You are on page 1of 358

1

მაიკლ კონელი

გადაკვეთა

თარგმნა

მანანა კვესელავამ

2
„ჩვენ წინაშეა რომანი კონელის „ბოსხის“ ბრწყინვალე სერი-
იდან..„გადაკვეთის“ ცნება აქ სხვადასხვა დონეზე გვხვდება – მტა-
ცებლისა და მსხვერპლის გადაკვეთის წერტილი, დამნაშავეებად
გადაქცეული პოლიციელები, ცხოვრების ერთი მხარიდან მეორე,
ამაღელვებელ ახალ მხარეზე ბოსხის გადასვლა“.
Publishers Weekly Stareed Reviem

„რომანში მრავლად არის ბრწყინვალე დეტექტიური აზროვნე-


ბის მაგალითები, მაგრამ ის მხოლოდ ინტელექტუალური გამოძიე-
ბით არ შემოიფარგლება. ფინალში ტყვიებიც მრავლად დაფრინავს
და მდორე გამოძიება მოულოდნელად აქტიურ ქმედებაში გადა-
დის,ზუსტად ისე, როგორც ფიზიკოსის მიერ დაფაზე დაწერილი
ფორმულები იქცევა ატომურ ბომბად. როგორც ყოველთვის, კონე-
ლის დაფაზე ნამუშევარი ზუსტი და დეტალურია, ხოლო ფინალი –
დაძაბული“.
Booklist Starred Review

„არავინ წერს პოლიციურ რომანებს ისე, როგორც მაიკლ კონე-


ლი. პოლიციაში მუშაობის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ბოს-
ხის გვერდით ყოფნა აუცილებელი არ არის და არც მისი წარსულის
ცოდნა გჭირდებათ, რათა მისი ხასიათი გაიგოთ. კონელის ოსტატო-
ბა იმაშია, რომ ის რეპორტიორივით წერს, გაწვდით დეტალებს,
თქვენ კი თხრობას მიჰყვებით და თქვენ წინაშე ადამიანის ხასიათი
იხსნება. მერე უცებ აღმოაჩენთ, რომ ხასიათის გაგებას საიდუმლოს
ამოხსნასთან მიჰყავხართ. მაიკლ კონელი საუკეთესოა“.

Irresistible Targets

3
„ჰარი ბოსხი დეტექტიური ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვა-
ლე ტვინია. მას არა მარტო ტყვიების, არამედ პოლიტიკური კარიე-
რის ტრაექტორიების გამოცნობაც შეუძლია. კონელის მის აზროვ-
ნებაზე დაკვირვება ძალიან უყვარს”.
Evening Standard

„ისევე, როგორც კლასიკურ დეტექტივში, რთული საიდუმლოს გახ-


სნა აქაც ერთ პატარა გასაღებს შეუძლია. როგორც პროფესიონა-
ლი, პოლიციელი ბოსხი კარგად იცნობს პოლიციური გამოძიების
სპეციფიკურ ტაქტიკას (გაყალბებული მტკიცებულებების ნაკრების
კითხვაც კი ღიმილს ჰგვრის), მაგრამ ჰელერი,რომელსაც უფრო
გაქნილი თაღლითის მსგავსი ნიჭი აქვს, სასამართლოში გამოს-
ვლისას მოულოდნელად ჯადოქრის თვისებებს იძენს“.

New York Times

„გადაკვეთის“ კითხვისას მღელვარება და დაძაბულობა არ


მცირდება. მისი საიდუმლო დამაინტრიგებელია, ხოლო ფინალი –
დაძაბული. სწორედ ესაა კონელი. ეს არის წიგნი, რომლის კითხვი-
სას თვალს ვერ მოხუჭავ, სანამ უკანასკნელ გვერდს არ ჩაიკითხავ,
ხოლო დასრულების შემდეგ სუნთქვაშეკრული დარჩები. არ უნდა-
გამოტოვოთ“.
Cracking Reads.com

„მაიკლ კონელი ერთ-ერთი ყველაზე სანდო მწერალია მათ შო-


რის, ვინც კერძო დეტექტივებზე წერს. მისი სიუჟეტები უფროდაძაბუ-
ლი ხდება, პერსონაჟები კი უფრო საინტერესო. ერთადერთი, რაც
შეიძლება ჰარი ბოსხსა და მიკი ჰელერზე უფრო საიტერესო იყოს,
ამ წყვილთან ერთ რომანში შეხვედრაა. სწორედ ამას გვთავაზობს
„გადაკვეთა“, კონელის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი“.
The Globe and Mail

4
ეძღვნება საიმონ პრისტენსონის ხსოვნას

პირველი აპრილი

ელისი და ლონგი ვენტურას ბულვარზე მოტიციკლეტს ოთხი მან-


ქანით ჩამორჩებოდნენ. აღმოსავლეთისაკენ მიდიოდნენ, სწორედ
იმ დიდ მოსახვევთან იყვნენ, სადაც გზა სამხრეთისკენ უხვევდა და
ჰოლივუდში შედიოდა. საჭესთან ელისი იჯდა, ასე ერჩივნა,თუმცა
მისი, როგორც უფროსი პარტნიორის, გადასაწყვეტი იყო, ვინ წაიყ-
ვანდა მანქანას და ვინ დაჯდებოდა მძღოლის გვერდით.
ლონგი ტელეფონის ეკრანს დასჩერებოდა და აკონტროლებდა-
იმას, რასაც ისინი თავიანთ ინვესტიციებს ეძახდნენ.
მანქანა კარგ მდგომარეობაში იყო. ცოტა საჭე ყანყალებდა,მაგ-
რამ ელისი გრძნობდა, რომ მაინც მშვენივრად იმორჩილებდა.უცებ
დაინახა, რომ მარჯვნივ ადგილი გამოჩნდა და იქით გაუხვია, სიჩქა-
რესაც მოუმატა. ლონგმა აიხედა.
– რას აკეთებ?
– ვცდილობ, პრობლემას დავაღწიო თავი.
– რა?
– სანამ ის მართლა პრობლემად იქცევა.
მოტოციკლეტს დაეწია და ახლა გვერდით მიჰყვებოდა.
მისკენ გაიხედა და შეათვალიერა მოტოციკლეტისტის შავი ჩექ-
მები და მოტოციკლეტის რეზერვუარზე დახატული ნარინჯის ფერი
ცეცხლის ენები, რომლებიც „კამაროს“ ფერს ძალიან უხდებოდა.
სიჩქარეს მოუმატა, წინ წავიდა და იქ, სადაც გზა მარჯვნივ უხვევდა,
ცენტრიდანულმა ძალამ მარცხენა ხაზზე გადააგდო.

5
მოტოციკლეტისტმა დაიყვირა, მანქანას წიხლი დაარტყა და სიჩ-
ქარის მომატება სცადა, და ეს დიდი შეცდომა იყო. რომ დაემუხრუ-
ჭებინა, თავს გადაირჩენდა, მაგრამ მან სიჩქარის მომატება არჩია.
ელისი ამ მანევრისთვის მზად აღმოჩნდა, აქსელერატორს ფეხი და-
აჭირა, „კამარო“ მარცხენა ხაზზე გადავიდა და გზა ბოლომდე ჩაუჭ-
რა. მოტოციკლეტი მოძრაობის საპირისპირო მხარეს აღმოჩ-
ნდა.მუხრუჭების ღრჭიალი და მანქანის გაბმული სიგნალი გაისმა.
მერე ელისმა მეტალის მეტალზე დაჯახების ხმა გაიგონა, გაიღიმა
და გზა განაგრძო.

პარასკევი იყო და ჭკვიანი ადამიანები უკვე უქმეებისთვის ემზა-


დებოდნენ. ამიტომ ქალაქის ცენტრისაკენ მიმავალი გზა საკმაოდ
თავისუფალი იყო და ჰარი ბოსხი სასამართლოში ადრე მივიდა.
იმის ნაცვლად, რომ მიკი ჰელერს კიბეზე დალოდებოდა, რაზე-
დაც წინასწარ შეთანხმდნენ, გადაწყვიტა, თავისი ადვოკატი ცხრა-
მეტ სართულიანი მონოლითის შიგნით მოეძებნა. ჰელერის ნახვა
არც ისეთი ძნელი აღმოჩნდა, როგორიც შენობის ზომიდან გამომ-
დი- ნარე ეგონა. მისაღებში, მეტალის დეტექტორის გავლის შემ-
დეგ,რაც მისთვის სიახლე იყო, ბოსხი მეთხუთმეტე სართულზე ავი-
და და სასამართლო დარბაზების შემოწმებას შეუდგა. მეთხუთმეტე
სართულიდან დაიწყო და მერე კიბით თითო სართულს ჩამოდიოდა.
სისხლის სამართლის საქმეებისათვის განსაზღვრული დარბაზების
უმრავლესობა მეცხრედან მეთხუთმეტე სართულამდე იყო განლა-
გებული. ბოსხს ამ დარბაზებში უკანასკნელი ოცდაათი წელი ჰქონ-
და გატარებული და აქაურობას კარგად იცნობდა.
ჰელერს მეცამეტე სართულზე, 120 -ე დარბაზში მიაგნო. სასა-
მართლო სხდომა მსაჯულების გარეშე მიდიოდა. ჰელერმა უთხრა,

6
საქმის წინასწარი მოსმენა მაქვს და ჩვენი შეხვედრის დროისათვის-
დამთავრდებაო. ჰარი ჩუმად შეიპარა და უკანა რიგში დაჯდა. ჰელე-
რი მოწმისთვის განსაზღვრულ კათედრასთან მდგომი ლოს-ანჯე-
ლესის პოლიციისფორმიანი ოფიცრის დაკითხვას ატარებდა.
ბოსხმა დასაწყისი გამოტოვა, მაგრამ საქმის არსს მაინც მალე
მიხვდა.
– ოფიცერო სანჩეს, ახლა მინდა დეტალურად გაიხსენოთ ის ნა-
ბიჯები, რომლებმაც გასული წლის თერთმეტ დეკემბერს მისტერ ჰე-
ნეგანის დაპატიმრება გადაგაწყვეტინათ. რა სამუშაო გქონდათ იმ
დღეს?
ამ რუტინულ კითხვაზე პასუხის ჩამოსაყალიბებლად სანჩესს
დრო დასჭირდა. ბოსხმა შეამჩნია, რომ სახელოზე სამი ზოლი ჰქონ-
და დაკერებული. თითოეული მათგანი განყოფილებაში მუშაობის
ხუთ წელს აღნიშნავდა. თხუთმეტი წლის განმავლობაში სანჩესს
საკმარისი გამოცდილება უნდა შეეძინა იმისათვის, რომ ჰელერის
შეკითხვებს მომზადებული დახვედროდა და მისი პასუხები პროკუ-
რორისათვის უფრო ხელსაყრელი ყოფილიყო, ვიდრე ადვოკატის-
თვის.
– მე და ჩემი პარტნიორი სამოცდამეჩვიდმეტე ქუჩის მიდამო ებ-
ში ჩვეულ საპატრულო სამუშაოს ვასრულებდით, – უპასუხა სანჩეს-
მა, – ამ ინციდენტის დროს ფლორენსავენიუზე, დასავლეთისკენ
მივდიოდით.
‒ მისტერ ჰენეგანიც ფლორენსავენიუზე იყო?
– დიახ.
– ის რა მიმართულებით მოძრაობდა?
– ისიც დასავლეთისკენ, მისი მანქანა სწორედ ჩვენ წინ მიდი-
ოდა.
– კარგი. რა მოხდა მერე?
შუქნიშანზე წითელი აინთო, მისტერ ჰენეგანი გაჩერდა, ჩვენ კი
უკან მივადექით. მისტერ ჰენეგანმა მარჯვენა წითელი შუქი ჩართო
და ჩრდილოეთისკენ გაუხვია.

7
‒შუქნიშანზე წითელი შუქის დროს მარჯვნივ მოხვევით მოძრა-
ობის წესი დაარღვია?
– არა, არ დაურღვევია. ჯერ გაჩერდა და მერე, როდესაც გზა გა-
თავისუფლდა, გაუხვია.
ჰელერმა თავი დაუქნია და ბლოკნოტში რაღაც შეამოწმა. მის
გვერდით ციხის ზოლიან ტანსაცმელში გამოწყობილი კლიენტი იჯ-
და, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქმე მძიმე დანაშაულს ეხებოდა.
ბოსხმა ივარაუდა, ალბათ, ნარკოტიკების ამბავიაო. ჰელერი კი
ცდილობდა, ის, რაც მისი კლიენტის მანქანაში აღმოაჩინეს, უკანო-
ნო გაჩერებით გადაეფარა.
ჰელერი მოწმეს თავის მაგიდასთან მჯდომი უსვამდა შეკითხ-
ვებს. მსაჯულები არ იყვნენ და მოსამართლე ადვოკატისაგან და
კითხვის დროს ფეხზე ადგომას არ ითხოვდა.
‒ თქვენც მარჯვნივ გაუხვიეთ და ჰენეგანის მანქანას უკან გაჰყე-
ვით, ასე იყო?
– დიახ, – უპასუხა სანჩესმა.
– რა მომენტში გადაწყვიტეთ მისტერ ჰენეგანის მანქანის გაჩე-
რება?
– ის ჩვენ წინ მიდიოდა, ფარები ავუნთეთ და მანქანა გზის ნაპირ-
ზე გადაიყვანა.
– რა მოხდა მერე? ‒როგორც კი მანქანა გაჩერდა, მგზავრი მა-
შინვე გადმოხტა და გაიქცა?
– დიახ, სერ.
– სად წავიდა?
– იქვე სავაჭრო ცენტრია, მის უკან კი ვიწრო ქუჩა. იმ ქუჩაზე გა-
იქცა, აღმოსავლეთის მიმართულებით.
– თქვენ ან თქვენი პარტნიორი გამოეკიდეთ?
– არა, სერ. ეს წესების საწინააღმდეგო იქნებოდა და თან
დაცალკევება შეიძლებოდა სახიფათო აღმოჩენილიყო ჩვენთვის.
ჩემმა პარტნიორმა რაციით დახმარება და ჰაერიდან დაცვა მოითხ-
ოვა. გაქცეულის გარეგნობა აღწერა.
– საჰაერო მხარდაჭერა მოითხოვეთ?

8
– დიახ?‒ პოლიციის ვერტმფრენი, სერ.
‒გასაგებია. სანამ თქვენი პარტნიორი დახმარებას ითხოვდა,
თქვენ რას აკეთებდით, ოფიცერო სანჩეს?
– საპატრულო მანქანა მოვატრიალე, ჰენეგანის მანქანასთან
მძღოლის მხრიდან მივედი და ვუბრძანე, ხელები ფანჯრიდან ისე
გადმოეყო, რომ მათი დანახვა შემძლებოდა.
– იარაღი ამოიღეთ?
‒ დიახ.
– მერე რა მოხდა?
– მძღოლს, მისტერ ჰენეგანს ვუბრძანე, მანქანიდან გადმო-
სულიყო და მიწაზე დაწოლილიყო, დამემორჩილა და ხელბორკილი
დავადე.
‒დაპატიმრების მიზეზი უთხარით?
– იმ დროისათვის დაპატიმრებული არ ყოფილა.
– ხელბორკილი ედო, ქუჩაში პირქვე იწვა და ამბობთ, დაპატიმ-
რებული არ იყოო?
– ჯერ არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე. მთავარი, რაზედაც
მაშინ ვფიქრობდი, ჩემი და ჩემი პარტნიორის უსაფრთხოება იყო.
მანქანიდან მგზავრი გადმოხტა და გაიქცა, ამიტომ ეჭვი გაგვიჩნდა,
რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა.
– გინდათ თქვათ, რომ მანქანიდან გაქცეული მგზავრის ბრალია
ეს ყველაფერი?
– დიახ, სერ.
ჰელერმა ბლოკნოტის რამდენიმე გვერდი გადაფურცლა, ჩანა-
წერებს გადახედა, მერე რაღაც შეამოწმა ლეპტოპში, რომელიც მა-
გიდაზე გახსნილი ედო. მის კლიენტს თავი ჩაექინდრა და უკანა რი-
გიდან ისე ჩანდა, თითქოს ეძინა.
მოსამართლემ, რომელიც ისე ღრმად იყო სავარძელში ჩამჯდა-
რი, რომ ბოსხი მხოლოდ მისი ჭაღარა თმის ბოლოებს ხედავდა, ჩა-
ახველა, წინ გადმოიხარა და სასამართლო დარბაზს თავისი სახე წა-
რუდგინა. მის მაგიდაზე დადგმულ ფირფიტაზე ეწერა: მისი ღირსება
სტივ იერიდი. ბოსხს არც თვითონ მოსამართლე ეცნო და არც მისი

9
სახელი და გვარი ეუბნებოდა რაიმეს. ეს, რა თქმა უნდა, ბევრს არა-
ფერს ნიშნავდა, რადგან შენობაში ორმოცდაათამდე სასამართლო
დარბაზი და მოსამართლე იყო.
– გაქვთ კიდევ კითხვები, მისტერ ჰელერ? – იკითხა მან.
– მაპატიეთ, თქვენო ღირსებავ, უპასუხა ჰელერმა, – უბრალოდ,
ჩანაწერებს მინდა გადავხედო.
– მოდი, განვაგრძოთ.
‒ დიახ, თქვენო ღირსებავ.
აშკარა იყო, რომ ჰელერმა იპოვა ის, რასაც ეძებდა, და მზად
იყო, გაეგრძელებინა.
– რამდენ ხანს გყავდათ ბორკილდადებული მისტერ ჰენეგანი
მიწაზე დაწვენილი, ოფიცერო სანჩეს?
‒ მანქანა დავათვალიერე, როდესაც დავრწმუნდი, რომ იქ მეტი
არავინ იყო, ჰენეგანთან მივედი, შევამოწმე, იარაღი ხომ არ ჰქონ-
და, წამოვაყენე და როგორც მისი, ისე ჩვენი უსაფრთხოებისათვის,
„კრუიზერის“ უკანა სავარძელზე დავსვი.
– მას რაიმე საფრთხე ემუქრებოდა?
– როგორც უკვე გითხარით, ჯერ არ ვიცოდით, რასთან გვქონდა
საქმე. ერთი გაიქცა, მეორე აშკარად ნერვიულობდა. ამიტომ გადავ-
წყვიტეთ, სანამ ყველაფერში გავერკვეოდით, მისი უსაფრთხოება
უზრუნველგვეყო.
– პირველად როდის შეამჩნიეთ, რომ მისტერ ჰენეგანი,
როგორც თქვენ ამბობთ, ნერვიულობდა?
– სულ თავიდან, როგორც კი ვუთხარი, ხელები ფანჯრიდან გად-
მოყავი-მეთქი.
– როდესაც ეს უბრძანეთ, მისკენ იარაღი გქონდათ მიშვერილი,
ასეა?
– დიახ.
– კარგი. ესე იგი, ჰენეგანი თქვენი მანქანის უკანა სავარძელზე
ბორკილდადებული იჯდა. მანქანის გაჩხრეკის უფლება სთხოვეთ?
– დიახ და მან უარი მითხრა.
– მისი უარის შემდეგ რა გააკეთეთ?

10
– რაციით ნარკოტიკების ძებნაზე გაწვრთნილი ძაღლი გამოვი-
ძახე.
– რას აკეთებს ასეთი ძაღლი?
– ნარკოტიკების სუნს გრძნობს და გვატყობინებს.
– ძაღლის ფლორენსბულვარზე მოყვანას რამდენი ხანი დასჭირ-
და?
– დაახლოებით ერთი საათი. საქმე ის არის, რომ აკადემიიდან
უნდა მოეყვანათ. იქ მათი ჩვენება იმართებოდა.
– ესე იგი, ამ ერთი საათის განმავლობაში, სანამ ძაღლის მოყვა-
ნას ელოდებოდით, ჩემი კლიენტი თქვენს მანქანაში იყო ჩაკეტილი?
– დიახ, სწორედ ასეა.
‒ როგორც მისი, ისე თქვენი უსაფრთხოებისათვის?
– მართალია.
‒ რამდენჯერ მიხვედით მანქანასთან, გააღეთ კარი და ჰკითხეთ,
მოგცემდათ თუ არა მანქანის გაჩხრეკის უფლებას?
– ორჯერ თუ სამჯერ.
– და რა გიპასუხათ?
– ისევ უარზე იყო.
– თქვენ ან სხვა პოლიციელებმა მანქანიდან გაქცეული მგზავ-
რი იპოვეთ?
‒ როგორც ვიცი,არა, მაგრამ იმ დღის შემდეგ ეს საქმე ნარკოტი-
კებთან ბრძოლის სამხრეთის ბიუროს გადაეცა.
– გასაგებია. რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძაღლი მოიყვანეს?
‒ ოფიცერმა ის დაკავებულის მანქანას გარშემო შემოატარა.
ძაღლი საბარგულთან გაჩერდა და ყეფა დაიწყო.
– რა ერქვა ძაღლს?
‒ მგონი, კოსმო.
– რა მანქანა ჰყავდა მისტერ ჰენეგანს?
– ძველი „ტოიოტა ქამრი".
– ესე იგი, კოსმომ გაგაგებინათ, რომ საბარგულში ნარკოტიკები
იყო?
– დიახ, სერ.

11
– და თქვენ საბარგული გახსენით.
– ძაღლის ყეფა საბარგულის ჩხრეკის ჩატარების შესაძლებელ
მიზეზად ჩავთვალეთ.
– ნარკოტიკები იპოვეთ, ოფიცერო სანჩეს?
– კრისტალური მეტამფიტამინის მსგავსი ნივთიერებით სავსე
ჩანთა ვიპოვეთ. გარდა ამისა, იქ კიდევ ფულით სავსე ჩანთაც იყო.
– რამდენი იყო ეს ნივთიერება?
– როგორც აღმოჩნდა, ორი და ერთი მეოთხედი გირვანქა.
– ფული რამდენი იყო?
‒ ოთხმოცდაექვსი ათასი დოლარი
‒ ნაღდი ფული?
– დიახ, სულ ნაღდი ფული.
‒ ამის შემდეგ მისტერ ჰენეგანი ნარკოტიკებით ვაჭრობის
ბრალდებით დააპატიმრეთ, ასეა?
‒ დაპატიმრებისას ასეთი ბრალდება წავუყენეთ, უფლებები გა-
ვაცანით და გასაფორმებლად სამხრეთის რეგიონის ბიუროში წა-
ვიყვანეთ.
ჰელერმა თავი დაუქნია და ისევ ბლოკნოტს ჩახედა. ბოსხმა იცო-
და, რომ მას რაღაც აუცილებლად უნდა ჰქონოდა შემონახული. რო-
დესაც მოსამართლემ კიდევ ერთხელ მოუწოდა, განაგრძე თო, ეს
რაღაცაც გამოჩნდა.
– ოფიცერო, მოდი, ისევ გაჩერების მომენტს დავუბრუნდეთ.-
როგორც თქვენი ჩვენებიდან ჩანს, მისტერ ჰენეგანი წითელ შუქზე
გაჩერდა, მერე დაელოდა, სანამ დარწმუნდებოდა, რომ გზა თავისუ-
ფალი იყო, მოხვევა უსაფრთხო იქნებოდა და მხოლოდ მერე გაუხ-
ვია. ხომ სწორად მახსოვს?
– დიახ, სერ.
– თუ მან ყველაფერი სწორად გააკეთა, ფარები რატომ აუნთეთ,
რატომ ანიშნეთ, გზიდან გადასულიყო და მანქანა გაეჩერებინა?
სანჩესმა სწრაფად გახედა პროკურორს, რომელიც ჰელერის
მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა და ამ ხნის განმავლობაში ხმა არ
ამოუღია, მაგრამ ბოსხი აკვირდებოდა და ხედავდა, როგორ იწერდა

12
რაღაცებს პოლიციის ოფიცრის დაკითხვის დროს. უცებ ბოსხი მიხ-
ვდა, რომ სწორედ ამას თვლიდა ჰელერი საქმის სუსტ წერტილად.
– თქვენო ღირსებავ, შეგიძლიათ მოწმეს სთხოვოთ, ჩემს შეკით-
ხვას პროკურორის დაუხმარებლად უპასუხოს?
მოსამართლე იერიდი კიდევ ერთხელ გადმოიხარა წინ და
სანჩესს უთხრა, შეკითხვას უპასუხეთო. თავის მხრივ, სანჩესმა ჰე-
ლერს კითხვის გამეორება სთხოვა, მანაც გაიმეორა.
‒ შობა ახლოვდებოდა, თქვა სანჩესმა, – ამ დროს ყოველ წელს
ინდაურის ბილეთებს ვარიგებთ ხოლმე. ეს მანქანაც იმიტომ გავა-
ჩერე, რომ მძღოლისათვის ბილეთი მიმეცა.
– ინდაურის ბილეთები? – იკითხა ჰელერმა, –– ეგ რაღაა?

ბოსხი „ლინკოლნის“ ადვოკატის"1 შოუთი ტკბებოდა. ჰელერმა


დაპატიმრების ყველა დეტალი დააფიქსირებინა, მერე საქმის
აქილევსის ქუსლს მიუბრუნდა და უკვე მის ბრწყინვალედ გამოყე-
ნებას აპირებდა.
ბოსხი მიხვდა, რატომაც დუმდა პროკურორი საქმეში არსებულ
ფაქტებზე სათქმელი არაფერი ჰქონდა. მხოლოდ ისღა დარჩენოდა,
მოეფიქრებინა, როგორ აეხსნა ეს ყველაფერი მოსამართლისთვის
მოგვიანებით.
– რა არის ინდაურის ბილეთები, ოფიცერო სანჩეს? ‒ გაიმეორა
კითხვა ჰელერმა.
– მოკლედ, ჩრდილოეთ ლოს-ანჯელესში არსებობს სუპერმარ-
კეტების ქსელი „ლითლ ჯონი“. ყოველ წელს, მადლიერების დღისა

1
მიკი ჰელერს ავტომანქანა „ლინკოლნი“ ჰყავს, ამიტომაც უწოდებენ მას
„ლინკოლნის ადვოკატს, საქმეებს მანქანიდან უძღვებაო

13
და შობის წინ, ინდაურებზე სასაჩუქრე ბარათებს გვაძლევენ, ჩვენ კი
ვარიგებთ.
– გინდათ თქვათ, რომ ინდაურებს საჩუქრად არიგებენ?
– დიახ, საჩუქრად.
– როგორ არჩევთ ადამიანებს, რომლებსაც ბარათებს აძლევთ?
– ვარჩევთ იმათ, ვინც წესებს იცავს, ვინც არაფერს არღვევს.
– გინდათ თქვათ, მძღოლებს, რომლებიც მოძრაობის წესებს არ
არღვევენ?
– დიახ, ასეა.
‒ ესე იგი, ჩვენს შემთხვევაში მისტერ ჰენეგანი იმისათვის გააჩე-
რეთ, რომ მან მარჯვნივ გახვევისას ყველა წესი დაიცვა?
– დიახ.
‒ ესე იგი,მისტერ ჰენეგანი იმიტომ გააჩერეთ, რომ მან კანონი
დაიცვა, ასეა?
სანჩესმა ისევ პროკურორს შეხედა, მისგან დახმარებას ელოდა,
მაგრამ რომ ვერ მიიღო, შეეცადა, პასუხი თვითონ გაეცა:
‒ რას ვიფიქრებდით, თუ კანონის დამრღვევი იყო, სანამ მისი
თანამგზავრი მანქანიდან არ გადმოხტა და არ გაიქცა, მერე კი მან-
ქანაში ნარკოტიკები და ფული ვიპოვეთ.
ბოსხმა დაინახა, როგორ საცოდავ მდგომარეობაში იყო ოფი-
ცერი. თუმცა ჰელერი გაჩერებას არ აპირებდა.
– ოფიცერო სანჩეს, – თქვა მან, – დააზუსტეთ, იმ მომენტისათ-
ვის, როდესაც ფარებითა და სირენით ანიშნეთ, რომ გზიდან გადა-
სულიყო და მანქანა გაეჩერებინა, მისტერ ჰენეგანს დაშავებული
არაფერი ჰქონდა? მას კანონი არ დაურღვევია. ასეა?
– ასეა, – ჩაიბუტბუტა სანჩესმა.
– გთხოვთ, პასუხი ხმამაღლა და გარკვევით გამცეთ.
– ასეა, – გაიმეორა სანჩესმა ხმამაღლა და გაღიზიანებით.
– მეტი შეკითხვა არა მაქვს, თქვენო ღირსებავ.
მოსამართლემ პროკურორს, რომელსაც მისტერ რაითი ერქვა,
ჰკითხა, კითხვები ხომ არ გაქვთო, მან კი უპასუხა, არაო. გაჩუმება
არჩია, რადგან ფაქტები ისეთი იყო, რომ ვერანაირი კითხვები მათ

14
ვერ შეცვლიდა. მოსამართლემ მოწმე სანჩესი გაათავისუფლა და
ადვოკატს მიმართა:
– თქვენი გამოსვლაა, მისტერ ჰელერ, მზად ხართ?
ჰელერის მზადყოფნას, თავისი არგუმენტები ზეპირი ფორმით
წარმოედგინა, მცირე დისკუსია მოჰყვა. რაითმა განაცხადა, ჩემს
მოსაზრებებს წერილობით წარმოვადგენო. მოსამართლე იერიდმა
ჰელერის მხარე დაიჭირა, თქვა, ჯერ ზეპირ არგუმენტებს მოვისმენ
და მერე გადავწყვეტ, მათი წერილობითი ფორმით წარმოდგენა სა-
ჭიროა თუ არაო.
ჰელერი წამოდგა და დაცვისა და პროკურორის მაგიდებს შორის
მდგარი კათედრისკენ წავიდა.
‒ ჩემს სათქმელს მოკლედ მოგახსენებთ, თქვენო ღირსებავ,
ვფიქრობ, ჩვენს საქმეში ყველაფერი უკიდურესად ნათელია. რო–
გორც უნდა განვიხილოთ ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები, ჰენეგა-
ნის მანქანის გაჩერების მიზეზი არა მხოლოდ არადამაკმაყოფილე-
ბელია, ის, უბრალოდ, არ არსებობს. მისტერ ჰენეგანს მოძრაობის
წესები არ დაურღვევია. მის ქმედებაში საეჭვო არაფერი ყოფილა,
როდესაც ოფიცერმა სანჩესმა და მისმა პარტნიორმა ფარების ანთე-
ბითა და სირენის ჩართვით გზიდან გადასვლა და მანქანის გაჩერება
აიძულეს.
ჰელერს კათედრაზე კოდექსიც თან ჰქონდა. მასში მონიშნულ
ადგილს ჩახედა და განაგრძო:
– თქვენო ღირსებავ, მეოთხე შესწორება მოითხოვს, რომ ჩხრე-
კასა და დაკავებას აუცილებლად სავარაუდო მიზეზი ედოს საფუძ-
ვლად. თუმცა არსებობს გამონაკლისები. ერთ-ერთი მათგანი ასე-
თია: მანქანის გაჩერება შესაძლებელია, როდესაც არსებობს სავა-
რაუდო მიზეზი ან რწმენა იმისა, რომ ჩადენილია დანაშაული, ან
მანქანაში სავარაუდო დამნაშავეები სხედან. ჩვენს საქმეში არც ერ-
თი ეს შემთხვევა არ ფიგურირებს. მეოთხე შესწორება მკაცრად არე-
გულირებს ძალისა და ძალაუფლების გამოყენებას. მისტერ ჰენე-
განს მოძრაობის წესები არ დაურღვევია. ინდაურის ბილეთის საჩუქ-

15
რად გადაცემა ამ შემთხვევაში მიზეზად არ გამოდგება. მისტერ ჰე-
ნეგანს კანონი არ დაურღვევია. თვითონ პოლიციის ოფიცრის გან-
მარტებით, წესების სრული დაცვით მოძრაობდა, როდესაც გაჩერე-
ბა აიძულეს. მნიშვნელობა არა აქვს, რა იპოვეს მისი მანქანის სა-
ბარგულში მოგვიანებით. ოფიციალურმა პირმა ფეხქვეშ გათელა
მისი უფლება, უკანონო ჩხრეკისა და დაპატიმრებისაგან ყოფილიყო
დაცული.
ჰელერი რამდენიმე წამით გაჩუმდა, როგორც ჩანს, ფიქრობდა,
მეტის თქმა საჭირო იყო თუ არა.
– დამატებით უნდა მოგახსენოთ, განაგრძო ბოლოს, – მისტერ
ჰენეგანის საპატრულო მანქანაში ხელბორკილდადებულის ერთი
საათის განმავლობაში გამოკეტვა სხვა არაფერია, თუ არა სავარაუ-
დო მიზეზის გარეშე დაპატიმრება და უკანონო ჩხრეკისა და დაპა-
ტიმრებისაგან დაცვის უფლების უხეში დარღვევა. ეს შხამიანი ხის
ნაყოფია, თქვენო ღირსებავ. უკანონო დაპატიმრებამ ჩრდილი მი-
აყენა ყველაფერს, რაც ამას შემდეგ მოჰყვა. დიდი მადლობა.
ჰელერი თავის მაგიდასთან დაბრუნდა და დაჯდა. მის კლიენტს
არც ეტყობოდა, რომ ამ გამოსვლიდან რაიმე ან მოისმინა, ან გაიგო.
‒ მისტერ რაით, – მიმართა მოსამართლემ.
პროკურორი ადგა და კათედრისკენ ისე წავიდა, რომ ფეხები
უკან რჩებოდა. ბოსხს იურიდიული განათლება არ ჰქონდა, მაგრამ
გამოცდილება კარნახობდა, რომ ჰენეგანის წინააღმდეგ საქმის მო-
გება გაჭირდებოდა.
– თქვენო ღირსებავ, – დაიწყო რაითმა, – პოლიციის ოფიცრებს
მოქალაქეებთან ურთიერთობა ყოველდღე უწევთ. ზოგჯერ ეს მათი
დაპატიმრებით მთავრდება. ტერის2 მიხედვით, „არ არის აუცილებე-
ლი, ყველა ასეთი შემთხვევა მოქალაქის ჩხრეკით დამთავრდეს“.

2
ტერმინი „ტერის გაჩერება“ გაჩნდა მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ვინმე ჯონ
უ.ტერი დააკავეს მეგობართან ერთად1968 წელს, რადგან საეჭვოდ იქცეოდნენ,
გაჩხრეკის შემდეგ მართლაც იპოვეს იარაღი, ამის შემდეგ კანონმდებლობაში
გაჩნდა დამატება, რის მიხედვითაც პოლიციელს შეუძლია, დააკავოს პირი
ორდერის გარეშე და გაჩხრიკოს, თუ ჩათვლის, რომ იგეგმება რამე დანაშაული,
მაგრამ მისი მოქმედება დასაბუთებული უნდა იყოს

16
ჩვენს შემთხვევაში ოფიცრების მიზანი მოძრაობის წესების ზედმი-
წევნით დაცვისათვის მოქალაქის დაჯილდოება იყო. მგზავრის მან-
ქანიდან გადახტომისა და გაქცევის შემდეგ ოფიცრებს საფუძვლია-
ნი ეჭვი გაუჩნდათ და ყველაფერი შეიცვალა.
რაითმა თავის ყვითელ ბლოკნოტს ჩახედა, მიაგნო, რასაც
ეძებდა და განაგრძო:
– მისტერ ჰელერის დაცვის პირი მოქალაქე ნარკოდილერია.პო-
ლ იციის ოფიცრების თავდაპირველმა კეთილმა განზრახვამ ამ საქ-
მის გაგრძელებას ხელი არ უნდა შეუშალოს, სასამართლოს ამ სფე-
როში დისკრეციული უფლებამოსილება აქვს და ოფიცერი სანჩესი,
ისევე როგორც მისი მეწყვილე, თავისი მოვალეობის სრულად შეს-
რულებისათვის არ უნდა დაისაჯონ.
რაითი დაჯდა. ბოსხი ხვდებოდა, რომ ეს არგუმენტები სუსტი იყო
და სასამართლოს გულმოწყალების იმედიღა რჩებოდა. ჰელერი სა-
პასუხო სიტყვის სათქმელად ადგა:
– თქვენო ღირსებავ, თუ ნებას მომცემთ, კიდევ ერთ დეტალს და-
ვამატებ. მისტერ რაითი ამ შემთხვევაში მისტერ რონგია?3 მან მოიყ-
ვანა ციტატა „ტერიდან“, მაგრამ დაავიწყდა, ეთქვა, რომ, როცა
ოფიცერმა ძალის თუ თავისი უფლებამოსილების გამოყენებით მო-
ქალაქე გააჩერა, ამას ჩხრეკა მოჰყვა. ახლა ცდილობს, ჩხრეკა სა-
ვარაუდო მიზეზის არსებობით გაამართლოს. ის ამბობს, ჩხრეკა არ
ყოფილა მანამ, სანამ მისტერ ჰენეგანის მანქანიდან მგზავრი არ
გადმოხტა და სავარაუდო მიზეზი არ გაჩნდაო. მაგრამ ეს ლოგიკა
არ მუშაობს, თქვენო ღირსებავ. ფარების ანთებითა და სირენის
ჩართვით ოფიცერმა სანჩესმა მისტერ ჰენეგანი აიძულა, მანქანა
გზის ნაპირზე გადაეყვანა და გაეჩერებინა. იმისათვის, რომ და პა-
ტიმრების მიზეზი გაჩენილიყო, მანამდე გაჩერების სავარაუდო მი-
ზეზი უნდა ყოფილიყო. ამ ქვეყანაში მოქალაქეებს თავისუფლად და
დაუბრკოლებლად მიმოსვლის უფლება აქვთ. მოქალაქის იძულე-
ბით გაჩერება და მერე დაკავება მისი უფლებების დარღვევაა.

3
რაითი( wright ინგლ.)- სწორი, მართალი, რონგი (wrong)- არასწორი, მტყუანი

17
დასკვნა ასეთია: ინდაურის სასაჩუქრე ბარათის გადაცემა ამ საქ-
მეში სავარაუდო მიზეზად არ გამოდგება. გმადლობთ.
გამოსვლით კმაყოფილი ჰელერი ადგილზე დაბრუნდა. რაითი
საპასუხო სიტყვის სათქმელად აღარ ამდგარა.
მოსამართლე იერიდი კიდევ ერთხელ გადმოიხარა წინ და პირდა-
პირ მიკროფონში ჩაახველა. ხველა სასამართლო დარბაზში გამაყ-
რუებლად გაისმა. ჰენეგანი უცებ წელში გაიმართა და ნათელი გახ-
და, რომ მთელი სასამართლო სხდომის მანძილზე, სხდომის, რო-
მელსაც მისი დაპატიმრება-გათავისუფლების საკითხი უნდა გადა-
ეწყვიტა, მართლა ეძინა.
‒მაპატიეთ, – თქვა იერიდმა, მოწმის დაკითხვისა და მხარეების
არგუმენტების მოსმენის შემდეგ, სასამართლომ გადაწყვიტა, პრო-
კურორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილოს. სამხილები, რომ-
ლებიც იპოვეს...
– თქვენო ღირსებავ! დაიყვირა რაითმა და წამოხტა, განგვიმარ-
ტეთ, – ხელები ისე ფართოდ გაშალა, თითქოს ძალიან გაკვირვებუ-
ლი იყო, თუმცა კარგად უნდა სცოდნოდა, რომ გადაწყვეტილება
ასეთი იქნებოდა.
– თქვენო ღირსებავ, მანქანის საბარგულში ნაპოვნი სამხი-
ლების გარეშე ეს საქმე არ არსებობს. გინდათ თქვათ, რომ ნარკოტი
კები და ფული მხედველობაში არ მიიღება?
– სწორედ ამას ვამბობ, მისტერ რაით. მანქანის გაჩერების სავა-
რაუდო მიზეზი არ არსებობდა. როგორც მისტერ ჰელერმა თქვა,ეს
შხამიანი ხის ნაყოფია.
– თქვენო ღირსებავ, ეს კაცი... მან პირდაპირ მისტერ ჰენეგანზე
მიუთითა, – ეს კაცი ნარკოდილერია, ის ჩვენი ქალაქისა და საზოგა-
დოების უბედურების ნაწილია და თქვენ გინდათ,რომ...
– მისტერ რაით, – შეუღრინა მოსამართლემ, – ძალიან გთხოვთ,
თქვენს მარცხში სასამართლოს ნუ დაადანაშაულებთ.
‒ შტატი ოცდაოთხი საათის განმავლობაში აპელაციას შეიტანს.

18
– ეს შტატის უფლებაა. ინტერესით მივადევნებ თვალს ამ საქმეს,
მაინტერესებს, როგორ მოახერხებთ მეოთხე შესწორების გაქრო-
ბას.
რაითს ყბა ჩამოუვარდა, ჰელერმა კი არ დააყოვნა და პროკუ-
რორის ჭრილობებს მარილიც მოაყარა:
– თქვენო ღირსებავ, მინდა შუამდგომლობა აღვძრა ჩემი
კლიენტისთვის ბრალის მოხსნის თაობაზე. მის წინააღმდეგ არანაი-
რი მტკიცებულება აღარ არსებობს.
იერიდმა თავი დაუქნია. ის ელოდა შუამდგომლობას, თუმცა გა-
დაწყვიტა, ცოტა გულმოწყალება რაითის მიმართაც გამოეჩინა.
– თქვენს შუამდგომლობას გადაწყვეტილების მიღებისას გავით-
ვალისწინებ, მისტერ ჰელერ, და გთხოვთ, ყურადღებით იყავით, თუ
შტატი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მხარეები რამეს ხომ არ და-
ამატებენ?
– არა, თქვენო ღირსებავ, – უპასუხა რაითმა.
– დიახ, თქვენო ღირსებავ, – თქვა ჰელერმა, ამჟამად ჩემი კლი-
ენტი ნახევარი მილიონი დოლარი გირაოს სანაცვლოდ არის დაკა-
ვებული. გთხოვთ გაათავისუფლოთ ის აპელაციამდე.
შტატი წინააღმდეგია, თქვენო ღირსებავ, – წამოხტა რაითი,– ამ
კაცის პარტნიორი გაიქცა. არ არსებობს გარანტია, რომ ჰენეგანიც
იმავეს არ გააკეთებს. როგორც მოგახსენეთ, სასამართლო გადაწ-
ყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ და საქმეს სასამარ-
თლოში დავაბრუნებთ.
– თქვენი ნებაა, – უთხრა მოსამართლემ, – მე კი გირაოს საკით-
ხის განხილვასაც ვაპირებ. დაველოდოთ, რას გააკეთებს შტატი საქ-
მის შემდგომი განხილვისათვის. და თუ რაიონის პროკურორის
ოფისი ძალიან ნელა იმოქმედებს, თქვენ, მისტერ ჰელერ,ყოველ-
თვის შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი შუამდგომლობების მოსმენა.
მოსამართლე რაითს, ფაქტობრივად, აფრთხილებდა, საქმეს თუ
გააჭიანურებ, თვითონაც ვიმოქმედებო.
– ახლა, თუ სათქმელი მეტი არაფერი გაქვთ, ამით დავამ-
თავროთ, – თქვა მან. ცოტა ხანს დაელოდა, მხარეები რაიმეს ხომ

19
არ დაუმატებდნენ, მერე ადგა და სასამართლოს მდივნის უკან მდე-
ბარე კარიდან გავიდა.
ბოსხმა დაინახა, რომ ჰელერმა ჰენეგანს მხარზე ხელი დაარტყა,
მერე დაიხარა და, როგორც ჩანს, აუხსნა, როგორ დიდ გამარჯვებას
მიაღწიეს საქმეში. ბოსხმა იცოდა, ამ გადაწყვეტილებით ჰელერის
კლიენტი დაუყოვნებლივ არ გათავისუფლდებოდა, არაფერი მსგავ-
სი – ახლა ვაჭრობა დაიწყებოდა. უდავოდ, ეს საქმე „დაჭრილი
იხვი“4იყო, „ფრენას“ ვეღარ შეძლებდა, მაგრამ, რადგან ჰენეგანი
უკვე დაპატიმრებული იყო, პროკურორს საქმის დახურვის თაობაზე
მოლაპარაკების ბერკეტები ჰქონდა.
მას შეეძლო, ბრალის აღიარების სანაცვლოდ, ნაკლებად სერი-
ოზული მუხლი მიეყენებინა. ჰენეგანს ციხეში წლების ნაცვლად თვე-
ების გატარების პერსპექტივა გაუჩნდებოდა, საოლქო პროკურო-
რიც კმაყოფილი დარჩებოდა ბრალის აღიარებას მიაღწევდა.
ბოსხმა იცოდა, როგორ მუშაობდა ეს ყველაფერი. კანონის სხვა-
დასხვანაირად ინტერპრეტირება შეიძლებოდა. ამიტომ საქმე მაინც
მოლაპარაკებით დამთავრდებოდა. ეს მოსამართლემაც იცოდა. ის
ისეთ ვითარებაში აღმოჩნდა, როდესაც მტკიცებულებების გამოყე-
ნება შეუძლებელი იყო. ყველა იქ დამსწრემ იცოდა,რომ ჰენეგანი
ნარკოდილერი იყო, მაგრამ ის უკანონოდ დააკავეს და ამიტომ
მტკიცებულებები უსარგებლო იყო.
რაითმა სწრაფად ჩაალაგა ჩანთა და წასასვლელად მოემზადა.
კარისკენ რომ წავიდა, ჰელერს გახედა და უთხრა, დაგიკავშირდე-
ბითო.
ჰელერმა თავი დაუქნია და სწორედ ამ დროს შეამჩნია ბოსხი.
თავის კლიენტთან საუბარი სწრაფად მოამთავრა. ჰენეგანს ბადრა-
გი მიუახლოვდა, რომ ციხეში გადაეყვანა.
მალე ჰელერი დარბაზიდან გამოვიდა და ბოსხს მიუახლოვდა.
– დიდიხანია აქ ხარ?

4
ტერმინი ბეისბოლსა და ფეხბურთში, ნიშნავს უშედეგო დარტყმას

20
– კარგა ხანია. ყოველ შემთხვევაში, მისტერ რაითისა და მის
ტერ რონგის შესახებ მოვისმინე, –– უპასუხა ბოსხმა და ჰელერმა
ფართოდ გაიღიმა.
– წლები ველოდი, რომ ამ კაცს სასამართლოში შევხვედროდი
და ამის თქმის საშუალება მომცემოდა.
– ვფიქრობ, საქმე მოსალოცად გაქვს.
ჰელერმა თავი დაუქნია.
– სიმართლე გითხრა, ეს არც ისე ხშირად ხდება. სულ თითებზე
ჩამოსათვლელი საქმე შემიძლია გავიხსენო, როდესაც საქმის შეწ-
ყვეტის შუამდგომლობა,აღვძარი და გავიმარჯევე.
– შენს კლიენტს თუ უთხარი ეგ?
– კანონის ნიუანსები, რატომღაც, ნაკლებად აინტერესებს.
მხოლოდ იმას ელოდება, როდის ეტყვიან, შინ წადიო.

მათ „იუნიონ სთეიშენში „თრექსის“ რესტორანში ისადილეს. ეს


მშვენიერი ადგილი სასამართლოს ახლოს იყო, ამიტომ მოსა-
მართლეები, ადვოკატები და პროკურორები უმეტესად აქ სადილობ
დნენ. ოფიციანტი ჰელერს კარგად იცნობდა და მისთვის მენიუს მი-
ცემა არც უფიქრია. ჰელერმა უბრალოდ უთხრა, როგორც ყოველ-
თვისო. ბოსხმა მენიუს უცებ გადახედა და მერე ჰამბურგერი და
ფრანგული კარტოფილი ფრი შეუკვეთა, რითაც ჰელერის უკმაყო-
ფილო მზერა დაიმსახურა.
გზად რესტორნისკენ მხოლოდ ოჯახურ საქმეებზე საუბრობდნენ.
ბოსხი და ჰელერი ნახევარძმები იყვნენ და ერთი ასაკის ქალიშვი-
ლები ჰყავდათ. გოგონები სექტემბრიდან ორინჯის ოლეში, ჩეპმე-
ნის უნივერსიტეტში სასწავლებლად, ბინის ერთად ქირაობა საც აპი-
რებდნენ. თავიდან უნივერსიტეტში აპლიკაცია ორივემ ისე გაგზავ-
ნა, არც კი იცოდა, რომ მეორეც იმავეს აპირებდა. ეს მხოლოდ მას

21
შემდეგ გაიგეს, რაც უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ შეტყობინე-
ბა „ფეისბუკით“ ერთ დღეს მიიღეს. ამის შემდეგ უცებ გადაწყვიტეს,
ბინა ერთად ექირავებინათ. მამები ამით ძალიან ბედნიერნი იყვნენ,
რადგან იცოდნენ, რომ შვილების საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის
თვალის მიდევნებას გაერთიანებული ძალით უკეთ შეძლებდნენ.
ახლა, როდესაც უკვე რესტორანში ისხდნენ ფანჯარასთან,რომე-
ლიც სარკინიგზო სადგურის მოსაცდელ დარბაზს გადაჰყურებდა,
საქმეზე ლაპარაკის დროც დადგა. ბოსხი ელოდა დამატებით ინ-
ფორმაციას საქმეზე, რომელსაც მას ჰელერი სთავაზობდა. ერთი
წლით ადრე ბოსხი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტიდან
ყალბი საჩივრის საფუძველზე დროებით გაათავისუფლეს.
მან კაპიტნის ოთახის გასაღები აიღო, რომ მკვლელობის საქმეზე,
რომელზეც მუშაობდა, ძველი ჩანაწერები ენახა. კვირადღე იყო,
ბოსხს კი ორშაბათამდე მოცდისა და კაპიტანთან შეთანხმების დრო
არ ჰქონდა. ეს არც ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევა იყო, მაგრამ
გათავისუფლებაში პირველი ნაბიჯის როლი მაინც შეასრულა.
ბოსხისათვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ანაზღაურების
გარეშე გაათავისუფლეს, რამაც პენსიის დაგროვების პროგრამი-
დან ამოაგდო. მოკლედ, იმ ხნის განმავლობაში, სანამ უფლებების
დამცველი კომისია მის საჩივარს განიხილავდა, არც ხელფასი
ჰქონდა და არც პენსიის დაგროვების ფონდზე მიუწვდებოდა ხელი.
განხილვას, სულ ცოტა, ექვსი თვე სჭირდებოდა, ექვს თვეში კი ბოს-
ხი საპენსიო ასაკს გადააბიჯებდა. როდესაც ყოველგვარი შემოსავ-
ლის გარეშე დარჩა, არც საარსებო ფული ჰქონდა და ვერც ქალიშ-
ვილის სწავლის საფასურს იხდიდა, პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა და
საპენსიო ფონდში თანხის დაგროვებაზეც უარი თქვა. მერე ქალაქის
წინააღმდეგ სარჩელის შესატანად ჰელერი დაიქირავა. სარჩელი
პოლიციის დეპარტამენტის უკანონო ქმედებებს შეეხებოდა.
იმისგან, რომ ჰელერმა მასთან პირადად შეხვედრა მოინდომა,
კარგს არაფერს ელოდა. მანამდე ჰელერი საქმესთან დაკავშირე-
ბულ ახალ ამბებს მხოლოდ ტელეფონით ატყობინებდა. ბოსხი მიხ -

22
ვდა, რომ რაღაც მოხდა და გადაწყვიტა, ჰელერის პროცესზე მისუ
ლიყო და თავის საქმეზე საუბარი ცოტათი მაინც შორს გადაედო.
– როგორც ვხედავ, ნარკოდილერის გათავისუფლებით ძალიან
ამაყი ხარ, – უთხრა მან ჰელერს.
‒ შენც ისევე კარგად იცი, როგორც მე, რომ არანაირ გათა-
ვისუფლებაზე ლაპარაკი არ არის, – უპასუხა ჰელერმა, – მოსამარ-
თლეს არჩევანი არ ჰქონდა. ახლა რაიონის პროკურატურა მუხლის
შეცვლასა და ნაკლებ სასჯელზე დაიწყებს ვაჭრობას; ჩემს კლიენტს
ერთხანს ჯდომა მაინც მოუწევს.
ბოსხმა თავი დაუქნია.
– მაგრამ მანქანაში რომ ნაღდი ფული იპოვეს? შემიძლია და გე-
ნაძლევო, რომ ამ ფულს ჰენეგანს დაუბრუნებენ. უხერხული
კითხვაა მაგრამ მაინც მინდა გკითხო, შენი წილი რამდენია ამ ფუ-
ლიდან?
‒ ორმოცდაათი ათასი დოლარი და პლუს მანქანა, ჰენეგანს ის ცი-
ხეში არ დასჭირდება. მყავს კაცი, ლიკვიდატორი, რომელიც ამ მან-
ქანას გაყიდის და აქედანაც რამდენიმე ათას დოლარს ავიღებ,
– მშვენიერია.
– მართლა მშვენიერი იქნება, თუ ყველაფერ ამას მივიღებ.
უამრავი გადასახადი მაქვს გადასახდელი. ჰენეგანმა იმიტომ დამი-
ქირავა, რომ როცა ფლორენს-ავენიუზე, ავტობუსის გაჩერებაზე,
პოლიციის მანქანაში ჰყავდათ გამომწყვდეული, უკანა ფანჯრიდან
დაუნახავს ბანერი ჩემი სახელითა და გვარით. მოგვიანებით კი ტე-
ლეფონის ნომერიც გაიხსენა. ასეთი ბანერი მთელ ქალაქში სამო-
ცამდემაქვს და ესეც ფული ღირს. არც მანქანა დადის უსაწვავოდ,
ჰარი.
ბოსხი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ჰელერისათვის იური-
დიული მომსახურების საფასური გადაეხადა, მაგრამ მისი შესაძლებ
ლობები ახლოსაც ვერ მივიდოდა იმასთან, რისი გადახდაც ჰე-
ნეგანს შეეძლო.
– რაც შეეხება ნაღდ ფულს, ხომ ხვდები, „ჩეპმენი“ რამდენი დაგ-
ვიჯდება.

23
ბოსხმა თავი დაუქნია.
– ჰო, წარმოუდგენელი თანხებია. პოლიციაში მუშაობის პირვე-
ლი ათი წლის განმავლობაში ამდენი არ მიშოვია. კიდევ კარგი, მე-
დის სტიპენდია აქვს, მაგრამ ჰეილის საქმე როგორ არის?
– მშვენივრად და ეს ნამდვილად დაგვეხმარება.
ბოსხმა თავი დაუქნია. მოკლედ, ყველაფერზე ილაპარაკეს,გარ-
და იმისა, რისთვისაც შეხვდნენ.
– როგორც ვხვდები, ახლა, სანამ ჩვენს შეკვეთას მოიტანენ, ცუდ
ამბებზე უნდა გადახვიდე.
– რა ცუდ ამბებზე? – ჰკითხა ჰელერმა.
– არ ვიცი, მაგრამ საქმეზე სალაპარაკოდ პირადად შეხვედრა
პირველად მთხოვე. ამიტომ ვიფიქრე, რომ კარგი ამბავი არ უნდა
გქონდეს.
ჰელერმა თავი გააქნია.
– ოჰ, პოლიციის დეპარტამენტის საქმეზე დალაპარაკება არც
მიფიქრია. ეგ საქმე ნელ-ნელა მიჩანჩალებს და ისინი ჯერ ისევ
ჩიხში გვყავს მომწყვდეული. მე სხვა რამეზე მინდოდა დალაპარა-
კება... მინდა დაგიქირავო, ჰარი.
– დამიქირავო? რას გულისხმობ?
– ხომ იცი, რომ ლექსი პარქსის საქმე მაქვს აღებული. და’ ქუან
ფოსტერის ადვოკატი ვარ.
ასეთმა მოულოდნელმა განცხადებამ ბოსხი სულ დააბნია.
– ოჰ, მართალია, ფოსტერის ადვოკატი ხარ, მაგრამ ჩემთან ამას
რა...
‒ მისმინე, ჰარი, სასამართლო განხილვამდე ექვსი კვირა დარჩა
და დაცვისათვის არაფერი მაქვს. მას ეს არ ჩაუდენია, ჩვენმა არაჩ-
ვეულებრივმა სასამართლო სისტემამ კი დედა უტირა. თუ რაღაც არ
ვიღონე, ამ მკვლელობისთვის გაასამართლებენ. შენი დაქირავება
სწორედ ამ საქმისთვის მინდა.
ჰელერი ამ საქმით აშკარად ძალიან ატაცებული იყო და უცებ წინ
ისე გადაიხარა, რომ ბოსხს ლამის ცხვირი ცხვირზე მიადო, მან კი
უნებლიეთ უკან დაიხია. თავს ისე გრძნობდა, თითქოს ერთადერთი

24
ადამიანი იყო მთელ რესტორანში, ვინც ამ საქმის შესახებ არაფერი
იცოდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ ქალაქის ამბებიდან ბევრს ვერა-
ფერს იგებდა. სახელები ლექსი პარქსი და და’ ქუან ფოსტერი ბუნ-
დოვნად ნაცნობი მოეჩვენა. იცოდა, რომ არსებობდა საქმე, რო-
მელშიც ეს სახელები ფიგურირებდა და ძალიან გახმაურებულიც
იყო, მაგრამ უკანასკნელი ექვსი თვე ცდილობდა, გაზეთებიდან და
ტელეგადაცემებიდან გამოეტოვებინა ყველაფერი, რაც გაახსენებ-
და საქმეს, რომელსაც ოცდაათი წლის განმავლობაში ემსახურებო-
და - დამნაშავეების დაკავებას. ყველაფრის დავიწყების სურვილი
ისეთი ძლიერი იყო, რომ გადაწყვიტა, შესდგომოდა პროექტს, რო-
მელსაც დიდი ხანია, გეგმავდა, მაგრამ არ გამოსდიოდა – ძველი
„ჰარლი დევიდსონის“ აღდგენა. ეს მოტოციკლეტი ტენტის ქვეშ
თითქმის ოცი წელი დაჟანგული და დამტვერილი იდგა.
– მაგრამ, როგორც ვიცი, გამომძიებელი უკვე გყავს. ის დაკუნ
თულმკლავებიანი უზარმაზარი ბაიკერი რას გიკეთებს?
– აჰ, სისკოზე ამბობ? ტრავმირებულია და ამ საქმეში არ გამო-
მადგება, – უპასუხა ჰელერმა, – მკვლელობის საქმეს დაახლოები-
თორ წელიწადში ერთხელ ვიღებ, ამას კი ხელი მხოლოდ იმიტომ
მოვკიდე, რომ ფოსტერი ჩემი დიდი ხნის კლიენტია. ამ საქმეში ძა-
ლიან მჭირდები, ჰარი.
– ტრავმირებულია? რა დაემართა?
ჰელერმა თავი გააქნია, სახეზე თანაგრძნობა გამოესახა.
– იქ, გზის გასაყარზე, ყოველდღე მოტოციკლეტით დადის და ის
ახალმოდური, სულელური ჩაფხუტი ახურავს, რომელიც, საჭირო-
ების შემთხვევაში, ვერც დაგიცავს. გავაფრთხილე, ადრე თუ გვიან,
კისერს მოგტეხს-მეთქი, ვთხოვე, ღვიძლს გაფრთხილებო და. ასეთ
მოტოციკლეტებს „დონორციკლეტებს“5 ტყუილად კი არ ეძახიან.
როგორი გამოცდილი და მაგარი მძღოლიც უნდა იყო, შემხვედრი
ტრანსპორტი მაინც ყოველთვის არსებობს.
– მოკლედ, რა მოხდა?

5
ძლიერძრავიანი მოტოციკლეტი -Donorcycle, რომლებიც ყველაზე ხშირად
ხვდებიან ავარიაში და მათ მძღოლებს ორგანოების დონორებადდ იყენებენ

25
– ცოტა ხნის წინ ღამე ვენტურაში მიდიოდა, ვიღაცამ „იაჰუს“ მო-
ტოციკლეტით გზა ჩაუჭრა და საწინააღმდეგო მიმართულების გზაზე
გადააგდო. ერთ მანქანას გვერდი აუარა, მაგრამ მერე იძულებული
გახდა, მოტოციკლეტი გადაეწვინა. ადამის ჟამისაა, წინა მუხრუჭები
არა აქვს და, მოკლედ, კარგა დიდი მანძილი თეძოზე დაწოლილმა
იფრინა. გაუმართლა, რომ ტყავის შარვალი ეცვა და ასფალტზე
სრიალისას თეძო დიდად არ დაშავებია, მაგრამ მუხლი კარგა მაგ-
რად დაიზიანა. ახლა საავადმყოფოშია და ამბობენ, რომ შეიძლება
მუხლის სახსრის პროთეზირება დასჭირდეს. მაგრამ ახლა სხვა რა-
მეზე მინდა ლაპარაკი. ჩემი აზრით, სისკო საუკეთესო გამომძიებე-
ლია დაცვის მხარისთვის და მან ეს უკვე დაამტკიცა, მაგრამ ახლა
მკვლელობების საქმეში გამოცდილი დეტექტივი მჭირდება. ჰარი,
ეს ადამიანი თუ ციხეში ჩაჯდება, თავს ვერასოდეს ვაპატიებ. უდანა-
შაულო კლიენტები ცხოვრების ბოლომდე კვალს ტოვებენ, ხომ გეს-
მის, რას ვამბობ.
ბოსხი კარგა ხანს მდუმარედ უყურებდა.
– მე უკვე მაქვს ერთი პროექტი, თქვა ბოლოს...
– რას გულისხმობ? საქმე გაქვს აღებული? – ჰკითხა ჰელერმა.
– არა, მოტოციკლეტის გარემონტება მინდა.
‒ოჰ,ღმერთო, შენც?
– 1950 წლის „ჰარლეი დევიდსონია“, ზუსტად ისეთი, ლი
მარვინს რომ ჰყავს „ველურში“. ერთი ტიპისგან დამრჩა, რომელსაც
ჯარში ყოფნის დროს ვიცნობდი. ოცი წლის წინ მიანდერძა და მერე
ორეგონში კლდიდან გადახტა. მას შემდეგ მოტოციკლეტი ტენტის
ქვეშ მიდგას.
ჰელერმა ხელი აიქნია.
– ოცი წელი თუ გელოდებოდა, კიდევ ცოტა ხანს მოიცდის. მე
უდანაშაულო ადამიანზე გელაპარაკები და თან გიხსნი, რომ არ ვი
ცი, რა გავაკეთო. სასაწორკვეთილი ვარ, არავინ მისმენს და...
– ეს ყველაფერს ყირაზე დააყენებს.
– რა?

26
– თუ დაცვის ადვოკატისათვის დავიწყებ გამოძიებას, მარტო
შენთვის კი არა, ნებისმიერისთვის, ყირაზე უნდა დავაყენო ყველა
ფერი, რასაც ვაკეთებდი მაშინ, როცა პოლიციაში ვმუშაობდი და
პოლიციელის ბეიჯს ვატარებდი.
ჰელერმა უნდობლად შეხედა.
– კარგი რა, ეს გამოძიებაა. ეს ხომ...
– ყველაფერი არ არის. იცი, რას ეძახიან ადამიანს, ვინც მკვლე-
ლობის საქმეში მოწინააღმდეგის მხარეზე გადადის? ჯეინ ფონდას,
როგორც „ჩრდილოეთ ვიეტნამელშია“. ხომ გესმის? ეს ბნელ მხა-
რეზე გადასვლას ნიშნავს.
ჰელერმა ფანჯრიდან სადგურის მოსაცდელ დარბაზს გახედა. სა-
ნამ რამეს იტყოდა, ოფიციანტმა შეკვეთა მოიტანა. სანამ ის მაგიდა-
ზე თეფშებს დააწყობდა და ჭიქებს ყინულიანი ჩაით გაუვსედა, ჰელე-
რი ბოსხს სახეზე აკვირდებოდა. ოფიციანტის წასვლის შემდეგ ლა-
პარაკი ბოსხმა დაიწყო:
– მისმინე, არაფერს პირადს არ ვგულისხმობ. თუ ოდესმე ამას
ვინმესთვის გავაკეთებ, მხოლოდ შენთვის.
ეს სიმართლე იყო. ისინი ლეგენდარული ლოს-ანჯელესელი ად-
ვოკატის შვილები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთისგან შორს გა-
იზარდნენ. ერთმანეთი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გაიცნეს. მი-
უხედავად იმისა, რომ ჰელერი, ასე ვთქვათ, ბარიკადის მეორე მხა-
რეს იდგა, ჰარის ის მოსწონდა და პატივს სცემდა.
– მაპატიე, მაგრამ, ‒ განაგრძო მან, აი, ასეა საქმე. ვერ გეტყვი,
რომ ასეთ რამეზე არ მიფიქრია, მაგრამ არის რაღაც, რასაც ვერაფ-
რით გადავაბიჯებ. შენ პირველი არა ხარ, ვინც ამას მთხოვს.
ჰელერმა თავი დაუქნია.
– გასაგებია, მაგრამ მე სხვა რამეს გთავაზობ. დარწმუნებული
ვარ, ამ ადამიანს მკვლელობა არ ჩაუდენია, მაგრამ არსებობს
დ.ნ.მ. რომელსაც ძვრას ვერ ვუზამ. საერთოდ ვერაფერს გავაწყობ,
თუ ვიღაც შენისთანა არ დამეხმარა.

27
– კარგი რა, ჰელერ, ნუ ართულებ. სასამართლოზე ყველა ადვო-
კატი ერთსა და იმავეს ამბობს, ჩემი კლიენტი უდანაშაულოაო.ყვე-
ლა კლიენტზე ზეწოლას ახდენენ. ყველა კლიენტის წინააღ-
მდეგბრალდებას კერავენ. ამას ოცდაათი წელი ვისმენდი, ყოველ
სასამართლო განხილვაზე. იცი, რას გეტყვი, ციხეში ჩემგან ჩასმუ-
ლიარც ერთი ადამიანის დანაშაულში ეჭვი არასოდეს შემპარვია,
მაგრამ ყველა ამბობდა, არაფერი ჩამიდენიაო.
ჰელერმა არაფერი უპასუხა. ბოსხმა დრო იხელთა და ჭამას
შეუდგა. ჰამბურგერი გემრიელი იყო, მაგრამ საუბრის თემამ მადა
გაუფუჭა, ჰელერი თავის სალათს ჩანგლით უტრიალებდა, მაგრამ
არ ჭამდა.
‒ მისმინე, ერთადერთი, რასაც გთხოვ, საქმეს გადახედე,
მხოლოდ გადახედე, ბრალდებულს შეხვდი, დაელაპარაკე და თვი-
თონ დარწმუნდები ყველაფერში.
– არავისთან დალაპარაკებას არ ვაპირებ.ბოსხმა ტუჩები გაიწ-
მინდა და ხელსახოცი მაგიდაზე, თეფშის გვერდით დადო.
‒კიდევ რამეზე გინდა ლაპარაკი, მიკ, თუ სულ ეს იყო და შემიძ-
ლია წავიდე?
ჰელერმა არაფერი უპასუხა. დახედა საჭმელს, რომელიც მა-
გიდაზე ხელუხლებელი იდო. ბოსხმა მის თვალებში შიში შეამჩნია.
წაგების შიში, შიში იმისა, რომ ამ საქმის გამო სიცოცხლის ბოლომ-
დე სინდისის ქენჯნა შეაწუხებდა.
ჰელერმა ჩანგალი დადო.
‒ მოდი, მაშინ ასე შევთანხმდეთ, – თქვა მან, – შენ საქმეს შეის-
წავლი და თუ მასში ჩემი კლიენტის საწინააღმდეგო რამეს აღმო-
აჩენ, შეგიძლია მაშინვე რაიონის პროკურატურაში წაიღო. ნების-
მიერი რამ, რასაც იპოვი, მნიშვნელობა არა აქვს, როგორ იმოქმე-
დებს ის ჩემი კლიენტის საქმეზე, შეგიძლია გაახმაურო, თუ ეს ადვო-
კატი ‒ კლიენტის უშუალო ურთიერთობასა და საიდუმლოს შენახ-
ვას პირდაპირ არ ეხება.
‒ჰოო, მერე რას იტყვის ამაზე შენი კლიენტი?
– ის ყველაფერს ხელს მოაწერს, რადგან უდანაშაულოა.

28
– კარგი.
– იფიქრე და შემატყობინე, რას გადაწყვეტ.
ბოსხმა თეფში გასწია. თითქმის არაფერი უჭამია, მაგრამ სა-
დილი მისთვის დამთავრებული იყო. ხელსახოცით ხელები გაიწმინ-
და.
– ამაზე ფიქრი არ მჭირდება, დაიწყო, – პასუხი ახლავე შემიძ-
ლია გითხრა. ვერაფრით დაგეხმარები.
ბოსხი ადგა და ხელსახოცი თეფშზე დააგდო. ხელი ჯიბეში ჩაიყო,
ფული ამოიღო და სამარილეს ქვეშ ორივე შეკვეთისათვის საკმარი-
სი თანხა დადო.
ჰელერი ფანჯრიდან მოსაცდელ დარბაზს გაჰყურებდა.
– მოკლედ, ასე, – თქვა ბოსხმა, – მივდივარ.

უქმეზე ბოსხი ცდილობდა, და შედეგიანადაც, ჰელერის შეთავა-


ზებაზე არ ეფიქრა. შაბათს ქალიშვილთან ერთად მომავალი სასწავ-
ლებლის მოსანახულებლად და ქალაქის დასათვალიერებლად
ორინჯში გაემგზავრა. ისადილეს კამპუსის განაპირა რესტორანში,
სადაც ყველანაირი საჭმელი ვაფლებზე იყო დაწყობილი.
კვირადღე მოტოციკლეტის რემონტისათვის გადადო. სამუშაო,
რომელიც მას ელოდა, მისი პროექტისათვის სასიცოცხლოდ მნიშ-
ვნელოვანი ნაწილი უნდა ყოფილიყო. დილას „ჰარლეის“ კარ-
ბიურატორი მოხსნა, მისი ყველა ნაწილი გაწმინდა და გასაშრობად
სასადილო მაგიდაზე გაშლილ ძველ გაზეთებზე დააწყო. ახალი დე-
ტალები „გლენდეილ ჰარლეიში“ წინასწარ იყიდა და ახლა ყველა-
ნაირი რეზინის საფენი და რგოლი მზად ჰქონდა. „კლაიმერის“ სა-
ხელმძღვანელოში წაიკითხა, თუ საფენებს სწორად არ მოარგებთ,

29
რომელიმე დეტალს კარგად არ გაასუფთავებთ ან უამრავი დეტა-
ლიდან რომელიმეს არასწორად დააყენებთ, იცოდეთ, შრომა წყალ-
ში ჩაგეყრებათო.
სახლის უკან, ვერანდაზე სადილის შემდეგ, სტერეოსისტემაში
ჯაზი ჩართო და სახრახნისით ხელში მაგიდას მიუბრუნდა. სანამ აწ-
ყობას დაიწყებდა, „კლაიმერის" სახელმძღვანელო კიდევ ერთხელ
კარგად შეისწავლა და საწინააღმდეგო თანამიმდევრობით მიჰყვა
საფეხურებს, რომლებიც კარბურატორის დაშლის დროს ზუსტად
დაიცვა. მაგნიტოფონიდან „ჰენდი კვინტეტი“ ჯონ კოლტრეინისადმი
1967 წელს მიძღვნილ ოდას, „ნაიმას“ მღეროდა. ბოსხის აზრით, ამ
სიმღერაში საქსოფონის პარტია იყო საუკეთესო, რაც კი ოდესმე მო-
უსმენია.
წიგნში წაკითხული რეკომენდაციების ზუსტად დაცვის წყა-
ლობით, კარბიურატორი თანდათან ფორმას იღებდა. როდესაც მო-
რიგ ნაწილს მოჰკიდა ხელი, შეამჩნია, რომ ის შტატის ყოფილი გუ-
ბერნატორის საგაზეთო ფოტოზე იდო. გუბერნატორს პირში სიგარა
გაერჭო, სახეზე ფართო ღიმილი გადაჰფენოდა და მხარზე ხელგა-
დახვეული იდგა ადამიანთან, რომელშიც ბოსხმა შტატის საკანონ-
მდებლო ორგანოს ყოფილი წევრი ამოიცნო.
უცებ იფიქრა, რომ მაგიდაზე გაფენილი ძველი გაზეთი ტყუილად
არ ჰქონდა შენახული. მასში კლასიკური პოლიტიკური რეპორტაჟი
იყო დაბეჭდილი. რამდენიმე წლით ადრე, როდესაც ჯერ კიდევ პო-
ლიციის დეპარტამენტში მუშაობდა, შტატის გუბერნატორმა ძალა-
უფლების, უფრო ზუსტად, შეწყალების უფლების გამოყენებით
მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელი შეუმცირა. ის ადამიანი მისი
მეგობრის, საკანონმდებლო ორგანოს წევრის შვილი აღმოჩნდა.
ჯგუფური ჩხუბი მსხვერპლით დამთავრდა. გუბერნატორის მეგობ-
რის შვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა, მაგრამ,
მისდა საუბედუროდ, მოსამართლემ თხუთმეტიდან ოცდაათ წლამ-
დე ციხე მიუსაჯა. ვადის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ თა-
ვის კაბინეტს საბოლოოდ დატოვებდა, გუბერნატორმა თავისი მე-
გობრის შვილის განაჩენი შვიდ წლამდე შეამცირა, ალბათ, ეგონა,

30
მისი უკანასკნელი გადაწყვეტილება შეუმჩნეველი დარჩებოდა, მაგ-
რამ მწარედ შეცდა მალე ახლობლების მფარველობაში, ფავორი-
ტიზმსა და კიდევ უარეს რამეებში დასდეს ბრალი. ამ თემას „თაიმ-
სმა“ ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა. რეპორტაჟის წაკითხვამ ბოსხს
გულისრევის შეგრძნება გაუჩინა, მაგრამ გაზეთი მაინც არ გადააგ-
დო, პირიქით, შეინახა, რომ ხშირად წაეკითხა და არასოდეს დავიწ-
ყებოდა, როგორი უსამართლო იყო სასამართლოს სისტემა. გუბერ-
ნატორი თავის სავარძელში ჩაჯდომამდე კინოვარსკვლავი იყო და
თამაშობდა გმირებს, ადამიანებს, რომლებიც სიმართლისათვის
თავსაც კი გაწირავდნენ. ვადის გასვლის შემდეგ ჰოლივუდს დაუბ-
რუნდა და ისევ ვარსკვლავობა მოინდომა. ბოსხმა კი გადაწყვიტა,
მისი მონაწილეობით ფილმებისათვის აღარასოდეს ეყურებინა,
უფასო ტელევიზიითაც კი.
გაზეთის წაკითხვის შემდეგ გაჩენილმა უსამართლობის განცდამ
ბოსხი ერთხანს კარბურატორის აწყობას მოსწყვიტა. მაგიდიდან წა-
მოდგა და ხელები გაიწმინდა ჩვრით, რომელსაც ინსტრუმენტებთან
ერთად ინახავდა. მერე გაახსენდა, რომ ამ მაგიდაზე, კარბურატო-
რის დეტალების ნაცვლად, ყოველთვის კრიმინალური ლიტერატუ-
რა იყო გაფენილი და ჩვარი იატაკზე დააგდო. სასტუმრო ოთახის გა-
საწევი კარი გააღო, ვერანდაზე გავიდა და ქალაქს გადახედა. მისი
სახლი ერთი კუთხით კაუენგაფასს6 ებჯინებოდა, ეს კი 101-ე ჩქა-
როსნულ ტრასაზე, ჰოლივუდის სიმაღლეებსა და უნივერსალ-სითი-
ზე საუცხოო ხედს სთავაზობდა.
101-ე ჩქაროსნული ორმხრივი ტრასა მუდმივად გადატვირ-
თული იყო, კვირა საღამოსაც კი. პენსიაზე გასვლის შემდეგ, ბოსხს
შეეძლო ყველაფერ ამისაგან თავისუფალი ყოფილიყო. საცობებზე,
სამუშაო დღეზე, დაძაბულობასა და პასუხისმგებლობაზე აღარ
ეფიქრა და სიმშვიდით დამტკბარიყო.

6
მთის უღელტეხილი კალიფორნიაში

31
მაგრამ ეს ცოტა ყალბად ეჩვენებოდა. იქ, ქვევით, მეტალისა და
შუქების მდორე მდინარეს საკუთარ სამყაროდ თვლიდა. იცო-
და,რომ იქ, ქვევით იყო საჭირო.
პარასკევს, სადილის დროს, მიკი ჰელერი არწმუნებდა, ჩემი
კლიენტი უდანაშაულოაო. ამას, რა თქმა უნდა, დამტკიცება
სჭირდებოდა, მაგრამ ჰელერი ტოლობის მეორე მხარეს არ ითვა-
ლისწინებდა – თუ მისი კლიენტი უდანაშაულო იყო, მაშინ იქ, სად-
ღაც გარეთ, ნამდვილი მკვლელი დადიოდა, რომელსაც არავინ
ეძებდა;
მკვლელი, რომელმაც, უდანაშაულო ადამიანისათვის თავისი
დანაშაულის გადაბრალება მოახერხა. მართალია, რესტორანში
ჰელერს თანამშრომლობაზე მტკიცე უარი უთხრა, მაგრამ ეს აზრი
მთელი დღე მოსვენებას მაინც არ აძლევდა. ამის უყურადღებოდ და-
ტოვება აწუხებდა.
ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მეგობრების სიიდან ერთ-ერთი
ნომერი აკრიფა. ხუთი ზარის შემდეგ მას ვირჯინია სკინერის შეწუხე-
ბულმა ხმამ უპასუხა:
– ჰარი, ძალიან ცოტა დრო მაქვს რა ხდება?
– კვირა საღამოა, რას აკეთებ?
– გამოძახება მაქვს.
– რა ხდება?
– სენდი მილტონი გასულ ღამეს ვუდლენდ ჰილსში ვიღაცას და-
ეჯახა და გაიქცა.
მილტონი ქალაქის მუნიციპალიტეტის წევრი იყო კონსერვატი-
ული პარტიიდან, სკინერი კი „თაიმსის“ პოლიტიკური მიმომხილვე-
ლი. ბოსხისათვის გასაგები გახდა, რატომ გამოიძახეს კვირადღეს,
მაგრამ ვერ გაეგო, რატომ არ დაურეკა ბოსხს და არ ჰკითხა, ლოს-
ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში დეტალების დასაზუსტებ-
ლად ვის დაჰკავშირებოდა. ბოსხს მოეჩვენა, რომ მათ ურთიერთო-
ბაში უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში რაღაც ხდებოდა,
უფრო სწორად, არ ხდებოდა.
– უნდა წავიდე, ჰარი.

32
– მაპატიე, მერე დაგირეკავ.
– არა, მე თვითონ დაგირეკავ.
– დღეს საღამოს ვახშამი ისევ ძალაშია?
– ჰო, კარგი, მაგრამ ახლა უნდა წავიდე·.
ვირჯინიამ ტელეფონი გათიშა.
ბოსხი სახლში შებრუნდა, მაცივრიდან ერთი ბოთლი ლუდი გა
მოიღო და თან დარჩენილი ბოთლები გადათვალა.
დაასკვნა, რომ არაფერი ჰქონდა ისეთი, რითაც ვირჯინიას ასეთ
სიმაღლეზე, მთაში ამოსვლას მოანდომებდა. გარდა ამისა, მისი ქა-
ლიშვილი „ახალგაზრდა პოლიციელების“ ღამის ცვლიდან დილის
რვა საათზე დაბრუნდებოდა და სახლში ვირჯინიას დახვედრა ცოტა
უხერხული იქნებოდა. ვირჯინია და მედი ერთმანეთის გაცნობას
მხოლოდ ახლა იწყებდნენ.
ბოსხმა გადაწყვიტა, როდესაც სკინერი ისევ დარეკავს, სადმე
ქვევით, ქალაქში შეხვედრას შევთავაზებო.
ის ის იყო, ბოთლი გახსნა და მუსიკა ჩართო, რომ ტელეფონმა
ისევ დარეკა.
– ასე სწრაფად მორჩი?
– ჰო,მხოლოდ მცირე შენიშვნა იყო დასაწერი მილტონისათვის
მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგების შესახებ. რიჩი ბედ უე-
ტერი7 ათ-თხუთმეტ წუთში დამირეკავს. ეს დრო სალაპარაკოდ გვე-
ყოფა?
რიჩი ბედუეტერი მისი გამომცემელი, რიჩარდ ლედბეთერი
იყო.ასე ვირჯინია ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო
ეძახდა. ის სკინერზე თითქმის ოცი წლით უმცროსი იყო, მაგრამ
სულ ცდილობდა, ჭკუა დაერიგებინა, ესწავლებინა, როგორ დაეწე-
რა ყოველკვირეული პოლიტიკური სტატია, რომელსაც ბლოგს
ეძახდა. მათი ურთიერთობა თანდათან იძაბებოდა და ბოსხს ეშინო-
და, რომ ასეთ ვითარებაში ვირჯინია დაუცველი აღმოჩნდებოდა.

7
Bed wetter (ინგლ)- ქვეშაფსია

33
– სად გინდა წასვლა, სადმე ქალაქის ცენტრში?
‒ თუ შენი სახლის ახლოს იქნება, შენ მპატიჟებ და შენვე ირჩევ,
ოღონდ ინდურ რესტორანში – არა.
– რა თქმა უნდა, არა. იცი, რა, ვიფიქრებ და სანამ მოხვალ, უკვე
გეგმაც მექნება. „ექოპარქს“ რომ მოუახლოვდები, დამირეკე.
– კარგი, მაგრამ შეგიძლია ერთი თხოვნა შემისრულო და ერთ
საქმეზე მასალები ამომიყარო?
– რა საქმეზე?
– ერთ ტიპზე, რომელიც მკვლელობისთვის არის დაჭერილი.
ვფიქრობ, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის საქმეა. მისი
სახელი და გვარია და’ ქუან ფოსტერი. მინდა ვნახო...
– ჰო, და’ქუან ფოსტერი. ეს ის ტიპი არ არის, ლექსი პარქსი რომ
მოკლა?
– ჰო.
– ჰარი, ეგ ცნობილი საქმეა.
– რამდენად ცნობილი?
– ინფორმაციის მოსაპოვებლად მე არ გჭირდები, ჰარი. გაზეთის
ვებგვერდზე შედი და სახელი ჩაწერე. იქ უამრავი ინფორმაციაა. ჯერ
ერთი, ლექსი პარქსის პიროვნების და მეორეც, იმის შესახებ, რომ
მკვლელი მკვლელობიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ დააპატიმ-
რეს. ეს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტამენტის საქმე სუ-
ლაც არ იყო, შერიფის დეპარტამენტი იძიებდა. დასავლეთ ჰოლი-
ვუდში მოხდა... მისმინე, უნდა წავიდე. ეს წუთია რიჩისაგან სიგნალი
მივიღე.
‒კარგი,მე... – მაგრამ ვირჯინიას ტელეფონი უკვე გათიშული
ჰქონდა.
‒ ბოსხმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და სასადილო მაგიდას მი-
უბრუნდა. გაზეთის კუთხეებს მოჰკიდა ხელი და კარბურატორის
ნაწილები გვერდზე გადაყარა. მერე თაროდან ლეპტოპი ჩამოიღო
და ჩართო. სანამ ის ამუშავდებოდა, კარბიურატორის ნაწილებს გა-
დახედა. უცებ მიხვდა, სისულელე იყო იმაზე ფიქრი, რომ ეს რემონ-
ტი რაიმეს შეუცვლიდა. სტერეოსისტემიდან მილტ ექსონის სიმღე-

34
რა „ბეგსის8 რიტმი“ ისმოდა. რონ კარტერი მას ორი გიტარის თან-
ხლებით ასრულებდა. ბოსხს თავისი რიტმი გაახსენდა და მიხვდა,
რაც ენატრებოდა.
როცა კომპიუტერი ჩაირთო, „თაიმსის“ საიტი გახსნა და ლექსი
პარქსის შესახებ ინფორმაციის ძებნა დაიწყო. ეს სახელი და გვარი
333 სტატიაში იყო ნახსენები. სტატიების უმრავლესობა პარქსის
მკვლელობამდე ბევრად ადრე გამოექვეყნებინათ. ბოსხმა ძებნის
არე მკვლელობის წლამდე შეამცირა და მიიღო ოცდაექვსი სტატია,
რომლებიც თარიღებისა და სათაურების მიხედვით იყო დალაგებუ-
ლი. პირველი 2015 წლის 10 თებერვალს იყო დაწერილი:
„ცნობილი დასავლეთჰოლივუდელი ასისტენტ-მენეჯერი ლო-
გინში მოკლული იპოვეს“.
ბოსხი ეძებდა და იპოვა 2015 წლის 19 მარტით დათარიღებული
სტატია „ბანდის მეთვალყურე პარქსის მკვლელობისათვის დააპა-
ტიმრეს“.
ბოსხი ისევ პირველ რეპორტაჟს დაუბრუნდა. გადაწყვიტა, ჯერ
მკვლელობის შესახებ პირველი ინფორმაცია წაეკითხა და მერე
მკვლელის დაპატიმრების შესახებ. ქალაქში ვირჯინიასთან შე-
სახვედრად გამგზავრებამდე დრო ცოტა ჰქონდა.
პირველ რეპორტაჟში უფრო მსხვერპლის შესახებ ამბებს აშუ-
ქებდნენ, ვიდრე თვითონ მკვლელობას. ეს გასაგებიც იყო, შერიფის
სამსახურს მკვლელობის დეტალების გამხელის დიდი სურვილი არ
ჰქონდა. ყველაფრის, რაც რეპორტაჟში ეწერა, ერთი წინადადებით
გადმოცემა შეიძლებოდა: პარქსი საკუთარ საწოლში ცემით
მოკლეს და ის ღამის მორიგეობიდან დაბრუნებულმა ქმარმა, მალი-
ბუს შერიფის მოადგილემ აღმოაჩინა.
როდესაც გაიგო, რომ მსხვერპლის ქმარი შერიფის მოადგილე
ყოფილა, ბოსხმა შეიგინა. ეს საქმეში მის ჩართვას კიდევ უფრო არ-
თულებდა, კანონის დარღვევადაც კი შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
ჰელერმა ეს დეტალი განგებ გამოტოვა, როდესაც ბოსხს საქმის

8
Bags- მილტონ ჯექსონის ფსევდონიმი

35
შესწავლა სთხოვა.კითხვა მაინც განაგრძო და გაიგო, რომ ლექსი
პარქსი დასავლეთ ჰოლივუდის ოთხი ასისტენტ-მენეჯერიდან ერ-
თერთი იყო. ის სამოქალაქო უსაფრთხოების, მომხმარებლების უფ-
ლებებისა და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტებს კურირებ-
და. სტატიაში მას პოპულარულად სწორედ იმიტომ მოიხსენიებ-
დნენ, რომ თანამდებობის გამო, მედიასთან ურთიერთობა ხშირად
უხდებოდა.
მკვლელობის დროს ის ოცდათვრამეტი წლის იყო და ქალაქის
სამსახურში უკვე თორმეტი წელი ჰქონდა გატარებული. მუშაობა შე-
ნობების ინსპექტორად დაიწყო და ბოლოს ასისტენტ-მენეჯერისთა-
ნამდებობამდე მიაღწია.
თავისი მეუღლე, შერიფის მოადგილე ვინსენტ ჰარიკიც, სამსა-
ხურში გაიცნო. დასავლეთ ჰოლივუდმა შერიფის დეპარტამენტთან
კანონის დამცველების სამსახურის შექმნაზე დადო ხელშეკრულე-
ბა. ჰარიკი სენვინსენტის ბულვარის განყოფილებაში დაინიშნა. მას
შემდეგ, რაც დაქორწინება გადაწყვიტეს, ვინსენტ ჰარიკმა ინტერეს-
თა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად დასავლეთ ჰოლივუდი-
დან გადაყვანა მოითხოვა. ის ჯერ სამხრეთ რაიონში მუშაობდა, მე-
რე მალიბუში გადაიყვანეს.
ბოსხმა საქმეზე ცოტა მეტი დეტალის გაგების იმედით გადაწყვი-
ტა, შემდეგი რეპორტაჟიც წაეკითხა. მისი სათაური „გამომძიებლე-
ბი: ლექსი პარქსის მკვლელობა სექსუალური დანაშაული იყო“‒
იმედისმომცემად მოეჩვენა.
რეპორტაჟში, რომელიც მკვლელობის მეორე დღეს გამოაქვეყ-
ნეს, ეწერა: „შერიფის დეპარტამენტის გამომძიებლები თვლიან,
რომ მკვლელი მსხვერპლის სახლში შეიჭრა, მძინარეს თავს დაეს-
ხა, გააუპატიურა, მერე კი ბლაგვი საგნით სცემა და მოკლა“
რეპორტაჟში არაფერი ეწერა იმის შესახებ, თუ რა ბლაგვი საგა-
ნი გამოიყენა მკვლელმა და იპოვეს თუ არა მკვლელობის იარა-
ღი,დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი სამხილების შესახებ რეპორტაჟ-
ში საერთოდ არაფერი თქმულა. ამ მწირი ინფორმაციის შემდეგ
ავტორი მკვლელობაზე იმ ადამიანების რეაქციის შესახებ იწყებდა

36
მოყოლას, რომლებიც ლექსისა და მის ქმარს იცნობდნენ. დიდი
ადგილი ეთმობოდა საზოგადოებაში გაჩენილ შიშსაც. ბოლოს ნათ-
ქვამი იყო, რომ ცოლის გარდაცვალების გამო ვინსენტ ჰარიკმა
რამდენიმე დღიანი შვებულება აიღო.
მეორე რეპორტაჟის წაკითხვის შემდეგ ბოსხი ისევ სათაურების
სიას დაუბრუნდა. დაახლოებით ათი მათგანი საინტერესოს არა-
ფერს ჰპირდებოდა. მკვლელობის საქმის შესახებ ინფორმაცია ჯერ
ყოველდღიურად ქვეყნდებოდა, მერე კი ყოველკვირეულად, სათაუ-
რები, ძირითადად, ნეგატიურ ინფორმაციას შეიცავდა: „პარქსის
მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილი არ არსებობს“; „არანაირი სი-
ახლე გამოძიებაში“,„დასავლეთი ჰოლივუდი პარქსის მკვლელო-
ბის საქმის გამოძიებისათვის 100 ათასიან ჯილდოს აწესებს“. ბოს-
ხმა იცოდა, ჯილდოს დაწესება მხოლოდ იმის აღიარება იყო, რომ
მნიშვნელოვანი არაფერი ჰქონდათ და ხავსს ეჭიდებოდნენ.
მერე უცებ გაუმართლათ. მკვლელობიდან ოცდათვრამეტი დღის
შემდეგ გამოქვეყნებული რიგით მეთხუთმეტე რეპორტაჟი იტყობი-
ნებოდა, რომ ლექსი პარქსის მკვლელობის საქმეზე ორმოცდაერთი
წლის და’ ქუან ფოსტერი დააპატიმრეს. ბოსხმა სტატია გახსნა და გა-
იგო, რომ მკვლელობა ფოსტერთან დანაშაულის ადგილზე აღებუ-
ლი დ.ნ.მ.-ით დააკავშირეს. ფოსტერი ლოს-ანჯელესის პოლიციის
დეპარტამენტის ოფიცრების დახმარებით „ლიმერთ პარკის“ სამ-
ხატვრო სტუდიაში მაშინ დააპატიმრეს, როდესაც ბავშვების ჯგუფ-
თან ხატვის გაკვეთილი დაამთავრა.
ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ ბოსხმა შესვენება გადაწყვი-
ტა. ხატვის მასწავლებელი და ამავე დროს ბანდის მეთვალყურე მის-
თვის ძნელი წარმოსადგენი იყო. მერე გადაწყვიტა, გაერკვია, გაკ-
ვეთილები რაღაც დანაშაულისათვის საზოგადოებრივი სამუშაო-
ების პროგრამის ფარგლებში ხომ არ ტარდებოდა. კითხვა განაგ-
რძო და გაიგო, რომ ლექსი პარქსის მკვლელობის ადგილზე აღებუ-
ლი დ.ნ.მ.-ის ნიმუში შტატის მონაცემების ბაზაში ინახებოდა და ფო-
სტერის დაპატიმრების შემდეგ, 2004 წელს, გაუპატიურების მცდე-
ლობისათვის მისი დაპატიმრების დროს აღებულ ნიმუშს შეადარეს.

37
იმ საქმეში ბრალდება არ წაუყენებიათ, მაგრამ ნიმუში შტატის იუს-
ტიციის დეპარტამენტის მონაცემების ბაზაში შეინახეს.
ბოსხს ძალიან უნდოდა, კითხვა გაეგრძელებინა, მაგრამ, თუ
ვირჯინია სკინერთან შეხვედრა სურდა, ამისათვის დრო სულ აღარ
რჩებოდა. მერე უცებ ფოსტერის დაპატიმრებიდან რამდენიმე დღის
შემდეგ გამოქვეყნებული რეპორტაჟის სათაური მოხვდა თვალში:
„პარქსის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხოვრებას თავიდან იწყებ-
და“. სტატია გახსნა, სასწრაფოდ დაასკანერა და წაიკითხა, რომ და’
ქუან ფოსტერი რეფორმირებული „როლინგ 40 ქრისფის“ წევრი
იყო, ცხოვრების თავიდან დაწყება გადაწყვიტა და საზოგადოებას
დაუბრუნდა. ის თვითნასწავლი მხატვარი ყოფილა, მისი ნამუშევა-
რი ვაშინგტონის მუზეუმში ეკიდა. დეგნან-ბულვარზე სამხატვრო
სტუდია ჰქონია, ბავშვებს სკოლის შემდეგ და უქმეებზე ხატვის გაკ-
ვეთილებს უტარებდა. ცოლი და ორი შვილი ჰყავდა. მისი პორტრე-
ტის დასაბალანსებლად „თაიმსი“ იტყობინებოდა, რომ 90-იანებში
ნარკოტიკებისათვის რამდენჯერმე დაუპატიმრებიათ და ერთხელ
ოთხწლიანი სასჯელიც მოუხდია, მაგრამ 2001 წელს გაათავისუფ-
ლეს და მას შემდეგ კანონთან დაკავშირებული პრობლემები არ
ჰქონია, გარდა გაუპატიურების მცდელობის საქმისა, რომლის
დროს ბრალი არც კი წაუყენებიათ.
რეპორტაჟში მრავლად იყო ადგილობრივების გამონათქვამე-
ბი, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ ის ამას გააკეთებდა, ან პირდა-
პირ აცხადებდნენ, რომ მას სხვის დანაშაულს აბრალებდნენ. არა-
ვის, ვისი სიტყვებიც რეპორტაჟში იყო მოყვანილი, არ სჯეროდა,
რომ მან ლექსი პარქსი მოკლა და საერთოდ იმ ღამეს დასავლეთ
ჰოლივუდის სიახლოვეს იყო.
იქიდან, რაც წაიკითხა, ბოსხისათვის გაუგებარი დარჩა, იც-
ნობდა კი ის ლექსი პარქსს ან რა მიზეზით აირჩია მსხვერპლად.
ჰარიმ ლეპტოპი დახურა. გადაწყვიტა, დანარჩენ რეპორტაჟებს
მოგვიანებით წავიკითხავო,რადგან ვირჯინია სკინერთანშეხვედრა-
ზე დაგვიანება სულ არ უნდოდა. მასთან დასალაპარაკებლად დიდი

38
ხანია ემზადებოდა. ბოლო ხანებში მათ ურთიერთობაში დაძაბუ-
ლობა იგრძნობოდა, ძირითადად, იმიტომ, რომ ვირჯინია სამსახურ-
ში მუდმივად დაკავებული იყო, ბოსხს კი, თითქმის მისი ასაკის მო-
ტოციკლეტის გარემონტების გარდა, სხვა საქმე არ ჰქონდა.
საძინებელში გავიდა, რომ სუფთა პერანგი და ლამაზი ფეხსაცმე-
ლი ჩაეცვა. ათი წუთის შემდეგ უკვე მანქანით ჩქაროსნული ტრასი-
საკენ ეშვებოდა. როგორც კი მეტალის მდინარეს შეერია, ტელეფო-
ნი ამოიღო და მაშინვე ყურსასმენი გაიკეთა. არ უნდოდა კანონის
დარღვევა. როდესაც პოლიციელის ბეიჯს ატარებდა, ასეთ წვრილ-
მანებზე ფიქრით თავს არ იწუხებდა, მაგრამ ახლა, ჩაჯდა თუ არა,
ღვედი გადაიჭირა და ტელეფონის ყურსასმენი გაიკეთა, რადგან სა-
ჭესთან მობილურზე ლაპარაკისათვის შეიძლებოდა და ეჯარიმები-
ნათ. ჰელერს დაურეკა:
– ფოსტერთან დაკავშირებით კითხვები გამიჩნდა, – უთხრა.
– მკითხე, – უპასუხა ჰელერმა.
‒ საიდან იყო დ.ნ. მ. -ის ნიმუშები, სისხლიდან, ნერწყვიდან თუ
სპერმიდან?
– სპერმიდან. მსხვერპლზე იყო.
– მსხვერპლზე თუ მსხვერპლში?
– ორივე. ვაგინაშიც, კანზეც, მარჯვენა თეძოზე, ნაწილი კი –
თეთრეულზე.
ერთხანს ბოსხს მანქანა მდუმარედ მიჰყავდა. ჰოლივუდისკენ
ტრასა ზევით ადიოდა. „ქეფითოლ რექორდს ბილდინგს“ ჩაუარა.
შენობას ერთმანეთზე დაწყობილი ფირფიტების ფორმა ჰქონდა,
მაგრამ ფირფიტების დრო უკვე წასული იყო. აღარავინ უსმენდა.
– კიდევ რამე გაინტერესებს? ‒ ძალიან მიხარია, რომ ამ საქმეზე
ფიქრობ.
– ფოსტერს რამდენი ხანია იცნობ? ‒ ჰკითხა ბოსხმა.
– თითქმის ოცი წელია. ჩემი კლიენტი იყო. რა თქმა უნდა, ანგე-
ლოზიაო, ვერ იტყვი, მაგრამ რაღაცნაირი რბილი ადამიანია.
მკვლელი ნამდვილად არ არის. საამისოდ თან ძალიან ჭკვიანი და

39
თან ძალიან რბილია. ყოველ შემთხვევაში, თავისი ცხოვრება
შეცვალა და ძველს დაემშვიდობა. სწორედ ამიტომ ვიცი.
– რა იცი?
– რომ ეს არ გაუკეთებია.
‒ კომპიუტერში რამდენიმე რეპორტაჟი წავიკითხე. გაუპატიურე-
ბის მცდელობის საქმეზე რას იტყვი?
– სისულელეა. ფაილს გაჩვენებ. მაშინ მასთან ერთად ოცამდე
კაცი დააპატიმრეს. მეორე დღესვე გაუშვეს.
‒ საქმის მასალების საქმე როგორ გაქვს?‒ ყველაფერი შეაგრო-
ვე?
– კი, მაგრამ, თუ ამით დაინტერესდები, ვფიქრობ, ალბათ, ჩემს
კლიენტს უნდა დაელაპარაკო. მასალებში მხოლოდ ბრალდების სა-
ბუთები დაგხვდება. ხომ არ აპირებ...
‒ ამას მნიშვნელობა არა აქვს. მასალები აუცილებლად მჭირდე-
ბა. ყველაფერი ამით იწყება და ამით მთავრდება. როდის გადმომ-
ცემ?
‒ ხვალისათვის ყველაფერს მოვაგროვებ.
– კარგი. დამირეკე და წასაღებად თვითონ მოვალ.
– ესე იგი, თანახმა ხარ?
‒უბრალოდ დამირეკე, როცა მასალები მზად გექნება.
ბოსხმა ტელეფონი გათიშა. მერე ამ საუბარსა და იმ შეგრძნებებ-
ზე ფიქრობდა, რომლებიც საგაზეთო რეპორტაჟების წაკითხვის შემ-
დეგ გაუჩნდა. ჯერ არაფერი გადაეწყვიტა. ჯერ ზღვარი არ გადაეკვე-
თა, მაგრამ ვერ უარყოფდა, რომ ამასთან ძალიან ახლოს იყო. ასევე
ვერ უარყოფდა შეგრძნებას, რომ საქმეში დაბრუნებასთანაც ძალი-
ან ახლოს იყო.

40
5

ბოსხი და სკინერი ალამენდაში „ფაბრიკის სამზარეულოში“ შეხ-


ვდნენ ერთმანეთს. ეს მოდური რესტორანი იყო „ხელოვნების უბან-
ში“. ასეთი რაღაცები სკინერს უყვარდა და ადგილიც მან აირჩია.
ბოსხის ყველა სხვა შეთავაზებაზე უარი თქვა. რესტორანი სავსე იყო
და ხალხის ხმა ძველი ფაბრიკის აგურის კედლებიდან ექოდ გაისმო-
და. გართულებულ ურთიერთობაზე საუბრისათვის საუკეთესო ად-
გილი ეს რესტორანი ნამდვილად არ იყო, მაგრამ უკვე აქ იყვნენ და
ამას აკეთებდნენ. როდესაც მათი შეკვეთა, იხვის რაგუ, მოიტანეს,
სკინერმა ბოსხს შეატყობინა, რომ მათი, როგორც წყვილის, ურთი-
ერთობა დასასრულს მიუახლოვდა. ის რეპორტიორი იყო და პოლი-
ციასა და პოლიტიკაზე ოცდაათი წლის განმავლობაში წერდა. ამი-
ტომ ყველაფერზე, მათ შორის რომანტიკულ ურთიერთობაზეც, პირ-
დაპირ და მოურიდებლად ლაპარაკობდა. ბოსხს უთხრა, ძალიან შე-
იცვალეო. მისი აზრით, კარიერის დაკარგვავამ მასზე ძალიან იმოქ-
მედა, პოლიციელის ბეიჯის გარეშე ცხოვრებაში თავისი ადგილი
ვერ იპოვა, ეს კი მათ ურთიერთობაზეც აისახა,
– ვფიქრობ, გარკვეული დროით უნდა დავშორდეთ და შენი
პრობლემები თვითონ მოაგვარო, ჰარი.
ბოსხმა თავი დაუქნია. არც ეს სიტყვები გაჰკვირვებია და არც მი-
ზეზი, რომელიც მათ უკან იდგა. იცოდა, რომ ეს ურთიერთობა დიდ-
ხანს ვერ გაგრძელდებოდა. მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდე-
საც ბოსხი მთელი ენერგიითა და მონდომებით რაღაც საქმეს იძიებ-
და, ვირჯინია კი პოლიტიკურ სკანდალზე წერდა. მათ ურთიერთო-
ბას ეს ორი რამ ედო საფუძვლად და როდესაც ის გამოეცალა, აღ-
მოჩნდა, რომ საერთო სხვა არაფერი ჰქონდათ. სკინერი წინ გადაი-
ხარა და ბოსხს ლოყაზე ნაზად შეეხო.
– ეს მეც მალე მელოდება, სულ რამდენიმე წლით ჩამოგრჩები.
‒ არა, შენ კარგად იქნები. შენი საქმე ამბების მოყოლაა და მათ-
ზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება.

41
ნასადილევს, სანამ თავიანთ მანქანებს ელოდებოდნენ კართან,
ერთმანეთს გადაეხვივნენ და შეთანხმდნენ, რომ კავშირს არ გაწყ-
ვეტდნენ, მაგრამ ორივემ იცოდა, რომ ასე არ მოხდებოდა.

ბოსხი ჰელერს ორშაბათს, დილის თერთმეტ საათზე მესამე


ქუჩაზე იმ შენობის მანქანების სადგომზე შეხვდა, რომელზეც ხე-
ლებგამოწვდილი ენტონი ქუინი იყო გამოსახული. ბოსხმა თავისი
ძველი „ჩეროკი“ „ლინკოლნს“ უკანა მგზავრის სავარძლის მხრი-
დან მიაყენა და ფანჯარა ჩამოსწია. მოუხერხებელი კუთხისა და
ტონირებული შუშების გამო მძღოლის დანახვა შეუძლებელი იყო.
უკანა ფანჯრიდან ჰელერმა სქელი, რეზინისსამაგრებიანი საქა-
ღალდე გადმოაწოდა. ბოსხს ეგონა, მასალები ლურჯ ყდაში იქნებო-
და აკინძული, როგორც მათ დეტექტიურ ბიუროში ინახავდნენ ხოლ-
მე. ფოტოასლებით სავსე ფაილი რომ დაინახა, მიხვდა, რომ ის, რის
გაკეთებასაც ჰელერისათვის აპირებდა, მის წარსულ საქმიანობას
სულაც არ ჰგავდა. ახლა ყველაფერი მარტოს უნდა ეკეთებინა, ეს კი
მისთვის უჩვეულო იყო.
– ახლა რის გაკეთებას აპირებ? – ჰკითხა ჰელერმა.
– შენ როგორ ფიქრობ? – უპასუხა ბოსხმა, – სადმე დავჯდები და
ამ მასალებს მთლიანად წავიკითხავ.
– ეგ გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად რას ეძებ?
– იმას, რაც გამორჩენილია. მისმინე, არ მინდა წინასწარ დაგა-
იმედო. ამ დილით მთელი იმდროინდელი პრესა გადავიკითხე და
ვერაფერი, რასაც შენ ამ საქმეში ხედავ, ვერ აღმოვაჩინე. ტიპი აშ-
კარა ბოროტმოქმედია. შენც სწორედ ამიტომ იცნობ. ერთადერთი,
რაც შემიძლია, ახლა დაგპირდე, ყველაფერი ამის წაკითხვა და სა-
კუთარი აზრის ჩამოყალიბებაა. სულ ეს არის, – უთხრა ბოსხმა და

42
უზარმაზარი ფაილი ჰელერის დასანახავად ზევით ასწია, – თუ იმას,
რაც გამოტოვებულია, ვერ ვიპოვი, ან თუ ჩემს რადარზე რაიმე საინ-
ტერესო არ გამოჩნდება, ამ ფაილს უკან დაგიბრუნებ და ყველაფერი
ამით დამთავრდება.Comrende, hermano?9
– Comprende. იცი, ალბათ, ძნელია ასე ცხოვრება.
‒ როგორ,ასე?
– როცა არ გჯერა, რომ ადამიანები იცვლებიან. შენ რომ
გკითხო, ერთხელ დამნაშავე ყოველთვის დამნაშავეა.
ბოსხმა ამ შენიშვნას ყურადღება არ მიაქცია.
‒ „თაიმსში“ წერენ, რომ შენს კლიენტს ალიბი არა აქვს. ამას რას
მოუხერხებ?
– ალიბი აქვს. იმ დროს თავის სტუდიაში იყო და ხატავდა. უბრა-
ლოდ, ამას ვერ ვამტკიცებთ... ჯერჯერობით, მაგრამ აუცილებლად
დავამტკიცებთ. სამაგიეროდ, მათ მოტივი არა აქვთ. იმ ქალს არც
იცნობდა, თვალით არასოდეს უნახავს, არც იმ რეგიონში ყოფილა
ოდესმე, იმ სახლზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მის დანაშაულზე ლა-
პარაკი სიგიჟეა. შეეცადნენ, დაემტკიცებინათ, რომ ლინვუდში მუ-
შაობისას მის ქმართან იყო რაღაცნაირად დაკავშირებული, ბანდის
წევრის შურისძიებაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ამის შესახებ მანდ
არაფერია ნათქვამი. და’ ქუანი კრიპსელი10 იყო, ქმარი კი „სის-
ხლიანებთან“11 მუშაობდა?, მოტივი იმიტომ არა აქვთ, რომ მას ეს
არ გაუკეთებია.
– მოტივი არც სჭირდებათ, სექსუალური დანაშაულის დროს
თვითონ სექსია საკმარისი მოტივი. დ ნ მ -ის ამბავზე რის აპირებ?
– გასაჩივრებას ვაპირებ.
‒ მე ფორთოხლის წვენსა და რაღაც სისულელეზე კი არ ვლაპა-
რაკობ, არსებობს რაიმე მტკიცებულება ნიმუშის არასწორად შენახ-
ვის ან ტესტის არასწორად ჩატარების თაობაზე?

9
გასაგებია, ძმაო? (ესპ)
10
crips- ხეიბრები, კოჭლები, მრავალრიცხოვანი ქუჩის ბანდა
11
bloods- სისხლიანები- აფროამერიკელთა ქუჩის ბანდების ალიანსი

43
‒ ჯერ არა.
– ჯერ არა? ეგ რაღას ნიშნავს?
– დამოუკიდებელი ანალიზის გაკეთების შესახებ შუამდგომლო-
ბა შევიტანე მოსამართლესთან, მაგრამ რაიონის პროკურატურა წი-
ნააღმდეგი წავიდა, ამბობდნენ, საკმარისი მასალა აღარ არის დარ-
ჩენილიო, მაგრამ ეს სისულელე იყო და მოსამართლე დამთანხმდა.
ახლა ანალიზს დამოუკიდებელი ლაბორატორია მიკეთებს.
– პასუხს როდის ელოდები?
‒ სასამართლოში პაექრობას ორი თვე დასჭირდა. მასალა ახა-
ლი მიტანილი მაქვს და პასუხიც, ალბათ, დღედღეზე იქნება. ყოველ
შემთხვევაში, ისინი შერიფის ლაბორატორიაზე სწრაფად მუშაობენ.
ამ ინფორმაციამ ბოსხზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
მისი აზრით, დამოუკიდებელი ლაბორატორიაც დაადასტურებდა,
რომ დ. ნ. მ. და' ქუან ფოსტერს ეკუთვნოდა. შემდეგი ნაბიჯი ნიმუშე-
ბის მომწოდებლების შემოწმება იქნებოდა. დაცვის ამ ტაქტიკას ად-
ვოკატები სისტემატურად იყენებდნენ. თუ მტკიცებულება შენს წინა-
აღმდეგაა, ნებისმიერი შესაძლებელი გზით უნდა შეეცადო, მასში
ეჭვი შეიტანონ.
‒ კარგი, ამას თავი დავანებოთ. შენი აზრით, როგორ უნდა მოხ-
ვედრილიყო შენი კლიენტის დ. ნ. მ. მსხვერპლის სხეულში?
– სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი კლიენტის დ. ნ. მ. იყო, –
თავი გააქნია ჰელერმა, თუ ჩემი ლაბორატორიაც იმავე პასუხს
მომცემს, მაინც არ დავიჯერებ.
ახლა ბოსხმა გააქნია თავი.
– ღმერთო, ასეთ რამეებში ხომ ნებისმიერ ჩემს ნაცნობ ად-
ვოკატზე მეტი გამოცდილება გაქვს. ამას როგორ ფიქრობ?
ჰელერმა ბოსხს შეხედა.
– სწორედ იმიტომ, რომ ამხელა გამოცდილება მაქვს. შენც
დაახლოებით იმდენივე ხანია ემსახურები შენს საქმეს, რამდენიც მე
ჩემსას და, ალბათ, კარგად უნდა ხვდებოდე, ვინ გატყუებს.
‒მე სხვა არაფერი მაქვს, ჰარი,მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ
ამ საქმეში რაღაც ისე არ არის, ვიღაცამ ეს საგანგებოდ მოუწყო.

44
თუ სხვის დანაშაულს აბრალებენ, არ ვიცი, მაგრამ ამ კაცს ეს არ ჩა-
უდენია. იქნებ შეხვდე, დაელაპარაკო და ნახო, რას გეტყვის შენი ინ-
ტუიცია.
– ჯერ არა, – თქვა ბოსხმა, ჯერ მასალები უნდა წავიკითხო.უნდა
შევისწავლო ყველაფერი, რაც ამ საქმეში დევს, სანამ შევხვდები...
თუ საერთოდ შევხვდები.
ჰელერმა თავი დაუქნია და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. სანამ
წავიდოდა, ბოსხი დაჰპირდა, აუცილებლად დაგიკავშირდებიო და
სადგომის სხვადასხვა გასასვლელისკენ გაემართნენ.
სანამ მანქანების ნაკადს ელოდებოდა, რომ თვითონაც ამ
მდინარეს შეერთებოდა, ბოსხმა ენტონი ქუინს ახედა. მას ხელები
ისე ჰქონდა გამოწვდილი, თითქოს ეუბნებოდა, არაფერი მაქვსო.
‒ არც შენ და არც მე,‒ ჩაილაპარაკა ბოსხმა.
მესამე ქუჩაზე გავიდა, მერე მარჯვნივ, ბროდვეისაკენ გაუხვია და
ქალაქის ცენტრის გავლით ჩაინათაუნში შევიდა. მანქანის გასაჩე-
რებელი ადგილი იპოვა და სადილისათვის „ჩაინიზ ფრენდსში“ შე-
ვიდა. რესტორანი ცარიელი იყო. ჰელერის მიცემული ფაილით
ხელში კუთხის მაგიდისაკენ გაემართა და ზურგით კედლისაკენ დაჯ-
და, რომ ვერავის მის ზურგს უკნიდან საბუთებში ვერ ჩაეხედა და ვერ
დაენახა, რას კითხულობდა. არ უნდოდა, რომ ვინმეს მის ფაილში
არსებული ფოტოების გამო მადა დაჰკარგოდა.
საჭმელი ისე შეუკვეთა, რომ მენიუში არც კი ჩაუხედავს. მერე ფა-
ილს რეზინის სამაგრები მოხსნა და მაგიდაზე გაშალა. ორ ათეულ
წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკვლელობისათვის დაპატიმრებუ-
ლი მამაკაცებისა და ქალების ადვოკატებისათვის სამხილებს პაკე-
ტებად კრავდა. იცოდა ყველა ხრიკი, რომლის მეშვეობითაც საქმის
მასალებში არეულობის შეტანა შეიძლებოდა. თავისუფლად შეეძ-
ლო დაცვის ადვოკატისათვის გამოძიების პროცესის ჯოჯოხეთად
ქცევის თაობაზე სახელმძღვანელო დაეწერა. მუშაობის დროს საქ-
მის მასალებში სიტყვების რედაქტირება, უფრო სწორად,შეცვლა
მისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. ასევე შეეძლო, განყოფილე-
ბის ოთახის ფოტოასლების გადასაღები აპარატიდან ტონერიანი კა-

45
რტრიჯი ამოეღო და ფოტოასლების წაკითხვა შეუძლებელი ან, უკე-
თეს შემთხვევაში, ძალიან ძნელი გაეხადა. ახლა მთელი ეს ცოდნა
ფოსტერის საქმის შეფასებისთვის უნდა გამოეყენებინა. გამოცდი-
ლება კარნახობდა, რომ უპირველესად საქმე უნდა მოეწესრიგები-
ნა. დაცვის ადვოკატისა და მისი დეტექტივისათვის საქმის გასართუ-
ლებლად მოხსენებითი ბარათებისა და სხვა საბუთების ბანქოს დას-
ტასავით აჭრა და იქიდან ერთი-ორი საბუთის ამოღება მისთვის ჩვე-
ული საქმე იყო.
საქმის ყოველ გვერდზე ბეჭედი იყო დასმული, გვერდის ნომერი
და თარიღი ეწერა, რათა სასამართლოზე ადვოკატის დასახელებუ-
ლი გვერდი პროკურორს ადვილად მოეძებნა. ამიტომ, თუ ბოსხი
ფურცლებს აურევდა, საქმეში ეს არაფერს შეცვლიდა. გვერდები მას
თავისი საკუთარი სისტემის მიხედვით უნდა დაელაგებინა, მერე კი
სასამართლოში ნებისმიერი საბუთის გამოსაყენებლად ჰელერი-
სათვის მხოლოდ თავდაპირველი ნომრის დასახელება იქნებოდა
საკმარისი.
შერიფის ოფისში საბუთების ფაილებად აკინძვის მეთოდი
ბევრად არ განსხვავდებოდა იმისაგან, რომელსაც ბოსხი პოლიციის
დეპარტამენტში იყენებდა. მხოლოდ რამდენიმე დასახელება და მა-
თი თანამიმდევრობა იყო განსხვავებული, მაგრამ, სანამ თხლად
დაჭრილ ღორის ხორცს მოუტანდნენ, ბოსხმა მათი თავისებურად
დალაგება მოასწრო. საქმე წინ, მაგიდის ცენტრში დადო, თეფში კი
ცოტა გვერდით, რომ ჭამის დროს მუშაობა გაეგრძელებინა.
საბუთების გადაწყობილ დასტაში პირველი დანაშაულის ადგი-
ლის დათვალიერების ოქმი იდო, რაც, საბუთების სიის შემდეგ, საქ-
მეში ყოველთვის პირველი იდო ხოლმე. თუმცა ფაილში საბუთების
სია ვერ იპოვა. კიდევ ერთი „შენი დედაც“ ადვოკატს - პროკურა-
ტურისგან.
მოკლედ, საქმე დათვალიერების ოქმით იწყებოდა. ბოსხმა გა-
დახედა, მაგრამ იქიდან ბევრი არაფრის გაგების იმედი არ ჰქონდა.
ეს მხოლოდ პირველი დღის ინფორმაცია იყო. უკეთეს შემთხვევა-
ში, არასრული იქნებოდა, უარესში კი – არასწორი.

46
თხელი და ხრაშუნა ღორის ხორცი თეფშზე შემწვარი ბრინჯის
გროვის თავზე ეწყო. ბოსხი მათ შემწვარი კარტოფილივით ხელით
იღებდა. მერე თითები ქაღალდის ხელსახოცზე გაიწმინდა, რომ
ფურცელზე ცხიმის ლაქები არ დაეტოვებინა. რამდენიმე უაზრო და-
მატებითი მოხსენებითი ბარათის გადათვალიერების შემდეგ
მოვლენების ქრონოლოგიურ ჩამონათვალს მიადგა. მკვლელობის
ეს ერთგვარი ბიბლია ნებისმიერი გამოძიების სული და გული იყო.
მასში მკვლელობაზე მომუშავე დეტექტივების ყოველი ნაბიჯი დეტა-
ლურად იყო აღწერილი. საქმის არსი სწორედ აქ უნდა გამოჩენილი-
ყო. ზუსტად ამის წაკითხვისას უნდა დარწმუნებულიყო ბოსხი და’ქუ-
ან ფოსტერის ბრალეულობაში ან ჰელერივით ამაში დაეჭვებული-
ყო.
რამდენიმე საქმის გამოძიების შემდეგ დეტექტივების თითქმის
ყველა წყვილი საქმიანობის სფეროებს ინაწილებს ხოლმე. საქმეზე:
საბუთების მოწესრიგება და რაიმეს დამატება, როგორც წესი,
წყვილიდან ერთ-ერთის მოვალეობაა, მაგრამ გამოძიების ქრონო-
ლოგიური ჩამონათვალი სხვა საქმეა. ის კომპიუტერში ციფრულ ფა-
ილად ინახებოდა. მასზე ხელი ორივე დეტექტივს მიუწვდებოდა. ჩა-
ტარებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის შეტანა ორივეს შეეძ-
ლო. პერიოდულად მას პერფორირებულ ქაღალდზე ამობეჭდავ-
დნენ ხოლმე და საქმეში ჩააკერებდნენ ან, როგორც ამ შემთხვევა-
ში, ადვოკატისათვის გადასაცემ გამოძიების მასალებში ჩადებდნენ.
მაგრამ ყველაზე სავარაუდო ვერსია ყოველთვის ციფრული ფაილი
იყო, ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც სისტემატურად ივსებოდა და
იცვლებოდა.
გამოძიების ქრონოლოგიური ჩანაწერი 129 გვერდს შეადგენდა
და შერიფის დეპარტამენტის გამომძიებლებს, ლასლო კორნელსა
და ტარა შმიდტს შეევსოთ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში მუ-
შაობისას შერიფის დეპარტამენტის მკვლელობის გამომძიებლებ
თან ურთიერთობა ბოსხს ხშირად უხდებოდა, არც ერთ მათგანს არ
იცნობდა. ეს მისთვის ხელშემშლელი ფაქტორი იყო, რადგან ჩანა-

47
წერების წაკითხვისას მათ უნარებსა და ტემპერამენტზე წარმოდგე-
ნა არ ჰქონდა. მართალია, იცოდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები-
სა და დასკვნების გაცნობის შემდეგ მათ უნარებზე წარმოდგენას
თანდათან ჩამოიყალიბებდა, მაგრამ ამას მეტი დრო დასჭირდებო-
და. შერიფის დეპარტამენტში ბევრ გამომძიებელს იცნობდა და შე-
ეძლო ამ წყვილის შესახებ მათთვის აზრი ეკითხა, მაგრამ ვერ ბე-
დავდა, რადგან არ უნდოდა ვინმესთვის გაემხილა, რომ მათ წინა-
აღმდეგ მუშაობდა. ბოსხის ღალატის შესახებ ინფორმაცია სწრაფად
გავრცელდებოდა და შერიფის დეპარტამენტიდან პოლიციის დე-
პარტამენტს გადაეცემოდა, ბოსხი კი ამას ერიდებოდა.
ქრონოლოგიური ჩანაწერების პირველი სამოცდათხუთმეტი
გვერდი დ. ნ. მ. -ის ანალიზის პასუხის ფოსტერთან დაკავშირებამდე
იყო შევსებული, მაგრამ ბოსხმა ყველაფერი მაინც ყურადღებით წა-
იკითხა, რომ ეჭვმიტანილის გამოჩენამდე გამომძიებლების ვერსიე-
ბის შესახებ შეჰქმნოდა წარმოდგენა. ლექსი პარქსის ქმარზე სრუ-
ლი ინფორმაცია იყო შეგროვილი და არანაირ ეჭვს არ იწვევდა, რაც
დეტალურად იყო დოკუმენტირებული. ვინსენტს ცოლის მკვლელო-
ბის დროისათვის მყარი ალიბი ჰქონდა (მანქანის ქურდს მისდევდა
და ბოლოს დააპატიმრა), გამომძიებლებმა ჩათვალეს, და სწორა-
დაც, რომ მას შეეძლო ცოლის მკვლელობის დაგეგმვა, შემსრულებ-
ლებად კი სხვების დაქირავება. თუმცა მკვლელობის ფორმამ, გა-
უპატიურებამ და სისასტიკემ, გამოძიება სხვა მიმართულებით წაიყ-
ვანა. მსხვერპლის ქმრის ასე დაწვრილებით შესწავლა გამომძიებ-
ლების პროფესიონალიზმზე მიუთითებდა.
საბუთების წაკითხვისას ბოსხს კორნელისა და შმიდტისადმი პა-
ტივისცემის გრძნობა გაუჩნდა.
ადრეულ ეტაპზე გამოძიება ბევრი სხვა მიმართულებითაც მუშა-
ობდა. მათ დაჰკითხეს დასავლეთ ჰოლივუდში მცხოვრები სექსუ-
ალური დანაშაულებისათვის გასამართლებული ან ასეთ დანაშა-
ულში ეჭვმიტანილი არაერთი პირი, შეისწავლეს მსხვერპლის პირა-
დი გარემოცვა, სამსახურებრივი საქმიანობა, გაარკვიეს, ჰყავდა თუ
არა განაწყენებული ადამიანები.

48
ყველა ეს მიმართულება ჩიხში მოექცა, ხოლო მას შემდეგ, რაც
„მკვლელის“ დ ნ მ მოიპოვეს, მათ თვალში გამართლდა ყველა, ვის-
ზეც მანამდე ოდნავ მაინც ეჭვი ეპარებოდათ. მსხვერპლის პირადი
გარემოცვის შესწავლამ სერიოზული კონფლიქტები ვერ გამოავლი-
ნა; არანაირი საიდუმლო საყვარლები მას არ ჰყოლია; არც მას და
არც მის ქმარს დამატებითი მატერიალური შემოსავალი არ გააჩ-
ნდათ. როგორც ქალაქის ასისტენტ-მენეჯერს, ქალაქის ბიუროკრა-
ტიასა და პოლიტიკაზე არცთუ მცირე გავლენის მოხდენა შეეძლო,
რასაც ბიზნესზე ვერ იტყოდით. ყოველ შემთხვევაში, არც ერთ სფე-
როში მას დაპირისპირება არ ჰქონია. მკვლელის პორტრეტი, რომე-
ლიც გამომძიებლებს დანაშაულის ადგილის დეტალებიდან გამომ-
დინარე ჩამოუყალიბდათ, მსხვერპლის პირად და პროფესიონა-
ლურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ადამიანებს ნაკლებად ჰგავ-
და. შერიფის დეპარტამენტის ბიჰევიორისტული განყოფილების მი-
ერ შექმნილი პროფილის მიხედვით, მკვლელი იყო ფსიქოპათი,
რომელმაც ლექსი პარქსის მკვლელობით ფსიქოლოგიური კომ-
პლექსი დაიკმაყოფილა.
„ნუთუ მართლა“, – გაიფიქრა ბოსხმა ამ დასკვნის წაკითხვის
შემდეგ.
პროფილში ეწერა, რომ მკვლელი, სავარაუდოდ, პარქსს არ
იცნობდა, მაგრამ მათი გზები, ალბათ, რაღაც დროს, დიდი ხნის წინ
ან სულ ცოტა ხნით ადრე, სადმე გადაიკვეთა. ის საჯარო ფიგურა
იყო, დასავლეთ ჰოლივუდის საკაბელო ტელევიზიაში, ისევე რო-
გორც სხვადასხვა ღონისძიებაზე, ხშირად ჩნდებოდა და ამის გამო
შესაძლებელი ეჭვმიტანილების წრე თანდათან ფართოვდებოდა.
მკვლელს შეიძლებოდა ის ახალ ამბებში ან ტელევიზიაში გაშუქე-
ბული ქალაქის მუნიციპალიტეტის შეხვედრაზე ენახა. მოკლედ, მა-
თი გადაკვეთის უამრავი წერტილი არსებობდა. მკვლელობა სა-
გულდაგულოდ დაგეგმილსაც ჰგავდა და სრულიად მოუფიქრებელ-
საც (სისასტიკით და მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებად დ ნ მ -
ის დატოვებით). მკვლელის პროფილის შექმნაზე მკვლელობის ად-
გილის სხვა დეტალებმაც მოახდინა გავლენა, მაგალითად, იმ ფაქტ-

49
მა, რომ მსხვერპლს ხელ-ფეხი შეკრული არ ჰქონდა, რაც იმაზე მეტ-
ყველებდა, რომ გასაკონტროლებლად მკვლელს მისი დაბმა არ
სჭირდებოდა. გარდა ამისა, პარქსი ქმარმა სახეზე ბალიშდადე-
ბული აღმოაჩინა, რაც სასტიკი ცემის კვალის დასაფარავად იყო გა
კეთებული და, ალბათ, მკვლელის სინდისის ქენჯნაზე მიუთითებდა.
იმდენად რამდენადაც მსხვერპლის ქმარი სამართალდამცავი
ორგანოს ოფიცერი იყო, სახლში უსაფრთხოების ზომებიც ჰქონდა
მიღებული, მაგალითად, სიგნალიზაცია და მრავალრიცხოვანი სა-
კეტი შესასვლელ კარზე. მკვლელი სახლში კაბინეტის ფანჯრიდან
შევიდა. ჯერ გისოსები მოხსნა და სახლის უკანა კედელზე მიაყუდა,
მერე ფანჯრის საკეტი გატეხა. მსხვერპლს სიგნალიზაცია აშკარად
არ ჩაურთავს. მიუხედავად ქმრის თხოვნისა, რომ შინ ღამღამობით
მარტო ყოფნისას სისტემა აუცილებლად ჩაერთო ხოლმე, ის ამას
ხშირად არ აკეთებდა.
ყველა ეს და კიდევ სხვა დეტალები მკვლელს დაუნდობელ
მხეცად წარმოაჩენდა. იმ საღამოს პარქსი სანტამონიკას ბულვარ-
ზე, სუპერმარკეტ „პავილიონში“ ყოფილა.
გამომძიებლები რამდენიმე დღე სწავლობდნენ როგორც სუპერ-
მარკეტის, ისე მთელი სავაჭრო ცენტრის, სადაც სუპერმარკეტი მდე-
ბარეობდა, ვიდეოკამერების ჩანაწერებს. იმედი ჰქონდათ, რომ
პარქსის გადაადგილების შესწავლისას გაუმართლებდათ და
მსხვერპლისა და მკვლელის შემთხვევითი გადაკვეთის ვიდეოკად-
რებს წააწყდებოდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მაღაზიაში პარ-
ქსი რამდენიმე ნაცნობს შეხვდა. ყოველი მათგანი შეამოწმეს და
შემდეგ გაამართლეს. ეს ან მათი დ.ნ.მ. ს შემოწმების, ან სხვა რაღაც
მიზეზის გამო მოხდა.
პირველი ოთხმოცი გვერდის წაკითხვის შემდეგ ბოსხს შეექმნა
შთაბეჭდილება, რომ ლასლო კორნელმა და ტარა შმიდტმა დიდი
შრომა გასწიეს და თანაც ისე, რომ ამ ნამუშევარს თვითონაც
სიამოვნებით და სიამაყით მოაწერდა ხელს.
მკვლელობიდან ოცდაშვიდი დღის განმავლობაში ყველაფერი
ტყუილად აკეთეს. სწორედ ამ დღეს მიიღეს წერილი კალიფორნიის

50
იუსტიციის დეპარტამენტიდან, რომელშიც ატყობინებდნენ, რომ
დნმ მ -ის გაერთიანებული ბაზისათვის მათი მიწოდებული დ ნ მ
ნიმუში ზუსტად დაემთხვა გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი და’ქუან
ფოსტერის დ ნ მ -ს ნიმუშს.
კორნელსა და შმიდტს არც პარქსის მკვლელობისა და არც სხვა
რომელიმე საქმეში ეს სახელი და გვარი არასოდეს სმენოდათ.
ახლა მასთან შეხვედრის დაგეგმვა დაიწყეს. გადაწყვიტეს, მასზე
ოცდაოთხსაათიანი მეთვალყურეობა დაეწესებინათ, რომ ბრალდე-
ბისათვის სასარგებლო ინფორმაცია შეეგროვებინათ და, სხვა რო-
მელიმე ქალისათვის ვნების მიყენების მცდელობის შემთხვევაში,
მის გვერდით ყოფილიყვნენ. პარალელურად, მის გარემოცვას ეც-
ნობოდნენ. გამოძიება უმკაცრესად იყო გასაიდუმლოებული, რათა
ინფორმაციას მედიაში არ გაეჟონა და მსხვერპლის მეუღლის ყუ-
რამდე არ მიეღწია.
შტატიდან დ.ნ. მ. - ის პასუხის მიღებიდან თერთმეტი დღის შემ-
დეგ უფროსი გამომძიებლები სამხატვრო სტუდიაში მივიდნენ, სა-
დაც უმცროსი ასაკის ბავშვებთან ძირითადი ფერების შესახებ გაკ-
ვეთილის დამთავრების შემდეგ ფოსტერი მარტო იყო. „ლიმერთ
პარკი“ ლოს-ანჯელესში მდებარეობდა და ამიტომ გამომძიებლებს
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის სამხრეთ ბიუროს ორი
ოფიცერი ახლდათ.
კორნელმა და შმიდტმა ფოსტერს სთხოვეს, მკვლელობების გან-
ყოფილებაში გამოგვყევი შეკითხვებზე პასუხების გასაცემადო. და’
ქუან ფოსტერი დათანხმდა.
ბოსხმა თავი ასწია და მიხვდა, რომ მუშაობაში გართულს
ლანჩის დრო გამოჰპაროდა. ჩეკი მაგიდის კუთხეში იდო, მას კი არც
შეუმჩნევია, როდის მოუტანეს. ათდოლარიან ჩეკზე ოცდაათი
დოლარი დადო, გამოძიების მასალები მოაგროვა და რესტორნი-
დან გამოვიდა. თავბედი დაიწყევლა, როდესაც თავისი მანქანის წი-
ნა მინის საწმენდში გაჩრილი პარკინგის ჯარიმის ქვითარი დაინახა.
ავტომატში მანქანის ორი საათით გაჩერების საფასური ჰქონდა
გადახდილი, რესტორანში კი ორსაათნახევარი გაატარა. ჯარიმის

51
ქვითარი მინის საწმენდის რეზინის ქვემოდან გამოაძრო და ჯიბეში
ჩაიდო. როდესაც პოლიციის მანქანით დადიოდა და ბეიჯს ატარებ-
და, ასეთ რამეებზე არასოდეს დარდობდა. ამან კიდევ ერთხელ გა-
ახსენა, როგორ ძალიან შეიცვალა მისი ცხოვრება უკანასკნელი ექ-
ვსი თვის განმავლობაში.
რაღაც გაურკვეველი მიზეზით ბოსხს შინ წასვლა და საქმის მასა-
ლების კითხვის გაგრძელება არ უნდოდა. დამცველის დეტექტივის
რანგში საქმის შესწავლა იმ მაგიდაზე, სადაც მას, როგორც პოლი-
ციის ოფიცერს, უამრავი საქმე ჰქონდა შესწავლილი, ღალატად ეჩ-
ვენებოდა. მესამე ქუჩით ქალაქის ცენტრიდან დასავლეთ ჰოლივუ-
დისაკენ გაემგზავრა. სანამ საქმის შესწავლას ისევ ჩაუჯდებოდა, უნ-
დოდა იმ სახლთან გაევლო, სადაც ლექსი პარქსი მოკლეს. დაას-
კვნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ფურცლებიდან ყურადღებას ცოტა
ხნით ფიზიკურ საგნებზე გადაიტანდა.
სახლი ორლანდოზე, მელროუზის სამხრეთით, მოკრძალებული
ბუნგალოების სიახლოვეს იდგა. ბოსხმა მანქანა ქუჩის საპირისპი-
რო მხარეს, ტროტუართან გააჩერა და სახლის დათვალიერება და-
იწყო. მაღალ სხლტეს თითქმის მთლიანად დაეფარა. ამ ღობეში
გაჭრილი ჭიშკრიდან სახლის მთავარი შესასვლელი ჩანდა. იქვე
იყო გამოკრული აბრა – „იყიდება“. ბოსხმა გაიფიქრა, ალბათ,პატ-
რონს ძალიან გაუჭირდება ამ სახლის გაყიდვა, სადაც ცოტა ხნის წინ
სასტიკი მკვლელობა მოხდა, მაგრამ ცხოვრება სახლში, სადაც შენი
ცოლი მოკლეს, კიდევ უფრო ძნელი იქნებოდა.
ტელეფონმა დარეკა და ბოსხმა ისე უპასუხა, რომ სახლისათვის
თვალი არ მოუშორებია.
– ბოსხი, – თქვა მან.
‒ მე ვარ, – გაიგონა ჰელერის ხმა, როგორ მიდის საქმე?
– მიდის.
– ჯერ ისევ საქმის მასალებს კითხულობ?
– თითქმის ნახევარი უკვე წავიკითხე.
– მერე?
‒ მერე არაფერი. კითხვას განვაგრძობ.

52
– უბრალოდ, ვიფიქრე, იქნებ...
‒ მისმინე, ძალას ნუ დამატან, მიკ. ჩემს გასაკეთებელს ვაკეთებ.
თუ საქმის გაცნობის შემდეგ გადავწყვეტ, რომ გამოძიება გავაგრძე-
ლო, აუცილებლად შეგატყობინებ, თუ არა და, ყველაფერს უკან და-
გიბრუნებ.
– კარგი, კარგი.
– მოკლედ, მოგვიანებით დაგიკავშირდები.
ბოსხმა ტელეფონი გათიშა. ისევ სახლს უყურებდა. უცებ შეამ-
ჩნია, რომ შესასვლელ კართან სადგამზე გამოკრული იყო აბრა:
„უფრთხილდით ძაღლს“. საქმის მასალებში არაფერი ეწერა იმის
შესახებ, რომ პარქსს ან მის ქმარს ძაღლი ჰყავდათ. ამაზე დაფიქრ-
და, თითებს საჭეზე აკაკუნებდა. დარწმუნებული იყო, წყვილს
ძაღლი რომ ჰყოლოდა, საქმეში ეს აუცილებლად იქნებოდა აღნიშ-
ნული სახლის ცხოველები კვალს ყოველთვის ტოვებენ. ამის შესა-
ხებ გამოძიების საქმეში ნათქვამი აუცილებლად უნდა ყოფილიყო.
ბოსხმა ბოლოს დაასკვნა, რომ სახლში ძაღლი არ იყო და რომ
ეს აბრა უსაფრთხოების მიზნით გამოეკრათ. საკითხავი ის იყო,იცო-
და მკვლელმა, რომ სახლში ძაღლი არ იყო? და თუ იცოდა, საიდან?
ბოლოს მანქანა დაძრა, ორლანდოს გაუყვა და სანტა-მონიკას
ბულვარზე გავიდა. აღმოსავლეთისკენ, სახლისკენ წავიდა, მაგრამ
უცებ თვალი მოჰკრა წარწერას „სთარბაქს ფეირფაქსზე“ და მანქანა
ისევ მოატრიალა. ამჯერად მანქანის გაჩერების ოთხი საათი იყიდა,
ფაილი ამოიიღლიავა და შიგნით შევიდა.
ცხელი ყავით ხელში კუთხეში სკამზე დაჯდა და ფაილი თავის წინ
პატარა, მრგვალ მაგიდაზე დადო. საბუთების გასაშლელად ადგი-
ლი არ ეყო, ამიტომ მხოლოდ ქრონოლოგიური ჩანაწერი აიღო და
კითხვა განაგრძო, მაგრამ მანამდე პერანგის ჯიბიდან კალმისტარი
ამოიღო და ფაილის ყდაზე დაწერა: ძაღლი?
ძაღლთან დაკავშირებულ მის დასკვნას დადასტურება სჭირდე-
ბოდა. ფაილის ყდაზე დაწერილი ერთსიტყვიანი შეკითხვა
მკვლელობის ადგილზე თავისი მანქანის ფანჯრიდან დანახულზე პა-
სუხი იყო, მაგრამ, როგორც კი ეს სიტყვა დაწერა, მიხვდა, რომ ასე-

53
თი სულ პატარა დეტალი საქმეში ჩართვისაკენ გადადგმული დიდი
ნაბიჯი იყო. საკუთარი თავისთვის უნდა ეკითხა: ნუთუ მუშაობა ისე
მოენატრა, რომ მზად იყო, ზღვარს გადაებიჯებინა და მკვლელობაში
ბრალდებულის მხარეზე ემუშავა. ჰელერი ადვოკატი იყო და მისი
კლიენტი ქალის გაუპატიურებისა და სასიკვდილოდ ცემის ბრალდე-
ბით იჯდა საკანში. თუ ჰელერის წინადადებას მიიღებდა ბოსხს მის
მხარეს მოუხდებოდა მუშაობა.
დამცირების შეგრძნებისაგან კეფა აუხურდა. გაახსენდა ყველა
თანამშრომელი, რომლებიც პენსიაზე მასზე ადრე გავიდნენ და
მერე გაიგო, რომ ადვოკატების მხარეს ან თუნდაც სახალხო დამ-
ცველის ოფისში დაიწყეს მუშაობა. მათთან ურთიერთობა ისე გაწ-
ყვიტა, თითქოს ისინი თვითონ იყვნენ ბოროტმოქმედები. როგორც
კი რომელიმე მისი ნაცნობი ბარიკადის მეორე მხარეს გადავიდო-
და, ბოსხისათვის პერსონა ნონ გრატა ხდებოდა.
ახლა კი...
მდუღარე ყავა მოსვა და შეეცადა, უხერხულ თემებზე არ ეფიქრა.
საქმის კითხვა განაგრძო.
სტუდიაში დაკავების შემდეგ შერიფის დეპარტამენტის გამომძი-
ებლებმა ფოსტერი ლინვუდის განყოფილებაში წაიყვანეს და იქ სა-
გამოძიებო ბიუროში ერთი ოთახი ითხოვეს. ხანმოკლე საუბრის ოქ-
მი ქრონოლოგიურ ჩანაწერებში იდო. სულ რამდენიმე კითხვა იყო
საკმარისი იმისათვის, რომ ფოსტერი მიმხვდარიყო, რა შარშია და
ადვოკატი მოეთხოვა. მან კონკრეტულად მიკი ჰელერი დაასახელა.
კორნელმა და შმიდტმა არ უთხრეს, რომ მკვლელობის ადგილიდან
ამოღებული დ.ნ. მ. -ის ნიმუშები მისას დაემთხვა. საქმის დასრულე-
ბა მათ ფოსტერისაგან აღიარების მიღებით უნდოდათ. თუმცა ეს
უშედეგო აღმოჩნდა. კორნელმა დაკითხვა ფოსტერი სათვის კონ-
სტიტუციური უფლებების წაკითხვით დაიწყო – ეს ეჭვმიტანილის
აღელვებისა და აფორიაქების უმოკლესი გზაა.
კორნელი: კარგი, მისტერ ფოსტერ, ესე იგი, მზად ხართ გასაუბ-
რებისთვის. ზოგიერთი დეტალის დასაზუსტებლად იქნებ ჩვენს რამ-
დენიმე შეკითხვას უპასუხოთ?

54
ფოსტერი: დიახ, თანახმა ვარ, მაგრამ გამარკვიეთ, რა ხდება.
თქვენი აზრით, რა ჩავიდინე?
კორნელი: ეს ლექსი პარქსს შეეხება. იცნობთ, არა?
ფოსტერი: რაღაც ნაცნობი სახელი და გვარია, მაგრამ ვერ
ვხვდები, საიდან. იქნებ ჩემი სურათი იყიდა ან ჩემი რომელიმე მოს-
წავლის დედაა?
კორნელი: არა, სერ, ლექსი პარქსს თქვენი სურათი არ უყიდია.
ის დასავლეთ ჰოლივუდიდან არის. გახსოვთ მასთან სახლში რომ
იყავით?
ფოსტერი: დასავლეთი ჰოლივუდი? არა დასავლეთ ჰოლივუდში
არ ვყოფილვარ.
კორნელი: ვინს ჰარიკს იცნობთ?
ფოსტერი: არა, არანაირ ვინს ჰარიკს არ ვიცნობ. ვინ არის?
კორნელი: ლექსის ქმარია, შერიფის მოადგილე. განყოფილება
ში მუშაობისას იცნობდით?
ფოსტერი: რაო? არ ვიცნობ. აქ, სანამ თქვენ არ მომიყვანეთ,არა-
სოდეს ვყოფილვარ.
შმიდტი: შეგიძლიათ გვითხრათ, ამა წლის თებერვლის ღამეს,
რვიდან ცხრამდე სად იყავით? ეს კვირა ღამე იყო. სად იყავით იმ ღა-
მეს, მისტერ ფოსტერ?
ფოსტერი: რა ჯანდაბას მეკითხებით? საიდან უნდა მახსოვდეს?
ეს ხომ დაახლოებით ორი თვის წინ იყო. იცით, რას გეტყვით,
ყოველღამე ან სახლში, ჩემს ოჯახთან ერთად ვარ, ჩემს ბიჭებს
დასაძინებლად ვაწვენ, ან სტუდიაში ვმუშაობ. ხშირად სამუშაოს და-
სამთავრებლად გვიანამდე მიწევს დარჩენა. სწავლებაში ფულს არ
ვიღებ, მხოლოდ საკუთარი სურათებით ვირჩენ თავს. არიან ადამი-
ანები, რომლებსაც ისინი მოსწონთ და ფულს მიხდიან, გესმით? მოკ-
ლედ, ვმუშაობ. ასე რომ, მოგიწევთ აირჩიოთ – ან სახლში ვიყავი,
ან სტუდიაში. სხვაგან არსად ვყოფილვარ. ჩემი უფლებები კარგად
ვიცი და ვხვდები, რაღაც ცუდს მიპირებთ. ალბათ, ადვოკატი მჭირ-
დება. ვფიქრობ, ამ საქმეში ჩემი წარმომადგენელი მიკი ჰელერი იქ-
ნება.

55
კორნელი: მაშინ, მოდი, ჩვენი საუბარი ჩავიწეროთ. რატომ
აარჩიეთ ლექსი პარქსი?
ფოსტერი: რისთვის ავარჩიე? ლექსი პარქსს არ ვიცნობ და საერ-
თოდ არ მესმის, რაზე მელაპარაკებით.
კორნელი: თქვენ ის მოკალით, არა? სცემეთ, მოკალით და მერე
გააუპატიურეთ.
ფოსტერი: გაგიჟდით, ხალხო? ნამდვილად გაგიჟდით. ჩემი ად-
ვოკატი მოიყვანეთ, ახლავე.
კორნელი: ჰო, შენი დედაც, ადვოკატი უკვე მოდის.
შმიდტი: დარწმუნებული ხართ, რომ არ გინდათ გამოგვიტყდეთ
აქ და ახლა? ვფიქრობ, ამისათვის საუკეთესო დროა. ადვოკატის
მოსვლის შემდეგ ყველაფერი გართულდება.
ფოსტერი: ჩემი დედამოტ... ადვოკატი მინდა.
შმიდტი: ადვოკატი აუცილებლად გეყოლებათ, მაგრამ არა
მგონია, მან აგვიხსნას, როგორ მოხვდა თქვენი დ ნ მ ლექსი პარქ-
სის სხეულში. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ...
ფოსტერი: დ ნ მ ? რა დ ნ მ? ღმერთო, რა ხდება? რა გინდათ? არც
კი მჯერა, თქვენი დედაც. არავინ მომიკლავს. ადვოკატი მჭირდება
და მის მოსვლამდე არც ერთ სიტყვას აღარ გეტყვით.
კორნელი: ასეთ შემთხვევაში, ადექით, სერ. თქვენ დაპატიმ-
რებული ხართ ლექსი პარქსის მკვლელობისათვის.
დაკითხვის დასასრული.
ბოსხმა ეს ჩანაწერი ორჯერ წაიკითხა და ჩაინიშნა, რომ ჰელერი-
სათვის ამ საუბრის ვიდეოვერსიის მოპოვება ეთხოვა. ოთახში, სა-
დაც დაკითხვა მიმდინარეობდა, სავარაუდოდ, ვიდეოკამერა უნდა
ყოფილიყო დამონტაჟებული. თუ ამ საქმეს ხელს მოჰკიდებდა,
ბოსხს უნდოდა ფოსტერის სხეულის ენა შეესწავლა და ლაპარაკის
დროს სამივეს ინტონაცია მოესმინა. ეს მეტს ეტყოდა, ვიდრე ამო-
ბეჭდილი სიტყვები. თუმცა ჩანაწერის კითხვისას შეექმნა შთაბეჭდი-
ლება, რომ ფოსტერი ლექსი პარქსის შესახებ შეკითხვებს არ ელო-
და. მის სიტყვებში გაკვირვება და მერე ნამდვილი პანიკა გამოსჭვი-
ოდა. თუმცა ბოსხს საკმარისი გამოცდილება ჰქონდა იმისათვის,

56
რომ მიმხვდარიყო, ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა. სექსუალურ ნი-
ადაგზე მკვლელები, როგორც წესი, ფსიქოპათები იყვნენ და ტყუ-
ილის თქმისა და მსახიობობის თანდაყოლილი ნიჭით გამოირჩეოდ-
ნენ. როცა საჭირო იყო, ისინი გაკვირვებასა და შიშს ვირტუოზულად
გამოხატავდნენ. ფსიქოპათები გამორჩეული მატყუარები იყვნენ.
ბოსხმა ერთ წინადადებას გაუსვა ხაზი ჩანაწერში. კორნელი ფოს-
ტერს ლექსი პარქსის ცემაში, მკვლელობასა და ამის შემდეგ გაუპა-
ტიურებაში სდებდა ბრალს. აუტოფსიის შედეგი ჯერ წაკითხული არ
ჰქონდა, მაგრამ კორნელის შეკითხვა იყო პირველი მინიშნება იმი-
სა, რომ ლექსი პარქსი სიკვდილის შემდეგ გააუპატიურეს. თუ ამას
ექსპერტიზაც ამტკიცებდა, მაშინ საქმეში სხვა ფსიქოლოგიური ფაქ-
ტორები ერთვებოდა.
ბოსხმა კითხვა განაგრძო. ქრონოლოგიური ჩანაწერების დარ-
ჩენილ ნაწილში მხოლოდ და’ ქუან ფოსტერსა და ლექსი პარქსს
შორის კავშირის აღმოჩენის მცდელობები იყო. ამაზე ორი მიმარ-
თულებით მუშაობდნენ. ერთი – ქმრისა და მისი სამსახურის მიმარ
თულება, რაც მკვლელობის მოტივად შურისძიებას დაადგენდა; მე-
ორე – მხეცისა და მისი ნადავლის გზების შემთხვევითი გადაკვეთა,
რაც მოძალადის პროფილს უფრო შეესატყვისებოდა. თუმცა არც
ერთი მიმართულებით მუშაობას შედეგი არ მოჰყოლია. როგორც
ფოსტერმა ხანმოკლე საუბრისას თქვა, არასოდეს ყოფილა შერი-
ფის ლინვუდის განყოფილებაში, სადაც ვინს ჰარიკი უკანასკნელად
ხუთი წლის წინ მუშაობდა. გამომძიებლებმა ამის საწინააღმდეგო
მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს. რეალობა კი ასეთი იყო: არ არსე-
ბობდა არანაირი ლოგიკური მიზეზი, რატომ უნდა გაევრცელებინა
თავისი ბიზნესი ბანდა „როლინ 40“-ის მეთვალყურეს ლიმერთპარ-
კიდან აღმოსავლეთით ლინვუდამდე. ეს „ბლადსის“ ტერიტორია
იყო და არანაირი აზრი ამაში არ ჩანდა.
კორნელი ლინვუდჰარიკისა და ფოსტერის გარემოცვის მიმარ-
თულებით მუშაობდა, შმიდტი კი სექსუალური მოძალადეების.
შმიდტის ნაწილი უფრო რთული გამოსაძიებელი და დასამტკიცებე-
ლი იყო, რადგან მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობით შეიძ-

57
ლებოდა იმის გამოაშკარავება, რომ ლექსი პარქსი სადღაც ოდეს-
ღაც სანადიროდ გამოსულ სექსუალურ სადისტს გადაეყარა. ბოსხს,
ისევე როგორც კორნელსა და შმიდტს, საკმარისი ჰქონდა წაკითხუ-
ლი და ნანახი იმისათვის, რომ მიმხვდარიყო, ეს მკვლელობა შემ-
თხვევითი დანაშაული არ იყო. საკმარისზე მეტი მტკიცებულება არ-
სებობდა, რომ მსხვერპლი წინასწარ იყო შერჩეული, მკვლელობა
კი დაგეგმილი და წარწერა „უფრთხილდით ძაღლს“ ამ ვარაუდის
ამოსავალი წერტილი იყო. გამოძიების მასალების მიხედვით სახ-
ლში ძაღლი არ ჰყავდათ და მკვლელმა ეს ნამდვილად იცოდა. აქე-
დან გამომდინარე, სახლს წინასწარ სწავლობდნენ. სხვა ფაქტორე-
ბი, მაგალითად, ჩაურთველი სიგნალიზაცია, ქმრის ღამის მორი-
გეობაზე ყოფნა, ამ მოსაზრებას მხოლოდ ამყარებდა. შმიდტმა
გულდასმით შეისწავლა მსხვერპლის საქმიანობა სიკვდილამდე ექ-
ვსი თვის განმავლობაში და ცდილობდა გაერკვია, სად შეიძლებო-
და გადაკვეთილიყო ფოსტერისა და პარქსის გზები. მან ლექსის სახ-
ლთან მისასვლელ ბილიკზე დაყენებული ვიდეოკამერის ასობით
საათის ჩანაწერი შეისწავლა, მაგრამ იქ ფოსტერი ვერ აღმოაჩინა.
ბოსხმა იცოდა, რომ ამ კავშირს გამოძიება შეიძლებოდა მცდარი მი-
მართულებით წაეყვანა.
მათ ეჭვმიტანილი დაპატიმრებული ჰყავდათ და დ.ნ.მ.-ის
თანხვედრაც ჰქონდათ. ვიღაცას შეიძლებოდა ჩაეთვალა, რომ საქ-
მე დასრულებული იყო, მაგრამ გამომძიებლებს უფრო მეტის მოძი-
ება უნდოდათ და ამით თანდათან თითქოს გვირაბში შედიოდნენ.
გვირაბი კი ის ადგილია, სადაც ხედვის არე ვიწროვდება და გამომ-
ძიებელი ხედავს მხოლოდ ჩიტს, რომელიც უკვე ხელში ჰყავს.
ბოსხი დაინტერესდა, ეძებდა თუ არა შმიდტი ვიდეომასალებში
ფოსტერის გარდა, სხვა სახეებს.
ბოსხმა ფაილის ყდაზე კიდევ ერთი ჩანაწერი გააკეთა, ჩანაწერი,
რომელიც შეახსენებდა, ჰელერისათვის ეთხოვა, განაცხადი გაეკე-
თებინა და შმიდტის შესწავლილი მთელი ვიდეომასალა მოეთხოვა.
ქრონოლოგიურ ჩანაწერებში იყო ირიბი მითითება მოწმეზე, რომე-
ლიც კორნელმა დაჰკითხა და რომელიც მოხსენიებული იყო, როგ-

58
ორც „ა. მ“. როგორც ბოსხი მიხვდა, ეს შემოკლებულად ალიბის
მოწმეს ნიშნავდა. მოწმეების, რომლებიც საქმეში ოფიციალურად
არ დაუსახელებიათ, მათივე უსაფრთხოების მიზნით ინიციალებით
მოხსენიება გამოძიებაში ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო.
ბოსხმა ასევე იცოდა, რომ „ა. მ.“ შეიძლებოდა ყოფილიყო მოწ-
მე, რომელიც ეჭვმიტანილის ალიბის ან დაადასტურებდა, ან გააბა-
თილებდა. ქრონოლოგიურ ჩანაწერებში დაზუსტებული იყო, რომ
„ა.მ.-“ს კორნელი ფოსტერის დაპატიმრებიდან შვიდი დღის შემდეგ
შეხვდა და ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა.
ბოსხმა ქრონოლოგიური ჩანაწერების დარჩენილ ფურცლებს
თვალი გადაავლო, მაგრამ მისი ყურადღება არაფერს არ მიუქ-
ცევია. ეს იყო მხოლოდ რუტინული ჩანაწერები საქმის სასამარ-
თლოსათვის მომზადების თაობაზე. კორნელმა და შმიდტმა ვერ
იპოვეს ვერაფერი, რაც ფოსტერს მსხვერპლთან დააკავშირებდა,
მაგრამ მათ ჰქონდა დ.ნ.მ. ო. ჯეი სიმფსონის12 ოცი წლის წინანდე-
ლი საქმისაგან განსხვავებით, დ.ნ.მ. ფოსტერის წინა დაკავების შემ-
დეგ სათანადო პირობებში იყო შენახული. კორნელმა, შმიდტმა და
ამ საქმეზე დანიშნულმა პროკურორმა საქმე გახსნილად ჩათვალეს.
აპრილში ოთხსაათიანი წინასწარი მოსმენა გაიარეს და ახლა სასა-
მართლოსთვის მზად იყვნენ.
საქმეზე პროკურორად ქალი დაინიშნა, ეს კი სექსუალური დანა-
შაულების სასამართლო განხილვისას ყოველთვის მომგებიანი
იყო. მისი სახელი და გვარი ელენ ტასკერი იყო და ბოსხთან ერთად
თავისი კარიერის დასაწყისში რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე მუ-
შაობდა. ის იყო პროკურორი, რომელიც რაიონის პროკურატურის
პოლიტიკაში არ ერეოდა, უბრალოდ, თავის საქმეს აკეთებდა, თან
კარგად. ბოსხი ტასკერის წაგებულ საქმეს ვერ იხსენებდა.
სანამ საქმის გაცნობას განაგრძობდა, ბოსხმა ჰელერს დაურეკა.

12
ამერიკელი მსახიობი და ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალი მოთამაშე,
სახელი გაითქვა ორმაგი მკვლელობის ხმაურიანი საქმით, ედავებოდნენ ცოლის
და მისი საყვარლის მკვლელობას, ბოლო-ბოლო, გამართლდა და დასჯას
გადაურჩა

59
– ამბობ, რომ შენს კლიენტს ალიბი აქვს, მაგრამ ამას ვერ ამტ-
კიცებ?
‒ ჰო, ასეა. ის თავის სტუდიაში იყო და ხატავდა. ბევრი სამუშაო
ჰქონდა და მთელი ღამე იქ გაატარა, მაგრამ მარტო იყო. როგორ
ფიქრობ, როგორ უნდა დავამტკიცო მისი ალიბი?
‒მობილური ტელეფონი ჰქონდა?
– არა, არანაირი მობილური, მხოლოდ სადენიანი ტელეფონი
სტუდიაში. რატომ მეკითხები?
– ქრონოლოგიურ ჩანაწერებში მინიშნება ვიპოვე იმის თაობაზე,
რომ ერთ-ერთი დეტექტივი ალიბის მოწმეს შეხვდა. იცი რამე ამის
შესახებ?
– არა, მაგრამ ვფიქრობ, თუ ჰყავთ მოწმე, რომელიც დ. ქ.ს ალი-
ბის დაადასტურებს, ვალდებული არიან, გამოაჩინონ.
– დ. ქ.?
– და’ქუანი. ის თავის სურათებს ასე აწერს ხელს. სხვათა შორის,
იცი, როგორ ვიღებ მისგან ჰონორარს? სურათებით. იმედია, რომ
მის გამართლებას მივაღწევთ და სურათების ფასიც მოიმატებს.
ბოსხს სულარ აინტერესებდა, რა ფორმით იღებდა ანაზღაუ-
რებას ჰელერი.
– მომისმინე. არ გეუბნები, რომ ეს მოწმე მის ალიბის ადას-
ტურებს. შეიძლება პირიქითაც იყოს. უბრალოდ, ის ქრონოლოგიურ
ჩანაწერებში არის ნახსენები და მაინტერესებდა, ეს იცოდი თუ არა.
– არა, არ მინახავს.
– მისი სახელი კოდირებულია და მგონი, ამისთვის ყურადღების
მიქცევა ღირს. მოწმეების დაკითხვების ოქმებს რომ წავიკითხავ,
ვნახავ, იქნებ რამეს მივაგნო.
– თუ ვერაფერს იპოვი, მით უარესი მათთვის. დაცვის მხარისათ-
ვის მოწმის დამალვა კანონის დარღვევაა.
– მოკლედ, მოგვიანებით დაგირეკავ.

60
ბოსხმა ტელეფონი გათიშა და მიხვდა, რომ ჰელერთან უფრო
ფრთხილად უნდა ყოფილიყო. ასე პირდაპირ არ უნდა მიეწოდებინა
ინფორმაცია, რომელსაც ის, სავარაუდოდ, სასამართლოში წაიღებ-
და და ამაში მასაც ჩაითრევდა. ბოსხმა ასლებს გადახედა და მოწ-
მეების ჩვენებების ოქმების დასტას მიაგნო. მათი გადათვალიერება
დაიწყო. არკვევდა, ვინ იყვნენ მოწმეები და რას ამბობდნენ. უმრავ-
ლესობა ლექსი პარქსის მეგობრები, თანამშრომლები და ნაცნობე-
ბი იყვნენ. ყველანი გამოძიების დასაწყისშივე დაჰკითხეს.
ჩვენებები მიცემული ჰქონდათ ასევე ქმარსა და შერიფის სხვა
მოადგილეებს, რომლებიც პარქსს ქმრის მხრიდან იცნობდნენ. მოწ-
მეების მეორე ნაწილი შედგებოდა იმ პირებისგან, ვინც და’ქუანს იც-
ნობდა, ძირითადად, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის
ოფიცრები იყვნენ, რომლებიც ფოსტერს ბანდაში საქმიანობის პე-
რიოდიდან იცნობდნენ. ასევე იყო პირობითი სასჯელის მქონე პი-
რებზე ზედამხედველი ოფიცრების, მეზობლების, მაღაზიის პატრო-
ნებისა და ეჭვმიტანილის ცოლის, მარტას, ჩვენებები.
ბოსხმა, როგორც იქნა, მიაგნო იმას, რასაც ეძებდა, მაგრამ
აღმოჩნდა, რომ ორი მოწმის ჩვენება ერთ ფურცელზე შეეჯამები-
ნათ.
ეს ძველი ხრიკი იყო და ბოსხმა კარგად იცოდა, რომ ამ გზით ად-
ვოკატისათვის ინფორმაციის დამალვას ცდილობდნენ. პროკურა-
ტურა გამოძიების მასალების ადვოკატისათვის მიწოდების წესს არ
არღვევდა, მაგრამ დაცვისათვის მნიშვნელოვანი ამ ინფორმაციის
მოძიება თივის ზვინში ნემსის პოვნის ტოლფასი იყო. გვერდი
ფოსტერის მეზობლის ჩვენებით იწყებოდა ამტკიცებდა, რომ
მკვლელობის ღამეს მანქანა მისი სახლის წინ არ მდგარა. ეს შედა-
რებით უვნებელი ინფორმაცია იყო, რადგან ფოსტერი ჯიუტად ამ-
ბობდა, მთელი ღამე ჩემს სტუდიაში ვხატავდიო.
ცოტა ქვევით იყო ვინმე მ. უაითის ჩვენება. მასში ეწერა, რომ მ.
უაითი მკვლელობის ღამეს ფოსტერის სტუდიის წინ გაჩერდა,მხატ-
ვართან შეხვედრა უნდოდა, მაგრამ ის სტუდიაში არ დახვდა.სულ ეს

61
იყო, მაგრამ ეს ბოსხისათვის საკმარისი აღმოჩნდა იმის მისახვედ-
რად, რომ კორნელმა და შმიდტმა იპოვეს ვიღაც, ვინც უარყოფდა
ფოსტერის მტკიცებას, თითქოს მთელი ღამე სტუდიაში გაატარა.
მოწმის ვინაობის დასამალავად გამოყენებული დეტექტივების ხრი-
იკი ბოსხს ვერ დააბრკოლებდა. მაშინვე მიხვდა, რომ „მ. უაითი“
ნამდვილი სახელი და გვარი კი არა, სქესსა და რასაზე მინიშნება
იყო. ერთადერთი, რაც ჰელერს უნდა გაეკეთებინა, შეეტანა შუამ-
დგომლობა, რომ საქმეზე ინფორმაცია არასრულად მიაწოდეს და
შერიფის ოფისი ვალდებული იქნებოდა, მოწმის ნამდვილი სახელი
და გვარი გაემხილა. ეს თამაშის ნაწილი იყო და თივის ზვინის
სვლას პოლიციაში მუშაობისას საჭიროების შემთხვევაში თვითო-
ნაც იყენებდა ხოლმე. ახლა ის ადარდებდა, რომ დ.ნ.მ. ის დამთხვე-
ვას ფოსტერის წინააღმდეგ, ალიბის არარსებობაც ემატებოდა.
ეს საკმარისი იყო, რომ ბოსხს საქმის შესწავლა აღარ გაეგ-
რძელებინა. ჰარი ამაზე სულ რამდენიმე წამს ფიქრობდა, სანამ ყა-
ვას დალევდა და თვალებს ცოტა დაასვენებდა. მერე სათვალე მო-
იხსნა და ფანჯრიდან ფეირფაქსისა და სანტა-მონიკას ბულვარის გა-
დატვირთულ გზაჯვარედინს გახედა. იცოდა, რომ მკვლელობის საქ-
მის ბოლომდე გასაცნობად აუტოფსიის ანგარიში და მკვლელობის
ადგილის ფოტოებიც უნდა შეესწავლა. ფოტოები ბოლოსთვის მოი-
ტოვა, რადგან კარგად იცოდა, რომ მათი ნახვა ადვილი არ იქნებო-
და და ამის გაკეთებას საჯარო სივრცეში, როგორიც, მაგალითად,
ყავის მაღაზიაა, ვერ გარისკავდა.
უცებ ორი ქუჩის გადაკვეთაზე თვალი ნაცნობ სახეს მოჰკრა. ფე-
ირფაქსიდან სამხრეთისაკენ მიმავალი ავტობუსის უკანა შუშიდან
მას ჰელერის გაღიმებული სახე შემოჰყურებდა. რეკლამის ქვეშ მი-
წერილმა სლოგანმა ბოსხს ფაილის დაკეცვისა და ნაგავშიგადაგდე-
ბის სურვილი გაუჩინა.
„გონივრული ეჭვი გონივრულ ანაზღაურებად დაურეკეთ „ლინ-
კოლნის“ ადვოკატს“
ბოსხი მაგიდიდან ადგა, ნაგვის ყუთისაკენ წავიდა, ცარიელი
ფინჯანი ჩააგდო და კარისაკენ გაემართა.

62
7

სახლში რომ შევიდა, ბოსხმა სასადილო მაგიდას გახედა და სა-


შინლად მოუნდა, საქმის დოკუმენტები და ფოტოები ზედ გაეშალა,
მაგრამ იცოდა, რომ მისი ქალიშვილი ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა
დაბრუნებულიყო და არ სურდა, ამას შესწრებოდა·
დერეფანს თავისი საძინებლისაკენ გაუყვა, შევიდა, კარი ჩაკეტა,
ლოგინი გაასწორა, გადასაფარებელი გადააფარა და ზედ ფურცლე-
ბი დააწყო.
ეს ლექსი პარქსის სახლში გადაღებული 8X10 ზომის სურათების
ასლები, ძირითადად, ლოგინში გადაღებული მსხვერპლის ფოტოე-
ბი იყო, ისეთის, როგორიც ის აღმოაჩინეს. ფოტოები სხვადასხვა
კუთხიდან და მანძილიდან გადაეღოთ, დაწყებული მთელი ოთახის
პანორამით და დამთავრებული მისი სხეულის ამა თუ იმ ნაწილისა
და ჭრილობის უკიდურესად ახლო ხედებით. ფაილში სხვა ოთახების
სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული სურათებიც იყო, მაგრამ ისინი
სამერმისოდ გადადო. მკვლელობის ადგილის ფოტოები საშინელე-
ბა იყო. ლექსი პარქსის მკვლელი უკიდურესად დაუნდობელი და
სასტიკი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოსხს ეს არ უკვირდა.
პოლიციის ფოტოგრაფებს ხელოვნებასთან კავშირს ვერ დააბრა
ლებდი. მათი სამუშაო ყველაფრის დაუფარავად გადმოცემა იყო და
პარქსის საქმის ფოტოგრაფიც სწორედ ამას აკეთებდა. ბოსხმა სუ-
რათები რვა ჰორიზონტალურად და რვა ვერტიკალურად დააწყო და
საწოლის ბოლოში დადგა, რომ მკვლელობის სრული სურათი წარ-
მოედგინა. მერე თითოეული ფოტოს ცალ-ცალკე შესწავლა დაიწყო.
კარადის უჯრიდან გამადიდებელი შუშა ამოიღო და ფოტოებზე დე-
ტალების დათვალიერებას შეუდგა.
ეს საკმაოდ რთული სამუშაო იყო, მკვლელობის ადგილის
დათვალიერებას ვერაფრით მიეჩვია, თუმცა ასობით მკვლელობაზე
უმუშავია და ადამიანის არაადამიანურობის იმდენი მაგალითი
ენახა, რომ ვერც კი დათვლიდა. ყოველთვის მიაჩნდა, რომ, თუ ამას
შეეჩვეოდა, დაკარგავდა რაღაცას, რასაც მისი საქმის სწორად და

63
კარგად კეთებისათვის აუცილებლად თვლიდა. სწორედ ემოცია იყო
ასანთის ღერი, რომელიც მასში დამნაშავის მიმართ დაუნდობლო-
ბის ცეცხლს ანთებდა.
ამჯერად ეს ცეცხლი ლექსი პარქსის ხელებმა აანთო. ის აშკარად
თავდამსხმელთან შებრძოლებას ცდილობდა. იბრძოდა და ცდი-
ლობდა, მოძალადე თავიდან მოეშორებინა, მაგრამ სახეში რამდე-
ნიმე დარტყმამ უძლური გახადა და ხელები ლოგინზე ხელისგულე-
ბით ზევით დაუცვივდა, თითქოს დანებდა. ამან ბოსხზე ძალიან
იმოქმედა, გააბრაზა. ამის ჩამდენის პოვნისა და მასთან გასწო-
რების ძლიერი სურვილი გაუჩნდა. როგორ იცავს ჰელერი ამის გამ-
კეთებელს? ჰარი სააბაზანოში წყლის დასალევად შევიდა. კარში
იდგა, სვამდა და ფოტოებს გვერდიდან უყურებდა. ცდილობდა
დამშვიდებულიყო, რომ ფოტოები და, საერთოდ, დანაშაულის ად-
გილი პროფესიონალურად შეეფასებინა.
ისევ საწოლთან დაბრუნდა და სურათების შესწავლა განაგრძო.
მალე პირველი დასკვნებიც გაუჩნდა. უკვე დარწმუნებული იყო, რომ
თავდასხმის დროს მსხვერპლს ეძინა. ფართო საწოლის მარჯვენა
მხარეს იწვა, მარცხენა მხარეს კი ადგილი ქმრისთვის დაეტოვებინა.
ბოსხის აზრით, მძინარე ლექსი ვერც მიხვდა, რა ხდებოდა და რომ
გაეღვიძა, უკვე მოძალადის ხელში იყო. მან პირზე ხელი დააფარა,
შესაძლებელია, მეორე ხელში იარაღი ეკავა. მსხვერპლმა ხელები
ზევით ასწია, წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ თავდამსხმელ-
მა ცემა დაუწყო.
დიდხანს არ გაჩერებულა. ლექსი უკვე ვეღარ იბრძოდა, სრული-
ად დაუძლურებული იყო, მაგრამ რაღაც მძიმე საგანს ის ისევ და
ისევ ურტყამდა. სახე, რომელსაც ბოსხი ფოტოებზე ხედავდა, გაზე-
თებში გამოქვეყნებულ სტატიებში ნანახს არ ჰგავდა – ცხვირი, ფაქ-
ტობრივად, აღარ არსებობდა, ის სახის სისხლიან მასაში იყო აზე-
ლილი. თვალის უპეები ჩამტვრეული, დეფორმირებული ჰქონდა.
სისხლის გუბეში ამოცვენილი კბილები და ძვლების ნამსხვრევები
თეთრად ელავდა. თვალები ნახევრად ღია ჰქონდა, ცალი პირდა-
პირ იყურებოდა, მეორე კი ქვევით და მარცხნივ.

64
ბოსხი ოთახის კუთხეში სკამზე დაჯდა და სურათებს შორი დან შე-
ხედა. ამაზე უარესი მისთვის მხოლოდ მკვლელობის ადგილზე ყოფ-
ნა იქნებოდა, რაც გულისრევის შეგრძნებას კიდევ უფრო გაუძლიე-
რებდა. როგორი სუფთაც უნდა ყოფილიყო გარშემო ყველაფერი,
მკვლელობის ადგილი სურნელოვანი მაინც ვერ იქნებოდა.
ბოსხის მზერა ისევ მსხვერპლის ხელებზე შეჩერდა და ამ ახალი
პოზიციიდან უცებ მარცხენა მაჯაზე ოდნავ შესამჩნევად გაუფერუ-
ლებული კანი შეამჩნია. წამოდგა და ისევ საწოლს მიუახლოვ-
და,ფართო პლანით იყო გადაღებული და მასზე მთელი სხეული ჩან-
და. სურათისკენ გამადიდებელი შუშით ხელში დაიხარა და დაინახა,
რომ ოდნავ გარუჯულ მაჯაზე ქალს ფართო სამაჯურის ან, უფრო სა-
ვარაუდოდ, საათის კვალი ეტყობოდა.
იმის გამო, რომ ძარცვის შესახებ საქმეში არანაირი მინიშნება
არ იყო, დაკარგულმა საათმა ბოსხი ძალიან დააინტერესა. ეკეთა
მსხვერპლს საათი თავდასხმის დროს? ძილის წინ მოიხსნა? ძალა-
დობის დროს მოხსნეს თუ ბრძოლისას თავისით ჩამოუვარდა?
მკვლელმა სუვენირად წაიღო?
ბოსხმა საწოლის გვერდით პატარა მაგიდა დაკვირვებით შეის-
წავლა. იქ წყლისა და წამლის ბოთლები და რბილყდიანი რომანი
ეწყო, მაგრამ საათი – არა. ბოსხი საქმის მასალებს მიუბრუნდა და
მსხვერპლის ნივთების სია მოძებნა. რადგან ლექსი პარქსი მისსავე
სახლში მოკლეს, ჩამონათვალში, მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი
ნივთების გარდა, იყო მთელი სახლის ნივთები, რომელიც გამომძი-
ებლებისა და ექსპერტების გუნდმა საგულდაგულოდ გაჩხრიკა.
საათი იქ მითითებული არ იყო. მსხვერპლს ის წინააღმდეგობის გა-
წევისას ნამდვილად არ დაუკარგავს – არც საწოლზე უპოვიათ, არც
იატაკზე და არც სადმე სხვაგან.
იმაში დასარწმუნებლად, რომ საათის შესახებ ინფორმაცია არ
გამორჩენია, ბოსხმა ქრონოლოგიური ჩანაწერიც თავიდან გადაათ-
ვალიერა. ეძებდა გამოძიების დასაწყისის, იმ პერიოდის ჩანაწე-
რებში, როდესაც ეჭვმიტანილად და’ქუან ფოსტერი ჯერ არ ჰყავდათ.

65
ვერაფერი იპოვა და ამის შესახებ შენიშვნა ისევ ფაილის ყდაზე გა-
აკეთა.
მოკლულის სხეულის ამსახველი ფოტოები აკრიფა და გვერდზე
გადადო, რომ მოულოდნელად მოსულ მის ქალიშვილს თვალში არ
მოხვედროდა. მერე სურათების მეორე დასტისკენ წავიდა.
ეს მსხვერპლის სახლის დანარჩენი ოთახების შესწავლის დროს
გადაღებული ფოტოები იყო, ეს კი გამოძიების სერიოზულობაზე მი-
უთითებდა. ბოსხმა იცოდა, რომ ოთახების ფოტოები წამყვანი გა-
მომძიებლების მოთხოვნით გადაიღეს. ამით მიხვდა, რომ ისინი საქ-
მის გამარტივებას არ ცდილობდნენ.
ყველა ოთახში რამდენიმე სურათი გადაეღოთ და მათ დათვალი-
ერებას დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდა. ოთახები სუფთა,
დალაგებული და ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო სახლში,
რომელშიც ბავშვები არ არიან და ორივე მეუღლე მთელ დღეს სამ-
სახურში ატარებს. მეორე საძინებელს ჩანს სპორტულ დარბაზად
იყენებდნენ, მესამეს – ოფისად. ერთადგილიან გარაჟში ველოსიპე-
დები, სერფინგის დაფები და ლაშქრობისათვის საჭირო აღჭურვი-
ლობა ინახებოდა. იქ მანქანის გასაჩერებელი ადგილიც კი არ იყო
დატოვებული. სახლის ოფისმა ბოსხის ყურადღება ყველაზე დიდი
ხნით მიიპყრო. მოეჩვენა, რომ ოთახს, ძირითადად, ლექსი პარქსი
იყენებდა. სუვენირები და წვრილმანები საწერ მაგიდასა და წიგნე-
ბის თაროებზე ქალაქის მუნიციპალიტეტში მისი მუშაობის დროს
შეგროვებუდლს ჰგავდა. მაგიდაზე იდო პრესპაპიე დასავლეთ ჰო-
ლივუდის „როტარი კლუბიდან“; ასევე იყო ჩარჩოში ჩასმული სხვა-
დასხვა გეი და ლესბოსური ჯგუფების მადლობის წერილი, რომლე-
ბიც ყოველწლიური გეიაღლუმის ჩატარების ნებართვის გაცემაში
ხელშეწყობისთვის უხდიდნენ მადლობას. ამ აღლუმმა მთელი
მსოფლიოდან მოიზიდა მონაწილეები და მაყურებლები. საწერი მა-
გიდის გვერდით, კედელზე, ჩარჩოში ჩასმული პეპერდინის უნივერ-
სიტეტის ალექსანდრა ებოტ პარქსის სახელზე გაცემული დიპლომი
ეკიდა. ჩარჩოზე მიკრული უამრავი პატარა ფურცელი გასაკეთებელ
საქმეებს შეახსენებდა პატრონს. მათი წაკითხვის შემდეგ ბოსხი მიხ-

66
ვდა, რამდენად ფართო იყო ლექსი პარქსის საქმიანობის სფერო და
იფიქრა, რომ ადვოკატს ძალიან გაუჭირდებოდა გარკვევა, სად შე-
იძლებოდა ის თავის მკვლელს, ფოსტერი იქნებოდა თუ ვინმე სხვა,
გადაჰყროდა.
ჩარჩოზე მიკრული პატარა ფურცლების შესწავლისას ბოსხმა
ერთ, სხვებისაგან განსხვავებულ ბარათზე შეაჩერა მზერა. ეს წი-
თელ და თეთრ ფერებში გაკეთებული სასამართლო მსაჯულის ბა-
რათი იყო, რომელიც ლექსი პარქსს, სავარაუდოდ, საოლქო სასა-
მართლოში მსაჯულად მიწვევის დროს მისცეს. ფოტოზე მხოლოდ
კოდი ჩანდა, მსაჯულის ანონიმურობისა და უსაფრთხოების დასაცა-
ვად. არაფერი ეწერა იმის შესახებ, რომელ სასამართლოში და რო-
დის ასრულებდა ამ მოვალეობას.
ამ ბარათმა ყველაზე მეტად დააფიქრა. გამოძიებას ამ მიმართუ-
ლებით მუშაობის შესახებ საქმეში არაფერი ჩაუწერია. ბოსხი, რა
თქმა უნდა, არ გამორიცხავდა, რომ გამოძიება სუბიექტური რამ იყო
ადვოკატების, მოსამართლეების, მსაჯულებისა და სხვა გამომძიებ-
ლების ეჭვებისთვის ადგილი ყოველთვის რჩებოდა, მაგრამ ჩათვა-
ლა, რომ ეს ან გამორჩათ, ან რაღაცას მალავდნენ. თუ ლექსი პარ-
ქსი მსაჯულად კრიმინალურ სასამართლოში საქმიანობდა, მისი
ცხოვრების ეს ნაწილი გამომძიებლებს მნიშვნელოვნად უნდა ჩაეთ-
ვალათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ პარქსი ხშირად იყო შენობაში, სა-
დაც ყოველდღიურად უამრავი ბოროტმოქმედი შეჰყავდათ და გა-
მოჰყავდათ. ამის მსგავს საქმეებში, რომლებშიც მსხვერპლი შემ-
თხვევით არის შერჩეული, ყოველთვის არსებობს გადაკვეთის წერ-
ტილი. ადგილი, სადაც მხეცი თავის ნადავლს ხვდება. გამომძიებ-
ლების საქმე სწორედ ამ გადაკვეთის, იმ ადგილის პოვნაა, სადაც
მსხვერპლის ცხოვრება მხეცის ცხოვრებასთან გადაიკვეთა.
ახლა ბოსხს უნდა გაერკვია, გამომძიებლებს, ლასლო კორნელ-
სა და ტარა შმიდტს, ეს შესაძლებელი გადაკვეთა გამორჩათ თუ რა-
ღაც მიზეზით განგებ გამოტოვეს.
ამაზე ფიქრი ცოტა ხნით გადადო და სხვა ფოტოებს მიუბრუნდა.
ლექსი პარქსის ოფისში ორი კარადა ჩანდა, ორივე სხვადასხვა კუ-

67
თხიდან გადაღებული. ერთში საკიდებზე ზაფხულის კაბები და ბლუ-
ზები ეკიდა. მათ ზევით თაროზე კი ფეხსაცმლის კოლოფები ეწყო.
ჩანდა, რომ ტანსაცმელს სეზონურად ცვლიდა, მაგრამ მისი მკვლე-
ლობის დროს, თებერვალში, ზაფხულის კაბებისათვის ცოტა ციოდა.
მეორე კარადა კომპიუტერების, პრინტერებისა და სხვა საოჯახო
ტექნიკის ყუთების შესანახად ჰქონია. ზედა თაროზე ბოსხმა პატარა
კვადრატული კოლოფი დაინახა. ყავისფერი ტყავისას ჰგავდა და
მასზე არანაირი ბრენდის ნიშანი ან ლოგო არ ჩანდა, მაგრამ ბოსხს
ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ეს საათის კოლოფი უნდა ყოფილიყო. ფო-
ტო გამადიდებელი შუშით შეისწავლა. მშვენივრად იცოდა, რომ გა-
მადიდებელი შუშა ვერაფერში დაეხმარებოდა და ვერ დაანახვებდა,
ცარიელი იყო კოლოფი თუ შიგნით საათი იდო. ვერც იმას მიხვდე-
ბოდა, მამაკაცის საათის კოლოფი იყო თუ ქალის. ყავისფერი ტყავი
აფიქრებინებდა, რომ უფრო მამაკაცის.
ბოსხმა შემოსასვლელი კარის გაღების ხმა გაიგონა. ეს მისი ქა-
ლიშვილი იყო. ხმა რომ გაიგო, ფოტოების ალაგებას შეუდგა.
– ჩემს ოთახში ვარ, – გასძახა, – ახლავე გამოვალ.
მერე ყველა ფოტო და დოკუმენტი თავის ბიუროზე დასტად დააწ-
ყო, ტელეფონი ამოიღო და მიკი ჰელერს დაურეკა. ადვოკატმა მა-
შინვე უპასუხა. ქუჩის ხმებით მიხვდა, რომ ისევ მანქანაში იყო.
– მოკლედ, – უთხრა ბოსხმა, – მზად ვარ, შეგვიძლია ვილაპარა-
კოთ.

ისინი ერთმანეთს მუსოს ბარში შეხვდნენ და არაყი და მარტინი


შეუკვეთეს. ადრიანი დილა იყო და კარგი ადგილების დაკავება არ
გასჭირვებიათ. ბოსხს მკვლელობის საქმის სქელი ფაილის შეტანა
და ამით ყურადღების მიქცევა არ უნდოდა. ამიტომ მხოლოდ თავი-
სი შენიშვნებიანი ცარიელი ყდა წამოიღო.

68
ჰელერი ჯერ ისევ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, იმაში, რომელ-
საც სასამართლოში იცვამდა ხოლმე, მაგრამ ჰალსტუხი აღარ ეკე-
თა. მან შეამჩნია, რომ ბოსხმა ბარის გაპრიალებული ხის ზედა პირ-
ზე ცარიელი ფაილი დადო.
‒ ესე იგი, საქმის მასალებს არ მიბრუნებ? ‒ ჰკითხა მან, ეს კარ-
გი ნიშანია.
– ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, – უპასუხა ბოსხმა.
– აბა, რაზე გინდა დამელაპარაკო?
– შენს კლიენტთან სალაპარაკოდ მზად ვარ. შეგიძლია შემიყვა-
ნო მასთან?
– ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა ხვალ დილით ჩვენი ერთად
შესვლაა, კლიენტთან ადვოკატის შეხვედრა დეტექტივის თანდას -
წრებით. ეს უამრავ ბიუროკრატიულ წინააღმდეგობას აგვაცილებს.
წინააღმდეგი ხომ არა ხარ?
სანამ პასუხს გასცემდა, ბოსხი ცოტა ხანს დაფიქრდა.
‒ამისთვის კერძო დეტექტივის საბუთის წარდგენა თუ დამჭირ-
დება, იცოდე, არა მაქვს. დაახლოებით თორმეტი წლის წინ მქონდა,
მაგრამ უკვე ვადაგასულია.
– არა, საჭირო არ არის, შენი დაქირავების საბუთს გავაკეთებ, ის
დაადასტურებს, რომ ჩემი და დენის ვოიცეხოვსკის, ლიცენზირებუ-
ლი კერძო დეტექტივის, ეგიდით მუშაობ. სულ ეს არის.
– დენის ვოიცეხოვსკი ვიღა ჯანდაბაა?
– სისკო, ჩემი დეტექტივი.
– ახლა ვხვდები, სისკოს რატომ ეძახიან.
– ბევრ სხვა რამესაც... მოკლედ, ახლა უკვე ვიცი, რა უნდა გავა-
კეთო. შენ რა გეგმა გაქვს დილისათვის?
– არანაირი.
‒ მაშინ ცხრა საათზე ადვოკატის ფანჯარასთან შევხვდეთ.
ბოსხმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი დაუქნია.
– აბა, ახლა მითხარი, რა გაქვს ჩემთვის.

69
ბოსხმა ფაილის ყდა წინ წასწია და საქმის შესწავლისას გაკე-
თებულ თავის რამდენიმე შენიშვნას დახედა.
‒ მინდა გაგაფრთხილო, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილს ამას
არანაირი აზრი არა აქვს, მაგრამ არსებობს რამდენიმე რამ, რისი
გამოძიებაც ღირს. ან იქნებ გამოძიებულიც აქვთ, მაგრამ ჩვენ არ
ვიცით.
– გინდა თქვა, რომ დაგვიმალეს? ‒ იკითხა გაბრაზებულმა
ჰელერმა.
– დაწყნარდი, სასამართლოში არ ვართ და ეგ კილო არაფერში
გჭირდება. მე არ მითქვამს, რომ ვინმემ რამე დაგვიმალა, უბ-
რალოდ, მასალებში რამდენიმე რამ აღმოვაჩინე, რამაც დამაფიქ-
რა. შენს კლიენტზე არ ვლაპარაკობ. იმის თქმა მინდა, რომ აღმოვა-
ჩინე რამდენიმე რამ, რასაც მე უფრო ყურადღებით მივუდგებოდი.
შეიძლება ისინიც ასე მოიქცნენ, მაგრამ იქნებ...
– რა იქნებ?
– იქნებ დაეზარათ... დ ნ მ-ის ნიმუში უკვე ჰქონდათ და გადაწყვი-
ტეს, სხვა არაფრის გარკვევას აზრი არ ჰქონდა. მათ ასევე ჰყავთ
მოწმე, რომელიც შენი კლიენტის ალიბის აბათილებს. საქმეების უმ-
რავლესობაში ეს ორი რამ საკმარისი იქნებოდა. მარტივია,არა?
ჰელერმა ბოსხისკენ მიიწია.
– ალიბის მოწმის შესახებ რას მეტყვი, ქალია?
– არა. ვფიქრობ, თეთრკანიანი მამაკაცია. საქმეში მისი სახელი-
სა და გვარის ნაცვლად მ. უაითი წერია. მის ვინაობასაც მალავენ და
თვითონ მასაც. ასე რომ, მგონი, სასამართლოზე სიურპრიზი გელო-
დება. ამ მოწმის ჩვენებით იმ ღამეს ფოსტერის სანახავად სტუდიაში
მივიდა, მაგრამ ის იქ არ დახვდა. სწორედ ამიტომ მინდა შენს კლი-
ენტთან შეხვედრა, რომ გავარკვიო, ხომ არ ტყუის.
– თუ ტყუის, ჩემი საქმე ცუდად არის. ამას ყველა ჩემს კლიენტს
ვეუბნები ხოლმე.
ჰელერმა შეიკერიდან დარჩენილი არაყი დაისხა. მერე ჩხირზე
წამოცმული ზეთისხილით მოურია და ზეთისხილი შეჭამა.
– ხომ არ ვისადილოთან კიდევ ხომ არ დალევ?

70
ბოსხმა თავი გააქნია.
– არა, ვერ დავრჩები. დღეს ღამე მედი შინ იქნება და სანამ
ქალაქიდან გავა, მინდა მასთან ვიყო.
– ქალაქიდან გადის? სად?
– დამამთავრებელი კლასის შეკრება აქვთ. გამოსაშვებ გა-
მოცდებამდე. „ბიგ ბეარზე“ მიდიან ლაშქრობაში. ერთმანეთს გეგ-
მებს გაუზიარებენ. მოკლედ, რაღაც ამის მსგავსი. ამიტომ ვცდი-
ლობ, როცა შინ არის, რამდენადაც შემიძლია, მასთან ვიყო, თან
ხვალინდელი დილისთვისაც ხომ უნდა მოვემზადო. შენს კლიენ-
ტთან შეხვედრამდე რაღაცები კიდევ ერთხელ უნდა გადავიკითხო.
– აზრი უკვე ჩამოიყალიბე? დამნაშავეა?
– არა, ჯერ არა... სავარაუდოდ, უფრო კი, ვიდრე არა, მაგრამ,
როგორც უკვე გითხარი, საქმეში ვიპოვე რაღაცები, რასაც მე
ბოლომდე გავარკვევდი, მათ კი ეს არ გაუკეთებიათ. ამ საქმეში
ჩართ ვა და მათი დასკვნების ეჭვქვეშ დაყენება ნამდვილად არ მომ-
წონს, მაგრამ, როდესაც რაღაცას ხედავ, ესე იგი, ხედავ.
– არ შეგიძლია, რომ არ დაინახო.
– ჰო, რაღაც ამის მსგავსი.
‒ მითხარი, ამ საქმეში პროკურატურის ყველაზე დიდი პრობლე-
მა რა არის?
– ამ წუთისათვის?
– ჰო, იქიდან, რაც უკვე წაიკითხე
სანამ ფიქრობდა, რა ეპასუხა და სათქმელი როგორ ჩამოეყალი-
ბებინა, ბოსხმა სასმელი მოსვა.
‒„ გადაკვეთა” ‒ თქვა ბოლოს.
– რა?
‒ მოტივი და შესაძლებლობა. მათ ფოსტერის დ ნ მ აქვთ, ამით
იმ სახლსა და მკვლელობის ადგილთან აკავშირებენ, მაგრამ რო-
გორ მოხვდა იქ? რატომ მოხვდა? ეს ქალი საჯარო ცხოვრებით
ცხოვრობდა მოსმენები ქალაქის მუნიციპალიტეტში, სხდომები, სა-
ჯარო შეხვედრები და ასე შემდეგ... ჩანაწერების მიხედვით, ასობით
საათის ვიდეომასალა შეუსწავლიათ და ვერ იპოვეს ვერც ერთი კა-

71
დრი, რომელშიც ლექსი პარქსი და ფოსტერი ერთად არიან.
ჰელერი თავს უქნევდა, უკვე გეგმავდა, როგორ გამოიყენებდა ამ
ინფორმაციას.
– გარდა ამისა, – განაგრძო ბოსხმა, – არსებობს მკვლელობის
ადგილი. მკვლელობის დახასიათებაც აქვთ მოცემული. მასში უამ-
რავი ფსიქოლოგიური სისულელე წერია, მაგრამ როგორ უკავშირე-
ბენ ამას ფოსტერს, ბანდის ყოფილ წევრს სამხრეთ ლოს-ანჯელესი-
დან, რომელსაც ასეთი სისასტიკე არასოდეს ჩაუდენია? ის შეიძლე-
ბა ოდესღაც „როლინ 40“ის მეთვალყურე იყო, მაგრამ მკვლელობა
სრულიად სხვა რამეა.
– ეს შემიძლია გამოვიყენო, – თქვა ჰელერმა, – ყველაფერს გა-
მოვიყენებ და დედას ვუტირებ.
– მისმინე, არის რაღაცები, რაც ამ საქმეში მაფიქრებს, მაგრამ
ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლესა და მსაჯულებსაც დააფიქრებს.
‒ადრეც გითხარი, რომ უფრო სავარაუდოა, ეს შენმა კლიენტმა
ჩაიდინა, ჯერ იმას გეუბნები, რასაც ვხედავ... და კიდევ, ერთი შე-
კითხვა მაქვს.
– რა?
‒ ფოსტერის დ ნ მ შტატის მონაცემთა ბაზაში იმიტომ ინახებო-
და, რომ ოდესღაც გაუპატიურებაში იყო ეჭვმიტანილი, მაგრამ არა-
ფერი დაუმტკიცდა. ასეა?
– ჰო, არ დაუმტკიცდა იმიტომ, რომ სისულელე იყო.
– მომიყევი იმ საქმის შესახებ.
‒ მოკლედ რომ გითხრა, იქაც სხვის დანაშაულს აბრალებდნენ:
მსხვერპლი პატარა ბინის უკანა ოთახში შეათრიეს და რამდენიმე
დღე აუპატიურებდნენ. არ ვიცი, ვინ იყო ის ნაძირალა, ვინც ეს გააკე-
თა, მაგრამ მან მსხვერპლს მელნით დააწერა: „როლინ 40“ის
საკუთრება"· ის ქალი გადარჩა და დააკავეს ყველა, ვისაც ამ ბანდას
თან ოდესმე რაიმე კავშირი ჰქონია. ჩემს კლიენტს ბრალი იმიტომ
ვერ წაუყენეს, რომ უდანაშაულო იყო.
– ცუდი ისტორიაა. შეიძლება, რომ სასამართლო სხდომაზე ამო-
ტივტივდეს?

72
– არა, თუ მე ძალიან შევეცდები. აქ სრულიად განსხვავებული
გარემოებებია. ის საქმე ამასთან კავშირში არ არის.
ბოსხმა თავი დაუქნია და კიდევ ერთხელ დაფიქრდა, რატომ ერ-
თვებოდა ამ საქმეში.
– მოკლედ, ხვალ დილით დაველაპარაკებით, – თქვა ჰელერმა
და მერე ჰკითხა, – ჩემგან რა არის კიდევ საჭირო?
ბოსხმა ბოლო ჭიქა სასმელი დალია. მეტი აღარ მოუთხოვია. არ
უნდოდა, რომ სახლში დაბრუნებულს სიმთვრალე შესტყობოდა. ამ
საქმეში მისი ქალიშვილი ცოლზე მკაცრი იყო.
– მოდი, ვნახოთ, მასთან დალაპარაკების შემდეგ, მომინდება
თუ არა ამ საქმის გაგრძელება. თუ მომინდება, მოსამართლეს უნდა
სთხოვო, კორნელისა და შმიდტის შესწავლილი მთელი ვიდეომასა-
ლა მოგვაწოდოს. ისინი და’ ქუანს ეძებდნენ, მაგრამ მე მაინტერე-
სებს სხვებიც, ისინი, ვინც ამ კადრებში ლექსი პარქსთან ერთად
ჩნდებოდნენ.
ჰელერმა თავი დაუქნია.
– მკვლელობის ალტერნატიული ვერსია, ალტერნატიული ეჭვ-
მიტანილი. მივხვდი. კარგია.
– კარგი არაფერია. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა... და უნდა გა-
გაფრთხილო, ხვალ დილით შენს კლიენტთან თავაზიანობად დაღ-
ვრას არ ვაპირებ. ის მკვლელობაში ბრალდებულია და მეც შესაბა-
მისად მოვექცევი. მასთან საუბარს რომ დავამთავრებ, შეიძლება
სულაც აღარ მოუნდეს, რომ ამ საქმეზე ვიმუშაო.
ბოსხმა თავისი ჭიქა ბარის ზედაპირზე გაასრიალა და სკამიდან
წამოდგა. მერე კარში დაინახა ქალი, რომელიც თავისუფალ
ადგილს ეძებდა, და ანიშნა, აქეთ წამოდიო.
– ცხრა საათზე შევხვდებით, ‒ უთხრა ჰელერს, არ დაგეძინოს.
– დარდი ნუ გაქვს, ცხრაზე იქ ვარ.

73
9

ელისი და ლონგი „მუსოს“ ლას-პალმასზე მანქანების სადგომის


დასავლეთით, ტროტუართან გაჩერებული მანქანიდან უთვალთვა-
ლებდნენ. მდუმარედ ჯდომა არც ერთს არ უჭირდა, ამას წლების
განმავლობაში მანქანიდან ადამიანების თვალთვალმა მიაჩვია,
ლონგი „მუსოშიც“ შევიდა და ჰელერსა და ვიღაც უცხო მამაკაცს ბა-
რის საპირისპირო მხრიდან უყურებდა. ამიტომ, როდესაც მოგვი-
ანებით იგივე კაცი სადგომის დარაჯის ჯიხურთან ნათურის ქვეშ და-
ინახა, თავის სავარძელში გასწორდა და ცოტა უკან გადაიხარა.
‒ის არის, თქვა მან, ‒ ამ ტიპს ხვდებოდა.
‒ დარწმუნებული ხარ? – ჰკითხა ელისმა, დურბინდი მოიმარჯვა
და უფრო ახლოდან დააკვირდა.
‒ჰო, – უპასუხა ლონგმა, – ახლა შენ უნდა გაჰყვე, ისე, ყოველი
შემთხვევისთვის.
ალბათ, უნდოდა ეთქვა, იქნებ იმ კაცმა შიგნით უკვე დამინახაო,
მაგრამ მათ ურთიერთობაში წინადადების დასრულების საჭიროება
აღარ არსებობდა.
ელისმა დურბინდი მანქანის წინა პანელზე დადო და მანქანიდან
გადავიდა, ლონგი კი საჭესთან სავარძელში ღრმად ჩაცურდა,
ისე,ყოველი შემთხვევისთვის. ელისი სადგომზე შევიდა და ორ მან-
ქანას შორის გაჩერდა, თითქოს თავისი მანქანა ისის იყო დააყენა
და რესტორანში შესვლას აპირებდა. დაელოდა, სანამ უცხო კაცი ჯი-
ხურში გასაღებს გამოართმევდა და თავისი მანქანისკენ წავიდოდა.
ელისმა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და მანქანის სავალ ნაწილზე უც-
ხოსკენ წავიდა. რომ ჩაუარა, დაინახა, რომ ის ტანხმელი, სუფთად
გაპარსული და ჭაღარათმიანი იყო. გაიფიქრა, ორმოცდაათს გადა-
ცილებული უნდა იყოსო, მაგრამ იქნებ იმ იღბლიანი ნაბიჭვრების
რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც ყოველთვის ასაკზე ბევრად ახალგაზ-
რდა ჩანს.
უცხო კაცმა მარცხნივ, ორ მანქანას შორის შეუხვია და ძველი
„ჯიპ-ჩეროკის“ კარი გასაღებით გააღო. ელისმა მანქანის ნომერს

74
შეუმჩნევლად გახედა და „მუსოს“ უკანა კარისაკენ მიმავალი კი
ბისკენ წავიდა. ლონგს დაურეკა და მანქანის მარკა და ნომერი
შეატყობინა. მერე უთხრა, შიგნით შევალ და ვნახავ, ადვოკატი რას
შვრებაო·
– მე რავქნა, ჯიპს გავყვე?
ელისი წუთით დაფიქრდა. მათი წყვილის გახლეჩის იდეა მაინც-
დამაინც არ ეპიტნავებოდა, მაგრამ, თუ ეს კაცი თამაშის მონაწილე
იყო, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა.
‒არ ვიცი, უპასუხა ლონგს, – შენ როგორ ფიქრობ?
– კარგი, შედი, ლუდი აიღე, მე კი ვნახავ, ეს ტიპი სად წავა.
– ძველისძველი მანქანა ჰყავს, ალბათ, შორს არ მიდის.
– ეს ძველი „ჩეროკები“... მარტო კოლექციონერებს უნდა
ჰყავდეთ. მაგარი დანჯღრეული რამეა.
– „კრეიგსლისთზე“13 შედი და ნახავ, კარგ მდგომარეობაში ათი
ათასი დოლარი ღირს. ორასი ათასი კილომეტრი აქვს გავლილი და
მაინც იგივე ფასი ადევს.
‒ მოიცა, უკვე შიგნით შევდივარ.‒ ჰელერი უკანა ბარშია, არა?
‒ ჰო, უკანა ბარში, მაგრამ სახელების გარეშე, დაგავიწყდა?
‒ჰო, კარგი, – ელისმა ზურგს უკან „ჩეროკის“ ძრავის ჩართვის
ხმა გაიგონა. მერე ვიღაცამ უკნიდან დაუძახა:
– მანქანის დაყენებას აპირებთ, სერ?
უკან მოიხედა, ჯიხურის კარში მეთვალყურე დაინახა და გასძახა:
– არა, ქუჩაში გავაჩერე, თითი ლას-პალმასისკენ გაიშვირა,მე-
რე შებრუნდა და კიბით რესტორნის უკანა დერეფნისაკენ გაემართა.
ძველი ხის ტელეფონის ჯიხურს ჩაუარა და ახალ სასადილო ოთახში
შევიდა. „მუსოს“ მალე ასი წელი უსრულდებოდა და მასში ორი სა-
სადილო დარბაზი იყო: ერთი – ძველი და ერთი ახალი, მაგრამ მათ
შორის სხვაობა ორმოცდაათ წელს შეადგენდა. მერე ელისი წითელ
ჟილეტში გამოწყობილ მოხუც ოფიციანტს გაჰყვა უკან ახალი სასა-

13
ამერიკული გაყიდვების ვებსაიტი

75
დილო დარბაზისაკენ, იქ კი ბარს მიაშურა. დარბაზი გადატვირთუ-
ლი იყო. ისინი, ვისაც უფრო გაუმართლა, ბარის მაღალ სკამებზე ის-
ხდნენ. ჰელერი ბარის კუთხეში იჯდა და მარცხნივ მჯდომ ქალს ესა-
უბრებოდა. ელისს ის შემთხვევით ნაცნობად მოეჩვენა. ბარმენმა
ორივეს მარტინიანი ჭიქები და „საიდკარი"14 დაუდგა.
ჩანდა, რომ ჰელერი არსად ჩქარობდა. ელისმა მიმართულება
შეიცვალა და შემოსასვლელში განლაგებული ძველი ტელეფონის
ჯიხურებისაკენ წავიდა. ჯიხურებში ტელეფონები აღარ იყო, მაგრამ
დახურული სივრცე კარგი ადგილი იყო იმ ადამიანისთვის,ვისაც არ
უნდოდა, რომ მისი საუბარი ვინმეს მოესმინა. კარი მიიხურა, მობი-
ლური ტელეფონი ამოიღო და დარეკა. პასუხს დიდხანს ელოდა.
– გაჰყევი უკან?
– ჰო, ახლა ზევით, მთაში მივდივართ.
– ნომრებით გაარკვიე რამე?
– მასზე სამართალდამცავი ორგანოს ბლოკია. ერთადერთი,რაც
გავარკვიე, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტიდან არის.
‒ პოლიციელია?
– ან უკვე პენსიაზე გასული. ისე გამოიყურება, რომ ოცდახუთი
წელი უკვე ნამუშევარი ექნება.
– კარგი, მაგრამ ჩვენს ტიპთან რა საქმეები აქვს?
– წარმოდგენა არა მაქვს. მოდი, ვნახოთ, სად წავა. მე აქ ვიქნე-
ბი. ეს ჩვენი ტიპი ბარში ვიღაც გოგოს აბამს.
– კარგი, მერე დაგელაპარაკები.
ელისისათვის ლონგის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ლურჯი „ჩეროკი“ მის წინ კარგა მაგრად მიერეკებოდა. კლასიკუ-
რი კვადრატული დიზაინის მანქანა თან პრაქტიკული იყო და თან
სოლიდური. ლონგი დაფიქრდა, რაში დასჭირდათ მისი შეცვლა.
ყველა სხვა ჯიპს დაამსგავსეს. ახალი მოდელები ისეა განში გასუ-
ლი, როგორც მსუქანი კაცი, რომელსაც ღიპი ქამარზე აქვს გადმო-
კიდებული. მისი ყოფილი ცოლი ამ მანქანებს ქალის თეძოებს ეძახ-

14
კოქტეილის სახეობა

76
და. უცხო კაცი უკვე კაუენგაფასზე იყო და ისევ ჩრდილოეთისკენ მი-
დიოდა. ლონგმა დაინახა, როგორ აციმციმდა „ჩეროკის“ უკანა მარ-
ცხენა ფარი. უცხო უფრო მაღლა მთაში აპირებდა ასვლას, ეს კი
ლონგის ამოცანას გაართულებდა.
როცა „ჩეროკი“ მოსახვევთან საპირისპიროდ მომავალი მან-
ქანების გასატარებლად გაჩერდა, ლონგი უფრო ახლოს მივიდა, და
დაინახა, რომ მარცხენა მხარეს მოსახვევიდან ორი გზა მიდიოდა –
ერთი „მალჰოლანდ დრაივი“ იყო, მეორე – „ვუდრო ვილსონი“.
გვერდითა ხედვის სარკეში ჩაიხედა და, როგორც კი დაინახა, რომ
უცხომ მოუხვია, ავარიული შუქი ჩართო და 180 გრადუსით შე-
მობრუნდა, მომავალმა მანქანებმა, რომლებსაც მან გზა გადაუჭრა,
სვლა შეანელეს და ბოლოს სულ გაჩერდნენ. ავარიული შუქი
გამორთო, აქსელერატორს მთელი ძალით დააწვა და ისევ მოსახ-
ვევში დაბრუნდა. არც ერთ გზაზე „ჩეროკის“ უკანა სინათლეები არ
ჩანდა.
უყოყმანოდ აირჩია „მალჰოლანდი“, რადგან ის უფრო პოპულა-
რული იყო და უფრო შორს მიდიოდა. მიხვეულ-მოხვეულ გზას მთის
წვერამდე გაჰყვა, მაგრამ ძალიან მალე მიხვდა, რომ შეცდა. „ჩერო-
კი“ არც ისე ძალიან უსწრებდა, რომ ერთ-ერთ მოსახვევში მისი შუქი
ვერ დაენახა. კიდევ ერთხელ მკვეთრად მოუხვია და ამ ჯერად „ვუდ-
რო ვილსონისაკენ“ წავიდა. სედანს დაკლაკნილ გზაზე სახიფათო
სიჩქარით მიერეკებოდა. ძალიან არ უნდოდა, რომ ამ ტიპის დაკარ-
გვის გამო ელისს შეეჯორა. ჯანდაბას სიჩქარის შეზღუდვა. „ვუდრო
ვილსონი“ ვიწრო, გაყოლებაზე მჭიდროდ და სახლებული გზა, მთა-
ზე „მალჰოლანდის“ საპირისპირო მხრიდან ადიოდა. რამდენიმე
აღმართის, დაღმართისა და მკვეთრი მოსახვევის გავლის შემდეგ
ლონგმა წინ „ჩეროკის" ნაცნობი წითელი ფარები დაინახა. სიჩქა-
რეს დაუკლო და შეეცადა, საკმარისი მანძილი დაეცვა. მალე, კიდევ
ერთი მოსახვევის გავლის შემდეგ, „ჩეროკი“ განათებულ, ტენტით
გადახურულ ადგილას მომწვანომოცისფრო „ვოლკსვაგენის“ გვერ-
დით შევიდა და გაჩერდა.
ლონგმა გზა განაგრძო, სანამ გზის პირზე გადავიდოდა და მანქა-

77
ნას გააჩერებდა, კიდევ ორი მოსახვევი გაიარა. მერე ტელეფონი შე-
ამოწმა, ელისის ზარი ან მესიჯი ხომ არ გამომიტოვებიაო. ვერაფერი
ნახა. მერე ისევ წინ წავიდა, ერთ-ერთ სახლთან ტენტის ქვეშ მანქანა
მოაბრუნა, შუქი გამორთო და იმ სახლს ჩაუარა, რომელთანაც „ჩე-
როკი“ გაჩერდა – პატარა სახლი იყო, მის უკან განათებული ქალაქი
ჩანდა. ლონგმა სახლის წინ ჩავლისას „ვოლკსვაგენის“ ნომერი და-
იმახსოვრა და შეამჩნია, რომ ნაგვის ურნა ტროტუარისკენ მიეგო-
რებინათ.
ჰელერი არაყს სვამდა და თან გვერდით მჯდომ ქალს ესაუბ-
რებოდა. ბარის კლიენტებს ამოფარებული ელისი ბარის დახლს
უკან ჩამოკიდებულ სარკეში ადევნებდა მას თვალს. იქ მსხდომები-
საგან რომ არ გამორჩეულიყო, ხელში ლუდის ბოთლი ეკავა, მაგ-
რამ არ სვამდა. საერთოდ, ალკოჰოლს არ ეტანებოდა.
ქალი, რომელსაც ჰელერი ელაპარაკებოდა, მასზე, სულ ცოტა,
თხუთმეტი წლით უმცროსი მაინც იქნებოდა. სამწუხაროდ, ჰელერს,
ალბათ, არასოდეს სმენია, რომ ბევრად ახალგაზრდა ქალის შებმი-
სას უნდა მორიდებოდა იმას, რაც მის ასაკს გათქვამდა, განსაკუთ-
რებით ბარის უკან დაკიდებულ სარკეს.
ელისმა ჯიბეში ტელეფონის ვიბრირება იგრძნო და უკანა
დარბაზში გავიდა. ლუდის ბოთლი ტელეფონის ერთ-ერთი ჯიხურის
იატაკზე დადგა, კარი მიიკეტა და ლონგს უპასუხა.
‒ ვფიქრობ, ღამე აღარსად გავა, – შეატყობინა ლონგმა.
– სად არის?
‒ სახლში, მთაში. მშვენიერი სახლია, თუ პოლიციელის
ხელფასს გავითვალისწინებთ.
– დარწმუნებული ხარ, რომ აღარსად გავა?
– დარწმუნებული ვარ, მაგრამ, თუ მიგაჩნია, რომ იქ უნდა
დავრჩე, შემიძლია, მივბრუნდე, ჯერ აქვე, ახლოს ვარ.
ელისი დაფიქრდა. მის თავში უკვე გამოიკვეთა გეგმა, მოკლე-
ვადიანი გეგმა, და ამისთვის ლონგი სჭირდებოდა. სანამ ის ფიქრობ
და, ლონგმა სიჩუმე დაარღვია:
– მისი პირადობის მოწმობა ვიპოვე.

78
– როგორ? ვინ არის?
– სახლთან მეორე მანქანაც იდგა. ისიც შევამოწმე, მაგრამ მასაც
სამართალდამცავი ორგანოების ბლოკი აქვს დადებული, ინფორ-
მაციაც დაფარულია, მაგრამ ნაგვის გატანის დღე ხვალ არის.
იქვე, მის სახლთან, ქუჩის ნაგვის ყუთიდან რამდენიმე პარკი
ამოვიღე, მერე ცოტა მანძილი გავიარე და პარკებში ჩავიხედე. იქ
წერილები ვიპოვე. ტიპს ჰქვია... აზრზე არა ვარ, ეს სახელი როგორ
გამოითქმის... მოკლედ ჰარმონიუს ბოსხი თუ რაღაც ამდაგვარია.
ყველა წერილი მის სახელზეა გამოგზავნილი.
– ასო-ასო მიკარნახე სახელიც და გვარიც.
‒ ჰ–ი–ე–რ–ო-ნ–ი–მ უ-ს და ბ-ო-ს-ხ-ი.
– იერონიმუსი, როგორც მხატვარს.
– რომელ მხატვარს?
‒კარგი, დაიკიდე. უბრალოდ, აქ მოდი. გეგმა მაქვს, ერთხანს
ჩვენი ტიპი აქ უნდა გავაჩეროთ.
– თხუთმეტი წუთი მომეცი.
– არა, ათი. მგონი, მალე წასვლას აპირებს.
ელისმა იატაკიდან ლუდის ბოთლი აიღო და ბართან დაბრუნდა.
ჰელერი ისევ თავის ადგილზე იჯდა, მაგრამ ქალი აღარ იყო, მისი
ადგილი თეთრ მაისურსა და შავი ტყავის პიჯაკში გამოწყობილ კაცს
დაეკავებინა. ჰელერი ბარმენის ყურადღების მიქცევას ზევით აწეუ-
ლი ვერცხლის საკრედიტო ბარათით ცდილობდა. ეტყობოდა, რომ
წასასვლელად ემზადებოდა. ელისი ბარის ორ კლიენტს შორის გაძ-
ვრა და ლუდის ბოთლი დახლზე დადო. მერე კიბეზე ავიდა და ბარი-
დან გავიდა. საჯარო გარაჟის საფეხმავლო შესასვლელთან ბნელი,
დაფარული ადგილი დაინახა. გადაწყვიტა, ლონგს იქ დალოდებო-
და და თან „მუსოს“ შესასვლელისათვის ეთვალთვალა.
როგორც კი სიბნელეში შევიდა, კინაღამ რაღაცას დაეჯახა. შრი-
ალს, რომელიც იქიდან გაიგონა, წყევლა-კრულვა მოჰყვა.
– რა ჯანდაბა გინდა, კაცო?‒ ჩემს ტერიტორიაზე ხარ, – ელისმა
ტელეფონის ამოსაღებად ჯიბეში ჩაიყო ხელი, ეკრანი ჩართო და მი-
სი სუსტი შუქი იატაკს მიუშვირა – ვიღაც ბინძური საძილე ტომრიდან

79
ძვრებოდა. პარკებში ჩაწყობილი მისი ნივთები კედელთან იყო და-
ლაგებული. ელისმა უკან მოიხედა. ქუჩა ცარიელი იყო და არც თა-
ვისი მანქანისკენ მიმავალი ჰელერი ჩანდა. ისევ უსახლკაროს მიუბ-
რუნდა და უცებ გადაწყვიტა. ის ადგომას ცდილობდა,მაგრამ ჯერ
ოთხზე იდგა, როდესაც ელისმა ნეკნებში წიხლი უთავაზა. დარტყმა
იმდენად ძლიერი გამოუვიდა, მიხვდა, რომ ნეკნები ჩაუმტვრია. კა-
ცი ზურგზე გადაგორდა და დაჭრილი ნადირის ხმა ამოუშვა, მაგრამ,
სანამ ყვირილს დაიწყებდა, ფეხით ყელზე დააწვა და ჰაერი გადაუ-
კეტა. მერე ნაბიჯი უკან გადადგა და ფეხსაცმლის ქუსლი ცხვირში ჩა-
აზილა. კაცი უკვე ჩუმად და უძრავად იწვა.
ელისმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ისევ იმ ადგილს დაუბრუნ-
და, საიდანაც ჰელერის თვალთვალი შეეძლო. მალე ადვოკატი რეს-
ტორნის უკანა კიბეზე გამოჩნდა.
– შენი დედაც, – ჩურჩულით თქვა ელისმა.
შეამჩნია, რომ სადგომის მეთვალყურისათვის ფულის გადახ-
დისას ჰელერს სიმთვრალის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა და ლონგს
დაურეკა.
– სად ჯანდაბაში ხარ?
– სულ ორი წუთი მჭირდება, უკვე ჰოლივუდის გზაზე შემოვუხვიე.
– მე ისევ იმ ადგილზე დაგხვდები. რადიო ჩართე.
– კარგი, რატომ?
ელისმა ტელეფონი პასუხის გაცემის გარეშე გამორთო. შე-
ამჩნია, რომ თავისი „ლინკოლნისაკენ“ მიმავალი ჰელერი მობი-
ლურზე ლაპარაკობდა. ელისმა მეორე ჯიბეში ჩაიყო ხელი, იქიდან
მეორე ტელეფონი ამოიღო და ჩართო. მას მუდამ თან ატარებდა.
სანამ მის ამუშავებას ელოდებოდა, უკნიდან კვნესა მოესმა. დახ
შულ სივრცეში ხმას ექო მოჰყვებოდა. უკან მიბრუნდა და იქ, სადაც
უსახლკარო კაცი იწვა, ფეხსაცმლის ქუსლი დაარტყა. კვნესა შეწ-
ყდა.
როგორც კი მეორე ტელეფონი ჩაირთო, 911 აკრიფა და ხმის შე-
საცვლელად ყურმილს ჟაკეტის სახელო გადააფარა. ელისი მიხვდა,
რომ ოპერატორი, რომელმაც მის ზარს უპასუხა, შავკანიანი ქალი

80
უნდა ყოფილიყო. ის მშვიდად და საქმიანად ლაპარაკობდა:
– ცხრა-ერთი-ერთი, რა პრობლემა გაქვთ?
‒ აქ მთვრალი კაცი საჭესთან ჯდება, მეშინია, ვინმე არ მოკლას.
– სად იმყოფებით, სერ?
– ჰოლივუდის ბულვარისა და ლასპალმასის გადაკვეთაზე. ეს
წუთია ჩემს თვალწინ ჰოლივუდის ბულვარზე გავიდა.
– დასავლეთისკან მიდის თუ აღმოსავლეთისკენ?
– დასავლეთისკენ.
– შეგიძლიათ მანქანა აღწეროთ? :
– შავი „ლინკოლნი“. ნომრის ადგილას წერია „მე ვამართლებ“.
– ვერ გავიგე...
– ეს პერსონალური ფირფიტაა. „მე ვამართლებ“, ალბათ, ადვო-
კატი ან რაღაც ასეთია.
– ერთ წუთს დამელოდეთ, სერ.
ელისმა იცოდა, რომ ოპერატორი ახლა ინფორმაციას გაგზავნი-
და, მერე დაბრუნდებოდა და მის ვინაობასა და დეტალებს დააზუს-
ტებდა. ამიტომ ტელეფონი მაშინვე გამორთო. ისევ უთვალთვალებ-
და, როდესაც ჰელერის „ლინკოლნი“ სადგომიდან ჯერ ლას-პალ-
მასზე, მერე ჰოლივუდის ბულვარზე გავიდა და ლონგის „ჩელენ-
ჯერს“ ჩაუარა.
ელისი სამალავიდან გამოვიდა და ლონგის შესახვედრად
გაემართა. როგორც კი „ჩელენჯერმა“ სადგომზე შემოუხვია, და-
იხარა და მეორე, ერთჯერადი ტელეფონი მისი უკანა ბორბლის ქვეშ
დადო, რომ მანქანას ზედ გადაევლო და დაემტვრია. მერე კარი გა-
აღო, მგზავრის სავარძელში ჩაჯდა და ლონგს უთხრა, მანქანა მო-
ატრიალეო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მანქანას
მთვრალი მძღოლი მართავდა, რადიოთი პოლიციის ტალღაზე უკვე
ვრცელდებოდა.
„ჰოლივუდის ყველა ქვედანაყოფს: გვაქვს მოქალაქის შეტყობი-
ნება, რომ მთვრალი მძღოლი მართავს მანქანას. ის ჰოლივუდის
ბულვარზე დასავლეთისაკან მიემართება. ეჭვმიტანილი მართავს
უკანასკნელი მოდელის შავ „ლინკოლნს“ კალიფორნიის ნომრებით

81
„მერი-ედი-ვინი-ადა-ვოლი-ადამი- რონი- თომასი- ლინკოლნი-
ელენი- ბილი“.
ერთ დროს ხვეული, მაგრამ დროთა განმავლობაში გასწორებუ-
ლი მიკროფონის სადენი უკანა ხედვის სარკეზე იყო დახვეული.
ელისმა მოხსნა და მიკროფონი პირთან მიიტანა:
‒ ექვსი-ვიქტორი -ორმოცდათხუთმეტი. ჰოლივუდის ბულვარის
დასავლეთ მხარეს მანქანის სავარაუდო ადგილსამყოფლიდან წუ-
თის სავალზე ვართ.
ინფორმაციის გადაცემის შემდეგ ღილაკიდან თითი აიღო და
ლონგს მიუბრუნდა:
‒ დასავლეთისკენ წადი. ალბათ, სახლისკენ მიდის, – ლონგმა
სიჩქარეს მოუმატა, გზაჯვარედინზე მანქანა მოატრიალა და საპი-
რისპირო მიმართულებით, ჰოლივუდის ბულვარისაკენ წავიდა
როდესაც მანქანების სადგომს ისევ ჩაუარეს, ელისმა მის ჩაბნე-
ლებულ შესასვლელს შეხედა.
‒ რასვაკეთებთ? ‒ ჰკითხა ლონგმა.
– მის გაჩერებას და სიმთვრალეში მანქანის მართვის გამო დაკა-
ვებას ვაპირებთ. ეს ცოტა დროს მოგვაგებინებს.
– მთვრალი რომ არ აღმოჩნდეს
– მნიშვნელობა არა აქვს. ის ხომ ადვოკატია, შემოწმებასა და
აპარატში ჩასუნთქვაზე უარს იტყვის. მოკლედ, იძულებული ვიქნე-
ბით, სისხლი ავიღოთ. ბოლოს მაინც დავაპატიმრებთ. მისი მანქა-
ნის საბარგულში მინდა ჩახედვა.
ლონგმა თავი დაუქნია და მანქანის მართვა მდუმარედ გა-
ნაგრძო. ჰელერს ლაბრეას ახლოს, შუქნიშანთან დაეწივნენ.
‒ახლა? – იკითხა ლონგმა.
‒ არა, დაველოდოთ, სანამ ლაბრეას გადაკვეთს და დასახ-
ლებულ ნაწილში შევალთ. გარშემო ნაკლები ხალხი და ნაკლები
კამერა იქნება.
ელისმა მიკროფონი ისევ პირთან მიიტანა.
– ექვსი-ვიქტორი-ხუთი-ხუთი,‒ გვიკარნახეთ, როგორ გავიდეთ
მთვრალი მძღოლის მანქანაზე ჰოლივუდისა და კამინოპალერმოს

82
ახლოს. ლიცენზია მერი-ედი-ვინი-ადა-მოლი-ადამი-რონი-თომასი-
ლინკოლნი-ელენი-ბილი. ვითხოვთ დახმარებას, გამოგვიგზავნეთ
სპეციალური ჯგუფი.
შუქნიშანზე ფერი რომ შეიცვალა, ლონგი ჯერ ერთ ხაზში ჩადგა,
მერე – მეორეში, სანამ „ლინკოლნის“ უკან არ აღმოჩნდა. მერე სიგ-
ნალები ჩართო, ჰელერმა გზიდან გადაუხვია და ორსართულიანი
საცხოვრებელი სახლის წინ, ტროტუართან გაჩერდა.
– კარგი, მე დავიწყებ.
წინა პანელზე წვრილმანების უჯრა გააღო და ხელების პლას-
ტიკური შესაკრავი ამოიღო. ხელბორკილის გამოყენება არ უნდო-
და, რადგან აპირებდა, ჰელერი პატრულის ეკიპაჟისათვის გადაეცა
და თვითონ „ლინკოლნი" გაეჩხრიკა.
‒ შეხედე, გადმოდის.
ელისმა თავი ასწია და საქარე მინიდან გაიხედა. ჰელერი
„ლინკოლნიდან” უკვე გადმოსული იყო. მობილურზე ლაპარაკობ-
და: ლაპარაკი რომ დაამთავრა, ტელეფონი მანქანაში ჩააგდო, ჩა-
კეტვის ღილაკს დააჭირა თითი და კარი დაკეტა. მერე იდაყვებით
მანქანის სახურავს დაეყრდნო და ლოდინი დაიწყო.
– ეს წუთია მანქანა ჩაკეტა, – თქვა ლონგმა, – როგორც ჩანს,
გასაღები შიგნით ჩატოვა.
‒ნაბიჭვარი, ჰგონია, შიგნით ვერ შევაღწევთ, – თქვა ელისმა,
გადმოვიდა, ორ მანქანას შორის გაიარა და ჰელერისაკენ წავიდა.
– გამარჯობა, დეტექტივო! – უთხრა ადვოკატმა.
– დალიეთ დღეს საღამოს, სერ? – ჰკითხა ელისმა.
– კი, დავლიე, – უპასუხა ჰელერმა, – მაგრამ იმდენი არა, რამ-
დენიც ჩემს გაჩერებას გაამართლებს.
–– ჩვენ 911-დან მივიღეთ ზარი. აღგვიწერეს თქვენი მანქანა.
გვითხრეს ნომერი და შეგვატყობინეს, რომ მანქანა არათანაბრად
და სახიფათოდ მიგყავდათ. თქვენთან მოსვლამდე დაახლოებით
ხუთი პოსტი გამოვიარეთ და ყველგან თქვენზე გვატყობინებდნენ.
‒ რა სისულელეა. მე დაგინახეთ, ბიჭებო, მე კი არა, თქვენ
გადადიოდით ხაზიდან ხაზზე, ჩემს დაჭერას ცდილობდით.

83
– ვის ურეკავდით? არ იცით, რომ მანქანის მართვისას მო-
ბილურზე ლაპარაკი აკრძალულია?
– პირველ შეკითხვაზე გპასუხობთ: თქვენი საქმე არ არის. რაც
შეეხება მეორე შეკითხვას, მანქანის გაჩერებამდე ტელეფონზე არ
დამირეკავს. ამაში უკანონო არაფერია, მაგრამ შეგიძლიათ, გააკე-
თოთ ის,რის გაკეთებასაც აპირებდით, დეტექტივო.– უფრო სწო-
რად, ოფიცრებო.
‒ საიდან მოდიხართ?
‒„მუსოდან“.
– მხოლოდ სვამდით იქ თუ ჭამეთ კიდეც?
– ცოტა ზეთისხილი ნამდვილად ვჭამე.
– შეგიძლიათ მართვის მოწმობა გვაჩვენოთ?
– რა თქმა უნდა. შეიძლება პიჯაკის შიდა ჯიბეში ჩავიყო ხელი,
ოფიცერო?
– ოღონდ ნელა, – ჰელერმა საფულე ამოიღო და ელისს
მართვის მოწმობა გაუწოდა. ელისმა დახედა და შარვლის უკანა ჯი-
ბეში ჩაიდო·
– ახლა გზის ნაპირზე გადავალთ და სიმთვრალეზე ტესტს ჩავა-
ტარებთ.
– არავითარ შემთხვევაში. ეს გაუმართლებელი გაჩერებაა. ჩემი
თანამშრომლობის სურვილი გზის ნაპირზე გადასვლასა და მარ-
თვის მოწმობის ჩვენებაზე დათანხმებით დამთავრდა.
– ალბათ, იცით, რომ ქუჩაში სიმთვრალეზე ტესტის ჩატარებაზე
უარის თქმა თქვენი დაპატიმრებითა და მართვის მოწმობის ჩამორ-
თმევით დამთავრდება. მერე საავადმყოფოში წაგიყვანთ და სისხლს
აგიღებთ.
– ეს კარგად ვიცი, მაგრამ, როგორც გითხარით, გააკეთეთ ის,
რის გაკეთებასაც აპირებთ. მთვრალი არა ვარ, ჩემი გაჩერების
საფუძველი არ გქონდათ. ეს ყველაფერი გამოგონილია. მანქანაში
ვიდეორეგისტრატორი გაქვთ?
– არა, სერ.
– არა უშავს, ჰოლივუდის ბულვარზე უამრავი სხვა კამერაა.

84
– იღბალს გისურვებთ, სერ.
– მე იღბალი არ მჭირდება.
‒ მივხვდი, სერ, ადვოკატი ბრძანდებით.
– დიახ, მაგრამ თქვენ ეს იცოდით.
ელისმა შეამჩნია, რომ მათი მანქანის უკან პატრულის მანქანა
ისე გაჩერდა, თითქოს ზურგი გაუმაგრა. ქურთუკის ჯიბიდან ხელე-
ბის პლასტმასის შესაკრავი ამოიღო.
‒ თუ შეიძლება, მარჯვენა ხელი მანქანიდან ჩამოიღეთ და ზურგს
უკან წაიღეთ.
– რა თქმა უნდა.
ელისმა ჰელერს ხელები ზურგს უკან შეუკრა, მეტისმეტად
მოუჭირა კიდეც, მაგრამ ჰელერს არ დაუჩივლია.
მას შემდეგ, რაც პატრულის თანამშრომლებმა ჰელერი სა-
ავადმყოფოში სისხლის ასაღებად წაიყვანეს, ელისმა რეზინის ხელ-
თათმანები ჩაიცვა, მერე საბარგულიდან მანქანის კარის გასაღები
ინსტრუმენტები ამოიღო და „ლინკოლნისაკენ“ წავიდა.
ჰელერს ეგონა, რომ ჭკვიანურად მოიქცა, როდესაც გასაღები
მანქანაში ჩატოვა, მაგრამ ელისმა იცოდა, რომ უფრო ჭკვიანი იყო.
დაელოდა, სანამ საპატრულო მანქანა თვალს მიეფარებოდა, გრძე-
ლი მავთული მანქანის შუშის ღარში ჩაყო და დაინახა, როგორ
ამოხტა ოთხივე კარის ჩამკეტი. იცოდა, რომ მანქანის სიგნალი-
ზაცია ჩართული არ იყო და კარი გააღო. ხელი შიგნით შეყო და სა-
ბარგულის გამხსნელი მოქაჩა. ჰელერს კარგა ხანს უთვალთვალებ-
და, რამაც დიდი გამოცდილება შესძინა და კარგად იცოდა, რომ
ფაილებს ის საბარგულში ინახავდა. საპატრულო ეკიპაჟმა ჰელერის
მანქანის პოლიციის გარაჟში გადასაყვანად ევაკუატორი გამოი-
ძახა. ელისმა ივარაუდა, რომ მის მოსვლამდე ფაილების გადასათვა
ლიერებლად დაახლოებით ნახევარი საათი ჰქონდა.
მანქანაში მძღოლის სავარძელზე ადვოკატის მობილური ტელე-
ფონი შეამჩნია. დაიხარა, ამოიღო და ჩართო, მაგრამ პაროლით
იყო დაბლოკილი და არაფერში გამოადგებოდა. უკან ჩაგდებას
აპირებდა, როდესაც ზარი შემოვიდა. ვინმე ჯენიფერ არონსონი

85
რეკავდა. ეს სახელი და გვარი არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ ყოვე-
ლი შემთხვევისთვის ნომერი მაინც ჩაიწერა და ტელეფონი ისევ
უკან ჩააგდო.
წინა კარი დაკეტა და უკანა გააღო. იქაურობა მოათვალიერა და
მძღოლის სავარძლის უკან იატაკზე ბრიფქეისი დაინახა. სავარძელ-
ზე დადო, გახსნა და გულდასმით გაჩხრიკა. იქ სამი ჩვეულებრივი
ბლოკნოტი აღმოაჩინა. თითოეულ მათგანში ჩანაწერები გაურკვე-
ველი ხელით იყო გაკეთებული. ადვოკატს სხვადასხვა საქმისთვის
ცალკე ბლოკნოტი ჰქონია. იყო რეზინით შეკრული სავიზიტო ბარა-
თების მთელი შეკვრაც და მეტი არაფერი. ელისმა ქეისი დაკეტა,
ისევ იატაკზე დადო და კარი დახურა. სანამ საბარგულისაკენ წავი-
დოდა, გახედა მეწყვილეს, რომელიც რადიოზე პოლიციის ტალღას
აკონტროლებდა. ლონგმა ზევით აწეული ცერა თითი აჩვენა და
ელისმაც თავი დაუქნია. საბარგულში ფაილებით სავსე სამი გრძე-
ლი მუყაოს ყუთი დახვდა. ეს ხომ ნამდვილი საბადო იყო. ლატექსის-
ხელთათმნიანი თითით ფაილები სათითაოდ გადასწია,სანამ არ
იპოვა ფაილი, რომელსაც ეწერა „ფოსტერი“.
– ბინგო, – თქვა მან.

10

მისი ქალიშვილის ოთახის კარი დაკეტილი იყო, მაგრამ ბოსხმა


კარის ქვევიდან გამომავალი შუქი დაინახა და მსუბუქად დააკაკუნა.
– ჰეი, მოვედი, – დაიძახა.
– გამარჯობა, მამა, – გამოეპასუხა ქალიშვილი.
ბოსხი მიპატიჟებას ელოდა, მაგრამ არავინ დაუძახა და ისევ
დააკაკუნა.
– შეიძლება, შემოვიდე?
– რა თქმა უნდა, ღიაა.

86
კარი შეაღო. ის საწოლის ბოლოს იდგა და საძილე ტომარას
დიდ, ბორბლებიან ჩანთაში ტენიდა.
მოგზაურობა რამდენიმე დღიანი იყო და ყველაფერს აგრო-
ვებდა, რაც სკოლაში დარიგებულ სიაში ეწერა.
– ჭამე რამე? ჰკითხა მამამ –– „პანერადან“ რაღაცები მოვიტანე.
– უკვე ვჭამე, მამა. არ ვიცოდი, როდის მოხვიდოდი და თინუსი
ვჭამე.
– მოგეწერა და გაიგებდი, მოვდიოდი თუ არა.
‒შენც ხომ შეგეძლო, მოგეწერა.
ბოსხმა გადაწყვიტა, ამ თემაზე ლაპარაკი აღარ გაეგრძელებინა.
‒ნერვიულობ?‒ ჰკითხა ბოსხმა და ჯერ ჩანთაზე მიუთითა, მერე
იატაკზე დაწყობილ ნივთებზე, რომლებიც გოგონას ლაშქრობაში
წასაღებად მოემზადებინა.
‒ არა, არ ვნერვიულობ, უბრალოდ, ლაშქრობაში არასოდეს
ვყოფილვარ.
ბოსხმა გაიფიქრა, მსაყვედურობსო. თავისი გოგონა ლაშქრობა-
ში არასოდეს წაუყვანია და, თუ ვიეტნამში კარვებსა და ორმოებში
გათენებულ ღამეებს არ ჩათვლიდა, არც თვითონ ყოფილა არას-
დროს.
– ახლა ხომ მიდიხარ. მეგობრებთან იქნები და კარგ დროს
გაატარებ.
– იმ მეგობრებთან, რომლებსაც სკოლის დამთავრების შემდეგ
აღარასოდეს შევხვდები. ვერ გამიგია... იმის თქმა მინდა, რომ ეს
მოგზაურობა ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არა სავალდებულო.
ბოსხმა თავი დაუქნია. მიხვდა, რომ გახალისების ნებისმიერი
მცდელობა გოგონას განწყობას უფრო დაუმძიმებდა. ამის დიდი გა-
მოცდილება ჰქონდა.
– კარგი, წავედი, წასაკითხი მაქვს რაღაცები. ღამე მშვიდობისა.
– ძილი ნებისა, მამა.
ბოსხი ქალიშვილთან მივიდა და თავზე აკოცა, მერე იატაკზე ჩან-
თას დახედა.

87
– იცი, რა, მე თუ მკითხავ, საძილე ტომარა ცალკე ჩანთაში უნდა
ჩადო. ამაში ძალიან დიდ ადგილს დაიკავებს.
– არა, გაგვაფრთხილეს, ყველაფერი ერთ ჩანთაში უნდა ჩაალა-
გოთო, ამაზე დიდი ჩანთა კი ვერ ვიპოვე.
– კარგი, მაპატიე.
– მამა, რამდენი დალიე?
‒ მხოლოდ ერთი „მარტინი“, ბიძაშენთან ერთად. მე წამოვედი,
ის კი დარჩა.
‒ არ მატყუებ?
‒ჰო, მასზე ადრე წამოვედი. რაღაც სამუშაო მაქვს. ძილი ნებისა.
– ძილი ნებისა.
ბოსხი ოთახიდან გამოვიდა და კარი გამოიხურა. მერე საკუთარ
თავს შეახსენა, რომ მის ქალიშვილს ძალიან რთული პერიოდი
ჰქონდა, უამრავ სტრესთან უწევდა გამკლავება, მაგრამ ამ გამკლა-
ვების სამიზნე ხშირად სწორედ ის, მამამისი ხდებოდა ხოლმე.
ბოსხი მას არ ადანაშაულებდა და არც ბრაზდებოდა, მაგრამ ეს
ბევრს ვერაფერს უმსუბუქებდა.
ძალიან წუხდა, რომ ბიძია მიკი ბედის ანაბარა მიატოვა. სამ-
ზარეულოში შევიდა სავახშმოდ.

11

ზუსტად დილის ცხრა საათზე მამაკაცების ცენტრალური ციხის


ფოიეში ადვოკატების სარეგისტრაციო ფანჯარას მიადგა, მაგრამ
ჰელერი არსად ჩანდა. ფანჯრის გვერდით ახალგაზრდა ქალი იდგა.
მან ბოსხი ყურადღებით შეათვალიერა და ჰკითხა:
‒ მისტერ ბოსხი ხართ?

88
ბოსხმა რამდენიმე წამი დააყოვნა. „მისტერით“ მიმართვას ვე-
რაფრით ეჩვეოდა.
– დიახ, მე ვარ, – უპასუხა ბოლოს.
ქალმა ხელი გაუწოდა. ბოსხმა ჯერ ფაილი მარჯვენა ხელიდან
მარცხენაში გადაიტანა და მერე ჩამოართვა.
– ჯენიფერ არონსონი ვარ. მისტერ ჰელერი და მე ვთანამშრომ-
ლობთ.
იქნებ ადრე ნანახიც ჰყავდა, მაგრამ ნამდვილად არ ახსოვდა.
– წესით, ახლა აქ უნდა იყოს.
– დიახ, ვიცი, უპასუხა ქალმა, – საქმე გამოუჩნდა, მაგრამ მის-
ტერ ფოსტერთან შესახვედრად მე შეგიყვანთ.
– ადვოკატის დასწრება აუცილებელი არ არის?
– მეც ადვოკატი ვარ, მისტერ ბოსხ. თქვენი სახელით განცხადე-
ბა უკვე შევიტანე.
ბოსხი მიხვდა, რომ ქალი გაღიზიანდა. ასაკიდან გამომდინარე,
ოცდაათ წელს მიღწეული არ იქნებოდა, ჰელერის მდივანი ეგონა და
არა მისი პარტნიორი.
‒ მაპატიეთ, – თქვა მან, – მაგრამ აქ ჰელერს ველოდი. ხომ ვერ
მეტყვით, სად არის?
‒ რაღაც მოულოდნელი, სასწრაფო საქმე გამოუჩნდა, მაგრამ,
იმედია, მალე შემოგვიერთდება.
– იცით, ეს ნამდვილად არ მომწონს. უნდა დავურეკო.
ბოსხი ფანჯარას რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა და ტელეფონი
ამოიღო. არონსონი უკან გაჰყვა.
– არა მგონია, დაკავშირება შეძლოთ. იქნებ მე და თქვენ შევსუ-
ლიყავით და საუბარი დაგვეწყო. ის კი,როგორც კი შეძლებს, შემოგ-
ვიერთდება.
ბოსხს ჰელერის ჩაწერილმა ხმამ მესიჯის დატოვება შესთავაზა.
მანაც ტელეფონი მაშინვე გათიშა, ქალს შეხედა და მიხვდა, რომ ის
ან ტყუოდა, ან რაღაცას არ ამბობდა.
‒ მითხარით, რა მოხდა? – ჰკითხა მან.
– ვერ გავიგე...

89
– სად არის?‒ რაღაცას მიმალავთ.
ქალს ნამდვილად არ მოეწონა, რომ ბოსხს სიმართლე ვერ
გამოაპარა.
‒კარგი, თქვა მან, – ქალაქის ციხეშია. წუხელ მანქანის სიმ-
თვრალეში მართვისთვის შეუკერეს საქმე და დააკავეს. გირაოს
თანხა უკვე შევიტანე და გათავისუფლებას წუთი წუთზე ელოდება.
– წუხელ ერთად ვიყავით. რომელ საათზე მოხდა ეს?
– დაახლოებით ათზე.
‒ რატომ ამბობთ, რომ საქმე შეუკერეს?
– სანამ გააჩერებდნენ, დამირეკა და მითხრა. დარწმუნებულია,
რომ რესტორნის გარეთ ელოდებოდნენ. ეს ხშირად ხდება ხოლმე.
ასე კერავენ საქმეებს.
– მთვრალი იყო? მე რვის ნახევარზე თუ რვაზე დავტოვე, მას შემ-
დეგ რესტორანში კიდევ ორი საათი ყოფილა.
– მითხრა, მთვრალი არ ვიყავიო. თუ გაიგო, რომ ეს მოგიყევით,
ნამდვილად არ მოეწონება. ძალიან გთხოვთ, იქნებ შევიდეთ და
ფოსტერთან საუბარი დავიწყოთ.
ბოსხმა თავი გააქნია. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს
სადღაც გაურკვეველი მიმართულებით მიექანებოდა. ყველაფერი
ეს უგემოვნო სპექტაკლად ეჩვენებოდა.
‒ მოდი, შევიდეთ და დროზე მოვამთავროთ ყველაფერი.
– აი, გამომართვით. ეს დაგჭირდებათ, – ჩანთა გახსნა და
იქიდან ამოღებული დაკეცილი ფურცელი გაუწოდა, ამ საბუთის მი-
ხედვით, თქვენ ჰელერთან თანამშრომლობთ და ამ საქმეზე მომუ-
შავე დეტექტივი ხართ. ტექნიკურად თქვენ დენის ვოიცეხოვსკის
ლიცენზიით მუშაობთ.
ბოსხმა ფურცელი გაშალა და წაიკითხა. ეს საბუთი მისთვის უკან
დასაბრუნებელი გზის მოჭრას ნიშნავდა. თუ დათანხმდებო და და
ციხეში ამ გზით შევიდოდა, უკვე ოფიციალურად დაცვის მხარეს მო-
მუშავე გამომძიებელი ხდებოდა.
– დარწმუნებული ხართ, რომ ეს მჭირდება? .
‒ თუ შიგნით შესვლა და მასთან შეხვედრა გინდათ, ამისთვის

90
კანონიერი საფუძველი გჭირდებათ.
ბოსხმა საბუთი პიჯაკის შიდა ჯიბეში ჩაიდო.
‒ კარგი, წავედით.
და’ ქუანის გარეგნობა ბოსხისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
ლექსი პარქსის მკვლელობის სურათებიდან და მკვლელის სისას-
ტიკიდან გამომდინარე, ახმახი და კუნთებდაბერილი ადამიანის და-
ნახვას ელოდა, ფოსტერი კი ერთი კაფანდარა კაცი აღმოჩნდა. ცი-
ხის ლურჯი ფორმა ორი ზომით მაინც ექნებოდა დიდი. ბოსხი მიხ-
ვდა, რომ ფოსტერის დანაშაულში დარწმუნებული იყო და მისი მო-
ლოდინიც ამას ეყრდნობოდა. ციხის თანამშრომელმა ფოსტერი მა-
გიდასთან ბოსხისა და არონსონის პირდაპირ დასვა, ხელბორკილი
მოხსნა და ოთახიდან გავიდა. ფოსტერს თმა მჭიდრო, წვრილნაწნა-
ვებად ჰქონდა დაწნული. კისრის ცალ მხარეს პომადიანი ტუჩები
ჰქონდა ამოსვირინგებული, მეორე მხარეს კი ლურჯად რაღაც ეწე-
რა, მაგრამ ბოსხმა მის მუქ ყავისფერ კანზე ვერ გაარჩია. ჩანდა, ერ-
თდროულად ორი ადამიანის მასთან მისვლამ ფოსტერი დააბნია.
ლაპარაკი არონსონმა დაიწყო:
‒ მისტერ ფოსტერ, დარწმუნებული არა ვარ, რომ გახსოვართ.-
მე ჯენიფერ არონსონი ვარ, მისტერ ჰელერთან ვმუშაობ. თქვენთვის
ბრალის წაყენებასა და წინასწარ მოსმენას მასთან ერთად მეც ვეს-
წრებოდი.
ფოსტერმა, როგორც ჩანს, იცნო და თავი დაუქნია.
– თქვენ ადვოკატი ხართ, არა?
‒ დიახ, თქვენი ერთ-ერთი ადვოკატი ვარ და მინდა წარმო-
გიდგინოთ მისტერ ბოსხი, რომელიც თქვენს საქმეზე გამომძიებ-
ლად იმუშავებს. ახლა ის რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ.
ბოსხს არც კი უცდია შესწორება, თუმცა, ოფიციალური საბუთის
მიუხედავად, გუნდის წევრობაზე ჯერ არ დათანხმებულიყო.
– ჰელერი სად არის?
– ამწუთას სხვა საქმე აქვს, – უთხრა არონსონმა, – მაგრამ,ვფიქ-
რობ, სანამ მისტერ ბოსხი თქვენთან საუბარს დაამთავრებს, შემოგ-
ვიერთდება.

91
„სხვა საქმე აქვს“... ჰო, ასეც შეიძლება ითქვას“, გაიფიქრა ბოს-
ხმა.
ფოსტერმა მზერა ბოსხს მიაპყრო და ის, რაც დაინახა, აშკარად
არ მოეწონა.
– იცით, პოლიციელს ჰგავხართ.
– ვიყავი.
– ლპდ?15
ბოსხმა თავი დაუქნია.
– თქვენი დედაც, – თქვა ფოსტერმა, – ჩემს საქმეზე ვინმე სხვა
მინდა. არანაირი პოლიციელი არ მჭირდება.
‒ მისტერ ფოსტერ, – დაიწყო არონსონმა, – ჯერ ერთი, თქვენ
დიდი არჩევანი არ გაქვთ და მეორეც,მისტერ ბოსხი მკვლელობების
გამომძიებელია და ამ საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა.
– და მაინც, არ მომწონს. რა ჩემს ფეხებს აკეთებდნენ გამომძიებ-
ლები სამხრეთ ლოს-ანჯელესში? ადრე, როდესაც ჩემს ხალხთან
ერთად დავრბოდი, ხუთი წლის განმავლობაში ცხრა კაცი დავ-
კარგეთ, დეპარტამენტს არავინ დაუპატიმრებია, არავინ გაუსა-
მართლებიათ და არც არაფერი.
– მე სამხრეთ ლოსანჯელესში არ მიმუშავია, – უთხრა ბოსხმა.
ფოსტერმა ხელები გულზე დაიკრიფა, ცხვირი აიბზუა და
მარცხნივ კედელს მიაჩერდა. ახლა ბოსხი მისი კისრის მარჯევენა
მხარეს სვირინგს კარგად ხედავდა. ეს ლოს-ანჯელესის ქუჩის ბან-
დის წევრის სტანდარტული ნიშანი იყო – ციფრი 6 ექვსქიმიანი
ვარსკვლავის ცენტრში, ვარსკვლავს კი ერთ სამკუთხედზე მეორე,
თავდაყირა დადებული სამკუთხედი ქმნიდა.
ბოსხმა იცოდა, რომ ვარსკვლავის ყოველი წვერი თითოეულ იმ
პრინციპს აღნიშნავდა, რომლისთვისაც ბანდა იქმნებოდა – სიცოც-
ხლე, ლოიალობა, სიყვარული, ცოდნა, სიბრძნე და გაგება. ამ სიმ-
ბოლოს გვერდით იყო წარწერა: ტუკი რიპი. ბოსხმა იცოდა, რომ ეს

15
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტი

92
ეს სტენლი (ტუკი) უილიამსს ნიშნავდა, ბანდის ცნობილ დამაარ-
სებელს, რომელიც სან-კვენტინში სიკვდილით დასაჯეს.
ბოსხმა განაგრძო.
– თქვენ ამბობთ, რომ არ ჩაგიდენიათ მკვლელობა, რომელსაც
გაბრალებენ. თუ მართლა ასეა, შემიძლია დაგეხმაროთ, მაგრამ,თუ
ტყუით, თქვენს მხარეს ვერ ვიქნები. აი, ასე მარტივად არის ყველა-
ფერი. თუ გინდათ, რომ წავიდე, წავალ. თქვენი დაცვა ჩემი საქმე არ
არის.
ფოსტერმა ისევ ბოსხს შეხედა.
– შენი დედაც, თუ დეპარტამენტიდან ხარ, სულ ფეხებზე გკიდია,
გავაკეთე ეს თუ არა. ოღონდ ვინმე გყავდეთ, ვისაც ამ საქმეს შეტე-
ნით და სხვა არაფერი განაღვლებთ. გგონიათ, თუ ეს არ გამიკეთე-
ბია, რამე სხვას გავაკეთებდი და ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს,
რას დამაბრალებთ.
ბოსხმა არონსონს გახედა.
– ერთმანეთს მშვენივრად გავუგებთ. იქნებ თქვენ გახვიდეთ,მი-
კი მოძებნოთ და შემოიყვანოთ.
– სანამ საუბარს არ დავამთავრებთ, აჯობებს, აქ ვიყო, – უპასუხა
არონსონმა.
– არა, ყველაფერი კარგად გვექნება. საუბარს მე გავუძღვები,
თქვენ კი შეგიძლიათ გახვიდეთ, – უთხრა ბოსხმა და მძიმედ შეხედა.
არონსონი ადგა და კარზე დააკაკუნა. როგორც კი მცველმა გააღო,
გარეთ გავიდა, ისევ გაღიზიანებული ჩანდა. ბოსხმა თვალი გააყო-
ლა. კარი რომ დაიხურა, ისევ ფოსტერს მიუბრუნდა:
– მისტერ ფოსტერ, აქ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ თქვენთან
დამეგობრების სურვილით ვიწვი. ჩემთან მეგობრობა თქვენც
არაფერში გჭირდებათ, მაგრამ აი, რას გეტყვით, თუ ამ მკვლელო-
ბაში უდანაშაულო ხართ, ამის დასამტკიცებლად ჩემს გარდა არავინ
გჭირდებათ. თუ უდანაშაულო ხართ, ესე იგი, გარეთ დადის ადა-
მიანი, ვინც ეს ჩაიდინა და მე მას აუცილებლად ვიპოვი.
ბოსხმა ფაილი გახსნა, მკვლელობის ადგილზე გადაღებული ერ-
თერთი ფოტო ამოიღო და მაგიდაზე გააცურა. ეს ალექსანდრა პარ-

93
ქსის დამახინჯებული სახის ახლოდან გადაღებული ფერადი ფოტო
იყო. საქმის მასალებში ეწერა, რომ როდესაც მისმა ქმარმა ცხედა-
რი აღმოაჩინა, ქალს სახეზე ბალიში ჰქონდა დაფარებული. ბოსხმა
მკვლელის ფსიქოლოგიურ პროფილში ამოიკითხა, რომ მას ჩადე-
ნილის შერცხვა და შეეცადა, ბალიშით დაემალა. თუ მართლაც ასე
იყო, ბოსხს ფოტოს დანახვისას ფოსტერის რეაქცია აინტერესებდა.
რეაქცია მართლაც აშკარა იყო.
ფოსტერმა სურათს დახედა, მერე უცებ თავი უკან გადააგდო და
ჭერს მიაშტერდა.
– ოჰ, ღმერთო ჩემო! ოჰ, ღმერთო ჩემო!
ბოსხი მის სახეს ძალიან დაკვირვებით სწავლობდა. დარწმუ-
ნებული იყო, რომ შემდეგ რამდენიმე წამში მიხვდებოდა, ფოსტერმა
მოკლა თუ არა ალექსანდრა პარქსი.
ის, როგორც ერთადერთი მსაჯული, სახის გამომეტყველების
ნიუანსების მიხედვით ვერდიქტის გამოტანამდე დაადგენდა სიმარ-
თლეს.
– მოაშორეთ აქედან, – თქვა ფოსტერმა.
– არა, მინდა, რომ უყუროთ, – უპასუხა ბოსხმა.
– არ შემიძლია, – ფოსტერმა ხელი ფოტოსკენ ისე გაიშვირა,
რომ თვალები ჭერისთვის არ მოუშორებია, – ვერ დამიჯერებია...
მეუბნებიან, ეს შენ გააკეთეო, რომ შემეძლო ქალის სახე ასე და-
მესახიჩრებინა...
– ჰო, ასეა.
‒ სასამართლოზე დედაჩემი იქნება და ამას აჩვენებენ?
– ალბათ, თუ მოსამართლე არ ჩათვლის, რომ ეს საქმისთვის სა-
ზიანო იქნება. სავარაუდოდ, ასე იქნება.
ფოსტერმა ყელის სიღრმიდან უცნაური ხმა ამოუშვა. დაჭრილი
ნადირის ხმა.
‒შემომხედეთ, და’ქუან, – უთხრა ბოსხმა, – შემომხედეთ.
ფოსტერმა თავი ჩამოსწია და ბოსხს შეხედა, ოღონდ ისე, რომ
მაგიდაზე დადებული ფოტო მისი თვალთახედვის არეში არ მოეცე-
ულიყო. ბოსხმა მის თვალებში ტკივილი და თანაგრძნობა ამოიკით-

94
ხა. პოლიციაში მუშაობის წლების განმავლობაში უამრავი მკვლე-
ლის პირისპირ მჯდარა. უმრავლესობა, განსაკუთრებით ფსიქოპა-
თები, ყოველთვის ოსტატურად ტყუოდნენ, მაგრამ ბოლოს სწორედ
თვალები ღალატობდათ ხოლმე. ფსიქოპათები გულცივები არიან,
მათ შეუძლიათ თანაგრძნობა გაითამაშონ, მაგრამ თვალებით ვე-
რასოდეს გამოხატავენ. ამიტომაც უყურებდა ბოსხი მათ ყოველ-
თვის თვალებში.
– ეს თქვენ გააკეთეთ, და'ქუან? – ჰკითხა მან.
– არა,მე არ გამიკეთებია.
ბოსხი დარწმუნებული იყო, რომ და'ქუან ფოსტერის თვალებში
სიმართლეს ხედავდა. მაგიდაზე სურათს გადასწვდა და აიღო, რომ
ფოსტერი ცოტა დამშვიდებულიყო.
– კარგი, დამშვიდდით.
ფოსტერს მხრები ჩამოეყარა, ერთიანად გამოწურული ჩანდა.
ალბათ, პირველად მას შემდეგ, რაც ყველაზე უარეს დანაშაულში
დასდეს ბრალი, ეს შეხვედრა მისთვის განთიადის ტოლფასი იყო,
– მგონი, მჯერა თქვენი, და’ქუან. ეს ძალიან კარგია. ცუდი ის
არის, რომ თქვენი დ ნ მ მსხვერპლის სხეულში აღმოჩნდა და ამას
რაღაც ახსნა უნდა მოვუძებნოთ.
– ის ჩემი არ იყო.
– ეს, უბრალოდ, უარყოფაა და ახსნად არ გამოდგება. მეცნიერე-
ბა ამ შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგაა. სწორედ თქვენი დ ნ მ
ხდის ამ საქმეს ასე მომგებიანს პროკურატურისთვის. თუ ამას ვერ
ავხსნით, თქვენ ცალი ფეხით სამარეში ხართ, და'ქუან.
‒ არაფრის ახსნა არ შემიძლია. უბრალოდ, ვიცი, რომ დ ნ მ ჩე-
მი არ იყო. სულ ეს არის.
‒ მაშინ იქ საიდან მოხვდა?
‒ არ ვიცი, ალბათ, ვიღაცამ საგანგებოდ მიიტანა.
‒ ვინ?
– არ ვიცი.
– პოლიციელებმა?
– ვიღაცამ.

95
– იმ ღამეს იქ იყავით? იმ ქალის სახლში?
– ღმერთო, არა.
– სად იყავით?
– სტუდიაში. ვხატავდი.
– არა, იქ არ ყოფილხართ, ტყუილია. შერიფის დეპარტამენტს
მოწმე ჰყავს. ის ამბობს, რომ იმ საღამოს თქვენს სტუდიაში მოვიდა
და ვერ გნახათ.
‒ ვიყავი...
– მოწმე სასამართლოზე მოვა, კათედრასთან დადგება და
მისცემს ჩვენებას, რომ იმ საღამოს თქვენს სანახავად სტუდიაში
მოვიდა და თქვენ იქ არ დახვდით. დაუმატეთ ამას მსხვერპლის
სხეულში აღმოჩენილი თქვენი დნმ და მორჩა, თქვენი საქმე
დამთავრებულია. გესმით ეს?
ბოსხმა თითი პირქვე დადებული ფოტოსკენ გაიშვირა.
‒ ასეთი დანაშაულის შემთხვევაში არც ერთი მოსამართლე და
არც ერთი მსაჯული არც კი დაფიქრდება, ისე მოგისჯით სიკვდილს
და თქვენც ტუკის გზას გაუდგებით.
ბოსხი ცოტა ხანს დუმდა, უნდოდა, რომ ფოსტერს ყველაფერი
გაეცნობიერებინა და მერე უფრო დაყვავებით განაგრძო:
– ჩემი დახმარება გჭირდებათ, და’ქუან, ამისათვის კი ყველაფე-
რი უნდა ვიცოდე, კარგიც და ცუდიც. შეგიძლიათ ადვოკატი მოატყუ-
ოთ, მაგრამ ჩემთან არ გაგივათ. ყველაფერს უმალ ვხვდები.
‒ მოკლედ, კიდევ ერთხელ ვცადოთ სად იყავით იმ ღამეს? თუ
არ მეტყვით, აქედან მივდივარ, – ფოსტერმა თვალები მაგიდისკენ
დახარა. ბოსხი ელოდებოდა, ხვდებოდა, რომ ფოსტერი სადაცაა
გატყდებოდა და სიმართლეს იტყოდა.
– კარგი, – თქვა მან, – შევთანხმდით, ჰოლივუდში ვიყავი, ვიღა-
ცასთან ერთად, ოღონდ ჩემს ცოლთან არა.
‒გასაგებია. ვინ იყო ის ქალი?
– ქალი არ იყო.

96
12

ჰელერმა ფოსტერთან საუბარს ვერ მოუსწრო. მხოლოდ თქვენი


გადასაწყვეტი იყო, გამოჩენილ ადვოკატად ჩათვლიდით მას თუ ცუ-
დი რეპუტაციის მქონედ, ყოველ შემთხვევაში, მისი ერთი საქმის მი-
ხედვით გადაიღეს ფილმი, რომელშიც, არც მეტი, არც ნაკლები, მე-
თიუ მაკკონაჰი თამაშობდა. ჰელერი რაიონის პროკურორის უკა-
ნასკნელ არჩევნებშიც მონაწილეობდა, მაგრამ მას შემდეგ,რაც სიმ-
თვრალეში მანქანის მართვის ბრალდებით დაკავებულმა მისმა
კლიენტმა, რომელიც მისი წყალობით გაამართლეს, ისევ მთვრალ-
მა მანქანით ორი კაცი გაიტანა და თვითონაც დაიღუპა, ჰელერი იძუ-
ლებული შეიქნა, თავისი კანდიდატურა მოეხსნა. ახლა მისი დაკავე-
ბის საქმე ყველაზე ცხელ-ცხელი ამბავი იყო და ციხის ოფიცრები
ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჟურნალისტების მოსვლამდე გარეთ
არ გამოეშვათ. მისი პორტრეტის ინტერნეტით გავრცელება შეიძ-
ლებოდა. ციხესთან რეპორტიორების, ფოტოგრაფებისა და ოპერა-
ტორების მთელი ჯარი შეგროვდა ციხიდან მისი სამარცხვინო გა-
მოსვლის დასაფიქსირებლად.
ბოსხი ჯენიფერ არონსონს გაჰყვა თან. ის, როგორც ჰელერის
ადვოკატი, ციხეში უნდა შესულიყო, რომ პარტნიორისათვის ეთქვა,
რაც გარეთ ხდებოდა. მისი გეგმით, ბოსხი თავისი „ჩეროკით“ ციხის
კართან უნდა მისულიყო, იქიდან სწრაფად გამოსული ჰელერი ჩაეს-
ვა და სწრაფადვე გასცლოდა იქაურობას, მაგრამ ჰელერმა იუარა,
სამარცხვინოდ გაქცევას არ ვაპირებო. პირადი ნივთების მოკრეფის
შემდეგ პიჯაკის ჯიბიდან ჰალსტუხი ამოიღო და გაიკეთა. მერე ჰალ-
სტუხი ხელით ჩამოისწორა და ციხის კარიდან თავაწეული გამოვი-
და. პირდაპირ ჟურნალისტების ჯგუფისკენ წავიდა,დაელოდა, სანამ
ყველა ობიექტივი თუ მიკროფონი მისკენ იქნებო და მიმართული და
ლაპარაკი დაიწყო:
– მინდა ვთქვა, რომ სამართალდამცავი ორგანოების შანტაჟის
მსხვერპლი გავხდი, – დაიწყო მან, – მაგრამ ვერ დამაშინებენ. მაბ-
რალებენ იმას, რაც არ გამიკეთებია. მანქანას მთვრალი არ ვმარ-

97
თავდი, ამის არანაირი მტკიცებულება არა აქვთ. ამ ბრალდებებს გა-
ვასაჩივრებ და ჩემი უდანაშაულობის დადასტურებას აუცილებლად
მივაღწევ. საქმეს, რომელსაც ამდენი ხანია ვაკეთებ, ჩვენი საზოგა-
დოების აუთსაიდერებს ვიცავ, მაინც ვერ ჩამომაშორებენ. დიდი
მადლობა.
ჟურნალისტები აყაყანდნენ. ყველა შეკითხვას უსვამდა. ყველაზე
ხმამაღლა ერთი ქალის ხმა ისმოდა:
‒ რატომ ცდილობენ თქვენს დაშინებას?
– ჯერ არ ვიცი, – უპასუხა ჰელერმა, – ახლა რამდენიმე საქმეზე
ვმუშაობ, რომლებშიაც ჩემი კლიენტების გამართლებას პოლიციის
წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოჰყვება და ეს იციან.
‒შეიძლება ამას ლექსი პარქსის მკვლელობასთან ჰქონდეს კავ-
შირი? ‒ დააწია იმავე ქალმა შემდეგი შეკითხვა.
‒ არ ვიცი, – უპასუხა ჰელერმა, ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ, რაც
მე გამიკეთეს, არასწორია, და შევეცდები, გამოვასწორო.
მერე სხვა რეპორტიორმა დასვა შეკითხვა. ბოსხმა იცნო, „თაიმ-
სიდან“ იყო, მაგრამ სახელი არ ახსოვდა. მას პოლიციის დეპარ-
ტამენტში კარგი კავშირები ჰქონდა და ყოველთვის მნიშვნელოვანი
ინფორმაცია ჰქონდა.
– თქვენი სისხლი შეამოწმეს და ლოს-ანჯელესის პოლიციის დე-
პარტამენტის ინფორმაციით ალკოჰოლის ოდენობა მასში 1.1-ს შე-
ადგენს. ეს დაშვებულზე მეტია.
ჰელერმა თავი დააქნია, თითქოს იცოდა, რომ ამას ჰკითხავდ
ნენ, და სიამოვნებდა, რომ ბრალდების გაბათილებას შეძლებდა.
– ალკოჰოლის ოდენობა სისხლში 0.6 იყო, თქვენი წყაროს
ინფორმაცია მცდარია, ტაილერ, – თქვა მან, – დეპარტამენტმა
ექსტრაპოლაციის არასწორი ფორმულა გამოიყენა, რათა მონაცემი
გაეზარდა და დავეპატიმრებინე. დაწვრილებითი გამოკვლევის შემ-
დეგ სასამართლო ამ ფორმულას არ მიიღებს და გამათავისუფლე-
ბენ. ბოსხი უკვე მანქანის მოსაყვანად უნდა წასულიყო, მაგრამ
ჰელერს თვალს ვერ აშორებდა, სიამოვნებით ადევნებდა თვალს,
როგორ მუშაობდა ის, ამდენ რეპორტიორთან ისე თავისუფლად,

98
მსუბუქად ლაპარაკობდა, თავს ისე აკონტროლებდა, ისეთი უშიშა-
რი და მამაცი იყო, რომ ბოსხი აღტაცებით შეჰყურებდა.
– მაგრამ მანქანის სიმთვრალეში მართვისთვის წარსულშიც და-
გაპატიმრეს, ასე არ არის?
– ახლა წარსულზე არ ვლაპარაკობთ. ახლა აწმყოს ვეხებით და
ვლაპარაკობთ იმაზე, გვინდა თუ არა, რომ პოლიცია ჩვენს კა-
ნონმორჩილ, უდანაშაულო მოქალაქეებს ასე იოლად იღებდეს მი-
ზანში. ხელისუფლება აღმაშფოთებლად ერევა ჩვენს პირად ცხოვ-
რებაში. ამას წერტილი უნდა დაესვას და მე სწორედ ახლა და აქ და-
ვიწყებ ამისთვის ბრძოლას.
შეკითხვები მეორდებოდა და სხვა თემებზე გადადიოდა, აშკარა
იყო, რომ რეპორტიორებს შეკითხვები არ გაუთავდებოდათ, სანამ
ჰელერს პასუხები არ გამოელეოდა. ჟურნალისტებს შორის იყვნენ
როგორც ისეთები, რომლებიც სამართლებრივ საკითხებს აშუ-
ქებდნენ, ასევე უფრო მსუბუქი, ბულვარულ სიუჟეტებზე მომუშა-
ვენიც. ჰელერი ის იშვიათი ადამიანთაგანი იყო, რომელსაც კავშ-
რები ორივე ამ ბანაკში ჰქონდა. უკანასკნელი შეკითხვა, რომელიც
ბოსხმა გაიგონა, სანამ გარაჟისაკენ მიმავალი სახლის კუთხეს
გასცდებოდა, მეთიუ მაკ კონაჰის ეხებოდა. რეპორტიორს აინტე-
რესებდა, ჰქონდა თუ არა ჰელერს მასთან კავშირი და აპირებდნენ
თუ არა „ლინკოლნის ადვოკატის“ გაგრძელების გადაღებას.
ჰელერმა უპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

13

ჰელერს ძალიან შიოდა. ციხეში საუზმედ სენდვიჩისა და ვაშლის


მეტი არაფერი უჭამია, მაგრამ, სანამ საჭმელად წავიდოდა, თავისი
მანქანისა და მობილური ტელეფონის დაბრუნება უნდოდა. არონ-
სონი მაშინვე სამსახურში დაბრუნდა, ბოსხმა კი ჰელერი პოლიციის

99
გარაჟში „ლინკოლნის“ უკან დასაბრუნებლად წაიყვანა.
გზად ჰელერი თავისი დაპატიმრების ამბავს უყვებოდა. ამბობდა,
დარწმუნებული ვარ, სამოქალაქოტანსაცმლიანი ოფიცრები
რესტორნის გარეთ მელოდებოდნენო. არაფერი, რაც მან ბოსხს მო-
უყვა, ამ ვერსიას არ ადასტურებდა, ამიტომ მოეჩვენა, რომ მის ძმას
პარანოიის აშკარა ნიშნები ჰქონდა. თუმცა ბოსხს არ მოსწონ-
და,რომ ჰელერი უფორმო პოლიციელებმა გააჩერეს. იფიქრა, პო-
ლიციის რომელიმე წინასწარ დაგეგმილ ოპერაციაში ხომ არ მოხ-
ვდა შემთხვევითო.
პოლიციის გარაჟი მენსფილდ–ავენიუზე იყო. ჰელერმა ჯარი-
მაუსიტყვოდ გადაიხადა და გარაჟის თანამშრომელმა მანქანის გა-
საღები გადასცა. ჰელერი ჯერ გასაღებს დააჩერდა და მერე გარაჟის
თანამშრომელს შეხედა.
– ჩემი მანქანა გააღეთ?
თანამშრომელმა დახედა დოკუმენტს, რომელსაც ჰელერმა
ხელი რამდენიმე წუთის წინ მოაწერა.
– არა, სერ, არ გაგვიღია. საკეტი გატეხილი არ არის. ეს კი იმას
ნიშნავს, რომ შემოყვანისას მანქანა ღია იყო. ასეთი შემთხვევები
გვაქვს ხოლმე. თუ ამის გამო საჩივარი გინდათ დაწეროთ, სპე-
ციალურ ფორმას მოგცემთ და შეავსეთ.
– მართლა?‒ მოდი, მაჩვენეთ, სად არის მანქანა.
– ოცდამესამე ადგილი. მთავარ გზას გაჰყევით და მარცხენა მხა-
რეს იპოვით.
ბოსხი ჰელერს უკან გაჰყვა. მან კი პირველი, რაც გააკეთა, მან-
ქანიდან ტელეფონი ამოიღო და შეამოწმა. მასზე პაროლი იყო და-
ყენებული და, სავარაუდოდ, მისი გატეხა ვერ მოახერხეს. მერე სა-
ბარგული გახსნა და ერთმანეთის გვერდით დაწყობილი სამი მუყა-
ოს ყუთი დაათვალიერა. თითით ფაილებს სწევდა. უნდოდა დარწმუ-
ნებულიყო, რომ ყველაფერი ადგილზე იყო. მერე მანქანის უკანა
კართან მივიდა, იატაკზე დადებული ჩანთა აიღო, მანქანის სახურავ-
ზე გახსნა და შეამოწმა.
– მათ ასლების გადასაღებად უამრავი დრო ჰქონდათ, – თქვა.

100
– მათ? – ჰკითხა ბოსხმა, – ვის?
– ვინც უნდა ყოფილიყო. ალბათ, პოლიციელებს, რომლებმაც
გამაჩერეს, და იმათ, ვინც ისინი გამოგზავნეს.
– უთუოდ ამ მიმართულებით გინდა საქმის წაყვანა?
– აბა, რა მიმართულებით უნდა წავიყვანო?
– მგონი, პარანოია გჭირს. რესტორანში, ჩემი გამოთვლით, სამ
საათს სვამდი და...
– თავს ვიკავებდი და ნასვამი არ ვიყავი, ყოველ შემთხვევაში,
მთვრალი ნამდვილად არ ვყოფილვარ. როდესაც გამაჩერეს,
გადმოვედი და მანქანა ჩავკეტე. გასაღები შიგნით ჩავტოვე, ახლა კი
ის ტიპი მეუბნება, მანქანა კარღია შემოიყვანესო. აბა, შენ რა ახსნას
შემომთავაზებ?
ბოსხს არაფერი უთქვამს. ჰელერმა ჩანთა ჩაკეტა და შეხედა.
– კეთილი იყოს შენი მობრძანება ბარიკადის მეორე მხარეს,
ჰარი. წავიდეთ, რამე ვჭამოთ. საშინლად მშია, – საბარგული ჩაკე-
ტა.
ბოსხმა სანომრე ნიშანზე წარწერა „მე ვამართლებ“ დაინახა და
საკუთარ თავს შეახსენა, რომ არასოდეს უნდოდა, ვინმეს ჰელერის
მანქანაში დაენახა.
„ფინქსში“, ლაბრეაზე, ორივე თავისი მანქანით მივიდა. საჭმელი
აიღეს და უკანა ოთახში, ერთ-ერთ მაგიდასთან დასხდნენ. ლანჩი-
სათვის ცოტა ადრე იყო და სიხალვათე დახვდათ. სანამ ჰელერი
უზარმაზარ ჰოთდოგს შეექცეოდა, ბოსხი და’ქუან ფოსტერთან შეხ-
ვედრის ამბავს უყვებოდა. ეუბნებოდა, რომ ფოსტერმა თავისი ალი-
ბის თაობაზე, ბოლოს და ბოლოს, სიმართლე უთხრა. ჰელერს ტუ-
ჩებზე მდოგვი მოეცხო და, სანამ ჰოთდოგი ბოლომდე არ შეჭამა, არ
მოუწმენდია.
– ძნელი დასაჯერებელია, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი საიდუმ-
ლო არ გამჟღავნდეს, მზად არის, ციხეში ჩაჯდეს, – თქვა ბოსხმა.
– ამაყი კაცია და თან თავის წრეში არცთუ ცუდი რეპუტაციით
სარგებლობს. ახლა ამას ცოლ-შვილი დაუმატე. მოკლედ, ყველაფე-
რი ამის დანგრევა უჭირს. გარდა ამისა, როდესაც უდანაშაულო ხარ,

101
ხარ, გულის სიღრმეში ყოველთვის გჯერა, რომ გადარჩები, რომ სი-
მართლე მაინც გაგათავისუფლებს და ეგეთი სისულელეები. ასეთი
ილუზია ბანდის ყოფილ წევრსაც კი აქვს.
ბოსხმა თავისი ხელუხლებელი სენდვიჩი ჰელერს მიუწია და
თავი გააქნია.
‒ სისულელეა.
– ჰო, ვიცი.
‒ არა, იმას არ ვამბობ, რომ სიმართლე გაგათავისუფლებს,შენს
საქციელს ვგულისხმობ.
– ჩემსას? რა საქციელს?
– ყველაფერი ეს განგებ მომიწყვე, მიკ. მადა აღმიძარი და დარ-
წმუნებული იყავი, ბოლოს და ბოლოს, ციხეში შევიდოდი და და’ქუ-
ანს შევხვდებოდი. ისიც იცოდი, რომ პროკურატურას ჰყავდა მოწმე,
რომელიც მის ალიბის გააბათილებდა, მაგრამ სიმართლე უკვე
იცოდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში იცოდი.
ჰელერმა მეორე სენდვიჩი ჩაკბიჩა და სავსე პირით გაღიმება
სცადა, მერე ლუკმა გადაყლაპა და პირიდან მდოგვი ხელსახოცით
მოიშორა.
– იცი, რას გეტყვი?‒ მომავალში ჰოთდოგის ჩემთვის დათმობას
რომ დააპირებ, ამდენ მდოგვს ნუ უზამ.
– კარგი, დავიმახსოვრებ. სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ. იცი, რას ვერ
ვიგებ? თუ და'ქუანს თავისი ალიბის შესახებ სიმართლე შენთვის
ნათქვამი ჰქონდა, რატომღა მატყუებდა?
– იქნებ ვერ გენდო. იქნებ გცდიდა?
– ეს კიდევ უფრო დიდი სისულელეა, მაგრამ ყველაზე მეტად ის
მიკვირს, შენ რატომ დამიმალე. შენც მცდიდი?
– არა, არა, ფიქრადაც არ გამივლია. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ
მინდოდა, ამ საქმეში ჩართულიყავი.
– ჩავრთულიყავი? სისულელეა. შენ უბრალოდ გამომიყენე.
‒შესაძლებელია, მაგრამ იქნებ გადაგარჩინე კიდეც?
– რისგან გადამარჩინე?

102
– შენ მკვლელობების გამომძიებელი ხარ. ლოს-ანჯელესის
პოლიციის განყოფილებამ გადაწყვიტა, რომ აღარ უნდიხარ. მინ-
დოდა, დამენახვებინა, რომ არსებობს ხალხი, ვისაც სჭირდები.
ბოსხმა თავი გააქნია და ხელები მაგიდაზე დააწყო.
– რატომ ყველაფერი თავიდანვე არ მითხარი და საშუალება არ
მომეცი, არჩევანი თვითონ გამეკეთებინა.
– რას ნიშნავს, ყველაფერი თავიდანვე არ გითხარი?‒ სხვათა
შორის, მე ვიცავ კაცს, რომელსაც ბრალს სდებენ დანაშაულში,
რომლის მსგავსი ამ ქალაქში მას შემდეგ არ მომხდარა, რაც ნიკოლ
სიმფსონი აკეპეს. მისი დ.ნ.მ. გაუგებარი გზით მსხვერპლის სხეულ-
ში აღმოჩნდა, მან კი ალიბის შესახებ იმიტომ იცრუა, რომ ნამდვილი
ალიბი ტრანსვესტიტთან, სახელად სინდი, მოტელში გატარებული
ღამეა. ყველაფერი თავიდან რომ მეთქვა, არაფერი გამომივიდოდა.
ბოსხს ხმა არ ამოუღია. გრძნობდა, ჰელერს კიდევ რაღაც
ჰქონდა სათქმელი და არც შემცდარა.
– ახლა ყველაზე მოულოდნელი რამ უნდა გითხრა – მისი გიჟუ-
რი ალიბის დამტკიცება უკვე შეუძლებელია. საქმე ის არის, რომ,სა-
ნამ სინდისთან შეხვედრას მოვასწრებდი, მან ჰოლივუდში, ერთ პა-
ტარა ქუჩაზე, თავი მოიკლა.
ბოსხი დაიძაბა და წინ გადაიხარა. ფოსტერს ეს არ უთქვამს.
– როდის მოხდა ეს?
– მარტში.
– ფოსტერის დაპატიმრებამდე თუ მერე?
– მერე.
– რამდენ ხანში?
– რამდენიმე დღის შემდეგ.
შემდეგი კითხვის დასმამდე ბოსხი დაფიქრდა.
– ვინმე დააპატიმრეს ამისთვის?
‒ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელად რომ მოვიკითხე,
არ იყო. სწორედ ამიტომ მჭირდება გამოძიება, ჰარი. სისკომ ამის
კეთება დაიწყო, მაგრამ მერე მოტოციკლეტით დაიმტვრა.
‒ ყველაფერი ეს თავიდანვე უნდა გეთქვა.

103
– ახლა ხომ გითხარი?
– უფრო ადრე უნდა მცოდნოდა.
– ახლა ხომ იცი. მოკლედ, საქმეში ხარ თუ არა?

14

ბოსხი ფიქრობდა, მალე მოვკვდებიო. ამის არანაირი ფიზიკური


ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზი არ ჰქონდა. თავისი
ასაკისთვის მშვენივრად იყო. წლების წინ რადიოაქტიური ნივთი-
ერების მოპარვის საქმეზე მუშაობდა. მაშინ დასხივების არცთუ მცი-
რე დოზა მიიღო. ამის შემდეგ წელიწადში ორჯერ გულმკერდის რენ-
ტგენს იკეთებდა, მერე შუალედები გაუზარდეს, წელიწადში მხო-
ლოდ ერთხელ მიდიოდა გამოკვლევაზე და შედეგი კარგი ჰქონდა.
ეს ან მის სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა შემთხვევები არაფერ
შუაში იყო.
ასე თავისი ქალიშვილის გამო ფიქრობდა. ბოსხმა შვილის არსე-
ბობის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ის ოთხი წლის იყო,
მასთან საცხოვრებლად კი ცამეტი წლისა გადმოვიდა. მას შემდეგ
მხოლოდ ხუთი წელი გავიდა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმის მისახ-
ვედრად, რომ მშობლები ბავშვებს ისეთებად კი არ აღიქვამენ, რო-
გორიც ისინი არიან, არამედ ისეთებად, როგორიც, მათი აზრით,მო-
მავალში იქნებიან – ბედნიერები, წარმატებულები და უშიშრები. ეს
აზრი ბოსხს მედის გადმოსვლიდან მალევე დაებადა. როცა ღამე
თვალებს დახუჭავდა, შვილს უკვე გაზრდილს, ლამაზს, კმაყოფილს,
ბედნიერსა და ჯანმრთელს ხედავდა. უნდოდა, რომ მას არასოდეს
არაფრის შეშინებოდა.
გავიდა დრო და მისმა ქალიშვილმა იმ ასაკს მიაღწია, რომელ-
ზეც ოცნებობდა. თუმცა მერე თითქოს ყველაფერი გაჩერდა, მისი
ოცნება ვეღარ გაიზარდა. ამიტომ გაუჩნდა განცდა, რომ ერთ-ერთი

104
მათგანი ამას ვერ მოესწრებოდა. საშინლად არ უნდოდა, ეს მედი
ყოფილიყო, ამიტომ თავი დაარწმუნა, მედის ზრდასრულ ცხოვრე-
ბას მე ვერ მოვესწრებიო.
როდესაც იმ საღამოს შინ მივიდა, გადაწყვიტა, ქალიშვი-
ლისთვის შეეტყობინებინა, რას აპირებდა. მედის საძინებლის კარი
დაკეტილი იყო და მესიჯი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვდა, ცოტა
ხნით გარეთ გამოდი, სალაპარაკო მაქვსო.
საძინებლის კარი გაიღო და პიჟამიანი მედი გამოვიდა.
– კარგად ხარ? – ჰკითხა ბოსხმა.
– რა თქმა უნდა. რატომ მეკითხები?
– ისე. უკვე დაძინებას აპირებ?
‒ უბრალოდ, მოვემზადე. ადრე მინდა დავწვე, რომ კარგად
გამოვიძინო.
– რას გულისხმობ?
– როგორც ზამთარში იძინებენ ცხოველები. მეეჭვება, ლაშქრო-
ბაში გამოძინება მოვახერხო.
– ბარგი ჩაალაგე?
– ცოტა დამრჩა. რატომ მეკითხები?
– ვახშმობას არ აპირებ?
– არა, ცხოვრების ჯანსაღ წესს ვირჩევ.
ბოსხმა იფიქრა, ჩანს, მედიმ სარკეში ჩაიხედა, დაინახა რაღაც,
რასაც სხვა ვერავინ ხედავს, და გახდომა გადაწყვიტაო.
– უჭმელობას ჯანმრთელობასთან არანაირი კავშირი არა აქვს,
მედი.
‒ ამას შენ ამბობ? შენ არ იყავი, საქმის გამოძიებისას ვერაფერს
რომ ვერ ჭამდი?
– იმიტომ, რომ დრო არ მრჩებოდა, შენ კი შეგიძლია, საჭმელი
ჭამო და ჯანმრთელი იყო.
უცებ მედის სახის გამომეტყველებით მიხვდა, რომ ლაპარაკის
გაგრძელება აღარ უნდოდა.
‒ მამა, დამაცადე, თვითონ გადავწყვიტო. ამაზე გინდოდა ლაპა-
რაკი?

105
ბოსხმა წარბები შეჭმუხნა.
‒არა, – უთხრა მან, – მინდოდა, მეთქვა, რას ვაპირებ, მაგრამ,
თუ გინდა, მერე იყოს.
– არა, ახლა მითხარი, – მედის გაუხარდა, რომ ჭამაზე აღარ გა-
უგრძელებდნენ ლაპარაკს.
ბოსხმა თავი დაუქნია.
– კარგი. გახსოვს, ცოტა ხნის წინ ჩემს სამსახურზე რომ ვილაპა-
რაკეთ? გიყვებოდი, რას ვაკეთებდი და როგორ, როცა მკვლელობე-
ბის გამომძიებელი ვიყავი. გითხარი, მკვლელობაში ბრალდებუ-
ლებს ბიძაშენივით ვერასოდეს დავიცავ-მეთქი.
– ჰო, რა თქმა უნდა, მახსოვს. რატომ?
ბოსხი ცოტა ხანს ყოყმანობდა, მაგრამ მერე გადაწყვიტა, ყველა-
ფერი პირდაპირ ეთქვა და დაემთავრებინა.
– საქმე ის, რომ რამდენიმე დღის წინ მიკიმ ერთი საქმე მომიტა-
ნა, მკვლელობის საქმე. ამ საქმეში ბრალდებული მისი კლიენტი და
ბიძაშენი დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში. ფიქრობს, რომ
საქმე შეუკერეს.
ბოსხი ცოტა ხანს დუმდა, შვილის რეაქციას ელოდა, მაგრამ
მედი არაფერს ამბობდა.
– მთხოვა, საქმე შემესწავლა, იქნებ მისი კლიენტის უდანა-
შაულობის მტკიცებულებები მეპოვა. მეც დავთანხმდი.
მედი რამდენიმე წუთს ყურადღებით აკვირდებოდა მამას და ბო-
ლოს უთხრა:
– მოკლული ვინ არის?
– ერთი ქალი. საშინლად, სასტიკად მოკლეს.
– ხომ თქვი, მკვლელობის გამოძიებას აღარასოდეს მოვკიდებ
ხელსო.
– ჰო, ვამბობდი, მაგრამ ამ საქმეში... მიკი დარწმუნებულია, რომ
მის კლიენტს ეს არ ჩაუდენია, შესაძლებელია, ნამდვილი მკვლელი

106
ახლა სადღაც დასეირნობს, შენ გხვდება, შენს მეგობრებს ხვდე-
ბა..მოკლედ, დღეს ამ საქმეში მონაწილეობაზე დავთანხმდი და
ვიფიქრე ეს უნდა გცოდნოდა.
მედიმ თავი დაუქნია და თვალი აარიდა. ამან ბოსხს გული უფრო
ატკინა, ვიდრე იმან, რაც მერე უთხრა:
– ის კაცი ციხეშია?
– ჰო, უკვე ორი თვეა.
‒ მოკლედ, შენი სიტყვების საწინააღმდეგოდ, შემიძლია მეც
გითხრა, რომ შესაძლოა ძალიან ცუდი ადამიანის გამოშვებაზე
მუშაობ და გათავისუფლების შემდეგ ქუჩაში მეც და ჩემს მეგო-
ბარსაც სწორედ ის გადაგვეყაროს.
‒ არა,მედ, აუცილებლად დავანებებ თავს საქმეს, თუ დავრწმუნ-
დები, რომ ვცდები.
– მაგრამ როგორ შეიძლება ამაში დარწმუნებული იყო? – თავი
გააქნია და განაგრძო, – წავალ, დავწვები, – შებრუნდა და ჰოლისა-
კენ წავიდა.
– კარგი რა, მედს, ნუ წახვალ, აგიხსნი, დაგარწმუნებ, – მაგრამ
მისი საძინებლის კარის ჩაკეტვის ხმა გაიგონა. იდგა და მის სიტ-
ყვებზე ფიქრობდა. ასეთ რეაქციას ელოდა, ოღონდ იმ ხალხისგან,
ვინც მას სამართალდამცავი ორგანოებიდან იცნობდა, მაგრამ არა
თავისი ქალიშვილისგან.
უცებ მიხვდა, რომ ვახშმობის ხასიათზე არც თვითონ იყო.

107
15

ბოსხი დილაადრიან ადგა, რომ საქმის მასალებში ჩაწერილი


თავისი შენიშვნებისათვის გადაეხედა. ელოდებოდა, როდის გახდე-
ბოდა ცხრის ოცი წუთი, რომ ლუსია სოტოსათვის დაერეკა. ის ლოს-
ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობის ბოლო რამდენიმე
თვე მისი პარტნიორი იყო და, თუ შემდეგ ჩვევას არ უღალატა, ზუს-
ტად ამ დროს პირველ ქუჩაზე, „სტარბაქსში“ უნდა ყოფილიყო.
მან მაშინვე უპასუხა.
‒ გისმენთ.
– ლუსია.
– ჰარი,ხომ მშვიდობაა?
ბოსხს მობილურში თავისი ნომერი კოდირებული ჰქონდა. ასე
რომ, ლუსიამ ან ხმით იცნო, ან ახსოვდა, რომ ის ერთადერთი
ადამიანი იყო, ვინც ლუსიას ეძახდა. დანარჩენები ლუსის, ლუკის ან
ლაქი ლუსის ეძახდნენ, მას კი არც ერთი არ მოსწონდა.
– ყავის დალევას აპირებ?
‒ კარგად მიცნობ. სასიამოვნოა, რომ გახსოვს. პენსიაზე ყოფნა
როგორია?
– თურმე არც ისე ცუდი. ერთ რამეს გამიკეთებ, სამსახურში შენი
ლატეთი რომ მიხვალ?
– რა თქმა უნდა, ჰარი, აბა, მითხარი, რა გჭირდება?
‒ სანამ გეტყვი, მინდა შენთან გულახდილი ვიყო. ჩემი ნახევარ-
ძმის თხოვნით, ერთ საქმეს ვსწავლობ.
‒ადვოკატს გულისხმობ?
– ჰო, ადვოკატს.
– ეს ის არ არის, ვინც შენი სახელით დეპარტამენტს უჩივის?
– ჰო,ის არის.
კარგა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ბოსხი ელოდებოდა.
– კარგი. აბა, მითხარი, რა გჭირდება.
ბოსხს გაეღიმა. დარწმუნებული იყო, რომ სოტო უარს არ ეტყოდა.

108
– იმ საქმეში, რომელზეც ვმუშაობ, შენი დახმარება არ მჭირდე-
ბა, მაგრამ უნდა იყოს კიდევ ერთი საქმე, რომელსაც შეიძლება მას-
თან ჰქონდეს კავშირი და სწორედ ამ საქმეზე მინდა ინფორმაცია.
ბოსხი გაჩუმდა, თუ სოტო უარის თქმას აპირებდა, უნდოდა, ამის-
თვის დრომიეცა, მაგრამ ის დუმდა. „ძალიან კარგიო,“ გაიფიქრა
ბოსხმა, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სოტო თხოვნაზე უარს არ ეტყოდა,
მაგრამ მისი კომპრომეტირება არ უნდოდა, თანამშრომლების წინა-
შე უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას ერიდებოდა. გასულ წელს
პოლიციის დეპარტამენტის გაუხსნელი საქმეების განყოფილების
კარის სამუდამოდ გამოკეტვის შემდეგ სოტოსთან ტელეფონით
სულ რამდენჯერმე ჰქონდა ურთიერთობა. ერთხელ, როცა გადაწ-
ყვიტა, გაეგო, როგორ უძღვებოდა სოტო საქმეს მის გარეშე, მაშინ
გაიგო, რომ ბოსხის წამოსვლის შემდეგ მეტისმეტად მძიმე დარტყმა
მიუღია.
განყოფილების კაპიტანმა პარტნიორად ვეტერანი დეტექტივი,
სტენლი ო'შონესი, მეტსახელად სტენლი „ორთქლმავალი“,
დაუნიშნა. ყაჩაღობისა და მკვლელობის გამოძიების განყოფილება-
ში ის პარტნიორის ყველაზე უარესი ვარიანტი იყო. მკვლელობის
გამოძიებით თავს მაინცდამაინც არ იწუხებდა. სამაგიეროდ, განყო-
ფილებაში ნაკლოვანებებზე სიამოვნებით ლაპარაკობდა, სხვა
დეტექტივებსა და მათ უფროსებზე გაუთავებლად საჩივრებს წერდა.
ეს კაცი ცხოვრებაში განცდილი მარცხითა და გულგატეხილობით,
ფაქტობრივად, პარალიზებული იყო. ამიტომ მის პარტნიორობას
დიდხანს ვერავინ უძლებდა, მხოლოდ ისინი, ვისაც სხვა არჩევანი
არ ჰქონდათ. სოტო, როგორც განყოფილების იერარქიული კიბის
დაბალ საფეხურზე მდგომი, იძულებული იყო, სტენლი „ორთქლმავ-
ლის” პარტნიორობა მანამდე აეტანა, სანამ დაწინაურების მორიგი
ტალღა განყოფილებაში არ მოიყვანდა ახალბედა დეტექტივებს,
რომლებისთვისაც სოტო უფროსი იქნებოდა. თუმცა იმის გამო, რომ
სოტოს მუშაობის რვა წელზე მეტი სტაჟი არ ჰქონდა, ასეთი ცვლი-
ლების შანსი თითქმის ნულის ტოლი იყო. სტენლის პარტნიორობას
თავს კარგა ხანს ვერ დააღწევდა და ეს კარგად იცოდა.

109
ამიტომ მთელ დღეებს მუშაობაში ატარებდა და ო’შონესს საქმე-
ში მხოლოდ მაშინ ჩართავდა, როდესაც დეპარტამენტის პოლიტიკა
საქმის განხილვაზე ორივე პარტნიორის დასწრებას მოითხოვდა.
ყველაფერი ეს მხოლოდ იმის გამო დაემართა, რომ ჰარი ბოსხის კა-
რიერის ბოლო ოთხი თვე მისი პარტნიორი იყო და შიდა გამოძიების
განყოფილებაში მის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე უარი
თქვა. ამას სწორედ ის კაპიტანი მოითხოვდა, რომელიც პარტნიო-
რების დანიშვნას განაგებდა. როდესაც ეს ბოსხს უამბო, ერთადერ-
თი, რისი გაკეთებაც მას შეეძლო, გამხნევება იყო. მერე ურჩია, რომ
ო'შონესისათვის ყურადღება არ მიექცია და გამოძიება უმისოდ
ეწარმოებინა. სოტომაც დაუჯერა. მას შემდეგ ბოსხს დროდადრო
ურეკავდა და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, რჩევას სთხოვ-
და. ისიც სიამოვნებით ეხმარებოდა. აქამდე დახმარება ცალმხრივი
იყო.
‒ კაპიტნის ოფისში რომ ჟურნალები ინახება, იცი? – ჰკითხა
ბოსხმა.
– რა თემა უნდა, – უპასუხა სოტომ.
– ერთ საქმეს ვეძებ. არც სახელი მაქვს და არც ზუსტი თარიღი.
ერთადერთი, რაც ვიცი, ამ წლის 19 მარტიდან დაახლოებით ერთი
კვირის განმავლობაში ჰოლივუდში მოხდა.
– კარგი, მაგრამ რატომ არ გინდა, რომ ჩვენს ბაზაში ვნახო, ეს
უფრო სწრაფად არ იქნება?
ეს ბაზა ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის შიგასაძი-
ებო სისტემა იყო, რომელშიც შესვლა კომპიუტერიდან შეეძლო,
მაგრამ ამისათვის რეგისტრირება პირადი პაროლით უნდა გაევ-
ლო.
– არა, ბაზაში შესვლა არ გინდა, – უთხრა ბოსხმა, – ჯერ არ ვი-
ცით, რა გამოგვივა. საკუთარი ციფრული ანაბეჭდების დატოვებას
ყოველთვის უნდა მოერიდო.
– კარგი, გასაგებია. კიდევ?
– წარმოდგენა არა მაქვს, იქნება ეს ჟურნალში თუ არა, მაგრამ
მსხვერპლი პროსტიტუტი მამაკაცი იყო. ქუჩაში სინდის სახელით

110
იცნობდნენ. იწერება სინდი. სულ ეს ვიცი.
მონაცემების შეგროვებისა და შენახვის ციფრულ საუკუნეში
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში ტყავისყდიან ჟურნალ-
ში ყოველი მკვლელობის რეგისტრირების ტრადიცია ჯერ ისევ არ-
სებობდა. პირველი ჟურნალი 1899 წლის 9 სექტემბერს გახსნეს. მა-
მაკაცი, სახელად საიმონ კრისტენსონი, ქალაქის ცენტრში სარკი-
ნიგზო ხიდზე იპოვეს მოკლული. ეს დეპარტამენტის ისტორიაში
პირველი რეგისტრირებული მკვლელობა იყო. იმდროინდელი დე-
ტექტივების აზრით, ის ცემით მოკლეს და მერე ლიანდაგებზე დააგ-
დეს, რომ მატარებელს გადაევლო და ყველას თვითმკვლელობა
ჰგონებოდა. მართალია, ეს არ გამოუვიდათ, მაგრამ იმ კაცის
მკვლელობისთვის მაინც არავინ გაუსამართლებიათ.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობისას ბოსხი
ამ ჟურნალებს სისტემატურად კითხულობდა. რეგისტრირებული
მკვლელობების რამდენიმე შემთხვევის წაკითხვა ერთგვარი ჰობი
გახდა მისთვის. კრისტენსონის გვარი სამუდამოდ დაიმახსოვრა და
არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პირველი რეგისტრირებული მკვლე-
ლობა იყო, არამედ იმიტომაც, რომ მისთვის პასუხი არავის უგია.
წლების განმავლობაში წუხდა, რომ კრისტენსონის მოკვლისთვის
მართლმსაჯულება არ აღსრულებულა.
– კაპიტანს რა ვუთხრა? – ჰკითხა სოტომ, აუცილებლად მკით-
ხავს, ამ საქმით რატომ დავინტერესდი.
ამ შეკითხვაზე ბოსხმა სოტოსთან დარეკვამდე იფიქრა.
– ნუ ეტყვი, რომ რომელიმე კონკრეტული საქმე გაინტერესებს.
უბრალოდ, უკანასკნელი ჟურნალი აიღე და უთხარი, რომ ზოგადი
სურათი გაინტერესებს. ამ ჟურნალებს ყველა თანამშრომელი კით-
ხულობს პერიოდულად. დეპარტამენტში მუშაობისას ყოველი მათ-
განი თითოჯერ მაინც მაქვს წაკითხული.
– კარგი, გავიგე. ახლა უცებ ყავას ავიღებ, სამსახურში მივალ და
პირველად ამ საქმეს მივხედავ.
– გმადლობ, ლუსია.
ბოსხმა ყურმილი გათიშა და მომდევნო ნაბიჯებზე დაფიქრდა.

111
თუ ლუსია რაიმეს გაუგებდა სინდის საქმეზე, რაღაც ხელჩასა-
ჭიდი გაუჩნდებოდა. აუცილებლად მიხვდებოდა, ჰქონდა თუ არა მას
რაიმე კავშირი ლექსი პარქსის მკვლელობასთან და დადასტურდე-
ბოდა თუ არა და’ ქუანის ალიბი.
სანამ სოტოს პასუხს ელოდებოდა, საძინებლიდან მისი ქა-
ლიშვილი სკოლაში წასასვლელად გამოწყობილი გამოჩნდა, ზურ-
გჩანთა მხარზე მოეგდო.
– დილა მშვიდობისა, – თქვა მან, – მგონი, ვაგვიანებ, შემოსას-
ვლელში პატარა მაგიდიდან მანქანის გასაღები აიღო.
ბოსხი მაშინვე წამოდგა და უკან გაჰყვა.
– ჭამას ისევ არ აპირებ? – ჰკითხა.
– ვერ ვასწრებ, – უპასუხა შვილმა და კარისკენ წავიდა.
‒მედი, შენი უჭმელობა უკვე ძალიან მადარდებს.
– არა, არ გინდა. ჯობია, იმ მკვლელზე იდარდო, რომლისთვისაც
მუშაობას აპირებ.
– კარგი რა, მედს, ნუ აზვიადებ. თუ ის ტიპი მკვლელი აღმოჩნდე-
ბა, არავინ აპირებს მის გამართლებას. უბრალოდ მენდე, კარგი?
– კარგი... კარგად, – გავიდა, კარი მაგრად გაიჯახუნა და ბოსხი
ჰოლში დატოვა.
ერთი საათი გავიდა და ბოსხი ანერვიულდა. იფიქრა, ეტყობა,სო-
ტოს კაპიტანთან უსიამოვნება მოუვიდაო. ოთახში ბოლთის ცემას
მოჰყვა. მერე იფიქრა, ხომ არ დავრეკოო, მაგრამ კარგად იცოდა,
თუ ლუსიას უსიამოვნება შეემთხვა, უდროო დროს დარეკვა ვითა-
რებას უფრო დაამძიმებდა. გარდა ამისა, თუ ცუდი რამ უკვე მოხდა,
ვერაფრით დაეხმარებოდა. ახლა ხომ ის აუთსაიდერი იყო.
ბოლოს, კიდევ ოცი წუთის გასვლის შემდეგ, ტელეფონმა დარე-
კა. ეკრანს დახედა და მიხვდა, რომ სოტო თავისი სამსახურის ნომ-
რიდან რეკავდა. რატომღაც ეგონა, ან ქალთა ოთახიდან დაურეკავ-
და მობილურით, ან შენობიდან გამოვიდოდა.
– გისმენ, ლუსია.
– სალამი, ჰარი, შენთვის ინფორმაცია მაქვს.

112
– შენს ოთახში ხარ? „ორთქლმავალი“ სად არის?
– არ ვიცი. ალბათ, საჩივარს წერს ვინმეზე. ცოტა ხნის წინ შემო-
ვიდა და მერე იდუმალი გამომეტყველებით ისე გავიდა, ერთი სიტ-
ყვაც არ უთქვამს. სულ ასე იქცევა ხოლმე.
– ყოველ შემთხვევაში, თავზე არ გადგას, არა? მოკლედ, ჟურნა-
ლი ნახე?
ბოსხი სასადილო მაგიდას მიუჯდა, ბლოკნოტი მოიმარჯვა,
კალამი ამოიღო და ჩასაწერად მოემზადა.
– ჰო, ვნახე და თითქმის დარწმუნებული ვარ, შენი საქმე ვიპოვე.
– კაპიტანთან პრობლემა ხომ არ გქონია?
– არა. როგორც შენ დამარიგე, ისე მოვიქეცი და თავიდან მომი-
შორა, მითხრა, მიდიო. ეჭვი რომ არ შეჰპაროდა, ჯერ რამდენიმე
სხვა ჟურნალს გადავხედე. მათგან პირველი 1899 წლისაა.
– საიმონ კრისტენსონი?
– ღმერთო, საიდან გახსოვს?
– წარმოდგენა არა მაქვს, უბრალოდ, მახსოვს, ხიდზე მოკლეს
და ამისთვის პასუხი არავის უგია.
– არც ისეთი კარგი დასაწყისი ყოფილა დეპარტამენტისთვის,
არა?
– გეთანხმები. აბა, ჩემთვის რა იპოვე?
‒ ოცდაერთი მარტი, ოცდაექვსი წლის თეთრკანიანი მამაკაცის,
ჯეიმზ ალენის ცხედარი სანტამონიკას პარალელურ ვიწრო ქუჩაზე,
„ელ სენტროს“ სიახლოვეს, ავტოსახელოსნოს უკან აღმოაჩინეს.
მსხვერპლი პროსტიტუტი, ამ საქმესა და ნარკოტიკების შენახვაში
მრავალჯერ იყო ეჭვმიტანილი. მოკლედ, ჩვეულებრივი ნაკრებია.
ჟურნალში მხოლოდ ეს წერია. ჰო, და კიდევ ის, რომ საქმეს ყაჩაღო-
ბისა და მკვლელობის დეპარტამენტის დეტექტივები სტოტერი და
ქარიმი იძიებენ.
ბოსხმა წერა შეწყვიტა. ეს დეპარტამენტი ცალკე არსებობდა და
პოლიტიკურად საფრთხილო, გახმაურებულ ან ისეთ საქმეებს
იძიებდა, რომლებიც კიდევ რაღაც მიზეზებით ძალიან მალე უნდა

113
გამოძიებულიყო და სხვა ქვედანაყოფებს ვერ ანდობდნენ. სტოტე-
რი და ქარიმი მკვლელობის გამოძიების საგანგებო განყოფილება-
ში, ელიტური ქვედანაყოფების ელიტურ ნაწილში მუშაობდნენ.
ბოსხს უცნაურად მოეჩვენა, რომ ჰოლივუდელი პროსტიტუტის
მკვლელობის გამოძიება ამ დეპარტმენტს გადასცეს. სრულყოფილ
სამყაროში მკვლელობის ყველა მსხვერპლი თანაბარ მიდგომას იმ-
სახურებდა: ან ყველა, ან არავინ, მაგრამ ეს სამყარო სრულყოფი-
ლებისგან ძალიან შორს იყო და ამიტომ ზოგი მკვლელობა მნიშ-
ვნელოვანი იყო, ზოგი კი – არა.
– ყაჩაღობისა და მკვლელობის სპეციალურ განყოფილებას?
– ჰო, იცი, მეც უცნაურად მომეჩვენა, – უთხრა სოტომ, და ამი-
ტომ შენობის იმ ნაწილში გადავედი, სადაც ისინი სხედან. ალი თა-
ვის მაგიდასთან იჯდა. მოკლედ, მიზეზის გაგება ვცადე, მან კი...
– ლუსია, ეს არ უნდა გაგეკეთებინა. არავინ უნდა იცოდეს, რომ
ეს საქმე გაინტერესებს. თუ ჩემს გამოძიებას პრობლემები შეექმნა
შეიძლება ეს შენც ცუდად შემოგიტრიალდეს. ალის ეგონება, რომ
მასთან მე მიგაგზავნე.
‒დამშვიდდი, ჰარი, არც ისეთი სულელი ვარ. ამაზე მეტად არ
მენდობი? პირდაპირ კი არ ვეცი და ამ საქმეზე გამოკითხვა და ვუწყე.
გარდა ამისა, ალისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ის რამ-
პარტის დივიზიონში16 ჩემი შემთხვევის დროს გამოიძახეს და სპეც-
რაზმის მოსვლამდე ვითარებას აკონტროლებდა. იმ ღამეს ძალიან
დამეხმარა, მამშვიდებდა, მასწავლიდა, სპეცრაზმთან როგორ უნდა
მოვქცეულიყავი. ამის შემდეგ სამსახურში რომ დავბრუნდი, ერთა-
დერთი ადამიანი იყო, ვინც ცხვირს არ მიბზუებდა. ხომ გესმის, რას
ვგულისხმობ? უფრო ზუსტად, ამას ორი ადამიანი არ აკეთებდა – შენ
და ალი.
სოტო დეპარტამენტის გაუხსნელი საქმეების განყოფილებაში
მოსვლის პერიოდს გულისხმობდა. ორი წლით ადრე ის, ოფიცერი,
რომელსაც სახელოზე არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ ჰქონ-

16
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის დივიზიონებს ქალაქი საპატრულო
ზონებად აქვთ დაყოფილი

114
და დაკერებული, რამპარტის დივიზიონში პატრულირებისათვის
გაგზავნეს. ოთხ შეიარაღებულ მძარცველთან ორმხრივ სროლას
მისი პარტნიორის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო სოტოს სიმამაცისა
და სიმშვიდის შესახებ გაზეთებში დაიწერა. „თაიმსის“ სტატიაში მას
ლაქი ლუსი უწოდეს. დეპარტამენტმა მაშინ გადაწყვიტა, უფრო ყუ-
რადღებით მოჰკიდებოდა ასეთ კარგ თანამშრომელს. უფროსი და-
წინაურებასაც დაჰპირდა და შესთავაზა, თანამდებობა თვითონ აერ-
ჩია. სოტომ გაუხსნელი საქმეების განყოფილება აირჩია, მკვლე-
ლობის საქმეების გამომძიებელი გახდა მაშინ, როდესაც მისი სამუ-
შაო სტაჟი ხუთ წელსაც არ შეადგენდა.
მედიაში ამას ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ არ
მოეწონათ იმათ, ვინც დაწინაურებას წლების და ზოგი კი ათ-
წლეულების განმავლობაში ელოდებოდა. მოკლედ, სოტოს ამ სამ-
სახურში მტრულად დახვდნენ და იმ ადამიანებთან ერთად უწევდა
ოთახში ჯდომა, რომელთა უმრავლესობა თვლიდა, რომ მას კარიე-
რული წინსვლა არ დაუმსახურებია.
‒ვიეშმაკე, ჰარი, – განაგრძო სოტომ, მის მაგიდასთან გავჩერ-
დი და ისე, თითქოს უმიზნოდ, გავუბი საუბარი. დარწმუნებული ვარ,
მაგიდაზე სწორედ ეს საქმე ჰქონდა გადაშლილი. ვკითხე, რაზე მუ-
შაობ-მეთქი და მაშინვე დაფქვა. გავიკვირვე, რა არის ამ საქმეში
ისეთი, რომ სპეციალურ განყოფილებას გადმოსცეს-მეთქი, და მით-
ხრა, იმ დღეს, ცხედარი რომ აღმოაჩინეს, დასავლეთის ბიუროს ყვე-
ლა თანამშრომელს ტრენინგი ჰქონდა და საქმე მე და მაიკს შეგვტე-
ნესო.
ბოსხმა თავი დააქნია, ამ სიტყვებში ლოგიკა დაინახა. უკა-
ნასკნელ წლებში ქალაქში მკვლელობებმა ისე მკვეთრად იკლო,
რომ ამ საქმეზე მომუშავე ბევრი დანაყოფი ერთმანეთს შეერწყა.
ჰოლი ვუდის მკვლელობის განყოფილება გაუქმდა და ამ ტერიტო-
რიაზე მკვლელობებს დასავლეთის ბიურო იძიებდა. ამან კი საქმეე-
ბის ერთი დეპარტამენტიდან მეორეში გადასროლის კარგი შესაძ-

115
ლებლობა შექმნა. როდესაც მიხვდა, რომ ამ საქმისთვის დეპარტა-
მენტში დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ, ბოსხი დაწყნარდა და ახ-
ლა მხოლოდ ის აინტერესებდა, რა გაიგო სოტომ.
– მოკლედ, ამ საქმეზე ჰკითხე?
– ჰო, ვკითხე და ხომ იცნობ ალის, ლაპარაკი როგორ უყვარს.
ყველაფერს მომიყვა. მსხვერპლი ტრანსვესტიტი ყოფილა, გაუერის
ახლოს, „ჰეივენ ჰაუსში“ ნაქირავებ ოთახში მუშაობდა. ჰოლივუდის
პოლიციის შესაბამის განყოფილებაში მთელი საქმე იყო შედგენი-
ლი.
– ოთახის ნომერი ხომ არ უთქვამს?
– არა, არ უთქვამს, მაგრამ ფოტოზე დავინახე. ოთახი №6,
პირველ სართულზე.
– მკვლელობაზე რას ფიქრობენ?
ალიმ თქვა, როგორც ჩანს, ვიღაც შემთხვევითმა, ქუჩაში გაცნო-
ბილმა ტიპმა მოკლაო. ეჭვმიტანილი არ ჰყავთ, მაგრამ ფიქრობენ,
სერიული მკვლელიაო.
– ხომ არ უთქვამს, ასე ფიქრის საფუძველს რა აძლევთ?
– ის, რომ თხუთმეტი თვით ადრე კიდევ ერთი პროსტიტუტი მოკ-
ლეს და იმავე ადგილას დააგდეს.
– რამდენად ჰგავს ეს ორი საქმე ერთმანეთს?
– ეგ აღარ მიკითხავს.
– ხომ არ გიკითხავს, როგორ მოკლეს სინდი?
– არა, მაგის კითხვა არ დამჭირვებია. როგორც უკვე გითხარი,
ალიმ სურათები მაჩვენა. ზურგიდან მიპარვით, მავთულით და-
უხრჩვიათ. კისერზე ერთი წვრილი კვალი აქვს. მავთულს კანი ჩაუჭ-
რია.როგორც ალიმ თქვა, როცა ჰოლივუდში მის ოთახს ათვალიე-
რებდნენ, იატაკზე მერლინ მონროს ჩარჩოში ჩასმული ფოტო კე-
დელზე მიყუდებული ნახეს. კედელზე ლურსმანიც იპოვეს, მაგრამ
უკანა მხარე რომ დაათვალიერეს, ვერ აღმოჩინეს მავთული, რომ-
ლითაც სურათი უნდა ყოფილიყო დაკიდებული. ფიქრობენ, რომ
სწორედ ეს მავთული გამოიყენა მკვლელმა.
– იმ ოთახშია მოკლული?

116
‒ასე ფიქრობენ. ალიმ თქვა, ოთახში ბრძოლის კვალი არ იყოო,
მაგრამ სურათის ჩარჩო მავთულის გარეშე რაღაცის მანიშნებელია.
მისი აზრით, კლიენტი მსხვერპლს იმ ოთახში შეხვდა, მერე რაღაც
ისე არ წავიდა და მოკლა. ცხედარი მანქანაში ჩადო, იმ ქუჩაზე მი-
იტანა და დააგდო. მათ თოთხმეტი თვით ადრე მომხდარ მკვლელო-
ბაზე პროფაილერების შემუშავებული მკვლელის პროფილი ჰქონ-
დათ, რომლის მიხედვით, მკვლელს ცოლი და შვილები ჰყავდა, ოჯა-
ხურ ცხოვრებას ეწეოდა და მსხვერპლს ამ ტიპის ურთიერთობაში
ჩათრევაში ადანაშაულებდა. ამიტომ მოკლა ალენი, ქუჩაში დააგ-
დო და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. სუფთა ფსიქოპათია.
ბოსხი არ შესწინააღმდეგებია, მაგრამ ფიქრობდა, რომ
მკვლელის ფსიქოპათად გამოცხადებისათვის არც ფსიქოლოგიური
პროფილი და არც საქმის მასალები საკმარის საფუძველს არ იძ-
ლეოდა. ეს ახალგაზრდა დეტექტივის ნაჩქარევი დასკვნა იყო. მის-
თვის ცნობილ ფაქტებზე დაყრდნობით ფიქრობდა, რომ მკვლელო-
ბა სპონტანური უნდა ყოფილიყო. მკვლელს მკვლელობის იარალი
თან არ მიუტანია, არც წინასწარი განზრახვის სხვა რაიმე მტკიცებუ-
ლება ჩანდა.
– ეს და თოთხმეტი თვის წინანდელი მკვლელობა ერთ საქმეში
ოფიციალურად გააერთიანეს?
– ჯერ არა.ის ძველი საქმე ისევ დასავლეთის ბიუროშია და მათ
შორის ცოტა ჭიდაობა მიდის, თუმცა ამ ორი მკვლელობის ზოგიერ-
თი დეტალი არ ემთხვევა.
დეტექტიურ დანაყოფებს შორის ქალაქის ცენტრში მომხდარი
გახმაურებული მკვლელობების საქმეებისთვის ბრძოლა ჩვეულებ-
რივი ამბავი იყო. გამომძიებლები მორცხვობით არასოდეს გამო
ირჩეოდნენ, თავდაჯერებული ხალხი იყო, თვლიდნენ, რომ საკ-
მარისი დროისა და საშუალებების წყალობით ნებისმიერ საქმეს გა-
უმკლავდებოდნენ.
– ალიმ თუ გითხრა, მსხვერპლის სხეულიდან დ ნ მ - ის ნიმუშები
ხომ არ აუღიათ? ‒ ჰკითხა ბოსხმა.

117
– არა,უშუალოდ სხეულზე დნმ არ აღმოუჩენიათ, მსხვერპლი
უსაფრთხო სექსის მომხრე იყო. მისი ოთახის ფოტოებზე პრეზერვა-
ტივების უზარმაზარი კონტეინერი შევამჩნიე, აი, ისეთი, საავადმყო-
ფოების მოსაცდელ ოთახებში კანფეტებს რომ ყრიან ხოლმე. მთე-
ლი ოთახი კარგად დაათვალიერეს და როგორც მოსალოდნელი
იყო, თმის ღერებისა და ბოჭკოების უამრავი ნიმუში შეაგროვეს,
მაგრამ მათმა ანალიზმა შედეგი ვერ მოიტანა.
ბოსხი დაფიქრდა, კიდევ რა უნდა ეკითხა. გრძნობდა, რომ
რაღაც გამორჩა. იქნებ მთელი ეს ინფორმაცია უბრალოდ ვერ გაი-
აზრა. მოკლედ, გადაწყვიტა ამაზე შეჩერებულიყო. სოტო უკვე ძა-
ლიან დაეხმარა.
‒ გმადლობ,ლუსია, – უთხრა ბოლოს, შენი მოვალე ვარ.
– არაფრის. მართლა დაგეხმარე?
ბოსხმა თავი დაუქნია, თუმცა ლუსია ამას ვერ დაინახავდა.
– ჰო, ძალიან.
‒ მაშინ ამ დღეებში სადილზე უნდა დამპატიჟო.
– არ მეგონა, ჩემთან ერთად ხალხში გამოჩენას თუ არ მო-
ერიდებოდი. დაგავიწყდა, რომ ახლა პერსონა ნონ გრატა ვარ.
‒მაგათი დედაც... ჰარი, უბრალოდ, დამირეკე..
‒ აუცილებლად, – გაეცინა ბოსხს.

16

ბოსხმა ტელეფონზე საუბრისას გაკეთებული ჩანაწერები გადა-


იკითხა და შეეცადა, აზრი ჩამოეყალიბებინა. ლექსი პარქსის
მკვლელობის ბრალდებით და’ქუან ფოსტერის დაპატიმრებიდან
ორი დღის შემდეგ კაცი, რომელიც მკვლელობის დროისათვის მის
ალიბის დაადასტურებდა, ჰოლივუდში მოკლული იპოვეს. ფიქრობ-

118
დნენ, რომ ეს სერიულმა მკვლელმა ჩაიდინა. არ არსებობდა არა-
ნაირი მტკიცებულება ან თუნდაც ვარაუდი იმისა, რომ ეს დამთხვევა
არ იყო. ალენის პროფესიიდან გამომდინარე, დიდი იყო ალბათობა
იმისა, რომ ოდესმე მას მოკლავდა, მაგრამ ბოსხს დამთხვევების
ნაკლებად სჯეროდა. როგორც ამ ორი მსხვერპლის ფსიქოლოგიუ-
რი პორტრეტით, ისე მკვლელობის ადგილითა და მეთოდით, ეს
მკვლელობები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებოდა.
ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნის გამოტანის უფლებას აძ-
ლევდა ბოსხს მის ხელთ არსებული ერთი მკვლელობის ფოტოები
და სოტოს მონათხრობი მეორის შესახებ. მაგრამ მათ შორის შესაძ-
ლო კავშირი მაინც დაწვრილებით შესწავლას მოითხოვდა. ბოსხი
იმაზე დაფიქრდა, რაც სოტომ ალენის მკვლელობის შესახებ უამბო.
ოთახი მოტელში ექსპერტების ჯგუფმა გულდასმით შეისწავლა. ნე-
ტავ, შესაძლებელი თუ იყო, რომ ოთახში ფოსტერის ექვსი კვირით
ადრე დატოვებული თმა, ბოჭკოები, დ ნ მ ან თითის ანაბეჭდები
აღმოჩენილიყო?
თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ბოსხმა იცოდა, რომ
ალენისა და ლექსი პარქსის მკვლელობებს შორის ექვსკვირიანი
სხვაობის გამო ნებისმიერი მტკიცებულება იურიდიულად არადამა-
ჯერებელი იქნებოდა, ალიბის დასადასტურებლად არ გამოდგებო-
და და არც ერთი მოსამართლე არ მიიღებდა. შეუძლებელი იქნებო-
და იმის მტკიცება, თუ როდის მოხვდა ეს მტკიცებულებები იმ ოთახ-
ში.
ბოსხი სასამართლო არ იყო. ის გუმანით მუშაობდა, მაგრამ
ფოსტერს ალენის ოთახში მიკროსკოპული კვალიც რომ დაეტოვე-
ბინა, თვითონ ბოსხს დასჭირდებოდა დრო იმისათვის, რომ ეს
და’ქუანის უდანაშაულობის მტკიცებულებად ჩაეთვალა.
უკანა ვერანდაზე გავიდა. როგორც კი გასაწევი კარი გახსნა, ქვე-
ვიდან, ჩქაროსნული ტრასიდან, ნაცნობი ხმაური შემოესმა. იდაყვე-
ბით ხის მოაჯირს დაეყრდნო და ქვევით ჩაიხედა, მაგრამ თვითონ

119
გადატვირთული ტრასა არ ჩანდა. ფიქრებით ისევ იმას უტრიალებ-
და: როგორც ლუსიამ უთხრა, მაიკ სტოტერსა და ალი ქარიმს საქმის
ფსიქოლოგიური პროფილი გაკეთებული ჰქონდათ.
კარგი იქნებოდა მისი წაკითხვა და ლექსი პარქსის მკვლელობის
პროფილთან შედარება. იქნებ მათ შორის რაიმე კავშირი აღმოე-
ჩინა. პრობლემა ის იყო, რომ სტოტერსა და ქარიმს ამას ვერ სთხოვ-
და, რომც ეთხოვა, უნდა აეხსნა, რისთვის სჭირდებოდა. სოტოსაც
ვეღარ გამოიყენებდა. კიდევ ერთი თხოვნის შესრულება მისთვის
შეიძლებოდა, სახიფათო გამომდგარიყო.
ბოსხმა გონებაში დეპარტამენტის უზარმაზარი ოთახი წარმოიდ-
გინა ერთმანეთისგან პირობითად გამოყოფილი პატარ-პატარა უჯ-
რედებით. იხსენებდა, ვინ სად იჯდა და ცდილობდა, იმ ადამიანის სა-
ხე წარმოედგინა, რომელთან დაკავშირება და ამ თხოვნით მიმარ-
თვა არ გაუჭირდებოდა. უცებ მიხვდა, რომ არასწორ ადგილას ეძებ-
და. ისევ შინ შებრუნდა და მაგიდიდან ტელეფონი აიღო, კონტაქტე-
ბის სია გადაათვალიერა, მისთვის საჭირო სახელსა და გვარს მიაგ-
ნო და დარეკა. ელოდა, რომ ავტომოპასუხეზე ხმოვანი მესიჯის და-
ტოვება მოუწევდა და გაუკვირდა, როდესაც მაშინვე უპასუხეს.
– ექიმი ინოხოსი გისმენთ.
‒ ექიმო, ჰარი ბოსხი თუ გახსოვთ?
‒ ოჰ, ჰარი, როგორ ხარ? ‒პანსიაზე ყოფნა როგორია?
‒ არც ისეთი ცუდი, როგორიც მეგონა. თქვენ როგორ ხართ?
‒ არამიშავს, მაგრამ შენზე ძალიან გაბრაზებული ვარ.
– ჩემზე? რატომ?
– პენსიაზე გასვლის წვეულებაზე რომ არ დამპატიჟე. მეგონა, გა-
გახსენდებოდი.
– არც არავინ დამიპატიჟებია, ექიმო, იმიტომ, რომ არც წვეულე-
ბა ყოფილა.
‒ რაო? როგორ არ ყოფილა?‒ საპენსიო წვეულებას ხომ ყველა
დეტექტივი მართავს.
‒კარგად ვიცი,ასეთ წვეულებებზე სტუმრები დგანან და ერთმა-
ნეთს ათასჯერ მოსმენილ ისტორიებს უყვებიან. ეს არ მინდოდა.

120
გარდა ამისა, დეპარტამენტიდან ჩემი წამოსვლა არც ისეთი უღრუბ-
ლო იყო და არ მინდოდა თანამშრომლებს ჩემს წვეულებაზე მოს-
ვლის გამო პრობლემა შეჰქმნოდათ.
‒ მაინც დარწმუნებული ვარ, ყველა მოვიდოდა. შენი ქალიშ-
ვილი როგორ არის?
‒მშვენივრად. სხვათა შორის, სწორედ მის გამო გირეკავთ.
ოც წელზე მეტი იქნებოდა. ბოსხი და კარმენ ინოხოსი ერთმა-
ნეთს რომ იცნობდნენ. ექიმი ბიჰევიორისტული განყოფილების უფ-
როსი იყო. პირველად მაშინ შეხვდნენ, როდესაც მას, როგორც გან-
ყოფილების ფსიქიატრს, იმის გარკვევა დაავალეს, მზად იყო ბოსხი
თუ არა, თავის მოვალეობებს დაჰბრუნებოდა.
ცოტა ხნით ადრე ზედამხედველმა მკვლელობაში ეჭვმიტანილის
დაკითხვაში შეუშალა ხელი და ბოსხმა თავით შუშის კედელი გაატა-
ნინა. მისი შემოწმება ინოხოსს მას შემდეგ კიდევ არაერთხელ მო-
უხდა.
მათი ურთიერთობა განახლდა, მაგრამ უკვე სხვა ფორმით,ხუთი
წლის წინ, როდესაც დედის გარდაცვალების შემდეგ, მედი ლოს-ან-
ჯელესში მამასთან საცხოვრებლად გადმოვიდა. უმძიმესი პერიოდი
ჰქონდა. ინოხოსმა დახმარება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე
თვითონ შესთავაზა. მისი თერაპიული სეანსები გოგონას მართლაც
დაეხმარა და მძიმე ტრავმა თანდათან დასძლია.
მოკლედ, ბოსხი ექიმს დიდად ემადლიერებოდა, ახლა კი მის მა-
ლულად გამოყენებას აპირებდა. ამიტომ დამნაშავედ თავს ლაპარა-
კის დაწყებამდე გრძნობდა.
– მოსვლა და დალაპარაკება უნდა?‒ მოიცადე, განრიგს ჩავ-
ხედავ.
– არა, დალაპარაკება არ უნდა. სექტემბერში ჩეპმანის კოლეჯში
მიდის, ორინჯში.
– კარგი სკოლაა. რის შესწავლას აპირებს?
– ფსიქოლოგიის. თქვენსავით პროფაილერი უნდა გამოვიდეს.
– პროფაილერობა ჩემი სამუშაოს მხოლოდ ნაწილია, მაგრამ
გამოგიტყდები, მესიამოვნა.

121
ბოსხმა აქამდე რაც თქვა, ყველაფერი სიმართლე იყო და იმას,
რის თქმასაც ამის შემდეგ აპირებდა, გამართლება ჰქონდა.
– მოკლედ, ვიფიქრე, ამ საქმეზე თუ რამე იცის, მხოლოდ ტელე-
ვიზორიდან და წიგნებიდან. ნამდვილი სისხლის სამართლის საქმის
პროფილი არასოდეს უნახავს. ამიტომ გირეკავთ. ვფიქრობდი, იქ-
ნებ რამდენიმე ბოლო საქმის პროფილი მოგეცათ, რომ მისთვის
მეჩვენებინა. შეგიძლიათ სახელები და სხვა მონაცემები, რასაც სა-
ჭიროდ ჩათვლით, შეცვალოთ. გადახედავს, რომ წარმოდგენა
ჰქონდეს, რა სამუშაო ექნება მომავალში.
ინოხოსი რამდენიმე წამი დუმდა.
– კარგი, – თქვა ბოლოს, რაღაცების მოგროვებას მოვახერხებ,
მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ამისთვის მზად არის, ჰარი? თვი-
თონაც იცი, პროფილებში ყველაფერი დეტალურად არის აღწერი-
ლი, ყველაზე ამაზრზენ წვრილმანებსაც არ ერიდებიან, მაგალი-
თად, სექსუალური ძალადობის შემთხვევებში. ხომ იცი, ასეთ საქმე-
ებში დეტალები როგორი მნიშვნელოვანია
‒ ვიცი, – უპასუხა ბოსხმა, – და სწორედ ის მაწუხებს, რომ კარ-
გად არ ესმის, რას ნიშნავს ეს პროფესია, რაღაც სერიალებს უყურა
და გადაწყვიტა, რომ პროფაილერობა უნდა. ამიტომ მინდა, ნამდვი-
ლი საქმეები წაიკითხოს და მიხვდეს, რომ ეს ტელეშოუ არ არის.
– დამაცადე, მოვიფიქრო, რა შემიძლია მივცე. შეგიძლია დღის
ბოლომდე მომცე დრო? ჩვენს განყოფილებაში ბოლო ხანებში
საქმეების ნაკლებობაა, მაგრამ რამდენიმე საქმე წელს მაინც
გვქონდა. არქივშიც ჩავიხედავ. იქნებ დახურული საქმეები ჯობდეს?
ბოსხს ეს არ აწყობდა.
– როგორც საჭიროდ ჩათვლით, ექიმო, ‒ ჩაურთო სასწრაფოდ,
მაგრამ უკანასკნელი საქმეები უკეთესი იქნებოდა, თუმცა არჩევანი
თქვენთვის მომინდვია, მედი ყველა შემთხვევაში მადლობელი დაგ-
რჩებათ. მერე აუცილებლად თვალს მივადევნებ, რომ დაგირეკოთ
და თავისი დასკვნები გითხრათ.
‒იმედია, ეს არჩევანის სისწორეში უფრო დაარწმუნებს, – უთ-
ხრა ინოხოსმა.

122
‒ მაშინ მოგვიანებით დაგირეკავთ.
‒ ძალიან კარგი, ჰარი.

17

ბოსხმა შეხვედრაზე დააგვიანა. ორლანდოზე სახლის წინ მან-


ქანა ტროტუართან მიიყვანა და გააჩერა. შეხვედრა ლექსი პარქსის
სახლის გაყიდვაზე მომუშავე უძრავი ქონების აგენტთან ჰქონდა,
მაგრამ სახლთან არც მანქანა იდგა და არც კართან ელოდებოდა
ვინმე. იფიქრა, აგენტი აღარ დამელოდა და წავიდაო.
მანქანიდან გადმოვიდა, გაყიდვის შესახებ განცხადების ბანერზე
აგენტის გვარის ქვეშ მისი ტელეფონის ნომერი იპოვა და დარეკა.
– ტეილორ მიჩელი გისმენთ.
‒ მის მიჩელ? ჰარი ბოსხი ვარ. ორლანდოზე სახლის წინ
ვდგავარ. ვწუხვარ, ძალიან დავიგვიანე და, ალბათ, აღარ დამელო-
დეთ,– დაფიქრდა, რა მოემიზეზებინა, რომ სიმართლესთან ცოტა
მაინც ახლოს ყოფილიყო. ბოლოს დაგვიანება, რა თქმა უნდა, საცო-
ბებს დააბრალა
– ოჰ, არა უშავს, – მხიარულად მიუგო აგენტმა, – სახლში ვარ
და გელოდებით.
ბოსხმა ქუჩა გადაკვეთა და სახლისკენ წავიდა.
– ძალიან კარგი. მეც აქ ვარ. სახლთან მანქანა რომ ვერ დავინა-
ხე, ვიფიქრე, რომ აღარ დამელოდეთ.
– აქვე ვცხოვრობ და ფეხით მოვედი. კართან შეგხვდებით.
– კარგი, შეხვედრამდე.
ბოსხმა სახლის გარშემო შემოვლებულ მაღალ ღობეში გაჭ-
რილი თაღი გაიარა, რამდენიმე კიბე აიარა და ღია კართან მოწითა
ლოქერათმიანი ახალგაზრდა ქალი დაინახა. მომხიბლავი ქალი
იყო, გულღია ღიმილი ჰქონდა. ხელი გამოუწოდა და სახლში შეიპა-
ტიჟა.

123
‒დიდი მადლობა, ჩემს თხოვნას ასე მალე რომ გამოეხმაურეთ.
– რა სამადლობელია... როგორც უკვე გითხარით, აქვე, ახლოს
ვცხოვრობ. უმეტესად შინ ვმუშაობ და თქვენ შესახვედრად აქ გად-
მოსვლა სულ არ გამძნელებია.
ბოსხი შებრუნდა და კარგად მოათვალიერა ყველაფერი, რასაც
შესასვლელი კარიდან ხედავდა.
– მოდი, სახლს დაგათვალიერებინებთ, – უთხრა მიჩელმა.
სასტუმრო ოთახიდან დაიწყეს და სახლის უკანა მხარეს გან-
ლაგებული საძინებლებისკენ წავიდნენ. სახლი ავეჯით გაწყობილი
იყო, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, თითქოს მასში არავინ ცხოვრობ-
და. ყოველდღიური ცხოვრების არანაირი კვალი არ შეიმჩნეოდა –
არც ფოტოები ბუხრის თაროზე, არც მაცივარზე მაგნიტით მიკრული
საყიდლების სია. ბოსხმა დაასკვნა, ლექსი პარქსის ქმარი ამ სახ-
ლში აღარ ცხოვრობსო.
ჰოლის გავლით საძინებლებისკენ წავიდნენ. პირველი ოთახი,
რომელშიც შევიდნენ, ოფისად იყო გადაკეთებული. ბოსხმა კედლის
კარადის დასაკეცი კარი გამოაღო, თითქოს მისი ფართობი აინტე-
რესებდა და დარწმუნდა, რომ მკვლელობის ადგილზე ფოტოების
გადაღების შემდეგ იქ არც არავის შეუხედავს. ყავისფერი ტყავის, სა-
ვარაუდოდ, საათის, კოლოფი ისევ ზედა თაროზე იდო. ბოსხმა ოთა-
ხის დათვალიერება განაგრძო, მაგრამ კარადის კარი, ყოველი შემ-
თხვევისთვის, ღია დატოვა. იფიქრა, იქნებ რაღაც მომენტში მიჩელ-
მა მარტო დამტოვოს და იმ ყუთში ჩახედვის საშუალება მომეცესო.
საწერი მაგიდის გვერდით, კედელზე, ჩარჩოში ჩასმულ დიპ-
ლომს მოჰკრა თვალი. მიჩელს თავი ისე მოაჩვენა, თითქოს დიპ-
ლომს კითხულობდა, სინამდვილეში კი მსაჯულის ბარათით დაინ-
ტერესდა. დაკვირვებით დათვალიერების შემდეგ მიხვდა, რომ ეს
ნამდვილი ბარათის ფოტოასლი იყო, რომელსაც პატრონი რაიმე
თამაშის ან პრეზენტაციის დროს იყენებდა და მერე სამახსოვროდ
შეინახა. მასზე ფანქრით გაკეთებული წარწერა უკვე ძალიან ძნე-
ლად იკითხებოდა:
ალექსანდრა პარქსი

124
მოსამართლე და მსაჯული

ბოსხი ვერ მიხვდა, რა დანიშნულება შეიძლებოდა ჰქონოდა ამ


ბარათს, მაგრამ ახლა მასზე ყურადღებას ვეღარ შეაჩერებდა.
შემდეგი სტუმრების საძინებელი იყო. ლოგინი დაუდევ-
რად,თითქოს ნაჩქარევად გაესწორებინათ, მის ქვევიდან კი წყვილი
სააბაზანო ფლოსტი მოჩანდა. ბიუროზე თმის ჯაგრისი იდო და პა-
ტარა ლამბაქზე ცოტაოდენი ხურდა ფული ეყარა. ბოსხი მიხვდა,
რომ თავის საძინებელში ცოლის მკვლელობის შემდეგ ჰარიკი
სტუმრების ოთახში იძინებდა.
ბოსხმა კედლის კარადა ამ ოთახშიც დაათვალიერა, მაგრამ ისე,
თითქოს მხოლოდ მისი ტევადობა აინტერესებდა და არა შიგთავსი.
როდესაც ისევ დერეფანში გამოვიდნენ, მიჩელმა სახლში მომ-
ხდარი ტრაგედიის შესახებ დაიწყო მოყოლა:
– ვალდებული ვარ, სიმართლე გითხრათ. აქ დანაშაული მოხდა.
ამ საძინებელში ახალგაზრდა ქალი მოკვდა, – თქვა მან, სანამ შე-
ვიდოდნენ ოთახში, რომელიც ბოსხს მკვლელობის ფოტოებზე
ჰქონდა ნანახი, მაგრამ ოთახი ცარიელი დახვდათ. ავეჯი მთლიანად
გაეტანათ. კედლის კარადის ღია კარში ჩანდა, რომ ისიც დაეცარიე-
ლებინათ. ბოსხს იმედი გაუცრუვდა. მკვლელობის ადგილზე მის-
ვლის მიზანი იქაური ატმოსფეროს შეგრძნება და ნივთების დათვა-
ლიერება იყო, ეს კი აღარ გამოვიდოდა, რადგან აბსოლუტურად ცა-
რიელ ოთახში იდგა.
– მართლა? დანაშაული? – იკითხა მან, – რა მოხდა?
– ქალს, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, ამ ოთახში ეძინა,რო-
დესაც ვიღაც შემოვიდა და მოკლა, – თქვა მიჩელმა, – მაგრამ ის უკ-
ვე დაიჭირეს და ახლა ციხეშია. ასე რომ, ამაზე სანერვიულო არაფე-
რია.
ბოსხმა ოთახში ახალი საღებავის სუნი იგრძნო საწოლის უკანა
კედელსა და ჭერზე სისხლის შხეფები გადაეღებათ.
– მკვლელს იცნობდა? ვინ იყო?

125
– არა, როგორც ვიცი, შემთხვევითი მკვლელობა იყო. ის კაცი
რომელიღაც ბანდის წევრი თუ რაღაც ამდაგვარი ყოფილა. ვიცით,
როგორი უსიამოვნოა, როდესაც სახლში რაღაც ამდაგვარია მომხ-
დარი და ფასიც სწორედ ამიტომ არის ასეთი დაბალი. ამ ამბის კლი-
ენტისთვის დამალვა არაეთიკურად მიგვაჩნია.
– რამდენი ხნის წინ მოხდა ეს?
– ამ წლის დამდეგს.
‒ ოჰო,ასე ცოტახნის წინ? ‒მსხვერპლს იცნობდით? თქვენ ხომ
აქვე ახლოს ცხოვრობთ.
‒კი, ვიცნობდი. ეს სახლი ოთხი წლის წინ მას და მის ქმარს
მემივყიდე. ლექსი ძალიან კარგი ქალი იყო. საშინელებაა, რაც მოხ-
და. მის ადგილზე შეიძლებოდა მეც ვყოფილიყავი, მე ხომ მეზობელ
სახლში ვცხოვრობ.
– ჰო, როდესაც ასეთი რამ შემთხვევით ხდება, თავს დაცულად
ვერავინ იგრძნობს.
– არა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ
არა ეს შემთხვევა, ჩვენი უბანი ყოველთვის ყველაზე წყნარი იყო. ჩე-
მი ბავშვები თავიანთ მეგობრებთან სახლის წინ გაზონზე თამაშობენ
ხოლმე. ის, რაც ამ სახლში მოხდა, ნამდვილად გამონაკლისი იყო.
‒ გასაგებია.
– უკანა ეზოს ნახვა ხომ არ გინდათ? იქ ჩაშენებული ბარბექიუა,
მოგეწონებათ.
– ჯერ არა. ახლა საძინებლის ზომებს ავიღებ, უნდა დავრწმუნდე,
რომ ყველაფერი დაეტევა, რაც მჭირდება.
ბოსხი ცკარიელ საძინებელში შევიდა. ფოტოებიდან იცოდა, სად
უნდა მდგარიყო იქ საწოლი. შეეცადა, უფრო ზუსტად გაეხსენებინა
და ახლა სწორედ იქ იდგა, სადაც საწოლის მარჯვენა მხარეს ლექსი
პარქსის ცხედარი იპოვეს. ოთახს თვალი მოავლო. უყურებდა ყვე-
ლაფერს, რასაც, ალბათ, ლექსი პარქსი სიკვდილის წინ. პირდაპირ
ორი ფანჯარა იყო, იქიდან კი გვერდითა ეზო და მაღალი ღობე ჩან-
და. ბოსხმა თვალები დახუჭა და შეეცადა მაქსიმალურად მოეკრიბა
ყურადღება.

126
– მისტერ ბოსხ, კარგად ხართ?
ბოსხმა თვალები გაახილა და დაინახა, რომ მიჩელი შეწუხე-
ბული მისჩერებოდა.
– რა თქმა უნდა, კარგად ვარ, – თქვა ბოსხმა, – შემთხვევით,
მეტრიანი ხომ არ გაქვთ?
– კი, მანქანის საბარგულში უნდა მქონდეს. ოჰ, თუმცა სულ და-
მავიწყდა, რომ მანქანით არა ვარ, მაგრამ, არა უშავს, სახლის ნა-
ხაზზე ყველა ზომაა დატანილი. ნახაზები სამზარეულოში უნდა იყოს.
– კარგი, ვნახოთ.
მიჩელი სამზარეულოსკენ წავიდა და ბოსხს ანიშნა, უკან გაჰ-
ყოლოდა. ბოსხიც მიჰყვა. ოფისის ოთახის კარს რომ ჩაუარეს, ნაბი-
ჯი შეანელა, მიჩელს წინ წასვლა აცალა.
– ამ ოთახში კიდევ ერთხელ შევიხედავ. საქმე ის არის, რომ ორი
ქალიშვილი მყავს და, თუ ერთი მეორეზე უფრო დიდ ოთახს მიი-
ღებს, საყვედურები არ ამცდება.
– რა თქმა უნდა. მანამდე სამზარეულოში ნახაზებს მოვნახავ, –
თქვა მიჩელმა და დერეფანს გაუყვა, ბოსხი კი ოფისში შევიდა,
კარადისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა და ზედა თაროდან საათის
კოლოფი ჩამოიღო. წარმოიდგინა, რას იფიქრებდა მიჩელი, უცებ
რომ შემოსულიყო და ამ კოლოფით ხელში დაენახა, ამიტომ შეეცა-
და, უცებ გაეხსნა, მაგრამ ეს არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა. ბოლოს
მიხვდა, რომ კოლოფის წინა პანელი უნდა გამოეწია,ის უჯრასავით
იღებოდა.
სამზარეულოდან მიჩელის ხმა გაიგონა, ვიღაცას აღელვებული
ელაპარაკებოდა. ჯერ ეგონა, ტელეფონზე ლაპარაკობსო, მაგრამ
მერე მამაკაცის ხმაც მოესმა. სახლში მათ გარდა კიდევ ვიღაც იყო.
როგორც კი კოლოფი გახსნა, დაინახა, რომ საათი შიგ არ იყო.
ყავისფერი ხავერდის ბალიში, რომელზეც უნდა ყოფილიყო დამაგ-
რებული, ცარიელი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, კოლოფში იდო ინსტ-
რუქცია და პატარა კვადრატული კონვერტი, რომელზეც მელნით
წარწერა გაეკეთებინათ:
ქვითარი. არ ჩაიხედო! (თუ საათის უკან დაბრუნებას არ აპირებ).

127
ბოსხმა კოლოფი უცებ იღლიაში ამოიდო, კონვერტი გახსნა და
ქვითარი ამოიღო. „ოდემარს პიგეს“ საათი სანსეთ-ბულვარზე
მდებარე საიუველირო მაღაზიაში „ნელსონ გრანტი და ვაჟიშვილე-
ბი” იყო შეძენილი. საათს „როიალ ოუქ ოფშორი“ ერქვა და 2014
წლის დეკემბერში, ყიდვის მომენტში 6322 დოლარი ღირდა. ქვი-
თარზე მყიდველად ვინსენტ ჰარიკი იყო მითითებული.
ბოსხმა დაასკვნა, რომ საათი ჰარიკმა ცოლს საშობაო საჩუქრად
უყიდა და დაინტერესდა, საიდან უნდა ჰქონოდა შერიფის მოადგი-
ლეს ასეთი ძვირფასი საჩუქრის ყიდვის საშუალება, მაგრამ ეს ინტე-
რესი სერიოზული დაეჭვების საფუძველს მაინც არ იძლეოდა.
რას არ გააკეთებს კაცი საყვარელი ადამიანისთვის.
ბოსხმა ქვითარი სასწრაფოდ კონვერტში ჩადო, კონვერტი
კოლოფში დააბრუნა, კოლოფი კი თაროზე. ოთახის შუაში იდგა,
როდესაც მიჩელი შემოვიდა ხელში სახლის ნახაზით.
– ამ ნახაზის მიხედვით ორივე საძინებელი თოთხმეტი ფუტია
თორმეტზე. ეს ოთახი ოდნავ პატარა, ალბათ, წიგნების კარადის გა-
მო ჩანს.
ბოსხმა საწერი მაგიდის უკან წიგნების კარადას შეხედა და
მიჩელს დაეთანხმა:
– მართალი ხართ.
მიჩელმა ნახაზი მიაწოდა და მანაც ისე დახედა, თითქოს
მართლა აინტერესებდა.
– ბარბექიუს ახლა ნახავთ? ·
– რა თქმა უნდა, – უპასუხა ბოსხმა, – სახლში ჩვენ გარდა კიდევ
ვინმეა?‒ გავიგონე, ვიღაცას ელაპარაკებოდით.
– სახლის პატრონი იყო. ეგონა, აქამდე დამთავრებული გვექნე-
ბოდა, მაგრამ ავუხსენი, რომ სახლის დათვალიერება დაგეგმილზე
გვიან დავიწყეთ.
– ოჰ, ხომ არ წავიდე?
– არა, ყველაფერი წესრიგშია. ახლა უკანა ეზოში გავიდეთ.
ბოსხი უკან გაჰყვა. სამზარეულოს გასაწევი კარიდან ვერანდაზე
გავიდნენ. მის ბადისებურ სახურავზე ვაზი იყო გაშვებულიდა იქვე

128
ჩაშენებული ბარბექიუ ჩანდა. ჰარიკი ვერსად დაინახა. აქ ყველაფე-
რი ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ეტყობოდა, რომ დი-
დი ხანია, არავის უხმარია. უკანა ეზო პატარა და ძალიან მყუდრო
იყო.
– აქ ჰიდრომასაჟის აბაზანის ადგილიც არის. შეგიძლიათ დააყე-
ნოთ, თუ მოგინდებათ.
– ჰო, მაგრამ აქ როგორ შემოიტანენ? ‒ღობეს თუ დაანგრევენ...
– არა, ამწეთი შემოიტანენ. ასეთ რამეებს ხშირად აკეთებენ.
ბოსხმა გაიგონა, როგორ გაიღო კარი მის უკან და ვიღაცამ
დაიძახა:
– ტეილორ, შეიძლება ერთი წუთით დაგელაპარაკოთ? – დაიძა-
ხა კაცმა.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა მან.
ბოსხი შემობრუნდა, კარში ვინსენტ ჰარიკი დაინახა და თავი და-
უკრა.
– მაპატიეთ, ხელს არ შეგიშლით, – თავის დაკვრითვე უთხრა ჰა-
რიკმა.
– არა უშავს,‒ უპასუხა ბოსხმა.
მიჩელი სამზარეულოში შევიდა, ჰარიკმა კარი დახურა და ბოსხს
არ ესმოდა, რაზე ლაპარაკობდნენ. იგრძნო, რომ ოფლმა დაასხა.
უცებ ეჭვი შეეპარა, საათის კოლოფი უადგილო ადგილას ხომ არ
დადო ან ვინმემ ხომ არ დაინახა, როცა მას ათვალიერებდა. სანამ
კიდევ სხვა რამეებზე ანერვიულდებოდა, სამზარეულოს კარი გაიღო
და მიჩელი გამოვიდა.
– აბა, რას ფიქრობთ?
‒ მშვენიერია, მართლა მშვენიერი. ალბათ, დავფიქრდები და ქა-
ლიშვილებსაც დაველაპარაკები, – უპასუხა ბოსხმა და სამზარე-
ულოსკენ გაიხედა, მაგრამ ჰარიკი აღარ ჩანდა, – ხვალ დაგირე-
კავთ, – დაამატა ბოლოს.
– თუ თქვენს შვილებსაც მოუნდებათ დათვალიერება, დამი-
რეკეთ. ხომ გახსოვთ, აქვე ვცხოვრობ და მაშინვე შეგხვდებით.
– ძალიან კარგი.

129
ბოსხი კარისკენ წავიდა. სახლის ნახაზი ისევ ხელში ეჭირა. მერე
დაკეცა და სპორტული ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩაიდო. სანამ ისევ სა-
ახლში შევიდოდა, ცოტა ხანს შეყოვნდა.
– ხომ არ ჯობია, სახლს შემოვუარო და ისე გავიდე, პატრონი
რომ არ შევაწუხო? – ჰკითხა ტეილორს.
– ოჰ, არა, უკვე წავიდა. როდესაც ვუთხარი, ჯერ არ დაგვიმთავ-
რებია-მეთქი, თქვა, მაინც რაღაცები მაქვს საყიდელი და სანამ და-
ამთავრებთ, მაღაზიაში წასვლასაც მოვასწრებო.
ვერანდაზე ავიდნენ, აგენტმა კარი გამოაღო და სახლის გავლით
წინა კარისკენ წავიდნენ. ბოსხმა მიჩელს მადლობა კიდევ ერთხელ
გადაუხადა და იქაურობას გაეცალა.
როდესაც ეზოდან გავიდა, ქუჩის მეორე მხარეს თავის „ჩერო-
კიზე“ მიყრდნობილი კაცი დაინახა. ეს ვინსენტ ჰარიკი იყო. ის
გულხელდაკრეფილი იდგა და აშკარად ბოსხს ელოდებოდა.
მან ქუჩა გადაჭრა და თავისი მანქანისკენ წავიდა. არც კი იცოდა,
რა უნდა ეთქვა, თუ მისი ტყუილი გამოაშკარავდებოდა.
– ბოსხი ხართ, არა?
– დიახ, მაპატიეთ, რომ ასე გაგვიგრძელდა სახლის დათვა-
ლიერება.
– სისულელეს ნუ მიედ-მოედები.
ბოსხი მიხვდა, რომ თამაშის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა,
რადგან ჰარიკს ვეღარ მოატყუებდა და ხელები უმწეოდ გაშალა.
– ჯერ მეგონა, ნაბიჭვარი რეპორტიორი იყავი. ასეთი ნაგავი მან-
ქანის პატრონი ამ სახლის ყიდვას როგორ აპირებ? შენი სანომრე
ნიშანი შევამოწმე და გავიგე, რომ დეპარტამენტის ბლოკი ადევს.
რამდენიმე ზარი დამჭირდა, რომ გამეგო, პენსიაზე გასული პოლი-
ციელი ხარ, მკვლელობების გამოძიების განყოფილებიდან. მოკ-
ლედ, დეტექტივო ბოსხ, მითხარი, ჩემს სახლში რა ჯანდაბას აკე-
თებ?
ბოსხი მიხვდა, რომ ეს ამბავი შეიძლებოდა ძალიან სწრაფად
გავრცელებულიყო. ის და’ქუან ფოსტერის ადვოკატს – ჰელერს ეხ-

130
მარებოდა. ტეილორ მიჩელის მოტყუებით ამ სახლში შესვლის თა-
ობაზე საჩივარი კი მის წინააღმდეგ იმუშავებდა. სიტუაცია როგორ-
მე უნდა გადაერჩინა.
‒მისმინეთ, ყველაფერს გულახდილად გეტყვით. ერთმა ადამი-
ანმა, რომელსაც სჯერა, რომ და’ქუან ფოსტერს თქვენი ცოლი არ
მოუკლავს და მას საქმე შეუკერეს, მთხოვა, ამ საქმეში როგორც
კერძო პირს, ჩამეხედა.
ჰარიკს წითური სახე კიდევ უფრო გაუწითლდა.
– რა სისულელეს ბოდავ? მაგას ვინ დაგიჯერებს?
– მაგას ვერ გეტყვით. ეს კლიენტის კონფიდენციალურობის სა-
კითხია. მოკლედ, საქმის შესწავლას დავთანხმდი და მკვლელობის
ადგილის დათვალიერება დამჭირდა. ბოდიშს გიხდით. არ ველოდი,
რომ აქ დამხვდებოდით და ასე გაგაღიზიანებდათ ეს. შევცდი.
სანამ ჰარიკი პასუხს გასცემდა, ქუჩის მეორე მხარეს მიჩელი გა-
მოჩნდა, სახლში მიდიოდა.
– ხომ არ გჭირდებით, ჯენტლმენებო?
– არა, ყველაფერი კარგად არის, ტეილორ, დიდი მადლობა, –
გასძახა ჰარიკმა და თან ხელით ანიშნა, გზა გაეგრძელებინა. ქუჩის
კუთხემდე ერთი სახლიღა იყო დარჩენილი. მიჩელი იმ სახლსაც
გასცდა, კუთხეში შეუხვია და თვალს მიეფარა.
– ხელები თავზე დაიწყვე, – უთხრა ჰარიკმა.
‒ბატონო?
– თავზე დაიწყვე, ისე გეკავოს, რომ ვხედავდე...
– არა, ამას არ გავაკეთებ.
‒ ციხეში გინდა მოხვედრა, ბოსხ?
– შეგიძლია დამაპატიმრო მაგრამ იქ დიდხანს არ გავჩერდები.
კრიმინალური არაფერი ჩამიდენია.
‒ ახლა ასეთი არჩევანი გაქვს: ან ხელებს თავზე დაიწყობ და სა-
შუალებას მომცემ, შევამოწმო, იარაღი ხომ არა გაქვს, ან ციხეში
წახვალ.
ტელეფონი ამოიღო და დასარეკად მოემზადა.

131
– იარაღი არა მაქვს, – თქვა ბოსხმა ხელები თავზე დაიწყო და
ფეხები გაშალა.
ჰარიკმა უცებ გაჩხრიკა და იარაღი ვერ უპოვა. ბოსხს სიტუაცია
ძალიან აღარ მოსწონდა და მასში როგორმე გარდატეხა უნდა შეე-
ტანა და ნაბიჯი წინ გადადგა.
‒მისი საათი სად არის? – იკითხა მან.
ჰარიკი ამ დროს ბოსხის შარვლის წინა ჯიბეებს ჩხრეკდა და ხე
ლები უცებ გაუშეშდა. მერე გაიმართა, ხელი ბოსხს მკლავზე დაადო
და შემოატრიალა.
– რა თქვით? – ჰკითხა.
‒ მისი საათი, მშვიდად გაიმეორა ბოსხმა, –– ის, რომელიც
თქვენ აჩუქეთ „ოდემარს პიგო“... არ ვიცი, სწორად გამოვთქვამ თუ
არა. მაჯაზე არ ეკეთა და არც მკვლელობის ადგილიდან ამოღებული
ნივთების სიაშია. ის არც და’ქუან ფოსტერის სახლის, სტუდიისა და
მანქანის ჩხრეკის დროს უპოვიათ, არც თავის კოლოფშია. მოკლედ,
სად წავიდა, რა დაემართა?
ჰარიკი ბოსხის ნათქვამის გადახარშვას ცდილობდა და უკან
დაიხია. ბოსხი მიხვდა, რომ ეს მათ შორის მანძილის გაზრდის სურ-
ვილი და დარტყმისათვის მზადება იყო. ამიტომ ზურგით კედელს მი-
ეყრდნო და მოემზადა, მაგრამ ჰარიკი თავს მოერია და თქვა:
– უბრალოდ, წადი. წარმოდგენა არა გაქვს, რაზე ლაპარაკობ.
გაეთრიე აქედან.
ბოსხმა ჯიბეში გასაღები მოძებნა, მანქანას წინიდან შემოუარა
და, როდესაც მძღოლის კარი გამოაღო, ჰარიკს გახედა და გასძახა:
– მნიშვნელობა არა აქვს, ვისთვის ვმუშაობ, მე სიმართლის
გაგებას ვცდილობ. თუ ფოსტერი არაფერ შუაშია, ის, ვინც ეს გააკე-
თა, ჯერ კიდევ თავისუფალია. იფიქრეთ ამაზე.
ჰარიკმა თავი გააქნია.
‒ ვინ ხარ,შენი დედაც... ბეტმენი? აზრზე არა ხარ, რაზე ლაპარა-
კობ. საათი გატყდა, შესაკეთებლად იყო წაღებული. ამას მკვლელო-
ბასთან კავშირი არა აქვს.
– მაშინ ახლა სად არის? არ დაიბრუნეთ?

132
ჰარიკმა პირი დააღო, რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გა-
ჩუმდა და თავი გააქნია.
– თქვენთან ლაპარაკს არ ვაპირებ, – უთხრა ბოლოს. ქუჩაზე
აქეთ-იქით გაიხედა, შეამოწმა, მანქანა ხომ არ მოდისო, მერე ქუჩა
გადაჭრა და სახლში შევიდა.
ბოსხი უყურებდა, სანამ თაღის ქვეშ არ მიიმალა. მერე მანქანაში
ჩაჯდა და წავიდა. ხელი საჭეს ბრაზით დაჰკრა. მის ანონიმურობას
წერტილი დაესვა. ჰარიკმა არ იცოდა, ვისთვის მუშაობდა ბოსხი,
მაგრამ ამის გასაგებად დიდი დრო არ დასჭირდებოდა. ალბათ,სა-
ჩივარსაც შეიტანდა. ყოველ შემთხვევაში, უსიამოვნებისთვის ბოს-
ხი მზად უნდა ყოფილიყო.

18

„ჰევენ ჰაუსი“ ძველი, ორსართულიანი მოტელი იყო. ნეონის აბ-


რა კლიენტებს უფასო ეიჩბიოუსა და უაიფაის ჰპირდებოდა. აქაურო-
ბა, ალბათ, გახსნის დღესაც, 1940-იან წლებშიც, უბადრუკი იქნებო-
და, მას შემდეგ კი მისი საქმე სულ უკან-უკან მიდიოდა.
ადამიანები მოტელს უკანასკნელ თავშესაფრად იყენებდნენ, სა-
ნამ ერთადერთ საცხოვრებლად მანქანაღა დარჩებოდათ.
ბოსხი სანტამონიკას სადგომზე შევიდა და იქაურობის ნელა
დათვალიერებას შეუდგა. მოტელი ფლეგლოტზე17 იდგა და მთა ვა-
რი ტრასიდან არ ჩანდა. მისკენ მიმავალი ვიწრო გზა თანდათან
ფართოვდებოდა. მოტელის უკან სხვა ბიზნესცენტრები და თვალს

17
flag-დროშა(ინგლ), იგულისხმება მიწის ნაკვეთი ან შენობა, რომელსაც დროშის
ფორმა აქვს

133
მოფარებული მანქანის სადგომები მოჩანდა. ეს უკანა ეზოში მანქა-
ნების პარკირებისა და ოთახების დამქირავებელი კლიენტების უც-
ხო თვალისგან მორიდების საშუალებას იძლეოდა. ამიტომ გასაკვი-
რი არც იყო, რომ აქ პროსტიტუციაში ჩართული პირები ხვდებოდნენ
ერთმანეთს.ბოსხმა დაინახა კარი, რომელზეც საღებავით ციფრი 6
მიეწერათ, და მანქანა მის წინ გააჩერა. გაახსენდა, ეს გაუხსნელი
საქმის გამოძიებისას სჩვეოდა: დანაშაულის ადგილს მისი ჩადენი-
დან დიდი ხნის შემდეგ ათვალიერებდა. ამას აჩრდილების ძებნას
ეძახდა და სჯეროდა, რომ ნებისმიერი დანაშაული გარემოზე კვალს
აუცილებლად ტოვებდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად
ძველი იყო.
ამ შემთხვევაში დანაშაული სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა,
მაგრამ მაინც გაუხსნელ საქმედ ითვლებოდა.
ბოსხი მანქანიდან გადმოვიდა და მიმოიხედა. სადგომზე ხალვა-
თობა იყო. ცალი მხრიდან მას სხვა შენობების უკანა, უფანჯრო კედ-
ლები ესაზღვრებოდა, ხოლო დანარჩენი ორი მხრიდან –ასო L -ის
ფორმის საცხოვრებელი შენობა. მანქანების სადგომსა და სახლს
შორის მაღალი კვიპაროსები იყო ჩამწკრივებული. სადგომის მეოთ-
ხე მხარეს ხის ღობე მიუყვებოდა, რომელიც სადგომს კერძო საც-
ხოვრებელი სახლის უკანა ეზოსგან გამოყოფდა.
ბოსხს გაახსენდა, რაც ლუსია სოტომ ჯეიმზ ალენის საქმეზე უთ-
ხრა: №6 ოთახში მოკლეს და ცხედარი ელ-სენტროს18ახლოს, ერთ
ჩიხში დააგდესო. ახლა იმაზე ფიქრის დრო არ იყო,რატომ გადაიტა-
ნეს იქ ცხედარი, მაგრამ ამის გაკეთება რომ უხიფათოდ შეიძლებო-
და, ეს სრულიად აშკარა იყო. შუაღამისას მანქანების სადგომი უკაც-
რიელი იქნებოდა და გარედანაც ვერავინ ვერაფერს დაინახავდა.
ბოსხმა იქაურობა მოათვალიერა, უნდოდა, ვიდეოკამერები მო-
ეძებნა, მაგრამ ვერც ერთი ვერ დაინახა. ასეთ ადგილას მობინად-
რეთ ვიდეოკამერით დაფიქსირების დიდი სურვილი, წესით, არ უნ-
და ჰქონოდათ. ბოსხმა შენობას შემოუარა და ფასადის მხრიდან

18
კალიფორნიის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით იმპერიალის ოლქის ქალაქი

134
ოფისის შესასვლელთან მივიდა. კარში პატარა, გასაწევი ფანჯარა
ჩანდა, რომლის გვერდით ბოსხმა ზარი დაინახა,მთელი ხელისგუ-
ლი მიადო და სამი მოკლე ზარი დარეკა. ფანჯარა აზიური გარეგნო-
ბის მამაკაცმა გააღო და ბოსხს წყლიანი თვალებით მიაჩერდა
– ოთახი მჭირდება, ‒ უთხრა ბოსხმა, – მეექვსე ნომერი მინდა.
– შესვლა სამ საათზე,‒ უთხრა კაცმა.
ესე იგი, ოთხი საათი მოუწევდა ლოდინი. ბოსხმა მანქანების
სადგომს გახედა. იქ მისი მანქანის ჩათვლით სულ ექვსი მანქანა იდ-
გა. ისევ აზიელ კაცს მიუბრუნდა:
– ახლა მჭირდება. რა ეღირება?
– შესვლა სამ საათზე, დაცლა – ხვალ შუადღისას წესი ასეთია.
– დავუშვათ გუშინ დღის სამ საათზე შევედი და დღეს შუადღისას
დავცლი.
კაცი ყურადღებით დააკვირდა. ბოსხი ჩვეულებრივ კლიენტს არ
ჰგავდა.
– პოლიციელი ხარ?
ბოსხმა თავი გააქნია.
– არა, პოლიციელი არა ვარ. უბრალოდ, მეექვსე ოთახი მინდა
მოვათვალიერო. რა ეღირება? თორმეტ საათზე დავცლი... ერთი სა-
ათიც კი არ დამჭირდება.
– ორმოცი დოლარი.
– შევთანხმდით.
ბოსხმა ჯიბიდან ფული ამოიღო.
– სამოცი, – თქვა უცებ კაცმა.
ბოსხმა ფულის კუპიურების ზევიდან ისეთი თვალებით ახედა, მა-
შინვე მიახვედრა, რომ მასთან ხუმრობა არ ღირდა.
– ჰო, კარგი, ორმოცი.
ბოსხმა ფანჯრის რაფაზე ორი ოცდოლარიანი დადო, კაცმა კი სა-
რეგისტრაციო ბარათი გამოაცურა და ბოსხმა თავისი მონაცემები
ჩაწერა. კაცს პირადობის დამადასტურებელი საბუთი არც მოუთხო-
ვია, დახლზე პირდაპირ დაუდო გასაღები, რომელზეც რომბისებრი
პლასტმასის ფირფიტა ეკიდა ციფრით „6“.

135
– ერთი საათი, – შეახსენა კაცმა.
– ჰო, ერთი საათი.
ბოსხმა შენობას ისევ შემოუარა და მეექვსე ოთახის კარი გასაღებით
გააღო, შიგნით შევიდა და ოთახი მოათვალიერა. პირველი,რაც და-
ინახა, კედელზე გამოხუნებული მართკუთხედი იყო. აქ აშკარად
მერლინ მონროს სურათი ეკიდა, მაგრამ აღარსად ჩანდა.ალბათ,
მტკიცებულებად წაიღეს.
ბოსხმა ოთახი ნელა მოათვალიერა, რაიმე უჩვეულოს ეძებ-
და,მაგრამ გაცვეთილი ავეჯისა და ჭუჭყიანი, ყავისფერი ფარდების
გარდა, ვერაფერი ნახა. ყველაფერი, რაც ჯეიმზ ალენს ეკუთვნოდა,
აქედან დიდი ხნის წინ გაეტანათ. ახლა ეს ძველი ავეჯით გაწყობილი
გაქუცული ოთახი იყო. ფიქრი იმაზე, რომ აქ ვიღაც ცხოვრობდა,
გულს უწუხებდა, მაგრამ უფრო მძიმედ მოქმედებდა ფიქრი იმაზე,
რომ ამ ოთახში ვიღაც შეიძლებოდა მომკვდარიყო.
ტელეფონმა დარეკა. ჰელერი იყო.
– ჰო.
– აბა, სად ვართ?
‒ ვართ? ვართ ჰოლივუდის ბინძური მოტელის ბინძურ ოთახში,
სადაც, და'ქუანის თქმით, ლექსი პარქსის მკვლელობის ღამე გაატა-
რა.
– მერე?
‒მერე არაფერი... საერთოდ არაფერი... საწოლის ტუმბოზე თა-
ვისი ინიციალები რომ ამოეკაწრა ან აბაზანის ფარდაზე ბანდის სიმ-
ბოლიკიანი გრაფიტი დაეტოვებინა, შეიძლებოდა რამეში დაგვხმა-
რებოდა, მაგრამ...
‒ მინდა გკითხო, მანდ რას აკეთებ?
‒ ჩემს საქმეს. ყველაფერს ვამოწმებ, ვითვისებ, ვფიქრობ,
აჩრდილებს ვეძებ...
ნათქვამი ცოტა უხეშად გამოუვიდა. არ უყვარდა, როდესაც საქ-
მეს აწყვეტინებდნენ. ოთახის შესწავლა ჯერ დამთავრებული არ
ჰქონდა და თან ის აღიზიანებდა, რის თქმასაც აპირებდა:
‒მისმინე, მგონი, საქმე გავაფუჭე.

136
– როგორ?
– უძრავი ქონების აგენტს მყიდველად გავეცანი, რომ მსხვერ-
პლის სახლი დამეთვალიერებინა...
–...და აჩრდილები მოგეძებნა? მერე რა მოხდა?
‒ მისი ქმარი, შერიფის მოადგილე, მოვიდა, ჩათვალა, რომ რე-
პორტიორი ვიყავი და ჩემი მანქანის სანომრე ნიშანი შეამოწმა. მოკ-
ლედ, აღმოაჩინა, რომ პენსიაზე გასული პოლიციელი ვარ და ამ საქ-
მეზე ვმუშაობ.
– ეს საქმის გაფუჭება კი არა, სრული კატასტროფაა. თუ ეგ ტიპი
საჩივარს დაწერს, მოსამართლე...
‒ ვიცი. მოკლედ, საქმე გავაფუჭე თუ კიდევ უარესი, არ ვიცი, მაგ-
რამ, უბრალოდ, მკვლელობის ადგილის ნახვა მინდოდა.
– ჰო, კარგი. ახლა მაგას აღარაფერი ეშველება. მერე რა ქენი?
მოტელში რას აკეთებ?
– ამის მიზეზი მაქვს.
– აჩრდილები?
– როცა მკვლელობას ვიძიებ, აუცილებლად უნდა დავათვა-
ლიერო ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა ან შეიძლებოდა მომ-
ხდარიყო.
ჰელერი რამდენიმე წამს დუმდა.
– მოკლედ, როგორც მივხვდი, ახლა ხელს გიშლი, – ამოთქვა,
როგორც იქნა.
– მოგვიანებით დაგირეკავ, ‒ უთხრა ბოსხმა, ტელეფონი გათი-
შა და ოთახის დათვალიერება განაგრძო, საწოლისკენ წავიდა,ოც-
დაათი წუთის შემდეგ ოთახი დატოვა. ახალი იქიდან არაფერი გა-
მოუტანია. ლექსი პარქსის მკვლელობის ღამეს და’ქუან ფოსტერის
აქ ყოფნის რაიმე კვალი რომც ყოფილიყო დარჩენილი,ლოს-ანჯე-
ლესის პოლიციის დეპარტამენტის ექსპერტები ერთიანად მოასუფ-
თავებდნენ. მანქანისკენ რომ მიდიოდა, ფიქრობდა, კიდევ რა შეიძ-
ლებოდა გაეკეთებინა, რაც და'ქუან ფოსტერს დაეხმარებოდა. ბო-
ლოს და ბოლოს, ჯეიმზ ალენი ხომ პროსტიტუტი იყო, ასეთებს კი ჩა-

137
ნაწერების წერა უყვართ. ამ ციფრულ ხანაში პატარა შავი ბლოკნო-
ტის როლს, ალბათ, პატარა შავი ტელეფონი ასრულებდა. ალი ქა-
რიმთან საუბრის შემდეგ ცხედრის შორიახლოს ან ოთახში ტელე-
ფონის აღმოჩენის შესახებ სოტოს არაფერი უთქვამს. ბოსხი უცებ
შემობრუნდა, ისევ ოფისის ფანჯარასთან მივიდა და ზარი დარეკა.
ფანჯარა იმავე აზიელმა კაცმა გააღო. ბოსხმა ოთახის გასაღები რა-
ფაზე დაუდო.
‒ დავამთავრე, – უთხრა მან,– ლოგინიც კი არა გაქვთ გასასწო-
რებელი.
– ძალიან კარგი, გმადლობთ, ‒ უპასუხა კაცმა და ის იყო,
ფანჯრის დახურვა დააპირა, რომ ბოსხმა ხელი დაახვედრა.
– ერთი წუთით... ის კაცი,იმ ოთახში მარტში რომ მოკლეს,
გახსოვთ?
– აქ არავინ მოუკლავთ·
– არა, აქ არა, ალბათ, აქ არა. მისი ცხედარი ქუჩაში იპოვეს,მაგ-
რამ აქ მეექვსე ოთახს ქირაობდა. მაშინ პოლიციაც მოვიდა. ახლა
გახსენდებათ?
– არა, აქ არა.
– კი, აქ იყო. მომისმინეთ, უბრალოდ, მინდა გავიგო, მის
ნივთებს რა დაემართა. ვიცი, რომ რაღაცები პოლიციამ წაიღო,
მაგრამ ყველაფერი?
‒არა, მისი მეგობრები იყვნენ, ტანსაცმელი და რაღაც ნივთები
წაიღეს.
– მეგობრები?‒ მათი სახელები იცით?
– არა, არ ვიცი.
– ისინიც იმავეს აკეთებდნენ, რასაც ეს ტიპი? ‒აქ რჩებოდნენ
ხოლმე?
‒ ხანდახან რჩებოდნენ.
– ახლა რომელიმე მათგანი აქ არის?
– არა, აქ არავინ არის.
ბოსხმა ბლოკნოტი ამოიღო, თავისი ტელეფონის ნომერი და
გვარი დაწერა. მერე ფურცელი ამოხია და კაცს მიაწოდა.

138
– რომელიმე მისი მეგობარი თუ გამოჩნდა, დამირეკე და გა-
დაგიხდი.
– რამდენს გადამიხდი?
‒ ორმოცდაათ დოლარს.
– ახლა გადამიხადე.
– არა, ახლა არა. რომ დამირეკავ და მეტყვი, მოვიდნენო, მაშინ
გადაგიხდი.
ბოსხმა ფანჯრის რაფას მუშტი მსუბუქად დაარტყა და მანქანის
სადგომისაკენ წავიდა. სახლის კუთხეს შემოუარა და თავის მანქანა-
ში ჩაჯდა, მაგრამ, სანამ დაქოქავდა, ჰელერს დაურეკა. მან მაშინვე
უპასუხა.
– უნდა ვილაპარაკოთ.
– ცოტა სასაცილოა. დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაგირე-
კე და ჩემთან ლაპარაკი აშკარად არ გინდოდა.
– ის მაშინ იყო, ახლა შემდეგ ნაბიჯებზე უნდა ვილაპარაკოთ.ეს
შენი შოუა და არ მინდა რამე ისეთი გავაკეთო, რაც სასამართლოში
საქმეს გააფუჭებს.
– მსხვერპლის სახლში ჯაშუშობაში გამოჭერას გულისხმობ?
– უკვე გითხარი, რომ ეს შეცდომა იყო და აღარ განმეორდება.
სწორედ ამიტომ ვრეკავ.
‒რამე იპოვე?
– არა, არაფერი. ჯერ არ დამითვალიერებია ქუჩა, სადაც ცხედა-
რი დააგდეს, მაგრამ ამ დროისათვის ახალი არაფერია. ახლა სხვა
რამე მაინტერესებს. მოკლედ, მინდა გკითხო ‒ შემდეგ ნაბიჯს შენ
გადადგამ სასამართლოში თუ მე ვიმოქმედო აქ?
– რაღაც გაუგებრად ლაპარაკობ‒ სად ხარ? ახლავე შემიძლია
მოსვლა.
– სანტამონიკაზე, გაუერის ქუჩასთან. აქ მაქვს პატარა საქმე,
– კარგი, მოვდივარ. „ჩეროკიში“ ზიხარ? „კლასიკი" რომ გგო-
ნია,იმაში?
– ჰო, „ჩეროკიში“ ვარ და ნამდვილად „კლასიკია“·

139
ბოსხმა ტელეფონი გათიშა და მანქანა დაქოქა· მოტელიდან სან-
ტამონიკას ბულვარზე გასასვლელისკენ წავიდა. ცოტა ხანს გაჩერ-
და, ჯერ მარჯვნივ გაიხედა, მერე მარცხნივ. პატარა ბიზნესოფისები
დაათვალიერა. იქვე ახლოს რამდენიმე დიდი სტუდიაც ჩანდა, ბულ-
ვარზე ჩამწკრივებული მაღაზიების უკან „პარამაუნტის“ წყლის საქა-
ჩი კოშკი ჩანდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ აქვე ახლოს უნდა ყოფი-
ლიყო უამრავი დამხმარე კომპანია, რომლებიც ამ გიგანტის ნარჩე-
ნებით იკვებებოდნენ: რეკვიზიტის სახელოსნოები, კოსტიუმების მა-
ღაზიები, კამერების გამქირავებლები და მათ შორის მიმობნეული
სწრაფი კვების ობიექტები. ქუჩის გადაღმა მანქანის რეცხვის თვით-
მომსახურების სადგური ჩანდა, ცოტა ქვევით კი ვარსკვლავების სა-
საფლაო „ჰოლივუდ ფორევერში“ იყო შესასვლელი.
ბოსხმა თავი დააქნია, ახლა სასაფლაო მისთვის, ალბათ, საუკე-
თესო გეზის მიმცემი იქნებოდა. მან იცოდა, რომ იქ რუდოლფო ვა-
ლენტინოს გარდა, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ჰოლივუდის ბევ-
რი ვარსკვლავი და პიონერი იყო დაკრძალული: დუგლას ფერბენ-
ქს-უმცროსი, სესილ ბ. დე მილი, ჯონ ჰიუსტონი... მრავალი წლის წინ
ბოსხი ამ სასაფლაოზე თვითმკვლელობის საქმეზე მუშაობდა.
მსხვერპლი იყო ქალი, რომელიც ტაირონ პაუერის აკლდამის თავზე
დაწვა და ვენები გადაიჭრა. სიკვდილის წინ ტაირონ პაუერის მემო-
რიალზე საკუთარი სახელისა და გვარის სისხლით დაწერა მოას-
წრო. მარტივი გამოთვლებით ბოსხი დარწმუნდა, რომ ეს ქალი ტა-
ირონ პაუერის გარდაცვალებიდან მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ და-
იბადა. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რაც თვით-
მკვლელობაზე მომუშავე ყველა ადამიანისათვის ისედაც ცხადია:
გიჟებს ვერაფერს გაუგებ.
ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში უცნაურ ადამიანებს სასაფლაო
ყოველთვის იზიდავდა. ჰოლივუდში ცნობილი ადამიანების საფლა-
ვის ქვები ამ მიზიდულობას ერთიორად აძლიერებდა. ეს მათთვის
უსაფრთხოებისა და კამერაზე დაფიქსირების გარანტია იყო. ქალმა,
რომელმაც თავი ტაირონ პაუერის საფლავზე მოიკლა, ეს კამერის

140
ქვეშ გააკეთა. უბედურება ის იყო, რომ კამერის მონიტორს იმ დროს
არავინ უყურებდა და ის სისხლისგან დაიცალა.
როგორც კი გზა გაიწმინდა, ბოსხი მანქანების სადგომიდან
გამოვიდა, მარცხნივ მოუხვია და სასაფლაოსაკენ წავიდა. სასაფ-
ლაოს გარშემო ქვის გალავანი ერტყა, რომელშიც მხოლოდ შესასვ-
ლელ-გასასვლელი გზები იყო გაჭრილი. როგორც კი სასაფლაოს
ტერიტორიაზე შევიდა, ბოსხმა კედელზე დამაგრებული და სამანქა-
ნო გზისაკენ მიმართული კამერები მაშინვე დაინახა. ერთი შეხედ-
ვით, ძნელი გასარკვევი იყო, ეს ვიდეოკამერები სანტა-მონიკას
ბულვარის ერთ მონაკვეთს აფიქსირებდა თუ არა. კამერების გამო
საჩენ ადგილას განლაგებამ ბოსხი დაარწმუნა, რომ მათ, ჩაწერის
გარდა, შეშინების ფუნქციაც ჰქონდათ. ეს, რა თქმა უნდა, საინტერე-
სო იყო, მაგრამ მას უფრო ის კამერები აინტერესებდა, რომლებსაც
ვერავინ ხედავდა.
კედელს რომ გასცდა, დაინახა მანქანების სადგომი და
კომპლექსი, რომელშიც, სასაფლაოს ოფისისა და სამლოცველოს
გარდა, საფლავის ქვებისა და კუბოების ნიმუშების საგამოფენო
დარბაზიც იყო. აქ მომხმარებელს სრულ მომსახურებას სთავაზობ-
დნენ. სასაფლაო ვრცელ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული და სამან-
ქანო გზებითა და პატარ-პატარა სადგომებით სეგმენტებად იყოფო-
და. უკანა კედელს გადაღმა ბოსხმა „პარამაუნტის“ სტუდიების უზარ-
მაზარი სცენები და წყალსაქაჩი კოშკი დაინახა. კოშკზე ვიდეოკამე-
რები იყო დამაგრებული. სასაფლაოს სხვადასხვა სექციაში გაჩერე-
ბული მანქანები და საფლავებს შორის მოსიარულენი ჩანდნენ. ჰო-
ლივუდის საექსკურსიო ავტობუსი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონუ-
მენტისაკენ მიდიოდა. ის ნათელი ფერებით იყო მოხატული, სახურა-
ვი არ ჰქონდა და მძღოლის უკან სკამების ექვსი რიგი მოჩანდა. ავ-
ტობუსი ტურისტებით იყო სავსე. ბოსხმა მანქანის ფანჯარა ჩამოს-
წია. რუპორით გაძლიერებულ გიდის ხმას მავზოლეუმები და ქვის
მონუმენტები ექოდ ირეკლავდა.
„მიკი რუნი ჰოლივუდის დიდი ადამიანებიდან უკანასკნელი
შეუერთდა ვარსკვლავების სამუდამო განსასვენებელს··· “

141
ბოსხმა ფანჯარა ისევ ასწია და მანქანიდან გადმოვიდა. ოფისში
შესვლამდე ჰელერს დაურეკა და უთხრა, სად იყო. სასაფლაოს მო-
რიგე დაცვის თანამშრომელს ოსკარ გასკონი ერქვა. თურმე ადრე
ისიც დეპარტამენტში მუშაობდა, მაგრამ პენსიაზე იმდენი ხნის წინ
გასულა, მასთან საერთო ნაცნობების ძებნას აზრი არ ჰქონდა.
ბოსხი ყოფილ პოლიციელთან შეხვედრამ ძალიან გაახარა და
იმედი ჰქონდა, რომ მასთან ურთიერთობა გაუადვილდებოდა, ამი-
ტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
– ახლა ერთ საქმეზე ვმუშაობ და მკვლელობაში ბრალდებულის
ალიბის დადგენას ვცდილობ.
– რა? აქ?
– არა, აქ კი არა, ქვევით, „ჰევენ ჰაუსთან”, ქუჩაში.
– მე რომ მკითხო, ეგ სანაგვე უნდა დაანგრიონ.
‒ მაგაში გეთანხმებით.
‒ მაშინ „ჰო ფო“19 რა შუაშია.
ბოსხს რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ ეს აბრევიატურა სა-
საფლაოს დასახელებად გადაეთარგმნა. ისინი გასკონის პატარა
ოფისში მაგიდასთან ისხდნენ. იქვე საფლავის ქვებისა და ქანდაკე-
ბების სურათებიანი ბუკლეტების მთელი დასტა ეწყო. ბოსხი მიხვდა,
რომ გასკონი მხოლოდ სასაფლაოს დაცვას კი არ ხელმძღვანე-
ლობდა, გაყიდვების საქმეშიც მონაწილეობდა.
‒ თქვენთან შეიძლება ამას კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ თქვენი
ვიდეოკამერები მაინც ძალიან მაინტერესებს. იქნებ რომელიმე
მათგანის ხედვის არეში ქვევით, ქუჩაზე არსებული მოტელის შესას-
ვლელი ხვდება.
გასკონმა ისე დაუსტვინა, თითქოს ბოსხმა ყუთში ჩაწყობილი და
სასაჩუქრე ბაფთით შეკრული მთვარე და ვარსკვლავები მოსთხოვა.
– რა რიცხვი გვაინტერესებს? – ჰკითხა ბოლოს.
– ცხრა თებერვალი. ამდენი ხნის ჩანაწერებს ინახავთ ხოლმე?

19
Hollywood Forever- ვარსკვლავების და ცნობილი ადამიანების სასაფლაო
ჰოლივუდში, შემოკლებით „ჰო-ფო“

142
გასკონმა თავი დაუქნია და თავის გვერდით, პატარა მაგიდაზე
ძველისძველ კომპიუტერს გადაუსვა ხელი.
‒ ჰო, დაზღვევა ერთი წლის ჩანაწერების შენახვას გვაიძულებს,
მაგრამ არ ვიცი, ეს ხომ ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ეჭვი მეპარება,
რომ ასეთ ძველ ჩანაწერზე რაიმეს გარჩევა იყოს შესაძლებელი, –
– თქვა გასკონმა და გაჩერდა, თითქოს რაღაცას ელოდებოდა.
ბოსხმა იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ერთ-ერთი ბუკლეტი აიღო
და გადაათვალიერა·
‒ამასაც ყიდით?
– ჰო, – უპასუხა გასკონმა.
– როგორც შუამავალს, რა გრჩებათ?
‒ ქვაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ჯონი რამონის ქანდაკე-
ბისთვის ქვა გავყიდე, ახლა მისგან ქანდაკება უნდა გააკეთონ.
ბოსხმა ბუკლეტი უკან დადო.
– იცით, ჩემი დამქირავებელი ახლა ჩემთან შესახვედრად აქეთ
მოდის. თუ ვიდეოკამერებზე რაიმე ჩვენთვის სასარგებლოს ვიპო-
ვით, ალბათ, ქვას ისიც იყიდის.
‒ კაცებმა ერთმანეთი ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალი-
ერეს. ფულის გაკეთების პერსპექტივამ გასკონი აშკარად ძალიან
დააინტერესა.
‒„პარამაუნტის“ კოშკზე ვიდეოკამერებიც თქვენია?‒ მგონი,
ჩემთვის საინტერესო ადგილს სწორედ ისინი უყურებს.
– ჰო, ჩვენია. ზევიდან ხედი გვჭირდებოდა და მათთან შეთანხმე-
ბა დავდეთ. ვიდეოკამერების ჩანაწერები ჩვენც გვაქვს და მათაც.
ბოსხმა თავი დაუქნია.
– ესე იგი, შეგვიძლია ვნახოთ?
გასკონი კომპიუტერს მიუბრუნდა და მუშაობას შეუდგა. ბოსხმა
შემდეგი შეკითხვა ისე დაუსვა, თითქოს უბრალოდ ჭორაობდა:
‒„ჰევენ ჰაუსთან“ მარტში რომ მკვლელობა მოხდა, ალბათ, გა-
იგებდით.

143
– იქნებ მოხდა კიდეც. პოლიციელებმა, რომლებიც მაგ საქმე ზე
მოვიდნენ, თქვეს, რომ ტიპი, რომელმაც თავი მოიკლა, იქ
ცხოვრობდა. თქვეს, დრაგონი იყოო
„დრაგონი“ ძველ პოლიციურ სლენგზე აღნიშნავდა ადამიანების
ჯგუფს, დაწყებული ტრანსვესტიტებითა და დამთავრებული ტრან-
სსექსუალებით. ეს ტერმინი ხშირად მოხსენებით ბარათებშიც გა-
მოიყენებოდა, რაც დღევანდელ სიტუაციაში, ალბათ, დიდ პრო-
ტესტს გამოიწვევდა. როდესაც გასკონმა ეს ტერმინი ახსენა,ბოსხს
გაახსენდა, რომ პოლიციურ დოკუმენტებში ხშირად მისი შემოკლე-
ბა – „დ. ქ.“ იხმარებოდა. იქნებ ფოსტერმა ეს იცოდა და მეტსახე-
ლად და’ ქუანი სწორედ ამიტომ აირჩია.
‒იმ პოლიციელებსაც ვიდეოკამერების ჩანაწერების ნახვა აინ-
ტერესებდათ? ‒ ჰკითხა ბოსხმა.
‒ ჰო, აქ მოვიდნენ. მათაც შენსავით აინტერესებდათ, რამე ხომ
არ ჩანდა ჩვენს კამერებზე, მაგრამ ბევრი ვერაფერი იპოვეს.
ბოსხი ჰელერს მანქანების სადგომზე ელოდებოდა. უნდოდა და-
ლაპარაკებოდა, სანამ გასკონთან ერთად ვიდეომასალას ნა-
ხავდნენ.
ბოსხმა ჰელერი სადგომზე შემოსული „ლინკოლნის“ უკანა სკამ-
ზე დაინახა. ის მანქანიდან თავისი ქეისით გადმოვიდა.
– შენ რა,მძღოლი აიყვანე? – ჰკითხა ბოსხმა.
– იძულებული გავხდი. პოლიციელებთან იმ პატარა ინციდენტის
გამო მართვის ლიცენზია შემიჩერეს. სასაფლაოზე რატომ ვხვდე-
ბით?
ბოსხმა სასაფლაოს უკანა კედლისკენ გაიშვირა ხელი. იქ „პა-
რამაუნტის“ სტუდიები და წყალსაქაჩი კოშკი ჩანდა.
‒ კამერები, – უთხრა მან, სასაფლაოს „პარამაუნტთან“ იმ ვი-
დეოკამერების ერთობლივ ფლობაზე აქვს ხელშეკრულება და დე-
ბული. კოშკზე დაყენებული ვიდეოკამერა მთელ სასაფლაოს
ხედავს.
ოფისისკენ ერთად წავიდნენ.
– მოკლედ, ამ ტიპს უნდა, რომ სასაფლაოს ქვა იყიდო.

144
– რაო?
– თანამშრომლობაზე ამ პირობით დავითანხმე. მე ხომ პოლიცი-
ელის ბეიჯი აღარ მაქვს. მას სასაფლაოს ქვების ბიზნესიც აქვს და
დავპირდი, თუ დაგვეხმარებოდა, ქვას შენც იყიდდი.
– ჯერ ერთი, ქვა რაში მჭირდება? ვისი სახელი უნდა დავაწერო?
მეორე და მთავარი პოტენციური მოწმეების მოქრთამვის უფლება
არა გვაქვს. იცი, ეს სასამართლოში როგორ მოგვიტრიალდება?
– მოწმედ ის არაფერში გვჭირდება, მხოლოდ ვიდეომასალა გვინ-
და.
– მაგრამ ის შეიძლება ამ ვიდეომასალის სასამართლოში
წარსადგენად დამჭირდეს, მისი ნამდვილობა რომ დაადასტუროს,
გესმის? სულ არ მინდა პროკურორმა იკითხოს, ამაში რამდენი გადა
ვუხადეთ. მსაჯულების თვალში ეს ძალიან წამგებიანი იქნება.
– მისმინე, სასაფლაოს ქვის ყიდვა თუ არ გინდა, ნუ იყიდი,
მაგრამ ამ ტიპს დახმარებისათვის რაღაც კომპენსაცია სჭირდება.
ის, რასაც აქ ვიპოვით, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩ-
ნდეს და ყველაფერი შეცვალოს.
ხუთი წუთის შემდეგ ისინი გასკონის უკან იდგნენ, ის კი თავის
კომპიუტერთან იჯდა და წყალსაქაჩი კოშკის ვიდეოკამერის ჩანაწე-
რებს უკან ახვევდა.
მონიტორზე მთელი სასაფლაო ჩანდა. უსაფრთხოების საკითხი
მართლაც მაღალ დონეზე ჰქონიათ დაყენებული. სასაფლაოს
გარდა, ვიდეოკამერა სანტამონიკას ბულვარსაც სწვდებოდა. ზედა
მარცხენა კუთხეში „ჰევენ ჰაუსში“ სანტამონიკას მხრიდან შე-
სასვლელი კარგად ჩანდა. თვითონ მოტელი და მის უკან მანქანების
სადგომი კადრში ვერ ხვდებოდა, მაგრამ სამანქანო შესასვლელ-
გამოსასვლელის დანახვა შეიძლებოდა. ჩარჩოს ქვევით ეწერა „სა-
ღამოს 9.44, 9 თებერვალი, 2015 წელი“.
‒კარგი, გამარკვიეთ, რას ვუყურებ ახლა? – იკითხა ჰელერმა.
– ეს სანტა-მონიკას ბულვარია, ეს კი „ჰევენ ჰაუსში“ შესასვლე-
ლი, და’ქუან ფოსტერის თქმით, ცხრა თებერვლის ღამე იქ გაატარა.
‒გასაგებია.

145
‒„ჰევენ ჰაუსი“ მოფარებულ ადგილას არის. ხომ გესმის?
– ჰო.
– მოკლედ, ეს ერთადერთი მისასვლელი და გამოსასვლელია.
აქედან შედიხარ, ოფისს ჩაუვლი, შენობას უკნიდან მოუვლი და
მიდიხარ მანქანის სადგომისკენ, იქით, სადაც ოთახებია.
‒ გავიგე.
‒ახლა ამ ფურგონს შეხედე, ‒განაგრძე, ოსკარ.
გასკონმა ჩანაწერი ისევ ჩართო. ბოსხი წინ გადაიხარა, რომ ჰე-
ლერისათვის თეთრი ფურგონი დაენახვებინა. ის სანტამონიკას
ბულვარზე დასავლეთისკენ მიდიოდა და მერე სასაფლაოს შე-
სასვლელი გადაკვეთა.
‒ შენს მოცემულ მასალებში წერია, რომ ფოსტერის 1993 წლის
თეთრი „ფორდ ეკონოლინის“ კვალს ვერსად მიაგნეს, მაგრამ ის,
რომ ეკრანზე „ფორდ ეკონოლინია", მისი შუქის მიხედვითაც შემიძ-
ლია ვთქვა. გამოშვების წელს, რა თქმა უნდა, დაზუსტებით ჯერ ვერ
ვიტყვი, მაგრამ ცხრა თებერვალს, საღამოს ცხრა საათსა და ორ-
მოცდახუთ წუთზე ფურგონი „ჰევენ ჰაუსში“ ნამდვილად შედის.
– ჰო, ეს ძალიან კარგია.
– ოსკარ, გადაახვიე.
ოსკარმა სწრაფ გადახვევაზე დააყენა. რამდენიმე წამი სანტამო-
ნიკაზე მანქანების აჩქარებულ მოძრაობას უყურებდნენ. როცა სა-
ათი 1 1. 40 -ს მიუახლოვდა, გასკონმა ჩანაწერი ისევ შეანელა.
– ახლა შეხედე,‒ უთხრა ბოსხმა ჰელერს.
11.43 საათზე ფურგონი ისევ მონიტორზე გამოჩნდა, მოტელის
გამოსასვლელიდან გამოდიოდა და მანქანების გავლას ელოდე-
ბოდა, რომ მარცხნივ მოეხვია. გზა რომ გათავისუფლდა, ფურგონი
მოტელის მანქანების სადგომიდან გამოვიდა და სანტა-მონიკას
ბულვარზე, აღმოსავლეთისაკენ წავიდა.
– თუ შენი კლიენტი თავისი სტუდიიდან მოდიოდა, სანტა-მონი-
კაზე უნდა გამოსულიყო, მერე მოტელისაკენ დასავლეთით გაეხვია,
შემდეგ კი ისევ აღმოსავლეთისაკენ დაბრუნებულიყო.
– შერიფის დეპარტამენტს აქვს ეს ჩანაწერი?

146
– ჯერ არა.
– გვჭირდება დადასტურება, რომ ეს ნამდვილად ფოსტერის
ფურგონია, ‒ თქვა ჰელერმა.
– ოსკარ, შეგიძლია ამის ასლის გადაღება?‒ მიკი, დაგჭირდება
ვიღაც, ვინც გამოსახულებას გაადიდებს და მასზე იმუშავებს.
– ასეთი კაცი მყავს.
– მე არ გამოგადგებით? ‒ თქვა ოსკარმა ისე, რომ მონიტორი
სათვის თვალი არ მოუშორებია.
‒რას გულისხმობ, ოსკარ? ‒ ჰკითხა ჰელერმა, მინდა გითხრა,
რომ მისტერ ბოსხმა იჩქარა. სასაფლაოს ქვის ყიდვას არ ვაპირებ;
არაფერში მჭირდება, მაგრამ გასაღების აცმაზე მიკროჩიპი მაქვს და
თუ ამ ჩანაწერს გადამიწერ, გადაგიხდი, თან კარგად.
ბოსხმა თავი დაუქნია. ეს მართლაც საუკეთესო გზა იყო.
– თანახმა ვარ, – თქვა გასკონმა.
ჰელერმა გასაღებების აცმა ამოიღო და ბოსხს გახედა.
– თქვენ მოილაპარაკეთ, მე გარეთ დაგელოდებით, ‒ თქვა ბოს-
ხმა.

19

ბოსხი სასაფლაოს გაზონის კიდეზე იდგა და მელ ბლანკის


საფლავს უყურებდა. ეს იყო მსახიობი, რომლის ხმითაც ათასზე მეტი
მულტფილმი იყო გახმოვანებული. საფლავის ქვაზე ეწერა: „სულ ეს
იყო,ძმებო!“
ჰელერი ოფისიდან გამოვიდა და მისკენ გაემართა.
– კმაყოფილი ვარ,‒ თქვა ჰელერმა.
‒ რამდენი გადაუხადე?

147
‒ რამდენიმე ასეული დოლარი. კაპიკები იქნებოდა, ფასიანი
კლიენტი რომ მყავდეს.
– იქნებ ფოსტერის ნახატი შეგეთავაზებინა.
‒სამხატვრო სალონის მეპატრონეს გასკონი ნაკლებად ჰგავს.
გზა საფლავებს შორის განაგრძეს. არსად კონკრეტულად არ მი-
დიოდნენ, უბრალოდ, ცდილობდნენ, რამდენადაც შესაძლებელი
იყო, საფლავებს შორის გაევლოთ.
– კორონერის დასკვნაში სიკვდილის დროდ ათიდან თორმეტ
საათამდე პერიოდია მითითებული, ‒ დაიწყო ჰელერმა, შეუძლიათ
თქვან, რომ ესეც დაზუსტებული არ არის და ფოსტერს მკვლელობის
ჩასადენად საკმარისი დრო ჰქონდა.
‒მაშინ მსაჯულები ხომ მიხვდებიან, რომ ისინი დროს ხელოვნუ-
რად წელავენ. გარდა ამისა, თუ ორი საათი პროსტიტუტთან ერთად
გაატარა, რა მოტივაცია უნდა ჰქონოდა, რომ მანქანაში ჩამხტარი-
ყო და დასავლეთ ჰოლივუდისკენ გაქანებულიყო, რომ ლექსი პარ-
ქსი გაეუპატიურებინა და მოეკლა, თანაც, მოტელიდან გამოსვლი-
სას საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის.
– ვიცი, ვიცი. უბრალოდ, მინდა გავითვალისწინო ყველა არგუ-
მენტი, რომელიც პროკურორს შეიძლება ჰქონდეს. ჩანაწერზე კარ-
გად ჩანს, რომ იმ ადგილას უამრავი მანქანა მოძრაობს. მათ შეუძ-
ლიათ გვითხრან, ფოსტერს თავისი შავბნელი საქმის ჩასადენად
სხვა მანქანაში გადაჯდომა შეეძლოო.
ბოსხი აღარ შეჰკამათებია. მისი აზრით, ეს ფირი მაინც მნიშვნე-
ლოვანი აღმოჩენა იყო, თუმცა აღფრთოვანება ნელ-ნელა უქრებო-
და.
‒უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვი-
ყოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩანაწერი მნიშვნელოვანი არ არის.
ბოსხმა თავი დაუქნია.
– რა დრო დასჭირდება შენს სპეციალისტს ამ მასალის ანალი-
ზისთვის?
– არვიცი, მაგრამ რამდენადაც შევძლებ, დავაჩქარებ.
– კარგია.

148
ერთხანს მდუმარედ მიდიოდნენ. ბოსხი საფლავის ქვებზე სახე-
ლებს კითხულობდა, მაგრამ მექანიკურად, ისე, რომ ვერ აცნობი-
ერებდა.
‒რაზე ფიქრობ? ‒ ჰკითხა ჰელერმა.
– უამრავ რამეზე, – უპასუხა ბოსხმა, ‒ უამრავი შესაძლო ვარი-
ანტი, უამრავი სცენარია. ჯეიმზ ალენის ფაილის ნახვა მჭირდება
ჰელერმა თავი დაუქნია.
– მათ ოთახი დაწვრილებით შეისწავლეს: თმა, ბოჭკოები, თითე-
ბის ანაბეჭდები. შეიძლება იმის მტკიცებულებაც აქვთ, რომ და’ქუა-
ნი იმ ოთახში იყო.
– მართალი ხარ... და ვიდეოფირით შეგვიძლია, ცხრა თებერ-
ვალს მისი იქ ყოფნა დავამტკიცოთ.
– ძალიან კარგი. შენც სწორედ ამიტომ გთხოვე ჩართვა, ჰარი.
– მე კიმგონია, იმიტომ მთხოვე, რომ უფასოდ ვიმუშავებდი.
– სისულელეს ამბობ. შენს გასამრჯელოს აუცილებლად მიიღებ
და მეცენატი გახდები.
– ჰო, კარგი. ახლა მითხარი, ალენის საქმის მოპოვებას როგორ
აპირებ? სასამართლოში თუ მიხვალ და ექსპერტიზის დასკვნას მო-
ითხოვ, პროკურატურას კარტებს გაუხსნი.
– პროკურორს კარტებს არასოდეს ვუხსნი.‒ მოდი, სანამ შემდეგ
ნაბიჯებს დავგეგმავთ, ვნახოთ, ჩემი ვიდეოს პეციალისტი რის გაკე-
თებას შეძლებს.
ბოსხმა თავი დაუქნია.
‒შენი გადასაწყვეტია. მაინც მგონია, რომ დიდ შედეგს არ უნდა
ელოდო, განსაკუთრებით, თითის ანაბეჭდებთან დაკავშირებით. თუ
ალენი იმ ოთახში მოკლეს, მკვლელს შეეძლო, ყველაფერი მო-
ესუფთავებინა. უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ,რომ ეს გააკე-
თა. იმ ოთახში ფოსტერის თითის ანაბეჭდები რომ ეპოვათ, ციხეში
მიადგებოდნენ და ჰკითხავდნენ, რა იცის ალენის შესახებ.
‒ან იქნებ ჯერ შერიფს შეუთანხმდნენ და გადაწყვიტეს, ამ მიმარ-
თულებით ძებნა აღარ გაეგრძელებინათ. რადგან და’ქუანი უკვე ცი-
ხეშია, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, იყო ალენის ოთახში თუ -არა.

149
‒ნამდვილი ადვოკატის აზროვნებაა. ისინი ხომ ყველაფერში
შეთქმულებას ეძებენ.
– ეს შეიძლება შენც დაგეხმაროს, რომ იმავე მიმართულებით
დაიწყო ფიქრი.
‒ შესაძლებელია.
სალაპარაკო გამოელიათ, მაგრამ გზას განაგრძობდნენ. ჩაუარეს
საფლავს, რომელზეც მუხლზე დაჩოქილი ანგელოზის ქანდაკება
იდგა. ფრთები ჩამომტვრული ჰქონდა. ან ვანდალების ნამოქმედა-
რი იყო და ან მიწისძვრის შედეგი.
– შევეცდები, სხვა არხებიც გამოვიყენო, – თქვა ბოლოს ბოსხმა,
– და ალენის მკვლელობის მასალებში ჩავიხედო. შევეცდები ყვე-
ლაფერი შეუმჩნევლად გავაკეთო.
– კარგი, თავს გაუფრთხილდი.
– კიდევ ერთი რამ უნდა გააკეთო.
– რა?
– იქნებ კომპანიას, რომელიც შენთვის დნმ -ის ალტერნატიულ
ანალიზს აკეთებს, სთხოვო, რომ ნიმუში პკზე შეამოწმოს.
– პკ რაღა ჯანდაბაა?
‒ პრეზერვატივის კვალი.
– ვერ ვხვდები, რის თქმა გინდა.
– თუ კვლევა სერიოზულია და შენი ლაბორატორია სახელმწიფო
ანალიზის შედეგს დაადასტურებს, მაშინ მოგიწევს ახსნა,როგორ
მოხვდა შენი კლიენტის დნმ მკვლელობის ადგილზე, ხომ ასეა? თუ
შენი კლიენტი უდანაშაულოა, როგორ აიღეს მისი დნმ -ის ნიმუში და
როგორ მიიტანეს მკვლელობის ადგილზე?
ჰელერი უხმოდ უყურებდა. ეს თავში აშკარად არ მოსვლია. ამა-
ზე პირველად დაფიქრდა.
– ღმერთო, ეს ძალიან მომწონს. სასამართლოში ამ ანალიზით
ისეთ რამეებს დავატრიალებ, ბოსხ. არა, ეს მართლა ძალიან
მომწონს.
– მოდი, წინასწარ ნუ გაიხარებ. უბრალოდ, აქამდე ეს არავის გა-
მოუძიებია. ასეთი რამეები კიდევ ბევრია, მაგრამ მათზე ვმუშაობ.

150
‒ შერიფის დეპარტამენტის ლაბორატორია პრეზერვატივის
კვალზე სპერმას შეამოწმებდა?
‒ არა, არ შეამოწმებდა. პოლიციის დეპარტამენტისა და შერი-
ფის დეპარტამენტის ლაბორატორიები ერთ შენობაშია. დანამდვი-
ლებით ვიცი, რომ არც ერთი ამ კვლევას არ ატარებს, რადგან ძალი-
ან ძვირი სიამოვნებაა. ამიტომ ასეთ ანალიზს მხოლოდ საგანგებო
მოთხოვნის საფუძველზე აკეთებენ. ასეთი ანალიზი გამოძიების-
თვის მხოლოდ ერთხელ დამჭირდა და სან-დიეგოში შევუკვეთეთ ექ-
სპერტს, გვარად ბლექლედს. მერე გავიგე, რომ ისიც პენსიაზე გასუ-
ლა.
– სახელმწიფო სამსახურიდან პენსიაზე გასული ადამიანები მუ-
შაობას, ჩვეულებრივ, კერძო სექტორში განაგრძობენ.
– შეიძლება ისიც...
ჰელერმა თავი დაუქნია. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს
რაღაც იყნოსა და ახლა ამ კვალს აღარ დაკარგავდა.
– აქედან სად მიდიხარ? იმ ქუჩის დათვალიერებას ხომ არ
აპირებ, სადაც ალენის ცხედარი მიიტანეს და დააგდეს?
ბოსხმა თავი გააქნია.
– არა, სანამ მკვლელობის ადგილის ფოტოებს არ ვნახავ, იქ წას-
ვლას აზრი არა აქვს, მაგრამ დარდი ნუ გაქვს, საქმე ისედაც ძალიან
ბევრი მაქვს. პარქსის საქმეში კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებე-
ლი,- თქვა და საათის ცარიელი კოლოფი გაახსენდა. ჰარიკის ახსნა
არ აკმაყოფილებდა. თუ საათი გატყდა და შესაკეთებლად წაიღეს,
ცარიელ ყუთს სახლში რატომ ინახავდა?
‒ სულაც არ ვდარდობ, ‒ თქვა ჰელერმა და ბალახში, იქ, სადაც
გაჩერდა, მემორიალურ ფირფიტას დახედა.
‒ამას შეხედე,‒ წამოიძახა მან, – კარლ სუითზერი, ალფალფა
„ჩვენი ბანდიდან“. პატარა რომ ვიყავი, ხშირად ვუყურებდი ხოლმე.
– ჰო,მეც.
– ახალგაზრდა მომკვდარა, სულ ოცდათერთმეტი წლისა,-თქვა
ჰელერმა და გაპრიალებული ფეხსაცმლის ჭვინტით ბოსხს დაბადე-
ბისა და გარდაცვალების წლებზე მიუთითა.

151
– ჩხუბის დროს მოკლეს.
– რას სულელობ.
– მართლა და პასუხიც არავის უგია.
‒ არა, იმის თქმა მინდა, შენ საიდან იცი ეს-მეთქი.
‒ ჩემს ყოფილ სამსახურში ჟურნალებია, სადაც ყველა მკვლე-
ლობის შესახებ ინფორმაციაა შეტანილი. როცა თავისუფალი დრო
მქონდა, იმ ჟურნალებს ვკითხულობდი ხოლმე.
‒გინდა თქვა, რომ ჟურნალებს კითხულობდი და 1959 წლის
მკვლელობის დეტალები იქიდან გახსოვს?
– ყველა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ზოგი კი.
‒ ღმერთო, ბოსხ, შენი პენსიაზე გასვლა როგორ შეიძლებოდა.
– აბა, რა ვიცი.
ორივე შემობრუნდა და თავიანთი მანქანებისკენ წავიდა.

20

ელისი და ლონგი სასაფლაოს სანტა-მონიკას ბულვარის


ჩრდილოეთი ნაწილიდან, მანქანების სადგომიდან უთვალთვა-
ლებდნენ. ლონგი მობილური ტელეფონით ვიღაცას მესიჯს უგზავნი-
და, ელისი კი ობიექტს თვალს არ აშორებდა. კალთაში დურბინდი
ედო.
დროდადრო თვალებთან მიჰქონდა, რომ ბოსხი და ჰელერი უფ-
რო კარგად დაენახა.
ელისი ბოსხითა და მისი საქმიანობით მოხიბლული იყო. მის
შესახებ ინფორმაცია მოიძია და გაიგო, რომ პოლიციაში მასზე ლე-
გენდებს ჰყვებოდნენ, ახლა კი ამ გულისამრევი, საზიზღარი ად-
ვოკატისათვის იძიებდა საქმეს. აღარც ლოიალურობა არსებობს და
აღარც ზნეობრივი ჩარჩოები.

152
– როგორ ფიქრობ, რას აკეთებენ? – იკითხა ლონგმა ისე, რომ
მობილურის ეკრანიდან თავი არ აუწევია.
‒იმაზე ლაპარაკობენ, რაც ოფისში აღმოაჩინეს, – თქვა ელისმა.
– მაინც რა აღმოაჩინეს?
‒ ვფიქრობ, ვიდეოჩანაწერი. იქ, ზევით, „პარამაუნტის“ წყალსა-
ქაჩ კოშკზე ვიდეოკამერაა.
ლონგი დაინტერესდა და ეკრანს, როგორც იქნა, თვალი მო-
აშორა.
‒ამის დედაც, ფიქრობ...
– არ ვიცი. ამის გაგების მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ჩვენც იქ
მივიდეთ და იგივე შეკითხვები დავსვათ, რაც მათ, მაგრამ არ შეგ-
ვიძლია. ესე იგი, უნდა ვისხდეთ და ვუთვალთვალოთ.
‒ჯანდაბა,იცი, ეგ სულ არ მაინტერესებს.
– ხუმრობის გარეშე?
– მიდიან.
– თვალები მეც მაქვს.
– მხატვარს გავყვეთ?
ლონგი ბოსხს მხატვარს გვარის გამო ეძახდა, ელისს კი ეს
აღიზიანებდა.
– ჰო, ბოსხს გავყვეთ.
‒დავიფიცებ, რომ ვიცი, სად მიდის.
– სად?
– იმ ქუჩაზე. ეს შემდეგი ლოგიკური ნაბიჯია.
– შეიძლება. ეს ტიპი სხვებს არ ჰგავს.
მაგრამ ლონგი შეცდა. ბოსხი სასაფლაოდან გამოვიდა და
სანტა-მონიკაზე აღმოსავლეთისაკენ გაუხვია. ელისი სხვა მიმარ-
თულებით აპირებდა წასვლას და ბოსხის მანქანას რომ დასდევნე-
ბოდა, მკვეთრი მანევრის გაკეთება მოუხდა.
ისინი ბოსხის მანქანას სანტა-მონიკაზე აღმოსავლეთის მი-
მართულებით მანამ მიჰყვებოდნენ, სანამ ნორმანდი-ავენიუზე არ
შეუხვია და სამხრეთისაკენ არ წავიდა. გზა ძალიან გადატვირთული

153
იყო და თითქმის ოცი წუთი უსიტყვოდ მიდიოდნენ. მერე ბოსხმა
მარჯვნივ, უილშირბულვარზე მოუხვია და მაშინვე კორითაუნზე, ერ-
თი უცნაური ფორმის საოფისე შენობის გარაჟში შევიდა.
– რა ჯანდაბაა!
– ქცევის ფსიქოლოგიის განყოფილებაში მიდის.
‒ ჰო, მაგრამ ის ხომ პენსიაზეა.
‒ იქნებ იქ პოლიციელებს პენსიაზე გასვლის შემდეგაც ეხმა რე-
ბიან ხოლმე. მას წლების განმავლობაში უამრავი ხალხი ჰყავს მოკ-
ლული.
‒ მაგაში ნამდვილად ჩემპიონია.
– ჰო, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად.
ორივემ ერთდროულად გაიღიმა. ელისმა ბოსხის მანქანას გვერ-
დი აუარა, რამდენიმე სახლით ქვევით, წითელ ბორდიურთან გაჩერ-
და და სარკეები ისე დააყენა, რომ მისთვის თვალი არ მოეშორები-
ნა.
– გინდა, რომ უკან გავყვე? – ჰკითხა ლონგმა.
‒ არა, აქ იჯექი. მალე გამოვა.
– ეგ საიდანღა იცი?
– პარკინგის აპარატში ფული არ ჩაუგდია. ახლა ის უკვე
ჩვეულებრივი მოქალაქეა და მანქანის სადგომში ფული უნდა გა-
დაიხადოს. შესაძლებელია, რაიმე რეცეპტის ასაღებად შედის.
‒ალბათ, „ვიაგრის”.
ელისმა თავისი სამოსამსახურეო ტელეფონის ვიბრაცია იგრძნო
და ეკრანს დახედა. ლეიტენანტი გონზალესი ურეკავდა.
– გონზოა, – თქვა და ლონგს ანიშნა, ჩუმად იყავიო.
მერე მანქანა ჩაკეტა და უპასუხა:
‒გამარჯობა, ლეიტენანტო.
– სად ხარ?
– როგორც ნაბრძანებია, საეჭვო ობიექტს ვუთვალთვალებთ.
– მერე, არის რაიმე?
– ჯერ არა.
– ახლა, ალბათ, შინ არც არიან? მთელ დღეებს ხომ სამსახურში

154
ატარებენ.
– ჯერ ვერ გავარკვიეთ. მომჩივანი ამბობს, დღეც და ღამეცო,თუ
ცოტა ხანში აქ სიცოცხლის ნიშანწყალს ვერ დავინახავთ, რამეს მო-
ვიფიქრებთ და კარზე დავუკაკუნებთ.
– არ მინდა, რომ ეს საქმე უსაშველოდ გააჭიანუროთ. თუ მანდ
საინტერესოს ვერაფერს დაინახავთ, სხვაგან უნდა ვეძებოთ. კიდევ
ერთი დღეც და, მერე უნდა შეაშინოთ, დასავლეთ ჰოლივუდში წა-
იყვანოთ და შერიფმა მიხედოს.
– დიახ, სერ! ‒კარგი გეგმაა.
‒ჰო, დროდადრო დამიკავშირდი, ელის. ყოველთვის მე ხომ არ
უნდა გეძებდეთ...
– დიახ, სერ! მართალია.
– ...და შენს პარტნიორს უთხარი, სულელივით ნუ იღრიჭება.
გონზალესმა გათიშა. ელისმა ტელეფონი დადო, ლონგს გახედა
და დაინახა, რომ მართლა იღიმებოდა.
– მეჩვენება, რომ გონზო მაგრად გადაგეკიდა. ფრთხილად უნდა
იყო.
– მართალი ხარ.
ლონგმა გაიცინა, ელისმა კი თავი გააქნია. მერე დაინახა, რომ
ბოსხი შუშის ლიფტის კარიდან გამოდიოდა.
– გამოდის, – უკანა ხედვის სარკეში დაინახა, როგორ წავიდა
თავისი მანქანისკენ.
– რეცეპტი კი არა, ფაილი უჭირავს ხელში,‒ თქვა მან.
– რა ფერია? – ჰკითხა ლონგმა.
– ჩვეულებრივი.
– ჩვეულებრივი რას ნიშნავს?
‒ მოყავისფრომოყვითალო.
– ესე იგი, ფსიქოლოგთან არ ყოფილა. ისინი ქაღალდებს
ცისფერ ფაილებში აწყობენ.
ელისი ბოსხს უყურებდა, როდესაც მან მანქანა დაძრა,
მკვეთრად მოუხვია და მაღლა, ჩქაროსნული ტრასისკენ წავიდა.

155
ელისმაც მანქანა დაქოქა. ბოსხს ვუდრო უილსონის ქუჩამდე მიჰ-
ყვნენ და გვერდზე გაუხვიეს, რომ არ შეემჩნია. მუდმივად მისი
თვალთვალის აუცილებლობა არც იყო, რადგან წინა საღამოს მის
„ჩეროკიზე“ „ლოჯექის“ სისტემის დეტექტორი დააყენეს. ლონგი სა-
ვარძელში ღრმად ჩაეშვა და ჯიპიესი ჩართო. თავის ტელეფონზე და-
მატებითი ფუნქცია ჰქონდა დაყენებული. როგორც კი ჯიპიესი მანქა-
ნის დაძვრას დააფიქსირებდა, ტელეფონი მაშინვე სიგნალს გამოუ-
შვებდა. ხვდებოდნენ, რომ ბოსხი სახლში, სულ ცოტა, რამდენიმე
საათს გაატარებდა, ეს კი საშუალებას აძლევდათ „ქრესჩენთ არ-
მსისკენ“, ოფიციალური სათვალთვალო პოსტისკენ დაშვებულიყ-
ვნენ.
ელისი და ლონგი თვალთვალის ობიექტებს თავცანცარა ტყუპს
ეძახდნენ. ეს სახელი ინტერნეტში დადებული ვიდეოდან წამოვიდა.
კლიპი ინტერნეტში თვითონ დადეს, რომ ყველას ენახა, როგორ
სინქრონულად აქნევდნენ თავს მინეტის დროს. ისინი პორნოვარს
კვლავები იყვნენ, ორი თვით ადრე „ქრესჩენთ არმსში“, ოროთახიან
ბინაში დასახლდნენ და ინტერნეტში ამგვარ მოკლე ვიდეოებს
სისტემატურად დებდნენ. ეს მათი ვებგვერდის სავიზიტო ბარათი
იყო და მაყურებლებს იზიდავდა. შემდეგი ნაბიჯი ფანებთან პირდა-
პირი კონტაქტის დამყარება იყო. ამას სპეციალური სამართალდამ-
ცავებისაგან თავის დასაცავი საკონტროლო გაშვება მოჰყვებოდა,
რომლის შემდეგ განსაკუთრებით ერთგულ ფანებს მიპატიჟება
ეგზავნებოდათ და მათ განსაზღვრული ანაზღაურების სანაცვლოდ
ერთ-ერთ ან ორივე ტყუპთან პირადი კონტაქტისა და სექსუალური
ურთიერთობის საშუალება ეძლეოდათ. კლიენტები გოგოებთან შე-
სახვედრად იაპონიიდანაც კი მორბოდნენ. უმრავლესობამ არც კი
იცოდა, რომ ამ გოგონების ბინაში შესვლის წუთიდან დაწყებული
გამოსვლის წუთამდე ყველაფერი ფარულ ვიდეოკამერაზე იწერე-
ბოდა.
ბიზნესი ყოველთვის კარგად აწყობილი იყო, გოგოების ბინაში
დღისა და ღამის ნებისმიერ დროს მუდმივად უამრავი მამაკაცი

156
შედიოდა და გამოდიოდა. ცოტა ხანში ამას სახლის სხვა მობინად-
რენიც ამჩნევდნენ და მმართველობაში ჩიოდნენ. ამიტომ გოგოებმა
პოლიციის დეპარტამენტის ყურადღებაც მიიქციეს. პორნოგო-
გოები, რომელთა სასცენო ფსევდონიმები ეშლი ჯაგსი და ენი მინ-
ქსი იყო, წლის განმავლობაში საცხოვრებელს დაახლოებით ყოველ
რვა კვირაში იცვლიდნენ. ეს უწყვეტი ციკლი იყო. მათი ახალი საც-
ხოვრებლის დადგენა და მერე თვალთვალი ელისისა და ლონგის
დაუსრულებელ საქმიანობად იქცა. იმაში დარწმუნება, რომ საჩივა-
რი სწორედ მათ ეხებოდათ, შრომატევადი საქმე იყო, მაგრამ ასეთი
შემოსავლიანი ოპერაციის შეწყვეტა ხელს არ აძლევდათ.
„ქრესჩენთ არმსი“ ორსართულიანი შენობა იყო, შიდა ეზოთი,
გარე კიბითა და სასეირნო ბილიკებით. ელისი და ლონგი ბინა 2-ს
მიადგნენ და ელისმა კარი დაუკაკუნებლად, საკუთარი გასაღებით
გააღო. ერთ-ერთი ტყუპისცალი დივანზე იჯდა და ბრტყელეკრანიან
ტელევიზორში ინტერნეტვაჭრობას უყურებდა. სტუმრების დანახვა
სულაც არ გაჰკვირვებია, თვალი არ მოუშორებია ტელევიზორისათ-
ვის, სადაც მძლავრი ბლენდერი დიდი ფასდაკლებითა და სამეტა-
პიანი განვადების პირობით იყიდებოდა.
‒ეშლი სად არის? ჰკითხა ელისმა.
– ეშლი მე ვარ.
‒ მაპატიე, მაშინ ენი სად არის?
‒ თავის საძინებელში.
‒პაემანი აქვს?‒ დათუნია არ დამინახავს.
როდესაც პორნოგოგოებს კლიენტი ჰყავდათ, კარის გვერდით
პატარა ფანჯარაში სათამაშო დათუნიას დებდნენ.
– არა, მგონი, სძინავს.
– კარგი. მიდი, გამოიყვანე.
– სწრაფად, სწრაფად, – დაამატა ლონგმა.
ეშლი წამოდგა. მხოლოდ მოკლე, ვარდისფერი მაისური ეც-
ვა,რომელიც უთმო ბოქვენს ძლივს უფარავდა. მაისურზე წარწერის

157
„პორნოვარსკვლავი“ ასოები მის არაბუნებრივად დიდ მკერდზე
იყო გადაჭიმული. ის საძინებლებისაკენ მიმავალ ჰოლში გაუჩინარ-
და. ელისი და ლონგი მდუმარედ ელოდებოდნენ. ელისი დივნის წინ
მდგარ „იკეას“ მაგიდასთან მივიდა და ტელევიზორი პულტით გა-
მორთო. მერე შემოსასვლელი კარის გვერდით პალტოების კარა-
დის კარი გამოაღო და რკინის თაროზე ვიდეოთვალთვალის აპარა-
ტურას შეხედა. მის თავზე ცხრაინჩიანი ეკრანი იყო დამაგრებული.
ელისს შეეძლო, კამერა უკან გადაეხვია და გოგოების უკანასკნელი
შეხვედრების ჩანაწერები ენახა. ორივე საძინებელი ფარული ვი-
დეოკამერით იყო აღჭურვილი. ერთი ჭერის ვენტილატორში და მე-
ორე - კარის გვერდით, თერმოსტატის ცარიელ კოლოფში. კიდევ
ორი ვიდეოკამერა სასტუმრო ოთახში დაემონტაჟებინათ.
ელისმა ვიდეოკამერა სწრაფ გადახვევაზე ჩართო, რამაც სა-
შუალება მისცა, სექსუალური სცენები უცებ გადაეხვია. დროდადრო
აჩერებდა, რომ კლიენტის სახე კარგად დაენახა. ამას მაშინ აკე-
თებდა, როდესაც კლიენტები ჯერ კიდევ ჩაცმულნი იყვნენ, რომ მა-
თი მატერიალური მდგომარეობის შესახებ წარმოდგენა შეჰქმნოდა
და პროფესია გამოეცნო, რასაც გახდილებს ვერაფრით შეატყობდა.
მართალია, მდიდრები, როგორც წესი, მსუქნები და საზიზღარი შე-
სახედავები იყვნენ, მაგრამ ელისს ისინი ჩაცმულები და უფრო თავ-
დაჯერებულები სჭირდებოდა. აკვირდებოდა, ეკეთათ თუ არა სა-
ქორწინო ბეჭდები ან ეტყობოდათ თუ არა თითზე მათი კვალი.
ლონგი ელისის ზურგს უკან დადგა და ეკრანს უყურებდა, მაგრამ
არაფერი უთქვამს. ელისმა ხუთი შეხვედრის ჩანაწერი კიდევ
ერთხელ გადაახვია. ორ მათგანში ტყუპს ცალკე შეხვედრები
ჰქონდათ, სამ დანარჩენში კი სასტუმრო ოთახის დივანზე კლიენტს
ერთად ემსახურებოდნენ. არც ერთი მათგანი ელისისთვის კარგ
კანდიდატად არ ითვლებოდა.
– არის რამე? – ჰკითხა ლონგმა.
– არა მგონია, – უპასუხა ელისმა და აპარატურა მომავალი ჩაწე-
რისათვის თავის ადგილზე დააბრუნა. როდესაც შემოტრიალდა,ეშ-
ლი და ენი უკვე დივანზე ისხდნენ. ენის ვარდისფერი შარვალი და

158
შავი ბიუსტჰალტერი ეცვა.ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა,თით
ქოს მათ ტანსაცმლის ერთი კომპლექტი გაენაწილებინათ. ორივეს
ძალიან ღია ფერის თმა, პლასტიკური ოპერაციით გადიდებული
მკერდი და დაბერილი ტუჩები ჰქონდა, სხეული კი სპეციალური შე-
სასხურებელი სითხით გარუჯული. მოკლედ, მათ გარეგნობაში ბუ-
ნებრივი არაფერი იყო. უფასო პორნოგვერდებზე დადებული კლი-
პები ხუთი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ იყო გადაღებული, როდესაც
თავიანთ სხეულებზე ექსპერიმენტები ჯერ ჩატარებული არ ჰქონ-
დათ. ახალი ვიდეომასალის გადაღებას და ინტერნეტში დადებას აზ-
რი არ ჰქონდა, რადგან პორნობიზნესში ხუთი წელი მთელი მთელი
ცხოვრებაა. ეს გოგოების თამაში იყო და რეკლამაში გულახდი-
ლობას უკუშედეგი ექნებოდა.
‒ ისევ გადასვლის დროა, ‒ თქვა ელისმა, ხვალ დილით ამოი-
ღებთ ჩემოდნებს და მთელ თქვენს ნაგავს ჩაალაგებთ. ხვალ ორ სა-
ათზე მოგაკითხავთ და წაგიყვანთ.
‒ სად გადავდივართ? – იკითხა ენიმ ტირილნარევი ხმით.
– ბევერლიზე, „ფარმერს მარკეტთან". შენობა დიდია, ბევრი მო-
ბინადრეა და, ალბათ, იქ ჩვეულებრივზე მეტხანს დარჩებით, სახ-
ლის პირდაპირ „სთარბაქსია“ და შეივლით ხოლმე, – განაგრძო
ელისმა და გაჩუმდა, დაელოდა, ხომ არ აწუწუნდებიანო, მაგრამ
მათ არც უფიქრიათ, ყველაფერი კარგად ესმოდათ.
– კარგი, – თქვა ისევ ელისმა, – დღეს რა გეგმები გაქვთ?
– საღამოს ათ საათზე გვყავს კლიენტები.
– რამდენი?
– ორი.
ელისს ხმაში უკმაყოფილება შეეტყო. ორი კლიენტის საფასური
სულ სამი ათასი დოლარი იქნებოდა.
– არაფერს მაინც ჯობს,‒ თქვა ლონგმა, ელისმა კი თვალები და-
უბრიალა, გოგოებისათვის ჭკუის დარიგებას აპირებდა და ლონგმა
ხელი შეუშალა.
– წავედით, ‒ თქვა მან და კარისკენ გასწია, მერე ტყუპს მო-
უბრუნდა და უთხრა:

159
‒ დაიმახსოვრეთ, ხვალ ორ საათზე.

21

ექიმმა ინოხოსმა ფაილში ჩადო სამი სხვადასხვა პროფილი,


მინიმალური შესწორებებით. ჯერ მსხვერპლისა და მოწმეების
სახელ-გვარები შავი მარკერით წაშალა, მერე კი დანაშაულის ადგი-
ლის ფოტოები ამოიღო.
ბოსხი მაშინვე მიხვდა, რომ ფაილში ჩადებული მეორე პრო-
ფილი ჯეიმზ ალენის საქმიდან იყო, რადგან დასკვნაში „ჰევენ ჰაუსი“
იყო ნახსენები და მკვლელობის თარიღიც ემთხვეოდა. ბოსხმა ორი
დანარჩენი ფაილი გვერდზე გადადო და ამ ერთის კითხვას შეუდგა.
ფაილები, რომლებსაც პოლიციაში მუშაობის პერიოდში მის
ხელში გაუვლია, რაღაცით ერთმანეთს ჰგავდა, ისინი ან დეპარტა-
მენტის ბიჰევიორისტული მეცნიერების განყოფილებაში იყო შექ-
მნილი, ან ქუანტიკოში FB პროფაილერების მიერ. ფსიქოპათებისა
და სექსუალური მოძალადეების დახასიათების უამრავი გზა არსე-
ბობდა. ალენის მკვლელობის პროფილის შემდეგ ბოსხმა დნმ-ის
თანხვედრამდე გაკეთებული ლექსი პარქსის მკვლელობის პროფი-
ლი წაიკითხა თავიდან. მსგავსება მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო,
მაგრამ ამ ორი მკვლელის შესახებ გაკეთებული დასკვნა ერთმანე-
თისგან მკვეთრად განსხვავდებოდა.
პარქსის მკვლელი დასკვნაში დახასიათებული იყო როგორც
სექსუალური მოძალადე, რომელიც პარქსს დიდხანს უთვალ-
თვალებდა და საბოლოო შეტევას საგულდაგულოდ გეგმავდა, მაგ-
რამ ამ გეგმის ზედმიწევნით ხორცშესხმა ვერ შეძლო და რამდენიმე
სერიოზული შეცდომა დაუშვა, რომელთაგან მთავარი დანაშაულის
ადგილზე საკუთარი დნმ-ის დატოვება იყო. გეგმის ბოლო ეტაპზე
მკვლელმა თავისი დანაშაული გააცნობიერა და მის დაფარვას

160
მსხვერპლის სახეზე ბალიშის დადებით შეეცადა. ეს იმაზე მეტყვე-
ლებდა, რომ სექსუალურ მოძალადეს მკვლელობის დიდი გამოც-
დილება არ ჰქონდა. ის სექსუალური მოძალადიდან მკვლელად გა-
დაიქცა. სავარაუდოდ, ეს მისი პირველი მკვლელობა იყო.
ჯეიმზ ალენის მკვლელის პროფილი პირველისგან ძალიან
გასხვავდებოდა. მსხვერპლის პროფესიიდან გამომდინარე, პრო-
ფაილერები დაასკვნიდნენ, რომ მკვლელობა პროსტიტუციასთან
იყო დაკავშირებული და საფუძვლად მანიაკური ფსიქოსექსუალური
ლტოლვა არ ედო. ალენის მკვლელობის საქმეში არსებობდა მტკი-
ცებულება, რომ მოტივი დანაშაულის გრძნობა იყო, ოღონდ სხვაზე
გადატანილი მკვლელი თავის ქმედებებში მსხვერპლს ადანაშაუ-
ლებდა და ამისათვის დასაჯა. პროფილში გამოთქმული იყო ვარა-
უდი, რომ ალენის მკვლელი ფარული ჰომოსექსუალი მამაკაცი თა-
ვის სექსუალურ ორიენტაციას ჰეტეროსექსუალური ცხოვრების
სტილის უკან მალავდა. სავარაუდოდ, მკვლელს ჰყავდა ცოლიც და
შვილებიც, ჰქონდა კარიერა და ეშინოდა, რომ ალენთან სექსუალუ-
რი კავშირის გამოაშკარავება ყველაფერს დააკარგვინებდა. საფ-
რთხის შეგრძნება მრისხანებაში გადაიზარდა და ეს ალენისაკენ იყო
მიმართული. მკვლელი ალენს საკუთარი „სისუსტის გამოყენებაში"
ადანაშაულებდა და მისი განადგურება საფრთხისაგან თავის დაღ-
წევის ერთადერთ გზად მიაჩნდა. ქუჩაში მსხვერპლის დაგდება იმას
ადასტურებდა, რომ მკვლელისთვის ალენი არარაობა იყო, ადამია-
ნის სახის მქონე ნაგავი, რომლის ადგილი მხოლოდ ქუჩაა.
პროფილში ასევე გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ ეს ეჭვმიტა-
ნილის პირველი მკვლელობა არ უნდა ყოფილიყო. ალიმ სოტოს
უთხრა, რომ წინა მკვლელობის დეტალები პროფილში შეტანილი
იყო, მაგრამ მერე, რედაქტირების დროს, ამოიღეს. არც წინა
მსხვერპლის სახელი იყო დაზუსტებული, მაგრამ მთლიანობაში
ფაქტები როგორც საშინელ დამთხვევებზე, ისე აშკარა განსხვა-
ვებებზე მეტყველებდა.

161
მსგავსება იმაში გამოიხატებოდა, რომ ორივე მსხვერპლი მა-
მაკაცი და ორივე პროსტიტუტი იყო; ორივე სხვაგან მოკლეს და მე-
რე ქუჩაში ერთსა და იმავე ადგილზე ერთსა და იმავე პოზაში დააგ-
დეს. განსხვავებული ამ საქმეებში მსხვერპლის ტიპი იყო. მიუხედა-
ვად იმისა, რომ ისინი ორივე პროსტიტუტი იყო: ერთი მათგანი –
ტანდაბალი თეთრკანიანი, მეორე კი ზორბა შავკანიანი მამაკაცი.
ასევე განსხვავდებოდა მათი სექსუალური ფუნქცია. პირველი
პასიური, ხოლო მეორე აქტიური ჰომოსექსუალი იყო. ამ როლების
გათვალისწინებით, მათი კლიენტების ბაზა განსხვავებული უნდა
ყოფილიყო, რაც თითქოს ერთსა და იმავე მკვლელს გამორიც-
ხავდა.
პირველი საქმის გამომძიებლებმა მკვლელობის ადგილი ვერ
აღმოაჩინეს. მსხვერპლი მეწყვილესთან ერთად აღმოსავლეთ
ჰოლივუდში ქირაობდა ბინას, მაგრამ იქ არ მოუკლავთ. მისი პაემ-
ნის ადგილის დადგენა არ მოხერხდა, მაშინ, როდესაც ალენის საქ-
მეში იყო მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით ის მოტელში, თა-
ვის ოთახში მოკლეს, მერე კი ცხედარი ქუჩაში დააგდეს.
პროფაილერის, ექიმ ინოხოსის აზრით, ეს ორი მკვლელობა ორ-
მა სხვადასხვა ადამიანმა ჩაიდინა. მისივე დასკვნით, ალენის
მკვლელმა პირველი მკვლელობის შესახებ გაზეთებიდან ან ქუჩაში
გავრცელებული ჭორებიდან, ან სამართალდამცავ სტრუქტურებში
არსებული წყაროებიდან შეიტყო და გამომძიებლებისათვის კვალის
ასარევად დანაშაულის დეტალების კოპირება სცადა.
პროფილში მოყვანილი იყო დანაშაულის კიდევ რამდენიმე
ასპექტი, რომლებისთვისაც გამომძიებლებს ყურადღება უნდა მი-
ექციათ. ალენის სხეულზე დნმ-ის ნიმუში არ აღმოჩნდა, ხოლო
ცხედრის გაკვეთამ ვერც სექსუალური ძალადობისა და ვერც ნება-
ყოფლობითი სექსის კვალი ვერ გამოავლინა. ეს მკვლელობის სექ-
სუალურ აქტამდე ჩადენაზე მიუთითებდა. პროფილი ასევე გამო-
რიცხავდა, რომ სექსუალური აქტი მათ შორის ბევრად ადრე მოხდა
და ეჭვმიტანილი მოგვიანებით მოტელის ოთახში ალენის მოსაკლა-
ვად დაბრუნდა. სურათის ჩარჩოდან მოხსნილი მავთულის იარაღად

162
გამოყენება იმას ნიშნავდა, რომ მკვლელი დანაშაულის ჩადენისათ-
ვის მომზადებული არ იყო და გადაწყვეტილება მხოლოდ ალენთან
შეხვედრის შემდეგ, ადგილზევე მიიღო. ალენის სააბაზანოში ან
სადმე სხვაგან ყოფნის დროს ჩარჩოდან მავთული მოხსნა და მერე
მის დასახრჩობად გამოიყენა.
ბოსხმა ორივე პროფილი აიღო და ინოხოსის მიცემულ
ფოლდერში ჩააწყო. მერე ადგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
ფიქრობდა იმაზე, რაც წაიკითხა და რაც მანამდე იცოდა. დადგა
დრო, როდესაც ყველაფერი უნდა შეეჯამებინა და საკუთარი თე-
ორია ჩამოეყალიბებინა.
ორი მკვლელობა და ორი სხვადასხვა მკვლელი. პროფილებში
ორი განსხვავებული ფსიქოლოგიური მოტივაცია იყო მოყვანილი.
და’ქუან ფოსტერს ლექსი პარქსის მკვლელობაში ადანაშაუ-
ლებდნენ, მაგრამ დნმ-ის ნიმუშის და’ქუანთან დაკავშირებამდე შექ-
მნილი პროფილი ამას არც ფსიქოლოგიურ და არც მტკიცებულებე-
ბის დონეზე არ ადასტურებდა. ირონია ის იყო, რომ ცხოვრების წე-
სით ის სრულად თავსდებოდა ჯეიმზ ალენის მკვლელის პროფილში,
რომლის დროისთვისაც მას უტყუარი ალიბი ჰქონდა – ციხეში იჯდა.
ბოსხი წამით გასაწევ კართან გაჩერდა და კანიონს გახედა, მაგ-
რამ ერთადერთი, რაც დაინახა, შუშაში საკუთარი გამოსახულება
იყო. თავი გააქნია, ამ ორ საქმეს შორის რთულ კავშირზე ფიქრობ-
და. ალენი პარქსის მკვლელობის დროისათვის ფოსტერის ალიბი
უნდა ყოფილიყო და მის სიკვდილთან ერთად და’ქუანის დაცვის
თითქმის ყველანაირი იმედი გადაიწურა.
ამის შემდეგ გამოჩნდა დნმ-ის ნიმუში. თუ პარქსის მკვლელობის
დროისათვის ფოსტერი ალენთან იყო, რაც მან, ბოლოს და ბოლოს,
აღიარა და რაც „პარამაუნტის“ წყალსაქაჩი კოშკის ვიდეოკამერებ-
მა დაადასტურა, მაშინ გამომძიებლების შესაცდენად და ფოსტერი-
სათვის დანაშაულის დაბრალების მიზნით დ ნ მ პარქსის სხეულში
ხელოვნურად შეიყვანეს.
ბოსხი შუშის კარს მოშორდა და ისევ ბოლთის ცემა განაგრძო,
გრძნობდა, როგორ ემატებოდა ენერგია, გრძნობდა, რომ რაღაცას

163
უახლოვდებოდა, მაგრამ ჯერ ვერ ხვდებოდა, რას. ყველაფერში ბო-
ლომდე გასარკვევად საქმის უკეთ გაცნობა სჭირდებოდა. მაგრამ
ამის საშუალება არ ჰქონდა. მას სჯეროდა, რომ ლექსი პარქსი ამ
ორი მკვლელობის საიდუმლოს ფლობდა. რატომ მოკლეს ლექსი
პარქსი? ბოსხი გრძნობდა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემით ორი-
ვე საქმეს გახსნიდა.
დაუმთავრებელი საქმეები და აუხსნელი დეტალები ბოსხს
ყოველთვის აღიზიანებდა. პასუხგაუცემელი კითხვები მკვლელო-
ბის საქმეების გამომძიებლის ცხოვრების ნამდვილი წყევლა იყო. ეს
ხან სერიოზული კითხვები იყო და ხან არა, მაგრამ ყველა შემთხვე-
ვაში ისეთი შემაწუხებელი, როგორც ფეხსაცმელში ჩავარდნილი კე-
ნჭი. დაკარგული საათი ბოსხს ისევ აფიქრებდა. ის, რაც მსხვერპლ-
ის ქმარმა უთხრა, შეკითხვაზე შეკითხვითვე პასუხის გაცემა იყო.
რატომ არ ჩადო ლექსი პარქსმა საათი კოლოფში შეკეთების შემ-
დეგ? ნუთუ ასეთი ძვირფასი საათი იუველირთან დატოვა?
ბოსხის აზრით, ეს უაზრობა იყო და ამიტომ ამ ფაქტს გვერდს ვერ
აუვლიდა, ალენის მკვლელობაც ძალიან აფიქრებდა, ამ საქმეშიც
აუცილებლად უნდა გარკვეულიყო. თაროზე შემოდებული საქმის
ხელახლა დაძვრა ხშირად ძალიან მძიმედ ხდებოდა.
ბოსხმა ლუსია სოტოს მობილურზე დაურეკა.
– ჯერ კიდევ სამსახურში ხარ?
– სწორედ ახლა ვემზადებოდი წითელი მაგნიტის გადასაად-
გილებლად.
ბოსხს გაახსენდა დაფა, რომელიც კაპიტანმა მათი განყოფი-
ლების ოთახში დადგა ყოველი დეტექტივი ვალდებული იყო, სამსა-
ხურიდან წასვლისას წითელი მაგნიტი სამსახურის დამთავრების მა-
ნიშნებელ ნაწილში გადაეადგილებინა. ეს სულელური იდეა,რომე-
ლიც, ალბათ, კორპორაციული მენეჯმენტის სახელმძღვანელოში
ამოიკითხა, კაპიტანს განყოფილების სრულად გაკონტროლების
განცდას სძენდა. პოლიციაში მუშაობისას ბოსხი ყოველთვის ახერ-
ხებდა, მაგნიტისთვის ყურადღება არ მიექცია და ისეთი გრძნობა
ჰქონდა, თითქოს მუდმივად მორიგე იყო.

164
‒ამ საღამოს ხომ არ დაგველია?
– ამ საღამოს? უჰ...
‒შენი აზრი მჭირდება. კიდევ მაინტერესებს რაღაცები, რაც ალე-
ნის ფაილში ნახე.
‒ უჰ... კარგი, შეგხვდები. როდის?
– როცა გინდა.
– მართლა? ჩემს ტერიტორიაზე მოხვალ? – სოტოს შეეტყო,რომ
ბოსხის სიტყვებმა მასზე შთაბეჭდილება მოახდინა.
‒შენი ტერიტორია ჩემი ტერიტორიაა. უბრალოდ, დრო და ადგი-
ლი მითხარი.
– რვა საათზე რას იტყვი? „ბოილ ჰეითში“, ჩემს უბანში ვიქნები.
– ეგ რომელია?
‒„ისთსაიდ ლავი“ პირველ ქუჩაზე, „ჰოლენბექის“ სადგურიდან
რამდენიმე კვარტალის მოშორებით.
ბოსხმა სამზარეულოს კარის გაღების ხმა გაიგონა და მიხვდა,
რომ მისი ქალიშვილი დაბრუნდა. ტელეფონზე ლაპარაკით ისე იყო
დაკავებული, რომ მანქანის ხმა არ გაუგონია.
– კარგი, მოვალ, – თქვა მან ტელეფონში.
‒ მაგარია, – უპასუხა სოტომ, შეხვედრამდე.
ბოსხმა ტელეფონი გათიშა და გაიგონა, რომ მედიმ სამზა-
რეულოდან გამოსვლამდე მაცივარი გააღო და მხარზე გადაკიდებუ-
ლი ზურგჩანთითა და წვენის ბოთლით ხელში გამოჩნდა.
– სალამი, მამა.
– სალამი, მედს.
– რას აკეთებ?
– ტელეფონზე ვლაპარაკობდი. სკოლაში რა ხდება?
– ყველაფერი კარგად არის.
– სამეცადინო ბევრი გაქვს?
– უამრავი.
– მაპატიე, გასასვლელი ვარ რამდენიმე საათით. სადილს
თვითონ გააკეთებ? შეგიძლია შეუკვეთო.
– პრობლემა არ არის.

165
– რამე აუცილებლად ჭამე, კარგი?
– კარგი, გპირდები.
ძალიან კმაყოფილი იყო, რომ დაცვის მხარეს, ჰელერთან მუ-
შაობაზე მედის სიტყვაც არ დაუძრავს.
‒ვისთან აპირებ შეხვედრას, ვირჯინიასთან?
– არა, ძველ პარტნიორთან ერთად მივდივარ დასალევად,
– რომელ ძველ პარტნიორთან?
– ლუსიასთან.
– მაგარია.
– იცი, რა? ვირჯინიას თაობაზე რაღაც მინდოდა მეთქვა.
მოკლედ, ერთმანეთს აღარ ვხვდებით.
‒ მართლა? რა მოხდა?
– მმ... არც კი ვიცი, რა გითხრა. უბრალოდ, ბოლო ხანებში
ერთმანეთს თითქმის ვერ ვხედავდით.
– მოკლედ, დაგიკიდა?
ბოსხი ამ სიტყვას ვერ იტანდა.
– ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ამას წინათ სადილობისას
ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, ერთხანს ცალ-ცალკე ვიცხოვ-
როთ.
– დაგიკიდა.
– უჰ... ჰო, როგორც ვხვდები, ასეა.
– მერე... თავს როგორ გრძნობ?
‒ კარგად. ვხვდებოდი, რომ ასე იქნებოდა. იცი, სიმსუბუქესაც კი
ვგრძნობ.
– კარგი, თუ კარგად ხარ, წავალ, ვიმუშავებ.
– მართლა კარგად ვარ.
– კარგი. მაინც დასანანია, მამა.
– არც ისე, სულაც არ ვწუხვარ.
– კარგი.
ბოსხმა შვებით ამოისუნთქა. ეს საუბარი მისთვის ძალზე უხერხუ-
ლი გამოდგა და გაუხარდა, რომ დამთავრდა. მედი შეტრიალდა და
თავისი ოთახისკენ წავიდა. ყოველთვის ასე აკეთებდა – თავის

166
ოთახში ჩაიკეტებოდა და მეცადინეობდა. უცებ ბოსხს რაღაც გაახ-
სენდა.
‒ მოიცა, აბა, ეს ნახე.
ბოსხი მაგიდასთან მივიდა და პროფილებიანი ფოლდერი აიღო.
‒ ექიმი ინოხოსი ხომ გახსოვს? დღეს შემთხვევით შევხვდი და
ვთხოვე, შენთვის რამდენიმე პროფილი შეერჩია. ვუთხარი, რომ
ფსიქოლოგიის შესწავლას აპირებ, პროფაილერობა გინდა.
– მამა, ნუ ეუბნები ამას ყველას.
ეს ისეთი კილოთი თქვა, რომ ბოსხი მიხვდა, გოგონამ თავი
დამცირებულად იგრძნო, მაგრამ ვერაფრით გაიგო, რა შეეშალა,
– რას გულისხმობ?‒ მეგონა, სწორედ ეს გინდოდა.
‒ მინდა, მაგრამ არ არის აუცილებელი, ქვეყანას მოუყვე.
– რა, საიდუმლოა? მე არ...
– საიდუმლო სულიც არ არის, მაგრამ არ მინდა ეს ყველამ იცო-
დეს.
– ყველასთვის ნამდვილად არ მითქვამს, პროფაილერს ვუთ-
ხარი. ვიფიქრე, მედისთვის სასარგებლო იქნება-მეთქი.
– არა აქვს მნიშვნელობა, შენ რა იფიქრე.
ბოსხს ფოლდერიანი ხელი გაწვდილი დარჩა. მედის ფიქრების
ამოცნობას თავი კარგა ხნის წინ დაანება. აღარც მისი სტრესორე-
ბის20 ამოცნობას ცდილობდა. სიმართლე თქვას, ამას ადრეც ვერ
ახერხებდა. ვერასოდეს პოულობდა სწორ სიტყვებს, იმას ვერ ეუბ-
ნებოდა, რაც უნდა ეთქვა, იმისთვის ვერ აქებდა, რისთვისაც უნდა
შეექო.
მედიმ ფოლდერი ისე გამოართვა, მადლობაც არ უთქვამს და
თავისი ოთახისაკენ წავიდა. მძიმე ზურგჩანთა მხარზე ჰქონდა გადა-
კიდებული. ლეპტოპების, აიპედებისა და ყველანაირი ციფრული
ტექნიკის საუკუნეში წიგნებით გატენილ ჩანთას მაინც ყოველთვის
თან დაატარებდა.
ბოსხს არც ეს ესმოდა.

20
ფაქტორი (ან ფაქტორები), რომელიც სტრესს იწვევს

167
– ინოხოსს რაზე ელაპარაკე? – ჰკითხა შვილმა ისე, რომ არც მო-
უხედავს, იმ ტიპზე, რომელიც მკვლელობის ბრალდებიდან გინდა
გამოიხსნა?
ბოსხი უსიტყვოდ იდგა და უყურებდა, როგორ მიდიოდა. პასუხი
არ გაუცია. არც მედი გაჩერებულა, რომ მისი პასუხი მოესმინა.

22

ბარი „ისთსაიდ ლავი“ ქუჩის კუთხეში იყო. ფასადზე თეთრულ ვა-


შა და სომბრეროიანი მოხუცი მარიაჩი21 იყვნენ გამოსახულნი.
ბოსხს წლების განმავლობაში ათასჯერ მაინც ჩაუვლია ამ ბარ-
თან,მაგრამ არასოდეს შესულა. ეს ამერიკელი მექსიკელების შეკ-
რების ადგილი იყო. ბარის დახლთან უამრავი ხალხი იჯდა. რო-
გორც კი ბოსხმა კარი შეაღო, ყველა შემობრუნდა და კარგად შეათ-
ვალიერა.
მუსიკალური სისტემიდან ისმოდა „ლოს ლობოსის“ სიმღერა ბო-
როტ წვიმაზე. ბოსხმა იქაურობას თვალი მოავლო და შორეული
კუთხის მაგიდასთან სოტო დაინახა. მისკენ გზა გაიკვლია და რომ
მიუახლოვდა, მოპირდაპირე მაგიდის სკამი დაიდგა.
– ჩიფსტერად22 ვერასოდეს წარმოგიდგენდი, ყოველთვის მეგო-
ნა, უფრო „ლასპალომასელი“ გოგო იყავი.

21
მექსიკური ხალხური მუსიკის ერთ-ერთი გავრცელებული ჟანრი, რომლის
შემსრულებელსაც მარიაჩის უწოდებენ.
22
სიტყვათა შერწყმით მიღებული ტერმინი- Chicano და Huster,აღნიშნავს
ახალგაზრდა შეძლებულ ამერიკელ მექსიკელს, რომელიც სახლში იცავს
ეროვნულ ტრადიციებს, ხოლო გარეთ, ამერიკელებში სრულად არის
ინტეგრირებული

168
„ლას პალომასი“ კიდევ ერთი ბარი იყო იმავე ქუჩაზე, უფრო
მკვეთრი განათებითა და მაგარ-მაგარი სასმელებით. იქ მუშათა
კლასის წარმომადგენელი მექსიკელები იკრიბებოდნენ. ბოსხი ამ
ბარში რამდენიმეჯერ იყო ნამყოფი და ყოველთვის ვიღაცას ეძებდა.
– ზოგჯერ იქაც ვარ ხოლმე, მაგრამ არც ისე ხშირად, – გაეცინა
სოტოს. ორი ბოთლი „მოდელო“ მას უკვე შეეკვეთა. ბოთლები აი-
ღეს და ერთმანეთს მიუჭახუნეს.
– გმადლობ, რომ შემხვდი,‒ შესძახა ბოსხმა, როგორც კი მუსი-
კა შეწყდა.
ამ წამოძახილით მან ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო და
ორივემ გაიცინა.
სოტო მშვენივრად გამოიყურებოდა – თმა გაეშალა, უსახელო
შავი პერანგი და გახუნებული ჯინსი ეცვა, გლუვ, ყავისფერ მკლავებ-
ზე უჩანდა რამდენიმე ტატუ, რომელთა სამსახურში გამოჩენის უფ-
ლება არ ჰქონდა. მარცხენა მკლავის შიდა მხარეს დაღუპული მე-
გობრების სახელები ეწერა, მარჯვენა მკლავზე კი ესპანური სიტყვე-
ბისაგან შემდგარი ზოლი მის ბიცეფსს ეკლიანი მავთული ვით შე-
მოხვეოდა.
‒ მანქანის გაჩერება აქ საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა, ‒ თქვა ბოს-
ხმა, – შენი მანქანა არ დამინახავს.
‒„უბერის“ მანქანა გამოვიძახე. საჭესთან რომ დავჯდე, დეტექ-
ტივობიდან გამაგდებდნენ და ისევ პატრულში მომიწევდა დაბრუნე-
ბა.
– „უბერი“ ტაქსის ფირმაა, არა? – ჰკითხა ბოსხმა
‒ჰო,ეს „ეპია“, ჰარი, – უპასუხა სოტომ, – შენც უნდა სცადო.
– ჰო, რა თქმა უნდა. „ეპი“ რაღაა?
სოტოს გაეღიმა. მან იცოდა, რომ ჰარიმ მშვენივრად იცოდა რა
იყო „ეპი“, მაგრამ „უბერს“ ან რაიმე ამის მსგავსს არასოდეს გა-
მოიყენებდა.
– მოკლედ, ჩემი ტვინი გჭირდება, ჰა?
– ჰო... კიდევ რამდენიმე კითხვა მაქვს...

169
– კითხვა არაფერში გჭირდება. მხოლოდ საქმის მასალებს
გაეცანი.
თავის გვერდზე ცარიელი სკამიდან სოტომ წითელი ფოლდერი
აიღო, მაგიდაზე დადო და ლურჯი სამაგრი შემოაცალა. ბოსხმა ლო-
ს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მკვლელობის საქმე მაშინ-
ვე იცნო, მაგრამ ვერ მიხვდა, როგორ და რატომ აღმოჩნდა ის სო-
ტოს ხელში.
– ეს ალენის საქმეა? '
– ჰო. ალი სამსახურიდან რომ წავიდა, მისი მაგიდიდან ვითხოვე,
– ბოსხი გაოგნდა. ეს დარღვევა იყო, იმაზე ბევრად უარესი, რომ-
ლის გამოც თვითონ მოუხდა პოლიციის დატოვება.
– ლუსია, ეს როგორ გააკეთე? ისეთ რამეს არასოდეს გთხოვ,რა-
საც შენი კარიერა შეეწირება, შენ...
‒დამშვიდდი, ჰარი, ვერასოდეს გაიგებს. ახლავე გადახედე და
დღეს ღამით უკან დავაბრუნებ. გარდა ამისა, მან წესები დაარღვია.
სამსახურიდან წასვლის წინ ასეთი რამეები უნდა ჩაკეტოს.
‒ ის არაფერში მენაღვლება. რამდენიმე ბოთლი ლუდის და-
ლევის შემდეგ სამსახურში ცეკვა-ცეკვით დაბრუნებას და საქმის
ისევ მის მაგიდაზე დადებას აპირებ?
‒ ჰო, რატომაც არა?
–ეს ძალიან დიდი რისკია, ლუსია. წარმოგიდგენია, ეს ამბავი
რომ გასკდეს? რაც აქამდე ჩემთვის გააკეთე, სრულიად საკმარისია.
მხოლოდ რაღაცების დაზუსტება მინდოდა. სულ ეს არის.
სოტომ თავი ისე დააქნია, როგორც მედიმ, როცა ჰარი მკაცრად
ელაპარაკებოდა. სოტო მის ქალიშვილზე ათი წლით უფრო სი იყო,
მაგრამ ზოგჯერ ისე სულელურად იქცეოდა, ამას ვერც კი იტყოდი.
‒მისმინე, ჰარი, შარშან, როცა ჯერ კიდევ პარტნიორები ვი-
ყავით, ჩემი გულისთვის მაგრად გარისკე. შენი მოვალე ვარ და ძა-
ლიან მიხარია, რომ გადახდის საშუალება მომეცა. ამიტომ მოვ-
რჩეთ ამაზე ლაპარაკს ჩაიხედე მასალებში და მოძებნე, რაც გჭირ-
დება,ბოლომდე გენდობი. ვიცი, რომ ადვოკატისთვის მუშაობ, მაგ-
რამ მჯერა, რომ სიმართლის გარკვევა გინდა.

170
ახლა ბოსხმა დაუქნია თავი, მაგიდის მეორე მხარეს გადასწვდა
და ფოლდერი აიღო. მუსიკა ისევ აგრიალდა. ამჯერად ესპანური
სიმღერა იყო და განსაკუთრებით საყვირები ხმიანობდნენ.
– იქნებ ჩემს მანქანაში ჩავმსხდარიყავით, – თქვა ბოსხმა, – აქ
ისეთი ხმაურია, რომ აზროვნების უნარი დავკარგე.
სოტომ თავი გააქნია და გაიღიმა.
– რა ბებერი ხარ. კარგი, წავიდეთ.
ბოსხმა ბოთლიდან ლუდი კიდევ ერთხელ მოსვა და წამოდგა.

23

ბოსხმა პირველად მკვლელობის ადგილის ფოტოები დაათ-


ვალიერა. ესეც ჩვევად ჰქონდა მკვლელობის ადგილზე მის-
ვლისთანავე დეტალებს ყურადღებით აკვირდებოდა და იქაურობას
გულდასმით ათვალიერებდა. ტანსაცმლიანი ჯეიმზ ალენის ცხედა-
რი სანტა-მონიკას ბულვარსა და ელ-სენტროს შორის პატარა ჩიხში,
ავტოსარემონტო სახელოსნოს უკანა კედელზე მიეყუდებინათ. ეს
ქუჩა, ისევე როგორც ასეთი ქუჩების უმრავლესობა, გაპარტახებუ-
ლი იყო. გზაზე ჰაიჰარა რემონტის დროს დაგებული ასფალტის პა-
ტარ-პატარა ნაკერები და რამდენიმე ათეული წლის წინ მოსხმულ
და ნახევრად დაფშვნილ ბეტონზე მოყრილი ხრეში მოჩანდა. აშკარა
იყო, რომ ქუჩის ამ ნაწილს ერთი მხრიდან გარაჟი, მეორე მხრიდან
კი საცხოვრებელი სახლი ისე ესაზღვრებოდა, რომ თვალს სრული-
ად მოფარებული იყო. ამ მხარეს მხოლოდ სააბაზანოების დამუქე-
ბულმინებიანი ფანჯრები გამოდიოდა. ელ-სენტროს მხარეს, და-
ახლოებით ორმოცდაათ ფუტზე, ოთხსართულიანი აგურის ინდუს-
ტრიული შენობის უკან, მანქანების დიდი სადგომი იყო. ფოტოების
დათვალიერების შემდეგ ბოსხს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ

171
მკვლელმა კარგად იცოდა, რას აკეთებდა. იცოდა, მანქანების სახე-
ლოსნოს უკან ცხედარს ისე დააგდებდა, რომ ვერავინ ვერაფერს და-
ინახავდა. ისიც იცოდა, რომ ცხედარს მხოლოდ მომდევნო დილით
აღმოაჩენდნენ, როდესაც გამოჩნდებოდნენ ინდუსტრიული შენო-
ბის მუშები, რომლებსაც მანქანების სადგომზე მისასვლელად ეს ქუ-
ჩა უნდა გაევლოთ.
ბოსხი ცხედრის ახლოდან გადაღებულ ფოტოებზე გადავიდა.
მსხვერპლს ნაცრისფერი სავარჯიშო შორტი და ვარდისფერსაყე-
ლოიანი პერანგი ეცვა. ფეხშიშველი იყო, მხოლოდ თათების მსგავ-
სი რაღაც ჰქონდა ნამოცმული, ისეთი, როგორსაც ქალები უწინდოდ
ფეხსაცმლის ტარებისას ფეხების დაწყლულებისგან დასაცავად იც-
ვამენ. თავზე წინდისგან გამოკრული ქუდი ეხურა, რომელსაც, ალ-
ბათ, პარიკის ქვეშ ხმარობდა ხოლმე. პერანგის საყელო ყელზე
ქსოვილშემოხვეულ მავთულს ფარავდა. მავთული ისე მაგრად მო-
ეჭირათ, რომ კანი გაჭრილი ჰქონდა. სისხლი ძალიან ცოტა გამოს-
ვლოდა, ალბათ, გული მაშინვე გაუჩერდა, როგორც კი მავთულმა
კანი გაჭრა.
მსხვერპლს ფეხები ქუჩისკენ ჰქონდა გაჭიმული და ხელები კალ-
თაზე ეწყო. ახლოდან გადაღებულ ფოტოებზე არც დამტვრეული
ფრჩხილები და არც სისხლი ჩანდა. ბოსხმა იფიქრა, რომ ალენს წი-
ნააღმდეგობის გაწევაში ხელი ვიღაცამ ან რაღაცამ შეუშალა.
– რა არის? – ჰკითხა სოტომ. ის ბოსხის გვერდით, მგზავრის სა-
ვარძელზე იჯდა და, სანამ ბოსხი სურათებს ათვალიერებდა,ხმას არ
იღებდა. ბარიდან ლუდი წამოეღო და ნელ-ნელა წრუპავდა.
– რას გულისხმობ?
– ადრეც ხშირად მიყურებია, როგორ სწავლობ ხოლმე საქმის
მასალებს და ზუსტად ვხვდები, როდის არ ებმება რაღაცები ერთმა-
ნეთს.
– კარგი, გეტყვი. ხელებზე ტრავმები არა აქვს – არც სისხლია და
არც დამტვრეული ფრჩხილები. როცა ვიღაც ყელზე მავთულს
გახვევს, ალბათ, ხელები მაშინვე ყელისკენ უნდა წაიღო, გაიბრძო-
ლო.

172
– და აქედან რა დასკვნას აკეთებ? ·
– ან წინასწარ გათიშეს, ან ვიღაცას მისი ხელები ქვევით ეჭირა,
მაჯებზე არანაირი კვალი არ ჩანს, ესე იგი, ხელები დაბმული არ
ჰქონდა, ასე რომ...
არ დაუმთავრებია.
– რაო? დაბმის კვალის არარსებობა რას ნიშნავს?
– შეიძლება ორნი იყვნენ.
– ორი მკვლელი?
– ერთს მისი ხელები ეკავა, მეორე კი მავთულით მუშაობდა,სხვა
რაღაცებიც არის.
– არა მგონია, რომ ქარიმი და სტოტერი ამას მიხვდნენ. სხვა რა
არ მოგეწონა?
ბოსხმა მხრები აიჩეჩა.
– მსხვერპლის ფეხები. ფეხშიშველია მაგრამ უცნაური დაბალყე-
ლიანი, თხელი წინდები აცვია.
– მაგას „პედები“ ჰქვია.
‒კარგი, „პედები“ იყოს. არც სხეულსა და არც ფეხებზე თრევის
კვალი არ ეტყობა.
სოტო წინ გადაიხარა, რომ დაეხედა ფოტოსათვის, რომელიც
ბოსხს იმწუთას ხელში ეჭირა.
‒გასაგებია, ‒ თქვა შემდეგ.
ცხედარი კედელზეა მიყუდებული. სავარაუდოდ, მანქანიდან
გადმოიტანეს და იქ დადეს. ხელში ეჭირათ. მართალია, ტანდაბალი
კაცი ყოფილა და ერთიც მოერეოდა, მაგრამ მაინც. ერთ კაცს მანქა-
ნიდან გადმოაქვს და იმ ადგილამდე მიაქვს? არ ვიცი. ნაკლებად სა-
ვარაუდოა, ლუსია.
სოტო უკან გადაიხარა, თავი დააქნია და ისევ ლუდს მიუბრუნდა.
ბოსხი ფოტოებს ისევ და ისევ ათვალიერებდა. თავის მოსაზრებებს
ამოწმებდა. მერე ტელეფონი ამოიღო და ერთ-ერთი ფოტო გადა-
იღო. ეს საშუალო მანძილიდან გადაღებული გრაფიტით და ფარულ
კედელზე მიყუდებული ცხედრის ფოტო იყო.
‒ჰარი, არ შეიძლება.

173
ბოსხმა იცოდა, რატომ შეეშინდა სოტოს. ასე გადაღებული ფოტო
სასამართლოზე ან სადმე სხვაგან თუ გამოჩნდებოდა, ყველასათვის
ნათელი გახდებოდა, რომ ბოსხს საქმის მასალებზე ხელი მიუწვდე-
ბოდა. ამას აუცილებლად შიდა გამოძიება მოჰყვებოდა,ის კი სოტო-
ზე გავიდოდა.
– მესმის. ეს ფოტო მხოლოდ იმისთვის მჭირდება, რომ კედელზე
ამ ადგილს ზუსტად მივაგნო. ეს გრაფიტი დამეხმარება. როცა ყვე-
ლაფერს გავარკვევ, ამ ფოტოს წავშლი. ასე გაწყობს?
– ასე იყოს.
ბოსხი ფოტოების მომდევნო დასტაზე გადავიდა. ეს „ჰევენ
ჰაუსის“ მეექვსე ოთახში გადაღებული სურათები იყო. მათი გადაღე-
ბის დროს ჯეიმზ ალენის ნივთებით ოთახი ჯერ კიდევ სავსე იყო.
განჯინაში მისი ტანსაცმელი ეკიდა, ხოლო იატაკზე რამდენიმე
წყვილი ფეხსაცმელი, მათ შორის მაღალქუსლიანიც, ეყარა. ბიურო-
ზე, სპეციალურ სადგამზე, ორი პარიკი იყო დამაგრებული – ერთი
ქერა და ერთიც მუქი. ოთახში რამდენიმე სანთელი ჩანდა. ისინი ბი-
უროზე, ორივე ტუმბოსა და საწოლის თავს ზევით დაკიდებულ თა-
როზე იდგა. იქვე იყო პრეზერვატივებით ნახევრად სავსე პლასტმა-
სის კონტეინერი. კონტეინერზე ბრენდის დასახელებაც იკითხებოდა
„რეინბოუ ფრაიდი“. ეტიკეტზე ეწერა, რომ კონტეინერში ექვსი სხვა-
დასხვა ფერის სამასი პრეზერვატივი უნდა ყოფილიყო. ბოსხმა თა-
ვისი ბლოკნოტი ამოიღო და ჰელერისათვის გადასაცემად რაღაც
დეტალები ჩაიწერა, თავისთვის კი აღნიშნა, რომ ამ კონტეინერის
შესახებ წინადღეს გამოთქმულ სოტოს აზრს ეთანხმებოდა, მარ-
თლაც ძალიან ჰგავდა კანფეტების ჩასაყრელ კონტეინერს, რომე-
ლიც ექიმის მისაღებში ან სადღეღამისო სუპერმარკეტის სალაროს-
თან ჰქონდა ნანახი.
ბოსხმა მოტელის ოთახის ფოტოები დაკვირვებით დაათვა-
ლიერა. მობილურ ტელეფონს ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა. დარწმუ-
ნებული იყო, ტელეფონი სადღაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო.
და’ქუან ფოსტერმა ციხეში შეხვედრის დროს უთხრა, რომ იმ სა-
ღამოს შეხვედრაზე შესათანხმებლად ალენს დაურეკა, შეხვედრა კი

174
ლექსი პარქსის მკვლელობის ღამეს უნდა შემდგარიყო.
ბოსხმა მასალები გადაშალა და მეხუთე განყოფილება მოძებნა.
კარგად იცოდა, რომ იქ ალენის ნივთების ჩამონათვალი უნდა
ყოფილიყო. ორივე ადგილიდან – ქუჩიდან და მოტელის ოთახიდან
გამომძიებლების მიერ ამოღებული ნივთების სიები შეისწავლა,მაგ-
რამ არც ერთ მათგანში მობილური ტელეფონი ნახსენები არ იყო.
დასკვნა: მკვლელმა ალენის ტელეფონი თან წაიღო, რადგან
მასში კონტაქტების ჩანაწერი იქნებოდა. ბოსხმა საქმის მასალები
ისევ გადაათვალიერა, რათა გაერკვია, მოითხოვეს თუ არა ქარიმმა
და სტოტერმა სატელეფონო კომპანიიდან ალენის ტელეფონის ჩა-
ნაწერები, მაგრამ მსგავსი ვერაფერი იპოვა, ეს კი იმას ნიშნავდა,
რომ ალენს ან სხვა პირის სახელზე გაფორმებული ტელეფონი ჰქო-
ნდა, ან ერთჯერადი ტელეფონებით სარგებლობდა. თვითონ ტელე-
ფონის ან მისი ნომრის, ან პროვაიდერის დასახელების გარეშე ჩა-
ნაწერების პოვნა შეუძლებელი იქნებოდა. ბოსხმა ბლოკნოტში ჩა-
იწერა, რომ და'ქუან ფოსტერთან გაერკვია, რა ნომერზე დაურეკა
ალენს შეხვედრაზე შესათანხმებლად. ამ გზით ალენის ტელეფონის
შესახებ ინფორმაციის მოძიების დაწყება შეიძლებოდა.
– მაპატიე,‒ თქვა ბოსხმა.
– რაზე მიხდი ბოდიშს?
– დარწმუნებული ვარ, ამ საღამოს ჩემს მანქანაში ჯდომას და
ჩემს ლოდინს არ აპირებდი.
‒დამშვიდდი, ხელი არაფერში შემშლია. ბარში ნამდვილი
გართობა, ბარზე ცეკვა და ტანსაცმლის გახდა, ძალიან გვიან იწყება.
‒ ჰოო?
‒ სერიოზულად გეუბნები.
– მოკლედ, უნდა ვიჩქარო, რომ ეგეთი გართობა არ გამოტოვო.
‒ იქნებ შენც დარჩენილიყავი. ცოტას მოდუნდებოდი, დაის-
ვენებდი, ჰარი.
ბოსხმა ჯერ სოტოს შეხედა და მერე საქმის მასალებს. აუტოფსი-
ის ჩანაწერს ეძებდა.
– რა, მეტისმეტად დაძაბული ვარ?

175
– აბა, რა გითხრა. როგორც ვიცი, ყოველთვის თვლიდი, რომ პო-
ლიციაში მუშაობისათვის ზედმეტად სუსტი ვარ. შენი აზრით, ეს მხო-
ლოდ მამაკაცების საქმეა.
– არა, ასე არ არის. კარგა ხანს ჩემს ქალიშვილსაც იმის გაკეთე-
ბა უნდოდა, რასაც შენ აკეთებ და რასაც შარშანდლამდე მეც ვაკე-
თებდი, მაგრამ არასოდეს შევწინააღმდეგებივარ.
– მაგრამ, როგორც ვიცი, ახლა პროფაილერობა უნდა, არა?
– ჰო, ასეა. მაგისას რას გაიგებ.
‒ მანაც, ალბათ, იგივე მესიჯი მიიღო, რაც ერთ დროს შენგან მე:
„ეს შენი შესაფერისი საქმე არ არის“.
– ჰო, კარგი, ალბათ, ძველმოდური ვარ, მაგრამ ძალიან არ მომ-
წონს, როდესაც ქალები სისტემატურად უყურებენ, რას სჩადიან ავ-
კაცები... მოკლედ, რაღაც ამის მსგავსი..
ბოსხმა აუტოფსიის ანგარიში იპოვა. თავის დროზე ათასო-
ბითასეთი ანგარიში ჰქონდა წაკითხული. ამ დოკუმენტის ფორმა
ზეპირად იცოდა, უკანასკნელი ოთხი ათეული წელი არც შეცვლი-
ლა. გვერდები სწრაფად გადაფურცლა. უნდოდა მსხვერპლის ზომა-
წონის შესახებ ინფორმაცია ეპოვა. დასკვნა არ აინტერესებდა.
უბრალოდ, უნდოდა გაეგო, რამდენს იწონიდა ალენი.
– აი, – თქვა მან, ის 68 კილოგრამს იწონდა. რა თქმა უნდა, ბევ-
რი არ არის, მაგრამ ერთი მკვლელისათვის მისი გადატანა ცოტა
ძნელი იქნებოდა.
– ალის და მაიკს ამას აუცილებლად ვეტყვი.
‒ არაფერსაც არ ეტყვი. ეს საუბარი ჩვენ შორის არასოდეს ყოფი-
ლა.
– მართალი ხარ, მართალი ხარ.
ბოსხმა საათს დახედა. მანქანაში ერთი საათი ისხდნენ. რას არ
მისცემდა, რომ მასალების შესწავლისთვის კიდევ რამდენიმე საათი
მაინც ჰქონოდა. წინა მკვლელობის მასალებიც შესასწავლი ჰქონ-
და, იმ მკვლელობისა, რომლის მსხვერპლიც იმავე ქუჩაში
დატოვეს, მაგრამ იცოდა, რომ სოტოს დიდხანს ვეღარ დააკავებდა.

176
ყოფილი პარტნიორის გულისთვის მან უკვე ყველა წესი დაარღვია,
თანაც პარტნიორისთვის, რომელიც პოლიციელი აღარ იყო.
– კიდევ ცოტა დრო მომეცი, რომ დარჩენილ დოკუმენტებსაც გა-
დავავლო თვალი და მერე გაგიშვებ.
– ნუ ნერვიულობ, ჰარი. იცი, მას შემდეგ, რაც შენ განყოფილე-
ბიდან წახვედი, მეგონა, აღარასოდეს მომეცემოდა საშუალება,რომ
მეყურებინა, როგორ მუშაობ. ეს ძალიან მომწონს. შენგან ბევრს
ვსწავლობ.
– როგორ, ასე რომ ზიხარ და მიყურებ, როგორ ვათვალიერებ
საქმის მასალებს?
‒ ჰო, ვსწავლობ, რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, როგორ
აკავშირებ სხვადასხვა ფაქტს ერთმანეთთან, როგორ აკეთებ
დასკვნებს. ერთხელ მითხარი, ყველა პასუხი საქმის მასალებშია,
უბრალოდ ხშირად მათ ვერ ვხედავთო.
‒ჰო, მახსოვს, – თავი დაუქნია ბოსხმა.
მერე ალენის დაპატიმრების გრძელი ოქმი გადაათვალიერა.
ექვს გვერდს შეადგენდა, მაგრამ თვალი უცებ გადაავლო. ყველაფე-
რი მეორდებოდა. უკანასკნელი შვიდი წელი პროსტიტუციისა და
ნარკოტიკების შენახვისათვის რამდენიმე დაკავების ჩანაწერი იყო.
ალენის პროფესიის გათვალისწინებით, ამაში გასაკვირი ვერაფერი
დაინახა. რამდენიმე დაკავებას ბრალდება არ მოჰყოლია, რამდენი-
მე შემთხვევა კი ციხით დამთავრდა. ოცდაათი დღე ერთ ციხეში,ორ-
მოცდახუთი მეორეში და ადამიანს უკვე რეციდივისტი სექსდამნაშა-
ვე ჰქვია.
ალენის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ დოკუმენტში უჩ-
ვეულო მხოლოდ პროსტიტუციის მიზნით ქუჩაში ხეტიალისათვის
მისი დაპატიმრება იყო. ბოსხმა ყურადღება მიაქცია, რომ ეს მის
მკვლელობამდე თოთხმეტი თვით ადრე მოხდა, მაგრამ ბრალდება
არ წაუყენებიათ. ალენი გაათავისუფლეს.
‒ მოიცადე, – თქვა ბოსხმა, საქმის მასალების დასაწყისს დაუბ-
რუნდა და ქარიმისა და სტოტერის წინასწარი დასკვნა წაიკითხა.
– რაიპოვე? – ჰკითხა სოტომ.

177
– ეს ტიპი ერთი წლის განმავლობაში არც ერთხელ არ დაუპატიმ-
რებიათ.
‒მერე?
ბოსხი ისევ დანაშაულების ჩამონათვალს დაუბრუნდა, ფაილი
ისე შემოატრიალა, რომ სოტოსაც დაენახა და გადაფურცვლა დაიწ-
ყო.
– ხუთი წლის განმავლობაში ამ ტიპს წელიწადში რამდენიმეჯერ
აპატიმრებდნენ და მერე, სიკვდილამდე თოთხმეტი თვე, ერთხელაც
არ დაუკავებიათ. ეს მაფიქრებინებს, რომ მან მფარველი ანგელოზი
შეიძინა.
– გინდა თქვა, რომ ვიღაც დეპარტამენტიდან მფარველობდა?
– ვგულისხმობ, რომ ვიღაცისთვის მუშაობდა, მაგრამ მისი ინ-
ფორმატორობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. კონფიდენცია-
ლური ინფორმატორების თაობაზე არსებობდა სპეციალური პრო-
ტოკოლი, რომელიც ინფორმატორის მკვლელობის შემთხვევაში
ივსებოდა. ამ საქმის მასალებში კი არ არის არც ერთი დოკუმენტი,
რომელიც ალენის ინფორმატორობას დაადასტურებს.
– იქნებ გაუმართლა და ბოლო წელს დაკავებას გადაურჩა?
ჰკითხა სოტომ, – იმ წელს დაკავებებმა მკვეთრად იკლო. ხომ
გახსოვს : სროლები პოლიციელებს და „ფერგიუსონსა“ თუ „ბალტი
მორს“ შორის. მას შემდეგ ფორმიანები იმის მინიმუმს აკეთებენ,
რაც მოეთხოვებათ. ზედმეტად აღარავინ აქტიურობს.
– აბა, დაითვალე, – უთხრა ბოსხმა, –– „ბალტიმორისა“ და
პოლიციის შეიარაღებული შეტაკება, ისევე როგორც „ფერგიუსონი
სა“ და პოლიციის, ამ თოთხმეტ თვეზე გვიან მოხდა.
ბოსხმა თავი გააქნია. მერე დათვალა და გამოვიდა, რომ ხუთი
წლის განმავლობაში ალენი ჩვიდმეტჯერ დაუკავებიათ და მერე
უცებ მთელი წლის განმავლობაში არც ერთხელ.
– მგონი, ვიღაცის ინფორმატორი იყო, ოღონდ არაოფიცია-
ლურად.
განყოფილების საძიებო სისტემაში სახელის შეტანის გარეშე
არარეგისტრირებული ინფორმატორის ყოლა დეპარტამენტის

178
პოლიტიკის დარღვევა იყო. ინფორმატორებს გამომძიებლები
დროდადრო პოულობდნენ და გამოსაცდელ ვადას აძლევდნენ.
თუმცა ალენის სანდოობაში დასარწმუნებლად თოთხმეტი თვე ძა-
ლიან დიდი დრო იყო.
სტოტერსა და ქარიმს საქმეში ყველა დაპატიმრების ოქმი
ჩაედოთ და ბოსხმა მათი გადათვალიერება დაიწყო. დაპატიმრება-
ში მონაწილე ოფიცრების სახელები ოქმებში ვერ იპოვა, თუმცა მა-
თი დანაყოფების ნომრები მოცემული იყო. ბოსხმა ყურადღება მიაქ-
ცია, რომ ალენის სამ უკანასკნელ ოქმში ჰოლივუდის განყოფილე
ბის ერთიდაიიგივე ნომერი 6- ნპ- 55 იყო მითითებული. 6- ჰოლივუ-
დის დეპარტამენტს ნიშნავდა, ნპ – ნარკოტიკებისა და პროსტიტუცი
ის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებას, ხოლო 55-ის მიხედვით,
ბოსხი მიხვდა, რომ დაპატიმრების ოპერაცია ორკაციანმა ჯგუფმა
ჩაატარა. ეს ყველაფერი თავის ბლოკნოტში ჩაინიშნა,მერე შემდეგ
ფურცელზეც იგივე დაწერა, ამოხია და სოტოს მისცა.
‒ მგონი, სწორედ ამ ტიპებზე მუშაობდა ალენი, – თქვა ბოსხმა,–
ძალიან გთხოვ, როგორც კი დეპარტამენტის კომპიუტერთან მოხ-
ვდები, მათი გვარები გამიგე. მინდა ველაპარაკო.
‒ კარგი, – თქვა სოტომ, ნომერს დახედა, მერე ფურცელი დაკე-
ცა და ჯინსის ჯიბეში ჩაიდო.
ბოსხმა ფოლდერი დაკეცა ღა ლუსიას გადასცა, მან კი ის წითელ
ჩანთაში ჩადო.
– დარწმუნებული ხარ, რომ ამას უკან უპრობლემოდ დააბ-
რენებ?
– ვერავინ ვერაფერს გაიგებს.
– ძალიან კარგი, ლუსია. დიდი მადლობა. ყველაფერი ეს ძა-
ლიან დამეხმარება.
– ყოველთვის მზად ვარ. ისევ ბარში დაბრუნება და კიდევ თითო
ლუდის დალევა ხომ არ გინდა?
– არა, ამ საქმეზე კიდევ მაქვს საფიქრალი.
– მოკლედ, ისევ საქმეში ხარ?
– შენი წყალობით. დიდი მადლობა ამისთვის.

179
– კარგი, ჰარი, თავს გაუფრთხილდი.
– შენც.
სოტომ კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა. ბოსხმა მანქანა
დაქოქა, მაგრამ არ დაუძრავს. უყურებდა, როგორ შევიდა სოტო
ბარში უკანა კარიდან.

24

ბოსხი ქუჩაზე ელ- სენტროს მხრიდან შევიდა და საათს დახედა.


საღამოს 10 საათი და 40 წუთი იყო. მან იცოდა, რომ 21 მარტის ღა-
მეს სწორედ ამ დროს მოკლეს ალენი და მანქანების სახელოსნოს
უკანა კედელზე მიაყუდეს. მართალია, აუტოფსიის ანგარიშში სიკ-
ვდილის დროდ საღამოს 10 საათსა და ღამის 01 საათს შორის მო-
ნაკვეთი იყო მითითებული, მაგრამ ბოსხი დარწმუნებული იყო, რომ
იქ მაინც ისეთივე გარემო დახვდებოდა, როგორიც მკვლელობის
ღამეს იყო. ლოს-ანჯელესში მარტისა და მაისის საღამოს ტემპერა-
ტურა ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდება. კლიმატური პირო-
ბების გარდა, ბოსხს გარე განათება, მისი წყაროები და სხვა ფაქტო-
რები აინტერესებდა. უნდა გაერკვია, როგორი იყო ეს ფაქტორები იმ
ღამეს, როდესაც ალენის ცხედარი ქუჩაში დააგდეს.
ბოსხმა ავტოსახელოსნოს ჩაუარა და აგურის შენობის უკან
მანქანების სადგომზე გაჩერდა. იქაურობა ცარიელი იყო. მანქანა
გამორთო, ფარანი აიღო და მანქანიდან გადავიდა.

180
მერე, როდესაც ავტოსახელოსნოსკენ ბრუნდებოდა, ერთხელ
შეჩერდა და ტელეფონით ქუჩისა და დანაშაულის ადგილის ხედი გა-
დაიღო. ამის შემდეგ სახელოსნოს უკანა კედლისკენ წავიდა,
მაგრამ აქ დიდი იმედგაცრუება ელოდა. იმ ღამის შემდეგ, როდესაც
ჯეიმზ ალენის ცხედარი ამ ქუჩაზე დატოვეს, გრაფიტი გადაეღებათ,
ძველის მხოლოდ ნაგლეჯიღა ჩანდა – ისე იყო გველის გამოსახუ-
ლება დაკლაკნილი, რომ რიცხვ 18-ს გამოსახავდა ეს 18-ე ქუჩის
თავზე ხელაღებული ბანდის სავიზიტო ბარათი იყო. ამ ბანდის ჯგუ-
ფები მთელ ქალაქში იყო გაფანტული, მათ შორის, ჰოლივუდშიც.
ბოსხმა ტელეფონი ამოიღო და დახედა სურათს, რომელიც
საქმის მასალებში ნანახ ფოტოს გადაუღო. ასფალტის ნაკერების მი
ხედვით მაინც მოახერხა იმ ადგილის პოვნა, სადაც ჯეიმზ ალენის
ცხედარი კედელზე იყო მიყუდებული. მერე ზუსტად იქ მივიდა, კე–
დელს მიეყუდა, ქუჩის ორივე მხარეს გაიხედა და თავის პირდაპირ
საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა. ერთ სართულზე ერთერთი
სააბაზანოს შეღებული ფანჯრიდან შუქი გამოდიოდა. ბოსხი
საკუთარ თავზე თანდათან ბრაზდებოდა. იმდენად ეშინოდა, სო-
ტომთელი საღამო და ღამე არ დაეკავებინა, რომ ჩქარობდა და საქ-
მის ყველა ნაწილის გადახედვა ვერ მოასწრო. მაგალითად, ახლო-
მახლო მცხოვრებთა გამოკითხვის ოქმები არ წაუკითხავს, ახლა კი
მის თვალწინ იყო განათებული და შეღებული ფანჯარა, საიდანაც
დანაშაულის ადგილის მალულად დანახვა თავისუფლად შეიძ-
ლებოდა. ნეტავ გამოკითხეს ამ ბინაში მცხოვრები? ალბათ, კი, და-
ბეჯითებით თქმა არ შეიძლებოდა.
წამით გაუელვა აზრმა, სოტოს დავურეკავ და საქმის მასალებში
კიდევ ერთხელ ჩახედვას ვთხოვო, მაგრამ მერე გადაიფიქრა, მის-
გან ისედაც ძალიან ბევრი მოითხოვა. ყოველი ახალი ზარი და
თხოვნა მტერთან თანამშრომლობაში მისი მხილების საფრთხეს
სულ უფრო მეტად ზრდიდა: უცებ გაახსენდა ფრაზა, რომელიც პო-
ლიციაში მუშაობისას თავის მაგიდასთან ჰქონდა გაკრული:
„სკამიდან ტრაკი ასწიე და ყველა კარზე დააკაკუნე .

181
ბოსხი კედელს მოშორდა და ჩიხიდან ელ-სენტროზე გავიდა.საც-
ხოვრებელი სახლი ოთხმოციანი წლების სამშენებლო ბუმის დროს
სწრაფად და იაფად აშენებული ვარდისფრად შეღებილი შენობა
იყო. მოჩუქურთმებული ჭიშკრის გარდა, სახლს სხვა არქიტექტურუ-
ლი სამშვენისი არ ჰქონდა. ბოსხმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან,
ზევით აიხედა, შენობას ახედა და შეეცადა, მიმხვდარიყო, რომელი
ბინისა იყო განათებული ფანჯარა და რა ნომერი შეიძლებოდა ყო-
ფილიყო. ჭიშკრის გვერდით დამაგრებულ ბინადართა საძიებელში
რვა ბინა იყო ჩამოთვლილი – 101-დან104-მდე და 201-დან 204-
მდე. მარტივი გამოთვლების შემდეგ ბოსხი მიხვდა, რომ ეს 103-ე
ბინა უნდა ყოფილიყო. მან ჭიშკართან მიმაგრებული ტელეფონის
ყურმილი აიღო და დარეკა, მაგრამ უშედეგოდ. მერე 104-ე ბინაში
დარეკვა სცადა და ამჯერად მის ზარს უპასუხეს.
– Que?23
‒ Hola 24– ენის ბორძიკით თქვა ბოსხმა, – Policia,abierto por
favor25
უცებ მიხვდა, რომ ამით მისი პოლიციური ესპანური ამოიწურა.
როგორ უნდა ეთქვა, კერძო დეტექტივი ვარო, წარმოდგენა არ
ჰქონდა. ტელეფონში ქალმა რაღაც თქვა, მაგრამ ისე სწრაფად,
რომ ბოსხმა ვერაფერი გაიგო. ამიტომ ძველი დრო გაიხსენა და უფ-
რო მკაცრად გაიმეორა:
–Pilicia, abierto.
მეტალის კარმა დაიზუზუნა, ბოსხმა შეაღო და შევიდა. შენობის
ორივე მხარეს კიბე მიუყვებოდა. ის მარჯვენა კიბეს აჰყვა და ორ ბი-
ნიან დერეფანში ავიდა. მიუხედავად იმისა, რომ კარი 104-ე ბინის
მცხოვრებმა გაუღო, ბოსხი უცებვე მიხვდა, რომ ღია, განათებული
ფანჯარა 103-ე ბინის იყო. ამიტომ ჯერ ამ ბინასთან მივიდა და კარზე
დააკაკუნა. სანამ იქიდან პასუხს ელოდებოდა, 104ე ბინის კარი გა-
იღო, მოხუცმა ქალმა გამოიხედა და ბოსხს მიაჩერდა. ბოსხმა 103-ე

23
დიახ, გისმენთ (ესპ)
24
აქ, გამარჯობა( ესპ)
25
პოლიცია, გააღეთ, თუ შეიძლება

182
ბინის კარზე კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო ძლიერად დააკაკუნა
და ისევ არავინ რომ არ გამოჩნდა, მოხუცი ქალისკენ წავიდა.
ინგლისურად ლაპარაკობთ? – ჰკითხა
‒ poquito26 – უპასუხა ქალმა.
– მკვლელობა თქვენს ქუჩაზე? ორი თვის El asasianat27
ბოსხმა ჯერ ყურზე მიიდო ხელი, მერე თვალზე.
– რაიმე გაიგონეთ? დაინახეთ?
– ოჰ, არა. ისინი ძალიან ჩუმად. არაფერი გავიგე.
‒ ისინი?
– Los matadores28
ბოსხმა ახლა ორი თითი ასწია.
–Matadores? ორი?
მოხუცმა ქალმა მხრები აიჩეჩა.
– არვიცი.
– რატომ თქვით, ისინიო?
ქალმა ხელი იმ კარისკენ გაიშვირა, რომელზედაც ბოსხი რამ-
დენიმე წუთის წინ აკაკუნებდა.
– ის, – თქვა.
ბოსხმა ჯერ კარს გახედა და მერე ისევ ქალისკენ მობრუნდა.
– ის ახლა სად არის?
– ის მუშაობა.
– იცით, სად მუშაობს?
ქალმა ხელები ისე დაიჭირა, თითქოს ზედ ბავშვი ეწვინა.
‒ძიძაა? ჰკითხა ბოსხმა, – ბავშვს უვლის?
– Si,29
‒არ იცით, სახლში როდის მოვა?
ქალმა ისე შეხედა, გასაგები იყო, რომ ვერაფერს მიხვდა.

26
ცოტას
27
მკვლელობა
28
მკვლელები
29
დიახ (ესპ)

183
ბოსხმა ცალი ხელის ორი თითით მეორე ხელისგულზე სიარული
განასახიერა, მერე ხელი 103-ე ბინის კარისკენ გაიშვირა. ქალმა
თავი გაიქნია. ან არ იცოდა, ან ისევ ვერაფერი გაიგო. ბოსხმა თავი
დაუქნია. ამ დროისათვის ამაზე მეტის გაგება შეუძლებელი იქნებო-
და.
– Gracia.30
ისევ კიბისკენ გასწია.
სანამ ჩავიდოდა, ვიღაცის ხმა გაიგონა
– ბოსხი შემობრუნდა. 103-ე ბინის კარის გვერდით, ნიშაში, კა-
ცი იდგა და ეწეოდა. ბოსხი უკან მობრუნდა და მასთან მივიდა.
– პოლიციელი ხართ? – ჰკითხა კაცმა.
ბოსხმა კაცი უფრო კარგად შეათვალიერა. დაკუნთული ლა-
თინელამერიკელი ოცდაათი წლის იქნებოდა. მათეთრებელში ხში-
რი რეცხვისგან მისი თეთრი მაისური სინათლის შუქზე პრიალებდა.
ტატუ არ ჰქონდა, ბოსხი მიხვდა, რომ ის ბანდის წევრი არ უნდა-
ყოფილიყო.
– დეტექტივი, უპასუხა, ვმუშაობ მკვლელობაზე, რომელიც მარ-
ტში თქვენს ქუჩაზე მოხდა. იცით რამე ამის შესახებ?
‒მხოლოდ ის, რომ ვიღაც პედერასტ მეძავს ყელი გამოსჭრეს თუ
რაღაც ასეთი, – უპასუხა კაცმა.
– იმ ღამეს სახლში იყავით?
– აბა, რა.
– რამე დაინახეთ?
– არა, ძმაო, არაფერი. ვიწექი.
– რამე ხომ არ გაიგონეთ? ·
‒ ჰო, რაღაც გავიგონე, მაგრამ არ მეგონა, რომ რამე განსაკუთ-
რებული ხდებოდა და არც ავმდგარვარ.
‒რა გაიგონეთ?
– გავიგონე, როგორ გადმოიტანეს ის ტიპი მანქანიდან.
– როგორი ხმა იყო?

30
მადლობა

184
– საბარგულის, უფრო სწორად, საბარგულის დაკეტვის ხმა გავი-
გონე.
– საბარგულის?
– ჰო, საბარგულის. მანქანის კარისა და საბარგულის დაკეტვის
ხმა ერთმანეთისგან რომ განსხვავდება, არ იცით? ჰოდა, საბარ-
გულის დაკეტვის ხმა იყო.
– მანქანის კარის დაკეტვის ხმაც გაიგონეთ
– ჰო, გავიგონე. ჯერ საბარგულის დაკეტვის ხმა და მერე კარის
დაკეტვის, ორჯერ.
‒ ორჯერ?
– ჰო, ორჯერ
‒ დარწმუნებული ხართ, რომ მანქანის კარის დაკეტვის ხმა ორ-
ჯერ გაიგონეთ?
– ქუჩიდან სულ რაღაც ხმები ისმის. ზოგჯერ მთელი ღამე და გარ-
ჩევა ვისწავლე.
– კარგი. რაც ახლა მითხარით, პოლიციისთვის თუ გითქვამს?
– არა.
‒რატომ?
‒ არ ვიცი. ერთხელ ჩემს კარში ბარათი დატოვეს, რომელზეც ხე-
ლით მიწერილი იყო, დარეკეო, მაგრამ არ დამირეკავს. ძალიან და-
კავებული ვარ, ხომ გესმით?
– გინდათ თქვათ, რომ სავიზიტო ბარათი დაგიტოვეს?‒ შენა-
ხული გაქვთ?
‒ჰო, მაცივარზე. ახლაც შემიძლია დარეკვა, მაგრამ რაღად მინ-
და, უკვე ხომ ყველაფერს მოგიყევით. ასე არ არის?
– ასეა. შემიძლია ვნახო? გვარი მინდა წავიკითხო.
– აბა, რა. დამელოდეთ.
კაცმა კარი გააღო და სახლში შევიდა. კარი ღია დატოვა და ბოს-
ხმა ნახევრად ცარიელი სასტუმრო ოთახი დაინახა. კედელზე ჯვარ-
ცმა ეკიდა, შუა ოთახში დივანი იდგა ზედ გადაფარებული მექსიკური
ფარდაგებით. კედელზე უზარმაზარი ბრტყელეკრანიანი ტელევიზო-
რი ამ ოთახის მოწყობილობას დიდად არ ეხამებოდა.

185
ფეხბურთის მატჩს უჩვენებდნენ· კაცი სამზარეულოდან გამო-
ვიდა და კარი გამოიხურა. მერე ბოსხს ლოს-ანჯელესის პოლიციის
დეპარტამენტის სტანდარტული სავიზიტო ბარათი მიაწოდა. ერთ
მხარეს ეწერა "ედვარდ მონტეზი“, მეორე მხარეს კი ინგლისურ და
ესპანურ ენებზე „დარეკეთ”.
ბოსხისთვის ეს სახელი და გვარი ნაცნობი იყო, მაგრამ პირადად
ამ კაცს არასოდეს შეხვედრია. ის და მისი პარტნიორი ამ სახლში
მცხოვრებთა ინფორმაციას, ალბათ, სტოტერისა და ქარიმის დავა-
ლებით აგროვებდნენ· მონტეზი ამ დავალებას აშკარად არც ისე დი-
დი მონდომებით ასრულებდა, რადგან თავისი ბარათი უბრალოდ
კარში გაჩხირა და მერე აღარც მოუკითხავს. თუმცა ბოსხს ეს არც
უკვირდა. ასეთ ადგილებში ცოცხალი მოწმეების პოვნა, ვინც რაიმე
ინფორმაციის გაზიარებას მოინდომებდა, ისეთი ძნელი იყო,რომ
გამომძიებლები უფრო სხვა მოწმეებს – ვიდეოკამერებს ეძებდნენ.
– ესე იგი, იმ ღამის შესახებ პოლიციასთან არასოდეს გილა-
პარაკიათ?
– არა, ძმაო. იმ ღამეს არავინ მოსულა და დღისით მე ვმუშაობ,
ეს ბარათიც მაშინ დატოვეს, როცა სამსახურში ვიყავი.
– ხომ არ იცით, ამ სახლში ვინმე ელაპარაკა პოლიციას?
– მისის ხიმენესი. ის ზედა სართულზე ცხოვრობს, მაგრამ არაფე-
რი დაუნახავს და თან ცუდად ესმის.
– საბარგულის და მანქანის კარების ხმის გარდა რა გაიგონეთ?
– არაფერი, ძმაო. სულ ეგ არის.
– ფანჯრიდან არ გაგიხედავთ, რომ გენახათ, რა ხდებოდა?
– არა. ძალიან დაღლილი ვიყავი. ადგომა არ მინდოდა და
კიდევ..
– კიდევ რა?
– ჩაყოფ ცხვირს ეგეთ საქმეში და პრობლემები შეგექმნება.
– ბანდას გულისხმობთ?
– ჰო, რაღაც ეგეთი.
ბოსხმა თავი დაუქნია. 18-ე ქუჩის ბანდას მოსახლეობასთან დი-
დი სიამტკბილობა ნამდვილად არ ჰქონდა. ამიტომაც ბოსხს ეჭვი

186
ეპარებოდა, რომ იპოვიდა ვინმეს, ვინც იმ ღამეს ფანჯარას მივარდა
და დაინახა, რაც ქუჩაში ხდებოდა.
– ხომ არ გახსოვთ, რომელი საათი იყო, ეგ ხმები რომ გაიგო-
ნეთ?
– არა, მართლა აღარ მახსოვს, მაგრამ ნამდვილად მკვლე-
ლობის ღამე იყო, რადგან მეორე დილას მთელი ქუჩა პოლიციით
გაივსო. სამსახურში რომ მივდიოდი, დავინახე.
– სად მუშაობთ?
– აეროპორტში.
ადმინისტრაციაში?
– არა, ძმაო, ტვირთების გადაზიდვაში.
– კარგი, – თავი დაუქნია ბოსხმა, – რა გქვია?
– რიკარდო.
– გვარი?
– პოლიციელი მართლა არა ხარ?

– ვიყავი.
– იყავი? ეგ რას ნიშნავს?
‒თვითონაც არ ვიცი.
– მოკლედ, უბრალოდ, რიკარდო ვარ.
– კარგი. გმადლობ, რიკარდო.
რიკარდომ სიგარეტი იატაკზე დააგდო, ფეხით გასრისა, მერე
ნამწვი აიღო და უახლოეს ყვავილების ქოთანში ჩააგდო.
‒ ღამე მშვიდობისა, მისტერ ყოფილო პოლიციელო·
– ღამე მშვიდობისა.
ბოსხი კიბეს ჩაუყვა, ჭიშკრიდან გავიდა და იქვე დაკიდებულ მო-
ბინადრეთა სიას შეხედა. დარწმუნდა, რომ 20-ე ბინაში ხიმენესი
ცხოვრობდა, ხოლო 103-ში რ. ბენიტესი. მერე თავისი მანქანისკენ
გაემართა.
საჭეს მიუჯდა, გასაღები მოარგო, მაგრამ არ გადაუტრიალებია.
რამდენიმე წუთს იჯდა, ფანჯრიდან ათვალიერებდა იმ ადგილს, სა-

187
დაც ჯეიმზ ალენის ცხედარი კედელს მიაყუდეს და რიკარდო ბენიტე-
სის ნაამბობზე ფიქრობდა. მან საბარგულის და მერე ორჯერ მანქა-
ნის კარის დაკეტვის ხმა გაიგონა. ბოსხმა წარმოიდგინა: ქუჩაზე ჩამ-
ქრალფარებიანი მანქანა შემოვიდა. იქიდან ორი კაცი გადმოვიდა,
მანქანის კარები ღია დატოვეს, საბარგულიდან ცხედარი გადმო-
იღეს, ასფალტზე დასვეს, ზურგით კედელს მიაყუდეს და ისევ მანქა-
ნასთან დაბრუნდნენ. ერთმა საბარგული დაკეტა, მერე ორივე მან-
ქანაში ჩაჯდა და კარები დაკეტეს. მანქანა დაიძრა.
ბოსხმა თავი დააქნია. „ორნი იყვნენო“, გაიფიქრა.
გასაღები გადაატრიალა და მანქანა დაძრა.

25

შინ რომ დაბრუნდა, მისი ქალიშვილის ოთახის კარის ღრეჩო-


დან შუქი გამოდიოდა. ცოტა ხანს ჰოლში ყოყმანობდა, მაგრამ ბო-
ლოს მაინც დააკაკუნა. ეგონა, არავინ უპასუხებდა, რადგან მედის
მუდმივად ყურსასმენები ეკეთა და მუსიკას უსმენდა. ძალიან გაუკ-
ვირდა, როდესაც მედიმ გამოსძახა:
– შეგიძლია შემოხვიდე.
ბოსხმა კარი გააღო და ოთახში შეაბიჯა. მედი ლოგინში იჯდა,
წინ ლეპტოპი დაედო და ყურსასმენებიც ეკეთა.
– სალამი, მოვედი, – უთხრა ბოსხმა.
– ვიცი, – თქვა მედიმ და ყურსასმენები მოიხსნა.
– რას აკეთებ?
– მუსიკას ვუსმენ.

188
ბოსხი ახლოს მივიდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. შეეცადა,არ
შეემჩნია, რომ თავის ქალიშვილთან ასეთი თითო სიტყვიანი
დიალოგი ძალიან სტკენდა გულს.
– რას უსმენ?‒
– „სასიკვდილო ტაქსის”.
– სიმღერის სახელია თუ ჯგუფის?
‒ ჯგუფს „სასიკვდილო ტაქსი შეყვარებულისთვის“ ჰქვია, ჩემს
საყვარელ სიმღერას კი - „შავი მზე”.
– მხიარულად ჟღერს.
– არაჩვეულებრივი სიმღერაა. შენს თავს მაგონებს.
– ეგ როგორ?
‒ არვიცი,უბრალოდ, მაგონებს
– იმპროფილებს გადახედე?
‒ კი.
– მერე?
– მოკლედ, სულ ერთი და იგივე მეორდება. შეგიძლია ყველაფე-
რი ნებისმიერს მოარგო, თუმცა სულ სხვადასხვა საქმეა და მკვლე-
ლობებიც განსხვავებულად არის ჩადენილი.
– რას იზამ, ამბობენ კიდეც, პროფაილერობა ზუსტი მეცნიერება
არ არისო.
მედიმ გულზე ხელები დაიკრიფა.
– ეგ რას ნიშნავს?
– ზუსტად არ ვიცი. როგორც ვხვდები, უამრავ მონაცემს სწავლო-
ბენ და მერე განაზოგადებენ.
– რაღაც მინდა გკითხო, მამა... ოდესმე მკვლელის ან
მკვლელობის ადგილის პროფილი მკვლელობის გახსნაში დაგხმა-
რებია? - სიმართლე მითხარი.
‒ბოსხი დაფიქრდა, რადგან ამ კითხვაზე მზა პასუხი არ არსე-
ბობდა.
‒გასაგებია,‒ ჩემს კითხვას უკვე უპასუხე.
‒არა, მოიცა, – თქვა ბოსხმა, უბრალოდ ვიხსენებდი. იცი, არა-
სოდეს მქონია საქმე, რომელშიც პროფილს პირდაპირ მკვლელზე

189
მიეთითებინა, მაგრამ ძალიან ხშირად კი დამხმარებია. დედაშენი...
– მედი ელოდებოდა, მაგრამ ბოსხმა აღარ განაგრძო.
– რა დედაჩემი?
– იმის თქმა მინდოდა, რომ დედაშენი პროფესიით პროფაი-
ლერი არ იყო, მაგრამ მაინც საუკეთესო პროფაილერი იყო, რომე-
ლიც ოდესმე შემხვედრია. თითქოს ადამიანების აზრებს კითხუ-
ლობდა. ცხოვრებისეული გამოცდილება ეხმარებოდა. მკვლელო-
ბის ადგილისა და მკვლელის მოტივის საოცარი შეგრძნება ჰქონდა.
საქმის ფოტოებს ვაჩვენებდი ხოლმე, ის კი მეუბნებოდა, რასაც ფიქ-
რობდა.
– ჩემთვის ეგ არასოდეს უთქვამს.
‒შენ პატარა იყავი და მკვლელობებზე ხომ არ დაგელაპარაკე-
ბოდა.
ბოსხი ცოტა ხანს დუმდა. მოულოდნელად მიხვდა, რომ
ელეონორ უიში დიდი ხანია არ გახსენებია და ამის გამო თავი ცუ-
დად იგრძნო.
‒ თავისი თეორია ჰქონდა. მისი აზრით, ქვეყანაზე არსებულ ყვე-
ლა მოტივს თუ დაწრეტ, საბოლოოდ მხოლოდ სირცხვილი შეგრჩე-
ბა ხელთ.
‒სირცხვილი და მეტი არაფერი? ‒ ჰკითხა მედიმ.
‒ ჰო,სირცხვილი. ადამიანები სირცხვილის დამალვას ცდი-
ლობენ და ამის გამო სჩადიან დანაშაულს. ვფიქრობ, ეს გონივრუ-
ლია.
მედიმ თავი დაუქნია.
‒ ძალიან მენატრება, ‒ თქვა უცებ.
– ჰო, – დაეთანხმა ბოსხი, –– მესმის, მე, ალბათ, მონატრება
მთელი ცხოვრება გამყვება.
‒ ვფიქრობ ხოლმე, როგორი ცხოვრება მექნებოდა, ისევ
ჩვენთან რომ ყოფილიყო. ზოგჯერ რაიმე რომ მაქვს გადასაწყვეტი,
ძალიან მინდა, ჩემ გვერდით იყოს.
– ხომ იცი, რომ ყოველთვის შეგიძლია დამელაპარაკო?‒ ქა-
ლების საქმეებს ვგულისხმობ.

190
– გასაგებია.
ბოსხმა არ იცოდა, რა ეთქვა. ძალიან ბედნიერი იყო, რომ ქა-
ლიშვილი ასე გულახდილად ელაპარაკებოდა. ეს მათ ცხოვრებაში
პირველად ხდებოდა და ამისათვის მოუმზადებელი აღმოჩნდა.
მიხვდა ,რომ არც ისეთი კარგი მამა იყო.
– რა იყო, სკოლაში ხდება რამე?‒ პრობლემები გაქვს?
– არა, სკოლა სკოლაა. იქ გოგოები სულ იმაზე ლაპარაკო-
ბენ,რომ დედებთან არანაირი ურთიერთობა არა აქვთ, რომ ისინი
მხოლოდ აკონტროლებენ. ხანდახან ძალიან მინდა მეც მყავდეს დე-
და.
ბოსხმა თავი დაუქნია.
– დაველაპარაკებოდი ხოლმე, ‒ განაგრძო მედიმ, – აი, შენ არც
დედა გყავდა და არც მამა.
– ეგ სხვა რამეა. გოგოს მართლა დედა სჭირდება.
– მაგრამ მე აღარასოდეს მეყოლება.
ბოსხი წინ გადაიხარა და თავზე აკოცა. ეს პირველი შემთხვევა
იყო, როცა მისგან წინააღმდეგობა არ უგრძნია. მერე საწოლიდან
წამოდგა და იატაკზე მისი დიდი ნაცრისფერი ჩანთა დაინახა. ყველა-
ფერი ჩალაგებული და წასასვლელად გამზადებული ჰქონდა.
უცებ გაახსენდა, რომ სკოლიდან ლაშქრობაზე უკვე მომდევნო
დღეს მიდიოდა.
– ჯანდაბა, ‒ თქვა მან.
– რაიყო? ‒ ჰკითხა მედიმ.
– სულ დამავიწყდა, რომ ხვალ დილით უკვე მიდიხარ. დღეს სახ-
ლიდან არ უნდა გავსულიყავი.
– არა, რა სისულელეა. ბევრი საქმე მქონდა. ჩალაგება და ეგეთი
რაღაცები, თანაც შინ სულ სამი ღამე არ ვიქნები.
ბოსხი ისევ საწოლზე დაჯდა.
– მაპატიე, – თქვა.
– საპატიებელი რა გაქვს.
– იმედია, კარგ დროს გაატარებ.
– ეჭვი მეპარება.

191
– ყოველ შემთხვევაში, სცადე...
– კარგი.
‒ და აუცილებლად მომწერე ხოლმე მესიჯები.
– უკვე გაგვაფრთხილეს, რომ იქ მობილური ცუდად იჭერს
‒ გასაგებია, მაგრამ, როგორც კი სიგნალი იქნება, მომწერე,საქ-
მე როგორ მიდის.
წინ გადაიხარა და ისევ თავზე აკოცა. შეეცადა, სუნთქვა შეეკავე-
ბინა, რომ მედის ლუდის სუნი არ ეგრძნო. მერე წამოდგა და კარის-
კენ წავიდა.
– მიყვარხარ, პატარავ.‒ დილას, წასვლამდე გნახავ.
– მეც მიყვარხარ, მამა, – უთხრა მედიმ.
ბოსხს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ეს სიმართლე იყო.

26

მეორე დილით მედიმ მამას უზარმაზარი ჩანთის მანქანამდე


მითრევის ნება დიდსულოვნად დართო და სკოლაში წავიდა. ბოსხს
უთხრა, ლაშქრობაზე წასაყვანად ავტობუსი სკოლაში მოვა და მო-
ლაშქრეებს მთაში წაგვიყვანსო.
ჰარი უყურებდა, როგორ მიდიოდა მისი მანქანა ქუჩაში და სევდა
ერეოდა იმის გამო, რომ მომდევნო სამ ღამეს მედი შინ არ გაათევ-
და. სახლში რომ შებრუნდა, ყავა მოიმზადა, ჭიქით ხელში საწერად
გადაქცეულ სასადილო მაგიდას მიუჯდა და პოლიციაში მუშაობის
დროინდელ ჩვეულ საქმეს, მასალების კითხვას შეუდგა.
წიგნად აკინძული მასალები ბოსხისათვის ყოველთვის იყო
ინსტრუმენტი, რომელიც მუდმივად იცვლებოდა და ვითარდებოდა,
ამ შემთხვევაში კი მის ხელთ მხოლოდ ასლები იყო და საკუთარი გა-
მოძიების საფუძველზე ვერაფერს დაუმატებდა. რამდენჯერაც უნდა

192
გადაეკითხა, გვერდების რაოდენობა არ შეიცვლებოდა და ყველა
სიტყვა თავის ადგილზე დარჩებოდა. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ
ჰქონდა, რადგან კვლევისას მოვლენების მნიშვნელობა მაინც იც-
ვლებოდა. ახლა მან საქმის შესახებ ბევრად მეტი იცოდა, ვიდრე მა-
შინ, როდესაც ლექსი პარქსის მკვლელობის საქმეს პირველად ჩა-
ხედა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ახალშეძენილი ცოდნის საფუძველ-
ზე გაფილტრული ფაქტები შეიძლებოდა უფრო მნიშვნელოვანი გამ-
ხდარიყო.
კითხვა პირველი გვერდიდან დაიწყო და სატელეფონო ჩანაწე-
რების ოქმს მიადგა. მსხვერპლის პერსონალური და სამსახურებრი-
ვი ტელეფონების ჩანაწერების შესწავლა გამომძიებლებს მკვლე-
ლობამდე სამი თვით ადრინდელი პერიოდიდან დაუწყიათ, ახლა
სწორედ იმ პირებს დაჰკითხავდნენ, ვინც ამ ზარების საფუძველზე
დაადგინეს, როდესაც ლაბორატორიიდან დნმ-ის ანალიზის პასუხი
მიიღეს და ის და'ქუან ფოსტერისას დაემთხევა. ამან ძიება სხვა მი-
მართულებით წაიყვანა. ბოსხს შთაბეჭდილება შეექმნა, რომ მას
შემდეგ, რაც ძიების ერთადერთი ობიექტი ფოსტერი გახდა, გამომ-
ძიებლებს სატელეფონო ზარების სიის შესწავლა აღარ გაუგრძელე-
ბიათ. თუმცა დიდი შრომა გასწიეს. ფურცელზე ჩამოთვლილი თი-
თოეული ნომრის გასწვრივ რამდენიმე წინადადებიანი ახსნა-გან-
მარტება ეწერა ან მითითებული იყო, რომ ესა თუ ის პირი ეჭვს არ
იწვევდა.
ეს დოკუმენტი ბოსხს ადრეც ჰქონდა შესწავლილი, მაგრამ ახლა
მოპოვებული ფაქტების გათვალისწინებით ერთმა ნომერმა მაინც
მიიპყრო მისი ყურადღება. სიკვდილამდე ოთხი დღით ადრე ლექსი
პარქსმა საიუველირო სალონ „ნელსონ გრანტი და ვაჟიშვილებ-
ში“დარეკა. ამ ნომრის გასწვრივ გამომძიებლებს აღნიშვნა „ეჭვს არ
იწვევს“ გაეკეთებინათ.
აშკარა იყო, რომ ეს ზარი გატეხილ საათს შეეხებოდა, მაგრამ შე-
რიფის დეპარტამენტის გამომძიებლები ამით რატომღაც არ და ინ-
ტერესებულან, ბოსხის რადარზე კი ეს საათი მსხვერპლის სახლში

193
ნანახი ცარიელი კოლოფის გამო მოხვდა. თუმცა იქნებ პარქსი მხო-
ლოდ იმის გასაგებად რეკავდა, შეაკეთეს თუ არა მისი საათი.
სია კიდევ ერთხელ ჩაათვალიერა და სამსახურიდან დარეკილი
ზარების სიაზე გადავიდა, მაგრამ საიუველირო სალონის ნომერი იქ
ვეღარ აღმოაჩინა.
სამსახურის სატელეფონო ზარების სია არასრული იყო, მაგრამ
მაინც შთამბეჭდავი. სიკვდილამდე რამდენიმე თვის განმავლობაში
ლექსი პარქსს ათასობით ნომერზე დაურეკავს. ალბათ, როგორი
ბედნიერები იყვნენ კორნელი და შმიდტი, როდესაც და'ქუან ფოსტე-
რის დნმ-ის ამბავი გაიგეს და მიხვდნენ, რომ შეეძლოთ ამ სიის შეს-
წავლა აღარ გაეგრძელებინათ. ერთადერთი, რაც ამის შემდეგ უნდა
გაეკეთებინათ, სიისთვის გადაეხედათ და შეემოწმებინათ, მსხვერ-
პლსა და ეჭვმიტანილს შორის რაიმე კონტაქტი ხომ არ იყო. ვერა-
ფერი აღმოაჩინეს და ზარების სიის შესწავლას თავი დაანებეს. ეს
მათ დილეტანტიზმზე მეტყველებდა. მათ ეჭვმიტანილი უკვე ჰყავ-
დათ და იმის შესწავლით, რაც მას პირდაპირ არ უკავშირდებოდა,
თავი აღარ შეიწუხეს.
ბოსხმა ლეპტოპი გახსნა და საიუველირო სალონი „ნელსონ
გრანტი და ვაჟიშვილები“ მოძებნა. „გუგლის“ რუკების მიხედვითდა-
ადგინა, რომ ის სანსეთ-ბულვარზე, სავაჭრო ცენტრ „სანსეთ პლა-
ზაში" მდებარეობდა და ყოველ დილას ათ საათზე იღებოდა.
მაშინვე წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ გაღებამდე კიდევ ერთი სა-
ათი იყო დარჩენილი. ამიტომ მათი ვებგვერდი გახსნა და გაიგო,
რომ ისინი ყველანაირი საიუველირო საქონლით, მათ შორის
საათებითაც, ვაჭრობდნენ, მაგრამ „ოდემარს პიგეს“ საათების შესა
ხებ ვებგვერდზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.
მერე მწარმოებლის სახელი დაგუგლა და რამდენიმე ონლაინ
დილერის სახელი იპოვა, ერთ-ერთი მათგანი დაკლიკა და შვე-
იცარიული წარმოების საათების მთელი გვერდი გახსნა. მერე ძიება
„როიალ ოუკ ოფშორის“ მოდელამდე დაიყვანა და 14 000 დო-
ლარად ღირებული საათის სურათი გაიხსნა. ბოსხმა დაუსტვინა ‒
ერთი წლის წინ ჰარიკის გადახდილ თანხასა და საათის ნამდვილ

194
ღირებულებას შორის განსხვავება დაახლოებით 10 000 დოლარს
შეადგენდა.
მწარმოებლის ვებგვერდს დაუბრუნდა და „ოდემარს პიგეს“ სერ-
ტიფიცირებული დილერების სია გახსნა. ამერიკის შეერთებულ შტა-
ტებში ამ ბრენდის სულ სამი მაღაზია და სერვისცენტრი არსებობდა,
უახლოესი კი ლას-ვეგასში ყოფილა. ბოსხმა ამ ცენტრის ორი ტელე-
ფონი ამოიწერა და ლექსი პარქსის საქმის მასალებში ისევ ტელე-
ფონების სიას დაუბრუნდა. სასურველი ნომრის პოვნა ადვილი აღ-
მოჩნდა, რადგან ლასვეგასის კოდი – 702 იცოდა.
ბოსხმა ამ სერვისცენტრში დარეკილ ორ ზარს მიაგნო. ერთხელ
ხუთშაბათს, 5 თებერვალს, იმ დღეს, როდესაც ლექსი პარქსმა
„ნელსონ გრანტი და ვაჟიშვილების“ ოფისში დარეკა. „ოდემარს პი-
გეს“ სერვისცენტრში სამსახურის ტელეფონით დაურეკავს და თით-
ქმის ექვს წუთს უსაუბრია. ოთხი საათის შემდეგ პარქსის ოფისში
სერვისცენტრიდან დარეკეს. ამჯერად საუბარი ორ წუთს გაგრძელ-
და.აშკარა იყო, რომ ორივე ზარი ლექსი პარქსის საათსა და მის შე-
კეთებას შეეხებოდა.
ბოსხმა ტელეფონი ამოიღო და უკვე დარეკვას აპირებდა, მაგრამ
მერე დაფიქრდა და გადაწყვიტა, მოეცადა. იფიქრა, რომ იქ დარეკ-
ვამდე მეტი ინფორმაციის შეგროვება იყო საჭირო. ფოლდერის
ყდის შიდა მხარეს პარქსის ორივე ზარის ზუსტი დრო ჩაიწერა. პირ-
ველი ზარი ვეგასის სერვისცენტრში იყო და ბოსხმა დაასკვნა, რომ
ლექსი თავისი საათის შეკეთების თხოვნით რეკავდა, მაგრამ სულ
რაღაც თოთხმეტი წუთის შემდეგ „ნელსონ გრანტისა და ვაჟიშვილე-
ბის“ მაღაზიაში დარეკა, იქ, სადაც მისმა ქმარმა ეს საათი შეიძინა.
საუბარი მხოლოდ სამოცდაჩვიდმეტი წამი გრძელდებოდა.
ოთხი საათის შემდეგ კი ლას-ვეგასის სერვისცენტრიდან ვი-
ღაცამ ლექსი პარქსს ოფისში დაურეკა, საუბარი ორ წუთსა და ორ
წამს გაგრძელდა. ბოსხმა არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი
და ჰქონდა თუ არა ამ ზარებს რაიმე კავშირი ოთხი დღის შემდეგ
მომხდარ მკვლელობასთან, მაგრამ, რადგან საქმეში ამდენი კით-

195
ხვის ნიშანი გაჩნდა, მათზე პასუხის გაცემის გარეშე წინ ვერ წაიწევ-
და. შერიფის დეპარტამენტის გამომძიებლებს საათისთვის ყურად-
ღება არც მიუქცევიათ. ისინი სხვა საქმეებით იყვნენ დაკავებული და
ამიტომ ამის გარკვევა ბოსხს ერგო წილად. მან კი იმ მაღაზიიდან
დაწყება გადაწყვიტა, რომელშიც მსხვერპლის ქმარმა საათი ასეთი
დიდი ფასდაკლებით იყიდა. იქიდან მწარმოებლის სერვისცენტრში
წავიდოდა.
ყველა ოქმი და დოკუმენტი ერთ დასტად შეაგროვა, ნაპირები
გაუსწორა და მაგიდაზე ლეპტოპის გვერდით დააწყო. სამზარეულო-
ში ყავა თავის სამგზავრო კათხაში დაისხა, მანქანის გასაღები აიღო
და უკვე სამზარეულოს კარიდან გასვლას აპირებდა, როდესაც ზა-
რის ხმა გაიგონა. კათხა მაგიდაზე დადო, კარისკენ წავიდა და გა-
აღო.
ზღურბლზე ქალი და მამაკაცი იდგნენ. გვარიანად ჩასუქებუ-
ლებს, კოსტიუმები ეცვათ და მამაკაცს ჰალსტუხიც ეკეთა. არ იღიმე-
ბოდნენ, ცივი თვალებით იყურებოდნენ და სანამ თავიანთ ვინაობას
დაასახელებდნენ, ბოსხი მიხვდა, რომ პოლიციელები უნდა ყოფი-
ლიყვნენ.
– მისტერ ბოსხი ბრძანდებით? – იკითხა კაცმა.
– დიახ, მე ვარ, – უპასუხა ბოსხმა, – რით შემიძლია დაგეხ-
მაროთ?
– ჩვენ გამომძიებლები ვართ შერიფის დეპარტამენტიდან. ეს დე-
ტექტივი შმიდტია, მე კი – კორნელი. გვინდა დაგელაპარაკოთ,თუ,
რა თქმა უნდა, დრო გაქვთ.
– მაქვს, მაგრამ ცოტა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ბოსხი არ განძრეულა, მათი
შემოპატიჟება არც უცდია.
– აქ, კართან ვილაპარაკოთ?
– რატომაც არა. ვატყობ, დიდი ხნის საქმე არ უნდა გქონდეთ.
როგორც ვხვდები, ეს გასაყიდად გამოტანილ სახლში ჩემს გუშინ
დელ ვიზიტს შეეხება. ასე არ არის?
– პარქსის საქმეში დაცვის მხარეზე მუშაობთ?

196
– დიახ.
– კერძო დეტექტივის ლიცენზია გაქვთ, სერ?
– დაახლოებით თორმეტი წლის წინ მქონდა, მაგრამ, ალბათ, უკ-
ვე ვადა გაუვიდა. ამიტომ, სანამ ლიცენზიას აღვადგენ,ლიცენზირე-
ბულ კერძო დეტექტივთან ვთანამშრომლობ. მისგან მაქვს დაქირა
ვების წერილიც, რაც ყველაფერს აშკარასა და კანონიერს ხდის.
შეიძლება წერილს დავხედოთ, სერ?
– რა თქმა უნდა, ახლავე დავბრუნდები.
ბოსხმა კარი დახურა, სტუმრები გარეთ დატოვა, მოძებნა წერი-
ლი, რომელიც ჰელერმა გაუკეთა, და ისევ კართან დაბრუნდა. შმიდ-
ტმა, რომელსაც აქამდე სიტყვაც არ დაუძრავს, წერილი გამოართვა
და, სანამ მისი პარტნიორი ბოსხს ტუქსავდა, წაიკითხა.
– გუშინ ძალზე უჭკუოდ მოიქეცით, – უთხრა კორნელმა.
– რატომ? – ჰკითხა ბოსხმა.
‒თვითონაც მშვენივრად იცით, რატომ. დანაშაულის ადგილზე
მოტყუებით შეაღწიეთ.
‒ წარმოდგენა არა მაქვს, რაზე ლაპარაკობთ. ამ სახლის გაყიდ-
ვაზე ვფიქრობდი. ჩემი შვილი მომდევნო ოთხ წელს კოლეჯში გაა-
ტარებს და ამით მიღებული დანაზოგის გამოყენება მინდოდა.
– მისმინე, ბოსხ, შენთან მიდებ-მოდებას არ ვაპირებ. კიდევ ერ-
თხელ გადაკვეთ ზღვარს და თავს დააბრალე. ახლა უკანასკნელ
გაფრთხილებას გაძლევ. ჩვენ ყველაფერი გავარკვიეთ და გა-
ვიგეთ,ომ ერთ დროს კანონმორჩილი მოქალაქე იყავი, ერთ დროს,
მაგრამ ახლა აღარ.
– მიდი რა, კორნელ, ამ საქმეზე შენს ნამუშევარს გავეცანი და
მინდა გითხრა, რომ ძალიან სუსტია.
‒ შმიდტმა ბოსხს წერილი გაუწოდა, მაგრამ სანამ ის გამო-
ართმევდა, კორნელმა ხელიდან გამოჰგლიჯა.
‒ სუსტი სწორედ ეს შენი წერილია, – ხელი, რომელშიც ფურცე-
ლი ეჭირა, უკან გასწია და ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს უკა-
ნალი გაიწმინდა და გაუწოდა, მაგრამ ბოსხმა არ გამოართვა.
‒მშვენიერია, – თქვა მან, – დახვეწილი და ჭკვიანური.

197
ნაბიჯი უკან გადადგა, უნდოდა, კარი მათ ცხვირწინ მიეკეტა, მაგ-
რამ კორნელმა მოასწრო, ფურცელი დაჭმუჭნა და ესროლა.
ბოსხი კართან იდგა და მათ ნაბიჯებს უსმენდა, სახე დამცირების-
გან უხურდა. თუ ამ დეტექტივებმა საქმე შეისწავლეს, ეს იმას ნიშნავ-
და, რომ მისი ბნელ მხარეზე გადასვლის შესახებ დეპარტამენტში
უკვე ყველამ იცოდა. მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა,რომ ადა-
მიანი, რომელსაც მკვლელობის ბრალდება ჰქონდა წაყენებული,
ბოსხის აზრით, უდანაშაულო იყო. მათთვის მთავარი მისი დაცვის
მხარის გამომძიებლად მუშაობა იყო.
შუბლი კარს მიადო. ერთი კვირის წინ ის პანსიაზე გასული
პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი იყო. ახლა, ალბათ, სხვა პი-
როვნებად გადაიქცა. გაიგონა, როგორ დაიძრა მათი მანქანა. ასე
კარზე შუბლმიყრდნობილი ელოდებოდა, როდის წავიდოდნენ და
მერე თვითონაც გავიდა სახლიდან.

27

„ნელსონ გრანტი და ვაჟიშვილებთან“ მანქანა რომ გააჩერა,


მაღაზია ჯერ არ გაეღოთ. დაინახა, როგორ აინთო შიგნით სინათლე
და მერე, 10:05 საათზე, აზიური გარეგნობის ახალგაზრდა კაცი
შუშის კარს შიგნიდან მოადგა, დაიხარა და კარი გააღო. მერე გა-
რეთ გამოვიდა, ხელში დასაკეცი განცხადება ეჭირა, წარწერით „გა-
ყიდვა“, მაღაზიის შესასვლელთან დაამაგრა და უკან დაბრუნდა.
„ნელსონ გრანტი და ვაჟიშვილები“ მყიდველების მისაღებად მზად
იყო.
ბოსხმა ყავის ბოლო ყლუპი მოსვა და თავისი „ჩეროკიდან“ გად-
მოვიდა. გვიანი დილა იყო, სანსეთი გვარიანად გადატვირთული,
მაგრამ „სანსეთპლაზას“ მაღაზიებსა და მათკენ მისასვლელ ბილი-

198
კებზე არავინ ჩანდა. ეს ევროპელების შოპინგისა და კვების საყვა-
რელი ადგილი იყო და ამიტომ აქტიურობა აქ მხოლოდ სადილის
შემდეგ ან უფრო გვიან იწყებოდა.
ცარიელ მაღაზიაში რომ შევიდა, მის თავს ზემოთ ზარის სუსტი
წკარუნი გაისმა. რამდენიმე წამის შემდეგ უკანა ოთახიდან ისევ ის
აზიელი გამოჩნდა. პირი რაღაცით ჰქონდა გამოტენილი და ღეჭავ
და. V-ს ფორმის ვიტრინის უკან, ცენტრში დადგა და საჩვენებელი
თითი ზევით ასწია, თითქოს ბოსხს სთხოვდა, ერთი წუთი დამაცა დე-
თო. ბოლოს გადაყლაპა, რაც პირში ედო, ბოსხს გაუღიმა და
ჰკითხა, შემიძლია დაგეხმაროთო.
– იმედია, – უპასუხა ბოსხმა და ვიტრინასთან მის პირდაპირ გა-
ჩერდა.
‒„ოდემარს პიგეს“ საათებს ყიდით?
– „ოდემარს პიგე“? ‒ იკითხა კაცმა და ეს სახელი სრულიად გან-
სხვავებულად გამოთქვა, ჩვენ მათი დილერები არა ვართ, მაგრამ
მეორად გაყიდვებზე პერიოდულად მათ ერთეულ ეგზემპლარებს
ვყიდით ხოლმე. გასულ წელს მხოლოდ ორი საათი გვქონდა და
ორივე გაიყიდა. ამ საათებით კოლექციონერები ინტერესდებიან
ხოლმე და, თუ ხელში ჩაგვივარდა, ძალიან სწრაფად იყიდება.
– ესე იგი, ნახმარი საათები იყო?
– ჩვენ მათ ოჯახის საკუთრებაში ნამყოფს ვეძახით.
– გავიგე, ოჯახის საკუთრებაში ნამყოფი. აი, ახლა ეგ რომ
თქვით, გამახსენდა, შარშან ვიყავი თქვენთან და ერ-თერთი მათგა-
ნი, ქალის საათი ვნახე. ეს სადღაც დეკემბერში იყო, ასეა?
– ოჰ, დიახ, მგონი, დეკემბერში იყო. მას შემდეგ მაგ ბრენდის სა-
ათი არ გვქონია.
‒ „როიალ ოუქი“ იყო, არა?
– უფრო ზუსტად, მოდელს „როიალ ოუქ ოფშორი” ერქვა.
კოლექციონერი ხართ, სერ?
‒ კოლექციონერი?‒ გარკვეული აზრით, დიახ. ერთი მეგობარი
მყავს, ვინსენტ ჰარიკი, იცნობთ? ის საათი დეკემბერში სწორედ მან
იყიდა, არა?

199
კაცი ერთდროულად დაეჭვებულიც ჩანდა და დაბნეულიც.
– ჩვენს კლიენტებზე ლაპარაკის უფლება არა მაქვს, სერ, თუ აქ
რომელიმე საათი დაგაინტერესებთ, შემიძლია გიჩვენოთ, ‒უთხრა
და ხელი შუშისზედაპირიან დახლს მოატარა.
ბოსხი უსიტყვოდ უყურებდა. რაღაც შეეშალა. როგორცკ კი
ჰარიკის სახელი და დეკემბერში გაყიდული საათი ახსენა, კაცი
ძალიან განერვიულდა და თვალი უკანა ოთახის კარისაკენ გააპარა,
ბოსხმა გადაწყვიტა, მოვლენები დაეჩქარებინა და კაცის რეაქციას
დაჰკვირვებოდა.
– მოკლედ, ვინ მოკვდა?
– რაზე ლაპარაკობთ? – ჰკითხა კაცმა.
– ოჯახის საკუთრებიდან რაიმე ნივთს, ალბათ, მისი პატრონის
სიკვდილის შემთხვევაში ყიდიან ხოლმე, არა?
– არა, აუცილებელი სულაც არ არის. არიან ადამიანები,
რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ოჯახის ძვირფასეულობის კო-
ლექციას ან საათებს ყიდიან. სწორედ ეს ითვლება ოჯახის საკუთრე-
ბის გაყიდვად, თავი ოდნავ მიატრიალა და ისევ კარს შეხედა.
– ვის უყურებთ?‒ მისტერ გრანტი იქ, უკანა ოთახშია? – ჰკითხა
ბოსხმა.
‒ვინ?
– ნელსონ გრანტი იქ არის?
– ნელსონ გრანტი არ არსებობს. ეს მხოლოდ ბრენდის სახელია.
ჩვენი გვარის გამოთქმა ძალიან უჭირთ და იმიტომ... მამაჩემმა გა-
მოიგონა, როცა ეს მაღაზია გახსნა.
– იმ ოთახში მამათქვენია?
– არა, იმ ოთახში არავინ არის და მამაჩემი დიდი ხნის წინ გა-
ვიდა პენსიაზე. მაღაზიას მე და ჩემი ძმა ვუძღვებით. იქნებ მითხრათ,
რატომ მისვამთ ამ შეკითხვებს?
– იმიტომ, რომ მკვლელობის საქმეს ვიძიებ. თქვენ რა გვარი
ხართ, სერ?
– ვალდებული არა ვარ, ჩემი გვარი გითხრათ და თუ რაიმეს ყიდ-
ვას არ აპირებთ, იძულებული ვარ, გთხოვოთ წახვიდეთ.

200
– მართლა? –გაეღიმა ბოსხს.
‒ დიახ, მართლა, გთხოვთ წახვიდეთ.
ბოსხმა დახლზე, სპეციალურ სადგამზე დამაგრებულ პლასტიკუ-
რი სავიზიტო ბარათების კონტეინერს მოჰკრა თვალი. მშვიდად წა-
ვიდა იქით და დასტიდან ერთი ბარათი ამოიღო. მასზე ორი სახელი
და ერთი გვარი ეწერა, ძმები, ბარათი ხმამაღლა წაიკითხა:
‒ პიტერ და პოლ ნგუენები... სწორად გამოვთქვი?
– დიახ, ახლა კი გთხოვთ, წახვიდეთ.
– ახლა ვხვდები, რატომ აირჩია მოხუცმა ნგუენმა სახელი გრან-
ტი. თქვენ პიტერი ხართ თუ პოლი?
– ამის ცოდნა რაში გჭირდებათ?
– იმიტომ, რომ საქმეს ვიძიებ.
ბოსხმა საფულე, იქიდან კი პოლიციის დეპარტამენტის ბარათი
ამოიღო. როცა ნგუენს გაუწოდა, ისე დაიჭირა, რომ სიტყვას „პენსი-
აზე“ ცალი თითით ფარავდა. ამ ხრიკზე თავის საძინებელში, სარკის
წინ დიდხანს ვარჯიშობდა.
‒ კარგი, ბეიჯზე რას მეტყვით? ‒რატომ არა გაქვთ?
‒რამდენიმე მარტივი შეკითხვის დასასმელად ბეიჯი არაფერში
მჭირდება, თუ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობაზე უარს არ მეტ-
ყვით.
– თუ ყველაფერს სწრაფად მოვამთავრებთ, მკითხეთ.
– კარგი. ესე იგი, პიტერი ხართ თუ პოლი?
– პიტერი.
‒კარგი, პიტერ, აბა, ამას შეხედეთ.
ბოსხმა თავის ტელეფონში ფოტოარქივი გახსნა, მოძებნა სურა-
თი, რომელიც ლექსი პარქსის მკვლელობის თაობაზე „თაიმსის“ერ-
თ-ერთი სტატიიდან ჰქონდა გადაღებული და ნგუენს გაუწოდა.
– ამ ქალს იცნობთ? ‒იყო თქვენს მაღაზიაში ამ წლის დამდეგს?
ნგუენმა თავი გააქნია, ძალიან დაბნეული ჩანდა.
– იცით, რამდენი ადამიანი იყო ჩვენს მაღაზიაში წლის დამდეგი-
დან? თან ყოველდღე და ყოველ წუთს აქ ვერ ვიქნები. მე და ჩემს

201
ძმას დაქირავებული თანამშრომლები გვყავს. ასე რომ, თქვენს
შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია.
– ეს ქალი მოკლეს.
‒ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩვენს მაღაზიასთან ამას კავშირი არა
აქვს.
– მან თქვვენთან თებერვალში, მკვლელობამდე ოთხი დღით ად-
რე დარეკა.
ნგუენი თითქოს გაიყინა, აშკარად რაღაც გაახსენდა.
– აბა... – წააქეზა ბოსხმა.
– ახლა გამახსენდა, – თქვა კაცმა, – დეტექტივმა ქალმა დარეკა
შერიფის დეპარტამენტიდან, რაღაც მკვლელობას ახსენებდა და
იკითხა თქვენთან ხომ არავის დაურეკავსო.
– იმ დეტექტივის გვარი შმიდტი იყო? ‒თქვენ რა უთხარით?
– არა, დეტექტივის გვარი არ მახსოვს. ჩემს ძმასთან გადავამოწ-
მე. იმ ქალმა რომ დარეკა, მორიგე ის იყო. იმ ქალს უკითხავს,სად
შეიძლებოდა საათის შეკეთება. პოლმა კი ურჩია, ინტერნეტში ამ
ბრენდის ვებგვერდზე შედით და დაუკავშირდითო. ჩვენ საათების
შესაკეთებელი სახელოსნო არა გვაქვს, მხოლოდ ვყიდით.
ბოსხი ყურადღებით მიაჩერდა. მისი აზრით, ან თვითონ ტყუო-
და,ან ძმამ მოატყუა. ლექსი პარქსი მაღაზიას ლასვეგასში
„ოდემარს პიგეს“ ცენტრში დარეკვის შემდეგ დაუკავშირდა. ნაკლე-
ბად სავარაუდო იყო, რომ მაღაზიაშიც იმავე შეკითხვით დაერეკა.
ძმებ ნგუენებს რაღაც სხვა მიზეზით მიმართა და ისინი ამას
მალავდნენ.
– თქვენი ძმა სად არის?‒ მასთან ლაპარაკი მინდა.
– შვებულებაშია.
– როდემდე?
– სანამ არ დაბრუნდება. მისმინეთ, ცუდი არაფერი ჩაგვიდენია.
პოლმა მხოლოდ და მხოლოდ ტელეფონის ზარს უპასუხა და ქალს
ურჩია, რა გაეკეთებინა.
– ტყუილია, პიტერ, და ეს ორივემ კარგად ვიცით. როდესაც გა-
ვარკვევ, რატომ ტყუით, აუცილებლად დავბრუნდები. ეს იმ

202
შემთხვევაში, თუ საკუთარი თავის გადარჩენაზე არ დაფიქრდებით
და ყველაფერს ახლავე არ მიამბობთ.
ნგუენი მდუმარედ უყურებდა. ბოსხმა სხვა ხერხი სცადა.
– თუ ამ საქმეში მამათქვენის გარევა დამჭირდება, ამასაც გავა-
კეთებ.
‒ მამაჩემი მკვდარია. როდესაც მოკვდა, ეს ბიზნესი სულს
ღაფავდა, მე და ჩემმა ძმამ დავაყენეთ ფეხზე.
მან ხელი ისე მოატარა ვიტრინების თავზე, თითქოს უნდოდა,
ბოსხს ძვირფასეულობის სრული ბრწყინვალება შეეფასებინა.
სწორედ ამ დროს მაღაზიაში შუშის კარიდან კლიენტი შემოვიდა
და მარჯვენა ვიტრინისაკენ წავიდა. ფართოფარფლებიანი ქუდი ეხუ
რა, ვიტრინებისკენ დაიხარა, რომ ძვირფასეულობა უკეთ დაეთვა-
ლიერებინა.
ბოსხმა ჯერ მას გახედა, მერე ისევ ნგუენს მოუტრიალდა.
– ახლა უნდა წახვიდეთ,‒ უთხრა მან, – მყიდველი მყავს.
ბოსხმა ჯიბეში ხელი ბარათის ამოსაღებად ჩაიყო. ეს მისი ძველი
ბიზნესბარათი იყო, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა დეპარტამენტში
მუშაობდა. გაუხსნელი საქმეების დეპარტამენტის ნომერს ზევიდან
თავისი მობილურის ნომერი გადააწერა, სიტყვას „პენსიაზე“ კი გა-
ურკვეველი ხელით დააწერა რაღაც, იმ შემთხვევისათვის, თუ ბარა-
თი ხელში შემთხვევით არასასურველ პირს ჩაუვარდებოდა და მის
წინააღმდეგ გამოყენებას დააპირებდა.
ბარათი ნგუენს ვიტრინაზე დაუდო.
‒დიდი მადლობა,‒ უთხარით თქვენს ძმას, დამირეკოს, სანამ
ძალიან გვიან არ იქნება.
ბოსხი თავისი მანქანისაკენ წავიდა. მაღაზიაში სანდო ინფორმა-
ცია ვერ გაიგო, მაგრამ გრძნობდა, რომ გალია კარგად შეანჯღრია
და რაღაც უფრო მნიშვნელოვანს – ეჭვს მიაღწია. მიხვდა,რომ სულ
უფრო და უფრო უახლოვდებოდა გადაკვეთის წერტილს,იმ ადგილს,
სადაც ლექსი პარქსი წაბორძიკდა და ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
საჭესთან დაჯდა, მაგრამ მანქანა არ დაუქოქავს. მომდევნო
ნაბიჯებზე ფიქრობდა. ყავის ჭიქა აიღო, მაგრამ მერე გაახსენდა,

203
რომ შიგ ყავა აღარ იყო. უცებ, პირველად თავის ცხოვრებაში, მიხ-
ვდა, როგორ თავისუფლად შეეძლო გუმანს მიჰყოლოდა და ბადე იმ
მიმართულებით მოესროლა, რომელსაც თვითონ ჩათვლიდა საჭი-
როდ. თავის გუმანს, რა თქმა უნდა, დეპარტამენტშიც ენდობოდა,
მაგრამ ყოველთვის არსებობდა ლეიტენანტი და ზოგჯერ კაპიტანიც,
რომლისთვისაც ანგარიში უნდა ჩაებარებინა და ნებართვა ეთხოვა.
არსებობდა პროცედურული და მტკიცებულებების წარდგენის წესე-
ბი, არსებობდა პარტნიორი და პარტნიორებს შორის მოვალეობე-
ბის განაწილება. არსებობდა ბიუჯეტი და მუდმივი შიში იმისა, რომ
ნებისმიერი შენი ქმედება, შენ მიერ დაბეჭდილი ნებისმიერი სიტყვა
შემოწმდებოდა და შეიძლებოდა შენს საწინააღმდეგოდაც გამოყე-
ნებულიყო.
ბოსხს ეს ტვირთი აღარ ჰქონდა და ახლა პირველად მიხვდა და
იგრძნო, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება. შინაგანი ხმა კარნა-
ხობდა, რომ საათი, რომლის ბრენდის სახელს სწორად ვერც კი
გამოთქვამდა, ამ საიდუმლოს გასაღები უნდა ყოფილიყო. მაღაზი-
აში თავის სამფლობელოსა და კომფორტის ზონაში, ნგუენი ისე და-
იბნა, რომ საათის ფაქტორის იგნორირება არაფრით არ შეიძლებო-
და, ბოსხმა გადაწყვიტა, მაღაზიიდან მყიდველის გამოსვლას და-
ლოდებოდა, ისევ დაბრუნებულიყო და ნგუენის გამოკითხვა ამჯე-
რად უფრო მკაცრად გაეგრძელებინა; ან მანქანაში დალოდებოდა,
მისი ძმა ხომ არ გამოჩნდებოდა. მერე მაინც იფიქრა, თავისი თავი-
სუფლება გამოეყენებინა და გუმანს ყოველგვარი ახსნა-განმარტე-
ბისა და ნებართვის გარეშე მიჰყოლოდა.
„ჩეროკი“ დაქოქა და დაიძრა.
ლონგი მანქანაში დაბრუნდა და სანსეთ-ბულვარი ყურადღებით
მოათვალიერა.
‒ სად წავიდა?
საჭესთან მჯდარმა ელისმა ხელი აღმოსავლეთისკენ გაიშვირა.
– ალბათ, სახლში, – უპასუხა მან, –– ნგუენმა რა თქვა?
– ბოსხმა საათისა და პარქსის ზარის შესახებ ჰკითხა. ნგუენმა
თავი დაიმუნჯა. უთხრა, რომ ყველაფერ ამასთან მის ძმას ჰქონდა

204
საქმე... მაგრამ ბოსხი აშკარად დაბრუნდება. ეს უკვე ძალიან სე-
რიოზული ხდება, პარტნიორო, ძალიან მოგვიახლოვდა.
ელისი ფიქრობდა. მანქანას არ ძრავდა.
– კიდევ რამეა? – ჰკითხა ლონგს.
– ამბობს, მეტი არაფერიო. ძალიან შეშინებული ჩანს. კიდევ რა-
მე რომც ყოფილიყო, არ იტყოდა.
ელისი მანქანის დაძვრას აპირებდა, მაგრამ ხელი ჩამოუშვა.
– მისი ძმა სადღა ჯანდაბაშია?
– არ ვიციო. ალბათ, მექსიკაშიო.
– შენ თვითონ რა გაიგონე, მაღაზიაში რომ შეხვედი?
– მარტო კუდს მივუსწარი, მაგრამ ვფიქრობ, ნგუენის ნათქვამს
არ ჭამდა. დარწმუნებული ვარ. მოკლედ, საკითხი უნდა დავხუროთ,
სამუდამოდ. ეს მოტოციკლეტისტის შემთხვევა აღარ არის. ის გაფ-
რთხილება იყო, ბოსხი კი აშკარა საფრთხეა.
‒უნდა დაველოდოთ, სანამ ორივე ძმა ერთად იქნება. მექსიკის
ამბავი სისულელეა.
‒ მეც ასე ვფიქრობ.
არც ერთს ხმა აღარ ამოუღია, მანქანაში სიჩუმე ჩამოწვა.
ბოლოს ლონგმა მაინც იკითხა:
– მოკლედ, რას ვაკეთებთ?
– ტელეფონი შეამოწმე. ნახე, ბოსხი სად წავიდა.
– შენ არ თქვი, სახლშიო?
– ჰო, მაგრამ მაინც დააზუსტე.
ლონგმა ტელეფონი ჩართო. ბოსხის ადგილმდებარეობის
დასადგენად სულ რამდენიმე წამი დასჭირდა.
‒ ლასიენეგაზე მიდის, მეათე ქუჩისკენ.
‒ ნებისმიერ ადგილას შეიძლება მიდიოდეს.
ელისმა გასაღები გადაატრიალა და მანქანა დაქოქა.
– ესე იგი, რას ვაკეთებთ? იკითხა ისევ ლონგმა, – უბრალოდ,
გამოგვყავს და პრობლემას ამით ვამთავრებთ?
ელისმა თავი გააქნია.

205
– ასე მარტივი არ არის, – უთხრა მან, მეგობრები ჰყავს. ჰელე-
რი მეორე გამომძიებელსაც თუ დაკარგავს, შეკითხვები გაჩნდება.
ეგ არაფერში გვჭირდება.
ელისმა სარკე შეამოწმა და უკვე მანქანის დაძვრას აპირებდა.
‒შეიძლება ყველაფერი იქამდე მივიდეს, რომ არჩევანი აღარ
გვქონდეს.
‒შეიძლება, მაგრამ ჯერ ხომ არ მისულა.
ელისმა სარკეში დაინახა, რომ ნაცნობმა ფიგურამ სანსეთი
გადაჭრა.
‒ ყველაფერს იღებს ის, ვისაც ლოდინი შეუძლია, – თქვა მან,–
აი, ძმაც გამოჩნდა·
– სად?
– ჩვენ უკან. მაღაზიისკენ მიდის. ვიცოდი, რომ ის ტიპი იტყუებო-
და.
ელისმა მანქანა გამორთო. ორივე ძმა ერთად უკვე სხვა საქმე
იყო.

29

ბოსხი ლასიენეგაზე, სანსეთიდან სამხრეთით, მეათე ქუჩისკენ


მიდიოდა. გზად მანქანაში ბენზინი ჩაასხა და მერე ქალაქის
ცენტრის შუშისა და ქვის შენობებისაკენ ჩქაროსნულ ტრასაზე სა-
შინელ საცობებში იკვლევდა გზას. როდესაც ცენტრიდან გააღ-
წია,მეთხუთმეტე გზაზე გაუხვია და ჩრდილოეთისკენ, ლას-ვეგა-
სისკენ წავიდა. გადაწყვიტა, საათის კვალი არ დაეკარგა, ყველას,
ვისგანაც რაიმეს გაგება შეიძლებოდა, პირადად შეხვედროდა. პი-
რადი შეხვედრა რომ ინფორმაციის მოძიების საუკეთესო გზა იყო,
კარგად იცოდა და ეს ბეიჯის ქონა-უქონლობაზე არასოდეს ყოფილა
დამოკიდებული. ყურმილის დაკიდება ბევრად ადვილია, ვიდრე
ადამიანის ცხვირწინ კარის მიკეტვა. გარდა ამისა, უამრავი რამის
გააზრება-გადახარშვა სჭირდებოდა და კარგად იცოდა, რომ ისეთი

206
გაშლილი სივრცე, როგორიც ლოს-ანჯელესსა და ლას-ვეგასს შო-
რის გადაჭიმული უდაბნო იყო, გონებას ხსნიდა, საქმესთან დაკავ-
შირებული ფაქტებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებას უწ-
ყობდა ხელს. ნევადის უდაბნოში, სათამაშო ბიზნესის მექაში,მანქა-
ნით და არა თვითმფრინავით ჩასვლა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.
დაახლოებით შუა გზაზე იყო, როდესაც იფიქრა, რომ ჰელერთან
აუცილებლად უნდა დაერეკა. საფლავის ქვებს შორის სეირნობის
შემდეგ არც შეხვედრია და არც არაფერი სმენია მისგან. ტელეფონ-
ში ავტომოპასუხე ჩაირთო და ბოსხმა მესიჯი დაუტოვა, ლას-ვეგასში
მივდივარ და სალაპარაკო დრო ბევრი მაქვსო.
ოცი წუთის შემდეგ ჰელერმა დაურეკა და უთხრა, სულ სხვა საქ-
მით ვიყავი დაკავებული და ეს წუთია, გავთავისუფლდიო.
‒ ვეგასი? – გაუკვირდა მას, იქ რაღა გინდა?
‒ ჯერ დარწმუნებული არაფერში არა ვარ. უბრალოდ, ერთ
კვალს მივყვები. თუ რაიმე გამოვა, პირველს შენ შეგატყობინებ.
– არ შეგეძლო დაგერეკა? ლას-ვეგასამდე ხომ ოთხი საათის
გზაა. ‒ ჰო, დარეკვა ყოველთვის შეიძლება, თუ იცი, ვის უნდა
დაურეკ მაგრამ ზოგჯერ შინაგანი ხმა გეუბნება, რომ უნდა ჩახვიდე.
– რაღაც აღმოსავლურ ფილოსოფიას ჰგავს.
ბოსხი უკვე პრიმს31 გადიოდა, ნევადის საზღვარზე. დანიშნუ-
ლების ადგილამდე სულ ერთი საათის გზა ჰქონდა დარჩენილი.
– არის რაიმე ახალი სასაფლაოდან წამოღებული ვიდეოს
თაობაზე? – ჰკითხა.
‒ სწორედ დღეს გადავეცი სპეციალისტს. ყველაფერს მალე გა-
ვიგებთ.
– კარგი.
– მსხვერპლის სახლში შენმა პატარა მარცხმა უკვე ნაყოფი
გამოიღო. შერიფის დეპარტამენტმა რაიონის პროკურორთან
იჩივლა, მან კი ‒ მოსამართლესთან. დღეს უნდა შევხვდე, რომ ჩვე-
ნი საქციელი ავუხსნა.

31
პატარა ქალაქი ნევადის შტატში

207
– ჯანდაბას. ძალიან ვწუხვარ. თუ გჭირდები, შემიძლია დავბრუნ-
დე.
– არა, ამ საქმესთან ახლოს გაკარებულიც არ დაგინახო. ძა-
ლიან მიხარია, რომ ვეგასში მიდიხარ. კარგი გამართლება იქნება
ჩემთვის. ყველაფერს თვითონ მოვუვლი. მოსამართლეს კარგად
ვიცნობ. ადრე ისიც ადვოკატი იყო და ჩემს მდგომარეობას გაგებით
მოეკიდება. ვეტყვი, რომ კარგი გამომძიებელი ვერ ვიშოვე.
ბოსხს გაეღიმა და რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ჰელერ-
საც.
– კარგი. უთხარი, რომ არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, რომ ამ
საქმეში ახალბედა ვარ.
– ნამდვილად ასეა.
ამით საქმეზე ლაპარაკი დაამთავრეს და თავიანთი ქალიშვი-
ლების ამბებზე გადავიდნენ. ჰელერმა შესთავაზა, ერთობლივი სა-
ჩუქარი აჯობებსო კრუიზი დასავლეთ სანაპიროზე, ზევით, კანადამ-
დე და ალასკამდე, სადაც ძაღლებშებმული მარხილებით ის-
რიალებდნენ და შემოდგომაზე ჩაპმანში დასახლებამდე ერთმა-
ნეთს კარგად გაიცნობდნენ. ბოსხმა თავი დამნაშავედ იგრძნო, რა-
დგან სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებულ საჩუქარზე არ უფიქ
რია. ისიც კი არ იცოდა, რომ ეს საჭირო იყო.
კრუიზის იდეას დაეთანხმა და ჰელერმა მასზეც უთხრა, ყვე-
ლაფერს თვითონ მოვაგვარებო, ამ საქმეში თავისი აგენტი ჰყოლია.
საუბარი ამით დაამთავრეს. ბოსხმა გზა განაგრძო და ისევ ად-
რინდელ ფიქრებს დაუბრუნდა.
ვეგასში უკანასკნელად ძალიან დიდი ხნის წინ იყო და შენიშნა,
რომ ძალიან შეცვლილიყო. გზად უამრავ ახალ კაზინოსა და მაღაზი-
ას ხედავდა. „ოდემარს პიგეს“ მაღაზია და სერვისცენტრი ახალ სა-
ვაჭრო ცენტრში განეთავსებინათ. შუშის ამ უზარმაზარი კომპლექ-
სის ფონზე, კაზინოებით, სასტუმროებით, კომერციული და საცხოვ-
რებელი ფართობებით, ყველაფერი დანარჩენი ჯუჯად ჩანდა. ის ვე-
გასში ბოსხის უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ აეშენებინათ.
სანამ მანქანების სადგომზე შესასვლელს იპოვიდა, კომპლექსს

208
ორჯერ შემოუარა, რასაც საცობების გამო თხუთმეტი წუთი დასჭირ-
და. ცოტა ხნის შემდეგ უკვე სავაჭრო გალერეას მიუყვებოდა.ასეთი
დონის მაღაზიები ერთ შენობაში არსად ენახა, ბევერლი ჰილზის
„როდეო დრაივშიც“ კი.
„ოდემარს პიგეს“ მაღაზია მუქი ხითა და შუშის ვიტრინებით იყო
სავსე. თითოეული საათი ცალკე სადგამზე დაედგათ. შესასვლელში
დაცვის თანამშრომელი იდგა. მას ყურში საიდუმლო სამსახურის
სტილის ტელეფონის ყურსასმენი ჰქონდა გაჩრილი. იმ ხარისხის
კოსტიუმი, რომელიც ეცვა, ბოსხს არასოდეს ჰქონია. მიმღებში,
თითქოს ოპერაში წასასვლელად გამოწყობილი ქალი იჯდა.
ბოსხს გულღიად გაუღიმა. საკმაო გამოცდილება ჰქონდა იმი-
სათვის, რომ ბოსხის პიროვნებაზე მისი ლურჯი ჯინსისა და ველვე-
ტის სპორტული პიჯაკის მიხედვით არ ემსჯელა. ვეგასში აზარტული
თამაშების მოყვარულები თავიანთ სიმდიდრეს დაუდევარი ჩაცმუ-
ლობის უკან მალავდნენ. უცებ ბოსხმა თავი ბედნიერად იგრძნო
იმის გამო, რომ პიჯაკის ძალზე გრძელი სახელო მის მარჯევენა
მაჯაზე „ტიმექსის“ საათს კარგად ფარავდა.
– სერვისცენტში ცალკე შესასვლელი არსებობს?
– არა, ეს ჩვენი საგამოფენო დარბაზიც არის და სერვისცენტრიც,
მხიარულად უთხრა ქალმა, – საათის წასაღებად მოხვედით?
– სიმართლე გითხრათ, სერვისმენეჯერთან მინდოდა დალა-
პარაკება. ამ წლის დამდეგს შესაკეთებლად გამოგზავნილი საათის
შესახებ მჭირდება ინფორმაცია. ქალმა წარბები ისე მორკალა, რომ
მათ ორმოცდახუთგრადუსიანი კუთხის ფორმა მიიღეს
‒ მისტერ ჟერარს დავუძახებ, – წამოდგა და თავისი მაგიდის
უკან კარში გაუჩინარდა. სანამ ელოდებოდა და ვიტრინებში გა-
მოფენილ საათებს ათვალიერებდა, ბოსხი დაცვის თანამშრომლის
მზერას კეფაზე გრძნობდა.
– სერ? – ბოსხი მობრუნდა და ერთ-ერთ დახლთან კაცი დაინახა.
კოსტიუმი ეცვა და ჰალსტუხი ეკეთა. ხშირი წვერი ჰქონდა,რითაც,
ალბათ, თავზე შეთხელებული თმის კომპენსირებას ცდილობდა.

209
სათვალის მარცხენა მხარეს, ქვედა ნაწილში, გამადიდებელი შუშა
იყო ჩასმული.
‒ რით შემიძლია დაგეხმაროთ?
– ამ წლის დასაწყისში შესაკეთებლად გამოგზავნილი საათის
შესახებ მინდა სრული ინფორმაცია.
– ვერ ვხვდები, რას მეკითხებით. საათის პატრონი ხართ?
ჟერარი უცნაური აქცენტით ლაპარაკობდა, ბოსხის აზრით, ან
შვეიცარიელი, ან გერმანელი უნდა ყოფილიყო.
– არა, საათი ჩემი არ იყო. მე ლოს-ანჯელესელი გამომძიებელი
ვარ. ვცდილობ, გავიგო, სად არის ახლა საათი და საერთოდ,მის
შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მჭირდება.
– ეს ძალიან უჩვეულოა.‒ პოლიციიდან ხართ?
– ლოსანჯელესის პოლიციიდან ცოტა ხნის წინ გავედი პენსიაზე
და ამ საქმის შესწავლა მთხოვეს, ეს მკვლელობას ეხება.
უკანასკნელმა სიტყვებმა კაცი აშკარად დააეჭვა.
– მკვლელობას?
– დიახ, მე მკვლელობების გამომძიებელი ვიყავი. თუ რაიმეში
ეჭვი გეპარებათ, შემიძლია დეპარტამენტის თანამშრომლების გვა-
რები ჩამოგითვალოთ და მათი ტელეფონის ნომრებიც მოგცეთ.ისი-
ნი ყველაფერს დაგიდასტურებენ.
– შეგიძლიათ საბუთი მაჩვენოთ?
– რა თქმა უნდა.
ბოსხმა საფულიდან საიდენტიფიკაციო ბარათი ამოიღო. ამ-
ჯერად სიტყვების „პენსიაზე გასული“ თითით დაფარვა აღარ
დასჭირვებია.
‒ რა საათი გაინტერესებთ? –– ჰკითხა კაცმა და ბარათი უკან და-
უბრუნა,
– თქვენ მისტერ ჟერარი ხართ?
– დიახ, ბერტრან ჟერარი, გაყიდვებისა და სერვისის მენეჯერად
ვმუშაობ. მოკლული ვინ არის?
– ქალი, სახელად ალექსანდრა პარქსი. ეს თებერვალში მოხდა.
იცით ამის შესახებ რამე?

210
კაცმა თავი დაბნეულად გააქნია. ბოსხს მოეჩვენა, რომ პარქსის
გვარი მისთვის უცნობი იყო.
‒ ლოს-ანჯელესში ეს გახმაურებული საქმეა, – თქვა ბოსხმა,
– იქნებ საათის გადმოგზავნისას ქმრის გვარი დაგისახელათ. მი-
სი გვარი ჰარიკია.
ამჯერად ბოსხმა რეაქცია დაინახა. დარწმუნებული იყო,რომ ეს
გვარი ჟერარს ეცნობოდა.
– იცნობთ? ჰკითხა.
‒დიახ, – უპასუხა ჟერარმა, მაგრამ მომხდარზე არაფერი ვიცო-
დი. მისი ტელეფონი აღარ პასუხობდა, თავდაპირველმა მყიდველმა
კი საათის უკან დაბრუნება არ მოინდომა. ამიტომ... მოკლედ, საათი
ისევ ჩვენთან ინახება.
ჟერარს წამოსცდა რაღაც, რის შესახებაც ბოსხს წარმოდგენა არ
ჰქონდა და ვერც ხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს, თუმცა ერჩივნა, ჟე-
რარს ლაპარაკი გაეგრძელებინა. ჩუმად იყო, არ უნდოდა, შეცდომა
დაეშვა და დაეფრთხო.
– თავდაპირველმა მყიდველმა? ‒ ჰკითხა მან ყოყმანის შემდეგ,
–რატომ არ მოინდომა იმ ქალმა საათის უკან დაბრუნება?
‒ იცით, ქალი კი არა, კაცი იყო. თავდაპირველი მყიდველი კაცი
იყო და საათი თავისი ცოლისათვის შეიძინა, – უპასუხა ჟერარმა,
– ხომ ვერ მეტყვით, ამ საქმის გამოძიება ვინ გთხოვათ?
‒აი, ის შეცდომა, რომლის დაშვებასაც ბოსხი ერიდებოდა. მან
აქეთ-იქით გაიხედა, როგორმე თემა უნდა შეეცვალა.
‒მისტერ ჟერარ, იქნებ ოფისი გაქვთ ან რაიმე ადგილი, სადაც
მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით?
ახლა ჟერარი გაჩუმდა. ალბათ, ფიქრობდა, ჩარეულიყო ამაში
თუ არა.
– დიახ, გამომყევით, – უთხრა ბოლოს.
ჟერარმა დაცვის თანამშრომელს ანიშნა, ყველაფერი კარგად
არისო და ბოსხს დახლებს უკან კარისკენ გაუძღვა.
თავისი პატარა ოფისი ჰქონდა, რომელიც უფრო დიდი ოთა-
ხიდან იყო ნაწილობრივ გამოყოფილი. ბოსხმა სამუშაო მაგიდა და

211
თაროზე დაწყობილი ინსტრუმენტები მოათვალიერა. უკანა კედელ-
ზე ჭერამდე სეიფი იდგა, ალბათ, იქ ოქროულობა ინახებოდა.
უკანა ოთახი ცარიელი დახვდათ. ეს და მის სათვალეზე დამაგრე-
ბული გამადიდებელი შუშა იმაზე მეტყველებდა, რომ ჟერარი მაღა-
ზიასაც უძღვებოდა და საათების ხელოსნადაც მუშაობდა.
ჟერარი იდეალურად სუფთა მაგიდას მიუჯდა და კალენდარი გა-
დაშალა. მანამდე ფურცლავდა, სანამ სახელს ან მასთან დაკავში-
რებულ ჩანაწერს არ მიაგნებდა, მერე უჯრა გამოაღო და იქიდან შე-
საბამისი ფაილი და მასზე დამაგრებული, პატარა ქისაში ჩადებული
საათი ამოიღო. საათი მაგიდაზე ფრთხილად დადო და ფაილი გადა-
შალა.
‒ საათი შესაკეთებლად ალექსანდრა ჰარიკმა კალიფორ-
ნიიდან, დასავლეთ ჰოლივუდიდან გამოგვიგზავნა, თქვა მან, –მაგ-
რამ ეს ყველაფერი თქვენ უკვე იცით.
– დიახ.
ბოსხი ცდილობდა, ჟერარისათვის სიტყვა არ შეეწყვეტინები-
ნა.ეშინოდა, რაიმე ისეთი არ ეთქვა, რაც მისგან წამოსულ ინფორ-
მაციის ნაკადს შეაჩერებდა.
‒ ჩვენს ვებსაიტზე მომხმარებლებს დაწვრილებით ინფორმაცი-
ას ვაწვდით, რა უნდა გააკეთონ, რომ საათი შესაკეთებლად ჩვენთან
მოხვდეს.
– რა ჰქონდა დაზიანებული საათს? ‒ ჰკითხა ბოსხმა და მაშინვე
ინანა.
ჟერარმა საათი აიღო და ციფერბლატზე თითი მოატარა.
‒კრისტალი იყო გახეთქილი. დამკვეთს არ აუხსნია, რა დაემარ-
თა, მაგრამ სამუშაო ძალიან მარტივი იყო. ერთადერთი პრობლემა
მისი შეცვლა იყო. შვეიცარიაში უნდა შემეკვეთა, ამას კი დაახლოე-
ბით ათი დღე დასჭირდებოდა·
ჟერარმა ბოსხს საათს ზევიდან შეხედა, ალბათ, შემდეგ შე-
კითხვას ელოდებოდა.
‒ როდის გამოგიგზავნეს ეს საათი?‒ ჰკითხა ბოსხმა.
ჟერარმა ჩანაწერებს ჩახედა.

212
– ჩვენ ორ თებერვალს ფედექსით32 მივიღეთ.
ბოსხმა თარიღი ჩაინიშნა. ეს ალექსანდრა პარქსის მკვლე-
ლობამდე ერთი კვირით ადრე იყო.
– დიახ, სწორედ ამ დღეს მივიღეთ, ყველაფერი დოკუმენტი
რეგისტრირებულია, მაგრამ ყუთი მხოლოდ სამი დღის შემდეგ, ხუთ
რიცხვში გავხსენი.
– განაგრძეთ.
‒ ყველა ჩვენი ნივთის გაყიდვა ფიქსირდება. ხელმეორედ
გაყიდვის შემთხვევაში ახალ მყიდველს ის უნდა გადაეფორმებინა
და მხოლოდ მაშინ შეძლებდა ჩვენი მომსახურებით სარგებლობას.
პრობლემა ის არის, რომ საათი ჰარიკის სახელზე რეგისტრირე-
ბული არ იყო, ისევ თავდაპირველ მყიდველზე იყო გაფორმებული.
ჰარიკმა საათი ცოლისათვის საჩუქრად იყიდა და, როგორც
ვხვდები, არა მაღაზიიდან, არამედ პირველი მფლობელისაგან.საქ-

მე ის არის,რომ კონკრეტულად ამ საათს კარგად ვიცნობდი, რადგან


თავიდან ის სწორედ მე გავყიდე.
ჟერარმა ამით დაამთავრა, ბოსხმა კი არ იცოდა, კიდევ რა
კითხვა დაესვა. ჟერარმა საათზე კიდევ რაღაც იცოდა, აშკარად რა-
ღაც აწუხებდა, რასაც ბოლომდე არ ამბობდა, ბოსხისთვის კი ამის
გაგება აუცილებელი იყო. . .
‒თქვენ გაყიდეთ თავიდან და ხელახალი გაყიდვის შესახებ არა-
ფერი იცოდით?
‒ ზუსტად ასეა.
– ვინ იყო პირველი მყიდველი?
– ამას ვერ გეტყვით. ჩვენ კლიენტების კონფიდენციალურობას
მკაცრად ვიცავთ, ეს ფირმის პოლიტიკაა. კლიენტები ჩვენგან კონ-
ფიდენციალურობის გარანტიას ელიან და იღებენ კიდეც.
– კარგი, მაშინ როგორ მოიქეცით?

32
Fedex‒ამერიკული საფოსტო, საკურიერო და ლოგისტიკის სხვა სერვისების
მიმწოდებელი კომპანია

213
– თავდაპირველმა მყიდველმა უკანასკნელი სამი წლის განმავ-
ლობაში ჩვენგან ორი საათი შეიძინა. ის დახვეწილი საათების კო-
ლექციონერია და ისინი თავისთვის და თავისი ცოლისთვის იყიდა.
იმ დროისათვის დარწმუნებული ვიყავი, რომ საათები ისევ მას
ჰქონდა, მაგრამ უცებ ერთ-ერთი მათგანი შესაკეთებლად ვიღაც
სხვისგან მივიღეთ. ამიტომ გადავწყვიტე, მყიდველთან სახლში და-
მერეკა და დავრწმუნებულიყავი, რომ საათი ხელახლა კანონიერად
გაიყიდა.
ჟერარი უკვე მთელი ამბის მოსაყოლად იყო მზად. მხოლოდ პა-
ტარა ბიძგი სჭირდებოდა. ბოსხის გამოცდილებით ასე ხშირად ხდე-
ბოდა, როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანებს მკვლელობის
შესახებ უსვამდნენ შეკითხვებს.
– რა შედეგი მოჰყვა თქვენს ზარს?
– თავიდან თვითონ მყიდველთან არ მილაპარაკია. ცოლმა მიპა-
სუხა, მითხრა, ჩემი ქმარი შინ არ არისო.
– ესე იგი, ცოლს ელაპარაკეთ?
– ვთვლიდი, რომ განგაშის ატეხა, თუ აუცილებელი არ იყო, არ
ღირდა. თავი წარვუდგინე, უბრალოდ, ვკითხე, ისევ კმაყოფილნი
იყვნენ თუ არა შენაძენით და ჩვენგან რაიმე ხომ არ სჭირდებოდათ.
ვუთხარი, თუ საათს რაიმე დაუზიანდა ან გაწმენდას საჭიროებს,
უფასო მომსახურებას გაგიწევთ-მეთქი. თვითონ მხოლოდ გადმოგ-
ზავნისა და დაზღვევის თანხას გადაიხდიდნენ.
– ჭკვიანურად მოქცეულხართ... და რა გიპასუხათ?
– მითხრა, თქვენთან ნაყიდი ორივე საათი მოიპარესო.
– მოიპარესო?
– დიახ, მათი სახლი გაუძარცვავთ. თვითონ პარიზში ყოფილა,
ძვირფასი ნივთები კი მოგზაურობაში თურმე არასოდეს მიჰქონდა.
ქმარი მუშაობდა და ამიტომ მასთან ერთად ვერ წავიდა. ერთ დღეს,
როდესაც შინ არც ქმარი იყო, მძარცველები შეიჭრნენ და მთელი
ძვირფასეულობა წაიღეს.
– ხომ არ უთქვამს, როდის?
– სულ რამდენიმე თვით ადრე. ზუსტი თარიღი არ მიკითხავს.

214
– ლას-ვეგასში ცხოვრობენ?
ჟერარი ცოტა ხანს დაფიქრდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა,რომ
კლიენტის საცხოვრებელი ადგილის გამხელა კომპანიის პოლიტი-
კას არაფერს დაუშავებდა.
– ბევერლი ჰილზში, – თქვა მან.
– ცოლს უთხარით, რომ მოპარული საათი თქვენთან იყო, მაღა-
ზიაში?
ჟერარი ისევ ცოტა ხნით დადუმდა და ბოსხი მიხვდა, რატომ
გრძნობდა ის თავს უხერხულად.
– არა, – უპასუხა მან, – ჯერ ქმართან დალაპარაკება მინდოდა.
სინამდვილეში, ჩვენი კლიენტი ის იყო. ქალს ვთხოვე, თქვენი ქმარი
რომ დაბრუნდება, დამირეკეთ-მეთქი. მერე კი შევპირდი, რომ მო-
ვახერხებდი გაგებას, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ-ერთი სა-
ათი.
‒ ზუსტად ასე უთხარით?
– დიახ, აბა,ხომ არ ვეტყოდი, მე მაქვს-მეთქი.
– ქმარმა დაგირეკათ?
– დიახ, იმავე დღეს და სრულიად განსხვავებული ისტორია მიამ-
ბო. მითხრა, საათები არ მოუპარავთო. იძულებული გახდა, ასე ცო-
ლისთვის ეთქვა, სინამდვილეში კი მთელი ძვირფასეულობა, მისგან
მალულად, გაყიდა. ძალიან ნერვიულობდა, დაბნეული იყო, მაგრამ
ამიხსნა, ფული მჭირდებოდა და საათები კაზინოში წაგებული თან-
ხის დასაფარად გავყიდეო. რა თქმა უნდა, ვალების შესახებ ცოლის-
თვის არაფერი უთქვამს.
– ძარცვის ისტორია ამიტომ მოიგონა?
– დიახ, ასე მითხრა.
– იცოდით, რომ მოთამაშე იყო?
– ამ მაღაზიის გარეთ არასოდეს შევხვედრივარ. ის ბევერლი
ჰილზში ცხოვრობს, ჩვენ კი ლას - ვეგასში. საათებში ნაღდი ფული
გადაიხადა და მაშინვე ვიფიქრე, რომ აქ მხოლოდ საათების საყიდ-
ლად არ ჩამოსულა.
– რა პროფესიის არის?

215
– ექიმია, მაგრამ არ ვიცი, რისი.
ბოსხი დაფიქრდა. თუ ეს ყველაფერი სიმართლე იყო, ყველა-
ფერი თავის ადგილზე დალაგდა, მაგრამ ლექსი პარქსის მკვლელო
ბასთან ამას, ალბათ, კავშირი არ ჰქონდა. ეს, უბრალოდ ერთი უცნა-
ური ამბავი იყო, რომელზეც დრო ტყუილად დაკარგა.
ნეტავ იმედგაცრუება სახეზე ხომ არ შეეტყო?
‒გითხრათ, საათები სად გაყიდა ან ვის მიჰყიდა?
‒ არა და არც მე მიკითხავს. ძალიან ხანმოკლე საუბარი გა-
მოგვივიდა. მხოლოდ ის უნდოდა მცოდნოდა, რომ მისი ცოლის
ნათქვამი სიმართლეს არ შეეფერებოდა. მკითხა, პოლიციაში ხომ
არ დაგირეკავთო და ვუპასუხე, არა, გადავწყვიტე, თქვენთან დალა-
პარაკებამდე არ შემეტყობინებინა-მეთქი.
ბოსხმა თავი დააქნია და ჟერარს ყურადღებით დააკვირდა. ის
თავს მაინც უხერხულად გრძნობდა, თითქოს იმან, რასაც მოჰყვა,
რაღაც ტვირთისგან ვერ გაათავისუფლა.
– კიდევ რამე გინდოდათ გეთქვათ, მისტერ ჟერარ? – ჰკითხა.
– კიდევ რამე?
– რაიმე გაქვთ კიდევ დასამატებელი? რამე ხომ არ გამოტოვეთ?
– არა,სულ ეს იყო.
‒ პოლიციას დაურეკეთ?
– არა, რა თქმა უნდა, არა. ამასთან დაკავშირებით სრული
სიმართლე გითხარით.
‒მისის ჰარიკზე რას იტყვით? ამ თემაზე მასთან ხომ არ გილაპა-
რაკიათ?
ჟერარმა თვალები დახარა, ხელებზე დაიხედა, თითქოს რაღაც
გადაწყვეტილების მიღება უჭირდა.
– ელაპარაკეთ, არა?
ჟერარმა არ უპასუხა.
‒უთხარით, რომ, თქვენი აზრით, საათი, რომელიც ქმარმა
აჩუქა, მოპარული იყო? – ჰკითხა ბოსხმა.
ჟერარმა თავი დაუქნია, მაგრამ თვალი ისევ აარიდა.

216
‒ ისე მოხდა... მოკლედ, მან პირველი მყიდველის ცოლთან ლა-
პარაკის შემდეგ დარეკა, მაგრამ თვითონ მყიდველთან ჯერ ნალა-
პარაკები არ მქონდა. მისის ჰარიკს აინტერესებდა, ხომ არ შევაკე-
თეთ უკვე მისი საათი. მე ვუთხარი, რომ ახალი კრისტალი უკვე შე-
ვუკვეთე. მერე ვკითხე, საათი სად შეიძინეთ-მეთქი, მან კი ლოსან-
ჯელესში ერთ- ერთი საიუველირო მაღაზია დამისახელა და მითხრა,
რომ საათი ადრინდელი მესაკუთრისგან იყიდეს.
– მაღაზიას „ნელსონ გრანტი და ვაჟიშვილები“ ერქვა?
– სახელი აღარ მახსოვს.
– მერე,რა უთხარით?
– ვუთხარი, რომ საათის შეკეთება ძნელი არ იყო. როგორც კი
კრისტალი ჩამოვიდოდა, ძველს შევცვლიდი, მაგრამ დარწმუნე-
ბული არ ვიყავი, რომ ამის უფლება მქონდა, რადგან მისი მფლო-
ბელის ვინაობა ეჭვქვეშ დადგა.
– ქალმა რა გითხრათ?
– გაოგნდა. მითხრა, ყველაფერი კანონიერად მოხდა, საათი
ჩემმა ქმარმა იყიდა. ის პოლიციელიაო. მოპარულ ნივთს არასოდეს
ვიყიდდი, ეს სამსახურისა და რეპუტაციის დაკარგვად დამიჯდებო-
დაო. საშინლად გაბრაზდა. შევეცადე, დამემშვიდებინა. მოვუბოდი-
შე და ვუთხარი, რომ დამატებით ინფორმაციას ველოდებოდი და
ვთხოვე, რამდენიმე დღეში დაერეკა.
ჟერარმა, ბოლოს და ბოლოს, თავი ასწია და ბოსხს თვალებში
შეხედა. ეტყობოდა, რომ ამ საუბარს ძალიან ნანობდა.
– მერე ექიმმა დაგირეკათ, – სიტყვა შეაშველა ბოსხმა.
– დიახ. დამირეკა და მითხრა, საათი თვითონ გავყიდეო.
მთელი იმ გაუგებრობის გახსენებისას, რომელიც ნაწილობრივ
მის კისერზე იყო, ჟერარმა თავი გააქნია.
‒ამის შემდეგ მისის ჰარიკს დაურეკეთ და ყველაფერი ეს უთხა-
რით?
– დიახ, დავურეკე. ძალიან გაბრაზდა, მაგრამ ვეღარაფერს
გავაწყობდი. არიან ადამიანები, რომლებსაც გულს ვერ მოულბობ.
ვაჭრობაში მუშაობის წლებმა ამაში დამარწმუნა.

217
ბოსხმა თავი დააქნია, ეს უკვე ჩიხი იყო. მაგიდაზე დადებულ
საათს დახედა და უკანასკნელი შეკითხვა დაუსვა:
– ეს საათი ისევ თქვენთან რატომ ინახება?
ჟერარმა აიღო და ბოსხმა ფაილზე ჩამოკიდებული ყვითელი
ბარათი დაინახა. მასზე გვარის წაკითხვა მოასწრო, თუმცა ის თავ-
დაყირა იყო. დოქტორი შუბერტი. იქ ტელეფონის ნომერი და ქალა-
ქის კოდი 310 ეწერა. ბოსხმა კარგად იცოდა, რომ ეს ბევერლი ჰილ-
ზის კოდი იყო.
– ჰარიკს უფასო შეკეთება არ ეკუთვნოდა. თუმცა მას შემდეგ,
რაც კრისტალი ჩამოვიდა და საათი შევაკეთე, მაინც დავურეკე, მაგ-
რამ მისი ნომერი გათიშული აღმოჩნდა. ამიტომ საათი შევინახე და
მის ზარს დაველოდე. მერე, სიმართლე გითხრათ, სულ გადამავიწ-
ყდა. სხვა უამრავი სამუშაო მქონდა და აღარ გამახსენდა. ახლა
თქვენ მეუბნებით, რომ მოკვდა... მოკლეს.
ბოსხმა თავი დაუქნია. პარქსმა საათი შესაკეთებლად შეფუ-
თული გაგზავნა და ზედ თავისი ტელეფონის ნომერი დააწერა. ჟერა-
რირომ ურეკავდა, ჰარიკს თავისი მოკლული ცოლის ტელეფონის
ნომერი უკვე გაუქმებული ჰქონდა.
– საშინელებაა, – თქვა ჟერარმა.
– ჰო, – დაეთანხმა ბოსხი.
ჟერარმა საათი ისევ მაგიდაზე დადო.
– მკვლელობის მიზეზი ეს საათი იყო? – იკითხა მან მორიდებით,
ისე, თითქოს პასუხის გაგების ეშინოდა.
– არა მგონია, –– უპასუხა ბოსხმა.
ჟერარმა საათი ისევ აიღო, ქისაში ჩადებას აპირებდა და ბოსხმა
მის უკანა მხარეს რაღაც დაინახა.
– შეიძლება საათს დავხედო?
ჟერარმა მიაწოდა. ჰარიმ გადაატრიალა და წარწერას შეხედა.

ვინსი და ლექსი სამუდამოდ.

ბოსხმა საათი ისევ ქისაში დააბრუნა და მაგიდაზე დადო.

218
– ბოლო შეკითხვა და თავს დაგანებებთ.
‒დიახ, გისმენთ.
– როგორ ფიქრობთ, საათი ასე ქისაში ჩადებული და არა კოლო-
ფით რატომ გამოგიგზავნათ?
– არც ვიცი,კოლოფი არსებობდა კი? – მხრები აიჩეჩა ჟერარმა.
ბოსხმა თავი დაუქნია.
– არსებობდა. მისი სახლის კედლის კარადაში ჩემი თვალით
ვნახე. შიგნით ქვითარიც იდო, რომელზეც შეძენის ადგილია მი-
თითებული. კოლოფი შინ ჰქონდა, მაგრამ საათი რატომღაც ქისით
გამოგიგზავნათ.
ჟერარმა ისევ მხრები აიჩეჩა.
– ვერ გეტყვით. ალბათ, მოეჩვენა, რომ კოლოფი ძალიან დიდია
და ქისაში ჩადება და „ფედექსით“ გამოგზავნა ამჯობინა. კარგად
მახსოვს, ჩვენ სწორედ ასე შეფუთული მივიღეთ. ჩვენი მომხმა-
რებლები ასე ხშირად იქცევიან.
ბოსხმა იცოდა, რომ მიზეზი უამრავი შეიძლებოდა ყოფილი-
ყო,მაგრამ კითხვები უპასუხოდ რჩებოდა, რადგან ერთადერთი
ადამიანი, ვინც ეს იცოდა, მკვდარი იყო.
– ფასზე რას იტყვით?‒ ლექსი პარქსის ქმარმა ნახმარი საათი
ექვსი ათას დოლარად იყიდა. ეს კარგი ფასია?
ჟერარმა შუბლი შეჭმუხნა.
– ჩვენს საათებს მთელი მსოფლიოს კოლექციონერები ყი-
დულობენ და მათზე ფასი არ ვარდება, ზოგიერთი მოდელი კი, პირი-
ქით, ძვირდება. ვფიქრობ, ეს კარგი ფასია, ძალიან კარგი და იმაზე
მიუთითებს, რომ პატრონს გაყიდვა ეჩქარებოდა.
‒ დიდი მადლობა, მისტერ ჟერარ.

219
30

სტერეოსისტემიდან ქამასი ვაშინგტონის33 საქსოფონის ჰანგები


იღვრებოდა. ჩქაროსნული ტრასის ორივე მხარეს მზით განათებუ-
ლი უდაბნო მიქროდა. ლოს-ანჯელესში რომ ბრუნდებოდა, ბოსხი
ისევ მკვლელობის საქმეზე ფიქრობდა. უყვარდა, როდესაც ამას
განმარტოებული აკეთებდა, როდესაც ხელს არავინ უშლიდა.
საქმეს ყოველთვის სამ გამოკვეთილ ლოგიკურ ნაწილად ყოფ-
და: ის, რაც იცოდა, ის, რასაც ვარაუდობდა და ის, რისი გაგებაც უნ
დოდა. ეს უკანასკნელი ნაწილი ყოველთვის ყველაზე ვრცელი იყო.
ლას-ვეგასში დაკარგული საათის კვალის საძებნელად ჩასვლამ
დიდად არ გაამართლა. საათში ფული იყო გადახდილი და ჟერარის
ნაამბობიც დამაჯერებელი ჩანდა, მაგრამ ბოსხი თავისი გამოძიები-
დან საათის ამოგდებისათვის მზად მაინც არ იყო. პარქსის ზარი
„ნელსონ გრანტი და ვაჟიშვილების“ მაღაზიაში მაინც მოსვენება არ
აძლევდა. პიტერ ნგუენი აშკარად რაღაცას მალავდა, დახმარების
ბის დიდი სურვილი არ ეტყობოდა. ჰარიმ გადაწყვიტა, ნგუენთან და,
თუ შესაძლებელი იქნებოდა, მის ძმასთანაც კიდევ ერთხელ შეევ-
ლო, მერე დოქტორ შუბერტსაც დალაპარაკებოდა და მისი ვერსია
ჟერარის ნაამბობისათვის შეედარებინა. ეს გამორიცხვის მეთოდით
სიმართლის დადგენის სტრატეგია და ერთ-ერთი საუკეთესო მეთო-
დი იყო. ტრასაზე რომ გავიდა, ფიქრით ისევ მსხვერპლს დაუბრუნ-
და. ალექსანდრა პარქსი სახელმწიფო მოხელე იყო. მას დასავლეთ
ჰოლივუდის მომხმარებელთა უფლებების დაცვაც ევალებოდა. მო-
პარული საათის ტარება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგ-
დებდა და შეიძლებოდა სამსახურის დაკარგვის ფასადაც დასჯდო-
მოდა. ბოსხს ძალიან უნდოდა, წარმოედგინა, რას აკეთებდა პარქსი
ჟერარის პირველი ზარის შემდეგ, მას შემდეგ, რაც შეატყობინეს,
რომ საათი, სავარაუდოდ, მოპარული იყო, მანამდე, სანამ გაიგებ-
და, რომ განგაში ცრუ აღმოჩნდა. ბოსხმა და ნამდვილებით იცოდა,

33
ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი

220
რომ სწორედ დროის ამ მონაკვეთში დარეკა „ნელსონ გრანტი და
ვაჟიშვილებში“, მაგრამ საინტერესო იყო, კიდევ ვის დაუკავშირდა,
თავის ქმარს, შერიფის მოადგილესა და ადამიანს, რომელმაც ეს სა-
ათი მისცა?
ბოსხმა ლოს-ანჯელესში დაბრუნებისთანავე ზარების სიის კიდევ
ერთხელ შესწავლა გადაწყვიტა. სანამ საათს იმ ნივთების სიიდან
გამორიცხავდა, რომლებსაც შეიძლებოდა საქმისათვის რაიმე მნიშ-
ვნელობა ჰქონოდათ, ზოგიერთი დეტალი კიდევ უნდა გადაემოწმე-
ბინა.
ტელეფონმა დარეკა, ეკრანზე უცნობი დაიწერა, მაგრამ მაინც
უპასუხა, რადგან იფიქრა, რომ ეს უცნობი პოლიციელი უნდა ყოფი-
ლიყო.
‒ჰარი, მითხარი, რომ ეს სიმართლე არ არის.
–ვინ ლაპარაკობს?
– ტიმ მარსია ვარ. ამბობენ, ზღვარი გადაკვეთაო.
მარსია გაუხსნელი საქმეების განყოფილებაში ბოსხთან ერთად
მუშაობდა. ჯერ კიდევ მწყობრში იყო და, თუ ვინმე ბოსხისგან სი-
ტუაციის ახსნას იმსახურებდა, ეს მარსია იყო.
– მხოლოდ დროებით. თან ეს შერიფის დეპარტამენტის საქმეა
და არა პოლიციის დეპარტამენტისა.
‒ დარწმუნებული არა ვარ, რომ აქ დიდ მნიშვნელობას მიანიჭე-
ბენ, თუმცა ჩემთვის შენი სიტყვა საკმარისია,განსაკუთრებით ის ნა-
წილი, რომელიც დროებითს შეეხება.
‒ გმადლობ, ტიმ, შეგიძლია მითხრა, ხმებს ვინ ავრცელებს?
– რამდენადაც ვიცი, შერიფის დეპარტამენტმა გადაწყვიტა შენი
შემოწმება. კაპიტანს იქიდან დაურეკეს, მან კი სიამოვნებით გაავ-
რცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შენ მეორე მხარეზე მუშაობ
– ჰო, ეგ არ მიკვირს. მისმინე, ჯერ ერთი, ეს დროებითია და
მეორეც, ვფიქრობ, შერიფის დეპარტამენტმა საქმე ვერ გამოიძია
და უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრა.
– გასაგებია. უბრალოდ, თავს გაუფრთხილდი, ძმაო.
– კარგი, ასე ვიზამ.

221
ბოსხმა ტელეფონი გათიშა და ისევ საქმის დეტალებზე დაიწყო
ფიქრი, მაგრამ კიდევ ერთმა უცხო ზარმა შეაწყვეტინა. უპასუხა,მაგ-
რამ ხმა ვერ იცნო.
– კიმი ვარ.
– რაშია საქმე, კიმ?
ვერ გაიხსენა, ვინ იყო.
– იმ მოკლულის მეგობრის ტელეფონი გავიგე, – უთხრა კიმმა.
ბოსხი მიხვდა, რომ „ჰევენ ჰაუსის“ მენეჯერს ელაპარაკებოდა.
– ძალიან კარგი, – უთხრა, მაგრამ ახლა ტრასაზე ვარ და ვერ
ჩავიწერ. როგორც კი შევძლებ, დაგირეკავ.
– ნომერს ყიდულობ? ‒ორმოცდაათი დოლარი.
ბოსხს გაახსენდა, რომ ალენის მეგობრის ან ნაცნობის ტელეფო-
ნის ნომერში კიმს ფულს დაჰპირდა.
– მახსოვს. ორმოცდაათი დოლარი უნდა გადაგიხადო.
– ახლავე გადამიხადე.
– კარგი, კარგი. ახლა ქალაქში არა ვარ. როგორც კი დავ-
ბრუნდები, მოვალ.
– ჯერ გადამიხდი და ნომერს მერე მიიღებ.
‒ შევთანხმდით.
კიდევ ერთი საათი გავიდა. ბოსხს გაახსენდა, რომ მთელი დღე
მხოლოდ ყავასა და ადრენალინზე იყო და სადმე უნდა გაჩერებული-
ყო, რომ ეჭამა. ვიქტორვილში 66-ე გზიდან გაუხვია და ქუჩისპირა
კაფეში ჰამბურგერი შეუკვეთა. კარგად დანაყრებული ცოტა ხანში
უკვე 15-ე ქუჩისკენ მიდიოდა. ტრასაზე გასასვლელთან მანქანაში
ბენზინს ასხამდა, როდესაც ტელეფონმა ისევ დარეკა და ეკრანზე
ისევ უცნობი დაიწერა. ტელეფონი რომ აიღო, იქიდან გინება გაიგო-
ნა. ხმა ვერ იცნო.
– ბოსხ, შე ტრაკო, ერთხელ საქმეზე ჩემს წინააღმდეგ გამოსულს
დაგინახავ და დედას მოგი...
‒ვინ ლაპარაკობს?
‒შენი დედამოტ... სინდისი. იცი, რამდენ ადამიანს ღალა-
ტობ,შე...

222
‒წადი შენი,‒ თქვა ბოსხმა და ტელეფონი გათიშა. მშვენივრად
იცოდა, რომ ლურჯ ფორმაში გამოწყობილ ყოფილ დებსა და ძმებს
შორის ბევრი არ აღმოჩნდებოდა ისეთი, ვინც ტიმ მარსია სა და ლუ-
სია სოტოსავით გაუგებდა. ბენზინის ჩასხმა დაამთავრა და „ჩერო-
კის“ საბურავების შესამოწმებლად გარშემო შემოუარა – ამას ყო-
ველთვის აკეთებდა, როდესაც ტრასაზე იყო. მერე ისევ გზაზე გავი-
და. ხუთი წუთის შემდეგ უკვე ჩქაროსნულ ტრასაზე მიქროდა. ტელე-
ფონმა ისევ დარეკა და ეკრანზე ისევ უცნობი დაიწერა. ბოსხმა გა-
დაწყვიტა, რომ მეტი გაღიზიანება და ნერვების აშლა აღარ სჭირდე-
ბოდა. ამიტომ ზარს არ უპასუხა და ძალიან გაუკვირდა, როდესაც
ცოტა ხნის შემდეგ ხმოვანი მესიჯის მიღების სიგნალი გაიგონა. მუ-
ქარის ელექტრონულად დაფიქსირება არც ისეთი ჭკვიანური იყო.
ბოსხი დაინტერესდა, ვინ შეიძლებოდა მოქცეულიყო ასე დაუფიქ-
რებლად და მესიჯი ჩართო.
„ჰარი, დიკ სატონი ვარ შერიფის დეპარტამენტიდან. როგორც კი
ამ მესიჯს მიიღებ, მაშინვე დამირეკე. აქ ისეთი სიტუაციაა, რომ აუ-
ცილებლად უნდა დაგელაპარაკო“.

სატონმა თავისი მობილურის ნომერი დაუტოვა და კიდევ ერ


თხელ გაუმეორა, გადაუდებელი საქმე მაქვსო. სანამ დაურეკავდა,
ბოსხმა გადაწყვიტა, ყველაფერი კარგად გაეაზრებინა. დიკ სატონს
კარგად იცნობდა. რამდენჯერმე ორი სამართალდამცავი სტრუქტუ-
რის ერთობლივი ოპერაციის დროს მასთან ერთად უმუშავია კიდეც.
მართალია, ახლო ურთიერთობა არასოდეს ჰქონია, ამ კაცზე კარგი
აზრი ჩამოუყალიბდა. სატონი ოკლაჰომელი იყო, სიმართლეს ყო-
ველთვის პირდაპირ ამბობდა და კულუარულ თამაშებში არასოდეს
მონაწილეობდა. ის შერიფის დეპარტამენტის მკვლელობების გან-
ყოფილების უფროსი გამომძიებელი იყო და ბოსხმა იფიქრა, ალ-
ბათ, ლექსი პარქსის მკვლელობის საქმეში ჩართესო.
ჰარიმ მესიჯი კიდევ ერთხელ მოისმინა, ნომერი დაიმახსოვრა
და დარეკა. სატონმა მაშინვე უპასუხა.
– ჰარი ბოსხი ვარ.

223
– ძალიან კარგი, ჰარი. სად ხარ?
– ჩქაროსნულ ტრასაზე. ლას-ვეგასიდან ვბრუნდები.
– დღეს ვეგასში იყავი?
– ჰო, ვიყავი, რაშია საქმე?
– ჰარი, აუცილებლად უნდა დავილაპარაკოთ. რამდენ ხანში ჩა-
მოხვალ?
– საცობებზეა დამოკიდებული. მაქსიმუმ ორ საათში. რაზე უნდა
ვილაპარაკოთ, დიკ?!
– დღეს დასავლეთ ჰოლივუდში ორმაგი მკვლელობა მოხდა,
„სანსეთპლაზაში“ საიუველირო მაღაზიის მფლობელი ძმები
მოკლეს. მაღაზიას „ნელსონ გრანტი და ვაჟიშვილები“ ჰქვია. იცი ეს
ადგილი?
– მშვენივრად მოგეხსენება, რომ ვიცი. ჩემი ბარათი იპოვეთ,
არა?
– ჰო,ვიპოვეთ. როდის იყავი იქ?
– დღეს დილას, მაღაზიის გაღების დროს.
სატონს რამდენიმე წამი ხმა არ ამოუღია.
– გასაგებია, ჰარი. მოკლედ, გაგიმართლა.
– აბა,მითხარი, რატომ?
– გეტყვი, როცა მოხვალ. როგორც კი ჩამოხვალ, პირდაპირ ჩემ-
თან მოდი, კარგი?
–– პრობლემა არ არის, მაგრამ მინდა ერთი კითხვა დაგისვა,
დიკ, რამეში მდებთ ბრალს?
– კარგი რა, ჰარი. რამდენი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ.
არაფერში ბრალს არ გდებთ. უბრალოდ, შენი დახმარება გვჭირდე-
ბა.ამ საქმეში ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს და ნებისმიერი ინფორ-
მაცია გამოგვადგება.
– შენ ადგილზე ხარ?
– ახლა კი, მაგრამ ცოტა ხანში დასავლეთ ჰოლივუდის განყოფი-
ლებაში მივდივარ. იქაურებს უნდა ველაპარაკო.
ბოსხმა იცოდა, ეს რას ნიშნავდა. იქ დასაკითხი ხალხი უკვე
მიყვანილი ჰყავდათ.

224
‒ხომ იცი, სად არის? ‒ ჰკითხა სატონმა.
– სანვინსენტზე, არა?
– ჰო, სწორია.
– კარგი. იქ შევხვდებით.
ბოსხს გაახსენდა, სატონმა რომ უთხრა, არაფერში გდებთ
ბრალსო, მაგრამ კარგად იცოდა, როდესაც ხელჩასაჭიდი არაფერი
გაქვს, შენთვის ყველა ეჭვმიტანილია.
ბოსხს სატონი მოსწონდა და პატივსაც კი სცემდა, მაგრამ იმასაც
აცნობიერებდა, როგორ სიტუაციაში აღმოჩნდა თვითონ. ახლა მას
ყველა ბარიკადის მეორე, ეგრეთ წოდებულ ბნელ მხარეს გადასუ-
ლად თვლიდა და სატონი ისე აღარ მოექცეოდა, როგორც მაშინ,
როცა ისინი, მართალია, სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქ-
ტურაში მომუშავე, მაგრამ კოლეგები იყვნენ.
ბოსხმა ჰელერთან დარეკვა გადაწყვიტა, მაგრამ არავინ უპასუხა
და ხმოვანი მესიჯი დაუტოვა: „მიკ, ჰარი ვარ. მინდა, რომ დღეს სა-
ღამოს შვიდ საათზე შერიფის დეპარტამენტის დასავლეთ ჰოლივუ-
დის განყოფილების წინ შემხვდე. მკვლელობების გამომძიებელ
დიკ სატონს უნდა შევხვდე და ვფიქრობ, ადვოკატი დამჭირდება".
უკვე გათიშვას აპირებდა, მაგრამ დაფიქრდა და დაამატა: „და კი-
დევ ერთი, ჰელერ: ფრთხილად იყავი. არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ...
უბრალოდ, თავს გაუფრთხილდი". ,

31

ჰელერი ბოსხს სან-ვინსენტის ბულვარზე, „ფესიფიქ დიზაინ სენ-


ტრის“ გვერდით, შერიფის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების კიბე-
ზე ელოდებოდა. შიგნით შესვლამდე ბოსხი ჰელერს მოუყვა ყველა-
ფერს, რაც უკვე იცოდა და რასაც ხვდებოდა. ჰელერმა პირობა მის-

225
ცა, რომ შეცდომების დაშვებისგან დაიცავდა. მერე დაამატა,თი-
თოეულ შეკითხვაზე პასუხის გაცემამდე იფიქრე,რა იქნება უკეთესი
ჩვენი კლიენტისთვისო.
‒გაიხსენე, რომ ახლა ბეიჯს აღარ ატარებ, – უთხრა ჰელერმა და
შესასვლელი კარი გამოაღო.
დიკ სატონი დეტექტივების ბიუროში ელოდებოდა. ჰელერი,რო-
გორ ცნობილი ადვოკატი და რაიონის პროკურორობის ყოფილი
კანდიდატი, მაშინვე იცნო.
კარგი რა, ჰარი, ჩვენ ხომ აქ ყველანი მეგობრები ვართ, ადვოკა-
ტი რაში გჭირდებოდა? ასეთი უკიდურესი ზომების მიღების აუცი-
ლებლობა არ არის.
– არ მეგონა, რომ კანონიერად თავის დაცვა უკიდურესი ზო-
მაიყო, – უთხრა ჰელერმა.
‒ მაპატიე, დიკ, მაგრამ ბავშვი მყავს, ცოლი კი – არა. ამიტომ
მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ დღეს საღამოს შინ დავბრუნდები,
– უთხრა ბოსხმა, მაგრამ ის აღარ დაუმატებია, რომ ბავშვი მომდევ-
ნო სამ ღამეს „ბიგ ბეარზე“ გაატარებდა.
– კარგი. მოკლედ, ორმაგი მკვლელობა მაქვს და ვფიქრობ, ერ-
თადერთი ადამიანი ხარ, ვისაც შეუძლია, ოდნავ მაინც გამარკვიოს,
რა ხდება, – უპასუხა სატონმა, – მოდი, შეხვედრების ოთახში შევი-
დეთ და კარტები მაგიდაზე დავაწყოთ.
ჰელერი და ბოსხი შეხვედრების დიდ ოთახში შეიყვანეს.
ცენტრში იდგა ოვალური მაგიდა, რომელიც საშუალო ზომის კომპა-
ნიის დირექტორთა საბჭოს თავისუფლად დაიტევდა. ის, რომ ბოსხი
ჩვეულებრივ დაკითხვების ოთახში არ შეიყვანა, სატონის მეგობ-
რულ ჟესტად უნდა ჩათვლილიყო. ალბათ, ურთიერთობის დაძაბვას
მოერიდა, თან შეეცადა, ბოსხს თავი გამოძიების მონაწილედ ეგ-
რძნო და არა მის ობიექტად.
კორნელი და შმიდტი, რომლებსაც ბოსხი იმ დილით შეხვდა და
სახეზე იცნობდა, მაგიდასთან უკვე ისხდნენ და მათ ელოდებოდნენ.
ასევე იყო ერთი უცნობი კაცი, რომელიც ბოსხმა სატონის მეწყვი-
ლედ ჩათვალა.

226
– როგორც ვხვდები, დეტექტივებს, კორნელსა და შმიდტს უკვე
იცნობ, – უთხრა სატონმა, – ეს კი გილ კონტრერასია, ჩემი თანამ-
შრომელი, – სატონმა დამხვდურებს ბოსხი და მისი ადვოკატი გააც-
ნო. ადვოკატის ხსენებამ უკმაყოფილო ჩურჩული გამოიწვია.
ჰელერი სიტუაციის შერბილებას ხელების ზევით აწევით, გნებ-
დებითო, შეეცადა.
– აქ მხოლოდ ჩემი კლიენტის დასაცავად და ინფორმაციის გაზი-
არების ხელშესაწყობად ვარ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის სასარგებ-
ლო იქნება, – თქვა მან.
ჰელერმა და ბოსხმა სკამები გამოსწიეს და ერთმანეთის
გვერდით დასხდნენ, სატონმა კი მაგიდას შემოუარა და ზუსტად მათ
პირდაპირ დაჯდა.
‒ვფიქრობ, აქ ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს საქმე, –თქვა
შმიდტმა
ჰელერმა ხელები მაგიდაზე დააწყო და წინ გადაიხარა, რომ ბოს-
ხის იქით მჯდომი შმიდტი დაენახა,
– და რაშია ეს კონფლიქტი, დეტექტივო?
– ყველამ ვიცით, რომ ის ლექსი პარქსის მკვლელობაზე თქვენ
თან გამომძიებლად მუშაობს, ახლა კი აღმოჩნდა, რომ კლიენტიც
არის, – უპასუხა შმიდტმა.
– ვერაფერს უკანონოს ვერ ვხედავ, – თქვა ჰელერმა, – მაგრამ,
თუ სურვილი გაქვთ, შეხვედრა იმ დრომდე გადავდოთ, სანამ ახალ
ადვოკატს მოვძებნით, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, ვერანაირ პრობ-
ლემას ვერ ვხედავ.
‒ არა, ამის გაკეთება არ გვინდა. უბრალოდ, მეგობრულად ვისა-
უბროთ, ‒ სწრაფად ჩაერია სატონი და შმიდტს ისე გახედა,თითქოს
უთხრა, დაოკდიო.
– რით დავიწყოთ? ‒ იკითხა ჰელერმა.
სატონი კმაყოფილი ჩანდა, რომ შმიდტის მიერ შექმნილი
უხერხულობა გაანეიტრალა და მაგიდაზე გამზადებული ფაილი გა-
დაშალა. ბოსხმა ფაილის ყდის მარცხენა მხარეს მიმაგრებული ჩა-

227
ნაწერებიანი ფურცელი შეამჩნია, მარჯვნივ კი რაღაც ჩანთისმაგვა-
რი,რომელშიც გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტები უნდა ყო-
ფილიყო.
– მოდი, ამით დავიწყოთ, თქვა სატონმა. ჩანთა ფაილიდან ამოი-
ღო და მაგიდაზე ბოსხისკენ გააცურა. ბოსხმა მასში თავისი სავიზი-
ტო ბარათი დაინახა, ის, რომელიც პიტერ ნგუენს იმ დილით მაღა-
ზიაში მისცა.
– ეს შენი ბარათია, ჰარი? – ჰკითხა სატონმა.
– ძალიან ჰგავს.
ჰელერმა ბოსხს ხელი მკლავზე დაადო. უნდოდა, გაეფრთხილე-
ბინა, რომ შეკითხვებზე პასუხები მისი თანხმობის გარეშე არ გაეცა.
მართალია, ბოსხმა ჰელერი ამ შეხვედრაზე თვითონ მოიწვია, მაგ-
რამ ასეთ წვრილმანებში მის დახმარებას აუცილებლად არ თვლი-
და. სატონის თამაშში მხოლოდ თამაშისთვის ჩართვას არ აპირებ-
და. ადრე მაგიდასთან ასეთი, ადვოკატიანი ტიპების პირდაპირ თვი-
თონ იჯდა ხოლმე და ამ როლში ყოფნა ნამდვილად არ უნდოდა.
– შეგიძლია, გვითხრა, ვის მიეცი ეს ბარათი?
– ერთი წუთით, ჩემს კლიენტთან უნდა მოვითათბირო,‒სწრა-
ფად ჩაერია ჰელერი.
‒ეს ხომ ზოგადი შეკითხვებია, – გააპროტესტა სატონმა.
– სულ რამდენიმე სიტყვას ვეტყვი, – თითქოს მოუბოდიშა
ჰელერმა.
ისინი დერეფანში გავიდნენ და ჰელერმა კარი გამოიხურა.
ლაპარაკი ბოსხმა დაიწყო:
– მისმინე, უნდა ვუთხრა ყველაფერი, რაც ამ საქმეზე ვიცი. ეს
ფოსტერსაც დაეხმარება. გარეთ მოსათათბირებლად მე არ გა-
მომიყვანიხარ, ასე რომ, შეგიძლია ყველაფერს შეეწინააღმდეგო...
– ახლა ფოსტერი არ მადარდებს. თუ გგონია, რომ ამ დანაშაულ-
ში ეჭვმიტანილად არ გთვლიან, არც ისეთი ჭკვიანი ყოფილხარ,რო-
გორიც მეგონე.
– ხელჩასაჭიდი აშკარად არაფერი აქვთ და ასეთ დროს ყველას

228
ეჭვმიტანილად თვლიან. ეს ჩემთვის გასაგებია. ძალიან მალე
მიხვდებიან, რომ არაფერ შუაში ვარ.
ბოსხმა კარისკენ გადადგა ნაბიჯი.
‒ მაშინ მე აქ რატომ ვარ? – ჰკითხა ჰელერმა.
ბოსხმა ხელი კარის სახელურს დაადო, გაჩერდა და ჰელერს
გამოხედა.
‒ ნუ ნერვიულობ, შენ აუცილებლად დამჭირდები, ოღონდ მხო-
ლოდ იმის შემდეგ, რაც ზოგად შეკითხვებს ჩავივლით.
– მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, შიგნით რომ შევალთ, ლაპა-
რაკს მე დავიწყებ.
– მერე?
– დაინახავ.
ბოსხმა წარბები შეჭმუხნა, მაგრამ კარი გააღო და ისინი ისევ
მაგიდას მიუსხდნენ.
– დეტექტივებო, მოდი, ეს თამაში სამართლიანი გავხადოთ, –
დაიწყო ჰელერმა, ინფორმაცია პატიოსნად გავცვალოთ.
– ორმაგი მკვლელობის გამოძიებისას ინფორმაციით არ
ვვაჭრობთ, – თქვა სატონმა, – ჩვენ კითხვებს ვსვამთ, ჰარი კი პასუ-
ხობს. აი, ასე იქნება ყველაფერი.
‒ იქნებ ასე მოვიქცეთ: ერთ შეკითხვას თქვენ დასვამთ, ერთს
ჩვენ, – არ დანებდა ჰელერი, მაგალითად, რას აკეთებენ აქ კორნე-
ლი და შმიდტი? ორმაგ მკვლელობას, რომელსაც თქვენ იძიებთ,
ლექსი პარქსის საქმესთან აქვს კავშირი?
სატონი აშკარად გაღიზიანდა და ბოსხი მიხვდა, რატომ. ოთახში
მხოლოდ ერთი ადვოკატი იჯდა და დაკითხვის პროცესის თავის
ხელში აღებას აპირებდა.
– ჩვენ ჯერ წარმოდგენა არა გვაქვს, რასთან აქვს კავშირი ამ საქ-
მეს, – თქვა სატონმა გაღიზიანებით, ჰარის ბარათი მკვლელობის
ადგილზე აღმოჩნდა. მერე ისე მოხდა, რომ ამ დილით შემთხვევით
მოვკარი ყური, ეს ორი დეტექტივი ბოსხზე ლაპარაკობდა. ამიტომ
ისინიც მოვიწვიე. ასეთი პასუხი გაკმაყოფილებთ? შემიძლია, ახლა
კითხვა მე დავსვა?

229
– რა თქმა უნდა, ეს ქუჩა ხომ ორმხრივი მოძრაობისაა.
სატონმა ყურადღება ბოსხზე გადაიტანა.
‒ჰარი, ეს ბარათი მაღაზია „ნელსონ გრანტი და ვაჟიშვილების”
უკანა ოთახში მოკლული ორი ძმიდან ერ-თერთის ჯიბეში ვიპოვეთ.
შეგიძლია რამე მითხრა ამის შესახებ?
‒ვფიქრობ, ის პიტერ ნგუენის ჯიბეში აღმოაჩინეთ. ამ დილით მა-
ღაზიაში ყოფნისას ბარათი სწორედ მას დავუტოვე.
‒ზუსტად რომელ საათზე იყავი იქ?
– დილის ათ საათზე, მაღაზიას რომ აღებდა. მაქსიმუმ თხუთმეტ
წუთში იქიდან წამოვედი. მეორე მსხვერპლი ვინ არის?
– მისი ძმა, პოლი.
– არა მგონია, ჩემი მაღაზიაში ყოფნის დროს იქ ყოფილიყო,მაგ-
რამ ეჭვი მაქვს, რომ პიტერი ყოველ წუთს ელოდებოდა. სულ უკანა
კარისაკენ იყურებოდა, თითქოს იქიდან ვიღაც უნდა შემოსულიყო.
როდის მოხდა ეს ყველაფერი?
– ზუსტი დრო ჯერ არ ვიცით. მყიდველმა ისინი უკანა ოთახის ია-
ტაკზე დაახლოებით შუადღისას აღმოაჩინა. ალბათ, მოგვიანებით
კორონერისაგან უფრო ზუსტ დროს გავიგებთ.
‒ ვიდეოკამერები?
– ყველა კითხვა ამან უნდა დასვას?‒ გაღიზიანდა კორნელი,–
ერთი ჰკითხეთ, იქ რა ჯანდაბას აკეთებდა?
სატონმა სიტყვის შეწყვეტინებისა და უხეში გამოთქმისათვის
კორნელს თვალებით უსაყვედურა. მისმა მზერამ კორნელსა და
შმიდტს შეახსენა, რომ ისინი მხოლოდ დამსწრეები იყვნენ. საქმეს
სატონი და მისი მეწყვილე იძიებდნენ.
– არანაირი ჩანაწერები არ იყო. მკვლელმა ვიდეოკამერიდან
დისკი ამოიღო. აპარატურა ძალიან ძველია და ინფორმაცია დისკის
გარდა არსად იწერება. მეზობელი მაღაზიის მეპატრონე ამბობს,
რომ თერთმეტ საათსა და ორმოცდახუთ წუთზე დაინახა,როგორ შე-
ვიდა უკანა კარიდან მაღაზიაში ორი კაცი. მათ თეთრი კომბინეზო-
ნები ეცვათ და ჩათვალა, რომ შუშების მრეცხავები იყვნენ. სროლის
ხმა არ გაუგონია.

230
– ისევ ორნი.
‒ჰო, ორნი. გარშემო მდებარე მაღაზიების ვიდეოკამერების ჩა-
ნაწერებს ვამოწმებთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი ვიპოვეთ.
მოკლედ, იმ მაღაზიაში რას აკეთებდი, ჰარი?
‒ბოსხს გული შეეკუმშა, მიხვდა, რომ ძმები ნგუენების
მკვლელობისათვის პასუხისმგებლობას ვერსად გაექცეოდა. გუმანი
კარნახობდა, რომ მკვლელები მაღაზიაში სწორედ მან მიიყვანა. ყო-
ველ შემთხვევაში, ძმები ნგუენების მკვლელობის აუცილებლობა
მაღაზიაში მისმა მისვლამ გამოიწვია.
– რაიმე წაიღეს?
– ჰარი, შენმა ადვოკატმა თქვა, რომ ეს ქუჩა ორმხრივი მოძ-
რაობისაა, უთხრა სატონმა, – სინამდვილეში კი შენ არანაირ
ინფორმაციას არ მაწვდი, მხოლოდ კითხვებს სვამ.
– მხოლოდ ამ ბოლო კითხვაზე მიპასუხე, ეს ძარცვა იყო თუ დას-
ჯა?
სატონმა თავი გააქნია. დაკითხვაზე კონტროლი უკვე ხელიდან
გაშვებული და ბოსხისათვის გადაცემული ჰქონდა.
–ეს აშკარად ან ძარცვა იყო, ან მისი იმიტაცია, – უთხრა მან,–
ერთ-ერთი ვიტრინა მთლიანად გამოუსუფთავებიათ.
– მხოლოდ ერთი? რომელი?
– შესასვლელი კარიდან მარჯვნივ.
– იქ მეორადი საქონელი იყო, არა?
– მორჩა, ჰარი, ახლა კითხვებს შენ პასუხობ. რისთვის მიხვედი
იქ ამ დილით?
ჰელერი ბოსხისკენ გადაიხარა.
‒მინდა შეგახსენო, რომ ჩემთვის მუშაობ და კონფიდენცია ლუ-
რობის ვალდებულება, რომელიც ჩემი კლიენტის მიმართ მაქვს,
შენზეც ვრცელდება,‒ ჩასჩურჩულა ყურში, – ასე რომ, ძალიან
ფრთხილად იყავი.
ბოსხმა სატონს გახედა.
‒ამ შემთხვევაში მე კონფიდენციალურობის ვალდებულებით
ვარ შებოჭილი, – უპასუხა მან, – საქმეს ვიძიებ, როგორც დაცვის

231
გამომძიებელი და უფლება არა მაქვს, ამ საქმესთან დაკავშირებულ
საკითხებზე კლიენტის ან მისი ადვოკატის თანხმობის გარეშე გელა-
პარაკოთ.
– ამ თანხმობას კი ჩემგან ვერ მიიღებ, – ჩაერთო ჰელერი.
ბოსხმა ის გვერდით გასწია და განაგრძო:
– ალბათ, საკმარისი იქნება, თუ გეტყვით, რომ ძმები ნგუენები
არ მომიკლავს, – უთხრა მან, – რომ მომეკლა, კლიენტის ინტერესე-
ბის მიუხედავად, გეტყოდით.
– რატომ მიხვედი იმ მაღაზიაში?
ბოსხმა პასუხის გაცემისას პირდაპირ კორნელს შეხედა.
‒მინდოდა მეკითხა საათის შესახებ, რომელიც მათ დაახ-
ლოებით ექვსი თვის წინ ალექსანდრა პარქსის ქმარს მიჰყიდეს.
როგორც იცით, პარქსი მოკლეს. მისი საათის შესახებ საქმის მა-
სალებში არაფერია ნათქვამი, მე კი გაუგებარ დეტალებს ვერ ვიტან.
შევეცადე, რაღაცები დამეზუსტებინა.
– დაგეხმარა პიტერ ნგუენი რამეში?
– არა, არაფერში.
– ის საათი მათ მაღაზიაში იყო ნაყიდი?
– მე ასე მგონია.
– რატომ გგონია?
სანამ ბოსხი რაიმეს იტყოდა, პასუხი ჰელერმა გასცა:
– ამ კითხვაზე ის პასუხს ვერ გაგცემთ. ვფიქრობ, ამით უნდა და-
ვამთავროთ, დეტექტივებო.
კორნელმა ისევ უკმაყოფილოდ ჩაიბურდღუნა რაღაც და ჰე-
ლერი მაშინვე დაეტაკა: ·
– რაშია საქმე? არ მოგწონთ, რომ თქვენს გასაკეთებელს ჰარი
ბოსხი აკეთებს?
– შენი დედაც... ადვოკატო, – თქვა კორნელმა, – ეგ ყველაფერი
თვალებში ნაცრის შეყრაა. ცდილობთ აამღვრიოთ წყალი,რომელ-
შიც თქვენი კლიენტი იხრჩობა, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ მის წი-
ნააღმდეგ მეტყველებს.

232
– განაგრძეთ ასე ფიქრი, –– უთხრა ჰელერმა, – ჩვენ კი, აქედან
რომ გავალთ, საქმეს თქვენ მაგივრად გამოვიძიებთ, ოღონდ მარ-
თლა გამოვიძიებთ, თქვენსავით უდანაშაულო ადამიანს კი არ ავკი-
დებთ ბრალს.
– ოჰ, ოჰ, ძალიან შემეშინდა.
ჰელერმა სარკაზმს ყურადღება არ მიაქცია, კორნელს გამა-
ნადგურებელი ღიმილით შეხედა და სატონისკენ ნელა მიტრიალდა.
– თქვენ რას იტყვით, დეტექტივო, გაქვთ კიდევ შეკითხვები?
– ამ დროისათვის არა.
‒მაშინ მეტს აღარ შეგაწუხებთ.
ჰელერი წამოდგა და ბოსხიც მიჰყვა. სანამ გარეთ, შენობისკენ
მიმავალ გზაზე არ გავიდნენ, ხმა არ ამოუღიათ. ბოსხი ცუდ ხასიათ-
ზე იყო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვიღაცას უღალატა,ალ-
ბათ, საკუთარ თავს.
– მისმინე, ეს ყველაფერი არ მომწონს, – დაიწყო მან, ალბათ,
მათთვის ყველაფერი უნდა მეთქვა, რაც ვიცი.
– მართლა? – ჰკითხა ჰელერმა, – ხომ ვერ მეტყვი, ზუსტად რა
იცი? სიმართლე ის არის, რომ არც არაფერი. ჩვენ ჯერ არაფერი ვი-
ცით.
– მე ვიცი, რომ მკვლელი იმ ორ ძმასთან მაღაზიაში მე მივიყვანე.
‒ მართლა? როგორ? გინდა თქვა, ეს ორი ძმა არაფერ შუაში იყო
და მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ დაელაპარაკე?
– არა, მე... მისმინე, მაღაზიაში ჩემი ყოფნიდან დაახლოებით
ერთ საათში მოკლეს და გინდა დამარწმუნო, რომ დამთხვევა იყო?
– არა. უბრალოდ, ჩემი აზრით, რაც ჩვენ ვიცით, საკმარისი არ
არის იმისათვის, რომ წავიდეთ და პოლიციელებს მოვუყვეთ. მით
უმეტეს, როდესაც ჩვენი კლიენტი ციხეში ზის და სამუდამო პატიმ-
რობა ემუქრება. იმ ადამიანზე უნდა ვიფიქროთ და არა ვიღაც ტრაკ
პოლიციელებზე.
– ცოტა ხნის წინ მეც ტრაკი პოლიციელი ვიყავი, – თქვა ბოსხმა.

233
‒იცი, რა, ჰარი, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჯერ არც ჩვენ
გაგვირკვევია არაფერი. მოდი, გავარკვიოთ და მერე გადავ-
წყვიტოთ, რა ვთქვათ, ვის ვუთხრათ და, რაც მთავარია, სად ვთქვათ.
ხუთ კვირაში სასამართლო გვაქვს და იმ დროისთვის ყველაფერი
უნდა ვიცოდეთ.
ბოსხი ტროტუარისკენ წავიდა. გრძნობდა, რომ ბარიკადის
მეორე მხარეს გადასვლა დიდი შეცდომა იყო. ჰელერი დაეწია და
მის ზურგს უკან გაჩერდა.
– მათ აქვთ შანსი, ყველაფერი, რასაც ახლა ვეტყვით, მომავალ-
ში ჩვენს და ჩვენი კლიენტის წინააღმდეგ შემოატრიალონ. ჩვენი
კლიენტის, ჰარი. ეს უნდა გახსოვდეს.
ბოსხმა თავი გააქნია და ქუჩას გახედა.
‒რა შეიძლებოდა სცოდნოდათ იმ ძმებს? – ჰკითხა ჰელერმა, –
რისთვის შეიძლებოდა მოეკლათ?
ბოსხი შემობრუნდა და სახეში შეხედა.
– ჯერ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გავიგებ.
‒კარგი. შემდეგი ნაბიჯი რა არის?
ვეგასში ერთი გვარი გავიგე, ტიპის, რომელიც ბევერლი ჰილზში
ცხოვრობს, და შეიძლება ამ საათის საიდუმლო იცოდეს... და არა
მხოლოდ საათის. შემდეგი ნაბიჯი მასთან შეხვედრაა.
– კარგი. ყველაფერი შემატყობინე.
– აუცილებლად. მისმინე,თუ მათ იცოდნენ,რომ მაღაზიაში ვიყა-
ვი, არ არის გამორიცხული, შენც გითვალთვალებდნენ.
– არაფერი შემიმჩნევია.
– საქმეც ეგ არის. ვერ შეამჩნევდი. გყავს ვინმე, ვისაც შეგიძლია
მანქანა შეამოწმებინო? ჩემსას მე თვითონ მივხედავ.
– გასაგებია, გავაკეთებ.
– კარგი. როგორც ადრე გითხარი, თავს გაუფრთხილდი.
– შენც.

234
32

პოლიციის განყოფილებიდან ბოსხი პირდაპირ შინისკენ წავიდა.


მანქანა ტენტის ქვეშ გააჩერა და ცარიელ სახლში შევიდა. ქალიშ-
ვილს დაუძახა, მაგრამ არავინ უპასუხა. სანამ გაახსენდებოდა, რომ
მედი ლაშქრობაში იყო წასული, შიშისაგან გაიყინა. საიუველირო
მაღაზიაში მომხდარი მკვლელობით გონება ისე ჰქონდა დაკავებუ-
ლი, რომ ყველაფერი გადაავიწყდა. ცოტა რომ ამოისუნთქა,მესიჯი
მისწერა. უნდოდა გაეგო, ჩავიდნენ თუ არა. პასუხი, როგორც ყო-
ველთვის მოკლე იყო:

„ადგილზე ვართ. ავტობუსმა მაგრად დაგვანჯღრია“.

ბოსხმა ტანზე გამოიცვალა. ჩაიცვა ძველი კომბინეზონი,


რომელსაც დანაშაულის ადგილზე გასვლისას იცვამდა ხოლმე. სამ-
ზარეულოს კარადიდან ფარანი აიღო და მანქანის სადგომზე გავი-
და. სანამ განათებულ ადგილამდე მივიდოდა, ქუჩა და მეზობლების
სახლებისაკენ მისასვლელი გზები კარგად დაათვალიერა. უცხო
მანქანას ეძებდა. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უთვალთვალებდნენ,
ძმები ნგუენების მკვლელობამ დაარწმუნა ამაში, მაგრამ აუცილებ-
ლად უნდა გაერკვია, როგორ აკეთებდნენ ამას – უკან დასდევდნენ
თუ ციფრულ ტექნიკას იყენებდნენ. ჰქონდა თუ არა შანსი იმისა,
რომ მათგან მალულად სადმე გასულიყო.
ქუჩაში საეჭვო მანქანა არ ჩანდა. ყურადღებით დაათვალიერა,
რომელიმე ბოძის ან ხის უკან ვიდეოკამერის ობიექტივი შუქს ხომ
არ ირეკლავდა. ვერაფერი შეამჩნია, ქუჩისკენ მიმავალ გზას გაუყვა
და ქუჩაში გავიდა. მიმდებარე ტერიტორია უფრო დაკვირვებით შე-
ისწავლა. თავისი საქციელი რომ გაემართლებინა, ყოველი შემ
თხვევისათვის საფოსტო ყუთთან მივიდა და იქიდან ფოსტა ამოიღო.

235
ქუჩის ვერც ერთ მხარეს საეჭვო ვერაფერი შეამჩნია. მანქანის
სადგომზე დაბრუნდა, შუქი აანთო და გაზეთები სამუშაო დაზგაზე
დადო. „ჩეროკის“ შემოუარა, ქვევით შეიხედა, ფარანი ჩართო და
მანქანის ძარის წინა ნაწილის დათვალიერება დაიწყო. ეძებდა ნე-
ბისმიერ ფარულ ადგილას, სადაც ჯიპიესის გადამცემის დამალვა
შეიძლებოდა.
ბოლოს მანქანის ქვეშ შეძვრა. სახეს ჯერ კიდევ ცხელი ძრავა
უხურებდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ნელ ცეცხლზე იწვოდა,
მაგრამ ძებნა განაგრძო და, როცა ლოყაზე მანქანის ზეთი დაეწვე-
თა, შეიგინა.
ჯიპიესის გადამცემი წინა მარცხენა ბორბალთან, მისი ერთ-ერ-
თი დამჭერის უკან იპოვა. მოულოდნელი მანევრის დროს იქიდან
ჩამოვარდნა არ ემუქრებოდა. პლასტმასის კოლოფში იდო და
მძლავრი მაგნიტით მიეკრათ. კოლოფი გახსნა და შიგნით გადამცე-
მის გარდა, სიმძლავრის წყარო და ორი ელემენტი გამოჩნდა. ამ
მოწყობილობას ციფრულ ფიჭურ მიმღებზე უწყვეტი სიგნალის გაგ-
ზავნა და ლეპტოპის რუკაზე ბოსხის მანქანის მდებარეობის რე-
ალურ დროში დაფიქსირება შეეძლო. ჯიპიესი ელემენტებზე იყო და
არა მანქანის ელექტროხაზთან შეერთებული. ეს კი იმას ნიშნავდა,
რომ ბოსხზე თვალთვალს დიდხანს არ აპირებდნენ.
ფარანი გამორთო და ცოტახანს მანქანის ქვეშ იწვა, ფიქრობდა,
მოეხსნა სათვალთვალო აპარატურა და ამით მოთვალთვალეები-
სათვის გაემხილა, რომ აღმოაჩინა, თუ დაეტოვებინა და გამოძიება
ამ ფაქტის გათვალისწინებით გაეგრძელებინა.
ბოლოს გადაწყვიტა, ჯერჯერობით ხელი არ ეხლო. მანქანის ქვე-
შიდან გამოძვრა, შუქი გამორთო და სადგომის კიდისკენ წავიდა. კი-
დევ ერთხელ მიმოიხედა, მაგრამ ისევ ვერავინ დაინახა. სახლში
დაბრუნდა, კარი ჩაკეტა, ისევ საყოველდღეო ტანსაცმელი ჩაიცვა
და ლუსია სოტოს დაურეკა. მან მაშინვე უპასუხა.
– გისმენ, ჰარი.
– სალამი, როგორ ხარ?

236
– კარგად. მეც ვაპირებდი დარეკვას. შენი გამოძიება საიდუმლო
აღარ არის. უკვე ყველამ იცის, რომ დაცვის მხარეს მუშაობ.
– ვიცი, უკვე მირეკავენ.
– თუ ამის გამო რეკავ, მინდა გითხრა, ჰარი, რომ მე არავისთვის
არაფერი მითქვამს.
– ვიცი. ეჭვი არც შემპარვია.
– მაშინ... რა მოხდა?
‒ოჰ, იცი, ჩემი ქალიშვილი ქალაქში არ არის, ტელეფონთან და-
კავშირებულ რაღაცებში კი ჩვეულებრივ ის მეხმარება ხოლმე. გახ-
სოვს, გუშინ "უბერი“34 რომ ახსენე. როგორ უნდა დავიყენო?
– ძალიან მარტივია. ჯერ ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე დააყე-
ნე.
– ეგ როგორღა გავაკეთო?
– მაშაყირებ?
– ჰო, კარგი, ჩავრთე.
სოტომ ყველაფერი უკარნახა· ოპერაციას ათ წუთზე ნაკლები
დასჭირდა.
‒ მორჩა, მზად არის, – თქვა სოტომ.
‒ მაგარია. ესე იგი, ახლა შემიძლია მანქანა გამოვიძახო?
– რა თქმა უნდა, შეგიძლია.
– ძალიან კარგი.
– ასე გვიან სად აპირებ წასვლას? ·
‒ზუსტად არც ვიცი, უბრალოდ, ერთი ადგილის შემოწმება მინ-
და.
– რომელი ადგილის?
ბოსხმა ეკრანი აანთო და მანქანა გამოიძახა.
‒ ერთი ტიპის სახლს მინდა შევხედო. მპასუხობენ, მანქანა ექვს
წუთში იქნებაო, მძღოლს მარკო ჰქვია და შავ „ტესლაზე“ ზისო.
– ყოჩაღ.
– დანიშნულების ადგილს მეკითხებიან.

34
საერთაშორისო კერძო ინტერნეტკომპანია სან-ფრანცისკოში

237
– შეგიძლია ჩაწერო ან არა. მანქანა მაინც მოვა. ამ შემთხვევაში
მარშრუტი პროგრამაში არ შეაქვთ და შენ თვითონ ეუბნები. სად
გინდა წასვლა?
ბოსხმა ამ შეკითხვას არ უპასუხა, რადგან მისამართი ჯერ
ზუსტად არ იცოდა.
– გმადლობ, ლუსია.
‒კარგი, წავედი.
– ოჰ, ერთი წუთით, კიდევ ერთი შეკითხვა – ეს მანქანა ტაქსივით
არის? შეგიძლია მძღოლს მოაცდევინო თუ, მაგალითად, მაღაზიაში
ან სახლში, ან სადმე გინდა შესვლა
– ჰო, ეუბნები, რა გინდა და ყველაფერი შენს საკრედიტო ბარათ-
ზე აისახება. მგონი, ყოველ თხუთმეტ წუთზე ფიქსირებული გადასა-
ხადია.
– მაგარია. გმადლობ და ღამე მშვიდობის.
– ღამე მშვიდობის.
ბოსხი გარეთ, თავისი სახლის წინ იცდიდა. ქვევიდან მთისკენ
მომავალი გზა აქედან კარგად ჩანდა და უნდოდა დარწმუნებულიყო,
რომ მის გამოძახებულ მანქანას კუდი არ მოჰყვებოდა. მარკოს მოს-
ვლამდე სამი წუთი იყო დარჩენილი.
ტელეფონში საძიებო სისტემა ჩართო, რომ ბევერლი ჰილზში შუ-
ბერტის მისამართი მოეძებნა. სისტემამ მალე ამოუგდო პლასტიკუ-
რი ქირურგის, ჯორჯ შუბერტის კლინიკა, რომლის ოფისი დასავლეთ
ჰოლივუდში, მესამე ქუჩაზე, სედარს-სინაის სამედიცინო ცენტრის
შენობაში იყო განთავსებული. ეს ერთადერთი ინფორმაცია აღმოჩ-
ნდა. საცხოვრებელ მისამართს სისტემა არ იძლეოდა.
ბოსხმა ტელეფონი გამორთო და ლუსია სოტოს დაურეკა. იმედი
ჰქონდა, რომ მას ჯერ არ ეძინა ან ისევ „ისთსაიდ ლავში“ არ იყო წა-
სული.
– კიდევ რა გინდა, ჰარი? ‒გაინტერესებს, ტელეფონით პაემანი
როგორ დანიშნო?
‒რა, ეგეთი სერვისიც არსებობს?

238
– ყველანაირი სერვისი არსებობს. რაშია საქმე?‒ უკვე დაწო-
ლას ვაპირებდი, გუშინ ღამე კლუბში ძალიან გვიანამდე ვიყავი.
‒„ისთსაიდ ლავში“ ბარის დახლზე ცეკვავდი?
‒სიმართლე გითხრა, ვცეკვავდი, მაგრამ ჩაცმული. მითხარი, რა
გინდა?
ბოსხმა მოსახვევში შუქი დაინახა, მისი მანქანა ახლოვდებოდა.
‒ლეპტოპი თან გაქვს?
– რა გჭირდება?
– მინდოდა მეთხოვა, რომ ერთი ადამიანის შესახებ ინფორმაცია
მოგეძებნა ჩემთვის. ექიმია და ბევერლი ჰილზში უნდა ცხოვრობ-
დეს.
ადრე, როდესაც ერთად მუშაობდნენ, კომპიუტერის სპეციალის-
ტი სოტო იყო. ფინანსური, საკუთრებისა და კომუნიკაციური ჩანაწე-
რების მიხედვით მისამართის დადგენა ყოველთვის შეეძლო. მისი
მეთოდი ხშირად უფრო სწრაფი და სანდო იყო, ვიდრე ინფორმაციის
სამართალდამცავი ორგანიზაციის ნებისმიერი ბაზის მიხედვით გა-
გება. ბოსხის თხოვნის შესრულება მას ყოველგვარი წესების დარ-
ღვევის გარეშე შეეძლო, რადგან საკუთარ ლეპტოპსა და პროგრა-
მებს იყენებდა.
– ადვილია.
შუბერტის სახელი და გვარი ჩააწერინა.ის კი დაჰპირდა, გა-
ვარკვევ და დაგირეკავო. ბოსხმა მადლობა გადაუხადა და ტელეფო-
ნი გათიშა. მანქანა უკვე მოსახვევს გამოსცდა და ანთებული ფარე-
ბით უახლოვდებოდა. სიბნელეში მანქანის ძლიერი შუქით განათე-
ბული თავს დაუცველად გრძნობდა.
„ტესლა“ თითქმის უხმაუროდ მიუახლოვდა და მის წინ გაჩერდა.
ტელეფონზე საათი შეამოწმა. მარკო ზუსტად დროზე მოვიდა. „უბე-
რი“ ბოსხისათვის სიახლე იყო და ამიტომ წარმოდგენა არ ჰქონდა,
წინ უნდა დამჯდარიყო თუ უკან. ბოლოს წინა კარი გამოაღო.
– მარკო ხართ?
– დიახ, სერ.
ძლიერი აღმოსავლეთევროპული აქცენტი ჰქონდა.

239
‒სად უნდა დავჯდე?
‒აქვე, წინ დაჯექით.
ბოსხი ჩაჯდა.
– საით მივდივართ? – ჰკითხა მარკომ, – დანიშნულების ადგილი
არ მიგითითებიათ.
– მეგონა,შემეძლო, არ დამეზუსტებინა. მაღლა წავიდეთ, მალ-
ჰოლანდის35 თავში რომ ავალთ, მოვტრიალდეთ და უკან მოვბრუნ-
დეთ.
– სულ ეს არის?
– არა,მერე ქვევით, ბევერლი ჰილზისკენ.
‒ მისამართი გაქვთ? პროგრამაში შევიყვან.
– ჯერ არა, მაგრამ, სანამ ადგილზე მივალთ, მექნება.
– როგორც იტყვით.
მანქანა აღმართს შეუდგა. ძრავის ხმა საერთოდ არ ისმოდა.
ბოსხს გასართობი პარკის ელექტრომანქანები გაახსენდა.
– როგორ უხმაუროდ დადის. შეგიძლიათ ადამიანს ისე მი-
ეპაროთ, ვერც კი გაიგოს.
– ჰო, აბა, რა. ეს ხომ „ტესლაა“, აქაურებს ელექტროავტომობი-
ლები უყვართ, ჰოლივუდელებს ვგულისხმობ. სტაბილური ბიზნე-
სია. გარდა ამისა, მე სერბი ვარ, სმილიანიდან36.
ბოსხმა თავი ისე დაუქნია, თითქოს მიხვდა, რა კავშირი შეიძ-
ლებოდა ყოფილიყო ჰოლივუდსა და სმილიანს შორის.
– ტესლა – აუხსნა მარკომ, ცნობილი ადამიანი, ჩემი სოფლიდან
იყო.
‒აა,ეს მისი კომპანიაა?
– არა. ის ედისონთან ერთად ელექტრობაზე მუშაობდა დიდი
ხნის წინ. მანქანას სახელი მის პატივსაცემად დაარქვეს.
– მართალია. სულ დამავიწყდა.
ტაქსით მგზავრობით მწირი გამოცდილებიდან გამომდინარე,
ბოსხმა გაიფიქრა, „უბერის“ მძღოლები ბევრად მეტს ლაპარაკო

35
ქუჩა და გზა სანტა-მონიკას მთაგრეხილის აღმოსავლეთით
36
სოფელი ხორვატიაში

240
ბენ, ვიდრე ტაქსებისო. მგზავრობა, დანიშნულების ადგილზე
მისვლის გარდა, სოციალური ექსკურსიაც გამოდგა. მალჰოლან-
დის მწვერვალამდე მისვლის შემდეგ ბოსხმა მძღოლს უთხრა, მან-
ქანა მოეტრიალებინა და ქვევით ვუდრო უილსონით, მისი სახლის
გავლით დაშვებულიყვნენ.
უკანა გზაზე თავისი სახლის ახლომახლო საეჭვო ვერაფერი
შენიშნა. არც ერთი უცხო მანქანა და ქვეითად მოსიარულე არ ჩან-
და,არც სახლებს შორის ჩაბნელებულ ადგილებში ანათებდა ანთებუ
ლი სიგარეტი. ბოსხი კმაყოფილი იყო, რომ მოთვალთვალეები მის
მანქანაზე დაყენებულ ჯიპიესგადამცემს ეყრდნობოდნენ და ეს გა-
არკვია. ახლა მუშაობა შეიძლებოდა. „ჩეროკით“ მხოლოდ ისეთ ად-
გილებში წავიდოდა, რომლებიც მოთვალთვალეებს არ დააინტერე-
სებდათ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ გადამცემს მანქანის მიმოს-
ვლა დაეფიქსირებინა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი საქმეების-
თვის კი „უბერს“ გამოიყენებდა ან მანქანას დაიქირავებდა. ბოლოს
უკან მოიხედა და ქუჩა კიდევ ერთხელ დაათვალიერა.
უნდოდა საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ არავინ უთვალ-
თვალებდა. ისევ ვერავინ შეამჩნია.
უკვე გორაკის ძირში იყვნენ, კაუენგაზე სამხრეთისაკენ მოუხვი-
ეს და ჰოლივუდისკენ მიდიოდნენ, როცა სოტომ დარეკა – ბევერლი
ჰილზში, ელევადო–სთრითზე, შუბერტის მისამართი უკვე ეპოვა.სა-
მი სხვადასხვა საძიებო სისტემა ამას მიჩვენებს, ეს მისი ოფიციალუ-
რი და დღევანდელი მისამართი უნდა იყოს, ‒ უთხრა სოტომ.
– არაჩვეულებრივია. დიდი მადლობა.
– ყოველთვის მზად ვარ, ჰარი. კიდევ რამე ხომ არ გჭირდება?
– ოჰ, სიმართლე გითხრა, კიდევ ერთი რამ მინდოდა მეთხოვა
პროსტიტუციის განყოფილების პოლიციელების კოდები რომ გად-
მოგეცი, იმათი გვარები ხომ არ გინახავს? აი, მათი, სავარაუდოდ,
ჯეიმზ ალენს არაოფიციალურ ინფორმატორად რომ იყენებდნენ.
‒ჰო, მგონი, გადმოგიგზავნე კიდეც, ‒ უპასუხა სოტომ.
– იმეილს გულისხმობ? კარგა ხანია, არ გამიხსნია. როგორც კი
სახლში...

241
‒მოიცადე. სადღაც აქ მაქვს.
ბოსხი ელოდებოდა, სანამ ის ნოუთბუქის გვერდებს ხსნიდა. მეწ-
ყვილეები სულ ცოტა ხანს იყვნენ, მაგრამ ბოსხისაგან პატარა ნო-
უთბუქის მუდამ თან ტარების ჩვევის ათვისება სოტომ მაინც მოას-
წრო.
– აი, – თქვა მან ბოლოს, კოდი 6 ნპ 55 იყო, არა? მოკლედ, მათი
სახელები და გვარებია დონ ელისი და კევინ ლონგი. იცნობ?
ბოსხი დაფიქრდა. ეს სახელები არაფერს ეუბნებოდა. ათ წელზე
მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ის ჰოლივუდის განყოფილებაში მუშა-
ობდა. იქაური თანამშრომლების უმრავლესობა, ალბათ, უკვე შეც-
ვლილი იქნებოდა.
– არა, არ ვიცნობ.
– მაშ როგორ აპირებ შემოწმებას? თუ ალენთან არაოფიციალუ-
რად მუშაობდნენ, შენ რატომ მოგიყვებიან?
– ჯერ არ ვიცი, ‒ უთხრა ბოსხმა, მადლობა გადაუხადა დაძილი
ნებისა უსურვა. ტელეფონი გათიშა, მარკოს მიუბრუნდა და უთხრა
სანსეთისაკენ დაშვებულიყო, დასავლეთისკენ გაეხვია და ბევერლი
ჰილზში წასულიყო.
‒სანსეთისკენ? ჰკითხა მარკომ, –– ახლა ძალიან გადაჭედილი
იქნება, სანტა-მონიკათი წასვლა აჯობებს.
– შეიძლება აჯობებს, მაგრამ მე სანსეთით მინდა, – უპასუხა ბოს-
ხმა, – იქ რაღაც უნდა ვნახო.
–კი ბატონო, თქვენი ნებაა.
მარკო მითითებული მიმართულებით წავიდა და სან-სეთზე
საცობის შესახებ ხმა აღარ ამოუღია. გვიანი საღამოს მოსეირნეები
მოძრაობას ანელებდნენ. ბოსხი უყურებდა, როგორ გამოდიოდნენ
კლუბებიდან ტურისტები და ქუჩას შავი ღრუბელივით ედებოდნენ.
საექსკურსიო მიკროავტობუსების მიმოსვლას ღამის პატრულები
არეგულირებდნენ. შერიფის საპატრულო მანქანები ცდილობდნენ,
ქვეითად მოსიარულენი დაეჩქარებინათ. ბოსხი „ტესლას“ფანჯრი-

242
დან იყურებოდა, მის მინაზე ნეონის ნათურები ათასფრად ირეკლე-
ბოდა, მაგრამ ფიქრებში ისე იყო გართული,რომ ეს ფერები მის შავ
თვალებში ვერ აღწევდა.
„ლოს-ანჯელეს დოჯერსის“37 სპორტკომენტატორზე, ვინ სკალი-
ზე, ფიქრობდა. მას მატჩების რეპორტაჟები სამოც წელზე მეტხანს
მიჰყავდა. ეს ჯამში ათი ათას თამაშს აჭარბებდა. მის ხმაზე უფრო სა-
კულტო და ლოს-ანჯელესთან გაიგივებული მეორე ხმა მთელ კალი-
ფორნიაში არ არსებობდა. ამდენი მატჩის წაყვანის შემდეგ თამაში-
სა და თავისი ქალაქის გუნდის სიყვარული არ განელებია. ბავშვი-
ვით ხარობდა, როდესაც გასაოცარი შემთხვევითობის წყალობით
ანგარიშის დაფაზე სულ ორიანები ჩამწკრივდებოდა და,სანამ ისინი
წაიშლებოდა, „ველური წყვილიო”38, შესძახებდა აღელვებული.
ორი ბურთი,ორი დარტყმა, ორი გარე და ორი შიდა.
ბოსხს ყურში სკალის ხმა ჩაესმოდა და თან ფიქრობდა, რომ „ვე-
ლური წყვილი“ ახლა მის თამაშშიც იყო სავარაუდოდ, ერთმანეთ-
თან დაკავშირებული ორი მკვლელობა; ორი მოკლული ძმა საიუვე-
ლირო მაღაზიაში; სავარაუდოდ, ორი მკვლელი იმავე მაღაზიაში;
მანქანის ორი კარის დაკეტვის ხმა ქუჩაში, სადაც მოკლული ჯეიმზ
ალენი კედელზე მიყრდნობილი დატოვეს; ინფორმაცია ორი საათის
მოპარვის შესახებ, რომელიც მერე არ დადასტურდა; ნარკოტიკები-
სა და პროსტიტუციის განყოფილების ორი პოლიციელი, რომლებ-
მაც მიკი ჰელერი გააჩერეს და იმავე განყოფილების ორი პოლიცი-
ელი, რომლებიც ჯეიმზ ალენს, სავარაუდოდ, არაოფიციალურ ინ-
ფორმატორად იყენებდნენ.დამთხვევა იყო? ბოსხის აზრით, ვინ სკა-
ლი ასე არ ჩათვლიდა და არც თვითონ მიაჩნდა ასე.
წყვილები ნამდვილად წარმოუდგენელი იყო და ბოსხს უნდა
გაერკვია, რაში იყო საქმე. ჰელერს დაურეკა და გააღვიძა.
– რა მოხდა? – იკითხა ადვოკატმა.

37
პროფესიონალ ბეისბოლისტთა კლუბი
38
ვინ სკალი ანგარიშს ტაბლოზე Aerosmith-ის ცნობილი სიმღერის
სახელწოდებით მოიხსენიებდა

243
– არაფერი, – უპასუხა ბოსხმა, უბრალოდ, შეკითხვა მაქვს– ქუ-
ჩაში მანქანით რომ გაგაჩერეს, ხომ გახსოვს? მაშინ მითხარი,სამო-
ქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ორი ტიპი იყოო.
– ჰო, ეგრე იყო. ისინი ჯერ კიდევ რესტორანთან მელოდე-
ბოდნენ. რა გაინტერესებს?
– ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის განყოფილებიდან იყვნენ?
– შეიძლება, არ ვიცი.
– სახელები არ გახსოვს? .
– არ უთქვამთ. პატრულის ორ პოლიციელს გადამაბარეს და
იმათ წამიყვანეს.
‒ წესით, დაკავების ოქმში უნდა ეწეროს?
‒ ალბათ, წერია, მაგრამ ოქმი ჩემთვის ჯერ არ გადმოუციათ.
‒ უხ, შენი...
– შუაღამისას იმ ნაბიჭვრების სახელების საკითხავად რატომ
მაღვიძებ?
– ჯერ დანამდვილებით ვერაფერს გეტყვი. როგორც კი რამეს გა-
ვიგებ, დაგირეკავ.
– შეეცადე, ეს ხვალ იყოს. დაძინებას ვაპირებ.
ბოსხმა ტელეფონი გათიშა და რამდენჯერმე ნიკაპზე მიიკაკუნა.
ფიქრობდა, კიდევ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა, რომ შეკითხვაზე,
რომელიც ჰელერს დაუსვა, თვითონ ეპასუხა. რა თქმა უნდა,შეეძ-
ლო ლუსია სოტოსათვის დაერეკა, მაგრამ კარგად იცოდა, რომ და-
კავების ოქმის ძებნა ციფრულ ანაბეჭდებს ტოვებდა. ასეთ საფრთხე-
ში მისი ჩაგდება კი არ შეეძლო. სხვა გზა უნდა ეძებნა.
„სანსეთპლაზას“, სადაც „ნელსონ გრანტი და ვაჟიშვილების“ მა-
ღაზია მდებარეობდა, რომ ჩაუარეს, ტროტუართან ჩამწკრივებული
პრესის უამრავი მიკროავტობუსი დაინახა. ტელევიზიისა და ინტერ-
ნეტჟურნალისტები შესაფერის ადგილებს ეძებდნენ და თერთმეტსა-
ათიან ახალ ამბებში პირდაპირი ჩართვისათვის ემზადებოდნენ·
მათ უკან, მაღაზიის საგამოფენო დარბაზიდან, ხელის ფარნების შუ-
ქი გამოდიოდა. მკვლელობიდან თორმეტი საათის შემდეგ დანაშაუ-
ლის ადგილის შესწავლა გრძელდებოდა.

244
შესასვლელ კარს შერიფის დეპარტამენტის ორი წარმომადგე-
ნელი იცავდა.
‒იქ რაღაც ცუდი მოხდა, – თქვა მარკომ.
‒ ჰო, – უპასუხა ბოსხმა, – რაღაც ძალიან ცუდი, როგორც კი ბე-
ვერლი ჰილზში შევიდნენ და მარცხნივ გაუხვიეს, საცხოვრებელ
უბანში მოხვდნენ. სანსეთსა და სანტა-მონიკას ბულვარს შორის
მოქცეული ეს ერთი კვადრატული კილომეტრი ერთ-ერთი ყველაზე
ძვირი საცხოვრებელი ადგილი იყო მთელ კალიფორნიაში. გრი-
ლოდა, „ტესლამ“ კიდევ ერთხელ მოუხვია და ელევადო სთრითზე
უხმაუროდ გაჩერდა. ესპანური სტილის სახლი, რომელშიც ჯორჯ
შუბერტი ცხოვრობდა, დიდ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული და
პალმებზე დამაგრებული ნათურებით განათებულ გაზონს ზევიდან
დაჰყურებდა. გაზონის ნაპირები სამართებლით მოჭრილივით სწო-
რი იყო და კალიფორნიულ გვალვას მისთვის ვერაფერი დაეკლო.
გაზონები ბევერლი ჰილზში რატომღაც მშრალი სეზონის დროსაც
მწვანედ ხასხასებდა.
ბოსხს მანქანიდან გადმოსვლა არც უფიქრია. სახლს საქარე
მინიდან გახედა.
– აქ გადმოდიხართ? – ჰკითხა ბოლოს მარკომ.
– არა,უბრალოდ, ვათვალიერებ,‒ უპასუხა ბოსხმა.
– რას ეძებთ?
– არაფერს და არავის. მხოლოდ ვუყურებ, რამდენიმე ფანჯრის
უკან შუქი აინთო. ბოსხმა შუშა ჩამოსწია და მოეჩვენა, რომ სახლი-
დან მუსიკის ხმა ისმოდა. მანქანიდან მაინც არ გადმოსულა.
მუსიკისა და ანთებული შუქის მიუხედავად, ფანჯრებში ადამიანი
არ ილანდებოდა. ბოსხმა საათზე დაიხედა, ზუსტად 11 იყო და მიხ-
ვდა, რომ შუბერტს ვეღარ შეხვდებოდა.
– ესე იგი, კედე ხართ? ‒ ჰკითხა მარკომ.
ბოსხმა სახლს თვალი მოსწყვიტა და მიაჩერდა.
– კედე? – ჰკითხა.
– არ იცით? კედე კერძო დეტექტივს ნიშნავს. ადამიანებს უთვალ-
თვალებთ და საქმეებს იძიებთ?

245
‒აჰ, გავიგე. ჰო, კედე ვარ.
– მაგარია.
ბოსხმა მხრები აიჩეჩა და ისევ სახლს მიუბრუნდა. მოეჩვენა,რომ
მის განათებაში რაღაც შეიცვალა. დარწმუნებული იყო, რომ რომე-
ლიღაც ფანჯარაში შუქი ჩაქრა, მაგრამ ვერ იხსენებდა, რომელში.
– ესე იგი, – ჩაერთო ისევ მარკო, – აქ ვრჩებით?
ამჯერად ბოსხს მისკენ არ გაუხედავს, ისევ სახლს უყურებდა.
– აქ დარჩენა ხომ გინაზღაურდება? ‒ ჰკითხა.
‒ჰო, – უპასუხა მარკომ.
‒ მაშინ ცოტა ხანი დავრჩეთ და შევხედოთ, რა მოხდება.
– ეს სახიფათო საქმეა? ‒თუ ასეა, ალბათ, დამატებით უნდა
გადამიხადოთ.
– არა, სახიფათო არ არის. უბრალოდ, უნდა ვისხდეთ და სახლს
ვუყუროთ.
– ამაში რამდენს გიხდიან?
– სიმართლე გითხრათ, არაფერს.
‒ მაშინ ეს სამუშაო არ გამოგადგება.
– მართლა?
ბოსხმა მანქანის კარის სახელურს ხელი წაავლო, მაგრამ ჯერ კი-
დევ ყოყმანობდა. იმიტომ კი არა, რომ გვიანი იყო, უბრალოდ, უჭირ-
და კარზე დაკაკუნება და არც ის იცოდა, რა ეკითხა, განსაკუთრებით
ახალი მოწმისთვის. ზოგჯერ მოუმზადებლად კითხვის დასმით ყვე-
ლაფრის გაფუჭება შეიძლებოდა და ისევ დალოდება გადაწყვიტა.
– კარგი, მარკო, წავედით, – თქვა ბოლოს.
– ახლა სად?
– აეროპორტში.
– ჩემოდანი რომ არა გაქვთ?
‒ უბრალოდ, მანქანის დაქირავება მინდა.
– არანაირი მანქანა. მე, მარკო, წაგიყვან ყველგან.
– იქ, სადაც ახლა მივდივარ, არა.

246
33

ბოსხმა მანქანა უილკოქსზე, ჰოლივუდის პოლიციის განყოფი-


ლების სამხრეთით გააჩერა. ქუჩაზე სიჩუმე იყო. შესასვლელის პირ-
დაპირ, სათავდებო ოფისის თავზე ნეონის წარწერა ღამეს წითელ
ელფერს სძენდა, „ჰერცში“ იჯარით აღებული შავი „კრაისლერ 300“-
ის ფანჯრიდან ბოსხი განყოფილების სამხრეთით მანქანების სად-
გომის ჭიშკარს უყურებდა. მისი წარმოდგენით, ეს დეტექტივისათ-
ვის შესაფერისი ისეთი მანქანა იყო, რომელიც ყურადღებას არ მი-
იქცევდა. ყოველ შემთხვევაში, ასე მოკლე ხანში უკეთესის შოვნა
ვერ მოახერხა.
ბოსხის აზრით, ასეთი გვიანი დრო ხელს აძლევდა. ეჭვი ეპა-
რებოდა, რომ სათვალთვალო კამერების მონიტორებთან შუაღამი-
სას ვინმე იქნებოდა. ჭიშკრიდან შესვლა პირველი და უმოკლესი ნა-
ბიჯი იქნებოდა.
თითქმის ათი წუთი გავიდა, სანამ მეტალის ჭიშკრის მიღმა ფარე-
ბის შუქს დაინახავდა. მანქანა სადგომიდან გამოდიოდა. ბოსხი ჭიშ-
კრის გვერდზე გაგორებას დაელოდა, მერე მანქანა დაძრა, მოხვე-
ვის სიგნალი ჩართო და გაღებული ჭიშკრისკენ წავიდა. დრო ზუს-
ტად გათვალა. შიგნიდან მომავალი მანქანის შავთეთრი გამოსახუ-
ლება ისეთივე სიჩქარით მოძრაობდა, როგორითაც თვითონ.
ჭიშკარი ჯერ კიდევ ბოლომდე გაღებული არ იყო. ბოსხი შევიდა,
მუხრუჭს ოდნავ შეეხო, ფანჯრიდან ხელი გადაყო და მომავალ მან-
ქანაში მჯდარ ოფიცრებს დამამშვიდებლად დაუქნია. „კრაის-
ლერმა“ მეტალის დირეს ცოტა უხეშად და ხმაურით გადაუარა, მაგ-
რამ ბოსხი უკვე შიგნით იყო. უკანა ხედვის მინაში გაიხედა და და-
ინახა, რომ საპატრულო მანქანის უკანა წითელი შუქები არ ანთებუ-
ლა. ესე იგი, მანქანაში მსხდომთ ეჭვი არაფერში შეჰპარვიათ და

247
მანქანა არ დაუმუხრუჭებიათ. სადგომზე შევიდა და შეეცადა, ისე გა-
ჩერებულიყო, რომ განყოფილებაში შესასვლელი უკანა კარი კარ-
გად დაენახა, თავისუფალი ადგილი შეამჩნია და გაჩერდა. კარისკენ
გაიხედა და მიხვდა, რომ კარგი შანსი მიეცა. კარის გვერდით საპატ-
რულო მანქანა იდგა. იქიდან ორ ოფიცერს ორი დაპატიმრებული
გადმოჰყავდა. განყოფილების უკანა კარს ელექტრონული საკეტი
ჰქონდა და მის გაღებას ელექტროგასაღები სჭირდებოდა. ეს მისი
უკანასკნელი დაბრკოლება იყო.
ბოსხმა გამბედაობა მოიკრიბა და მანქანიდან გადმოვიდა.
ჰოლივუდის განყოფილებაში რამდენიმე წელი იმუშავა: ჯერ რო-
გორც პატრულის ოფიცერმა, მერე დეტექტივმა და შენობას საკუთა-
რი სახლივით იცნობდა. გარდა ამისა, მშვენივრად იცოდა, როგორი
კადრების დენადობა იყო იქ. ახლა შიგნით მხოლოდ მორიგეები იქ
ნებოდნენ და ისინი სათვალთვალო ოთახში, მორიგის მაგიდასთან,
სამორიგეო ოთახსა და საპატიმროში იქნებოდნენ განაწილებული.
ყველა ეს ადგილი შენობის წინა ნაწილში, უკანა კარიდან შემსვლე-
ლისათვის დერეფნის ბოლოს იყო. შენობის უკანა მხარეს არსებობ-
და კიდევ მეორე, დეტექტივების განყოფილებისკენ – ხელმძღვანე-
ლობის კაბინეტისა და ოფისებისკენ მიმავალი დერეფანი. მის ბო-
ლოში კიბე ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის განყოფილებისადა
დასასვენებელი ოთახისკენ ადიოდა.
ბოსხმა კარგად იცოდა, რომ ამ დროს ყველა ეს ადგილი ცარი-
ელი იქნებოდა, თუ ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის განყოფილე-
ბის ოფიცრებს ღამის ოპერაცია არ ჰქონდათ ან პატრულის ოფიც-
რები დასასვენებელ თუ დეტექტივების ოთახში ოქმების წერით არ
იყვნენ დაკავებული. ეს რისკები აუცილებლად უნდა გაეთვალისწი-
ნებინა.
ბოსხმა სადგომი ნელა გაიარა და ხელბორკილდადებულ პატიმ-
რებთან ერთად უკანა კარისკენ მიმავალი ორი ოფიცერი დაინახა.
მერე ფეხს აუჩქარა, რომ დასწეოდა. იცოდა, თუ აქაურივით მოიქცე-
ოდა, ასეთად მიიღებდნენ. განყოფილებას ასზე მეტი დეტექტივი
ჰყავდა და ისინი მუდმივად მთელი ქალაქის მასშტაბით ერთიდან

248
მეორე დანაყოფში გადადიოდნენ. შეუძლებელი იყო, ყველას ყველა
სახეზე სცოდნოდა. ბოსხსაც ამის იმედი ჰქონდა. დეტექტივის რო-
ლის თამაში ნამდვილად არ გაუჭირდებოდა.
კართან ზუსტად იმ დროს მივიდა, როდესაც ერთერთმა ოფიცერ-
მა ის თავისი ბარათით გააღო, მაშინვე მის უკან გაჩნდა, კარს მე და-
გიჭერთო, შესთავაზა, მეტალის სახელურს ხელი ჩაავლო და ბო-
ლომდე გამოაღო; ნაბიჯი უკან გადადგა, რომ ოფიცრები ორ ბორ-
კილდადებულ ჭუჭყიან ტიპთან ერთად გაეტარებინა
‒ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჯენტლმენებო, ‒ უთხრა და
ხელი კარისკენ გაიშვირა, ‒ გთხოვთ, მობრძანდით.
‒გმადლობთ, სერ, – უთხრა ერთერთმა პოლიციელმა.
‒შენი დედაც... სერ, – მაშინვე გამოეხმაურა დაპატიმრებული.
ბოსხმა ჩათვალა, რომ კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა. ოთხი
კაცი დერეფანს სარეგისტრაციო ოთახისკენ, მერე კი საპატიმროს
კენ გაუყვა. ბოსხი მათ შესვლისთანავე ჩამოშორდა, მარჯვნივ გაუხ-
ვია და უკანა დერეფნისკენ წავიდა, ცარიელ დერეფანს სწრაფი ნა-
ბიჯით გაუყვა და დეტექტივების ოთახში შეიხედა. იქაც არავინ იყო.
მთელი ოთახის სიგრძის ნათურების ოთხი რიგიდან მხოლოდ ორი
ენთო და იქაურობა ნახევრად ჩაბნელებული იყო.
ბოსხმა უკან დაიხია და კიბისკენ წავიდა. პირველ საფეხურზე
დადგა და წინ გადაიხარა. უნდოდა გაეგო, მეორე დონიდან რაიმე
ხმა ხომ არ ისმოდა. ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის განყოფი-
ლებაში ვინმე რომ ყოფილიყო, ბუტბუტს მაინც გაიგონებდა, მაგრამ
იქ სრული სიჩუმე იდგა. მერე ხელმძღვანელობის ოთახებისკენ მი-
მავალი პატარა დერეფნისკენ შემობრუნდა. აქ ორი კაპიტნის კაბი-
ნეტი და მდივნებისა და ადიუტანტებისათვის განკუთვნილი ერთი სა-
ერთო ოთახი იყო. სწორედ აქ მიდიოდა ბოსხი. კორპის დაფაზე, რო-
მელიც მთელ ერთ კედელს ფარავდა, განყოფილების პერსონალის
პირამიდისებრად განლაგებული სურათები იყო გაკრული. აქ გან-
ყოფილებაში მომუშავე ყველა ოფიცრის სურათს ნახავდით, კაპიტ-
ნებით დაწყებული და ახალბედებით დამთავრებული. ამ ფოტოგა-
მოფენას დეპარტამენტში ხშირად „ამოსაცნობსაც“ უწოდებდნენ.

249
როდესაც მოქალაქე რომელიმე ოფიცრის შეუფერებელი საქციე-
ლის გამო განყოფილებაში საჩივლელად მოდიოდა, მაგრამ სახე-
ლი და გვარი არ იცოდა, ამ დაფასთან მიჰყავდათ და სთხოვდნენ,
ამოეცნო. ბოლო ორ რიგში საპატრულო წყვილების სურათები იყო
გამოფენილი. ბოსხმა ფოტოების დათვალიერება დაიწყო და მაშინ-
ვე დონ ელისი და კევინ ლონგი მოხვდა თვალში.
ორივე თეთრკანიანი იყო, ორივეს ცივი თვალები, ქუჩის ბრძო-
ლებში გამოცდილი ვეტერანების მზერა ჰქონდა, ყოველგვარი გა-
მომეტყველების გარეშე. ეტყობოდათ, რომ ცხოვრებაში ყველაფე-
რი ჰქონდათ ნანახი. ბოსხს ინტუიცია კარნახობდა, რომ ელისი აშ-
კარად შედარებით ასაკოვანი, ამ წყვილში უფროსი უნდა ყოფილი-
ყო.
ფოტოები დაფაზე ჭიკარტებით მიეკრათ. პერსონალი ძალიან
ხშირად იცვლებოდა და ამიტომ ექსპოზიცია მუდმივი ვერ იქნებოდა.
ბოსხმა ელისისა და ლონგის ფოტოები ჩამოხსნა და იქვე, განყოფი-
ლების უფროსის მდივნის მაგიდის გვერდით, ფერადი ასლების გა-
დამღებ აპარატთან მიიტანა. მინაზე ერთმანეთის გვერდით დადო
და გადიდებული ასლები გადაიღო. როდესაც აპარატის თავი ასწია
და დახედა, გაოცდა, რადგან ელისის სახე ძალიან ეცნო.
წელში გასწორდა და ფოტოასლს უფრო ყურადღებით დააკვირდა.
ცდილობდა, გაეხსენებინა, სად შეიძლებოდა ენახა. პოლიციელი
ორმოცს გადაცილებული იქნებოდა, განყოფილებაში კი, ალბათ,
დაახლოებით ოცი წელი მუშაობდა. თავისუფლად შეიძლებოდა,მა-
თი გზები რომელიმე ადრინდელი გამოძიების დროს გადაკვეთილი-
ყო დანაშაულის ადგილზე, პოლიციის განყოფილებაში ან რომელი-
მე პოლიციელის პენსიაზე გასვლისადმი მიძღვნილ წვეულებაზე.
უცებ დერეფნიდან ხმები მოისმა. ბოსხმა განყოფილების უფრო-
სის კარის სახელური ჩამოსწია, მაგრამ ის დაკეტილი აღმოჩნდა. მე-
რე თაროებისგან აგებულ პირობით კედელს მიეყრდნო. ის ერთი
მდივნის მაგიდას მეორისაგან ყოფდა. ჩაიცუცქა, მაგრამ მაშინვე
მიხვდა, თუ ვინმე შემოვიდოდა, აუცილებლად იპოვიდა.
ამიტომ უბრალოდ ელოდებოდა და უსმენდა. ისინი სავარაუდო

250
დანაშაულის საქმეში განცხადების, უფრო სწორად, მისი ფორმული-
რების თაობაზე კამათობდნენ. ეს უკანა დერეფნის ბოლოში,პირადი
შემადგენლობის ოთახისკენ მიმავალი პოლიციელები უნდაყოფი-
ლიყვნენ.
ბოსხმა ფოტოასლები დაკეცა და სპორტული ქურთუკის შიდა ჯი-
ბეში ჩაიდო. მერე გაიგონა, რომ პოლიციელებმა ოთახს ჩაუარეს და
ხელმძღვანელობის ოფისებისაკენ წავიდნენ. როგორც კი მიხვდა,
რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა, წამოდგა, ოთახიდან გავიდა და
გზას უკანა დერეფნისაკენ გაუდგა. ისე იქცეოდა, თითქოს ყოველ-
დღე ამ შენობაში მუშაობდა და აქ მისთვის ყველაფერი ნაცნობი
იყო.
დერეფანში არავინ იყო. გასასვლელისკენ თავისუფლად
გაემართა. სწრაფად მიდიოდა, მაგრამ არა ისე, თითქოს გაქცევას
ცდილობდა. უკანასკნელი კუთხე გაიარა, მეტალის მძიმე კარი
გამოაღო და გარეთ გავიდა. მანქანების სადგომამდე მისასვლელი
გზა ცარიელი დახვდა, მაგრამ თვითონ სადგომზე ორი ოფიცერი,
რომლებსაც ცვლა უკვე დაემთავრებინათ, მანქანიდან იარაღსა და
პირად ნივთებს იღებდნენ. ისინი თავიანთი საქმით ისე იყვნენ და კა-
ვებული, მორიგეობის დამთავრება ისე უხაროდათ, რომ ბოსხი სათ-
ვის ყურადღება არც მიუქცევიათ. სადგომის ჭიშკარი შიგნიდან გა-
რეთ მიმავალი მანქანებისათვის ავტომატურად იღებოდა. სანამ
„კრაისლერმა“ ჭიშკრის ხაზი არ გადაკვეთა და უილკოქსზე არ გა ვი-
და, ბოსხს სუნთქვაც კი შეკავებული ჰქონდა. ჩრდილოეთისკენ,სან-
სეთ-ბულვარისკენ გაუხვია, ტელეფონი ამოიღო და ჰელერს კიდევ
ერთხელ დაურეკა.
– ორჯერ ერთ ღამეში? დამცინი?‒ გააპროტესტა მან, –კარგა ხა-
ნია შუაღამეს გადასცდა.
– აბაზანის ხალათი ჩაიცვი. მოვდივარ, უნდა გნახო,‒ უთხრა
ბოსხმა და სანამ ჰელერი კიდევ ერთხელ გააპროტესტებდა, ტელე-
ფონი გათიშა.

251
34

კარი რომ გააღო, ჰელერს მართლაც თეთრი პირსახოცის


ქსოვილის ხალათი ეცვა. გულის ჯიბის თავზე ბოსხმა ოქროსფრად
ამოქარგული წარწერა „რიც კარლტონი” დაინახა.
თმა აბურძგნოდა და შავჩარჩოიანი სათვალე ეკეთა. ბოსხი
მიხვდა, რომ დღისით მისი ნახევარძმა კონტაქტურ ლინზებს ატა-
რებდა.
– რა მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი, რომ დილამდე ვერ მოიც დი-
დი? ჰკითხა ჰელერმა, – დილის რვა საათზე შუამდგომლობის მოს-
მენა მაქვს და მინდოდა, ცოტა დამეძინა, რომ ხვალ აზროვნება შევ-
ძლო.
– ფოსტერთან დაკავშირებული შუამდგომლობის?
– არა, სხვა საქმეა. ფოსტერის საქმეს არ უკავშირდება, მაგრამ
ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ხომ მჭირდება...
– უბრალოდ მინდოდა, ამ ფოტოებისთვის დაგეხედა.
ბოსხმა ფოტოასლები ამოიღო, დაკეცილი ფურცლები გაშა-
ლადა ერთ-ერთი ჰელერს გაუწოდა, მეორე ასლი ისევ დაკეცა და ჯი-
ბეში ჩაიდო.
– ეს ის ტიპები არიან?
– ვინ ტიპები?
– ისინი, რომლებმაც გზიდან გადასვლა და გაჩერება მოგ-
თხოვეს?
ბოსხს ლაპარაკის კილოზე ეტყობოდა, იმედგაცრუებული იყო,
რომ ჰელერი მის ლოგიკას ვერ მიჰყვებოდა.
– რაში გაინტერესებს, ვინ გამაჩერა იმ ღამეს, ეგ ხომ შენი კომ...
‒უბრალოდ, სურათებს დახედე, ბრძანების კილოთი უთხრა
ბოსხმა, – ისინი არიან?

252
ჰელერმა ფოტოასლები გაწვდილი მკლავის მანძილზე დაიჭირა
და ბოსხი მიხვდა, რომ კარგა ხნის წინ გამოწერილი სათვალე
ეკეთა.
‒კარგი, დამაცადე. ერთი მანქანაში იჯდა და წესიერად არც და-
მინახავს, – თქვა ჰელერმა, – აი, ეს მარჯვენა კი შეიძლება...ჰო, მან-
ქანასთან ის მოვიდა.
ჰელერმა ფურცელი ბოსხისკენ მიატრიალა, რომ დაენახვებინა,
რომელს გულისხმობდა. თითით ელისზე მიუთითებდა, იმაზე, რომე-
ლიც ბოსხს თავიდანვე ეცნო.
‒გამაგებინე, რა ხდება, ჰარი? რატომ ვდგავართ აქ შუაღამისას
და ამ სურათებს ვათვალიერებთ?
– ამ ტიპებმა გზის ნაპირზე გადასვლა და გაჩერება მოგთხოვეს.
ჯეიმზ ალენიც მათ დააპატიმრეს რამდენჯერმე და ვფიქრობ,ინფორ-
მატორადაც იყენებდნენ.
ჰელერმა თავი დაუქნია, მაგრამ აღფრთოვანება არ გამოუ-
ხატავს.
– გასაგებია. ისინი ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის განყოფი-
ლების პოლიციელები არიან ჰოლივუდიდან. გასაკვირი არ არის,
რომ ალენი რამდენჯერმე დააპატიმრეს და ინფორმატორადაც იყე-
ნებდნენ. რაც შეეხება ჩემს საქმეს, როგორც ვიცი, პოლიციის რა-
დიოინფორმაცია დაიჭირეს, რადგან იმავე რეგიონში, ჰოლივუდში
იყვნენ. ისინი სწორედ იქ მუშაობენ.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ჰელერი ახლა სხვა სიმ-
ღერას მღეროდა. ციხიდან გირაოს სანაცვლოდ რომ გამოუშ-
ვეს,შეთქმულების შესახებ ისტორიებს ჰყვებოდა და ერთი სული
ჰქონდა, მედიის წარმომადგენლებს შეხვედროდა. ახლა კი, როდე-
საც შეთქმულების შესახებ თვითონ ბოსხი ელაპარაკებოდა, უმტკი-
ცებდა, ჩემი დაკავების ყველა მიზეზის მარტივად ახსნა შეიძლებაო.
‒ მყავს მოწმე, რომელმაც მანქანის ორი კარის დაკეტვის ხმა გა-
იგონა იმ ღამეს, როდესაც მკვდარი ალენი ქუჩაში შენობის კედელს
მიაყუდეს, უთხრა ბოსხმა, – ცოტა ხნის წინ კი შენ თვითონ გაიგონე,

253
სატონმა რომ თქვა, შესაძლებელია ძმები ნგუენების დასახოცად მა-
ღაზიაში ორი კაცი იყოო. ველური წყვილი, მიკ. დარწმუნებული ვარ
ორ კაცს ვეძებთ.
ისინი ისევ ჰელერის სახლის შესასვლელში იდგნენ. მიკიმ
ფოტოასლებს დახედა.
‒„ბურბონს“ სვამ?
‒იშვიათად, ‒ უპასუხა ბოსხმა.
მოდი, დავსხდეთ, თითო ჭიქა „ვუდფორდ რეზერვი“ დავლიოთ
და სერიოზულად დავილაპარაკოთ.
ნაბიჯი უკან გადადგა და ბოსხი სასტუმრო ოთახში შეუშვა.
‒დაჯექი, ჭიქებს მოვიტან. ყინულით დალევ?
– მარტო ერთი-ორი ნატეხი ჩამიგდე, ‒ უპასუხა ბოსხმა და ფან-
ჯარასთან დივანზე დაჯდა. აქედან განათებული ქალაქის ლამაზი ხე-
დი იშლებოდა. ჰელერის სახლი ბულვარ ლორელ-კანიონის პირზე
იდგა. ამიტომ დასავლეთით, კატალინამდე ქალაქის ხედს არაფერი
ფარავდა.
ჰელერი მალე დაბრუნდა ხელში ორი ჭიქით, ქარვისფერი სით-
ხითა და რამდენიმე ნატეხი ყინულით. ყველაფერი, ფოტოასლების
ჩათვლით, მაგიდაზე დააწყო, მაგრამ თვითონ არ დამჯდარა,
– გავალ, კონტაქტურ ლინზებს ჩავისვამ, თორემ ამ სათვალემ
თავი ამატკივა, – თქვა მან და ჰოლში გავიდა. ბოსხმა სასმელი მოს-
ვა და მაშინვე სიმხურვალე იგრძნო. ბურბონი აშკარად კარგი იყო.
მოულოდნელი სტუმრებისათვის ასეთი ხარისხის სასმელი სახლში
თვითონ არასოდეს ჰქონია.
კიდევ ერთი ყლუპი მოსვა და ისევ ფოტოასლების შესწავლას შე-
უდგა. გაიფიქრა, ნეტავ ჩემს „ჩეროკიზე“ ჯიპიესი ამათ დააყენესო?
უცებ გაახსენდა, სად ნახა დონ ელისი „მუსოს” უკან, მანქანების
სადგომზე. ბოსხმა ბარიდან გამოსულს სწორედ იმ ღამეს ჩაუარა,
როდესაც ჰელერი დააკავეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჰელერი სწო-
რად მიხვდა, მოძრაობის წესების დარღვევისათვის მისი დაკავება
წინასწარ მომზადებული იყო. ელისი და ლონგი ჰელერს ბართან
ელოდებოდნენ.

254
ჰელერი უკან სათვალისა და ხალათის გარეშე დაბრუნდა.
ცისფერი ჯინსი და მუქი წითელი მაისური ეცვა. მაგიდასთან ბოსხის
პირდაპირ და ქალაქის ხედისკენ ზურგით დაჯდა. საუკეთესო
ბურბონის დიდი ყლუპი მოსვა და ზედ ნიკოლსონის გამომეტყველე-
ბა დააყოლა ფილმიდან „უდარდელი მძღოლი“ ვისკის დალევის
შემდეგ მკლავს ქათმის ფრთასავით რომ აქნევს. მერე სავარძელში
მოხერხებულად მოეწყო და ბოსხს შეხედა.
– მოკლედ, რა გეგმა გვაქვს?
– პირველ რიგში, რამდენიმე რამ უნდა გავაკეთოთ. ხვალ
დილით შენი მძღოლი სასამართლოში რომ მიგიყვანს, სთხოვე მას
ან ვინმე სხვას, ვისაც ენდობი, შენი მანქანა შეამოწმოს. ჩემსაში
ჯიპიესი უკვე ვიპოვე. დარწმუნებული ვარ, იმ ორმა ტიპმა დააყენა,
– თქვა ბოსხმა და ხელი ფოტოასლებისკენ გაიშვირა.
– ეგ სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმეების სიაში უკვე მიწერია,
– უპასუხა ჰელერმა.
– აუცილებლად გააკეთე და თუ რამეს იპოვიან, ხელი არ ახლონ.
არ მინდა, მიხვდნენ, რომ ვიცით. ეს შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ
გამოვიყენოთ. დღეს ღამე მანქანა დავიქირავე. ასემოვიქცევი ხოლ-
მე, როცა არ მენდომება, იცოდნენ, სად მივდივარ.
– გასაგებია. გავაკეთებ.
– გარდა ამისა, შენს გამომძიებელს მინდა დაველაპარაკო.
– სისკოს? რატომ?
ბოსხი წინ გადაიხარა, თავისი ჭიქა აიღო და სულმოუთქმელად
გადაკრა. სასმელმა ყელი ჩაწვა და თვალები ცრემლებით აუვსო.
‒ ფრთხილად, ბიჭო, ‒ უთხრა ჰელერმა, ასეთი ბურბონი უნდა
წრუპო.
– სწორი ხარ. მისმინე, მინდა, რომ ყველაფერ ამას ფართოდ შე-
ხედო. შენი კაცი, სისკო, ამ საქმეზე მუშაობდა და ამიტომ აიძულეს
მოტოციკლეტით მიმავალი საპირისპირო მხარეს გადასულიყო და
დამტვრეულიყო. შენც ამ საქმეზე მუშაობ, გზის ნაპირზე გადასვლა
გიბრძანეს და სიმთვრალეში მანქანის მართვის ბრალდება შეგიკე-

255
რეს. ძმები ნგუენები ჩემთან შეხვედრიდან ერთ საათში, ჯერჯერო-
ბით ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, დახოცეს. შეგვიძლია ვიფიქ-
როთ, რომ ეს ყველაფერი დამთხვევაა, მაგრამ ასევე შეგვიძლია
საქმეს ფართოდ შევხედოთ და უფრო სრული სურათი დავინახოთ.
მინდა სისკოს ვკითხო, რას აკეთებდა კონკრეტულად იმ დღეს, რო-
დესაც ვიღაცამ თამაშიდან გამოთიშა.
ჰელერმა თავი დაუქნია.
– ყოველ დილას ვესტვუდში, ვეტერანების საავადმყოფოში ფი-
ზიოთერაპიის სეანსზე დადის.
– ძალიან კარგი, იქ შევხვდები.
– კიდევ რა?
ერთ-ერთი ჩვენგანი და’ქუანს უნდა დაელაპარაკოს, ფოტოები
უჩვენოს და გაიგოს, ამ ტიპებთან ოდესმე რამე ურთიერთობა ხომ
არ ჰქონია. უბრალოდ, ამაშიც რომ დავრწმუნდეთ.
‒ ეს მე შემიძლია გავაკეთო. სასამართლოსწინა საქმეებზე ისე
დაც უნდა შევხვდე და მისი ზომებიც ავიღო, რომ კლიენტებისათვის
განკუთვნილი ტანსაცმლის ჩემს კარადაში სასამართლოსთვის რა-
იმე შევურჩიო. ეს ასლი წავიღო საჩვენებლად?
– ჰო, მე კიდევ მაქვს, – უთხრა ბოსხმა და უცებ რაღაც გაახსენ-
და.
– ფოსტერს რომ შეხვდები, ჰკითხე, ჯეიმზ ალენის მობილურის
ნომერი ხომ არ ახსოვს. პოლიციის ანგარიშებში ის აღნიშნული არ
არის. ნომერი თუ გვეცოდინება, შეგვიძლია ზარების ამონაწერი მო-
ვითხოვოთ და გავიგოთ, ამ ორთან კონტაქტი ხომ არ ჰქონია.
– თან ალიბიც გავამყაროთ. კარგია. შენ რას გააკეთებ?
– მე მაინც ვფიქრობ, რომ ის საათი ყველაფრის გასაღებია.პირ-
ველ მყიდველს უნდა შევხვდე, აუცილებლად.
‒ბევერლი ჰილზში რომ ცხოვრობს?
‒ ჰო,წუხელ მის სახლთან ვიყავი. მაგარი სახლია. ფული ნამდვი-
ილად აქვს. ჩიხში უნდა მოვაქციო და გავარკვიო, რა კავშირი აქვს
ამ საქმესთან.
– წარმატებას გისურვებ.

256
– გმადლობ.
რამდენიმე წუთი უბრად ისხდნენ, ბურბონს წრუპავდნენ და ორი-
ვე თავისაზე ფიქრობდა. ლაპარაკი ჰელერმა დაიწყო:
– ძალიან მაგარია? – თქვა მან.
– უკეთესი, ვიდრე ჩემი, შინ რომ მაქვს, – უპასუხა ბოსხმა, ჭიქა
დაატრიალა და ყინულის ნატეხები ააჩხაკუნა.
‒ შენ ვერ გამიგე... „ბურბონი“, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მე
შენს გაკეთებულ საქმეს ვგულისხმობდი. სულ რამდენიმე დღეში ამ-
დენი ინფორმაცია მოაგროვე. სამუშაო ძალიან ბევრია. ჩემს გასა-
კეთებელს ვგულისხმობ. ახლა დაცვის ალტერნატიული თეორიის
ჩამოყალიბებაც შემიძლია. ის, რაც ახლა ხელთ გვაქვს, საფუძვლი-
ან ეჭვს სცდება და თან ძალიან.
ბოსხმა ჭიქაში დარჩენილი ბურბონი დალია. უკვე კარგა ხნის
წინ მიხვდა, რომ მასსა და ჰელერს შორის ფუნდამენტური განსხვა-
ვება იყო. მტკიცებულებებსა და გამოძიების სხვა შემადგენლებზე
მათი შეხედულება ყოველთვის სხვადასხვაგვარი იქნებოდა. ჰელე-
რი ყველაფერს სასამართლოზე გამოყენებისა და პროკურორი სათ-
ვის საქმის მოგების კუთხით უყურებდა, ბოსხისათვის კი მტკიცებუ-
ლებები სიმართლესთან დამაკავშირებელი ხიდი იყო. სწორედ ამი-
ტომ თვლიდა, რომ ეგრეთ წოდებულ ბნელ მხარეს არ გადასულა.
საქმეზე ჰელერის კუთხიდან მუშაობას ვერასოდეს შეძლებდა.
– სიმართლე გითხრა, ალტერნატიული თეორიები და საფუძვ-
ლიანი ეჭვი სულ ფეხებზე მკიდია, – თქვა მან, –– ჩემთვის ეს მარტი-
ვი ტოლობაა. თუ ეს შენს კლიენტს არ გაუკეთებია, ის უნდა ვიპოვო,
ვინც გააკეთა. მე ეს პირი თუ პირები მჭირდება.
ჰელერმა ჭიქა ასწია, მერე დარჩენილი ბურბონი დალია და
თქვა:
– ეს მეც მაწყობს.

257
35

ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის განყოფილების ყო-


ველკვირეული კრებები, ჩვეულებრივ, დროის კარგვა იყო. რო-
გორც იქნა, კრება დამთავრდა, ელისმა დარბაზი გადაჭრა და დასას-
ვენებელ ოთახში შევიდა, რომ თავისი ჭიქა შავი ყავით შეევსო. დი-
ლაადრიან სამსახურში მისვლას შეჩვეული არ იყო და კოფეინის
ორმაგი დოზა სჭირდებოდა.
რიგის დაკავება ჯანეტის, კაპიტნის მდივნის, შემდეგ მოუხდა.ის
ყავის აღებას აშკარად მთელი განყოფილებისათვის აპირებდა. ჯა-
ნეტი ერთი ჩასუქებული ქალი იყო და ელისი ყავის მანქანასთან მის-
ვლას მანამ ვერ მოახერხებდა, სანამ ის ყავის ხუთ ჭიქაში ნაღებსა
და სხვადასხვა დამატკბობელს არ ჩაამატებდა. ელისი ძალიან გა-
ღიზიანდა, რადგან თვითონ მხოლოდ ჩვეულებრივი შავი ყავით
ჭიქის შევსება და მერე თავის სამუშაო ადგილზე დაბრუნება უნდო-
და.
– მაპატიეთ, უთხრა ჯანეტმა, როდესაც იგრძნო, რომ მის უკან
ვიღაც იდგა.
– არაფერია.
ჯანეტს ხმა ეცნო და იმაში დასარწმუნებლად, რომ არ შეეშალა
და მის უკან ნამდვილად ელისი იდგა, უკან მოიხედა.
– ოჰ, ელის, შენთვის რაღაცის კითხვა მინდოდა.
‒ მიდი, მკითხე.
– დღეს დილით ან წუხელ ოფისში ხომ არ ყოფილხარ?
– რომელ ოფისში?
– ქვევით, განყოფილების შტაბში.
ელისმა თავი დაბნეულად გააქნია.
– არა, რატომ მეკითხები?
‒ სასაცილოა, მაგრამ ამ დილით, სამსახურში რომ მოვედი,მთე-
ლი ღამის მანძილზე შემოსული ინფორმაციის ასლები უნდა გადამე-
ღო ორივე კაპიტნისთვის. ყოველ დილას პირველად ამას ვაკეთებ

258
ხოლმე. ჯანეტი ყავის ჭიქებიან სინს მიუბრუნდა, რომ საქმე
დაემთავრებინა,
‒ მერე?
– როდესაც ასლების გადასაღებ მანქანასთან მივედი, შენი და
კევინის ფოტოები უკვე შიგნით იდო. თითქოს ვიღაცას იქ შემთხვე-
ვით დარჩა.
ელისს ჯანეტის მხრებით დაჭერისა და მოტრიალების ძლიერი
სურვილი გაუჩნდა.
– ვერ გავიგე, რა ფოტოებზე მელაპარაკები. რას ვაკეთებდით მე
და კევინი იმ ფოტოებზე?
ჯანეტს გაეცინა.
– არა, არა, არაფერს არ აკეთებდით. განყოფილების პერსო-
ნალის დაფიდან მოხსნილი ფოტოები იყო. ვიღაცას მოუხსნია, ას-
ლების მანქანაში ჩაუწყვია და, როგორც ვხვდები, ასლები გადა-
უღია. მერე კედელზე დამაგრება დავიწყებია და ამ დილით ისევ მან-
ქანაში მინაზე ეწყო.
ჯანეტი ახლა ყავის ჭიქების ყურებში თითების გაყრას ცდილობ-
და. ელისმა თავისი ჭიქა ნაგვის ყუთში ჩააგდო და დახლთან მივიდა.
– მოდი, დაგეხმარები, ხელებს დაიწვავ.
ჯანეტმა სიცილით იუარა.
– ამას ყოველ დილით და ყოველ შუადღეს ვაკეთებ და არა-
სოდეს არაფერი დამიწვავს.
‒მაინც დაგეხმარები, – დაიჟინა ელისმა, – ოფისში იკითხე, ვინ-
მე ასლებს ხომ არ აკეთებდა? იქნებ კაპიტანი?
– ვიკითხე და უცნაური ის არის, რომ გუშინ ასლები არავის გადა-
უღია. ყველას ვკითხე, ორივე კაპიტნის ჩათვლით. აშკარად სამუშაო
დღის შემდეგ იყო ვიღაც გარედან შემოსული, ასლები გადაიღო და
ფოტოების მანქანიდან ამოღება დაავიწყდა. ვიფიქრე, დაგაინტერე-
სებდა. ვიღაც ხომ არ მაიმუნობს.
‒დიდი მადლობა, ნამდვილად დამაინტერესა. მართალი ხარ,
ნამდვილად ვიღაც მაიმუნობს.

259
– ზოგიერთს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო აქვს, – გაეცინა
ჯანეტს.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ყველა ქვედანაყო-
ფში ერთმანეთის გამასხარავების ხანგრძლივი ტრადიცია არსებობ-
და და ამისთვის სურათებსაც ხშირად იყენებდნენ ხოლმე. ელისი მა-
შინვე მიხვდა, რომ საქმე სხვაგვარად იყო, მაგრამ არ უნდოდა, ჯა-
ნეტსაც ასე ეფიქრა. მერე ჯანეტთან ერთად ქვევით ჩავიდა, განყო-
ფილების შტაბში შევიდა, ორი ჭიქა, რომლებიც თვითონ ჩამოიტანა,
მაგიდაზე დადგა და მოპირდაპირე კედელს შეხედა. მისი და ლონ-
გის ფოტოები ადგილზე, გასაიდუმლოებული წყვილების რიგში ეკი-
და.
‒ გმადლობ, დონ, – უთხრა ჯანეტმა.
– ყოველთვის მზად ვარ, – უპასუხა ელისმა, პირიქით,
გმადლობ, რომ მოსალოდნელი გამასხარავების შესახებ გამაფ-
რთხილე.
– ძალიან მაინტერესებს, რას აპირებენ.
– აკი გითხარი, ზოგიერთს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო
აქვს.
ელისსა და ლონგს ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის განყოფი-
ლების კუთხეში პატარა სამუშაო ადგილი ჰქონდათ. ის დიდ ოთახში
შესაძლებელი მაქსიმალური სიმყუდროვისა და დამოუკიდებლო-
ბის განცდას აძლევდა მათ და მისი მოპოვება ელისის მაღალი წო-
დების დამსახურება იყო. თავის სამუშაო ადგილზე მისულმა პარ-
ტნიორს ანიშნა, სკამი შემოეტრიალებინა და ისე დაელაპარაკათ,
რომ სხვების ყურადღება არ მიექციათ.
‒რა ხდება? ‒ ჰკითხა ლონგმა.
– ჯერ არ ვიცი, – უპასუხა ელისმა, დღეს ჩვენი ტიპი შეამოწმე?
– შინ იყო.
‒ წუხელ? შენი გადამცემის მიხედვით არც წუხელ გასულა,ხომ?
– ჰო.
– იქნებ მანქანა დატოვა სახლში. ახლავე წადი და გაარკვიე, შინ
არის თუ არა.

260
– ახლა?
– ჰო, ახლა. აქ თუ გიკითხეს, რამეს მოვიფიქრებ.
– რაშია საქმე? რა მოხდა?
– საქმე ის არის, რომ გადამცემის მიხედვით სახლიდან არ გასუ-
ლა, მაგრამ წუხელ აქ ვიღაც შემოვიდა, ჩვენი ფოტოები კედლიდან
მოხსნა და ასლები გადაიღო.
‒ამის დედაც...
‒ იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ წამოძახილს არავის ყურად-
ღება არ მიუქცევია, ელისმა უცებ მიმოიხედა, მერე ისევ ლონგს
მიუბრუნდა:
‒ დარწმუნებული ვარ, ბოსხს რაღაც აქვს ჩაფიქრებული და უნდა
ვიცოდე, რა. დავიწყოთ იმით, რომ ახლა მასთან წახვალ და გაარ-
კვევ, თვითონაც შინ არის თუ მარტო ის დედამოტ... მანქანა დგას იქ.
– კარგი, კარგი, მივდივარ, მაგრამ იქნებ რაიმე სხვა მოვი-
ფიქროთ, რომ ეს საფრთხე გავანეიტრალოთ.
– ჰო და დაველოდოთ, ჩვენი მოფიქრებული საფრთხის განეიტ-
რალება სად დაგვეწევა. ეს დომინოს ქვებს ჰგავს. ერთს მეორე მოჰ-
ყვება და ბოლო სად იქნება?
– რა ვიცი,‒ უბრალოდ, ვამბობ.
– მე კი ვამბობ, რომ ახლავე წახვალ და გაარკვევ, შინ არის ბოს-
ხი თუ რაღაცას გვემაიმუნება.

36

ლონგმა სახლს ორჯერ ჩაუარა. „ჩეროკი“ სახლის წინ, ტენტის


ქვეშ იდგა, მაგრამ ვერანაირი ნიშანი იმისა, რომ სახლში ვინმე იყო,
ვერ შეამჩნია. „ვოლკსვაგენი“ არ ჩანდა და ლონგმა იფიქრა, რომ

261
გოგო სკოლაში უნდა ყოფილიყო. ქვევით დაეშვა და გზაზე ერთი
მოსახვევი გაიარა. უცებ შეამჩნია ადგილი, სადაც ძველი სახლი და-
ენგრიათ და მის ბიჯგებზე ახლის აშენებას იწყებდნენ. აქედან ბოსხ-
ის უკანა ფანჯრები და ვერანდა კარგად ჩანდა.
ვიღაცის გარაჟთან გაჩერდა და დურბინდით ხელში მანქანიდან
გადმოვიდა. ქუჩა უცებ გადაჭრა და ყვითელი ლენტის ქვეშ გაძვრა.
უცებ გააცნობიერა, რომ მთლად ხელისგულზე აღმოჩნდა. ჯერ დურ-
ბინდი მოიმარჯვა, თითქოს იუნივერსალსითის39 და მის უკან მთებს
ათვალიერებდა. მერე ცოტა მარცხნივ შეტრიალდა და ბოსხის სახ-
ლი შეათვალიერა. არც ერთი ფანჯრის უკან ადამიანის მოძრაობა
არ ჩანდა. ვერანდა ცარიელი და მასზე გამოსასვლელი გასაწევი კა-
რიც დაკეტილი იყო. მერე დურბინდი დაუშვა და თავი ისე დაიჭირა,
თითქოს ხედებით ტკბებოდა. ბოსხის სახლი კიდევ ერთხელ ყურად-
ღებით შეისწავლა და ისევ ვერაფერი შენიშნა. შემობრუნდა და ქუ-
ჩისკენ დაიძრა. დაფიქრდა, კიდევ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა,
რომ ბოსხის არყოფნაში დარწმუნებულიყო.
ისევ ყვითელ ლენტთან რომ დაბრუნდა, იქ ვიღაც კაცი ელო-
დებოდა.
– ეს კერძო საკუთრებაა,‒ შესვლის უფლება არ გაქვთ.
– ნებართვა მაქვს, – უპასუხა ლონგმა.
– მართლა? ვისგან? ‒გვარი მითხარით.
– ვალდებული არა ვარ გითხრათ, – უთხრა ლონგმა, ლენტის
ქვეშ გაძვრა, ქუჩა გადაკვეთა და თავის მანქანასთან მივიდა.
‒ თქვენი მანქანის ნომერი მაქვს და ეს ასე ადვილად არ შეგრჩე-
ბათ.
ლონგი უკან მობრუნდა და პირდაპირ კაცისკენ წავიდა, კისერზე
ჩამოკიდებული და პერანგის ქვეშ დამალული ბეიჯი ამოიღო.
– მისტერ, თქვენ პოლიციის გამოძიებას უშლით ხელს. სახლში
დაბრუნდით და თქვენს საქმეს მიხედეთ, თორემ შეიძლება თვითონ
აღმოჩნდეთ საკანში.

39
ლოს-ანჯელესის ოლქის ერთ-ერთი რაიონი

262
კაცმა უკან დაიხია, ახლა შეშინებული ჩანდა. ლონგი ისევ მანქა-
ნისკენ მიბრუნდა.
– ჩვენ აქ ერთმანეთის სახლებს ყოველთვის თვალყურს ვადევ-
ნებთ, დააწია კაცმა,როგორც კი გონს მოვიდა.
– მაგას მნიშვნელობა არა აქვს, – გამოსძახა ლონგმა და კარი
გააღო. მანქანა დაძრა და ქვევით დაეშვა, მაგრამ პირველი შესაძ-
ლებლობისთანავე მოტრიალდა და ისევ აღმართს აუყვა. არამკით-
ხემო ამბეს, რომელიც ისევ იმ მშენებარე სახლის წინ იდგა, ჩაუარა,
მოსახვევს გასცდა, ისევ ბოსხის სახლთან მივიდა, ზუსტად მის
წინ გაჩერდა და ყურადღებით დაათვალიერა. ფიქრობდა, კიდევ რი-
სიაკეთება შეეძლო.
‒ამის დედაც,‒ ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ. სამჯერ სიგნალი
მისცა, თითქოს აქ ვიღაცის წასაყვანად იყო მოსული. მერე მანქანა
ნელა დაძრა და სახლის შესასვლელ კარს შეხედა. ბოსხი ან ვინმე
სხვა კარში რომ გამოჩენილიყო, მაშინვე წავიდოდა. მანქანის მინე-
ბი დაფერილი იყო და ვერავინ იცნობდა.
კარი არავინ გააღო. ლონგმა კიდევ ერთი სიგნალი მისცა და
მოიცადა. ისევ არავინ გამოჩნდა.
‒ამის დედაც, – თქვა კიდევ ერთხელ, ზევით მალჰოლანდის კენ
წავიდა და ბოლოში მანქანა მოატრიალა. ქვევით ვუდრო უილსონის
ქუჩით დაბრუნდა. ბოსხის სახლს რომ ჩაუარა, კიდევ ერთხელ და-
ასიგნალა, უკვე ისე, ყოველი შემთხვევისთვის, და ელისს დაურეკა.
‒ მაგრა გაგვაცურა. მანქანა ადგილზეა, თვითონ კი სახლში არ
არის. ეტყობა, ჯი-პი-ესი იპოვა.
– უკან ბრუნდები? – ჰკითხა ელისმა.
‒ ჰო, გზაში ვარ.
– კარგია. ესე იგი, მან არ იცის, რომ ჩვენ ვიცით. შეგვიძლია ეს
ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
– მეც ეგ ვიფიქრე. როგორ გგონია, რა აქვს ჩაფიქრებული?
– ვინ იცის.
– როგორ უნდა ვიპოვოთ?
ელისმა პასუხი დააგვიანა.

263
‒ უნდა წავიდეთ იქ, სადაც აუცილებლად მივა და დაველოდოთ·
– ეგ სად?
– რომ დაბრუნდები, გავარკვიოთ.
ელისს აღარაფერი უთქვამს, ტელეფონი გათიშა.

37

ვესტვუდში უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმულ ვეტერანების


საავადმყოფოს ბოსხი კარგად იცნობდა. წლების განმავლობაში და-
დიოდა აქ ექიმებთან, ერთხელ კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭ-
რის შემდეგ სარეაბილიტაციოდ. კომპლექსს უილშირ-ბულვარი ორ
ნაწილად ყოფდა და ბოსხმა იცოდა, რომ სარეაბილიტა ციო ცენ-
ტრები სამხრეთ ნაწილში იყო. სადგომი, სადაც მანქანა დააყენა,
კლიენტებზე, რომლებსაც ეს სამედიცინო ცენტრი ემსახურებოდა,
ბევრს მეტყველებდა. აქ ძირითადად, ძველი, ნახევრად დანგრეული
მანქანები, მიკროავტობუსები და პიკაპები იდგა საცხოვრებელი მი-
საბმელებით. ყველას სტიკერები ჰქონდა მიკრული, რომლებზეც
მფლობელების ქვეყნის სამსახურში გატარებული წლების შესახებ
ინფორმაცია, მათი სამხედრო დანაყოფების ნომრები და პოლიტი-
კური შეხედულებები ეწერა. მათი წაკითხვის შემდეგ კაცი მაშინვე
მიხვდებოდა, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი ომი გამოი-
არეს, შინ დაბრუნების შემდეგ ისევ იბრძოდნენ.
ბოსხი შუშის კარში შევიდა და ფიზიოთერაპიაზე ჩაწერილი პაცი-
ენტების სია მოძებნა. იქვე დახლთან საავადმყოფოს თანამშრომე-
ლი იჯდა, მაგრამ კომპიუტერის ეკრანისათვის მას თვალი არ მო-
უშორებია. ბოსხმა დაინახა, რომ დენის ვოიცეხოვსკი, ანუ სისკო,
სეანსზე ორმოცი წუთის წინ შევიდა და იფიქრა, მალე გამოვაო.

264
მოსაცდელ დარბაზში დაჯდა, საიდანაც გამოსასვლელს კარგად
ხედავდა და სეანსიდან გამოსული სისკო არ გამოეპარებოდა. შეამ-
ჩნია, რომ სავარძლის წინ, მაგიდაზე გაფენილი ჟურნალები რამდე-
ნიმე თვის წინანდელი იყო. ამიტომ ტელეფონში თავისი იმეილი გა-
ხსნა, პირველად რამდენიმე დღის განმავლობაში. ლუსია სოტოს
მოწერილი იმეილი დახვდა, რომელშიც ელისისა და ლონგის შესა-
ხებ ატყობინებდა. იყო უამრავი რეკლამა და ბოსხმა ყველა წაშალა.
ყოფილი კოლეგები კი იმეილებში, დაცვის მხარეზე ბოსხის გადას-
ვლის გამო, უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ბოსხმა ერთ - ერთი
მათგანისათვის პასუხის აკრეფა დაიწყო, მაგრამ შუა გზა ზე გაჩერ-
და; მიხვდა, რომ თავისი საქციელის ახსნას ვერ მოახერხებდა და
პოლიციის დეპარტამენტში მომუშავეთა პატივისცემას ვერასოდეს
დაიბრუნებდა. იმეილი წაშალა. ფიქრმა ვითარებაზე, რომელშიც
აღმოჩნდა, ცუდ ხასიათზე დააყენა. ამიტომ გადაწყვიტა, მესიჯების
კითხვა აღარ გაეგრძელებინა, დარწმუნებული იყო, კიდევ ძალიან
ბევრი იქნებოდა. როდესაც უკვე ტელეფონის ჯიბეში ჩადებას აპი-
რებდა, ხელში აუზუზუნდა. სანამ უპასუხებდა, ეკრანს დახედა, რომ
ენახა, ვინ ურეკავდა, და ვინმე ფრენსის ალბერტი დახვდა. ეს სახე-
ლი და გვარი არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ მაინც უპასუხა, თან წა-
მოდგა და გარეთ გავიდა, რადგან მოსაცდელ ოთახში კედელზე მო-
ბილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას მოჰკრა თვალი და
გადაწყვიტა, დამორჩილებოდა.
‒ჰარი ბოსხი გისმენთ.
– დეტექტივი ბოსხი, არა?‒მე ფრანსის ალბერტი ვარ, თქვენი მე-
ზობელი ვუდრო უილსონიდან; – ბოსხმა მაინც ვერ გაიხსენა, იმასაც
ვერ მიხვდა, ფრენსის ალბერტი სახელი და გვარი იყო თუ მხოლოდ
სახელი, მაგალითად, როგორც ფრანსის ალბერტ სინატრა.
– დიახ, როგორ ბრძანდებით?
‒ მშვენივრად. შეიძლება, თქვენ არ გახსოვართ, მაგრამ რამდე-
ნიმე თვის წინ მეზობლების კრება ჩავატარე, რომელსაც თქვენ ეს-
წრებოდით.

265
ბოსხს გაახსენდა. ამ ხანდაზმულ კაცს ოჯახი არ ჰყავდა, სამაგი-
ეროდ, დრო თავსაყრელი ჰქონდა. პენსიაზე ახალგასული ბოსხი,
რომელსაც მასავით ბევრი დრო აღმოაჩნდა, მარტში იმ კრებაზე
დასწრებას დათანხმდა. ახლაც ჩათვალა, რომ ალბერტი ისევ
რაღაც ამდაგვარის ჩატარებას აპირებდა.
– რა თქმა უნდა, მახსოვხართ, – უთხრა ბოსხმა, – მაგრამ ამ წუ-
თას რაღაც საქმეს ვაკეთებ. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, მოგვი-
ანებით რომ დაგირეკოთ?
– რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ვიფიქრე, უნდა გცოდნოდათ, რომ
ამ დილით თქვენს სახლს ვიღაც უთვალთვალებდა. მითხრა, პოლი-
ცაიელი ვარო, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება.
მოულოდნელად ბოსხს აღარც საქმე ჰქონდა საკეთებელი და
არც ამ კაცის თავიდან მოშორება ეჩქარებოდა.
– რას ნიშნავს, ჩემს სახლს უთვალთვალებდა? – ჰკითხა მან.
‒ გახსოვთ, რობინსონების ნაკვეთი, ზუსტად ჩემი სახლის
პირდაპირ? მათ სახლი დაანგრიეს, მაგრამ ჩონჩხის ნაწილი დატო-
ვეს,რომ ახალი სახლი ააშენონ.
– დიახ,ვიცი.
– დღეს დილით გაზეთების ასაღებად გამოვედი და დავინახე,
რომ ვიღაც დებილს მანქანა ჩემი გარაჟის წინ გაუჩერებია. მერე
თვითონ ის ტიპიც დავინახე. ყვითელი ლენტის ქვეშ გამძვრალა და
დურბინდით ხელში, ბიჯგებზე ასული, პირდაპირ თქვენს სახლს ათ-
ვალიერებდა, დეტექტივო ბოსხ.
‒ ჰარი დამიძახეთ. მით უმეტეს, დეტექტივი აღარა ვარ. დარწმუ-
ნებული ხართ, რომ ჩემს სახლს ათვალიერებდა?
‒კი, ნამდვილად თქვენი სახლისკენ იყურებოდა... თქვენც ფრენ-
კი დამიძახეთ.
– რამდენი ხანი იყო იქ, ფრენკ?
‒ როგორც კი შევაშინე, მაშინვე წავიდა, სწორედ ამიტომ მეპა-
რება რომ პოლიციელი იყო, თუმცა თავისი ბეიჯი მაჩვენა.– დიახ,
მივედი და ვკითხე, აქ რას აკეთებ-მეთქი. საშინლად ანერვიულდა

266
და გაიძურწა. სწორედ ამ დროს მაჩვენა ის სულელური ბეიჯი. კი-
სერზე მსხვილი ძეწკვით ჰქონდა დაკიდებული.
ბოსხმა ჯიბიდან ელისისა და ლონგის ფოტოების ასლები
ამოიღო, გაშალა და დახედა.
– როგორ გამოიყურებოდა?
ალბერტს კარგა ხანი არაფერი უპასუხია.
– აბა, რა ვიცი? ჩვეულებრივი იყო.
– ჩვეულებრივი? თეთრკანიანი იყო, შავკანიანი თუ ლათინელა-
მერიკელი?
‒ თეთრკანიანი.
– რა ასაკის?
‒ ორმოცს გადაცილებული... შეიძლება ორმოცამდე.
ბოსხმა ისევ ფოტოს დახედა.
– ულვაში ჰქონდა?
– კი, ჰქონდა. იცნობთ?
ულვაში ლონგს ჰქონდა, ელისს არა.
– ჯერ არ ვიცი. ცოტა მოგვიანებით შინ იქნებით? რამდენიმე ფო-
ტო მაქვს და მინდა გაჩვენოთ.
– რა თქმა უნდა. მე სულ აქ ვარ.
– დიდი მადლობა, ფრენკ.
– მე ხომ მეზობლების სახლებს ვადევნებ თვალყურს. ყველა ასე
მოიქცეოდა.
ბოსხმა ტელეფონი გათიშა და ისევ სურათებს დახედა. კაცმა
რომ თქვას, იმაში დასარწმუნებლად, რომ დურბინდით მის სახლს
ლონგი უთვალთვალებდა, ფრენკისათვის სურათების ჩვენებას
ბოსხი აუცილებლად სულაც არ თვლიდა, მაგრამ უცნაურად ის მო-
ეჩვენა, რომ ეშმაკობას ასე მალე მიუხვდნენ· ჯერ მხოლოდ ათის ნა-
ხევარი იყო. ასე უცებ ეჭვი რატომ უნდა შეჰპაროდათ, რომ ბოსხი
„ჩეროკის“ სახლში ტოვებდა და თვითონ გადიოდა.

267
ამიტომ დაასკვნა, რომ მის სახლთან მისასვლელად ლონგისთ-
ვის ბიძგი რაღაცას უნდა მიეცა. ფოტოასლები დაკეცა და პიჯაკის ჯი-
ბეში ჩაიდო. სწორედ ამ დროს დაინახა კაცი, რომელიც სისკო უნდა
ყოფილიყო, სარეაბილიტაციო ცენტრის კარიდან გამოდიოდა.
შესამჩნევად კოჭლობდა. შავ, ცეცხლის ენებით მოხატულ ჯოხს
ეყრდნობოდა. ეცვა ლურჯი ჯინსი, შავი მაისური და ტყავის ჟილეტი
ზურგზე „ჰარლი დევიდსონის“ სიმბოლოთი. ლოგოზე ტრადიციული
ფრთა მოტეხილი იყო. ბოსხმა იცოდა, რომ ეს მისი პატრონის
მწყობრიდან გამოსვლის, ავარიაში მოყოლის ნიშანი იყო. იმის ნი-
შანი, რომ დაშავდა, მაგრამ გადარჩა.
– სისკო! – დაუძახა ბოსხმა.
კაცი გაჩერდა, მოტრიალდა, რომ დაენახა, ვინ დაუძახა. ბოსხი
დაეწია.
– თქვენ სისკო ხართ, არა?
– შეიძლება. თქვენ ვინ ხართ?
‒ ჰარი ბოსხი. მიკი ჰელერის...
‒ გამომძიებელი. ჰო, შენ ჩემი სამუშაო წაიღე.
– ვაპირებდი, მეთქვა, რომ მიკი ჰელერის ძმა ვარ. თქვენი სამუ-
შაო მე არ წამიღია, არაფერში მჭირდება და ისევ უკან მიიღებთ,რო-
გორც კი ამის საშუალება გექნებათ. მიკის მხოლოდ ამ ერთ საქმეზე
ვეხმარები. სულ ეს არის.
სისკო ორივე ხელით ჯოხს დაეყრდნო. ბოსხი მიხვდა, რომ ფეხზე
დგომა და სიარული ახლა მისთვის საუკეთესო დროს ტარება არ
იყო. იქვე ახლოს მათთვის, ვინც პაციენტებს გარეთ ელოდებოდა,
რამდენიმე ბაღის სკამი იდგა.
– იქნებ ცოტა ხნით ჩამოვსხდეთ? ‒ უთხრა ბოსხმა და ხელი სკა-
მისკენ გაიშვირა. სისკო იქით გაემართა. როგორც კი დაჯდა, აშკა-
რად შვება იგრძნო, რადგან სხეულის სიმძიმე მუხლს აღარ აწვებო-
და. მოსული კაცი იყო, მასიური მკლავებითა და V-ს ფორმის ტორ-
სით, ახლა კი ამ ამოტრიალებულ პირამიდას საიმედო საყრდენები
აღარ ჰქონდა.

268
– ესე იგი, ეს დამთხვევა არ არის? – იკითხა მან, – მიკიმ მითხრა,
რომ თქვენც ჯარში მსახურობდით.
‒ ჰო, ჯარში ვიყავი. არც ეს ადგილია ჩემთვის ახალი, მაგრამ
არანაირი დამთხვევა. თქვენ მოსაძებნად მოვედი. რამდენიმე კით-
ხვა უნდა დაგისვათ.
‒ რის შესახებ?
‒ მოდი, უბედური შემთხვევით დავიწყოთ. მიკიმ მითხრა...
‒ ეს უბედური შემთხვევა არ ყოფილა.
‒ სწორედ ამის გაგება მინდოდა. მომიყევით, რა მოხდა.
‒ რაში გჭირდებათ?
– ალბათ, გაიგებდით, რომ მიკი სიმთვრალეში მანქანის
მართვისთვის დააპატიმრეს.
– ჰო, თქვენმა ყოფილმა მეგობრებმა დეპარტამენტიდან.
‒ ეს წინასწარ მოწყობილი იყო. უნდოდათ, ფოსტერის საქმეზე
მუშაობაში ხელი შეეშალათ. მე თუ მკითხავთ, თქვენს ავარიასაც
იგივე მიზეზი ჰქონდა. ასე რომ, მომიყევით, რა მოხდა.
ბოსხმა დაინახა, როგორი ცივი გამოხედვა გაუხდა სისკოს.
– პირველი აპრილი იყო, სულელების დღეს თუ რაღაც ჯანდაბას
რომ ეძახიან. ვენტურა-ბულვარზე, „სტუდიო სითიში“ ვიყავი და ჰო-
ლივუდისკენ მივდიოდი. ჩემ გვერდით მიმავალმა ტიპმა ჩამიჭრა და
არჩევანი აღარ მქონდა, ან უნდა დამჯახებოდა და მის ბორბლებს
ჩავვარდნოდი, ან საპირისპირო ხაზზე გადავსულიყავი და გადარჩე-
ნა მეცადა. თითქმის გამომივიდა.
‒ რატომ ფიქრობ, რომ ეს წინასწარ გამიზნული იყო?
– არ ვფიქრობ, ორი რამის გამო ვიცი. პირველი: ტიპი არ გაჩერ-
და, არც კი შეანელა და მეორე: კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა.
რომ ჩამიარა, მანქანას წიხლი ჩავარტყი, მაგრამ არ გაჩერდა. წარ-
მოიდგინე, მეტალის ქუსლი ჩავარტყი, კაცო. ვარიანტი არ არის,
ვერ გაეგო. იცოდა, რომ იქ ვიყავი.
– მძღოლი დაინახე?
ბოსხმა ქურთუკის ჯიბიდან ფოტოასლების ამოღება დააპირა.

269
– არა, არ დამინახავს, – უპასუხა სისკომ, შუშები ძალიან მუქად
ჰქონდა დაფერილი, დასაშვებზე უფრო მუქად.
ბოსხმა ფოტოასლები ჯიბეში დატოვა. კარგად იცოდა, რომ პო-
ლიციის დეპარტამენტის საიდუმლო დანაყოფების საყვარელი ტაქ-
ტიკა შუშების დასაშვებზე მეტად დაფერვა იყო.
– რა მანქანა იყო?
– „კამარო“. მჯვეთრი ნარინჯისფერი შავი ზოლით და ბორბლის
ყვითელი დამჭერით. მანქანის ქვეშაც კარგად შევიხედე, ბორბლები
ჩემ ცხვირწინ იყო.
– მაგრამ, როგორც ვხვდები, ნომერი არ დაგინახავს.
– მაგის თავი ნამდვილად არ მქონდა, გადარჩენას ვცდილობდი.
‒ ჯიბეში რა გაქვს? რის ჩვენებას აპირებდი?
ბოსხმა ფოტოასლები ამოიღო.
– ამ ტიპებმა აიძულეს ჰელერი, გაჩერებულიყო და ვითომ
სიმთვრალეში მანქანის მართვისთვის დააკავეს. იქნებ შენც გეცნო-
ბა რომელიმე, მაგრამ, თუ მძღოლი არ დაგინახავს...
სისკომ ფურცელი გაშალა და ორ სახეს დააკვირდა. ფოტოებზე
მხოლოდ თავები იყო, მაგრამ პოლიციის ფორმის საყელოები ორი
ვეს კარგად უჩანდა.
‒გინდა თქვა, რომ ყველაფერ ამის უკან ორი პოლიციელი დგას?
ბოსხმა თავი დაუქნია.
– ასე გამოდის.
‒ ღმერთო, ნაბიჭვარი პოლიციელები. ნეტავ კიდევ რას მოი–
ფიქრებენ?
‒მინდა გთხოვო, რომ ეს ყველაფერი ჩვენ შორის დარჩეს. ჰელე-
რის გარდა, ამაზე სიტყვა არავისთან დაგცდეს.
– მაგის თქმა რა საჭირო იყო?
‒ მართალი ხარ, არ იყო. ესე იგი, უბედური შემთხვევა...
‒ ხომ გითხარი, უბედური შემთხვევა არ იყო.
‒ მართალი ხარ. მაპატიე, არასწორად გამოვთქვი. ესე იგი,
როგორც კი ჰელერმა ფოსტერის საქმეს მოჰკიდა ხელი, შენ თავს
დაგესხნენ. საქმეზე მუშაობა უკვე დაწყებული გქონდათ?

270
‒ ბევრი არაფერი. საქმე ავიღეთ, მაგრამ მასალები ჯერ არ
გვქონდა. ველოდებოდით, როდის ინებებდა რაიონის პროკურორის
ოფისი მის გადმოცემას.
ბოსხმა თავი დაუქნია.
– ესე იგი, გამოძიება ჯერ დაწყებული არ გქონდათ.
– სერიოზულად არა. სანამ მასალებს არ მივიღებდით, ხავსს ვე-
ჭიდებოდით.
– ჰო, მესმის. ხავსს ვეჭიდებოდითო, ამბობ, ეგ რას ნიშნავს?
– მოკლედ, კლიენტი რომ გყავს, ყოველთვის მთლიანად მის
მხარეს ხარ. მის მონაყოლს ენდობი. ჩვენმა კლიენტმა გვითხრა,
ალიბი მაქვსო, შევისწავლე და აღმოჩნდა, რომ დავიგვიანე,პროს-
ტიტუტმა, რომელთანაც, ფოსტერის თქმით, ღამე გაატარა,თავი მო-
იკლა.
‒ჯეიმზ ალენი ერქვა?
‒ჰო,ეგ იყო.
‒ რამდენად კარგად შეისწავლე?
‒ არც ისე. ტიპი მკვდარი იყო და ვერ დაველაპარაკებოდი· ამით
ყველაფერი დამთავრდა. ამის თაობაზე დეპარტამენტში რამდენიმე
კაცს ველაპარაკე და ძალიან გამიკვირდა, როცა არავინ დამიკავ-
შირდა.
‒ როგორ ფიქრობ, გამოძიების დროს გააკეთე რამე ისეთი,
რასაც შეიძლებოდა შენზე თავდასხმა მოჰყოლოდა, „კამაროთი“,
გაიხსენე, რამე ხომ არ მოგდის თავში?
სისკო წუთით დაფიქრდა და მერე თავი გააქნია.
‒მართლა არაფერი მახსენდება, თორემ მე თვითონ მივხე-
დავდი, ხომ გესმის?
– ჰო.
ბოსხი მიხვდა, თუ სისკოზე თავდასხმა ელისსა და ლონგს
უკავშირდებოდა, ეს სხვა გზით უნდა გაერკვია.
‒ მაპატიე, ბევრი ვერაფრით დაგეხმარე.
‒ მანქანა დაწვრილებით აღმიწერე და ეგ ძალიან დამეხმარება.

271
– ნეტავ მეტი ვიცოდე... საინტერესოა, რა გავაკეთე ისეთი, რასაც
ჩემზე თავდასხმა მოჰყვა. მიკი – კიდევ მესმის, მაგრამ მე გამოძი-
ება, ფაქტობრივად, დაწყებულიც არ მქონდა.
‒ და მაინც, ან რაღაც გააკეთე, ან მათ იფიქრეს, რომ რაღაცის
გაკეთებას აპირებდი. იქნებ მიკის გამომძიებლის გარეშე დატოვება
და შეჩერება უნდოდათ? შეიძლება, ეს ვერც ვერასოდეს გავიგოთ.
– შეიძლება.
– ამ შემთხვევის შესახებ პოლიციას შეატყობინე?
‒ რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ დროის დაკარგვა იყო.
– ასე რატომ ფიქრობ?
‒ მოიცა რა, ძმაო, კარგად შემომხედე. პოლიციელებმაც შემომ-
ხედეს და თქვეს, ბაიკერიაო. მათი აზრით, იმან, ვინც გზიდან გადა-
მაგდო, საზოგადოებას დიდი სიკეთე გაუკეთა. მე დავურეკე, მათ კი
ხელიც არ გაუნძრევიათ. ამბავი საგზაო შემთხვევების ცირკულარში
ჩაიწერა და ყველაფერი ამით დამთავრდა. ერთადერთი, რაც ამან
მომცა, დაზღვევა იყო, ფული გადამიხადეს, მაგრამ პოლიციელები
არ გამომხმაურებიან.
‒ ადრე ასეთ შემთხვევაში ბოსხი, ალბათ, დეპარტამენტს
ბრალდებისაგან დაიცავდა, მაგრამ ის დრო წავიდა. ახლა თავი გამ-
გებიანად დაიქნია. მერე მობილურის ნომრები გაცვალეს, ბოსხი
გზას გაუდგა, სისკო კი დარჩა. მანქანების სადგომისკენ წასვლამდე
უნდოდა, მუხლი კიდევ ცოტა ხანს დაესვენებინა.

38

სინამდვილეში, ელისის ან ლონგის ამოცნობას ბოსხი სისკოსა-


გან არც ელოდა, მაგრამ იმედი ჰქონდა, იმის დადასტურებას მაინც

272
მიიღებდა, რომ ყველაფრის, მისი ავარიის ჩათვლით, უკან ეს ორი
პოლიციელი იდგა.
თუმცა იხტიბარს მაინც არ იტეხდა, მტკიცებულებების მოპოვე-
ბის ბევრი სხვა საშუალებაც არსებობდა და პირველი ნაბიჯი ამ გზა-
ზე ჰოლივუდის ათლეტთა კლუბი იყო. ვესტვუდიდან პირდაპირ იქ
წავიდა და გზიდან ჰელერს დაურეკა. მან მაშინვე უპასუხა.
‒დილა მშვიდობის, თქვა ხალისიანად, – სწორედ ახლა ვაპი-
რებდი შენთან დარეკვას.
– მე კი უკვე მესიჯის დატოვება მინდოდა. წუხელ ხომ მითხარი,
სასამართლო მაქვსო.
– მქონდა და უკვე მოვამთავრე.
– რაღაც ძალიან ბედნიერი ხმა გაქვს. გინდა გამოვიცნო? კიდევ
ერთი საქმე შეწყვიტეს შენი წყალობით და კიდევ ერთი ნარკოდი-
ლერი გამოვიდა ციხიდან.
– მართლა ბედნიერი ვარ, მაგრამ სხვა მიზეზით. ახალი ამბავი
მაქვს, მაგრამ ჯერ შენ დაიწყე, შენ არ დამირეკე?
– კარგი. ეს წუთია სისკოსთან ლაპარაკი დავამთავრე. არ დაუნა-
ხავს, გზიდან ვინ გადააგდო, მაგრამ მანქანა აღმიწერა დაწვრილე-
ბით, ბორბლების ყვითელი დამჭერების ჩათვლით მკვეთრი ნარინ-
ჯისფერი „კამარო“ ყოფილა, გარშემო შავზოლიანი. იმიტომ გირე-
კავ, რომ გკითხო, რაიმეს ხომ არ გაგონებს?
ჰელერს მაშინვე არ უპასუხია.
– არა. უნდა მაგონებდეს? ‒ იკითხა ბოლოს.
– შენს შემთხვევაში რა მანქანა იყო?‒ ჰკითხა ბოსხმა.
‒ არა, „კამარო“ არა. „დოჯი“ იყო ან „ჩელენჯერი“, ან კიდევ
„ჩარჯერი“ , ახლოდან არ დამინახავს, ყოველ შემთხვევაში, „კა-
მარო" ნამდვილად არ ყოფილა.
‒ დარწმუნებული ხარ?
– ჰეი, მე ხომ „ლინკოლნის ადვოკატი“ ვარ, მანქანებს კარგად
ვარჩევ და თან მკვეთრი ნარინჯისფერი ნამდვილად არ მახსოვს. შა-
ვი იყო, მასში მსხდომი ნაბიჭვრების სულებივით.

273
– კარგი, ეგ ყველაფერი ისედაც ვიცოდი. ჯერ სისკო და ახლა
შენ. აბა, მითხარი, რით გამახარებ? რა უნდა მითხრა?
‒ დღეს დნმ- ის ანალიზის პასუხი მივიღე.
– და ფოსტერისას არ დაემთხვა?
– არა, საქმე ეგ არ არის. პირიქით, დაემთხვა.
‒ ამიტომ ხარ ბედნიერი?
‒არა,ბედნიერი დნმ-ში პრეზერვატივის კვალის გამო ვარ. ნი-
მუშში აღმოაჩინეს.
ბოსხი დაფიქრდა. ეს ფაქტი მის ეჭვს ადასტურებდა, ამტკიცებდა,
რომ და’ქუანის სპერმა შეიძლებოდა დანაშაულის ადგილზე მიტანი-
ლი და ალექსანდრა პარქსის სხეულში და სხეულზე განგებ დატოვე-
ბული ყოფილიყო– მერე გადაწყვიტეს, პრეზერვატივის ნაწილაკე-
ბის ნარჩენებიალენის სახლში აღმოჩენილი კონკრეტული ბრენდი-
სათვის შეედარებინათ და აქაც დაემთხვა. ასე რომ, ახლა თავს ვე-
რაფრით იმართლებენ, ვერ იტყვიან, ფოსტერმა სექსუალური ძალა-
დობის დროს პრეზერვატივი გამოიყენაო.
– ძალიან კარგი.
– იცი, ჩვეულებრივ, მგონია, რომ სახელმწიფო ბრალდებას
პნევმატური იარაღით ვებრძვი, ამ შემთხვევაში კი თითქოს ნამდვი-
ლი, ორლულიანი თოფით ვარ შეიარაღებული, რომელიც ამ საქმე-
ში უზარმაზარ ხვრელებს დატოვებს, დიდ დედამოტ... ხვრელებს.
დნმ-ის ანალიზის პასუხმა ჰელერს მართლა თავბრუ დაასხა,
მაგრამ ბოსხს ეჩვენებოდა, რომ სასამართლო პროცესამდე ჯერ ძა-
ლიან შორს იყო. ელისი და ლონგი თავისუფლად დანავარდობდნენ
და სასამართლომდე დარჩენილი ხუთი კვირა ძალიან დიდი დრო
იყო იმისათვის, რომ დალოდებოდნენ, კიდევ რას ჩაიდენდნენ.
– ერთადერთი, რაზედაც ფიქრობ, სასამართლოა, – ჩაილა-
პარაკა მან.
– ჩემი საქმე ეგ არის და იმიტომ, – უთხრა ჰელერმა, – ჩვენი საქ-
მე. რა ხდება, ჰარი? მეგონა, კარგი ამბავი შეგატყობინე. სწორ
კვალზე გახვედი, ძმაო.

274
– იცი, რა ხდება? ელისი და ლონგი გარეთ არიან და რაც მოეპ-
რიანებათ, იმას აკეთებენ. ჩემს სახლს უთვალთვალებენ, ჩემი შვი-
ლის შესახებ იციან. ჯერ დამამტკიცებელი საბუთი არა მაქვს, მაგ-
რამ, ვფიქრობ, სისკოს ავარია იმიტომ მოუწყვეს, რომ მათთვის საფ-
რთხეს წარმოადგენდა, ახლა კი საფრთხე მე ვარ. სასამართლო
პროცესი ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ იქნება და უკვე მასზე ვფიქ-
რობთ. შენ ფოსტერს სასამართლო სხდომაზე გაათავისუფლებ და
რა მერე? პროკურორი პროცესს გააჭიანურებს, რაღაც აბდაუბდას
დაიწყებს და ამ ორ ტიპს გამოაძვრენს. ამის შემდეგ რა მოხდება, თუ
გიფიქრია?
პასუხის ჩამოსაყალიბებლად ჰელერს დრო დასჭირდა.
‒ჰარი, – დაიწყო ბოლოს, ამდენი წელი მკვლელებს დასდევდი
და მესმის, რომ გუმანი ამ საქმეშიც იმავეს გაკეთებას გკარნახობს,
მაგრამ, კიდევ ერთხელ გეუბნები, ახლა ყველაფერს სხვა კუთხი-
დან უნდა შევხედოთ. ეს ის სამუშაო არ არის, რომელსაც შენ მიჩ-
ვეული ხარ, ამ შემთხვევაში, ჩვენ უპირველესად კლიენტის წინაშე
ვართ პასუხისმგებელი და ვერ გავაკეთებთ ვერაფერს, რაც სასა-
მართლოზე მის დაცვას ავნებს. გასაგებია, რომ ამის შეჩვევას დრო
სჭირდება, თუმცა...
‒მაგაზე ნუ იდარდებ, – შეაწყვეტინა ბოსხმა, არანაირ შეჩვევას
არ ვაპირებ. ეს საქმე მორჩება და ყველაფერს თავს ვანებებ.
‒ შენი ნებაა. კარგი, მერე ვილაპარაკოთ.
‒ იქნებ დეპარტამენტში წავიდეთ და მოვყვეთ ყველაფერს,რაც
ვიცით. შემიძლია საქმე ისე ჩამოვაყალიბო, რომ იძულებული შეიქ-
ნებიან, ეს წყვილი ქუჩას ჩამოაშორონ. სულ მცირე, მეთვალყურეო-
ბას დაუწესებენ.
– ასე არ მოხდება, უბრალოდ, ჩვენი არგუმენტების გასაბა-
თილებლად პროკურატურას ხუთ კვირას მივცემთ.
‒ იქნებ ამ შემთხვევაში სასამართლო არც ჩატარდეს. ამ ორ
ტიპს აიყვანენ, ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენებას მიაცემინებენ და
ორივე მაშინვე ყველაფერს დაფქვავს. ეს გამოძიების უძველესი მე-
თოდია. საქმეც ამით დამთავრდება.

275
‒ ძალიან სარისკოა. მე ამას არ გავაკეთებ, არც შენ...
ბოსხი გაჩუმდა. ჰელერის მოტივებზე ფიქრობდა მართლაც, თა-
ვისი კლიენტისათვის გამამართლებელი ვერდიქტის მისაღწევად
იბრძოდა თუ სასამართლოში ბრწყინვალე გამარჯვებისა და დიდე-
ბისთვის. მკვლელობის საქმე თავის გამოჩენის საუკეთესო საშუა-
ლება იქნებოდა მისთვის. თუ ჰელერი ამ საქმეს მოიგებდა, გმირად
გამოჩნდებოდა და შეძლებული კლიენტების რიგი დაუდგებოდა,
მაგრამ, თუ საქმე სასამართლომდე არ მივიდოდა, აპლოდისმენ-
ტებს ვიღაც სხვა დაიმსახურებდა.
– ჰეი, სად ხარ? – დაუძახა ჰელერმა.
‒ აქ, – უპასუხა ბოსხმა, – იცოდე, ეს ლაპარაკი არ დაგვიმთავ-
რებია.
– კარგი, კარგი. იცი, რა? მოდი, ხვალ დილით შევხვდეთ, „დიუ
პარსში“ ვისაუზმოთ. რვა საათზე გაწყობს? შენ შენს ვარიანტს
მომიყვები, მე კი მოგისმენ
– რომელ „დიუ პარსში“?
‒„ფარმერსმარკეტში”.
– კარგი, მოვალ.
– ახლა სად მიდიხარ?
– ჰოლივუდში. რაღაც უნდა შევამოწმო.
ჰელერი საუბრის გაგრძელებას ელოდა, მაგრამ ბოსხი აღარა
ფერს ამბობდა. ცდილობდა, გაღიზიანება დაეძლია და ცუდი ფიქრე-
ბი თავიდან ამოეგდო.
– დღეს თუ რამე გამოვა, შეგატყობინებ, – თქვა ბოლოს.
– კარგი, – გაუხარდა ჰელერს, – ხვალამდე.
ბოსხმა ტელეფონი გათიშა, ყურსასმენი მოიხსნა და ტელეფონი
წინა პანელზე დამაგრებულ ჭიქის ჩასადგმელში ჩააგდო. უკვე ნა-
ნობდა, რომ ჰელერთან ლაპარაკის დროს თავი ვერ შეიკავა,
მაგრამ ახლა ვეღარაფერს გააწყობდა. სანტა–მონიკადან სანსე-
თისაკენ ფეირფაქსით რომ მიდიოდა, მთელი ყურადღება მანქანის
მართვაზე გადაიტანა.

276
რამდენიმე წლით ადრე სომხურმა ქუჩის ბანდამ ოფისი სან-სეთ-
სა და უილკოქსზე განლაგებულ თორმეტსართულიან შენობა ში აი-
ღო იჯარით. ის მეშვიდე სართულზე, შენობის უკანა ნაწილში იყო და
მისი ფანჯრები ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ჰოლი-
ვუდის განყოფილების უკანა შესასვლელსა და მანქანების სადგომს
გადაჰყურებდა. ტელესკოპთან ოცდაოთხსაათიანი მორიგეობის
წყალობით როგორც ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის განყოფი-
ლების საიდუმლო ჯგუფების, ისე ბანდებთან მებრძოლი გუნდების
შესახებ სრული ინფორმაცია მოიპოვეს. ზუსტად იცოდნენ, როდის
რომელი გუნდი მორიგეობდა, როდის იყვნენ ისინი ქუჩაში გასულნი
და რა მიმართულებით.
გავიდა ხანი. ბანდის საჯაშუშო პოსტის არსებობის შესახებ
სამართალდამცავი სტრუქტურის ადმინისტრაციას ინფორმატორმა
შეატყობინა და ის ფბ-ის რეიდის შემდეგ გაუქმდა. ამ რეიდმა გან-
ყოფილებასაც „ბევრი უხერხულობა შეუქმნა. ამოიღეს ჟურნალები,
სადაც თვალთვალის შედეგები იყო ჩაწერილი. იქ ჰოლივუდის გან-
ყოფილების ყველა ქვედანაყოფს თავისი კოდი ჰქონდა მინიჭებუ-
ლი; ასევე აღწერილი იყო პოლიციელების კერძო და საიდუმლო
ოპერაციების დროს გამოსაყენებელი მანქანები, ჩაწერილი იყო მა-
თი ნომრები. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ სომხების ბანდა დაკ-
ვირვების შედეგებს ჰოლივუდში მოქმედ სხვა კრიმინალურ ორგა-
ნიზაციებზე ყიდდა.
ასეთი შემთხვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად
დეპარტამენტში რამდენიმე პროცედურული ცვლილება გატარდა.
ერთ-ერთი მათგანის შედეგად საიდუმლო ოპერაციებისათვის გან-
კუთვნილი მანქანები განყოფილების სადგომიდან სხვაგან, კონ-
კრეტულად კი ჰოლივუდის ათლეტთა კლუბის სადგომზე გადაიტა-
ნეს. დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ამ სადგომის მდება-
რეობა არც ისე საიდუმლო იყო. საჯაშუშო პოსტის სკანდალი ბოსხის
გაუხსნელ საქმეთა განყოფილებაში გადასვლის შემდეგ მოხდა,
მაგრამ მანაც კი იცოდა, სად გადაიტანეს საიდუმლო მანქანების
სადგომი.

277
ჰოლივუდის ათლეტთა კლუბი სანსეთზე, განყოფილებიდან სულ
რამდენიმე კვარტალის იქით იყო. მანქანების აქაური სადგომი სამი
მხრიდან შენობებით, მეოთხე, სელმა-ავენიუს მხრიდან კი ღობით
იყო შემოსაზღვრული, სადგომზე მეთვალყურე არ არსებობდა, იქ
შესასვლელად სპეციალური პლასტიკური ბარათი იყო საჭირო.
ბოსხს ეს გასაღები არ ჰქონდა, მაგრამ ის არც სჭირდებოდა.
სელმა-ავენიუს მხრიდან ტროტუართან გაჩერდა, მანქანიდან
გადმოვიდა და ღობისკენ წავიდა. იცოდა, რომ მანქანების სანახა-
ვად კარგი დრო შეარჩია, უმრავლესობა ადგილზე იქნებოდა. ჯერ
დილის ათი საათი იყო, ხოლო ოპერაციები, რომლებისთვისაც ამ
მანქანებს იყენებდნენ, ნაშუადღევს და მთელი ღამე ტარდებოდა,
დილას კი ამ განყოფილებების თანამშრომლებს გვიანობამდე ეძი-
ნათ.
ამ დანიშნულების მანქანებს განყოფილებები ერთმანეთში წელიწა-
დში ერთხელ ცვლიდნენ, რომ ქუჩებში მათთვის თვალი არ შეეჩვი-
ათ. ზოგ მათგანს ხმარებიდან იღებდნენ, ზოგს კი სხვა დანაყოფებს
უცვლიდნენ; გამოდიოდა, რომ ყველას ახალი მანქანა ჰყავდა. სის-
კოს ავარიის შემდეგ ორი თვე გავიდა და შესაძლებელი იყო, მკვეთ-
რი ნარინჯისფერი „კამარო“, რომელსაც ბოსხი ეძებდა, ამ სადგომ-
ზე აღარც ყოფილიყო. ელისი და ლონგი ჰელერის დაკავების დროს
უკვე სხვა მანქანით იყვნენ, ეს, ალბათ, იმაზე მეტყველებდა, რომ
მანქანები უკვე გაცვლილი ჰქონდათ. ბოსხმა იფიქრა,თუ სისკოს
„კამაროთი“ დაესხნენ თავს, შავ „დოჯში“ მის გაცვლას იჩქარებდნენ
კიდეც:
ყველა შემთხვევაში, ბოსხი ამაში უნდა დარწმუნებულიყო და
მისმა მონდომებამ ნაყოფი გამოიღო ‒ ნაცნობი „კამარო“ სად-
გომის უკანა კედელთან დაინახა. მის საქარე მინას მტვრის სქელი
ფენა ედო და აშკარად კარგა ხანს არ გამოუყენებიათ.
ტელეფონით მანქანას ფოტო გადაუღო, სისკოს ნომერზე გაგზავ-
ნა და მისწერა: „ეს ის მანქანაა“?
ბოსხი თავისი მანქანისაკენ მიბრუნდა. კარს რომ აღებდა,
სისკომ მესიჯითვე უპასუხა: „ძალიან ჰგავს, ალბათ, ის არის“

278
ბოსხმა იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. „კამაროს“ პოვნა მისი
თეორიის მხოლოდ მცირე ნაწილს ამყარებდა და სერიოზულ მტკი-
ცებულებად არ გამოდგებოდა, მაგრამ სისხლში ადრენალინი მაინც
აშკარად მოუზღვავდა. თითქოს რაღაც ფაზლს აწყობდა და ყოველი
მცირე ნაწილის მორგება ახარებდა. „კამარო“ მაინც მნივნელოვანი
იყო. თუ ელისი და ლონგი სისკოზე თავდასხმისას ამ მანქანით იყ-
ვნენ, არსებობდა შესაძლებლობა, რომ რამდენიმე კვირით ადრე,
ჯეიმზ ალენის მკვლელობის დროსაც, იმავე მანქანით ყოფილიყვნენ
და ცხედარი ელ-სენტროს ჩიხში სწორედ მასში გადაეტანათ.
„კრაისლერში“ ჩაჯდა, სანტა-მონიკას გაუყვა და სასაფლაო „ჰო-
ლივუდ ფორევერისკენ“ გაუხვია. მანქანა ოფისის წინ გააჩერა და
შიგნით შევიდა. ოსკარ გასკონი თავის პატარა ოფისში დახვდა.ბოს-
ხი მაშინვე იცნო.
‒ოჰ, დეტექტივო, დაბრუნდით?
– ჰო, დავბრუნდი. როგორ მიდის საქმე?
– ყველაფერი მკვდარია. ისევ ვიდეოკამერების ჩანაწერების
ნახვა გინდათ?
– ჰო, მაგრამ ამჯერად სხვა დღე მაინტერესებს. წინა მოსვლისას
მითხარით, მკვლელობის ღამის ჩანაწერის სანახავად პოლიციელე-
ბიც მოვიდნენო.
– კი, იყვნენ.
– შეიძლება იმ ღამის ჩანაწერი მეც ვნახო?
გასკონი კარგა ხანს აკვირდებოდა, თითქოს აინტერესებდა,რის
გარკვევას ცდილობდა.
– რატომაც არა, – უთხრა ბოლოს და მხრები აიჩეჩა.
ჩანაწერის გადახვევისთვის სულ ხუთი წუთი დასჭირდა. სწრაფ
გადახვევაზე დააყენა და ბოსხი „ჰევენ ჰაუსის“ შესასვლელს ყურად-
ღებით უყურებდა.
‒რას ვეძებთ? ‒ ჰკითხა გასკონმა.
‒ მკვეთრ ნარინჯისფერ „კამაროს“, ‒ უპასუხა ბოსხმა ისე,რომ
მონიტორისათვის თვალი არ მოუშორებია.

279
დაახლოებით ათი წუთი უსიტყვოდ უყურებდნენ. მანქანები სან-
ტა-მონიკაზე ორივე მიმართულებით საოცარი სისწრაფით დაქროდ-
ნენ. ბოსხმა გადაწყვიტა, თუ ჩანაწერს ისე გაივლიდნენ, რომ მანქა-
ნას ვერ დაინახავდენენ, გასკონს სთხოვდა, კიდევ ერთხელ ნორმა-
ლური სიჩქარით გაეშვა. თუ უარს ეტყოდა, ფულს შესთავაზებდა.
‒ აი, – წამოიძახა უცებ გასკონმა, – ეს „კამარო“ არ იყო?
‒ შეანელეთ, – უნებურად ბრძანების კილოთი უთხრა ბოსხმა.
გასკონმა ნორმალური სიჩქარე დააყენა. ისევ უსიტყვოდ
უყურებდნენ. მანქანა, რომელიც მოტელის ჭიშკარში შესული დაი-
ნახეს, უკან აღარ გამოდიოდა.
– მოდი, უკან დავაბრუნოთ და ისევ შევხედოთ.გასკონი დაემორ-
ჩილა. მერე უკან გადახვევა ნელ სიჩქარეზე თავად დააყენა. ორივე
ელოდა, რომ ნარინჯისფერი მანქანა ეკრანის მარცხენა მხრიდან
გამოჩნდებოდა და მოტელის შესასვლელისა მარცხნივ შეუხვევ-
და·
– გააჩერეთ, ‒ წამოიძახა ბოსხმა.
გასკონმა კადრი გააჩერა, მანქანა სანტა-მონიკას კვეთდა.
გამოსახულება არც ისე მკაფიო იყო, მაგრამ ძირითადი მახასია-
თებლებით მანქანა „კამაროს“ ჰგავდა ორკარიანი კუპე მომრგვა-
ლებული დაბალი სახურავით.
‒აბა, რას ფიქრობთ? – ჰკითხა გასკონმა.
ბოსხმა არ უპასუხა. მანქანის ჩამუქებულ შუშებსა და მუქ
ბორბლებს აკვირდებოდა. ძალიან ჰგავდა, მაგრამ დარწმუნებული
მაინც ვერ იქნებოდა. მერე იფიქრა, ჰელერის სპეციალისტს ხომ არ
ვაჩვენო, იქნებ გამოსახულების გამოსწორება მოახერხოსო.
‒ახლა ჩართეთ და ააჩქარეთ, – უთხრა ბოსხმა და ეკრანის ძირ-
ში უცებ დროს მოჰკრა თვალი. ნარინჯისფერი მანქანა სადგომზე
ღამის 1 1:09 საათზე შევიდა. გასკონმა ჩანაწერი უკან სამმაგ სიჩქა-
რეზე დააბრუნა და რამდენიმე წუთი უყურებდნენ. მოტელში ამ
დროს ტევა არ იყო. მანქანები უწყვეტად შედიოდნენ და გამოდიოდ-
ნენ. ბოლოს ნარინჯისფერი მანქანაც გამოჩნდა და გაუჩინარდა.

280
გასკონმა ჩანაწერი უკან დააბრუნა და ნორმალურ სიჩქარეზე ჩარ-
თო. მანქანა მოტელის ეზოდან გამოვიდა, მარჯვნივ მოუხვია,სანტა-
მონიკაზე დასავლეთისკენ წავიდა და კადრიდანაც გაქრა.
‒ ახლა უკვე ჩქარობს,‒ თქვა ბოსხმა და დროის მაჩვენებელს
შეხედა, ნარინჯისფერი მანქანა სადგომიდან ღამის 11:32 საათზე,
შესვლიდან ზუსტად ოცდასამი წუთის შემდეგ გამოვიდა. ბოსხი დაი-
ნტერესდა,რამდენად საკმარისი იქნებოდა ეს დრო ალენის ოთახში
შესასვლელად და იქიდან ალენის გამოსაყვანად თუ მისი ცხედრის
გამოსატანად·
– ამ მანქანით ის პოლიციელებიც დაინტერესდნენ, აქ რომ
იყვნენ?
‒ ოჰ, არა, არა, – თქვა გასკონმა, – სულ ცოტა ხანი უყურებდნენ
და მერე თავი დაანებეს, ალბათ, ჩათვალეს, რომ ხარისხის გამო
არაფერში გამოადგებოდათ. მერე ასლი გამაკეთებინეს და წაიღეს.
თქვეს, პოლიციაში კარგი სპეციალისტი გვყავს და იქნებ ხარისხი
გააუმჯობესოსო. მას შემდეგ აღარ გამოჩენილან.
სანამ გასკონი ლაპარაკობდა, ბოსხს ეკრანისათვის თვალი არ
მოუშორებია. ახლა ნარინჯისფერ მანქანას სანტა-მონიკაზე „ჰევენ
ჰაუსისკენ“ მიმავალს ხედავდა. ეკრანი გადაჭრა და სანამ გაუჩინარ-
დებოდა, შესასვლელისაკენ შეუხვია.
‒ დაბრუნდა, ‒ თქვა ბოსხმა.
გასკონმა ეკრანს შეხედა, მაგრამ მანქანა აღარ ჩანდა.
‒ უკან დააბრუნეთ, ‒ უთხრა ბოსხმა, ამჯერად ის აღმოსავლე-
თიდან მოდის. როგორც კი ეკრანის ცენტრში აღმოჩნდება,გააჩე-
რეთ.
გასკონმა ყველაფერი ძალიან სწრაფად გააკეთა. ბოსხი ეკ-
რანთან უფრო ახლოს მივიდა. როდესაც მანქანა სასაფლაოს შე-
სასვლელს კვეთდა, ადამიანის თავი გამოჩნდა. გამოსახულება პა-
ტარადა ბუნდოვანი იყო, მაგრამ უკეთესი, ვიდრე წინა, რადგან ამ-
ჯერად მანქანა ვიდეოკამერასთან უფრო ახლოს მოძრაობდა. ბოსხს
უკვე ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს „კამარო“ იყო. იმ კუთხიდან, სა-

281
იდანაც ახლა უყურებდა, შავ ბორბლებზე რამდენიმე ყვითელი პიქ-
სელიც გამოჩნდა. ეს ის ყვითელი ბორბლის დამჭერები იყო, რომ-
ლებიც სისკომ აღუწერა.
ვიდეოკამერიდან საკმაო მანძილით დაშორება და ჩამუქებული
შუშები ბოსხს მძღოლის თავის კარგად გარჩევის საშუალებას არ აძ-
ლევდა.
‒კარგი, ჩართეთ, ვნახოთ, ამჯერად რამდენ ხანს გაჩერდა, –
უთხრა ბოსხმა და თავისთვის აღნიშნა, რომ შესვლის დრო 11:41
იყო. მოტელის ჭიშკარში „კამაროს“ შესვლას კიდევ ერთხელ უყუ-
რეს. ბოსხი დაფიქრდა, რატომ უნდა ყოფილიყვნენ ელისი და ლონ-
გი მოტელში ორჯერ და დაასკვნა, რომ პირველად იქაურობის და-
საზვერად შეიძლებოდა მისულიყვნენ, ან უკანა სადგომზე
ხალხმრავლობა დახვდათ და უფრო გვიან მოსვლა გადაწყვიტეს, ან
ალენს ოთახში კლიენტი ჰყავდა.
ამ ჯერზე „კამარო“ მოტელის ტერიტორიაზე ორმოცდათერთმე-
ტი წუთი დარჩა. მერე ისევ სწრაფად გამოვიდა, მარჯვნივ ისე მოუხ-
ვია, არ გაჩერებულა, დასავლეთისკენ წავიდა და კადრიდან გაქრა.
ბოსხმა გასული დრო გააანალიზა და დაასკვნა, რომ ჯეიმზ ალენი
უკვე მკვდარი იყო და მისი ცხედარი „კამაროს“ საბარგულში იდო.
– აბა, რას ფიქრობთ? – ჰკითხა გასკონმა.
– ვფიქრობ, რომ ამ ჩანაწერის ასლი მჭირდება.
– ჩიპი გაქვთ? ·
– არა.
– ორას დოლარს ისევ მომცემთ, როგორც წინა ჯერზე?
– კი,მოგცემ.
– მაშინ მოვძებნი, იქნებ ჩიპი ვიშოვო.

282
39

სახლისკენ მიმავალმა დაქირავებული მანქანა კაუენგაზე, „პო


კიტო მასთან“ გააჩერა. რესტორანში შევიდა და თან წასაღებად ერ-
თი თეფში შავი ჩილი შეუკვეთა. მერე ისევ „უბერით” გამოიძახა მან-
ქანა. მანქანა და შეკვეთილი კერძი ერთდროულად მოვიდა.
მძღოლს თავი სახლამდე მიაყვანინა. მთელი გზა ამოწმებდა, ელისი
და ლონგი ხომ არ უთვალთვალებდნენ და საეჭვო ვერაფერი შეამ-
ჩნია, თან გაუმართლა, რომ მძღოლი ამჯერად სიტყვაძუნწი აღმოჩ-
ნდა. იფიქრა, უკან ჩაჯდომამ მიხსნაო.
როგორც კი სახლში შევიდა, ბოსხმა საქმის მასალების ფოლდე-
რი საძინებლიდან გამოიტანა და სასადილო ოთახში მაგიდაზე
დააგდო. სანამ მუშაობას დაიწყებდა, გასაწევი კარი გააღო და სუფ-
თა ჰაერი შემოუშვა. მასალები, საკუთარი ჩანაწერები და მეხსიერე-
ბა ერთმანეთთან შეაჯერა, რომ მოვლენების ქრონოლოგიური თა-
ნმიმდევრობა ჩამოეყალიბებინა. ეს საშუალებას მისცემდა, საქმე
მთლიანობაში დაენახა· მისი აზრით, ყველაფერი ალექსანდრა პარ
ქსის მკვლელობამდე ბევრად ადრე დაიწყო. ამ სიაში ჯერ
მკვლელობების თარიღები შეიტანა ,მერე მათთან დაკავშირებული
დეტალები დაამატა.
დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ კარზე ზარის ხმა გაისმა,
ბოსხი ადგა, კართან მივიდა და საჭვრეტელში გაიხედა, მაგრამ
მხოლოდ მზის ლაქებით დაფარული მელოტი თავი დაინახა. ნაბიჯი
უკან გადადგა და კარი გააღო. ეს მისი მეზობელი ფრენსის ალბერტი
აღმოჩნდა.
– დეტექტივო ბოსხ, ცოტა ხნის ვერანდაზე დაგინახეთ, რაღაც
სურათების ჩვენება გინდოდათ ჩემთვის, ასე არარის?
‒ სულ დამავიწყდა, ფრენკ. წუთით დამელოდეთ.
კარს გარეთ სტუმრის დატოვება თავაზიანობად ნამდვილად არ
ჩაეთვლებოდა, მაგრამ იცოდა, სახლში თუ შემოიყვანდა, მერე მისი
გასტუმრება გაუჭირდებოდა. მაგიდასთან დაბრუნდა, სკამზე გადა-

283
კიდებული ქურთუკის ჯიბიდან ფოტოასლი ამოიღო, კართან დაბ-
რუნდა და ფურცელი, რომელზეც ორივე ფოტოს ასლი ერთად იყო
გადაღებული, ალბერტს გაუწოდა.
– რომელიმე ამათგანი იყო, ვინც ჩემს სახლს უთვალთვალებდა
დღეს? ‒ ჰკითხა.
ალბერტს ბევრი დრო არ დასჭირვებია, თანხმობის ნიშნად
მაშინვე თავი დაუქნია.
‒ ჰო,ეს ტიპი, ეს ჯამბაზი იყო, ‒ თქვა მან როგორც კი ფოტოს და-
ხედა და ასლი ისე მიატრიალა, რომ ბოსხს ლონგი დაენახა.
‒მეც ასე ვფიქრობდი,‒ უპასუხა მან, – დიდი მადლობა,ფრენკ.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, ფრენკი წასვლას აშკარად არ
აპირებდა, კიდევ რაღაცას ელოდებოდა.
– კიდევ თუ დაინახავთ, აუცილებლად დამირეკეთ,‒ უთხრა
ბოსხმა.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა ალბერტმა, – როგორ ფიქრობთ,მარ-
თლა პოლიციელია?
ბოსხმა პასუხის გაცემა დააყოვნა, ფიქრობდა, რა ეთქვა.
– არა მგონია, – თქვა ბოლოს.
კარის დაკეტვის შემდეგ მაგიდას მიუბრუნდა და მოვლენების
ქრონოლოგიურ სიას კიდევ ერთხელ დახედა, რამდენიმე დეტალიც
დაუმატა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მზად ჰქონდა
დოკუმენტი, რომელშიც, მისი აზრით, საქმის მნიშვნელოვანი ფაქ-
ტები და მათთან დაკავშირებული დეტალები სრულად იყო ასახული.

უცნობი თარიღი, 2013 ექიმმა შუბერტმა საათი შეიძინა.

უცნობი თარიღი, 2014 – საათი მოიპარეს ან შუბერტმა გაყიდა.

11 დეკემბერი – „ნელსონ გრანტი და ვაჟიშვილებში“ ჰარიკმა


საათი შეიძინა.

25დეკემბერი საათი პარიკმა ალექსანდრა პარქსს აჩუქა.

284
უცნობი თარიღი – საათის კრისტალი გატყდა.

2 თებერვალი – საათი ფედექსით ლასვეგასში ჩადის.

5 თებერვალი – ჟერარი ამოწმებს საათს, რომელიც ჯერ კიდევ


შუბერტზეა რეგისტრირებული.

5 თებერვალი – ჟერარი ურეკავს შუბერტს.

5 თებერვალი –– პარქსი ურეკავს ჟერარს და იგებს, რომ მისისა-


ათი შეიძლება მოპარულია.

5 თებერვალი – პარქსი რეკავს „გრანტი და ვაჟიშვილებში“


(საუბრის შინაარსი უცნობია).

5 თებერვალი ექიმი შუბერტი ურეკავს ჟერარს და ეუბნება,რომ


საათი არ მოუპარავთ, რომ გაყიდა და აზარტული თამაშების ვალი
გადაიხადა.

5 თებერვალი – ჟერარი ურეკავს ჰარიკს (საათი მოპარული არ


არის).

9 თებერვალი – ალექსანდრა პარქსი მოკლეს.

I9 მარტი – და'ქუან ფოსტერი დააპატიმრეს (დნმ დაემთხვა).

21-22 მარტი – ჯეიმზ ალენი მოკლეს ნარინჯისფერი „კამარო“


„ჰევენ ჰაუსის მანქანების სადგომზე, მანქანის ორი კარის დახურ-
ვის ხმა ქუჩაში, სადაც ალენი დააგდეს ორი მკვლელი?

285
I- ლი აპრილი –სისკო ავარიაში ხვდება – ნარინჯისფერი „კამა-
რო“.

5 მაისი – ჰელერს აპატიმრებენ – ელისი და ლონგი.

7 მაისი – ბოსხი ნგუენს ელაპარაკება – ორივე ძმა ნგუენს კლა-


ვენ – ორი მკვლელი?

ბოსხმა კალამი დადო და ჩამოწერილი თარიღები თუ მოვლენე-


ბი კიდევ ერთხელ შეისწავლა. საქმის ასე ქრონოლოგიურად დაშ-
ლამ დაანახვა, როგორ იყო ფაქტები ერთმანეთთან დაკავშირებუ-
ლი და როგორ დომინოს ქვებივით მიჰყვა ერთმანეთს. მთავარი და-
მაკავშირებელი კი ეს საათი იყო. ნუთუ შეიძლებოდა ოთხი მკვლე-
ლობა ერთმანეთთან ერთი საათის ხელახლა გაყიდას დაეკავშირე-
ბინა?
ბოსხის აზრით, შუბერტთან შეხვედრის და ფაზლის ბოლომდე აწ-
ყობის დრო დადგა. ისევ მაგიდას მიუჯდა და დაფიქრდა, როგორ შე-
იძლებოდა ამის უკეთ ორგანიზება. კაცის შესახებ, რომელიც არა-
სოდეს უნახავს, დასკვნა უკვე გამოეტანა და ის ამ კაცის პროფესიას,
საცხოვრებელ ადგილსა და ცხოვრების სტილს ეყრდნობოდა.
ბოლოს გადაწყვიტა, რომ შუბერტის შეშინებით ინფორმაციას
იოლად მოიპოვებდა, თან მის შესაშინებლად არაფრის გამოგონება
არ დასჭირდებოდა. საფრთხე, რომელიც მას ემუქრებოდა, რეალუ-
რი იყო.
ბოსხი მაგიდიდან წამოდგა და ჰოლის გავლით თავის საძი-
ნებელში შევიდა. დადგა დრო, ნამდვილი დეტექტივივით გამოწყო-
ბილიყო.

286
40

ელისი ტყუპის ახალ ბინაში ჩანაწერებს ათვალიერებდა და


ახალი პროექტისათვის შესაფერის კანდიდატურას ეძებდა. ლონგმა
მეორე, მხოლოდ მასთან ლაპარაკისათვის განკუთვნილ ტელეფონ-
ზე დაურეკა.
– მართალი იყავი, – უთხრა, – ახლახან გამოჩნდა. ვფიქრობ,უნ-
და მოხვიდე.
ერთ-ერთი ტყუპი დივანზე იჯდა და ფრჩხილებზე ლაქს ისვამდა.
მეორე წინაღამეს ძალიან დაკავებული იყო და ახლა ისვენებდა.
ელისი სამზარეულოში გავიდა, არ უნდოდა, მისი საუბარი ტყუპს
გაეგო. ლონგს ხმადაბლა ელაპარაკებოდა:
– ახლა რას აკეთებს?
‒ კოსტიუმსა და ჰალსტუხში გამოწყობილი გამოვიდა სახლიდან
.– ცდილობს, ნამდვილი დეტექტივივით გამოიყურებოდეს. ვიღაცა-
სთან მაგ როლის თამაში უნდა. კიდევ რა?
– ხელში ფაილი უჭირავს.
– ზუსტად სად არის ახლა?
– გარაჟში. მანქანას არის მიყრდნობილი, რომელსაც არანაირი
ამოსაცნობი ნიშანი არა აქვს. უნდა მოხვიდე. ვფიქრობ, რაღაც ხდე-
ბა.
– ალბათ, შეუმჩნევლად უნდა წასვლა. აშკარად სადღაც საიდუმ-
ლო ადგილას მიდის, – უთხრა ელისმა და დაფიქრდა, საუკეთესო
სვლა რა იქნებოდა ამ თამაშში.
‒მისმენ? – ჰკითხა ლონგმა.
– ჰო,გისმენ, – უპასუხა ელისმა, – შეგიძლია მითხრა, იარაღი
აქვს?
– ოჰ, კი. მარცხენა თეძოზე პიჯაკი აქვს ცოტა გამოწეული.
– ეგ უნდა გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ხარ, რომ არ და-
გინახა?
– არა, კაცო, არა.

287
– რით მოვიდა, „ჩეროკით“?
– არა, „კრაისლერი“ ჰყავს. ეტყობა, იჯარით გამოიყვანა.
ელისი დაფიქრდა. მიხვდა, რომ მათი დაყენებული ჯი-პი-ესი
ბოსხმა უკვე იპოვა. საინტერესო იყო, ისიც იცოდა, რომ შუბერტს
უთვალთვალებდნენ?
‒ მოდიხარ თუ არა? – ჰკითხა ლონგმა.
– მალე მოვალ, – უპასუხა ელისმა და სასტუმრო ოთახში
დაბრუნდა.

41

კოსმეტიკური ქირურგიის ცენტრი დასავლეთ ჰოლივუდში,ორ-


სართულიან შენობაში, „სედარს-სინაიდან“ ერთი კვარტალისმოშო-
რებით იყო. პირველ სართულზე მხოლოდ სამედიცინო აპარატურა
იდგა, იქიდან ზევით მოკლე კიბე ადიოდა. შუბერტის მანქანა ბოსხმა
სადგომზე ადვილად იპოვა. მის უკანა კედელზე გვარი ეწერა. გაპ-
რიალებული ვერცხლისფერი „მერსედესი“ ჰყავდა.
ბოსხმა ჩაუარა და მის ახლოს თავისუფალი ადგილი იპოვა. მან-
ქანაგააჩერა და დაელოდა. საქმიდან ამორჩეული ოქმებისა და ფო-
ტოების ფაილი აიღო და კიდევ ერთხელ გადახედა. შუბერტისათვის
სიცოცხლის გადარჩენის შეთავაზებას აპირებდა.
სანამ მანქანაში იჯდა, ლიფტიდან გამოსული კლინიკის რამ-
დენიმე პაციენტი დაინახა. ისინი გარეთ ბორბლებიანი სავარძლე-
ბით მედდებს გამოჰყავდათ და გარეთ მომლოდინე მანქანებში
სხამდნენ. ბოსხმა ყურადღება მიაქცია, რომ ყველა „ლინკოლნის”

288
სანომრე ფირფიტაზე ერთი და იმავე ფირმის სახელი ეწერა და მიხ-
ვდა, რომ სახლში მიყვანა კლინიკის მომსახურებაში შედიოდა. ყვე-
ლა პაციენტს სახეზე სახვევები ჰქონდა, გარდა ერთისა, რომელიც
აშკარად მკერდის გასადიდებლად ან ლიპოსაქციისთვის მოსული-
ყო, რადგან სავარძლიდან ძალიან ფრთხილად ადგა და მანქანაშიც
ძალიან ნელა ჩაჯდა.
კლინიკიდან გამოსული ყველა პაციენტი შუახნის ან უფრო
ასაკოვანი ქალი იყო. არც ერთს არავინ არ ახლდა. ისინი ახალ-
გაზრდობის შენარჩუნებას ცდილობდნენ და უნდოდათ, ის დრო,
როდესაც ქუჩაში გასვლის შეეშინდებოდათ, რაც შეიძლება შორს
გადაეწიათ..
გარეთ უხეში და სასტიკი სამყარო იყო. ბოსხი უცებ თავის
ქალიშვილსა და იმ დროზე დაფიქრდა, როდესაც სახლიდან წა-
ვიდოდა და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებდა. ძალიან უნ-
დოდა, რომ ასეთ ადგილას მოსვლის სურვილი არასოდეს გასჩენო-
და.
ტელეფონი ამოიღო და მედის მესიჯი მისწერა. თუმცა მან უთხრა,
რომ იმ ადგილას, სადაც ლაშქრობაში მიდიოდნენ, მობილურები არ
იჭერდა,მესიჯი მაინც მისწერა, უფრო თავისთვის, ვიდრე მისთვის.

„სალამი. იმედია, კარგ დროს ატარებ. ძალიან მენატრები“.

ეკრანს უყურებდა, პასუხის მიღების იმედი ჰქონდა. უცებ მანქა-


ნის გაღების ხმა გაიგონა, თავი ასწია და დაინახა, რომ მედდებმა კი-
დევ ორი პაციენტი გამოიყვანეს და მანქანებისკენ წავიდნენ. მათ
უკან მოჰყვებოდა კაცი, რომელიც, ბოსხის აზრით, ექიმი უნდა ყო-
ფილიყო. ალბათ, კლინიკა მუშაობას ამთავრებდა. ბოსხმა დაინახა,
როგორ მიდიოდა ის „მერსედესისკენ“, მაგრამ კაცმა მანქანას ჩაუ-
არა და იქვე მდგარი მანქანისკენ წავიდა. როგორც კი დაძრა, ბოს-
ხმა თავისი მანქანა დაქოქა და ექიმის გვერდით გათავისუფლებუ-
ლი ადგილისკენ წავიდა. ფაილით ხელში გადმოვიდა და შუბერტის
"მერსედესისკენ" გაემართა, ფაილი საბარგულის სახურავზე დადო,

289
მანქანას მიეყრდნო და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
მომდევნო ოცი წუთი მედდები, ექთანები და სხვა პერსონა-
ლილიფტიდან ჯგუფებად გამოდიოდნენ და ავტოფარეხში შედი-
ოდნენ, მაგრამ შუბერტის „მერსედესთან“ არავინ მისულა. ზოგიერ-
თი ბოსხს ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა, მაგრამ აქ რატომ
ხარ ან რას აკეთებო, არავის უკითხავს. კვირა იწურებოდა, პარასკე-
ვი საღამო იყო და ყველა წასვლას ჩქარობდა. ბოსხმა ტელეფონში
გუგლი გახსნა და შეეცადა, პლასტიკური ქირურგის ფოტო მოეძებ-
ნა. ერთ ფოტოს ძლივს მიაგნო, მაგრამ ის 2003 წლის გაზეთის სტა-
ტიიდან იყო. ფოტოზე ექიმი და მისი ცოლი გეილი „ბევერლი ჰილ-
ტონში“ საქველმოქმედო წვეულებაზე იყვნენ გადაღებული.
ბოსხს მოეჩვენა, რომ ცოლი თავისი ქმრის კლინიკაში რამდენ-
ჯერმე მაინც იყო ნამყოფი და აშკარად არა მხოლოდ მის მოსანახუ-
ლებლად. ნიკაპიცა და შუბლიც ამაზე მეტყველებდა.
უცებ ეკრანზე მედის მესიჯი ამოხტა.
„ღამე საკმაოდ ცივა. კვირას შევხვდებით“.
მესიჯი მედის სტილში იყო. მთავარი სათქმელი სიტყვებს მიღმა
უნდა წაეკითხა. კვირას შევხვდებითო, იმიტომ წერდა, რომ მანამდე
კავშირზე გამოსვლას არ აპირებდა. ბოსხმა ეკრანი ისევ გახსნა,სა-
პასუხო მესიჯის მიწერა უნდოდა, მაგრამ ვერ მოიფიქრა, რა დაეწე-
რა.
– მაპატიეთ.
ბოსხმა აიხედა და მისკენ მომავალი კაცი დაინახა. მასში ექი-
მიშუბერტი თორმეტი წლის წინანდელი ფოტოს მიხედვითაც კი
ადვილად იცნო. მან ხელი თავისი მანქანისკენ გაიშვირა.
– თუ წინააღმდეგი არ იქნებით... ეს ჩემი მანქანაა.
მწვანე შარვალი, დაფარულღილებიანი ცისფერი პერანგი ეც-
ვადა ჰალსტუხი ეკეთა. ქურთუკი არ ეცვა. ალბათ, კლინიკაში თეთრ
ხალათს ატარებდა და იმიტომ.
ბოსხი მანქანის საბარგულს მოშორდა და პიჯაკი ისე გაისწორა,
რომ ექიმს მის თეძოზე იარაღი დაენახა. დაინახა და მერე როგორ,
თვალი ვერ მოაშორა.

290
–ეს რა არის? ‒ ჰკითხა.
– ექიმო შუბერტ, ჩემი გვარია ბოსხი და აქ თქვენი სიცოცხლის
გადასარჩენად ვარ მოსული, – უთხრა, – შეგვიძლია სადმე უფრო
შესაფერის ადგილას დავილაპარაკოთ?
– რაო? – წამოიძახა ექიმმა, – ეს რა, ხუმრობაა ასეთი? ვინ ჯან-
დაბა ხართ?
ექიმმა ბოსხს შორიდან მოუარა, თავის მანქანასთან მძლოლის
კარის მხრიდან მივიდა, ჯიბიდან გასაღები ამოიღო, ღილაკს თითი
დააჭირა და კარი გააღო.
– თქვენს ადგილზე ამას არ გავაკეთებდი.
შუბერტს კარის სახელურისაკენ წაღებული ხელი შუა გზაში ისე
გაეყინა, თითქოს გააფრთხილეს, კარის გაღებით ასაფეთქებელ მე-
ქანიზმს აამუშავებო. ბოსხი მანქანის საბარგულთან მივიდა და იქ
დატოვებული ფაილი აიღო.
‒ მისმინეთ, ვინ ხართ?
– უკვე გითხარით, ვინც ვარ. ის კაცი ვარ, ვინც თქვენ გადარჩე-
ნას ცდილობს, ‒ უთხრა ბოსხმა და ფაილი გადასცა, მან კი ისე გა-
მოართვა, თითქოს ეზარებოდა. ჯერჯერობით ყველაფერი ბოსხის
გეგმის მიხედვით მიდიოდა. მომდევნო ათი წუთი გადაწყვეტდა, შეძ-
ლებდა ასე გაგრძელებას თუ არა.
‒ ამას დახედეთ, ექიმო შუბერტ. მე მკვლელობების სერიას ვიძი-
ებ. მაქვს მიზეზი, ვიფიქრო, რომ თქვენ და თქვენი ცოლი ამ სიაში
შემდეგი ხართ.
შუბერტს ისეთი გამომეტყველება დაედო, თითქოს ფაილი
გავარვარებული იყო. ბოსხი ყურადღებით აკვირდებოდა. ეს რეაქ-
ცია უფრო შიშის იყო, ვიდრე გაკვირვების.
‒ ფაილი გახსენით, –უბრძანა ბოსხმა.
– ასეთი რაღაცები ასე არ კეთდება, – გააპროტესტა ექიმმა,
– თქვენ ვერ... როგორც კი ფაილში პირველ სურათს დახე-
და,სიტყვა შუაზე გაუწყდა. მასზე ალექსანდრა პარქსის ძალიან ახ-
ლოდან გადაღებული საშინლად დამახინჯებული სახე იყო. შუბერტს

291
თვალები ისე გაუფართოვდა, ბოსხი მიხვდა, რომ თავის პრაქტიკაში
ასეთი სახე პლასტიკურ ქირურგსაც კი არ ჰქონდა ნანახი. მერე
ექიმმა ფაილის მეორე მხარეს დახედა. ბოსხმა ავტოავარიის ოქმი
ფაილის მარჯვენა მხარეს საგანგებოდ დადო. ოქმის შინაარსს ამ
შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. საქმე ის იყო,რომ
ოქმი შერიფის დეპარტამენტის ბლანკზე იყო დაბეჭდილი და ჩათვა-
ლა, რომ ეს ოფიციალური საბუთი შუბერტის თვალში წონას მოუმა-
ტებდა. ჰარის უნდოდა, რომ ექიმს მოქმედი პოლიციელი რაც შეიძ-
ლებოდა მეტხანს ჰგონებოდა. შუბერტი თუ ბეიჯის ჩვენებას მოს-
თხოვდა, ეს ფარსი რა თქმა უნდა, ჩაუფლავდებოდა. სწორედ ამი-
ტომ, ბოსხის გეგმით, ექიმი შიშისგან თავგზააბნეული რაც შეიძლე-
ბა დიდხანს უნდა დარჩენილიყო.
შუბერტმა ფაილი დახურა, გაოგნებული ჩანდა, უკან დაბრუნება
უნდოდა, მაგრამ ბოსხმა არ გამოართვა.
‒ მისმინეთ, ეს ყველაფერი რას ნიშნავს და ჩემთან რა კავშირი
აქვს?
– ეს ყველაფერი, როგორც ამბობთ, თქვენით დაიწყო,‒ უპასუხა
ბოსხმა, თქვენით, ელისითა და ლონგით.
შუბერტს სახეზე შეეტყო, რომ ეს გვარები მისთვის ნაცნობი იყო.
თვალებში ისეთი შიში ჩაუდგა, თითქოს ელისისა და ლონგისაგან
მუდმივად საფრთხეს ელოდა.
‒ ბოსხმა ნაბიჯი წინ გადადგა და ფაილი გამოართვა.
‒ახლა, – თქვა მან, – სად შეგვიძლია ვილაპარაკოთ?

42

შუბერტმა ლიფტი გასაღებით გააღო. მეტალის ყუთი ნელა მოძ-


რაობდა. არც ერთს ხმა არ ამოუღია. ლიფტიდან რომ გამოვიდნენ,
მდიდრულად გაწყობილ მისაღებსა და მოსაცდელ ოთახებში მოხ-
ვდნენ, პლუშის სკამებითა და ყავის ბარით. იქაურობა ცარიელი

292
იყო. დერეფანს შუბერტის პირადი ოფისისაკენ გაუყვნენ. რომ შე-
ვიდნენ, შუბერტმა შუქი აანთო და ბოსხმა დაინახა უზარმაზარი
ოთახი ერთ მხარეს დივნითა და სავარძლებით, მეორე მხარეს კი სა-
წერი მაგიდითა და კომპიუტერით. ეს ორი სივრცე იაპონური დიზა-
ინის დასაკეცი თეჯირით იყო ერთმანეთისგან გაყოფილი.
შუბერტი საწერი მაგიდის უკან მაღალზურგიან ტყავის სკამში
მძიმედ ჩაეშვა. თავი გააქნია, როგორც კაცმა, რომელმაც სულ რამ-
დენიმე წუთის წინ გააცნობიერა, რომ დალაგებული და აწყობილი
ცხოვრება მოულოდნელად იცვლებოდა·
‒უბრალოდ, ვერ ვიჯერებ, – თქვა მან და ხელი ბოსხისკენ ისე
გაიშვირა, თითქოს ის იყო რამეში დამნაშავე. ბოსხი საწერი მა-
გიდის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა და ფაილი ულტრამოდურ,ხაოი-
ან ალუმინისზედაპირიან საწერ მაგიდაზე დადო.
‒ დამშვიდდით, ექიმო, ყველაფერს მოევლება, – თქვა მან, ქალი
ფოტოზე, რომელსაც თქვენ ვერც კი შეხედეთ, ალექსანდრა პარ-
ქსია. ეს სახელი და გვარი გეცნობათ?
შუბერტმა თავი მექანიკურად გააქნია და უცებ გონებაში რა-
ღაცამ გაუელვა.
– დასავლეთ ჰოლივუდიდან? ქალაქის ადმინისტრაციაში რომ
მუშაობდა? მე მეგონა, ამ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაიჭი-
რეს, შავკანიანების ბანდის წევრი.
ბოსხმა ყურადღება მიაქცია, რომ შუბერტმა ეჭვმიტანილი
რასობრივი ნიშნით დაახასიათა, თითქოს ამას მკვლელობასთან რა
იმე კავშირი ჰქონოდა. ამან მცირე წარმოდგენა შეუქმნა იმ ადამი -
ანის ბუნებაზე, რომელიც მომდევნო ხუთი წუთის განმავლობაში უნ-
და დაერწმუნებინა, გახსნილიყო და ყველაფერი მოეყოლა.
– ჰო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უდანაშაულო კაცი დავიჭირეთ,
დამნაშავეები კი ისევ გარეთ არიან.
– იმ ორ კაცს გულისხმობთ, ლოს-ანჯელესიის პოლიციის
დეპარტამენტის ორ პოლიციელს?
– დიახ, და აუცილებლად უნდა გავიგო, რა იცით მათ შესა-
ხებ,რომ დავაკავოთ.

293
– არაფერი არ ვიცი.
– იცით.
–– არა, ამაში ვერ ჩავერევი. ჩემს ბიზნესში რეპუტაცია ყვე-
ლაფერია.
– თუ მოგკლავენ, თქვენს რეპუტაციას მნიშვნელობა აღარ ექნე-
ბა, ჩვენ კი სერიოზული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მათ სი-
აში ხართ.
–– ეს შეუძლებელია. აქამდეც ვუხდიდი და შემდეგი თვის
ბოლოსაც გადავუხდი. მათ ეს იციან. რატომ უნდა...
შუბერტი მიხვდა, რომ შიშმა და პანიკამ თავი გამოააშკარავები-
ნა.
– სწორედ ამიტომ უნდა დავილაპარაკოთ,‒ უთხრა ბოსხმა,
– დაგვეხმარეთ, რომ ეს საქმე ჩუმად და უსაფრთხოდ დავამთავ-
როთ. შევეცდები, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, თქვენ შე-
სახებ არავინ არაფერი გაიგოს. მე თქვენი ინფორმაცია მჭირდება
დაარა თქვენ.
ამჯერად შუბერტმა თავი ისე დაუქნია, თითქოს ბოსხს კი არ და-
ეთანხმა, არამედ მიხვდა, რომ წუთი, რომლისაც ამდენი ხანი ეში-
ნოდა, დადგა და მას უნდა გამკლავებოდა.
– ძალიან კარგი, – უთხრა ბოსხმა, მაგრამ სანამ დავიწყებთ,
ჩემს პარტნიორს უნდა დავურეკო და ვუთხრა, სად ვარ და რის გა-
კეთებას ვაპირებ, ეს, უბრალოდ, უსაფრთხოების ზომაა.
– მე მეგონა, ყოველთვის პარტნიორთან ერთად უნდა იყოთ.
– იდეალურ შემთხვევაში კი, მაგრამ ასეთ გამოძიებაში ცალ-
ცალკე ბევრად მეტ საქმეს ვაკეთებთ და ერთმანეთის ძალასაც ვზო-
გავთ.
ბოსხმა საათს დახედა და ტელეფონი ისე დაიჭირა, თითქოს
რეკავდა. სინამდვილეში დამახსოვრების აპლიკაცია გახსნა და სა-
უბრის ჩაწერა დაიწყო. მერე ტელეფონი ყურთან მიიტანა, თითქოს
ვიღაცასთან დარეკა და პასუხს ელოდებოდა. რამდენიმე წამი
დაიცადა და მერე ხმოვანი მესიჯი დატოვა.

294
– სალამი, ჰარი ვარ. 5:45-ია და ექიმი შუბერტის ოფისში მასთან
საუბარს ვიწყებ. მზად არის, ჩვენთან ითანამშრომლოს. თუ დამჭირ-
დები, შეგატყობინებ. მოგვიანებით დაგელაპარაკები.
ამით თითქოს ხმოვანი მესიჯის გაგზავნა დაამთავრა, გა-
მორთვის ღილაკსაც ვითომ თითი დააჭირა და ტელეფონი მაგიდაზე
დადო. მერე წინ გადაიხარა, რომ უკანა ჯიბიდან ბლოკნოტი ამოეღო
და პიჯაკის ჯიბეებში კალმის ძებნა დაიწყო. რომ ვერ იპოვა, მაგიდა-
ზე კალმებითა და ფანქრებით სავსე ჭიქას გადასწვდა.
‒ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ერთი რომ ავიღო და ჩანაწერე-
ბი გავაკეთო? – იკითხა თავაზიანად.
‒მისმინეთ, მე არ მითქვამს, რომ მზად ვარ თქვენთან თა-
ნამშრომლობისთვის. კაცს რომ ეტყვით, მოგკლავენო, რა თქმა უნ-
და, დაინტერესდება და მოუნდება გაიგოს, რაშია საქმე.
‒ ესე იგი, შემიძლია კალამი ავიღო?
‒ რაც გინდათ,ის ქენით.
ბოსხმა ჯერ მაგიდაზე ფაილს დახედა და მერე მზერა შუბერტზე
გადაიტანა.
– საათით ხომ არ დაგვეწყო?
– რა საათით? საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ?
– ექიმო შუბერტ, ძალიან კარგად იცით, რაზეც ვლაპარაკობთ,
„ოდემარს პიგეზე“, რომელიც ორი წლის წინ ლას-ვეგასში იყიდეთ.
ქალის საათი, მოდელი „როიალ ოუკ ოფშორი". თქვენს ცოლს ჰგო-
ნია, რომ მოიპარეს, მაგრამ, თქვენი თქმით, აზარტული თამაშის ვა-
ლის დასაფარად გაყიდეთ.
შუბერტი ბოსხის ინფორმირებულობამ გააოგნა.
– მაგრამ თქვენ იცრუეთ,არა? – განაგრძო ბოსხმა, თუ ლაპა-
რაკს არ დაიწყებთ და სიმართლეს არ მეტყვით, ვერაფრით დაგეხ-
მარებით. ოთხი კაცია მკვდარი, ექიმო, ოთხი, და მათ ეს საათი
აერთიანებთ. თუ თავის გადარჩენა გინდათ, ყველაფერი უნდა მიამ-
ბოთ.
შუბერტმა თვალები დახუჭა, თითქოს ეს მის უსიამოვნებებს გააქ-
რობდა.

295
– ეს არავინ არ უნდა გაიგოს, დაიწყო მან, ‒ მე მყავს კლიენტები,
მაქვს... – ენა დაება.‒რეპუტაცია.
‒ გასაგებია, ეგ ხომ უკვე მითხარით. ყველაფერი მესმის. ვერა-
ფერს დაგპირდებით, მაგრამ გეტყვით, რომ თქვენი გვარის დასაფა-
რად ყველაფერს გავაკეთებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიმარ-
თლეს მეტყვით.
– ჩემმა ცოლმა არაფერი იცის. ძალიან მიყვარს და არ მინდა გუ-
ლი ეტკინოს.
ეს უფრო საკუთარ თავს უთხრა, ვიდრე ბოსხს, მან კი იფიქრა,
რომ ჯობდა, დალოდებოდა, სანამ ყველაფერს გადახარშავდა.
ბოლოს შუბერტმა გადაწყვეტილება მიიღო, თვალები გაახილა და
ბოსხს შეხედა.
– ერთი დიდი შეცდომა დავუშვი, დაიწყო, – საშინელი შეცდომა
და... – ისევ გაჩუმდა.
‒ რა შეცდომა, ექიმო?
ამ ისტორიის სხვა მონაწილეების გათვალისწინებით, ბოსხი მა-
შინვე მიხვდა, საით მიდიოდა ეს ლაპარაკი. ელისი და ლონგი პროს-
ტიტუციის განყოფილების პოლიციელები იყვნენ და სექსით ვაჭრო-
ბის ბნელ დერეფნებში მუშაობდნენ. სწორედ ამიტომ გადაიკვეთა
მათი და ჯეიმზ ალენის გზები. არანაირი მიზეზი არ ჰქონდა ეფიქრა,
რომ შუბერტის საიდუმლო სხვა სფეროს შეეხებოდა.
– პაციენტთან მქონდა ურთიერთობა, – განაგრძო შუბერტმა,–
ისე მოხდა, რომ ის მოზრდილთა გართობის ბიზნესში იყო ჩართუ-
ლი. წლების განმავლობაში რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა. გაიდი-
და ყველაფერი, რისი გადიდებაც შეიძლებოდა: ტუჩები, მკერდი,
დუნდულები. ბოტოქსსაც რეგულარულად ვუკეთებდი. ლაბი-
ოპლასტიკაც გაიკეთა, სახეც დაიჭიმა, მკლავებიც. მოკლედ, გაიკე-
თა ყველაფერი, რომ მის კარიერას საფრთხე მაქსიმალურად დიდ-
ხანს არ შეჰქმნოდა.
ბოსხს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იყო ლაბიოპლასტიკა,
მაგრამ არაფერი უკითხავს, ეშინოდა, შუბერტის გულახდილობის
ნაკადი არ შეეფერხებინა.

296
– ეს თითქმის ათი წელი გრძელდებოდა.
უცებ გაჩუმდა, თითქოს ჩათვალა, რომ საკმარისი თქვა იმისათ-
ვის, რომ დანარჩენს ბოსხი თვითონ მიმხვდარიყო. მას ამის გაკეთე-
ბა, რა თქმა უნდა, შეეძლო, მაგრამ უნდოდა, რომ ყველაფრი თვი-
თონ შუბერტს ეთქვა.
– რომ ამბობთ, ურთიერთობა მქონდაო, რა სახის ურთიერ-
თობას გულისხმობთ? ‒ ჰკითხა ბოსხმა.
– ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა, პროფესიული.
– კარგი. მერე პროსტიტუციის განყოფილების ოფიცრები რამ
მოიყვანა თქვენს ცხოვრებაში?
‒პირობა უნდა მომცეთ, რომ ამ ინფორმაციას პოლიციურ ან გა-
რიშებში არ შეიტანთ, ‒ უთხრა შუბერტმა.
ბოსხმა თავი დაუქნია.
– პირობას გაძლევთ, რომ არ შევიტან.
შუბერტი კარგა ხანი აკვირდებოდა, თითქოს არკვევდა, შეიძლე-
ბოდა მისი ნდობა თუ არა. მერე თავი დაუქნია და ისევ უფრო საკუ-
თარ თავს, ვიდრე ბოსხს.
– ზღვარს გადავაბიჯე, მასთან მეძინა, – განაგრძო ბოლოს, პა-
ციენტთან მეძინა. მხოლოდ ერთხელ, მაგრამ მას შემდეგ არ ყოფი-
ლა წუთი, რომ ეს არ მენანა.
ბოსხმა თავი ისე დაუქნია, თითქოს დაუჯერა.
– როდის მოხდა ეს? – ჰკითხა.
– შარშან. ზუსტად მადლიერების დღის წინ. დარწმუნებული ვარ,
წინასწარ დაგეგმილი იყო, მახე დამიგეს.
– რა ჰქვია იმ ქალს?
– დებორა სტოუველი, მაგრამ ბიზნესისთვის სხვადასხვა სახელს
იყენებს. მგონი, ნამდვილი სახელი და გვარი ეშლი ჯაგსი თუ რაღაც
ამდაგვარია...
– ამბობთ, წინასწარ დაგეგმილი იყოო. რატომ ფიქრობთ ასე?
– მან ოფისში დარეკა და მე მიკითხა. ტელეფონით კონსულტაცი-
ებისთვის, როგორც წესი, დღის ბოლოს ვიცლი ხოლმე. მოკლედ,

297
მითხრა, თქვენს ოფისში გაკეთებულ ბოტოქსზე ალერგიული რე აქ-
ცია მქონდაო. ვურჩიე, მეორე დილით აუცილებლად მოსულიყო და
ეჩვენებინა, რა სჭირდა, მაგრამ მიპასუხა, სახე ისე მაქვს გასივებუ-
ლი, ხალხში ვერ გამოვჩნდებიო და მთხოვა, მე თვითონ მივსული-
ყავი.
– და თქვენც წახვედით.
– გული მიგრძნობდა, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ
დღის ბოლოს სამედიცინო ჩანთა ჩავალაგე და წავედი. ამაში უჩ-
ვეულო არაფერი იყო. სახლში ვიზიტები ჩემს პროფესიულ მოვალე-
ობაში შედის, გააჩნია, კლიენტი ვინ არის. იმ დღეს განრიგით ორ
სახლში მქონდა ვიზიტი, მაგრამ მისი... მისი პროფესიიდან გა-
მომდინარე, უნდა მცოდნოდა, რით დამთავრდებოდაეეს ვიზიტი.
‒ სად ცხოვრობდა?
‒ფაუნტინზე, „ქრესჩენთ ჰეითსის“ ახლოს, ბინაში, მაგრამ ზუსტი
მისამართი აღარ მახსოვს. მის სამედიცინო ბარათში იქნება.
– იქ რომ მიხვედით, რა მოხდა?
სახეზე არც ინფექციის და არც ალერგიული რეაქციის ნიშნები არ
ეტყობოდა. მითხრა, მთელი დღის განმავლობაში შესივება დაცხრა
და ახლა არაფერი მეტყობაო. დარწმუნებული ვარ, არც არანაირი
პრობლემა არ ჰქონია.
‒ გასაგებია. ახლა მომიყევით, ადგილზე რომ მიხვედით, რა
მოხდა.
– ბინას ერთ სხვა გოგონასთან ერთად ქირაობდა და ისიც იქ
დამხვდა.
– რა ერქვა?
– მგონი, ენი, მაგრამ არ ვიცი, ნამდვილი სახელი იყო თუ არა.
– ისიც იმავე პროფესიის იყო?
– რა თქმა უნდა.
– კარგი. სექსი ორივესთან გქონდათ?
შუბერტმა პირი დააღო და ისეთი ხმა ამოუშვა, ბოსხმა იფიქრა,
ცრემლების შეკავებას ცდილობსო.
– ჰო... სისუსტე გამოვიჩინე.

298
ბოსხს თანაგრძნობის გამოხატვა არც უცდია.
– როგორც ვხვდები, იქ ვიდეოკამერები იყო დაყენებული,
მაგრამ თქვენ ისინი არ შეგიმჩნევიათ.
– ჰო, ასე იყო, – ჩაილაპარაკა შუბერტმა, – ფარული ვიდეოკა-
მერები.
– ეს ვისგან გაიგეთ, ქალისგან თუ ელისისა და ლონგისგან?
– ელისი და ლონგი მოვიდნენ აქ, ოფისში. ასე, პირდაპირ დამის-
ხდნენ, როგორც ახლა თქვენ ზიხართ, და ტელეფონით ვიდეოჩანა-
წერი მაჩვენეს. მერე მითხრეს, რაც მოხდებოდა. უნდა გამეკეთებინა
ყველაფერი, რასაც მეტყოდნენ, გადამეხადა, რამდენსაც მომთხოვ-
დნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიდეოს ინტერნეტში დადებდნენ.
ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ის ჩემს ცოლს ენახა, დებორას კი
სამედიცინო ეთიკის კალიფორნიის კომიტეტში საჩივარს დააწერი-
ნებდნენ. მოკლედ, დამემუქრნენ, რომ გამანადგურებდნენ.
ბოსხმა თავი დაუქნია და გაიღიმა. ეს იყო ერთადერთი, რითაც
თანაგრძნობის გამოხატვა შეეძლო.
– რამდენს გთხოვდნენ?
– დასაწყისში ასი ათას დოლარს, ‒ თქვა შუბერტმა, – მერე კი
ორმოცდაათი ათასს ყოველ ექვს თვეში.
ბოსხისთვის გასაგები გახდა, რატომ მიდიოდნენ ელისი და
ლონგი ასეთ ექსტრემალურ ნაბიჯებზე და რატომ იცილებდნენ ყვე-
ლას, ვინც მათ ოპერაციას საფრთხეს უქმნიდა. შუბერტი მათთვის
ოქროს კვერცხისმდებელი ქათამი იყო და მანამ, სანამ მისთვის ღა-
ლატის დამალვა მნიშვნელოვანი იქნებოდა, შემოსავლის წყარო არ
დაშრებოდა.
– ესე იგი, ასი ათასი დოლარი გადაუხადეთ?
– დიახ, გადავუხადე.
– რა ფორმით?
შუბერტმა სავარძელი გვერდით შეატრიალა და ბოსხს სახეში
აღარ უყურებდა. კედელზე ეკიდა პოსტერი, რომელზეც ქალის
სხეული იყო გამოსახული. ეს სამედიცინო პოსტერი იყო და არა

299
ეროტიკული. მისი სხვადასხვა ნაკვთიდან ხაზები იყო გამოტანილი
და მათ ბოლოებში ეწერა, რა ნაწილზე რისი გაკეთება შეიძლებოდა.
ბოსხს მოეჩვენა, რომ შუბერტი პოსტერზე გამოსახულ ქალს
სცემდა პასუხს და არა მას.
– ვუთხარი, ნაღდი ფულის გადახდის საშუალება არა მაქვს მეთ-
ქი, – თქვა მან, – ჩემი ფული... ჩემს ფულს ვერასოდეს ვხედავ. მაქვს
ფირმა, რომელიც ამ ცენტრს უძღვება. ყველაფერი,რასაც მე ვშო-
ულობ, ჯდება დეპოზიტზე, რომელსაც ბუღალტრები და მენეჯერები
აკონტროლებენ, მათ შემდეგ კი – ჩემი ცოლი. ერთ დროს მძიმედ
ვიყავი დაავადებული, რის გამოც ასეთი რთულისსქემის გამოგონე-
ბა გახდა საჭირო.
– დაავადებული აზარტული თამაშებით იყავით?
შუბერტი ისევ ბოსხს მიუბრუნდა, თითქოს მხოლოდ ახლა გაახსენ-
და, რომ ისიც იქ იყო, მერე ისევ პოსტერისკენ მიტრიალდა.
– ჰო, აზარტული თამაშებით, იმდენად, რომ თავს ვეღარ ვაკონ-
ტროლებდი და გადაწყვიტეს, ჩემს ხელში ფულის დატოვება აღარ
შეიძლებოდა. ჩემი ქორწინების გადარჩენაც მხოლოდ ასე იყო შე-
საძლებელი. მე ბანკში ვერ წავიდოდი, ამხელა თანხაზე ჩეკს ვერ გა-
მოვწერდი და ფულს თავმდების გარეშე ვერ გამოვიტანდი.
– ამიტომ ძვირფასეულობით გადაუხადეთ, – თქვა ბოსხმა, –მათ
შორის თქვენი ცოლის საათიც მიეცით.
– დიახ. ცოლი დასასვენებლად იყო წასული. მე ძვირფასეულობა
ვაჩვენე: მისი საათი, ჩემიც და რამდენიმე ბრილიანტის სამკაული.
ძარცვის იდეა მათ შემომთავაზეს. როდესაც ჩემი ცოლი დაბრუნდა,
ვუთხარი, რომ სახლი გატეხეს, რომ პოლიცია ამ საქმეს უკვე
იძიებს. ელისმა სახლის უკანა მხარეს ფრანგული ფანჯრის შუშა ჩა-
ამტვრია, ვითომ მძარცველები სახლში ამ გზით შემოვიდნენ.
ბოსხი საწერ მაგიდაზე ფაილს გადასწვდა და ტელეფონის ქვე ში-
დან გამოაცურა.
– მინდა აქ რაღაცას ჩავხედო, გადაშალა და მარჯვენა გვერდზე
მოძებნა ქრონოლოგიური სია, რომელიც იმ დილას ჩამოწერა.

300
შუბერტის ისტორია მის ჩანაწერს ზუსტად ემთხვეოდა. ის ელის-
სა და ლონგს ძვირფასეულობას აძლევს, მერე ისინი ძმებ ნგუენებს
გაყიდვაზე უთანხმდებიან. ძვირფასეულობა იყიდება, ჰარიკი ქალის
საათს თავისი ცოლისათვის საშობაო საჩუქრად ყიდულობს. ელისი
და ლონგი ფულს იღებენ, ნგუენები კი – თავიანთ წილს იმისათვის,
რომ ყველაფერს წარმომავლობის დამადასტურებელი საბუთის გა-
რეშე ყიდიან.
როდესაც გატეხილ საათს ალექსანდრა პარქსი შესაკეთებლად
ლას-ვეგასის ცენტრში გზავნის და იგებს, რომ საათის მფლობელის
ვინაობასთან დაკავშირებით პრობლემებია, ყველაფერი უკუღმა
დატრიალდება. ალექსანდრა პარქსი, როგორც მომხმარებელთა
უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი და პოლიციელის
ცოლი, საათის ისტორიის უხმაუროდ გარკვევას ცდილობს. მერე
რეკავს „ნელსონ გრანტი და ვაჟიშვილებში“ და შეკითხვებს სვამს.
შეიძლება ეუბნება, რომ მისი ქმარი შერიფის მოადგილეა, ან შეიძ-
ლება ეს თავიდანვე იციან. მოკლედ, მნიშვნელობა არა აქვს, რო-
გორ მოხდა ეს. მთავარია, მისი ზარის შემდეგ ნგუენები ისე ფრთხე-
ბიან, რომ ელისსა და ლონგს უკავშირდებიან და ეუბნებიან, მგონი,
საქმე ცუდად არისო.
მათ კი გადაწყვიტეს, პარქსი გზიდან მანამდე ჩამოეშორებინათ,
სანამ გამოძიებას მათ კვალზე გაიყვანდა. ბოსხი დარწმუნებული
იყო, რომ შუბერტი, რა თქმა უნდა, ამ სქემის ერთადერთი მსხვერ -
პლი არ იქნებოდა და რომ აქ ბევრად უფრო დიდი ფულის კეთების
მანქანა მუშაობდა, რომელიც ტყუპს სექსუალური სცენების ვი-
დეოზე გადაღებისათვის იყენებდა.
ამის შემდეგ ისინი პარქსის მკვლელობისა და მის სექსუალურ
ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად გასაღების გეგმას თითხნიან.
ამისათვის იყენებენ ჯეიმზ ალენს, ინფორმატორს, რომელსაც აკო-
ნტროლებენ და რომელიც შესაძლოა ასეთ სქემებში ადრეც ჰყოლი-
ათ ჩართული. ალენს მათთვის პრეზერვატივით მიაქვს სპერმა, რო-

301
მელსაც გამოძიების არასწორი მიმართულებით წაყვანის მიზნით
დანაშაულის ადგილზე იყენებენ. ბოსხს ჯერჯერობით არ ჰქონდა პა-
სუხი კითხვაზე, რატომ მოკლეს ჯეიმზ ალენი – კვალი რომ და ეფა-
რათ თუ მან პოლიციელების შანტაჟირება განიზრახა? ლექსი პარ-
ქსის მკვლელობას მედია ფართოდ აშუქებდა. შეიძლება ალენმა ეს
გაიგო, დნმ-ის დამთხვევის საფუძველზე და'ქუან ფოსტერის დაპა-
ტიმრების შემდეგ კი ყველაფერს მიხვდა. თუ მან ელისისა და ლონ-
გის საწინააღმდეგო რაიმე ნაბიჯი გადადგა, ფული მოსთხოვა ან რა-
მენაირად დაემუქრა, ეს შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დასჯდო-
მოდა. ის მოკლეს და მისი ცხედარი პატარა ქუჩაში დააგდეს, რომ
გამოძიება ისევ არასწორი მიმართულებით წასულიყო. ელისმა და
ლონგმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ ადრე მომხდარი მკვლელობის შე-
სახებ, როდესაც ცხედარი ასევე ელ-სენტროს ერთ-ერთ ჩიხში დააგ-
დეს. არ იყო გამორიცხული, ის მკვლელობაც მათი ჩადენილი ყო-
ფილიყო. „გამოძიების ცრუ კვალზე დაყენება“,– გაიფიქრა ბოსხმა.
ეს უკვე მეთოდს ჰგავდა, ჩვეულ მეთოდს.
ჯერ ალექსანდრა პარქსი, მერე ჯეიმზ ალენი.

43

ელისი ლონგს „ჩარჯერში“ ჩაუჯდა.


– „ბოუთ თაიმში“ იყავი? – ჰკითხა ლონგმა.
– მორჩი წუწუნს, უპასუხა ელისმა, – გოგოებთან ვაგვარებდი
საქმეებს. აქ რა სიტუაციაა?
– შუბერტი გამოვიდა და ბოსხი მანქანასთან დახვდა. მერე
შიგნით შევიდნენ... ოცდათხუთმეტი წუთის წინ.
ელისმა თავი დაუქნია და დაფიქრდა. შუბერტისა და ბოსხის
ამდენი ხნით ერთად ყოფნა საფუძველს აძლევდა ეფიქრა, რომ

302
შუბერტი ყველაფერს ფქვავდა. ეს ელისისთვის თამაშის დამთავ-
რების სიგნალი იყო. ოპერაციის, ყველა ოპერაციის დამთავრების
დრო დადგა.
ლონგზე ვერაფერს იტყოდა, მაგრამ თვითონ ამ დღისათვის
ემზადებოდა. ტელეფონი ამოიღო და ამინდის პროგნოზის გვერდი
გახსნა. მას რამდენიმე ქალაქი ჰქონდა მონიშნული, იმ შემთხვევ -
ისათვის, თუ მისი ტელეფონი უცხოს ჩაუვარდებოდა ხელში, მაგრამ
თვითონ მხოლოდ ერთი აინტერესებდა. ბელიზის ქალაქ პლასენსი-
აში სამოცდათექვსმეტი გრადუსი იყო ფარენჰაიტით. უკეთესს რას
ისურვებდა კაცი.
ტელეფონი გადადო.
– ესეც ასე, – თქვა
– რა ასე? – ჰკითხა ლონგმა.
– ეს ყველაფრის დასასრულია, მაგრამ არჩევანი მაინც გვაქვს.
– რა არჩევანი?
– შენ ამ მანქანას იტოვებ, მე ჩემსაში ვბრუნდები და ვიყოფით.
ჩვენ ჩვენს დანაზოგს ვიღებთ და ვემშვიდობებით ერთმანეთს, სამუ-
დამოდ.
– არა, არა, ასე არ...
– დამთავრდა, ყველაფერი დამთავრდა.
– მეორე ვარიანტი რა გვაქვს? – ლონგს ხმა თითქმის ჩაუწყდა.
– შიგნით შევდივართ, უპასუხა ელისმა, – და ყველაფერს ვამ-
თავრებთ. არც ერთ მოწმეს არ ვტოვებთ.
– სულ ეგ არის? – ჰკითხა ლონგმა, – ეგ არის შენი გენიალური
გეგმა?
– ეს გეგმა არ არის. ამან შეიძლება უბრალოდ ცოტა მეტი დრო
მოგვცეს. შიგნით შევდივართ, საქმეს ვაკეთებთ და იქნებ ხვალ
დილამდე ისინი ვერავინ აღმოაჩინოს. ამ დროისათვის შენ უკვე მექ-
სიკაში ხარ, მე კი‒ სადმე სხვაგან.
ლონგი ორივე ხელის თითებს ბარძაყებზე ათამაშებდა.
– სხვა გზაც უნდა არსებობდეს, სხვა გეგმა, – თქვა მან.

303
– არა, არ არსებობს, უთხრა ელისმა, – გახსოვს, ერთხელ დო-
მინოზე რომ გითხარი? ეგ დრო უკვე დადგა. დარეკე.
– გოგოებს რა ვუყოთ? შეგვეძლო თან...
– გოგოები დაივიწყე. აქედან რომ წავალთ, მე მივხედავ.
ლონგმა გაკვირვებულმა გახედა.
– რას ამბობ, კაცო?
– ხომ გითხარი, დომინო.
ლონგმა ცალი ხელით ნიკაპი მოიფხანა და მეორე საჭეს წაავ-
ლო.
– დარეკე, გაიმეორა ელისმა.

24

ბოსხმა ქრონოლოგიური სია კიდევ ერთხელ წაიკითხა და


დაინახა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. როგორ ერთიმეორის მი-
ყოლებით ჩაიშალა დომინოს ქვები ელისისა და ლონგის მიმართუ-
ლებით.
‒ უკანასკნელად როდის ნახეთ ისინი? – ჰკითხა შუბერტს.
სანამ ბოსხი სიას კითხულობდა, ის ხმას არ იღებდა, ფიქრებში
იყო წასული. შეკითხვა რომ დაუსვეს, უცებ წელში გასწორდა.
– ვნახე? არა, თვეებია, არ მინახავს, მაგრამ ძალიან ხშირად მი-
რეკავენ. ორი დღის წინაც დამირეკეს და მკითხეს, ვინმე ხომ არ მო-
სულა და შეკითხვები ხომ არ დაუსვამსო. ალბათ, თქვენ გგულის-
ხმობდნენ?
ბოსხმა თავი დაუქნია.
მათი ნომერი გაქვთ?

304
– არა, ყოველთვის თვითონ მირეკავენ და ყოველთვის დაბ-
ლოკილი ნომრიდან.
– დებორაზე რას იტყვით? არც მისი ნომერი გაქვთ?
– სადღაც საბუთებში.
– უნდა მომცეთ. მისამართიც მჭირდება.
– ეს არაეთიკური იქნება... პაციენტის კონფიდენციალურობის
დარღვევას ვგულისხმობ.
– მაგრამ მაგ ეტაპს კარგა ხანია გავცდით, არა?
– როგორც ვხვდები, მართალი ხართ. ახლა რა უნდა გავა-
კეთოთ?
– ჯერ კიდევ მაქვს სამუშაო. ყველაფერს დადასტურება სჭირდე-
ბა, ამისათვის კი დებორასა და მის მეგობარს უნდა შევხვდე. დამ-
ჭირდება ძვირფასი ნივთების სია, რომლებიც ელისმა და ლონგმა
საათებთან ერთად წაიღეს.
– სია ჩემმა ცოლმა დიდი ხნის წინ ჩამოწერა.
– ძალიან კარგი. ყველაფერი ეს სად გადაეცით?
– ჩემთან სახლში მოვიდნენ, – უპასუხა შუბერტმა და თვალები
დახარა, ყველაფერი დაათვალიერეს, ჩემი ცოლი ევროპაში იყო,
მე კი იქვე ვიდექი და ვუყურებდი, როგორ იქექებოდნენ მის ნივთებ-
ში. წაიღეს ყველაფერი, რაც უნდოდათ, დანარჩენი კი დატოვეს.
მშვენივრად იცოდნენ, რა იყო ძვირფასი და რა არა, რის გაყიდვას
შეძლებდნენ და რისას ვერა.
– ოქროულობის გარდა რამე წაიღეს?
‒ ერთ-ერთ მათგანს, ელისს, ღვინოებიც კარგად სცოდნია.გულ-
დასმით დაათვალიერა ჩემი ღვინის თაროები და ოთხმოცდა ორი
წლის „ლაფიტის“ ორი ბოთლი წაიღო.
– იქნებ დაინახა, რომ ბოთლი ძველი იყო და ჩათვალა, ძვირ-
ფასიაო.
‒არა, ოთხმოცდაორი წლის „ლაფიტი“ წაიღო, ათას ცხრაას ოთ-
ხმოცის კი დატოვა. ოთხმოცდაორი წლის დაახლოებით ორ მოცდა-
ათჯერ მეტი ღირს და ორმოცდაათჯერ უკეთესი გემო აქვს. მან ეს აშ-
კარად იცოდა.

305
ბოსხმა თავი დაუქნია, მიხვდა, რომ ეს ღვინო შეიძლებოდა
საქმისათვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩენილიყო, ვიდრე მთელი
ოქროულობა. თუ ელისს ღვინო თავისთვის უნდოდა, ალბათ,
ბოთლს არ გადააგდებდა, სახლში ექნებოდა შენახული და თუ ეს
საქმე სასამართლომდე მივიდოდა, შუბერტის ძარცვასთან მისი და-
კავშირების მნიშვნელოვანი სამხილი იქნებოდა.
‒ თქვენ მითხარით, ძარცვის იდეა თვითონ შემომთავაზესო?
‒ როდესაც ვუთხარი, ნაღდ ფულს ვერ მოგცემთ-მეთქი და
ვთხოვე, ჩემს ცოლს არაფერი გაეგო, მითხრეს, შეგვიძლია, ყვე-
ლაფერი ისე მოვაწყოთ, თითქოს გაგძარცვესო, მაგრამ პოლიციაში
არ უნდა განმეცხადებინა, ცოლისათვის კი, როცა დაბრუნდებო-
და,მეთქვა, რომ განვაცხადე. ძარცვის ოქმიც კი შეთითხნეს ცოლის
თვის საჩვენებლად. მასში ყალბი სახელები, საერთოდ ყველაფერი
ყალბი იყო.
– ის ოქმი შეინახეთ?
– დიახ, შინ მაქვს.
– აუცილებლად დაგვჭირდება.
‒ სადაზღვევოშიც განაცხადეთ? – ჰკითხა ბოსხმა. ეს მნიშვნე-
ლოვანი იყო, რადგან, თუ შუბერტი სადაზღვევო აფერაში მონაწი-
ლეობდა, ღირებულ მოწმედ მისი გამოყენება შეუძლებელი იქნებო-
და.
– არა. ეს მათი პირობა იყო. არ უნდოდათ, რომ ძვირფასეუ-
ლობის მოპარვის ამბავი სადმე განმეცხადებინა. როგორც ვხვდები,
გაყიდვა და ფულის აღება რომ არ გასჭირვებოდათ. ასე მითხრეს,თუ
გავიგებთ, რომ პოლიციას მიმართე, დავბრუნდებით და ორივეს
მოგკლავთო.
– მერე, თქვენს ცოლს არ გაუკვირდა, სადაზღვევოს რომ არ შე-
ატყობინეთ?
– თავიდან ვუთხარი, მოლაპარაკება გვაქვს-მეთქი, მერე
სახლში ვიზიტებით, ფასიან ვიზიტებს ვგულისხმობ, ნელ-ნელა ფუ-
ლი შევაგროვე და ცოლს ვუთხარი, სადაზღვევო კომპანიამ მოგვცა
-მეთქი.

306
‒ფასიანი ვიზიტები?
‒ ხომ გითხარით, ზოგიერთ პაციენტთან სახლში მივდივარ და
ამაში კარგ ანაზღაურებას ვიღებ. ეს ის ხალხია, დეტექტივო,ვისაც
ბევრი ფული აქვს და არ უნდა, ვინმემ გაიგოს, რომ პლასტიკური ქი-
რურგის მომსახურებით სარგებლობს. ისინი სამედიცინო დაზღვე-
ვას არ იყენებენ, პროცედურებში ნაღდ ფულს იხდიან, პროცედურე-
ბის ჩანაწერები არ არსებობს და მათ შესახებ ვერავინ ვერაფერს
იგებს. ასეთ ვიზიტებზე დიდი მოთხოვნაა. ძირითადად, ბოტოქსის
ინიექციებს ვგულისხმობ, მაგრამ ზოგჯერ სრული ქირურგიული ჩა-
რევაც არის საჭირო.
ბოსხისათვის ეს სიახლე არ იყო. ლოს–ანჯელესში მდიდრებ-
სადა სახელგანთქმულებს შეეძლოთ საკუთარი თავისთვის ამის უფ-
ლება მიეცათ. პირველი მაიკლ ჯექსონი გაახსენდა. მომღერალი მე-
გავარსკვლავი საკუთარ სახლში და პირადი ექიმის მეთვალყურე-
ობის ქვეშ მყოფი მოკვდა. იქ, სადაც იმიჯი ყველაფერზე მეტად ფა-
სობს, პლასტიკურ ქირურგს, რომელიც პაციენტებს ადგილზე მისვ-
ლით ემსახურება, დიდი ფულის გაკეთება შეუძლია.
– ყოველ ექვს თვეში ორმოცდაათი ათასის გადახდასაც ასე აპი-
რებდით?
‒ ჰო, ასეთი გეგმა მქონდა. ივნისის ბოლოს მორიგი გადახდის
ვადა მოდის და ფული თითქმის მზად მაქვს.
ბოსხმა თავი დაუქნია. უნდოდა, ეთქვა, რომ მორიგი გადახდა არ
მოუწევდა, მაგრამ თავი შეიკავა. წინასწარ ხომ არ იცოდა, რამდენ
ხანს გაგრძელდებოდა გამოძიება. ამიტომ ისევ შეკითხვებს დაუბ-
რუნდა.
– კიდევ რამე წაიღეს ამ ყალბი ძარცვის დროს?
– ერთი ნახატი. არც ისე ძვირფასი, მაგრამ ჩემთვის ბევრს
ნიშნავდა. მგონი, სწორედ ამიტომ წაიღეს. მითხრეს, ახლა მთლი-
ანად ჩვენ გვეკუთვნი და რაც გვინდა, იმას წავიღებთო·
შუბერტი იდაყვებით სავარძლის სახელურებს დაეყრდნო,
თვალები დახუჭა და წარბებს შუა ადგილი მოისრისა.
– ახლა ყველა ყველაფერს გაიგებს, არა? – იკითხა მან.

307
– ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენ არაფერი შეგეხოთ, –
უპასუხა ბოსხმა, ყველა ეს მკვლელობა ხომ თქვენი ეგრეთ
წოდებული ძარცვის შემდეგ მოხდა და დაიწყო იმით, რომ
ალექსანდრა პარქსმა საათი შესაკეთებლად გაგზავნა.
‒ მაშინ რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ საფრთხე მემუქ-
რება?
– იმიტომ, რომ ეს ორი ტიპი პილიციელია. ორივემ ძალიან კარ-
გად იცის, როგორ მუშაობს სისტემა. თუ მოწმეები არ იქნებიან,
მათაც არაფერი დაემუქრება. ჯერ არ იციან, რომ კვალმა იმ საათამ-
დე მიგვიყვანა, მაგრამ, როგორც კი გაიგებენ, აუცილებლად მო-
გაკითხავენ, ოღონდ ორმოცდაათი ათასის წასაღებად ნამდვილად
არა.
– მათ დასაპატიმრებლად საკმარისი საფუძველი არა გაქვთ? ‒
ჩემი აზრით, უკვე ყველაფერი იცით.
‒თქვენი ისტორიის დადასტურების შემთხვევაში, ამისთვის საკ-
მარისზე მეტი საფუძველი გვექნება.
– შიდა გამოძიებიდან ხართ?
– არა.
– აბა...
ოფისის გარედან ხმაური გაისმა, თითქოს ვიღაცამ კარის საკეტს
რაღაც ჩაარტყა.
– ოფისში ჩვენ გარდა ვინმე არის?‒ იკითხა ბოსხმა.
– შეიძლება გოგოებიდან რომელიმე ჯერ არ წასულა.
‒შიგნით რომ შემოვდიოდით, არავინ დამინახავს, ჩუმად თქვა
ბოსხმა. კართან მივიდა, გაღება და ჰოლში გახედვა დააპირა, მაგ-
რამ გადაიფიქრა. თავი კარს მიადო და სმენად იქცა. თავიდან სიჩუ-
მე იყო, მაგრამ მერე აშკარად გაიგონა ჩურჩულით ნათქვამი სიტ-
ყვები: „არავინ არის“.
კაცის ხმა იყო. მაშინვე მიხვდა, რომ ეს ელისი და ლონგი იქ-
ნებოდნენ.
მათ ეძებდნენ.

308
45

ბოსხმა თითი საკეტის ღილაკს დააჭირა და ჩაკეტა. მერე გა-


მომრთველს მისწვდა, ოფისის ზედა სინათლე გამორთო, მაგიდას-
თან სწრაფად დაბრუნდა და თეძოზე დამაგრებული იარაღი
ამოიღო.
შუბერტი სკამიდან თვალებგაფართოებული ადგა.
‒ ისინი არიან, – უთხრა ბოსხმა ჩურჩულით, – შეიძლება მე გა-
მომყვნენ, ან თქვენ გითვალთვალებდნენ და იცდიდნენ.
– რისთვის?
‒ რომ ჩემთან თქვენს კავშირში დარწმუნებულიყვნენ, – ეს კარი
სად გადის? – ჰკითხა ბოსხმა და საწერი მაგიდის გვერდით კარზე
მიუთითა.
– იქ სააბაზანოა.
– ფანჯარა აქვს?
– კი, მაგრამ ძალიან პატარა და თან მაღლა.
– ჯანდაბა.
ბოსხმა ოთახი მოათვალიერა, ცდილობდა, რამე მოეფიქრებინა.
იცოდა, რომ გარეთ, ჰოლში გასვლა შეცდომა იქნებოდა, ცოცხალი
სამიზნეები აღმოჩნდებოდნენ... იქ უნდა გამაგრებულიყვნენ, სადაც
იყვნენ.
უკან მობრუნდა და მაგიდიდან სადენიანი ტელეფონი აიღო.იცო-
და, რომ ამ ტელეფონით 911-ზე დარეკვის შემთხვევაში ამ შენობის
მისამართი ავტომატურად დაფიქსირდებოდა და ეს გამოძახებას
დააჩქარებდა.
– ქალაქში როგორ უნდა დავრეკო?
შუბერტმა ხელი გადასწია და ტელეფონზე ღილაკს თითი დააჭი-
რა. როგორც კი ზუმერი გაიგონა, ბოსხმა 911 აკრიფა.

309
– ფარდა ჩამოაფარეთ, რომ ოთახში სიბნელე იყოს.
911-ზე უკვე ირეკებოდა. შუბერტი ბოსხს მაშინვე დაემორჩილა,
ფანჯრის გვერდზე ღილაკს მიაჭირა თითი და ფარდა ავტომატურად
დაიხურა. ბოსხი ისევ ოფისის კარს უყურებდა.
– დროზე, დროზე, დროზე აიღეთ, ‒ თქვა მან.
როგორც კი ფარდა დაიხურა, ოთახში ჩამობნელდა.
– იქ შედით, – უთხრა ბოსხმა შუბერტს და თითი სააბაზანოსკენ
გაიშვირა, კარი ჩაკეტეთ და ჩუმად იჯექით.
შუბერტი არ განძრეულა.
– 911-ზე რატომ რეკავთ? არ შეგიძლიათ პოლიციას მოსთხო
ვოთ დახმარება?
– არა, არ შემიძლია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ პოლიციელი არ ვარ. ახლა იქ შედით.
შუბერტი გაოგნებული და დაბნეული ჩანდა.
– მე მეგონა...
‒გითხარით, შედით-მეთქი.
ეს უკვე ჩურჩულით ნათქვამი აღარ იყო და შუბერტმა მაშინვე სა-
აბაზანოსკენ დაიხია. შიგნით შევიდა და კარი ჩაკეტა. ბოსხმა საკე-
ტის ხმა გაიგონა. კარგად იცოდა, რომ ელისსა და ლონგს ეს არ გა-
აჩერებდა, უბრალოდ მას რამდენიმე დამატებით წამს მისცემდა.
911-ის ოპერატორმა, როგორც იქნა, უპასუხა. ბოსხმა ხმამაღლა
და გადაჭარბებულად პანიკური ხმით დაიწყო ლაპარაკი. უნდოდა
ელისსა და ლონგს გაეგოთ, რომ დახმარებას იძახებდა. ისინი აშკა-
რად ჰოლში იყვნენ და ბოსხმა იფიქრა, იქნებ ამ გზით იძულებული
გაეხადა, უკან დაეხიათ.
– დიახ, გამარჯობა. დახმარება მჭირდება. ორი შეიარაღებული
კაცი შემოიჭრა ოფისში, ყველას დახოცვას აპირებენ,‒ თქვა მან
ხმამაღლა, მათი გვარებია ელისი და ლონგი, ელისი და ლონგი.
ისინი ჩვენს დასახოცად მოვიდნენ.
– დამელოდეთ, სერ, უთხრა ოპერატორმა, – თქვენი მისამართი
თხუთმეტი-თხუთმეტია დასავლეთის მესამე ქუჩაზე?

310
– დიახ, იჩქარეთ.
‒ თქვენი სახელი, სერ?
‒ რა მნიშვნელობა აქვს? დახმარება გამოგზავნეთ.
‒ თქვენი სახელი მჭირდება, სერ.
– ჰარი ბოსხი.
– კარგი, სერ, დახმარებას ვგზავნით.
ბოსხი პირდაპირ მაგიდის უკან დადგა, ტელეფონი მხარსა და კი-
სერს შორის დაიჭირა, თავისუფალი ხელი მაგიდას მოჰკიდა, თეძოც
მოიხმარა და ააყირავა. მისი ალუმინის თავი ფარად გამოდგებოდა.
ყველაფერი, რაც მაგიდაზე ეწყო, სადენიანი ტელეფონის, მისი სა-
კუთარი ტელეფონისა და ფანქრებით სავსე ჭიქის ჩათვლით, ჩამოს-
რიალდა და იატაკზე ხმაურით დაიყარა. როგორც კი სადენი მაქსი-
მალურად გაიჭიმა, ყურმილი მხრიდან ჩამოუვარდა. მაგიდის გარ-
შემო შემოვლისა და ყურმილის აღების დრო აღარ იყო. მხოლოდ
იმის იმედიღა დარჩენოდა, რომ ტელეფონი არ გაითიშა და ოპერა-
ტორმა ეს ზარი ვიღაცის მაიმუნობად არ ჩათვალა.
ბოსხი ბარიკადის უკან ჩაიკუზა, მაგიდის თავს მუშტი მიარტყა და
მიხვდა, რომ მასიური ხისა იყო. ხის ორ ფენასა და მეტალს, წესით,
ტყვია უნდა შეეჩერებინა, თუ,რა თქმა უნდა, გაუმართლებდა.
ასევე ჩამუხლული ფარდის უკან შეძვრა და თავისი „გლოკი“
კარს მიუშვირა. იარაღი მხოლოდ სპექტაკლის რეკვიზიტად წამო
იღო, შუბერტი თავის პოლიციელობაში რომ დაერწმუნებინა,
მაგრამ ახლა ის გადარჩენის ერთადერთ შანსად იქცა. მჭიდში ცამე-
ტი ტყვია იდო, ერთიც ლულაში. იმედი ჰქონდა, რომ ეს საკმარისი
იქნებოდა.
ოთახის ბოლოდან მეტალის ხმა გაიგონა და მიხვდა, ელისი და
ლონგი კართან იყვნენ და საკეტის გაღებას ცდილობდნენ, საცაა
ოთახში შემოვიდოდნენ. უცებ გააცნობიერა, რომ ძალიან წამგე-
ბიანი ადგილი შეარჩია: ოთახის ცენტრში, ზუსტად იქ, სადაც ისინი
ელოდნენ და რა მიმართულებითაც სროლას დაიწყებდნენ.

311
64
ელისმა ლონგს ანიშნა, კარი ჩაკეტილია და უნდა შეამტვრიოო.
ლონგმა ფარანი მიაწოდა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, ფეხი
ასწია და ქუსლი საკეტის ზევით წერტილს დაუმიზნა. წლების განმავ-
ლობაში ეს იმდენჯერ ჰქონდა გაკეთებული, რომ უნაკლოდ გამოს-
დიოდა.
კარი ხმაურით შეიმტვრა, ოფისის შიდა კედელს მიეხეთქა და გა-
მოჩნდა ჩაბნელებული ოთახი, რომელშიც შუქი მხოლოდ ფანჯარა-
ზე ჩამოფარებული ფარდის გვერდებიდან შემოდიოდა. ლონგი,რო-
მელიც ინერციით ოთახში შევარდა, სრულიად დაუცველი აღმოჩნ-
და. ელისი უკან შეჰყვა. ფარანი და იარაღი სტანდარტულად, ერთმა-
ნეთზე მაჯებით გადაჯვარედინებულ ხელებში იჭირა.
– პოლიცია, დაიყვირა, – არავინ გაინძრეთ, – ფარანმა გადაყი-
რავებული, ბარიკადად აღმართული მაგიდა გაანათა. ელისმა იარა-
ღი მის ზედა კიდეს მიუშვირა და ბოსხის ან შუბერტის გამოჩენას და-
ელოდა.
‒მოიცადეთ, ხმა მაგიდის მარცხნივ, კარის შიგნიდან გაისმა.
ელისმა გადაჯვარედინებული ხელები ახლა ამ კარს მიუშვირა.
– მე ვარ, შუბერტი, გაისმა კარს უკნიდან, – მან მითხრა, პოლი-
ციელი ვარო.
კარი გაიღო და ხელებაწეული შუბერტი გამოჩნდა.
‒არ მესროლოთ, მეგონა..
ელისმა შუბერტისკენ სამჯერ ისროლა და პერიფერიული
მხედველობით მარჯვნივ ლონგი დაინახა. მანაც იარაღი ასწია და
სროლა დააპირა.
– არა! – ყვირილი მის უკან და მარჯვნივ გაისმა. ელისი მიბ-
რუნდა და დაინახა, რომ ბოსხი დასაკეცი თეჯირის უკნიდან გამოვი-
და. იარაღი აწეული ჰქონდა და ელისს ცეცხლი გაუხსნა. ის კი მაშინ-
ვე ლონგისკენ წავიდა და ფართო ზურგს უკან ამოეფარა. ლონგის
სხეული ორი ტყვიის მოხვედრამ შეარხია, დარტყმის ძალამ შემო-
ატრიალა და მუხლებზე დაშვება დაიწყო. ელისი მხრით შეეყუდა და

312
ფეხზე მდგომ პარტნიორს ისევ ამოეფარა. გამართულ ხელში იარა-
ღი ისევ ეჭირა. გახელებული ისროდა იქით, სადაც ბოსხი ცოტა ხნის
წინ დაინახა. მერე მიმართულება შეიცვალა და კარისკენ წავიდა,
თან წინ აფარებულ ლონგის სხეულს მიათრევდა. სროლა გაგ-
რძელდა და ელისი მეწყვილის სხეულში მოხვედრილი ტყვიებისგან
ბიძგებს ხელით გრძნობდა. კართან ლონგი იატაკზე დააგდო, ბოსხს
კიდევ ორჯერ ესროლა, მერე ჰოლში გავარდა და გასასვლელისკენ
გაიქცა.
როდესაც კიბეზე გარაჟისკენ ჩარბოდა, ელისს ტვინში ერთი
ფრაზა ჩაქუჩივით უკაკუნებდა:
ბრძოლა თუ გაქცევა?
ეს მართლა დასასრული იყო თუ ჯერ კიდევ შეძლებდა, ეს ყველა-
ფერი ბოსხის წინააღმდეგ მოეტრიალებინა? იქნებ ეთქვა, რომ სრო-
ლა ბოსხმა დაიწყო, რომ მას შურისძიება სურდა? ბოსხი...
უცებ მიხვდა, რომ თავს იტყუებდა. არაფერი გამოვიდოდა, თუ
იქ, ზევით, ბოსხი ცოცხალი იყო, ელისს არაფრის შანსი აღარ ჰქონ-
და.
ელისმა გარაჟი გადაჭრა და თავისი მანქანისკენ გაიქცა. ამ
დროს შენობასთან სირენების ხმა გაისმა. ეს ბოსხის გამოძახებული
შერიფის დეპარტამენტის პოლიციელები იყვნენ. ხმა ჯერ ორი-სამი
სახლის მოშორებით ისმოდა. მათ მოსვლამდე გარაჟი დან აუცი-
ლებლად უნდა გაეღწია. მთავარი ეს იყო, მერე კი უნდა გაქცეული-
ყო.
ყოველთვის იცოდა, რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა და ამისთ-
ვის ემზადებოდა, უფრო სწორად, უკვე მზად იყო.

313
47

ბოსხი კართან დაგდებული ლონგისკენ წავიდა, იარაღი ორივე


ხელით ეჭირა. ლონგი ტკივილისგან იკრუნჩხებოდა და მძიმედ სუნ-
თქავდა. ბოსხმა მის პერანგზე ორი ნატყვიარი დაინახა, რომლებიც
ჯავშანჟილეტს დაეკავებინა. ხელიდან იარაღი გამოაცალა და ფე-
ხით იატაკზე გაასრიალა. მერე წინ გადაიხარა და ჰოლში ფრთხი-
ლად გაიხედა. უნდა დარწმუნებულიყო, რომ ელისი იქ აღარ იყო.
ისევ ოთახში დაბრუნდა, ლონგი მუცელზე გადააბრუნა, ქამ-
რიდან ხელბორკილი მოხსნა და მაჯები ზურგს უკან შეუკრა. უცებ
მის მარჯვენა გვერდზე სისხლი დაინახა. ერთი ტყვია ჯავშანჟი-
ლეტის ქვევით, დაუცველ ადგილზე მოხვედროდა და სისხლი სდიო-
და. ბოსხმა კარგად იცოდა, რომ ახლოდან ნასროლ 45კალიბრიან
ტყვიას მძიმე შიდა დაზიანებების გამოწვევა შეეძლო. ალბათ, სასიკ-
ვდილოდ იყო დაჭრილი.
‒შენი დედაც... – ძლივს ამოილუღლუღა ბოლოს ლონეგმა, –
მაინც მოკვდები.
‒ყველანი მოვკვდებით, შენ რამე ახალი მითხარი.
ბოსხმა რამდენიმე სირენის ხმა გაიგონა და გაიფიქრა, შერიფის
პოლიციელებმა ელისი გაქცევისას ხომ არ დაიჭირესო.
‒შენმა მეგობარმა მიგატოვა, ლონგ, ჯერ ფარად გამოგიყენა,
მერე კი ფორთოხლით სავსე ჩანთასავით დაგაგდო. მეწყვილეცასე-
თი უნდა, ‒ უთხრა ბოსხმა, მხარზე ხელი დაარტყა და შუბერტისკენ
წავიდა. ექიმი თავით პირსაბანის ქვეშ და არაბუნებრივად ამოტრია-
ლებული ფეხით ზურგზე იწვა. ორი ტყვია მკერდში მოხვედროდა,
ერთიც კისრის ზუსტად ცენტრში. ერთ-ერთმა, ალბათ, ხერხემალი
დაუზიანა და ასეთი პოზა ამიტომაც მიიღო. თვალები ღია ჰქონდა და
აღარ სუნთქავდა. ბოსხს არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო. რატომ
იფიქრა შუბერტმა, რომ თუ ელისთან და ლონგთან გამოჩნდებოდა,
თავს გადაირჩენდა? ბოსხი თავის დანაშაულსაც გრძნობდა. იქნებ
შუბერტისათვის სიმართლე რომ არ ეთქვა და მისთვის ბოლომდე
პოლიციელად დარჩენილიყო, ასე არ მოქცეულიყო, მაგრამ ახლა

314
უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა. უცებ ზურგს უკან სადენიანი ტელეფო-
ნის ყურმილიდან სიგნალები გაიგონა. ალბათ, მაგიდა რომ აატრი-
ალა, მაშინ გაითიშა. მოტრიალდა, ტელეფონი მოძებნა, ყურმილი
ადგილზე დააბრუნა და იატაკზე დატოვა. იქვე სურათის გატეხილი
ჩარჩო შეამჩნია. ფოტოზე შუბერტი და მისი ცოლი იახტაზე ისხდნენ
და ვიდეოკამერას უღიმოდნენ. ტელეფონმა დარეკა და ღილაკიც
აინთო. ბოსხმა ყურმილი აიღო და ღილაკს თითი დააჭირა.
– ჰარი ბოსხი გისმენთ.
‒ შერიფის დეპარტამენტის წარმომადგენელი მეივუდი ვარ.ვის
ველაპარაკები?
– უკვე გითხარით, ჰარი ბოსხი ვარ.
‒ჩვენ კოსმეტიკური ქირურგიის ცენტრის გარეთ ვართ. შიგნით
რა სიტუაციაა?
– ერთი მოკლული, ერთი დაჭრილი და მე. 911-ში მე დავრეკე.
ერთი შეიარაღებული დამნაშავე გაიქცა. ხომ არ დაგიჭერიათ?
მეივუდმა ბოსხს არაფერი უპასუხა.
– კარგი, სერ. ახლა ყურადღებით მომისმინეთ. თქვენ და დაჭრი-
ლი კაცი შენობიდან კეფაზე შემოწყობილი ხელებით უნდა გამოხვი-
დეთ. იარაღი თუ გაქვთ, შიგნით დატოვეთ.
– არა მგონია, დაჭრილმა უახლოეს მომავალში სიარული საერ-
თოდ შეძლოს.
‒შეიარაღებულია?
– აღარ.
– კარგი, სერ. ახლა შენობიდან გამოდით. კეფაზე თითები ერთ
მანეთს გადააჭდეთ. იარაღი შენობაში დატოვეთ.
– გასაგებია.
– იარაღს თუ დავინახავთ, პროვოკაციულ ქმედებად ჩავთვლით.
გასაგებად ვამბობ, სერ?
– სრულიად. ლიფტით ჩამოვდივარ.
– გელოდებით.
ბოსხმა ტელეფონი გათიშა და ადგა. ოთახი მოათვალიერა,
თავისი „გლოკის“ დასატოვებელ ადგილს ეძებდა. მერე მაგიდის

315
მარჯვენა მხარეს იატაკზე ლონგის ტელეფონი დაინახა. ახლოს მი-
ვიდა და ანაბეჭდები რომ არ წაეშალა, ორი თითით ფრთხილად
აიღო.ორივე იარაღი დააწყო შუშის ვიტრინაზე, რომელშიც ანტიკვა-
რული ქირურგიული ინსტრუმენტების კოლექცია იყო გამოფენილი.
სანამ ოფისიდან გავიდოდა, იატაკზე ნამსხვრევები დაათვალი-
ერა,თავის ტელეფონს ეძებდა, რომელიც მაგიდის ამოტრიალები-
სას დაუვარდა. იპოვა, აიღო და ეკრანს დახედა. ტელეფონი ისევ
ყველაფერს იწერდა. გამორთო, ფაილს „შუბერტი“ დაარქვა, ჰე-
ლერს გაუგზავნა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
კარისკენ წავიდა, მაგრამ უცებ რაღაც გაახსენდა. წარმოდგენა
არ ჰქონდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მისი დაკითხვა შერიფის
დეპარტამენტში. ისიც არ იცოდა, მიაღწევდა თუ არა ინფორმაცია ამ
მოვლენების შესახებ იქ, სადაც მედი ლაშქრობაში იყო, მაგრამ ყო-
ველი შემთხვევისთვის ქალიშვილს მაინც დაურეკა. მერე გაახსენ-
და, რომ იქ მობილური ტელეფონი მხოლოდ ადგილ-ადგილ იჭერდა
და მესიჯი გაუგზავნა.
„მედი, მე ვარ. უბრალოდ, მინდოდა, გცოდნოდა, რომ კარგად
ვარ. რაც უნდა გაიგო, იცოდე, რომ კარგად ვარ. თუ დარეკავ და
ვერ გიპასუხებ, ბიძია მიკის დაურეკე”.

ბოსხმა ტელეფონი ჩამოსწია და უკვე გათიშვას აპირებდა, მაგ-


რამ უცებ კიდევ რაღაც გაახსენდა და ტელეფონი ისევ ასწია.
„მიყვარხარ, მედი. მალე გნახავ“.
ოფისიდან რომ გამოსულიყო, ლონგის სხეულზე უნდა გადაები-
ჯებინა. ის არ ინძრეოდა. ზერელედ სუნთქავდა, სახე გაჰფითრებო-
და და ოფლით დაცვაროდა. მის გვერდით, იატაკზე, სისხლის გუბე
თანდათან იზრდებოდა.
‒ სასწრაფო დახმარება გამომიძახე, – ძლივს მოახერხა ჩახლე-
ჩილი ჩურჩულით თქმა, – ვკვდები.
‒ აუცილებლად ვეტჭვი იქ, გარეთ. სანამ წავალ,მეტი არაფრის
თქმა არ გინდა? მაგალითად, ელისის შესახებ? სად შეიძლებოდა,
აქედან გაქცეულიყო?

316
– კი, გეტყვი. წადი, შენი დედაც...
– კარგი იყო, ლონგ, მომეწონა.
ბოსხი ჰოლში გამოვიდა და ლიფტისკენ ფრთხილად წავიდა.
როგორც კი შიგნით ფეხი შედგა, მიხვდა, რომ შეიძლებოდა ელისი
ისევ შენობაში ყოფილიყო. იქნებ გაქცევა ვერ მოასწრო და სირენე-
ბის ხმა რომ გაიგონა, არჩია, შენობაში დამალულიყო. ბოსხი ოფის-
ში სწრაფად დაბრუნდა, თავისი „გლოკი“ აიღო და ლიფტისაკენ ია-
რაღაწეული ფრთხილად წავიდა.ლიფტამდე ისე მივიდა, ელისი არ
დაუნახავს. ღილაკს თითი დააჭირა და კარი მაშინვე გაიღო. უჟანგა-
ვი ფოლადის ყუთი ცარიელი იყო. ბოსხმა შიგნით შეაბიჯა. პირველი
სართულის ღილაკს თითი დააჭირა და კარი დაიკეტა. ლიფტი რომ
დაიძრა, იარაღიდან მჭიდი ამოიღო და ლულაში მიცემული ტყვიაც
გამოაგდო. ყველაფერი ერთად ლიფტის უკანა კუთხეში იატაკზე
დააწყო, კარისკენ მოტრიალდა, ხელები თავს უკან ასწია და თითები
ერთმანეთს გადააჭდო. კარი რომ გაიღო, დაინახა, ლიფტთან მისას-
ვლელი ორივე მხრიდან შერიფის დეპარტამენტის მანქანებით იყო
გადაკეტილი, მათ უკან კი პოლიციელები მასზე დამიზნებული,იარა-
ღებით ხელში იდგნენ.
– გამოდით ლიფტიდან, – უბრძანა ერთ–ერთმა, – ხელები ასე
გეჭიროთ.
– ჩემი იარაღი ლიფტის იატაკზე დევს, – თქვა ბოსხმა და ლიფტი-
დან გამოვიდა, – დაშლილია, როგორც კი ლიფტიდან გამოვიდა,
მიხვდა, რომ იატაკზე დაწვენას უპირებდნენ. ორივე მხრიდან პოლი-
ციელები მიუახლოვდნენ და გააკავეს. იატაკზე ისე დააგდეს, რომ
ფილებს სახე დაარტყა. მერე ხელები ზურგს უკან დაუკავეს და ხელ-
ბორკილით შეუკრეს.
ყბის ძლიერი ტკივილი იგრძნო. იატაკზე რომ აწვენდნენ, თავის
მოტრიალება ბოლო მომენტში მოასწრო, მაგრამ სახის მარცხე-
ნამხარე და ყბა მაინც მაგრად დაარტყა.
იგრძნო, რომ ვიღაცამ ხელი ჯიბეში ჩაუყო და ტელეფონი, საფუ-
ლე და გასაღები ამოიღო. მერე წყვილი გაპრიალებული ფეხსაცმე-
ლი დაინახა ცხვირწინ. პოლიციელი დაიხარა და ბოსხმა მისი სახის

317
ქვედა ნაწილის დანახვაც შეძლო. თავი ოდნავ წამოსწია და პოლი-
ციელის მკლავზე დაკერებული სერჟანტის ზოლებიც გამოჩნდა. კა-
ცი პენსიაზე გასული ოფიცრის საიდენტიფიკაციო ბარათს ათვალიე-
რებდა, მერე კიდევ უფრო დაიხარა, რომ ბოსხისათვის სახეზე შე-
ეხედა.
‒მისტერ ბოსხ, მე სერჟანტი კოტილა ვარ.‒ კიდევ ვინ არის
შენობაში?
– როგორც უკვე გითხარით, იქ ერთი მოკლული და ერთი დაჭრი-
ლია, – უპასუხა ბოსხმა, – დანამდვილებით მხოლიდეს ვიცი.კიდევ
ერთი იყო, მაგრამ გაიქცა. შეიძლება ისევ შენობაში იმალება, მაგ-
რამ დარწმუნებული არა ვარ. თუ სასწრაფო დახმარებას დროზე არ
გამოიძახებთ, დაჭრილი მოკვდება. ის ლოს-ანჯელესის პოლიციის
დეპარტამენტის ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის განყოფილების
ოფიცერი კევინ ლონგია. როგორც ვიცი, ერთი ჭრილობა აქვს ფერ-
დში, მარცხენა თეძოს ზევით.
– გასაგებია. სასწრაფო უკვე გზაშია. მოკლული ვინ არის?
‒ ექიმი შუბერტი, ამ კლინიკის პატრონი.
– თქვენ დეპარტამენტის ყოფილი ოფიცერი ხართ?
‒ პენსიაზე წელს გავედი. ახლა კერძო დეტექტივი ვარ და ლონგს
მე ვესროლე. დავასწარი, სანამ თვითონ მესროდა.
სანამ კოტილა ამ ბოლო ინფორმაციას გადახარშავდა, სიჩუმე
ჩამოვარდა. მან, როგორც ჭკვიანმა, ქუჩაში მომუშავე პოლიცი-
ელმა, გადაწყვიტა, რომ ბოსხმა ეს სხვების გასაგონად თქვა.
‒ჩვენს მანქანაში უნდა ჩაგსვათ, მისტერ ბოსხ, – უთხრა მან,–
ალბათ, ყველაფერზე დეტექტივები გაგესაუბრებიან.
– შეგიძლიათ დეტექტივ სატონს დაურეკოთ? ჰკითხა ბოსხმა, –
ეს ყველაფერი გუშინ „სანსეთ პლაზაში“, საიუველირო მაღაზიაში
ორმაგ მკვლელობას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ამ საქმე-
საც ის გამოიძიებს.

318
48

დასავლეთ ჰოლივუდის განყოფილებაში ბოსხი ამჯერად


შეხვედრების ოთახის ნაცვლად ჩვეულებრივ, ნაცრისფერკედლები-
ან დაკითხვების ოთახში შეიყვანეს, ზევიდან ვიდეოკამერის თვალი
დაჰყურებდა. არც ხელბორკილი მოხსნეს და არც თავისი ნივთები
დაუბრუნეს. „გლოკიც“, რა თქმა უნდა, გაქრა. ორი საათის გასვლის
შემდეგ მაჯები საშინლად აწუხებდა და მოლოდინისაგან გული გა-
უწვრილდა. კარგად იცოდა, რომ გამომძიებლები, სატონის თუ ვინ-
მე სხვის ხელმძღვანელობით, ახლა დანაშაულის ადგილზე იქნე-
ბოდნენ, იქაურობას ათვალიერებდნენ და სამხილებს აგროვებდნენ
ბოსხს ყველაზე მეტად ის ადარდებდა, რომ თავი არავის შეუწუხებია
და ხუთი წუთიც არ გასაუბრებია. ვითარებიდან გამომდინარე, იმა-
საც მიხვდა, რომ კოტილას მისგან მიღებული ინფორმაცია არავის-
თვის არ გადაუცია და ელისის ძებნა არ გამოუცხადებიათ. სანამ შე-
რიფის დეპარტამენტი ამას გააკეთებდა, ის უკვე მექსიკის საზღვარს
გადაკვეთდა.
150 წუთის გასვლის შემდეგ ბოსხი ადგა, ამ პატარა, კოლო-
ფივით ოთახის კართან მივიდა, ზურგით შეტრიალდა და ხელბორკი
ლიანი ხელებით სახელური მოსინჯა. კარი, როგორც მოსალოდ-
ნელი იყო, ჩაკეტილი აღმოჩნდა. გაბრაზებულმა ფეხი ასწია და ქუს-
ლით დაკაკუნება სცადა. ამან დიდი ხმაური გამოიწვია და იმედი მი-
ეცა, რომ ვინმე მოაკითხავდა – კარს თუ არ გაუღებდნენ, ვიდეოთ-
ვალით მაინც შეხედავდა ვინმე. მერე ვიდეოკამერისკენ მიტრი–
ალდა, თავი ასწია და დარწმუნებული, რომ უსმენდნენ, აყვირდა:
– ჰეი, დამელაპარაკეთ. გამოგზავნეთ ვინმე, რომ დამელაპარა-
კოს. ახლავე.
კიდევ ოცი წუთი რომ გავიდა, ბოსხმა იფიქრა, ავეჯის მტვრევა
ხომ არ დავიწყოო. ძველი და დაკაწრული მაგიდა ისე დაფხავებული
იყო, ბოსხი მიხვდა, რომ მასზე ბოღმა უამრავ ვინმეს დაენთხია. აი,

319
სკამები განსხვავებული, უფრო ახალი იყო და ფეხები იმდენად
წვრილი ჰქონდა, რომ მათ გატეხას წიხლით ადვილად შეძლებდა.
‒ვიცი, რომ მისმენთ, დაიყვირა მან, მოვიდეს აქ ვინმე. მნიშვნე-
ლოვანი ინფორმაცია მაქვს. დიკ სატონი,ლასლო კორნელი, შერი-
ფი მარტინი ან ვინც გინდათ,ის იყოს. დრო გადის და მკვლელს ვე-
ღარ დაიჭერთ.
ცოტა დრო კიდევ გავიდა და უკვე ახალი შეტევისთვის ემზადებო-
და, როდესაც კარი გაიღო და ოთახში დიკ სატონმა შემოაბიჯა. ისე
იქცეოდა, თითქოს წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ ჩაემწყვდიათ აქ
ბოსხი უკანასკნელი სამი საათის განმავლობაში.
– ჰარი, მაპატიე, რომ ამდენი ხანი გალოდინე. დანაშაულის
ადგილზე ვიყავი. ეს წუთია დავბრუნდი და მაშინვე შენთან მოვედი,
რომ დაგელაპარაკო და გავარკვიო, რა ხდება.
– ჰო, სულ რამდენიმე წუთმა გადაარჩინა აქაური ავეჯი. უკვე
ყველაფრის დალეწვას ვაპირებდი. ხელებს ვეღარ ვგრძნობ, დიკ.
‒ ოჰ, ეს როგორ გააკეთეს? შემობრუნდი და ხელბორკილს მოგ-
ხსნი.
ბოსხმა სატონს ზურგი მიუშვირა და უცებ იგრძნო, როგორ აღუდ-
გა სისხლის მოძრაობა ხელებში და როგორი შვება მოჰგვარა ამან.
‒ დაჯექი, – უთხრა სატონმა, ვილაპარაკოთ.
ბოსხი მაჯებს ისრესდა, მაგრამ ჩხვლეტის შეგრძნება ვერ
მოიშორა. სკამი ფეხით გამოსწია და დაჯდა.
– რატომ იყო კარი ჩაკეტილი, დიკ? – ჰკითხა.
– უსაფრთხოებისათვის. ჯერ ადგილზე უნდა გვენახა, რასთან
გვაქვს საქმე.
– მერე?
‒ძალიან რთული საქმე იქნება. სერჟანტისთვის გითქვამს,რომ
იქ მეოთხე მონაწილე იყო და გაიქცა.
– მართალია... დონ ელისი, ლონგის მეწყვილე, მაგრამ გაწირა.
– ეგ როგორ?
– სროლა რომ დაიწყო, ფარად გამოიყენა და მერე დატოვა. ჰო,
ლონგი როგორ არის, გადარჩა?

320
– კი გადარჩა, ილბლიანი ყოფილა. ახლა მასთან ჩემი მეწ-
ყვილეა და ელოდება, როდის შეძლებს დალაპარაკებას.
‒ნეტავ მეც იქ ვიყო. ტიპი თავის გადარჩენას ყველაფრის ჩემზე
გადმობრალებით აპირებს. თუმცა ცოტა ჭკვიანი რომ იყოს,ელისს
ჩაუშვებს.
– ლონგზე მოგვიანებით ვიდარდოთ. ახლა მინდა ყველაფე-
რიშენგან მოვისმინო, ჰარი, სერჟანტს უთხარი, რომ ამ ორმა პოლი-
ციელმა გუშინ ძმები ნგუენები დახოცა და საიუველირო მაღაზია გა-
ძარცვა.
– ეგეც, ლექსი პარქსიც და მამაკაცი პროსტიტუტიც რამდენიმე
თვის წინ. მოკლედ, ძალიან ბევრი რამ.
– კარგი, მანდამდეც მივალთ. ახლა მომიყევი, რა მოხდა იმ
ოფისში დღეს.
–– მე, რა თქმა უნდა, მოგიყვები, მაგრამ ყველაფერი თვითონაც
შეგიძლია მოისმინო.
სატონი გაოგნებული მიაჩერდა, ბოსხმა კი თავი დაუქნია.
– ჩემი ტელეფონი მომიტანე, – უთხრა, – შუბერტთან მთელი სა-
უბარი ჩავიწერე. როცა ელისი და ლონგი გამოჩნდნენ, ტელეფონი
ისევ იწერდა.
– სროლის მონაკვეთიც ჩაწერილი გაქვს? – ჰკითხა სატონმა.
‒ მაგრამ ჩემ გარეშე ვერ ჩართავთ, დაბლოკილი მაქვს. თუ გინ-
და, ჩანაწერი ახლავე მოისმინო, ჩემი ტელეფონი მომიტანე და მო-
გასმენინებ. კორნელი და შმიდტიც მოიყვანე, მინდა მათაც მოისმი-
ნონ.
ბოსხი წუთით დაფიქრდა, ჰელერიც ხომ არ გამოეძახა, მაგრამ
გადაიფიქრა. წინა ჯერზე, როდესაც საუბარს ჰელერი ესწრებოდა,
ყველაფერი არც ისე კარგად წავიდა. დაკითხვის ოთახში ათასჯერ
ყოფილა და არ არსებობდა შეკითხვა, რომლის დასმას გამომძიებე-
ლი დააპირებდა, ის კი წინასწარ ვერ მიხვდებოდა, რას ჰკით-
ხავდნენ. დარწმუნებული იყო, თავის დაცვას ჰელერზე ნაკლებად
არ მოახერხებდა.
სატონი ადგა და კარისკენ წავიდა.

321
– კიდევ ერთი რამ,დიკ, – უთხრა ბოსხმა.
სატონი გაჩერდა.
– გისმენ, – უთხრა.
‒ ჩანაწერთან ფრთხილად იყავით, – უთხრა ბოსხმა, იცოდე, ის
ვერც გაქრება და ვერც დაიმალება. ეს ჩანაწერი ერთ ეგზემპლარად
არ არის.
‒ჰელერი?
– რა თქმა უნდა.
– ესე იგი, სანამ ოფისიდან გამოხვიდოდი და პოლიციას და-
ნებდებოდი, ჩანაწერის ჰელერისთვის გადაგზავნაც მოასწარი?
ბოსხმა თავი დაუქნია.
– სულელი ხომ არა ვარ, დიკ. ის, რაც ამ ჩანაწერშია, არც პოლი-
ციის დეპარტამენტს მოეწონება და არც შერიფისას. ციხეში კაცი
ელისის და ლონგის ჩადენილი მკვლელობისთვის გიზით. მოკლედ,
რამდენიმე წუთი მოვიცალე და ჩანაწერი ჩემს ადვოკატს გადავუგ-
ზავნე.
სატონმა კარი გააღო და ოთახიდან გავიდა.

49

ბოსხი ჩანაწერის მოსასმენად ისევ შეხვედრების ოთახში გა-


დაიყვანეს. ეს იმ უამრავი ხალხის – გამომძიებლებისა და უფრო-
სიოფიცრების სამყოფი ადგილის უზრუნველსაყოფად გახდა სა-
ჭირო, რომლებსაც შუბერტის ოფისში მომხდარის ორმოცდაორწუ
თიანი ჩანაწერი უნდა მოესმინათ. იქ, რა თქმა უნდა, იყვნენ სატონი,
კორნელი და შმიდტი, ასევე, ორი ოფიცერი პოლიციის დეპარტამენ-
ტიდან და ერთიც შიდა გამოძიებიდან.

322
ამ უკანასკნელის სახელი და გვარი ნენსი მენდენჰოლი იყო.ბოს-
ხი მას პოლიციაში მუშაობის პერიოდიდან იცნობდა, კეთილსინდი-
სიერი ადამიანი იყო და ოვალური მაგიდის გარშემო შეგროვილ
ხალხს შორის მის დანახვაზე გული მოეცა. დარწმუნებული იყო,
რომ მენდენჰოლი ყველაფერს ყურადღებით მოისმენდა და ყველა-
ფერს შესაძლებლობისამებრ სწორად გააკეთებდა. აქ იყვნენ ასევე
კაპიტანი რონ ელინგტონი, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტა-
მენტის პროფესიული სტანდარტების ბიუროს უფროსი, რომელშიც
შიდა გამოძიებაც შედიოდა. ის მენდენჰოლის უშუალო შეფი იყო და
შეკრებას იმიტომ ესწრებოდა, რომ ელისის და ლონგის გმირობე-
ბის შესახებ სწორედ მისი დაწერილი ანგარიში უნდა დადებულიყო
პოლიციის უფროსისა და პოლიციის კომისართა საბჭოს მაგიდებზე.
მიუხედავად იმისა, რომ სროლა შერიფის დეპარტამენტის ტერი-
ტორიაზე მოხდა, ელისისა და ლონგის მონაწილეობის გამო საქმეს
ორი უწყება ერთობლივად იძიებდა. როგორც კი ყველა დამსწრე მა-
გიდას მიუჯდა, სატონმა განმარტება გააკეთა. მერე თქვა,რომ არსე-
ბობდა სროლის ეპიზოდის ჩანაწერი და კარგი იქნებოდა,თუ პირვე-
ლად მას მოისმენდნენ, ბოსხს კი შესთავაზა, საჭიროების შემთხვე-
ვაში კომენტარები გაეკეთებინა.
ტელეფონი ხმამაღლა მოსმენაზე დააყენეს და ჩანაწერი ჩართეს.
ბოსხი დროდადრო თიშავდა და ხსნიდა, რა ხდებოდა ამა თუ იმ მო-
მენტში ოფისში ან როგორ შეესატყვისებოდა შუბერტის მონათხრო-
ბი ალექსანდრა პარქსისა და შემდგომი მკვლელობების გარშემო
მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. ჩანაწერებს ბლოკნოტში
მხოლოდ მენდენჰოლი აკეთებდა. დანარჩენები მხოლოდ უსმენ-
დნენ და პერიოდულად ბოსხს კომენტარებს აწყვეტინებდნენ,
აქაოდა, შუბერტის ოფისში საუბრის თქვენეული ინტერპრეტაცია
არაფერში გვჭირდებაო. ჩანაწერის ნახევარი უკვე მოსმენილი
ჰქონდათ, როდესაც ბოსხის ტელეფონის ეკრანზე ჰელერის გვარი
ამოხტა.
– ჩემი ადვოკატი რეკავს, თქვა ბოსხმა, – წინააღმდეგი ხომ არ
იქნებით, რომ ვუპასუსუხო?

323
– უპასუხე, ოღონდ სწრაფად, – უთხრა სატონმა.
ბოსხმა ტელეფონი აიღო და ჰოლში გავიდა, რომ ეს საუბარი ყვე-
ლას არ გაეგო.
– ჩანაწერს მოვუსმინე და მადლობა ღმერთს, რომ კარგად ხარ,
ძმაო, – უთხრა ჰელერმა.
– ჰო,მაგარი თავგადასავალი იყო. სწორედ ახლა ვასმენინებდი
პოლიციისა და შერიფის დეპარტამენტების პოლიციელებს.
სანამ ბოსხის სიტყვებს გადახარშავდა, ჰელერს ხმა არ ამოუღია.
– არა მგონია, ეს სწორი ნაბიჯი იყოს, – თქვა ბოლოს.
‒ ეს ერთადერთი შესაძლებელი ნაბიჯია, ამაღამ აქედან გამოს-
ვლის ერთადერთი გზა. გარდა ამისა, იქ, ოთახში, სულ ცოტა ორი
ორი კაცი ზის, ვისაც ვენდობი და ვფიქრობ, სწორად მოიქცევიან
– თითო გუნდიდან თითო.
‒გასაგებია. მოკლედ, ეს ჩანაწერი ნამდვილი წმინდა გრაალია.
სასამართლოში 995-ე შუამდგომლობით რაც შეიძლება მალე უნდა
შევიდეთ. ამის შემდეგ და'ქუანი ციხიდან ნამდვილად გამოვა და ეს
შენ გააკეთე, ძმაო. შენში არ შევმცდარვარ.
– კარგი, ვნახოთ.
ბოსხმა იცოდა, 995 ამ შემთხვევაში ახალაღმოჩენილი გარემო-
ებების გამო სასამართლოს წინაშე გადაწყვეტილების შეცვლის შუ-
ამდგომლობით შესვლას ნიშნავდა და ეს წინასწარ მოსმენამდე
მოხდებოდა.
–– სად ხარ, უიტიერში თუ დასავლეთ ჰოლივუდში?‒ ჰკითხა ჰე-
ლერმა.
‒დასავლეთ ჰოლივუდის განყოფილებაში, – უპასუხა ბოს-
ხმა,ისევ იგივე ხალხია, ვინც მაშინ იყო, კიდევ რამდენიმე კაცი
პოლიციის დეპარტამენტიდან
– ეს ყველაფერი, ალბათ, ძალიან არ მოსწონთ.
‒ჰო, მაინცდამაინც ბედნიერი არ ჩანან. ელისი და ლონგი ხომ
მათი ხალხია.

324
სატონმა კარიდან თავი გამოყო და ბოსხს ანიშნა, ლაპარაკი
დაამთავრე და ოთახში დაბრუნდი, მოსმენა გავაგრძელოთო. ბოს-
ხმა თავი დაუქნია და საჩვენებელი თითი ასწია, ანიშნა, ერთი წუთი
მაცალეო.
– ხომ არ გინდა, მოვიდე და დედა ვუტირო? ‒ ჰკითხა ჰელერმა.
– არა, ჯერ არა, – უპასუხა ბოსხმა, – ვნახოთ, როგორ წავა საქმე.
თუ დამჭირდები, დაგირეკავ.
– კარგი, მაგრამ გაიხსენე, ამას წინათ რაც გითხარი.ისინი შენი
მეგობრები აღარ არიან. და'ქუან ფოსტერის მეგობრები ხომ, მით
უმეტეს. თავს გაუფრთხილდი.
‒მახსოვს, – უთხრა ბოსხმა, ტელეფონი გათიშა და ოთახში დაბ-
რუნდა.
ჩანაწერის მოსმენა გაგრძელდა და ოცდამეთხუთმეტე წუთზე,
როდესაც ბოსხმა იკითხა: „ოფისში ჩვენ გარდა ვინმე არი-
სო?“,ოთახში ყველა შესამჩნევად დაიძაბა.
თუ შუბერტთან ლაპარაკის დროს ბოსხი, ძირითადად, ჩუ-
მადიყო, ახლა ჩათვალა, რომ აუცილებლად უნდა აეხსნა, რა ხდე-
ბოდა ოფისში და რა ისმოდა ფირზე. ტელეფონი მკაფიოდ იწერდა
ყველაფერს, რაც მისგან დაახლოებით ექვსი ფუტის მანძილზე
ხდებოდა, უფრო მოშორებულ ხმებს კი სიმკვეთრე აკლდა. ბოსხი
ცდილობდა, აღწერილობა მოკლე ყოფილიყო, რომ ფირზე ჩანაწე-
რი მის ხმას არ გადაეფარა.
„ჰოლიდან კარის დაკეტვის ხმა გავიგონეთ“.
„ოფისის კართად ვიდექი, ვუსმენდი და როცა გავიგონე, ერთ-
ერთმა რომ თქვა, არავინ არისო, მივხვდი, ჩვენ გვეძებდნენ...“
„მაგიდა ავაყირავე, რომ ბარიკადად გამომეყენებინა“.
„პირველი სამი ხმა ელისის გასროლაა შუბერტის მიმართუ-
ლებით. ექიმი ხელებაწეული იდგა და მისთვის არანაირ საფრთხეს
არ წარმოადგენდა. სამჯერ ესროლა. მერე ჩემი გასროლის ხმა და
ყვირილი ისმის. მგონი, ჯერ ოთხჯერ ვისროლე და მერე, როცა ელის
მა ლონგი ფარად გამოიყენა და ოთახიდან გაქცევა სცადა, კიდევ
ორჯერ“.

325
ბოსხმა შერიფის დეპარტამენტის პოლიციელს უთხრა, გამოვდი-
ვარო და ჩანაწერიც აქ დამთავრდა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა,გა-
მომძიებლები ხმას არ იღებდნენ. მერე ბოსხმა შეამჩნია, როგორ გა-
აქნია თავი კორნელმა და სკამზე ისე გადაწვა, თითქოს უნდოდა ეჩ-
ვენებინა, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად არ მოეჩვენა.
– რა, გინდა ისევ ამტკიცო, რომ ფოსტერია დამნაშავე?
– იცი, ეს რა არის, – თქვა კორნელმა და თითი მაგიდაზე ტელე-
ფონისკენ გაიშვირა, – ეს უბრალოდ სიტყვებია. შენ არაფერი არა
გაქვს, არანაირი მტკიცებულება, რომელიც ამ ორს პარქსის მკვლე-
ლობასთან დააკავშირებს. გარდა ამისა, შენ ის ტიპი არა ხარ, რო-
მელსაც საკუთარი დეპარტამენტის წინააღმდეგ საჩივარი აქვს შე-
ტანილი და ყველაფერს გააკეთებს, რომ გააშავოს?
ბოსხმა თავი დამცინავად გააქნია და სატონს გახედა. ის არ განძ-
რეულა, ისევე იჯდა, როგორც ჩანაწერის მოსმენისას – წინ გადახ-
რილი და მაგიდაზე ორივე ხელით დაყრდნობილი. მერე თითი ბოს-
ხის ტელეფონისკენ გაიშვირა და უთხრა:
– ეს უნდა გადმომიგზავნო.
– მეც, – თქვა მენდენჰოლმა.
ბოსხმა თავი დაუქნია და ტელეფონი აიღო, ჩანაწერის ფაილი
იმეილში გადაიყვანა და ტელეფონი სატონს გაუწოდა, რომ მას თა-
ვისი იმეილის მისამართი ჩაეწერა. იგივე გაიმეორა მენდენჰოლთა-
ნაც.
– ახლა რა?
– შეგიძლია წახვიდე.
კორნელმა უკმაყოფილება ჟესტით კიდევ ერთხელ გამოხა-
ტა,მაგრამ სატონს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
‒ ერთი რამე უნდა გთხოვო, ჰარი – გარეთ უამრავი რეპორტი-
ორია, 11 საათის ახალი ამბებისთვის ამზადებენ მასალას. ამ
ყველაფერზე ნუ დაელაპარაკები. ეს არავის არაფერში დაეხმარება.
ბოსხი წამოდგა და ტელეფონი აიღო.
– დარდი ნუ გაქვს, ‒თქვა მან, – დანარჩენ ნივთებზე რასმეტ-
ყვით? საფულე, იარაღი, მანქანა?

326
სატონმა შუბლი შეჭმუხნა. ·
ჰო, საფულეს ახლავე დაგიბრუნებთ, – უპასუხა, –– იარაღსა და
მანქანას კი ცოტა ხანს ვერ მოგცემთ. ჯერ ერთი, ბალისტიკური ექ-
სპერტიზაა ჩასატარებელი და შენი იარაღი გვჭირდება. მერე კიდევ,
შუბერტის კლინიკის შენობა და ეზო დანაშაულის ადგილია, იქ მუ-
შაობა ჯერ არ დამთავრებულა. მანქანა ხვალ დილით რომ დაგიბ-
რუნოთ, დაშავდება რამე?
– არაფერი. მეორეც მყავს.
‒მეორე იარაღიც ჰქონდა, მაგრამ ამაზე სიტყვა არ დაუძრავს
მენდენჰოლიც ადგა, თავისი ბლოკნოტი ტყავის დიდ ჩანთაში
ჩადო, რომელშიც, ალბათ, იარაღიც ედო.
‒შემიძლია წაგიყვანო, – უთხრა ბოსხს.

50

მენდენჰოლს თავისი სამსახურის მანქანა ჰოლივუდისკენ


მიჰყავდა. ბოსხმა იფიქრა, რომ სახლში წაყვანის შეთავაზების უკან
რაღაც მიზეზი იმალებოდა. მას შემდეგ, რაც თავისი მისამართი უთ-
ხრა, ბოსხი სავარძელში ნახევრად შებრუნდა და ყურადღებით შეხე-
და. მას მუქი თმა, მუქი თვალები და კრიალა კანი ჰქონდა. ბოსხის
აზრით, ორმოცს კარგად გადაცილებული უნდა ყოფილიყო. საჭეზე
დაწყობილ მის ხელებს შეხედა, არც ერთი ბეჭედი არ ეკეთა. მოდეს-
ტოდანაც40 კარგად ახსოვდა, რომ ბეჭდებს არ ატარებდა.
‒ამ გაუგებრობაში როგორ აღმოჩნდი?
‒ შენთან ნაცნობობის გამო. შიდა გამოძიებასთან შენი უკანას-
კნელი ურთიერთობა სასამართლოში განიხილებოდა, ამან კი
ო'დელთან ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია, მოდესტოს გამო კი
სიაში შემდეგი მე აღმოვჩნდი.

40
ქალაქი კალიფორნიაში

327
თანამშრომლების მიმართ უსამართლო დამოკიდებულების თა-
ობაზე ბოსხის შეტანილი საჩივარი, რომელიც კონკრეტულად გა-
მომძიებელ მარტინ ო'დელისა და კიდევ რამდენიმე პირის წინა აღ-
მდეგ იყო მიმართული, მისი პენსიაზე იძულებით გასვლით დამთავ-
რდა. რამდენიმე წლით ადრე ბოსხი ერთ საქმეზე მუშაობდა მოდეს-
ტოში. შიდა გამოძიებას გაუჩნდა უჭვი, რომ ის განყოფილების პო-
ლიტიკას არღვევდა და ამის შესასწავლად იქ მენდენჰოლი გაგზავ-
ნეს. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მენდენჰოლმა ის გამტაცებ-
ლებისგან გადაარჩინა, რომლებსაც მისი მოკვლა უნდოდათ და დე-
პარტამენტის წინაშე სრულად გაამართლა. ამ შემთხვევის შემდეგ
ბოსხი შიდა გამოძიების გამომძიებელს პატივს სცემდა, ეს კი მის-
თვის მანამდე უცხო იყო. მათ მოდესტოში პატარა რომანიც ჰქონ-
დათ, მაგრამ იმის გამო, რომ ბოსხი გამოძიების ობიექტი იყო, მენ-
დენჰოლი კი – გამომძიებელი, არაფერი გამოვიდა.
– შეიძლება რაღაც გკითხო?
– შეგიძლია ყველაფერი მკითხო, ჰარი, მაგრამ პირობას ვერ
მოგცემ, რომ ყველა კითხვაზე გიპასუხებ. არის რაღაცები, რაზეც
ლაპარაკის უფლება არა მაქვს. თუმცა შეგიძლია ადრინდელივით
ჩემთან გულახდილი იყო და მეც იმავეს გპირდები.
‒კარგი პირობაა.
– საით უნდა წავიდე, ლორელ-კანიონისკან მალჰოლანდით თუ
ჯერ ჰაილენდისკენ და მერე ზევით?
–– მე ლორელ-კანიონისკენ წავიდოდი.
ბოსხის არჩეული მარშრუტი უფრო გრძელი იყო, ინფორმაციის
გასაგებად კი მეტი დრო სჭირდებოდა.
– ელინგტონმა წინასწარ გთხოვა, რომ შინ მანქანით წაგეყვანე
და იმ ოთახის გარეთ აგელაპარაკებინე?
– არა, ეს თვითონ მომივიდა თავში. შენ უმანქანოდ იყავი და მე
წაყვანა შემოგთავაზე. თუ რამეზე დალაპარაკება გინდა, გისმენ.

328
– არა, ამის უკან რაღაც დგას, მაგრამ ჯერ რამდენიმე კითხვას
დაგისვამ. მოდი, ელისით და ლონგით დავიწყოთ. შიდა გამო-
ძიებისთვის ეს მოულოდნელი იყო თუ მათ შესახებ ინფორმაცია უკ-
ვეარსებობდა?
– როგორც ვხედავ, შორი გზიდან მოვლას არ აპირებ, არა?
‒ ისინი ცუდი პოლიციელები არიან, თქვენი სამსახური კი მათ
გამოსააშკარავებლად არსებობს. უბრალოდ, მაინტერესებს, მათზე
რაიმე ინფორმაცია გქონდათ თუ არა?
– იცი, დეტალებს ვერ გეტყვი, მაგრამ მათ თვალყურს ვადევნებ-
დით. საქმე ის არის, რომ იმის მსგავსს ვერაფერს ვიფიქრებდით,
რაც დღეს მოვისმინეთ. მათზე წვრილმანი საჩივრები გვქონ-
და,ძირითადად, სუბორდინაციის დარღვევაზე, მაგრამ, ჩვეულებ-
რივ, ეს სხვა, უფრო დიდი პრობლემების ინდიკატორებია.
– მოკლედ, არანაირი სიგნალები გარედან?‒ მხოლოდ დეპარ-
ტამენტში წვრილმანი პრობლემები?
– არა, არანაირი.
‒ ლონგზე რას იტყვი? გამოძვრება?
‒ კი, გამოკეთდება.
– ლაპარაკი შეუძლია?
– როგორც ვიცი, ჯერ არა.
‒ელისის შესახებაც არავინ არაფერი იცის?
– ჯერ არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფი-
ლი ვართ. ეს შერიფის დეპარტამენტის ოპერაციაა, მაგრამ სხვებიც
ჩართული ვართ. ძებნაც გამოცხადდა. არავის სჭირდება კიდევ ერ-
თი დორნერი. ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა დამთავრდეს.
ქრისტოფერ დორნერი, ლოსანჯელესის პოლიციის დეპარ-
ტამენტის ყოფილი პოლიციელი, რამდენიმე წლით ადრე მკვლელი
გახდა. მის მიერ ჩადენილი მკვლელობების სერია ბიგ-ბეარის41 ახ -
ლოს ორმხრივი სროლის შემდეგ პოლიციელებით ალყაშე-

41
ბიგ-ბეარ ლეიქი პატარა ქალაქია კალიფორნიის შტატის სან-ბერნარდინოს
ოლქში

329
მორტყმულ ქოხში მისი თვითმკვლელობით დამთავრდა. დორნე-
რის საქმე ისეთი ხმაურიანი გამოდგა, რომ მისი გვარი დეპარტამენ-
ტში საზოგადო სახელად იქცა და მას თავაშვებული, უსინდისო პო-
ლიციელების მოსახსენიებლად იყენებდნენ.
‒კიდევ ერთი მთავარი შეკითხვა, დაიწყო ბოსხმა, – საქმესთუ
აღძრავენ მათ წინააღმდეგ? გაასამართლებენ?
‒ისე, ეს ორი შეკითხვაა, – უპასუხა მენდელჰოლმა, – თუ კონ-
კრეტულად მე მეკითხები, ორივეზე პასუხი იქნება – ჰო, მაგრამ ეს
შერიფის დეპარტამენტის საქმეა. ასეთ შემთხვევაში კი პასუხის გა-
ცემა ძნელია. ჩვენს გამგებლობაში არსებულ ყველა საქმეში, ჯეიმზ
ალენის ჩათვლით, შეძლებ ჩახედვას, – ბოსხმა თავი დაუქნია, მაგ-
რამ სანამ პასუხს გასცემდა, ცოტა ხანს დაფიქრდა.
– ესე იგი, ჯეიმზ ალენის საქმეზე ინფორმაცია ჩემგან გჭირდე-
ბათ.
– სწორად მიხვდი.
– ფარული ოპერაციებისათვის გამოსაყენებელი ჰოლივუდის
ათლეტთა კლუბის მანქანების სადგომი შეამოწმეთ. იქ, უკანა
რიგში, კედელთან ხმარებიდან ამოღებული მკვეთრი ნარინჯისფე-
რი „კამარო“ დგას.
– კარგი.
– დარწმუნებული ვარ, ალენის ცხედრის ქუჩაში გადასატა-
ნადელისმა და ლონგმა სწორედ ის გამოიყენეს.
– საბარგული?
ბოსხმა თავი დაუქნია.
‒კარგი, სრულ ექსპერტიზას დავნიშნავ.
– როგორც კი რაიმე შედეგი გექნება, ანგარიშის ასლი იმ ტრაკ
კორნელს გადაუგზავნე.
მანქანის პანელის შუქზე ბოსხმა დაინახა, რომ მენდენჰოლს გა-
ეღიმა. ერთხანს ჩუმად იყვნენ. მალჰოლანდზე შეუხვიეს და აღმო-
სავლეთისაკენ წავიდნენ, მერე კი ლაპარაკი სულ სხვა თემაზე და-
იწყო.

330
‒ჰარი, ძალიან მაინტერესებს, მოდესტოს შემდეგ რატომ არ და-
მირეკე?
ამ შეკითხვისთვის ბოსხი მზად არ იყო.
– ეს მოულოდნელი დარტყმაა, – უთხრა უცებ, სანამ უფრო აზ-
რიანი პასუხის მოფიქრებას მოახერხებდა.
– კარგი, დაივიწყე. ჩათვალე, რომ უბრალოდ ხმამაღლა
ვფიქრობდი. იცი, იქ, მოდესტოში რომ ვიყავით, მეგონა, ჩვენ შორის
რაღაც კავშირი ყალიბდებოდა, მერე კი სულ შენს ზარს ველოდი.
‒ მისმინე, ვიფიქრე... შენ შიდა გამოძიებაში მუშაობდი, ჩემზე კი
საქმე იყო აღძრული. ამიტომ ჩავთვალე, ურთიერთობა რომ გაგვეგ-
რძელებინა, შეიძლებოდა გამოძიების ობიექტი შენც გამხდარიყავი.
მენდენჰოლმა თავი დაუქნია, მაგრამ არაფერი უთქვამს. ბოსხმა
გახედა, თუმცა მისი რეაქციის გაგება მაინც ვერ მოახერხა.
‒დაივიწყე. ამაზე ლაპარაკი არ უნდა დამეწყო. ძალიან არაპრო-
ფესიონალურად გამომივიდა. ახლა შეგიძლია შენ მკითხო.
ბოსხმა თავი დაუქნია.
–კარგი, – უთხრა, – როგორ ფიქრობ, სად არის ახლა ელისი?
‒ ვფიქრობ, მექსიკაში, გაქცევის გზა მომზადებული ექნებოდა.
მანქანა, ფული და, ალბათ, არაერთი პირადობის დამადასტურებე-
ლი მოწმობა. მარტო ცხოვრობდა და, როგორც ჩანს, შუბერტის
ოფისიდან წასვლის შემდეგ შინ არც შეუვლია.
– ეძებე ახლა.
– ჰო, შეიძლება, ნებისმიერ ადგილას იყოს, ‒ თავი დაუქნია მენ-
დენჰოლმა.

331
51

ელისი სიბნელეში იცდიდა. ტელეფონის ეკრანის შუქი მის სახეს


ლურჯ ელფერს აძლევდა. წასვლის წინ უკანასკნელი საქმის
დამთავრებას ელოდებოდა.
ახალი ინფორმაცია შეამოწმა. იქ ფაქტების მცირე ჩამონათვალი
იყო. უკანასკნელი ორი საათის განმავლობაში ახალი არაფერი და-
მატებია. იცოდა, რომ ღამით არც დაემატებოდა. პრესკონფერენცია,
რომელზეც შერიფი და პოლიციის უფროსი პრესის წინაშე წარდგე-
ბოდნენ, დილისთვის იყო დაგეგმილი. ელისს უნდოდა,აუცილებ-
ლად პირდაპირ ეთერში ეყურებინა და ენახა, როგორ შეეცდებოდა
პოლიციის შეფი ამ ყველაფრიდან გამოძრომას, მაგრამ გადარჩე-
ნის ინსტინქტი სხვა გადაწყვეტილებას კარნახობდა. იცოდა, რომ
დილამდე დარჩენილი საათები საუკეთესო დრო იყო ქალაქიდან გა-
სასვლელად, ამ საშინელი ქალაქიდან, რომელიც ადამიანებს უკა-
ნასკნელ ძალას აცლის და შიგნიდან ხრავს.
გარდა ამისა, ყველაფრის გაგებას თავის ტელეფონში ინტერნე-
ტიდან ყოველთვის შეძლებდა. ეს ხომ დიდი სკანდალი იყო და მის
შესახებ ქვეყნის ყველა არხი გადასცემდა, განსაკუთრებით მას შემ-
დეგ, რაც ბოსხსა და ტყუპს იპოვიდნენ.
უცებ ტყუპზე დაფიქრდა. მათ ახალი ამბებისთვის არ უყურებიათ.
არაფერი იცოდნენ და მისგან უჩვეულოს არაფერს ელოდნენ.მაში-
ნაც კი, როცა მის ხელში იარალი დაინახეს, დარწმუნებულნი იყვნენ,
რომ მათ დასაცავად მივიდა. ამ ფიქრით დალიეს სული.
ტელეფონში ფოტოების აპლიკაცია გახსნა და არქივში შევიდა.
წამოსვლამდე ტყუპს სამი ფოტო გადაუღო, მაგრამ მიხვდა, რომ ამ
ფოტოებზე ვერავინ მიხვდებოდა, ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები.
მათი სახეები ისე იყო გადაკეთებული და დაჭიმული, რომ ცოცხ-
ლებიც ისეთივე გაყინულები ჩანდნენ, როგორიც მკვდრები.
ცოტა ხნის შემდეგ ისევ შეამოწმა ინფორმაცია. შუბერტის ოფის-
ში მომხდარი ამბების შესახებ ახალი ისევ არაფერი იყო. ლონგის
მდგომარეობის შესახებაც არაფერს ამბობდნენ. იმეორებდნენ,

332
ცოცხალია და კრიტიკულ მდგომარეობაში „სედარსში“ გადაიყვანე-
სო.
ლონგის სახელსა და გვარს არც ასახელებდნენ, მას ნარკოტიკე-
ბისა და პროსტიტუციის განყოფილების პოლიციელად მოიხსენიებ-
დნენ და ამბობდნენ, რომ სროლის დროს სამსახურებრივ მოვა-
ლეობას არ ასრულებდა. არანაირი განმარტება იმისა, თუ პლასტი-
კური ქირურგიის ცენტრში სროლის დროს რას აკეთებდა, ინფორ-
მაციაში არ იყო.
ელისს არ ახსენებდნენ. ერთი სიტყვაც არ თქმულა, რომ ვინმეს
ძებნა გამოცხადდა ან რომ იქ კიდევ ვინმე იყო. ყველაფერი ეს
მხოლოდ მას შემდეგ გაცხადდებოდა, როცა პოლიციის შეფი მედიის
წინაშე წარდგებოდა კომენტარის გასაკეთებლად.
ელისი დაინტერესდა, რა დრო დასჭირდებოდა ლონგს ასალაპა
რაკებლად. ეს აუცილებლად რომ მოხდებოდა, ეჭვი არ ეპარებოდა.
ლონგი სუსტი იყო და მისით მანიპულირება ადვილი იქნებოდა.
სწორედ ამიტომ აარჩია ის ელისმა, მაგრამ ამას უკვე სხვები, გამომ-
ძიებლები და პროკურორები გააკეთებდნენ. ჯერ წნეხში ამყოფებ-
დნენ, გატეხდნენ, მერე იმედის ნაპერწკალს გაუჩენდნენ და ისიც
ყველაფერს დაფქვავდა. ეს, რა თქმა უნდა, ყალბი იმედი იქნებოდა,
მაგრამ ის დაიჯერებდა.
ელისმა ლონგთან ერთად გატარებული დრო კიდევ ერთხელ გა-
იხსენა. ფიქრობდა, გაქცევის თავისი სტრატეგიის შესახებ ოდესმე
რამე ხომ არ უთქვამს მისთვის. ეს ის გეგმა იყო, რომელსაც აზრი
მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუ მის შესახებ არავის ეცოდინებოდა.
ელისმა საკუთარი თავი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ლონგმა
არაფერი იცოდა და მისგან საფრთხე არ ელოდა.

333
52

თავის სახლთან რომ ჩამოვიდა, ბოსხი პირდაპირ „ჩეროკისკენ“


გაემართა. სატონმა იჯარით აყვანილი მანქანის გასაღები დაიტოვა,
მაგრამ აცმა, რომელზეც სახლისა და „ჩეროკის“ გასაღებები ეკიდა,
ბოსხს თან ჰქონდა. ჯიპის წინა კარი უხმაუროდ გააღო და საჭესთან
დაიხარა. მძღოლის სავარძლის ქვეშ ხელი შეყო და „ქიმბერ ულ-
ტრაკარი“ მოძებნა. გამოიღო და მჭიდი შეამოწმა. ლოს-ანჯელესის
პოლიციის დეპარტამენტში მუშაობის უკანასკნელი ათი წლის გან-
მავლობაში ეს მისი სათადარიგო იარაღი იყო. ტყვია პირში მისცა და
სახლისკენ წავიდა, დაიხარა, სამზარეულოს კარის საკეტი გააღო და
შევიდა. იარაღი აწეული და მომზადებული ჰქონდა.
სახლში სიჩუმე და სიბნელე დახვდა. ხელი ჩამრთველისკენ წა-
იღო და შუქი აანთო. სამზარეულო გაიარა და შუქი იქ ისევ ჩააქრო.
არ უნდოდა, ჰოლში რომ გავიდოდა, ვინმეს დაენახა.
ნელა და ფრთხილად მიაბიჯებდა, ყოველ ოთახში შედიოდა და
შუქს ანთებდა. ელისი არსად ჩანდა. ბოლო ოთახში, ქალიშვილის
საძინებელში რომ შევიდა, უკან მობრუნდა და ყველაფერი, კედლის
კარადის ჩათვლით, კიდევ ერთხელ შეამოწმა.
მისი შიში, რომ გაქცევამდე ელისი რაიმეს უხიმანებდა, ფუჭი აღ-
მოჩნდა და ნელ-ნელა დამშვიდდა. სასტუმრო ოთახში შუქი აანთო,
სტერეოსისტემასთან მივიდა, ჩართო და ფირსაკრავის ნემსი დადო
ფირფიტაზე, რომლისთვისაც არც კი დაუხედავს.
იარაღი სტერეოსისტემაზე დადო, პიჯაკი გაიხადა და დივანზე
მოისროლა. გრძელი და დაძაბული დღის შემდეგ საშინლად დაღ-
ლილი, მაგრამ თან ძალიან აგზნებული იყო. დაძინებას ჯერ ვერ
შეძლებდა. საყვირის პირველი ჰანგები რომ გაიგონა, მიხვდა, უინ-
ტონ მარსალისი42 „მის უდიდებულესობა ბლუზს“ უკრავდა. ეს ძვე-
ლი ვინილის ფირფიტა ცოტა ხნის წინ შემთხვევით იყიდა. სიმღერა

42
ამერიკელი მესაყვირე, კომპოზიტორი და ჯაზის ლინკოლნცენტრის
ხელმძღვანელი

334
მის განწყობას შეეფერებოდა. გასაწევი კარი გააღო, ვერანდაზე გა-
ვიდა და ღრმად ჩაისუნთქა. ღამის ჰაერის სისუფთავე და ევკალიპ-
ტის სურნელი იგრძნო. ბოსხმა საათს დახედა და გადაწყვიტა, რომ
ჰელერთან დარეკვისთვის ძალიან გვიან იყო. ალბათ, უკეთესი იქ-
ნებოდა, ეს დილას გაეკეთებინა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაიგებ-
და, რას იტყოდნენ შერიფი და პოლიციის შეფი ერთობლივ პრეს-
კონფერენციაზე, რომელიც, ალბათ,უკვე დაგეგმილი იყო. მათ ნათ-
ქვამზე იქნებოდა დამოკიდებული ჰელერის შემდგომი სტრატეგია.
დაიხარა, მოაჯირს დაეყრდნო და ქვევით ჩქაროსნულ ტრასას
ჩახედა. შუაღამეს გადაცილებული იყო, მაგრამ ორივე მიმართუ-
ლებით მაინც გაცხოველებული მოძრაობა იყო. ყოველთვის ასე
ხდებოდა. ბოსხი დარწმუნებული იყო, რომ სახლში, სადაც ჩქა-
როსნული ტრასის ხმაური მუდმივად არ ისმოდა, კომფორტულად
დაძინებას ვერასოდეს შეძლებ.
უცებ მიხვდა, რომ სახლში ისე უნდა შემოსულიყო, როგორც მი-
სი ქალიშვილი სკოლის შემდეგ. სამზარეულოს კარში შემოვიდოდა
თუ არა, მედი პირველად მაცივართან მიდიოდა. ბოსხს ახლა ცივი
ლუდი ჩვეულებრივზე გემრიელი მოეჩვენებოდა.
მოულოდნელად უკნიდან ხმა მოესმა.
– ბოსხ.
ნელა შემობრუნდა და ვერანდის შორეულ კუთხეში, სიბნელეში,
სადაც დახრილი სახურავი მთვარის სუსტ შუქსაც კი არ უშვებდა,კა-
ცის სილუეტი დაინახა. ბოსხი მიხვდა, რომ ვერანდაზე გამოსვლი-
სას მას ჩაუარა. ამ კუთხეში ძალიან ბნელოდა და სახეს ვერ ხედავ-
და, მაგრამ ხმა მაშინვე იცნო.
– ელის, აქ რას აკეთებ?‒ რა გინდა?
ელისმა ნაბიჯი წინ გადმოდგა. მთვარის სუსტ შუქზე ჯერ იარაღი
გამოჩნდა და მერე თვითონ. ბოსხმა მის მიღმა სასტუმრო ოთახისა-
კენ გაიხედა და სტერეოსისტემაზე დატოვებულ იარაღს შეხედა, რო-
მელიც უკვე აღარაფერში გამოადგებოდა.
– შენ როგორ ფიქრობ, რა უნდა მინდოდეს?‒ უპასუხა ელისმა,
– გეგონა, ისე წავიდოდი, რომ არ მოგინახულებდი?

335
– არ მეგონა, რომ ასეთი სულელი იყავი. უფრო ჭკვიანი მეგონე.
– სულელი? ფიქრობ, ის კაცი ვარ, რომელიც შენთან მარტო მო-
ვიდოდი?
– სანამ დრო გქონდა, მექსიკაში უნდა გაქცეულიყავი.
– მექსიკა ძალიან მარტივია. მე სხვა გეგმები მაქვს, ოღონდ
მანამდე ერთი საქმე უნდა დავამთავრო.
– ჰო, შენ ის ტიპი ხარ, ვისაც ყველა საქმე ბოლომდე მიჰყავს.
‒ ვიცოდი, ჩემს ძებნას თავს არ დაანებებდი და ასეთ რისკზე წას-
ვლა არ შემეძლო. ჩვენ შენზე ყველაფერი გავიგეთ, ბოსხ. პენსიაზე
გასული და დაუდეგარი – ეს ორი რამ ერთმანეთს ცუდად ესადაგება.
ვერ გავრისკავდი, შენ ხომ ჩემს ძებნას თავს არ დაანებებ. დეპარტა-
მენტი მალე გაჩერდება. ჩემი მოძებნა და სასამართლოს წინაშე
წარდგენა იქ წოდებას არავის მოუმატებს, მაგრამ შენ... ამიტომაც
გადავწყვიტე, ყველაფერი აქვე დამემთავრებინა,– ელისმა ბოსხის-
კენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, გასროლისათვის მანძილი შეამცი-
რა. სიბნელიდან გამოვიდა და ბოსხმა მისი სახეც დაინახა. კანი თვა-
ლების გარშემო დაჭიმული ჰქონდა, შიგნით კი თვალის შავი კაკლე-
ბი – პრიალა და წყლიანი. ბოსხი უცებ მიხვდა, რომ ეს შეიძლებოდა
უკანასკნელი სახე ყოფილიყო, რომელსაც თავის სიცოცხლეში ხე-
დავდა.
– სად აპირებ წასვლას? – ჰკითხა მან და ხელები ასწია, უნდოდა
ეჩვენებინა, რომ უიარაღო და დაუცველი იყო, რომ ელისს გამარ-
ჯვება ეზეიმა, თვითონ კი ცოტა დრო მაინც მოეგო.
– ბელიზში. იქ კარგი პლაჟებია და ძებნას არავინ დამიწყებს,‒
უპასუხა ელისმა ხანმოკლე დუმილის შემდეგ.
ელისს აშკარად ლაპარაკი უნდოდა, ამით ტკბებოდა და პა-
ტივმოყვარეობასაც იკმაყოფილებდა. ბოსხმა გადაწყვიტა, ამით
ესარგებლა.
‒ალექსანდრა პარქსზე მომიყევი,‒ უთხრა.
ელისს გაეღიმა, მიხვდა, რომ ბოსხს დრო გაჰყავდა.
– ამაზე ლაპარაკი არ მინდა. შენ რა, თან აპირებ ამ საიდუმლოს

336
წაღებას? თქვა, იარაღი ასწია და იმ შემთხვევისთვის, თუ ბოსხს ჯავ-
შანჟილეტი ეცვა, თავში დაუმიზნა. ამ მანძილიდან ნამდვილად არ
ააცდენდა.
ბოსხმა თავისი მკვლელის მხარს ზევიდან ისევ სასტუმრო
ოთახისკენ გაიხედა, იარაღს შეხედა. საბედისწერო შეცდომა. მერე
იქვე რაღაც მოძრაობა შეამჩნია. მენდენჰოლი ოთახში იყო და ვე-
რანდის ღია კარისკენ მოდიოდა. ოთახში ჩართული მუსიკისა და
ჩქაროსნული ტრასიდან ხმაურის გამო ელისს არაფერი ესმოდა. ის
უახლოვდებოდა, იარაღი ორივე ხელით ეკავა, აწეული და გამზადე-
ბული.
ბოსხმა ელისს შეხედა.
– მაშინ სხვა რამეს გკითხავ, დაიწყო მან, – შენ და ლონგი ხომ
მითვალთვალებდით, იცოდით, რომ ქალიშვილი მყავს. დღეს ღამე
აქ მოსულს სახლში რომ დაგხვედროდა, რა მოხდებოდა?
– რა მოხდებოდა და, შენს მოსვლამდე მოკვდებოდა. კარგი
იქნებოდა არა, რომ მოხვიდოდი და მკვდარი დაგხვდებოდა?
ბოსხს თვალები გაუშეშდა, ალექსანდრა პარქსის მკვლელობის
ფოტოები გაახსენდა, ის სისასტიკე. უნდოდა, ელისისკენ წასულიყო
და ყელში სწვდომოდა, მაგრამ ის ამისთვის მზად იქნებოდა.უხმოდ
იდგა. ხედავდა, რომ მენდენჰოლი უკვე ოთახსა და ვერანდას შორის
დირეზე იდგა. იცოდა, როგორც კი ფეხს იატაკის ფიცარზე დადგამ-
და, ელისი მიხვდებოდა, რომ უკან ვიღაც იყო.
პოზა ოდნავ შეიცვალა.
– რატომ ახლავე არ მესვრი? – ჰკითხა. უნდოდა, მენდენჰოლის
მოახლოება რაღაცით გადაეფარა.
მან ელისისკენ კიდევ ორი ნაბიჯი გადადგა და მერე გასროლის
გამაყრუებელი ხმა გაისმა. მისი ექო ბოსხმა თითქოს საკუთარ
მკერდში გაიგონა.
ელისი ვერანდის იატაკზე პირქვე ისე დაემხო, გასროლა ვერც
მოასწრო. ბოსხმა სახეზე მისი სისხლის წვეთები იგრძნო.
რამდენიმე წამი ის და მენდენჰოლი გაუნძრევლად იდგნენ,
ერთმანეთს უყურებდნენ. მენდენჰოლი მუხლებზე დადგა და ელისს

337
ხელები ზურგს უკან ხელბორკილით შეუკრა. აშკარა იყო, რომ ელი-
სი საშიში აღარავისთვის იყო, მაგრამ მაინც გააკეთა ის, რაც პრო-
ცედურით იყო გათვალისწინებული. მერე ტელეფონი ამოიღოდა
თითი სწრაფი აკრეფის ღილაკს დააჭირა. სანამ პასუხს ელოდებო-
და, ბოსხს ახედა, ის გაქვავებული იდგა. მას შემდეგ, რაც ელისმა ია-
რაღი მიუშვირა, ადგილიდან ერთი სანტიმეტრითაც არ დაძრულა.
‒ კარგად ხარ? ‒ ჰკითხა, მეშინოდა, რომ ტყვია მისი სხეულის
გავლით შენც მოგხვდებოდა.
ბოსხი დაიხარა და ხელები მუხლებზე დაიწყო.
‒ არა მიშავს, უპასუხა, ისე, ეგეც არ იყო გამორიცხული. სიკ-
ვდილს თვალებში ვუყურებდი, მეგონა, ყველაფერი დამთავრდა.
ხვდები, რას ვამბობ?
– კი, – უპასუხა მენდენჰოლმა.
– ახლა რა უნდა გავაკეთო?
– ალბათ, კარგი იქნება, თუ ოთახში შეხვალ და დაჯდები. ვერან-
დაზე აღარაფერი გვესაქმება. ახლა ჯგუფს გამოვიძახებ.
როგორც კი ტელეფონზე უპასუხეს, თავისი სახელი, გვარი და მი-
სამართი დაუსახელა. მერე ისეთი მშვიდი ხმით, თითქოს პიცას უკ-
ვეთდა, სასწრაფო დახმარების მანქანა და შესაბამისი სამსახური
აცნობა, რომ დანაშაულის ადგილი დაცულია და ტელეფონი გათი-
შა. ბოსხმა იცოდა, რომ საკომუნიკაციო ცენტრს ელაპარაკებოდა
და ამიტომ ყველა დეტალს ითვალისწინებდა. არ უნდოდა ეს ყველა-
ფერი მედიის ყურამდე მისულიყო. პოლიციის საუბრების მოსასმენი
სკანერები ქალაქის ყველა ნიუსრუმში ჰქონდათ.
მენდენჰოლმა მერე თავის ბოსს, ელინგტონს დაურეკა და დეტა-
ლურად მოუყვა, რაც მოხდა. საქმეს რომ მორჩა, ოთახში შევიდა,იქ
ბოსხი უკვე დივანზე იჯდა.
‒მუსიკა გამორთე? – ჰკითხა.
– ჰო, ვიფიქრე, ასე აჯობებს-მეთქი.
‒რა იყო, რას უსმენდი?
‒ უინტონ მარსალისს „მისი უდიდებულესობა ბლუზს“.

338
– იცი, მაგან გადაგვარჩინა, ელისმა ვერ გაიგო, როგორ მივუახ-
ლოვდი.
– თუ ოდესმე უინტონს შევხვდები, მადლობას აუცილებლად გა-
დავუხდი. ეს უკვე მეორეჯერ იყო, იცი?
– რა იყო მეორეჯერ?
– მეორეჯერ გადამარჩინე.
მენდენჰოლმა მხრები აიჩეჩა.
– დაიცავი და ემსახურე, ასე არ არის?
– ეს უფრო მეტია. რატომ დაბრუნდი?
– გახსოვს, ნარინჯისფერი „კამაროს“ შესახებ რომ მითხარი?
აქედან რომ წავედი, პირველივე მოსახვევში ზუსტად ასეთი მანქანა
დავინახე. მაშინვე გავიფიქრე, რომ ის იყო. მივხვდი, სახლში გელო-
დებოდა და დავბრუნდი.
– კარი? კარგად მახსოვს, რომ ჩავკეტე.
‒შიდა გამოძიების დეპარტამენტი, 101. თავის დროზე უამრავი
მოსასმენი აპარატურა დამიყენებია. საკეტებთან ჩემი ურთიერთობა
მაქვს.
‒შთამბეჭდავია, ვერაფერს იტყვი, მაგრამ დეპარტამენტში ამაზე
შეიძლება პასუხი მოგთხოვონ. შენ მაინც პოლიციელი მოკალი.
– მე არჩევანი არ მქონდა. კარგი გასროლა გამომივიდა და სულაც
არ ვნანობ.
– ეგ, რა თქმა უნდა, დღესავით ნათელია, მაგრამ შედეგი მაინც
მოჰყვება.
ბოსხმა იცოდა, დეპარტამენტის პოლიტიკის მიხედვით, სასიკვ
დილო გასროლის უფლება პოლიციელს მხოლოდ პოლიციელის ან
მოქალაქის მიმართ გარდაუვალი საფრთხის არსებობისას ჰქონდა.
ასეთ შემთხვევაში მენდენჰოლს არც თავისი ვინაობის დასახე-
ლება და არც ელისისათვის იარაღის დადების შეთავაზება არ მოეთ-
ხოვებოდა. ზურგიდან მიპარვა და თავში ტყვიის დახლა დეპარტამენ
ტის პოლიტიკის ფარგლებს არ სცდებოდა. ჯერ შიდა გამოძიების
სამსახურის გასროლების განხილვის კომიტეტი და მერე რაიონის
პროკურორის ოფისი მას აუცილებლად გაამართლებდნენ, მაგრამ

339
თანამშრომლების ჭორაობასა და ალმაცერ მზერას მაინც ვერ აირი-
დებდა.
მენდენჰოლმა ღია კარიდან ვერანდაზე ცხედარს გახედა და ბოს-
ხმა დაინახა, როგორ აუკანკალდა სხეული. ასეთი რეაქცია გასრო-
ლას ხშირად მოჰყვებოდა ხოლმე.
– კარგად ხარ? – ჰკითხა ბოსხმა.
‒არამიშავს,უბრალოდ... უპასუხა მან, უბრალოდ, ეს წუთია კა-
ცი მოვკალი, იცი?
ბოსხმა თავი დაუქნია.
– და მე გადამარჩინე, ეს აუცილებლად უნდა გახსოვდეს.
– კარგი, მემახსოვრება. ბოლოს რას ამბობდა? ‒უკნიდან რომ
ვეპარებოდი, არაფერი მესმოდა. მუსიკა ყველაფერს ფარავდა.
სანამ უპასუხებდა, ბოსხი დაფიქრდა. მიხვდა, რა შესაძლებლო-
ბა ეძლეოდა. მენდენჰოლს არაფერი გაუგონია. არ არსებობდა მოწ-
მე, რომელმაც გაიგონა, რა უთხრა ბოსხს ელისმა ვერანდაზე.
იმას, რასაც ახლა ბოსხი იტყოდა, სასამართლოში მოწმის კა-
თედრიდინ თქმულს, სიმართლის ძალა მიეცემოდა. იცოდა, რომ შე-
ეძლო და’ქუანის გარანტირებული გათავისუფლებისათვის მიეღწია,
თუ იტყოდა, რომ ელისმა ალექსანდრა პარქსის მკვლელობა
აღიარა.
ბოსხს გაახსენდა ყველა უხილავი ზღვარი, რომლებსაც ამ საქმე-
ზე მუშაობის ერთი კვირის განმავლობაში გადააბიჯა. უცებ თვალწინ
დაუდგა კაცი, რომელიც თოკზე გადიოდა და წონასწორობის დაცვას
ქოლგით ცდილობდა. ეს ბოსხი იყო.
ბოლოს გადაწყვიტა, რომ ამ ზღვარს ვერასოდეს გადააბიჯებდა.
‒ ბევრი არაფერი უთქვამს, – უპასუხა ბოლოს, – მხოლოდ ის,
რომ ბელიზში აპირებდა გაქცევას და წასვლამდე ჩემი მოკვლა უნ-
დოდა მოესწრო...
მენდენჰოლმა თავი დაუქნია.
‒...და დიდი შეცდომაც დაუშვა.

340
53

ის, რომ ტყუილის თქმა არ მოინდომა და არ განაცხადა, რომ


ელისმა ალექსანდრა პარქსის მკვლელობა აღიარა, ბოსხს მალე
წინ დახვდა. პოლიციელის სიკვდილის შემდეგ კარგა ხანს პარქსის
მკვლელობაში ეჭვმიტანილად ისევ და’ქუან ფოსტერი ითვლებოდა.
შერიფის დეპარტამენტი გამოძიებას აჭიანურებდა. ლონგს უამრავ
რამეში დასდეს ბრალი, ექიმ ჯორჯ შუბერტის მკვლელობაში კი თა-
ნამონაწილეობისათვის, რადგან კანონი მძიმე დანაშაულის შესახებ
ამასაც ითვალისწინებს. მაგრამ პარქსის საქმეში არაფერი შეცვლი-
ლა. შერიფის დეპარტამენტი არ აღიარებდა, რომ პარქსის მკვლე-
ლობა ელისისა და ლონგის ფარული შეთქმულების შედეგი იყო.
ყველაფერ ამაში წვლილი, ბიუროკრატიის გარდა, პოლიტიკასა
და საზოგადოებრივი ორგანიზაციების უუნარობას მიუძღოდა. ორი
სამართალდამცავი ორგანო თავის დროს ელოდა. კომენტარს არ
აკეთებდნენ და უარს ამბობდნენ, ეღიარებინათ, რომ ალექსანდრა
პარქსის, ჯეიმზ ალენის, პიტერ და პოლ ნგუენებისა და ჯორ შუბერტ-
ის მკვლელობებს შორის კავშირი არსებობდა.
დებორა სტოუველისა და ჯოსეტ ლეროქსის, პროფესიონალურ
პორნოწრეში ეშლი ჯაგსად და ენი მინქსად ცნობილი ტყუპის მკვლე-
ლობაც ერთობლივი გამოძიების ნაწილი იყო. ფოსტერი ისევ სა-
ოლქო ციხეში იჯდა. სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას
ინერციით ისევ იმავე მიმართულებით წაიყვანდნენ, მაგრამ მათ
შემდგომ ნაბიჯებს ფოსტერის ადვოკატი უშლიდა ხელს. როცა ელი-
სის სიკვდილისა და ლონგისათვის ბრალდების წაყენების შემდეგ
მისი კლიენტი დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლეს, მიკი ჰელერმა
სასწრაფოდ 995-ე შუამდგომლობა შეიტანა, რომელშიც ახალაღ-
მოჩენილი მტკიცებულებების ფონზე წინასწარი მოსმენის დროს გა-
მოძიების არგუმენტების გაბათილებას ითხოვდა.

341
ერთი კვირის შემდეგ, ხუთშაბათს, როდესაც დილის რვა საათზე
ქალაქში ტემპერატურა ფარენჰაიტით 80 გრადუსს ასცდა, მიკი ჰე-
ლერი კრიმინალური სასამართლოს 114-ე დარბაზში მოსამართლე
ჯოზეფ სეკვილის წინაშე წარდგა. ადრე ბოსხი ჰელერის სასამარ-
თლოში მუშაობას მაყურებლის როლში აკვირდებოდა, ახლა კი
პროცესის მონაწილე იყო. ჰელერმა ბოსხი მოწმედ შუბერტის ოფის-
ში საუბრისა და სროლის სცენის ჩანაწერის წარსადგენად მოიწვია.
გარდა ამისა, პარქსის მკვლელობის გამოძიებისა და ალენის
მკვლელობასთან მისი კავშირის შესახებ უნდა მოეთხრო.
ფოსტერის მოწმის კათედრასთან გამოძახებაზე ჰელერმა უარი
თქვა. ეს ძალიან სარისკო ნაბიჯი იქნებოდა. ნებისმიერი არასწორი
ნაბიჯი შეიძლებოდა მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე მის წი-
ნააღმდეგ გამოეყენებინათ იმ შემთხვევაში, თუ ჰელერის შუამ-
დგომლობა შედეგს არ მოიტანდა და წინა მოსამართლის განკარგუ-
ლება წინასწარი მოსმენის დროსვე არ გაუქმდებოდა. ფოსტერის
ალიბის დეტალების შესახებ ბოსხი თავისი გამოძიების დასკვნაში
ისაუბრებდა. ბოსხის სასარგებლოდ არჩევანი ჰელერმა სასამარ-
თლოში მისი ოცდაათწლიანი გამოცდილების გამო გააკეთა. მოსმე-
ნამდე ორი დღის განმავლობაში ისინი რეპეტიციას გადიოდნენ. ჰე-
ლერი ყურადღებით ადევნებდა თვალს, რომ ბოსხის ჩვენება დაცვ-
ის პოზიციას სრულად დამთხვეოდა. ეს კი შემდეგში მდგომარეობ-
და: ფოსტერს საქმე შეუკერეს, ამისათვის კი მისი დნმ გამოიყენეს,
რომელიც ალენისგან მოიპოვეს. ელისი და ალენი ამქვეყნად აღარ
იყვნენ, ლონგი კი თანამშრომლობაზე უარს ამბობდა.
ამიტომ ჩვენების მიცემის მთელი სიმძიმე ბოსხს უნდა ეტვირ-
თა.სასამართლო დარბაზი გავსებული იყო. საქმე შვიდ მკვლე-
ლობას მოიცავდა პლუს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენ-
ტის ოფიცრის, დონ ელისის გარდაუვალი აუცილებლობით გამოწ-
ვეული მკვლელობა საერთო ჯამში რვა სიკვდილი ამ საქმეს
სკანდალურს ხდიდა. ასეთი საქმეები სასამართლო დარბაზში ხში-
რად არ განიხილებოდა ხოლმე. ამ მოვლენებს მედიაც ფართოდ
აშუქებდა. ადგილობრივი, ნაციონალური და ინტერნაციონალური

342
მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა იარუსი მთლიანად გაავსეს.
მათ გარდა, სასამართლო დარბაზში იყვნენ გამომძიებლები, ადვო
კატები, რომლებსაც ამ საქმესთან არაფერი აკავშირებდათ, და სხვა
შემთხვევითი მაყურებლები. ბოსხის ქალიშვილი დაცვის მაგიდის
უკან პირველ რიგში იჯდა. კოლეჯში წასვლამდე სულ რამდენიმე
დღე ჰქონდა დარჩენილი. მას გვერდით მისჯდომოდა მენდენჰოლი,
რომელსაც მოსმენის შედეგი სამართლიანად აინტერესებდა.
ფოსტერის ოჯახის წევრები სხდომას არ ესწრებოდნენ. როგორც
ჩანს, ჰელერს სთხოვა, მისი ცოლი არ მოეწვია ან ამ სხდომის შესა-
ხებ არ შეეტყობინებინა მისთვის, რადგან ეშინოდა, რომ თავისი
ქმრის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ჩვენებებს მოისმენდა და
ეს მათ ქორწინებას შეიწირავდა. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციის
დამალვა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ
დეტალების შესახებ ლაპარაკისას გადავსებულ დარბაზში ყველას
დასანახად მაინც არ იჯდებოდა.
პროკურორის მაგიდის უკან, პირველ რიგში ლექსი პარქსის
ქვრივი, შერიფის მოადგილე ვინსენტ ჰარიკი უნიფორმაში გამოწ-
ყობილი იჯდა. მხარს, აქეთ-იქით, ასევე უნიფორმაში გამოწყობილი
შერიფის დეპარტამენტის ორი წარმომადგენელი უმშვენებდა ისინი,
თავიანთი კოლეგის მხარდაჭერის გარდა, ცდილობდნენ,ყველას-
თვის ეჩვენებინათ, რომ იზიარებდნენ შერიფის გამოძიების შედეგს,
რომელიც თითს ისევ და’ქუან ფოსტერისაკენ იშვერდა.
მოწმის კათედრასთან მდგარი ბოსხი ჰელერს უყურებდა და ეჩვე
ნებოდა, რომ ის მოსამართლესა და ჟურნალისტებს ეთამაშებო-
და.ყოველთვის, როდესაც შეკითხვას სვამდა და პროკურორი პრო
ტესტს აცხადებდა, ჯერ მოსამართლეს შეხედავდა, მერე – ჟურნა-
ლისტებს.
რაიონის პროკურატურას მბრალდებლად ბრედ ლენდრესი და-
ენიშნა. ის ელენ ტასკერს ცვლიდა. ამის მიზეზად 995-ე შუამდგომ-
ლობის საფუძველზე მოსმენასა და წინასწარ მოსმენას შორის წარ-
მოშობილი კონფლიქტი გამოცხადდა, რომელზეც ბრალდებას ტას-
კერი წარმოადგენდა. მაგრამ სასამართლოს კულუარებში ითქვა,

343
რომ რაიონის პროკურორის ოფისში ამ საქმეს „დაჭრილ იხვად“
თვლიდნენ და მას საუკეთესო პროკურორი ჩამოაშორეს, რომ მისი
ბრწყინვალე რეპუტაცია არ შელახულიყო. ლენდრესის არც ისე სა-
შური ამოცანა შერიფის დეპარტამენტისა და ლოს-ანჯელესის პო-
ლიციის დეპარტამენტის გაყინულ გამოძიებაში პროგრესის მიღწე-
ვამდე საქმის ერთ დონეზე შენარჩუნება იყო. ბოსხის აზრით, ლენ-
დრესი ნიჭიერი და შრომისმოყვარე პროკურორი იყო, მაგრამ მიკი
ჰელერთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. ლენდრესის არაერთგზის
პროტესტის გამოისობით ჰელერს ორი საათი დასჭირდა, რომ ბოს-
ხის დაკითხვა დაემთავრებინა და ნიადაგი მოემზადებინა იმისათ-
ვის, რასაც უკვე „შუბერტის ჩანაწერი“ ერქვა. იმის გამო, რომ მოს-
მენა მხოლოდ მოსამართლის წინაშე მიმდინარეობდა, ქცევის არა-
ფორმალური გზა აირჩია. გამოკითხვის დროს ფეხზე არ დგებოდა,
დაცვის მხარის მაგიდასთან ციხის კომბინეზონში გამოწყობილი
ფოსტერის გვერდით იჯდა.
ჰელერმა და ბოსხმა ყველაფერი დაწვრილებით დააფიქსირეს,
რასაც გეგმავდნენ და რაც რეპეტიციების დროს გავლილი
ჰქონდათ. ახლა ლენდრესის ჯერი დადგა, რომ ჯვარედინი დაკით-
ხვა დაეწყო. წამოდგა და კათედრისაკენ გაემართა, არჩია, პოლიცი-
ის ყოფილი დეტექტივის დაკითხვა უფრო ფორმალურად და თან
მრისხანედ წაეყვანა.
იმის ნაცვლად, ბოსხისათვის გამოძიების შედეგების შესახებ და-
ესვა კითხვები, გადაწყვიტა, მისი მუშაობის მეთოდებზე პრეტენზია
გამოეთქვა და გამოეაშკარავებინა, რომ ბევრ რამეს კანონის გვერ-
დის ავლით აკეთებდა, ბევრს კი მალავდა. პროკურორმა ძველი და
გაცვეთილი სტრატეგია აირჩია, როდესაც ამბის მომტანს უტევენ,
რადგან თვითონ ამბავი ეჭვს არ იწვევს და მას ვერაფერს დააკლებ.
ლენდრესი ბოსხის გამოძიებაში მითითებულ ყოველ ადამიანზე ერ-
თსა და იმავე შეკითხვას რამდენიმეჯერ იმეორებდა.
ლენდრესი: ამ პიროვნებას უთხარით, რომ პოლიციის ოფიცერი
ხართ?
ბოსხი: არა, არ მითქვამს.

344
ლენდრესი: მაგრამ არ გიცდიათ, გადაგერწმუნებინათ, რომ
სამართალდამცავი სტრუქტურის მოქმედ ოფიცერს ელაპარაკებო-
და.
ბოსხი: არა, ეს სიმართლე არ არის. ის არ ფიქრობდა, რომ პო-
ლიციის ოფიცერი ვარ, რადგან ეს მისთვის არ მითქვამს. არც ბეიჯი
მქონდა, არც იარაღი და არ მითქვამს, რომ პოლიციელი ვარ.
ამ სტრატეგიით ცოტა ხანში დარბაზში ყველა დაიღალა, გან-
საკუთრებით მოსამართლე სეკვილი, რომელსაც მოსმენისთვის
მხოლოდ დილის საათები ჰქონდა განსაზღვრული. ჰელერის ყო-
ველ პროტესტს მანამდე აკმაყოფილებდა, სანამ ის თავისი აზრის
ჩამოყალიბებას მოასწრებდა, ლანდრესს კი რამდენჯერმე შესთავა-
ზა, თავისი მოსაზრება მოკლედ გამოეთქვა, ბოლოს კი უთხრა, სასა-
მართლოს ძვირფას დროს აკარგვინებთო.
როგორც იქნა, ლენდრესმა ბოსხის ჯვარედინი დაკითხვა და ას-
რულა და დაცვის მაგიდასთან ჰელერის გვერდით დაჯდა, იქ კი თავს
უხერხულად გრძნობდა, თითქოს ოთახის არასწორ მხარეს იჯდა,
თითქოს მარჯვენასაჭიან მანქანას მართავდა.
ჰელერს მისი წუხილი არ შეუმჩნევია. თითებს მაგიდაზე აკა-
კუნებდა და შემდეგ ნაბიჯზე ფიქრობდა.

‒მისტერ ჰელერ, გყავთ კიდევ მოწმე? ‒ ჰკითხა ბოლოს მოსა-


მართლემ.
ჰელერი ბოსხისკენ გადაიხარა და ჩასჩურჩულა:
– მოდი, ახლა კამათელი გავაგოროთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ
არა დათვის ხაფანგში მათ მოქცევას.
მერე ადგა და სასამართლოს მიმართა.
‒არა, მეტი მოწმე აღარ გვყავს. დაცვის მხარე საქმის გან-
ხილვისთვის მზად არის.
ჰელერი დაჯდა და სეკვილმა ყურადღება ლენდრესზე გადაიტა-
ნა.
‒შტატს ჰყავს კიდევ მოწმე? ‒ იკითხა.

345
‒შტატი შერიფის დეპარტამენტის დეტექტივ კორნელს იძახებს
მოწმედ.
კორნელი პროკურორის მაგიდიდან ადგა და მოწმის კათედრის
კენ წავიდა. ფიცის დადების შემდეგ, ლენდრესის შეკითხვების
დახმარებით, ალექსანდრა პარქსის მკვლელობის თავისი ვერსია
წარმოადგინა.
ბოსხი უკან გადაიხარა, თავის ქალიშვილს შეხედა და თავი
დაუქნია, მანაც იგივე გააკეთა. მერე ბოსხმა მზერა მენდენჰოლზე
გადაიტანა, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და შიდა გამოძიების
დეპარტამენტის დეტექტივის სახე ღიმილმა გაანათა. ცოტა ხნით ად-
რე, სასამართლო სხდომის დაწყებამდე, დერეფანში მენდენჰოლი
თავის ქალიშვილს გააცნო და უთხრა, ამ ქალმა ორჯერ გადამარჩი-
ნაო. მენდენჰოლმა თავი უხერხულად იგრძნო, ალბათ, მედიმაც,
მაგრამ ჰარი ბედნიერი იყო, რომ ისინი ერთმანეთს სწორედ ასე გა-
აცნო.
ლენდრესს კორნელი იმისათვის სჭირდებოდა, რომ პარქსის
მკვლელობის საშინელ დეტალებზე, იმ საშინელებაზე, რაც დანაშა-
ულის ადგილზე დახვდათ, და აუტოფსიის დეტალებზე გაუთავებ-
ლად ელაპარაკა. მერე სპეციფიკურ საკითხებზე გადავიდნენ,ისე-
თებზე, როგორიცაა მსხვერპლის სხეულიდან სათესლე სითხის შეგ-
როვება. კორნელის, როგორც პროფესიონალის, აზრით, ეს სითხე
უხეში სექსუალური ძალადობის შედეგად დარჩა მსხვერპლის სხე-
ულზე თუ სხეულში. ის დანაშაულის ადგილზე არავის მიუტანია.
ჰარიკი კორნელის ჩვენების დროს დარბაზში თავაწეული იჯდა.
აშკარად დარწმუნებული იყო, რომ თავისი ცოლის მკვლელისგან
სულ რაღაც თორმეტ ფუტზე იჯდა, დაცვის მაქინაციები კი მისთვის
სიმართლით მანიპულირების მცდელობა იყო. მხარს ის ოფი-
ციალურ ვერსიას უჭერდა.
ლენდრესმა კორნელს დაკითხვის ბოლოს დასკვნის ჩამოყა-
ლიბების საშუალება მისცა:
– სექსუალურ ნიადაგზე მკვლელობების გამომძიებლად მუ-
შაობის ხანგრძლივი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია ვთქვა,

346
რომ მის პარქსი ნამდვილად გააუპატიურეს, მის ბარძაყზე, თეთრე-
ულსა და ვაგინაში ნაპოვნი სპერმა მოძალადეს ეკუთვნის და ის იქ
არავის მიუტანია. ეს უკანასკნელი მოსაზრება საერთოდ აბსურდუ-
ლად მეჩვენება.
მოსამართლემ კითხვების დასმის უფლება ჰელერს მისცა.
– დეტექტივო კორნელ, დანაშაულის ადგილზე გამომძიებლებმა
ან ექსპერტებმა პრეზერვატივი იპოვეს?
კორნელს სახეზე დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა.
– არა, – თქვა მან, იქ სპერმის ისეთი ოდენობა ვიპოვეთ,რომ სა-
ფუძველი არ გვქონდა გვეფიქრა, რომ დამნაშავემ პრეზერვატივი
გამოიყენა· სხეულიდან და თეთრეულიდან შეგროვებული სპერმის
ოდენობა იმაზე მიუთითებდა, რომ მკვლელს პრეზერვატივი არც უხ-
მარია. ეს დიდი შეცდომა იყო.
– მკვლელის შეცდომა, გაიმეორა ჰელერმა, – ეს ის მკვლელია,
რომელმაც, თქვენი აზრით, თავისი მსხვერპლი საგულდაგულოდ
შეარჩია. ასეა?
– დიახ, ასეა.
‒ და მკვლელობაც გულდასმით დაგეგმა, ასეა?
– ასეა.
‒ მან ასევე იცოდა, რომ მსხვერპლს ძაღლი არ ჰყავდა და ჭიშკა-
რზე აბრა მხოლოდ ქურდების შესაშინებლად იყო გამოკრული.
‒ჩვენ ასე ვფიქრობთ.
– და სახლში უკანა ფანჯრიდან მაშინ შევიდა, როდესაც
მსხვერპლს ეძინა, ასეა?
– ასეა.
– ესე იგი,ხანგრძლივ გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყ-
რდნობით თქვენ ამტკიცებთ, რომ მკვლელმა დიდი ყურადღებით
შეარჩია მსხვერპლი, მერე მეთოდურად დაგეგმა და აღასრულა
მკვლელობა, მაგრამ პრეზერვატივის წაღება უბრალოდ დაავიწ-
ყდა?
‒არ არის გამორიცხული, პრეზერვატივი ჰქონოდა, მაგრამ არ
გამოეყენებინა. სრულიად შესაძლებელია, რომ თავდასხმის დროს

347
გამხეცებულს პრეზერვატივის გამოყენება დავიწყებოდა.
‒გამხეცებულს? ესე იგი, ახლა ამტკიცებთ, რომ ეს მკვლელობა
გამხეცებულმა ჩაიდინა?‒ მეგონა, საგულდაგულოდ დაგეგმილ და-
ნაშაულად თვლიდით.
‒ერთადერთი, რაც ვიცი, ის არის, რომ ეს ყველაზე სასტიკი
მკვლელობაა, რაც დეპარტამენტში მუშაობის თოთხმეტი წლის გან-
მავლობაში მინახავს, სისასტიკე კი კონტროლის დაკარგვას არ გა-
მორიცხავს.
ამ დროს მოსამართლე ჩაერია და შუადღის შესვენება გამოაცხა-
და. პროცესის ყველა მონაწილეს მოუწოდა, თხუთმეტ წუთში ისევ
შეკრებილიყვნენ, სკამიდან წამოხტა და დარბაზიდან გავიდა.

54

როგორც კი სასამართლო დარბაზში დაბრუნდა და კორნელმა


ისევ მოწმის კათედრასთან დაიკავა ადგილი, ჰელერი საბოლოო
დარტყმისთვის მოემზადა.
‒ სახლში სააბაზანოები შეამოწმეთ, დეტექტივო კორნედლ? –
ჰკითხა მან, – პირსაბანების ტრაპებში ან ტუალეტებში ეძებეთ?
დარწმუნდით, რომ მკვლელს პრეზერვატივი არ გადაუგდია?
– არა, – გაღიზიანებით უპასუხა კორნელმა, – ჯერ ერთი,ასეთი
რამეები ტელევიზორში ხდება ხოლმე. თუ ვინმემ პრეზერვატივი გა-

348
დააგდო, ვეღარ იპოვი. და მეორეც, ამის საჭიროება არ იყო. დანა-
შაულის ადგილზე მკვლელის სპერმა ყველგან იყო დატოვებული და
ამიტომ პრეზერვატივი აღარ გვიძებნია.
– კარგი, ვაღიარებ, შევცდი, – უთხრა ჰელერმა, და რა უქენით
სპერმას, რომელიც, თქვენს სიტყვებს გავიმეორებ, დანაშაულის
ადგილზე ყველგან იყო?
– ექსპერტებმა შეაგროვეს და შერიფის დეპარტამენტის ლაბო-
რატორიაში ანალიზისთვის მიიტანეს. იქიდან კალიფორნიის იუსტი-
ციის დეპარტამენტში გადაგზავნეს, რომ შტატის დნმ-ის ბაზაში თან-
ხვედრა მოეძებნათ.
‒ასე დაემთხვა ის მისტერ ფოსტერის დნმ-ს, არა?
– დიახ.
‒თქვენ ანალიზი ახსენეთ, რა ტიპის ანალიზზე ვლაპარაკობთ?
‒ მიწოდებული მასალიდან დნმ გამოყვეს, გამოიკვლიეს პრო-
ტეინები, სისხლის ჯგუფი, ქრომოსომების მახასიათებლები და რამ-
დენიმე სხვა ფაქტორი. ყველაფერი ეს მონაცემთა ბაზაში ინახება.
ჰელერი ამ ხნის მანძილზე პირველად ადგა და კათედრასთან მი-
ვიდა. მისმა მომზადებულმა დათვის ხაფანგმა კორნელს, ბოლოს
და ბოლოს, ფეხში კბილები ჩაავლო, მაგრამ მან ეს ჯერ არ იცოდა.
‒ დეტექტივო კორნელ, თქვენი ლაბორატორიის ანალიზი სპერ-
მაში პნკ-საც შეიცავს?
კორნელი ისე დაიჯღანა, თითქოს თვლიდა, რომ ჰელერი ქარის
წისქვილებს ებრძოდა.
‒ იცით, ეს რა არის, დეტექტივო?
‒ დიახ. პრეზერვატივის ნარჩენების კვალი.
– რატომ არ გამოიკვლია ლაბორატორიამ ეს?
– იმიტომ, რომ პნკ-ს გამოკვლევა დნმ-ის ანალიზის სტანდარ-
ტულ პროცედურაში არ შედის. ეს დამატებით კვლევას მოითხოვს.
ამისათვის მასალა დამოუკიდებელ ლაბორატორიაში უნდა გადაიგ-
ზავნოს.
– თქვენ კი ეს არ გინდოდათ?

349
– არც დანაშაულის ადგილის დათვალიერება და არც აუტოფსი-
ის შედეგები არ იძლეოდა საფუძველს გვეფიქრა, რომ მკვლელმა
პრეზერვატივი გამოიყენა.
– მაგრამ, თუ დანაშაულის ადგილზე პრეზერვატივი არ გიძებნი-
ათ და ლაბორატორიისათვის პნკ-ის აღმოსაჩენად დამატებითი
კვლევა არ შეგიკვეთიათ, როგორ შეიძლება ამაში ასე დარწმუნებუ-
ლი იყოთ?
კორნელმა ჯერ ლენდრესს შეხედა, მერე მოსამართლეს და
ხელები ზევით ასწია.
– ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, თქვა მან, – ეს უაზრობაა.
– ჩემთვის არა, – თქვა ჰელერმა.
სანამ ლენდრესი პროტესტს გამოთქვამდა, მოსამართლემ დაას-
წრო და ჰელერს სთხოვა, ფაქტებით ელაპარაკა.
– შეკითხვები დასვით, მისტერ ჰელერ, ‒ უთხრა მან.
– დიახ, თქვენო ღირსებავ, ‒ თქვა ჰელერმა, დეტექტივო კორ-
ნელ, თქვენ, ალბათ, იცით, რომ სასამართლომ შტატს შეგროვილი
დნმ-ის ნაწილის დაცვის მხარისათვის გადაცემა მოსთხოვა. მას და-
მოუკიდებელი ანალიზი უნდა გაეკეთებინა.
– დიახ,ვიცი.
ამის შემდეგ ჰელერმა მოსამართლეს დაცვის მხარის შეკვე-
თილი ანალიზის შედეგი გადასცა და სთხოვა, კორნელს ის ხმა-
მაღლა წაეკითხა. ამ მოთხოვნას ლენდრესის ხანგრძლივი შეპასუ-
ხება მოჰყვა.მან ამ დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა ორი მი-
ზეზით გააპროტესტა. პირველი მან ჰელერი ახალაღმოჩენილი გა-
რემოების დამალვაში დაადანაშაულა, რადგან სასამართლოში
წარდგენამდე მას დოკუმენტი პროკურატურისთვის არ გაუცნია, და
მეორე ‒ ლენდრესი წინააღმდეგი იყო, რომ დამოუკიდებელი ექ-
სპერტიზის შედეგი კორნელს წაეკითხა, რადგან ამის წინასწარ დად-
გენილი საფუძველი არ არსებობდა.

350
– ეს აქ გვიფრიალებს ლაბორატორიის კვლევის შედეგს,
რომლის შესახებ პროკურატურას არაფერი სმენია, – თქვა ლენ-
დრესმა, – გარდა ამისა, ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს, რომელ ლა-
ბორატორიაში გაკეთდა ეს ანალიზი და კონკრეტულად ვინ გააკეთა.
ჰელერს შეეძლო ამ დილით სასამართლოსკენ მომავალს ეს დო-
კუმენტი „უოლმარტში“ შეეძინა.
ლენდრესი ისეთი ამაყი სახით დაჯდა, აშკარად დარწმუნებული
იყო, რომ ბრწყინვალე სიტყვა თქვა. ვერ ხვდებოდა, რომ ფეხზე
დათვის ხაფანგი ეკიდა.
ჰელერი ადგა, კათედრასთან მივიდა და ჯერ ლენდრესს მი-
უბრუნდა.
‒„უოლმარტში“? – თქვა მან, – მართლა?
მერე მოსამართლეს გახედა და ლენდრესის არგუმენტების
გაცამტვერება დაიწყო.
– ჯერ ერთი, თქვენო ღირსებავ, მინდა სასამართლოს წარ-
ვუდგინო იმეილის ასლი, რომელიც ამტკიცებს, რომ ლაბორატო-
რიიდან მიღებული დოკუმენტი, რომლის კანონიერებას მისტერ
ლენდრესი ეჭვქვეშ აყენებს, ორი დღის წინ მე თვითონ გადავუგზავ-
ნე ელენ ტასკერს, რომელიც, როგორც დაცვის მხარემ იცოდა, ამ
საქმეზე დანიშნული პროკურორი იყო. ·
‒ ჰელერმა იმეილის ასლი თავზემოთ ასწია და დროშასავით
ააფრიალა. ლენდრესმა ესეც გააპროტესტა, მაგრამ სეკვილმა დო-
კუმენტის ნახვა მოინდომა. ჰელერმა დოკუმენტი გადასცა. მას
შემდეგ, რაც მოსამართლემ იმეილი წაიკითხა, ჰელერმა განაგრძო:
‒დოკუმენტი, რომელიც ლაბორატორიიდან მივიღეთ, რაიონის
პროკურორის ოფისს გადავეცით, იქ არსებულ კომუნიკაციის პრო-
ბლემებზე კი დაცვის მხარე პასუხს ვერ აგებს, თქვენო ღირსებავ.
ლენდრესი ადგა, რომ ისევ პროტესტი გამოეთქვა, მაგრამ
სეკვილმა შეაწყვეტინა.
‒ამას ვერ გააპროტესტებთ, მისტერ ლენდერს, – უთხრა მან,იქ-
ნებ, ისევ საქმის არსს დავუბრუნდეთ, მისტერ ჰელერ?

351
‒ თქვენო ღირსებავ, ეს ხომ საქმის არსობრივი განხილვა არ
არის, წინასწარი მოსმენაა, რომელზეც მხარეებმა მოპოვებული
მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ. ამ მოსმენის დროს სა-
სამართლომ შტატს ნება დართო, კორნელის პირით მტკიცებულებე-
ბი წარედგინა, მათ შორის იყო დნმ-ის ანალიზი, რომელსაც მისი
შემსრულებელი ლაბორატორიის პერსონალის სია არ ახლდა. დაც-
ვის მხარეც ასეთივე შესაძლებლობას ითხოვს.
ეს სიმართლე იყო, რადგან შტატის კონსტიტუციის მიხედვით, წი-
ნასწარ მოსმენაზე მტკიცებულებების წარდგენის მიზანი პროცესის
დაჩქარება იყო. პროკურატურას შეეძლო მტკიცებულებები თავისი
გამომძიებლების პირით წარმოედგინა და მათთვის მოწმეების ჩვე-
ნებების დაჯამების საშუალება მიეცა, რაც სასამართლოს უამრავი
მოწმის გამოძახებისა და დაკითხვის ხანგრძლივ პროცესს თავიდან
ააცილებდა.
მოსამართლემ დადგენილება სწრაფად გამოიტანა.
– შეგიძლიათ განაგრძოთ, მისტერ ჰელერ, – თქვა მან, – თუ მივ-
ხვდებით, რომ არასწორი მიმართულებით მივდივართ, გაჩერებას
ყოველთვის შევძლებთ.
ჰელერმა ლენდრესს, კორნელსა და მოსამართლეს ლაბორატო
რიის კვლევის შედეგები გადასცა და ისევ ტრიბუნას დაუბრუნდა.
მას შემდეგ, რაც კორნელს რამდენიმე შეკითხვით დააზუსტები-
ნა, რა დოკუმენტი იყო ეს და რომელმა დამოუკიდებელმა ლაბორა-
ტორიამ გააკეთა დნმ-ის მასალის ანალიზი, სთხოვა, დასკვნიდან
პნკ-თან დაკავშირებული მონიშნული მონაკვეთი წაეკითხა.
კორნელი დაემორჩილა, მაგრამ ეს ისეთივე გაღიზიანებული
კილოთი გააკეთა, როგორითაც მანამდე შეკითხვებს პასუხობდა.
– მოწოდებული გენეტიკური მასალის ანალიზმა ნიმუშში პრეზე-
რვატივის ნარჩენები აღმოაჩინა, მათ შორის ლიკოპოდიუმისა და
კაჟის დიოქსიდის ნაწილაკები. დასახელებული ნაწილაკების კომ-
ბინაცია დალასში (ტეხასი) „ლესიუს ლატეკს პროდაქტის“ პრეზერ-
ვატივებისას ემთხვევა. ეს კომპანია საკუთარ ნაწარმს ავრცელებს
ბრენდის სახელით „რეინბოუ ფრაიდი”.

352
სანამ დაკითხვას განაგრძობდა, ჰელერმა ხანმოკლე პაუზა
გააკეთა.
– ესე იგი, დეტექტივო კორნელ, თქვენ ადრე განაცხადეთ, და ნა-
შაულის ადგილზე პრეზერვატივი არ გვიძებნია, რადგან დამნაშავეს
ის არ გამოუყენებიაო. ამ დოკუმენტს რა კომენტარს გაუკეთებთ?
– არანაირს. ეს ჩვენი დოკუმენტი არ არის, თქვენია.
– გინდათ თქვათ, რომ ეს დოკუმენტი და მისი დასკვნა ყალბია?
– მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ეს ჩვენი დოკუმენტი არ არის და
მე მას არ ვიცნობ.
კორნელი ადრინდელივით გაბღენძილი აღარ იყო, უფრო დაძა-
ბული ჩანდა, ვიდრე გაღიზიანებული.
ამ საქმეს ახლა სპეციალური კომისია იძიებს, რომლის ამოცანა
აქ ჩამოთვლილი ოფიცრების ელისისა და ლონგის მკვლელობას-
თან კავშირის შესაძლებლობის გამოვლენაა, ასე არ არის?
– დიახ, მაგრამ, როგორც ვთქვი, ალექსანდრა პარქსის
მკვლელობასთან მათი კავშირის ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღ-
მოვაჩინეთ, თქვენი კლიენტის დნმ კი აშკარა კავშირია და ის ეჭვმი-
ტანილად რჩება.
– გმადლობთ, რომ სასამართლოს ეს შეახსენეთ, დეტექტივო
კორნელ, მაგრამ მინდა გკითხოთ, ერთობლივი გამოძიების ფარ-
გლებში ამ საქმის მტკიცებულებებს, მოხსენებით ბარათებსა და ფო-
ტოებს თვალი გადაავლეთ თუ ფოსტერის დანაშაულში იმდენად
ხართ დარწმუნებული, რომ თავი არც ამით შეგიწუხებიათ?
– ყველა საქმის მასალა შევისწავლეთ.
– ერთი წუთით, თქვენო ღირსებსავ.
ჰელერი ისევ დაცვის მაგიდასთან დაბრუნდა და მის ქვევიდან ჩა-
ნთა გამოიღო, ტრიბუნასთან მიიტანა, იქიდან სხვადასხვა ფერის
პრეზერვატივებით ნახევრამდე შევსებული გამჭვირვალე პლასტმა-
სის კონტეინერი ამოიღო. როგორც კი კონტეინერი ტრიბუნაზე და-
დო, ლენდრესი წამოხტა და პროტესტი განაცხადა.
‒თქვენო ღირსებავ, რას აკეთებს ადვოკატი? – იკითხა მან, –
შტატი ასეთ საქციელს აპროტესტებს.

353
– მისტერ ჰელერ, – მკაცრად თქვა მოსამართლემ, – რის დემონ-
სტრირებას ცდილობთ?
ფაილიდან ჰელერმა კიდევ ერთი დოკუმენტი ამოიღო.
‒ თქვენო ღირსებავ, ეს ვინმე ანდრე მასტერსის ფიცით მიცემუ-
ლი წერილობითი ჩვენებაა. ის მოკლული ჯეიმზ ალენის ახლო მე-
გობარი იყო და ამბობს, რომ ეს „რეინბოუ ფრაიდის“ კონტეინერი
ჯეიმზ ალენის ბინიდან მისი მკვლელობის შემდეგ იმ ნივთებთან ერ-
თად წამოიღო, რომელთა დანაშაულის ადგილიდან ამოღება
გამომძიებლებმა საჭიროდ არ ჩათვალეს. სწორედ ამ ბრენდის პრე
ზერვატივის ნაწილაკების კვალი აღმოჩნდა ალექსანდრა პარქსის
მკვლელობის ადგილზე მიტანილ სპერმაში. ეს ამ ორ მკვლელობას
შორის პირდაპირი კავშირია და ამყარებს დაცვის თეორიას იმის
თაობაზე, რომ ოფიცრებმა ელისმა და ლონგმა და'ქუან ფოსტერს
საქმე შეუკერეს.
ლენდრესი ჰელერს დროდადრო აწყვეტინებდა, მაგრამ მოსა
მართლეს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ადვოკატს სიტყვის
დასრულების საშუალება მისცა.
– მინდა ამ წერილობით ჩვენებას დავხედო, – თქვა მან.
ჰელერმა მაშინვე მიუტანა და ერთი ასლი ლენდრესსაც გადასცა.
რამდენიმე წამი მოსამართლე და პროკურორი დოკუმენტს კითხუ-
ლობდნენ. სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე ბოსხი „ჰე-
ვენ ჰაუსში“ ისევ მივიდა და იქაურ მენეჯერს მასტერსის ტელეფონის
ნომერში ორმოცდაათი დოლარი გადაუხადა. ამის შემდეგ მისი მო-
ძებნა არ გასჭირვებია.
‒თქვენო ღირსებავ, ‒ თქვა ლენდრესმა, ეს საეჭვო წარმომავ-
ლობის ჩვენების და ეს... ეს.. ეს პრეზერვატივების კონტეინერი, ჩემი
აზრით, სანდო მტკიცებულებას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, ჩვენ
ისევ მტკიცებულებების დამალვასთან გვაქვს საქმე. ამ წერილობი-
თი ჩვენების შესახებ პროკურორის ოფისმა არაფერი იცოდა. ამი-
ტომ შტატი მტკიცებულებად მისი მიღების წინააღმდეგია და ით-
ხოვს, დეტექტივ კორნელის დაკითხვისას გამოყენებული არ იქნეს.
შამანურ მეთოდებთან გვაქვს საქმე, თქვენო ღირსებავ.

354
ლენდრესი დაჯდა და ახლა ჰელერმა გამოთქვა პროტესტი:
– თქვენო ღირსებავ, ორ რამეს ვიტყვი ძალიან სწრაფად. პირვე-
ლი – მე ხელთ მაქვს კიდევ ერთი იმეილის ასლი, იმეილის, რომე-
ლიც ისევ ამ საქმეზე ადრე დანიშნულ პროკურორთან არის გაგზავ-
ნილი. მისტერ მასტერსის წერილობითი ჩვენებაც მასვე გადავუგ-
ზავნე. ასე რომ, დაცვის მხარეს მტკიცებულება არ დაუმალავს, და
მეორე თქვენო ღირსებავ, დაცვის მხარე ჯეიმზ ალენის მკვლელო-
ბის გამოძიების საქმის მასალებიდან გთავაზობთ ფოტოებს, რომ-
ლებშიც აშკარად ჩანს, რომ მსხვერპლის ოთახში იმ დღეს, როდე-
საც მოკლული აღმოაჩინეს, ამ ბრენდის პრეზერვატივების კონტეი-
ნერი იდო. ახლა თქვენ წინაშე სწორედ ის კონტეინერია, – ჰელერმა
იმეილი და ფოტოები მოსამართლეს გადასცა და თავის ადგილზე
დაბრუნდა. ბოსხმა დაინახა, რომ დაჯდომამდე მიკიმ მედის თვალი
ჩაუკრა.
მოსამართლეს ამ დოკუმენტების შესასწავლად რამდენიმე წუთი
დასჭირდა. სასამართლო დარბაზში ისეთი სიჩუმე იყო, რომ ბოსხს
ჭერიდან კონდიციონერის წიკწიკი ესმოდა.
ბოლოს მოსამართლემ წერილობითი ჩვენება და ფოტოები
ერთად დააწყო და მიკროფონისკენ დაიხარა.
– სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებები და წერილობი-
თი ჩვენება, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, დამაჯერებ-
ლად ადასტურებს ეჭვმიტანილის უდანაშაულობას, მაშინ როდესაც
ბრალდების მხარის მოწმე სრულიად არადამაჯერებლადგამოიყუ-
რება. ამიტომ ახალაღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე,
სასამართლო თვლის, რომ წინასწარი მოსმენის პროცედურა შეგ-
ვიძლია გვერდზე გადავდოთ და განვაცხადოთ, რომ ეჭვმიტანილს
ბრალი ეხსნება. შტატს შეუძლია მას ბრალდება აღუდგინოს, როდე-
საც ან თუ ამის შესაძლებელ მიზეზს აღმოაჩენს.
‒მისტერ ფოსტერ, თქვენ თავისუფალი ხართ. თქვენს ადვოკატს
გაწეული შრომისთვის მადლობა უნდა გადაუხადოთ. სასამართლო
სხდომა ამით დამთავრებულია.

355
აი, ასე დამთავრდა ეს ყველაფერი. სანამ მოსამართლე ადგე-
ბოდა და დარბაზიდან გავიდოდა, დარბაზში სიჩუმე იდგა. მერე უცებ
თითქოს რაღაც აფეთქდაო, წამოძახილებისა და ლაპარაკის ხმა გა-
ისმა.
ჰელერი ბოსხს მიუბრუნდა და ხელი ჩამოართვა.
‒შენ ეს გააკეთე, – უთხრა ბოსხმა.
– არა, ეს შენ გააკეთე, – უპასუხა ჰელერმა, –კარგი გუნდი გა-
მოვდექით.
მერე ჰელერი თავის კლიენტს მიუბრუნდა, მხარზე ხელი გა-
დახვია, მაგრად მოეხვია და მიულოცა. ბოსხმა ამ მაგიდასთან თავი
ზედმეტად იგრძნო და თავის ქალიშვილს შეხედა. მედის სახე
უბრწყინავდა.
– სალამი,მა!
ბოსხმა გაუღიმა და თავი დაუქნია. თავს უხერხულად გრძნობდა,
მაგრამ იძულებული იყო, ეღიარებინა, რომ ბედნიერი იყო. ცხოვრე-
ბაში პირველად ჰქონდა ასეთი გრძნობა ბრალდებული სათვის ბრა-
ლის მოხსნის შემდეგ. ალბათ, ამის შეჩვევას დრო დასჭირდებოდა.

55

სასამართლო დარბაზს გარეთ, ფოიეში, შოუს ჰელერი მარ-


თავდა. ლენდრესი არც კი გამოჩენილა, არც კორნელი და ჰარიკი
ჩანდნენ სადმე. ფოსტერს გათავისუფლებამდე პროცედურების გავ-
ლა სჭირდებოდა და უახლოესი რამდენიმე საათი ისევ შენობაში
დარჩებოდა. ამიტომ ჰელერი გამარჯვებულის როლში მარტო აღ-

356
მოჩნდა და მთელი მსოფლიოს ჟურნალისტები შემოეხვივნენ. ვი-
დეოკამერებს, დიქტოფონებსა და მიკროფონებს სახეში სჩრიდნენ.
იმ კაცს ჰგავდა, რომელმაც „უორლდ სერიზში“ გადამწყვეტი ბურთი
გაიტანა. ჰელერი წრეზე ბრუნავდა, რომ შეკითხვის დასმისა და მისი
ბრძნული, მაგრამ ზოგჯერ მშრალი პასუხების მოსმენის საშუალება
ყველასთვის მიეცა. ჯიბიდან სავიზიტო ბარათების დიდრონი დასტა
ამოიღო და ყველას ურიგებდა, თან ყურადღებას აქცევდა, რომ რე-
პორტიორებს მისი გვარი სწორად გამოეთქვათ. საუკეთესო რეკლა-
მა ხომ უფასო რეკლამაა.
ბოსხი განზე იდგა და სპექტაკლს ქალიშვილთან ერთად
ადევნებდა თვალს.
– გასაოცარია, ‒ თქვა მედიმ.
‒არც იფიქრო, ‒ უთხრა ბოსხმა, ერთი ადვოკატი ოჯახში საკმა-
რისია.
‒შეიძლება ცოტა ახლოს მივიდე და მოვუსმინო?
– რა თქმა უნდა, მაგრამ იცოდე, ამ ზვიგენებს თავი არ შეაჭმევი-
ნო. მათ ახლა გამხეცებული მადა აქვთ.
მედიმ თვალები აატრიალა და ჟურნალისტების ჯგუფისკენ წავი-
და.
ბოსხმა მიმოიხედა და მოშორებით, მაყურებლების მეორე
რიგში, მენდენჰოლი დაინახა. მედიასპექტაკლით ისიც მოხიბლული
ჩანდა. ბოსხი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და საუბარი გაუბა, თან
ორივე ისევ ჟურნალისტების ჯგუფს უყურებდა.
– გმადლობ, რომ მოხვედი,‒ უთხა ბოსხმა.
– ამას როგორ გამოვტოვებდი, სხვათა შორის, შენი ქალიშვილი
შენით ძალიან ამაყობს.
– ეს ახლა.
– არა, მგონი, ყოველთვის იამაყებს.
ბოსხმა გაიღიმა და თავი დაუქნია. დიდი იმედი ჰქონდა, რომ
მართლა ასე იქნებოდა.

357
‒ არარეგისტრირებული ნომერიც გაქვს?‒ ჰკითხა მენდენჰოლ-
მა, – ახლა შენ და ჰელერს იმდენი ხალხი დაგირეკავთ, ყველა,ვინც
თავს სისტემისაგან დაჩაგრულად და უდანაშაულოდ თვლის.
ბოსხმა თავი გააქნია.
– არა,მე აღარ. ეს ერთი საქმე საკმარისი იყო.
– მართლა? არ მჯერა. აბა, რის გაკეთებას აპირებ?
ბოსხმა მხრები აიჩეჩა და დაფიქრდა. მერე მზერა ჰელერის გარ-
შემო ცირკს მოაშორა და მენდენჰოლს შეხედა.
– „ჰარლეის“ ძველი, ორმოცდაათიანი წლების მოდელი მყავს
და კარბიურატორი უნდა დავუყენო. სინამდვილეში, სხვაც ბევრი
რამე აქვს გასაკეთებელი. ეს ის მოტოციკლეტია, ლი მარვინს რომ
ჰყავს „ველურში“. გინახავს?
– არა მგონია.
– მოტოციკლეტს თუ ატარებ?
ახლა მენდენჰოლმა მოაშორა მზერა ცირკს და ბოსხს შეხედა.
– დიდი ხანია არ მიტარებია.
– არც მე. ერთი-ორი კვირა მომეცი და დაგირეკავ. მოტოციკლე-
ტი ერთად ვატაროთ.
‒ სიამოვნებით.
ბოსხმა თავი დაუქნია და თავისი ქალიშვილისკენ გაემართა.
შინ წასვლის დრო იყო.

358

You might also like