდი უარი მეთქვა ფულის გაგზავ-
ნაზე. მივწერე წერილი, რითაც ვატყობინებდი, ჩემს გაჭირვე-
ბულ მდგომარეობას, ქმარი დავკარგე და ასეთი ხარჯის გაწე-
ვა აღარ შემიძლია-მეთქი; ვთხოვდი, ეზრუნა იმისთვის, რომ
საბრალო ბავშვი ძალიან არ დაჩაგრულიყო დედის ასეთი
ხელმოკლეობის გამო.
ახლა კი მას თვითონ ვესტუმრე. აღმოჩნდა, რომ კვლავ
ძველ ხელობას მისდევდა, თუმცა მისი საქმეები უწინდებუ-
რად აღარ მიდიოდა. სამართალში მიეცა ერთ ბატონს, რომ-
ლისთვისაც ქალიშვილი მოეტაცათ, ეტყობა, გოგოს თანხმო-
ბის გარეშე, და სახრჩობელას ძლივძლივობით გადარჩენო-
და. სასამართლო ხარჯებმა მთელი მისი ქონება გააჩანაგა,
ისე რომ, ახლა ძალზე უბრალოდ იყო მოწყობილი და უწინ-
დებური სახელით აღარ სარგებლობდა, მაგრამ მაინც იდგა,
როგორც ამბობენ, საკუთარ ფეხზე და ხელმოჭერილი დედა-
კაცის ჩვეულებისამებრ, რომელსაც ჯერ კიდევ დარჩენია რა-
ღაც სახსარი, მევახშეობას ეწეოდა ნივთების დაგირავებით,
და არც ისე ცუდად ცხოვრობდა.
ძალზე გულთბილად მიმიღო და ჩვეული თავაზიანობით
მითხრა, თქვენს გაჭირვებულ მდგომარეობას სრულიადაც არ
შეუნელებია ჩემი პატივისცემა თქვენდამი. ვიზრუნე, რათა
ბავშვს კვლავაც ჯეროვანი მოვლა ჰქონდეს, იმის მიუხედა-
ვად, რომ გადახდის საშუალება აღარ გაქვთ. მისი მომვლელი
ქალი კარგად ცხოვრობს, ამიტომაც ბავშვის ბედი არ უნდა

258 მკითხველთა ლიგა


გაწუხებდეთ, სანამ ფულით დახმარებას კიდევ არ შეძლებ-
თო.
ვუპასუხე: ფული ცოტა მაქვს, სამაგიეროდ, დამრჩა ზოგი-
ერთი ნივთი, რაშიც დიდი თანხის აღება შეიძლება, თუ მას-
წავლით, როგორ მოვიქცე-მეთქი. რა გაქვთო, შემეკითხა.
ამოვიღე ოქროს მძივების ფარღული და ვუთხარი, ეს ჩემი
ქმრის ნაჩუქარია-მეთქი. შემდეგ ორი ნაჭერი აბრეშუმი ვუჩ-
ვენე და ირლანდიიდან ჩამოტანილად გავასაღე. ამოვიღე აგ-
რეთვე ალმასისთვლიანი ბეჭედი. რაც შეეხება ფუთას, ვერ-
ცხლისა და კოვზების გასაღება უკვე მოვახერხე, ხოლო ბავ-
შვის საჩუქრის აღება თვითონ მოხუცმა ისურვა, ეგონა, ჩემი
საკუთრება იყო. მითხრა, ამ ნივთებს ვადაგასულ გირაოთა
სახით გავყიდიო. მაშინვე კაცი გაგზავნა შემსყიდველებთან,
რომლებიც ამ საქმეში დახელოვნებულები იყვნენ. მათ არაფ-
რის შეშინებიათ, ისე იყიდეს ნაქურდალი, ამასთან, კარგ ფა-
სად.
მაშინ გამიჩნდა აზრი, რომ ამ დედაკაცს ახლანდელ გა-
ჭირვებულ მდგომარეობაში ჩემთვის რაღაც დახმარების გა-
წევა შეეძლო. სიხარულით შევუდგებოდი პატიოსან შრომას,
თუკი სამუშაოს შოვნას შევძლებდი. მაგრამ ამაში დედამძუძე
დახმარებას ვერ გამიწევდა - პატიოსან საქმიანობასთან
მწყრალად გახლდათ. უფრო ახალგაზრდა რომ ვყოფილიყა-
ვი, ადვილი წარმოსადგენია, რა სამუშაოს მიშოვიდა, მაგრამ
ასეთი საშუალებით ფულის კეთებაზე ერთხელაც არ მიფიქ-
რია. ეს ხომ სრულიად გამორიცხული იყო ისეთი ქალისთვის,
რომელმაც ორმოცდაათს გადააბიჯა.
ბოლოს წინადადება მომცა, მასთან გადავსახლებულიყავი
და ერთად გვეცხოვრა, სანამ რამე საქმე გამოჩნდებოდა. ჩემ-
თან ცხოვრება ძალზე იაფი დაგიჯდებაო, მითხრა. მისი წინა-
259 მკითხველთა ლიგა
დადება სიხარულით მივიღე, კარგად მოვეწყვე და იმაზე და-
ვიწყე ფიქრი, რომ ჩემი ვაჟი უკანასკნელი ქმრის ხელიდან
გამომეგლიჯა. აქაც ეს დედაკაცი დამეხმარა, ბავშვის რჩენის-
თვის წლიურად მხოლოდ ხუთი გირვანქა სტერლინგი მთხო-
ვა, თუ ასეთი ხარჯი მძიმე ტვირთად არ დაგაწვებათო. ამან
იმდენად გამიადვილა ცხოვრება, რომ მცირე დროით თავი
დავანებე ჩემს სამარცხვინო ხელობას, რასაც დიდი ხანი არ
იყო, ხელი მოვკიდე. ლუკმაპურისთვის სიამოვნებით ავიღებ-
დი საკერავს, მაგრამ მისი შოვნა ძალზე ძნელი იყო ისეთი ქა-
ლისთვის, რომელსაც ნაცნობები არ ჰყავდა.
სამუშაოს შოვნა ბოლოს მაინც მოვახერხე. დავიწყე საბნე-
ბის, კაბების დალიანდაგება. საქმე ძალიან მომეწონა, მუ-
ყაითადაც ვშრომობდი და ამით საარსებო საშუალება გავიჩი-
ნე. მაგრამ ბოროტ სულს მაინც არ ეძინა. ჩანს, გადაეწყვიტა,
შემდგომშიც მემსახურა მისთვის, ამიტომ მოსვენებას არ მაძ-
ლევდა, მაქეზებდა, გარეთ გავსულიყავი, იქნებ რამე საკბი-
ლო ჩამეგდო ხელში. ერთ საღამოს ბრმად დავემორჩილე მის
ნებას და დიდხანს დავეხეტებოდი ქუჩებში, მაგრამ უშედე-
გოდ. შინ ძალზე დაღლილი და ხელცარიელი დავბრუნდი.
იმედი მაინც არ დამიკარგავს, მეორე საღამოსაც გავისეირნე.
რომელიღაც ლუდხანას რომ ჩავუარე, დავინახე, ერთ-ერთი
განყოფილების კარი ღია დარჩენოდათ. იგი პირდაპირ ქუჩა-
ში გამოდიოდა. მაგიდაზე ვერცხლის თასი იდგა, როგორსაც
მაშინ სამიკიტნოებსა და ლუდხანებში ხმარობდნენ. ალბათ
სუფრასთან ექეიფათ, დაშლილიყვნენ და დაუდევარ მსახუ-
რებს ჭურჭლის აღება დავიწყებოდათ.
გაბედულად შევედი, ვერცხლის თასი მერხის ნაპირას ჩა-
მოვდგი, მაგიდას მივუჯექი და ფეხით დავაკაკუნე. მყისვე ბიჭ-
მა მოირბინა, ერთი პატარა ცხელი ლუდი შევუკვეთე, გარეთ
260 მკითხველთა ლიგა
ცივა-მეთქი. ბიჭი ბრძანების შესასრულებლად გაიქცა; გავი-
გონე, როგორ ჩავიდა სარდაფში ლუდის ამოსაქაჩად. როცა
ის წავიდა, მეორე ბიჭი გამოცხადდა და დაიყვირა:
- თქვენ გვეძახით?
სევდიანად ვუპასუხე:
- არა, ბიჭიკო უკვე გავგზავნე ლუდის მოსატანად.
ბიჭის დაბრუნებას რომ ვუცდიდი, დახლის იქიდან ქალის
ხმა მომესმა, რომელიც ამბობდა:
- მეხუთედან ყველა წავიდა? - იმ განყოფილებას გულის-
ხმობდა, სადაც მე ვიჯექი, ბიჭმა უპასუხა, წავიდნენო.
- ვინ წამოიღო თასი? - შეეკითხა ქალი.
- მე, - გამოეხმაურა მეორე ბიჭი, - აქ არის, - და უჩვენა
სხვა თასი, რომელიც შეცდომით ერთ-ერთი განყოფილები-
დან მიეტანა, ანდა, იქნებ უსაქმურს დაავიწყდა კიდეც, რომ
სულაც არ ჰქონდა წაღებული.
ასეთმა ლაპარაკმა დიდი სიამოვნება მომგვარა, რადგან
მივხვდი, პატრონები ვერ ამჩნევდნენ თასის დანაკლისს, ეგო-
ნათ, რომ თავის ადგილას იდგა. და აი, მშვიდად დავლიე ლუ-
დი, შემდეგ კი ბიჭს გავუსწორდი. წასვლისას ვუთხარი, არ და-
გავიწყდეს, ბიჭო, ვერცხლის წაღება-მეთქი, და მივუთითე
ტოლჩაზე, რითაც ლუდი მომიტანა. ბიჭმა მიპასუხა:
- კეთილი, ქალბატონო, გმადლობთ.
ავდექი და წამოვედი.
შინ დავბრუნდი ჩემს დედამძუძესთან და გადავწყვიტე:
დადგა დრო გამომეცადა ეს დედაკაცი, შეეძლო თუ არა დახ-
მარების გაწევა იმ შემთხვევაში, თუ იძულებული გავხდებო-
დი, გამოვტყდომოდი. ცოტა ხანს ვიჯექი, შემდეგ ლაპარაკი
წამოვიწყე და ვუთხარი, მინდა უდიდესი საიდუმლო გაგან-
დოთ, თუ იმდენ პატივს მცემთ, რომ არ გამცემთ-მეთქი. მომი-
261 მკითხველთა ლიგა
გო: თქვენი ერთი საიდუმლო ხომ მტკიცედ შევინახე, რატომ-
ღა გგონიათ, რომ მეორეს გავამხელ? მოვუყევი, რომ უჩ-
ვეულო შემთხვევა გადამხდა, ამასთან სრულიად უნებლიეთ--
მეთქი, თანაც თასის მოტაცების ამბავი ვუამბე.
- და მერე თასი ხომ აქ მოიტანეთ, ჩემო კარგო? - შემეკით-
ხა.
- დიახ, მოვიტანე, - მივუგე და ნივთი ვუჩვენე, - რაღა ვქნა
ახლა? უკან წავიღო?
- უკან წაიღოთ! წაიღეთ, თუ გინდათ, რომ „ნიუგეტში“ ამო-
ყოთ თავი!
- რას ბრძანებთ, - შევესიტყვე, - როგორ უნდა წარმოიდგი-
ნოს კაცმა ასეთი სიმდაბლე: დამიჭიროს იმ ხალხმა, რომელ-
საც ნივთს დავუბრუნებ?
- არ იცით, ეს რა ხალხია, ჩემო ბავშვო, - მითხრა მოხუცმა.
- ისინი, მიუხედავად თქვენი კეთილშობილური საქციელისა,
მარტო „ნიუგეტს“ კი არ გიჩვენებენ, სახრჩობელაზეც გაგ-
გზავნიან, ანდა გასანაღდებლად ყველა დაკარგული თასის
ანგარიშს წარმოგიდგენენ.
- მაშ, რა გზას დავადგე? - შევეკითხე.
- რა გზას დავადგეთ? რაკი ასე მოხერხებულად გაითამაშე
სცენა და ასწაპნე თასი, კითხვა რა საჭიროა, თქვენ უნდა
დაიტოვოთ. უკან დახევა ახლა გვიან არის. ამასთან, შვილო,
განა მათზე მეტად არ გიჭირთ? გისურვებთ, ყოველ კვირას
ასეთი ნადავლით დაბრუნებულიყავით.
ამ სიტყვებმა ჩემს დედამძუძეზე ახალი წარმოდგენა შე-
მიქმნა; მივხვდი, რომ მას შემდეგ, რაც მევახშეობას მიჰყო
ხელი, ეტყობა, საეჭვო პატიოსნების ადამიანებთან დაიწყო
საქმის დაჭერა, რომლებიც მასთან წინათ მოსიარულე ხალხს
ნაკლებად ჰგვანან.
262 მკითხველთა ლიგა
ამაში მალე უფრო მეტად დავრწმუნდი, რადგან ხშირად
ვხედავდი მასთან დასაგირავებლად კი არა - პირდაპირ გასა-
ყიდად როგორ მოჰქონდათ დაშნის ტარები, კოვზები, ჩან-
გლები, თასები, მოხუციც უკითხავად ყიდულობდა ყველა-
ფერს და, როგორც მისი ნათქვამიდან მივხვდი, კარგადაც ის-
ქელებდა ჯიბეს.
შევნიშნე აგრეთვე, რომ ნაყიდ ვერცხლის ჭურჭელს ყო-
ველთვის ადნობდა, რათა ვინმეს არ ეცნო. ერთხელ დილით
მითხრა: მივდივარ გადასადნობად, და თუ თანახმა ხართ,
თქვენს თასსაც წავიღებ, რომ არავინ ნახოსო. რა თქმა უნდა,
მაშინვე დავეთანხმე. აწონა თასი და სრული ფასი გადამიხა-
და ვერცხლით. სამაგიეროდ, სხვა კლიენტებს ასე კეთილსინ-
დისიერად როდი ექცეოდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა დანაღვლიანებული ვიჯექი
და ჩემს სამუშაოს ვაკეთებდი, კითხვა დამიწყო, რა მოგივი-
დაო. მივუგე: სამუშაო ცოტა მაქვს და საცხოვრებლად არა
მყოფნის, არ ვიცი, რა საშუალებას მივმართო-მეთქი. გაეცინა
და მითხრა: ბედი კიდევ უნდა სცადო, იქნებ კიდევ ჩაგივარ-
დეს ხელში ვერცხლის ნივთიო.
- ეეჰ, დედიკო, - მივუგე, - ამ საქმის ოსტატი არ გახლა-
ვართ, და თუ ხელი მტაცეს, დაღუპვა არ ამცდება.
- მართალია, შვილო, მაგრამ შემიძლია მიგგზავნო ამ საქ-
მის მასწავლებელთან, რომელიც თავისსავით დაგახელოვ-
ნებსო.
ამის გაგონებაზე კანკალი ამივარდა, რადგან მანამდე თა-
ნამზრახველი არ მყავდა და არც ამგვარ ხალხთან ნაცნობო-
ბას ვეძებდი. მაგრამ მოხუცმა შიში გამიფანტა. მოკლე ხანში
ამ მასწავლებლის დახმარებით ისეთივე გაბედული და მო-
ხერხებული გავხდი, როგორც ოდესღაც მოლ-ჯიბგირი იყო,
263 მკითხველთა ლიგა
თუმცა, მასავით ლამაზი არა ვყოფილვარ, თუკი ამ ქალის გა-
რეგნობაზე გავრცელებული ხმები გადაჭარბებული არ არის.
ამხანაგს, რომელთანაც დედამძუძემ დამაკავშირა, ოსტა-
ტურად შეეძლო სამი სახის მუშაობის შესრულება: დახლები-
დან საქონლის მოპარვა, ქისების ამოცლა და ქალებისთვის
ოქროს საათების ქამრიდან ართმევა. ამ უკანასკნელს ისე
მოხერხებულად აკეთებდა, რომ ვერავინ გაუტოლდებოდა.
დასახელებული საქმიანობიდან ძალზე მომეწონა პირველი
და უკანასკნელი, და მე რამდენიმე ხანს მუშაობაში ისე ვეხმა-
რებოდი, როგორც ბებიაქალს თანაშემწე ეხმარება ხოლმე,
თანაც სრულიად უსასყიდლოდ.
ბოლოს გამოსაცდელად გამიშვა. მიჩვენა თავისი ხელოვ-
ნება და მეც არაჩვეულებრივი მოხერხებით ქამრიდან საათს
ხშირად ვაცლიდი თვითონ ჩემს მასწავლებელს. რამდენიმე
გაკვეთილის შემდეგ მსხვერპლზე მიმითითა - ეს გახლდათ
ახალგაზრდა ორსული ქალი, რომელსაც საუცხოო საათი
ეკიდა. ნივთი მაშინ უნდა ამერთმია, როცა ქალი ეკლესიიდან
გამოვიდოდა. ჩემი მასწავლებელი გვერდით გაჰყვა და კიბის
საფეხურებს რომ მიაღწია, თავი მოაჩვენა, თითქოს ეცემოდა,
ამასთან ისე ძლიერად დაეჯახა, რომ ქალს საშინლად შეეშინ-
და, თანაც ორივემ უჩვეულო ხმით დაიყვირა. სწორედ იმ
დროს, როცა ჩემი ამხანაგი ქალს დაეჯახა, საათს ხელი წავა-
ტანე და პატრონის შეუმჩნევლად ადვილად ავაცალე. რასაკ-
ვირველია, მაშინვე მოვუსვი, ამასთან, როგორც ჩემს მასწავ-
ლებელს, ასევე ქალს საშუალება მივეცი, აზრზე მოსულიყ-
ვნენ. საბრალო ქალმა საათის დაკარგვა მაშინვე შენიშნა და
ყვირილი მორთო.
- ჰო, რა თქმა უნდა, - მიმართა ჩემმა ამხანაგმა, - სანაძ-
ლეოს ვდებ, ეს იმ არამზადებმა ჩაიდინეს, რომლებმაც კინა-
264 მკითხველთა ლიგა
ღამ წამაქციეს, სამწუხაროა, ასე გვიან რომ შეამჩნიეთ, უთუ-
ოდ მოვასწრებდით მათ დაჭერას.
ისე ოსტატურად გაითამაშა ეს სცენა, რომ ეჭვი არავის
შეჰპარვია. შინ მასზე ადრე დავბრუნდი. ეს იყო პირველი გას-
ვლა, რომელიც ერთად მოვაწყვეთ. ართმეული საათი ნამ-
დვილად შესანიშნავი აღმოჩნდა, მასში დედამძუძემ ოცი გირ-
ვანქა სტერლინგი მოგვცა. ფული შუაზე გავიყავით. ასე გავ-
ხდი დასრულებული ქურდი, სინდისის ქენჯნა ჩემთვის უკვე
უცხო ხილი იყო. არასოდეს მიფიქრია, რომ აქამდე დავეცე-
მოდი.
ამრიგად, სატანამ, რომელმაც უკიდურესი სიღატაკის ში-
შით ასეთ გზაზე გამომიყვანა, ბოლოს უჩვეულო სიმაღლეზე
ამტყორცნა, როდესაც ჩემი გაჭირვება ძნელი ასატანი აღარ
იყო. ახლა უკვე ბევრად მეტ სამუშაოს მაძლევდნენ, და რად-
გან ნემსის ხმარება კარგად მეხერხებოდა, ადვილად შემეძ-
ლო ლუკმაპურის პატიოსანი გზით შოვნა.
უნდა მოგახსენოთ, შრომითი ცხოვრების შესაძლებლობა
თავიდანვე რომ მომცემოდა, როცა სიღატაკის მოახლოებას
ვგრძნობდი, - ვიმეორებ, ამგვარი შესაძლებლობა მაშინ რომ
მქონოდა, არამც და არამც არ დავადგებოდი ასეთ სამარ-
ცხვინო გზას, და არ მივეტმასნებოდი ქურდების საზიზღარ
ბრბოს, რომელთანაც ახლა ვიყავი დაკავშირებული. მაგრამ
ნათქვამია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. საოცრად გავ-
თავხედდი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სხვისი დოვლათის
ამდენჯერ დატაცების შემდეგ ერთხელაც არ ჩავვარდნილ-
ვარ. მოკლედ რომ ვთქვა, მე და ჩემი ამხანაგი ისე დიდხანს
და ოსტატურად ვმოქმედებდით, თანაც არასოდეს წავბორძი-
კებულვართ, რომ არა მარტო გაბედულება შევიძინეთ, არა-

265 მკითხველთა ლიგა


მედ გავმდიდრდით კიდეც: ხელზე თითოეულ ჩვენგანს ოც--
ოცი საათი გვქონდა.
ერთხელ, როცა ჩვეულებრივ შედარებით უფრო სე-
რიოზულ ფიქრებს მივეცი თავი და გავიხსენე, რომ საკმარისი
თანხა დავაგროვე - ჩემ წილად ფულის სახით დაახლოებით
ორასი გირვანქა მქონდა, აზრად მომივიდა, უთუოდ კეთილი
სულის გავლენით, თუკი ასეთი საერთოდ არსებობს: რატომ
არ უნდა მივანებო ამ საქმიანობას თავი, რაკი კეთილ-
დღეობას მივაღწიე-მეთქი. პირველად თუ სიღატაკემ და გა-
ჭირვებამ მაიძულა ასეთი საშინელი ნაბიჯი გადამედგა, ახლა
ხომ აღარაფერი მაკლია; პატიოსანი შრომითაც შემიძლია
ფულის შოვნა, თანაც ჩემს საკუთრებად ამხელა თანხა
მეგულება-მეთქი. იმის მოლოდინი, რომ მუდამ თავისუფალი
ვიქნებოდი, მხოლოდ სულელს შეიძლებოდა ჰქონოდა. და
თუ ხელს ჩამავლებდნენ, დაღუპვა გარდაუვალი იყო.
ეს გახლდათ ჭეშმარიტად ბედნიერი წუთი, და ყური რომ
მეთხოვებინა კეთილი შთაგონებისთვის, კიდევ შეიძლებოდა
მშვიდი ცხოვრების იმედი მქონოდა. მაგრამ წინ სულ სხვა ბე-
დი მელოდა. დაუცხრომელ ბოროტ სულს, რომელმაც დაღუპ-
ვის გზაზე დამაყენა, მაგრად ვეჭირე ხელში და გაშვებას არ
აპირებდა. და თუ სიღატაკემ მაიძულა ამ წუმპეში ჩავვარდნი-
ლიყავი, სამაგიეროდ, ანგარება არ მაძლევდა იქიდან ამო-
ტივტივების უფლებას, სანამ ბოლოს ამოსვლა სრულიად შე-
უძლებელი არ გახდებოდა. თუ გონება ამგვარი საბუთებით
მარწმუნებდა, ქურდობისთვის თავი დამენებებინა, ანგარება
სულ სხვას მიკარნახებდა: განაგრძე! ხომ ხედავ, ბედი გწყა-
ლობს. განაგრძე, სანამ ოთხას ან ხუთას გირვანქა სტერ-
ლინგს არ დააგროვებ, მაშინ კი შეგიძლია თავი მიანებო და

266 მკითხველთა ლიგა


იცხოვრო შეძლებულად, მიაფურთხო ყოველგვარ მუშაობა-
სო.
ამგვარად, ბოროტ სულს, რომლის ბრჭყალებში ერთხელ
ჩავვარდი, რაღაც ჯადოთი ვეჭირე ხელში, ძალა არ შემწევდა,
თავი დამეღწია მოჯადოებული წრიდან, სანამ ისეთ ლაბირინ-
თში არ გავიხლართე, საიდანაც გამოსავალი უკვე სავსებით
დახშული იყო.
უნდა ითქვას, რომ ამ აზრებმა ჩემში ერთგვარი კვალი და-
ტოვეს და შთამაგონეს, წინანდელზე მეტი სიფრთხილით მე-
მოქმედა, მასწავლებლებთან შედარებით მეტი წინდახედუ-
ლობა გამომეჩინა. ჩემი ამხანაგი, როგორც მას ვუწოდებდი
(უკეთესი იყო მოძღვარი დამეძახა), პირველი ჩავარდა თავის
მოწაფესთან ერთად. ამბავი ასე მოხდა: ერთხელ, როცა სა-
შოვარზე იყვნენ გასულები, შეეცადნენ ტილოს ვაჭრის გაძარ-
ცვას ჩიპსაიდზე, მაგრამ ფხიზელმა ნოქარმა შეამჩნია და ხე-
ლი ჩაავლო. მათ თხელი მიტკლის ორი ნაჭერი უპოვეს.
ეს საკმარისი იყო, რომ ორივე „ნიუგეტში“ ჩაესვათ, სადაც
მათდა საუბედუროდ, ზოგიერთი ძველი ცოდვაც გაუხსენეს,
წაუყენეს აგრეთვე ორი ბრალდება, და როცა ამ ბრალდებათა
სისწორე დამტკიცდა, ორივეს სიკვდილი მიუსაჯეს. მათ თავი-
ანთ მუცლებზე მიუთითეს, ორსულად ვართო, თუმცა ჩემი
მასწავლებელი ისეთივე ორსული იყო, როგორიც მე!
ხშირად მივდიოდი მათ სანახავად, ვწუხდი მათთან ერ-
თად. ამასთან მოველოდი, რომ მალე მეც იგივე ბედი მე-
წეოდა. ეს ადგილი ჩემში ისეთ საშინელ გრძნობას იწვევდა -
მე ხომ აქ დავიბადე და აქვე იტანჯებოდა დედაჩემი, - რომ მე-
ტის ატანა აღარ შემეძლო და შევწყვიტე ამხანაგების სანახა-
ვად სიარული.

267 მკითხველთა ლიგა


ოჰ, მათი უბედურება მაგალითად რომ გამომდგომოდა,
კიდევ შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი, რადგან აქამდე თა-
ვისუფალი გახლდით და ჩემთვის ჯერ არც ერთი ბრალდება
არ წამოეყენებინათ. მაგრამ ამ გაკვეთილმა ჭკუა მაინც ვერ
მასწავლა.
ჩემი ამხანაგი ქალი, როგორც გამოუსწორებელი ბოროტ-
მოქმედი, ჩამოახრჩვეს. უმცროს ქურდს განაჩენის აღსრულე-
ბა გადაუდეს, თუმცა კიდევ დიდხანს იტანდა ციხეში შიმშილ-
სა და სიცივეს, სანამ არ მიაღწია თავისი სახელის შეტანას
შეწყალებულთა სიაში. ბოლოს გამოუშვეს კიდეც. მისმა საში-
ნელმა ხვედრმა ისე დამაფრთხო, რომ დიდხანს არ გამოვ-
დიოდი სამოქმედოდ. მაგრამ ერთ ღამეს ჩემი დედამძუძის
მეზობელ სახლში ყვირილი გაისმა: „ხანძარი!“ დედამძუძემ
ფანჯარაში გაიხედა, ჩვენც უკვე ფეხზე ვიდექით, და მაშინვე
დაიძახა: ამა და ამ ქალბატონის სახლი იწვისო. მართლაც
ასე აღმოჩნდა. აქ კი მოხუცმა იდაყვი წამკრა.
- ცოცხლად, შვილო, - მითხრა, - ისარგებლე იშვიათი შემ-
თხვევით. ცეცხლი ისე ახლოსაა, რომ იქ მისვლას მანამდე
მოასწრებ, სანამ ხალხი შეგროვდება.
და მან უცებ ამიხსნა ჩემი მოვალეობა:
- გაიქეცი, შეირბინე სახლში და ქალბატონს ან პირველ
შემხვედრს უთხარი, საშველად გამომგზავნა ამა და ამ
ქალბატონმა-თქო, - ეს გახლდათ დაზარალებულის ნაცნობი,
რომელიც იმავე ქუჩაზე ცხოვრობდა. დამისახელა კიდევ ერ-
თი სახლის პატრონი, რომლის სახელის ხსენებაც ასევე შე-
მეძლო.
ქუჩაში გავედი. სახლში რომ შევირბინე, რა თქმა უნდა,
ყველა მცხოვრები იქ აღმოჩნდა თავმოყრილი. ჩოჩქოლს ბო-
ლო არ უჩანდა. ერთ მსახურ გოგოს შევხვდი და მივმართე:
268 მკითხველთა ლიგა
- რა უბედურება დატრიალდა! საიდან გაჩნდა ეს ხანძარი?
სად არის თქვენი ქალბატონი? ხომ არაფერი დაემართა? ბავ-
შვები სადღა არიან? ქალბატონმა N-მა გამომგზავნა თქვენს
დასახმარებლად.
გოგო მაშინვე გაიქცა.
- ქალბატონო, ქალბატონო! - ყვიროდა უჩვეულო ხმით, -
ერთი ქალი მოვიდა ქალბატონი N-ისგან თქვენს დასახმარებ-
ლად.
ჭკუაზე ნახევრად შეშლილმა ქალბატონმა ჩემთან მოირ-
ბინა. იღლიაში ბოხჩა ჰქონდა ამოჩრილი, ერთი ხელით პატა-
რა ბავშვს მოათრევდა, მეორეში ჩვილი ეჭირა.
- ქალბატონო, - ვუთხარი, - ნება მომეცით, ბავშვები ქალ-
ბატონ N-ს მივგვარო, - მან თვითონვე გთხოვათ გაუგზავნოთ,
იზრუნებს პატარებზე, - ამ სიტყვებით ერთ ბავშვს მკლავში
მოვკიდე ხელი, მეორე კი ხელიდან გამოვართვი.
- ღვთის გულისთვის, წაიყვანეთ, - მომმართა. - ქალბა-
ტონს დიდი მადლობა გადაუხადეთ.
- კიდევ ხომ არ გაქვთ რამე, რის წაღებასაც შევძლებდი? -
შევეკითხე. - თქვენი ნივთები საიმედოდ შეინახება.
- ღმერთმა უშველოს თქვენს ქალბატონს! წაიღეთ ეს ბოხ-
ჩა ვერცხლეულით და ჩააბარეთ მას. ოჰ, რა კეთილი ყოფი-
ლა! დაგვაქცია ამ ხანძარმა, დავიღუპე!
ქალბატონი დამთხვეულივით გაიქცა, მსახური გოგოებიც
უკან გაჰყვნენ, მე კი ბოხჩიან-ბავშვებიანად გზას გავუდექი.
როგორც კი ქუჩაში გამოვედი, მეორე ქალი მომიახლოვ-
და.
- ქალბატონო! - მომმართა გულისტკივილით. - ბავშვი ხე-
ლიდან გაგივარდებათ. ნება მომეცით დაგეხმაროთ, - და
ბოხჩას ხელი წაატანა.
269 მკითხველთა ლიგა
- არა, - მივუგე, - თუ შველა გინდათ, ბავშვს ხელი მოჰკი-
დეთ და ქუჩის ბოლომდე მიიყვანეთ. მეც თან მოგყვებით და
შრომას არ დაგიკარგავთ.
ქალს მეტი გზა არ ჰქონდა, ჩემი თხოვნა უნდა შეესრულე-
ბინა. აშკარა იყო, რომ ისიც ჩემნაირ ხელობას ეწეოდა, ბავ-
შვი კი არა, ბოხჩა აინტერესებდა. ასე იყო თუ ისე, კარამდე
მიმაცილა, აბა, გზიდან ხომ არ გაიქცეოდა! როცა ადგილზე
მივედით, ყურში წავჩურჩულე:
- ახლა კი შეაყოლე! ვიცი, რა ხელობასაც მისდევ. საკბი-
ლო რამეს კიდევ იშოვი.
გამიგო და მყისვე მოცოცხა. კარზე მთელი ძალით დავიწყე
ბრახუნი, ბავშვებმაც მომბაძეს. და რადგან ხანძრის გამო
ყველა ფეხზე იდგა, მაშინვე შემიშვეს. შევეკითხე:
- ქალბატონმა გაიღვიძა? გეთაყვა, გადაეცით, რომ ქალბა-
ტონი N უმორჩილესად სთხოვს, მასთან მივიყვანო ეს ბავშვე-
ბი. საბრალო ქალი დაიქცა და ეგ არის, სახლი ცეცხლის ალ-
შია გახვეული.
ბავშვები ალერსიანად მიიღეს, უბედური ოჯახი შეიბრა-
ლეს. მე კი ბოღჩიანად წასასვლელად მოვემზადე. ერთ--
ერთმა მსახურმა მკითხა, ბოღჩის დატოვება ხომ არ გავიწ-
ყდებათო.
- არა, ჩემო კარგო, - მივუგე, - ეს სხვაგან უნდა წავიღო, აქ
დატოვება არ უბრძანებიათ.
ბრბოს თავი გამოვაღწიე და მშვიდად განვაგრძე გზა. საკ-
მაოდ მძიმე ბოღჩა, რომელშიც ვერცხლეული იყო გამოკრუ-
ლი, პირდაპირ სახლში წავიღე, ჩემს დედამძუძესთან. მან
არც კი გახსნა, მირჩია კვლავ წავსულიყავი ხანძრის ადგი-
ლას და კიდევ მომეძებნა რამე.

270 მკითხველთა ლიგა


წინადადება მომცა ასეთი სცენა გამეთამაშა ცეცხლმოდე-
ბულის მეზობლად მდებარე სახლის პატრონ ქალთან, მეც ყო-
ველმხრივ ვცდილობდი შეღწევას, მაგრამ ისეთი აურზაური
იდგა, იმდენი სახანძრო კასრი მოეგორებინათ და ქუჩა ხალ-
ხით ისე იყო ჩახერგილი, რომ იმ სახლს ვერაფრით მივუდე-
ქი. ძალაუნებურად შინ დავბრუნდი. ბოღჩა ჩემს ოთახში შე-
ვიტანე და გავხსენი. თმა ყალყზე მიდგება, როცა მახსენდება,
რაც მასში ვიპოვე: საკმარისია ითქვას, რომ ვერცხლის გარ-
და, რომელიც ერთობ ბლომად იყო, შიგ აღმოჩნდა ძველებუ-
რი ძეწკვი გატეხილი საკეტით, ალბათ დიდი ხნის განმავლო-
ბაში არავის ეხმარა, მაგრამ ამით არაფერი დაჰკლებოდა.
შემდეგ იდო ზარდახშა სამგლოვიარო ბეჭდებით, ქალის სა-
ქორწინო ბეჭედი და ძველი ოქროს გულქანდის რამდენიმე
ნამტვრევი, ოქროს საათი, ქისა, რომელშიც ვიპოვე თითქმის
ოცდაოთხი გირვანქა სტერლინგი ძველებური ოქროს ფული,
გარდა ამისა, სხვადასხვა ძვირფასი ნივთები და ასე შემდეგ.
ეს გახლდათ ყველაზე დიდი და ყველაზე უსიამოვნო ნა-
დავლი, რომელიც ოდესმე ჩამვარდნოდა ხელში. მიუხედა-
ვად იმისა, რომ სავსებით უგრძნობელი გავხდი, როგორც უკ-
ვე მოგეხსენებათ, ამ განძის შეხედვამ ფრიად ამაღელვა.
ნათლად ვხედავდი უბედურ, უმწეო ქალს, რომელმაც ისედაც
ბევრი დაკარგა, ახლა კი ალბათ ფიქრობდა, ვერცხლი და
სხვა ძვირფასი ნივთები მაინც გადავარჩინეო. როგორი ელ-
და ეცემოდა, როცა გაიგებდა, რომ მოატყუეს, რომ ქალი, რო-
მელმაც ბავშვები წაიყვანა და ნივთები წაიღო, მეზობელ ქუ-
ჩაზე მცხოვრები ქალბატონის დავალებით სულაც არ იყო მი-
სული, ბავშვები კი იმ ქალთან დაუპატიჟებლად მიიყვანეს.
სიტყვა რომ არ გავაგრძელო, მინდა გამოგიტყდეთ: ამ
არაადამიანურმა საქციელმა ისე შემაძრწუნა, რომ ცრემლი
271 მკითხველთა ლიგა
მომერია, მაგრამ ასეთი შეგნების მიუხედავად, გაბედულება
არ მეყო, მოტაცებული ნივთები უკანვე დამებრუნებინა. სინ-
დისის ქენჯნა გამომინელდა და მალე მეხსიერებიდანაც ამო-
მეშალა.
მაგრამ ეს ყველაფერი როდი იყო. ამ ბოხჩის წყალობით
უფრო გავმდიდრდი, ცოტა ხნის წინათ მიღებული გადაწყვე-
ტილებაც, თავი დამენებებინა სამარცხვინო ხელობისთვის,
როცა ქონებას დავაგროვებდი, გადამავიწყდა. სულ მეტი და
მეტი მინდოდა, თვალი არ მიძღებოდა. ანგარების გრძნობა
თითოეული წარმატების შედეგად უფრო მიძლიერდებოდა.
უკვე აღარ ვფიქრობდი უარი მეთქვა უწინდებურ ცხოვრებაზე,
თუმცა უამისოდ შეუძლებელი იყო ნაძარცვ-ნაქურდალის
უშიშრად და მშვიდად შენახვა ან გასაღება. ცოტაც კიდევ, ცო-
ტაც - ასეთი აზრი ბატონობდა ჩემში.
ბოლოს და ბოლოს დავუთმე ჩემს დანაშაულებრივ მიდრე-
კილებას, უკუვაგდე ყოველგვარი ეჭვი და ჩემი ფიქრი მხო-
ლოდ ერთს დასტრიალებდა: იქნებ კიდევ ერთხელ, უკანას-
კნელად გამიღიმოს ბედმა-მეთქი. და თუმცა ეს უკანასკნელი
შემთხვევაც სულ მალე მომეცა, მაგრამ ყოველი წარმატება
მხოლოდ ცეცხლზე ნავთს მისხამდა და მაქეზებდა, განმეგ-
რძო ჩემი საქმიანობა, ისე რომ აღარავითარი სურვილი არ
მქონდა თავი დამენებებინა მისთვის.
სწორედ ასეთ მდგომარეობაში, როცა მუდმივმა წარმატე-
ბებმა და გადაწყვეტილებამ, განმეგრძო ჩემი დაწყებული საქ-
მიანობა, მაიძულა სიფრთხილე დამევიწყებინა, მახეში გავე-
ბი. აქ უნდა მიმეღო უკანასკნელი მისაგებელი ასეთი სამარ-
ცხვინო ცხოვრებისთვის. მაგრამ ამას შემდეგ გიამბობთ, ჯერ-
ჯერობით კი რამდენიმე სახეირო შემთხვევას მოგიყვებით.

272 მკითხველთა ლიგა


ჩემი დედამძუძე ერთხანს ძალზე შეწუხებული იყო იმ უბე-
დურებით, რომელიც ჩემს ამხანაგ ქალს დაემართა, რადგან
ჩამოხრჩობილმა ბევრი რამ იცოდა მოხუცებულზე, შეეძლოთ
დასჯამდე გამოეტეხათ და თუ მართლა რამეს დაფქვავდა,
სახრჩობელა არც მას ასცდებოდა.
ბოლოს, როცა ქურდი დაიღუპა, გამოირკვა, რომ ჩემი დე-
დამძუძე არ გაეცა, მოხუცი დამშვიდდა და შესაძლოა უხარო-
და კიდეც, ქალი რომ ჩამოახრჩვეს, რადგან მას შეეძლო თა-
ვისი მეგობრების გაცემით შეწყალება მიეღო. მაგრამ ამ ქა-
ლის სიკვდილმა, აგრეთვე იმ გარემოებამ, რომ მან არავინ
გასცა, გული აუჩვილა ჩემს დედამძუძეს და გულწრფელად
გამოიტირა იგი. ვამშვიდებდი, როგორც შემეძლო, მადლობა
კი იმით გადამიხადა, რომ დიდი დახმარება გამიწია იმავე
ხვედრის დამსახურებაში.
ასე იყო თუ ისე, ამხანაგი ქალის ბედმა შთამაგონა, მეტი
სიფრთხილე გამომეჩინა, კერძოდ, ძალზე გავურბოდი ქურ-
დობას დუქნებში, განსაკუთრებით ბაზაზხანაში, რადგან ბაზა-
ზები გაქნილი ხალხია და თვალიც კარგად უჭირავთ. ორჯერ
შევიპარე მემაქმანეებსა და მკერავებთან, თანაც ისეთი სახე-
ლოსნო ამოვარჩიე, რომელიც ორ ახალგაზრდა გამოუცდელ
ქალს სულ ახლახან გაეხსნა. მათგან ავაცოცე ექვს თუ შვიდ
გირვანქად ღირებული წნული მაქმანის ნაჭერი და ერთი
გორგალი ძაფი. მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ იყო. მეორე
ცდა შეიძლებოდა მარცხით დასრულებულიყო.
როცა გავიგებდით, ვინმეს ახალი დუქანი ან სახელოსნო
გაეხსნა, განსაკუთრებით თუ პატრონები გამოუცდელნი იყ-
ვნენ, მუდამ უდავო გამორჩენის იმედი გვქონდა. ასეთ ვაჭ-
რებს ეჭვი არ უნდა შეეპაროთ, რომ პირველ ხანებში მათ ორ-

273 მკითხველთა ლიგა


სამჯერ აუცილებლად ესტუმრებიან. ამას რომ თავი აარიდო,
მეტისმეტად გამჭრიახი თვალია საჭირო.
მქონდა კიდევ ორიოდე შემთხვევა, მაგრამ ყველაზე უმ-
ნიშვნელო. დიდხანს მსხვილი აღარაფერი ჩამვარდნოდა
ხელში და სერიოზულადაც კი დავიწყე ფიქრი, ხელობისთვის
თავი დამენებებინა. მაგრამ დედამძუძემ, რომელსაც ჩემი და-
კარგვა არ უნდოდა და დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე, ერ-
თხელ წამიყვანა ახალგაზრდა ქალთან და ვაჟთან, რომელიც
მის ქმრად ასაღებდა თავს, თუმცა შემდეგ გამოირკვა, რომ
ისინი ცოლ-ქმარი კი არა, მხოლოდ ამფსონები გახლდნენ,
ერთ ხელობას მისდევდნენ და კიდევ სხვა რამეში თანამზრახ-
ველნი იყვნენ. მოკლედ რომ ვთქვა, ერთად ქურდობდნენ,
ერთად ეძინათ, ერთად დაიჭირეს და არც ერთს არ აწყენინეს
- ერთადვე ჩამოახრჩვეს.
ჩემი დედამძუძეს ხელშეწყობით ამ ხალხს მივეკედლე. მა-
თაც ორ თუ სამ საქმეში ჩამაბეს, რის შემდეგაც დავრწმუნდი,
რომ ტლანქი, მოუხეშავი ქურდები იყვნენ, წარმატებას მხო-
ლოდ თავიანთი თავხედობითა და მსხვერპლის უკიდურესი
დოყლაპიობით აღწევდნენ. ამიტომაც გადავწყვიტე, მომა-
ვალში მათთან დიდი სიფრთხილით მემუშავა. მართლაც, სამ-
ჯერ იყო ისეთი შემთხვევა, როცა უხეირო გეგმას მთავაზობ-
დნენ და მე რაღაცის მომიზეზებით უარი ვუთხარი. ერთხელ
წინადადება მომცეს, მოგვეპარა მესაათისგან სამი ოქროს
საათი, ამასთან დღისით თვალი ადევნეს, სად ინახავდა. ამ
ქურდს იმდენნაირი გასაღები ჰქონდა, რომ დარწმუნებული
იყო, იმ ადგილს ადვილად გააღებდა, სადაც ხელოსანი
საათებს მალავდა. ასეთი გახლდათ ჩვენი მოქმედების გეგმა.
მაგრამ როცა ყველაფერი დაწვრილებით გამოვიკითხე, დავ-
რწმუნდი, რომ გატეხვა ჰქონდათ განზრახული, ამიტომ ასეთ
274 მკითხველთა ლიგა
სახათაბალო საქმეში გახვევა არ მოვისურვე, და ისინი უჩე-
მოდ წავიდნენ. სახლში რომ შეაღწიეს, დაამტვრიეს იმ ოთა-
ხის ბოქლომები, სადაც საათები იყო დამალული, მაგრამ
მხოლოდ ერთი ოქროსი და ერთი ვერცხლის საათი იპოვეს.
წამოიღეს და მშვიდობიანად გამოვიდნენ სახლიდან. შეშინე-
ბულმა ოჯახმა ყვირილი ატეხა: „ქურდები!“ - კაცს მდევარი
გამოუყენეს და დაიჭირეს. ახალგაზრდა ქალმა გაქცევა მოას-
წრო, მაგრამ ბოლოს იმასაც ჩაავლეს ხელი, რადგან საათები
ზედ აღმოაჩნდა. ასე და ამგვარად, მეორეჯერ გავექეცი საფ-
რთხეს, ეს ორივე ქურდი კი გაასამართლეს და რადგან წინა-
თაც იყვნენ შემჩნეულნი, ახალგაზრდობის მიუხედავად, ჩა-
მოახრჩვეს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ისინი ერთად ქურ-
დობდნენ, ერთად ეძინათ ლოგინში, ახლა კი ერთად ჩამოჰ-
კიდეს. ასე დასრულდა თანამზრახველებთან მუშაობის ჩემი
ახალი ცდა.
რამდენადაც ადვილად შეიძლებოდა ჩავვარდნილიყავი
და ამგვარი ჭკუის სასწავლებელი მაგალითიც თვალწინ
მქონდა, უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა დავიწყე. მაგრამ
მომევლინა ახალი შემცდენელი, რომელიც ყოველთვის მაქე-
ზებდა - მხედველობაში მყავს ჩემი დედამძუძე. და აი, ერ-
თხელ გამოჩნდა საქმე, რომელიც თვითონ მოამზადა, ამი-
ტომ ნადავლის დიდი ნაწილის იმედიც ჰქონდა. მოხუცმა
გაიგო, რომ ერთ კერძო სახლში ფლამანდიური მაქმანების
საწყობი იყო მოთავსებული. და რადგან ასეთი საქონლის შე-
მოტანა აკრძალული გახლდათ, ეს იქნებოდა საუკეთესო გა-
მორჩენა, რომელიც გნებავთ საბაჟოს მოხელისთვის, თუკი ამ
მაქმანების ხელში ჩაგდებას მოახერხებდა. ჩემი დედამძუძის-
გან დაწვრილებითი ცნობები მქონდა როგორც მაქმანების
რაოდენობის, ისე იმ ადგილის შესახებ, სადაც ისინი ინახებო-
275 მკითხველთა ლიგა
და. მივედი ერთ საბაჟოს მოხელესთან და ვუთხარი, მზად ვარ
მნიშვნელოვანი ამბავი შეგატყობინოთ, თუ პირობას დამი-
დებთ, რომ კარგ გასამრჯელოს მომცემთ-მეთქი. ჩემი წინა-
დადება იმდენად დაუჯდა ჭკუაში, რომ მაშინვე, კონსტებლის
თანხლებით, იმ სახლისკენ გავემართეთ. მებაჟეს ვუთხარი,
შეიძლება პირდაპირ საიდუმლო საცავისკენ წავიდეთ-მეთქი.
მანაც წინადადება მომცა, იმოქმედეთო. ხვრელი მეტისმეტად
ბნელი აღმოჩნდა, ძლივს ჩავძვერი სანთლით ხელში, შემდეგ
შევუდექი მათთვის მაქმანის ნაჭრების გადაცემას, ამასთან
თავსაც, რა თქმა უნდა, არ ვივიწყებდი - რამდენიც შემეძლო,
უბესა და ჯიბეებში ჩავიტენე. იქ სულ დაახლოებით სამასი
გირვანქა სტერლინგის მაქმანი იყო, ორმოცდაათი გირვან-
ქის გადავმალე. ეს მაქმანები სახლის პატრონებს კი არა,
ერთ ვაჭარს ეკუთვნოდა, რომელსაც საქონელი მათთვის მი-
ენდო. ამიტომაც ისინი ჩამორთმევას უფრო მშვიდად შეხ-
ვდნენ, ვიდრე ამას მოველოდი.
მებაჟე აღტაცებული იყო ნაპოვნით და ძალზე კმაყოფილი
იმით, რაც მას გადავეცი. მაჩვენა სახლი, სადაც უნდა შევ-
ხვედროდით. მივედი მას შემდეგ, რაც წამოღებული ტვირთი
გადავმალე. მოხელეს ეჭვიც კი არ აუღია, რომ საქონელი,
მის გარდა, ჩემთანაც მოხვდა. ვაჭრობა დამიწყო, რა წილი
გეკუთვნითო, იმ იმედით, რომ ოცი გირვანქა დამაკმაყოფი-
ლებდა, მაგრამ ვაგრძნობინე - არც ისე უვიცი ვარ, როგორც
გგონივარ-მეთქი. მაინც მოხარული ვიყავი, რომ თვითონვე
მომცა წინადადება, თანხა განმესაზღვრა. ასი გირვანქა სტერ-
ლინგი მოვითხოვე, მან მაზანდა ოცდაათამდე ასწია; მე ოთ-
ხმოცამდე ჩამოვედი, ორმოცდაათი შემომთავაზა, ბოლოს
თანხმობა განვუცხადე, ოღონდ ერთი ნაჭერი მაქმანი ვთხო-
ვე, რომელიც, ალბათ, რვა-ცხრა გირვანქა ღირდა, ვითომდა
276 მკითხველთა ლიგა
პირადი მოხმარებისთვის მინდოდა, და თავის მხრივ, მებაჟეც
დამთანხმდა. ორმოცდაათი გირვანქა იმავე საღამოს ჩამით-
ვალა. ამით დამთავრდა ჩვენი გარიგება. მოხელემ ვერაფერი
გაიგო, ვინ ვიყავი და სად შეიძლებოდა ჩემი პოვნა, ისე რომ,
საქონლის ნაწილის დაკარგვას თუ შეიტყობდნენ, პასუხისგე-
ბაში ვერ მიმცემდნენ.
ნადავლი დედამძუძეს კეთილსინდისიერად გავუყავი, რის
შემდეგაც მან სათუთი საქმეების დიდოსტატი მიწოდა. გადავ-
წყვიტე, რომ უკანასკნელი სამუშაო ყველაზე მშვიდი და ხელ-
საყრელი იყო მათ შორის, რომელსაც მე ვეწეოდი. და შევუ-
დექი მხოლოდ და მხოლოდ კონტრაბანდის ძებნას. ჩვეულებ-
რივად, როცა ასეთ საქონელს ვყიდულობდი, გამყიდველებს
ვაბეზღებდი ხოლმე; მაგრამ ყოველივე ეს წვრილმანი იყო,
ისეთი საქმე კი, რომელზეც ეს-ეს არის, მოგიყევით, მეტად
აღარ გამოჩენილა. სამაგიეროდ, ვერიდებოდი ძალზე გაბე-
დული ნაბიჯის გადადგმას, როგორც ამას სხვები სჩადიოდ-
ნენ, რადგან თავიანთი წინდაუხედაობით ძალზე ხშირად ვარ-
დებოდნენ.
შემდეგი შემთხვევა, რომლის მოყოლაც ღირს, ოქროს
საათის აცლის მიზნით ერთ ქალზე თავდასხმა გახლდათ. ეს
მოხდა სალოცავი სახლის შესასვლელში ხალხის დიდი
ჭყლეტის დროს, რამაც კინაღამ ჩამაგდო. ამ ქალს ვეტაკე
ისე, თითქოს ვინმემ ხელი მკრაო, საათს გამოვწიე, მაგრამ
ვიგრძენი, რომ ძეწკვის გაწყვეტა შეუძლებელი იყო, ამიტო-
მაც გავუშვი და დავიღრიალე: ვიღაცამ ფეხი დამადგა, ალ-
ბათ, აქ ჯიბგირები ტრიალებენ, ეს-ეს არის, ჩემი საათის მოგ-
ლეჯა უნდოდათ-მეთქი. საჭიროა განგიმარტოთ, რომ ასეთ
სამუშაოზე მუდამ მშვენივრად მორთული გავდიოდი. საუც-

277 მკითხველთა ლიგა


ხოო კაბა მეცვა, ქამრის უკან საათი მეკიდა, ერთი სიტყვით,
ნამდვილ ქალბატონს ვგავდი.
ამის თქმა ვერ მოვასწარი, რომ იმ ქალმა დაიწყო ყვირი-
ლი, დაიჭირეთ ქურდი, ვიღაცას ამ წუთში ჩემთვის საათის
მოხსნა უნდოდაო.
როცა საათის გამოგლეჯა დავაპირე, მასთან სულ ახლოს
ვიყავი, მაგრამ ტყუილი ტკივილისგან რომ შევყვირე, ადგილ-
ზევე გავშეშდი, ხოლო როცა მანაც ხმაური ატეხა, მისგან უკვე
გარკვეულ მანძილზე ვიმყოფებოდი, ქალი კი ხალხის ნაკად-
მა წინ გაიგდო. ამიტომაც ჩემზე მცირე ეჭვიც კი არ გასჩენია.
მის ყვირილზე, დაიჭირეთ ქურდიო, ვიღაცამ, ჩემ გვერდით
მდგომმა, დაიძახა, ამ ბანოვანის გაქურდვაც უნდოდათო.
ჩემდა საბედნიეროდ, სწორედ ამ დროს ცოტა მოშორებით
ხალხში კვლავ გაისმა ყვირილი: „დაიჭით ქურდი!“ და იქვე
დანაშაულის ადგილას, ვიღაც ბიჭს სტაცეს ხელი, იმ საცოდა-
ვის ჩაფლავებამ მიხსნა, რადგან, მთელი ჩემი სიმარჯვის
მიუხედავად, დიდი საფრთხე მომელოდა. ახლა ბრბოს ეჭვი
აღარ ეპარებოდა. ყველა იქეთ გაეშურა და ბიჭი ფეხქვეშ ჩა-
იგდეს. უნდა ითქვას, რომ ასეთ სიმხეცეს ქურდები ყოველ-
თვის „ნიუგეტში“ მოხვედრას ამჯობინებენ, სადაც დიდხანს
სხედან, ხშირად სახრჩობელაზე ამთავრებენ სიცოცხლეს, და
ყველაზე უკეთესი, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეთ, კატორ-
ღაში გაგზავნაა.
ასე გაჭირვებით გამოვძვერი მდგომარეობიდან, იმდენად
ვიყავი დამფრთხალი, რომ დიდხანს ვეღარ ვბედავდი ოქროს
საათებზე ნადირობას. იმჯერად ბევრი გარემოება დამეხმარა
გადარჩენაში, უმთავრესად კი ქალის დოყლაპიობა, ვისგანაც
საათის გამოგლეჯას ვცდილობდი. თავდასხმა მისთვის
მოულოდნელი აღმოჩნდა, სამაგიეროდ, იმდენი ჭკუა მოიკ-
278 მკითხველთა ლიგა
რიბა, რომ საათი კარგად დაემაგრებინა და მოწყვეტა შეუძ-
ლებელი ყოფილიყო. უბრალოდ, იგი შიშისგან დაიბნა. როცა
იგრძნო, საათს ვიღაც ექაჩებოდა, დაიყვირა და წინ გაიჭრა,
რითაც თავის გარშემო ალიაქოთი ატეხა. მაგრამ საათსა და
ქურდზე რამის თქმა მხოლოდ ორი წუთის შემდეგ მოახერხა -
ეს დრო ჩემთვის საკმარისად მეტი იყო, მე რომ დავიყვირე,
მის უკან ვიმყოფებოდი, თანაც უფრო მეტად დავიხიე, მაშინ
როცა ქალმა წინ წაიწია. ხალხიც წინ მიიწევდა, ამრიგად,
ჩვენ - მე და ქალს - სულ ცოტა, შვიდი თუ რვა კაცი გვაშორებ-
და. ამასთან, ერთდროულად მეც დავიყვირე, დაიჭირეთ
ქურდი-მეთქი, ისე რომ, მასზე ეჭვის მისატანად იმდენივე სა-
ფუძველი იყო, რამდენიც ჩემზე. ხალხმა არ იცოდა, ვისზე
ეფიქრა. ჩემს ბანოვანს რომ შეენარჩუნებინა ასეთ შემთხვე-
ვაში აუცილებელი სიმშვიდე, ყვირილის ნაცვლად მყისვე შე-
მობრუნებულიყო და პირველი მომხვედრისთვის ხელი ეტა-
ცა, უთუოდ მე დამიჭერდა.
ცხადია, ასეთი რჩევის მიცემით არც ისე მართებულად ვიქ-
ცევი ჩემი ამხანაგების წინაშე, სამაგიეროდ ეს საუკეთესო სა-
შუალება გახლავთ ჯიბგირის ფანდების ამოსაცნობად. ისარ-
გებლეთ ამით, და ქურდიც თქვენს ხელთ იქნება, ხოლო პი-
რის დაღება მის გაშვებას ნიშნავს.
მქონდა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც საბოლოოდ ამ-
ტკიცებს ჩემი სიტყვების სიმართლეს, ამის მოყოლა საჭიროა
შთამომავლობის ჭკუის დასარიგებლად, რათა ადამიანებმა
გაიგონ, ვინ არიან ქურდები. მოკლედ გიამბობთ ჩემი კეთი-
ლი მოხუცი დედამძუძის თავგადასავალს. ქურდობა, შეიძლე-
ბა ითქვას, მისი მოწოდება იყო, თუმცა უკანასკნელ ხანს იძუ-
ლებული გახდა, ამ ხელობაზე უარი ეთქვა. როგორც შემდეგ
თვითონ მიყვებოდა, მოასწრო ამ ხელოვნების ყველა საფე-
279 მკითხველთა ლიგა
ხურის გავლა და მხოლოდ ერთხელ ჩავარდა, თანაც სრული-
ად აშკარად. აქ უკვე ვეღარაფერი გააწყო, დამნაშავედ ცნეს
და გადასახლება მიუსაჯეს. მაგრამ ეს დედაკაცი ისეთი ენა-
ჭარტალა გახლდათ, ცოტაოდენი ფულიც ჯერ კიდევ ჰქონდა,
და, სანამ გემი სურსათ-სანოვაგის მარაგს ივსებდა ირლან-
დიაში, მოახერხა ნაპირზე გადასვლა. იქ ცხოვრობდა რამდე-
ნიმე წლის განმავლობაში და ძველ ხელობას ეწეოდა. იქვე
მოხვდა ცუდ ხალხში, რომელიც ცოტად თუ ბევრად განსხვავ-
დებოდა მისთვის ჩვეული საზოგადოებისგან, გახდა ბებიაქა-
ლი და მაჭანკალი. როცა ერთმანეთს დავუახლოვდით, ბევრი
რამ მიამბო, რა ოინი ჩაედინა! სწორედ ამ უზნეო დედაკაცს
უნდა ვუმადლოდე ჩემს ოსტატობასა და მოხერხებულობას.
ალბათ, ბევრი ვერ მაჯობებდა ამ ხელოვნებაში, და უთუოდ
ცოტას მოუხერხებია ასე დიდხანს ამ საქმიანობაში დაუსჯე-
ლად ვარჯიში.
ირლანდიაში გამოვლილი ფათერაკებისა და იმის შემდეგ,
რაც იმ მხარეში სახელი მოიხვეჭა, დუბლინი დატოვა და ინ-
გლისში დაბრუნდა. გადასახლების ვადა ჯერ არ გათავებუ-
ლიყო. მოუხდა თავის საქმიანობაზე ხელის აღება - კვლავ
რომ ჩავარდნილიყო, უდავოდ დაიღუპებოდა. აქ დაიწყო იგი-
ვე ხელობა, რასაც ირლანდიაში მისდევდა. თავისი სიმარჯვი-
სა და მჭერმეტყველების წყალობით მალე მიაღწია კეთილ-
დღეობის იმ მწვერვალს, რა მდგომარეობაშიც მე შევხვდი.
თანდათან მდიდრდებოდა კიდეც, მაგრამ შემდეგ (უკვე აღ-
ვნიშნე ეს ამბავი) მისი საქმეები ცუდად წავიდა.
ამ დედაკაცის თავგადასავალს იმიტომ დავუთმე ამდენი
დრო, თქვენთვის რომ ამეხსნა, რა როლს ასრულებდა იგი
ჩემს მაშინდელ უწესო ცხოვრებაში. სწორედ მან ჩამითრია ამ
წუმპეში, ის იყო ჩემი ხელმძღვანელი და მასწავლებელი. მე
280 მკითხველთა ლიგა
კი ისე გულმოდგინედ მივდევდი მის დარიგებებს, რომ ჩემი
დროის ნამდვილი დიდოსტატი გავხდი. ჩვეულებრივად ჩემი
ამხანაგებისთვის საკმარისი იყო ამ საქმეში რაღაც ექვსიოდე
თვე ემუშავათ, რომ „ნიუგეტში“ ამიეყოთ თავი. ხოლო მე, რა
სახის მახეშიც უნდა გავბმულიყავი, ყოველთვის ეშმაკურად
გამოვძვრებოდი ხოლმე. ხუთ წელიწადზე მეტი ვიმუშავე, სა-
ნამ ამ დაწესებულების მოსახლეებს გავიცნობდი. ჩემი ამბავი
მათ გაგონილი ჰქონდათ და მიცდიდნენ კიდეც თავიანთთან,
მაგრამ ადვილად ვაღწევდი თავს ყველაზე დიდ საშიშროება-
საც კი.
ახლა ჩემი საფრთხე ის გახლდათ, რომ ფრიად ცნობილი
გავხდი, და ზოგიერთ ჩემს ამხანაგ ქალს, რომლებსაც შურის
გამო ვძულდი, ჯავრი მოსდიოდა, რომ გამოძრომას მუდამ
ადვილად ვახერხებდი, მაშინ როცა ისინი მოღვაწეობას
„ნიუგეტით“ ამთავრებდნენ. სწორედ მათ დამარქვეს მოლ
ფლენდერსი. ვინაიდან ამ ზედწოდებას საერთო არაფერი
აქვს ჩემს ნამდვილ სახელთან და ყველა იმასთან, რომლი-
თაც ოდესმე მიცხოვრია. მხოლოდ ერთხელ დავირქვი მისის
ფლენდერსი, როცა მინტში ვიმალებოდი (ეს თავის ადგილას
აღვნიშნე), მაგრამ ავაზაკმა ქალებმა, ეტყობა, არ იცოდნენ
და მეც ვერაფრით გავიგე, როგორ და რა მიზნით გამომიგო-
ნეს ეს მეტსახელი.
მალე ჩემს ყურამდე მოაღწია ცნობამ, რომ „ნიუგეტში“
ჯდომით დამყაყებულმა ზოგიერთმა ქურდმა ქალმა ჩემი გა-
ცემა გადაწყვიტა. და რამდენადაც კარგად ვიცოდი, რომ ორ--
სამ მათგანს შეეძლო ასეთი სისაძაგლე ჩაედინა, ამიტომ
ძალზე დაშინებული ვიყავი და დიდხანს არსად ვჩნდებოდი.
მაგრამ ჩემმა დედამძუძემ, რომელიც წილში მედგა და შეუც-
დომლად თამაშობდა, რადგან თვითონ წაგებისა არ ეშინო-
281 მკითხველთა ლიგა
და, დაიწყო რაღაც უკმაყოფილების გამოხატვა იმის გამო,
რომ ასეთ უსარგებლო, უმაქნის ცხოვრებას ვატარებდი. და
აი, მან ახალი ოინი მომიწყო, რათა იძულებული გავეხადე
სახლიდან გავსულიყავი: აზრად მოუვიდა მამაკაცის ტანსაც-
მელში გამოვეწყვე და ახალ საქმეზე გავეგზავნე.
გარეგნულად, უნდა გითხრათ, მაღალი, ტანადი გახლდით,
ოღონდ ჩემი ნაზი სახე მამაკაცისას არ ჰგავდა. მაგრამ რამ-
დენადაც შებინდებამდე იშვიათად გავდიოდი ქუჩაში, ეს დიდი
უბედურება არ იყო. ცოტა დრო არ გასულა, სანამ ახალ სა-
მოსს შევეგუებოდი. ასე არაბუნებრივად გამოწყობილი ვერ
გამოვიჩენდი მოხერხებას, სიმკვირცხლესა და სისწრაფეს,
რაც ასე საჭიროა ჩვენი ხელობისთვის. და თუ მოუხეშავად ვი-
მოქმედებდი, ძველებურად წარმატებაც არ მექნებოდა და
ვერც სწრაფად დამალვას ვახერხებდი, ამიტომაც მალე გა-
დავწყვიტე მიმეტოვებინა ეს წამოწყება, რაც საბოლოოდ და-
მიჯდა ჭკუაში ქვემოთ აღწერილი ფათერაკის შემდეგ.
ჩემმა დედამძუძემ კვლავ მამაკაცად გამომაწყო და ამხა-
ნაგად თავის საქმეში საკმაოდ დახელოვნებული ახალგაზ-
რდა ვაჟი მომიჩინა. სამი კვირა კარგად ვმუშაობდით. ჩვენი
მთავარი საქმიანობა იყო დუქნის თაროების დათვალიერება
და ყველაფრის დათრევა, რაც უხეიროდ იდო. ზოგჯერ ამ
გზით კარგ საქმეებსაც ვაკეთებდით. რამდენადაც მუდამ ერ-
თად ვიმყოფებოდით, ჩვენ შორის ახლო ურთიერთობა დამ-
ყარდა. მაგრამ მან არ იცოდა, რომ ქალი ვიყავი, თუმცა რამ-
დენჯერმე მივედი მის ბინაზე, როცა ამას ჩვენი ინტერესები
მოითხოვდა. და ოთხჯერ თუ ხუთჯერ მეძინა მასთან. მაგრამ
ჩვენი აზრები სულ სხვა მხრივ იყო მიმართული, ჩემთვის
აუცილებლობას წარმოადგენდა დამემალა მისგან ჩემი სქე-
სი, როგორც ეს ნათელი გახდა შემდგომში. მაგრამ ჩვენი
282 მკითხველთა ლიგა
ცხოვრების პირობები - გვიან დაბრუნება და საქმეები, რაც
უფლებას არ გვაძლევდა, კერძო პირები დაგვეშვა ჩვენს ბი-
ნაზე, - ისეთი იყო, რომ არ შემეძლო მასთან წოლაზე უარი
მეთქვა, თუ ჩემს სქესს არ გავუმჟღავნებდი. ასე იყო თუ ისე,
საიდუმლოს შენახვა მაინც შევძელი.
მისთვის ბოროტმა და ჩემთვის მწყალობელმა ბედმა, მა-
ლე მოუღო ბოლო ასეთ ცხოვრებას, რომელიც, უნდა ვა-
ღიარო, ჩემთვის ძალზე ძნელი ასატანი იყო. რამდენჯერმე
კარგი ნადავლი ვიგდეთ ხელთ, მაგრამ უკანასკნელად ჩავ-
ფლავდით.
ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაზე დუქანი იყო გახსნილი, რომ-
ლის საწყობი მეორე ქუჩაზე გადიოდა. სახლი, რომელშიც
დუქანი მოეწყოთ, კუთხეში იდგა. საწყობის ფანჯრიდან ზედ
სარკმელთან მდგარ თაროზე შევნიშნეთ აბრეშუმის ხუთი ნა-
ჭერი და სხვა ქსოვილები. და თუმცა უკვე სრულიად ბნელო-
და, დუქანში დაბანდებულ ნოქრებს ვერ მოესწროთ ან დავიწ-
ყებოდათ ფანჯრების დარაბების დახურვა.
ჩემმა ამფსონმა ეს რომ შეამჩნია, სიხარულით კინაღამ
შეხტა. აბრეშუმს ხელს გადავაწვდენო, მითხრა, და ყველა
წმინდა დაიფიცა, უთუოდ დავითრევ, გატეხვაც რომ საჭირო
გახდესო. შევეცადე, გადამეთქმევინებინა, მაგრამ მივხვდი,
ამაზე ფიქრი უსარგებლო იყო და მას დიდხანს არ უყოყმანია,
ფანჯარასთან მიირბინა, ჩარჩოდან საკმაოდ მოხერხებულად
გამოიღო მინა, აწაპნა აბრეშუმის ოთხი ნაჭერი და ნადავლით
ჩემთან დაბრუნდა, მაგრამ მყისვე გაისმა საშინელი აურ-
ზაური და ყვირილი. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიდექით,
მაგრამ ხელიდან არაფერი გამომირთმევია, მხოლოდ ეს წავ-
ჩურჩულე:
- საქმე ცუდად არის, თავს უშველე!
283 მკითხველთა ლიგა
ჩემი ამფსონი უკან მოუხედავად გაიქცა, მეც მივყევი, მაგ-
რამ რამდენადაც მოტაცებული საქონელი ამ კაცს მიჰქონდა,
მდევარიც უმთავრესად მას გამოუყენეს. აბრეშუმის ორი ნა-
ჭერი გზაზე გადააგდო, რამაც დევნა ცოტა ხანს დააყოვნა,
მაგრამ ხალხის რაოდენობა იზრდებოდა და დაჟინებით წინ
მოიწევდა. ის მალე დაიჭირეს და დანარჩენი ორი ნაჭერი წა-
ართვეს, სხვები კი მე გამომედევნენ. რაც ძალი და ღონე
მქონდა, მივქროდი და ჩემი დედამძუძის სახლში შევვარდი.
ყველაზე თავგამოდებული მდევრები არც ერთი ნაბიჯით არ
ჩამომრჩენიან და სახლს ალყა შემოარტყეს. კარზე მაშინვე
არ დაუკაკუნებიათ, ისე რომ, მოვასწარი მამაკაცის სამოსის
გახდა და ჩემი ჩვეულებრივი კაბის გადაცმა. ამასთან, როცა
კაკუნი გაისმა, დედამძუძემ, მიხვედრილმა დედაკაცმა, კარი
არ გაუღო და დაუყვირა, აქ არავითარი მამაკაცი არ შემოსუ-
ლაო. ბრბო ირწმუნებოდა, ყველამ ნახა, რომ მამაკაცი სწო-
რედ მანდ შემოვიდაო, და კარის შემომტვრევით იმუქრებო-
და.
ჩემმა დედამძუძემ, რომელიც სულაც არ დამფრთხალა,
მშვიდად უპასუხა: შეგიძლიათ შემოხვიდეთ და გაჩხრიკოთ
ჩემი სახლი, მაგრამ მოიყვანეთ კონსტებლი, რომელიც
თქვენგან რამდენიმე კაცს აირჩევს და ისე იმოქმედებს, მთე-
ლი ბრბოს შემოშვება კი წარმოუდგენელიაო. აგზნების
მიუხედავად, ხალხს არ შეეძლო ამ სიტყვების სისწორე არ
ეღიარებინა. დაუყოვნებლივ დაუძახეს კონსტებლს, მოხუცმა
მშვიდად გაუღო კარი. კონსტებლი კარს იცავდა, ხოლო მის
მიერ ამორჩეულმა პირებმა სახლი გაჩხრიკეს ჩემი დედამძუ-
ძის ხელმძღვანელობით, რომელიც მათ ოთახიდან ოთახში
დაატარებდა ჩემს კარს რომ მიუახლოვდა, დაიყვირა:

284 მკითხველთა ლიგა


- გააღე კარი, გეთაყვა, ვიღაცები მოვიდნენ, თქვენი ოთა-
ხის გაჩხრეკა სურთ.
ჩემთან პატარა გოგო იყო, დედამძუძის შვილიშვილი, რო-
გორც იგი ეძახდა. მას დავავალე კარის გაღება, თვითონ კი
სამუშაოს მივუჯექი, წინ სხვადასხვაგვარი ხელსაქმე მქონდა
გაფენილი. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს დილი-
დან ვმუშაობდი, რადგან დაუვარცხნელი, ღამის ჩაჩსა და სა-
შინაო კაბაში ვიყავი. დედამძუძემ ჩემთან ბოდიში მოიხადა
შეწუხებისთვის, თანაც დასძინა, არ შემეძლო ეს ხალხი არ
შემომეშვა, რათა საკუთარი თვალით ენახათ, არის თუ არა აქ
ვინმე დამალული. მათთვის ცარიელა სიტყვები საკმარისი არ
აღმოჩნდაო. მშვიდად განვაგრძე ჯდომა და შევთავაზე, ჩხრე-
კა დაეწყოთ. ვუთხარი, თუ სახლში მამაკაცია, დარწმუნებუ-
ლი ვარ, ჩემთან არ იქნება. რაც შეეხება სხვა ოთახებს, ვერა-
ფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი, რას ეძებთ-მეთქი.
ჩემ ირგვლივ ყველაფერს უმწიკვლო შეხედულება ჰქონ-
და, ამიტომაც მეძებრები უფრო თავაზიანად მომეპყრნენ,
ვიდრე მოველოდი. მართალია საგულდაგულოდ გაჩხრიკეს
მთელი ოთახი, აწეწეს ლოგინი და საწოლქვეშაც გამოქექეს,
ერთი სიტყვით, ყველა ადგილი დაათვალიერეს, სადაც და-
მალვა შეიძლებოდა, მაგრამ რაკი ვერაფერი იპოვეს, ბოდიში
მოიხადეს და წავიდნენ.
ამრიგად, როცა მთელი სახლი გადაჩხრიკეს და ქურდი
ვერ აღმოაჩინეს, ხალხთან გავიდნენ და დაამშვიდეს. ჩემი
დედამძუძე მოსამართლემ მაინც დაიბარა, ორმა კაცმა ფიცის
ქვეშ განაცხადა: ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ მამაკაცი, რო-
მელსაც უკან მივდევდით, სწორედ ამ სახლში შევიდაო. ჩემი
დედამძუძე აყვირდა, უდანაშაულოდ ჩირქს სცხებენ ჩემს სახ-
ლსაც და მეცო. თუ ის კაცი ჩემთან შემოვიდა, ჩანს, მაშინვე
285 მკითხველთა ლიგა
გაიპარა, რადგან მზად ვარ დავიფიცო, რომ ჩემს სახლში
მთელი დღის მანძილზე არც ერთი მამაკაცი არ გამოჩენილა
(რაც სრული სიმართლე იყო), შესაძლებელია, როცა ზევით
ვიყავი, რომელიმე დამფრთხალმა ყმაწვილმა, რაკი კარი ღია
დაიგულა, მდევრებისგან თავის დასაღწევად შემოირბინა
სახლში, მაგრამ ამის თაობაზე არაფერი ვიციო. თუ ასეა,
უთუოდ გაიქცეოდა ალბათ მეორე კარით, - ჩემს სახლში კი-
დევ ერთი გასასვლელი არსებობს, რომელიც შუკაზე გადის, -
ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მიიმალებოდაო.
ყოველივე ეს სიმართლეს ძალიან ჰგავდა, და მოსამარ-
თლე დაკმაყოფილდა მოხუცის ფიცით, რომ მას სახლში, მარ-
თლმსაჯულებისგან დაფარვის მიზნით, არც ერთი მამაკაცი
არ შეუშვია. ასეთი ფიცი მან მისცა ალალი გულით, რის შედე-
გადაც გამოუშვეს.
ადვილი წარმოსადგენია, როგორ შემაშინა ამ შემთხვევამ.
ჩემი დედამძუძე უკვე ვეღარ გამაბრიყვებდა, კვლავ ჩამეცვა
მამაკაცის ტანსაცმელი, ვეუბნებოდი, ეს კიდევ რომ გავაკე-
თო, აუცილებლად ჩავვარდები-მეთქი.
ჩემი უბედური თანამზრახველის ხვედრი ამ მარცხიან საქ-
მეში ძალზე უღიმღამო იყო: მიჰგვარეს ლორდ-მერს, მისმა
მოწყალებამ კი „ნიუგეტში“ ამოაყოფინა თავი. ამასთან მისი
დამჭერი მედუქნეები ნატრობდნენ, რაც შეიძლება მკაცრად
დაესაჯათ იგი, ამიტომაც გადაწყვიტეს, სასამართლოში გა-
მოცხადებულიყვნენ და მის მიმართ წაყენებული ბრალდების-
თვის მხარი დაეჭირათ.
მაგრამ მან მოახერხა განაჩენის გადადება, დაჰპირდა,
გაეცა თანამონაწილენი, კერძოდ, მამაკაცი, რომელთან ერ-
თადაც ეს ქურდობა ჩაიდინა. სასამართლოს მოახსენეს ჩემი
სახელი. ესე იგი გაბრიელ სპენსერი, - ასე მიცნობდა ეს ყმაწ-
286 მკითხველთა ლიგა
ვილი. სწორედ აქ გამოირკვა, თუ რა ჭკვიანურად მოვიქეცი,
როცა მისგან ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი დავმალე. ეს
რომ არ გამეკეთებინა, უდავოდ დავიღუპებოდი.
ყმაწვილმა ძალ-ღონე არ დაზოგა გაბრიელ სპენსერის აღ-
მოსაჩენად. აღწერა ჩემი გარეგნობა, აცნობა ადგილი, სადაც
მისი სიტყვით, ვცხოვრობდი. უამბო ყველა წვრილმანი, რაც
კი ჩემს საცხოვრებელზე იცოდა. მაგრამ საკუთარი სქესის და-
მალვით ისეთი უპირატესობა მოვიპოვე, რომ ამ ყმაწვილმა
ვერაფრით შეძლო ჩემი მიგნება. ჩემს გულმოდგინე ძებნაში
ორი თუ სამი ოჯახი ააფორიაქა, მაგრამ ჩემზე მათ არაფერი
იცოდნენ, თქვეს მხოლოდ: ვიღაც ამხანაგი ჰყავდა, რომელიც
ერთხელ ვნახეთო. რაც შეეხება ჩემს დედამძუძეს, თუმცა ჩვე-
ნი ნაცნობობა მისი მოწყობილი იყო, მაგრამ მესამე პირის სა-
შუალებით. ამიტომ ამ დედაკაცზე ყმაწვილს არაფერის თქმა
არ შეეძლო.
ყოველივე ამან ჩემს თანამზრახველს მხოლოდ ზიანი
მოუტანა, რადგან სასამართლოსთვის მიცემული პირობა -
ამხანაგის გამჟღავნებისა, ვერ შეასრულა. მას დანაშაულად
მოსამართლეთა შეცდომაში შეყვანის ცდაც ჩაუთვალეს, ამი-
ტომ მედუქნეებმა უფრო მეტად აიმაღლეს ხმა მის წინააღ-
მდეგ.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალზე მოუსვენრად
ვგრძნობდი თავს, და ყოველგვარ საფრთხეს რომ გავ-
ქცეოდი, ჩემი დედამძუძე დროებით დავტოვე. გარკვევით არ
ვიცოდი, საით წავსულიყავი. მაინც გავუდექი გზას. თან გავი-
ყოლე მსახური გოგო, ჩავჯექი საფოსტო კარეტაში და დან-
სტემბლიკენ ავიღე გეზი. მივადექი სასტუმროს პატრონ მო-
ხუც ცოლ-ქმარს. გული იქით იმიტომ მიმიწევდა, რომ ამ სას-
ტუმროში ასე მხიარულად გავატარე დრო ჩემს ლანკაშირელ
287 მკითხველთა ლიგა
ქმართან ერთად. იქ გამოვაცხვე ტყუილი, თითქოს დღითი
დღე ველოდი ქმარს ირლანდიიდან. ვითომდა მივწერე მას,
შეგხვდები დანსტებლში, სწორედ ამ სასტუმროში-მეთქი. შემ-
დეგ ვუთხარი: იგი ალბათ რამდენიმე დღის მერე გამოემგზავ-
რება, თუ ზურგქარი დაუბერავს. ამიტომაც მინდა თქვენთან
ორიოდე დღე გავატარო. ქმარი ჩამოვა ან საფოსტო კარეტით
ან ჩესტერის ეტლით, კარგად არ ვიცი. როგორც უნდა იყოს,
ამ სასტუმროში აუცილებლად შემოივლის ჩემთან
შესახვედრად-მეთქი.
დიასახლისს ჩემი მისვლა ძალიან გაუხარდა, მისი მეუღ-
ლე კი თავს ისე მევლებოდა, რომ სეფექალსაც ვერ მიიღებ-
დნენ უკეთ. სურვილი თუ მექნებოდა, შემეძლო აქ ერთი ან
ორი თვეც გამეტარებინა.
მაგრამ ჩემი საზრუნავი სულ სხვა იყო. საშინლად ვწუხდი
(იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ კარგად ვიყავი გადაცმული,
ამ სახით კი ვერავინ მიცნობდა): ერთიც ვნახოთ და, იმ ყმაწ-
ვილმა მიპოვოს, მაშინ ხომ ყველაფერი დაიღუპება-მეთქი.
და თუმცა მოსალოდნელი იყო უკანასკნელ ქურდობაში ჩემ-
თვის ბრალი ვერ დაედო (ხომ ვცდილობდი გადამეთქმევინე-
ბინა, და ამ საქმეშიც მონაწილეობა არ მიმიღია, მხოლოდ
მდევრებს გავექეცი), სამაგიეროდ ადვილად შეეძლო სხვა
საქმეები გაეცა და ჩემი სიცოცხლის ფასად თავისი გამოესყი-
და.
მოსვენებას წუთითაც ვერ ვპოულობდი. არც მხარდაჭერა
მქონდა, არც მეგობარი და ტოლ-ამხანაგი მყავდა, მოხუცი
დედამძუძის გარდა, ამასთან, სხვა გამოსავალს ვერც ვხედავ-
დი, თუ არა იმას, რომ ჩემი სიცოცხლე ამ მოხუცის ხელში ჩა-
მეგდო. ასეც მოვიქეცი: ვაცნობე ჩემი მისამართი და მივიღე
დანსტებლში რამდენიმე წერილი. ზოგმა ბარათმა საშინელი
288 მკითხველთა ლიგა
ელდა დამცა, ბოლოს კი გამომიგზავნა სასიხარულო ცნობა,
ყმაწვილი ჩამოახრჩვესო. ასეთი სასიამოვნო ამბავი დიდი ხა-
ნია არ გამეგონა.
დანსტებლში ხუთი კვირა გავატარე, ჩემი ცხოვრება ძალზე
მხიარულად მიმდინარეობდა, რომ ეს ფარული შეშფოთება
არ ყოფილიყო. მაგრამ როცა უკანასკნელი ბარათი მივიღე,
გავმხიარულდი და დიასახლისს ვუთხარი: ირლანდიიდან
ქმარმა წერილი გამომიგზავნა. მადლობა ღმერთს, ჯანმრთე-
ლად ყოფილა, სამწუხაროდ, საქმეები საშუალებას არ აძ-
ლევს, დანიშნულ დროს გამოემგზავროს, ამიტომაც უკან დაბ-
რუნება მარტოს მომიხდება-მეთქი.
დიასახლისმა ქმრის ჯანმრთელობის შესახებ სასიხარუ-
ლო ცნობის მიღება მომილოცა. - განა ვერ შეგნიშნეთ, ქალ-
ბატონო, - მითხრა, - რომ ყოველთვის ნაღვლიანი იყავით,
ფრიად დაბნეული შეხედულება გქონდათ, ალბათ დარდის-
გან, - განაგრძო კეთილმა დედაკაცმა, - ახლა კი ძალზე კარ-
გად გამოიყურებით.
- ერთობ სამწუხაროა, რომ თქვენმა პატივცემულმა მეუღ-
ლემ ჩამოსვლა ვერ მოახერხა, - თქვა სახლის პატრონმა, -
გულითადად მოხარული ვიქნებოდი, მენახა იგი. როცა წა-
მოსვლას დააპირებს, უმორჩილესად გთხოვთ, ისევ ჩვენთან
მობრძანდით. ყოველთვის ჩვენი სასურველი სტუმრები იქნე-
ბით.
ასეთი კეთილი სურვილებით დავშორდით ერთმანეთს. ჩა-
ვედი ლონდონში ფრიად კმაყოფილი, ჩემი დედამძუძეც კარგ
გუნებაზე დამხვდა.
დედაკაცმა მითხრა: აღარ გირჩევ ამფსონთან ერთად მუ-
შაობას, ვხედავ, რომ მარტო მოქმედებისას ბედი უფრო გწყა-
ლობსო. სინამდვილეშიც ასე იყო. როცა მარტო ვიყავი, ძალ-
289 მკითხველთა ლიგა
ზე ვფრთხილობდი, და თუ საფრთხეში ჩავვარდებოდი, უფრო
ადვილადაც დავიძვრენდი ხოლმე თავს, ვიდრე იმ შემთხვევა-
ში, როცა ჩემი ნაკლებად წინდახედული და ქარაფშუტა თა-
ნამზრახველნი მახლდნენ. და თუმცა გაბედულებაში არავის
ჩამოვრჩებოდი, მაინც მუდამ მეტისმეტი სიფრთხილით ვმოქ-
მედებდი და ოსტატურადაც გამოვდიოდი მდგომარეობიდან.
ხშირად მიკვირდა კიდეც, ქურდობას ასე მტკიცედ როგორ
შევრჩი-მეთქი. იმის მიუხედავად, რომ ყველა ჩემი ამხანაგი
მარცხით ამთავრებდა საქმიანობას და ადვილად ხვდებოდა
მართლმსაჯულების ხელში, მე მაინც ვერ გადამეწყვიტა ამ ხე-
ლობის დათმობა, თუმცა ახლა ღარიბი სულაც არ ვიყავი. გა-
ჭირვებისგან გამოწვეული ცდუნება, რომელიც ქურდობისკენ
გიბიძგებს, აღარ არსებობდა. უკვე დავაგროვე ხუთასამდე
გირვანქა სტერლინგი ნაღდი ფული, რითაც შემეძლო მშვე-
ნივრად მეცხოვრა, თუკი ჩემს ბინძურ ხელობას თავს დავანე-
ბებდი, მაგრამ, ვიმეორებ, მისი მიტოვების არავითარი სურ-
ვილი არ გამჩენია. ამის გაკეთება ჩემთვის უფრო ადვილი იქ-
ნებოდა, როცა ჩემი შეძლება სულ რაღაც ორასი გირვანქა
სტერლინგით განისაზღვრებოდა და თვალწინ ასეთი საშინე-
ლი მაგალითებიც არ მედგა. აქედან ცხადია: დანაშაულში გა-
მოქნილ ქურდებზე არავითარი შიში არ მოქმედებს, არავითა-
რი მაგალითი გაფრთხილების ზომად არ გამოდგება.
სხვათა შორის, მყავდა ერთი მეგობარი ქალი, რომლის
ბედმა ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა დროთა
განმავლობაში მთლიანად წაიშალა. აქ ნამდვილად დიდი
მარცხი მოხდა. ერთ ბაზართან თვალი დავადგი საუცხოო ქამ-
ხის ნაჭერს, ადვილად ავწაპნე და, როცა დუქნიდან გამოვე-
დით, ხსენებულ მეგობარ ქალს გადავეცი. იგი ერთ მხარეს
წავიდა, მე - მეორე მხარეს. სულ ცოტა გვქონდა გავლილი,
290 მკითხველთა ლიგა
როცა პატრონმა ნაჭრის დაკარგვა შენიშნა და ქურდს სხვა-
დასხვა მიმართულებით გამოუყენა თავისი ნოქრები, რომ-
ლებმაც მყისვე სტაცეს ხელი ჩემს მეგობარს მოპარული ქამ-
ხის ნაჭერთან ერთად. მე კი არც ვაციე, არც ვაცხელე და ერთ
სახლში შევვარდი, რომლის ზედა სართულზე მანქანების სა-
ხელოსნო იყო მოთავსებული. თავზარდაცემული ვუყურებდი
ფანჯრიდან, როგორ წაიყვანეს საცოდავი ქალი მოსამარ-
თლესთან, რომელმაც დაუყოვნებლივ „ნიუგეტში“ უკრა თა-
ვი.
მანქანების სახელოსნოში რამის აწაპნას მოვერიდე, მაგ-
რამ დიდხანს ვურევდი ხელს საქონელში, რათა დრო მომე-
გო. შემდეგ ვიყიდე რამდენიმე იარდი არშია, ფული გადავი-
ხადე და გარეთ გამოვედი. ძალზე მაწუხებდა საბრალო ქა-
ლის ბედი, რომელიც ჩემი მიზეზით ჩავარდა.
აქ კი ჩვეულმა სიფრთხილემ ერთობ დიდი სამსახური გა-
მიწია. თუმცა ამ ხალხთან ერთად ხშირად ვქურდობდი, მაგ-
რამ არასოდეს მითქვამს, ვინ ვიყავი, ამასთან, ჩემს ბინას
ვერც ერთი მათგანი ვერ მიაგნებდა, თუმცა ხშირად მითვალ-
თვალებდნენ, საით მივდიოდი ხოლმე. გაეგონათ ჩემი მეტსა-
ხელი, მაგრამ ყველა არ იყო დარწმუნებული, რომ სწორედ
ის მოლ ფლენდერსი ვიყავი. მათ წრეში კარგად გახლდით
ცნობილი, მაგრამ არავინ იცოდა, სად ვეპოვე, იმასაც კი ვერ
ხვდებოდნენ, ლონდონის რომელ უბანში ვცხოვრობდი - აღ-
მოსავლეთში თუ დასავლეთში. ყველა ასეთ შემთხვევაში
სიფრთხილე ჩემი ერთადერთი ხსნა იყო.
იმ უბედურების შემდეგ, რომელიც ამ ქალს დაემართა,
დიდხანს გამოკეტილში ვიჯექი. ვიცოდი, თუ რაიმე საქმის გა-
მო ჩავვარდებოდი, იქ აუცილებლად შევეყრებოდი ჩემს და-
ნაშაულებათა მოწმეს, რომელიც თავისი საკუთარი სიცოც-
291 მკითხველთა ლიგა
ხლის გადასარჩენად, ალბათ, ჩემ საწინააღმდეგო ჩვენებას
მისცემდა. ვიცოდი აგრეთვე, რომ ჩემი სახელი საკმაოდ ცნო-
ბილი გახდა ოლდ ბეილიში. მართალია, ბატონი მოსამარ-
თლენი სახით არ მიცნობდნენ, მაგრამ თუ ხელში ჩავუვარდე-
ბოდი, გამოუსწორებელ ბოროტმოქმედად ჩამთვლიდნენ.
ამიტომაც გადავწყვიტე დამეცადა, რა ბედი ეწეოდა საბრალო
ქალს. ისე კი, ციხეში ფული ბევრჯერ გავუგზავნე.
ბოლოს იგი სასამართლოს წინაშე წააყენეს. თავის გასა-
მართლებლად თქვა: ქურდობა მე არ ჩამიდენია, ვინმე მისის
ფლენდერსმა, როგორც მას გადმოცემით ეძახიან (რადგან
თვითონ არ ვიცნობ), მომაჩეჩა ფუთა, როცა დუქნიდან გამო-
ვედით, და მთხოვა, შინ წაიღეო. მოსამართლეებმა ჰკითხეს,
სად იმყოფება ეს მისის ფლენდერსიო, მაგრამ ქალმა ვერ
შეძლო გარკვევით ეთქვა რამე ჩემზე. და რადგან ნოქრებმა
ფიცის ქვეშ აჩვენეს, ეს ქალი დუქანში იყო საქონლის დაკარ-
გვის დროს, გავიდა თუ არა, მაშინვე გამოვუდექით და ვუპო-
ვეთ მოპარული საქონელიო, ამიტომაც მსაჯულებმა იგი დამ-
ნაშავედ ცნეს. მაგრამ სასამართლომ მხედველობაში მიიღო,
რომ სინამდვილეში საქონელი მას არ მოეპარა და სავსებით
შესაძლებელი იყო, რომ მოეხერხებინა ხსენებული მისის
ფლენდერსის (ესე იგი ჩემი) მოძებნა, რაც სიცოცხლეს
შეუნარჩუნებდა, შეღავათი გაუწიეს და კატორღაში გაგზავ-
ნეს. ეს გახლდათ ყველაზე დიდი შეწყალება, რომელიც მას
შეეძლო დაემსახურებინა. მოსამართლემ უთხრა, თუ ამ ხნის
განმავლობაში მოახერხებთ მისის ფლენდერსის პოვნას, აღ-
ვძრავთ თქვენი შეწყალების შუამდგომლობასო. სხვანაირად
რომ ვთქვა, თუ მიპოვიდა და სახრჩობელაზე გამგზავნიდა,
კატორღაში აღარ უკრავდნენ თავს. ადვილად მიხვდებით,
რომ არც მე ვიყავი სულელი: ვიზრუნე იმაზე, რომ ქალს არა-
292 მკითხველთა ლიგა
ფერი გამოსვლოდა. ამიტომაც განაჩენი აღსრულდა: ხომალ-
დში ჩასვეს და ოკეანის გაღმა გაამგზავრეს.
ვიმეორებ, ამ უბედური ქალის ხვედრმა ძალზე დამამწუხ-
რა, და ბევრსაც ვფიქრობდი იმაზე, რომ მისი უბედურების მი-
ზეზი მე გახლდით. მაგრამ ზრუნვა საკუთარი სიცოცხლის
ხსნაზე, რომელსაც აშკარა საფრთხე მოელოდა, კლავდა ჩემს
კეთილ გრძნობებს. იმის შეტყობით, რომ სასიკვდილო განა-
ჩენს თავი დააღწია და გადასახლებაში გაგზავნეს, კმაყოფი-
ლი დავრჩი, რადგან ზიანს უკვე ვეღარ მომაყენებდა.
ამ ქალს უბედურება შეემთხვა ჩემ მიერ წინათ ნაამბობი
თავგადასავლიდან რამდენიმე თვით ადრე, ჩემი დედამძუძე
ნაწილობრივ ამანაც აიძულა, კვლავ მამაკაცის ტანსაცმელში
გამოვეწყვე, რათა ქუჩაში სიარულის დროს არავის ვეცნე.
მაგრამ, როგორც გითხარით, მალე მომბეზრდა ასეთი მასკა-
რადი, რადგან იგი ერთობ რთულ მდგომარეობაში მაგდებდა.
ახლა უკვე დავწყნარდი, გაცემის აღარ მეშინოდა, რადგან
ყველა ჩემი თანამზრახველი, ანდა ისეთი, რომელიც მოლ
ფლენდერსად მიცნობდა, ან ჩამოხრჩობილი იყო, ან გადა-
სახლებული. და თუ უბედურება მეწვეოდა და ჩავვარდებოდი,
შემეძლო თავი მოლ ფლენდერსად კი არა, ვიღაც სხვად გამე-
საღებინა და ვერც ერთ ძველ ჩადენილ ცოდვას ვერ მომაწერ-
დნენ. ამიტომაც უფრო გაბედულად განვაგრძე საქმე. მქონდა
რამდენიმე ბედნიერი შემთხვევა, რომლებიც ძველს არაფ-
რით ჰგავდა.
ამასობაში კვლავ მოხდა ხანძარი იმ ადგილთან ახლოს,
სადაც ჩემი დედამძუძე ცხოვრობდა. ისევ შევეცადე იგივე გა-
მეკეთებინა, რაც პირველი ხანძრის დროს, მაგრამ ამჯერად
ცოტა შევყოვნდი. ხალხი შეიკრიბა და ცეცხლმოდებულ სახ-
ლში შეღწევა ვერ მოვახერხე. აქედან არა მარტო ვერაფერი
293 მკითხველთა ლიგა
დავითრიე, არამედ კინაღამ სიცოცხლეც საფრთხეში ჩავიგ-
დე, რაც ყველა ჩემს დანაშაულებრივ საქმიანობას ბოლოს
მოუღებდა. რადგანაც ხანძარი ძლიერი იყო, სახლის მცხოვ-
რებნი თავიანთ ქონებას ფანჯრებიდან ისვრიდნენ. ვიღაც
ქალმა ყურთუკის ლეიბი გადმოაგდო. მართალია, ლეიბი
რბილი იყო და ძვლები არ დამიმტვრია, მაგრამ თავისი სიმ-
ძიმით, რაც ვარდნის გამო გაიზარდა, ძირს დამცა და მცირე
ხნით გონება დამაკარგვინა. რა თქმა უნდა, ასეთ ალიაქოთში
არავის მოსვლია აზრად, ლეიბი გადაეთრია და გრძნობაზე
მოვეყვანე. მკვდარივით ვეგდე, ჩემთვის აბა, ვის სცხელოდა,
სანამ, ბოლოს, ერთმა ყმაწვილმა ლეიბისგან არ გაათავი-
სუფლა გზა და ადგომაში არ დამეხმარა. ნამდვილი სასწაული
იყო, რომ ლეიბთან ერთად უფრო მძიმე საგნებიც არ გადმო-
ყარეს და სასიკვდილოდ არ დამაშავეს. მაგრამ ბედი მზოგავ-
და სხვა ჭირის შესაყრელად.
ამ შემთხვევამ მთელი ჩანაფიქრი გამიფუჭა. დედამძუძეს-
თან ძალზე გალახული და შეშინებული დავბრუნდი. ფეხზე
დაყენებისთვის მოხუცმა დიდი ამაგი დამდო.
დადგა წელიწადის ყველაზე მხიარული დრო, დაიწყო ბარ-
თლომეს ბაზრობა. ბაზრობაზე საშოვრისთვის არასოდეს გავ-
სულვარ, რადგან ამას ნაკლებად სახეირო საქმედ ვთვლიდი.
მაგრამ იმ წელიწადს მაინც გადავწყვიტე წასვლა, ჩავუარე სა-
ვაჭროთა რიგებს და ერთ დუქანში შევძვერი, რომელშიც ლა-
ტარიას თამაშობდნენ. ამას თავისთავად დიდი მნიშვნელობა
არ ჰქონდა ჩემთვის, არც რამე გამორჩენას ველოდი. უცებ
გავიხედე და, დუქანში შემოვიდა ბრწყინვალედ ჩაცმული
ფრიად მდიდარი ჯენტლმენი. ასეთ ადგილებში უცნობი ადა-
მიანები ერთმანეთს მაშინვე გამოელაპარაკებიან ხოლმე. ამ
კაცმაც ყურადღების ღირსი გამხადა. უპირველეს ყოვლისა,
294 მკითხველთა ლიგა
გამოთქვა სურვილი, ჩემს ბედზე ეყიდა ლატარიის ბილეთი,
მოიგო რაღაც უბრალო ნივთი, - ვგონებ, ხელსათბური, და მა-
შინვე მითავაზა. შემდეგ გამიბა უაღრესად თავაზიანი საუბა-
რი, როგორიც ჭეშმარიტ ჯენტლმენს შეშვენის.
საუბარში ისე გავერთე, რომ გასასვლელისკენ გამიტყუა.
მერე ჩემთან ერთად დაიწყო დუქნის რიგების წინ სეირნობა.
თანაც არ შეუწყვეტია მუსაიფი ათასგვარ წვრილმანზე. ბო-
ლოს მითხრა: თქვენთან ყოფნით მოხიბლული ვარო, და შე-
მეკითხა: ხომ არ დამთანხმდებით, ჩემთან ერთად კარეტით
გაისეირნოთო. პატიოსანი კაცი გახლავართ და არავითარი
უხამსობის უფლებას თავს არ მივცემო. ცოტა გაპრანჭვა და-
ვიწყე. მინდოდა უფრო დაჟინებით ეთხოვა, ბოლოს მაინც
თანხმობა განვუცხადე.
პირველად ვერ გამეგო, რა უნდოდა ამ კაცს ჩემგან, მერე
კი შევნიშნე, რომ ცოტა გადაკრულში იყო და საწინააღმდეგო
არაფერი ჰქონდა, კიდევ დაელია. წამიყვანა სპრინგ-
გარდენში, ნაიტსბრიჯზე. იქ ბაღებში ვისეირნეთ. ფრიად კარ-
გად მექცეოდა, მაგრამ ძალზე ბევრს სვამდა. მეც შემომთავა-
ზა, დამელია, მაგრამ უარი ვუთხარი.
აქამდე ჩემი თანამგზავრი სიტყვას იცავდა და თავს არაფ-
რის უფლებას აძლევდა. ხელახლა ჩავსხედით კარეტაში და
ლონდონში გამატარა. უკვე საღამოს ათი საათი იქნებოდა,
როცა მეეტლეს უბრძანა, ერთი სახლის წინ გაჩერებულიყო,
სადაც, ეტყობა, იცნობდნენ და პირდაპირ ზევით, საძინებელ
ოთახში აიყვანეს. ჯერ არ მინდოდა აყოლა, მაგრამ რამდენ-
ჯერმე თხოვნის შემდეგ კვლავ ხათრი არ გავუტეხე. მინდოდა
გამეგო, რით დამთავრდებოდა ყოველივე ეს, თანაც ვფიქ-
რობდი, იქნებ რამე ავწაპნო-მეთქი, რაც შეეხება საწოლს და

295 მკითხველთა ლიგა


სხვას, ასეთი მეორეხარისხოვანი საქმე აინუნში მაინცდამა-
ინც არ მომდიოდა.
აქ ჩემი თანამგზავრი, წინააღმდეგ დაპირებისა, თავს თან-
დათან მეტ უფლებას აძლევდა, მეც ცოტა-ცოტას ვუთმობდი,
ბოლოს კი ნება მივეცი, რაც უნდოდა, ის ექნა. დაწვრილებით
ამ ამბის აღწერა უადგილოდ მიმაჩნია. ამასთან ჩემი არშიყი
ხში-ხშირად სვამდა. დაახლოებით ღამის პირველ საათზე ხე-
ლახლა ჩავსხედით კარეტაში. სუფთა ჰაერისა და კარეტის
რწევისგან ღვინო უფრო მეტად აუვარდა თავში. ხელი გადმო-
ყო და უნდოდა ჩემთან იგივე გაემეორებინა, რაც ოთახში
ჩაიდინა, მაგრამ რაკი დავრწმუნდი, თამაშში მოგებული ვიყა-
ვი, წინააღმდეგობა გავუწიე და შევაჩერე. ხუთი წუთიც არ გა-
სულა და მკვდარივით ჩაეძინა.
შემთხვევით ვისარგებლე და ლაზათიანად გავასუფთავე:
ავაცალე ოქროს საათი, ოქროთი გატენილი აბრეშუმის ქისა,
საუცხოო საპარადო პარიკი, ვერცხლის სირმიანი ხელთათ-
მანი, დაშნა და ძვირფასი სათუთუნე. ფრთხილად გავაღე კა-
რეტის კარი და გადმოსახტომად მოვემზადე. სწორედ ამ
დროს ვიწრო ქუჩაში, ტემპლ-ბართან, კარეტა გაჩერდა, რათა
სხვა ეტლისთვის გზა დაეთმო. მშვიდად ჩამოვედი, კარი მივ-
ხურე და პირი ვიბრუნე როგორც ჩემი არშიყის, ისე კარეტის-
გან.
ეს გახლდათ ჭეშმარიტად მოულოდნელი შემთხვევა, რო-
მელზეც არც კი მიოცნებია, თუმცა არც ისე ვიყავი დაშორებუ-
ლი ჩემი ცხოვრების იმ მხიარულ ჟამს და ჯერ კიდევ დავიწყე-
ბული არ მქონდა, როგორ დამეჭირა თავი, როდესაც ავხორ-
ცობით დაბრმავებული რომელიმე ქარაფშუტა კაცს უნარი
აღარ შესწევს, ხნიერი ქალი ახალგაზრდა გოგოსგან გაარჩი-
ოს. მართალია, მე ათი-თორმეტი წლით უფრო ახალგაზრდას
296 მკითხველთა ლიგა
ვგავდი, მაგრამ მაინც ჩვიდმეტი წლის გოგო არ გახლდით,
და ამის შემჩნევა არც ისე ძნელი უნდა ყოფილიყო. ქვეყნად
არაფერია ღვინით გალეშილ და ავხორცობით ანთებულ,
დორბლმორეულ მამაკაცზე საზიზღარი და სასაცილო. ასეთ
კაცს ერთდროულად ორი სატანა ეუფლება, და მის გონებას
ისევე არა აქვს უნარი მართოს სხეული, როგორც წისქვილს
არ შეუძლია უწყლოდ ტრიალი. უზნეობა ფეხქვეშ თელავს
ყველაფერს, რაც კი კეთილი იყო მასში, მისი ცნობიერებაც კი
დაბნელებულია ავხორცობით და იგი ერთ სისულელეს
მეორეს უმატებს: განაგრძობს სმას, როცა უკვე გონების და-
კარგვამდეა გალეშილი, ეტმასნება პირველ შემხვედრ ქალს
და არც უნდა გაიგოს, ვინ არის იგი, ჯანმრთელი თუ დამპალი,
ფაქიზი თუ მურდალი, მახინჯი თუ ლამაზი, ახალგაზრდა თუ
ბებერი, დაბრმავებულია და ვერაფერს არჩევს. ამგვარი ადა-
მიანი გიჟზე უარესია, ტვინი იმდენადაა აქვს დახშული, რომ
არ ახსოვს, რას აკეთებს, ასევე არაფერი ახსოვდა ჩემს არ-
შიყს, როცა ჯიბეებს ვუცარიელებდი.
ასეთ მამაკაცზე სოლომონს უთქვამს: „მიდიოდეს, ვითარ-
ცა ხარი დასაკლავად, ვიდრემდე ისარი განგმირავს ტყირბსა
მისსა“. ჭეშმარიტად შესანიშნავი აღწერაა შხამიანი, მომაკ-
ვდინებელი, გადამდები ავი სენისა, სისხლში რომ შედის და
რომლის სათავე თუ წყარო ღვიძლია. სისხლის სწრაფი მოძ-
რაობის შედეგად ეს საშინელი, საზიზღარი წყლული მყისვე
აზიანებს ღვიძლს, წამლავს ტვინსა და შიგნეულობას ისარი-
ვით ხვრეტს.
ამ საცოდავ, უმწეო ავხორცს ჩემი მხრიდან საფრთხე არ
მოელოდა, თავდაპირველად თვითონ მეშინოდა იმ საფრთხი-
სა, რომელიც შეიძლებოდა მისგან დამმუქრებოდა. მაგრამ
იგი ჭეშმარიტად ღირსი იყო სიბრალულისა, რადგან უთუოდ
297 მკითხველთა ლიგა
კარგი ადამიანი ჩანდა, შორს იდგა ავი ზრახვებისგან, საზ-
რიანი, ზრდილი, თავდაჭერილი, მტკიცე ხასიათის, მიმზიდვე-
ლი და ლამაზი გარეგნობის გახლდათ. ერთი სიტყვით, ყველა
მხრივ სასიამოვნო იქნებოდა, მისდა საუბედუროდ, წინად-
ღით ლაზათიანად რომ არ გამომთვრალიყო, ღამე უძილოდ
არ გაეტარებინა, როგორც ერთად ყოფნისას გამომიტყდა,
სისხლი ღვინით არ შეხურებოდა და ამ მდგომარეობაში გო-
ნებას არ ეღალატა.
ჩემს თავზე რომ ვილაპარაკო, მე მხოლოდ მისი ფული მა-
ინტერესებდა, და ის, თუ რას გამოვრჩებოდი ამ კაცს. ამის
შემდეგ კი, ოდნავი შესაძლებლობაც რომ მქონოდა, სახლში,
თავის ოჯახში საღსალამათს გავამგზავრებდი, რადგან ეჭვი
არ მეპარება, ჰყავდა პატიოსანი, სათნოებით აღსავსე ცოლი
და უცოდველი ბავშვები, რომლებიც მისი დაკარგვით წუხ-
დნენ და მოხარულები იქნებოდნენ, რაც შეიძლება მალე ენა-
ხათ, მოევლოთ და გონზე მოეყვანათ. რა თავზარი დაეცემო-
და, როგორი სირცხვილით გაიხსენებდა თავის საქციელს!
როგორ გაკიცხავდა საკუთარ თავს იმისთვის, რომ ქუჩის
როსკიპს მიეტმასნა, რომელიც ყველაზე საზიზღარ ჯურღმულ-
ში, ბაზრობაზე, სიბინძურესა და ქალაქის ნაძირალათა შო-
რის იპოვა! როგორ იცახცახებდა შიშისგან - ათაშანგი ხომ არ
ავიკიდეო. აპატიებდა კი თავს იმას, როცა გაიხსენებდა ასეთ
ველურ და ცხოველურ გარყვნილებას? თუკი რაიმე წარმოდ-
გენა ჰქონდა პატიოსნებაზე, რა საშინელება იქნებოდა მის-
თვის ასეთი აზრის გავლება: ხომ არ შევყარე საზარელი სენი
ჩემს მორიდებულ და სათნო მეუღლეს, ხომ არ მოვუწამლე
სისხლი ჩემს შთამომავლობასო.
ამ ვაჟბატონებმა რომ იცოდნენ, თუ რა ზიზღს გრძნობენ
მათ მიმართ ქალები, რომლებთანაც კავშირი აქვთ ასეთ შემ-
298 მკითხველთა ლიგა
თხვევაში, მსგავსი თავგადასავლების ძებნის ყოველგვარი
ხალისი დაეკარგებოდათ. როგორც ზევით მოგახსენეთ, ეს
ქალები არ აფასებენ სიამოვნებას, არ აქვთ მამაკაცისადმი
მისწრაფება, უგრძნობელი მეძავი მხოლოდ ფულზე ფიქ-
რობს, და როცა მამაკაცი თავის უზნეო საქმეს სჩადის, ამ პი-
რუტყვის ხელები მის ჯიბეში ფათურობენ, გულუბრყვილო კა-
ცი კი სიამტკბილობის წუთებში ვერ არჩევს ამას, ისევე რო-
გორც არ შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს ასეთი საფრთხე.
ვიცნობდი ერთ ქალს, რომელიც ისე მოხერხებულად მო-
ექცა რომელიღაც მამაკაცს (მართალია, იგი უკეთ მოპყრო-
ბას არც იმსახურებდა), რომ სანამ ეს კაცი მასთან თავის საქ-
მიანობაში იყო გართული, მოახერხა საათის ჯიბიდან საგულ-
დაგულოდ დამალული ქისის ამოცლა, რომელშიც ოცი გინეა
იდო და მის ადგილას მოოქრული ბალთებით სავსე ქისის ჩა-
დება. თავისი საქმე რომ გაათავა, კაცმა ჰკითხა:
- გამოტყდი, ჯიბე ხომ არ დამიცარიელე?
ქალმა გაქილიკება დაუწყო და მიმართა, რა გაქვს, რა
ამოგაცალოო! კაცმა ჯიბეში თითები ჩაიყო და ქისა რომ თა-
ვის ადგილას დახვდა, დამშვიდდა, ის კი თავის გზას გაუდგა.
ეს იყო ჩემი ნაცნობი ქალის ხელობა. ასეთი შემთხვევების-
თვის მას მუდამ მზად ჰქონდა ყალბი ოქროს, სინამდვილეში
მოოქრული ვერცხლის საათი და ბალთებით სავსე ქისა. ეჭვი
არ მეპარება, რომ თავის საქმიანობაში წარმატებაც არ აკ-
ლდა.
ჩემი ნადავლიანად დედამძუძესთან დავბრუნდი, ამბავი
რომ მოვუყევი, მოხუცს ცრემლიც კი მოერია, როცა გაიფიქ-
რა, ასეთი დიდი ბატონი ალბათ ყოველდღე გაძარცვის საფ-
რთხის წინაშეა ღვთისადმი დაუოკებელი მიდრეკილების გა-
მოო.
299 მკითხველთა ლიგა
რაც შეეხება ჩემს ნადავლსა და მოხერხებას, რითაც ეს კა-
ცი ცარიელზე დავსვი, ამით დედამძუძე აღტაცებული დარჩა.
- ჰო, ჩემო ბავშვო, - მითხრა, - ალბათ მასზე ეს უსიამოვნე-
ბა უფრო იმოქმედებს, ვიდრე ოდესმე მოსმენილი ყველა ქა-
დაგება.
ამ თავგადასავლის გაგრძელებამ გვიჩვენა, რომ იგი სავ-
სებით მართალი იყო.
მეორე დღეს მოხუცი შეუდგა ჩემი გუშინდელი ნაცნობის
გარშემო დაწვრილებითი ცნობების შეკრებას. ამ კაცის ტან-
საცმელი, ნაკვთები, გარეგნობა, რომელიც მე ავუწერე, ერთ
მის ნაცნობ ჯენტლმენს ახსენებდა. დედამძუძე დაძაბულად
ფიქრობდა რაღაცას, როცა ამბავს ვუყვებოდი. შემდეგ განაც-
ხადა:
- სანაძლეოს ვდებ, რომ ამ კაცს ვიცნობ.
- სამწუხაროდ, - შევნიშნე. - არამც და არამც არ მსურს მი-
სი მხილება. ჩემ გამო უკვე საკმაოდ დაზარალდა, ამიტომაც
მეტი უსიამოვნების მიყენება არ მაქვს განზრახული.
- არა, არა, - დამამშვიდა დედამძუძემ, - არ ვაპირებ, რამე
ცუდი გავუკეთო, მაგრამ გთხოვ, ცნობისმოყვარეობა ოდნავ
კიდევ დამიკმაყოფილო, რადგან, თუ ის არის, სულერთია, მა-
ინც გავიგებ.
ამან, ცოტა არ იყოს, შემაფიქრიანა, სახეზე მწუხარება გა-
მომეხატა და მოხუცს ვუთხარი: ასეთ შემთხვევაში მასაც შე-
უძლია ჩემი ამბავი გაიგოს, რითაც დაღუპვა არ ამცდება--
მეთქი. დედამძუძე წინ აღმიდგა:
- ნუთუ გგონია, შემიძლია გაგცე, შვილო? არა, არავითარი
სიმდიდრის გულისთვის ეს არ მოხდება! შენი არაერთი
საიდუმლო შემინახავს ამაზე უარეს საქმეებშიც. შეგიძლია
სავსებით მენდო.
300 მკითხველთა ლიგა
ამის შემდეგ სიტყვა აღარ შემიბრუნებია.
დედამძუძემ სხვა გეგმა შეადგინა, მართალია, მე არ გამი-
ზიარა, მაგრამ მტკიცედ გადაწყვიტა ყველაფერი გამოეძია. ამ
მიზნით ესტუმრა ერთ თავის მეგობარ ქალს, რომელიც მის-
თვის საინტერესო ოჯახში გაშინაურებული იყო, და უთხრა:
ძალზე საჭირო საქმე მაქვს ამ ბატონთან (რომელიც, სიტყვამ
მოიტანა და, არც მეტი, არც ნაკლები, ბარონეტი იყო, დიდი
გვარიშვილობით ცნობილი) და არ ვიცი, როგორ მივიდე მას-
თან, არც ნაცნობი მყავს, რომ მიმიყვანონო. მეგობარი ქალი
მაშინვე დაჰპირდა დახმარებას და წავიდა იმის გასაგებად,
ბარონეტი ქალაქში იყო თუ არა.
მეორე დღეს ეს ქალი ეახლა ჩემს დედამძუძეს და უთხრა:
სერ ნ შინ არის, მაგრამ ძალზე უქეიფოდ გრძნობს თავს და
არავის იღებსო.
- რა დაემართა? - მაშინვე შეეკითხა დედამძუძე და სახეზე
უკიდურესი გაკვირვება გამოეხატა.
- წარმოიდგინეთ, - უპასუხა მეგობარმა ქალმა, - ჰემ-
პსტედში ერთ ნაცნობთან ყოფილა სტუმრად, უკან დაბრუნე-
ბისას თავს დასხმიან და გაუძარცვავთ. და რადგან ზედმეტი
ჰქონდა დალეული, არამზადებს კარგადაც მიუბეჟიათ, ისე
რომ, ახლა ძალზე ცუდად გრძნობს თავს.
- გაძარცვეს? - წამოიძახა დედამძუძემ. - რა წაართვეს?
- ოქროს საათი და ოქროსავე სათუთუნე, საპარადო პარი-
კი და მთელი ფული, თან რაც ჰქონდა, ალბათ არც ისე ცოტა,
რადგან სერ ნ არასოდეს გადის სახლიდან, ქისა ოქროთი თუ
არ აქვს გატენილი.
- არა მგონია, მართალი იყოს! - დაცინვით შენიშნა ჩემმა
მოხუცმა. - სანაძლეოს დავდებ, რომ სინამდვილეში სულ
სხვაგვარად იქნებოდა: უთუოდ ლაზათიანად გამოიბრუჟა, ვი-
301 მკითხველთა ლიგა
ღაც კახპა იშოვა და იმანაც კარგად გაასუფთავა, სახლში კი
თქვა, გამძარცვესო. გაცვეთილი ამბავია! საბრალო ცოლებს
ყოველთვიურად ათასობით ასეთ ზღაპარს უამბობენ ხოლმე.
- როგორ გეკადრებათ. განა შეიძლება ასეთი რამის თქმა!
- ეწყინა მეგობარ ქალს. - გეტყობათ, ცუდად იცნობთ სერ ნ-ს.
ეს გახლავთ უკეთილშობილესი ჯენტლმენი, მთელ ქალაქში
ვერ იპოვით ასეთ მორიდებულ, პატივსაცემ, ღირსეულ ადა-
მიანს. ამგვარი სისაძაგლისადმი ეს კაცი საშინელ ზიზღს
გრძნობს. ვერც ერთი მისი ნაცნობი მსგავს საქციელს ვერ და-
აბრალებს.
- კმარა, - უთხრა დედამძუძემ, - ეს მე სულაც არ მეხება,
თორემ, გარწმუნებთ, მოვახერხებდი სიმართლის გაგებას.
ყველა ასეთი თავდაჭერილი მამაკაცი ზოგჯერ სახელგან-
თქმულ გარყვნილ და მექალთანე ვაჟებს არაფრით ჩა-
მოუვარდება. ოღონდ ამგვარი ადამიანები თავს ოსტატურად
იკატუნებენ, ან, თუ გნებავთ, უკეთ შეუძლიათ თვალთმაქცო-
ბა.
- არა, არა, ღმერთო, დაგვიფარე, - შეაწყვეტინა მეგობარ-
მა ქალმა. - გარწმუნებთ, სერ ნ თვალთმაქცი არ გახლავთ.
იგი ყოველმხრივ წესიერი ჯენტლმენია, ამიტომაც ეჭვი არა-
ვის ეპარება, რომ ის ნამდვილად გაძარცვეს.
- კარგი, დაე, წესიერი იყოს. გიმეორებთ, ეს ჩემი საქმე არ
არის, მასთან მხოლოდ მოლაპარაკება მინდა, ისიც სრული-
ად სხვა რამეზე.
- რაზეც უნდა გინდოდეთ მასთან საუბარი, ეს ახლა შეუძ-
ლებელია, ლოგინში წევს და არავის იღებს: მაგრად უცემიათ.
- ოჰო! - გაიკვირვა დედამძუძემ. - ეტყობა, დიდი არამზა-
დების ხელში ჩავარდნილა! რა დაუზიანეს? - დაინტერესდა
ჩემი მოხუცი.
302 მკითხველთა ლიგა
- თავი, - მიუგო მეგობარმა, - ცალი ხელი და სახე. ვიგინ-
დარები მართლაც ველურად მოჰქცევიან.
- საბრალო ბარონეტი, - მწუხარებით აღნიშნა დედამძუძემ.
- როგორც ჩანს, დამჭირდება მის გამოკეთებას ვუცადო. იმე-
დი მაქვს, დიდხანს ლოდინი არ მომიწევს, - დაუმატა, - მას-
თან ძალზე აუცილებელი საქმე მაქვს.
- ვიპოვე შენი პეწენიკი, - მითხრა, - მაგრამ ფრიად საცო-
დავ მდგომარეობაშია. რამ გაიძულა, ასე უწყალოდ რომ მი-
ბეჟე? სული ძლივს უდგას.
მხრები ავიჩეჩე.
- სული ძლივს უდგასო? - გაკვირვებით შევეკითხე. - გარ-
წმუნებთ, თითიც არ დამიკარებია. როცა გამოვეპარე, სავსე-
ბით ჯანმრთელი და უვნებელი იყო, ოღონდ გალეშილს
მკვდარივით ეძინა.
- ეს არ ვიცი, - მიპასუხა, - ახლა კი ერთობ საცოდავ მდგო-
მარეობაშია, - და ყველაფერი გადმომცა, რაც მეგობარმა
ქალმა ჩაუკაკლა.
- მაშინ, - ვუთხარი ჩემი აზრი, - უთუოდ ჩემ შემდეგ მიუბე-
ჟიათ, ხომ მოგახსენეთ, სრულიად უვნებელი დავტოვე-მეთქი.
ათიოდე დღის შემდეგ ჩემი დედამძუძე ხელახლა ეწვია
თავის მეგობარ ქალს, რათა მას ბარონეტთან მიეყვანა. ამ
ხნის განმავლობაში მოხუცმა შეიტყო, რომ იგი სახლიდან
ჯერ არ გადიოდა, მაგრამ ლოგინიდან უკვე ამდგარიყო.
ამ დედაკაცს საზოგადოებაში თავის დაჭერა მშვენივრად
შეეძლო, ამიტომაც ბარონეტთან შეხვედრა არ ეუხერხულე-
ბოდა. დედამძუძის საუბრის ზუსტად გადმოცემა არ შემიძ-
ლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ დაიბნეოდა - ენაზე ჭავ-
ლი არასოდეს ედებოდა. ბარონეტს განუცხადა: თქვენთან
მოვედი ერთადერთი განზრახვით, რათა სამსახური გაგიწი-
303 მკითხველთა ლიგა
ოთ, თვითონვე დარწმუნდებით, რომ არავითარი სხვა მიზანი
არ მაქვს. თუმცა პირადად არ გიცნობთ, მაგრამ მაინც მეგობ-
რული გრძნობა მამოძრავებს, ამიტომაც გთხოვთ სიტყვა
მომცეთ, თუ ჩემს სამსახურზე უარს იტყვით, ნაწყენი მაინც არ
დარჩებით, არ გაიფიქრებთ, სხვის საქმეში ერევაო. თავის
მხრივ დედაკაცი დაჰპირდა: რამდენადაც ჩემი სალაპარაკო
საგანი საიდუმლოებაა და მხოლოდ თქვენ გეხებათ, სულერ-
თია, მიიღებთ თუ არა ჩემ მიერ შემოთავაზებულ სამსახურს,
ყველაფერი მაინც ჩვენ შორის დარჩება, თუკი თქვენვე არ გა-
ახმაურებთ. შემოთავაზებულ სამსახურზე უარის თქმა კი არ
შეამცირებს თქვენდამი ჩემს პატივისცემას, ეს საწყენადაც არ
დარჩება, ამიტომ მოიქეცით ისე, როგორც უკეთ ჩათვლითო.
პირველად მან ორჭოფულად უპასუხა: არაფერი ჩამიდე-
ნია ისეთი, რომ მისი საიდუმლოებად გამოცხადება შეიძლე-
ბოდეს. არავითარი ბოროტება არ მიმიყენებია და ნაკლებად
მაწუხებს ის, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ. ჩვეულებად არ
მაქვს, ვინმეს უსამართლოდ მოვექცე, ამიტომაც ვერ წარმო-
მიდგენია, რა სამსახური შეგიძლიათ გამიწიოთ. მაგრამ რაკი
ისეა საქმე, როგორც თქვენ დამიხატეთ, საწყენი რა მექნება
სამსახურის გაწევისთვის. ამრიგად, თქვენი ნებაა, იტყვით
რამეს თუ არაო.
დედამძუძემ მასში ისეთი ღრმა გულცივობა იგრძნო, რომ
დაეჭვდა კიდეც, შეიძლებოდა თუ არა ამ საქმის წამოწყება.
მაგრამ მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ უთხრა: ერთი საოცა-
რი გარემოების წყალობით ჩემთვის ცნობილი გახდა
უსიამოვნო ამბავი, რომელიც ამას წინათ შეგემთხვათ, აქვე
მინდა მოგახსენოთ: ყოველივე ისე დაწვრილებით გავიგე,
რომ ამაზე უკეთ, ჩვენ ორის გარდა, არავინ იცის, იმ ქალმაც
კი, რომელიც თქვენ გახლდათო.
304 მკითხველთა ლიგა
ბარონეტმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს გაჯავრდაო.
- რა ამბავი?
- იმაზე მოგახსენებთ, ბატონო, თუ როგორ გაგძარცვეს ნა-
იტსბრ.. მაპატიეთ, ჰემპსტედიდან დაბრუნებისას, - შეასწორა
დედაკაცმა. - ნუ გაგიკვირდებათ, სერ, რომ თქვენი ყოველი
ნაბიჯი შემიძლია გაგახსენოთ იმ დღეს სმითფილდის ბაზრი-
დან სპრინგ-გარდენამდე, ნაიტსბრიჯზე, იქიდან კი სტრენდამ-
დე, ისიც, შემდეგ როგორ ჩაგეძინათ კარეტაში. დაე, ეს ნუ გა-
გაკვირვებთ, ბატონო, რადგან გამოძალვის მიზნით არ მოვ-
სულვარ. არაფერს გთხოვთ და გარწმუნებთ, რომ თქვენთან
მყოფმა ქალმა სრულიად არ იცის, ვინ ბრძანდებით და ამას,
გულითაც რომ უნდოდეს, ვერ გაიგებს. ამის მიუხედავად,
მგონია, მცირეოდენი სამსახურის გაწევა თქვენთვის მაინც
შემიძლია. მარტო იმის შესატყობინებლად არ მოვსულვარ,
რომ ეს ამბავი ჩემთვის ცნობილია, არც იმის იმედით, რომ
სიჩუმისთვის ფული გთხოვოთ. გავბედავ დაგარწმუნოთ: რა-
საც საჭიროდ ჩათვლით გააკეთოთ ან მითხრათ, საიდუმლოდ
დარჩება, თითქოს მკვდარს ელაპარაკებოდეთ.
მოხუცის ნათქვამმა კაცი განაცვიფრა და საზეიმო კილო-
თი განუცხადა:
- ქალბატონო, მე თქვენ არ გიცნობთ, ამიტომაც ფრიად
სამწუხაროა, რომ გცოდნიათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სა-
ძაგელი და სამარცხვინო საქციელის საიდუმლო. მარტო ისღა
მამშვიდებდა, რომ მეგონა, ეს ამბავი მხოლოდ ღმერთმა და
მე ვიცოდით.
- გეთაყვა, ბატონო, - შეესიტყვა მოხუცი, - უბედურებად ნუ
თვლით, რომ თქვენი საიდუმლო მეც ვიცი. მჯერა, ეს ამბავი
თქვენთვის სრულიად მოულოდნელად მოხდა, ამ საქმეში,
ეტყობა, მთავარი დანაშაული თქვენს თანამგზავრ ქალს მი-
305 მკითხველთა ლიგა
უძღვის. ყოველ შემთხვევაში, არავითარი საფუძველი არ
გაქვთ, მწუხარება გამოთქვათ, რომ ეს ფათერაკი ჩემთვის
ცნობილი გახდა. თვითონ იმაზე ნაკლებად უტყვი არ იქნებით,
ვიდრე თქვენ წინაშე მდგომი დედაკაცი.
- ჩინებულია, - მიუგო მან, - მაგრამ ნება მომეცით, სამარ-
თლიანად მივუდგე ჩემს თანამგზავრ ქალს. ვინც უნდა იყოს,
გარწმუნებთ, იგი ყველაფერს მიშლიდა, რის გაკეთებასაც ვა-
პირებდი, არაფერს მთხოვდა და არც რამეზე მაქეზებდა. ყვე-
ლაფერში დამნაშავეა ჩემი უგუნურობა და დამთხვეულობა.
სწორედ მან ჩაითრია ქალი ამ ამბავში. არ მინდა ტყუილად
ბრალი დავდო იმ ადამიანს. რაც შეეხება იმას, რომ გამძარ-
ცვა, ამაზე უკეთესს არც მოველოდი ჩემს მაშინდელ მდგომა-
რეობაში. კარგად არც ვიცი, ქალმა გამქურდა თუ მეეტლემ.
ეს თუ ჩემმა თანამგზავრმა გააკეთა, მსურს, ვაპატიო. ახია
ჩვენზე. სწორედ ასე უნდა მოექცნენ ყველა მამაკაცს, რომე-
ლიც ამ ზომამდე ეძლევა თავდავიწყებას. უფრო სხვა რამეს
ვწუხვარ, ვიდრე იმას, რაც ჩემგან წაიღო.
ჩემმა დედამძუძემ, როგორც კი ბარონეტი ყველაფერში
გულახდილად გამოუტყდა და საქმის ყოველი წვრილმანი
გაიგო, უპასუხა:
- მოხარული ვარ, სერ, რომ სამართლიანი ბრძანდებით
თქვენი თანამგზავრი ქალის მიმართ. გარწმუნებთ, რომ ეს
კეთილშობილი ადამიანი გახლავთ და არა ქუჩის როსკიპი,
და რის გაკეთებაც თქვენთან იკისრა, ღრმად მჯერა, რომ
ასეთ რამეს ჩვეული არ არის. იცოდეთ, სერ, უცნობ ქალთან
კავშირით თავს დიდ საფრთხეში იგდებდით. თუკი საქმის ეს
მხარე გაფიქრებთ, შეგიძლიათ სავსებით დამშვიდებული
იყოთ, რადგან ამ ქალს, ქმრის გარდა, არც ერთი მამაკაცი არ
შეხებია, ქმარი კი რვა წლის წინ მოუკვდა.
306 მკითხველთა ლიგა
როგორც ჩანს, კაცს სწორედ ეს აწუხებდა, საშინელ შიშს
განიცდიდა. ჩემი დედამძუძეს სიტყვები რომ ისმინა, ძალიან
გაუხარდა და თქვა:
- გულახდილად გეტყვით, ქალბატონო, ამაში დარწმუნე-
ბული რომ ვიყო, დანაკარგზე სულაც არ ვიდარდებდი. ცხა-
დია, ცდუნება დიდი იქნება, ის კი შეიძლება ღატაკია და ფული
ესაჭიროებოდა.
- ღატაკი რომ არ იყოს, - უპასუხა მოხუცმა, - გეფიცებით,
არამც და არამც არ დაგნებდებოდათ. და თუ გაჭირვებამ
აიძულა, თქვენთვის იმის უფლება მიეცა, რაც გაუკეთეთ, ბო-
ლოს იმავე გაჭირვებამ შთააგონა თვითონვე დაეჯილდოები-
ნა თავი, როცა ასეთ მდგომარეობაში გნახათ, და ეს რომ არ
გაეკეთებინა, პირველივე მეეტლე ან ტვირთის დამტარებელი
ჯიბეებს უფრო სუფთად დაგიცარიელებდათ.
- რას იზამ, - მიუგო მან, - შეარგოს! ვიმეორებ, ყველა მამა-
კაცს, რომელიც ასეთ თავდავიწყებამდე მიდის, სწორედ ამ-
გვარად უნდა მოექცნენ. ახია მათზე. ამით იქნებ ჭკუა ისწავ-
ლონ და თავი ცოტა უკეთ დაიჭირონ. ამ საქმეში მხოლოდ ის
მაწუხებს, რაც უკვე გადაკვრით გითხარით. - აქ ბარონეტმა
თავს უფლება მისცა, მოხუცისთვის მოეთხრო იმ საქმის ზოგი-
ერთი წვრილმანი, რაც ჩვენ შორის მოხდა და რაზეც ქალის-
თვის წერა უხერხულია. გამოუტყდა, როგორ ეშინოდა, ჩემგან
რამე არ აეკიდა და შემდეგ ცოლისთვის არ შეეყარა, ბოლოს
მოხუცს სთხოვა, ხომ ვერ მოახერხებდა, ჩემთან პაემანი მო-
ეწყო. დედამძუძემ კვლავ დაარწმუნა: ამ ქალს სენის მსგავსი
არაფერი აქვს და ამ მხრივ სავსებით დამშვიდებული შეგიძ-
ლიათ იყოთ, თითქოს საკუთარ ცოლთან წოლილხართ. რაც
შეეხება შეხვედრას, ამას მოსალოდნელია, საშიში შედეგი
მოჰყვეს. ყოველ შემთხვევაში, მოველაპარაკები და გაცნო-
307 მკითხველთა ლიგა
ბებთ, თუმცა პაემანი რა სარგებლობის მომტანია, როცა
თქვენ მასთან ძველი ურთიერთობის გაგრძელებას არ ფიქ-
რობთ. ხოლო თქვენთან თვითონ თუ მოვიდა, ეს იგივეა, თა-
ვისი სიცოცხლე ხელში ჩაგიგდოთო.
ბარონეტმა უპასუხა: ძალიან მინდა ჩემს ყოფილ თანამ-
გზავრს კიდევ ერთხელ შევხვდე. მტკიცე პირობას ვიძლევი,
ამ პაემანს ცუდი მიზნით არ გამოვიყენებ, ამასთან დავარწმუ-
ნებ, რომ მასთან სადავო არაფერი მაქვსო. მოხუცი განაგ-
რძობდა იმის მტკიცებას, რომ ეს მხოლოდ ხელს შეუწყობდა
მისი საიდუმლოების გამჟღავნებას და თვითონ მასვე ძალიან
ავნებდა. ემუდარებოდა, ნუ დაიჟინებთო, და ბოლოს გადაათ-
ქმევინა კიდეც.
სიტყვა მოტაცებულ ნივთებზეც ჩამოვარდა. მან დიდი სურ-
ვილი გამოთქვა უკან მიეღო თავისი ოქროს საათი, თანაც
დასძინა, თუ დამიბრუნებს, სრულ ფასს გადავუხდიო. მოხუც-
მა უპასუხა, შევეცდები, დავაბრუნებინო, ამასთან, ფასი თვი-
თონ განსაზღვრეთო.
მართლაც, მეორე დღეს საათი მიუტანა, ბარონეტმა ოც-
დაათი გინეა გადაუხადა, - იმაზე მეტი, ვიდრე შემეძლო ამე-
ღო, თუმცა ასეთი საათი უთუოდ უფრო ძვირი უნდა ღირებუ-
ლიყო. შემდეგ ლაპარაკი წამოიწყო პარიკზე, რომელიც სა-
მოცი გინეა უღირდა, და სათუთუნეზე. რამდენიმე დღის შემ-
დეგ დედამძუძემ ეს ნივთებიც წაუღო. ბარონეტი ძალზე კმა-
ყოფილი დარჩა და კიდევ ოცდაათი გინეა მისცა. მეორე დღეს
უფასოდ გავუგზავნე დაშნა და ხელჯოხი. მაგრამ პაემანზე
მხოლოდ იმ პირობით განვუცხადე თანხმობა, თუ თავის ნამ-
დვილ სახელსა და გვარს მეტყოდა. ეს კი ბარონეტს არ სურ-
და.

308 მკითხველთა ლიგა


მაშინ შეეცადა ჩემი დედამძუძე გამოეტეხა, თუ რა გზით
მოახერხა ამ ამბის შეტყობა. დედაკაცმა შეთხზა ტყუილი,
თითქოს ყოველივე უამბო ერთმა ქალმა, რომელსაც ეს საქმე
გავანდე, რადგან ჩემთვის დახმარება უნდა გაეწია ნივთების
გასაღებაში. შემდეგ მოხუცმა განაცხადა: ხსენებულმა ქალმა
ნივთები დასაგირავებლად მომიტანა, იცოდა, რომ ამ საქ-
მიანობას ვეწეოდი. და როგორც კი გავიგე თქვენი მოწყალე-
ბის უბედურების ამბავი, მყისვე მივხვდი, რაც მოხდა. როცა ეს
განძეული ჩემს ხელში აღმოჩნდა, გადავწყვიტე, თქვენთან
მოსვლაო. შემდეგ დედამძუძემ კვლავ დაუწყო მტკიცება: ამის
თაობაზე კრინტს არავისთან დავძრავ, და, მიუხედავად იმისა,
რომ ქალს კარგად ვიცნობ, - მე მგულისხმობდა, - თქვენი ვი-
ნაობის შესახებ მისთვის მაინც არაფერი მიცნობებია. თუმცა
ეს მართალი არ იყო, ამ მიზეზით ბარონეტს რაიმე უსიამოვნე-
ბა მაინც არ შეხვედრია, რადგან არავისთან სიტყვაც არ წა-
მომცდენია.
ხშირად ვფიქრობდი იმაზე, ამ კაცს ერთხელ კიდევ რო-
გორ შევხვედროდი, ვნანობდი, პაემანზე რატომ ვუთხარი
უარი-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი: თუ ვნახავდი და ვაგ-
რძნობინებდი, რომ მისი ვინაობა ვიცოდი, ამისთვის შეიძლე-
ბოდა მისგან გამორჩენა მქონოდა, და მოსალოდნელი იყო,
მის ხარჯზეც კი მეცხოვრა. თუმცა ეს მაინცდამაინც სახარ-
ბიელო ცხოვრება არ იქნებოდა, მაგრამ არც ისე საშიში, რო-
გორც ჩემ მიერ არჩეული. ასეთი აზრები თანდათან უფრო იშ-
ვიათად მებადებოდა, ამიტომაც ჯერჯერობით უარი შევუთვა-
ლე შეხვედრაზე. სამაგიეროდ, ჩემი დედამძუძე ხშირად ნახუ-
ლობდა მას, ბარონეტი ერთობ თავაზიანად ეპყრობოდა და
თითქმის ყოველ მისვლაზე რაიმე საჩუქარს აძლევდა. ერ-
თხელ დედაკაცი ძალზე გამხიარულებულს შეხვდა. როგორც
309 მკითხველთა ლიგა
მოხუცს მოეჩვენა, ცოტა გადაკრულშიც იყო. ბარონეტი ხე-
ლახლა ჩააცივდა, მოეწყო პაემანი იმ ქალთან, რომელმაც
პირველივე ნახვით ასე მოხიბლა. დედამძუძემ, რომელსაც
თავიდანვე სურდა ჩვენი შეხვედრა, უთხრა: მზად გახლავართ
სურვილი შეგისრულოთ, ვეცდები ქალი დავიყოლიოო. ბო-
ლოს, ბარონეტის დაჟინების შემდეგ, წარსულს დავივიწყებო,
დაუმატა, თუ გნებავთ, მასთან ამ საღამოს მობრძანდითო.
დედაკაცი მაშინვე მოვიდა და გადმომცა ამ საუბრის შინა-
არსი. რადგან უკვე სინანულს ვგრძნობდი ჩემი წინანდელი
უარის გამო, თანხმობა მალე მივეცი. მოვემზადე შესახვედ-
რად: რამდენადაც შეიძლებოდა, კოხტად მოვირთე და ცხოვ-
რებაში პირველად გამოვიყენე გალამაზების ხელოვნური სა-
შუალებანი. ვამბობ, პირველად-მეთქი, რადგან არასოდეს
მივსულვარ იქამდე, რომ სახე შემეღება. თავმომწონეობა მი-
კარნახებდა: ეს შენი საქმე არ არის, უმისოდაც ლამაზი ხარო.
დანიშნულ საათზე ბარონეტი მოვიდა. დედამძუძემ ჯერ კი-
დევ დღისით შენიშნა, რომ იგი ცოტა შეზარხოშებული გახ-
ლდათ, მაგრამ მთვრალი არ იყო. ჩემი ნახვა ძალზე გაუხარ-
და, ხანგრძლივი საუბარი ჩამომიგდო მომხდარ ამბავზე. რამ-
დენჯერმე ვთხოვე პატიება, თანაც დავძინე, ასეთი განზრახვა
სულაც არ მქონია, როცა თქვენ შეგხვდით. არც წამოგყვებო-
დით, განათლებულ ადამიანად თუ არ მიგიღებდით და ამდენ
დაპირებას არ მომცემდით, არავითარ უხამსობას არ ჩავიდე-
ნო.
დაიწყო ბოდიშის მოხდა, მიზეზად დალეულ ღვინოს ასახე-
ლებდა და იმას, რომ ყველაფერი სიზმარივით ახსოვდა. თუ
არა ეს, თავს არაფრის უფლებას მივცემდიო. გამომიცხადა,
ცოლის შემდეგ არც ერთ ქალს არ მივკარებივარ თქვენ გარ-
და, ყოველივე ჩემთვის მოულოდნელად მოხდაო. დამარწმუ-
310 მკითხველთა ლიგა
ნა, საშინლად მომეწონეთო. ერთი სიტყვით, თავს ისე გავიდა,
რომ ყველაფრის გამეორება მოისურვა. მივმართე: ქმრის
სიკვდილის შემდეგ უკვე რვა წელიწადია, არც ერთი მამაკა-
ცისთვის უფლება არ მიმიცია, შემხებოდა-მეთქი. მიპასუხა,
მჯერა თქვენიო, თანაც დაუმატა: მოხუცი უკვე მომიყვა ამას,
ამიტომაც მისმა სიტყვებმა თქვენი ხელახლა ნახვის სურვი-
ლი აღმიძრაო. და რაკი ერთხელ თქვენთან ერთად სათნოება
ფეხქვეშ გავთელე, რასაც ჩემთვის არავითარი ცუდი შედეგი
არ მოუტანია, შემიძლია ყოველივე ხელახლა დავიწყოო.
მოკლედ რომ ვთქვა, საქმე იმით დამთავრდა, რასაც მოვე-
ლოდი და რაზეც აქ ლაპარაკი უხერხულად მიმაჩნია.
მოხუცმა დედამძუძემ ეს ყოველივე ჩემზე უკეთ განჭვრიტა.
მან შეიყვანა ბარონეტი უსაწოლო ოთახში, სამაგიეროდ ეს
ოთახი მეორესთან კარით იყო დაკავშირებული, რომელშიც
საწოლი იდგა. ღამის გასათევად სწორედ იქ გავედით. სიტყვა
რომ არ გავაგრძელო, ჩემთან რამდენიმე საათს დაჰყო, შემ-
დეგ ჩაეძინა. მძინარეს გავეპარე, მაგრამ ჯერ კიდევ გან-
თიადის დადგომამდე გაშიშვლებული დავბრუნდი და გვერ-
დით მივუწექი. ასე გავატარეთ დრო დილამდე.
როგორც ხედავთ, ცოდვას ერთხელ რომ ჩავიდენთ, ამით
გზას ვუხსნით შემდგომ გარყვნილებას, და სინანულის ყველა
აზრი პირველ ცდუნებაზევე გვეფანტება. მის სურვილს, კიდევ
ერთხელ შემხვედროდა, რომ არ დავყოლოდი, უზნეო ჟინი
თანდათან დაუცხრებოდა და, შესაძლოა, ასეთ ცოდვას არა-
ვისთან აღარ ჩაიდენდა! ჩემთან შეხვედრამდე ამგვარ საქ-
მიანობას თითქმის არც ეწეოდა.
როცა მიდიოდა, იმედი გამოვთქვი, ახლა ალბათ, გაქურ-
დვის აღარ გეშინიათ-მეთქი. მიპასუხა: ამ მხრივ სავსებით
დამშვიდებული ვარო, მერე ჯიბეზე ხელი იკრა და ხუთი გინეა
311 მკითხველთა ლიგა
მომცა - პირველი ფული, რომელიც ასეთი გზით ვიშოვე მრა-
ვალწლიანი შესვენების შემდეგ.
კიდევ რამდენჯერმე მეწვია, მაგრამ მუდმივ საყვარლად
ყოფნა არ შემოუთავაზებია, რაც ჩემთვის სახეირო იქნებოდა.
მართალია, ერთხელ შემეკითხა, რითი ცხოვრობთო. პასუხი
არ დავუყოვნე: ასეთ რამეს არავისთან ვკისრულობ, სარჩოს
საკერავით ვშოულობ და ეს ჩემთვის საკმარისია, თუმცა ზოგ-
ჯერ ხელმოკლეობასაც განვიცდი-მეთქი.
თავი დამნაშავედ ცნო იმის გამო, რომ ცოდვა ჩამადენინა,
თანაც დასძინა, აზრადაც არ მქონია ამის გაკეთებაო (ყოველ
შემთხვევაში, ასე მარწმუნებდა). ჩემთვის მძიმეა, - გამიზიარა
გულის წუხილი, - თავს დამნაშავედ ვგრძნობდე არა მარტო
ჩემი, არამედ თქვენი დაცემისთვისაცო. ხშირად სავსებით
მართებულად მსჯელობდა ცოდვის ჩადენის თაობაზე და იმ
გარემოებაზე, რაც მისი საკუთარი დანაშაულის მიზეზი იყო:
ღვინომ ჟინი ამინთო, ბოროტმა სულმა ბაზრობაზე წამიყვანა,
სადაც მახე მომელოდაო. მორალი ყოველთვის თვითონ გა-
მოჰყავდა.
როცა მასში ამგვარი აზრები იმარჯვებდა, თვეობით, ხან კი
მეტხანს აღარ მნახულობდა, მაგრამ როგორც კი საღი აზრი
თავს ანებებდა, და თავქარიანობა ეუფლებოდა, ჩემთან მო-
დიოდა ცოდვის ხელახლა ჩასადენად.
ასე ვიცხოვრეთ რამდენიმე ხანს. თუმცა მისი საყვარელი
არ გახლდით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სამა-
გიეროდ ბარონეტი საჩუქრების მოტანაში არ ძუნწობდა, ეს კი
საცხოვრებლად მყოფნიდა და ძველ ხელობას აღარ დავბრუ-
ნებივარ.
მაგრამ ამასაც მოეღო ბოლო. ერთი წლის შემდეგ შევნიშ-
ნე, რომ სიარულს უკლო, მერე კი სულაც მიატოვა, ისე, რომ
312 მკითხველთა ლიგა
გამომშვიდობებაც დაავიწყდა. ასე დასრულდა ეს მოკლე ამ-
ბავი, რამაც ბევრი არაფერი მომიტანა, სინდისის ქენჯნის კი-
დევ ერთი საბაბის გარდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში მეტწილად შინ ვიჯექი,
რადგან ფული ჯერ კიდევ საკმარისად მქონდა, მთელი სამი
თვე ფათერაკის საძებრად აღარ გავსულვარ. ბოლოს კი, რო-
ცა შევნიშნე, საცხოვრებელი სახსარი მელეოდა, ხოლო ძი-
რითადი თანხის დახარჯვის სურვილი არ მქონდა, დავიწყე
ფიქრი ჩემს ძველ ხელობაზე. პირველი ჩემი ნაბიჯი საკმაოდ
ბედნიერი აღმოჩნდა.
ძალზე ღარიბულად გამოვეწყვე. საჭიროა ითქვას, რომ
ქუჩაში სხვადასხვა სახით ვჩნდებოდი, ახლა კი უბრალო ქსო-
ვილის კაბა მეცვა, ლურჯი წინსაფარი მეკეთა და ჩალის ქუდი
მეხურა. ასე მორთული გამოვჩნდი სამი თასის სახელობის
სასტუმროს ალაყაფის კართან სენტ-ჯონ-სტრიტზე. ამ სასტუმ-
როში ჩერდებოდა ბევრი მეეტლე, საღამოობით მუდამ იდგა
რამდენიმე საფოსტო კარეტა, რომლებიც მზად იყვნენ ბარ-
ნეტში, ტოტერიჯსა და სხვა ქალაქებში გასამგზავრებლად. ჩე-
მი გეგმა ასეთი იყო: ამ სასტუმროებთან ხშირად მიდიოდნენ
მგზავრები ბოხჩებითა და პაკეტებით ხელში და კითხულობ-
დნენ მათთვის საჭირო მეეტლეებსა და კარეტას პროვინციაში
წასასვლელად. ამიტომაც კარებში ჩვეულებრივად იდგნენ ქა-
ლები - მებარგულთა ცოლები და ქალიშვილები - უცდიდნენ,
როდის დაავალებდა რომელიმე მგზავრი ბარგის კარეტაში
მოთავსებას.
სანამ სასტუმროს კართან ვიდექი, ბარნეტის საფოსტო კა-
რეტის მოსამსახურე მებარგულის ცოლი შემეკითხა, ვინმე
მგზავრს ხომ არ უცდითო. ვუპასუხე: დიახ, ველოდები ჩემს
ქალბატონს, რომელიც ბარნეტში მიემგზავრება და მალე აქ
313 მკითხველთა ლიგა
უნდა მოვიდეს-მეთქი. ქალი შემეკითხა, ვინ არის თქვენი
ქალბატონიო, მეც არ დავაყოვნე და თავში მოსული პირველი
გვარი დავუსახელე, რომელსაც, თურმე, ბარნეტთან ახლოს,
ჰედლიში მცხოვრები ერთი ოჯახი ატარებდა.
შემდეგ ერთხანს ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს,
ქალი ვიღაცამ იხმო მეზობელი სახლიდან, ვგონებ, ლუდხანი-
დან, და მან მთხოვა, გამომეძახა, თუ ბარნეტში მიმავალ კა-
რეტას ვინმე იკითხავდა. ვუპასუხე, სიამოვნებით-მეთქი. ქა-
ლი წავიდა. ჯერ კარგად არ იყო მოფარებული, რომ მომიახ-
ლოვდა აქლოშინებული მოახლე ბავშვთან ერთად და სწო-
რედ ეს კარეტა იკითხა. მყისვე მივუგე:
- აქ არის.
- თქვენ ემსახურებით ამ კარეტას? - შემეკითხა.
- დიახ, ჩემო კარგო, - ვუპასუხე, - რა გნებავთ?
- ადგილი მინდა ორი მგზავრისთვის.
- მერე, სად არიან ისინი?
- აი, გოგონა, ჩასვით, გეთაყვა, კარეტაში, მე კი ქალბატო-
ნის მოსაყვანად გავიქცევი.
- იჩქარეთ, - ვუთხარი, - თორემ გაიჭედება და უადგილოდ
დარჩებით.
მოახლეს იღლიაში დიდი ბოხჩა ჰქონდა ამოჩრილი, როცა
ბავშვი კარეტაში ჩასვა, მივმართე:
- ურიგო არ იქნება, ბოხჩაც ბავშვთან დატოვოთ.
- არა. მეშინია, მოიპარავენ.
- თუ ასეა, მე მომეცით, - ვურჩიე.
- აიღეთ, - მითხრა, - ოღონდ გთხოვთ, კარგად შეინახეთ.
- პასუხს ვაგებ, ოცი გირვანქა სტერლინგიც რომ ღირდეს.
- მაშინ გამომართვით, - მომაძახა და გაიქცა.

314 მკითხველთა ლიგა


ავიღე ბოხჩა და მოვიცადე, სანამ მოახლე თვალს მიეფა-
რებოდა, შემდეგ გავემართე ლუდხანისკენ, სადაც მებარგუ-
ლის ცოლი იმყოფებოდა. მიზანი ასეთი იყო: თუ შევეჩეხებო-
დი, ბოხჩას გადავცემდი და ვეტყოდი, თქვენს დასაძახებლად
გამომგზავნეს, მე კი უნდა წავიდე, მეტი ცდის დრო აღარ
მაქვს-მეთქი. მაგრამ ქალი არ შემხვედრია. ამიტომ მშვიდად
განვაგრძე გზა, შევუხვიე ჩარტერჰაუს-ლეინზე, გადავჭერი
ჩარტერჰაუს-იარდი, გავიარე ლონგ-ლეინი, შემდეგ წმინდა
ბართლომეს ტაძრის ეზოში გავედი, საიდანაც ლიტლ-
ბრიტენზე ამოვყავი თავი და საავადმყოფოს ეზოზე გავლით
ნიუგეტ-სტრიტზე აღმოვჩნდი.
რომ არავის ვეცანი, ლურჯი წამოსასხამი მოვიხსენი და
მასში ბოხჩა შევახვიე. რომელიც ფერად მუშამბაში იყო გა-
მოკრული და ადვილად შეეძლოთ შეენიშნათ. ჩემი ჩალის ქუ-
დიც შიგ ჩავტენე და ბოხჩა თავზე შემოვიდე. კარგია რომ ასე
გავაკეთე, რადგან ეზოს გავლისას თვით იმ მოახლეს შევ-
ხვდი, რომელმაც ეს ბოხჩა მომაბარა! ეტყობა, თავისი ქალბა-
ტონის მოსაყვანად გარბოდა.
ვნახე, რომ ჩქარობდა. ამიტომაც არავითარი სურვილი არ
გამომიჩენია, გამეჩერებინა. ასე ჩამიარა გვერდით. მე კი
მშვიდობიანად მივუტანე ბოხჩა დედამძუძეს. ფული, ვერ-
ცხლი ან სხვა ნივთი მასში არ აღმოჩენილა, სამაგიეროდ იყო
ინდური სახეებიანი ქსოვილის კაბა, ქალის ზედა პერანგი და
ქვედაწელი, საუცხოო ფლამანდიური მაქმანის ჩაჩი და ხელ-
თათმანი, აგრეთვე ზოგიერთი სხვა ნივთი, რომელთა ფასიც
ჩემთვის კარგად იყო ცნობილი.
ასეთი ფანდი თავში თვითონ არ მომსვლია, ეს მასწავლა
ერთმა ქურდმა ქალმა, რომელსაც მისი გამოყენებით დიდი
წარმატება ჰქონდა. ჩემი დედამძუძე ამით აღტაცებული დარ-
315 მკითხველთა ლიგა
ჩა. ხსენებული ფანდი კიდევ რამდენჯერმე გამოვიყენე სხვა-
დასხვა ადგილას: უაიტჩეპელში, პეტიკოტ-ლეინის კუთხეში,
სადაც სტრეტფორდში, ბოუსა და, საერთოდ, ინგლისის იმ ნა-
წილში მიმავალი კარეტები ჩერდებიან, ბიშოპს-გეტის უკან
„მფრინავ ცხენთან“, სადაც მაშინ კერძო კარეტებს უყვარდათ
დგომა. და წარმოიდგინეთ, შინ ყოველთვის რაიმე ნადავ-
ლით ვბრუნდებოდი.
ერთხელ კი საქონლის საწყობთან ამოვირჩიე ადგილი
ტემზის ნაპირას, სადაც ხომალდები მოდიან ჩრდილოეთი-
დან, ისეთი ქალაქებიდან, როგორიც არის ტაინის ნიუკასლი,
სანდერლენდი და სხვები. აქ მოირბინა ერთმა ბიჭმა, ხელში
წერილი ეჭირა, უნდოდა მიეღო ტაინის ნიუკასლიდან მოსუ-
ლი ყუთი და კალათა, საწყობი კი დაკეტილი დახვდა. შევე-
კითხე: გაქვს თუ არა ზედნადები განმასხვავებელი ნიშნებით-
მეთქი, ბიჭმა მიჩვენა წერილი, რომლის წარდგენით უნდა გა-
მოეტანა ამანათი და რომელიც საქონლის აღწერას შეიცავ-
და: ყუთში იყო ტილო, კალათაში კი ბროლის ჭურჭელი. წე-
რილი გადავიკითხე, შევეცადე დამემახსოვრებინა სახელები
და განმასხვავებელი ნიშნები, საქონლის გამომგზავნისა და
მიმღების გვარები. მერე ბიჭს ვურჩიე, მეორე დღეს მოსული-
ყო, საწყობის მოხელე დღეს არ იმუშავებს-მეთქი.
ამის შემდეგ წავედი და დავწერე წერილი ნიუკასლელ მის-
ტერ ჯონ რიჩარდსონისგან მის ძვირფას ბიძაშვილ ჯემი კო-
ლის სახელზე ლონდონში: ამა და ამ ხომალდით (ყველაფერი
უკანასკნელ წვრილმანამდე დავიმახსოვრე) გიგზავნი ყუთს,
რომელშიც მოთავსებულია სახეებიანი უხეში ტილოს ამდენი
ნაჭერი და ამდენი იარდი ჰოლანდიური ტილო, აგრეთვე კა-
ლათას ბროლის ჭიქებით მისტერ ჰენზილის სავაჭრო სახლი-

316 მკითხველთა ლიგა


დან. ყუთს აქვს ნიშანი 1. C N 1, ხოლო კალათას მისამარ-
თიანი იარლიყი აკრავს-მეთქი.
ერთი საათის შემდეგ საწყობში გამოვცხადდი, მოხელე ვი-
პოვე და წერილი წარვუდგინე. საქონელი უსიტყვოდ გადმომ-
ცეს. ტილო დაახლოებით ორი გირვანქა სტერლინგი ღირდა.
ამისთვის შემეძლო კიდევ ბევრი შემთხვევა დამემატებინა,
რა დროსაც უჩვეულო მოხერხებითა და საოცარი წარმატე-
ბით ვმოქმედებდი.
ნათქვამია, კოკა წყალზე გატყდებაო. მაგრად წავიბორძი-
კე, და თუმცა მდგომარეობიდან გამოძრომა მაინც მოვახერ-
ხე, მაგრამ, მოგეხსენებათ, როგორი სახელიც გამივარდა, ეს
კი ისევე ცუდი იყო ჩემთვის, როგორც დანაშაულის ადგილზე
დაჭერა.
უკანასკნელ ხანს ქუჩაში რომ გამოვდიოდი, ქვრივის შესა-
ფერის კაბას ვიცმევდი, ამასთან არავითარი გარკვეული გეგ-
მა არ მქონდა, მხოლოდ ვიცდიდი, იქნებ ხელში საკბილო რა-
მე ჩამივარდეს-მეთქი, როგორც ამას ხშირად ვაკეთებდი. და
აი, ერთხელ, როცა კოვენტ-გარდენის წინ მივდიოდი, ყვირი-
ლი შემომესმა, დაიჭით ქურდიო. ეტყობა, ქურდების ჯგუფი
რომელიღაც მედუქნეს დაესხა თავს, ხოლო როცა ათესვა
გახდა საჭირო, ერთნი ერთ მხარეს გაიქცნენ, მეორენი -
მეორე მხარეს. და რადგან ერთი ქურდი ქალი ქვრივის კაბაში
ყოფილიყო გამოწყობილი, ჩემ გარშემო ბრბო შეიკრიბა. ზო-
გი ამტკიცებდა, სწორედ ეს არისო, სხვები უარყოფდნენ. მო-
ვიდა მედუქნის ნოქარი და დაიფიცა, ეს ქალია ქურდიო, და
ხელი მტაცა. მაგრამ როცა ბრბომ დუქანში შემათრია, პატ-
რონმა განაცხადა, ასეთი დედაკაცი აქ არ მინახავსო, და ჩემი
გაშვება უნდოდა, მაგრამ მეორე ნოქარმა შეაჩერა; მოითმი-

317 მკითხველთა ლიგა


ნეთ, გეთაყვა, დავუცადოთ მისტერ N-ის (სხვა ნოქრის) დაბ-
რუნებას, მან იცისო. ამიტომაც ნახევარი საათი მაყურყუტეს.
დაუძახეს კონსტებლს და ჩემი დაცვა დაავალეს. მასთან
საუბარი გავაბი და შევეკითხე, სად ცხოვრობთ და რა საქ-
მიანობას ეწევით-მეთქი. კონსტებლმა გულუბრყვილოდ და-
მისახელა თავისი გვარი და მითხრა, სადაც ცხოვრობდა, თა-
ნაც ხუმრობით დაუმატა: ალბათ, ჩემს სახელს გაიგონებთ,
ოლდ ბეილიში რომ მიგიყვანენო. მსახურებიც ძალზე
უდიერად მეპყრობოდნენ, ამ ვიგინდარებს ძლივს აჩერებ-
დნენ, ხელით რომ არ შემხებოდნენ. დუქნის პატრონი, მარ-
თალია, სხვებზე უფრო თავაზიანი აღმოჩნდა, მაგრამ ჩემი
გაშვება მაინც არ ისურვა, თუმცა ამბობდა, დუქანში ეს ქალი
არ შემოსულაო.
მოთმინება დავკარგე და საკმაოდ მკვახედ მივმართე: იმე-
დი მაქვს, არ გაბრაზდებით, თუ პასუხს გაგებინებთ ასეთი
შეურაცხყოფისთვის-მეთქი, ამასთან ვთხოვე, კაცი გაეგზავნა
ჩემი მეგობრების დასაძახებლად, რათა მათ თავიანთი თვა-
ლით ენახათ, როგორ მექცეოდნენ, და მოწმეებად გამომყო-
ლოდნენ. მაგრამ მან უარი მითხრა, ასეთი თხოვნით მომრი-
გებელ მოსამართლეს მიმართეთ, როცა მასთან მიგიყვანენო,
მუქარისთვის კი, შევეცდები, „ნიუგეტი“ არ აგაცდინოთო.
ვუპასუხე, ჯერჯერობით თქვენ დამცინით, მალე კი ჩემი
რიგიც დადგება-მეთქი. ამასთან, ყოველმხრივ ვცდილობდი,
თავდაჭერილი ვყოფილიყავი. კონსტებლს მივმართე თხოვ-
ნით, შიკრიკი გამოეძახა. მან სურვილი შემისრულა. მოვით-
ხოვე კალამი, მელანი და ქაღალდი, მაგრამ უარი მითხრეს.
შიკრიკს გვარი და მისამართი ვკითხე. კაცმა ხალისით მიპა-
სუხა. წინადადება მივეცი, ყურადღება მიექცია და დაემახსოვ-
რებინა, როგორ მეპყრობოდნენ, არ დავიწყებოდა, რომ აქ
318 მკითხველთა ლიგა
ჩემზე ძალმომრეობას იჩენდნენ. ვუთხარი: მოწმედ დამჭირ-
დებით და თუ სრულ სიმართლეს იტყვით, ჩემს მადლობას
დაიმსახურებთ-მეთქი. მზად გახლავართ, გემსახუროთო.
- მაგრამ, ქალბატონო, - მომმართა, - საკუთარი ყურით უნ-
და მოვისმინო, რომ ეს ხალხი უარს ამბობს თქვენს გაშვება-
ზე, მაშინ ჩემი ჩვენება უფრო დამაჯერებელი იქნება.
ამის შემდეგ ხმამაღლა ვუთხარი დუქნის პატრონს:
- ბატონო, კარგად იცით, რომ მე ის არა ვარ, ვისაც ეძებთ,
და რომ დღეს თქვენს დუქანში არ შემოვსულვარ. ამიტომაც
მოვითხოვ, გამიშვათ ან ამიხსნათ, რა მიზეზით მაკავებთ.
პასუხად დუქნის პატრონმა უფრო უხეშად მომიგო: არ შე-
გისრულებთ არც პირველ და არც მეორე მოთხოვნას, სანამ
ამას საჭიროდ არ ჩავთვლიო.
- ჩინებულია, - მივმართე კონსტებლს და შიკრიკს, - ფრიად
დამავალებთ, ბატონებო, თუ ამ სიტყვებს გაიხსენებთ იქ, სა-
დაც ჯერ არს.
შიკრიკმა მიპასუხა, დიდი სიამოვნებითო, კონსტებლმა კი
უკმაყოფილება გამოთქვა და შეეცადა დაეჯერებინა მედუქნე,
უფლება მოეცა წავსულიყავი, რაკი თვითონ აღიარებდა, ეს
ქალი დუქანში არ ყოფილაო.
- ერთი მითხარით, ჩემო კარგო, - დაცინვით მიუგო მედუქ-
ნემ, - ბოლოს და ბოლოს, ვინა ხართ თქვენ: მომრიგებელი
მისამართლე თუ პოლიციელი? რაკი ამ ქალის დარაჯობა და-
გავალეთ, გთხოვთ თქვენი საქმე იცოდეთ.
ოდნავ შეურაცხყოფილმა კონსტებლმა მიუგო: კარგად ვი-
ცი, ვინცა ვარ და რაც მევალება, ბატონო. თქვენ კი, მგონია,
თვითონ არ გესმით, რასაც აკეთებთ.
მათ ერთმანეთს კიდევ რამდენიმე მკვახე სიტყვა უთხრეს,
ამასობაში კი, გათავხედებული და უსინდისო ნოქრები ძალზე
319 მკითხველთა ლიგა
უხეშად მომეპყრნენ. ერთ-ერთმა მათგანმა - ვინც პირველმა
მტაცა ხელი - განაცხადა, ქალი უნდა გავჩხრიკოო. მომიახ-
ლოვდა და უკვე ხელით უნდა შემხებოდა, რომ პირდაპირ სა-
ხეში შევაფურთხე, კონსტებლს მივმართე და ვთხოვე, ეს ამბა-
ვიც კარგად დაემახსოვრებინა. შემდეგ ნოქარზე მივუთითე
და მოვახსენე: ბატონო კონსტებლო, გთხოვთ დაადგინოთ ამ
ვიგინდარის გვარი-მეთქი. კონსტებლმა ოდნავ დატუქსა იგი
და თანაც დასძინა: არ გესმის, რას შვრები, შენთვის ხომ ცნო-
ბილია, დუქნის პატრონმა ეს ქალი ქურდად არ ცნოო.
- ვშიშობ, - განაგრძო კონსტებლმა, - დუქნის პატრონი და
მასთან ერთად მეც არ მოვხვდებით უხერხულ მდგომარეობა-
ში, უკეთუ ეს ქალი დაამტკიცებს, ვინ არის და სად იყო, რად-
გან, ჩანს, იგი ის პირი არ გახლავთ, ვისაც ეძებთ.
- ეშმაკმა წაიღოს მაგის თავი! - უდიერად უპასუხა ნოქარ-
მა. - დარწმუნებული უნდა იყოთ, სწორედ ის არის, შემიძლია
დავიფიცო, რომ მე თვითონ მივეცი ხელში ატლასის ნაჭერი.
უფრო დაწვრილებით ჩვენებას მიიღებთ, როცა მისტერ
უილიამი და მისტერ ანტონი (სხვა ნოქრები) დაბრუნდებიან.
ისინი ჩემზე უკეთ იცნობენ.
სწორედ იმ წუთში, როცა თავხედმა კონსტებლს ზემოხსე-
ნებული სიტყვები მოახსენა, გამოჩნდნენ უილიამი და ანტო-
ნი, როგორც ის მათ უწოდებდა. უკან მთელი ბრბო მოსდევდა.
და აი, მათ მოათრიეს ნამდვილი ქურდი, ის, ვის მაგივრადაც
დამაკავეს. ხალხი აქოშინებული შევარდა დუქანში, საბრა-
ლო ქალი კინწისკვრით შეაგდეს მედუქნესთან, უკანა ოთახ-
ში, ყველა ყვიროდა:
- აი, ის ქვრივი, ბატონო! უნამუსო, ვერსად გაგვექცა!
- ამით რისი თქმა გინდათ? - შეეკითხა მედუქნე. - ქურდი
ხომ უკვე აქ ზის. შეხედეთ, აი, იქ ბრძანდება, და მისტერ ნ
320 მკითხველთა ლიგა
მზად არის დაიფიცოს, რომ ატლასი სწორედ ამ ქალმა მოიპა-
რა. - მეორე ნოქარი, რომელსაც მისტერ ანტონის ეძახდნენ,
წინ აღუდგა: - მისტერ N-ს შეუძლია თქვას, რაც უნდა, და იფი-
ცოს, რამდენიც უნდა, მაგრამ ნამდვილი ქურდი ეს გახლავთ,
აი, ატლასის ნაჭერიც, რომელიც მან მოიპარა. საკუთარი ხე-
ლით გამოვაძვრინე კაბის ქვეშიდან.
გულს მომეშვა, ხმა არ ამომიღია, მხოლოდ გავიღიმე. მე-
დუქნე გაფითრდა, კონსტებლი შემობრუნდა და შემომხედა.
- თავი დაანებეთ, ბატონო კონსტებლო, - ვუთხარი, - ვნა-
ხოთ, შემდეგ რა მოხდება.
საქმე ნათელი იყო და ეჭვს არ იწვევდა. ამიტომაც კონ-
სტებლს ჩააბარეს ნამდვილი ქურდი, ჩემ წინაშე კი მედუქნემ
გრეხა და ბოდიშის მოხდა დაიწყო; მითხრა: ვწუხვარ, რომ
ასეთი შეცდომა მოგვივიდა, დუქანში თითქმის ყოველდღე შე-
მოდიან ქურდები, ამიტომაც მკაცრი მოპყრობისთვის ზედმე-
ტად ნუ დამადანაშაულებთო.
- არ გავჯავრდე, ბატონო? - აღშფოთებით მივმართე. - მაშ,
რას ბრძანებთ, გავიღიმო? რომ გაგეშვით, როცა თქვენმა
თავხედმა ნოქარმა ხელი მტაცა და თქვენთან მომიყვანა, და
როცა თვითონვე აღიარეთ, ეს ის ქალი არ არისო, წყენას
არად მივიჩნევდი და არც გავჯავრდებოდი, ანგარიშს გავუ-
წევდი იმას, რომ, თქვენი განცხადების თანახმად, ასეთი
უსიამოვნება ყოველდღე გაქვთ. მაგრამ თქვენი უკანასკნელი
მოქცევა ჩემდამი, განსაკუთრებით კი თქვენი მსახურის
უდიერება, სრულიად მოუთმენელია. ამისთვის პასუხს გაგე-
ბინებთ.
მაშინ მედუქნემ მორიგება სცადა და მითხრა: დავაკმაყო-
ფილებ თქვენს სურვილს, ოღონდ წამომიყენეთ თქვენი მოთ-
ხოვნაო. ვუპასუხე: განზრახვა არა მაქვს, საკუთარი თავის
321 მკითხველთა ლიგა
მოსამართლე ვიყო. ამას კანონი გადაწყვეტს. და რადგან მო-
სამართლესთან წაყვანას დამპირდით, სწორედ იქ მოისმენთ,
რის თქმასაც ვაპირებ-მეთქი. მომიგო: ახლა არავითარი სა-
ჭიროება არ არის, მოსამართლესთან წახვიდეთ. თავისუფა-
ლი ხართ და შეგიძლიათ მიბრძანდეთო. მან კონსტებლს მი-
მართა: გაუშვით, ქალი გამართლებულიაო. კონსტებლმა
მშვიდად უპასუხა:
- ბატონო, წეღან შემეკითხეთ, ვიცი თუ არა, ვინა ვარ, პო-
ლიციელი თუ მოსამართლე, თქვენ მიმითითეთ, ჩემი მოვა-
ლეობა შევასრულო და ეს ქალი ჩამაბარეთ როგორც პატიმა-
რი. ახლა ვხედავ, რომ მართლაც არ გესმით, რა არის ჩემი
მოვალეობა, რადგან ნამდვილად გსურთ, მოსამართლედ
მაქციოთ, მაგრამ მინდა განგიცხადოთ, რომ ამის უფლება არ
მაქვს. ჩემი საქმე ჩაბარებული პატიმრის დარაჯობაა, მისი გა-
მართლება კი კანონსა და მოსამართლეს შეუძლიათ. ამრი-
გად, ბატონო ჩემო, ახლა იგი მოსამართლეს უნდა მივგვარო,
სულერთია, მოგწონთ ეს თუ არა.
მედუქნეს კონსტებლთან პირველად თავი ქედმაღლურად
ეჭირა. მაგრამ რამდენადაც ეს კონსტებლი აღმოჩნდა არა
დაქირავებული მოხელე, არამედ კეთილსინდისიერი, თავა-
ზიანი ადამიანი (ვგონებ, მარცვლეულით ვაჭრობდა), ამას-
თან ძალზე საღად მოაზროვნე, ამიტომაც მტკიცედ იდგა თა-
ვის სიტყვაზე და არ ისურვა ჩემი გათავისუფლება მომრიგებე-
ლი მოსამართლის გარეშე. მეც ეს დავიჟინე.
- კარგი, - თქვა მედუქნემ, - წაიყვანეთ, სადაც გსურდეთ:
მასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.
- მოითმინეთ, ბატონო, - მიმართა კონსტებლმა, - იმედია,
თქვენც წამოგვყვებით. მისი დარაჯობა ხომ თქვენ დამავა-
ლეთ.
322 მკითხველთა ლიგა
- არა, არ დამივალებია, - თქვა მედუქნემ, - ხომ გითხარით,
ამ დედაკაცთან სალაპარაკო არაფერი მაქვს-მეთქი.
- მაპატიეთ, ბატონო, - ჩააცივდა კონსტებლი, - მაგრამ წა-
მოსვლა აუცილებელია. გთხოვთ, თქვენივე ინტერესების-
თვის, ვინაიდან მოსამართლეს უთქვენოდ არაფრის გაკეთება
არ შეუძლია.
- გეთაყვა, - უთხრა მედუქნემ, - თქვენი საქმე აკეთეთ, ერ-
თხელ კიდევ გიმეორებთ, ამ ქალისთვის არაფერი მაქვს სათ-
ქმელი. მეფის სახელით გიბრძანებთ, გაუშვათ.
- ბატონო, - შეეპასუხა კონსტებლი, - ვხედავ, პოლი-
ციელის მოვალეობა არ გესმით. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ
მაიძულებთ, თქვენ მიმართ უხეშობა გამოვიჩინო.
- ვფიქრობ, ამის საჭიროება აღარ არის, ისედაც საკმაოდ
უხეში ბრძანდებით.
- არა, ბატონო, - მიუგო კონსტებლმა, - უხეში სულაც არ
გახლავართ. საზოგადოებრივი სიმშვიდე თქვენ დაარღვიეთ,
ქალს ხელი სტაცეთ ქუჩაში, სადაც მას კანონის საწინააღმდე-
გო არაფერი ჩაუდენია, ჩაკეტეთ დუქანში და მსახურთ უფლე-
ბა მიეცით, უხეშად მოპყრობოდნენ, ახლა კი მე მაბრალებთ,
უხეშობას იჩენო! მგონი, პირიქით, ერთობ თავაზიანად გეპ-
ყრობით, რადგან მეფის სახელით არ გიბრძანებთ, გამომყე-
ვით უკან, არ ვუბრძანებ პირველსავე გამვლელს, დამეხმა-
როს, რათა ძალის გამოყენებით წაგიყვანოთ მოსამართლეს-
თან. კარგად იცით, რომ უფლება მაქვს, ეს გავაკეთო, მაგრამ
მაინც თავს ვიკავებ და ერთხელ კიდევ უმორჩილესად
გთხოვთ, გამომყევით.
ამ სიტყვების მიუხედავად, მედუქნე უარზე იდგა და კონ-
სტებლს უდიერად მიმართა. მაგრამ ეს უკანასკნელი მისი

323 მკითხველთა ლიგა


ასეთი თავხედობით არ აღშფოთებულა. მაშინ ლაპარაკში მე
ჩავერიე.
- თავი დაანებეთ, ბატონო კონსტებლო, ნუ გეშინიათ, მო-
ვახერხებ მოსამართლესთან მიყვანას. მაგრამ აი, ამ ვაჟბა-
ტონმა, - ვუთხარი, - ხელი მტაცა, როცა ჩემთვის ქუჩაში მივ-
დიოდი, და თქვენც მომსწრე ხართ, თუ რა ძალადობა ჩაიდი-
ნა ჩემ მიმართ, როცა უკვე იქ იყავით. გთხოვთ, ესეც მოსა-
მართლესთან წამოიყვანეთ.
- მესმის, ქალბატონო, - მომიგო კონსტებლმა და ნოქარს
მიმართა: - რას გააწყობ, ჭაბუკო, მოგიხდებათ ჩვენთან ერ-
თად წამოსვლა. საკონსტებლო თქვენ უფრო ხართ, ვიდრე
თქვენი მეპატრონე.
ამ კაცს დაჭერილი ქურდის შეხედულება ჰქონდა. თანდა-
თან უკან დაიხია, შემდეგ მედუქნეს შეხედა, თითქოს მას შვე-
ლა შეეძლო. მედუქნემ სულელივით წააქეზა ნოქარი, არ და-
მორჩილდეო. მანაც წინააღმდეგობა გაუწია და რაც ძალი და
ღონე ჰქონდა, ხელი ჰკრა კონსტებლს, როცა იგი შესაპყრო-
ბად მიუახლოვდა. პასუხად კონსტებლმა ერთი დარტყმით
ძირს გაშხლართა და დასახმარებლად ხალხს დაუძახა. დუქა-
ნი მყისვე მარაქამ აავსო. მან ადვილად დააპატიმრა მედუქნე,
ნოქარი და ყველა ხელქვეითი.
ამ აურზაურის პირველი შედეგი ის გახლდათ, რომ ნამ-
დვილი ქურდი ბრბოს შეერია და მიიმალა. მის მაგალითს
მიჰბაძა სხვა ორმა ქალმაც, რომლებიც ნოქრებს ჰყავდათ
დაკავებული. მაგრამ ეს უკანასკნელნი იყვნენ თუ არა დამნა-
შავენი, ვერაფრით გეტყვით.
ამასობაში დუქანში მეზობლები შემოვიდნენ და რომ
გაიგეს, საქმე როგორ შემობრუნდა, შეეცადნენ, მედუქნის-
თვის ჭკუა ესწავლებინათ. მანაც შეიგნო და იკადრა კიდეც
324 მკითხველთა ლიგა
იმის თქმა, წინდაუხედავად მოვიქეციო. ბოლოს ყველანი,
ხალხით გარემოცულნი, სულ ცოტა ხუთასიოდე კაცის თან-
ხლებით, მშვიდად გავემართეთ მოსამართლესთან. გზაში
მესმოდა, როგორ ეკითხებოდნენ ერთნი მეორეს, რა მოხ-
დაო, სხვები კი პასუხობდნენ: მედუქნეს ვიღაც ბანოვანი
დაუჭერია ქურდი ქალის ნაცვლად, შემდეგ ნამდვილი ქურდი
უპოვიათ, ამ ბანოვანს დაუპატიმრებია მედუქნე და მოსამარ-
თლესთან მიჰყავსო. ბრბო აღტაცებული იყო, ხალხი სულ
ემატებოდა, წამდაუწუმ ისმოდა ხმები: „სადა გდია ეს ვიგინ-
დარა მედუქნე?“ განსაკუთრებით გაწიწმატებული ქალები
ჩანდნენ, ხოლო როცა მისი სახე გამოკრთებოდა, გაიძახოდ-
ნენ: „აი, ეს საფრთხობელა, შეხედეთ!“ - თანაც ტალახის გუნ-
დებს სეტყვასავით აყრიდნენ. ასე მივაბიჯებდით საკმაოდ
დიდხანს, სანამ ბოლოს მედუქნე არ შეეხვეწა კონსტებლს, კა-
რეტისთვის დაეძახა, რითაც სურდა, გააფთრებული ბრბოს-
გან თავი დაეცვა. ამრიგად, გზის დარჩენილი ნაწილი კარე-
ტით გავიარეთ: კონსტებლმა, მე, მედუქნემ და მისმა ხელქვე-
ითმა.
როცა მოსამართლეს, ბლუმსბერიელ მოხუც ჯენტლმენს
ვეახლეთ, კონსტებლმა მოკლედ მოუთხრო საქმის ვითარება,
რის შემდეგაც მოსამართლემ სიტყვა მომცა, ჯერ კი სახელი
და გვარი მკითხა, რისი გამჟღავნებაც ძალიან არ მინდოდა,
მაგრამ გამოსავალი არ იყო, ამიტომაც მოვახსენე: ჩემი სახე-
ლი და გვარი მერი ფლენდერსია; ქვრივი გახლავართ, ჩემი
ქმარი, ხომალდის კაპიტანი, ვირჯინიისკენ მგზავრობისას
გარდაიცვალა-მეთქი. ვაცნობე ზოგიერთი სხვა გარემოებაც,
რომელთა შემოწმებასაც ვერ შეძლებდა, შემდეგ დავუმატე:
ახლა ლონდონში ვცხოვრობ. ამა და ამ ქალთან (ჩემი დედამ-
ძუძე დავუსახელე) ვაპირებ ამერიკაში წასვლას, სადაც გან-
325 მკითხველთა ლიგა
სვენებული ქმრის ქონებაა დაცული. დღეს გამოვედი გარეთ,
ნახევრად სამგლოვიარო კაბის საყიდლად, მაგრამ ვერც კი
მოვასწარი თუნდაც ერთ დუქანში შესვლა, ეს კაცი - ნოქარზე
მივუთითე, - ისეთი გააფთრებით დამესხა თავს, შიშით კინა-
ღამ გული გამიხეთქა, და თავისი მეპატრონის დუქანში წა-
მათრია, სადაც ამ უკანასკნელმა თუმცა აღიარა, ეს სხვა ქა-
ლი არისო, გამოშვება მაინც არ ისურვა და კონსტებლი მომი-
ჩინა.
მერე ვუამბე, როგორ უხეშად მექცეოდნენ ნოქრები. უფ-
ლება რომ არ მომცეს, ჩემი მეგობრების დასაძახებლად კაცი
გამეგზავნა, შემდეგ როგორ დაიჭირეს ნამდვილი ქურდი ქა-
ლი, რომელსაც მოპარული საქონელი უპოვეს და სხვა ზემოთ
მოთხრობილი წვრილმანები. სიტყვა კონსტებლმა აიღო. ის
მოჰყვა, რა ლაპარაკი ჰქონდა მედუქნესთან ჩემი გათავისუფ-
ლების თაობაზე, მოახსენა, როგორი წინააღმდეგობა გაუწია
ნოქარმა, როცა ვთხოვე დაეპატიმრებინა, ისიც უთხრა, თუ
როგორ აქეზებდა მედუქნე ნოქარს, არ დამორჩილებოდა,
როგორ გაარტყა მას. ერთი სიტყვით, როგორც წეღან მოგახ-
სენეთ.
შემდეგ მოსამართლემ მედუქნესა და ნოქარს მოუსმინა.
მედუქნემ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა იმაზე, ყოველ-
დღიურად თუ რა დიდ ზარალს ხედავენ ვაჭრები გაიძვერები-
სა და ქურდბაცაცებისგან, და იქვე დასძინა: როცა ჩემი შეც-
დომა აღმოვაჩინე, მისი გაშვება მინდოდა. რაც შეეხება ნო-
ქარს, მას სათქმელი ბევრი არაფერი ჰქონდა, მხოლოდ იმის
წალუღლუღება მოახერხა, სხვა მსახურებმა მითხრეს, ქურდი
სწორედ ეგ არისო.
მოსამართლემ ყველას ჩვენება რომ მოისმინა, ფრიად თა-
ვაზიანად მომმართა: თავისუფალი ბრძანდებითო; ძალზე
326 მკითხველთა ლიგა
ვწუხვარ, რომ დევნაში გახურებულმა ნოქარმა სრულიად
უდანაშაულო ადამიანი ბოროტმოქმედად მიგიღოთ; დარწმუ-
ნებული ვარ, რომ ამ საქციელს უთუოდ აპატიებდით, მედუქ-
ნეს კანონის წინააღმდეგ რომ არ დაეკავებინეთ; ერთადერ-
თი, რისი უფლებაც მაქვს, ეს არის თქვენი შეურაცხმყოფელი
პირების საჯაროდ გაკიცხვა, რასაც უეჭველად გავაკეთებ;
ვფიქრობ, რომ თქვენ თვითონ მიმართავთ იმ საშუალებას,
რასაც კანონი ითვალისწინებს, მე კი თქვენს შეურაცხმყო-
ფელ პირს სასამართლოში გამოცხადების ხელწერილს ჩამო-
ვართმევო.
რაც შეეხება ნოქრის მიერ საზოგადოებრივი სიმშვიდის
დარღვევას, მოსამართლემ განაცხადა: მას „ნიუგეტში“ ჩავ-
სვამ კონსტებლსა და თქვენზე თავდასხმისათვისო.
ამრიგად, მან ეს კაცი „ნიუგეტში“ გაგზავნა თვითნებობის-
თვის, მაგრამ მედუქნე თავდებად დაუდგა და სასამართლოც
ამით დასრულდა. სიამოვნებით ვუყურებდი, როგორ უსტვინა
თავმოყრილმა ბრბომ მედუქნესა და ნოქარს, მერე კი კარე-
ტას, რომელშიც ისინი ჩასხდნენ, ქვა და გუნდა დააყარა.
ამ აყალმაყალის შემდეგ შინ რომ დავბრუნდი, ყველაფე-
რი ჩემს დედამძუძეს ჩავუმარცვლე. დედაკაცმა მხიარულად
გადაიხარხარა.
- რა გიხარიათ? - შევეკითხე. - გარწმუნებთ, სასაცილოდ
არ მქონდა საქმე. არამზადების ამ ბანდისგან ცოტა შიში რო-
დი ვჭამე.
- რატომ ვიცინი? - მიპასუხა დედამძუძემ. - ვიცინი, ჩემო
გოგონა, იმის გამო, რომ ბედი ასე გწყალობს. ეს საქმე ხომ
ისეთ ხეირს მოგიტანს, როგორიც მთელი ცხოვრების მან-
ძილზე არ გინახავს. საჭიროა მხოლოდ გონიერი მიდგომა.
პირობას გაძლევ, მედუქნეს შეურაცხყოფისთვის ხუთასი გირ-
327 მკითხველთა ლიგა
ვანქა სტერლინგის გადახდას აიძულებ, თუკი არაფერს ვიტ-
ყვით იმაზე, რასაც ნოქარს წაართმევ.
მაგრამ ამ ამბავს მე ცოტა სხვანაირად ვუყურებდი, ვიდრე
დედამძუძე. უმთავრესად იმიტომ, რომ მომრიგებელ მოსა-
მართლეს ჩემი სახელი და გვარი გავუმჟღავნე. ვიცოდი, რომ
ჩემი ვინაობა ისე კარგად იყო ცნობილი იმ ბატონთა შორის,
რომლებიც ჰიქს-ჰოლში, ოლდ ბეილისა და სხვა მსგავს ად-
გილებში სხდომებს ესწრებოდნენ, თუ საქმე საჯარო გარჩე-
ვამდე მივიდოდა და ჩემზე ცნობებს შეკრებდნენ, არც ერთი
სასამართლო ზარალის ანაზღაურებას არ მიუსჯიდა ისეთი ქა-
ლის შეურაცხყოფისთვის, რომელსაც ჩემისთანა სახელი მო-
ეხვეჭა. სარჩელის აღძვრა მაინც მომიხდა. დედამძუძემ გამო-
მიძებნა ფრიად ცნობილი ვექილი, რომელიც საქმეებს
ბრწყინვალედ წარმართავდა და კარგი სახელითაც სარგებ-
ლობდა. დედაკაცი სავსებით სწორად მოიქცა, რადგან რომე-
ლიმე წვრილმანი მოლაყბე და შარიანი ან გამოუცდილი კაცი
რომ აეყვანა, სრულიად უმნიშვნელო თანხას მოვიგებდი.
ამ ვექილს დაწვრილებით ვუამბე ზემოაღწერილი შემ-
თხვევა. მან მითხრა: ნაფიცი მსაჯულნი უთუოდ დაადგენენ,
ვაჭარმა თქვენი შეურაცხყოფისთვის დიდი თანხა გადაიხა-
დოსო. ვექილმა. როგორც კი აუცილებელი ცნობები მიიღო,
საჩივარი შეიტანა. ვაჭარი, პატიმრობა რომ თავიდან აეშო-
რებინა, იძულებული გახდა, საწინდარი შეეტანა. რამდენიმე
დღის შემდეგ იგი თავის რწმუნებულთან ერთად ჩემს რწმუნე-
ბულთან გამოცხადდა და შესთავაზა, საქმე მეგობრული მო-
რიგებით დავამთავროთო. ეს სამწუხარო შემთხვევა ქალის
ფხუკიანი ხასიათით აიხსნება, თქვენს კლიენტს (ესე იგი - მე)
ძალზე გესლიანი ენა აქვს, უდიერად მექცეოდა, დამცინოდა

328 მკითხველთა ლიგა


და მასხრად მიგდებდა, გამომწვევად ეჭირა თავიო და მისთა-
ნანი.
ჩემი რწმუნებული კარგად იცავდა ჩემს ინტერესებს. ვაჭა-
რი დააჯერა: ეს ქალი მდიდარი ქვრივია, შეუძლია, საქმე რო-
გორც უნდა, ისე მოაგვაროს, ამასთან, ძალზე გავლენიანი მე-
გობრები ჰყავს, მათ სიტყვა ჩამოართვეს, შეურაცხმყოფელი
დაუსჯელად არ დატოვო, თუნდაც პროცენტი ათას გირვანქა
სტერლინგად დაგიჯდეს, რადგან ასეთი შეურაცყოფის პა-
ტიება შეუძლებელიაო.
საბოლოოდ მოპასუხემ მოახერხა, ჩემი რწმუნებული
დაეთანხმებინა, რომ იგი ცეცხლზე ნავთის დასხმას არ დაიწ-
ყებდა. და თუ მეგობრული მორიგების სურვილს გამოვთქვამ-
დი, ხელს არ შეუშლიდა და მშვიდობისკენ უფრო მოუწოდებ-
და, ვიდრე ომისკენ, რის შედეგადაც, როგორც მოპასუხე დაჰ-
პირდა, ზარალში არ დარჩებოდა. მთელი ეს საუბარი მან კე-
თილსინდისიერად გადმომცა და თანაც დაუმატა: უკეთუ
ქრთამს შემოგაძლევენ, ამას მაშინვე გავიგებო. რწმუნებულ-
მა გამომიცხადა: თუ სურვილი გაქვთ, ჩემი აზრი მოისმინოთ,
გირჩევთ, მოპასუხეს შეურიგდეთ, რადგან მეტისმეტად შეში-
ნებულია და ძალიან უნდა, საქმე მეგობრული მორიგებით
დამთავრდეს, იცის, როგორც უნდა წარიმართოს იგი, გადახ-
და, სულერთია, მაინც მოუწევსო. ამიტომაც ჩემი რწმუნებუ-
ლი ფიქრობდა, ვაჭარს ნებაყოფლობით მეტის მოცემა შეეძ-
ლო, ვიდრე სასამართლო დააკისრებდა. რწმუნებულს შევე-
კითხე: თქვენი აზრით, რამდენის გაღებაზე დაგთანხმდებათ
ვაჭარი-მეთქი? მიპასუხა: ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ
მორიგ შეხვედრაზე ზუსტ ცნობებს მოგაწვდითო.
რამდენიმე ხნის შემდეგ ვაჭარი ხელახლა ეწვია მას თავის
რწმუნებულთან ერთად, რათა გაეგო, მელაპარაკა თუ არა.
329 მკითხველთა ლიგა
მან დადებითად უპასუხა, თანაც დასძინა: ქალი თვითონ მზად
არის მორიგებაზე, მისი მეგობრები წინააღმდეგობას რომ არ
უწევდნენ, რომლებმაც გულთან ძალზე ახლოს მიიტანეს მისი
შეურაცხყოფა. ისინი მოითხოვენ, რომ ქალმა ეს საქმე არ და-
ტოვოს: აქეზებენ, სამაგიერო გადაუხადეო, ან, როგორც თვი-
თონ ამბობენ, თავი გამოიდეო. ამრიგად, გარკვეულს ვერა-
ფერს გეტყვით, დაგპირდებით მხოლოდ, რომ შესაძლებლო-
ბისამებრ გავლენას მოვახდენ მასზე, ამისთვის კი საჭიროა
ვიცოდე, რამდენის შეთავაზებას ფიქრობთო. ვაჭარმა და მის-
მა რწმუნებულმა უპასუხეს, არანაირი შეთავაზება არ შეგვიძ-
ლია, რადგან ეს ჩვენთვის საზიანო საქმეაო. ამაზე ჩემმა
რწმუნებულმა განაცხადა: სწორედ ამავე მიზეზით არც მე შე-
მიძლია, რაიმე მოთხოვნილება წამოგიყენოთ, რადგან ეს შე-
საძლოა, იმ თანხაზე ნაკლები აღმოჩნდეს, ვიდრე სასამარ-
თლო მოპასუხე ქალის სასარგებლოდ დაგაკისრებთო. მაგ-
რამ დიდი მსჯელობისა და ურთერთდაპირების შემდეგ, რომ
არც ერთი მხარე მეორის საზიანოდ არ გამოიყენებდა იმას,
რაზეც ამ ან შემდგომ თათბირებზე ილაპარაკებდნენ, მიაღწი-
ეს ერთგვარ შეთანხმებას, მაგრამ იმდენად გაურკვეველს,
მხარეთა წინადადებებს შორის შეუსაბამობის გამო, რომ აქე-
დან დიდი სარგებლობის მიღების იმედი არც კი უნდა მქონო-
და. ჩემი რწმუნებული მოითხოვდა ხუთას გირვანქა სტერ-
ლინგსა და ხარჯის დაფარვას, ხოლო მოპასუხე სულ რაღაც
ორმოცდაათი გირვანქა სტერლინგის გაღებას კისრულობდა,
ხოლო ხარჯის დაფარვაზე უარს ამბობდა. ამით დაშორდნენ
ერთმანეთს. ვაჭარმა სურვილი გამოთქვა, პირადად შემხვედ-
როდა. ჩემმა რწმუნებულმა აღუთქვა, ვეცდები, ეს შეხვედრა
მოვაწყოო.

330 მკითხველთა ლიგა


მან მირჩია, რაც შეიძლება ლამაზად ჩამეცვა და შესახვედ-
რად დიდი ამბით მივსულიყავი, რათა ვაჭარს მაშინვე შეენიშ-
ნა, რომ სრულიადაც არ ვიყავი ისეთი ქალი, როგორადაც
პირველ შეხვედრაზე მიმიღო. ამიტომაც მივედი ახალ, ქვრი-
ვისთვის შესაფერის ნახევრად სამგლოვიარო კაბაში, მოსა-
მართლესთან მიცემული ჩვენების შესაბამისად. სამკაულე-
ბიც გავიკეთე, ოღონდ ისეთი, რის უფლებასაც ჩემი, როგორც
ქვრივის მორთულობა მაძლევდა: დედამძუძემ მომცა ალმა-
სის ბალთით დამშვენებული მარგალიტის საუცხოო ყელსაბა-
მი, რომელიც მასთან გირაოდ დაეტოვებინათ. ქამარზე ოქ-
როს მშვენიერი საათი მეკიდა. ერთი სიტყვით, ნამდვილ ქალ-
ბატონს ვგავდი. ვაჭარს საკმაოდ ვაცდევინე, რათა ენახა, რო-
გორ მოვედი კარეტაში გამოჭიმული, მსახურის თანხლებით.
როცა ოთახში შევედი, ვაჭარი ფრიად გაოცებული დარჩა.
ადგა და მდაბლად დამიკრა თავი. ცივად მივესალმე, გვერ-
დით ჩავუარე და ჩემი რწმუნებულის მიერ ნაჩვენებ სავარ-
ძელში მოვთავსდი, რადგან მის სახლში ვიმყოფებოდით. ვა-
ჭარმა მითხრა, ვერ გიცანითო, და ქათინაურები დამაყარა.
ვუპასუხე: გეტყობათ, თავიდანვე ვერ მიცანით, თორემ ასე
უზრდელად არ მომექცეოდით-მეთქი.
მან განაცხადა: ფრიად ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა, ეს
შეხვედრა იმისთვის მინდოდა, რათა დამემტკიცებინა ჩემი
მზადყოფნა, დავაკმაყოფილო თქვენი მოთხოვნა; ამასთან,
იმედი გამოვთქვა, რომ საქმეს სასამართლომდე არ მივიყ-
ვანდი, რადგან ეს არა მარტო დიდ ზარალს მოუტანდა, არა-
მედ შეეძლო მთელი მისი წარმოების დაღუპვა და სრული გა-
კოტრება. ასეთ შემთხვევაში, დაუმატა ბოლოს, ჩემს უსამარ-
თლობაზე ათმაგი უსამართლობით მომიზღავთ, ამასთან, ვე-
რაფერს მიაღწევთ, მაშინ როდესაც მზად გახლავართ თქვენი
331 მკითხველთა ლიგა
მოთხოვნილება შესაძლებლობისამებრ დავაკმაყოფილო,
რითაც არც საკუთარ თავს და არც თქვენ უსიამოვნებას არ
მოგაყენებთ, თანაც, სასამართლოს ხარჯი გადასახდელი არ
მექნებაო.
ვუთხარი: ფრიად მოხარული ვარ, თქვენგან ასეთ აზრებს
რომ ვისმენ, ეს უფრო გონივრულად მიმაჩნია, ვიდრე ის, რაც
წინათ მოგივიდათ თავში; თუმცა დანაშაულის აღიარება უმე-
ტეს შემთხვევაში საკმარისად ითვლება, ამჯერად კი ცოტაა,
რადგან საქმე ძალზე შორს წავიდა. მე შურისძიება არ მჩვე-
ვია, არც თქვენს გაკოტრებას ვცდილობ, მაგრამ ჩემი მეგობ-
რები ერთხმად მთხოვენ, დავიცვა საკუთარი ღირსება და
აუცილებლად ჩემი გავიტანო. პატიოსანი ქალის ქურდად გა-
მოცხადება არის შეურაცხყოფა, რის ჩამორეცხვაც შეუძლებე-
ლია. ჩემი კეთილი სახელი იმ ხალხის ეჭვს არ იწვევს, ვინც
მიცნობს, და თქვენ ქურდად შეგეძლოთ მიგეღეთ მხოლოდ
იმის გამო, რომ, როგორც ქვრივი, ნაკლებად ვზრუნავდი ჩემს
გარეგნობაზე. თქვენი შემდგომი საქციელი კი, - ხელმეორედ
გავახსენე ჩვენ შორის მომხდარი ამბავი, - იმდენად გამომ-
წვევი გახლდათ, რომ ამის გახსენება აღუშფოთებლად არ
შემიძლია-მეთქი.
მთელი თავისი დანაშაული აღიარა და უმორჩილესად
მთხოვა პატიება. თანხმობა გამოთქვა, გადაეხადა ასი გირ-
ვანქა სტერლინგი, აგრეთვე დაეფარა სასამართლო ხარჯი და
საჩუქრად მოერთმია საუცხოო კაბა. მე კი ჩემი მოთხოვნა სა-
მას გირვანქამდე ჩამოვიყვანე, მაგრამ უფლება დავიტოვე,
მომხდარი ამბის თაობაზე გაზეთებში დაწვრილებითი ანგა-
რიში მომეთავსებინა.
ამ უკანასკნელ პირობაზე ვაჭარს არაფრით არ უნდოდა
თანხმობის მოცემა. მაგრამ ჩემი რწმუნებულის ეშმაკობის
332 მკითხველთა ლიგა
წყალობით, ას ორმოცდაათი გირვანქა სტერლინგის გადახდა
და შავი აბრეშუმის კაბის ყიდვა იკისრა. მაშინ, ვითომდა ჩემი
რწმუნებულის დაჟინებული მოთხოვნით, დავუთმე, მაგრამ იმ
პირობით, რომ ანგარიში გაესწორებინა ჩემი რწმუნებულის-
თვის და გადაეხადა სასამართლოს ხარჯი, თანაც კარგი ვახ-
შმით გაგვმასპინძლებოდა.
როცა ფულისთვის მივედი, თან მახლდა ჩემი დედამძუძე,
ჰერცოგის ცოლივით მორთული, აგრეთვე - კარგად გამოწ-
ყობილი ჯენტლმენი, რომელიც ვითომ მეარშიყებოდა. თუმცა
მას ბიძაშვილს ვეძახდი, ვექილმა ვაჭარს გადაკვრით უთხრა,
ეს ბატონი ქვრივს ეკურკურებაო.
ვაჭარმა დიდი ამბით მიგვიღო და ფული სრულად ჩაგვით-
ვალა. მთელი ეს თავგადასავალი, თუ მეტი არა, ორასი გირ-
ვანქა სტერლინგი მაინც დაუჯდა. უკანასკნელად რომ შევ-
ხვდით ერთმანეთს, როცა ყველაფერი მოგვარებული იყო,
ნოქრის საკითხი წამოიჭრა. ვაჭარმა თხოვნა დამიწყო: ამ სა-
ცოდავ ადამიანს წინათ საკუთარი დუქანი ჰქონდა; ჰყავს ცო-
ლი და რამდენიმე შვილი. ძალზე ღარიბია და საშუალება არა
აქვს, ფული გაიღოს, სამაგიეროდ მუხლებზე დამხობილი შეგ-
ეხვეწებათ პატიებასო. ამ თავხედის მიმართ გულში ჯავრი არ
ჩამიდვია, ბოდიში კი სულაც არ მჭირდებოდა და რადგან მისი
მხრიდან რაიმე ანაზღაურებაზე ვარაუდის გაწევა არ შემეძ-
ლო, გადავწყვიტე, ყველაზე უკეთესი იქნება, კეთილშობილუ-
რი ნაბიჯი გადავდგა და თავი დავანებო რამის მოთხოვნას--
მეთქი. ვაჭარს ვუთხარი: არავითარი სურვილი არა მაქვს,
თქვენი ნოქარი გავაღატაკო და თქვენი თხოვნით, მიპა-
ტიებია, ამასთან, შურისძიება ჩემი ღირსების შეურაცხყოფად
მიმაჩნია-მეთქი.

333 მკითხველთა ლიგა


სავახშმოდ რომ დავსხედით, ვაჭარმა ეს საცოდავი კაცი
მოიყვანა, რათა ჩემთვის ბოდიში მოეხადა, ამასთან, უნდა
ვთქვა, რომ ნოქრის პირფერობა სწორედ ისეთივე იყო, რო-
გორიც მისი მაშინდელი ქედმაღლობა - სულიერი სიმდაბლის
ცოცხალი მაგალითი. ასეთი ადამიანი, როცა კი მდგომა-
რეობის ბატონ-პატრონად გრძნობს თავს, გულზვიადი, სასტი-
კი და შეუბრალებელია, ხოლო როცა კოვზი ნაცარში ჩაუვარ-
დება, მიწაზე დახოხავს და მონურ მორჩილებას იჩენს. სიტყვა
მყისვე შევაწყვეტინე და მივმართე, მიპატიებია-მეთქი, თანაც
შევთავაზე, წასულიყო. თუმცა ვაპატიე, მაგრამ მისი სიფათი
ზიზღს მგვრიდა.
ახლა შემეძლო, სავსებით უზრუნველყოფილად ჩამეთვა-
ლა თავი, და დროც იყო, ჩემი ხელობა მიმეტოვებინა. დედამ-
ძუძემ მითხრა, ყველაზე მდიდარი ქურდი ხარ ინგლისშიო.
ვფიქრობ, არც შემცდარა, რადგან შვიდასი გირვანქა სტერ-
ლინგი ნაღდი ფული მქონდა, თუ არ ჩავთვლი კაბებს, ბეჭ-
დებს, ვერცხლეულსა და ორ ოქროს საათს, - ყველაფერი ეს
მოპარული გახლდათ. რა კარგი იქნებოდა, ჩემი ცოდვები მა-
შინ მომენანიებინა, კიდევ შეიძლებოდა დავფიქრებოდი ჩემს
უგუნურებას და ცოტათი მაინც გამომესწორებინა. მაგრამ,
ეტყობა, ამის დრო ჯერ არ დამდგარიყო. ფათერაკებისგან
თავის დაღწევა ისევე არ შემეძლო, როგორც იმ დღეს, როცა
გაჭირვება ლუკმაპურისთვის ქუჩისკენ მკრავდა ხელს.
მედუქნესთან საქმის დამთავრების შემდეგ ისეთ სამოსში
გამოვეწყვე, რომელიც სულ არ ჰგავდა იმას, რითაც მანამდე
ვიწონებდი თავს. მათხოვრის ტანსაცმელი ჩავიცვი - ყველაზე
უხეში და ჭუჭყიანი ძონძები. ქუჩებში გავიარე და ყოველ კარ-
ში, ყოველ ფანჯარაში ვიჭვრიტებოდი. უნდა მოგახსენოთ,
რომ საშინელ ზიზღს ვგრძნობდი ჭუჭყისა და ძონძებისადმი,
334 მკითხველთა ლიგა
ბავშობიდანვე შევეჩვიე სიფაქიზესა და სისუფთავეს, და ეს
ჩვეულება ყოველგვარ მდგომარეობაში თან მდევდა, ისე,
რომ მათხოვრის სამოსი სულს მიხუთავდა. მალე დავრწმუნ-
დი: ამ სახით ვერაფერს ვიგდებდი ხელთ, რადგან ყველა მო-
მერიდებოდა. შეეშინდებოდათ, არ მივსულიყავი და რამე არ
ამეწაპნა, ანდა ჩემგან ძღვენი არ მიეღოთ. მთელ საღამოს
უშედეგოდ ვიხეტიალე და დასველებული, ჭუჭყიანი და მოქან-
ცული დავბრუნდი შინ. მეორე დღეს კვლავ გავედი. ამჯერად
ერთი პატარა ფათერაკი შემემთხვა და კინაღამ ძვირად და-
მიჯდა.
რომელიღაც სამიკიტნოს კართან ვიდექი. მოვიდა ცხენზე
ამხედრებული ჯენტლმენი, ჩამოქვეითდა და მსახურს უხმო,
ცხენი დაეკავებინა. სამიკიტნოში დიდხანს იჯდა. უეცრად მსა-
ხურმა გაიგონა, ბატონი ეძახდა. ბიჭმა მიიხედ-მოიხედა, მე
რომ შემამჩნია, დამიყვირა:
- გეთაყვა, ერთი წუთით დაიკავე ცხენი, სანამ ბატონთან
შევირბენდე. გამოვა და ფეხისქირას მოგცემს.
- კარგი, - ვუთხარი, ცხენი წამოვიყვანე და მშვიდად მოვ-
გვარე ჩემს დედამძუძეს.
ეს ნადავლი კარგი იყო იმისთვის, ვინც ცხენის ყადრი იცო-
და. მაგრამ, ვფიქრობ, არც ერთი ქურდბაცაცა ამ ნაპარავით
კმაყოფილი არ დარჩებოდა, ვინაიდან, შინ რომ დავბრუნდი,
ჩემი დედამძუძე ბრინჯივით დაიბნა. არც ერთმა არ ვიცოდით,
რა გვექნა ამ პირუტყვისათვის. სადმე საჯინიბოში მისი დაყე-
ნება უაზრო იქნებოდა, რადგან გაზეთში უთუოდ მოათავსებ-
დნენ განცხადებას ცხენის აღწერითურთ, და ჩვენც ვერ გავბე-
დავდით მის წამოსაყვანად მისვლას.
ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ამ წარუმატებელი
შემთხვევიდან ვიპოვეთ, შემდეგი იყო: ცხენი ბაკში მიგვეყვა-
335 მკითხველთა ლიგა
ნა და სამიკიტნოში შიკრიკის ხელით ბარათი გაგვეგზავნა:
„ბატონის ცხენი, რომელიც ამა და ამ დროს დაიკარგა, იმყო-
ფება ამა და ამ ბაკში და იქიდან შეიძლება მისი წაყვანა.
ქალს, რომელსაც ცხენი ჩააბარეს, ქუჩაში რომ გაატარა, უკან
წაყვანის თავი არ ჰქონდა და პირველ შემხვედრ ბაკში დატო-
ვა“.
შეგვეძლო დაგვეცადა, სანამ პატრონი პასუხს გამოაქვეყ-
ნებდა და ჯილდოს შემოგვთავაზებდა, თუმცა გაბედულება მა-
ინც არ გვეყოფოდა, მის წამოსაყვანად დავბრუნებულიყავით.
ამრიგად, ეს ქურდობაც იყო და არც იყო ქურდობა, რადგან
გარკვეული ზარალი ვნახეთ, მოგებით კი ვერაფერი მოვი-
გეთ.
გულისრევამდე მძაგდა მათხოვრის ტანსაცმლით სიარუ-
ლი. არავითარი ხეირი ამით არ მიმიღია. ამასთან, იგი ავის
მაუწყებლად მომეჩვენა. ამ სამოსით რომ დავეხეტებოდი, სა-
ძაგელ ნაძირალებს შევეჩეხე, ამ ხალხის ჩვეულებებს ჩავუკ-
ვირდი. მათ შორის იყვნენ ყალბი ფულის მკეთებლები. ისინი
ფრიად სასარგებლო საქმეს მთავაზობდნენ, მაგრამ სამუშაო,
რომელშიც ჩემი ჩაბმა უნდოდათ, - მხედველობაში მაქვს
ყალბი ფულის ჭრა, - ძალზე საშიში იყო, რადგან ჩავარდნის
შემთხვევაში ნაღდი სიკვდილი მელოდა - სასიკვდილო ბოძ-
თან, ესე იგი, ბოძს მიმაკრავდნენ და დამწვავდნენ. ამგვარად,
თუმცა ისინი აშენებას, ოქროსა და ვერცხლის მთებს მპირდე-
ბოდნენ, ყოველნაირად ცდილობდნენ, თავიანთი ჯგუფის საქ-
მიანობაში ჩავები, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მართა-
ლია, ნამდვილი მათხოვარი რომ ვყოფილიყავი ანდა ისეთ
სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ჩავვარდნილიყავი, რო-
გორშიც თავდაპირველად ვიყავი, შესაძლოა, მივკედლებო-
დი. განა ადამიანი სიკვდილზე წუხს, როცა საარსებო სახსარი
336 მკითხველთა ლიგა
არ გააჩნია?! მაგრამ ამგვარი უკიდურესი მდგომარეობა არ
მქონია, ყოველ შემთხვევაში, ასეთ საშინელ ხიფათში თავის
ჩაგდება არ მსურდა. ამასთან, მარტო იმ აზრის გავლებითაც
კი, რომ ბოძზე მიკრულს დამწვავდნენ, ძარღვებში სისხლი
მეყინებოდა და მთელი სხეულით ვცახცახებდი.
ამან მაიძულა, ძონძები გამეხადა. მათი შემოთავაზებული
წინადადება თუმცა ჭკუაში არ დამიჯდა, მაგრამ ეს მათთვის
არ მიგრძნობინებია, პირიქით, თავს ისე ვიჭერდი, თითქოს
ძალზე კმაყოფილი ვიყავი და აღვუთქვი, მათთან კიდევ გამე-
მართა მოლაპარაკება. სიმტკიცე არ მეყო უარის სათქმელად.
წმინდად რომ შემენახა საიდუმლო, თავის დაზღვევის მიზნით
მაინც მომკლავდნენ. თავად განსაჯეთ, რა სიმშვიდეზე შეიძ-
ლება ლაპარაკი იმ ადამიანებთან, რომლებიც მკვლელობის
წინაშეც კი უკან არ იხევენ!
ყალბი ფულის მკეთებლებთან და ცხენის ქურდებთან ერ-
თი გზა არ მქონდა, და მეც უყოყმანოდ გადავწყვიტე, მათგან
თავი შორს დამეჭირა, ჩემი მოწოდება სულ სხვაგვარი იყო.
რასაკვირველია, საკუთარ საქმეშიც მჭირდებოდა გაბედულე-
ბა, თანაც არც ისე ცოტა. ჩემი ხელობა, წარმოიდგინეთ, მომ-
წონდა კიდეც. აქ საჭირო იყო მეტი ოსტატობის გამოჩენა. და-
ჭერის შიშიც ისეთი არ მქონდა. ამგვარი უბედურება რომც
მომხდარიყო, გამოძრომა მაინც უფრო ადვილად შემეძლო.
ამასობაში მივიღე რამდენიმე წინადადება, მძარცველების
ჯგუფს მივკედლებოდი. მაგრამ ეს საქმიანობაც ისევე ნაკლე-
ბად მიმზიდველი მეჩვენა, როგორც ყალბი ფულის ჭრა. ჩემი
ჭკუის გარემოცვა, მგონი, ვიშოვე კიდეც - ორი მამაკაცი და
ერთი ქალი. მათი ხელობა სხვადასხვა ფანდის გამოყენებით,
გაუტეხავად სახლებში შეღწევა გახლდათ. ასეთ საქმეს მარ-
თლაც ვიკისრებდი, მაგრამ ისინი სამნი იყვნენ, დაშლა არ
337 მკითხველთა ლიგა
ისურვეს, მე კი დიდ ჯგუფში მუშაობა არ მინდოდა. ვერაფრით
შევთანხმდით. მათთან საქმის დაჭერაზე უარი თქვი. აქვე მინ-
და ვთქვა: ამ ხალხმა პირველსავე გასვლაზე მარცხი განიცა-
და და ეს ძვირადაც დაუჯდა.
ბოლოს ერთ ქალს შევხვდი, რომელიც ჩემთან ხშირად იკ-
ვეხნიდა ნავსადგურებზე წარმატებას. დავიწყე მასთან ერთად
მუშაობა, საქმეც კარგად მიდიოდა. ერთხელ ჰოლანდიელე-
ბის ჯგუფს შევერიეთ წმ. ეკატერინეს სახელობის საავადმყო-
ფოსთან, ვითომ ფარულად, გადმოტვირთული საქონლის
შესყიდვა გვინდოდა. ორჯერ თუ სამჯერ ვიყავი ერთ სახლში,
სადაც დიდძალი კონტრაბანდა ვნახე. ჩემმა ამხანაგმა ქალმა
მოახერხა სამი ჰოლანდიური ნაჭრის აცოცება, რომელიც
კარგ ფასად გაიყიდა, და მე ჩემი წილი მივიღე. მაგრამ ხელში
არაფერი მივარდებოდა. ამ საქმესაც თავი დავანებე, რადგან
იქ ძალზე ხშირად ვჩნდებოდი და ალმაცერად ყურება დამიწ-
ყეს.
ამან ცოტა შემაკრთო. გადავწყვიტე, სადმე სხვაგან მეცადა
ბედი, რადგან შინ უნადავლოდ დაბრუნება არ მჩვეოდა.
მეორე დღეს კარგად მოვირთე და ქალაქის მოწინააღმდეგე
მხარეს გავემართე. ჩავუარე სტრენდის ბირჟას. იმედი არ
მქონდა, იქ რამეს ვიშოვიდი. უეცრად დიდი გამოცოცხლება
შევნიშნე. მედუქნეები და ქალაქელები გამოსულიყვნენ, ყვე-
ლა ერთ მხარეს იცქირებოდა. გამოირკვა, რომ ბირჟის შენო-
ბაში რომელიღაც ჰერცოგის ცოლი შესულიყო და განეცხადე-
ბინა, დედოფალი მობრძანდებაო. დახლს ზურგით მივეყრდე-
ნი, ვითომ ხალხის გატარება მინდოდა, მაგრამ თვალს არ ვა-
შორებდი მაქმანის ნაჭერს, რომელსაც გამყიდველი ქალი
ჩემ გვერდით მდგომ მანდილოსნებს უჩვენებდა. მერე მედუქ-
ნემ და მისმა ნოქარმა გაიხედეს, უნდოდათ გაეგოთ, ვინ მო-
338 მკითხველთა ლიგა
დიოდა და რომელ დუქანში შემოიხედავდა. მე კი, თითქოს აქ
არაფერიაო, მაქმანის ნაჭერი ჯიბეში ჩავიტენე და გზას გავუ-
დექი. ასეთ ფასად დაუჯდა მედუქნე ქალს დედოფლის ნახვის
სურვილი.
დუქნიდან სწრაფად გამოვედი, ბრბოს შევერიე, ბირჟის
მეორე კარიდან გავძვერი და იმაზე ადრე მივეფარე თვალს,
ვიდრე დუქანში მაქმანის დაკარგვას შენიშნავდნენ. დევნის-
თვის თავი რომ ამერიდებინა, კარეტას დავუძახე და ჩავჯექი.
კარის მიხურვა ხეირიანად ვერც კი მოვასწარი, რომ დავინა-
ხე, ქუჩაში ნოქარი ქალი გარბოდა, უკან კიდევ ხუთი თუ ექვსი
ადამიანი მისდევდა და ღრიალებდა. მართალია, ისინი არ
ყვიროდნენ, დაიჭირეთ ქურდიო, რადგან არავინ გარბოდა,
მაგრამ ჩემამდე ნათლად მოაღწია სიტყვებმა - მაქმანი
მოიპარესო - და დავინახე, როგორ დაბორიალობდა გოგო,
ხელებს იმტვრევდა და აქეთ-იქით დაბნეულად იცქირებოდა.
ჩემი მეეტლე ის იყო, კოფოზე ჯდებოდა, ცხენები ადგილიდან
ჯერ არ დაძრულიყვნენ. საშინელი შიში განვიცადე, ავიღე
მაქმანი და მოვამზადე ფანჯრიდან გადასაგდებად, რომელიც
მეეტლის ზურგისკენ იღებოდა. მაგრამ წუთიც არ გასულა, კა-
რეტა დაიძრა. ამგვარად, იმ ადგილს მოვშორდი და თან წავი-
ღე ნადავლი, რომელიც დაახლოებით ოცი გირვანქა სტერ-
ლინგი ღირდა.
მეორე დღეს ხელახლა გამოვეწყვე უკვე სხვა კაბაში და ქა-
ლაქის იმავე მხარეს წავედი სასეირნოდ. სამწუხაროდ, ხელთ
ვერაფერი ვიგდე თვით სენტ-ჯეიმსის პარკამდე. პარკში ვნახე
საუცხოოდ მორთული მრავალი ქალი, რომლებიც მთავარ
ხეივანში სეირნობდნენ. მათ შორის შევნიშნე მოზარდი გო-
გონა, ასე, თორმეტ-ცამეტი წლისა, რომელიც ცხრა წლის
დასთან ერთად მიდი-მოდიოდა. უფროსს ლამაზი ოქროს
339 მკითხველთა ლიგა
საათი და მარგალიტის გულქანდა ეკეთა. დებს თან ახლდა
ლივრეიანი ლაქია. მაგრამ რამდენადაც მიღებული არ არის,
მთავარ ხეივანში ლაქიები ქალებს დაჰყვებოდნენ, ამიტომ
იგი ხეივნის დასაწყისში შეჩერდა და უფროსმა დამ უბრძანა,
ჩვენს დაბრუნებამდე ამ ადგილიდან ფეხი არ მოიცვალოო.
როცა ვნახე, ლაქიას იქ ტოვებდა, მივედი და ამ კაცს შევე-
კითხე: ვინ არის ეს პატარა ქალბატონი-მეთქი? შემდეგ მუ-
საიფი გავუბი: უმცროსი მშვენიერი გოგონაა, უფროსი კი ნამ-
დვილი მზეთუნახავი დადგება, მეტისმეტად ქალური და
თავაზიანია-მეთქი. გულუბრყვილო ლაქიამ მყისვე მიპასუხა:
ეს გახლავთ ესექსელი სერ თომას N-ის უფროსი ქალიშვილი,
დედამისი ქალაქში ჯერ არ ჩამოსულა, სტუმრად იმყოფება
სერ უილიამ N-ის მეუღლესთან საფოკ-სტრიტზეო. მანვე მი-
ამბო: ჩემ გარდა, პატარა ქალბატონებს ორი მოახლე, სერ
თომასის კარეტა და მეეტლე ემსახურებიანო. ეს ქალბატონი
კი მთელ მეურნეობას უძღვება როგორც აქ, ისე სახლშიო.
ერთ სიტყვით, ბევრი რამ დაფქვა, რითაც კარგად ვისარგებ-
ლე.
საუცხოოდ ვიყავი ჩაცმული, ჩემი ოქროს საათი ამ პატარა
ქალბატონისაზე ნაკლები არ იქნებოდა. ლაქიას მოვშორდი
და დავიცადე, სანამ ახალგაზრდა ლედი დაბრუნდებოდა და
ხელახლა გამოჩნდებოდა ხეივანში. მივუახლოვდი, მივესალ-
მე, „ლედი ბეტი“ ვუწოდე და შევეკითხე: გაქვთ თუ არა მამის-
გან რაიმე ცნობა, დედა როდის ჩამოდის ქალაქში და როგო-
რია მისი ჯანმრთელობა-მეთქი?
მთელ მათ ოჯახზე ისე შინაურულად ვლაპარაკობდი, რომ
ლედი ბეტიმ თავიანთ ახლო ნაცნობად მიმიღო. შევეკითხე:
რატომ არ წამოიყვანეთ სასეირნოდ მისის ჩაიმი (ასე ერქვა
მოახლეს), რომ ყური ეგდო მის ჯედისთვის-მეთქი (ესე იგი მი-
340 მკითხველთა ლიგა
სი დისათვის)? შემდეგ დიდხანს ვესაუბრებოდი დაზე, ვუთხა-
რი, რა კარგი გოგონაა, ამასთან, შევეკითხე, სწავლობდა თუ
არა ფრანგულს და ათასი ამგვარი წვრილმანი. ამასობაში
გვარდია გამოჩნდა. ხალხი იქით მიაწყდა, პარლამენტში მი-
მავალი მეფისთვის თვალი რომ შეევლო.
ყველა ქალი ხეივნის ნაპირისკენ გაიქცა. მილედის დავეხ-
მარე, მესერზე შემდგარიყო, უმცროსი კი ხელში ავიყვანე. ამ
ორომტრიალში შევეცადე, ლედი ბეტისთვის ისე ოსტატურად
მომეხსნა საათი, რომ არ შეუმჩნევია მაშინაც კი, როცა
ბრბომ უკან დაიხია და გოგო შუა ხეივანში დაბრუნდა.
პატარა ლედის სწორედ მაშინ გამოვემშვიდობე, როცა
ხალხის ტევა არ იყო და ისე მივაყარე რამდენიმე სიტყვა,
თითქოს ძალზე მეჩქარებოდა:
- ძვირფასო ლედი ბეტი, თვალყური გეჭიროთ თქვენს და-
ზე, - შემდეგ ხალხის ტალღამ თან წამიღო.
ასეთ შემთხვევაში აურზაური მალე სრულდება. მეფე
თვალს რომ მოეფარა, ხეივანიც სწრაფად დაცარიელდა. მაგ-
რამ როცა მეფემ გაიარა, საშინელი ჭყლეტა და ზედახორა
იყო. მშვიდად რომ ავაცალე საათი გოგონას, ბრბოში ღრმად
შევიჭერი, ვითომ უფრო ახლოდან მინდოდა მეფის ნახვა, ამ-
გვარად, ხეივნის ბოლოში გამიტანეს. მეფე ცხენოსანი გვარ-
დიის ყაზარმებისკენ გაემართა, მე კი შუკაზე შევუხვიე, რომე-
ლიც მაშინ ჰეიმარკეტზე გადიოდა. იქ კარეტა დავიქირავე და
მივიმალე. უნდა გამოგიტყდეთ, რომ აქამდე სიტყვა ვერ შე-
ვასრულე და ლედი ბეტისთან სტუმრად ვერ მივედი...
გოგოს საათი რომ ავაცალე, თავში მზაკვრული აზრი მო-
მივიდა: ლედი ბეტისთან დავრჩენილიყავი, სანამ საათის და-
კარგვას შეამჩნევდა, შემდეგ კი მასთან ერთად ყვირილი ამე-
ტეხა, ჩემთან კარეტაში ჩამესვა და წამეყვანა. როგორც ჩან-
341 მკითხველთა ლიგა
და, გოგო ისე იყო ჩემით მოხიბლული, ისე გაბრიყვებული ჩე-
მი ლაღი საუბრით მის ახლობლებზე, რომ მგონია, საქმის
გაგრძელება ადვილად შეიძლებოდა და, სხვა თუ არაფერი,
მარგალიტის გულქანდის მოხსნა მაინც მოხერხდებოდა. მაგ-
რამ ვიფიქრე, ამით მოსალოდნელია დაეჭვებულიყო თვითონ
გოგონა თუ არა, გარშემო მყოფნი მაინც, და თუ გამჩხრეკ-
დნენ, კარგი დღე არ დამადგებოდა, ამიტომაც ცდუნება დავ-
ძლიე და გადავწყვიტე, იმით დავკმაყოფილებულიყავი, რაც
დავითრიე.
შემდგომში შემთხვევით გავიგე: ლედი ბეტის როგორც კი
საათის დაკარგვა შეემჩნია, პარკში მყისვე საშინელი ყვირი-
ლი ატეხა, თანაც ლაქია გაეგზავნა ჩემს მოსაძებნად. როცა
მან დაწვრილებით აუწერა ჩემი გარეგნობა, ლაქიამ მაშინვე
გაიხსენა ის ქალი, რომელიც ასე დიდხანს ელაპარაკებოდა
და დაწვრილებით ეკითხებოდა მისი პატარა ქალბატონის ამ-
ბავს. მაგრამ მე თავს ვუშველე იმაზე ადრე, ვიდრე გოგო ლა-
ქიას დაუძახებდა და თავის უბედურებას შესჩივლებდა.
ამის შემდეგ მქონდა სხვა შემთხვევა, რომელიც არაფრით
ჰგავდა ყველა იმას, რაც მანამდე გადამხდენია. ეს ამბავი
კოვენტ-გარდენის მახლობლად სამორინეში მოხდა.
ამ დაწესებულებაში ბევრი ნარევი ხალხი შემოდიოდა და
გადიოდა. საკმაოდ დიდხანს ვიდექი ტალანში ერთ ქალთან.
მერე კიბეზე ამავალი ვიღაც ბატონი შევნიშნე და შევეკითხე:
- მითხარი, გეთაყვა, აქ ქალებს უშვებენ?
- დიახ, ქალბატონო, - მიპასუხა, - თუ ინებებთ, თამაშიც შე-
გიძლიათ.
- მინდა, ბედი ვცადო.
მთხოვა, გავყოლოდი. მეც უკან ავედევნე. კართან რომ მი-
ვედი, დარბაზში შეიხედა და მომმართა:
342 მკითხველთა ლიგა
- იქ თამაში მიმდინარეობს. თუ გნებავთ, სცადეთ.
მეც შევიჭყიტე და ხმამაღლა ვუთხარი ჩემს თანამგზავრ
ქალს:
- ოჰ, აქ მარტო მამაკაცები ყოფილან! არ ვითამაშებ.
მაშინ რომელიღაც ყომარბაზმა დაიყვირა:
- ნურაფრის გეშინიათ, ქალბატონო, აქ ყველა ადამიანი
პატიოსანია. მობრძანდით, გეთაყვა, ჩამოდით იმდენს, რამ-
დენსაც გაიმეტებთ.
ახლოს მივედი და თამაშს ცქერა დავუწყე. ვიღაცამ სკამი
მომაწოდა, დავჯექი და თვალი გავაყოლე, როგორი სისწრა-
ფით უვლიდა წრეს კამათლებიანი ჭიქა. მერე თანამგზავრ
ქალს ვუთხარი:
- ჯენლტმენები ისეთ დიდ თანხას ათამაშებენ, ჩვენი ჯიბე
ვერ გაუძლებს. წავიდეთ აქედან.
ყველა მოთამაშე ძალზე თავაზიანი აღმოჩნდა, ერთმა კი
ჩემი გამხნევების მიზნით მომმართა:
- ქალბატონო, თუ გნებავთ, ბედი სცადოთ, შეგიძლიათ
მენდოთ, გარწმუნებთ, აქ არავინ მოგატყუებთ.
- იმედი მაქვს, ბატონო, ჯენტლმენები ქალს არ მოატ-
ყუებენ, - ღიმილით მივუგე, მაგრამ წინადადება მაინც უარ-
ვყავი, თუმცა ქისა ამოვიღე, რათა უფულო არ ვგონებოდი.
რამდენიმე ხნის შემდეგ მეორე ჯენტლმენმა ხუმრობით
მითხრა:
- ვხედავ, ქალბატონო, ვერ ბედავთ. თუ თვითონ გეშინი-
ათ, ჩემ მაგივრად ჩადით. ქალებთან ყოველთვის ბედი მწყა-
ლობს.
- ბატონო, - ვუპასუხე, - ჩემთვის ერთობ უსიამოვნო იქნე-
ბა, თქვენი ფული წავაგო. კაცმა რომ თქვას, ბედი მეც მუდამ
მწყალობს, - დავუმატე, - მაგრამ ჯენტლმენები ფრიად დიდ
343 მკითხველთა ლიგა
თანხაზე თამაშობენ და ასეთი გაბედულება ძნელია გამოვი-
ჩინო.
- რაკი ეგრეა, აი, ათი გინეა, ჩემ მაგივრად.
ფული ავიღე და გავათამაშე. კაცი მხოლოდ თვალს ადევ-
ნებდა. მისი ფულიდან თითო და ორ-ორ გინეას ჩავდიოდი,
ბოლოს ათივე წავაგე და როცა კამათლებიანი ჭიქა ჩემს მე-
ზობელთან გადავიდა, ჯენტლმენმა კიდევ ათი გინეა მომცა,
თანაც მირჩია, ერთ ხელზე ხუთი ჩავსულიყავი. მეზობელმა
კამათლები აყარა და ხუთი გინეა მოვიგე. ამან წაახალისა ის
ჯენტლმენი, მთხოვა, ახლა თქვენ აყარეთო, რაც ძალზე გაბე-
დული ნაბიჯი იყო. მაგრამ მაინც ავიღე ჭიქა და მანამდე ვყა-
რე, სანამ წაგებული დავიბრუნე და მთელი ბღუჯა გინეა მოვი-
გე, რომელიც კალთაში ჩავიყარე. ყველაზე უკეთესი მაინც ეს
გახლდათ: როცა კამათლები ავყარე, ჩემ მოპირდაპირე მხა-
რეს ცოტა იდო, ისე, რომ ადვილად გადავრჩი.
ამის შემდეგ მივმართე ჯენტლმენს, ვის მაგივრადაც ვთა-
მაშობდი, აეღო მთელი ეს ოქრო, რადგან თავნიცა და მოგე-
ბაც მას ეკუთნოდა, ამასთან დავუმატე, ახლა თქვენ ითამა-
შეთ, რადგან მე თამაშში ცუდად ვერკვევი-მეთქი. გაიცინა და
მითხრა, ბედი მწყალობდეს, თორემ ვერკვევი თუ არა თამაშ-
ში, ამას მნიშვნელობა არა აქვსო. თავნი ჯიბეში ჩაიდო, და-
ნარჩენი ფულით კი თამაშის გაგრძელება მთხოვა. ამ კაცის-
თვის მინდოდა მეჩვენებინა, რამდენი მქონდა მოგებული.
- არა, დათვლა საჭირო არ არის, - მომმართა. - თქვენს პა-
ტიოსნებაში ეჭვი არ მეპარება, მოგებას დათვლა არ უყვარს.
დავუჯერე და თამაში გავაგრძელე. თუმცა თავი ისე მეჭი-
რა, თითქოს არაფერი მესმოდა, მაგრამ ამ საქმეში კარგად
ვერკვეოდი და ფრთხილადაც ვთამაშობდი; მოგებული ფუ-
ლის დიდი ნაწილი კალთაში მედო, საიდანაც წამდაუწუმ თი-
344 მკითხველთა ლიგა
თო ოქრო ჯიბეში გადამქონდა - რა თქმა უნდა, ისე, რომ ფუ-
ლის მომცემ ჯენტლმენს არ შეემჩნია.
მის მაგივრად საკმაოდ დიდხანს ვთამაშობდი და კარგა-
დაც მომდიოდა. როცა უკანასკნელ ჯერზე კამათლის აყრის
ჩემმა რიგმა მოაღწია, მოწინააღმდეგეები მეტისმეტად დიდ
თანხას ჩავიდნენ, გავბედე და მთელი ბანქო მოვითხოვე, ისე,
რომ დაახლოებით ოთხმოცი გინეა მოვხვეტე, თუმცა სულ
უკანასკნელ ხელზე თითქმის ნახევარი დავკარგე. ამის შემ-
დეგ წამოვდექი, მეშინოდა, დანარჩენიც არ წამეგო, და იმ
ჯენტლმენს მივმართე:
- ახლა, ბატონო ჩემო, გთხოვთ, აიღოთ თქვენი ფული და
თვითონვე განაგრძოთ. მგონია, თქვენ მაგივრად ცუდად არ
ვითამაშე.
უნდოდა, ფულს კიდევ ჩავსულიყავი, მაგრამ უკვე გვიან
იყო, ამიტომაც ვთხოვე, გავეშვი. ფულს რომ ვაბარებდი, ვუთ-
ხარი: იმედი მაქვს, დათვლის უფლებას ახლა მაინც მომცემთ,
რათა ვიცოდეთ, რამდენი მოიგეთ და რა წარმატებას
მივაღწიე-მეთქი. სამოცდაათი გინეა აღმოჩნდა.
- ეს უკანასკნელი ხელი რომ არა, - ვუთხარი, - ას გინეას
მოგაგებინებდით, - და მთელი ფული ჩავაბარე. აღება არ უნ-
დოდა, მოგების ნაწილი თქვენთვის დაიტოვეთო. მტკიცე
უარი განვუცხადე. არაფერს ავიღებ, თუ გსურთ, თვითონვე
განსაზღვრეთ-მეთქი.
დანარჩენმა მოთამაშეებმა ჩვენს დავას ყური რომ მოჰ-
კრეს, დაუყვირეს, მთელი ფული მაგას მიეციო, მაგრამ მე წინ
აღვუდექი. მაშინ ყომარბაზთაგან ვიღაცამ თქვა:
- ნუ ძუნწობ, ჯეკ, მოგება გაუნაწილე! განა არ იცი, ქალებს
ყოველთვის უნდა გაუყო?

345 მკითხველთა ლიგა


ბოლოს და ბოლოს, ჯეკი ასეც მოიქცა. თან წავიღე ოც-
დაათი გინეა, თუ არ ჩავთვლი იმ ორმოცდასამს, რომელსაც
ნელ-ნელა ვიჯიბავდი. ამაზე დანანებით ვლაპარაკობ, რად-
გან ხსენებული ჯენტლმენი ძალზე გულუხვი აღმოჩნდა.
ამგვარად, შინ მოვიტანე სამოცდაცამეტი გინეა, ჩემს მო-
ხუც დედამძუძეს წინ დავუყარე, რათა მეჩვენებინა, თამაშში
როგორ გამიღიმა ბედმა. მაგრამ დედაკაცმა მირჩია, ასეთი
ნაბიჯი აღარ გადამედგა. დაუჯერე და სამორინეში მეტად
აღარ წავსულვარ. მოხუცზე ნაკლებად არც მე ვიცოდი: თამა-
შის საღერღელი თუ ამეშლებოდა, არა მარტო ამ მოგებას,
არამედ მთელ ჩემს ფულსაც გავანიავებდი.
ბედი მუდამ მწყალობდა. ისე გავმდიდრდი, ჩემთან ერთად
კი დედამძუძეც, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდით იყო,
რომ მოხუცი სერიოზულად დაფიქრდა: ხომ არ არის დრო,
ჩვენს ხელობას თავი დავანებოთ და იმით დავკმაყოფილ-
დეთ, რაც უკვე დავაგროვეთო? მაგრამ შემოჩენილი ეშმაკი
განა მოსვენებას მომცემდა? ახლა ისევ ვეწინააღმდეგებოდი
დედამძუძეს, როგორც თვითონ ის, როცა მე იგივე შევთავაზე.
ამრიგად, გადავწყვიტეთ, ამ კეთილ განზრახვის შესრულება
გადაგვედო. ერთი სიტყვით, ძალზე შემიყვარდა ჩემი ხელობა
და საოცრად გავკადნიერდი, ამასთან, წარმატებამ ჩემი სახე-
ლი ისეთი დიდებით შემოსა, რაც მანამდე არც ერთ ქურდ
ქალს არ ღირსებია.
ზოგჯერ თავს უფლებას ვაძლევდი, ერთი და იგივე ფანდი
გამომეყენებინა, რაც ჩვენთან მიღებული არ არის, მაგრამ
მარცხი მაინც არ განმიცდია. მეტწილად კი რაღაც ახალს ვი-
გონებდი და ვცდილობდი, ქუჩაში ყოველთვის განსხვავებუ-
ლად ჩაცმული გამოვჩენილიყავი.

346 მკითხველთა ლიგა


შემოდგომა დადგა. დედაკაცების საგრძნობი ნაწილი ქა-
ლაქიდან გავიდა. ისეთი ადგილები, როგორიც არის ტანბრი-
ჯი და ეპსომი, ხალხით გადაივსო. სამაგიეროდ, ლონდონი
დაცარიელდა, და მგონი, ჩვენი საქმიანობა ამით ცოტა დაზა-
რალდა კიდეც. ამიტომაც წელიწადის დამლევს დავუკავშირ-
დი ქურდების ერთ ჯგუფს, რომელიც ყოველწლიურად სტორ-
ბრიჯის ბაზრობაზე მიდიოდა, იქიდან კი - საფოკში, ბერის ეს-
ტუმრებოდა ხოლმე. მოველოდით დიდ გამორჩენას, მაგრამ
სინამდვილეში მთლად ასე არ იყო საქმე, იმედი გამიცრუვდა.
ჯიბგირების სამუშაოს გარდა, ყურადღებას იქ არაფერი იპ-
ყრობდა. ხელში რამეც რომ მოგვეგდო, ნადავლის თან წაღე-
ბა არც ისე ადვილი იქნებოდა. მოკლედ, იქ მუშაობის ისეთი
ასპარეზი არ იყო, როგორიც ლონდონში. მთელი ამ მოგ-
ზაურობის განმავლობაში ავაცოცე მხოლოდ ერთი ოქროს
საათი ბერის ბაზრობაზე და ერთი შეკვრა უხეში ტილო კემ-
ბრიჯში, ამან კი მაიძულა, ქალაქი დამეტოვებინა. გამოვიყენე
გაცვეთილი ხერხი, რომელიც ლონდონში არ გამოდგება,
მაგრამ პროვინციელი მედუქნეები ასეთ ანკესზე ჯერ კიდევ
ეგებიან.
ქალაქ კემბრიჯში ერთი ვაჭრის დუქანში ვიყიდე შვიდიოდე
გირვანქა სტერლინგის ღირებულების თხელი ჰოლანდიური
ტილო და სხვა ქსოვილები, თანაც დავავალე, საქონელი გა-
მოეგზავნათ იმ სასტუმროში, სადაც დილით გავჩერდი. ამას-
თან დავძინე, იქვე ღამესაც გავათევ-მეთქი.
ვთხოვე, ნაყიდი ქსოვილები ამა და ამ საათისთვის მოეტა-
ნათ, ფულსაც ადგილზე გადაგიხდით-მეთქი. დანიშნულ
დროს ვაჭარმა საქონელი გამოგზავნა, მე კი კართან ამხანაგი
ქალი დავაყენე, და როცა მსახურმა ახალგაზრდა ნოქარი მო-
იყვანა, ჩემმა დარაჯმა უთხრა: ქალბატონს სძინავს, თუ საქო-
347 მკითხველთა ლიგა
ნელს დატოვებთ, ფულისთვის შეგიძლიათ, ერთი საათის შემ-
დეგ გამოიაროთ, ფეხზე იქნება და გაგისწორდებათო. ნოქარ-
მა ქსოვილები უყოყმანოდ დატოვა და წავიდა, ნახევარი
საათის შემდეგ კი მე და ჩემი მსახური სასტუმროდან გავიპა-
რეთ, იმავე საღამოს ცხენი ვიქირავე და ნიუმარკეტში გავემ-
გზავრე, საიდანაც საფოსტო კარეტით სენტ-ედმონდს-ბერის
მივაშურე. იქ მხოლოდ ცოტა რამის შოვნა შევძელი. პატარა
პროვინციულ თეატრში ოქროს საათი მოვპარე ერთ ძალზე
მხიარულ ქალს, რომელიც, სხვა სიკეთესთან ერთად, ცოტა
შეზარხოშებულიც გახლდათ, ასე რომ, საათის მოხსნა ოდნა-
ვაც არ გამჭირვებია.
ამ მცირე ნადავლით იპსვიჩს გავემგზავრე, იქიდან ჰარ-
ვიჩში ამოვყავი თავი და სასტუმროში გავჩერდი, ვითომ ის-ის
იყო, ჰოლანდიიდან ვიყავი ჩამოსული. ეჭვი არ მეპარებოდა,
რომ იქ რამეს დავტყუებდი უცხოელებს, რომლებიც ქალაქში
ხშირად ჩამოდიოდნენ. სამწუხაროდ, გამოვარკვიე, რომ მათ
მეტწილად არ ჰქონდათ ძვირფასი ნივთები, იმის გამოკლე-
ბით, რაც ჩემოდნებსა და ჰოლანდიურ კალათებში ედოთ და
რასაც ლაქიები იცავდნენ. მიუხედავად ამისა, ერთ საღამოს
მოვახერხე ასეთი ჩემოდნის დათრევა იმ ოთახიდან, სადაც
ჰოლანდიელი გაჩერდა. ვისარგებლე წუთით, როცა ლაქიას
საწოლზე ღრმად ეძინა, თან ეტყობოდა, ძალზე მთვრალიც
იყო.
ოთახი, რომელშიც ბინა დავიდე, ჰოლანდიელის ნომრის
გვერდით მდებარეობდა. მძიმე საგანი დიდი გაჭირვებით ჩემ-
თან გადავათრიე და ქუჩაში გავედი, რათა მენახა, იყო თუ
არა ჩემოდნის წაღების რაიმე შესაძლებლობა. დიდხანს ვხე-
ტიალობდი, მაგრამ ვერავითარი ხერხი ვერ ვიპოვე ჩემოდ-
ნის ან მასში მოთავსებული ნივთების წასაღებად. ჰარვიჩი პა-
348 მკითხველთა ლიგა
ტარა ქალაქია და იქ სრულიად უცხო გახლდით. ამიტომაც
გადავწყვიტე, სასტუმროში დავბრუნებულიყავი, ჩემოდანი
უკანვე გადამეტანა და დამეტოვებინა იქ, საიდანაც ავიღე,
მაგრამ სწორედ იმ წუთში ლაპარაკი შემომესმა. ვიღაც მამა-
კაცი აჩქარებდა ხალხის ჯგუფს, თანაც ყვიროდა, ზღვის მოქ-
ცევამ იკლო და ნავი სულ მალე გავაო. მყისვე შევეკითხე:
- რა ნავზე ლაპარაკობთ, მეგობარო?
- იპსვიჩის კარჭაპზე, ქალბატონო, - მიპასუხა.
- როდის გადის?
- ამ წუთში გავა, - მომიგო, - იპსვიჩში გნებავთ წასვლა?
- დიახ, - ვუთხარი, - თუკი მომიცდით, სანამ ბარგს გამოვი-
ტან.
- სად გაქვთ ბარგი?
- ამა და ამ სასტუმროში.
- კეთილი, თქვენთან ერთად წამოვალ, ქალბატონო, - თა-
ვაზიანად მომმართა, - ბარგს წამოგიღებთ.
- წავიდეთ, - დავთანხმდი.
სასტუმროში დიდი ალიაქოთი იდგა: ის-ის იყო მომდგარი-
ყო სამგზავრო-საფოსტო ხომალდი ჰოლანდიიდან, გარდა
ამისა, მოსულიყო ორი კარეტა ლონდონიდან, რომლებსაც
მგზავრები მოეყვანათ ჰოლანდიაში მიმავალი მეორე
სამგზავრო-საფოსტო ხომალდისთვის. ეს კარეტები მეორე
დღეს უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან, ნავმისადგომში ახლა-
ხან გადმოსული მგზავრებითურთ. ამ აურზაურში მივედი სას-
ტუმროს დიასახლისთან და ვუთხარი, კარჭაპით ლონდონს
მივემგზავრები-მეთქი.
იქაური კარჭაპები მოზრდილი ხომალდებია, რომლებსაც
მგზავრები ჰარვიჩიდან ლონდონში გადაჰყავთ. თუმცა თემზა-
ზე ასე ეძახიან ერთ ან ორნიჩბიან ნავებს, მაგრამ ჰარვიჩის
349 მკითხველთა ლიგა
კარჭაპებს შეუძლია გადაიყვანონ ოცი მგზავრი და გადაიტა-
ნონ ათი ან თხუთმეტი ტონა ტვირთი, ამავე დროს, ასეთი
კარჭაპი სავსებით გამოსადეგია საზღვაო რეისებისთვის. ეს
ყოველივე წინადღეს გავიგე, როცა ხალხს ვეკითხებოდი, რო-
გორ შეიძლება, აქედან ლონდონში ჩასვლა-მეთქი?
სასტუმროს დიასახლისი ერთობ თავაზიანად მექცეოდა.
ანგარიში გავუსწორე, მაგრამ ამ ალიაქოთში მაშინვე სადღაც
დაუძახეს, ამიტომაც მივატოვე იგი, ახალგაზრდა კაცი ჩემს
ოთახი ავიყვანე, ხელში ჩემოდანი მივეცი ან, უფრო სწორად,
ზანდუკი, - ზანდუკს ძალზე წააგავდა, - ძველი წინსაფრით შე-
ვინიღბე, და პირდაპირ მისი ნავისკენ გავემართე ისე, რომ
ჩემთვის ერთი შეკითხვაც არავის დაუსვამს. რაც შეეხება
მთვრალ ჰოლანდიელ ლაქიას, - ამ ბეყეირათს ჯერ კიდევ
ეძინა, მისი ბატონი კი ქვევით სხვა უცხოელებთან ერთად
მხიარულად ვახშმობდა. მშვიდად გავემგზავრე ჩემოდნი-
თურთ იპსვიჩში და რადგან ეს ამბავი საღამოს მოხდა, სას-
ტუმროში ყველას ეგონა, ლონდონში მივდიოდი, როგორც ეს
დიასახლისს მოვახსენე.
იპსვიჩში სამწუხარო შეხვედრა მომიხდა საბაჟოს მოხელე-
ებთან, რომლებმაც ჩემი ზანდუკი დააკავეს გახსნისა და დათ-
ვალიერების მიზნით. მებაჟეებს ვუთხარი, ზანდუკის გასაღები
ქმარს აქვს, რომელიც ჰარვიჩში დარჩა-მეთქი. ეს გამოვიგო-
ნე იმ შემთხვევისთვის, რომ მოხელეებს არ გაჰკვირვებო-
დათ, თუ გასინჯვის დროს მხოლოდ მამაკაცის ნივთებს იპო-
ვიდნენ. რადგან მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, ზანდუკი გაეხ-
სნათ, დავთანხმდი, გაეტეხათ, ესე იგი, ბოქლომი მოეგლი-
ჯათ, რაც სულ ადვილად გააკეთეს.
მებაჟეებმა შიგ ვერანაირი კონტრაბანდა ვერ იპოვეს,
რადგან ზანდუკი წინათ უკვე იყო გასინჯული. სამაგიეროდ,
350 მკითხველთა ლიგა
მასში ზოგი ისეთი რამ აღმოჩნდა, რამაც ძალზე გამახარა. მა-
გალითად, მთელი ბღუჯა ფული - ფრანგული პისტოლები და
რამდენიმე ჰოლანდიური დუკატი ანუ რიქსდალერი. გარდა
ამისა, ზანდუკში იდო ორი პარიკი, ნახმარი საცვალი, სამარ-
თებელი, საპონი, სურნელი და მამაკაცისთვის აუცილებელი
სხვა ნივთები, რომლებიც ჩემი ქმრის კუთვნილებად გავასა-
ღე და ამგვარად მებაჟეები თავიდან მოვიშორე.
ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო, არც კი გათენებულიყო.
ხეირიანად არ ვიცოდი, რა მეღონა. ეჭვი არ მეპარებოდა, დი-
ლით მდევარს გამომიყენებდნენ და შავი დღეც დამადგებო-
და, თუ ამ ნივთებიანად დამიჭერდნენ. ამიტომაც საჭირო ზო-
მები მივიღე - სიფრთხილეს თავი არ სტკივა-მეთქი, ყველას
დასანახავად ზანდუკიანად წავედი სასტუმროში, ამოვიღე,
რაც ყველზე ძვირფასი იყო, დანარჩენი ხარახურა კი გადავ-
წყვიტე გადამეყარა. ბოლოს მაინც დიასახლისს მივანდე,
ვთხოვე, ზანდუკი ჩემს დაბრუნებამდე შეენახა, თვითონ კი ქუ-
ჩაში გავედი.
სასტუმროს კარგა მანძილზე რომ გავშორდი, შევხვდი მო-
ხუც დედაკაცს, რომელიც თავისი სახლის კარს აღებდა. და-
ვუწყე ლაპარაკი, დავუსვი მრავალი შეკითხვა, რასაც ჩემს
მიზნებსა და განზრახვასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.
ამით მოვახერხე, შემესწავლა ქალაქის განლაგება. გავიგე,
რომ ეს ქუჩა ჰედლის მიმართულებით მიდიოდა, მეორე - მდი-
ნარისკენ, მესამე - ცენტრისკენ, სხვა კი კოლჩესტერისკენ და,
მაშასადამე, ლონდონის გზას უერთდებოდა.
მოხუცს მალე დავემშვიდობე - მისგან მხოლოდ ლონდო-
ნისკენ მიმავალი გზის გაგება მსურდა, და იმ მიმართულებით
წავედი. განზრახვა არ მქონდა, ლონდონამდე ან კოლჩეს-

351 მკითხველთა ლიგა


ტრამდე ფეხით მევლო, მინდოდა, მხოლოდ მშვიდად გავშო-
რებოდი იპსვიჩს.
ორი თუ სამი მილი რომ გავიარე, მოხუც გლეხს შევხვდი,
რომელიც მეურნეობაში მუშაობდა. ჯერ ისეთი კითხვები მივა-
ყარე, რასაც საქმესთან კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ ბოლოს
ვუთხარი: ლონდონში ფეხით მივდივარ, საფოსტო კარეტა გა-
ჭედილი იყო და ადგილი არ შემხვდა-მეთქი. შემდეგ შევეკით-
ხე, სად შემიძლია, ცხენი და გამყოლი ვიქირაო კოლჩესტერ-
ში წასასვლელად, იქ კი ალბათ კარეტაში ადგილს ვიშოვი--
მეთქი. კაცმა შემომხედა, კეფა მოიფხანა და მითხრა:
- ამბობთ, ცხენი გნებავთ, კოლჩესტერში ორი კაცის წასაყ-
ვანად? რატომაც არა, ქალბატონო? ცხენი ბევრია, ფულის სა-
კითხი არ არის?!
- ამას რა ლაპარაკი უნდა, ჩემო კარგო? - მივუგე. - მუქთად
მგზავრობას არ ვფიქრობ.
- რამდენს მომცემთ?
- მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა ფასად აქირავებთ ცხე-
ნებს, აქაური არ გახლავართ. მაგრამ თუ ცხენის შოვნა შეგიძ-
ლიათ, რაც შეიძლება იაფად დამისვით, შრომას არ დაგიკარ-
გავთ.
- სასიამოვნოა ასეთი პატიოსანი წინადადების მოსმენა, -
წარმოთქვა გლეხმა.
„ჩემი წინადადება არც ისე პატიოსნად მოგეჩვენება, - გა-
ვიფიქრე, - ყველაფერი რომ იცოდე“.
- თვითონ მყავს ცხენი, ქალბატონო, რომელიც ორ კაცს
წაიყვანს, - განაგრძო გლეხმა, - შემიძლია, გამყოლობაც ვი-
კისრო, თუ, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო არაფერი გექნე-
ბათ.

352 მკითხველთა ლიგა


- აი, ეს მესმის! - ვუთხარი. - მჯერა, რომ პატიოსანი კაცი
ხართ. მოხარული ვიქნები, თუ დამთანხმდებით, პირიანად
გადაგიხდით.
- ზედმეტს არ გამოგართმევთ, ქალბატონო, - მითხრა
გლეხმა. - კოლჩესტერში ხუთ შილინგად ჩაგიყვანთ. ცოტა
შრომა როდი უნდა, შუაღამისას ძლივს დავბრუნდები უკან.
სიტყვა რომ არ გავაგრძელო, ეს გლეხი ცხენითურთ დავი-
ქირავე. მაგრამ როცა უახლოეს ქალაქში მივედით (სახელი
არ მახსოვს, მდინარეზე გაშენებული), თავი მოვიავადმყოფე
და გამოვუცხადე: მგზავრობის გაგრძელება აღარ შემიძლია,
მაგრამ ჩემთან დარჩენას თუ ისურვებთ, - ამ ადგილებში არა-
ვის ვიცნობ, - დროის დაკარგვის, შრომისა და ცხენის საფა-
სურს სიამოვნებით გადაგიხდით-მეთქი.
ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ჰოლანდიელები და მათი მსა-
ხურნი გაემგზავრებოდნენ ამ დღეს ან საფოსტო კარეტით, ან
ცხენებით, და იმ გალეშილ ლაქიას ან სხვებს, რომლებმაც
ჰარვიჩში მნახეს, შეიძლებოდა ამოვეცნე. „აქ რომ ერთ დღეს
დავიცადო, - გავიფიქრე, - ისინი უთუოდ ამცდებიან“.
იმ ქალაქში მთელ ღამეს გავჩერდით. მეორე დილით კი
საკმაოდ გვიან ავდექი და კოლჩესტერამდე ასე, ათ საათზე
ჩავაღწიეთ. ჩემთვის სასიამოვნო იყო, კვლავ მეხილა ქალა-
ქი, სადაც ამდენი სასიხარულო დღე გავატარე. გამოვიკითხე
ძველი მეგობრების ამბავი, მაგრამ ბევრი ვერაფერი გავიგე:
ზოგი უკვე საფლავში ჩასულიყო, ნაწილი ამ ადგილებიდან
სხვაგან გადაბარგებულიყო. ქალიშვილები გათხოვილიყ-
ვნენ, ზოგი ლონდონში გადაბარგებულიყო. ჩემი კეთილის-
მყოფელი მოხუცი ბატონი და მისი ცოლი დახოცილიყვნენ.
მაგრამ ყველაზე მეტად იმან დამამწუხრა, რომ გარდაცვლი-
ლიყო ჩემი პირველი სიყვარული, რომელიც შემდგომში მაზ-
353 მკითხველთა ლიგა
ლი გამიხდა. მას დარჩენოდა ორი ვაჟი, ახლა უკვე მოზ-
რდილნი, მაგრამ ისინიც საცხოვრებლად ლონდონში გადა-
სულიყვნენ.
ჩემი მოხუცი გავუშვი და კოლჩესტერში ჩავედი. იქ ფარუ-
ლად სამ თუ ოთხ დღეს დავყავი, შემდეგ კი ფორნით გავემ-
გზავრე, რადგან ჰარვიჩის კარეტაში ჩაჯდომის მეშინოდა.
კაცმა რომ თქვას, ასეთი სიფრთხილე ზედმეტი იყო, რადგან
ჰარვიჩის მცხოვრებთაგან საქმე მხოლოდ სასტუმროს
დიასახლისთან მქონდა, და ეს ქალიც ძნელად თუ მიცნობდა:
სახლში იმ დროს დიდი ალიაქოთი იყო, თანაც მხოლოდ ერ-
თხელ მნახა, ისიც - სანთლის შუქზე.
ლონდონში დავბრუნდი და თუმცა უკანასკნელი შემთხვე-
ვის წყალობით დიდი ხეირი ვნახე, მაგრამ პროვინციაში ხე-
ლახლა გამგზავრების სურვილი მაინც არ გამჩენია. ჩემს
პირველ ხელობას სიცოცხლის ბოლომდე კიდეც რომ გავყო-
ლოდი, ლონდონიდან გასვლას, სულერთია, აღარ ვიკისრებ-
დი. ჩემი უკანასკნელი შემთხვევები დედამძუძეს ვუამბე. ფრი-
ად მოეწონა ჰარვიჩიდან ჩემი მოგზაურობა. ამ საგანზე საუბ-
რისას შენიშნა: ქურდი თავის მსხვერპლთა შეცდომებით
ცხოვრობს - თუ ფხიზლად და ოსტატურად მოქმედებს, ყო-
ველთვის იპოვის ხელსაყრელ შემთხვევას გამორჩენისთვის;
ამიტომაც ისე დახელოვნებული თავის საქმეში, როგორიც შე-
ნა ხარ, უმუშევარი არსად დარჩება - ლონდონში იქნება თუ
პროვინციაშიო.
მეორე მხრივ, ჩემი მოთხრობის თითოეულმა ეპიზოდმა,
თუ მას სათანადოდ მიუდგებიან, შეიძლება, სარგებლობა
მოუტანოს პატიოსან ადამიანებს. ამგვარი მოულოდნელობა
თავიდან რომ აიშორონ, უცნობ პირებთან ფრთხილად ყოფ-
ნას შეეჩვევიან, რადგან ისინი თითქმის ყოველთვის რაიმე
354 მკითხველთა ლიგა
მახეს უგებენ. ჩემი მოთხრობიდან ჭკუის სასწავლებელ დარი-
გებათა ამოკრება მკითხველისთვის მიმინდვია, რადგან მქა-
დაგებლად, არა მგონია, გამოვდგე, დაე, ზნედაცემული ქა-
ლის ცხოვრების გამოცდილება გაფრთხილება იყოს მისთვის.
ბოლოს დადგა დრო, როცა ჩემი ცხოვრების ახალ ზღუდეს
მივადექი. ჩემს ხელობასთან განუყრელი სიყვარულით და-
კავშირებული მრავალწლიანი მუშაობისა და გაუგონარი წარ-
მატების გამო, არავითარი სურვილი არ მქონია, თავი დამე-
ნებებინა მისთვის, თუმცა, სხვა დამნაშავეთა მაგალითზე თუ
ვიმსჯელებდი, ასეთი ცხოვრება არ შეიძლებოდა, სავალალო
შედეგით არ დასრულებულიყო.
დანაშაულთა ჩამოთვლის სისრულისთვის ამ შემთხვევა-
საც გიამბობთ. შობა ღამეს ქუჩაში გავედი, იქნებ რამე ხელთ
ვიგდო-მეთქი. ფოსტერ-ლეინზე ოქრომჭედლის სახელოსნოს
რომ ჩავუარე, შევნიშნე, შიგ არავინ იყო, ხოლო ფანჯარასა
და ოსტატის სელზე ბევრი ჭურჭელი და სხვა ვერცხლეული
ეწყო.
გაბედულად შევაღე კარი და ის იყო, ვერცხლის თეფში უნ-
და ამეცოცებინა, - მშვიდად შემეძლო ამეღო და გამექცუნები-
ნა, დუქანში ვერცხლი ყველგან ეყარა, - რომ უეცრად მოპირ-
დაპირე სახლიდან ვიღაც მეტიჩარა ყმაწვილმა, რომელმაც
დაინახა, უპატიოსნოდ დატოვებულ დუქანში შევედი, ქუჩაზე
გადმოირბინა, არც კი უკითხავს, ვინ ვიყავი, ხელი მტაცა და
პატრონებს დაუძახა.
ჯერ კიდევ თითი არაფრისთვის დამეკარებინა. როცა შევ-
ნიშნე, ჩემკენ გამორბოდნენ, არ დავბნეულვარ, ფეხით
იატაკზე რაც ძალი და ღონე მქონდა დავაბრახუნე და ოსტატს
დავუძახე. სწორედ ამ დროს შემოვიდა ეს ყმაწვილი.

355 მკითხველთა ლიგა


რთულ მდგომარეობაში ჩავარდნისას არასოდეს მქონია
შემთხვევა, დავბნეულიყავი. ამიტომაც, ყმაწვილმა ხელი რომ
ჩამავლო, ამაყად ვუთხარი, შემოვედი ექვსი ცალი ვერცხლის
კოვზის საყიდლად-მეთქი. ჩემდა საბედნიეროდ, ეს ოქრომჭე-
დელი არა მარტო ამზადებდა ჭურჭელს სხვა დუქნებისთვის,
არამედ თვითონაც ყიდდა. ყმაწვილმა გადაიხარხარა. იგი ისე
ამაყობდა მეზობლებისთვის გაწეული სამსახურით, რომ
დაიფიცა, ეს ქალი საყიდლად კი არა, მოსაპარად შემოვი-
დაო. ბრბომ მოიყარა თავი, მოვიდა სახელოსნოს პატრონიც,
რომელიც სადღაც მეზობლად იპოვეს. მივმართე: დავა და
აყალმაყალი საჭირო არ არის; ამ ყმაწვილს დაუჟინია, თით-
ქოს მოსაპარად მოვედი, მაგრამ ნათქვამს დამტკიცება უნდა,
ამიტომ სიტყვის გაგრძელებას არ ვაპირებ, მხოლოდ მოვით-
ხოვ, ჩემთან ერთად მოსამართლესთან წამოვიდეს-მეთქი.
ყოველივე ამას იმ ვარაუდით ვამბობდი, რომ ყმაწვილს სიტ-
ყვა არ მოეგო.
დუქნის პატრონები ამ ამბავს მეზობელზე მშვიდად შეხ-
ვდნენ. ოქრომჭედელმა მითხრა:
- ქალბატონო, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩემს სახე-
ლოსნოში პატიოსანი განზრახვით შემოხვედით. მაგრამ ასეთ
დუქანში შემოსვლა, როცა შიგ არავინ არის, საშიშია, ამიტო-
მაც ჩემს კეთილ მეზობელს არ შემიძლია, მადლობა არ გადა-
ვუხადო და მისი მოქმედება სწორად არ მივიჩნიო, თუმცა,
მეორე მხრივ, არავითარი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო,
თითქოს გასაქურდად შემოხვედით, ასე რომ, არც კი ვიცი,
როგორ მოვიქცე.
დავიჟინე, მოსამართლესთან წავიდეთ და თუ ჩემ წინააღ-
მდეგ რაიმე მამხილებელი საბუთი იქნება წამოყენებული,

356 მკითხველთა ლიგა


სიამოვნებით დავმორჩილდები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი,
თვითონ მოგთხოვთ პასუხს-მეთქი.
ასეთ დავაში რომ ვიყავი, კართან ხალხი შეიკრიბა. დუ-
ქანს ქალაქის მამასახლისმა და მომრიგებელმა მოსამარ-
თლემ სერ ტ.ბ-მ ჩაუარა. ოქრომჭედელმა მოწიწებით მიმარ-
თა და სთხოვა, დუქანში შემოსულიყო და ჩვენი საქმე გაერჩი-
ა.
სამართლიანობა მოითხოვს ვთქვა, რომ დუქნის პატრონ-
მა საქმის ვითარება მიუკერძოებლად დაუხატა. ყმაწვილი
ძალზე ცხარობდა და აზვიადებდა, და ამან გარკვეული სარ-
გებლობა მომიტანა. შემდეგ ჩემი ჯერი დადგა. მის მოწყალე-
ბას მოვახსენე: სულ ახლახან ჩამოვედი ჩრდილოეთიდან,
ვცხოვრობ ამა და ამ ადგილას; ქუჩაზე რომ გამოვიარე, დუ-
ქანში შემოვედი ექვსი ცალი ვერცხლის კოვზის საყიდლად--
მეთქი. საბედნიეროდ, ჯიბეში მედო ძველი ვერცხლის კოვზი,
რომელიც ამოვიღე და ვუთხარი, ეს კოვზი ნიმუშად წამოვი-
ღე, მინდოდა, ექვსი ცალი სწორედ ასეთი მეყიდა სოფელში
დარჩენილი კოვზების შესავსებად. სახელოსნოში რომ არა-
ვინ აღმოჩნდა, ფეხით დავაბრახუნე, თანაც ხმამაღლა დავი-
ძახე, რომ პატრონს გაეგო. მართალია, დუქანში გაფანტული
იყო ვერცხლის ნივთები, მაგრამ არავის შეუძლია თქვას, რომ
რამეს ხელი დავაკარე. ეს ყმაწვილი სახელოსნოში ქუჩიდან
შემოვარდა და გააფთრებით მეცა სწორედ იმ წუთში, როცა
დუქნის პატრონს ვუხმობდი. თუ ნამდვილად განზრახული
ჰქონდა, მეზობლისთვის სამსახური გაეწია, სადმე უნდა დამა-
ლულიყო და თვალი ედევნებინა, ავიღებდი რამეს თუ არა,
შემდეგ კი დანაშაულის ადგილზე ხელი ეტაცა.
- მართალი ხართ, - ბრძანა ბატონმა მამასახლისმა, შემ-
დეგ კი ყმაწვილს შეეკითხა, ნამდვილად აბრახუნებდა ფეხი-
357 მკითხველთა ლიგა
თო? მან უპასუხა: აბრახუნებდა, მაგრამ შეიძლება იმიტომ,
რომ დუქანში შევედი.
- მოითმინეთ, - სიტყვა შეაწყვეტინა მამასახლისმა - თქვენ,
ყმაწვილო, საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით: ეს-ეს არის
თქვით, ქალი ჩემკენ ზურგით იდგა და ვერ შეამჩნია, როგორ
მივუახლოვდიო.
მართლაც, კარისკენ ზურგით ვიდექი, მაგრამ ჩემი ხელო-
ბა მოითხოვდა, ასი თვალი მქონოდა გამობმული, ამიტომაც,
როგორც უკვე გითხარით, ქუჩაზე გადმომავალი ყმაწვილი
ადვილად შევნიშნე.
მამასახლისმა ყველას რომ მოგვისმინა, განაცხადა: ჩემი
აზრით, ოსტატის მეზობელს შეცდომა მოუვიდა, თქვენ კი
უდანაშაულო ხართო. ოქრომჭედელი და მისი ცოლი ამაზე
დაეთანხმნენ. ამრიგად, გავმართლდი და წასვლა დავაპირე.
მაგრამ როცა კართან მივედი, ბატონმა მამასახლისმა მომ-
მართა:
- მოითმინეთ, ქალბატონო. თუ კოვზების შეძენა გინდო-
დათ, იმედი მაქვს, მომხდარი გაუგებრობის გამო ჩემი მეგო-
ბარი მუშტარს არ დაკარგავს.
პასუხი არ დავაყოვნე:
- რა თქმა უნდა, ბატონო, თუ მას სწორედ ასეთი ნიმუშის
კოვზები მოეპოვება.
ოქრომჭედელმა მოძებნა და სწორედ ისეთ კოვზებს მიაგ-
ნო. აწონა და ოცდათხუთმეტი შილინგი დააფასა. ქისა ამოვი-
ღე ფულის გადასახდელად. შიგ დაახლოებით ოცი გინეა მე-
დო - სახლიდან უფულოდ არასოდეს გამოვდიოდი, ვინ იცის,
სად და რისთვის დამჭირდება-მეთქი?! ამჯერადაც, ისევე რო-
გორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ქისამ გადამარჩინა.
ბატონმა მამასახლისმა რომ ნახა, ფული მქონდა, თქვა:
358 მკითხველთა ლიგა
- ახლა ქალბატონო, დავრწმუნდი, რომ დაუმსახურებლად
დაგდეს ბრალი, ამიტომაც შემოგთავაზეთ კოვზების ყიდვა და
დაგიცადეთ, სანამ ფულს გადაიხდიდით. ფული რომ არ აღ-
მოგჩენოდათ, თქვენს პატიოსან განზრახვაში ეჭვი შემეპარე-
ბოდა. ადამიანები, რომლებიც დუქანში იმ განზრახვით შედი-
ან, რაშიც თქვენ ბრალი დაგდეს, ჯიბეში იშვიათად ატარებენ
ოქროთი სავსე ქისას.
მის მოწყალებას ღიმილით მივუგე: გამოდის, რომ თქვენი
კეთილგანწყობილება ფულით ვიყიდე, მაგრამ ვიმედოვნებ,
თქვენი ადრინდელი განაჩენი უსაფუძვლოდ არ იყო
გამოტანილი-მეთქი. მიპასუხა: რა თქმა უნდა, საამისო სა-
ფუძველი მქონდა, მაგრამ ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი
თქვენს სიმართლეში და ამ წუთიდან ეჭვი აღარ მეპარება,
რომ დაუმსახურებლად მოგაყენეს შეურაცხყოფაო. ასე მოვი-
პოვე სრული გამარჯვება, თუმცა ჩემი ბედი ბეწვზე ეკიდა - და-
ღუპვის პირას ვიდექი.
ამის შემდეგ სამი დღეც არ გასულა, მაგრამ აინუნშიც
აღარ ჩავაგდე მრისხანე გაფრთხილება. ამჯერად ვიკისრე
ისეთ სახლში შესვლა, რომლის კარიც ღია დარჩენოდათ, თა-
ნაც მტკიცედ მჯეროდა, ჩემს მოქმედებას ვერავინ შეამჩნევ-
და. დავითრიე ძალზე ძვირფასი აბრეშუმის ორი ნაჭერი -
სტავრას რომ ეძახიან. ეს საცალო ვაჭრობის დუქანი ან სა-
ქონლის საწყობი არ ყოფილა, კერძო სახლი გახლდათ, სა-
დაც ფეიქრებისგან საქონლის შემსყიდველი ქორვაჭარი
ცხოვრობდა, რაღაც მაკლერისა თუ აგენტის მსგავსი. უფრო
მალე რომ დავასრულო ეს სამწუხარო ამბავი, გეტყვით მხო-
ლოდ, რომ აქ თავს დამესხა ორი ქალი, რომლებიც სწორედ
იმ წუთში მეცნენ, როცა ზღურბლს გადავაბიჯე. ერთმა უკან
გამათრია, მეორემ კი შემოსასვლელი კარი ჩაკეტა. მათი მო-
359 მკითხველთა ლიგა
თაფვლა შევეცადე, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ცეცხლის-
მფრქვეველი ურჩხულიც კი მათზე მძვინვარე არ იქნებოდა.
კაბა შემომახიეს, მჯიჯგნიდნენ და მიყვიროდნენ, მეგონა,
მოკვლას მიპირებენ-მეთქი. მალე დიასახლისი გამოჩნდა,
უკან სახლის პატრონიც მოჰყვა. ლანძღვა-გინება იმათაც არ
დამაკლეს.
სახლის პატრონს პატიება ვთხოვე, კარი ღია იყო და ცდუ-
ნებამ ამიტანა; ღატაკი ვარ და დიდ გაჭირვებას განვიცდი, სი-
ღარიბე კი, თქვენც იცით, რა ძნელია-მეთქი, - თანაც ცრემ-
ლებით ვემუდარებოდი, შევბრალებოდი. დიასახლისს გული
აუჩუყდა და თანახმა იყო, გავეშვი. მან ქმარი თითქმის
დაიყოლია, მაგრამ საზიზღარმა გომბიოებმა არც კი დაუცა-
დეს და კონსტებლი მოიყვანეს. მაშინ სახლის პატრონმა გა-
ნაცხადა, ახლა ვეღარაფერს გავაწყობ, მოსამართლესთან
უნდა წახვიდეო. ცოლი კი დაარწმუნა, შეიძლება, უსიამოვნე-
ბა შემხვდეს, ეს ქალი რომ გავუშვაო.
კონსტებლის დანახვამ თავზარი დამცა. მეგონა, მიწა გა-
მისკდება და თან ჩამიტანს-მეთქი. გული შემიღონდა, პატრო-
ნებს შეეშინდათ - იფიქრეს, კვდებაო. ცოლი კვლავ ჩემს დაც-
ვას შეუდგა, ქმარს სთხოვა, გავუშვათ, ზარალი ხომ არაფერი
მოგვსვლიაო. სახლის პატრონს ვუთხარი: გადავიხდი ქსოვი-
ლის ფულს, რამდენიც უნდა ღირდეს, თუმცა იგი არც კი
ამიღია-მეთქი, თანაც დავძინე, აბრეშუმი თქვენთან დარჩა,
არაფერი დაგიკარგავთ, ამიტომაც მეტისმეტი სისასტიკე იქ-
ნება, სასიკვდილოდ გამგზავნოთ და ადამიანის დაღუპვა მო-
ითხოვოთ ქურდობის ერთადერთი ცდისთვის-მეთქი. კონ-
სტებლსაც იგივე ვუთხარი და როცა მოსამართლესთან გა-
მოვცხადდი, მასაც მოვახსენე: სახლში შესასვლელად ბოქ-
ლომი არ გამიტეხია, ამასთან, არაფერი წამიღია-მეთქი. მო-
360 მკითხველთა ლიგა
სამართლე უკვე მზად იყო, გავეთავისუფლებინე, მაგრამ
ერთ-ერთმა ბოროტმა გომბიომ, რომელმაც ხელი მტაცა, უჩ-
ვენა: ეს ქალი ის-ის იყო, ნადავლთან ერთად იპარებოდა, მე
რომ არ შემეჩერებინა და უკან არ შემეთრიაო. მაშინ მოსა-
მართლემ აღარ დააყოვნა და ციხეში ჩასმის განაჩენი გამო-
მიტანა.
„ნიუგეტში“ ჩამაგდეს. საშინელი ადგილია! მარტო ამ სიტ-
ყვის გაგონებაზე ადამიანს თმა ყალყზე უდგება. ადგილი, სა-
დაც ბევრი ჩემი ამხანაგი მჯდარა და საიდანაც პირდაპირ სა-
ბედისწერო ხარიხაზე მოხვდნენ. ადგილი, სადაც ასე უმოწყა-
ლოდ იტანჯებოდა დედაჩემი, სადაც ქვეყანას მოვევლინე და
საიდანაც მხოლოდ სამარცხვინო სიკვდილის საშუალებით
გათავისუფლდები. ადგილი, რომელიც ასე დიდხანს მელოდა
და რომელსაც ასე დიდხანს და წარმატებით ვარიდებდი თავს.
ახლა კი მართლა ჩავვარდი! გადმოცემაც არ ძალმიძს, რა
ვიგრძენი, როცა პირველად შემიყვანეს ამ საზიზღარ სორო-
ში, როცა თვალწინ წარმომიდგა შავბნელი ჯურღმულის მთე-
ლი საშინელება. თავს დაღუპულ ადამიანად ვთვლიდი და სა-
მარცხვინო სიკვდილის გარდა, მეტს არაფერს მოველოდი.
ღრიანცელი, ღმუილი, გოდება, წყევლა-კრულვა, შმორი, სიმ-
ყრალე და ჭუჭყი - ყველა სისაძაგლე, რომელიც კი ქვეყანაზე
მოიპოვება, თითქოს აქ შეერთდაო, რათა ციხე ნამდვილ ჯო-
ჯოხეთად ექცია.
აი, როდის დავუწყე საკუთარ თავს გაკიცხვა! რატომ არ
დავუგდე ყური გონების ხმას? უკვე რაღაც კეთილდღეობას
ხომ მივაღწიე, საღი და უვნებელი დავრჩი ამდენი საფრთხის
შემდეგ! რა იქნებოდა, მაშინ შევჩერებულიყავი? მაგრამ მო-
რევში ისე ღრმად შევცურე, რომ ამაზე ფიქრიც კი აღარ მინ-
დოდა, ყოველგვარი შიში დავივიწყე. ჩანს, ბედი თვითონ
361 მკითხველთა ლიგა
მკრავდა უხილავ ხელს, რათა ჩემთვის სავალალო ამ წუთე-
ბის დადგომა დამეჩქარებინა.
ახლა კი ისღა დამრჩენოდა, ცოდვები სახრჩობელაზე გა-
მომესყიდა, საკუთარი სისხლით მიმეცა საზღაური მარ-
თლმსაჯულებისთვის. დადგა ჩემი სიცოცხლისა და მასთან
ერთად ყველა ჩემი უკანონობის აღსასრული. ასეთი იყო აზ-
რები, თავში რომ ბუზებივით მერეოდა. მთელი ჩემი არსება
კი საშინელმა სასოწარკვეთილებამ მოიცვა.
გულწრფელად ვინანიებდი მთელ წარსულ ცხოვრებას,
მაგრამ ამ მონანიებას ოდნავი შემსუბუქება, წუთიერი სიმშვი-
დეც კი არ მოჰქონდა. ჩირადაც არ ღირს, ვეუბნებოდი ჩემს
თავს, იმ ადამიანის მონანიება, რომელიც ისედაც მოკლებუ-
ლია ცოდვის ჩადენის შესაძლებლობას. იმიტომ კი არ ვგო-
დებდი, რომ ავმხედრდი ღვთის წინააღმდეგ და ვნება მივაყე-
ნე მოყვასსა ჩემსა; ვწუხდი არა ჩადენილ დანაშაულს, არამედ
- სასჯელს, რომელიც ამის გამო მელოდა, შიშს მგვრიდა არა
ცოდვა, არამედ ამ ცოდვის მისაგებელი, ის მართმევდა უკა-
ნასკნელ სიმშვიდეს, თვით გულწრფელი მონანიების იმედსაც
კი.
ამ წყეულ „ნიუგეტში“ რომ მოვხვდი, რამდენიმე ღამეს ვერ
დავიძინე. მოხარული ვიქნებოდი მოვმკვდარიყავი, თუმცა
სიკვდილს ვერ ვუყურებდი ისე, როგორც საჭირო იყო. ჩემ-
თვის იმაზე საშინელი არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო,
ვიდრე ეს ადგილი. არავინ მძაგდა იმაზე ძლიერ, ვიდრე იქ
თავმოყრილი ხალხი. გავეგზავნე, სადაც უნდოდათ, ოღონდ -
არა „ნიუგეტში“, თავს ბედნიერად ჩავთვლიდი!
და რომ იცოდეთ, როგორ იზეიმეს ჩემი იქ მისვლა ადრე
მოხვედრილმა, უკვე დამყაყებულმა არამზადებმა! ბოლოს და
ბოლოს, ქალბატონი ფლენდერსი მოვიდაო „ნიუგეტში“. მი-
362 მკითხველთა ლიგა
სის მერი, მისის მოლი, მოლ ფრენდერსი მობრძანდაო. ასე
დიდხანს წყლიდან რომ მშრალი ამოდიოდი, ახლა რა, ეშმაკ-
მა ვეღარ გიშველაო?! უკვე დიდი ხანია, გელით და ბოლოს
ღირსი გავხდით თქვენი ნახვისო. და ეს ვიგინდარები თავიან-
თი სიბინძურით მწუწავდნენ, ამავე დროს მისურვებდნენ გამ-
ხიარულებას, მამხნევებდნენ, სულით არ დაეცეო. შეიძლება,
ეს ყოველივე არც იმდენად ცუდია, როგორც გეჩვენებაო. შემ-
დეგ არაყი მოატანინეს და ჩემი სადღეგრძელო შესვეს, მაგ-
რამ დანახარჯის გადახდა მევე დამაკისრეს, შენ ხომ ეს-ეს
არის, მოხვდი ვირის აბანოში, ფულიც გექნება, ჩვენს ჯიბეში
კი თაგვები თარეშობენო.
ერთ პატარა ქალს შევეკითხე, დიდი ხანია ზიხარ-მეთქი?
ოთხი თვეაო, - მიპასუხა. როგორი გეჩვენა ეს ადგილი, როცა
პირველად შემოგიყვანეს? - სწორედ ისეთი, როგორიც ახლა
შენ გეჩვენება: საზიზღარი და საშინელი, ნამდვილი ჯოჯოხე-
თი მეგონა. დღემდე ასე ვფიქრობ, დაუმატა, მაგრამ უკვე შე-
ვეჩვიე და ნაკლებად ვწუხვარო.
- ალბათ, - მივმართე, - საფრთხე არ გემუქრებათ!
- ო, არა, - მიპასუხა, - ცდები. განაჩენი უკვე გამომიტანეს,
მაგრამ მე მუცელი მოვიშველიე, თუმცა ისევე ფეხმძიმედ ვარ,
როგორც მსაჯული, რომელმაც გამასამართლა, ასე რომ, უახ-
ლოეს სესიაზე ალბათ პატივს ამყრიან.
ეს „პატივის აყრა“ პირველი განაჩენის ძალაში დატოვებას
ნიშნავდა. ამას მიმართავდნენ იმ შემთხვევაში, თუ ქალი ორ-
სულობის გამო მისი აღსრულების გადადებას მიაღწევდა.
- და მაინც, არ დარდობთ?
- ვერაფერს გააწყობ, - მომიგო, - დარდს რა აზრი აქვს?!
თუ ჩამომკიდებენ, ჩემი აღსასრულიც დადგება, მორჩა და გა-
თავდა!
363 მკითხველთა ლიგა
ქალმა გაიარ-გამოიარა, აცეკვდა და სიმღერა წამოიწყო,
ნაყოფი „ნიუგეტის“ მახვილგონიერებისა:
თოკს ჩამოკრავენ,
ზარს დარეკავენ,
საწყალი ჯენის აღსასრულიც მაშინ დადგება.
ამას ვიხსენებ იმათ საყურადღებოდ, ვისაც მომავალში ამ-
გვარი უბედურება დაემართება - საშინელ „ნიუგეტში“ მოხ-
ვდება. დრო, აუცილებლობა და იქ გამომწყვდეულ საცოდავ
არსებებთან ურთიერთობა თანდათან გულგრილს გხდის შენ
ირგვლივ გამეფებული სისაძაგლისადმი. ცოტ-ცოტა ურიგდე-
ბი იმას, რაც პირველად ეგზომ საშინელი გეჩვენებოდა, ისე-
თივე უზრუნველი და მხიარული ხდები, როგორიც გარეთ იყა-
ვი.
ზოგიერთივით მტკიცებას არ დავიწყებ - ეშმაკი ისეთი სა-
შინელი არ არის, როგორც მას ხატავენო. სინამდვილეში,
არავითარ საღებავს არ შეუძლია გადმოსცეს იმ ადგილის სა-
შინელება, და ვინც იქ არ ყოფილა, ასეთ ჯურღმულზე სწორ
წარმოდგენას ვერ შეიქმნის. მაგრამ როგორ შეიძლება, ამ
ჯოჯოხეთს თანდათან შეეჩვიო და შენთვის არა მარტო ასატა-
ნი, არამედ მხიარულიც კი გახდეს? ამას მხოლოდ ის გაიგებს,
ვინც ჩემ მსგავსად იქაური ცხოვრება თვითონ იწვნია.
როგორც კი „ნიუგეტში“ მიმიყვანეს, იმავე საღამოს ჩემს
მოხუც დედამძუძეს ვაცნობე, რომელიც, რა თქმა უნდა, გაოგ-
ნებული დარჩა და ღამე თავის სახლში ისევე ცუდად გაატარა,
როგორც მე - ციხეში.
მეორე დილას მოხუცი ჩემს სანახავად მოვარდა. ყოველ-
მხრივ ცდილობდა დავემშვიდებინე, მაგრამ გრძნობდა, რომ
ეს ამაო იყო. მაინც მიმტკიცებდა, სიმძიმის ქვეშ თუ მოიხარე,
ამით მას მხოლოდ გაზრდიო. დედაკაცმა დაუყოვნებლივ
364 მკითხველთა ლიგა
მიიღო ყველა ზომა, რათა თავიდან აგვეშორებინა ის შედეგი,
ორივეს რომ გვაშინებდა. პირველ ყოვლისა, ჩემს დამჭერ ორ
სალახანა ქალს მიაგნო. უნდოდა მოეთაფლა, ფულს დაჰპირ-
და - ერთი სიტყვით, ყველა საშუალებით ცდილობდა, ხელი
შეეშალა სასამართლოზე მათი გამოსვლისთვის. ამ ქალთა-
გან ერთ-ერთს ასი გირვანქა სტერლინგის მიცემა აღუთქვა,
რათა თავისი დიასახლისი მიეტოვებინა და ჩემ წინააღმდეგ
სასამართლოში ჩვენება არ მიეცა. მაგრამ ეს უბრალო მოახ-
ლე, რომელსაც წელიწადში სამი გირვანქა სტერლინგი ჯამა-
გირი ჰქონდა, გაჯიუტდა, გადაჭრით უარი უთხრა ამ წინადა-
დებაზე და, ჩემი დედამძუძის აზრით, ხუთასი გირვანქაც კი
ვერ შეაცდენდა. მაშინ მოხუცი მეორე მოახლეს მიადგა. ის
უფრო დამყოლი აღმოჩნდა, თითქოს ცოტა მოლბა კიდეც,
მაგრამ პირველმა შეაჩერა და დედაკაცს მასთან ლაპარაკის
უფლება არ მისცა, თანაც დაემუქრა, პასუხს გაგებინებ მოწმე-
თა მოსყიდვისთვისო.
შემდეგ მოხუცმა სახლის პატრონს მიმართა, იმ კაცს, ვის-
განაც ქსოვილის მოპარვა მინდოდა, განსაკუთრებით კი - მის
ცოლს, რომელიც თავდაპირველად ჩემი შებრალების მომ-
ხრე იყო. კეთილმა ქალმა ამჯერადაც ჩემ მიმართ თანაგ-
რძნობა გამოიჩინა, მაგრამ ქმარმა განუცხადა, არ შემიძლია,
უარი ვთქვა სისხლის სამართლის დევნაზე, რადგან სასამარ-
თლომ ხელწერილი ჩამომართვაო.
ჩემმა დედამძუძემ შესთავაზა, ისეთი მეგობრები ეპოვა,
რომლებიც საქმიდან მის ხელწერილს ამოიღებდნენ, თანაც
დასძინა, ამით არ იზარალებთო. მაგრამ ამ კაცის დაყოლიება
შეუძლებელი აღმოჩნდა. ამგვარად, სასამართლოზე, ჩემი
დანაშაულის სამ მოწმესთან - სახლის პატრონთან და მის ორ
მსახურთან შეხვედრა მელოდა. მოკლედ რომ ვთქვა, სასიკ-
365 მკითხველთა ლიგა
ვდილო განაჩენის გამოტანაში ისევე ვიყავი დარწმუნებული,
როგორც იმაში, რომ ახლა ცოცხალი ვარ. რაღა დამრჩენო-
და, სიკვდილისთვის უნდა მოვმზადებულიყავი.
ენით უთქმელ შიშში გავატარე მრავალი დღე. სიკვდილი
ნიადაგ თვალწინ მედგა, დღედაღამ ვფიქრობდი სახრჩობე-
ლასა და ყულფზე, ბოროტ სულებსა და ეშმაკებზე. ვერ გად-
მოგცემთ, როგორ ვეწამე. ხან სიკვდილის შიშით ვძაგძაგებ-
დი, ხან კი ჩემი ცოდვით სავსე ცხოვრების გამო სინდისის ქეჯ-
ნა მოსვენებას არ მაძლევდა.
ჩემს სანახავად ციხის მღვდელი მოვიდა და ცოტა ხანს მე-
ლაპარაკა. მთელი მისი სიტყვების აზრი ის იყო, რომ მე-
ღიარებინა ჩემი დანაშაული (თუმცა არც კი იცოდა, რისთვის
ჩამსვეს ციხეში), გულახდილად მომეყოლა ყოველივე, რაც
ჩავიდინე, მიმტკიცებდა, უამისოდ ღმერთი არასოდეს მოგი-
ტევებსო. მის ნათქვამს ჩემს საქმესთან ისე ცოტა კავშირი
ჰქონდა, რომ ამით ოდნავი შვებაც ვერ ვიგრძენი. ამასთან,
იმის ხილვა, თუ როგორ მირჩევნია გულწრფელ აღიარებასა
და მონანიებას ეს საცოდავი კაცუნა (ჩემგან წასვლის შემდეგ
არყითაც გაილეშა), იმდენად გულისამრევი იყო, რომ ვეღარ
შევძელი ამ მღვდლისა და მისი აღსარების ატანა და ვთხოვე,
აღარ შევეწუხებინე.
არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ მხოლოდ ჩემი მზრუნვე-
ლი დედამძუძის დაუღალავი ცდით უახლეს სესიაზე ჩემ წინა-
აღმდეგ ბრალდება არავის წამოუყენებია გალდჰოლში დიდი
ჟიურის სხდომაზე განსახილველად, სადაც სასამართლოს-
თვის გადაცემის გადაწყვეტილება გამოაქვთ ხოლმე. ამგვა-
რად, წინ კიდევ თვე თუ ხუთი კვირა მქონდა და, ცხადია, ეს
დრო წარსულის უარსაყოფად, ახალი ცხოვრებისთვის მოსამ-
ზადებლად და ცოდვების მოსანანიებლად უნდა გამომეყენე-
366 მკითხველთა ლიგა
ბინა. როგორც წინათ, ძალზე მძიმედ მეჩვენებოდა „ნიუგეტ-
ში“ პატიმრობა, მაგრამ მონანიების სურვილის ნიშანწყალიც
არ მეტყობოდა.
პირიქით, როგორც კლდის ნაპრალში წყალი ყველაფერს
ქვად აქცევს, რაზეც კი ჩამოწვეთავს, ისევე მოქმედებდა ჩემ-
ზე და ყველა სხვაზე მუდმივი ურთიერთობა აქაურ ნაძირა-
ლებთან. მართლაც რომ ქვად ვიქეცი. ჯერ ბლაგვი და უგ-
რძნობი გავხდი, მერე - უხეში და დარდიმანდი, ბოლოს კი გა-
მოვჩერჩეტდი კიდეც, როგორც იქ გამომწყვდეული სხვა დამ-
ნაშავენი. ერთი სიტყვით, „ნიუგეტში“ თანდათან ისე კარგად
და თავისუფლად ვგრძნობდი თავს, თითქოს მთელი ცხოვრე-
ბა იქ გამეტარებინოს.
ძნელი დასაჯერებელია, კაცი ისე გადაგვარდეს, რომ მის-
თვის სასიამოვნო გახდეს ქვეყნად ყველაზე დიდი სისაძაგლე.
უარესი მდგომარეობა წარმოუდგენელიც არის: ისე დავეცი,
როგორც კი შეიძლება დაეცეს ცოცხალი და ჯანმრთელი, თა-
ნაც - ფულიანი ადამიანი.
მხრებზე დანაშაულის ისეთი სიმძიმე მაწვა, რომელსაც ძე-
ხორციელი ვერ ზიდავდა, თუ შეინარჩუნებდა აზროვნებასა
და იმის შეგნების მცირედ უნარს, რაშიც მდგომარეობს ბედ-
ნიერება ახლანდელი ყოფისა და უბედურება მომავალი ცხოვ-
რებისა. თავდაპირველად მონანიებას თუ არა, სინდისის ქენ-
ჯნას მაინც განვიცდიდი, ახლა კი არც ერთს ვგრძნობდი და
არც მეორეს. ბრალს მდებდნენ ისეთ დანაშაულში, რომელიც
სიკვდილით ისჯებოდა. ყველა მტკიცება იმდენად ნათელი
იყო, რომ არავითარი აზრი არ ჰქონდა, მამა აბრამის ბატკნად
გამესაღებინა თავი. ცნობილი ვიყავი, როგორც პირწავარ-
დნილი ბოროტმოქმედი, ამიტომაც სიკვდილის მეტს არა-
ფერს ველოდი. გაქცევაზე არ ვფიქრობდი. ჩემს სულს რაღაც
367 მკითხველთა ლიგა
საოცარი საღათას ძილი დაეუფლება. არ ვგრძნობდი არც წუ-
ხილს, არც შიშს, არც სევდას. პირველმა შეცბუნებამაც გა-
მიარა. ჭეშმარიტად ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი. ჩემმა
გრძნობებმა, გონებამ და სინდისმა ღრმად მიიძინა. მთელი
ჩემი ცხოვრება უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში
უზნეობის, გარყვნილების, მრუშობის, სისხლის აღრევის, სიც-
რუისა და ქურდობის რაღაც საშინელი ნაზავი იყო. ერთი სიტ-
ყვით, თვრამეტი წლიდან სამოც წლამდე ჩავიდინე ყოველ-
გვარი დანაშაული, მკვლელობისა და ღალატის გარდა, ბო-
ლოს კი თავი ამოვყავი „ნიუგეტის“ შავბნელ ჯურღმულში და
სამარცხვინო სიკვდილი მელოდა. მაგრამ მაინც ვერ შევიგნე
ჩემი მდგომარეობის საშინელება, არ ვფიქრობდი არც ზეცა-
ზე, არც ჯოჯოხეთზე, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას,
რაც თავში გამიელვებდა ხოლმე: ეს აზრები ეკლის მეყსეულ
ჩხვლეტას ჰგავდა მხოლოდ, არავითარი მოთხოვნილება არ
მქონდა, ღვთისთვის პატიება მეთხოვა, ამაზე არც კი ვფიქ-
რობდი. აი, მოკლე აღწერა იმ საშინელი დაცემისა, რომელიც
კი შეიძლება ადამიანს ამქვეყნად მოუხდეს.
გამეფანტა ყველა ის აზრი, რომელიც შიშის ზარს მცემდა,
გარშემო გამეფებული საშინელებანი ჩემთვის ჩვეული გახდა.
ციხის ხმაური და ღრიანცელი ისევე ნაკლებად მაწუხებდა,
როგორც მის ამტეხთ. სიტყვა რომ არ გავაგრძელო, „ნიუგე-
ტის“ ნამდვილი ჩიტი გავხდი, სხვასავით ბოროტი და სასტიკი.
თითქმის არაფერი დამრჩა აღზრდით მიღებული ჩვეულებისა
და ქცევისგან, რასაც მანამდე ასე მტკიცედ მივდევდი.
მთლიანად გარდავიქმენი, სრულიად სხვა ადამიანად ვიქეცი.
შეიძლება კაცს ეფიქრა - მთელი ცხოვრების მანძილზე მუდამ
ასეთი ყოფილაო.

368 მკითხველთა ლიგა


ჩემი ცხოვრების ამ პერიოდში ერთი მოულოდნელი ამბავი
გავიგე, რამაც გამახსენა, რა არის მწუხარება, თორემ მასზე
წარმოდგენაც კი სრულიად დავკარგე. ერთ ღამეს მითხრეს:
გუშინ ციხეში სამი ავაზაკი მოიყვანეს, რომლებმაც კარეტა
გაძარცვეს უინძორის გზაზე, სადღაც ჰონსლო ჰიდთთან ახ-
ლოსო. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მდევარი გამოუყე-
ნეს და აქსბრიჯთან, გააფთრებული წინააღმდეგობის შემდეგ,
ხელში ჩაიგდეს. ბრძოლის დროს ბევრი გლეხი დაიჭრა, რამ-
დენიმე დაიხოცა კიდეცო.
საკვირველი არ არის, რომ ყველა პატიმარს ძალიან გვინ-
დოდა ამ მამაცი და მარჯვე ჯენტლმენების ნახვა, რადგან მა-
თი მსგავსნი, როგორც ამბობდნენ, ციხეში ჯერ არავის ეხი-
ლა. მით უმეტეს, რომ ხმა დაირხა: დილით ციხის ეზოში გადა-
იყვანენ, ამ მიზნით მათ ციხის უფროს ზედამხედველს ფული
ჩაუდეს, რათა უკეთეს ბინაში მოათავსოსო. და აი, ჩვენ, ქა-
ლები, გზაზე გამოვეფინეთ, რომ ამ ვაჟკაცებისთვის თვალი
მაინც მოგვეკრა. მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონ-
და, როდესაც ციხის ეზოში გამოსული პირველი მამაკაცი ჩემი
ლანკაშირელი ქმარი აღმოჩნდა, სწორედ ის, რომელთანაც
ასე ტკბილად ვიცხოვრე დანსტებლში და რომელიც შემდეგ
ბრიკჰილში ვნახე, ჩემს ახალ ქმართან სასტუმროში ყოფნი-
სას. მაგრამ ეს ამბავი ზემოთ იყო აღწერილი და აქ სიტყვას
აღარ გავაგრძელებ.
მის დანახვაზე ენა დამება, არ ვიცოდი, რა მეღონა. კიდევ
კარგი, ვერ მიცნო. ამით დიდი შვება ვიგრძენი. ამხანაგ ქა-
ლებს თავი მივანებე და მარტოდ დარჩენილი, რამდენადაც
საერთოდ ამ საშინელ ადგილას განმარტოება შეიძლებოდა,
დიდხანს ვქვითინებდი.

369 მკითხველთა ლიგა


- რა საძაგელი ვარ, - მოვთქვამდი, - რამდენი ადამიანი გა-
ვაუბედურე, რამდენი მათგანი საუკუნო სატანჯველისთვის
გავწირე!
თავს ვთვლიდი ამ ჯენტლმენის უბედურების ერთადერთ
დამნაშავედ. ჩესტერში ხომ მითხრა, ჩვენმა ქორწინებამ გა-
მაკოტრა, შენი გულისთვის ახლა ყველაფერი უნდა ვიკისრო,
რადგან მდიდარ საცოლედ მიგიღე, ვალში ჩავვარდი, მისი
გადახდა კი არ შემეძლოო. შემდეგ დაუმატა: ჯარისკაცად შე-
ვალ, ხელში მუშკეტს ავიღებ ან ცხენს ვიყიდი და ბედის საძებ-
ნელად გავემგზავრებიო. და თუმცა მასთან ჩემს სიმდიდრეზე
არასოდეს მილაპარაკია და, მაშასადამე, პირდაპირ არ მო-
მიტყუებია, ჩემზე ყალბ წარმოდგენას მაინც ვუჭერდი მხარს
და ამგვარად ყველა მისი უბედურების მიზეზი გავხდი.
ეს მოულოდნელი შეხვედრა მოსვენებას არ მაძლევდა და
მაიძულა, უწინდელზე უფრო სერიოზულად დავფიქრებული-
ყავი. ვწუხდი და ვდარდობდი დღითა და ღამით, განსაკუთრე-
ბით მაშინ, როცა მითხრეს, ეს კაცი ბრბოს მეთაური იყო და
იმდენჯერ გაუძარცვავს ხალხი, რომ ჰაინდს, ვიტნისა და ოქ-
როს ფერმერს მიუქარავთ მასთანო. უეჭველია, ჩამოახრჩო-
ბენ, მას შემდეგ ინგლისში ერთი ცოცხალი კაციც რომ არ
დარჩესო.
მისი ხვედრით ისე ვიყავი ელდანაკრავი, რა მექნა, არ ვი-
ცოდი. საკუთარი მდგომარეობა საშინლადაც კი მიმაჩნდა
იმასთან შედარებით, რაც მას მოელოდა. თავს დაუზოგავად
ვკიცხავდი. ისე მწარედ დავტიროდი მის სავალალო ბედს,
რომ ქვეყანა საშინელებად მომეჩვენა და ცოდვილ ცხოვრე-
ბაზე ჩემი უწინდელი წუხილი კვლავ ამეკვიატა, ამასთან ერ-
თად, ხელახლა ვიგრძენი ზიზღი ამ ვერანი ადგილისა და მის

370 მკითხველთა ლიგა


მოსახლეთა ყოფისადმი. ერთი სიტყვით, სავსებით შევიცვა-
ლე და სხვა ადამიანი გავხდი.
როცა ჩემი ქმრის ბედზე ასე ვწუხდი, მაცნობებს, რომ დი-
დი ჟიურის უახლოეს სესიას წარედგინებოდა ჩემ წინააღმდეგ
ბრალდება და რომ იგი ჩემს საქმეს აუცილებლად ოლდ-
ბეილის გადასცემდა, სადაც სასიკვდილო განაჩენი არ ამცდე-
ბოდა. გრძნობები კვლავ გამეღვიძა. გაქრა ჩემი უდარდელო-
ბა, იმის შეგნება კი, რომ დამნაშავე ვიყავი, სულ უფრო ძალუ-
მად მეუფლებოდა. მოკლედ, ფიქრებში ჩავიძირე, ხოლო
ფიქრი ჭეშმარიტი გზაა ჯოჯოხეთიდან ზეცისკენ. სულის ასეთი
გამძვინვარება, რაზეც დაწვრილებით მოგახსენეთ, სრული
გამოშტერებით აიხსნებოდა. ადამიანს, რომელსაც დაფიქრე-
ბის უნარი დაუბრუნდა, შეუძლია, ნახევრად გამოსწორებუ-
ლად ჩათვალოს თავი.
პირველი ჩემი აზრი ასეთი სიტყვებით გამოიხატა:
- ღმერთო, რა მომელის? დავიღუპები! ეჭვი არ არის, დამ-
ნაშავედ მაღიარებენ, და მაშინ სიკვდილი გარდაუვალი იქნე-
ბა! რა წყალში ჩავვარდე უმეგობრო ადამიანი? ალბათ დამნა-
შავედ ჩამთვლიან! ღმერთო, მიშველე! რას მიმზადებს სასტი-
კი ბედი?
ამ პირველ აზრს უთუოდ უღიმღამოდ ჩათვლით - ის ხომ
ხანგრძლივი გამოშტერების შემდეგ დაიბადა. მაგრამ ისიც კი
მარტოოდენ შიშს გამოხატავდა მოახლოებული საფრთხის
წინაშე. მასში გულწრფელი მონანიების ნასახიც არ ერია. ერ-
თი მეგობარიც არ მყავდა, რომ ჩემი დარდი გამეზიარებინა,
ამით კი იმდენად ვიყავი შეწუხებული, რომ მოწოლილი სევდა
სულს მიხუთავდა, დღეში რამდენჯერმე გული მიმდიოდა ან
ბნედა მემართებოდა. კაცი გავგზავნე მოხუცი დედამძუძის
მოსაყვანად, რომელსაც, სამართლიანობა მოითხოვს ით-
371 მკითხველთა ლიგა
ქვას, თავი ერთგული მეგობარივით ეჭირა. მან ყველა ღონე
იხმარა, რათა დიდი ჟიურისთვის ხელი შეეშალა საბრალდე-
ბო აქტის შედგენაში. დადიოდა ნაფიც მსაჯულებთან, ცდი-
ლობდა, ეს ხალხი ჩემდამი კეთილად განეწყო, მათი ყურად-
ღება გადაჰქონდა იმაზე, რომ არაფერი დამითრევია, სახლი
არ გამიტეხავს და სხვა, მაგრამ ყოველივე ამაო იყო: მსახურ-
მა ქალებმა დაიფიცეს, დანაშაულის ადგილზე დავიჭირეთო,
ამიტომაც დიდმა ჟიურიმ გატეხით ქურდობის ბრალდება წა-
მომიყენა.
ეს რომ გავიგონე, გრძნობა წამერთვა, ხოლო როცა გონს
მოვედი, გავიფიქრე, ასეთ საშინელებას ვერ ავიტან-მეთქი.
ჩემი დედამძუძე დედასავით მექცეოდა, ვეცოდებოდი, ჩემთან
ერთად ტიროდა, მაგრამ შველა მაინც არაფრით შეეძლო.
ამას ისიც ემატებოდა, რომ ციხეში ლაპარაკობდნენ, სიკვდი-
ლი არ ასცდებაო. ხშირად მესმოდა, პატიმრები ერთმანეთში
როგორ მსჯელობდნენ ამაზე. ვხედავდი, თავს რომ აქნევდნენ
და სიბრალულს გამოხატავდნენ, როგორც ციხეში ჩვეულებ-
რივად ხდება ხოლმე, მაგრამ არც ერთ მათგანს ჩემთვის სიტ-
ყვაც არ უთქვამს. ბოლოს, ერთ-ერთმა მეციხოვნემ განზე გა-
მიხმო და ოხვრით მითხრა:
- პარასკევს გაგასამართლებენ, მისის ფლენდერს (ეს ოთ-
ხშაბათს იყო), რის გაკეთებას ფიქრობ?
ქაღალდის ფერი დამედო და ვუთხარი:
- ღმერთმა უწყის, რას გავაკეთებ! არაფერი ვიცი.
- ვერავითარ იმედს ვერ მოგცემთ, - მითხრა, - სიკვდილის-
თვის უნდა მოემზადოთ, რადგან, ვფიქრობ, დამნაშავედ
გცნობენ. და რამდენადაც ძველი ბოროტმოქმედი ხართ, სა-
ეჭვოა, შეღავათი გაგიწიონ. ამბობენ, - დაუმატა, - თქვენი

372 მკითხველთა ლიგა


საქმე ნათელია და მოწმეთა ჩვენებანი იმდენად უეჭველია,
რომ მათ წინააღმდეგ ვერაფრის წაყენებას ვერ შეძლებთ.
ჩემთვის, ქალისთვის, ასეთი დარტყმა იმდენად ძლიერი
იყო, - მძიმე ტვირთის ქვეშ ხომ ისედაც ვიხრებოდი, - რომ
დიდხანს ენა ვერ მოვაბრუნე. ბოლოს ოხვრა აღმომხდა და
მეციხოვნეს შევეკითხე:
- ოჰ, ბატონო, მაშ, რა წყალში ჩავვარდე? როგორ მოვიქ-
ცე?
- როგორ მოვიქცეთ და, მღვდელი ახმობინეთ, მოელაპა-
რაკეთ. თუ თქვენ, მისის ფლენდერს, დიდად გავლენიანი მე-
გობრები არ გყავთ, შეგიძლიათ, თავი უკვე ამ ქვეყანაზე
მცხოვრებად აღარ ჩათვალოთ!
არ შეიძლება, ამ სიტყვების გულწრფელობა არ ვაღიარო,
მაგრამ ნათქვამი ძალზე სასტიკი იყო, ყოველ შემთხვევაში,
ასე მომეჩვენა. მეციხოვნემ ერთობ აფორიაქებული დამტოვა.
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ლოცვას შევუდექი, რა-
საც უკანასკნელი ქმრის სიკვდილის შემდეგ იშვიათად მივ-
მართავდი. კაცმა რომ თქვას, ეს ლოცვას არც ჰგავდა, რად-
გან ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, რომ თუმცა ხშირად
ვამბობდი ცრემლის ყლაპვით, ღმერთო, მიშველე-მეთქი,
მაგრამ მაინც არ მავიწყდებოდა, როგორი საცოდავი გახ-
ლდით. ღმერთს ჩემი ცოდვების მოტევებას არც ვთხოვდი.
გაბრუებული ვიყავი იმაზე ფიქრით, რომ სიკვდილის განა-
ჩენს გამომიტანდნენ და ალბათ ჩამომახრჩობდნენ. ამიტო-
მაც ღამეში მრავალჯერ წამოვიძახებდი ხოლმე: „ღმერთო!
რა მეშველება? ღმერთო! როგორ მოვიქცე? ღმერთო! მიშვე-
ლე მაცხოვრის გულისათვის!“ - და სხვა ამგვარს.
დარდით მოკლული დედამძუძე ახლა ჩემზე ნაკლებად
როდი იყო დამფრთხალი და ბევრად უფრო გულწრფელად
373 მკითხველთა ლიგა
ინანიებდა საკუთარ ცოდვებს, თუმცა სასიკვდილო განაჩენი
არ ემუქრებოდა. ეს დედაკაცი სიკვდილს, რა თქმა უნდა, ჩემ-
სავით იმსახურებდა, თვითონაც არ უარყოფდა ამას, მაგრამ
უკვე მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ჩემსა და სხვა-
თა მიერ ნაპარავს მალავდა და ქურდობისკენ გვაქეზებდა.
მიუხედავად ამისა, დამთხვეულივით ოხრავდა და ბორგავდა,
ხელებს იმტვრევდა და ყვიროდა: ღვთის რისხვა დამატყდა
თავს, ჯოჯოხეთის ტანჯვა მელის, დავღუპე ყველა ჩემი მეგო-
ბარი, სახრჩობელაზე გავგზავნე მავანი და მავანიო. ამასთან,
ჩამოთვალა ათი თუ თერთმეტი კაცი (ზოგი იმ უბედურის სა-
ხელი, რომელმაც უდროო აღსასრული პოვა, მე გავახსენე),
მერე კი ჩემზე გადმოვიდა, - ახლა კი შენი დაღუპვის მიზეზიც
გავხდი, გაქეზებდი საშიში საქმის შესასრულებლად, როცა
მისთვის თავის დანებება გინდოდაო. სიტყვა შევაწყვეტინე:
- არა, დედა, ნუ ამბობთ ამას. თქვენ ხომ მირჩევდით ამ ხე-
ლობის მიტოვებას, როცა მედუქნეს ფული წავართვი და ჰარ-
ვიჩიდან დავბრუნდი, მაგრამ ყური არ გათხოვეთ. ამიტომაც
თქვენთან სასაყვედურო არაფერი მაქვს, თავი მევე დავიღუ-
პე, თვითონ გადავიჩეხე ამ უფსკრულში.
ასე მოვთქვამდით საათობით.
მაგრამ გამოსავალი არ იყო. საქმე თავისი გზით მიდიოდა
- ხუთშაბათს სასამართლოს სხდომათა სახლში გადამიყვა-
ნეს, სადაც საშუალება მომცეს, საბრალდებო დასკვნას გავ-
ცნობოდი. მეორე დღეს კი სასამართლოს წინაშე უნდა წარ-
ვმდგარიყავი. ბრალდებას რომ გავეცანი, ვუპასუხე: უდანა-
შაულო ვარ-მეთქი. მართალიც ვიყავი, რადგან ბრალს მდებ-
დნენ გატეხით ქურდობაში, სახელდობრ: თითქოს კარი გავ-
ტეხე და მოვიპარე აბრეშუმის ორი ნაჭერი, რომელიც ორ-
მოცდაექვსი გირვანქა სტერლინგი ღირდა, და ვინმე ანტონი
374 მკითხველთა ლიგა
ჯონსონს ეკუთვნოდა. ამავე დროს კარგად ვიცოდი: სასამარ-
თლოზე არავის შეეძლო იმის ჩვენება, რომ კარი გავტეხე ან
თუნდაც ურდული გამოვწიე.
პარასკევს სასამართლოში მიმიყვანეს. უკანასკნელი ორი
თუ სამი დღის განმავლობაში ცრემლმა ისე დამასუსტა, რომ
იმ ღამეს უკეთ მეძინა, ვიდრე ველოდი, და სასამართლოზე
ბევრად მხნედ მეჭირა თავი.
როცა სხდომა გაიხსნა და საბრალდებო აქტი წაიკითხეს,
მინდოდა, სიტყვა ამეღო, მაგრამ მითხრეს, ჯერ საჭიროა,
მოწმეებს მოვუსმინოთ, თქვენ კი აზრის გამოთქმას მოას-
წრებთო. მოწმედ გამოდიოდა ხსენებული ორი მსახური ქა-
ლი, თავაწყვეტილი ვიგინდარა. თუმცა არსებითად ისინი
მართალნი იყვნენ, მაგრამ ცდილობდნენ, რამდენადაც შეიძ-
ლებოდა, ჩემი დანაშაული გაეზვიადებინათ. მათ ფიცის ქვეშ
უჩვენეს, თითქოს ქსოვილი უკვე ხელთ ვიგდე, კაბის ქვეშ
ამოვიდე და წასასვლელად გავემართე. როცა ისინი გამოც-
ვივდნენ, თითქოს ზღურბლს ერთი ფეხი უკვე გადავაბიჯე და
მეორის გადადგმას ვაპირებდი, ისე, რომ ნადავლთან ერთად
უკვე სახლის გარეთ ვიყავი, ქუჩაში, აქ კი მათ ხელი მტაცეს,
დამაკავეს და მოპარული აბრეშუმი მიპოვეს. საქმე, საერ-
თოდ, სწორად იყო გადმოცემული, მაგრამ მე დავიჟინე, მათ
იმაზე ადრე დამაკავეს, ვიდრე ზღურბლს გადავაბიჯებდი--
მეთქი. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, ამას რაიმე მნიშვნე-
ლობა ჰქონოდა: ქსოვილი ხომ დავითრიე და, რომ არ შევე-
ჩერებინე, გავიტანდი კიდეც.
სასამართლოს ყურადღება იმაზე გავამახვილე, რომ მო-
პარვით არაფერი მომიპარავს, სახლის პატრონები არ დაზა-
რალებულან; კარი ღია იყო და რაღაც-რაღაცების საყიდლად
შევედი. მართალია, როცა ვნახე, შიგნით არავინ იმყოფებო-
375 მკითხველთა ლიგა
და, აბრეშუმის ნაჭერი ხელში ავიღე, მაგრამ ეს არ ნიშნავს,
თითქოს მისი მოპარვა მინდოდა: ქსოვილი კართან მოვიტანე
იმ მიზნით, რომ სინათლეზე უკეთ გამესინჯა.
სასამართლომ არ ისურვა, ანგარიში გაეწია ჩემი განცხა-
დებისთვის და მასხრად აიგდო წამოყენებული ჩვენება, რად-
გან ის სახლი დუქანი არ იყო და იქ საქონელი არ იყიდებოდა.
რაც შეეხება ჩემს განცხადებას, თითქოს ქსოვილის უკეთ
დათვალიერების მიზნით კართან მივიტანე-მეთქი, ამაზე მსა-
ხურებმა მხოლოდ თავხედურად გადაიხარხარეს და გონება-
მახვილობაში ვარჯიში დაიწყეს. სასამართლოს მოახსენეს:
როგორც ჩანს, სინათლეზე საქონელი კარგად დაათვალიერა
და, ეტყობა, თვალშიც მოუვიდა, რაკი კაბის ქვეშ ამოიდო და
წასვლას აპირებდაო.
მოკლედ რომ ვთქვა, ქურდობაში დამნაშავედ მცნეს, ხო-
ლო გატეხაში - უდანაშაულოდ, მაგრამ ეს ჩემთვის მცირე
შვება იყო, რადგან პირველი დანაშაული საკმარისი გახ-
ლდათ სასიკვდილო განაჩენისთვის, უკანასკნელი კი მდგო-
მარეობას არაფრით შეცვლიდა.
მეორე დღეს სასამართლოს დარბაზში მიმიყვანეს, რათა
საშინელი განაჩენი მომესმინა, და როცა შემეკითხნენ, შემეძ-
ლო თუ არა თავის დასაცავად რამის თქმა (რაც განაჩენის აღ-
სრულებას შეაჩერებდა), ერთხანს ჩუმად ვიდექი. ვიღაცამ
ხმამაღლა მიკარნახა: მოსამართლეებს მიმართე, მათ შეუძ-
ლიათ, საქმე შენთვის უფრო ხელსაყრელი სახით წარმოად-
გინონო. ამან ცოტა არ იყოს გამამხნევა, განვაცხადე: არ ვი-
ცი, რითი შემიძლია შევაჩერო განაჩენის აღსრულება, მაგრამ
სასამართლოს მაინც შეწყალებას ვთხოვ-მეთქი. იმედი გა-
მოვთქვი: სასამართლო შეღავათს გამიწევს, რადგან სახლი
არ გამიტეხავს და არაფერი წამიღია, არავის ზარალი არ უნა-
376 მკითხველთა ლიგა
ხავს. ქსოვილის პატრონიც შუამდგომლობს ჩემს პატიებაზე
(იგი ამას ნამდვილად მთელი გულით სთხოვდა სასამარ-
თლოს). დაბოლოს, ეს არის ჩემი პირველი დანაშაული, სა-
მართალში არასოდეს ვყოფილვარ-მეთქი. ერთი სიტყვით,
უფრო მეტი გამბედაობა მოვიკრიბე, ვიდრე მეგონა მქონდა,
და ისეთი გრძნობით ვლაპარაკობდი, ცრემლი ისე მომებჯინა
ყელში, - მაგრამ არც ისე ძლიერ, სიტყვის წარმოთქმაში ხე-
ლი შემშლოდა, - რომ დამსწრე საზოგადოება ბავშვივით ავა-
ტირე.
ზვიადმა მოსამართლეებმა უხმოდ მომისმინეს, უფლება
მომცეს, რამდენიც მინდოდა, მელაპარაკა, მაგრამ მაინც სა-
სიკვდილო განაჩენი გამომიტანეს, რაც უკვე სიკვდილად მეჩ-
ვენა და რამაც საბოლოოდ გამანადგურა. ძალა გამომელია,
ენა ჩამივარდა, ვეღარ ვხედავდი ვერც ღმერთს და ვერც ადა-
მიანებს.
ჩემი საცოდავი დედამძუძე სულით მთლად დაეცა. დედაკა-
ცი, რომელიც ყველანაირად მამხნევებდა, ახლა თვითონ სა-
ჭიროებდა გამხნევებას. თავი დაკარგა, სევდით გათანგული
ადამიანი, ხანდახან დამთხვეულივით წამოვარდებოდა, ისე,
რომ დიდად არ განსხვავდებოდა „ბედლამის“ გიჟებისაგან.
მაგრამ მისი ნაღვლის მიზეზი მარტო ჩემი მდგომარეობა არ
ყოფილა: საკუთარი უწესო ცხოვრება უეცრად თვალწინ წარ-
მოუდგა მთელი თავისი საშინელებით. გრძნობა, რომლითაც
ახლა საკუთარ წარსულს განიცდიდა, ჩემსას სულ არ ჰგავდა.
იგი წუხდა არა მარტო იმ უბედურებას, რომელიც მე დამემარ-
თა, არამედ თავის წარსულსაც, და გულწრფელად ინანიებდა
ცოდვებს.
მოხუცმა კაცი გაგზავნა მღვდლის მოსაყვანად. ეკლესიის
მსახური სერიოზული, ღვთისნიერი და კეთილი ადამიანი აღ-
377 მკითხველთა ლიგა
მოჩნდა. დედაკაცი ისე გულმოდგინედ შეუდგა მღვდლის
ხელმძღვანელობით ცოდვების მონანიებას, რომ კაცი იფიქ-
რებდა, მისი მონანიება გულწრფელიაო; მღვდელსაც ეჭვი არ
შეჰპარვია ამაში. რაც მთავარია, ეს არ გახლდათ მოულოდ-
ნელი უბედურებით გამოწვეული მდგომარეობა.
უფრო ადვილია წარმოვიდგინო, ვიდრე სიტყვით გამოვხა-
ტო, რა გუნებაზე ვიყავი იმ დღეებში. სიკვდილის მეტი არაფე-
რი მელოდა, მეგობრები არ მყავდა, რომლებიც დახმარების
ხელს გამომიწვდიდნენ და მხოლოდ ჩემი გვარის გამოჩენას
ველოდი შემდეგ პარასკევს განაჩენის აღსრულების ბრძანე-
ბულებაში, რომელშიც, ჩემ გარდა, კიდევ ხუთი უბედური ადა-
მიანი უნდა ყოფილიყო დასახელებული.
დარდით მოკლულმა დედამძუძემ ამასობაში მღვდელი გა-
მომიგზავნა, რომელიც ამჯერად მისი მოწვევით გამოცხადდა,
შემდეგ კი უკვე ჩემი თხოვნით მოდიოდა. იგი დიდხანს მარი-
გებდა, მომენანიებინა ყველა ცოდვა და საკუთარ სულთან
აღარ მეთამაშა. სიცოცხლის შენარჩუნების დაპირებით არ
მაიმედებდა, რადგან, როგორც გამოვარკვიე, ამის ვარაუდი
ამაო იყო: გრჩებათ მხოლოდ, ღმერთს შეავედროთ სული
თქვენი და მოტევება სთხოვოთ მაცხოვრის გულისთვისო. თა-
ვისი სიტყვები განამტკიცა საღმრთო წერილის ნაწყვეტებით,
რომლებიც ყველაზე დიდ ცოდვილთაც კი მოუწოდებს მონა-
ნიებისკენ. შემდეგ მუხლი მოიყარა და ჩემთან ერთად ლოცვა
აღავლინა.
მხოლოდ მაშინ ვიგრძენი პირველად ჭეშმარიტი მონა-
ნიების ძალა. ზიზღით შევხედე ჩემს წარსულს და, როგორც
ყველას ემართება ხოლმე ისეთ წუთებში, როცა ადამიანი
თითქოს თავისი ცხოვრების მიღმა იხედება, უწინდელისგან
განსხვავებით, მრავალი რამ სულ სხვანაირად და სხვა სახით
378 მკითხველთა ლიგა
წარმომიდგა. ბედნიერებამ, სიხარულმა, მწუხარებამ ჩემთვის
ახალი აზრი შეიძინა. მთელი ფიქრები ახლა მხოლოდ ჩემს
ცხოვრებაში ყველაზე ამაღლებულს დასტრიალებდა, და უდი-
დეს სისულელედ მეჩვენებოდა, რაიმე მნიშვნელობა მიმეცა
მიწიერი არსებობის თუნდაც ყველაზე ძვირფასი მოვლენის-
თვის.
მარადისობა აღიმართა ჩემ წინ, ყველა თავისი შეუცნობე-
ლი დამატებით. ისე გამიფართოვდა მისი გაგება, რომ გამო-
ხატვაც არ ძალმიძს. რა საზიზღარი, ბიწიერი და უაზრო მეჩვე-
ნა ახლა ყოველივე, რაც წინათ სიტკბოება მეგონა! ღირს კი,
ამ უაზრო წვრილმანებისთვის უარს ვამბობდეთ მარადიულ
ნეტარებაზე?!
ამ აზრებს, რა თქმა უნდა, სასტიკი საყვედურები მოსდევ-
და. ჩემს თავს ვკიცხავდი ავბედითი წარსულისთვის, იმის-
თვის, რომ ყოველგვარი იმედი აღვიკვეთე ბედნიერების მო-
საპოვებლად მარადისობაში, რომელსაც ასე მალე უნდა შე-
ვერთებოდი, რომ ტანჯვა და მწუხარება გავიხადე მუდმივ თა-
ნამგზავრად. ყველაზე მეტად კი ის საშინელი აზრი მაწვალებ-
და. რომ ეს ტანჯვა დაუსრულებლად გაგრძელდებოდა.
ყოველივეს იმისთვის კი არ ვყვები, რომ სხვებს ჭკუა ვას-
წავლო. მინდა, მხოლოდ გაგიზიაროთ ის, რაც სულში მიტ-
რიალებდა. რამდენადაც ძალმიძს, ზუსტად გადმოგცეთ ჩემი
განცდები, თუმცა კარგად ვიცი, რომ ვერ გამოვხატავ იმას,
რასაც ჩემი სული განიცდიდა. და განა შეიძლება, სიტყვით
გადმოიცეს ამგვარი განცდა?! არა მგონია, ვიცოდე ასეთი
სიტყვები. დაე, გონიერი მკითხველი თვითონ ჩაუფიქრდეს
ყოველივეს და საკუთარ ცხოვრებასაც თვალი გადაავლოს.
ადრე თუ გვიან თითოეულს უწერია ამის მსგავსი რამის გა-

379 მკითხველთა ლიგა


მოცდა, მან კარგად უნდა განსჭვრიტოს მომავალი და დაინა-
ხოს თავისი ხვედრი ყველაზე შავბნელი სახით.
ვუბრუნდები ისევ ჩემს მოთხრობას. მღვდელი მარწმუნებ-
და, არაფერი დამემალა, მეთქვა ყველაფერი, რასაც განვიც-
დიდი, როცა საშუალება მეძლეოდა, იმქვეყნიურ ცხოვრებას
ვზიარებოდი. მითხრა: მე ხომ ციხის მღვდელი არ გახლა-
ვართ, იმიტომ არ მოვსულვარ, რომ პატიმარს აღიარება გა-
მოვტყუო ან ჯერ კიდევ თავისუფალი დამნაშავენი გავამჟღავ-
ნებინო; თქვენი გულწრფელობა მხოლოდ იმისთვის მჭირდე-
ბა, რომ გული გადამიშალოთ, რათა შესაძლებლობისამებრ
ნუგეში გცეთ. რაც უნდა მიამბოთ, საიდუმლოდ დარჩება,
მხოლოდ მე, თქვენ და ღმერთს გვეცოდინება, თვითონ კი
თქვენი ამბავი იმდენად მინდა ვიცოდე, რამდენადაც საჭიროა
დახმარებისთვის, რჩევის მოსაცემად და თქვენთვის ზეცაში
ლოცვის აღსავლენადო.
მისმა პირდაპირობამ და მეგობრულმა მოპყრობამ გული
გადამაშლევინა. ამ კაცმა შეაღწია მის ყველა საიდუმლო
ხვრელში, გადავუშალე ჩემი ცოდვიანი ცხოვრების მთელი
სურათი, მოკლედ ვუამბე ყოველივე, რაც ზემოთ მოგახსე-
ნეთ. მოკლედ გავაცანი ცხოვრების უკანასკნელი ორმოც-
დაათი წელი.
არაფერი დამიმალავს მისთვის. პასუხად მომიწოდა, გულ-
წრფელად მომენანიებინა ცოდვები, თანაც ამ სიტყვის საკუ-
თარი ახსნა მომცა. ისე აგზნებულად ლაპარაკობდა ღვთის
განუსაზღვრელ წყალობაზე, რისი ვარაუდიც შეიძლება ჰქონ-
დეთ ყველაზე დიდ ცოდვილთ, რომ სასოწარკვეთილება უკ-
ვალოდ გამიქრა და ეჭვი აღარ შემპარვია - ეს ჩემზეც გავ-
რცელდებოდა. ასეთ სულიერ მდგომარეობაში დამტოვა პირ-
ველ საღამოს.
380 მკითხველთა ლიგა
დილით კვლავ მოვიდა და ღვთის წყალობის განმარტება
განაგრძო. ეს რომ დაიმსახუროთ, მეუბნებოდა, საჭიროა
მხოლოდ გულწრფელი სურვილი და მზადყოფნა ამ წყალო-
ბის მისაღებად, საჭიროა წუხდეთ თქვენი ცოდვების გამო,
გძულდეთ ყოველივე ის, რამაც ღვთის სამართლიანი რისხვა
დაგატეხათ თავზეო. აქვე მინდა ვთქვა: არ ვაპირებ ამ უჩ-
ვეულო ადამიანის ყველა შესანიშნავი აზრის გამეორებას.
აღვნიშნავ მხოლოდ, რომ მან სული გამომიცოცხლა და რომ
ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ არასოდეს განმიცდია. ჩემი წარ-
სულის გამო ცრემლი და სირცხვილი მახრჩობდა, ამასთანა-
ვე, სულს მივსებდა რაღაც გაურკვეველი აღტაცება იმ აზრის
გონებაში გავლებისას, რომ შევძლებდი ბოლომდე მონა-
ნიებას, რომ მეც ღირსი გავმხდარიყავი ღვთის წყალობისა.
აზრები ისეთი უჩვეულო სისწრაფით მიტრიალებდა თავში, მა-
თი გავლენით სული ჩემი ისე ამაღლდა, რომ მზად ვიყავი -
ასე მეგონა მაშინ - უყოყმანოდ წავსულიყავი სასჯელის ადგი-
ლას, რათა სული ჩემი, სული მომნანიებელი ცოდვილისა,
ღვთის უსასრულო მოწყალებისთვის მიმენდო.
კეთილ კაცს გული ძალზე აუჩუყდა, როცა შენიშნა, რა გავ-
ლენა მოახდინა ჩემზე მისმა სიტყვებმა. ჩემთან მოსვლის-
თვის ღმერთს მადლობა შესწირა და გადაწყვიტა, არ დავეტო-
ვებინე უკანასკნელ წუთამდე - არ შეეწყვიტა ჩემთან სიარუ-
ლი.
თორმეტი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც განაჩენი გამოგ-
ვიცხადეს, მაგრამ ჯერ არავის მიმართ არ იყო აღსრულებუ-
ლი. მაგრამ აი, გაგვაცნეს სიკვდილმისჯილთა სია და მასში
ჩემი გვარი ვიპოვე. ეს გახლდათ ჩემი კეთილი გადაწყვეტი-
ლების დასამარება. გული თითქმის გამიჩერდა. ზედიზედ ორ-
ჯერ გრძნობა დავკარგე, მაგრამ ხმა არ ამომიღია. კეთილი
381 მკითხველთა ლიგა
მღვდელი საშინლად დამწუხრებული იყო ჩემ გამო და ყო-
ველმხრივ ცდილობდა, იმავე სიტყვებითა და მჭევრმეტყვე-
ლებით გავემხნევებინე.
იმ ღამით ჩემთან დარჩა მანამდე, სანამ დარაჯებმა არ გა-
აფრთხილეს, საჭიროა, ციხე დატოვოთ, თუ არ გინდათ, პატი-
მართან ერთად მთელ ღამეს დარჩეთო. ეს კი მან არ ისურვა.
გამაოცა იმან, რომ მეორე დღეს არ მოვიდა, თუმცა ეს ჩე-
მი სიკვდილით დასჯის წინა დღე იყო. სულით საშინლად და-
ვეცი, მომაკლდა მისი ნუგეშისმცემელი სიტყვები, რასაც ჩემ-
თვის ეგზომ დიდი შვება მოჰქონდა. მოუთმენლობითა და და-
ჭიმული ძარღვებით ველოდი თითქმის ოთხ საათამდე და აი,
უცებ შემოვიდა ჩემს საკანში (მოვახერხე - რა თქმა უნდა, ფუ-
ლით, რადგან უფულოდ არაფერი კეთდებოდა, - ჩემთვის
ცალკე საკანი მოეცათ, მართალია, ძალზე ვიწრო და ჭუჭ-
ყიანი, სამაგიეროდ, სხვა სიკვდილმისჯილთა შორის ჯურ-
ღმულში ყოფნას თავი დავაღწიე).
გულმა სიხარულით რეჩხი მიყო, როცა კარს მიღმა მისი
ხმა მომესმა. მაგრამ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მღელვა-
რება, რამაც ჩემი სული მოიცვა, როცა მღვდელმა დაგვიანე-
ბისთვის ბოდიში მოიხადა და ამიხსნა, რომ მთელი ამ ხნის
განმავლობაში ჩემთვის ირბინა და მთავარ მოსამართლეს
ხელსაყრელი გადაწყვეტილება გამოსტყუა. სიტყვა რომ არ
გავაგრძელო, განაჩენის აღსრულების გადადების ბრძანება
მომიტანა.
ამ ადამიანმა ყველა ღონე იხმარა, რისი უნარიც ჰქონდა,
ჩემთვის კი ეს ამბავი ფრთხილად რომ ეცნობებინა. დაფარვა
უფრო მეტი სისასტიკე იქნებოდა. მაგრამ მაინც ვერ გავუძე-
ლი, წინათ თუ მწუხარება მაწუხებდა, ახლა სიხარულმა ნაკ-
ლები დღე როდი დამაყენა. უწინდელზე მეტად შემიღონდა
382 მკითხველთა ლიგა
გული და მხოლოდ დიდი წვალების შედეგად მომიყვანეს
გონს.
ამ კეთილმა კაცმა, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა,
ამაცდინა იმას, რომ გადარჩენის სიხარულს არ დაეჩრდილა
გარდასული მწუხარება. შემდეგ მითხრა: საჭიროა წავიდე და
თქვენი განაჩენის აღსრულების გადადების ბრძანება ციხის
დავთარში შევატანინო, რომ მას შერიფები გაეცნონ. ადგა და
წასვლის წინ მხურვალე ლოცვა აღავლინა: ღმერთს შესთხო-
ვა, ჩემი მონანიება გულწრფელი და ალალი დარჩენილიყო
და ცხოვრებას ხელახლა რომ დავუბრუნდებოდი, ის სიგიჟე
აღარ გამემეორებინა, რაზეც ასე საზეიმოდ ავიღე ხელი და
რასაც მორჩილებით ვინანიებდი. სულითა და გულით შევუ-
ერთდი მის ლოცვას. იმ ღამეს უფრო ღრმად შევიგრძენი
ღვთის მოწყალება და უფრო ძლიერ შემზიზღდა საკუთარი
ცოდვები, ვიდრე ოდესმე ჩემს ცხოვრებაში. სიხარულმა, რო-
მელიც ის-ის იყო განვიცადე, ჩემზე უფრო ძლიერი გავლენა
მოახდინა, ვიდრე მწუხარებამ, რომელიც მანამდე არ მშორ-
დებოდა.
შეიძლება, ბრალი დამდონ, თხრობას თანამიმდევრობა
აკლიაო, თქვან, ასეთ განცდებს, საერთოდ, არ ვხვდებით
შენს მოთხრობაშიო. მეშინია აგრეთვე, რომ ბევრ მკით-
ხველს, რომელიც ინტერესით თვალს ადევნებდა, სანამ ჩემს
ცოდვებსა და სიშმაგეს აღვწერდი, ჩემი ცხოვრების ეს ნაწი-
ლი, საკუთარი შეხედულებით უკეთესი, ჩემთვის ყველაზე სა-
სარგებლო და სხვისთვის ფრიად ჭკუის სასწავლებელი, - ვში-
შობ, მოსაწყენი არ მოეჩვენოს. ასეა თუ ისე, იმედი მაქვს,
მკითხველი უარს არ იტყვის, ბოლომდე მოისმინოს ჩემი თავ-
გადასავალი. არ მინდა, მასზე ცუდი ვიფიქრო, ხომ არ შეიძ-

383 მკითხველთა ლიგა


ლება, დანაშაული მონანიებას ამჯობინოს?! არა მგონია, რომ
მან ამ ამბის ტრაგიკულად დასრულება ისურვოს!
მაგრამ ჯობს, თხრობა გავაგრძელო. დილით ციხეში გულ-
შემზარავი სურათი გადაიშალა. გაისმა უფლის საფლავის სა-
ხელზე აგებული ეკლესიის დედოზარის ხმა, რომელმაც სიკ-
ვდილით დასჯის დღის დადგომა გვაუწყა. როგორც კი ზარმა
იჭექა, სიკვდილმისჯილთა ჯურღმულიდან ჩემს ყურამდე მო-
აღწია გულის გამგმირავმა კივილმა - იქ ეყარა ექვსი უბედუ-
რი ადამიანი, რომლებიც იმ დღეს უნდა დაესაჯათ, ზოგნი -
ერთი დანაშაულისთვის, მეორენი - სხვა ბოროტმოქმედების-
თვის, მათ შორის ორი - მკვლელობისთვის.
ამას მოჰყვა პატიმართა უთავბოლო ყვირილი - როგორც
შეეძლოთ, თანაუგრძნობდნენ ბედკრულ სიკვდილმისჯილ ამ-
ხანაგებს. ერთნი ტიროდნენ, სხვები მთელი ხმით გაჰყვი-
როდნენ, უსურვებდნენ მშვიდობის გზას, სხვები აგინებდნენ
და სწყევლიდნენ მათ, ვისაც დანაშაული მიუძღოდა მათი მწა-
რე ხვედრის შექმნაში, - მოწმეებსა და მოსამართლეებს.
ბევრს ეცოდებოდა ისინი, ზოგიერთნი კი - ასეთთა რიგი ძალ-
ზე მცირე იყო - მათთვის ლოცულობდნენ.
ეს ყოველივე საშუალებას არ მაძლევდა, აზრები მომეკრი-
ბა და მადლობა შემეწირა მოწყალე განგებისთვის, რომელ-
მაც სიკვდილის კლანჭებს გამომტაცა. დავმუნჯდი, უნარი
აღარ მქონდა, გამომეხატა გრძნობა, რომელიც დამეუფლა,
რადგან ასეთ შემთხვევაში ეს გრძნობა იმდენად მღელვარეა -
მისი სწრაფი დაოკება არ ძალგვიძს.
სანამ ბედშავი მსჯავრდადებულნი სასიკვდილოდ ემზადე-
ბოდნენ, ხოლო ციხის მღვდელი ურჩევდა, განაჩენს დამორ-
ჩილებოდნენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში შიშით ვძაგძა-
გებდი, თითქოს ჩემი მდგომარეობა წინადღის შემდეგ არ
384 მკითხველთა ლიგა
შეცვლილიყო. ციებიანს ვგავდი, შეშლილი ადამიანის ლაპა-
რაკი და გამოხედვა მქონდა. როცა მსჯავრდადებულნი ფორ-
ნებში ჩასვეს და წაიყვანეს - ძალა არ მეყო მეცქირა ამ სანა-
ხაობისთვის; როცა, ვიმეორებ, ისინი წაიყვანეს, სასოწარკვე-
თილი ოხვრა აღმომხდა, და რამდენსაც ვცდილობდი, თავს
მაინც ვერაფრით ვიკავებდი.
ასეთ ვითარებაში გავატარე თითქმის ორი საათი. როცა
დავწყნარდი, ეს უბედური ადამიანები ალბათ ცოცხლებში
აღარ ეწერნენ, ცრემლი სიხარულმა შემიცვალა. ნამდვილ ექ-
სტაზში ვიყავი, აღტაცებისა და მადლიერების გრძნობა დამე-
უფლა, რომლის გამოხატვასაც სიტყვით ვერ ვახერხებდი. ამ
მდგომარეობაში გავატარე დღის დიდი ნაწილი.
საღამოს კიდევ მეწვია ჩემი მღვდელი და კვლავ დამიწყო
საუბარი. მომილოცა, რომ განაჩენის აღსრულების გადადე-
ბის წყალობით შევძლებდი ყველა ჩემი ცოდვის მონანიებას.
იმ ექვსი ბედკრულის სული კი, დაუმატა, განწირულია, მათ
ვეღარაფერი იხსნისო. მხურვალედ მარწმუნებდა, არ დამე-
ვიწყებინა ჩემი ახალი დამოკიდებულება ამქვეყნიურ საქმე-
ებთან. ეს ხომ მას შემდეგ დაგებადა, რაც თქვენ წინაშე მარა-
დისობა აღიმართაო. ბოლოს მითხრა, თქვენი საქმე ჯერ კი-
დევ არ შეიძლება, გადაწყვეტილად ჩაითვალოს, გადადება
პატიება არ არის და სასურველი შედეგის სრული იმედი არ
შემიძლია მოგცეთო. იქვე დასძინა: უნდა გიხაროდეთ, რომ
გაჩუქეს გარკვეული დრო, ამიტომაც ეცადეთ, რაც შეიძლება
უკეთ გამოიყენოთო.
ამ ამბავმა, გამოგიტყდებით, ხელმეორედ დამაღონა. გა-
ვიაზრე, რომ ჩემი საქმე ჯერ კიდევ შეიძლებოდა, საბედისწე-
როდ დასრულებულიყო, თუმცა მღვდელი ამაშიც არ იყო
დარწმუნებული. იმ დღეს არაფრის კითხვა არ დავუწყე, ხომ
385 მკითხველთა ლიგა
თვითონვე მითხრა, ძალ-ღონეს არ დავიშურებ, საქმე კეთი-
ლად დავაგვირგვინოო. მას უთუოდ, წარმატების იმედი ჰქონ-
და, მაგრამ არ უნდოდა, ეს გარკვეულ დრომდე ეთქვა. შემ-
დგომმა ამბებმა მიჩვენა, რომ მისი შიში უსაფუძვლო არ იყო.
ორიოდე კვირის შემდეგ შეიქმნა საფრთხე, რომ მორიგ
სესიაზე სიკვდილმისჯილთა სიაში შემიტანდნენ. მხოლოდ
დიდი წვალებით, - როცა შევიტანე თხოვნა გადასახლების შე-
სახებ, - სიაში მოხვედრისგან თავის დაღწევა მოვახერხე:
ძალზე ცუდი სახელით ვსარგებლობდი და ღრმად სწამდათ,
რომ გამოუსწორებელი ქურდი ვიყავი, თუმცა კანონის თანახ-
მად ასეთი არ გახლდით, - სამართალში მიცემული არასოდეს
ვყოფილვარ, ამიტომ მოსამართლეებმა ვერ შეძლეს ჩემდამი
ასეთი ბრალდების წამოყენება. მაგრამ თავმჯდომარემ ჩემი
საქმე მაინც ისე ჩამოაყალიბა, როგორც საჭიროდ მიიჩნია.
მართალია, სიცოცხლე შევინარჩუნე, მაგრამ გადასახლე-
ბა არ ამცდა. გადასახლება მძიმე სასჯელი იყო, თუმცა სიკ-
ვდილით დასჯასთან შედარებით, დიდ მოწყალებად მიმაჩ-
ნდა. ამიტომაც არაფერს ვიტყვი არც განაჩენის და არც ჩემი
მომავალი ხვედრის თაობაზე. ჩვენ მზად ვართ, სიკვდილს
ყველაფერი ვამჯობინოთ, განსაკუთრებით, როცა საიქიოში
კარგი არაფერი გველის. ასე იყო ჩემი საქმეც.
მღვდელი, რომლისგანასაც სრულიად უცხო ადამიანი დი-
დად დავალებული ვიყავი, გულით წუხდა ჩემს გადასახლე-
ბას. დარწმუნებული მინდა ვიყო, - მითხრა, - ცხოვრების დარ-
ჩენილ დღეებში უთუოდ მოახერხებთ ვინმეს კეთილისმყოფე-
ლი გავლენა განიცადოთ. მეშინია, არ დაივიწყოთ წარსული
უბედურება, როგორც კი მოხვდებით პირწავარდნილ კატორ-
ღელებს შორის, - ისინი მეტწილად, წყალწაღებული ხალხია! -
ხელახლა არ დაუბრუნდეთ თქვენს უწინდელ საქმიანობას.
386 მკითხველთა ლიგა
მაგრამ უფალი ღმერთი ყოველთვის გაგიწევთ იდუმალ
მფარველობას.
დიდი ხანია, არ მიხსენებია ჩემი დედამძუძე. თითქმის
მთელი ამ დროის განმავლობაში დედაკაცი მძიმე ავადმყოფი
იყო, მისთვის ეს სენი იგივე აღმოჩნდა, რაც ჩემთვის - განაჩე-
ნი, თითოეული ჩვენგანი სიკვდილის პირას იდგა. დედაკაცი
მომნანიებელი ცოდვილი გახდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნე-
ლობით. მასზე აღარაფერს ვამბობდი იმიტომ, რომ მთელი
მისი ავადმყოფობის განმავლობაში ერთმანეთს არ შევხვედ-
რივართ. მაგრამ აი, მომჯობინება დაეტყო თუ არა, გარეთ გა-
მოვიდა და მყისვე ჩემს სანახავად გამოეშურა.
ვუამბე ჩემი მდგომარეობა, ვუთხარი, ხან როგორ მეუფ-
ლებოდა შიში, ხან როგორ მესახებოდა იმედი, რას და რო-
გორ გავურბოდი. მოხუცი ესწრებოდა ჩემს შეხვედრას
მღვდელთან და ისმენდა მის სიტყვებს, რომ გადასახლებულ-
თა საზოგადოებაში მოხვედრის შემდეგ ხელახლა არ უნდა
დავდგომოდი მანკიერების გზას. ამაზე მე თვითონ სამწუხა-
რო აზრები მიტრიალებდა თავში, ვიცოდი, ჩვეულებრივ რა
წყალწაღებულ ხალხს გზავნიან ხოლმე გადასახლებაში. ამი-
ტომ დედამძუძეს ვუთხარი, მღვდლის მიერ გამოთქმული ეჭ-
ვი უსაფუძვლო არ არის-მეთქი.
- მართალია, - მიპასუხა, - მაგრამ მტკიცედ ვარ დარწმუნე-
ბული, რომ ასეთი საშინელი მაგალითი აღარ შეგაცდენს.
როგორც კი მღვდელი წავიდა, დედამძუძემ მითხრა, იმედს
ნუ დაკარგავ, შეიძლება მოვახერხო შენი უკეთ მოწყობა, ამა-
ზე კი შემდგომ მოგელაპარაკებიო.
ყურადღებით დავაკვირდი მოხუცს და მეჩვენა, რომ
ჩვეულებრივზე მხიარულად გამოიყურებოდა. მყისვე ჩამესა-
ხა გათავისუფლების იმედი, მაგრამ ვერაფრით მომეფიქრე-
387 მკითხველთა ლიგა
ბინა, როგორ შეიძლებოდა ამის განხორციელება. რადგან ეს
საქმე მხოლოდ მე მეხებოდა, გადავწყვიტე, არ გამეშვა დე-
დამძუძე, სანამ ახსნა-განმარტებას არ მოვისმენდი. დიდხანს
უარზე იდგა, ბოლოს კი ჩემს დაჟინებულ თხოვნას წინ ვეღარ
აღუდგა და მოკლედ მიპასუხა:
- ფული ხომ გაქვს? გაგიგონია ოდესმე, რომ ადამიანი,
რომელსაც ჯიბეში ასი გირვანქა სტერლინგი უდევს, გადასახ-
ლებაში გაგზავნონ?
მივხვდი, რისი თქმაც უნდოდა, მაგრამ მივუგე: შესაძლებ-
ლობას ვერ ვხედავ, გადავუხვიო განაჩენის ზუსტ შესრულე-
ბას; რადგან ასეთი სიმკაცრე მოწყალებად ითვლება, ეჭვი არ
მეპარება, ყველაფერს სასტიკად დაიცავენ.
პასუხად მოხუცმა მხოლოდ ეს მითხრა:
- ვცადოთ, იქნებ რამე გამოვიდეს.
ამ სიტყვებით ერთმანეთს დავშორდით.
ციხეში დაახლოებით კიდევ თხუთმეტ კვირას დავყავი. რამ
გამოიწვია ასეთი შეფერხება, არ ვიცი. ამ ვადის გასვლის შემ-
დეგ თემზაზე მდგარ ხომალდში ჩამსვეს ცამეტ ყველაზე გა-
მოუსწორებელ არამზადასთან ერთად, როგორიც კი ოდესმე
უშვია „ნიუგეტს“. ჩემი მოთხრობისთვის უფრო დიდი წიგნი
იქნებოდა საჭირო, რათა აღმეწერა ამ ცამეტი კაცის უსირ-
ცხვილო საქციელი, - როგორ ეჭირათ თავი გზაში. ყოველივე
ამაზე შემრჩა ჩვენი კაპიტანის საინტერესო ნაამბობი, რომე-
ლიც მისმა თანაშემწემ დაწვრილებით ჩაიწერა.
კაცმა რომ თქვას, არ ღირს გიამბოთ ყველა წვრილმანი
შემთხვევა, რომელიც თავს გადამხდა შუალედურ დროში ჩე-
მი გადასახლების თაობაზე საბოლოო დადგენილებიდან -
ხომალდში ჩასმამდე. ამის ადგილი არც არის, ჩემი მოთხრო-

388 მკითხველთა ლიგა


ბა დასასრულს უახლოვდება. მაგრამ არ შემიძლია არ გავიხ-
სენო ერთი გარემოება, რომელიც ლანკაშირელ ქმარს ეხება.
როგორც უკვე მოგახსენეთ, იგი საერთო საპატიმროდან
გადაიყვანეს უკეთეს მდგომარეობაში მყოფი ტუსაღების გან-
ყოფილებაში, რომელიც ციხის ეზოში იყო მოთავსებული.
მასთან კიდევ სამნი იყვნენ, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ერთი
კაციც მიემატა. არ ვიცი, ამ ხალხს თითქმის სამ თვეს რა მიზ-
ნით აკავებდნენ გაუსამართლებლად. ვგონებ, მოახერხეს მო-
ესყიდათ მოწმეები, რომლებიც მათ წინააღმდეგ უნდა გამო-
სულიყვნენ, ამიტომაც ბრალმდებელს დიდხანს არ გააჩნდა
საკმარისი მამხილებელი საბუთი. ბოლოს მაინც მოხერხდა
ორის საწინააღმდეგო ზოგიერთი ჩვენების შოვნა, რის საფუძ-
ველზეც ისინი სახრჩობელაზე აიყვანეს. მაგრამ დანარჩენი
ორის, მათ შორის ჩემი ლანკაშირელი ქმრის ბედი კვლავ გა-
მოურკვეველი რჩებოდა. მართალია, ბრალმდებელს მათ წი-
ნააღმდეგ თითო მოწმე ჰყავდა, მაგრამ კანონი მოითხოვს
არანაკლებ ორი მოწმისა, ამიტომაც საქმის დაწყება შეუძლე-
ბელი იყო. მიუხედავად ამისა, მათ გათავისუფლებას მაინც
არ კისრულობდნენ, გამომძიებლებს ეჭვი არ ეპარებოდათ,
რომ მოწმეებს ადრე თუ გვიან აღმოაჩენდნენ. ამ მიზნით გა-
მოქვეყნდა განცხადება მავანი და მავანი დამნაშავეების და-
ჭერის თაობაზე. ყოველ მსურველს მათ სანახავად ციხეში
მისვლა შეეძლო.
ამით ვისარგებლე ჩემი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყო-
ფილებლად, გამოვიგონე, ვითომ დანსტებლის კარეტაში გამ-
ძარცვეს და მინდოდა, შარაგზის ამ რაინდებისთვის შემეხე-
და. ციხის ეზოში რომ შევედი, სახე ისე დავიფარე, რომ თვა-
ლების გარდა, არაფერი მიჩანდა. ქმარმა ვერ მიცნო. როცა

389 მკითხველთა ლიგა


დავბრუნდი, განვაცხადე, ორივე ჩემთვის კარგად არის
ცნობილი-მეთქი.
მყისვე მთელ ციხეში ხმა გავარდა, მოლ ფლენდერსი მოწ-
მედ გამოვა ერთი ავაზაკის წინააღმდეგ, ამისთვის კი გადა-
სახლების განაჩენს შეუცვლიანო.
ეს ხმა თვითონ მძარცველებსაც ჩაეწვეთათ ყურში. და ჩემ-
მა ქმარმა მაშინვე ისურვა მისის ფლენდერსის ნახვა, რომე-
ლიც თურმე ასე კარგად იცნობდა მას და მის წინააღმდეგ
მოწმედ გამოსვლას აპირებდა. მისი ნახვის ნებართვა მივიღე.
საუკეთესოდ გამოვეწყვე; ჩავიცვი ყველაზე მდიდრული კაბა,
რომელიც კი ციხეში მქონდა, და საპატიმროს ეზოსკენ გავე-
მართე, მაგრამ სახე ყაბალახით დავიფარე.
პირველად ბევრი არაფერი მითხრა, მხოლოდ შემეკითხა,
თუ მიცნობო? ვუპასუხე, მშვენივრად გიცნობთ-მეთქი. იმის
გამო, რომ არა მარტო სახე დავიფარე, არამედ ხმაც გამო-
ვიცვალე, ვერ მიხვდა, ვინ ვიყავი. შემეკითხა, სად გინახავვა-
რო? მივუგე, დანსტებლსა და ბრიკჰილს შორის-მეთქი. თა-
ნაც, მეციხოვნეს მივმართე, უფლებას თუ მომცემთ, პატიმარს
განმარტოებით ველაპარაკები-მეთქი? მიპასუხა, გეთაყვა,
ელაპარაკეო, და თავაზიანად გაგვშორდა.
როგორც კი მეციხოვნე წავიდა, კარი გამოვიხურე, ყაბა-
ლახი მოვიხადე და კვნესით ვუთხარი:
- ჩემო კარგო, ვერ მცნობ?
მკვდრისფერი დაედო, კრინტი ვერ დაძრა. გაოცებისგან
გაოგნებულმა მხოლოდ ეს თქვა, ნება მომეცი, ჩამოვჯდეო.
მაგიდასთან მოთავსდა, თავი ხელს დააყრდნო და მიწას გაშ-
ტერებით დაუწყო ცქერა. მე კი ისეთ ვიშვიშში ვიყავი, რომ
დიდხანს გარკვეულს ვერაფერს ვამბობდი. ბოლოს ძლივს
ამოვილუღლუღე იგივე სიტყვები:
390 მკითხველთა ლიგა
- ჩემო კარგო, ვერ მცნობ?
თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა და ერთი სიტყვა - „ჰო“
ამოხდა, შემდეგ კი საკმაო ხანს აღარაფერი უთქვამს. შეცბუ-
ნებული იჯდა, მერე თავი ასწია და მომმართა:
- არ მეგონა, თუ ასეთი სასტიკი იქნებოდი!
რისი თქმა უნდოდა, ვერაფრით გავიგე. ვუპასუხე:
- განა ღირსი ვარ, სასტიკი მიწოდო?
- ასეთ ადგილას ჩემთან მოსვლა განა შეურაცხყოფა არ
არის? რა გინდა ჩემგან, რა დაგიშავე, ხომ არ გამიძარცვავ-
ხარ?
ამ სიტყვებით მივხვდი, რომ არაფერი იცოდა ჩემს უბედუ-
რებაზე, ფიქრობდა: როცა გავიგე, „ნიუგეტში“ იჯდა, მივედი,
რათა საყვედური მეთქვა ფიცის გატეხისთვის. მისთვის სათ-
ქმელი იმდენი მქონდა, აბა, რა მესაყვედურებოდა! რამდენი-
მე სიტყვით ავუხსენი: საჩხუბრად სულაც არ მოვსულვარ, პი-
რიქით, იმისთვის გეახელი, რომ დაგამშვიდო და შენგან ნუ-
გეში თვითონაც ვიპოვო. ადვილად დარწმუნდები იმაში, რომ
ცუდი განზრახვა არ მაქვს, როცა გეტყვი, ჩემი მდგომარეობა
შენზე ბევრად უარესია-მეთქი. ქმარს სახეზე შეშფოთება გა-
მოეხატა, როცა ჩემი სიტყვები მოისმინა, მაგრამ მაინც ნაძა-
ლადევი ღიმილით წარმოთქვა:
- განა ეს შესაძლებელია? მხედავ ბორკილდადებულს,
„ნიუგეტში“ ჩაგდებულს, ჩემი ორი ამხანაგი უკვე სიკვდილით
დასაჯეს. ამის შემდეგ როგორღა ამბობ, ჩემი მდგომარეობა
შენზე უარესიაო?
- ოჰ, ჩემო ძვირფასო, - მივუგე, - ძალზე დიდხანს მომიხ-
დებოდა ჩემი სავალალო თავგადასავლის მოყოლა, ხოლო
შენ - მისი მოსმენა, მაგრამ ეს თუ აქამდე გეცოდინებოდა,

391 მკითხველთა ლიგა


მყისვე დამეთანხმებოდი, რომ ჩემი მდგომარეობა შენზე
უარესია.
- ძნელი წარმოსადგენია, - შემეპასუხა, - მე ხომ სასიკვდი-
ლო განაჩენს ველი უახლოეს სესიაზე.
- სულ ადვილი წარმოსადგენია, - ვუპასუხე, - მე სასიკვდი-
ლო განაჩენი უკვე სამი სესიის წინ გამომიტანეს, ოღონდ მისი
აღსრულებაა გადადებული. განა ჩემი მდგომარეობა შენზე
უარესი არ არის?
ქმარი ისევ გაჩუმდა, თითქოს მეტყველების უნარი წაერ-
თვაო, შემდეგ ადგილიდან წამოხტა.
- რა უბედური ცოლ-ქმარი ვყოფილვართ! - წამოიძახა. -
განა ეს შესაძლებელია?
მკლავში ხელი მოვკიდე.
- მოიცა, ჩემო მეგობარო. დაჯექი, დარდები გავუზიაროთ
ერთმანეთს. მეც ამავე ციხეში ვარ გამომწყვდეული და შენზე
უარეს პირობებში ვიმყოფები. როცა ყველაფერს დაწვრილე-
ბით გიამბობ, დარწმუნდები, რომ განზრახვა არ მაქვს,
შეურაცხყოფა მოგაყენო.
ერთმანეთის გვერდით ჩამოვსხედით, ჩემი თავგადასავა-
ლი მოვუყევი, რაც საჭიროდ ჩავთვალე, და დავამთავრე შემ-
დეგი ამბით: უკიდურეს გაჭირვებამდე მივედი. მოვხვდი ქურ-
დების ერთ ჯგუფში, რომელმაც მასწავლა, სრულიად უჩ-
ვეულო ხერხით მეშველა ჩემი მდგომარეობისთვის. როცა ეს
ჯგუფი ერთი ვაჭრის სახლის გაძარცვას ცდილობდა, მსახურ-
მა ხელი მტაცა მხოლოდ იმის გამო, რომ კარს მივუახლოვდი.
არც ერთი ბოქლომი არ გამიტეხავს, არაფერი წამიღია, მაგ-
რამ მაინც დამნაშავედ მცნეს და სიკვდილი მომისაჯეს. შემ-
დეგ მოსამართლეებს გული აუჩუყდათ ჩემი მძიმე მდგომა-

392 მკითხველთა ლიგა


რეობის გამო და სიკვდილით დასჯა გადასახლებით
შემიცვალეს-მეთქი.
მერე ვუთხარი: ძალზე დიდი ზიანი მომაყენა იმან, რომ ცი-
ხეში ვიღაც მოლ ფლენდერსად ცნობილ ქურდად მიმიღეს,
რომლის სახელიც ყველას გაუგონია, მაგრამ თვალით არა-
ვის უნახავს. მარტო შენთვის არის ცნობილი, რომ მე სულ
სხვა სახელი მქვია და სხვა გვარს ვატარებ. ყველაფერი ჩემი
უიღბლობის ბრალია. მოსამართლეებმა რაკი მოლ ფლენ-
დერსად მიმიღეს, მომექცნენ ისე, როგორც გამოუსწორებელ
ქურდს, თუმცა ეს იყო ერთადერთი დანაშაული, რომელიც
მათთვის ცნობილი გახდა-მეთქი. დიდხანს ვლაპარაკობდი
იმაზე, თუ რა გადამხდა თავს მასთან დაშორების შემდეგ. არ
დავუმალე, რომ სხვა დროსაც მქონდა მისი ნახვის შემთხვე-
ვა. ვუამბე, როგორ შევნიშნე ბრიკჰილში. როგორ გამოუყე-
ნეს მდევარი, მაგრამ ჩემი განაცხადების შემდეგ - ამ კაცს
კარგად ვიცნობ, პატივსაცემი ჯენტლმენია-მეთქი, - კონსტებ-
ლმა დევნა შეწყვიტა და შინისკენ გაემართა.
ყურადღებით მოისმინა ჩემი თავგადასავალი. ოდნავ
გაეღიმა ჩემს ფათერაკებზე, რაც საკუთარ საგმირო საქმეებ-
თან შედარებით ბავშვურ ცელქობად ეჩვენა. სამაგიეროდ,
ბრიკჰილის ამბავმა განაცვიფრა.
- მაშ, ეს შენ იყავი, ჩემო კარგო, - მომმართა, - ბრიკჰილში
ბრბო რომ შეაჩერე?!
- დიახ, მე გახლდით, - და დაწვრილებით მოვუყევი ყოვე-
ლივე, რაც იქ ვნახე.
- მაშასადამე, ჩემი სიცოცხლე შენ გიხსნია, - მითხრა, -
ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ შენგან სიცოცხლის გადარ-
ჩენისთვის ვარ დავალებული. ნება მომეცი, ამითვე გადაგიხა-

393 მკითხველთა ლიგა


დო: ციხიდან გაგათავისუფლებ, საკუთარი სიცოცხლის ფასა-
დაც რომ დამიჯდეს.
სასტიკ უარზე დავდექი. ასეთი ნაბიჯის გადადგმა ძალზე
სახიფათო იქნებოდა, და - რისი გულისთვის? სიცოცხლის-
თვის, რომლის გადარჩენა არც კი ღირდა!
- დაე, ასე იყოს, - შემეწინააღმდეგა, - მაგრამ ჩემთვის ეს
სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია ამქვეყნად - სიცოცხლე, რო-
მელმაც ახალი ცხოვრება მომანიჭა. იმ დრომდე, სანამ ხელს
ჩამავლებდნენ, ასეთ საფრთხეში არასოდეს ჩავვარდნილ-
ვარ. საფრთხე მაშინ ის იყო, რომ ამ გზით მდევარს არ მოვე-
ლოდით, ჰოკლიდან თავს ვუშველეთ სულ სხვა მიმართულე-
ბით და მინდორ-მინდორ ბრიკჰილს მივაღწიეთ, თანაც სავსე-
ბით დარწმუნებული ვიყავით, არავინ შეგვამჩნევდა.
შემდეგ მან თავისი ცხოვრების მთელი თავგადასავალი
მიამბო, საოცარი და უჩვეულოდ საინტერესო: ყაჩაღობა და-
ვიწყე შენს შერთვამდე თორმეტიოდე წლით ადრე. ქალი, რო-
მელიც ძმას მეძახდა, ნათესავიც არ იყო, მხოლოდ ჩვენს
ჯგუფს ეკუთვნოდა. იგი მუდმივად ლონდონში ცხოვრობდა,
სადაც დიდი ნაცნობობა ჰქონდა, ამავე დროს, ჩვენთან ურთი-
ერთობას განაგრძობდა. იქიდან ჩვენს ჯგუფს ზუსტ ცნობებს
აწვდიდა ქალაქიდან გასულ პირებზე, ამ ცნობების მიღებით
კი არაერთხელ მოგვიგდია ხელთ დიდი ნადავლი. სწორედ ამ
ქალს ეგონა, რომ ჩემთვის მდიდარი საცოლე იპოვა, როცა
ჩემთან მოგიყვანა, მაგრამ თავი ხათაბალაში ჩაიგდო, თუმცა
ამისთვის სულაც არ გამიკიცხავს. იმ იმედით, რომ სიმდიდ-
რეს შემძენდი, გადავწყვიტე, ყაჩაღობა მიმეტოვებინა და ახა-
ლი ცხოვრება დამეწყო, საზოგადოებაში გამოვჩენილიყავი,
სანამ საყოველთაო პატიება გამოცხადდებოდა, ან თვითონ
არ მივაღწევდი ფულით პატიებას და თავს სრულიად უშიშ-
394 მკითხველთა ლიგა
რად არ ვიგრძნობდი. მაგრამ რამდენადაც სხვანაირად წავი-
და საქმე, იძულებული გავხდი, კვლავ ძველი ხელობისთვის
მიმემართაო.
დაწვრილებით მიამბო ზოგიერთი თავისი ფათერაკი, გან-
საკუთრებით კი ერთი ამბავი, როცა ჩესტერის კარეტა გაძარ-
ცვა ლიჩფილდთან ახლოს, და კარგი ნადავლიც იგდო ხელთ.
შემდეგ მომიყვა, როგორ დაესხა თავს ბედფორდის ბაზრობა-
ზე მიმავალ ხუთ მეცხვარეს უილტშირში. ამ ორი თავდასხმის
დროს, - დაუმატა ბოლოს, - დიდძალი ფული ვიგდე ხელთ, და
რომ მცოდნოდა, სად შეიძლებოდა შენი პოვნა, ალბათ მივი-
ღებდი შენს წინადადებას ვირჯინიაში ან ამერიკის რომელიმე
ინგლისურ კოლონიაში გამგზავრებაზე და იქ პლანტაციას შე-
ვიძენდიო.
მიამბო, რომ სამი წერილი გამომიგზავნა დატოვებულ მი-
სამართზე, მაგრამ პასუხი არ მიიღო. ეს მართალი იყო, მისი
წერილები მოვიდა, როცა ჩემი უკანასკნელი ქმარი ცოცხალი
გახლდათ, ამიტომაც ვერაფერს გავაწყობდი და პასუხიც არ
მიმიწერია, რათა წერილები დაკარგულად ჩაეთვალა.
ჩემგან პასუხის მიღების იმედი რომ გადაეწურა, კვლავ თა-
ვის ძველ ხელობას დაუბრუნდა, თუმცა ახლა ბევრი ფული
ჰქონდა და წინანდელზე მეტი სიფრთხილით მოქმედებდა.
შემდეგ მომითხრო მგზავრებთან რამდენიმე სასტიკი შეხლა--
შემოხლის ამბავი, რომლებმაც არ ისურვეს, თავიანთი ქისები
დაეთმოთ. ქმარმა თავისი ჭრილობები მიჩვენა. ორი მათგანი
ძალზე საშიში იყო, ერთი - დამბაჩის ტყვიისგან, რომელსაც
ლავიწის ძვალი დაემსხვრია, მეორე - დაშნით იყო მიყენებუ-
ლი; ცივ იარაღს მთელი სხეული განეგმირა, მაგრამ შიგ-
ნეულობას არ შეეხებოდა, ასე რომ, საბოლოოდ განიკურნა.
მის ამხანაგს, რომელმაც ჭეშმარიტად მეგობრული ზრუნვა
395 მკითხველთა ლიგა
გამოიჩინა, თითქმის ოთხმოცი მილის მანძილზე უნაგირზე
ეჭირა, შემდეგ დიდ ქალაქში ჯარაექიმი მოძებნა და უთხრა:
მოგზაურნი გახლავართ, კარლაილში მივდივართ, გზაში ყა-
ჩაღები თავს დაგვესხნენ და ჩემი მეგობარი ხელში დაჭრესო.
ყოველივე, მისი თქმით, მეგობარმა ისე ოსტატურად მოჩ-
მახა, რომ არავითარი ეჭვი არ მიუტანიათ. მშვიდად იწვა იმ
ქალაქში გამოჯამრთელებამდე. საკუთარ ფათერაკებზე ქმარ-
მა კიდევ ბევრი რამ მიამბო, მაგრამ ეს უნდა გამოვტოვო,
რადგან მის თავგადასავალს კი არა, საკუთარი ცხოვრების
ამბავს მოგითხრობთ.
შემდეგ ვკითხე მის ახლანდელ მდგომარეობასთან დაკავ-
შირებით - რისი იმედი ჰქონდა, როცა გაასამართლებდნენ?
მიპასუხა: სასამართლოს არავითარი დამამტკიცებელი საბუ-
თი არ გააჩნია ჩემ წინააღმდეგ, რადგან, საბედნიეროდ, ვმო-
ნაწილეობდი სამიდან მხოლოდ ერთ ძარცვაში, რომელშიც
ჩვენ ყველას გვდებენ ბრალს. გამოტყვრა ამ ბოროტმოქმე-
დების ერთადერთი მოწმე, ეს კი, კანონის თანახმად, საკმა-
რისი როდია. მართალია, სასამართლოს იმედი აქვს, რომ
სხვებიც გამოჩნდებიან (შენ რომ დაგინახე, მეგონა, სწორედ
ამ მიზნით იყავი მოსული), მაგრამ თუ არავინ გამოცხადდა,
იმედი მაქვს, გავმართლდები. შემომითვალეს, თუ გადასახ-
ლებაში წავალ, აღარ გამასამართლებენ, მაგრამ ამაზე ფიქ-
რიც არ მინდა, გადასახლებას სახრჩობელა მირჩევნიაო.
ამისთვის ოდნავ დავტუქსე. ჯერ ერთი, ვუთხარი, თუ გადა-
გასახლეს, შენისთანა გაბედული და წინდახედული ადამიანი
უთუოდ სამშობლოში დაბრუნების მრავალ საშუალებას იპო-
ვის, შეიძლება, იმაზე ადრეც, სანამ გაემგზავრებოდნენ--
მეთქი. ღიმილით მიპასუხა: უკეთესი იქნება უკანასკნელი,
რადგან პლანტაციაში მუშაობაზე ფიქრიც კი მაძრწუნებს, ეს
396 მკითხველთა ლიგა
ხომ ისეთივე ჯოჯოხეთია, როგორც რომაელი მონებისთვის
ქვის სამტეხლოები. ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება
საიქიოში წასვლა სახრჩობელას საშუალებით - ასეთია ბედის
უკუღმართობით ყაჩაღად გაჭრილი ყველა ჯენტლმენის ერ-
თსულოვანი აზრი. სიკვდილით დასჯა ხომ ბოლოს მოუღებს
ყველა ჩემს ახლანდელ უბედურებას, რაც შეეხება სულის
ხსნას, ჩემი აზრით, ადამიანს შეუძლია, ცოდვები ისევე გულ-
წრფელად მოინანიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელ ორ
კვირაში. ციხის საშინელებაში, სიკვდილმისჯილთა ჯურ-
ღმულში, როგორც ამერიკის ტევრებსა და ტრამალებში მო-
ნობა და კატორღული შრობა ჯენტლმენისთვის შეუფერებე-
ლია. ამით ადამიანი, ადრე თუ გვიან, საკუთარი თავის ჯალა-
თი ხდება. ამაზე საშინელი რაღა იქნება?! ამიტომაც გადასახ-
ლებაზე არც კი მინდა ვიფიქრო.
ყველა საშუალება გამოვიყენე, რათა აზრი შემეცვლევინე-
ბინა, მათ შორის ნაცადი ქალური მჭევრმეტყველება - ცრემ-
ლიც. ვუთხარი: საჯარო სიკვდილით დასჯის სირცხვილი ალ-
ბათ უფრო მძიმე გავლენას მოახდენს ჯენტლმენზე, ვიდრე
ყველა ის დამცირება, რაც ოკეანის გაღმა შეიძლება განიცა-
დო. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მას, სხვა არა იყოს რა, იმე-
დი მაინც აქვს, ცოცხალი დარჩეს, მაშინ როცა სახრჩობელა
ყოველგვარ იმედს აღუკვეთს. ხომალდის კაპიტანთან მოლა-
პარაკებაზე იოლი არაფერია. ეს ხალხი, როგორც წესი, გულ-
კეთილი და საუბრის მოყვარულია. ხოლო ვირჯინიაში ჩას-
ვლისთანავე ადვილი იქნება თავის გამოსყიდვა, თუ კარგად
მოიქცევი და მით უმეტეს, ფული თუ გაქვს.
ნაღვლიანი სახით შემომხედა. გავიფიქრე, საწყალს ფული
არ ექნება-მეთქი, მაგრამ შევცდი, სულ სხვა რამის თქმა უნ-
დოდა.
397 მკითხველთა ლიგა
- ეს-ეს არის, ნართაულად ჩამიკარი, ჩემო ძვირფასო, -
მითხრა, - შეიძლება, საშუალებაც კი გამოძებნო, რომ იმაზე
ადრე დაბრუნდე, ვიდრე გაემგზავრებოდე. ეს ისე გავიგე,
რომ თავის გამოსყიდვა აქაც შეიძლება. ვარჩევდი ორასი
გირვანქა სტერლინგის მიცემას, სახრჩობელას რომ ავცდე-
ნოდი, ვიდრე ასი გირვანქისა, რათა ამერიკაში ჩასვლისთა-
ნავე გამათავისუფლონ.
- ეს იმიტომ, ჩემო კარგო, - სიტყვა ჩავურთე, - რომ ამერი-
კას ჩემსავით კარგად არ იცნობ.
- შესაძლოა. და მაინც მგონია, რომ შენც სწორედ ასევე
მოიქცეოდი, თუკი დედის ნახვას მოისურვებდი. ხომ მითხა-
რი, დედაჩემი ამერიკაშიაო.
ვუპასუხე: დედა დიდი ხანია გარდამეცვალა, სხვა ახლო
ნათესავებს კი, რომლებიც იქ შეიძლება გამომიჩნდნენ,
ხეირიანად არ ვიცნობ. მას შემდეგ, რაც უბედურებამ იმ
მდგომარეობამდე მიმიყვანა, რაშიც უკანასკნელი წლების
მანძილზე ვიმყოფებოდი, მათთან ყოველგვარი მიმოწერა
შევწყვიტე. შენთვის ძნელი არ არის წარმოიდგინო, რომ იქ
ძალზე ცივად შემხვდებიან, თუ გამოვჩნდები გადასახლებუ-
ლი ქურდის სახით. ამიტომაც გადავწყვიტე, იმ შემთხვევაში,
თუ იქ გამგზავნეს, ჩემს ნათესავებს არ დავენახვო. მაგრამ ამ
გადასახლებაზე მაინც დიდ იმედს ვამყარებ, რაც ერთიორად
ამინაზღაურებს ყველა მის უსიამოვნებას. და თუ შენც მოგი-
წევს იქით გამგზავრება, ადვილად გასწავლი, როგორ აარი-
დო თავი მონობას, თუკი ფული გაქვს - ერთადერთი მეგობა-
რი ამგვარ მდგომარეობაში.
ღიმილით მიპასუხა: მე ხომ არ მითქვამს, ფული მაქვს--
მეთქი. მაშინვე სიტყვა შევაწყვეტინე და ვუთხარი: ვფიქრობ,
ჩემი ნათქვამიდან ისეთი დასკვნა არ გამოიტანე, თითქოს შე-
398 მკითხველთა ლიგა
ნი დახმარების იმედი მქონდეს. პირიქით, თუმცა ჩემს თავს
მდიდარი არ შეიძლება ვუწოდო, გაჭირვებას მაინც არ გან-
ვიცდი, და რადგან ჯერ კიდევ ცოტა რამ მომეპოვება, უფრო
მალე გაგინაწილებ, ვიდრე რამეს გამოგართმევ-მეთქი. კარ-
გად ვიცი: ფული რამდენიც უნდა გქონდეს, მთლიანად დაგ-
ჭირდება გადასახლებაში.
მაშინ მან ძალზე ზრდილობიანად მომმართა: ფული ცოტა
მაქვს, მაგრამ უკანასკნელსაც კი გიწილადებ, თუკი გაჭირვე-
ბაში მოხვდებიო. თანაც მარწმუნებდა, ამისი შიში სულაც არ
მქონიაო. ჩემთვის კარგად არის ცნობილი, როგორ მოვიქცე
აქ, იქ კი ყველაზე უმწეო და საცოდავი არსება ვიქნებიო.
მივუგე, ტყუილად გეშინია იმის, რაც თავისთავად არავი-
თარ საშინელებას არ წარმოადგენს. ფული თუ გაქვს,
მოახერხებ, არა მარტო მონობას აარიდო თავი, რაც, ჩემი აზ-
რით, გადასახლების გარდაუვალი შედეგია, არამედ ახალი
ცხოვრებაც დაიწყო, რომლის წარმატება უზრუნველყოფილი
იქნება ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივი მცირედი
შრომისმოყვარეობით-მეთქი. გავახსენე, თუ რა რჩევა მივეცი
მრავალი წლის წინ, როცა ჩვენი მდგომარეობის გამოსწორე-
ბას ვთავაზობდი. ბოლოს, ჩემი სიტყვების სიმართლეში და
იმაში დასარწმუნებლად, რომ მშვენივრად ვიცოდი, როგორ
მომეკიდა ხელი საქმისთვის და წარმატებაშიც ეჭვი არ შემპა-
როდა, განვუცხადე: მზად ვარ, გადასახლების განაჩენის გა-
უქმება მოვახერხო, შემდეგ კი ნებაყოფლობით ერთად გავემ-
გზავროთ იქით, თანაც იმდენი ფული წამოვიღო, რაც შენს წი-
ლადაც საკმარისი იქნება-მეთქი. ამ წინადადებას გთავაზობ
არა იმისთვის, რომ შენს დაუხმარებლად ცხოვრება არ შემიძ-
ლია, არამედ მგონია, რომ ჩვენ ორივემ აქ საკმაოდ ვიწვნიეთ
ყოველგვარი გაჭირვება. უკეთესია, ქვეყნიერების ეს ნაწილი
399 მკითხველთა ლიგა
მივატოვოთ და იქ ვიცხოვროთ, სადაც წარსულს არავინ გაგ-
ვიხსენებს, სადაც ციხე და სიკვდილმისჯილთა ჯურღმული
აღარ დაგვემუქრება, სადაც უსასრულო კმაყოფილებით შეგ-
ვიძლია მოვიგონოთ ჩვენი წარსული ტანჯვა, გვქონდეს იმის
ღრმა რწმენა, რომ მტრებმა ჩვენი არსებობა სრულიად
დაივიწყეს და რომ ვიცხოვრებთ, როგორც ახალი ადამიანები
ახალ მიწაზე, თანაც ხალხს ჩვენთან არავითარი საქმე არ
ექნება-მეთქი.
ყოველივე ამას ისეთი დარწმუნებით ვეუბნებოდი და ისე
საფუძვლიანად გავუფანტე მავნე აზრები, რომ გადამეხვია და
მითხრა: შენმა გულწრფელობამ და ზრუნვამ მთლიანად და-
მიპყრო. ვიღებ შენს რჩევას და შევეცდები, ბედს დავემორჩი-
ლო იმ იმედით, რომ ასეთი ჭკვიანი მრჩეველი და თავდადე-
ბული მეგობარი მყავს ცხოვრებაში. მაგრამ მაინც მინდა გა-
გახსენო, რაზეც წინათ მელაპარაკე, კერძოდ ის, რომ შესაძ-
ლოა არსებობს საშუალება, აქვე მოვიპოვო თავისუფლება
ისე, რომ სულაც არ მომიხდეს ოკეანის გაღმა გამგზავრება,
ეს ბევრად უკეთესი იქნებაო. ვუპასუხე: მშვიდად იყავი, ყვე-
ლაფერს გავაკეთებ, რათა ამ მხრივაც რამეს მივაღწიო. თუ ამ
საქმეში მარცხი მომივიდა, ყოველ შემთხვევაში, მეორე დაპი-
რებას შევასრულებ-მეთქი.
ამ ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით
იმაზე არანაკლები ნაზი გრძნობითა და სიყვარულით, ვიდრე
ოდესღაც დანსტებლში. მხოლოდ აქ მივხვდი, რატომ იუარა
ჩემთან ერთად დანსტებლის იქით მგზავრობა, და მე რომ
მშორდებოდა, რისთვის მითხრა, მდგომარეობა უფლებას არ
მაძლევს, ლონდონამდე გაგაცილო, თუმცა ძალიან მინდაო.
ამ წიგნის გვერდებზე სადღაც გაკვრით მოგახსენეთ, მისი
ცხოვრების თავგადასავალი ჩემზე უფრო საინტერესოა--
400 მკითხველთა ლიგა
მეთქი, ხოლო ყველაზე საოცარი მასში ის გახლდათ, რომ ამ
სახიფათო ხელობას მთელ ოცდახუთ წელს მისდევდა და ამ
ხნის განმავლობაში ერთხელაც არ ჩავარდნილა. მისი წარმა-
ტებანი ისეთი დიდი იყო, რომ დროგამოშვებით ახერხებდა,
ერთი ან ორი წლითაც კი შეესვენა. ამ შესვენების დროს არა-
ფერს აკეთებდა, ხელგაშლილად ცხოვრობდა და ლაქიასაც
კი ინახავდა. რამდენჯერ მოუსმენია ყავახანაში ყოფნისას,
როგორ ჰყვებოდნენ საკუთარი უბედურების ამბავს ადამიანე-
ბი, რომლებიც მან გაძარცვა! ამასთან, ისინი ხშირად ასახე-
ლებდნენ ადგილს, სადაც თავდასხმა მოხდა, და ისე დაწვრი-
ლებით აღწერდნენ საქმის ყველა წვრილმანს, რომ ეჭვიც კი
არ ებადებოდა - აქ ნამდვილად მისი მსხვერპლნი ისხდნენ.
იმ ხანებში, როცა ჩემზე უიღბლოდ დაიწერა ჯვარი მოჩვე-
ნებითი მზითვის დახარბებით, თურმე სწორედ ასეთი შესვენე-
ბით ტკბებოდა ლივერპულთან ახლოს. ბოლოს დასძინა: იმე-
დი რომ არ გამცრუებოდა (და მე მგონი, არ ტყუოდა), წარ-
სულთან კავშირს გავწყვეტდი და პატიოსან ცხოვრებას შე-
ვუდგებოდიო.
რა სამწუხაროც უნდა ყოფილიყო მისი ახლანდელი მდგო-
მარეობა, ერთ რამეში ბედმა მაინც გაუღიმა: საქმე ის გახ-
ლავთ, რომ თავდასხმა გაძარცვის მიზნით, რაშიც მას ბრალს
სდებდნენ, მისი პირადი მონაწილეობის გარეშე მოხდა და
არც ერთ დაზარალებულს არ შეეძლო დაეფიცა, რომ იგი
სწორედ იქ ნახა, ამდენად მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი
არავინ იყო. ვინაიდან მას ხელი ჩაავლეს მთელ ჯგუფთან ერ-
თად, აღმოჩნდა ცრუმოწმე, რომელიღაც სოფლელი ბიჭი, და
დაიფიცა, ეს კაცი ვნახეო. ელოდნენ, რომ გამოქვეყნებული
განცხადების პასუხად სხვებიც გამოჩნდებოდნენ და შემ-

401 მკითხველთა ლიგა


დგომში მამხილებელი საბუთების ცდაში მას პატიმრობაში
ამყოფებდნენ.
ქმარს სთავაზობდნენ, ნებაყოფლობით გადასახლებას
დასთანხმებოდა. რამდენადაც შევძელი გამერკვია, მის დახ-
მარებას ცდილობდა ერთი გავლენიანი მეგობარი, რომელ-
საც კარგად ჰქონდა შეგნებული, - ყოველ წუთს შეიძლებოდა,
მოწმეები გამოცხადებულიყვნენ და მის წინააღმდეგ ჩვენება
მიეცათ, ყოველნაირად არწმუნებდა, მიეღო ეს წინადადება
და სასამართლოსთვის არ დაეცადა. მის მეგობარს სავსებით
ვეთანხმებოდი, ქმარს მოსვენებას არ ვაძლევდი, ვემუდარე-
ბოდი, ნუ აყოვნებ-მეთქი.
ბოლოს, დიდი ყოყმანის შემდეგ, დათანხმდა. მისი მდგო-
მარეობა ჩემგან განსხვავდებოდა. მე გადასახლებაში მივ-
დიოდი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის კი - თითქოს
საკუთარი სურვილით. ამიტომაც უკვე აღარ შეეძლო გამგზავ-
რებაზე უარის თქმა, და გადასახლება, მიუხედავად იმისა, რა-
საც წინათ ვეუბნებოდი, მისთვის გარდაუვალი იყო. ამისთვის
სწორედ გავლენიანი მეგობარი, რომელმაც ამ შეღავათის მი-
ღებას მიაღწია, დაუდგა თავდებად - ნამდვილად გაემგზავრე-
ბოდა და ვადაზე ადრე არ დაბრუნდებოდა.
საქმის ასეთი ვითარებისას სახსრები, რომლის გამოყენე-
ბასაც ვაპირებდი, ზედმეტი აღმოჩნდა, ის ნაბიჯიც, რომელიც
მინდოდა, საკუთარი თავის ხსნისთვის გადამედგა, საჭირო
აღარ აღმოჩნდა. განა იმას არ ვიკისრებდი, მიმეტოვებინა და
ამერიკაში მარტო გამეშვა? მაგრამ ამის გაგონებაც არ სურ-
და. მითხრა, ასეთ შემთხვევაში უკეთესია, სასამართლოს და-
ვუცადო, სახრჩობელაც რომ მემუქრებოდესო.
ვუბრუნდები ჩემს საკუთარ საქმეს. სულ მალე უნდა გავ-
მგზავრებულიყავი გადასახლებაში. ჩემი დედამძუძე, რომე-
402 მკითხველთა ლიგა
ლიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთგულ მეგობრობას
მიწევდა, ცდილობდა, ჩემთვის პატიება გამოეთხოვა, მაგრამ
ამის ყიდვა შეიძლებოდა ისეთ ფასად, რაც ჩემს ქისას თით-
ქმის გამოაცარიელებდა, ხოლო ცარიელი ქისით დარჩენა,
თუ არ დავუბრუნდებოდი ძველ საქმიანობას, გადასახლებაზე
უარესი იქნებოდა: იქ მოვახერხებდი ცხოვრებას, აქ კი - ვერა.
ჩემი კეთილი მღვდელიც თავის მხრივ, ძალ-ღონეს არ იშუ-
რებდა, რათა ჩემთვის გადასახლება აეცილებინა, მაგრამ მას
უპასუხეს, თქვენი თხოვნით ქალს სიცოცხლე ვაჩუქეთ, ამაზე
მეტს კი ნუღარ მოელითო.
იგი ძალზე დააღონა ჩემმა მოახლოებულმა გამგზავრებამ.
- სიკვდილის მოლოდინმა, - მეუბნებოდა, - კეთილისმყოფე-
ლი გავლენა მოახდინა თქვენს სულზე, ჩემთან საუბრებმა კი
განამტკიცა იგი. მაგრამ მეშინია არ დაივიწყოთ ყოველივე,
უკეთუ გაემგზავრებითო. სწორედ ამის გამო წუხდა ღვთის
თავგამოდებული მსახური ჩემს ბედზე.
მე კი, სიმართლე რომ გითხრათ, ამას უწინდებურად აღარ
ვდარდობდი, მაგრამ ვცდილობდი, მღვდლისგან დამეფარა
ასეთი გარდაქმნის მიზეზი და დავტოვე იგი დარწმუნებული,
რომ დიდად უკმაყოფილო და სევდიანი არ მივემგზავრებო-
დი.
მხოლოდ თებერვალში ჩაგვაბარეს მე და სხვა ცამეტი კა-
ტორღელი ვირჯინიასთან მოვაჭრე ერთ სოვდაგარს, მოგვა-
თავსეს ხომალდში, რომელიც დეპტოფორდში ღუზაზე იდგა.
მეციხოვნემ ხომალდზე აგვიყვანა, ხოლო მისმა პატრონმა
ჩვენი მიღების ხელწერილი მისცა.
ღამით გემძირედში ჩაგვკეტეს, სადაც ისეთი სივიწროვე
იყო, რომ უჰაერობით კინაღამ სული შემეხუთა. დილით ხო-
მალდმა ღუზა ასწია და თემზაზე გაცურა დაბა ბაგბის-
403 მკითხველთა ლიგა
ჰოლამდე. ეს განხორციელდა, როგორც გვითხრეს, სოვდა-
გართან შეთანხმებით, რათა ჩვენთვის გაქცევის ყოველგვარი
საშუალება აღეკვეთათ. მაგრამ როცა ხომალდი იქ მივიდა და
ღუზა ჩაუშვა, უფლება მოგვცეს, ქვედა გემბანზე გამოვსული-
ყავით (შუა გემბანზე დგომა მხოლოდ კაპიტანსა და მგზავ-
რებს შეეძლოთ). როცა ჩვენ ზემოთ მეზღვაურთა ნაბიჯებითა
და ხომალდის მოძრაობით მივხვდი, რომ ღუზა ასწიეს, პირ-
ველად შემეშინდა, მეგობრებთან დაუმშვიდობებლად არ გავ-
მგზავრებულიყავი. მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ ხომალ-
დმა კვლავ ჩაუშვა ღუზა, და მეზღვაურთაგან გავიგე: მეორე
დღეს დილით უფლებას მოგვცემდნენ, გემბანზე გამოვსული-
ყავით მოსულ ახლობლებთან გამოსათხოვებლად.
მთელ ღამეს სხვა პატიმართა მსგავსად, პირდაპირ იატაკ-
ზე ვიწექი, შემდეგ კი, ვისაც ლოგინის მაგვარი რამე ჰქონდა,
პატარა კაიუტებში დაგვანაწილეს. მოგვცეს აგრეთვე ადგი-
ლი, სადაც შეიძლებოდა, ტანსაცმლიან-თეთრეულიანი ზან-
დუკებისა ან ყუთების დაწყობა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზო-
გიერთს არ გააჩნდა არც ერთი ზედმეტი პერანგი - არც ტი-
ლოსი, არც შალის, ასევე არ ჰქონდა ერთი ფართინგიც კი.
მიუხედავად ამისა, ასეთებიც ხომალდზე ცუდად არ მოეწ-
ყვნენ, განსაკუთრებით კი ქალები, რომელთაც მეზღვაურები
ფულს აძლევდნენ თეთრეულის დარეცხვასა და სხვა სამუ-
შაოში, ასე რომ, შეეძლოთ, ყველა აუცილებელი რამ ეშოვათ.
როცა მეორე დილით უფლება მოგვცეს, გემბანზე ავსული-
ყავით, ერთ მეზღვაურს შევეკითხე, ხომ არ შეიძლება, წერი-
ლი გავგზავნო ნაპირზე, მეგობრებს შევატყობინო, სად ვიმ-
ყოფები, და მათგან აუცილებელი საგნები მივიღო-მეთქი? ეს
გახლდათ ბოცმანი, რომელიც ფრიად თავაზიანი ადამიანი
აღმოჩნდა. მითხრა, შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რა-
404 მკითხველთა ლიგა
საც ისურვებთ, ოღონდ - კანონის ფარგლებშიო. დავარწმუნე,
ამის მეტი არაფერი მინდა-მეთქი. დამპირდა, უახლოესი მოქ-
ცევისას ლონდონში წავა ხომალდის კანჯო, და განკარგულე-
ბას გავცემ, თქვენი წერილი წაიღონო.
და აი, როცა კანჯო მზად იყო, ბოცმანი მოვიდა და მითხრა:
თვითონ მივდივარ ქალაქში, და თუ ბარათი დაწერილი
გაქვთ, მომეცითო. წინასწარ მოვამზადე კალამი, მელანი და
ქაღალდი, წერილი მივწერე ჩემს დედამძუძეს, შიგ მეორე ბა-
რათიც ჩავდე, პატიმრობის ამხანაგისადმი, მოხუცს კი არ ვაც-
ნობე, რომ იგი ჩემი ქმარი იყო (ამას ბოლომდე ვუმალავდი).
დედამძუძეს მივწერე, სად იდგა ხომალდი, ვთხოვდი, ჩემ-
თვის სამგზავროდ მომზადებული ნივთები გამოეგზავნა.
წერილი ბოცმანს ჩავაბარე და შილინგიც მივეცი; ვთხოვე,
დაუყონებლივ გაეგზავნა შიკრიკის ხელით, როგორც კი კან-
ჯო ნაპირს მიადგებოდა, რათა პასუხის მიღება და იმის გაგება
მომესწრო, თუ რა ბედი ეწია ჩემს ნივთებს. გავაფრთხილე,
თუ ხომალდი ნივთების მიღებამდე გავა, დავიღუპები და ეგ
იქნება-მეთქი.
ბოცმანს შილინგს რომ ვაძლევდი, მინდოდა მეჩვენებინა,
სხვა გადასახლებულებზე ცოტა უკეთ ვიყავი უზრუნველყოფი-
ლი, ქისა მქონდა და ეს ქისა ცარიელი არ იყო. დავრწმუნდი,
რომ უკვე ქისის დანახვითაც კი შეეცვალა ჩემდამი დამოკი-
დებულება. მართალია, ბოცმანი მანამდეც თავაზიანი იყო,
მაგრამ ეს გასაჭირში ჩავარდნილი ქალის მიმართ ბუნებრივი
სიბრალული გახლდათ, ხოლო როცა გაიგო, ფული მქონდა,
უფრო მეტი თავაზიანობა გამოიჩინა და იზრუნა, რათა ჩემ-
თვის სხვებზე მეტი ყურადღება მოექციათ. ამაში შემდგომ
დარწმუნდებით.

405 მკითხველთა ლიგა


მან დედამძუძეს კეთილსინდისიერად გადასცა წერილი და
პასუხიც ჩამომიტანა, თანაც შილინგი დამიბრუნა.
- აი, თქვენი შილინგი, წერილი თვითონ გადავეცი.
გაკვირვებისგან არ ვიცოდი, რა მეთქვა, მაგრამ მცირედი
დაყოვნების შემდეგ ვუპასუხე:
- ბატონო, თქვენ ძალზე კეთილი ბრძანდებით, მაგრამ კა-
რეტაში ხომ ფული გადაიხადეთ.
- არა, არა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, - მომიგო მან. -
ვინ არის ის ბანოვანი? თქვენი დაა?
- არა, ნათესავიც კი არ გახლავთ, მაგრამ ერთგული და
ერთადერთი მეგობარია.
- დღეს ასეთი მეგობარი იშვიათია. წარმოიდგინეთ,
თქვენს ბედზე ბავშვივით ტირის.
- დიახ, - ვუთხარი, - ეს ქალი ალბათ ას გირვანქა სტერ-
ლინგსაც გაიღებდა ამ საშინელი მდგომარეობიდან ჩემი გა-
თავისუფლებისთვის.
- მართლა? მე კი ამ თანხის ნახევრადაც დაგეხმარებოდით
გათავისუფლებაში, - მომმართა ისეთი დაბალი ხმით, რომ
არავის გაეგონა.
- მაგრამ, ბატონო, ასეთი გათავისუფლების შემდეგ თუ და-
მიჭირეს, სიცოცხლის ფასად დამიჯდება.
- რა თქმა უნდა, თუ ნაპირზე გადახვალთ, მოგიხდებათ იზ-
რუნოთ თქვენს თავზე, იქ უკვე უძლური ვიქნები.
ამაზე ბაასი შევწყვიტეთ.
დრო რომ არ დაეკარგა, უკანასკნელ წუთებამდე ერ-
თგულმა დედამძუძემ ჩემი წერილი ციხეში წაიღო და ქმარს
ჩააბარა, მისგან პასუხი მიიღო და მეორე დღეს თვითონ ჩა-
მოვიდა. ჩამომიტანა, პირველ ყოვლისა, საზღვაო საწოლი და
ლოგინი, ძალზე კარგი და მოსახერხებელი, მაგრამ ისეთი,
406 მკითხველთა ლიგა
რომ თვალში მაინცდამაინც არავის სცემოდა, აგრეთვე - სა-
ხომალდო ზანდუკი, რომელშიც ჩემთვის აუცილებელი ყველა
ნივთი იდო. ამ ზანდუკის ერთ კუნჭულში, საიდუმლო კო-
ლოფში, მოთავსებული იყო ჩემი სიმდიდრე, ესე იგი, მთელი
ფული, რომელიც გადავწყვიტე, თან წამეღო. ფულის ნაწილი
დედამძუძეს დავუტოვე იმ ვარაუდით, რომ შემდეგ საჭირო
საქონელი გამოეგზავნა, როცა მოწყობას შევუდგებოდი. საქ-
მე ის გახლავთ, რომ ფულს იმ ადგილებში თითქმის არავითა-
რი ძალა არა აქვს, იქ მას თამბაქოზე ცვლიან, ამიტომაც აქე-
დანვე ფულის მომარაგება უაზრო იქნებოდა.
მაგრამ ჩემი მდგომარეობა განსაკუთრებული იყო. უსა-
ქონლოდ და უფულოდ გამგზავრება არ მინდოდა, ხოლო თან
საქონლის წაღება საწყალი კატორღელისთვის, რომელსაც
მონად გაყიდდნენ, როგორც კი ნაპირზე ფეხს დადგამდა,
იმას ნიშნავდა, რომ საყოველთაო ყურადღება გამომეწვია და
მისი ჩამორთმევის საფრთხე დამმუქრებოდა. ამიტომაც თან
მხოლოდ ფულის ნაწილი წავიღე, დანარჩენი კი დედამძუძეს
დავუტოვე.
მოხუცმა სხვა ტვირთიც მომიტანა, მაგრამ ჩემთვის სასურ-
ველი არ იქნებოდა ძალზე კარგად მოვწყობილიყავი, ყოველ
შემთხვევაში მანამდე, სანამ გავიგებდი, რა კაცი იყო ჩვენი
კაპიტანი. როცა დედამძუძე ხომალდზე ამოვიდა, შემეშინდა,
გული არ გაუსკდეს-მეთქი: საცოდავი შეხედულება ჰქონდა
ჯერ უკვე იმის გაფიქრებაზე, რომ ერთმანეთს ასეთ პირობებ-
ში უნდა დავშორებოდით. ისე მწარედ აქვითინდა, დიდხანს
სიტყვის წარმოთქმაც ვერ მოახერხა.
ამ შემთხვევით ვისარგებლე და ციხის ამხანაგისგან გა-
მოგზავნილი წერილი წავიკითხე, რამაც ტვინი ამირია. მატ-
ყობინებდა: გამგზავრება არ გადამიფიქრებია, მაგრამ ისე მა-
407 მკითხველთა ლიგა
ლე არ გამათავისუფლებენ, რომ შენთან ერთად იმავე ხო-
მალდით წამოვიდეო. დარწმუნებული არა ვარ, უფლება მომ-
ცენ, ხომალდი ავირჩიო, თუმცა დავთანხმდი, ჩემი ნებით წა-
მოვიდე გადასახლებაში. მგონია ხომალდზე სხვა კატორღე-
ლების მსგავსად, ძალით ამიყვანენ და კაპიტნის მეთვალყუ-
რეობის ქვეშ ჩამაბარებენ, ამიტომაც იმედი არ მაქვს, ვირჯი-
ნიაში ჩასვლამდე გნახო, ეს ამბავი კი სასოწარკვეთილებაში
მაგდებს. მეორე მხრივ, მეშინია, ვაითუ იქ ვერ გიპოვო, ხომ
შეიძლება, მოკვდე ან ზღვაში დაიღუპო, მაშინ რაღა მეშველე-
ბა, ქვეყნად ყველაზე უბედური ადამიანი ვიქნებიო.
ძალზე უსიამოვნო წერილი იყო. არ ვიცოდი, რა მეღონა.
დედამძუძეს ვუამბე ბოცმანთან საუბარი. მოხუცი დაჟინებით
მირჩევდა, მოვრიგებოდი, მაგრამ ამის გაკეთება არ მინდო-
და, სანამ არ გამოვარკვევდი, მისცემდნენ თუ არა ჩემს ქმარს
ანუ ციხის ამხანაგს, როგორც მას დედამძუძე ეძახდა, ჩემთან
ერთად მგზავრობის უფლებას. საბოლოდ იძულებული გავ-
ხდი, მოხუცისთვის მთელი ეს ამბავი გამემჟღავნებინა. მხო-
ლოდ ის დავუმალე, რომ ჩემი ქმარი იყო. ვუთხარი: ერთმა-
ნეთს მტკიცედ აღვუთქვით, ერთად ვიმგზავროთ, თუკი ამავე
ხომალდით ცურვის უფლებას მისცემენ; ვიცი, რომ მას ფული
აქვს-მეთქი. შემდეგ ვუამბე, რის გაკეთებას ვაპირებდი: ამე-
რიკაში რომ ჩავიდოდით, გავაშენებდით პლანტაციას, მოვეწ-
ყობოდით და გავმდიდრდებოდით. ფათერაკების ძიებას სამუ-
დამოდ თავს დავანებებდით. თანაც, საიდუმლოდ ვაცნობე,
როგორც კი ხომალდზე მოიყვანენ, მაშინვე ჯვარს დავიწერთ-
მეთქი.
ეს რომ გაიგონა, ჩემს გამგზავრებას შეურიგდა და იმწუ-
თიდანვე შეუდგა იმაზე ფიქრს, თუ რა ეღონა ჩემი ქმრის
დროზე გათავისუფლებისთვის, რათა ჩემთან ერთად იმავე
408 მკითხველთა ლიგა
ხომალდით მგზავრობა შესძლებოდა. დიდი სიძნელის გადა-
ლახვით, საბოლოოდ, ეს საქმეც მოგვარდა. მაგრამ ქმარმა
ვერ მოახერხა გადასახლებულისთვის დაწესებული ყველა
შეზღუდვის თავიდან აცილება, სინამდვილეშიც გადასახლე-
ბული არ ყოფილა: მისი საქმე სასამართლოში არ გაურჩევი-
ათ. ბუნებრივია, ეს საკმაოდ ლახავდა მის თავმოყვარეობას.
რამდენადაც ჩვენი ბედი გადაწყდა და ორივენი ვირჯინიაში
მიმავალ ხომალდზე ვიმყოფებოდით, მონობაში გასაყიდად
განწირულნიც, მე - ხუთი წლით, ის კი - ვალდებულებით, რომ
ინგლისში აღარასოდეს დაბრუნდებოდა, ჩემი ქმარი ერთობ
დაძმარებულ გუნებაზე იყო. მისი ამაყი ბუნება ვერ იტანდა
იმას, რომ პატიმარივით მიჰყავდათ, თავდაპირველად კი
დაჰპირდნენ, თავისუფალი მგზავრობის ნება მიეცათ. მართა-
ლია, ამერიკაში ჩაყვანისთანავე ჩვენსავით მონად გაყიდვა
არ ემუქრებოდა, - ამაში კაპიტნისთვის ფული უნდა გადაეხა-
და, რასაც ჩვენგან არ მოითხოვდნენ, - მაგრამ ეს ადამიანი
იმდენად დაბნეული და ბავშვივით უმწეო იყო, რომ დამოუკი-
დებლად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეეძლო.
ჩვენი უპირველესი საზრუნავი გახლდათ დაგვეთვალა, რა
თანხის პატრონები ვიყავით. ქმარი გულწრფელად გამომიტ-
ყდა: ციხეში რომ მოვხვდი, ფული ბლომად მქონდა, მაგრამ
იქ გატარებულმა ბატონკაცურმა ცხოვრებამ, განსაკუთრებით
კი საქმისთვის ჩალიჩმა დიდი ხარჯი გამოიწვია, ასე რომ,
მხოლოდ ას რვა გირვანქა სტერლინგი დამრჩა, რაც ოქროდ
გადავახურდავე და თან წამოვიღეო.
მეც ასევე კეთილსინდისიერად ჩავაბარე ანგარიში, მაგ-
რამ გადავწყვიტე, არაფერი მეთქვა იმაზე, რაც შავი დღის-
თვის შემოვინახე. თუ მოვკვდი, - ვფიქრობდი, - ეს ფული

409 მკითხველთა ლიგა


ქმარს ეყოფა, დედამძუძესთან დარჩენილი კი მისი საკუთრე-
ბა გახდება: მოხუცმა ეს სავსებით დაიმსახურა-მეთქი.
ჩემი თანხა ორას ორმოცდაექვს გირვანქა სტერლინგსა
და რამდენიმე შილინგს შეადგენდა. ამგვარად, ორივეს ერ-
თად სამას ორმოცდათოთხმეტი გირვანქა გვქონდა. ალბათ
ჯერ არავის დაეწყო ახალი ცხოვრება ამაზე უფრო უპატიოს-
ნოდ ნაშოვნი ფულით.
საუბედუროდ, ჩვენი თანხა ნაღდი ფულისგან შედგებოდა,
პლანტაციაში მისი ჩატანა კი სრულიადაც არ იყო ხელსაყრე-
ლი. ჩანდა, ჩემს ქმარს იმაზე მეტი ფული არ დარჩენოდა,
ვიდრე თვითონ მითხრა. მე კი, როცა უბედურება მეწვია, ბან-
კში შვიდას გირვანქა სტერლინგზე მეტი მქონდა, ამასთან,
მყავდა უერთგულესი მეგობარი, რომელიც ამ თანხის გამო-
ყენებას განაგებდა, თუმცა ეს დედაკაცი ალალმართლობით
არ იყო ცნობილი. ჩემი ფული კიდევ სამასი გირვანქა სტერ-
ლინგი დამრჩა, რასაც, უკვე გითხარით, შავი დღისთვის ვინა-
ხავდი, გარდა ამისა, თან მქონდა ძვირფასი ნივთები, კერ-
ძოდ: ორი ოქროს საათი, ვერცხლის ჭურჭელი და რამდენიმე
ბეჭედი - ყველა მოპარული. ამ თანხით ჩემი ცხოვრების სა-
მოცდამეერთე წელს შევდიოდი ახალ ქვეყანაში უბედურ კა-
ტორღელად, რომელმაც თოკის ყულფს ძლივძლივობით და-
აღწია თავი. ჩაცმული გახლდით ღარიბულად, თუმცა სუფთად
და ფაქიზად, ამიტომაც მთელ ხომალდზე ეჭვი არავის შეჰ-
პარვია, რომ ფულისა და ძვირფასი ნივთების პატრონი ვიყა-
ვი.
რადგან ბევრი საუცხოო კაბა და დიდძალი თეთრეული
მიმქონდა, მთელი ეს ქონება ორ დიდ ყუთში ჩავალაგებინე
და სხვისი ბარგის სახით ხომალდზე ავატანინე; მიმღებად ჩე-
მი ნამდვილი გვარი და ვირჯინიის მისამართი დავასახელე.
410 მკითხველთა ლიგა
ამ ყუთების ზედნადები ჯიბეში მედო. მათში მოთავსებული
იყო ჩემი საათები, ვერცხლეული და ყველა ძვირფასი ნივთი,
ფულის გარდა, რომელიც სახომალდო ზანდუკის საიდუმლო
კოლოფში მქონდა დამალული. ამ კოლოფის პოვნას ვერავინ
შეძლებდა და თუ მიაგნებდა, გახსნას მაინც ვერ მოახერხებ-
და, ვიდრე ზანდუკს ნაფოტებად აქცევდა. მთელ ამ კვირას გა-
ურკვეველ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, არ ვიცოდი, ქმა-
რი ჩემთან ერთად წამოვიდოდა თუ არა, ამიტომაც ვერ ვბე-
დავდი გულკეთილი ბოცმანის წინადადების მიღებას, რაც მას
ცოტა არ იყოს უცნაურად ეჩვენებოდა.
ეს დრო რომ გავიდა, ქმარი ხომალდზე მოიყვანეს. გამწა-
რებული, მოღუშული იყო, გული ბოღმით ჰქონდა სავსე: იგი
„ნიუგეტის“ სამმა მეციხოვნემ მოაცილა და კატორღელივით,
ხომალდში ჩასვა, მაშინ როცა ასეთი მსჯავრი მისთვის არავის
გამოუტანია. ყველას გასაგონად ჩიოდა ამას. დახმარების-
თვის მეგობრებს მიმართა, როგორც ჩანდა, ვიღაცის ძლიერი
მხარდაჭერით სარგებლობდა, მაგრამ მისი ცდა წარმატებით
არ დასრულებულა. მეგობარს უპასუხეს: ბოროტმოქმედმა
ისედაც დიდი შეღავათი მიიღო; მასზე ისეთი ცნობები მოვიდა,
ღმერთს მადლობა შესწიროს, რომ ხელახლა სამართალში
არ მისცესო. ასეთმა პასუხმა მყისვე დააშოშმინა, რადგან
მშვენივრად იცოდა, შედეგად რა შეიძლებოდა მომხდარიყო
და რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა. ახლა მიხვდა, თუ რამ-
დენად კეთილგონიერი იყო ჩემი რჩევა, გადასახლებას დას-
ჯერებოდა. ცოტა რომ დაცხრა, გამხიარულდა. დაინახა, რო-
გორი მოხარული ვიყავი საფრთხისგან ხელახლა დაძვრენის-
თვის, გადამეხვია და აღიარა, ჭეშმარიტად ბრძნული რჩევა
მომეციო. ჩემო ძვირფასო, - მომმართა ბოლოს, - ორჯერ იხ-

411 მკითხველთა ლიგა


სენი ჩემი სიცოცხლე, ამიერიდან იგი შენ გეკუთვნის და მუ-
დამ შენი ყურმოჭრილი მონა ვიქნებიო.
ხომალდზე მგზავრებმა იწყეს დენა. გამოჩნდა რამდენიმე
კაცი, რომლებიც გადასახლებულ დამნაშავეთა რიგს არ
მიეკუთვნებოდნენ. ისინი ხომალდის დიდ კაიუტასა და სხვა
სადგომებში გაანაწილეს, მაშინ როცა ჩვენ, კატორღელები,
ქვევით, ღმერთმა უწყის, სად ჩაგვრეკეს. ქმარი რომ მოიყვა-
ნეს, ბოცმანს მოველაპარაკე, რომელიც თავიდანვე ჩემდამი
დიდ ყურადღებას იჩენდა. ვუთხარი: ამდენი სიკეთე მიყავით,
მე კი ჯერ ვერაფრით გადაგიხადეთ-მეთქი, და ამ სიტყვებით
ხელში გინეა ჩავუდე, შემდეგ დავუმატე: ეს-ეს არის, ხომალ-
დზე ჩემი ქმარი მოიყვანეს; თუმცა უბედურება გვეწვია, მაგ-
რამ იმ უდღეურ ბრბოს არაფრით ვგავართ, რომელთანაც
მოგვათავსეს. გვინდა ვიცოდეთ, ხომ არ შეიძლება, კაპიტანს
ვთხოვოთ, ცოტა უკეთესი პირობები შეგვიქმნას, რისთვისაც
ვალში არ დავრჩებით; თქვენც გადაგიხდით ყველაფრის-
თვის, რასაც გაგვიკეთებთ-მეთქი. ბოცმანმა, როგორც შევ-
ნიშნე, გინეა დიდი სიამოვნებით აიღო და დახმარება აღმით-
ქვა.
მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ კაპიტანი, ფრიად გულკეთი-
ლი ადამიანი, ხალისით დათანხმდებოდა, ჩვენთვის ყველა
ხელსაყრელი პირობა შეექმნა. გამოთხოვებისას დამპირდა,
პირველი მოქცევისთანავე წასულიყო ლონდონში და ამის
თაობაზე მასთან მოელაპარაკა.
მეორე დილით ჩვეულებრივზე ადრე ავდექი. გემბანზე
რომ ავედი, ბოცმანი მეზღვაურებთან ერთად თავის მოვა-
ლეობას ასრულებდა. მისი იქ ნახვით ცოტა დავღონდი. რო-
გორც კი შემნიშნა, მომიახლოვდა, მაგრამ სიტყვის თქმაც არ
დავაცადე, ღიმილით მივმართე:
412 მკითხველთა ლიგა
- ვშიშობ, ბატონო, დაგავიწყდით. ვხედავ, ძალზე დაკავე-
ბული ხართ.
მყისვე მიპასუხა:
- წამოდით ჩემთან და ნახავთ.
ბოცმანი დიდ კაიუტაში შემიძღვა. იქ მაგიდასთან იჯდა და
რაღაცას წერდა წარმოსადეგი მამაკაცი, რომლის წინ ქა-
ღალდების გროვა ეწყო.
- აი, ის ქალი, ვისზეც კაპიტანი გელაპარაკათ, - მიმართა
ბოცმანმა, შემდეგ მომიბრუნდა და დაუმატა: - თქვენი საქმე
არ დამვიწყებია. კაპიტანთანაც ვიყავი და ზუსტად გადავეცი
თქვენი სურვილი. კაპიტანმა გამოგზავნა ეს ჯენტლმენი - ჩვე-
ნი ხომალდის შტურმანი, რათა ყველა აუცილებელი რაღაცით
დაგაკმაყოფილოთ. მან დამავალა გადმოგცეთ ისიც, რომ ხო-
მალდზე ისევე თავაზიანად მოგეპყრობიან, როგორც სხვა
მგზავრებს.
მინდოდა, ბოცმანისთვის მადლობა გადამეხადა, მაგრამ
ამ დროს შტურმანი გამომელაპარაკა და ნათქვამი დამიდას-
ტურა, თან დასძინა, კაპიტანი დიდ ყურადღებას აქცევს მგზავ-
რებს, განსაკუთრებით კი იმას, ვისაც უბედურება ეწვიაო. მან
სამგზავრო კაიუტაში შემიყვანა და მითხრა, აირჩიეთ, რომე-
ლიც გინდათო. უპირატესობა მივეცი გემბანზე გამავალ
კაიუტას, რომელშიც ძალზე მოხერხებულად შეიძლებოდა
მომეთავსებინა ჩემი ზანდუკი, ყუთები; ამასთან, პურის საჭმე-
ლად მაგიდაც დამედგა.
გარდა ამისა, შტურმანმა მითხრა: ბოცმანმა კაპიტანთან
თქვენ და მეუღლე ისე საუცხოოდ დაგახასიათათ, რომ კაპი-
ტანი გთხოვთ, თუ თქვენი სურვილიც იქნება, მასთან ერთად,
სხვა მგზავრებთან თანასწორად, მთელი მგზავრობის განმავ-
ლობაში ისადილოთ ხოლმეო. თუ გნებავთ, შეგიძლიათ, ახა-
413 მკითხველთა ლიგა
ლი სანოვაგეც იყიდოთ, თუ არა, ხომალდის მარაგით ისარ-
გებლოთ და მისი მოწილე გახდეთო. ეს ჩემთვის უჩვეულოდ
საამური სიახლე იყო ამდენი ტანჯვისა და გაჭირვების შემ-
დეგ. შტურმანს მადლობა გადავუხადე და მივუგე, კაპიტნის
ყველა პირობაზე თანახმა ვართ-მეთქი. ამის შემდეგ ვითხოვე
ნებართვა, წავსულიყავი და ყოველივე ქმრისთვის გადამეცა,
რომელიც უქეიფოდ იყო და კაიუტიდან არ გამოდიოდა. ეს
ადამიანი ჯერ კიდევ არ იყო დამშვიდებული იმ დამცირების
გამო, რაც, მისი აზრით, მიაყენეს. ალბათ წარმოიდგინეთ:
როცა ვუამბე, ამიერიდან როგორ მოგვექცეოდნენ ხომალ-
დზე, კაცი მთლად გარდაიქმნა, ძალა და სიმხნევე შეემატა.
ტყუილად კი არ ამბობენ: ძლიერი სულის ადამიანები სხვებზე
მეტად ეძლევიან გულგატეხილობას, სასოწარკვეთილებაში
ვარდებიან და გასაჭირს ძნელად იტანენო.
როგორც კი ქმარი ცოტათი მომჯობინდა, ზევით ავედით
და შტურმანს გულკეთილობისთვის მადლობა მოვახსენეთ,
ვთხოვეთ, კაპიტნისთვისაც იგივე გადაეცა. მერე დავუმატე,
წინასწარ გადავუხდით, რამდენსაც მოისურვებს მგზავრობისა
და კარგი პირობების შექმნისთვის-მეთქი. შტურმანმა მომი-
გო: კაპიტანი დღეს თვითონ მოვა ხომალდზე და უშუალოდ
მას მოელაპარაკეთო.
საღამოს იგი ნამდვილად მოვიდა, და ჩვენ დავრწმუნდით,
რომ ეს კაცი სწორედ ისეთი თავაზიანი ადამიანი იყო, რო-
გორც ბოცმანი გვარწმუნებდა. კაპიტანი იმდენად მოიხიბლა
ჩემს ქმართან საუბრით, რომ უფლება არ მოგვცა, ჩვენ მიერ
არჩეულ კაიუტში დავრჩენილიყავით, და სხვაში გადაგვიყვა-
ნა, რომელიც დიდ კაიუტას ესაზღვრებოდა.
მისი წინადადება სავსებით მისაღები აღმოჩნდა. ხარბი
ადამიანი არ იყო, რომ ჩვენი უბედურებით ესარგებლა.
414 მკითხველთა ლიგა
თხუთმეტი გინეა გადავუხადეთ მგზავრობისა და კვებისთვის,
კაპიტნის სუფრაზე ვჭამდით და კარგადაც გვემსახურებოდ-
ნენ.
თვითონ კაპიტანს სადგომი დიდი კაიუტის მეორე მხარეს
ეკავა, თავისი ჯიხური კი, - ასე ეძახიან მეზღვაურები კაპიტნის
კაიუტას, - მდიდარ პლანტატორს მიაქირავა, რომელიც ცო-
ლითა და სამი შვილით ამერიკაში მიემგზავრებოდა და ყვე-
ლასგან განცალკევებით კვება ისურვა. კაპიტანს სხვა თავი-
სუფალი მგზავრებიც ჰყავდა. მათ ეკავათ კაიუტები კიჩოსთან
ახლოს. კატორღელთა მთელი მარაქა კი გემძირედში
მოათავსეს, სანამ ხომალდი ღუზაზე იდგა, ასე რომ, მათგან
ძნელად თუ ვინმე ამოძვრებოდა გემბანზე.
ვერ მოვითმინე და დედამძუძეს ვუამბე ჩვენი შეცვლილი
მდგომარეობა. ან კი როგორ არ უნდა გამეზიარებინა მის-
თვის ჩემი წარმატების ამბავი, როდესაც ბედისგან დაჩაგრულ
ადამიანს ამდენი თანაგრძობა გამიწია?! ამასთან, მისი დახ-
მარება მესაჭიროებოდა, რათა ცხოვრებისთვის ზოგიერთი
აუცილებელი საგანი შემეძინა, რის შოვნასაც მანამდე ვერ
ვბედავდი: არ მინდოდა, ხალხს ეს გაეგო. ახლა კი, როცა სა-
კუთარი კაიუტა მქონდა, სადაც შეიძლებოდა ბარგიანად კარ-
გად მოწყობა, ბევრი რამ შევუკვეთე, რათა ჩვენი მოგზაურო-
ბა მიმზიდველი გამეხადა. სხვათა შორის, მოვიმარაგე: კო-
ნიაკი, შაქარი, ლიმონი და ყოველივე ის, რაც პუნშის მოსამ-
ზადებლად იყო საჭირო. ამ სასმლით ვაპირებდი, ჩვენს კე-
თილ კაპიტანს გავმასპინძლებოდი. მქონდა სამგზავროდ ყო-
ველგვარი სანოვაგე და სასმელი, აგრეთვე - ფართო საწოლი
ლეიბითურთ. ერთი სიტყვით, გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება
უკეთ მოვწყობილიყავით.

415 მკითხველთა ლიგა


სამაგიეროდ, არ გვქონდა ის საგნები, რომლებიც ადგილ-
ზე მისვლის შემდეგ პლანტაციის გასაშენებლად დაგვჭირდე-
ბოდა. მშვენივრად ვიცოდი, რომ ასეთ შემთხვევაში, პირველ
ყოვლისა, საჭიროა სამიწათმოქმედო და სადურგლო იარაღი;
აგრეთვე - სხვადასხვა საოჯახო ავეჯი და ჭურჭლეული, რომე-
ლიც ორჯერ ძვირი დაჯდებოდა, თუ ადგილზე იყიდდა კაცი.
ამის თაობაზე ჩემს დედამძუძეს მოველაპარაკე. მან კაპი-
ტანი ინახულა და იმედი გამოთქვა, რომ მისი უბედური ნათე-
სავები (ასე გვეძახდა) შეძლებდნენ თავისუფლების მიღებას,
როგორც კი დანიშნულების ადგილას ჩავიდოდნენ. მან კაპი-
ტანს გააგებინა: თუმცა უიღბლო გარემოებამ აიძულა ცოლ-
ქმარი ასეთი მოგზაურობისთვის, მაგრამ ისინი მოკლებულნი
არ არიან მცირეოდენ სახსარს ცხოვრების დასაწყებად და გა-
დაწყვიტეს, პლანტატორები გახდნენ, თუ ამ საქმეში ხელს შე-
უწყობენო. კაპიტანი ხალისით დათანხმდა, ჩვენთვის დახმა-
რება გაეწია, თანაც დასძინა: შრომისმოყვარე ადამიანის-
თვის ძნელი არ არის, ამ გზით თავისი საქმე გამოასწოროსო.
- ქალბატონო, - თქვა ბოლოს, - თქვენს ნათესავებზე უფ-
რო ძნელ მდგომარეობაში მყოფი ხალხი ჩადის იმ ქვეყანაში
და არავინ თავზე კაკალს არ იმტვრევს წარსულის გამო,
ოღონდ კეთილგონიერად იქცეოდნენ და მუყაითად შრომობ-
დნენ.
მაშინ დედამძუძე შეეკითხა, რა უნდა წაიღონ თანო, და პა-
სუხიდან ნათელი გახდა, რომ ეს კაპიტანი არა მარტო პა-
ტიოსანი, არამედ საქმეში ჩახედული კაციც იყო.
- თქვენმა ნათესავებმა, პირველ ყოვლისა, უნდა იზრუნონ
იმაზე, რომ ვინმემ იყიდოს ისინი, როგორც თავისუფლებააღ-
კვეთილი ხალხი: ამას მოითხოვს მათი გადასახლების პირო-
ბები. შემდეგ კი, ამ კაცის სახელით, შეუძლიათ მოჰკიდონ ხე-
416 მკითხველთა ლიგა
ლი იმ საქმეს, რაც კი მოესურვებათ, შეიძინონ უკვე დამუშა-
ვებული პლანტაციები ან - ყამირი სახაზინო მიწებიდან და და-
მოუკიდებლად დაამუშაონ. ერთიც და მეორეც ხელსაყრელი-
ა.
დედამძუძემ, უწინარეს ყოვლისა, დახმარება სთხოვა პირ-
ველ საქმეში. კაპიტანი დაჰპირდა და, როცა დრო დადგა,
სიტყვა შეასრულა. მან თავს იდვა აგრეთვე, ჩვენთვის ისეთი
ხალხი გაეცნო, რომლისთვისაც შეიძლებოდა, რჩევა გვეკით-
ხა, ისე, რომ არ შეგვშინებოდა - ჩვენი უმეცრებით ისარგებ-
ლებდნენ. ერთი სიტყვით, ამაზე მეტ ყურადღებას არც კი ვი-
სურვებდით. შემდეგ დედამძუძე შეეკითხა, ხომ არ დასჭირდე-
ბათ, თან წაიღონ სამუშაო იარაღი და სხვა საგნები პლანტა-
ციის მოსაწყობადო? კაპიტანმა უპასუხა, აუცილებლად საჭი-
როაო. მაშინ დედაკაცმა სთხოვა: დამეხმარეთ რჩევით, ვუყი-
დი მათ ყველაფერს, რაც კი აუცილებელია, ხარჯს არ მოვე-
რიდებიო. მისი თხოვნის დასაკმაყოფილებლად კაპიტანმა
პლანტატორისთვის საჭირო საგნების სია მისცა, რომელთა
ღირებულება, მისი გამოანგარიშებით, ოთხმოციდან ას გირ-
ვანქა სტერლინგამდე უნდა ყოფილიყო. დედამძუძემ ყველა-
ფერი ხელსაყრელ ფასად იყიდა, თითქოს თვითონ ყოფილი-
ყო გაქნილი ვირჯინიელი ვაჭარი, ოღონდ ჩემი მითითებით
ყოველივე ორჯერ მეტი შეიძინა, ვიდრე სიაში იყო აღნიშნუ-
ლი.
ნაყიდი საგნები თავის სახელზე დაატვირთვინა, ხოლო
ზედნადები ქმარზე შეადგინა, ამასთან, ტვირთი თავისსავე სა-
ხელზე დააზღვია, ასე რომ, სავსებით უზრუნველყოფილნი ვი-
ყავით ყოველგვარი მოულოდნელობისა და უბედური შემ-
თხვევისგან.

417 მკითხველთა ლიგა


უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემმა ქმარმა ყველა ამ ხარჯის-
თვის მოხუცს მთელი თავისი ას რვა გირვანქა სტერლინგი
მისცა, რაც ოქროთი ჰქონდა წამოღებული. გარდა ამისა, მეც
ჩავაბარე კარგა მოზრდილი თანხა. რაც შეეხება მასთან და-
ტოვებულ ფულს, იგი ხელშეუხებელი იდო. ჩვენც ხელზე დაგ-
ვრჩა დაახლოებით ორასი გირვანქა სტერლინგი ნაღდი ფუ-
ლი, რაც ჩვენი მიზნებისთვის საკმარისზე მეტი იყო.
რაღა ბევრი გავაგრძელო, ასეთი კარგი შედეგით ძალზე
კმაყოფილნი და მხიარულები ვიყავით. ჩვენი ხომალდი
ბაგბის-ჰოლიდან გრეივსენდისკენ გაემართა, სადაც კიდევ
ათიოდე დღე ვიდექით. აქ კაპიტანი საბოლოდ გადმობარგდა
ხომალდზე და კიდევ ერთი სიკეთე გვიყო - ამას კი სულაც არ
მოველოდით, - უფლება მოგვცა, სასეირნოდ ნაპირზე გადავ-
სულიყავით, მაგრამ სიტყვა ჩამოგვართვა: არ გავიქცეოდით
და ხომალდზე დასაბრუნებლად ზედმეტი შეხსენება არ დაგ-
ვჭირდებოდა. ასეთი ნდობის გამო ჩემს ქმარს ძალზე აუჩ-
ვილდა გული და კაპიტანს მიმართა: ამგვარი გულკეთილო-
ბისთვის მადლობის გადახდა არაფრით შეგვიძლია, ამიტო-
მაც უარს ვამბობ - არ მინდა საფრთხეში თქვენი ჩაგდებაო.
ურთიერთის მიმართ ნათქვამი ასეთი თავაზიანი სიტყვების
შემდეგ ქმარს ხელში ქისა ჩავუდე, რომელშიც ოთხმოცი გი-
ნეა იყო. მან კაპიტანს გადასცა და უთხრა:
- აი, იმის საწინდარი, რომ არ გაგაწბილებთ. თუ უპატიოს-
ნოდ მოგექცევით, ეს ფული თქვენ დაგრჩებათ.
ნაპირზე ჩავედით. კაპიტანს საკმარისი საფუძველი ჰქონ-
და, დარწმუნებული ყოფილიყო, რომ გაქცევას არ დავაპი-
რებდით: ძნელი წარმოსადგენი იყო, ისეთი უგუნურობა ჩაგ-
ვედინა, რომ ნაპირზე დავრჩენილიყავით. ხედავდა - მომავა-
ლი ცხოვრების მოსაწყობად დიდი ტვირთი მიგვქონდა, იქ კი,
418 მკითხველთა ლიგა
თუ დაგვიჭერდნენ, სიკვდილით დასჯა არ აგვცდებოდა. ერთი
სიტყვით, კაპიტანთან ერთად გრეივსენდში ჩავედით, მხიარუ-
ლად ვივახშმეთ ერთად, იქვე ღამე გავათენეთ, დილით კი,
როგორც შეთანხმებულები ვიყავით, ყველანი ხომალდზე
დავბრუნდით. ვიყიდეთ ასიოდე ბოთლი კარგი ლუდი, ღვინო,
ფრინველი და სხვა სანოვაგე, რაც კი სასიამოვნოა, კაცს ხო-
მალდზე ჰქონდეს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან იყო ჩემი დედამძუ-
ძე, რომელმაც კაპიტნის ცოლთან ერთად დაუნსამდე გაგვა-
ცილა, იქიდან კი ორივენი ლონდონში დაბრუნდნენ. მშობელ
დედასთან განშორებაც კი ჩემთვის ისე ძნელი არ იქნებოდა,
როგორც ამ ერთგულ ადამიანთან. ამის შემდეგ იგი თვალით
აღარ მინახავს.
დაუნსში ჩვენი მისვლის მესამე დღეს აღმოსავლეთის ზურ-
გის ქარმა დაუბერა და ათ აპრილს ხომალდმა ღუზა ასწია.
შემდეგ არსად არ შევსულვართ, სანამ ძლიერმა ქარიშხალმა
ირლანდიის ნაპირებს არ მიგვაგდო. ხომალდმა აქ ღუზა ჩა-
უშვა პატარა ყურეში მდინარის შესართავთან, რომლის სახე-
ლი დამავიწყდა, მაგრამ მეუბნებოდნენ: ეს ყველაზე დიდი
მდინარეა ირლანდიაში და ლიმერიკიდან გამოდისო.
ცუდმა ამინდმა აქ დაგვაყოვნა. კაპიტანმა, რომელიც
კვლავ თავაზიანად გვექცეოდა, ისევ ჩაგვიყვანა ნაპირზე: უნ-
დოდა, პატივი ეცა ჩემი ქმრისთვის, რომელიც რწევას ვერ
იტანდა, განსაკუთრებით ასეთი ძლიერი ქარიშხლის დროს.
ირლანდიაში კვლავ მოვიმარაგეთ ახალი სანოვაგე, ძროხის,
ღორის, ცხვრისა და ფრინველის ხორცი, ხოლო კაპიტანმა
ხუთი თუ ექვსი კასრი ხორცი დაამარილა ხომალდის მარაგის
შესავსებად. ხუთი დღის შემდეგ ამინდი გამოკეთდა, ზურ-

419 მკითხველთა ლიგა


გქარმა დაბერა; აფრები ავუშვით და ორმოცდაორი დღის
შემდეგ მშვიდობიანად მივადექით ვირჯინიის ნაპირს.
კაპიტანმა თავისთან მიხმო და მითხრა: როგორც თქვენი
ლაპარაკიდან დავასკვენი, ამერიკაში ნათესავები გყოლიათ
და აქ წინათაც ყოფილხართ, ამიტომაც, მგონია, თქვენთვის
ცნობილი იქნება, როგორ ექცევიან კატორღელებს ამ ქვეყა-
ნაში ჩასვლის დროსო. ვუპასუხე: ამის თაობაზე არაფერი ვი-
ცი, რაც შეეხება აქაურ ნათესავებს, თქმა არ უნდა, ჩემს აქ გა-
მოჩენას არამც და არამც არ შევატყობინებ, სანამ დამნაშავის
მდგომარეობაში ვიმყოფები; ჩვენ სრული იმედი გვაქვს თქვე-
ნი დახმარების, ამას ხომ თვითონვე დაგვპირდით-მეთქი. კა-
პიტანმა მომიგო: საჭიროა, ადგილობრივ მცხოვრებთაგან
ვინმემ გიყიდოთ და თქვენზე პასუხისმგებლობა იკისროს
ქვეყნის გუბერნატორის წინაშე, თუ იგი თქვენს გამოცხადებას
მოითხოვსო. დავეთანხმე და მივუგე: თქვენი მითითების მი-
ხედვით მოვიქცევით-მეთქი. კაპიტანმა ერთი პლანტატორი
მოიწვია, თითქოსდა მოსალაპარაკებლად, ორი ტუსაღის -
ჩემი და ჩემი ქმრის გაყიდვის თაობაზე. პლანტატორს ფორ-
მალურად მიგვყიდეს და მასთან ერთად ნაპირზე ჩავედით. კა-
პიტანიც ჩამოგვყვა და მიგვიყვანა რომელიღაც სახლში - სას-
ტუმროსა თუ სამიკიტნოში, არ მახსოვს. იქ მოგვიტანეს თითო
ჯამი პუნში და ჩვენც მადიანად ვივახშმეთ. რამდენიმე ხნის
შემდეგ პლანტატორმა მოგვცა გათავისუფლების საბუთი და
მოწმობა, რომ ერთგულად ვემსახურებოდით. ამგვარად,
მეორე დილითვე თავისუფლები ვიყავით და საითაც გვინდო-
და, იქით წავიდოდით.
ამ სამსახურისთვის კაპიტანმა ექვსი ათასი შეკვრა თამბა-
ქო მოგვთხოვა. ეს ტვირთი უნდა გადაეცა ვაჭრისთვის, რო-
მელმაც მისი ხომალდი დაიქირავა. მოთხოვნა დაუყონებლივ
420 მკითხველთა ლიგა
შევასრულეთ. გარდა ამისა, საჩუქრად კიდევ ოცი გინეა მივე-
ცით, რითიც ფრიად კმაყოფილი დარჩა.
სხვადასხვა მიზეზის გამო საჭიროდ არ მიმაჩნია, დაწვრი-
ლებით მოგითხროთ, ვირჯინიის რომელ ნაწილში დავსახ-
ლდით, საკმარისია აღვნიშნოთ, რომ ჩვენმა ხომალდმა დიდ
მდინარე პოტომაკში შესცურა. პირველად იქ გვინდოდა დარ-
ჩენა, მერე კი გადავიფიქრეთ.
როგორც კი საქონელი გადმოვტვირთეთ და ჩვენი საც-
ხოვრებლის საწყობში დავაბინავეთ, - სახლი კი პატარა ქა-
ლაქში ვიქირავეთ, რომელსაც ჩვენი ხომალდი მიადგა, - მა-
შინვე შევუდექით იმის დადგენას, თუ სად იყვნენ დედა და ძმა
(სწორედ ის ბედშავი ადამიანი, რომელსაც ცოლად გავყევი).
მალე გავიგე, რომ მისის ნ, ესე იგი, დედაჩემი მომკვდარიყო,
ძმა (ანუ ქმარი) კი ცოცხალი იყო. გამოგიტყდებით, ეს ამბავი
მაინცდამაინც არ გამხარებია, მაგრამ უარესი ის გახლდათ,
რომ აღმოჩნდა, პლანტაცია მიეტოვებინა, რომელშიც ოდეს-
ღაც ერთად ვცხოვრობდით, და თავის ერთ-ერთ ვაჟთან იმ ქა-
ლაქის მახლობლად დასახლებულიყო, სადაც ბინა და საწყო-
ბი ვიქირავეთ.
პირველად ცოტა დავიბენი, მაგრამ მერე გავიფიქრე, ვერ
მიცნობს-მეთქი, და არა მარტო სავსებით დავმშვიდდი, არა-
მედ დიდი სურვილიც დამებადა, მისთვის შემეხედა ისე, რომ
თვითონ არ ვენახე. ამ მიზნით ვიკითხე, სად არის მისი
პლანტაცია-მეთქი? ერთ ადგილობრივ მცხოვრებ ქალთან,
რომელსაც ჩვენში მედღეური ეწოდება, დავიწყე ხეტიალი
ძმის მამულთან ახლოს, თითქოს მარტო ამ ადგილების ხილ-
ვით დატკბობის სურვილი მაწუხებდა. ბოლოს ისე ახლოს მი-
ვედი, რომ სახლი დავინახე. ქალს შევეკითხე, ვისია ეს

421 მკითხველთა ლიგა


პლანტაცია-მეთქი? მიპასუხა, მავანსა და მავანს ეკუთვნისო,
თანაც მარჯვნივ მიმითითა და დაუმატა:
- აი, თვითონ ისიც, ვაჟთან ერთად.
- რა ჰქვიათ? - შევეკითხე.
- არ ვიცი, მოხუც ბატონს რას ეძახიან, შვილს კი ჰემფრი
ჰქვია. ვგონებ, მამასაც იგივე სახელი აქვს.
უთუოდ წარმოიდგენთ ჩემს სიხარულსა და შიშს, როცა ეს
ხალხი დავინახე: მამას რომ შევხედე, რომელიც ჩემი ღვიძლი
ძმა იყო, მყისვე წარმოვიდგინე - მას ჩემი საკუთარი შვილი
ახლდა. ნიღაბი არ მქონდა, სამაგიეროდ, სახეზე ყაბალახი
ჩამოვიფარე და ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ოც წელიწადზე
მეტი ხნის განშორების შემდეგ და მასთან ქვეყნის ამ ნაწილში
მოულოდნელად შეხვედრილს, ძმა ვერ მიცნობდა. მაგრამ
ასეთი სიფრთხილე ზედმეტი აღმოჩნდა, რადგან რაღაც ავად-
მყოფობის შედეგად მხედველობა დასუსტებოდა და მხოლოდ
იმდენს ხედავდა, რომ გასეირნების დროს ხეს არ დასჯახებო-
და ან თხრილში არ ჩავარდნილიყო. ჩემმა თანმხლებმა ქალ-
მა ეს ამბავი სრულიად შემთხვევით მაცნობა; რა იცოდა, რო-
გორი მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის?! რომ მოგვიახ-
ლოვდნენ, შევეკითხე:
- ეგ კაცი გიცნობთ, მისის ოუენ? (ასე ეძახდნენ ქალს.)
- დიახ, - მიპასუხა. - ჩემს ხმას თუ გაიგონებს, მაშინვე მიც-
ნობს, თვალით კი ცუდად ხედავს და ასეთ მანძილზე ვერავის
არჩევს.
და ქალმა მიამბო, როგორ დაუსუსტდა ამ კაცს მხედველო-
ბა, რაც უკვე მოგახსენეთ. ამან დამამშვიდა, სახე გამოვაჩინე
და დავიცადე, სანამ ის ორნი გვერდით ჩამივლიდნენ. საშინე-
ლია დედისთვის, ასე ახლოს იხილოს თავისი შვილი, ლამაზი
ვაჟკაცი, და ვერ გაბედოს, მისი ყურადღება მიიპყროს. ყოვე-
422 მკითხველთა ლიგა
ლი დედა, რომელიც ამ ჩემს ნაამბობს წაიკითხავს, გაიგებს,
რა ძნელი იყო ჩემთვის თავის შეკავება, როგორ მინდოდა,
გადავხვეოდი და მის მკერდზე ცრემლი მეფრქვია, როგორ
დამეწვა გულ-ღვიძლი, არ ვიცოდი, რა მეღონა, შესაფერის
სიტყვებს ვერ ვპოულობდი ტანჯვის გამოსახატავად. როცა
საკმარის მანძილზე დამშორდა, მთელი სხეულით ავკანკალ-
დი, თვალს არ ვაშორებდი მიმავალს, სანამ მხედველობიდან
სრულიად გაქრებოდა. მერე ბალახზე დავეშვი, ვითომ დასვე-
ნება მინდოდა, ჩემი თანამგზავრი ქალისგან პირი ვიბრუნე
და ავქვითინდი. ვკოცნიდი იმ ადგილს, სადაც მან ფეხი დაად-
გა.
მაგრამ ამ ქალისგან ჩემი მღელვარების დაფარვა მაინც
ვერ შევძელი. იფიქრა, უთუოდ ავად გახდაო. რას გავაწყობ-
დი? თავი უნდა დამექნია. ხელი მომკიდა და აყენება დამიპი-
რა, - აქ ნესტია და მიწაზე წოლა საშიშიაო. წამოვდექი.
უკან დაბრუნებისას კვლავ შევეკითხე ამ ჯენტლმენისა და
მისი ვაჟის ამბავი. მისმა ნათქვამმა სევდიანი ფიქრისთვის
ახალი საბაბი მომცა.
- იმ ადგილების მცხოვრებთა შორის, სადაც ეს ჯენტლმენი
სახლობდა, - გართობის მიზნით დამიწყო მოყოლა ჩემმა თა-
ნამგზავრმა, - ერთი უცნაური ამბავი დადის.
- რა ამბავი?
- ამბობენ: ეს ჯენტლმენი ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას ინ-
გლისში წასულა. იქ ულამაზესი ქალი შეჰყვარებია, ცოლად
შეურთავს და ჩამოუყვანია თავის დედასთან, რომელიც მაშინ
ცოცხალი იყო. აქ მას რამდენიმე წელი უცხოვრია, - განაგ-
რძო ჩემმა თანამგზავრმა, - და მისგან შვილები ჰყოლია.
ერთ-ერთი მათგანი ის ახალგაზრდა კაცია, რომელიც ეს-ეს
არის, მასთან ერთად ვნახეთ. ერთხელ მოხუც ქალს, ქმრის
423 მკითხველთა ლიგა
დედას, ახალგაზრდა ქალისთვის შემთხვევით მოუყოლია ინ-
გლისში თავისი ცხოვრების ძალზე სევდიანი ამბავი, და შეუმ-
ჩნევია, რომ რძალს სახე შესცვლია, თავი ცუდად უგრძნია -
ერთი სიტყვით, გამოირკვა, რომ მოხუცი დედამთილი თავისი
რძლის ღვიძლი დედა ყოფილა და, მაშასადამე, მის ვაჟს სა-
კუთარი და შეურთავს. ამის გამოაშკარავებას მთელი ოჯახი
ისე აუფორიაქებია, რომ საქმე კინაღამ ძალზე ცუდად დამ-
თავრებულა. ახალგაზრდა ქალს არ უკისრია ქმართან ცხოვ-
რება, თვითონ ამ კაცს კი ცოტა დააკლდა, ჭკუაზე შეშლილი-
ყო. ბოლოს უბედური ქალი ინგლისში დაბრუნებულა, მას
შემდეგ კი უკვალოდ გამქრალა.
ადვილი წარმოსადგენია, რა გავლენა მოახდინა ჩემზე ამ
ამბავმა, მაგრამ შეუძლებელია იმ გრძნობის გადმოცემა, რო-
მელმაც მომიცვა. თავი გაოცებულად მოვაჩვენე და დავუწყე
ათასი შეკითხვის დასმა ყველა წვრილმანის შესახებ, რაც
მისთვის თურმე მშვენივრად იყო ცნობილი. მერე ოჯახის ბე-
დით დავინტერესდი: რა პირობებში მოკვდა მოხუცი დედაკა-
ცი, ესე იგი დედაჩემი, და ვის დაუტოვა ქონება? დედაჩემი
ხომ თავის დროზე საზეიმოდ დამპირდა, სიკვდილის შემდეგ
ჩემთვის რამე დაეტოვებინა და საქმე ისე მოეწყო, თუ ცოცხა-
ლი ვიქნებოდი, შემძლებოდა, ამა თუ იმ საშუალებით მიმეღო
ნაანდერძევი, ამასთან, მისი ვაჟი, ხოლო ჩემი ძმა და ქმარი,
უძლური იქნებოდა ამ საქმეში წინააღმდეგობა გაეწია. თანამ-
გზავრმა მითხრა: ჩემთვის ზუსტად ცნობილი არ არის, რა გა-
მოუვიდათ, მაგრამ ამბობენ, თითქოს დედამისმა დატოვა რა-
ღაც თანხა და მის გადასახდელად თავისი პლანტაცია დააგი-
რავა, რათა ეს თანხა მისი ქალიშვილისთვის გადაეცათ, თუკი
იგი, ინგლისში იქნებოდა თუ სხვა ადგილას, ოდესმე გამოჩ-

424 მკითხველთა ლიგა


ნდებოდა. მინდობილობა დატოვებული აქვს მის შვილიშ-
ვილს, რომელიც წეღან მამასთან ერთად ნახეთო.
ეს ცნობა ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მას
უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი. ამან, ცხადია, თავში ათასი
აზრი ამიშალა: როგორ მოვქცეულიყავი, როდის და რა-
ნაირად მეცნობებინა ჩემი ჩამოსვლის ამბავი ან კი საერთოდ,
საჭირო იყო ამის გაკეთება თუ არა?
ამ ძნელ მდგომარეობაში, მართალი გითხრათ, არ ვიცო-
დი, როგორ დამეჭირა თავი და რა გადამეწყვიტა. ეს საზრუნა-
ვი დღედაღამ მოსვენებას არ მაძლევდა. ძილი დავკარგე,
გულჩათხრობილი გავხდი, ისე, რომ ქმარმაც კი შემნიშნა და
დაიწყო იმაზე ფიქრი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო შეშფოთე-
ბის მიზეზი. ჩემს გართობას შეეცადა, მაგრამ ყველაფერი
ამაო აღმოჩნდა. მთხოვა, გამემხილა, რა ხდებოდა ჩემს თავს.
დიდხანს სიტყვას ბანზე ვუგდებდი, მაგრამ ბოლოს, თავიდან
რომ მომეშორებინა, შევთხზე ამბავი, რომლის სარჩული სი-
ნამდვილეს შეეფერებოდა. ვუთხარი: მომშალა იმან, რომ ამ
ადგილის დატოვება და ჩვენი გეგმების შეცვლა მოგვიწევს,
რადგან დავრწმუნდი, აქ შეიძლება მიცნონ: საქმე ის არის,
რომ დედაჩემის სიკვდილის შემდეგ ზოგიერთი ჩემი ნათესა-
ვი აქ გადმოსახლდა და ან უნდა გამოვუტყდე მათ, რაც ჩვენს
ახლანდელ მდგომარეობაში ბევრი მიზეზით უხერხულია, ან-
და წავიდეთ აქედან; და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ასეთი
გულჩათხრობილი და სევდიანი ამის გამო გავხდი-მეთქი.
ქმარი დამეთანხმა, ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაში
არამც და არამც არ გაგვეზიარებინა ვინმესთვის ჩვენი
საიდუმლო, ამიტომაც მზად იყო, ქვეყნის სხვა ნაწილში გა-
დავსახლებულიყავით ანდა სულ მიგვეტოვებინა იგი, თუკი
ამას საჭიროდ ჩავთვლიდი. მაგრამ აქ მეორე სიძნელემ იჩინა
425 მკითხველთა ლიგა
თავი: თუ სხვა კოლონიაში გავემგზავრებოდი, დედის დატო-
ვებული ქონების მიღებას ვერ მოვახერხებდი. მეორე მხრივ,
ფიქრიც კი არ შემეძლო იმაზე, რომ ჩემი ქმრისთვის მეთქვა
იმ ქორწინების ამბავი: ასეთ ამბებზე სხვას არ უყვებიან, ამას-
თან, შედეგის მეშინოდა. მაგრამ მემკვიდრეობის ხელში ჩაგ-
დება რომ მომეხერხებინა, სულერთია, საჯაროდ უნდა გამემ-
ჟღავნებინა ჩემი ვინაობა.
ასეთი მერყეობა დიდხანს გრძელდებოდა და ჩემს მეუღ-
ლეს მოსვენებას უკარგავდა. ეჩვენებოდა, თითქოს მასთან
საკმარისად გულწრფელი არ ვიყავი, არ ვუზიარებდი მთელ
ჩემს გულისნადებს. ხშირად მეკითხებოდა, რა დაგიშავე, რა-
ტომ არ გინდა, შენი ჭირი და ლხინი ვიცოდეო? სიმართლე
გითხრათ, მისთვის ჩემი საიდუმლო უნდა გამენდო, რადგან
მასზე მეტად ამის ღირსი არც ერთი ქმარი არ იყო. მაგრამ
კარგად არ ვიცოდი, როგორ გამოვტყდომოდი ასეთ რამეში,
ამავე დროს, საშუალება არ მქონდა, სხვა ვინმესთვის მაინც
გამეზიარებინა ეს ხვაშიადი, ამიტომაც გულზე მძიმე ლოდად
მაწვა. არა მგონია, მართალნი იყვნენ, როცა ჩვენს საქმეზე
ლაპარაკობენ, თითქოს ქალებს საიდუმლოს შენახვა არ შეგ-
ვეძლოს. ჩემი ცხოვრება ხომ სრულიად საწინააღმდეგოს აშ-
კარა დადასტურებაა. მაგრამ ყველა ჩვენგანს - კაცსაც და
ქალსაც - უნდა ჰყავდეს თავისი ხვაშიადის გამზიარებელი, ახ-
ლო მეგობარი, რომელსაც საკუთარ ჭირსა და ლხინს გავან-
დობთ. სულერთია, საწუხარია თუ სასიხარულო ჩვენი
საიდუმლო, იგი საშინელ ტვირთად გვაწევს და ამ სიმძიმის
ატანა ჩვენთვის ზოგჯერ შეუძლებელი ხდება. ყოველივე ის,
რაც კი ვიცით ადამიანის ბუნების შესახებ, ჩემი სიტყვების სი-
მართლეს მხოლოდ ადასტურებს.

426 მკითხველთა ლიგა


აი, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ არა მარტო ქალები, არა-
მედ ვაჟკაცებიც კი სისუსტეს იჩენენ ამ საქმეში, არ ძალუძთ,
საიდუმლო სიხარულისა და საიდუმლო მწუხარების ტვირთი
ზიდონ, ბოლოს მაინც ვერ ისვენებენ და ვინმეს გულს უხსნი-
ან, ოღონდ კი დამშვიდდნენ და ამ აუტანელი სიმძიმისგან გა-
თავისუფლდნენ. ეს არ გახლავთ თავქარიანობის ან უზრუნვე-
ლობის შედეგი, არამედ სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. იგი-
ვე ადამიანები, ბრძოლასაც რომ განაგრძობდნენ ცდუნებას-
თან, ძილში მაინც დაიწყებენ საკუთარი ხვაშიადის ბოდვას,
და იგი ყველასთვის ცნობილი გახდება, ვინც კი ამ დროს ახ-
ლოს იქნება. ეს დაუძლეველი ინსტინქტი იმდენად ძლიერია,
რომ ყველაზე საშინელი ბოროტმოქმედების ჩამდენი ადა-
მიანებიც კი უძლურნი არიან, წინააღმდეგობა გაუწიონ, სი-
ცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეთ, უნდა გაანდონ ვინმეს თა-
ვიანთი საიდუმლო. ყველა ამ უეცარ აღსარებასა და აღიარე-
ბას სამართლიანად მიაწერენ ღვთის განგებას, მაგრამ ეჭვს
არ იწვევს ისიც, რომ განგება, რომელიც ჩვეულებრივ, თავის
იარაღად ბუნებას ირჩევს, აქაც ბუნებრივ საშუალებას მიმარ-
თავს, როცა თავის ბუნებრივ საქმეებს სჩადის.
შემიძლია მოვიტანო რამდენიმე ღირსშესანიშნავი მაგა-
ლითი დანაშაულებრივ სამყაროსთან ჩემი ხანგრძლივი ურ-
თიერთობიდან. როცა „ნიუგეტში“ ვიჯექი, ერთი კაცი გავიცა-
ნი, რომელსაც „ღამურას“ ეძახდნენ. არ ვიცი, შეიძლება, ახ-
ლა ასეთ ადამიანებს სხვა სახელს უწოდებენ; მათი მუშაობის
წესი ასეთი იყო: რომელიმე გუშაგთან საიდუმლო მოლაპა-
რაკებით, ამგვარ „ღამურას“ საღამოს გარეთ უშვებდნენ; იქ
იგი თავის ბნელ საქმეებს ჩარხავდა, დილით კი ქურდების
დამჭერი „პატიოსანი“ ხალხი „ამხელდა“ მის ჩადენილ ყველა
ოინს და ჯილდოს მისაღებად, ქურდის მიერ ღამით მოპარუ-
427 მკითხველთა ლიგა
ლი ნივთები დაზარალებულთან მიჰქონდა. და აი, ჩემგან და-
სახელებული ახალგაზრდა ძილში ყველაფერს ფქვავდა, რა-
საც ცხადლივ აკეთებდა, ვის და რას ჰპარავდა. კაცს შეიძლე-
ბოდა ეფიქრა, განზრახული ჰქონდა, მთელი თავისი თავგა-
დასავალი გადმოეცა, თითქოს ამისთვის არავითარი საფ-
რთხე არ მოელოდა! ამიტომაც, უცხო პირებთან თავისი
საიდუმლო რომ არ გაეცა, ღამის გასეირნებიდან ყოველი
დაბრუნების შემდეგ იძულებული იყო, ან თვითონ ჩაეკეტა სა-
კანში თავისი თავი, ან დარაჯისთვის ეთხოვა, გარედან ბოქ-
ლომი დაედო. მეორე მხრივ, საკმარისი იყო, თავისი ფათე-
რაკებისა და წარმატების ამბავი რომელიმე ამფსონისა ან
თუნდაც თავისი პატრონისათვის - სხვა სახელს მას ვერც ვუ-
წოდებ - გაეზიარებინა, რომ ყველაფერი რიგზე ყოფილიყო:
სხვასავით მასაც მშვიდად შეიძლებოდა დაეძინა.
ჩემი მოთხრობის დაბეჭდვა მხოლოდ იმ მიზნით გადავ-
წყვიტე, რომ ყველა მისი ნაწილი ჭკუის სასწავლებელი ყოფი-
ლიყო. ჩემს ცხოვრებას ვყვები მკითხველის დასარიგებლად
და გასაფრთხილებლად, რათა დავიცვა იგი ჩემ მიერ ჩადენი-
ლი შეცდომებისგან. იმედი მაქვს, რომ ნაამბობი, თუ როგორ
ხდებიან ადამიანები იძულებულნი, ყველაზე დიდი საიდუმ-
ლო, საკუთარი თუ სხვისი, ვინმეს გაანდონ, საკითხისგან
ზედმეტ გადახვევად არ ჩამეთვლება.
ჩემი საიდუმლოც, როგორც უკვე მოგახსენეთ, ასევე ლო-
დად მაწვა გულზე. ერთადერთი, რითიც შვება შეიძლებოდა
მეგრძნო, ის იყო, რომ ქმრისთვის იმდენად გამეზიარებინა,
რათა რომელიმე სხვა ადგილას გადაბარგების აუცილებლო-
ბაში დარწმუნებულიყო. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი გახ-
ლდათ, ინგლისის კოლონიების რომელ ნაწილში გადავსუ-
ლიყავით. ჩემი ქმარი ამ ქვეყანას სრულიად არ იცნობდა, არ
428 მკითხველთა ლიგა
იცოდა სხვადასხვა ადგილის გეოგრაფიული მდგომარეობაც,
მე კი მანამდე არ გამეგებოდა, რას ნიშნავდა სიტყვა „გეოგ-
რაფიული“, მასზე ერთობ ზოგადი წარმოდგენა მქონდა, ჩა-
მოსულებთან საუბრების შედეგად. მაგრამ ჩემთვის კარგად
იყო ცნობილი, რომ მერილენდი, პენსილვანია, ისტ- და ვესტ-
ჯერსი, ნიუ-იორკი და ახალი ინგლისი - ყველა ვირჯინიის
ჩრდილოეთით მდებარეობს და, მაშასადამე, ჰავა იქ ცივია. ამ
მიზეზით, ყველა ხსენებული ადგილისადმი ზიზღს ვგრძნობ-
დი. დაგვრჩენოდა მხოლოდ კაროლინაში, ამერიკის ტერი-
ტორიაზე ინგლისელთა ერთადერთ სამხრეთ კოლონიაში გა-
დავბარგებულიყავით. სწორედ იქ გამგზავრება განვიზრახე,
მით უმეტეს, რომ ადვილი იქნებოდა დაბრუნება, როცა დად-
გებოდა დრო, დედის ქონება მეძებნა და მისი გადმოცემა მო-
მეთხოვა.
ასეთ გადაწყვეტილებას რომ დავადექი, ქმარს შევთავაზე,
მიგვეტოვებინა ის ადგილი, სადაც გავჩერდით, და მთელი
ჩვენი ქონება გადაგვეზიდა კაროლინაში, სადაც დასახლებას
ვფიქრობდი. მას თვითონაც ესმოდა, რომ აქ ჩვენს დარჩენას
აზრი არ ექნებოდა, რადგან ნაცნობები მყავდა. ამის გამო ჩე-
მი წინადადება ადვილად მიიღო. სხვა გარემოებაზე არაფერი
ვუთხარი.
მაგრამ ახლა მორიგი სიძნელე შემექმნა. მთავარი საზრუ-
ნავი ისევ საშინლად მაწუხებდა, არ შემეძლო იქიდან წასვლა-
ზე ფიქრი, სანამ რაიმე საშუალებით არ გავარკვევდი, ზუსტად
რა დამიტოვა დედამ. ვერ ვურიგდებოდი იმ აზრსაც, წავსუ-
ლიყავი და ჩემი ჩამოსვლის ამბავი არ მეცნობებინა ყოფილი
ქმრისთვის (ძმისათვის) ან ჩვენი ვაჟისთვის. არადა, ცხადია,
ყოველივე ამის გაკეთება ისე მინდოდა, რომ არც ჩემს ახალ

429 მკითხველთა ლიგა


ქმარს გაეგო რამე, და არც მათ დაბადებოდათ ეჭვი ჩემს ხე-
ლახლა გათხოვებაზე.
ამის განსახორციელებლად ერთი და ორი გეგმა როდი შე-
ვადგინე. სიამოვნებით გავგზავნიდი ქმარს კაროლინაში,
თვითონ კი მოგვიანებით ჩავიდოდი, მაგრამ ეს შეუძლებელი
იყო. უჩემოდ არ იცნობდა, თანაც წარმოდგენა არ ჰქონდა,
როგორ მოეწყო პლანტაცია. მაშინ აზრად მომივიდა, ერთად
წავსულიყავით, თან წაგვეღო ჩვენი საქონლის ნაწილი, ხო-
ლო როცა მოვეწყობოდით, დანარჩენი ქონებისთვის ვირჯი-
ნიაში მარტო დავბრუნებულიყავი. სამწუხაროდ, ასეთ შემ-
თხვევაშიც კი ქმარი არ დათანხმდებოდა ჩემგან განშორება-
სა და მარტო დარჩენას. ყოველივე სულ უბრალოდ აიხსნებო-
და: ეს კაცი ბატონად გაიზარდა და არა მარტო არ იცნობდა
ქვეყანას, არამედ ცოტა სიზანტეც ახასიათებდა, და როცა ბო-
ლოს ახალ ადგილას დავბინავდით, თოფით ხელში ნადირო-
ბას არჩევდა (რასაც აქ უმთავრესად ინდიელები მისდევ-
დნენ), ოღონდ კი პლანტაციაში არ ემუშავა.
ჩემ წინაშე დაუძლეველი სიძნელეები აღიმართა, არ ვიცო-
დი, რა გამოსავალი მეპოვა. ვერაფრით დამეოკებინა სურვი-
ლი, ჩემს ყოფილ ქმართან მივსულიყავი, მით უმეტეს, ამას
მის სიცოცხლეში თუ არ გავაკეთებდი, შემდეგ შეიძლებოდა,
ჩემი შვილი ვეღარ დამერწმუნებინა, რომ ნამდვილად დედა-
მისი ვიყავი, ამით კი ერთდროულად, შვილსაც დავკარგავდი
და დედისგან ნაანდერძევ ფულსაც. მეორე მხრივ, შეუძლებ-
ლად მეჩვენებოდა, მათთვის ჩემი მაშინდელი მდგომარეობა
გამემჟღავნებინა - ისიც, რომ ქმარი მყავდა და რომ ოკეანის
გაღმა გადმოსახლებული ვიყავი როგორც ბოროტმოქმედი.
გამოდიოდა, რომ აუცილებელი იყო გამგზავრება, შემდეგ კი
ყოფილ ქმართან დაბრუნება, ვითომდა სხვა ადგილიდან.
430 მკითხველთა ლიგა
ასეთი მოსაზრებით განვაგრძობდი ქმრის დარწმუნებას,
რომ ჩვენთვის არამც და არამც არ შეიძლებოდა მდინარე პო-
ტომაკაზე დასახლება, რადგან იქ მაშინვე ცნობილი გახდებო-
და, ვინ ვიყავით, ხოლო სხვა ადგილას თუ გადავიდოდით,
დანარჩენი პლანტატორების ოჯახებისგან ვერ განგვასხვა-
ვებდნენ. და რადგან ადგილობრივი მცხოვრებლები მუდამ
კმაყოფილნი არიან, - განვაგრძე ჩემი მსჯელობა, - თუ მათ-
თან შეძლების მქონე ადამიანები ჩადიან პლანტაციის საყიდ-
ლად ან ახლოს გასაშენებლად, დარწმუნებული უნდა ვიყოთ
გულითად მიღებაში, და ჩვენს მდგომარეობას არავინ
გაიგებს-მეთქი.
ისიც ვუთხარი: აქ ნათესავები ცხოვრობენ. ჯერჯერობით
ჩამოსვლის ამბავს ვერ გავაგებინებ იმის შიშით, რომ მათ-
თვის ცნობილი არ გახდეს ჩემი გამოჩენის მიზეზი, ეს კი დიდ
საფრთხეს შეგვიქმნის; რადგან დედაჩემი გარდაიცვალა, სა-
ფუძველი მაქვს ვივარაუდო, უთუოდ რაღაც შეიძლება დატო-
ვა, მოსალოდნელია - მნიშვნელოვანიც, ეს კი ისეთი რამ
არის, რომ გაგებად ღირს. მაგრამ ამის გაკეთებაც არ შეიძ-
ლება, საფრთხეში თავის ჩაუგდებლად. ერთადერთი გამოსა-
ვალი - აქედან გამგზავრებაა. შემდეგ კი, როცა სადმე მოვეწ-
ყობით, შემიძლია დავბრუნდე, თითქოს ძმისა და ძმისწულე-
ბის ნახვა მინდა, ვუთხრა, ვინცა ვარ და გავიგო, რა მიანდერ-
ძა დედაჩემმა. მაშინ პატივით მიმიღებენ და ყოველგვარ დახ-
მარებას აღმომიჩენენ, ხოლო თუ ჩემს წილს ახლავე მოვით-
ხოვ, უსიამოვნებას ვერ გავექცევი: მოცემით შეიძლება მომ-
ცენ კიდეც, ოღონდ - ბუზღუნითა და წყევლა-კრულვით. აიტან
კი ყოველივე ამას? შესაძლებელია, იურიდიულად დამამტკი-
ცებელი საბუთიც მომთხოვონ, რომ ნამდვილად გარდაცვლი-
ლის ქალიშვილი ვარ, მაშინ კი, გიყვარდეს, ინგლისში წას-
431 მკითხველთა ლიგა
ვლა არ ამცდება; მოსალოდნელია, ბოლოს საქმე წავაგო კი-
დეც და ცარიელზე დავრჩე-მეთქი.
იმის შემდეგ, რაც ქმარს ყველა ეს აზრი გავუზიარე, -
საიდუმლოება გავანდე მხოლოდ იმდენად, რამდენადაც სა-
ჭირო იყო, - გადავწყვიტე, რომელიმე სხვა კოლონიაში ადგი-
ლი გვეძებნა. პირველად კაროლინა ავირჩიეთ.
დავიწყეთ იმის გარკვევა, რომელი ხომალდი მიდიოდა კა-
როლინაში. მალე მივიღეთ ცნობა, რომ უბის მეორე მხარეს,
მერილენდში, კაროლინიდან მოსული, ბრინჯითა და სხვა სა-
ქონლით დატვირთული ხომალდი იდგა. იგი რამდენიმე ხნის
შემდეგ ასევე დატვირთული დაბრუნდებოდა უკან და
იამაიკისკენ აიღებდა გეზს. კარჭაპი დავიქირავეთ ქონების
გადასაზიდად, მდინარე პოტომაკს გამოვეთხოვეთ და მთელი
ჩვენი ავლადიდებით მერილენში გადავედით.
მოგზაურობა ხანგრძლივი და უსიამოვნო აღმოჩნდა.
ქმარმა გამიზიარა: ეს ჩემთვის უფრო მძიმეა, ვიდრე ინგლი-
სიდან აქამდე მგზავრობაო. ამინდი ძალზე ცუდი იყო, წყალი
მოუსვენრობდა, ჩვენი ნავი კი პატარა და მოუხერხებელი გახ-
ლდათ. ამასთან, ვიმყოფებოდით მთელი ასი მილის მანძილ-
ზე პოტომაკის შესართავიდან, მხარეში, რომელსაც ვესტმორ-
ლენდი ჰქვია. რადგანაც ეს მდინარე უდიდესია ვირჯინიაში,
თანაც გაგონილი მქონდა, ყველაზე ფართოაო მსოფლიოში,
სხვა მდინარის შენაკადებს შორის, ამიტომაც მასზე ყოფნისას
სიცოცხლე გაგვიმწარა ცუდმა ამინდმა, ხშირად საფრთხის
წინაშეც დავმდგარვართ. მას, მართალია, მდინარეს ეძახიან,
მაგრამ ადგილ-ადგილ ისეთი განიერია, რომ შუაში ცურვისას
მრავალი მილის სიგრძეზე ნაპირებს ვერ ვამჩნევდით. მერე
უნდა გადაგვეკვეთა ჩესაპიკის დიდი უბე, რომელიც იმ ადგი-
ლას, სადაც მდინარე პოტომაკი ერთვის, ოცდაათი მილის სი-
432 მკითხველთა ლიგა
განეს აღწევს. შემდეგ კიდევ რაღაც წყლებში მივცურავდით,
რომელთა სახელი არ მახსოვს, და ამგვარად, დანჯღრეული
ნავით კარგა ორასი მილი გავიარეთ. რაიმე უბედურება რომ
მომხდარიყო, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდებოდით:
დავკარგავდით მთელ ჩვენს ქონებას და შიშველ-ტიტველ
მათხოვრებად დავრჩებოდით ველურ, უცხო მხარეში. მარტო
ამაზე ფიქრიც თმას ყალყზე მიყენებს ახლაც, როცა საფ-
რთხემ დიდი ხანია ჩაიარა.
ბოლოს, ხუთდღიანი მგზავრობის შემდეგ, დანიშნულების
ადგილას მივედით - ვგონებ მას ფილიპს-პოინტი ჰქვია. წარ-
მოიდგინეთ, ხომალდი უკვე დაეტვირთათ და სამი დღის წინ
წასულიყო. ჩვენს სასოწარკვეთას საზღვარი არ ჰქონდა. მაგ-
რამ სულით არ დავეცი და ქმარს ვუთხარი: რაკი კაროლინა-
ში წასვლა არ გვიხერხდება, ის მხარე კი, სადაც ჩამოვედით,
ლამაზი და ნაყოფიერია, იქნებ აქ დავრჩეთ და მოწყობაზე
ვიზრუნოთ-მეთქი?
მაშინვე გადავედით ნაპირზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ
შეუძლებელი იყო დასახლებაც და ბარგის გაშლაც. დახმარე-
ბა ერთმა კეთილმა კვაკერმა გაგვიწია, რომელმაც გვირჩია
ადგილი სამოციოდე მილზე აღმოსავლეთით, უბის გამოსას-
ვლელთან ახლოს. გვითხრა: თვითონ ვცხოვრობ იქ, იმ ადგი-
ლას იპოვით ყველაფერს, რაც გჭირდებათ, შეგიძლიათ,
პლანტაცია გააშენოთ ან დაიცადოთ, სანამ უკეთეს ადგილას
გიჩვენებენო. ისე თავაზიანად გვეპატიჟებოდა, რომ უარი ვერ
ვუთხარით და მასთან ერთად გავემგზავრეთ.
იქ ვიყიდეთ ორი მსახური: ინგლისელი გოგო, რომელიც
ის-ის იყო, ლონდონიდან ჩამოსულიყო, და ზანგი ბიჭი. ხალ-
ხი, რომელსაც განზრახული აქვს, ამ ქვეყანაში მოეწყოს,
უამისოდ იოლად ვერ გავა. გულკეთილმა კვაკერმა დიდი
433 მკითხველთა ლიგა
დახმარება გაგვიწია. მის მიერ ნაჩვენებ ადგილას შესაფერი-
სი საწყობი ვიპოვეთ ბარგისთვის, აგრეთვე, სადგომი ჩვენ-
თვის და მსახურთათვის. ორი თვის შემდეგ კი, მისი მითითე-
ბით, გუბერნატორს პლანტაციისთვის მიწის დიდი ნაკვეთი
ვთხოვეთ. რადგან ასე კარგად მიგვიღეს, კაროლინაში გამ-
გზავრებაზე ფიქრს თავი დავანებეთ. მოვეწყვეთ დროებით,
სანამ ჩვენს ნაკვეთს ამოვძირკვავდით, სახლის ასაგებად
ხეტყესა და სხვა მასალას გავამზადებდით - ამაშიც კეთილი
კვაკერი დაგვეხმარა. უკვე ერთი წლის შემდეგ გასუფთავებუ-
ლი გვქონდა დაახლოებით ორმოცდაათი აკრი ყამირი. ნა-
წილს ღობე შემოვავლეთ და თამბაქო დავთესეთ. გარდა ამი-
სა, ბოსტანი და ხორბალდათესილი ნაკვეთი გვქონდა, რაც
სავსებით საკმარისი იყო ძირხვენებით, ბოსტნეულითა და პუ-
რით მსახურთა მოსამარაგებლად.
აქ ქმარი დავიყოლიე, მეგობართან ამბის გასაგებად გა-
ვეშვი იმ ადგილას, საიდანაც ჩამოვედით. გამგზავრებაზე ად-
ვილად დამთანხმდა, რადგან საქმე ყელამდე ჰქონდა. გარდა
ამისა, შეეძლო, ნადირობითაც გართულიყო, რაც ძალზე უყ-
ვარდა. ახლა ერთმანეთს ხშირად დიდი კმაყოფილებით შევ-
ცქეროდით, ვფიქრობდით, ახლანდელი ცხოვრება რამდენად
უკეთესი იყო არა მარტო „ნიუგეტზე“, არამედ ყველაზე დიდ
წარმატებებზეც კი სამარცხვინო საქმიანობაში, რომელსაც
ორივენი მივდევდით.
ჩვენი საქმე საუკეთესოდ მიდიოდა. კოლონიურ ხელისუ-
ფალთაგან ვიყიდეთ მიწა, რაშიც ოცდათხუთმეტი გირვანქა
სტერლინგი ნაღდი ფული გადავიხადეთ. ეს მიწა, რომელზეც
ორმოცდაათი თუ სამოცი მუშა გვყავდა, მთელი სიცოცხლის
მანძილზე გვეყოფოდა. რაც შეეხებოდა ბავშვებს, ჩემთვის

434 მკითხველთა ლიგა


დიდი ხანია განვლო იმ დრომ, როცა მსგავს რამეზე შემეძლო
მეფიქრა.
მაგრამ ჩვენი კეთილდღეობა ამით არ შემოფარგლულა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, უბე გადავცურე და მივედი იქ, სა-
დაც ჩემი ქმრადყოფილი ძმა ცხოვრობდა. მაგრამ იმ სო-
ფელს კი არ ვესტუმრე, სადაც წინათ ვიყავი, არამედ პოტომა-
კის დასავლეთით მეორე დიდი მდინარით გავცურე, რომელ-
საც რაპაჰანოკი ჰქვია, და ამ გზით მივაღწიე ადგილს ძმის
ვეებერთელა პლანტაციის უკან, იქიდან კი, რაპაჰანოკის სა-
ნაოსნო შენაკადით, თვით პლანტაციას მივადექი.
ამჯერად გადავწყვიტე, გახსნილად მივსულიყავი ჩემს
ძმასთან (ქმართან) და პირდაპირ მეთქვა, ვინც ვიყავი. მაგ-
რამ, რაკი არ ვიცოდი, რა გუნებაზე შემხვდებოდა, უფრო სწო-
რად, ვშიშობდი, ჩემს მოულოდნელ სტუმრობას არ დაებნია,
ამიტომაც ვიფიქრე, ჯერ წერილი გამეგზავნა, შემეტყობინები-
ნა, ვინც ვიყავი, მიმეწერა: ჩამოვედი არა ძველ ურთიერთო-
ბებზე ლაპარაკის ჩამოსაგდებად, რაც იმედია, დავიწყებას
მიეცა, არამედ - როგორც ძმასთან; გთხოვ დახმარებას, რათა
მივიღო ის, რაც ჩემ წილად ცხონებულმა დედაჩვენმა დატო-
ვა. ეჭვი არ მეპარება, სამართლიანად მოიქცევი, განსაკუთ-
რებით, ანგარიშს თუ გაუწევ იმას, რა შორი გზა გამოვიარე--
მეთქი.
წერილში ორიოდე ნაზი სიტყვა ჩავურთე მის ვაჟზე, რომე-
ლიც ჩემი შვილიც არის. შემდეგ ვწერდი: რამდენადაც შენზე
გათხოვებით დანაშაული არ ჩამიდენია, ისევე, როგორც თვი-
თონაც ბრალი არ მიგიძღვის ჩემი ცოლად შერთვის გამო, -
არც ერთმა ჩვენგანმა ახლო ნათესაობის ამბავი არ ვიცო-
დით, - ამიტომ იმედი მაქვს, ანგარიშს გაუწევ ჩემს მხურვალე
სურვილს, ერთხელ მაინც შევხედო ძვირფას შვილს და ცოტა
435 მკითხველთა ლიგა
ხნით დავიამო დედობრივი გრძნობა; ამ ბიჭისადმი ყველაზე
დიდ სიყვარულს ვატარებ გულში, რომელსაც ალბათ სულაც
არ ახსოვს თავისი უბედური დედა-მეთქი.
იმედი მქონდა, ჩემი ძმა ამ წერილს რომ მიიღებდა, მყისვე
შვილს გადასცემდა ხმამაღლა წასაკითხად, რადგან სუსტი
მხედველობის გამო, თვითონ კითხვა არ შეეძლო. მაგრამ უფ-
რო უკეთ გამოვიდა: როგორც გამოირკვა, შვილისთვის უფ-
ლება ჰქონდა მიცემული, მის სახელზე მისული ყველა წერი-
ლი გაეხსნა, და რამდენადაც მოხუცი შინ არ იყო, შიკრიკმა
წერილი რომ მიიტანა, იგი პირდაპირ შვილის ხელში მოხვდა,
მან კი გახსნა და წაიკითხა.
ჩემმა ვაჟმა შიკრიკი შინ შეიპატიჟა და ჰკითხა, სად არის
ის ქალი, წერილი რომ გამოგატანაო? ამ უკანასკნელმა
დაუსახელა ადგილი, რომელიც იქიდან შვიდიოდე მილით
იყო დაშორებული. მაშინ შვილმა შიკრიკს სთხოვა, დაეცადა,
განკარგულება გასცა, ცხენი შეეკაზმათ და შიკრიკის კვალ-
დაკვალ, ორი მსახურის თანხლებით, ჩემთან წამოვიდა. ალ-
ბათ წარმოიდგენთ ჩემს განცვიფრებას, როცა შიკრიკი დაბ-
რუნდა და მომახსენა: მოხუცი ბატონი შინ არ დამხვდა, სამა-
გიეროდ, თან მომყვა მისი ვაჟი, რომელსაც ახლავე ნახავთო.
საშინლად დავიბენი, არ ვიცოდი, თავი როგორ დამეჭირა, რა
იყო ეს - მშვიდობა თუ ომი. მოფიქრებისთვის რამდენიმე წამი
მქონდა, რადგან ჩემი შვილი შორიახლოს მოსდევდა და ჩემს
სახლს რომ გაუსწორდა, ჩემგან გამოსულ შიკრიკს რაღაც
ჰკითხა. სიტყვები ვერ გავარჩიე, მაგრამ ვფიქრობდი,
შეეკითხა, სად არის ის ქალი, რომელმაც გამოგგზავნაო? ასე
იმიტომ მგონია, რომ მან უპასუხა, ოთახშია, ბატონოო. ამის
შემდეგ შვილი პირდაპირ ჩემკენ გამოეშურა, მეამბორა და
მაგრად შემომაჭდო ხელები, ხმის ამოღებას კი ვერ ახერხებ-
436 მკითხველთა ლიგა
და. შევნიშნე, მისი გულმკერდი ადი-ჩამოდიოდა, ბავშვივით
სლუკუნებდა, მაგრამ ტირილს ვერ ახერხებდა.
არ შემიძლია არ აღვწერო ის სიხარული, რომელმაც ჩემი
გული დაიპყრო, როცა დავრწმუნდი, - ეს კი ძნელი არ იყო, -
ვაჟკაცი უცხოსავით კი არ მოვიდა, არამედ - როგორც შვილი
დედასთან, შვილი, რომელსაც არასოდეს სცოდნია, რას ნიშ-
ნავდა მშობელი დედა. რაღა ბევრი გავაგრძელო, დიდხანს
ვქვითინებდით.
- ძვირფასო დედიკო, თქვენ კიდევ ცოცხალი ხართ! თქვე-
ნი ნახვის იმედი არასოდეს მქონია.
დიდხანს ვერ გამოვერკვიე.
როცა ცოტა დავმშვიდდით და ლაპარაკი შევძელით,
შვილმა მიამბო, როგორ იყო საქმე. მითხრა: წერილი მამის-
თვის არ მიჩვენებია და ამის თაობაზე ჯერ არაფერი მითქვამს.
რაც ბებიაჩემმა დაგიტოვათ, ჩემს განკარგულებაშია, ცხონე-
ბულის ნება-სურვილს ზუსტად შევასრულებ. რაც შეეხება მა-
მაჩემს, მოხუცი სულითა და გულით დაუძლურდა. ნახევრად
ბრმა და უმწეო ადამიანი, ძალზე გულფიცხი და ფხუკიანია,
ეჭვიც კი მეპარება, შეძლებს თუ არა გარკვევას ასეთ მნიშვნე-
ლოვან საქმეში, ამიტომაც თვითონ ჩამოვედი არა მარტო იმ
მიზნით, რომ მენახეთ, - ამ სურვილის დაოკება არ შემეძლო,
- არამედ საქმის ვითარების თქვენთვის გასაცნობად, რათა
თვითონვე განგესაჯათ, ღირს თუ არა მამაჩემთან თქვენი გა-
მოჩენაო.
ყოველივე ისე კეთილგონივრულად და წინდახედულად
იყო მოფიქრებული, რომ შვილის საოცრად ჯანსაღ აზროვნე-
ბაში დავრწმუნდი. ის თავისუფლად შეიძლებოდა, იოლად გა-
სულიყო ჩემი რჩევის გარეშეც. ვუთხარი: მამაშენის მდგომა-
რეობა სულაც არ მაკვირვებს, საბრალო ადამიანი ჯერ კიდევ
437 მკითხველთა ლიგა
ჩემს გამგზავრებამდე სრულ ჭკუაზე არ იყო; მისი ასეთი მოშ-
ლის მთავარი მიზეზი იმაში უნდა ვეძებოთ, რომ ვერაფრით
დამარწმუნა, მეცხოვრა მასთან როგორც ქმართან, როცა გა-
ვიგეთ, და-ძმა ვიყავით. რადგან შენთვის უკეთ არის ცნობი-
ლი, რა მდგომარეობაშია ახლა მამაშენი, ყველა შენს მითი-
თებას სიამოვნებით დავყვები. თვითონ დიდი სურვილი არცა
მაქვს, ჩემი ქმარი ვიხილო, ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ
შვილი ვნახე, შენგან ფრიად სასიამოვნო იყო მომესმინა -
ჩემთვის დატოვებული მემკვიდრეობა შენსავე ხელში ყოფი-
ლა. ეჭვი არ მეპარება, რომ ახლა, როცა გაიგე, ვინ ვარ, ზუს-
ტად შეასრულებ ცხონებული დედაჩემის ნება-სურვილს-
მეთქი. შემდეგ დავინტერესდი, რამდენი ხანია და სად გარდა-
იცვალა დედა, თანაც, ჩვენი ოჯახის იმდენი წვრილმანი ვაც-
ნობე, ეჭვის ნასახიც არ დარჩენია, რომ მისი ნამდვილზე ნამ-
დვილი დედა ვიყავი.
შემდეგ შვილი შემეკითხა, სად ცხოვრობთ და როგორია
თქვენი გეგმებიო? მივუგე: ვცხოვრობ უბის იმ ნაპირზე, რომე-
ლიც მერილენდს აკრავს, ერთ-ერთი ახლო მეგობრის პლან-
ტაციაში. იგი ინგლისიდან ჩემთან ერთად იმავე ხომალდით
ჩამოვიდა, უბის აქეთა მხარეს კი ნავსაყუდელი არ მაქვს--
მეთქი. ეს რომ მოისმინა, მთხოვა, თუ ვისურვებდი, მასთან
გადავსულიყავი და თუნდაც სიკვდილამდე ერთად გვეცხოვ-
რა. რაც შეეხება მოხუცს, იგი ვერავის ცნობს და ვერც მიხვდე-
ბა, ვინ ხართო. მცირედი დაფიქრების შემდეგ ვუპასუხე: თუმ-
ცა ჩემთვის ძალზე სამძიმო იქნება შვილისგან შორს ცხოვრე-
ბა, მაგრამ ვერ გეტყვი, მაინცდამაინც სასიამოვნო იყოს,
ვცხოვრობდე შენთან ერთ სახლში და ყოველთვის თვალწინ
მყავდეს უბედური მოხუცი, რომელმაც ერთ დროს სულიერი
სიმშვიდე შემირყია, და თუმცა ძალზე ბედნიერად ვიგრძნობ
438 მკითხველთა ლიგა
თავს, შენთან ერთ ჭერქვეშ ანდა სულ ახლოს ვიმყოფებოდე,
მაგრამ მაინც გამიძნელდება, ბინა მედოს სახლში, სადაც ყო-
ველი ჩემი სიტყვისა ნიადაგ უნდა მეშინოდეს, ჩემთვის კი შე-
უძლებელი იქნება შენთან საუბარში თავი შევიკავო ალერ-
სიანი გამონათქვამებისგან, და ეს უთუოდ გამცემს და ფრიად
უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდებს-მეთქი.
შვილი დამეთანხმა, სავსებით მართალი ბრძანდებითო.
- მაშინ, საყვარელო დედიკო, - მომმართა, - რაც შეიძლება
ახლოს უნდა დასახლდეთ.
ცხენზე შემსვა და პლანტაციაში წამიყვანა, რომელიც მისი
მამის მიწებს ესაზღვრებოდა. აქ ისეთი ზრუნვით ვიყავი გარე-
მოსილი, რომ საკუთარ სახლში მეგონა თავი. შვილმა დამ-
ტოვა, თვითონ კი შინისკენ გასწია, თანაც მითხრა, მთავარ
საკითხზე ხვალ მოგელაპარაკებითო. უცხოთა თანდასწრე-
ბით „დეიდას“ მეძახდა და თავის ხალხზე (ეტყობოდა, მისი
ფერმერები იყვნენ) განკარგულება გასცა, ჩემთვის ღირ-
სეული პატივი ეცათ. გამგზავრებიდან ორი საათის შემდეგ,
მსახური გოგო და ზანგი ბიჭი გამომიგზავნა, აგრეთვე - სანო-
ვაგე ვახშმისთვის. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ახალ სამ-
ყაროში მოვხვდი, და სინანულიც კი გამოვთქვი, ინგლისიდან
ჩემი ლანკაშირელი ქმარი რატომ წამოვიყვანე-მეთქი?..
მაგრამ ეს სინანული ღრმა არ ყოფილა, რადგან მთელი
არსებით მიყვარდა ჩემი ლანკაშირელი ქმარი, რომელიც თა-
ვიდანვე გულის სწორად მივიჩნიე. აქვე მინდა დავძინო, რომ
იგი ჩემს სიყვარულს სავსებით იმსახურებდა.
მეორე დილით შვილი კვლავ მესტუმრა, სწორედ იმ
დროს, როცა ახალი ამდგარი ვიყავი. მოკლე მოსალმების
შემდეგ, პირველ ყოვლისა, გადმომცა ნატის ქისა, რომელშიც
ორმოცდათხუთმეტი ესპანური პისტოლი იდო. მითხრა: ამაში
439 მკითხველთა ლიგა
გახლავთ ინგლისიდან ამერიკაში მგზავრობისას გაწეული
ხარჯის საზღვაური, და თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ
მაინც არა მგონია, თან ფული ბლომად ჩამოგეტანათ, - აქეთ-
კენ ბევრი ფულით არავინ მოდისო. მერე ბებიის ანდერძი
ამოიღო და წამიკითხა. ჩემთვის დედაჩემს ეანდერძებინა
პლანტაცია მდინარე იორკზე, მთელი თავისი შინაყმებითა და
საქონლით, და მისი გამგებლობა შვილისთვის მიენდო, სანამ
ჩემს ამბავს გაიგებდა. ჩემი სიკვდილის შემთხვევაში, პლან-
ტაცია ჩემი მემკვიდრეების ხელში უნდა გადასულიყო, თუკი
შვილები მყავდა, და თუ მემკვიდრეები არ აღმომაჩნდებოდა -
ვისაც მინდოდა, ანდერძით დავუტოვებდი, ოღონდ ამ პლან-
ტაციის შემოსავალი უნდა მიეღო ჩემს შვილს მანამდე, სანამ
გამოვჩნდებოდი, ხოლო თუ ცოცხლებში აღარ ვიქნებოდი, -
მასა და მის მემკვიდრეებს.
ამ პლანტაციას, სიშორის მიუხედავად, შვილი იჯარით არ
გასცემდა, გამგებელი დაუყენა, ისევე როგორც სხვა პლანტა-
ციას, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა და სულ ახლოს იყო
განლაგებული, თვითონ კი ყურადღების მისაქცევად წელი-
წადში სამ-ოთხჯერ ჩადიოდა. შევეკითხე, შენი აზრით, რა შე-
იძლება ღირდეს ეს პლანტაცია-მეთქი? მიპასუხა: თუ იჯარით
გასცემთ, წელიწადში დაახლოებით სამოც გირვანქა სტერ-
ლინგს მოგიტანთ, ხოლო პატრონობას თვითონვე თუ
გაუწევთ, ბევრად მეტს მოგცემთ, - დაახლოებით ას ორმოც-
დაათ გირვანქა სტერლინგს წლიურ შემოსავალსო. მაგრამ
რაკი შესაძლებელია, უბის მეორე ნაპირზე დასახლდეთ ანდა
ინგლისში დაბრუნდეთ, პლანტაციას თქვენი სახელით გამ-
გებლობას გავუწევ, ისევე როგორც აქამდე ვიქცეოდი, მაშინ,
ალბათ, ყოველწლიურად ას გირვანქა თამბაქოს გამოგიგზავ-
ნით, ზოგჯერ კი - ცოტა მეტსაცო.
440 მკითხველთა ლიგა
ეს ამბავი ჩემთვის ფრიად უცხო იყო, მსგავსს არაფერს ვი-
ყავი ჩვეული. ვგონებ, ასე გულწრფელად გრძნობამორეულს,
არასოდეს აღმიპყრია თვალი ზეცისკენ, არასოდეს მიგრძნია
ასეთი დიდი მადლიერება განგებისადმი, რომელიც ჩემთვის
ამგვარ სასწაულებს ახდენდა. და ვინ ვიყავი მე - უზნეობის
ნამდვილი სასწაული, როგორიც ქვეყნად ჯერ არავის ენახა.
კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ: არა მარტო ახლა, არამედ მუ-
დამ, როცა განგებისთვის მადლობის გადახდა მიხდებოდა,
ჩემი წარსული ცხოვრება, არამი და უკუღმართი, განსაკუთ-
რებით საშინელი მეჩვენებოდა. საკუთარი თავი უფრო მეტად
მეჯავრებოდა, უფრო ძლიერ ვკიცხავდი ასეთი ცხოვრების-
თვის, როდესაც განგება ჩემისთანა უღირს ადამიანს მოწყა-
ლე თვალით გადმოხედავდა ხოლმე.
დაე, მკითხველმა ეს ფიქრი თვითონვე განაგრძოს, - რად-
გან იგი შემდგომ განვითარებას საჭიროებს, - მე კი ჩემს ამ-
ბავს დავუბრუნდები. შვილის მზრუნველობამ და თავაზიანმა
წინადადებამ გული ამიჩუყა. მისი ლაპარაკის დროს თვალზე
ცრემლი არ მომშორებია, ხოლო ოხვრა ხმის ამოღების სა-
შუალებას არ მაძლევდა. ბოლოს გული გავიმაგრე და სიხა-
რული გამოვთქვი იმის გამო, რომ ნაანდერძევი ქონებისთვის
ზრუნვა ჩემსავე ღვიძლ შვილს ჰქონდა მინდობილი. შემდეგ,
მემკვიდრეობის საკითხზე რომ გადავედი, ვუთხარი: შენ ჩემ-
თვის ერთადერთი შვილი ხარ ამქვეყნად, რომ გავთხოვდე
კიდეც, ბავშვები მაინც აღარ მეყოლება-მეთქი. ამიტომაც
ვთხოვე, შეედგინა საბუთი, რომლის თანახმადაც მინდოდა,
მთელი ეს პლანტაცია მისთვის და მისი მემკვიდრეებისთვის
მეანდერძებინა. საქმეზე ლაპარაკი რომ დავასრულე, შვილს
ღიმილით შევეკითხე, აქამდე უცოლოდ რატომ დარჩი-მეთქი?
მიპასუხა: ვირჯინიაში საცოლეს ძნელად იპოვი, და რადგან
441 მკითხველთა ლიგა
თქვენ, ვგონებ, ინგლისში დაბრუნებას აპირებთ, გთხოვთ, სა-
პატარძლო ლონდონიდან ჩამომიყვანეთო.
ასეთი იყო ამ დღეს ჩვენი საუბრის შინაარსი - ეს გახლდათ
ყველაზე ბედნიერი დღე, რომელიც კი ოდესმე ცხოვრებაში
დამდგომია, მან ჭეშმარიტად ყველაზე დიდი სიამოვნება მო-
მანიჭა. ამის შემდეგ შვილი ჩემთან ყოველდღე მოდიოდა,
ბევრჯერ ვყავდი სტუმრად თავის მეგობრებთან, სადაც განსა-
კუთრებული პატივით მიღებდნენ. რამდენჯერმე მასთან სახ-
ლში ვისადილე, ყოველთვის ცდილობდა თავისი ცოცხალ-
მკვდარი მამის თავიდან მოშორებას, ასე რომ, ერთმანეთი
ერთხელაც არ გვინახავს. იმ დღეს, როცა ჩემი ვაჟი მესამედ
მეწვია, საჩუქრად მივეცი ძვირფასი ნივთი, რომელიც თან
მქონდა, - ერთ-ერთი იმ ორი ოქროს საათიდან, რომლებიც -
ზემოთაც მოგახსენეთ - ინგლისიდან ჩამოვიტანე ჩემი სახო-
მალდო ზანდუკით. შვილს ვუთხარი: ამის მეტი ძვირფასი არა-
ფერი მაბადია-მეთქი, და ვთხოვე, ხანდახან ჩემს გასახსენებ-
ლად ეკოცნა ამ საათისთვის, ოღონდ სიტყვა არ დამიძრავს
იმაზე, რომ ეს საათი ლონდონში ყოფნისას, ერთ ბანოვანს
ეკლესიაში მოვპარე. მაგრამ ამას ისე, სასხვათაშორისოდ
ვამბობ.
ერთხანს მერყეობდა, არ იცოდა, აეღო საჩუქარი თუ - არა.
დავიჟინე და ავაღებინე. ეს საათი ლონდონშიც კი ოდნავ ნაკ-
ლები ეღირებოდა ესპანური პისტოლებით სავსე მის ირმის
ტყავის ქისაზე, აქ კი ორმაგი ფასი ექნებოდა. როგორც იქნა,
საჩუქარი აიღო, აკოცა და მითხრა: ამის ფასი ჩემზე იყოს,
ნაწილ-ნაწილ გადაგიხდით, სანამ ცოცხალი ხართო.
რამდენიმე დღის შემდეგ პლანტაციის ნაჩუქრობის სიგე-
ლი მოიტანა და ნოტარიუსიც თან მოიყვანა. საბუთს ხალისით
მოვაწერე ხელი და მრავალი კოცნით შვილს გადავეცი. ვგო-
442 მკითხველთა ლიგა
ნებ, არასოდეს მომხდარა ასეთი სასიამოვნო გარიგება დე-
დასა და ნაზი გრძნობებით აღსავსე ღირსეულ შვილს შორის.
მეორე დღეს გადმომცა ხელმოწერილი და ბეჭედდასმული
ვალდებულება, ჩემი სახელით გამგებლობა გაეწია პლანტა-
ციისთვის და მისი შემოსავალი, სადაც მე მივუთითებდი, იქ
გაეგზავნა, ამასთანავე, ხსენებული შემოსავალი წლიურად ას
გირვანქა სტერლინგზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. შემდეგ
მომმართა: რამდენადაც მფლობელობაში შედიხართ მოსავ-
ლის აღების წინ, უფლება გაქვთ წლევანდელ შემოსავალზეო,
- და იქვე გადამიხადა ასი გირვანქა სტერლინგი ესპანური
დოლარებით, თანაც ხელწერილი მომთხოვა, რომ იმ წლის-
თვის, შობამდე, მიღებული მქონდა, რაც მერგებოდა. ეს აგ-
ვისტოს დამლევს მოხდა.
მასთან ხუთ კვირაზე მეტხანს დავყავი. მერე ცოტა ჯაფა
როდი დამჭირდა გასამგზავრებლად. შვილმა სურვილი გა-
მოთქვა, უბის გაღმა მხარემდე გავეცილებინე, მაგრამ მისი
წინადადება კვლავ უარვყავი. ბოლოს მაინც მთხოვა, მისი სა-
კუთარი კარჭაპით მემგზავრა, რომელიც ორჩხომელის
მსგავსად იყო აგებული და როგორც გასეირნების, ისე ტვირ-
თის გადასატანად გამოდგებოდა. დავთანხმდი. მეამბორა და
გამიშვა. ორი დღის შემდეგ მშვიდობით ჩავედი ჩემს მეგობარ
კვაკერთან.
თან ჩავიყვანე ჩვენი პლანტაციისთვის: სამი ცხენი, აღკაზ-
მულობითა და უნაგირებით, რამდენიმე ღორი, ორი ძროხა
და ამასთან, ჩავიტანე ბევრი სხვა დოვლათი, ნაჩუქარი ყვე-
ლაზე საყვარელი და ღირსეული შვილისგან.
ქმარს დაწვრილებით ვუამბე ჩემი მოგზაურობა, ოღონდ
შვილს „ნათესავს“ ვეძახდი. უპირველეს ყოვლისა ვაცნობე,
საათი დავკარგე-მეთქი. შევნიშნე, ამ ამბავმა ფრიად დაამ-
443 მკითხველთა ლიგა
წუხრა. შემდეგ აღვუწერე, რა სიყვარულითა და ყურადღებით
მეპყრობოდა ნათესავი. ვუთხარი: დედამ ესა და ეს პლანტა-
ცია მიანდერძა და ამ ნათესავმა შემინახა; იმედი ჰქონდა, ად-
რე თუ გვიან ჩემზე რაიმე ცნობას მიიღებდა. შემდეგ, ნათე-
სავს მივანდე ამ პლანტაციის მართვა, პატიოსნად ჩამაბარებს
ხოლმე ანგარიშს მის შემოსავალზე-მეთქი. იქვე ამოვიღე ასი
გირვანქა სტერლინგი ვერცხლით - პირველი წლის შემოსავა-
ლი. ბოლოს კი ნატის პისტოლებიანი ქისა ვუჩვენე და წამო-
ვიძახე:
- აჰა, ესეც ოქროს საათი!
ქმარმა ხელები ზეცისკენ აღაპყრო და აღტაცებით წა-
მოიძახა:
- როგორი მოწყალეა ღმერთი ჩემისთანა უმადური ძაღ-
ლისთვის!
ღვთის წყალობა ერთნაირ გავლენას ახდენს ყველა გონი-
ერ და მგძნობიარე ადამიანზე.
მერე ქმარს ვუჩვენე, კარჭაპით რაც ჩამოვიტანე. იქ იყვნენ
ცხენები, ღორები, ძროხები, აგრეთვე სხვადასხვა მასალა
ჩვენი პლანტაციისთვის. მის განცვიფრებას საზღვარი არ
ჰქონდა, გული კი მადლიერებით აევსო. ვამტკიცებ, რომ ამ
დროიდან მისი მონანიება ისეთი გულწრფელი გახდა, მიმარ-
თვა - ისეთი თავაზიანი, როგორიც კი შეიძლება ჰქონდეს
ღვთის წყალობით სათნოების გზაზე დამდგარ სასოწარკვე-
თილ ადამიანს, ქურდსა და ყაჩაღს. ჩემი სიტყვების დასადას-
ტურებლად შემეძლო, უფრო ვრცელი ამბავი დამეწერა, მაგ-
რამ სათნოებაზე ლაპარაკი ისეთი წარმტაცი არ არის, როგო-
რიც - უზნეობაზე, და სწორედ ეს აზრი მაკავებინებს თავს ჩემი
ქმრის ცხოვრებისადმი ცალკე წიგნის მიძღვნისგან.

444 მკითხველთა ლიგა


ვინაიდან ეს მოთხრობა ჩემს ცხოვრებას აღწერს და არა -
ქმრისას, ამიტომაც ვუბრუნდები იმას, რაც მე მეხება. ცოლ--
ქმარი ვაგრძელებდით შრომას ჩვენს პლანტაციაში, ვსარგებ-
ლობდით მეგობრების დახმარებითა და რჩევით, განსაკუთ-
რებით კვაკერი გვეხმარებოდა, რომელიც ჩვენი ერთგული,
კეთილშობილი და თავდადებული მეგობარი იყო. მართლაც
დიდ წარმატებას მივაღწიეთ: რადგან თავიდანვე საკმარისი
თანხა გვქონდა და კიდევ ას ორმოცდაათი გირვანქა სტერ-
ლინგი ნაღდი ფული მივიღე, მსახურთა რიცხვი გავზარდეთ,
საუცხოო სახლი ავიშენეთ და ყოველ წელს ყამირის ნაკვეთს
ვხნავდით. მეორე წელს წერილი მივწერე ჩემს მოხუც დედამ-
ძუძეს: მინდოდა გახარებოდა ჩვენი წარმატება, თანაც მითი-
თება მივეცი, რაში გამოეყენებინა მასთან დატოვებული ფუ-
ლი - ორას ორმოცდაათი გირვანქა სტერლინგი, როგორც უკ-
ვე მოგახსენეთ. ვთხოვე, ეს ფული საქონლად ექცია და ისე
გამოეგზავნა. დავალება ჩვეული ერთგულებით შეასრულა და
მთელი მისი გამოგზავნილი ტვირთი მშვიდობიანად ჩამოგვი-
ვიდა.
მასში იყო სხვადასხვა ტანსაცმელი, როგორც ქმრისთვის,
ისე ჩემთვის. ვიზრუნე, რომ დედაკაცს მისთვის ისეთი ნივთე-
ბი ეყიდა, რომლებიც განსაკუთრებით უყვარდა: ორი ლამაზი
გრძელი პარიკი, ვერცხლისვადიანი ორი დაშნა, სამი თუ ოთ-
ხი კარგი სანადირო თოფი, ლამაზი უნაგირი ქარქაშებით
დამბაჩებისთვის, საუკეთესო დამბაჩები და ალისფერი ყაჯა-
რი - ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც სიამოვნებას მიანიჭებ-
და და ბატონის შეხედულებას მისცემდა, - სინამდვილეშიც
ხომ ასეთი იყო. შევუკვეთე ბევრი საოჯახო ნივთი და ჭურ-
ჭლეული, აგრეთვე თეთრეული ორივესთვის. თვითონ კაბები
და საცვალი არ მაკლდა, მათი საკმარისი მარაგი მქონდა. ჩე-
445 მკითხველთა ლიგა
მი ტვირთის დანარჩენ ნაწილს შეადგენდა: სხვადასხვა კა-
ვეული, ცხენის მოსართავები, სამიწათმოქმედო იარაღი, მსა-
ხურთა ტანსაცმელი, მაუდი, შალეული, წინდები, ხამლები,
ქუდები და სხვა, რასაც მსახურნი ატარებდნენ, - ყველაფერი
კვაკერის მითითებით. ტვირთი დაუზიანებლად ჩამოგვივიდა,
მას სამი ზორბა მსახური გოგო მოჰყვა, რომლებიც ჩემს დე-
დამძუძეს გამოეძებნა. ისინი ძალზე შესაფერისნი იყვნენ ჩვე-
ნი ადგილებისა და მუშაობისთვის. ერთ-ერთი მათგანი ნამა-
ტით ჩამოგვივიდა: როგორც თვითონ გამოგვიტყდა, რომე-
ლიღაც მეზღვაურს დაეორსულებინა ჯერ კიდევ მანამდე, სა-
ნამ ხომალდი გრეივსენდს მიაღწევდა. მან ჯანსაღი ბიჭი შეგ-
ვძინა ჩამოსვლიდან შვიდიოდე თვის შემდეგ.
ჩემი ქმარი, როგორც თვითონვე წარმოიდგენთ, ფრიად
გაკვირვებული დარჩა ინგლისიდან ამ ტვირთის ჩამოსვლით.
ზედნადებს რომ დახედა, მომმართა:
- ჩემო კარგო, რას ნიშნავს ეს? ვალში ხომ არ ვვარდებით?
როდისღა შევძლებთ ამის გადახდას?
ღიმილით ვუპასუხე, ფული ყველაფრისთვის უკვე
გადახდილია-მეთქი, და იქვე ვუამბე: იმის გამო, რომ გზაში
უბედურების მეშინოდა და სხვადასხვა მოულოდნელობას
ვითვალისწინებდი, რაც ჩვენს მდგომარეობაში შესაძლებე-
ლი იყო, მთელი ჩემი თანხა თან არ წამომიღია, ნაწილი მე-
გობარ ქალს დავუტოვე, ახლა კი, როცა მშვიდობიანად გად-
მოვცურეთ ოკეანე და აქ ბედნიერად მოვეწყვეთ, ეს ფული
გამოვითხოვე-მეთქი.
ქმარი გაოგნებული დარჩა და ერთხანს ჩუმად ითვლიდა
თითებზე.
- დამაცადე, მოვისაზრო, - წარმოთქვა ბოლოს და თითებ-
ზე თვლა განაგრძო. პირველად ცერი მოხარა: ჯერ ერთი,
446 მკითხველთა ლიგა
ორას ორმოცდაექვსი გირვანქა სტერლინგი ნაღდი ფული,
შემდეგ - ორი ოქროს საათი, ალმასისთვლიანი ბეჭდები, ვერ-
ცხლის ჭურჭლეული, - და სალოკი თითიც მიაყოლა. მერე შუა
თითის ჯერი დადგა: - პლანტაცია მდინარე იორკზე, ასი გირ-
ვანქა სტერლინგი წლიური შემოსავალი, შემდეგ ას ორმოც-
დაათი გირვანქა სტერლინგი ნაღდი ფული, მერე - ცხენები,
ძროხები, ღორები და მასალა, - აქ უკვე ყველა თითი მოხრი-
ლი აღმოჩნდა და კვლავ ცერს მიადგა, - ახლა ტვირთი, რომ-
ლის ფასი ინგლისში ორას ორმოცდაათი გირვანქა სტერ-
ლინგია, აქ კი ორჯერ მეტი ეღირება.
- მერე, როგორ გავიგო შენი ნათქვამი?
- როგორ? ვინ გაბედავს, ახლა თქვას, რომ თავი ხათაბა-
ლაში ჩავიგდე ლანკაშირში დაქორწინებით? როგორც ჩანს,
მზითვიანი ცოლი შემირთავს, და მერე - რა მზითვიანი!
სიტყვა რომ არ გავაგრძელო, შეძლებული ცხოვრება და-
ვიწყეთ. ყოველ წელს სიმდიდრე სულ უფრო გვემატებოდა.
ჩვენი ახალი პლანტაცია შეუმჩნევლად ფართოვდებოდა, და
რვა წლის განმავლობაში, რომელიც იქ გავატარეთ, მისი შე-
მოსავალი წელიწადში სამას გირვანქა სტერლინგამდე ავიყ-
ვანე.
ერთი წლის შემდეგ კვლავ გადავცურე უბე შვილის სანახა-
ვად და პლანტაციის მეორე წლის შემოსავლის მისაღებად.
როგორც კი ნაპირზე გადავედი, შევიტყვე, რომ ჩემი ყოფილი
ქმარი მომკვდარიყო და ორიოდე კვირის წინ დაემარხათ. გა-
მოგიტყდებით, ჩემთვის ეს მაინცდამიანც უსიამოვნო ამბავი
არ ყოფილა: ახლა შემეძლო, აღარ დამეფარა, ქმრიანი ქალი
რომ ვიყავი. გამგზავრების წინ შვილს ვუთხარი: განზრახული
მაქვს, მეზობელ პლანტატორს გავყვე ცოლად; თუმცა კანო-
ნით, ამის გაკეთება დიდი ხანია შემეძლო, რადგან წინანდე-
447 მკითხველთა ლიგა
ლი ვალდებულებისგან თავისუფალი ვიყავი, მაინც მეშინო-
და, ძველი ამბავი გამჟღავნდებოდა და ქმარს ეს არ
ესიამოვნებოდა-მეთქი. ჩემმა შვილმა, ყოველთვის თავაზიან-
მა, მოკრძალებულმა და დაუზარელმა, ამჯერად თავისთან მი-
მიღო, ასი გირვანქა სტერლინგი გადმომცა და შინ კვლავ სა-
ჩუქრებით გამომისტუმრა.
რამდენიმე ხნის შემდეგ შვილს ვაცნობე, გავთხოვდი-
მეთქი, და ჩვენთან დავპატიჟე. ქმარმაც ძალზე გულთბილი
წერილი გაუგზავნა, სთხოვა, ჩამოსულიყო. გავიდა ცოტა ხანი
და შვილი გვეწვია, სწორედ იმ წუთში, როცა ინგლისიდან
ტვირთი მივიღე. ვუთხარი, ყველაფერი ეს ქმარს ეკუთვნის--
მეთქი.
უნდა შევნიშნო, რომ ჩემი უბედური ძმის (ქმრის) სიკვდი-
ლის შემდეგ, მეუღლეს გულახდილად მოვუყევი ეს ამბავი,
ავუხსენი: ნათესავი, ვისზეც გელაპარაკებოდი, ჩემი შვილია
ამ ბედშავი ქორწინებიდან-მეთქი. სავსებით მშვიდად მომის-
მინა და მითხრა: მოხუცი (როგორც მას ვეძახდით) ცოცხალი
რომ ყოფილიყო, ამის გაგონება სულაც არ ამაღელვებდაო.
- განა რომელიმე თქვენგანი ამაში დამნაშავე ხართ?! -
მითხრა. - მოხდა შეცდომა, რომლის თავიდან აცილებას ვე-
რავინ შეძლებდა.
იგი ჩემს ძმას მხოლოდ იმაში სდებდა ბრალს, რომ
მთხოვდა, ყველაფერი დაგვემალა და მისთვის კვლავ ცოლო-
ბა გამეწია მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჩემი ძმა ყოფილა.
მისი აზრით, ეს სიმდაბლე იყო.
ასე და ამგვარად, ყველა სიძნელე მოგვარდა, ყველამ ერ-
თად დავიწყეთ ცხოვრება და უკეთესს ვერც კი წამოვიდგენ-
დით.

448 მკითხველთა ლიგა


ახლა ღრმა მოხუცები ვართ: ინგლისში დავბრუნდი, თით-
ქმის სამოცდაათი წლისა, ქმარი კი სამოცდარვის იყო. გადა-
სახლების ვადა დიდი ხნის წინ გამითავდა, ახლა კი, ყველა
გაჭირვებისა და უბედურების მიუხედავად, რითიც ეგზომ მდი-
დარი გახლდათ ჩვენი ცხოვრება, ორივენი მხნედ ვგრძნობთ
თავს და ჯანმრთელობაც მაგარი გვაქვს. ჩემი გამგზავრების
შემდეგ გარკვეულ ხანს ქმარი ამერიკაში დარჩა, თავის საქ-
მეებს აწესრიგებდა. ჯერ მინდოდა, მასთან დავბრუნებულიყა-
ვი, მაგრამ მისი თხოვნით, ამ გადაწყვეტილებაზე ხელი ავი-
ღე. ქმარი თვითონვე ინგლისში ჩამოვიდა, სადაც გადავწყვი-
ტეთ, სიცოცხლის დარჩენილი დღეები წარსული უზნეო ცხოვ-
რების გულწრფელ მონანიებაში გაგვეტარებინა.

449 მკითხველთა ლიგა

You might also like