You are on page 1of 545

თომას კენილი

შინდლერის
სია

მთარგმნელი ნიკა სამუშია

1 მკითხველთა ლიგა
ეძღვნება ოსკარ შინდლერის ხსოვნას,
აგრეთვე ლეოპოლდ პფეფერბერგს.
ეს წიგნი მისი თავგამოდებისა და
შეუპოვრობის წყალობით დაიწერა.

2 მკითხველთა ლიგა
ავტორის წინათქმა

1980 წელს კალიფორნიაში, ბევერლი ჰილსში, ტყავის ნაწარ-


მის მაღაზიაში შევედი და პორტფელების ფასი ვიკითხე. მაღაზია
შინდლერის მიერ გადარჩენილ ებრაელ ლეოპოლდ პფეფერ-
ბერგს ეკუთვნოდა. სწორედ პფეფერბერგის იმპორტული იტა-
ლიური ტყავის ნაწარმით სავსე თაროებთან მდგარმა გავიგე
პირველად ოსკარ შინდლერის, წინააღმდეგობრივი ბუნების მქო-
ნე გერმანელი ბონვივანის, სპეკულანტისა და მექალთანის შესა-
ხებ, რომელმაც შეჩვენებული და სასიკვდილოდ განწირული
მოდგმის მრავალი წარმომადგენელი იხსნა ჰოლოკოსტის სახე-
ლით ცნობილ საშინელ წლებში.
ამ წიგნში მოთხრობილი ოსკარის გასაოცარი თავგადასავა-
ლი, უპირველეს ყოვლისა, შინდლერის წყალობით გადარჩენი-
ლი 50 ადამიანის ინტერვიუს ეფუძნება. დღეს ისინი შვიდ სხვა-
დასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ: ავსტრალიაში, ისრაელში, დასავ-
ლეთ გერმანიაში, ავსტრიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში,
არგენტინასა და ბრაზილიაში. თხრობას ისიც ამდიდრებს, რომ
ლეოპოლდ პფეფერბერგის თანხლებით ვესტუმრე წიგნში ნახსე-
ნებ ადგილებს: კრაკოვს, სადაც ოსკარი დასახლდა; პლაშუვს,
სადაც ამონ გეთის საშინელი შრომის ბანაკი მდებარეობდა; ლი-
პოვას ქუჩას ზაბოჩეში, სადაც ოსკარის ფაბრიკა დღემდე დგას;
აუშვიც-ბირკენაუს, საიდანაც ოსკარს ქალი პატიმრები მიჰყავდა.
გარდა ამისა, თხრობა ოსკარის ომის დროინდელი რამდენიმე
თანამზრახველისა და პარტნიორის და ომის შემდგომი მრავალი
მეგობრის მიერ მოწოდებულ დოკუმენტურ მასალებსა და ცნო-
ბებსაც ეყრდნობა. დიდად დამეხმარა „იად ვაშემში“1 „წამებულთა

1 „იად ვაშემი“ (ებრ. „ადგილი და სახელი“) – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა


მემორიალი-მუზეუმი ისრაელში.
3 მკითხველთა ლიგა
და გმირთა ხსოვნის ინსტიტუტში“ შენახული მოწმეთა ჩვენებები
ოსკართან დაკავშირებით, აგრეთვე კერძო პირთა წერილობითი
ჩვენებები და შინდლერის საბუთებისა და წერილების სქელი სა-
ქაღალდეები, რომელთა ნაწილი „იად ვაშემმა“ მომაწოდა, ნაწი-
ლი – ოსკარის მეგობრებმა.
თანამედროვე მწერლობაში ნამდვილი ამბის მოსაყოლად
ლიტერატურულ ხერხებს იყენებენ და ტექსტს რომანის სახეს აძ-
ლევენ. მეც ასე მოვიქეცი. ჯერ ერთი, ყველაზე უკეთ სწორედ
რომანების წერა გამომდის, მეორეც – რომანის ფორმა ბევრად
შეეფერება ისეთ ბუნდოვანსა და მნიშვნელოვან პერსონაჟს, რო-
გორიც ოსკარია. იმავდროულად, ვეცადე, ტექსტი მეტისმეტად
მხატვრულ ნაწარმოებად არ გადამექცია და ერთმანეთისგან გა-
მემიჯნა სინამდვილე და მითი, რომელიც ოსკარის მსგავს სახე-
ლოვან ადამიანებზე მრავლად იქმნება. რასაკვირველია, მომი-
წია, განმევრცო და გამემრავალფეროვნებინა ჩვენებებსა და ჩა-
ნაწერებში მწირად შემონახული ოსკარისა და სხვათა დიალოგე-
ბი თუ საუბრები, მაგრამ ყოველი მათგანი „შინდლერის ებრაელ-
თა“,2 თავად შინდლერისა და მისი წარმოუდგენელი გმირობების
სხვა მოწმეთა დეტალურ მოგონებებზეა დაფუძნებული.
უღრმეს მადლობას ვუხდი შინდლერის მიერ გადარჩენილ
პირველ სამ ადამიანს: ლეოპოლდ პფეფერბერგს, ისრაელის
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მოშე ბეისკისა და მიეჩის-
ლავ პეპერს, რომლებმაც არა მხოლოდ ოსკარი გაიხსენეს და
მოვლენათა ზუსტი აღწერისათვის აუცილებელი ზოგიერთი დო-
კუმენტი გადასცეს ავტორს, არამედ წიგნის შავი ვარიანტი
წაიკითხეს და გარკვეული შესწორებებიც შეიტანეს მასში. შინ-
დლერის მიერ გადარჩენილმა თუ მასთან ომის შემდგომ დაახ-
ლოებულმა სხვა ბევრმა ადამიანმაც უშურველად მომაწოდა ინ-

2 Schindlerjuden.
4 მკითხველთა ლიგა
ფორმაცია წერილებისა და ძველი დოკუმენტების მეშვეობით;
მათ შორის ფრაუ ემილიე შინდლერმა, ქალბატონმა ლუდმილა
პფეფერბერგმა, დოქტორმა სოფია შტერნმა, ქალბატონმა ჰე-
ლენ ჰოროვიცმა, დოქტორმა იონას დრეზნერმა, ბატონმა და
ქალბატონმა ჰენრი და მარიანა როზნერებმა, ლეოპოლდ როზ-
ნერმა, დოქტორმა ალექს როზნერმა, დოქტორმა იდეკ შინდელ-
მა, დოქტორმა დანუტა შინდელმა, ქალბატონმა რეგინა ჰორო-
ვიცმა, ქალბატონმა ბრანისლავა კარაკულსკამ, ბატონმა რიჰარდ
ჰოროვიცმა, ბატონმა შმუელ შპრინგმანმა, განსვენებულმა ბა-
ტონმა იაკობ შტერნბერგმა, ბატონმა იეჟი შტერნბერგმა, ბატონ-
მა და ქალბატონმა ფაგენებმა, ბატონმა ჰენრი კინსტლინგერმა,
ქალბატონმა რებეკა ბაუმ, ბატონმა ედვარდ ჰოიბერგერმა, ბა-
ტონმა და ქალბატონმა მ. ჰირშფელდებმა, ქალბატონმა და ბა-
ტონმა ირვინგ გლოვინებმა და სხვებმა. ჩემს მშობლიურ ქალაქ-
ში ბატონმა და ქალბატონმა ე. კორნებმა არა მხოლოდ ოსკარზე
თავიანთი მოგონებები გამიზიარეს, არამედ მუდმივად მეხმარე-
ბოდნენ და მხარს მიჭერდნენ. იად ვაშემში დოქტორმა იოზეფ
კერმიშმა, დოქტორმა შმუელ კრაკოვსკიმ, ვერა პრაუნიცმა, ჰანა
აბელსმა და ჰადასა მედლინგერმა ნება დამრთეს, შინდლერის
მიერ გადარჩენილთა ჩვენებებსა და ვიდეო და ფოტო მასალებს
გავცნობოდი.
დაბოლოს, მსურს პატივი მივაგო განსვენებული ბატონი მარ-
ტინ გოშის მიერ ოსკარ შინდლერის სახელის მსოფლიოსთვის
გასაცნობად გაწეულ ძალისხმევას და მადლობა გადავუხადო მის
ქვრივს, ქალბატონ ლუსილ გეინეს თანამშრომლობისთვის.
ამ ადამიანთა დახმარებით ოსკარ შინდლერის გასაოცარ ის-
ტორიას მკითხველი ვრცლად გაეცნობა.

ტომ კენილი

5 მკითხველთა ლიგა
პროლოგი
1943 წლის შემოდგომა

პოლონეთში შემოდგომა იწურებოდა. კრაკოვის შუაგულში,


ძველ ქალაქში, სტრაშევსკის ქუჩაზე მდებარე მდიდრული მრა-
ვალბინიანი სახლიდან ტანმაღალი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა.
მას ძვირადღირებული პალტო ეცვა, პალტოს ქვეშ – ორბორ-
ტიანი სმოკინგი, ხოლო სმოკინგის ლაცკანზე მოოქრული და შა-
ვად მომინანქრებული ჰაკენკროიცი (სვასტიკა) მიემაგრებინა.
მძღოლი ვეებერთელა და თვით ამ დაბნელებულ სამყაროში მო-
ლაპლაპე ლიმუზინ „ადლერის“ გამოღებულ კართან იდგა და პი-
რიდან ორთქლი ამოსდიოდა.
– ფრთხილად, ჰერ შინდლერ, – უთხრა კაცს მძღოლმა, –
ქვაფენილი ქვრივის გულივით გაყინულია.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზამთრის ეს მოკლე სცენა
არაერთხელ განმეორდება. ტანმაღალ ახალგაზრდა კაცს სი-
ცოცხლის ბოლომდე ეყვარება ორბორტიანი პიჯაკები, მოხიბ-
ლავს დიდი, ლაპლაპა ავტომობილები (ვინაიდან მანქანათმშე-
ნებლობის რაღაც გაეგება) და იქნება ისეთი ტიპი (თუმც კი გერ-
მანელია და ამჟამად – საკმაოდ გავლენიანიც), რომელთანაც
პოლონელი მძღოლი უშიშრად და მეგობრულად გაიხუმრებს.
თუმცა, მხოლოდ ამ მარტივი დახასიათებით ვერ შემოვიფარ-
გლებით, რადგან ეს არის ამბავი სიკეთის ბოროტებაზე პრაგმა-
ტული გამარჯვებისა; დამაჯერებლობის თვალსაზრისით, უდავო
და ცხადი ტრიუმფისა. როცა საკითხს მეორე მხრიდან უდგები,
ანუ იმ ადვილად პროგნოზირებად და გამოსათვლელ წარმატე-
ბას აღწერ, რომელსაც ბოროტება აღწევს, მახვილგონიერების,
სარკასტულობისა და გამჭრიახობის გამოჩენა და სენტიმენტალუ-
რობისთვის თავის არიდება ძნელი როდია. ადვილია, მკით-

6 მკითხველთა ლიგა
ხველს აჩვენო გარდაუვალობა იმისა, თუ როგორ ეუფლება ბო-
როტება ნაწარმოების მთელ „უძრავ ქონებას“ (თუ შეიძლება ასე
ვუწოდოთ), მიუხედავად იმისა, რომ სიკეთესაც შეიძლება შერჩეს
რამდენიმე წვრილმანი, მაგალითად, ღირსება ან თვითშემეცნე-
ბა. საბედისწერო ადამიანური ბოროტება მთხრობელთა უმთავ-
რეს ნედლეულს წარმოადგენს, ხოლო პირველქმნილი ცოდვა
ამნიოტური სითხეა3 ისტორიკოსთათვის. აი, პატიოსნებაზე წერა
კი რისკიანი წამოწყებაა.
„პატიოსნება“ ისეთი სახიფათო სიტყვაა, რომ მისი მნიშვნე-
ლობა თავიდანვე უნდა ავხსნათ. ჰერ ოსკარ შინდლერი, რომე-
ლიც კრაკოვის ძველი და კოხტა უბნის მოყინულ ტროტუარზე
გაპრიალებული ფეხსაცმლებით მოსრიალებას არ უფრყთხოდა,
სულაც არ იყო პატიოსანი ადამიანი, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გა-
გებით. ამ ქალაქში ის გერმანელ საყვარელთან ერთად ცხოვ-
რობდა და, ამასთანავე, სასიყვარულო კავშირი გაება პოლონელ
მდივანთან. მისმა ცოლმა, ემილიემ, მორავიიდან გადმოსახლება
არ მოინდომა, მაგრამ ხანდახან ქმრის მოსანახულებლად პო-
ლონეთს სტუმრობდა. ერთი რამ უნდა ითქვას: საყვარელი ქა-
ლების მიმართ ჰერ შინდლერი ყოველთვის თავაზიანი და უშურ-
ველი იყო. თუმცა, „პატიოსან კაცს“, ამ სიტყვის ჩვეულებრივი
მნიშვნელობით, ასეთი კავშირები, რაღა თქმა უნდა, არ შეეფერე-
ბა.
გარდა ამისა, ჰერ შინდლერი სვამდა. ზოგჯერ მხოლოდ
სიამოვნებისთვის, ზოგჯერ პარტნიორებთან, ბიუროკრატებთან
და SS-ის4 ხალხთან საკუთარი მიზნების მისაღწევად. ერთ-ერთი
იშვიათთაგანი იყო, ვინც სმისას თავს არ კარგავდა და საღად აზ-

3სანაყოფე სითხე.
4SS – Schutzstaffel – „დამცავი რაზმი“, ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში შემა-
ვალი გასამხედროებული ორგანიზაცია.
7 მკითხველთა ლიგა
როვნების უნარს ინარჩუნებდა. არც ეს ჩაითვლება (ზნეობრიობის
ვიწრო გაგებით) სმისთვის საპატიო მიზეზად. და მართალია, ჰერ
შინდლერის დამსახურება დოკუმენტებით არის დასაბუთებული,
მისი ორაზროვანი ბუნების გამოხატულებაა ის, რომ იგი კარგად
მოერგო, ან სულ ცოტა, სათავისოდ იყენებდა კორუმპირებულსა
და ველურ სისტემას, რომელმაც მთელი ევროპა სასტიკი საკონ-
ცენტრაციო ბანაკებით დაფარა და შექმნა პატიმართა ნაცია, რო-
მელზეც ყველა დუმილს ამჯობინებდა. ამგვარად, უკეთესი იქნე-
ბა, თხრობა ჰერ შინდლერის ამ უჩვეულო პატიოსნების მოკლე
ილუსტრირებით დავიწყოთ და გადავიდეთ იმ ადგილებსა და
ადამიანებზე, სადაც და ვისთანაც ამ თვისებას იგი მიჰყავდა.
სტრაშევსკის ქუჩის ბოლოში ლიმუზინმა ვაველის შავი კოშკის
ქვეშ გაიარა. ამ კოშკიდან ნაციონალ-სოციალისტური პარტიის
ფავორიტი იურისტი, ჰანს ფრანკი, პოლონეთის გენერალურ გუ-
ბერნიას განაგებდა. კოშკი ბოროტი გოლიათის სასახლესავით
იყო ჩაბნელებული. არც ჰერ შინდლერს და არც მის მძღოლს არ
შეუხედავთ გალავნისთვის, როცა ლიმუზინმა სამხრეთ--
აღმოსავლეთით, მდინარისკენ გაუხვია. პოდგოჟეს ხიდზე, გაყი-
ნული მდინარე ვისლის სადარაჯოდ მდგარი გუშაგებისთვის, რო-
მელთაც პოდგოჟესა და კრაკოვს შორის პარტიზანებისა და კო-
მენდანტის საათის დამრღვევების მიმოსვლის აღკვეთა ევალე-
ბოდათ, ნაცნობი იყო ეს ლიმუზინი, ჰერ შინდლერის სახე და მი-
სი მძღოლის მიერ წარმოდგენილი პასიერშაინი.5 ჰერ შინდლე-
რი ამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ხშირად გაივლიდა ხოლმე,
ხან თავისი ქარხნიდან (სადაც კიდევ ერთი ბინა ჰქონდა) ქალაქ-
ში საქმეზე მიემგზავრებოდა, ხან – სტრაშევსკის ქუჩის ბინიდან
გარეუბან ზაბოჩეში მდებარე საწარმოში. გუშაგები მას საღა-
მოობითაც ხშირად ხედავდნენ, ზოგჯერ ოფიციალურად ჩაც-

5 Passiershein – საშვი.
8 მკითხველთა ლიგა
მულს, ზოგჯერ – ნახევრად ოფიციალურად; სადილზე, წვეულე-
ბაზე ან საყვარლის საძინებელში მიეჩქარებოდა; ან კიდევ, რო-
გორც ამაღამ, ქალაქიდან ათი კილომეტრით დაშორებულ პლა-
შუვის იძულებითი შრომის ბანაკში SS-ის ჰაუპტშტურმფიურერ
ამონ გეთთან, იმ მაღალი თანამდებობის ავხორცთან სასადი-
ლოდ. ჰერ შინდლერს შობაზე სასმელის უხვად გაჩუქება
სჩვეოდა და ამიტომ მის მანქანას გუშაგები ხანგრძლივი შეყოვნე-
ბის გარეშე უშვებდნენ.
ცხადია, რომ მისი ცხოვრების ამ ეტაპზე, მიუხედავად მოლხე-
ნის დიდი სიყვარულისა, ჰერ შინდლერს კომენდანტ გეთთან დი-
დად არ მიუხაროდა. სიმართლე ითქვას, ამონთან ქეიფი სა-
სიამოვნო საქმე არასდროს ყოფილა. თუმცა, ჰერ შინდლერი ახ-
ლა ერთობ პიკანტურ ზიზღს განიცდიდა – ეს იყო უძველესი, აღ-
მგზნები გრძნობა სიძულვილისა, დაახლოებით ისეთი, შუა საუკუ-
ნეების მხატვრობაში მართალნი რომ შეჩვენებულების მიმართ
გამოხატავენ. ეს გრძნობა ოსკარს წამახალისებლად უფრო ეჩვე-
ნებოდა, ვიდრე დამთრგუნველად.
„ადლერი“ ტრამვაის ლიანდაგის გასწვრივ მიიწევდა. მცირე
ხნის წინ აქ ებრაელთა გეტო იყო. ლიმუზინის შავ, ტყავგადაკ-
რულ სალონში მჯდარი ჰერ შინდლერი, როგორც ყოველთვის,
ერთიმეორის მიყოლებით ეწეოდა სიგარეტს. ოღონდ სრულებით
არ ღელავდა, ხელები დაძაბული არ ჰქონდა, თავი მშვიდად ეჭი-
რა. ჰერ შინდლერის ქცევა მიანიშნებდა, რომ მან კარგად იცო-
და, რატომ ეწეოდა კიდევ ერთ ღერ სიგარეტს, ან რატომ ცლი-
და კიდევ ერთ ბოთლ კონიაკს. მხოლოდ თავად თუ გვეტყოდა,
სჭირდებოდა თუ არა მათარიდან მორიგი ყლუპის მოსმა, როცა
მდუმარე, ჩაბნელებულ სოფელ პროკოჩიმს ჩაუარა და ლვოვის
ხაზზე ჩამწკრივებული ნახირის გადასაყვანი ვაგონები დაინახა. ის
ვაგონები ალბათ ჯარისკაცებით, პატიმრებით ან (თუმცა, ნაკლე-
ბად მოსალოდნელი იყო) ნახირით იქნებოდა სავსე.
9 მკითხველთა ლიგა
კრაკოვის ცენტრიდან ათი კილომეტრის მოშორებით, ქალა-
ქიდან გასულმა „ადლერმა“ მარჯვნივ გადაუხვია, ქუჩაზე, რო-
მელსაც ბედის ირონიით, იერუსალიმისა ერქვა. ამ სუსხიან ღამეს
მკაფიო, დათრთვილულ კონტურებს შორის, ჯერ ბორცვის ძი-
რას, სინაგოგის ნანგრევები გამოჩნდა, შემდეგ – ცარიელი და
შეუხედავი სილუეტი იმისა, რაც იმ დღეებში ქალაქ იერუსალიმად
მიიჩნეოდა. ეს იყო პლაშუვის იძულებითი შრომის ბანაკი, 20 000
მღელვარე ებრაელის ბარაკების ქალაქი. ჭიშკართან მდგარი უკ-
რაინელი და ვაფენ SS-ის გუშაგები თავაზიანად მიესალმნენ ჰერ
შინდლერს, რადგან მას აქაც ისევე კარგად იცნობდნენ, როგორც
პოდგოჟეს ხიდზე.
როგორც კი ადმინისტრაციულ შენობას გაუსწორდა, „ადლე-
რი“ საპატიმროსკენ მიმავალ, ებრაელთა საფლავის ქვებით მო-
კირწყლულ გზას გაუყვა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ამ ბანაკის
ადგილას ებრაული სასაფლაო იყო. კომენდანტი გეთი ირწმუნე-
ბოდა, პოეტი ვარო, და ბანაკის შენებისას ხელთ არსებული ყო-
ველი მეტაფორა გამოეყენებინა. ეს მეტაფორა დამტვრეული
საფლავის ქვებისა, მთელ ბანაკს სიგრძეზე გასდევდა და შუაზე
ყოფდა, მაგრამ აღმოსავლეთით მდგარ ვილამდე არ მიდიოდა.
იმ ვილაში კომენდანტი გეთი ცხოვრობდა.
გზის მარჯვნივ, გუშაგთა ყაზარმების გვერდით იდგა ებრაელ-
თა ყოფილი საცხედრე. შენობა თითქოს ხმამაღლა მეტყველებ-
და იმაზე, რომ ამ ადგილას ყველა ბუნებრივი სიკვდილით, უძ-
ლურებისგან კვდებოდა და რომ ყველა მიცვალებულს დასაკრძა-
ლად აქ ამზადებდნენ. ახლა ამ შენობას კომენდანტი თავლად
იყენებდა. მართალია, ჰერ შინდლერი საცხედრის ცქერას მიჩ-
ვეული იყო, მაგრამ გასაკვირი არ იქნებოდა, ირონიულად ჩუმად
მაინც ჩაეხველებინა. უნდა ითქვას, რომ თუ ახალი ევროპის ყო-
ველ პატარა მოულოდნელობასა თუ შეუთავსებლობაზე რეაქცია

10 მკითხველთა ლიგა
გექნებოდა, ის შენი ტვირთი ხდებოდა. თუმცა, ჰერ შინდლერს
მსგავსი ტვირთის საზიდად უჩვეულო გამძლეობა გააჩნდა.
იმ საღამოს კომენდანტის ვილისკენ პატიმარი, სახელად
პოლდეკ პფეფერბერგიც მიემართებოდა. ლიშეკი, კომენდანტის
ცხრამეტი წლის თანაშემწე, პფეფერბერგის ბარაკში SS-ის უნ-
ტერშარფიურერის მიერ ხელმოწერილი საშვით მისულიყო. ბიჭს
პრობლემა ჰქონდა: კომენდანტის აბაზანას ერთი ლაქა ჯიუტად
არ შორდებოდა. ლიშეკს ეშინოდა, დილით კომენდანტი გეთი ბა-
ნაობას რომ დააპირებს, ამის გამო მაგრად მცემსო. პფეფერბერ-
გი, რომელიც უწინ პოდგოჟეს სკოლაში ლიშეკს ასწავლიდა, ბა-
ნაკის გარაჟში მუშაობდა და გამხსნელებზე ხელი მიუწვდებოდა.
იგი ლიშეკთან ერთად წავიდა გარაჟში და იქიდან ჯაგრისი და
ერთი ქილა საწმენდი საშუალება წამოიღო. კომენდანტის ვი-
ლასთან მიახლოება ყოველთვის სარისკო საქმე იყო, მაგრამ თუ
ბედი გაგიღიმებდა, ჰელენ ჰირში, გულუხვი ებრაელი გოგონა,
ასევე პფეფერბერგის ყოფილი მოსწავლე, ცოტაოდენი საჭმლით
გაგიმასპინძლდებოდა. ჰირში ვილაში მოახლედ მსახურობდა,
მაგრამ გეთი მასაც უხეშად ეპყრობოდა.
ჰერ შინდლერის „ადლერს“ კომენდანტის ვილამდე ასი მეტ-
რიღა რჩებოდა გასავლელი, როცა ძაღლებმა ყეფა ატეხეს. სახ-
ლის უკან, ბუდრუგანებში, ამონს გერმანული დოგი, ნაგაზი და
სხვა ჯიშის ძაღლები ჰყავდა დამწყვდეული. ვილა კვადრატის
ფორმისა იყო და მანსარდა ჰქონდა. ზედა ფანჯრები აივანზე გა-
დიოდა. კედლებს გარს ერტყმოდა ბალუსტრადიანი ვერანდა.
ზაფხულში ამონ გეთს გარეთ ჯდომა უყვარდა. რაც პლაშუვში და-
სახლდა, წონაში მოემატებინა. მომდევნო ზაფხულისთვის ამონი
მსუქან მზის თაყვანისმცემელს დაემსგავსება, მაგრამ პლაშუვში,
იერუსალიმის ამ კონკრეტულ მოდელში, მას დაცინვას ვერავინ
გაუბედავს.

11 მკითხველთა ლიგა
კართან ამაღამ თეთრხელთათმანიანი SS-ის უნტერშარ-
ფიურერი (სერჟანტი) იდგა. მან ჰერ შინდლერს მხედრული სა-
ლამი მისცა და სახლში შეუშვა. ჰოლში ამონის უკრაინელმა თა-
ნაშემწემ პალტო და ფარფლებიანი ქუდი გამოართვა. შინდლერ-
მა პიჯაკის გულის ჯიბეზე მიიდო ხელი, მასპინძლისთვის მისარ-
თმევი საჩუქარი ხომ არ დამვიწყებიაო: შავ ბაზარზე ნაყიდი მო-
ვარაყებული პორტსიგარი ჯიბეში ედო. ამონი პატიმართათვის
ჩამორთმეული ძვირფასეულობით გვარიანად ითბობდა ხელს და
ოქროს ნივთზე ნაკლების ჩუქება გაანაწყენებდა.
სასადილო ოთახში შემავალ ორსაგდულიან კართან ძმები
როზნერები უკრავდნენ, ჰენრი – ვიოლინოს, ლეო – აკორდე-
ონს. გეთის მოთხოვნით, როზნერებს გაეხადათ ძონძები, დღი-
სით ბანაკის სამღებროში რომ ეცვათ ხოლმე, და შემოსილიყვნენ
საღამოს ტანსაცმლით, რომელსაც მსგავსი ღონისძიებებისთვის
ბანაკში ინახავდნენ. მართალია, კომენდანტს მათი მუსიკა უყვარ-
და, მაგრამ ოსკარ შინდლერმა კარგად იცოდა, რომ როზნერები
ვილაში დაკვრისას ყოველთვის ღელავდნენ. მათ საკუთარი თვა-
ლით ენახათ ამონის სისასტიკე. მშვენივრად მოეხსენებოდათ,
რომ ის ფიცხი იყო და ex tempore6 სიკვდილით დასჯა სჩვეოდა.
ისინი გულმოდგინედ უკრავდნენ და იმედოვნებდნენ, რომ მათი
მუსიკა უფროსის უეცარ, გაუგებარ განრისხებას არ გამოიწვევდა.
გეთის სასადილო ოთახში იმ საღამოს შვიდი კაცი შეკრები-
ლიყო. გარდა შინდლერისა, მასთან სტუმრად იყვნენ იულიან
შერნერი, კრაკოვის რეგიონში SS-ის შეფი, და როლფ ჩურდა,
განსვენებული რაინჰარდ ჰაიდრიხის უშიშროების სამსახურის,
SD-ის7 კრაკოვის განყოფილების შეფი. შერნერი ობერფიურერი
იყო (SS-ის წოდება პოლკოვნიკსა და ბრიგადის გენერალს შო-

6 უეცრად, მოულოდნელად, სახელდახელოდ (ლათ).


7 SD – Sicherheitsdienst - უსაფრთხოების სამსახური.
12 მკითხველთა ლიგა
რის, რომლის ზუსტი ეკვივალენტი არმიაში არ არსებობს), ჩურ-
და – ობერშტურმფიურერი, ანუ ვიცე-პოლკოვნიკი. თავად გეთს
ჰაუპტშტურმფიურერის, ანუ კაპიტნის წოდება ჰქონდა. შერნერი
და ჩურდა საპატიო სტუმრები იყვნენ, რადგან ეს ბანაკი მათ ექ-
ვემდებარებოდა. ისინი კომენდანტ გეთზე საკმაოდ უფროსები იყ-
ვნენ. სათვალიანი, გამელოტებული და ოდნავ მსუქანი SS-ის პო-
ლიციის შეფი შერნერი შუახნის მამაკაცი იყო. თუმცა, მისი პრო-
ტეჟეს თავაშვებულობისა და ცხოვრების უზნეო წესის გამო, ამონ-
სა და შერნერს შორის ასაკში განსხვავება დიდად არ შეიმ-
ჩნეოდა.
სტუმრებს შორის ყველაზე უფროსი იყო ჰერ ფრანც ბოში,
პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი, პლაშუვში მრავალი კანო-
ნიერი თუ უკანონო საწარმოს ხელმძღვანელი. ის იულიან შერნე-
რის „ეკონომიკური მრჩეველიც“ იყო და ქალაქში ბიზნესინტერე-
სებიც ჰქონდა.
ოსკარს ეჯავრებოდა ბოში და პოლიციის ორი შეფი – შერნე-
რი და ჩურდა. თუმცა, რაკი ზაბოჩეში მდებარე მისი უჩვეულო
ქარხნის არსებობისთვის მათთან თანამშრომლობა სასიცოც-
ხლოდ მნიშვნელოვანი იყო, მუდმივად უგზავნიდა მათ საჩუქ-
რებს. სტუმართაგან ოსკარი მხოლოდ იულიუს მადრიჩის, პლაშუ-
ვის ბანაკში უნიფორმების სამკერვალო ფაბრიკის მფლობელის,
და რაიმუნდ ტიჩის, მადრიჩის ფაბრიკის ხელმძღვანელის მი-
მართ თუ იყო კეთილად განწყობილი. მადრიჩი ერთი-ორი
წლით იქნებოდა ოსკარზე და კომენდანტ გეთზე უმცროსი. იგი
ინიციატივიანი და რისკიანი, მაგრამ ჰუმანური პიროვნება იყო
და, ბანაკში ერთობ მომგებიანი სამკერვალო ფაბრიკის არსებო-
ბის მიზეზი რომ გეკითხათ, ასე გიპასუხებდათ, სამკერვალოში
ოთხი ათასი ადამიანი მყავს დასაქმებული და სიკვდილისგან ვი-
ცავო. რაიმუნდ ტიჩი, ორმოცს ახლად გადაცილებული, გამხდა-
რი და თავშეკავებული კაცი, რომელიც წვეულებაზე დიდხანს
13 მკითხველთა ლიგა
დარჩენას ალბათ არ აპირებდა, მადრიჩის საწარმოს ხელმძღვა-
ნელობდა; მას უჩუმრად შეჰქონდა საჭმელი პატიმრებისთვის
(რისთვისაც, თუ გამოიჭერდნენ, მონტელუპების8 ქუჩაზე მდებარე
SS-ის საპატიმრო ან აუშვიცი არ ასცდებოდა) და მადრიჩის შეხე-
დულებებს იზიარებდა.
ასეთი იყო ჰერ კომენდანტ გეთის წვეულების სტუმართა
ჩვეული ჩამონათვალი.
მაგიდასთან იჯდა კაცებზე ბევრად ახალგაზრდა ოთხი სტუმა-
რი ქალი კოხტა ვარცხნილობებითა და მდიდრული საღამოს კა-
ბებიყთ. ისინი უმაღლესი კლასის მეძავები იყვნენ – კრაკოველი
გერმანელები და პოლონელები. ზოგიერთი მათგანი ამონის
წვეულებებს მუდმივად ესწრებოდა. მათი რაოდენობა მაღალი
წოდების ოფიცრებს ჯენტლმენური არჩევანის საშუალებას აძ-
ლევდა. გეთის გერმანელი საყვარელი, მაიოლა, ამონის ამ შეხ-
ვედრებისას, როგორც წესი, ქალაქში მდებარე ბინაში რჩებოდა,
რადგან ამონის წვეულებებს მგრძნობიარე ქალისთვის მეტისმე-
ტად მამაკაცურად მიიჩნევდა.
ეჭვი არაა, რომ პოლიციის შეფებსა და კომენდანტს თავისებუ-
რად მოსწონდათ ოსკარი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ უცნა-
ურ ტიპად მიიჩნევდნენ. ამას მის წარმოშობას მიაწერდნენ. ოსკა-
რი სუდეტელი გერმანელი იყო, რაც მათთვის იგივე იყო, რაც
არკანზასელია მანჰეტენელისთვის, ან ლივერპულელი – კემბრი-
ჯელისთვის. კი ატყობდნენ, რომ მთლად კეთილმზრახველი არ
უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოსკარს ფულის ხარჯვა არ ენანებოდა
და დეფიციტური საქონლის შოვნა ეხერხებოდა, სმაც შეეძლო და
ზომიერი იუმორის გრძნობაც ჰქონდა, თუმცა, ხანდახან ზღვარს

8აქ და ყველგან ქუჩის სახელად გამოყენებული იქნება მონტელუპები (პოლო-


ნეთში გააზნაურებული იტალიელი ვაჭარი ძმების გვარი), ხოლო ამავე ქუჩაზე
მდებარე საპატიმროს სახელად – მისი პოლონური ვარიანტი მონტელუპიხი.
14 მკითხველთა ლიგა
გადასვლაც იცოდა. ოსკარი იმ ტიპის ადამიანი იყო, რომელსაც
ოთახის მეორე ბოლოდან გაუღიმებდი და თავს დაუქნევდი, მაგ-
რამ მაშინვე არ მივარდებოდი და მისთვის თავს არ შეიწუხებდი.
სავარაუდოდ, SS-ის ოფიცრებს შინდლერის გამოჩენა გოგო-
ნების გამოცოცხლებამ აგრძნობინა. ოსკარის მაშინდელი ნაცნო-
ბები აღნიშნავენ მის მომხიბვლელობას, რომელსაც განსაკუთრე-
ბით ქალებზე იყენებდა და მათთან მუდმივ და უხამს წარმატება-
საც აღწევდა. ახლა ალბათ პოლიციის ორივე შეფი – შერნერი
და ჩურდაც – მიაქცევდა ყურადღებას შინდლერს, რათა თავის
მხრივ, ქალების ყურადღება მიექციათ. გეთიც წამოდგა მისთვის
ხელის ჩამოსართმევად. კომენდანტი შინდლერივით მაღალი
იყო და მისი ათლეტური სიმაღლე კიდევ უფრო თვალშისაცემს
და არაბუნებრივს ხდიდა ორმოც წელს მიუღწეველი მამაკაცის
არანორმალურ სიმსუქნეს. სახის ნაკვთები უზადო ჰქონდა, შე-
ზარხოშებულს თვალები უბრწყინავდა. კომენდანტი ჭარბი
რაოდენობით სვამდა ადგილობრივ ბრენდის.
თუმცა, იმდენად ღრმადაც არ შეეტოპა, როგორც ჰერ ბოშს –
პლაშუვისა და SS-ის ეკონომიკურ გენიოსს. ჰერ ბოშს ცხვირი
მოიისფრო ჰქონდა. ჰაერს, რომელიც მისი სახის ძარღვებს უნდა
მისწოდებოდა, უკვე მრავალი წელი იყო ალკოჰოლის მწველი,
ლურჯი ალი ნთქავდა. შინდლერმა თავი დაუქნია მას. კარგად
იცოდა, რომ, როგორც ყოველთვის, ბოში ამაღამაც შეუკვეთავდა
საქონელს.
– სალამი ჩვენს მეწარმეს, – დაიგუგუნა გეთმა და მერე გოგო-
ნებს ფორმალურად წარუდგინა შინდლერი. ამ დროს ძმები
როზნერები შტრაუსის მელოდიებს უკრავდნენ. ჰენრი თვალებს
სიმებსა და ოთახის ცარიელ კუთხეს შორის აცეცებდა, ლეო
აკორდეონის კლავიშებს ღიმილით დაჰყურებდა.
ჰერ შინდლერი ოთხივე ქალს წარუდგინეს. როცა ჰერ შინ-
დლერი გამოწვდილ ხელებს კოცნიდა, ეს კრაკოველი მშრომე-
15 მკითხველთა ლიგა
ლი გოგონები შეეცოდა. მოგვიანებით, როცა ფათურისა და ჩქმე-
ტის დრო დადგებოდა, მათ კანზე ნაიარევები და ჩალურჯებები
გაჩნდებოდა. ჯერჯერობით კი, ჰაუპტშტურმფიურერი ამონ გეთი,
სიმთვრალეში –სადისტი, ნამდვილი ვენელი ჯენტლმენივით თა-
ვაზიანად იქცეოდა.
სადილობას წინ უძღოდა არაფრით გამორჩეული საუბარი.
ომზე ილაპარაკეს. SD-ის შეფი ჩურდა მაღალ გერმანელ გოგოს
არწმუნებდა, ყირიმი მყარად გვიჭირავსო, ხოლო SS-ის შეფმა
შერნერმა მეორე ქალს აცნობა, ჩემმა ერთმა ჰამბურგელმა ნაც-
ნობმა, წესიერმა ბიჭმა, SS-ის ობერშარფიურერმა ორივე ფეხი
დაკარგა, როცა პარტიზანებმა ჩენსტეხოვაში რესტორანი ააფეთ-
ქესო. შინდლერი ფაბრიკის საქმეებზე ელაპარაკებოდა მადრიჩ-
სა და ტიჩს. ეს სამი საქმოსანი ნამდვილად მეგობრობდა. ჰერ
შინდლერმა იცოდა, რომ ტიჩი მადრიჩის სამკერვალო ფაბრიკის
პატიმრებისთვის შავ ბაზარზე პურს უკანონოდ ყიდულობდა და
ამისათვის ფულს მადრიჩი აძლევდა. შინდლერის აზრით, ეს უბ-
რალო ადამიანურობის გამოვლინება იყო, რადგან პოლონეთში
საწარმოების შემოსავლები ყველაზე ხარბ კაპიტალისტსაც დააკ-
მაყოფილებდა და ზედმეტი პურისთვის ფულის უკანონოდ და-
ხარჯვა არ დაენანებოდა. შინდლერის შემთხვევაში, რუსტუნგსინ-
სპექციონის, „საბრძოლო საშუალებების ინსპექციის“ (სახელმწი-
ფო ორგანოსი, რომელიც ტენდერებს ატარებდა და კონტრაქ-
ტებს უფორმებდა გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის საჭი-
რო ყოველი აღჭურვილობის მწარმოებელს) კონტრაქტები იმდე-
ნად სარფიანი იყო, რომ შინდლერმა გეგმა – მამის თვალში
წარმატებული გამოჩენილიყო – გადაჭარბებით შეასრულა.
საუბედუროდ, შინდლერი გარდა მადრიჩის, ტიჩის და საკუთარი
თავისა, სხვას არავის იცნობდა ისეთს, შავ ბაზარზე პურის საყიდ-
ლად ფულს რომ ხარჯავდა.

16 მკითხველთა ლიგა
სანამ გეთი ყველას მაგიდასთან იხმობდა, ჰერ ბოში შინ-
დლერს მიუახლოვდა, როგორც მოსალოდნელი იყო, კარისკენ
გაუძღვა – იქით, სადაც მუსიკოსები უკრავდნენ. როგორც ჩანდა,
შინდლერთან ცალკე დალაპარაკება სურდა და იმედოვნებდა,
რომ როზნერების ჩინებული მელოდიები მათი საუბრის ხმას გა-
დაფარავდა.
– ვხედავ, საქმეები კარგად მიგდით, – თქვა ბოშმა.
შინდლერმა კაცს გაუღიმა.
– ეგრე ფიქრობთ, ჰერ ბოშ?
– დიახ, – უპასუხა ბოშმა. რასაკვირველია, ბოში უკვე გაეცნო-
ბოდა რუსტუნგსინსპექციონის ოფიციალურ განცხადებას და შინ-
დლერის ფაბრიკასთან გაფორმებულ კონტრაქტებსაც შეამჩნევ-
და.
– მაინტერესებდა, – თქვა ბოშმა და შინდლერისკენ გადაიხა-
რა, – ამჟამინდელი სწრაფი აღმავლობის ფონზე, რაც სხვათა
შორის, ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ჩვენი სამხედრო
წარმატებებით არის განპირობებული... სულგრძელობას ხომ არ
გამოავლენდით? ბევრს კი არაფერს გთხოვთ. მხოლოდ კეთილ-
შობილურ ჟესტზე გეუბნებით.
– რასაკვირველია, – უპასუხა შინდლერმა. როგორც ყოველ-
თვის, როცა ხვდებოდა, რომ იყენებდნენ, ახლაც გულისრევის
შეგრძნება დაეუფლა; თუმცა, ეს სიხარულნარევი განცდა იყო.
პოლიციის შეფ შერნერს ორჯერ გამოეყენებინა თავის გავლენა
ოსკარის ციხიდან გამოსაყვანად. ახლა შერნერის „მრჩეველი“
სამსახურის გაწევას ავალდებულებდა და თუ შინდლერს ისევ
დასჭირდებოდა შერნერის მფარველობა, ამ შემთხვევას გაიხსე-
ნებდა.
– ბრემენში დეიდაჩემის ბინა დაბომბეს, საბრალო მოხუცი, –
თქვა ბოშმა, – ყველაფერი განადგურდა! საქორწილო სარეცე-
ლი, სერვანტი, ფაიფურისა და თიხის ჭურჭელი. იქნებ მისთვის
17 მკითხველთა ლიგა
ცოტაოდენი ჭურჭლეულობა გაიმეტოთ? ერთი-ორი ქვაბი... აი,
ის დიდი საწვნეებიც, DDEF-ში რომ ამზადებთ.
„დოიჩე ემაილვარენ ფაბრიკ“9 ჰერ შინდლერის წარმატებული
საწარმოს სახელი იყო. გერმანელები მას შემოკლებით DEF-ს
უწოდებდნენ, ხოლო პოლონელებმა და ებრაელებმა სხვაგვა-
რად შეამოკლეს და „ემალია“ შეარქვეს.
– ვფიქრობ, ამას უპრობლემოდ მოვახერხებთ, – თქვა ჰერ
შინდლერმა, – ნივთები პირდაპირ გავუგზავნოთ თუ თქვენი მეშ-
ვეობით?
– ჩემი მეშვეობით, ოსკარ. – ჰერ ბოშს არც კი გაუღიმია. – პა-
ტარა ბარათსაც დავურთავ.
– გასაგებია.
– მაშ, გადაწყდა. მოდი, იყოს ნახევარი გროსი10 თეფში,
წვნიანის ლამბაქი და ყავის ფინჯანი და ნახევარი დუჟინი საწვნე.
ჰერ შინდლერმა გულწრფელად გაიცინა, ოღონდ ერთგვარი
თავშეკავებით. ჰერ ბოშს თავაზიანად დაელაპარაკა. არა, ჰერ
შინდლერი საჩუქრებს დაუფიქრებლად გასცემდა. საქმე ის იყო,
რომ ბოშს დაბომბილი ნათესავები არ ელეოდა.
– დეიდათქვენს ობოლთა თავშესაფარი ჰქონდა გახსნილი? –
დაიჩურჩულა ოსკარმა.
ბოშმა მას თვალებში ჩახედა. შეზარხოშებული თანამოსაუბ-
რის მზერაში სარკაზმის ნიშანწყალი ვერ შეამჩნია.
– მოხუცი ქალია, საარსებო სახსრების გარეშე. რაც არ დას-
ჭირდება, გადაცვლის.
– მდივანს დავავალებ ამ საქმის მოგვარებას.
– პოლონელ გოგოს? – ჰკითხა ბოშმა. – ლამაზმანს?
– დიახ, ლამაზმანს, – დაუდასტურა შინდლერმა.

9 ემალირებული ჭურჭლეულის გერმანული ფაბრიკა.


10 გროსი – 12 დუჟინი.
18 მკითხველთა ლიგა
ბოშმა სცადა, დაესტვინა, მაგრამ მაღალგრადუსიან ბრენდის
მისი ტუჩები მოედუნებინა და პირიდან ფშვინვა ამოუვიდა.
– თქვენი ცოლი ალბათ ნამდვილი წმინდანია, – უთხრა შინ-
დლერს, როგორც კაცმა კაცს.
– დიახ, – მოკლედ დაეთანხმა ჰერ შინდლერი. ჭურჭლეულო-
ბა კი, მაგრამ ჰერ ბოში მის ცოლზე რომ ლაპარაკობდა, სულაც
არ სიამოვნებდა.
– ერთი ეს მითხარით, მისგან თავს როგორ იძვრენთ? მან
ალბათ იცის... მაგრამ, როგორც ჩანს, მშვენივრად აშოშმინებთ.
შინდლერის სახიდან მყისვე წაიშალა თავაზიანობის კვალი.
ნებისმიერი შეატყობდა დაუფარავ ზიზღს. მან ბრაზიანად დაიღ-
რინა, მაგრამ ეს ხმა შინდლერის ჩვეულებრივი ხმისგან დიდად
არ განსხვავდებოდა.
– პირად თემებზე საუბარი არ მიყვარს, – თქვა შინდლერმა.
– მაპატიეთ, არ მინდოდა... – სასწრაფოდ მოუბოდიშა ბოშმა.
ჰერ შინდლერს არ სურდა, ჰერ ბოშისთვის (რომელიც გულზე
დიდად არ ეხატებოდა) აეხსნა, რომ წარუმატებელი ქორწინების
მიზეზი ასკეტური ხასიათის ფრაუ ემილიე შინდლერისა და ჰედო-
ნისტური ხასიათის ჰერ ოსკარ შინდლერის შეუთავსებლობა იყო
და არა ვინმეს დაშოშმინება თუ დაუშოშმინებლობა. ოსკარი ბოშ-
ზე იმაზე უფრო მეტად ბრაზობდა, ვიდრე გამოხატავდა. ემილიე
ძალიან ჰგავდა ოსკარის გარდაცვლილ დედას, ფრაუ ლუიზა
შინდლერს. უფროსმა ჰერ შინდლერმა ლუიზა 1935 წელს
მიატოვა. ოსკარი შინაგანად გრძნობდა, რომ ბოში ემილიეს და
ოსკარის ქორწინებაზე ყურადღების გამახვილებით ოსკარის მა-
მის ქორწინებასაც შეურაცხყოფდა.
ბოში ბოდიშის მოხდას აგრძელებდა. კაცი, რომელიც კრაკო-
ვის ყოველ სალაროში ყოფდა ხელს, პანიკას მოეცვა და შუბლი
ცივი ოფლით დასცვაროდა, ვაითუ ექვსი ცალი ქვაბი დავკარ-
გოო.
19 მკითხველთა ლიგა
სტუმრებს მაგიდასთან უხმეს. მოახლემ ხახვის წვნიანი შე-
მოიტანა და დაასხა. სანამ სტუმრები ჭამდნენ და ლაპარაკობ-
დნენ, როზნერები უკრავდნენ და მაგიდას უახლოვდებოდნენ,
ოღონდ იმდენად არა, რომ მოახლისთვის, ან გეთის ორი უკ-
რაინელი მოსამსახურისთვის – ივანისა და პიოტრისთვის ხელი
შეეშალათ. ჰერ შინდლერი მაღალ გერმანელ გოგოს (რომე-
ლიც შერნერს სათავისოდ დაეგულებინა) და პირმშვენიერსა და
ძვალწვრილ, გერმანულად მოლაპარაკე პოლონელს გოგოს
შორის იჯდა. შეამჩნია, რომ ორივე გოგო აკვირდებოდა მოახ-
ლეს. ტრადიციულად, როგორც ყველა მოახლეს, მასაც შავი კაბა
ეცვა და თეთრი წინსაფარი ეკეთა. სახელოზე დავითის ვარ-
სკვლავი არ ეხატა, არც ყვითელი ზოლი – ზურგზე. თუმცა ისიც
ებრაელი იყო. ქალების ყურადღება მისმა სახემ მიიქცია. ნიკაპზე
ლები ეტყობოდა. როგორც ჩანდა, გეთს სულაც არ რცხვენოდა
კრაკოველი სტუმრების წინაშე მსახურის ასეთ მდგომარეობაში
წარდგენის. შინდლერმა და ორმა ქალმა უფრო შემაშფოთებე-
ლი იისფერი შეამჩნიეს ყელისა და მხრის შეერთების ადგილას,
რომელსაც საყელო ყოველთვის ვერ ფარავდა.
ამონ გეთმა არათუ უყურადღებოდ, უკანა პლანზე დატოვა გო-
გო, პირიქით, სკამი მისკენ მიატრიალა, ხელით უხმო და მოახლე
სტუმრებს წარუდგინა. ჰერ შინდლერის გეთთან ბოლო სტუმრო-
ბიდან ექვსი კვირა გასულიყო, მაგრამ დამსმენებს უკვე მოეხსენე-
ბინათ მისთვის გეთისა და გოგოს უკუღმართი ურთიერთობის შე-
სახებ. მეგობრებთან გეთი მას სასაუბრო თემად იყენებდა, ხოლო
როცა კრაკოვში სტუმრები შორიდან ჩამოდიოდნენ, მალავდა
ხოლმე.
– ქალბატონებო და ბატონებო, – კაბარეს მთვრალი კონფე-
რანსიეს მიბაძვით წარმოთქვა გეთმა, – ნება მიბოძეთ, წარმო-
გიდგინოთ ლენა. ჩემთან ხუთთვიანმა ცხოვრებამ მზარეულობა
და წესიერი მანერები ასწავლა.
20 მკითხველთა ლიგა
– სახეზე ვატყობ, რომ ჭურჭლის კარადას დასჯახებია, – თქვა
მაღალმა გერმანელმა გოგომ.
– და ეს ძუკნა არც ხელმეორედ დაჯახებაზე იტყოდა უარს, –
ლაღად ჩაიკრუტუნა გეთმა, – დიახაც. ხომ, ლენა?
– ქალებთან მკაცრია, – წაიტრაბახა SS-ის შეფმა თავის მა-
ღალ მეწყვილესთან. შესაძლოა, შერნერს ეს ავი განზრახვით არ
უთქვამს, ის ზოგადად ქალებს გულისხმობდა და არა მხოლოდ
ებრაელ ქალებს. არადა, როცა გეთს ლენას ებრაელობას ახსე-
ნებდნენ, უფრო მკაცრად ეპყრობოდა მას საჯაროდ, სტუმრების
თვალწინ, ან მოგვიანებით, როცა სტუმრები შინ წავიდოდნენ.
შერნერი გეთის უფროსი იყო და შეეძლო კომენდანტისთვის ებ-
რძანებინა, გოგოს ნუ სცემო, მაგრამ ცუდად გამოუვიდოდა და
ამონის ვილაში, წვეულებებზე მეგობრულ ატმოსფეროს დაძაბავ-
და. შერნერი აქ უფროსის რანგში კი არ მოდიოდა, არამედ რო-
გორც მეგობარი, ამხანაგი, მოქეიფე და მექალთანე. ამონი უც-
ნაური ტიპი კი იყო, მაგრამ ჩინებულ წვეულებებს მართავდა.
წვნიანის შემდეგ შემოიტანეს ქაშაყი საწებლით და ლენას მი-
ერ საუცხოოდ მომზადებული და შეკმაზული ღორის ფეხები.
ხორცს მძიმე, უნგრულ წითელ ღვინოს აყოლებდნენ, როზნერე-
ბი ჩარდაშის11 მგზნებარე მელოდიებს უკრავდნენ. ოთახში დაც-
ხა. ოფიცრებმა კიტელები გაიხადეს. სამხედრო კონტრაქტებზე
საუბარი გაჩაღდა. მადრიჩს, უნიფორმების მკერავს, ტარნუვის
სამკერვალო ფაბრიკის შესახებ ჰკითხეს, „საბრძოლო საშუალე-
ბების ინსპექციის“ კონტრაქტებითაც ისევე თუ ხეირობ, როგორც
პლაშუვის ფაბრიკითო. მადრიჩმა პასუხის უფლება ტიჩს, ფაბრი-
კის გამხდარ, თავდაჭერილ ხელმძღვანელს დაუთმო. ამასობაში
გეთი ფიქრებში ჩაიძირა, თითქოს შუა სადილობისას გაახსენდა,

11 უნგრული ხალხური ცეკვა.


21 მკითხველთა ლიგა
რომ რომელიღაც საჩქარო საქმის დეტალები დარჩა გაურკვევე-
ლი და ახლა საქმე ბნელი კაბინეტიდან ეძახდა.
კრაკოველმა გოგოებმა აშკარად მოიწყინეს. ძვალწვრილმა,
ტუჩებმბზინავმა პოლონელმა, რომელიც ოცი წლის თუ იქნებო-
და (უფრო სავარაუდოდ კი – თვრამეტისა), ჰერ შინდლერს
მხარზე ხელი დაადო.
– თქვენ ჯარისკაცი არ ხართ? – ჩურჩულით ჰკითხა მას. – უნი-
ფორმაში თვალისმომჭრელი სანახავი იქნებოდით.
ყველამ ჩაიხითხითა – მადრიჩმაც კი. 1940 წელს შინდლერს
მცირე ხნით ეცვა უნიფორმა, სანამ სამხედრო სამსახურიდან
გაათავისუფლებდნენ – ომში ჩართულ გერმანიას მეწარმე შინ-
დლერი უფრო სჭირდებოდა. თანაც ჰერ შინდლერი იმდენად
გავლენიანი იყო, ვერმახტით ვერ დაემუქრებოდით. მადრიჩმა
საქმეში ჩახედული კაცივით გაიცინა.
– გაიგონეთ? – ჰკითხა ობერფიურერმა შერნერმა მაგიდასთან
მსხდომთ. – პატარა ქალბატონმა ჩვენი მეწარმე ჯარისკაცის
ფორმაში წარმოიდგინა. რიგითი შინდლერი, ჰა, როგორია? ზის
საბანშემოხვეული და კონსერვს შეექცევა სადღაც ხარკოვში.
სმოკინგში გამოწკეპილი ჰერ შინდლერის გათვალისწინებით,
სურათი მართლაც უჩვეულო წარმოსადგენი იყო. თავად შინ-
დლერსაც გაეცინა.
– მსგავსი რამ ხომ... – თითების გატკაცუნება სცადა ბოშმა, –
მსგავსი რამ ხომ შეემთხვა... რა გვარია ის, ვარშავაში რომაა?
– ტობენსი, – უეცრად ფიქრებიდან გამოერკვა გეთი, – ტობენს
შეემთხვა. თითქმის.
შდ-ის შეფმა ჩურდამ თქვა: – აჰ, ჰო, ტობენსი. ძლივს გადარ-
ჩა.
ტობენსი ვარშაველი მეწარმე იყო, შინდლერსა და მადრიჩზე
ბევრად დიდი, მართლაც რომ წარმატებული.

22 მკითხველთა ლიგა
– ჰაინი ვარშავაში ჩავიდა, – დაიწყო ჩურდამ. ჰაინიში ჰაინრიხ
ჰიმლერს გულისხმობდა, – ინსპექციის ხალხს ეუბნება: „მოაშო-
რეთ ეს წყეული ებრაელები ტობენსის ფაბრიკიდან და ტობენსს
ჯარში უკარით ყთავი... პირდაპირ ფრონტზე გაგზავნეთ. დიახ,
ფრონტზე!“ მერე ჰაინიმ ჩემს იქაურ კოლეგას დაავალა, მისი სა-
ბუღალტრო წიგნები მიკროსკოპით შეესწავლათ!
„საბრძოლო საშუალებების ინსპექცია“ თავის ფავორიტ ტო-
ბენსს სამხედრო კონტრაქტებით ანებივრებდა, ხოლო ტობენსი
ინსპექციას – ძვირფასი საჩუქრებით. ტობენსი სწორედ ინსპექცი-
ის პროტესტმა იხსნაო, საზეიმოდ აუწყა მაგიდასთან მსხდომებს
შერნერმა და მერე გვერდზე გადაიხარა, რომ შინდლერისთვის
თვალი ჩაეკრა, – ეს კრაკოვში არასდროს მოხდება, ოსკარ. ყვე-
ლას ძალიან გვიყვარხარ.
უეცრად, თითქოს მეწარმე ჰერ შინდლერის მიმართ საერთო
სითბოს გამოხატვა სურსო, გეთი სკამიდან ადგა და უსიტყვო მე-
ლოდია ჰარმონიულად შეუწყო „მადამ ბატერფლაის“ ლაიტმო-
ტივს, რომელსაც კოხტად ჩაცმული ძმები როზნერები უკრავდნენ
საფრთხეში მყოფი გეტოს საფრთხეში მყოფ ფაბრიკაში მომუშავე
ხელოსნის გულმოდგინებით.
ამ დროს პფეფერბერგი და ლიშეკი ზედა სართულზე გეთის
სააბაზანოში იყვნენ და აბაზანას ხეხავდნენ, რომ ლაქა წაეშა-
ლათ. ქვემოდან როზნერების მუსიკა, სიცილ-ხარხარი და საუბ-
რის ხმები ესმოდათ. ყავის სმის დრო დადგა. დალილავებულმა
ლენამ სტუმრებს ფინჯნები ლანგრით შეუტანა და მაშინვე სამზა-
რეულოში გავიდა, რომ ზედმეტი ყურადღება არ მიექცია.
მადრიჩმა და ტიჩმა სწრაფად დალიეს ყავა და ბოდიშის მოხ-
დით დატოვეს წვეულება. შინდლერიც წასასვლელად გაემზადა.
ახალგაზრდა პოლონელმა გოგომ გააპროტესტა, მაგრამ შინ-
დლერი ამ სახლში თავს უხერხულად გრძნობდა. გეთჰაუზში ყვე-
ლაფერი ნებადართული იყო, მაგრამ მშვენივრად იცოდა რა,
23 მკითხველთა ლიგა
რაოდენ შეუზღუდავად იქცეოდნენ SS-ის ოფიცრები პოლონეთ-
ში, ოსკარს აქ ნათქვამი თითოეული სიტყვა, დალეული ყოველი
ჭიქა, რომ აღარაფერი ითქვას რომელიმე გოგოსთვის სქესობ-
რივი კავშირის შეთავაზებაზე, გულისამრევად ეჩვენებოდა. გოგო
ზედა სართულზეც რომ აგეყვანა, მუდამ გემახსოვრებოდა, რომ
ბოში, შერნერი და გეთი – შენი სიამოვნების თანაზიარნი, კიბეზე,
სააბაზანოსა ან საძინებელში იმას აკეთებდნენ, რასაც შენ. ჰერ
შინდლერი ბერი არ იყო, მაგრამ გეთის სახლში ქალთან დაწო-
ლას ბერობა ერჩივნა.
გოგოს გვერდით მჯდარ შერნერს ომზე, პოლონელ ბანდი-
ტებსა და მოსალოდნელ ცუდ ზამთარზე გამოელაპარაკა. გოგოს
გააგებინა, რომ შერნერი მისი ძმა იყო და ძმას ქალს არ წაარ-
თმევდა. მერე დაემშვიდობა და ხელზე ეამბორა. გეთი სასადი-
ლო ოთახიდან გადიოდა, სადილობისას მაგიდასთან მის გვერ-
დით მჯდარი გოგოსთვის ხელი გადაეხვია. ოსკარი სტუმრებს გა-
მოეთხოვა და კომენდანტს კიბესთან დაეწია. გეთს მხარზე ხელი
დაადო. გეთი შემოტრიალდა, მაგრამ თვალის გასწორება
გაუჭირდა.
– ო, უკვე მიდიხარ, ოსკარ? – ჩაიბურტყუნა მან.
– შინ უნდა ვიყო, – უპასუხა ოსკარმა. შინ ინგრიდი, გერმანე-
ლი საყვარელი ელოდა.
– ნამდვილი ულაყი ხარ, – თქვა გეთმა.
– მთლად შენი დონისა ვერა, – უთხრა შინდლერმა.
– მართალი ხარ, მე ოლიმპიური ჩემპიონი ვარ. ჩვენ მივდი-
ვართ... სად მივდივართ? – გეთმა გოგონას შეხედა, მაგრამ კით-
ხვას თავადვე უპასუხა: – სამზარეულოში მივდივართ, რომ შევა-
მოწმოთ, ლენამ იქაურობა წესიერად მიალაგა თუ არა.
– არა, მაგას არ ვაპირებთ, – გაიცინა გოგომ და გეთი კიბის-
კენ მიაბრუნა.

24 მკითხველთა ლიგა
შინდლერი უყურებდა, როგორ ავიდნენ ფორხილ--
ფორხილით ზორბა ოფიცერი და მის მხარში ამომდგარი გამ-
ხდარი გოგო კიბეზე. გეთი ისეთი მთვრალი იყო, იფიქრებდით,
მეორე დღემდე ვეღარ გაიღვიძებსო, მაგრამ შინდლერს კომენ-
დანტის გამძლეობის შესახებ კარგად მოეხსენებოდა. თუ დასჭირ-
დებოდა, ამონი დილის სამ საათზე ადგებოდა ვენაში მამისათვის
წერილის მისაწერად. ერთი საათით ძილიც ეყოფოდა, დილის
შვიდ საათზე კი აივანზე იდგებოდა თოფით ხელში, რომ რომე-
ლიმე ზანტი პატიმრისთვის ესროლა.
როცა გოგომ და გეთმა კიბის პირველ ბაქნამდე მიაღწიეს,
შინდლერმა უხმაუროდ გააბიჯა სახლის უკანა ნაწილისკენ.
პფეფერბერგმა და ლიშეკმა გაიგონეს, როგორ შემოვიდა კო-
მენდანტი საძინებელში მოსალოდნელზე ადრე და გოგონას რა-
ღაც გადაულაპარაკა. ჩუმად აიღეს თავიანთი საწმენდი აეღჭურ-
ვილობა, საძინებელში ფეხაკრეფით გავიდნენ და სცადეს, გვერ-
დითა კარით გაპარულიყვნენ. გეთი ჯერაც ფეხზე იდგა და გაქცე-
ვის მსურველები შეამჩნია. ტარიანი ჯაგრისის დანახვაზე იფიქრა,
მკვლელები შემოპარულანო. თუმცა, ლიშეკმა წინ გადადგა ნაბი-
ჯი და აკანკალებული ხმით მოახსენა, ვინც იყო და რასაც აკეთებ-
დნენ. კომენდანტმა პატიმრები იცნო.
– ჰერ კომენდანტო, – მძიმედ სუნთქავდა შეშინებული ლიშეკი,
– უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენს აბაზანას ლაქა ემჩნეოდა...
– და მის გადასარეცხად ექსპერტი მოიყვანე, – დაასრულა
ამონმა და ბიჭი თავისთან იხმო. – მოდი, აქ, ძვირფასო.
ლიშეკმა წინ წაიწია და ისე ძლიერ დაარტყეს, რომ წონასწო-
რობადაკარგული ძირს გაიშხლართა. ამონმა კიდევ ერთხელ უხ-
მო ბიჭს, თითქოს პატიმრებისთვის ალერსიანი მიმართვით გო-
გონას აკვირვებსო. ლიშეკი ადგა და მეორე დარტყმის მისაღე-
ბად ამონთან მიბარბაცდა. როცა ბიჭი ხელმეორედ წამოდგა,
პფეფერბერგი, უფრო გამოცდილი პატიმარი, უკვე მკაცრ სას-
25 მკითხველთა ლიგა
ჯელს ელოდა, მაგალითად, იმას, რომ ბაღში ჩაიყვანდნენ და
ივანი ორივეს გაუსამართლებლად დახვრეტდა. ყთუმცა, კომენ-
დანტმა მხოლოდ უყვირა მათ, ახლავე აქედან გაეთრიეთო, და
ისინიც მის ბრძანებას დაემორჩილნენ.
როცა რამდენიმე დღის შემდეგ პფეფერბერგმა შეიტყო, ამონ-
მა ლიშეკი მოკლაო, დაასკვნა, უთუოდ სააბაზანოს ინციდენტის
გამოო. სინამდვილეში მიზეზი სულ სხვა რამ იყო – ლიშეკმა ჰერ
ბოშისთვის კომენდანტის ნებართვის გარეშე შეაბა ცხენი ეტლში
და ამონმა ეს დანაშაული არ აპატია.
ვილის სამზარეულოში მოახლემ, რომლის ნამდვილი სახელი
ჰელენ ჰირში იყო (გეთი ლენას სიზარმაცის გამო მეძახისო, სულ
ამას ამბობდა), თავი ასწია და კარში მდგარი ერთ-ერთი სტუმარი
დაინახა. ხორცის ნაჭრებით სავსე თეფში მაგიდაზე დადო და
აღელვებული გაშეშდა.
– ჰერ... – მოახლე სტუმრის სმოკინგს მიაჩერდა და რამდენი-
მე წამით გაჩუმდა, რათა მისთვის სათანადოდ მიემართა. – ჰერ
დირექტორო, მხოლოდ ძვლებს ვაგროვებდი ჰერ კომენდანტის
ძაღლებისთვის.
– გთხოვთ, გთხოვთ, ფროილაინ ჰირშ, ვალდებული არ
ხართ, რამე ამიხსნათ, – შეაჩერა ჰერ შინდლერმა.
სტუმარმა მაგიდას შემოუარა. კაცი მასთან მიახლოებას არ
აპირებდა, მაგრამ ჰელენი მაინც დაფრთხა. მართალია, ამონი
ხშირად სცემდა, მაგრამ ებრაელობა მას სექსუალური ძალადო-
ბისგან იცავდა. თუმცა, ისეთი გერმანელებიც არსებობდნენ, ვინც
ამონივით წუნიები არ იყვნენ და რასობრივ საკითხებს მკაცრად
არ უდგებოდნენ. ამონზე საწუწუნოდ სამზარეულოში SS-ის
ოფიცრებიც და ობერშარფიურერებიც შემოდიოდნენ, მაგრამ ამ
სტუმრის ხმის ტონი აშკარად განსხვავებული იყო.

26 მკითხველთა ლიგა
– ვერ მიცანით? – ჰკითხა კაცმა ცნობილი ფეხბურთელივით
ან მევიოლინესავით, რომელიც იმის გამო განაწყენებულა, უც-
ნობმა რომ ვერ იცნო. – მე შინდლერი ვარ.
გოგონამ თავი ჩახარა.
– ჰერ დირექტორო, – თქვა მან, – დიახ, გამიგია... აქ წინათაც
ყოფილხართ... მახსოვს...
ოსკარმა მოახლეს წელზე ხელი შემოხვია და ლოყაზე აკოცა.
იგრძნო, როგორ დაეძაბა გოგონას სხეული.
– ეს ისეთი კოცნა არ არის, – ჩურჩულით უთხრა ოსკარმა მო-
ახლეს. – სიბრალულით გაკოცეთ, სიმართლე თუ გაინტერესებთ.
ჰელენს ცრემლები წასკდა. ჰერ დირექტორმა ამჯერად შუბ-
ლზე აკოცა, მაგრად და ხმაურიანად. ასე პოლონელები ემშვი-
დობებოდნენ ხოლმე ახლობლებს რკინიგზის სადგურში. მოახ-
ლემ შეამჩნია, რომ სტუმარიც ტიროდა.
– ეს კოცნა თქვენთან გამომატანა... – კაცმა ხელი აიქნია და
პატიოსან ხალხთა ტომზე ანიშნა, ადამიანებზე, რომლებსაც სიბ-
ნელეში მრავალსართულიან საწოლებზე ეძინათ ან ტყეებში იმა-
ლებოდნენ. მათთვის ჰელენ ჰირში ერთგვარი ბუფერი იყო, რად-
გან ჰაუპტშტურმფიურერი გეთი თითქოს მას სჯიდა ყველას მაგივ-
რად.
ჰერ შინდლერმა გოგონას ხელი გაუშვა და სმოკინგის ჯიბი-
დან შოკოლადის დიდი ფილა ამოიღო. თავისი შემადგენლობით
შოკოლადი ომამდელს ჰგავდა.
– სადმე შეინახეთ, – ურჩია ოსკარმა მოახლეს.
– აქ ზედმეტ ულუფას მაჭმევენ, – უთხრა მან ამაყად, თითქოს
იმის დამტკიცება სურდა, რომ არ შიოდა. სინამდვილეში, ჰელენს
საჭმელი დიდად არ ადარდებდა. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ამო-
ნის სახლში ცოცხალი ვერ გადარჩებოდა, ოღონდ მისი სიკვდი-
ლის მიზეზი უჭმელობა არ იქნებოდა.

27 მკითხველთა ლიგა
– თუ ამის ჭამა არ გინდათ, სხვა რამეში გადაცვალეთ, – უთ-
ხრა ჰერ შინდლერმა გოგონას, – თუმცა, მოღონიერება არ გაწ-
ყენდათ, – კაცი უკან გადგა და ჰელენი შემფასებლურად შეათვა-
ლიერა, – თქვენ შესახებ იცხაკ შტერნმა მითხრა.
– ჰერ შინდლერ, – დაიჩურჩულა გოგონამ, თავი დახარა და
რამდენიმე წამს მორცხვად ქვითინებდა, – ჰერ შინდლერ, ის იმ
ქალების თვალწინ მცემს ხოლმე. ამ სახლში ყოფნის პირველ
დღეს ნასადილევს ძვლების გადაყრის გამო მცემა. შუაღამისას
სარდაფში ჩამოვიდა და მკითხა, ძვლებს რა უყავი, ძაღლების-
თვის მინდოდაო. პირველად მაშინ მცემა. ვუთხარი... არ ვიცი, ეს
რატომ ვქენი; ამას აღარასდროს ვიზამ... ვკითხე, რატომ მცემთ--
მეთქი? ასე მიპასუხა, იმიტომ გცემ, რომ მკითხე, რატომ მცემო.
ჰელენმა თავი გააქნია და მხრები აიჩეჩა, თითქოს ნანობს,
რომ ზედმეტი წამოსცდაო. მეტი განდობის სურვილი აღარ ჰქონ-
და; ჰაუპტშტურმფიურერის მუშტების გახსენება აღარ უნდოდა.
ჰერ შინდლერი მისკენ დაიხარა და ჩუმად ყუთხრა: – მძიმე
მდგომარეობაში ხართ, ჰელენ.
– მნიშვნელობა აღარ აქვს, – თქვა გოგონამ, – უკვე შევეგუე!
– რას?
– იმას, რომ ერთ დღეს აუცილებლად მომკლავს.
შინდლერმა თავი გააქნია და ჰელენმა იფიქრა, სტუმარი მა-
ნიშნებს, ამის იმედი ტყუილად გაქვსო. უეცრად ჰერ შინდლერის
წესიერი ტანსაცმელი და მისი მოვლილი კანი გამომწვევად მო-
ეჩვენა.
– ღვთის გულისათვის, ჰერ დირექტორო, ბრმა კი არ ვარ.
ორშაბათს მე და ახალგაზრდა ლიშეკი დათოვლილ სახურავს
ვწმენდდით. ზემოდან დავინახეთ, როგორ გამოვიდა ჰერ კომენ-
დანტი აივანზე, ზუსტად ჩვენ ქვეშ იდგა. პისტოლეტი ამოიღო და
გამვლელ ქალს ესროლა. ტყვია ყელში მოარტყა. უბრალო
ქალს, რომელსაც ფუთა მიჰქონდა და სადღაც მიდიოდა. ის ქა-
28 მკითხველთა ლიგა
ლი არც სხვებზე გამხდარი იყო და არც – მსუქანი, არც სხვებზე
სწრაფად მიაბიჯებდა და არც – ნელა. ვერ მივხვდი, რა დააშავა.
უყურებ ჰერ კომენდანტს და დღითიდღე რწმუნდები, რომ მის-
თვის არანაირი წესი არ არსებობს. საკუთარ თავს ვერ ეტყვი, თუ
ამ წესს დავიცავ, არაფერი მემუქრება...
შინდლერმა გოგონას ხელი აიღო და მაგრად მოუჭირა, რომ
თავისი სიტყვებისთვის ხაზი გაესვა:
– მისმინეთ, ჩემო ძვირფასო ფროილაინ ჰირშ, მიუხედავად
ყველაფრისა, აქაურობა მაიდანეკს ან აუშვიცს სჯობს. მთავარია,
ჯანმრთელად იყოთ...
– ვიფიქრე, კომენდანტის სამზარეულოში უფრო უკეთ ვიქნე-
ბოდი. როცა ბანაკის სამზარეულოდან აქ გადმომიყვანეს, სხვა
გოგოებს ჩემი შეშურდათ.
ჰელენს ტუჩებზე შესაბრალისი ღიმილი გადაეფინა.
შინდლერმა ხმას აუწია. იმ კაცს დაემგვანა, ფიზიკის
თეორიების ფორმულირებას რომ ცდილობს.
– კომენდანტი არ მოგკლავთ, რადგან მას სიამოვნებას ანი-
ჭებთ, ჰელენ. იმდენად დიდ სიამოვნებას, რომ ვარსკვლავის ტა-
რების უფლებასაც არ გაძლევთ. არ უნდა, ვინმემ გაიგოს, რომ
ებრაელი სიამოვნებას ანიჭებს. ის ქალი აივნიდან იმიტომ მოკ-
ლა, რომ მისთვის არაფერს ნიშნავდა. ერთ-ერთი მრავალთაგა-
ნი იყო, კომენდანტისთვის არც უსიამოვნებია, არც რამე დაუშავე-
ბია. ამას თავადაც ხვდებით. ხოლო თქვენ... ვიცი, რომ გიმძიმთ,
ჰელენ, მაგრამ ასეთია ცხოვრება.
მსგავსი რამ ჰელენისთვის სხვასაც ეთქვა – ლეო იონს, კო-
მენდანტის თანაშემწეს. იონი SS-ის უნტერშტურმფიურერი, ანუ
უმცროსი ლეიტენანტი იყო.
– კომენდანტი ბოლომდე შემოგინახავს, ლენა, – უთხრა გო-
გონას იონმა, – შენით ძალიან ერთობა.

29 მკითხველთა ლიგა
იონისგან მოსმენისას ეს სიტყვები იმდენად შთამბეჭდავად არ
მოსჩვენებია, როგორც ახლა. ჰერ შინდლერმა ჰელენს მტანჯვე-
ლი სიცოცხლე მიუსაჯა.
ოსკარი მიხვდა, რომ ნათქვამმა გოგონას თავზარი დასცა და
მისი გამხნევება სცადა. ჩურჩულით დაჰპირდა, ისევ შევხვდებით
და როგორმე აქედან წაგიყვანთო.
– წამიყვანთ? – გაიკვირვა გოგონამ.
ამ ვილას მოგაშორებთ, ჩემს საწარმოში წაგიყვანთ, აუხსნა
ოსკარმა, ჩემი ემალირებული ჭურჭლეულის ფაბრიკაზე ხომ
გსმენიათო.
– აა, დიახ, – ისეთი ნეტარებით წარმოთქვა ჰელენმა, თითქოს
მაწანწალა ბავშვმა თავი რივიერაზე წარმოიდგინა. – შინდლე-
რის „ემალია“. გამიგია.
– ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, – გაუმეორა მას ჰერ შინ-
დლერმა, რადგან იცოდა, ეს უმთავრესი იყო. იგი თითქოს წინას-
წარ ხვდებოდა ჰიმლერისა და ფრანკის განზრახვას, როცა ამ
სიტყვებს წარმოთქვამდა.
– კარგი, – დათანხმდა ჰელენი. შემდეგ კაცს ზურგი აქცია და
კედელთან მდგარი ფაიფურის ჭურჭლის კარადა განზე გააჩოჩა.
ოსკარი გაჩხიკინებული გოგოს ღონემ გააკვირვა. ჰელენმა კედ-
ლის იმ ადგილიდან, რომელსაც რამდენიმე წამის წინ კარადა
ფარავდა, მორყეული აგური გამოაძრო და ნაპრალიდან ფულის,
საოკუპაციო რეჟიმის ზლოტების დასტა გამოიღო.
– ბანაკის სამზარეულოში ჩემი და მუშაობს, – თქვა მან, – ჩემ-
ზე უმცროსია. მინდა, ამ ფულით გამოისყიდოთ, თუკი ნახირის გა-
დასაყვან ვაგონში ჩასვამენ. დარწმუნებული ვარ, მსგავს რამეებს
წინასწარ შეიტყობთ ხოლმე.
– ამ საქმეს აუცილებლად მივხედავ, – უთხრა შინდლერმა,
ოღონდ მსუბუქად, საზეიმოდ არ დაჰპირებია, – რამდენია?
– ოთხი ათასი ზლოტი.
30 მკითხველთა ლიგა
ჰერ შინდლერმა უდარდელად გამოართვა გოგონას შავი
დღისთვის გადანახული ფული და გვერდითა ჯიბეში ჩაიდო. ეს
ფული მასთან უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა, ვიდრე ამონ გეთის
ფაიფურის ჭურჭლის კარადის უკან, კედლის ნიშაში.
ასე სახიფათოდ იწყება ოსკარ შინდლერის ამბავი სასტიკი ნა-
ცისტებით, SS-ის აღვირახსნილი ოფიცრებით, გამხდარი და
ნაცემ-ნაგვემი გოგონათი და, რატომღაც ისეთივე პოპულარული
პერსონაჟით, როგორიც სულგრძელი მეძავია – კეთილი გერმა-
ნელით.
ერთი მხრივ, ოსკარს დასახული აქვს შეისწავლოს სისტემის
ნამდვილი სახე, სასტიკი სახე, რომელიც ბიუროკრატიულ თავა-
ზიანობას შეუნიღბავს. მას უკვე შეუტყვია – უფრო ადრე, ვიდრე
სხვები გაბედავენ – რა არის ზონდერბეჰანდლუნგი.12 და თუმცა
სიტყვა „საგანგებო მოპყრობად“ ითარგმნება, სინამდვილეში
ბელჟეცში, სობიბორში, ტრებლინკასა და კრაკოვის დასავლე-
თით მდებარე, პოლონელთათვის – ოშვიენციმ-ბჰჟენკისას, ხო-
ლო დასავლური ცივილიზაციისთვის გერმანული, აუშვიც--
ბირკენაუს სახელით ცნობილ იმ კომპლექსში მოწამლულთა და
გაგუდულთა ცხედრებით აღმართულ პირამიდებს ნიშნავს.
მეორე მხრივ, ოსკარი მეწარმეა, სულით ხორცამდე ბიზნესმე-
ნი და სისტემას ღიად თვალში არასდროს შეაფურთხებს. მისი ძა-
ლისხმევით უკვე არა ერთხელ დაპატარავებულა პირამიდები და,
მართალია, ჯერ არ იცის, რომ წელს და გაისად ისინი მატერ-
ჰორნის სიმაღლემდე გაიზრდებიან, ხვდება, რომ მალე დახო-
ცილთა მთას დააყენებენ. წინასწარ ვერ განჭვრეტს, მთის აღსა-
მართად რომელ ბიუროკრატიულ საშუალებებს გამოიყენებენ,

12Sonderbehandlung – სიტყვასიტყვით: „სპეციალური, საგანგებო მოპყრობა ან


მკურნალობა“. ნაცისტურ გერმანიაში ევფემიზმი, რომელსაც მასობრივი მკვლე-
ლობისა და გენოციდის აღსანიშნავად იყენებდნენ.
31 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ერთი ცხადია: ებრაული მუშახელის საჭიროება და ადგი-
ლი მუდამ იქნება. ამიტომაც დაჟინებით ურჩევს ჰელენ ჰირშს,
ჯანმრთელობას გაუფრთხილდითო. ოსკარი დარწმუნებულია, და
პლაშუვის ჩაბნელებულ არბაიტსლაგერშიც (შრომის ბანაკი) ირ-
ხევიან მღვიძარე ებრაელები და თავს იიმედებენ, რომ არც ერთი
რეჟიმი უფასო მუშახელზე უარს არ იტყვის. აუშვიცში მხოლოდ
დაუძლურებულები, დიზენტერიით დაავადებულები და სისხლის
მფურთხებლები მიჰყავთ. ჰერ შინდლერს საკუთარი ყურით მოუს-
მენია, პლაშუვის ბანაკში აპელპლაცზე, დილის სიის ამოკითხვაზე
გამოძახებული პატიმრები როგორ ჩურჩულებენ: „ჯანმრთელი
მაინც ვარ“. ჩვეულებრივ გარემოში ამას მხოლოდ ხნიერები ამ-
ბობენ.
ამგვარად, ზამთრის ეს ღამე ერთ-ერთია იმ ადრეულ, მაგრამ
იმავდროულად, უკვე გვიანდელ დღეთაგან, როცა ჰერ შინდლე-
რი აქტიურად შეუდგა ადამიანთა გადარჩენას. ღრმად შეტოპა;
რაიხის იმდენი კანონი დაარღვია, ჩამოხრჩობა, თავის მოკვეთა
თუ აუშვიცის ან გროს-როზენის საკონცენტრაციო ბანაკებში გაგ-
ზავნა უკვე დაიმსახურა. თუმცა, ჯერ არ იცის, სინამდვილეში
რაოდენ ძვირად დაუჯდება ეს ძალისხმევა. ლამის ნახევარი ქო-
ნება ამ საქმეს დაახარჯა, მაგრამ კიდევ უფრო მეტის გადახდა
მოუწევს.
მკითხველის ნდობით თავიდანვე ზედმეტად რომ არ ვისარ-
გებლო, ამბავი სიკეთის ჩვეულებრივი გამოვლინებით – კოცნით,
ჩურჩულით, შოკოლადის ფილით – იწყება. ჰელენ ჰირში თავის
ოთხი ათას ზლოტის ვეღარასდროს ნახავს, მას ვეღარასდროს
დათვლის და ხელისგულზე ვერ დაიდებს. თუმცა, ჰელენს დღემ-
დე უმნიშვნელოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ ოსკარი ასე აგდებუ-
ლად ეპყრობოდა ფულს.

32 მკითხველთა ლიგა
თავი 1

გენერალ ზიგმუნდ ლისტის სატანკო დივიზია სუდეტენლანდი-


დან ჩრდილოეთისკენ დაიძრა და 1939 წლის 6 სექტემბერს ორი
მხრიდან ალყაში მოქცეული სამხრეთ პოლონეთის ბრილიანტი,
კრაკოვი აიღო. სწორედ მაშინ დასახლდა ოსკარ შინდლერი ქა-
ლაქში, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მისთვის
ერთგვარ ნიჟარად იქცა. სულ რაღაც ერთ თვეში ნაციონალ--
სოციალიზმზე გული აუცრუვდა, სამაგიეროდ, მიხვდა, რომ კრა-
კოვი მისი სარკინიგზო კვანძითა და ჯერჯერობით მცირედ განვი-
თარებული მრეწველობით, ახალი რეჟიმის ეკონომიკური აღმავ-
ლობის ცენტრად შეიძლებოდა ქცეულიყო. კომივოიაჟერი შინ-
დლერი კრაკოვში მაგნატად გარდაიქმნა.
ოსკარის ოჯახის ისტორიას თუ გაეცნობით, სხვათა ხსნისაკენ
მის სწრაფვას მარტივ ახსნას ვერ მოუძებნით. ოსკარი 1908 წლის
28 აპრილს, ფრანც-იოზეფის ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში შემა-
ვალ, ავსტრიის სამეფოს უძველეს პროვინციაში, მთაგორიან მო-
რავიაში დაიბადა. მისი ოჯახი სამრეწველო ქალაქ ცვიტაუში
ცხოვრობდა. შინდლერის წინაპრები რომელიღაც სამრეწველო
დარგისათვის ხელსაყრელ პირობებს მიეზიდა და მეთექვსმეტე
საუკუნის დასაწყისში ვენიდან ცვიტაუში გადასახლებულიყვნენ.
ჰერ ჰანს შინდლერს, ოსკარის მამას, იმპერიული წყობა მოს-
წონდა და თავი ავსტრიელად მიაჩნდა; სუფრასთან, ტელეფონით
საუბრისას, საქმიანი ურთიერთობისას და ალერსისას გერმანულ
ენაზე ლაპარაკობდა. თუმცა, როცა 1918 წელს ჰერ შინდლერი
და მისი ოჯახის წევრები მასარიკისა და ბენეშის ჩეხოსლოვაკიის
რესპუბლიკის მოქალაქეები გახდნენ, მამას დიდად არ სწყენია,
მით უმეტეს – არც მისი ათი წლის ვაჟს. ბავშვ ჰიტლერს, ზრდას-
რული ჰიტლერის თქმით, ბავშვობიდანვე გულს უკლავდა ავ-

33 მკითხველთა ლიგა
სტრიისა და გერმანიის მისტიკურ ერთობაში გაჩენილი უფსკრუ-
ლი და მათი პოლიტიკური განშორება. ოსკარ შინდლერის ბავ-
შვობა მსგავს ნევროზულ უმკვიდრობას არ დაუმახინჯებია. ჩე-
ხოსლოვაკია ისეთი მშვიდობიანი და მყუდრო რესპუბლიკა აღ-
მოჩნდა, გერმანელებმა უმცირესობის სტატუსი სიამაყითაც კი
შეიფერეს, მიუხედავად იმისა, რომ „დიდმა დეპრესიამ“ და
წვრილმანმა სამთავრობო გადაცდომებმა შემდგომში სახელმწი-
ფოსთან მათი ურთიერთობა დაძაბა.
ოსკარის მშობლიური ქალაქი, ქვანახშირის მტვრით დაფარუ-
ლი პატარა ცვიტაუ იესენიკის13 ქედის სამხრეთ კალთებზე მდება-
რეობდა. ქალაქის გარემომცველი ბორცვები ზოგან მრეწველო-
ბას გაეუდაბურებინა, ზოგან ჯერაც ლარიქსის, ნაძვის და სოჭის
ხეებით იყო დაფარული. სუდეტელი გერმანელების სიმრავლის
გამო ცვიტაუში გერმანული საშუალო სკოლაც იყო, რომელშიც
ოსკარი სწავლობდა. იქ მოსწავლეები რეალგიმნაზიუმის კურსს
გადიოდნენ, რათა რეგიონისთვის საჭირო სამთო საქმის, მანქა-
ნათმშენებლობის და სამშენებლო ინჟინერიის სპეციალობას და-
უფლებოდნენ. ჰერ შინდლერი სასოფლო-სამეურნეო მანქანა--
მოწყობილობების მწარმოებელი ქარხნის მეპატრონე იყო და
ოსკარსაც მამის საქმის გამგრძელებლად ამზადებდნენ.
შინდლერები კათოლიკეები იყვნენ. კათოლიკეთა ოჯახის შვი-
ლი იყო ახალგაზრდა ამონ გეთიც, რომელიც იმხანად ვენაში სა-
ბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კურსს გადიოდა და გამოსაშვე-
ბი გამოცდებისთვის ემზადებოდა.
ოსკარის დედა, ლუიზა, ღრმადმორწმუნე იყო. ყოველ კვი-
რადღეს მის ტანსაცმელს წმ. მავრიკის ეკლესიაში წირვაზე
კმეული გუნდრუკის სურნელი ასდიოდა. ჰანს შინდლერი იმ კაც-
თა კატეგორიას ეკუთვნოდა, ცოლს რომ რელიგიისკენ უბიძგებს.

13 ჰრუბი იესენიკი – მთაგრეხილი ჩეხეთში.


34 მკითხველთა ლიგა
იგი კონიაკს სვამდა და ყავახანებში ჯდომა უყვარდა; ჰერ ჰანს
შინდლერის, მიწიერი სიამეებისკენ მიდრეკილი კეთილი მონარ-
ქისტის, ირგვლივ მუდამ ბრენდისა და თამბაქოს სუნი ტრიალებ-
და.
ოჯახი ქალაქის სამრეწველო ნაწილიდან მოშორებით, თანა-
მედროვე, ეზოიან და ბაღიან ვილაში ცხოვრობდა. ოსკარს და
ჰყავდა, ელფრიდე. შინდლერების ოჯახური ცხოვრების თვით-
მხილველები არ შემორჩენილან და მხოლოდ ზოგადი აღწერით
შემოვიფარგლებით. მაგალითად, როგორც ცნობილია, ფრაუ
შინდლერი ძლიერ განიცდიდა იმას, რომ ოსკარი მამამისივით
დაუდევარი კათოლიკე იყო.
თუმცა, ოჯახურ ცხოვრებაზე ეს დიდად არ აისახებოდა. ოსკა-
რის მწირი მონათხრობიდან ირკვევა, რომ ნათელი ბავშვობა
ჰქონდა. ბაღში ფიჭვის ხეებს შორის მზე იჭყიტება. ადრიან ზაფ-
ხულს ქლიავებიც ადრიანად დაუმწიფებია. თუნდაც ივნისის დილა
წირვაზე გაატაროს, შინ ცოდვაზე ფიქრით დამძიმებული როდი
ბრუნდება. მამის მანქანა გარაჟიდან მზეზე გაჰყავს და ძრავასთან
ჩხირკედელაობას იწყებს. ანდა სახლის უკანა კართან ზის და
ნაწილ-ნაწილ შლის კარბურატორს მოტოციკლისა, რომლის აწ-
ყობასაც აპირებს.
ოსკარს რამდენიმე საშუალო ფენის ებრაელი მეგობარი ჰყავ-
და. ისინიც გერმანულ სკოლაში სწავლობდნენ. ეს ბავშვები სოფ-
ლელი აშკენაზები, ახირებული, იდიშზე მოლაპარაკე ორთო-
დოქსები კი არ იყვნენ, არამედ ებრაელი ბიზნესმენის პოლიგ-
ლოტი და მცირედმორწმუნე ვაჟები. არც ისე დიდი ხნით ადრე,
სანამ ცვიტაუში, უძველეს გერმანულ ოჯახში ჰანს შინდლერი მო-
ევლინებოდა ქვეყნიერებას, ჰანას დაბლობის გადაღმა, ბესკიდის
მთებში სწორედ ასეთ ებრაულ ოჯახში ზიგმუნდ ფროიდი დაიბა-
და.

35 მკითხველთა ლიგა
წესით, ოსკარის შემდგომ ქმედებებს საფუძველი ბავშვობაში
უნდა ჩაჰყროდა. მაგალითად, ახალგაზრდა ოსკარი აუცილებ-
ლად უნდა გამოჰქომაგებოდა სკოლიდან შინ მიმავალ ებრაელ
ბიჭს, რომელსაც თანაკლასელები ჩაგრავდნენ. სრულიად შესაძ-
ლებელია, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და კარგიცაა,
რომ ზუსტად არ ვიცით, რადგან ამით ოსკარის მოტივაციის ახსნა
მეტისმეტი იქნებოდა. მით უმეტეს, ერთი ებრაელი ბიჭის ცხვირის
გატეხისგან გადარჩენა ბევრს არაფერს ნიშნავს. თავად ჰიმლერ-
მა დაიწუწუნა ერთ-ერთი აინზაცგრუპეს14 წინაშე სიტყვით გამოს-
ვლისას, ყოველ გერმანელს თითო ებრაელი მეგობარი მაინც
ჰყავსო:
– ებრაელი ხალხი უნდა განადგურდესო, – ამბობს პარტიის
ყველა წევრი. დიახ, ეს ჩვენს პროგრამაში წერია. ებრაელებს
მოვსპობთ, გავანადგურებთო, ერთხმად იმეორებენ. თუმცა, საქმე
საქმეზე რომ მიდგება, ოთხმოცი მილიონი ღირსეული გერმანე-
ლი თითო წესიერ ებრაელს გამოძებნის ხოლმე: სხვები ღორები
არიან, მაგრამ ეს ერთი გამონაკლისიაო.
ჰიმლერის სიტყვების დასტურად და ზრდასრული ოსკარის გა-
ტაცების სავარაუდო მიზეზად კიდევ ერთი ფაქტის მოყვანა შეგ-
ვიძლია. შინდლერების კარის მეზობლად ლიბერალი რაბინი,
დოქტორ ფელიქს კანტორი ცხოვრობდა. რაბინი კანტორი აბრა-
ჰამ გაიგერის (გერმანელი რეფორმატორი, რომელიც იუდაიზმის
ლიბერალიზებისთვის იღვწოდა) მოწაფე იყო. გაიგერის აზრით,
დანაშაული სულაც არ იყო, პირიქით, უნდა გეამაყა იმით, რომ
გერმანელთან ერთად ებრაელიც იყავი. რაბინი კანტორი მკაცრ
სოფლის რაბინს არ ჰგავდა. მას თანამედროვე სამოსი ეცვა და
სახლში გერმანულად ლაპარაკობდა. ღვთის სახლს „ტაძარს“

14Einsatzgruppe – სპეციალური დანიშნულების დაჯგუფება, „სიკვდილის რაზ-


მი“ ნაცისტურ გერმანიაში.
36 მკითხველთა ლიგა
უწოდებდა და არა მოძველებულ სახელს – „სინაგოგას“. მის ტა-
ძარში ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ ებრაელი ექიმები, ინჟინ-
რები და ცვიტაუს ტექსტილის საწარმოების მესაკუთრეები. როცა
ისინი მოგზაურობდნენ, სხვა ბიზნესმენებს ეუბნებოდნენ: „ჩვენი
რაბინი დოქტორი კანტორია – ის სტატიებს არა მხოლოდ პრა-
ღისა და ბრნოს ებრაული ჰჟურნალებისთვის, არამედ ყოველ-
დღიური გაზეთებისთვისაც წერს“.
რაბინი კანტორის ორი ვაჟიც იმ სკოლაში სწავლობდა, რო-
მელშიც მისი გერმანელი მეზობლის, ჰანს შინდლერისა. ძმებს
საკმაო ნიჭი გააჩნდათ საიმისოდ, რომ უმაღლესი განათლების
მიღების შემდეგ პრაღის გერმანული უნივერსიტეტის იშვიათი ებ-
რაელი პროფესორები გამხდარიყვნენ. ჯერჯერობით კი ეს მოკ-
ლედ თმაშეჭრილი, გერმანულ ენაზე მოლაპარაკე ვუნდერკინდე-
ბი მოკლე შარვლებით დარბოდნენ ეზოში და შინდლერის ბავ-
შვებს დაჭერობანას ეთამაშებოდნენ. და როცა ურთხლის ხეებს
შორის გაელვებულ ბავშვებს მოჰკრავდა თვალს, კანტორი ალ-
ბათ ფიქრობდა, გაიგერის, გრეცის, ლაზარუსის და მეცხრამეტე
საუკუნის სხვა გერმანელი ებრაელი ლიბერალების წინასწარმეტ-
ყველება ახდაო; თავისუფლად ვცხოვრობთ, განათლებას ვი-
ღებთ, გერმანელი მეზობლები კეთილად გვექცევიან (ჰერ შინ-
დლერი ჩვენ გასაგონად ჩეხ პოლიტიკოსებზე დამცინავ კომენტა-
რებს აკეთებს); სეკულარისტი სწავლულები და იმავდროულად,
თალმუდის საღად მოაზროვნე განმმარტებლები ვართ; მეოცე
საუკუნესაც ვეკუთვნით და ერთ-ერთ უძველეს მოდგმასაც; არც
სხვას ვუშავებთ რამეს და აღარც სხვები გვჩაგრავენო.
შემდგომში, 1930-იანი წლების შუაში რაბინი კანტორი ამ და-
დებით შეხედულებას შეიცვლის და საბოლოოდ დაასკვნის, რომ
მისი ვაჟები გერმანულენოვანი დოქტორის ხარისხითაც ვერ და-
იხსნიან თავს ნაციონალ-სოციალისტებისგან; რომ მეოცე საუკუ-
ნის ვერც ერთი კულტურული თუ ტექნოლოგიური მიღწევა ვერ
37 მკითხველთა ლიგა
დაიცავს ებრაელს და გერმანელი კანონმდებლებისთვის არა-
ნაირი სახეობის რაბინი არ იქნება მისაღები. 1936 წელს კანტო-
რები ბელგიაში გადასახლდნენ. შინდლერებს მათ შესახებ აღა-
რაფერი გაუგიათ.
რასა, სისხლი და მიწა ცოტას ნიშნავდა მოზარდი ოსკარის-
თვის. იმ ბიჭთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლისთვისაც მოტოციკ-
ლეტი მთელი სამყარო იყო. ბუნებით მექანიკოსი მამამისი შვი-
ლის მანქანა-მოწყობილობებით გატაცებას ყველანაირად აქეზებ-
და. ბოლოკლასელი ოსკარი ცვიტაუში 500 კუბური სანტიმეტრის
მოცულობის ძრავიანი წითელი „გალონით“ დაქროდა. სკოლის
მეგობარი ერვინ ტრაგაჩი შურით აყოლებდა თვალს ქუჩაში რი-
ხინით ჩავლილ წითელ „გალონის“, რომელიც მთავარ მოედანზე
მოსეირნეების ყურადღებას იქცევდა. კანტორის ვაჟებივით მო-
ტოციკლეტიც უნიკალური მოვლენა იყო ცვიტაუსთვის, რადგან
500 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავიანი წითელი „გალო-
ნი“ არათუ ცვიტაუში ან მორავიაში, მთელ ჩეხოსლოვაკიაში არა-
ვის ჰყავდა.
1928 წლის გაზაფხულზე, ოსკარის ყმაწვილობის ბოლო თვე-
ებში და იმ ზაფხულამდე მცირე ხნით ადრე, როცა გოგო შეუყ-
ვარდა და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა, იგი ქალაქის მოედან-
ზე 250 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავიანი „მოტო--
გუცით“ გამოჩნდა. ასეთი მოტოციკლეტი მთელ კონტინენტზე,
იტალიის გარდა, სულ ოთხ კაცს ჰყავდა. ოთხივე საერთაშორისო
მრბოლელი იყო: გისლერი, ჰანს ვინკლერი, უნგრელი იოო და
პოლონელი კოლაჩკოვსკი. ბევრმა ქალაქელმა ალბათ გამკიც-
ხავად გააქნია თავი, ჰერ შინდლერი ბიჭს მეტისმეტად ანებივრებ-
სო.
ოსკარისთვის ის ზაფხული ყველაზე საამური და უწყინარი გა-
მოდგა. აპოლიტიკურ ბიჭს თავზე ტყავის ჩაფხუტი მჭიდროდ მო-
ურგია, „მოტო-გუცის“ მთელი სიჩქარით მიაქროლებს და ადგი-
38 მკითხველთა ლიგა
ლობრივი ფაბრიკა-ქარხნების გუნდებს მორავიის მთებში მოტო-
ციკლით რბოლაში ეჯიბრება. მისი ოჯახისთვის პოლიტიკური და-
ინტერესების მწვერვალად ალბათ ფრანც იოზეფის სახელზე სან-
თლის ანთება თუ ჩაითვლებოდა. ფიჭვებით შემოსილი მოსახვე-
ვის მიღმა მას უიღბლო ქორწინება, ეკონომიკური კრიზისი და
ჩვიდმეტწლიანი სახიფათო პოლიტიკური თამაშები ელოდება.
თუმცა, მრბოლელმა მომავალზე ჯერ არაფერი იცის, სწრაფ მო-
ტოციკლზე მჯდარს მხოლოდ ქარი სცემს ძლიერად სახეში. ის
ჯერაც ახალბედაა, არაპროფესიონალია, რეკორდები არ დაუმ-
ყარებია და უფრო თამამია გამოცდილებზე, პროფესიონალებსა
და რეკორდსმენებზე, რომელთაც დასაკარგი ბევრი აქვთ.
მისი პირველი რბოლა მაისში, ბრნოსა და სობესლავს შორის
სამთო ტრასაზე შედგა. ეს უმაღლესი კლასის შეჯიბრი იყო და
შეძლებული ჰანს შინდლერის მიერ შვილისთვის ნაჩუქარ ძვირ-
ფას სათამაშოს გარაჟში უქმად დაჟანგება არ მოუწევდა. შინ-
დლერმა თავისი წითელი „მოტო-გუცით“ მესამე ადგილი დაიკავა
და მხოლოდ ინგლისური „ბლექბერნის“ ძრავებით გაძლიერე-
ბულ „ტეროებს“ ჩამორჩა.
მომდევნო შეჯიბრისთვის ოსკარმა სახლიდან მოშორებით
საქსონიის საზღვართან მდებარე მთებში, ალტფატერის რაიონში
გადაინაცვლა. იმ შეჯიბრში გერმანელი ჩემპიონი ვალფრიდ ვინ-
კლერი და მისი ვეტერანი მეტოქე კურტ ჰენკელმანიც ჩაერ-
თვნენ. გამარჯვებისთვის იბრძოლებდნენ საქსონელი ფავორიტე-
ბი ჰოროვიცი, კოხერი და კლივარი; „ბლექბერნის“ ძრავიანი „ტე-
როებიც“ დაბრუნდნენ და რამდენიმე „ქავენთრი იგლსიც“ გამოჩ-
ნდა. ოსკარ შინდლერის გარდა, კიდევ ორ მონაწილეს ჰყავდა
„მოტო-გუცი“. რბოლაში „მძიმეწონოსნებიც“ მონაწილეობდნენ:
350 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავიანი მოტოციკლეტე-
ბი და „ბე-ემ-ვე“-ს 500 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრა-
ვიანი მოტოციკლეტების გუნდი.
39 მკითხველთა ლიგა
ეს დღე ოსკარის ცხოვრებაში თითქმის საუკეთესოა, ამ სიტ-
ყვის სრული მნიშვნელობით. ის თავიდანვე ლიდერთა შორის
აღმოჩნდა. ერთი საათის შემდეგ ვინკლერმა, ჰენკელმანმა და
ოსკარმა საქსონელები უკან მოიტოვეს, ხოლო დანარჩენი
„მოტო-გუცები“ ტექნიკური პრობლემების გამო რბოლას გა-
მოეთიშნენ. ოსკარმა ვინკლერი ჩამოიტოვა და ეგონა, ეს ბო-
ლოსწინა წრეზე გააკეთა. მან ალბათ ცხადად წარმოიდგინა გა-
მარჯვება, რომელიც მის, როგორც ქარხნის გუნდის მრბოლე-
ლის კარიერასა და მუდმივ მოგზაურობებს დაუდებდა სათავეს.
ოსკარის აზრით, ბოლო წრეზე მან ჰენკელმანს და ორივე
„დე-კა-ვე“-ს15 გაუსწრო, ხაზი გადაკვეთა და სიჩქარე შეანელა.
როგორც ჩანს, შეჯიბრის მსაჯების რომელიღაც ქმედებამ ოსკარი
დააბნია და იფიქრა, რომ რბოლა დამთავრდა. სანამ ოსკარი
მიხვდა, რომ რბოლა გრძელდებოდა და ბავშვური შეცდომა და-
უშვა, ვალფრიდ ვინკლერმა და მიტა ვიხოდილმა გაუსწრეს. სა-
ბოლოოდ, თვით გადაღლილმა ჰენკელმანმაც შეძლო მისთვის
მესამე ადგილის ჩამორთმევა.
ოსკარს შინ ზეიმი გაუმართეს. თუ ტექნიკურ შეცდომას არ ჩავ-
თვლით, მან ევროპის საუკეთესო მრბოლელები დაამარცხა.
ტრაგაჩი ვარაუდობს, რომ ოსკარს მრბოლელის კარიერა
ეკონომიკური მიზეზით ვერ აეწყო. ალბათ მართლაც ასეა. იმ
ზაფხულს, ექვსკვირიანი ნაცნობობისა და შეხვედრების შემდეგ,
ოსკარმა ნაჩქარევად შეირთო ცოლად ფერმერის ქალიშვილი.
ამ ქორწინებამ მას მამასთან ურთიერთობა გაუფუჭა, ხოლო ჰანს
შინდლერი იმავდროულად ოსკარის დამსაქმებელიც იყო.
ოსკარის ახალშერთული ცოლი ცვიტაუს აღმოსავლეთით, ჰა-
ნას დაბლობზე მდებარე სოფლის მკვიდრი იყო. დედათა მონას-

15DKW – გერმანული ავტომობილების და მოტოციკლეტების მარკა, რომელმაც


არსებობა 1966 წელს შეწყვიტა.
40 მკითხველთა ლიგა
ტერში ესწავლა და ოსკარის დედის მსგავსად თავდაჭერილობით
გამოირჩეოდა, რაც ოსკარს ძალიან მოსწონდა. გოგონას ქვრივი
მამა უბრალო გლეხი კი არა, კარგად აღზრდილი მიწათმფლო-
ბელი იყო. „ოცდაათწლიან ომში“16 მისი ავსტრიელი წინაპრები
როგორღაც გადარჩენოდნენ მუდმივ ომიანობასა და შიმშილს,
რომელიც ნაყოფიერ დაბლობზე მძვინვარებდა. სამი საუკუნის
შემდეგ, ახალი საფრთხის ხანაში, მისი ქალიშვილი ცოლად გაჰ-
ყვა ცვიტაუელ მოზარდ ბიჭს. გოგონას მამაც ისევე ეწინააღმდე-
გებოდა ამ ქორწინებას, როგორც ოსკარისა.
ჰანსი იმით იყო უკმაყოფილო, რომ ხედავდა, ოსკარმაც მის
მაგალითს მიჰბაძა და უიღბლოდ იქორწინა. მგრძნობიარე და
ბობოქარი სულის ბიჭმა მეტისმეტად ადრე მოინდომა დადინჯება
და დამშვიდება მონაზონის მსგავსი, კეთილი და დახვეწილი გო-
გოს მეშვეობით.
ოსკარმა ემილიე ცვიტაუში წვეულებაზე გაიცნო. ემილიე თა-
ვის სოფლიდან, ალტ-მოლშტაინიდან მეგობრებთან სტუმრად ჩა-
მოსულიყო. ოსკარი ალტ-მოლშტაინში ნამყოფი იყო, ერთხელ
იქ ტრაქტორები გაეყიდა.
როცა ცვიტაუს ეკლესიებში მექორწილეთა სახელები გამოაც-
ხადეს, ხალხმა ოსკარი და ემილიე ისეთ შეუფერებელ წყვილად
მიიჩნია, რომ გარიგებით ქორწილზე ალაპარაკდნენ. მიყთ უმე-
ტეს, იმ ზაფხულს შინდლერის სასოფლო-სამეურნეო მანქანა--
მოწყობილობების ქარხანას პრობლემები შეექმნა, რადგან იქ
ორთქლის ძრავებზე მომუშავე ტრაქტორებს აწყობდნენ, რომ-
ლითაც ფერმერები სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებოდნენ.
ოსკარი ხელფასის უდიდეს ნაწილს საქმეში აბრუნებდა. ემილიეს
კი თან ნახევარი მილიონი რაიხსმარკის ოდენობის მზითევი მოჰ-

16ომების სერია (1618-1648 წწ.) საღვთო რომის იმპერიასა და მთელ ევროპაში


ბატონობისთვის.
41 მკითხველთა ლიგა
ყვა – ყველასათვის საკმარისად დიდი და შვების მომგვრელი
თანხა. თუმცა, ჭორები ნამდვილად უსაფუძვლო იყო; იმ ზაფ-
ხულს ოსკარს სიყვარულისგან გონება დაჰკარგოდა. და ვი-
ნაიდან ემილიეს მამას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა იმის
დასაჯერებლად, რომ ბიჭი დაჭკვიანდებოდა და მისგან კარგი
ქმარი დადგებოდა, ნახევარი მილიონის მხოლოდ მცირე ნაწი-
ლი გადაიხადა.
თავად ემილიე ბედნიერი ჩანდა დამთრგუნველი ალტ--
მოლშტაინიდან წამოსვლით და სიმპათიურ ოსკარ შინდლერზე
გათხოვებით. მამამისის უახლოესი მეგობარი სოფლის ეკლესიის
მღვდელი იყო და ემილიეს მთელი ცხოვრება მათთვის ჩაის დას-
ხმაში და პოლიტიკასა და თეოლოგიაზე მათი მიამიტური საუბრე-
ბის მოსმენაში გაეტარებინა. თუ ებრაული კვალის ძიებას ვაგრძე-
ლებთ, მაშინ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვობისას ემილიესაც
ჰყოლია ებრაელი ნაცნობები: ბებიამისის მკურნალი სოფლის
ექიმი და მაღაზიის მეპატრონე რაიფის შვილიშვილი რიტა. ერთ-
ერთი სტუმრობისას სოფლის ეკლესიის მღვდელმა ემილიეს მა-
მას უთხრა, კათოლიკე გოგოსთვის ებრაელთან მეგობრობა კარ-
გი არ არისო. ემილიე ბავშვური სიჯიუტით გაუძალიანდა
მღვდლის ედიქტს. მათი მეგობრობა 1942 წლის იმ დღემდე
გრძელდებოდა, როცა რიტა რაიფი ნაცისტებმა მისივე მაღაზიის
წინ დახვრიტეს.
ახალშეუღლებული ოსკარი და ემილიე ცვიტაუში, ბინაში და-
სახლდნენ. ოსკარს ოცდაათიანი წლები ალბათ 1928 წლის ზაფ-
ხულში, ალტფატერის რაიონში დაშვებული დიდებული შეცდომის
უბრალო ეპილოგად ეჩვენებოდა. სამხედრო სამსახური ჩეხოს-
ლოვაკიის არმიაში გაიარა და მართალია, ჯარში სატვირთო მან-
ქანის მართვის საშუალება ეძლეოდა, აღმოაჩინა, რომ სამხედ-
რო ცხოვრება სძულდა; ოღონდ დისკომფორტისა და მოუხერ-
ხებლობის, და არა პაციფისტობის გამო. ცვიტაუში დაბრუნებულ-
42 მკითხველთა ლიგა
მა ემილიეზე გული აიცრუა, ცოლს საღამოობთ შინ მარტო ტო-
ვებდა, თავად კი უცოლო ბიჭივით, გვიანობამდე კაფეებში იჯდა
და მონაზვნებისგან სრულიად განსხვავებულ, არც ისე მოკრძა-
ლებულ გოგოებს ეარშიყებოდა. 1935 წელს შინდლერების ქარ-
ხანა გაკოტრდა, ჰანს შინდლერი ცოლს გაშორდა და საცხოვ-
რებლად ცალკე გადავიდა. ამის გამო ოსკარმა იგი შეიძულა.
დეიდებთან სადილად სტუმრობისას დაუფარავად ლანძღავდა
მამას; კაფეებშიც კი კეთილი ქალის ღალატში ადანაშაულებდა
ჰანს შინდლერს. ეტყობა, მშობლების დანგრეულ ქორწინებას და
ემილიესთან თავის მყიფე კავშირს შორის მსგავსებას ვერ ხედავ-
და.
კარგი საქმიანი კავშირების, დროს ტარების სიყვარულის, სა-
ვაჭრო უნარებისა და კარგი მსმელის სახელის წყალობით, თვით
„დიდი დეპრესიის“ ხანაში იშოვა სამსახური „მორავიან ელექ-
ტროტექნიკში“. გაყიდვების განყოფილების უფროსად მუშაობდა.
კომპანიის სათავო ოფისი პროვინციის პირქუშ დედაქალაქში,
ბრნოში მდებარეობდა და ოსკარი მუდამ ბრნოსა და ცვიტაუს შო-
რის მიმოდიოდა. მუდმივი მგზავრობები მოსწონდა. ალტფატე-
რის ტრასაზე ვინკლერის გასწრებისას წარმოდგენილი ოცნება
სანახევროდ აუხდა.
როცა დედამისი გარდაიცვალა, ოსკარი საჩქაროდ ცვიტაუში
დაბრუნდა და დეიდების, თავის დის, ელფრიდესა და ცოლის,
ემილიეს გვერდით იდგა საფლავის ერთ მხარეს, ხოლო მოღა-
ლატე ჰანსი – კუბოს თავთან, სრულიად მარტო, თუ მღვდელს
არ ჩავთვლით. ლუიზას სიკვდილმა ჰანსსა და ოსკარს შორის
მტრობა გააღრმავა. ოსკარი ვერ ამჩნევდა – ამას მხოლოდ ქა-
ლები ხედავდნენ – რომ სინამდვილეში ის და ჰანსი მამა-შვილს
კი არა, ძმებს ჰგავდნენ.
დაკრძალვაზე ოსკარს ჰაკენკროიცი, კონრად ჰენლაინის „სუ-
დეტელ გერმანელთა პარტიის“ სიმბოლო ეკეთა. პარტიაში გა-
43 მკითხველთა ლიგა
წევრიანება ემილიემ და დეიდებმა არ მოუწონეს, მაგრამ ოსკარი
მკაცრად არ გაუკრიტიკებიათ. იმხანად ამ სიმბოლოს უამრავი
ახალგაზრდა ჩეხი გერმანელი ატარებდა. მხოლოდ სოციალ--
დემოკრატები და კომუნისტები ამბობდნენ უარს ამ ნიშანზე და
ჰენლაინის პარტიაზე, ოსკარი კი, რაღა თქმა უნდა, არც კომუნის-
ტი იყო და არც – სოციალ-დემოკრატი. ოსკარი კომივოიაჟერი
იყო. თანაბარი კონკურენციის პირობებში, გერმანული კომპანიის
ხელმძღვანელები უპირატესობას სვასტიკიან კომივოიაჟერს ანი-
ჭებდნენ და შეკვეთასაც მას აძლევდნენ.
მიუხედავად წარმატებული საქმიანობისა და მრავალი შეკვე-
თისა, 1938 წელს, თვეებით ადრე, სანამ გერმანული დივიზიები
სუდეტენლანდში შეიჭრებოდნენ, ოსკარმა იგრძნო, რომ მსოფ-
ლიო ისტორიაში გარდამტეხი მომენტი ახლოვდებოდა და
დაუოკებელმა სურვილმა შეიპყრო, ცვლილებების მონაწილე
გამხდარიყო.
რაც უნდა ყოფილიყო ჰენლაინის პარტიაში მისი გაწევრიანე-
ბის საბაბი, როგორც ჩანს, მორავიაში გერმანული დივიზიების
შესვლისთანავე მან ისევე აიცრუა გული ნაციონალ--
სოციალიზმზე, როგორც საკუთარ ქორწინებაზე. როგორც ჩანს,
ელოდა, რომ დამპყრობლები ადგილობრივ გერმანელებს მოძ-
მე სუდეტური რესპუბლიკის დაარსების ნებას დართავდნენ. შემ-
დგომში ოსკარმა განაცხადა, ახალი რეჟიმის მიერ ჩეხი მოსახ-
ლეობის ჩაგვრამ და მათთვის საკუთრებისა და ქონების წართმე-
ვამ შემაძრწუნაო. მან მალევე გამოამჟღავნა დაუმორჩილებლო-
ბა და ის შემთხვევა დოკუმენტურად არის დასაბუთებული. აშკა-
რაა, რომ 1939 წლის მარტში ჰრადჩანის ციხესიმაგრეში ჰიტლე-
რის მიერ გამოცხადებული ბოჰემიისა და მორავიის პროტექტო-
რატის ტირანიამ ოსკარი თავიდანვე უსიამოვნოდ გააკვირვა.
გარდა ამისა, ორ ადამიანს, რომელთა აზრსაც ოსკარი პა-
ტივს სცემდა, ემილიეს და გაუცხოებულ მამამისს, ტევტონთა აღ-
44 მკითხველთა ლიგა
ზევების ჰჟამის დადგომისა და ჰიტლერის წარმატებისა არ სჯე-
როდათ. ვერ ვიტყვით, რომ მათი მოსაზრებები, ისევე როგორც
ოსკარისა, მეტისმეტად კომპლექსური და წესიერად დასაბუთებუ-
ლი იყო. ემილიეს უბრალოდ სწამდა, რომ კაცი, რომელმაც თა-
ვი ღმერთად წარმოიდგინა, აუცილებლად დაისჯებოდა, ხოლო
ჰანს შინდლერის პოზიცია, რომელიც ოსკარს მამიდამ გააცნო,
ძირითად ისტორიულ პრინციპებს ემყარებოდა. ქალაქ ბრნოს-
თან ახლოს მდებარეობდა მდინარის მონაკვეთი, სადაც ნაპოლე-
ონმა აუსტერლიცის ბრძოლა მოიგო. და რა დაემართა გამარ-
ჯვებულ ნაპოლეონს? არარაობად იქცა, შუა ატლანტის ოკეანეში,
რომელიღაც კუნძულზე კარტოფილი მოჰყავდა. იგივე ბედი ეწე-
ვა ჰიტლერსაცო, იმეორებდა ჰერ შინდლერი. ბედისწერა უსას-
რულოდ გრძელი თოკი არ არის, არამედ ელასტიკურია, რაც
უფრო შორს გაწელავ, მით უფრო უხეშად გაგტყორცნის უკან,
საწყისი წერტილისკენ – აი, რა ასწავლა ცხოვრებამ, უიღბლო
ქორწინებამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ჰანს შინდლერს.
თუმცა, მისი ვაჟი, ოსკარი, ასე დაუფარავად ჯერ არ მტრობდა
სისტემას. შემოდგომის ერთ საღამოს ახალგაზრდა ჰერ შინ-
დლერი ოსტრავასთან ახლომდებარე მთებში, პოლონეთის საზ-
ღვართან, ერთ-ერთ სანატორიუმში წვეულებაზე იმყოფებოდა.
წვეულებას კომივოიაჟერი ოსკარის კლიენტი და მეგობარი სანა-
ტორიუმის დირექტორი მასპინძლობდა. ქალმა ოსკარს წარმო-
სადეგი გერმანელი მამაკაცი, ებერჰარდ გებაუერი გააცნო. ცოტა
ბიზნესზე ილაპარაკეს, შემდეგ საფრანგეთის, ბრიტანეთისა და
საბჭოთა კავშირის სავარაუდო საპასუხო სვლებზე გააბეს საუბა-
რი. მერე გებაუერი და შინდლერი გულახდილად სასაუბროდ
ოთახიდან გავიდნენ და თან ერთი ბოთლი სასმელი გაიყოლეს.
გებაუერმა შინდლერს გაუმხილა, ადმირალ კანარისის სამხედ-
რო სადაზვერვო სამსახურის აბვერის ოფიცერი ვარო და ახალ-
გაცნობილ, შეზარხოშებულ მეგობარს აბვერის უცხოეთის განყო-
45 მკითხველთა ლიგა
ფილებაში დასაქმება შესთავაზა. ოსკარს საზღვარგარეთ, პო-
ლონეთში, მთელ გალიციასა და ზემო სილეზიაში ჰქონდა საქ-
მიანი კავშირები; იქნებ აბვერისთვის სამხედრო ცნობები მოიპო-
ვოო, სთხოვა მას გებაუერმა, რომელმაც წვეულების მასპინ-
ძლისგან იცოდა, რომ ოსკარი გონიერი და კომუნიკაბელური
იყო. მსგავსი უნარებით გამორჩეული ადამიანი არა მხოლოდ
რეგიონის სამხედრო და სამრეწველო ნაგებობის შესახებ მოიპო-
ვებდა ცნობებს, არამედ ბარებსა და რესტორნებში ან საქმიანი
შეხვედრებისას პოლონელი გერმანელების გადაბირებასაც შეძ-
ლებდა.
ახალგაზრდა ოსკარის აპოლოგეტები ალბათ ამ შემთხვევა-
შიც იტყვიან, რომ კანარისისთვის მუშაობას, ანუ აბვერის სასარ-
გებლოდ ჯაშუშობას იგი სამხედრო სამსახურიდან თავის დახსნის
გამო დათანხმდა. რასაკვირველია, გებაუერის შეთავაზება ამასაც
გულისხმობდა და ცდუნება დიდი იყო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას,
რომ გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის სურვილს ოსკარი, სა-
ვარაუდოდ, მართებულად მიიჩნევდა. ეტყობა, მის გვერდით სა-
წოლზე ჩამომჯდარი და მსმელი, გამხდარი ოფიცრის მსგავსად,
ოსკარი ჯერაც ამართლებდა ამ ეროვნულ საქმეს მიუხედავად
იმისა, რომ საქმის მართვისა და ხელმძღვანელობის მეთოდები
არ მოსწონდა. ოსკარი ალბათ გებაუერის მორალურმა მომხიბ-
ვლელობამ აცდუნა, გებაუერი და მისი აბვერელი კოლეგები ხომ
თავს კეთილსინდისიერ ქრისტიანთა ელიტად მიიჩნევდნენ. და
თუმცა, მსგავსი მიდგომა აბვერელებს პოლონეთში შეჭრის და-
გეგმვაში ხელს არ უშლიდა, სამაგიეროდ, უძლიერებდა ზიზღს
ჰიმლერისა და მისი SS-ის მიმართ, რომელთანაც, როგორც ისი-
ნი ქედმაღლურად მიიჩნევდნენ, გერმანიის სულის შესანარჩუნებ-
ლად მძიმე ბრძოლა მოუწევდათ.
აშემდგომში სულ სხვა სადაზვერვო სამსახურმა გამოიყენა
ოსკარის მოპოვებული ამომწურავი და საჭირო ინფორმაცია. პო-
46 მკითხველთა ლიგა
ლონეთში მოგზაურობებისას ოსკარმა ხალხისგან (განსაკუთრე-
ბით წვეულებებზე ან სადილობისას), მათდა უნებურად, ცნობების
გამოძალვის შესაშური ნიჭი გამოავლინა. ზუსტად უცნობია ოსკა-
რის მიერ გებაუერისა და კანარისისთვის მოპოვებული ცნობების
შინაარსი და მნიშვნელობა, მაგრამ ქალაქი კრაკოვი ძალიან შე-
უყვარდა; მიუხედავად იმისა, რომ კრაკოვს ინდუსტრიულ ცენ-
ტრად ვერ მიიჩნევდით, ეს კოხტა, შუა საუკუნეების ქალაქი მეტა-
ლურგიული, ტექსტილისა და ქიმიური საწარმოების რკალში იყო
მოქცეული.
რაც შეეხება არამოტორიზებულ პოლონეთის არმიას, მისი
საიდუმლოებანი ყველასთვის ისედაც ცხადი იყო.

47 მკითხველთა ლიგა
თავი 2

1939 წლის ოქტომბრის მიწურულს ორი ახალგაზრდა გერმა-


ნელი უნტერშარფიურერი კრაკოვში, სტრადომის ქუჩაზე მდება-
რე „ი. კ. ბუხჰაისტერი და კომპანიის“ საგამოფენო დარბაზში შე-
ვიდა. მათ შინ გასაგზავნად ძვირადღირებული ქსოვილის ორი
რულონი შეარჩიეს. დახლთან მდგარმა, მკერდზე ყვითელვარ-
სკვლავმიკერებულმა ებრაელმა გამყიდველმა გერმანელებს აუხ-
სნა, „ბუხჰაისტერი“ ბითუმად ყიდის საქონელს და მხოლოდ სამ-
კერვალო ფაბრიკებსა და ტანსაცმლის მაღაზიებს ემსახურებაო,
თუმცა ჯარისკაცები მაინც ვერ გადაარწმუნა. როცა ფულის გა-
დახდის დრო მოვიდა, მათ თავხედურად დადეს დახლზე 1858
წლის ბავარიული და 1914 წლის გერმანული ოკუპაციის დროინ-
დელი ორი ბანკნოტი.
– ჩვეულებრივი, მოქმედი ვალუტაა, – უთხრა ერთ-ერთმა ებ-
რაელ მოლარეს. ორივე ახალგაზრდა, ჯანმრთელი მამაკაცი
იყო, მთელი გაზაფხული და ზაფხული მანევრებზე გაეტარები-
ნათ, შემოდგომის დასაწყისში იოლი გამარჯვება მოეპოვებინათ
და ახლა ამ ლამაზ, დაპყრობილ ქალაქში ცხოვრებით ტკბებოდ-
ნენ. მოლარე თანხის მიღებას დათანხმდა და ვიდრე სალაროს
აპარატში გაყიდვას ჩაინიშნავდა, გერმანელები მაღაზიიდან
გააცილა.
ოდნავ მოგვიანებით, საგამოფენო დარბაზში ახალგაზრდა ბუ-
ღალტერმა შეიარა. იგი ებრაული კომერციული დაწესებულებე-
ბის სამართავად შექმნილი „აღმოსავლეთის ტრასტის17 სამსახუ-
რის“ მიერ „ბუხჰაისტერისთვის“ მიჩენილი ორი ოფიციალური
წარმომადგენლიდან ერთ-ერთი იყო. პირველს, მაღაზიის ხელ-

17 Trust (ინგ.) – ქონება, რომელსაც მინდობილი მესაკუთრე, მეურვე განაგებს.


48 მკითხველთა ლიგა
მძღვანელს, შუახნის უამბიციო კაცს, ზეპ აუე ერქვა. ხოლო
მეორე, ახალგაზრდა, მისი თანაშემწე, ერთობ მონდომებული და
ენერგიული იყო. ახალგაზრდამ საბუღალტრო დავთრები და სა-
ლარო გულდასმით შეამოწმა. სალაროს აპარატიდან გაუფასუ-
რებული ბანკნოტები ამოიღო და იკითხა, ეს რა ქაღალდებიაო.
ებრაელმა მოლარემ უამბო, რაც მოხდა. ბუღალტერმა არ
დაუჯერა, ბრალი დასდო, მყარი ვალუტა ძველი ბანკნოტებით
შეგიცვლიაო. იმავე დღეს „ბუხჰაისტერის“ საწყობის მეორე სარ-
თულზე ახალგაზრდა ბუღალტერმა ზეპ აუეს მომხდარის შესახებ
აცნობა და შუცპოლიციის გამოძახება ურჩია.
ჰერ აუემ და ბუღალტერმა იცოდნენ, რომ ამ ქმედებისთვის
ებრაელ მოლარეს დააპატიმრებდნენ და მონტელუპების ქუჩაზე
SS-ის საპატიმროში ჩასვამდნენ. ახალგაზრდა ბუღალტერის აზ-
რით, ეს ჭკუის სასწავლებელი მაგალითი იქნებოდა „ბუხჰაისტე-
რის“ სხვა თანამშრომლებისთვის. თუმცა, აუეს ეს იდეა ჭკუაში არ
დაუჯდა. ერთი რამ აბრკოლებდა: ებრაელებს თანაუგრძნობდა.
იმიტომ, რომ ბებიამისი ებრაელი იყო, რაც ჯერ არავინ იცოდა.
აუემ კურიერი ბიჭი გაგზავნა კომპანიის უწინდელი ბუღალ-
ტრის, პოლონელი ებრაელი იცხაკ შტერნის მოსაყვანად, რო-
მელსაც გრიპი შეჰყროდა და სახლში იწვა. აუე ამ თანამდებობა-
ზე პოლიტიკური საბაბით დაენიშნათ, ბუღალტრობის დიდი გა-
მოცდილება არ ჰქონდა. იგი იმედოვნებდა, რომ შტერნი ქსოვი-
ლის რულონების გამო წარმოქმნილ გაუგებრობას მოაგვარებ-
და. კურიერის წასვლისთანავე აუესთან მისი მდივანი შევიდა და
მოახსენა, გარეთ ოსკარ შინდლერი გელოდებათ, ამტკიცებს,
შეხვედრა მქონდა დათქმულიო. აუე კაბინეტიდან გავიდა. მეორე
ოთახში ტანმაღალი ახალგაზრდა დახვდა. იგი ჩუმად იდგა და
აუღელვებლად ეწეოდა სიგარეტს. აუე და შინდლერი წინა საღა-
მოს წვეულებაზე შეხვედროდნენ ერთმანეთს. იქ ოსკარ შინდლე-
რი სუდეტელ გერმანელ გოგოსთან, ინგრიდთან ერთად იმყოფე-
49 მკითხველთა ლიგა
ბოდა. ინგრიდი ებრაული რკინა-კავეულობის მაღაზიის ხელ-
მძღვანელი, ანუ ტროიჰენდერი იყო, ისევე როგორც – აუე „ბუხ-
ჰაისტერისა“. ოსკარი და ინგრიდი მომხიბვლელი წყვილი იყო,
აშკარად ეტყობოდათ, რომ ერთმანეთი უყვარდათ და აბვერში
ბევრი მეგობარი ჰყავდათ.
ჰერ შინდლერი კრაკოვში ბიზნესის წამოწყებას აპირებდა. სა-
ფეიქრო მრეწველობას გირჩევთო, უთხრა მას აუემ.
– ეს მხოლოდ უნიფორმები როდია. პოლონეთის შიდა ბაზა-
რი დიდია და ფასებიც საკმაოდ მაღალია საიმისოდ, რომ ყვე-
ლამ ვიხეიროთ. „ბუხჰაისტერში“ შემოიარეთ და თავად ნახეთ, –
ურჩია მას შეზარხოშებულმა აუემ. რა იცოდა, რომ მეგობრული
სულისკვეთება მეორე დღის ორ საათზე სანანებელი გაუხდებო-
და.
შინდლერმა შეამჩნია, რომ ჰერ აუე ისეთი მონდომებული
აღარ ჩანდა, როგორც წინა საღამოს.
– თუ ცუდ დროს მოვედი, ჰერ ტროიჰენდერ... – დაიწყო ოს-
კარმა.
– სულაც არა, – მიუგო ჰერ აუემ და შინდლერს საწყობიდან
სართავი განყოფილებისკენ გაუძღვა. შინდლერმა ჰკითხა, პო-
ლონელებთან პრობლემები ხომ არ გვაქვსო.
– არა, – უპასუხა ზეპმა, – შოკისგან ჯერ ვერ გამორკვეულან,
მაგრამ ჩვენთან თანამშრომლობენ. ეს ხომ სამხედრო ქარხანა
არ არის.
შინდლერს ცხადად ეტყობოდა, რომ საჭირო კავშირები ჰქონ-
და. აუემ ცდუნებას ვერ გაუძლო და ამის დაზუსტება მოინდომა.
ჰერ შინდლერ, „საბრძოლო საშუალებების ინსპექციაში“ ხალხს
თუ იცნობთ, გენერალი იულიუს შინდლერი თქვენი ნათესავი ხომ
არ არისო, ჰკითხა მას.
ამას რა მნიშვნელობა აქვსო, მოკლედ უპასუხა ჰერ შინ-
დლერმა (სინამდვილეში ჰერ შინდლერი მას არანაირად არ ენა-
50 მკითხველთა ლიგა
თესავებოდა), თუმცა, ზოგიერთისგან განსხვავებით, გენერალი
არც ისე ცუდი ყმაწვილიაო, დასძინა ოსკარმა.
აუე დაეთანხმა, ოღონდ დაამატა: მნიშვნელობა აქვს იმიტომ,
რომ გენერალ შინდლერთან ერთად მე ვერასდროს ვისადილებ
და დავლევო.
აუეს კაბინეტში დაბრუნდნენ. გზად იცხაკ შტერნს, „ბუხჰაისტე-
რის“ ებრაელ ბუღალტერს, შეხვდნენ. იგი აუეს მდივნის შეთავა-
ზებულ სკამზე მჯდარი იცდიდა, ცხვირს იწმენდდა და ახველებდა.
აუეს და შინდლერის დანახვაზე წამოდგა და ვეება თვალებით
მიაჩერდა დამპყრობლებს, რომლებიც მიუახლოვდნენ, გვერდით
ჩაუარეს და კაბინეტში შევიდნენ. იქ აუემ შინდლერს სასმელი
შესთავაზა, მერე ბოდიში მოუხადა, ოსკარი ბუხრის პირას დატო-
ვა, თავად კი შტერნთან დასალაპარაკებლად გავიდა.
შტერნი გამხდარი კაცი იყო, ერთდროულად თალმუდის
მკვლევარისა და ევროპელი ინტელექტუალის იერი ჰქონდა.
აუემ მას მოლარისა და ორი უნტერშარფიურერის შემთხვევისა
და გერმანელი ბუღალტრის განზრახვის შესახებ უამბო. სეიფი-
დან 1858 წლის ბავარიული და 1914 წლის ოკუპაციის დროინდე-
ლი ვალუტა გამოიღო.
– ვიფიქრე, სათანადო ბუღალტრული პროცედურით ამ პრობ-
ლემას მოაგვარებდით, – უთხრა შტერნს აუემ, – ალბათ მსგავსი
რამ კრაკოვში ბევრგან ხდება.
იცხაკ შტერნმა ბანკნოტები აიღო და შეათვალიერა. დიახ, ამ
პრობლემის მოგვარების მარტივი პროცედურა შევიმუშავეო, უთ-
ხრა მან ჰერ ტროიჰენდერს, ღიმილისა და თვალის ჩაკვრის გა-
რეშე ოთახის მეორე ბოლოში ბუხართან მივიდა და ბანკნოტები
ცეცხლში შეყარა.
– ამ ტრანსაქციას მოგება-ზარალის ანგარიშიდან ჩამოვწერ,
ვითომ ის რულონები „საცდელი ნიმუშები“ იყო, – თქვა შტერნმა.
სექტემბრის შემდეგ საცდელი ნიმუშები მომრავლებულიყო.
51 მკითხველთა ლიგა
აუეს მოსწონდა იურიდიული სამხილებისადმი შტერნის
აუღელვებელი, ქმედითი დამოკიდებულება. სიცილი ვერ შეიკავა,
როცა ბუღალტრის წვრილ სახეზე პატარა ქალაქის მკვიდრის-
თვის დამახასიათებელი პროვინციული გამჭრიახობის კვალი შე-
ამჩნია. მხოლოდ კრაკოველი თუ მოიფიქრებდა ამას. აუეს კაბი-
ნეტში კი ჰერ შინდლერი ელოდა ცნობებს კრაკოვის შესახებ.
აუემ შტერნი ჰერ შინდლერის გასაცნობად კაბინეტში შეიყვა-
ნა. ოსკარი ბუხართან იდგა, ცეცხლს მისჩერებოდა და ხელში
თავმოხსნილი მათარა ეჭირა. მისი დანახვისთანავე იცხაკ შტერ-
ნმა გაიფიქრა: „ეს დამყოლი გერმანელი არ არის.“ აუეს ფიურე-
რის ნიშანი, მინიატურული ჰაკენკროიცი ისე დაუდევრად ეკეთა,
თითქოს რომელიმე მოტოკლუბის სიმბოლო ყოფილიყოს. ხო-
ლო შინდლერის მონეტისოდენა, შავად მომინანქრებულ ემბლე-
მას ბუხრის შუქი აბზინვარებდა. ეს სიმბოლო და წარმატებული
კაცის იერი, რომელიც ახალგაზრდას დაჰკრავდა, გრიპიანი პო-
ლონელი ებრაელისთვის მძიმე შემოდგომას მოასწავებდა.
აუემ ისინი ერთმანეთს წარუდგინა. როგორც გუბერნატორ
ფრანკის ბრძანებულება მოითხოვდა, შტერნმა ახალგაზრდას
აუწყა:
– უნდა გითხრათ, ბატონო, რომ ებრაელი ვარ.
– მე კი გერმანელი ვარ, – ჩაიბუზღუნა ჰერ შინდლერმა, – რა
მნიშვნელობა აქვს!
„თუ არა აქვს, მაშინ განკარგულება გააუქმეთ!“ – კინაღამ ხმა-
მაღლა წამოიძახა ცხვირსახოცაფარებულმა შტერნმა.
პოლონეთში „ახალი წესრიგის“ დამყარებიდან ჯერ მხოლოდ
შვიდი კვირა გასულიყო, მაგრამ იცხაკ შტერნისა და მისი თანა-
მოძმეებისთვის უკვე არა ერთი ბრძანებულება გამოეცათ. პო-
ლონეთის გენერალ-გუბერნატორ ჰანს ფრანკს პირადად მოეწე-
რა ხელი ექვსი შემზღუდველი ბრძანებულებისთვის, ხოლო და-
ნარჩენი ოლქის გამგებლისთვის, SS-ის გრუპენფიურერ
52 მკითხველთა ლიგა
(გენერალ-მაიორ), დოქტორ ოტო ვეხტერისთვის მიენდო. გარ-
და იმისა, რომ თავისი წარმომავლობა უნდა ეცნობებინა, შტერნს
ყვითელი ზოლით მონიშნული სპეციალური სარეგისტრაციო ბა-
რათიც უნდა ეტარებინა. უკვე მესამე კვირა იწურებოდა, რაც ებ-
რაელებს ქაშერის წესით ხორცის მომზადებას უკრძალავდნენ და
უფასოდ შრომას აიძულებდნენ. შტერნის, როგორც უნტერმენშის
(ქვეადამიანის)18 დღიური ულუფა არაებრაელი პოლონელის
(მიუხედავად იმისა, რომ მათაც უნტერმენშის რიცხვს მიაკუთვნებ-
დნენ) დღიური ულუფის ნახევარზე ოდნავ მეტი იყო.
დაბოლოს, 8 ნოემბრის ბრძანებულებით, კრაკოველი ებ-
რაელების სრული რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 24 ნოემ-
ბერს უნდა დასრულებულიყო.
მშვიდი და აბსტრაქტულად მოაზროვნე შტერნი ხვდებოდა,
რომ ბრძანებულებების რაოდენობა გაიზრდებოდა და სიცოც-
ხლისა და სუნთქვის უფლებას უფრო მეტად შეუზღუდავდნენ. არა
მხოლოდ შტერნი, კრაკოველ ებრაელთა უმეტესობა ბრძანებუ-
ლებების მოზღვავებას ელოდა. ხვდებოდნენ, რომ ყოველ-
დღიურობა თანდათან დაირღვეოდა – ებრაელებს შტეტლებიდან
ქალაქში წაიყვანდნენ ნახშირის მაღაროებში სამუშაოდ, ინტე-
ლექტუალებს – სოფლებში, ჭარხლის გასათოხნად. დროდადრო
მასობრივად დახოცავდნენ იძულებით მომუშავეებს. მაგალითად,
ისე, როგორც ტურსკში, სადაც ხალხი მთელი დღე ამუშავეს ხიდ-
ზე, საღამოს კი სოფლის სინაგოგაში შერეკეს და ყველა დაცხრი-
ლეს. თუმცა ებრაელთა მოდგმა გადარჩენის იმედს არ კარგავ-
და; დამპყრობლებს შეწყალებას სთხოვდნენ და ხელისუფლებს
მოისყიდიდნენ – ეს ძველი და ნაცადი მეთოდი რომის იმპე-
რიიდან მოყოლებული მოქმედებდა. ბოლოს და ბოლოს, სამო-

18Untermensch – რასისტული ტერმინი ნაცისტურ გერმანიაში, რომლითაც ებ-


რაელებს, ბოშებსა და სლავებს აღნიშნავდნენ.
53 მკითხველთა ლიგა
ქალაქო ხელისუფლებას ხომ ებრაელები სჭირდებოდა. განსა-
კუთრებით იმ ქვეყანაში, რომლის ყოველი თერთმეტი მოსახლი-
დან ერთი ებრაელი იყო.
შტერნი სხვათა ოპტიმიზმს ვერ იზიარებდა. ეჭვი ეპარებოდა,
რომ კანონმდებლების სიმკაცრე მალე მიაღწევდა იმ სტაგნაციურ
წერტილს, რომლიდანაც მათთან მოლაპარაკების წამოწყება მო-
ხერხდებოდა. საშინელი დროება იდგა. მართალია, ჯერაც ვერ
ჭვრეტდა, რაოდენ მწველი და დამანგრეველი იქნებოდა მოახ-
ლოებული ხანძარი, მაგრამ მომავალს იმდენად უიმედოდ კი უც-
ქერდა, რომ გულში სინანულით გაეფიქრებინა: „ოჰ, თქვენთვის
იოლია თანასწორობაზე ლაპარაკი, ჰერ შინდლერ“.
– ეს კაცი ბუხჰაისტერის მარჯვენა ხელი იყო, – იცხაკ შტერნი
წარუდგინა შინდლერს აუემ. კრაკოვის საქმიან წრეებში კარგი
კავშირები აქვსო.
შტერნის აზრით, აუე აშკარად აჭარბებდა, მაგრამ ამჟამინდე-
ლი სტატუსი მასთან შეკამათების უფლებას არ აძლევდა. თანაც,
რატომღაც ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ აუე წარჩინებულ სტუ-
მარზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა.
აუემ ბოდიში მოიხადა და კაბინეტიდან გავიდა.
შტერნთან მარტო დარჩენილმა შინდლერმა ბუღალტერს ხმა-
დაბლა უთხრა, მადლიერი დავრჩები, თუ ადგილობრივ ბიზნესზე
ცოტა რამეს მიამბობთო. შტერნმა ოსკარს გამომცდელად შესთა-
ვაზა, ხომ არ აჯობებს „ტრასტის სამსახურს“ მიმართოთო.
– ეგენი ქურდები არიან, – არხეინად უპასუხა ჰერ შინდლერმა,
– თანაც, ბიუროკრატები. გულწრფელი შეფასება მაინტერესებს,
– მხრები აიჩეჩა მან, – ბუნებით კაპიტალისტი ვარ და არ მომ-
წონს, როცა ათასგვარი წესდებით მზღუდავენ.
ამგვარად, შტერნმა და თვითაღიარებულმა კაპიტალისტმა
საუბარი წამოიწყეს. შეიძლება ითქვას, შტერნი ინფორმაციის
ულევი წყარო აღმოჩნდა. კრაკოვის ლამის ყველა საწარმოში
54 მკითხველთა ლიგა
(საფეიქრო, სამკერვალო და საკონდიტრო ფაბრიკებში, ავეჯისა
და მეტალურგიულ ქარხნებში...) ჰყავდა მეგობარი და ნათესავი.
ღრმა შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა ჰერ შინდლერმა პიჯაკის
უბის ჯიბიდან კონვერტი ამოიღო.
– კომპანია „რეკორდის“ შესახებ თუ გსმენიათ? – ჰკითხა მან
იცხაკ შტერნს.
დიახ, გაკოტრდაო, უპასუხა შტერნმა. „რეკორდი“ ემალირე-
ბულ ჭურჭელს ამზადებდა. გაკოტრების შემდეგ კომპანიისთვის
მანქანა-მოწყობილობების ნაწილი ჩამოერთმიათ. ახლა კომპა-
ნიას ყოფილი მფლობელის ნათესავი ხელმძღვანელობდა და
პროდუქციას მინიმალური მოცულობით აწარმოებდა. შტერნის
თქმით, „რეკორდის“ უმთავრესი კრედიტორი, შვეიცარიული კომ-
პანიის წარმომადგენელი მისი ძმა იყო. შტერნმა თავს ძმური
სიამაყის მცირედი გამოვლინების უფლება მისცა და იქვე გამკიც-
ხავად დაამატა: – კომპანიას ძალიან ცუდად მართავდნენ.
შინდლერმა შტერნს კონვერტი მუხლებზე დაუდო.
– ეს მათი ბალანსის უწყისია. მითხარით, რას ფიქრობთ.
იცხაკმა უპასუხა, ჰერ შინდლერ, რჩევა სხვასაც უნდა ჰკითხო-
თო. რასაკვირველია, ვკითხავ, მაგრამ თქვენს მოსაზრებასაც ვა-
ფასებო, უთხრა ოსკარმა.
შტერნმა უწყისი სწრაფად ჩაიკითხა; თითქმის სამი წუთი ეცნო-
ბოდა მას. უცებ ოთახში გამეფებული სრული სიჩუმე იგრძნო და
თავი ასწია. ჰერ შინდლერი თვალს არ აშორებდა.
შტერნი იმ კაცთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვისაც წინაპრების-
გან სასარგებლო ნიჭი გადმოსცემოდა: იგი თითქოს ყნოსვით
პოულობდა სამართლიან გოის19 რომელსაც სხვათა სისასტიკის-
გან თავდასაცავად გამოიყენებდა. ეს უნარი ეხმარებოდა უსაფ-
რთხო თავშესაფრის აღმოჩენაში. იმ მომენტიდან, როცა მან ჰერ

19 გოი (მრ. რ. „გოიმ“) – არაებრაელი, უცხოელი ებრაელთათვის.


55 მკითხველთა ლიგა
ოსკარ შინდლერის მეშვეობით გადარჩენის ალბათობა იყნოსა,
მათი საუბარი დაემსგავსა წვეულებაზე ახალგაცნობილი კაცისა
და ქალის ფლირტს, რომელიც შესაძლოა სქესობრივი კავშირით
დასრულდეს. ამას შტერნი შინდლერზე უკეთ აცნობიერებდა და
ფრთხილობდა, ამ მყიფე ურთიერთობის საზიანოდ, ზედმეტი
არაფერი წამოსცდენოდა.
– ჩინებული ბიზნესია, – თქვა შტერნმა, – თუ გნებავთ, ჩემს
ძმას ჰკითხეთ. თანაც, სამხედრო შეკვეთების მიღების შანსიც არ-
სებობს...
– დიახ, – ჩაილაპარაკა ჰერ შინდლერმა.
ლამის კრაკოვის დაცემისთანავე, ვარშავის ალყის დამთავრე-
ბამდე, პოლონეთის გენერალურ გუბერნიაში „საბრძოლო სა-
შუალებათა ინსპექცია“ დაარსდა. ინსპექციას შესაფერისი საბ-
რძოლო აღჭურვილობის მწარმოებლების შერჩევა და მათთან
ხელშეკრულების გაფორმება ევალებოდა. „რეკორდში“ საველე
პირობებისთვის განკუთვნილი სასადილო ნივთების დამზადება
შეიძლებოდა. შტერნმა იცოდა, რომ „საბრძოლო საშუალებათა
ინსპექციას“ ვერმახტის20 გენერალ-მაიორი იულიუს შინდლერი
ხელმძღვანელობდა. გენერალი თქვენი ნათესავი ხომ არ არი-
სო, ჰკითხა იცხაკმა ოსკარს. სამწუხაროდ, არაო, უპასუხა ოსკარ-
მა, ოღონდ ისეთი ტონით, თითქოს ებრაელ ბუღალტერს აფ-
რთხილებდა, ეს ფაქტი საიდუმლოდ შეინახეო.
რაც უნდა იყოს, ამჟამინდელ მცირე წარმოებასაც „რეკორ-
დისთვის“ ყოველწლიურად ნახევარ მილიონ ზლოტზე მეტი შე-
მოსავალი მოაქვს და ახალი დანადგარებისა და ქურების შეძენაც
იოლად მოხერხდება, მთავარია, კრედიტზე ხელი მიგიწვდებო-
დეთო, უთხრა შტერნმა შინდლერს.

20 Wehrmacht – ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალები.


56 მკითხველთა ლიგა
ოსკარის თქმით, ემალირებული ნაწარმი მის სპეციალობას-
თან უფრო ახლოს იდგა: ადრე სასოფლო-სამეურნეო მანქანა--
მოწყობილობების ქარხანაში ვმუშაობდი და ორთქლის წნეხებს
კარგად ვიცნობო.
შტერნს კოხტა გერმანელი მეწარმისთვის არ უკითხავს,
ბიზნეს-პერსპექტივის შესახებ მე რატომ მესაუბრებითო. მსგავსი
შეხვედრები ებრაელთა მოდგმისთვის უცხო არასდროს ყოფილა.
ბუღალტერმა შინდლერს აუხსნა, საკომერციო სასამართლო გა-
კოტრებული კომპანიის იჯარით აღების ფასს დააწესებსო. კომპა-
ნიის დაქირავება ყიდვის პირობით უფრო მოსახერხებელი იქნე-
ბოდა – ტროიჰენდერობას ეს სჯობდა. ტროიჰენდერი, ანუ ხელ-
მძღვანელი, მთლიანად ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარე-
ბოდა.
შტერნმა ხმას დაუწია და გაბედა, ეთქვა:
– მალე გაარკვევთ, რომ საწარმოში დასასაქმებელი მუშების
რიცხვი შეზღუდულია...
– ეს საიდან იცით? – გაიღიმა შინდლერმა. – საბოლოო მიზ-
ნების შესახებ როგორ შეიტყვეთ?
– „ბერლინერ ტაგებლატში“ წავიკითხე. ებრაელებისთვის ჯერ
გერმანული გაზეთის წაკითხვა არ აუკრძალავთ.
შინდლერმა სიცილით დაადო შტერნს მხარზე ხელი:
– მართლა?
სინამდვილეში შტერნმა ეს იქიდან იცოდა, რომ აუემ რაიხის
ეკონომიკის მინისტრის, ებერჰარდ ფონ იაგვიცის დირექტივა
მიიღო. მინისტრის დირექტივაში ბიზნეს-საქმიანობების
“გაარიულების“ გზები იყო გადმოცემული. აუემ მემორანდუმის
რეზიუმეს შედგენა შტერნს მიანდო. ფონ იაგვიცი აღნიშნავდა
(უფრო სინანულით, ვიდრე სიბრაზით), რომ სხვა სამთავრობო
და პარტიული ორგანიზაციები, განსაკუთრებით, ჰაიდრიხის

57 მკითხველთა ლიგა
RSHA21 დაჟინებით მოითხოვდა არამარტო კომპანიების მეპატ-
რონეთა, არამედ ხელმძღვანელობისა და მუშახელის გაარიულე-
ბასაც. ტროიჰენდერებს ევალებოდათ, რაც შეიძლებოდა სწრა-
ფად გაეწმინდათ კომპანიები კვალიფიციური ებრაელი მუშა--
მოსამსახურეებისგან, ოღონდ ისე, რომ წარმოება მისაღებ დო-
ნეზე შეენარჩუნებინათ.
ბოლოს ჰერ შინდლერმა „რეკორდის“ ბალანსის უწყისი
კვლავ უბის ჯიბეში ჩაიდო, ადგა და იცხაკ შტერნს კაბინეტიდან
გაუძღვა. კარგა ხანს მბეჭდავებსა და კლერკებს შორის იდგნენ
და ფილოსოფიურ თემებზე ლაპარაკობდნენ. ოსკარმა მისთვის
რატომღაც მეტად მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა – ქრის-
ტიანობა სათავეს იუდაიზმიდან იღებსო. ამ თემით ჯერ კიდევ მო-
ზარდობის ასაკში ცვიტაუელ კანტორებთან ნაცნობობისას დაინ-
ტერესდა. შტერნი მშვიდად და დაკვირვებით ლაპარაკობდა. მისი
სტატიები რელიგიების შედარებითი განხილვის შესახებ ჰჟურნა-
ლებში გამოექვეყნებინათ. ოსკარს თავი ფილოსოფოსი ეგონა,
მაგრამ თურმე ცდებოდა. ახლა მან ნამდვილი ექსპერტი იპოვა.
შტერნმა, სწავლულმა, რომელსაც ზოგი პედანტად მიიჩნევდა,
ოსკარს ზედაპირულობა შეატყო, გონებაგახსნილი კი არის, მაგ-
რამ კონცეპტუალური აზროვნების უნარს მოკლებულიაო. რასაკ-
ვირველია, შტერნი წუწუნს არ აპირებდა. ებრაელსა და გერმა-
ნელს შორის ერთი შეხედვით შეუთავსებელი მეგობრობა გან-
მტკიცდა. და შტერნმა, ოსკარის მამის მსგავსად, უნებურად გაავ-
ლო პარალელები უწინდელ იმპერიებთან და დაასკვნა, ადოლფ
ჰიტლერი წარმატებას ვერ მიაღწევსო.
შტერნმა თავი ვერ შეიკავა და თავისი მოსაზრება ხმამაღლა
გამოთქვა. „ბუხჰაისტერის“ ებრაელმა თანამშრომლებმა თავები

21 Reichssicherheitshauptamt – რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო.


58 მკითხველთა ლიგა
ჩაქინდრეს და თავიანთ საბუთებსა და ქაღალდებს დააშტერდნენ.
შინდლერი ოდნავადაც არ შეწუხებულა.
საუბრის დასასრულს ოსკარმა ორიგინალური რამ თქვა:
– ასეთ ხანაში ძნელია, ეკლესიებმა მრევლს უქადაგოს, რომ
ზეციურ მამას თუნდაც ერთი ბეღურის ბედი ანაღვლებს.
ჩვენს დროში, როცა სიცოცხლე ერთ კოლოფზე იაფია,
მღვდლობას ნამდვილად არ ვისურვებდიო, დაასრულა მან.
შტერნი დაეთანხმა, მაგრამ დაამატა, ბიბლიიდან მოყვანილ
თქვენს ციტატას თალმუდის ეს მუხლი ზუსტად აჯამებს – ის, ვინც
ერთი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის, მთელ ქვეყნიერებას იხსნი-
სო.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – თქვა ოსკარ შინდლერმა.
იცხაკს ყოველთვის სჯეროდა (იქნებ ტყუილად, ან იქნებ –
არა), რომ სწორედ მაშინ ჩაყარა კვალში სათანადო თესლი.

59 მკითხველთა ლიგა
თავი 3

იმ შემოდგომაზე ოსკარ შინდლერს კიდევ ერთი კრაკოველი


ებრაელი შეხვდა და, როგორც ის კაცი თავად ყვება, კინაღამ
მოკლა იგი. ებრაელს ლეოპოლდ (პოლდეკ) პფეფერბერგი ერ-
ქვა და ბოლოდროინდელი ტრაგიკული სამხედრო კამპანიისას
პოლონეთის არმიაში ასმეთაურად მსახურობდა. მდინარე სანთან
გამართულ შეტაკებაში ფეხში დაჭრილი პფეფერბერგი კოჭლო-
ბით მიმოდიოდა, პშემიშლის ჰოსპიტალში და სხვა დაჭრილების
მოვლაში ეხმარებოდა ექიმებს. ექიმის დიპლომი არ ჰქონდა,
მაგრამ კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტი დაემთავრებინა და
სკოლაში ფიზაღზრდას ასწავლიდა, ამიტომ ადამიანის ანატომი-
ას კარგად იცნობდა. ოცდაშვიდი წლის, ხარივით ძლიერი პფე-
ფერბერგი სიცოცხლისუნარიანი, გამძლე და თავდაჯერებული
იყო.
პშემიშლის ბრძოლისას დატყვევებულ რამდენიმე ასეულ პო-
ლონელ ოფიცერთან ერთად პფეფერბერგი გერმანიაში გადაჰ-
ყავდათ, როცა მატარებელი მის მშობლიურ ქალაქ კრაკოვში გა-
ჩერდა და ტყვეები პირველი კლასის მოსაცდელ დარბაზში შეაგ-
როვეს, სანამ მათთვის ახალ ტრანსპორტს გამოძებნიდნენ.
პოლდეკის სახლი იქიდან სულ ათი კვარტლის მოშორებით მდე-
ბარეობდა. პრაქტიკულ ახალგაზრდას აღმაშფოთებლად ეჩვენე-
ბოდა ის, რომ გარეთ, პავიას ქუჩაზე ვერ გადიოდა, რაათა ნო-
მერ პირველ ტრამვაის შინ გაჰყოლოდა. კართან მწყემსივით
მდგარი ვერმახტის ჯარისკაცი თითქოს იწვევდა, მოდი, სცადეო.
პფეფერბერგს გულის ჯიბეში პშემიშლის საავადმყოფოს გერ-
მანელი ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი საბუთი ედო. სა-
ბუთი მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან ერ-
თად ქალაქში თავისუფლად მოძრაობისა და ორივე არმიის დაჭ-

60 მკითხველთა ლიგა
რილი ჯარისკაცების მკურნალობის ნებას რთავდა. პფეფერბერ-
გმა ოფიციალური, ბეჭედდასმული დოკუმენტი ამოიღო და
მცველს გაუწოდა.
– გერმანულად კითხვა შეგიძლია? – ჰკითხა მას.
ეს ოინი სწორად უნდა გაეთამაშებინა. ახალგაზრდული
შეუპოვრობა და დარწმუნების ნიჭი უნდა გამოეყენებინა; მიუხედა-
ვად ომში სწრაფი მარცხისა, პოლონელი ოფიცრისათვის (მათ
შორის იშვიათად ებრაელებიც გამოერეოდნენ ხოლმე) დამახა-
სიათებელი არისტოკრატიზმითა და თავდაჯერებულობით უნდა
მიემართა მისთვის.
ჯარისკაცმა თვალები დაახამხამა.
– რა თქმა უნდა, გერმანულად კითხვა შემიძლია, – თქვა მან,
მაგრამ როცა პფეფერბერგს დოკუმენტი გამოართვა, იმ კაცივით
დახედა, რომელმაც კითხვა საერთოდ არ იცის – ქაღალდის
ფურცელი ხელში პურის ნაჭერივით ეჭირა. პფეფერბერგმა გერ-
მანულად აუხსნა, ამ საბუთში წერია, რომ გარეთ გასვლისა და
ავადმყოფების მკურნალობის უფლება მაქვსო. მცველმა მხო-
ლოდ ბეჭდებით აჭრელებული ფურცელი დაინახა. მართლაც
ოფიციალური დოკუმენტი ყოფილაო, თავი დააქნია მან და პფე-
ფერბერგს კარისკენ ანიშნა.
ნომერ 1-ლ ტრამვაიში პფეფერბერგის გარდა არავინ იჯდა.
დილის ექვსი საათიც არ იყო. კონდუქტორს მგზავრობის საფასუ-
რის გამორთმევისას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ქალაქში
ჯერ კიდევ მრავლად იყვნენ ვერმახტის მიერ აღუნუსხავი პოლო-
ნელი ჯარისკაცები.
ტრამვაიმ ბარბაკანს შემოუარა, უძველესი კედლის კარიბჭეში
გაიარა, ფლორიანის ქუჩას წმ. მარიამის ეკლესიამდე გაუყვა,
ცენტრალური მოედანი გადაჭრა და ხუთ წუთში გროდის ქუჩაზე
აღმოჩნდა. ნომერ 48-ში მდებარე მშობლების სახლთან პფეფერ-

61 მკითხველთა ლიგა
ბერგმა პატარა ბიჭივით ტრამვაის გაჩერებამდე ისკუპა გარეთ და
კარის წირთხლს დაეჯახა.
გაქცევის შემდეგ პფეფერბერგი არცთუ ისე მოუხერხებლად
ცხოვრობდა თავის მეგობრებთან, გროდის 48-ში ხანდახან შეივ-
ლიდა ხოლმე. ებრაული სკოლები მცირე ხნით გაიხსნა (ექვსი
კვირის შემდეგ ყველა დახურეს) და მასწავლებლობასაც დაუბ-
რუნდა. იმედოვნებდა, გესტაპო კიდევ კარგა ხანს არ მომისაკ-
ლისებსო და ყოველღიური ულუფის მისაღებად ტალონების გა-
მოყენებაც დაიწყო. კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე, სუკიენიცეს
არკადებსა და წმ. მარიამის ეკლესიის ორი არათანაბარი კოშკის
ძირას „გახსნილ“ შავ ბაზარზე ძვირფასეულობას ასაღებდა, რო-
გორც თავისას, ისე – სხვისას. პოლონელებს, განსაკუთრებით
პოლონელ ებრაელებს, გაცხოველებული ვაჭრობა გაეჩაღები-
ნათ. ებრაელების რაციონი არიული წარმოშობის მოქალაქეების-
თვის გაცემული ხორცის ორ მესამედსა და კარაქის ნახევარს შე-
ადგენდა, ხოლო კაკაოს და ბრინჯის დარიგება საერთოდ შეუწ-
ყვიტეს. ამგვარად, შავი ბაზარი, რომელიც მრავალსაუკუნოვანი
ოკუპაციისა და პოლონეთის ოცწლიანი ავტონომიისას შეუფერ-
ხებლად ფუნქციონირებდა, საჭმლისა და შემოსავლის წყაროდ
და გადარჩენის საშუალებად იქცა საშუალო ფენის პატივსაცემი
მოქალაქეებისთვის, რომლებიც ლეოპოლდ პფეფერბერგის
მსგავსად ქუჩის მკაცრსა და მძიმე პირობებში თავის გატანას მიჩ-
ვეულნი იყვნენ.
პფეფერბერგი ტატრას მთებში მდებარე ზაკოპანეს სათხილა-
მურო ტრასებით სლოვაკეთის ვიწრო ყელის გადაკვეთას და უნ-
გრეთსა ან რუმინეთში გადასვლას აპირებდა. პოლონეთის მოთ-
ხილამურეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ლეოპოლდ
პფეფერბერგი, მგზავრობისთვის სრულიად მზად იყო. დედამისის
ბინაში, ფაიფურის ჭურჭლის კარადის ყველაზე მაღალ თაროზე
პატარა და კოხტა ოცდაორკალიბრიან პისტოლეტს ინახავდა –
62 მკითხველთა ლიგა
საზღვარზე გადაპარვისასაც გამოადგებოდა და იმ შემთხვევის-
თვისაც, თუ დედამისის ბინაში მოულოდნელად გესტაპო დაადგე-
ბოდა თავზე.
ნოემბრის ერთ ცივ დღეს სადაფისტარიანი, ნახევრად სათამა-
შო პისტოლეტით პფეფერბერგმა კინაღამ ოსკარ შინდლერი
მოკლა. ორბორტიან სმოკინგში გამოწკეპილმა, ლაცკანზე პარ-
ტიის სიმბოლომიმაგრებულმა შინდლერმა ქალბატონი მინა პფე-
ფერბერგის, პოლდეკის დედის ბინის კარზე დააკაკუნა, რომ ქა-
ლისთვის შეკვეთა მიეცა. რაიხის საბინაო სამსახურს შინდლერის-
თვის სტრაშევსკის ქუჩაზე ლამაზი, თანამედროვე ბინა გამოეყო.
ბინა უწინ ნუსბაუმების ებრაულ ოჯახს ეკუთვნოდა. ბინების მსგავ-
სი გადანაწილებისას ყოფილ მფლობელებს არანაირ კომპენსა-
ციას არ უხდიდნენ. იმ დღეს, როცა ოსკარ შინდლერი ესტუმრა,
მინა პფეფერბერგი ღელავდა, ჩემს ბინასაც იგივე ბედი ეწევაო.
მართალია, ამ ფაქტის გადამოწმება შეუძლებელია, მაგრამ
შინდლერის რამდენიმე მეგობარი ამტკიცებდა, ოსკარმა პოდგო-
ჟეში გადასახლებული ნუსბაუმები იპოვა და ბინის სანაცვლოდ 50
000 ზლოტი გადაუხადაო. როგორც ამბობენ, ამ თანხით ნუს-
ბაუმებმა იუგოსლავიაში გაქცევა მოახერხეს. ქრისტეშობამდე ოს-
კარმა კიდევ რამდენჯერმე ჩაიდინა ნაცისტური რეჟიმის საწინა-
აღმდეგო ქმედებები. ზოგიერთი მეგობარი ამტკიცებს, გულუხვო-
ბა ოსკარის სენი, მისი გიჟური გატაცება იყოო. მაგალითად, ტაქ-
სისტებს ორმაგ საფასურს უხდიდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს,
რომ ოსკარი რაიხის საბინაო სამსახურს უსამართლობაში ადანა-
შაულებდა და შტერნს ეს ჯერ კიდევ რეჟიმის სიძლიერის ჟამს
უთხრა.
თუმცა, ქალბატონ პფეფერბერგს წარმოდგენა არ ჰქონდა,
რას აკეთებდა ტანმაღალი, კარგად ჩაცმული გერმანელი მისი
ბინის კართან. ვაითუ ჩემი შვილის დასაჭერად მოვიდა, გაიფიქრა
მან (რადგან პოლდეკი მაშინ დედას სტუმრობდა), ან იქნებ სუ-
63 მკითხველთა ლიგა
ლაც ბინის, ანტიკვარიატის და ფრანგული გობელენების წართმე-
ვას მიპირებსო.
სინამდვილეში, საბინაო სამსახურის ბრძანებით, გერმანული
პოლიცია პფეფერბერგებს დეკემბერში, ხანუქას დღესასწაულზე
მიადგა და სასწრაფოდ ბინის დაცლა უბრძანა. როცა ქუჩაში სი-
ცივისგან აცახცახებულმა ქალბატონმა პფეფერბერგმა პალტოს
გამოსატანად შინ შესვლა მოინდომა, არ შეუშვეს, ხოლო ბატონ-
მა პფეფერბერგმა საწერი მაგიდის უჯრიდან საგვარეულო რე-
ლიკვიის, ოქროს მაჯის საათის ამოღება რომ მოინდომა, ყბაში
მუშტი სთხლიშეს. „წარსულში ბევრ საშინელებას შევსწრებივარ,
– უთქვამს ჰერმან გერინგს, – ჩვეულებრივმა მძღოლებმა და
გაულაიტერებმა22 ისე იხეირეს ამ ტრანსაქციებით, დღეს თით-
ქმის ნახევარი მილიონის ღირებულების ქონებას ფლობენ.“ გე-
რინგი ალბათ იმიტომ ღელავდა, რომ ამგვარი წვრილმანი ქურ-
დობები პარტიის მორალურ სიმტკიცეზე დამღუპველად იმოქმე-
დებდა. იმ წელს პოლონეთში გესტაპო ჩამორთმეულ ბინებს
მოურიდებლად ძარცვავდა.
თუმცა, როცა შინდლერი პირველად მივიდა გროდის 48-ში,
მეორე სართულზე მდებარე ბინაში, იქ ჯერაც პფეფერბერგები
ცხოვრობდნენ. ქალბატონი პფეფერბერგი დეკორატორი იყო და
კლიენტებს ბინაში იღებდა. ის და მისი ვაჟი ქსოვილის და შპა-
ლერის ნიმუშებსა და რულონებს შორის ისხდნენ და საუბრობ-
დნენ, როცა ჰერ შინდლერმა დააკაკუნა. ლეოპოლდი არ დამ-
ფრთხალა. ბინას ორი მთავარი შესასვლელი ჰქონდა. კიბის ბაქ-
ნის ერთ მხარეს პირველი, კლიენტებისთვის განკუთვნილი კარი
იყო, მეორე მხარეს – მეორე კარი, რომელიც სამზარეულოში
შედიოდა. ლეოპოლდმა სამზარეულოს კარის ჭუჭრუტანიდან გა-

22Gauleiter – პარტიის საოლქო განყოფილების ხელმძღვანელი ნაცისტურ გერ-


მანიაში.
64 მკითხველთა ლიგა
ხედა სტუმარს. კართან შთამბეჭდავი აღნაგობის, სმოკინგში გა-
მოწკეპილი კაცი იდგა. ლეოპოლდი დედამისთან დაბრუნდა და
უთხრა, სტუმარი გესტაპოელს ჰგავს; როცა მას კაბინეტში შეუძ-
ღვები, მე სამზარეულოდან გავიპარებიო.
ქალბატონმა მინა პფეფერბერგმა ცახცახით გაუღო სტუმარს
კარი. აყურადებდა, დერეფნიდან ნაბიჯების ხმა ხომ არ ისმისო.
ლეოპოლდი (რომელსაც, ყოველი შემთხვევისთვის, სამალავი-
დან პისტოლეტი აეღო და ქამარში გაერჭო) გარეთ გასვლას
ზუსტად მაშინ აპირებდა, როცა შინდლერი შიგნით შევიდოდა.
თუმცა გადაიფიქრა. ჯერ ერთი, აინტერესებდა, რისთვის მოვიდა
გერმანელი. თანაც, არსებობდა შანსი იმისა, რომ მისი მოკვლა
საჭირო გამხდარიყო. აი, მაშინ კი მთელ ოჯახს რუმინეთში გაქ-
ცევა მოუწევდა.
პფეფერბერგს პისტოლეტი რომ ამოეღო, გაესროლა, შინ-
დლერი მოეკლა და გაქცეულიყო, ჩვეულებრივი, სათანადო სა-
დამსჯელო ზომები გატარდებოდა. ჰერ შინდლერს ცოტა ხანს
იგლოვებდნენ და მისი სიკვდილისთვის სასწრაფოდ შურს იძიებ-
დნენ. ამით ოსკარს პოტენციალის გამოვლენის საშუალება ნაად-
რევად მოესპობოდა. ხოლო ცვიტაუში მისი სიკვდილის შესახებ
რომ შეიტყობდნენ, ალბათ ირონიულად ჩაილაპარაკებდნენ: „ნე-
ტავ რომელი ქალის ქმარმა მოკლა?“
ოსკარის მშვიდმა, ჩუმმა და საქმიანმა ხმამ პფეფერბერგები
გააკვირვა, იგი თითქოს რაღაცის შეთავაზებას ან დახმარების
თხოვნას აპირებდა. პფეფერბერგები კი, ბოლო კვირების განმავ-
ლობაში, განკარგულებებისა და სახლიდან სწრაფად გასახლების
ბრძანების მოსმენას იყვნენ მიჩვეულნი. ამ კაცს მეგობრული ხმის
ტონი ჰქონდა. ეს უარესი იყო და იმავდროულად, დამაინტრიგე-
ბელიც.
ლეოპოლდი სასადილოს კართან მიიპარა. ღრიჭოში გერმა-
ნელის ვიწრო ზოლი მოჩანდა.
65 მკითხველთა ლიგა
– ქალბატონი პფეფერბერგი ბრძანდებით? – ჰკითხა დედა-
მისს გერმანელმა. – ჰერ ნუსბაუმმა მირჩია, თქვენთან მოვსული-
ყავი. ახლახან სტრაშევსკის ქუჩაზე დავსახლდი და ბინის შელა-
მაზება მინდა.
მინა პფეფერბერგი კაცს ბინის კართან ელაპარაკებოდა. ისე-
თი შეშინებული იყო, მისი ხმა ძლივს ისმოდა. ლეოპოლდს დედა
შეეცოდა და სასადილო ოთახიდან გამოვიდა. პისტოლეტი რომ
არ გამოსჩენოდა, პიჯაკი შეიკრა. მან სტუმარი შინ შეიპატიჟა და
დედას დასამშვიდებლად პოლონურად რაღაც გადაულაპარაკა.
ოსკარ შინდლერი დედა-შვილს გაეცნო. კაცებმა ერთმანეთი
შეათვალიერეს. შინდლერი მიხვდა, რომ ლეოპოლდი აშკარად
დედის დაცვას ცდილობდა და დაძაბულობის განსამუხტად სწო-
რედ შვილს დაელაპარაკა, თითქოს ის თარჯიმანი ყოფილიყოს.
– ჩეხოსლოვაკიიდან ჩემი ცოლი ჩამოდის, – თქვა შინდლერ-
მა, – მინდა, ბინა მისი გემოვნებით მოვაწყო.
მან პფეფერბერგებს უთხრა, ნუსბაუმები ბინას კი კარგად უვ-
ლიდნენ, მაგრამ მძიმე ავეჯი და მუქი ფერები ჰყვარებიათ, ხო-
ლო ფრაუ შინდლერს უფრო ნათელი ფერები მოსწონს, ცოტათი
ფრანგული სტილის, ცოტათი – შვედურიო.
ამასობაში ქალბატონი პფეფერბერგი ცოტათი გონს მოეგო
და ოსკარს უპასუხა, ვერ გეტყვით, მოვიცლი თუ არა, საშობაოდ
უამრავი შეკვეთა მექნებაო. ლეოპოლდმა იცოდა, რომ დედამისი
ინსტინქტურად ეწინააღმდეგებოდა გერმანელი კლიენტის მომსა-
ხურების სურვილს. არადა, ამჟამად გერმანელების გარდა არა-
ვინ უყურებდა მომავალს იმედიანად, რომ ინტერიერის დიზაინის
შეცვლა მოენდომებინა. თანაც, ქალბატონ პფეფერბერგს კარგი
შეკვეთა არ აწყენდა – მისი ქმარი სამსახურიდან დაეთხოვათ და
გემაინდეში, ებრაელთა სოცმომსახურების ბიუროში მუშაობდა
მცირედი გასამრჯელოს სანაცვლოდ.

66 მკითხველთა ლიგა
ორიოდე წუთის შემდეგ კაცები მეგობრებივით ლაპარაკობ-
დნენ. პფეფერბერგის ქამარში გარჭობილმა პისტოლეტმა სამო-
მავლო, შორეული საფრთხისთვის გადანახული იარაღის სტატუ-
სი შეიძინა. შეთანხმდნენ, რომ ქალბატონი პფეფერბერგი ოსკარ
შინდლერს ბინას გაულამაზებდა. ხარჯზე არ უნდა ედარდა. გარ-
და ამისა, ოსკარმა ლეოპოლდს შესთავაზა, ბინაში მესტუმრეთ
და იქ სხვა საქმეებზეც მოვილაპარაკოთო.
– იქნებ ადგილობრივი ნაწარმის შეძენაში დამეხმაროთ, –
თქვა ჰერ შინდლერმა, – აი, მაგალითად, თქვენი კოხტა, ლურჯი
პერანგი... არ ვიცი, ასეთი პერანგი სად იყიდება, – ოსკარის პირ-
დაპირობა და გულუბრყვილობა ხელოვნური ჩანდა, მაგრამ
ლეოპოლდი არ გაღიზიანებულა, – მოგეხსენებათ, მაღაზიები ცა-
რიელია.
ლეოპოლდ პფეფერბერგი იმ ტიპის ახალგაზრდა იყო, ვინც
რისკს და ფსონის გაზრდას არ უფრთხოდა.
– ჰერ შინდლერ, ალბათ ხვდებით, რომ ეს პერანგები ძალიან
ძვირი ღირს. თითო – ოცდახუთი ზლოტი.
ლეოპოლდმა ხუთჯერ გაზარდა ფასი. ჰერ შინდლერმა მას
მრავალმნიშვნელოვანი მზერა მიაპყრო. თუმცა, ეს იმდენად შე-
სამჩნევი არ ყოფილა, რომ მისი ახალგაცნობილი მეგობარი
დამფრთხალიყო და დამალული იარაღის გამოყენება მოენდო-
მებინა.
– ვეცდები, პერანგები გიშოვოთ, ოღონდ თქვენი ზომა მითხა-
რით, – უთხრა მას ლეოპოლდმა, – თუმცა ვშიშობ, რომ ჩემი ნაც-
ნობები ფულს წინასწარ მოითხოვენ.
ჰერ შინდლერმა კვლავ მრავალმნიშვნელოვანი მზერით
ამოიღო საფულე და პფეფერბერგს 200 რაიხსმარკა გაუწოდა.
თანხა საკმარისზე მეტი იყო და პფეფერბერგის მიერ გაბერილ
ფასადაც, ათ მაგნატს მაინც უყიდდა პერანგს. თუმცა, პფეფერ-

67 მკითხველთა ლიგა
ბერგმა ამ თამაშის წესები კარგად იცოდა და თვალის დაუხამხა-
მებლად გამოართვა ფული შინდლერს.
– თქვენი ზომა მითხარით, – უთხრა მან შინდლერს.
ერთი კვირის შემდეგ პფეფერბერგმა შინდლერს სტრაშევსკის
ქუჩაზე, ბინაში, თორმეტი აბრეშუმის პერანგი მიუტანა. ბინაში
ლამაზი გერმანელი ქალი იმყოფებოდა, რომელიც პფეფერ-
ბერგს კრაკოვის რკინა-კავეულის მაღაზიის ტროიჰენდერად გა-
აცნეს. ერთ საღამოს პფეფერბერგმა ოსკარი ქერა და დიდთვა-
ლება პოლონელ ლამაზმანთან ერთად შეამჩნია. ფრაუ შინდლე-
რი – თუკი მართლა არსებობდა, ბინის მორთვის შემდეგაც არ
გამოჩენილა. პფეფერბერგი კრაკოვის უძველეს შავ ბაზარზე პი-
რადი კავშირების წყალობით, შინდლერის ფუფუნების საგნებით
– აბრეშუმით, ავეჯითა და ძვირფასეულობით – უმთავრეს მომმა-
რაგებლად იქცა.

68 მკითხველთა ლიგა
თავი 4

იცხაკ შტერნი ოსკარ შინდლერს მეორედ დეკემბრის დასაწყი-


სის ერთ დილას შეხვდა. შინდლერს უკვე შეეტანა განცხადება
კრაკოვის კომერციულ სასამართლოში, მაგრამ „ბუხჰაისტერში“
შესავლელად კარგა ხნის შემდეგღა მოიცალა. იქ ჯერ აუეს ელა-
პარაკა, შემდეგ შტერნის მაგიდასთან გაჩერდა, ხელი ხელზე შე-
მოჰკრა და შეზარხოშებული ადამიანის ხმით თქვა:
– ხვალ დაიწყება! იოსების და ისააკის ქუჩებზე ნახავენ, რაც
მოხდება!
კაჟიმეჟში იოსების და ისააკის ქუჩები მართლაც არსებობდა.
ასეთი ქუჩები ყოველ გეტოში იყო, ხოლო კაჟიმეჟი კრაკოვის
ერთ-ერთი უძველესი გეტო იყო. ეს კუნძული კაზიმირ დიდმა გა-
დასცა ებრაელებს და ახლა მდინარე ვისლას მეანდრში ებ-
რაელები სახლობდნენ.
ჰერ შინდლერი შტერნისკენ დაიხარა და ბრენდით გამთბარი
ოხშივარი შეაორთქლა სახეში. შტერნს გულისამრევი იმედგაც-
რუება დაეუფლა. ლამის ჰკითხა კიდეც ოსკარს, ჰერ შინდლერ,
იოსების და ისააკის ქუჩებზე მართლა მოხდება რამე, თუ მხო-
ლოდ იმუქრებითო?
ჰერ შინდლერი ვითომ დაუდევრად იკვეხნიდა და შტერნის-
თვის ადგილის მიჩენას ცდილობდა, სინამდვილეში კი პოგრომის
მოახლოებას იუწყებოდა.
3 დეკემბერი იყო. ოსკარმა კი თქვა „ხვალო“, მაგრამ შტერ-
ნმა იფიქრა, 4 დეკემბერს არ უნდა გულისხმობდეს, ალბათ, რო-
გორც ლოთებს და წინასწამეტყველებს სჩვევიათ, უახლოეს მო-
მავალში მოსალოდნელ მოვლენაზე გვეუბნებაო. იმათგან, ვინც
მთვრალი ჰერ შინდლერის გაფრთხილება პირადად ან სხვისგან
მოისმინა, მისი სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით ცოტამ თუ

69 მკითხველთა ლიგა
მიიღო. მხოლოდ ზოგმა შეაგროვა იმავე ღამით ბარგი და ოჯახი
მდინარის გადაღმა, პოდგოჟეში გადაიყვანა.
საფრთხის მიუხედავად, ოსკარმა ცუდი ინფორმაციის გამჟღავ-
ნება გაბედა. ცნობები სულ ცოტა ორი წყაროსგან, ახალი მეგობ-
რებისგან მიიღო. პირველი, SS-ის პოლიციელი, ვახტმაისტერი
(ანუ სერჟანტი) ჰერმან ტოფელი იყო, ხოლო მეორე, დიტერ
რეედერი, SD-ის შეფის, ჩურდას შტაბში ირიცხებოდა. ორივე
გულკეთილი ოფიცერი იყო. შინდლერი თითქოს ყნოსვით
პოულობდა ასეთებს.
დეკემბრის იმ დილას შტერნთან დალაპარაკების მიზეზი მას
წესიერად არასდროს აუხსნია. შემდგომში განაცხადა, გერმანიის
მიერ ოკუპირებულ ბოჰემიასა და მორავიაში ებრაელთა და ჩეხ-
თათვის ქონების ჩამორთმევისა და სუდეტენლანდიდან მათი იძუ-
ლებითი გასახლების იმდენ ფაქტს შევესწარი, რომ „ახალი წეს-
რიგის“ მიმართ ყოველგვარი ნდობა დავკარგეო. შტერნისთვის
საიდუმლო ცნობის გამხელა უფრო მეტყველებს მისი სიტყვების
სასარგებლოდ, ვიდრე ნუსბაუმებისთვის გადახდილი კომპენსაცი-
ის გადაუმოწმებელი ამბავი.
გარდა ამისა, კრაკოველი ებრაელებივით ალბათ ისიც იმე-
დოვნებდა, რომ რეჟიმი თავდაპირველ მრისხანებას დაიცხრობ-
და და ხალხს ამოასუნთქებდა. თუკი SS-ის რეიდებისა და ინ-
სტრუქციების შესახებ მომდევნო თვეებში ინფორმაცია წინასწარ
გავრცელდება, გაზაფხულისთვის იქნებ გონს მოეგონო, ფიქრობ-
და იგი. ბოლოს და ბოლოს, მასაც და ებრაელებსაც გერმანელე-
ბი ცივილიზებულ ერად მიაჩნდათ.
SS-ის კაჟიმეჟში შეჭრამ სიძულვილი აღუძრა ოსკარს. არა,
ამის გამო ფულის კეთების, ქალებთან გართობისა და მეგობ-
რებთან ქეიფის სურვილი არ დაუკარგავს, სამაგიეროდ, რაც უფ-
რო ძლიერდებოდა მმართველი ძალა, ეს გრძნობა წინ მიუძ-
ღოდა, მოსვენებას არ აძლევდა, საფრთხეში აგდებდა და აღაგ-
70 მკითხველთა ლიგა
ზნებდა. რეიდის მიზანი ნაწილობრივ ძვირფასეულობისა და
ბეწვეულობის ხელში ჩაგდება იყო. კრაკოვსა და კაჟიმეჟს შორის
მდებარე მდიდრულ დასახლებაში მრავალი ოჯახი გამოასახლეს
სახლებიდან და ბინებიდან. გარდა ამ პრაქტიკული განზრახვისა,
ის პირველი აქციონი23 ძველი ებრაული უბნის მოსახლეობის და-
შინებასაც ისახავდა მიზნად. და სწორედ ამიტომ, – უთხრა
რეედერმა ოსკარს, – SS-ისა და საველე პოლიციის ადგი-
ლობრივი განყოფილებების ბიჭებთან ერთად სტრადომიდან კა-
ჟიმეჟში სატვირთო მანქანით აინზაცგრუპეს წევრებსაც წაიყვანე-
ნო.
ოკუპანტთა არმიას ექვსი აინზაცგრუპე შემოჰყვა პოლონეთში.
მათი დასახელება გაურკვეველი შინაარსისა იყო. მიახლოებითი
თარგმანია: „სპეციალური დანიშნულების რაზმი“. თუმცა, ამორ-
ფულ სიტყვას – „აინზაცს“ – მრავალგვარი ელფერი დაჰკრავდა:
გამოწვევისა, პაექრობაში ჩაბმისა, რაინდობისა. ამ რაზმებისთვის
ხალხს ჰაიდრიხის ზიჰერჰაიტსდინსტის (SD-ის, ანუ უშიშროების
სამსახურის) თანამშრომლებიდან არჩევდნენ. სპეცრაზმელების-
თვის ფართო უფლებამოსილება მიენიჭებინათ. უმაღლეს მთა-
ვარსარდალს უკვე გაეფრთხილებინა გენერალი ვილჰელმ
კაიტელი, პოლონეთის გენერალურ გუბერნიაში აუცილებლად
გაჩაღდება ბრძოლა ერის გადარჩენისათვის, რასაც ლეგალური
შეზღუდვებით ვერ გავუმკლავდებითო. მიუხედავად წინამძღოლე-
ბის რიტორიკული სიტყვებისა, აინზაცგრუპეს ჯარისკაცებმა
იცოდნენ, რომ „ერის გადარჩენა“ რასებს შორის ომს ნიშნავდა,
ხოლო თავად აინზაცი – „რაინდების საგანგებო დანიშნულება“ –
შაშხანების გახურებულ ლულებს.

23Aktion – სიტყვასიტყვით: „ქმედება, აქცია“. ნაცისტურ გერმანიაში ეს ტერმინი


ებრაელთა შეგროვებასა და საკონცენტრაციო ან სიკვდილის ბანაკებში გადაყვა-
ნას აღნიშნავდა.
71 მკითხველთა ლიგა
იმ ღამით კაჟიმეჟში აინზაცის ელიტური რაზმი გაგზავნეს. SS--
ის კრაკოველ მენარდეებს – სპეცრაზმელებს სახლების ძარცვის,
ბრილიანტის ბეჭდებისა და ბეწვით გაწყობილი პალტოების პარ-
ვის ბინძური საქმე მიანდეს, ხოლო თავად უფრო სიმბოლური
დავალება შეასრულეს. ამისათვის ებრაული კულტურის ძეგლები
– კრაკოვის უძველესი სინაგოგები – გამოიყენეს.
აინზაცგრუპეს, SS-ის ადგილობრივ ზონდერკომანდოებთან
(სპეციალური დანიშნულების სამხედრო დანაყოფებთან) და ჩურ-
დას უშიშროების პოლიციასთან ერთად, სამი კვირა წვრთნიდნენ
კრაკოვის აქციონისთვის. არმია ჰაიდრიხს და პოლიციის სხვა
უმაღლეს შეფებს მოლაპარაკებოდა და ეს ოპერაცია პოლონე-
თის სამხედრო მმართველობიდან სამოქალაქო მმართველობა-
ზე გადასვლამდე გადაევადებინათ. ბოლოს და ბოლოს, ხელი-
სუფლება შეიცვალა და აინზაცისა და ზონდერკომანდოების რა-
ინდები რასისტული სიძულვილითა და პროფესიონალური გულ-
გრილობით შეესივნენ უძველეს ებრაულ გეტოებს.
იმ ქუჩის ბოლოს, რომელზეც ოსკარის ბინა მდებარეობდა,
იდგა ვაველის ციხესიმაგრე, საიდანაც ჰანს ფრანკი მართავდა
ქვეყანას. ხოლო იმისათვის, რომ ოსკარის პოლონურ მომავალს
ღრმად ჩავწვდეთ, აუცილებელია, ფრანკსა და SS-ის და SD-ის
ახალგაზრდა მებრძოლებსა და ფრანკსა და კრაკოველ ებ-
რაელებს შორის კავშირი დავადგინოთ.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჰანს ფრანკი
პირდაპირ არ ხელმძღვანელობდა კაჟიმეჟში შეჭრილ სპეც-
დანიშნულების რაზმებს. ჰაინრიხ ჰიმლერის საპოლიციო ძალები
ყველგან საკუთარი წესებით მოქმედებდნენ. ფრანკს არა
მხოლოდ აინზაცგრუპების დამოუკიდებლობა აწუხებდა, არამედ
პრაქტიკულობის თვალსაზრისითაც არ ეთანხმებოდა მათ ქმე-
დებებს. ფრანკსაც ისევე საშინლად ეზიზღებოდა ებრაელთა
მოდგმა, როგორც ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ნებისმი-
72 მკითხველთა ლიგა
ერ წევრს, და მშვენიერი ქალაქი კრაკოვი ებრაელთა სიმ-
რავლის გამო აუტანლად მიაჩნდა. ბოლო კვირების განმავლო-
ბაში მას უკვე არა ერთხელ გაეპროტესტებინა ხელისუფალთა
გადაწყვეტილება, რომ გენერალური გუბერნია და, განსაკუთრე-
ბით, სარკინიგზო კვანძზე მდებარე კრაკოვი, ვართელანდის ქა-
ლაქებიდან – ლოძიდან და პოზნანიდან გასახლებული ებ-
რაელების ნაგავსაყრელად ექციათ. თუმცა, ფრანკს არ სჯერო-
და, რომ აინზაცგრუპებისა და ზონდერკომანდოების ახლანდელი
მეთოდებით პრობლემის მოგვარება მოხერხდებოდა. ფრანკის
აზრით, და ამ მოსაზრებას ფსიქიკური ახირების სხვადასხვა ეტაპ-
ზე ჰიმლერიც იზიარებდა: ებრაელთათვის ერთი დიდი საკონცენ-
ტრაციო ბანაკი უნდა მოეწყოთ, მაგალითად, ქალაქ ლუბლინსა
და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან სულაც, კუნძულ მადაგას-
კარზე.
თავად პოლონელები ყოველთვის მადაგასკარის იდეას ემ-
ხრობოდნენ. 1937 წელს პოლონეთის მთავრობამ სპეციალური
კომისია გაგზავნა მგრძნობიარე ევროპის ნაპირებისგან ძლიერ
დაშორებული, მაღალმთიანი კუნძულის შესასწავლად. მადაგას-
კარი საფრანგეთს ეკუთვნოდა და კოლონიების სამინისტრო მო-
სალაპარაკებლად და მთავრობათაშორისი გარიგებისთვის მზად
იყო: ევროპელი ებრაელებით დასახლებული კუნძული დიდ სა-
ექსპორტო ბაზრად იქცეოდა. ჰიტლერსა და საფრანგეთს შორის
კუნძულ მადაგასკარის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებას კარ-
გა ხანს სამხრეთ აფრიკის თავდაცვის მინისტრი ოსვალდ პიროუ
შუამავლობდა. ჰანს ფრანკს უმთავრეს გამოსავლად სწორედ მა-
დაგასკარი მიაჩნდა და არა – აინზაცგრუპები. სპეცრაზმების არა-
რეგულარული რეიდები და ხოცვა-ჟლეტა აღმოსავლეთ ევრო-
პიდან ქვეადამიანებს სრულად ვერ ამოძირკვავდა. ვარშავის
აღებამდე, ქალაქის ირგვლივ მიმდინარე სამხედრო კამპანიისას,
აინზაცგრუპეს მებრძოლ ებრაელებს სილესიას სინაგოგებში
73 მკითხველთა ლიგა
ჰკიდებდნენ, წყლით აწამებდნენ, შაბათის საღამოს ან სადღე-
სასწაულო დღეებში სახლებში უვარდებოდნენ, სარიტუალო კუ-
ლულებს აჭრიდნენ, მათ სალოცავ თავსაფრებს წვავდნენ და
ტყვეებს კედლებთან აყენებდნენ. თუმცა უშედეგოდ. ისტორიას
არა ერთი მაგალითი ახსოვდა იმისა, როგორ გადაურჩნენ გენო-
ციდს ერები და კვლავ გამრავლდნენ. ფალოსი შაშხანაზე სწრა-
ფი იყო.
მაგრამ ერთი რამ არავინ იცოდა. არც პარტიის მოკამათე წევ-
რებს, არც სატვირთოს ძარაზე მსხდარ აინზაცგრუპელებს და SS-
ის შედარებიყთ ნაკლებად გაწვრთნილ ბიჭებს, არც სინაგოგაში
მყოფ საღამოს მლოცველებს და არც წვეულებისთვის გამოსაწ-
ყობად შინ მიმავალ ჰერ ოსკარს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ
მოხდებოდა ის, რასაც პარტიის ლიდერებიც ნაკლებად
მოელოდნენ: პრობლემის გადაწყვეტის ტექნოლოგიური გზა
მოიძებნებოდა და მადაგასკარს სადეზინფექციო ქიმიური ნაერთი
„ციკლონ ბ“ ჩაანაცვლებდა.
ჰიტლერს და მის ფავორიტ მსახიობსა და კინორეჟისორს,
ლენი რიფენშტალს შორის ინციდენტი მოხდა. რიფენშტალი
ოპერატორების ჯგუფთან ერთად ოკუპირებულ ლოძში ჩავიდა
და საკუთარი თვალით იხილა, როგორ დაამწკრივეს ებრაელები
– თვალში საცემი, სარიტუალო კულულებიანი იუდეველები – და
ავტომატის ჯერით დაცხრილეს. რიფენშტალი პირდაპირ
ფიურერთან მიიჭრა სამხრეთის არმიის შტაბში და სკანდალური
სცენა გაუმართა. დიახ, ლოჯისტიკის, მათი მრავალრიცხოვნობი-
სა და საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით, აინზაცის ბიჭები
სასაცილოდ გამოიყურებოდნენ. თუმცა, სასაცილოდ გამოჩნდე-
ბოდა მადაგასკარის იდეაც, როგორც კი სპეციალურად მათთვის
განკუთვნილ ნაგებობებში (რომელსაც მაღალი წრის სახელოვა-
ნი რეჟისორი შემთხვევითაც ვერ გადააწყდებოდა) ცენტრალური

74 მკითხველთა ლიგა
ევროპის ქვეადამიანთა რაოდენობის მკვეთრად შესამცირებელ
საშუალებას აღმოაჩენდნენ.
ოსკარის გაფრთხილება ასრულდა: SS-მა იაკობის, ისააკისა
და იოსების ქუჩები დაარბია; ჯარისკაცები და პოლიციელები
სახლიდან სახლში იჭრებოდნენ, კარებს წიხლისკვრით
აღებდნენ, კარადებში იქექებოდნენ, მაგიდისა და კომოდის უჯრე-
ბის საკეტებს ამტვრევდნენ. სახლის ბინადრებს თითიდან, ყე-
ლიდან და მაჯიდან აცლიდნენ ძვირფას სამკაულებს. გოგოს,
რომელმაც თავისი ქურქი არ დათმო, მკლავი მოტეხეს. ჩემნას
ქუჩაზე ბიჭი, რომელმაც თხილამურების დამალვა მოინდომა,
დახვრიტეს.
ზოგიერთმა გაძარცვულმა და დაყაჩაღებულმა მეორე დღეს
პოლიციაში იჩივლა – მათ არ იცოდნენ, რომ SS-ი კანონგარე-
შედ მოქმედებდა. ისტორიული გამოცდილება კარნახობდა ებ-
რაელებს, რომ სადღაც აუცილებლად იქნებოდა პატიოსანი
ოფიცერი, რომელიც თავაშვებულ კოლეგებსა და თანამშრომ-
ლებს დააშოშმინებდა და წესრიგისკენ მოუწოდებდა; რომ ვიღაც
აუცილებლად გამოიძიებდა ჩემნას ქუჩაზე მოკლული ბიჭისა და
ხელკეტით ცხვირგატეხილი ქალის საქმეს.
სანამ SS-ი ბინებს ძარცვავდა, აინზაცგრუპეს წევრებმა მე-
თოთხმეტე საუკუნის ძველ სინაგოგას, სტარა ბოჟნიცას შეუტიეს.
როგორც მოელოდნენ, წვერიანი, კულულებიანი და თავსაფ-
რიანი ორთოდოქსი იუდეველები იქ სალოცავად შეკრებილიყ-
ვნენ. ახლომახლო მცხოვრები ნაკლებად მორწმუნე ებრაელებიც
გამორეკეს სახლებიდან და სინაგოგაში შეყარეს, თითქოს ორი
ჯგუფის ერთმანეთთან შედარება უნდოდათ.
სტარა ბოჟნიცას ზღურბლს სხვებთან ერთად გადააბიჯა გან-
გსტერმა მაქს რედლიჰტმა, რომელიც თავისი ნებით უძველეს
ტაძარში არასდროს შევიდოდა და მისი ხილვა არც სხვებს
გაუხარდებოდათ. აღთქმის კიდობნის წინ დააყენეს ერთმანეთის-
75 მკითხველთა ლიგა
გან განსხვავებული თანატომელები, რომლებიც სხვა დროს
გვერდიგვერდ დგომას ღირსების შეურაცხყოფად მიიჩნევდნენ.
აინზაცგრუპეს უნტეროფიცერმა კიდობნიდან თორას პერგამენ-
ტის გრაგნილი ამოიღო. სინაგოგის არაერთგვაროვანი მრევლი
რიგრიგობით უნდა გამოსულიყო წინ და ძირს დაგდებული გრაგ-
ნილისთვის დაეფურთხებინა, ისე რომ ნერწყვი ნაწერს დამ-
ჩნეოდა.
ორთოდოქსმა იუდეველებმა უფრო მეტი კეთილგონიერება
გამოიჩინეს, ვიდრე სხვებმა – აგნოსტიკოსებმა და ლიბერალებ-
მა, ე. წ. გაევროპელებულმა ებრაელებმა. აინზაცგრუპეს წევ-
რებისთვის მალე ცხადი გახდა, რომ თანამედროვეები ფეხს ით-
რევდნენ და ჯარისკაცებს თვალებში უყურებდნენ, თითქოს ეუბ-
ნებოდნენ, კარგი რა, ჩამორჩენილები კი არ ვართ, ამ სისუ-
ლელის რომ გვჯეროდესო. წვრთნებისას შშ-ის წევრებისთვის ეს-
წავლებინათ, ებრაელებისთვის ლიბერალობა და ევროპელობა
მხოლოდ თხელი ფასადიაო და სტარა ბოჟნიცაში თანამედ-
როვესამოსიანებისა და თმაშეჭრილების ორჭოფობამ ეს დაამ-
ტკიცა.
საბოლოოდ, გრაგნილს ყველამ დააფურთხა მაქს რედლიჰ-
ტის გარდა. აინზაცგრუპეს წევრებმა ალბათ იფიქრეს, რომ ამ ექ-
სპერიმენტზე ღირდა დროის დახარჯვა. მათ უნდა აეძულებინათ
ურწმუნო კაცი, დაეფურთხებინა წიგნისთვის, რომელსაც მისი გო-
ნება უძველეს აბდაუბდად მიიჩნევდა, მაგრამ სისხლი – ტომის
სიწმინდედ. შეძლებდა კი ებრაელი ბოლოს და ბოლოს სისხლის
ყივილისთვის წაყრუებას და სასაცილო მრწამსის უარყოფას?
შეძლებდა კი ებრაელი კანტივით ნათლად და გარკვევით
ფიქრს? აი, ეს იყო ექსპერიმენტის მიზანი.
რედლიჰტმა ვერ შეძლო.
– ბევრი რამ ჩამიდენია, მაგრამ ამას არ ვიზამ, – თქვა მან.

76 მკითხველთა ლიგა
ის პირველი დახვრიტეს. შემდეგ დანარჩენებიც დახვრიტეს,
მიუხედავად იმისა, რომ მათ გრაგნილს დააფურთხეს. სინაგოგას
ცეცხლი წაუკიდეს და პოლონეთის უძველესი სინაგოგა გამურულ
კარკასად აქციეს.

77 მკითხველთა ლიგა
თავი 5

ვიქტორია კლონოვსკა, პოლონელი მდივანი, ოსკარის მისა-


ღების მშვენება იყო და მასთან მყისვე გააბა სასიყვარულო კავში-
რი. ამის შესახებ ინგრიდმა უეჭველად იცოდა, ისევე, როგორც
ემილიე შინდლერმა იცოდა ინგრიდის შესახებ. ოსკარს სიყვარუ-
ლის მალვა არასდროს ჰყვარებია. ინტიმურ საკითხებში ბავშვი-
ვით გულახდილი იყო. არა, არ ტრაბახობდა, თუმცა ტყუილის
თქმის, უკანა კიბეებით სასტუმროში შეპარვის ან ნაშუაღამევს
რომელიმე ქალის ბინის კარზე ჩუმად დაკაკუნების მიზეზს ვერ
ხედავდა. ვინაიდან ოსკარი თავის ქალებს არასდროს ატყუებდა,
მათ ხელ-ფეხს უბორკავდა – საყვარლების ტრადიციული არგუ-
მენტების მოშველიება აღარ შეეძლოთ.
ქერათმიანი, მიმზიდველი და უხვი მაკიაჟით სახედამშვენებუ-
ლი ვიქტორია კლონოვსკა იმ უდარდელ გოგონათა რიცხვს
ეკუთვნოდა, რომელთათვისაც ისტორიული უწესრიგობები ცხოვ-
რებაში – ამ სერიოზულ საქმეში – წარმოქმნილი დროებითი
დაბრკოლებაა. სადა სამოსისთვის შესაფერის იმ შემოდგომაზე
ვიქტორია კლონოვსკა ჟაკეტში, არშიებით გაწყობილ კოფთებსა
და ტანზე მომდგარ კაბაში გამომწვევად გამოიყურებოდა. ვიქტო-
რია გამჭრიახი, კვალიფიციური და მოხერხებული მუშაკი იყო.
როგორც ნებისმიერ პოლონელში, მასშიც მძლავრობდა ნა-
ციონალიზმის გრძნობა. მომავალში ის გავლენიანი გერმანელი
მთავრობის მოხელეებს მოელაპარაკება და სუდეტელ საყვა-
რელს შშ-ის საპატიმროდან დაიხსნის, მაგრამ მანამდე ოსკარმა
მას ნაკლებ სახიფათო დავალება მისცა.
ოსკარმა მდივანს ჰკითხა, კრაკოვში კარგი ბარი ან კაბარე თუ
მოიძებნება, სადაც მეგობრების დაპატიჟებას შევძლებო. არა-
ნაირი საქმიანი პარტნიორები, არანაირი საბრძოლო საშუალებე-

78 მკითხველთა ლიგა
ბის ინსპექციის ხელმძღვანელობა – მხოლოდ ნამდვილი მეგობ-
რები მინდა წავიყვანო ისეთ ადგილას, სადაც შუახნის ოფი-
ციალური პირები არ გამოჩნდებიანო.
– მიპოვი ასეთ დაწესებულებას? – სთხოვა ოსკარმა კლონოვ-
სკას.
მდივანმა რინეკის, კრაკოვის მთავარი მოედნის ჩრდი-
ლოეთით მდებარე ვიწრო ქუჩებში ჩინებული სარდაფი აღმოაჩი-
ნა, სადაც ჯაზს უკრავდნენ. უნივერსიტეტის ახალგაზრდა ლექტო-
რებსა და სტუდენტებს შორის ეს ადგილი პოპულარობით სარ-
გებლობდა, მაგრამ თავად ვიქტორია იქ არასდროს ყოფილიყო.
შუახნის მამაკაცები, რომლებიც მშვიდობიანობის ჟამს ვიქტორიას
პაემნებზე ეპატიჟებოდნენ, სტუდენტების იაფფასიან ღვინის სარ-
დაფს, რასაკვირველია, ახლოს არ ეკარებოდნენ. სარდაფში
მსურველს გადატიხრული და ფარდაჩამოფარებული კუპეს დაქი-
რავებაც შეეძლო, რომ მისი სტუმრები სხვებისგან მოშორებით
მსხდარიყვნენ და თან ჯაზის ჰანგებითაც დამტკბარიყვნენ. ამ
კლუბის აღმოჩენისთვის ოსკარმა კლონოვსკას მეტსახელად „კო-
ლუმბი“ შეარქვა. ნაციონალ-სოციალისტური პარტია ჯაზს არათუ
ხელოვნების დეკადენტურ მიმდინარეობად, არამედ აფრიკული,
ანუ ქვეადამიანური სიველურის გამომხატველად მიიჩნევდა. SS--
ის და პარტიის მოხელეები ვენური ვალსის „უმ-პა-პა“ რიტმს ანი-
ჭებდნენ უპირატესობას და ჯაზკლუბებს საგულდაგულოდ თავს
არიდებდნენ.
1939 წლის ქრისტეშობამდე მცირე ხნით ადრე ოსკარმა
კლუბში რამდენიმე მეგობარი დაპატიჟა. გაცნობისა და დამეგობ-
რების ინსტინქტური სიყვარულის გამო ოსკარი უპრობლემოდ
სვამდა თუნდაც მისთვის მიუღებელ ხალხთან. თუმცა, იმ საღამოს
კლუბში ისეთი ხალხი შეკრიბა, ვინც მოსწონდა. რასაკვირველია,
ასეთთა გარდა, სტუმრებს შორის იყვნენ საოკუპაციო რეჟიმის
სხვადასხვა სამთავრობო სამსახურების შედარებით ახალგაზ-
79 მკითხველთა ლიგა
რდა, მაგრამ სასარგებლო და საკმაოდ გავლენიანი მოხელეები;
ყველა მათგანი, მეტ-ნაკლებად, ორმაგად გადასახლებულად
გრძნობდა თავს – არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლოდან
შორს ცხოვრობდნენ, არამედ იმიტომაც, რომ შინ თუ საზღვარგა-
რეთ, რეჟიმის წნეხქვეშ თავს მოუხერხებლად გრძნობდნენ.
მაგალითად, კლუბში იმყოფებოდა გენერალური გუბერნიის
შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოგზავნილი ახალგაზრდა
გერმანელი ტოპოგრაფი, რომელმაც ზაბოჩეში ოსკარის ემალი-
რებული ჭურჭლეულის ფაბრიკას საზღვრები დაუდგინა. ოსკარის
საწარმოს, „დოიჩე ემაილ ფაბრიკის“ (DEF) უკან მდებარეობდა
ვრცელი ტერიტორია, რომელსაც კიდევ ორი საწარმო, ყუთებისა
და რადიატორების მწარმოებელი ქარხნები ესაზღვრებოდა. შინ-
დლერს ძალიან გაუხარდა, როცა ტოპოგრაფმა აცნობა, ცა-
რიელი ტერიტორიის უდიდესი მონაკვეთი DEF-ს ეკუთვნისო. მის
თავში მაშინვე საწარმოს გაფართოების აზრები აცეკვდნენ. რა-
საკვირველია, ეს ტოპოგრაფი იმიტომაც მიიწვია კლუბში, რომ
წესიერი ყმაწვილი იყო, მასთან მოლაპარაკება შეიძლებოდა და
სამომავლოდ ახალი მშენებლობის წამოწყების ნებართვის მისა-
ღებად გამოადგებოდა.
მაგიდასთან ისხდნენ პოლიციელები: ჰერმან ტოფელი, და
SD-ელი24 რეედერი და ახალგაზრდა ოფიცერი შტაინჰაუზერი –
ისიც საბრძოლო საშუალებების ინსპექციის ტოპოგრაფი. ოსკარ-
მა ეს ხალხი საწარმოს გასახსნელად საჭირო ნებართვების მიღე-
ბისას გაიცნო და მათთან ერთად სიამოვნებით სვამდა და
ქეიფობდა. ოსკარს, ბიუროკრატიული გორდიას კვანძის გახსნის
საუკეთესო საშუალებად, თუ ქრთამს არ ჩავთვლით, ყოველთვის
ალკოჰოლური სასმელი მიაჩნდა.

24 SD-ის მოსამსახურე.
80 მკითხველთა ლიგა
დაბოლოს, ოსკარის სტუმრებს შორის იყო ორი აბვერელიც:
ებერჰარდ გებაუერი, ლეიტენანტი, რომელმაც ერთი წლის წინ
ოსკარი აბვერში გადაიბირა, და ლეიტენანტი მარტინ პლათე
ვილჰელმ კანარისის უწყების ვროცლავის სამმართველოდან.
ოსკარმა სწორედ გებაუერთან ნაცნობობის შემდეგ შეიტყო, რამ-
დენად პერსპექტიული ქალაქი იყო კრაკოვი.
გებაუერის და პლათეს კლუბში ყოფნას დამატებით სარგებე-
ლი უნდა მოეტანა. ოსკარი კვლავ აბვერის აგენტად ითვლებოდა
და კრაკოვში ცხოვრების წლებში, კანარისის უწყების ვროცლავუ-
რი სამმართველოს თანამშრომლებს მეტოქე SS-ელების ქცევის
შესახებ ცნობებს აწვდიდა. გებაუერი და პლათე მთავრობის მი-
მართ მეტ-ნაკლებად მტრულად განწყობილი ტოფელისა და SD-
ელი რეედერის კლუბში მიწვევას და მათი აზრების მოსმენას
უთუოდ შინდლერის მიერ მათთვის გაწეულ სამსახურად მიიჩნევ-
დნენ. გარდა ამისა, გებაუერი და პლათე არც კარგ საზოგა-
დოებაში ყოფნითა და სასმელით დარჩებოდნენ უკმაყოფილონი.
ძნელია იმის თქმა, ზუსტად რაზე ისაუბრეს იმ ღამით წვეულე-
ბის სტუმრებმა, მაგრამ თითოეულ მათგანზე, თავად ოსკარ შინ-
დლერის მიერ შემდგომში თქმულის საფუძველზე, დამაჯერებე-
ლი და მართებული დეტალების აღდგენა შესაძლებელია.
რასაკვირველია, სადღეგრძელოს გებაუერი წარმოთქვამდა.
იტყოდა, მოდი, შევსვათ არა მთავრობის, არმიის ან მმართველე-
ბის, არამედ ჩვენი კარგი მეგობრის, ოსკარ შინდლერის ემალი-
რებული ჭურჭლეულის საწარმოს სადღეგრძელო, რადგან თუ
ოსკარის ფაბრიკა მომგებიანი იქნება, შინდლერის სტილის უფ-
რო მეტი წვეულება გაიმართება, ისეთი წვეულებები, სიზმარშიც
რომ არ გინახავთო.
სადღეგრძელოს თქმისა და ღვინის შესმის შემდეგ, ბუნებრი-
ვია, სამოქალაქო ბიუროკრატიისთვის ყველაზე საინტერესო და
საჭირბოროტო საკითხზე – ებრაელებზე – წამოიწყეს საუბარი.
81 მკითხველთა ლიგა
ტოფელსა და რეედერს მთელი დღე მოგილას სადგურში
გაეტარებინათ. ისინი აღმოსავლეთით მიმავალი მატარებლები-
დან პოლონელებისა და ებრაელების ჩამოსხმას ხელმძღვანე-
ლობდნენ. ეს ხალხი მიერთებული ტერიტორიებიდან მოჰყავ-
დათ, იმ ახლად დაპყრობილი რეგიონებიდან, რომლებიც ძვე-
ლად გერმანიას ეკუთვნოდა. ტოფელს დიდი ყურადღება არ
გაუმახვილებია იმ ფაქტზე, რომ მგზავრები ნახირის გადასაყვანი,
სრულიად მოუწყობელი ვაგონებით გადაჰყავდათ, მაგრამ ის კი
აღნიშნა, ძალიან ციოდაო. იმხანად ხალხის პირუტყვის ვაგონე-
ბით გადაყვანა ჯერაც ახალი რამ იყო და არც ვაგონებს ავსებ-
დნენ პირთამდე მგზავრებით. ტოფელი ამ უჩვეულო გადასახლე-
ბების პოლიტიკურ მიზეზს დაებნია.
დადის ხმები, რომ ომი იწყება და ასეთ დროს შემოერთებული
ტერიტორიები პოლონელებისა და ნახევარი მილიონი ებ-
რაელისგან გასაწმენდიაო, თქვა ტოფელმა.
– მთელი ოსტბანის სისტემა ჩვენთან მათ გადმოყვანაზე მუშა-
ობს.
აბვერელები ტოფელს გაღიმებულები უსმენდნენ. SS-ს შიგა
მტრად ებრაელები მიაჩნდა, ხოლო კანარისს – SS-ი.
ტოფელის თქმით, SS-ს 15 ნოემბრიდან მთელი სარკინიგზო
სისტემა დაეჯავშნა. პომორის ქუჩაზე, მაგიდაზე სამხედრო ხელ-
მძღვანელებისთვის გასაგზავნი მემორანდუმები მიწყვია, რომელ-
შიც SS-ის უფროსობა უკმაყოფილობას გამოთქვამს, არმიამ ორი
კვირით გადააცილა ოსტბანის გამოყენების ვადასო.
– თუ ღმერთი გწამთ, განა რკინიგზას, უპირველეს ყოვლისა,
სწორედ არმია არ უნდა იყენებდეს? მაშ, საჯარისო ნაწილები
აღმოსავლეთსა და დასავლეყთში როგორ უნდა გადაისრო-
ლონ? ველოსიპედებით? – ჩაიცინა შეზარხოშებულმა ტოფელმა.

82 მკითხველთა ლიგა
ოსკარმა შეამჩნია, რომ აბვერელებს არაფერი უთქვამთ. მათ
იეჭვეს, რომ ტოფელი შეიძლებოდა ჩანერგილი აგენტი ყოფი-
ლიყო და არა მხოლოდ მთვრალი ჟანდარმი.
ახალგაზრდა ტოპოგრაფმა და შტაინჰაუზერმა ტოფელს მო-
გილას სადგურზე გაჩერებულ მატარებლებზე შეკითხვები დაუს-
ვეს. შემდგომში მსგავსი გადაზიდვები უინტერესო გახდა, ხოლო
ადამიანებით დატვირთული ვაგონები განსახლების პოლიტიკის
კლიშედ იქცა, მაგრამ ოსკარის საშობაო წვეულების ღამეს ჯერაც
სიახლედ ითვლებოდა.
– ამას კონცენტრირებას უწოდებენ, – თქვა ტოფელმა. – დო-
კუმენტებში ამ სიტყვას იყენებენ. კონცენტრირება. მე გიჟურ ახი-
რებას ვუწოდებდი.
ჯაზკლუბის მეპატრონემ ლანგრით ქაშაყი და საწებელი შე-
მოიტანა. თევზი გემრიელად მიირთვეს, ალკოჰოლს კარგად მო-
უხდა. სანამ ქაშაყს ხარბად ნთქავდნენ, გებაუერმა იუდენრატები25
ახსენა, ებრაელთა სათათბიროები, რომელიც გუბერნატორ
ფრანკის ბრძანებით, ყველა ებრაულ დასახლებაში დააარსეს.
ვარშავისა და კრაკოვის მსგავს ქალაქებში იუდენრატი ოცდაოთ-
ხი არჩეული წევრისგან შედგებოდა. ისინი რეჟიმის ბრძანებებს
ემორჩილებოდნენ და მათი განკარგულებების შეუსრულებლობა-
ზე პასუხს პირადად აგებდნენ. კრაკოვის იუდენრატი თითქმის ერ-
თი თვის წინ დაეარსებინათ და მის თავმჯდომარედ მუნიციპალი-
ტეტის პატივსაცემი მოხელე, მარეკ ბიბერშტაინი დაენიშნათ.
იუდენრატს ვაველის ციხესიმაგრეში უკვე წარედგინა სამუშაო
გრაფიკი; ებრაელები მზად იყვნენ, ეთხარათ ორმოები, დაელა-
გებინათ საპირფარეშოები და თოვლისგან გაეწმინდათ გზები. მე-
ტისმეტად მონდომებულები და სათანამშრომლოდ განწყობილნი
ხომ არ გეჩვენებიანო, იკითხა გებაუერმა.

25 Judenrat – ებრაული თვითმმართველობის ორგანო ნაცისტურ გერმანიაში.


83 მკითხველთა ლიგა
– სულაც არა, – უპასუხა შტაინჰაუზერმა, – ებრაელები იმე-
დოვნებენ, რომ მუშათა რაზმების ჩამოყალიბებით მათი დასახ-
ლებების რბევა და ძარცვა შეწყდება.
ამ დარბევებისას ბევრ ებრაელს სცემდნენ და ასახიჩრებდნენ,
ზოგიერთს კი საერთოდ ხვრეტდნენ.
შტაინჰაუზერს მარტინ პლათეც დაეთანხმა, უარესის თავიდან
აცილების მიზნით ითანამშრომლებენ, ეს ხომ მათი მეთოდიაო;
უნდა გესმოდეთ, ებრაელები ყოველთვის თანამშრომლობით იწ-
ყებენ, მერე კი სამოქალაქო ხელისუფლების მოქრთამვაზე გადა-
დიან, რომ თავიანთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე
მოელაპარაკონო.
გებაუერმა ტოფელის და რეედერის მოსატყუებლად თავი ისე
მოაჩვენა, თითქოს ებრაელების თემა ძალიან აინტერესებდა და
განაგრძო: – გეტყვით, თანამშრომლობაში რასაც ვგულისხმობ.
ფრანკის ბრძანებით, გენერალურ გუბერნიაში ყველა ებრაელმა
ვარსკვლავი უნდა ატაროს. ეს ბრძანებულება სულ რამდენიმე
კვირაა, გამოიცა, მაგრამ ვარშავაში ერთი ებრაელი მეწარმე
რეცხვადი პლასტმასისგან უკვე ასეთ ვარსკვლავებს ამზადებს და
თითოს სამ ზლოტად ყიდის. ვითომ ვერ ხვდებიან, ეს რა კანო-
ნია. ვითომ ველოსიპედისტთა კლუბის ემბლემა უკეთიათ.
რაკი შინდლერს ემალირებული ჭურჭლეულის ბიზნესი ჰქონ-
და, შესთავაზეს, შენს საწარმოში მდიდრული მომინანქრებული
ვარსკვლავები დაამზადე და შენი მეგობრის, ინგრიდის რკინა--
კავეულის მაღაზიაში ცალობით გაყიდეო. ვიღაცამ შენიშნა, ვარ-
სკვლავი მათი ეროვნული სიმბოლოა, სიმბოლო სახელმწიფო-
სი, რომელიც რომაელებმა გაანადგურეს და ახლა მხოლოდ
სიონისტების გონებაში არსებობს და იქნებ ვარსკვლავის ტარება
ეამაყებათ კიდეცო.
– საქმე ის არის, რომ ებრაელები გადარჩენისთვის კი არა, –
თქვა გებაუერმა, – მხოლოდ ქარიშხლის გასაძლებად არიან
84 მკითხველთა ლიგა
მომზადებული. მაგრამ ეს ქარიშხალი სხვანაირი იქნება. ამ ქა-
რიშხალს მათ SS-ი დაატეხს თავს.
გებაუერმა ამჯერადაც ზედმეტი მაღალფარდოვნების გარეშე
მოიწონა SS-ის პროფესიონალური გულმოდგინება.
– კარგი რა, უარესი, რაც მათ შეიძლება შეემთხვეს, ისაა, რომ
მადაგასკარზე გაგზავნონ, – თქვა პლათემ, – სხვათა შორის, მა-
დაგასკარზე უკეთესი ამინდია, ვიდრე კრაკოვში.
– არა მგონია, მათ ოდესმე მადაგასკარი იხილონ, – თქვა გე-
ბაუერმა.
ოსკარმა საუბრის თემის შეცვლა მოითხოვა, ბოლოს და ბო-
ლოს, ამ წვეულების მასპინძელი მე ვარო.
სინამდვილეში, ოსკარს საკუთარი თვალით ეხილა, როგორ
გადასცა გებაუერმა სასტუმრო „კრაკოვიაში“ ყალბი დოკუმენტები
ებრაელ ბიზნესმენს უნგრეთში გასაქცევად. ალბათ გებაუერმა ეს
ქრთამის სანაცვლოდ გააკეთა, თუმც კი მორალურად უმწიკვლო
კაცის იერი ჰქონდა და საბუთების გამყალბებელსა და ხელმოწე-
რის გამყიდველს ნამდვილად ვერ მიამგვანებდით. ერთი რამ
ცხადია, ტოფელის წინაშე გათამაშებული როლის მიუხედავად,
გებაუერი ებრაელთა მოძულე არ იყო. არც სხვა სტუმრებს ეზიზ-
ღებოდათ ისინი. 1939 წლის საშობაო წვეულებაზე ოსკარმა მათ
პოლიტიკური ოფიციალურობისა და პომპეზურობისგან განტვირ-
თვის საშუალება მისცა. შემდგომში წვეულების სტუმრები მას ძა-
ლიან გამოადგნენ.

85 მკითხველთა ლიგა
თავი 6

4 დეკემბრის ღამის აქციონმა შტერნი დაარწმუნა, რომ ოსკარ


შინდლერი მართლაც იშვიათი, პატიოსანი გოი იყო. არსებობს
თალმუდური ლეგენდა მართალ წარმართთა შესახებ, რომელთა
რიცხვი ამქვეყნად მუდამ ოცდათექვსმეტს შეადგენს. რასაკვირვე-
ლია, შტერნს პირდაპირი მნიშვნელობით არ სჯეროდა მისტიკუ-
რი რიცხვისა, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ლეგენ-
და მისთვის ჭეშმარიტებას წარმოადგენდა; და ამიტომ გონივ-
რულ და მართებულ ნაბიჯად მიაჩნდა შინდლერის სულიერ, ცოც-
ხალ საყუდრად გადაქცევა.
გერმანელს კაპიტალი სჭირდებოდა – გაკოტრებული „რე-
კორდისთვის“ მანქანა-მოწყობილობები ჩამოერთმიათ, საწარმო-
ში მხოლოდ რამდენიმე ლითონის საწნეხი, ჩარხი და ღუმელი
დაეტოვებინათ. ოსკარისთვის სულიერი შთაგონების წყარო
შტერნი იყო, მაგრამ კაცს, რომელმაც მას მისაღები პირობებით
საწყისი კაპიტალი აშოვნინა, აბრაჰამ ბანკირი ერქვა. იგი „რე-
კორდის“ დირექტორი იყო, როცა კომპანიას ოსკარი დაეპატრო-
ნა.
ტანმაღალი, ელეგანტური ოსკარი და ტანმორჩილი, ჩასკვნი-
ლი აბრაჰამი ერთად ხვდებოდნენ პოტენციურ ინვესტორებს. 23
დეკემბრის ბრძანებულებით, ყოველი ებრაელის საბანკო ანაბ-
რის და სეიფის დეპოზიტის მუდმივ განმკარგავად გერმანული
ადმინისტრაცია დაინიშნა, მფლობელს თავის ანგარიშზე ან საპ-
როცენტო შემოსავალზე ხელი აღარ მიუწვდებოდა. ზოგიერთ
მდიდარ და გამოცდილ ებრაელ ბიზნესმენს მყარ ვალუტაში გა-
ეხსნა საიდუმლო ანგარიშები. თუმცა, ისინიც ხვდებოდნენ, რომ
რამდენიმე წელიწადში, თუკი გენერალური გუბერნიის სათავეში
ჰანს ფრანკი იქნებოდა, ვალუტების სიმყარეს საფრთხე დაემუქ-

86 მკითხველთა ლიგა
რებოდა; მოძრავი ქონება – ბრილიანტები, ოქრო, სავაჭრო ნა-
წარმი – უფრო სასურველი გახდებოდა.
აბრაჰამ ბანკირი კრაკოვში რამდენიმე ადამიანს იცნობდა,
ვინც გარანტირებული რაოდენობის პროდუქციის სანაცვლოდ სა-
წარმოში კაპიტალს დააბანდებდა. მისთვის შეთავაზებული პირო-
ბების თანახმად, თვეში გარკვეული რაოდენობის ქვაბისა თუ ტა-
ფის გამოშვების სანაცვლოდ ინვესტორს 50 000 ზლოტი უნდა
დაებანდებინა „რეკორდში“. პროდუქციის წარმოება 1940 წლის
ივლისში დაიწყებოდა და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელ-
დებოდა. კრაკოველი ებრაელისთვის, სანამ ვაველის ციხესიმაგ-
რიდან ჰანს ფრანკი ბატონობდა, ჭურჭლეული უფრო საიმედო
იყო, ვიდრე ზლოტი.
შეთანხმების მონაწილე მხარეებს – ოსკარს, ინვესტორსა და
შუამავალ აბრაჰამ ბანკირს არანაირი ხელშეკრულება არ
გაუფორმებიათ, იურიდიული ძალა მაინც არ ექნებოდა. ინვესტო-
რებს აბრაჰამ ბანკირის სიტყვების უნდა ერწმუნათ და ემალირე-
ბული ნაწარმის სუდეტელი მწარმოებლის კეთილსინდისიერებას
უნდა მინდობოდნენ.
შეხვედრები ალბათ კრაკოვის ცენტრში, ძველ ქალაქში მდე-
ბარე ინვესტორების ბინებში იმართებოდა. ტრანსაქცია ინვეს-
ტორთა ცოლების საყვარელი პეიზაჟისტების ნახატებისა და მათი
ფაქიზი და ნაზი ასულების საყვარელი ფრანგული რომანების
თვალწინ მიმდინარეობდა. ზოგჯერ საკუთარი ბინიდან უკვე გა-
სახლებულ ინვესტორს პოდგოჟეს შედარებით ღარიბულ უბანში
ხვდებოდნენ. ის კაცი ალბათ ჯერაც თავზარდაცემული იყო და
შოკიდან ვერ გამოდიოდა – სულ რამდენიმე თვეში ყველაფერი
დაკარგა, ბინა წაართვეს და ახლა თავისსავე საწარმოსა ან მა-
ღაზიაში უბრალო მუშად ან გამყიდველად მუშაობდა.
ალბათ მეტისმეტი გაზვიადება იქნება იმის თქმა, რომ ოსკარს
არასდროს დაურღვევია არაოფიციალური შეთანხმებები. ახალ
87 მკითხველთა ლიგა
წელს ერთ ებრაელ საცალო მოვაჭრესთან, ლიპოვას ქუჩაზე,
DEF-ის საწყობში უთანხმოება მოუვიდა. ებრაელი ბრალს
სდებდა, იმდენ საქონელს არ მაძლევ, რამდენიც მეკუთვნისო.
ამის გამო ის კაცი სიცოცხლის ბოლომდე ემდუროდა ოსკარს.
თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ ოსკარი პირობებს არ ასრუ-
ლებდა.
ოსკარს ვალის დაუბრუნებლობა არ სჩვეოდა; ხანდახან ისეთ
შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ულევი ფულადი სახსრები
გააჩნდა და დაუსრულებად შეეძლო გადახდა. ყოველ შემთხვევა-
ში, ოსკარმა და მისმა ოპორტუნისტმა გერმანელმა ნაცნობებმა
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იმდენი ფული იშოვეს,
რომ მხოლოდ უფრო და უფრო მეტის დაგროვების ჟინით შეპ-
ყრობილი, ხარბი ადამიანი თუ იტყოდა უარს გადაეხადა ვალი,
რაც ოსკარის მამას ყოველთვის ღირსების საქმედ მიაჩნდა.
საახალწლოდ კრაკოვში ქმრის მოსანახულებლად პირველად
ჩავიდა ემილიე შინდლერი. მას ქალაქი მოეწონა: ბევრად უფრო
კოხტა და ძველმოდურია, ვიდრე ინდუსტრიული კვამლის ღრუბ-
ლებით დაფარული ბრნოო.
ქმრის ახალმა ბინამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
წინა ფანჯრებიდან პლანტი მოჩანდა – ძველ ქალაქს გარს შე-
მოვლებული, უკვე დანგრეული უძველესი გალავნის ადგილას
გაშენებული პარკებისა და ბულვარების რკალი. ქუჩის ბოლოს
ვაველის ციხესიმაგრე იდგა. ხოლო ამ სიძველეთა შუაგულში ოს-
კარის ბინა მდებარეობდა. ემილიემ ქალბატონი პფეფერბერგის
მიერ კედლებზე გაკრული შპალერები და გობელენები დაათვა-
ლიერა. მათში მისი ქმრის ბოლოდროინდელი წარმატება შეიმ-
ჩნეოდა.
– პოლონეთში კარგად მოწყობილხარ, – უთხრა ოსკარს ემი-
ლიემ.

88 მკითხველთა ლიგა
ოსკარი მიხვდა, რომ ემილიე სინამდვილეში იმ მზითევს გუ-
ლისხმობდა, მამამისმა რომ არ გამოატანა თორმეტი წლის წინ,
რადგან სოფელ ალტ-მოლშტაინში დროებით სტუმრად მყოფმა
ზოგიერთმა ცვიტაუელმა მას ცხელ-ცხელი ცნობები მიურბენინა,
თქვენი სიძე უცოლო კაცივით ცხოვრობს და ქალებს დასდევსო.
ზუსტად ის მოხდა, რასაც ელოდა და ამიტომ ემილიეს მამამ თავ-
ხედი ვაჟბატონისთვის მზითვის სრულად მიცემა კატეგორიულად
იუარა.
მართალია, 400 000 რაიხსმარკის დაკლებამ ოსკარის სამო-
მავლო გეგმები რამდენადმე შეცვალა, მაგრამ ალტ--
მოლშტაინელ კეთილშობილ ფერმერს წარმოდგენაც არ ჰქონ-
და, რაოდენ ძლიერ ატკინა გული თავის ქალიშვილს. უმზითვო-
ბას ის თორმეტი წლის შემდეგაც განიცდიდა, მიუხედავად იმისა,
რომ ოსკარს წარსული წყენა უკვე დავიწყებოდა.
– ჩემო ძვირფასო, ის წყეული ფული მაინც არ მჭირდებოდა,
– ყოველთვის ჩაიბურტყუნებდა ხოლმე ოსკარი.
ოსკართან ემილიეს ხანგამოშვებითი ურთიერთობა იმ ქალი-
სას ჰგავდა, ვინც იცის, რომ ქმარი მისი ერთგული არ არის და
არც არასდროს იქნება, მაგრამ არ უნდა, ღალატს შეესწროს.
კრაკოვში ყოფნისას ალბათ ძალიან ფრთხილობდა და წვეულე-
ბებზე თავს უხერხულად გრძნობდა, რადგან ოსკარის მეგობრებს
უთუოდ ეცოდინებოდათ სიმართლე და მისი ქმრის საყვარლების
სახელები, რომელთა გაგონების არანაირი სურვილი არ ჰქონ-
და.
ერთ დღეს ბინის კარზე ახალგაზრდა პოლონელმა (ეს იყო
პოლდეკ პფეფერბერგი, რომელმაც კინაღამ ტყვია დაახალა მის
ქმარს, მაგრამ ემილიემ ამის შესახებ, რაღა თქმა უნდა, არაფერი
იცოდა) დააკაკუნა. მხარზე დახვეული ხალიჩა შემოედო. სტამბო-
ლიდან უნგრეთის გავლით შემოტანილი ხალიჩა პოლდეკს შავ
ბაზარზე ეყიდა. ხალიჩის შოვნა პფეფერბერგისთვის ინგრიდს
89 მკითხველთა ლიგა
დაევალებინა. ინგრიდი დროებით გადასულიყო ბინიდან, ვიდრე
ემილიე ქმარს სტუმრობდა.
– ფრაუ შინდლერი შინ არის? – იკითხა პფეფერბერგმა. ინ-
გრიდს ყოველთვის ფრაუ შინდლერად იხსენიებდა, რადგან ასე
უფრო თავაზიანად მიაჩნდა.
– ფრაუ შინდლერი მე ვარ, – უპასუხა ემილიემ, რომელიც
მიხვდა, ეს კითხვა რასაც ნიშნავდა.
პფეფერბერგმა გულისხმიერება გამოიჩინა და შეცდომის გა-
მოსწორება სცადა: სინამდვილეში ფრაუ შინდლერს სულაც არ
ვეძებდი, თუმცა, ჰერ შინდლერისგან მასზე ბევრი კარგი მსმე-
ნიაო.
– ჰერ შინდლერის ნახვა მინდოდა, რაღაც საქმეზე უნდა ვე-
ლაპარაკო, – დაასრულა მან.
ჰერ შინდლერი სახლში არ არისო, უპასუხა მას ემილიემ, მაგ-
რამ შინ შესვლა და მოცდა შესთავაზა. პფეფერბერგმა საჩქაროდ
იუარა. ემილიე მისი უარის მიზეზსაც მიხვდა. ახალგაზრდა პო-
ლონელი ოსკარის პირადი ცხოვრების დეტალებმა ცოტათი და-
აბნია და მსხვერპლთან დაჯდომა და ჩაის დალევა შეუფერებ-
ლად მიიჩნია.
საწარმო, რომელიც ოსკარმა იქირავა, მდინარის გადაღმა,
ზაბოჩეში, ლიპოვას ქუჩის 4-ში მდებარეობდა. ქუჩის გადამყურე
სამსახურეობრივი ოთახები თანამედროვედ მოეწყოთ და მიუხე-
დავად იმისა, რომ შენობა სამრეწველო რაიონში იდგა, ხოლო
ლიპოვას ქუჩა სტრაშევსკის ქუჩასავით მომხიბვლელად არ გა-
მოიყურებოდა, ოსკარმა დაასკვნა, ჩემთვის უფრო მოსახერხებე-
ლი იქნება როდისმე აქ, მესამე სართულზე დავსახლდეო.
როცა ოსკარი „რეკორდს“ დაეპატრონა და მას „დოიჩე ემა-
ილვარენ ფაბრიკი“ დაარქვა, სამზარეულოს ნივთების მოკრძა-
ლებულ წარმოებაში სულ ორმოცდახუთი თანამშრომელი იყო
ჩართული. ახალი წლის დასაწყისში ოსკარმა გერმანიის არმიის-
90 მკითხველთა ლიგა
გან პირველი შეკვეთა მიიღო. ეს სულაც არ არის გასაკვირი.
ვერმახტის საბრძოლო საშუალებათა ინსპექციის მთავარ საბჭო-
ში მას საკმაოდ გავლენიანი ნაცნობები ჰყავდა. ოსკარი მათ
წვეულებებზე ხვდებოდა და თავადაც ხშირად იწვევდა სასტუმრო
„კრაკოვიაში“. შემორჩენილ ფოტოსურათებზე ოსკარი მათთან
ერთად ზის მდიდრულად გაწყობილ მაგიდასთან; ყველა თავა-
ზიანად იღიმის, ყველა მაძღარია, ყველა ნასვამია, ოფიცრები
უნიფორმებში გამოწკეპილან. ზოგიერთი მათგანი ოსკარს ტენ-
დერში გამარჯვებაში ეხმარებოდა, ზოგიერთი რეკომენდაციის
წერილს სწერდა საბრძოლო საშუალებათა ინსპექციის ხელ-
მძღვანელ გენერალ შინდლერს; ერთნი ამას მხოლოდ მეგობ-
რობის ხათრით აკეთებდნენ, მეორენი – გამორჩენის მიზნით, რა-
კი შინდლერი მეწარმე იყო და მისგან სარგებელს მოელოდნენ.
სხვებს ოსკარი ქრთამს სთავაზობდა – კონიაკსა და ხალიჩებს,
ძვირფასეულობას, ავეჯს და გემრიელ საჭმელს. გარდა ამისა,
როგორც ირკვეოდა, გენერალი შინდლერი იცნობდა ემალირე-
ბული ნივთების მწარმოებელ მოგვარეს და ძლიერ მოსწონდა
იგი.
ხელსაყრელი კონტრაქტების წყალობით ოსკარმა საწარმოს
გაფართოება შეძლო. საამისოდ თავისუფალი სივრცე არსებობ-
და. DEF-ის უკან ორი ცარიელი შენობა იდგა. ოსკარმა ახალი
მანქანა-მოწყობილობები შეიძინა, ზოგი კრაკოვში, ზოგი – სამ-
შობლოში. გარდა არმიისა, მის საწარმოს შავი ბაზრის უზომო
მოთხოვნაც უნდა დაეკმაყოფილებინა. ოსკარი დარწმუნდა, რომ
მალე მაგნატად იქცეოდა. 1940 წლის ივნისისთვის მის საწარმო-
ში უკვე 250 პოლონელი მუშაობდა და ღამის ცვლის საჭიროება
დადგა. ცვიტაუში, ჰერ ჰანს შინდლერის სასოფლო-სამეურნეო
მანქანა-მოწყობილობების მწარმოებელ ქარხანაში, საუკეთესო
პერიოდში მხოლოდ 50 ადამიანი მუშაობდა. კარგი გრძნობაა,
დაჯაბნო მამა, რომლისთვისაც წყენა არ გიპატიებია.
91 მკითხველთა ლიგა
წლის განმავლობაში შინდლერს პერიოდულად ურეკავდა იც-
ხაკ შტერნი და რომელიმე ახალგაზრდა ებრაელის დასაქმებას
სთხოვდა. შტერნი ყოველთვის განსაკუთრებულ შემთხვევაში აწუ-
ხებდა: ხან ლოძელი იყო დასასაქმებელი, ხან იუდენრატის (ებ-
რაელთა საბჭოს) ერთ-ერთი განყოფილების კლერკის ქალიშვი-
ლი. სულ რამდენიმე თვის შემდეგ შინდლერს 150 ებრაელი
მუშა-მოსამსახურე ჰყავდა და მის ფაბრიკას უსაფრთხო თავშე-
საფრად მოიხსენიებდნენ.
იმ წელს, ისევე როგორც ომიანობის ყოველ მომდევნო წე-
ლიწადს, ებრაელები აქტიურად დაეძებდნენ სამუშაოს ომში ჩაბ-
მული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დარგებში.
აპრილში გენერალ-გუბერნატორმა ფრანკმა თავისი დედაქა-
ლაქიდან, კრაკოვიდან, ებრაელების გასახლების ბრძანებულება
გამოსცა. უცნაური გადაწყვეტილება იყო, რადგან რაიხი, პირი-
ქით, ებრაელებისა და პოლონელების გენერალურ გუბერნიაში
ასახლებდა დღეში თითქმის 10 000 ადამიანს. ფრანკმა თავის მი-
ნისტრთა კაბინეტს კრაკოვში გამეფებული სამარცხვინო მდგომა-
რეობის შესახებ აუწყა: მრავალბინიან სახლებში ჩემი ნაცნობი
გერმანელი დივიზიის მეთაურების მეზობლად ებრაელები ცხოვ-
რობენო. ასეთივე აღმაშფოთებელ ფაქტთან შეგუება უწევდა
მრავალ მაღალი თანამდებობის პირს. ფრანკმა პირობა დადო,
რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაწმენდდა კრაკოვს
ებრაელებისგან. მხოლოდ 5000-6000 კვალიფიციურ ებრაელ მუ-
შას ექნებოდა ქალაქში დარჩენის უფლება, ხოლო დანარჩენებს
გენერალური გუბერნიის სხვა ქალაქებში – ვარშავაში, რადომში,
ლუბლინსა ან ჩესტოხოვაში – გადაასახლებდნენ. ებრაელებს 15
აგვისტომდე მისცეს ვადა, სურვილისამებრ გადასახლებულიყვნენ
ნებისმიერ სხვა ქალაქში. ვინც ვადას გადააცილებდა, მცირე ბარ-
გის ამარა სატვირთო მანქანებით იძულებით წაიყვანდნენ და
აღარც ქალაქის არჩევის უფლება ექნებოდათ. 1-ლი ნოემბრი-
92 მკითხველთა ლიგა
დან კრაკოველი გერმანელები სუფთა გერმანული ჰაერით ისუნ-
თქებენ და აღარც ებრაელები იფუთფუთებენ ქალაქის ქუჩებსა
და ხეივნებშიო, დასძინა ჰანს ფრანკმა.
ფრანკმა ებრაული მოსახლეობის ასე მკვეთრად შემცირება
ვერ მოახერხა, მაგრამ თავიდან, როცა გეგმები საჯაროდ გა-
მოაცხადეს, კრაკოველმა ებრაელებმა, განსაკუთრებით
ახალგაზრდებმა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა დაიწყეს.
იცხაკ შტერნის მსგავსმა ადამიანებმა, იუდენრატის ოფიციალურ-
მა თუ არაოფიციალურმა წარმომადგენლებმა თანამგრძნობთა,
ანუ ისეთ გერმანელთა სიების შედგენა დაიწყეს, ვისაც მხარდაჭე-
რას სთხოვდნენ. შინდლერთან ერთად სიაში ეწერა ვენელი
იულიუს მადრიჩი, რომელსაც ვერმახტის სამსახურიდან თავის
დათხოვნა მოეხერხებინა და სამხედრო უნიფორმების სამკერვა-
ლო ფაბრიკის ტროიჰენდერად დაენიშნათ. მადრიჩი საბრძოლო
საშუალებათა ინსპექციის შეკვეთების სარფიანობაში დარწმუნებუ-
ლიყო და პოდგოჟეში საკუთარი სამკერვალო ფაბრიკის გახსნას
გეგმავდა. საბოლოოდ, მადრიჩმა შინდლერზე მეტი ქონება და-
აგროვა, მაგრამ იმ გასაოცარ 1940 წელს მადრიჩი ჯერაც ხელ-
ფასზე მუშაობდა და ჰუმანური პიროვნების სახელი ჰქონდა – ეს
იყო და ეს.
1940 წლის 1-ლი ნოემბრისთვის ფრანკმა კრაკოვიდან 23 000
მოხალისე ებრაელის გასახლება შეძლო. ზოგიერთი მათგანი
ვარშავისა და ლოძის ახალ გეტოებში დასახლდა. ადვილი წარ-
მოსადგენია მათი მწუხარება, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავ-
დნენ, „ჩვენ ამასაც გადავიტანთ, ამაზე უარესს რაღას დაგვაძა-
ლებენ“, ფიქრობდნენ გასახლებულები. ოსკარსაც ებრაელები-
ვით ყველაფერი დროებით უწესრიგობად მიაჩნდა.
ის წელი ოსკარის ცხოვრებაში ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩ-
ნდა – მან გაკოტრებული საწარმო ფეხზე დააყენა და მისით სა-
ხელმწიფო სამსახურები დააინტერესა. როცა დაზამთრდა და მო-
93 მკითხველთა ლიგა
თოვა, შინდლერმა თავისდა სამწუხაროდ აღმოაჩინა, რომ ყო-
ველდღე 60-ზე მეტი ებრაელი მუშა აცდენდა სამსახურს. ფაბრი-
კაში მიმავალ მუშებს SS-ის პატრულები აკავებდნენ და გზების
თოვლისგან გაწმენდას აიძულებდნენ. ჰერ შინდლერი პომორის
ქუჩაზე SS-ის შტაბში თავის მეგობარ ტოფელს ესტუმრა და შეს-
ჩივლა, ერთ დღეს 125 მუშა დამაკლდაო.
ტოფელი გამოუტყდა: – უნდა გესმოდეს, რომ აქ ზოგ--
ზოგიერთს სულ არ ადარდებს წარმოება. მათთვის ეროვნული
ღირსების საქმეა, ებრაელებს თოვლი აახვეტინონ. პირადად მე
ვერ ვხვდები... ებრაელის მიერ თოვლის ხვეტას თითქოს რელი-
გიური დატვირთვა აქვს. მარტო შენ კი არა, ყველას გაუჩნდა
მსგავსი პრობლემა.
სხვებმაც შემოგჩივლესო, ჰკითხა ოსკარმა. დიახო, უპასუხა
ტოფელმა.
– SS-ის საბიუჯეტო-სამშენებლო დეპარტამენტის ერთ ბობო-
ლა ეკონომისტთან ვისადილე. მან მითხრა, კვალიფიციურ ებრა-
ელ მუშას რაიხის ეკონომიკაში არაფერი ესაქმება და ამაზე ფიქ-
რი ერის ღალატიაო. ვფიქრობ, კიდევ ბევრჯერ მოგიწევს თოვ-
ლის ხვეტასთან შეგუება, ოსკარ.
ოსკარმა წამით აღშფოთებული პატრიოტის, ან უფრო ზუს-
ტად, აღშფოთებული მეწარმის იერი მიიღო.
– თუ ომის მოგება უნდათ, SS-იდან ასეთი ადამიანები უნდა
მოიშორონ, – თქვა მან.
– მოიშორონ? – გაიოცა ტოფელმა. – ღვთის გულისათვის,
სწორედ ეგეთი ნაბიჭვრები დგანან სათავეში.
ამგვარი საუბრების შედეგად ოსკარი თავგამოდებული დამ-
ცველი გახდა პრინციპისა, რომ ფაბრიკის მფლობელის დაუკით-
ხავად მუშების შეფერხების უფლება არავის უნდა ჰქონდეს და,
რომ ფაბრიკაში მიმავალ ან ფაბრიკიდან მომავალ მუშებს არა-
ვინ უნდა აკავებდეს და ჩაგრავდეს. ოსკარის აზრით, ეს მორა-
94 მკითხველთა ლიგა
ლურთან ერთად ინდუსტრიული აქსიომაც იყო. იგი ყოველთვის
ცდილობდა, რომ „დოიჩე ემაილ ფაბრიკში“ ეს წესი არასდროს
დარღვეულიყო.

95 მკითხველთა ლიგა
თავი 7

ვარშავისა და ლოძის გეტოებს და ჰანს ფრანკის სურვილს,


კრაკოვი ებრაელებისგან გაეწმინდა, დიდი ქალაქების მკვიდრი
იუდეველი უნტერმენშები სოფლად გაექცნენ, რათა იქაურ გლე-
ხებში ათქვეფილიყვნენ. ძმები როზნერები, კრაკოველი მუსიკო-
სები, რომლებიც შემდგომში ოსკარს კარგად გაიცნობენ, ტინიეც-
ში დასახლდნენ. სოფელი მდინარე ვისლის პირას მდებარეობდა
და ზემოდან კირქვის კლდეზე აღმართული ბენედიქტელთა ძვე-
ლი სააბატო დასცქეროდა. ტინიეცი როზნერებისთვის საკმაოდ
უსაფრთხო თავშესაფარი აღმოჩნდა. მათთან ერთად გადასახ-
ლებულ რამდენიმე მაღაზიის მფლობელთან და ორთოდოქს ხე-
ლოსანთან ძმებს საერთო ბევრი არაფერი ჰქონდათ, სამა-
გიეროდ, ადგილობრივ, მიწათმოქმედებით გაბეზრებულ გლე-
ხებს გაუხარდათ მათ მეზობლად მუსიკოსების გამოჩენა.
როზნერები ტინიეცში კრაკოვიდან არ მისულან; მოგილას ქუ-
ჩაზე, ბოტანიკური ბაღის წინ შეკრებაზე ადგილზე არ გამოცხადე-
ბულან და SS-ის ახალგაზრდა ჯარისკაცებს სატვირთო მანქანაში
არ ჩაუსხამთ ცრუ დაპირებებით, თქვენს ბარგს მოგვიანებით გა-
მოგიგზავნითო. ძმები ვარშავიდან (სადაც რესტორან „ბასილის-
კოში“ უკრავდნენ) გამოიქცნენ ერთი დღით ადრე, სანამ გერმანე-
ლები ვარშავის გეტოს დახურავდნენ. სოფელს ჰენრიმ,
ლეოპოლდმა, ჰენრის ცოლმა მანსიმ და მათი ხუთი წლის ვაჟმა
ოლეკმა შეაფარეს თავი.
მშობლიური კრაკოვის სიახლოვეს მდებარე სამხრეთ პოლო-
ნურ სოფელ ტინიეცში დასახლების იდეა ძმებს მოეწონათ. თუკი
პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, ავტობუსით კრა-
კოვში ჩასვლის და სამუშაოს პოვნის საშუალება ექნებოდათ. ჰენ-
რის ავსტრიელმა ცოლმა მანსიმ ვარშავიდან საკერავი მანქანა

96 მკითხველთა ლიგა
წამოიღო და როზნერებმა ტინიეცში მცირე სამკერვალო ბიზნესი
წამოიწყეს. საღამოობით ძმები ტავერნებში უკრავდნენ და პატა-
რა დასახლების სენსაციად იქცნენ. სოფლებში მსგავსი გასართო-
ბები იშვიათია და თუნდაც გამრთობები ებრაელები იყვნენ, მაინც
თბილად განეწყობიან ხოლმე. თანაც პოლონეთში ვიოლინო
ყველასათვის სათაყვანებელი საკრავია.
ერთხელ ტინიეცში სტუმრად მყოფმა პოზნანელმა ფოლ-
კსდოიჩერმა (გერმანულენოვანმა პოლონელმა) სამიკიტნოში
ძმების დაკრული მოისმინა. ფოლკსდოიჩერი კრაკოველი მუნი-
ციპალიტეტის მოხელე იყო, ერთ-ერთი იმ პოლონელ გერმა-
ნელთაგან, რომელთა სახელითაც ჰიტლერმა პოლონეთი დაიპ-
ყრო. ფოლკსდოიჩერმა ძმებს უთხრა, მოსავლის აღების დროს
სოფელს კრაკოვის მერი, ობერშტურმფიურერი პავლუ და მისი
მოადგილე, სახელგანთქმული მოთხილამურე ზეპ რორე ეწვევი-
ან და მინდა, მათთვის თქვენმა ბრწყინვალე დუეტმა დაუკრასო.
ერთ შუადღეს, როცა მინდვრად ძნები თვლემდნენ და მზეზე
ხმებოდნენ, ტინიეცში ლიმუზინების კოლონა გამოჩნდა და გო-
რაკზე მდგარი, გაქცეული პოლონელი არისტოკრატის ვილისკენ
გაემართა. კოხტად ჩაცმული ძმები როზნერები ტერასაზე იცდიდ-
ნენ. როცა ახალმოსული ბატონები და ქალბატონები დიდ დარ-
ბაზში (რომელიც უწინ სამეჯლისო უნდა ყოფილიყო) დასხდნენ,
მათ მუსიკის დასაკრავად უხმეს. ობერშტურმფიურერ პავლუს
წვეულების სტუმრები ისე სერიოზულად გაემზადნენ მოსასმენად,
რომ ჰენრის და ლეოპოლდს თან გაუხარდათ, თან ცოტათი
შეეშინდათ კიდეც. ქალებს თეთრი კაბები ეცვათ და ხელთათმა-
ნები ეკეთათ, სამხედრო პირები უნიფორმებში გამოწკეპილიყ-
ვნენ, ბიუროკრატებს გახამებულ საყელოებზე ჰალსტუხები შე-
მოეჭირათ. რეჟიმისთვის თუნდაც კულტურული თვალსაზრისით
იმედის გაცრუება ებრაელისთვის სახიფათო იყო.

97 მკითხველთა ლიგა
საბედნიეროდ, აუდიტორიას მათი შესრულება მოეწონა. კე-
თილგანწყობილი სტუმრები აღმოჩნდნენ; შტრაუსის, ოფენბახის,
ლეჰარის, ანდრე მესაჟის და ლეო ფალის კომპოზიციები
სიამოვნებით მოისმინეს. სანამ ჰენრი და ლეოპოლდი უკრავ-
დნენ, მაღალი ჭიქებით შამპანურს სვამდნენ.
ოფიციალურ პირთათვის გამართული კონცერტის დასრულე-
ბის შემდეგ ძმები გორაკის ძირას ჩაიყვანეს, სადაც გლეხები და
მაღალჩინოსანთა თანმხლები ჯარისკაცები შეგროვილიყვნენ.
რასიზმის უხეში გამოვლინებები სწორედ აქ იყო მოსალოდნელი.
თუმცა, როგორც კი ძმები ვაგონ-პლატფორმაზე ავიდნენ და
ხალხს თვალში ჩახედეს, ჰენრიმ ლეოპოლდს გადაულაპარაკა,
არაფერი გვემუქრებაო – როზნერები იმ საღამოს პოლონური
კულტურის სიდიადეს წარმოაჩენდნენ და ძმებს გლეხების ეროვ-
ნული სიამაყის გრძნობა იცავდა. თითქოს ძველ, მშვიდ დროში
დაბრუნდნენ. ჰენრი ოლეკსა და მანსის უღიმოდა და მათთვის უკ-
რავდა, სხვები საერთოდ გადაავიწყდა. იმ მომენტში ეჩვენებოდა,
რომ მუსიკამ ქვეყანაში კვლავ წესრიგი და მშვიდობა დაამყარა.
როცა დაკვრას მორჩნენ და მსმენელებისგან მილოცვებს
იღებდნენ, ძმებს შუახნის როტენფიურერი მიუახლოვდა. მან
როზნერებს ცივად დაუკრა თავი: – იმედია, მშვენიერი ჭირნახუ-
ლის დღესასწაული გექნებათ, – თქვა და მიტრიალდა.
ძმები ერთმანეთს მიაშტერდნენ. როგორც კი როტენფიურერი
წავიდა, ცდუნებას ვერ გაუძლეს და სიტყვების მნიშვნელობის ახ-
სნა სცადეს.
– ეს მუქარა იყო, – დარწმუნებით თქვა ლეოპოლდმა. ახლაც,
როგორც ფოლკსდოიჩერთან პირველი შეხვედრისას, ორივეს
შიშის ჟრუანტელმა დაუარა. ცხადი შეიქნა, რომ ამ ავ დროებაში
სახელგანთქმულობა და გამოჩენილობა მათ არას არგებდა.
ასეთი იყო სოფლად ცხოვრება 1940 წელს: შეფერხებული კა-
რიერა, სოფლური ერთფეროვნება, პერიოდული საფრთხეები
98 მკითხველთა ლიგა
და კრაკოვისკენ მუდმივი ლტოლვა. ძმები როზნერები ხვდებოდ-
ნენ, რომ ადრე თუ გვიან, ისევ იქ დაბრუნდებოდნენ.
იმ შემოდგომაზე ემილიე სახლში დაბრუნდა და შინდლერის
ბინაში მორიგი სტუმრობისას, იცხაკ შტერნს ყავა ინგრიდმა შეს-
თავაზა. ოსკარი თავის სისუსტეებს არასდროს მალავდა და ინ-
გრიდის გამო ასკეტ ებრაელ ბუღალტერთან თავის მართლებას
საჭიროდ არ მიიჩნევდა. როცა ყავის სმას მორჩნენ, ოსკარმა კა-
რადიდან ბრენდის გაუხსნელი ბოთლი გამოიღო და თავისა და
შტერნს შორის ისე დადგა, თითქოს ებრაელი მის გამოცლაში უნ-
და დახმარებოდა.
შტერნი იმ საღამოს ოსკარს იმის სათქმელად ესტუმრა, რომ
ერთი ოჯახი, რომელსაც გ.-ებად26 მოვიხსენიებთ, მასზე ჭორებს
ავრცელებდნენ: მოხუცი დავიდი და მისი ვაჟი ლეონ გ. თვით კა-
ჟიმეჟის ქუჩებში გაიძახოდნენ, ოსკარი გერმანელი განგსტერი და
ბანდიტიაო. როცა შტერნმა ოსკარს ამ ბრალდებებზე უამბო, შე-
დარებით მსუბუქი ტერმინები გამოიყენა.
ოსკარი მიხვდა, რომ შტერნი მისგან პასუხს არ ელოდა, მან
მხოლოდ ინფორმაცია მოიტანა, მაგრამ რაღა თქმა უნდა, მაინც
უპასუხა.
– მეც შემიძლია მათზე ხმები გავავრცელო, – თქვა ოსკარმა,
– უსირცხვილოდ მძარცვავენ. ინგრიდს ჰკითხეთ, თუ გნებავთ.
ინგრიდი გ.-ების ქონების მეურვე იყო. მას ჯერ ოცდაათი წე-
ლიც არ შესრულებოდა და კომერციულ საქმიანობაში გამოუცდე-
ლი იყო. ჭორები დადიოდა, გოგონა ამ თანამდებობაზე თავად
შინდლერმა დაანიშნინა, რომ თავის ფაბრიკაში დამზადებული

26აქ გამოგონილი გვარის ნაცვლად ინიციალის გამოყენების მიზეზი ის არის,


რომ კრაკოვში მრავალი გვარის პოლონელი ებრაელი ცხოვრობდა და გ.-ს ნამ-
დვილი გვარის დასამალად სხვის გამოყენებამ შესაძლოა რომელიმე განადგუ-
რებული ოჯახის ან ოსკარის ცოცხალი მეგობრის ხსოვნა შეურაცხყოს (ავტორის
შენიშვნა).
99 მკითხველთა ლიგა
ნივთების გასასაღებლად გარანტირებული სავაჭრო წერტილი
ჰქონოდაო. თუმცა, ინგრიდი გულმოწყალე ტროიჰენდერი იყო
და შეიძლება ითქვას, გ.-ები თავიანთ კომპანიას ისევ თავად გა-
ნაგებდნენ. თუ ის აღიზიანებდათ, რომ ქონება იძულებით გადას-
ცეს ოკუპანტებს სამართავად, ეს სულ სხვა საქმე იყო.
შტერნმა ოსკარის შეთავაზება უარყო, მე ვინ ვარ, რომ ინგრი-
დი გამოვკითხოო; თანაც, გოგონასთან შეხედულებების გაცვლა--
გამოცვლას არანაირი აზრი არ ჰქონდა.
– ინგრიდს ჭკუით ჯობნიან, – თქვა ოსკარმა.
გ.-ები ლიპოვას ქუჩაზე შეკვეთილი საქონლის წასაღებად მი-
დიოდნენ, ანგარიშ-ფაქტურებს იქვე გადაასწორებდნენ ხოლმე
და იმაზე მეტი მიჰქონდათ, ვიდრე გადაიხადეს. ინგრიდმა იცის,
შინდლერს მოელაპარაკაო, ეუბნებოდნენ შინდლერის ფაბრიკის
თანამშრომლებს.
თურმე ლეონ გ. ხალხს იმასაც ეუბნებოდა, შინდლერმა SS--
ელებს ჩემი თავი აცემინაო. მისი მონათხრობი ყოველთვის გან-
სხვავდებოდა. ხან ამბობდა, შინდლერის ფაბრიკაში მცემეს და
საწყობიდან თვალჩალურჯებული და კბილჩამტვრეული გამომიშ-
ვესო, ხანაც – ლიმანოვსკის ქუჩაზე, მოწმეების თვალწინ მცემე-
სო. ერთ კაცს, გვარად ფ.-ს, ოსკარის თანამშრომელსა და გ.--
ების მეგობარს ეთქვა, გავიგონე, ოსკარი თავის კაბინეტში ბოლ-
თას როგორ სცემდა და მოხუცი დავიდ გ.-ს მოკვლით იმუქრებო-
დაო; შემდეგ ოსკარი სტრადომში წავიდა, გ.-ების სალარო გატე-
ხა, ჯიბეები ფულით გაივსო, გ.-ებს განუცხადა, ევროპაში ახალი
წესრიგი დამყარდაო და მოხუც დავიდ გ.-ს მისსავე კაბინეტში
სცემაო.
შესაძლებელია, რომ ოსკარი მოხუც დავიდს მივარდნოდა და
ცემით დაელურჯებინა იგი? შესაძლებელია, რომ მას ნაცნობი
პოლიციელებისთვის დაერეკა და მათთვის ახალგაზრდა ლეონ-
ზე თავდასხმა ეთხოვა? რაღაც მხრივ, ოსკარიც და გ.-ებიც გან-
100 მკითხველთა ლიგა
გსტერები იყვნენ, ტონობით ჭურჭლეულს სავალდებულო სავაჭ-
რო კუპონების, ბეცუგშაინების გარეშე ყიდდნენ და მონაცემებს
გაყიდვების შესახებ ტრანსფერშტელეში არ აგზავნიდნენ. შავ ბა-
ზარზე ზრდილობითა და თავშეკავებულობით არ გამოირჩეოდ-
ნენ. ოსკარმა აღიარა, რომ გ.-ებს მაღაზიაში მიუვარდა და მამა--
შვილს ქურდები უწოდა, მერე გ.-ების მიერ უნებართვოდ წაღებუ-
ლი საქონლით გამოწვეული ზარალი სალაროდან ამოღებული
ფულით აინაზღაურა. ოსკარმა აღიარა, რომ ახალგაზრდა ლე-
ონს სახეში მუშტი დაარტყა. ეს იყო და ეს.
გ.-ებს შტერნი ბავშვობიდან იცნობდა. მათ ცუდი სახელი ჰქონ-
დათ. კრიმინალები არ იყვნენ, მაგრამ მათთან საქმის დაჭერა
არავის უხაროდა და, რაც ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, თუ და-
ნაშაულზე წაასწრებდნენ, ჩივილი და დაბეზღება სჩვეოდათ.
ლეონს ლებები მართლაც ეტყობოდა – შტერნმა ისინი საკუ-
თარი თვალით იხილა. ახალგაზრდა ბიჭი მათ მეტი თვალსაჩი-
ნოებისთვის იყენებდა. სავარაუდოდ, SS-ელების ხელიც მოხვედ-
როდა და ამისთვის ალბათ მრავალი მიზეზი არსებობდა, მაგრამ
შტერნს არ სჯეროდა, რომ ლეონს ოსკარის თხოვნით სცემეს.
იმავდროულად, შტერნი გრძნობდა, რომ თქმულის თუ მომხდა-
რის დაჯერება ან არდაჯერება მისი ჩანაფიქრის აღსრულებას
ჯერჯერობით არანაირად არ უშლიდა ხელს. ეს მხოლოდ იმ შემ-
თხვევაში მოხდებოდა, თუ ჰერ შინდლერი სისასტიკეს ჩვევად გა-
იხდიდა. იშვიათ ლაფსუსებს შტერნი სათვალავში არ აგდებდა.
ოსკარი რომ უცოდველი ყოფილიყო, ეს ბინა ამჟამინდელი სა-
ხით არ იარსებებდა და არც ინგრიდი დაელოდებოდა ოსკარს
საძინებელში.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოსკარმა სხვებთან ერთად ბატონი
და ქალბატონი გ.-ები, ლეონ გ., ბატონი ჰ. და ქალბატონი მ.,
მოხუცი დავიდის მდივანიც იხსნა. ამას ზემოთ ჩამოთვლილნიც

101 მკითხველთა ლიგა


არასდროს უარყოფდნენ, მაგრამ ცემისა და ლებების თავიანთ
ვერსიებს მაინც არ ივიწყებდნენ.
იმ საღამოს იცხაკ შტერნმა მარეკ ბიბერშტაინის დაპატიმრე-
ბის შესახებაც აცნობა ოსკარს, იგი მონტელუპების ქუჩაზე მდება-
რე ციხეში ორი წლით ჩაესვათ. დაპატიმრებამდე მარეკ ბიბერ-
შტაინი იუდენრატს თავმჯდომარეობდა. სხვა ქალაქებში ებრაულ
მოსახლეობას იუდენრატი უკვე შესძულებოდა, რადგან მათი ძი-
რითადი მოვალეობა იძულებითი შრომისთვის მუშების და ბანაკ-
ში გასაგზავნთა სიების შედგენა იყო. ზოგადად, იუდენრატი გერ-
მანულ ადმინისტრაციას თავისი ნების აღმსრულებელ ორგანოდ
მიაჩნდა, მაგრამ კრაკოვში მარეკ ბიბერშტაინი და მისი კაბინეტი
თავს კრაკოვის სამხედრო მერისაგან (ჯერ შმიდის და მერე პავ-
ლუსგან) ქალაქის ებრაული მოსახლეობის დამცავ ბუფერად მი-
იჩნევდა. კრაკოვის გერმანულ გაზეთში 1940 წლის 13 მარტს გა-
მოქვეყნებულ სტატიაში დოქტორი დიტრიხ რედეკერი წერდა,
იუდენრატის ოფისში სტუმრობისას თვალში მომხვდა კონტრასტი
იქაურ ძვირფას ხალიჩებსა და პლუშის სავარძლებს და კაჟიმეჟში
ებრაული უბნის სიღატაკესა და ჭუჭყს შორისო. გადარჩენილი ებ-
რაელები სულაც არ იხსენებენ კრაკოვის პირველი იუდენრატის
წევრებს იმ ბიუროკრატებად, ხალხის პრობლემები რომ არ
ადარდებთ. თუმცა, შემოსავლებს დახარბებულებმა, ლოძისა და
ვარშავის იუდენრატების შეცდომები გაიმეორეს: შეძლებულებს
იძულებითი შრომისთვის გამწესებულთა სიებიდან შლიდნენ და
პურისა და წვნიანის სანაცვლოდ ღარიბებს ამატებდნენ. მიუხედა-
ვად ამისა, კრაკოველი ებრაელები ბიბერშტაინსა და მის საბჭოს
მაინც პატივს სცემდნენ.
იუდენრატის ოცდაოთხი წევრიდან უმეტესობა ინტელექტუალი
იყო. ყოველდღე ზაბოჩეში მიმავალი ოსკარი პოდგოჟეში მდება-
რე მათ ოფისს ჩაუვლიდა ხოლმე. ვიწრო შენობაში რამდენიმე
სამდივნო იყო განთავსებული. მინისტრებივით, საბჭოს თი-
102 მკითხველთა ლიგა
თოეული წევრი სხვადასხვა საქმეს უძღოდა. ბატონი შენკერი გა-
დასახადების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ბატონი შტაინ-
ბერგი – მშენებლობას, მნიშვნელოვან დარგს იმ საზოგადოება-
ში, სადაც ხალხი მუდმივად საცხოვრებელს დაეძებდა; ერთ კვი-
რას სოფელში ეძებდნენ თავშესაფარს, მეორე კვირას, გლეხების
გონებაშეზღუდულობით გაბეზრებულები, კვლავ ქალაქში გარ-
ბოდნენ. ლეონ სალპეტერი, პროფესიით ფარმაცევტი, სოცუზ-
რუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, არ-
სებობდა სამდივნოები, რომლებიც საკვების, სასაფლაოების, ჯან-
დაცვის, სამგზავრო საბუთების, ეკონომიკური საქმიანობის, ადმი-
ნისტრაციული მომსახურების, კულტურისა და თვით განათლების
(რაც მით უფრო მნიშვნელოვანი გახდა სკოლების დახურვის შემ-
დეგ) საკითხებზე მუშაობდნენ.
ბიბერშტაინს და მის საბჭოს მიაჩნდა, რომ ებრაელები, რო-
მელთაც კრაკოვიდან გაასახლებდნენ, უარეს ადგილას აღმოჩ-
ნდებოდნენ, ამიტომ უძველეს სტრატეგიას – მოქრთამვას – მი-
მართეს. ამ მიზნით იუდენრატის მწირი ხაზინიდან 200 000 ზლო-
ტი გამოყვეს. ბიბერშტაინმა და განსახლების განყოფილების
ხელმძღვანელმა ხაიმ გოლდფლუსმა შუამავალი მოძებნეს, ერ-
თი ფოლკსდოიჩერი, გვარად რაიხტერი, რომელსაც SS-ში და
ქალაქის ადმინისტრაციაში ნაცნობები ჰყავდა. რაიხტერს გარ-
კვეული თანამდებობის პირებისთვის ფულის გადაცემა დაავა-
ლეს. მოსაქრთამთა შორის უმთავრესი იყო ობერშტურმფიურერი
ზაიბერტი – შუამავალი იუდენრატსა და ქალაქის მმართველობას
შორის. ფულის სანაცვლოდ ქალაქის მმართველებს 10 000 ებ-
რაელი უნდა დაეტოვებინათ კრაკოვში, მიუხედავად ჰანს ფრან-
კის ბრძანებისა. სასამართლო პროცესზე ვერავინ გაარკვია, რა-
იხტერმა ფულის დიდი ნაწილი თავისთვის დაიტოვა და მცირე
თანხის შეთავაზებით მაღალჩინოსნებს აწყენინა, თუ თავად მო-
საქრთამმა პირებმა განსაჯეს, გუბერნატორ ფრანკის ქალაქის ებ-
103 მკითხველთა ლიგა
რაელებისგან გაწმენდის ამბიცია ქრთამის აღებას მეტისმეტად
სახიფათოს ხდისო. ასე იყო თუ ისე, ბიბერშტაინს მონტელუპიხის
ციხეში ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო გოლდფლუსი
ექვსი თვით გაგზავნეს აუშვიცში. თავად რაიხტერს ექვსი წელი
მიუსაჯეს, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ის ებრაელებზე უკეთეს
პირობებში აღმოჩნდებოდა.
შინდლერმა თავი გააქნია, როცა შეიტყო, რა ტყუილად
დაიხარჯა 200 000 ზლოტი.
– რაიხტერი თაღლითია, – ჩაილაპარაკა მან. ათი წყუთით ად-
რე იმას განიხილავდნენ, თავად ოსკარი და გ.-ები თუ იყვნენ
თაღლითები და საკითხი ღიად დარჩა. თუმცა, რაიხტერზე მეორე
აზრი არ არსებობდა.
– ჩემთვის რომ ეკითხათ, აუცილებლად ვეტყოდი, რომ რაიხ-
ტერი თაღლითია, – გაიმეორა ოსკარმა.
შტერნმა ბრძნულად განაცხადა, ხანდახან თაღლითების გარ-
და აღარავინ რჩება, ვისთანაც საქმის დაიჭერო.
შინდლერმა გულიანად და ცოტა არ იყოს, ვულგარულად გა-
დაიხარხარა.
– დიდად გმადლობ, მეგობარო, – უთხრა შტერნს.

104 მკითხველთა ლიგა


თავი 8

ის ქრისტეშობა არც ისე ცუდი აღმოჩნდა, მაგრამ მთელი ქვე-


ყანა უბედურების მოლოდინში მოღუშულიყო და თოვლიც კი სა-
ეჭვოდ იდო შინდლერის ბინის წინ მდებარე პარკში, თითქოს
ფხიზლობდა და სამუდამოდ დახვავებულიყო ვაველის ციხესი-
მაგრის სახურავზე, გზასა და კანონიჩას ქუჩის უძველესი ფასადე-
ბის ქვეშ. კონფლიქტის სწრაფად მოგვარების არც ჯარისკაცებს
სჯეროდათ და აღარც მდინარის ორივე ნაპირზე მცხოვრებ პო-
ლონელებს და ებრაელებს.
საშობაოდ შინდლერმა პოლონელ მდივან კლონოვსკას პუ-
დელი უყიდა. ეს სასაცილო პარიზული ჯიშის ძაღლი მისთვის
პფეფერბერგმა იშოვა. ინგრიდს შინდლერმა ძვირფასეულობა
აჩუქა. ცვიტაუში ფაქიზ ემილიესაც სამკაულები გაუგზავნა. პუდე-
ლები ძნელი საშოვნელია, ძვირფასეულობა კი თავზე საყრელა-
დაოო, აუწყა მას ლეოპოლდ პფეფერბერგმა. რაც უფრო მძიმ-
დებოდა მდგომარეობა, მით უფრო მატულობდა ძვირფასი ქვე-
ბის მიმოქცევა.
ოსკარს ერთდროულად სამ ქალთან ჰქონდა სასიყვარულო
ურთიერთობა და არც სხვებთან მეგობრობასა თუ შემთხვევით
კავშირებზე ამბობდა უარს; თანაც, მექალთანისთვის ჩვეული
პრობლემები და სირთულეები არ ექმნებოდა. შინდლერის სტუმ-
რებს არ ახსოვთ, ინგრიდი ბინაში ოდესმე დაღვრემილი ენახათ.
როგორც ჩანს, სულგრძელი და თავაზიანი გოგო იყო. ემილიეს
უკმაყოფილების უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ იმდენად
თავმოყვარე იყო, ოსკარისთვის დამსახურებული სკანდალური
სცენის მოწყობას არ აპირებდა. თუ კლონოვსკა რამეს განიცდი-
და, ეს DEF-ის მისაღებში მის ქცევაზე ან ჰერ დირექტორის მი-
მართ ერთგულებაზე ნამდვილად არ აისახებოდა. კაცი იფიქ-

105 მკითხველთა ლიგა


რებს, რომ მის გამო ქალები საჯაროდ ხშირად ჩხუბობდნენ, მაგ-
რამ ოსკარის არც ერთ მეგობარს ან მუშას (მოწმეებს, რომლე-
ბიც ოსკარის ხორციელი ცოდვების შესახებ საუბარს არ უარობენ
და ხანდახან მხიარულადაც ჩაიხითხითებენ ხოლმე) არ ახსენდე-
ბათ მსგავსი მტკივნეული დაპირისპირებები, რაც ოსკარზე ბევ-
რად თავშეკავებული მუსუსების ხვედრია.
იმის თქმა, რომ ოსკარის სიყვარულის სხვებთან გაზიარება
მის ქალებს სიამოვნებდათ, ამ ქალების შეურაცხყოფა იქნება.
პრობლემა ალბათ ის იყო, რომ თუ ოსკართან ერთგულებაზე ჩა-
მოაგდებით სიტყვას, ისეთ ბავშვურ და გულუბრყვილო იერს
მიიღებდა, თითქოს ფარდობითობის თეორია უხსენე – საკითხი,
რომლის არსის მისახვედრად მას ხუთი საათის განმავლობაში
გაუნძრევლად ჯდომა და გულისყურით სმენა დასჭირდებოდა.
ოსკარს საამისოდ ხუთი საათი არასდროს ჰქონია და არც საკით-
ხის არსი გაუაზრებია ოდესმე.
გამონაკლისია დედამისის შემთხვევა. იმ შობის დილას დედის
მოსაგონრად ოსკარი წმ. მარიამის ეკლესიაში წირვას დაესწრო.
ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ საკურთხეველს ფაიტ შტოსის
ხის ტრიპტიქი ამშვენებდა და წმინდანების სიმრავლით ყურადღე-
ბას უფანტავდა მლოცველებს. მის ადგილას ცარიელი, ფერგა-
დასული ქვის კედლის დანახვამ ოსკარ შინდლერი შეაცბუნა. ვი-
ღაცას ტრიპტიქი მოეპარა და ნიურნბერგში გაეგზავნა. დაუჯერე-
ბელი რამეები ხდებოდა ქვეყნად!
იმ ზამთარს ოსკარს საქმეები უწინდელივით კარგად მის-
დიოდა. მომდევნო წელს საბრძოლო საშუალებების ინსპექციაში
მისმა მეგობრებმა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების წარმოების წა-
მოწყება შესთავაზეს. ოსკარი ქვაბებისა და ტაფების წარმოებით
უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე ჭურვების. ქვაბები და ტაფე-
ბი ადვილად მზადდებოდა. მანქანა-მოწყობილობების დაკალიბ-
რება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვდა. თანაც ჭურვებს არალე-
106 მკითხველთა ლიგა
გალურად ვერ გაყიდდი, ოსკარს კი არალეგალური გაყიდვები
მოსწონდა: სახელის გატყდომის ალბათობა კი არ აშინებდა, პი-
რიქით, უფრო აზარტულს ხდიდა; გარდა ამისა, შემოსავლები
უფრო სწრაფად მატულობდა, ხოლო საკანცელარიო სამუშაო
ნაკლები იყო.
საწარმოში სამხედრო აღჭურვილობის სექციის გახსნას პო-
ლიტიკური მიზნებით მაინც დათანხმდა. ნომერ მეორე სახელოს-
ნოში ჭურვის ჰილზების დასაწნეხად და დასამზადებლად „ჰი-
ლოს“ ვეება დანადგარები დაამონტაჟა. ჯერჯერობით სამხედრო
აღჭურვილობის სექციას ექსპერიმენტული სახე ჰქონდა: ნამდვი-
ლი ჭურვის ჰილზების გამოჩენამდე რამდენიმეთვიანი დაგეგმვა,
გამოთვლები და საცდელი ნიმუშების წარმოება იყო საჭირო. დი-
დი „ჰილოების“ წყალობით, შინდლერის ფაბრიკა მნიშვნელოვან
სამრეწველო საწარმოთა რიგებში ჩაეწერა და ოსკარიც უფრო
იმედიანად განეწყო გაურკვეველი მომავლის მიმართ.
„ჰილოები“ წესიერად ჯერ არ დაეკალიბრებინათ, როცა პო-
მორის ქუჩაზე მდებარე SS-ის შტაბიდან სარწმუნო ცნობებმა გა-
მოაღწია: ებრაელებისთვის გეტო მზადდებაო. ოსკარმა ამის შე-
სახებ შტერნს უამბო, ოღონდ ისე, რომ მეტისმეტად არ დაეფ-
რთხო. დიახ, ამ ხმებს ყური მეც მოვკარიო, უპასუხა შტერნმა.
– ზოგს უხარია კიდეც; მტერი გარეთ იქნება, ჩვენ – შიგნით.
ჩვენს საქმეებს თავად მივხედავთ. ჩვენი არავის შეშურდება. არა-
ვინ ჩაგვქოლავს. გეტოს გალავანს შემოავლებენ. კედლები სა-
ბოლოო, დაუსრულებელი კატასტროფის სიმბოლო იქნება.
გენ. გუბ.-ის ბრძანებულება N 44/91 3 მარტს კრაკოვის ყო-
ველდღიურ გაზეთებში გამოქვეყნდა და კაჟიმეჟში სატვირთოებ-
ზე დამაგრებული მეგაფონებით გამოაცხადეს. იმ დღეს სამხედ-
რო აღჭურვილობის სექციაში ოსკარმა ერთი გერმანელი ტექნი-
კოსის სიტყვებს მოჰკრა ყური: – კი, მაგრამ მათთვის ხომ იქ

107 მკითხველთა ლიგა


ყოფნა აჯობებს? – იკითხა ტექნიკოსმა. – ხომ იცი, პოლონელებს
როგორ სძულთ ისინი.
ბრძანებულების გასამართლებელ მიზეზადაც ეს გამოიყენეს:
პოლონეთის გენერალურ გუბერნიაში რასობრივი კონფლიქტე-
ბის აღმოფხვრის მიზნით, ებრაელთათვის დახურული კვარტალი
დაარსდებაო. გეტოში დასახლება ყოველი ებრაელისთვის სა-
ვალდებულო იყო, მაგრამ მუშის სათანადო ბარათის მფლო-
ბელს სამსახურში წასვლისა და საღამოს გეტოში დაბრუნების
უფლება ექნებოდა. გეტოსთვის ადგილი გარეუბანში, მდინარის
გადაღმა, პოდგოჟეში გამოყვეს. გეტოში გადასახლების ბოლო
ვადად 20 მარტი დათქვეს. პოდგოჟეში საცხოვრებელ ბინებს
იუდენრატი გაანაწილებდა, ხოლო ამჟამად იქ მცხოვრებ პოლო-
ნელებს ქალაქის სხვა ნაწილებში მიუჩენდნენ ადგილს.
ბრძანებულებას ახალი გეტოს რუკა ერთვოდა. გეტოს ჩრდი-
ლოეთით მდინარე ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთით – ლვოვის
სარკინიგზო ხაზი, სამხრეთით – რენკავკას მიღმა მდებარე გო-
რაკები, ხოლო დასავლეთით – პოდგოჟეს მოედანი. მალე იქ
უამრავ ადამიანს განათავსებდნენ.
ებრაელებს იმედი მიეცათ, რეპრესიები გარკვეულ სახეს
მიიღებს და ერთგვარ საფუძველს შეგვიქმნის, რომელზეც ჩვენს
შეზღუდულ მომავალს დავგეგმავთო. მაგალითად, სტრადომის
ქუჩაზე საფეიქრო ნაწარმით მოვაჭრე იუდა დრეზნერი (რომე-
ლიც მალე ოსკარს გაიცნობს) ბოლო წელიწადნახევარი ახალ--
ახალ განკარგულებებს, დარბევებსა და კონფისკაციებს გაეწამე-
ბინა. ტრასტის სამსახურს მისთვის მაღაზია, ავტომობილი და ბი-
ნა წაერთმია და საბანკო ანგარიში გაეყინა. სკოლა, რომელშიც
მისი შვილები სწავლობდნენ, დახურეს. მისი სახლის რბევისას
ძვირფასეულობა და რადიომიმღები წაიღეს. დრეზნერსა და მისი
ოჯახის წევრებს კრაკოვის ცენტრში გამოჩენა და მატარებლით
მგზავრობა ეკრძალებოდათ. ებრაელებს მხოლოდ საგანგებო
108 მკითხველთა ლიგა
ტრამვაებით სარგებლობა შეეძლოთ. მის ცოლ-შვილს რიგრი-
გობით ახვეტინებდნენ თოვლს და იძულებით ამუშავებდნენ. წი-
ნასწარ არავინ იცოდა, როდის შესვამდნენ სატვირთოს ძარაზე,
დიდი ხნით წაიყვანდნენ თუ ცოტა ხნით, ან რომელი გადარეული
ზედამხედველობდა იმ დღეს იძულებით მშრომელთა ჯგუფს.
ასეთ რეჟიმში ცხოვრებისას საყრდენის პოვნა ძნელი იყო, ყვე-
ლას ისეთი განცდა ჰქონდა, რომ ფეხი დაუცურდა და უფსკრულ-
ში ვარდებოდა. ამიტომ ფიქრობდა ზოგიერთი, იქნებ გეტო იყოს
ფსკერი, სადაც აზრების მოკრების საშუალება გვექნებაო.
თანაც, კრაკოველი ებრაელებისთვის გეტოს არსებობის იდეა
ბავშვობიდან ნაცნობი იყო. და ახლა, როცა მათი გეტოში დასახ-
ლების საკითხი გადაწყდა, ამ სიტყვამ მათზე დამამშვიდებლად
იმოქმედა, წინაპრები გაახსენდათ. მათი მამა-პაპები კაჟიმეჟის
გეტოდან მხოლოდ 1867 წელს გამოვიდნენ, როცა ფრანც--
იოზეფის ბრძანებულებით ებრაელებს ქალაქის ნებისმიერ ნა-
წილში დასახლების უფლება მიეცათ. ცინიკოსები ამბობდნენ, ავ-
სტრიელებმა მდინარის გასწვრივ კრაკოვთან ახლომდებარე კა-
ჟიმეჟი იმიტომ გახსნეს, რომ პოლონელ მუშებს თავიანთი სამუ-
შაო ადგილების სიახლოვეს ეპოვათ საცხოვრებელიო. თუმცა,
ფრანც-იოზეფს უხუცესი კაჟიმეჟელები ისევე ძლიერ ეთაყვანე-
ბოდნენ, როგორც – პატარა ოსკარ შინდლერის ოჯახში.
მიუხედავად დაგვიანებული თავისუფლებისა, ხნიერ კრაკო-
ველ ებრაელებს მაინც ენატრებოდათ და სევდიანად იხსენებ-
დნენ კაჟიმეჟის ძველ გეტოს. გეტო გარკვეულწილად სიღარიბეს,
სივიწროვეს, საერთო ტუალეტებსა და სააბაზანოებს, სარეცხის
გაფენაზე ხშირ კინკლაობას მოასწავებდა, მაგრამ იმავ-
დროულად, რძითა და ნაღებით თუ არა, იდეებით უხვ ყავახანებ-
ში გვერდიგვერდ მსხდარ ებრაელებს საშუალებას მისცემდა თა-
ვიანთი განსაკუთრებულობისათვის, მრავალფეროვანი სწავლე-
ბების გაზიარებების, გალობებისა და სიონისტური საუბრებისთვის
109 მკითხველთა ლიგა
მიეძღვნათ თავი. ლოძისა და ვარშავის გეტოებიდან ცუდი ხმები
გამოდიოდა, მაგრამ თუ პოდგოჟეს გეტოს გეგმას კრაკოვის ცენ-
ტრის რუკას დაადებდით, შეამჩნევდით, რომ გეტოს ფართობი
თითქმის ძველი ქალაქის ნახევარს შეადგენდა – რასაკვირვე-
ლია, სივრცე საკმარისი არ იყო, მაგრამ ვერც სულის შემხუთ-
ველს უწოდებდით.
ჰანს ფრანკის ბრძანებულება ერთ დამამშვიდებელ მუხლსაც
შეიცავდა: ებრაელებს პოლონელი თანამემამულეებისგან დაცვას
ჰპირდებოდნენ. 1930-იანი წლების დასაწყისიდან პოლონეთში
ხელოვნურად გააღვივეს რასისტული დაპირისპირება. როცა „დი-
დი დეპრესია“ დაიწყო და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე
ფასები დაეცა, პოლონეთის მთავრობამ ისეთი ანტისემიტური პო-
ლიტიკური დაჯგუფებები გაააქტიურა, ქვეყნის ეკონომიკური სიძ-
ნელეების უმთავრეს მიზეზად ებრაელებს რომ მიიჩნევდნენ. მარ-
შალ პილსუდსკის ზნეობრივი სიწმინდის პარტია „სანაცია“ მოხუცი
პოლიტიკოსის სიკვდილის შემდეგ ებრაელების მდევნელ მემარ-
ჯვენე დაჯგუფებას, „ეროვნულ ერთობას“ შეეკრა. პრემიერ--
მინისტრმა სკლადკოვსკიმ ვარშავაში პარლამენტში გამოსვლი-
სას განაცხადა: „მაშ, ებრაელების წინააღმდეგ ეკონომიკურ ომს
ვიწყებთ? კეთილი!“ იმის ნაცვლად, რომ მიწის რეფორმა გაეტა-
რებინა, „სანაცია“ გლეხებს შთააგონებდა, ბაზრობებზე ებრაელ-
თა სავსე დახლები პოლონეთის სოფლების სიღატაკის სიმბო-
ლო და მიზეზიაო. 1935 წელს გროდნოს პოგრომიდან მოყოლე-
ბული, კიდევ რამდენიმე ქალაქში დაარბიეს ებრაელები. ბრძო-
ლაში პოლონელი კანონმდებლებიც ჩაერთვნენ და საბანკო კრე-
დიტებზე მიღებული ახალი კანონებით ებრაულ საწარმოებს ფი-
ნანსური სახსრების მოძიების წყარო მოუსპეს. სახელოსნოებში
ებრაელ ხელოსნებს აღარ ასაქმებდნენ, უნივერსიტეტებში ებ-
რაელი სტუდენტების ჩარიცხვაზე კვოტა, ანუ როგორც თავად
უწოდებდნენ numerus clausus aut nullus (შეზღუდული რაოდენო-
110 მკითხველთა ლიგა
ბა ან ნული) დააწესეს. ფაკულტეტებმა „ეროვნული ერთობის“
დაჟინებული მოთხოვნით, უნივერსიტეტების ეზოებში ებრაელ-
თათვის სპეციალური სკამები დადგეს, ხოლო აუდიტორიებში მათ
მარცხენა კუთხეში მიუჩინეს ადგილი. ხშირად აუდიტორიიდან გა-
მოსული ქალაქელი ებრაელების მშვენიერ და ლამაზ ასულებს
„ეროვნული ერთობის ბანაკის“ გამხდარი, სერიოზული გამომეტ-
ყველების ახალგაზრდები ესხმოდნენ თავს და სამართებლით
ლოყებს უსერავდნენ.
გერმანული ოკუპაციის პირველ დღეებში დამპყრობლების გა-
საკვირად, პოლონელები ხალისით მიუძღოდნენ მათ ებრაელთა
სახლებისკენ და სიამოვნებით აკავებდნენ კულულებიან იუდევე-
ლებს, სანამ გერმანელი ჯარისკაცები მაკრატლით კრეჭდნენ
ორთოდოქსებს წვერს. ამგვარად, 1941 წლის მარტში პოლონე-
ლი ნაციონალისტების ჩაგვრისგან გეტოს მოსახლეების დაცვის
პირობა სარწმუნოდაც კი მიიჩნეოდა.
მართალია, პოდგოჟეში გადასასახლებლად ებრაელები უხა-
ლისოდ ემზადებოდნენ, მაგრამ მაინც უცნაური შეგრძნება ჰქონ-
დათ, თითქოს შინ ბრუნდებოდნენ და იმედოვნებდნენ, ამიერიდან
საცხოვრებელი ადგილიდან აყრას და ჩვენს ჩაგვრას ბოლო
მოეღებაო. ეს წინათგრძნობა იმდენად ძლიერი იყო, რომ კრა-
კოვის ახლომახლო მდებარე სოფლებში – ვიელიჩკაში, ნიპო-
ლომიცეში, ლიპნიცაში, მუროვანასა და ტინიეცში – მიმოფანტუ-
ლი ებრაელებიც ქალაქში დაბრუნდნენ, რათა 20 მარტამდე მო-
ესწროთ პოდგოჟეში მოხვედრა და გარეთ, უსიამოვნო გარემოში
არ დარჩენილიყვნენ. მიუხედავად პერიოდული თავდასხმების
საფრთხისა, გეტოში ცხოვრება შეიძლებოდა. გეტო ერთ ადგილ-
ზე დგომას ნიშნავდა, ნაცვლად მუდმივი ცვლილებისა.
გეტომ ოსკარ შინდლერის ცხოვრებაში მცირედი უხერხულო-
ბა წარმოშვა. როგორც წესი, სტრაშევსკის ქუჩაზე მდებარე მდიდ-
რული ბინიდან გამოსული ოსკარი კირქვისგან ნაგებ ვაველის ცი-
111 მკითხველთა ლიგა
ხესიმაგრეს (რომელიც ძველი ქალაქის შუაგულში ისე ჩარჭობი-
ლიყო, როგორც საცობი – ბოთლში) ჩაუვლიდა, კაჟიმეჟის გავ-
ლით კოსციუშკოს ხიდზე გადავიდოდა და ზაბოჩეში, თავისი ფაბ-
რიკისკენ მიემართებოდა. ამიერიდან გეტოს კედლები გზას გა-
დაუღობავდნენ. მცირე პრობლემა იყო, მაგრამ ლიპოვას ქუჩაზე,
სამსახურეობრივი შენობის ბოლო სართულზე ბინის მოწყობის
იდეა ახლა უფრო გონივრული ეჩვენა. არც ისე ცუდი შენობა
იყო, ვალტერ გროპიუსის სტილისა, ნათელი, ბევრი შუშითა და
მოდური, კუბის ფორმის აგურებისგან ნაგები შესასვლელით.
მარტის ბოლო ვადამდე, ქალაქიდან ზაბოჩეში ყოველი
მგზავრობისას ოსკარი ხედავდა კაჟიმეჟელ ებრაელებს, რომლე-
ბიც გადასასახლებლად ემზადებოდნენ, სტრადომის ქუჩაზე ოჯა-
ხები სკამებით, ლეიბებითა და კედლის საათებით დატვირთულ
ურიკებს მიაგორებდნენ. ეს ოჯახები კაჟიმეჟში ჯერ კიდევ იმ
დროიდან ცხოვრობდნენ, როცა კაჟიმეჟი კრაკოვის ცენტრისგან
მდინარე სტარა ვისლათი გამოყოფილი კუნძული იყო და კაზი-
მირ დიდმა ებრაელები (რომელთაც მაშინ ყველგან „შავი ჭირის“
გამომწვევებად მიიჩნევდნენ) კრაკოვში მიიწვია. ოსკარმა
გაიფიქრა, ხუთასი წლის წინ ალბათ მათი წინაპრებიც ასე მოდი-
ოდნენ კრაკოვში და ურიკებით მოეზიდებოდნენ ქვეშაგებსო. ახ-
ლა მათი შთამომავლები ქალაქს ტოვებდნენ. კაზიმირის მოსაწ-
ვევი გაუქმდა.
ქალაქში დილის მგზავრობებისას ოსკარმა შეამჩნია, რომ
გეგმის მიხედვით, ქალაქის ტრამვაებს ლვოვის ქუჩით გეტოს
შუაგულში უნდა გაევლოთ. ტრამვაის ხაზის გასწვრივ პოლო-
ნელმა მუშებმა აგურის კედლები აღმართეს და ყველა ღრიჭო
ცემენტით ამოქოლეს. ტრამვაის კარი გეტოში შესვლისთანავე
დაიხურებოდა და შეუჩერებლად ივლიდა, სანამ ლვოვისა და წმ.
კინგას ქუჩების კუთხეს მიაღწევდა და უმველტში, ანუ არიულ სამ-
ყაროში დაბრუნდებოდა. ოსკარმა ზუსტად იცოდა, რომ ხალხი
112 მკითხველთა ლიგა
მაინც ისარგებლებდა ამ ტრამვაით. დახურული კარი, შეუჩერებ-
ლად სვლა და კედლებზე მდგარი მეტყვიამფრქვევეები ვერავის
შეაჩერებდა. ამ მხრივ ხალხი ყოველთვის გამოუსწორებელი
იყო. ზოგი ტრამვაიდან ჩამოხტებოდა (მაგალითად, ებრაელი
სატრფოს ერთგული პოლონელი გოგონა სოსისების შეკვრით
ხელში.), ზოგი ტრამვაის შეახტებოდა (მაგალითად, ლეოპოლდ
პფეფერბერგის მსგავსი ათლეტური ახალგაზრდა, რომელსაც
ჯიბეში ბრილიანტი, საოკუპაციო ზლოტები ან პარტიზანებისთვის
გადასაცემი დაშიფრული წერილი ედო.). ხალხი უმცირეს შანსსაც
გამოიყენებდა, თუნდაც გარედან მომავალ კარდაკეტილ ტრამვა-
ის, რომელიც სწრაფად მიქროდა ყრუ კედლებს შორის.
20 მარტიდან ოსკარის ებრაელ მუშებს ხელფასის აღება აეკ-
რძალათ და მთლიანად რაციონის ტალონების ამარაღა დარ-
ჩნენ. მუშებისთვის განკუთვნილი თანხა ოსკარს შშ-ის კრაკოვის
შტაბისთვის უნდა გადაეხადა. ოსკარსა და მადრიჩს ეს ძალიან
აწუხებდათ, რადგან ხვდებოდნენ, ომის დასრულების შემდეგ მო-
ნათმფლობელებს, ისევე, როგორც ამერიკაში, საჯაროდ გაკიც-
ხავდნენ და შეარცხვენდნენ. თანხა, რომელსაც ოსკარი პოლიცი-
ის შეფებს უხდიდა, შშ-ის მთავარი ეკონომიკური და ადმინისტრა-
ციული სამსახურის მიერ დადგენილ სტანდარტულ ტარიფს შეად-
გენდა: 7,5 რაიხსმარკას კვალიფიციური მუშისათვის და 5 რაიხ-
სმარკას – არაკვალიფიციური და ქალი მუშა-მოსამსახურისათვის.
ისიც უნდა ითქვას, რომ თავისუფალი შრომის ბაზარზე ტარიფები
შედარებით მაღალი იყო. თუმცა, ოსკარისა და იულიუს მადრი-
ჩისთვის ზნეობრივი დისკომფორტის განცდა ეკონომიკური მოგე-
ბით გამოწვეულ კმაყოფილებას აღემატებოდა. იმ წელს ოსკარს
ფულის ხარჯვა დიდად არ ანაღვლებდა. თანაც, იგი არასდროს
ყოფილა იდეალური კაპიტალისტი. მამამისი ახალგაზრდობაში
ხშირად ადანაშაულებდა, მფლანგველი ხარო. როცა გაყიდვების
განყოფილების ერთი ჩვეულებრივი ხელმძღვანელი იყო, ორი
113 მკითხველთა ლიგა
მანქანა იყიდა, ამას ჰანსი გაიგებს და გაოგნდებაო. ახლა კი კრა-
კოვში, მის გარაჟში ბელგიური „მინერვა“, „მაიბახი“, „ადლერის“
მარკის კაბრიოლეტი და „ბე-ემ-ვე“ ეყენა.
მფლანგველობის მიუხედავად, ფრთხილ მამამისზე უფრო მე-
ტი სიმდიდრის დაგროვება – აი, რა იყო ოსკარის ცხოვრების
ერთ-ერთი მიზანი. მის საწარმოს აღმავლობის ხანა ედგა და მუ-
შახელის ხელფასების ოდენობას ოსკარი არად დაგიდევდათ.
მადრიჩიც შინდლერივით აზროვნებდა. იულიუს მადრიჩის სამ-
ხედრო უნიფორმების სამკერვალო ფაბრიკა გეტოს დასავლე-
თით, ოსკარის ემალირებული ჭურჭლეულის ფაბრიკიდან
ორიოდე კილომეტრის მოშორებით იდგა. მას იმდენად კარგად
მისდიოდა საქმე, კიდევ ერთი სამკერვალოს გახსნას ტარნოვში
აპირებდა. ისიც საბრძოლო საშუალებათა ინსპექციის ფავორიტი
იყო და იმხელა ნდობით სარგებლობდა, რომ საემისიო ბანკმა
მილიონი ზლოტი ასესხა.
მიუხედავად ეთიკური სირთულეებისა, ნაკლებ სავარაუდოა,
რომ რომელიმე საქმოსანი, ოსკარი ან იულიუსი, უფრო მეტი ებ-
რაელის დაუსაქმებლობის მორალურ ვალდებულებას გრძნობ-
და. ორივენი პრაგმატისტები იყვნენ და თვალთმაქცობა არ
სჩვეოდათ. ყოველ შემთხვევაში, იცხაკ შტერნი და რომან გინტე-
რი, ბიზნესმენი და იუდენრატის დამხმარეთა განყოფილების წარ-
მომადგენელი, გამუდმებით ურეკავდნენ ოსკარს და იულიუსს და
რაც შეიძლებოდა ბევრი ებრაელის სამსახურში აყვანას სთხოვ-
დნენ. მათ მიზნად გეტოს ეკონომიკურად გამტკიცება დაესახათ.
იმ ეტაპზე შტერნი და გინტერი ფიქრობდნენ, მეტისმეტად სწრა-
ფად გაზრდილ იმპერიაში, სადაც კვალიფიციური მუშახელი აკ-
ლიათ, ეკონომიკური ღირებულების მქონე ებრაელი უარესი
საფრთხეებისგან დაცული იქნებაო. მათ ოსკარი და იულიუსიც
ეთანხმებოდნენ.

114 მკითხველთა ლიგა


ორი კვირა მიაგორებდნენ ებრაელები ურიკებს კაჟიმეჟიდან
ხიდის გავლით პოდგოჟეში. საშუალო ფენის ოჯახებს პოლონე-
ლი მსახურები ეხმარებოდნენ ტვირთის გადაზიდვაში. ურიკის
ფსკერზე ეწყო პოგრომებისას გადამალული გულსაბნევები და
ქურქები, ლეიბების ქვეშ მალავდნენ ჩაიდნებსა და ტაფებს.
სტრადომისა და სტაროვისლნას ქუჩებზე შეკრებილი პოლონე-
ლები ებრაელებს ტალახს ესროდნენ და ყიჟინებდნენ: – ებ-
რაელები მიდიან, ებრაელები მიდიან. მშვიდობით, ებრაელებო!
ხიდს გადაღმა გეტოს ახალმოსახლეებს ხის ლამაზი, თეთრი
კარიბჭე ეგებებოდა. კარიბჭე ორი განიერი თაღისგან შედგებო-
და; ერთში კრაკოვიდან მომავალი ტრამვაი გაივლიდა, მეორეში
– კრაკოვში მიმავალი. კარიბჭის გვერდით თეთრი სადარაჯო ჯი-
ხური იდგა. თაღებს ზემოთ თითქოს გასამხნევებლად, ებრაულად
ეწერა: ებრაელთა ქალაქი. მდინარის გადამყურე გეტოს წინა
მხარე მაღალი მავყთულხლართით გადაეღობათ, ხოლო ცა-
რიელი ადგილები ამოევსოთ სამი მეტრის სიმაღლის თავმომ-
რგვალებული ბეტონის ფილებით, რომლებიც უსახელო მკვდრე-
ბის საფლავის ქვებს მოგაგონებდათ.
შესასვლელთან ებრაელებს იუდენრატის წარმომადგენელი
ხვდებოდა. თუ კაცს ცოლი ჰყავდა და დიდი ოჯახი ჰქონდა, მის-
თვის ორ ოთახს და სამზარეულოს გამოყენების უფლებას იმე-
ტებდნენ, მაგრამ ოციანი და ოცდაათიანი წლების კომფორტთან
შედარებით, ესეც კი ძალიან ცოტა იყო. ის, რომ პირადი ცხოვ-
რების განსხვავებული მრწამსის, ჩვევებისა და სურნელის მქონე
ოჯახებთან გაზიარება მოუწევდა, ბევრისთვის მეტად მძიმე გადა-
სატანი იყო. დედები მოთქვამდნენ, ხოლო მამები ანუგეშებდნენ,
უარესიც შეიძლებოდაო, უმწეოდ ხვნეშოდნენ და თავებს აქნევ-
დნენ. ორთოდოქსებს საზიზღარ ლიბერალებთან შეგუება უწევ-
დათ.

115 მკითხველთა ლიგა


20 მარტს გადასახლება დასრულდა. გეტოს გარეთ დარჩენი-
ლებს ყოველგვარი ქონება ჩამოერთვათ და ყველანი საფრთხე-
ში აღმოჩნდნენ. გეტოში ჯერჯერობით ცხოვრება მაინც შეიძლე-
ბოდა.
ოცდასამი წლის ედით ლიბგოლდი დედასთან და პატარა
შვილთან ერთად პირველი სართულის ერთოთახიან ბინაში
შეასახლეს. თვრამეტი თვით ადრე კრაკოვის დაცემას მისი ქმარი
სასოწარკვეთილებამდე მიეყვანა და სახლიდან წასულიყო, ტყე-
ებს კარგად ვიცნობ და იქნებ სადმე თავშესაფარი ვიპოვოო. იგი
უკან აღარ დაბრუნებულა.
ედით ლიბგოლდის ბინის ფანჯრიდან მავთულხლართებით
გადაღობილი მდინარე ვისლა მოჩანდა, მაგრამ გეტოს სხვა ნა-
წილებში, განსაკუთრებით, ვენგიერსკას ქუჩაზე მდებარე საავად-
მყოფოსკენ მიმავალ გზას, იგი ჯერ პლაც ზგოდიმდე, ანუ მშვი-
დობის მოედნამდე მიჰყავდა. აქ, გეტოს კედლებს შორის ყოფნის
მეორე დღეს ედითი სულ ოცი წამით ასცდა SS-ის სატვირთო
მანქანას, რომლითაც ქალაქში თოვლის ასახვეტად ან ქვანახში-
რის მაღაროში სამუშაოდ იძულებით მიჰყავდათ ხალხი. ხმა და-
დიოდა, საღამოს მუშათა რაზმი გეტოში ყოველთვის კაცნაკლუ-
ლი ბრუნდებაო, მაგრამ ედითს უფრო მეტად იმის ეშინოდა, რომ
პანკევიჩის აფთიაქში მიმავალს ან შინ დატოვებული, ოც წუთში
გამოსაკვები შვილისკენ მოჩქარეს არ გადაჰყროდნენ შშ-ელები
და ძალით არ ჩაესვათ სატვირთოში. ამიტომ მეგობრებთან ერ-
თად ებრაელთა დასაქმების სამსახურში მივიდა, იქნებ როგორმე
ღამის ცვლაში ეშოვა სამსახური, ღამით ბავშვს დედა მიხედავდა.
პირველ დღეებში დასაქმების სამსახურში მუდამ ხალხმრავ-
ლობა იყო. გეტოში წესრიგის შესანარჩუნებლად იუდენრატს სა-
კუთარი საპოლიციო ძალა, ორდნუნგსდინსტი (ან ოდ) გაეზარდა
და ოფისთან მომლოდინეთა რიგებს ფორმის ქუდიანი და სამ-
კლავურიანი ბიჭი ადევნებდა თვალყურს.
116 მკითხველთა ლიგა
ედით ლიბგოლდი და მისი მეგობრები უკვე შენობაში იყვნენ
და დრო საუბრით გაჰყავდათ, როცა ედითს ყავისფერპიჯაკიანი
და ჰალსტუხიანი შუახნის ტანმორჩილი კაცი მიუახლოვდა. გო-
გოები მიხვდნენ, რომ ის თავიანთი ხმაურითა და სიხალისით
მოიზიდეს. ყთავიდან იფიქრეს, კაცი ედითის შებმას ცდილობდა.
– მისმინეთ, ლოდინს არ ჯობია... – თქვა მან, – ზაბოჩეში, ემა-
ლირებული ჭურჭლეულის ფაბრიკაში დაიწყოთ მუშაობა?!
კაცმა შეიცადა, რომ გოგოებს მისამართი კარგად გაეაზრები-
ნათ. ზაბოჩე გეტოს გარეთაა, იქ პოლონელ მუშებთან ბარტერის
წარმოებას შეძლებთო, აუხსნა მათ და დასძინა, ღამის ცვლის-
თვის ათი ჯანმრთელი ქალი მჭირდებაო.
გოგოები დაიჭყანნენ, თითქოს სამუშაოს არჩევის და კაცის-
თვის უარის თქმის ფუფუნება ჰქონოდათ. მძიმე სამუშაო არ არის,
საქმეს იქვე შეგასწავლიანო, დაამშვიდა ისინი კაცმა და გაეცნო,
აბრაჰამ ბანკირი მქვიაო. მე ფაბრიკის დირექტორი ვარ, მაგრამ
რასაკვირველია, მფლობელი გერმანელიაო. როგორი გერმანე-
ლი? – ჰკითხეს გოგოებმა. ბანკირმა გაიღიმა, თითქოს მათი ყო-
ველი ოცნების ახდენას აპირებსო და უპასუხა, არც ისე ცუდიო.
იმ ღამით ედით ლიბგოლდი ემალირებული ჭურჭლეულის
ფაბრიკის ღამის ცვლის სხვა მუშებს შეხვდა და ებრაული ოდ-ის
გუშაგების თანხლებით, გეტოდან ზაბოჩეში გაემართა. გზაში
სხვებს „დოიჩე ემაილ ფაბრიკის“ შესახებ გამოჰკითხა. უთხრეს,
რომ წვნიანით კარგად დაანაყრებდნენ. და მუშებს ხომ არ სცემე-
ნო? – დაინტერესდა ედითი. არა, ეს ეგეთი საწარმო არ არისო,
უპასუხეს მას, ეს ბეკმანის სამართებლების ფაბრიკა კი არ არის,
უფრო მადრიჩისას ჰგავსო; მადრიჩი და შინდლერი კეთილები
არიანო.
ფაბრიკის შესასვლელთან აბრაჰამ ბანკირმა ღამის ცვლის
ახალი მუშები გამოიძახა და ზედა სართულზე აიყვანა. გვერდით
ჩაუარეს ცარიელ მაგიდებს და ჰერ დირექტორის წარწერიან
117 მკითხველთა ლიგა
კარზე დააკაკუნეს. შემოდითო, მოისმა კაბინეტიდან ბოხი ხმა.
ჰერ დირექტორი სამუშაო მაგიდის კიდეზე ჩამომჯდარიყო და სი-
გარეტს ეწეოდა. მოწაბლისფრო-ქერა თმა კოხტად დაევარცხნა.
ორბორტიანი სმოკინგი ეცვა და აბრეშუმის ჰალსტუხი ეკეთა.
წვეულებაზე წასასვლელად გამზადებულ კაცს ჰგავდა, რომელ-
მაც საგანგებოდ მუშებთან დასალაპარაკებლად შეიცადა. ტანმა-
ღალი და საკმაოდ ახალგაზრდა კაცი იყო. ედითმა იფიქრა, ჰიტ-
ლერის ოცნების ეს ცოცხალი განსახიერება ომსა და წარმოების
გაზრდაზე წაგვიკითხავს ლექციასო.
– მოგესალმებით, – უთხრა მუშებს პოლონურად, – ამიერიდან
თქვენ გაფართოებული საწარმოს ნაწილი ხართ... – და განზე
გაიხედა. შესაძლოა, გაიფიქრა კიდეც: „ამას ნუ ამბობ – მათ ამ
ფაბრიკაში არავინ არაფერს ჰკითხავს“.
შემდეგ თვალის დაუხამხამებლად, ყოველგვარი შესავლისა
და მხრების აჩეჩის გარეშე თქვა:
– აქ მომუშავენი უსაფრთხოდ იქნებით. ვინც აქ იმუშავებს, ომს
ცოცხალი გადაურჩება.
ამ სიტყვებით მუშებს დაემშვიდობა და მათთან ერთად გავიდა
კაბინეტიდან. აბრაჰამ ბანკირმა ისინი კიბის თავთან გააჩერა, რა-
თა ჰერ დირექტორი პირველი ჩასულიყო ქვემოთ და ავტომობი-
ლის საჭეს მისჯდომოდა.
ამ ღვთიურმა აღთქმამ ყველა გააოგნა. რა უფლება ჰქონდა
ჩვეულებრივ ადამიანს, მსგავსი პირობა მიეცა სხვისთვის? თუმცა,
ედით ლიბგოლდმა მყისვე იწამა ოსკარისა. არა იმიტომ, რომ
ასე უნდოდა ან იმიტომ, რომ ამ დაუდევრად წარმოთქმულმა
სიტყვებმა გაამხნევა. საქმე ის იყო, რომ როგორც კი ჰერ შინ-
დლერი მათ ხსნას დაჰპირდა, ედითს მისი დაჯერების გარდა
სხვა გზა აღარ დარჩა.
DEF-ის ახალი მუშა ქალები ბედნიერებისგან თავბრუდახ-
ვეულები უსმენდნენ ინსტრუქციებს. ისეთი შეგრძნება ჰქონდათ,
118 მკითხველთა ლიგა
თითქოს ვიღაც შეშლილმა ბოშა ქალმა მათ უსასყიდლოდ უმ-
კითხავა, ცოლად პრინცს გაჰყვებითო. ამ დაპირებამ სამუდამოდ
შეცვალა ედით ლიბგოლდის მომავლისადმი ხედვა. მისი დახ-
ვრეტა რომ მოენდომებინათ, ალბათ ამ სიტყვებით გააპროტეს-
ტებდა: „კი, მაგრამ ჰერ დირექტორმა მითხრა, ეს არ მოხდებაო!“
სამუშაო გონებრივ დატვირთვას არ მოითხოვდა. ედითს
გრძელ ჯოხზე დამაგრებულ კავებზე ჩამოკიდებული, ემალით
დაფარული ქვაბები ღუმლებთან მიჰქონდა. გამუდმებით ჰერ შინ-
დლერის დაპირებაზე ფიქრობდა.
მხოლოდ შეშლილს შეუძლია თვალების დაუხამხამებლად
ასეთი პირობის მოცემა. ოღონდ ჰერ დირექტორი შეშლილი კი
არა, წვეულებაზე მიმავალი ბიზნესმენია; ზუსტად ეცოდინება, რა-
საც ამბობს. თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ან ნათელმხილვე-
ლობის უნარი აქვს, ღმერთთან ან ეშმაკთან შეუკრავს პირი, ანდა
ვითარებას კარგად იცნობს. და მაინც, მისი გარეგნობა... მისი ოქ-
როსბეჭდიანი ხელი ნათელმხილველისას არ ჰგავდა. ამ ხელს
ღვინის ჭიქა უჭირავს, ამ ხელს მოფერება შეუძლია.
და ამიტომ ედითი ისევ შეშლილის ან ლოთის ვერსიას მიემ-
ხრო, მისტიკური ახსნის ძებნა დაიწყო იმ მტკიცე რწმენისთვის,
ჰერ დირექტორის სიტყვებმა რომ შთაუნერგა.
სწორედ მსგავსი აზრები უტრიალებდა თავში ყველას, ვისაც
იმ წელს ან მომდევნო წლებში ოსკარ შინდლერმა წინდაუხედა-
ვად მისცა გადარჩენის პირობა. ზოგი თანდათან ხვდებოდა იმას,
რასაც ჰერ დირექტორი არ ამბობდა: თუკი ის ცდებოდა და მისი
პირობა დაუდევრად წამოსროლილი სიტყვები იყო, გამოდიოდა,
რომ არ არსებობდა არც ღმერთი, არც კაცობრიობა, არც პური
და არც ხსნა. არსებობდა გადარჩენის ძალიან მცირე შანსი.

119 მკითხველთა ლიგა


თავი 9

იმ გაზაფხულზე შინდლერმა ფაბრიკა დროებით მიატოვა და


„ბე-ემ-ვე“-თი კრაკოვიდან საზღვარგარეთ, ამწვანებული ტყეების
გავლით, ცვიტაუში გაემგზავრა. ემილიე, თავისი და და დეიდები
უნდა მოენახულებინა. ყველანი ოსკარის მოკავშირეები იყვნენ
ჰანს შინდლერის წინააღმდეგ; მათაც წამებულად შერაცხეს ოსკა-
რის დედა. გარდაცვლილი დედისა და ცოლის უბედობას შორის
თუ რამე მსგავსება არსებობდა, ოსკარ შინდლერი (ბეწვის საყე-
ლოიანი პალტოთი რომ იჯდა მანქანაში, ხელთათმანიანი ხელე-
ბით ატრიალებდა შეკვეთით დამზადებულ საჭეს და ხშირ-ხშირად
უკიდებდა თურქულ სიგარეტს, გამლღვარი თოვლისგან ატალა-
ხებულ იესენიკის გზის სწორ მონაკვეთებს როცა მიუყვებოდა)
ამას აშკარად ვერ ხედავდა. არც მიაჩნდა საჭიროდ, ის შვილი
იყო, მამამისი კი – ღმერთი, ის უფრო მკაცრად უნდა განსჯილი-
ყო.
დეიდებთან სტუმრობა უყვარდა – ყოველთვის ისეთი აღ-
ფრთოვანებით ასწევდნენ ხოლმე ხელებს მისი მოდური პიჯაკე-
ბის დანახვაზე. ოსკარის უმცროსი და რკინიგზის ადმინისტრაციის
ერთ-ერთ მოხელეს მისთხოვდა და რკინიგზის დეპარტამენტის
მიერ გამოყოფილ მდიდრულ ბინაში ცხოვრობდა. მისი ქმარი
ცვიტაუში გავლენიან პიროვნებად ითვლებოდა, რადგან იქ სარ-
კინიგზო კვანძი იყო და დიდი საწყობები მდებარეობდა. ოსკარმა
დასთან და სიძესთან ჩაი დალია და ცოტა შნაპსიც დააყოლა.
ოთახში ორმხრივი კმაყოფილება იგრძნობოდა; ჰანს შინდლე-
რის შვილებმა წარმატებებს მიაღწიეს – შეიძლება ითქვას, ბედს
არ უჩიოდნენ.
ავადმყოფობის ბოლო დღეებში ფრაუ შინდლერს სწორედ
ოსკარის და უვლიდა; გარდა ამისა, საიდუმლოდ ხვდებოდა და

120 მკითხველთა ლიგა


ელაპარაკებოდა ჰანს შინდლერს. ჩაის სმისას მან რამდენჯერმე
მიანიშნა ძმას, მამას შეურიგდიო, მაგრამ ოსკარმა მხოლოდ უკ-
მაყოფილოდ შეუღრინა.
მოგვიანებით ოსკარმა ემილიესთან ისადილა. ქალი დღესას-
წაულზე ქმრის სტუმრობამ ძლიერ გაახარა. აღდგომა ტრადი-
ციული წყვილივით იზეიმეს. მთელი საღამო მაგიდასთან ერთმა-
ნეთს უცნობებივით თავაზიანად და ოფიციალურად ექცეოდნენ.
გულსა და გონებაში ორივეს აოცებდა თავიანთი ცოლ-ქმრული
შეუთავსებლობა – ოსკარი უცხოებზე, თავისი ფაბრიკის მუშებზე
უფრო მეტს ზრუნავდა, ვიდრე ცოლზე.
უნდა გადაეწყვიტათ, გადავიდოდა თუ არა ემილიე ქმართან
საცხოვრებლად კრაკოვში. თუ ცვიტაუში ბინას დათმობდა და იქ
სხვები შესახლდებოდნენ, ემილიეს კრაკოვიდან გასაქცევი არ-
სად ექნებოდა. მას თავის მოვალეობად მიაჩნდა ქმართან ყოფ-
ნა. კათოლიკური ზნეობრივი იდეოლოგიის ენაზე ოჯახში მისი
არყოფნა „შეცოდებას“ ნიშნავდა. თუმცა, ქმართან უცხო ქალაქში
თანაცხოვრებას ემილიე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუძლებდა,
თუ ოსკარი მისი გრძნობების მიმართ სიფრთხილეს და ყურად-
ღებას გამოიჩენდა. ოსკარის პრობლემა კი ის იყო, რომ თავის
შეცდომებს ვერ მალავდა. უდარდელს, შეზარხოშებულსა და ოდ-
ნავ მოღიმარს რატომღაც თითქოს ეგონა, რომ გოგო, რომე-
ლიც მას მოსწონდა, სხვასაც უნდა მოსწონებოდა.
ემილიეს კრაკოვში გადასახლების საკითხი ღიად რჩებოდა
და იმდენად დამთრგუნველად მოქმედებდა მათზე, რომ როცა
სადილობას მორჩნენ, ოსკარმა ბოდიში მოიხადა და ცვიტაუს
მთავარ მოედანზე, კაფეში წავიდა. ეს კაფე სამთო ინჟინრების,
წვრილი საქმოსნებისა და არმიის ოფიცრებად ქცეული იშვიათი
კომივოიაჟერების თავშეყრის ადგილი იყო. საბედნიეროდ, ოსკა-
რი კაფეში თავის ძველ მოტოციკლეტისტ მეგობრებსაც გადააწ-

121 მკითხველთა ლიგა


ყდა. ახლა მათ ვერმახტის უნიფორმები ეცვათ. ზოგმა გაიკვირვა,
რომ ოსკარისნაირ მაღალ, ზორბა ტიპს უნიფორმა არ ეცვა.
– მრეწველობას, მრეწველობას უნდა მივხედო, – ბურტყუნებ-
და ოსკარი.
გაიხსენეს მოტოციკლისტობის დღეები. იხუმრეს მოტოციკ-
ლეტზე, რომელიც ოსკარმა სკოლის მოსწავლეობისას ნაწილე-
ბისგან ააწყო და დამაყრუებლად რახრახებდა. კაფეში ხარხარი
ატყდა. უფრო მეტი კონიაკი მოითხოვეს. სასადილო ფლიგელი-
დან ძველი სკოლის მეგობრები გამოვიდნენ. სახეებზე გაკვირვე-
ბა ეხატათ, თითქოს დავიწყებული სიცილი იცნესო.
შემდეგ ერთ-ერთი მათგანი დასერიოზულდა.
– მისმინე, ოსკარ, შიგნით მამაშენი სადილობს. სრულიად
მარტო.
ოსკარ შინდლერი კონიაკით სავსე ჭიქას დააშტერდა. სახეზე
ალმური აუვიდა, მაგრამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
– უნდა დაელაპარაკო, – ურჩია რომელიღაცამ, – საბრალო
მოხუცი ნაბიჭვარი, მისგან აჩრდილიღა დარჩა.
აჯობებს, სახლში წავიდეო, თქვა ოსკარმა და წამოდგომა მო-
ინდომა, მაგრამ მეგობრებმა მხრებზე ხელები დააწყვეს და ძა-
ლით დასვეს.
– იცის, რომ აქ ხარ, – უთხრეს ოსკარს.
ორი მათგანი უკვე სასადილო ფლიგელში შესულიყო და მო-
ხუც ჰანს შინდლერს არწმუნებდნენ, გარეთ გამოდიო. დამ-
ფრთხალი ოსკარი ფეხზე იდგა და გარდერობის ჟეტონს ეძებდა,
როცა სასადილოდან ორმა ახალგაზრდამ ჰერ ჰანს შინდლერი
გამოიყვანა. მამის მწუხარე გამომეტყველებამ ოსკარი გააოცა და
გაშეშდა. მიუხედავად სიბრაზისა, რატომღაც ყოველთვის ეგონა,
რომ თუ ის და მამამისი როდისმე შერიგდებოდნენ, პირველი ნა-
ბიჯის გადადგმა თავად მოუწევდა. მოხუცი ჰანსი ძალიან ამაყი

122 მკითხველთა ლიგა


იყო, მაგრამ ოსკარის მეგობრებს ნება დართო, შვილთან ძალით
მიეყვანათ.
მოხუცმა მობოდიშებით გაუღიმა და წარბები ოდნავ აზიდა. ამ
ნაცნობმა ჟესტმა ოსკარი შეაცბუნა.
„ვერ შევძელი, – ეუბნებოდა თითქოს ჰანსი, – ქორწინება, მე
და დედაშენი – ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც უნდა დას-
რულებულიყო“.
ან, შესაძლოა, ჰანს შინდლერი ამ ჟესტით ასეთს არაფერს გუ-
ლისხმობდა, მაგრამ ოსკარს იმ საღამოს უკვე ენახა იგივე გამო-
მეტყველება, როცა ემილიეს ბინიდან გამოდიოდა და ჰოლში
სარკეში ჩაიხედა.
„ქორწინება და ეს ყველაფერი თავისი გზით მიდის“, – საკუ-
თარ ანარეკლს გაუზიარა აზრი ოსკარმა და ახლა, სამი ბოთლი
კონიაკის შემდეგ, ამასვე ეუბნებოდა მამამისი.
– როგორ ხარ? – ჰკითხა ჰანს შინდლერმა. სიტყვები
ხრიალით წარმოთქვა. მამამისის ჯანმრთელობა გაუარესებული-
ყო.
იმ მომენტში ოსკარი დანებდა და საბოლოოდ შეეგუა იმ
ფაქტს, რომ თვით ჰერ ჰანს შინდლერიც ადამიანი იყო. გააკეთა
ის, რაც დასთან ჩაის სმისას მკაცრად იუარა: მამას გადაეხვია,
სამჯერ აკოცა ლოყაზე და ატირდა. სამთო ინჟინრები, ჯარისკა-
ცები და ყოფილი მოტოციკლისტები ტაშით შეხვდნენ ამ სა-
სიამოვნო სცენას.

123 მკითხველთა ლიგა


თავი 10

იუდენრატის (რომლის ახალ თავმჯდომარედ არტურ როზენ-


ცვაიგი აირჩიეს) ის წევრები, რომლებსაც თავიანთ მოვალეობად
კვლავაც გეტოში მცხოვრებთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და
საკვების რაციონის დაცვა მიაჩნდათ, გეტოს ებრაელ პოლი-
ციელებს ხშირად უმეორებდნენ, რომ ისინი საზოგადოებრივი
მოსამსახურეებიც იყვნენ; ამ საქმისათვის მეტ-ნაკლებად განათ-
ლებულ და ლმობიერ ახალგაზრდებს არჩევდნენ. SS-ისთვის
OD-ი დამხმარე და დაქვემდებარებული საპოლიციო ძალა იყო,
მაგრამ 1941 წლის ზაფხულში OD-ის მრავალ წევრს მხოლოდ
ოკუპანტთა ბრძანებების შემსრულებლებად როდი წარმოედგინა
თავი.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში
OD-ელების მიმართ ეჭვები გაჩნდა და მათ კოლაბორაციონიზმში
დასდეს ბრალი. ზოგიერთი მათგანი იატაკქვეშა წინააღმდეგობის
ორგანიზაციებს ინფორმაციას აწვდიდა და სისტემას ებრძოდა,
მაგრამ უმეტესობამ დაასკვნა, რომ გეტოს მცხოვრებთა და მათი
ოჯახების კეთილდღეობა SS-თან თანამშრომლობაზე იყო დამო-
კიდებული. პატიოსანი ხალხისთვის OD-ი კორუმპირებულთა ჯგუ-
ფად იქცა, ხოლო თაღლითებისთვის – პერსპექტიულ სამსახუ-
რად.
თუმცა, საწყის თვეებში კრაკოველი ებრაელები OD-ის ენდო-
ბოდნენ. ლეოპოლდ პფეფერბერგი OD-ელების მიმართ არსებუ-
ლი გაურკვევლობის თვალსაჩინო ნიმუშად გამოდგება. 1940
წლის დეკემბერში, როცა ებრაელებს თვით იუდენრატის მიერ
შექმნილ დაწესებულებებში განათლების მიღების უფლება ჩამო-
ართვეს, პოლდეკს იუდენრატის განსახლების სამსახურის შენო-
ბასთან მომლოდინეთა რიგების ზედამხედველობა, შეხვედრის

124 მკითხველთა ლიგა


თარიღების დათქმა და მოწესრიგება დაავალეს. არასრული გა-
ნაკვეთით მუშაობდა, სამაგიეროდ, ამ თანამდებობამ კრაკოვში
თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცა. 1941 წლის
მარტში ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან პოდგოჟეს გეტოში გა-
დასახლებულ ებრაელთა დაცვის მიზნით (ყოველ შემთხვევაში,
საჯაროდ ასე გამოცხადდა) OD-ი დაარსდა. პოლდეკმა სიამოვ-
ნებით დაიხურა OD-ის პოლიციელის ქუდი, რადგან ეგონა, ამ
სამსახურის დანიშნულებას სწორად ხვდებოდა; მას არა მხო-
ლოდ წესრიგი უნდა დაემყარებინა გეტოში, არამედ თანამოძმე-
თა სათანადო მორჩილებაც უზრუნველეყო: ევროპელ ებრაელ-
თა ისტორია ცხადყოფდა, რომ ასეთ შემთხვევაში მჩაგვრელები
მალევე შეეშვებოდნენ და ივიწყებდნენ ებრაელებს და ეს უკანას-
კნელნიც თავისუფლად ამოისუნთქავდნენ და ცხოვრებას აგრძე-
ლებდნენ.
პფეფერბერგს OD-ის პოლიციელის ქუდი ეხურა, მაგრამ იმავ-
დროულად უკანონო საქმიანობას ეწეოდა გეტოში: ტყავის ნაწარ-
მი, ძვირფასეულობა, ბეწვეული, ვალუტა გაჰქონდა და შემოჰ-
ქონდა. იგი კარგად იცნობდა გეტოს ვახტმაისტერს, ოსვალდ
ბოსკოს – პოლიციელს, რომელსაც ისე ეზიზღებოდა რეჟიმი,
რომ ხალხს გეტოში ნედლი მასალის შეტანის უფლებას აძლევ-
და, რათა იქ ტანსაცმლად, ღვინოდ, კავეულად ექციათ და მერე
კრაკოვში გაეყიდათ. ამისთვის ქრთამსაც კი არ ითხოვდა.
როცა კარიბჭესთან ზანტად მოსიარულე ოფიციალურ პირებს,
შმალცოვნიკებს, ანუ ინფორმატორებს ჩაუვლიდა და გეტოდან
გავიდოდა, პფეფერბერგი ებრაულ სამკლავურს მოიხსნიდა და
კაჟიმეჟში ან კრაკოვის ცენტრში საქმეების მოსაგვარებლად
მიემართებოდა.
მგზავრებით გაძეძგილი ტრამვაიდან ქალაქის კედლებზე გაკ-
რულ ახალ-ახალ განცხადებებს ათვალიერებდა: სამართებლის
რეკლამებს; ჰანს ფრანკის მიერ პოლონელი ბანდიტების შეფა-
125 მკითხველთა ლიგა
რების წინააღმდეგ გამოცემულ უახლეს ბრძანებულებებს; სლო-
განს: ებრაელები – ტილები – ტიფი; ბილბორდზე გაკრულ პლა-
კატს უბიწო პოლონელი გოგონას გამოსახულებით, რომელიც
ცხვირკეხიან ებრაელს საჭმელს უწვდის. ებრაელის ჩრდილი ეშ-
მაკის ჩრდილს ჰგავდა. ნახატის ქვეშ წარწერა მოჩანდა: ვინც ებ-
რაელს ეხმარება, ეშმაკს ეხმარება. საბაყლოების კართან დაკი-
დებულ ნახატებზე ებრაელები ღვეზელებში ვირთხის ხორცს ამა-
ტებდნენ, ნამცხვრებში ტილებს ყრიდნენ, ცომს ბინძური ფეხებით
ზელდნენ. კრაკოვის ქუჩებში პროპაგანდის სამინისტროს მიერ
გავრცელებული სარეკლამო განცხადებები და პლაკატები გეტოს
არსებობის ფაქტს ამართლებდა. ხოლო არიული გარეგნობის
პფეფერბერგს ხელში სამოსით, ძვირფასეულობითა და ვალუ-
ტით სავსე პორტფელი ეჭირა და აუღელვებლად მიდიოდა მათ
გასწვრივ.
შარშან პფეფერბერგს ბედმა გაუღიმა: გუბერნატორმა ფრან-
კმა ას და ხუთასზლოტიანი კუპიურები მიმოქცევიდან ამოიღო და
ამ ღირებულების კუპიურების „რაიხის საკრედიტო ბანკში“ შეტანა
მოითხოვა. რაკი ებრაელებს მხოლოდ 2000 ზლოტის გადახურ-
დავება შეეძლოთ, მათ საიდუმლო დანაზოგს (რომლის ოდენო-
ბაც აკრძალვის მიუხედავად, 2000 ზლოტის აღემატებოდა) ღი-
რებულება ეკარგებოდა, რა თქმა უნდა, თუ არიული გარეგნობის,
უსამკლავურო ადამიანს არ იპოვიდნენ, რომელიც პოლონელებ-
თან ერთად ჩადგებოდა „რაიხის საკრედიტო ბანკთან“ გრძელ
რიგში. პფეფერბერგმა და მისმა ახალგაზრდა სიონისტმა მეგო-
ბარმა გეტოს მცხოვრებლებისგან ასეულობით ათასი ზლოტის
ღირებულების აკრძალული კუპიურები შეაგროვეს, პორტფელით
წაიღეს და უკან საოკუპაციო რეჟიმის მიერ სანქცირებული ვალუ-
ტით დაბრუნდნენ; ოღონდ წაღებულ ფულს ახლა გეტოს კარიბ-
ჭესთან მდგარი ლურჯფორმიანი პოლონელი პოლიციელების-
თვის ქრთამად გადახდილი თანხა აკლდა.
126 მკითხველთა ლიგა
აი, ასეთი პოლიციელი იყო პფეფერბერგი: თავმჯდომარე არ-
ტურ როზენცვაიგის სტანდარტებით – ჩინებული, პომორის სტან-
დარტებით – ცუდი.
ოსკარი გეტოს აპრილში ესტუმრა. იქაურობის დათვალიერე-
ბა სურდა და თან იმ იუველირსაც შეუარა, რომლისთვისაც ორი
ბეჭდის დამზადება დაეკვეთა. გეტო იმაზე გავსებული აღმოჩნდა,
ვიდრე წარმოედგინა. თუ იუდენრატში ვინმეს არ იცნობდი, ერ-
თოთახიან ბინაში სხვა ოჯახთან ერთად შეგასახლებდნენ. ირ-
გვლივ გაჭედილი კანალიზაციის სიმყრალე ტრიალებდა, მაგრამ
ქალები ტიფის ეპიდემიას დაუღალავი ხეხვა-წმენდითა და თეთ-
რეულის ეზოებში ხარშვით უძალიანდებოდნენ.
– მდგომარეობა რთულდება, – გამოუტყდა იუველირი ოს-
კარს, – OD-ი ხელკეტებით შეიარაღდა.
პოლონეთის სხვა გეტოების მსგავსად, კრაკოვის გეტოც გუ-
ბერნატორ ფრანკის დაქვემდებარებიდან გესტაპოს მე-4ბ განყო-
ფილების დაქვემდებარებაში გადავიდა. კრაკოველ ებრაელთა
ბედის მთავარ გამგებლად SS-ის ობერფიურერი იულიან შერნე-
რი იქცა. შერნერი 45-50 წლის ენერგიული ადამიანი იყო, გამე-
ლოტებული, სამოქალაქო სამოსითა და სქელლინზებიანი სათ-
ვალით არაფრით გამორჩეულ ბიუროკრატს ჰგავდა. ოსკარმა
იგი კოქტეილის საღამოზე გაიცნო. შერნერს ბევრი ლაპარაკი
უყვარდა, ოღონდ ბიზნესსა და კაპიტალდაბანდებებზე და არა –
ომზე. მისი მსგავსი ფუნქციონერები მრავლად გვხვდებოდნენ
SS-ის საშუალო თანამდებობის პირებს შორის. გართობის მოყვა-
რულს, სმა, ქალები და ჩამორთმეული ნივთები აინტერესებდა.
ზოგჯერ უეცარი ძალაუფლებით თვითკმაყოფილს, ტუჩის კუთხე-
ში დამცინავი ღიმილი დაეხატებოდა მურაბის ლაქასავით, მსუნაგ
ბავშვს რომ ამჩნევია. ქეიფის მოყვარული და სასტიკი იყო. ოსკა-
რი ამჩნევდა, რომ შერნერს ებრაელების დახოცვას მათი მუ-
შაობა ერჩივნა, ფინანსური სარგებლის მისაღებად ნებისმიერ
127 მკითხველთა ლიგა
წესს შეცვლიდა, თუმცა, SS-ის პოლიტიკის ძირითად პრინციპებს
არასდროს ღალატობდა.
წინა შობას ოსკარს პოლიციის შეფი არ დავიწყებია და მას ექ-
ვსი ბოთლი კონიაკი გაუგზავნა, მაგრამ შერნერის ძალაუფლება
გაიზარდა და წელს უფრო ძვირად ფასობდა.
სწორედ ძალაუფლების ამ გადანაცვლების გამო იყო (SS-ი
არა მხოლოდ პოლიტიკის გამტარებლად, მის შემოქმედადაც იქ-
ცა), რომ ივნისის მცხუნვარე დღეებში OD-მა სრულიად ახალი
იერი მიიღო. გეტოსთან ჩავლისას ოსკარი ყოფილ მეშუშეს, OD--
ის ახალ გავლენიან ფიგურას, სიმხე შპირას ამჩნევდა. შპირა
ორთოდოქსი იუდეველი იყო და იუდენრატის გაევროპელებული,
ლიბერალი ებრაელები სძულდა. იგი არტურ როზენცვაიგისას კი
არა, SS-ის უნტერშტურმფიურერ ბრანდტის ბრძანებებს ემორჩი-
ლებოდა. ბრანდტთან შეხვედრების შემდეგ გეტოში უფრო მეტად
ინფორმირებული და გავლენიანი ბრუნდებოდა. ბრანდტის მოთ-
ხოვნით, OD-ის პოლიტიკური განყოფილება შექმნა და იქ თავისი
მეგობრები დაასაქმა. მათ უნიფორმას, რომელიც მანამდე მხო-
ლოდ ქუდისა და სამკლავურისგან შედგებოდა, ნაცრისფერი პე-
რანგი, კავალერისტის შარვალი, პორტუპეა და შშ-ის ოფიცრის
გაპრიალებული ჩექმები დაემატა.
შპირას პოლიტიკური განყოფილება მხოლოდ თანამშრომ-
ლობასა და მორჩილებას როდი მოითხოვდა თანამემამულეების-
გან; განყოფილების კორუმპირებულსა და დაბოღმილ მუშაკებს
ჯერაც გულში ედოთ საშუალო ფენის ებრაელებისგან ადრეულ
დღეებში ნაგემი სოციალურ-ინტელექტუალური წყენა. შპირას
გარდა OD-ის პოლიტიკურ განყოფილებაში ირიცხებოდნენ ში-
მონ შპიცი, მარსელ ზელინგერი, იგნასი დიამონდი, კომივოიაჟე-
რი დავიდ გუტერი, ფორსტერი, გრიუნერი და ლანდაუ. ისინი თა-
ნამდებობას ფულის გამოძალვისთვის იყენებდნენ და SS-ისთვის

128 მკითხველთა ლიგა


გეტოს უკმაყოფილო და მეამბოხე მოქალაქეების სიას ადგენ-
დნენ.
პოლდეკ პფეფერბერგს ახლა კი მოუნდა პოლიციიდან წას-
ვლა. ხმა დადიოდა, გესტაპო OD-ის ყველა მოხელეს ფიურერის
ერთგულების ფიცს დაადებინებსო, რის შემდეგაც დაუმორჩილებ-
ლობის უმცირესი აქტისთვისაც უმკაცრესად დაისჯებოდნენ. პოლ-
დეკს არ სურდა სიების შემდგენელი შპირას, შპიცის ან ზელინგე-
რის თანამშრომელი ყოფილიყო. იგი ვენგიერსკას ქუჩის კუთხეში
მდებარე საავადმყოფოში იუდენრატის ოფიციალურ ექიმთან, კე-
თილ ალექსანდერ ბიბერშტაინთან მივიდა. ექიმის ძმა, მარეკი
კრაკოვის იუდენრატის პირველი თავმჯდომარე იყო და ახლა
თანამდებობის პირთა მოსყიდვის მცდელობისა და აკრძალული
სავალუტო ოპერაციებისთვის მონტელუპიხის საპატიმროში იხდი-
და სასჯელს.
პფეფერბერგმა ბიბერშტაინს სამედიცინო ცნობა სთხოვა, რა-
თა OD-იდან დაეთხოვათ. გამიჭირდება, ავადმყოფს საერთოდ
არ ჰგავხართ, უთხრა ბიბერშტაინმა, მაღალწნევიანობის სიმული-
რება ძალიან რთულიაო. სამაგიეროდ, ზურგის ტკივილების სიმ-
პტომები ჩამოუთვალა. პფეფერბერგმა წელში მოხრილმა და
ხელჯოხზე დაყრდნობილმა დაიწყო სამსახურში სიარული.
შპირა განრისხდა. როცა ერთ დღეს პფეფერბერგმა OD-იდან
გაშვება სთხოვა, პოლიციის შეფმა – თითქოს რომელიმე სასახ-
ლის მცველთა მეთაური ყოფილიყოს – განუცხადა, აქედან მხო-
ლოდ ფარზე დასვენებული წახვალო. გეტოში შპირას და მის მე-
გობრებს თავი ელიტარულ საჯარისო ნაწილებად, უცხოურ ლე-
გიონად, პრეტორიანელებად წარმოედგინათ.
– გესტაპოს ექიმთან გაგგზავნით, – აყვირდა შპირა.
ბიბერშტაინს პფეფერბერგის სინანული გულთან ახლოს
მიეტანა და ახალგაზრდა კარგად მოემზადებინა. პოლდეკი გეს-
ტაპოს ექიმის გამოკვლევას გადაურჩა და ავადმყოფობის საფუძ-
129 მკითხველთა ლიგა
ველზე OD-იდან დაითხოვეს, საზოგადოებრივი სამსახურისთვის
უვარგისი ხარო. შპირა დაუფარავი ზიზღით გამოემშვიდობა ოფი-
ცერ პფეფერბერგს.
მეორე დღეს გერმანია საბჭოთა კავშირში შეიჭრა. ოსკარმა
ახალი ამბავი BBC-ის აკრძალულ რადიოსადგურზე მოისმინა და
მიხვდა, რომ „მადაგასკარის გეგმა“ საბოლოოდ ჩაიშალა. გეგმის
განსახორციელებლად გემების მოძიებას წლები დასჭირდებოდა.
ოსკარმა იგრძნო, რომ ეს მოვლენა თვისობრივად გარდაქმნიდა
SS-ს გეგმებს: მთელ ქვეყანაში ეკონომისტები, ინჟინრები, ხალ-
ხთა მასების გადასახლების ორგანიზატორები და სხვადასხვა წო-
დების პოლიციელები არა მხოლოდ ხანგრძლივი ომიანობის-
თვის, არამედ რასობრივად წმინდა იმპერიის მეთოდურად ჩამო-
ყალიბებისთვის შესაფერის აზროვნების წესს ითვისებდნენ.

130 მკითხველთა ლიგა


თავი 11

ხეივანში, რომელიც ლიპოვას ქუჩას გამოეყოფოდა და შინ-


დლერის ემალირებული ჭურჭლეულის ფაბრიკისკენ გრძელდე-
ბოდა, ყუთების მწარმოებელი გერმანული ქარხანა იდგა. მუდამ
ხალხში ტრიალის და საუბრის მოსურნე ოსკარ შინდლერი ხში-
რად შეივლიდა ხოლმე იქ ტროიჰენდერ ერნსტ კუნპასტთან ან
ქარხნის ყოფილ მფლობელ და არაოფიციალურ დირექტორ ში-
მონ იერეთთან სალაპარაკოდ. იერეთის ქარხანა გერმანულ
ქარხანად იმ დროისთვის ჩვეულებრივი მეთოდებით ორი წლის
წინ გადაიქცა: მფლობელისთვის არც კომპენსაცია გადაუხდიათ
და მასთან არც რაიმე დოკუმენტი გაუფორმებიათ.
მსგავსი უსამართლობა იერეთს აღარ ანაღვლებდა. ყველა
მის ნაცნობს ეს დაემართა. იერეთს გეტოში ცხოვრება უფრო აწუ-
ხებდა: მუდმივი ჩხუბი საერთო სამზარეულოებში, უმოწყალო თა-
ნაარსებობა კომუნალურ ბინებში, სხეულთა სიმყრალე, კიბეზე
მხრების გახახუნებისას ვიღაცის ბინძური ჟაკეტიდან შენს პიჯაკზე
გადმოცოცებული ტილები. ქალბატონი იერეთი მუდმივად დეპ-
რესიაშია, უთხრა მან ოსკარს, ფუფუნებას იყო მიჩვეული, წარმო-
შობით კრაკოვის ჩრდილოეთ ნაწილიდან, კლეპაჟიდან არისო.
შემდეგ ქარხნის უკან მდებარე ცარიელ ტერიტორიაზე მიუთითა
და დაამატა, არადა, ჩემი ფიჭვის მასალით აგერ, აქ, თავისუფ-
ლად ავიშენებდი სახლსო. ცარიელ, ვრცელ მინდორზე ქარხნის
მუშები ფეხბურთს თამაშობდნენ. ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე
ოსკარის ფაბრიკას ეკუთვნოდა, დანარჩენი პოლონელ ცოლ--
ქმარს, გვარად ბიელსკებს. ოსკარმა საბრალო იერეთისთვის
ამის თქმა საჭიროდ არ ჩათვალა. არც ის გაუმხელია, რომ ცა-
რიელი ტერიტორიის ათვისება თავადაც განეზრახა. იმ მომენტში
ზემოთ ნახსენები ხეტყის მასალით უფრო დაინტერესდა. ამდენი

131 მკითხველთა ლიგა


ფიჭვის მასალის გასხვისება თუ შეგიძლიათ? – ჰიკითხა მან. მხო-
ლოდ საბუთების გაფორმება იქნება საჭირო, – მიუგო იერეთმა.
იერეთის კაბინეტის ფანჯრიდან აკვირდებოდნენ მიწის ცარი-
ელ ნაკვეთს. სახელოსნოებიდან ჩაქუჩების კაკუნი და ძრავიანი
ხერხების ზუზუნი ისმოდა. აქაურობასთან განშორება გამიჭირდე-
ბაო, გამოუტყდა იერეთი ოსკარს.
– სადღაც შრომის ბანაკში გადაკარგვა და იმაზე დარდი, ვი-
ღაც სულელები აქაურობას რას უშვრებიან, გადამიყოლებს. ხომ
ხვდებით რასაც ვგულისხმობ, ჰერ შინდლერ?
იერეთის მსგავს კაცს გადარჩენის იმედი არ ჰქონდა. საბჭოთა
კავშირში გერმანიის არმია წარმატებას წარმატებაზე აღწევდა და
თვით BBC-საც უჭირდა იმის დაჯერება, რომ მისი წინსვლა საბე-
დისწეროდ დასრულდებოდა. ოსკარი საბრძოლო საშუალებათა
ინსპექციის შეკვეთებს ვერ აუდიოდა, გენერალ იულიუს შინდლე-
რისგან სამადლობელი წერილები მოსდიოდა, უმცროსი ოფიც-
რები ურეკავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. ოსკარი შეკვე-
თებსაც სიამოვნებით იღებდა და მილოცვებსაც. თუმცა, შემორი-
გებული მამის მიერ გამოგზავნილ ნაჩქარევ წერილებს სიხარუ-
ლის წინააღმდეგობრივი განცდით კითხულობდა. ეს დიდხანს არ
გასტანს, წერდა უფროსი შინდლერი, ის კაცი [ჰიტლერი] დიდ-
ხანს ვერ გაძლებსო. ბოლოს ამერიკა დაესხმება თავსო. და რუ-
სები? ღმერთო, ნეტავ ვინმემ თუ აუხსნა დიქტატორს, რამდენი
უღმერთო ბარბაროსი ცხოვრობს იმ ქვეყანაშიო? – დასძენდა
ჰანს შინდლერი.
ოსკარი მის წერილებს ღიმილით კითხულობდა და საბრძო-
ლო საშუალებათა ინსპექციის შეკვეთების სიმრავლითა და მამის
მიერ გამოგზავნილი ძირგამომთხრელი წერილების კითხვით გა-
მოწვეული კმაყოფილების ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დი-
დად არ ანაღვლებდა. ოსკარი ჰანსს ყოველ თვე 1000 რაიხ-
სმარკის ჩეკს უგზავნიდა – ნიშნად სიყვარულისა მშობლისადმი
132 მკითხველთა ლიგა
და მადლობისა – ამბოხებისკენ მოწოდებისთვის; აგრეთვე იმი-
ტომაც, რომ დიდსულოვნების გამოჩენა სიამოვნებას ანიჭებდა.
იმ წელმა სწრაფად და თითქმის უმტკივნეულოდ განვლო.
შინდლერი დაუღალავად მუშაობდა, „კრაკოვიაში“ ბევრს
ქეიფობდა, ჯაზ-კლუბში სვამდა და მშვენიერ კლონოვსკას ბინაში
ხშირად სტუმრობდა. ფოთოლცვენისასღა გაიფიქრა, ეს წელი
როგორ შეუმჩნევლად გავიდაო. დაგვიანებულმა ზაფხულმა და
შემოდგომის ნაადრევმა წვიმებმა კიდევ უფრო გაუმძაფრეს
დროის დაკარგვის შთაბეჭდილება. წელიწადის დროების აღრე-
ვამ საბჭოელებს არგო და მრავალი ევროპელის ბედზე იმოქმე-
და. თუმცა, ჰერ ოსკარ შინდლერისთვის ლიპოვას ქუჩაზე კვლა-
ვაც ჩინებული დარი იდგა.
და შემდეგ, 1941 წლის მიწურულს ოსკარი დააპატიმრეს. ვი-
ღაცამ – რომელიღაც პოლონელმა კურიერმა ან გერმანელმა
ტექნიკოსმა – პომორის ქუჩაზე, SS-ის შტაბში დააბეზღა. ერთ
დილას ლიპოვას ქუჩაზე ორი გესტაპოელი გამოჩნდა და თავიან-
თი „მერსედესით“ შესასვლელი ჩახერგეს, თითქოს „ემალიის“
დახურვას აპირებდნენ. შემდეგ ზემოთ ავიდნენ და ოსკარს ჩხრე-
კის ორდერი წარუდგინეს, აქედან ყველა ბიზნეს-დოკუმენტის წა-
ღების ნებართვა გვაქვსო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კომერ-
ციაში ვერც ერთი დიდად ვერ ერკვეოდა.
– რომელი საბუთების წაღება გნებავთ? – ჰკითხა მათ შინ-
დლერმა.
– სალაროს წიგნების, – უპასუხა ერთმა.
– მთავარი დავთრის, – თქვა მეორემ.
შინდლერი მშვიდ გარემოში დააპატიმრეს; სანამ ოსკარი სა-
ლაროს წიგნებს და მთავარ დავთარს გამოიტანდა, გესტა-
პოელები კლონოვსკას ელაპარაკებოდნენ. ოსკარს ნება დარ-
თეს, რამდენიმე სახელი ჩამოეწერა ბლოკნოტში. ამათ დღეს უნ-
და შევხვედროდი, მაგრამ შეხვედრის გაუქმება მომიწევსო, უთ-
133 მკითხველთა ლიგა
ხრა მან გესტაპოელებს, მაგრამ კლონოვსკა მშვენივრად მიხვდა,
რომ ეს იმ ხალხის სია იყო, რომელთათვისაც დახმარება და ოს-
კარის ციხიდან დახსნა უნდა ეთხოვა.
სიის სათავეში ობერფიურერი იულიან შერერი ეწერა; სიაში
მეორე აბვერელი მარტინ პლათე იყო. კლონოვსკას მასთან
ბრესლაუში მოუწევდა დარეკვა. მესამე „ოსტფაზერის“ მეურვე,
არმიის გალოთებული ვეტერანი ფრანც ბოში აღმოჩნდა. შინ-
დლერს მისთვის არალეგალურად გადაეცა გარკვეული რაოდე-
ნობის სამზარეულოს ნივთები. ოსკარი კლონოვსკას მხრისკენ
დაიხარა, სახე ლამის მის ქერა თმას მიადო და ბოშის გვარს
ქვეშ ხაზი გაუსვა. ბოში გავლენიანი პიროვნება იყო და კრაკოვის
შავ ბაზარზე მოვაჭრე ბევრ თანამდებობის პირს იცნობდა. ოსკა-
რი ხვდებოდა, მისი დაპატიმრება შავ ბაზართან უნდა ყოფილიყო
დაკავშირებული. შავ ბაზარზე საქმიანობა სახიფათო იყო – კო-
რუმპირებულ სახელმწიფო მოხელეს ყოველთვის იპოვიდი, მაგ-
რამ შურიანი თანამშრომლის ღალატს წინასწარ ვერასდროს
განჭვრეტდი.
სიაში მეოთხედ „ფერუმ აგ“-ის გერმანელი დირექტორი ეწე-
რა. ამ სოსნოვიეცული კომპანიისგან ჰერ შინდლერი ფოლადს
ყიდულობდა. ამ სახელების იმედად ჩაჯდა იგი გესტაპოს „მერსე-
დესში“, რომელმაც კრაკოვის ცენტრიდან თითქმის ერთი კილო-
მეტრით დასავლეთით მდებარე პომორის ქუჩაზე წაიყვანა. სწო-
რედ მათ უნდა ეხსნათ ოსკარი სისტემაში უკვალოდ გაუჩინარე-
ბისგან. ოსკარი გეტოს 1000 მცხოვრებივით დაუცველი როდი
იყო, სიმხე შპირას სიაში რომ ჩამოეწერა და საშობაო მარხვის
სუსხიან საღამოს პროკოჩიმის სადგურში ნახირის გადასაყვანი
ვაგონებისკენ მიაბიჯებდა. ოსკარი მნიშვნელოვან ხალხს იცნობ-
და.
კრაკოვში SS-ის შტაბი დიდ, თანამედროვე შენობაში განეთავ-
სებინათ. პირქუში შენობა მთლად მონტელუპიხის საპატიმროსა-
134 მკითხველთა ლიგა
ვით ავბედითი არ ჩანდა, მაგრამ თუნდაც ამ ადგილას პატიმარ-
თა წამებაზე მოარული ხმების არ დაგეჯერებინა, შიგნით შეს-
ვლისთანავე დაგაბნევდა მისი სიდიდე, კაფკასეული დერეფნები
და უტყვი მუქარიყთ მომზირალი განყოფილებების კარებზე მიხა-
ტული დასახელებები. აქ იპოვიდით SS-ის მთავარ განყოფილე-
ბას, ორპოს, კრიპოს და სიპოს27 სამმართველოებს, SS-ის ეკო-
ნომიკურ და ადმინისტრაციულ სამსახურს, კადრების, ებრაელთა
საქმეების, რასობრივ საქმეთა და განსახლების განყოფილებებს,
SS-ის სასამართლოს, რაიხსკომისარიატს გერმანული ერის გა-
საძლიერებლად და ეთნიკური გერმანელების სოცუზრუნველყო-
ფის სამსახურს.
სადღაც, ამ ლაბირინთის შუაგულში ბუღალტერიაში დამპა-
ტიმრებელ ოფიცრებზე უკეთ გარკვეულმა შუახნის გესტაპოელმა
ოსკარის დაკითხვა დაიწყო. კაცი აშკარად ერთობოდა იმ მებაჟე-
სავით, მგზავრს ვალუტის კონტრაბანდაში რომ ადანაშაულებს
და ვალუტის ნაცვლად ხელთ დეიდისთვის საჩუქებელი სახლის
მცენარეები რომ შერჩება. ოსკარს უთხრა, საომარ საშუალებათა
ყველა მწარმოებლის საქმიანობას ვიძიებთო. ოსკარმა არ
დაიჯერა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ჰერ შინდლერი უნდა მიხ-
ვდეს, უთხრა გესტაპოელმა, რომ ნებისმიერი მეწარმის მორალუ-
რი ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს საომარ ძალისხმევას და უკა-
ნონო გარიგებებით ძირი არ გამოუთხაროს გენერალური გუბერ-
ნიის ეკონომიკასო.
ოსკარის ბურტყუნში, როგორც ყოველთვის, ერთდროულად
მუქარაც გამოსჭვიოდა და კეთილგანწყობაც.
– მაშ, ჰერ ვახტმაისტერო, ეჭვობთ, რომ ჩემი საწარმო დაწე-
სებულ კვოტებს ვერ ასრულებს?

27Ordnungspolizei, Kriminalpolizei, Sicherheitpolizei – წესრიგის პოლიცია, კრიმი-


ნალური პოლიცია, უშიშროების პოლიცია.
135 მკითხველთა ლიგა
– თქვენ კარგად ცხოვრობთ, – შემწყნარებლურად გაიღიმა
კაცმა, თითქოს ეს გასაკვირი და ცუდი სულაც არ იყო, რადგან
მდიდარ მეწარმეს კარგად უნდა ეცხოვრა. – მაგრამ თუ კარგად
ცხოვრობთ... როგორ გითხრათ... უნდა დავრწმუნდეთ, რომ
თქვენი ცხოვრების მაღალი სტანდარტი მთლიანად კანონიერი
შეკვეთების დამსახურებაა.
– ვინც მე დამასმინა, სულელია და დროს ტყუილად გაკარგვი-
ნებთ, – გაუღიმა მას ოსკარმა.
– DEF-ის დირექტორი ვინ არის?
– აბრაჰამ ბანკირი.
– ებრაელი?
– რასაკვირველია. ეს საწარმო მის ნათესავებს ეკუთვნოდა.
– ამ დოკუმენტებში დარღვევები ვერ აღმოვაჩინეთ, მაგრამ
თუ სხვა ჩანაწერების შემოწმებაც მოგვინდება, იმედია, ჰერ ბანკი-
რი მოგვაწვდის.
– მაშ, მე უნდა დამაკავოთ? – ჰკითხა ოსკარმა და გაეცინა. –
იცით, რას გეტყვით, როცა მე და ობერფიურერი შერნერი ამ ამ-
ბავს მაგიდასთან სიცილით გავიხსენებთ, ვეტყვი, რომ უაღრესად
თავაზიანად მეპყრობოდით.
დამპატიმრებელმა ოფიცრებმა ოსკარი მეორე სართულზე
აიყვანეს, გაჩხრიკეს, სიგარეტი და სხვა საჭირო წვრილმანების
საყიდლად 100 ზლოტი დაუტოვეს. შემდეგ საძინებელში ჩაკეტეს.
ოთახში ხელსაბანი და უნიტაზი იდგა და გისოსებიან ფანჯარაზე
მტვრიანი ფარდა ეკიდა. ოსკარმა დაასკვნა, ეს ალბათ საუკეთე-
სო ოთახი უნდა იყოს, სადაც დაკითხვისას წარჩინებულ პირებს
ამწყვდევენო. თუ პირს გაათავისუფლებდნენ, ამ ოთახზე საწუწუ-
ნო არაფერი ექნებოდა (ისევე, როგორც სათქმელი), ხოლო თუ
მეამბოხედ, მოღალატედ ან ეკონომიკურ დამნაშავედ გამოაცხა-
დებდნენ, ამ ოთახის იატაკი გაიხსნებოდა და სარდაფში აღმოჩ-
ნდებოდა; დაკითხვის საკანში გაუნძრევლად და ცემით გასის-
136 მკითხველთა ლიგა
ხლიანებულს მოუწევდა ლოდინი, როდის გადაიყვანდნენ მონტე-
ლუპიხის საპატიმროში, სადაც პატიმრებს საკნებში კიდებდნენ.
ოსკარმა საძინებლის კარს შეხედა. თუ ვინმე გაბედავს და ხელს
დამაკარებს, რუსეთში გავაგზავნინებო, აღუთქვა თავის თავს.
ლოდინი არ უყვარდა. ერთი საათის შემდეგ შიგნიდან დააკა-
კუნა კარზე და ვაფენ SS-ის გუშაგს, მის კაკუნს რომ გამოეხ-
მაურა, 50 ზლოტი მისცა ერთი ბოთლი არყის საყიდლად. არაყი
სამჯერ იაფი ღირდა, მაგრამ ეს ოსკარის მეთოდი იყო. იმავე
დღეს, ოდნავ მოგვიანებით ინგრიდმა და კლონოვსკამ ჰიგიენუ-
რი საშუალებები, წიგნები და პიჟამა შემოუგზავნეს. ნახევარი
ბოთლი უნგრული ღვინო და გემრიელი სადილიც შემოუტანეს.
მის დასაკითხად აღარავინ მოსულა და არც არავის შეუწუხებია.
ოსკარმა დაასკვნა, აუდიტორი ალბათ „ემალიის“ დავთრებს ჩაჰ-
კირკიტებსო. სიამოვნებით მოუსმენდა BBC-ის ახალ ამბებს საბ-
ჭოთა კავშირზე, შორეულ აღმოსავლეთსა და ომში ახლად ჩარ-
თულ ამერიკის შეერთებულ შტატებზე. საკნის ზედამხედველების-
თვის რომ ეთხოვა, ალბათ რადიოსაც შემოუტანდნენ. იმედოვ-
ნებდა, რომ გესტაპო სტრაშევსკის ქუჩაზე ავეჯისა და ინგრიდის
ძვირფასეულობის ღირებულების შესაფასებლად მის ბინაში არ
შევიდოდა. თუმცა, როცა ჩაეძინა, პატიმრობა ისე ძლიერ მოჰ-
ბეზრებოდა, რომ დამკითხველებთან შეხვედრას ნატრობდა.
დილას ჩინებული საუზმე – ქაშაყი, ყველი, კვერცხები, ფუნთუ-
შები, ყავა – მიართვეს და ზედმეტად არც ამჯერად შეუწუხებიათ.
შემდეგ შუახნის აუდიტორი ესტუმრა. მან სალაროს წიგნი და
მთავარი დავთარიც მოიტანა.
აუდიტორი ოსკარს მიესალმა და უთხრა, იმედია, წუხელ კარ-
გად გეძინათო. თქვენს საბუთებს მხოლოდ ზედაპირულად გადა-
ვავლე თვალი, მაგრამ გადაწყდა, რომ ამდენი მნიშვნელოვანი
თანამდებობის პირისთვის ესოდენ პატივსაცემი ბატონის საფუძ-
ვლიანი გამოკვლევა არ ღირსო.
137 მკითხველთა ლიგა
– ვიღაც-ვიღაცებმა დაგვირეკეს, – დასძინა SS-ელმა.
ოსკარმა მას მადლობა გადაუხადა, მაგრამ ეჭვიც არ ეპარე-
ბოდა, რომ მხოლოდ დროებით გაათავისუფლეს. მიმღებში დავ-
თრები და ფული დაუბრუნეს.
ქვემოთ სახეგაცისკროვნებული მდივანი უცდიდა. მისმა გარ-
ჯამ ნაყოფი გამოიღო: შინდლერი სიკვდილის სახლიდან ნაკაწ-
რის გარეშე გამოვიდა. კლონოვსკასთვის „ადლერის“ ეზოში გა-
ჩერების უფლება მიეცათ და ოსკარს მანქანისკენ გაუძღვა. უკანა
სავარძელზე კლონოვსკას სასაცილო პუდელი იჯდა.

138 მკითხველთა ლიგა


თავი 12

ბავშვი დრეზნერებთან, გეტოს აღმოსავლეთ ნაწილში, საღა-


მოს პირზე მიიყვანეს. გოგონა კრაკოვში სოფლიდან პოლონურ-
მა წყვილმა დააბრუნა. გეტოს კარიბჭესთან პოლონელ ლურ-
ჯფორმიანებს მოელაპარაკნენ, შიგნით საქმე გვაქვსო და შეუშ-
ვეს. გოგონა თავიანთ შვილად გაასაღეს.
პოლონელი ცოლ-ქმარი პატიოსანი ხალხი იყო და განიც-
დიდნენ, პატარა სოფლიდან კრაკოვის გეტოში რომ მიიყვანეს.
ამ მშვენიერ გოგონას ძალიან მისჩვეოდნენ, მაგრამ ებრაელ
ბავშვს სოფლად ვეღარ დატოვებდნენ. მუნიციპალიტეტის მოხე-
ლეები – SS-ელებზე რომ არაფერი ვთქვათ – 500 ზლოტის და
უფრო მეტს სთავაზობდნენ ნებისმიერს, ვინც დამალულ ებრა-
ელს გასცემდა. უკვე მეზობლებსაც ვეღარ ენდობოდი. ამგვარად,
არა მხოლოდ ბავშვს შეექმნებოდა პრობლემა, არამედ ოჯახსაც.
ღმერთო, ზოგან გლეხები ებრაელებზე ცელებით და ნამგლებით
ნადირობენო, წუხდნენ გოგონას პოლონელი მფარველები.
ბავშვი გეტოს სიღარიბითა და სიბინძურით დათრგუნვილი სუ-
ლაც არ ჩანდა. თოკებზე გასაშრობად დაკიდული, სველი სამო-
სის ფარდებს შორის პატარა მაგიდასთან იჯდა და ქალბატონ
დრეზნერის მიერ მიცემულ პურის ყუას უხალისოდ ჭამდა. ის ჩუ-
მად უსმენდა საერთო სამზარეულოში მოფუსფუსე სხვა ქალების
ალერსიან სიტყვებს. ქალბატონმა დრეზნერმა შეამჩნია, რომ
ბავშვი პასუხების გაცემისას უჩვეულოდ ფრთხილობდა. თუმცა,
როგორც ჩანდა, ნებისმიერი სამი წლის გოგონასავით ისიც პრან-
ჭიაობდა და განსაკუთრებით წითელი ფერი მოსწონდა. წითელი
ქუდი ეხურა, წითელი პალტო და პატარა, წითელი ჩექმები ეცვა.
სოფლელი ცოლ-ქმარი ბავშვს აშკარად ანებივრებდა.

139 მკითხველთა ლიგა


ქალბატონმა დრეზნერმა ბავშვის ნამდვილ მშობლებზე გაუბა
საუბარი: ისინიც სოფელში ცხოვრობენ, უფრო ზუსტად, იმალები-
ან, მაგრამ მალე მათაც კრაკოვში დაბრუნება და სხვების გვერ-
დით გეტოში მოუწევთ ცხოვრებაო. ბავშვმა მხოლოდ თავი დააქ-
ნია, მაგრამ მისი დუმილის მიზეზი სიმორცხვე არ უნდა ყოფილი-
ყო.
იანვარში გოგონას მშობლები შპირას შედგენილ სიაში მოხ-
ვდნენ და SS-ელებმა სხვებთან ერთად პროკოჩიმის სადგურის
გზას გაუყენეს. მათ პოლონელების ყიჟინა მიაცილებდა: – მშვი-
დობით, ებრაელებო! ცოლ-ქმარმა რიგიდან შეუმჩნევლად გას-
ვლა და ბრბოში შერევა მოახერხეს. ცოტა ხანს კეთილსინდი-
სიერი პოლონელი მოქალაქეებივით იდგნენ და თავადაც გაჰყვი-
როდნენ, მერე გარეუბნიდან სოფელში გაიპარნენ.
ახლა სოფლადაც გართულებულიყო ცხოვრება და ზაფხულში
კრაკოვში შემოპარვას გეგმავდნენ. „წითელქუდას“ (ასე შეარქვეს
დილას ქალაქში სამუშაოდ წაყვანილმა და საღამოს ისევ გეტოში
დაბრუნებულმა დრეზნერების ბიჭებმა გოგონას) დედა ქალბატონ
დრეზნერის ბიძაშვილი იყო.
ამასობაში ქალბატონ დრეზნერის ქალიშვილიც დაბრუნდა
შინ. ახალგაზრდა დანკა ლუფტვაფეს საავიაციო ბაზაზე მრეცხა-
ვად მუშაობდა. დანკას ჯერ თოთხმეტი წელი არ შესრულებოდა,
მაგრამ საკმაოდ მაღალი იყო და წესით, მალე კენკარტეს (შრო-
მის ბარათს) მისცემდნენ, რათა გეტოს გარეთ მუშაობის უფლება
ჰქონოდა. დანკა გულჩათხრობილი ბავშვის დანახვამ ძალიან
გაახარა.
– გენია, დედაშენს, ევას ვიცნობ. მე და დედაშენი კაბების სა-
ყიდლად ერთად დავდიოდით. ბრაცკას ქუჩაზე საკონდიტროში
ჩემთვის კექსებს ყიდულობდა ხოლმე.
ბავშვი არ ამდგარა, არ გაუღიმია, წინ იყურებოდა.

140 მკითხველთა ლიგა


– ქალბატონო, ცდებით, დედაჩემს ევა კი არა, იაშა ჰქვია, –
და დაიწყო ჩამოთვლა გამოგონილი პოლონელი ნათესავების
სახელებისა, რომლებიც მშობლებსა და სოფლელ მფარველებს
დაეზეპირებინათ მისთვის იმ შემთხვევისთვის, თუ ლურჯფორ-
მიანები ან SS-ელები დაუწყებდნენ დაკითხვას. დრეზნერები
მოიღუშნენ და ერთმანეთს მიაჩერდნენ, ბავშვის უჩვეულო
ცბიერებამ ყველა დააბნია. გოგონას საქციელი უმსგავსობად კი
მიიჩნიეს, მაგრამ მისთვის არ უსაყვედურიათ, რადგან შეიძლებო-
და, ეს თვისება სულ მალე მისი გადარჩენისთვის უმნიშვნელოვა-
ნესი გამხდარიყო.
საღამოს ბავშვის ბიძა, ვენგიერსკას ქუჩაზე მდებარე საავად-
მყოფოს ახალგაზრდა ექიმი, იდეკ შინდელი გამოჩნდა. ის სწო-
რედ ისეთი ექსცენტრული, მხიარული და ოინბაზი ბიძა იყო,
ბავშვს რომ სჭირდება. იდეკის დანახვაზე გენია მყისვე ბავშვად
გადაიქცა, სკამიდან ჩამოძვრა და მისკენ გაიქცა. რაკი ძია იდეკი
აქ არის და ამ ხალხს ბიძაშვილებს ეძახის, მაშინ მართლაც ბი-
ძაშვილები ყოფილანო, დაასკვნა გოგონამ. ახლა უკვე შეეძლო
იმის გამხელა, რომ დედამისს ევა ერქვა, ხოლო პაპას და ბებიას
– ლუდვიკი და სოფია.
სულ ბოლოს ბატონი იუდა დრეზნერი, შესყიდვების ოფიცერი
მოვიდა ბოშის საწარმოდან და მთელი ოჯახი შეგროვდა.
1942 წელს 28 აპრილი, თავის დაბადების დღე, ოსკარმა
ხმაურიანად აღნიშნა. ჰერ დირექტორმა ხელგაშლილობა გა-
მოიჩინა. ის დღე DEF-შიც დაამახსოვრდათ. შუადღისას მუშებს
წვნიანთან ერთად თეთრი პურითაც გაუმასპინძლდნენ. ზეიმობ-
დნენ სამსახურეობრივ ოთახებსა და სახელოსნოებში. მეწარმე
ოსკარ შინდლერი სიცოცხლით ტკბებოდა.
ოსკარის ოცდამეთოთხმეტე დაბადების დღის აღნიშვნა „ემა-
ლიაში“ ადრიანად დაიწყო. ჰერ შინდლერი კაბინეტიდან იღ-
ლიაში ამოჩრილი სამი ბოთლი კონიაკით გამოვიდა და ინჟინ-
141 მკითხველთა ლიგა
რებს, ბუღალტრებსა და მხაზველებს გაუმასპინძლდა. ბუღალტე-
რიის და კადრების განყოფილების თანამშრომლებს სიგარეტები
დაურიგა. მოგვიანებით საჩუქრებმა სახელოსნოებამდეც მიაღწია.
საკონდიტროდან მოტანილი ტორტი ოსკარმა კლონოვსკას სამუ-
შაო მაგიდაზე დაჭრა. ებრაელი და პოლონელი მუშები ჯგუფ--
ჯგუფად შედიოდნენ ჰერ დირექტორის კაბინეტში და ულოცავ-
დნენ. ოსკარმა თბილად აკოცა გოგონას, გვარად კუხარსკას,
რომლის მამა ომამდე პოლონეთის პარლამენტის წევრი იყო.
შემდეგ ებრაელი გოგოები შემოვიდნენ, კაცებმა ხელი ჩამოარ-
თვეს. თვით იცხაკ შტერნმაც შემოიარა – როგორღაც გამოეღწია
ფაბრიკა „პროგრესიდან“, სადაც ახლა მუშაობდა, რათა ოსკა-
რისთვის მასაც მიელოცა. ოსკარი შტერნს გადაეხვია.
იმ ნაშუადღევს, ვიღაცამ, სავარაუდოდ, კვლავ იმ გულღრძო
ანონიმმა, ოსკარი პომორის ქუჩაზე დაასმინა და რასობრივ უხამ-
სობასა და უსაქციელობაში დაადანაშაულა. სალაროს წიგნები
და საბუღალტრო დავთრები თუ წესრიგში ჰქონდა, იმას მაინც ვე-
რავინ იუარებდა, რომ ოსკარი „ებრაელს კოცნიდა“.
ამჯერად წინანდელთან შედარებით უფრო პროფესიონალუ-
რად დააპატიმრეს. 29 აპრილის დილას „მერსედესმა“ ფაბრიკის
შესასვლელი ჩახერგა და წინანდელებზე ბევრად თავდაჯერებუ-
ლი ორი გესტაპოელი ეზოში ოსკარს წინ გადაუდგა. რასობრივი
და განსახლების აქტის დარღვევაში გედებათ ბრალიო, გამოუც-
ხადეს და დაუყოვნებლივ გამოგვყევითო, უბრძანეს. წასვლამდე
კაბინეტში შესვლის ნება არ დართეს.
– ორდერი თუ გაქვთ? – ჰკითხა მათ ოსკარმა.
– არ გვჭირდება, – უპასუხეს გესტაპოელებმა.
ბატონებს თუ ესმით, რომ ჩემი ორდერის გარეშე დაპატიმრე-
ბა შეიძლება სანანებელი გაუხდეთო, ღიმილით უთხრა მათ შინ-
დლერმა.

142 მკითხველთა ლიგა


ეს სიტყვები ლაღად წარმოთქვა, მაგრამ განსხვავებით შარ-
შანდელი ნახევრად კომიკური დაკავებისგან, შშ-ის ოფიცრები ამ-
ჯერად უფრო მუქარით იმზირებოდნენ და მკაცრად იყვნენ გან-
წყობილი. შარშან პომორის ქუჩაზე ფინანსური დარღვევების
ბრალდებით წაიყვანეს, ახლა აბსურდული, ტვინის შავბნელ კუნ-
ჭულებში შობილი კანონის დარღვევას ედავებოდნენ. ეს უფრო
სერიოზული საკითხი იყო.
– არა უშავს, გავრისკავთ, – უპასუხა ერთ-ერთმა მათგანმა.
ოსკარს თვალში მოხვდა მათი თავდაჯერებულობა და საშიში
გულგრილობა, რომლითაც მას, ოცდათოთხმეტი წლის მდიდარ
ადამიანს ეპყრობოდნენ.
– გაზაფხულის ჩინებული დილაა, – თქვა ოსკარმა, – რამდე-
ნიმე საათით გასეირნებაზე უარს არ ვიტყვი.
თავი იმით ინუგეშა, რომ კვლავ იმ კეთილმოწყობილ საკანში
გამოკეტავდნენ. თუმცა, როცა კოლეიოვას ქუჩაზე გადაუხვიეს,
მიხვდა, რომ ამჯერად მონტელუპიხის საპატიმროში მიჰყავდათ.
– ჩემს ადვოკატთან მსურს შეხვედრა, – მოითხოვა ოსკარმა.
– მოითმინეთ და შეხვდებით, – უპასუხა მძღოლმა.
ოსკარს ქეიფის მოყვარული ერთი მეგობრისგან სარწმუნო
ცნობა მოესმინა, იაგელონის ანატომიის ინსტიტუტში მონტელუ-
პიხიდან გვამებს გზავნიანო.
შენობის კედელი მთელი კვარტლის სიგრძეზე გადაჭიმულიყო
და მესამე და მეოთხე სართულების ერთნაირი ფანჯრები გესტა-
პოს „მერსედესის“ უკანა სავარძლიდანაც მოჩანდა. გაიარეს კა-
რიბჭის თაღქვეშ და შევიდნენ ოთახში, სადაც SS-ის თანამშრო-
მელი ჩურჩულით ლაპარაკობდა, თითქოს ეშინოდა, ხმის აწევა
ვიწრო დერეფნებში დამაყრუებელ ექოს წარმოქმნისო. ოსკარს
ფული წაართვეს და უთხრეს, პატიმრობაში ყოფნისას ყოველ-
დღე 50 ზლოტის მიიღებთო. როცა ოსკარმა კვლავ მოითხოვა

143 მკითხველთა ლიგა


ადვოკატთან შეხვედრა, დამპატიმრებელმა ოფიცრებმა უპასუხეს,
ჯერ ამის დრო არ მოსულაო.
ოფიცრები წავიდნენ და შინდლერი საპატიმროს ზედამხედვე-
ლების მეთვალყურეობის ქვეშ დატოვეს. დერეფანში გამეფებულ
მონასტრისებურ მდუმარებას ხანდახან კედლებიდან ან იქნებ სუ-
ლაც სათვალთვალო სარკმლებიდან გამომავალი კივილი არ-
ღვევდა. ოსკარს კიბით ქვემოთ ჩაუძღვნენ, ვიწრო გვირაბში
გაიარეს და ჩაკეტილი საკნების რიგი უკან მოიტოვეს. ერთ-ერთი
საკანი გისოსებიანი იზოლატორი აღმოჩნდა. იზოლატორში ექ-
ვსი პატიმარი იჯდა, კარისთვის ზურგი ექციათ და მათი სახეები
არ ჩანდა. რომელიღაც სრუტუნებდა, მაგრამ ცხვირის მოწმენდას
ვერ ბედავდა.
„კლონოვსკა, კლონოვსკა, უკვე ურეკავ საჭირო ხალხს, ძვირ-
ფასო?“
საკნის კარი გაუღეს და ოსკარი შიგნით შევიდა. ცოტათი ღე-
ლავდა, ვაითუ საკანში ბევრი პატიმარი დამხვდესო, მაგრამ ხის
ორი, ლეიბებდაგებული საწოლიდან ერთ-ერთზე მხოლოდ ერ-
თი ჯარისკაცი ჩამომჯდარიყო. შინელის საყელო, გასათბობად,
ყურებამდე აეწია. რა თქმა უნდა, საკანში ხელსაბანი არ იყო,
მხოლოდ წყლისა და განავლის ვედროები იდგა. წვერგაუპარსა-
ვი პატიმარი ვაფენ SS-ს შტანდარტენფიურერი (პოლკოვნიკის
ეკვივალენტური SS-ის წოდება) აღმოჩნდა. შინელის ქვეშ დაჭ-
მუჭნილი, ღილებჩახსნილი პერანგი და ტალახიანი ჩექმები ეცვა.
– გამარჯობა, ბატონო, – ცალყბად ჩაიღიმა ოფიცერმა და ოს-
კარს ცალი ხელი გაუწოდა. სიმპათიური კაცი ჩანდა, ოსკარზე
ოდნავ უფროსი. დიდი ალბათობით, აგენტი იქნებოდა, ოღონდ
გასაკვირი ის იყო, მაინცდამაინც უნიფორმიანი და მაღალი წო-
დების პირი რატომ შემოგზავნეს. ოსკარმა მაჯის საათზე დაიხე-
და, დაჯდა, ადგა, მაღალ სარკმელს შეხედა. სასეირნო ეზოდან
მცირე სინათლე კი შემოდიოდა, მაგრამ ეს ის სარკმელი არ იყო,
144 მკითხველთა ლიგა
რომელიც გაგამხნევებდა და საკნის სივიწროვესა და ლამის ერ-
თმანეყყთს მიჯრილ საწოლებს დაგავიწყებდა.
ბოლოს საუბარი გააბეს. ოსკარი ძალიან ფრთხილობდა, ხო-
ლო შტანდარტენფიურერი გაუთავებლად ლაქლაქებდა. მე ფი-
ლიპი მქვიაო, გაეცნო ოსკარს. ნამდვილი ჯენტლმენი საპატიმ-
როში გვარს არ უნდა ამხელდესო. თანაც, უკვე დროა, ხალხმა
მხოლოდ სახელების გამოყენება დაიწყოსო. ეს აქამდე რომ
გვექნა, უკვე ბედნიერი ერი ვიქნებოდითო.
ოსკარმა დაასკვნა, ეს თუ აგენტი არ არის, მთლად კარგად
ვერ უნდა იყოს, საბრძოლო ნევროზი უნდა ჰქონდესო. სამხრეთ
რუსეთში ვიბრძოდი, ჩემს ბატალიონს ნოვგოროდი მთელი ზამ-
თარი ეჭირა, უყვებოდა ფილიპი ოსკარს, შემდეგ შვებულება ავი-
ღე და კრაკოვში პოლონელ სატრფოს ვესტუმრეო. მისივე სიტ-
ყვებით, თავდავიწყებას მისცემიან და შვებულების ვადის ამოწურ-
ვიდან სამი დღის მერე მის ბინაში დაუპატიმრებიათ.
– ამ ნაბიჭვრების შემხედვარემ, – ფილიპმა ხელი აიქნია და
ზედა სართულებზე, SS-ის მგეგმავებზე, ბუღალტრებსა და
ბიუროკრატებზე ანიშნა, – ეტყობა, გადავწყვიტე, ზუსტი ვადების-
თვის ყურადღება არ მიმექცია. არა, უნებართვოდ არმიის დატო-
ვება არც მიფიქრია, მაგრამ მგონი, მცირედი თავისუფლება და-
ვიმსახურე.
ოსკარმა ჰკითხა, არ გირჩევნიათ პომორის ქუჩაზე იყოთო,
მაგრამ ფილიპმა იუარა, არაო. იქაურობა კი სასტუმროს ნომერს
ჰგავს, მაგრამ ამ ნაბიჭვრებს იქ სიკვდილის საკანი აქვთო.
– თუმცა, მოდი, ჩემს ამბავს შევეშვათ. თქვენ რა ჩაიდინეთ,
ჰერ ოსკარ?
– ებრაელ გოგოს ვაკოცე, – უპასუხა ოსკარმა, – ჩემს თანამ-
შრომელს. ამაში მადანაშაულებენ.
ფილიპმა გულიანად გადაიხარხარა.
– ოჰო! მერედა, სირი გაგიხმა?
145 მკითხველთა ლიგა
შტანდარტენფიურერი ფილიპი მთელი დღე ლანძღავდა შშ-ს,
ქურდებსა და მრუშებს უწოდებდა: ვერც კი დამიჯერებია, ზოგიერ-
თი ნაბიჭვარი იმდენ ფულს შოულობსო. არადა, თავიდან რა კე-
თილსინდისიერები იყვნენ, ახლა კი საბრალო პოლონელს ერ-
თი კილო ბეკონის შემოპარებისთვის კლავენ, თავად კი ჰანზელი
ბარონებივით ცხოვრობენო.
ოსკარი თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ეს ყოველივე პირვე-
ლად ესმოდა და, რომ რაიხსფიურერების კორუმპირებულობამ
გულუბრყვილო, პროვინციელ სუდეტელ გერმანელს გული ატკი-
ნა. ამასობაში ფილიპი ლანძღვა-გინებით დაიღალა და დაეძინა.
ოსკარს სასმელი მოუნდა. ალკოჰოლის გარკვეული დოზა
დროს უფრო სწრაფად გააყვანინებდა და შტანდარტენფიურერ-
საც უკეთეს თანამოსაუბრედ გახდიდა, თუ მართლაც შეცდომის
მსხვერპლი იყო და არა – შემოგზავნილი აგენტი. ოსკარმა ათ-
ზლოტიანი ამოიღო და კუპიურაზე სახელები და ტელეფონის
ნომრები ჩამოწერა: ამჯერად წინანდელზე გრძელი, თორმეტკა-
ციანი სია შეადგინა. შემდეგ კიდევ ოთხი ცალი კუპიურა ამოიღო,
დაჭმუჭნა და საკნის კარზე დააკაკუნა. სათვალთვალო სარკმლი-
დან სერიოზული გამომეტყველების მქონე შუახნის SS-ის უნტერ-
შარფიურერმა შემოიხედა. იმ კაცს არ ჰგავდა, პოლონელებს
სიკვდილით რომ სჯიდა, ან წიხლების რტყმით თირკმლებს უხეთ-
ქავდა; თუმცა, წამების სიძლიერეც ამაში მდგომარეობს: არას-
დროს ელი, რომ კეთილი ძიაკაცის სახის მქონე ადამიანი მწამე-
ბელი აღმოჩნდება.
– ხუთი ბოთლი არყის შეკვეთა თუ შეიძლება? – ჰკითხა ოს-
კარმა.
– ხუთი ბოთლის? – გაიკვირვა უნტერშარფიურერმა და ისეთი
სახე მიიღო, თითქოს ახალგაზრდა, გამოუცდელ მსმელს ანიშ-
ნებდა, ეგ ძალიან ბევრიაო. იმავდროულად, დაფიქრდა, თითქოს
ვერ გადაუწყვეტია, პატიმრის სათხოვარი უფროსობას ხომ არ
146 მკითხველთა ლიგა
ვაცნობოო. მე და გენერალი თითო ბოთლს დავლევდით, მხო-
ლოდ ლაპარაკი მოსაბეზრებელია, უთხრა მას ოსკარმა, დანარ-
ჩენი სამი ბოთლი კი ჩვენგან თქვენ და თქვენმა კოლეგებმა
მიიღეთო.
– გარდა ამისა, – განაგრძო ოსკარმა, – თქვენი წოდების
ოფიცერს პატიმრის ნაცვლად ერთი-ორგან დარეკვა ალბათ შე-
უძლია. ტელეფონის ნომრები აგერ აქ წერია...
– ბანკნოტზე?
– დიახ, ბანკნოტზე. ყველასთან პირადად დარეკვა არ მოგი-
წევთ. თქვენ მხოლოდ ჩემს მდივანს გადაეცით ეს ნომრები. მისი
ტელეფონის ნომერი პირველი წერია.
– ესენი ძალიან გავლენიანი ადამიანები არიან, – ჩაიბურტყუ-
ნა უნტერშარფიურერმა.
– იდიოტი ყოფილხართ, – უთხრა ფილიპმა ოსკარს, – მცვე-
ლის მოქრთამვის მცდელობისთვის დაგხვრეტენ.
ოსკარი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. მღელვარებას არ იმჩნევ-
და.
– ეს ებრაელის კოცნაზე უარესია, – დაამატა ფილიპმა.
– ვნახოთ, ვნახოთ, – ჩაილაპარაკა ოსკარმა, მაგრამ გულში
შიში შეეპარა.
ცოტა ხნის შემდეგ უნტერშარფიურერი დაბრუნდა. ორი ბოთ-
ლი არაყი, რამდენიმე ხელი სუფთა პერანგი და საცვალი, რამ-
დენიმე წიგნი და ერთი ბოთლი ღვინო მოუტანა. ეს ყველაფერი
ინგრიდს შეეფუთა სტრაშევსკის ქუჩაზე და მონტელუპიხის ჭიშ-
კართან მიეცა საკნის მცველისთვის. ფილიპმა და ოსკარმა სა-
სიამოვნოდ გაატარეს საღამო. ერთხელ ფოლადის კარზე
მცველმა დააბრახუნა და უბრძანა, მღერა შეწყვიტეთო. მიუხედა-
ვად იმისა, რომ არაყმა საკანს თითქოს უფრო მეტი სიფართოვე,
ხოლო შტანდარტენფიურერის ბოდვას მოულოდნელი დამაჯე-
რებლობა შესძინა, შინდლერს ზემოდან შორეული კივილი და
147 მკითხველთა ლიგა
მეზობელი საკნის კედელზე რომელიღაც სასოწარკვეთილი პა-
ტიმრის მორზეს კოდის რიტმული კაკუნი მაინც ჩაესმოდა. ამ ად-
გილის ნამდვილმა არსმა მხოლოდ ერთხელ გამოიყვანა არყის
დამათრობელი ზემოქმედებისგან, როცა ფილიპმა თავისი საწო-
ლის გვერდით, ლეიბით ნაწილობრივ დაფარული წითელი წარ-
წერა აღმოაჩინა. კარგა ხანს მოუნდა ტექსტის თარგმნას, რადგან
პოლონური ენა ოსკარზე ცუდად იცოდა.
– „ღმერთო ჩემო, რა საშინლად მცემეს!“ – თარგმნა მან ბო-
ლოს და ბოლოს, – მართლაც რომ მშვენიერ სამყაროში ვცხოვ-
რობთ, არა, ჩემო მეგობარო ოსკარ?!
მეორე დილას ოსკარს გონებანათელს გაეღვიძა. ნაბახუსევზე
თავს მუდამ კარგად გრძნობდა და ყოველთვის უკვირდა, სხვები
რატომ წუწუნებდნენ. აი, ფილიპს კი სახე გაჰფითრებოდა და და-
ღონებული ჩანდა. მალე საკნიდან გაიყვანეს და ცოტა ხნის შემ-
დეგ თავისი ნივთების წასაღებად დააბრუნეს. შუადღით სამხედ-
რო სასამართლოს წინაშე უნდა წარვდგე, მაგრამ როგორც ჩანს,
დეზერტირობისთვის დახვრეტას არ მიპირებენ, რადგან შტუტჰო-
ფის საწვრთნელ სკოლაში მგზავნიანო, ყუთხრა ოსკარს. საწო-
ლიდან შინელი აიღო და პოლონური სასიყვარულო თავგადა-
სავლებით თავის გასამართლებლად გაემართა. მარტო დარჩე-
ნილი ოსკარი ინგრიდის გამოგზავნილ კარლ მაის წიგნს კითხუ-
ლობდა. ნაშუადღევს თავის ადვოკატს ელაპარაკა. მისი ადვოკა-
ტიც სუდეტელი გერმანელი იყო, სამოქალაქო სამართლის სპე-
ციალისტი, კრაკოვში ორი წლის წინ გაეხსნა იურიდიული მომსა-
ხურების კანტორა. ოსკარი მასთან შეხვედრამ დააწყნარა. რო-
გორც გაირკვა, მართლაც ებრაელის კოცნაში სდებდნენ ბრალს
და ამ რასებს შორის ალერსს მისი ბიზნესსაქმიანობის გამო-
ძიების საბაბად სულაც არ იყენებდნენ.
– თუმცა, საქმეს ალბათ SS-ის ტრიბუნალი განიხილავს და
დაინტერესდებიან, არმიაში რატომ არ ხართ.
148 მკითხველთა ლიგა
– მიზეზი ცხადია, – უპასუხა ადვოკატს ოსკარმა, – მე მნიშვნე-
ლოვან საომარ პროდუქციას ვაწარმოებ. გენერალი შინდლერიც
დამემოწმება.
ოსკარს ნელა კითხვა სჩვეოდა და კარლ მაის წიგნსაც – ამე-
რიკის ველურ დასავლეთში დამეგობრებული მონადირისა და ინ-
დიელის საგას – გემოს ატანდა. თუნდაც ნელი მკითხველი არ
ყოფილიყო, მაინც არსად ეჩქარებოდა, სასამართლო პროცესი
ალბათ ერთი კვირის შემდეგ გაიმართებოდა. ადვოკატის აზრით,
პროცესს სასამართლოს თავმჯდომარე გახსნიდა შესავალი სიტ-
ყვით და ბრალდებულს გერმანული რასისთვის შეუფერებელი
საქციელისთვის გაკიცხავდა; შემდეგ კი ოსკარს სოლიდურ ჯარი-
მას დაუწესებდნენ.
„ჯანდაბას, – გაიფიქრა მან, – სასამართლო დარბაზიდან უფ-
რო ფრთხილი ადამიანი გამოვალ“.
მეხუთე დილას, საუზმედ მირთმეული ნახევარი ლიტრი
ერზაც-ყავა28 თითქმის უკვე დაელია, როცა უნტერშარფიურერმა
სხვა ორი მცველის თანხლებით საკნიდან გაიყვანა. ზემოთ ავიდ-
ნენ და ერთ-ერთი კაბინეტის კართან შედგნენ. კაბინეტში იჯდა
მისი ნაცნობი, კოქტეილის საღამოების ხშირი სტუმარი, ობერ-
შტურმბანფიურერი როლფ ჩურდა, კრაკოვის SD-ის შეფი. კოს-
ტიუმში გამოწყობილი ჩურდა ბიზნესმენივით გამოიყურებოდა.
– ოსკარ, ოსკარ, ებრაელ გოგოებს დღეში ხუთ მარკად გაძ-
ლევთ, მათ კი არა, ჩვენ უნდა გვკოცნიდე, – ძველი მეგობარივით
გამკიცხავად უთხრა ჩურდამ.
ოსკარმა აუხსნა, ჩემი დაბადების დღე იყო, ცოტა დავლიე და
დაუფიქრებლად მოვიქეციო.

28Ersatz – შემცვლელი, სუროგატი. სიტყვა გამოიყენება იაფფასიანი სუროგატე-


ბით ჩანაცვლებული პროდუქტებისა და ნივთების (განსაკუთრებით პირველ და
მეორე მსოფლიო ომებში) სახელწოდებების წინსართად.
149 მკითხველთა ლიგა
ჩურდამ თავი გააქნია.
– არ ვიცოდი, ასეთი ცნობილი და მნიშვნელოვანი პიროვნება
თუ იყავით, – თქვა მან, – ბრესლაუდანაც კი დაგვირეკეს, დარე-
კეს ჩვენმა აბვერელმა მეგობრებმაც. რა თქმა უნდა, სასაცილო
იქნება, საქმეს მოგწყვიტოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელ
გოგოს ხელი მოუფათურეთ.
– ძალიან გულისხმიერი ბრძანდებით, ჰერ ობერშტურმბან-
ფიურერო, – თქვა ოსკარმა, რომელმაც იგრძნო, რომ ჩურდა
მისგან მადლიერების გამოხატვას მოითხოვდა. – თუკი ოდესმე
მომეცემა თქვენი დიდსულოვნებისთვის მადლობის გადახდის სა-
შუალება...
– სხვათა შორის, – ჩაერთო ჩურდა, – მოხუცი დეიდა მყავს,
რომლის ბინაც დაიბომბა.
„კიდევ ერთი მოხუცი დეიდა“, – გაიფიქრა შინდლერმა, ხო-
ლო ხმამაღლა უთხრა, ლიპოვას ქუჩაზე თქვენს წარმომადგე-
ნელს ნებისმიერ დროს ველით, მობრძანდეს და ჩვენი ნაწარმი-
დან, რასაც ინებებს, აარჩიოსო. თუმცა, არც ის ივარგებდა, ჩურ-
დასთვის ეგრძნობინებინა, რომ ამ გათავისუფლებით მისგან სა-
მუდამოდ დავალებული იქნებოდა, ან სამზარეულოს ნივთები
ყველაზე მეტი იყო, რის შეთავაზებაც ბედნიერ ყოფილ პატიმარს
შეეძლო. როცა ჩურდამ უთხრა, ნებას გრთავთ, წახვიდეო, ოს-
კარმა იუარა.
– ჩემს მანქანას ვერ გამოვიძახებ, ჰერ ობერშტურმბანფიურე-
რო. მოგეხსენებათ, ჩემი საწვავის მარაგი შეზღუდულია.
– მაშ, თქვენი აზრით, შინ SD-ის მანქანით უნდა წაბრძანდეთ?
– ჰკითხა ჩურდამ ჰერ შინდლერს.
ოსკარმა მხრები აიჩეჩა. ქალაქის მეორე მხარეს ვცხოვრობ,
იქამდე შორია, ფეხით ვერ წავალო.
ჩურდას გაეცინა.

150 მკითხველთა ლიგა


– კარგი, ჩემს ერთ-ერთ მძღოლს ვეტყვი და შინ ის წაგიყ-
ვანთ, ოსკარ.
თუმცა, როცა შენობის შესასვლელთან ლიმუზინი გაჩერდა და
ოსკარმა ცარიელ ფანჯრებს ახედა, რათა იმ სხვა რესპუბლიკას,
იმ ტანჯვა-წამების სამეფოს და უპირობო პატიმრობას (გისოსები-
ან ჯოჯოხეთს მათთვის, ვინც ქვაბებით და ტაფებით თავს ვერ გა-
მოისყიდდა) გამომშვიდობებოდა, როლფ ჩურდამ იდაყვზე ხელი
გაჰკრა და შეაჩერა.
– ხუმრობა იქით იყოს, ოსკარ, ჩემო კარგო მეგობარო. იმე-
დია, იმდენად ბრიყვი არ ხართ, რომ ებრაელ გოგოებს დაუწ-
ყოთ დევნა. მათ მომავალი არ აქვთ, ოსკარ. ეს ტრადიციული ებ-
რაელთმოძულის სიტყვები არ არის, გარწმუნებთ. ახლა ეს პო-
ლიტიკაა.

151 მკითხველთა ლიგა


თავი 13

იმ ზაფხულს ხალხი ჯერაც ებღაუჭებოდა იდეას, რომ გეტო


მათი პატარა, მაგრამ მუდმივი სამეფო იყო. 1941 წელს ამას
იოლად დაიჯერებდა კაცი. გეტოში საკუთარი ფოსტა და საფოს-
ტო მარკები ჰქონდათ; გამოიცემოდა ადგილობრივი გაზეთი
(თუმცა, იქ უმეტესად ვაველის ციხესიმაგრისა და პომორის ქუჩი-
დან გაცემული განკარგულებები იბეჭდებოდა). ლვოვის ქუჩაზე
რესტორანიც კი გახსნეს, „ფერსტერის რესტორანი“, სადაც სოფ-
ლის ხიფათებსა და გლეხების გუნება-განწყობილების მუდმივ
ცვალებადობას გამოქცეული ძმები როზნერები ვიოლინოსა და
აკორდეონს უკრავდნენ. მცირე ხანს ხალხს ისიც კი ეგონა, რომ
გეტოში სკოლები გაიხსნებოდა და სწავლა განახლდებოდა, ორ-
კესტრები შეიკრიბებოდა და კონცერტები გაიმართებოდა, რომ
ქუჩებში სიცოცხლე იჩქეფებდა და ებრაული ყოველდღიური ყო-
ფა ხელოსანს ხელოსანთან დააკავშირებდა, სწავლულს – სწავ-
ლულთან. პომორის ქუჩის SS-ის ბიუროკრატებს ჯერ სრულად
არ ეჩვენებინათ მათთვის, რომ მსგავსი გეტოს არსებობა არა
მხოლოდ უჩვეულო ახირება იყო, არამედ ისტორიის გონივრულ
მიმდინარეობაზე მიტანილი იერიში.
ამგვარად, როცა უნტერშტურმფიურერმა ბრანდტმა იუდენრა-
ტის თავმჯდომარე არტურ როზენცვაიგს პომორის ქუჩაზე მათრა-
ხის ტარით სცემა, მისი გონებიდან იმ საოცნებო ხედვის წაშლას
ცდილობდა, თითქოს გეტო ებრაელთა მუდმივი სამკვიდრო იყო.
გეტო იყო დეპო, სათადარიგო რკინიგზა, შემოკედლილი ავტო-
ბუსის სადგური და მეტი არაფერი. ყველამ, ვინც საწინააღმდე-
გოს ფიქრობდა, 1942 წლისთვის აზრი შეიცვალა.
ეს გეტო ძლიერ განსხვავდებოდა იმისგან, ხანდაზმულნი კე-
თილად რომ იხსენებდნენ. გეტოში მუსიკოსობა პროფესია არ

152 მკითხველთა ლიგა


იყო, გეტოში არანაირი პროფესია არ არსებობდა. ჰენრი როზ-
ნერმა ლუფტვაფეს სამხედრო-საჰაერო ბაზის სასადილოში და-
იწყო მუშაობა. იქ ერთი ახალგაზრდა გერმანელი შეფმზარეული
გაიცნო, სახელად რიჰარდი. ეს მხიარული ბიჭი მეოცე საუკუნის
ისტორიას სამზარეულოსა და ბარში ემალებოდა ისე, როგორც
ეს მზარეულს ხელეწიფებოდა. ის და რიჰარდი ისე დამეგობ-
რდნენ, რომ რიჰარდი მევიოლინეს ხშირად გზავნიდა ქალაქში
ბაზის სურსათით მომმარაგებელ სამხედრო პირთა ხელფასების
მოსატანად. გერმანელს ვერ ვენდობიო, ამბობდა რიჰარდი, ბო-
ლო მათგანი ფულიანად უნგრეთში გაიქცაო.
რიჰარდი, ნებისმიერი ღირსეული ბარმენის მსგავსად, ბევრ
ოფიცერთან მეგობრობდა და მათგან ბევრ რამეს ისმენდა. პირ-
ველ ივნისს რიჰარდი შეყვარებულთან, ივნისის წვიმებისთვის მე-
ტისმეტად თხელი, ფრიალა ლაბადაწამოსხმულ ფოლკსდოიჩე
გოგონასთან ერთად გეტოს ჭიშკარს მიადგა. პროფესიის წყა-
ლობით, რიჰარდი რამდენიმე პოლიციელსაც იცნობდა, მათ შო-
რის, ვახტმაისტერ ოსვალდ ბოსკოს, და გეტოში უპრობლემოდ
შეუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად იქ შესვლა ეკ-
რძალებოდა. გეტოში რიჰარდმა პლაც ზგოდი გადაკვეთა და
ჰენრი როზნერის ბინას მიაგნო. ჰენრი მათმა დანახვამ გააკვირ-
ვა. სულ რამდენიმე საათის წინ რიჰარდი სასადილოში დატოვა,
მაგრამ აგერ, მეგობარი შეყვარებულთან ერთად ესტუმრა, ორი-
ვეს საწვეულებო სამოსი ეცვა. ამან ჰენრის კიდევ უფრო გაუძ-
ლიერა უჩვეულობის განცდა, იმხანად რომ დაუფლებოდა. ბო-
ლო ორი დღის განმავლობაში გეტოს მცხოვრებნი ახალი პირა-
დობის მოწმობების ასაღებად იოზეფინას ქუჩაზე „პოლონეთის
შემნახველი ბანკის“ წინ რიგში იდგნენ. თუ ბედი გაგიღიმებდა,
მოყავისფრო პასპორტისფოტოიან ყვითელ კენკარტეს ზედ დას-
მული დიდი, ლურჯი ჟ-თი, გერმანელი კლერკები ლურჯ სტიკერს
დააწებებდნენ. ბანკიდან ხალხი მოწმობების ქნევით გამოდიოდა,
153 მკითხველთა ლიგა
თითქოს ბარათზე ბლაუშაინის დაწებებით სუნთქვის უფლება
მიანიჭეს და სიცოცხლისთვის ვარგისად აღიარესო. ლუფტვაფეს
სასადილოს, ვერმახტის გარაჟის, მადრიჩის ფაბრიკის, ოსკარ
შინდლერის „ემალიის“ და „პროგრესის“ თანამშრომლებს
ბლაუშაინის აღებისას პრობლემები არ შექმნიათ. ხოლო ნაწილს
უარი უთხრეს და მათი გეტოს მოქალაქეობის უფლება ეჭვქვეშ
დადგა.
რიჰარდმა ჰენრის უთხრა, პატარა ოლეკ როზნერი უნდა წა-
მოვიდეს და ჩემი შეყვარებულის ბინაში დარჩესო. აშკარად ეტ-
ყობოდა, რომ სასადილოში რაღაც მოისმინა. გეტოდან უნებარ-
თვოდ ვერ გავაო, უპასუხა მას ჰენრიმ. საქმე ბოსკოსთან ჩავაწ-
ყვეო, აუხსნა რიჰარდმა.
ჰენრი და მანსი შეყოყმანდნენ და ბჭობა გამართეს. რიჰარდის
მეგობარმა გოგონამ მშობლებს აღუთქვა, ოლეკს ბევრ შოკო-
ლადს ვაჭმევო.
– აქციონი? – დაიჩურჩულა ჰენრი როზნერმა. – აქციონი იგეგ-
მება?
რიჰარდმა კითხვითვე უპასუხა.
– ბლაუშაინი მიიღე?
– რასაკვირველია, – უპასუხა ჰენრიმ.
– მანსიმ?
– მანსიმაც.
– მაგრამ ოლეკს არ მიუღია, – თქვა რიჰარდმა.
წვიმიან საღამოს ექვსი წლისა ახლად შესრულებული ოლეკ
როზნერი შეფ-მზარეულ რიჰარდის მეგობარი გოგონას ლაბადის
ქვეშ შემალული გავიდა გეტოდან. რომელიმე პოლიციელს ლა-
ბადიანი გოგონას გაჩხრეკა რომ მოენდომებინა, მეგობრის ერ-
თგულ რიჰარდსაც დახვრეტდნენ, მის შეყვარებულსაც და ოლეკ-
საც უკვალოდ გააქრობდნენ. თავიანთ ოთახში უბავშვოდ დარჩე-
ნილი როზნერები იმედოვნებდნენ, სწორად მოვიქეცითო.
154 მკითხველთა ლიგა
იმ წლის დასაწყისში პოლდეკ პფეფერბერგს, კონტრაბანდის-
ტსა და ოსკარ შინდლერის კურიერს, სიმხე შპირამ, OD-ის შეფო-
ბამდე აღზევებულმა მეშუშემ, თავისი შვილების რეპეტიტორობა
დაავალა.
ერთგვარად დამამცირებელი დავალება იყო, თითქოს შპირა
ეუბნებოდა: „დიახ, ვიცით, რომ კაცის საქმისთვის არაფრად ვარ-
გიხარ, მაგრამ იქნებ ეგ შენი განათლება ჩემი შვილებისთვის
რაიმეს შესასწავლად მაინც გამოვიყენოთ“.
პფეფერბერგი შინდლერს სიმხეს სახლში ჩატარებული გაკვე-
თილების ამბების მოყოლით ართობდა. პოლიციის შეფი იმ იშვი-
ათ ებრაელთა რიცხვს ეკუთვნოდა, ვისაც საცხოვრებლად მთე-
ლი სართული გამოუყვეს. იქ, მეცხრამეტე საუკუნის რაბინების
პორტრეტებით დამშვენებულ ოთახში სიმხე ბოლთას სცემდა და
პფეფერბერგის მიერ გაცემულ მითითებებს ისმენდა, თითქოს
ელოდა, რომ ცოდნა იმწამსვე პეტუნიებივით აღმოცენდებოდა
მისი შვილების ყურებიდან. ხელი ჟილეტის ქვეშ შეეცურებინა და
ღრმად სწამდა, რომ ეს ნაპოლეონისეული მანერულობა გავლე-
ნიანი ადამიანებისთვის იყო დამახასიათებელი.
სიმხეს ცოლი უსიცოცხლო და მოსაწყენი ქალი იყო, ქმრის
უეცარ ძალაუფლებას და ძველი მეგობრებისგან მათი ოჯახის გა-
რიყვას ჯერაც ვერ შესჩვეოდა. სიმხეს შვილები, თორმეტი წლის
ბიჭი და თოთხმეტი წლის გოგონა გამგონები კი იყვნენ, მაგრამ
ნიჭიერებს ვერ უწოდებდი.
ამგვარად, როცა პფეფერბერგი „პოლონეთის შემნახველ ბან-
კში“ მივიდა, ეგონა, უპრობლემოდ მისცემდნენ ბლაუშაინს. რა-
ტომღაც სჯეროდა, რომ შპირას ბავშვებთან გარჯას დაუფასებ-
დნენ და მნიშვნელოვან სამუშაოდ ჩაუთვლიდნენ. პფეფერბერგის
ყვითელ ბარათზე ეწერა: „საშუალო სკოლის მასწავლებელი“ –
ეს კი ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ ამოყირავებულ, მეტ-ნაკლებად
ნორმალურ სამყაროში ისევ საპატიო წოდებად ითვლებოდა.
155 მკითხველთა ლიგა
ბანკის კლერკებმა ბარათზე სტიკერის დაწებებაზე უარი უთ-
ხრეს. მათთან კამათის შემდეგ პფეფერბერგმა გადაწყვიტა, და-
სახმარებლად ოსკარისთვის ან ქუჩის ბოლოს მდებარე გერმა-
ნულ შრომის ბიუროში ავსტრიელი ბიუროკრატისთვის, ჰერ შეპე-
სისთვის მიემართა. ოსკარი მთელი წელი სთხოვდა, ჩემთან „ემა-
ლიაში“ დაიწყე მუშაობაო, მაგრამ პფეფერბერგი უარობდა, სრუ-
ლი განაკვეთით მუშაობა არალეგალურ საქმიანობაში ხელს შე-
მიშლისო.
ბანკიდან ქუჩაში გასულებს გერმანიის უშიშროების პოლიციის,
პოლონეთის ლურჯფორმიანთა პოლიციისა და ოდ-ის პოლიტი-
კური განყოფილების თანამშრომლები პირადობის მოწმობას
უმოწმებდნენ და ვისაც ბლაუშაინი არ ჰქონდა, აპატიმრებდნენ.
იოზეფინას ქუჩის შუაგულში უარყოფილი ქალები და კაცები და-
დარდიანებულები იდგნენ. პფეფერბერგმა პოლონელი ჯარისკა-
ცისთვის დამახასიათებელი მხედრული გამართულობით აუხსნა,
ბევრ პროფესიას ვფლობო. თუმცა, შუპომ, რომელსაც იგი ელა-
პარაკებოდა, თქვა:
– ნუ მეკამათები. ვისაც ბლაუშაინი არ აქვს, აი, იმ რიგში დგე-
ბა. გასაგებია, ებრაელო?
პფეფერბერგი რიგში ჩადგა. მილას, მის ფაქიზ და ლამაზ
ცოლს, რომელიც წელიწადნახევრის წინ შეერთო და მადრიჩის
ფაბრიკაში მუშაობდა, უკვე მიეღო ბლაუშაინი.
როცა რიგში მდგომთა რიცხვმა ასს გადააჭარბა, ისინი
საავადმყოფოს იქით, ძველი საკონდიტრო „ოპტიმას“ ეზოში გა-
დაიყვანეს. იქ უკვე იცდიდა სამასი ადამიანი. ადრე მისულებს
ჩრდილში ადგილები დაეკავებინათ იქ, სადაც უწინ თავლა იყო
და „ოპტიმას“ ცხენებს კრემიანი და ლიქიორიანი შოკოლადებით
დატვირთულ ფორნებში აბამდნენ. შეგროვილნი არ ხმაურობ-
დნენ. იქ საქმიანი ხალხი იდგა: ჰოლცერების მსგავსი ბანკირები,
ფარმაცევტები და დანტისტები. პატარ-პატარა ჯგუფებად დაყო-
156 მკითხველთა ლიგა
ფილიყვნენ და ჩუმად საუბრობდნენ. ახალგაზრდა ფარმაცევტი
ბახნერი მოხუც ცოლ-ქმარს ელაპარაკებოდა. ეზოში ბევრ ხნიერ
ადამიანს შეამჩნევდით, მოხუცებსა და ღარიბებს, რომლებიც
იუდენრატის კმაყოფაზე ცხოვრობდნენ. ამ ზაფხულს თავად
იუდენრატი, საკვებისა და საცხოვრებელი ფართის გამნაწილებე-
ლი ორგანო, უწინდელზე უფრო მიკერძოებული გამხდარიყო.
გეტოს საავადმყოფოს მედდები დაკავებულებს შორის ვედ-
როთი წყალს დაატარებდნენ და ყველაზე დაბნეულებს და დათ-
რგუნვილებს სთავაზობდნენ, დაგეხმარებითო. საავადმყოფოს
მათთვის შესათავაზებლად სხვა წამალი, გარდა წყლისა და შავ
ბაზარზე ნაყიდი ციანიდისა, არაფერი ჰქონდა. გეტოში შტეტლე-
ბიდან გადასახლებული მოხუცები და ღარიბები შეთავაზებულ
წყალს უკმაყოფილო დუმილით სვამდნენ.
სამი სხვადასხვა სახეობის პოლიცია მთელი დღის განმავლო-
ბაში შედიოდა ეზოში, სიას კითხულობდა და ამოკითხულები SS--
ის რაზმს პროკოჩიმის რკინიგზის სადგურში მიჰყავდა. ზოგიერთი
ეზოს შორეულ კუთხეებში იმალებოდა, რომ პოლიციელებს
თვალში არ მოხვედროდა, მაგრამ პფეფერბერგს მალვა არ
სჩვეოდა. ის ჭიშკართან ახლოს ტრიალებდა, იქნებ რომელიმე
მოხელეს გადაწყდომოდა. იმედოვნებდა, სადმე მსახიობივით გა-
მოწყობილ შპირას შევამჩნევ, კარგა გვარიანად დამცინებს და
შემდეგ გამათავისუფლებსო. ჭიშკრის დარაჯის ჯიხურთან მწუხა-
რესახიანი და ოდ-ის ქუდიანი ბიჭი იდგა სიით ხელში. პფეფერ-
ბერგი მცირე ხნით არა მხოლოდ ამ ბიჭთან ერთად მსახურობდა
ოდ-ში, არამედ პოდგოჟეში კოსციუშკოს საშუალო სკოლაში მას-
წავლებლად მუშაობისას მის დასაც ასწავლიდა.
ბიჭმა თავი ასწია.
– პანიე პფეფერბერგ! – გარდასული დღეები გაახსენდა ბიჭს
და ზრდილობიანად ჩაიბუტბუტა. შემდეგ, თითქოს ეზო გამოუს-

157 მკითხველთა ლიგა


წორებელი ბოროტმოქმედებით ყოფილიყოს სავსე, ჰკითხა: – აქ
რას აკეთებთ, პანიე პფეფერბერგ?
– ისეთი არაფერია, – უპასუხა პფეფერბერგმა, – მაგრამ რა-
ტომღაც ბლაუშაინი ჯერ არ მოუციათ.
ბიჭმა თავი გააქნია.
– გამომყევით, – უთხრა პფეფერბერგს და ჭიშკართან მდგარ
უფროს შუპოს მხედრულად მიესალმა. OD-ის სასაცილო ქუდი და
წვრილი, მყიფე ყელი ბიჭს გმირის შესახედაობას სულაც არ აძ-
ლევდა. მოგვიანებით პფეფერბერგმა დაასკვნა, სწორედ ეს იერი
მატებდა მას დამაჯერებლობასო.
– ეს ჰერ პფეფერბერგია იუდენრატიდან, – იცრუა ბიჭმა. – აქ
ნათესავები მოინახულა.
ერთფეროვანი საქმით გაბეზრებულმა შუპომ დაუდევრად აიქ-
ნია ხელი, მოშორდეს აქედანო. პფეფერბერგმა ბიჭისთვის მად-
ლობის გადახდა ვერ მოასწრო. იმ წუთას არც იმაზე დასაფიქ-
რებლად ეცალა, რატომ უნდა ჩაეგდო წვრილკისრიან ბიჭს თავი
სასიკვდილო საფრთხეში მხოლოდ იმიტომ, რომ მის დას სატან-
ვარჯიშო რგოლებზე ჩამოკიდებას ასწავლიდა.
პფეფერბერგი მაშინვე შრომის ბიუროსკენ გაეშურა და რიგის
დაუცველად მიიჭრა მაგიდასთან მსხდარ გულკეთილ სუდეტელ
გერმანელ გოგოებთან, ფროილაინ შკოდასთან და ფროილაინ
კნოსალასთან.
– Liebchen, Liebchen,29 – უთხრა სკოდას, – ჩემი დაკავება უნ-
დათ, რადგან ბლაუშაინი არ მაქვს. აბა, შემომხედეთ (პფეფერ-
ბერგი ზორბა და ღონიერი კაცი იყო, წინათ ჰოკეის თამაშობდა
და პოლონეთის მოთხილამურეთა ნაკრებშიც ირიცხებოდა)! და-
ვიჯერო, ჩემნაირი კაცი აქ არავის სჭირდება?

29 ძვირფასო (გერ).
158 მკითხველთა ლიგა
მთელი დღე შეუსვენებლად მუშაობისგან გადაქანცულმა შკო-
დამ წარბები აზიდა, მაგრამ ღიმილი მაინც ვერ შეიკავა. პფეფერ-
ბერგს კენკარტე გამოართვა.
– ვერაფრით დაგეხმარებით, ჰერ პფეფერბერგ. თუ მათ არ
მოგცეს ბლაუშაინი, მე არაფერი შემიძლია. სამწუხაროა...
– მშვენივრად შეგიძლიათ, Liebchen, – დაიჟინა მაღალი, მაც-
დური, საპნის ოპერის გმირის ხმით პფეფერბერგმა, – მე ბევრი
პროფესია მაქვს, Liebchen, ბევრი რამ შემიძლია.
შკოდამ უთხრა, მხოლოდ ჰერ შეპესი თუ დაგეხმარებათ, მაგ-
რამ რამდენიმე დღე უნდა მოიცადოთ, მას წინასწარ შეუთანხმებ-
ლად ვერ შეხვდებითო.
– ახლავე შემახვედრებთ, Liebchen, – არ მოეშვა პფეფერბერ-
გი. და შკოდაც ასე მოიქცა. აი, რით დაიმსახურა მან წესიერი და
კეთილი გოგოს სახელი – გარდა თავისი უშუალო მოვალეობე-
ბისა, თუნდაც ყველაზე დატვირთულ დღეს, ხალხში ინდივიდის
გამორჩევის და მის თხოვნაზე რეაგირების უნარი ჰქონდა. უნდა
ითქვას, რომ მეჭეჭიანი ბერიკაცი მის ყურადღებას ალბათ ვერ
მიიპყრობდა.
ჰერ შეპესისაც ჰუმანური პიროვნების რეპუტაცია ჰქონდა,
თუმც კი მხეცურ მანქანას ემსახურებოდა. მან სწრაფად დახედა
პფეფერბერგის ბარათს და ჩაიბუტბუტა: – კი მაგრამ, ჩვენ ფი-
ზაღზრდის მასწავლებლები არ გვჭირდება.
როცა შინდლერი დასაქმებას სთავაზობდა, პფეფერბერგი ყო-
ველთვის უარს ეუბნებოდა, რადგან თავი დამოუკიდებელ საქ-
მოსნად, ინდივიდუალისტად წარმოედგინა. მოსაწყენ ზაბოჩეში
მათხოვრული ხელფასის სანაცვლოდ მრავალსაათიან ცვლაში
მუშაობა არ სურდა. თუმცა, მისთვის ცხადი გახდა, რომ ინდივი-
დუალობის ხანა წარსულს ჩაბარდა. საარსებოდ ხალხს ხელობა
სჭირდებოდა.

159 მკითხველთა ლიგა


– ლითონის მხეხავი ვარ, – უთხრა შეპესის. ბიძამისს რენკავ-
კაში ლითონის გადამამუშავებელი პატარა ქარხანა ჰქონდა და
ცოტა ხანს მასთან მუშაობდა.
სათვალიანი ჰერ შეპესი პფეფერბერგს მიაჩერდა.
– აი, ეს კი ნამდვილი პროფესიაა, – თქვა მან, კალამი აიღო,
საშუალო სკოლის მასწავლებელი გადახაზა, გააუქმა იაგელონის
უნივერსიტეტში მიღებული განათლება, რითაც პფეფერბერგი
ძლიერ ამაყობდა, და ზემოდან ლითონის მხეხავი დააწერა. შემ-
დეგ შტამპსა და წებოს ქილას დასწვდა და მაგიდის უჯრიდან
ლურჯი იარლიყი ამოიღო.
– ამიერიდან... – დოკუმენტი პფეფერბერგს გადასცა, –
ამიერიდან, როცა შუპოს შეხვდებიყთ, შეგიძლიათ ეს უჩვენოთ და
დაარწმუნოთ, რომ საზოგადოების სასარგებლო წევრი ხართ.
იმავე წლის მიწურულს საბრალო შეპესი აუშვიცში გაგზავნეს
იმისთვის, რომ ასეთი ადვილად დამყოლი აღმოჩნდა.

160 მკითხველთა ლიგა


თავი 14

სხვადასხვა წყაროდან – პოლიციელი ტოფელისგან და „ოს-


ტფაზერის“ ლოთი მეურვე ბოშისგან – ოსკარ შინდლერს ხმები
მისდიოდა, რომ „გეტოში ინტენსიური ოპერაციები“ (ეს ზუსტად
რას ნიშნავდა, არ იცოდა) მიმდინარეობდა. SS-მა კრაკოვში
ლუბლინის რასობრივ წმენდაში თავგამოჩენილი სასტიკი ზონ-
დერკომანდოები გადმოისროლა. ტოფელმა შინდლერს ურჩია,
თუ არ გინდა, შენს ფაბრიკაში წარმოება შეწყდეს, გირჩევნია, ღა-
მის ცვლაში მომუშავეთათვის ივნისის პირველ შაბათამდე მაინც
საწოლები დადგაო.
ამგვარად ოსკარმა სამსახურეობრივ ოთახებსა და სამხედრო
აღჭურვილობის სექციაში დორტუარები გახსნა. ღამის ცვლის ზო-
გიერთი მუშა სიამოვნებით იძინებდა იქ, სხვებს გეტოში ცოლ--
შვილი და მშობლები ელოდნენ და ვერ დარჩებოდნენ. თანაც,
მათ კენკარტებზე საოცნებო ლურჯი იარლიყი, ბლაუშაინი იყო
დაწებებული.
3 ივნისს ოსკარის ფაბრიკის დირექტორი აბრაჰამ ბანკირი
ლიპოვას ქუჩაზე არ გამოჩენილა. შინდლერი ჯერაც შინ იყო,
სტრაშევსკის ქუჩაზე ყავას სვამდა, როცა ერთ-ერთმა მდივანმა
დაურეკა: აბრაჰამ ბანკირი „ოპტიმას“ ეზოში დაყოვნების გარეშე,
გეტოდან პირდაპირ პროკოჩიმის დეპოსკენ წაუყვანიათო. დაკა-
ვებულთა შორის „ემალიის“ სხვა მუშებიც ყოფილან, რაიხი, ლე-
ზერი... სულ თორმეტი ადამიანი.
ოსკარმა მაშინვე მძღოლს დაურეკა, მანქანა გამიმზადეო. იგი
მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდა და ლვოვის ქუჩით პროკო-
ჩიმამდე მივიდა. ჭიშკართან გუშაგებს საშვი უჩვენა, რათა დეპოში
შეეშვათ. დეპო ერთმანეთზე გადაბმული ნახირის გადასაყვანი ვა-
გონებით იყო სავსე, ბაქანზე გეტოს უსარგებლო მოქალაქეები

161 მკითხველთა ლიგა


უხმაუროდ იდგნენ, რადგან ეგონათ (და ალბათ სწორადაც ეგო-
ნათ), რომ უმოქმედობას და უსიტყვო მორჩილებას დაუფასებ-
დნენ. ოსკარმა იმ დღეს პირველად იხილა ნახირის გადასაყვან
ვაგონებთან შეპირისპირებული ადამიანები და ნანახმა მოსმე-
ნილზე უფრო ძლიერ შეაცბუნა. გაოგნებული, ბაქნის კიდეზე გა-
შეშდა. შემდეგ ნაცნობი იუველირი შეამჩნია.
– აბრაჰამ ბანკირი ხომ არ გინახავთ? – ჰკითხა მას.
– უკვე ვაგონში ზის, ჰერ შინდლერ, – უპასუხა იუველირმა.
– სად მიყავხართ? – ჰკითხა ოსკარმა.
– როგორც ამბობენ, შრომის ბანაკში, ლუბლინთან ახლოს.
არა მგონია, იქ უარესი მდგომარეობა იყოს, ვიდრე... – იუვე-
ლირმა კრაკოვის მიმართულებით აიქნია ხელი.
შინდლერმა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ათზლო-
ტიანი ბანკნოტი იპოვა და ფული და სიგარეტის კოლოფი იუვე-
ლირს მისცა. იუველირმა მადლობა გადაუხადა. ამჯერად ხალხს
ბარგის წაღების უფლება არ მისცეს, ცალკე გამოვგზავნითო, ასე
განუცხადეს.
შინდლერს ერთი განცხადება გაახსენდა: გასული წლის მიწუ-
რულს SS-ის საბიუჯეტო-სამშენებლო დეპარტამენტმა ლუბლინის
სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბელჟეცის ბანაკში კრემატორიუმების
ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. იუველირი შეათვალიერა.
სამოცდასამი-სამოცდაოთხი წლის იქნებოდა. ცოტათი გამხდარი
იყო. ზამთარში ალბათ ფილტვების ანთება ჰქონდა. ზაფხული-
სათვის მეტისმეტად თბილი, გაცვეთილი, ზოლებიანი კოსტიუმი
ეცვა. მის სუფთა, გონივრულ მზერაში ისევ იკითხებოდა იმის იმე-
დი, რომ ტანჯვას ოდესმე ბოლო მოეღებოდა. 1942 წლის ზაფ-
ხულში ვერავინ დააკავშირებდა ასეთ ადამიანს იმ უჩვეულოდ დი-
დი მოცულობის ღუმელებთან. ვითომ პატიმრებში ეპიდემიის გავ-
რცელებას გეგმავდნენ? ექსპერიმენტებს ატარებდნენ?

162 მკითხველთა ლიგა


შინდლერი მატარებლის გასწვრივ დაიძრა და ოცზე მეტ ვა-
გონს ჩაუარა. ყოველ ვაგონთან ჩერდებოდა, გისოსებიანი, ღია,
მაღალი სარკმლებიდან თავგამოყოფილ ხალხს მისჩერებოდა
და ბანკირს ეძახდა. აბრაჰამს ბედმა გაუღიმა, რომ ოსკარი მაინ-
ცდამაინც მას ეძახდა და არც კი შეყოვნებულა იმაზე დასაფიქ-
რებლად, რომ ამ ვაგონებში ბანკირის სახელი სხვათა სახელებ-
ზე ძვირფასი არაფრით იყო. მავან ეგზისტენციალისტს პროკო-
ჩიმში შეკრებილთა სიმრავლე უთუოდ სძლევდა და სახელთა და
ხმათა ერთფეროვნება გააოგნებდა. თუმცა ამ მხრივ შინდლერი
უბრალო ადამიანი იყო. ის ნაცნობს ეძებდა, მის ნაცნობს კი აბ-
რაჰამ ბანკირი ერქვა.
– ბანკირ! ბანკირ! – გაიძახოდა იგი.
ოსკარი ახალგაზრდა უნტერშარფიურერმა, სარკინიგზო გადა-
ზიდვების ლუბლინელმა ექსპერტმა შეაჩერა და საშვი სთხოვა.
ოსკარმა მის ხელში გრძელი სია შეამჩნია – მრავალ გვერდზე
ჩამოწერილი სახელები.
– ხომ არ გადაირიეთ, ჩემი საწარმოს მუშები და დირექტორი
სად მიგყავთ? – აღშფოთდა შინდლერი. – საბრძოლო საშუალე-
ბათა ინსპექციის შეკვეთა მაქვს შესასრულებელი, თქვენ კი მუ-
შებს მართმევთ!
– მათ ვერ წაიყვანთ, ამ სიაში არიან, – უპასუხა ახალგაზრდა
უნტერშარფიურერმა, რომელმაც პირადი გამოცდილებიდან იცო-
და, რომ უკლებლივ ყველას, ვინც სიაში ეწერა, ერთი ბედი
ელოდა.
ოსკარმა ხმას დაუმდაბლა და მკაცრად აჩურჩულდა გონიერი,
საჭირო კავშირების მქონე კაცივით, კოზირებს თავიდანვე რომ
არ ხსნის.
– ჰერ უნტერშარფიურერმა თუ იცის, რამდენი ხანი დასჭირდე-
ბა სიაში მყოფთა შემცვლელების გაწვრთნას და კვალიფიკაციის
ამაღლებას? ჩემს საწარმოში, „დოიჩე ემაილ ფაბრიკში“ სამხედ-
163 მკითხველთა ლიგა
რო აღჭურვილობის სექცია გავხსენი პირადად გენერალ შინ-
დლერის, ჩემი სეხნიის მოთხოვნით. წარმოების შეჩერების გამო
რუსეთის ფრონტზე მებრძოლი თქვენი ამხანაგებიც დაზარალდე-
ბიან და საბრძოლო საშუალებათა ინსპექციაც ახსნა-განმარტებას
მოითხოვს.
ახალგაზრდამ თავი გააქნია.
– მსგავსი რამ უკვე მომისმენია, ბატონო, – თქვა მან, თუმცა
მღელვარება მაინც დაეტყო. ოსკარმა ეს იგრძნო, მისკენ გა-
დაიხარა და ახლა უფრო მუქარით განაგრძო ჩურჩული.
– სიის შემადგენლობაზე ვერ შეგეკამათებით, – უთხრა ოს-
კარმა, – ზემდგომი ოფიცერი სად არის?
ახალგაზრდამ SS-ის ოცდაათ წელს გადაცილებული, შუბ-
ლშეჭმუხნილი, სათვალიანი ოფიცრისკენ ანიშნა.
– თქვენ სახელს ხომ ვერ მეტყოდით, ჰერ უნტერშტურ-
მფიურერო? – ჰკითხა მას ოსკარმა და პიჯაკის ჯიბიდან ბლოკნო-
ტი ამოიღო.
ოფიცერმაც გაუმეორა, სია წმიდათაწმიდაა და ხელს ვერ ვახ-
ლებთო. აქ კი ოსკარს სიბრაზის დაფარვა აღარ უცდია.
– გავიგე, რომ სია გაქვთ, მაგრამ მე გკითხეთ, რა გქვიათ--
მეთქი. პირდაპირ ობერფიურერ შერნერს და გენერალ შინ-
დლერს მივმართავ.
– შინდლერს? – გაიმეორა ოფიცერმა და ამჯერად ფრთხი-
ლად შეხედა ოსკარს. მის წინ მდგარი კაცი მაგნატს ჰგავდა, სა-
თანადო ნიშანი ეკეთა და გენერალი ნათესავი ჰყავდა.
– გარანტიას გაძლევთ, ჰერ უნტერშტურმფიურერო, რომ ერთ
კვირაში სამხრეთ რუსეთში აღმოჩნდებით, – წაიბურტყუნა ოსკარ-
მა.
უნტერშარფიურერი წინ მიუძღოდათ, ხოლო უნტერშტურ-
მფიურერი და ოსკარი მხარდამხარ მიაბიჯებდნენ პატიმრებსა და
დატვირთულ ვაგონებს შორის. ლოკომოტივიდან უკვე კვამლი
164 მკითხველთა ლიგა
ამოდიოდა, მემანქანე კაბინიდან იყურებოდა და იცდიდა, როდის
ანიშნებდნენ, დაძრულიყო. ოფიცერმა ბაქანზე მდგარ ოსტბანის
ადმინისტრაციის მოხელეებს დაუძახა, მატარებელი შეაყოვნეთო.
როგორც იქნა, ის და ოსკარი ბოლო ვაგონებამდე მივიდნენ.
ერთ-ერთში აბრაჰამ ბანკირი და „ემალიის“ თორმეტი მუშა იპო-
ვეს – თითქოს საგანგებოდ ჩაესვათ ყველა ერთად, რომ ერთად-
ვე გაეთავისუფლებინათ. კარი გააღეს და „ემალიის“ კლერკები
და მუშები ბანკირი, ფრანკელი, რაიხი, ლეზერი და სხვები ვაგო-
ნიდან გადმოხტნენ. თავშეკავებულად იქცეოდნენ, არ სურდათ
ყველასთვის ეჩვენებინათ, რაოდენ ესიამოვნათ, მოგზაურობას
რომ გადარჩნენ. ვაგონში დარჩენილები ლაღად ალაქლაქდნენ,
თითქოს გაუხარდათ, მგზავრობისას ვაგონში სიხალვათე რომ
იქნებოდა. ამასობაში ოფიცერმა გათავისუფლებული მუშების სა-
ხელები გადახაზა სიაში და ოსკარს სთხოვა, ამ გვერდებზე ხელი
მოაწერეთო.
როცა შინდლერმა ოფიცერს მადლობა გადაუხადა და მიტრი-
ალდა, რათა თავის მუშებს გაჰყოლოდა, ოფიცერი იდაყვზე ხე-
ლით შეეხო და შეაჩერა.
– ჰერ შინდლერ, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, ხომ ხვდე-
ბით? სულერთია, ამ თორმეტს წავიყვანთ თუ სხვას.
ოფიცერი, რომელიც თავიდან მოღუშული ჩანდა, დამშვიდებუ-
ლიყო, თითქოს მდგომარეობის ზუსტ არსს ჩასწვდაო.
– მაშ, ამბობთ, რომ ეს თქვენი ცამეტი მუშა მნიშვნელოვანია?
მათ სხვა ცამეტი მუშით შევცვლით და ტყუილად ნუღარ იჩენთ
სენტიმენტალურობას.
– სიაში მცირედ შესწორებას შევიტანთ, ეს არის და ეს, – აუხ-
სნა მან ოსკარს.
ტანდაბალმა, მსუქანმა აბრაჰამ ბანკირმა აღიარა, რომ მას და
„ემალიის“ თორმეტ თანამშრომელს „პოლონეთის შემნახველ
ბანკში“ ბლაუშაინების აღება დაავიწყდათ. დაუყოვნებლივ მოაგ-
165 მკითხველთა ლიგა
ვარეთ ეს საქმეო, უბრძანა მუშებს გაცხარებულმა შინდლერმა.
მისი უკმეხი ტონი პროკოჩიმში შეგროვილი ხალხის ხილვით გა-
მოწვეულ მღელვარებას მალავდა. ისინი ბლაუშაინის უქონლო-
ბის გამო თავიანთი სტატუსის ახალ და საბოლოო სიმბოლოს,
ნახირის გადასაყვან ვაგონს უცდიდნენ, რათა მატარებლით სამუ-
დამოდ გასცდენოდნენ თვალსაწიერს. ახლა ყველანი მხეცები
ვართო, ეუბნებოდნენ მათ ნახირის გადასაყვანი ვაგონები.

166 მკითხველთა ლიგა


თავი 15

მუშებს სახეებზე ეტყობოდათ გეტოში გადატანილი ტანჯვის


კვალი. იქ ადამიანს სულის მოთქმის საშუალება, სადმე დაფუძნე-
ბის, საკუთარი ან ოჯახური წეს-ჩვეულებების დაცვის საშუალება
არსად ჰქონდა. ბევრი ყველას ეჭვის თვალით უყურებდა (თანამ-
ცხოვრებებსაც და ქუჩაში მდგარ OD-ელებსაც) და შვებას ამაში
პოულობდა. თუმცა, ყველაზე საღად მოაზროვნეთაც კი არ
იცოდნენ, ვის უნდა მინდობოდნენ. „[გეტოს სახლის] ყოველი ბი-
ნადარი საიდუმლოებით მოცულ თავის იდუმალ სამყაროში
ცხოვრობდა“, – წერდა ახალგაზრდა მხატვარი იოზეფ ბაუ. კიბის
ჭრიალის გაგონებაზე ბავშვები მყისვე ჩუმდებოდნენ; მშობლებს
გასახლება და გადასახლება ესიზმრებოდათ, კოშმარებიდან გა-
მოღვიძებულები კი აღმოაჩენდნენ, რომ უკვე გასახლებულები
და გადასახლებულები იწვნენ ხალხით სავსე ოთახში, პოდგოჟე-
ში – მათი კოშმარები და ძილში განცდილი შიში მთელი დღის
განმავლობაში რეალურ შიშებს ერწყმოდა. ოთახში, ქუჩასა თუ
ფაბრიკაში ყველას ავის მომასწავებელი ხმები სდევნიდა: შპირას
ახალი, უწინდელზე ორჯერ თუ სამჯერ გრძელი სია შეუდგენიაო;
ყველა ბავშვს ტარნოვში წაიყვანენ დასახვრეტად, ან შტუტჰოფში
– დასახრჩობად, ან ბრესლაუში – ტვინის გამოსარეცხად, გადა-
საგვარებლად და ექსპერიმენტების ჩასატარებლადო.
– ხნიერი მშობლები ხომ არ გყავთ? ორმოცდაათს გადაცი-
ლებულები ველიჩკას მარილის საბადოებში მიჰყავთ.
– სამუშაოდ?
– არა, მიტოვებულ შახტებში ჩასამწყვდევად.
მთელი ეს მითქმა-მოთქმა ადამიანურ ინსტინქტს ეფუძნებოდა,
გეტოს მცხოვრებნი ავი განზრახვების გახმიანებით მათ აღკვეთას
ცდილობდნენ – თითქოს მოირებს, ბედისწერის ქალღმერთებს

167 მკითხველთა ლიგა


უჩვენებდნენ, რომ თავადაც მდიდარი წარმოსახვით იყვნენ და-
ჯილდოებულები. თუმცა, იმ წლის ივნისში ყველაზე საშინელმა
სიზმრებმა და ხმებმა ხორცი შეისხა, ყველაზე წარმოუდგენელი
ჭორები რეალობად იქცა.
გეტოს სამხრეთით, რენკავკას ქუჩის მიღმა ხეებით შეფენილი
მწვანე ბორცვები აღმართულიყო. იქიდან გეტოს სამხრეთი კედე-
ლი მოჩანდა. ხედი ინტიმურ განცდას აღძრავდა, თითქოს
შუასაუკუნეების ალყაშემორტყმული ქალაქის ნახატს ათვა-
ლიერებდით. გორაკების თხემებს კიდევ თუ გაუყვებოდით, გე-
ტოს ქუჩები თვალწინ გადაგეშლებოდათ და დაინახავდით, ქვე-
მოთ რა ხდებოდა.
შინდლერმა ეს სადამკვირვებლო ადგილი გაზაფხულზე ინ-
გრიდთან ერთად ცხენით ჯირითისას აღმოაჩინა და პროკოჩიმის
დეპოში ნანახით შეცბუნებულმა, კვლავ გადაწყვიტა იქ გასეირნე-
ბა. ბანკირის გადარჩენიდან მეორე დღეს ბედნარსკსის პარკის
თავლაში ცხენები იქირავა. ის და ინგრიდი უზადოდ გამოიყურე-
ბოდნენ. საცხენოსნო ქურთუკები, ბრიჯები და პრიალა ჩექმები
ეცვათ. ორი ქერა სუდეტელი გერმანელი აფუთფუთებულ გეტოს
დაჰყურებდა.
ტყიდან გამოვიდნენ და ცოტა ხანს მდელოზე იჯირითეს. აქე-
დან ვენგიერსკას ქუჩა მოჩანდა. საავადმყოფოს კუთხეში ბრბო
შეკრებილიყო, იქვე ახლოს, ძაღლებიანი SS-ის სპეცრაზმელები
სახლებში შედიოდნენ. გარეთ ხალხი გამორბოდა, სიცხის მიუხე-
დავად პალტოები და ქურქები ეცვათ – როგორც ჩანდა, შინ მა-
ლე დაბრუნების იმედი არ ჰქონდათ. ინგრიდი და ოსკარი ხეთა
ჩრდილში შედგნენ და სცენას ყურადღებით დააკვირდნენ. SS-ის
სპეცრაზმელებს OD-ის ხელკეტიანი პოლიციელები ეხმარებოდ-
ნენ. ამ უკანასკნელთაგან ზოგიერთი განსაკუთრებულად მონდო-
მებული ჩანდა. ბორცვიდან რამდენიმე წუთის სავალი მანძილით
დაშორებულ ქუჩაზე რამდენიმე შეუპოვარ ქალს მხრებზე ხელკე-
168 მკითხველთა ლიგა
ტები გადასცხეს. ოსკარმა ეს დაინახა და მიამიტურმა სიბრაზემ
შეიპყრო – SS-ი ებრაელებს ებრაელების საცემად იყენებდა.
თუმცა, თანდათან ცხადი გახდა, რომ ზოგიერთი OD-ელი ხალხს
განგებ სცემდა, რათა ისინი უარესისგან დაეხსნა. თანაც, OD--
ისთვისაც მკაცრი პირობა წაეყენებინათ – თუ რომელიმე პოლი-
ციელი თუნდაც ერთ ოჯახს ქუჩაში არ გამოყრიდა, მისივე ოჯახი
დაისჯებოდა.
შინდლერმა ისიც შეამჩნია, რომ ვენგიერსკას ქუჩაზე სახლი-
დან გამოყრილთა ორი რიგი იქმნებოდა. ერთს ხალხი არ აკ-
ლდებოდა, მეორედან ჯგუფ-ჯგუფად გაჰყავდათ დაკავებულები,
იოზეფინას ქუჩისკენ მიჰყავდათ და იქიდან აღარავინ ბრუნდებო-
და. რთული მისახვედრი სულაც არ იყო, რატომ აგროვებდნენ ან
სად მიჰყავდათ ეს ხალხი. ფიჭვის ხეებქვეშ მდგარ ინგრიდსა და
ოსკარს სულ სამი-ოთხი კვარტალი აშორებდათ გეტოსგან, სა-
დაც რბევა მიმდინარეობდა.
სახლებიდან გამოყრილ ხალხს ორ რიგად ყოფდნენ ისე,
რომ ნათესაურ კავშირებს არად აგდებდნენ. სათანადო საბუთიან
მოზარდ გოგონებს უძრავ რიგში აყენებდნენ და გოგონები იქი-
დან ეძახდნენ მეორე რიგში მდგარ შუუახნის დედებს. წესიერად
გამოუძინებელ ღამის ცვლის მუშას ერთ რიგში ჩადგომა უბრძა-
ნეს, მის ცოლ-შვილს – მეორეში. შუა გზაზე ახალგაზრდა მამაკა-
ცი OD-ის პოლიციელს ეკამათებოდა: – ჯანდაბას, ბლაუშაინი!
ევასთან და ჩემს შვილთან მინდა ყოფნა!
შეიარაღებული SS-ის სპეცრაზმელი ჩაერია. გეტოს ბინადარ-
თა ამორფულ მასასთან შედარებით, ახალთახალ საზაფხულო
უნიფორმაში გამოწყობილი სპეცრაზმელი კარგად ნაკვები და
ჯანმრთელი ჩანდა. ბორცვიდანაც კი მოჩანდა მისი ავტომატის
გაზეთილი ლულა. მან ებრაელს სილა გააწნა და მკაცრად დაუყ-
ვირა. შინდლერს მისი ხმა არ ესმოდა, მაგრამ ღრმად იყო დარ-

169 მკითხველთა ლიგა


წმუნებული, რომ მსგავსი სიტყვები უკვე მოესმინა პროკოჩიმის
სადგურზე.
– ჩემთვის სულერთია, შენს ებრაელ კახპასთან გინდა ყოფნა
თუ არა. წადი@!
ახალგაზრდა მამაკაცი ერთი რიგიდან მეორეში გადაიყვანეს.
შინდლერმა დაინახა, როგორ მიიჭრა იგი ცოლთან და გადაეხ-
ვია. და ვიდრე სხვები ცოლქმრული ერთგულების გამოვლინე-
ბით იყვნენ გართულები, SS-ის სპეცრაზმელებისგან უჩუმრად ვი-
ღაც ქალი სახლში შეიპარა.
ოსკარმა და ინგრიდმა ცხენები მიატრიალეს, უკაცრიელი
ხეივანი გადაკვეთეს და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კირ-
ქვის შემაღლებას მიადგნენ. აქედან კრაკუსის ქუჩა ხელისგულზე
მოჩანდა. კრაკუსის ქუჩის უახლოესი მონაკვეთი ვენგიერსკაზე
ნაკლებ დატვირთული და ხმაურიანი ჩანდა. ქალებისა და ბავშვე-
ბის არც ისე გრძელი რიგი პივოს ქუჩაზე მიჰყავდათ. რიგის თავ-
სა და ბოლოში ორი ოფიცერი მიაბიჯებდა. რიგი დისპროპორ-
ციული იყო: ამდენი ბავშვის მშობელი რიგში მდგარი რამდენიმე
ქალი ნამდვილად ვერ იქნებოდა. სხვებზე უკან ბიჭუნა თუ გოგო-
ნა მიითრევდა ფეხს. პატარას ალისფერი პალტო ეცვა და ალის-
ფერი ქუდი ეხურა. ისევე, როგორც ვენგიერსკას ქუჩაზე მოკამათე
ახალგაზრდა კაცმა, შინდლერის ყურადღება ამ ბავშვმაც მიიპ-
ყრო, რადგან მისი წითელი ფერისადმი სიყვარული თვალშისა-
ცემი იყო.
შინდლერმა ინგრიდს ჰკითხა და მანაც დაუდასტურა, უთუოდ
გოგონა იქნებაო. გოგონებს ფერადი რამეები, მით უფრო, ასეთი
ხასხასა ფერისა, ძალიან მოსწონთო.
დროდადრო რიგის ბოლოს მიმავალი SS-ელი ხელს გაიწ-
ვდენდა და ჩამორჩენილ პატარას წინ უბიძგებდა. ამას უხეშად არ
აკეთებდა – მისი უფროსი ძმა გეგონებოდათ. თითქოს ზემდგო-
მებმა სთხოვეს სეირის მაცქერალი შეწუხებული მოქალაქეების
170 მკითხველთა ლიგა
ტკივილის დაამებაო, SS-ელის საქციელმა ბედნარსკის პარკში
მოჯირითეთა მღელვარება დააცხრო, მაგრამ მხოლოდ წამით,
რადგან ქალთა და ბავშვთა ჩავლილ რიგს ჩამორჩენილი წი-
თელპალტოიანი გოგონათი, უკან სპეცრაზმელები მოჰყვნენ თა-
ვიანთი ძაღლებით.
ისინი მყრალ ბინებში შეიჭრნენ; მათი სიჩქარის დასტურად,
მეორე სართულის ფანჯრიდან ჩემოდანი გადმოვარდა და ტრო-
ტუარზე გასკდა. შემდეგ შენობებიდან სხვენებსა და კარადებში,
უუჯრებო კომოდებში შემალული, ჩხრეკის პირველ ტალღას გა-
დარჩენილი კაცები, ქალები და ბავშვები გამოცვივდნენ, დობერ-
მან პინჩერებს წივილ-კივილით გაურბოდნენ და თავზარდაცემუ-
ლები ცახცახებდნენ. სცენა თითქოს აჩქარდა, ბორცვზე მდგარ
მაყურებლებს ყველაფრისთვის თვალის მიდევნება გაუჭირდათ.
სახლიდან გამოქცეულები ტროტუარზევე დახვრიტეს. დარტყმის
ძალამ დახვრეტილები გზისკენ გადაყარა და მათი სისხლი
წყალსადინრებში ჩაიღვარა. დედა და მისი, სავარაუდოდ, რვა
წლის, ან დიდი-დიდი ათი წლის ბიჭუნა კრაკუსის ქუჩის დასავ-
ლეთ მხარეს, ფანჯრის გარე რაფის ქვეშ მოიბუზნენ. შინდლერი
აუტანელმა შიშმა შეიპყრო, გრძნობდა, რომ ფეხებიდან ძალ--
ღონე ეცლებოდა და უნაგირზე თავს ძლივს იმაგრებდა. ინგრიდს
სადავე მაგრად ჩაებღუჯა. მოთქვამდა და ლოცულობდა.
ოსკარს მზერა ალისფერსამოსიანი ბავშვისკენ გაექცა. ეს სა-
შინელება მისგან ნახევარი კვარტლის მოშორებით ხდებოდა;
სპეცრაზმელებს არ დაუცდიათ, როდის შეუხვევდა ქალებისა და
ბავშვების რიგი იოზეფინას ქუჩაზე. შინდლერი იმ მომენტში ამის
ნამდვილ მიზეზს ვერ მიხვდა. თუმცა, ერყთი რამ, სპეცრაზმელე-
ბის მიზანდასახულობა, უდავო იყო. როცა ალისფერპალტოიან--
ქუდიანი გოგონა შეჩერდა და უკან მიტრიალდა, სპეცრაზმელებ-
მა ფანჯრის რაფის ქვეშ მობუზულ დედას კისერში ესროლეს, ხო-
ლო ძირს ჩაცურებულ, მიწაზე დავარდნილ ათრთოლებულ ბიჭს,
171 მკითხველთა ლიგა
თითქოს მისი გაჩერება სურსო, ერთ-ერთმა მათგანმა თავზე ფე-
ხი დაადგა, კეფაზე ლულა მიაბჯინა და როგორც SS-ელებს
წვრთნისას ასწავლიდნენ, გაისროლა.
ოსკარმა კიდევ ერთხელ შეხედა პატარა წითელსამოსიან გო-
გონას. ის გაჩერებულიყო, შემობრუნებულიყო და ხედავდა, რო-
გორ დაადგეს ბიჭუნას თავზე ფეხი. რიგში მის წინ მიმავალს, უფ-
რო მეტად ჩამორჩენილ გოგონას SS-ელმა მცველმა კიდევ ერ-
თხელ, მამობრივი მზრუნველობით უბიძგა, იარეო. ჰერ შინ-
დლერს გაუკვირდა, რომ პატარასაც ავტომატის კონდახი არ
უთავაზეს, რაკი კრაკუსის ქუჩის მეორე ბოლოში სიტყვა „მოწყა-
ლების“ მნიშვნელობა აღარავის ახსოვდა.
ბოლოს და ბოლოს, შინდლერი უნაგირიდან ჩამოცურდა, წა-
ბორძიკდა და ფიჭვის ხის ღეროზე ხელებშემოჭდობილი მუხ-
ლებზე დაეცა. თავი ძლივს შეიკავა, რომ ჩინებული საუზმე არ
ამოერწყია. მისი სხეული კრაკუსის ქუჩაზე ნანახი კოშმარების მო-
სანელებლად ადგილის გამოთავისუფლებას ცდილობდა.
უსირცხვილობა კაცებისა, რომლებიც ქალებმა შვეს და მათ
შინ წერილებს უგზავნიდნენ (ნეტავ ოჯახის წევრებს რას სწერ-
დნენ?), ნანახის უარესი ასპექტი სულაც არ ყოფილა. ოსკარი
სპეცრაზმელების უსირცხვილობაში მაშინ დარწმუნდა, როცა რი-
გის ბოლოს მიმავალმა მცველმა წითელსამოსიან გოგონას შემ-
ზარავი სცენის ყურების საშუალება მისცა. ნამოქმედარის რომ
არავის რცხვენოდა, იმას ნიშნავდა, ეს ოპერაცია სანქცირებული
იყო. ამიერიდან ვეღარავინ ამოეფარებოდა გერმანულ კულტუ-
რას ან წინამძღოლთა წარმოთქმულ სიტყვებს, უცნობ ინდივიდს
თავის ეზოდან გამოსვლის ან კაბინეტის ფანჯრებიდან ტროტუარ-
ზე დატრიალებული რეალური საშინელებების ცქერის აუცილებ-
ლობისგან რომ ათავისუფლებდა. ოსკარის თვალწინ მთავრობამ
თავისი პოლიტიკის დემონსტრირება მოახდინა და მომხდარს
კურსიდან დროებით გადახრად ვეღარ გაასაღებდა. SS-ის სპეც-
172 მკითხველთა ლიგა
რაზმელები უთუოდ ლიდერის ბრძანებას ასრულებდნენ, თორემ
რიგის ბოლოს მიმავალი მათი კოლეგა პატარა ბავშვს ადამიანის
მკვლელობას არ ანახებდა.
იმავე დღის მიწურულს, საკმაო რაოდენობის ბრენდის დალე-
ვის შემდეგ, ოსკარი ზუსტად ჩასწვდა ვითარების არსს. მოწმეების
არსებობის, თუნდაც ეს მოწმე პატარა წითელსამოსიანი გოგონა
ყოფილიყო, იმიტომ არ ეშინოდათ, რომ ლიდერებს და მათ
ქვემდგომებს სჯეროდათ, ძალიან მალე ეს მოწმეებიც დაიღუპე-
ბოდნენ.
პლაც ზგოდის (მშვიდობის მოედნის) კუთხეში მდებარე „აპო-
თეკე“ თადეუშ პანკევიჩს ეკუთვნოდა. აფთიაქი ძველი სტილისა
იყო. ფაიფურის ამფორები ზედ დაკრული უძველესი წამლების
ლათინური სახელწოდებებით და ასეულობით ნატიფი, ლაქწას-
მული უჯრა პოდგოჟელთა მზერისგან ფარმაკოპეის კომპლექსუ-
რობას მალავდა. მაგისტრი პანკევიჩი აფთიაქის თავზე ცხოვრობ-
და ხელისუფალთა ნებართვითა და გეტოს კლინიკების ექიმთა
მოთხოვნით. ის ერთადერთი პოლონელი იყო, ვისაც გეტოში
ცხოვრების უფლება მისცეს. ორმოცს გადაცილებული წყნარი და
ინტელიგენტი კაცი იყო. პოლონელი იმპრესიონისტი აბრაჰამ
ნოიმანი, კომპოზიტორი მორდეხაი გებირტიგი, ფილოსოფოსი
ლეონ შტაინბერგი და მეცნიერი და ფილოსოფოსი დოქტორ რა-
პაპორტი პანკევიჩის მუდმივი სტუმრები იყვნენ. მისი სახლი აგ-
რეთვე წარმოადგენდა მაკავშირებელ რგოლს, ერთგვარ საფოს-
ტო ყუთს, სადაც ZOB-ის30 მებრძოლები და პოლონეთის სახალ-
ხო არმიის პარტიზანები ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიდნენ
და ახალ ცნობებს აწვდიდნენ. ხანდახან იქ კრაკოვის ZOB-ის შემ-
ქმნელები – ახალგაზრდა დოლეკ ლიბსკინდი და შიმონ და გუს-
ტა დრანგერები რეკავდნენ, ოღონდ საიდუმლოდ. კოლაბორა-

30 Żydowska Organizacja Bojowa – ებრაელ მებრძოლთა ორგანიზაცია.


173 მკითხველთა ლიგა
ციონისტული იუდენრატისგან განსხვავებით, რეჟიმის წინააღმდეგ
შეურიგებლად მებრძოლნი ცდილობდნენ, თადეუშ პანკევიჩზე ეჭ-
ვი არავის მიეტანა და მისი რეპუტაცია არ შელახულიყო.
ივნისის პირველ დღეებში პანკევიჩის აფთიაქის წინ მდებარე
მოედანი დამახარისხებელ სადგურად გადაიქცა. „იქაურობამ
რწმენა გააუფასურა“, – მას შემდეგ მუდამ ასე იხსენებდა მშვიდო-
ბის მოედანს პანკევიჩი. მოედნის შუაგულში მდებარე პარკში
ხალხს ახარისხებდნენ და ბარგს ატოვებინებდნენ, მოგვიანებით
გამოგიგზავნითო. მოედნის დასავლეთ კედელთან მათ, ვინც შე-
წინააღმდეგებას მოინდომებდა, ან ვისაც ჯიბეში არიული წარმო-
შობის დამადასტურებელ ყალბ დოკუმენტებს აღმოუჩენდნენ,
ახსნა-განმარტების გარეშე და მოედნის შუაგულში შეგროვილი
ხალხის მოურიდებლად ხვრეტდნენ. შაშხანების დამაყრუებელი
გრგვინვა ყველას ხმას აკმენდინებდა და სასოს წარუკვეთდა. და
მაინც, მიუხედავად დახვრეტილთა ნათესავების კივილისა და
მოთქმა-გოდებისა, ზოგიერთი (ვინც გაოგნებისგან შეშდებოდა,
ან სიცოცხლეს შეუპოვრად ებღაუჭებოდა) გვამების ზვინს თით-
ქოს ვერ ამჩნევდა. როგორც კი ებრაელი მუშები ცხედრებს სატ-
ვირთო მანქანებში შეაწყობდნენ და მოედანს გაწმენდნენ,
მოედანზე კვლავ განაახლებდნენ ხოლმე თავიანთ მომავალზე
ლაპარაკს. და პანკევიჩს კვლავ ესმოდა SS-ის უნტერშარფიურე-
რების სიტყვები, რომელთაც გამუდმებით იმეორებდნენ: – გარ-
წმუნებთ, ქალბატონო, ებრაელები სამუშაოდ მიგვყავს. როგორ
გგონიათ, ამდენ მუშახელს დავთმობთ? – იმედგადაწურული ქა-
ლების სახეებზე ამ სიტყვების დაჯერების აშკარა სურვილი იკით-
ხებოდა. ხოლო SS-ის რიგითი ჯარისკაცები დასავლეთის კე-
დელთან ეგზეკუციებს დაასრულებდნენ თუ არა, ვითომც არაფე-
რიო, ხალხში დააბიჯებდნენ და ასწავლიდნენ, ბარგზე იარლიყე-
ბი როგორ დაეკრათ.

174 მკითხველთა ლიგა


ბედნარსკის პარკიდან ოსკარ შინდლერი პლაც ზგოდის ვერ
ხედავდა, მაგრამ მოედანზე მყოფ პანკევიჩს, შინდლერის მსგავ-
სად, ემოციებისგან დაცლილი ასეთი საშინელება არასდროს ენა-
ხა. ოსკარივით მასაც თავბრუ დაეხვა და ყურები დაუგუბდა, თით-
ქოს ვიღაცამ თავში მუშტი ჩაარტყა. ხმაურმა და სისასტიკემ ისე
შეაცბუნა, არც კი დაუნახავს, რომ მოედანზე დახვრეტილთა შო-
რის მისი მეგობრებიც იყვნენ: კომპოზიტორი გებირტიგი (ავტო-
რი ცნობილი სიმღერისა „ჩვენი შტეტლი იწვის“) და კეთილი
მხატვარი ნოიმანი. აფთიაქში აქოშინებული ექიმები შებარბაც-
დნენ, საავადმყოფოდან ორი კვარტალი ერბინათ. სახვევები
სჭირდებოდათ – დაჭრილები ქუჩიდან საავადმყოფოში შეეთრი-
ათ. ერთმა ექიმმა პირსასაქმებლები მოითხოვა, ბრბოში ათობით
ადამიანმა ციანიდი გადაყლაპა, იხრჩობიან და გონებას კარგავე-
ნო. პანკევიჩის ნაცნობ ინჟინერს ციანიდი მაშინ ჩაუყლაპავს,
ცოლს რომ გვერდზე გაუხედავს.
ახალგაზრდა ექიმთან, იდეკ შინდელთან ვენგიერსკას ქუჩის
კუთხეში მდებარე გეტოს საავადმყოფოში ისტერიკაში ჩავარდნი-
ლი ქალი მივარდა: ბავშვები სადღაც მიჰყავთ, კრაკუსის ქუჩაზე
ჰყავდათ დამწკრივებული, მათ შორის გენიაც დავინახეო. შინ-
დელმა იმ დილას გენია მეზობლებს დაუტოვა. ბავშვზე გეტოში
ის ზრუნავდა, რადგან მისი მშობლები ჯერაც სოფლად იმალე-
ბოდნენ და გეტოში შეპარვას აპირებდნენ, თუმცა ამიერიდან იქ
ცხოვრება ბევრად საშიში გახდა. ამ დილას მუდამ დამოუკიდებ-
ლობისკენ მსწრაფი გენია მომვლელ ქალს გაეპარა, რათა ბიძა-
მისის ბინაში დაბრუნებულიყო. სწორედ იქ დააპატიმრეს. და ამ-
გვარად, კრაკუსის ქუჩაზე მიმავალმა ეულმა, უდედო პატარა გო-
გონამ პარკიდან მაცქერალი ოსკარ შინდლერის ყურადღება მი-
იქცია.
ექიმმა შინდელმა მაშინვე გაიხადა ქირურგის ხალათი და მო-
ედნისკენ გაეშურა. გენია მალევე იპოვა. ჯარისკაცებით გარემო-
175 მკითხველთა ლიგა
ცული გოგონა მდელოზე აუღელვებლად იჯდა. ექიმი შინდელი
მაშინვე მიხვდა, რომ გენია მხოლოდ თავს აჩვენებდა მშვიდად;
სინამდვილეში ღამღამობით კოშმარებით დამფრთხალი გოგო-
ნას დაწყნარება არა ერთხელ დასჭირვებია.
შინდელი მოედნის კიდეს მიუახლოვდა და გენიამ შეამჩნია.
„ნუ დამიძახებ, როგორმე გიშველი“, – უნდოდა მისთვის ეთქვა
შინდელს, რადგან ხმაურიანი სცენის დადგმა შეიძლებოდა ორი-
ვესთვის ცუდად დამთავრებულიყო. თუმცა, შინდელი ამაოდ ღე-
ლავდა. გოგონამ მყისვე თვალი მოარიდა, ვითომ ვერ იცნო. ამ
გულის ამაჩუყებელი და საუცხოო მოხერხებულობით გაოგნებუ-
ლი შინდელი გაშეშდა. სამი წლის გენია მიხვდა, რომ ბიძისთვის
დაძახება მხოლოდ ხანმოკლე შვებას თუ მოჰგვრიდა; რომ ბიძია
იდეკით SS-ის სპეცრაზმელთა დაინტერესება ხსნას ვერ მოუტან-
და.
შინდელი საეგზეკუციო კედელთან მდგარ მაღალ ობერშარ-
ფიურერთან მისვლას აპირებდა და გონებაში უკვე იმაზე ფიქ-
რობდა, მისთვის რა ეთქვა. გადაწყვიტა, სამხედრო პირებთან მე-
ტისმეტად მორიდებულად არ მოქცეულიყო და მათთვის არც და-
ბალი წოდების ოფიცრების მეშვეობით მიემართა. კიდევ ერ-
თხელ გააპარა მზერა ბავშვისკენ და მოეჩვენა, რომ მან სულ
ოდნავ დაახამხამა თვალები. შემდეგ სპეკულატორისთვის შესა-
შური გულგრილობით უახლოეს ორ მცველს შორის გააბიჯა და
კორდონს თავი დააღწია. იმდენად ნელა მიაბიჯებდა, რომ ბიძა-
მისი თვალს ვერ აშორებდა. მას შემდეგ ექიმი შინდელი ხშირად
წარმოიდგენდა ხოლმე SS-ის სპეცრაზმელთა პრიალა ჩექმების
ტყის შუაგულში მიმავალ პატარა გენიას. პლაც ზგოდიზე გოგონა
არავის დაუნახავს. ის ბარბაც-ბარბაცით, მაგრამ შეუპოვრად აგ-
რძელებდა გზას, პანკევიჩის აფთიაქამდე მივიდა, კუთხეში შეუხ-
ვია და თვალს მიეფარა. ექიმმა შინდელმა თავი ძლივს შეიკავა,
რომ მისთვის ტაში არ დაეკრა. გენიას პერფორმანსი პუბლიკას
176 მკითხველთა ლიგა
იმსახურებდა, მაგრამ რასაკვირველია, პუბლიკის არსებობა გო-
გონასთვის დამღუპველი იქნებოდა.
ექიმი შინდელი მაშინვე არ გაჰყოლია კვალდაკვალ; შეეშინ-
და, ვაითუ შეგვამჩნიონ და გოგონას გარჯა წყალში ჩავუყაროო.
თანაც, სჯეროდა, რომ გენიას ალღო არ უმტყუნებდა და რაკი
პლაც ზგოდის გაერიდა, სამალავსაც იპოვიდა. შინდელი სხვა
გზით დაბრუნდა საავადმყოფოში, რომ მისთვის დრო მიეცა.
გენია კრაკუსის ქუჩაზე ბიძამისის ბინა-საძინებელში დაბრუნ-
და. ქუჩა დაცარიელებულიყო. თუ ვინმე მოხერხებულობისა და
სამალავის წყალობით, რბევას გადაურჩა, გარეთ არ გამო-
დიოდა. გენია ოთახში შევიდა და საწოლის ქვეშ შეძვრა. შინ მი-
მავალმა იდეკმა ქუჩის კუთხიდან დაინახა, როგორ მიაკაკუნეს
ბოლო შემოვლაზე მყოფმა SS-ის სპეცრაზმელებმა ბინის კარზე.
გენია არ გაეპასუხა. გენიას არც შინ დაბრუნებული ბიძამისისთვის
გაუღია კარი. თუმცა, შინდელმა იცოდა, რომ ფარდასა და ფან-
ჯრის ჩარჩოს შორის დარჩენილ ვიწრო ღრიჭოში უნდა შეეხედა
და, როცა ასე მოიქცა, ჩაბნელებულ ოთახში საწოლის ქვეშ გენი-
ას მოლაპლაპე წითელი ფეხსაცმელი დაინახა.
ამ დროისთვის შინდლერს უკვე დაებრუნებინა ცხენი თავლა-
ში. იგი ბორცვის თხემზე აღარ იდგა, რომ წითელი გენიას პატა-
რა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებისა და მისი შინ დაბრუნე-
ბის მოწმე გამხდარიყო. შინდლერი DEF-ში, თავის კაბინეტში იჯ-
და გამოკეტილი და გარე სამყაროსგან დროებით მოწყვეტილი.
მძიმე სურათით დათრგუნვილს, დღის ცვლის მუშებისთვის ნანა-
ხის გაზიარების სურვილი არ ჰქონდა. ჰერ შინდლერმა მხოლოდ
კარგა ხნის შემდეგ მიანიჭა ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნე-
ლობა, რითაც ცხადად გამოჩნდა, რომ კრაკოვის წვეულებების
საყვარელი სტუმრისა და ზაბოჩეს დიდი მფლანგველის მიღმა
შეუბრალებელი მსაჯული იმალებოდა.

177 მკითხველთა ლიგა


– იმ დღის თვითმხილველი ყოველი გონიერი ადამიანი
იოლად მიხვდებოდა, შემდეგ რაც მოხდებოდა, – განაცხადა მან,
– მტკიცედ გადავწყვიტე, ძალისხმევა არ დამეზოგა და სისტემა
დამემარცხებინა.

178 მკითხველთა ლიგა


თავი 16

SS-მა გეტოში მუშაობა შაბათ საღამოს დაასრულა. ზუსტად და


ეფექტიანად მოქმედებდნენ, როგორც კრაკუსის ქუჩის ეგზეკუ-
ციებისას. რეიდებს მოულოდნელად აწყობდნენ და ხალხი, ვინც
პარასკევის თავდასხმას გადაურჩა, შაბათს დააკავეს. თუმცა, დუ-
მილისა და (მიუხედავად წითელი სამოსისა) შეუმჩნევლად დარ-
ჩენის ნაადრევად განვითარებული ნიჭის წყალობით, გენია გა-
დარჩა.
ზაბოჩეში შინდლერი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს წი-
თელსამოსიანი ბავშვი აქციონს გადაურჩა. ტოფელთან და სხვა
ნაცნობ პოლიციელებთან საუბრებიდან იცოდა, რომ გეტოდან
7000 ადამიანი წაიყვანეს. გესტაპოს ებრაელთა საქმეების განყო-
ფილების ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა სიხარულით დაუდას-
ტურა ეს ცნობა. პომორის ქუჩის ბიუროკრატებმა ივნისის აქციონი
ტრიუმფად გამოაცხადეს.
მსგავსი სახის ინფორმაციით ოსკარი უფრო და უფრო ინტე-
რესდებოდა. მაგალითად, მან შეიტყო, რომ ამ აქციონის მთავა-
რი დამგეგმავი ვინმე ვილჰელმ კუნდე იყო, მაგრამ უშუალოდ
რეიდებს SS-ის ობერშტურმფიურერი ოტო ფონ მალოტკე ხელ-
მძღვანელობდა. ოსკარს დოსიე არ შეუდგენია, მაგრამ უკვე ემ-
ზადებოდა იმ ახალი ეპოქისთვის, როცა ან კანარისისთვის
მოუწევდა სრული ანგარიშის წარდგენა, ან მთელი მსოფლიოს-
თვის. ეს დრო იმაზე ადრე დადგა, ვიდრე ელოდა. ჯერჯერობით
კი იმ საკითხების კვლევას შეუდგა, რომლებიც უწინ დროებით სი-
გიჟედ მიაჩნდა. ცნობებს ხან ახლობელი პოლიციელებისგან
მოიპოვებდა, ხან შტერნის მსგავსი გამჭრიახი ებრაელებისგან.
სახალხო არმიის პარტიზანების მიერ მოწოდებული ახალი ამბე-
ბი პანკევიჩის აფთიაქის მეშვეობით ვრცელდებოდა გეტოში. სხვა

179 მკითხველთა ლიგა


გეტოებიდან დოლეკ ლიბესკინდს, წინააღმდეგობის მოძრაობა
„აკივა ჰალუცის“ წინამძღოლს მოჰქონდა ცნობები. ლიბესკინდი
ოფიციალურად ებრაელთა სოციალური მომსახურების მუშაკი
იყო და ბევრს მოგზაურობდა. ამ ორგანიზაციის გაუქმება გერმა-
ნელებმა „წითელ ჯვართან“ ურთიერთობის გაფუჭების შიშით გა-
დაიფიქრეს.
იუდენრატისთვის მსგავსი ცნობების მიწოდებას აზრი არ ჰქონ-
და. იუდენრატის საბჭოს გეტოს მოსახლეობისთვის ბანაკების შე-
სახებ ინფორმირება მართებულად არ მიაჩნდა, ხალხი დაითრგუ-
ნება, ქუჩებში არეულობა ატყდება და ეს დაუსჯელად არ ჩაივლი-
სო. მათი აზრით, უმჯობესი იყო ეს ცნობები ხალხს ჭორად მოეს-
მინა და გაზვიადებული ჰგონებოდა, რათა საბოლოოდ არ გადა-
წურვოდა იმედი. ასე ფიქრობდა იუდენრატის საბჭოს თითქმის
ყველა წევრი ჯერ კიდევ პატიოსანი არტურ როზენცვაიგის თავ-
მჯდომარეობისას. თუმცა, მალე თავმჯდომარის პოსტზე როზენ-
ცვაიგი, გერმანული გვარის დახმარებით, კომივოიაჟერმა დავიდ
გუტერმა შეცვალა. საჭმლის რაციონს ახლა არა მხოლოდ SS-ი,
არამედ გუტერი და მისი საბჭოს წევრები ანაწილებდნენ. მათი
წარმომადგენელი გეტოს ქუჩებში პრიალაჩექმებიანი სიმხე შპი-
რა იყო. ამგვარად, იუდენრატი გეტოს მცხოვრებლებს მოსა-
ლოდნელი გადასახლებების შესახებ აღარ აფრთხილებდა, საბ-
ჭოს წევრები კი დარწმუნებულები იყვნენ, რომ თავად მოგ-
ზაურობა არ მოუწევდათ.
ოსკარმა გეტოს გულდასმით შესწავლა და სარწმუნო ცნობე-
ბის მიღება კრაკოვში ახალგაზრდა ფარმაცევტის, ბახნერის დაბ-
რუნების შემდეგ დაიწყო. პროკოჩიმიდან სხვებთან ერთად გაგ-
ზავნილი ბახნერი რვა დღეში დაბრუნდა. არავინ იცოდა, როგორ
შეაღწია გეტოში ან რა დაჰკარგოდა იქ, საიდანაც SS-ი კვლავ
სხვაგან გაგზავნიდა. რა თქმა უნდა, ბახნერი ნაცნობი ადგილე-
ბისკენ სწრაფვამ დააბრუნა.
180 მკითხველთა ლიგა
მისი ამბავი მთელ გეტოში გავრცელდა. უდიდესი საშინელება
ვიხილეო, ამბობდა ბახნერი. თვალებს გიჟივით აცეცებდა და იმ
რვა დღეში თმა გაჭაღარავებოდა. მისი თქმით, ივნისის დასაწ-
ყისში დაკავებული კრაკოველები საბჭოთა კავშირთან ახლომდე-
ბარე ბელჟეცის ბანაკში მიეყვანათ. რკინიგზის სადგურში გაჩერე-
ბული მატარებლიდან პატიმრები ხელკეტიანმა უკრაინელებმა
ჩამოყარეს. ირგვლივ სიმყრალე ტრიალებდა, მაგრამ SS-ელმა
ხალხი დაამშვიდა, ეს სადეზინფექციო საშუალებების სუნიაო. მე-
რე ყველანი ორი დიდი საწყობის წინ დაამწკრივეს. ერთს გასახ-
დელი ეწერა, მეორეს – ძვირფასეულობა. ახალმოსულები
გააშიშვლეს და ებრაელმა ბიჭმა ყველას ზონრის ნაწყვეტები
დაურიგა ფეხსაცმელების ერთმანეთზე გადასაბმელად. ვისაც
სათვალე და ბეჭედი ეკეთა, მოახსნევინეს. შიშველ პატიმრებს
თავი გადაპარსეს, SS-ის უნტერშარფიურერმა მათ აუხსნა, თქვენი
თმყით წყალქვეშა ნავების ეკიპაჟისთვის რაღაც განსაკუთრებუ-
ლი უნდა დაამზადონო და დაამატა, არა უშავს, თმა ისევ გაგეზ-
რდებათო. იგი კვლავ აგრძელებდა იმის მტკიცებას, რომ ებ-
რაელები საჭირონი იყვნენ. ბოლოს პატიმრები მავთულხლარ-
თებს შორის ბუნკერებისკენ გარეკეს. ბუნკერების სახურავს სპი-
ლენძის „დავითის ვარსკვლავები“ ამშვენებდა და ზედ „საშხაპე
და საინჰალაციო ოთახები“ ეწერა. SS-ელი მთელი გზა ამშვი-
დებდა პატიმრებს და ურჩევდა, ღრმად ესუნთქათ, ეს საუკეთესო
სადეზინფექციო საშუალებააო. ბახნერმა დაინახა, როგორ
დაუვარდა პატარა გოგოს სამაჯური, რომელიც ბიჭუნამ აიღო და
სამაჯურის თამაშ-თამაშით შევიდა ბუნკერში.
ბუნკერებში ყველა გაზით მოწამლესო, თქვა ბახნერმა. შემ-
დეგ ერთმანეთში გადახლართული გვამების ზვინის დასაშლე-
ლად და გვამების წასაღებად ჯარისკაცები შესულან. ორ დღეში
ყველა დაუხოციათ, მის გარდა. სანამ შემოღობილ ადგილას თა-
ვის ჯერს უცდიდა, ბახნერს როგორღაც ტუალეტამდე მიუღწევია
181 მკითხველთა ლიგა
და ორმოში ჩამხტარა. იქ სამი დღე დაუყვია ადამიანის განავალ-
ში ყელამდე ჩაფლულს. სახეზე ბუზები მეხვიაო, გაიხსენა ბახნერ-
მა. ფეხზე მდგარს სძინებია იმის შიშით, რომ არ დამხრჩვალიყო.
მესამე ღამით, როგორც იქნა, იქიდან ამოპარულა.
ლიანდაგების გასწვრივ უვლია და ბელჟეცი უკან მოუტოვებია.
აშკარაა, რომ ბახნერი თავისმა სიგიჟემ იხსნა. შემდეგ ვიღაცის –
ალბათ რომელიმე გლეხი ქალის – მზრუნველ ხელს დაუბანია,
სუფთა ტანსაცმელი ჩაუცმევია და მშობლიური ქალაქისკენ გამო-
უსტუმრებია.
ბევრმა კრაკოველმა ბახნერის მონათხრობი არ დაიჯერა.
აუშვიცის პატიმრებისგან ნათესავებმა ღია ბარათები მიიღეს. მაშ,
რა გამოდის, ბელჟეცში ასეთი რამ ხდება და აუშვიცში არა? ან
რამდენად დაიჯერება ეს ამბავი? – კითხულობდნენ ისინი.
შინდლერმა პირადი კავშირების წყალობით დაადგინა, რომ
ბელჟეცის გაზის კამერების შენება ჰამბურგული საინჟინრო ფირ-
მის ხელმძღვანელობით ორანიენბურგელმა შშ-ის ინჟინრებმა
იმავე წლის მარტში დაასრულეს. ბახნერის ჩვენებით ირკვეოდა,
რომ გაზის კამერებში დღეში 3000 ადამიანს წამლავდნენ. იმი-
სათვის, რომ ახალი მეთოდით ადამიანის ხოცვის სწრაფი ტემპი
არ შეფერხებულიყო, კრემატორიუმებს აშენებდნენ. იმავე ფირ-
მას ბელჟეცის გარდა სობიბორსა და ლუბლინშიც დაემონტაჟები-
ნა მსგავსი მოწყობილობები. ხელშეკრულება უკვე გაეფორმები-
ნათ და ვარშავასთან ახლოს, ტრებლინკაშიც იგეგმებოდა ასეთი
ნაგებობის აშენება. ბირკენაუდან რამდენიმე კილომეტრის მოშო-
რებით, აუშვიცის მთავარ ბანაკსა და აუშვიც II-ის დიდ ბანაკში უკ-
ვე ფუნქციონირებდა გაზის კამერები და ღუმელები. წინააღმდე-
გობის მოძრაობა ამტკიცებდა, აუშვიც II-ის გაზის კამერებში დღე-
ში 10 000 ადამიანის მოკვლა არის შესაძლებელიო. ლოძის
რაიონშიც, ხელმნოს ბანაკიც ახალი ტექნოლოგიების შესაბამი-
სად იყო აღჭურვილი.
182 მკითხველთა ლიგა
ახლა ამის დაწერა ჩვეულებრივი ამბავია, ისტორიულ ადგი-
ლებსა და მოვლენებს აღწერ, მაგრამ 1942 წელს ივნისის ციდან
მეხივით თავს დამტყდარი ეს სიახლე მთელი არსებით შეგძრავ-
და და აზროვნების ფუნქციას დაურღვევდა ტვინის იმ არეს, კა-
ცობრიობასა და მის შესაძლებლობებზე ყველაზე მყარ იდეებს
რომ ინახავს. იმ ზაფხულს მთელ ევროპაში მრავალი მილიონი
ადამიანი, მათ შორის, ოსკარი და კრაკოვის გეტოს მცხოვრებნი
მტკივნეულად ეგუებოდნენ ბელჟეცისა და პოლონეთის ტყეებში
ჩაკარგული სხვა მსგავსი ადგილების არსებობის ფაქტს.
იმავე ზაფხულს ოსკარმა გაკოტრებული „რეკორდი“ პოლო-
ნეთის საკომერციო სასამართლოს დადგენილი პირობების თა-
ნახმად, ფორმალურ აუქციონზე შეიძინა და საწარმოს მფლობე-
ლი გახდა. მართალია, გერმანულმა ჯარებმა მდინარე დონი გა-
დალახეს და კავკასიის ნავთობსაბადოებს უახლოვდებოდნენ,
კრაკუსის ქუჩის მოვლენები ცხადყოფდა, რომ გერმანელები წარ-
მატებას მაინც ვერ მიაღწევდნენ. სწორედ ახლაა ლიპოვას ქუჩა-
ზე მდებარე ფაბრიკის დასაკუთრებისთვის ხელსაყრელი დროო,
დაასკვნა ოსკარმა. მას რატომღაც ბავშვივით გულუბრყვილოდ
სჯეროდა, რომ ბოროტი მეფის მარცხი მის კანონიერად შეძენილ
კუთვნილებაზე არანაირ გავლენას არ მოახდენდა და ახალ ეპო-
ქაშიც ჰანს შინდლერის წარმატებული, ცვიტაუელი ბიჭი იქნებო-
და.
ყუთების მწარმოებელი ქარხნის დირექტორი იერეთი დაჟინე-
ბით სთხოვდა ოსკარს ცარიელ მიწის ნაკვეთზე ბარაკების აშენე-
ბას. ოსკარმა ბიუროკრატებისგან ნებართვა აიღო. ღამის ცვლის
მუშებისთვის მოსასვენებელი მჭირდებაო – მოიმიზეზა. შენობის
ასაგები საშენი ხეტყის მასალით იერეთმა მოამარაგა.
მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდა. ნაგებობა არამყარი
და მოუხერხებელი ჩანდა. ფიცრებს შესაფუთი ყუთის მწვანე ელ-
ფერი დაჰკრავდა და, რომ შეხედავდით, იფიქრებდით, გაშრობი-
183 მკითხველთა ლიგა
სას ფიცრები დაპატარავდება და ღრიჭოებში თოვლი ჩაცვივდე-
ბაო. თუმცა, ბატონი და ქალბატონი იერეთებისთვის, ყუთების და
რადიატორების მწარმოებელი ქარხნების და ოსკარის ღამის
ცვლის მუშებისთვის, ოქტომბრის აქციონისას იქაურობა უსაფ-
რთხო ნავსაყუდელად იქცა.
ის ოსკარ შინდლერი, რომელიც აქციონის სუსხიან დილას კა-
ბინეტიდან SS-ელებთან, უკრაინელ ქირით მებრძოლებთან, პო-
ლონელ ლურჯუნიფორმიანებთან ან ღამის ცვლის მუშების პოდ-
გოჟედან გეტოში თანმხლებ OD-ელებთან მოსალაპარაკებლად
გამოდის; ის ოსკარ შინდლერი, რომელიც ყავის სმისას ვახტმა-
ისტერ ბოსკოს ურეკავს და ატყუებს ჩემი ღამის ცვლის მუშები ამ
დილას ამა და ამ მიზეზით ლიპოვას ქუჩაზე უნდა დარჩნენო – ახ-
ლა ბიზნესმენისთვის შეუფერებლად რისკავს და საფრთხეში იგ-
დებს თავს. გავლენიანი ხალხი, რომელმაც უკვე ორჯერ დაიხსნა
საპატიმროდან, ყოველთვის ვერ გადაარჩენს, რაოდენ გულუხვი
საჩუქრებიც უნდა უძღვნას მათ დაბადების დღეებზე. წელს გავ-
ლენიან ხალხს აუშვიცში ამწყვდევენ. თუ იქ დაიხოცებიან, მათ
ქვრივებს მოკლე და უმადური ტელეგრამა მისდის კომენდანტე-
ბისგან: თქვენი ქმარი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გარდა-
იცვალა.
ბოსკო აწოწილი, ოსკარზე გამხდარი და მასავით გერმანელი
ჩეხი იყო, ხრინწიანი ხმით ლაპარაკობდა. მისი ოჯახიც, მსგავსად
ოსკარისა, კონსერვატიული და ძველი გერმანული ფასეულობე-
ბის დამცველი გახლდათ. პანგერმანიზმის იდეებით შეპყრობილი
ბოსკო სიხარულით შეხვდა ჰიტლერის აღზევებას, როგორც ბეთ-
ჰოვენი საერთო ევროპული მგზნებარებით – ნაპოლეონისას. ვე-
ნაში თეოლოგიის სწავლისას ბოსკო SS-ის რიგებს შეუერთდა –
ნაწილობრივ ვერმახტში გაწვევისთვის თავის ასარიდებლად, ნა-
წილობრივ – ეფემერული მონდომების გამო. ახლა ამ უგუნურ
თავგამოდებას ძალიან ნანობდა და ცოდვების გამოსყიდვას ცდი-
184 მკითხველთა ლიგა
ლობდა, რასაც ოსკარი ვერ ხვდებოდა. მან ჯერ მხოლოდ ის
იცოდა, რომ ბოსკო ყოველთვის ცდილობდა აქციონისთვის ძი-
რის გამოთხრას. ბოსკოს გეტოს პერიმეტრის დაცვა ევალებოდა
და კედლებს გარეთ მდებარე კაბინეტის ფანჯრიდან შეძრწუნებუ-
ლი უყურებდა შიგნით მიმდინარე რეიდებს, რადგან ოსკარივით
მასაც პოტენციურ მოწმედ მიაჩნდა თავი.
ოსკარმა არ იცოდა, რომ ოქტომბრის აქციონისას ბოსკომ მუ-
ყაოს ყუთებით რამდენიმე ათეული ბავშვი გამოაპარა გეტოდან.
ოსკარმა არც ის იცოდა, რომ ვახტმაისტერი პარტიზანებისთვის
თითო ჯერზე ათ-ათ საშვს გასცემდა. კრაკოვში „ებრაელ მებ-
რძოლთა ორგანიზაცია“ (ZOB) საკმაოდ ძლიერი იყო და მეტწი-
ლად ახალგაზრდული კლუბების წევრებისგან შედგებოდა, განსა-
კუთრებით კი „აკივას“ წევრებისგან – კლუბისა, რომელსაც ლე-
გენდარული რაბინის, აკივა ბენ იოზეფის, მიშნას სწავლულის სა-
ხელი ერქვა. ZOB-ს ცოლ-ქმარი შიმონ და გუსტა დრანგერები
(ამ უკანასკნელის დღიური წინააღმდეგობის მოძრაობის კლასი-
კად იქცა) და დოლეკ ლიბესკინდი მეთაურობდნენ. ორგანიზაცი-
ის წევრებს ახალი მომხრეების შესაგროვებლად და ყალბი დო-
კუმენტების, ვალუტის და იატაკქვეშა გაზეთის ასლების გეტოში
შესატანად და იქიდან გამოსასვლელად საშვები სჭირდებოდათ.
ZOB-ს მჭიდრო კავშირი ჰქონდა მემარცხენე „პოლონეთის სა-
ხალხო არმიასთან“, რომელიც კრაკოვის ირგვლივ მდებარე
ტყეებში დაბანაკებულიყო. ბოსკოს გამოწერილი საშვები პოლო-
ნელ პარტიზანებსაც სჭირდებოდათ. ZOB-თან და „სახალხო არ-
მიასთან“ მისი კავშირის ამბავი რომ გამჟღავნებულიყო, ბოსკოს
აუცილებლად ჩამოახრჩობდნენ. თუმცა, გულის სიღრმეში მაინც
ბრაზობდა თავის თავზე და ჯავრობდა, რომ ყოველთვის არ შე-
ეძლო გაჭირვებულთა დახმარება. ბოსკოს ყველას გადარჩენა
სურდა და მალე ამის გაკეთება მოინდომა, რასაც შეეწირა კიდეც.

185 მკითხველთა ლიგა


დანკა დრეზნერი, წითელი გენიას ბიძაშვილი, თოთხმეტი
წლის იყო და ის ბავშვური ინსტინქტები აღარ შერჩენოდა, რო-
მელთა წყალობითაც მისმა მცირეწლოვანმა ნათესავმა პლაც
ზგოდის კორდონს უსაფრთხოდ დააღწია თავი. მართალია, დან-
კა ლუფტვაფეს საავიაციო ბაზაზე მრეცხავად მუშაობდა, მაგრამ
იმ შემოდგომით ნებისმიერი ქალი, ვისაც თხუთმეტი წელი არ
შესრულებოდა ან ორმოცს იყო გადაცილებული, ბანაკებში მიჰ-
ყავდათ.
ამიტომ, როცა ერთ დილას ლვოვის ქუჩაზე SS-ის ზონდერ-
კომანდო და უშიშროების პოლიციის რაზმები გამოჩნდა, ქალბა-
ტონმა დრეზნერმა დანკა დაბროვსკის ქუჩაზე წაიყვანა, სადაც მე-
ზობელს სამალავი ჰქონდა. ორმოც წელს მიტანებული მეზობე-
ლი ქალი ვაველის ციხესიმაგრესთან ახლომდებარე გესტაპოს
სასადილოში მუშაობდა და იმედოვნებდა, რომ სხვებთან შედა-
რებით უკეთ მოეპყრობოდნენ. თუმცა ქალს ხნიერი მშობლები
ჰყავდა და მათ ხიფათი ემუქრებოდა. ამიტომაც მშობლებისთვის
სამოცი სანტიმეტრის სიგანის სამალავი მოაწყო. ეს საკმაოდ ძვი-
რი დაუჯდა, რადგან სამალავის კედლის ამოსაშენებელი აგური
ნაწილ-ნაწილ შემოაპარეს კანონით დაშვებულ საქონელთან –
ძონძებთან, შეშასთან და სადეზინფექციო საშუალებებთან – ერ-
თად. ღმერთმა უწყის, რამდენი გადაიხადა ამ აგურისკედლიანი
სამალავის აშენებაში. შეიძლება 5000 ზლოტი, ან სულაც – 10
000.
მან რამდენჯერმე შესთავაზა ქალბატონ დრეზნერს, მორიგი
აქციონისას შენც მოდი და დანკაც მოიყვანეო. ამიტომ, როცა
დაბროვსკის ქუჩის კუთხიდან შიშის მომგვრელი ხმაური, დალმა-
ციელებისა და დობერმანების ყეფა და ობერშარფიურერების მე-
გაფონებით გაძლიერებული ღრიალი მოისმა, დედა-შვილი მე-
გობრის სახლისკენ გაეშურნენ.

186 მკითხველთა ლიგა


როცა დრეზნერებმა კიბეზე აირბინეს და საჭირო ოთახს მიაგ-
ნეს, ხმაურს მათი მეგობარი უკვე ძლიერ დაეფრთხო.
– როგორც ჩანს, საქმე ცუდადაა, – თქვა ქალმა, – ჩემი მშობ-
ლები უკვე სამალავში არიან. გოგო შეეტევა. თქვენ ვერ შეგიშ-
ვებთ.
დანკა განცვიფრებული მიაჩერდა შორეულ კედელს და ზედ
გაკრულ დალაქავებულ შპალერს. კედლის მიღმა ამ ქალის
ხნიერი მშობლები იყვნენ შეყუჟული, წყვდიადში გრძნობები
ჰქონდათ გამძაფრებული, მათ ფერხთით კი ალბათ ვირთხები
დაძვრებოდნენ.
ქალბატონი დრეზნერი მიხვდა, რომ ქალი საღად ვეღარ აზ-
როვნებდა. გოგოს შევუშვებ, თქვენ ვერაო, გაუთავებლად
იმეორებდა, თითქოს, თუ SS-ი სამალავს აღმოაჩენდა, უფრო
მეტ ლმობიერებას გამოიჩენდა მხოლოდ იმიტომ, რომ დანკა
ნაკლებს იწონიდა. ქალბატონმა დრეზნერმა აუხსნა, მსუქანი არ
ვარ და მეც შევეტევი, თანაც, არც წასასვლელი მაქვს სადმე,
რადგან რეიდი ლვოვის ქუჩის ამ ბოლოდან იწყებაო. დანკა სან-
დო გოგოა, მაგრამ დედის გვერდით თავს ბევრად უსაფრთხოდ
იგრძნობსო. კედლისთვის თვალის ერთი შევლებითაც მიხვდებო-
დი, რომ სამალავში ოთხი გვერდიგვერდ მდგარი ადამიანი თა-
ვისუფლად დაეტეოდა. თუმცა, ორი კვარტლის იქით ამტყდარმა
ავტომატების კაკანმა ქალს სულ დააკარგვინა ჭკუა.
– გოგოს დავატევ! – აკივლდა იგი. – თქვენ კი წადით აქედან!
ქალბატონი დრეზნერი დანკასკენ მიტრიალდა და უთხრა,
დაიმალეო. შემდეგში დანკა ვერაფრით იხსენებდა, რატომ
დაემორჩილა დედას და შეუპასუხებლად რატომ შევიდა სამა-
ლავში. ქალმა გოგონა სხვენზე აიყვანა, იატაკიდან ხალიჩა აკეცა
და ფიცრები ასწია. დანკა სამალავში ჩაძვრა. იქ არ ბნელოდა.
ქალის მშობლებს სანთელი აენთოთ. დანკა ქალის გვერდით აღ-
მოჩნდა. ის სხვისი დედა იყო, მაგრამ მიუხედავად დაუბანელი
187 მკითხველთა ლიგა
სხეულის მძაფრი სუნისა, მასაც დედობრივი სურნელი ასდიოდა
და სითბოს ასხივებდა. ქალმა მსუბუქად გაუღიმა. ქმარი ცოლს
მეორე მხრიდან ამოსდგომოდა გვერდით, თვალები დაეხუჭა და
გარედან შემომავალ ხმებს აყურადებდა.
ცოტა ხნის შემდეგ მეგობრის დედამ დანკას ანიშნა, თუ გინდა,
შეგიძლია დაჯდეო. დანკა გვერდულად მოიკუნტა და იატაკზე მო-
ხერხებულად მოეწყო. ვირთხებს არ შეუწუხებია. არანაირი
ხმაური არ გაუგია – კედლის მიღმა დედამისსა და მის მეგობარს
პირში წყალი დაეგუბებინათ. თავისდა მოულოდნელად, დანკამ
თავი უჩვეულოდ უსაფრთხოდ იგრძნო და უსაფრთხოებასთან
ერთად ჯერ სინანულის განცდა დაეუფლა, დედის ბრძანება უსიტ-
ყვოდ რატომ შევასრულეო, მერე კი შიშმა შეიპყრო, რადგან დე-
დამისი იქ, აქციონის სამყაროში დარჩა.
ქალბატონი დრეზნერი მაშინვე არ წასულა სახლიდან. SS-ი
უკვე დაბროვსკის ქუჩაზე იყო. იფიქრა, ბარემ ხომ არ დავრჩეო.
მისი დაპატიმრება მეგობარს მაინც არაფერს ავნებდა, პირიქით,
წაადგებოდა კიდეც. თუ მის ოთახში ქალს შეიპყრობდნენ, დავა-
ლებას შესრულებულად ჩათვლიდნენ და შპალერს გულდასმით
აღარ გამოიკვლევდნენ.
თუმცა, მეგობარი დაჟინებით უმტკიცებდა, თუ არ წახვალ, ვე-
რავინ გადარჩებაო. ხოლო ქალბატონი დრეზნერი მიხვდა, რომ
ვერავინ გადარჩებოდა, სანამ ქალი ასეთ მდგომარეობაში იყო.
ამიტომაც, სასოწარკვეთილების მიუხედავად, უხმოდ ადგა და
ოთახიდან გავიდა.
„კიბეზე ან ჰოლში მაინც მიპოვიან. ბარემ ქუჩაში გავალ!“ –
გაიფიქრა მან.
დაუწერელი კანონი იყო, რომ გეტოს მკვიდრნი აცახცახებულ-
ნი უნდა დალოდებოდნენ ოთახებში SS-ის სპეცრაზმელთა შეჭ-
რას, რადგან თუ ვინმეს კიბეზე წააწყდებოდნენ, მყისვე მეამბო-
ხედ შერაცხავდნენ.
188 მკითხველთა ლიგა
ქალბატონი დრეზნერი კიბის ზედა საფეხურზე კეპიანი ფიგუ-
რის გამოჩენამ შეაყოვნა. ის ნახევრად ბნელ დერეფანში თვა-
ლებმოჭუტული იყურებოდა. უცებ ქალბატონი დრეზნერი შეამ-
ჩნია და იცნო. ქალმაც იცნო უფროსი ვაჟის ნაცნობი, თუმცა, ძვე-
ლი ნაცნობობა დღეს ხშირად აღარ ჭრიდა. OD-ის ბიჭები დიდი
წნეხის ქვეშ იყვნენ. პოლიციელი დერეფანში მდგარ ქალბატონ
დრეზნერს მიუახლოვდა.
– პანი დრეზნერ, – კიბისკენ გაიშვირა ხელი მან, – ისინი ათ
წუთში წავლენ. კიბის ქვეშ დაიმალეთ. მიდით. კიბის ქვეშ დაიმა-
ლეთ!
ქალბატონი დრეზნერიც უსიტყვოდ დაემორჩილა OD-ის
ახალგაზრდა პოლიციელს, როგორც ცოტა ხნის წინ დანკა – თა-
ვად მას. კიბის ქვეშ მოიბუზა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს ვერ უშვე-
ლიდა. ეზოდან შემოსულ შემოდგომის დღის შუქზე მაინც ჩანდა.
თუ სპეცრაზმელები შიგა ეზოს დათვალიერებას ან დერეფნის
ბოლოს მდებარე ბინაში შეჭრას მოინდომებდნენ, აუცილებლად
დაინახავდნენ. რახან მოკუნტვას აზრი აღარ ჰქონდა, წელში
გაიმართა. სადარბაზო შესასვლელიდან OD-ელმა დაუძახა, მანდ
დარჩითო. თვითონ გარეთ გავიდა. ქალბატონ დრეზნერს ყვირი-
ლი, ბრძანებები და ხვეწნა-მუდარა გარკვევით, თითქოს გვერდი-
თა ოთახიდან ესმოდა.
ბოლოს ბიჭი სხვებთან ერთად დაბრუნდა. სადარბაზო კართან
ჩექმების ბრაგუნი მოისმა. ქალბატონმა დრეზნერმა გაიგონა,
როგორ თქვა ბიჭმა გერმანულად, პირველი სართული შევამოწ-
მე და შინ არავინაა, მაგრამ ხალხი ზედა სართულზეც ცხოვრობ-
სო. ბიჭი ისე აუღელვებლად ელაპარაკებოდა SS-ის სპეცრაზმე-
ლებს, თითქოს დიდი საფრთხის წინაშე არ იდგა და მისი არსე-
ბობა მხოლოდ იმაზე არ იყო დამოკიდებული, რომ სპეცრაზმე-
ლები, რომლებმაც მთელი ლვოვის ქუჩა გაჩხრიკეს და ახლა
დაბროვსკიზე გადმოინაცვლეს, პირველ სართულს აღარ გაჩ-
189 მკითხველთა ლიგა
ხრეკდნენ და ვერ იპოვიდნენ კიბის ქვეშ დამალულ ქალბატონ
დრეზნერს.
სპეცრაზმელები ბიჭს სიტყვაზე ენდნენ. ქალბატონ დრეზნერს
ქვემოდან ესმოდა, როგორ ავიდნენ ისინი მეორე სართულზე, ჯა-
ხუნით როგორ გაიღო კარი, როგორ შეცვივდნენ სამალავიან
ოთახში. მისმა მეგობარმა ქალმა გამკივანი, მაღალი ხმით თქვა:
– რა თქმა უნდა, მუშაობის ნებართვა მაქვს. გესტაპოს სასადი-
ლოში ვმუშაობ. იქ ყველას ვიცნობ.
შემდეგ სპეცრაზმელებმა ვიღაცები ჩამოიყვანეს ქვემოთ:
ცოლ-ქმარი ან მთელი ოჯახი.
„ჩემი შემცვლელები“, – მოგვიანებითღა გაიფიქრა ქალბატონ-
მა დრეზნერმა.
შუახნის კაცმა ბრონქიტიანის ხმით თქვა: – ბატონებო, ტანსაც-
მელი ხომ მაინც უნდა წავიღოთ?
მას სპეცრაზმელმა პოლონურად უპასუხა რკინიგზის მებარგუ-
ლივით გულგრილად, რომელსაც მატარებლის განრიგის შესა-
ხებ ეკითხებიან: – არ არის საჭირო. იმ ადგილას ყველაფერს და-
გახვედრებენ.
ხმები თანდათან მიწყდა. ქალბატონმა დრეზნერმა შეიცადა.
შენობა ხელმეორედ აღარ გაუჩხრეკიათ. რეიდები მომდევნო
დღეს განახლდა და გეტოს წმენდა გაგრძელდა. ის, რაც ივნისში
უბედურების აპოგეად მიაჩნდათ, ოქტომბერში ყოველდღიურ
პროცესად იქცა. ქალბატონი დრეზნერი დანკას წასაყვანად
ახალგაზრდა OD-ელის მიმართ მადლიერების გრძნობით გამ-
სჭვალული გაემართა, მაგრამ მისთვის ცხადი გახდა, რომ როცა
მკვლელობა დაგეგმილ, ჩვეულებრივ, ინდუსტრიულ საქმედ იქ-
ცევა, როგორც ეს კრაკოვში ხდებოდა, თუნდაც მხნედ დაუპირის-
პირდე, სისტემის დაუძლეველ ძალას ვერ დაამარცხებ. გეტოს
ორთოდოქსი ბინადრების დევიზად იქცა: „ერთი საათის სიცოც-
ხლეც სიცოცხლეა“. OD-ის ბიჭმა ქალბატონ დრეზნერს ეს ერთი
190 მკითხველთა ლიგა
საათი აჩუქა. უფრო მეტის ჩუქება არავის შეეძლო და მან ეს მშვე-
ნივრად იცოდა.
მისი მეგობარი ქალი ცოტათი დარცხვენილი ჩანდა.
– გოგოს შეუძლია ყოველთვის მოვიდეს, – ყთქვა მან. ეს იმას
ნიშნავდა, რომ ქალბატონი დრეზნერი სილაჩრის გამო კი არ შე-
უშვა სამალავში, არამედ პრინციპის გამო. პრინციპი კი უცვლელი
რჩებოდა. დანკას დამალავდნენ, ქალბატონ დრეზნერს – არა.
ქალბატონი დრეზნერი არ შეჰკამათებია. გრძნობდა, რომ ქა-
ლის პრინციპულობა იმავე განტოლების ნაწილი იყო, რომელ-
მაც ქვემოთ, ჰოლში ისიც იხსნა. ქალბატონმა დრეზნერმა მეგო-
ბარს მადლობა გადაუხადა; დანკას მისი სტუმართმოყვარეობით
სარგებლობა ხომ ისევ დასჭირდებოდა.
ვინაიდან 42 წლის ქალის კვალობაზე ახალგაზრდულად გა-
მოიყურება და ჯანმრთელია, ქალბატონი დრეზნერი ამიერიდან
გერმანიის არმიის გაძლიერებას მოახმარს მთელ ძალ-ღონეს
და საბრძოლო საშუალებათა ინსპექციისთვის ან სხვა სამხედრო
ორგანიზაციისთვის თავის ეკონომიკური ღირებულების დამტკი-
ცებას ეცდება. თუმცა, დარწმუნებული არაა, რომ ეს აუცილებ-
ლად გადაარჩენს. ნებისმიერისყთვის, ვისაც რეალობის ოდნავ
მაინც შეფასების უნარი აქვს, ნათელია, რომ სოციალურად
მიუღებელი ებრაელის სიკვდილი SS-ისთვის მუშახელის სიიაფე-
საც გადაწონის. ასეთ ეპოქაში გარდაუვლად ჩნდება კითხვა: ვინ
იხსნის შესყიდვების ოფიცერ იუდა დრეზნერს? ვინ იხსნის ვერ-
მახტის გარაჟის ავტომექანიკოს იანეკ დრეზნერს? ვინ იხსნის
ლუფტვაფეს საავიაციო ბაზის მრეცხავ ქალს ერთ მშვენიერ დი-
ლას, როცა SS-ი საბოლოოდ უგულებელყოფს მათ ეკონომიკურ
ღირებულებას?
სანამ OD-ის ახალგაზრდა პოლიციელი დაბროვსკის ქუჩაზე
კიბის ქვეშ დამალული ქალბატონი დრეზნერის გადარჩენას ცდი-
ლობდა, „ჰალუცის“ ახალგაზრდა წევრები და „ებრაელი მებრძო-
191 მკითხველთა ლიგა
ლები“ წინააღმდეგობის უფრო ხელშესახები აქტის განსახორ-
ციელებლად ემზადებოდნენ. მათ SS-ვაფენის უნიფორმები და ამ
უნიფორმებით სულიწმიდას მოედანზე, სლოვაცკის თეატრის
პირდაპირ მდებარე SS-ელთა რესტორან „ციგანერიაში“ შეს-
ვლის უფლება მოეპოვებინათ. „ციგანერიაში“ მათ მიერ დამონტა-
ჟებულმა ბომბმა მაგიდები ჭერში ასტყორცნა, შვიდი SS-ელი
ნაფლეთებად აქცია და ორმოცი მათგანი დააშავა.
როცა ოსკარმა ამის შესახებ შეიტყო, გულში გაიფიქრა, ბეწ-
ვზე გადავრჩენილვარ, შეიძლებოდა რომელიმე თანამდებობის
პირის მოსათაფლად იქ ვმჯდარიყავიო.
შიმონ და გუსტა დრანგერებს და მათ კოლეგებს გეტოს უძვე-
ლესი მშვიდობისმოყვარეობის საყოველთაო ამბოხებად გარ-
დაქმნა სურდათ. მათ კარმელიტის ქუჩაზე SS-ელთათვის განკუთ-
ვნილი კინოთეატრი „ბაგატელა“ ააფეთქეს. ბნელ დარბაზის ეკ-
რანზე ლენი რიფენშტალი სასტიკ გეტოსა თუ კრაკოვის სახიფა-
თო ქუჩებში სამშობლოსთვის თავდადებული ჯარისკაცის ერ-
თგულ გერმანელ ქალს განასახიერებდა, როცა უეცრად ცეც-
ხლის ალი ავარდა და ეკრანი შთანთქა.
მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ZOB-ი მდინარე
ვისლაში საპატრულო ნავებს ძირავდა, მთელ ქალაქში მიმოფან-
ტულ სამხედრო დანიშნულების გარაჟებს აფეთქებდა, პასიერ-
შაინებს შოულობდა მათთვის, ვისაც არ ჰქონდა. „ებრაელმა მებ-
რძოლებმა“ რელსებიდან გადააგდეს კრაკოვიდან ბოხნიაში მი-
მავალი სამხედრო მატარებელი; პასპორტის ფოტოები შეჰქონ-
დათ ყალბი არიული წარმოშობის მოწმობების დასამზადებელ
ცენტრებში და ავრცელებდნენ იატაკქვეშა გაზეთებს. მათივე მე-
ცადინეობით, OD-ის შეფის, შპირას ორი მოადგილე, ათასობით
დასაპატიმრებელი ებრაელის სიის შემდგენელი შპიცი და ფორ-
სტერი, გესტაპოს დაგებულ ხაფანგში გაებნენ. ეს ძველი სტუდენ-
ტური ოინის მეშვეობით მოახერხეს. ერთ-ერთმა იატაკქვეშელმა,
192 მკითხველთა ლიგა
რომელიც ვითომ ინფორმატორი იყო, კრაკოვყთან ახლომდება-
რე სოფელში ორ პოლიციელს შეხვედრა დაუთქვა. იმავ-
დროულად, მეორე ვითომ ინფორმატორმა გესტაპოს აცნობა,
ებრაელთა პარტიზანული მოძრაობის ორ ლიდერს ამა და ამ
ადგილას იპოვითო. შპიცმა და ფორსტერმა გაქცევა მოინდომეს,
მაგრამ გესტაპოელებმა ორივე დახვრიტეს.
მიუხედავად ამისა, გეტოს მცხოვრებთა წინააღმდეგობის სტი-
ლი დიდად არ იცვლებოდა და ძირითადად, არტურ როზენცვა-
იგს ჰბაძავდნენ. როცა ამ უკანასკნელს ივნისში ათასობით გადა-
სასახლებელთა სიის შედგენა სთხოვეს, მან სიის სათავეში თავი-
სი, თავის ცოლისა და ქალიშვილის სახელები ჩაწერა.
ზაბოჩეში, „ემალიის“ უკანა ეზოში, ბატონი იერეთი და ოსკარ
შინდლერი თავისებურად ებრძოდნენ სისტემას და ახალი ბარა-
კების აშენებას გეგმავდნენ.

193 მკითხველთა ლიგა


თავი 17

კრაკოვში ავსტრიელი დანტისტი, გვარად სედლაჩეკი გამოჩ-


ნდა და ოსკარ შინდლერის ამბის გამოკითხვა დაიწყო. ის ბუდა-
პეშტიდან მატარებლით ჩამოვიდა. თან მოჰქონდა საჭირო კრა-
კოველთა სია, რომელთაც უნდა დაკავშირებოდა, და ორმაგ-
ფსკერიანი ჩემოდნით – გარკვეული რაოდენობის საოკუპაციო
ზლოტი, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ გენერალ--
გუბერნატორმა ფრანკმა პოლონური ფულის მსხვილი კუპიურები
მიმოქცევიდან ამოიღო, ჩემოდანში საკმაოდ დიდ ადგილს იკა-
ვებდა.
სედლაჩეკი თავს ისე აჩვენებდა, ვითომ კრაკოვში საქმიანი
ვიზიტით ჩამოვიდა. სინამდვილეში სიონისტთა განმათავისუფლე-
ბელი ორგანიზაციის მიერ ბუდაპეშტიდან გამოგზავნილი კუ-
რიერი იყო.
1942 წლის შემოდგომაზე პალესტინელ სიონისტებს, რო-
გორც მთელი მსოფლიოს მოსახლეობას, მხოლოდ გაკვრით
სმენოდა, რა ხდებოდა ევროპაში. სანდო ინფორმაციის მოსაპო-
ვებლად სტამბოლში ბიურო გახსნეს. ბეიოღლუს რაიონში მდება-
რე ბინიდან სამმა აგენტმა გერმანული ევროპის ყველა სიონის-
ტურ ორგანიზაციას დაუგზავნა ღია ბარათები. ბარათებში ეწერა:
„გთხოვ, შემატყობინე, როგორ ხარ. ერეცს ენატრები“. ერეცი „მი-
წას“ ნიშნავდა, ყოველი სიონისტისთვის კი – ისრაელს. თი-
თოეულ ღია ბარათს სამიდან ერთ-ერთი აგენტი, გოგო, სახე-
ლად სარკა მანდელბლატი აწერდა ხელს, რადგან თურქეთის
მოქალაქე იყო.
ღია ბარათები უკვალოდ გაქრა. პასუხი არავის მოუწერია. ეს
იმას ნიშნავდა, რომ ადრესატები ან ციხეში ისხდნენ, ან ტყეში
იმალებოდნენ, ან რომელიმე ბანაკში მონებივით მუშაობდნენ, ან

194 მკითხველთა ლიგა


გეტოში ცხოვრობდნენ, ან ცოცხლები აღარ იყვნენ. სტამბოლელ
სიონისტებს დუმილი ავისმომასწავებლად ენიშნათ.
1942 წლის შემოდგომის მიწურულს, როგორც იქნა, მიიღეს
პასუხი. ბუდაპეშტიდან გამოგზავნილ, ბელვაროშის ხედით დამ-
შვენებულ ღია ბარათში ეწერა: „მიხარია, რომ ჩემი მდგომა-
რეობით დაინტერესდი. რახამიმ მახერ [სასწრაფო დახმარება]
გვჭირდება. გთხოვ, მომწერე“.
პასუხის ავტორი ბუდაპეშტელი იუველირი სამუ შპრინგმანი
იყო. სწორედ მან მიიღო და გაშიფრა სარკა მანდელბლატის სა-
ხელით გამოგზავნილი შეტყობინება. სამუ გამხდარი კაცი იყო,
ჟოკეის აღნაგობისა, ოცდათხუთმეტი წლისა იქნებოდა. მიუხედა-
ვად ხელშეუვალი წესიერებისა, ცამეტი წლის ასაკიდან თანამდე-
ბობის პირებს თაფლავდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომად-
გენლებს სამსახურს უწევდა, უნგრეთის საიდუმლო პოლიციის
სასტიკ მოხელეებს ქრთამავდა. ახლა სტამბოლელებმა თანა-
მოძმეთა საშველად გერმანიის იმპერიაში ფულის გადაქაჩვა და
ამ ფულის მეშვეობით მთელი მსოფლიოსთვის ევროპელი ებ-
რაელების მძიმე ხვედრის შესახებ ზუსტი ცნობების მიწოდება
სთხოვეს.
გერმანიის მოკავშირე გენერალ ჰორტის უნგრეთში მცხოვრე-
ბი სამუ შპრინგმანი და მისი კოლეგები სტამბოლელი სიონისტე-
ბივით მოკლებულნი იყვნენ სანდო ცნობებს პოლონეთიდან. მან
ისეთი კურიერების ძიება დაიწყო, რომლებიც ჩანთის შიგთავსის
წილის სანაცვლოდ ან პირადი შეხედულებების გამო გერმანიის
ტერიტორიებზე შესაღწევად მზად იქნებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი
კურიერი იყო ბრილიანტების ვაჭარი ერიკ პოპესკუ, უნგრეთის
საიდუმლო პოლიციის ჯაშუში. მეორე კურიერი, ხალიჩების კონ-
ტრაბანდისტი ბანდი გროსიც საიდუმლო პოლიციის ყოფილი ჯა-
შუში იყო, მაგრამ გარდაცვლილი დედისათვის მიყენებული ტკი-
ვილის გამოსასყიდად შპრინგმანისთვის მუშაობა დაიწყო. მესამე
195 მკითხველთა ლიგა
კურიერს რუდი შულცი ერქვა. იგი ავსტრიელი სეიფის გამტეხი
და გესტაპოს შტუტგარტის ბიუროს ჯაშუში იყო. შპრინგმანს პო-
პესკუს, გროსის და შულცის მსგავს ორმაგ აგენტებთან კავშირის
დამყარების დიდი ნიჭი ჰქონდა. ამას მათ გრძნობებზე, სიხარბესა
და, თუ საჭირო გახდებოდა, მათ პრინციპებზე ზემოქმედებით
ახერხებდა.
მისი ზოგიერთი კურიერი იდეალისტი იყო. სედლაჩეკი, რომე-
ლიც 1942 წლის მიწურულს კრაკოვში ჰერ შინდლერს კითხუ-
ლობდა, სწორედ ასეთთა რიცხვს განეკუთვნებოდა. ორმოცდა-
ხუთ წელს მიღწეულს, ვენაში საკუთარი სტომატოლოგიური კლი-
ნიკა ჰქონდა და პოლონეთში ორმაგფსკერიანი ჩემოდნის თრევა
სულაც არ სჭირდებოდა. და მაინც, კრაკოვში აღმოჩნდა ჯიბეში
სტამბოლიდან გამოგზავნილი სიით. სიაში მეორე კი ოსკარის სა-
ხელი ეწერა!
ეს იმას ნიშნავდა, რომ ვიღაცამ – იცხაკ შტერნმა, ბიზნესმენმა
გინტერმა ან დოქტორ ალექსანდერ ბიბერშტაინმა – შინდლერის
სახელი პალესტინელ სიონისტებს აცნობა. ჰერ შინდლერი მარ-
თალ ადამიანად დაასახელეს, მაგრამ მან ეს ჯერ არ იცოდა.
დოქტორ სედლაჩეკს კრაკოვის გარნიზონში მეგობარი ჰყავ-
და, ვენელი პაციენტი, რომელსაც თავის კლინიკაში უმკურნალა
– ვერმახტის მაიორი ფრანც ფონ კორაბი. კრაკოვში ყოფნის
პირველ საღამოს დანტისტმა მაიორი ფონ კორაბი სასტუმრო
„კრაკოვიაში“ სასმელზე დაპატიჟა. სედლაჩეკს ცუდი დღე ჰქონ-
და. შუადღისას ნაცრისფერი ვისლას ნაპირიდან შეათვალიერა
გადაღმა მდებარე პოდგოჟე და გეტო; მავყყთულხლართიან და
მაღალკედლებიან ცივ ციხესიმაგრეს ზამთრის ამ პირქუშ დღეს
თავზე განსაკუთრებით მრუმე ღრუბელი დამხობოდა და გა-
დაუღებლივ აწვიმდა. როცა მოსაღამოვდა, სედლაჩეკი სიამოვ-
ნებით გაემართა ფონ კორაბთან შესახვედრად.

196 მკითხველთა ლიგა


ვენის გარეუბნებში ხშირად ჭორაობდნენ, რომ ფონ კორაბს
ებრაელი ბებია ჰყავდა. ხანდახან, დროის მოსაკლავად, ამაზე
დანტისტის პაციენტებიც ლაპარაკობდნენ. რაიხში გენეალოგიაზე
ისევე მუსაიფობდნენ, როგორც ამინდზე. ხალხი წვეულებებზე სე-
რიოზულად მსჯელობდა, რაინჰარდ ჰაიდრიხს ბაბუა მართლა
ებრაელი, გვარად ზუსი, ჰყავდა თუ არა. ერთ დღესაც ფონ კო-
რაბი სრულიად არაკეთილგონივრულად მოიქცა და მეგობრო-
ბის ხათრით, სედლაჩეკს გამოუტყდა, რომ მის შემთხვევაში ჭო-
რები სინამდვილეს შეესაბამებოდა. ამ აღიარებით ფონ კორაბმა
სედლაჩეკს ნდობა გამოუცხადა და ახლა ვალის გადახდის დრო
დადგა. სედლაჩეკმა მაიორს სტამბოლელთა სიაში ჩამოწერილ
პიროვნებათყაგან რამდენიმეს ამბავი გამოჰკითხა. შინდლერის
გვარის გაგონებაზე ფონ კორაბმა შემწყნარებლურად გაიღიმა:
ჰერ შინდლერს ვიცნობ, მასთან ერთად მისადილიაო.
– შთამბეჭდავი გარეგნობის კაცია, ფულს ბლომად შოულობს.
იმაზე გონიერია, ვიდრე ამჟღავნებს. შემიძლია ახლავე დავურე-
კო და შეხვედრა დავუთქვა, – შესთავაზა ფონ კორაბმა დოქტორ
სედლაჩეკს.
მეორე დილის ათ საათზე შინდლერს „ემალიაში“ ესტუმრნენ.
შინდლერმა დოქტორი სედლაჩეკი თავაზიანად მიიღო, ხოლო
მაიორი ფონ კორაბი შემფასებლურად შეათვალიერა, ნეტავ
დანტისტს რამდენად ენდობაო. ცოტა ხანში ოსკარი უცნობს
გაუშინაურდა, ხოლო მაიორმა მოიბოდიშა, უნდა წავიდეო და ყა-
ვის მორთმევასაც არ დაელოდა.
– მაშ, კარგი, – უთხრა სედლაჩეკმა შინდლერს ფონ კორაბის
წასვლისთანვე, – პირდაპირ გეტყვით, საიდან მოვედი.
მას არაფერი უთქვამს ფულზე, რომელიც თან ჰქონდა და არც
იმაზე, რომ მომავალში „განაწილების ერთობლივი ებრაული კო-
მიტეტი“ პოლონეთში სანდო ხალხს გარკვეული თანხით
დააჯილდოებდა. დანტისტი ჯერ იმით დაინტერესდა, რა იცოდა
197 მკითხველთა ლიგა
და რას ფიქრობდა ჰერ შინდლერი პოლონელ ებრაელთა წინა-
აღმდეგ გაჩაღებულ ომზე.
შინდლერი შეყოყმანდა. სედლაჩეკმა იფიქრა, პასუხს არ გამ-
ცემსო. შინდლერის მზარდ საწარმოში 550 ებრაელი მუშაობდა
და მათ სანაცვლოდ შინდლერი SS-ს ქირას უხდიდა. საბრძოლო
საშუალებათა ინსპექცია შინდლერისნაირ კაცს შეკვეთებს არ მო-
აკლებდა; SS-ი თითო კაცზე დღეში მხოლოდ 7,5 რაიხსმარკას
სთხოვდა, სანაცვლოდ კი უსასრულო რაოდენობით სთავაზობდა
მონებს. სედლაჩეკს სულ არ გაუკვირდებოდა, ოსკარი რბილ,
ტყავის სავარძელში რომ გადაწოლილიყო და თავი საკითხში გა-
უთვითცნობიერებლად მოეჩვენებინა.
– არსებობს მხოლოდ ერთი პრობლემა, ჰერ სედლაჩეკ, –
ჩაიბურტყუნა ოსკარმა, – ის, რომ ამ ქვეყანაში ხალხს სრულიად
წარმოუდგენელ რამეს უშვრებიან.
– იმის თქმა გნებავთ, რომ ჩემი უფროსები არ დაგიჯერებენ?
– ჰკითხა დოქტორმა სედლაჩეკმა.
– მე თვითონ მიჭირს დაჯერება, – უპასუხა შინდლერმა, წა-
მოდგა, მინი-ბართან მივიდა, ორ ჭიქაში კონიაკი დაასხა და ერ-
თი დოქტორ სედლაჩეკს მიაწოდა. თავის სავარძელს დაუბრუნ-
და, კონიაკი მოსვა, მოღუშულმა დახედა ანგარიშფაქტურას,
აიღო, ფეხაკრეფით მივიდა კართან და სწრაფად გამოაღო,
თითქოს მოყურადის გამოჭერას აპირებსო. კარგა ხანს კარში იდ-
გა. შემდეგ პოლონელ მდივანს მშვიდად დაელაპარაკა ანგარიშ-
ფაქტურაზე. რამდენიმე წუთში ისევ სამუშაო მაგიდას მიუჯდა, კი-
დევ ერთი ყლუპი კონიაკი დალია და ლაპარაკი დაიწყო.
სედლაჩეკის ვიწრო წრეშიც კი, მის ვენურ ანტინაცისტურ
კლუბში, ვერავინ იფიქრებდა, ებრაელებს ასე მეთოდურად თუ
სდევნიდნენ. შინდლერის მონათხრობი არა მხოლოდ ზნეობრივი
კუთხით აღმოჩნდა შემზარავი: როგორი დასაჯერებელია, რომ
შუა ომში ნაციონალ-სოციალისტები ათასობით ადამიანს, ძვირ-
198 მკითხველთა ლიგა
ფას სარკინიგზო საშუალებებს, უზარმაზარი მოცულობის ტვირ-
თზიდვას, ძვირადღირებულ საინჟინრო მეთოდებს, უამრავ
მკვლევარსა და მეცნიერს, ბიუროკრატიულ აპარატს, ავტომატუ-
რი იარაღის მთელ არსენალს და სხვა საბრძოლო საშუალებე-
ბის საწყობებს გამოიყენებდნენ ებრაელთა მოსასპობად, რასაც
ფსიქოლოგიურის გარდა, არანაირი სამხედრო ან ეკონომიკური
დანიშნულება არ გააჩნდა. არადა, დოქტორი სედლაჩეკი
ჩვეულებრივი საშინელი ისტორიების მოსასმენად ემზადებოდა;
ეგონა, შინდლერი ახსენებდა შიმშილობას, ეკონომიკურ შეზღუდ-
ვებს, მასშტაბურ პოგრომებს და ძარცვა-გლეჯას – უბედურებებს,
რომლებიც ებრაელებს არსებობის განმავლობაში არა ერთხელ
შემთხვევიათ.
პოლონეთის მოვლენების ოსკარისეული აღწერა სედლაჩე-
კისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა, რადგან მშვენივრად მიხვდა,
ჰერ შინდლერი რასაც წარმოადგენდა. ოკუპირებულ პოლონეთ-
ში მან ბევრი ფული იშოვა და გამდიდრდა, ახლა თავისი იმპერი-
ის შუაგულში იჯდა კონიაკის ჭიქით ხელში. ზედაპირულ სიმშვი-
დესა და სიღრმისეულ მრისხანებას ასხივებდა. თავისდა სამწუხა-
როდ, ცუდზე თვალის დახუჭვა არ შეეძლო. იმ კაცს არ ჰგავდა,
ფაქტების გაზვიადება რომ სჩვევია.
– ვიზა რომ გაგიკეთოთ, ბუდაპეშტში ჩამოხვალთ და ჩემს უფ-
როსებსა და სხვებსაც მოუყვებით, რაც ახლა მიამბეთ? – ჰჰკითხა
მას სედლაჩეკმა.
შინდლერმა გაკვირვება ვერ დამალა.
– მოხსენება დაწერეთ, – უპასუხა დანტისტს. – თანაც, მსგავს
რამეს ალბათ სხვებისგანაც მოისმენდით.
არა, მხოლოდ ცალკეული ამბების და ამა თუ იმ ინციდენტის
დეტალები მოვისმინე, მაგრამ ერთიანი სურათის დასახატად ეს
არ კმარაო, უთხრა სედლაჩეკმა.

199 მკითხველთა ლიგა


– წამოდით ბუდაპეშტში, – თხოვნა გაუმეორა მან ოსკარს, –
ოღონდ გაფრთხილებთ, არც ისე სასიამოვნო მოგზაურობა იქნე-
ბა.
– იმას გულისხმობთ, რომ საზღვარი ფეხით უნდა გადავკვე-
თო? – ჰკითხა შინდლერმა დანტისტს.
– არა, ძალიან ნუ დაფრთხებით, – უპასუხა სედლაჩეკმა, –
სატვირთო მატარებელი ვიგულისხმე.
– მოვალ, – დაჰპირდა ოსკარი.
დოქტორმა სედლაჩეკმა სტამბოლურ სიაში ჩამოწერილი
სხვა პიროვნებების შესახებაც ჰკითხა. მაგალითად, სიის თავში
კრაკოველი დანტისტი ეწერა. დანტისტებთან სტუმრობა ყოველ-
თვის იოლია, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთი
ჭიანი კბილი მაინც არ ჰქონდესო.
– არა, ამ კაცთან არ მიხვიდეთ, – უთხრა ჰერ შინდლერმა, –
შშ-ელთა ჯაშუშია.
ვიდრე ბუდაპეშტში ბატონ შპრინგმანთან დაბრუნდებოდა,
დოქტორი სედლაჩეკი კიდევ ერთხელ შეხვდა შინდლერს და
მისსავე კაბინეტში შპრინგმანის მიერ პოლონეთში გამოტანებუ-
ლი თითქმის მთელი ფული გადასცა. რასაკვირველია, ოსკარის
ჰედონისტური მიდრეკილებების გათვალისწინებით, არსებობდა
რისკი იმისა, რომ იგი ამ თანხას შავ ბაზარზე ძვირფასეულობის
შესაძენად დახარჯავდა, მაგრამ არც შპრინგმანი და არც სტამბო-
ლელები არანაირ გარანტიას არ მოითხოვდნენ. აუდიტის ჩატა-
რების იმედი მაინც არ ჰქონდათ.
უნდა აღინიშნოს, რომ ოსკარი უზადოდ მოიქცა და ფული ებ-
რაელ ნაცნობებს გადასცა საჭიროებისამებრ დასახარჯად.
მორდეხაი ვულკანი, რომელიც ქალბატონ დრეზნერის მსგავ-
სად თავის დროზე ოსკარ შინდლერს გაიცნობს, პროფესიით
იუველირი იყო. წლის მიწურულს მას სახლში შპირას პოლიტიკუ-

200 მკითხველთა ლიგა


რი განყოფილების ერთ-ერთი მოხელე ესტუმრა. ნუ ღელავთ,
საშიში არაფერიაო, დაამშვიდა მან მასპინძელი.
შარშან OD-ელებმა ვულკანს შავ ბაზარზე ვალუტით ვაჭრო-
ბისთვის სცემეს, ხოლო როცა ფულის მიმოქცევის მარეგულირე-
ბელი ბიუროს სასარგებლოდ ჯაშუშობაზე უარი თქვა, უკვე SS--
ელებმა სცემეს. ქალბატონი ვულკანი ვახმაისტერ ბეკს ეახლა გე-
ტოს პოლიციის განყოფილებაში და ქმრის გასათავისუფლებ-
ლად ქრთამი მისცა.
წლეულს, ივნისში მორდეხაი ვულკანი დააკავეს და ბელჰჟეც-
ში გადასახლებას უპირებდნენ, მაგრამ ნაცნობმა OD-ელმა მიუს-
წრო და პირდაპირ „ოპტიმას“ ეზოდან გაათავისუფლა. თვით OD-
შიც ირიცხებოდნენ სიონისტები, მიუხედავად იმისა, რომ მათ
იერუსალიმის ხილვის მცირე შანსი ჰქონდათ.
OD-ელი, ამჯერად მორდეხაის რომ ესტუმრა, სიონისტი არ
იყო. მისი თქმით, SS-ს დაუყოვნებლივ სჭირდებოდა ოთხი იუვე-
ლირი. სიმხე შპირას სამი საათი მისცეს მათ მოსაძებნად. ამგვა-
რად, OD-ის პოლიციის განყოფილებაში ოთხი იუველირი – ჰერ-
ცოგი, ფრიდნერი, გრიუნერი და ვულკანი – შეკრიბეს და გეტო-
დან SS-ის მთავარი ეკონომიკური და ადმინისტრაციული სამსა-
ხურის საწყობად გადაკეთებულ ყოფილ ტექნიკურ აკადემიაში წა-
იყვანეს.
ვულკანისთვის შენობაში შესვლისთანავე ცხადი გახდა, რომ
იქაურობას მკაცრად იცავდნენ. ყოველ კართან შეიარაღებული
ჯარისკაცი იდგა. ვესტიბიულში ოთხეულს SS-ის ოფიცერი შეხვდა
და გააფრთხილა, რასაც აქ გააკეთებთ, არავის გაუმხილოთ, თო-
რემ შრომის ბანაკში გაგგზავნითო. იუველირებს ყოველდღე თა-
ვიანთი ხელსაწყოების მოტანა, ბრილიანტების დახარისხება და
ოქროს ღირებულების შეფასება დაავალეს.
ოთხივე სარდაფში ჩაიყვანეს. კედლებთან მდგარ სტელაჟებზე
ჩემოდნები და პორტფელები ერთმანეთზე ელაგა. თითოეულ
201 მკითხველთა ლიგა
მათგანზე გულმოდგინედ და ამაოდ წაეწერა სახელი მის ყოფილ
მფლობელს. მაღალი ფანჯრების ქვეშ ხის ყუთები ეწყო. იუველი-
რები შუა ოთახში, იატაკზე დასხდნენ, ხოლო SS-ის ორმა ოფი-
ცერმა თაროდან ჩემოდანი ჩამოიღო, იუველირებისკენ წაათრია
და ჰერცოგის წინ დაცალა. შემდეგ მეორე ჩემოდანი მოათრიეს
და გრიუნერის წინ დაცალეს. ხოლო ფრიდნერსა და ვულკანს
წინ ოქრო დაუხვავეს. ძველი ოქრო იყო – ბეჭდები, გულსაბნევე-
ბი, სამაჯურები, მაჯის საათები, ლორნეტები, მუნდშტუკები. იუვე-
ლირებს ოქრო უნდა დაეხარისხებინათ და ოქროთი მოვარაყე-
ბული ნივთები ხალასი ოქროსგან დამზადებულისგან განეცალკე-
ვებინათ. ბრილიანტი და მარგალიტი უნდა შეეფასებინათ და ფა-
სისა და კარატის რაოდენობის მიხედვით დაეყოთ.
თავიდან თითოეულ ნივთს ნელა და ყურადღებით აკვირდე-
ბოდნენ, შემდეგ პროფესიულმა უნარ-ჩვევებმა იჩინა თავი და აჩ-
ქარდნენ. დახარისხებულ ოქროსა და ძვირფასეულობას SS--
ელები შესაბამის ყუთებში ყრიდნენ. გავსებულ ყუთს შავი საღება-
ვით აწერდნენ – „SS-ის რაიხსფიურერი ბერლინი“. SS-ის რაიხ-
სფიურერი თავად ჰიმლერი იყო. სწორედ მის სახელზე შეჰქონ-
დათ რაიხსბანკში ევროპელებისთვის ჩამორთმეული ძვირფა-
სეულობა. მათში ბლომად ერია საბავშვო ბეჭდები და იუველირე-
ბი შესაშურ ცივსისხლიანობას იჩენდნენ, რათა მათ უწინდელ პატ-
რონებზე არ ეფიქრათ. ისინი მხოლოდ ერთხელ შედრკნენ, რო-
ცა დაპირქვავებული ჩემოდნიდან სისხლშემხმარი ოქროს კბი-
ლები გადმოცვივდა. მორდეხაი ვულკანის მუხლებთან ათასობით
მოკლულის პირის ღრუ იყო დახვავებული. ისინი იუველირს
მოუწოდებდნენ, მათ შეერთებოდა, ხელსაწყოები მოესროლა და
ხმამაღლა ეთქვა უარი ამ სისხლით დასვრილი სამკაულებისთვის
ხელის ხლებაზე. მცირე პაუზის შემდეგ ჰერცოგმა, გრიუნერმა,
ვულკანმა და ფრიდნერმა დახარისხება განაგრძეს. მათთვის ცხა-

202 მკითხველთა ლიგა


დი გახდა, რა სიმდიდრესაც დაატარებდნენ პირით და დაფ-
რთხნენ, ვაითუ SS-მა მათი წართმევა მოინდომოსო.
ექვსი კვირა ახარისხებდნენ ძვირფასეულობას ტექნიკურ აკა-
დემიაში. იქიდან იუველირები ვერცხლეულობის საწყობად გადა-
კეთებულ მიტოვებულ გარაჟში წაიყვანეს. სარემონტო ორმოები
ხალასი ვერცხლის ნივთებით – ბეჭდებით, კულონებით, პასექის
ლანგრებით, იადებით, ბექთრებით, გვირგვინებითა და კანდე-
ლაბრებით გაევსოთ. ვერცხლით მოვარაყებულები ხალასი ვერ-
ცხლისგან დამზადებულებისგან განაცალკევეს და ყველაფერი
აწონეს. მათმა ზედამხედველმა SS-ელმა დაიწუწუნა, ზოგიერთი
ნივთი ყუყთში ძნელი ჩასაწყობიაო, ხოლო მორდეხაი ვულკანმა
ურჩია, მაშინ აჯობებს, გადაადნოთო. ვულკანი ღვთისმოსავი არ
იყო, მაგრამ მაინც მცირე გამარჯვებად ჩათვლიდა, თუ რაიხი
ვერცხლეულობას ებრაული ფორმისგან განძარცვულს მიიღებდა.
თუმცა, SS-ის ოფიცერმა რატომღაც იუარა. ვინ იცის, იქნებ ეს
ნივთები რაიხის რომელიმე დიდაქტიკური მუზეუმისთვის იყო გან-
კყყუთვნილი, ან იქნებ SS-ი სინაგოგის ვერცხლეულობის სილა-
მაზით მოიხიბლა.
როცა ამ საქმეს მორჩნენ, ვულკანი კვლავ უსამსახურობის
საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ოჯახის, განსაკუთრებით ბრონქი-
ტიანი ქალიშვილის გამოსაკვებად, მუდმივად გეტოდან გასვლა
უწევდა. ცოტა ხანს კაჟიმეჟის ლითონდამამუშავებელ ქარხანაში
იმუშავა. იქ SS-ის ობერშარფიურერი გოლა გაიცნო. საკმაოდ
თავდაჭერილმა გოლამ ვულკანი ვაველის ციხესიმაგრესთან ახ-
ლოს, SA-ს31 ყაზარმებში მერემონტედ მოაწყო. როცა ვულკანმა
ქანჩის გასაღებებით ყაზარმის სასადილოში შესვლა დააპირა, კა-
რის თავზე გაკრული წარწერა დაინახა: F FÜR JUDEN UND
HUNDE EINTRITT VERBOTEN – ებრაელებისა და ძაღლების

31 Sturmabteilung – მოიერიშეთა რაზმი.


203 მკითხველთა ლიგა
შესვლა აკრძალულია. ამ წარწერამ, ტექნიკურ აკადემიაში შეფა-
სებულ იმ ასობით ათას კბილთან ერთად, ვულკანი საბოლოოდ
დაარწმუნა, რომ ობერშარფიურერი გოლას შემთხვევითი მოწყა-
ლება მას ვერ უშველიდა. გოლა აქ ისე სვამდა, წარწერას ვერც
კი ამჩნევდა; ის ვერც ბელჟეცში ან სხვა ადგილას წაყვანილი
ვულკანების ოჯახის გაქრობას შეამჩნევდა. მოდრეხაი ვულკანი,
ქალბატონ დრეზნერისა და გეტოს თხუთმეტი ათასი მცხოვრების
მსგავსად, უკვე ხვდებოდა, რომ სასწაული თუღა იხსნიდა. სას-
წაულის მოხდენისა კი არც ერთს წამითაც არ სჯეროდა.

204 მკითხველთა ლიგა


თავი 18

როგორც დოქტორმა სედლაჩეკმა გააფრთხილა, მგზავრობა


საკმაოდ არასასიამოვნო გამოდგა. ოსკარს საუცხოო პალტო ეც-
ვა და ჩემოდნით პირადი მოხმარების ის საგნები მიჰქონდა, რო-
მელთა გარეშე გაძლება გაუჭირდებოდა. სამგზავრო საბუთები კი
ჰქონდა, მაგრამ მათი გამოყენება არ უნდოდა. თუკი საზღვარს
მათ წარუდგენლად გადაკვეთდა, ყოველთვის შეძლებდა იმის
უარყოფას, რომ დეკემბერში უნგრეთში იმყოფებოდა.
სატვირთო მატარებლით იმგზავრა. ვაგონი უნგრეთში გასაყი-
დად გამზადებული ნაციონალ-სოციალისტური პარტიის გაზეთის,
„ფოლკიშერ ბეობახტერის“ დასტებით იყო სავსე. სასტამბო საღე-
ბავის სუნით გაჟღენთილ ვაგონში ჩაკეტილმა და სქელი გოტიკუ-
რი შრიფტით დაბეჭდილი გერმანიის სამთავრობო გაზეთის შეკ-
ვრებს შორის მჯდარმა ოსკარმა სლოვაკეთის თოვლიანი მთები
ჯაყჯაყით გადაიარა, უნგრეთის საზღვარი გადაკვეთა და დუნაის
ხეობას დაუყვა.
უნივერსიტეტის გვერდით, „პანონიაში“ მისთვის ნომერი
დაეჯავშნათ და იმავე შუადღისას, სასტუმროში ახალდაბინავე-
ბულს სამუ შპრინგმანი და მისი კოლეგა, დოქტორი რესო კას-
ტნერი ესტუმრნენ. ოსკარის ნომერში ლიფტით ავიდნენ. შპრინ-
გმანს და კასტნერს პოლონეთიდან დევნილებისგან უკვე მოესმი-
ნათ საზარელი ამბები, მაგრამ ეს მხოლოდ ფრაგმენტები იყო.
მათ გაქცევა მოახერხეს, ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებდა, რომ
საფრთხის გავრცელების არეზე, მისი მოქმედების პრინციპებსა
და სიდიდეზე ბევრი არაფერი იცოდნენ. შპრინგმანი და კასტნერი
მოუთმენლად ელოდნენ ოსკართან შეხვედრას, რადგან თუ სედ-
ლაჩეკს დაუჯერებდნენ, სწორედ სუდეტელი გერმანელი შეძლებ-

205 მკითხველთა ლიგა


და მათთვის მთლიანი სურათის დახატვას და პოლონური ხოცვა--
ჟლეტის შესახებ სრულყოფილი ანგარიშის წარდგენას.
ნომერში მისალმებას და გაცნობას სწრაფად მორჩნენ. შპრინ-
გმანი და კასტნერი შინდლერის მოსასმენად მოსულიყვნენ და
შეატყვეს, ამ უკანასკნელსაც ერთი სული ჰქონდა, ლაპარაკს რო-
დის დაიწყებდა. ყავის სმით შეპყრობილ ბუდაპეშტში გაშინაურება
არ გასჭირვებიათ, ნომერში ყავა და ნამცხვარი შეუკვეთეს. კას-
ტნერმა და შპრინგმანმა ტანმაღალ გერმანელს ხელი ჩამოარ-
თვეს და სასაუბროდ დასხდნენ. შინდლერი ბოლთას სცემდა.
როგორც ჩანდა, კრაკოვიდან შორს მყოფს, გეტოს და აქციონის
საშინელებები უფრო მეტად აწუხებდა, ვიდრე – სედლაჩეკთან
ხანმოკლე შეხვედრისას. ხალიჩაზე წინ და უკან მძიმედ დააბიჯებ-
და. ალბათ ქვედა ოთახში ესმოდათ და ჭაღს არყევდა მისი ბრა-
გუნი, როცა ფეხს მძიმედ დგამდა ძირს, როგორც ის SS-ელი ჯა-
ლათი, წითელპალტოიანი პატარა გოგონას დასანახად კრაკუსის
ქუჩაზე მსხვერპლს თავი მიწაზე რომ მიულურსმა.
ოსკარმა კრაკოვის სისასტიკეების აღწერა იმ მოვლენებით
დაიწყო, რომლებიც პირადად იხილა ქუჩებში ან კედლის ორივე
მხარეს, ებრაელებისგან და SS-ის ნაცნობი პოლიციელებისგან
მოისმინა. ჩემი ნათქვამის დასტურად, გეტოს მკვიდრებმა წერი-
ლები გამომატანესო, უთხრა მათ ოსკარმა და ექიმი ხაიმ ჰილ-
ფშტაინის, დოქტორი ლეონ ზალპეტერისა და იცხაკ შტერნის წე-
რილები გადასცა. ექიმი ჰილფშტაინის წერილი შიმშილს ეხებო-
და.
– როგორც კი ორგანიზმი ცხიმისგან დაიცლება, – თქვა ოს-
კარმა, – ტვინი კვდომას დაიწყებს.
ოსკარის თქმით, ვარშავაში, ლოძსა და კრაკოვში გეტოების
თანდათან დახურვას აპირებდნენ.
– ვარშავის გეტოს მოსახლეობა სამი მეოთხედით შემცირდა,
ლოძისა – ორი მესამედით, კრაკოვისა განახევრდა. სად მიჰყავთ
206 მკითხველთა ლიგა
გადასახლებულები? ზოგი შრომის ბანაკებში. თუმცა, ბატონებო,
გადასახლებულთა სამი მეხუთედი იმ ბანაკებში გაუჩინარდა,
რომლებშიც ახალ მეცნიერულ მეთოდებს იყენებენ. მათ SS-ი
ოფიციალურად „სიკვდილის ბანაკებს“32 უწოდებს.
გასული ორი კვირის განმავლობაში გეტოს დაახლოებით
2000 მცხოვრები დააკავეს, მაგრამ ბელჟეცის გაზის კამერებში კი
არა, კრაკოვთან ახლომდებარე შრომის ბანაკებში გადაიყვანეს.
ერთი ბანაკი ველიჩკაშია, მეორე – პროკოჩიმში. ორივე რუსეთის
ფრონტისკენ მიმავალი ოსტბანის ხაზის რკინიგზის სადგურია. ვე-
ლიჩკიდან და პროკოჩიმიდან ეს პატიმრები ყოველდღე ქალაქის
განაპირას მდებარე სოფელ პლაშუვში მიჰყავთ, სადაც უზარმა-
ზარ შრომის ბანაკს აშენებენ. ამ შრომის ბანაკში დალხენილი
ცხოვრება არავის ექნება. ველიჩკისა და პროკოჩიმის ბანაკებს
უნტერშარფიურერი ჰორსტ პილარციკი განაგებს. პილარციკმა
სახელი ივნისში გეტოს 7000 მოსახლისგან გაწმენდით მოიხვეჭა.
გასახლებულთაგან უკან მხოლოდ ერთი ადამიანი, ფარმაცევტი
დაბრუნდა. პლაშუვის მშენებარე ბანაკსაც ამ რანგის ადამიანს
ჩააბარებენ სამართავად. შრომის ბანაკები იმით თუ სჯობია
სხვებს, რომ მასობრივი განადგურებისთვის საჭირო აპარატებით
არ არის აღჭურვილი. მსგავსი ბანაკები სულ სხვა, ეკონომიკური
მიზნით არსებობს. ველიჩკისა და პროკოჩიმის ბანაკების პატიმ-
რები ყოველდღე სხვადასხვა საქმის საკეთებლად მიჰყავთ. ვე-
ლიჩკა, პროკოჩიმი და პლაშუვის მშენებარე ბანაკები კრაკოვის
პოლიციის შეფებს – იულიან შერნერსა და როლფ ჩურდას ექ-
ვემდებარება, მაშინ როცა „სიკვდილის ბანაკებს“ SS-ის მთავარი
ეკონომიკური და ადმინისტრაციული სამსახური განაგებს ბერ-
ლინთან ახლომდებარე ორანიენბურგიდან. სიკვდილის ბანაკებ-
შიც ამუშავებენ პატიმრებს, მაგრამ მათი ძირითადი დანიშნულება

32 Vernichtungslager.
207 მკითხველთა ლიგა
ხალხის განადგურება და განადგურების თანამდევი პროდუქტე-
ბის – ტანსაცმლის, დარჩენილი ძვირფასეულობის ან სათვა-
ლეების, სათამაშოების, მოკლულის ტყავისა და თმის – გადამუ-
შავებაა.
სიკვდილისა და შრომის ბანაკების განმასხვავებელი ნიშნების
ჩამოთვლისას ოსკარი უეცრად გაჩერდა, ოთახის კარი გამოაღო
და ცარიელ დერეფანში გაიხედა.
– გამიგია, რომ ამ ქალაქში მიყურადება სჩვევიათ, – ახსნა
მან.
შპრინგმანი წამოდგა.
– „პანონიას“ ისეთი ცუდი სახელი არ აქვს, როგორც „ვიქტო-
რიას“, სადაც გესტაპოს ბუდეა, – ხმადაბლა უთხრა ოსკარს.
შინდლერმა კიდევ ერთხელ შეავლო თვალი დერეფანს, კარი
დახურა და ოთახში დაბრუნდა. ფანჯარასთან დადგა და შემზარა-
ვი ანგარიშის წარდგენა გააგრძელა:
– შრომის ბანაკების მმართველებად გეტოების წმენდისას სი-
სასტიკითა და დაუნდობლობით სახელგანთქმულ ხალხს დანიშ-
ნავენ. იქნება მკვლელობები და ცემა, იქნება კორუფცია საჭმლის
დარიგებისას და პატიმრებს დღიურ ულუფას შეუმცირებენ. თუმცა,
ფერნიხტუნგსლაგერში უეჭველ სიკვდილს ალბათ ისევ ეს ჯობია.
შრომის ბანაკებში ხალხი ცოტათი კომფორტულად მაინც მოეწ-
ყობა, ზოგი მეგობრების დახმარებით უნგრეთში გადაპარვასაც
მოახერხებს.
– მაშ, ჩვეულებრივი პოლიციელებივით შშ-ელების მოსყიდვაც
შეიძლება? – ჰკითხა კასტნერმა ოსკარს.
– ჩემს გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, ნებისმიერი მათგა-
ნის მოსყიდვა შეიძლება, – ჩაიბურტყუნა ოსკარმა.
როცა ოსკარმა ლაპარაკი დაასრულა, რა თქმა უნდა, სიჩუმე
ჩამოვარდა. კასტნერის და შპრინგმანის გაოცება იოლი არ იყო,
მთელი ცხოვრება საიდუმლო პოლიციის შიშში გაეტარებინათ.
208 მკითხველთა ლიგა
მათ მიმდინარე საქმიანობას უნგრეთის პოლიცია ეჭვის თვალით
უყურებდა (მაგრამ ამ ეჭვებს სამუ შპრინგმანის ქრთამები და გავ-
ლენიანი ნაცნობები აქარწყლებდნენ), ხოლო პატივსაცემი ებ-
რაელები არად აგდებდნენ. მაგალითად, უნგრეთის სენატის წევ-
რი და „ებრაელთა საბჭოს“ თავმჯდომარე სამუელ შტერნმა ოს-
კარ შინდლერის ამ მოხსენებას მავნე მონაჩმახი, გერმანიის
კულტურის შეურაცხყოფა და უნგრეთის მთავრობის კეთილშობი-
ლური განზრახვების შეფარული კრიტიკა უწოდა და შპრინგმანსა
და კასტნერს ბრალი დასდო, ყოველთვის ცუდი რამეების მოსმე-
ნა გჩვევიათო.
ამგვარად შპრინგმანი და კასტნერი შინდლერის ჩვენებას დი-
დად არ დაუთრგუნავს, თუმცა, ღრმად დაფიქრდნენ. ახლა, როცა
მათთვის ცხადი შეიქნა, ვის უნდა შებრძოლებოდნენ (ჩვეულებ-
რივ და ადვილად ამოსაცნობ ფილისტიმელ გოლიათს კი არა,
არამედ თავად ბეჰემოთს), თავიანთი რესურსები მეტისმეტად
მწირი მოეჩვენათ. ალბათ უკვე მიდიოდნენ იმ დასკვნამდე, რომ
ამჯერად მხოლოდ ინდივიდუალური გარიგებებით (რომელიმე
ბანაკისთვის დამატებითი საკვების მიწოდებით, ამა თუ იმ ინტე-
ლექტუალის გადარჩენით თუ ქრთამის წყალობით, ზოგიერთი
SS-ელის პროფესიული გულმოდგინების განელებით) ფონს ვერ
გავიდოდნენ, უფრო მასშტაბური გეგმა იქნებოდა შესადგენი და
წარმოუდგენელი თანხები – დასახარჯი.
შინდლერი სავარძელში მძიმედ ჩაეშვა. სამუ შპრინგმანმა ძა-
ლაგამოცლილ მეწარმეს შეხედა. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება
მოახდინეთ, თქვენს ანგარიშს სტამბოლში წარვადგენთ, უთხრა
მან ოსკარს, რათა „პალესტინელი სიონისტები“ და „განაწილების
ერთობლივი კომიტეტი“ სამოქმედოდ აღვძრათო.
– ამავდროულად, ამ ცნობებს ჩერჩილისა და რუზველტის
მთავრობებსაც მივაწვდით. თუმცა, გეთანხმებით, რომ თქვენს
წარმოუდგენელ მონათხრობს ბევრი არ დაიჯერებს. ამიტომ,
209 მკითხველთა ლიგა
გთხოვთ, თავად გაემგზავროთ სტამბოლში და ხალხს პირადად
დაელაპარაკოთ.
მცირე ყოყმანის შემდეგ (შესაძლოა, ფაბრიკის დატოვება
აღელვებდა ან უფრო მეტი საზღვრის გადაკვეთა აფრთხობდა)
შინდლერმა თანხმობა განაცხადა.
– წლის ბოლოს გაემგზავრეთ, – ურჩია შპრინგმანმა, – მანამ-
დე კრაკოვში დოქტორ სედლაჩეკს ხშირად შეხვდებით.
წამოდგნენ. ოსკარმა შეამჩნია, რომ მისი სტუმრები შეცვლი-
ლიყვნენ. მათ მადლობა გადაიხადეს და წავიდნენ. სასტუმროს
ვესტიბიულში ისინი ჩაფიქრებულ ბუდაპეშტელ საქმოსნებად გარ-
დაიქმნენ, რომელთაც ახლახან ფილიალების უხეირო მართვის
შესახებ ცუდი ამბავი შეატყობინეს.
იმ საღამოს ოსკარს დოქტორმა სედლაჩეკმა დაურეკა და
ხალხმრავალ ქუჩებში გაასეირნა, შემდეგ სასტუმრო „გელერტში“
ვახშამზე დაპატიჟა. მათი მაგიდიდან მდინარე დუნაი, განათებუ-
ლი ბარჟები და გადაღმა ნაპირზე აციმციმებული ქალაქი მოჩან-
და. ბუდაპეშტი ომამდელ ქალაქს ჰგავდა და ოსკარმა თავი
კვლავ ტურისტად იგრძნო. მთელი დღის მოწყურებული, უნგრულ
მაგარ წითელ ღვინოს, „ხარის სისხლს“ ნელა, მაგრამ დაუსრუ-
ლებლად სვამდა. მაგიდაზე დაცლილი ბოთლების მწკრივი გაჩ-
ნდა.
შუა ვახშმობისას მათ ავსტრიელი ჟურნალისტი, დოქტორი
შმიდტი და მისი კოხტა, ქერა უნგრელი საყვარელი შეუერთდნენ.
შინდლერს გოგონას სამკაულები მოეწონა და უთხრა, ძვირფასი
ქვების დიდი მოყვარული ვარო. გარგარის ბრენდის სმისას ოსკა-
რი უფრო გულჩაყთხრობილი გახდა. ოდნავ მოღუშული უსმენდა
შმიდტს, რომელიც უძრავი ქონების ფასებზე, ავტომობილებით
ვაჭრობასა და დოღებზე ლაპარაკობდა. გოგონა აღტაცებით უს-
მენდა შმიდტს, რადგან მისი წარმატებული ბიზნეს-საქმიანობის
ნაყოფი მაჯებსა და ყელს უმშვენებდა. აი, ოსკარს უკმაყოფილება
210 მკითხველთა ლიგა
ცხადად დაეტყო. დოქტორმა სედლაჩეკმა ეს შეამჩნია და გულში
ნასიამოვნებმა გაიფიქრა, ალბათ შმიდტი ნახევრად უკანონო
საქმიანობით დაგროვებულ სიმდიდრეს ახსენებსო.
ნავახშმევს შმიდტი და მისი საყვარელი რომელიღაც ღამის
კლუბში წავიდნენ. სედლაჩეკმა შინდლერი განგებ სხვა ღამის
კლუბში წაიყვანა. თავშეუკავებლად სვამდნენ ბარაცკს33 და სა-
კონცერტო წარმოდგენას უყურებდნენ.
– ეგ შმიდტი საჭირო კაცია? – დაინტერესდა შინდლერი, რა-
თა ერთხელ და სამუდამოდ გაერკვია ეს საკითხი და კლუბში
დრო უდარდელად გაეტარებინა.
– დიახ.
– მისნაირ კაცთან საქმის დაჭერას არ გირჩევთ, – უთხრა ოს-
კარმა, – ქურდია.
დოქტორმა სედლაჩეკმა ნახევრად გაღიმებული სახე მოარი-
და.
– რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ფული დანიშნულების
ადგილზე ჩააქვს? – ჰკითხა ოსკარმა.
– საკომისიოს იღებს, – უპასუხა დოქტორმა სედლაჩეკმა.
ოსკარი ნახევარ წუთს ფიქრობდა. შემდეგ ჩაიბურტყუნა: – მე
არანაირი საკომისიო არ მჭირდება. ნურც კი შემომთავაზებთ.
– ძალიან კარგი, – თქვა სედლაჩეკმა.
– გოგოებს ვუყუროთ, – თქვა ოსკარმა.

33 უნგრული გარგარის ბრენდი.


211 მკითხველთა ლიგა
თავი 19

იმ დროს, როცა ოსკარ შინდლერი სატვირთო მატარებლით


ბუდაპეშტიდან ბრუნდებოდა, SS-ის უნტერშტურმფიურერი ამონ
გეთი ლუბლინიდან კრაკოვში მიემართებოდა გეტოს დასახურად
(როგორც ეს ოსკარმა იწინასწარმეტყველა) და მის ნაცვლად
გახსნილი პლაშუვის იძულებითი შრომის ბანაკის (ცვანგსარბაიტ-
ლაგერის) მეთაურობის ჩასაბარებლად. გეთი შინდლერზე რვა
თვით უმცროსი იყო, მაგრამ არა მხოლოდ დაბადების წელი
ჰქონდა მასთან საერთო. ოსკარის მსგავსად ისიც კათოლიკე იყო
და 1938 წლამდე, სანამ პირველ ცოლს გაშორდებოდა, თავი
მორწმუნედ მიაჩნდა. ამონსაც რეალგიმნაზიუმი დაემთავრებინა,
სადაც მანქანათმშენებლობას, ფიზიკასა და მათემატიკას გაძ-
ლიერებულად ასწავლიდნენ. შესაბამისად, პრაქტიკული ადა-
მიანი იყო და არა მოაზროვნე, თუმცა, თავს ფილოსოფოსად მი-
იჩნევდა.
1930 წელს ვენაში ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი
გახდა. როცა შეშფოთებულმა ავსტრიის რესპუბლიკამ 1933
წელს პარტია აკრძალულად გამოაცხადა, გეთი უკვე მისი უშიშ-
როების სამსახურის, SS-ის რიგებში ირიცხებოდა. 1938 წლის ან-
შლუსის34 შემდეგ გეთი იატაკქვეშეთიდან ვენის ქუჩებში SS-ის უნ-
ტეროფიცრის უნიფორმით დაბრუნდა. 1940 წელს SS-ის ობერ-
შარფიურერის წოდება მიანიჭეს, ხოლო 1941 წელს დიდი პატივი
ხვდა წილად და ოფიცერი გახდა, SS-ში ამ წოდების მიღება გა-
ცილებით რთული იყო, ვიდრე ვერმახტში. ქვეითთა ჯარში ტაქ-
ტიკური წვრთნების გავლის შემდეგ ზონდერკომანდოს მეთაურად
დანიშნეს და ლუბლინის ხალხმრავალ გეტოს აქციონებს ხელ-

34Anschluss – გაერთიანება, კავშირი. ავსტრიის შესვლა ნაცისტური გერმანიის


შემადგენლობაში. დღეს ავსტრიაში ანექსიის სინონიმად ითვლება.
212 მკითხველთა ლიგა
მძღვანელობდა. იქ იმდენად გამოიჩინა თავი, რომ კრაკოვის გე-
ტოს ლიკვიდაციის უფლება მოიპოვა.
უნტერშტურმფიურერ ამონ გეთს, რომელიც ვერმახტის სპეც-
მატარებლით ლუბლინიდან კრაკოვში მიიჩქაროდა, რათა იქ
მრავალნაცად ზონდერკომანდოს ჩასდგომოდა სათავეში, ოს-
კართან არა მხოლოდ დაბადების წელი, რწმენა და ალკოჰო-
ლის სიყვარული ჰქონდა საერთო, არამედ მას აღნაგობითაც
ჰგავდა. გეთს შინდლერზე გრძელი სახე ჰქონდა, უფრო მშვე-
ნიერი და ღიმილიანი; ხელები – მსხვილი და დაკუნთული, თითე-
ბი – გრძელი. შვილებს, მეორე ცოლმა რომ გაუჩინა და უცხოეთ-
ში მსახურობის გამო ბოლო სამი წლის განმავლობაში იშვიათად
ხედავდა, ლმობიერად ეპყრობოდა. ახლა მათ ნაცვლად ხანდა-
ხან სხვა ოფიცრების შვილებს ეთამაშებოდა. ვნებიანი საყვარე-
ლი იყო და თუმცა სექსუალური სიხარბით ოსკარს ჰგავდა, მის-
გან განსხვავებით, ტრადიციული გემოვნებით არ გამოირჩეოდა.
ზოგჯერ SS-ელი თანამებრძოლებისკენ ილტვოდა და ქალებს
ხშირად სცემდა. მისი ყოფილი ცოლები დაამოწმებდნენ, რომ
როცა გეთს ლტოლვის პირველი ტალღა დაუცხრებოდა, ფიზი-
კურ ჩაგვრაზე გადადიოდა. გეთი თავს მგრძნობიარე ადამიანად
მიიჩნევდა და ფიქრობდა, რომ მისი ოჯახის ხელობა ამას ადას-
ტურებდა. მამამისი და პაპამისი სამხედრო და ეკონომიკის ისტო-
რიაზე შექმნილი წიგნების ვენელი მბეჭდავები და მკინძავები იყ-
ვნენ და გეთი ოფიციალურ დოკუმენტებში თავს ყოველთვის ლი-
ტერატორად წარმოაჩენდა ხოლმე. და თუმცა ცხოვრების ამ კონ-
კრეტულ ეტაპზე უმთავრეს მიზნად გეტოს დახურვა დაესახა – ეს
მისი კარიერის გარდამტეხი მომენტი იყო და სამსახურეობრივი
დაწინაურების შანსს აძლევდა – „სპეციალურ აქციებში“ მონაწი-
ლეობას მისთვის ნერვული სიმტკიცე შეერყია. ბოლო ორი წელი
უძილობა აწუხებდა, სამ-ოთხ საათამდე არ იძინებდა და დილით,
თუ საქმე არ ჰქონდა, გვიან იღვიძებდა. ბევრს სვამდა და რატომ-
213 მკითხველთა ლიგა
ღაც ფიქრობდა, რომ ახლა უფრო მაგრად იტანდა ალკოჰოლს,
ვიდრე ახალგაზრდობისას. ოსკარს კიდევ იმითაც ჰგავდა, რომ
მიუხედავად უზომოდ სმისა, ნაბახუსევზე არაფერი აწუხებდა და
ამას დაუღალავად მომუშავე თირკმლებს უმადლიდა.
1943 წლის 12 თებერვალს გაცემული განკარგულებით, ამონ
გეთს გეტოს ლიკვიდაცია და პლაშუვის ბანაკის მართვა დაევა-
ლა. იგი იმედოვნებდა, რომ ზუსტად ერთ თვეში ობერშარფიურე-
რებთან, გეტოს SS-ის საყარაულო ქვედანაყოფის მეთაურ ვილ-
ჰელმ კუნდესთან და შერნერის თანაშემწე ვილი ჰაასესთან მო-
თათბირების შემდეგ, გეტოს გაწმენდის პროცესის დაწყებას შეძ-
ლებდა.
კომენდანტ გეთს კრაკოვის ცენტრალურ სადგურში თავად
კუნდე და ტანმაღალი SS-ელი ჰორსტ პილარციკი, პროკოჩიმისა
და ველიჩკას შრომის ბანაკების დროებითი მმართველი დახ-
ვდნენ. ისინი „მერსედესის“ უკანა სავარძელზე მოეწყვნენ და გე-
ტოსა და მშენებარე ახალი ბანაკის დასათვალიერებლად წავიდ-
ნენ. ყინავდა და, როცა მდინარე ვისლას გადაღმა ნაპირზე გადა-
ვიდნენ, თოვა დაიწყო. უნტერშტურმფიურერმა გეთმა სიამოვნე-
ბით მოსვა პილარციკის მათარიდან შნაპსი. „მერსედესი“ კარიბ-
ჭის თაღის ქვეშ გავლით გეტოში შევიდა და ლვოვის ქუჩაზე გე-
ტოს ორ მოლიპულ ნაწილად გამყოფ ტრამვაის ხაზებს გაუყვა.
კოხტად ჩაცმულმა კუნდემ, რომელსაც სამოქალაქო ცხოვრებაში
საბაჟოს ოფიცრად ემუშავა და უფროსებისთვის ანგარიშის წარ-
დგენაში გაწაფული იყო, გეთს გეტო სწრაფად აღუწერა.
– მარცხენა ნაწილს ბ გეტო ბ ჰქვია, – თქვა კუნდემ, – მისი
მცხოვრებნი, დაახლოებით 2000 ადამიანი, ამასწინანდელ აქ-
ციონებს გადაურჩნენ ან სამრეწველო სფეროში იყვნენ დასაქმე-
ბულები. მას შემდეგ ახალი პირადობის მოწმობები გამოვიდა.
ყველა მოწმობას შესაბამისი ინიციალი აქვს: W – სამხედრო და-
წესებულებებში მომუშავეთათვის განკუუთვნილ მოწმობებს, Z –
214 მკითხველთა ლიგა
სამოქალაქო ორგანოებში მომუშავეებისას და R – მრეწველობის
ძირითად დარგებში დასაქმებულებისას. გეტო B-ს მკვიდრებს ეს
ახალი მოწმობები არ აქვთ, ამიტომ მათ გადასახლება და ზონ-
დერბეჰანდლუნგი მოელით. უმჯობესია, გეტოს გაწმენდა აქედან
დავიწყოთ, თუმცა, ტაქტიკური გადაწყვეტილება პირადად ჰერ
კომენდანტმა უნდა მიიღოს.
გეტოს უფრო დიდი ნაწილი მარჯვნივ მდებარეობდა და იქ
დაახლოებით 10 000 ადამიანი ცხოვრობდა. ძირითადად სწო-
რედ მათ გამოიყენებდნენ პლაშუვის შრომის ბანაკის ფაბრიკა--
საწარმოებში სამუშაოდ.
– სავარაუდოდ, გერმანელი მეწარმეები და ტროიჰენდერები:
ბოში, მადრიჩი, ბეკმანი და სუდეტელი გერმანელი ოსკარ შინ-
დლერი, წარმოების ქალაქიდან ბანაკში გადატანას მოინდომე-
ბენ, – თქვა ვილჰელმ კუნდემ, – გარდა ამისა, მშენებარე ბანაკი-
დან ერთი კილომეტრის მოშორებით კაბელის მწარმოებელი
ქარხანაა და მუშები იქამდე ყოველდღე ფეხით ივლიან. ჰერ კო-
მენდანტო, ხომ არ გნებავთ, კიდევ რამდენიმე კილომეტრით გა-
ვაგრძელოთ გზა და მშენებარე ბანაკი დავათვალიეროთ?
– დიახ, რა თქმა უნდა, – მიუგო ამონ გეთმა.
კაბელის ქარხანასთან მთავარი გზიდან იერუსალიმის ქუჩაზე
გადაუხვიეს. ამონმა თვალი მოჰკრა მოკუზულ, თავსაფრიან ქა-
ლებს, რომლებიც ქოხის საშენ მასალებს – კედლის პანელსა და
ლავგარდნის სექციებს – მიათრევდნენ კრაკოვი-პლაშუვის ხაზის
რკინიგზის სადგურის მხრიდან იერუსალიმის ქუჩისკენ. ესენი
პროკოჩიმის ბანაკის ქალები არიანო, აუხსნა პილარციკმა.
– როცა პლაშუვის მშენებლობა დასრულდება, პროკოჩიმის
ბანაკი დაიშლება და ეს ქალები ჰერ კომენდანტის დაქვემდება-
რებაში გადავლენ.
გეთმა გამოთვალა, რომ ქალები ტვირთს სამი მეოთხედი კი-
ლომეტრის მანძილზე ეზიდებოდნენ.
215 მკითხველთა ლიგა
– თანაც, აღმართზე, – თქვა კუნდემ და თავი ჯერ ცალ მხარე-
ზე გადახარა, მერე – მეორეზე, თითქოს ამ ჟესტით ამბობდა,
დისციპლინირების კარგი ფორმა კია, მაგრამ მშენებლობის
პროცესს ანელებსო.
– ბანაკს რკინიგზასთან დაკავშირება დასჭირდება, – აღნიშნა
უნტერშტურმფიურერმა გეთმა, – ოსტბანს ვთხოვ ლიანდაგის და-
გებას.
მარჯვნივ მდგარ სინაგოგას და საცხედრეებს ჩაუარეს და უკან
მოიტოვეს ნახევრად ჩამოქცეული კედელი საფლავის ქვებისა,
ზამთრის დაფჩენილი პირიდან საზარლად გამოშვერილ კბი-
ლებს რომ ჰგავდა. ერთი თვის წინ ბანაკის ნაწილი ებრაულ სა-
საფლაოს ეკავა.
– საკმაოდ დიდი სივრცეა, – თქვა ვილჰელმ კუნდემ.
პასუხად ჰერ კომენდანტმა წარმოთქვა ხუმრობა, რომელსაც
პლაშუვში ცხოვრებისას არა ერთხელ გაიმეორებს:
– დასამარხად მათი შორს თრევა არ მოგვიწევს.
მარჯვნივ კომენდანტის დროებით საცხოვრებლად გამოსადე-
გი სახლი იდგა, ხოლო ოდნავ მოშორებით – ახალი, დიდი შე-
ნობა, სადაც ადმინისტრაციული ცენტრი განთავსდებოდა. სინა-
გოგის ნახევრად აფეთქებულ საცხედრეს ბანაკის თავლად გა-
დააკეთებდნენ.
კუნდემ გეთს ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე კირქვის კა-
რიერები დაანახვა. ერთ-ერთი კარიერი პატარა ხეობაში მდება-
რეობდა, მეორე – სინაგოგის უკან აღმართული ბორცვის ძირში.
– როგორც კი გამოიდარებს, ქვების საზიდი ვაგონეტებისთვის
ლიანდაგის დაგება განახლდება, – თქვა კუნდემ.
თოვლში გაკვალული ბილიკით მშენებარე ბანაკის სამხრეთ--
აღმოსავლეთ ბოლოსკენ დაიძრნენ. ბილიკი ოდინდელ ავსტრი-
ულ სამხედრო მიწაყრილთან დასრულდა, რომელიც გარს ერ-
ტყმოდა ღრმა და განიერ ორმოს. არტილერისტი ამ მიწაყრილს
216 მკითხველთა ლიგა
რუსეთიდან მომავალი გზის მიზანში ამოსაღებად და ცეცხლის
გასახსნელად საუკეთესო პოზიციად დაასახელებდა, ხოლო უნ-
ტერშტურმფიურერმა გეთმა დისციპლინური დასჯისთვის შესაფე-
რის ადგილად მიიჩნია.
აქედან მთელი ბანაკი ჩანდა. ორ ბორცვს შორის მოქცეული,
ებრაული სასაფლაოთი შემკობილი სოფლური მხარე იყო. ასეთ
ამინდში, გამაგრებული პოზიციიდან მაცქერალს, დათოვლილი
ბანაკი გადაშლილი წიგნის ორ გვერდად მოეჩვენებოდა. ხეობის
თავში რუხი, ქვის კოტეჯი იდგა, ხოლო მის იქით, შორეული
ფერდობის გასწვრივ, უკვე აშენებულ რამდენიმე ბარაკს შორის
ქალები მწკრივად მიაბიჯებდნენ – თოვლიანი საღამოს უჩ-
ვეულო, ბუნდოვან შუქზე მუსიკალური ნოტების გროვებს ჰგავ-
დნენ. ისინი იერუსალიმის ქუჩის უკან მდებარე მოლიპული შუკე-
ბიდან გამოდიოდნენ და გაჭირვებით მიბობღავდნენ გათეთრე-
ბულ ფერდობზე. თავზე უკრაინელი ზედამხედველები დაჰყვი-
როდნენ, ფეხი გადაადგითო. იქვე სამოქალაქო სამოსში ჩაცმუ-
ლი, ფეტრის ქუდიანი SS-ის კონსტრუქტორები ტრიალებდნენ და
ქალებს მიუთითებდნენ, სად დაეწყოთ საშენი მასალები.
მათი შრომის ტემპი გვაფერხებს, შენიშნა უნტერშტურ-
მფიურერმა გეთმა. სანამ ბარაკების, საგუშაგო კოშკებისა და ღო-
ბის შემოვლებას არ დავამთავრებთ, გეტოს მოსახლეობას აქ
ვერ გადმოვიყვანთო. თუმცა, მეორე ბორცვზე მომუშავე პატიმრე-
ბის ტემპით უკმაყოფილო სულაც არ ვარო, ხაზგასმით დაამატა.
გულის სიღრმეში ამონი ფრიად ნასიამოვნები იყო, რომ ამ სუს-
ხიანი დღის მიწურულს, SS-ის ჯარისკაცები და უკრაინელები ვახ-
შამზე და თბილ ბარაკებზე მეოცნებე პატიმრებს სულის მოთქმის
საშუალებას არ აძლევდნენ და შეუსვენებლად ამუშავებდნენ.
ჰორსტ პილარციკმა დაამშვიდა, ბანაკის მშენებლობა იმაზე
მალე დამთავრდება, ვიდრე გგონიათო. მიწა უკვე მოესწორები-
ნათ, ყინვის მიუხედავად საძირკველი გაეთხარათ და რკინიგზის
217 მკითხველთა ლიგა
სადგურიდან დიდი რაოდენობით მზა საშენი მასალა გადმოეზი-
დათ. მეწარმეებთან შეხვედრა მეორე დღის დილის ათ საათზე
იყო დანიშნული და ჰერ უნტერშტურმფიურერი მათთან პირადად
დალაპარაკებას შეძლებდა. თუმცა, შენების თანამედროვე მეთო-
დები და შეუზღუდავი რაოდენობის მუშახელი იმის თქმის საფუძ-
ველს იძლეოდა, რომ თუ ამინდი ხელს არ შეუშლიდა, ბარაკებს,
საგუშაგო კოშკებსა და ღობეებს ერთი ღამის განმავლობაში აღ-
მართავდნენ.
პილარციკმა დაიჯერა, რომ გეთი ნანახით გაწბილებული
დარჩა. სინამდვილეში ამონი გახარებული იყო. უკვე წინასწარ
ჭვრეტდა ბანაკის საბოლოო სახეს. არც მავთულხლართის ღო-
ბის გამო ღელავდა. ღობე პატიმრებს სულიერ შვებას უფრო
მოჰგვრიდა, ვიდრე შეზღუდავდა. რადგან, როგორც კი პოდგო-
ჟეს გეტოს დასახურად SS-ის მიერ აპრობირებულ მეთოდოლო-
გიას გამოიყენებდნენ, ხალხი პლაშუვის ბარაკებისთვის მადლო-
ბას გადაიხდიდა. არიული წარმოშობის დამადასტურებელი საბუ-
თების მქონენიც საკუთარი ფეხით მოვიდოდნენ აქ, რათა კედელ-
ზე, მაღლა, დათრთვილულ ნივნივებთან მიმაგრებული ხის საწო-
ლი მაინც ჰქონოდათ წამოსაწოლად. ბევრი მათგანისთვის მავ-
თულხლართის ღობე მხოლოდ თავის გასამართლებელ საბუ-
თად იქცეოდა, აქაოდა, ბანაკში ძალით ვყავართ გამოკეტილიო.
ადგილობრივ მეწარმეებთან და ტროიჰენდერებთან შეხვედრა
მეორე დილით კრაკოვის ცენტრში, იულიან შერნერის კაბინეტში
გაიმართა. ვეებერთელა ამონ გეთი მეგობრულად იღიმოდა.
ვაფენ-SS-ის ახალთახალ, პირადად მისთვის შეკერილ უნიფორ-
მაში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და ოთახში ყველას ჩრდი-
ლავდა. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ დამოუკიდებელ მეწარმეებს
– ბოშს, მადრიჩსა და შინდლერს ებრაელი მუშების მავთულ-
ხლართშემოვლებულ ბანაკში გადაყვანაზე დაითანხმებდა. გარ-
და ამისა, გეტოს მოსახლეობის პროფესიული უნარ-ჩვევების გა-
218 მკითხველთა ლიგა
მოკვლევით დაედგინა, რომ პლაშუვის ბანაკი საკმაოდ სარფიან
ბიზნესად იქცეოდა. მისი ბრძანებით ებრაელი თერძები, იუველი-
რები და ფეიქრები SS-ისთვის, ვერმახტისა და მდიდარი გერმა-
ნელი ბიუროკრატებისთვის საგანგებო დავალებებს შეასრულებ-
დნენ. მადრიჩის სამკერვალოებს, შინდლერის ემალირებული
ჭურჭლეულობის ფაბრიკას, მშენებარე ლითონდამამუშავებელ
საამქროს და რუსეთის ფრონტზე ნახმარი, გაცვეთილი ან დალა-
ქავებული ვერმახტის უნიფორმებისა თუ გეტოებში მოპარული
ტანსაცმლის (ებრაელთა გადახარისხებულ ტანსაცმელს გერმა-
ნიაში დაბომბილ ოჯახებს უგზავნიდნენ) გადასამუშავებელ საწყო-
ბებსაც დასჭირდებოდა მუშები. SS-ს ლუბლინში ძვირფასეულო-
ბისა და ბეწვეულობის საწყობები ჰქონდა და ამონ გეთს უფრო-
სობაზე დაკვირვებით გარკვეული გამოცდილება მიეღო (ამასთან
– ხელიც გვარიანად მოეთბო). გეთმა მშვენივრად იცოდა, რომ
თუ საქმოსნებს წარმოებას ბანაკის ტერიტორიაზე გადაატანინებ-
და, მათგან წილის მოთხოვნასაც შეძლებდა. ჰერ უნტერშტურ-
მფიურერს კარიერის იმ ბედნიერი პერიოდისთვის მიეღწია, რო-
ცა სამსახურებრივი მოვალეობებისა და ფინანსური შესაძლებ-
ლობების შეთავსების საშუალება ეძლეოდა. წინა ღამით, ვახშმო-
ბისას მეგობრულმა და ქეიფის მოყვარულმა SS-ის პოლიციის
შეფმა იულიან შერნერმა აუხსნა, პლაშუვი ახალგაზრდა ოფიცრი-
სათვის, ე. ი. ორივე ჩვენგანისთვის დიდებული შანსიაო.
მეწარმეებთან შეხვედრა შერნერმა გახსნა. მან ისე საზეიმოდ
ილაპარაკა „სამუშაო ძალის კონცენტრირებაზე“, თითქოს ეს SS--
ის ბიუროკრატთა მიერ ახლად გამომცხვარი ეკონომიკური პრინ-
ციპი ყოფილიყოს: მუშახელს ერთ ადგილას მოვუყრით თავს,
არც ქირის გადახდა მოგიწევთ და აღარც საწარმოების შესანა-
ხად ხარჯის გაწევაო. დასასრულს, მეწარმეები შუადღისას პლა-
შუვის დასათვალიერებლად მიიწვია.

219 მკითხველთა ლიგა


შემდეგ ახალი კომენდანტი წარადგინეს. მან განაცხადა, მოხა-
რული ვარ იმ საქმოსნებთან თანამშრომლობის, რომელთა
საომარ ძალისხმევაში შეტანილი დიდი წვლილი საქვეყნოდ
არის ცნობილიო.
ამონმა პლაშუვის რუკაზე იმ მონაკვეთზე მიუთითა, რომელიც
საწარმოებისთვის გამოეყოთ კაცების ბანაკის მეზობლად. ქა-
ლებს, – თქვა მომხიბლავად მოღიმარმა ამონ გეთმა არხეინად,
– კიდევ ასი ან ორასიოდე მეტრის გავლა მოუწევთ სახელოს-
ნოებამდე ჩასასვლელადო. მან შეკრებილნი დაარწმუნა, ბანაკის
შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა მევალება, სა-
წარმოთა შიდა საქმეებში ჩარევას ან მათი პოლიტიკის შეცვლას
არ ვაპირებო.
– ობერფიურერი შერნერი დამემოწმება, რომ კატეგო-
რიულად მეკრძალება მსგავსი რამის ჩადენა. თუმცა, ობერ-
ფიურერმა სწორად აღნიშნა: თქვენი წარმოების ბანაკის ტერი-
ტორიაზე გადატანა ორივე მხარეს გვაწყობს. საწარმოს მფლო-
ბელს მიწის იჯარის გადახდა აღარ მოუწევს, ხოლო მე, კომენ-
დანტს, ქალაქში სამუშაოდ მიმავალი პატიმრებისთვის ბადრაგის
ხლება. ალბათ დამეთანხმებით, რომ პლაშუვიდან ქალაქამდე
დიდი მანძილია გასავლელი, ხოლო პოლონელების ებრაელე-
ბისადმი მტრული განწყობა უთუოდ უარყოფითად აისახება მუშე-
ბის ქმედუნარიანობაზე.
სიტყვით გამოსვლისას კომენდანტი გეთი ხშირ-ხშირად შეხე-
დავდა ხოლმე მადრიჩსა და შინდლერს, რადგან განსაკუთრებით
ამ ორის გულის მოგება უნდოდა. ადგილობრივ ვითარებაში კარ-
გად გაცნობიერებული ბოშის რჩევების იმედი ისედაც ჰქონდა, აი,
ჰერ შინდლერის სამხედრო აღჭურვილობის სექცია კი (თუმც ჯერ
კიდევ მცირე და განვითარების სტადიაზე მყოფი), თუ მას ბანაკის
ტერიტორიაზე გადმოიტანდნენ, საბრძოლო საშუალებათა ინ-

220 მკითხველთა ლიგა


სპექციის თვალში პლაშუვის პრესტიჟს ერთი-ორად აამაღლებ-
და.
ჰერ მადრიჩი შუბლშეკრული უსმენდა ამონ გეთს, ჰერ შინ-
დლერი – თვინიერად მოღიმარი. ჰერ კომენდანტი სიტყვის დამ-
თავრებამდე მიხვდა, რომ მადრიჩი კეთილგონიერებას გა-
მოიჩენდა და წარმოების ბანაკის ტერიტორიაზე გადატანაზე და-
თანხმდებოდა, ხოლო შინდლერი იუარებდა. ძნელი იყო იმის
განსაზღვრა, რომელი უფრო ზრუნავდა თავის ებრაელებზე –
მადრიჩი, რომელიც მათთან ერთად პლაშუვში გადასვლაზე თა-
ნახმა იყო, თუ შინდლერი, რომელსაც თავის მუშების „ემალიაში“
დატოვება სურდა.
ოსკარ შინდლერი მშენებარე ბანაკის დასათვალიერებლადაც
უზომო შემწყნარებლობის ნიღაბაფარებული წავიდა. პლაშუვს
უკვე ბანაკის ფორმა მიეღო. ამინდი გაუმჯობესებულიყო და ბა-
რაკები აეგოთ; ყინული გამდნარიყო და ტუალეტებისთვის და სა-
რების ჩასარჭობად მიწა ამოეთხარათ. პოლონურ სამშენებლო
ფირმას პერიმეტრისთვის ეკლიანი მავთულხლართი შემოევლო.
კრაკოვის კონტურების ფონზე მსხვილფეხება საგუშაგო კოშკები
აღემართათ. ერთ კოშკს ხეობის თავში, ველიჩკას ქუჩის დასაწ-
ყისშიც აშენებდნენ, და კიდევ ერთს – აღმოსავლეთ ბორცვზე,
საიდანაც ავსტრიული ფორტიფიკაციული ნაგებობის ჩრდილში
მდგარი სტუმრები ახალი ბანაკის შექმნას აკვირდებოდნენ. მხარ-
მარჯვნივ ოსკარმა ქალები შეამჩნია, რომლებიც რკინიგზის მი-
მართულებით ტალახიან ბილიკზე მილასლასებდნენ და ხის ფიც-
რებს მიათრევდნენ. ქვემოთ, ხეობის უმდაბლესი წერტილიდან
შორეული ფერდობის ბოლომდე ბარაკები დაემწკრივებინათ. ქა-
ლების მიტანილი საშენი მასალებით ბარაკებს მამაკაცი პატიმრე-
ბი აშენებდნენ. ისე დაუღალავად წევდნენ, აწყობდნენ და აჭედებ-
დნენ ბარაკის პანელებს, შორიდან მეტისმეტად მონდომებულები
გეგონებოდათ.
221 მკითხველთა ლიგა
საუკეთესო, ყველაზე სწორ ადგილას, ზუსტად ოფიციალური
დელეგაციის ქვემოთ, რამდენიმე გრძელი ხის შენობა აეშენები-
ნათ საწარმოების განსათავსებლად. სადაც მძიმე მანქანა--
მოწყობილობების დამონტაჟება გახდებოდა საჭირო, იატაკზე ცე-
მენტს მოასხამდნენ. მანქანა-მოწყობილობების ბანაკის ტერიტო-
რიაზე გადმოტანას SS-ი უზრუნველყოფდა. ჯერჯერობით ბანა-
კისკენ მიმავალი გზა სოფლის ორღობეს ბევრი ვერაფრით ჯობ-
და, თუმცა, „კლუგის“ სამშენებლო ფირმისთვის უკვე დაეკვეთათ
ცენტრალური ქუჩის გაყვანა, ხოლო ოსტბანს ბანაკის ჭიშკრამდე
და მარჯვნივ მდებარე კირქვის კარიერამდე ლიანდაგის დაგება
აღეთქვა. კარიერებში მოპოვებულ კირქვასა და საფლავის ქვებს
ბანაკის შიდა გზების გასაყვანად გამოიყენებდნენ. გზებზე ნუ
იღელვებთ, გპირდებით, მუდმივად კარგ მდგომარეობაში იქნე-
ბაო, დააიმედა გეთმა მეწარმეები.
ქვების გადასაზიდი ვაგონეტებისთვის მოკლე ლიანდაგი
დაეგოთ. ის კარიერიდან ადმინისტრაციული შენობისა და SS--
ელთა და უკრაინელთათვის აგებული ყაზარმების მიმართულე-
ბით მიიწევდა. კირქვით დატვირთულ ვაგონეტებს, თითო ექვს
ტონას რომ იწონიდა, ერთდროულად 35-40 ქალი მიათრევდა.
ხანდახან ვაგონეტებს ბაგირებით უკნიდანაც ექაჩებოდნენ, რომ
დაღმართზე შეენელებინათ. თუ რომელიმე ქალი წაიქცეოდა,
განზე უნდა გადაგორებულიყო, თორემ უთუოდ გადათელავდნენ,
რადგან მთელი რაზმი ერთიან რიტმში მოძრაობდა და ეს რიტმი
არავის უნდა დაერღვია.
ფარაონის მონებივით მომუშავე პატიმრების შემხედვარე ოს-
კარს ისევ გულისრევის შეგრძნება დაეუფლა და საფეთქლებში
სისხლი მოაწვა, როგორც მაშინ, კრაკუსის ქუჩას გორაკიდან
რომ გადაჰყურებდა. გეთს რატომღაც დაესკვნა, რომ მეწარმეები
მას სულიერად ენათესავებოდნენ და ამ სანდო პუბლიკისთვის სა-
ზარელი სცენების ჩვენების სულაც არ რცხვენოდა. ოსკარის გო-
222 მკითხველთა ლიგა
ნებაში კვლავ გაჩნდა შეკითხვა: საერთოდ თუ რცხვენოდა SS-ს
რამის? საერყთოდ თუ რცხვენოდა ამონს რამის?
ბარაკის მშენებლების სიბეჯითე თვით ოსკარისნაირ ინფორ-
მირებულ დამკვირვებელსაც კი შეაცდენდა და აფიქრებინებდა,
კაცები თავიანთი ქალებისთვის საცხოვრებელს აშენებენო. სინამ-
დვილეში კი ამონს დილით საჩვენებელი ეგზეკუცია უკვე მოეწყო
პატიმრებისთვის და ახლა მათ ზუსტად იცოდნენ, მშენებლობა რა
ვადებში უნდა დაესრულებინათ. ინჟინერ-მშენებლებთან დილა-
ადრიან შეხვედრის შემდეგ ამონი იერუსალიმის ქუჩაზე დასეირ-
ნობდა და SS-ის მშენებარე ყაზარმებს მიადგა. მათ მშენებლობას
ყოჩაღი ახალგაზრდა უნტერშარფიურერი, ოფიცრის წოდების
მომლოდინე ალბერტ ჰუიარი ხელმძღვანელობდა. ჰუიარი ჰერ
კომენდანტს მხედრულად მიესალმა და წამოჭარხლებულმა უპა-
ტაკა, ყაზარმის საძირკვლის ნაწილი ჩაიქცაო. ამონმა გოგო შე-
ამჩნია, რომელიც ნახევრად დამთავრებულ შენობასთან
ტრიალებდა, მშენებლებს რჩევებს აძლევდა და რაღაცებზე ანიშ-
ნებდა. ეს ვინ არისო? – ჰკითხა გეთმა ჰუიარს. პატიმარი, სახე-
ლად დიანა რაიტერი, არქიტექტორი, რომელსაც ყაზარმების შე-
ნება დავავალეთო, უპასუხა მან. რაიტერი ამტკიცებდა, საძირკვე-
ლი არასწორად ამოთხარესო და შიგ ჩაყრილ-ჩასხმული ქვისა
და ცემენტის ამოღებას მოითხოვდა, რათა შენება თავიდან დაეწ-
ყოთ.
ჰუიარის სახის ფერის შემხედვარე გეთი მიხვდა, რომ უნტერ-
შარფიურერს და ქალს ბევრი ეკამათათ. ჰუიარმა აღიარა, რომ
წყობილებიდან გამოვიდა და რაიტერს უყვირა კიდეც, ყაზარმებს
აშენებ, სასტუმრო „ევროპას“ კი არაო.
ამონმა ცალყბად ჩაიცინა. ამათთან კამათი არ მოგვიწევსო,
თითქოს დაჰპირდა ჰუიარს და უბრძანა:
– გოგო აქ მომიყვანეთ!

223 მკითხველთა ლიგა


დიანა რაიტერს სიარულზე ეტყობოდა, რომ საშუალო ფენის
მშობლებმა დახვეწილ პიროვნებად აღზარდეს და ევროპული მა-
ნერები შთაუნერგეს; რახან ჭეშმარიტი პოლონელები თავიანთ
უნივერსიტეტებში არ იღებდნენ, პროფესიის დასაუფლებლად და
მფარველობითი შეფერილობის მისაცემად ალბათ მილანში ან
ვენაში გაგზავნეს. ახალგაზრდა გოგონა ისე თავდაჯერებულად
მიუახლოვდა ამონ გეთს, თითქოს მისი თანასწორი ყოფილიყოს
და ეს თანასწორობა უფლებას აძლევდა, მასთან ერთად დაპი-
რისპირებოდა ბრიყვ უნტერშარფიურერს და მის უცოდინარ SS--
ის ინჟინერ-მშენებლებს, რომლებმაც საძირკველი უხარისხოდ
გათხარეს. რაიტერმა არ იცოდა, რომ გეთს ყველაზე მეტად სწო-
რედ მისნაირი ტიპები სძულდა – ხალხი, რომელიც SS-ის უნი-
ფორმიანების წინაშე დგომისას და ამ ყაზარმების შენებისასაც კი
ისე იქცეოდა, ვითომ ებრაელი სულაც არ იყო.
– უნტერშარფიურერ ჰუიართან გიკამათიათ, – უტყუარი ფაქ-
ტივით განაცხადა ამონ გეთმა. რაიტერმა მტკიცედ დაუქნია თავი.
ის იდიოტი ჰუიარი ვერ მიხვდა, მაგრამ ჰერ კომენდანტი უთუოდ
მიმიხვდებაო, ამას გულისხმობდა მისი ჟესტი. მთელი საძირკვე-
ლი ხელახლა უნდა გაითხაროსო, მხნედ უთხრა რაიტერმა გეთს.
„ო, დიახ, „მათ“ სამუშაოს გაჭიანურება სჩვევიათ, რათა მუშები
რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ უსაფრთხოდ“, – გაიფიქრა ამონ-
მა.
თუ საძირკველს ხელახლა არ ჩავყრით, ყაზარმების სამხრე-
თი ბოლო დაიწევს, ან შეიძლება სულაც დაინგრესო, ამტკიცებდა
რაიტერი. გეთი თავს უქნევდა, გულში კი ფიქრობდა, უეჭველად
იტყუებაო. ამონს ღრმად სწამდა, რომ ებრაელ სპეციალისტს
არასდროს არაფერი დაეჯერებოდა, რომ ებრაელი სპეციალის-
ტები მარქსისა და ფროიდის თეორიებით იკვებებოდნენ; პირვე-
ლი მთავრობის ერთიანობას უტევდა, მეორე – არიული აზროვ-

224 მკითხველთა ლიგა


ნების მთლიანობას. ამონის აზრით, გოგონას არგუმენტები პირა-
დად მის შინაგან მთლიანობას ემუქრებოდა.
გეთმა ჰუიარს დაუძახა. უნტერშარფიურერი უხალისოდ დაბ-
რუნდა. ეგონა, გოგონას რჩევისთვის ყურისგდება მოუწევდა. გო-
გონასაც ასე ეგონა.
– დახვრიტე! – უბრძანა ჰუიარს ამონმა.
ჰუიარს ბრძანების გასააზრებლად რამდენიმე წამი დასჭირდა.
– დახვრიტე! – ბრძანება გაიმეორა ამონმა.
ჰუიარმა გოგონას ხელი წაავლო, რომ სიკვდილით დასასჯე-
ლად მოფარებულ ადგილას წაეყვანა.
– აქ! აქვე დახვრიტე! – შეაჩერა ამონმა, – უფლებას გაძლევ!
ჰუიარმა იცოდა, ეს როგორც კეთდებოდა. მან რაიტერს ოდ-
ნავ წინ უბიძგა, ბუდიდან „მაუზერი“ ამოიღო და გოგონას ტყვია
კეფაში დაახალა.
სამშენებლო მოედანზე გასროლის ხმამ ყველა შეაძრწუნა,
გარდა ჯალათებისა და თავად მომაკვდავი დიანა რაიტერისა. ის
მუხლებზე დაეცა და უკანასკნელად აიხედა. „მხოლოდ ეს არ კმა-
რა“, – ამბობდნენ მისი თვალები. მისმა გონიერმა მზერამ ამონი
დააფრთხო, იმავდროულად, თავის სიმართლეში დაარწმუნა და
აღაფრთოვანა. გეთმა არ იცოდა, და თუნდაც სცოდნოდა, მაინც
არ დაიჯერებდა, რომ მის სიმპტომებს პათოლოგიაში შესაბამისი
სახელი ჰქვია. მას ეგონა, პოლიტიკური, რასობრივი და ზნეობ-
რივი მართლმსაჯულების აღსრულებისთვის გარდაუვალი და
უცილობელი აღტაცებით დავჯილდოვდიო, თუმცა ეს სიამოვნება
ამონ გეთს ძვირად დაუჯდება. საღამოს, ამ წუთების სისავსეს ისე-
თი სიცარიელე შეცვლის, რომ თავს უსარგებლო ნაჭუჭად იგ-
რძნობს და ზომისა და სიმყარის შესანარჩუნებლად ბევრი ჭამა--
სმა და ქალთან ალერსი დასჭირდება.
გარდა ამ ყველაფრისა, დიანა რაიტერის დახვრეტას, მისი
დასავლეთევროპული დიპლომის არად ჩაგდებას, პრაქტიკული
225 მკითხველთა ლიგა
ღირებულებაც ჰქონდა: ამიერიდან პლაშუუვში ბარაკებისა თუ
გზების არც ერთი მშენებელი აღარ მიიჩნევს თავს საქმისათვის
მნიშვნელოვან პირად. თუკი დიანა რაიტერი ვერ იხსნა მისმა
პროფესიულმა უნარ-ჩვევებმა, სხვებს დაუღალავად და მორჩი-
ლად შრომის გარდა რაღა დარჩენოდათ? დიანა რაიტერის
მკვლელობამ ყველას ჭკუა ასწავლა. რკინიგზის სადგურიდან სა-
შენი მასალების მთრეველი ქალები, კირქვის კარიერის მუშები
და ბარაკების მშენებლები სათანადო ტემპით შეუდგნენ მუშაობას.
რაც შეეხება ჰუიარს და მის კოლეგებს, ისინი დარწმუნდნენ,
რომ პლაშუვში პატიმრის ადგილზე დახვრეტის გამო არ გაიკიც-
ხებოდნენ.

226 მკითხველთა ლიგა


თავი 20

პლაშუვში ფაბრიკის მფლობელთა სტუმრობიდან ორი დღის


შემდეგ ოსკარ შინდლერი კომენდანტ გეთს ქალაქში მდებარე
დროებით რეზიდენციაში ეწვია და საჩუქრად ერთი ბოთლი
ბრენდი მიართვა. დიანა რაიტერის დახვრეტის ცნობას „ემალიამ-
დე“ მიეღწია და კიდევ უფრო განემტკიცებინა ოსკარისთვის აზრი,
რომ ფაბრიკის პლაშუვში გადატანა არავითარ შემთხვევაში არ
შეიძლებოდა.
ორი ზორბა მამაკაცი პირისპირ იჯდა. ორივეს მშვენივრად ეს-
მოდა, რომ კრაკოვში გასამდიდრებლად ჩავიდნენ და სწორედ
ამიტომ ოსკარი მფარველობისთვის ფულს არ დაიშურებდა. ოს-
კარს კომივოიაჟერისთვის დამახასიათებელი თვისება ჰქონდა:
საძულველ ადამიანსაც კი სულიერ ძმასავით ეპყრობოდა. მან
შეძლო და ჰერ კომენდანტიც გააცურა, ამონს თავი მეგობრად
მოაჩვენა.
თუმცა, შტერნისა და სხვათა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მათი
ნაცნობობის საწყისი ეტაპიდანვე ოსკარს ეზიზღებოდა გეთი, კა-
ცი, რომელიც პატიმრების დასახვრეტად ისე არხეინად მიდიოდა,
როგორც კლერკი – სამსახურში. ოსკარი ჩვეულებრივად ელაპა-
რაკებოდა ადმინისტრატორ ამონს, ჩვეულებრივად ელაპარაკე-
ბოდა სპეკულატორ ამონს, მაგრამ იმავდროულად, მშვენივრად
აცნობიერებდა, რომ ჰერ კომენდანტი, თავისი არსის ცხრა
მეათედით, ნორმალური, რაციონალური ადამიანის ცნებას არ
შეესაბამებოდა. ოსკარსა და ამონს შორის დამყარებული საკმა-
ოდ კარგი საქმიანი და სოციალური კავშირები ალბათ აფიქრები-
ნებს, რომ როგორღაც, თავისდა უნებურად, ოსკარს კომენდან-
ტის სიბოროტე აღაფრთოვანებდა. თუმცა, ოსკარის იმდროინ-
დელ ან შემდგომ ნაცნობებს მისთვის მსგავსი დამოკიდებულება

227 მკითხველთა ლიგა


არასდროს შეუმჩნევიათ. ოსკარს მთელი გულით სძულდა გეთი,
ეს სიძულვილი თანდათან იზრდებოდა და, თავის ქმედებებით
ამას უფრო და უფრო თვალნათლივ ამტკიცებდა. და მაინც, ვერ-
სად გავექცევით იმ აზრს, რომ ამონი ოსკარის შავბნელი ძმა იყო
– შმაგი, ფანატიკოსი ჯალათი, რომლადაც მოვლენათა არსა-
ხარბიელო განვითარებისა და მიდრეკილებების მკვეთრი ცვლი-
ლებების შემთხვევაში, ოსკარიც შეიძლებოდა ქცეულიყო.
ბრენდის სმისას ოსკარმა ამონს აუხსნა, რომ პლაშუვში ვერ
გადავიდოდა. მისი მეგობარი მადრიჩი კი დათანხმდა გადას-
ვლას, მაგრამ მადრიჩის მანქანა-მოწყობილობები უფრო იოლი
გადასატანი იყო. ფაქტობრივად, მას მხოლოდ საკერავი მანქანე-
ბი ჰქონდა, ოსკარს კი მძიმე ლითონის საწნეხები, რომელთაგან
თითოეულს, როგორც ნებისმიერ რთულ მოწყობილობას, უჩ-
ვეულო თვისებები განუვითარდა. ოსკარის მუშები უკვე მისჩვეოდ-
ნენ ამ თავისებურებებს. სხვაგან დამონტაჟებისას ეს წნეხები სრუ-
ლიად ახალ თვისებებს გამოავლენდნენ; წარმოება შეფერხდე-
ბოდა. იულიუს მადრიჩის სამკერვალოსგან განსხვავებით, შინ-
დლერის ფაბრიკის გადატანას და ახალ შენობაში მოწყობას უფ-
რო მეტი დრო დასჭირდებოდა.
– ჰერ უნტერშტურმფიურერს მშვენივრად მოეხსენება, რომ
მნიშვნელოვანი შეკვეთები უნდა შევასრულო, DEF-ს დასაკარგი
დრო არ აქვს, – უთხრა ოსკარმა ამონს.
მაგალითად, მსგავსი პრობლემების წინაშე აღმოჩენილმა ჰერ
ბეკმანმა „კორონადან“ ყველა ებრაელი მუშა დაითხოვა, რათა
ყოველ დილას პლაშუვიდან და ყოველ საღამოს უკან ებრაელ-
თა ტრანსპორტირებით გამოწვეული სირთულეებისთვის თავი
აერიდებინა.
– სამწუხაროდ, მე უფრო მეტი კვალიფიციური ებრაელი მუშა
მყავს, ვიდრე ჰერ ბეკმანს. თუ ებრაელებს დავითხოვ, მათ ნაც-
ვლად პოლონელების გაწვრთნა მომიწევს. ეს კი უფრო დიდი
228 მკითხველთა ლიგა
ხნით შეაფერხებს წარმოებას, ვიდრე საწარმოს პლაშუვის ბანა-
კის ტერიტორიაზე გადატანა.
გეთმა გულში გაიფიქრა, ოსკარს ალბათ ის აშინებს, რომ
პლაშუვში გადასვლით კრაკოვში პატარ-პატარა უკანონო გარი-
გებების დადებას ვეღარ მოახერხებსო. კომენდანტმა სასწრა-
ფოდ დაამშვიდა ჰერ შინდლერი, ემალირებული ჭურჭლეულის
ფაბრიკის საქმეებში ჩარევას არ ვაპირებთო.
– მე მხოლოდ ის მადარდებს, რომ წარმოებას შეექმნება
პრობლემები, – გულუბრყვილოდ შენიშნა ოსკარმა და დაამატა,
თქვენი შეწუხება არ მსურს, მაგრამ მადლიერი დაგრჩებოდით და
საბრძოლო საშუალებათა ინსპექციაც მადლიერი იქნებოდა, თუ
DEF-ს იქ დავტოვებთ, სადაც ახლააო.
გეთის და შინდლერისნაირ ხალხში სიტყვა „მადლიერებას“
აბსტრაქტული მნიშვნელობა სულაც არ გააჩნდა. „მადლიერება“
შემოსავალს, სასმელსა და ბრილიანტებს ნიშნავდა.
– მესმის თქვენი, ჰერ შინდლერ, – უთხრა მას ამონმა, – როცა
გეტო დაიხურება, პლაშუვიდან ზაბოჩეში თქვენს მუშებს მცვე-
ლებს სიამოვნებით გამოვაყოლებ ხოლმე.
ერთ დღეს „პროგრესიდან“ ზაბოჩეში საქმეზე გაგზავნილ იც-
ხაკ შტერნს ოსკარი დათრგუნვილი დაუხვდა და მას სახიფათო
უღონობა შეატყო. კლონოვსკას შემოტანილ ყავას, ჰერ დირექ-
ტორმა როგორც ყოველთვის კონიაკი დააყოლა და შტერნს უთ-
ხრა, პლაშუვში კიდევ ერთხელ ვიყავიო.
– ვითომ ნაგებობებს ვათვალიერებდი, სინამდვილეში იმას
ვაკვირდებოდი, როდის იქნება მზად იქაურობა გეტოს მოსახ-
ლეობის მისაღებად.
მისი გამოთვლებით, თუ ამონ გეთი ბორცვზე მდგარ თითო
ბარაკში 200 ქალის შესახლებას აპირებდა, ბანაკში დაახლოებით
6000 ქალის დასატევი ადგილი უნდა ყოფილიყო. კაცების სექ-
ტორის მშენებლობა ბორცვის ძირას ჯერ არ დაესრულებინათ,
229 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მუშაობის ტემპის გათვალისწინებით, ამას რამდენიმე
დღეღა დასჭირდებოდა.
– ფაბრიკაში ყველამ იცის, რაც მოხდება, – თქვა ოსკარმა და
კიდევ ერთი სირჩა კონიაკი დაცალა, – ღამის ცვლის მუშების
ფაბრიკის ტერიტორიაზე დატოვებას აზრი აღარ ექნება, რადგან
გეტო მალე აღარ იარსებებს, რომ იქ დაბრუნდნენ. მხოლოდ
იმის თქმა შემიძლია მათთვის, რომ დამალვას არ უნდა ეცადონ,
თუ სამალავის უსაფრყყთხოებაში სრულიად დარწმუნებულები არ
არიან. როგორც შევიტყვე, გეტოს დაცლის შემდეგ იქაურობას
მიწასთან გაასწორებენ. ყოველი კედლის ღრუს შეამოწმებენ, ყო-
ველ ხალიჩას აკეცავენ, ყოველ ნიშას გამოაჩენენ, ყოველ სარ-
დაფს გაჩხრეკენ. იმის თქმაღა შემიძლია, რომ წინააღმდეგობის
გაწევა ამაოა.
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მოსალოდნელი აქციონის
ერთ-ერთი სამიზნე, იცხაკ შტერნი, ჰერ დირექტორ შინდლერის,
უბრალო მოწმის, დაწყნარებას შეუდგა. გეტოს აღსასრული ახ-
ლოვდებოდა და ოსკარი თავის მუშებზე უფრო მეტად დარდობ-
და. პლაშუვი შრომითი დაწესებულებაა და არა ბელჟეცი, სადაც
სიკვდილს ისე აწარმოებენ, როგორც ჰენრი ფორდი – ავტომო-
ბილებს. პლაშუვში გადარჩენა შეიძლებაო, უთხრა მას შტერნმა,
პლაშუვში გადასახლება კი დამამცირებელია, მაგრამ ეს ქვეყ-
ნიერების აღსასრული არ არისო. როცა შტერნი მის დარწმუნებას
მორჩა, ოსკარმა ცერა თითები მაგიდის ზედაპირის ცერად ჩათ-
ლილ კიდეს ამოსდო, თითქოს აგლეჯას უპირებსო.
– კარგად იცით, შტერნ, რომ ეს არ კმარა, – თქვა ოსკარმა.
– ვიცი, – თქვა შტერნმა, – მაგრამ სხვა გზა არ არის. – და
ისევ კამათი დაიწყო, მაგალითები მოჰყავდა და წვრილმან დეტა-
ლებზე ყურადღებას ამახვილებდა. თავადაც დაფრთხა. ოსკარი
აშკარად კრიზისულ მდგომარეობაში იყო. შტერნმა კი მშვენივ-
რად იცოდა, რომ თუ ოსკარს საბოლოოდ გადაეწურებოდა იმე-
230 მკითხველთა ლიგა
დი, ბინძური ბიზნესის გაწმენდას მოინდომებდა და „ემალიიდან“
ყველა ებრაელ მუშას დაითხოვდა.
– კიდევ გექნებათ სიკეთის ჩადენის საშუალება, – დაასრულა
შტერნმა, – მოითმინეთ.
ოსკარმა მაგიდის ზედაპირის აგლეჯა გადაიფიქრა, სავარ-
ძელში გადაწვა და კვლავ მწუხარებას მიეცა.
– ხომ იცნობთ იმ ამონ გეთს, – თქვა მან, – თავისებურად მომ-
ხიბვლელია. ისე ილაპარაკებს, ნებისმიერს მოხიბლავს. არადა,
გიჟია.
13 მარტს, გეტოს არსებობის ბოლო დღეს ებრაული შაბათი
დაემთხვა. ამონ გეთი მშვიდობის მოედანზე გარიჟრაჟამდე გა-
მოჩნდა. ღრუბლების დაბალი საბურველი დღესა და ღამეს შო-
რის ყოველგვარ განსხვავებას შლიდა. ზონდერკომანდოს წევრე-
ბი უკვე მოსულიყვნენ და მოედნის უუშუაგულში პატარა პარკის
დამზრალ მიწაზე იდგნენ. სპეცრაზმელები ეწეოდნენ და ჩუმად
იცინოდნენ, ჰერ პანკევიჩის აფთიაქის უკან მდებარე ქუჩების მო-
სახლეობისგან თავიანთ სიახლოვეს საიდუმლოდ ინახავდნენ.
გზები, რომლებზეც მათ უნდა ევლოთ, გაეწმინდათ. დარჩენილი
თოვლი კედლების და წყალსადინარი თხრილების გასწვრივ და-
ეხვავებინათ. სენტიმენტალური გეთი ალბათ მამობრივი სიყვარუ-
ლით უყურებდა ამ მოწესრიგებულ სცენას და აქციონის დაწყებამ-
დე მოედნის შუაში მეგობრულად მოსაუბრე ახალგაზრდა ჯარის-
კაცებს.
სანამ შუახნის შტურმბანფიურერ ვილი ჰაასეს უცდიდა, ამონმა
კონიაკი მოსვა. დღევანდელ აქციონს ტაქტიკურად არა, მაგრამ
სტრატეგიულად ჰაასე უხელმძღვანელებს. დღეს პლაც ზგოდის
დასავლეთით მდებარე გეტო A-ს, კრაკოვის გეტოს უდიდეს სექ-
ტორს, სადაც ჯანმრთელი, იმედიანი და შრომისუნარიანი ებ-
რაელები ცხოვრობენ, დაცლიან. გეტო B-ს, კრაკოვის გეტოს აღ-
მოსავლეთ კიდეში მდებარე რამდენიმეკვარტლიან პატარა სექ-
231 მკითხველთა ლიგა
ტორს, სადაც უმეტესად მოხუცები და არაშრომისუნარიანები
ცხოვრობენ, ღამის განმავლობაში დაუვლიან და მეორე დილას
მთელ მის მოსახლეობას კომენდანტ რუდოლფ ჰესის უზარმაზარ
სიკვდილის ბანაკში, აუშვიცში გაგზავნიან. გეტო B-ს გაწმენდა
მარტივი საქმე იქნება; გეტო A-სი კი – საპასუხისმგებლო ამოცა-
ნა.
დღეს ყველას სურს აქ ყოფნა, რადგან ეს ისტორიული დღეა.
შვიდ საუკუნეზე მეტია კრაკოვი ებრაულ ქალაქად ითვლება, მაგ-
რამ ამ საღამოს, ან ყველაზე გვიან, ხვალ დილით, ეს შვიდი
საუკუნე წარსულად იქცევა და კრაკოვი ებრაელებისგან გაიწმინ-
დება. SS-ის უმცროსი ოფიცრებიც კი ისურვებდნენ ამის ხილვას.
დღეს თვით უნკელბახი, „პროგრესის“ ტროიჰენდერი და თადა-
რიგის უნტერშარფიურერი ჩაიცვამს უნიფორმას და სხვა სპეც-
რაზმელებთან ერთად რეიდში მიიღებს მონაწილეობას. მით უფ-
რო ვერ გამოაკლდებოდა ამ მოვლენას აქციონის ერთ-ერთი
დამგეგმავი, სახელოვანი ოფიცერი ვილი ჰაასე.
მიუხედავად ჩვეული თავის ტკივილისა და უძილობისგან გა-
მოფიტულობისა, ამონმა გეტოში პროფესიული აღტაცება იგ-
რძნო. ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მიერ მინიჭებული
პრივილეგიის წყალობით, SS-ელებს ბრძოლაში ფიზიკურად და-
შავება ან სიკვდილი არ ემუქრებოდათ, მაგრამ ფსიქიკურ სიმტკი-
ცეს ყველა როდი ინარჩუნებდა. SS-ის ყოველ ოფიცერს ჰყავდა
მეგობარი, რომელმაც თავი მოიკლა. საგანგებოდ ასეთ შემთხვე-
ვებთან საბრძოლველად შექმნილ SS-ის სასწავლო სახელ-
მძღვანელოებში ხაზგასმით აღნიშნავდნენ: გულუბრყვილობაა
იმის ფიქრი, რომ რახან ებრაელებს ხელთ ხილული საომარი
იარაღი არ უპყრიათ, არანაირი სოციალური, ეკონომიკური ან
პოლიტიკური საბრძოლო საშუალებები არ გააჩნიათ; სინამდვი-
ლეში, ყოველი ებრაელი კბილებამდე შეიარაღებულიაო. „გამაგ-
რდით, – ეწერა სახელმძღვანელოში, – რადგან ებრაელი ბავშვი
232 მკითხველთა ლიგა
შენელებული მოქმედების ბომბია, რომელიც კულტურას ძირს
უთხრის; ებრაელი ქალი მთელი არსებით მოღალატეა, ხოლო
ებრაელი კაცი – ნებისმიერ რუსზე სახიფათო მტერი“.
ამონ გეთი მტკიცედ იდგა. იცოდა, უვნებელი გადარჩებოდა
და თავს ჩინებულად გრძნობდა შორეულ დისტანციაზე მორბენა-
ლივით, რომელიც დარწმუნებულია, რომ ფინიშამდე მიაღწევს.
ამონს გულწრფელად ეზიზღებოდა ის ოფიცრები, საქმეს გასაკე-
თებლად ხელქვეითებს რომ უტოვებენ. მისი აზრით, ეს უფრო სა-
ხიფათო იყო, ვიდრე საკუთარი ჯარისკაცებისა და უნტეროფიც-
რებისთვის დახმარება. ხელქვეითს ყოველთვის უნდა უჩვენო
გზა, როგორც გეთმა დიანა რაიტერის შემთხვევაში გააკეთა. უკვე
ელოდა ეიფორიასა და სიამოვნების განცდას, ბრენდის წყურ-
ვილთან ერთად რომ დაეუფლებოდა დღის განმავლობაში. და
თუმცა ღრუბლები საავდროდ მოქუშულან, ეს მის ცხოვრებაში
საუკეთესო დღეა – დღე, რომელზეც სიბერეში ახალგაზრდები
ინტერესით გამოჰკითხავენ.
ათიოდე კილომეტრის მოშორებით, გეტოს სარეაბილიტაციო
საავადმყოფოში ექიმი ჰ. და მისი უკანასკნელი პაციენტები სრულ
წყვდიადში ისხდნენ, აღსავსენი მადლიერების გრძნობით, რომ
ზედა სარყთულზე იმყოფებოდნენ და პაციენტთა ტკივილმა და
ციებ-ცხელებამ ისინი ქუჩას გაარიდა.
ქუჩებში ყველამ იცოდა, რა მოხდა პლაც ზგოდის სიახლოვეს
მდებარე ეპიდემიურ საავადმყოფოში. ობერშარფიურერ ალბერ
ჰუიარის მეთაურობით საავადმყოფოს დასახურად SS-ის ქვედა-
ნაყოფი შეიჭრა. ქუნთრუშითა და ტუბერკულოზით დაავადებულ
პაციენტთა საწოლებს შორის ექიმი როზალია ბლაუ იდგა. მან
SS-ელებს უთხრა, რომ პაციენტების გადაყვანა არ შეიძლებოდა.
ექიმს ყივანახველიანი ბავშვები უკვე შინ გაეგზავნა, ქუნთრუშიანე-
ბის საავადმყოფოდან გაყვანა კი თავად პაციენტებისთვისაც სახი-
ფათო იქნებოდა და მოსახლეობისთვისაც. ხოლო ტუბერკულო-
233 მკითხველთა ლიგა
ზიანები იმდენად დაესუსტებინა ავადმყოფობას, რომ ფეხზე ვერ
დგებოდნენ.
რაკი ქუნთრუშა მოზარდთა დაავადებაა, ექიმ ბლაუს პაციენ-
ტთა უმეტესობას თორმეტიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის მოზარ-
დები შეადგენდნენ. პროფესიული მოსაზრების დასტურად, ექიმმა
ბლაუმ ალბერტ ჰუიარს თვალებგაფართოებულ, სიცხიან გოგო-
ნებზე ანიშნა.
ჰუიარმა რამდენიმე დღის წინ პირადად ამონ გეთისგან ბოძე-
ბული მანდატით იმოქმედა და ექიმ ბლაუს თავში ტყვია დაახა-
ლა. ზოგიერთმა პაციენტმა წამოდგომა მოინდომა, ზოგიერყთ
სიცხისგან გაბრუებულს არაფერი უგრძნია – ყველანი ავტომატის
ჯერით ჩაცხრილეს საწოლებში. როცა ჰუიარის ქვედანაყოფი
საქმეს მორჩა, საავადმყოფოში ებრაელი მუშები შეგზავნეს გვა-
მებისა და გასისხლიანებული თეთრეულის შესაგროვებლად და
კედლების ჩამოსარეცხად.
სარეაბილიტაციო საავადმყოფო პოლონური პოლიციის გან-
ყოფილების ყოფილ შენობაში იყო განთავსებული. გეტოს არსე-
ბობის განმავლობაში მისი სამივე სართული მუდმივად ავადმყო-
ფებით იყო სავსე. საავადმყოფოს დირექტორი პატივცემული ექი-
მი დოქტორი ბ. იყო. 13 მარტის მოქუფრულ დილას ექიმებმა ბ.-
მ და ჰ.-მ პაციენტთა რაოდენობა ოთხ ადამიანამდე შეამცირეს.
არც ერთის ადგილიდან დაძვრა არ შეიძლებოდა. ერთ-ერთი
მათგანი ახალგაზრდა მუშა იყო სწრაფად მზარდი ჭლექით,
მეორე – თირკმლის დაავადების ბოლო სტადიაში მყოფი ნი-
ჭიერი მუსიკოსი. ექიმ ჰ.-ს მნიშვნელოვნად მიაჩნდა ქუჩებში ცეც-
ხლის გახსნისას ამ პაციენტების პანიკისგან დაცვა. განსაკუთრე-
ბით, ნაინსულტარი, ბრმა მამაკაცისა და ნაწლავის სიმსივნის მო-
ცილების ოპერაციაგადატანილი დასუსტებული მოხუცისა.
აქაური მედპერსონალი, ექიმ ჰ.-ს ჩათვლით, უმაღლესი კლა-
სისა იყო. სწორედ ამ ცუდად აღჭურვილ გეტოს საავადმყოფოში
234 მკითხველთა ლიგა
ჩატარდა, პირველად მთელ პოლონეთში, უეილის ერითრობ-
ლასტური დაავადების, ანუ ძვლის ტვინის ავადმყოფური მდგომა-
რეობისა და ვოლფ-პარკინსონის სინდრომის კვლევები. თუმცა,
ამ დილას ექიმი ჰ. ციანიდით თავის მოწამვლას ფიქრობდა.
საამისოდ ჰ.-სა და სხვა ექიმებს ციანიდმჟავის ხსნარი მოემა-
რაგებინათ. წლის განმავლობაში დეპრესია მთელ გეტოში გავ-
რცელებულიყო და ექიმ ჰ.-საც გადასდებოდა. ის ახალგაზრდა
და გამორჩეულად ჯანმრთელი კაცი იყო, მაგრამ თავად მსოფ-
ლიოს განუვითარდა ავთვისებიანი სიმსივნე. მძიმე დღეებში ექიმ
ჰ.-ს ციანიდზე ფიქრი ანუგეშებდა. გეტოს არსებობის ბოლო დღე-
ებში მას და მის კოლეგებს ეს ერთადერთი ფარმაცევტული პრე-
პარატიღა დარჩენოდათ საკმარისი რაოდენობით. პირსასაქმებე-
ლი საშუალებები, ეთერი და ასპირინი გამოლეოდათ, სტრეპტო-
ციდი კი ბევრი არც არასდროს ჰქონიათ.
დილის ხუთ საათზე ექიმი ჰ. ფაიტ შტოსის ქუჩაზე მდებარე ბი-
ნაში გეტოში შემომავალი სატვირთოების ხმაურმა გააღვიძა. მან
ფანჯრიდან დაინახა, როგორ შეგროვდნენ მდინარის პირას ზონ-
დერკომანდოების წევრები და მაშინვე მიხვდა, რაღაც სერიოზუ-
ლისთვის ემზადებოდნენ. ექიმი ჰ. საავადმყოფოსკენ გაექანა. იქ
ექიმი ბ. და მორიგე ექთნები დახვდნენ. ყველა პაციენტი, რო-
მელსაც სიარული შეეძლო, ქვემოთ ჩაჰყავდათ, რათა მეგობრებ-
სა და ნათესავებს შინ წაეყვანათ. როცა საავადმყოფოდან ოთხი
პაციენტის გარდა ყველა წავიდა, ექიმმა ბ.-მ ექთნები დაითხოვა.
მხოლოდ მთავარი ექთანი არ დაემორჩილა მის ბრძანებას და
ბოლო ოთხი პაციენტის მოსავლელად ნახევრად ცარიელ
საავადმყოფოში ექიმ ჰ.-სთან და ექიმ ბ.-სთან ერთად დარჩა.
ვიდრე იცდიდნენ, ექიმები ჰ. და ბ. ბევრს არ ლაპარაკობდნენ.
მალე ჰ. მიხვდა, რომ სამწუხაროდ, ბ.-ს გონებაც ციანიდზე
ფიქრს დაეტყვევებინა. თუმცა, თვითმკვლელობის გარდა ევთანა-
ზიაზეც უნდა ეფიქრათ. ექიმ ჰ.-ს ამის წარმოდგენაც კი თავზარს
235 მკითხველთა ლიგა
სცემდა. ეს გულისხმიერი ახალგაზრდა სულის შემძვრელი დი-
ლემის წინაშე იდგა. საღ აზრზე მყოფი შპრიციანი ექიმი, რო-
მელსაც სხვა გამოსავალი აღარ აქვს, ორივე ვარიანტის (ციანი-
დის შეშხაპუნების ან პაციენტების ზონდერკომანდოს წევრების-
თვის დატოვების) უპირატესობებს სწორად შეაფასებდა, მაგრამ
ექიმმა ჰ.-მ მშვენივრად იცოდა, რომ მსგავსი საკითხები სხვა-
ნაირად წყდება და ეთიკა უბრალო ალგებრა არაა.
ხანდახან ექიმი ბ. ფანჯრიდან გადაიხედავდა ხოლმე, აქციონი
ხომ არ დაიწყოო. ექიმი ჰ. პროფესიული სიმშვიდით ადევნებდა
მას თვალს. ექიმი ჰ. ამჩნევდა, რომ ექიმი ბ.-ც ალტერნატივებს
განიხილავდა. თვითმკვლელობა. ევთანაზია. წყალბადციანმჟავა.
უფრო მიმზიდველი ვარიანტი: როზალია ბლაუსავით საწოლებს
შორის დალოდებოდნენ ჯარისკაცებს. მეორე ვარიანტი: ციანი-
დით თავის მოკვლა და პაციენტებისაც. ექიმ ჰ.-ს მეორე ვარიან-
ტი უფრო იზიდავდა, რადგან პირველზე ნაკლებ პასიური ჩანდა.
გარდა ამისა, ბოლო სამი ღამის განმავლობაში დათრგუნვილი
რომ იღვიძებდა, საწამლავის შესმის სურვილი იპყრობდა, თით-
ქოს საწამლავი ყოველი მსხვერპლისათვის უკანასკნელი წუთე-
ბის შემამსუბუქებელი ნარკოტიკი ან მაგარი ალკოჰოლური სას-
მელი ყოფილიყოს.
ექიმი ჰ.-ისნაირი სერიოზული კაცისთვის სწორედ ეს მიმზიდ-
ველობა იყო დამაჯერებელი მიზეზი საიმისოდ, რომ საწამლავის
მიღებაზე უარი ეთქვა. მამამისმა თვითმკვლელობა გამოსავლად
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობისას დაუსახა, როცა იოსებ
ფლავიუსის მონათხრობი წაუკითხა ზელოტებზე, რომელთაც
რომაელთა ტყვეობაში ყოფნას სიკვდილი არჩიეს და სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულეს. ოღონდ სწავლების ძირითადი
პრინციპი ის იყო, რომ სიკვდილით უსაფრთხო ნავსაყუდელი კი
არ უნდა ეძიო, არამედ დანებებაზე მკაფიო და პირდაპირი უარი
განაცხადო. რასაკვირველია, პრინციპი პრინციპია, ხოლო ღრუბ-
236 მკითხველთა ლიგა
ლიანი დღის საშინელებანი – სულ სხვა რამ. ექიმი ჰ. კი პრინცი-
პული ადამიანი იყო.
თანაც, ექიმ ჰ.-ს ცოლი ჰყავდა. მათ სხვა გზითაც შეეძლოთ
გაქცევა. ეს გზა პივოსა და კრაკუსის ქუჩების კუთხესთან, საკანა-
ლიზაციო ჭაში იწყებოდა და თუ ბედი გაგიღიმებდა, ოიცუვის ტყე-
ში ამოხვიდოდი. ამ გზის გავლას ექიმი ჰ. ციანიდით იოლ სიკ-
ვდილზე მეტად უფრთხოდა. არადა, თუ ლურჯფორმიანები ან
გერმანელები დაიჭერდნენ და შარვალს ჩახდიდნენ, ექიმი ლახ-
სის წყალობით, შემოწმებას გადაურჩებოდა. ლახსი ცნობილი
პლასტიკური ქირურგი იყო. მან მრავალ კრაკოველ ებრაელს
ასწავლა სიმძიმის მეშვეობით ჩუჩის უსისხლოდ დაგრძელება.
საამისოდ ძილის დროს ზედ წყლით სავსე ბოთლი უნდა მიემაგ-
რებინათ და ბოთლში წყლის მოცულობა დღითიდღე გაეზარ-
დათ. საუკუნეების წინ რომაელებისგან შევიწროებული ებრაელე-
ბი სწორედ ამ მეთოდს იყენებდნენ და ბოლო თვრამეტი თვის
განმავლობაში SS-ელთა აქციონებით შეწუხებულმა ლახსმაც ეს
გაიხსენა. ლახსის მეთოდმა საკმაოდ წარმატებით იმუშავა, რამაც
მის ახალგაზრდა კოლეგას, ექიმ ჰ.-ს თვითმკვლელობაზე უარის
თქმის უფრო მეტი საფუძველი შეუქმნა.
განთიადზე დაახლოებით ორმოცი წლის მშვიდმა ექთანმა
ექიმ ჰ.-ს დილის ანგარიში წარუდგინა. ახალგაზრდა კაცს ეძინა,
ხოლო ინსულტისგან მეტყველების უნარდარღვეული ბრმა ღე-
ლავდა. მუსიკოსსა და ნაოპერაციებ პაციენტს მძიმე ღამე ჰქონ-
დათ. მიუხედავად ამისა, საავადმყოფოში სიჩუმეს დაესადგურები-
ნა. ექიმი ჰ. სიგარეტის მოსაწევად და ვარიანტების კიდევ ერ-
თხელ ასაწონ-დასაწონად აივანზე გავიდა.
შარშან ექიმი ჰ. რენკავკას ქუჩაზე ძველ ეპიდემიურ საავად-
მყოფოში მუშაობდა, როცა SS-მა გეტოს იმ სექტორის დახურვა
და საავადმყოფოს გადატანა გადაწყვიტა. სპეცრაზმელებმა მედ-
პერსონალი კედელთან დააყენეს და პაციენტები პალატებიდან
237 მკითხველთა ლიგა
გამოათრიეს. ექიმმა ჰ.-მ დაინახა, როგორ მოყვა მოხუც ქალბა-
ტონ რაიზმანს ფეხი კიბის მოაჯირის რიკულებში, მაგრამ სპეც-
რაზმელი არ გაჩერებულა, რომ მისთვის ფეხი გაეთავისუფლები-
ნა, საკაცეს მიათრევდა, სანამ გაჩხერილი კიდური ხმამაღალი
ტკაცუნით არ გადატყდა. ასე გადაჰყავდათ ხოლმე გეტოს
საავადმყოფოდან პაციენტები. თუმცა, შარშან ევთანაზიაზე არა-
ვის უფიქრია. იმედს მაინც არ კარგავდნენ, რომ მდგომარეობა
გაუმჯობესდებოდა.
ამჯერად მას და ექიმ ბ.-ს გადაწყვეტილება უკვე მიეღოთ, მაგ-
რამ მაინც არ იყო დარწმუნებული, ეყოფოდა თუ არა გამბე-
დაობა საიმისოდ, რომ პაციენტებისთვის ციანიდი თავად შეეშხა-
პუნებინა ან სხვისთვის დაეცლია ამის გაკეთება, თვითონ კი პრო-
ფესიული სიმშვიდით ედევნებინა თვალი. აბსურდულ სიტუაციაში
აღმოჩნდა ყმაწვილკაცივით, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, მომ-
ხიბვლელ გოგოს გამოელაპარაკოს თუ არა. ან თუნდაც გადაწ-
ყვიტოს, ეს ჯერ მაინც არაფერს ნიშნავს. რაც გასაკეთებელია, უნ-
და გაკეთდეს.
ჩოჩქოლი დილაადრიან ატყდა. აივანზე მდგარ ექიმ ჰ.-ს გე-
ტოს აღმოსავლეთ ნაწილიდან მომავალი ხმები მოესმა: მეგაფო-
ნებით გაძლიერებული Raus! Raus!35 და ჩვეული ტყუილი, რომ-
ლისაც ზოგს კიდევ სჯეროდა – თითქოს ბარგს მოგვიანებით გა-
უგზავნიდნენ. უკაცრიელ ქუჩებსა და გარინდული და გაშეშებული
ბინადრებით სავსე მრავალბინიან სახლებს შორის, ვიწრო ხეივ-
ნებს ძრწოლით გამსჭვალული გაურკვეველი ჩურჩული მოედო.
ექიმ ჰ.-ს გააჟრჟოლა.
უცებ ავტომატების იმდენად ხმამაღალი კაკანი გაისმა, რომ
პაციენტები გააღვიძა. გასროლას მეგაფონით გაძლიერებული
ყვირილი მოჰყვა, ატირებულ ქალს მოუწოდებდნენ, ხმა ჩაიგ-

35 გარეთ გამოდით!
238 მკითხველთა ლიგა
დეო. შემდეგ ისევ გაისროლეს და ქალი დადუმდა. სამაგიეროდ,
სხვები ატირდნენ. მოკლულთა ახლობელ-ნათესავების მოთქმა--
გოდებას SS-ელთა მეგაფონების, აღელვებული OD-ელებისა და
სხვა დაკავებულების გნიასი ერწყმოდა. აურზაურის ხმამ გეტოს
შორეულ კუთხეში გადაინაცვლა, იქ, სადაც ჭიშკარი იყო, და თან-
დათან მიწყდა. მწუხარებისგან ჭკუადაკარგული ხალხის ოხვრა--
კვნესა თვით თირკმლის უკმარისობისგან პრეკომატოზურ მდგო-
მარეობაში მყოფი მუსიკოსის სმენასაც მისწვდებოდა.
ექიმი ჰ. შიგნით შევიდა. ყველა მას მიაჩერდა, თვით მუსიკო-
სიც. არ დაუნახავს, მაგრამ იგრძნო, როგორ დაიძაბნენ საბნების
ქვეშ პაციენტები. ნაოპერაციებმა მოხუცმა წამოიკვნესა.
– ექიმო! ექიმო! – დაუძახა რომელიღაცამ.
– გთხოვთ! – მიუგო მას ექიმმა ჰ.-მ, რითაც ანიშნა, „აქ ვარ,
ისინი კი ჯერაც შორს არიან“. ექიმ ბ.-ს შეხედა, რომელიც თვა-
ლებმოჭუტული აყურადებდა. სამი კვარტლის იქით გეტოს მკვიდ-
რების ბინებიდან გამოყრა განახლდა. ექიმმა ბ.-მ ექიმ ჰ.-ს თავი
დაუქნია და ფარმაცევტული კარადის თაროდან ჰიდროციანმჟა-
ვის ფლაკონი გამოიღო. მცირე ყოყმანის შემდეგ ექიმი ჰ. კოლე-
გასთან მივიდა. შეეძლო ეს საქმე ექიმი ბ.-სთვის მიენდო. ეჭვიც
არ ეპარებოდა, ექიმი ბ. ამას კოლეგის თანხმობის გარეშეც იზამ-
და. თუმცა, ექიმმა ჰ.-მ ჩათვალა, რომ კოლეგის მიტოვება და
მთელი ტვირთის მისთვის აკიდება სირცხვილი იქნებოდა. ექიმი
ჰ. მართალია, ექიმ ბ.-ზე უმცროსი, მაგრამ იაგელონის უნივერსი-
ტეტის ასოცირებული პროფესორი იყო და მოაზროვნე, კარგ
სპეციალისტად მიიჩნევდნენ. ექიმი ბ.-ს მხარდაჭერის გარეშე მი-
ტოვებას არ აპირებდა.
– მაშ ასე, – ექიმ ჰ.-ს ფლაკონი უჩვენმა ექიმმა ბ.-მ. მისი სიტ-
ყვები იოზეფინას ქუჩის ბოლოს ქალის კივილმა და რომელიღაც
ჯარისკაცის მკაცრმა ბრძანებამ ლამის გადაფარა. ექიმმა ბ.-მ ექ-
თანს უხმო, – ყოველ პაციენტს ორმოცი წვეთი ჩაუსხით წყალში!
239 მკითხველთა ლიგა
– ორმოცი წვეთი, – გაიმეორა ექთანმა. მან იცოდა, ეს რა
პრეპარატიც იყო.
– დიახ, – დაუდასტურა ექიმმა ბ.-მ.
ექთანს ექიმმა ჰ.-მაც შეხედა. დიახო, მასაც უნდოდა, ეთქვა.
„ახლა ძლიერი ვარ. თვითონაც კი ვიზამდი ამას. მაგრამ ეს პაცი-
ენტებს შეაშფოთებს. ყველამ იცის, რომ წამლებს პაციენტებს ექ-
თანი ასმევს“.
სანამ ექთანი მიქსტურას ამზადებდა, ექიმი ჰ. პალატის კუთხე-
ში მწოლიარე მოხუცთან მივიდა და ხელზე ხელი დაადო.
– რომან, რაღაცას დაგალევინებთ და გიშველით, – ყუთხრა
მას. თავისდა გასაკვირად, მის კანთან შეხებამ მოხუცის მთელი
ცხოვრება თვალწინ დაუყენა. წამით რომანი თითქოს გაახალ-
გაზრდავდა; და აი, იგი, ყმაწვილკაცი რომანი, ფრანც-იოზეფის
გალიციის მკვიდრი და ქალების გულთამპყრობელი ქალაქ კრა-
კოვშია, მდინარე ვისლის ბრილიანტსა და პატარა ვენაში.
ფრანც-იოზეფის იმპერიის ჯარისკაცის უნიფორმა აცვია და საგა-
ზაფხულო მანევრებისთვის მთებში მიემგზავრება. მაქმანებისა და
ცომეულობის ქალაქის გლოვნი რინეკზე (მთავარ მოედანზე) კა-
ჟიმეჟელ ტურფებს ეარშიყება. კოსციუშკოს ყორღანზე ადის და
ბუჩქნარში სატრფოს ქურდულად კოცნის. მთელი ქვეყნიერება
ასე სწრაფად ასე ძლიერ როგორ შეიცვალა? – კითხულობს მო-
ხუცში გაჩენილი ახალგაზრდა რომანი. როგორ ჩაანაცვლა
ფრანც-იოზეფი უსულგულო უნტერშარფიურერმა, რომელმაც
როზალია ბლაუ და ქუნთრუშიანი გოგონები დახოცა?
– გთხოვ, რომან, – ექიმმა ჰ.-მ მოხუცს ანიშნა, მოდუნებული-
ყო. მისი აზრით, ზონდერკომანდო ერთ საათზე ნაკლებ დროში
გამოჩნდებოდა. ექიმი ჰ. ცდუნებას არ აჰყვა და მოხუც პაციენტს
საიდუმლო არ გაუმხილა. ექიმმა ბ.-მ მათთვის საწამლავი არ
დაიშურა. რამდენიმეწამიანი სულის შეხუთვა და მცირედი გან-

240 მკითხველთა ლიგა


ცვიფრება მოხუცი რომანისთვის უცხო და აუტანელი განცდა მა-
ინც არ იქნებოდა.
როცა ექთანმა ჭიქით წამლები ჩამოარიგა, პაციენტებს არც კი
უკითხავთ, რას ასმევდნენ. ექიმი ჰ.-ს არასდროს შეუტყვია, მიხ-
ვდნენ თუ არა ისინი. მან პაციენტებს ზურგი აქცია და მაჯის საათ-
ზე დაიხედა. შიშობდა, რომ საწამლავის დალევის შემდეგ ავად-
მყოფების ჩვეულ ოხვრა-კვნესასა და ხველაზე უარეს ხმაურს
გაიგონებდა. ამის ნაცვლად ექთანმა დაიჩურჩულა:
– ეს თქვენთვისაა.
ვიღაცამ – ექთანმა თუ პაციენტმა – ღრმად ჩაისუნთქა. „ნამ-
დვილი გმირი სწორედ ეს ქალია“, – გაიფიქრა ექიმმა ჰ.-მ.
როცა ისევ საწოლებისკენ მიტრიალდა, ექთანი თირკმლის
დაავადებიან მძინარე მუსიკოსს აღვიძებდა, რომ მისთვისაც და-
ეცლევინებინა ჭიქა. პალატის მეორე ბოლოდან თეთრხალა-
თიანი ექიმი ბ. იყურებოდა. ექიმი ჰ. ისევ მოხუც რომანთან მივი-
და და მაჯა გაუსინჯა. მოხუცს პულსი აღარ უცემდა. პალატის
მეორე კუთხეში მუსიკოსმა ნუშის გემოიანი მიქსტურა გაჭირვებით
დალია.
ყველაფერი მალე და უხმაუროდ დასრულდა, როგორც ექიმი
ჰ. იმედოვნებდა. როცა ოდნავ ღიად დარჩენილ პირებს, სამუდა-
მოდ ბინდგადაფენილ თვალებსა და უკან გადავარდნილ თავებს
შეხედა, ექიმ ჰ.-ს იღბლიანი გაქცეულებისა შეშურდა.

241 მკითხველთა ლიგა


თავი 21

პოლდეკ პფეფერბერგი იოზეფინას ქუჩის ბოლოს, მეცხრამე-


ტე საუკუნის სახლის მეორე სართულზე ცოლთან ერთადერთ
ოთახში ცხოვრობდა. ფანჯრებიდან ვისლას ხედი იშლებოდა.
მდინარეში პოლონური ბარჟები ზემოთ-ქვემოთ არხეინად დაცუ-
რავდნენ და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ გეტოს არსებობის ბო-
ლო დღე ედგა. SS-ის საპატრულო ნავები სასეირნო იახტებივით
ზუზუნებდნენ. სწორედ აქ იცდიდნენ პოლდეკი და მილა, როდის
გამოჩნდებოდა ზონდერკომანდო და მათ ქუჩაში გაყრიდა. ლო-
ძიდან დევნილი მილა დაბალი, ოცდაორი წლის ნერვიული გო-
გო იყო. პოლდეკმა ის გეტოს არსებობის პირველ დღეებში შე-
ირთო. მილას წინაპრები ექიმები იყვნენ, ქირურგი მამამისი 1937
წელს სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო დერმატო-
ლოგმა დედამისმა შარშან ტარნოვის გეტოში ეპიდემიური
საავადმყოფოს ექიმის, როზალია ბლაუს ბედი გაიზიარა – პაცი-
ენტებს შორის იდგა, როცა ავტომატის ჯერმა მოცელა.
ებრაელთმოძულე ლოძში ცხოვრების მიუხედავად, მილას
ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა და ომის დაწყებამდე ერთი წლით
ადრე ვენის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე ჩააბარა.
პოლდეკი 1939 წელს გაიცნო, როცა ლოძის ებრაული მოსახ-
ლეობა კრაკოვში გადაასახლეს. ბინებში განაწილებისას მილა
ხალისიან პოლდეკ პფეფერბერგთან მოხვდა.
პოლდეკს და მილას ერთმანეთის გარდა აღარავინ ჰყავდათ.
პოლდეკის დედა, რომელმაც სტრაშევსკის ქუჩაზე შინდლერს ბი-
ნა გაულამაზა, ქმართან ერთად ტარნოვის გეტოში გადაესახლე-
ბინათ. ხოლო იქიდან, როგორც შემდგომში გაირკვა, ორივე
ბელჟეცში გაეგზავნათ და მოეკლათ. მის დას და სიძეს არიული
წარმოშობის დამადასტურებელი ყალბი საბუთები კი ჰქონდათ,

242 მკითხველთა ლიგა


მაგრამ ისინი პავიაკში36 გაუჩინარდნენ. პოლდეკი და მილა ხა-
სიათით მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. პოლ-
დეკს მთელი სამეზობლო იცნობდა, ლიდერი და ორგანიზატორი
იყო, იმ ტიპის ადამიანი, რომელიც, თუ ხელისუფლების წარმო-
მადგენელი გამოჩნდებოდა და იკითხავდა, ვინმემ ამიხსენით, აქ
რა ჯანდაბა ხდებაო, ყველას სახელით გასცემდა პასუხს. მილა
ჩუმი გოგო იყო, ბედის უკუღმართობითა და მშობლების უეცარი
დაკარგვით გულჩათხრობილი. მშვიდობიან დროში მათ შორის
სხვაობა თვალშისაცემი იქნებოდა. მილა არა მხოლოდ ჭკვიანი
იყო, არამედ ბრძენი: ოჯახის წყნარი ბურჯი. ირონიის ნიჭით და-
ჯილდოებული ხშირად თავშეკავებისკენ მოუწოდება ალაქლაქე-
ბულ პოლდეკს. თუმცა, ამ საშინელ დღეს ცოლ-ქმარი ჩხუბობდა.
თუ შანსი მიეცემოდათ, მილა უარს არ იტყოდა გეტოდან გაქ-
ცევასა და ტყეში პარტიზანებთან მალვაზე, მაგრამ კანალიზა-
ციაში ჩასვლას უფრთხოდა. პოლდეკს არაერთხელ გამოეყენე-
ბინა კანალიზაცია გეტოდან გასასვლელად; ხანდახან მის რომე-
ლიმე ბოლოს პოლიცია სდარაჯობდა. მილას მეგობარმა და ყო-
ფილმა ლექტორმა, ექიმმა ჰ.-მაც ახსენა კანალიზაცია: ზონდერ-
კომანდოს გეტოში შემოჭრისას კანალიზაციას ალბათ არავინ
დაიცავს და იქნებ გაქცევა მოვახერხოთო. გეგმის მიხედვით, ზამ-
თრის ადრიანი ბინდისთვის უნდა დაეცადათ. ექიმის სახლის კა-
რიდან საკანალიზაციო ჭის ხუფამდე კი სულ რამდენიმე მეტრი
იყო გასავლელი. ქვემოთ გვირაბის მარცხენა განშტოებას გაჰ-
ყვებოდნენ, პოდგოჟეს ქუჩებქვეშ გაივლიდნენ და მილიდან ზა-
ტორის ქუჩის არხთან ახლოს, მდინარე ვისლას ნაპირზე გამოძ-
ვრებოდნენ. წინა დღეს ექიმმა ჰ.-მ მათ საბოლოო გადაწყვეტი-
ლება შეატყობინა. ის და მისი ცოლი კანალიზაციით გაპარვას
აპირებდნენ და იმავეს გაკეთება პფეფერბერგებსაც შესთავაზეს.

36 ციხე ვარშავაში. მდებარეობდა პავიას ქუჩაზე. სახელიც აქედან დაერქვა.


243 მკითხველთა ლიგა
პოლდეკმა მაშინვე ვერ უპასუხა. მილას ეშინოდა და არცთუ უსა-
ფუძვლოდ, რომ SS-ი კანალიზაციაში მომწამვლელ გაზს გაუშ-
ვებდა; ანდა, სულაც კანალიზაციაში ჩასვლამდე დააპატიმრებდა
მათ იოზეფინას ქუჩის ბოლოს მდებარე ერთოთახიან ბინაში.
დღე მძიმე და დაძაბული აღმოჩნდა: იცდიდნენ და ვერ გადა-
ეწყვიტათ, რა გზას დასდგომოდნენ. ალბათ მეზობლებიც იცდიდ-
ნენ. ხოლო ზოგმა, როგორც ჩანს, დაყოვნება აღარ მოინდომა
და თავის ბარგითა და ჩემოდნებით ქუჩაში მიაბიჯებდა. ძნელი
იყო უქმად და უხმოდ მდგარიყავი და გესმინა რამდენიმე კვარ-
ტლის იქიდან მომავალი გაურკვეველი წივილ-კივილისა და ძვე-
ლისძველი, გულგრილად მოჭრიალე სახლებისთვის, თითქოს
საათებივით რომ წიკწიკებდნენ და მდგმურების შინ გატარებულ
ბოლო და უსაშინლეს წუთებს ითვლიდნენ. შუადღისას პოლდეკ-
მა და მილამ საგანგებოდ გადანახული რუხი პურის სამას--
სამასგრამიანი ნაჭრები შეჭამეს. აქციონის ხმაურმა ერთი კვარ-
ტლის იქით მდებარე ვენგიერსკას ქუჩის კუთხემდე მოაღწია. ნა-
შუადღევს ხმაური დაცხრა. ლამის ყრუ სიჩუმე ჩამოვარდა. პირვე-
ლი სართულის კიბის ბაქანზე ვიღაცამ ამაოდ სცადა ჯიუტი უნიტა-
ზის ჩარეცხვა. იმ წუთას ბევრს მიეცა იმედი, რომ ჯარისკაცებს მა-
თი სახლი გამორჩათ.
იოზეფინას ქუჩის 2-ში მათი უკანასკნელი, მოქუფრული დღე,
მიუხედავად ოთახში ჩამოწოლილი წყვდიადისა, არა და არ
მთავრდებოდა. პოლდეკის აზრით, გარეთ უკვე საკმაოდ ბნელო-
და და საღამომდე მოცდას აჯობებდა, ახლავე ეცადათ კოლექ-
ტორში ჩაძრომა. რაკი ქუჩიდან ხმაური აღარ ისმოდა, გადაწყვი-
ტა, ექიმ ჰ.-სთან წასულიყო და რჩევა ეკითხა.
– გთხოვ, – შეეხვეწა მილა, მაგრამ პოლდეკმა დაამშვიდა, ქუ-
ჩებს მოვერიდები, სახლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი
ნაპრალებითა და ღიობებით ვივლიო.

244 მკითხველთა ლიგა


– ამ ქუჩებზე პატრულები არ დგანან. თითო-ოროლა OD-ელს
ან გზაჯვარედინზე მოხეტიალე SS-ელებს არ დავენახვები. ხუთ
წუთში დავბრუნდები. ძვირფასო, ექიმ ჰ.-ს აუცილებლად უნდა ვე-
ლაპარაკო.
პოლდეკი უკანა კიბით ჩავიდა ქვემოთ და ეზოში საყრდენი
კედლის ბზარიდან გაძვრა. შრომის ბიურომდე ისე მივიდა, ქუჩა-
ში თავი არ გაუყვია. შემდეგ განიერი გზის გადაკვეთა გაბედა და
სამკუთხა კვარტლების ლაბირინთში შეაბიჯა. გზადაგზა – სამზა-
რეულოებში, ეზოებში, დერეფნებსა და ფარდულებში – დამალუ-
ლი ხალხის ჯგუფებს ხვდებოდა. ისინი შეცბუნებულები უცვლიდ-
ნენ ერთმანეთს გავრცელებულ ამბებს და გადარჩენის შანსებს
განიხილავდნენ. პოლდეკი კრაკუსის ქუჩაზე გამოვიდა. ზუსტად
მის პირდაპირ ექიმ ჰ.-ს სახლი მოჩანდა. გეტოს სამხრეთ ბოლო-
ში მდგარ საპატრულო რაზმს რომ არ შეემჩნია, ქუჩა აქედან სამი
კვარტლის მოშორებით გადაკვეთა, იქ, სადაც ოსკარი რაიხის
რასობრივი პოლიტიკის სიმკაცრის პირველი დემონსტრირების
თვითმხილველი გახდა.
ექიმი ჰ.-ს შენობა ცარიელი იყო, მაგრამ ეზოში დაბნეულ შუ-
ახნის კაცს შეხვდა, რომელმაც უთხრა, ზონდერკომანდომ ეს სახ-
ლი უკვე გაჩხრიკაო. ექიმი და მისი ცოლი ჯერ დამალულან, შემ-
დეგ კანალიზაციისკენ გაპარულან. ალბათ ასე აჯობებს, SS-ი
ისევ დაბრუნდებაო, თქვა კაცმა. პოლდეკმა თავი დაუქნია. მრა-
ვალ აქციონს გადარჩენილს, SS-ელთა ტაქტიკა კარგად შეესწავ-
ლა.
შინაც იმავე გზით იარა, როგორც აქეთობისას. თუმცა, იოზე-
ფინსკას 2 ცარიელი დახვდა. მილა ბარგიანად გამქრალიყო.
ყველა კარი ღია იყო, ყველა ოთახი – დაცლილი. პოლდეკმა
გაიფიქრა, იქნებ ექიმი ჰ., მისი ცოლი და მილა საავადმყოფოში
დაიმალნენო. იქნებ ჰ.-ებმა მისი მშობლების ხსოვნის პატივსაცე-
მად აღელვებულ მილას გამოუარეს და თან წაიყვანესო.
245 მკითხველთა ლიგა
პოლდეკმა ამჯერად სხვა გასასვლელებით იარა და საავად-
მყოფოს ეზომდე მიაღწია. ზედა სართულის აივნებიდან დანებე-
ბის უარყოფილი ალმებივით სისხლიანი ზეწრები გადმოეკიდათ.
ძირს, ქვაფენილზე თავგატეხილი და კიდურებდაგრეხილი გვამე-
ბი ეყარა. რასაკვირველია, ისინი ექიმების – ჰ.-ს და ბ.-ს მომაკ-
ვდავი პაციენტები არ იყვნენ. ეს დღისით დაკავებული ხალხი
იყო, რომლებიც დროებით საავადმყოფოში გამოკეტეს, შემდეგ
კი დახოცეს. ზოგი მათგანი ალბათ ზემოთ დახვრიტეს და ფან-
ჯრიდან გადმოაგდეს.
მას შემდეგ ყოველთვის, როცა გეტოს საავადმყოფოს ეზოში
დაყრილ გვამებზე ჰკითხავდნენ, პოლდეკი პასუხობდა, სამოცი--
სამოცდაათი მოკლული მაინც იქნებოდაო, მიუხედავად იმისა,
რომ მათ დასათვლელად დრო არ ჰქონია. კრაკოვი პროვინ-
ციული ქალაქი იყო, ხოლო პოლდეკი – პოდგოჟესა და ძველ
ქალაქში გაზრდილი კომუნიკაბელური ახალგაზრდა, რომელიც
ქალაქის არაერთ გავლენიან და გამოჩენილ მკვიდრს სტუმრებია
დედასთან ერთად. მოკლულთა ზვინში მან ნაცნობი სახეები შეამ-
ჩნია: დედამისის ძველი კლიენტები, ხალხი, რომელიც მას, კოს-
ციუშკოს საშუალო სკოლის მოსწავლეს კითხვებს უსვამდნენ,
სხარტი პასუხების სანაცვლოდ კი გონიერ და მომხიბვლელ ბიჭუ-
ნას ნამცხვრებსა და კანფეტებს ჩუქნიდნენ. ახლა ისინი სისხლით
წითლად შეღებილ ეზოში ეყარნენ.
რატომღაც პფეფერბერგს მათ შორის ჰ.-ების და თავის ცო-
ლის გვამის ძებნა არ დაუწყია. იგი გრძნობდა, რამ ამ ადგილას
შემთხვევით არ მოხვედრილა. ღრმად სწამდა, რომ დადგებოდა
უკეთესი დრო, ჟამი სამართლიანი ტრიბუნალებისა. ბორცვზე
მდგარი შინდლერის მსგავსად მასაც ისეთი განცდა დაეუფლა,
რომ ნანახის დამოწმება აუცილებლად მოუწევდა.
უცებ ვენგიერსკას ქუჩაზე ხალხს მოჰკრა თვალი. ორშაბათ
დილას ფაბრიკაში მიმავალი მუშებივით ან დამარცხებული სა-
246 მკითხველთა ლიგა
ფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებივით უხალისოდ, მაგრამ
არც მთლად სასოწარკვეთილნი მილასლასებდნენ რენკავკას
ჭიშკრისკენ. პოლდეკმა მეზობლები შეამჩნია. მათთან მიირბინა.
– მილას რა დაემართა? ვინმემ ხომ არ იცით? – ჰკითხა მე-
ზობლებს.
– წავიდა. შენობაში ზონდერკომანდო შემოიჭრა. ალბათ გე-
ტო უკვე გაიარა და პლაშუვის გზას ადგას.
პოლდეკს და მილას მსგავს გაუთვალისწინებელ ვითარებაში
სამოქმედო გეგმაც შეემუშავებინათ. თუ რომელიმე მათგანი
პლაშუვში აღმოჩნდებოდა, მეორეს როგორმე გარეთ დარჩენა
უნდა მოეხერხებინა. მილას პატიმრისთვის კარგი თვისება ჰქონ-
და: ფრთხილი და წინდახედული იყო. თუმცა, შიმშილის ატანა
გაუჭირდებოდა. პოლდეკმა გადაწყვიტა, ცოლი გარედან მოემა-
რაგებინა. ეს უეჭველად უნდა მოეხერხებინა.
იოლად მისაღები გადაწყვეტილება სულაც არ გახლდათ – ეს
შეცბუნებული ხალხი, სულ რამდენიმე SS-ელის თანხლებით, სა-
კუთარი ფეხით რომ მიემართებოდა მავთულხართით შემოღობი-
ლი პლაშუვის ბანაკში, იმის დასტური იყო, რომ უმეტესობას მიაჩ-
ნდა (და შეიძლება სწორადაც), იქ მაინც ეღირსებოდა ნანატრ,
ხანგრძლივ სიმშვიდეს.
საღამოვდებოდა, მაგრამ უფრო მეტად ინათა, თითქოს თო-
ვას აპირებდა. პოლდეკმა გზაზე შეუმჩნევლად გადაირბინა და
შენობაში შეიპარა. იქაურობა კი ცარიელი ჩანდა, მაგრამ შეიძ-
ლებოდა სავსე ყოფილიყო მარჯვედ ან გულუბრყვილოდ დამა-
ლული გეტოს მკვიდრებით, რომელთაც მიაჩნდათ, რომ სადაც
უნდა წაეყვანე SS-ს, ბოლოს მაინც გაზის კამერაში ამოყოფდი
თავს.
პოლდეკი კარგ სამალავს ეძებდა. უკანა კარებით და გასას-
ვლელებით იოზეფინას ქუჩაზე ხეტყის საწყობამდე მიაღწია. ხეტ-
ყე დეფიციტური საქონელი იყო და საწყობბში მორების იმხელა
247 მკითხველთა ლიგა
შტაბელი არსად ჩანდა, რომ მათ ამოფარებოდა. საუკეთესო სა-
მალავად საწყობის რკინის კარი მიიჩნია. მათი ზომა და სიშავე
იმედის მომცემ ღამის თავშესაფრად მოეჩვენა. წინასწარ უნდა
ითქვას, სამალავის შერჩევაში შეცდა.
მიტოვებული საწყობის კედელსა და გამოღებულ კარს შორის
შეძვრა. ღრიჭოდან იოზეფინას ქუჩის ის მხარე მოჩანდა, რომ-
ლიდანაც თვითონ მოვიდა. ყინავდა. პალტო მჭიდროდ შემოიხ-
ვია. გზაზე რენკავკას ჭიშკრისკენ მოჩქარე ცოლ-ქმარმა ჩაიარა.
ძირს დაყრილ ფუთებსა და იარლიყდაკრულ ჩემოდნებს გვერდს
უქცევდნენ. საღამოს შუქზე ჩემოდნებზე დიდი ასოებით გაკეთებუ-
ლი წარწერები იკითხებოდა: კლაინფილდი, ლერერი, ბაუმე, ვა-
ინბერგი, სმოლარი, შტრუსი, როზენტალი, ბირმანი, ცაიტლინი.
ამ გვარების პატრონები კუთვნილ ნივთებს ვეღარასდროს
მიიღებდნენ. „მოგონებებით სავსე უამრავი ნივთი, – ასე აღწერა
მსგავსი სცენები იოზეფ ბაუმ, – სად არის ჩემი განძი?“
დაცემული ბარგის ბრძოლის ველს იქით ძაღლების აგრე-
სიული ყეფა ისმოდა. შემდეგ იოზეფინას ქუჩაზე სამმა SS-ელმა
გამოაბიჯა. ერთ-ერთს ორი დიდი საპოლიციო ძაღლი ექაჩებო-
და და ლამის იყო ხელიდან გასხლტომოდნენ. ძაღლებმა იგი
იოზეფინას ქუჩის 41-ში მდებარე სახლში შეათრიეს, ხოლო მისი
ორი ამხანაგი გარეთ, ტროტუარზე დარჩა. პოლდეკი უფრო მეტ
ყურადღებას ძაღლებს აქცევდა. ისინი დალმაციელისა და გერმა-
ნული ნაგაზის ნაჯვარებს ჰგავდნენ. პფეფერბერგი კრაკოვს ჯერ
ისევ მეგობრულ ქალაქად მიიჩნევდა და ეს ძაღლები ქალაქის-
თვის შეუფერებლები ჩანდნენ, თითქოს სხვა, უარესი გეტოდან
მოიყვანესო. ამ ბოლო ჰჟამსაც კი, ქუჩაში მიმოფანტულ ნივთებს
შორის, რკინის კარს ამოფარებული პოლდეკი მაინც მადლიერი
იყო ამ ქალაქისა და სჯეროდა, რომ უფრო დიდი საშინელება
ყოველთვის სხვაგან, ნაკლებად კეთილგანწყობილ ადგილას
ხდებოდა. თუმცა, მომდევნო ნახევარ წუთში მისი ეს მოსაზრება
248 მკითხველთა ლიგა
უკვალოდ წაიშალა. როგორც გაირკვა, ყველაზე ცუდი რამ აქ,
კრაკოვში ხდებოდა. სცენა, რომელსაც მან ღრიჭოდან უყურა, ნე-
ბისმიერს დაარწმუნებდა, თუ სადმე ბოროტების პოლუსი არსე-
ბობდა, სწორედ კრაკოვში და არა – ტარნოვში, ჩესტეხოვაში,
ლვოვსა და ვარშავაში. ბოროტების პოლუსი იოზეფინას ქუჩის
ჩრდილოეთ მხარეს იყო, პფეფერბერგის სამალავისგან სულ ას
ოცი ნაბიჯის მოშორებით. 41 ნომერი სახლიდან აკივლებული ქა-
ლი და ბავშვი გამოცვივდნენ. ერთ-ერთ ძაღლს ქალისთვის კაბა
შემოეგლიჯა და ბარძაყში ჩაევლო კბილები. SS-ელმა, რომე-
ლიც ძაღლებს აკავებდა, ბავშვი აიტაცა და კედელს მიანარცხა.
გულისამრევი ხმის გაგონებაზე პფეფერბერგმა თვალები დახუჭა.
შემდეგ გასროლის ხმა გაიგონა და ტკივილისგან აწივლებული
ქალი სამუდამოდ დადუმდა.
საავადმყოფოს ეზოში სამოცი-სამოცდაათი გვამი ეყარაო,
იმეორებდა ყოველთვის პფეფერბერგი, ხოლო ის ბავშვი ორი ან
სამი წლის თუ იქნებოდაო.
ქალი ჯერ ალბათ არც მომკვდარიყო, როცა პოლდეკი თავის-
დაუნებურად ამოქმედდა, თითქოს შინაგანმა ხმამ აღძრაო. რაკი
რკინის კარი ძაღლებისგან მაინც ვერ დაიცავდა, სამალავიდან
გამოვარდა. მყისვე ჯარისკაცული შესახედაობა მიიღო (როგორც
პოლონეთის არმიაში ასწავლეს), ვითომ სამხედრო დავალებას
ასრულებდა. დაიხარა და გზის სავალი ნაწილიდან ნივთების
აღებას და საწყობის კედლებთან მიყრას შეუდგა. პოლდეკს მის-
კენ დაძრული სამი SS-ელის ნაბიჯის ხმა ესმოდა და ძაღლების
ღრენა უახლოვდებოდა. მათი საბლები მოლოდინის დაძაბულ
წამებს თითქოს უსაშველოდ წელავდა. როცა დარწმუნდა, რომ
SS-ელებს მისგან ათიოდე ნაბიჯიღა აშორებდათ, პოლდეკი
წელში გაიმართა და მოახლოებულებს ევროპული სამსახურეობ-
რივი გამოცდილების მქონე მორჩილი ებრაელის გამომეტყვე-
ლებით შეხედა, ვითომ ახლა შეამჩნია. SS-ელებს ჩექმები და
249 მკითხველთა ლიგა
შარვლები სისხლით დასვროდათ, მაგრამ როგორც ჩანდა, სხვა
ადამიანების წინაშე მსგავსად წარდგომის არ ერიდებოდათ.
შუაში მდგარი ოფიცერი დანარჩენებზე მაღალი იყო. მკვლელი-
ვით სულაც არ გამოიყურებოდა: მის ფართო პირისახეს – ემო-
ციურობის, ხოლო ტუჩებს სინატიფის კვალი ეტყობოდა.
გაცვეთილპალტოიანმა პფეფერბერგმა ქუსლები პოლონურ
სტილში მიაბჯინა ერთმანეთს და შუაში მდგარ ტანმაღალ ოფი-
ცერს ჯარისკაცულად მიესალმა. ვინაიდან SS-ის წოდებებში ვერ
ერკვეოდა, მას ასე მიმართა: – ჰერ კომენდანტო!
სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩენილი მისი ტვინი
ელექტროსიმძლავრით მუშაობდა და დაუფიქრებლად წამოსრო-
ლილი ეს წოდება ზუსტი აღმოჩნდა. ტანმაღალი კაცი თავად
ამონ გეთი გახლდათ, მოვლენათა განვითარებით აღტაცებული
და გამოცოცხლებული. იგი მზად იყო ძალაუფლების მყისიერი
და ინსტინქტური გამოვლინებისთვის ისევე, როგორც პოლდეკ
პფეფერბერგი იყო მზად, თავის გადასარჩენად მყისიერად და ინ-
სტინქტურად ეთქვა ტყუილი.
– ჰერ კომენდანტო, პატივი მაქვს მოგახსენოთ, რომ მიბრძა-
ნეს, ფუთები შევაგროვო და ტროტუარზე დავაწყო, რათა გზის
სავალი ნაწილი გავათავისუფლო.
ძაღლები მისკენ იქაჩებოდნენ. იმგვარად იყვნენ გაწვრთნილ-
ნი, რომ დღევანდელი აქციონის რიტმს აყოლილებს ეგონათ,
პფეფერბერგზე მიგვიშვებენ და მაჯასა და საზარდულში ვეცემი-
თო. მათ ღრენაში არა მხოლოდ ულმობლობა გამოსჭვიოდა,
არამედ საზარელი შედეგის გარდაუვალობით გამოწვეული თავ-
დაჯერებულობა. პფეფერბერგის ბედი ჰერ კომენდანტის მარ-
ცხნივ მდგარი SS-ელის ხელთ იყო – შერჩენოდა თუ არა მათ შე-
საკავებლად საკმარისი ძალ-ღონე. პფეფერბერგს იმედი გა-
დაეწურა. იფიქრა, ძაღლებს დამიქსევენ, შემდეგ კი მათგან დაგ-
ლეჯილს, ტყვიას დამახლიანო. SS-ელებს დედის მუდარამ ვერ
250 მკითხველთა ლიგა
მოულბო გული, ფუთების შემგროვებელ და მოსახლეობისგან
ისედაც დაცლილი გეტოს ქუჩის მწმენდავ ებრაელს გადარჩენის
უფრო ნაკლები შანსი ჰქონდა.
თუმცა, ჰერ კომენდანტი პფეფერბერგმა უფრო დააინტერესა.
სამი SS-ელის წინ ჩვეულებრივ გეტოებში ჯარისკაცობდა და ჰერ
კომენდანტს პატაკს აბარებდა. თუკი სიმართლეს ამბობდა, ესე
იგი, მონურად ელაქუცებოდა, ხოლო თუ ტყუოდა, ესე იგი, ლა-
მის ეთაყვანებოდა. გარდა ამისა, მისი ქცევის მანერა სხვა
მსხვერპლთა ქცევისაგან სრულიად განსხვავდებოდა. დღეს სა-
სიკვდილოდ განწირულთაგან ქუსლის ქუსლზე შემოკვრა არავის
უცდია. ამიტომ ჰერ კომენდანტმა ალოგიკური და მოულოდნელი
მეფური მოწყალება გამოიჩინა. მან თავი უკან გადახარა, გრძე-
ლი ზედა ტუჩი ასწია და გულიანად გაიცინა. მისმა კოლეგებმაც
გაიღიმეს და თავები გააქნიეს.
უნტერშტურმფიურერმა გეთმა საუცხოო ბარიტონით წარმოთ-
ქვა: – ყველაფერს ჩვენ მივხედავთ. გეტოს ბოლო ჯგუფი ტოვებს.
Verschwinde! – რაც შემდეგს ნიშნავდა: „აქედან დამეკარგე, ლა-
წირაკო პოლონელო ჯარისკაცო!“
პფეფერბერგი უკან მოუხედავად გაიქცა. გასაკვირი სულაც არ
იქნებოდა, ზურგში რომ ესროლათ. სირბილ-სირბილით მოუხვია
ვენგიერსკას ქუჩის კუთხეში და უკან მოიტოვა საავადმყოფოს
ეზო, სადაც რამდენიმე საათის წინ თავზარდამცემი სცენის მოწმე
შეიქნა. უკვე ღამდებოდა, როცა გეტოს კარიბჭეს მიუახლოვდა
და ნაცნობი ხეივნები და ქუჩები ბნელში დაინთქა. პოდგოჟეს
მოედანზე პატიმართა ბოლო ჯგუფს SS-ელთა და უკრაინელთა
ხალვათი კორდონი შემორტყმოდა ირგვლივ.
– მგონი, გეტოს ბოლო ცოცხალი მოქალაქე ვარ, – უთხრა
პოლდეკმა პატიმრებს.
პფეფერბერგი თუ არა, მაშინ გეტოს ბოლო ცოცხალი მოქა-
ლაქეები იუველირი ვულკანი და მისი ცოლ-შვილი იყვნენ. ვულ-
251 მკითხველთა ლიგა
კანი ბოლო რამდენიმე თვე „პროგრესში“ მუშაობდა და წინასწარ
შეიტყო, რაც მოხდებოდა. ერთ დღეს ტროიჰენდერ უნკელბახ-
თან დიდი ბრილიანტის თვლით მივიდა. ძვირფას ქვას ორი წე-
ლი პალტოს სარჩულში მალავდა.
– ჰერ უნკელბახ, – უთხრა უფროსს, – სადაც გამგზავნიან, იქ
წავალ, მაგრამ ჩემი ცოლი ამდენ ხმაურსა და ძალადობას ვე-
ღარ გაუძლებს.
შეთანხმდნენ, რომ ვულკანი მისი ცოლითა და ვაჟითურთ ნაც-
ნობი ებრაელი პოლიციელებით დაცულნი OD-ის განყოფილება-
ში დაიცდიდნენ, ხოლო დღის განმავლობაში ჰერ უნკელბახი გა-
მოივლიდა და მათ უსისხლოდ წაიყვანდა პლაშუვში.
დილიდან მოყოლებული გეტოს პოლიციის განყოფილების
შენობაში, ერთ პატარა ოთახში ისხდნენ და იცდიდნენ. მოლოდი-
ნი აქაც იმდენად შემზარავი იყო, რამდენადაც საკუთარ ბინაში
იქნებოდა. ვულკანის შვილს ხან შიში მოიცავდა, ხან – მოწყენი-
ლობა. ცოლი შეკითხვებით არ ასვენებდა და საყვედურობდა: –
სად არის უნკელბახი? მოვა თუ არა? ამ ხალხს როგორ დაუჯე-
რე?
შუადღისას უნკელბახი მართლაც გამოჩნდა, ორდნუნგდინ-
სტის შენობაში ტუალეტში შესასვლელად და ყავის დასალევად
შეიარა. მოსაცდელი ოთახიდან გამოსულმა ვულკანმა სრულიად
გარდაქმნილი ტროიჰენდერი უნკელბახი იხილა. მას SS-ის უნ-
ტერშარფიურერის უნიფორმა ეცვა, სიგარეტს ეწეოდა და გაცხო-
ველებით ელაპარაკებოდა სხვა SS-ელებს. ცალი ხელით ფინ-
ჯანს აიღებდა და დიდ-დიდი ყლუპებით მოსვამდა ყავას, შემდეგ
ნაფაზს დაარტყამდა და შავი პურის მოზრდილ ნაჭერს პირში
გაიქანებდა, ხოლო მეორე ხელი მაგრად ჩაბღუჯული პისტოლე-
ტით მაგიდაზე ედო. უნიფორმის ზედა ნაწილზე სისხლის შხეფები
შეხმობოდა. ის შემოტრიალდა და ვულკანს მიაჩერდა, მაგრამ
მის თვალებს იუველირი არ დაუნახავთ. არა, მას ვულკანი არ
252 მკითხველთა ლიგა
გაუცურებია, მხოლოდ შეთანხმება დაავიწყდა. უნკელბახი
მთვრალი იყო, მაგრამ არა – ალკოჰოლით. ვულკანს რომ მის-
თვის მიემართა, უნკელბახი ჯერ ექსტაზური გაურკვევლობით შე-
ხედავდა, შემდეგ რამე უარესს ჩაიდენდა.
ვულკანმა ხელი ჩაიქნია და ცოლთან დაბრუნდა. ქალი არ
მოეშვა: – რატომ არ დაელაპარაკე? თუ ისევ აქ არის, მე დავე-
ლაპარაკები.
თუმცა, ვულკანის დაღვრემილი სახე რომ შეამჩნია, მხოლოდ
ოდნავ გამოღებული კარისკენ გააპარა მზერა. უნკელბახი წასას-
ვლელად ემზადებოდა. მას უცხო უნიფორმა ეცვა. მკერდი წვრი-
ლი ვაჭრებისა და მათი ცოლების სისხლით დასვროდა. ქალმა
ამოიკვნესა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
ქმრის მსგავსად ისიც სასოწარკვეთილებას მიეცა და როგორ-
ღაც ლოდინი ბევრად გაუიოლდა. ნაცნობმა OD-ელმა მათ იმე-
დისა და მღელვარების ჩვეული განცდა აღუდგინა. მან ვულკანე-
ბის ოჯახს აუწყა, საღამოს ექვსი საათისთვის, შპირას და მისი
პრეტორიანელების გარდა, OD-ის ყოველმა პოლიციელმა გეტო
უნდა დაცალოს და პლაშუვისკენ გაემართოს, ვეცდები, რომელი-
მე მანქანაში ჩაგსვათო.
დაღამებისას, მას შემდეგ, რაც პფეფერბერგი ვენგიერსკას ქუ-
ჩით გეტოს კარიბჭისკენ გაიქცა და პოდგოჟეს ქუჩაზე პატიმართა
უკანასკნელი ჯგუფი შეკრიბეს, როცა თავაშვებულ პოლონელ
ლოთებს შორის გარეული ექიმი ჰ. და მისი ცოლი აღმოსავლე-
თით მიიპარებოდნენ და, სანამ ზონდერკომანდოების წევრები
გეტოს ბოლო შემოვლამდე სიგარეტს ეწეოდნენ და ისვენებდნენ,
პოლიციის განყოფილებას ცხენებშებმული ორი ფურგონი მიად-
გა. OD-ელებმა ვულკანების ოჯახი ქაღალდის დასტებისა და ტან-
საცმლის ფუთების ქვეშ დამალეს. სიმხე შპირა და მისი ბიჭები
არსად ჩანდნენ, ალბათ ქუჩებში საქმიანობდნენ, ან SS-ელებთან
ყავას სვამდნენ და სისტემის ნაწილად დარჩენას ზეიმობდნენ.
253 მკითხველთა ლიგა
სანამ ფურგონები გეტოს კარიბჭეში გაივლიდნენ, იატაკზე
გართხმულმა ვულკანებმა უკან მოტოვებული ქუჩებიდან ავტომა-
ტების განუწყვეტელი კაკანი და პისტოლეტების გასროლის ხმა
გაიგონეს. ამონ გეთი, ვილი ჰაასე, ალბერტ ჰუიარი, ჰორსტ პი-
ლარციკი და კიდევ ასობით SS-ელი სხვენებს, ცრუ კედლებსა და
სარდაფებს ჩხრეკდნენ და დღის განმავლობაში გადარჩენილ,
მდუმარე დამალულებს პოულობდნენ.
ერთ ღამეში ოთხი ათასზე მეტი ასეთი ადამიანი აღმოაჩინეს
და ქუჩებში დახვრიტეს. ღიაძარიანი სატვირთო მანქანებით ორი
დღე ეზიდებოდნენ მათ გვამებს პლაშუვში. დახვრეტილები ახალ
ბანაკთან, ახლომდებარე ტყეში, საერთო საფლავში დამარხეს.

254 მკითხველთა ლიგა


თავი 22

უცნობია, რას განიცდიდა ოსკარ შინდლერი 13 მარტს, გეტოს


არსებობის ბოლო და ყველაზე საშინელ დღეს. როცა მისი მუშე-
ბი კვლავ დაბრუნდნენ ფაბრიკაში (ამჯერად პლაშუვიდან), ის
დოქტორი სედლაჩეკისთვის დანტისტის მორიგი ვიზიტისას მისა-
წოდებელი ცნობების შეგროვებას შეუდგა. ოსკარმა პატიმრების-
გან შეიტყო, რომ პლაშუვის ცვანგარბაიტსლაგერში (ამ სახელით
იცნობდა ბანაკს შშ-ის ბიუროკრატია) სრული სიგიჟე მეფობდა.
გეთს უკვე გამოემჟღავნებინა თავისი სიფიცხე ინჟინრების მი-
მართ და მისი დავალებით, მცველებს ზიგმუნტ გრიუნბერგი გო-
ნის დაკარგვამდე ებეგვათ და ნაცემი ისე დაგვიანებით მიეყვანათ
ქალთა ბანაკთან მდებარე კლინიკაში, რომ ვეღარ გადაერჩი-
ნათ. შუადღისას, ფაბრიკის სასადილოში მსუყე წვნიანის ხვრეპი-
სას, მუშებმა ოსკარს შეატყობინეს, რომ პლაშუვი არამარტო
შრომის ბანაკი იყო, არამედ სიკვდილით დასჯის ადგილიც. სრო-
ლის ხმა მთელ ბანაკს ესმოდა, მაგრამ უშუალოდ ეგზეკუციებს
მხოლოდ ზოგიერთი პატიმარი შესწრებოდა.
მაგალითად, პატიმარი მ.,37 რომელიც ომამდე კრაკოვში ინ-
ტერიერის დიზაინერად მუშაობდა. ბანაკში ყოფნის პირველ დღე-
ებში მას SS-ელთა სახლების, ბანაკის ჩრდილოეთ კიდეში ჩამ-
წკრივებული პატარა სოფლური ვილების, მორთვა დაავალეს.
როგორც სასარგებლო ხელოსანი, მ. სხვა პატიმრებყყთან შედა-
რებით ნაკლებად იზღუდებოდა. იმ გაზაფხულის ერთ დღეს იგი
უნტერშტურფიურერ ლეო იონის ვილიდან ხუიოვა გორკასკენ
(ბორცვი, რომლის თხემზეც ავსტრიული ფორტიფიკაციული ნა-
გებობა მდებარეობდა) მიმავალ ბილიკზე მიაბიჯებდა. ერთგან,

37
დღეს ეს ადამიანი ვენაში ცხოვრობს, მან ამ წიგნში თავისი სახელის და გვა-
რის გამხელა არ ისურვა (ავტორის შენიშვნა).
255 მკითხველთა ლიგა
სანამ ქვემოთ, ფაბრიკისკენ დაეშვებოდა, იძულებული გახდა გა-
ჩერებულიყო და აღმა მიმავალი არმიის სატვირთო მანქანის-
თვის გზა დაეთმო. მ.-მ შეამჩნია, რომ ბრეზენტით გადახურულ
ძარაზე თეთრკომბინეზონიანი უკრაინელი მცველების თანხლე-
ბით ქალები ისხდნენ. მ. მორების შტაბელს ამოეფარა და იქიდან
ადევნებდა თვალს, როგორ ჩამოსხეს ქალები და სიმაგრეში შე-
იყვანეს. ქალები ტანსაცმლის გახდას უარობდნენ. ბრძანებას SS-
ელი ედმუნდ ზდროიევსკი იძლეოდა. უკრაინელი უნტეროფიცრე-
ბი ქალებს მათრახის ტარებს ურტყამდნენ. მ.-მ დაასკვნა, ებ-
რაელი ქალები იქნებიან, არიული წარმოშობის დამადასტურებე-
ლი ყალბი საბუთების ტარებისთვის რომ დააკავეს და აქ მონტე-
ლუპიხის ციხიდან გადმოიყვანესო. ზოგიერთი ტიროდა, სხვები
ჩუმად უძლებდნენ დარტყმებს. ერთ-ერთმა „შმა ისრაელის“ (ებ-
რაული ლიტურგიული ტექსტი.) მღერა დაიწყო და დანარჩენები
აჰყვნენ. მათი სიმღერა მხნედ გაისმა ავსტრიული მიწაყრილის
თავზე, თითქოს გოგოებს, გუშინდლამდე არიელობას რომ იბრა-
ლებდნენ, ყოველგვარი წნეხი მოეხსნათ და ზდროიევსკისა და
უკრაინელთა დასანახად თავიანთ წარმომავლობას აეღნიშნავ-
დნენ. სიცივისგან აცახცახებულები და დარცხვენილები ერთმა-
ნეთს ეკვროდნენ. ყველანი იქვე დახვრიტეს. ღამით უკრაინელებ-
მა გვამები ურიკებით წაიღეს და ბორცვის ფერდობზე შეფენილ
ტყეში დამარხეს.
პირველი ეგზეკუციის ხმა ქვემოთ, ბანაკშიც გაიგონეს. ბორცვს
ვულგარული სახელი – ხუიოვა გორკა – შეარქვეს.38 ზოგიერთი
პატიმარი თავს იწყნარებდა, რომ იქ პარტიზანებს, ურჩ მარქსის-
ტებს ან შეშლილ ნაციონალისტებს ხოცავდნენ; რომ იქ უცხო
ქვეყანა იყო და თუ მავთულხლართით შემოღობილი ბანაკის
დადგენილებებს და წესებს დაემორჩილებოდა, იმ ქვეყანაში

38 Chujowa Gorka – „სირის“ ბორცვი.


256 მკითხველთა ლიგა
არასდროს მოხვდებოდა. თუმცა, შინდლერის ყველაზე გამ-
ჭრიახი მუშები, რომლებიც ყოველ დილით ზაბოჩეში მდებარე
ემალირებული ჭურჭლეულობის ფაბრიკაში მცველების თანხლე-
ბით მიემართებოდნენ, მშვენივრად ხვდებოდნენ, რატომ ხვრეტ-
დნენ მონტელუპიხიდან მოყვანილ პატიმრებს ავსტრიულ სიმაგ-
რეში, რატომ არ აღელვებდათ SS-ელებს ის, რომ სიკვდილმის-
ჯილებით სავსე სატვირთოებს ვინმე დაინახავდა ან სროლის
ხმას ვინმე გაიგონებდა. მათ პლაშუვის ბანაკის მოსახლეობა
მოწმეებად არ მიაჩნდათ. იმის შიში რომ ჰქონოდათ, ამის გამო
ადრე თუ გვიან ვინმე გაგვასამართლებს და მოწმეებს ჩვენ წინა-
აღმდეგ გამოიყვანენო, ქალებს ალბათ ღრმად შეიყვანდნენ ტყე-
ში. ერთი სიტყვით, ოსკარმა დაასკვნა, რომ ხუიოვა გორკა და
პლაშუვი ერთი სამყაროს ნაწილი იყო და მათაც, ვინც მავთულ-
ხლართის ღობის შიგნით ცხოვრობდა, ავსტრიულ სიმაგრეში
დახვრეტილთა მსგავსად, სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი.
პირველ დილას, როცა ვერანდაზე გამოსულმა კომენდანტმა
გეთმა ალალბედზე არჩეული უდანაშაულო პატიმარი მოკლა,
ესეც, მსგავსად ხუიოვა გორკაზე პირველი ეგზეკუციისა, გამონაკ-
ლისად მიიჩნიეს. სინამდვილეში, ბორცვის თხემზე სისხლისღვრა
და ამონის დილის რუტინული დახვრეტები ბანაკისთვის მალე
ჩვეულ მოვლენად იქცა.
ამონი პერანგით, საცხენოსნო ბრიჯითა და თანაშემწის მიერ
გაპრიალებული ჩექმებით გამოდიოდა ხოლმე დროებითი ვილის
ვერანდაზე (მისთვის ბანაკის მეორე ბოლოში უკეთეს სახლს
არემონტებდნენ). ზაფხულში უპერანგოდ ჩნდებოდა, რადგან მზე-
ზე მიფიცხება უყვარდა. თუმცა, ამჯერად, ნასაუზმევს ტანსაცმლის
გამოუცვლელად გამოსულიყო ვერანდაზე. ცალ ხელში ბინოკლი
ეჭირა, მეორეში – სნაიპერის შაშხანა. ათვალიერებდა ბანაკის
ტერიტორიას, კირქვის კარიერებსა და პატიმრებს, რომლებიც
კირქვით დატვირთულ ვაგონეტებს აწვებოდნენ ან მიათრევდნენ
257 მკითხველთა ლიგა
ლიანდაგზე, რომელიც მისი სახლის გასწვრივ მიიწევდა. ზოგი-
ერთი პატიმარი თავს ასწევდა და პირში გაჩრილ სიგარეტის
ბოლს დაინახავდა ხოლმე. ამონი სიგარეტს ხელის დაუხმარებ-
ლად ეწეოდა მუშასავით, ხელსაწყოების დასადებად რომ არ სცა-
ლია. ბანაკის არსებობის პირველივე დღეს იგი სადარბაზო კარი-
დან გამოვიდა და მოკლა პატიმარი, რომელიც, მისი აზრით, ვა-
გონეტს მაგრად არ აწვებოდა. მაინცდამაინც ამ პატიმრის არჩე-
ვის ზუსტი მიზეზი არავინ იცოდა – ჰერ კომენდანტს მოტივის და-
საბუთებას ვერავინ მოსთხოვდა. კარის ზღურბლიდან გამოფრე-
ნილმა ტყვიამ საბრალო კაცი სხვა პატიმრების ჯგუფს ჩამოაცი-
ლა და განზე გადააგდო. სხვებმა ვაგონეტზე მიწოლა შეწყვიტეს
და მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მოლოდინში დაძაბულები გაშეშ-
დნენ. თუმცა შუბლშეკრულმა ამონმა მათ ხელის ქნევით ანიშნა,
გააგრძელეთ, ჯერჯერობით თქვენი შრომის ხარისხით კმაყოფი-
ლი ვარო.
გარდა პატიმრებთან მსგავსი ექსცესებისა, ამონი საქმოსნების-
თვის მიცემულ პირობასაც არღვევდა. ოსკარს მადრიჩმა დაურე-
კა, გაპროტესტებას ვაპირებ და შენც მხარი დამიჭირეო. ამონმა
მეწარმეებს აღუთქვა, თქვენს საქმიანობაში არ ჩავერევიო. ფორ-
მალურად, ამას მართლაც არ აკეთებდა, სამაგიეროდ, დი-
ლაობით სიის ამოკითხვისას, ბანაკის მოსახლეობას საათობით
აკავებდა აპელპლაცზე (სამწყობრო მოედანზე), მუშებს ფაბრიკა--
ქარხნებში აგვიანდებოდათ და სამუშაო განრიგი ირღვეოდა.
მადრიჩმა ერთი შემთხვევა მოიყვანა მაგალითად. რომელიღაც
ბარაკში კარტოფილი უპოვიათ და იმ ბარაკის ყოველი მცხოვრე-
ბი ათასობით თანაპატიმრის თვალწინ საჯაროდ გაუმათრახები-
ათ. ასობით ადამიანისთვის შარვლის და ქვედა საცვლის ჩახდას,
პერანგის და მაისურის აწევას და შემდეგ თითოეულისთვის ოც-
დახუთი მათრახის დაკვრას საკმაო დრო სჭირდებაო, აღნიშნა
მადრიჩმა. გეთი პატიმარს, რომელსაც ამათრახებდნენ, გამმათ-
258 მკითხველთა ლიგა
რახებელი უკრაინელი თანაშემწეების მაგივრად ათვლევინებდა
დარტყმების რაოდენობას. თუ პატიმარს სათვალავი აერეოდა,
გამათრახებას ხელახლა იწყებდნენ. გეთის ახირებებს ბოლო არ
ყუუჩანდა და სიის ამოკითხვას აპელპლაცზე ყოველთვის დიდი
დრო მიჰქონდა.
ამგვარად, პლაშუვის ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე მადრი-
ჩის სამკერვალო ფაბრიკაში მუშები საათობით აგვიანებდნენ, ხო-
ლო ლიპოვას ქუჩაზე, ოსკარის ფაბრიკაში კიდევ ერთი საათის
დაგვიანებით მიდიოდნენ. თანაც, ყველანი გაოგნებულები და და-
ზაფრულები იყვნენ, მუშაობას გულს ვერ უდებდნენ, ჩურჩულით
იმეორებდნენ, რა ჩაიდინა იმ დილას გეთმა, იონმა, შაიდტმა ან
სხვა რომელიმე ოფიცერმა. ოსკარმა საბრძოლო საშუალებათა
ინსპექციაში თავის ნაცნობ ინჟინერს შესჩივლა. პოლიციის შე-
ფებთან წუწუნს აზრი არ აქვს, ისინი სულ სხვა ომში არიან ჩარ-
თულიო, უპასუხა მან.
– მინდა, ჩემი მუშები ფაბრიკის ტერიტორიაზე მყავდეს, –
თქვა ოსკარმა, – საკუთარი ბანაკი მჭირდება.
– ყველას სად დაატევთ? – გაიკვირვა ინჟინერმა. – საკმარისი
სივრცე არ გაქვთ.
– მიწის ნაკვეთი რომ ვიყიდო, საშუამდგომლო წერილს დამი-
წერთ? – ჰკითხა ოსკარმა.
ინჟინერი დათანხმდა. მაშინ ოსკარმა სტრადომის ქუჩაზე
მცხოვრებ ხნიერ ცოლ-ქმარ ბიელსკებს დაურეკა და შესთავაზა,
იქნებ ჩემი ფაბრიკის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი მომყიდოთო. მათ
სანახავად მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდა. მოხუცი ცოლ--
ქმარი მისი მანერებით მოიხიბლნენ. ოსკარს შევაჭრება არას-
დროს ჰყვარებია, ამიტომ პირდაპირ დაუსახელა მისაღები ფასი.
მასპინძლებმა ჩაიზე მიიწვიეს და გახარებულებმა მაშინვე თავი-
ანთ ადვოკატს დაურეკეს, რომ ხელშეკრულება იქვე გაეფორმე-
ბინათ. მათი ბინიდან ოსკარი ამონ გეთისკენ გაეშურა და ზრდი-
259 მკითხველთა ლიგა
ლობის გულისთვის შეატყობინა, ჩემი ფაბრიკის ეზოში პლაშუვის
მსგავსი ქვებანაკის მოწყობას ვაპირებო. ამონმა ჩანაფიქრი
მოუწონა.
– თუ SS-ის გენერლები დაგთანხმდებიან, თანამშრომლობის-
თვის მზად ვარ, – უთხრა ოსკარს, – ოღონდ ჩემს მუსიკოსებსა
და მოახლეს ვერ დაგითმობთ.
მეორე დღეს ობერფიურერ შერნერთან პომორის ქუჩაზე შეხ-
ვედრა შედგა. ამონიც და გენერალი შერნერიც დარწმუნდნენ,
რომ ოსკარს ახალი ბანაკის ხარჯების სრულად დაფარვაზე
დაითანხმებდნენ. ოსკარმა ბიზნესარგუმენტი კი მოიყვანა, მუუშე-
ბი ფაბრიკის ტერიტორიაზე უნდა მყავდეს, რათა მათი უკეთ ექ-
სპლუატირება შევძლოო, მაგრამ SS-ელები მიხვდნენ, რომ სი-
ნამდვილეში მას ფარული მანია ამოძრავებდა და ზედმეტი ხარ-
ჯები სულ არ ანაღვლებდა. გეთსა და შერნერს ოსკარი მიაჩ-
ნდათ კარგ ტიპად, რომელსაც გარკვეული სახის ებრაელთმოყ-
ვარეობის ვირუსი შეეყარა. მათი ეს მოსაზრება ზუსტად შეესაბა-
მებოდა SS-ის თეორიას იმის შესახებ, რომ ებრაელთა გენიას
მთელი მსოფლიო მოეცვა და ჯადოსნურად ზემოქმედებდა ხალ-
ხზე; და წესით, ოსკარ შინდლერი ბაყაყად გადაქცეული უფლის-
წულივით უნდა შებრალებოდათ. თუმცა, დაინფიცირებისთვის ოს-
კარს ჯერ სათანადოდ უნდა ეზღო.
გენერალური გუბერნიის პოლიციის შეფის და შერნერისა და
ჩურდას უფროსის, ობერგრუპენფიურერ ფრიდრიხ-ვილჰელმ
კრუგერის მოთხოვნები გენერალ ოსვალდ პოლის SS-ის მთავა-
რი ეკონომიკური და ადმინისტრაციული სამსახურის საკონცენ-
ტრაციო ბანაკების განყოფილების დადგენილ წესებს ეფუძნებო-
და, თუმცა პლაშუვის ბანაკი ჯერჯერობით პოლის სამმართვე-
ლოსგან დამოუკიდებლად იმართებოდა. შშ-ის იძულებითი შრო-
მის ქვებანაკს აუცილებლად უნდა ჰქონოდა სამი მეტრის სიმაღ-
ლის ღობე, ბანაკის პერიმეტრის სიგრძის შესაბამისად, ერთმანე-
260 მკითხველთა ლიგა
თისგან განსაზღვრული მანძილით დაშორებული საგუშაგო კოშ-
კები, საერთო ტუალეტები, ბარაკები, ლაზარეთი, სტომატოლო-
გიური კლინიკა, აბანო, სადეზინფექციო კამერა, საპარიკმახერო,
საკუჭნაო, სამრეცხაო, ადმინისტრაციული შენობა, ბარაკებზე ოდ-
ნავ უკეთესი ყაზარმები მცველებისთვის და სხვა დამხმარე ნაგე-
ბობები. რა გასაკვირია, რომ ამონმა, შერნერმა და ჩურდამ და-
ასკვნეს, ოსკარს ან უთუოდ უნდა უღირდეს ამხელა ხარჯის გაღე-
ბა, ან არადა, მართლაც კაბალისტური ჯადოს ზემოქმედების
ქვეშ ყოფილაო.
ოსკარის შეთავაზება ნებისმიერ შემთხვევაში აძლევდათ
ხელს. კრაკოვიდან სამოცდაათი კილომეტრით აღმოსავლეთით
მდებარე ტარნოვის გეტოს მალე დახურავდნენ და მის მოსახ-
ლეობას მაინც პლაშუვში გადმოიყვანდნენ. გარდა ამისა, სამ-
ხრეთ პოლონეთის შტეტლებიდან აყრილი ებრაელების ნაკადიც
არ წყდებოდა. ლიპოვას ქუჩაზე გახსნილი ქვებანაკი წნეხს ოდნავ
შეამსუბუქებდა.
ამონი იმასაც მიხვდა (ოღონდ პოლიციის შეფებთან ხმამაღ-
ლა არ უთქვამს), რომ გენერალ პოლის დადგენილებით დაწესე-
ბული მინიმალური რაოდენობის საკვებით ლიპოვას ქუჩის ქვება-
ნაკის მომარაგებაც არ მოუწევდა. ამონი, რომელიც საკუთარი
კარის ზღურბლიდან ხოცავდა პატიმრებს და ხმას ვერავინ სცემ-
და, რომელსაც სჯეროდა, რომ პლაშუვის ბანაკი ჭარბი მოსახ-
ლეობისგან განტვირთვას საჭიროებდა, თავისი ებრაელი აგენ-
ტის, ვილეკ ჩილოვიჩის მეშვეობით ბანაკის რაციონის ნაწილს უკ-
ვე ყიდდა კრაკოვის ბაზრებში. ჩილოვიჩი ფაბრიკა-ქარხნების
ხელმძღვანელებს, ვაჭრებს და კრაკოვის რესტორნის მეპატრო-
ნეებს იცნობდა.
პლაშუვის ბანაკის პატიმარმა, დოქტორმა ალექსანდერ ბი-
ბერშტაინმა გამოთვალა, რომ ყოველდღიური რაციონი 700-დან
1100 კალორიამდე მერყეობდა. საუზმედ პატიმარს აძლევდნენ
261 მკითხველთა ლიგა
ნახევარ ლიტრ ერზაც-ყავას, ცოტაოდენ რკოს და ჭვავის პურის
175-გრამიან ნაჭერს, მერვედს იმ მთლიანი მრგვალი პურისა,
ყოველ დილით ბარაკების სასადილოს მორიგეებს რომ მოჰქონ-
დათ საცხობიდან. შუადღისას სტაფილოს, ჭარხლის, საგოს შემ-
ცვლელის წვნიანს ჩამოურიგებდნენ ხოლმე. უფრო გემრიელი
საჭმელი საღამოს ფაბრიკა-ქარხნებიდან დაბრუნებულ მუშებს
მოჰქონდათ. ერთი პალტოს ქვეშ შემალულ ვარიას შემოიყო-
ლებდა, მეორე – შარვლის ტოტში ჩაგდებულ ფუნთუშას. ამონი
„კონტრაბანდის“ შეზღუდვას ცდილობდა და ყოველ საღამოს ბა-
ნაკში დაბრუნებულ მუშებს ადმინისტრაციული შენობის წინ აჩ-
ხრეკინებდა. ამონს არც ის უნდოდა, ბუნებრივი დაუძლურების მი-
სეული გეგმა ჩაფუშულიყო და არც ის, რომ კრაკოვში საკვებით
ვაჭრობას იდეოლოგიური ელფერი დაჰკარგოდა. თვითონ პა-
ტიმრების მიმართ შემწყნარებლობას არ იჩენდა, ხოლო თუ ოს-
კარს მართლაც უნდოდა ათასი ებრაელის წაყვანა, დაე, საკუთარ
ხარჯზე გამოეჩინა მათ მიმართ ლმობიერება – მათთვის პლაშუ-
ვის საკუჭნაოს პურისა და ჭარხლის ულუფის განაწილებას არ
აპირებდა.
იმ გაზაფხულზე ოსკარს არამარტო პოლიციის შეფებთან, მე-
ზობელ მეწარმეებთან მოლაპარაკებაც დასჭირდა და იერეთის
ფიჭვის მასალით აშენებული ბარაკების იქით მდგარ რადიატო-
რების მწარმოებელ ქარხანაში კურტ ჰოდერმანს ესტუმრა. ჰო-
დერმანის ქარხანაში მრავალი პოლონელი და დაახლოებით ასი
პლაშუველი პატიმარი მუშაობდა. რადიატორების ქარხნის პირ-
დაპირ იერეთის ყუთების ქარხანა იდგა. იმ ქარხანას ახლა გერ-
მანელი ინჟინერი კუნპასტი ხელმძღვანელობდა. ვინაიდან მათ
საწარმოებში ბევრი პლაშუველი პატიმარი არ მუშაობდა, ოსკა-
რის წინადადებას დიდი სიხარულით არ შეხვედრიან, მაგრამ არც
უარი უთქვამთ, რადგან ოსკარი ორივეს დაჰპირდა, თქვენს ებრა-

262 მკითხველთა ლიგა


ელ მუშებსაც აქვე შევიფარებ, ქარხნების სიახლოვეს იცხოვრებენ
და ყოველდღე ხუთი კილომეტრის გავლა აღარ მოუწევთო.
იქიდან შინდლერმა რამდენიმე ქუჩის მოშორებით ვერმახტის
გარნიზონში გადაინაცვლა და ინჟინერ შმილევსკის შეხვდა. მას-
თან პლაშუვის პატიმრების ჯგუფი მუშაობდა. შმილევსკიც დათან-
ხმდა. მისი სახელი, კუნპასტისა და ჰოდერმანის სახელებთან ერ-
თად პომორის ქუჩაზე გაგზავნილ შინდლერის განაცხადს დაურ-
თეს.
SS-ის ინსპექტორები „ემალიას“ ესტუმრნენ და ოსკარის ძველ
ნაცნობთან, საბრძოლო საშუალებათა ინსპექციის ტოპოგრაფ
შტაინჰაუზერთან ითათბირეს. იდგნენ და ტერიტორიას შუბლშეკ-
რულები ათვალიერებდნენ, როგორც მათი პროფესიის ხალხს
სჩვევია. შემდეგ კანალიზაციის თაობაზე დასვეს კითხვები. ოს-
კარმა ისინი თავის კაბინეტში შეიპატიჟა და ყავითა და კონიაკით
გაუმასპინძლდა. ერთმანეთს გულთბილად დაემშვიდობნენ. რამ-
დენიმე დღეში ოსკარის მოთხოვნა დააკმაყოფილეს და ფაბრი-
კის უკანა ეზოში იძულებითი შრომის ქვებანაკის მოწყობის ნება
დართეს.
იმ წელს DEF-ის მოგებამ 15.8 მილიონი რაიხსმარკა შეადგი-
ნა. ერთი შეხედვით 300 000 რაიხსმარკა, ოსკარმა „ემალიის“ ბა-
ნაკს რომ დაახარჯა, დიდი რიცხვია, მაგრამ არა – კატასტროფუ-
ლი. საქმე ისაა, რომ ის მხოლოდ ახლა იწყებდა საზღაურის გა-
დახდას.
ოსკარმა პლაშუვის ბაულაიტუნგს, ანუ მშენებლობის სამსა-
ხურს თხოვნით მიმართა, მისთვის ახალგაზრდა ინჟინერ--
მშენებელი ადამ გარდე დაეხმარებინათ. გარდეს ჯერ ამონის ბა-
რაკების აშენება არ დაესრულებინა, ამიტომ ყოველ დილით ჯერ
ბარაკების მშენებლებს აძლევდა მითითებებს, შემდეგ ერთი მცვე-
ლის თანხლებით პლაშუვიდან ლიპოვას ქუჩაზე მიჰყავდათ ოსკა-
რის ბანაკის მშენებლობის სახელმძღვანელოდ. როცა გარდე
263 მკითხველთა ლიგა
პირველად ესტუმრა ზაბოჩეს, იქ უკვე იდგა ორი მარტივი ტიპის
ნაგებობა, რომელშიც 400 პატიმარი ცხოვრობდა. ღობის გას-
წვრივ SS-ელთა რაზმი პატრულირებდა, მაგრამ ბანაკის პატიმ-
რებმა გარდეს უთხრეს, ოსკარი SS-ელებს ბანაკის ტერიტო-
რიაზე ან ფაბრიკაში შესვლის ნებას მხოლოდ მაშინ აძლევს,
როცა ადგილის დასათვალიერებლად უფროსი ინსპექტორები
მოდიანო. მათი თქმით, „ემალიისთვის“ გამოყოფილ SS-ელთა
მცირე გარნიზონს სასმელს არ აკლებდა და ბადრაგიც თავისი
ხვედრით კმაყოფილი იყო. გარდემ შეამჩნია, რომ თავად პატიმ-
რებიც ბედნიერად გრძნობდნენ თავს კაცთა და ქალთა სექტორე-
ბად დაყოფილ თავიანთ ბარაკებში. უკვე „შინდლერის ებ-
რაელებს“ უწოდებდნენ თავს და ინფარქტს გადარჩენილებივით
ფრთხილად ულოცავდნენ ერთმანეთს. ეს ტერმინი მათთვის „იღ-
ბლიანის“ სინონიმად იქცა.
პატიმრებს უკვე ამოეთხარათ ორმოები რამდენიმე ტუალე-
ტისთვის და, მართალია, მათ მონდომებას მიესალმებოდა, ინჟი-
ნერი გარდე სიმყრალემ ფაბრიკის ჭიშკართანვე შეაწუხა. მუშები
DEF-ის ეზოში წყლის ტუმბოსთან ბანაობდნენ.
ოსკარმა გარდე კაბინეტში იხმო, რომ მისთვის ნახაზები ეჩვე-
ნებინა.
ექვსი ბარაკი 1200 ადამიანისთვის; ერთ კუთხეში სამზა-
რეულო, ხოლო ღობის გარეთ, შორეულ კუთხეში – SS-ელთა
ყაზარმები (ოსკარმა მათ დროებით ფაბრიკის ტერიტორიაზე გა-
მოუყო საცხოვრებელი ფართი), კარგი საშხაპე და სამრეცხაო –
აი, რის აშენებას გეგმავდა ოსკარი. ჩემი შემდუღებლები თქვენს
განკარგულებაში არიანო, უთხრა მან გარდეს.
– ტიფი, – ჩაიბურტყუნა ოსკარმა და გარდეს გაუღიმა, – ტიფი
არავის გვინდა. პლაშუვი მკბენარებით გაივსო. აქ ტანსაცმლის
გამოხარშვა დაგვჭირდება.

264 მკითხველთა ლიგა


ადამ გარდეს ყოველდღე მიუხაროდა ლიპოვას ქუჩისკენ.
პლაშუვში ორი ინჟინერ-მშენებელი უკვე სიკვდილით დაესაჯათ
დიპლომირებულობისთვის, მაგრამ DEF-ში სპეციალისტების
აზრს პატივს სცემდნენ. ერთ დილას, როცა მცველი ზაბოჩეში
მიაცილებდა, ველიჩკას ქუჩაზე მათ გვერდით შავმა ლიმუზინმა
მკვეთრად დაამუხრუჭა. მანქანიდან წარბებშეჭმუხნილი უნტერ-
შტურფიურერი გეთი გადმოვიდა.
– ერთი პატიმარი, ერთი მცველი – ეს რას ნიშნავს? – დაინტე-
რესდა იგი.
უკრაინელმა მცველმა ჰერ კომენდანტს მოახსენა, რომ ნაბ-
რძანები ჰქონდა, ყოველ დილით ეს პატიმარი ოსკარ შინდლე-
რის „ემალიამდე“ მიეცილებინა. გარდეც და უკრაინელიც იმე-
დოვნებდნენ, რომ ოსკარის ხსენება ორივეს დაიცავდა.
– ერთი პატიმარი და ერთი მცველი? – გაიმეორა კვლავ ჰერ
კომენდანტმა, მაგრამ პრობლემის გადაჭრის რადიკალური გზის-
თვის არ მიუმართავს და მშვიდად ჩაჯდა ლიმუზინში. იმავე დღეს,
მოგვიანებით, ამონი ვილეკ ჩილოვიჩს დაელაპარაკა. ჩილოვი-
ჩი, გარდა იმისა, რომ მისი აგენტი იყო, ბანაკის ებრაულ პოლი-
ციას, ანუ როგორც მათ უწოდებდნენ, „მეხანძრეებსაც“ მე-
თაურობდა. გეტოს ყოფილი ნაპოლეონი სიმხე შპირა ჯერაც გე-
ტოში ცხოვრობდა და ჩხრეკას ხელმძღვანელობდა. ის და მისი
რაზმი იმ ხალხის მიერ გადამალულ ბრილიანტებს, ოქროს და
ფულს დაეძებდა, რომელთა ფერფლი უკვე ბელჟეცის ფიჭვის
ძირს დაცვენილ წიწვებზე მიმოებნიათ. შპირას ძალაუფლება
პლაშუვში არ ვრცელდებოდა, ბანაკში ჩილოვიჩი ბატონობდა.
არავინ იცოდა, როგორ მოიპოვა მან გავლენა. სავარაუდოდ, მი-
სი სახელი ვილი კუნდემ უხსენა ამონს და ამ უკანასკნელსაც
მოეწონა მისი მოქმედების სტილი. ასე იყო თუ ისე, იგი პლაშუვის
მეხანძრეთა მეთაურად დაინიშნა, ძალაუფლების მიმნიჭებელ
სამკლავეებსა და ქუდებს გასცემდა დაქცეულ სამეფოში. სიმხეს
265 მკითხველთა ლიგა
მსგავსად იმდენად შეზღუდული წარმოსახვის უნარი ჰქონდა,
რომ თავს ლამის რუსეთის იმპერატორს უტოლებდა.
გეთმა ჩილოვიჩს უთხრა, ადამ გარდე შინდლერისთვის დაეთ-
მო და ერთხელ და სამუდამოდ მოეშორებინა თავიდან. ინჟინერ-
მშენებლები ისედაც თავზე საყრელად გვყავსო, ზიზღით აღნიშნა
ჰერ კომენდანტმა. მისი აზრით, რახან ებრაელებს პოლონეთის
უნივერსიტეტებში სამედიცინო განათლების მიღებას უკრძალავ-
დნენ, ყველამ ინჟინრობა მოინდომა.
– ოღონდ, სანამ გარდე შინდლერთან წავიდოდეს, ჯერ ორან-
ჟერეა უნდა ამიშენოს, – დასძინა ამონ გეთმა.
ახალი ამბავი ადამ გარდემ თავის, 21-ე ბარაკში შეიტყო. მას
ზაბოჩეში გადაიყვანდნენ, ოღონდ მანამდე მძიმე განსაცდელი
ელოდა: გეთის უკანა ეზო უნდა გაელამაზებინა. იქ კი, როგორც
მანამდე რაიტერმა და გრიუნბერგმა, მათდა სამწუხაროდ, აღ-
მოაჩინეს, ყველა წესს ამონი ადგენდა და ცვლიდა.
ერთ დღეს კომენდანტის ორანჟერეის თავზე კეხის ძელი უნდა
დაემაგრებინათ. მუშაობისას გარდეს კომენდანტის ორი ძაღლის
– როლფის და რალფის – ყეფა ესმოდა. ძაღლებს საგაზეთო
კომიქსის გმირების სახელები ერქვათ. ამონმა წინა კვირას ძაღ-
ლები ერთ ქალ პატიმარს მიუქსია, უქმად რად დგახარო. ძაღ-
ლებმა საბრალო ქალს მკერდი დაუგლიჯეს. ამონს ტექნიკური
განათლება მხოლოდ სანახევროდ მიეღო, მაგრამ მაინც ხშირ--
ხშირად მიდიოდა მშენებარე ორანჟერეასთან და საქმიანი იერით
აკვირდებოდა, როგორ სწევდნენ კოჭებსა და ძელებს ზემოთ. ამ-
ჯერად იმით დაინტერესდა, კეხის ძელს როდის ასწევთო. კითხვა
ფიჭვის გრძელი ძელის მეორე ბოლოს მდგარმა დასვა. ადამ
გარდემ მისი ნათქვამი ვერ გაიგონა და ყურზე ხელი მიიდო.
გეთმა შეკითხვა გაუმეორა, მაგრამ გარდემ ვერც ამჯერად
გაიგონა და გულწრფელად აღიარა: – არ მესმის, ჰერ კომენდან-
ტო.
266 მკითხველთა ლიგა
ამონი ჰაერში აწეული ძელის ცალ ბოლოს გრძელთითებიანი
ხელებით სწვდა, უკან გაქაჩა და მერე მთელი ძალით გაუქანა
გარდეს. გარდემ მისკენ მფრინავი სასიკვდილო იარაღი შეამჩნია
და მარჯვენა ხელი სახეზე აიფარა. ძელი ხელში მოხვდა, თითის
სახსრები და მტევნის ძვლები ჩაუმსხვრია, ხოლო თავად გარდე
წააქცია. როცა ტკივილისგან თავბრუდახვეული და დაბრმავებუ-
ლი გარდე მოსულიერდა, ამონი უკვე წასულიყო. უფრო დამაკმა-
ყოფილებელი პასუხის მისაღებად ალბათ მეორე დღეს დაბრუნ-
დებოდა.
იმის შიშით, რომ დასახიჩრებულად და უვარგისად მიიჩნევ-
დნენ, კრანკენშტუბეში (ლაზარეთში) მიმავალმა ინჟინერ--
მშენებელმა გარდემ დაზიანებული ხელის მტევანი ჩვეულებრი-
ვად ჩამოუშვა; აუტანელ ტკივილს არ იმჩნევდა. ექიმმა ჰილფშტა-
ინმა თაბაშირის დადებაზე დაითანხმა. გარდე ორანჟერეის მშე-
ნებლობის ხელმძღვანელობას აგრძელებდა და თან ყოველდღე
დადიოდა „ემალიაში“ იმ იმედით, რომ პალტოს გრძელი სახე-
ლო თაბაშირის ნახვევს დამალავდა. ხელის მრუდედ გამთელე-
ბას არ შეუშინდა და ცოტა ხანში თაბაშირი მოიხსნა, ვაითუ რამე
იეჭვონ და ტრავმამ შინდლერთან ჩემი გადაყვანა ჩაშალოსო.
ერთი კვირის შემდეგ ფუთაში გამოხვეული პერანგითა და
რამდენიმე წიგნით სამუდამოდ ლიპოვას ქუჩაზე გადაასახლეს.

267 მკითხველთა ლიგა


თავი 23

ინფორმირებული პატიმრები „ემალიაში“ მოსახვედრად ერ-


თმანეთს ეცილებოდნენ. პლაშუვის ბანაკში შესყიდვების ოფიც-
რად მომუშავე პატიმარმა დოლეკ ჰოროვიცმა იცოდა, რომ შინ-
დლერის ფაბრიკაში არ გაუშვებდნენ, მაგრამ როგორმე ცოლი
და ორი შვილი უნდა გადაეყვანა იქ.
პატარა რიჰარდი გაზაფხულის ნისლიან დილას ადრიანად
იღვიძებდა, ქალების ბარაკში დედამისის საწოლიდან ჩამოძვრე-
ბოდა და ფერდობის ძირას მდგარი კაცების ბარაკებისკენ გარ-
ბოდა, რომ ხმელი პურის კუთვნილი ნაჭერი მიეღო. აპელპლაც-
ზე დილის სიის ამოკითხვისას მამამისის გვერდით უნდა მდგარი-
ყო. გზად რიჰარდი ჩილოვიჩის ებრაული პოლიციის პოსტსა და
ორ საგუშაგო კოშკს ჩაუვლიდა. ნისლის მიუხედავად, მას გარკვე-
ვით ხედავდნენ, მაგრამ საფრთხე არ ემუქრებოდა, რადგან ჰო-
როვიცის შვილი იყო. მამამისი ჰერ კომენდანტის მეგობრისა და
თანამეინახისთვის, ჰერ ბოშისთვის, ფასდაუდებელი მუშა იყო.
რიჰარდი მამამისის პროფესიონალიზმის წყალობით, უშიშრად
გადაადგილდებოდა. გუშაგების თვალწინ არხეინად ჩაირბენდა,
მამამისის ბარაკში შევიდოდა, მის საწოლზე აძვრებოდა და
ახალგაღვიძებულს კითხვების კორიანტელს დააყრიდა: ნისლი
მხოლოდ დილით რატომ არის და შუადღისას – არა? სატვირთო
მანქანები მოვლენ? დღეს აპელპლაცზე დიდხანს უნდა ვიდგეთ?
ვინმეს გაამათრახებენ?
რიჰარდის დილის კითხვებმა დოლეკ ჰოროვიცი იმ დასკვნამ-
დე მიიყვანა, რომ პლაშუვი პრივილეგირებული ბავშვებისთვისაც
კი შეუფერებელი ადგილი იყო. გადაწყვიტა, შინდლერისთვის
მიემართა. შინდლერი ხანდახან სტუმრობდა პლაშუვს და დაინ-
ტერესებული საქმოსნის იერით სახელოსნოებსა და ადმინისტრა-

268 მკითხველთა ლიგა


ციულ შენობებში შეივლიდა ხოლმე. ამ დროს იცხაკ შტერნის,
რომან გინტერისა და პოლდეკ პფეფერბერგის მსგავს ძველ მე-
გობრებს პატარ-პატარა საჩუქრებს უტოვებდა და თან ახალ ამ-
ბებსაც გამოჰკითხავდა. დოლეკმა ვერც ერთხელ ვერ შეძლო
მასთან გამოლაპარაკება და იფიქრა, ბოშის მეშვეობით დავუკავ-
შირდებიო. დოლეკის აზრით, ბოში და შინდლერი ხშირად ხვდე-
ბოდნენ ერთმანეთს, ოღონდ ბანაკში, სხვების დასანახად კი არა,
ქალაქში, სამსახურეობრივ ოთახებსა და წვეულებებზე. აშკარად
ეტყობოდათ, რომ მეგობრები არ იყვნენ, მაგრამ საქმიანი ურთი-
ერთობა ჰქონდათ და ერთმანეთს ანგარიშს უწევდნენ.
დოლეკს შინდლერის ქვებანაკში მხოლოდ რიჰარდის გადაყ-
ვანა როდი სურდა. რიჰარდი შიშს კითხვებით იქარვებდა. უფრო
მეტად, დოლეკს ათი წლის ქალიშვილის, ნიუსიას ბედი აღელ-
ვებდა, რადგან გოგონა კითხვებს საერთოდ აღარ სვამდა. მას
უკვე გადაებიჯებინა ბავშვური გულახდილობის ასაკისთვის და სა-
ხელოსნოს (რომელშიც ხის ყუებზე ჯაგარს ამაგრებდა) ფანჯრი-
დან ბორცვის თხემზე მდებარე ავსტრიული სიმაგრისკენ მიმავა-
ლი სავსე სატვირთო მანქანების დანახვით გამოწვეულ ძრწოლას
ზრდასრული ადამიანივით გულში იკლავდა, მშობლების მკერ-
დზე თავს ვეღარ დადებდა, რომ შიში მათთვის გაეზიარებინა.
შიმშილის დასაცხრობად ნიუსია გაზეთის ქაღალდში გახვეულ
ნივრის ფურცლებს ეწეოდა. მოარული ხმების თანახმად, „ემა-
ლიაში“ ასეთი მავნე ჩვევების ნაადრევად გამომუშავებისგან პატი-
მარი დაცული იყო.
ამგვარად, ტანსაცმლის საწყობში მორიგი სტუმრობისას დო-
ლეკმა ბოშს მიმართა, თქვენმა უწინდელმა გულმოწყალებამ გა-
მაბედვინა მოსვლა, მადლიერი დაგრჩებით, თუ ჰჰერ შინდლერს
ჩემ მაგივრად დაელაპარაკებითო. შემდეგ კიდევ ერთხელ
გაუმეორა სათხოვარი და შვილების სახელი, რათა შნაპსისგან
გონებაგამოფიტულ ბოშს არ დავიწყებოდა. თამამად შემიძლია
269 მკითხველთა ლიგა
ვთქვა, რომ ჰერ შინდლერი ჩემი საუკეთესო მეგობარია, აუცი-
ლებლად დამეხმარებაო, უპასუხა მას ბოშმა.
დოლეკი ამ საუბრიდან ბევრს არაფერს ელოდა. მის ცოლს,
რეგინას, ქუჭურვების ან ემალირებული ჭურჭლეულის დამზადე-
ბის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. აღარც ბოშს უხსენებია
რამე. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ მისი ცოლ-შვილი „ემალიაში“
გასაგზავნთა სიაში მოხვდა. კონვერტში ჩადებული პატარა სამ-
კაულის სანაცვლოდ კომენდანტმა გეთმა სიას ხელი მოაწერა.
ნიუსია „ემალიის“ ქვებანაკის ქალთა ბარაკებში გამხდარ, გულ-
ჩათხრობილ ზრდასრულს ჰგავდა, ხოლო რიჰარდი აქაც ისევე
თავისუფლად დარბოდა, როგორც პლაშუვში, მუშებიც ცნობდნენ
და არც შშ-ელი მცველები უწყრებოდნენ მოურიდებლობისთვის.
რეგინა სულ იმას ელოდა, რომ ერთ დღეს ფაბრიკაში ოსკარ
შინდლერი მიუახლოვდებოდა და ჰკითხავდა, დოლეკ ჰოროვი-
ცის ცოლი ხართო? თვითონ კი სამადლობელ სიტყვებს თავს
ვერ მოაბამდა. თუმცა, ოსკარს მისთვის ეს არასდროს უკითხავს.
რეგინას გასახარად, ის და მისი ქალიშვილი ლიპოვას ქუჩაზე
თვალში დიდად არავის ხვდებოდნენ. რასაკვირველია, ოსკარმა
იცოდა მათი ვინაობა, რადგან რიჰარდს ხშირად სახელით მი-
მართავდა. ხოლო ბიჭუნას კითხვების შინაარსის ცვლილება
ადასტურებდა, თუ რაოდენ გამოსწორდა მათი მდგომარეობა.
„ემალიის“ ბანაკს არ ჰყავდა კომენდანტი, რომ პატიმრები
დაეჩაგრა. გარნიზონი ორ დღეში ერთხელ იცვლებოდა, ქვება-
ნაკში პლაშუვიდან ზაბოჩეში ორ სატვირთო მანქანას მოჰყავდა
SS-ელები და უკრაინელები. პლაშუველ ჯარისკაცებს „ემალიაში“
მორიგეობა მოსწონდათ. ჰერ დირექტორის შედარებით პრიმი-
ტიულ სამზარეულოებში უფრო გემრიელ საჭმელს ამზადებდნენ.
თუ რომელიმე მცველი პერიმეტრზე პატრულირების ნაცვლად
ბანაკის ტერიტორიაზე შეაბიჯებდა, განრისხებული ჰერ დირექ-
ტორი უმალვე ობერფიურერ შერნერს ურეკავდა. ამიტომ გარნი-
270 მკითხველთა ლიგა
ზონი ღობეს არ სცილდებოდა. ზაბოჩეში მორიგეობა სასიამოვ-
ნოდ ერთფეროვანი საქმე იყო.
გარდა იმ მაღალი წოდების SS-ელებისა, რომლებიც დროგა-
მოშვებით ბანაკის ინსპექტირებას აწარმოებდნენ, DEF-ის მუშები
მორიგე მცველებს იშვიათად ხედავდნენ. მავთულხლართის ერთ
კორიდორს პატიმრები ემალირებული ჭურჭლეულის ფაბრიკის-
კენ მიჰყავდა, მეორეს – სამხედრო აღჭურვილობის სექციისკენ.
ყუთებისა და რადიატორების ქარხნებსა და გარნიზონის ადმინის-
ტრაციაში მომუშავე „ემალიის“ ებრაელებს უკრაინელები დაჰყვე-
ბოდნენ. უკრაინელები ორ დღეში ერთხელ იცვლებოდნენ და პა-
ტიმრების სასიკვდილოდ გადამტერებისა და შეძულებისთვის საკ-
მარისი დრო არ ჰქონდათ.
SS-ს პატიმრებისთვის სიცოცხლის უფლება კი შეეზღუდა, მაგ-
რამ „ემალიის“ მცხოვრებლებს ოსკარი მყიფე სტაბილურობის
განცდას უბრუნებდა. ქვებანაკში არ ჰყავდათ ძაღლები, არავის
სცემდნენ, მუშებს უფრო ნოყიერი და მეტი პურითა და წვნიანით
უმასპინძლდებოდნენ, ვიდრე პლაშუვში. „ემალიაში“ მუშად მომუ-
შავე ერთ ექიმს თუ დავუჯერებთ, თითო ადამიანი დღეში 2000 კა-
ლორიას იღებდა. თუმცა, ოსკარი მაინც ბიზნესმენი იყო და, რა-
ღა თქმა უნდა, ნებისმიერი ბიზნესმენის მსგავსად, ისიც მოგებას
ესწრაფვოდა. მუშები ხანგრძლივ, ხშირად თორმეტსაათიან
ცვლაში მუშაობდნენ; ოღონდ ისიც უნდა ითქვას, რომ არავის უმ-
ძიმდა; მით უფრო, რომ ეს სამუშაო მათ გარკვეულწილად სი-
ცოცხლეს უნარჩუნებდა. ომის შემდეგ ოსკარის მიერ „განაწილე-
ბის ერთობლივი ებრაული კომიტეტისთვის“ წარდგენილი ანგა-
რიშებიდან ირკვევა, რომ „ემალიის“ ბანაკში საჭმელზე 1 800 000
ზლოტი (360 000 აშშ დოლარი) დაუხარჯავს. დაახლოებით ამხე-
ლა რიცხვს გადააწყდებით „იგ ფარბენის“ და „კრუპის“ დავთრებ-
შიც, ოღონდ განსხვავებით ოსკარისგან, ეს თანხა მათი მოგების
ძალიან მცირე პროცენტს შეადგენდა. სიმართლე კი ისაა, რომ
271 მკითხველთა ლიგა
„ემალიაში“ ცემისგან, გადაღლილობისგან ან შიმშილისგან არა-
ვინ მომკვდარა, მაშინ როცა „იგ ფარბენის“ მხოლოდ ერთი სა-
წარმოს, „ბუნას“ 35 000 მუშიდან 25 000 შრომის მძიმე პირობებმა
შეიწირა.
წლების შემდეგ „ემალიის“ ყოფილმა მუშებმა შინდლერის ბა-
ნაკს სამოთხე უწოდეს. ვინაიდან იმ დროისთვის ისინი მთელ
მსოფლიოში დიდი ხნის მიმოფანტულები იყვნენ, წინასწარ შე-
თანხმდნენო, ცილს ვერავინ დასწამებს. ამ ტერმინს ალბათ „ემა-
ლიაში“ ცხოვრებისას და მუშაობისას იყენებდნენ. რასაკვირვე-
ლია, „ემალია“ მხოლოდ შედარებითი სამოთხე იყო, ედემის ბა-
ღი – პლაშუვის ფონზე. იქაურობა პატიმრებს ხსნის ლამის სიურ-
რეალურ განცდას აღუძრავდა და ვერ იჯერებდნენ იმას, რაც მათ
თავს ხდებოდა. DEF-ის ახალ მუშებს ოსკარზე მხოლოდ სმენო-
დათ, მაგრამ თვალით არ ენახათ. ჰერ დირექტორთან შეხვედ-
რას ან გამოლაპარაკებას ვერ ბედავდნენ, სანამ გონს არ მოეგე-
ბოდნენ და შინდლერის არატრადიციულ იძულებითი შრომის ბა-
ნაკს შეეგუებოდნენ.
თვალსაჩინოებისთვის პატიმარ ლუიზას მაგალითი მოვიყვა-
ნოთ. მისი ქმარი აპელპლაცზე მდგარი პატიმრების რიგიდან გა-
მოიყვანეს და სხვებთან ერთად მაუტჰაუზენში გაგზავნეს. ლუიზამ
ქმარი ქვრივივით გამოიტირა და როგორც მალევე გაირკვა, არც
შემცდარა. ასე დამწუხრებული გადაიყვანეს „ემალიის“ ბანაკში. ის
მომინანქრებულ ჭურჭელს ღუმელში გამოსაწვავად ყრიდა.
ლუიზას მანქანა-მოწყობილობების გახურებულ ზედაპირზე
წყლის გათბობის ნებას აძლევდნენ და თბილი წყალი მისთვის
„ემალიის“ პირველი სიკეთე აღმოჩნდა.
თავიდან ოსკარი ლუიზასთვის საცალფეხო ხიდზე ან წნეხებს
შორის მიმავალი ზორბა ფიგურა იყო. ეს ბუნდოვანი ფიგურა არ
აფრთხობდა. პირიქით, ლუიზას იმის ეშინოდა, თუ ჰერ დირექ-
ტორი შემამჩნევს, მთელი ეს ადგილი, სადაც არავის სცემენ,
272 მკითხველთა ლიგა
არავის აშიმშილებენ და არც ერთი მცველი არ დადის, როგორ-
ღაც თვისობრივად გარდაიქმნებაო. ლუიზას მხოლოდ ის უნდო-
და, მუშაობა დაემთავრებინა და მავთულხლართის გვირაბის გავ-
ლით თავის ქოხში დაბრუნებულიყო.
ცოტა ხნის შემდეგ ლუიზამ აღმოაჩინა, რომ ოსკარს მისალმე-
ბის ნიშნად თავადაც თავს უკრავდა და მოკითხვაზე პასუხად „დი-
ახ, გმადლობთ, კარგად ვარ, ჰერ დირექტორო“-ს ეუბნებოდა.
ერთხელ ოსკარმა მას რამდენიმე ღერი სიგარეტი მისცა. სიგა-
რეტი ბანაკში ოქროზე ძვირად ფასობდა, რადგან ნერვების დაწ-
ყნარებისა და პოლონელ მუშებთან ვაჭრობის საუკეთესო სა-
შუალება იყო. უკვე იმდენი მისი მეგობარი გაუჩინარებულიყო,
ლუიზა ოსკართან დამეგობრობას უფრთხოდა, ვაითუ, ისიც დავ-
კარგოო. ჰერ დირექტორი იდუმალ, მუდმივად მის სიახლოვეს
მოტრიალე მფარველად წარმოედგინა. სამოთხე, რომელსაც მე-
გობარი განაგებს, მეტისმეტად მყიფე და არასაიმედო ეჩვენებო-
და: ამ მარადიულ სამოთხეს უფრო გავლენიანი და იდუმალი
ადამიანი თუ შეინარჩუნებსო.
„ემალიის“ მრავალი პატიმარი ლუიზასავით ფიქრობდა.
როცა ოსკარის ფაბრიკის ტერიტორიაზე ქვებანაკი გაიხსნა,
კრაკოვში ყალბი სამხრეთამერიკული საბუთებით ვინმე რეგინა
პერლმანი ცხოვრობდა. შავგრემანი იყო და ეს მის პირადობის
მოწმობას დამაჯერებლობას სძენდა. პოდგოჟეს ერთ-ერთი ქარ-
ხნის კანცელარიაში არიელის სტატუსით მუშაობდა. შანტაჟისტე-
ბისგან ვარშავაში, ლოძში ან გდანსკში უფრო დაცული იქნებოდა,
მაგრამ მისი მშობლები პლაშუვის ბანაკში გადაიყვანეს და მათ
ვერ დატოვებდა. ყალბ მოწმობას მათი საჭმლით, წამლითა და
პირადი მოხმარების საგნებით მოსამარაგებლადაც იყენებდა.
რეგინას გეტოში ცხოვრების დროიდან ახსოვდა კრაკოველ ებ-
რაელებში გავრცელებული გამონათქვამი, რადაც უნდა დაუჯდეს,
შინდლერი მიზანს მაინც მიაღწევსო. პლაშუვიდანაც მიეღო ცნო-
273 მკითხველთა ლიგა
ბები კომენდანტის აივანსა და კირქვის კარიერზე. თუნდაც ჩემი
ვინაობა გამჟღავნდეს, მშობლები შინდლერის ბანაკში უნდა გა-
დავიყვანოო, გადაწყვიტა რეგინამ.
რეგინა DEF-ს პირველად მოკრძალებული ყვავილებიანი კა-
ბითა და კოლჰოტის გარეშე ესტუმრა. პოლონელმა კარის და-
რაჯმა ჰერ შინდლერის კაბინეტში დარეკა, თან, გამკიცხავად გა-
მოხედა ჯიხურიდან. ვიღაც არარაობაა – ბინძური გოგო სხვა
ქარხნიდანო, იკითხებოდა მის მზერაში. ყალბი არიული წარმო-
შობის დამადასტურებელი საბუთების მქონეებს, მათ შორის, რე-
გინასაც, მუდმივად ეშინოდათ, რომელიმე ებრაელთმოძულე პო-
ლონელი ამოგვიცნობსო. ეს პოლონელი ებრაელთმოძულეს
ჰგავდა.
– არა უშავს, – უპასუხა კარის დარაჯს, რომელიც უკან დაბ-
რუნდა და თავი გააქნია. რეგინამ იფიქრა, ჩემი მოშორება სურს
და რამეს მოიმიზეზებსო. თუმცა, პოლონელს ტყუილის თქმა არც
უფიქრია.
– ვერ მიგიღებთ, – პირდაპირ მიახალა რეგინას.
ფაბრიკის ეზოში „ბე-ემ-ვე“-ს კაპოტი ბზინავდა, ეს მანქანა
აუცილებლად ჰერ შინდლერისა იქნებოდა. ის ფაბრიკაში იყო,
მაგრამ უკოლჰოტო, ღატაკ სტუმართან შეხვედრას არ აპირებდა.
უცებ რეგინას შიშის ჟრუანტელმა დაუარა. კინაღამ ჰერ შინ-
დლერს გამოუტყდა იმაში, რის აღიარებასაც სიზმარშიც კი ვერ
გაბედავდა. აცახცახებული გაბრუნდა უკან.
თუმცა იქ დაბრუნების გარდა სხვა გზა არ ჰქონდა. კიდევ ერთ
კვირას მოიცადა, სანამ „ემალიაში“ წასასვლელად თავისუფალ
დროს გამონახავდა. ამჯერად ნახევარი დღე მორთვას დაუთმო.
იბანავა და შავ ბაზარზე ნაშოვნი წინდები ჩაიცვა. ერთ-ერთი მე-
გობრისგან (ბევრი მეგობარი არ ჰყავდა, რადგან ყალბი მოწმო-
ბის მქონე გოგოსთვის სარისკო იყო) კოფთა ითხოვა. ზემოდან
შემოსაცმელად მშვენიერი ჟაკეტი ჰქონდა; პირბადიანი შლაპაც
274 მკითხველთა ლიგა
იყიდა. მაკიაჟი გაიკეთა და იმ ქალის იერი მიიღო, არაფრის
რომ არ ეშინია. სარკეში ანარეკლი შეათვალიერა. ომამდელ
რეგინას დამსგავსებოდა, ეგზოტიკური გარეგნობის კრაკოველ
ლამაზმანს, რომელსაც მამა უნგრელი ბიზნესმენი შეიძლებოდა
ჰყოლოდა, დედა კი – რიო-დე-ჟანეიროელი.
ამჯერად, როგორც იმედოვნებდა, პოლონელმა ჭიშკრის და-
რაჯმა ვერ იცნო და ფაბრიკის ეზოში შეუშვა, შემდეგ ჰერ დირექ-
ტორის მდივანს, ვიქტორია კლონოვსკას დაურეკა, ხოლო მდი-
ვანმა პირდაპირ შინდლერთან დააკავშირა.
– ჰერ დირექტორო, ქალბატონია მოსული მნიშვნელოვან
საქმეზე, – თქვა პოლონელმა.
როგორც ჩანს, ჰერ შინდლერი დეტალებით დაინტერესდა.
– კოხტად ჩაცმული ქალიშვილია, – თქვა ჭიშკრის დარაჯმა,
ყურმილისთვის ხელის გაუშვებლად ოდნავ თავი დააქნია და
დაამატა, – ძალიან ლამაზი ქალიშვილი.
თითქოს მის ნახვას ესწრაფვოდა, ან რეგინა მისი რომელიმე
მიტოვებული საყვარელი ყოფილიყო და სკანდალის შიში ჰქონ-
და, ოსკარი მას კიბესთან დახვდა. უცნობი ქალის დანახვაზე
გაიღიმა და მიესალმა: – მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით,
ფროილაინ როდრიგეს.
რეგინამ შეამჩნია, რომ შინდლერი ლამაზ ქალებს პატივს
სცემდა; მის მანერებში ბავშვურობა და ზრდასრული ადამიანის
დახვეწილობა ერთდროულად გამოსჭვიოდა. ქალთა გულთამ-
პყრობელი კინოვარსკვლავის თეატრალური ჟესტით ანიშნა, გა-
მომყევითო. ცალკე გინდათ მესაუბროთ? კეთილი, – უთხრა და
კაბინეტისკენ გაუძღვა. კლონოვსკას ჩაუარეს. კლონოვსკას წარ-
ბი არ შეუხრია. ეს უცნობი გოგო ნებისმიერი ვინმე შეიძლებოდა
ყოფილიყო – კონტრაბანდისტი ან ვალუტით მოვაჭრე, ან თუნ-
დაც ელეგანტური პარტიზანი. ამ შეხვედრის მიზეზი სიყვარული
ნაკლებად იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, გამოცდილმა და მა-
275 მკითხველთა ლიგა
ტერიალურ ინტერესებზე მიჯაჭვულმა კლონოვსკამ მშვენივრად
იცოდა, რომ ოსკარი მისი ექსკლუზიური კუთვნილება ან თვითონ
მისი კუთვნილება ვერასდროს გახდებოდა.
კაბინეტში ოსკარმა რეგინა მაგიდის ერთ მხარეს დასვა, თა-
ვად კი მის პირისპირ, ფიურერის რიტუალური პორტრეტის ქვეშ
დაჯდა.
– სიგარეტი ხომ არ გნებავთ? „პერნო“ ან კონიაკი? – შესთა-
ვაზა სტუმარს ოსკარმა.
– არა, გმადლობთ, მაგრამ თქვენ თუ გნებავთ, ჩემი ნუ მოგე-
რიდებათ.
ოსკარმა თავისთვის კონიაკი დაისხა.
– რა მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ ჩემთან? – ჰკითხა ოსკარმა,
ოღონდ ამჯერად ნაკლები ხალისით, ვიდრე კიბის საფეხურებზე.
შეამჩნია, რომ ახალგაზრდა ქალი კაბინეტის კარის მიხურვისთა-
ნავე დასერიოზულდა. ის მართლაც მნიშვნელოვან საქმეზე იყო
მოსული. რეგინა წინ გადაიხარა. წამით შეყოყმანდა. მამამისმა
50 000 ზლოტი გადაიხადა მისთვის ყალბი მოწმობის დამზადება-
ში და ახლა კი ასე უბრალოდ აპირებდა ნამდვილი ვინაობის
გამხელას ნახევრად ირონიული, ნახევრად შეწუხებული სუდეტე-
ლი გერმანელისთვის, რომელიც ნელ-ნელა წრუპავდა კონიაკს.
თავისდა გასაკვირად, ამის გაკეთება მოსალოდნელზე იოლი გა-
მოდგა.
– უნდა გამოგიტყდეთ, ჰერ შინდლერ, პოლონელი არიელი
არ ვარ. ჩემი ნამდვილი გვარი პერლმანია. ჩემი მშობლები პლა-
შუვში არიან. ამბობენ, და მე ამის მჯერა, რომ პატიმრის „ემა-
ლიაში“ გადაყვანა მისთვის ლებენსკარტეს, „სიცოცხლის ბარა-
თის“ მიცემის ტოლფასია. ფული არ მაქვს, რომ გადაგიხადოთ.
თქვენს ფაბრიკაში შემოსასვლელად ტანსაცმელი ვინათხოვრე.
ჩემს მშობლებს აქ გადმოიყვანთ?
შინდლერმა ჭიქა დადგა და წამოდგა.
276 მკითხველთა ლიგა
– საიდუმლო გარიგება გნებავთ? მე საიდუმლოდ არავის ვუ-
რიგდები. რასაც თქვენ მთხოვყთ, ფროილაინ, უკანონობაა. მე,
აქ, ზაბოჩეში საწარმო მაქვს და მხოლოდ კვალიფიციურ მუშა-
ხელს ვეძებ. თუ თქვენს არიულ სახელსა და მისამართს დატო-
ვებთ, იქნებ როდისმე მოგწეროთ და შეგატყობინოთ, რომ თქვე-
ნი მშობლების პროფესიული უნარ-ჩვევებით დავინტერესდი,
ოღონდ ამას ახლა ან ვერც სხვა რაიმე მიზეზით ვერ ვიზამ.
– კი, მაგრამ ისინი კვალიფიციური მუშები არ არიან, – თქვა
ფროილაინ პერლმანმა, – მამაჩემი იმპორტიორია და არა – მე-
ლითონე.
– ადმინისტრაციაშიც გვყავს თანამშრომლები, – უპასუხა შინ-
დლერმა, – თუმცა, უფრო მეტად მუშები გვჭირდება.
რეგინამ თავი დამარცხებულად იგრძნო. ცრემლმორეულმა
დაწერა ქაღალდის ფურცელზე ყალბი სახელი და მისამართი.
დარწმუნებული იყო, ამ ფურცელს ჰერ შინდლერი მალევე
მიივიწყებდა. თუმცა, რეგინა ქუჩაში მიხვდა, სინამდვილეში რაც
მოხდა და იმედი მიეცა: შინდლერმა ალბათ იფიქრა, რომ მახეში
გასაბმელად ჯაშუში მიუგზავნეს. და მაინც, რეგინას მეტისმეტად
მკაცრად მოეპყრო. ყოველგვარი თავაზიანობისა და კეთილგან-
წყობის გარეშე მიაცილა კაბინეტის კარამდე და გარეთ მიაბრძა-
ნა.
ერთი თვის შემდეგ ბატონი და ქალბატონი პერლმანები პლა-
შუვიდან „ემალიაში“ გადაიყვანეს. ისინი ოცდაათკაციან ჯგუფთან
ერთად გაგზავნეს ფაბრიკაში სამუშაოდ და არა – ცალკე, რო-
გორც ამას რეგინა ითხოვდა ოსკარისგან. რეგინა ხანდახან ჭიშ-
კრის დარაჯს მოისყიდიდა ხოლმე, რომ მშობლების სანახავად
ფაბრიკაში შესულიყო. მამამისი ჭურჭელს ამინანქრებდა, ღუმელ-
ში ნახშირს ყრიდა და იატაკიდან ნაგავს გვიდა.

277 მკითხველთა ლიგა


– სამაგიეროდ, ენა ისევ ამოიდგა, – უთხრა ქალბატონმა პერ-
ლმანმა თავის ქალიშვილს. პლაშუვში ბატონი პერლმანი გულ-
ჩათხრობილი და სიტყვაძუნწი გამხდარიყო.
სინამდვილეში, მიუხედავად ფარღალალა ქოხებისა და საერ-
თო ტუალეტებისა, „ემალიაში“ მის მშობლებს თავდაჯერებულო-
ბისა და სტაბილურობის განცდა მაინც ჰქონდათ, რაზეც უუჟმურ
კრაკოვში ყალბი საბუთებით მცხოვრები რეგინა ვერც კი იოცნე-
ბებდა, სანამ მთელი ეს სიგიჟე გრძელდებოდა.
ფროილაინ პერლმან-როდრიგესს ჰერ შინდლერისთვის
ცხოვრება არ გაურთულებია მადლობების სათქმელად მის კაბი-
ნეტში შევარდნით ან მისთვის მადლიერების გამომხატველი წე-
რილების გზავნით. თუმცა, DEF-ის ყვითელი ჭიშკრიდან ყოველ-
თვის „ემალიის“ ბანაკში მცხოვრებთა მიმართ შურით აღვსილი
გამოდიოდა.
აღსანიშნავია პლაშუვში მელითონედ შენიღბული რაბინის, მე-
ნაშა ლევარტოვის „ემალიაში“ გადაყვანის შემთხვევაც. ახალგაზ-
რდა, შავწვერა ლევარტოვი განსწავლული რაბინი იყო, პოლო-
ნური შტეტლების იმ რაბინებზე გაცილებით ლიბერალური, რო-
მელთაც შაბათი სიცოცხლეზე უმნიშვნელოვანესად მიაჩნდათ.
1942-1943 წლებში ყოველ პარასკევ საღამოს ასობით ასეთ რა-
ბინს ხვრეტდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ იძულებითი შრომის
ბანაკებში მუშაობაზე უარს ამბობდნენ. ლევარტოვი იმ რაბინთა
რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც მშვიდობიანობის წლებშიც კი ურ-
ჩევდა თავის მრევლს, ღმერთისთვის ღვთისმოშიშთა ურყეობა კი
პატივია, მაგრამ მისთვის უფრო დიდი პატივი საღად მოაზროვნე-
თა მოქნილობააო.
ლევარტოვი ყოველთვის აფასებდა იცხაკ შტერნს, რომელიც
ამონ გეთის ადმინისტრაციაში მშენებლობის სამსახურის განყო-
ფილებაში მუშაობდა. ძველ დროს, მოცლილობის ჟამს, შტერნი
და ლევარტოვი საათობით ისხდნენ და, სანამ ბალახეულის ჩაი
278 მკითხველთა ლიგა
ცივდებოდა, ლაპარაკობდნენ ზოროასტრიზმის გავლენაზე იუდა-
იზმზე ან პირიქით, ხანდახან – დაოიზმში რეალური სამყაროს
ცნებაზე. როცა საქმე რელიგიების შედარებაზე მიდგებოდა,
შტერნს ლევარტოვთან საუბარი უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებ-
და, ვიდრე ოსკართან, თუმც კი ამ უკანასკნელსაც იტაცებდა ამ
თემაზე მსჯელობა.
პლაშუვში ოსკარის ერთ-ერთი სტუმრობისას, შტერნმა მას უთ-
ხრა, მენაშა ლევარტოვი როგორმე „ემალიაში“ უნდა გადავიყვა-
ნოთ, თორემ გეთი აუცილებლად მოკლავსო. ლევარტოვს ყუ-
რადღების მიქცევის უნარი ჰქონდა, ასეთები კი მუდამ გეთის
მხედველობის არეში ექცეოდნენ – უსაქმურების მსგავსად ისინიც
უმთავრეს სამიზნეებად იქცეოდნენ. შტერნმა ოსკარს უამბო, რო-
გორ სცადა ამონმა ლევარტოვის მოკვლა.
ამონ გეთის ბანაკში უკვე 30 000 ადამიანი ცხოვრობდა. აპელ-
პლაცთან ახლოს, ებრაელთა საცხედრესთან, რომელიც თავ-
ლად გადაეკეთებინათ, პოლონელ სამხედრო ტყვეთა ბანაკი
იყო განთავსებული. ბანაკი 1200 პატიმარს იტევდა. ობერგრუპენ-
ფიურერი კრიუგერი ისე აღფრთოვანდა ამ ახალი, სწრაფად
მზარდი ბანაკის ინსპექტირებისას, რომ კომენდანტი ორი რან-
გით დააწინაურა და ჰაუპტშტურმფიურერის წოდება მიანიჭა. სა-
ნამ დასავლეთ პოლონეთში, აუშვიცბირკენაუს ან გროს-როზენის
საკონცენტრაციო ბანაკებში მათთვის ადგილს გაათავისუფლებ-
დნენ, აღმოსავლეთ პოლონელ და ჩეხოსლოვაკიელ ებ-
რაელებს დროებით პლაშუვში ასახლებდნენ. ხანდახან ბანაკის
მოსახლეობა 35 000 ადამიანს აჭარბებდა და სიის ამოკითხვისას
აპელპლაცზე ხალხი ვეღარ ეტეოდა. იმისთვის, რომ ახალი პა-
ტიმრები დაეტია, ამონი ხშირად იშორებდა თავიდან ბანაკის
ძველ ბინადრებს. ოსკარისთვის კომენდანტის სწრაფი მეთოდი
ცნობილი იყო: ამონი ბანაკის რომელიმე სახელოსნოში ან დაწე-
სებულებაში შევიდოდა, პატიმრებს ორ რიგად დააყენებდა და
279 მკითხველთა ლიგა
ერთ-ერთ რიგს გარეთ გაიყვანდა. იქიდან პატიმრები ან ბორცვის
თხემზე ავსტრიულ სიმაგრეში მიჰყავდათ დასახვრეტად, ან ნახი-
რის გადასაყვან ვაგონებში სხამდნენ.
რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი ასეთი გადარჩევისას ამო-
ნი მეტალურგიულ საამქროში შევიდა. საამქროს ზედამხედველე-
ბი ჯარისკაცებივით სმენაზე დადგნენ და ჰერ კომენდანტს უპატა-
კეს. მათ მშვენივრად მოეხსენებოდათ, არასწორად ნათქვამი ერ-
თი სიტყვის სანაცვლოდ საკუთარი სიცოცხლით ზღავდნენ.
– ოცდახუთი მუშა-მელითონე მჭირდება, – მოსთხოვა ამონმა
ზედამხედველებს, როცა ისინი პატაკის მიცემას მორჩნენ, – ზუს-
ტად ოცდახუთი, არც მეტი, არც ნაკლები. მიმითითეთ ყველაზე
კვალიფიციურებზე.
ერთ-ერთმა ზედამხედველმა ლევარტოვზე მიუთითა და ისიც
კვალიფიციურთა რიგში გადაიყვანეს. ლევარტოვმა შეამჩნია,
რომ ამონმა მასზე ყურადღება გაამახვილა. რასაკვირველია,
არავინ იცოდა, რომელ რიგს გაიყვანდნენ გარეთ ან სად წაიყ-
ვანდნენ, მაგრამ კვალიფიციურთა რიგში მოხვედრა თითქმის ყო-
ველთვის გადარჩენას ნიშნავდა.
გადარჩევა გრძელდებოდა. ლევარტოვს თვალში მოხვდა მე-
ტალურგიული საამქროს უჩვეულო სიცარიელე იმ დილით. კარ-
თან ახლოს მომუშავეებს წინასწარვე შეეტყოთ ამონის მოახ-
ლოება და მადრიჩის სამკერვალოსთვის შეეფარებინათ თავი.
ახლა ქსოვილის რულონებს უკან იმალებოდნენ, ან საკერავ მან-
ქანებთან ტრიალებდნენ, ვითომ მათ შეკეთებას ცდილობდნენ.
ხოლო ის ორმოცი უიღბლო, აუჩქარებლობისა თუ დაუდევრობის
გამო საამქროს დატოვება რომ ვერ მოახერხა, ახლა ორ რიგად
იდგა დაზგებსა და სახარატო ჩარხებს შორის. ყველას ეშინოდა,
მაგრამ მცირერიცხოვან რიგში მდგარნი უფრო მეტად ღელავ-
დნენ.

280 მკითხველთა ლიგა


უცებ მოკლე რიგში მდგარმა დაახლოებით 16-19 წლის ბიჭმა
დაიძახა:
– კი, მაგრამ, ჰერ კომენდანტო, მეც კვალიფიციური მელითო-
ნე ვარ.
– მართლა, ძვირფასო? – დაიჩურჩულა ამონმა, ტაბელური
რევოლვერი ამოიღო, ბიჭთან მივიდა და თავში ესროლა. დარ-
ტყმის ძალამ ბიჭი კედელს მიანარცხა. დაცემამდე მოკვდაო,
გაიფიქრა დაზაფრულმა ლევარტოვმა.
კიდევ უფრო დამოკლებული რიგი რკინიგზის დეპოს გზას
გაუყენეს, ბიჭის გვამი ურიკით ბორცვის გადაღმა წაიღეს, საამ-
ქროს იატაკი მოწმინდეს, ჩარხები აამუშავეს. ლევარტოვმაც დინ-
ჯად განაგრძო თავის დაზგასთან კარის ანჯამების კეთება, მაგრამ
ვერ ივიწყებდა ამონის გამომეტყველებას, მან თითქოს იცნო, „ეს
არის!“ – იკითხებოდა იმ წამს მის მზერაში. რაბინის აზრით, საბ-
რალო ბიჭის წამოძახილმა მხოლოდ დროებით გაუფანტა ამონს
ყურადღება და ბევრად აშკარა სამიზნე გადაავიწყა.
რამდენიმე დღის შემდეგ ამონი საამქროში დაბრუნდა. ამჯე-
რად იქ უფრო მეტი მუშა დახვდა. ჰერ კომენდანტმა კვლავ დაიწ-
ყო ბორცვის თხემზე ან რკინიგზის სადგურში გასაგზავნთა გა-
დარჩევა. ლევარტოვის დაზგასთან გაჩერდა. ლევარტოვი ელო-
და ამას. ამონს პარსვის შემდგომი ლოსიონის სუნი ასდიოდა.
რაბინს მისი გახამებული პერანგის მანჟეტი მოხვდა თვალში.
ამონი ყოველთვის კოხტად იცვამდა.
– რას აკეთებ? – ჰკითხა ლევარტოვს კომენდანტმა.
– ანჯამებს, ჰერ კომენდანტო, – უპასუხა ლევარტოვმა და
იატაკზე დაყრილი ანჯამების მცირე გროვაზე მიუთითა.
– ჩემ თვალწინ გააკეთე! – უბრძანა ამონმა, ჯიბის საათი
ამოიღო და დრო დაინიშნა. ლევარტოვი ლითონის გაჩარხვას
შეუდგა, მის მოქნილსა და გამოცდილ თითებს თითქოს უხარო-
დათ შრომა. რაბინი გონებაში წამებს ითვლიდა და თავისი აზ-
281 მკითხველთა ლიგა
რით, ანჯამის დასამზადებლად ორმოცდათვრამეტი წამი დასჭირ-
და.
– კიდევ ერთი! – მოითხოვა ამონმა, როცა ლევარტოვმა
ახალდამზადებული ანჯამა ძირს დაყრილებს მიამატა. გულმოცე-
მულმა რაბინმა ამჯერად უფრო თავდაჯერებულად იმუშავა და
კიდევ ერთ წუთში მეორე ანჯამა დავარდა მის ფერხთით.
ამონმა ანჯამების გროვას შემფასებლურად დახედა.
– დილის ექვსი საათიდან აქ მუშაობ, – თქვა ამონმა ისე, რომ
გროვისთვის თვალი არ მოუცილებია, – ამ ტემპით შეგიძლია მუ-
შაობა, მაგრამ ასე ცოტა ანჯამა დაამზადე?
მაშინ კი მიხვდა ლევარტოვი, რომ საკუთარი ხელით გა-
მოუტანა თავს განაჩენი. ამონმა ის დაზგებს შორის გაატარა. თა-
ვის აწევა ვერავინ გაბედა. ან ტყუილად რად უნდა აეწიათ? სასიკ-
ვდილოდ მიმავალი მსხვერპლი რომ ენახათ? პლაშუვში სასიკ-
ვდილოდ მიმავალ მსხვერპლთა ნაკლებობას არ განიცდიდნენ.
გარეთ გაზაფხულის თბილი ამინდი იდგა. ამონმა მენაშა ლე-
ვარტოვი სახელოსნოს კედელთან დააყენა, მხარში ხელი ჩაავ-
ლო, გაასწორა და ამოიღო პისტოლეტი, რომლითაც ორი
დღით ადრე ბიჭი მოკლა.
ლევარტოვი თვალების ხამხამით უყურებდა, როგორ სწრა-
ფად ეზიდებოდნენ მუშები ურიკებითა და ხელით ნედლ მასალას,
რათა იქაურობას გასცლოდნენ. კრაკოველები გულში ალბათ
ამას ფიქრობდნენ: „ღმერთო ჩემო, ლევარტოვის ჯერიც დადგა“.
რაბინმა თავისთვის „შმა ისრაელი“ ჩაიბუტბუტა და გაიგონა, რო-
გორ გამოკრა კომენდანტმა სასხლეტს თითი. თუმცა, ნაცვლად
ბათქისა, ჩხაკუნი გაისმა, თითქოს სიგარეტის სანთებელის ანთება
ამაოდ სცადესო. ამონ გეთმაც ზუსტად უკმაყოფილო მწეველი-
ვით გაჯავრებულმა გამოცვალა მჭიდი, კვლავ დაუმიზნა ლევარ-
ტოვს და სასხლეტს თითი გამოკრა. რაბინმა დარტყმის მოლო-

282 მკითხველთა ლიგა


დინში ინსტინქტურად გასწია თავი, მაგრამ გეთის პისტოლეტმა
ამჯერადაც მხოლოდ გაიჩხაკუნა.
გეთი გინებას მოჰყვა: – Donnerwetter! Zum Teufel!
შემდეგ გაფუჭებული პისტოლეტი შავ ბუდეში ჩადო, ქურთუკის
ჯიბიდან კი სადაფისტარიანი რევოლვერი ამოიღო. რაბინს ასეთ
რევოლვერებზე ბავშვობისას ველურ დასავლეთზე დაწერილ
წიგნებში წაეკითხა.
„რა თქმა უნდა, ტექნიკური წუნი მე ვერ მიშველის, – გაიფიქრა
მან. – ამონი არ მომეშვება. კოვბოის რევოლვერით მომკლავს.
ან თუნდაც რევოლვერმაც გაჭედოს, ჰაუპტშტურმფიურერი გეთი
რომელიმე პრიმიტიულ იარაღს გამოძებნის და იმას გამოიყე-
ნებს“.
გეთი კიდევ ერთხელ გასასროლად ემზადებოდა, როცა კო-
მენდანტის ტაბელური პისტოლეტის სასწაულებრივი გაფუჭებით
ოდნავ გამხნევებულმა მენაშა ლევარტოვმა მიმოიხედა, იქნებ
რამე ისეთი დაენახა, რითაც ამ გამოუვალი მდგომარეობიდან
თავს დაიძვრენდა. კედლის კუთხეში ნახშირის გროვა ეყარა. ერ-
თი შეხედვით, ნახშირი არაფერში უნდა გამოსდგომოდა, მაგ-
რამ...
– ჰერ კომენდანტო, – დაიწყო ლევარტოვმა, მაგრამ ამ
დროს ჩახმახისა და ზამბარის ურთიერთქმედების ავის მომასწა-
ვებელი ხმა გაისმა, რასაც კვლავ სიგარეტის სანთებელის ფუჭი
ჩხაკუნი მოჰყვა. განრისხებულმა ამონმა ლამის ლულა მოაგლი-
ჯა რევოლვერს.
აი, მაშინ კი რაბინი ლევარტოვი მეტალურგიული საამქროს
ზედამხედველებივით გაიჯგიმა და მათსავით უპატაკა ამონს:
– ჰერ კომენდანტო, ნება მომეცით, მოგახსენოთ: ჩემ მიერ
დამზადებული ანჯამების არადამაკმაყოფილებელი რაოდენობა
გამოწვეულია იმით, რომ ამ დილას მანქანა-მოწყობილობები გა-

283 მკითხველთა ლიგა


დააკალიბრეს. და მეც, ანჯამების კეთების ნაცვლად, ნახშირის
ზიდვა მიბრძანეს.
ლევარტოვს მოეჩვენა, რომ თამაშის წესები შეცვალა, თამაში-
სა, რომელიც მისი ლოგიკური სიკვდილით უნდა დასრულებული-
ყო. ისევე, როგორც „გველებისა და კიბეების“39 თამაში მთავრდე-
ბა ექვსიანის გაგორებით. ახლა რაბინმა კომენდანტს თითქოს
კამათელი დაუმალა და თამაშის დასრულების შანსი წაართვა.
ამონმა ლევარტოვს მარცხენა, თავისუფალი ხელით სილა გააწ-
ნა. ლევარტოვმა პირში სისხლის გემო იგრძნო.
ჰაუპტშტურმფიურერმა გეთმა ლევარტოვი კედელთან მიატო-
ვა და წავიდა. თუმცა, შეჯიბრი მხოლოდ დროებით გადაიდო –
ამაში ლევარტოვსა და შტერნს ეჭვი არ ეპარებოდათ.
შტერნმა ეს ამბავი ოსკარს პლაშუვის მშენებლობის სამსახურ-
ში ჩურჩულით უამბო. მხრებში მოხრილ, ხელებგადაჭდობილ და
წარბებაზიდულ შტერნს, როგორც ყოველთვის, არცერთი დეტა-
ლი არ გამოუტოვებია, ყველაფერს წვრილად მოყვა.
– პრობლემა არაა, – ჩაიბუტბუტა ოსკარმა. მას შტერნის გა-
ღიზიანება სიამოვნებდა. – მოკლედ გეთქვა. მისთვის, ვინც წუთში
თითო ანჯამას ამზადებს, „ემალიაში“ ადგილი ყოველთვის გა-
მოინახება.
ლევარტოვი და მისი ცოლი „ემალიის“ ქვებანაკში 1943 წლის
ზაფხულში გადაიყვანეს. რაბინს ოსკარის პატარ-პატარა რელი-
გიურ ხუმრობებთან შეგუება მოუხდა. ყოველ პარასკევ საღამოს
DEF-ის სამხედრო აღჭურვილობის სექციაში, ჩარხთან მდგარ
ლევარტოვთან ოსკარი მიდიოდა და ეუბნებოდა: – ახლა აქ არ
უნდა იყოთ, რაბინო. შაბათისთვის უნდა ემზადებოდეთ.

39სამაგიდო თამაში, რომელშიც მოთამაშეებმა უჯრედებად დაყოფილი დაფის


პირველი (ქვედა) უჯრედიდან ბოლო (ზედა) უჯრედამდე უნდა მიაღწიონ.
წარმოიშვა ანტიკურ ინდოეთში. დღეს თამაშის მრავალგვარი ვარიანტი არსე-
ბობს და განსაკუთრებით ბავშვებშია პოპულარული.
284 მკითხველთა ლიგა
თუმცა, როცა ერთხელ ოსკარმა რიტუალის აღსასრულებლად
უჩუმრად ერთი ბოთლი ღვინო მისცა, ლევარტოვი მიხვდა, რომ
ჰერ დირექტორი სულაც არ ეხუმრებოდა. მას შემდეგ ყოველ პა-
რასკევ საღამოს ცვლიდან დროზე ადრე გათავისუფლებული რა-
ბინი ფაბრიკის უკან მდგარ თავის ბარაკში ბრუნდებოდა. იქ, გა-
საშრობად გაფენილი სარეცხის ქვეშ, ჭერამდე აწვდილ მრავალ-
სართულიან საწოლებს შორის (და რა თქმა უნდა, SS-ის საგუშა-
გო კოშკის ჩრდილში), ლევარტოვს წინ ღვინით სავსე ჭიქა ედგა
და კიდუშს კითხულობდა.

285 მკითხველთა ლიგა


თავი 24

ის ოსკარ შინდლერი, სეირნობიდან რომ დაბრუნდებოდა და


„ემალიის“ ეზოში ცხენიდან ჩამოქვეითდებოდა ხოლმე, მაგნატის
განსახიერებას წარმოადგენდა. მუდამ ელეგანტურად გამოიყურე-
ბოდა. ხალხი კინოვარსკვლავებს – ჯორჯ სენდერსა და კურტ
იურგენსს ადარებდა. საგანგებოდ მისთვის შეკერილი საცხენოს-
ნო პიჯაკი, ბრიჯი და პრიალა ჩექმები ეცვა. მისი დანახვისთანავე
მიხვდებოდით, რომ თქვენ წინაშე შეძლებული ადამიანი იდგა.
თუმცა, თავის კაბინეტში ამ მდიდარ მეწარმეს თვით DEF-ის
მსგავსი უცნაური საწარმოსთვისაც კი უჩვეულო ანგარიშებისთვის
უწევდა თვალის გასწორება.
კვირაში ორჯერ პლაშუვის საცხობიდან ზაბოჩეში, ლიპოვას
ქუჩაზე რამდენიმე ასეული პური მოჰქონდათ, ხანდახან ნახევარ
მანქანა თალგამსაც გამოაყოლებდნენ. რასაკვირველია, ეს მცი-
რეოდენი ტვირთი კომენდანტ გეთის დავთრებში მრავალგზის
მრავლდებოდა, ხოლო ლიპოვას ქუჩაზე გაგზავნილი რეალური,
მწირი პროდუქციისა და გეთის მიერ ოფიციალურ დოკუმენტებში
აღრიცხული უხვი პროდუქციის ნაშთს ჩილოვიჩის მსგავსი სანდო
პირები ჰერ ჰაუპტშტურმფიურერის სახელით ყიდდნენ. ოსკარი
რომ მხოლოდ ამონის მოწოდებულ საკვებზე ყოფილიყო დამო-
კიდებული, მის 900 პატიმარს კვირაში მხოლოდ სამი მეოთხედი
კილო პურისა და სამ დღეში ერთხელ ერთი ჯამი წვნიანის ჭამა
მოუწევდა. ოსკარი თავის ქვებანაკის სამზარეულოს მოსამარა-
გებლად შავ ბაზარზე ყოველთვიურად 50 000 ზლოტის ხარჯავ-
და. ზოგჯერ კვირაში სამი ათასი მრგვალი პურიც არ ჰყოფნი-
დათ. ქალაქში დიდი საცხობების გერმანელ ტროიჰენდერებთან
შესახვედრად თავად მიდიოდა და პორტფელით რაიხსმარკები
და ორი-სამი ბოთლი ღვინო მიჰქონდა.

286 მკითხველთა ლიგა


თავად ოსკარი აშკარად ვერ ხვდებოდა, რომ 1943 წლის
ზაფხულში პატიმართა არალეგალურად გამოკვებაში ბადალი არ
ჰყავდა და, რომ შიმშილის აჩრდილი, რომელიც SS-ის პოლიტი-
კიდან გამომდინარე, დიდ სიკვდილის ქარხნებსა და მავთულ-
ხლართშემოვლებულ იძულებითი შრომის პატარ-პატარა ბანა-
კებს უნდა გადაჰფარებოდა, ლიპოვას ქუჩას საეჭვოდ არ ეკარე-
ბოდა.
იმ ზაფხულში კიდევ რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რამაც ოს-
კარის მითოლოგიზირებას უფრო მეტად შეუწყო ხელი. პლაშუვის
მრავალ პატიმარსა და „ემალიის“ მთელ მოსახლეობაში ლამის
კვაზირელიგიური ვარაუდი გაჩნდა, თითქოს შინდლერი იყო ის,
ვინც მათ აუცილებლად მოუტანდა ხსნას.
ყოველ ქვებანაკს არსებობის პირველ დღეებში, მთავარი ბა-
ნაკის, ანუ ლაგერის უფროსი ოფიცრები ხშირად სტუმრობდნენ
იმის შესამოწმებლად, რომ მონა მუშების შრომისუნარიანობას
რადიკალური და სამაგალითო მეთოდებით ამაღლებდნენ. ზუს-
ტად უცნობია, პლაშუვის ბანაკის მმართველებიდან კერძოდ ვინ
სტუმრობდა ხოლმე „ემალიას“, მაგრამ როგორც ზოგიერთი პა-
ტიმარი და თავად ოსკარი იხსენებდა, ინსპექტორთა შორის თით-
ქმის ყოველთვის იყო ამონ გეთი, ხოლო თუ გეთი არა, მაშინ –
ლეო იონი ან შაიდტი, ანდა გეთის პროტეჟე იოზეფ ნოიშელი.
„შრომისუნარიანობის რადიკალური და სამაგალითო მეთოდე-
ბით ამაღლებასთან“ ახლო კავშირის გამო მათი სახელების უხსე-
ნებლობა ნამდვილად უსამართლობა იქნებოდა. ვინც უნდა ყო-
ფილიყვნენ ეს ინსპექტორები, პლაშუვში მათ უკვე გაეთქვათ სა-
ხელი თავიანთი სასტიკი ქმედებებითა და ბრძანებებით. „ემა-
ლიაში“ მორიგი სტუმრობისას ფაბრიკის ეზოში მათ ერთი პატი-
მარი, გვარად ლამუსი დაინახეს. ლამუსი მეტისმეტად ნელა
მიაგორებდა ურიკას. შემდგომში თავად ოსკარმა განაცხადა, იმ
დღეს იქ გეთი იყო, სწორედ მან გაამახვილა ყურადღება ლამუს-
287 მკითხველთა ლიგა
ზე და ახალგაზრა უნტერშარფიურერი გრიუნი გაგზავნა მის დასა-
კავებლადო. გრიუნი გეთის კიდევ ერთი პროტეჟე იყო, მისი პი-
რადი მცველი და ყოფილი მოჭიდავე. სწორედ გრიუნს დაევალა
ლამუსის სიკვდილით დასჯა.
ამგვარად, გრიუნმა ლამუსი დააკავა, ხოლო ინსპექტორებმა
ფაბრიკის ბანაკის დათვალიერება განაგრძეს. ამასობაში ჰერ დი-
რექტორის კაბინეტში რომელიღაც მუშა შევარდა, ლამუსი დააკა-
ვესო. ოსკარმა მაშინვე ჩაირბინა კიბეზე, ასე სწრაფად კაბინეტი-
დან იმ დღესაც არ გამოსულა, როცა რეგინა პერლმანი ესტუმრა.
სწორედ მაშინ მიიჭრა გრიუნთან, როცა ეს უკანასკნელი ლამუსს
კედელთან აყენებდა.
ოსკარმა გააპროტესტა, ამას აქ ვერ იზამთ, სროლას თუ
ატეხთ, მუშებს დამიფრთხობთ და ვეღარ იმუშავებენ, მე მნიშვნე-
ლოვანი შეკვეთები მაქვს შესასრულებელი და ა. შ. ეს შინდლე-
რის სტანდარტული არგუმენტი იყო და იმაზე მიანიშნებდა, რომ
ოსკარი მაღალი წოდების ოფიცრებს იცნობდა, და თუ გრიუნი
ფაბრიკის სამუშაო პროცესს შეაფერხებდა, მის სახელს მათ მო-
ახსენებდა.
გრიუნი ცბიერი იყო. მან იცოდა, რომ სხვა ინსპექტორებმა სა-
ამქროებში გადაინაცვლეს და თუ გაისვრიდა, წნეხებისა და ჩარ-
ხების ხმაურში მაინც ვერაფერს გაიგონებდნენ. ლამუსი გეთისა
და იონის მსგავსი ადამიანებისთვის არაფერს წარმოადგენდა და
საქმეს არც კი გამოიძიებდნენ.
– სანაცვლოდ რას მივიღებ? – ჰკითხა SS-ელმა ოსკარს.
– არაყი გაწყობთ? – შესთავაზა ოსკარმა.
ეს გრიუნისთვის დიდი ჯილდო აღმოჩნდა. აქციონებისას
მთელ დღეს ტყვიამფრქვევთან დგომისთვის, აღმოსავლეთში
ყოველდღიურად ასობით ადამიანის შეგროვებისა და დახვრე-
ტისთვის ნახევარ ლიტრ არაყს იძლეოდნენ. ბიჭები საგანგებოდ
ეწერებოდნენ რაზმში, რომ ჯილდო მიეღოთ და საღამოს საერ-
288 მკითხველთა ლიგა
თო სასადილოში თანამებრძოლებს გამასპინძლებოდნენ. ახლა
კი ჰერ დირექტორი გრიუნს ლიტრანახევარ არაყს ჰპირდებოდა
მარტივი დაუდევრობისთვის.
– ბოთლს ვერ ვხედავ, – თქვა მან.
ჰერ შინდლერს ლამუსი კედლისთვის მოეშორებინა და ცდი-
ლობდა იქაურობისთვის გაერიდებინა.
– გაქრი! – დაუყვირა მას გრიუნმა.
– არაყს ჩემს კაბინეტში მიიღებთ ინსპექტირების დასრულების
შემდეგ, – უთხრა გრიუნს ოსკარმა.
მსგავსი საქმიანი გარიგება დადო ჰერ შინდლერმა, როცა
გესტაპო საბუთების გამყალბებლის ბინაში შეიჭრა და ჩხრეკისას
სხვა ყალბ დოკუმენტებთან ერთად ვოლფაილერების ოჯახის-
თვის – დედის, მამისა და სამი მოზარდი შვილისთვის – გამზადე-
ბული არიული წარმოშობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობე-
ბი იპოვეს. ყველა მათგანი შინდლერის ფაბრიკაში მუშაობდა.
ლიპოვას ქუჩაზე ორი გესტაპოელი მივიდა, რომ ვოლფაილერე-
ბი დასაკითხად წაეყვანათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ვოლფაილე-
რები მონტელუპიხის საპატიმროს გავლით საბოლოოდ ხუიოვა
გორკაზე აღმოჩნდებოდნენ. გესტაპოელები ოსკარის კაბინეტი-
დან სამი საათის შემდეგ გამოვიდნენ. ორივე ბარბაცით ჩავიდა
კიბეზე და ორივე კონიაკის სათანადო დოზის და ქრთამად მიღე-
ბული საკმარისი რაოდენობის თანხის დამსახურებით, დროებით
კეთილგანწყობილებას ასხივებდა. ჩამორთმეული მოწმობები ახ-
ლა ოსკარის მაგიდაზე იდო. მან მოწმობები აიღო და ცეცხლში
დაწვა.
შემდეგი ძმები დანციგერები იყვნენ, რომლებმაც ერთ პარას-
კევს შემთხვევით წნეხი გატეხეს. არცთუ კვალიფიციური, პა-
ტიოსანი სოფლელი ახალგაზრდები გულწრფელად გაოცებულე-
ბი, გულუბრყვილოდ მისჩერებოდნენ გატეხილ წნეხს. ჰერ დი-
რექტორი სოსნოვიეცში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და ვიღა-
289 მკითხველთა ლიგა
ცამ (ფაბრიკაში ჩანერგილმა ჯაშუშმაო, სულ იმეორებდა ოსკარი)
დანციგერები პლაშუვის ბანაკის ხელმძღვანელობასთან დაასმი-
ნა. ძმები „ემალიიდან“ წაიყვანეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. სიკ-
ვდილით დასჯა დილის სიის ამოკითხვისას, აპელპლაცზე
დააანონსეს: – ამაღამ პლაშუვის მოსახლეობა ორი მესაბოტაჟის
სიკვდილით დასჯას იხილავს!
თუმცა მათი სასიკვდილოდ გაწირვის უმთავრესი მიზეზი დან-
ციგერების რელიგიურობა იყო. ძმები ორთოდოქსი იუდეველები
იყვნენ.
ოსკარი სოსნოვიეციდან შაბათს, დღის სამ საათზე, დანციგე-
რების სიკვდილით დასჯამდე სამი საათით ადრე დაბრუნდა. უწყე-
ბა სამუშაო მაგიდაზე ელოდა. მაშინვე პლაშუვში გაეშურა, თან
კონიაკი და საუკეთესო პოლონური ძეხვი მიჰქონდა. მანქანა ად-
მინისტრაციული შენობის წინ გააჩერა. გეთი თავის კაბინეტში
იპოვა. გაუხარდა, რომ კომენდანტი ნასადილევს მძინარე არ
დახვდა და მისი გაღვიძება არ დასჭირდა. არავინ იცის, რა გარი-
გება დაიდო იმ დღეს გეთის კაბინეტში, ძალიან რომ ჰგავდა ტო-
მაზ დე ტორკემადისას და, რომლის კედელშიც გეთს რკინის
რგოლები ჰქონდა ჩარჭობილი ზედ სამაგალითოდ დასჯილი
დისციპლინის დამრღვევი პატიმრების ჩამოსაკიდებლად. თუმცა,
იმის დაჯერება, რომ ამონი მხოლოდ კონიაკითა და ძეხვით დაკ-
მაყოფილდებოდა, შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, შინ-
დლერთან გასაუბრებამ რაიხის კუთვნილი წნეხების დაზიანებით
„შეწუხებულს“ სიბრაზე ოდნავ დაუცხრო და საღამოს ექვს საათ-
ზე, ნაცვლად სიკვდილით დასჯისა, უკანა სავარძელზე მსხდარი
ძმები დანციგერები ოსკარის ლიმუზინით „ემალიის“ საამურ ბარა-
კებში დაბრუნდნენ.
რასაკვირველია, გამარჯვებებს მარცხიც თან სდევდა. ოსკარ-
მა კარგად იცოდა, რომ კეისრები ხანდახან სრულიად ალოგიკუ-
რად იწყალებენ ბრალდებულებს, მაგრამ ხანდახან ასეთივე
290 მკითხველთა ლიგა
ალოგიკური განაჩენი გამოაქვთ მათთვის. ემილ კრაუტვირტი „ე-
მალიის“ მეზობლად რადიატორების მწარმოებელ ქარხანაში მუ-
შაობდა და ოსკარის ფაბრიკის ტერიტორიაზე, SS-ის ქვებანაკში
ცხოვრობდა. ახალგაზრდა კაცი იყო, ოცდაათიანი წლების მიწუ-
რულს დაემთავრებინა უნივერსიტეტში სწავლა. კრაუტვირტი, „ე-
მალიის“ სხვა მცხოვრებლების მსგავსად, ამ ადგილს შინდლერის
ბანაკს ეძახდა, მაგრამ როცა კრაუტვირტი ყოვლად უმიზეზოდ
ჩამოახრჩვეს პლაშუვში, SS-მა ყველას უჩვენა, სინამდვილეში ვინ
განაგებდა ბანაკს – მთლიანად თუ არა, მისი არსებობის გარკვე-
ულ მხარეებს მაინც.
რეპრესიებს გადარჩენილი პლაშუვის მოსახლეობის მეხ-
სიერებაში ინჰჟინერ კრაუტვირტის ჩამოხრჩობა ღრმად აღიბეჭ-
და. SS-ი ეშაფოტების აგებისას მომჭირნეობას იჩენდა და პლაშუ-
ვის სახრჩობელა დაბალ ძელებზე გადებულ გრძელ ხარიხას
წარმოადგენდა. მას ისტორიული სადამსჯელო საშუალებებისა
და მოწყობილობების, საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი
გილიოტინებისა და ელიზაბეთის დროინდელი ეშაფოტების დი-
დებულება აკლდა, არც შერიფის უკანა ეზოში მდგარი საპყრობი-
ლის სახრჩობელებივით მაღალი და შთამბეჭდავი იყო. მშვიდო-
ბიან დროს პლაშუვისა და აუშვიცის სახრჩობელები თავიანთი
შთამბეჭდაობით კი არა, ჩვეულებრიობით თრგუნავდა მნახველს.
თუმცა, როგორც პლაშუვის პატიმარმა დედებმა აღმოაჩინეს, ასე-
თი უხარისხო, არაფრით გამორჩეული ნაგებობაც კი საკმარისი
იყო აპელპლაცზე მდგარი მათი მცირეწლოვანი შვილების
თვალწინ მრავალი პატიმრის ჩამოსახრჩობად. კრაუტვირტთან
ერთად თექვსმეტი წლის ბიჭი, გვარად ჰაუბენშტოკიც უნდა ჩამო-
ეხრჩოთ. კრაუტვირტს კრაკოვში მცხოვრები მეამბოხე პირების-
თვის მიწერილი წერილების გამო მიუსაჯეს სიკვდილი, ხოლო
ჰაუბენშტოკი „Волга, Волга“-ს, „Калинка моя“-ს და სხვა აკრძალუ-
ლი რუსული სიმღერების მღერისას გამოიჭირეს და უკრაინელი
291 მკითხველთა ლიგა
მცველების ბოლშევიკების მხარეზე გადაბირების მცდელობაში
დაადანაშაულეს.
პლაშუვში ჩამოხრჩობის რიტუალს სრულ სიჩუმეში აღასრუ-
ლებდნენ ხოლმე. პატიმრები მწყობრში იდგნენ, ხოლო მათ ირ-
გვლივ ჰუიარი და იონი, შაიდტი და გრიუნი, უნტეროფიცრები –
ლანდსდორფერი, ამთორი, გრიმი, რიჩეკი და შრაიბერი პატრუ-
ლირებდნენ; აგრეთვე, პლაშუვში ცოტა ხნით ადრე გამწესებული
ქალი ზედამხედველები – ხელკეტებით აღჭურვილი ალისა ორ-
ლოვსკი და ლუიზე დანცი. მათ წესრიგისა და სიჩუმის შენარჩუნე-
ბა ევალებოდათ, რათა სიკვდილმისჯილთა თავის მართლება და
მუდარა ყველას გარკვევით გაეგონა.
გაოგნებულ ინჟინერ კრაუტვირტს მეტყველების უნარი წარ-
თმეოდა, სამაგიეროდ, ბიჭი ბევრს ლაპარაკობდა. მან აკანკალე-
ბული ხმით მიმართა ეშაფოტთან მდგარ ჰაუპტშტურმფიურერს: –
მე კომუნისტი არ ვარ, ჰერ კომენდანტო, კომუნიზმი მძულს. მხო-
ლოდ ვმღეროდი. ჩვეულებრივი სიმღერები იყო.
ჯალათმა, კრაკოველმა ებრაელმა, ყოფილმა ყასაბმა, რო-
მელსაც ერთხელ სიკვდილით დასჯას უპირებდნენ, მაგრამ იმ პი-
რობით შეიწყალეს, ამ საქმის კეთებას დათანხმდებოდა, ჰაუბენ-
შტოკი სკამზე დააყენა და თავი ყულფში გააყოფინა. ჯალათმა
შეამჩნია, რომ ამონი კამათის განწყობაზე არ იყო და ჯერ ბიჭის
მოკვლა სურდა. როცა ყასაბმა-ჯალათმა ჰაუბენშტოკს საყრდენი
გამოაცალა, თოკი გაწყდა და სახეგაწითლებული და სულშეხუ-
თული ბიჭი ოთხზე დავარდა. იგი ყულფშემოხვეული გახოხდა გე-
თისკენ და მუხლებზე შემოეხვია ხვეწნა-მუდარით. უკიდურესი
მორჩილების ამ გამოვლინებამ უფრო მეტად განამტკიცა გეთის
მეფური ძალაუფლება, რომლითაც ამ მტანჯველი თვეების გან-
მავლობაში პლაშუვის ბანაკს განაგებდა. ამონმა აპელპლაცზე
მდგარი პირდაღებული, ჩუმად მობუტბუტე პატიმრების დასანა-

292 მკითხველთა ლიგა


ხად, ბუდიდან პისტოლეტი ამოიღო, ბიჭი წიხლისკვრით მოიშო-
რა და თავში ტყვია დაახალა.
როცა საბრალო ინჟინერმა კრაუტვირტმა ბიჭის საშინელი
სიკვდილი იხილა, ჯიბეში დამალული სამართებელი ამოიღო და
მაჯები გადაიჭრა. წინა რიგში მდგარმა პატიმრებმა დაინახეს,
რომ კრაუტვირტმა სასიკვდილოდ დაიზიანა თავი, მაგრამ გეთმა
ჯალათს მისი ჩამოხრჩობა მაინც უბრძანა. ჭრილობებიდან მდი-
ნარი სისხლით დასვრილმა ორმა უკრაინელმა იგი ეშაფოტზე
აიყვანა. ვენებდასერილი კრაუტვირტი სამხრეთ პოლონელი ებ-
რაელების თვალწინ ჩამოახრჩვეს.
ბუნებრივია, გონების რომელიღაც კუნჭულში პლაშუვის პატიმ-
რები იმედოვნებდნენ, რომ ყოველი ასეთი ბარბაროსული წარ-
მოდგენა უკანასკნელი იქნებოდა, რომ ამონი მეთოდებსა და გან-
წყობას შეიცვლიდა, ან ამონი თუ არა, შუშისკარიან და გასან-
თლულიატაკიან კაბინეტებში (რომლის ფანჯრებიდან მოედანი
და მოედანზე ყვავილების გამყიდველი ხნიერი ქალები მოჩან-
დნენ) მსხდარი ის უხილავი მაღალი თანამდებობის პირები, რო-
მელთაც პლაშუვის ინციდენტების ნახევარი მაინც უნდა გაეანა-
ლიზებინათ და ამ საშინელებისთვის ბოლო მოეღოთ.
დოქტორი სედლაჩეკის კრაკოვში მეორე ვიზიტისას მან და
შინდლერმა გეგმა შეიმუშავეს. ასეთი გეგმა ოსკარზე სულ ოდნავ
ინტროვერტ ადამიანს ალბათ გულუბრყვილობად მოეჩვენებო-
და. მან დოქტორ სედლაჩეკს თავისი მოსაზრება გაუზიარა –
ამონ გეთის სისასტიკის მიზეზი შესაძლოა ცუდი სასმელი იყოსო,
ადგილობრივი ე. წ. კონიაკი, რომელსაც ამონი ლიტრობით
სვამს, საბოლოო შედეგების განჭვრეტის ისედაც სუსტ უნარს უფ-
რო მეტად უქვეითებსო. დოქტორი სედლაჩეკის მიერ „ემალიაში“
ჩამოტანილი და ოსკარისთვის გადაცემული რაიხსმარკების ნაწი-
ლი პოსტსტალინგრადულ პოლონეთში საკმაოდ ძნელად საშოვ-
ნი და ძვირადღირებული, უმაღლესი ხარისხის კონიაკის შესაძე-
293 მკითხველთა ლიგა
ნად გადადეს. ოსკარს კონიაკის ამონისთვის გადაცემა დაევალა.
მასვე უნდა ჩამოეგდო სიტყვა ამონისთვის, რომ ადრე თუ გვიან,
ასე თუ ისე, ომი დამთავრდებოდა და თითოეული ინდივიდის ქმე-
დებებს გამოიძიებდნენ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ამონის მე-
ტისმეტ მონდომებულობაზე თვალს ვერც მისი მეგობრები დახუ-
ჭავდნენ.
ოსკარს ღრმად სწამდა, რომ ერთი ჭიქა კონიაკის გადაკვრის
შემდეგ ენამჭევრი კაცი თვით ეშმაკსაც ააღებინებდა ხელს ბო-
როტის ქმნაზე. განა რადიკალური მეთოდები საშიშად მიაჩნდა,
არა, უბრალოდ, ის ყოველთვის გარიგებების მომხრე იყო და
სხვა გამოსავლის, სხვა გზის პოვნა არც კი უფიქრია.
გეტოს საზღვრების ყოფილი დამცველი ვახტმაისტერი ოს-
ვალდ ბოსკო კი, პირიქით, მოსაზრებული და მუდმივად გამოსავ-
ლის ძიებაში მყოფი ადამიანი იყო. მან შშ-ის წესების მიხედვით
მუშაობა ვერ შეძლო, ერთისთვის – ქრთამის, მეორესთვის ყალ-
ბი საბუთების გადაცემა მოჰბეზრდა და ათიოდე ბავშვის დაცვა,
მაშინ როცა ასობით ბავშვს გეტოდან დასახოცად მიერეკებოდ-
ნენ, გაუჭირდა. ჰოდა, ერთ დღესაც ბოსკომ პოდგოჟეს პოლიცი-
ის განყოფილება მიატოვა და ნეპოლომიცეს ტყეში პარტიზანებს
შეუერთდა. სახალხო ლაშქარში ის ყველანაირად ცდილობდა
მოენანიებინა ახალგაზრდული შეცოდებანი, ის, რომ 1938 წლის
ზაფხულიდან ნაცისტებს ემსახურებოდა. ბოლოს, პოლონელ
გლეხად გადაცმული ბოსკო კრაკოვის დასავლეთით მდებარე
ერთ-ერთ სოფელში ამოიცნეს და ღალატისთვის დახვრიტეს.
შემდგომ იგი წამებულად შერაცხეს.
ბოსკომ ტყეს თავი იმიტომ შეაფარა, რომ სხვა გამოსავალი
არ ჰქონდა. ოსკარისგან განსხვავებით, ის სისტემას ფულით ვერ
მოქრთამავდა. თუმცა, ორივე მათგანი მისივე ხასიათისა და ბუნე-
ბის შესაბამისად იქცეოდა. ერთმა სამხედრო წოდება და უნი-
ფორმა დათმო, ხოლო მეორე გასარიგებლად საჭირო ფულსა
294 მკითხველთა ლიგა
და საგნებს შოულობდა. იმის თქმა, რომ ოსკარი მხოლოდ შემ-
თხვევით, რომელიმე გარიგების ჩაშლის გამო თუ აღესრულებო-
და მოწამეობრივი სიკვდილით, სულაც არ ნიშნავს შინდლერის
დამცირებას ან ბოსკოს განდიდებას. ოსკარის ამგვარი ქმედების
წყალობით ედგა ბევრს – ვოლფაილერებს, ძმებ დანციგერებს,
ლამუსს – პირში სული. ოსკარის ამგვარი ქმედებების წყალობით
ლიპოვას ქუჩაზე „ემალიის“ უჩვეულო ბანაკი არსებობდა და უმე-
ტეს დროს იქ ათასობით ადამიანი უსაფრთხოდ ცხოვრობდა, შშ--
ელებს ბანაკში შესვლა ეკრძალებოდათ. ოსკარის ბანაკში არა-
ვის სცემდნენ და პატიმრებს საკმაოდ ყუათიანი წვნიანით უმასპინ-
ძლდებოდნენ. შინდლერსაც და ბოსკოსაც, ნაციონალ--
სოციალისტური პარტიის წევრებს, თავიანთი ბუნების შესაბამი-
სად, თანაბრად სძულდათ სისტემა. თუმცა, ბოსკომ სიძულვილი
უნიფორმის პოდგოჟეს განყოფილების საკიდზე ჩამოკიდებით გა-
მოხატა, მაშინ როცა მკერდზე პარტიის სიმბოლო მიმაგრებული
ოსკარი შეშლილი ამონ გეთისთვის საუკეთესო ხარისხის კო-
ნიაკის მისატანად პლაშუვში გაემგზავრა.
საღამოს პირზე შინდლერი და გეთი გეთის თეთრი ვილის
სასტუმრო ოთახში ისხდნენ. გეთის მეგობარმა ქალმა, ძვალ-
წვრილმა მაიოლამ შემოიხედა. მაიოლა ქალაქში ვაგნერების
ფაბრიკაში მდივნად მუშაობდა. პლაშუვში ხშირად ყოფნას და ბა-
ნაკის ექსცესების ხილვას თავს არიდებდა. ძალიან მგრძნობიარე
ქალი იყო და მისმა სინატიფემ ხელი შეუწყო ხმების გავრცელე-
ბას – მაიოლა ამონს დაემუქრა, თუ ხალხის თვითნებურად ხოც-
ვას არ შეწყვეტ, შენთან აღარ დავწვებიო. არავინ იცის, ეს სიმარ-
თლე იყო თუ პატიმართა გონებაში გაჩენილი მორიგი თერა-
პიული ინტერპრეტაცია დედამიწაზე არსებობის შესამსუბუქებ-
ლად.
იმ დღეს მაიოლა ამონთან და ოსკართან დიდხანს არ დარჩე-
ნილა. შეამჩნია, რომ კაცები სმას აპირებდნენ. ამონის შავსამო-
295 მკითხველთა ლიგა
სიანმა, ფერმკრთალმა მოახლემ ჰელენ ჰირშმა საჭირო მისაყო-
ლებლები – კექსები, კანაპე და ძეხვი – შემოიტანა. ჰირში დაღ-
ლილობისგან ბარბაცებდა. წინა ღამით ამონმა სცემა, ჩემი ნე-
ბართვის გარეშე მაიოლას საჭმელი რატომ მოუმზადეო; ამ დი-
ლით კიბეზე სირბილით ორმოცდაათჯერ ასვლა-ჩამოსვლა აიძუ-
ლა, რადგან დერეფანში დაკიდებულ რომელიღაც ნახატზე ბუზის
დამჩნეული პატარა ლაქა აღმოაჩინა. ჰირშს ჰერ შინდლერზე
ბევრი რამ მოესმინა, მაგრამ აქამდე არასდროს შეხვედროდა. ამ
საღამოს დაბალ მაგიდასთან პირისპირ მსხდარი, ერთმანეთი-
სადმი აშკარად მეგობრულად განწყობილი ორი ზორბა კაცის
დანახვას მისთვის შვება არ მოუგვრია. უკვე აღარაფერი აინტე-
რესებდა, რადგან ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ გარდაუვალი სიკ-
ვდილი ელოდა. ახლა მხოლოდ ბანაკის საერთო სამზარეულო-
ში მომუშავე დის ბედი ადარდებდა. ცოტაოდენი ფული ჰქონდა
გადანახული, რომ როგორმე და გადაერჩინა; მე მაინც ვერა-
ნაირი თანხა ვეღარ მიშველისო, დაესკვნა თავისთვის.
სანამ სვამდნენ, მოსაღამოვდა და დაბნელდა კიდეც. ამასობა-
ში ტოსია ლიბერმანის ნამღერმა ბრამსის „იავნანამ“ ქალთა ბა-
რაკი დააწყნარა და მუსიკის ჰანგები ხის კედლის ღრიჭოებიდან
კაცთა ბარაკშიც შეიპარა. ორი ზორბა გერმანელი კი სმას აგრძე-
ლებდა. როგორც კი ოსკარმა ხელსაყრელი მომენტის მოახ-
ლოება იგრძნო, მეგობრული ღიმილით, რომელიც მიუხედავად
კონიაკის ჭარბი დოზისა, სახიდან არ წაშლია, ამონისკენ გა-
დაიხარა და ეშმაკურად დაუწყო შეგონება, ცოტა თავშეკავებუ-
ლად უნდა მოიქცე ხოლმეო.
ამონი არ აღშფოთებულა. ოსკარის რჩევა ჭკუაში დაუჯდა. ზო-
მიერება ცდუნებაა თვით იმპერატორებისთვისაც. ამონმა ალბათ
წარმოიდგინა დაღლილ-დაქანცული, დაუძლურებული, ქსოვი-
ლის რულონით ან საშენი მასალით დამძიმებული მონა როგორ
მობარბაცებს. ო, რა ძნელია მისნაირ ზანტებს მოთმინებით უცქი-
296 მკითხველთა ლიგა
რო. თუმცა ამონი ამ ზანტს, ამ საცოდავ მსახიობს შეიწყალებს.
ზოგჯერ ალბათ ბოროტ კალიგულასაც კი მოესურვებოდა ხოლ-
მე მოწყალების გამოჩენა. ჰერ კომენდანტს კეთილი ამონის სა-
ხება დაუდგა თვალწინ და გულ-მუცელში სითბო ჩაეღვარა. სხვა-
თა შორის, მას შემდეგ ამონს ყოველთვის ჰქონდა ეს სისუსტე.
ამაღამ, კონიაკით ოქროსფრად სისხლშეღებილი და მის ფერ-
ხთით მძინარე ბანაკით მედიდური ამონი მხოლოდ მოწყალების
განცდამ აცდუნა, თორემ სისასტიკის წილ მკაცრი სასჯელის რო-
დი ეშინოდა. თუმცა, დილით რომ გაიღვიძებს, ოსკარის გაფ-
რთხილება გაახსენდება და ამ გაფრთხილებას დღის სიახლეს
დაუკავშირებს: კიევის ფრონტზე რუსული საფრთხე მატულობს.
სტალინგრადიდან პლაშუვამდე წარმოუდგენლად შორი იყო, ხო-
ლო კიევიდან პლაშუვამდე – არც ისე.
ოსკარის და ამონის შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ
„ემალიაში“ ხმამ მიაღწია, რომ ორმაგმა ცდუნებამ ნაყოფი გა-
მოიღო. ბუდაპეშტში დაბრუნებულმა დოქტორმა სედლაჩეკმა სა-
მუ შპრინგმანს აუწყა, რომ ამონი თვითნებურად ხალხის ხოცვას
შეეშვა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც. სამუმაც დაას-
კვნა, რომ პლაშუვის პრობლემა დროებით მოგვარებულიაო და
სხვა საქმეებზე გადაერთო; საზრუნავი თავზე საყრელად ჰქონდა
– დასავლეთში დახაუდან დრანსიმდე და აღმოსავლეთში სობი-
ბორიდან ბელჟეცამდე ყველა ბანაკიდან თავზარდამცემი ცნობე-
ბი მოდიოდა.
თუმცა, ლმობიერებამ სწრაფად დაკარგა მიმზიდველობა. იქ-
ნებ ამონმა ხანმოკლე შესვენება გამოაცხადა კიდეც, მაგრამ
პლაშუვის რეპრესიებს გადარჩენილი პატიმრების ჩვენებებიდან
ჩანს, რომ მათ ეს არ უგრძნიათ. მკვლელობები თითქოს არც
შემწყდარა. კი, შეიძლებოდა, ამონი ერთი-ორი დღე აივანზე არ
გამოჩენილიყო, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავდა, რომ არც მესა-
მე დღეს გამოჩნდებოდა. გეთის დროებითი არყოფნა თვით ყვე-
297 მკითხველთა ლიგა
ლაზე ოპტიმისტ პატიმარსაც კი ვერ დაარწმუნებდა, რომ კომენ-
დანტი შეიცვალა. და მართლაც, იგი კვლავ გამოდიოდა აივანზე
ტიროლური ქუდით, რომელსაც მკვლელობებისას იხურავდა
ხოლმე, და ბინოკლით სამიზნის შერჩევას იწყებდა.
დოქტორმა სედლაჩეკმა ბუდაპეშტში ამონის გარდაქმნის იმე-
დისმომცემ სიახლესთან ერთად პლაშუვის ბანაკში არსებული ვი-
თარების შესახებ სანდო ცნობებიც ჩაიტანა. ერთ ნაშუადღევს
პლაშუვში ზაბოჩედან მცველი მივიდა შტერნის „ემალიაში“ წასაყ-
ვანად. შტერნი ფაბრიკის ჭიშკრიდან პირდაპირ ოსკარის ახალ
ბინაში აიყვანეს. იქ ოსკარმა მას ორი კოსტიუმიანი მამაკაცი გა-
აცნო. ერთ-ერთი მათგანი სედლაჩეკი იყო, მეორე – შვეიცარიის
პასპორტიანი ებრაელი – ბაბერის სახელით გაეცნო.
– ჩემო ძვირფასო მეგობარო, – უთხრა შტერნს შინდლერმა,
– მინდა, წერილობით რაც შეიძლება სრულად აღწეროთ პლაშუ-
ვის ამჟამინდელი მდგომარეობა.
შტერნს სედლაჩეკი და ბაბარი აქამდე არასდროს ენახა და
იფიქრა, შინდლერი წინდაუხედავად იქცევაო. მან თავი ჩაქინდრა
და ჩაიბუტბუტა, სანამ ამას ვიზამ, ჰერ დირექტორთან ცალკე და-
ლაპარაკება მსურსო.
ოსკარი ხშირად ამბობდა, იცხაკ შტერნს პირდაპირ რამის
თქმა ან მოთხოვნა არ შეუძლია, ყველაფერი ბაბილონურ თალ-
მუდსა და განწმენდის რიტუალებზე ლაპარაკისას უნდა შეგაპა-
როსო. თუმცა, ამჯერად შტერნმა მეტი პირდაპირობა გამოიჩინა.
– გთხოვთ, მიპასუხეთ, ჰერ შინდლერ, განა ეს სარისკო არ
არის? – იკითხა მან.
ოსკარმა იფეთქა. უცნობებმა მეორე ოთახში გაიგონეს მისი
ღრიალი:
– სარისკო რომ ყოფილიყო, გგონიათ, გკითხავდით? – შემ-
დეგ ოდნავ დამშვიდდა. – ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ რისკი
ყოველთვის არსებობს. თუმცა, ეს ორი ადამიანი საშიში არ არის.
298 მკითხველთა ლიგა
ამგვარად, შტერნი მთელი დღე მოხსენებას ადგენდა. ის სწავ-
ლული იყო და ამბის წერილობით დეტალურად აღწერა არ გას-
ჭირვებია. ბუდაპეშტსა და სტამბოლში სიონისტთა განმათავისუფ-
ლებელი ორგანიზაციის წევრებმა შტერნისგან სანდო ცნობები
მიიღეს. შტერნის ანგარიშს პოლონეთში არსებულ 1700 დიდ თუ
პატარა იძულებითი შრომის ბანაკზე გაამრავლებდით და მიიღებ-
დით საზარელ სურათს, რომელიც მთელ მსოფლიოს გააოგნებ-
და!
სედლაჩეკმა და შინდლერმა შტერნის მოხსენება არ იკმარეს.
ამონისა და ოსკარის ქეიფის მეორე დღეს ოსკარი თავის მრავ-
ლის ამტანი ღვიძლით კვლავ პლაშუვში დაბრუნდა – ამჯერად
დილაადრიან, სანამ სამუშაო დღე დაიწყებოდა. როცა წინა ღა-
მით შემწყნარებლობას ჩააგონებდა, ოსკარმა ამონს ორი „მეგო-
ბარი მეწარმისთვის“ პლაშუვის ტერიტორიაზე ექსკურსიის ჩატა-
რების ნებართვა გამოსტყუა, ამ სამაგალითო ინდუსტრიული კომ-
პლექსის საკუთარი თვალით ხილვა სურთო. ოსკარმა სედლაჩე-
კი და ბაბერი ადმინისტრაციულ შენობაში შეიყვანა და ბანაკში
გიდად ჰეფტინგი (პატიმარი) იცხაკ შტერნი მოითხოვა. სედლაჩე-
კის მეგობარ ბაბერს მინიატურული კამერა ჰქონდა და არც მა-
ლავდა. ისე არხეინად ეჭირა ხელში, იფიქრებდით, რომელიმე
SS-ელი რომ დაეჭვდეს, გაჩერდება და მთელი ხუთი წუთი
სიამოვნებით იტრაბახებს ამსტერდამსა თუ სტოკჰოლმში საქ-
მიანი ვიზიტისას შეძენილ ამ პატარა მოწყობი-ლობაზეო.
როცა ოსკარი და ბუდაპეშტელი სტუმრები ადმინისტრაციული
შენობიდან გამოვიდნენ, ოსკარმა გამხდარ შტერნს მხარზე ხელი
დაადო და უთხრა:
– ჩემს მეგობრებს სახელოსნოებისა და მუშათა საერთო საც-
ხოვრებლების ნახვა უნდათ.
წინასწარი შეთანხმების მიხედვით, თუ შტერნი მიიჩნევდა, რომ
სტუმრებს რაიმეზე განსაკუთრებით უნდა გაემახვილებინათ ყუ-
299 მკითხველთა ლიგა
რადღება, იგი მუხლზე დადგებოდა და ფეხსაცმლის თასმის შეკ-
ვრას დაიწყებდა.
დამტვრეული საფლავის ქვებით მოკირწყლული გზით SS--
ელთა ყაზარმებს ჩაუარეს. აქ პატიმარი შტერნი ფეხსაცმლის
თასმის შეკვრას შეუდგა. სედლაჩეკის ამხანაგმა ფოტო გადაუღო
მუშა-პატიმრებს, რომლებიც კარიერიდან ვაგონეტით კირქვის
ლოდებს მოათრევდნენ, ხოლო შტერნმა ჩაიბუტბუტა: – უკაცრა-
ვად, ბატონებო!
შტერნმა თასმის შეკვრა ისე გააჯანჯლა, სტუმრებმა საფლავის
ქვის ნატეხების დათვალიერება მოასწრეს. ნახეს საფლავის ქვა
ბლუმა გემეინეროვასი (1859-1927); მატილდე ლიბსკინდისა, რო-
მელიც 1912 წელს 90 წლისა გარდაიცვალა; ჰელენა ვახსბერგი-
სა, რომელიც 1911 წელს მშობიარობას გადაჰყვა; როზია გრო-
დერისა, რომელიც 1931 წელს ცამეტი წლისა გარდაიცვალა; სო-
ფია როზნერისა და ადოლფ გოტლიბისა, რომლებიც ფრანც--
იოზეფის ზეობისას გარდაიცვალნენ. შტერნს სურდა სტუმრების-
თვის ეჩვენებინა, რომ პატივცემული ხალხის საფლავის ქვები
გზის მოსაკირწყლად გამოიყენეს.
გზა განაგრძეს. ჩაუარეს პუფჰაუზს, პოლონელი გოგოებით
სავსე SS-ელთა და უკრაინელთა ბორდელს და კირქვის კლდის
ფერდობზე გათხრილ კარიერთან გაჩერდნენ. აქ შტერნის ფეხ-
საცმლის თასმებს ორმაგი ნასკვი დასჭირდა; მას სურდა, კირქვის
კარიერი ფირზე აღებეჭდათ, ამ კლდის ზედაპირზე უამრავი ადა-
მიანი დაიღუპა, ხალხს ჩაქუჩებით და სოლებით ამუშავებენო. კა-
რიერზე მომუშავე პატიმრებს სტუმრებისთვის ყურადღება არ მი-
უქცევიათ. დღეს კარიერში ამონ გეთის უკრაინელი მძღოლი ივა-
ნი მორიგეობდა, ხოლო მუშებს მრგვალთავიანი გერმანელი ბო-
როტმოქმედი ერიკი ზედამხედველობდა. ერიკს საკუთარი დედა,
მამა და და დაეხოცა და არც სხვებისას ინდობდა. ერიკი ნათესა-
ვების მკვლელობისთვის ალბათ უკვე ჩამოხრჩობილი იქნებოდა,
300 მკითხველთა ლიგა
ანდა SS-ის საპყრობილეში მაინც იჯდებოდა, მაგრამ SS-მა იაზ-
რა, რომ უარესი დანაშაულებიც არსებობს და ერიკი ხელკეტად
აქციეს, რომლითაც მსგავს ბოროტმოქმედებს სცემდნენ. რო-
გორც შტერნმა აღნიშნა თავის მოხსენებაში, SS-ელი დოქტორი
ბლანკეს და მისი ებრაელი პროტეჟეს, დოქტორ ლეონ გროსის
მეცადინეობით კლინიკიდან კარიერში სამუშაოდ კრაკოველი
ექიმი ედვარდ გოლდბლატი გამოეგზავნათ. ერიკს სიამოვნებდა,
კულტურულ და განათლებულ ადამიანს კირქვის კარიერში ფიზი-
კურად მუშაობას რომ აიძულებდნენ, და მათი ტანჯვით ტკბებო-
და. გოლდბლატს პირველად მაშინ სცემეს, როცა ჩაქუჩისა და
საჭრეთელის სწორად გამოყენება ვერ შეძლო. ერიკი, SS-ელები
და უკრაინელები რამდენიმე დღის განმავლობაში გოლდბლატს
ზედიზედ სცემდნენ. თვალგასიებულ და სახედაბუშტულ ექიმს მუ-
შაობას მაინც აიძულებდნენ. არავინ იცოდა, რა გააკეთა არასწო-
რად დოქტორმა გოლდბლატმა, როცა ერიკმა მას ცემით გონება
დააკარგვინა. ერიკმა მუშებს მისი კრანკენშტუბეში გადაყვანის ნე-
ბა მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ დართო. ლეონ გროსმა მკურნა-
ლობაზე უარი განაცხადა. ამით გათამამებულმა ერიკმა და SS--
ელებმა საავადმყოფოს ზღურბლზე დაგდებული, უარყოფილი
გოლდბლატისთვის წიხლის რტყმა განაგრძეს.
შტერნი იმიტომ დაიხარა და იკრავდა თასმას კირქვის კარი-
ერში, რომ ოსკარისა და პლაშუვის სხვა ბინადრების მსგავსად,
მასაც სჯეროდა, რომ მომავალში მოსამართლეები აუცილებ-
ლად დასვამდნენ კითხვას: – სად მოხდა ეს?
ოსკარმა კოლეგებს ბანაკი დაათვალიერებინა, ხუიოვას ბორ-
ცვზე აიყვანა და ავსტრიული მიწაყრილიც აჩვენა. იქ, მიწაყრი-
ლის პირას შეფენილ ტყეში სისხლიანი ურიკებით დახვრეტილთა
გვამები ურცხვად მიჰქონდათ. უკვე ათასობით ადამიანი ემარხა
ფიჭვნარის პირას, საერთო სამარხებში. როცა აღმოსავლეთიდან
საბჭოთა არმია შემოიჭრა, ცოცხალ-მკვდარი პლაშუვის ხელში
301 მკითხველთა ლიგა
ჩაგდებამდე ჯერ ამ ტყეს და მის სიკვდილით დასჯილ მოსახ-
ლეობას დაეპატრონნენ.
ნებისმიერ სერიოზულ დამთვალიერებელს, რომელიც პლა-
შუვის სახით ინდუსტრიული სასწაულის ხილვას ესწრაფვოდა,
იმედგაცრუება ელოდა. გეთი, ბოში, ლეო იონი, იოზეფ ნოიშელი
პლაშუვში გამდიდრდნენ და ამიტომაც ეგონათ, სანიმუშო დაწე-
სებულებააო. და რაკი საბრძოლო საშუალებათა ინსპექცია მათ-
თან თანამშრომლობას აგრძელებდა, თავს ეკონომიკური სას-
წაულის შემოქმედებად მიიჩნევდნენ.
სინამდვილეში, პლაშუვში თუ რამე სასწაული მოხდა, ეს სწო-
რედ ამონის და მისი დამქაშების გამდიდრება იყო. მიუკერძოებე-
ლი გარეშე პირი ვერაფრით ხვდებოდა, რატომ დებდნენ სამხედ-
რო ხელშეკრულებებს პლაშუვის უბადრუკ და მოძველებულ
ფაბრიკა-ქარხნებთან და საამქროებთან. პლაშუვში გამოკეტილი
გამჭრიახი სიონისტი პატიმრები შინდლერისა და მადრიჩის
მსგავს კეთილგანწყობილ ხალხზე ზემოქმედებდნენ, ხოლო ეს
უკანასკნელნი, თავის მხრივ, საბრძოლო საშუალებათა ინსპექ-
ციაზე ახდენდნენ ზეწოლას. აუშვიცსა და ბელჟეცში უეჭველ გა-
ნადგურებას ისევ პლაშუვში შიმშილით სიკვდილი და არარეგუ-
ლარული დახვრეტები სჯობიაო, ფიქრობდა ოსკარი და გენე-
რალ შინდლერის საბრძოლო საშუალებათა ინსპექციის შესყიდ-
ვების ოფიცრებთან და ინჟინრებთან მოსალაპარაკებლად ნება-
ყოფლობით ჯდებოდა. ეს ბატონები იღრიჭებოდნენ და გაოცებუ-
ლები ეკითხებოდნენ: – კარგი რა, ოსკარ! ამას სერიოზულად
გვთავაზობ? თუმცა, ამონის ბანაკთან ხელშეკრულებას მაინც
აფორმებდნენ და ლიპოვას ქუჩაზე მდებარე ოსკარის ფაბრიკის
რკინის ნარჩენებისგან – ნიჩბებისა და პოდგოჟეს ჯემის ქარხანა-
ში მორჩენილი თუნუქის ნაგლეჯებისგან ძაბრების დამზადებას უკ-
ვეთავდნენ. შანსი იმისა, რომ ხელშეკრულების პირობებს სრუ-
ლად შეასრულებდნენ და ვერმახტი შეკვეთილი რაოდენობის ნი-
302 მკითხველთა ლიგა
ჩაბს მიიღებდა, მცირე იყო. საბრძოლო საშუალებათა ინსპექ-
ციაში ოსკარის მეგობარი მრავალი ოფიცერი ხვდებოდა, რასაც
სჩადიოდა: ისინი პლაშუვის მონური შრომის ბანაკს და იმავ-
დროულად უამრავ მონას სიცოცხლეს უხანგრძლივებდნენ. ბევრ
მათგანს გეთის თაღლითობის და უნამუსობის შესახებ მშვენივ-
რად მოეხსენებოდა და აღშფოთებას ვერ მალავდა; ამონის
სოფლად ფუფუნება და განცხრომაში ცხოვრება მათ სერიოზულ-
სა და ძველმოდურ პატრიოტიზმს ჩირქს სცხებდა.
პლაშუვის იძულებითი შრომის ბანაკის ღვთაებრივი ირონია –
ის, რომ ზოგიერთ მონას საკუთარი მიზნების მისაღწევად პირი
შეეკრა და ფარული მოქმედებით ამონის სამეფოს სიმტკიცის შე-
ნარჩუნებაში ეხმარებოდა – კარგად ჩანს რომან გინტერის მაგა-
ლითზე. ყოფილი მეწარმე და ახლა ერთ-ერთი ზედამხედველი
ლითონის საამქროში, საიდანაც ცოტა ხნით ადრე რაბინი ლე-
ვარტოვი დაიხსნეს, ერთ დილას გეთის კაბინეტში გამოიძახეს.
ოთახში შესვლისთანავე მან გინტერს მუშტი უთავაზა. კომენდან-
ტი გინტერს სცემდა და გაურკვევლად ღრიალებდა. შემდეგ გინ-
ტერი გარეთ გაათრია, კიბეზე ჩაათრია და სადარბაზო კარის
გვერდით, კედელთან დააყენა.
– შეიძლება რაღაც გკითხოთ? – თქვა კედლისკენ პირმიქცე-
ულმა გინტერმა და ორი მოტეხილი კბილი გადმოაფურთხა. აგ-
დებული ტონი ჰქონდა, ჰერ კომენდანტს რომ არ ეფიქრა, თამა-
შობს და თავს ისაწყლებსო.
– შე ნაბიჭვარო, – დაუღრიალა გეთმა, – ხელბორკილი შე-
გიკვეთე, მაგრამ არ ჩაგიბარებია. თარიღი კალენდარში მქონდა
ჩანიშნული, შე ტრაკგასიებულო!
– კი, მაგრამ, ჰერ კომენდანტო, ნება მომეცით, მოგახსენოთ;
ხელბორკილი გუშინვე მზად იყო. ჰერ ობერშარფიურერ
ნოიშელს ვკითხე, ხელბორკილი სად წამეღო და მითხრა,
თქვენს კაბინეტში შემეტანა. მეც ასე მოვიქეცი.
303 მკითხველთა ლიგა
ამონმა გასისხლიანებული გინტერი ისევ კაბინეტში შეათრია
და SS-ელი ნოიშელი იხმო. დიახ, ხელბორკილი მოიტანეს, ჰერ
კომენდანტო, მაგიდის მარცხენა, ზედა უჯრაში ჩაიხედეთო, თქვა
ახალგაზრდა ნოიშელმა. გეთმა ჩაიხედა და ხელბორკილი იპო-
ვა. კინაღამ გინტერი მოვკალიო, უსაყვედურა მან თავის ახალ-
გაზრდა და არც ისე გონიერ ვენელ პროტეჟეს.
სწორედ ეს რომან გინტერი, რომელმაც თავაზიანად გად-
მოაფურთხა კბილები ამონის ადმინისტრაციული შენობის კე-
დელთან, ეს ებრაელი არარაობა, რომლის შემთხვევითი მკვლე-
ლობის გამო ამონი ნოიშელს დაადანაშაულებდა, სწორედ ეს
გინტერი, სპეციალური საშვის მეშვეობით, ჰერ შინდლერთან
DEF-ის ტერიტორიაზე შედის და ოსკარს პლაშუვში წასაღებად
ლითონის ნარჩენებს ართმევს ხოლმე. ამ მარაგის გარეშე პლა-
შუვის ლითონის საამქრო დანიშნულებას დაკარგავს და მის მუ-
შებს მატარებლით აუშვიცის გზას გაუყენებენ. ამონ გეთს, ახლა
მის წინაშე რომ დგას და პისტოლეტს იქნევს, ჰგონია, მართვის
განსაკუთრებული ნიჭი აქვს და პლაშუვს ამის მეშვეობით უდგას
სული, სინამდვილეში კი ბანაკის ფუნქციონიერებას ტუჩგახეთქი-
ლი და პირდასისხლიანებული პატიმრები უზრუნველყოფენ.

304 მკითხველთა ლიგა


თავი 25

უკვე ბევრს ეჩვენებოდა, რომ ოსკარი აზარტული მოთამაშესა-


ვით დაუდევრად ხარჯავდა ფულს. „ემალიის“ მუშები წესიერად
არ იცნობდნენ, მაგრამ ისედაც ცხადი იყო, თუ საჭირო იქნებოდა,
მათთვის თავსაც გაწირავდა. შემდეგში ეს პატიმრები უუ(ჯერ არა,
ჯერჯერობით მის გულმოწყალებას გახარებულები ხვდებიან იმ
ბავშვებივით, ქრისტეშობის დილას მშობლებისგან საჩუქრებს
რომ მიიღებენ) იტყვიან, მადლობა ღმერთს, რომ ოსკარ შინ-
დლერი ჩვენდამი უფრო ერთგული იყო, ვიდრე ცოლისადმიო.
პატიმრების მსგავსად ზოგიერთი თანამდებობის პირიც ამჩნევდა
ოსკარის უჩვეულო გატაცებას.
ერთ-ერთმა მათგანმა, დოქტორმა ზოპმა, კრაკოვში SS-ის სა-
პატიმროებისა და პომორის ქუჩაზე SS-ის სასამართლოს ექიმმა,
პოლონელი შუამავლის მეშვეობით ოსკარს შეუთვალა, მზად
ვარ, თქვენთან საქმე დავიჭიროო. მონტელუპიხის საპატიმროში
ერთი ქალი იჯდა, ფრაუ ჰელენე შინდლერი. დოქტორ ზოპის
თქმით, მან იცოდა, რომ ქალი ოსკარს არ ენათესავებოდა, მაგ-
რამ მის ქმარს „ემალიაში“ მცირე თანხა დაებანდებინა. ქალს ერ-
თობ საეჭვო არიული წარმოშობის მოწმობა ჰქონდა. რასაკვირ-
ველია, ფრაუ შინდლერისთვის ეს ხუიოვა გორკაზე სატვირთო
მანქანით მგზავრობას მოასწავებდა. თუმცა, თუკი ჰერ შინდლერი
გარკვეული თანხის გაღებას ინებებს, მზად ვარ, სამედიცინო
ცნობა გავცე, რომ ფრაუ შინდლერის ჯანმრთელობის მდგომა-
რეობის გათვალისწინებით, მისი განუსაზღვრელი ვადით ბოჰე-
მიაში, მარიენბადენში სამკურნალოდ გადაყვანაა საჭიროო, სთა-
ვაზობდა დოქტორი ზოპი ოსკარს.
ოსკარი ზოპს საავადმყოფოში ესტუმრა. ექიმმა ყალბი ცნობის
დამზადებისთვის 50 000 ზლოტი მოსთხოვა. შევაჭრებას აზრი არ

305 მკითხველთა ლიგა


ჰქონდა. კრაკოვში სამწლიანი პრაქტიკის მქონე ნებისმიერი ექი-
მი რამდენიმე ზლოტის სიზუსტით გამოგითვლიდათ, ამა თუ იმ
სამსახურის გაწევა რა ფასად დაგიჯდებოდათ. იმ ნაშუადღევს
ოსკარმა ფული შეაგროვა. დოქტორ ზოპს ეჭვიც არ ეპარებოდა,
რომ ოსკარი ამას შეძლებდა. მან იცოდა, რომ შინდლერის
მსგავს ტიპებს ყოველთვის აქვთ გადანახული შავი ბაზრიდან შე-
მოსული ფული.
ფულის გადახდამდე ოსკარმა დოქტორ ზოპს წინაპირობა
წაუყენა, თქვენთან ერთად მონტელუპიხის საპატიმროში წამო-
ვალ, საკნიდან ჰელენე შინდლერს გამოვიყვან და ჩემს საერთო
მეგობრებთან ქალაქში პირადად წავიყვანო. ზოპს უარი არ უთ-
ქვამს. მონტელუპიხის ცივკედლებიან ოთახში, ერთადერთი ნათუ-
რის ქვეშ, ფრაუ შინდლერს ძვირადღირებული საბუთები გადას-
ცეს.
უფრო ფრთხილი და ბუღალტერივით მოაზროვნე ადამიანი
გაწეულ ხარჯებსა და დაკარგულ დროს სედლაჩეკის მიერ ბუდა-
პეშტიდან ჩამოტანილი ფულით აინაზღაურებდა. ჯამში, კრაკოვში
ორმაგძირიანი ჩემოდნით თითქმის 150 000 რაიხსმარკა ჩა-
მოიტანეს და ოსკარს გადასცეს. თუმცა, ნაწილობრივ ფულისად-
მი (გასესხებულისადმი თუ ნასესხებისადმი) დაუდევარი დამოკი-
დებულებისა და ნაწილობრივ, პირადი ღირსების გამძაფრებული
გრძნობის გამო, ოსკარი სედლაჩეკისგან მიღებულ თანხას უკ-
ლებლივ უნაწილებდა ებრაელ მოკავშირეებს, ამონის კონიაკის
შესაძენად დახარჯული ფულის გამოკლებით.
თუმცა, ყველასთან ასე იოლი როდი იყო საქმის დაჭერა. 1943
წლის ზაფხულში სედლაჩეკმა კრაკოვში 50 000 რაიხსმარკა ჩა-
მოიტანა, მაგრამ პლაშუვის ბანაკში მცხოვრები სიონისტი, რო-
მელსაც ოსკარმა თანამშრომლობის სანაცვლოდ ეს თანხა შეს-
თავაზა, დაფრთხა, ხაფანგს ხომ არ მიგებენო.

306 მკითხველთა ლიგა


ოსკარი თავიდან ჰენრი მანდელს, პლაშუვის ლითონის საამ-
ქროს შემდუღებელს და ახალგაზრდა და მშრომელ სიონისტთა
მოძრაობის, „ჰითახ დუტის“ წევრს დაუკავშირდა. მანდელმა
ფულს ხელი არ ახლო. ფულს ებრაულად დაწერილი, პალესტი-
ნიდან გამოგზავნილი წერილი მოჰყვებაო, უთხრა მას შინდლერ-
მა. თუმცა, მანდელი მაინც არ ენდო, თუკი ეს ხაფანგია, ხოლო
ოსკარი კომპრომიტირებულია და იყენებენ, რა თქმა უნდა, ექნე-
ბა პალესტინიდან გამოგზავნილი წერილიო. თანაც, როცა კაცს
საუზმისთვის საკმარისი პური არ აქვს და უცებ 50 000 რაიხსმარ-
კას, ანუ 100 000 ზლოტის შესთავაზებენ, როგორც საჭიროდ
ჩათვლი, ისე დახარჯეო, ძალაუნებურად დაეჭვდება.
მაშინ შინდლერმა პლაშუვის ტერიტორიაზე ავტომობილის სა-
ბარგულით შეტანილი ფული „ჰიტახ დუტის“ სხვა წევრს, ალტა
რუბნერს შესთავაზა. ეს ქალი კაბელის ქარხანაში მომუშავე ზო-
გიერთი პატიმრისა და პოლონურ საპატიმროში მომუშავე პო-
ლონელების მეშვეობით სოსნოვიეცელ პარტიზანებს უკავშირდე-
ბოდა. ალტამ მანდელს უთხრა, იქნებ აჯობებს, ჰერ ოსკარ შინ-
დლერის შემოთავაზებული ფული მთლიანად მათ გადავცეთ და
იმათ გადაწყვიტონ, რისთვის მოიხმარენო.
ოსკარმა ალტას დარწმუნება სცადა, მადრიჩის საკერავი მან-
ქანების ჩხაკაჩხუკში ხმასაც კი აუწია.
– მთელი სულითა და გულით გარწმუნებთ, ეს ხაფანგი არ
არის!
„მთელი სულითა და გულით“ – სწორედ ასეთ ემოციურ სიტ-
ყვებს უნდა ელოდო პროვოკატორი აგენტისგან!
ოსკარის წასვლის შემდეგ მანდელი შტერნს ელაპარაკა და ამ
უკანასკნელმა წერილის ნამდვილობაში დაარწმუნა. მაშინ მანდე-
ლი რუბნერს მოეთათბირა და გადაწყვიტეს, ფული აეღოთ. თუმ-
ცა, ოსკარს ფული შინ წაეღო და პლაშუვში მის მოტანას ალბათ
აღარც აპირებდა. მანდელი ადმინისტრაციულ სამსახურში მარ-
307 მკითხველთა ლიგა
სელ გოლდბერგთან მივიდა. გოლდბერგიც „ჰიტახ დუტის“ წევრი
იყო, მაგრამ სიის შემდგენელს – მუშათა და გადასახლებულთა
ანუ ცოცხალთა და მკვდართა სიების – ბოლო დროს ქრთამის
აღება დაეწყო. მანდელს მასზე ზემოქმედების უნარი ჯერაც შერ-
ჩენოდა. გოლდბერგი პლაშუვის საამქროებში გამოსაყენებლად
„ემალიიდან“ ლითონის ნარჩენების წამომღებთა სიასაც ადგენ-
და, უფრო ზუსტად, სიაში ვინმეს ჩამატება ან სიიდან ვინმეს გა-
მოკლება შეეძლო. ძველი მეგობრობის ხათრით, მანდელმა
სიაში თავი ჩააწერინა ისე, რომ არ უთქვამს, „ემალიაში“ რა ესაქ-
მებოდა.
ზაბოჩეში მანდელი სხვა მუშებს უჩუმრად გამოეყო და ოსკარ-
თან დასალაპარაკებლად გასწია. კაბინეტის კართან მას აბრაჰამ
ბანკირი გადაეღობა და უთხრა, ჰერ შინდლერს არ სცალიაო.
ერთი კვირის შემდეგ მანდელი დაბრუნდა. ბანკირმა ამჯერა-
დაც არ შეუშვა ოსკართან სალაპარაკოდ. მესამედ ბანკირმა მი-
ზეზიც დაუკონკრეტა: – მაშ, სიონისტების ფული გნებავთ? აქამდე
არ გინდოდათ, ახლა მოგინდათ. სამწუხაროდ, ვერ მიიღებთ.
ასეთია ცხოვრება, ბატონო მანდელ!
მანდელმა თავი დაუქნია და წავიდა. მან შეცდომით დაასკვნა,
ბანკირმა სულ თუ არა, ალბათ, იმ ფულის ნაწილი მაინც დაისა-
კუთრაო. სინამდვილეში, ბანკირი მხოლოდ ფრთხილობდა. სა-
ბოლოოდ, ის ფული მაინც პლაშუვის სიონისტ პატიმართა ხელში
აღმოჩნდა. ალტა რუბნერმა სედლაჩეკის მეშვეობით შპრინგმანს
ფულის მიღების ხელწერილი გაუგზავნა. როგორც ჩანს, თანხა
ნაწილობრივ, არაკრაკოველ ებრაელებს მოახმარეს, რადგან
უცხო ქალაქში მათ არანაირი საარსებო წყარო არ ჰქონდათ.
პლაშუველებისთვის მიცემული ფული უმეტესად საკვებზე
დაიხარჯა (როგორც ეს შტერნს უნდოდა) თუ იატაკქვეშა წინააღ-
მდეგობის მოძრაობის გაძლიერებაზე (საშვებისა და იარაღის
ყიდვაზე), შინდლერს არასდროს უკითხავს. თუმცა, ამ ფულიდან
308 მკითხველთა ლიგა
ერთი რაიხსპფენინგიც კი არ დახარჯულა მონტელუპიხიდან
ფრაუ შინდლერის გასათავისუფლებლად ან ძმები დანციგერების
მსგავსი პატიმრების სიკვდილისგან დასახსნელად. ამ ფულით
ოსკარს არც ემალირებული ჭურჭლეულის (30 000 კილოგრამი)
ღირებულება აუნაზღაურებია, რომელიც 1943 წელს SS-ის უფ-
როს და უმცროს ოფიცრებს აჩუქა, „ემალიის“ ბანაკის დახურვის
რეკომენდაცია რომ არ მიეცათ შესაბამისი ორგანოებისთვის.
ეს ფული არც 16 000 ზლოტის ღირებულების გინეკოლოგიურ
ინსტრუმენტებზე დაუხარჯავთ, შავ ბაზარზე რომ შეიძინეს, რად-
გან „ემალიის“ ერთ-ერთი მუშა გოგო დაფეხმძიმდა. ფეხმძიმობა,
რასაკვირველია, დაუყოვნებლივ აუშვიცში გაგზავნას ნიშნავდა.
ამ ფულით არც უნტერშტურმფიურერ იონის დამტვრეული „მერ-
სედესი“ შეუძენიათ. იონმა ოსკარს „მერსედესის“ იაფად ყიდვა
შესთავაზა, სამაგიეროდ, ოსკარმა პლაშუვიდან „ემალიაში“ კიდევ
30 ადამიანის გამოგზავნა სთხოვა. ოსკარმა ავტომობილი 10 000
ზლოტად შეიძინა, მაგრამ მეორე დღეს ლეო იონის მეგობარმა
და კოლეგა ოფიცერმა, უნტერშტურმფიურერმა შაიდტმა ჩამოარ-
თვა, აქაოდა ბანაკის მთელ პერიმეტრზე საველე სიმაგრეების
აგებისას დაგვჭირდებაო. ალბათ საბარგულით მიწას გადაზიდა-
ვენო, ბრაზობდა ინგრიდთან ვახშმობისას ოსკარი. თუმცა, მოგ-
ვიანებით, ამ შემთხვევის მეგობრულ ატმოსფეროში გახსენები-
სას, ასე განაცხადა, ორივე ბატონს სიამოვნებით დავეხმარეო.

309 მკითხველთა ლიგა


თავი 26

რაიმუნდ ტიჩი სულ სხვაგვარ ქრთამს გასცემდა კეთილგან-


წყობილების მოსაპოვებლად. ტიჩი ჩუმი, განათლებული ავ-
სტრიელი კათოლიკე იყო. ცოტათი კოჭლობდა. ზოგი ამას პირ-
ველ მსოფლიო ომში მიღებულ ტრავმას აბრალებდა, ზოგიც –
ბავშვობისდროინდელ უბედურ შემთხვევას. ამონსა და ოსკარზე
ათი ან უფრო მეტი წლით უფროსი იქნებოდა. პლაშუვის ბანაკში
განთავსებულ იულიუს მადრიჩის სამხედრო უნიფორმების სამ-
კერვალო ფაბრიკას და იქ მომუშავე 3000 მკერავ ქალსა და ხე-
ლოსანს ხელმძღვანელობდა.
გადახდის ერთ-ერთი ფორმა იყო ამონ გეთთან ჭადრაკის თა-
მაში. ადმინისტრაციული შენობა მადრიჩის ფაბრიკას სატელე-
ფონო ხაზით უკავშირდებოდა და ამონი ხშირად ურეკავდა ტიჩს,
კაბინეტში ერთი პარტიის სათამაშოდ შემომიარეო. რაიმუნდისა
და ამონის პირველი პარტია ზუსტად ნახევარ საათში დასრულდა
ჰაუპტშტურმფიურერის მარცხით. ამონის აღშფოთებით გაკვირვე-
ბულ ტიჩს მორიდებული და არც ისე ტრიუმფალური „ქიში!“ პირ-
ზე შეახმა. კომენდანტი კიტელსა და რევოლვერის ბუდეს დას-
წვდა, ერთი ტანზე შემოიცვა, მეორე წელზე შემოირტყა და თავზე
ქუდი დაიხურა. თავზარდაცემულმა რაიმუნდ ტიჩმა იფიქრა, წაგე-
ბით განრისხებული ამონი ქვემოთ ჩავა და ჩემს ჯავრს რომელი-
მე პატიმარზე ამოიყრისო. იმ პირველი დღის შემდეგ რაიმუნდმა
ახალ ხერხს მიმართა. ახლა მთელ სამ საათს ანდომებდა კომენ-
დანტთან მარცხს. როცა მუშები იერუსალიმის ქუჩაზე სავალდებუ-
ლო საჭადრაკო პარტიის სათამაშოდ კოჭლობით მიმავალ ტიჩს
მოჰკრავდნენ თვალს, ხვდებოდნენ, რომ ის დღე შედარებით
ნორმალური იქნებოდა. ხელოსნებსა და თვით ვაგონეტების საბ-
რალო მიმწოლებსაც უსაფრთხოების განცდა მოიცავდა ხოლმე.

310 მკითხველთა ლიგა


რაიმუნდ ტიჩი მხოლოდ ჭადრაკით როდი აღკვეთდა საფ-
რთხეს. მანაც ფოტოსურათების გადაღება დაიწყო. ხან თავის კა-
ბინეტის ფანჯრიდან, ხანაც სახელოსნოების კუთხეებიდან ფირზე
აღბეჭდავდა ლიანდაგის გასწვრივ მდგარ ზოლიანუნიფორმიან
პატიმრებს, პურისა და წვნიანის განაწილებას, წყალსადინრებისა
და საძირკვლების ამოთხრას. ზოგიერთ ფოტოზე მადრიჩის სამ-
კერვალოსთვის შეძენილი პურის არალეგალური მარაგია გამო-
სახული. რასაკვირველია, მრგვალ, რუხ პურებს იულიან მადრი-
ჩის თანხმობითა და ფულით თავად რაიმუნდი ყიდულობდა და
პლაშუვში სატვირთო მანქანით, ძონძების ფუთებისა და ქსოვი-
ლების რულონების ქვეშ დამალული შეჰქონდა. ტიჩის ფოტოებ-
ზე ჩანს, როგორ ცლიან პატიმრები საბარგულს საგუშაგო კოშკე-
ბისგან მოფარებულ და მთავარი გზიდან მოშორებულ ადგილას,
ჭვავის პურებს ერთმანეთს უწვდიან და მადრიჩის საწყობში მალა-
ვენ.
ტიჩი ფოტოსურათებს უღებდა უკრაინელებს და შშ-ელებს მო-
რიგეობისას და დასვენებისას. მის გადაღებულ ფოტოზე აღბეჭ-
დილია მუშათა ჯგუფი, რომელსაც ინჟინერი კარპი ხელმძღვანე-
ლობდა. სწორედ ის კარპი, რომელსაც ერთხელაც ძაღლები მი-
უქსიეს და მკვლელმა ცხოველებმა ბარძაყი დაუკბინეს და გენი-
ტალიები მოაგლიჯეს. დროთა განმავლობაში ტიჩმა მთელი
პლაშუვი, ბანაკის სრული უბედურება აღბეჭდა ფირზე. მან აივან-
ზე, შეზლონგზე წამოწოლილი და მზეს მიფიცხებული ამონიც გა-
დაიღო. კომენდანტი უკვე 120 კილოგრამს იწონიდა, რის გამოც
პლაშუვში ახლად ჩასული SS-ელი ექიმი ბლანკე საყვედურობდა,
საკმარისია, ამონ, ცოტა უნდა დაიკლოო.
ტიჩი ფოტოებს უღებდა მზეზე მოხტუნავე ან მწოლიარე
როლფსა და რალფს; ერთ-ერთ ფოტოზე მაიოლას რომელი-
ღაც მათგანისთვის საყელურში ხელი ჩაუვლია და სახეზე ყალბი

311 მკითხველთა ლიგა


ღიმილი ახატია, ვითომ უხარია. ტიჩმა დიდ, თეთრ ცხენზე მედი-
დურად ამხედრებულ ამონსაც გადაუღო სურათი.
ტიჩი ფირებს არ ამჟღავნებდა, დახვეული ფოტოფირი შესანა-
ხად და სატარებლად უფრო მოსახერხებელი იყო. ფირებს კრა-
კოვის ბინაში, რკინის ყუთში მალავდა. იმ ყუთშივე ეწყო მადრი-
ჩის ებრაელი მუშების ნივთები. პლაშუვში არსებობდა ხალხი,
რომელსაც შავი დღისათვის მცირეოდენი ძვირფასეულობა ჰქონ-
და გადანახული, რათა საჭიროების ჟამს მიეცათ სიიანი კაცის-
თვის, რომელიც ნახირის გადასაყვანი ვაგონის კარს აღებდა და
კეტავდა. ტიჩი ხვდებოდა, რომ მასთან მხოლოდ ყველაზე სასო-
წარკვეთილები მალავდნენ ნივთებს. პატიმართა უმცირესობას,
ვინც პლაშუვში ბლომად ბეჭდებს, მაჯის საათებსა და სამკაულებს
ინახავდა, ტიჩი არ სჭირდებოდა. ისინი ამ ნივთებს პირადი მოხ-
მარების საგნებში ცვლიდნენ ან მფარველობისთვის ქრთამად
გასცემდნენ. ტიჩის ფირებთან ერთად რკინის ყუთში მრავალი
ოჯახის უკანასკნელი მარაგი ინახებოდა; მაგალითად, დეიდა იან-
კას ბროში და ძია მორდხეს მაჯის საათი.
ტიჩს ფირები არც პლაშუვის რეჟიმის მოშლის, შერნერისა და
ჩურდას გაქცევის და SS-ის მთავარი ეკონომიკური და ადმინის-
ტრაციული სამსახურის უზადო არქივის სატვირთო მანქანებით
გაზიდვის შემდეგ გაუმჟღავნებია სამხილად. საამისოდ მიზეზი
ჰქონდა. ODESSA-ს, ანუ ყოფილ SS-ელთა ომის შემდგომი
საიდუმლო საზოგადოების დოსიეებში ტიჩს მოღალატედ მოიხსე-
ნიებდნენ. სამაგიეროდ, მადრიჩის მუშების 30 000 პურით, უამრა-
ვი ქათმითა და რამდენიმე კილო კარაქით მომარაგებისთვის და
მათ მიმართ გამოჩენილი ჰუმანურობისთვის ისრაელის მთავრო-
ბამ დააჯილდოვა და პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ვე-
ნის ქუჩებში სეირნობისას ხანდახან გამვლელები ემუქრებოდნენ
და აგდებულად „ებრაელთა მოყვარულს“ უწოდებდნენ.

312 მკითხველთა ლიგა


ტიჩმა ფოტოფირები ვენის გარეუბანში, პარკში, მიწაში ჩაფლა
და იქვე ინახებოდა ოცი წლის განმავლობაში. შესაძლოა სამუდა-
მოდ მიწაში დარჩენილიყო და ამონის საყვარელი მაიოლას,
მკვლელი ძაღლების, მისი უსახელო მონების შავ და საიდუმლო
ფოტოებს ემულსია ზედ შეჰხმობოდა, მაგრამ პლაშუვის მოსახ-
ლეობის გასახარად, 1963 წლის ნოემბერში, შინდლერის ებრა-
ელმა (ლეოპოლდ პფეფერბერგმა) ყუთი და მისი შყიგთავსი 500
აშშ დოლარად ფარულად იყიდა რაიმუნდ ტიჩისგან, რომელსაც
გულის უკურნებელი დაავადება აწუხებდა. თუმცა, მომაკვდავმა
რაიმუნდ ტიჩმა პფეფერბერგს სიტყვა ჩამოართვა, რომ ფირებს
მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაამჟღავნებდა. ODESSA-ს
უსახელო აჩრდილი მას იმაზე მეტად აფრთხობდა, ვიდრე ამონ
გეთის, შერნერისა და აუშვიცის ხსენება პლაშუვის ბანაკში.
ტიჩის დაკრძალვის შემდეგ ფირები გაამჰჟღავნეს. თითქმის
ყველა ფოტო დაბეჭდეს.
ამონსა და ბანაკს ცოცხლად გადარჩენილ პლაშუველ პატი-
მართა მცირე ჯგუფს რაიმუნდ ტიჩზე აუგი არასდროს დასცდენია.
თუმცა, ტიჩი არც იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელზეც
უამრავ ლეგენდას თხზავენ. აი, ოსკარი კი სწორედ ასეთი ადა-
მიანი იყო. 1943 წლის მიწურულიდან პატიმართა შორის ოსკარ-
ზე ათასგვარი ხმა დადიოდა და გადარჩენილები დღემდე დამ-
მუხტავი აღტაცებით იხსენებენ ამ მითებს. არა აქვს მნიშვნელობა,
მართალია თუ არა ესა თუ ის მითი, ან მართალი უნდა იყოს თუ
არა; მითები ხომ იმითაა გამორჩეული, რომ როგორღაც თავად
ჭეშმარიტებაზე უფრო დიდ სიმართლეს ღაღადებენ. ამ ამბების
მოსმენისას ხვდები, რომ პლაშუვის პატიმრებისთვის ტიჩი მხო-
ლოდ კეთილი განდეგილი იყო, ხოლო ოსკარს განმათავისუფ-
ლებელ ღვთაებად მიიჩნევდნენ, ორსახოვან ბერძნულ
ღვთაებად, რომელიც ადამიანური მანკიერებებით არის შემკული,

313 მკითხველთა ლიგა


ბევრი ხელი აქვს, იდუმალი ძალით დაჯილდოებული და უანგა-
რო ხსნის მომნიჭებელია.
ერთ-ერთი ამბავი იმ დროს ეხება, როცა SS-ის პოლიციის შე-
ფებს პლაშუვის დახურვას აიძულებდნენ, რადგან საბრძოლო სა-
შუალებათა ინსპექცია ბანაკს ეფექტიან სამრეწველო დაწესებუ-
ლებად არ მიიჩნევდა. გეთის მოახლე ჰელენ ჰირში არაერთხელ
შეხვედრია პლაშუვში სტუმრად მყოფ ოფიცრებს, ამონისგან მცი-
რე ხნით თავის დასაღწევად და ერთმანეთისთვის უკმაყოფილე-
ბის გასაზიარებლად ვილის დერეფნებში ან სამზარეულოში რომ
გადიოდნენ. ერთ-ერთმა SS-ელმა ოფიცერმა, სახელად ტიბრიჩ-
მა, სამზარეულოში ჰირშს უთხრა:
– ნუთუ ეს კაცი ვერ ხვდება, რომ ხალხი სიცოცხლეს სწირავს?
რასაკვირველია, ტიბრიჩი აღმოსავლეთის ფრონტს გულის-
ხმობდა და არა – პლაშუვის სიბნელეს. ოფიცრებს, რომლებიც
ამონივით მეფურ ფუფუნებაში ვერ ცხოვრობდნენ, ვილაში ნანახი
აცოფებდა და რაც, ალბათ, უფრო სახიფათო იყო, შურით აღავ-
სებდა.
ლეგენდის მიხედვით, ერთ კვირა საღამოს პლაშუვს თავად
გენერალი იულიუს შინდლერი ეწვია, რათა ბანაკის არსებობის
სარგებლიანობაში დარწმუნებულიყო. გენერალმა საწარმოს და-
სათვალიერებლად მაღალი თანამდებობის პირისთვის მეტად უჩ-
ვეულო დრო შეარჩია, მაგრამ აღმოსავლეთის ფრონტზე შექმნი-
ლი მძიმე მდგომარეობით სასოწარკვეთილს, შესაძლოა დასას-
ვენებლად არც ეცალა. პლაშუვის ინსპექტირებამდე სტუმრებს სა-
დილით გაუმასპინძლდნენ. სადილზე ღვინისა და კონიაკის მდი-
ნარეები მოედინებოდა, ამ ქეიფის მოყვარული ღმერთების
წვეულებაზე ბახუსის მოვალეობას ოსკარი ასრულებდა.
ნასადილევს, გულითადი მასპინძლობის შედეგად პროფე-
სიული მიუკერძოებლობის უნარდაქვეითებული ინსპექტორები
თავიანთი „მერსედესებით“ პლაშუვის დასათვალიერებლად
314 მკითხველთა ლიგა
გაემართნენ. ამ ამბის მოყოლისას არავინ ახსენებს იმას, რომ
გენერალი შინდლერი და მისი ოფიცრები კომპეტენტური ექ-
სპერტები და ინჟინრები იყვნენ და მათ საწარმოთა ინსპექტირე-
ბის ოთხწლიანი გამოცდილება უმაგრებდა ზურგს. ოღონდ ოს-
კარს ამით ვერ გააკვირვებდით.
ინსპექტირება მადრიჩის სამკერვალო ფაბრიკაში დაიწყო. ეს
პლაშუვის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა იყო და მისით თავს
იწონებდნენ. 1943 წელს ფაბრიკა ვერმახტისთვის თვეში ოცი
ათასზე მეტ უნიფორმას კერავდა. თუმცა საკითხი სხვაგვარად იდ-
გა: ხომ არ აჯობებდა, ჰერ მადრიჩს პლაშუვი დაევიწყებინა და
წარმოება უკეთ აღჭურვილ და მომარაგებულ პოდგოჟესა და
ტარნუვის პოლონურ ფაბრიკებში გადაეტანა? პლაშუვში თანა-
მედროვე ფაბრიკისთვის საჭირო ახალი მანქანა--
მოწყობილობების დამონტაჟებისთვის შესაფერისი პირობები არ
არსებობდა და ეს ინვესტორებსაც აფრთხობდა.
ოფიციალურმა დელეგაციამ ის-ის იყო ფაბრიკის თვალიერე-
ბა დაიწყო, რომ ყველა საამქროში შუქი ჩაქრა. იცხაკ შტერნის
მეგობრებმა პლაშუვის გენერატორი დააზიანეს. ოსკარის გა-
მოისობით, სასმელითა და მსუყუ სადილით ისედაც დამძიმებულ
საბრძოლო საშუალებათა ინსპექტორებს კიდევ ერთი დაბრკო-
ლება წარმოექმნათ: ცუდი განათება. ინსპექტირება ფანრების
შუქზე გააგრძელეს. მდუმარე და გაჩერებული მანქანა--
მოწყობილობები პროფესიონალი ინსპექტორებისთვის ნაკლე-
ბად გამომწვევად გამოიყურებოდა.
სანამ გენერალი შინდლერი თვალებმოჭუტული აკვირდებო-
და წნეხებს და ჩარხებს, მრავალსართულიან საწოლებზე ჩამომ-
სხდარი 30 000 პლაშუველი მოუთმენლად ელოდა მის განაჩენს.
მიუხედავად ოსტბანის გადატვირთული ხაზებისა, დასავლეთით
მდებარე მაღალტექნოლოგიურ აუშვიცამდე მატარებლით სულ
რამდენიმე საათის სავალი იყო და ეს ყველამ კარგად იცოდა.
315 მკითხველთა ლიგა
გენერალ შინდლერისგან თანაგრძნობის გამოვლენის იმედი არ
ჰქონდათ. მისი სპეციალობა წარმოება იყო და საწარმოს შეფასე-
ბის უმთავრეს კრიტერიუმადაც წარმოება მიაჩნდა.
მითის მიხედვით, შინდლერის სადილმა და უშუქობამ პლაშუ-
ვის მოსახლეობა იხსნა. მეტისმეტად გაზვიადებული ნათქვამია,
რადგან საბოლოოდ პატიმრების მხოლოდ მეათედი გადარჩა
ცოცხალი. ეს ამბავი შტერნმა და სხვებმა განადიდეს, მაგრამ
მრავალი დეტალი ალბათ სიმართლეა. როცა ოსკარს თანამდე-
ბობის პირებთან მოლაპარაკების სხვა გზა არ რჩებოდა, ყოველ-
თვის ალკოჰოლს იშველიებდა და არც მათი სიბნელეში დატოვე-
ბის ოინი მოეჩვენებოდა ურიგოდ.
– უნდა გახსოვდეთ, – ამბობდა ოსკარის მიერ გადარჩენილი
ერთ-ერთი ბიჭი, – რომ ოსკარი გერმანელთან ერთად, ნახევ-
რად ჩეხიც გახლდათ. ოსკარი ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი40 იყო.
სისტემის მოშლა უყვარდა.
მითისადმი გამოჩენილი უმადურობა იქნება იმით დაინტერესე-
ბა, რა გაიფიქრა ულმობელმა ამონ გეთმა, როცა შუქი ჩაქრა. შე-
საძლოა, სულაც სხვაგან სვამდა ან სადილობდა, მიუხედავად
იმისა, რომ ბანაკს მნიშვნელოვანი დელეგაცია სტუმრობდა. სა-
კითხავი ის არის, პლაშუვი რამ გადაარჩინა – იმან, რომ გენე-
რალ შინდლერს უშუქობამ და სიმთვრალემ მხედველობა
დაუბინდა, თუ იმან, რომ აუშვიც-ბირკენაუს ბანაკში პატიმრების
ტევა აღარ იყო და გენერალმა ამ ჩინებული საკონცენტრაციო
ბანაკის დახურვა არ ისურვა. თავად ამბავი კი ოსკარისადმი ხალ-
ხის ნდობაზე უფრო მეტყველებს, ვიდრე პლაშუვის საშინელებებ-
ზე, ან მის პატიმართა უმეტესობის აღსასრულზე.
სანამ SS-ი და საბრძოლო საშუალებათა ინსპექცია პლაშუვის
მომავალზე მსჯელობდა, იოზეფ ბაუს – ახალგაზრდა კრაკოველ

40 ჩეხი მწერლის, იაროსლავ ჰაშეკის ნაწარმოების გმირი.


316 მკითხველთა ლიგა
მხატვარს, რომელმაც შემდგომში ოსკარი კარგად გაიცნო – თავ-
დავიწყებით შეუყვარდა რებეკა ტანენბაუმი. ბაუ მშენებლობის
სამსახურში მხაზველად მუშაობდა. სერიოზული ყმაწვილი იყო,
ხელოვანისთვის დამახასიათებელი გარდაუვალობის შეგრძნე-
ბით. ბაუ, შეიძლება ითქვას, პლაშუვში გაიქცა, რადგან გეტოში
წესიერი საბუთები არ ჰქონია. ვინაიდან არანაირ ხელობას არ
ფლობდა, გეტოს ფაბრიკებში ვერ იმუშავებდა და ამიტომ დედა
და მეგობრები მალავდნენ. 1943 წელს გეტოს დახურვისას პლა-
შუვში სამუშაოდ მიმავალ რაზმში გაერია და გეტოდან უჩუმრად
გააღწია. გეტოსგან განსხვავებით, პლაშუვში მისთვის ახალი საქ-
მე გამოიძებნა: მშენებლობა. იოზეფ ბაუ იმავე პირქუშ, ორფრთი-
ან შენობაში მუშაობდა ნახაზებზე, რომელშიც ამონ გეთის კაბინე-
ტი იყო განთავსებული. ბაუ იცხაკ შტერნის პროტეჟე იყო. შტერ-
ნმა ბაუ ოსკართან ჩინებულ მხაზველად და საბუთების გაყალბე-
ბის პოტენციალის მქონე ყმაწვილად დაახასიათა.
საბედნიეროდ, ბაუს ამონთან ხშირად შეხვედრა არ უწევდა,
თორემ მისი თვალშისაცემი ემოციურობა ჰერ კომენდანტს ყო-
ველთვის რევოლვერის დაძრობის სურვილს აღუძრავდა. ბაუს
კაბინეტი ამონის კაბინეტის საპირისპირო მხარეს მდებარეობდა.
ზოგიერთი პატიმარი პირველ სართულზე, კომენდანტის კაბინე-
ტის სიახლოვეს მუშაობდა. მათ შორის იყვნენ შესყიდვების
ოფიცრები, კლერკები, სტენოგრაფისტი მიტეკ პემპერი. ყოველ-
დღე იმის შიში ჰქონდათ, რომ უეცარი ტყვია იმსხვერპლებდათ,
ან უფროსის რისხვა დაატყდებოდათ თავზე. მაგალითად, მუნდეკ
კორნი, რომელიც ომამდე როტშილდების შვილობილის კომპა-
ნიაში შესყიდვების ოფიცრად მუშაობდა და ახლა პლაშუვის საამ-
ქროებისთვის ქსოვილებს, ზღვის ბალახს, საშენი ხეტყის მასალა-
სა და რკინას ყიდულობდა, არამარტო ადმინისტრაციულ შენობა-
ში, შენობის იმავე ფრთაში მუშაობდა, რომელშიც ამონს კაბინეტი
ჰქონდა. ერთ დილას სამუშაო მაგიდასთან მჯდარმა კორნმა თა-
317 მკითხველთა ლიგა
ვი ასწია და იერუსალიმის ქუჩის გადაღმა, SS-ელთა ყაზარმებ-
თან ოციოდე წლის ნაცნობი კრაკოველი ბიჭი დაინახა. ბიჭი მო-
რების შტაბელთან იდგა და შარდავდა. ამ დროს საპირფარეშოს
ფანჯრიდან თეთრი პერანგის სახელოებით დაფარული მკლავე-
ბი და ორი ვეება ხელის მტევანი გამოყვეს – მარჯვენა ხელში
რევოლვერით. ზედიზედ ორჯერ და სწრაფად გაისროლეს. ორი-
დან ერთი ტყვია ბიჭს თავში მოხვდა და მორების გროვას
მიანარცხა. როცა კორნმა კიდევ ერთხელ გაიხედა საპირფარე-
შოსკენ, ამონ გეთი თავისუფალი ხელით უკვე ფანჯარას ხურავ-
და.
იმ დილით კორნის მაგიდაზე ამონის მიერ მეტ-ნაკლებად
გარკვევით ხელმოწერილი წერილობითი განაცხადები ეწყო.
კორნმა ხელმოწერიდან მორების შტაბელთან დავარდნილ შარ-
ვლის ღილებჩახსნილ გვამზე გადაიტანა მზერა. ვერ იჯერებდა
იმას, რაც ნახა. ყველაზე მეტად ამონის მეთოდებისგან განუყო-
ფელმა იდეამ შეაცბუნა: თუკი მკვლელობის მიზეზი მხოლოდ სა-
პირფარეშოში შესვლა და ხელის მოწერისგან თავგაბეზრებული
კომენდანტის განტვირთვა იყო, მაშინ სიკვდილი, რაოდენ სამწუ-
ხაროც უნდა ყოფილიყო, რუტინად უნდა მიეჩნია.
როგორც ჩანს, იოზეფ ბაუ ასეთ შემთხვევას არ შესწრებია და
შეხედულებები რადიკალურად არ შეცვლია. ის პირველი სართუ-
ლის ადმინისტრაციული პერსონალის წმენდასაც გადაურჩა.
წმენდის მიზეზად ის იქცა, რომ გეთის პროტეჟე იოზეფ ნოიშელ-
მა კომენდანტს შესჩივლა, პირველ სართულზე მომუშავე ერთმა
გოგომ ბეკონის კანი შეიძინაო. ამონი კაბინეტიდან გამოვარდა
და ღრიალით გაიჭრა დერეფანში: – ყველანი სუქდებით!
მან თანამშრომლები ორ რიგად გაყო. კორნს მოეჩვენა, რომ
პოდგოჟეს საშუალო სკოლაში აღმოჩნდნენ: მის პირდაპირ გო-
გოების რიგი იდგა და იმ რიგში ნაცნობ სახეებს ხედავდა, პოდ-
გოჟელი ოჯახების ასულებს, რომლებთანაც გაიზარდა. ახლა
318 მკითხველთა ლიგა
თითქოს მასწავლებელი ანაწილებდა მოსწავლეებს, ზოგი კოსცი-
უშკოს მონუმენტის სანახავად წახვალთ, ზოგი – ვაველის მუზეუმ-
შიო. სინამდვილეში გოგოები ხუიოვა გორკაზე აიყვანეს და იმ
ბეკონის კანის გამო პილარციკის რაზმის წევრებმა ყველანი დახ-
ვრიტეს.
მართალია, იოზეფ ბაუ მსგავს სამსახურეობრივ უწესრიგობაში
არასდროს მოყოლილა, ვერავინ იტყვის, რომ პლაშუვში დალ-
ხენილად ცხოვრობდა. თუმცა, გაცილებით ნაკლები ხიფათი
ემუქრებოდა, ვიდრე მის რჩეულ გოგოს. ცხრამეტი წლის პირ-
მშვენიერი და ტანწერწეტა რებეკა ტანენბაუმი ობოლი იყო, მაგ-
რამ კეთილი ბიძებისა და დეიდების მზრუნველობა არასდროს
მოჰკლებია. რებეკა გერმანულს უბადლოდ ფლობდა და სა-
სიამოვნოდ ლაპარაკობდა. ცოტა ხნის წინ მძვინვარე კომენდანტ
გეყთისგან მოშორებით შტერნთან დაეწყო მუშაობა. გარდა მშე-
ნებლობის სამსახურში მუშაობისა, რებეკა მემანიკიურეც იყო. ყო-
ველ კვირა ემსახურებოდა ამონს, უვლიდა უნტერშტურმფიურერ
ლეო იონის, ექიმი ბლანკესა და მისი საყვარლის, უკმეხი ალისა
ორლოვსკას ხელებს. რებეკას გასაოცრად, ამონს გრძელი და
ნაზი თითები ჰქონდა, სულ არ ჰგავდა მსუქანი კაცის თითებს, მით
უმეტეს, სასტიკი მკვლელისას.
როცა რომელიღაც პატიმარი პირველად მივიდა მასთან და
უთხრა, ჰერ კომენდანტს შენი ნახვა სურსო, რებეკა წამოხტა და
კიბისკენ გაიქცა. პატიმარი გაეკიდა და უკნიდან ეძახდა: – ღვთის
გულისათვის, ნუ გარბიხარ! დამსჯის, თუ მასთან არ მიგიყვან!
რებეკა იმ კაცს გეთის ვილაში წაჰყვა. სანამ სასტუმრო ოთახ-
ში შევიდოდა, ჯერ მყრალ სარდაფში ჩაიხედა. გეთი ჯერ ახალ
სახლში არ გადასულიყო; სარდაფი უძველესი ებრაული სასაფ-
ლაოს ტერიტორიაზე გაეთხარათ. იქ რებეკას მეგობარი ჰელენ
ჰირში ჭრილობებს იშუშებდა.

319 მკითხველთა ლიგა


– შარში ხარ, – არ დაუმალავს ჰელენს რებეკასთვის, – მაგ-
რამ რასაც დაგავალებს, გააკეთე და იმედს ნუ დაკარგავ, სხვა
მაინც არაფერი შეგიძლია. ზოგიერთის საქმისადმი პროფესიული
მიდგომა მოსწონს, ზოგისა – არა. როცა დაბრუნდები, ძეხვს და
ნამცხვარს გაჭმევ. ოღონდ ჯერ მთხოვე, დაუკითხავად ნურაფერს
აიღებ. ზოგი გაუფრთხილებლად აიღებს ხოლმე და აღარ ვიცი,
თავი როგორ დავიძვრინო.
ამონს რებეკას საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულება
მოეწონა, თითები გაუშვირა და გერმანულად საუბარი გაუბა. რე-
ბეკა თითქოს სასტუმრო „კრაკოვიაში“ აღმოჩნდა, მის წინ კი კრა-
კოვში ტექსტილის, ფოლადის ან ქიმიკატების გასაყიდად ჩამოსუ-
ლი ჭარბწონიანი და თეთრპერანგიანი ახალგაზრდა გერმანელი
მაგნატი იჯდა. მათი შეხვედრების ერთი შეხედვით მეგობრულ ატ-
მოსფეროს ორი დეტალი ამძიმებდა: კომენდანტს რევოლვერი
ყოველთვის მარჯვენა იდაყვთან ედო და მისი რომელიმე ძაღ-
ლი, როლფი ან რალფი, ხშირად სასტუმრო ოთახში თვლემდა
ხოლმე. რებეკას საკუთარი თვალით ენახა, როგორ დაგლიჯეს
მათ აპელპლაცზე ინჟინერი კარპი. ხანდახან, როცა ძაღლი ძილ-
ში ქშენდა, ხოლო ამონი და რებეკა იხსენებდნენ, ომამდე კარ-
ლსბადის კურორტებზე როგორ ისვენებდნენ, რებეკას დილის სი-
ის ამოკითხვის საშინელებანი შორეული და დაუჯერებელი ეჩვე-
ნებოდა. ერთ დღეს რებეკამ მხნეობა მოიკრიბა და ამონს ჰკით-
ხა, რევოლვერი ყოველთვის იდაყვთან რატომ გიდევთო. კომენ-
დანტის პასუხმა მისი ხელისკენ დახრილ რებეკას ძარღვებში სის-
ხლი გაუყინა:
– იმ შემთხვევისთვის, თუ თითს გამიჭრი, – თქვა ამონმა.
დასტური იმისა, რომ ამონს კურორტებზე უდარდელად ლაყ-
ბობა და მყისიერად გაშმაგება ერთნაირად შეეძლო, იმ დღეს
მიიღო, როცა ერთხელაც ვილაში შესულმა დაინახა, როგორ მო-
ათრევდა თმით ჰელენ ჰჰირშს კომენდანტი სასტუმრო ოთახი-
320 მკითხველთა ლიგა
დან. ჰელენი წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა, ამონი
კი, თუ ჰელენის თმა შემთხვევით ვეება ხელიდან გაუცურდებოდა,
მეორე წამს ხელახლა ჩაავლებდა მას. ყოველგვარი ეჭვი კი მა-
შინ გაეფანტა, როცა ერთ საღამოს სასტუმრო ოთახში მის წინ
რომელიღაც ძაღლი – როლფი თუ რალფი – გაჩნდა, შეახტა,
თათები მხრებზე დააწყო და ეშვები მკერდზე მიაბჯინა. რებეკამ
დივანზე წამოწოლილ ამონს გახედა.
– ნუ ცახცახებ, სულელო გოგო, – ღიმილით უთხრა კომენ-
დანტმა, – თორემ მაგ ძაღლს ვეღარ მოგაცილებ.
იმ ხნის განმავლობაში, სანამ რებეკა ამონის ხელებზე ზრუ-
ნავდა, გეთმა ფეხსაცმლის მწმენდავი ბიჭი ცუდად შესრულებული
სამუშაოს გამო დახვრიტა; თხუთმეტი წლის მორიგე პოლდეკ დე-
რესევიჩი ჩამოახრჩო, რადგან ერთ-ერთ ძაღლს რწყილი უპოვა,
და სიკვდილით დასაჯა თავისი მსახური ლიშეკი იმისთვის, რომ
ბოშს დაუკითხავად ათხოვა ეტლი და ცხენი. მიუხედავად ამისა,
ლამაზი, ობოლი გოგონა კვირაში ორჯერ სასტუმრო ოთახში შე-
დიოდა და მხეცის ხელებს უვლიდა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა.
რებეკა იოზეფ ბაუს ერთ მოღრუბლულ დილას შეხვდა. ბაუ
ბაულაიტუნგის წინ იდგა და ჩარჩოში ჩასმულ ნახაზს შემოდგო-
მის ნაცრისფერ შუქზე ათვალიერებდა. გამხდარი იყო და მძიმე
ჩარჩო ძლივს ეჭირა. რებეკამ ჰკითხა, ხომ არ დაგეხმაროთო.
– არა, – უპასუხა იოზეფმა, – მხოლოდ მზის გამოჩენას ველო-
დები.
– რატომ? – ჰკითხა რებეკამ.
იოზეფმა აუხსნა, ახალი შენობის კალკაზე დატანილი ნახაზის
ქვეშ შუქმგრძნობიარე ქაღალდია ამოდებული, რომელზეც, თუ
მზე გამოანათებს, იდუმალი ქიმიური რეაქციების შედეგად კალ-
კიდან ნახაზი გადაინაცვლებს და მის შუქპირს მივიღებთო. შემ-
დეგ დაამატა: – იქნებ თქვენ იყოთ ჩემი ჯადოსნური შუქი?

321 მკითხველთა ლიგა


პლაშუვში ლამაზი გოგოები ბიჭებისგან ასეთ თავაზიანობას
ჩვეულნი არ იყვნენ. სექსუალურ ლტოლვას ბანაკში ხუიოვა გორ-
კაზე ავტომატების კაკანი და აპელპლაცზე ეგზეკუციები აღძრავ-
და. მაგალითად, წარმოიდგინეთ დღე, როცა ველიჩკას კაბელის
ქარხნიდან ბარაკებში მიმავალ მუშებს ქათმის ხორცი აღმოუჩი-
ნეს. ამონი აპელპლაცზე აღშფოთებული ბოლთას სცემს, რადგან
ხორცი ბანაკის ჭიშკართან ჩხრეკისას ძირს დადებულ ჩანთაში
იპოვეს.
– ვისია ეს ჩანთა? ვისია ქათამი? – აინტერესებს ამონს, მაგ-
რამ რადგან არავინ პასუხობს, ერთ-ერთ შშ-ელს შაშხანას არ-
თმევს და რიგის სათავეში მდგარ პატიმარს ტყვიას ახლის. ტყვია
პატიმრის სხეულში გადის და მის უკან მდგარ პატიმარსაც კლავს.
ხმას მაინც არავინ იღებს.
– ო, როგორ გიყვართ ერთმანეთი! – ღრიალებს ამონი და
მომდევნო პატიმრის მოსაკლავად ემზადება. უცებ რიგიდან
თოთხმეტი წლის ბიჭი გამოდის. კანკალებს და ტირის. გეტყვით,
ქათამი ვის მოჰქონდაო, ეუბნება ჰერ კომენდანტს.
– ვის?
ბიჭი ერთ-ერთ მოკლულზე მიუთითებს.
– აი, იმას! – ყვირის ბიჭი.
მთელი აპელპლაცის გასაკვირად, ამონი ბიჭს უჯერებს, თავს
უკან სწევს და სკეპტიკურად იცინის, როგორც მასწავლებელი
მოსწავლეების წინაშე. „ეს ხალხი... ნუთუ ვერ ხვდება, რომ მაინც
არაფერი ეშველებათ?“
ასეთი საღამოს შემდეგ, 7-დან 9-მდე, თავისუფალი მიმოს-
ვლის საათებში ფლირტისთვის არავის ეცალა. ბოქვენს ტილები
შესევიან და იღლიები ოფლის სუნად ყარს – ფორმალობებს რა-
ღა აზრი აქვს? ახალგაზრდა კაცები ახალგაზრდა ქალებს ზედმე-
ტი ცერემონიების გარეშე ეუფლებოდნენ. ქალთა ბარაკებში სიმ-

322 მკითხველთა ლიგა


ღერებს მღეროდნენ ქალწულზე, რომელიც ამაოდ ინახავს
რჩეულისთვის უმანკოებას.
„ემალიაში“ მთლად ასეთი გაუსაძლისი სიტუაცია არ იყო. ფაბ-
რიკის მანქანა-მოწყობილობებს შორის მოფარებულ ადგილებში
საყვარლებს კარგა ხნით განმარტოება შეეძლოთ. გატენილ ბა-
რაკებში ქალები და კაცებიც მხოლოდ პირობითად იყვნენ დაყო-
ფილი. უსაფრთხოების განცდა და უკეთესი დღიური პურის ულუ-
ფა ქვებანაკის მოსახლეობისთვის შედარებით მშვიდ გარემოს
ქმნიდა. თანაც, ოსკარი კვლავაც თავისაზე იდგა და SS-ის გარნი-
ზონს ნებართვის გარეშე „ემალიის“ ტერიტორიაზე არ უშვებდა.
ერთი პატიმარი იხსენებს, რომ იმ შემთხვევისთვის, თუ რომე-
ლიმე SS-ელი ბარაკების დათვალიერებას მოინდომებდა, ოსკა-
რის კაბინეტში ფარული განგაშის სისტემა დააყენეს. სანამ SS--
ელი კიბეზე ჩავიდოდა, ოსკარი ღილაკს დააწვებოდა და ბარა-
კებში ზარი აწკრიალდებოდა. ზარი ქალებსა და კაცებს აფრთხი-
ლებდა, ჯერ ერთი, ოსკარისგან მიღებული აკრძალული სიგარე-
ტები ჩაექროთ („ჩემს კაბინეტში შედით და პორტსიგარი გაივ-
სეთ“, – დღე ისე არ გავიდოდა, რომელიმე მუშისთვის არ ეთქვა
ოსკარს და მრავალმნიშვნელოვნად თვალი არ ჩაეკრა) და
მეორე, თავ-თავიანთ საწოლებში დაბრუნებულიყვნენ.
რებეკა ძლიერ განაცვიფრა იმან, რომ პლაშუვში ბიჭი ეარში-
ყებოდა, თითქოს კრაკოვის გლოვნი რინეკზე საკონდიტროში ის-
ხდნენ.
მეორე დილას, როცა შტერნის კაბინეტიდან გამოდიოდა,
იოზეფი გარეთ დახვდა და თავისი სამუშაო კუთხე დაათვა-
ლიერებინა. უფრო მეტი ბარაკის აშენებას გეგმავდნენ და იოზე-
ფი ნახაზებს აკეთებდა. შემდეგ რებეკას ბარაკის ნომერი და ალ-
ტესტეს41 სახელი ჰკითხა. გოგონამ მცირე ყოყმანის შემდეგ უპა-

41 მამასახლისი, უხუცესი.
323 მკითხველთა ლიგა
სუხა. რებეკას საკუთარი თვალიყყთ ეხილა, როგორ მიათრევდა
ამონ გეთი თმით ჰელენ ჰირშს, რებეკამ იცოდა, რომ ამონ გეთი
ოდნავ გაკაწვრისთვისაც სულს გააფრთხობინებდა, მაგრამ ამ
ბიჭმა ქალური მოკრძალება დაუბრუნა, თავი კვლავ ქალიშვი-
ლად აგრძნობინა. მოვალ და დედაშენს დაველაპარაკებიო, დაჰ-
პირდა ბიჭი. დედა არ მყავსო, უპასუხა რებეკამ. მაშინ ალტესტეს
დაველაპარაკებიო, თქვა იოზეფმა.
ასე დაიწყო მათი ურთიერთობა უხუცესების თანხმობით, თით-
ქოს საამისოდ პლაშუვში საკმარისი დრო და ადგილი ჰქონო-
დეთ. იოზეფი იმდენად ექსცენტრული და ზრდილობიანი ყმაწვი-
ლი იყო, ერთმანეთს არც კოცნიდნენ. წესიერად ერთმანეთს პირ-
ველად ამონის ჭერქვეშ გადაეხვივნენ მას შემდეგ, რაც რებეკა
კომენდანტისთვის ლაქის წასმას მორჩა. ჰელენ ჰირშს მისთვის
წყალი გაეცხელებინა, საპონიც ეშოვა და რებეკა ზედა სართულ-
ზე აიპარა კოფთისა და საცვლების გასარეცხად. რემონტის გამო
ზედა სართული დაეცარიელებინათ. ტაშტად სასადილოდან წა-
მოღებულ თუნუქის ჯამს იყენებდა.
რებეკა საპნიან წყალში აჭყაპუნებდა ხელებს, როცა იოზეფი
გამოჩნდა.
– აქ რას აკეთებ? – ჰკითხა მას რებეკამ.
– ფართობს ვზომავ ჩემი ნახაზებისა და რემონტისთვის, – უპა-
სუხა იოზეფმა, – თავად რას აკეთებ აქ?
– მშვენივრად ხედავ, რასაც ვაკეთებ, – უპასუხა რებეკამ, – და
გთხოვ, ხმამაღლა ნუ ლაპარაკობ.
იოზეფი ოთახში მიმოდიოდა, საზომ ლენტს კედლებს ადებ-
და.
– ზუსტად გაზომე, – გააფრთხილა რებეკამ, რადგან კარგად
იცოდა, რაოდენ მომთხოვნი იყო ამონი.
– სანამ აქ ვარ, მოდი, შენც გაგზომავ, – იოზეფმა ლენტი ჯერ
მკლავებზე მიადო, მერე კისრიდან ხერხემლის ბოლომდე სიგ-
324 მკითხველთა ლიგა
რძე გაუზომა. რებეკას სიამოვნებდა მისი ცერა თითის შეხება.
თუმცა, როცა იოზეფმა გულში ჩაიკრა, მხოლოდ რამდენიმე წამს
შეიცადა და მერე გარეთ მიაბრძანა. ეს შუადღის ალერსისთვის
შესაფერისი ადგილი არ იყო.
სხვა სასიყვარულო ისტორების ჩამოთვლაც შეიძლება, პლა-
შუვში თვით SS-ელებსაც უყვარდებოდათ პატიმრები, მაგრამ არც
ერთი ისე ბედნიერად არ დასრულებულა, როგორც იოზეფ ბაუსი
და მემანიკურე გოგონასი. მაგალითად, ობერშარფიურერ
ჰუიარს, რომელმაც გეტოში დოქტორი როზალია ბლაუ დახვრი-
ტა და ბარაკების საძირკვლების ჩაქცევის გამო დიანა რაიტერი
სიკვდილით დასაჯა, ებრაელი გოგონა შეუყვარდა. მადრიჩის ქა-
ლიშვილი ტარნოვის გეტოდან გადმოყვანილმა ბიჭმა მოხიბლა.
ის ბიჭი მადრიჩის ტარნოვულ საწარმოში მუშაობდა, სანამ გე-
ტოების ლიკვიდატორი ამონი კრაკოვის გეტოს მსგავსად ტარ-
ნოვისასაც დახურავდა. ახლა ის ბიჭი პლაშუვის ბანაკში მოქმედ
მადრიჩის სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა; მადრიჩის ქალიშ-
ვილი შეყვარებულს პლაშუვში სტუმრობდა. პატიმარ შეყვარებუ-
ლებსა და ცოლ-ქმრებს მოფარებულ ადგილებსა და ბნელ კუთ-
ხეებში შეეძლოთ განმარტოება, მაგრამ რაიხის კანონები და პა-
ტიმართა უცნაური წეს-ჩვეულებები ფროილაინ მადრიჩისა და მი-
სი ახალგაზრდა შეყვარებულის ურთიერთობის წინააღმდეგი
იყო. კეთილ რაიმუნდ ტიჩსაც საკუთარი მკერავი შეუყვარდა. მა-
თი ფაქიზი და ფარული სიყვარული ხანმოკლე აღმოჩნდა. რაც
შეეხება ობერშარფიურერ ჰუიარს, მას თავად ამონმა უბრძანა,
სისულელეებს შეეშვიო. ჰუიარმაც გოგონა სასეირნოდ ტყეში წა-
იყვანა და კეფაში ტყვია დაახალა.
როგორც ჩანდა, სიკვდილის აჩრდილი SS-ელთა ვნებებსაც
გადაჰფარებოდა. ამას მევიოლინე ჰენრი როზნერი და მისი
აკორდეონისტი ძმა ლეოპოლდი ამონ გეთის მოქეიფე სტუმრე-
ბის გასართობად ვენური მელოდიების შესრულებისას ამჩნევ-
325 მკითხველთა ლიგა
დნენ. ერთ საღამოს ამონს მაღალი, გამხდარი, ჭაღარა SS-ელი
ეწვია და ბევრი დალია. დამთვრალმა როზნერებს უნგრული სიმ-
ღერის, „სევდიანი კვირის“ შესრულება მოსთხოვა. ეს სასიყვარუ-
ლო ბალადა ახალგაზრდა კაცზეა, რომელიც სიყვარულისთვის
თავის მოკვლას აპირებს. ჰენრის დაკვირვებით, სწორედ ამგვარი
სენტიმენტალური მელოდების მოსმენა მოსწონდათ SS-ელებს
მოცლილობის დროს. 1930-იან წლებში სიმღერამ ცუდი სახელი
დაიგდო და უნგრეთის, პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის მთავ-
რობები მის აკრძალვას აპირებდნენ, რადგან გულგატეხილ შეყ-
ვარებულებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებდა. ახალგაზრდა კა-
ცებს, თავში ტყვიის დაჭედებამდე, სიკვდილისწინა წერილებში
ხშირად ამ სიმღერიდან მოჰყავდათ ციტატები. რაიხის პროპაგან-
დის სამსახურს დიდი ხნის წინ აეკრძალა ეს სიმღერა. ახლა ეს
მაღალი, ელეგანტური სტუმარი, რომელიც საკმაოდ ასაკოვანი
იყო და წესით, მოზრდილი შვილები უნდა ჰყოლოდა, ახალგაზ-
რდული ჟინით შეპყრობილი ხშირ-ხშირად მიდიოდა ძმებ როზნე-
რებთან და „სევდიანი კვირა“ შემისრულეთო, სთხოვდა. დოქტო-
რი გებელსი ალბათ ძლიერ გაჯავრდებოდა, ეს რომ გაეგო, მაგ-
რამ სამხრეთ პოლონეთის ამ მივარდნილ მხარეში უიღბლო სიყ-
ვარულის მოგონებებით დაღონებულ SS-ის ოფიცერთან კამათს
არავინ აპირებდა.
როცა სტუმარმა მეოთხედ თუ მეხუთედ მოითხოვა სიმღერა,
ჰენრი როზნერი არაბუნებრივი რწმენით აღივსო. მუსიკას დასა-
ბამიდანვე ჯადოსნური ძალა აქვს; ხოლო ევროპაში ვიოლინოს
შესაძლებლობებს ისე სრულად ვერავინ იყენებდა, როგორც ჰენ-
რის მსგავსი კრაკოველი ებრაელი, რომლის ოჯახშიც მუსიკას კი
არ სწავლობდნენ, წინაპრებისგან მემკვიდრეობით იძენდნენ ქო-
ჰენის42 წოდებასავით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

42 მღვდელი ებრაულად.
326 მკითხველთა ლიგა
როგორც შემდგომში გაიხსენებს, ჰენრიმ იმ მომენტში გაიფიქრა:
„ღმერთო, თუ რაიმე ძალა გამაჩნია, დაე, ამ ნაბიჭვარმა თავი
მოიკლას.“
რამდენჯერმე გამეორებამ „სევდიან კვირას“ ამონის სასადი-
ლო ოთახში თითქოს კანონიერება დაუბრუნა და ჰენრიმ მისი
მეშვეობით ომი გამოაცხადა. ლეოპოლდი ძმასთან ერთად უკ-
რავდა. სიმპათიური ოფიცრის მათკენ მიმართული ლამის მად-
ლიერი და მელანქოლიური მზერა ორივეს მხნეობას მატებდა.
ჰენრის ოფლმა დაასხა. ეგონა, იმდენად ცხადია, ჩემი მელო-
დიით SS-ელის მოკვლას რომ ვცდილობ, ამონი ადრე თუ გვიან
აუცილებლად შეამჩნევს, სახლის უკან გამიყვანს და შუბლს გა-
მიხვრეტსო. ვერ გრძნობდა, კარგად უკრავდა თუ ცუდად, მუსიკა-
ში იყო ჩანთქმული. ამას ერთადერთი მსმენელი ამჩნევდა – ჭა-
ღარა ოფიცერი, რომელიც მთვრალი ბოშის, შერნერის, ჩურდა-
სა და გეთის ყაყანს ყურს არ უგდებდა და ჰენრის თვალებში ისე
მისჩერებოდა, თითქოს ეს-ესაა წამოხტება და იტყვისო:
– რასაკვირველია, ბატონებო. მევიოლინე მართალია. ამხე-
ლა მწუხარების გაძლება შეუძლებელია.
როზნერებმა ბევრჯერ გაიმეორეს სიმღერა, მაგრამ ამონი არ
წამომდგარა და როგორც სჩვეოდა, არ დაუყვირია: „საკმარისია!“
ბოლოს და ბოლოს, სტუმარი ადგა და აივანზე გავიდა. ჰენრი მა-
შინვე მიხვდა, რომ ყველაფერი, რის გაკეთებაც მისთვის შეეძ-
ლო, გააკეთა. ის და მისი ძმა მაშინვე ფონ ზუპესა და ლეჰარზე
გადაეწყვნენ და ოპერეტით წაშალეს კვალი. სტუმარი მარტო იდ-
გა აივანზე და ნახევარი საათის შემდეგ წვეულება თავში დახლი-
ლი ტყვიის გასროლის ხმამ ჩაშალა.
ასეთი იყო სექსი პლაშუვში. ტილები, მკბენარები და დაუოკე-
ბელი სურვილები მავთულხლართით შემოღობილ ბანაკში;
მკვლელობები და სიგიჟე – ბანაკის განაპირას. და ამ ყველაფ-

327 მკითხველთა ლიგა


რის შუაგულში იოზეფ ბაუ და რებეკა ტანენბაუმი სასიყვარულო
რიტუალურ ცეკვას აგრძელებდნენ.
იმ წლის თოვლიან ზამთარში, შეყვარებულთათვის სამწუხა-
როდ, პლაშუვმა სტატუსი შეიცვალა. 1944 წლის იანვრის დასაწ-
ყისში პლაშუვის იძულებითი შრომის ბანაკი კონცენტრაციონსლა-
გერად (საკონცენტრაციო ბანაკად) გადაკეთდა და შშ-ის მთავარი
ეკონომიკური და ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარე-
ბაში გადავიდა. პლაშუვის ქვებანაკებსაც – მათ შორის, ოსკარის
„ემალიას“ – ახლა გენერალი ოსვალდ პოლი განაგებდა ბერ-
ლინის შემოგარენში მდებარე ორანიენბურგიდან. პოლიციის შე-
ფებმა, შერნერმა და ჩურდამ ბანაკზე პირდაპირი გავლენა და-
კარგეს. ოსკარისა და მადრიჩის საწარმოში დასაქმებული მუშე-
ბის ქირა პომორის ქუჩაზე კი აღარ მიდიოდა, არამედ SS-ის
მთავარი ეკონომიკური და ადმინისტრაციული სამსახურის განყო-
ფილება D-ის (საკონცენტრაციო ბანაკები) უფროსის გენერალ
რიჰარდ გლიუქსის კაბინეტში. ოსკარსაც, თუ რაიმე სჭირდებოდა,
არამარტო პლაშუვში უწევდა ამონის მოსათაფლად სტუმრობა ან
იულიან შერნერის რომელიმე რესტორანში დაპატიჟება, არამედ
ორანიენბურგის დიდ ბიუროკრატიულ კომპლექსში კონკრეტულ
თანამდებობის პირებთან დაკავშირება.
ოსკარი პირველივე შესაძლებლობისთანავე გაემგზავრა ბერ-
ლინში საჭირო ხალხთან შესახვედრად. ორანიენბურგი თავიდან
საკონცენტრაციო ბანაკი იყო, ახლა კი ადმინისტრაციული შენო-
ბების წყებად ქცეულიყო. პატიმართა სიკვდილ-სიცოცხლის ყოვე-
ლი ასპექტი განყოფილება D-ში რეგულირდებოდა. განყოფილე-
ბის უფროს რიჰარდ გლიუქსს, ოსვალდ პოლთან შეთანხმების
შედეგად, მუშათა და გაზის კამერების კანდიდატთა რაოდენობის
დაბალანსებაც ევალებოდა. ამ განტოლებაში X იძულებით მომუ-
შავეს წარმოადგენდა, ხოლო Y – განადგურების უპირველეს კან-
დიდატებს.
328 მკითხველთა ლიგა
გლიუქსმა ყველა შემთხვევისთვის ცალკეული პროცედურა
შეიმუშავა და მისი განყოფილებიდან მგეგმავი, ქაღალდიქექია,
მივლინებული სპეციალისტისთვის დამახასიათებელი თავბრუ-
დამხვევი ჟარგონით დაწერილი უამრავი მოხსენებითი ბარათი
იგზავნებოდა.
ss-ის მთავარი ეკონომიკური და
ადმინისტრაციული სამსახურის
განყოფილება D (საკონცენტრაციო ბანაკები)
D1-AZ:14fl-Ot-S-
GEH TGB NO 453/44
კომენდანტებს საკონცენტრაციო ბანაკებისა
და., ზა., ბუ., მაუ., სლო., ნოი., აუს 1-3.,
გრ-რო., ნაც., შტუ., რავ., ჰერც., ალ-ბელს.;
გრუპენლ. დ. რიგა, გრუპენლ. დ. კრაკოვი (პლაშუვი)
ბანაკის კომენდანტების განაცხადები საომარ მრეწველობაში
ჩართული პატიმრის მხრიდან საბოტაჟის მცდელობისთვის მისი
გამათრახების ნებართვის თაობაზე მატულობს.
მოვითხოვ, რომ საბოტაჟის ყოველი დადასტურებული მცდე-
ლობისთვის (განაცხადს თან უნდა ერთვოდეს ბანაკის ხელმძღვა-
ნელების მოხსენება), მესაბოტაჟე დაისაჯოს ჩამოხრჩობით. სიკ-
ვდილით დასჯა შედგეს შესაბამისი რაზმის წევრების თვალწინ.
სიკვდილით დასჯის მიზეზი ხმამაღლა გამოცხადდეს სხვათა და-
საშინებლად.
(ხელმოწერა)
ss-ის ობერშტურმფიურერი.
ამ შემაძრწუნებელ დოკუმენტებში განიხილავდნენ, რა სიგ-
რძის უნდა ჰქონოდა პატიმარს თმა, რათა ის წყალქვეშა ნავის
ეკიპაჟისთვის წინდების მოსაქსოვად და რაიხის რკინიგზელთა
ფეხსაცმელში ჩასაფენი ღაბაშების დასამზადებლად გამოსადეგი
ყოფილიყო და პატიმარი ეკონომიკისთვის სასარგებლოდ გამო-
329 მკითხველთა ლიგა
ეცხადებინათ. ზოგიერთ ბარათში იმაზე კამათობდნენ, „სიკვდი-
ლის ფაქტები“ რვავე განყოფილებას უნდა აღენუსხა, თუ მხო-
ლოდ წერილიც იკმარებდა, რომელსაც კარტოთეკის ბარათის
განახლებისთანავე პირად ჩანაწერებს დაურთავდნენ. სწორედ
ამიტომ გაემგზავრა ჰერ შინდლერი კრაკოვიდან თავის პატარა
საწარმოს შესახებ მოსალაპარაკებლად. მისი მიღება პირადი შე-
მადგენლობის საშუალო წოდების ოფიცერს დაავალეს.
ამას ოსკარი არ დაუღონებია. ებრაელ პატიმრებს მუშახელად
მასზე დიდი დამსაქმებლებიც იყენებდნენ. მაგალითად, „იგ ფარ-
ბენის“ და „კრუპის“ მეგალითური კომპანიები და პლაშუვის კაბე-
ლის მწარმოებელი ქარხანა; ვარშაველ მეწარმე ვალტერ ტე-
ბენსს, რომელსაც ჰიმლერი ვერმახტში გაწვევას უპირებდა, შინ-
დლერზე უფრო მეტი ებრაელი მუშა ჰყავდა დასაქმებული. სტა-
ლევა ვოლას ლითონგადამამუშავებელ, ბუძინისა და ზაკოპანეს
საავიაციო და რანდომის „შტაირ-დაიმლერ-პუხის“ საავტომობი-
ლო ქარხნებშიც უამრავი ებრაელი პატიმარი მუშაობდა.
ოფიცერს „ემალიის“ გეგმა მაგიდაზე ედო.
– იმედია, ბანაკის ზომის გაზრდას არ აპირებთ, – თავაზიანად
თქვა მან, – ეს ტიფის ეპიდემიის გავრცელების რისკს გაზრდის.
ოსკარმა დაამშვიდა, არაო.
– მხოლოდ ჩემი მუშების შენარჩუნება მსურს, – თქვა მან. –
ამის თაობაზე უკვე ველაპარაკე პოლკოვნიკ ერიხ ლანგეს.
ოსკარმა შეამჩნია, რომ SS-ელისთვის ეს სახელი რაღაცას
ნიშნავდა, და მაშინვე პოლკოვნიკის წერილი მიაწოდა. ოფიცერი
სავარძლის საზურგეზე გადაწვა და წერილის კითხვას შეუდგა. კა-
ბინეტში სიჩუმე ჩამოვარდა. გვერდითა ოთახებიდან მხოლოდ
კალმების წრიპინი, ქაღალდის ფურცლების შარიშური და ხმადა-
ბალი ლაპარაკი ისმოდა, თითქოს არავინ იცოდა, რომ შესაბრა-
ლისი წივილ-კივილის სამყაროს შუაგულში ცხოვრობდნენ.

330 მკითხველთა ლიგა


ბერლინში არმიის შტაბ-ბინაში საბრძოლო საშუალებათა ინ-
სპექციის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ლანგე გავლენიანი კაცი
იყო. ოსკარმა ის კრაკოვში გენერალ შინდლერის მიერ გამარ-
თულ წვებულებაზე გაიცნო და ერთმანეთი მაშინვე მოეწონათ. ეს
ორი თითქოს ყნოსვით გრძნობდა, რომ გარკვეულწილად რეჟი-
მის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილი და არაერთ წვეულებაზე
განმარტოვებულან დარბაზის კუთხეში, რათა ერთმანეთი გა-
მოეცადათ და იქნებ დამეგობრებულიყვნენ კიდეც. ერიხ ლანგეს
პოლონეთის ბანაკებში, კერძოდ კი, „იგ ფარბენის“ ბსინთეზური
კაუჩუკის მწარმოებელ ქარხანაში არსებული მდგომარეობა თავ-
ზარს სცემდა. „ბუნის“ ზედამხედველები მუშებს „მუშაობის ტემპს“
უკონტროლებდნენ და ცემენტს სირბილ-სირბილით აზიდვინებ-
დნენ; იქ შიმშილით დახოცილთა და დასახიჩრებულთა გვამებს
კაბელების ჩასაწყობად ამოთხრილ ორმოებში ყრიდნენ და კაბე-
ლებთან ერთად მათაც აბეტონებდნენ. „აქ სასიცოცხლოდ კი
არა, ბეტონში ჩასამარხად მოგიყვანეს“, – ეუბნებოდა ახალმოსუ-
ლებს ქარხნის დირექტორი. ლანგეს მისი სიტყვები პირადად მო-
ესმინა და თავს საშინლად გრძნობდა.
ორანიენბურგში გაგზავნილ მის წერილს წინ უძღოდა ტელე-
ფონის ზარები, რომელთა მეშვეობით და ამ წერილითაც ლანგე
დაჟინებით ამტკიცებდა, რომ საბრძოლო საშუალებათა ინსპექ-
ცია ჰერ შინდლერის მიერ წარმოებულ ემალირებულ ჭურჭლე-
ულსა და 45 მილიმეტრიან ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებს ერის
გადარჩენის საქმეში შეტანილ უდიდეს წვლილად მიიჩნევდა.
ლანგეს თქმით, ჰერ დირექტორ შინდლერს კვალიფიციური მუ-
შებისა და სპეციალისტების გუნდი ჰყავდა შეკრებილი და მისთვის
ხელი არაფერს არ უნდა შეეშალა.
წერილმა ოფიცერზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
– გულწრფელად გეტყვით, ჰერ შინდლერ, – თქვა მან, – ზა-
ბოჩეს ბანაკისთვის სტატუსის შეცვლას ან მისი მოსახლეობის-
331 მკითხველთა ლიგა
თვის ხელის ხლებას არ ვგეგმავთ. თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ
თუნდაც კვალიფიციური ებრაელების მდგომარეობა ყოველთვის
სარისკოა, თვით SS-ის კომპანიებშიც კი. მაგალითად, „ოსტინ-
დუსტრიე“ პატიმრებს ტორფის ქარხანაში, ლუბლინის რკინის სა-
ამქროსა და ჯაგრისების მწარმოებელ ფაბრიკაში ასაქმებს; აგ-
რეთვე, რანდომის აღჭურვილობისა და ტრავნიკის ბეწვეულობის
გადამამუშავებელ ქარხანაში. თუმცა, SS-ის სხვა განყოფილებები
გამუდმებით ანადგურებენ სამუშაო ძალას და „ოსტინდუსტრიე“
ფაქტობრივად უქმადაა. სიკვდილის ბანაკებში საკმარისი რაოდე-
ნობის პატიმარს არასდროს ინარჩუნებენ, რომ ქარხნებში სამუშა-
ოდ გამოვიყენოთ. ბევრს ვწერთ ამის შესახებ, მაგრამ ამ ხალხს
არაფრის მოსმენა არ სურს. მიუხედავად ამისა, – დასძინა ოფი-
ცერმა და წერილი მაგიდაზე დადო, – ვეცდები, ყველანაირად
დაგეხმაროთ.
– პრობლემა ჩემთვის გასაგებია, – თქვა ოსკარმა და SS-ელს
ღიმილით შეხედა, – თუკი რამით შესაძლებელია ჩემი მად-
ლიერება გამოვხატო...
საბოლოოდ, ოსკარმა მცირედი გარანტია მაინც მიიღო, რომ
კრაკოვში მისი პატარა ფაბრიკა არსებობას გააგრძელებდა.
პლაშუვის ახალმა სტატუსმა შეყვარებულ წყვილებს კერძოდ
იმით ავნო, რომ პატიმრების სქესის მიხედვით რეალურად დაყო-
ფას შეუდგნენ. SS-ის მთავარი ეკონომიკური და ადმინისტრა-
ციული სამსახურის მრავალჯერადი მითითების შემდეგ კაცთა და
ქალთა საპატიმროებს შორის ღობე გაავლეს. პერიმეტრისა და
სამრეწველო სექტორისთვის გარს შემორტყმული ღობეები
ელექტრობით დამუხტეს. ამონმა და მისმა ოფიცრებმა თავიდან-
ვე იგრძნეს ამ ღობეების უპირატესობები და მათი სადამსჯელო
მიზნებით გამოყენება დაიწყეს. ახლა ოცდაოთხი საათის განმავ-
ლობაში შეეძლოთ გარე, ელექტრობით დამუხტულ ღობესა და
შიგა, დაუმუხტავ ღობეს შორის პატიმრების დაყენება. პატიმარმა
332 მკითხველთა ლიგა
იცოდა, რომ თუ დაიღლებოდა და წაბორძიკდებოდა, ზურგსუკან
ასობით ვოლტი ელექტროდენი ელოდა. მაგალითად, ერთ სა-
ღამოს მუშებთან ერთად ბანაკში დაბრუნებულმა მუნდეკ კორნმა
იმის გამო, რომ რაზმს ერთი მუშა აკლდა, მთელი დღე-ღამე იმ
ვიწრო სივრცეში გაატარა.
ღობესთან შემთხვევით შეჯახებაზე უარესი ალბათ ბარიერად
გავლებული ელექტროდენი იყო, რომელიც საღამოს სიის ამო-
კითხვიდან ადგომის მაუწყებელ დილის სიგნალამდე ქალებსა და
კაცებს ერთმანეთს აშორიშორებდა. შეხვედრების დრო მკვეთ-
რად შეიზღუდა და წყვილები გამოლაპარაკებას აპელპლაცზეღა
ახერხებდნენ, სანამ რიგში ჩადგომას უბრძანებდნენ. გენერალ
პოლის SS-ის მთავარი სამსახურის დირექტივებმა პლაშუვის პა-
ტიმრები აიძულა ხრიკისთვის მიემართათ და ერთმანეთს შეწყვი-
ლებული ჩიტების ხმაზე სტვენით ეკონტაქტებოდნენ. ასე გრძელ-
დებოდა რებეკასა და იოზეფის ოფიციალური ურთიერთობა.
იოზეფმა ტანსაცმლის საწყობში გარდაცვლილი ქალის ტან-
საცმელი იშოვა. ხშირად, კაცების სიის ამოკითხვის შემდეგ, იოზე-
ფი საპირფარეშოში შევიდოდა, გრძელ კაბას ჩაიცვამდა, ხასიდე-
ბის კაპორს დაიხურავდა და ქალების რიგებში გადაინაცვლებდა.
მისი მოკლე თმა SS-ელ მცველებს არ აკვირვებდა, რადგან ტი-
ლების გამო ქალების უმეტესობა თმას იკრეჭდა. 13 000 ქალ პა-
ტიმართან ერთად იოზეფი ქალთა 57-ე სექტორში შედიოდა და
რებეკასთან მთელი ღამით რჩებოდა.
რებეკას ბარაკში ხანდაზმული ქალები იოზეფს სიტყვაზე ენ-
დობოდნენ. იოზეფი ტრადიციული ურთიერთობების მომხრე იყო
და ქალებიც გასათხოვარი ქალიშვილის თანმხლებთა ტრადიცი-
ულ როლს ასრულებდნენ. იოზეფი ქალებისთვის ღვთიური საჩუ-
ქარი აღმოჩნდა – მათ ომამდელი, ცერემონიული პიროვნულობა
დაუბრუნა. ოთხსართულიანი საწოლებიდან თვალს არ აშორებ-
დნენ ორ ახალგაზრდას, სანამ რომელიმე მათგანს არ ჩაეძინე-
333 მკითხველთა ლიგა
ბოდა. შესაძლოა რომელიმე ფიქრობდა, „ასეთ დროში მეტისმე-
ტად მკაცრები ნუ ვიქნებით და ნუ გავკიცხავთ ახალგაზრდებს,
შუაღამისას თუ რამეს იზამენ“, მაგრამ ეს ხმამაღლა არც ერთს
არ უთქვამს. პირიქით, ორი ქალი ერთ ვიწრო საწოლზე წვებო-
და და იოზეფს საწოლს უთმობდნენ. მოუხერხებლობა, სხვისი
სხეულის სუნი და ერთი მეგობრიდან მეორეზე ტილების გადაცო-
ცების შიში იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენადაც საკუ-
თარი ღირსების გრძნობა, რომელსაც მათ ახალგაზრდა წყვი-
ლის ქორწინებამდელი ურთიერთობის წესების დაცვა ანიჭებდა.
ზამთრის მიწურულს მშენებლობის სამსახურის სამკლაურიანი
იოზეფი შიგა ღობესა და ელექტრობით დამუხტულ ბარიერს შო-
რის ვიწრო მონაკვეთზე, უჩვეულოდ სუფთა თოვლში მიაბიჯებდა.
ხელში კვლავ საზომი ლენტი ეჭირა და გუმბათიანი საგუშაგო
კოშკებიდან მოთვალთვალე ჯარისკაცთა დასანახად, ვითომდა
არქიტექტურული მიზნებით ნეიტრალურ ტერიტორიას ზომავდა.
ფაიფურის იზოლატორებით მორთული ბეტონის სვეტების
ქვეშ გაზაფხულის პირველ, პაწაწინა ყვავილებს ამოეყოთ ყთავი.
იოზეფი დაიხარა, ყვავილები მოწყვიტა და ქურთუკის უბეში ჩაიწ-
ყო. მერე იერუსალიმის ქუჩით ბანაკის მეორე ბოლოსკენ
გაემართა. ამონის ვილას რომ გაუსწორდა, სადარბაზო კარი
გაიღო და კიბის თავზე მთასავით აღიმართა ამონ გეთი. მკერდზე
ყვავილებმიკრული იოზეფ ბაუ გაჩერდა. ამონის თვალწინ უქმად
დგომა ყველაზე საშიში იყო, მაგრამ იოზეფს თითქოს ხელ-ფეხი
გაუშეშდა. შიშმა შეიპყრო, რომ გული, რომელიც ასე პატიოსნად
და უანგაროდ მიუძღვნა ობოლ რებეკას, ამონის მორიგი სამიზნე
გახდებოდა.
თუმცა, ამონმა ისე ჩაუარა, იოზეფისთვის ყურადღება არ მიუქ-
ცევია, არც კი უსაყვედურია, საზომი ლენტით ხელში უსაქმურად
რას დაყუდებულხარო, და იოზეფმა დაასკვნა, ეს რაღაცას უნდა
ნიშნავდესო. ამონს ტყუილუბრალოდ ვერავინ გადაურჩებოდა.
334 მკითხველთა ლიგა
მსროლელის უნიფორმაში გამოწყობილი ამონი ერთხელ გარაჟ-
ში უკანა კარით შევიდა და ერთ გოგონას, გვარად ვარენჰაუპტს
ლიმუზინში წამოწოლილს წაასწრო. ფანჯრის მინები, მას რომ
უნდა გაეწმინდა, ჯერაც დალაქავებული იყო, თავად გოგონა კი
უკანახედვის სარკეში იყურებოდა. ამონმა იგი სიკვდილით დასა-
ჯა. ერთხელ სამზარეულოს ფანჯრიდან დედა და მისი ქალიშვი-
ლიც ადგილზე დახვრიტა იმისათვის, რომ კარტოფილს ძალიან
ნელა თლიდნენ. და აი, ახლა მის სახლის კართან მოხდა ის,
რაც ამონს ძალიან ეჯავრებოდა – შეყვარებული და მხაზველი
ებრაელი გაქვავდა. ამონმა მას გვერდით ჩაუარა, ვითომც არა-
ფერიო. ბაუმ გადაწყვიტა, გაბედული საქციელით იღბალი გა-
მოეცადა. ყველაზე გაბედული საქციელი კი იმხანად, რასაკვირ-
ველია, ქორწინება იყო.
იოზეფი ადმინისტრაციულ შენობაში შევიდა, კიბით ზედა სარ-
ყთულზე ავიდა, შტერნის კაბინეტში რებეკა იპოვა და მას ცოლო-
ბა სთხოვა. რებეკას მისი კატეგორიულობა ესიამოვნა და თან ცუ-
დად ენიშნა.
იმავე საღამოს, მკვდარი ქალის კაბით, იოზეფი კვლავ ესტუმ-
რა თავის დედას და 57-ე ბარაკის ხანდაზმულ ქალთა საბჭოს.
რაბინის გამოჩენასღა ელოდნენ. პლაუშუვში რაბინები მხოლოდ
რამდენიმე დღით მოჰყავდათ, სანამ იქიდან აუშვიცის გზას გაუყე-
ნებდნენ. ეს რამდენიმე დღე გაზის კამერებში დასახოცად განწი-
რული რაბინების საპოვნელად და მათთვის კიდუშინისა და ნი-
სუინის (ნიშნობისა და ქორწინების ებრაული რიტუალები.) რი-
ტუალების უკანასკნელად აღსრულების სათხოვნელად არ კმა-
როდა.
იოზეფმა და რებეკამ თებერვლის სუსხიან კვირა ღამეს იქორ-
წინეს. რაბინი არ ჰყოლიათ. საქორწილო რიტუალი ქალბატონ-
მა ბაუმ, იოზეფის დედამ ჩაატარა. ისინი რეფორმირებული იუდე-
ველები იყვნენ და არამეულ ენაზე დაწერილი ქეთუბას წაკითხვა
335 მკითხველთა ლიგა
არ სჭირდებოდათ. იუველირ ვულკანის სახელოსნოში ვიღაცას
ქალბატონი ბაუს მიერ გადანახული ორი ვერცხლის კოვზი გადა-
ედნო და ნიშნობის ბეჭდები დაემზადებინა. ბარაკის იატაკზე რე-
ბეკამ იოზეფს შვიდჯერ შემოუარა, ხოლო იოზეფმა შუშა – მშე-
ნებლობის სამსახურის შენობიდან წამოღებული გადამწვარი
ელექტრონათურა – დაამსხვრია.
ახალშეუღლებულებს საწოლების ზედა იარუსი დაუთმეს და
მცირედი სიმყუდროვისა და სიმარტოვის შესაქმნელად, გარს
საბნები ჩამოაფარეს. სიბნელეში იოზეფი და რებეკა საწოლზე
აცოცდნენ. პოლონურ ქორწილებში ყოველთვის დგებოდა ვულ-
გარული ხუმრობებით გართობის დრო. თუკი სტუმრებს ტრადი-
ციული ორაზროვანი ხუმრობების თქმა ეუხერხულებოდათ, ქორ-
წილისთვის საგანგებოდ ქირაობდნენ ხუმარებს. ქალები, ოცი--
ოცდაათი წლის წინ, ახალგაზრდობისას, ქორწილებში მსგავს
ოხუნჯობებზე მორცხვად რომ იღიმოდნენ და გამკიცხავად თა-
ვებს აქნევდნენ, იმ ღამით თავად ასრულებდნენ დახოცილი თუ
დაკარგული ხუმარების როლს.
იოზეფისა და რებეკას განმარტოებიდან ათი წუთით არ იქნე-
ბოდა გასული, რომ ბარაკში შუქი აინთო. იოზეფმა საბნებიდან
გამოიჭვრიტა და საწოლის რიგებს შორის მავალი უნტერშტურ-
მფიურერი შაიდტი დაინახა. კვლავ გარდაუვალი აღსასრულის
მოახლოებით გამოწვეული შიში დაეუფლა ახალგაზრდა მხაზ-
ველს. ბარაკში მისი არყოფნა შეამჩნიეს და ყველაზე საშინელი
ოფიცერი დედამისის ბარაკში გამოგზავნეს მის მოსაძებნად!
ამონმა მის უსაქმურობაზე დღისით თვალი მხოლოდ იმიტომ და-
ხუჭა, რომ ქორწილის ღამეს მის მოსაკლავად სასხლეტზე თითის
უყოყმანოდ გამომკვრელი შაიდტი გამოეგზავნა!
იოზეფის გამო ქალებს საფრთხე შეექმნათ – დედამისს, პა-
ტარძალს, მოწმეებს, ყველაზე უხამს ხუმარებს. მაპატიეთო, აბუტ-
ბუტდა ის. რებეკამ უთხრა, გაჩუმდიო და საბნები ჩამოხსნა. მისი
336 მკითხველთა ლიგა
აზრით, თუკი რაიმე საეჭვოს არ შეამჩნევდა, შაიდტი ღამით ზედა
საწოლებზე ძრომიალს არ დაიწყებდა. ქვედა საწოლებიდან ჩა-
ლის პატარა ბალიშები მიაწოდეს. იოზეფმა ცოლი კი შეირთო,
მაგრამ იმ წუთას პატარა ბავშვად იქცა, რომელიც უნდა დაემა-
ლათ. საწოლის კუთხეში მიიყუჟა და რებეკამ ბალიშები ააფარა.
შაიდტმა მათ საწოლს ჩაუარა და ბარაკიდან უკანა კარით გავი-
და. შუქი ჩააქრეს. შავი, უწესო ხუმრობების თანხლებით ბაუების
ახალშექმნილი ოჯახი კვლავ ინტიმურ გარემოში აღმოჩნდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ სირენები აკივლდა. სიბნელეში ყვე-
ლა წამოჯდა. ხმაური იოზეფისთვის იმას ნიშნავდა, რომ დიახ,
მისი ქორწილის ჩაშლას აპირებდნენ, კაცების ბარაკში მისი ცა-
რიელი საწოლი იპოვეს და ახლა სერიოზულად ნადირობდნენ
მასზე.
საწოლებს შორის, წყვდიადში, ქალები ირეოდნენ. ისინიც მიხ-
ვდნენ, რაც ხდებოდა. იოზეფს ზედა საწოლიდან ესმოდა მათი
ლაპარაკი. ეს ძველმოდური სიყვარული დაღუპავს! ბარაკის ალ-
ტესტეს, რომელიც გაგებით მოეკიდა მათ სურვილს, პირველს
დახვრეტენ, როგორც კი შუქს აანთებენ და ქალად გადაცმულ სი-
ძეს აღმოაჩენენ.
იოზეფ ბაუმ ტანსაცმელს ხელი სტაცა, ცოლს საჩქაროდ აკო-
ცა, ძირს ჩახტა და ბარაკიდან გაიქცა. გარეთ, სიბნელეში, სირე-
ნების კივილმა დააყრუა. ატალახებულ თოვლში მირბოდა, ქურ-
თუკი და ძველმანები იღლიებში ჰქონდა ამოჩრილი. როცა შუქს
ჩართავდნენ, საგუშაგო კოშკებიდან აუცილებლად შეამჩნევდნენ,
მაგრამ მას გიჰჟური იდეა გაუჩნდა: ღობემდე უნდა მიესწრო და,
მიუხედავად იმისა, რომ ღობე დამუხტული იყო, როგორმე ზედ
გადამძვრალიყო. თუ კაცების ბანაკში შეაღწევდა, იქ რაიმეს
მოიფიქრებდა, კუჭი ამეშალა, ტუალეტში წავედი, იქ გრძნობა
დავკარგე და გონს სირენების ხმამ მომიყვანაო ან რამე ამდაგ-
ვარს.
337 მკითხველთა ლიგა
სირბილისას გაიაზრა, რომ თუნდაც დენს დაერტყა და შეეპ-
ყროთ, არაფრით არ უნდა გაემხილა, რომელ ქალს სტუმრობ-
და. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ თუნდაც ასე ექნა,
მეორე დილით აპელპლაცზე მასწავლებელ-მოსწავლეების სცენა
განმეორდებოდა და რებეკას წინ გამოსვლას აიძულებდნენ.
პლაშუვში ქალთა და კაცთა სექტორების გამყოფ, მავთულ-
ხლართის ღობეში ცხრა ელექტროსადენი იყო გავლებული.
იოზეფ ბაუ რაც შეიძლებოდა მაღლა შეხტა, რომ ქვემოდან მესა-
მე სადენზე შემდგარიყო, ხოლო გაჭიმული ხელებით ზემოდან
მეორეს მისწვდომოდა. ვირთხასავით სწრაფად ისკუპა და მავ-
თულხლართს აეკრა. გაყინული ლითონის სიცივე ელექტროდე-
ნის დარტყმად ეჩვენა, მაგრამ სინამდვილეში ღობე დაუმუხტავი
იყო, ელექტროენერგია – გამორთული. იოზეფ ბაუს მიზეზზე თა-
ვის მტვრევა არ დაუწყია, ღობეზე გადაცოცდა და კაცების სექ-
ტორში გადახტა.
„უკვე ცოლიანი კაცი ხარ“, – შეახსენა მან საკუთარ თავს, რო-
ცა სამრეცხაოსთან ტუალეტში შეიპარა. „საშინელი ფაღარათი,
ჰერ ობერშარფიურერო“. აქოშინებული იდგა სიმყრალეში. დღი-
სით ამონმა მის ყვავილებს ყურადღება არ მიაქცია... როგორც
იქნა, იქორწინა... ორჯერ შეაფერხეს... შაიდტი და სირენის კივი-
ლი... პრობლემები ელექტროენერგიასთან და ელექტროსადენ-
თან... სულს ითქვამდა და ძალას იკრებდა იოზეფ ბაუ და ფიქ-
რობდა, როდემდე უნდა ეცხოვრა ასეთ გაურკვევლობაში. სხვე-
ბივით მასაც ერთი სული ჰქონდა, როდის მოეღებოდა ბოლო სა-
ზარელ ყოფას.
იოზეფი უკანასკნელი ჩადგა თავისი ბარაკის წინ რიგში. კანკა-
ლებდა. საბედნიეროდ, ალტესტემ დაიცვა.
– დიახ, ჰერ უნტერშტურმფიურერო, ჰეფტლინგ ბაუს ტუალეტ-
ში წასვლის უფლება მე მივეცი.

338 მკითხველთა ლიგა


სინამდვილეში მას კი არა, სამ ახალგაზრდა სიონისტს ეძებ-
დნენ. ისინი ავეჯის გადასაკრავი მასალის ქარხნიდან, სადაც
ზღვის ბალახისგან ვერმახტისთვის ლეიბებს კერავდნენ, სატვირ-
თო მანქანით გაიპარნენ.

339 მკითხველთა ლიგა


თავი 27

1944 წლის 28 აპრილს, ოცდამეთექვსმეტე დაბადების დღეზე,


საკუთარი ანარეკლის პროფილში შეთვალიერებისას, ოსკარმა
აღმოაჩინა, რომ გასუქებულიყო. საბედნიეროდ, როცა დილით
თანამშრომელი გოგოები გადაეხვივნენ და მიულოცეს, არც
ერთს არ გაუკიცხავს. „ემალიაში“ საჯაშუშოდ ჩანერგილი რომე-
ლიღაც გერმანელი ტექნიკოსი ალბათ გულგატეხილი იყო, რად-
გან SS-მა ოსკარი პომორის ქუჩიდან და მონტელუპიხიდან, ყვე-
ლას აზრით, მიუდგომელი და სხვათა ზეგავლენისგან დაცული
სიმაგრიდან გაათავისუფლა.
როგორც ყოველთვის, ემილიემ ჩეხოსლოვაკიიდან მიულოცა
დაბადების დღე, ხოლო ინგრიდმა და კლონოვსკამ საჩუქრები
აჩუქეს. უკვე ოთხნახევარი წელი იყო, რაც კრაკოვში დასახლდა,
მაგრამ ოსკარის პირადი ცხოვრება უცვლელი რჩებოდა. ინგრი-
დი მისი საყვარელი იყო, ვიქტორია კლონოვსკა – მეგობარი გო-
გო, ხოლო ემილიე – ცოლი, რომლის არყოფნა არავის უკვირ-
და. თუ რომელიმე ქალთაგანი უკმაყოფილო და შეცბუნებული
იყო მსგავსი მოწყობით, ამას ხმამაღლა არ ამბობდა. თუმცა, ახ-
ლა ოსკარის სიცოცხლის უკვე ოცდამეჩვიდმეტე წელს მისი და
ინგრიდის ურთიერთობაში გარკვეული გაცივება შეიმჩნეოდა; სა-
მაგიეროდ, კლონოვსკას არარეგულარული კავშირებიც აკმაყო-
ფილებდა და უწინდებურად ერთგულ მეგობრად რჩებოდა, ხო-
ლო ემილიე ოსკართან ქორწინებას კვლავაც ურღვევად მიიჩნევ-
და. მოკლედ, ოსკარს საჩუქრები მისცეს და ზედმეტი რჩევებით
არ შეუწუხებიაყთ.
ზეიმში სხვებიც მონაწილეობდნენ. საღამოს ამონმა ლიპოვას
ქუჩაზე მცველის, უკრაინული გარნიზონის საუკეთესო ბარიტონის
თანხლებით მევიოლინე ჰენრი როზნერი გამოგზავნა. ამ ეტაპზე

340 მკითხველთა ლიგა


ამონი შინდლერთან საქმიანი თანამშრომლობით საკმაოდ კმა-
ყოფილი იყო. „ემალიის“ ბანაკის განუწყვეტელი მხარდაჭერის
სანაცვლოდ, ამონს ოსკარმა თხოვნა შეუსრულა და თავისი „მერ-
სედესით“ ნებისმიერ დროს სარგებლობის უფლება მისცა. ეს
იონისგან ერთი დღით შეძენილი ჯაბახანა კი არა, „ემალიის“ გა-
რაჟში მდგარი ყველაზე კოხტა ავტომობილი იყო.
სოლოკონცერტი ოსკარის კაბინეტში გაიმართა. კონცერტს
მხოლოდ ოსკარი ესწრებოდა, თითქოს ხალხმრავლობა მოს-
წყინდა და სხვებისგან განმარტოება ისურვაო. როცა უკრაინელი
მცველი ტუალეტში წავიდა, ოსკარმა ჰენრის გაუმხილა, დეპრე-
სიაში ვარო. ომის სიახლეებს დაეღონებინა. მისი დაბადების დღე
შეფერხებას დაემთხვა. საბჭოთა არმია ბელორუსიაში პრიპიატის
ჭაობების გადაღმა, ლვოვის ფრონტზე შეჩერდა. ოსკარის შიშმა
ჰენრი დააბნია.
„ნუთუ ვერ ხვდება, რომ თუ რუსებს არ შეაჩერებენ, მის საქ-
მიანობას აქ ბოლო მოეღება?“ – გაიფიქრა ჰენრიმ.
– ბევრჯერ ვთხოვე ამონს, რომ შენ, შენი ცოლი და შვილი
საცხოვრებლად აქ გამოგიშვან, – უთხრა ოსკარმა ჰენრის, – ამის
გაგონებაც არ უნდა. ძალიან გაფასებს. თუმცა, ადრე თუ გვიან...
ჰენრიმ მადლობა გადაუხადა. თუმცა, დასძინა, ჩემი ოჯახი
პლაშუვშიც საკმაოდ უსაფრთხოდ გრძნობს თავსო.
– მაგალითად, გეთმა ჩემს რძალს მუშაობის დროს სიგარეტის
მოწევისას წაასწრო და მისი დახვრეტა ბრძანა, მაგრამ რომელი-
ღაც ოფიცერმა ჰერ კომენდანტს უთხრა, ეს ქალბატონი როზნე-
რია, აკორდეონისტ როზნერის ცოლიო და ამონმაც შეიწყალა.
„ო, – წამოიძახა მან, – მაშინ გახსოვდეს, გოგო, რომ მუშაობისას
მოწევა აკრძალულია!“
იმ ღამით ჰენრიმ ოსკარს გაუმხილა, რომ სწორედ ამონის კე-
თილგანწყობილებამ და მუსიკალური ნიჭის გამო როზნერების-
თვის ბოძებულმა იმუნიტეტმა გააბედვინა მას და მანსის თავიან-
341 მკითხველთა ლიგა
თი რვა წლის ვაჟის, ოლეკის ბანაკში წაყვანა. მანამდე ოლეკს
კრაკოვში მეგობრებთან მალავდნენ, მაგრამ დღითიდღე ეს უფ-
რო საშიში ხდებოდა. ბანაკში ოლეკი სხვა, დაურეგისტრირებელ
ბავშვთა მცირე ჯგუფში აირია. მათი არსებობის შესახებ იცოდნენ,
მაგრამ პატიმრები თვალს ხუჭავდნენ, ხოლო ბანაკის უმცროსი
ოფიცრები შემწყნარებლობას იჩენდნენ. ოლეკის ბანაკში შეყვანა
საკმაოდ სარისკო საქმე აღმოჩნდა. ბიჭი ბანაკში პოლდეკ პფე-
ფერბერგმა შეაპარა, რომელსაც ქალაქიდან სატვირთო მანქა-
ნით ხელსაწყო-იარაღები მოჰქონდა. ჭიშკართან უკრაინელმა
მცველებმა კინაღამ აღმოაჩინეს ბიჭუნა, რომლის ბანაკის საზ-
ღვრებს გარეთ ცხოვრება და არსებობა რაიხის გენერალური გუ-
ბერნიის ყველა რასობრივ კანონს ეწინააღმდეგებოდა. ოლეკის
ტერფები პოლდეკის ფეხებს შუა დადებული ხელსაწყოების ყუთი-
დან ამოჩრილიყო.
– ბატონო პფეფერბერგ, ბატონო პფეფერბერგ, – მოესმა
პოლდეკს, როცა უკრაინელები სატვირთო მანქანას ჩხრეკდნენ,
– ფეხები მიჩანს.
ამის გახსენებაზე ჰენრის დღეს უკვე ეცინებოდა, ოღონდ მა-
ინც ფრთხილობდა, რადგან წინ ჯერაც უამრავი დაბრკოლება
ელოდათ. სამაგიეროდ, შინდლერი აღშფოთდა. ამას ალბათ
ალკოჰოლით მოგვრილმა მსუბუქმა მელანქოლიამაც შეუწყო ხე-
ლი. სკამის საზურგეს ხელი მოჰკიდა, სკამი ასწია და ფიურერის
პორტრეტს დაუმიზნა. ჰენრის წამით მოეჩვენა, რომ სკამს ნაცის-
ტების ხატს შეალეწავდა, თუმცა ოსკარი მკვეთრად მოტრიალდა,
სკამი ნელა დასწია და ხელი გაუშვა. სკამი იატაკზე მძიმედ
დაეცა. კედლები შეზანზარდა.
– თქვენთან უკვე გვამებს წვავენ, ხომ? – ჩუმად ჰკითხა ჰენ-
რის.
ჰენრი დაიმანჭა, თითქოს ოთახში სიმყრალე დატრიალდაო.
– კი, დაიწყეს, – დაადასტურა მან.
342 მკითხველთა ლიგა
რაკი პლაშუვი, ბიუროკრატთა ენაზე თუ ვიტყვით, საკონცენ-
ტრაციო ბანაკად გადაიქცა, პატიმრებს ამონთან შეხვედრისა
აღარ ეშინოდათ. ორანიენბურგი გაუსამართლებლად სიკვდი-
ლით დასჯას კრძალავდა. ის დრო, როცა კარტოფილის ცუდად
მთლელებს ადგილზე ხვრეტდნენ, წარსულს ჩაბარდა. ახლა მათ
მხოლოდ სათანადო პროცედურის დაცვით თუ გაანადგურებდნენ.
იმართებოდა საქმის მოსმენა და ოქმს სამ ეგზემპლარად ორანი-
ენბურგში გზავნიდნენ. განაჩენი არა მხოლოდ გენერალ გლიუქ-
სის უწყებას, არამედ გენერალ პოლის განყოფილება W-საც (კო-
მერციული საქმიანობა) უნდა დაემტკიცებინა. საქმე ის იყო, რომ
თუ კომენდანტი კვალიფიციურ მუშას მოკლავდა, განყოფილება
W-ს კომპენსაციის გადახდა მოუწევდა. მაგალითად, ფაიფურის
ნივთების მწარმოებელმა მიუნხენურმა საწარმომ, რომელიც და-
ხაუელი პატიმრების მონურ შრომას იყენებდა, 31 800 რაიხსმარ-
კის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა, რადგან „1943 წლის იან-
ვარში გავრცელებული ტიფის ეპიდემიის გამო 1943 წლის 26
იანვრიდან 1943 წლის 3 მარტამდე პატიმართა შრომით არ გვი-
სარგებლია. შესაბამისად, ბიზნეს კომპენსაციების გადახდის ხელ-
შეკრულების მეორე მუხლის მიხედვით, ზარალის ანაზღაურება
გვეკუთვნის...“
განყოფილება W-ის პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მაშინ
მატულობდა, თუ კვალიფიციურ მუშას სასხლეტისთვის თითის გა-
მოსაკრავად მუდამ მზად მყოფი რომელიმე შშ-ელი შეიწირავდა.
და ამონიც, საკანცელარიო სამუშაოს მომატებისა და გართუ-
ლებების შიშით, უმეტესად თავს იკავებდა. ხალხი, რომელიც
1944 წლის ზაფხულის დასაწყისში მისი თვალთახედვის არეში
მოხვდა, როგორღაც ხვდებოდა, რომ საფრთხე აღარ ემუქრებო-
და, თუმც კი განყოფილება W-ს და გენერლების – პოლის და
გლიუქსის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათთვის ეს რემისია ისე-
თივე ამოუხსენელი იყო, როგორც ამონის სიგიჟე.
343 მკითხველთა ლიგა
სამაგიეროდ, როგორც ოსკარმა უთხრა ჰენრი როზნერს,
პლაშუვში უკვე გვამებს წვავდნენ. საბჭოელები იერიშისთვის ემ-
ზადებოდნენ და SS-ი აღმოსავლეთში დაწესებულებებს ხურავდა.
გასულ შემოდგომაზე ვაფენ SS-ის დაქვემდებარებაში მყოფი
ტრებლინკა, სობიბორი და ბელჟეცი დაცალეს, ხოლო კვალის
წასაშლელად გაზის კამერები და კრემატორიუმები ააფეთქეს.
იქაური ქვედანაყოფები პარტიზანებთან საბრძოლველად იტა-
ლიაში გადაისროლეს. აღმოსავლეთში საჭირო საქმის საკეთებ-
ლად უსაფრყთხო ადგილას, ზემო სილეზიაში მდებარე აუშვიცის
დიდი კომპლექსიც იკმარებდა; და როცა ყველაფერს მორჩე-
ბოდნენ, მის კრემატორიუმს მიწაში ჩაფლავდნენ. რადგან კრემა-
ტორიუმის გარეშე დახოცილები მოწმეებად ვერ ივარგებდნენ,
მხოლოდ ქარში ჩაკარგულ ჩურჩულად და ვერხვის ფოთლებზე
მიმოყრილ უნაყოფო მტვრად იქცეოდნენ.
პლაშუვში საქმე უფრო რთულად იყო გარშემო ყველგან მი-
მოფანტული გვამების გამო. 1943 წლის გაზაფხულზე, განსაკუთ-
რებით კი – გეტოს არსებობის ბოლო ორ დღეში დახოცილები
ტყეში გათხრილ საერთო საფლავებში უწესრიგოდ ემარხა. გან-
ყოფილება D-მ ამონს მათი პოვნა დაავალა.
დახოცილთა რაოდენობა მკვეთრად მერყეობს. პოლონურ
გამოცემებში, რომლებიც პოლონეთში ნაცისტთა დანაშაულების
მთავარი საგამოძიებო კომისიის ანგარიშებს ეყრდნობა, ამტკიცე-
ბენ, რომ პლაშუვსა და მის ხუთ ქვებანაკში სხვადასხვა დროს 150
000-მა პატიმარმა იცხოვრა. მათი უმეტესობა იქ დროებით მიეყ-
ვანათ, სანამ სხვაგან გადაიყვანდნენ. 150 000-დან დაახლოებით
80 000 პატიმარი, პოლონელთა აზრით, იქვე დაიღუპა: ზოგი
ხუიოვა გორკაზე დახვრიტეს, ზოგი ეპიდემიებმა შეიწირა.
ეს რიცხვები ცოცხლად გადარჩენილ პლაშუვის ყოფილ პა-
ტიმრებს, რომელთაც გვამების დაწვის საზარელი სამუშაოს შეს-
რულება ხვდათ წილად, საგონებელში აგდებს. მათი თქმით, საფ-
344 მკითხველთა ლიგა
ლავებიდან ამოთხრილ ცხედართა რაოდენობა 8000-დან 10
000-მდე მერყეობს, თავისთავად თავზარდამცემი რიცხვია და
გაზვიადება არ სჭირდება. სხვაობა ამ მიახლოებით რიცხვებს შო-
რის კიდევ უფრო შემცირდება, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ
ხუიოვა გორკასა და პლაშუვის სხვა წერტილებში პოლონელთა,
ბოშათა და ებრაელთა ეგზეკუციები მთელი 1944 წლის განმავ-
ლობაში გრძელდებოდა, ხოლო SS-ი მასობრივი მკვლელობე-
ბისთანავე თავადვე წვავდა ცხედრებს მიტოვებულ ავსტრიულ სი-
მაგრეში. ომის შემდგომი ექსჰუმაციისას კიდევ ათასობით გვამი
აღმოაჩინეს; დღესაც კი კრაკოვის გარეუბნებში, პლაშუვის სიახ-
ლოვეს, საძირკვლების ამოღებისას დახოცილთა ძვლებს
პოულობენ.
დაბადების დღემდე ბანაკში სტუმრობისას ოსკარმა სახელოს-
ნოების ზემოთ, ქედზე, კოცონები შეამჩნია. როცა ერთი კვირის
შემდეგ ბანაკს ხელახლა ეწვია, კოცონები უფრო ძლიერად გიზ-
გიზებდა. საერთო საფლავებიდან გვამებს მამაკაცი პატიმრები
თხრიდნენ; სახეზე ნიღბები აეფარებინათ, მაგრამ მყრალი სუნი
მაინც სულს უხუთავდათ. ცხედრები საბნებით, ურიკებითა და სა-
კაცეებით მიჰქონდათ და ხის მორებზე აწყობდნენ. როცა ერთმა-
ნეთზე დახვავებული ცხედრების გროვა ადამიანის მხრის სიმაღ-
ლემდე მიაღწევდა, ზედ საწვავს ასხამდნენ და ცეცხლს უკიდებ-
დნენ. პფეფერბერგი შეძრწუნებული უყურებდა ცეცხლის მიერ
დროებით გაცოცხლებულ მკვდრებს, წამომჯდარ გვამებს, რომ-
ლებიც ხელ-ფეხს შლიდნენ და უკანასკნელად აღებდნენ პირებს.
ახალგაზრდა SS-ელი კოცონებს შორის პისტოლეტის ქნევით
დარბოდა და გაშმაგებული იძლეოდა ბრძანებებს.
დამწვარი გვამების ფერფლი თმას და უმცროს ოფიცერთა ვი-
ლების ეზოებში გასაშრობად გაფენილ ტანსაცმელს ეყრებოდა.
ოსკარი გააკვირვა ჯარისკაცების გულგრილობამ, თითქოს ფერ-
ფლი, ჰაერში რომ ტრიალებდა, ფაბრიკა-ქარხნების გამონა-
345 მკითხველთა ლიგა
ბოლქვი ყოფილიყოს. ამ კვამლსა და ბურუსში ამონი და
მაიოლა ცხენებზე ამხედრებულები არხეინად დასეირნობდნენ.
ლეო იონმა თორმეტი წლის ვაჟიშვილი ტყეში დაჭაობებულ მინ-
დვრებზე თავკომბალების დასაჭერად წაიყვანა. კოცონები და
სიმყრალე მათ დღის ჩვეულებრივად გატარებაში ხელს არ უშ-
ლიდა.
ფანჯრებაწეული „ბე-ემ-ვეს“ საჭესთან მჯდარმა, ცხვირსა და
პირზე ცხვირსახოცაფარებულმა ოსკარმა გაიფიქრა, ალბათ, შპი-
რების ოჯახიც სხვებთან ერთად დაწვესო. მას ძალიან გაუკვირ-
და, როცა გასულ ქრისტეშობაზე, როგორც კი გეტოს ნგრევა და-
ასრულეს, გეტოს პოლიციელები და მათი ოჯახის წევრები სიკ-
ვდილით დასაჯეს. ყველაზე ერთგულები და მონდომებულები
(შპირა და ზელინგერი) ყველაზე თავშეკავებულებთან ერთად
დახოცეს. სიმხე შპირა, მორიდებული ქალბატონი შპირა და მათი
უნიჭო შვილები, რომელთაც ცოტა ხანს პფეფერბერგი ასწავლი-
და, შაშხანებმომარჯვებული ჯარისკაცების წინ მხარდამხარ იდ-
გნენ და კანკალებდნენ. შპირას ნაპოლეონისეული უნიფორმა ავ-
სტრიული სიმაგრის შესასვლელში გადასარჩევად გამზადებული
ტანსაცმლის გროვაში ეგდო. შპირა ბოლომდე არწმუნებდა
სხვებს, ნუ გეშინიათ, არაფერი მოხდებაო.
მათმა დახვრეტამ ოსკარს თავზარი დასცა, რადგან ცხადად
გამოჩნდა, რომ ებრაელს ვერანაირი მორჩილება და მოწიწება
ვერ იხსნიდა სიკვდილისგან. და აი, ახლა, უმადურად და ანონი-
მურად დახვრეტილ შპირას ასევე უმადურად და ანონიმურად
წვავდნენ.
გუტერებიც კი დახოცეს! ეს ერთი წლის წინ, ამონის სახლში
ნასადილევს მოხდა. ოსკარი შინ ადრე წავიდა და მომხდარის შე-
სახებ მოგვიანებით შეიტყო. იონმა და ნოიშელმა ბოშს შეუტიეს,
წუნია ხარო, დაადანაშაულეს. სულ ტრაბახობ, მთელი ცხოვრება
სანგრებში გამიტარებია, გამოცდილი ვეტერანი ვარო, მაგრამ
346 მკითხველთა ლიგა
ჯერ ვინმე დაგეხვრიტოს, არ გვინახავსო. დაცინვა მთელი საღა-
მო გაგრძელდა. საბოლოოდ, ბოშმა ბრძანა, დავიდ გუტერი და
მისი ვაჟი გააღვიძეთო. მისივე ბრძანებით, ქალბატონი გუტერი
და მისი ქალიშვილიც მოიყვანეს ქალების ბარაკიდან. გუტერებიც
ერთგული მსახურები იყვნენ. დავიდ გუტერი იუდენრატის ბოლო
თავმჯდომარე იყო და ყველაფერში თანამშრომლობდა გერმანე-
ლებთან – ის არასდროს მისულა პომორის ქუჩაზე SS-ის აქ-
ციონებისა და ბელჟეცში გაგზავნილთა რაოდენობის გასაპრო-
ტესტებლად. გუტერი ყველაფერს ხელს აწერდა და ყველა მოთ-
ხოვნას გონივრულად მიიჩნევდა. გარდა ამისა, ბოში გუტერს
პლაშუვში და პლაშუვს გარეთ ჯაშუშად იყენებდა, ახალი ავეჯით
დატვირთული სატვირთოებით ან ძვირფასეულობით სავსე ჯი-
ბეებით გზავნიდა შავ ბაზარზე სავაჭროდ. გუტერი ბოშის ბრძანე-
ბებს იმიტომ ასრულებდა, რომ არამზადა იყო, თანაც, სჯეროდა,
ამით ჩემს ცოლსა და შვილებს დავიფარავო.
ღამის ორ საათზე პფეფერბერგისა და შტერნის მეგობარმა
ებრაელმა პოლიციელმა ცაუდერმა, რომელიც შემდეგ სიმთვრა-
ლეში გაშმაგებულმა პილარციკმა მოკლა, მაგრამ იმ ღამით
ქალთა სექტორის ჭიშკართან მორიგეობდა, გაიგონა, როგორ
დაამწკრივა ბოშმა გუტერები ქალთა ბარაკთან ახლომდებარე
პატარა ღრმულში. ბავშვები შეწყალებას ითხოვდნენ, ხოლო და-
ვიდი და ქალბატონი გუტერი ჩუმად იდგნენ, რადგან ხვდებოდ-
ნენ, რომ ხვეწნა-მუდარა ვერ უშველიდათ.
ახლა ოსკარის თვალწინ ყველა სამხილს – გუტერებს, შპი-
რებს, აჯანყებულებს, რაბინებს, ბავშვებს, არიული წარმოშობის
ყალბმოწმობებიან ლამაზ გოგოებს – ყველას იმ საშინელ ბორ-
ცვზე აბრუნებდნენ, რათა მტვრად ექციათ, და თუ პლაშუვამდე
საბჭოელები მოაღწევდნენ, აქაური საშინელებანი საქვეყნოდ არ
გაეხმაურებინათ.

347 მკითხველთა ლიგა


გვამების განადგურებისას სიფრთხილე გვმართებსო, წერი-
ლით აცნობეს ორანიენბურგიდან ამონს. ჰამბურგული სამშენებ-
ლო ფირმიდან კრემატორიუმისთვის ადგილის შესარჩევად სპე-
ციალური წარმომადგენლის გამოგზავნას აპირებდნენ. მანამდე
კი მკვდრების სამარხები უნდა დაენიშნათ, რათა მომავალში მა-
თი ექსჰუმირება და დაწვა არ გასჭირვებოდათ.
როცა მეორე სტუმრობისას ოსკარმა ხუიოვა გორკაზე კოცო-
ნები დაინახა, მაშინვე უსაფრთხო გერმანული მანქანის მიტ-
რიალების და შინ დაბრუნების სურვილი გაუჩნდა. ამის მაგივ-
რად, სახელოსნოებში მეგობრებს შეუარა. შემდეგ შტერნიც
მოინახულა. ფერფლით დამტვერილი ფანჯრების შემხედვარეს,
ეჭვი არ ეპარებოდა, რომ პლაშუვის პატიმრები თვითმკვლელო-
ბაზე ფიქრობდნენ. სინამდვილეში მხოლოდ თვითონ ჩანდა
დათრგუნვილი.
იმ დღეს ჩვეული კითხვები არ დაუსვამს: – აბა, მითხარით,
ჰერ შტერნ, თუ ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა, რომე-
ლი რასის ხალხი ჰგავს მას ყველაზე მეტად? პოლონელი უფრო
ძლიერ ჰგავს ღმერთს თუ ჩეხი?
მხოლოდ ჩაიბურტყუნა: – რას ფიქრობს ხალხი?
შტერნმა უპასუხა, პატიმრები მხოლოდ პატიმრები არიან, თა-
ვიანთ საქმეს აკეთებენ და გადარჩენის იმედს არ კარგავენო.
– აქედან გაგიყვანთ! – წამოიძახა უეცრად ოსკარმა და მაგი-
დაზე მუშტი შეკრა. – ყველას გაგიყვანთ!
– ყველას? – სკეპტიკურად ჩაეკითხა შტერნი. იმხანად ასეთი
მასობრივი, ბიბლიური გამოსვლა წარმოუდგენელი ჩანდა.
– თქვენ მაინც გადაგარჩენთ, – თქვა ოსკარმა, – აუცილებ-
ლად გადაგარჩენთ.

348 მკითხველთა ლიგა


თავი 28

ადმინისტრაციულ შენობაში ამონს ორი მბეჭდავი ემსახურე-


ბოდა, ახალგაზრდა გერმანელი ქალი, ფრაუ კოხმანი და ბეჯითი
ახალგაზრდა პატიმარი, მიტეკ პემპერი. რამდენიმე ხნის შემდეგ
პემპერი ოსკარის მდივანი გახდა, მაგრამ 1944 წლის ზაფხულში
ამონისთვის მუშაობდა და სხვების მსგავსად, იმ ვითარებაში, მო-
მავალს არც იგი უყურებდა ოპტიმისტურად.
მოახლე ჰელენ ჰირშივით, მისი და ამონის გზებიც შემთხვე-
ვით გადაიკვეთა. პემპერს ვიღაცამ რეკომენდაცია გაუწია და
ერთ დღეს ამონის კაბინეტში იხმეს. ახალგაზრდა პატიმარი ბუ-
ღალტერიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, ბეჭდვა ეხერხებოდა
და პოლონურად და გერმანულად კარნახით წერა შეეძლო. რო-
გორც ამბობდნენ, ჩინებული მახსოვრობის უნარი ჰქონდა. კვა-
ლიფიციური პატიმარი ამონმა სამსახურში აიყვანა და ხანდახან
ვილაშიც კი იბარებდა, რომ მისი ნაკარნახევი ჩაეწერა.
ბედის ირონიით, სწორედ პემპერის ფოტოგრაფიული მეხ-
სიერების დახმარებით გამოუტანეს ამონს სასიკვდილო განაჩენი
და კრაკოვში ჩამოახრჩვეს. თუმცა, 1944 წელს პემპერი ამ დრო-
ის დადგომაზე ვერც კი იოცნებებდა. იმჟამად მისთვის რომ გე-
კითხათ, თუ გამოიცნობ, მორიგი მსხვერპლი ვინ იქნებაო, ალ-
ბათ, საკუთარ თავს დაასახელებდა.
პემპერი სათადარიგო მბეჭდავი იყო. კონფიდენციალური დო-
კუმენტების ბეჭდვისას ამონი ფრაუ კოხმანს იყენებდა. ფრაუ კოხ-
მანი ბეჭდვითაც პემპერზე ცუდად ბეჭდავდა და კარნახითაც ნელა
წერდა. ხანდახან ამონი წესს არღვევდა და პემპერს საიდუმლო
ტექსტს კარნახობდა. მის პირდაპირ, მაგიდის მეორე მხარეს
მჯდარ, მუხლებზე რვეულგადაფენილ მიტეკს ეჭვები გონებას
უფანტავდა: ერთ შორეულ დღეს, როცა მე და ამონი ტრიბუნა-

349 მკითხველთა ლიგა


ლის წინაშე წარვდგებით, ეს საიდუმლო მოხსენებები და ცნობე-
ბი, რომელსაც ახლა ვიწერ, უმთავრეს მოწმედ მაქცევსო. თუმცა,
უფრო ძლიერ იმას ეჭვობდა, რომ ადრე თუ გვიან, ამონი
გაანადგურებდა, როგორც საიდუმლო დოკუმენტს ანადგურებენ
სიფრთხილის მიზნით.
მიუხედავად ამისა, ყოველ დილით მიტეკი არა მხოლოდ თა-
ვისთვის, არამედ ფრაუ კოხმანისთვისაც ამზადებდა საბეჭდ და
პირგადასაღები ქაღალდის დასტებს. როცა გერმანელი ქალი
ბეჭდვას მორჩებოდა, მიტეკი პირგადასაღებ ქაღალდებს კი არ
ანადგურებდა, ინახავდა და კითხულობდა. მართალია, წაკით-
ხულს არ იწერდა, მაგრამ იმახსოვრებდა, მახსოვრობას კი ჯერ
კიდევ სკოლაში სწავლისას უქებდნენ. მიტეკი სრულიად დარწმუ-
ნებული იყო, რომ თუ ოდესმე მართლა შეიკრიბებოდა ტრიბუნა-
ლი და ის და ამონი განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდებოდნენ, კო-
მენდანტს მოვლენათა და თარიღთა ცოდნის სიზუსტით გააკვირ-
ვებდა.
პემპერმა გამაოგნებელი საიდუმლო დოკუმენტები წაიკითხა.
მაგალითად, წერილობითი ინსტრუქცია ქალთა გამათრახების
შესახებ. ბანაკის მმართველებს მიუთითებდნენ, რომ ეს მაქსიმა-
ლური სიმკაცრით უნდა გაეკეთებინათ. SS-ელებისთვის დამამცი-
რებელი იყო ქალების გამათრახება, ამიტომ ჩეხი ქალები სლო-
ვაკებს უნდა გაემათრახებინათ, სლოვაკები – ჩეხებს, პოლონე-
ლებს – რუსები და რუსებს – პოლონელები. კომენდანტებს
ეროვნული და კულტურული განსხვავების სურვილისამებრ გამო-
ყენების ნებას რთავდნენ.
კიდევ ერთი ცირკულარი კომენდანტებს ახსენებდა, რომ სა-
სიკვდილო განაჩენის გამოტანის უფლება არ ჰქონდათ. რაიხის
უშიშროების მთავარი სამმართველოდან ტელეგრამით ან წერი-
ლით უნდა მოეთხოვათ ნებართვა. გაზაფხულზე ამონმა ველიჩ-
კას ქვებანაკიდან გაქცევის მცდელობისთვის ორი ებრაელის ჩა-
350 მკითხველთა ლიგა
მოხრჩობის ნებართვა ითხოვა. ბერლინიდან თანხმობის დეპეშა
მოვიდა. პემპერმა დაიმახსოვრა, რომ დეპეშას ხელს დოქტორი
ერნსტ კალტენბრუნერი, რაიხის უშიშროების მთავარი სამმარ-
თველოს შეფი აწერდა.
ახლა, აპრილში, პემპერმა გენერალ გლიუქსის განყოფილება
D-ს მუშახელის განაწილების სამსახურის შეფის, გერჰარდ მაურე-
რის წერილობითი ცნობა წაიკითხა. მაურერს აინტერესებდა,
რამდენ უნგრელს დაიტევდა პლაშუვის ბანაკი დროებით, სანამ
„გერმანიის საბრძოლო საშუალებების ქარხანაში“ (DAV) გადაიყ-
ვანდნენ სამუშაოდ. აუშვიცის ვეებერთელა კომპლექსში მდებარე
ქარხანა „კრუპის“ შვილობილ კომპანიას ეკუთვნოდა და იქ საარ-
ტილერიო ჭურვის ამფეთქებს ამზადებდნენ. იმის გათვალისწინე-
ბით, რომ უნგრეთი სულ ცოტა ხნით ადრე გახდა გერმანიის
პროტექტორატი, უნგრელი ებრაელები და დისიდენტები გეტოსა
და საკონცენტრაციო ბანაკებში გატარებული მრავალი წლით და-
უძლურებულ თანამოძმეებზე უფრო ჯანმრთელები იყვნენ. ისინი
აუშვიცის ფაბრიკა-ქარხნებისთვის ძლიერ მუშახელს წარმოად-
გენდენ. სამწუხაროდ, DAV-ში მათთვის საცხოვრებლების მომზა-
დება მოესწროთ და, როგორც მაურერი იტყობინებოდა, განყო-
ფილება დ დიდად მადლიერი დარჩებოდა კომენდანტ ამონ გე-
თისა, თუ ეს უკანასკნელი 7000 პატიმარს როგორმე შეიფარებ-
და.
გეთის პასუხი, რომელიც პემპერმა ან წაიკითხა, ან თავად და-
ბეჭდა, იუწყებოდა, რომ პლაშუვი პირთამდე სავსე იყო და ბანა-
კის ტერიტორიაზე ახალი ბარაკების ასაშენებელი ადგილი აღარ
დარჩა. თუმცა, ამონი დროებითი პატიმრების მიღებას შეძლებდა,
თუ: ა) ბანაკში არაპროდუქტიული ელემენტების განადგურების
უფლებას მისცემდნენ და ბ) ერთ საწოლზე ორ პატიმარს დააწ-
ვენდა. მაურერმა პასუხად მისწერა: ერთ საწოლზე ორი პატიმ-
რის დაწვენა ზაფხულში საშიშია, ტიფის ეპიდემიის გავრცელებას
351 მკითხველთა ლიგა
შეუწყობს ხელს; თანაც, წესდების მიხედვით, თითო ადამიანის-
თვის მინიმუმ 3 კუბური მეტრი სივრცე იყო განსაზღვრული. სამა-
გიეროდ, გეთს პირველი პუნქტის შესრულების ნება დართო. გა-
დაწყდა, რომ განყოფილება დ აუშვიც-ბირკენაუს – ან, უფრო
ზუსტად, ამ დიდი საწარმო კომპლექსის ადამიანთა ხოცვით დაკა-
ვებულ სექციას – პლაშუვში დაწუნებული პატიმრების ჯგუფის მი-
საღებად მომზადებას ურჩევდა. იმავდროულად, ოსტბანი დამა-
ტებით ვაგონებს გამოჰყოფდა ამ საქმისთვის, რათა პატიმრები
სიკვდილის ბანაკში პირდაპირ პლაშუვიდან წაეყვანათ.
პლაშუვში პატიმართა გადარჩევა ამონს დაევალა.
მაურერისა და განყოფილება D-ის კურთხევით, ამონ გეთმა
ერთ დღეში იმდენივე ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე, რამდენ-
საც ოსკარი მოხერხებულობისა და მფლანგველობის წყალობით,
„ემალიაში“ აცხოვრებდა და იცავდა. გეთმა შერჩევის პროცესს
გეზუნდჰაიტაქციონი, ანუ „ჯანმრთელობის აქცია“ უწოდა.
ღონისძიებას სოფლის დღესასწაულის სახე ჰქონდა. კვირა
დილით, 7 მაისს, აპელპლაცი ალმებითა და ტრანსპარანტებით
მორთეს: ყოველ მუშას – სათანადო სამუშაო! დინამიკებში სასიყ-
ვარულო ბალადები და შტრაუსის მელოდიები ჟღერდა. დინამი-
კების ქვეშ, მაგიდასთან SS-ელი ექიმი, დოქტორი ბლანკე დოქ-
ტორ ლეონ გროსთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად იჯდა.
ბლანკეს, ისევე როგორც ნებისმიერ SS-ელ ექიმს, ცნება „ჯან-
მრთელობა“ უკუღმა ესმოდა. იგი ბანაკის კლინიკის ქრონიკული
ავადმყოფებისგან დასაცლელად პაციენტებს ვენაში ბენზინს უშხა-
პუნებდა. ამ ინიექციებს ვერაფრით ვუწოდებთ ავადმყოფის სიბ-
რალულით მოკვდინებას – პაციენტს კრუნჩხვა ემართებოდა და
თხუთმეტი წუთის შემდეგ სულშეხუთული იგუდებოდა. იუდენრა-
ტის ყოფილი თავმჯდომარე და მონტელუპიხში ორწლიანი პა-
ტიმრობის შემდეგ პლაშუვში გადაყვანილი მარეკ ბიბერშტაინი
კრანკენშტუბეში გულის შეტევით მოათავსეს. სანამ ბიბერშტაინამ-
352 მკითხველთა ლიგა
დე ბენზინიანი შპრიცით ბლანკე მიაღწევდა, ექიმმა იდეკ შინ-
დელმა (ბიძა წითელსამოსიანი გენიასი, რომელიც ორი წლის
წინ შინდლერმა შორიდან დაინახა და მისმა პატარა ფიგურამ სა-
მოქმედოდ აღძრა) და მისმა რამდენიმე კოლეგამ მოასწრეს და
ციანიდის უმტკივნეულო დოზა შეუყვანეს.
დღეს ბლანკეს ყოველი ბარაკის მცხოვრები სათითაოდ უნდა
გამოეკვლია.
აპელპლაცზე პატიმრებს ტანსაცმელი გახადეს, დაამწკრივეს
და ექიმების წინ აქეთ-იქით სირბილი უბრძანეს. ბლანკე და კო-
ლაბორაციონისტი ებრაელი ექიმი ლეონ გროსი ბარათებში რა-
ღაცებს ინიშნავდნენ, ამა თუ იმ პატიმრისკენ თითს იშვერდნენ და
მის ვინაობას ამოწმებდნენ. ექიმები მორბენალ პატიმრებს გულ-
დასმით აკვირდებოდნენ, რათა ავადმყოფობის ან ფიზიკური სი-
სუსტის ნიშნები აღმოეჩინათ. უცნაური და დამამცირებელი ვარჯი-
ში იყო. ზურგნატკენი კაცები (მაგალითად, პფეფერბერგი, რო-
მელსაც ჰუიარმა მათრახის ტარი ჩაარტყა ზურგში) და ფაღარა-
თიანი ქალები (რომელთაც ლოყების ასაღაჟღაჟებლად სახეზე
წითელი კომბოსტოს წვენი შეეზილათ) მშვენივრად ხვდებოდნენ,
რომ თავის გადასარჩენად დარბოდნენ. ბერლინის ოლიმპიადა-
ზე პოლონეთის სახელით მორბენალი ქალბატონი კინსტლინგე-
რი აცნობიერებდა, რომ იქ, ბერლინში მხოლოდ თამაში იყო,
ნამდვილი შეჯიბრება აქ, პლაშუვში იმართებოდა. სუნთქვაშეკრუ-
ლი და თავბრუდახვეული, მუსიკის მაცდური ჰანგების აკომპანე-
მენტით დარბოდა, რათა სიცოცხლით დაეჯილდოებინათ.
პატიმრებისთვის გამოკვლევის შედეგები მომდევნო კვირას
გახდა ცნობილი, როცა ყველანი კვლავ ტრანსპარანტების ქვეშ,
მუსიკის თანხლებით აპელპლაცზე შეკრიბეს. როცა სია ამოიკით-
ხეს და გეზუნდჰაიტაქციონისას დაწუნებულები მოედნის აღმოსავ-
ლეთ ბოლოში, სხვებისგან მოშორებით დააყენეს, აღშფოთებისა
და გაოცების შეძახილები გაისმა. ამონს არეულობის შიშით ვერ-
353 მკითხველთა ლიგა
მახტის კრაკოვის გარნიზონისთვის დახმარება ეთხოვა და პატი-
მართა სავარაუდო ამბოხების ჩასახშობად მზადმყოფი ჯარისკა-
ცები იქვე ახლოს იდგნენ. წინა კვირა დღეს პატიმართა გამოკ-
ვლევისას თითქმის 300 დაურეგისტრირებელი ბავშვი აღმოაჩი-
ნეს და ისინიც დაწუნებულებისკენ წაათრიეს, რასაც მათი მშობ-
ლების პროტესტი და წივილ-კივილი მოჰყვა. ორი ჯგუფის განსა-
ცალკევებლად ვერმახტის გარნიზონს კრაკოვიდან გამოძახებუ-
ლი უშიშროების სამსახურის პოლიციის ქვედანაყოფის მიშველე-
ბა დასჭირდა. დაპირისპირება მრავალ საათს გაგრძელდა. ჯა-
რისკაცები გაგიჟებული მშობლების ტალღას აჩერებდნენ და და-
წუნებულთა ნათესავებს ჩვეულ ტყუილებს ეუბნებოდნენ. არაფე-
რი გამოუცხადებიათ, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ მოედნის
კუთხეში დამწკრივებულებმა გამოცდა ვერ ჩააბარეს და მათ მო-
მავალი აღარ ჰქონდათ. დინამიკებით გაძლიერებული ვალსისა
და კომიკური სიმღერების დამაყრუებელ ჰანგებს პატიმართა ყა-
ყანი ერწყმოდა. ისედაც აღელვებული ჰენრი როზნერი (მისი ვა-
ჟი ოლეკი სადღაც ბანაკში იყო გადამალული) მეტად უჩვეულო
ფაქტის თვითმხილველი გახდა: ახალგაზრდა SS-ელმა ცრემ-
ლიანი თვალებით დაგმო ის, რაც ხდებოდა და აღმოსავლეთის
ფრონტზე წასვლის პირობა დადო. თუმცა, ოფიცრები პატიმრებს
ემუქრებოდნენ, წესრიგი დაიცავით, თორემ ჯარისკაცებს ცეც-
ხლის გახსნას ვუბრძანებთო. ვინ იცის, იქნებ ამონი სროლის ასა-
ტეხად საბაბის პოვნას იმედოვნებდა, რომ ბანაკის მოსახლეობა
კიდევ უფრო შეემცირებინა.
ოპერაციის დასასრულს აპელპლაცის აღმოსავლეთ ბოლოში
შაშხანის ლულებმიშვერილი, აუშვიცში გადასაყვანად გამზადებუ-
ლი 1400 ზრდასრული და 268 ბავშვი იდგა. პემპერმა დაიმახსოვ-
რა ეს რიცხვი. მართალია, ამონს რაოდენობა ეცოტავა, მაგრამ
მრავალი უნგრელის დროებით მისაღებად ბანაკში საკმარისი
ადგილი გათავისუფლდა.
354 მკითხველთა ლიგა
დოქტორ ბლანკეს დოსიეებში პლაშუველი ბავშვები ისევე
ზუსტად არ იყვნენ აღრიცხული, როგორც ზრდასრულები. მრა-
ვალმა ბავშვმა ის ორი კვირადღე მალვაში გაატარა. ისინი და
მათი მშობლები ინსტინქტურად ხვდებოდნენ, რომ დაურეგის-
ტრირებელნი და უსაბუთონი დაწუნების უპირველეს კანდიდატე-
ბად იქცეოდნენ.
მეორე კვირადღეს ოლეკ როზნერი ბარაკის ჭერში დაიმალა.
მასთან ერთად ნივნივებზე კიდევ ორი ბავშვი იყო შემომსხდარი.
მთელი დღე ტილების, ჭერში მოძრომიალე ვირთხებისა და პა-
ტიმართა მიერ გადამალული პატარ-პატარა ფუთების გარემოც-
ვაში გაატარეს. ხმას არ იღებდნენ. ბუნებრივი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებისგან როგორღაც თავს იკავებდნენ. მშობლების
მსგავსად, ბავშვებმაც იცოდნენ, რომ SS-ელები და უკრაინელები
ჭერსზედა სივრცეებს უფრთხოდნენ. იქაურობას ტიფის გავრცე-
ლების კერად მიიჩნევდნენ. ექიმ ბლანკეს ყველა მათგანი გაეფ-
რთხილებინა, ტილის ფეკალიებს რომ თითი ოდნავ შეახოთ, მა-
შინვე დასნებოვნდებითო. ზოგიერთი პლაშუუველი ბავშვი მრა-
ვალ თვეს აფარებდა თავს კაცების საპატიმროს გვერდით მდგარ
ბარაკს, რომლის კარზეც გამოკრული იყო წარწერა: ფრთხი-
ლად, ტიფი!
ამ კვირა დღეს ოლეკ როზნერი ამონის გეზუნდჰაიტაქციონს
უფრო უფრთხოდა, ვიდრე ტიფის ტილებს. იმ 268 ბავშვს შორის
ახლა ისეთებიც იდგნენ, ვინც თავიდან ოლეკივით იმალებოდა,
ზოგი – ორმოებში, ზოგი – სამრეცხაოში, ზოგი – ფარდულში,
მაგრამ მათი სამალავები აღმოაჩინეს და ბავშვებმაც ვეღარსად
შეაფარეს თავი.
ბავშვების გარკვეული ჯგუფი უშიშრად მიიყვანეს აპელპლაც-
ზე. მათი მშობლები ოფიცრებს იცნობდნენ. როგორც ჰიმლერმა
დაიჩივლა, თვით ისეთ ობერშარფიურერებს, რომლებიც წარბშე-
უხრელად ხვრეტდნენ ხალხს, თავიანთი ფავორიტები ჰყავდათ.
355 მკითხველთა ლიგა
მშობლები ფიქრობდნენ, თუ ბავშვებს პრობლემა შეექმნებოდათ,
ნაცნობ SS-ელს თხოვდნენ დახმარებას.
წინა კვირადღეს ცამეტი წლის ობოლ ბიჭს ეგონა, საფრთხე
არ ემუქრებოდა, რადგან სიის ამოკითხვისას ყოველთვის კაცებ-
თან ერთად აყენებდნენ. თუმცა, გაშიშვლებულს ბავშვური
სხეული გამოუჩნდა და უბრძანეს, ჩაიცვი და ბავშვების რიგში და-
დექიო, თუმცა, სანამ მშობლები აპელპლაცის მეორე ბოლოდან
დაკავებულ შვილებს ეძახდნენ, ხოლო დინამიკებიდან სენტიმენ-
ტალური „Mammi, kauf mir ein Pferdchen“ („დედიკო, პონი მიყი-
დე“) ისმოდა, ბიჭმა აუღელვებლად გადაინაცვლა ერთი ჯგუფი-
დან მეორეში; მასაც იგივე ინსტინქტი ამოძრავებდა, რაც წითელ-
ქუდიან გოგონას მშვიდობის მოედანზე. წითელქუდასავით არც
ობოლი ბიჭი შეუმჩნევია ვინმეს. საძულველი მუსიკა დამაყრუებ-
ლად გუგუნებდა, ბიჭი ზრდასრული მამაკაცივით იდგა მამაკაცებს
შორის, გული ძლიერად უცემდა. ცოტა ხანს შეიცადა, შემდეგ და-
იკრუნჩხა, ვითომ ფაღარათი აწუხებდა და მცველს ტუალეტში
წასვლის ნებართვა სთხოვა.
ფეხსალაგების გრძელი რიგი მამაკაცების ბანაკის უკან განე-
ლაგებინათ. ბიჭმა გადააბიჯა ფიცარს, რომელზეც მოსაქმებისას
კაცები სხდებოდნენ ხოლმე, გაშლილი ხელები ორმოს კედლებს
მიადო და სცადა, ფსკერზე ჩაცოცებულიყო. სიმყრალე თვალებს
უბნელებდა, ბუზები პირში, ყურებსა და ნესტოებში უძვრებოდნენ.
როცა სიბინძურეში ჩაეშვა და ფსკერზე ფეხი დადგა, თავისდა გა-
საკვირად, ბუზების ბზუილში ჩურჩული გაიგონა.
– ვინმე ხომ არ მოგყვებოდა? – ჰკითხა ერთმა ხმამ.
– ჯანდაბა, ეს ჩვენი სამალავია! – თქვა მეორემ.
მის გარდა ორმოში კიდევ ათი ბავშვი იმალებოდა.
თავის მოხსენებაში ამონმა ტერმინი ზონდერბეჰანდლუნგი,
ანუ „საგანგებო მოპყრობა“ გამოიყენა. ტერმინი შემდგომ ძალიან
ცნობილი გახდა, მაგრამ პემპერმა მაშინ პირველად წაიკითხა. ეს
356 მკითხველთა ლიგა
შედგენილი სიტყვა დამამშვიდებლად, ლამის სამედიცინო ჰტერ-
მინივით კი ისმოდა, მაგრამ მიტეკს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ
მედიცინასთან მას საერთო არაფერი ჰქონდა.
ამონის მიერ ნაკარნახებ, იმ დილით აუშვიცში გასაგზავნ ტე-
ლეგრამაში ტერმინის მნიშვნელობა ცხადად იყო ახსნილი. იმი-
სათვის, რომ გაქცევა ვერ მოეხერხებინათ, ამონი „საგანგებო
მოპყრობისთვის“ ამორჩეულებისთვის, ვაგონებში ჩასმამდე, სა-
მოქალაქო ტანსაცმლის გახდას და პატიმრის ზოლიანი უნიფორ-
მების ჩაცმას გეგმავდა. ვინაიდან საკმარისი ზოლიანი უნიფორმა
არ ჰქონდათ, აუშვიცში პლაშუვიდან მიყვანილი პატიმრებისთვის
უნიფორმები უნდა გაეხადათ და ხელმეორედ სარგებლობისთვის
პლაშუვის საკონცენტრაციო ბანაკში დაებრუნებინათ.
პლაშუვში დარჩენილი ბავშვები (რომელთა უმეტესობა გეზუნ-
დჰაიტაქციონს ტანმაღალი ობოლი ბიჭივით ტუალეტის ორმოში
დაემალა) კარგა ხანს ზრდასრულების როლს ასრულებდნენ ან
სამალავებიდან არ გამოდიოდნენ, მაგრამ შემდგომი ჩხრეკები-
სას ისინიც აღმოაჩინეს და მატარებლით პლაშუვიდან 60 კილო-
მეტრით დაშორებულ აუშვიცში წაიყვანეს. იმ ზაფხულს ვაგონე-
ბით აღმოსავლეთში, ლვოვთან ახლოს გამავალ ომის წინა ხაზ-
ზე დაუსრულებლად მიჰყავდათ ჯარისკაცები და მიჰქონდათ
შეიარაღება. ხოლო აქეთობისას, მატარებლები გზადაგზა უხვევ-
დნენ და პატარ-პატარა რკინიგზის სადგურებში იცდიდნენ, სანამ
SS-ელი ექიმების თვალწინ შიშველი პატიმრები წინ და უკან
დარბოდნენ.

357 მკითხველთა ლიგა


თავი 29

ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ოსკარი ამონის ფანჯრებგამო-


ღებულ კაბინეტში იჯდა. თავიდანვე მიხვდა, რომ ეს შეხვედრა
ფარსი იყო. როგორც ჩანდა, მადრიჩი და ბოშიც ასე ფიქრობ-
დნენ, რადგან ამონიდან მზერა ხშირ-ხშირად გადაჰქონდათ კირ-
ქვით დატვირთულ ვაგონეტებსა და სატვირთო ან მსუბუქ მანქა-
ნებზე, რომლებიც ფანჯარასთან ჩაივლიდნენ ხოლმე. მხოლოდ
უნტერშტურმფიურერი ლეო იონი იჯდა წელგამართული და საყე-
ლოშეკრული და ბლოკნოტში რაღაცებს ინიშნავდა.
ამონმა ისინი უსაფრთხოების საკითხებზე სათათბიროდ შეკ-
რიბა. ფრონტზე ვითარება კვლავ სტაბილურია, მაგრამ საბჭოთა
არმიის ცენტრის ვარშავის გარეუბნებისკენ წინსვლამ მთელ გენე-
რალურ გუბერნიაში პარტიზანული მოძრაობის გააქტიურება გა-
მოიწვია და ამით გულმოცემული ებრაელები ბანაკიდან გაქცევა-
საც კი ბედავენო, თქვა მან.
– მათ ადგილზე მავთულხლართით შემოღობილ პლაშუვში
დავრჩებოდი, – აღნიშნა ამონმა, – ებრაელთამოძულე პოლონე-
ლი პატიმრების ხელში ჩავარდნას ეგ ჯობია. ყოველ შემთხვევა-
ში, გარედან პარტიზანების თავდასხმას და რაც უარესია, პარტი-
ზანებისა და პატიმრების საიდუმლო გარიგებას უნდა ვუფრთხილ-
დეთ.
ოსკარმა წარმოიდგინა, როგორ უტევენ პარტიზანები პლა-
შუვს, როგორ ათავისუფლებენ პოლონელებს და ებრაელებს და
მათგან მყისვე არმიას ქმნიან. ეს ბოდვა როგორ დაეჯერებინა?
თუმცა, ამონი ისე იქცეოდა, თითქოს თავის ნათქვამის სჯეროდა.
ოსკარს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ კომენდანტმა რაღაც ჩაიფიქ-
რა.

358 მკითხველთა ლიგა


– თუ პარტიზანები შენს ბანაკზე თავდასხმას აპირებენ, იმედია,
ეს წვეულების ღამეს არ მოხდება!@
– ამინ, ამინ, – ჩაიბუტბუტა ამონმა.
ბუნდოვანი დანიშნულების მქონე შეხვედრის დასრულების
შემდეგ ოსკარმა ამონი ადმინისტრაციული შენობის წინ გაჩერე-
ბულ თავის მანქანასთან წაიყვანა. საბარგული გააღო. შიგ კრა-
კოვის სამხრეთით მდებარე ზაკოპანეს მთიანი რეგიონისთვის და-
მახასიათებელი ორნამენტებით უხვად მორთული უნაგირი იდო.
მართალია, DEF-ში სამუშაოდ პატიმრების დაქირავების ფულს
ოსკარი ახლა ამონს კი არა, გენერალ პოლის სამსახურის კრა-
კოველ წარმომადგენელს უხდიდა, მაგრამ ძვირფასი საჩუქრე-
ბით კომენდანტი გეთის განებივრებას მაინც აგრძელებდა.
ოსკარმა ამონს შესთავაზა, მანქანაში ჩაჯექი, უნაგირს ვილამ-
დე მიგატანინებო.
სულის შემხუთველ სიცხეში ვაგონეტის ზოგიერთი მიმწოლი
ნაკლებ მონდომებული კი ჩანდა, მაგრამ უნაგირმა ამონს გული
მოულბო. თანაც, ხალხის ტყუილუბრალოდ დახოცვა ეკრძალე-
ბოდა. მანქანამ ჯარისკაცების ყაზარმებს ჩაუარა და ლიანდაგზე
გამწკრივებულ ნახირის გადასაყვან ვაგონებს გაუპირისპირდა.
ვაგონები სავსე იყო. პატიმრების ოხვრა-კვნესა და მუდარა, წყა-
ლი დაგვალევინეთო, ლოკომოტივის ხმაურშიც კი ისმოდა.
ოსკარმა დაამუხრუჭა და მიაყურადა. საბარგულში მრავალ
ზლოტად ნაყიდი უნაგირი ედო და ეს გამოხდომა ეპატიებოდა.
ამონმა შემწყნარებლურად გაუღიმა სენტიმენტალურ მეგობარს.
– პლაშუველთა გარდა, ვაგონებში შებნეს ბანაკის ხალხიცაა,
– თქვა მან, – კიდევ მონტელუპიხის ებრაელი და პოლონელი პა-
ტიმრები. მაუტჰაუზენში მიდიან, – ლაღად დაამატა, – ეს რა
არის, საწუწუნო იქ უფრო მეტი ექნებათ...
ვაგონის სახურავებს ალმური ასდიოდა.

359 მკითხველთა ლიგა


– წინააღმდეგი ხომ არ იქნები, სახანძრო ბრიგადა გამოვიძა-
ხოთ? – ჰკითხა ოსკარმა.
ამონმა ჩაიფხუკუნა, თითქოს უთხრა, მეტი რა გინდაო. მან
ცხადად მიანიშნა, რომ მეხანძრეების გამოძახების უფლებას ოს-
კარს მხოლოდ იმიტომ აძლევდა, კაი ტიპი იყო. თანაც, ამ ამბის
გახსენებით ნასადილევს კარგად იხალისებდნენ.
როცა ოსკარმა უკრაინელი მცველები ებრაელი მეხანძრეების
გამოსაძახებლად გაგზავნა, ამონს გაკვირვება არ დაუმალავს.
ოსკარმა მშვენივრად იცოდა, მაუტჰაუზენი რასაც ნიშნავდა. თუ
ვაგონებს წყლით გაუგრილებდი, ამ ხალხს მომავლის იმედს
შთაუნერგავდი. განა ფუჭი დაპირების მიცემა სისასტიკე არ არის?
ამიტომაც ამონი ირონიით უყურებდა ვაგონის გახურებულ სახუ-
რავებზე აშიშინებულ წყლის ჭავლს. შენობიდან ნოიშელიც გამო-
ვიდა და ვაგონებში გამოკეტილთა მადლიერების გამომხატველი
ოხვრისა და შეძახილების გაგონებაზე გამკიცხავად გააქნია თავი.
ამონის პირადი მცველი გრიუნი უნტერშტურმფიურერ იონს ელა-
პარაკებოდა და როცა ტანზე წყლის შხეფები გადაესხმებოდა,
მხიარულად გაჰყვიროდა. შლანგები ბოლომდე გაშალეს, მაგ-
რამ ბოლო ვაგონებს წყლის ჭავლი მაინც ვერ მიაწვდინეს. ოს-
კარმა ამონს სთხოვა, სატვირთო მანქანა მათხოვე და ზაბოჩეში
რამდენიმე უკრაინელი გაგზავნე, რომ DEF-იდან შლანგები
მოიტანონო.
– ორასმეტრიანი შლანგები მაქვს, – თქვა მან.
ამონს ეს აზრი რატომღაც ძალიან სასაცილოდ მოეჩვენა.
– რასაკვირელია, გათხოვებ სატვირთოს, – თქვა ამონმა.
ცხოვრების გასახალისებლად ყველაფრისთვის მზად იყო.
ოსკარმა უკრაინელებს ბანკირთან და გარდესთან წერილი
გაატანა. სანამ ისინი დაბრუნდებოდნენ, ამონი თამაშში ჩაერთო.
მან ვაგონის კარის გაღების ბრძანება გასცა, რათა შიგნით ვედ-
როებით შეესხათ წყალი, ხოლო გაწითლებული, სახეგასიებული
360 მკითხველთა ლიგა
გვამები გარეთ გამოეტანათ. ვაგონების ირგვლივ SS-ელები და
უმცროსი ოფიცრები შეგროვილიყვნენ და იცინოდნენ.
– ნეტავ რა ჰგონია, ამათ მართლა გადაარჩენს?
როცა DEF-იდან შლანგები მოიტანეს და ყველა ვაგონი
წყლით გააგრილეს, ხუმრობამ სახე იცვალა. ოსკარს ბანკირის-
თვის მიეწერა, ჩემი ბინიდან სასმელები და სიგარეტები, საუკეთე-
სო ხარისხის ყველი და ძეხვი გამოიტანე და კალათით პლაშუვში
გამოგზავნეო. ოსკარმა კალათი მატარებლის ბოლოში მდგარ
უნტერშარფიურერს გადასცა. ეს ყველას დასანახად გააკეთა და
კაცს ცოტათი შერცხვა საჩუქრის გამორთმევისა. მაშინვე ბოლო
ვაგონში შეაგდო, რომ ზემდგომებს არ დაენახათ. თუმცა, რო-
გორც ჩანდა, ოსკარი კომენდანტის კეთილგანწყობით სარგებ-
ლობდა და უნტერშარფიურერმაც თავაზიანად მოუსმინა.
– როცა რკინიგზის სადგურებთან ახლოს გაჩერდებით ხოლ-
მე, ვაგონების კარებს ხომ გააღებთ? – ჩაეკითხა მას ოსკარი.
წლების შემდგომ მატარებლის ორი ცოცხლად გადარჩენილი
მგზავრი, ექიმები – რუბენშტაინი და ფელდშტაინი – ოსკარს
გააგებინებენ, რომ უნტერშარფიურერი ხშირად აღებდა ტან-
ჰაუზენში მიმავალი მატარებლის ვაგონების კარებს და პატიმ-
რებს ვედროებს წყლით უვსებდნენ. რასაკვირველია, ბევრი პა-
ტიმრისთვის ეს მხოლოდ მცირეოდენი სიკვდილისწინა შვება
იყო.
კარგად ჩანს, რომ ოსკარი, რომელიც SS-ელების სიცილ--
ხარხარის თანხლებით ვაგონების გასწვრივ მიმოდის და პატიმ-
რებს ეხმარება (თუმცა, მათ უმეტესობას მაინც ვერ უშველის),
არათუ უგუნურად იქცევა, უკვე შეპყრობილია. თვით ამონიც კი
ამჩნევს, რომ მისი მეგობარი გარდაიქმნა. მთელი ეს გიჟური
იდეა უშორეს ვაგონამდე წყლის ჭავლის მისაწვდენად შლანგების
მოტანისა და ყველას თვალწინ SS-ელის მოქრთამვისა, სარისკო
იყო. შაიდტს, იონს ან ჰუიარს სულ ოდნავ რომ ეეჭვათ რამე და
361 მკითხველთა ლიგა
სიცილი შეეწყვიტათ, ოსკარს ყველა ერთად დაგმობდა და
დაადანაშაულებდა. ამაზე კი გესტაპო თვალს ვეღარ დახუჭავდა.
ოსკარს მონტელუპიხში გამოკეტავდნენ და მისთვის წაყენებული
რასობრივი ბრალდებების გათვალისწინებით, იქიდან აუშვიცის
გზას გაუყენებდნენ. ამიტომაც შეძრწუნდა ამონი, როცა ოსკარმა
დაიჟინა, გარდაცვლილებს პატივი უნდა მივაგოთო, თითქოს ისი-
ნი ნამდვილი მგზავრები ყოფილიყვნენ და არა – სასიკვდილოდ
განწირულნი.
ორიოდ საათის შემდეგ ლოკომოტივმა ნახირების გადასაყვა-
ნი ვაგონების გრძელი რიგი რკინიგზის მთავარი ხაზისკენ გააგო-
რა. შლანგები დაახვიეს. შინდლერმა ამონი თავის უნაგირიანად
ვილასთან ჩამოსვა. ამონმა კვლავაც აღელვებულ ოსკარს ნაც-
ნობობის მანძილზე პირველად მისცა რჩევა ცხოვრების შესახებ:
უნდა მოდუნდე, აქედან ბევრი დატვირთული ვაგონი გავა და ყვე-
ლას ვერ გამოეკიდებიო.
„ემალიის“ პატიმარმა და ინჟინერ-მშენებელმა ადამ გარდემაც
შეატყო ოსკარს ცვლილება. 20 ივლისის ღამეს ბარაკში მძინარე
გარდე SS-ელმა გააღვიძა. ჰერ დირექტორს დაერეკა და ეთხო-
ვა, ინჟინერი გარდე კაბინეტში მომგვარეთ, რაღაც საკითხზე მისი
პროფესიული რჩევა მჭირდებაო.
როცა გარდე ჰერ დირექტორის კაბინეტში შევიდა, სახეაჭარ-
ხლებული ოსკარი რადიოს უსმენდა. მაგიდაზე ბოთლი და ორი
ჭიქა ედგა. მაგიდის უკან კედელზე ევროპის რელიეფური რუკა
იყო გაკრული. როცა გერმანიის ტერიტორია ფართოვდებოდა,
ოსკარს ეს რუკა არ ჰქონია, მაგრამ ბოლო დროს რატომღაც
ძლიერ დაინტერესებულიყო გერმანიის საზღვრების შევიწ-
როებით. რადიო დოიჩლანდზენდერზე მოემართა, ნაცვლად
BBC-სა. როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანი ცნობების გამოც-
ხადებამდე შთამაგონებელი მუსიკა ჟღერდა.

362 მკითხველთა ლიგა


ოსკარი სმენად იყო ქცეული. გარდეს დანახვაზე წამოდგა და
ახალგაზრდა ინჟინერს სწრაფად შესთავაზა სკამი. მერე კონიაკი
ჩამოასხა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
– ჰიტლერის მოკვლა სცადეს, – თქვა ოსკარმა.
ეს ცნობა საღამოს გადმოუციათ. ჰიტლერი გადარჩენილა.
ფიურერს გერმანელი ხალხისთვის უნდა მიემართა. დრო გა-
დიოდა, მაგრამ მიმართვა არა და არ იწყებოდა. გამუდმებით
ბეთჰოვენს უკრავდნენ, როგორც სტალინგრადის დაცემისას.
ოსკარი და გარდე რამდენიმე საათს ისხდნენ კაბინეტში. ეს
შეთქმულებას ჰგავდა. ებრაელი და გერმანელი ერთად უსმენ-
დნენ რადიოს, თუნდაც მთელ ღამეს გაათენებდნენ, ოღონდ
ფიურერის სიკვდილი გამოეცხადებინათ. რასაკვირველია, გარ-
დეც იმედის სუნთქვისშემკვრელ მოზღვავებას გრძნობდა. შეამ-
ჩნია, რომ ოსკარი ოდნავ კოჭლობდა, თითქოს ერის წინამძღო-
ლის სიკვდილზე ოცნებას მისთვის კუნთები მოედუნებინოს. უზო-
მოდ სვამდა და გარდესაც აძალებდა სმას. თუკი ეს სიმართლეა,
გერმანელები, ჩემნაირი ჩვეულებრივი გერმანელები გამოსწო-
რებას შეძლებენო. მხოლოდ და მხოლოდ იმის წყალობით, რომ
უახლოესი გარემოცვიდან ვიღაცამ მისი განადგურება მოინდომა.
– ეს SS-ის დასასრულია, – თქვა ოსკარმა, – ხვალ დილით
ჰიმლერი ციხეში იჯდება.
ოსკარმა სიგარეტი გააბოლა.
– ღმერთო, რა სასიამოვნო იქნება სისტემის დანგრევის ხილ-
ვა.
ღამის ათ საათზე მხოლოდ ძველი ცნობები გაიმეორეს,
ფიურერის მოკვლა სცადეს, მაგრამ ფიურერი გადარჩა და რამ-
დენიმე წუთში გერმანელ ერს მიმართავსო. გავიდა ერთი საათი,
მაგრამ ჰიტლერი სიტყვით არ გამოდიოდა. ოსკარი ოცნებებს
მიეცა (ომის მიწურულს ალბათ მრავალი გერმანელი ჰბაძავდა

363 მკითხველთა ლიგა


მას): – ჩვენს პრობლემებს ბოლო მოეღო, მსოფლიო გონს
მოეგო. გერმანია რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთს შეეკვრება.
გარდეს ოცნებები უფრო მოკრძალებული იყო. ის გეტოს აღ-
დგენას იმედოვნებდა, ოღონდ ფრანც-იოზეფისეული გეტოსი.
რაც უფრო მეტს სვამდნენ და მუსიკას უსმენდნენ, მით უფრო
გონივრულად ეჩვენებოდათ ის აზრი, რომ ეს სიკვდილი ევრო-
პისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. პატიმარი და ჰერ
დირექტორი კვლავ კონტინენტის მოქალაქეებად უნდა გადაქ-
ცეულიყვნენ. რადიოში ხშირად იმეორებდნენ, მალე ფიურერის
მიმართვას გადმოვცემთო და ყოველი გამეორებისას, ოსკარი
უფრო და უფრო თავშეუკავებლად იცინოდა.
შუაღამე დადგა. რადიოს აღარ უსმენდნენ. პოსტ--
ფიურერისეულ კრაკოვში სუნთქვაც კი გაუიოლდათ. დილით ყვე-
ლა მოედანზე ხალხი იცეკვებს და ამისთვის არავის დასჯიანო,
ეუბნებოდნენ ერთმანეთს, ვერმახტი ვაველში ფრანკს დააპატიმ-
რებს და პომორის ქუჩაზე SS-ის შტაბ-ბინას ალყას შემოარტყამ-
სო.
ღამის პირველ საათზე რასტენბერგიდან ჰიტლერის მიმარ-
თვის ტრანსლირება დაიწყო. ოსკარი იმდენად დარწმუნებული
იყო, ამ ხმას აღარასდროს გავიგონებო, რომ თავიდან ვერც კი
იცნო. გარდემ მის გამოსვლას პირველივე სიტყვიდან მოუსმინა,
რადგან მიხვდა, ვინც ლაპარაკობდა.
– ჩემო გერმანელო ამხანაგებო! – დაიწყო ჰიტლერმა. –
დღეს უწინარესად იმიტომ მოგმართავთ, რომ მინდა იცოდეთ,
არ დავშავებულვარ და სრულიად საღსალამათი ვარ. გარდა
ამისა, მინდა, გერმანიის ისტორიაში უპრეცედენტო დანაშაულის
შესახებ გაუწყოთ.
გამოსვლა ოთხი წუთის შემდეგ მუქარით დასრულდა.
– ამჯერად შეთქმულებს ისე გავუსწორდებით, როგორც
ნაციონალ-სოციალისტებს გვჩვევია.
364 მკითხველთა ლიგა
ადამ გარდეს ოსკარის ოპტიმიზმი ბოლომდე არც გაუზიარე-
ბია, რადგან ჰიტლერი უფრო მეტი იყო, ვიდრე ადამიანი. იგი
მრავალშტოიანი სისტემის სახეს წარმოადგენდა. თუნდაც ჰიტლე-
რი მოეკლათ, მას სხვა შეცვლიდა. თანაც, ჰიტლერისნაირი ფე-
ნომენი ერთ საღამოში არასდროს ქრება.
ოსკარი იმდენ ხანს აჯერებდა თავს, ჰიტლერი მოკვდაო, რო-
ცა სიმართლე გაირკვა, ძლიერ დაითრგუნა და მისი დამშვიდება
ახალგაზრდა გარდეს მოუხდა. ოსკარმა ლამის დრამატული მწუ-
ხარებით თქვა: – სულ ამაოდ გვეგონა, რომ გადავრჩით, – შემ-
დეგ კიდევ ერთხელ შეავსო ჭიქები კონიაკით, ბოთლი გარდეს-
კენ გაასრიალა და პორტსიგარი გახსნა, – კონიაკი და სიგარეტი
წაიღე და ცოტა წაუძინე. ჩვენი განთავისუფლება ცოტა ხნით გა-
დაიდო.
შეზარხოშებულ, მოულოდნელი ცნობით დაიმედებულ და
რამდენიმე საათში ისევ დაღონებულ გარდეს ყურადღება არ
გაუმახვილებია იმაზე, რომ ოსკარი „ჩვენობით“ ლაპარაკობდა,
თითქოს ისიც გარდესავით პატიმარი ყოფილიყოს, რომელსაც
თავად არაფერი შეუძლია და მხოლოდ იმას ელის, როდის გაუშ-
ვებენ. მხოლოდ ბარაკში დაბრუნებულმა და თავის საწოლზე წა-
მოწოლილმა გაიფიქრა გაკვირვებით, ჰერ დირექტორი მეტისმე-
ტად მეოცნებე და დეპრესიული ყოფილაო, არადა, როგორც წე-
სი, ასე არასდროს ლაპარაკობდა და ყოველთვის პრაგმატულად
გამოიყურებოდა.
იმ ზაფხულის მიწურულს პომორის ქუჩა და კრაკოვის გარეუბ-
ნებში მდებარე ბანაკები მითქმა-მოთქმამ მოიცვა – პატიმრების
გარდაუვალი გადანაწილება იგეგმებაო. ამ ხმებმა ზაბოჩეში ოს-
კარი შეაწუხა, ხოლო პლაშუვში ამონს არაოფიციალურად შეატ-
ყობინეს, რომ ბანაკების დაშლას აპირებდნენ.
იმ დღეს ამონის კაბინეტში გამართულ შეხვედრას პლაშუვის
პარტიზანების თავდასხმისგან დაცვასთან საერთო არაფერი
365 მკითხველთა ლიგა
ჰქონდა. ამონს ბანაკის მოსალოდნელი დახურვა აშფოთებდა და
მადრიჩი, ბოში და შინდლერი პლაშუვში ალიბის შესაქმნელად
იხმო. ნათათბირევს იგი კრაკოვში გაემგზავრა და გენერალური
გუბერნიის SS-ის პოლიციის ახალ შეფს, ვილჰელმ კოპეს შეხ-
ვდა. ამონი კოპეს წინ შუბლშეჭმუხნილი იდგა, ვითომ ალყაში
მოქცეული პლაშუვის ბედზე ღელავდა. კოპესაც იგივე გაუმეორა,
რაც ოსკარს და სხვებს უთხრა – ბანაკში პარტიზანული ორგანი-
ზაციები გაჩნდა, პლაშუველი სიონისტები „პოლონეთის სახალხო
არმიის“ და „ებრაელ მებრძოლთა ორგანიზაციის“ რადიკალებს
უკავშირდებიანო.
– ალბათ ხვდებით, ობერგრუპენფიურერო, რომ მსგავსი კავ-
შირის გაწყვეტა ძალიან რთულია. შეტყობინებებს პურში მალა-
ვენ და ბანაკში ასე შემოაქვთ. ამბოხების პირველივე ნიშნების
შემჩნევისთანავე კი, მე, კომენდანტ ამონ გეთს მყისიერი გადაწ-
ყვეტილების მიღება მომიწევს. ჯერ რომ გავისროლო და მხო-
ლოდ შემდეგ გავგზავნო ოფიციალური დოკუმენტები ორანიენ-
ბურგში, მქონდეს იმის იმედი, რომ მხარს დამიჭერთ?
– რასაკვირველია, – უპასუხა კოპემ. ბიუროკრატია არც მას
ეხატებოდა გულზე. რამდენიმე წლის წინ, როცა კოპე ვართე-
ლანდის პოლიციის შეფად მუშაობდა, მისი ბრძანებით, უნტერ-
მენშები სატვირთო მანქანებით ტრიალ მინდორზე წაიყვანეს. იქ
სატვირთოების ძარები ჰერმეტულად დაგმანეს, ხოლო პატიმრე-
ბი გამონაბოლქვი აირით გაგუდეს. ესეც იმპროვიზებული ოპერა-
ცია იყო, რომლის ჩასატარებლად ოფიციალური ნებართვა არა-
ვის გაუცია.
– საკუთარ ალღოს უნდა ენდოთ, – ყუთხრა კოპემ ამონს, – მე
ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებით.
პლაშუვში შეხვედრისას ოსკარმა იგრძნო, რომ ამონს პარტი-
ზანებისა სულაც არ ეშინოდა. ოსკარს რომ სცოდნოდა, პლაშუ-
ვის დახურვა იგეგმებოდა, ამონის თვალთმაქცობის მიზეზსაც მიხ-
366 მკითხველთა ლიგა
ვდებოდა. ამონი ბანაკის ებრაული პოლიციის შეფს, ვილეკ ჩი-
ლოვიჩს უფრთხოდა. კომენდანტი ხშირად იყენებდა ჩილოვიჩს
შუამავლად შავ ბაზარზე. ჩილოვიჩი კრაკოვს კარგად იცნობდა.
იცოდა, სად გაეყიდა ამონის მიერ ბანაკის საწყობებიდან მოპა-
რული ფქვილი, ბრინჯი და კარაქი. ჩილოვიჩმა იცოდა, ვინ დაინ-
ტერესდებოდა ვულკანისა და სხვა პატიმარი იუველირების მიერ
ბანაკის სახელოსნოებში დამზადებული ძვირფასეულობით. ამო-
ნი მხოლოდ ჩილოვიჩის კი არა, მთელი მისი დაჯგუფების გამო
შიშობდა. დაჯგუფება შედგებოდა ქალბატონი მარისია ჩილოვი-
ჩისგან, რომელიც ცოლქმრული პრივილეგიებით სარგებლობდა;
ვილეკის თანაშემწე მიტეკ ფინკელშტაინისგან; ჩილოვიჩის დის-
გან, ქალბატონი ფერბერისგან და მისი ქმრისგან, ბატონი ფერ-
ბერისგან. პლაშუვის არისტოკრატიას სწორედ ჩილოვიჩები წარ-
მოადგენდნენ. პატიმრებში ავტორიტეტი გააჩნდათ და ამონი მათ
წესრიგის შესანარჩუნებლად იყენებდა, მაგრამ სახიფათო ის იყო,
რომ ჩილოვიჩებმა ძალიან ბევრი რამ იცოდნენ. ამონსაც ისევე
ზედმიწევნით იცნობდნენ, როგორც მადრიჩის ფაბრიკის რომე-
ლიმე უბადრუკ მკერავს. ამონი მშვენივრად ხვდებოდა, რომ თუ
პლაშუვს დახურავდნენ და ჩილოვიჩებს სხვა ბანაკში გადაიყვან-
დნენ, უკეთესი პირობების ან თუნდაც საჭმლის სანაცვლოდ, ისი-
ნი დაუფიქრებლად დააბეზღებდნენ.
ბუნებრივია, რომ ჩილოვიჩიც ღელავდა, ეჭვობდა, პლაშუვი-
დან ცოცხალს არ გამიშვებენო. ამონმა მისი მღელვარების სათა-
ვისოდ გამოყენება გადაწყვიტა. კაბინეტში SS-ის ჩეხოსლოვა-
კიური შენაერთის ჯარისკაცი სოვინსკი იხმო. სოვინსკის ჩილო-
ვიჩთან მისვლა და მისთვის გაქცევაში დახმარების შეთავაზება
დაავალა. ამონი დარწმუნებული იყო, რომ ჩილოვიჩი სოვინსკის
წინადადებას დასთანხმდებოდა.
სოვინსკიმ დავალება შეასრულა. იგი ჩილოვიჩს დაჰპირდა,
მთელ ოჯახს აირგენერატორიანი სატვირთოთი გაგიყვანთ ბანა-
367 მკითხველთა ლიგა
კიდანო. თუ მანქანის ძრავას ბენზინზე ამუშავებდით, ცარიელ სა-
ცეცხლეში ექვსი ადამიანის დატევა შეიძლებოდა.
ჩილოვიჩი დაინტერესდა. ოღონდ სოვინსკის გარეთ მცხოვ-
რები მისი მეგობრებისთვის წერილი უნდა გაეგზავნა, რომ მათ
ჩილოვიჩებისთვის მანქანა დაეხვედრებინათ. სოვინსკი ჩილოვი-
ჩებს დათქმულ ადგილზე სატვირთოთი მიიყვანდა. ჩილოვიჩი გა-
წეული სამსახურის სანაცვლოდ ბრილიანტებით გადაუხდიდა,
მაგრამ ორმხრივი ნდობის ნიშნად, სოვინსკის მისთვის ცეც-
ხლსასროლი იარაღი უნდა ეშოვა.
სოვინსკიმ ჩილოვიჩთან შეხვედრის შესახებ კომენდანტს უპა-
ტაკა. ამონმა მას ნემსამოქლიბული ოცდათვრამეტკალიბრიანი
პისტოლეტი მისცა. პისტოლეტი სოვინსკიმ ჩილოვიჩს მიუტანა.
რაღა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი მის შემოწმებას და გამოცდას
ვერსად მოახერხებდა, სამაგიეროდ, ამონი ნივთიერ მტკიცებუ-
ლებად წარუდგენდა კოპესაც და ორანიენბურგელ ზემდგომებს
და თავს იმართლებდა, პატიმარს ცეცხლსასროლი იარაღი ვუ-
პოვეთო.
შუა აგვისტოს ერთ კვირადღეს სოვინსკი საშენი მასალების
საწყობში ჩილოვიჩებს შეხვდა და ყველანი სატვირთო მანქანაში
დამალა. შემდეგ იერუსალიმის ქუჩით ბანაკის ჭიშკრისკენ დაიძ-
რნენ. იქიდან რუტინული ფორმალობების შემდეგ სატვირთო
მანქანა სოფლისკენ უნდა გასდგომოდა გზას. საცეცხლეში აფო-
რიაქებული პატიმრები ისხდნენ, ვერ იჯერებდნენ, რომ ამონს სა-
მუდამოდ დააღწევდნენ თავს.
ჭიშკართან ამონი, ამთორი, ჰუიარი და უკრაინელი ივან შა-
რუევი იცდიდნენ. აუჩქარებლად დაათვალიერეს სატვირთო. სა-
ხეზე ღიმილგადაფენილმა SS-ელებმა საცეცხლე ბოლოსთვის
შემოინახეს. როცა კონსერვში ჩაწყობილი სარდინებივით ერთმა-
ნეთს მიკრული ჩილოვიჩების საცოდავი კლანი აღმოაჩინეს, ვი-
თომ გაიკვირვეს. როგორც კი ვილეკ ჩილოვიჩი ამოათრიეს,
368 მკითხველთა ლიგა
ამონმა მის ჩექმაში უკანონო იარაღი „იპოვა“. ჩილოვიჩს ჯიბე
ბრილიანტის თვლებით ჰქონდა სავსე. ეს სასოწარკვეთილი თა-
ნაპატიმრებისგან ბანაკში აღებული ქრთამი იყო.
კვირადღეს პატიმრები ისვენებდნენ. ხმა გავრცელდა, რომ
ჭიშკართან ჩილოვიჩი სიკვდილით დასაჯეს. ამ სიახლემაც ისეთი-
ვე განცვიფრება, ისეთივე ემოციების აღრევა გამოიწვია, რო-
გორც შპირას და მისი დამქაშების დახვრეტამ ერთი წლის წინ.
ჯერჯერობით ვერც ერთი პატიმარი ვერ ხვდებოდა, როგორ
აისახებოდა ეს ფაქტი პირადად მასზე.
ჩილოვიჩის დაჯგუფების წევრები სათითაოდ მოკლეს პისტო-
ლეტებით. ღვიძლის დაავადებით გაყვითლებული, მეტისმეტად
გასუქებული ამონი ხანდაზმული ძიაკაცივით ქშენდა. მან პისტო-
ლეტის ლულა ვილეკ ჩილოვიჩს კეფაზე მიადო. მოგვიანებით
გვამები აპელპლაცზე გამოფინეს, მკერდზე მიკრული პლაკატე-
ბით: ყველას, ვინც სამართლიან კანონს დაარღვევს, მსგავსი სიკ-
ვდილი ელის.
ამ გამოფენამ პლაშუვის პატიმრებს სულ სხვა რამ ასწავლა.
ნაშუადღევს ამონი ორი გრძელი მოხსენების წერას შეუდგა.
ერთი მოხსენება კოპესთვის იყო განკუთვნილი, მეორე – გენერა-
ლი გლიუქსის განყოფილება D-ისთვის. მოხსენებაში იგი ხსნიდა,
როგორ გადაარჩინა პლაშუვი მოსალონდელი ამბოხისგან, რო-
ცა შეთქმულების მოთავენი ბანაკიდან გაქცევის მცდელობისას
დააკავა და დახვრიტა. ტექსტის გადამუშავებას და დახვეწას ღა-
მის 11 საათამდე მოუნდა. ფრაუ კოხმანი ასეთი გვიანი სამუშაოს-
თვის მეტისმეტად ნელი იყო, ამიტომ კომენდანტმა მიტეკ პემპე-
რი გააღვიძებინა და ბარაკიდან ვილაში მოაყვანინა. ამონი პემ-
პერს სასტუმრო ოთახში შეეგება და პირდაპირ მიახალა, ვიცი,
რომ ჩილოვიჩს გაქცევაში შენც ეხმარებოდიო. გაოგნებულ პემ-
პერს ენა ჩაუვარდა და ვერაფერი უპასუხა. ირგლივ მიმოიხედა,

369 მკითხველთა ლიგა


იქნებ რამე შთამაგონებელი დავინახოო. უცებ შარვლის ტოტზე
გარღვეული ნაკერი შეამჩნია.
– ამ ტანსაცმლით გარეთ როგორ გავიდოდი? – თქვა მან.
პემპერის პასუხის გულწრფელმა სევდამ ამონი დააკმაყოფი-
ლა. ბიჭი მაგიდასთან დასვა და აუხსნა, რა როგორ უნდა დაებეჭ-
და და დაენომრა. ქაღალდის ფურცლებზე თითები დააკაკუნა.
– იცოდე, უმაღლესი კლასის ნამუშევარი მჭირდება.
„ესეც ასე, ან ახლა მომკლავენ გაქცევის მცდელობისთვის, ან
– წლის ბოლოს იმისთვის, რომ ამონის თავის გასამართლებელი
საბუთები ვნახე“, – გაიფიქრა პემპერმა.
როცა ვილიდან გადიოდა, ამონი პარმაღზე გაჰყვა და უკანას-
კნელი ბრძანება მისცა.
– როცა ამბოხებულთა სახელებს ჩამოწერ, – მეგობრულად
მიაძახა, – ჩემი ხელმოწერის ზემოთ ადგილი დატოვე, რომ კი-
დევ ერთი სახელი დაეტიოს.
პემპერმა მდივნისთვის დამახასიათებელი სიფრთხილით და-
უქნია თავი. ნახევარი წამით შეყოვნდა, აზრები მოიკრიბა, იქნება
რამე ისეთი ვუპასუხო, ამონს რომ აზრი შევაცვლევინო და ჩემი
სახელის, მიტეკ პემპერის, ჩასაწერი ადგილი აღარ დამატოვები-
ნოსო. კვირა ღამით იერუსალიმის ქუჩაზე ჩამოწოლილ საძუულ-
ველ, დახუთულ სიჩუმეში რიგიანი ვერაფერი მოიფიქრა.
– დიახ, ჰერ კომენდანტო, – მხოლოდ ეს თქვა.
ადმინისტრაციული შენობისკენ მიმავალ პემპერს ზაფხულის
დასაწყისში დაბეჭდილი წერილი გაახსენდა. წერილში ამონი მა-
მამისის, ვენელი გამომცემლის ჯანმრთელობის მდგომარეობით
შვილობრივი მზრუნველობით ინტერესდებოდა: გაზაფხულზე
რომ ალერგია გაწუხებდა, იმედია, გაგიარაო. პემპერს ეს წერი-
ლი ახლა იმიტომ გაახსენდა, რომ მაშინ, ნახევარი საათით ად-
რე, სანამ ამონი კაბინეტში წერილის დასაბეჭდად იხმობდა, კო-
მენდანტმა არქივის თანამშრომელი გოგონა ქუჩაში გაათრია და
370 მკითხველთა ლიგა
მოკლა. წერილისა და სიკვდილით დასჯის შეპირისპირებამ პემ-
პერი მიახვედრა, რომ ამონისთვის მკვლელობა და ალერგია
თანაბარი მნიშვნელობის მოვლენები იყო. რაკი მორჩილ სტე-
ნოგრაფისტს უთხრეს, შენი სახელის ჩასამატებლად ადგილი და-
ტოვეო, პემპერიც აუცილებლად ასე უნდა მოქცეულიყო.
პემპერი ერთ საათზე მეტხანს იჯდა საბეჭდ მანქანასთან და
თავის სახელის ჩასატევი ადგილიც დატოვა, რადგან ამის არგა-
კეთება უფრო სწრაფ სიკვდილს ნიშნავდა. შტერნის მეგობრებში
ხმა დადიოდა, შინდლერი კიდევ რამდენიმე პატიმრის გადაყვა-
ნას ფიქრობს, კიდევ რამდენიმეს ხსნას აპირებსო, მაგრამ ამაღამ
ზაბოჩედან მოსული ხმები მას ვერ უშველიდა. სულ ტყუილად
კითხულობდა კომენდანტის კრიმინალური საქმიანობის დამამ-
ტკიცებელი დოკუმენტების ასლებს – ამ ცარიელმა ადგილმა ყვე-
ლაფერი ფუჭ საქმიანობად აქცია.
როცა ორივე ტექსტი სრულყო და ბეჭდვას მორჩა, ვილაში
დაბრუნდა. ამონმა აივანზე, შუშის კართან ალოდინა, ვიდრე თვი-
თონ სასტუმრო ოთახში დოკუმენტებს კითხულობდა. პემპერმა
წარმოიდგინა, როგორ მიაკრავენ მის ცხედარზე წარწერას: ასე
მოკვდება ყველა ებრაელი ბოლშევიკი!
ბოლოს და ბოლოს, ამონი გამოვიდა.
– შეგიძლია, დასაძინებლად წახვიდე!
– ჰერ კომენდანტო?
– შეგიძლია დასაძინებლად წახვიდე-მეთქი!
პემპერი წავიდა. გაუბედავად მიაბიჯებდა. მას შემდეგ, რაც
წაიკითხა და ნახა, არ სჯეროდა, რომ ამონმა ცოცხალი გაუშვა.
შეიძლება კომენდანტმა იფიქრა, ამის მოკვლას სხვა დროსაც
მოვასწრებო. პემპერისთვის კი სიცოცხლის თითოეული დღე
ძვირფასი იყო.
როგორც შემდეგ გაირკვა, ის ცარიელი ადგილი ერთი ხნიერი
პატიმრისთვის იყო განკუთვნილი. მოხუცს, მისდა საუბედუროდ,
371 მკითხველთა ლიგა
ნაძირალა იონთან და ჰუიართან მოენდომებინა გარიგება და
მათთვის გაემხილა, ბანაკს გარეთ, სადღაც ბრილიანტის თვლე-
ბი მაქვს გადამალულიო. სანამ დროებით შეწყალებულ პემპერს
ეძინა, ამონმა მოხუცი ვილაში იხმო და სიცოცხლის სანაცვლოდ
ბრილიანტის თვლების სამალავის ადგილმდებარეობის გამხელა
შესთავაზა. მოხუცმა გაუმხილა. რასაკვირველია, ამონმა ის დახ-
ვრიტა და მისი სახელი კოპესა და ორანიენბურგში გასაგზავნი
მოხსენებებისთვის (რომლებშიც მოკრძალებით აღწერდა, სათა-
ვეშივე როგორ ჩააქრო აჯანყების ნაპერწკალი) დართულ სიებში
ჩაამატა.

372 მკითხველთა ლიგა


თავი 30

ბრძანებები OKH-ის43 (არმიის უმაღლესი სარდლობის) გრი-


ფით, ოსკარს უკვე მაგიდაზე ედო. საბრძოლო საშუალებათა გან-
ყოფილების დირექტორმა ოსკარს აცნობა, რომ საომარი მდგო-
მარეობის გამო პლაშუვის საკონცენტრაციო ბანაკი იხურებოდა.
შესაბამისად, უქმდებოდა „ემალიის“ ქვებანაკიც. „ემალიის“ პატი-
მარი მუშები პლაშუვში უნდა გაეგზავნა, რათა იქიდან სხვაგან გა-
დაეყვანათ. ოსკარს ზაბოჩეში სამრეწველო საქმიანობის დაუყოვ-
ნებლივ შეწყვეტა ურჩიეს და საწარმოს დემონტაჟისთვის საჭირო
ტექნიკოსების დატოვების უფლება მისცეს. დამატებითი მითითე-
ბებისთვის ბერლინში, OKH-ის ევაკუაციის სამსახურისთვის უნდა
მიემართა.
თავიდან ოსკარი გაბრაზდა. ბრძანების ტონმა აღაშფოთა;
სადღაც შორიდან, რომელიღაც სახელმწიფო მოხელე კარნა-
ხობდა, თქვენ ნუღარაფერზე იდარდებთ, ახლა საქმეს ჩვენ მივ-
ხედავთო. ბერლინში მყოფმა იმ კაცმა არაფერი იცოდა შავ ბა-
ზარზე ნაყიდ პურზე, რომელიც ოსკარსა და მის პატიმრებს აერ-
თიანებდა. იმ კაცს გონივრულად მიაჩნდა, ოსკარს ფაბრიკის ჭიშ-
კარი გაეღო და მისი მუშები წაეყვანათ. ყველაზე მეტად ოსკარი
იმან განარისხა, რომ ოფიციალურ განკარგულებაში არც
დაუკონკრეტებიათ, რა იგულისხმებოდა „სხვაგან გადაყვანაში“.
გენერალ-გუბერნატორმა ფრანკმა ცოტა ხნით ადრე სიტყვით გა-
მოსვლისას უფრო მეტი გულწრფელობა გამოიჩინა:
– როცა ომში გავიმარჯვებთ, მე თუ მკითხავთ, პოლონელები,
უკრაინელები და მთელი ეს უსაქმურთა ბრბო უნდა გაცამტვერ-
დეს.

43 Oberkommando des Heeres.


373 მკითხველთა ლიგა
ფრანკს გამბედაობა ეყო სიმართლის სათქმელად, ხოლო
ბერლინში ამ პროცესს „სხვაგან გადაყვანას“ უწოდებდნენ და
თავს ამით იმართლებდნენ.
ამონმა იცოდა „სხვაგან გადაყვანა“ რასაც ნიშნავდა და პლა-
შუვში მორიგი სტუმრობისას ოსკარს პირდაპირ უთხრა, პლაშუვის
მამაკაცი პატიმრები გროს-როზენში გადაჰყავდათ, ქალები – აუშ-
ვიცში. გროს-როზენი ქვემო სილეზიის კარიერების ერთ დიდ ბა-
ნაკს წარმოადგენდა. SS-ის კუთვნილი „მიწისა და ქვის სამუ-
შაოების გერმანული კომპანია“ (DEST),44 რომლის ფილიალები
გერმანიაში, პოლონეთსა და სხვა დაპყრობილ ტერიტორიებზე
მდებარეობდა, გროს-როზენის პატიმრებით „იკვებებოდა“. აუშ-
ვიცში უფრო თანამედროვე მეთოდებს იყენებდნენ და პირდაპირ
მოქმედებდნენ.
როცა ცნობამ „ემალიის“ მოსალოდნელი დახურვის შესახებ
ფაბრიკასა და ბარაკებში მუშების ყურამდე მიაღწია, შინდლერის
ებრაელთაგან ზოგიერთმა ჩათვალა, რომ მათი მყუდრო თავშე-
საფრის აღსასრული დადგა. პერლმანები, რომელთა ქალიშვი-
ლი ყალბი მოწმობის დაკარგვის შიშმაც არ შეაჩერა და შინ-
დლერს მშობლების გადარჩენა სთხოვა, საბნებს კეცავდნენ და
საწოლის მეზობლებთან ფილოსოფიურად ბჭობდნენ. „ემალიამ“
ყველანი ერთი წლით შეიფარა, „ემალია“ ერთი წელი კვებავდა
მათ და სულიერ სიჯანსაღეს უნარჩუნებდა. ალბათ ესეც საკმარი-
სი იყო. ახლა სიკვდილს ელოდნენ. ეს მათ ხმაში ცხადად იგ-
რძნობოდა.
თვით რაბინი ლევარტოვიც შეეგუა იმ აზრს, რომ ამონთან
დაბრუნება და დაუმთავრებელი საქმის ბოლომდე მიყვანა
მოუწევდა. ბანკირის მიერ ჯერ კიდევ გეტოს არსებობის პირველ
დღეებში ღამის ცვლაში სამუშაოდ დაქირავებულმა ედით ლიბ-

44 Deutsche Erd- und Steinwerke.


374 მკითხველთა ლიგა
გოლდმა შეამჩნია, რომ ოსკარი ებრაელ ზედამხედველებს
საათობით ესაუბრებოდა სერიოზული გამომეტყველებით, ხოლო
უბრალო მუშებთან გამოლაპარაკება და მათი გამხნევება შეწყვი-
ტა. ალბათ ბერლინიდან მიღებულმა დირექტივებმა ისიც სხვები-
ვით დააღონა და საგონებელში ჩააგდო. ოსკარი აღარ ჰგავდა
იმ მხსნელს, რომელიც ედითს სამი წლის წინ, ზაბოჩეში პირვე-
ლად მისვლისას დახვდა.
და მაინც, როცა ზაფხულის მიწურულს პატიმრების აბარგებასა
და პლაშუვში გადაყვანას შეუდგნენ, მათ შორის ხმა გავრცელდა,
ოსკარი ჩვენს გამოსყიდვასა და კვლავ უკან დაბრუნებას აპირებს
– თურმე გარდესა და ბანკირისთვის უთქვამსო. თითქოს ყურში
ჩაესმოდათ ჰერ დირექტორის თავდაჯერებული, მამობრივი
მზრუნველობით აღსავსე ბოხი ხმა. თუმცა, თუ იერუსალიმის ქუ-
ჩაზე ფეხს დადგამდი, ადმინისტრაციულ შენობას ჩაუვლიდი და
ახალმოსულის გაკვირვებით შეხედავდი კირქვის კარიერიდან
მომავალ ბრიგადებს, ოსკარის პირობები გავიწყდებოდა და მო-
რიგ ტვირთად იქცეოდა.
პლაშუვში დაბრუნდა ჰოროვიცების ოჯახი. შარშან ოჯახის უფ-
როსმა დოლეკმა მოახერხა და ცოლ-შვილი „ემალიაში“ გადააყ-
ვანინა, ახლა კი ექვსი წლის რიჰარდი და დედამისი რეგინა ისევ
პლაშუვში აღმოჩნდნენ; უკვე თერთმეტი წლის ნიუსიამ კვლავ ხის
ყუებზე ჯაგრის დამაგრება და სახელოსნოს ფანჯრიდან ავ-
სტრიული სიმაგრისკენ მიმავალი სატვირთოების ცქერა განაგ-
რძო. ბორცვის თხემზე კოცონები გიზგიზებდა და შავი კვამლი
იბოლქვებოდა. ამ ერთი წლის განმავლობაში პლაშუვი საერ-
თოდ არ შეცვლილა. ნიუსიას არ სჯეროდა, რომ ეს წამება რო-
დისმე დასრულდებოდა.
მამამისი კი რწმენას არ კარგავდა, რომ ოსკარი ახალ სიას
შეადგენდა და ხალხს პლაშუვიდან წაიყვანდა. შინდლერის სია
ზოგიერთისთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ სახელთა ჩა-
375 მკითხველთა ლიგა
მონათვალი. ეს იყო ეტლი, რომელიც ციდან დაეშვებოდა და
მათ საფრთხისგან შორს წაიყვანდა.
ოსკარმა ებრაელების კრაკოვიდან თან წაყვანის იდეა ამონის
ვილაში გაახმაურა. ზაფხულის მიწურულის მშვიდი საღამო იყო.
ამონს ოსკარის სტუმრობა ძალიან ესიამოვნა, რადგან მისი ჯან-
მრთელობის გაუარესების გამო (ორივე ექიმმა, ბლანკემაც და
გროსმაც კომენდანტი გააფრთხილეს, თუ უზომო ჭამა-სმას არ
შეეშვებით, მოკვდებითო) ვილაში იშვიათად თუ ეწვეოდა ვინმე.
კარგა ხანს ისხდნენ, ზომიერად სვეს, რაკი ამონს ბევრი სმა
ეკრძალებოდა. უცებ ოსკარმა ახალი ამბავი აუწყა, საწარმოს ჩე-
ხოსლოვაკიაში გადატანას ვაპირებ და მინდა, ჩემი კვალიფი-
ციური მუშებიც თან წავიყვანოო. მათ გარდა, სხვა გამოცდილ
პლაშუველ მუშებზეც არ ვიტყოდი უარსო.
– ევაკუაციის სამსახურს ვთხოვ, რომ ფაბრიკისთვის მორა-
ვიაში სათანადო ადგილი შემირჩიოს, მუშების გადაყვანასა და
მანქანა-მოწყობილობების გადატანაში ოსტბანი დამეხმარება.
დიდად მადლიერი ვიქნები, თუ მხარს დამიჭერ.
მადლიერების ხსენება ამონს ყოველთვის აღაფრთოვანებდა.
დიახ, თუკი ზემოთ ხსენებული სამსახურები შენს მოთხოვნას და-
აკმაყოფილებენ, საჭირო ხალხის შერჩევის ნებას დაგრთავო,
უთხრა ოსკარს.
ამაზე რომ შეთანხმდნენ, ამონმა კარტის თამაში მოინდომა.
„ბლექ ჯეკი“ – ფრანგული „ვინგტ-ეტ-უნ“-ის45 ნაირსახეობა მოს-
წონდა, რადგან ისეთი წესები ჰქონდა, უმცროს ოფიცრებს ძა-
ლით, კომენდანტის საამებლად წაგება ძალიან უჭირდათ. ოსკა-
რი იმ საღამოს წაგების განწყობაზე სულაც არ იყო. სიაში რჩე-
ულთა ჩასაწერად ისედაც ბევრის გადახდა მოუწევდა ამონის-
თვის.

45 „ოცდაერთი“.
376 მკითხველთა ლიგა
კომენდანტი თავიდან მოკრძალებულ ფსონს დებდა, მხო-
ლოდ 100 ზლოტის ჩამოდიოდა, თითქოს ექიმებმა კარტის თამა-
შისასაც ზომიერება გამოუწერეს. მალე ეშხში შევიდა და საწყისი
ფსონი 500 ზლოტამდე გაზარდა. სწორედ მაშინ ოსკარს ტუზი და
ათიანი მიუვიდა და ამონმა ორმაგი თანხა წააგო.
ამონს ეწყინა, მაგრამ დიდად არ გაბრაზებულა. ჰელენ ჰირშს
ყავის მოტანა უბრძანა. ოთახში ჰირში შემოვიდა, ბატონის მოახ-
ლის პაროდია – შავით შემოსილი, მაგრამ მარჯვენა თვალგა-
სიებული. ჰირში ისეთი დაბალი იყო, ამონი მის საცემად ალბათ
წელში იხრებოდა. გოგონა ოსკარს უკვე იცნობდა, მაგრამ მის-
თვის არ შეუხედავს. ოსკარი თითქმის ერთი წლის წინ დაჰპირდა,
აქედან გაგიყვანო. როცა ამონს ვილაში სტუმრობდა, დროს
იხელთებდა და ყოველთვის სამზარეულოში შეიპარებოდა ხოლ-
მე ჰირშის მოსაკითხად. ამას ჰირშის მდგომარეობა არ შეუმსუბუ-
ქებია, მაგრამ ყურადღება მაინც სიამოვნებდა. მაგალითად, რამ-
დენიმე კვირის წინ ამონს წვნიანის ტემპერატურა არ მოეწონა
(როცა საქმე წვნიანს, დერეფნის კედლებზე ბუზების მიერ დამჩნე-
ულ ლაქებსა და რწყილიან ძაღლებს ეხებოდა, ამონი მეტისმე-
ტად კრიტიკული ხდებოდა), ივანი და პიოტრი იხმო და მათ ჰირ-
შის ბაღში გაყვანა და არყის ხის ქვეშ დახვრეტა უბრძანა. ამონი
ფანჯრიდან უყურებდა, პიოტრის „მაუზერის“ ლულამიბჯენილი ჰე-
ლენი როგორ მიაბიჯებდა არყის ხისკენ. ჰელენი ჩურჩულით ემუ-
დარებოდა ახალგაზრდა უკრაინელს:
– პიოტრ, ვის დახვრეტას აპირებ? ეს მე ვარ, ჰელენი. ჰელე-
ნი, რომელიც ნამცხვარს გაჭმევს. ჰელენს ხომ არ მოკლავ, არა?
პიოტრიც ჩურჩულით პასუხობდა: – ვიცი, ჰელენ, არ მინდა,
მოგკლა, მაგრამ ამას თუ არ ვიზამ, ამონი მე მომკლავს.
ჰელენმა არყის კოპლებიან ქერქთან ჩახარა თავი. მას არა-
ერთხელ უკითხავს ამონისთვის, რატომ არ მკლავო და ახლა ძა-
ლიან უნდოდა, რომ მარტივად მომკვდარიყო, რომ სიკვდილის-
377 მკითხველთა ლიგა
თვის ხალისიანად თვალის გასწორებით კომენდანტი გაეჯავრე-
ბინა, მაგრამ არ შეეძლო. ისე ძლიერად კანკალებდა, ამონი ამას
შორიდანაც ხედავდა. მუხლები ეკეცებოდა. უცებ ამონის ძახილი
გაიგონა:
– ეგ ძუკნა აქ მოათრიეთ. მის დახვრეტას ყოველთვის მოვას-
წრებთ. იქნებ მანამდე მისი აღზრდა მოვახერხოთ.
დაუჯერებელია, მაგრამ ამ გიჟურ აფეთქებებს ხანდახან პაუზე-
ბი მოსდევდა, როცა სასტიკი ამონი გულმოწყალე ბატონად გარ-
დაიქმნებოდა ხოლმე. ერთ დილას მან ჰელენს უუთხრა:
– ძალიან კარგი მსახური ხარ. თუ ომის შემდეგ რეკომენდაცია
დაგჭირდება, სიხარულით დაგიწერ.
ჰელენი ხვდებოდა, რომ ეს მხოლოდ ფუჭი სიტყვები იყო,
ილუზია. ასეთ დროს ამონს მარცხენა ყურს მიაპყრობდა ხოლმე,
რომელშიც არ ესმოდა, რადგან ერთხელ ბატონმა ისე მაგრად
დაარტყა მუშტი, დაფის აპკი გაუხეთქა. ჰელენს ეჭვიც არ ეპარე-
ბოდა, რომ ადრე თუ გვიან გამძვინვარებულ ამონს შემოაკვდე-
ბოდა.
როცა ასეთ პირობებში ცხოვრობ, სტუმრის ღიმილი მხოლოდ
დროებით გგვრის შვებას. ჰელენმა ვეება ვერცხლის ყავადანი
ჰერ კომენდანტს დაუდგა (ყავას ამონი ძველებურად, უზომოდ და
ტკბილს სვამდა), თავი დაუკრა და წავიდა.
ერთი საათის შემდეგ ამონს ოსკარის 3700 ზლოტი მართებდა
და ბედს უჩიოდა. ოსკარმა შესთავაზა, სხვა რამეზე ხომ არ ვითა-
მაშოთო.
– ჩეხოსლოვაკიაში რომ გადავალ, მოახლე დამჭირდება. მო-
რავიაში ჰელენ ჰირშივით გონიერსა და გამოცდილს ვერავის ვი-
შოვი, სულ სოფლელი გოგოები დამხვდებიან. მოდი, ერთი ხე-
ლი კიდევ ვითამაშოთ. ფსონი გავაორმაგოთ. თუ მომიგებ, 7400
ზლოტის მოგცემ, თუ ტუზი და ათიანი მოგივა – 14 800 ზლოტის.
შენ თუ წააგებ, ჰელენ ჰირშს ჩემს სიაში ჩამაწერინებ.
378 მკითხველთა ლიგა
ამონმა დასაფიქრებლად დრო მოითხოვა.
– კარგი რა, მაინც აუშვიცში უნდა გაგზავნო, – უთხრა ოსკარ-
მა.
პრობლემა ის იყო, რომ ამონი ჰელენს ძლიერ მისჩვეოდა და
ფსონად მის ჩასვლას იოლად ვერ დათანხმდებოდა. როცა კი ჰე-
ლენის სიკვდილზე დაფიქრდებოდა, რატომღაც ყოველთვის
იმას წარმოიდგენდა, რომ მას თვითონ, ვნებას აყოლილი, გა-
მოასალმებდა სიცოცხლეს. მასზე კარტი რომ ეთამაშა და წაეგო,
იძულებული გახდებოდა ინტიმური მკვლელობის სიამოვნება და-
ეთმო.
შინდლერმა ჰირშის „ემალიაში“ გადაყვანა პლაშუვის არსებო-
ბის ადრეულ ეტაპზევე მოინდომა, მაგრამ ამონმა უარი უთხრა.
ერთი წლის წინ ყველას ეგონა, პლაშუვის ბანაკი ათწლეულებს
იარსებებდა და კომენდანტი და მისი მოახლე ერთმანეთს
შეაბერდებოდნენ, თუკი მანამდე ჰელენის უნებლიე შეცოდება ამ
კავშირს უეცრად არ დაარღვევდა. ერთი წლის წინ ვერავინ წარ-
მოიდგენდა, რომ ამონისა და ჰელენის ურთიერთობის გაწყვეტის
მიზეზი ლვოვის მისადგომებთან მდგარი საბჭოთა არმია იქნებო-
და. რაც შეეხება ოსკარს, იგი ცოტა დაუფიქრებლად და რის-
კიანად მოიქცა. ამონისთვის ამ ფსონის შეთავაზებისას სულაც არ
გაუვლია პარალელი ადამიანის სულებით მოთამაშე ღმერთსა
და სატანასთან. თავის თავისთვის არ უკითხავს, რა უფლებით
ითხოვდა გოგონას. თუ წააგებდა, ჰელენის სხვაგვარად გადარ-
ჩენის შანსი ძალიან მცირდებოდა. პრინციპში, იმ წელს ყველაფ-
რის შანსი მინიმალური იყო. თვით ოსკარისაც კი.
ოსკარი წამოდგა და სამუშაო მაგიდის უჯრიდან ბლანკი
ამოიღო. მან ამონს ხელწერილი დაადებინა იმ შემთხვევისთვის,
თუ კომენდანტი წააგებდა: „უფლებას ვაძლევ ჰერ ოსკარ შინ-
დლერს, მისი საწარმო DEF-ის გადატანისას, პატიმარ ჰელენ

379 მკითხველთა ლიგა


ჰირშის სახელი პლაშუვიდან გადასაყვან კვალიფიციურ მუშათა
სიაში ჩაწეროს“.
კარტი ამონმა დაარიგა. ოსკარს რვიანი და ხუთიანი მიუვიდა.
ოსკარმა კიდევ ორი კარტი მოითხოვა. ამჯერად ტუზი და ხუ-
თიანი მიუვიდა. წესით, ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო. ამონმა
თავისთვისაც დაირიგა ორი კარტი. ოთხიანი და მეფე მიუვიდა.
– ღმერთო დიდებულო! – წამოიძახა ამონმა. უხამსად არას-
დროს იგინებოდა. საამისოდ მეტისმეტად ზიზღიანი იყო, – გავ-
დივარ! – ჩაიცინა მან, მაგრამ ხალისი აშკარად არ ეტყობოდა, –
თავიდან სამიანი და ხუთიანი მომივიდა და ოთხიანი მეყოფოდა,
მაგრამ მერე ეს წყეული მეფე დაემატა.
საბოლოოდ, ხელწერილს ხელი მოაწერა. ოსკარმა მოგებუ-
ლი თანხა ამონს დაუბრუნა.
– ოღონდ გოგოს მიმიხედე, სანამ ჩვენი წასვლის დრო მოვა,
– უთხრა მას.
სამზარეულოში მჯდარმა ჰელენ ჰირშმა ჯერ არ იცოდა, რომ
მისი თავი კარტში მოიგეს და ამით გადაარჩინეს.
ოსკარმა ამონთან გატარებული საღამოს შესახებ შტერნს უამ-
ბო და შესაძლოა, სწორედ მისგან გავრცელდა ხმები ოსკარის
გეგმის შესახებ პლაშუვის ადმინისტრაციულ შენობასა და სახე-
ლოსნოებში. ოსკარ შინდლერი სიას ადგენდა. იმ სიაში მოხვედ-
რა ყველაფრად ღირდა.

380 მკითხველთა ლიგა


თავი 31

შინდლერის ამბის განხილვისას ყოველთვის დგება მომენტი,


როცა ჰერ დირექტორის ცოცხალი მეგობრები აუცილებლად
ახამხამებენ თვალებს, თავს აქნევენ და მისი მოტივების ამოხსნას
ლამის მათემატიკური ფორმულებით იწყებენ. შინდლერის ებრა-
ელთათვის ყველაზე ჩვეული პასუხია: „არ ვიცი, ასე რატომ იქ-
ცეოდა“. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ოსკარი აზარ-
ტული პიროვნება იყო, სენტიმენტალისტი, რომელსაც სიკეთის
ქმნის სიმარტივე და სიცხადე მოსწონდა; რომ ოსკარი ბუნებით
ანარქისტი გახლდათ და სისტემის მასხრად აგდება მოსწონდა;
და რომ მისი გულჩვილობის მიღმა ადამიანურ სისასტიკეზე გან-
რისხების, მასზე რეაგირების და მასთან გამკლავების უნარი იმა-
ლებოდა. თუმცა, როგორც არ უნდა შეკრიბო ეს თვისებები, მა-
ინც ვერ მიიღებ იმ შეუპოვრობას, რომლითაც 1944 წლის მიწუ-
რულს ოსკარმა „ემალიის“ მუშებისთვის უკანასკნელი თავშესაფ-
რის მზადება დაიწყო.
და არა მხოლოდ მათთვის. სექტემბრის დასაწყისში შინდლე-
რი პოდგოჟეში გაემგზავრა და მადრიჩს შეხვდა. იმხანად მადრი-
ჩის სამკერვალო ფაბრიკაში 3000 პატიმარი მუშაობდა. მალე ამ
ფაბრიკის დახურვაც იგეგმებოდა. მადრიჩს საკერავ მანქანებს
დაუბრუნებდნენ, ხოლო მისი მუშები გაქრებოდნენ. ერთობლი-
ვად თუ მოვითხოვთ, ოთხი ათასი პატიმრის გამოყვანას შევ-
ძლებთ, უთხრა მას ოსკარმა, და სადმე უსაფრთხო ადგილას, მა-
გალითად, მორავიაში გადავიყვანთო.
მადრიჩს სამუდამოდ და სამართლიანად ეთაყვანებოდნენ მის
მიერ გადარჩენილი პატიმრები. კონტრაბანდული პურისა და
ქათმის ხორცის საფასურს მადრიჩი მუდმივი რისკის ფასად, საკუ-
თარი ჯიბიდან იხდიდა. მას ოსკარზე გაწონასწორებულ ადა-

381 მკითხველთა ლიგა


მიანად მიიჩნევდნენ, ნაკლებად ექსტრავაგანტური და ემოციური
იყო. იგი არასდროს დაუპატიმრებიათ. თუმცა, საფრთხის მიუხე-
დავად ჰუმანურობის გამოვლინებას არ ერიდებოდა და საკმარი-
სად გამჭრიახი და ენერგიული რომ არ ყოფილიყო, ალბათ აუშ-
ვიცში აღმოჩნდებოდა.
ოსკარმა მას ჰრუბი იესენიკის რეგიონში მადრიჩ-შინდლერის
ერთობლივი ბანაკის, პატარა, გამჭვარტლული სამრეწველო და-
სახლების შექმნა შესთავაზა.
მადრიჩს იდეა მოეწონა, მაგრამ თანხმობის მიცემა არ უჩქა-
რია. მართალია, ხედავდა, რომ ნაცისტური გერმანია ომში მარ-
ცხდებოდა, მაგრამ SS-ის სისტემა დღითიდღე უფრო ულმობელი
ხდებოდა. სამწუხაროდ, ის სწორად მიხვდა, რომ პლაშუვის პა-
ტიმრებს მომდევნო თვეებში დასავლეთ პოლონეთში მდებარე
სიკვდილის ბანაკებში გაანადგურებდნენ, რადგან ოსკარს სი-
ჯიუტესა და გიჟურ მიზანდასახულობაში არც SS-ის მთავარი სამ-
მართველო და მათი ძვირფასი ოფიცრები, საკონცენტრაციო ბა-
ნაკების კომენდანტები ჩამოუვარდებოდნენ.
მადრიჩს არც უარი უთქვამს. მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.
ოსკარისთვის არ გაუმხელია, მაგრამ სავარაუდოდ, ჰერ შინ-
დლერივით იმპულსურ და შეშლილ ადამიანთან ფაბრიკის თანა-
ზიარობის ძალიან ეშინოდა.
მადრიჩისგან მკაფიო პასუხი რომ ვერ მიიღო, ოსკარი თავად
ამოქმედდა. ბერლინში გაემგზავრა და პოლკოვნიკი ერიხ ლანგე
სადილზე დაპატიჟა. მთლიანად ჭურვების წარმოებაზე გადავალ,
მძიმე მანქანა-მოწყობილობებს გადავიტანო, უთხრა მას ოსკარ-
მა.
ლანგეს დახმარება ოსკარისთვის აუცილებელი იყო. ლანგე
გარანტირებულ კონტრაქტებს ნიშნავდა; ლანგეს რეკომენდა-
ციების მეშვეობით ოსკარი ევაკუაციის სამსახურისა და მორავიაში
გერმანელი ხელისუფლების გულის მოგებას შეძლებდა.
382 მკითხველთა ლიგა
შემდეგში ოსკარი ამ იდუმალ შტაბის ოფიცერზე იტყვის, ყო-
ველთვის დახმარების ხელს მიწვდიდაო. ამორალურ სისტემაში
მომუშავე (მაგრამ არა სისტემის საკეთილდღეოდ) მრავალი პი-
რის მსგავსად, ლანგეც სასოწარკვეთილებასა და ზიზღს მოეცვა.
– ამის გაკეთება შესაძლებელია, ოღონდ ფულის გადახდა
მოგიწევთ, – თქვა ლანგემ, – ჩემთვის კი არა, სხვებისთვის.
ლანგეს მეშვეობით ოსკარი ბენდერის ქუჩაზე OKH-ში ევა-
კუაციის სამსახურის ოფიცერს დაუკავშირდა.
წესით, საწარმოს ევაკუაციაზე უნდა დაგთანხმდნენო, უთხრა
ოფიცერმა. მხოლოდ ერთი დაბრკოლება არსებობდა. მორავიის
გუბერნატორი და იმავდროულად გაულაიტერი, რომელიც ლი-
ბერეცის ციხესიმაგრიდან ბატონობდა, თავის პროვინციაში ებრა-
ელთა შრომის ბანაკებს არ აჭაჭანებდა. ჯერჯერობით ვერც SS-ს
და ვერც საბრძოლო საშუალებათა ინსპექციას მისთვის ამ პო-
ლიტიკის შეცვლა ვერ მოეხერხებინა. ამ ჩიხიდან გამოსავლის
მოძებნაში ვერმახტის შუახნის ინჟინერი დაგეხმარებათო, უთხრა
ოფიცერმა ოსკარს. ინჟინერი საბრძოლო საშუალებათა ინსპექ-
ციის ტროპაუს46 განყოფილებაში მუშაობდა და გვარად ზუსმუთი
იყო. ზუსმუთისგანვე შეიძლებოდა საწარმოსთვის შესაფერისი ად-
გილის შერჩევა მორავიაში.
– ამასთანავე, ევაკუაციის მთავარი სამსახურის იმედი გქონ-
დეთ, ჰერ შინდლერ, – დასძინა ოფიცერმა. – თუმცა, ყთუ იმასაც
გაითვალისწინებთ, რამხელა წნეხის ქვეშ იმყოფებიან ამ სამსახუ-
რის მუშაკები, რაოდენ დააზარალა ომმა მათი პირადი კეთილ-
დღეობა, ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ გადაწყვეტილების
სწრაფად მიღებაში მათ თქვენი გულისხმიერება დაეხმარება.
ჩვენ, საბრალო ქალაქელებს ლორი, სიგარები, ალკოჰოლი, სა-
მოსი, ყავა და ასეთი რამეები გვაკლია.

46 ქალაქ ოპავას გერმანული სახელწოდება.


383 მკითხველთა ლიგა
რატომღაც ოფიცერმა იფიქრა, რომ ოსკარი მშვიდობის
დროინდელი პოლონეთის პროდუქციის ნახევარს თან დაატა-
რებდა. სინამდვილეში ოსკარს ბერლინის შავ ბაზარზე დიდძალი
თანხის დახარჯვა მოუწია ევაკუაციის სამსახურის კეთილი ბატო-
ნებისთვის ძვირფასი საჩუქრების შესაძენად. სასტუმრო „ადლო-
ნის“ ხანდაზმულმა ადმინისტრატორმა ჰერ შინდლერს ფასდაკ-
ლებით, უმაღლესი ხარისხის ერთი ბოთლი შნაპსი 80 რაიხსმარ-
კად უშოვა. იმ ჯენტლმენებისთვის სულ ცოტა, 12 ბოთლი მაინც
უნდა გაეგზავნა. ყავა ოქროსავით ძვირი ღირდა, ხოლო ჰავანურ
სიგარებს ცეცხლის ფასი ედო. ოსკარმა ყავაც და სიგარებიც
ბლომად შეიძინა და სასაჩუქრე კალათებში ჩააწყო. მორავიის
გუბერნატორის გადასარწმუნებლად ამ კეთილ ბატონებს ფინან-
სური სტიმული სჭირდებოდათ.
სანამ ოსკარი მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ამონ გეთი
დააპატიმრეს.
პლაშუვის კომენდანტი ვიღაცამ დააბეზღა. ალბათ რომელიმე
უმცროს ოფიცერს შეშურდა მისი ფუფუნებისა ან პლაშუვის ბანაკ-
ში ნამყოფი კეთილსინდისიერი მოქალაქე შეაწუხა მისი ცხოვრე-
ბის წესმა. SS-ის უფროსმა გამომძიებელმა ეკერტმა ამონის ფი-
ნანსური გარიგებების კვლევა დაიწყო. აივნიდან პატიმრების
ხოცვა ეკერტს არ ეხებოდა, სამაგიეროდ, სახელმწიფო ქონების
გაფლანგვითა და შავ ბაზარზე ვაჭრობით დაინტერესდა. გარდა
ამისა, ამონს მკაცრი მოპყრობის გამო ქვემდგომი ოფიცრებიც
უჩიოდნენ.
ამონი შვებულებაში იმყოფებოდა, ვენაში გამომცემელ მამას
სტუმრობდა, როცა SS-მა დააპატიმრა. ქალაქში ჰაუპტშტურ-
მფიურერ გეთის ბინაც გაჩხრიკეს და გადამალული ფული იპო-
ვეს – დაახლოებით 80 000 რაიხსმარკა. ფულის წარმომავლობა
ამონმა დამაჯერებლად ვერ ახსნა. პოლიციამ ჭერში სამალავსაც

384 მკითხველთა ლიგა


მიაგნო, სადაც თითქმის ერთი მილიონი ღერი სიგარეტი აღ-
მოაჩინეს. ვენაში ამონის ბინა სინამდვილეში საწყობი გამოდგა.
გასაკვირი სულაც არ არის, რომ SS-მა – უფრო ზუსტად კი,
რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს მე-5 ბიუროს
ოფიცრებმა – ჰაუპტშტურმფიურერ გეთის მსგავსი ეფექტური მსა-
ხურის დაპატიმრება მოინდომეს. მათ უკვე გამოეძიებინათ კანონ-
დარღვევები ბუხენვალდში და ლამის იქაურ კომენდანტ კოხსაც
ჩაავლეს. მე-5 ბიურო სახელგანთქმული რუდოლფ ჰესის წინააღ-
მდეგ სამხილის მოპოვებასაც ცდილობდა და ვენელი ებრაელიც
კი დაჰკითხეს, რადგან ეჭვობდნენ, სისტემის ამ კაშკაშა ვარ-
სკვლავისგან ფეხმძიმედ არისო. ასე რომ, ამონს, რომელიც გან-
რისხებული ბოლთას სცემდა ოთახში, სანამ SS-ელები მის ბინას
სიგრძე-სიგანეზე ჩხრეკდნენ, შემწყნარებლობის დიდი იმედი არ
უნდა ჰქონოდა.
ამონი ბრესლაუში წაიყვანეს და SS-ის საპატიმროში ჩასვეს,
სანამ გამოძიება დასრულდებოდა და სასამართლო პროცესი
გაიმართებოდა. გამომძიებლებმა პლაშუვის ფუნქციონირებაში
ჩაუხედაობა იმით დაამტკიცეს, რომ ვილაში ჰელენ ჰირში დააკა-
ვეს და დაჰკითხეს, რადგან ამონის თაღლითობების თანამონაწი-
ლე ეგონათ. ერთი თვის განმავლობაში ორჯერ ჩაიყვანეს პლა-
შუვის ყაზარმების ქვეშ მდებარე საკნებში დასაკითხად. უამრავი
კითხვა დაუსვეს, შავ ბაზარზე ამონის კავშირების შესახებ თუ იცი,
მისი შუამავლები ვინ არიან, პლაშუვის საიუველირო ან ტანსაც-
მლის მაღაზიები და ავეჯის გადასაკრავი საამქრო როგორ მუშა-
ობსო. ჰირშს არც სცემდნენ და არც ემუქრებოდნენ. რატომღაც
დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჰირში მისივე მწამებელთა ბანდის
წევრი იყო. ჰელენი ვერც კი იოცნებებდა, რომ ამონს მისივე
ხალხი დააპატიმრებდა და მისგან თავს ასე უჩვეულოდ დაიხსნი-
და, თუმცა დაკითხვების ოთახში საღად განსჯის უნარს თანდათან
კარგავდა, რადგან კანონის დარღვევაში ადანაშაულებდნენ და
385 მკითხველთა ლიგა
მისი ბედის კვლავ ამონთან დაკავშირებას ცდილობდნენ. თქვენ
ჩილოვიჩი დაგეხმარებოდათ, ოღონდ ჩილოვიჩი მკვდარიაო,
უმეორებდა ჰელენ ჰირში SS-ელებს.
მისი დამკითხველები პროფესიონალი პოლიციელები იყვნენ
და ცოტა ხნის შემდეგ დაასკვნეს, ეს ქალი სამზარეულოს მდიდ-
რულ მენიუზე თუ მოგვაწვდის მცირე ინფორმაციას, მეტს ვერა-
ფერსო. ჰირშისთვის მის ნაიარევებზე არ უკითხავთ, ამონს სა-
დიზმის ბრალდებით მაინც ვერ დააკავებდნენ. ზახენჰაუზენის ბა-
ნაკში რომ მოინდომეს სადიზმის ფაქტების გამოძიება, შეიარაღე-
ბულმა მცველებმა ბანაკის ტერიტორიიდან მიაბრძანეს. ბუხენ-
ვალდში მათ მნიშვნელოვანი მოწმე ჰყავდათ, უნტერშარფიურე-
რი, რომელიც მზად იყო კომენდანტ კოხის წინააღმდეგ ჩვენება
მიეცა, მაგრამ მოწმე საკანში მკვდარი იპოვეს. SS-ის საგამო-
ძიებო ჯგუფის უფროსის ბრძანებით, უნტერშარფიურერის კუჭში
აღმოჩენილი საწამლავი გამოსაცდელად ოთხ რუს პატიმარს
დაალევინეს. ოთხივე გარდაიცვალა. ამგვარად მოიპოვეს სამხი-
ლი კომენდანტისა და ბანაკის ექიმის წინააღმდეგ. და თუმცა, კო-
მენდანტი კოხი მკვლელობისა და სადიზმის ბრალდებით გაასა-
მართლეს, მართლმსაჯულების ეს ფორმა უჩვეულოდ ჩათვალეს
და ბანაკის პერსონალმა ცოცხალი სამხილების მოშორება და
გამომძიებელთა წინააღმდეგ დარაზმვა დაიწყო. ამიტომაც მე-5
ბიუროს გამომძიებლებმა ჰელენ ჰირშის ტრავმებზე თვალი და-
ხუჭეს, მთელი ყურადღება თაღლითობის ფაქტებზე გადაიტანეს
და საბოლოოდ ჰირშის შეწუხებასაც შეეშვნენ.
მიტეკ პემპერიც დაჰკითხეს. პემპერმა ჭკუა იხმარა და ამონის
შესახებ მათთვის ბევრი არაფერი უთქვამს, ყოველ შემთხვევაში,
პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე სიტყვა არ დას-
ცდენია. ამონის აფერებზე მხოლოდ გაკვრით მსმენიაო, განუცხა-
და გამომძიებლებს. ნეიტრალური, თავაზიანი მბეჭდავის როლს

386 მკითხველთა ლიგა


ასრულებდა, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი არ მი-
უწვდებოდა.
– ჰერ კომენდანტი ასეთ საკითხებს ჩემი თანდასწრებით არას-
დროს განიხილავდა, – გამუდმებით ამას პასუხობდა.
ჰელენ ჰირშივით, ალბათ, მასაც ვერ დაეჯერებინა, რომ მოხ-
და ერთადერთი რამ, რაც სიცოცხლის შენარჩუნების შანსს მის-
ცემდა: ამონი დააპატიმრეს. აქამდე პემპერის სიცოცხლის ვადა
განსაზღვრული იყო; როცა საბჭოთა არმია ტარნოვს მიადგებო-
და, ამონი მას უკანასკნელ წერილებს უკარნახებდა და მერე სი-
ცოცხლეს გამოასალმებდა. ახალგაზრდა მბეჭდავი ახლა იმაზე
ღელავდა, ვაითუ ამონი მალე გამოუშვანო.

პემპერისგან მხოლოდ ამონის სპეკულაციების დეტალების შეტ-


ყობა როდი აინტერესებდათ. SS-ის მოსამართლესთვის, რო-
მელმაც პემპერი დაჰკითხა, ობერშარფიურერ ლორენც ლან-
დსდორფერს ეთქვა, ჰაუპტშტურმფიურერი გეთი ებრაელ სტე-
ნოგრაფისტს პარტიზანების ბანაკზე თავდასხმის შემთხვევაში
პლაშუვის გარნიზონისთვის განკუთვნილ დირექტივებს და გეგ-
მებსაც კარნახობდაო. ამონს თვალსაჩინოებისთვის პემპერის-
თვის სხვა საკონცენტრაციო ბანაკების მსგავსი გეგმები ეჩვენები-
ნა. მოსამართლე საიდუმლო მასალების ებრაელი პატიმრების-
თვის გამხელამ ისე შეაშფოთა, პემპერის დაპატიმრება ბრძანა.
პემპერმა ორი მტანჯველი კვირა გაატარა SS-ის ყაზარმების ქვეშ
მდებარე საკანში. არ სცემდნენ, მაგრამ მე-5 ბიუროს გამომძიებ-
ლები და SS-ის ორი მოსამართლე გამუდმებით ჰკითხავდნენ. ეჩ-
ვენებოდა, რომ მათ თვალებში დასკვნას ხედავდა: საუკეთესო
გამოსავალი მბეჭდავის დახვრეტა იქნებოდა. ერთ დღეს, როცა
საგანგებო შემთხვევაში პლაშუვის მოქმედების გეგმაზე ეკითხე-
ბოდნენ, პემპერმა დამკითხველებს ჰკითხა:

387 მკითხველთა ლიგა


– აქ რატომ მაკავებთ? საპატიმრო საპატიმროა. მაინც სიკვდი-
ლი მაქვს მოსჯილი.
პროვოკაციული არგუმენტი იყო და პრობლემის გადაჭრას
ისახავდა მიზნად: ან გაათავისუფლებდნენ ან ტყვიას დაახლიდ-
ნენ. დაკითხვის შემდეგ პემპერმა რამდენიმე მღელვარე საათი
გაატარა საკანში, სანამ კარი კვლავ გაიღებოდა. იგი საკნიდან
გაიყვანეს და თავის ბარაკში დააბრუნეს. თუმცა, ეს არ ყოფილა
ბოლო შემთხვევა, როცა პემპერი კომენდანტ გეთთან დაკავში-
რებით დაჰკითხეს.
რატომღაც ამონის ქვემდგომები მის დაცვას არ ჩქარობდნენ.
ისინი ფრთხილობდნენ. იცდიდნენ. ბოშმა, რომელსაც კომენდან-
ტის წვეულებებზე ბევრი სასმელი დაულევია, უნტერშტურ-
მფიურერ იონს უთხრა, მე-5 ბიუროს მიზანდასახული გამომძიებ-
ლების მოსყიდვა სახიფათოაო. ამონის ზემდგომებს რაც შეეხება,
შერნერი კრაკოვიდან პარტიზანებზე სანადიროდ გაეგზავნათ და
საბოლოოდ ნიპოლომიცეს ტყეში ჩასაფრებულმა პარტიზანებმა
იმსხვერპლეს. ამონი ორანიენბურგელთა ხელში აღმოჩნდა. ეს
ხალხი არასდროს სწვეოდა მას გეთჰაუზში – თუნდაც სწვეოდნენ,
ალბათ, ძლიერ შეცბებოდნენ ან შურით აღივსებოდნენ.
გათავისუფლების შემდეგ ჰელენ ჰირშმა ახალი კომენდანტის,
ჰაუპტშტურმფიურერ ბიუშერის მოახლედ დაიწყო მუშაობა. ერთ
დღესაც ამონ გეთისგან მეგობრული წერილი მიიღო. ამონი
სთხოვდა, ტანსაცმელი და საკანში გასართობად სასიყვარულო
და დეტექტიური რომანები და ცოტა ალკოჰოლი შემომიგზავნეო.
ისე მწერს, თითქოს მისი ნათესავი ვიყოო, გაიფიქრა ჰელენმა.
„გთხოვ, ქვემოთ ჩამოთვლილი შემიგროვე და...“ – ასე იწყებოდა
წერილი და მთავრდებოდა შემდეგი სიტყვებით: „იმედი მაქვს, მა-
ლე შევხვდებით“.
ამასობაში ოსკარი ტროპაუში გაემგზავრა ინჟინერ ზუსმუთის
სანახავად. თან ბრილიანტის თვლები და ალკოჰოლური სასმე-
388 მკითხველთა ლიგა
ლები მიჰქონდა, მაგრამ ამჯერად არ დასჭირდა. ზუსმუთმა ოს-
კარს უთხრა, მორავიის სასაზღვრო ქალაქებში საბრძოლო სა-
შუალებათა ინსპექციისთვის საჭირო პროდუქციის საწარმოებ-
ლად პატარ-პატარა შრომის ბანაკების გახსნის წინადადება ერ-
თხელ უკვე წამოვაყენეო. ეს ბანაკები აუშვიცის ან გროს-როზენის
კონტროლქვეშ იქნებოდა, რადგან ამ დიდი საკონცენტრაციო ბა-
ნაკების გავლენა პოლონეთიდან ჩეხოსლოვაკიამდე სწვდებოდა.
პატარა ბანაკებში პატიმრები უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდნენ
თავს, ვიდრე აუშვიცივით დიდ ნეკროპოლისში. რასაკვირველია,
ზუსმუთის წინადადება არ მიიღეს. ლიბერეციდან უარი შემოუთვა-
ლეს. მას მორავიის გუბერნატორზე ზემოქმედების ბერკეტი უწინ
არ ჰქონია, მაგრამ ახლა ოსკარი გამოჩნდა, ოსკარს კი პოლ-
კოვნიკი ლანგე და ევაკუაციის სამსახურის ბატონები უმაგრებ-
დნენ ზურგს. ამის ბერკეტად გამოყენება შეიძლებოდა.
ზუსმუთს კაბინეტში საომარი ზონიდან ევაკუირებული საწარ-
მოებისთვის შესაფერისი ადგილების სია ჰქონდა. ოსკარის მშობ-
ლიურ ქალაქ ცვიტაუსთან ახლოს, სოფელ ბრინლიცის განაპი-
რას ვენელი ძმები ჰოფმანების კუთვნილი ტექსტილის დიდი ფაბ-
რიკა იდგა. ვენაში მათ კარაქისა და ყველის ქარხანა ჰქონდათ,
მაგრამ სუდეტენლანდში გერმანულ არმიას შეჰყოლოდნენ (რო-
გორც ოსკარი შეჰყვა კრაკოვში) და ტექსტილის მაგნატებად
ქცეულიყვნენ. ჰოფმანების საწარმოს მთელ ფლიგელს არაფერ-
ში იყენებდნენ, იქ მხოლოდ მოძველებულ სართავ მანქანებს აწ-
ყობდნენ. ამხელა ფართობის შენობას ცვიტაუში, სადაც შინდლე-
რის სიძე საწყობის გამგედ მუშაობდა, სარკინიგზო დეპოდ იყე-
ნებდნენ. ჰოფმანების ფაბრიკის ჭიშკრამდე მთავარ სარკინიგზო
ხაზთან დაკავშირებული ლიანდაგი მიდიოდა. ძმები გადამყიდვე-
ლები არიანო, ღიმილით აღნიშნა ზუსმუთმა. პარტიის ადგილობ-
რივი განყოფილება მათ ემხრობოდა – ოლქის სათათბიროს
თავმჯდომარე და წევრები ხელში ეჭირათ.
389 მკითხველთა ლიგა
– თუმცა, თქვენ პოლკოვნიკი ლანგე გიჭერთ მხარს. დაუყოვ-
ნებლივ წერილს გავგზავნი ბერლინში და ჰოფმანის ფლიგელის
გამოყენების უფლებას მოვითხოვ, – აღუთქვა შინდლერს ზუს-
მუთმა.
ბრინლიცი გერმანელების სოფელი იყო და ოსკარს ბავშვობი-
დან ახსოვდა. სოფლის რასობრივი განსხვავებულობა სახელწო-
დებაშივე იგრძნობოდა, რადგან ჩეხები ამ სოფელს ბრნენეცს
უწოდებდნენ, ისევე როგორც ცვიტაუს – ცვიტავას. ბრინლიცის
მცხოვრებლებს მათ მეზობლად ათასი ან უფრო მეტი ებრაელის
დასახლება აშკარად არ ესიამოვნებოდათ. ჰოფმანის ფაბრიკაში
ცვიტაუელებიც მუშაობდნენ და ომის მიწურულს მათი სოფლურ--
ინდუსტრიული მხარის დაბინძურება არც მათ მოეწონებოდათ.
მიუხედავად ამისა, ოსკარი ფლიგელის დასათვალიერებლად
გაემართა. ძმებ ჰოფმანებთან შეხვედრა არ მოინდომა, რადგან
იფიქრა, კომპანიის უკომპრომისო და მტკიცე თავმჯდომარე
ჰოფმანს დავაფრთხობო. საბედნიეროდ, ფაბრიკის ტერიტო-
რიაზე შეუფერხებლად შევიდა. ძველებური, ორსართულიანი ინ-
დუსტრიული ნაგებობა გარს ერტყმოდა შიდა ეზოს. ფლიგელის
პირველ, მაღალჭერიან სართულზე ძველი სართავი ჯარები და
მატყლით სავსე ყუთები ეწყო. ზედა სართული ალბათ სამსახურე-
ობრივი ოთახებისა და მსუბუქი მანქანა-მოწყობილობებისთვის
იყო განკუთვნილი, რადგან მისი იატაკი დიდი წნეხების სიმძიმეს
ვერ გაუძლებდა. პირველ სართულზე DEF-ის ახალი სახელოს-
ნოები, სამსახურეობრივი ოთახები და, ერთ-ერთ კუთხეში, ჰერ
დირექტორის საცხოვრებელი ბინა თავისუფლად დაეტეოდა, ზე-
მოთ პატიმრების ბარაკებს მოაწყობდნენ.
ოსკარს ის ადგილი ძალიან მოეწონა. კრაკოვში გაეშურა,
რომ გადასაბარგებლად მზადება დაეწყო და მადრიჩსაც დალა-
პარაკებოდა. ზუსმუთი მადრიჩისთვისაც აუცილებლად გამოძებნი-
და ადგილს, იქნებ იმავე ბრინლიცში.
390 მკითხველთა ლიგა
კრაკოვში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ ლუფტვაფეს მიერ
ჩამოგდებული მოკავშირეთა ბომბდამშენი „ემალიის“ ეზოს განა-
პირას მდგარ ორ ბარაკს დასცემოდა. მისი გამურული ფიუსელა-
ჟი ცერად ეგდო ბარაკების ნანგრევებზე. ქვებანაკის დახურვისას,
წარმოების პროცესის დასასრულებლად და ფაბრიკის დანადგა-
რების მისახედად „ემალიაში“ პატიმართა მცირერიცხოვანი ჯგუფი
დატოვეს. ცეცხლმოკიდებული ბომბდამშენის ჩამოვარდნა მათ
დაენახათ. შიგ ორი კაცი იჯდა და ორივე დაიწვა. ცხედრების წა-
საღებად მოსულ ლუფტვაფელებს ადამ გარდესთვის ეთქვათ, ეს
ბომბდამშენი „სტირლინგია“, ხოლო შიგ ავსტრალიელები ის-
ხდნენო. ერთ-ერთს დანახშირებული ბიბლია ეჭირა ხელში, ეტ-
ყობა, ჩამოვარდნისას ლოცულობდა. ბომბდამშენში კიდევ ორი
მფრინავი მსხდარა, მაგრამ ისინი პარაშუტით გადამხტარან. ერ-
თი მათგანი გარეუბანში ჭრილობებისგან გარდაცვლილი და პა-
რაშუტში გახვეული უპოვიათ. მეორესთან პარტიზანებს მიუსწრი-
ათ მისვლა და სადღაც გადაუმალავთ. ავსტრალიელები კრაკო-
ვის აღმოსავლეთით მდებარე უღრან ტყეში დამალული პარტი-
ზანებისთვის სურსათ-სანოვაგის ჩამოსაყრელად გამოეგზავნათ.
მომხდარმა ოსკარს საბოლოოდ მიაღებინა გადაწყვეტილება.
ის, რომ შორეული ავსტრალიის პატარა ქალაქებიდან ხალხი
კრაკოვისთვის ბოლოს მოსაღებად მოფრინავდა, გარდაუვალის
მოახლოებაზე მეტყველებდა. ოსტბანში დარეკა და მოძრავი შე-
მადგენლობის პარკის დირექტორი სადილზე დაპატიჟა, რათა
DEF-ის მანქანა-მოწყობილობების გადასაზიდი ვაგონ--
პლატფორმების თაობაზე მოლაპარაკებოდა.
ზუსმუთისა და ოსკარის შეხვედრის ერთი კვირის თავზე მორა-
ვიის გუბერნატორმა ბერლინიდან განკარგულება მიიღო, რომ
ოსკარ შინდლერის საბრძოლო საშუალებათა მწარმოებელი
ქარხნისთვის ბრინლიცში ჰოფმანების სართავი ფაბრიკის ფლი-
გელი დაეთმო. ზუსმუთმა შინდლერს ტელეფონით აცნობა, გუ-
391 მკითხველთა ლიგა
ბერნატორის ბიუროკრატები საბუთების მოწესრიგების გაჯანჯლე-
ბის გარდა ვერაფერს დაგვიპირისპირებენო. სამაგიეროდ, ჰოფ-
მანები და ცვიტაუს რეგიონში ნაციონალ-სოციალისტური პარტი-
ის წარმომადგენლობა ოსკარის მორავიაში შეჭრის საწინააღ-
მდეგო რეზოლუციის მიღებას აპირებდნენ.
ცვიტაუში პარტიის კრაილაიტერმა ბერლინში საჩივარი გაგ-
ზავნა, რომ პოლონეთიდან ჩამოყვანილი ებრაელები მორა-
ვიელი გერმანელების ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდნენ;
დიდი ალბათობით, თანამედროვე ეპოქაში პირველად, რეგიონ-
ში ტილის ტიფის ეპიდემია გავრცელდებოდა, ხოლო ოსკარის
ერთობ საეჭვო საწარმოო შესაძლებლობების მცირე ქარხანა
მოკავშირეთა ბომბდამშენებს მოიზიდავდა და ჰოფმანის მნიშვნე-
ლოვან ფაბრიკებს დააზარალებდა; რომ შინდლერის ქარხნის
ბოროტმოქმედი ებრაელი მუშების რაოდენობა პატარა ბრინლი-
ცის კეთილსინდისიერი მოსახლეობისას გადააჭარბებდა და პარ-
ტიის ერთგული ცვიტაუს სხეულს სიმსივნედ მოედებოდა.
პროტესტმა არ გაჭრა, რადგან ბერლინში წერილები პირდა-
პირ ერიხ ლანგეს მისდიოდა, ხოლო ტროპაუში გაგზავნილ სა-
ჩივრებს ზუსმუთი აუქმებდა. ოსკარის მშობლიურ ქალაქში შენო-
ბების ფასადებზე პლაკატები მაინც გამოაკრეს: მოაშორეთ აქე-
დან ებრაელი ბოროტმოქმედები!
ოსკარი ქრთამს არიგებდა. კრაკოვში ევაკუაციის კომიტეტი
მოისყიდა, რომ მანქანა-მოწყობილობების გადატანის ნებართვის
გაცემა დაეჩქარებინა. კრაკოვის ეკონომიკის დეპარტამენტიც
მოქრთამა, რომ საბანკო ანაბრებზე წვდომა ჰქონოდა. იმ დღე-
ებში ვალუტა დიდად არ ფასობდა, ამიტომ მოხმარების საგნებს
არიგებდა: კილოობით ჩაის, წყვილ-წყვილ ტყავის ფეხსაცმელს,
ხალიჩებს, ყავას, დაკონსერვებულ თევზს. ნაშუადღევს საათობით
დაეხეტებოდა კრაკოვის ბაზრის მოედანზე და ცეცხლის ფასად
ყიდულობდა ყველაფერს, რასაც ბიუროკრატები სთხოვდნენ. ასე
392 მკითხველთა ლიგა
რომ არ მოქცეულიყო, იმდენ ხანს ალოდინებდნენ, სანამ უკანას-
კნელ ებრაელს არ წაიყვანდნენ აუშვიცში.
სწორედ ზუსმუთმა შეატყობინა ოსკარს, ცვიტაუელები საბ-
რძოლო საშუალებათა ინსპექციაში გიჩივიან და შავ ბაზარზე ვაჭ-
რობაში გადანაშაულებენო.
– რაკი მე მწერენ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ იმავე
შინაარსის წერილები მორავიის პოლიციის შეფს, ობერშტურ-
მფიურერ ოტო რაშსაც მისდის, – უთხრა ოსკარს ზუსმუთმა, –
რაშს პირადად უნდა შეხვდეთ და აჩვენოთ, რა მომხიბვლელი
ყმაწვილი ხართ.
ოსკარი რაშს კატოვიცეს პოლიციის შეფობის დროიდან იც-
ნობდა. საბედნიეროდ, რაში სოსნოვიეცში „ფერუმ აგ“-ის დირექ-
ტორის მეგობარი იყო. მათგან ოსკარი ფოლადს ყიდულობდა.
თუმცა, დამბეზღებლებისთვის ხელის შესაშლელად სასწრაფოდ
ბრნოში გამგზავრებულ ოსკარს, ისეთი მყიფე კავშირისა, როგო-
რიც ორმხრივი მეგობრობაა, დიდად არ სწამდა. ამიტომ ბრილი-
ანტის თვალი წაიღო, რომელიც შეხვედრისას როგორღაც რაშის
მაგიდაზე აღმოჩნდა. როცა ძვირფასმა ქვამ რაშის მაგიდის უჯრა-
ში გადაინაცვლა, ოსკარმა ბრნოში პოზიციები გაიმაგრა.
შემდგომში ოსკარმა ხარჯი შეაჯამა და განაცხადა, ჩემი საწარ-
მოს ბრინლინცში გადატანის უფლება რომ მოეცათ, 100 000 რა-
იხსმარკის (დაახლოებით 40 000 აშშ დოლარი) ოდენობის
ქრთამი დავარიგეო. ამხელა თანხის დასახელება პლაშუვის გა-
დარჩენილ პატიმართა უმეტესობას დაუჯერებლად სულაც არ ეჩ-
ვენებოდა, პირიქით, ზოგი თავს გააქნევდა და იტყოდა: – არა,
უფრო მეტი! ეგ ცოტაა, უეჭველად, უფრო მეტს დახარჯავდა!
ოსკარმა ე. წ. წინასწარი სია შეადგინა და ადმინისტრაციულ
შენობაში მიიტანა. სიაში ათასზე მეტი სახელი ეწერა – „ემალიის“
მუშების გარდა იქ სხვა პატიმრების სახელებიც ჩაემატებინა, მათ

393 მკითხველთა ლიგა


შორის, ჰელენ ჰირშისა. ამონ გეთი ბანაკს აღარ განაგებდა, რომ
ოსკარს შეკამათებოდა.
თუ მადრიჩი შინდლერთან ერთად მორავიაში გადასვლას გა-
დაწყვეტდა, სია კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ოსკარი ტიჩის, მისი-
ვე უახლოესი მრჩევლის მეშვეობით ცდილობდა იულიან მადრი-
ჩის დაყოლიებას. ტიჩის ახლობელმა მადრიჩის მუშებმა შეიტ-
ყვეს, რომ შინდლერი სიას ადგენდა და შეიძლებოდა მასში მოხ-
ვედრილიყვნენ. ტიჩმა მათ გარკვევით უთხრა, თქვენი სახელები
იმ სიაში უნდა ჩააწერინოთო. პლაშუვის საბუთების ზღვაში ოსკა-
რის თორმეტგვერდიანი სია სახელებისა, ერთადერთი დოკუმენ-
ტი იყო, რომელიც პატიმრებს მომავლისკენ უხსნიდა გზას.
თუმცა, მადრიჩს ჯერაც ვერ გადაეწყვიტა, შეკვროდა თუ არა
ოსკარს და თავისი 3000 მუშა მის სიაში ჩაემატებინა.
ოსკარის სიის შედგენის ზუსტი ქრონოლოგია ლეგენდისათვის
დამახასიათებელი ბურუსითაა მოცული. თავად სია რომ მართლა
არსებობს, ამას იად ვაშემის არქივში დაცული ასლიც ადასტუ-
რებს. იმას, რომ ოსკარი და ტიჩი ბოლო წუთამდე იხსენებდნენ
სახელებს, ოფიციალური დოკუმენტის მინაწერებიდან ჩანს. თი-
თოეული სახელი ნამდვილია. ლეგენდას გარემოებები ასაზ-
რდოებს. სიას ისე მხურვალედ იხსენებენ, რომ მისივე მხურვალე-
ბა აბუნდოვანებს. სია აბსოლუტური სიკეთეა. სია სიცოცხლეა. მის
კიდეებს მიღმა უფსკრულს დაუღია პირი.
სიაში ჩაწერილთაგან ზოგიერთი ამბობს, რომ გეთის ვილაში
წვეულება გაიმართა, ძველი დროის გასახსენებლად SS-ელები
და მეწარმეები შეიკრიბნენ. ზოგი იმასაც ამტკიცებს, წვეულებაზე
გეთიც იყოო. ეს შეუძლებელია, რადგან შუცშტაფელი თავდებით
არავის ათავისუფლებდა. სხვები ამბობენ, წვეულება ოსკარის
ფაბრიკის მეორე სართულზე მისივე ბინაში გაიმართაო. უკვე ორ
წელზე მეტი იყო, ოსკარი იქ ჩინებულ წვეულებებს მართავდა. „ე-
მალიის“ ერთ-ერთი პატიმარი იხსენებს 1944 წლის შუაღამეს,
394 მკითხველთა ლიგა
როცა მისი მორიგეობისას, პირველ საათზე, დამაყრუებელი
გნიასიდან ქვემოთ ოსკარი ჩამოვიდა და მეგობარ დარაჯს ორი
ნამცხვარი, ორასი ღერი სიგარეტი და ერთი ბოთლი სასმელი
ჩამოუტანა.
პლაშუვის გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე (არა აქვს მნიშ-
ვნელობა, სად გაიმართა) სტუმრად იმყოფებოდნენ ექიმი ბლან-
კე, ფრანც ბოში და, როგორც ამბობენ, შვებულებაში მყოფი
ობერფიურერი იულიან შერნერი, რომელსაც პარტიზანებზე ნა-
დირობა დროებით შეეწყვიტა. იქვე იყვნენ მადრიჩი და ტიჩიც.
შემდეგში ტიჩმა განაცხადა, სწორედ იმ წვეულებაზე აუწყა მად-
რიჩმა ოსკარს, რომ მასთან ერთად მორავიაში არ გადავიდო-
დაო.
– რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე ებრაელთათვის, – უთ-
ხრა მან ოსკარს.
მიუხედავად მცდელობებისა, ტიჩმა მისი გადარწმუნება ვერ
მოახერხა.
მადრიჩი სამართლიანი კაცი იყო და შემდეგში ამისთვის სათა-
ნადო პატივი მიაგეს. მას უბრალოდ არ სჯეროდა, რომ მორა-
ვიაში გადასვლა საქმეს წაადგებოდა, თორემ ყველანაირი სა-
ფუძველი არსებობს საიმისოდ, რომ ვივარაუდოთ, აუცილებლად
ასე მოიქცეოდა.
იმ წვეულების შესახებ კიდევ ის არის ცნობილი, რომ სტუმრე-
ბი მეტისმეტად ჩქარობდნენ. იმ საღამოს შინდლერის სია უნდა
ჩაებარებინათ. ამბის ამ დეტალზე ყველა გადარჩენილი თან-
ხმდება და 1960-იანი წლების დასაწყისში მიცემულ ჩვენებაში
ამას ბოშიც ადასტურებს. პლაშუვის ახალ და დროებით კომენ-
დანტს, ჰაუპტშტურმფიურერ ბიუშერს უთქვამს:
– გვეყო დროს ტარება, ოსკარ! ტრანსპორტირების საკითხებს
უნდა მივხედოთ და საბუთების მოწესრიგებას მოვრჩეთ.

395 მკითხველთა ლიგა


ვაგონები მუდმივად ხელმისაწვდომი არ იყო და, როგორც
ჩანს, მანქანა-მოწყობილობების გადასატანად და პატიმრების გა-
დასაყვანად ოსტბანის დათქმულ ვადებში უნდა ჩატეულიყვნენ.
ოსკარის სიის ბოლოში, ოფიციალური ხელმოწერების ზე-
მოთ, ტიჩმა მადრიჩის პატიმრების სახელები ჩაამატა – თითქმის
სამოცდაათი ადამიანი, რომლებიც თვითონ ან ოსკარმა გაიხსე-
ნა. მათ შორის იყო ფაიგენბაუმების ოჯახი – უკურნებელი ძვლის
კიბოთი დაავადებული გოგონა და მისი ძმა, მოზარდი ლუტეკი,
საკერავი მანქანების არცთუ ისე კარგი შემკეთებელი. ტიჩმა სიაში
ისინი სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებელი ქარხნის კვალი-
ფიციურ მუშებად გადააქცია. ბინაში მღეროდნენ, ხმამაღლა ლა-
პარაკობდნენ და იცინოდნენ, სიგარეტის კვამლში გახვეული
ოთახის კუთხეში კი ოსკარი და ტიჩი პატიმრების სახელებსა და
გვარებს იხსენებდნენ და მათ უშეცდომოდ დაწერას ცდილობ-
დნენ.
ბოლოს ოსკარმა ტიჩს მაჯაში ჩაავლო ხელი.
– მეტისმეტი მოგვდის, – თქვა მან, – ამდენზეც გაგვიწყრებიან.
ტიჩს მეხსიერებაში ქექვა არ შეუწყვეტია. მომდევნო დილით
კიდევ ერთი პატიმარი გაახსენდა და სინანულმა შეიპყრო, რომ
მას სიაში ვეღარ ჩაამატებდა. იგი თითქოს ღმერთს ეცილებოდა
და ხელახლა აცოცხლებდა ხალხს მხოლოდ და მხოლოდ მათი
სახელების გახსენებით.
სია ჯერ მარსელ გოლდბერგს უნდა გადაემოწმებინა, საბო-
ლოო სახეს ამის შემდეგ მიიღებდა. ბუშერს, ახალ კომენდანტს,
მხოლოდ ბანაკის დახურვა ევალებოდა და სულ არ ანაღვლებ-
და, სიაში ვინ მოხვდებოდა, ოღონდაც პატიმართა რაოდენობას
განსაზღვრული რიცხვისთვის არ გადაეჭარბებინა. ამგვარად,
გოლდბერგს სიის გადაკეთება ხელეწიფებოდა. პატიმრებმა
იცოდნენ, რომ გოლდბერგი ქრთამს იღებდა. ეს დრეზნერებმაც
იცოდნენ. იცოდა იუდა დრეზნერმაც, პატარა, წითელი გენიას ბი-
396 მკითხველთა ლიგა
ძამ, ქმარმა ქალბატონი დრეზნერისა, რომელიც ერთხელ კედ-
ლისუკანა სამალავში არ შეუშვეს, მამამ იანეკისა და ყმაწვილი
დანკასი.
– იუდამ გოლდბერგი მოისყიდა, – ასე პასუხობდნენ დრეზნე-
რები შეკითხვაზე, როგორ მოხვდნენ შინდლერის სიაში. თუმცა,
არასდროს შეუტყვიათ, რა გადაუხადა მან გოლდბერგს. სავა-
რაუდოდ, იუველირი ვულკანი, მისი ცოლი და ვაჟიც ქრთამის სა-
შუალებით ჩაეწერნენ სიაში.
პოლდეკ პფეფერბერგს სიის შესახებ SS-ის უნტერშარ-
ფიურერმა ჰანს შრაიბერმა უთხრა. ოცდახუთ წელს მიტანებული
ახალგაზრდა შრაიბერი სისასტიკით პლაშუვში არც ერთ SS-ელს
არ ჩამოუვარდებოდა, მაგრამ პფეფერბერგთან მეტ-ნაკლებად
მეგობრობდა; მსგავსი ურთიერთობა კონკრეტულ პატიმარსა და
SS-ელს შორის სისტემის შიგნით ხშირად იყო. ყველაფერი იმით
დაიწყო, რომ ერთ დღეს ბარაკის პატიმართა ჯგუფის ლიდერ
პფეფერბერგს მისივე ბარაკის ფანჯრის მინების გაწმენდა დაავა-
ლეს. შრაიბერმა ნამუშევრის შემოწმებისას მინაზე ლაქა შეამჩნია
და პოლდეკს მკაცრად უსაყვედურა. როგორც წესი, ამას სასჯე-
ლი მოსდევდა ხოლმე. პფეფერბერგმა შრაიბერის მუქარა ვე-
ღარ მოითმინა და მიახალა, ორივემ ვიცით, რომ მინები გაწმენ-
დილია და, თუ ჩემს მოსაკლავად საბაბს ეძებ, ნუღარ აყოვნებ,
მესროლეო. პფეფერბერგის აღშფოთებამ საპირისპირო რეაქცია
გამოიწვია, გაოგნებულმა შრაიბერმა თავი დაანება. მას შემდეგ
შრაიბერი ხშირად აჩერებდა პფეფერბერგს და მას და მის ცოლს
მოიკითხავდა ხოლმე. ხანდახან პოლდეკს ვაშლს აძლევდა, მი-
ლას მიუტანეო. 1944 წლის ზაფხულში სასოწარკვეთილმა პოლ-
დეკმა შრაიბერს პლაშუვიდან ბალტიისპირეთში, შტუტჰოფის სა-
ზარელ ბანაკში მიმავალი მატარებლის სავსე ვაგონიდან მილას
ჩამოსმა სთხოვა. მატარებელი დაძვრას აპირებდა, როცა საბუ-
თის ქნევით შრაიბერმა მოირბინა და მილას დაუძახა. ერთ კვი-
397 მკითხველთა ლიგა
რადღეს შრაიბერი პფეფერბერგის ბარაკში მთვრალი მივიდა და
პოლდეკისა და სხვა რამდენიმე პატიმრის თვალწინ ატირდა,
პლაშუვში უამრავი საშინელება ჩავიდინე და ცოდვები აღმოსავ-
ლეთის ფრონტზე უნდა გამოვისყიდოო. მან ეს მართლაც გააკე-
თა.
შრაიბერმა პოლდეკს შინდლერის სიის შესახებ აცნობა და
ურჩია, ყველანაირად ეცადე, სიაში მოხვდეო. პოლდეკი ადმინის-
ტრაციულ შენობაში გოლდბერგთან მივიდა და შეეხვეწა, მე და
მილა სიაში ჩაგვამატეო. გასული წელიწადნახევრის განმავლო-
ბაში ოსკარი ხშირად სტუმრობდა პოლდეკს გარაჟში და ყოველ-
თვის შველას ჰპირდებოდა. თუმცა პოლდეკი შედუღებაში ისე და-
ხელოვნდა, რომ გარაჟის ზედამხედველები (რომლებიც მაღალი
ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე საკუთარი სიცოცხლით იყ-
ვნენ პასუხისმგებელი) აღარ უშვებდნენ.
გოლდბერგი მაგიდასთან იჯდა და ხელი სიაზე ედო (მასში
თავისი სახელი და გვარი უკვე ჩაემატებინა). მის წინ ოსკარის
ძველი მეგობარი და სტრაშევსკის ქუჩაზე მისი ბინის ხშირი სტუ-
მარი იდგა და ფიქრობდა, შემიცოდებენ და სიაში ჩამწერენო.
– ბრილიანტები თუ გაქვს? – ჰკითხა პფეფერბერგს გოლ-
დბერგმა.
– მეხუმრები? – ჰკითხა პფეფერბერგმა.
– ამ სიაში მოხვედრისთვის ბრილიანტებს იხდიან, – თქვა
სრულიად შემთხვევით გავლენიან კაცად ქცეულმა გოლდბერგმა.
ვენელი მუსიკის მოტრფიალის, ჰაუპტშტურმფიურერ გეთის
დაპატიმრებამ მისი სამეფო კარის მუსიკოსებს, ძმებ როზნერებს
ხელ-ფეხი გაუხსნა, რომ სიაში მოხვედრის გზების ძიება დაეწ-
ყოთ. სიაში მოხვდნენ ჰოროვიცებიც. დოლეკმა, რომელმაც წი-
ნათ ცოლ-შვილის „ემალიაში“ გადაყვანა მოახერხა, ახლა გოლ-
დბერგი დაითანხმა და საკუთარი თავი, ცოლი, ვაჟი და ქალიშვი-
ლი სიაში ჩაამატებინა. დოლეკ ჰოროვიცი პლაშუვის ცენტრა-
398 მკითხველთა ლიგა
ლურ საწყობში მუშაობდა და ცოტაოდენი ძვირფასეულობა გა-
დაენახა. მარსელ გოლდბერგი სწორედ ამით მოისყიდა.
სიაში მოხვდნენ ძმები ბეისკები, ური და მოშე, რომლებიც მე-
მონტაჟედ და მხაზველად გააფორმეს. ურის ცეცხლსასროლი
იარაღის დამზადება შეეძლო, მოსეს დოკუმენტების გაყალბების
ნიჭი ჰქონდა. სიის შედგენის გარემოებები იმდენად ბუნდოვანია,
ძნელია იმის თქმა, ძმები სიაში ამ უნარების გამო ჩაამატეს თუ
არა.
სიაში ჩაწერეს ტრადიციების დამცველი ახალდაქორწინებული
იოზეფ ბაუც, ოღონდ მან ამის შესახებ არ იცოდა. გოლდბერგს
სიის არსებობის საიდუმლოდ შენახვა აწყობდა. ბაუს ბუნების გათ-
ვალისწინებით, იგი გოლდბერგს სიაში დედისა და ცოლის ჩამა-
ტებასაც მოსთხოვდა. ბაუმ მოგვიანებითღა შეიტყო, რომ ბრინ-
ლიცში გადასაყვანთა შორის მხოლოდ თვითონ ეწერა.
რაც შეეხება შტერნს, ჰერ დირექტორმა ის პირველი ჩაწერა
სიაში. შტერნი ოსკარის სულიერი მამა და აღმსარებელი იყო,
მის რჩევებს ყოველთვის ყურს უგდებდა. პირველი ოქტომბრი-
დან ებრაელ პატიმრებს პლაშუვიდან გასვლა აეკრძალათ, არც
კაბელების ქარხანაში უშვებდნენ და აღარც – სადმე სხვაგან.
იმავდროულად, ბარაკებს მცველები მიუჩინეს, რომ ებრაელ პა-
ტიმრებს პოლონელებთან პურზე არ ევაჭრათ. არალეგალური
პურის ფასი იმდენად გაიზარდა, ზლოტებში ვეღარ გამოსახავ-
დით. უწინ 250 გრამ პურს სუფთა ქვედა საცვლის ან ზედმეტი
პალტოს სანაცვლოდ იძლეოდნენ, ახლა კი, როგორც გოლ-
დბერგი, ბრილიანტებს ითხოვდნენ.
ოქტომბრის პირველ კვირას ოსკარი და აბრაჰამ ბანკირი
გარკვეული საკითხების გასარკვევად პლაშუვს ესტუმრნენ და
როგორც ყოველთვის, მშენებლობის სამსახურში შტერნის სანა-
ხავად შეიარეს. ამონის კაბინეტი დაცარიელებულიყო და ახლა
უფრო თავისუფლად ლაპარაკობდნენ. შტერნმა შინდლერს ჭვა-
399 მკითხველთა ლიგა
ვის პურის გაბერილ ფასზე უამბო. ოსკარი ბანკირს მიუტრიალდა
და ჩურჩულით უთხრა:
– ვაიხერტისთვის 50 000 ზლოტი გამოყავით.
მიხაელ ვაიხერტი ებრაელთა სოციალური მომსახურების
სააგენტოს თავმჯდომარე იყო. მას და მის სააგენტოს ვაიხერტის
გერმანულ „წითელ ჯვართან“ მჭიდრო კავშირის წყალობით და
გარე სამყაროსთვის თვალის ახვევის მიზნით ფუნქციონირების
საშუალებას აძლევდნენ. მართალია, ბანაკებში გამოკეტილი პო-
ლონელი ებრაელები მას ეჭვის თვალით უყურებდნენ და ამის
გამო ომის დასრულების შემდეგ გაასამართლეს კიდეც (იგი უდა-
ნაშაულოდ ცნეს), მაგრამ ვაიხერტი ის კაცი იყო, 50 000 ზლოტის
ღირებულების პურს რომ სწრაფად იშოვიდა და პლაშუვში
შეიტანდა.
შტერნს და ოსკარს 50 000 ზლოტიზე მეტი აღარაფერი უთ-
ქვამთ. მღელვარე დღეებზე განაგრძეს საუბარი, ბრესლაუს სა-
კანში ჩაკეტილი ამონიც ახსენეს, ნეტავ ახლა თავს როგორ
გრძნობსო.
ერთი კვირის შემდეგ სამოსით, ნახშირითა და რკინის ნაგლე-
ჯებით დატვირთული მანქანებით პლაშუვში შავ ბაზარზე ნაყიდი
პური შეაპარეს. ზუსტად ერთ დღეში პურის ფასი ჩვეულ დონემდე
დაეცა.
როგორც ხედავთ, ოსკარი და შტერნი უსიტყვოდ უგებდნენ
ერთმანეთს. ამის კიდევ არაერთ მაგალითს გავეცნობით.

400 მკითხველთა ლიგა


თავი 32

გოლდბერგის მიერ ადგილის გასათავისუფლებად (სიონისტე-


ბისთვის, ნათესავებისთვის, სპეციალისტებისთვის ან გადამხდე-
ლებისთვის) სიიდან ამოშლილმა „ემალიის“ ერთ-ერთმა მუშამ
ამაში ოსკარი დაადანაშაულა.
1963 წელს მარტინ ბუბერის საზოგადოებამ ნიუ-იორკში
მცხოვრები „ემალიის“ ყოფილი პატიმრისგან საჩივრის წერილი
მიიღო. წერილის ავტორი ამბობდა, „ემალიაში“ ოსკარი ყველას
ხსნას დაგვპირდა, მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი სიაში ვერ მოხ-
ვდაო. ეს კაცი სიიდან მის ამოშლას პირად ღალატად მიიჩნევდა
და განრისხებული, თითქოს სხვის შეცოდებათა გამო ჯოჯოხეთის
ცეცხლში გამოუვლიაო, ოსკარს აბრალებდა ყველაფერს, რაც
შემდეგ გადახდა თავს: გროს-როზენს, მაუტჰაუზენის საშინელ
კლდეს, საიდანაც პატიმრებს ყრიდნენ და სიკვდილის მარშს,
რომლითაც ომი დასრულდა.
სამართლიანი რისხვით სავსე ეს წერილი ნათლად გვიჩვე-
ნებს, რომ სიაში მოხვედრა სიცოცხლის გაგრძელებას ნიშნავდა,
ხოლო სიაში მოუხვედრელობა – ენით აუწერელ ტანჯვა-წამებას.
გოლდბერგის ნაცვლად ოსკარის დადანაშაულება უსამარ-
თლობა იქნება. იმ არეულობის დღეებში ბანაკის ხელმძღვანე-
ლობა გოლდბერგის მიერ მიწოდებულ ნებისმიერ სიას მოაწერ-
და ხელს, ოღონდაც ფურცლებზე ოსკარისთვის დათმობილ 1100
პატიმარზე ბევრად მეტი არ ყოფილიყო ჩამოწერილი. ოსკარს
გოლდბერგისთვის მუდმივად თვალყურის სადევნებლად არ ეცა-
ლა, დღისით ბიუროკრატებს ხვდებოდა, ღამით – ქრთამავდა.
მაგალითად, მანქანა-მოწყობილობების და წნეხების გადატა-
ნის ნებართვა საბრძოლო საშუალებათა ინსპექციაში ძველი მე-
გობრებისგან უნდა მიეღო. ზოგიერთი მათგანი დოკუმენტების

401 მკითხველთა ლიგა


მოწესრიგებას აჭიანურებდა, პატარ-პატარა უზუსტობებს
პოულობდა და 1100 პატიმრის პლაშუვიდან გადაყვანის ოსკარი-
სეული გეგმის აღსრულებას საფრთხეს უქმნიდა.
საბრძოლო საშუალებათა ინსპექციის ერთ-ერთი მუშაკის
თქმით, დანადგარების გამოყენების უფლება ოსკარს მხოლოდ
პოლონეთში ჰქონდა, ხოლო თუ მათ გადატანას მორავიაში მო-
ინდომებდა, ბერლინის ინსპექციისგან ლიცენზია უნდა მიეღო,
რასაც ერთი თვე დასჭირდებოდა. ოსკარს ერთი თვე არ ჰქონდა.
ოქტომბრის ბოლოს პლაშუვი დაცარიელდებოდა. პატიმრებს
გროს-როზენში ან აუშვიცში წაიყვანდნენ. საბოლოოდ, პრობლე-
მა ძვირფასი საჩუქრების დარიგებით გადაიჭრა.
თითქოს სხვა საზრუნავი არ ჰქონოდეს, ოსკარს ამონის დაპა-
ტიმრება და SS-ის გამომძიებლებიც აღელვებდა. რატომღაც ში-
შობდა, რომ დააპატიმრებდნენ, ან რაც არანაკლებ ცუდი იქნებო-
და, ყოფილ კომენდანტთან ახლო ურთიერთობის გამო სე-
რიოზულად დაჰკითხავდნენ. ამას ტყუილად როდი ელოდა, რად-
გან ამონმა მის ბინაში ნაპოვნი 80 000 რაიხსმარკის წარმომავ-
ლობა გამომძიებლებს ასე აუხსნა: „ოსკარ შინდლერმა მომცა,
რათა ებრაელებს უფრო ლმობიერად მოვპყრობოდი“. ოსკარმა
პომორის ქუჩაზე მეგობრებს მიმართა, იქნებ მათგან შეეტყო, სა-
ით ჰქონდა გეზი აღებული მე-5 ბიუროს გამოძიებას.
დაბოლოს, რაკი ბრინლიცში მისი ბანაკი გროს-როზენის სა-
კონცენტრაციო ბანაკის დაქვემდებარებაში იქნებოდა, ოსკარი
გროს-როზენის კომენდანტთან, შტურმბანფიურერ ჰასებრეკთა-
ნაც აწარმოებდა მოლაპარაკებას. ჰასებრეკის ხელმძღვანელო-
ბისას გროს-როზენის საკონცენტრაციო ბანაკში 100 000 ადა-
მიანი დაიღუპა, მაგრამ ტელეფონით მასთან დარეკვისას და ქვე-
მო სილეზიაში მასთან პირადად სტუმრობისას ოსკარი სულაც არ
ღელავდა. იგი უკვე მისჩვეოდა მომხიბვლელ მკვლელებთან შეხ-
ვედრებს. ჰასებრეკი კმაყოფილიც კი მოეჩვენა იმით, რომ გროს-
402 მკითხველთა ლიგა
როზენის იმპერია მორავიამდე გაფართოვდებოდა. ჰასებრეკი
მართლაც რომ იმპერიულად აზროვნებდა. იგი 103 ქვებანაკს
მართავდა (ბრინლიცი ასმეოთხე იქნებოდა და ათასზე მეტი პა-
ტიმრითა და განვითარებული მრეწველობით იმპერიისთვის უდი-
დეს შენაძენად იქცეოდა). ჰასებრეკის სამოცდათვრამეტი ბანაკი
პოლონეთში მდებარეობდა, თექვსმეტი – ჩეხოსლოვაკიაში, ათი
– რაიხში. ამონს ამხელა სამფლობელო არც კი დასიზმრებია.
როგორც ვხედავთ, თუნდაც გოლდბერგზე გავლენა ჰქონოდა,
მოლაპარაკებებით, მოქრთამვითა და საბუთების მოწესრიგებით
დაკავებულ ოსკარს მის გასაკონტროლებლად დრო აღარ რჩე-
ბოდა. პატიმრების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ არსებობის ბო-
ლო დღე-ღამეს პლაშუვში სრული ქაოსი სუფევდა; გოლდბერგი,
სიების მბრძანებელი, ბოლო დღემდე ინახავდა თავისუფალ ად-
გილს და სარფიან წინადადებას ელოდა.
მაგალითად, ექიმმა იდეკ შინდელმა გოლდბერგს სთხოვა,
ბრინლიცში გადასაყვანთა სიაში მე და ჩემი ძმები ჩაგვწერეო.
გოლდბერგს კონკრეტული პასუხი არ გაუცია. შინდელმა მხო-
ლოდ 15 ოქტომბრის საღამოს შეიტყო (როცა მამაკაცი პატიმრე-
ბის ნახირის გადასაყვან ვაგონებში განაწილება დაიწყეს), რომ
იდეკი და მისი ძმები სიაში არ იყვნენ. თუმცა, შინდელი ძმები-
თურთ ოსკარის ხალხის რიგს მაინც შეუერთდა. ეს სცენა განკით-
ხვის დღის მორწმუნეთა გამაფრთხილებელ გრავიურას გვაგო-
ნებს – წაწყმედილნი მართალთა რიგებში შეპარვას ცდილობენ,
მაგრამ მათ ამჩნევენ და შურისძიების ანგელოზი, ამ შემთხვევაში
ობერშარფიურერი მიულერი მათრახით ხელში უახლოვდება
ექიმს და მონაცვლეობით ურტყამს მათრახის ტარს ლოყებში,
ხან – მარჯვენაში, ხან – მარცხენაში, თან მხიარულად ეკითხება:
– ამ რიგში რა გესაქმება?
შინდელი პლაშუვის ლიკვიდაციისთვის საჭირო პატიმართა
მცირე ჯგუფთან ერთად ბანაკში დატოვეს. მერე ავადმყოფი ქა-
403 მკითხველთა ლიგა
ლებით სავსე ვაგონში შესვეს და აუშვიცში მატარებლით გადაიყ-
ვანეს. ის ქალები ბირკენაუს რომელიღაც მიყრუებულ კუთხეში,
ერთ-ერთ ბანაკში ბედის ანაბარა, სასიკვდილოდ მიყარეს. თუმ-
ცა, ბანაკის პერსონალის მიერ უყურადღებოდ მიტოვებული და
მკაცრ რეჟიმს მოშორებული ავადმყოფების უმეტესობა ცოცხალი
გადარჩა. თავად შინდელი აუშვიციდან ჯერ ფლოსენბურგში გაგ-
ზავნეს, მერე კი ძმებთან ერთად სასიკვდილო მარშში მონაწილე-
ობდა. ექიმი სასწაულებრივად გადარჩა, მისი ძმა კი ომის დასრუ-
ლების წინა დღეს დახვრიტეს. ეს არის თვალსაჩინო სურათი იმი-
სა, თუ როგორ ტანჯავს დღემდე (და ოქტომბრის იმ საშინელ
დღეებშიც ტანჯავდა) შინდლერის სია, გოლდბერგის და არა ოს-
კარის ბოროტების გამოისობით, გადარჩენილ პატიმრებს.
სიაზე ყველას რაღაც აქვს მოსაყოლი. ჰენრი როზნერი შინ-
დლერის ხალხის რიგში ჩადგა, მაგრამ ერთ-ერთმა უნტერშარ-
ფიურერმა მისი ვიოლინო შეამჩნია და ჰენრი უკან გააბრუნა,
რადგან იფიქრა, თუ ამონს ციხიდან გამოუშვებენ, მუსიკოსი დას-
ჭირდებაო. მაშინ ჰენრიმ ვიოლინო პალტოს ქვეშ დამალა და
ისევ რიგში ჩადგა. ამჯერად შინდლერის ვაგონებთან მიუშვეს.
როზნერი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვისაც ოსკარმა წაყვანის პი-
რობა მისცა და სიაში თავიდანვე ჩაწერა ისევე, როგორც მოხუცი
ბატონი იერეთი და სიაში მეტალარბაიტერინად, ანუ მელითონედ
გაფორმებული მისი ცოლი ხაია იერეთი. სიაში იყვნენ „ემალიის“
ძველი მუშები – პერლმანები; აგრეთვე, ლევარტოვები. სინამ-
დვილეში, გოლდბერგის ჩარევის მიუხედავად, ოსკარმა ვინც მო-
ითხოვა, თითქმის ყველას წაყვანა შეძლო; და თუმცა რამდენიმე
მოულოდნელობის შემსწრე მაინც გახდა, გამოცდილ ოსკარს
ბრინლიცში მიმავალთა შორის გოლდბერგის დანახვა არ გაჰ-
კვირვებია.
სამაგიეროდ, ზოგიერთი ვინმის ხილვა ესიამოვნა. მაგალი-
თად, პოლდეკ პფეფერბერგისა. პოლდეკმა, რომელიც შემთხვე-
404 მკითხველთა ლიგა
ვით გამორჩათ, ხოლო ბრილიანტების უქონლობის გამო გოლ-
დბერგმა უარი უთხრა, ხმა გაავრცელა, პურის ან ტანსაცმლის სა-
ნაცვლოდ არყის ყიდვა მინდაო. ერთი ბოთლი არაყი იშოვა და
მაშინვე იერუსალიმის ქუჩაზე გუშაგების შენობაში შესვლის ნე-
ბართვა ითხოვა. იქ შრაიბერი მორიგეობდა. პოლდეკმა მას არა-
ყი მისცა და სთხოვა, გოლდბერგი აიძულე, მე და მილა სიაში
ჩაგვწეროსო.
– შინდლერს ალბათ დაავიწყდა, თორემ აუცილებლად შეგ-
ვიყვანდა სიაში, – თქვა პოლდეკმა, რომლისთვისაც ცხადი იყო,
რომ ახლა მისი და მილას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდე-
ბოდა.
– კი, თქვენ ორნი სიაში უნდა მოხვდეთ, – დაეთანხმა შრაიბე-
რი.
საინტერესოა, შრაიბერის მსგავსი ადამიანები მსგავს მომენ-
ტებში საკუთარ თავს რატომ არ ეკითხებოდნენ: „რატომ არიან ეს
კაცი და მისი ცოლი გადარჩენის ღირსი, სხვები კი არა?“
საბოლოოდ, პფეფერბერგებიც შინდლერის სიაში აღმოჩ-
ნდნენ. თვითონვე უკვირდათ, მაგრამ რიგში იდგნენ ჰელენ ჰირში
და მისი უმცროსი და, რომლის გადარჩენაც ყოველთვის ჰელე-
ნის უპირველესი საზრუნავი იყო.
შინდლერის სიაში ჩაწერილი მამაკაცები კვირადღეს, 15 ოქ-
ტომბერს ჩასვეს ვაგონებში და წაიყვანეს. ქალები ერთი კვირის
შემდეგ გაემგზავრებოდნენ პლაშუვიდან. ეს 800 მამაკაცი სხვე-
ბისგან განცალკევებით კი მოათავსეს, მაგრამ შინდლერის მუშე-
ბისთვის გამოყოფილი სატვირთო ვაგონებიც იმ ვაგონებზე იყო
მიბმული, რომლითაც 1300 პატიმარი გროს-როზენში მიჰყავდათ.
ზოგმა დაასკვნა, რომ შინდლერის ახალ ბანაკში მისვლა გროს--
როზენის გავლით მოუწევდათ; თუმცა, უმეტესობა დარწმუნებული
იყო, რომ პირდაპირ ბრინლიცში მიემგზავრებოდნენ. ნელი და
დამღლელი მგზავრობისთვის ემზადებოდნენ, სარკინიგზო კვან-
405 მკითხველთა ლიგა
ძებსა და გზაჯვარედინებზე დიდხანს დგომა მოუწევდათ; გადატ-
ვირთული მოძრაობისას ლიანდაგზე ალბათ უფრო მნიშვნელო-
ვან მატარებლებს გაატარებდნენ. წინა კვირას პირველად
მოეთოვა და ციოდა. თითო პატიმარს მხოლოდ 300 გრამი პური
მისცეს საგზლად და თითო ვაგონში მხოლოდ ერთი ვედრო წყა-
ლი იდგა. ბუნებრივი მოთხოვნილებები მგზავრებს ვაგონის კუთ-
ხეებში უნდა დაეკმაყოფილებინათ, ხოლო თუ ვაგონში მეტისმე-
ტი სიმჭიდროვე იყო, ადგილზევე უნდა მოეშარდათ და მოესაქმე-
ბინათ. სამაგიეროდ, მიუხედავად ამდენი წვალებისა, ადრე თუ
გვიან, შინდლერის ახალ დაწესებულებამდე მიაღწევდნენ. მომ-
დევნო კვირას 300 ქალიც ამ ოპტიმისტური განწყობით ჩაჯდა ვა-
გონებში.
სხვა პატიმრებმა შეამჩნიეს, რომ გოლდბერგიც სხვებივით
მცირე ბარგით მგზავრობდა. როგორც ჩანს, პლაშუვს გარეთ ნაც-
ნობები ჰყავდა და ბრილიანტები მათ გადააბარა შესანახად.
ზოგს კიდევ სჯეროდა, რომ გოლდბერგის დახმარებით ბიძას,
ძმას ან დას უშველიდა და მას საკმარისი ადგილი დაუთმეს, რომ
მოხერხებულად დამჯდარიყო. სხვები ჩაცუცქულიყვნენ და ნიკაპი
მუხლებზე დაებჯინათ. დოლეკ ჰოროვიცს ექვსი წლის რიჰარდი
ხელში ეჭირა. ჰენრი როზნერმა ცხრა წლის ოლეკს იატაკზე ტან-
საცმელი დაუგო.
მოგზაურობა სამ დღეს გაგრძელდა. ხანდახან ჩერდებოდნენ.
ამ დროს მათი ამონასუნთქი ვაგონის კედლებზე იყინებოდა.
ჰაერი არ ყოფნიდათ. თუ ღრმად ჩასუნთქვას მოახერხებდნენ,
ფილტვები სუსხიანი და მყრალი ნაკადით ევსებოდათ. როგორც
იქნა, შემოდგომის ერთ უსახურ საღამოს მატარებელი გაჩერდა
და ვაგონის კარი გაიღო. მგზავრებს სასწრაფოდ ჩამოსვლა მოს-
თხოვეს, თითქოს საქმიან შეხვედრებზე მოჩქარე ბიზნესმენები
ყოფილიყვნენ. შშ-ელები მითითებებს იძლეოდნენ და აყროლე-
ბულხართო, პატიმრებს დასცინოდნენ.
406 მკითხველთა ლიგა
– ტანსაცმელი გაიხადეთ! – ღრიალებდა უნტერშარფიურერი,
– ყველაფერს დეზინფექცია ჩაუტარდება!
პატიმრებმა ტანსაცმელი ძირს დაყარეს და ბანაკისკენ შიშ-
ვლები დაიძრნენ. საღამოს ექვს საათზე, სუსხში აპელპლაცზე
შიშვლები დააყენეს მწყობრში. გარემომცველი ტყეები თოვლს
დაეფარა; სამწყობრო მოედანი მოყინულიყო. ეს საზარელი ად-
გილი შინდლერის ბანაკი კი არა, გროს-როზენი იყო. ისინი, ვინც
სიაში მოსახვედრად ბრილიანტები გადაიხადა, გოლდბერგს ავის
მომასწავებლად უყურებდნენ და სიკვდილს უქადდნენ. შინე-
ლიანი SS-ელები რიგებს შორის მიმოდიოდნენ და, თუ ვინმე
ძლიერად კანკალებდა, მოშიშვლებულ უკანალზე ყველას მათ-
რახს ურტყამდნენ.
შიშველ კაცებს მთელი ღამე აპელპლაცზე გაატარებინეს,
რადგან ბარაკებში მათი დასატევი ადგილი არ იყო. ისინი შენო-
ბაში მხოლოდ მეორე დილით შეიყვანეს. როგორც გადარჩე-
ნილთა ჩვენებებიდან ირკვევა, ყინვაში გატარებულ საშინელ
ჩვიდმეტ საათში არავინ დაღუპულა. წინა დღეებთან შედარებით
ნაკლებად სუსხიანი ღამე კი იყო, მაგრამ ყინვა მაინც ძვალ--
რბილში ატანდა. პლაშუვისა ან თუნდაც „ემალიის“ მძიმე ყოფას
პატიმრები მსგავსი ღამისთვის გამოეწრთო. თანაც, ზოგიერთის
გონება ბრინლიცზე ოცნებას იმდენად მოეცვა, რომ სიცივეს სა-
ერთოდ ვერ გრძნობდნენ.
მოგვიანებით ოსკარი ისეთ პატიმრებსაც შეხვდა, რომლებმაც
უფრო ხანგრძლივ და საზარელ ყინვას გაუძლეს. იმ ღამით ადამ
გარდეს მოხუცი მამაც გადარჩა, პატარა ოლეკ როზნერიცა და
რიჰარდ ჰოროვიციც.
მომდევნო დილის თერთმეტ საათზე პატიმრები საშხაპეში წა-
იყვანეს. პოლდეკ პფეფერბეგმა ეჭვით ახედა შხაპს, ვაითუ იქი-
დან წყალი კი არა, მომწამვლელი აირი გადმოიფრქვესო. სა-
ბედნიეროდ, წყალი წამოვიდა. სანამ პატიმრებს დასაბანად გაუშ-
407 მკითხველთა ლიგა
ვებდნენ, უკრაინელმა დალაქებმა ჩამოიარეს და ყველას თავი,
იღლიები და ბოქვენი გაპარსეს. წელგამართული უნდა მდგარი-
ყავი და მზერა წინ მიგემართა, სანამ უკრაინელი გაულესავი სა-
მართებლით გპარსავდა.
– ბლაგვია, – დაიწუწუნა ერთ-ერთმა პატიმარმა.
– არა, – უპასუხა დალაქმა და იმის დასამტკიცებლად, რომ სა-
მართებლის პირი ჯერაც მჭრელი იყო, პატიმარს ფეხი დაუსერა.
ბანაობის შემდეგ პატიმრებს ზოლიანი უნიფორმები ჩააცვეს
და ხალხით გატენილ ბარაკებში შეუძღვნენ. SS-ელებმა ისინი გა-
ლერის მენიჩბეებივით, ერთიმეორის მუხლებზე მიყრდნობილები
დასვეს. ამ მეთოდით 2000 ადამიანი დაატიეს სამ ბარაკში. ხელ-
კეტიანი გერმანელი კაპოები47 კედლებთან ისხდნენ და პატიმ-
რებს თვალყურს ადევნებდნენ. იმ სიმჭიდროვეში (იატაკის ყოვე-
ლი სანტიმეტრი დაფარული იყო) ვინმეს ტუალეტში გასვლა რომ
მოენდომებინა და კაპოებსაც ნება დაერთოთ, სხვათა თავებსა და
მხრებზე გადავლა და ლანძღვა-გინების მოსმენა მოუწევდა.
ერთ-ერთი ბარაკის შუაგულში სამზარეულო მოეწყოთ. ახლა
იქ პურს აცხობდნენ და თალგამის წვნიანს ხარშავდნენ. ტუალე-
ტიდან მომავალმა პოლდეკ პფეფერბერგმა აღმოაჩინა, რომ
სამზარეულოს პოლონური არმიის უნტეროფიცერი, მისი ძველი
ნაცნობი, მეთვალყურეობდა. უნტეროფიცერმა პოლდეკს ცოტა
პური აჭამა და სამზარეულოს ქურასთან ახლოს დაწოლის უფ-
ლება მისცა. აი, სხვებმა კი მთელი ღამე ცოცხალ ჯაჭვში ჩაჭედი-
ლებმა გაატარეს.
პატიმრებს ყოველდღე აპელპლაცზე სმენაზე აყენებდნენ და
მთელი ათი საათი განძრევას და ხმის ამოღებას უკრძალავდნენ.

47პრივილეგირებული პატიმარი საკონცენტრაციო ბანაკში, რომელსაც ss-ისგან


პატიმართა მუშაობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის ზედამხედველობის
უფლება ჰქონდა მინიჭებული.
408 მკითხველთა ლიგა
სამაგიეროდ, საღამოობით, ცოტაოდენი წვნიანით გამასპინძლე-
ბის შემდეგ, ბარაკში თავისუფლად სიარულისა და ლაპარაკის
საშუალებას აძლევდნენ. საღამოს ცხრა საათზე სასტვენის დამაყ-
რუებელი ხმა ისმოდა მაუწყებლად იმისა, რომ პატიმრებს მთე-
ლი ღამით კვლავ უჩვეულო პოზა უნდა მიეღოთ.
გროს-როზენში ჩასვლის მეორე დღეს აპელპლაცზე SS-ის
ოფიცერი მივიდა და შინდლერის სიის შემდგენელის ვინაობა
იკითხა. როგორც გაირკვა, სია პლაშუვიდან ჯერ არ გამოეგზავ-
ნათ. პატიმრის უხეშ უნიფორმაში ჩაცმული აცახცახებული გოლ-
დბერგი ოფიცრის კაბინეტში წაიყვანეს, რომ სახელები გაეხსენე-
ბინა და სია ზეპირად შეედგინა. გოლდბერგმა იმ დღეს სიის დას-
რულება ვერ მოასწრო. საღამოს ყველა მხრიდან მიაწყდნენ პა-
ტიმრები და უკანასკნელად შეემუდარნენ, სიაში ჩვენც ჩაგვწე-
რეო. აქ, ამ სუსხიან ბინდში, სია კვლავაც იზიდავდა და ტანჯავდა
პატიმრებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი წყალობით ჯერჯერო-
ბით, მხოლოდ გროს-როზენში აღმოჩნდნენ. პემპერმა და სხვებ-
მა გოლდბერგს შეუტიეს, ხვალ დილით სიაში ექიმი ალექსანდერ
ბიბერშტაინიც ჩაწერეო. ალექსანდერი კრაკოვის იუდენრატის
პირველი, ოპტიმისტი თავმჯდომარის, მარეკ ბიბერშტაინის ძმა
იყო. კვირის დასაწყისში გოლდბერგმა ბიბერშტაინი მოატყუა,
სიაში ხარო, მაგრამ გამგზავრების დღეს გაირკვა, რომ ექიმი ბი-
ბერშტაინი შინდლერის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა. გროს--
როზენშიც კი მიტეკ პემპერი მომავალს იმედიანად უყურებდა და
გოლდბერგს დაემუქრა, ომის დასრულების შემდეგ სასტიკად და-
ისჯები, თუ ბიბერშტაინს სიაში არ ჩაამატებო.
მესამე დღეს, შინდლერის 800 პატიმარი სხვებისგან განაცალ-
კევეს და ხელახლა აბანავეს. მერე რამდენიმე საათით დაჯდომის
უფლება მისცეს. ბარაკების წინ ჩამომსხდარი პატიმრები სოფლე-
ლებივით ლაყბობდნენ და ბჭობდნენ, შემდეგ რა მოხდებოდა.
ბოლოს ყველას პურის მცირე ულუფა დაურიგეს და კვლავ ვაგო-
409 მკითხველთა ლიგა
ნებში ჩასხეს. მცველებს არ უთქვამთ, სად მიემგზავრებოდნენ. კა-
ტორღელებივით იატაკზე ჩაცუცქულ პატიმრებს ცენტრალური ევ-
როპის რუკა ედგათ თვალწინ და ვაგონის ჭერთან ახლოს, კედ-
ლებზე დატანებული სავენტილაციო ხვრელებიდან დანახული
მზის სიმაღლისა და შიგნით შემოსული მისი სხივების დახრილო-
ბის მეშვეობით მიმართულების დადგენას ცდილობდნენ. ოლეკ
როზნერი მხრებზე შეისვეს და სავენტილაციო ხვრელიდან გაახე-
დეს. ბიჭუნამ ტყეები და მთები დაინახა. ნავიგაციის ექსპერტებმა
დაასკვნეს, მატარებელი სამხრეთ-აღმოსავლეთით მიიწევსო.
ყველაფერი ჩეხოსლოვაკიაზე მიანიშნებდა, მაგრამ ამის ხმამაღ-
ლა თქმას ვერავინ ბედავდა.
160 კილომეტრის გავლას თითქმის ორი დღე მოანდომეს. ვა-
გონების კარები მეორე დღეს, დილაადრიან გაიღო. ცვიტაუს დე-
პოში იმყოფებოდნენ. მცველებმა პატიმრები ვაგონებიდან ჩამოს-
ვეს და ჯერაც მძინარე, ოცდაათიანი წლების მიწურულში ჩარჩე-
ნილი ქალაქის ქუჩებში გაატარეს. თვით კედლის წარწერებიც –
ბრინლიცში ებრაელის ადგილი არ არის! – ომამდელს ჰგავდა.
ეს პატიმრები ისეთი სამყაროდან მოდიოდნენ, სადაც მათი ამო-
ნასუნთქიც კი ეზიზღებოდათ. ამასთან შედარებით ცვიტაუელთა
გულისწყრომა, ებრაელთა გვერდით ცხოვრება არ გვინდაო,
მიამიტური ჩანდა.
დაახლოებით ექვსი კილომეტრი იარეს ლიანდაგის გასწვრივ
და მთებს შორის, ხეობაში, ბრინლიცის ინდუსტრიულ დასახლე-
ბას მიადგნენ. დილის ნაცრისფერ შუქზე არბაიტსლაგერად (სა-
კონცენტრაციო ბანაკად) გარდაქმნილი ჰოფმანების ფაბრიკის
მტკიცე მინაშენი გამოიკვეთა. ტერიტორია მავთულხლართით შე-
მოეღობათ, ღობესთან საგუშაგო კოშკები აღემართათ და გუშა-
გების ყაზარმები აეშენებინათ. ყაზარმებს მიღმა ფაბრიკის ეზოს
ჭიშკარი და პატიმრების ბარაკები მოჩანდა.

410 მკითხველთა ლიგა


როცა გარე ჭიშკარი გაიღო და პატიმრებმა ბანაკში შესვლა
დაიწყეს, ფაბრიკის შიდა ეზოდან ოსკარი გამოვიდა თავზე ტი-
როლური ქუდით.

411 მკითხველთა ლიგა


თავი 33

„ემალიის“ მსგავსად ეს ბანაკიც ოსკარმა აღჭურვა საკუთარი


სახსრებით. ბიუროკრატიული მოთხოვნის თანახმად, ფაბრიკა--
ბანაკები თავად მფლობელებს უნდა აეშენებინათ. საყოველთა-
ოდ გავრცელებული აზრით, მეწარმეები იაფი მუშახელის გამო-
ყენებით ისედაც დიდ ხეირს ნახულობდნენ და მავთულისა და ხის
საშენი მასალის შესაძენად მცირეოდენი ხარჯის გაწევა არაფერს
ავნებდათ. სინამდვილეში, რაიხის ფავორიტმა სამრეწველო კომ-
პანიებმა, „იგ ფარბენმა“ და „კრუპმა“ თავიანთი ბანაკები SS-ის
საწარმოების მიერ შეწირული საშენი მასალებით და მათთვის გა-
მოყოფილი დიდძალი შრომითი რესურსების გამოყენებით ააგეს.
ოსკარი რაიხის ფავორიტი არ ყოფილა და არანაირი დახმარება
არ მიუღია. მან ბოშს რამდენიმე ვაგონი ცემენტი შავ ბაზარზე
არსებულ ფასებთან შედარებით იაფად დაცინცლა. მისგანვე იყი-
და ორი თუ სამი ტონა ბენზინი და მაზუთი. ბანაკის შემოსაღობი
მავთულხლართი „ემალიიდან“ წამოიღო.
ოსკარს ჰოფმანების ფლიგელის მიმდებარე ცარიელი ტერი-
ტორიისთვის ელექტრობით დამუხტული ღობის შემოვლება, სა-
ერთო ტუალეტების დადგმა, SS-ის ასკაციანი რაზმისთვის ყაზარ-
მების აშენება და ლაზარეთისა და სამზარეულოების მოწყობა
დაავალეს. ბანაკის შესამოწმებლად გროს-როზენიდან შტურმბან-
ფიურერ ჰასებრეკის სტუმრობამ ხარჯი კიდევ უფრო გაზარდა.
კომენდანტმა თან კონიაკისა და ფაიფურის ჭურჭლეულის დიდი
მარაგი და, როგორც ოსკარმა აღნიშნა, „უამრავი კილოგრამი
ჩაი“ წაიღო. ჰასებრეკმა, აგრეთვე, ინსპექტირების გასამრჯელო
და განყოფილება D-ის მიერ დაწესებული „ზამთრის შემწეობის“
შესაწირიც წაიყოლა ისე, რომ არანაირი ქვითრები არ დაუტოვე-
ბია. „მის ავტომობილში ბევრი რამ ეტეოდა,“ – ირონიით იხსე-

412 მკითხველთა ლიგა


ნებდა შემდეგში ოსკარი. იგი 1944 წლის ოქტომბერშივე დარ-
წმუნდა, რომ ჰასებრეკი ბრინლიცის საბუღალტრო დავთრებს
აყალბებდა.
გარდა ამისა, ოსკარს ორანიენბურგიდან გამოგზავნილი ინ-
სპექტორებისთვისაც უნდა ესიამოვნებინა, ხოლო DEF-ის
მანქანა-მოწყობილობების და ტვირთის სრულად გადმოზიდვას
250 ვაგონი სჭირდებოდა. საოცარია, დაქცევის პირას მყოფ სა-
ხელმწიფოში ოსტბანის მოხელეები, თუ სათანადოდ წაახალისებ,
რა იოლად ახერხებენ ვაგონების გამოძებნასო, ამბობდა ოსკა-
რი.
დაბოლოს, ეს ყველაფერი ერთი უნიკალური ასპექტით გამო-
ირჩეოდა. განსხვავებით „კრუპის“, „ფარბენისა“ და სხვა საწარ-
მოებისგან, რომლებიც ებრაელ მუშახელს იყენებდნენ, ოსკარს
სერიოზული ინდუსტრიული მიზნები არ გააჩნდა. წარმოების გაზ-
რდის იმედი არ ჰქონდა; თავში გაყიდვების დიაგრამები არ უტ-
რიალებდა. ოთხი წლის წინ კრაკოვში გამდიდრების სურვილით
ჩავიდა, მაგრამ ახლა ბიზნესამბიციები საერთოდ აღარ შერჩენო-
და.
ბრინლიცში საწარმოს ასამოქმედებლად კიდევ ბევრი რამ
იყო გასაკეთებელი. მრავალი წნეხის, ჩარხისა და ბურღის ჩამო-
ტანას ჯერაც ელოდნენ, იატაკზე ცემენტი უნდა მოესხათ, რათა
მანქანა-მოწყობილობების სიმძიმისთვის გაეძლო. ფლიგელიდან
ჰოფმანების ძველი სართავი ჯარები უნდა გაეტანათ. თუმცა, იმ
რვაასი, ვითომდა შეიარაღების სპეციალისტის ქირას (დღეში 7, 5
რაიხსმარკას კვალიფიციური მუშის და 6 რაიხსმარკას არაკვალი-
ფიციურის სანაცვლოდ), რომელმაც ბანაკის ეზოში შეაბიჯა, ოს-
კარი უკვე იხდიდა. კვირაში მამაკაცი მუშების ქირის რაოდენობა
თითქმის 14 000 აშშ დოლარს შეადგენდა; ხოლო როცა ბრინ-
ლიცში ქალებიც ჩავიდნენ, ამ თანხამ 18 000 აშშ დოლარამდე

413 მკითხველთა ლიგა


მიაღწია. ოსკარი გრანდიოზულ ბიზნეს სისულელეს სჩადიოდა
და ამას თავზე ტიროლური ქუდის დახურვით აღნიშნავდა.
ოსკარის პირად ცხოვრებაშიც შეიცვალა რაღაც-რაღაცები.
ქალბატონი ემილიე შინდლერი ცვიტაუდან ბრინლიცში გადმოვი-
და და პირველ სართულზე ქმართან დასახლდა. კრაკოვისგან
განსხვავებით, ბრინლიცი ცვიტაუსთან ახლოს მდებარეობდა და
ემილიე ოსკართან უცხოვრებლობის მიზეზად სიშორეს ვეღარ
მოიშველიებდა. კათოლიკე ემილიე დილემის წინაშე აღმოჩნდა
– ქმარს ან ოფიციალურად უნდა დაშორებოდა, ან მასთან ეცხოვ-
რა. საბოლოოდ, ქმართან დაბრუნება გადაწყვიტა. მიუხედავად
ყველაფრისა, ცოლ-ქმარი ერთმანეთს პატივს სცემდა და
ეგუებოდა. ერთი შეხედვით, ემილიე დაჩაგრულ ცოლს ჰგავდა,
რომელსაც აზრს არ ეკითხებიან, მაგრამ არც ის იცის, ასეთ ქორ-
წინებას თავი როგორ დააღწიოს. ზოგიერთი პატიმარი თავიდან
იმაზეც კი ღელავდა, ნეტავ რას იზამს ემილიე, როცა გაიგებს,
ოსკარი რა ფაბრიკასა და ბანაკსაც ფლობსო. მათ ჯერ არ
იცოდნენ, რომ ბანაკს ემილიეც წაადგებოდა და არა მორჩილი
ცოლის, არამედ დამოუკიდებელ, საკუთარ შეხედულებებზე და-
ფუძნებულ გადაწყვეტილებებს მიიღებდა.
ოსკარის ახალ საწარმოში სამუშაოდ ბრინლიცში ინგრიდიც
გადავიდა, მაგრამ ის ბანაკში არ ცხოვრობდა და იქ მხოლოდ სა-
მუშაო საათებში მიდიოდა. მისი და ოსკარის ურთიერთობა გაცივ-
და. ერთად აღარასდროს უცხოვრიათ. თუმცა, ინგრიდი არც
მტრულად იყო განწყობილი და მომდევნო თვეების განმავლობა-
ში ოსკარი არაერთხელ ესტუმრა ბინაში. მიმზიდველი ვიქტორია
კლონოვსკა, ელეგანტური პოლონელი პატრიოტი, კრაკოვში
დარჩა, წყენა არც მას ჩაუდევს გულში. კრაკოვში ყოფნისას ოსკა-
რი ყოველთვის სტუმრობდა მას და, როცა SS-თან პრობლემები
წარმოექმნებოდა, კლონოვსკა ძველებურად ეხმარებოდა. მარ-
თალია, ვიქტორიასა და ინგრიდთან სასიყვარულო კავშირი სკან-
414 მკითხველთა ლიგა
დალების და გულისწყრომის გარეშე გაწყვიტა, მაგრამ შეცდომა
იქნება იმის თქმა, რომ ამან ოსკარი სრულყოფილ ქმრად აქცია.
ოსკარმა კაცებს იმავე დღეს უთხრა, ქალებიც აუცილებლად
ჩამოვლენო. ეგონა, არც ქალებს შეაყოვნებდნენ დიდხანს. თუმ-
ცა, ქალებს სრულიად სხვა გზის გავლა მოუხდათ. ხანმოკლე
მგზავრობის შემდეგ ისინი ასობით პლაშუველ ქალთან ერთად
აუშვიც-ბირკენაუში აღმოჩნდნენ. მატარებელმა საკონცენტრაციო
ბანაკის თაღოვან კარიბჭეში გაიარა და გაჩერდა. ვაგონის კარე-
ბი გაიღო. პატიმრები ჩამოსვეს ვრცელ მოედანზე, რომელიც ბა-
ნაკს ორად ყოფდა. გაწაფულმა შშ-ელმა კაცებმა და ქალებმა
საქმიანი გულგრილობით დაიწყეს პატიმრების დახარისხება. თუ
რომელიმე ქალი ზოზინებდა, ხელკეტს ურტყამდნენ, ოღონდ შშ-
ელთა ქმედებაში გაღიზიანება არ იგრძნობოდა. ისინი თავის მო-
ვალეობას ასრულებდნენ – ეს იყო და ეს. მათ ვერც ხვეწნა--
მუდარით შეძრავდით, ვერც გულისამაჩუყებელი ამბის მოყოლით
– უკვე ყველაფერი ენახათ და მოესმინათ და ვერაფრით გააცუ-
რებდით.
პროჟექტორების შუქზე მდგარი ქალები გაკვირვებულები
ეკითხებოდნენ ერთმანეთს, ეს რას უნდა ნიშნავდესო. მიუხედა-
ვად დაბნეულობისა, ტალახში ფეხსაცმელჩაფლულმა (ტალახი
ბირკენაუს განუყოფელი ნაწილი იყო) პატიმრებმა შეამჩნიეს,
რომ SS-ელი ქალები დაინტერესებულ, თეთრხალათიან ექიმებს
მათზე უთითებდნენ და ეუბნებოდნენ: – ეს შინდლერის ჯგუფია! –
ახალგაზრდა ექიმებიც ზურგს აქცევდნენ და დროებით თავს ანე-
ბებდნენ.
შემდეგ ქალები ატალახებული ბილიკით სადეზინფექციო კა-
მერამდე მიიყვანეს და ხელკეტიანი, მკაცრი SS-ელი ქალების
ბრძანებით, ყველა გააშიშვლეს. რაიხის პატიმართა უმეტესობის
მსგავსად, მილა პფეფერბერგსაც სმენოდა საზარელი ხმები საშ-
ხაპეზე, რომელშიც მომწავლელი აირი იფრქვეოდა ხოლმე. მის-
415 მკითხველთა ლიგა
და საბედნიეროდ, აქ მხოლოდ ყინულივით ცივი წყალი მო-
დიოდა.
ბანაობის შემდეგ ტატუირების ჯერი დგებოდა. პატიმრებმა
ესეც კი იცოდნენ. საჭირო პატიმრებს შუცშტაფელი მკლავზე ტა-
ტუს უკეთებდა. ხოლო თუ პატიმრის გაზის კამერაში შეგდება
ჰქონდათ განზრახული, თავს არ იწუხებდნენ. ამ მატარებლით
შინდლერფრაუების გარდა, 2000 ქალი მიიყვანეს აუშვიცში და
მათ ჩვეულებრივად გადაახარისხებდნენ. რებეკა ბაუმ, რომელიც
შინდლერის სიაში ვერ მოხვდა, შემოწმება გაიარა და პირადი
ნომერი მიიღო; იოზეფ ბაუს ჯანსაღმა დედამაც მოიგო ტატუ ბირ-
კენაუს უჩვეულო ლატარიაში. ერთი თხუთმეტი წლის პლაშუველი
გოგონა გახარებული დაჰყურებდა მკლავს, რადგან ზედ ორი ხუ-
თიანი, სამიანი და ორი შვიდიანი ეწერა – ებრაული კალენდრის
წმინდა ციფრები. ტატუიან პატიმრებს ბირკენაუდან აუშვიცის რო-
მელიმე შრომის ბანაკში გზავნიდნენ, იქ კი გადარჩენის შანსი არ-
სებობდა.
„შინდლერის ქალებისთვის“ ტატუ არ გაუკეთებიათ, ტანსაც-
მლის ჩაცმა უბრძანეს და ქალების უფანჯრებო ბარაკში შეიყვა-
ნეს. ბარაკის შუაში იატაკზე აგურით ამოშენებული სამზარეულოს
ქურა იდგა. საწოლები არ ჰქონდათ, „შინდლერის ქალებს“ ორ--
ორს ან სამ-სამს ეძინათ ჩალის ვიწრო ლეიბებზე. თიხის იატაკი
ნოტიო და სველი იყო. ძირს დაგებული ლეიბები და დაძონძილი
საბნები წყლით იჟღინთებოდა. ეს იყო სიკვდილის სახლი ბირკე-
ნაუს შუაგულში. ტალახით დაფარულ ვრცელ ტერიტორიაზე შემ-
ცივნებულებს და შეწუხებულებს, მოუსვენრად ეძინათ.
ო, რა ძლიერ განსხვავდებოდა ეს დიდი, ეფემერული ქალაქი,
მორავიის მყუდრო, პატარა სოფლისგან, რომელში დასახლება-
ზეც ოცნებობდნენ. ყოველდღე 250 000 პოლონელი, ბოშა და
ებრაელი მოჰყავდათ აქ დროებით, სანამ სხვაგან გაანაწილებ-
დნენ ან გაანადგურებდნენ. ათასობით მეტი პატიმარი იყო აუშვიც
416 მკითხველთა ლიგა
I-ში – პირველ, მაგრამ შედარებით პატარა ბანაკში, სადაც კო-
მენდანტი რუდოლფ ჰესი ცხოვრობდა, ხოლო აუშვიც III-ის სახე-
ლით ცნობილ ინდუსტრიულ რაიონში ათი ათასობით პატიმარს
სიკვდილამდე ამუშავებდნენ. „შინდლერის ქალებისთვის“ ბირკე-
ნაუს ან აუშვიცის სტატისტიკური მონაცემები არავის გაუცვნია,
მაგრამ უზარმაზარი დასახლების დასავლეთ ბოლოში, არყნარის
მიღმა, ოთხ კრემატორიუმსა და უამრავ კოცონს დაუსრულებ-
ლად ასდიოდა კვამლი. უკვე შიშობდნენ, რომ დინება მათაც
იქამდე წაიღებდა. პატიმრებს უამრავი ჭორის შეთხზვა და დაჯე-
რება სჩვევიათ, მაგრამ თვით ყველაზე უსაზღვრო ფანტაზიის
მქონე პატიმარიც კი ვერ წარმოიდგენდა, რამდენ ადამიანს წამ-
ლავდნენ იქ გაზით სისტემის სიძლიერის ჟამს. თუ ჰესს დავუჯე-
რებთ, დახოცილთა რაოდენობა ცხრა ათასს შეადგენდა.
ქალებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ აუშვიცში მათი ჩას-
ვლა ჰიმლერისა და შვედი გრაფის, ფოლკე ბერნადოტის
საიდუმლო მოლაპარაკებებსა და ომის მიმდინარეობის შეცვლას
დაემთხვა. სიკვდილის ბანაკების არსებობა გამჟღავნდა, რადგან
საბჭოელებმა ლუბლინის ბანაკი გადათხარეს და ადამიანის
ძვლებით სავსე ღუმელები და „ციკლონ ბ“-ის ხუთასზე მეტი ქილა
იპოვეს. საშინელი ამბავი მთელმა მსოფლიომ შეიტყო. ჰიმლერს
სურდა, ომის დასრულების შემდგომ ფიურერის მემკვიდრის ყვე-
ლაზე სერიოზულ კანდიდატად მიეჩნიათ, ამიტომ „მოკავშირეებს“
ებრაელების გაზით მოწამვლის შეწყვეტას ჰპირდებოდა. ოფი-
ციალური ბრძანება ოქტომბერში გაიცა (ზუსტი თარიღი უცნობია).
განკარგულების ერთი ასლი ორანიენბურგში გენერალმა პოლმა
მიიღო, მეორე – რაიხის უშიშროების სამმართველოს შეფმა
კალტენბრუნერმა. ჰიმლერის დირექტივა ორივემ უგულებელყო.
ბრძანება არად ჩააგდო ადოლფ აიხმანმაც. პლაშუველი, ტერე-
ზიენშტადტელი და იტალიელი ებრაელების ხოცვა-ჟლეტას შუა
ნოემბრამდე აგრძელებდნენ. თუმცა, როგორც სხვადასხვა წყა-
417 მკითხველთა ლიგა
როდან ირკვევა, გაზის კამერებისთვის ებრაელთა უკანასკნელი
ჯგუფი 30 ოქტომბერს შეარჩიეს.
აუშვიცში ყოფნის პირველ რვა დღეს „შინდლერის ქალებს“
გაზით მოწამვლის უდიდესი საფრთხე ემუქრებოდათ. რვა დღის
შემდეგაც, როცა უკანასკნელი სიკვდილმისჯილები შევიდნენ ბირ-
კენაუს გაზის კამერებში, ხოლო ღუმლებში და კოცონებზე მათი
გვამები დაწვეს, იმ სამას პატიმარ ქალს ბანაკის ძირითადი არ-
სის ცვლილება არ შეუმჩნევია. უსაფუძვლოდ როდი ეღელავ-
დნენ. გაზის კამერები კი გაუქმდა, მაგრამ პატიმრების უმეტესობა
ან დახვრიტეს (ისევე, როგორც კრემატორიუმში მომუშავენი), ან
ბედის ანაბარა მიტოვებული, ავადმყოფობით გარდაიცვალა.
„შინდლერის ქალებმა“ ოქტომბერსა და ნოემბერში არაერთი
სამედიცინო შემოწმება გაიარეს. პირველსავე დღეებში ზოგიერ-
თი მათგანი სხვებისგან განაცალკევეს და უკურნებელი სენით
დაავადებულთათვის გამოყოფილ ბარაკებში გადაიყვანეს. აუშვი-
ცის ექიმები – იოზეფ მენგელე, ფრიც კლანი, კონიგი და თილო
– მხოლოდ ბირკენაუს ბაქანზე კი არ ხვდებოდნენ პატიმრებს,
არამედ მთელ ბანაკში დაძრწოდნენ; ესწრებოდნენ აპელპლაცზე
სიის ამოკითხვას, შედიოდნენ საშხაპეებში და ღიმილით კითხუ-
ლობდნენ: – რამდენი წლის ხართ, ქალბატონო?
ქალბატონი კლარა შტერნბერგი ხანდაზმულთა ბარაკში გა-
დაიყვანეს. სამოცი წლის ლოლა კრუმჰოლციც მოწყვიტეს შინ-
დლერგრუპეს და მოხუცებთან გაგზავნეს ბარაკში, სადაც მიუხე-
დავი უნდა მომკვდარიყო. ქალბატონი ჰოროვიცი შიშობდა, ჩემი
ფაქიზი ნიუსია „აბანოს“ შემოწმებებს ვერ გადაურჩებაო და თერ-
თმეტი წლის გოგონა საუნაში, ცარიელ ავზში დამალა. „შინდლე-
რის ქალების“ მეთვალყურე ერთმა ქერა, ლამაზმა SS-ელმა გო-
გონამ ეს შეამჩნია, მაგრამ ქალბატონი ჰოროვიცი არ დაუბეზღე-
ბია. ეს გოგო ფიცხი იყო, პატიმრებსაც ხშირად ურტყამდა ხელ-
კეტს. მან დუმილის სანაცვლოდ ქრთამი მოითხოვა. რეგინამ გა-
418 მკითხველთა ლიგა
დანახული ბროში მისცა. მეორე, უფრო მსუქანსა და ნაზ ზედამ-
ხედველს, ლესბოსური მიდრეკილებები ჰქონდა და ინტიმური ხა-
სიათის ქრთამს ითხოვდა.
ხანდახან, სიის ამოკითხვისას, ბარაკებთან ერთი ან რამდენი-
მე ექიმი გამოჩნდებოდა ხოლმე. ექიმების დანახვაზე ქალები სა-
ხეზე ფერის დასადებად ლოყებზე მოზელილ თიხას ისვამდნენ.
ერთ-ერთი ასეთი შემოწმებისას, რეგინამ ნიუსია ქვებზე შეაყენა.
თმაჭაღარა, ახალგაზრდა მენგელემ რეგინას ნიუსიას ასაკი
ჰკითხა და, როცა პასუხად ტყუილი მიიღო, მუშტი ძლიერად და-
არტყა. ინსპექტირებისას წაქცეულ, ნახევრად უგონო ქალებს
მცველები ქალების ბანაკს გარს შემოვლებულ, დამუხტულ ღო-
ბესთან მიათრევდნენ და ზედ აგდებდნენ. შუა გზაში რეგინა მოსუ-
ლიერდა და მცველებს შეეხვეწა, ცოცხლად ნუ დამწვავთ,
გთხოვთ, ჩემს რიგში დამაბრუნეთო. მცველებმა შეიბრალეს და
გაათავისუფლეს. რეგინა პარვით დაუბრუნდა თავის ადგილს.
ძვალწვრილი, შიშისგან ენაჩავარდნილი და გაქვავებული ნიუსია
იქვე დახვდა.
შემოწმებები ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩატარებულიყო.
ერთხელ, ღამით, „შინდლერის ქალები“ გარეთ გამოყარეს და
ტალახში დააყენეს, ხოლო მათი ბარაკები გაჩხრიკეს. ქალბატო-
ნი დრეზნერი ტანმაღალ, მოზარდ ქალიშვილთან, დანკასთან
ერთად იდგა აუშვიცის უჩვეულო ტალახში, რომელიც ფლანდრი-
ის ლეგენდარული ჭაობივით, არასდროს იყინებოდა, თუნდაც
ირგვლივ ყველაფერი – გზები, სახურავები, მოგზაურები – მოყი-
ნულიყო.
დანკა და ქალბატონი დრეზნერი პლაშუვიდან საზაფხულო
ტანსაცმლით წამოვიდნენ, რადგან სხვა არაფერი შერჩენოდათ.
დანკას კოფთა, თხელი ქურთუკი და შინდისფერი კაბა ეცვა. იმ
საღამოს თოვდა და ქალბატონ დრეზნერს დანკასთვის კაბის

419 მკითხველთა ლიგა


ქვეშ, წელზე საბნის ნაგლეჯის შემოხვევა ერჩია. ახლა კი, ბარა-
კების ჩხრეკისას, SS-ელებმა გახეული საბანი იპოვეს.
„შინდლერის ქალების“ წინ მდგარმა ოფიცერმა ბარაკების
ალტესტე – ჰოლანდიელი ქალი, რომელიც მხოლოდ წინა დღეს
გაიცნეს – გამოიძახა და საბნის ნაგლეჯშემოხვეულ პატიმართან
ერთად მისი დახვრეტა ბრძანა.
ქალბატონმა დრეზნერმა დანკას გადაუჩურჩულა, საბნის ნაგ-
ლეჯი მოიხსენი და უჩუმრად ბარაკში შევიტანო. საკმაოდ კარგი
აზრი იყო. ბარაკში შესასვლელად კიბის ავლა არ იყო საჭირო,
უკანა რიგში მდგარი ქალი, შიგნით უკუსვლით შეპარვას თავი-
სუფლად მოახერხებდა. დანკა როგორც მაშინ, კრაკოვში, დაბ-
როვსკის ქუჩაზე, კედლის სამალავში შესვლაზე დათანხმდა, ახ-
ლაც უყოყმანოდ დაემორჩილა დედას და კაბის ქვემოდან წელზე
შემოხვეული, მთელ ევროპაში ყველაზე გაცვეთილი საბნის ნაგ-
ლეჯი გამოიძრო. სხვათა შორის, სანამ ქალბატონი დრეზნერი
ბარაკში იყო, SS-ის ოფიცერმა არხეინად ჩამოიარა, ქალბატონი
დრეზნერის ასაკის ქალი (სავარაუდოდ, ქალბატონი შტერნბერ-
გი) რიგიდან გამოიყვანა და ბანაკის უფრო საშინელი ადგილის-
კენ გაუძღვა – იქ, სადაც მორავიაზე ოცნებაც კი არ ღირდა.
ქალები ალბათ ხვდებოდნენ, რასაც ნიშნავდა „გამარგვლის“
ეს მარტივი ჟესტი, მაგრამ საკუთარი თავისთვის ამის გამხელის
ეშინოდათ. სინამდვილეში კი, ამით ყველას ეუბნებოდნენ, რომ
აუშვიცში თვით ე. წ. ინდუსტრიული პატიმრებიც დაუცველნი იყ-
ვნენ. შეძახილი – „ესენი შინდლერის ქალები არიან!“ მათ სამუ-
დამოდ ვერ დაიფარავდა. აუშვიცში „ინდუსტრიული პატიმრების“
ერთი ჯგუფი უკვე გაუჩინარებულიყო. ერთი წლით ადრე გენე-
რალ პოლის განყოფილება W-მ ბერლინიდან მატარებლით კვა-
ლიფიციური ებრაელი მუშები გამოგზავნა. მათგან „იგ ფარბენს“
უნდა შეერჩია საჭირო ხალხი. განყოფილება W-მ კომენდანტ
ჰესს დაავალა, მატარებელი „იგ ფარბენსის“ ტერიტორიაზე
420 მკითხველთა ლიგა
დაეცალათ და არა აუშვიც-ბირკენაუს კრემატორიუმის სიახლო-
ვეს. პირველი მატარებლით ჩამოყვანილი 1750 პატიმრიდან
(ყველა მამაკაცი იყო) 1000 დაუყოვნებლივ გაზის კამერებში მო-
წამლეს, ხოლო მომდევნო ოთხი მატარებლით ჩამოყვანილი
4000 პატიმრიდან 2500 გაუშვეს „აბანოში“. აუშვიცის ადმინისტრა-
ცია „იგ ფარბენსსა“ და განყოფილება W-ს ეურჩებოდა და ვიღაც
გაურკვეველი გერმანელი მექოთნის ქალებს მით უფრო, არ და-
ინდობდა.
იმ უბადრუკ ბარაკებში „შინდლერის ქალებს“ ისეთი შეგრძნება
ჰქონდათ, თითქოს ღია ცის ქვეშ ცხოვრობდნენ. უმინო ფანჯრები
კიდევ უფრო სუსხიანს ხდიდა რუსეთიდან მონაბერ ჰაერის ცივ
ნაკადს. გოგონების უმეტესობას ფაღარათი აწუხებდა. ძლივძლი-
ვობით მიჩანჩალებდნენ ტალახში ჩადგმულ ფოლადის ვედრომ-
დე. ქალს, რომელიც იმ ვედროს ასუფთავებდა, დამატებით ერთ
ჯამ წვნიანს აძლევდნენ. ერთ საღამოს მილა პფეფერბერგი წა-
მოაგდო მუცლის ჭრამ. მორიგე ქალმა (ცუდი ქალი არ იყო, მი-
ლა მას ბავშვობიდან იცნობდა) ვედროსთან არ მიუუშვა. დაიჟინა,
სხვა გოგოს დაელოდე და მასთან ერთად ვედრო დაცალეო. მი-
ლა დიდხანს ეკამათა, მაგრამ ქალს ვერ გადააფიქრებინა. ვედ-
როს მოვლა პროფესიად ქცეულიყო და თავის წესები ჰქონდა.
ქალები ვედროს საბაბად იყენებდნენ და მისი მეშვეობით თავს
ირწმუნებდნენ, რომ ამ საშინელ ადგილასაც შეიძლებოდა სისუფ-
თავის და წესრიგის დაცვა და კეთილგონიერების შენარჩუნება.
ამასობაში სხვა გოგო გამოჩნდა. შეწუხებული ჩანდა და სულს
ძლივს ითქვამდა. ისიც ახალგაზრდა იყო და ლოძში მშვიდო-
ბიანობის ჟამს, მორიგეს წესიერ, გათხოვილ ქალად იცნობდა.
გოგონები ქალს დაემორჩილნენ და მძიმე ვედრო 300 მეტრი
ათრიეს ტალახში. მეორე გოგონამ მილას ჰკითხა:
– სად არის ახლა შინდლერი?

421 მკითხველთა ლიგა


ბარაკებში ყველა როდი სვამდა იმავე კითხვას ასე ირო-
ნიულად და ბრაზიანად. ოცდაორი წლის ქვრივი ლუსია, „ემალი-
ის“ მუშა, გამუდმებით ამბობდა: “ყველაფერი კარგად იქნება, აი,
ნახავთ. მალე თბილ ოთახებში აღმოვჩნდებით და შინდლერის
წვნიანს შევხვრეპთ“. ლუსიამ თავადაც არ იცოდა, ამას რატომ
იმეორებდა. „ემალიაში“ მუშაობისას ვარაუდების გამოთქმა არას-
დროს სჩვეოდა. თავის ცვლაში იმუშავებდა, თავის წილ წვნიანს
შეხვრეპდა და იძინებდა. გრანდიოზული მოვლენების მოლოდი-
ნი არასდროს ჰქონია. მისთვის დღის უხიფათოდ გასრულება და
გადარჩენაც კმაროდა. ახლა ლუსია ავად იყო და წესით, წინას-
წარმეტყველების თავი არ უნდა ჰქონოდა. უჭმელობასა და სიცი-
ვეს დაეუძლურებინა, შიმშილს მთელი მისი გონება მოეცვა. და
მაინც, ოსკარის პირობას არ ივიწყებდა და თავისდა გასაკვირად,
გამუდმებით იმეორებდა.
ცოტა ხნის შემდეგ „შინდლერის ქალები“ კრემატორიუმთან
ახლომდებარე ბარაკებში გადაასახლეს. ახლა ისიც კი აღარ
იცოდნენ ზუსტად, ზედამხედველებს აბანოში მიჰყავდათ თუ გაზის
კამერებში, მაგრამ ლუსია „კარგი ამბის“ ქადაგებას განაგრძობ-
და. მართალია, დინებამ ისინი ქვეყნიერების კიდემდე წაიღო და
უფსკრულის პირას აღმოჩნდნენ, შინდლერფრაუები სასოწარკვე-
თილებაში არ ჩავარდნილან. იქაც კი გადააწყდებოდით საჭმლის
რეცეპტებზე მოლაპარაკე და ომამდელ სამზარეულოებზე მეოც-
ნებე ქალებს.
ბრინლიცში მამაკაც პატიმრებს მხოლოდ ბანაკის კარკასი
დახვდათ. ბარაკებში საწოლები არ იდგა და მათთვის იატაკზე ჩა-
ლა ეყარა. სამაგიეროდ, ორთქლის ქვაბები მთელი დატვირ-
თვით მუშაობდა და თბილოდა. პირველ დღეს მზარეული არ
ჰყოლიათ. იქ, სადაც სამზარეულო უნდა მოეწყოთ, თალგამები
ეყარა და პატიმრებმა უმად მიირთვეს. მოგვიანებით, წვნიანი მო-
ხარშეს და პური გამოაცხვეს, ხოლო ინჟინერ-მშენებელმა ფინ-
422 მკითხველთა ლიგა
დერმა გასაკეთებელი საქმეები გაანაწილა. მუშაობის პროცესი
თავიდანვე ნელა მიმდინარეობდა. მით უფრო მაშინ, როცა SS--
ელები მუშებს ყურადღებას არ აქცევდნენ. რაოდენ საკვირველიც
უნდა იყოს, პატიმრებს თითქოს ჰერ დირექტორის გულგრილობა
გადაედოთ. ისინი გრძნობდნენ, რომ შინდლერი რაიხის სამხედ-
რო ინტერესების დასაცავად აღარ იღვწოდა. და რაკი ოსკარს
პროდუქციის წარმოება აღარ ადარდებდა, ნელი მუშაობა პატი-
მართა შურისძიებად, მათი პრინციპების გამოხატულებად იქცა.
ძალების დაზოგვით შრომა თავბრუდამხვევი შეგრძნება იყო.
მთელ ევროპაში მონები დღიურ 600 კალორიას ბოლომდე ხარ-
ჯავდნენ, რათა ზედამხედველებისთვის თავი მოეწონებინათ და
სიკვდილის ბანაკში არ გაეგზავნათ. ბრინლიცს კი თავისუფლების
სენი მოსდებოდა: ნიჩაბს ზანტად სწევდი, მაგრამ სიკვდილით
არავინ გსჯიდა.
პატიმრები თავიანთ ქალებზე ღელავდნენ. დოლეკ ჰოროვი-
ცის ცოლი და ქალიშვილი აუშვიცში იყვნენ, აგრეთვე ძმებ როზ-
ნერების ცოლებიც. პოლდეკ პფეფერბერგმა იცოდა, რაოდენ
დამთრგუნველად იმოქმედებდა მილაზე საშინელი აუშვიცი.
იაკობ შტერნბერგი და მისი მოზარდი ვაჟი ქალბატონ კლარა
შტერნბერგზე დარდობდნენ. პფეფერბერგი იხსენებს, როგორ
შემოეხვივნენ კაცები შინდლერს და კითხვები მიაყარეს, ქალები
სად არიანო.
– მათაც ჩამოვიყვან, – დაიბუბუნა შინდლერმა. მეტი აღარა-
ფერი დაუმატებია. არ უთქვამს, შეიძლება აუშვიცში შშ-ელების
მოსყიდვა გახდეს საჭიროო. არ უთქქვამს, ქალების სია პოლ-
კოვნიკ ერიხ ლანგესთვის მაქვს გაგზავნილიო. არ უთქვამს, მე
და ლანგე სიაში ჩაწერილი ქალების ბრინლიცში აუცილებლად
ჩამოყვანას ვაპირებთო. მხოლოდ ეს თქვა: – მათაც ჩამოვიყვან.
ბრინლიცის ბანაკის SS-ის გარნიზონი ოსკარს იმედის მომცე-
მად ეჩვენებოდა. გარნიზონი ფრონტის ხაზზე გაგზავნილი ახალ-
423 მკითხველთა ლიგა
გაზრდა SS-ელების შემცვლელებად გამოძახებული შუახნის რე-
ზერვისტებისგან შედგებოდა. პლაშუვისგან განსხვავებით, აქ გა-
დარეული მცველები ცოტა ჰყავდათ. ოსკარი მათი გულების მო-
გებას უბრალო, მაგრამ უხვი საჭმლით ცდილობდა. მათ ყაზარ-
მებში სტუმრობისას ჩვეული სიტყვა წარმოთქვა უნიკალური უნა-
რებით დაჯილდოებულ პატიმრებსა და მათ მიერ წარმოებულ
უაღრესად მნიშვნელოვან პროდუქციაზე: საიდუმლო ტანკსაწინა-
აღმდეგო ჭურვებსა და ყუმბარების გარსებზე. მან გარნიზონს
სთხოვა, ფაბრიკაში არ შესულიყვნენ, რათა მუშები არ შეეწუხები-
ნათ და წარმოების პროცესი არ შეეფერხებინათ.
ოსკარმა რეზერვისტების თვალებში ამოიკითხა, რომ მათ
მყუდრო, ჩუმ სოფელში ყოფნა აწყობდათ. აქ, კატაკლიზმების-
თვის თავის არიდებას შეძლებდნენ. გეთივით ან ჰუიარივით სახე-
ლოსნოებში თარეშს არ აპირებდნენ. ჰერ დირექტორის განაწყე-
ნება არ სურდათ.
ყთუმცა, მათი მეთაური ჯერ არ ჩამოსულიყო. იგი ბუძინის
შრომის ბანაკში მსახურობდა. იქ, რუსების ბოლოდროინდელ
იერიშებამდე „ჰაინკელის“ ბომბდამშენის ნაწილებს ამზადებდნენ.
ოსკარი ხვდებოდა, რომ ახალგაზრდა ოფიცერი უფრო საზრიანი
და ცნობისმოყვარე იქნებოდა. მას იოლად ვერ აუკრძალავდა ბა-
ნაკში შესვლას.
სწორედ მაშინ, როცა იატაკზე ცემენტს ასხამდნენ, ჭერზე
ღიობებს ჭრიდნენ, რათა ვეებერთელა „ჰილოები“ დაეტიათ, რო-
ცა SS-ელებს თაფლავდა და კვლავ მასთან დასახლებულ ემი-
ლიესთან თანაცხოვრებას ეგუებოდა, ოსკარ შინდლერი მესამედ
დააპატიმრეს.
გესტაპო შუადღისას გამოჩნდა. ოსკარი კაბინეტში არ დახ-
ვდათ, დილით ბრნოში საქმიან შეხვედრაზე წასულიყო. იმ დი-
ლით კრაკოვიდან სატვირთო მანქანით ჰერ დირექტორის მოძ-
რავი ქონება – სიგარეტები და უამრავი ყუთი არაყი, კონიაკი და
424 მკითხველთა ლიგა
შამპანური ჩამოიტანეს. შემდეგში ბევრი ამტკიცებდა, რომ სინამ-
დვილეში ეს ყველაფერი ამონ გეთის კუთვნილება იყო და, რაკი
შინდლერს ბრინლიცის გეგმის განხორციელებაში დაეხმარა, ამ
უკანასკნელმა მადლიერების ნიშნად მორავიაში ჩამოუტანაო.
თუმცა, უკვე ერთი თვე იწურებოდა, გეთი ციხეში იჯდა და სატვირ-
თო მანქანა და მისი შიგთავსი თავისუფლად შეიძლებოდა ოსკა-
რისად ჩაგეთვალათ.
ამასვე ფიქრობდნენ მუშებიც, რომლებიც სატვირთოს ცლიდ-
ნენ და, როცა ეზოში გესტაპოელები დაინახეს, დაფრთხნენ. მექა-
ნიკოსებს გარკვეული პრივილეგიები ჰქონდათ და სატვირთო
მანქანა ბორცვის ძირას, მდინარესთან ჩაიყვანეს. ალკოჰოლით
სავსე ყუთები წყალში გადაყარეს, ორასი ათასი ღერი სიგარეტი
ელექტროსადგურში, უფრო იოლად ხელმისაწვდომ ადგილას,
დიდი ტრანსფორმატორის ქვეშ დამალეს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სატვირთოში ამდენი სიგარეტი
და ალკოჰოლური სასმელი ეწყო. ეს ცხადად მიუთითებს იმაზე,
რომ ვაჭრობაში გაწაფული ოსკარი შავ ბაზარზე დიდი ფულის
შოვნას აპირებდა.
მუშები გარაჟში შუადღისას დაბრუნდნენ, როცა შესვენებისა
და სადილობის მაუწყებელი სირენის ხმა გაისმა. წინა დღეებში
ჰერ დირექტორი პატიმრებთან ერთად მიირთმევდა წვნიანს და
მექანიკოსები იმედოვნებდნენ, რომ ოსკარი დღესაც დაეწ-
ვეოდათ, რათა მისთვის ძვირადღირებული საქონლის გაუჩინა-
რების მიზეზი აეხსნათ.
ოსკარი ბრნოდან მართლაც სწრაფად დაბრუნდა, მაგრამ ში-
გა ჭიშკართან ერთ-ერთმა გესტაპოელმა ხელის აწევით შეაჩერა
და მანქანიდან გადმოსვლა უბრძანა.
– ეს ჩემი ფაბრიკაა, – ერთ-ერთმა პატიმარმა ოსკარის უკმეხი
პასუხი გაიგონა, – თუ ჩემთან დალაპარაკება გნებავთ, მანქანაში
ჩამიჯექით. ანდა კაბინეტში გამომყევით.
425 მკითხველთა ლიგა
ოსკარი ქარხნის ეზოში შევიდა. მის ავტომობილს ორივე
მხრიდან გესტაპოელები ამოუდგნენ და სწრაფად მიჰყვნენ.
კაბინეტში ოსკარს გეთთან და მის ნაქურდალთან კავშირზე
ჰკითხეს. აქ მისი რამდენიმე ჩემოდანი მაქვს, ჰერ გეთმა მთხოვა,
გათავისუფლებამდე შემინახეო, უპასუხა გესტაპოელებს ოსკარმა.
გესტაპოელებმა ჩემოდნების ნახვა მოითხოვეს და ოსკარი
მათ ბინისკენ გაუძღვა. შინ მე-5 ბიუროს გამომძიებლები ფორმა-
ლურად და ცივად წარუდგინა ემილიეს, შემდეგ ჩემოდნები გა-
მოიტანა და გახსნა. ჩემოდნებში ამონის სამოქალაქო ტანსაცმე-
ლი და უნტეროფიცრობის დროინდელი უნიფორმები ეწყო. გეს-
ტაპოელებმა ჩემოდნები გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.
ბოლოს ოსკარი დააპატიმრეს.
ემილიე გაბრაზდა, სანამ არ იტყვით, რატომ აპატიმრებთ, მი-
სი წაყვანის უფლება არ გაქვთო.
– ბერლინში ამის გაგება არ ესიამოვნებათ, – თქვა მან.
ოსკარმა ცოლს სთხოვა, დამშვიდებულიყო და დაავალა:
– ჩემს მეგობარ ვიქტორია კლონოვსკას დაურეკე და ჩემი
შეხვედრები გააუქმე.
ემილიე მიხვდა, ეს რასაც ნიშნავდა. კლონოვსკა საჭირო და
გავლენიან ხალხს დაურეკავდა: მარტინ პლათეს ბრესლაუში და
გენერალ შინდლერს საბრძოლო საშუალებათა ინსპექციაში.
ერთ-ერთმა მე-5 ბიუროელმა ოსკარს ხელბორკილი დაადო, თა-
ვიანთ მანქანაში ჩასვეს, ცვიტაუს რკინიგზის სადგურში წაიყვანეს
და იქიდან მატარებლით კრაკოვამდე ჩააცილეს.
როგორც ჩანს, მესამე დაპატიმრებამ ოსკარი წინა ორთან შე-
დარებით უფრო შეაშინა. ამჯერად საკანში უიმედოდ შეყვარებუ-
ლი SS-ის პოლკოვნიკი აღარ დახვედრია და მასთან ერთად
არაყი აღარ დაულევია. წლების შემდეგ ოსკარმა იმ შემთხვევის
რამდენიმე დეტალი გაიხსენა. როცა მე-5 ბიუროს გამომძიებლე-
ბის თანხლებით კრაკოვის რკინიგზის სადგურის ნეოკლასიკურ
426 მკითხველთა ლიგა
დარბაზში მიაბიჯებდა, ძველი ნაცნობი, გვარად ჰუთი მიუახლოვ-
და. ჰუთი პლაშუვში სამოქალაქო ინჟინრად მუშაობდა და ამონის
ლაქიად მიიჩნევდნენ, თუმცა, ხმა დადიოდა, მისგან ფარულად
არაერთი სიკეთე ჩაუდენიაო. ერთი შეხედვით, შემთხვევით შეხ-
ვედრას კი ჰგავდა, მაგრამ ოსკარმა იფიქრა, იქნებ ჰუთი კლო-
ნოვსკას გამოგზავნილი იყოსო. ჰუთმა ოსკარს შებორკილი ხელი
ჩამოართვა. ერთ-ერთმა გაოცებულმა მე-5 ბიუროელმა გააპრო-
ტესტა:
– კი, მაგრამ პატიმრისთვის ხელის ჩამორთმევა რა საჭიროა?
ჰუთმა მაშინვე ოსკარის დადებითად დამახასიათებელი სიტყვა
წარმოთქვა:
– ეს ჰერ დირექტორი შინდლერია, მთელ კრაკოვში დიდად
პატივცემული პიროვნება, მნიშვნელოვანი მეწარმე. მას პატიმ-
რად ვერასდროს წარმოვიდგენ.
ეს უჩვეულო შეხვედრა ამით დასრულდა. ოსკარი კვლავ ავ-
ტომობილში ჩასვეს და ნაცნობი ქალაქის ნაცნობ, პომორის ქუჩა-
ზე წაიყვანეს. ზუსტად ისეთსავე ოთახში ჩაკეტეს, როგორშიც
პირველი პატიმრობისას. ოთახში საწოლი, სავარძელი და პირ-
საბანი იდგა, ოღონდ ფანჯარა გისოსებიანი იყო. ოსკარი გარეგ-
ნულად სიმშვიდეს კი ინარჩუნებდა, მაგრამ შინაგანად ძლიერ
ღელავდა. 1942 წელს, როცა თავისი ოცდამეთოთხმეტე იუბილის
მეორე დღეს დააპატიმრეს, პომორის ქუჩის სარდაფებში მდება-
რე საწამებელ ოთახებზე საზარელი, მაგრამ გაურკვეველი ხმები
დადიოდა. დღეს ეს ხმები ბუნდოვანი აღარ ეჩვენებოდა. თუკი მე-
5 ბიუროს ამონის ხელში ჩაგდება ჰქონდა განზრახული, არც შინ-
დლერის წამებაზე დაიხევდა უკან.
იმ საღამოს ჰერ ჰუთმა ინახულა, საჭმელი და ერთი ბოთლი
ღვინო მიუტანა, უთხრა, კლონოვსკას ველაპარაკეო. შინდლერს
არასდროს დაუზუსტებია, რკინიგზის დარბაზში შეხვედრა კლო-
ნოვსკას დაგეგმილი იყო თუ მართლა შემთხვევითი. ასე იყო თუ
427 მკითხველთა ლიგა
ისე, ჰუთის თქმით, კლონოვსკა შინდლერის ძველ მეგობრებს
კრებდა.
მეორე დღეს ოსკარი SS-ის თორმეტმა გამომძიებელმა დაჰ-
კითხა, მათგან ერთ-ერთი SS-ის სასამართლოს მოსამართლე
იყო. ოსკარმა უარყო კომენდანტისთვის ფულის გადაცემის ფაქ-
ტი, რათა, როგორც ამ უკანასკნელს ეთქვა თავის ჩვენებაში, ებ-
რაელებს უფრო ლმობიერად მოპყრობოდა. თუმცა, ერთხელ
ფული ვასესხეო, თქვა ოსკარმა. ფული რატომ ასესხეთო? – და-
ინტერესდნენ გამომძიებლები. საომარ მრეწველობაში ვარ ჩარ-
თული, ფაბრიკაში საბრძოლო საშუალებებს ვაწარმოებ და კვა-
ლიფიციური მუშახელი მყავსო, გაზეპირებული ფრაზებით თავის
მართლებას შეუდგა ოსკარი.
– თუ წარმოების პროცესი შეფერხდება, მეც ვიზარალებ, საბ-
რძოლო საშუალებათა ინსპექციაც და ჩვენი არმიაც. დიახ, თუკი
პლაშუვის უამრავ პატიმარში ჩემთვის საჭირო უნარების მქონე
მელითონეს აღმოვაჩენდი, ჰერ კომენდანტს მის თავს ვთხოვდი
და ბიუროკრატიზმით საქმის გაუჭიანურებლად, სასწრაფოდ ჩემ-
თან მიმყავდა. მე და საბრძოლო საშუალებათა ინსპექციას წარ-
მოების მოცულობის გაზრდა გვაინტერესებდა. ვინაიდან ჰერ კო-
მენდანტი ანგარიშს მიწევდა და მეხმარებოდა, მისთვის ფულის
სესხებაზე უარი არ მითქვამს.
ოსკარის სიტყვები მისი ძველი მასპინძლისა და ნაცნობის მი-
მართ გარკვეულ ბრალდებებს შეიცავდა. თუმცა, ოსკარს ეს არ
აღელვებდა. მან სრულიად გულწრფელი მზერით, ხმადაბლა და
ზედმეტი ხაზგასმის გარეშე, მოკლედ და მკაფიოდ გააგებინა გა-
მომძიებლებს, რომ ფულს სძალავდნენ. გამომძიებლებზე ამას
შთაბეჭდილება არ მოუხდენია. შინდლერი საკანში დააბრუნეს.
დაკითხვა კიდევ სამი დღე გრძელდებოდა. ოსკარს არ სცემ-
დნენ, მაგრამ მკაცრად ეპყრობოდნენ. ბოლოს და ბოლოს, სხვა
გზა რომ აღარ დარჩა, განაცხადა, მე და ამონი მეგობრები არას-
428 მკითხველთა ლიგა
დროს ვყოფილვართო. ეს არ გასჭირვებია, ამონი მართლაც
მთელი არსებით ეზიზღებოდა.
– მე ჰომოსექსუალი არ ვარ, – შეუღრინა მე-5 ბიუროელებს,
როცა გეთისა და მის ახალგაზრდა თანაშემწეებზე მოარულ ხმებ-
ზე ჩამოუგდეს სიტყვა.
ამონი ვერაფრით დაიჯერებდა, რომ ოსკარს იგი სძულდა და
მე-5 ბიუროს მისი საქმის გამოძიებაში ეხმარებოდა. მას მეგობ-
რობაზე ერთობ მცდარი წარმოდგენები ჰქონდა. მეტისმეტად
ემოციურ წუთებში ისიც კი ეჩვენებოდა, რომ მიტეკ პემპერი და
ჰელენ ჰირში მისი მეგობრები იყვნენ. გამომძიებლებს ალბათ
მისთვის არც გაუმხელიათ, რომ ოსკარიც პომორის ქუჩაზე ჰყავ-
დათ გამოკეტილი და ამონის თხოვნებს ჩუმად უსმენდნენ: –
დაურეკეთ ჩემს ძველ მეგობარ შინდლერს, ის დამემოწმებაო!
გამომძიებლების პირისპირ აეეღმოჩენილ ოსკარს ყველაზე
მეტად იმან არგო, რომ ამონთან მჭიდრო ბიზნესურთიერთობა
არ ჰქონია. მართალია, ამონს ხშირად აძლევდა რჩევებს ან სა-
ჭირო ხალხს აცნობდა, მაგრამ მის არც ერთ გარიგებაში არ მო-
ნაწილეობდა, პატიმართათვის განკუთვნილი საჭმლის, პლაშუვის
სახელოსნოებში დამზადებული ბეჭდების, ავეჯისა თუ ავეჯის გა-
დასაკრავი მასალების გაყიდვით ერთი ზლოტიც არ უშოვია. ისიც
უნდა აღინიშნოს, რომ მისი ოსტატურად მოფიქრებული ტყუილე-
ბი პოლიციელებსაც განაიარაღებდა, ხოლო სიმართლეს ძალი-
ან დამაჯერებლად და მიმზიდველად ამბობდა. ერთხელაც არ
გამოუხატავს მადლიერება იმისათვის, რომ უჯერებდნენ. მაგალი-
თად, როცა მე-5 ბიუროელებმა აგრძნობინეს, შეიძლება მარ-
თლაც დავიჯეროთ, რომ ამონს 80 000 რაიხსმარკა ასესხეო, ოს-
კარმა პირდაპირ ჰკითხა მათ, როდის დავიბრუნებ გამოძალულ
თანხას, ჩემს კუთვნილ ფულს მე, ჰერ შინდლერი, უნაკლო მე-
წარმეო.

429 მკითხველთა ლიგა


ოსკარის სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებდა, რომ თავ-
დებები გამოუჩნდნენ. პოლკოვნიკმა ერიხ ლანგემ, რომელსაც
მე-5 ბიუროს გამომძიებელი ტელეფონით დაუკავშირდა, ყურად-
ღება გაამახვილა შინდლერის მნიშვნელობასა და საომარი მოქ-
მედებების წარმოებისთვის მის აუცილებლობაზე. ტროპაუში ზუს-
მუთსაც დაურეკეს და მან განაცხადა, შინდლერი „საიდუმლო
იარაღს“ ამზადებსო. ფიურერი ერს „საიდუმლო იარაღს“ დაჰ-
პირდა. ამ, თავისთავად მომხიბვლელმა ფრაზამ ახლა ოსკარსაც
გადააფარა მფარველი კალთა. ფრაზა „საიდუმლო იარაღი“ ყვე-
ლაზე ჯადოსნურად მოქმედებდა და მის წინააღმდეგ ცვიტაუს
მცხოვრებთა პროტესტიც კი ვერას გააწყობდა.
საკანში გამოკეტილ ოსკარს სულაც არ ულხინდა. მეოთხე
დღეს მასთან ერთ-ერთი დამკითხველი შევიდა, ოღონდ რამის
კითხვის ნაცვლად, სახეში შეაფურთხა. მერე ლანძღვა დაუწყო,
ებრაელები გიყვარს და ებრაელ ქალებთან წევხარო. ერთი კვი-
რის შემდეგ ოსკარმა ჰუთის და კლონოვსკას მეშვეობით ობერ-
შარფიურერ შერნერს შეტყობინება გაუგზავნა, მე-5 ბიურო არ
მეშვება და არა მგონია, პოლიციის ყოფილი შეფი დიდხანს და-
ვიცვაო. შერნერმა მაშინვე თავი ანება მეამბოხეთა წინააღმდეგ
ბრძოლას (რომელსაც ცოტა ხნის შემდეგ შეეწირა კიდეც) და
მეორე დღესვე ოსკარს ესტუმრა. რასაც ესენი აკეთებენ, ნამდვი-
ლი სკანდალიაო, აღშფოთდა შერნერი. ამონზე რა ისმისო? –
ჰკითხა ოსკარმა და ეგონა, პასუხად „ესეც სკანდალიაო“-ს მოის-
მენდა.
– ამონმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა, – მიუგო შერნერმა.
როგორც ჩანდა, ამონს ყველამ ზურგი აქცია.
– ნუ ღელავ, შენს გამოყვანას ვაპირებთ, – აღუთქვა ოსკარს
წასვლამდე შერნერმა.
მერვე დღის დილას ოსკარი გაათავისუფლეს. ამჯერად ტრან-
სპორტი აღარ მოუთხოვია. ქუჩაში გაიყვანეს და მოყინულ ტრო-
430 მკითხველთა ლიგა
ტუარზე ფეხით გაუდგა გზას. ზაბოჩეში თავის ძველ ფაბრიკაში
მივიდა. შენობაში პოლონელი დარაჯები დახვდნენ. მათ კარი
გაუღეს, მეორე სართულზე ავიდა და კაბინეტიდან ბრინლიცში
ემილიეს დაურეკა, გამომიშვესო.
მხაზველ მოშე ბეისკის კარგად ახსოვს ოსკარის არყოფნაში
წარმოქნილი არეულობა და მითქმა-მოთქმა, ვერავინ ხვდებოდა,
ჰერ დირექტორი რატომ დააპატიმრეს. თუმცა, შტერნი, მორის
ფინდერი, ადამ გარდე და სხვები ემილიეს საკვების, შრომის
ორგანიზებისა და პატიმრების საწოლებით უზრუნველყოფის
თაობაზე მოელაპარაკნენ. სწორედ მაშინ დარწმუნდნენ, რომ
ემილიე გუნდის პასიური და უხეირო წევრი სულაც არ გახლდათ.
იგი უბედური ქალი იყო და მე-5 ბიუროს მიერ ოსკარის დაპატიმ-
რებამ უფრო მეტად დაამწუხრა. ძლივს გაერთიანებული ოჯახი
SS-მა კვლავ დააშორა, თუმცა შტერნისა და სხვებისთვის მალევე
ცხადი გახდა, რომ ემილიე პირველ სართულზე მდებარე პატარა
ბინის მოვლითა და ცოლის მოვალეობის შესრულებით არ შე-
მოიფარგლებოდა. იგი ქმრის იდეოლოგიის ერთგულიც იყო. მი-
სი ბინის კედელზე „წმინდა გული“48 ეკიდა. შტერნს ასეთი ხატები
პოლონელი კათოლიკეების სახლებში ენახა, მაგრამ ოსკარის
კრაკოვის ბინას მსგავსი ორნამენტები არასდროს ამშვენებდა.
იესო ხელში შიშველი გულით პოლონური ბინების სამზარეულო-
ებში დიდად იმედისმომცემი არასდროს ჩანდა, აი, შინდლერების
ახალ ბინაში კი თითქოს ემილიეს პირადი აღთქმის სიმბოლოდ
ეკიდა კედელზე.
ნოემბრის დასაწყისში ემილიეს გაუპარსავ-დაუბანელი ქმარი
ბრინლიცში მატარებლით დაბრუნდა. ოსკარს ძალიან გაუკვირ-

48კათოლიციზმში იესო ქრისტეს ხატი, რომელზეც ცეცხლში გახვეული მისი


გული ფიზიკური სახითაა წარმოდგენილი ნიშნად კაცობრიობის მიმართ
ღვთაებრივი სიყვარულისა.
431 მკითხველთა ლიგა
და, რომ ქალი პატიმრები აუშვიც-ბირკენაუდან ჯერაც არ ჩამოსუ-
ლიყვნენ.
პლანეტა აუშვიცს, რომელშიც „შინდლერის ქალები“ კოსმო-
ნავტებივით ფრთხილად და შიშით დააბიჯებდნენ, რუდოლფ ჰესი
განაგებდა. ჰესი იყო აუშვიცის დამაარსებელი, მშენებელი და
მფარველი ანგელოზი. უილიამ სტაირონის „სოფის არჩევანში“
მკითხველს ის სოფის უფროსად ევლინება; ოღონდ მათი ურთი-
ერთობა განსხვავდება ამონისა და ჰელენ ჰირშის ურთიერთო-
ბისგან – ჰესი უფრო ობიექტური, თავაზიანი და ფსიქიკურად გა-
წონასწორებულია; და მაინც, ის დაუღლელი მოძღვარი იყო კა-
ნიბალების პროვინციისა. მართალია, 1920 წელს გერმანელი აქ-
ტივისტის დაბეზღებისთვის რურელი სკოლის მასწავლებელი
მოკლა და ამისთვის ციხეში სასჯელიც მოიხადა, მაგრამ აუშვიცში
საკუთარი ხელით ჰესს ერთი პატიმარიც არ მოუკლავს. თავს უფ-
რო ტექნიკოსად მიიჩნევდა. ჰესი თავგამოდებით ქომაგობდა
„ციკლონ ბ“-ს (წყალბადციანმჟავის კრისტალებს, რომლებიც ჰა-
ერთან შეხებისას მომწამვლელ ოხშივარს გამოყოფდნენ) და მის
გამო ხანგრძლივი პირადი და სამეცნიერო დავა ჰქონდა კრიმი-
ნალკომისარ კრისტიან ვირთთან, ბელჟეცის ბანაკის მმართველ-
თან, რომელიც ნახშირჟანგის გამოყენებას ემხრობოდა. SS-ის
ქიმიკოსი ოფიცერი კურტ გერშტაინი ერთხელ ბელჟეცში საში-
ნელ ფაქტს შეესწრო: კომისარი ვირთის მეთოდით გაზის კამე-
რებში შეყრილი ებრაელი მამაკაცების დახოცვას სამი საათი
დასჭირდა. იმაზე, რომ ჰესი უფრო ეფექტურ ტექნოლოგიას იყე-
ნებდა, აუშვიცის ბანაკის ზრდა-გაფართოება და ბელჟეცის დაკნი-
ნება მეტყველებდა.
1943 წელს, როცა რუდოლფ ჰესი ორანიენბურგში განყოფი-
ლება D-ს უფროსის მოადგილის დროებითი მოვალეობის შესას-
რულებლად გაემგზავრა, აუშვიცი მხოლოდ ბანაკი კი არა, უკვე
გასაოცარი ორგანიზაცია იყო, ნამდვილი სასწაული. ზნეობრივი
432 მკითხველთა ლიგა
სამყარო აქ იმდენად გახრწნილი არ იყო, რამდენადაც ქვეყ-
ნიერების ბოროტებათა ზემოქმედებით შექცეული – ვით შავი
ხვრელი. ეს ადგილი ხალხსა და ისტორიას ისრუტავდა და აორ-
თქლებდა, აქ მეტყველება უკუღმა ისმოდა. მიწისქვეშა კამერებს
„დეზინფექციის სარდაფებს“ უწოდებდნენ, მიწისზედა კამერებს –
„აბანოებს“. „სარდაფების“ სახურავებსა და „აბანოების“ კედლებში
ლურჯი კრისტალების მოთავსება ობერშარფიურერ მოლს ევა-
ლებოდა.
ჰესი აუშვიცში 1944 წლის მაისში დაბრუნდა და მთელ ბანაკს
განაგებდა, როცა იქ „შინდლერის ქალები“ ჩაიყვანეს და ბირკე-
ნაუს ბარაკებში, ექსცენტრულ ობერშარფიურერ მოლთან ძალი-
ან ახლოს შეასახლეს. შინდლერზე შექმნილ მითებს თუ დავეყ-
რდნობით, 300 ქალის გადასარჩენად ოსკარი პირადად რუ-
დოლფ ჰესს შეეჭიდა. დიახ, ოსკარს ჰესთან ტელეფონითაც უსა-
უბრია და მასთან მიმოწერაც ჰქონია, მაგრამ მოლაპარაკებას
აუშვიც II-ის კომენდანტ შტურმბანფიურერ ფრიც ჰარტიენშტაინ-
თან და ამ დიდი ქალაქის ქალთა გარეუბნის მმართველ ახალ-
გაზრდა უნტერშტურმფიურერ ფრანც ჰესლერთანაც აწარმოებდა.
ერთი ცხადია – ოსკარმა ერთ ახალგაზრდა ქალს ამ მოხე-
ლეებთან გასარიგებლად აუშვიცში ალკოჰოლური სასმელებითა
და ბრილიანტის თვლებით სავსე ჩემოდანი გაატანა. როგორც
ამბობენ, შემდეგ თავად ოსკარი ჩავიდა აუშვიცში SA-ის (შტურ-
მაბტაილუნგის, ანუ „მოიერიშეთა რაზმების“) გავლენიანი ოფიც-
რის, შტანდარტენფიურერ პელცეს თანხლებით. მოგვიანებით
ოსკარმა მეგობრებს გაუმხილა, რომ პელცე ბრიტანეთის აგენტი
იყო. სხვები ამტკიცებენ, რომ ოსკარმა სტრატეგიული თვალსაზ-
რისით აუშვიცში პირადად ჩასვლაზე უარი თქვა და ამის ნაც-
ვლად ჯერ ორანიენბურგში გაემგზავრა და შემდეგ – ბერლინში,
რათა საბრძოლო საშუალებათა ინსპექციიდან შინდლერის მე-
გობრებს ჰესსა და მის კოლეგებზე ზეწოლა მოეხდინათ.
433 მკითხველთა ლიგა
აი, როგორ გაიხსენა ეს შემთხვევა იცხაკ შტერნმა წლების
შემდეგ, თელ-ავივში საჯარო გამოსვლისას: ერთ დღეს ციხიდან
გათავისუფლებულ შინდლერთან ამხანაგების დაჟინებული თხოვ-
ნით შტერნი მივიდა და შეემუდარა, აუშვიცში დატყვევებული ქა-
ლების გამოსახსნელად რამე ეღონა. მათი საუბრისას კაბინეტში
ოსკარის ერთ-ერთმა მდივანმა შეიხედა, ოღონდ რომელმა,
შტერნს არ დაუზუსტებია. შინდლერმა გოგონას შეხედა და თით-
ზე წამოცმულ ბრილიანტის დიდ ბეჭედზე ანიშნა. ჰკითხა, ეს
ძვირფასი სამკაული როგორ მოგწონსო. შტერნის თქმით, მდივან
გოგონას აღფრთოვანება არ დაუმალავს. შემდეგ ოსკარს უთ-
ქვამს: „ქალების სია აიღე. ჩემს სამზარეულოში თუ რამ საუკეთე-
სო საჭმელ-სასმელია, ჩემოდანში ჩააწყვე და აუშვიცში გაემგზავ-
რე. მშვენივრად იცი, რომ კომენდანტის სისუსტე ლამაზი ქალე-
ბია. თუ ამ საქმეს გაჩარხავ, ამ ბრილიანტის ბეჭდით და სხვა სა-
ჩუქრებით დაჯილდოვდები“.
ეს სცენა და სიტყვა ძალიან ჰგავს ძველი აღთქმის დროინ-
დელ მოვლენებს, როცა ტომის კეთილდღეობის სანაცვლოდ
დამპყრობელს ლამაზ ქალს სთავაზობდნენ. იმავდროულად, ეს
არის ცენტრალურევროპული სცენა დიდი, ელვარე ბრილიანტე-
ბითა და სხეულით ვაჭრობისა.
შტერნის თქმით, მდივანი აუშვიცში გაემგზავრა. შინდლერი
ორი დღე ელოდა გოგონას, მაგრამ რომ აღარ დაბრუნდა, იდუ-
მალი პალცეს თანხლებით ვითარების გასარკვევად პირადად წა-
ვიდა.
შინდლერზე შექმნილი მითების მიხედვით, ოსკარმა მარ-
თლაც გაგზავნა მეგობარი გოგო კომენდანტთან (ჰესთან, ჰარტი-
ენშტაინთან თუ ჰესლერთან – სულერთია) დასაწოლად და მის
ბალიშზე ბრილიანტების დასატოვებლად. ზოგიერთი, შტერნის
მსგავსად, ამტკიცებს, ეს გოგო ოსკარის ერთ-ერთი მდივანი
იყოო, ხოლო სხვები ქერა SS-ელ ლამაზმანს ასახელებენ – აუფ-
434 მკითხველთა ლიგა
ზეერს,49 რომელიც ბრინლიცის გარნიზონში მსახურობდა და შემ-
დეგში ოსკარის საყვარელი გახდა.
თავად ემილიე შინდლერის თქმით, ემისარი ცვიტაუს მკვიდრი
ოცდაორი-ოცდასამი წლის გოგონა იყო, მამამისი შინდლერების
ოჯახთან მეგობრობდა. გოგონა მცირე ხნის წინ დაბრუნებულიყო
ოკუპირებული საბჭოთა კავშირიდან, სადაც გერმანიის ადმინის-
ტრაციაში მდივნად მუშაობდა. ის ემილიეს ახალი მეგობარი იყო
და ამ დავალების შესრულების სურვილი თავად გამოთქვა. ძნე-
ლად სავარაუდოა, ოსკარს ოჯახის მეგობრისთვის სექსუალური
თავგანწირვა მოეთხოვა. მიზნის მისაღწევად ოსკარი უკან არა-
ფერზე დაიხევდა, მაგრამ აშკარაა, რომ ამბის ეს ნაწილი მითია.
უცნობია, რა სახის მოლაპარაკებას აწარმოებდა გოგონა აუშვი-
ცის ოფიცრებთან. მხოლოდ ის ვიცით, რომ მან შიშის საუფლოში
შეაბიჯა და უშიშრად იმოქმედა.
ოსკარი წლების შემდეგ იხსენებდა, რომ ნეკროპოლის აუშვი-
ცის მმართველებთან მოლაპარაკებებისას ძველი ცდუნების წინა-
შე აღმოჩნდა. ეს სამასი ქალი უკვე კვირებია აქ არიან, მუშახე-
ლად აღარ ვარგიან, ესენი დაივიწყე და სხვებს გაგატანთ, პატიმ-
რების მეტი რა გვყავსო, შესთავაზეს მას. 1942 წელს პროკოჩი-
მის რკინიგზის სადგურში შშ-ელმა ოფიცერმა ერთხელ უკვე უთ-
ხრა მსგავსი რამ, ინდივიდებს ნუ მიეჩვევით, ჰერ დირექტოროო.
როგორც პროკოჩიმში, ოსკარმა აქაც ჩვეული არგუმენტი მო-
იშველია, ესენი შეუცვლელი კვალიფიციური მუშები არიან, უკვე
წლებია მათ ვწვრთნი და ამ უნარ-ჩვევების გამომუშავება სწრა-
ფად შეუძლებელიაო; მე სწორედ ისინი მჭირდება, ვინც სიაშია
ჩაწერილიო.
– ერთი წუთით, – თქვა მისმა მაცდუნებელმა, – ამ სიაში ვიღაც
ფილია როთის ცხრა წლის ქალიშვილია ჩაწერილი. კიდევ რეგი-

49 Aufseher – ზედამხედველი.
435 მკითხველთა ლიგა
ნა, ჰოროვიცის თერთმეტი წლის ქალიშვილი. მაშ, გინდათ დამა-
ჯეროთ, რომ ცხრა და თერთმეტი წლის გოგონები კვალიფი-
ციური მუშები არიან?
– ეს გოგონები ორმოცდახუთმილიმეტრიან ჭურვებს აპ-
რიალებენ, გრძელი და წვრილი თითები აქვთ და ჰილზებში
ღრმად წვდებიან, რაც ზრდასრულებს არ შეუძლიათ, – უპასუხა
ოსკარმა.
სავარაუდოდ, ეს საუბარი ოჯახის მეგობარი გოგონას ძალის-
ხმევის გასამყარებლად შედგა პირისპირ ან ტელეფონით. სიახ-
ლეებს მოლაპარაკების შესახებ ოსკარი პატიმართა სანდო წრეს
აწვდიდა, ეს უკანასკნელნი კი სხვა მუშებს ატყობინებდნენ. ოსკა-
რის არგუმენტი, თითქოს ბავშვები ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის
ჰილზების ამოსაწმენდად სჭირდებოდა, სრული სისულელე იყო,
მაგრამ ამ ტყუილს ხშირად იყენებდა. 1943 წლის ერთ საღამოს
პლაშუვის აპელპლაცზე ობოლი გოგონა, ანიტა ლამპელი გა-
მოიძახეს. ოსკარი შუახნის ქალს, ქალთა ბანაკის ალტესტეს ეკა-
მათებოდა. ალტესტეც იმავეს ეუბნებოდა ოსკარს, რაც მომავალ-
ში ჰესმა თუ ჰესლერმა გაუმეორეს:
– დაუჯერებელია, რომ თოთხმეტი წლის გოგონა გჭირდებათ
„ემალიაში“. დაუჯერებელია, რომ კომენდანტი გეთი მისი წაყვა-
ნის ნებას გაძლევთ.
რასაკვირველია, ალტესტეს ის აღელვებდა, რომ სიის გაყალ-
ბების შემთხვევაში, თვითონ დაისჯებოდა. 1943 წლის იმ საღამოს
ანიტა ლამპელი გაოცებული უსმენდა ოსკარს, კაცს, რომელსაც
მისი ხელები არასდროს ენახა, მაგრამ მაინც ჯიუტად ამტკიცებ-
და, ეს გოგონა მისი გრძელი თითებისთვის შევარჩიე და ჰერ კო-
მენდანტმა წაყვანის ნება დამრთოო.
ახლა ანიტა ლამპელიც აუშვიცში იყო, მაგრამ უკვე გაზრდილ-
სა და გამაღლებულს „გრძელი თითების“ მოშველიება აღარ
სჭირდებოდა. ამიტომაც ოსკარმა ეს მიზეზი ქალბატონი ჰორო-
436 მკითხველთა ლიგა
ვიცისა და ქალბატონი რათის ქალიშვილების დასახმარებლად
გამოიყენა.
პიროვნება, ვისაც შინდლერი შეხვდა, მართალს ამბობდა –
პატიმარ ქალებს ინდუსტრიული ღირებულება თითქმის აღარ
ჰქონდათ. შემოწმებებისას ახალგაზრდა მილა პფეფერბერგი, ჰე-
ლენ ჰირში და მისი და დიზენტერიით შეწუხებულები და მუცლის
ტკივილისგან ბებრებივით წელში მოხრილები იდგნენ მწყობრში.
ქალბატონ დრეზნერს ჭამის მადა დაჰკარგოდა, ერზაც-წვნიანსაც
კი აღარ ხვრეპდა. დანკას თხოვნის მიუხედავად, ამ თბილი, მაგ-
რამ უგემური სითხის სხეულში ჩაღვრაზე უარს ამბობდა. ეს კი
იმას ნიშნავდა, რომ მალე „მუსულმანად“ გადაიქცეოდა. კინოქ-
რონიკებში ნანახი მუსლიმური ქვეყნების შიმშილიანობის საფუძ-
ველზე შექმნილი ბანაკის ამ ჟარგონული ტერმინიყთ ცოცხალ--
მკვდარ პატიმარს მოიხსენიებდნენ.
ორმოც წელს გადაცილებული კლარა შტერნბერგი „შინდლე-
რის ქალების“ ძირითად ჯგუფს ჩამოაცილეს და ე. წ. მუსულმანე-
ბის ბარაკში გადაიყვანეს. ბარაკის წინ, ყოველ დილით, მომაკ-
ვდავ ქალებს მწყობრში აყენებდნენ და შერჩევას იწყებდნენ. ხან-
დახან პატიმრების შესარჩევად პირადად მენგელე მოდიოდა.
ერთ დილას კლარა შტერნბერგის ახალი, ხუთასქალიანი ჯგუფი-
დან 100 ქალი მიჰყავდათ, მეორე დილას – 50 და ა. შ. ქალები
ლოყებს აუშვიცის თიხით იზელდნენ, წელში იმართებოდნენ და
ხველებისგან თავს იკავებდნენ, თუკი შეეძლოთ.
ერთ-ერთი ასეთი ინსპექციის შემდეგ კლარა მიხვდა, რომ ყო-
ველდღიური ხიფათის გასაძლებად ძალა აღარ შერჩენოდა.
ბრინლიცში ქმარი და მოზარდი ვაჟი ელოდნენ, მაგრამ ეჩვენე-
ბოდა, რომ იქამდე პლანეტა მარსის არხებზე უფრო შორი იყო.
ბრინლიცისა და თავის ქმარ-შვილის წარმოდგენის თავიც აღარ
ჰქონდა. ქალთა ბანაკში დაბარბაცებდა და ელექტრობით დამუხ-
ტულ მავთულხლართებს დაეძებდა. აუშვიცში პირველად რომ ჩა-
437 მკითხველთა ლიგა
ვიდნენ, ეგონა ყველგან ელექტროღობე იდგა, ახლა დასჭირდა
და ვეღარსად პოულობდა. ყოველ ატალახებულ მოსახვევში ერ-
თნაირად უბადრუკ ბარაკს აწყდებოდა და უფრო და უფრო ღიზი-
ანდებოდა. უცებ პლაშუვში გაცნობილი კრაკოველი ქალი დაინა-
ხა და ჰკითხა:
– დამუხტული ღობე სად არის?
გონებადაბინდულს ეს შეკითხვა გონივრული ეგონა; ეჭვი არ
ეპარებოდა, რომ პლაშუველი ნაცნობი ქალი თანაგრძნობას გა-
მოიჩენდა და ღობისკენ მიმავალ გზას მიასწავლიდა. ქალმაც გი-
ჟური პასუხი გასცა, თუმცა მისი პასუხი უფრო გაწონასწორებული
და ლოგიკური ჩანდა:
– ღობეზე თავს ნუ დაიწვავ, კლარა, – ურჩია ქალბატონ
შტერნბერგს, – ამას თუ იზამ, ვეღარასდროს გაიგებ, რით შეიძ-
ლება დამთავრდეს შენი ამბავი.
ყველაზე მძლავრი არგუმენტია თვითმკვლელობის მსურვე-
ლის წინააღმდეგ. მოკვდები და კვანძის გახსნას ვეღარ მოესწრე-
ბი. კლარას დასასრული დიდად არ აინტერესებდა, მაგრამ ქა-
ლის სიტყვები მაინც შესაფერის პასუხად მოეჩვენა და მიტრიალ-
და. ბარაკებში უფრო შეწუხებული დაბრუნდა, ვიდრე დამუხტული
ღობის საძებნად წასვლისას იყო. თუმცა, კრაკოველი მეგობრის
პასუხმა თვითმკვლელობით შვების პოვნა გადააფიქრებინა.
ბრინლიცში რაღაც საშინელი მოხდა. ოსკარი ბანაკში არ იმ-
ყოფებოდა. მთელ მორავიაში მოგზაურობდა და ჭურჭლეულს,
ბრილიანტებს, ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარებს ყიდდა ან
საჭირო ნივთებსა და პროდუქტებში ცვლიდა. ბიბერშტაინი იხსე-
ნებს მედიკამენტებსა და სამედიცინო ხელსაწყოებს, რომლითაც
ბრინლიცის კრანკენშტუბე მარაგდებოდა. ყველა უმაღლესი ხა-
რისხისა იყო. როგორც ჩანს, ოსკარი ვერმახტის საცავებში ან
ბრნოს ერთ-ერთი უდიდესი საავადმყოფოს აფთიაქში შოულობ-
და წამლებს.
438 მკითხველთა ლიგა
ალბათ, ახლაც მსგავს საქმეზე იყო წასული. გროს--
როზენიდან გაუფრთხილებლად ჩამოვიდა ინსპექტორი და ბრინ-
ლიცის ბანაკის ახალ კომენდანტთან, უნტერშტურმფიურერ
იოზეფ ლიპოლდთან ერთად ქარხნის შემოწმებას შეუდგა. ლი-
პოლდს ყოველთვის უხაროდა, თუ ქარხნის ტერიტორიაზე შეს-
ვლის შანსი ეძლეოდა. ინსპექტორისთვის ორანიენბურგიდან
გროს-როზენის ყველა ქვებანაკში ბავშვების შეკრება და აუშვიცში
გადაყვანა ებრძანებინათ. იქ ექიმი იოზეფ მენგელე მათზე სამე-
დიცინო ექსპერიმენტების ჩატარებას გეგმავდა. ოლეკ როზნერი
და მისი პატარა მამიდაშვილი რიჰარდ ჰოროვიცი დაჭერობანას
თამაშობდნენ და უშიშრად დარბოდნენ ეზოში, ჰოფმანების მიერ
მიტოვებულ ძველ სართავ ჯარებს შორის, რადგან ეგონათ,
ბრინლიცში მალვა არ სჭირდებოდათ. მათთან ერთად დარბოდა
ვაჟი ექიმი ლეონ გროსისა, რომელიც დიაბეტიან ამონს მკურნა-
ლობდა, ექიმ ბლანკეს გეზუნდჰაიტაქციონის წარმართვაში ეხმა-
რებოდა და სხვა არაერთი დანაშაულის თანამონაწილე იყო. ინ-
სპექტორმა უნტერშტურმფიურერ ლიპოლდს გადაულაპარაკა,
ესენი ჭურვების მწარმოებელი ქარხნის მუშებს არ ჰგვანანო. ტან-
დაბალი, შავგრემანი ლიპოლდი, მართალია, ამონივით შეშლი-
ლი არ იყო, მაგრამ ჯერაც რაიხს ერთგულებდა და ამ ღლაპების
დაცვა არც უფიქრია.
ინსპექტირებისას რომან გინტერის ცხრა წლის ვაჟიც აღ-
მოაჩინეს. გინტერი ოსკარს გეტოს დაარსების დღიდან იცნობდა
და DEF-იდან პლაშუვის ქარხნებში ლითონის ნარჩენები მიჰქონ-
და. უნტერშტურმფიურერ ლიპოლდისა და ინსპექტორისთვის კი
ოსკარის და გინტერის განსაკუთრებული ურთიერთობა არაფერს
ნიშნავდა. გინტერის შვილიც და სხვა ბიჭებიც მცველების თან-
ხლებით ჭიშკართან შეკრიბეს. ფრანსის შპირას ბიჭი ათი წლის
კვალობაზე იმდენად მაღალი იყო, საბუთებში თოთხმეტი წლი-

439 მკითხველთა ლიგა


სად გაეფორმებინათ. იმ დღეს გრძელ კიბეზე მდგარი მაღალ
ფანჯრებს წმენდდა და რეიდს გადაურჩა.
ინსპექტორისთვის ბავშვებთან ერთად მათი მშობლების დაკა-
ვებაც ებრძანებინათ. ალბათ, იმიტომ, რომ აღშფოთებულ მშობ-
ლებს ქვებანაკის ტერიტორიაზე ამბოხება არ მოეწყოთ. ამგვა-
რად, მევიოლინე როზნერი, ჰოროვიცი და რომან გინტერიც
დააპატიმრეს. კლინიკიდან ლეონ გროსი გამოვარდა SS--
ელებთან მოსალაპარაკებლად. მას სურდა, გროს-როზენელი ინ-
სპექტორისთვის ეჩვენებინა, რომ კეთილსინდისიერ პატიმართან,
სისტემის მეგობართან ჰქონდა საქმე, მაგრამ ამაოდ დაშვრა. ავ-
ტომატური შაშხანით შეიარაღებულ უნტერშარფიურერს დაკავე-
ბულების აუშვიცში წაყვანა დაავალეს.
მამების და მათი ვაჟიშვილების ჯგუფმა ცვიტაუდან კატოვიცემ-
დე ჩვეულებრივი სამგზავრო მატარებლით იარეს. ჰენრი როზნე-
რი ფიქრობდა, რომ სხვა მგზავრები მტრულად განეწყობოდნენ
მათ მიმართ, მაგრამ ერთმა ქალმა ოლეკს პურის ყუა და ვაშლი
გაუწოდა, თან სერჟანტს გამომწვევად მისჩერებოდა, აბა, თუ გა-
მიბედავს, ამიკრძალოსო. უნტერშარფიურერი თავაზიანად იქ-
ცეოდა და ქალს ფორმალურად თავი დაუკრა. ცოტა ხნის შემდეგ
მატარებელი უსტიში გაჩერდა. უნტერშარფიურერმა პატიმრები
თანაშემწის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვა, თვითონ კი მატა-
რებლიდან ჩავიდა და რკინიგზის სადგურის კაფეტერიაში პატიმ-
რებისთვის თავის ფულით ფუნთუშები და ყავა იყიდა. მან, ჰორო-
ვიცმა და როზნერმა საუბარი გააბეს. რაც უფრო მეტს ლაპარა-
კობდა უნტერშარფიურერი, მით უფრო ნაკლებად ჰგავდა ამონს,
ჰუიარს და სხვა პოლიციელებს.
– აუშვიცში მიმყავხართ, – ყთქვა მან, – იქიდან კი ქალები უნ-
და წამოვიყვანო ბრინლიცში.

440 მკითხველთა ლიგა


ბედის ირონიით, ბრინლიცელთაგან ქალების აუშვიციდან
დაბრუნების შესახებ პირველებმა თავად აუშვიცში მიმავალმა
როზნერმა და ჰოროვიცმა შეიტყვეს.
როზნერსა და ჰოროვიცს ძალიან გაუხარდათ, შვილებს უთ-
ხრეს, ეს ბატონები თქვენს დედებს ბრინლიცში დააბრუნებენო.
როზნერმა უნტერშარფიურერს სთხოვა, მანსისთვის წერილს გა-
გატანო. ჰოროვიციც შეეხვეწა, რეგინას ჩემი წერილი გადაეცი-
თო. უნტერშარფიურერის მიცემულ ქაღალდის ფურცლებზე და-
წერეს ის, რასაც კაცები სწერენ ხოლმე თავიანთ ცოლებს. თავის
წერილში როზნერი მანსის ეუბნებოდა, თუ ორივე გადავრჩებით,
პოდგოჟეში ამა და ამ მისამართზე შევხვდეთო.
ჰოროვიცი და როზნერი წერას რომ მორჩნენ, SS-ელმა წერი-
ლები ჯიბეში ჩაიწყო.
„სად იყავი მთელი ეს დრო? შენც ფანატიკოსობით დაიწყე?
შენც ყიჟინებდი, როცა ტრიბუნის ღმერთები გაჰყვიროდნენ: „ებ-
რაელებს უბედურება მოაქვთ?“ – გაიფიქრა მასზე როზნერმა.
მოგვიანებით, ოლეკმა მამას მკლავზე თავი მიადო და ატირ-
და. თავიდან ჰენრის არ ეუბნებოდა, რატომ ტიროდა. თუმცა, ბო-
ლოს და ბოლოს გამოტყდა, ვწუხვარ, რომ აუშვიცში შენც მიგათ-
რევო.
– ჩემ გამო მოკვდები, – თქვა ოლეკმა.
ჰენრის მისი დამშვიდება არ უცდია. გაზის კამერების შესახებ
ბავშვებმაც იცოდნენ და, როცა მშობლები მათ მოტყუებას ცდი-
ლობდნენ, ბრაზდებოდნენ.
უნტერშარფიურერი მისკენ დაიხარა. ოლეკმა მის თვალებში
ცრემლები შეამჩნია და ძლიერ გაუკვირდა, თითქოს დიდ ველო-
სიპედზე მჯდარი ცირკის ცხოველი დაენახოს. ყველაზე გასაოცა-
რი კი მაინც ის იყო, რომ ეს ცრემლები მამის ან პატიმრის ცრემ-
ლებს ჰგავდა.

441 მკითხველთა ლიგა


– გეტყვი, რაც მოხდება, – უთხრა უნტერშარფიურერმა
ოლეკს, – ჩვენ ომი წავაგეთ. შენ ტატუს გაგიკეთებენ. გადარჩები.
ჰენრის მოეჩვენა, რომ უნტერშარფიურერი ამას ბავშვს კი
არა, საკუთარ თავს ჰპირდებოდა, რათა ერთ დღესაც – მაგალი-
თად, ხუთი წლის შემდეგ – როცა ამ მატარებლით მგზავრობას
გაიხსენებდა, თავი დაემშვიდებინა.
იმავე შუადღისას, როცა ელექტრობით დამუხტულ მავთულ-
ხლართებს ეძებდა, კლარა შტერნბერგს შინდლერფრაუების ბა-
რაკების მხრიდან ძახილი და სიცილი მოესმა. კლარა თავის ნეს-
ტიანი ქოხიდან გამოძვრა და ქალების ბანაკში შიგა ღობის
მეორე მხარეს დაწალიკებული ქალები დაინახა. ზოგი კოფთისა
და ტოტებიანი ქვედა საცვლების ამარა იდგა. სასიკვდილოდ გან-
წირული გაძვალტყავებული ქალები გოგონებივით ლაღად ლაქ-
ლაქებდნენ. თვით ქერა SS-ელი გოგოც გახარებული ჩანდა,
რადგან „შინდლერის ქალებთან“ ერთად აუშვიციდან ისიც წავი-
დოდა.
– შინდლერის ჯგუფო! – დაიძახა მან, – ჯერ საუნაში წახვალთ,
მერე მატარებელში ჩასხდებით! – ამ მოვლენის განსაკუთრებუ-
ლობას მშვენივრად აცნობიერებდა.
სხვა პატიმარი ქალები მოზეიმეებს გულგრილად მისჩერე-
ბოდნენ. ქალაქის ყოველდღიურობიდან ამოვარდნილი ეს სცენა
ყველას იზიდავდა, მაგრამ გამონაკლისი შემთხვევა იყო და არა-
ფერს ნიშნავდა. უმეტესობისთვის არაფერი შეიცვლებოდა. ცხოვ-
რება უკეთესობისკენ არ წავიდოდა და არც კვამლით დამძიმე-
ბულ ჰაერს გაწმენდდა.
აი, კლარა შტერნბერგმა ვერ მოითმინა; ისევე, როგორც
ცოცხალ-მკვდარ მოხუცთა ბარაკში გამწესებულმა სამოცი წლის
ქალბატონმა კრუმჰოლცმა, რომელიც ბარაკის კართან ჰოლან-
დიელ კაპოს ეჩხუბა, გამიშვით, მეც მათთან უნდა ვიდგეო. ჰო-
ლანდიელი კაპო შეეწინააღმდეგა. ბოლოს ყუთხრა: გირჩევნიათ
442 მკითხველთა ლიგა
აქ იყოთ, გავსებულ ვაგონში მაინც უჰაერობისგან გაიგუდებით.
თანაც, თქვენს გაუჩინარებას რომ შეამჩნევენ, პასუხს მე მომთხო-
ვენო.
– უთხარით, რომ წავედი, რადგან შინდლერის სიაში ვწერი-
ვარ, – თქვა ქალბატონმა კრუმჰოლცმა, – ჩაწყობილია. პრობ-
ლემა არ იქნება.
ხუთ წუთს კამათობდნენ და, ერთმანეთის მკაცრ და ლოგიკურ
არგუმენტებს რომ ვერაფერი დაუპირისპირეს, თავიანთ წარმო-
მავლობაზე ჩამოაგდეს სიტყვა, იქნებ აქ მაინც ეპოვათ სუსტი
წერტილი. როგორც გაირკვა, ჰოლანდიელი ქალიც კრუმჰოლცი
იყო გვარად. ერთმანეთის ოჯახების ადგილსამყოფელით დაინ-
ტერესდნენ.
– მგონი, ჩემი ქმარი სახენჰაუზენშია, – თქვა ჰოლანდიელმა
ქალბატონმა კრუმჰოლცმა.
– ჩემი ქმარი და ზრდასრული ვაჟი სხვაგან არიან. მგონი, მა-
უტჰაუზენში. მე მორავიაში, შინდლერის ბანაკში უნდა ვიყო. აი, ის
ქალები სწორედ იქ მიდიან, – თქვა კრაკოველმა ქალბატონმა
კრუმჰოლცმა.
– ისინი არსადაც არ მიდიან, – თქვა ჰოლანდიელმა ქალბა-
ტონმა კრუმჰოლცმა, – დამიჯერეთ, აქედან მხოლოდ ერთი გზა
მიდის.
– ხომ ფიქრობენ, რომ სადღაც მიდიან. გთხოვთ, გამიშვით! –
შეემუდარა კრაკოველი ქალბატონი კრუმჰოლცი: იქნებ შინ-
დლერფრაუები ცდებოდნენ კიდეც, მაგრამ ერჩივნა, მათი ილუ-
ზიები გაეზიარებინა. ჰოლანდიელი კაპო ამას მიხვდა და ბოლოს
და ბოლოს, ბარაკის კარი გაუღო.
თუმცა, ქალბატონ კრუმჰოლცსა და ქალბატონ შტერნბერგს
დანარჩენებისგან ღობე ყოფდა. მართალია, ეს ღობე დაუმუხტავი
იყო, მაგრამ განყოფილება D-ს მითითების შესაბამისად,
გრძლად გავლებული 18-ეკლიანი მავთულისგან შედგებოდა.
443 მკითხველთა ლიგა
ღობის ზედა მხარეს მავთულები ახლო-ახლოს გაევლოთ, ქვედა
მხარეს – შედარებით შორიშორს, ერთმანეთისგან ოცდაათიოდე
სანტიმეტრის დაშორებით. მოწმეთა და თავად ქალების ჩვენები-
დან ირკვევა, რომ იმ დღეს ქალბატონმა კრუმჰოლცმა და ქალ-
ბატონმა შტერნბერგმა როგორღაც მოახერხეს ღობის გარღვევა
და „შინდლერის ქალებს“ შეუერთდნენ. ალბათ მავთულებს შო-
რის ნაპრალი გააფართოვეს, შიგ გაძრომისას კაბები დაიხიეს და
კანი დაიფლითეს, მაგრამ შინდლერის სიაში ხელახლა ჩაეწერ-
ნენ. ისინი არ შეუჩერებიათ, რადგან არავის ეგონა, რომ ამას
შეძლებდნენ. თანაც, აუშვიცის სხვა პატიმრებისთვის მათი გმირო-
ბა მაგალითად მაინც ვერ გამოდგებოდა. ნებისმიერი სხვა ქალი
ერთი ღობიდან გაძრომისას მეორეს მიადგებოდა, მეორედან –
მესამეს და ბოლოს – გარე, დამუხტულ ღობეს. აი, შტერნბერგმა
და კრუმჰოლცმა კი მხოლოდ ერთი დაბრკოლება გადალახეს
და ტანსაცმელშემოხეულები და გასისხლიანებულები გაიქცნენ
„შინდლერის ქალთა“ ჯგუფისკენ.
ქალბატონი რახელა კორნი, რომელიც ორმოცდახუთი წლის
ასაკში სნეულთა ბარაკში მოეთავსებინათ, ფანჯრიდან მის ქა-
ლიშვილს გადმოეყვანა და ახლა მხარში ამოსდგომოდა, რომ
არ წაქცეულიყო. მას, ქალბატონ შტერნბერგსა და ქალბატონ
კრუმჰოლცს ყველანი ულოცავდნენ – ისინი თითქოს ხელახლა
დაიბადნენ.
აბანოში შინდლერის ქალებს თმა მოკლედ შეჭრეს – ლატვი-
ელმა გოგოებმა მათ თავებზე ტილების პრომენადები წაშალეს;
მერე იღლიები და ბოქვენი გაპარსეს. ბანაობის შემდეგ შიშვლე-
ბი შეიყვანეს საწყობში, სადაც დახოცილთა და გარდაცვლილთა
ტანსაცმელი დაურიგეს. გაპარსულ-გაკრეჭილებმა და შეუფერებ-
ლად შემოსილებმა ერთმანეთს რომ შეხედეს, ყმაწვილქალები-
ვით აკისკისდნენ. მთლად გაჩხიკული მილა პფეფერბერგის (რო-
მელიც 30 კილოს თუღა იწონიდა) მსუქანი ქალის ტანსაცმელში
444 მკითხველთა ლიგა
დანახვისას ყველა ახარხარდა. დანომრილსამოსიანები ხტოდ-
ნენ, მოდელებივით დააბიჯებდნენ, ხუმრობდნენ და სკოლის მოს-
წავლეებივით ხითხითებდნენ.
– შინდლერს ეს მოხუცი ქალები რაში სჭირდება? – გაიგონა
კლარა შტერნბერგმა, როგორ ჰკითხა ქერა შშ-ელმა თავის კო-
ლეგას.
– რაში მაინტერესებს, – უპასუხა კოლეგამ, – თუ უნდა, მოხუ-
ცებულთა სახლი გახსნას.
მიუხედავად იმისა, რომ მორავიაში მიემგზავრებოდნენ, მატა-
რებელში ჩასხდომა ყველას თავზარს სცემდა. სიცივეშიც კი, სიბ-
ნელით გარმოცულთ, სული ეხუთებოდათ. ვაგონში ბავშვები ერ-
თმანეთს მუჯლუგუნებს ჰკრავდნენ და განათებული ადგილისკენ
მიილტვოდნენ. იმ დილით ნიუსია ჰოროვიციც ასე მოიქცა და
მორყეულ ფიცართან დაიკავა ადგილი. ღრიჭოდან ლიანდაგის
გადაღმა გადაღობილი კაცების ბანაკი მოჩანდა. იქ ბავშვები იდ-
გნენ და მატარებელს ხელს უქნევდნენ. ამ ჟესტით თითქოს ყუ-
რადღების მიქცევას ცდილობდნენ. ნიუსიასდა გასაკვირად, ერთ--
ერთი ბავშვი ძალიან ჰგავდა მისი ექვსი წლის ძმას, რიჰარდს,
რომელიც ხიფათისგან შორს, შინდლერის ბანაკში ეგულებოდა.
მის გვერდით მდგარი ბიჭუნა მათი ბიძაშვილი ოლეკ როზნერის
ორეული იყო. და უცებ ნიუსია მიხვდა. ეს მართლა რიჰარდი იყო,
ხოლო მის გვერდით მართლა ოლეკი იდგა.
ნიუსია მიტრიალდა, დედა იპოვა და უნიფორმაზე მოქაჩა. რე-
გინა მოტრიალდა და ამოცნობის იგივე საზარელი ციკლის გავ-
ლის შემდეგ ატირდა. ვაგონის კარი უკვე ჩაეკეტათ. თითქმის
სრულ სიბნელეში ლამის ერთმანეთს მისწებებოდნენ და იმედისა
თუ პანიკის უმცირესი ჟესტი თუ სურნელი ეპიდემიასავით მყისვე
ვრცელდებოდა. სხვებიც ატირდნენ. გვერდით მდგარმა მანსი
როზნერმა მული ღიობს მოაცილა, გარეთ გაიხედა, დაინახა, თა-
ვისი ვაჟი ხელს რომ უქნევდა და აქვითინდა.
445 მკითხველთა ლიგა
უცებ ვაგონის კარი გაიღო და ჩასკვნილი უნტერშარფიურერი
გამოჩნდა, იკითხა, რა ხმაურიაო. მანსიმ და რეგინამ მისკენ გზა
გაიკვალეს.
– იქ ჩემი შვილია, – ორივემ ერთდროულად უთხრა კაცს.
– მინდა, ჩემმა ბიჭმა ნახოს, რომ ცოცხალი ვარ, – დაამატა
მანსიმ.
უნტერშარფიურერმა ორივე მათგანი ვაგონიდან ჩამოიყვანა.
მანსი და რეგინა დაფრთხნენ, ნეტავ რას აპირებსო.
– რა გქვია? – ჰკითხა უნტერშარფიურერმა რეგინას.
როგორც კი რეგინამ უპასუხა, კაცმა ხელი ზურგსუკან წაიღო.
რეგინას ეგონა, ქამარში გარჭობილ პისტოლეტს დააძრობსო,
მაგრამ უნტერშარფიურერმა მისი ქმრის წერილი ამოიღო ჯიბი-
დან. შემდეგ მანსისაც მისცა ჰენრი როზნერის წერილი. ქალებს
მოკლედ უამბო ბრინლიციდან მათ ქმრებთან და შვილებთან ერ-
თად მატარებლით მგზავრობის ამბავი. მანსიმ უნტერშარ-
ფიურერს სთხოვა, ვაგონის ქვეშ, რელსებს შორის შევძვრები, ვი-
თომ ვშარდავო (ხანდახან, თუკი მატარებელი დიდი ხნით ჩერდე-
ბოდა, ქალებს ამის ნებას რთავდნენ). უნტერშარფიურერი დას-
თანხმდა.
როგორც კი მანსი ვაგონის ქვეშ აღმოჩნდა, ხმამაღლა დაუს-
ტვინა. ეს როზნერების სტვენა იყო. აპელპლაცზე მანსი ჰენრისა
და ოლეკს თავის ადგილმდებარეობას ასე ატყობინებდა ხოლმე.
ოლეკმა სტვენა გაიგონა და ხელი დაუქნია. მერე რიჰარდს ხელი
მოკიდა, დედებისკენ მიატრიალა და მატარებლის ქვეშ შეახედა.
ოლეკი ხელის ქნევას მორჩა, სახელო აიწია და მკლავზე და-
ხატული ტატუ უჩვენა. ტატუ შორიდან გაგანიერებულ ვენებს ჰგავ-
და. პასუხად ქალებმაც დაუქნიეს ხელი, თავი და ტაში დაუკრეს.
პატარა რიჰარდმაც აიწია სახელო აპლოდისმენტის მისაღებად.
„შეხედეთ, სიცოცხლის უფლება მოვიპოვეთ“, – ეუბნებოდნენ
დედებს მკლავებდაკაპიწებული ბავშვები.
446 მკითხველთა ლიგა
ვაგონის ქვეშ ჩაცუცქული ქალები კი პანიკას მოეცვა.
– რა დაემართათ? – ეკითხებოდნენ ერთმანეთს. – ღმერთო,
აქ რას აკეთებენ?
ამ კითხვებზე პასუხს წერილში მივიღებთო, მიხვდნენ ისინი,
დაკეცილი ფურცლები გაშალეს და კითხვას შეუდგნენ. მერე წე-
რილები შეინახეს და ისევ ხელის ქნევა განაგრძეს.
ოლეკმა მუჭა გაშალა. ხელისგულზე რამდენიმე პაწაწინა კარ-
ტოფილი ედო.
– აქ არ მშია, ჩემზე ნუ ინაღვლებ, – გაისმა მისი ხმა.
– მამაშენი სად არის? – დაუძახა მანსიმ.
– მუუშაობს, – უპასუხა ოლეკმა. – მალე დაბრუნდება. ამ კარ-
ტოფილებს მისთვის ვინახავ.
– ღმერთო, – გადაუჩურჩულა მანსიმ მულს. ესეც შენი საჭმე-
ლი!
პატარა რიჰარდმა მაშინვე ყველაფერს ნათელი მოჰფინა.
– მამუშკა, მამუშკა, მამუშკა, – აყვირდა ის, – მშია!
რამდენიმე კარტოფილი მასაც ეჭირა ხელში, მაგრამ დოლე-
კისთვის ინახავდა. დოლეკი და მევიოლინე როზნერი ქვის კარი-
ერში ერთად მუშაობდნენ.
ჯერ ჰენრი როზნერი გამოჩნდა. მავთულხლართის ღობესთან
დადგა, მარცხენა მკლავი დაიკაპიწა და ასწია.
– ტატუ! – ტრიუმფალურად გამოაცხადა.
თუმცა, მანსიმ შეამჩნია, რომ ცახცახებდა – ოფლს ასხამდა და
იმავდროულად სციოდა. ჰენრის პლაშუვში დალხენილი ცხოვრე-
ბა არ ჰქონია, მაგრამ ლეჰარის კომპოზიციების შესრულებაში
გათენებული ღამეების შემდეგ სამღებროში გამოძინების სა-
შუალება მაინც ეძლეოდა, აქ კი მუსიკალური ჯგუფი, რომელიც
ხანდახან „საშხაპეებისკენ“ მიმავალ რიგებს წინ მიუძღოდა, როზ-
ნერისთვის მისაღები სტილის მუსიკას არ უკრავდა.

447 მკითხველთა ლიგა


ამასობაში კარიერიდან დოლეკიც დაბრუნდა და რიჰარდმა
იგი ღობესთან მოიყვანა. ვაგონის ქვემოდან მას გაძვალტყავებუ-
ლი, ლამაზი ცოლები უცქერდნენ. დოლეკსა და ჰენრის ყველაზე
მეტად იმის შეეშინდათ, რომ ქალები დარჩენას ამაოდ მოინდო-
მებდნენ. მათ კაცების ბანაკში შვილებთან დარჩენის ნებას არ
დართავდნენ. კი, ქალები ჯერაც აუშვიცის ტერიტორიაზე იმყოფე-
ბოდნენ, მაგრამ სხვა პატიმრებზე უკეთეს პირობებში აღმოჩენის
შანსი მიეცათ – მატარებელი დაღამებამდე წაიყვანდა აუშვიციდან
მანსის და რეგინას. ოჯახების გაერთიანების იმედი ტყუილად
ჰქონდათ, მაგრამ ჰენრი და დოლეკი დაფრთხნენ, ვაითუ შვილე-
ბისთვის თავი გასწირონო. ამიტომაც ნაძალადევად იღიმოდნენ
იმ ქმრებივით, რომელთაც შვილები ზაფხულში ბალტიისპირეთ-
ში მიჰყავთ, რათა ცოლებმა კარლსბადში დასვენება მოახერხონ.
– ნიუსიას მიხედე, – უმეორებდა დოლეკი რეგინას, რათა მის-
თვის შეეხსენებინა, რომ მეორე შვილიც ჰყავდა და ახლა ის მის
თავზემოთ, ვაგონში იმყოფებოდა.
ბოლოს და ბოლოს, მათ ბედად, კაცების ბანაკში სირენის ხმა
გაისმა. კაცების და ბიჭების წასვლის დრო მოვიდა. მანსი და რე-
გინა ძლივძლივობით აძვრნენ ვაგონში და კარი ისევ ჩაიკეტა.
ყველანი ჩუმად იდგნენ. გაკვირვების უნარი აღარავის შერჩენო-
და.
მატარებელი ნაშუადღევს დაიძრა. ვარაუდების გამოთქმა გა-
ნახლდა. მილა პფეფერბერგი იძახდა, თუ შინდლერის ბანაკში
არ მივყავართ, ამ ვაგონში ჩაჭეჭყილი ქალების ნახევარი კვირის
ბოლომდე ცოცხალი ვერ მიატანსო. თავად მე მხოლოდ რამდე-
ნიმე დღე თუ გავძლებო, იმეორებდა. ლუსიას ქუნთრუშა შეჰყრო-
და. ქალბატონ დრეზნერს დანკა კი უვლიდა, მაგრამ ფაღარა-
თისგან გამოფიტული, სიკვდილის პირას იყო.
ნიუსია ჰოროვიცის ვაგონის ქალები ღრიჭოდან მთებსა და
ფიჭვნარებს ხედავდნენ. ზოგიერთი ბავშობაში იმ მთებს სტუმრე-
448 მკითხველთა ლიგა
ბოდა და ნაცნობი ხედების დანახვამ აყროლებული ვაგონშიც კი
უადგილო სიხარულის განცდა მოჰგვარა, თითქოს კვლავ დასას-
ვენებლად მიდიოდნენ. ძირს მსხდარ, შეშლილებივით გაშტერე-
ბულ გოგოებს ანჯღრევდნენ.
– თითქმის მივედით, – ჰპირდებოდნენ მათ. მაგრამ სად მი-
ვიდნენ? კიდევ ერთხელ გზას აცდენას ვეღარავინ გადაიტანდა.
მეორე დღის ცივ საღამოს ქალებს ვაგონებიდან ჩამოსვლა
უბრძანეს. სადღაც წინ ნისლში ჩაკარგული ლოკომოტივი ქშენ-
და. ვაგონების კიდეებზე ტალახიანი ყინულის ლოლუები ეკიდა.
სუსხი ძვალ-რბილში ატანდა. თუმცა, აუშვიცის კვამლით დამძიმე-
ბულ, მხუთავ ჰაერს უკვე გასცლოდნენ. სადღაც სოფელში გაჩე-
რებულიყვნენ. ფეხათრევით გააბიჯეს. ყველა ახველებდა. მალე
წინ დიდი ჭიშკარი დაინახეს. ჭიშკრის მიღმა ქვის მაღალი შენობა
აღიმართა, სახურავიდან საკვამურები ამოიწვერა. შორიდან ეს
შენობა აუშვიცის კრემატორიუმისგან არაფრით განსხვავდებოდა.
ჭიშკართან SS-ელები იცდიდნენ და გაყინულ ხელებს ისრესდნენ.
მცველები ჭიშკართან და საკვამურები დაუსრულებელი კოშმარის
ნაწილს ჰგავდა. მილა პფეფერბერგის გვერდით რომელიღაც
გოგონა ატირდა, ამდენი გვატარეს, რომ ბოლოს მაინც დაგვწვა-
ნო.
– არა, – უთხრა მილამ, – ამდენ დროს ტყუილად არ დაკარ-
გავდნენ. რომ ნდომოდათ, აუშვიცშივე დაგვხოცავდნენ.
ლუსიასავით, არც მის ოპტიმიზმს გააჩნდა მყარი საფუძველი.
ჭიშკართან ახლოს რომ მივიდნენ, SS-ელთა შუაში მდგარი
ჰერ შინდლერი დაინახეს. თავიდან სიმაღლითა და შთამბეჭდავი
აღნაგობით იცნეს. მერე მისი ტიროლური ქუდი გაარჩიეს, რომე-
ლიც ბოლო დროს მშობლიურ მთებში დაბრუნების აღსანიშნა-
ვად ეხურა. მის გვერდით ტანდაბალი, შავგვრემანი შშ-ის ოფიცე-
რი იდგა – ბრინლიცის კომენდანტი უნტერშტურმფიურერი ლი-
პოლდი. ოსკარს უკვე აღმოეჩინა – ქალები კი მალე აღმოაჩენ-
449 მკითხველთა ლიგა
დნენ – რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი შუახნის ჯარისკაცების-
გან განსხვავებით, ლიპოლდს ჯერაც სჯეროდა ენდლოზუნგისა.
იგი შტურმბანფიურერ ჰასებრეკის პატივცემული თანაშემწე იყო
და ამ ადგილას ძალაუფლების ერთგვარ სიმბოლოს წარმოად-
გენდა, მაგრამ პატიმარ ქალებს ოსკარი შეეგება. ქალები ჰერ
დირექტორს – ნისლიდან გამოსულ სასწაულს – მიაჩერდნენ.
მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გაიღიმა. მილა პფეფერბერგი და
იმ დილით რიგში მდგარი გოგონები იხსენებენ, რომ იმწამს ენით
გამოუთქმელი და გულწრფელი მადლიერების გრძნობა დაეუფ-
ლათ. წლების შემდეგ ერთ-ერთმა გოგონამ იმ დილის გახსენება
გერმანელი ჟურნალისტების ტელეკამერების წინ სცადა და გან-
ცდები ასე გადმოსცა:
– ის იყო მამაჩვენი. ის იყო დედაჩვენი. მხოლოდ მისი გვწამ-
და. მას არასდროს გაუცრუებია ჩვენი იმედი.
ოსკარი ალაპარაკდა. ძველებურად, წინდაუხედავად გასცა
თავბრუდამხვევი პირობები.
– ვიცოდით, რომ მოდიოდით, – თქვა მან, – ცვიტაუდან დაგ-
ვირეკეს. შენობაში წვნიანი და პური დაგხვდებათ. – შემდეგ ლა-
ღად და თავდაჯერებულად დაამატა: – ნუღარაფერზე იდარ-
დებთ. უკვე ჩემთან ხართ.
მსგავს მიმართვას უნტერშტურმფიურერი ვეღარაფერს დაუპი-
რისპირებდა. ლიპოლდი კი გაბრაზდა, მაგრამ ოსკარს არ შეუმ-
ჩნევია. ჰერ დირექტორი პატიმრებს ეზოში შეუძღვა, ხოლო ლი-
პოლდი უმწეოდ ადევნებდა მათ თვალს.
პატიმარმა კაცებმაც იცოდნენ, რომ ქალები ჩამოვიდნენ. ისი-
ნი საძინებლის აივნიდან იყურებოდნენ ქვემოთ. ბატონი შტერ-
ნბერგი და მისი ვაჟი ქალბატონ კლარა შტერნბერგს ეძებდნენ,
უფროსი ფაიგენბაუმი და ლიტეკ ფაიგენბაუმი – ნოხა ფაიგენბა-
უმს და მის ფაქიზ ქალიშვილს. იუდა დრეზნერი და მისი ვაჟი
იანეკი, მოხუცი ბატონი იარეთი, რაბინი ლევარტოვი, გინტერი,
450 მკითხველთა ლიგა
გარდე და თვით მარსელ გარდე თავიანთი ქალების დანახვას
ცდილობდნენ. მუნდეკ კორნი არა მხოლოდ დედამისს და დას
დაეძებდა, არამედ ოპტიმისტ ლუსიასაც, რომელიც გულში ჩა-
ვარდნოდა. იოზეფ ბაუ სევდამ შეიპყრო (და ეს სევდა სიცოც-
ხლის ბოლომდე აღარ განელებია), რადგან საბოლოოდ დარ-
წმუნდა, დედამისი და და ბრინლიცში არ ჩამოვიდოდნენ. აი,
იუველირმა ვულკანმა კი, ეზოში ხაია ვულკანის დანახვისას, სიხა-
რულით გააცნობიერა, რომ ამქვეყნად მართლაც არსებობდა
სასწაულმოქმედი ხალხი.
პფეფერბერგი მილას პაკეტს უქნევდა. შიგ ჰოფმანების დატო-
ვებულ ყუუთში ნაპოვნი და საგანგებოდ მისთვის მოპარული შა-
ლის ძაფის გორგალი და შედუღების სექციაში დამზადებული
ნემსი ეწყო. აივნიდან ფრანსის შპირას ათი წლის ვაჟიც იყურებო-
და. პირზე ხელი აეფარებინა, რომ არ დაეყვირა – ეზოში ხომ
უამრავი SS-ელი ირეოდა.
აუშვიცის ძონძებით შემოსილი ქალები ქვით მოკირწყლულ
ბილიკზე მიფორხილებდნენ. თავგადაპარსულებს თავები ჩაექინ-
დრათ. ზოგიერთი იმდენად ავად ან გაძვალტყავებული იყო,
იოლად ვერ იცნობდი. თუმცა, შეკრება მართლაც რომ გასაოცა-
რი გამოდგა. როცა მოგვიანებით შეიტყვეს, რომ ომისგან გაპარ-
ტახებულ ევროპაში მსგავსი რამ არსად მომხდარა, რომ აუშვიცი-
დან არასდროს გაეთავისუფლებინათ და არც გაათავისუფლებ-
დნენ ამდენ ადამიანს. არავის გაჰკვირვებია.
ქალები ცალკე საძინებლებში მოათავსეს. საწოლები ჯერ არ
იდგა, იატაკზე ჩალა ეყარა. DEF-ში დამზადებული დიდი საწვნე-
დან SS-ელმა გოგომ ყველას დაპირებული გემრიელი და ნო-
ყიერი წვნიანი დაუსხა. მისი სურნელი თითქოს ხაზს უსვამდა ჭიშ-
კართან მიცემულ დაპირებას, რომ სადარდებელი აღარაფერი
ჰქონდათ.

451 მკითხველთა ლიგა


ქალებს თავიანთ კაცებთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.
მათ საძინებელში დროებით კარანტინი გამოაცხადეს. ოსკარს
ექიმებმა ურჩიეს, სიფრთხილე გვმართებს, რადგან არავინ იცის,
ქალებმა აუშვიციდან რა სნეულება მოიყოლესო.
იზოლაციის გარღვევის სამი გზა გამონახეს. ერთ-ერთი გზა
ახალგაზრდა მოშე ბეისკის საწოლის თავზე მორყეული აგური
იყო. ღამღამობით მოშეს ლეიბზე მუხლმოყრილი კაცები კედ-
ლის ნაპრალიდან ელაპარაკებოდნენ ქალებს. გარდა ამისა,
ქარხნის კედელში, რომელიც ქალების ტუალეტს ესაზღვრებო-
და, ნახევარწრიული სარკმელი იყო დატანებული. პფეფერბერ-
გმა იქ ხის ყუთებით პატარა კაბინა მოაწყო, რომელშიც კაცები
სხდებოდნენ და ქალებს ეკონტაქტებოდნენ. და ბოლოს, ადრიან
დილას და გვიან საღამოს ქალებისა და კაცების მავთულხლარ-
თით გადაღობილ აივანთან მუდმივად ხალხმრავლობა იყო.
იერეთები იქ შეხვდნენ: მოხუცი ბატონი იერეთი, რომელმაც ოს-
კარს „ემალიის“ ბარაკების ასაშენებლად ხის მასალა დაუთმო,
და მისი ცოლი, რომელსაც გეტოს აქციონებისგან დასამალად
თავშესაფარი სჭირდებოდა. პატიმრები ბატონი და ქალბატონი
იერეთების დიალოგზე ხალისობდნენ.
– დღეს კუჭში თუ გახვედი, ძვირფასო? – ნაღვლიანად ეკით-
ხებოდა ბატონი იერეთი ბირკენაუს ბარაკებში დიზენტერიით დას-
ნებოვნებულ ცოლს.
ლაზარეთში დაწოლაზე პრინციპულად ყველა უარს ამბობდა.
პლაშუვის ლაზარეთი საშიში ადგილი იყო, სადაც ექიმი ბლანკეს
ბენზინის ინიექციებს გიკეთებდნენ. აქაც კი, ბრინლიცში, მუდმი-
ვად არსებობდა მოულოდნელი ინსპექციების რისკი; მაგალი-
თად, ისეთის, როცა პატარა ბიჭები შეარჩიეს და აუშვიცში წაიყვა-
ნეს. ორანიენბურგის ინსტრუქციების მიხედვით, ბანაკის ლაზა-
რეთში სერიოზული ავადმყოფი არ უნდა დაეტოვებინათ. ლაზა-
რეთი მოწყალების სახლი არ იყო, იქ მუშებისთვის მხოლოდ
452 მკითხველთა ლიგა
პირველადი დახმარება უნდა გაეწიათ. მიუხედავად ამისა,
ბრინლიცის ლაზარეთი ქალებით გაივსო. ლაზარეთში დააწვინეს
მოზარდი იანკა ფაიგენბაუმი. იანკას კიბო ჰქონდა და ნებისმიერ
შემთხვევაში, თუნდაც საუკეთესო საავადმყოფოში, მოკვდებოდა;
იმითღა თუ ინუგეშებდა თავს, რომ სხვა პატიმრებზე უკეთეს
ადგილას, ბრინლიცში, აღმოჩნდა. ლაზარეთში მოათავსეს
ქალბატონი დრეზნერი და სხვა ქალები, რომლებიც ვერ ჭამ-
დნენ, ან ნაჭამი კუჭში არ უჩერდებოდათ. ქუნთრუშიან ლუსიას და
კიდევ ორ გოგოს ლაზარეთში ვერ გააჩერებდნენ, ამიტომ სარ-
დაფში ორთქლის ქვაბებს შორის, სითბოში დააწვინეს. მაღალი
ტემპერატურისა და ციებიყსგან ლუსიას გონება დაბინდოდა, მაგ-
რამ სარდაფის პალატაში იმ საკვირველ სითბოს მაინც გრძნობ-
და.
ემილიე ავადმყოფებს უვლიდა, მონაზონივით უჩუმრად და-
დიოდა საწოლებს შორის. ჯანსაღი მუშები, კაცები, რომლებიც
ჰოფმანების მანქანა-მოწყობილობებს შლიდნენ და ნაწილები ქუ-
ჩის ბოლოში მდებარე საწყობებში მიჰქონდათ, ემილიეს იშ-
ვიათად ხედავდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა შემდგომში გაიხსენა,
ფრაუ შინდლერი წყნარი და მორჩილი ცოლი იყოო. ჯანმრთე-
ლი ბრინლიცელები ოსკარის ბრწყინვალებას დაეტყვევებინა. ის
ქალებიც კი, რომელთაც ფეხზე დგომა შეეძლოთ, ყოვლის-
მჭვრეტელ, დიდებულ, ჯადოსნურ ოსკარს ვერ წყვეტდნენ მზე-
რას.
მაგალითად, მანსი როზნერი. ერთ დღეს ოსკარმა სახელოს-
ნოში შეიარა და ღამის ცვლაში სახარატო ჩარხთან მომუშავე
ქალს ჰენრის ვიოლინო გადასცა. გროს-როზენში ჰასებრეკთან
სტუმრობისას, ოსკარს საწყობში შესავლელად და ვიოლინოს სა-
პოვნელად დრო გამოენახა. ვიოლინოს გამოსასყიდად 100 რა-
იხსმარკა გადაიხადა. როცა ვიოლინო მიაწოდა, მანსის ისე

453 მკითხველთა ლიგა


გაუღიმა, თითქოს ეუბნებოდა, ადრე თუ გვიან, თავად მევიოლი-
ნეც დაბრუნდებაო.
– იგივე საკრავია, ოღონდ ჯერჯერობით სხვა მუსიკას უკრავს,
– დაიჩურჩულა ოსკარმა.
ოსკარისა და სასწაულებრივად დაბრუნებული ვიოლინოს შემ-
ხედვარე მანსის ჰერ დირექტორის ზურგს უკან მისი წყნარი ცო-
ლის შემჩნევა უჭირდა. აი, მომაკვდავნი კი ემილიეს უფრო
ხშირად ხედავდნენ. ემილიე საკუთარ სამზარეულოში მანანის
ბურღულის ფაფას ამზადებდა (ღმერთმა უწყის, მანანის
ბურღულს სად შოულობდა), კრანკენშტუბეში მიჰქონდა და ავად-
მყოფებს თვითონ აჭმევდა. ექიმ ალექსანდერ ბიბერშტაინის აზ-
რით, ქალბატონი დრეზნერის დღეები დათვლილი იყო. ემილიე
შვიდი დღის განმავლობაში მანანის ფაფით კვებავდა და დიზენ-
ტერიამ უკან დაიხია. ქალბატონი დრეზნერის შემთხვევამ მილა
პფეფერბერგის ნათქვამი დაამტკიცა: ოსკარს ქალები ბირკე-
ნაუდან რომ არ დაეხსნა, უმეტესობა ერთ კვირასაც ვერ გაძლებ-
და ცოცხალი.
ემილიე ძვლის კიბოთი დაავადებულ ცხრამეტი წლის იანკა
ფაიგენბაუმზეც ზრუნავდა. ფაბრიკაში მომუშავე იანკას ძმას, ლუ-
ტეკ ფაიგენბაუმს არაერთხელ შეუმჩნევია ბინიდან გამოსული
ემილიე, რომელსაც საკუთარ სამზარეულოში მოხარშული
წვნიანით სავსე ქვაბი მომაკვდავ იანკასთან მიჰქონდა.
– ისიც ოსკარს ემორჩილებოდა, როგორც ჩვენ ყველანი, –
იხსენებდა შემდეგ ლუტეკი, – მაგრამ მაინც დამოუკიდებელი ქა-
ლი იყო.
როცა ფაიგენბაუმს სათვალე გაუტყდა, ემილიემ შეაკეთებინა.
ახალგაზრდა ლუტეკისთვის ეს ჟესტი ჩვეულებრივ გულისხმიერე-
ბაზე უფრო მეტი იყო, მით უმეტეს სისტემაში, რომელშიც მის ახ-
ლომხედველობას ესწრაფვოდნენ და მთელი ევროპის ებ-
რაელებს სიამოვნებით მოხსნიდნენ სათვალეებს. ბევრი იხსენებს
454 მკითხველთა ლიგა
ოსკარის მიერ პატიმრებისთვის ახალი სათვალეების მიწოდების
ფაქტებს. შესაძლოა, ოსკარის ლეგენდამ ემილიეს კეთილქმედე-
ბანიც შთანთქა, ისევე, როგორც უმნიშვნელო გმირთა გმირობებს
ითვისებენ მეფე ართურისა და რობინ ჰუდის მსგავსი სახელოვანი
პიროვნებები.

455 მკითხველთა ლიგა


თავი 34

კრანკენშტუბეს ექიმები ჰილფშტაინი, ჰანდლერი, ლევკოვიჩი


და ბიბერშტაინი ტიფის ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცი-
ლებლად თავდაუზოგავად შრომობდნენ. ტიფი მხოლოდ ჯან-
მრთელობას როდი უქმნიდა ხიფათს. დადგენილების თანახმად,
ეპიდემია ბრინლიცის ბანაკის დახურვას გამოიწვევდა, ხოლო პა-
ტიმრებს კვლავ ნახირის გადასაყვან ვაგონებში ჩასვამდნენ და
ბირკენაუს ტიფიანთა ბარაკებში გადაიყვანდნენ. ქალების ჩამოს-
ვლიდან ერთი კვირის შემდეგ ოსკარი ლაზარეთს ეწვია. ექიმმა
ბიბერშტაინმა აცნობა, სულ მცირე, ორი ქალი უნდა იყოს ტიფით
დაავადებულიო. პაციენტები თავის ტკივილს, ციებ-ცხელებას,
უქეიფობასა და სახსრების ტეხას უჩიოდნენ. ბიბერშტაინის აზ-
რით, რამდენიმე დღეში მათ ტიფისთვის დამახასიათებელი გამო-
ნაყარიც გაუჩნდებოდათ. ეს ორი ქალი ლაზარეთიდან ყველას-
გან განცალკევებით უნდა გადაეყვანათ.
ოსკარს ბევრი ახსნა-განმარტება არ სჭირდებოდა, ისედაც
იცოდა, რასთან ჰქონდა საქმე. ტიფი ტილის ნაკბენს გადააქვს.
ასობით პატიმარს ჰყავდა ტილები. ავადმყოფობის საინკუბაციო
პერიოდი ორ კვირას გრძელდება. ფაბრიკაში ახალი საწოლები
კი დადგეს, მაგრამ პატიმრები მაინც ახლო-ახლოს იწვნენ. შეყვა-
რებულები და წყვილები ქარხნის ბნელ კუთხეებში საიდუმლო და
ნაჩქარევი შეხვედრისას ტილებს ერთმანეთს გადასდებდნენ. ტი-
ფის გადამტანი ტილები იმდენად სწრაფად მიგრირებენ, რომ
დაუღალავი ოსკარიც ლამის ჩიხში მოაქციეს.
ოსკარმა შენობის ზედა სართულზე საშხაპეების, ტანსამცლის
გადასახარშად სამრეცხაოებისა და სადეზინფექციო კამერების
მოწყობის ბრძანება გასცა. ბრძანების დაუყოვნებლივ შესრულე-
ბას შეუდგნენ. სადეზინფექციო სექცია ცხელი ორთქლით სარდა-

456 მკითხველთა ლიგა


ფიდან ამოყვანილი მილებით უნდა მოემარაგებინათ. შემდუღებ-
ლებს ორმაგ ცვლაში უნდა ემუშავათ. მუშები მონდომებულები
იყვნენ. როცა საქმე საიდუმლო წარმოებას ეხებოდა, ბრინლი-
ცელ პატიმრებს მონდომებას ვერ დაუკარგავდი. ბანაკის ოფი-
ციალურ სიმბოლოს ბეტონმოსხმულ იატაკებზე დამონტაჟებული
„ჰილოს“ წნეხები წარმოადგენდა. როგორც შემდეგში მოშე ბეის-
კი აღნიშნავდა, პატიმრებიცა და ოსკარიც დაინტერესებულნი იყ-
ვნენ, რომ ეს მანქანა-მოწყობილობები სათანადოდ აღემართათ,
რადგან ბანაკს ეფექტიანი და სასარგებლო დაწესებულების იერს
შესძენდა. თუმცა, ბრინლიცის ბანაკის მოსახლეობისთვის “არა-
ლეგალური“ საქმიანობა უფრო მნიშვნელოვანი იყო. ქალები
ჰოფმანების მიერ დატოვებული ტომრებიდან მოპარული შალის
ძაფით ტანსაცმელს ქსოვდნენ და მხოლოდ მაშინ ჩერდებოდნენ
და უბრუნდებოდნენ ქარხნის სამუშაოს, როცა ჰერ დირექტორის
კაბინეტისკენ მიმავალ SS-ის ოფიცერს ან უნტერშარფიურერს შე-
ამჩნევდნენ, ან როცა არაკომპეტენტური სამოქალაქო ინჟინრები
– ფუქსი ან შენბრუნი („ჩვენს ინჟინრებს ვერც კი შეედრებოდნენ“,
– იხსენებდა ერთ-ერთი პატიმარი) კაბინეტიდან გამოდიოდნენ.
ბრინლიცელი ოსკარი არაფრით განსხვავდებოდა „ემა-
ლიელი“ ოსკარისგან. მუშებისთვის ის კვლავაც ბონვივანად და
ბობოქარ, ველურ ადამიანად რჩებოდა. მთელი დღე მილების
შედუღებით გადახურებული მანდელი და პფეფერბერგი ცვლის
დასრულების შემდეგ წყლის ავზში ბანაობდნენ ხოლმე. კოშკუ-
რის წვერზე მდგარი ავზი ლამის სახელოსნოს ჭერს სწვდებოდა
და იქამდე კიბით და საცალფეხო ხიდით ადიოდნენ. ავზში წყალი
თბილი იყო, თანაც შიგ მსხდომნი ქვემოდან არ ჩანდნენ. ერთხე-
ლაც შემდუღებლებს ავზი დაკავებული დახვდათ. მათ გასაკვი-
რად, შიგ შიშველი ოსკარი დაცურავდა. ზორბა ჰერ დირექტორ-
თან ერთად ავზში ქერა SS-ელი გოგოც (რომელიც რეგინა ჰო-
როვიცმა ბროშით მოისყიდა) იჯდა, მისი ძუძუები წყლის ზედა-
457 მკითხველთა ლიგა
პირზე ირხეოდა. ოსკარმა პატიმრების მიახლოება იგრძნო და
გულგრილად ამოხედა მათ. სქესობრივი მოკრძალება და რიდი
მისთვის ისეთივე ფასეული, მაგრამ გაუგებარი ცნება იყო, რო-
გორც ეგზისტენციალიზმი. შიშველი SS-ელი საუცხოოდ გამოიყუ-
რებოდა.
მანდელმა და პფეფერბერგმა მოიბოდიშეს და წავიდნენ. მოს-
წავლე ბიჭებივით თავებს აქნევდნენ, ჩუმად სტვენდნენ და ხითხი-
თებდნენ. მათ თავზემოთ ოსკარი ზევსივით განცხრომას მისცე-
მოდა.
ეპიდემიის თავიდან აცილება მოხერხდა. ბიბერშტაინი ამას სა-
დეზინფექციო სექციას უმადლოდა. დიზენტერიაც დაცხრა. ბიბერ-
შტაინი ამას საჭმელს უმადლოდა. იად ვაშემის არქივებში შენა-
ხულ ჩვენებაში ბიბერშტაინი აღნიშნავს, რომ ბანაკის არსებობის
პირველ დღეებში ყოველდღიური რაციონი 2000 კალორიას
აღემატებოდა. იმ ზამთარს ევროპის კონტინენტზე მხოლოდ
ბრინლიცის ებრაელები იკვებებოდნენ ნოყიერად, მილიონობით
ტყვესა და პატიმარს შორის მხოლოდ შინდლერის ებრაელების
წვნიანი იყო ყუათიანი.
პატიმრებს შვრიის ფაფასაც აჭმევდნენ. ბანაკის სიახლოვეს,
მდინარის პირას, სადაც ცოტა ხნის წინ ოსკარის მექანიკოსებმა
შავ ბაზარზე შეძენილი ალკოჰოლური სასმელების მარაგი გადა-
ყარეს, წისქვილი იდგა. DEF-ის ესა თუ ის განყოფილება სპე-
ციალური საშვით აღჭურვილ პატიმარს ხშირად გზავნიდა წის-
ქვილში. მუნდეკ კორნი არაერთხელ დაბრუნებულა წისქვილი-
დან საჭმლით დატვირთული. წისქვილში შარვლის ტოტები წვი-
ვებამდე მჭიდროდ უნდა აგეკვალთა და ქამარი მოგეშვა, მეგობა-
რი მეწისქვილე კი შარვალში ნიჩბით შვრიის ფქვილს ჩაგიყრი-
და. მერე ქამარს ისევ მაგრად შემოიჭერდი და ბანაკში დაბრუნ-
დებოდი – ფასდაუდებელი ცოცხალი საწყობი ოდნავ ფეხებმოღ-
რეცილი ჩაუვლიდა გუშაგებს და ფაბრიკაში შევიდოდა, იქ კი
458 მკითხველთა ლიგა
სხვა პატიმრები დახვდებოდნენ, შარვლის ტოტებს ჩამოუშლიდ-
ნენ და ჩამოცვენილ ფქვილს ქვაბებს შეუშვერდნენ ხოლმე.
სამხაზველოში ახალგაზრდა მოშე ბეისკი და იოზეფ ბაუ წის-
ქვილში გასაშვებად საჭირო საშვებს აყალბებდნენ. ერთხელ ოს-
კარმა ბეისკის გენერალური გუბერნიის ნორმირების ინსტანციის
უფროსის ბეჭედდასმული დოკუმენტი უჩვენა. ოსკარს საუკეთესო
კონტაქტები კრაკოვის შავ ბაზარზე ჰქონდა. საქონელს ტელე-
ფონით უკვეთავდა. თუმცა, მორავიის საზღვარზე გენერალური
გუბერნიის კვებისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მი-
ერ გაცემული ნებართვა უნდა წარგედგინა. ოსკარმა ბეჭედზე
მიათითა და ბეისკის ჰკითხა: – ასეთი ბეჭდის გაკეთება შეგიძ-
ლია?
ბეისკი დახელოვნებული ოსტატი და დაუღალავი მშრომელი
იყო. ოსკარის დავალება მალე შეასრულა. ხელსაწყოებად სა-
მართებლებსა და სხვა მჭრელ საგნებს იყენებდა. მისი ბეჭდები
ბრინლიცის განსაცვიფრებელი ბიუროკრატიის სიმბოლოდ იქცა.
ბეისკიმ დაამზადა გენერალ-გუბერნატორისა და მორავიის გუ-
ბერნატორის ბეჭდები; მისი ბეჭდები „ამშვენებდა“ ყალბ სამგზავ-
რო საშვებს, რომლებიც პატიმრებს ბრნოსა და ოლომოუცში წას-
ვლის უფლებას და იქიდან პურის, კონტრაბანდული ბენზინის,
ფქვილის, ქსოვილებისა თუ სიგარეტის ჩამოტანის საშუალებას
აძლევდა. ფარმაცევტი ლეონ სალპეტერი, მარეკ ბიბერშტაინის-
დროინდელი იუდენრატის წევრი, ბრინლიცში საწყობს განაგებ-
და. სწორედ აქ ინახავდნენ გროს-როზენიდან ჰასებრეკის მიერ
გამოგზავნილ მწირ სურსათ-სანოვაგეს და ბეისკის დამზადებული
ყალბი შტამპების (ზედ ოსტატურად გამოსახული რაიხის არწივი-
თა და მოკაუჭებული ჯვრით) დახმარებით ოსკარის მიერ შეძე-
ნილ დამატებით ბოსტნეულს, ფქვილს და ხორბლეულს.

459 მკითხველთა ლიგა


– კი, ბრინლიცში ცხოვრება ჭირდა, მაგრამ სხვა ბანაკებთან
შედარებით ნამდვილი სამოთხე იყო, – იხსენებს ოსკარის ბანაკის
ერთ-ერთი პატიმარი.
ბრინლიცის პატიმრებისთვის ცნობილი იყო, რომ საჭმელი
ყველგან ჭირდა. ხალხი ბანაკს გარეთაც შიმშილობდა.
– და ოსკარმა რა ქნა? თავის ბანაკშიც დაიწყო საჭმლის ნორ-
მირება?
პასუხად ჩუმი სიცილი ისმის.
– ოსკარი საჭმლის ნორმირებას რატომ დაიწყებდა? ის ჰერ
დირექტორი იყო. ჩვენ მის საქმეში ჩარევის უფლება არ გვქონ-
და! – შემდეგ პატიმარი შუბლს კრავს, რომ არ გეგონოთ, თით-
ქოს მლიქვნელი იყოს, – თქვენ არ გესმით! კმაყოფილები ვიყა-
ვით იქაურობით! სხვაგან წასასვლელი მაინც არ გვქონდა!
როგორც ქორწინების პირველ დღეებში, ოსკარი ახლაც ხში-
რად მიემგზავრებოდა ბრინლიციდან და კარგა ხნით ტოვებდა
ბანაკს. ხანდახან პატიმართა წარმომადგენლად ქცეული იცხაკ
შტერნი მთელი ღამე ელოდა ოსკარის გამოჩენას, რათა მისთვის
ახალი თხოვნები გადაეცა. ოსკარის ბინაში შტერნი და ემილიე
ფხიზლობდნენ. სწავლული ბუღალტერი ყოველთვის ცდილობდა
ოსკარის მორავიაში ხეტიალისთვის შედარებით მისაღები ახსნა
მოეძებნა. წლების შემდეგ შტერნი იტყვის: „ის დღედაღამ და-
დიოდა, ერთ-ერთი პატიმრის მიერ დამზადებული ყალბი საბუთე-
ბით არამარტო ბრინლიცის ებრაელთათვის საჭმლის საყიდ-
ლად, არამედ ჩვენთვის საბრძოლო იარაღისა და აღჭურვილო-
ბის საშოვნელადაც იმ შემთხვევისთვის, თუ SS-ი უკან დახევისას
ჩვენს დახოცვას მოინდომებდა.“ დაუღალავი, წინდახედული ჰერ
დირექტორის სურათის დახატვა იცხაკ შტერნის ოსკარ შინდლე-
რისადმი სიყვარულსა და ერთგულებას ადასტურებს. თუმცა ემი-
ლიე ალბათ ხვდებოდა, რომ ოსკარი ყოველთვის ჰუმანიტარუ-
ლი მიზნებით როდი მოგზაურობდა.
460 მკითხველთა ლიგა
ოსკარის ერთ-ერთი „შვებულებისას“ ცხრამეტი წლის იანეკ
დრეზნერი საბოტაჟში დაადანაშაულეს. დრეზნერს მეტალურ-
გიისა არაფერი გაეგებოდა. პლაშუვში იგი სადეზინფექციო სექ-
ციაში მუშაობდა, საშხაპეებსა და საუნებში საბანაოდ მისულ SS--
ელებს პირსახოცებს აწვდიდა და პატიმრების ტილიანი ძონძები
გამოსახარშად მიჰქონდა (ტილის ნაკბენით ტიფი გადაედო და
ნათესავის, ექიმი შინდელის წყალობით გადარჩა, რომელმაც
ლაზარეთში მისი სნეულება ანგინად დააფიქსირა).
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ გერმანელმა ზედამხედ-
ველმა, ინჟინერმა შენბრუნმა იანეკი სახარატო ჩარხს მოსწყვიტა
და დიდ წნეხთან სამუშაოდ გადაიყვანა. ტექნიკოსებს მის დასა-
მონტაჟებლად ერთი კვირა დასჭირდათ, იანეკმა ჩართვის ღი-
ლაკზე თითის პირველივე დაჭერისთანვე კი მოკლე ჩართვა გა-
მოიწვია, რამაც მოწყობილობა დააზიანა. შენბრუნმა ბიჭი კარგად
გამოლანძღა, მერე კაბინეტში შევიდა და საჩივარი დაწერა. შენ-
ბრუნმა საჩივრის დაბეჭდილი ასლები ორანიენბურგში D და W
განყოფილებების, გროს-როზენში ჰასებრეკისა და ბრინლიცის
კომენდანტ უნტერშტურმფიურერ ლიპოლდის სახელზე დაამისა-
მართა.
რაკი ოსკარი ბანაკში არ იმყოფებოდა, იცხაკ შტერნმა საჩივ-
რის ასლები, გაგზავნის ნაცვლად, საფოსტო ჩანთიდან ამოიღო
და გადამალა. ბანაკის ჭიშკართან მდგარ ყაზარმაში ლიპოლ-
დისთვის განკუთვნილი ასლი უკვე მიეტანათ, მაგრამ ლიპოლდი
დაკისრებულ მოვალეობებს ზუსტად ასრულებდა და, სანამ ორა-
ნიენბურგიდან და გროს-როზენიდან ზემდგომთა მითითებებს არ
მიიღებდა, ბიჭის ჩამოხრჩობას არ აპირებდა. გავიდა ორი დღე.
ოსკარი არ ბრუნდებოდა.
– ეტყობა, სადღაც ქეიფობს! – სარკასტულად ხუმრობდნენ
ყველაზე მახვილგონიერი მუშები. შენბრუნმა როგორღაც შეიტ-
ყო, რომ წერილებს შტერნი მალავდა, განრისხებული მიუვარდა
461 მკითხველთა ლიგა
მას და დაემუქრა, იმ საჩივარში შენს სახელსაც ჩავამატებო.
შტერნი უსაზღვრო მოთმინების უნარით გამოირჩეოდა და, როცა
შენბრუნი ღრიალს მორჩა, უპასუხა, წერილები იმიტომ არ გავ-
გზავნე, რომ ჰერ დირექტორის დაბრუნებას ველი, წესი და რიგი
მოითხოვს, საჩივრის შინაარსს ჯერ ის გაეცნოსო.
– რასაკვირველია, ჰერ დირექტორი გაბრაზდება, როცა შეიტ-
ყობს, რომ პატიმარმა წნეხი დააზიანა და ფაბრიკა 10 000 რაიხ-
სმარკით აზარალა. სამართლიანი იქნება, თუ მასაც მივცემთ სა-
ჩივარში თავისი აზრის ჩამატების საშუალებას.
როგორც იქნა, ოსკარის მანქანა ბანაკის ეზოში გამოჩნდა.
შტერნმა მაშინვე მასთან მიირბინა და შენბრუნის ბრალდების შე-
სახებ აცნობა. შინდლერის დაბრუნებას უნტერშტურმფიურერი
ლიპოლდიც ელოდა, რათა იანეკ დრეზნერის შემთხვევა საბაბად
გამოეყენებინა და ფაბრიკაში თავისი ძალაუფლება განემტკიცე-
ბინა. საქმის მოსმენას მე ვუხელმძღვანელებ, თქვენ კი, ჰერ დი-
რექტორო, ზარალის ოდენობა დაიანგარიშეთ და ხელმოწერი-
ლი ცნობა მომაწოდეთო, უთხრა მან ოსკარს.
– ერთი წუთით, – გააპროტესტა ოსკარმა, – ეს ჩემი წნეხი გა-
ფუჭდა. საქმის მოსმენას მე ვუხელმძღვანელებ.
ლიპოლდი შეეკამათა, პატიმარი განყოფილება D-ს იურის-
დიქციას ექვემდებარებაო.
– კი, მაგრამ წნეხი საბრძოლო საშუალებათა ინსპექციამ გა-
მოგვიყო, – შეეპასუხა ოსკარი, – თანაც, ფაბრიკაში სასამარ-
თლო პროცესს ვერ გავმართავ. ბრინლიცი რომ სამკერვალო ან
ქიმიური პრეპარატების მწარმოებელი ფაბრიკა იყოს, კიდევ ჰო,
ეს შემთხვევა წარმოების პროცესზე დიდად ვერ იმოქმედებდა.
ჩვენ კი აქ საიდუმლო საბრძოლო საშუალებებს ვამზადებთ. ჩემს
მუშახელს ვერ შევაფერხებ.
ლიპოლდი არ შეწინააღმეგებია და კამათში ოსკარმა გაიმარ-
ჯვა. უნტერშტურმფიურერი ოსკარის გავლენიან ნაცნობებს უფ-
462 მკითხველთა ლიგა
რთხოდა. მოსმენა DEF-ის მანქანა-მოწყობილობების სექციაში
შედგა. თავმჯდომარე ჰერ ოსკარ შინდლერს ორივე მხრიდან
ჰერ შენბრუნი და ჰერ ფუქსი უსხდნენ. მსაჯულთა მაგიდის კუთხე-
ში ახალგაზრდა გერმანელი გოგო იჯდა და ოქმს წერდა. სასა-
მართლოს წინაშე ახალგაზრდა დრეზნერი წარადგინეს. განყო-
ფილება D-ს 11 აპრილის ბრძანებულებით, ეს იყო პირველი და
უმნიშვნელოვანესი ეტაპი პროცესისა, რომელიც ჰასებრეკთან
მოხსენების გაგზავნისა და ორანიენბურგიდან პასუხის მოსვლის
შემდეგ, წესით, ბრინლიცის ფაბრიკის ეზოში პატიმართა, მის
მშობელთა და დის თვალწინ იანეკ დრეზნერის ჩამოხრჩობით
უნდა დასრულებულიყო.
იანეკმა შეამჩნია, რომ მუშების მიმართ ყოველთვის მეგობრუ-
ლად განწყობილი ოსკარი სერიოზული სახით იჯდა. ჰერ დირექ-
ტორმა ხმამაღლა წაიკითხა შენბრუნის მოხსენება საბოტაჟის შე-
სახებ. იანეკი ოსკარს სხვათა, განსაკუთრებით, მამის ნაამბობი-
დან იცნობდა და შენბრუნის ბრალდებების კითხვისას ოსკარის
გულგრილობამ დააბნია. ნუთუ ოსკარი მართლა წუხდა გაფუჭე-
ბული წნეხის გამო თუ მხოლოდ თვალთმაქცობდა?
კითხვას რომ მორჩა, ჰერ დირექტორმა დაკითხვა დაიწყო.
დრეზნერს სათქმელი ბევრი არაფერი ჰქონდა. თავს იმართლებ-
და, ეს მოწყობილობა ჩემთვის უცხო იყო, მისი დაკალიბრება
ტექნიკოსებსაც გაუჭირდათო. ჰერ დირექტორს არწმუნებდა, დი-
ვერსიის განხორციელების არანაირი მიზეზი არ მქონდაო.
– თუკი საბრძოლო საშუალებათა წარმოებისა არაფერი გაგე-
გებათ, აქ არ უნდა იყოთ, – უთხრა მას შენბრუნმა, – ჰერ დირექ-
ტორმა დამარწმუნა, ყველა პატიმარი კვალიფიციურიაო. თქვენ
კი, ჰეფტლინგ დრეზნერ, ამბობთ, ამ საქმის სპეციალისტი არ ვა-
რო.
შინდლერმა ხელის აქნევით ანიშნა პატიმარს, დაწვრილებით
გვიამბე, იმ ღამით რა მოხდაო. დრეზნერიც მოყვა, როგორ მო-
463 მკითხველთა ლიგა
ემზადა წნეხის ჩასართავად, როგორ დააწვა ღილაკს, როგორ
აჩქარდა უეცრად ძრავა და როგორ დაიმტვრა მექანიზმი. სანამ
იგი ყვებოდა, ჰერ შინდლერს თანდათან მღელვარება ემატებო-
და, ბოლთის ცემა დაიწყო და ბიჭს დაბღვერილი მიაჩერდა. რო-
ცა დრეზნერი იმას აღწერდა, თუ როგორ სცადა მდგომარეობის
გამოსწორება რომელიღაც ღილაკზე დაჭერით, შინდლერი უეც-
რად გაჩერდა, მუშტები შეკრა და ბიჭს თვალები დაუბრიალა.
– რა თქვი? – ჰკითხა ბიჭს. დრეზნერმა ნათქვამი გაუმეორა,
დაწოლის ძალა შევამსუბუქეო.
ოსკარი იანეკს მიუახლოვდა და მუშტი ყბაში დაარტყა. დრეზ-
ნერს თავბრუ დაეხვა, ოღონდ სიხარულისგან, რადგან კოლეგე-
ბისთვის ზურგშექცეულმა ოსკარმა დარტყმამდე თვალი ჩაუკრა.
მერე ხელების ქნევას მოჰყვა.
– რა სულელები არიან ეს წყეულები! – მთელი ძალით იღ-
რიალა. – დაუჯერებელია!
შემდეგ შენბრუნისა და ფუქსისკენ მიტრიალდა, თითქოს მათ
გარდა სხვა მოკავშირე არ ჰყოლოდეს.
– ნეტავ მართლა იმდენად გონიერები იყვნენ, რომ დივერსია
განახორციელონ. აი, მაშინ კი მართლა ტყავს გავაძრობდი! კი,
მაგრამ ამათ რა ვუყოთ? დროს ფუჭად ვხარჯავთ ამათზე.
ოსკარმა კვლავ შეკრა მუშტი და მორიგი დარტყმის მოლო-
დინში დრეზნერი მოიბუზა.
– მოშორდი აქედან! – დაუყვირა მას ოსკარმა.
სანამ გავიდოდა, დრეზნერმა გაიგონა, როგორ უთხრა ოს-
კარმა დანარჩენებს, დავივიწყოთ ეს ყველაფერიო და დაამატა:
– ზემოთ კარგი „მარტელი“ მაქვს.
საქმის განხილვის ასე სწრაფად დასრულებით ლიპოლდი და
შენბრუნი ალბათ უკმაყოფილონი დარჩნენ, რადგან განაჩენი არ
გამოუტანიათ. თუმცა, ვერც იმას იტყოდნენ, რომ ოსკარმა სასა-

464 მკითხველთა ლიგა


მართლო პროცესის გამართვაზე უარი თქვა ან მოსმენას არასე-
რიოზულად მიუდგა.
წლების შემდეგ მიცემული დრეზნერის ჩვენება გვაფიქრები-
ნებს, რომ ბრინლიცის პატიმრები მსგავსი, ლამის ჯადოსნური
ოინებითა და ხრიკებით ინარჩუნებდნენ სიცოცხლეს. თუ სიმარ-
თლე გნებავთ, ბრინლიცი, როგორც საპატიმრო და როგორც სა-
წარმო, მისი არსითა და პირდაპირი მნიშვნელობით, თავად იყო
ერთი დიდი და მთლიანი, თავბრუდამხვევი ოინი.

465 მკითხველთა ლიგა


თავი 35

საქმე ის იყო, რომ ფაბრიკა არაფერს აწარმოებდა. „არანაირ


ჭურვს არ ვამზადებდით“, – დღესაც თავის გაქნევით ამბობენ
ბრინლიცის ცოცხლად გადარჩენილი პატიმრები. შინდლერის
ფაბრიკაში დამზადებული არც ერთი 45-მილიმეტრიანი ჭურვი ან
ჰილზი არაფრად ვარგოდა. ოსკარი თავად ადარებს DEF-ის
კრაკოვულ მონაცემებს ბრინლიცურთან. ზაბლოჩეში სულ 16 000
000 რაიხსმარკის ღირებულების ემალირებული ჭურჭლეული და-
ამზადეს. იმავე პერიოდის განმავლობაში „ემალიის“ სამხედრო
აღჭურვილობის სექციაში 500 000 რაიხსმარკის ღირებულის
ჭურვები დამზადდა. აი, ბრინლიცში კი, როგორც ოსკარი აღნიშ-
ნავს, „ემალირებული ჭურჭლეულის წარმოების შემცირების შედე-
გად“, შეიძლება ითქვას, სამხედრო პროდუქციის გამოშვება შეწ-
ყდა. ოსკარის თქმით, სამხედრო აღჭურვილობის წარმოებას
„საწყისი სირთულეები“ შეექმნა. თუმცა, ბრინლიცის არსებობის
განმავლობაში 35 000 რაიხსმარკის ღირებულების საბრძოლო
მასალების გაგზავნა მაინც მოახერხა. „ეს მასალები, – იხსენებდა
ოსკარი მოგვიანებით, – ბრინლიცში ნახევრად მზა მდგომა-
რეობაში შემოდიოდა. უფრო ნაკლები მოცულობის პროდუქციის
მიწოდება დამკვეთთათვის შეუძლებელი იყო. „საწყისი სირთუ-
ლეების“ მომიზეზება ჩემთვის და ჩემი ებრაელებისთვის უფრო
და უფრო საშიში ხდებოდა, რადგან საბრძოლო საშუალებებისა
და შეიარაღების მინისტრი ალბერტ შპეერი სულ უფრო და უფ-
რო მეტს ითხოვდა“.
ის, რომ ოსკარი არაფერს აწარმოებდა, არამარტო საბრძო-
ლო საშუალებათა და შეიარაღების სამინისტროში უტეხდა სა-
ხელს, სხვა სახელმწიფო სამსახურებსაც აღიზიანებდა. სამხედრო
აღჭურვილობის წარმოება დანაწევრებული იყო, ერთი ქარხანა

466 მკითხველთა ლიგა


ჭურვებს ამზადებდა, მეორე – ჭურვის ამფეთქებს, მესამე ასაფეთ-
ქებლებს ნაწილ-ნაწილ აწყობდა. ამგვარად, რომელიმე ქარხა-
ნაზე საჰაერო თავდასხმა შეიარაღების მიწოდების მნიშვნელო-
ვან შეფერხებას ვერ გამოიწვევდა. ოსკარის ჭურვებს სხვა ქარ-
ხნებში გზავნიდნენ და იქ მისთვის უცნობი და მიუწვდომელი ინ-
ჟინრები ამოწმებდნენ. ბრინლიცის პროდუქციის ხარისხს ყოველ-
თვის იწუნებდნენ. ოსკარი საჩივრის წერილებს შტერნს, ფინ-
დერს, პემპერს ან გარდეს აკითხებდა და ხარხარებდა, თითქოს
ამ წერილობითი საყვედურების ავტორები ოპერეტის პერსონაჟი
ბიუროკრატები ყოფილიყვნენ.
ბანაკის არსებობის მიწურულს ასეთი რამ მოხდა: 1945 წლის
28 აპრილის დილას, როცა შტურმბანფიურერ ჰასებრეკისგან სიკ-
ვდილმისჯილ პატიმრებს განადგურების საფრთხე ემუქრებოდათ,
შტერნი და მიტეკ პემპერი შინდლერმა კაბინეტში იხმო. იმ დღეს
ოსკარის ოცდამეჩვიდმეტე დაბადების დღე იყო და ამის აღსანიშ-
ნავად კონიაკის ბოთლი გაეხსნა. ჰერ დირექტორის სამუშაო მა-
გიდაზე ბრნოსთან ახლომდებარე საბრძოლო იარაღის ამწყობი
ქარხნიდან გამოგზავნილი ტელეგრამა იდო. ტელეგრამაში ეწე-
რა, რომ ოსკარის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების ხარისხი ვერა-
ნაირ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა. ჭურვები არაზუსტად იყო
დაკალიბრებული და არასათანადო ტემპერატურაზე გამოწრთო-
ბის გამო, გამოცდისას იბზარებოდა.
ოსკარი ტელეგრამას გაემხიარულებინა, შტერნსა და პემპერ-
საც წააკითხა. პემპერი მის მორიგ ექსტრავაგანტურ განცხადებას
იხსენებს:
– საუკეთესო საჩუქარია, რაც დაბადების დღეზე მიმიღია!
რადგან უკვე ვიცი, რომ ჩემს ნაწარმს არც ერთი საბრალო ნა-
ბიჭვარი არ მოუკლავს!
ეს შემთხვევა ორ შეუთავსებელ სიგიჟეზე მეტყველებს: ერთი
მხრივ, მეწარმე ოსკარს სიამოვნებს ის, რომ არაფერს აწარმო-
467 მკითხველთა ლიგა
ებს, მეორე მხრივ, რომელიღაც გერმანელი ტექნოკრატი, მაშინ
როცა ვენა უკვე დაცემულია, ხოლო მარშალ კონევის მეომრები
მდინარე ელბაზე ამერიკელებს ეხვევიან, მთებში ჩადგმული პა-
ტარა საწარმოსგან დისციპლინირებულ მუშაობას და წარმოების
მოცულობისა და ხარისხის გაზრდას ცივსისხლიანად მოითხოვს.
დაბადების დღეზე მიღებული ტელეგრამა უმთავრეს კითხვას
წარმოშობს: როგორ გაძლო ოსკარმა და მისმა საწარმომ მთე-
ლი შვიდი თვე, თუკი შეკვეთებს უხარისხოდ ან საერთოდ არ ას-
რულებდა?
ბრინლიცის პატიმრები ბანაკში ჩატარებულ უამრავ ინსპექციას
თუ შემოწმებას იხსენებენ. განყოფილება დ-ის ინსპექტორებმა სა-
კონტროლო სიით ხელში მთელი ბანაკი დაათვალიერეს. ასე
მოიქცნენ საბრძოლო საშუალებათა ინსპექციის წარმომადგენ-
ლებიც. ოსკარი ოფიციალურ დელეგაციას ყოველთვის სადი-
ლით უმასპინძლდებოდა, ლორითა და კონიაკით ულბობდა
გულს. რაიხში ყველა როდი მართავდა მდიდრულ და უხვ
წვეულებებს. სახარატო ჩარხებთან, ღუმელებთან და წნეხებთან
მომუშავე პატიმრები ამბობენ, რომ უნიფორმიანი ინსპექტორები
ალკოჰოლის სუნად ყარდნენ და ბარბაცებდნენ. პატიმრები ერთი
ინსპექტორის ამბავს ყვებიან. ეს ინსპექტორი ტრაბახობდა, ოსკა-
რი მეგობრული განწყობილებით, ალკოჰოლითა და გემრიელი
სადილით ვერ მაცდუნებსო. ლეგენდის მიხედვით, პირველ სარ-
თულზე მდებარე სახელოსნოებისკენ მიმავალ ინსპექტორს ოს-
კარმა ფეხი დაუდო. კიბეზე დაგორებულმა ინსპექტორმა თავი
გაიტეხა და ფეხი იღრძო. ოღონდ რატომღაც, ბრინლიცის ყოფი-
ლი პატიმრები მის ვინაობას ვერ იხსენებენ. ერთი მათგანის
თქმით, ეს მორავიის SS-ის და პოლიციის შეფი რაში იყო. თავად
ოსკარს მსგავსი ფაქტი არასდროს უხსენებია. სავარაუდოდ, ეს
ეპიზოდიც პატიმართა წარმოსახვის მორიგი ნაყოფია და მასში
ოსკარი გამოყვანილია სასწაულებრივ მხსნელად, რომელიც ყვე-
468 მკითხველთა ლიგა
ლა მდგომარეობიდან პოულობს გამოსავალს. სამართლიანობა
მოითხოვს ითქვას, რომ პატიმრებს ასეთი მითების შეთხზვის ყვე-
ლანაირი უფლება ჰქონდათ. ისინი განადგურების საფრთხის წი-
ნაშე იდგნენ. თუკი ეს მითიური კაცი მათ იმედს გაუცრუებდა, ყვე-
ლას მწარე აღსასრული ელოდა.
მიუხედავად მუდმივი შემოწმებებისა, ბრინლიცის ბანაკი და-
ხურვას გადაურჩა და ეს ოსკარის მუშების მოხერხებულობის დამ-
სახურებაც იყო. ელექტრიკოსები ღუმლების ინდიკატორებს ისე
„აყენებდნენ“, რომ ისარი სათანადო ტემპერატურას აჩვენებდა,
სინამდვილეში კი, შიგნით ასობით გრადუსით ნაკლები ტემპერა-
ტურა იყო.
– მწარმოებლებს უკვე მივწერე, – უმეორებდა ოსკარი ინსპექ-
ტორებს. შემოსავლების კლებით შეწუხებული, საგონებელში ჩა-
ვარდნილი მეწარმის როლს თამაშობდა. გერმანელი ზედამხედ-
ველების არაკომპეტენტურობას უჩიოდა. „საწყის სირთულეებს“
ახსენებდა და ინსპექტორებს აიმედებდა, ცოტა ხანში პრობლემე-
ბი მოგვარდება და წარმოების მოცულობა გაიზრდებაო.
მანქანა-მოწყობილობების სექციაში, ისევე როგორც ღუმლე-
ბის შემთხვევაში, ყველაფერი რიგზე იყო. წნეხები ზუსტად დაკა-
ლიბრებული ჩანდა, მცირე დეფექტებს ვერავინ ამჩნევდა. ინსპექ-
ტორები ბრინლიცს არამარტო საჩუქრად მიღებული სიგარეტე-
ბით ტოვებდნენ, არამედ პრობლემებით დამძიმებული ფაბრიკის
პატიოსანი მეპატრონის მიმართ სიბრალულის გრძნობით აღ-
ვსილნიც.
ომის დასრულების შემდეგ შტერნი ყოველთვის ამბობდა, ოს-
კარი ჩეხი მწარმოებლებისგან ყიდულობდა ჭურვებს და ინსპექ-
ტირებისას თავისად ასაღებდაო. პფეფერბერგიც იმავეს ამტკი-
ცებს. ასე იყო თუ ისე, ოსკარის ოინების წყალობით, ბრინლიცი
არსებობას განაგრძობდა.

469 მკითხველთა ლიგა


ზოგჯერ, მტრულად განწყობილ ადგილობრივებზე შთაბეჭდი-
ლების მოსახდენად, მნიშვნელოვან სტუმრებს ქარხნის ირგლივ
ექსკურსიას უწყობდა და უხვ სუფრას უშლიდა. აღსანიშნავია, რომ
მასთან ყოველთვის ინჟინერიისა და სამხედრო აღჭურვილობის
წარმოებაში გაუთვითცნობიერებელ ხალხს გზავნიდნენ. პომო-
რის ქუჩიდან ჰერ დირექტორის დაბრუნების შემდეგ ლიპოლდმა,
ჰოფმანმა და პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლობის კრა-
ისლაიტერმა ვისაც კი შეიძლებოდა – ადგილობრივ, ოლქისა თუ
ბერლინელ ხელისუფალს – ყველას მისწერეს საჩივრის წერი-
ლები; ისინი ოსკარს უზნეობაში, ბოროტმოქმედებთან კავშირში,
რასობრივ და სისხლის სამართლებრივ კანონდარღვევებში ადა-
ნაშაულებდნენ. ოსკარს ზუსმუთმა დაურეკა და შეატყობინა, ტრო-
პაუში უამრავი წერილი მომდისო. მაშინ ოსკარმა ბრინლიცში
SS-ელთა ოჯახების სოცმომსახურების მთავარი ბიუროს უფრო-
სის მოადგილე ერნსტ ჰანი („ცნობილი ლოთი“, როგორც მას
მოურიდებლად უწოდებდა ოსკარი) დაპატიჟა. ჰანმა თან ახალ-
გაზრდობის მეგობარი ფრანც ბოში მოიყოლა. ბოშს კი, გარდა
იმისა, რომ გამოუსწორებელი ლოთი იყო, გუტერების ოჯახი
ჰყავდა დახვრეტილი. თუმცა, ოსკარმა წყენა ჩაყლაპა და საზო-
გადოების გულის მოსაგებად, ბოში გულთბილად მიიღო.
ოსკარის საბედნიეროდ, მისი მოლოდინი გამართლდა. ჰანი
ლენტებითა და ორდენებით დამშვენებულ უნიფორმაში გამოწკე-
პილი ჩამოვიდა ქალაქში. ჰანი ხომ ვეტერანი შშ-ელი იყო, პარ-
ტიის დიდებას მოსწრებოდა. თვალისმომჭრელ შტანდარტენ-
ფიურერს ასევე მომხიბვლელი ადიუტანტი ახლდა.
ბანაკგარეთ ნაქირავებ სახლში მცხოვრები ლიპოლდიც მიიწ-
ვიეს სტუმრებთან სასადილოდ. ლიპოლდმა წვეულების დასაწყი-
სიდანვე უადგილოდ იგრძნო თავი. ჰანს აშკარად მოსწონდა ოს-
კარი; ლოთებს ყოველთვის მოსწონდათ იგი. მოგვიანებით ოს-
კარმა ჰანი და ბოში მათივე უნიფორმებიანად „პომპეზურებად“
470 მკითხველთა ლიგა
აღწერა. სამაგიეროდ, ლიპოლდი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ
თუ შორეულ სახელმწიფო მოხელეებთან საჩივრების გზავნას არ
შეეშვებოდა, რომელიმე წერილი ჰერ დირექტორის ლოთი მე-
გობრის სამუშაო მაგიდაზე აღმოჩნდებოდა და თვითონ შეექმნე-
ბოდა საფრთხე.
დილით ოსკარმა ორ მიმზიდველ ბერლინელ ოფიცერთან
ერთად ცვიტაუში მანქანით გაისეირნა. ადგილობრივი ნაცისტები
რაიხის წარჩინებულ პირთა დანახვაზე ტროტუარებზე ჩერდე-
ბოდნენ და მხედრულ სალამს იძლეოდნენ.
ჰოფმანი ასე იოლად ვერ დააშოშმინეს. ოსკარის სიტყვები
რომ გავიმეოროთ, ბრინლიცის სამას პატიმარ ქალს სამუშაოს
შოვნის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა. უკვე აღინიშნა,
რომ მთელ დღეებს ქსოვაში ატარებდნენ. 1944 წლის ზამთარში,
როცა ხალხს ზოლიანი უნიფორმების გარდა სხვა სამოსი არ
ჰქონდა, ქსოვას უბრალო გართობას ვერ უწოდებდით. თუმცა,
ჰოფმანმა SS-ში ოფიციალური საჩივარი შეიტანა, შინდლერის
ქალებმა შალის ძაფი ჩემი საწყობიდან მოიპარესო. მისი აზრით,
ეს სკანდალური ფაქტი ცხადად წარმოაჩენდა ვითომდა სამხედ-
რო აღჭურვილობის მწარმოებელი შინდლერის საქმიანობის ნამ-
დვილ არსს.
როცა ოსკარი ჰოფმანს შეხვდა, მოხუცი კაბინეტში კმაყოფი-
ლი სახით დახვდა.
– ბერლინში პეტიცია გავგზავნეთ, რომ აქედან მოგაშორონ, –
უთხრა ჰოფმანმა შინდლერს, – ამჯერად პეტიციას მოწმეთა ჩვე-
ნებები ერთვის, ისინი ადასტურებენ, რომ თქვენს ფაბრიკაში ეკო-
ნომიკის და რასობრივი კანონების დარღვევით მოქმედებთ. ფაბ-
რიკის ხელმძღვანელობის კანდიდატად ვერმახტის ბრნოელი,
დახეიბრებული ინჟინერი წამოვაყენეთ. თქვენს ფაბრიკას წესიერ
საწარმოდ გადავაქცევთ.

471 მკითხველთა ლიგა


ოსკარმა მშვიდად მოუსმინა ჰოფმანს და მოუბოდიშა. სცადა,
ეჩვენებინა, რომ მომხდარის გამო გულწრფელად ნანობდა. შემ-
დეგ ბერლინში ერიხ ლანგეს დაურეკა და სთხოვა, ჰოფმანის
ცვიტაუური დაჯგუფების პეტიციისთვის ყურადღება არ მიექცია.
სამართალწარმოების შეწყვეტა და ჰოფმანთან მორიგება ოს-
კარს 8000 რაიხსმარკად დაუჯდა. მთელი ზამთარი ცვიტაუს მუნი-
ციპალური ხელისუფლება არ ასვენებდა, გამუდმებით ურეკავ-
დნენ და მერიაში იბარებდნენ; მოქალაქეები ხან მისი პატიმრე-
ბის, ხან – ბრინლიცის ბანაკის კანალიზაციის მოუწყობლობის გა-
მო ჩიოდნენ.
ოპტიმისტ ლუსიას SS-ის ინსპექტორებთან პირადად შეხვედ-
რა ხვდა წილად და საკუთარი თვალით იხილა ოსკარის მეთო-
დები.
ლუსია ჯერაც სარდაფში იყო გამოკეტილი (მთელი ზამთარი
იქ გაატარა). სხვა გოგოები გამოკეთდნენ და ზემოთ ამოუშვეს.
ლუსიას კი ეჩვენებოდა, რომ ბირკენაუში სამუდამოდ მოიწამლა.
ციებ-ცხელება გამუდმებით უბრუნდებოდა. სახსრების ანთება
დაემართა. იღლიებში ძირმაგარები გაუჩნდა. ერთი გასკდებოდა
და შეხორცდებოდა თუ არა, მის ადგილზე მეორე ამოდიოდა.
ექიმი ბიბერშტაინის აკრძალვის მიუხედავად, ექიმმა ჰანდლერმა
რამდენიმე ძირმაგარა სამზარეულოს დანით გაუჭრა. კარგად კი
კვებავდნენ, მაგრამ მკვდარივით გაფითრებულსა და დაინფიცი-
რებულ ლუსიას სარდაფიდან გასვლის ნებას არ აძლევდნენ.
მთელ ევროპაში ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მას გა-
დარჩენის შანსი ჰქონდა. ლუსია ამას მშვენივრად ხვდებოდა და
მორჩილად იცდიდა სარდაფში, იმედოვნებდა, რომ ომები და
კონფლიქტები მის თავზემოთ გადაივლიდა.
ფაბრიკის ქვეშ, თბილ ბუნაგში დროის მსვლელობას ვერ
გრძნობდა. როცა კიბის თავთან სარდაფის კარი იღებოდა, დღეც
შეიძლებოდა ყოფილიყო და ღამეც. მას ხშირად სტუმრობდა
472 მკითხველთა ლიგა
ემილიე შინდლერი. ერთ დღესაც ჩექმების ბრაგუნი გაიგონა და
საწოლში დაიძაბა. მძიმე ნაბიჯების ხმამ ძველი აქციონები გაახ-
სენა.
მას ჰერ დირექტორი და ორი გროსროზენელი ოფიცერი ეწ-
ვია. ოფიცრები ნახევრად ბნელში ჯერ ორთქლის ქვაბებს
მიაჩერდნენ, შემდეგ – ლუსიას. ლუსიამ იფიქრა, რომ მორჩა,
დღეისთვის ის შეარჩიეს SS-ელთათვის შესაწირ მსხვერპლად.
სანახევროდ ორთქლის ქვაბი ფარავდა, მაგრამ ოსკარს მისი და-
მალვა არც უცდია, პირიქით, საწოლს მიუახლოვდა. SS-ელებს
სახე ასწითლებოდათ და ბარბაცებდნენ. ოსკარმა დრო იხელთა
და ავადმყოფს გამოელაპარაკა. ლუსიას მისი ბანალური სიტყვე-
ბი არასდროს დავიწყებია: – ნუ ღელავ. ყველაფერი რიგზეა.
ჰერ დირექტორი მის საწოლთან გაჩერდა SS-ელთათვის იმის
საჩვენებლად, რომ გოგონასგან სენის გადადებას არ უფრთხო-
და.
– ებრაელი გოგოა, – უთხრა ოფიცრებს გულგრილად. –
კრანკენშტუბეში არ დავაწვინე. სახსრების ანთება აქვს. ამის ამბა-
ვი მაინც დამთავრებულია. ოცდათექვსმეტი საათის მეტს არ აძ-
ლევენ.
მერე ცოტა ხანს ილაპარაკა იმაზე, თუ საიდან მოდიოდა ცხე-
ლი წყალი და ორთქლი დეზინფექციისთვის. მიუთითა ინდიკატო-
რებზე, მილებსა და ცილინდრებზე. ლუსიას საწოლთან
ტრიალებდა, თითქოს საწოლი არც არსებობდა, მექანიზმის შე-
მადგენელი ნაწილი იყო. ლუსიამ არ იცოდა, სად გაეხედა, თვა-
ლი გაეხილა თუ დაეხუჭა. არ ინძრეოდა, ვითომ კომატოზურ
მდგომარეობაში იყო. სანამ ოსკარი ოფიცრებს სარდაფიდან
გააცილებდა და კარს გაიხურავდა, მიტრიალდა და ლუსიას ოდ-
ნავ გაუღიმა. ექვსი თვის შემდეგ ლუსია კოჭლობით ამოვიდა
სარდაფიდან და გარდაქმნილ სამყაროში განაგრძო ცხოვრება.

473 მკითხველთა ლიგა


ზამთარში ოსკარმა საკუთარი არსენალი შექმნა. ესეც მითები-
ა: ზოგი ამბობს, რომ საბრძოლო იარაღი ზამთრის მიწურულს
ჩეხეთის იატაკქვეშეთში შეიძინეს. ცოტათი საეჭვოა, რადგან
1938-39 წლებში ოსკარი აშკარა ნაციონალ-სოციალისტი იყო და
ჩეხ პარტიზანებთან ურთიერთობისას ალბათ ძალიან იფრთხი-
ლებდა. იარაღის უმთავრესი და უნაკლო მომწოდებელი მორა-
ვიის SS-ის და პოლიციის შეფი ობერშტურმბანფიურერი რაში
იყო. მცირე არსენალი კარაბინების, ავტომატური შაშხანების,
რამდენიმე პისტოლეტისა და ხელყუმბარისგან შედგებოდა. გვი-
ანდელ ჩვენებებში ოსკარი ამ გარიგებას მხოლოდ გაკვრით ახ-
სენებს: „მის [რაშის] ცოლს ბრილიანტის ბეჭედი ვაჩუქე და სანაც-
ვლოდ ვითომდა ფაბრიკის დასაცავად იარაღი გამოვართვი“.
ოსკარი ბრნოში, სპილბერკის ციხესიმაგრეში, რაშის კაბინეტ-
ში შეხვედრის დეტალებს არ ამხელს, მაგრამ იოლი წარმოსად-
გენია, იქ რას იტყოდა; ომის ფრონტის მოახლოება მონათა გარ-
დაუვალ აჯანყებას გამოიწვევს, ჰერ დირექტორი კი იოლად და-
ნებებას არ აპირებს. ის სამუშაო მაგიდასთან ავტომატით ხელში
მოკვდება. მანამდე კი ცოლს შეიბრალებს და თავში ტყვიას
დააჭედებს, რათა უარესს ააცილოს. ჰერ დირექტორი არც იმას
გამორიცხავს, რომ რუსები მისი ბანაკის ჭიშკარს მიადგნენ. ჩემს
სამოქალაქო ინჟინრებს, ფუქსსა და შენბრუნს, ჩემს კეთილ ტექ-
ნიკოსებს, ჩემს გერმანელ მდივანს წინააღმდეგობის გაწევის სა-
შუალება უნდა მიეცეთო, ამბობს ოსკარი და საუბრის თემას
ცვლის: – მოდი, უფრო სასიამოვნო თემაზე ვილაპარაკოთ, ჰერ
ობერშტურმფიურერო. ვიცი, რომ ძვირფასეულობა გიყვართ. აბა,
ამაზე რას მეტყვით?
რაშის მაგიდაზე ბეჭედი ჩნდება. ოსკარი ჩურჩულებს: – რო-
გორც კი დავინახე, მაშინვე ფრაუ რაში გამახსენდა.
ოსკარმა არსენალის მცველად ყალბი ბეჭდების დამამზადებ-
ლის ძმა, ური ბეისკი დანიშნა. ური ტანდაბალი, სიმპათიური და
474 მკითხველთა ლიგა
ენერგიული ყმაწვილი იყო. ხალხმა შეამჩნია, რომ ის შინდლე-
რების ბინაში თავისუფლად შედიოდა და გამოდიოდა, თითქოს
მათი ვაჟი ყოფილიყოს. მას ემილიეც ენდობოდა. ბინის გასაღები
მისცა. ფრაუ შინდლერი დედობრივად ზრუნავდა შპირას გადარ-
ჩენილ ვაჟზეც. ხშირად შეჰყავდა სამზარეულოში და მარგარინ-
წასმულ პურს აჭმევდა.
ური პატიმრების მცირე ჯგუფს წვრთნიდა. თითო-თითოდ შეჰ-
ყავდა სალპეტერის საწყობში და „გევერ 41 ვ“-ის სროლას ასწავ-
ლიდა. ხუთკაციანი სამი სპეცრაზმი ჩამოაყალიბეს. ბეისკის ზოგი-
ერთი შეგირდი ახალგაზრდა იყო, მაგალითად, ლუტეკ ფაიგენ-
ბაუმი. სხვები პფეფერბერგის მსგავსი ვეტერანები იყვნენ და მათ
შინდლერის პატიმრები „ბუძინელებს“ უწოდებდნენ.
„ბუძინელები“, ანუ პოლონეთის არმიის ებრაელი ოფიცრები
და ჯარისკაცები, ბუძინის შრომის ბანაკის დახურვას ცოცხლები
გადაურჩნენ. ბანაკის ყოფილმა მმართველმა, უნტერშტურ-
მფიურერმა ლიპოლდმა ისინი ბრინლიცში გადმოიყვანა. დაახ-
ლოებით 50 ადამიანი იქნებოდა, ყველა ოსკარის სამზარეულოში
მუშაობდა. პატიმრებს ისინი პოლიტიკურ პიროვნებებად დაამახ-
სოვრდათ. ბუძინში ტყვეობისას მარქსიზმი შეესწავლათ და კომუ-
ნისტურ პოლონეთზე ოცნებობდნენ, მაგრამ ბედის ირონიით,
ბრინლიცში, მსოფლიოში ყველაზე აპოლიტიკური კაპიტალის-
ტის, ჰერ ოსკარ შინდლერის თბილ სამზარეულოში აღმოჩნდნენ.
სხვა პატიმრებთან (თუ სიონისტებს არ ჩავყთვლით), რომლე-
ბიც მხოლოდ გადარჩენის პოლიტიკას აღიარებდნენ, „ბუძინე-
ლებს“ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ზოგიერთი მათგანი ური
ბეისკისთან გადიოდა წვრთნებს, რადგან ოცდაათიანი წლების
პოლონურ არმიაში ასეთი მაღალტექნოლოგიური ავტომატური
შაშხანა ხელში არასდროს სჭეროდათ.
ფრაუ რაშს ქმრის ბრნოში მმართველობის და დიდების უკა-
ნასკნელ დღეებში – წვეულებაზე ან თუნდაც სოლოკონცერტისას
475 მკითხველთა ლიგა
– ოსკარ შინდლერის ნაჩუქარი ბეჭდის ბრილიანტის თვალში
რომ ჩაეხედა, შიგ თავისი და ფიურერის კოშმარების საზარელი
დემონის – შეიარაღებული მარქსისტი ებრაელის ანარეკლს
დაინახავდა.

476 მკითხველთა ლიგა


თავი 36

ოსკარის ძველი მეგობრები, მათ შორის, ამონი და ბოში, მი-


იჩნევდნენ, რომ შინდლერი ებრაული ვირუსით იყო დასნებოვნე-
ბული. ეს მეტაფორა არ არის. პირდაპირი მნიშვნელობით სჯე-
როდათ ამისა და „ავადმყოფს“ არ ადანაშაულებდნენ. პირადად
ენახათ, როგორ მოწამლა ამ ვირუსმა არაერთი კეთილი და პა-
ტიოსანი ადამიანი. ტვინის გარკვეული მონაკვეთი ნაწილობრივ
ბაქტერიისა და ნაწილობრივ ჯადოქრობის წყალობით, ტყვეობა-
ში ექცეოდა. მათთვის რომ გეკითხათ, სენი გადამდებია თუ
არაო, მყისვე გიპასუხებდნენ დიახო. ობერლეიტენანტ ზუსმუთის
საქმეს ისინი, ალბათ, ინფექციის გავრცელების თვალსაჩინო მა-
გალითად მოიყვანდნენ.
ოსკარმა და ზუსმუთმა 1944-45 წლის ზამთარში აუშვიციდან
მორავიის პატარა ბანაკებში 300- და 500-კაციან ჯგუფებად კიდევ
3000 პატიმარი ქალი გადმოიყვანეს. ოსკარი თავის გავლენას
იყენებდა, საჭირო ხალხს თაფლავდა და ქრთამავდა, ზუსმუთი
დოკუმენტებს ადგენდა. მორავიის ტექსტილის ფაბრიკებში მუშა-
ხელის ნაკლებობას განიცდიდნენ და არც ყველა საწარმოს
მფლობელს ეზიზღებოდა ებრაელების სიახლოვე ჰოფმანივით
ძლიერ. სულ მცირე, ხუთმა გერმანულმა ფაბრიკამ – ფროიდენ-
ტალში, იაგერნდორფში, ლიბაუში, გრულიხსა და ტრაუტენაუში –
მიიღო ეს ქალები თავიანთ ბანაკებში. იქაურობას სამოთხეს ვერ
უწოდებდით და იმ ბანაკებში SS-ელებიც ლიპოლდზე უფრო
მკაცრები იყვნენ. თუმცა, ოსკარის თქმით, პატარა ბანაკებში ის
ქალები გასაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. მათი უსაფ-
რთხოებისა და გადარჩენის წინაპირობას სწორედ ტექსტილის
ფაბრიკის სიმცირე წარმოადგენდა. იმ ბანაკების გარნიზონები
უფრო ასაკოვანი, დაუდევარი და ნაკლებად ფანატიკოსი შშ--

477 მკითხველთა ლიგა


ელებისგან შედგებოდა. ტიფის ეპიდემიას იქაც უფრთხოდნენ და
საკვების უკმარისობა იქაც აწუხებდათ, მაგრამ დიდი ბანაკებისგან
განსხვავებით, 1945 წლის გაზაფხულზე ეგზეკუციების საბოლოო
ტალღას ამ პატარა დაწესებულებებში პატიმრების უმეტესობა გა-
დაურჩა.
შეიძლება ითქვას, ებრაულმა ვირუსმა ზუსმუთიც დააინფიცი-
რა, აი, ოსკარ შინდლერს კი სულ გააფრენინა. ზუსმუთის მეშ-
ვეობით ოსკარმა კიდევ 30 მუშა-მელითონე მოითხოვა. ცნობილი
ფაქტია, რომ მას პროდუქციის წარმოება საერთოდ აღარ აინტე-
რესებდა, ყთუმცა გონების მიუკერძოებელი ნაწილით იმას კი აც-
ნობიერებდა, რომ განყოფილება D-სთვის ფაბრიკის სარგებ-
ლიანობის დასამტკიცებლად უფრო მეტი კვალიფიციური მუშახე-
ლი სჭირდებოდა. თუკი იმ მძვინვარე ზამთრის მოვლენებს კარ-
გად შეისწავლით, მიხვდებით, რომ ოსკარს ის 30 მუშა ჩარხებ-
თან ან დაზგებთან დასაყენებლად არ სჭირდებოდა. მისთვის ისი-
ნი სიკვდილისგან დახსნილი კიდევ ოცდაათი ადამიანი იყო.
იმ ოცდაათი მელითონიდან ერთ-ერთმა, მოშე ჰენიგმანმა უჩ-
ვეულო განთავისუფლების ამბავი საჯაროდ გაიხსენა. ქრისტეშო-
ბიდან მალევე აუშვიც III-ის საბრძოლო საშუალებების, სინთეზუ-
რი საწვავისა და თვითმფრინავების დასაშლელ ქარხნებში მომუ-
შავე 10 000 პატიმარი დაამწკრივეს და გროს-როზენის გზას
გაუყენეს. შესაძლოა, ამ მარშის ორგანიზატორებს პატიმრების
ქვემო სილეზიის ფაბრიკა-ქარხნებში გადანაწილება ჰქონდათ
დაგეგმილი, მაგრამ პატიმრების თანმხლებმა SS-ელებმა, რო-
გორც ჩანს, გეგმების შესახებ არაფერი იცოდნენ. ორგანიზატო-
რებს არც ზამთრის სუსხისგან პატიმრების დაცვაზე უზრუნიათ და
არც მათ გამოკვებაზე. ყოველ დილით კოჭლები და ავადმყოფე-
ბი რიგიდან გამოჰყავდათ და ხვრეტდნენ. ჰენიგმანის თქმით, 10
000 პატიმრიდან ათ დღეში 1200 დარჩა ცოცხალი. ჩრდილოეთ-
ში, კონევის მეთაურობით საბჭოელებმა ვარშავის სამხრეთით
478 მკითხველთა ლიგა
მდინარე ვისლა გადალახეს და პატიმრების კოლონას ჩრდილო-
დასავლეთის გზა მოუჭრეს. შესამჩნევად შემცირებული ჯგუფი
ოპოლესთან ახლოს, SS-ის ტყვეთა ბანაკში დააბინავეს. ბანაკის
კომენდანტმა პატიმრები დაჰკითხა და კვალიფიციური მუშების
სია შეადგინა. ყოველ დილით, შემოწმებისას, დაუძლურებულე-
ბის და ავადმყოფების დახვრეტას აგრძელებდნენ. როცა რომე-
ლიმე პატიმარს უხმობდნენ, წინ გამოდითო, არასდროს იცოდა,
პურის ნაჭერს მიიღებდა ყთუ შუბლში ტყვიას. ერთხელაც ჰენიგ-
მანი იხმეს, მაგრამ საბედნიეროდ, ნაცვლად დახვრეტისა, 30 მუ-
შასთან ერთად მატარებლის ვაგონში შესვეს და SS-ელთა და
ერთი კაპოს თანხლებით სამხრეთში გაამგზავრეს.
„გაუგონარი რამ მოხდა, საგზალი გაგვატანეს“, – იხსენებს ჰე-
ნიგმანი.
ჰენიგმანი ბრინლიცში დასადგურებულ დაუჯერებელ ვითარე-
ბასაც აღწერს.
– ჩვენდა გასაოცრად, თურმე არსებობდა ბანაკი, სადაც ქალე-
ბი და კაცები ერთად მუშაობდნენ, არავის სცემდნენ და კაპოები
არ იყვნენ.
უნდა ითქვას, რომ ჰენიგმანი ცოტას აზვიადებს, რადგან სქე-
სობრივი სეგრეგაცია ბრინლიცშიც არსებობდა. ხანდახან ოსკა-
რის ქერა საყვარელიც გააწნიდა ხოლმე სილას პატიმარს, ხო-
ლო ერთხელ, სამზარეულოდან კარტოფილის მოპარვისთვის,
კომენდანტმა ლიპოლდმა ქურდი ბიჭუნა მთელ დღეს ეზოში
სკამზე გაუნძრევლად დგომით დასაჯა. ბიჭუნას პირში კარტოფი-
ლი ჰქონდა გაჩრილი და ნიკაპზე ნერწყვი ჩამოსდიოდა. კისერზე
აბრა ჩამოეკიდათ, რომელზეც ეწერა: მე კარტოფილის ქურდი
ვარ!
ჰენიგმანმა ეს წვრილმანები აღნიშვნის ღირსადაც არ ჩათვა-
ლა.

479 მკითხველთა ლიგა


– ჯოჯოხეთიდან სამოთხეში აღმოჩენით გამოწვეული სიხარუ-
ლის აღწერა შეუძლებელია! – ამბობს იგი.
პირველი შეხვედრისას ოსკარმა მას მოღონიერება ურჩია.
– ზედამხედველებს შეატყობინე, მუშაობისთვის მზად როდის
იქნები, – უთხრა ჰერ დირექტორმა. ჰენიგმანი საბოლოოდ დარ-
წმუნდა, რომ არამარტო უკეთეს პირობებში აღმოჩნდა, არამედ
სარკისმიღმეთში გადაინაცვლა.
30 მელითონე 10 000 პატიმრის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწი-
ლია და ამგვარად, კვლავ უნდა გავიმეოროთ, ოსკარს მცირე
განმათავისუფლებელ ღვთაებას თუ უწოდებდით. ამას ხელი არ
შეუშლია მისთვის, გოლდბერგი და ჰელენ ჰირში გადაერჩინა და
ლეონ გროსისა და ოლეკ როზნერის დახსნაც ეცადა. გარდა ამი-
სა, ოსკარი მორავიის რეგიონში გესტაპოსაც გაურიგდა. ზუსტად
უცნობია, რამდენი გადაუხადა გესტაპოს, მაგრამ ეს გარიგება
რომ უზარმაზარ თანხად დაუჯდა, აშკარაა.
გარიგების ნაწილი იყო გლივიცეს იძულებითი შრომის ბანაკის
ყოფილი პატიმარი ბენიამინ ვროცლავსკი. ჰენიგმანის ბანაკისგან
განსხვავებით, გლივიცე აუშვიცის ერთ-ერთ ქვებანაკთან ახლოს
მდებარეობდა. 12 იანვარს ჟუკოვი და კონევი იერიშზე გადმო-
ვიდნენ და ჰესის დიდებული სამეფო და მისი სატელიტები დაპ-
ყრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. გლივიცეს პატიმრები მა-
ტარებელში ჩასხეს და ფერნვალდის გზას გაუყენეს. ვროცლავ-
სკიმ და მისმა მეგობარმა რომან ვილნერმა როგორღაც მატა-
რებლიდან გადახტომა მოახერხეს. გაქცევის ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული გზა ვაგონის მორყეული ვენტილატორების მოგ-
ლეჯა და სავენტილაციო ხვრელში გაძრომა იყო. ვილნერი გაქ-
ცევისას დაჭრეს, მაგრამ სიარული შეეძლო. მან და მისმა მეგო-
ბარმა ვროცლავსკიმ მორავიის საზღვრისპირა, მთის სოფლებს
შეაფარეს თავი. ერთ-ერთ სოფელში ორივე დააკავეს და გესტა-
პოს ტროპაუს შტაბში გადაიყვანეს.
480 მკითხველთა ლიგა
იქ დაპატიმრებულები ჯერ გაჩხრიკეს და მერე საკანში
მოათავსეს. მალე მათთან გესტაპოელი შევიდა და დაამშვიდა,
არაფერი მოგივათო. რასაკვირველია, არ დაუჯერეს. ოფიცერმა
დაამატა, მიუხედავად ჭრილობისა, ვილნერს საავადმყოფოში არ
წავიყვან, რადგან იქიდან ისევ სისტემაში დააბრუნებენო.
ვროცლავსკი და ვილნერი ორ კვირას ისხდნენ საკანში, სანამ
გესტაპო შინდლერს დაუკავშირდებოდა და ფასზე შეუთანხმდე-
ბოდა. ამ ხნის განმავლობაში ოფიცრები პატიმრებს ისე ექცეოდ-
ნენ და ელაპარაკებოდნენ, თითქოს მათივე უსაფრთხოების მიზ-
ნით ჰყოლოდეთ დაკავებული, რაც პატიმრებს სისულელედ ეჩვე-
ნებოდათ. როცა ერთ დღესაც საკნის კარი გაიღო და ორივე გა-
რეთ გაიყვანეს, ეგონათ, დახვრეტას უპირებდნენ. ამის ნაცვლად,
SS-ელმა თანხმლებმა ისინი მატარებლით სამხრეთ--
აღმოსავლეთით, ბრნოში წაიყვანა.
ჰენიგმანის მსგავსად მათაც სიურრეალისტური, შიშნარევი სი-
ხარულის განცდა დაეუფლათ ბრინლიცში აღმოჩენისას. ვილნე-
რი ლაზარეთში დააწვინეს. მას ექიმები – ჰანდლერი, ლევკოვი-
ჩი, ბიბერშტაინი და ჰილფშტაინი მკურნალობდნენ. ვილნერი
ქვედა სართულზე, ქარხნის კუთხეში გახსნილ ერთგვარ სარეაბი-
ლიტაციო არეში მოათავსეს (ქარხანაში მსგავსი ადგილის არსე-
ბობის უჩვეულო მიზეზი მალე გაირკვევა). ჰერ დირექტორი ხში-
რად დადიოდა მათ მოსანახულებლად. როცა ოსკარი ჰკითხავ-
და, როგორ ხართო, ვროცლავსკი ფრთხებოდა; მას გარემოც
აფრთხობდა. როგორც შემდეგში იხსენებდა, იმის ეშინოდა, რომ,
როგორც სხვა ბანაკებში, საავადმყოფოში მოთავსება აქაც სასიკ-
ვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავდა. ბრინლიცში შვრიის ფა-
ფას აჭმევდნენ. შინდლერს ხშირად ხედავდა. თუმცა, აღიარებს,
რომ საგონებელში იყო ჩავარდნილი და ბრინლიცის ფენომენი
აუხსნელი ეჩვენებოდა.

481 მკითხველთა ლიგა


ადგილობრივ გესტაპოსთან შეთანხმების წყალობით, ბრინ-
ლიცის ისედაც ხალხმრავალ ბანაკს კიდევ 11 გაქცეული პატიმა-
რი დაემატა. თითოეული მათგანი თავის კოლონას უჩუმრად ჩა-
მოსცილებოდა ან ვაგონიდან გადმომხტარიყო და მყრალი ზო-
ლიანი უნიფორმების მიუხედავად, დამალვას ცდილიყო. ოსკარი
რომ არა, ყველას დახვრეტდნენ.
1963 წელს გთელ-ავიველმა ექიმმა შტაინბერგმა ოსკარის
ბობოქარი და გადამდები ხელგაშლილობის და მფლანგველო-
ბის კიდევ ერთი ფაქტი გაიხსენა. შტაინბერგი სუდეტენლანდის
მთებში მდებარე ერთ პატარა იძუულებით შრომის ბანაკში მუშა-
ობდა ექიმად. როცა სილეზია საბჭოელებმა დაიპყრეს, ლიბერე-
ცის გაულაიტერი იძულებული გახდა, მორავიის ზნეობრივად ჯან-
საღ პროვინციაში შრომის ბანაკების გახსნას დასთანხმებოდა.
შტაინბერგი მთებში მიმოფანტული ახალი ბანაკებიდან ერთ--
ერთში გადაიყვანეს. ბანაკი ლუფტვაფეს ეკუთვნოდა და იქ თვით-
მფრინავის დეტალებს ამზადებდნენ. ბანაკში ოთხასი პატიმარი
ცხოვრობდა. ბევრს გვამუშავებდნენ და ცოტას გვაჭმევდნენო, გა-
იხსენა შტაინბერგმა.
ხმებმა ბრინლიცის შესახებ შტაინბერგის ყურამდეც მიაღწია.
მან სამგზავრო საშვი იშოვა, ქარხნის სატვირთო მანქანა ინათ-
ხოვრა და ოსკარის სანახავად გაემართა. ჰერ შინდლერს ლუფ-
ტვაფეს ბანაკის მძიმე პირობებზე უამბო. შტაინბერგის თქმით,
ოსკარმა დაუფიქრებლად გაატანა ბრინლიცის სურსათ--
სანოვაგის მარაგის ნაწილი; იმისთვის, რომ შტაინბერგისთვის
ბრინლიცში რეგულარული სტუმრობის უფლება მიეცათ, გადაწ-
ყვიტეს, ბრინლიცის ლაზარეთის ექიმებისგან სამედიცინო რჩევე-
ბის მიღების საჭიროება მოემიზეზებინათ.
მას შემდეგ კვირაში ორჯერ შტაინბერგი ბრინლიცს სტუმრობ-
და და იქიდან თავის ბანაკში მანანის, პურის, კარტოფილის და
სიგარეტის გარკვეული მარაგი მიჰქონდა. თუ იმ დროს შინდლე-
482 მკითხველთა ლიგა
რი საწყობის ახლომახლო იმყოფებოდა, შტაინბერგს ზურგს შე-
აქცევდა ხოლმე და მასთან გამოულაპარაკებლად მიდიოდა.
შტაინბერგი ბრინლიციდან წაღებული საკვების ზუსტ მოცუ-
ლობას არ ასახელებს, სამაგიეროდ, სამედიცინო მოსაზრებას
გვიზიარებს: რომ არა ბრინლიცის მარაგები, იმ გაზაფხულზე
ლუფტვაფეს ბანაკში 50 პატიმარი შიმშილით მოკვდებოდა.
გარდა აუშვიციდან ქალების გამოსყიდვისა, ყველაზე გასაოცა-
რი გოლეშუვის პატიმრების გადარჩენის ამბავია. გოლეშუვი აუშ-
ვიც III-ში SS-ის „მიწისა და ქვის სამუშაოების გერმანული კომპა-
ნიის“ კუთვნილი ბანაკი იყო. როგორც 30 მელითონის მაგალი-
თიდან ჩანს, 1945 წლის იანვარში აუშვიცის იმპერიის რღვევა და-
იწყო. შუა იანვარში გოლეშუვის კარიერის 120 მუშა ნახირის გა-
დასაყვან ორ ვაგონში შეყარეს. მათი მოგზაურობაც მძიმე აღ-
მოჩნდა, სამაგიეროდ, სხვებისაზე ბედნიერად დასრულდა. აღსა-
ნიშნავია, რომ იანვარში არამარტო გოლეშუვის, არამედ თით-
ქქმის მთელი აუშვიცის გადასახლება მიმდინარეობდა. დოლეკ
ჰოროვიცი მაუტჰაუზენში გაგზავნეს, პატარა რიჰარდი კი ბავშვებ-
თან ერთად აუშვიცში დატოვეს. ისინი ერთი თვის შემდეგ საბჭო-
თა არმიის ჯარისკაცებმა იპოვეს SS-ელების მიერ მიტოვებულ
ბანაკში და სრულიად მართებულად დაასკვნეს, რომ მათზე სამე-
დიცინო ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ჰენრი როზნერი და ცხრა
წლის ოლეკი (რომელიც, როგორც ჩანს, საცდელ ობიექტად
აღარ სჭირდებოდათ) პატიმრების კოლონაში ჩააყენეს და სოს-
ნოვიეცამდე 50 კილომეტრი ფეხით ატარეს. ვინც ჩამორჩებოდა,
ადგილზე ხვრეტდნენ. სოსნივიეცში ისინი ვაგონებში ჩასხეს. SS--
ელმა მცველმა, რომელსაც ზრდასრულების და ბავშვების გან-
ცალკევება ევალებოდა, სიკეთე გამოიჩინა და ოლეკი და ჰენრი
ვაგონში ერთად აუშვა. ვაგონში ტევა არ იყო და ხალხი ფეხზე
იდგა. როცა ვინმე სიცივის ან წყურვილისგან მოკვდებოდა, ერთ--
ერთი პატიმარი (რომელსაც ჰენრი „ჭკვიან ებრაელს“ უწოდებდა)
483 მკითხველთა ლიგა
საბანში გახვეულ გარდაცვლილებს ჭერზე მიმაგრებულ ნახირის
მისაბმელ კაუჭებზე კიდებდა, ამგვარად, ვაგონში ცოცხლების-
თვის სივრცე თავისუფლდებოდა. ჰენრიმ დაღლილი ოლეკის-
თვის შვების მოსაგვრელად ბიჭიც კავებზე ჩამოკიდა. როცა მატა-
რებელი დროებით ჩერდებოდა, ოლეკი ლიანდაგის გასწვრივ
მდგარ გერმანელებს ეძახდა, ცხაურაში თოვლის გუნდები შემო-
მიგდეთო. თოვლი იფშვნებოდა და ვაგონის ინტერიერს ასვე-
ლებდა. ვაგონში გამომწყვდეული მწყურვალი პატიმრები ყინუ-
ლის კრისტალების მოპოვებაში ერთმანეთს ეცილებოდნენ.
მატარებელს დახაუმდე ჩასასვლელად შვიდი დღე დასჭირდა.
როზნერების ვაგონის მგზავრთა ნახევარი დაიღუპა. როცა ბო-
ლოს და ბოლოს, ვაგონის კარი გააღეს, გარეთ გვამი გადმო-
ვარდა. შემდეგ ოლეკი გადახტა თოვლში, ვაგონის ქვეშ ჩამოკი-
დული ლოლუა მოტეხა და ხარბად ალოკა. ასე მგზავრობდნენ
ევროპაში 1945 წლის იანვარში მატარებლით.
გოლეშუვის პატიმრები უფრო უარეს პირობებში მგზავრობ-
დნენ. იად ვაშემის არქივში დაცული სატრანსპორტო ზედნადები-
დან ირკვევა, რომ ათი დღე უჭმელები ისხდნენ კარჩაკეტილ ვა-
გონებში. 16 წლის რ. იხსენებს, რომ ვაგონის შიდა კედლებიდან
ყინულს ფხეკდნენ წყურვილის მოსაკლავად. გოლეშუველები
ბირკენაუშიც კი არ ჩამოუსვამთ. იმ ბოლო დღეებში გაცხოველე-
ბული ტემპებით ანადგურებდნენ პატიმრებს და გოლეშუველების-
თვის არ ეცალათ. ისინი არც ერთმა ბანაკმა არ მიიღო, კომენ-
დანტები უარს ამბობდნენ, რადგან გოლეშუველებს სამრეწველო
ღირებულება აღარ გააჩნდათ, ხოლო საჭმლისა და საწოლების
რაოდენობა ყველგან შეზღუდული იყო.
იანვრის მიწურულის ერთ დილას, გოლეშუველთა ვაგონები
ჩახსნეს და ცვიტაუს დეპოს ხაზზე დატოვეს. ოსკარის თქმით, მას
დეპოდან მეგობარმა დაურეკა და შეატყობინა, მიტოვებული ვა-
გონებიდან ფხაჭუნი და ხალხის ყვირილი ისმისო. ძახილი მრა-
484 მკითხველთა ლიგა
ვალ ენაზე ისმოდა, რადგან ტვირთის დეკლარაციის მიხედვით,
ვაგონებში სლოვენიელები, პოლონელები, ჩეხები, გერმანელე-
ბი, ფრანგები, უნგრელები, ჰოლანდიელები და სერბები იყვნენ
გამომწყვდეული. სავარაუდოდ, მეგობარი, რომელმაც ოსკარს
დაურეკა, მისი სიძე უნდა იყოს. ოსკარმა მას სთხოვა, ვაგონები
ბრინლიცის განშტოებამდე მოეყვანა.
იმ დილით საშინლად ყინავდა. შტერნის თქმით, ცელსიუსით
მინუს 30 გრადუსი იყო. თვით პუნქტუალური ბიბერშტაინი ამბობს,
რომ სულ ცოტა, მინუს 20 გრადუსი იქნებოდა. პოლდეკ პფეფერ-
ბერგი გააღვიძეს, ხელსაწყოები გაატანეს და რკინასავით გამაგ-
რებული, გაყინული ვაგონის კარის გასაჭრელად გაგზავნეს. საწ-
ყალობელი ოხვრა-კვნესა მანაც გაიგონა.
იმის აღწერა, რაც კარის გაღებისას იხილეს, შეუძლებელია.
ყოველი ვაგონის შუაგულში გაყინულთა კიდურებმოგრეხილი
ცხედრების ზვინი იდგა. ასამდე ცოცხლად გადარჩენილი პატიმა-
რი სიცივეს გაეშავებინა და შიმშილს გაეძვალტყავებინა. არც ერ-
თი მათგანი 35 კილოზე მეტი არ იქნებოდა.
ოსკარი ფაბრიკაში ელოდა მათ. შენობის პირველი სართულ-
ზე გოლეშუველთათვის თბილ კუთხეს ამზადებდნენ. ბრინლიცის
პატიმრებმა ჰოფმანის ძველი სართავი ჯარები სულ დაშალეს და
გარაჟებში გაიტანეს. იატაკზე ჩალა დაყარეს. შინდლერი კომენ-
დანტ ლიპოლდს მოსალაპარაკებლად კაბინეტში ეახლა. უნტერ-
შტურმფიურერს გოლეშუველების მიღება არ უნდოდა: ამით იმ
კომენდანტებს ჰგავდა, გოლეშუველები რამდენიმეკვირიანი
მგზავრობისას რომ შეხვდნენ. ხაზგასმით განაცხადა, ვერავინ და-
მარწმუნებს, რომ ესენი სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებე-
ლი ფაბრიკის კვალიფიციური მუშები არიანო. ოსკარს მისი გა-
დარწმუნება არ უცდია, პირდაპირ უთხრა, ამათ ოფიციალურად
გავაფორმებ და თითოეულის სანაცვლოდ დღეში 6 რაიხსმარკას
გადავიხდიო.
485 მკითხველთა ლიგა
– გამოჯანმრთელების და მოღონიერების შემდეგ გამომადგე-
ბიან, – თქვა ოსკარმა.
ლიპოლდმა ორი რამ გააცნობიერა: პირველი ის, რომ ოსკა-
რი შეუჩერებელი იყო და მეორე – ბრინლიცის მოცულობისა და
მუშახელის ქირის ზრდა ჰასებრეკს ესიამოვნებოდა. ლიპოლდმა
სასწრაფოდ უკანა თარიღით დაარეგისტრირებინა ისინი სიაში
და როცა გოლეშუველებმა ბრინლიცის ფაბრიკის ზღურბლს გა-
დააბიჯეს, ოსკარი უკვე მათ ქირას იხდიდა.
შიგნით გოლეშუველები ჩალაზე დააწვინეს და ზემოდან საბ-
ნები დააფარეს. ბინიდან ემილიე გამოვიდა. ორ პატიმარს მისი
სამზარეულოდან დიდი ქვაბით შვრიის ფაფა მოჰქონდა. ექიმებმა
მოყინულობის სააწინააღმდეგო საცხები მოითხოვეს. ექიმმა ბი-
ბერშტაინმა ოსკარს უთხრა, გოლეშუველებს ვიტამინები დასჭირ-
დებათო. მორავიაში კი ვიტამინები არსად იშოვებოდა.
16 გაყინულის ცხედარი ფარდულში დაასვენეს. რაბინი ლე-
ვარტოვი ყინვისგან დაგრეხილი კიდურების დანახვისთანავე მიხ-
ვდა, რომ ორთოდოქსული წესით დამარხვა გაჭირდებოდა, რად-
გან ძვლების დამტვრევას რელიგია უკრძალავდა. თანაც, ამ სა-
კითხზე ჯერ კომენდანტთან მოუწევდათ კამათი. ლიპოლდს გან-
ყოფილება D-სგან მკაფიო დირექტივები ჰქონდა მიღებული,
რომ გარდაცვლილი პატიმრების გვამები უნდა დაეწვათ. ფაბრი-
კის საქვაბეები საამისოდ საუკეთესო ადგილი იყო – სამრეწვე-
ლო საცეცხლეები გვამებისგან თითქმის არაფერს ტოვებდნენ.
თუმცა, შინდლერს უკვე ორჯერ აეკრძალა ლიპოლდისთვის გვა-
მების დაწვა.
პირველად, როცა იანკა ფაიგენბაუმი გარდაიცვალა ბრინლი-
ცის ლაზარეთში, ლიპოლდმა მაშინვე გვამის დაწვის ბრძანება
გასცა. ოსკარმა შტერნისგან შეიტყო, რომ ფაიგენბაუმებს და ლე-
ვარტოვს გოგონას სათანადო წესით დაკრძალვა სურდათ. ოსკა-
რის სულში კათოლიკურ აღზრდას თავისი კვალი დაეტოვებინა
486 მკითხველთა ლიგა
და ამან, ალბათ, უფრო მეტად გაუმძაფრა ლიპოლდისთვის წინა-
აღმდეგობის გაწევის სურვილი. იმხანად კათოლიკური ეკლესია
კრემაციას კატეგორიულად უპირისპირდებოდა. ოსკარმა კომენ-
დანტს საცეცხლის გამოყენების ნება არ დართო, დურგლებს კი
კუბო დაამზადებინა. შემდეგ ლევარტოვსა და ფაიგენბაუმების
ოჯახს ცხენი და ფურგონი გამოუყო და მცველი გააყოლა, რათა
გოგონას ცხედარი დასამარხად ტყეში წაეღოთ. მამა-შვილი
ფაიგენბაუმები ფურგონს უკან მიჰყვებოდნენ და ნაბიჯებს ით-
ვლიდნენ, რომ ომის დასრულების შემდეგ იანკას ცხედარი
იოლად ეპოვათ.
მოწმეების ჩვენებით, ლიპოლდი ძლიერ ბრაზობდა, თუ ოსკა-
რი პატიმრებს აამებდა. ზოგიერთი ბრინლიცელი იმასაც კი ამ-
ტკიცებს, რომ ოსკარი ლევარტოვსა და ფაიგენბაუმებს უფრო
მოწიწებით და კეთილად ექცეოდა, ვიდრე ემილიეს.
მეორედ ლიპოლდმა საცეცხლის გამოყენება მოხუცი ქალბა-
ტონი ჰოფშტატერის გარდაცვალებისას მოინდომა. ოსკარმა
შტერნის თხოვნით კვლავ კუბო დაამზადებინა და კუბოში მცირე
მემორიალური დაფაც ჩააყოლებინა. გარდა ამისა, ლევარტოვსა
და მინიანს – გარდაცვლილისთვის კადიშის წამკითხველი ათი
მამაკაცისგან შემდგარ კვორუმს – ბანაკის დატოვებისა და დაკ-
რძალვაზე დასწრების ნებაც დართო.
შტერნი ამბობს, რომ ოსკარმა სწორედ ქალბატონი ჰოფშტა-
ტერის გამო დააარსა ებრაული სასაფლაო მეზობელ, კათოლი-
კეთა სოფელ დოიჩ-ბილაუში. მისი თქმით, ქალბატონი ჰოფშტა-
ტერის სიკვდილის დღეს ოსკარი სოფლის ეკლესიაში კვირად-
ღის წირვას დაესწრო და მღვდელს სარფიანი წინადადება შეს-
თავაზა. სასწრაფოდ მოწვეული სამრევლო საბჭო ოსკარისთვის
კათოლიკური სასაფლაოს მომიჯნავე მიწის მცირე ნაკვეთის მი-
ყიდვას დასთანხმდა. რასაკვირველია, საბჭოს ზოგიერთი წევრი
ნაკვეთის გაყიდვას ეწინააღმდეგებოდა, რადგან იმ ეპოქაში საეკ-
487 მკითხველთა ლიგა
ლესიო სამართლის ყოველ ნორმას მკაცრად და პირდაპირი
მნიშვნელობით განმარტავდნენ და ნაკურთხ მიწაზე ვინმეს და-
საფლავების ან არდასაფლავების საკითხს ასე წყვეტდნენ.
ბრინლიცის სხვა, მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული პატიმრები
ამტკიცებენ, ოსკარმა ებრაული სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის
შეძენა კიდურებდაგრეხილი გვამებით სავსე გოლეშუველთა ვა-
გონების გამოჩენის შემდეგ გადაწყვიტაო. გვიანდელ ჩვენებაში
ოსკარიც მიანიშნებს, რომ ნაკვეთის ყიდვისკენ გოლეშუველთა
ცხედრებმა უბიძგა. ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ სოფ-
ლის მღვდელს ეკლესიის უკან მდებარე ტერიტორიაზე მიუთითე-
ბია და უთქვამს, ეს მიწა თვითმკვლელებისთვისაა და გოლეშუვე-
ლები იქ დამარხეთო, რაზეც ოსკარს უპასუხია, გოლეშუველებს
თავი არ მოუკლავთ, სასტიკად დახოცესო.
სავარაუდოდ, ეს ორი მოვლენა – გოლეშუველთა გაყინვა და
ქალბატონი ჰოფშტატერის გარდაცვალება – თითქმის ერ-
თდროულად მოხდა და ისინი იუდეველთა წესის დაცვით დაკრძა-
ლეს დოიჩ-ბილაუსთვის უჩვეულო და უცხო ებრაულ სასაფ-
ლაოზე.
ბრინლიცის პატიმართა ჩვენებებიდან ცხადად ჩანს, რომ ამ
დაკრძალვებმა ბანაკის მოსახლეობას მორალური სიმტკიცე შეს-
ძინა. სატვირთო ვაგონებიდან ჩამოსვენებულ დამახინჯებულს
გვამებს, ალბათ, ადამიანური იერი აღარ შერჩენოდათ. მათი
ხილვა პატიმრებს, სავარაუდოდ, თავიანთ ადამიანურობაზე
უსიამოვნო ფიქრებს აღუძრავდა. ადამიანურობას მხოლოდ ჭა-
მით, დაბანითა და გათბობით ვერ შეინარჩუნებდი. ადამიანურო-
ბის (ანუ საკუთარი თავის) აღდგენის ერთადერთი საშუალება
დაკრძალვის რიტუალი იყო. ამიტომაც ლევარტოვის რი-
ტუალებს, კადიშის აღტაცებულ გალობას, ბრინლიცის პატიმრე-
ბისთვის ახლა უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე მსგავს

488 მკითხველთა ლიგა


ცერემონიას ექნებოდა ომამდელ კრაკოვში შედარებით მშვიდო-
ბიან დროს.
ებრაული სასაფლაოს მოსავლელად ოსკარმა შუახნის SS-ის
უნტერშარფიურერი დაიქირავა და ხელფასიც დაუნიშნა.
გარიგებებს ემილიე შინდლერიც დებდა. ერთ დღეს ორ პატი-
მარს ფაბრიკის სატვირთო მანქანა არყითა და სიგარეტით დაატ-
ვირთინა და მათთან ერთად გენერალური გუბერნიის მეშახტეთა
დიდ, საზღვრისპირა ქალაქ ოსტრავაში გაემგზავრა. თან ბეისკის
დამზადებული ყალბი საბუთები მიჰქონდა. ოსტრავის სამხედრო
საავადმყოფოში ემილიე ოსკარის რამდენიმე ნაცნობს დაუკავ-
შირდა და მათი მეშვეობით მოყინულობის საწინააღმდეგო მალა-
მოები, სულფანილამიდური პრეპარატები და, ბიბერშტაინისთვის
მოულოდნელად, ვიტამინები იშოვა. ემილიემ მსგავსი ვიზიტები
მუდმივ საქმიანობად გაიხადა. ქმარივით ისიც მოგზაურად გადა-
იქცა.
გოლეშუველთაგან აღარავინ მომკვდარა, მიუხედავად იმისა,
რომ ისინი „მუსულმანები“ იყვნენ და ყველა ელოდა, ვეღარ გა-
მოკეთდებიანო. ემილიე ჯიუტად არ ეგუებოდა ამ ფაქტს. დაუღა-
ლავად აჭმევდა მათ მანანის ბურღულს.
– ემილიეს მზრუნველობა რომ არა, ვერც ერთი გოლეშუვე-
ლი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა, – ამბობდა ექიმი ბიბერშტაინი.
გოლეშუველები თანდათან მოღონიერდნენ, წონაში მოიმა-
ტეს, ფაბრიკის მუშებისთვის ხელის შეშველება დაიწყეს. ერყთ
დღეს ებრაელმა მესაწყობემ ერთ-ერთ გოლეშუველს ყუთის სატ-
ვირთო მანქანიდან ფაბრიკაში წაღება სთხოვა.
– ყუთი ოცდათექვსმეტ კილოგრამს იწონის, მე – ოცდათორ-
მეტს, – უპასუხა მას ბიჭმა, – როგორ წავიღო?
იმ ზამთარში სწორედ ამ უმოქმედო მანქანა--
მოწყობილობებითა და საფრთხობელებით იატაკმოფენილ ფაბ-
რიკას ესტუმრა გათავისუფლებული ჰერ ამონ გეთი ჰერ შინდლე-
489 მკითხველთა ლიგა
რის მოსანახულებლად. SS-ის სასამართლომ დიაბეტიანი ამონი
შეიწყალა და ბრესლაუს ციხიდან გამოუშვა. ამონს ძველი კოს-
ტიუმი ეცვა, რომელიც განმასხვავებელი ნიშნებისგან განძარ-
ცვულ უნიფორმას ჰგავდა. დღემდე მოაღწია გარკვეულმა მოსაზ-
რებებმა ამ სტუმრობის შესახებ. ზოგი ფიქრობდა, რომ გეთი
მოწყალების მისაღებად მივიდა. სხვები ამტკიცებდნენ, ბოლო
კრაკოვურ გარიგებაში ამონს ოსკარი შუამავლობდა და მისთვის
ნაღდი ფული თუ საქონელი ჰქონდა გადანახულიო. ზოგიერთი
ოსკარის უახლოესი თანამშრომელი იმასაც ამბობს, ამონმა მას
ბრინლიცში დასაქმება სთხოვაო. ბოლოს და ბოლოს, ამონს ბა-
ნაკის მართვის საკმარისი გამოცდილება ჰქონდა. სხვათა შორის,
სამივე ვერსია საკმაოდ დამაჯერებელია, ოღონდ ის კი ნაკლე-
ბად სარწმუნოა, რომ ოსკარმა ოდესმე ამონს უშუამავლა.
პატიმრობას და ტანჯვას ამონისთვის ხელი დაეტყო. გამხდა-
რიყო, სახე დაწვრილებოდა. იმ ამონს დამგვანებოდა, 1943
წლის დასაწყისში კრაკოვში გეტოს დასახურად რომ ჩავიდა.
ოღონდ ახლა კანიც გაჰყვითლებოდა და თმა გასჭაღარავებოდა.
მახვილი მზერის პატრონი კარგად დაკვირვებისას შეცვლილ
ამონში ერთგვარი მორჩილების კვალს აღმოაჩენდა. თუმცა,
ჩარხებთან მომუშავე ზოგიერთმა პატიმარმა ღამის კოშმარები-
დან გადმოსული ფიგურა დაინახა, რომელიც უხმოდ მიაბიჯებდა
ჰერ შინდლერის კაბინეტისკენ. ჰელენ ჰირში გაშეშდა. იმასღა
ნატრობდა, ამონი კვლავ გამქრალიყო. სხვები, გვერდით ჩავლი-
სას, ამონს უკმაყოფილოდ უსტვენდნენ. კაცები დგებოდნენ და
იატაკზე აფურთხებდნენ. შედარებით ხნიერი ქალები გამომწვე-
ვად უშვერდნენ საქსოვს. ეს მათი შურისძიება იყო: მიუხედავად
ამონის სისასტიკისა და ჩაგვრისა, გადარჩნენ; ადამი კვლავ ხნავ-
და, ევა კი ართავდა.
უცნობია, ამონს მართლაც სურდა თუ არა ბრინლიცში მუ-
შაობა – თანამდებობიდან დროებით გადაყენებული ჰაუპტშტურ-
490 მკითხველთა ლიგა
მფიურერი ბევრგან ვერსად წავიდოდა – მაგრამ როგორც ჩანს,
ოსკარმა ან მოისყიდა, ან გადააფიქრებინა. ამ მხრივ, ეს შეხვედ-
რაც უწინდელებისგან არ განსხვავდებოდა. თავაზიანობის ნიშ-
ნად, ჰერ დირექტორმა ამონს ფაბრიკაში ექსკურსია მოუწყო. ამ
შემოვლისასაც ამონის დანახვაზე მუშები უარყოფითად რეაგი-
რებდნენ. რომელიღაც მუშამ გაიგონა, კაბინეტში ამონმა ოსკარს
მის მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობის გამო პატიმრების
დასჯა რომ მოსთხოვა. ოსკარმა ჩაიბურტყუნა, ამ მავნე ებ-
რაელებს რამე უნდა მოვუხერხოო და ჰერ გეთს კიდევ ერთხელ
დაუდასტურა თავისი პატივისცემა.
მართალია, SS-მა ციხიდან გამოუშვა, მაგრამ ამონის საქმის
გამოძიება გრძელდებოდა. რამდენიმე კვირით ადრე ბრინლიცს
SS-ის მოსამართლე ეწვია მიტეკ პემპერის ხელახლა დასაკით-
ხად. მას ბანაკის მართვის ამონისეული მეთოდები აინტერესებდა.
დაკითხვის დაწყებამდე კომენდანტმა ლიპოლდმა პემპერს გა-
დაუჩურჩულა, გირჩევნია ფრთხილად იყო, თორემ როგორც კი
შენგან ყველა სამხილს მიიღებენ, მათთვის საჭირო აღარ იქნები
და დახაუში წაგიყვანენ სიკვდილით დასასჯელადო. პემპერმა
ჭკუა იხმარა და მოსამართლე ყველანაირად დაარწმუნა, რომ
თავად პლაშუვში უმნიშვნელო საქმეს ასრულებდა.
ამონს როგორღაც შეუტყვია, რომ SS-ის გამომძიებლები პემ-
პერს მოსვენებას არ აძლევდნენ. ბრინლიცში ჩასვლისთანავე
თავისი ყოფილი მბეჭდავი დაიმარტოხელა და ჩაეძია, მოსამარ-
თლემ რა გკითხაო. პემპერს მოეჩვენა და საკმაოდ მართებულა-
დაც, რომ ამონის თვალებში სინანული ამოიკითხა, ეს პატიმარი
თავის დროზე უნდა მომეშორებინა თავიდან და დღეს SS-ის სა-
სამართლოს მოწმე აღარ ეყოლებოდაო. გამხდარი, პატიმრობა-
ში განაწამები, ძველი კოსტიუმით შემოსილი ამონი აქ, ოსკარის
კაბინეტთან უძლური ჩანდა, მაგრამ პემპერი სრულიად დარწმუ-

491 მკითხველთა ლიგა


ნებული მაინც ვერ იქნებოდა. ამონ გეთს სხვაზე ბატონობა
სჩვეოდა.
– მოსამართლემ მიბრძანა, დაკითხვის დეტალები არავის გა-
უმხილოო, – უპასუხა მას პემპერმა.
ამონ გეთი განრისხდა, დაემუქრა, ჰერ შინდლერთან გიჩივ-
ლებო. აი, კიდევ ერთი დასტური ამონის უძლურებისა. უწინ პა-
ტიმრის გასაროზგად ოსკარის ნებართვა არ სჭირდებოდა.
ამონის სტუმრობიდან ორი დღე გავიდა. ქალები თავს გამარ-
ჯვებულად გრძნობდნენ. ამონი მათ ვეღარ ეხებოდა. ამაში ჰე-
ლენ ჰირშიც კი დაარწმუნეს, მაგრამ მას მაინც მოუსვენრად ეძი-
ნა.
უკანასკნელად ამონი პატიმრების თვალთახედვის არეში გამ-
გზავრებისას მოხვდა. იგი მანქანით წაიყვანეს ცვიტაუს რკინიგზის
სადგურში. უწინ, სადმე სამგზის სტუმრობისას, ამონი შინ ისე არ
დაბრუნდებოდა, რომელიმე უბედურისთვის ბოლო რომ არ
მოეღო. ახლა უკვე ცხადი შეიქნა, მას არანაირი ძალაუფლება
აღარ გააჩნდა, თუმცა მისთვის თვალის გასწორებას ბევრი მაინც
ვერ ბედავდა. ოცდაათი წლის შემდეგაც, ყველგან – ბუენოს--
აირესიდან სიდნეიმდე, ნიუ-იორკიდან კრაკოვამდე, ლოს--
ანჯელესიდან იერუსალიმამდე – პლაშუვის ბანაკის ყოფილ პა-
ტიმრებს საზარელი ამონი კოშმარებში ეცხადება.
– გეთი სიკვდილის განსახიერება იყო, – ამბობს პოლდეკ
პფეფერბერგი.
შეიძლება ითქვას, კომენდანტმა გეთმა გარკვეულწილად სა-
წადელს მიაღწია.

492 მკითხველთა ლიგა


თავი 37

ოსკარის ოცდამეჩვიდმეტე დაბადების დღე მასთან ერთად


ბრინლიცის პატიმრებმა აღნიშნეს. ერთ-ერთმა მელითონემ ღი-
ლებისა და მანჟეტის საკინძეების ჩასაწყობი ზარდახშა დაამზადა
და, როცა ჰერ დირექტორი ფაბრიკაში გამოჩნდა, 12 წლის
ნიუსია ჰოროვიცს წინ უბიძგეს დაზეპირებული მილოცვის გერმა-
ნულად წარმოსათქმელად.
– ჰერ დირექტორო, – დაიწყო გოგონამ ისეთი წვრილი ხმით,
რომ ოსკარი მისკენ დაიხარა სიტყვების გასარჩევად, – დაბადე-
ბის დღეზე პატიმრები ყველაფერს საუკეთესოს გისურვებენ.
ის დაბადების დღე შაბათს დაემთხვა და მართლაც, ბრინლი-
ცის მოსახლეობას ის დღე ყოველთვის დღესასწაულად ახსენდე-
ბოდა. დილაადრიან, როცა კაბინეტში ოსკარმა კონიაკი „მარტე-
ლით“ დაბადების დღის აღნიშვნა დაიწყო და თან ბრნოელი ინ-
ჟინრებისგან მიღებულ შეურაცხმყოფელ ტელეგრამას აფ-
რიალებდა, ბანაკის ეზოში თეთრი პურით დატვირთული ორი
სატვირთო მანქანა გაჩერდა. პურის ნაწილი გარნიზონისთვის
იყო განკუთვნილი, სოფელში, ნაქირავებ სახლში მძინარე, ნა-
ქეიფარ ლიპოლდსაც მიუტანეს. ოსკარმა პური SS-ელებსაც
გაუნაწილა, რომ არ ეწუწუნათ, ჰერ დირექტორი პატიმრებს უფ-
რო მეტ ყურადღებას აქცევსო. ხოლო თითო პატიმარს 750 გრა-
მი პური ერგო. პატიმრები ჭამისას პურს ხარბად ყნოსავდნენ და
ათვალიერებდნენ. ზუსტად არავინ იცოდა, სად იშოვა ოსკარმა
თეთრი პური. ზოგი ვარაუდობდა, რომ ეს ადგილობრივი წისქვი-
ლის მფლობელის, დაუბეკის ქველმოქმედება იყო, სწორედ იმ
დაუბეკისა, რომელიც შვრიის ფქვილის შარვლით გავსებისას პა-
ტიმრებს ზურგს შეაქცევდა ხოლმე, ვითომ ვერ ხედავდა. იმ შა-
ბათს პურის გამოჩენა ნამდვილი სასწაულივით იზეიმეს.

493 მკითხველთა ლიგა


მართალია, ის დღე ყველას სასიხარულო მოვლენად ახსენ-
დება, მაგრამ სინამდვილეში ზეიმის საბაბი ნაკლებად ჰქონდათ.
წინა კვირას გროს-როზენის ჰერ კომენდანტ ჰასებრეკს ბრინ-
ლიცში ლიპოლდისთვის გრძელი ტელეგრამა გამოეგზავნა, რო-
მელშიც საბჭოელთა მოახლოების შემთხვევაში ბრინლიცის მო-
სახლეობის თავიდან მოცილებას ურჩევდა. ჰასებრეკის დირექტი-
ვის მიხედვით, საბოლოო გადარჩევისას ხანდაზმულები და ხეიბ-
რები დაუყოვნებლივ უნდა დაეხვრიტათ, ხოლო ჯანმრთელები
მაუტჰაუზენში წაეყვანათ.
ბრინლიცის პატიმრებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, მაგ-
რამ რაღაც მსგავსს ელოდნენ და გაურკვეველი ეჭვები აწუხებ-
დათ. ხმები დადიოდა, რომ ბრინლიცყთან მდებარე ტყეში პო-
ლონელები ღრმა საფლავებს თხრიდნენ. თეთრმა პურმა წამა-
ლივით იმოქმედა და ყველას მომავლის იმედი კი გაუჩინა, მაგ-
რამ ყველა ხვდებოდა, რომ ფარული საფრთხეების ხანა ახლოვ-
დებოდა.
ტელეგრამის შესახებ არც ოსკარის მუშებმა იცოდნენ და არც
თავად ჰერ კომენდანტმა ლიპოლდმა. შეტყობინება ლიპოლდის
კაბინეტის მისაღებში მიტეკ პემპერს მიუვიდა. პემპერმა ორ-
თქლის დახმარებით გახსნა კონვერტი, ტელეგრამა წაიკითხა და
შინაარსი მაშინვე ოსკარს მოახსენა.
– მაშ, თუ ეგრეა, – ჩაიბურტყუნა ოსკარმა, – უნტერშტურ-
მფიურერ ლიპოლდს უნდა დავემშვიდობოთ.
ოსკარმა და პემპერმა იცოდნენ, რომ მთელ გარნიზონში მხო-
ლოდ ლიპოლდი თუ დაემორჩილებოდა მსგავს ბრძანებას. კო-
მენდანტის მოადგილე ორმოცდაათ წელს მიღწეული შშ-ის
ობერშარფიურერი მოცეკი იყო. პანიკის დროს მოცეკს შეიძლე-
ბოდა ადამიანი შემოჰკვდომოდა, მაგრამ 1300 პატიმრის ცივსის-
ხლიანად დახოცვა მის შესაძლებლობებს აღემატებოდა.

494 მკითხველთა ლიგა


დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე ოსკარმა ჰასებ-
რეკს ერთი-ორჯერ საიდუმლოდ შესჩივლა ჰერ კომენდანტ ლი-
პოლდის ზღვარგადასული ქცევების გამო. ბრნოში პოლიციის
გავლენიან შეფ რაშთანაც იგივე დააბრალა ლიპოლდს. ჰასებ-
რეკსაც და რაშსაც ორანიენბურგში გლიუქსისთვის გაგზავნილი
წერილების ასლები უჩვენა. ოსკარი იმ იმედით რისკავდა, რომ
ჰასებრეკი არც მის ძველ გულუხვობას დაივიწყებდა და არც სა-
მომავლო ძღვენზე იტყოდა უარს; გაითვალისწინებდა ორანიენ-
ბურგისა და ბრნოს დახმარებით ლიპოლდის გადასაყენებლად
გაწეულ ოსკარის ძალისხმევას და ლიპოლდს ზედმეტი ხმაურის
გარეშე, ანუ უნტერშტურმფიურერის ბრინლიცის პატიმრების მი-
მართ სასტიკი დამოკიდებულების გამოუძიებლად სხვაგან გადა-
იყვანდა.
ეს შინდლერისთვის დამახასიათებელი მანევრი იყო, თითქოს
ისევ „ბლექ ჯეკს“ თამაშობდა, ოღონდ ახლა ფსონად მთელ
ბრინლიცის ბანაკს ჩამოვიდა. ყოველი მამაკაცი პატიმრის სიცოც-
ხლე სასწორზე იდო, დაწყებული ნომერ 68821 პატიმრით, ორ-
მოცდარვა წლის ავტომექანიკოსი იარუმ კიაფით და დამთავრე-
ბული ნომერ 77196 პატიმრით, ოცდაშვიდი წლის არაკვალიფი-
ციური გოლეშუველი მუშით, რომელიც ვაგონში გაყინვას გადა-
ურჩა. საფრთხეში იყვნენ ბრინლიცელი ქალებიც, დაწყებული
ნომერ 76201 პატიმრით, ოცდაცხრა წლის მელითონე ბერტა აფ-
ტერგუტით და დამთავრებული ნომერ 76500 პატიმრით, ოცდა-
თექვსმეტი წლის იენტა ცვეჩენშტილით.
ოსკარმა ლიპოლდზე საჩივლელად ახალი მიზეზი კომენდან-
ტის შინ, სადილზე მიპატიჟებისას იშოვა. 27 აპრილს, შინდლე-
რის დაბადების დღის წინა ღამით, თერთმეტ საათზე პატიმრები
ფაბრიკაში ბარბაცით მოსიარულე მთვრალი ჰერ კომენდანტის
დანახვამ დააფრთხო. ლიპოლდს მხარს ფეხზე უფრო მყარად
მდგარი ჰერ დირექტორი უმაგრებდა. ლიპოლდი მუშებს დაერია.
495 მკითხველთა ლიგა
დიდი წნეხების ზემოთ, ჭერის ვეება კოჭებისკენ იშვერდა თითს
და გაშმაგებული ღრიალებდა, ჰერ დირექტორი ფაბრიკაში არ
მიშვებს, მაგრამ ამ ბანაკის უფროსი მე ვარო.
– წყეულო ებრაელებო, ხედავთ იმ კოჭს? – ყვიროდა იგი. –
ყველას სათითაოდ მანდ ჩამოგკიდებთ!
ოსკარმა მას მხარზე ხელი გადახვია და გარეთ წაიყვანა, თან
ყურში ჩასჩურჩულებდა: – კარგი, კარგი, ოღონდ ამაღამ არა!
სხვა დროს იყოს!
როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე დღეს ოსკარმა ჰასებ-
რეკსა და სხვებს დაურეკა და მომხდარის შესახებ დაწვრილებით
მოახსენა: ეს კაცი მთვრალი დაძრწის ფაბრიკაში და ჩემს ხალხს
მოკვლით ემუქრებაო.
– ისინი უბრალო მუშები კი არა, საიდუმლო იარაღის მწარ-
მოებელი კვალიფიციური ტექნიკოსები არიან!
და მართალია, ჰასებრეკს თავად ათასობით პატიმარი ჰყავდა
დახოცილი და მიაჩნდა, რომ საბჭოელების გამოჩენამდე ყოვე-
ლი ებრაელი უნდა გაენადგურებინათ, ჰერ შინდლერს მაინც
დაეთანხმა, მანამდე თქვენს ფაბრიკას განსაკუთრებულად უნდა
მოვეპყრათო.
– ლიპოლდმა მითხრა, ბოლოს და ბოლოს, საომრად მინდა
წასვლაო, – შეაპარა ოსკარმა ჰასებრეკს, – ის ახალგაზრდაა,
ჯანმრთელი და მოწადინებული.
კარგი, რამეს მოვიფიქრებო, აღუთქვა ჰასებრეკმა.
თავად კომენდანტი ლიპოლდი არაფერს ეჭვობდა. წინა ღა-
მით ოსკართან ნაქეიფარს სახლში არხეინად ეძინა.
მის არყოფნაში ოსკარმა გასაოცარი სიტყვა წარმოთქვა. ჰერ
დირექტორი დილიდან სვამდა, მაგრამ პატიმრები ერთხმად აც-
ხადებენ, ენა ერთხელაც არ დაბმიაო. იმ დღეს წარმოთქმული
სიტყვის ჩანაწერი არ არსებობს, სამაგიეროდ, ათი დღის შემდეგ,
8 მაისის საღამოს წარმოთქმული სიტყვის ტექსტი გვაქვს. მსმე-
496 მკითხველთა ლიგა
ნელთა თქმით, ოსკარმა ორივეჯერ ერთი და იგივე რამ თქვა,
ორივეჯერ სიცოცხლის გაგრძელებას დაჰპირდა პატიმრებს.
ეს ჩვეულებრივი გამოსვლა არ ყოფილა, მისი სიტყვა შთამ-
ბეჭდავი აღმოჩნდა. ოსკარი ახალ რეალობასთან ინსტინქტურად
შეგუებას, პატიმრებისა და SS-ელებისთვის თვითწარმოდგენის
შეცვლას ცდილობდა. დიდი ხნის წინ მან ღამის ცვლის მუშებს –
მათ შორის, ედით ლიბგოლდს – დარწმუნებით უთხრა, ომის
დასრულებას მოესწრებითო. იმავე თავდაჯერებით შეეგება გასუ-
ლი ნოემბრის ერთ დილას აუშვიციდან ჩამოსულ ქალებს: – ნუ-
ღარაფერზე იდარდებთ. უკვე ჩემთან ხართ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სხვა დროსა და პირობებში
ჰერ დირექტორი ლუიზიანის შტატის გუბერნატორ ჰიუი ლონგისა
და ავსტრალიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯონ ლან-
გის სტილის დემაგოგი იქნებოდა და, ზემოთ დასახელებულთა
მსგავსად, იოლად დაარწმუნებდა მსმენელს, რომ ერთობლივი
ძალისხმევით სხვათა ბოროტი განზრახვების აღკვეთას შეძლებ-
დნენ.
ოსკარმა დაბადების დღის სიტყვა გერმანულად, ღამით ფაბ-
რიკაში შეკრებილი პატიმრების წინაშე წარმოთქვა. ამხელა შეკ-
რებისთვის თვალყურის სადევნებლად ფაბრიკაში SS-ელთა რაზ-
მი შეუშვეს. ჰერ დირექტორის სიტყვა ფაბრიკის გერმანელმა თა-
ნამშრომლებმაც მოისმინეს. როცა ოსკარმა ლაპარაკი დაიწყო,
პოლდეკ პფეფერბერგს კეფაზე თმა ყალყზე დაუდგა და გაკვირ-
ვებისგან დამუნჯებულ შენბრუნს, ფუქსსა და ავტომატიან SS--
ელებს მოავლო თვალი.
„ამ კაცს მოკლავენ და ყველანი დავიღუპებით,“ – გაიფიქრა
პფეფერბერგმა.
თავის სიტყვაში ოსკარი პატიმრებს ორ რამეს ჰპირდებოდა:
უპირველესად იმას, რომ ტირანიას მალე ბოლო მოეღებოდა.
კედლებთან მდგარ ჯარისკაცებზე ისე ლაპარაკობდა, თითქოს
497 მკითხველთა ლიგა
ისინიც დატყვევებულნი იყვნენ და თავისუფლებას შენატროდნენ.
მრავალი მათგანი SS-ში სხვა შენაერთებიდან საკუთარი სურვი-
ლის გარეშე გადმოიყვანესო, უხსნიდა ოსკარი პატიმრებს. გარდა
ამისა, მან თავის ხალხს აღუთქვა, რომ საომარი მოქმედებების
დამთავრებამდე ბრინლიცში დარჩებოდა.
– ომის დასრულების გამოცხადებიდან ზუსტად ხუთი წუთის
შემდეგ წავალ, – თქვა მან.
პატიმრებს ეს სიტყვა, როგორც ოსკარის ძველი დაპირებები,
მომავლის იმედს აძლევდა. ოსკარი მათ ტყეში დასამარხად არ
გაწირავდა. ის დიდხანს იცავდა თავის ებრაელებს და არც ბო-
ლოს მიატოვებდა. ამის გაფიქრებაზე პატიმრები გამხნევდნენ და
გახალისდნენ.
სამაგიეროდ, ალბათ SS-ელებს წაუხდებოდათ ხასიათი და
თავგზა აებნეოდათ. ოსკარმა დაუფარავად და აუღელვებლად
შეურაცხყო მათი კორპუსი; ამ შეურაცხყოფას გაიხსენებდნენ თუ
გადაყლაპავდნენ, მომავალში მათივე ქმედებებიდან გამოჩნდე-
ბოდა. ოსკარმა SS-ელებიც გააფრთხილა, სანამ აქ ხართ, მეც
ბრინლიცში ვიქნები და ყველაფერს დავაკვირდებიო.
ოსკარი ლაღად კი ლაპარაკობდა, მაგრამ სინამდვილეში შე-
წუხებული იყო. წლების შემდეგ მან აღიარა, იმას ვდარდობდი,
ცვიტაუს მიმართულებით უკუქცეულ სამხედრო შენაერთებს ბრინ-
ლიცში რაიმე უბედურება არ დაეტრიალებინათო.
– სასოწარკვეთილი SS-ელი მცველების გაუაზრებელ ქმედე-
ბებსაც ვუფრთხოდით, – ამატებს იგი.
როგორც ჩანს, შიშს ოსტატურად ნიღბავდა, რადგან არც ერთ
პატიმარს, ოსკარის დაბადების დღეზე თეთრ პურს რომ მიირ-
თმევდა, არაფერი შეუმჩნევია. ოსკარი ბრინლიცის განაპირას
დისლოცირებული ვლასოვის რუსული განმათავისუფლებელი
არმიის (რგა) შენაერთების გამოც ღელავდა. არმია ერთი წლით
ადრე ჰიმლერის განკარგულებით შეიქმნა და დიდწილად რაიხის
498 მკითხველთა ლიგა
რუსი სამხედრო ტყვეებისგან შედგებოდა. არმიას სამი წლით ად-
რე მოსკოვში შეპყრობილი ყოფილი საბჭოთა გენერალი ან-
დრეი ვლასოვი სარდლობდა. ისინი ბრინლიცელთათვის დიდ
საფრთხეს წარმოადგენდნენ, რადგან იცოდნენ, სტალინს მათი
სამაგალითოდ დასჯა ენდომებოდა და შიშობდნენ, რომ „მოკავ-
შირეები“ საბჭოთა კავშირს გადასცემდნენ. ვლასოვის ჯარისკაცე-
ბი მძვინვარე სლავურ სასოწარკვეთილებას მისცემოდნენ და
უიმედობის ჩახშობას არყით ცდილობდნენ. დასაკარგი არაფერი
ჰქონდათ და დასავლეთით, ამერიკელებამდე გზის გაკაფვას ნე-
ბისმიერ ფასად ეცდებოდნენ.
ოსკარის დაბადების დღიდან ორი დღის შემდეგ ლიპოლდის
სამუშაო მაგიდაზე ახალი განკარგულება გაჩნდა. უნტერშტურ-
მფიურერი ლიპოლდი პრაღასთან განლაგებულ ვაფენ SS-ის
ქვეითთა ბატალიონში გადაჰყავდათ. ლიპოლდს ეს არ გახარე-
ბია, მაგრამ უსიტყვოდ ჩაალაგა ბარგი და წავიდა. ოსკართან სა-
დილობისას იგი ხშირად ამბობდა (განსაკუთრებით, მეორე ბოთ-
ლი წითელი ღვინის დაცლის შემდეგ), სამხედრო შენაერთში
ყოფნა მირჩევნიაო. ბოლო დროს ოსკართან ხშირად სადილობ-
დნენ SS-ისა და ვერმახტის უკუქცეული უფროსი ოფიცრები. მაგი-
დასთან ყოველთვის ახსენებდნენ ლიპოლდის ბრძოლისადმი უჩ-
ვეულო წყურვილს. მათგან განსხვავებით, ლიპოლდმა არ იცო-
და, რომ ომი უკვე წაგებული იყო და ფრონტზე ალბათ ამიტომაც
მიუწევდა გული.
ნაკლებად სავარაუდოა, ლიპოლდს წასვლამდე ჰასებრეკის-
თვის დაერეკოს. სატელეფონო კავშირს ერიდებოდნენ, რადგან
საბჭოელებს ბრესლაუ უკვე ალყაში მოექციათ და გროს--
როზენამდეც შორი აღარ იყო, თუმცა ლიპოლდის პატრიოტული
გამოსვლები სხვებსაც სმენოდათ და მისი პრაღაში გადაყვანა
გროს-როზენში ალბათ არ გაჰკვირვებიათ. იოზეფ ლიპოლდმა

499 მკითხველთა ლიგა


ბრინლიცის კომენდანტად ობერშარფიურერი მოცეკი დატოვა,
თავად კი ოცნება აისრულა და საომრად გაემართა.
ოსკარი დასასრულის მოლოდინში უქმად არ მჯდარა. მაისის
პირველ დღეებში როგორღაც შეიტყო (შესაძლოა, ვიღაცამ
დაურეკა ბრნოდან, სადაც სატელეფონო ხაზები ჯერაც მუშაობ-
და), რომ საწყობი, რომელთანაც მუდმივად თანამშრომლობდა,
მიეტოვებინათ. ოსკარმა სატვირთო მანქანაში ექვსი პატიმარი
ჩაისვა და სასწრაფოდ საწყობის გასაძარცვად გაეშურა. სამხრე-
თის გზაზე რამდენიმე საკონტროლო-გამშვები პუნქტი შეხვდათ,
მაგრამ ყველგან „მორავიისა და ბოჰემიის SS-ის პოლიციის
უმაღლესი თანამდებობის პირების“ მიერ ხელმოწერილი და ბე-
ჭედდასმული ყალბი დოკუმენტები აფრიალეს. საწყობი ცეცხლის
რკალში მოქცეული დახვდათ. ახლომახლო ყველა სამხედრო
საწყობისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ, გარდა ამისა, ავიამოიერი-
შეებს ხანძარგამჩენი ბომბები ჩამოეყარათ. ქალაქის ცენტრიდან,
სადაც ჩეხოსლოვაკიელი პარტიზანები კარდაკარ ებრძოდნენ
ადგილობრივ გარნიზონს, სროლა ისმოდა. ჰერ შინდლერმა
სატვირთო მანქანა საწყობთან გააჩერებინა, კარი შეამტვრევინა
და შიგნით შეიჭრნენ. საწყობი სიგარეტ „ეგიპსკის“ ყუთებით სავსე
აღმოჩნდა.
საწყობი კი უშიშრად გაძარცვა, მაგრამ ოსკარი სლოვაკეთი-
დან მოსულმა ხმებმა დააფრთხო, რუსები გაუსამართლებლად
და განურჩევლად ხვრეტდნენ გერმანელ სამოქალაქო პირებსო.
ყოველღამე უსმენდა BBC-ს ახალ ამბებს და, იმის გააზრებამ,
რომ ომი ცვიტაუს მიდამოებში რუსების გამოჩენამდე დამთავრე-
ბოდა, ცოტათი დაამშვიდა.
BBC-ს ჩუმ-ჩუმად პატიმრებიც უსმენდნენ და ახალი ამბები მა-
თაც იცოდნენ. რადიოტექნიკოსებს – ზენონ შენიჩსა და არტურ
რაბნერს გამუდმებით უწევდათ ოსკარის რომელიმე რადიომიმ-
ღების „შეკეთება“. შედუღების სექციაში დღის ორ საათზე ზენონი
500 მკითხველთა ლიგა
ყურსასმენებს გაიკეთებდა და „ლონდონის ხმის“ საინფორმაციო
გამოშვებას უსმენდა. ღამის ორ საათზე ღამის ცვლის მუშები უს-
მენდნენ ახალ ამბებს. ერთხელ, ღამით ერთმა SS-ელმა მცველ-
მა რადიოსთან მჯდარი სამი მუშა იპოვა.
– ჰერ დირექტორს რადიო გაუფუჭდა და შეკეთება დაგვავა-
ლა, – უთხრეს მათ SS-ელს, – სულ ერთი წუთია, რაც ავამუშა-
ვეთ.
წლის დასაწყისში პატიმრებს ეგონათ, მორავიას ამერიკელები
გაათავისუფლებდნენ, მაგრამ ეიზენჰაუერი მდინარე ელბასთან
შეჩერდა და ცხადი შეიქნა, რომ მორავიას რუსები დაიკავებდნენ.
ოსკარის უახლოესი პატიმრების წრე ებრაულ ენაზე წერილს ამ-
ზადებდა, რომელსაც ოსკარის მოკლე ბიოგრაფიას დაურთავ-
დნენ. ამერიკელებისთვის ამ წერილის წარდგენა ოსკარს წაად-
გებოდა, ამერიკის არმიაში ხომ არა მხოლოდ ებრაელი ჯარის-
კაცები, საველე რაბინებიც ირიცხებოდნენ. სწორედ ამიტომ მიაჩ-
ნდათ შტერნსა და თავად ოსკარს, რომ ჰერ დირექტორისთვის
ამერიკელებამდე მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
ოსკარის ამ გადაწყვეტილებაზე ცენტრალურ ევროპაში გავრცე-
ლებულმა სტერეოტიპებმაც იმოქმედა – აქ რუსებს ბარბაროსე-
ბად, უჩვეულო რწმენის ხალხად და არაჰუმანურებად მიიჩნევ-
დნენ. გარდა ამისა, თუ აღმოსავლეთიდან მოსული ცნობები სან-
დო იყო, ოსკარს რაციონალური შიშის საფუძველი ნამდვილად
ჰქონდა.
შიშს არ მოუდუნებია, პირიქით, ფხიზლობდა და აი, 7 მაისს,
ნაშუაღამევს, მოლოდინით აღსავსემ, BBC-ზე გერმანელთა და-
ნებების შესახებ შეიტყო. ომი ევროპაში მომდევნო შუაღამით, 8
მაისს, სამშაბათს დასრულდებოდა. ოსკარმა ემილიე გააღვიძა.
უძილო შტერნი კაბინეტში იხმეს ჰერ დირექტორთან ერთად სა-
ზეიმო მოვლენის აღსანიშნავად.

501 მკითხველთა ლიგა


მეორე დილით ფაბრიკაში მუშები მუშაობას აგრძელებდნენ.
ის კი არა, ჩვეულებრივზე უკეთ და მეტი იმუშავეს. შუადღისას ეს
მოჩვენებითი საქმიანი ატმოსფერო ჰერ დირექტორმა დაარ-
ღვია, როცა ჩერჩილის გამარჯვების სიტყვა მეგაფონების მეშ-
ვეობით მთელ ბანაკს მოასმენინა. ლუტეკ ფაიგენბაუმს ინგლისუ-
რი ესმოდა და თავის ჩარხთან განცვიფრებული გაშეშდა. სხვებმა
ბოლო წლების განმავლობაში პირველად გაიგონეს ენა, რომე-
ლიც ამერიკაში მათთვის მშობლიური გახდებოდა. მეგაფონებით
გაძლიერებული ჩერჩილის იდიოსინკრაზიული ხმა, თავისებურად
ნაცნობი გარდაცვლილი ფიურერის ხმასავით, ბანაკის ჭიშკარსა
და საგუშაგო კოშკებს მისწვდა, მაგრამ SS-ელებს ყურადღება არ
მიუქცევიათ. მზერა (ისევე, როგორც ოსკარს) გარეთ მიემართათ,
საიდანაც ნებისმიერ წამს ელოდნენ საბჭოელების გამოჩენას. ჰა-
სებრეკის ბოლო ტელეგრამის მიხედვით, ახლა ტყეში ეგზეკუ-
ციებით უნდა ყოფილიყვნენ დაკავებული. ამის ნაცვლად შუაღა-
მის დადგომას ელოდნენ, ხშირ, მწვანე ტყეს გაჰყურებდნენ და
იმას ფიქრობდნენ, იქ პარტიზანები იქნებიან თუ არაო. არც ნერ-
ვიული ობერშარფიურერი მოცეკი და არც მოვალეობის გრძნობა
მათ პოსტის დატოვების ნებას არ აძლევდა. როგორც მათი მრა-
ვალი ზემდგომი განაცხადებს სასამართლო პროცესზე, სწორედ
მოვალეობის გამძაფრებული გრძნობა წარმოადგენდა SS-ის მა-
მოძრავებელ ძალას.
მშვიდობის გამოცხადებიდან მის აღსრულებამდე ორი მღელ-
ვარე დღის განმავლობაში, იუველირი პატიმარი ლიჰტი ოსკა-
რისთვის დაბადების დღეზე ნაჩუქარი საკინძეების ზარდახშაზე
უფრო მრავალმნიშვნელოვან ძღვენს ამზადებდა. მოხუცმა ბა-
ტონმა იერეთმა ლიჰტი ბანაკში არსებული ცოტაოდენი ოქ-
როულობით მოამარაგა. საყოველთაო მოსაზრებით (ამას თვით
ბუძინელები, თავგამოდებული მარქსისტები ეთანხმებოდნენ), ოს-
კარი ნაშუაღამევს უნდა გაქცეულიყო. ოსკარის უახლოეს მეგო-
502 მკითხველთა ლიგა
ბართა წრე – შტერნი, ფინდერი, გარდე, ძმები ბეისკები და პემპე-
რი – მის გასაცილებლად მცირე ცერემონიის გამართვას გეგმავ-
დნენ. ეს ფაქტი აღნიშვნის ღირსია. ბრინლიცის მცხოვრებნი ბო-
ლომდე დარწმუნებული არ იყვნენ, მშვიდობიან დროს მოესწრე-
ბოდნენ თუ არა, მაგრამ მაინც ჰერ დირექტორის საჩუქრით გაცი-
ლებას აპირებდნენ.
საჩუქრის დასამზადებლად არაკეთილშობილი ლითონების
გარდა ხელთ არაფერი ჰქონდათ, მაგრამ ბატონმა იერეთმა უკე-
თესი რამ შესთავაზა გაცილების ცერემონიის ორგანიზატორებს:
კბილის პროთეზის ოქროს ხიდი. ოსკარი რომ არა, SS-ი ამ
პროთეზს მაინც წამართმევდა და ჩემი კბილები ახლა SS-ის რო-
მელიმე საწყობში ლუბლინელი, ლოძელი ან ლვოველი პატიმ-
რების ოქროს კბილების გროვაში ეგდებოდაო.
იერეთის დაჟინებულ მოთხოვნას დასთანხმდნენ. ერთ-ერთმა
პატიმარმა, ყოფილმა კრაკოველმა დანტისტმა, პირიდან პრო-
თეზი გამოუღო. ლიჰტმა ოქრო გადაადნო და 8 მაისის შუადღეს
ბეჭდის შიდა მხარეს ებრაულად წარწერა ამოტვიფრა: თალმუ-
დის ამ მუხლის ციტატა 1939 წლის ოქტომბერში შტერნმა ოს-
კარს ბუხჰაისტერის კაბინეტის წინ შეახსენა: „ის, ვინც ერთი ადა-
მიანის სიცოცხლეს იხსნის, მთელ ქვეყნიერებას იხსნის“.
იმ შუადღით ფაბრიკის გარაჟში ოსკარის „მერსედესის“ ჭერი-
დან და კარების შიდა მხრიდან გადასაკრავი ააძრეს, ქვეშ ჰერ
დირექტორის ბრილიანტებით სავსე ქისები დამალეს და ზემო-
დან ხელახლა გადააკრეს ახალი ტყავი ისე, რომ გამობურცული
ადგილები არ დასტყობოდა. უჩვეულო დღე იყო. გარაჟიდან
რომ გამოვიდნენ, მზე საგუშაგო კოშკებს მიღმა ჩადიოდა. კოშკე-
ბიდან ჯერაც იმზირებოდნენ დატენილი „შპანდაუები“, მაგრამ ახ-
ლა უჩვეულოდ უსარგებლოდ გამოიყურებოდნენ. მთელი სამყა-
რო გადამწყვეტი სიტყვის მოლოდინში გარინდულიყო.

503 მკითხველთა ლიგა


ასეთი სიტყვები საღამოს გაისმა. როგორც თავის დაბადების
დღეზე, ოსკარმა ახლაც სთხოვა კომენდანტს, პატიმრები ფაბრი-
კაში შეეკრიბა. შეკრებას ამჯერადაც დაესწრნენ უკვე გასაქცევად
გამზადებული გერმანელი ინჟინრები და მდივნები. მათ შორის
იდგა ინგრიდი, ოსკარის ძველი სიყვარული. იგი ბრინლიციდან
ოსკარს არ გაჰყოლია, ბანაკიდან ძმასთან, დახეიბრებულ ომის
ვეტერანთან ერთად გაიქცა. იმის გათვალისწინებით, რომ ოს-
კარმა პატიმრების ბარტერული საგნებითა და საქონლით მოსა-
მარაგებლად ბევრი დრო და ენერგია დახარჯა, ძნელად სავა-
რაუდოა, ძველი სატრფო ბრინლიციდან ხელცარიელი გაეშვა
და თავის გადასარჩენად რამე არ გაეტანებინა. წლების შემდეგ
ოსკარი და ინგრიდი ალბათ ძველი მეგობრებივით შეხვდნენ ერ-
თმანეთს, სადმე დასავლეთში.
როგორც ოსკარის დაბადების დღეზე, ჯარისკაცები ამჯერა-
დაც გარს შემოერტყნენ დიდ დარბაზს. ომი ექვსიოდ საათში
დამთავრდებოდა, მაგრამ SS-ელები ფიცის გატეხას და დროზე
ადრე დანებებას არ აპირებდნენ. პატიმრები მცველებს აკვირდე-
ბოდნენ და მათი სულიერი მდგომარეობის წარმოდგენას ცდი-
ლობდნენ.
როგორც კი გამოაცხადეს, ჰერ დირექტორი ბრინლიცელებს
კიდევ ერთხელ მიმართავსო, წინასწარ გაფრთხილებულმა ორმა
პატიმარმა ქალმა, ვაიდმანმა და ბერგერმა, ფანქრები მოიმარ-
ჯვა, რათა ოსკარის სიტყვა ჩაეწერა. ეს იმპროვიზებული სიტყვა
კაცისა, რომელმაც იცოდა, რომ მალე დევნილი უნდა გამხდარი-
ყო, ალბათ, მოსასმენად უფრო ამაღელვებელი იყო, ვიდრე
ვაიდმან-ბერგერის წერილობით ვარიანტშია. გამოსვლაში მან
დაბადების დღეზე წამოჭრილი თემების განხილვა გააგრძელა
და ამჯერად, როგორც ჩანს, პატიმრებსაც და გერმანელებსაც
ერთგვარი დასკვნა გააცნო. ოსკარმა პატიმრები ახალი ერის
მემკვიდრეებად გამოაცხადა. მისი სიტყვით საბოლოოდ დადას-
504 მკითხველთა ლიგა
ტურდა, რომ სხვებს – SS-ელებს, თავად ოსკარს, ემილიეს,
ფუქსს, შენბრუნს – თავისთვის უნდა ეშველათ.
– ახლახან გერმანიის უსიტყვო კაპიტულაცია გამოცხადდა, –
თქვა მან, – ექვსწლიანი სასტიკი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ დაღუ-
პულთა დატირების დრო დადგა, ევროპაში მშვიდობის და წესრი-
გის აღდგენა დაიწყება. მივმართავ მათ, ვინც ჩემთან ერთად გა-
დაიტანა ეს მძიმე წლები: შეინარჩუნეთ წესრიგი და დისციპლინა,
რათა უკანასკნელი დაბრკოლებაც გადალახოთ და რამდენიმე
დღეში დანგრეულ და გაძარცვულ სახლებს დაუბრუნდეთ ოჯახის
დაკარგული წევრების მოსაძებნად. ამგვარად, პანიკას და პანი-
კის წინასწარ განუჭვრეტელ შედეგებს თავიდან აიცილებთ.
რასაკვირველია, ოსკარი პანიკის პატიმრებში გავრცელებას
არ გულისხმობდა. იგი გარნიზონს, კედლებთან მდგარ ჯარისკა-
ცებს მიმართავდა. ოსკარი SS-ელებს წასვლას, პატიმრებს კი
მათ გაშვებას ურჩევდა. მისი თქმით, მოკავშირეთა სახმელეთო
ჯარების მთავარსარდალი, გენერალი მონტგომერი ყველას
მოუწოდებდა, დამარცხებულთ ჰუმანურად მოპყრობოდნენ, ხო-
ლო გერმანელთა განსჯისას, დანაშაული და მოვალეობა ერთმა-
ნეთისგან განესხვავებინათ.
– წინა ხაზზე მებრძოლი ჯარისკაცი და საკუთარი მოვა-
ლეობის შემსრულებელი კეთილსინდისიერი ადამიანი არ უნდა
დაისაჯოს იმ ვიწრო ჯგუფის ბოროტმოქმედებათა გამო, თავიანთ
თავს გერმანელებს რომ უწოდებდნენ.
თანამემამულეთა დასაცავად წარმოთქმულ ამ სიტყვებს მომ-
დევნო წლებში პატიმრები სხვებისგან კიდევ არაერთხელ მოის-
მენენ. თუმცა, თუკი ვინმე იმსახურებდა და, თუკი ვინმესგან მოით-
მენდნენ ამ სიტყვების წარმოთქმას, ეს რასაკვირველია, ჰერ ოს-
კარ შინდლერი იყო.
– მილიონობით ებრაელის, თქვენი მშობლების, შვილებისა
და ძმების ხოცვა-ჟლეტის ფაქტი ათასობით გერმანელმა დაგმო;
505 მკითხველთა ლიგა
დღესაც კი მილიონობით მათგანმა არაფერი იცის ამ უსაზღვრო
საშინელებებზე.
დახაუსა და ბუხენვალდში წლის დასაწყისში ნაპოვნი დოკუმენ-
ტები და საბუთები, რომელთა მოკლე შინაარსი ბბჩ-მ გააცნო
მსოფლიოს, ოსკარის თქმით, მრავალი გერმანელისთვის „ამ
უსასტიკესი განადგურების“ პირველი სამხილები იყო. ამიტომაც
კიდევ ერთხელ სთხოვა მსმენელებს, ჰუმანურობა და სამარ-
თლიანობა გამოეჩინათ და დამნაშავეთა გასამართლება უფლე-
ბამოსილ პირთათვის მიენდოთ.
– თუკი ვინმეს ბრალს დასდებთ, ეს სათანადო ადგილას
გააკეთეთ. რადგან ახალ ევროპაში პატიოსანი მოსამართლეები
იქნებიან და ეს მოსამართლეები თქვენს საჩივარს მოისმენენ.
შემდეგ გასული წლის განმავლობაში პატიმრებთან მეგობრო-
ბასა და თანამშრომლობას შეეხო. რაღაც მხრივ, მისი სიტყვები
ნოსტალგიურიც კი იყო. იმავდროულად, მათში გეთისა და ჰასებ-
რეკისნაირებთან ერთად გასამართლების შიში იგრძნობოდა.
– მრავალ თქვენგანს კარგად მოეხსენება, როგორ მავიწრო-
ებდნენ და ათასნაირად ხელს მიშლიდნენ, მაგრამ ყველა დაბ-
რკოლება გადავლახე და ამ წლების განმავლობაში ჩემი მუშები
შევინარჩუნე. ჯერ ხომ პოლონელი მუშის უფლებების დაცვა, მის-
თვის სამუშაოს შენარჩუნება და რაიხში იძულებით გადასახლე-
ბისგან დახსნა იყო უაღრესად რთული, ახლა წარმოიდგინეთ,
რამდენი მძიმე ბრძოლა გადავიხადე ებრაელი მუშების დასაცა-
ვად.
ოსკარმა რამდენიმე შემთხვევა მოიყვანა მაგალითად, შემდეგ
მუშებს მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომისათვის და საბ-
რძოლო საშუალებათა ინსპექციის მოთხოვნების შესრულების-
თვის. იმის გათვალისწინებით, რომ ბრინლიცში არაფერს აწარ-
მოებდნენ, ეს მადლობა, ალბათ, ირონიულიც იყო. მაგრამ ოს-
კარს ირონიულად არ წარმოუთქვამს. ჰერ დირექტორი მათ პირ-
506 მკითხველთა ლიგა
დაპირი მნიშვნელობით ამას ეუბნებოდა: „გმადლობთ, რომ სის-
ტემა გამაცურებინეთ“.
– თუკი რამდენიმე დღის შემდეგ თქვენთვის თავისუფლების
კარი გაიღება, გაიხსენეთ, როგორ გეხმარებოდნენ დამატებითი
საჭმლითა და ტანსაცმლით ფაბრიკის მეზობლად მცხოვრები
ბრინლიცელები. თავი არ დამიზოგავს და ყოველ ღონეს ვხმა-
რობდი, თქვენთვის დამატებითი საჭმლის საშოვნელად. გპირდე-
ბით, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებ თქვენს და თქვენი ყო-
ველდღიური საზრდოს დასაცავად. გავაგრძელებ თქვენზე ზრუნ-
ვას ზუსტად ღამის პირველის ხუთ წუთამდე. მეზობლებს ნუ გა-
ძარცვავთ და დააყაჩაღებთ. პატივი ეცით მსხვერპლად შეწირუ-
ლი მილიონობით თქვენი თანამოძმის ხსოვნას და პირადი შუ-
რისძიებისა და თავდასხმისგან თავი შეიკავეთ.
ოსკარმა აღიარა, რომ ამ მხარეში პატიმრების გამოჩენა არა-
ვის გახარებია, შინდლერის ებრაელები ბრინლიცში ტაბუირე-
ბულნი იყვნენო. შემდეგ ყურადღება უფრო პრობლემურ საკით-
ხზე გაამახვილა.
– თქვენს კაპოებსა და ზედამხედველებს ვავალებ წესრიგისა
და მუდმივი ურთიერთშეთანხმების შენარჩუნებას. ეს თქვენივე
უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. მადლობა დაუბეკს და მის წის-
ქვილს. დაუბეკი წარმოუდგენელ რამეებს სჩადიოდა თქვენთვის
საჭმლის მოსაწოდებლად. თქვენი სახელით მადლობას ვუხდი
წისქვილის მამაც გამგეს, რომელიც ყოველ ღონეს ხმარობდა
ბრინლიცის პატიმრების გამოსაკვებად.
გადარჩენისთვის მადლობას მე ნუ გადამიხდით. მადლობა გა-
დაუხადეთ თქვენს თანამოძმეებს, რომლებიც დღედაღამ მუშაობ-
დნენ იმისთვის, რომ განადგურებისგან ეხსენით. მადლობა უთხა-
რით უშიშარ შტერნს, პემპერსა და კიდევ რამდენიმე სხვას, რომ-
ლებიც გამუდმებით თქვენზე ფიქრობდნენ და ღელავდნენ და,
განსაკუთრებით კრაკოვში, სიკვდილისთვის არაერთხელ ჩაუხე-
507 მკითხველთა ლიგა
დავთ თვალებში. ამ დიდებულ ჟამს წესრიგის შენარჩუნება და
დაცვა, სანამ ერთად ვართ, ჩვენი ვალია. გთხოვთ, ერთმანეთსაც
სამართლიანად და კეთილად მოეპყარით. მსურს, განსაკუთრებუ-
ლი მადლობა გადავუხადო ჩემს პირად თანამშრომლებს, რომ-
ლებიც ბოლომდე მეხმარებოდნენ და მხარს მიჭერდნენ.
ოსკარის უთავბოლო სიტყვამ – ერთი თემიდან მეორე გადახ-
ტომამ, ერთი პრობლემიდან მეორესთან დაბრუნებამ – თანდა-
თან დაუდევრობის მწვერვალს მიაღწია. ოსკარი SS-ის გარნი-
ზონს მიუბრუნდა და ბარბაროსული ქმედებების ჩაუდენლობის-
თვის მადლობა გადაუხადა. ზოგიერთმა პატიმარმა გაიფიქრა:
„ჩვენ გვთხოვა, ნუ გამოიწვევთო და თვითონ რას აკეთებს?“
რადგან SS-ელები მაინც SS-ელები იყვნენ – გეთის, იონის,
ჰუიარისა და შაიდტის ჯარისკაცები. SS-ელს ასწავლიდნენ, რო-
გორ ემოქმედა გარკვეულ ვითარებაში და როგორ შეეხედა გარ-
კვეული საგნებისთვის; ეს მათ ჰუმანურობას ზღუდავდა. პატიმრე-
ბი დაფრთხნენ, რომ ოსკარი SS-ელთა მოთმინებას სცდიდა.
– მადლობას ვუხდი აქ შეკრებილ SS-ელ მცველებს, რომლე-
ბიც არმიიდან და ფლოტიდან დაუკითხავად გადმოიყვანეს ამ
სამსახურში. თავადაც ოჯახის უფროსებმა, უკვე კარგა ხანია გააც-
ნობიერეს ამ საქმის უღირსობა და უაზრობა. ბრინლიცში ისინი
გამორჩეულად კეთილად და წესიერად იქცეოდნენ.
ჰერ დირექტორის გამბედაობით გაკვირვებული და ცოტათი
აღელვებული პატიმრები ვერ მიხვდნენ, რომ ოსკარი დაბადების
დღეზე დაწყებულ საქმეს ამთავრებდა: ის SS-ელებს ბრძოლის
სურვილს ართმევდა. ჯარისკაცებს, რომლებიც „სიკეთისა და წე-
სიერების“ ოსკარისეულ ვერსიას შეუპასუხებლად მიიღებდნენ, ბა-
ნაკიდან წასვლის გარდა სხვა გზა აღარ დარჩებოდათ.
– დასასრულს, ყველას გთხოვთ, სამწუთიანი დუმილით პატივი
მივაგოთ ამ საშინელ წლებში დაღუპულ უამრავ თქვენს თანამოძ-
მეს.
508 მკითხველთა ლიგა
მისი თხოვნა ყველამ შეასრულა. დუმდნენ ობერშარფიურერი
მოცეკი და ჰელენ ჰირში; დუმდა ლუსია, რომელიც მხოლოდ ერ-
თი კვირის წინ ამოვიდა სარდაფიდან; დუმდნენ შენბრუნი, ემი-
ლიე და გოლდბერგი. დუმდნენ ისინი, ვისაც შუაღამის დადგომა
ეჩქარებოდა და ისინიც, ვისაც ერთი სული ჰქონდა, გაქცეულიყო.
უსაზარლესი ომის მიწურულს ყველანი ჩუმად იდგნენ ვეებერთე-
ლა წნეხებს შორის.
შშ-ელებმა ოსკარის გამოსვლის დასრულებისთანავე დატო-
ვეს დარბაზი. პატიმრები დარჩნენ. აქეთ-იქით იყურებოდნენ და
ფიქრობდნენ, აქაურობის ბატონ-პატრონნი უკვე ჩვენ ხომ არ
ვართო. ბინაში ბარგის ჩასალაგებლად მიმავალი ოსკარი და
ემილიე პატიმრებმა გააჩერეს და ლიჰტის ბეჭედი გადასცეს. ოს-
კარი კარგა ხანს ათვალიერებდა ბეჭედს; წარწერა ემილიეს უჩ-
ვენა და შტერნს სთხოვა, სიტყვები მითარგმნეო. როცა ოსკარმა
იკითხა, ოქრო სად იშოვეთო და უპასუხეს, იერეთის კბილის
პროთეზის ხიდი გადავადნეთო, ეგონათ, ოსკარი გაიცინებდა.
იერეთი ბეჭდის მჩუქებელთა შორის იდგა და დაცინვისთვის გა-
ღიმებული ემზადებოდა, თუმცა ოსკარმა სრული სერიოზულო-
ბით გაიკეთა ბეჭედი თითზე. მართალია, იმ მომენტში ეს არავის
გაუაზრებია, მაგრამ სწორედ მაშინ პატიმრები კვლავ თავიანთ
თავს დაემსგავსნენ, ხოლო ოსკარი მათ საჩუქრებზე დამოკიდე-
ბული გახდა.

509 მკითხველთა ლიგა


თავი 38

ოსკარის გამოსვლის შემდეგ SS-ის გარნიზონმა აბარგება და-


იწყო. ფაბრიკაში ბუძინელთაგან და ბანაკის სხვა მცხოვრებთაგან
არჩეულ მეთაურებს ოსკარის ნაშოვნი საომარი იარაღი დაური-
გეს. ისინი SS-ელებთან ბრძოლის ნაცვლად მათ განიარაღებას
იმედოვნებდნენ. ოსკარის თქმისა არ იყოს, უკუქცეული და გამწა-
რებული გერმანული შენაერთების ბანაკთან მოზიდვა უგუნურება
იქნებოდა. თუმცა, თუ მათთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდებო-
და, საგუშაგო კოშკების ხელყუმბარებით დაბომბვა მოუწევდათ.
მეთაურებს მხოლოდ ოსკარის მიერ გამოსვლისას წარმოთ-
ქმული სიტყვების ფორმალურად გამეორება დასჭირდათ. ბანა-
კის ჭიშკრის მცველებმა ლამის სიამოვნებით დაყარეს იარაღი.
SS-ის ყაზარმებისკენ მიმავალი კიბის ჩაბნელებულ საფეხურებზე
პოლდეკ პფეფერბერგმა და პატიმარმა იუსეკ ჰორნმა კომენდან-
ტი მოცეკი განაიარაღეს. პფეფერბერგმა მას ზურგზე თითი
მიადო და მოცეკმა, როგორც ნებისმიერმა საღად მოაზროვნე
ორმოც წელს გადაცილებულმა კაცმა, რომელსაც შინ ცოლ--
შვილი ელის, შეწყალება ითხოვა. პფეფერბერგმა კომენდანტს
პისტოლეტი ჩამოართვა. დამწყვდეული მოცეკი ხმამაღლა
სთხოვდა ჰერ დირექტორს შველას. ხანმოკლე პატიმრობის შემ-
დეგ ის გაათავისუფლეს და შინისაკენ გაეშურა.
საგუშაგო კოშკები, რომელთა შესახებ ურის და მის თანამებ-
რძოლებს ბევრი უმსჯელიათ და მათ ასაღებად არაერთი გეგმა
დაუწყვიათ, დაცარიელებული დახვდათ. კოშკებზე გარნიზონის
დატოვებული იარაღით შეიარაღებული პატიმრები განალაგეს,
რათა ნებისმიერი გამვლელისთვის ეჩვენებინათ, რომ ბანაკში
ძველებურად წესრიგი მეფობდა.

510 მკითხველთა ლიგა


შუაღამისას ბანაკში არც ერთი SS-ელი კაცი ან ქალი აღარ
ჩანდა. ოსკარმა კაბინეტში ბანკირი იხმო და ერთ-ერთი საწყობის
გასაღები მისცა. ეს სამხედრო-საზღვაო ძალების მარაგების საწ-
ყობი იყო. საბჭოთა არმიის სილეზიაში შეჭრამდე ეს საწყობი
სადღაც კატოვიცეს მიდამოებში მდებარეობდა. საბრძოლო სა-
შუალებათა ინსპექცია ამ მარაგების უსაფრთხო ადგილას გადა-
ტანას ცდილობდა და ოსკარმა, როგორც მოგვიანებით გაამხი-
ლა, საწყობის თაობაზე ხელშეკრულების დადება „საჩუქრების
მეშვეობით“ მოახერხა. კიტელებით, უნიფორმებით და შალის
საცვლებით, ნახევარი მილიონი ძაფის კოჭითა და სხვადასხვა
სახეობის ფეხსაცმლით სავსე თვრამეტი სატვირთო მანქანა შევი-
და ბრინლიცში და ტვირთი დაასაწყობეს. როგორც შტერნი და
სხვები ამტკიცებენ თავიანთ ჩვენებებში, შინდლერმა იცოდა, რომ
ეს მარაგები მასთან ომის დასრულებამდე დარჩებოდა და მათ
პატიმრებისთვის ინახავდა, დასჭირდებათო. ოფიციალურ განცხა-
დებებში ოსკარიც იმავეს იმეორებს, ხელშეკრულება იმიტომ გა-
ვაფორმე, რომ ჩემს ებრაელ პროტეჟეებს ომის დასრულების
შემდეგ ტანსაცმელი ჰქონოდათო. „ებრაელმა ტექსტილის ექ-
სპერტებმა საწყობში შენახული სამოსის ღირებულება 150 000
აშშ დოლარზე მეტად შეაფასეს (ომამდელი ვალუტის კურსით)“.
ოსკარს ბრინლიცში მართლაც ჰყავდა ხალხი, ვისაც ამ მარა-
გების შეფასება შეეძლო – მაგალითად, იუდა დრეზნერი, რო-
მელსაც ომამდე სტრადომის ქუჩაზე საკუთარი საფეიქრო საწარ-
მო ჰქონდა, და იცხაკ შტერნი, რომელიც ქუჩის გადაღმა მდება-
რე, ტექსტილის კომპანიაში მუშაობდა.
ბანკირისთვის ძვირადღირებული გასაღების გადაცემისას ოს-
კარს და მის ცოლს, ემილიეს, პატიმრის ზოლიანი უნიფორმები
ეცვათ. ოსკარი DEF-ის არსებობის პირველივე დღეებიდან ვითა-
რების რადიკალურად შეცვლისთვის იბრძოდა და მან ეს
მოახერხა. როცა ეზოში პატიმრებთან დასამშვიდობებლად გავი-
511 მკითხველთა ლიგა
და, ყველამ იფიქრა, რომ შესანიღბად გადაცმული ოსკარი ამ
იერს მარტივად მოიცილებდა ამერიკელებთან შეხვედრისას.
თუმცა, ამ უხეში ქსოვილისგან შეკერილ სამოსს სასაცილოდ აგ-
დება არ ეწერა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოსკარი სამუდა-
მოდ ბრინლიცისა და „ემალიის“ ტყვეობაში დარჩა.
ოსკარისა და ემილიეს გასაცილებლად რვა პატიმარი გამოვი-
და მოხალისედ. ყველანი ახალგაზრდები იყვნენ, მათ შორის,
ცოლ-ქმარი რიჰარდი და ანკა რეხენიც ერია. გამცილებლებიდან
ყველაზე უფროსი ედეკ როიბინსკი თითქმის ათი წლით უმცროსი
იყო შინდლერებზე. შემდეგში სწორედ მან გაიხსენა უჩვეულო
მოგზაურობის დეტალები.
ემილიე, ოსკარი და მათი მძღოლი „მერსედესში“ ჩასხდნენ.
მათ უკან მიჰყვებოდა საჭმლითა და ბარტერისთვის განკუთვნილი
ალკოჰოლური სასმელითა და სიგარეტებით სავსე სატვირთო
მანქანა. ოსკარი ძლიერ ღელავდა. რუსული საფრთხე ნაწილობ-
რივ აღარ არსებობდა, ვლასოვის შენაერთებმა უკან დაიხიეს,
მაგრამ საბჭოთა შენაერთები ბრინლიცში, როგორც ვარაუდობ-
დნენ, დილით ან უფრო ადრე უნდა გამოჩენილიყვნენ. პატიმრი-
სუნიფორმიანი ემილიე და ოსკარი „მერსედესის“ უკანა სავარ-
ძელზე ისხდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ცოლ-ქმარი პატიმრებს
კი არა, მასკარადზე მიმავალ ბურჟუებს უფრო ჰგავდნენ. ოსკარი
შტერნს უკანასკნელ რჩევებს აძლევდა, ხოლო ბანკირსა და
სალპეტერს – ბრძანებებს. მიუხედავად ყველაფრისა, ეტყობოდა,
რომ წასვლა უნდოდა. როცა მძღოლმა, დოლეკ გრიუნჰაუტმა
„მერსედესის“ დაძვრა სცადა, ძრავა არ დაიქოქა. ოსკარი უკანა
სავარძლიდან გადმოვიდა და მანქანას კაპოტი ახადა. შეშფოთე-
ბული ჩანდა. საერთოდ აღარ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელმაც
რამდენიმე საათის წინ შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა.
– რა სჭირს? – წამდაუწუმ კითხულობდა იგი, მაგრამ გრიუნ-
ჰაუტი სიბნელეში ვერაფერს ხედავდა. ძრავის გაუმართაობის მი-
512 მკითხველთა ლიგა
ზეზის დადგენა მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ მოხერხდა, რადგან
წუნი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ვიღაცა ისე დაეფ-
რთხო ოსკარის გამგზავრების იდეას, რომ სადენები გადაეჭრა.
ჰერ დირექტორთან დასამშვიდობებლად შეკრებილთა შორის
მდგარი პფეფერბერგი მაშინვე შედუღების სექციაში გაიქცა, ხელ-
საწყოები მოიტანა და მანქანის შეკეთებას შეუდგა. ოსკარის
მღელვარება მასაც გადაედო, გაოფლიანდა და ხელებს მოუქნე-
ლად ამოძრავებდა. შინდლერი ჭიშკარს თვალს არ აშორებდა,
თითქოს ნებისმიერ წამს რუსების გამოჩენას ელოდა. მისი შიში
უსაფუძვლო სულაც არ იყო – ეზოში მდგარნიც ამას უფრთხოდ-
ნენ – და პფეფერბერგიც დიდხანს და შეუსვენებლად მუშაობდა.
გრიუნჰაუტმა კიდევ ერთხელ გადაატრიალა გასაღები და, ბო-
ლოს და ბოლოს, ძრავა დაიქოქა.
„მერსედესი“ დაიძრა, სატვირთო მანქანა უკან მიჰყვა. ყველა-
ნი ნერვიულობდნენ და ფორმალური დამშვიდობების თავი აღა-
რავის ჰქონდა. ჰილფშტაინის, შტერნისა და სალპეტერის ხელ-
მოწერილი, ოსკარის და ემილიეს მიერ პატიმრების საკეთილ-
დღეოდ გაწეული ძალისხმევის დამმოწმებელი წერილი შინდლე-
რებს გადასცეს. შინდლერების კონვოი ბანაკიდან გავიდა, მარ-
ცხნივ გაუხვია და ჰავლიჩკუვ-ბროტის მიმართულებით, ოსკარის-
თვის ევროპის შედარებით უსაფრთხო ნაწილისკენ დაიძრა. მისი
გამგზავრება რაღაცით საქორწილო მსვლელობას მოგაგონებ-
დათ – ბრინლიცში უამრავ ქალთან ერთად ჩამოსული ოსკარი
ბანაკიდან ცოლთან ერთად მიდიოდა. შტერნი და სხვები ეზოში
იდგნენ. ამდენი დაპირების შემდეგ ისინი მართლაც გათავისუფ-
ლდნენ, ახლა კი თავისუფლების სიმძიმე და გაურკვევლობა უნ-
და ეტვირთათ.
უმეფობის ხანა სამ დღეს გაგრძელდა და ხიფათითა და მოვ-
ლენებით დახუნძლული აღმოჩნდა. SS-ელთა წასვლის შემდეგ
ბრინლიცში სიკვდილის მანქანის ერთადერთი წარმომადგენე-
513 მკითხველთა ლიგა
ლიღა დარჩა, გერმანელი კაპო, რომელიც შინდლერის ხალხს
გროს-როზენიდან ჩამოჰყვა ბრინლიცში. მას გროს-როზენშიც გა-
ესვარა ხელი ადამიანის სისხლში და მტრები ბრინლიცშიც გაეჩი-
ნა. მამაკაცი პატიმრების ჯგუფმა კაპო ბარაკიდან გამოათრია და
უმოწყალოდ ჩამოკიდა იმავე კოჭზე, რომელზე დაკიდებითაც
მცირე ხნის წინ უნტერშტურმფიურერი ლიპოლდი ბანაკის მოსახ-
ლეობას ემუქრებოდა. ზოგიერთმა პატიმარმა ჩარევა მოინდომა,
მაგრამ განრისხებული ჯალათები ვერ შეაჩერეს.
ეს იყო მშვიდობის დამყარების შემდეგ ჩადენილი პირველი
მკვლელობა და მრავალი ბრინლიცელი სიცოცხლის ბოლომდე
ზიზღით იხსენებდა მას. კაპოს ჩამოხრჩობამ (თუმც კი სულ სხვა
მიზეზით) ზუსტად ისევე შეძრა ისინი, როგორც საბრალო ინჟინე-
რი კრაუტვირტის ჩამოხრჩობამ პლაშუვის აპელპლაცზე. ოღონდ
ის ამონმა ჩამოახრჩო და ამონს ვერაფერი გამოასწორებდა, ხო-
ლო აქ ჯალათებად პატიმართა თანამოძმეები იქცნენ.
როგორც კი კაპომ ფართხალი შეწყვიტა, პატიმრები დაიშალ-
ნენ, ჩამოხრჩობილის გვამი კი დადუმებულ მანქანა--
მოწყობილობათა ზემოთ დაკიდებული დატოვეს. ამ შემთხვევამ
ბრინლიცელებს თავგზა აუბნია. კაპოს სიკვდილით დასჯამ გახა-
რების ნაცვლად, მათ პირიქით, ეჭვები გაუღრმავა. ბოლოს, ჩა-
მოხრჩობილი სხვებმა ჩამოხსნეს და გვამი დაწვეს. ამ მაგალით-
ზე ცხადად ჩანს, რაოდენ უჩვეულო ბანაკი იყო ბრინლიცი – ერ-
თადერთი გვამი, რომელიც ებრაელთა გვამების ნაცარტუტად
საქცევ ღუმელში დაწვეს, არიელს ეკუთვნოდა.
მეორე დღეს ფლოტის მარაგების განაწილება დაიწყეს. რუ-
ლონებს ხსნიდნენ და ქსოვილებს ჭრიდნენ. მოშე ბეისკის თქმით,
თითოეულმა პატიმარმა სამი მეტრი ქსოვილი, საცვლების თითო
წყვილი და რამდენიმე კოჭა შალის ძაფი მიიღო. ზოგიერთმა
ქალმა იმავე დღეს დაიწყო შინ წასასვლელად ახალი ტანსაც-

514 მკითხველთა ლიგა


მლის კერვა. სხვებმა კუთვნილი ქსოვილები გადაინახეს, რომ
მომავალ რთულ დღეებში სხვა საჭირო რამეებში გადაეცვალათ.
ხანძარში გახვეული ბრნოდან ოსკარის მიერ მოპარული სიგა-
რეტი „ეგიპსკიც“ დაარიგეს. ყოველმა პატიმარმა სალპეტერის
საწყობიდან თითო ბოთლი არაყი მიიღო. არაყი ცოტამ დალია,
ძვირფას სითხესთან განშორება ბევრს არ უნდოდა.
მეორე ღამით ბანაკს ცვიტაუს მხრიდან მომავალმა სატანკო
ქვედანაყოფმა ჩაუარა. ბუჩქებში ჩამალულმა, შაშხანით შეიარა-
ღებულმა ლუტეკ ფაიგენბაუმმა ლამის პირველივე ტანკს გაუხსნა
ცეცხლი, მაგრამ დროზე მიხვდა, რომ ეს ნაჩქარევი ქმედება არა-
ფერს არგებდა. ჯავშნიანმა მანქანებმა რიხინით ჩაიარეს. კოლო-
ნის ბოლოს მიმავალი ტანკის მემიზნემ ღობე და საგუშაგო კოშ-
კები შეამჩნია და ალბათ იფიქრა, აქ უთუოდ ებრაელი დამნაშა-
ვეები იმალებიანო. ტანკის ლულა მიატრიალა და ბანაკს ორი
ჭურვი ესროლა. ერთი ჭურვი ეზოში აფეთქდა, მეორე ქალთა სა-
ძინებლების აივანზე. ბრაზის ამ უმიზნო გამოვლინებას შეიარა-
ღებულმა პატიმრებმა გონიერებისა და გაკვირვების წყალობით
შესაბამისი პასუხი არ გასცეს.
როცა უკანასკნელი ტანკი მიეფარა თვალს, ეზოდან და ქალე-
ბის საძინებლიდან ტირილი მოისმა. ჭურვის ნამსხვრევები გოგო-
ნას მოხვედროდა. თავად გოგონა შოკურ მდგომარეობაში იყო,
ხოლო ქალებმა მისი ჭრილობების დანახვაზე წლების განმავ-
ლობაში გულში დაგროვილ დარდსა და მწუხარებას გასაქანი
მისცეს. სანამ ქალები მოთქვამდნენ, ბრინლიცის ექიმებმა დაშა-
ვებული გამოიკვლიეს. ჭრილობები ზედაპირული აღმოჩნდა.
ოსკარის კოლონა პირველი რამდენიმე საათის განმავლობა-
ში ვერმახტის სატვირთო მანქანების რიგს უკან მიჰყვებოდა. ნა-
შუაღამევს ომი ოფიციალურად დამთავრდა და უსაფრთხოდ გა-
დაადგილების შესაძლებლობა გაჩნდა. ავტოკოლონა არავის
გაუჩერებია. გზადაგზა გერმანელი ინჟინრები სამხედრო ნაგებო-
515 მკითხველთა ლიგა
ბებს აფეთქებდნენ, სადღაც შორიდან ჩასაფრებულ ჩეხ პარტიზა-
ნებთან შეტაკების ხმები ისმოდა. ქალაქ ჰავლიჩუვ-ბროტის მი-
სადგომებთან ოსკარის „მერსედესი“ და სატვირთო მანქანა ავტო-
კოლონას ჩამორჩა. მათ გზა ჩეხმა პარტიზანებმა გადაუღობეს.
ოსკარმა თავი პატიმრად მოაჩვენა.
– მე და ეს კეთილი ხალხი შრომის ბანაკიდან გამოვიქეცით.
SS-ელები და ჰერ დირექტორი გაიქცნენ. ეს ჰერ დირექტორის
ავტომობილია.
ჩეხებმა ჰკითხეს, იარაღი თუ გაქვთო. სატვირთო მანქანიდან
როიბინსკი ჩამოვიდა და კამათში ჩაერთო. მან აღიარა, რომ ავ-
ტომატური შაშხანა ჰქონდა. რაც გაქვს, ყველაფერი ჩვენ უნდა
მოგვცეთ, თორემ რუსებს თუ შეიარაღებულები გადაეყრებით, შე-
იძლება, ვერ გაგიგონო, უთხრეს ჩეხებმა. თქვენ მხოლოდ პატიმ-
რის უნიფორმები გიცავთო.
პრაღიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ავსტრიის გზაზე მდება-
რე ამ ქალაქში გაჯავრებულ გერმანულ შენაერთებთან შეხვედ-
რის ალბათობაც არსებობდა. პარტიზანებმა ოსკარს ქალაქის
მთავარ მოედანზე ჩეხეთის „წითელი ჯვრის“ ოფისში მისვლა ურ-
ჩიეს, იქ ღამის უსაფრთხოდ გათევას შეძლებთო.
„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა დევნილები არ მიიღეს,
ასეთ გაურკვეველ ვითარებაში ქალაქის საპატიმროში უფრო
უსაფრთხოდ იქნებითო. ამიტომ მანქანები „წითელი ჯვრის“ ოფი-
სის წინ მოედანზე დატოვეს, ხოლო ოსკარი, ემილიე და მათი
რვა თანამგზავრი მცირე ბარგით პოლიციის განყოფილებისკენ
გაემართნენ და იქ ღია საკნებში დაიძინეს.
დილით მოედანზე რომ დაბრუნდნენ, მანქანები გაძარცვული
დახვდათ. „მერსედესის“ სალონის ტყავის გადასაკრავი აეძროთ,
ბრილიანტები მოეპარათ, სატვირთო მანქანის საბურავები მოეხ-
სნათ, ორივე ავტომობილის ძრავა ამოეღოთ.

516 მკითხველთა ლიგა


– ასეთ დროში ვიღაც ყოველთვის რაღაცას კარგავს, – ფი-
ლოსოფიურად აუხსნეს ჩეხებმა დაზარალებულებს. შეიძლება
იეჭვეს კიდეც, რომ ქერათმიანი და ლურჯთვალება ოსკარი დევ-
ნილი SS-ელი იყო.
უტრანსპორტოდ დარჩენილი პატიმრის უნიფორმიანი დევნი-
ლები სამხრეთით, კაპლიცეს მიმართულებით მიმავალ მატარე-
ბელს გაჰყვნენ. როიბინსკიმ დანარჩენებს ურჩია, მატარებლიდან
ტყეში ჩამოვხტეთ და გზა ფეხით გავაგრძელოთო. ლინციდან
ჩრდილოეთით, სასაზღვრო ტყიან რეგიონში, ამერიკელებთან
შეხვედრას იმედოვნებდნენ.
ტყის გზაზე მიაბიჯებდნენ, როცა ტყვიამფრქვევთან მჯდარ ორ
ახალგაზრდა ამერიკელ მეტყვიამფრქვევეს შეეჩეხნენ. ორივე სა-
ღეჭ რეზინს ღეჭავდა. ოსკარის ერთ-ერთი პატიმარი მათ ინგლი-
სურად გამოელაპარაკა.
– ნაბრძანები გვაქვს, ამ გზაზე არავინ გავატაროთ, – უპასუხა
მას ერთ-ერთმა ჯარისკაცმა.
– გზას რომ შემოვუაროყთ, შეიძლება? – ჰკითხა პატიმარმა.
– მგონი, კი, – კევს პირიდან არ აგდებდა ამერიკელი ჯარის-
კაცი.
ამგვარად, ტყეში შევიდნენ და გზაზე ნახევარი საათის შემდეგ
დაბრუნდნენ. ამჯერად ჩრდილოეთისკენ მიმავალ, ორ რიგად
დაწყობილ ქვეითთა რაზმს გადააწყდნენ. ინგლისურის მცოდნე
პატიმრის მეშვეობით მათ მზვერავებს გამოელაპარაკნენ. ამასო-
ბაში თავად რაზმის მეთაურმა გააჩერა ჯიპი, მანქანიდან გადმო-
ვიდა და დევნილები დაჰკითხა. მისთვის არაფერი დაუმალავთ,
პირდაპირ გაუმხილეს, ოსკარი ჰერ დირექტორია, ჩვენ კი ებ-
რაელები ვართო. რატომღაც ეგონათ, რომ სამშვიდობოს გააღ-
წიეს, რაკი BBC-ს საინფორმაციო გამოშვებებიდან იცოდნენ, აშშ-
ის არმიაში გერმანული და ებრაული წარმოშობის ჯარისკაცებიც
ირიცხებოდნენ.
517 მკითხველთა ლიგა
– ფეხი არ მოიცვალოთ! – უბრძანა მათ მეთაურმა და ახსნა--
განმარტების გარეშე წავიდა, ხოლო ტყვეები ახალგაზრდა
ქვეითების მეთვალყურეობის ქვეშ დატოვა. ჯარისკაცებმა ოსკარს
და მის თანმხლებებს სიგარეტი „ვირჯინია“ შესთავაზეს. სიგარე-
ტი, ისევე როგორც ჯიპი, უნიფორმები და აღჭურვილობა თით-
ქოს პრიალებდა, ყველაფერს ეტყობოდა, რომ მძლავრი და თა-
ვისუფალი ფაბრიკა-ქარხნების ნაწარმი იყო და არა – ერზაცის.
ემილიე და პატიმრები ღელავდნენ, ოსკარს დააკავებენო, ეს
უკანასკნელი კი აუღელვებლად იჯდა მდელოზე და ტყიანი მთე-
ბის გაზაფხულის ცივ ჰაერს ხარბად ისუნთქავდა. მას ებრაულად
დაწერილი წერილი ჰქონდა, ნიუ-იორკში კი ებრაულის ბევრი
მცოდნე მოიძებნებოდა. ნახევარი საათის შემდეგ გზაზე არ-
ხეინად მომავალი, მეგობრულად მოლაყბე ჯარისკაცები გამოჩ-
ნდნენ. ესენი ებრაელი ქვეითები იყვნენ. მათ შორის რაბინიც
ერია. ისინი თავშეუკავებლად იქცეოდნენ, ყველას მადლობა გა-
დაუხადეს, ოსკარსა და ემილიესაც გადაეხვივნენ. საკონცენტრა-
ციო ბანაკის პირველი ტყვეები ხართ, ვისაც ჩვენი ბატალიონი
გადაეყარაო, აუწყეს დევნილებს.
მისალმებას რომ მორჩნენ, ოსკარმა ებრაელების გამოტანე-
ბული წერილი ამოიღო. რაბინმა წერილი წაიკითხა და ატირდა.
შემდეგ წერილის შინაარსი სხვა ამერიკელებს წაუკითხა. ტაშის-
კვრა ატყდა. ოსკარსა და მის თანმხლებებს უფრო მეტმა ადამი-
ანმა ჩამოართვა ხელი, უფრო მეტი ადამიანი გადაეხვია. ახალ-
გაზრდა ჯარისკაცები გულახდილები, ხმაურიანები და მიამიტები
იყვნენ.
შინდლერის ჯგუფმა ავსტრიის საზღვართან მდგარი ამერიკუ-
ლი პოლკის მეთაურთან და რაბინთან ორი დღე გაატარა. სტუმ-
რებს ჩინებული ყავით გაუმასპინძლდნენ. ასეთი ყავა ნამდვილ
პატიმრებს გეტოს დაარსების დღიდან აღარ გაესინჯათ. საჭმელ-
საც უზომოდ ჭამდნენ.
518 მკითხველთა ლიგა
ორი დღის შემდეგ რაბინმა მათ მტრისთვის წართმეული სას-
წრაფო დახმარების მანქანა მოუყვანა. შინდლერის ჯგუფი ზემო
ავსტრიაში, ნანგრევებად ქცეულ ქალაქ ლინცში გაემგზავრა.
ბრინლიცში მშვიდობის მეორე დღე გათენდა, მაგრამ საბ-
ჭოელები არ ჩანდნენ. შეიარაღებულ პატიმართა რაზმი უკვე იმა-
ზე წუხდა, რომ საჭიროზე დიდხანს მოუხდათ ბანაკში დარჩენა.
გაახსენდათ, რომ SS-ელებმა შიში მხოლოდ ერთხელ გამოამ-
ჟღავნეს (თუ ბოლო დღეებში მოცეკისა და მისი კოლეგების
მღელვარებას არ ჩავთვლით), როცა ტიფის ეპიდემია გავრცელ-
და. ჰოდა, ამჯერადაც მავთულხლართის ღობეზე ყველგან გა-
მაფრთხილებელი აბრები გამოაკრეს.
შუადღისას ბანაკის ჭიშკარს სამი ჩეხი პარტიზანი მოადგა და
ღობის იქიდან დაელაპარაკა მორიგე გუშაგებს: ომი დამთავრდა,
შეგიძლიათ, წახვიდეთო.
სანამ რუსები არ მოვლენ, ბანაკიდან არავის გავუშვებთო, უპა-
სუხეს მათ შეიარაღებულმა პატიმრებმა.
მათ სიტყვებში პატიმრის პათოლოგია იგრძნობოდა, ეჭვი იმი-
სა, რომ გარე სამყარო ხიფათითაა სავსე და გარეთ ნაბიჯ-ნაბიჯ
უნდა გახვიდე. იმავდროულად, ბრინლიცელები წინდახედულად
იქცეოდნენ, რადგან ჯერ არ იცოდნენ, რომ უკანასკნელმა გერმა-
ნულმა შენაერთმაც დატოვა ეს მიდამოები.
ჩეხებმა მხრები აიჩეჩეს და წავიდნენ.
იმ ღამით ჭიშკართან მოდარაჯე პოლდეკ პფეფერბერგს გზი-
დან მოტოციკლეტების რიხინი მოესმა. მოტოციკლეტები ტანკე-
ბივით გვერდით ჩავლას არ აპირებდნენ, ბანაკისკენ მოიწევდნენ.
სიბნელიდან SS-ის თავისქალიანი ხუთი მოტოციკლეტი გამოიკ-
ვეთა და ჭიშკართან ხმაურით გაჩერდა. როცა ახალგაზრდა SS--
ელები მოტოციკლეტებიდან გადმოვიდნენ და ჭიშკარს მიუახ-
ლოვდნენ, შიგნით მყოფი შეიარაღებული პატიმრები წაკამათ-
დნენ, სტუმრები დაუყოვნებლივ დაეხოცათ თუ არა.
519 მკითხველთა ლიგა
ეტყობა, მოტოციკლეტისტთა ჯგუფის მეთაური მიხვდა, რომ
საფრთხე ემუქრებოდათ. ის მავთულხლართის ღობეს ოდნავ მო-
შორდა და ხელები გაშალა.
– ბენზინი გვჭირდება, – თქვა მან, – აქ ხომ ფაბრიკაა და ვი-
ფიქრეთ, ბენზინი იქნებოდა.
პფეფერბერგმა დანარჩენებს უთხრა, აჯობებს, ბენზინი მივცეთ
და გავუშვათ, ვიდრე სროლა ავუტეხოთ და პრობლემები შევიქ-
მნათ. მათი თანამებრძოლებიც ახლომახლო იქნებიან მიმოფან-
ტულები და ხმაური აქ მოიზიდავსო.
საბოლოოდ, SS-ელები შიგნით შეუშვეს. რამდენიმე პატიმარი
გარაჟში წავიდა ბენზინის მოსატანად. SS-ის ოფიცერი ფრთხი-
ლობდა და არ იმჩნევდა, რომ ბანაკის დამცველი შეიარაღებული
პატიმრების (რომელთაც, ნამდვილ მცველებს ან გერმანელ კა-
პოებს მაინც რომ დამსგავსებოდნენ, ლურჯი კომბინეზონები ჩა-
ეცვათ) დანახვამ ძალიან გააკვირვა.
– იმედია, ხვდებით, რომ აქ ტიფის ეპიდემია მძვინვარებს, –
გერმანულად თქვა და ღობეზე გაკრულ აბრებზე მიუთითა პფე-
ფერბერგმა.
SS-ელებმა ერთმანეთს გადახედეს.
– ოცი ადამიანი უკვე გარდაიცვალა, – დაამატა პფეფერბერ-
გმა, – კიდევ ორმოცდაათი სარდაფშია, სხვებისგან იზოლირებუ-
ლი.
მოტოციკლისტები ამან აშკარად დააფრთხო. ისინი დაღლი-
ლები და დევნილები იყვნენ. გარბოდნენ, სადარდებელი ისედაც
ბევრი ჰქონდათ, გადამდები სენიც რომ არ აეკიდებინათ.
როცა ოცლიტრიანი კანისტრებით ბენზინი მოიტანეს, SS--
ელებმა მადლობა გადაიხადეს, პატიმრებს თავი დაუკრეს და ბა-
ნაკი დატოვეს. პატიმრები უყურებდნენ, როგორ გაავსეს მათ ავ-
ზები; კანისტრები, რომლებიც მოტოციკლეტის ეტლში ვერ
ჩაატიეს, ღობესთან დადგეს. შემდეგ ხელთათმანები გაიკეთეს,
520 მკითხველთა ლიგა
მოტოციკლეტები დაქოქეს და სწრაფად დაიძრნენ. მოტოციკლე-
ტების რიხინი სოფლის სამხრეთ-დასავლეთით მიწყნარდა. ბანა-
კის ჭიშკართან მდგარმა პატიმრებმა უკანასკნელად იხილეს ჰაინ-
რიხ ჰიმლერის საზარელი ლეგიონის უნიფორმიანი ჯარისკაცები.
ბანაკი მესამე დღეს გაათავისუფლეს და ეს ერთადერთმა საბ-
ჭოელმა ოფიცერმა გააკეთა. იგი ბრინლიცის ბანაკის ჭიშკარს
ვიწრო ხეობიდან მიადგა. სწორედ ამ ხეობიდან მოდიოდა ბანაკ-
თან საავტომობილო გზა და რკინიგზის განშტოება. როცა კაცი
ახლოს მოვიდა, გაირკვა, რომ ცხენზე კი არა, პონიზე იჯდა.
უზანგში გაყოფილი მისი ფეხები ლამის მიწას ეხებოდა, ცხოვე-
ლის ფერდებისთვის სასაცილოდ მიეკრა წვივები. ბრინლიცის პი-
რადად გათავისუფლება თითქოს მრავალი გაჭირვების ფასად
დაემსახურებინა. გაცრეცილი უნიფორმა ეცვა; ოფლით, სუსხითა
და ბრძოლებით გაცვეთილი შაშხანის ტყავის ღვედი თოკით შე-
ეცვალა. ცხენის სადავეც თოკისა იყო. როგორც ყოველთვის, პო-
ლონელებს ეს ქერა და თეთრპირისახიანი რუსი თან სრულიად
უცხოდ მოეჩვენათ, თან ახლობლად.
ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ ბანაკის მცველებმა პოლონე-
ლისა და რუსის ეს ჰიბრიდი შიგნით შეუშვეს. მისი გამოჩენის ამ-
ბავი მალე მთელ ბანაკს მოედო. ცხენიდან ჩამოქვეითებისას მას
ქალბატონმა კრუმჰოლცმა აკოცა. კაცმა გაიღიმა და ორ ენაზე
ითხოვა, სკამი მომიტანეთო. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ სწრა-
ფად შეუსრულა თხოვნა.
ოფიცერი სკამზე შედგა, რომ მაღალი გამოჩენილიყო (თუმც
პატიმრების უმეტესობას სიმაღლით ისედაც აღემატებოდა) და
განთავისუფლების სტანდარტული სიტყვა წარმოთქვა რუსულად.
ძირითადი აზრი მოშე ბეისკიმ გაიგო. ბრინლიცი დიადმა საბ-
ჭოელებმა იხსნეს. ამიერიდან პატიმრები თავისუფლები იყვნენ,
შეეძლოთ ქალაქში ან ნებისმიერ ადგილას წასულიყვნენ, რად-
გან საბჭოთა კავშირში, როგორც მითიურ სამოთხეში, არავის
521 მკითხველთა ლიგა
ყოფდნენ ებრაელად და წარმართად, კაცად და ქალად, მონად
და თავისუფალ ადამიანად. პატიმრებს ქალაქზე იაფფასიან შუ-
რისძიებას არ ურჩევდა. მოკავშირე სახელმწიფოები მათ მჩაგ-
ვრელებს ისედაც მოძებნიდნენ, შეიპყრობდნენ და სათანადოდ
დასჯიდნენ. მათთვის მთავარი ის უნდა ყოფილიყო, რომ
ტყვეობიდან გათავისუფლდნენ.
შემდეგ კაცი სკამიდან ჩამოვიდა და გაიღიმა, თითქოს ამბობს,
გამოსვლას მოვრჩი, ახლა თქვენს კითხვებს ვუპასუხებო. მას ბე-
ისკი და რამდენიმე ბრინლიცელი დაელაპარაკა. ოფიცერმა თა-
ვის თავზე მიუთითა და დამტვრეულ ბელორუსიულ იდიშზე (რო-
მელიც მამისგან კი არა, ალბათ პაპისგან ესწავლა) თქვა, ებ-
რაელი ვარო.
საუბარმა ახლებური სიღრმე შეიძინა.
– პოლონეთში ყოფილხართ? – ჰკითხა მას ბეისკიმ.
– კი, ახლა პოლონეთიდან მოვდივარ, – უპასუხა ოფიცერმა.
– იქ ებრაელები თუ დარჩნენ?
– არავინ მინახავს.
საბჭოთა ოფიცერს გარს სხვა პატიმრებიც შემოეხვივნენ, მის
ნათქვამს ერთმანეთს უთარგმნიდნენ და გადასცემდნენ.
– სადაურები ხართ? – ჰკითხა ოფიცერმა ბეისკის.
– კრაკოველები.
– ორი კვირის წინ ვიყავი კრაკოვში.
– აუშვიცი? აუშვიცზე რას გვეტყვით?
– როგორც გავიგე, იქ ცოტა ებრაელი დარჩა.
პატიმრები ჩაფიქრდნენ. ამ რუსის თქმით, პოლონეყთი სიცა-
რიელედ ექციათ და კრაკოვში ქილაში მოჩხრიალე ბარდის გამ-
ხმარ მარცვლებადღა თუ იგრძნობდნენ თავს.
– რით შემიძლია დაგეხმაროთ? – იკითხა ოფიცერმა.
საჭმლითო, გაისმა შეძახილები. საღამოს ერთ ურემ პურს და
ცოტაოდენ ცხენის ხორცს გამოგიგზავნითო, დაჰპირდა მათ ოფი-
522 მკითხველთა ლიგა
ცერი და იქვე დაამატა: – ოღონდ თქვენც გაიარეთ ქალაქში, იქ-
ნებ რამე იშოვოთ.
ბევრისთვის ეს აზრი მეტისმეტად რადიკალური აღმოჩნდა.
ზოგს ბანაკიდან გასვლა და ბრინლიცში საყიდლებზე წასვლა ვე-
რაფრით წარმოედგინა.
პემპერისა და ბეისკის მსგავსი ახალგაზრდა კაცები უკვე წა-
სასვლელად გამზადებულ რუს ოფიცერს ჭიშკრამდე მიჰყვნენ.
თუკი პოლონეთში ებრაელები აღარ დარჩნენ, იქ რაღა გვინდა,
მითითებებს არა გთხოვთ, მაგრამ იქნებ გვირჩიოთ, ამ ჩიხიდან
როგორ გამოვიდეთო.
– ვერაფერს გირჩევთ. არ ვიცი, სად უნდა წახვიდეთ. ერთი
იმას გეტყვით, რომ აღმოსავლეთში არ უნდა წახვიდეთ. მაგრამ
ნურც დასავლეთში წახვალთ, – თქვა და ღობეზე მიბმული პონის
ახსნა დაიწყო, – ჩვენ არსად არ ვუყვარვართ.
ბრინლიცის პატიმრებმა რუსი ოფიცრის რჩევა ყურად იღეს
და გარე სამყაროსთან კავშირის დასამყარებლად პირველი,
გაუბედავი ნაბიჯი გადადგეს. სხვებზე წინ ბანაკიდან ახალგაზ-
რდები გავიდნენ. გათავისუფლებიდან მეორე დღესვე დანკა შინ-
დელი ბანაკის უკან აღმართულ ბორცვზე ავიდა. შროშანებსა და
ფრინტებს ყვავილობა დაეწყოთ, გადამფრენი ფრინველები აფ-
რიკიდან დაბრუნებულიყვნენ. დანკა კარგა ხანს იჯდა ფერდობზე
და მშვენიერი დღით ტკბებოდა, მერე ქვემოთ დაეშვა და ბორ-
ცვის ძირას ბალახში ჩაწვა, მცენარეთა სურნელს ისუნთქავდა და
ცას შეჰყურებდა. ბანაკში იმდენ ხანს არ დაბრუნებულა, რომ მისი
მშობლები შეწუხდნენ, სოფლელებთან ან რუსებთან უთუოდ რა-
ღაც ცუდი შეემთხვაო.
გოლდბერგიც მალევე წავიდა, ალბათ კრაკოვში გადამალუ-
ლი სიმდიდრის დაბრუნება ეჩქარებოდა. მან რაც შეიძლებოდა
სწრაფად დატოვა ევროპა და ბრაზილიაში გადასახლდა.

523 მკითხველთა ლიგა


ხნიერი პატიმრების უმეტესობა ბრინლიცში დარჩა. ბანაკში
საბჭოელები შევიდნენ, ბორცვზე მდგარ ვილაში მათი ოფიცრები
დასახლდნენ. ბანაკში ცხენის ხორცი მოიტანეს. პურის, ბოს-
ტნეულისა და ემილიეს შვრიის ფაფის რააციონზე მყოფ პატიმ-
რებს ხორცისთვის ცხვირი არ აუბზუებიათ და მადიანად ჭამდნენ.
ლუტეკ ფაიგენბაუმი, იანეკ დრეზნერი და ახალგაზრდა შტერ-
ნბერგი სოფელში საკვების საშოვნელად წავიდნენ. სოფელში ჩე-
ხი პარტიზანები პატრულირებდნენ და ბრინლიცის გერმანული
წარმოშობის მოსახლეობა გათავისუფლებულ პატიმრებს უფ-
რთხოდა. გამყიდველმა ბიჭები საწყობში გადანახულ შაქრით
სავსე ტომარასთან მიიყვანა და უთხრა, ინებეთო. ახალგაზრდა
შტერნბერგმა თავი ვერ შეიკავა და შაქარი მუჭით ჩაიყარა პირში.
შაქარმა აწყინა და ცუდად გახდა. შტერნბერგიც მიხვდა იმას, რა-
საც ნიურნბერგსა და რავენსბერგში შინდლერის ჯგუფი თანდა-
თან აცნობიერებდა – ნანატრ თავისუფლებასა და ბარაქის დღეს
სწრაფად არ უნდა მისძალებოდი.
სოფელში ექსპედიციის მთავარ მიზანს პურის შოვნა წარმო-
ადგენდა. ფაიგენბაუმი პისტოლეტითა და თოფით იყო შეიარაღე-
ბული და, როცა ხაბაზმა დაიჟინა, პური არ გვაქვსო, ერთ-ერთმა
ბიჭმა ურჩია, ეს კაცი სუდეტელი გერმანელია და თეორიულად,
ჩვენს წამებას ემხრობოდა, იარაღით დაემუქრეო. ფაიგენბაუმმა
თოფი დაუმიზნა და დამალული ფქვილის მოსაძებნად მაღა-
ზიიდან კაცის ბინაში შევიდა. სასტუმრო ოთახში ხაბაზის ცოლი
და ორი შვილი ერთმანეთს მიკვროდნენ. შეშინებულები ისე ძა-
ლიან ჰგავდნენ აქციონისას სამალავში შეყუჟულ კრაკოვულ
ოჯახს, რომ ფაიგენბაუმს შერცხვა. ქალს თავი დაუქნია, თითქოს
ჩვეულებრივი სტუმარი ყოფილიყოს და წავიდა.
ასეთივე სირცხვილის განცდამ მოიცვა მილა პფეფერბერგიც
სოფელში პირველი სტუმრობისას. სოფლის მოედანზე ჩეხმა
პარტიზანმა ორი სუდეტელი გერმანელი გოგონა გააჩერა და
524 მკითხველთა ლიგა
ფეხსაცმელი გაახდევინა, რომ მილას, რომელსაც ჯერაც ხისძი-
რიანი ფეხსაცმელი ეცვა, თავის ზომისა აერჩია. გაწითლებული
მილა ტროტუარზე ჩამოჯდა და დარცხვენილმა შეარჩია ფეხსაც-
მელი. პარტიზანმა მილას ხისძირიანი ფეხსაცმელი სუდეტელ
გერმანელ გოგოს მისცა და გაუშვა. მილა უჩუმრად გაეკიდა გო-
გონას და ფეხსაცმელი დაუბრუნა. მილა იხსენებს, რომ გერმა-
ნელს მადლობაც კი არ გადაუხდია.
საღამოობით ბანაკში რუსები მოდიოდნენ ქალების წასაყვა-
ნად. პფეფერბერგმა შუბლზე პისტოლეტი მიადო ჯარისკაცს, რო-
მელიც ქალების საძინებელში შეიპარა და ქალბატონ კრუმ-
ჰოლცს ხელი სტაცა (ქალბატონი კრუმჰოლცი წლების შემდეგაც
საყვედურობდა პფეფერბერგს, ახალგაზრდა კაცთან გაქცევის
შანსი მქონდა და ამ არამზადამ ხელი შემიშალაო!). რუსებმა სამი
გოგო წაიყვანეს წვეულებაზე. სავარაუდოდ, გოგონები ნებით
გაჰყვნენ, რადგან სამი დღის შემდეგ დაბრუნებულებმა განაცხა-
დეს, კარგად გავერთეთო.
ბრინლიცი უარყოფით გავლენას ახდენდა და ერთი კვირის
შემდეგ პატიმრები იქაურობის დაცლას შეუდგნენ. ზოგიერთმა,
ვინც მთელი ოჯახი დაკარგა, პოლონეთისკენ გახედვა არ ისურვა
და პირდაპირ დასავლეთში გაემგზავრა. ძმებმა ბეისკებმა კუთ-
ვნილი არყითა და ქსოვილით საჭირო ხალხი მოისყიდეს, იტა-
ლიაში გაემგზავრნენ და პალესტინაში მიმავალ სიონისტთა გემ-
ში ჩასხდნენ. დრეზნერები მორავიისა და ბოჰემიის გავლით გერ-
მანიაში ჩავიდნენ. იანეკი პირველ ათ სტუდენტს შორის იყო,
რომლებიც იმ წლის მიწურულს გახსნილ ერლანგენის ბავარიულ
უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ.
მანსი როზნერი პოდგოჟეში დაბრუნდა, სადაც ჰენრიმ დაუთ-
ქვა შეხვედრა. დახაუდან ოლეკთან ერთად გათავისუფლებული
ჰენრი ერთ დღეს მიუნხენის საზოგადოებრივ ტუალეტში პატიმ-
რისუნიფორმიან კაცს შეხვდა. ჰკითხა, რომელი ბანაკის პატიმა-
525 მკითხველთა ლიგა
რი იყავითო. ბრინლიცისო, უპასუხა მან და დაამატა: – ბრინლი-
ცის ყველა პატიმარი გადარჩა, ერთი მოხუცი ქალის გარდა (რო-
გორც შემდეგ გაირკვა, ის კაცი ცდებოდა).
მანსიმ ჰენრის გადარჩენის შესახებ ბიძაშვილისგან შეიტყო.
ბიძაშვილი პოდგოჟეს ბინაში, რომელშიც მანსი ქმარ-შვილს უც-
დიდა, პოლონური გაზეთის ქნევით შევიდა. გაზეთში დახაუდან
გათავისუფლებული პოლონელები იყვნენ ჩამოთვლილი.
– მანსი, კარგი ამბისთვის კოცნა მერგება. ჰენრი და ოლეკი
ორივე ცოცხალია!
რეგინა ჰოროვიცსაც მსგავსი პაემანი ჰქონდა დათქმული. მას
და ნიუსიას სამი კვირა დასჭირდათ ბრინლიციდან კრაკოვში ჩა-
სასვლელად. რეგინამ ფლოტის მარაგებიდან მიღებული წილი
გაყიდა, იმ ფულით ოთახი იქირავა და დოლეკს დაუწყო ლოდი-
ნი. დოლეკის დაბრუნების შემდეგ რიჰარდის ძებნას შეუდგნენ,
მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. ზაფხულის ერთ დღეს რეგი-
ნა აუშვიცზე გადაღებულ ფილმს უყურებდა. ფილმი საბჭოელებს
გადაეღოთ და პოლონურ მოსახლეობას უფასოდ უჩვენებდნენ.
რეგინამ ბანაკის მავთულხლართის ღობის იქიდან მაცქერალი ან
მოწყალების დების თანხლებით აუშვიც I-იდან გამომავალი ბავ-
შვების ცნობილი კადრები იხილა. პატარა და მომხიბვლელი რი-
ჰარდი თითქმის ყველა კადრში მოხვედრილიყო. რეგინა კივი-
ლით წამოხტა და კინოთეატრიდან გავიდა. კინოთეატრის დი-
რექტორმა და გამვლელებმა მისი დაწყნარება სცადეს.
– ის ჩემი შვილია. ის ჩემი შვილია! – გაჰკიოდა რეგინა.
რეგინამ დაადგინა, რომ საბჭოელებს გათავისუფლებული რი-
ჰარდი რომელიღაც ებრაული ორგანიზაციისთვის ჩაებარებინათ.
რაკი ბიჭუნა დაობლებული ეგონა, ორგანიზაციას რიჰარდი ჰო-
როვიცების ძველი ნაცნობებისთვის, ლიბლინგების ოჯახისთვის
მიეშვილებინა. რეგინას ლიბლინგების მისამართი მისცეს. მათ-
თან მისულს, ბინის კარიდანვე მოესმა რიჰარდის ხმა. ბიჭუნა შიგ-
526 მკითხველთა ლიგა
ნით ქვაბს კოვზს ურტყამდა და გაიძახოდა: – დღეს ყველას
წვნიანი ერგება!
რეგინამ კარზე დააკაკუნა, ხოლო რიჰარდმა ქალბატონ ლიბ-
ლინგს დაუძახა, ვიღაც მოვიდაო.
ასე დაიბრუნა რეგინამ შვილი. თუმცა, პლაშუვისა და აუშვიცის
ეშაფოტებზე ნანახი საშინელებების შემდეგ პატარა რიჰარდს სა-
თამაშო მოედნებზე საქანელების ჩარჩოს დანახვისას ყოველ-
თვის ისტერიკა ეწყებოდა.
ლინცში ამერიკელ ხელისუფალთა წინაშე წარდგომის შემდეგ
ოსკარის ჯგუფი არასანდო სასწრაფო დახმარების მანქანიდან
სატვირთო მანქანაში გადასვეს და ნიურნბერგში, საკონცენტრა-
ციო ბანაკების მიმოფანტული პატიმრების შეკრების ცენტრში წა-
იყვანეს. როგორც ეჭვობდნენ, გათავისუფლების პროცესი არც
ისე მარტივი აღმოჩნდა.
შვეიცარიის საზღვართან ტბისპირა კონსტანცში რიჰარდ რეხე-
ნის დეიდა ცხოვრობდა. როცა ამერიკელებმა ჰკითხეს, სადმე წა-
სასვლელი თუ გაქვთო, მაშინვე რეხენის დეიდა დაასახელეს.
ბრინლიცის ახალგაზრდა პატიმრებს შინდლერების შვეიცარიის
საზღვარზე გადაყვანა ჰქონდათ განზრახული, ვაითუ შურისმაძი-
ებლებმა გერმანელების დევნა დაიწყონ და, თუნდაც ამერიკულ
სექტორში, შინდლერები უსამართლოდ დასაჯონო. გარდა ამისა,
რვავეს პოტენციურ ემიგრანტად მიაჩნდა თავი და ფიქრობდნენ,
რომ შვეიცარიაში უფრო იოლად მოაგვარებდნენ გადასახლების
საკითხებს.
როიბინსკი იხსენებს, რომ ნიურნბერგში ამერიკელი კომენ-
დანტი მათ მეგობრულად ეპყრობოდა, მაგრამ სამხრეთში, კონ-
სტანცში გასამგზავრებლად მანქანა მაინც ვერ გამოუყო. ოსკა-
რის ჯგუფმა რაც შეიძლებოდა სწრაფად მოიტოვა უკან შვარ-
ცვალდი. ზოგან ფეხით იარეს, ზოგან – მატარებლით. რავენ-
სბურგთან ახლოს ადგილობრივი საკონცენტრაციო ბანაკის ამე-
527 მკითხველთა ლიგა
რიკელ კომენდანტს ელაპარაკნენ. იქაც რამდენიმე დღეს დარ-
ჩნენ, აშშ-ის არმიის კმაყოფაზე ცხოვრობდნენ და კარგად დაის-
ვენეს. გულითადი მასპინძლობის სანაცვლოდ, ებრაული წარმო-
შობის კომენდანტს ამონისა და პლაშუვის, გროს-როზენის, აუშვი-
ცისა და ბრინლიცის ამბებს მოუყვნენ. შემდეგ კონსტანცამდე მი-
სასვლელად სატვირთო მანქანა სთხოვეს. კომენდანტმა სატვირ-
თო მანქანა ვერა, მაგრამ ავტობუსი მისცა მათ და მცირეოდენი
საგზალიც გაატანა. მართალია, ოსკარს 1000 რაიხსმარკის ღი-
რებულების ბრილიანტები კიდევ შერჩენოდა და ცოტა ნაღდი
ფულიც ჰქონდა, როგორც ირკვევა, ავტობუსი არ უყიდიათ, კო-
მენდანტმა უფასოდ დაუთმო. გერმანელი ბიუროკრატების მოქ-
რთამვას დაჩვეული ოსკარი ასეთმა გარიგებამ ალბათ გააკვირ-
ვა.
ავტობუსი შვეიცარიის საზღვართან, კონსტანცის დასავლე-
თით, საფრანგეთის მიერ ოკუპირებულ სექტორში, სოფელ კრო-
იცლინგენში გააჩერეს. რეხენმა სოფლის რკინა-კავეულობის მა-
ღაზიაში მკვნეტარა შეიძინა. როგორც ჩანს, ოსკარის ჯგუფის წევ-
რებს ჯერაც პატიმრის უნიფორმები ეცვათ და დახლთან მდგარმა
კაცმა, ალბათ, იფიქრა: ა) ეს ყოფილი პატიმარია და თუ მას
მკვნეტარის მიყიდვაზე უარს ვეტყვი, შეიძლება ფრანგ მფარვე-
ლებთან მიჩივლოსო; ბ) შესაძლოა, ეს გადაცმული გერმანელი
იყოს და გაქცევაში უნდა დავეხმაროო.
სასაზღვრო მავთულხლართის ღობე კროიცლინგენის შუაში
გადიოდა და გერმანიის მხრიდან სამხედრო პოლიციის ფრანგი
გუშაგები იცავდნენ. შინდლერის ჯგუფის წევრებმა ერთგან მავთუ-
ლები გაწყვიტეს, ხელსაყრელ შემთხვევას დაელოდნენ, როცა
გუშაგი მოშორებით პატრულირებდა, და ნაპრალში გაძვრნენ.
სამწუხაროდ, ერთმა კროიცლინგენელმა ქალმა დაინახა, რო-
გორ გადაიპარნენ ისინი შვეიცარიაში და მაშინვე ფრანგებისა და
შვეიცარიელებისთვის საცნობებლად გაიქცა. შვეიცარიული სოფ-
528 მკითხველთა ლიგა
ლის ჩუმ მოედანზე, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა საზ-
ღვრის გადაღმა მდებარე სოფლისას, შინდლერის ჯგუფს შვეიცა-
რიულმა პოლიციამ შემოარტყა ალყა. რიჰარდ და ანკა რეხენებ-
მა ალყა გაარღვიეს, მაგრამ მათ საპატრულო მანქანით დაედევ-
ნენ და ისინიც დაიჭირეს. ნახევარი საათის შემდეგ ოსკარის ჯგუ-
ფი კვლავ ფრანგთა მიერ ოკუპირებულ ზონაში აღმოჩნდა. აქ
ყველანი გაჩხრიკეს და ოსკარს ბრილიანტები და ნაღდი ფული
აღმოუჩინეს. დაპატიმრებულები ყოფილ გერმანულ ციხეში გადა-
იყვანეს და ცალ-ცალკე გამოკეტეს საკნებში.
როიბინსკისთვის მალე ცხადი გახდა, რომ ფრანგები საკონ-
ცენტრაციო ბანაკების მცველობას აბრალებდნენ. ამერიკელებ-
თან სტუმრობისას მომატებული წონა ბუმერანგივით უკან დაუბ-
რუნდათ, რადგან ისეთი გამხდრები აღარ იყვნენ, როგორც
ბრინლიციდან წამოსვლისას. მოგზაურობისა და ძვირფასეულო-
ბის თაობაზე სათითაოდ დაჰკითხეს. ყველას შეეძლო დამაჯერე-
ბელი პასუხის გაცემა, ოღონდ იმას შიშობდნენ, ვაითუ სხვები იმა-
ვეს არ პასუხობდნენო. როგორც ჩანს, ეგონათ, ფრანგები თუ ოს-
კარის ვინაობას და ბრინლიცში მისი თანამდებობის შესახებ შე-
იტყობენ, ამერიკელებისგან განსხვავებით, დაუყოვნებლივ
ბრალს დასდებდნენ.
ოსკარისა და ემილიეს გამო პირდაპირი პასუხების გაცემას
თავი აარიდეს და საკნებშიც მთელი კვირა იყურყუტეს. თავად
შინდლერები უკვე საკმარისად იცნობდნენ იუდაიზმს, რომ თავი
ებრაელებად გაესაღებინათ. პრობლემა ის იყო, რომ ოსკარის
მანერები და ფიზიკური მდგომარეობა სულ ცოტა ხნის წინ SS-ის
პატიმრობაში მყოფი ადამიანისას არ შეეფერებოდა. საუბედუ-
როდ, ებრაულ ენაზე დაწერილი წერილი ლინცში ამერიკელებმა
დაიტოვეს.
ოსკარის თანმხლები ჯგუფის ლიდერ ედეკ როიბინსკის ყვე-
ლაზე ხშირად ჰკითხავდნენ. პატიმრობის მერვე დღეს როიბინ-
529 მკითხველთა ლიგა
სკის დაკითხვის ოთახში სამოქალაქო სამოსში ჩაცმული, პოლო-
ნურად მოლაპარაკე პიროვნება დახვდა. მან როიბინსკის ჩვენება
დაადასტურა, დიახ, მართლაც კრაკოველი ებრაელიაო. რატომ-
ღაც – შესაძლოა, პოლონელის მხრიდან გამოვლენილმა თანაგ-
რძნობამ ან პოლონური ენის გაგონებამ იმოქმედა – როიბინსკი
ატირდა და მშობლიურ ენაზე სრული სიმართლე აღიარა. და-
ნარჩენი პატიმრები სათითაოდ მოიყვანეს, როიბინსკი უჩვენეს და
მათაც პოლონურ ენაზე სიმართლის აღიარება მოსთხოვეს. რაკი
ჩვენებები ერთმანეთს დაემთხვა, შუადღისას მთელი ჯგუფი, მათ
შორის შინდლერები, დაკითხვის ოთახში შეკრიბეს და დამკითხა-
ვები ყველას გადაეხვივნენ. როიბინსკის თქმით, ფრანგი გამომ-
ძიებელიც ატირდა. ამ უჩვეულო მოვლენამ – დამკითხავის ატი-
რებამ – ყველას გული გაუკეთა. როგორც იქნა, გამომძიებელი
დაწყნარდა და თავისთვის, კოლეგისთვის, შინდლერებისა და
რვა ებრაელისთვის საჭმლის მოტანა მოითხოვა.
იმავე ნაშუადღევს ყველანი გაათავისუფლეს და კონსტანცის
ტბისპირა სასტუმროში გადაიყვანეს. იქ რამდენიმე დღეს იცხოვ-
რეს საფრანგეთის სამხედრო მთავრობის ხარჯზე.
როცა იმ საღამოს სასტუმროში ემილიეს, როიბინსკის, რეხე-
ნებსა და სხვებთან სავახშმოდ დაჯდა, ოსკარის ფაბრიკა უკვე
საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა, ხოლო მისი ბრილიანტები და
ნაღდი ფული განმათავისუფლებელთა ბიუროკრატიის ლაბირინ-
თებში დაიკარგა. უკაპიკოდ კი დარჩა, მაგრამ ჩინებულ სასტუმ-
როში უდარდელად ვახშმობდა თავის „ოჯახთან“. იმ მომენტიდან
ეს მისი ცხოვრების წესად გადაიქცა.

530 მკითხველთა ლიგა


ეპილოგი

ოსკარის დიდების ხანა დასრულდა. მშვიდობიანობა ისე არას-


დროს აღაფრთოვანებდა მას, როგორც ომიანობა. ოსკარი და
ემილიე მიუნხენში ჩავიდნენ. ცოტა ხანს როზნერებთან ცხოვრობ-
დნენ. ჰენრი და მისი ძმა რესტორანში უკრავდნენ და მცირეოდე-
ნი ქონებაც დააგროვეს. როზნერების პატარა, ვიწრო ბინაში გაც-
ვეთილქურთუკიანი ოსკარის ხილვამ მისი ყოფილი პატიმარი
ძლიერ გააკვირვა. კრაკოვსა და მორავიაში საკუთრება საბ-
ჭოელებმა ჩამოართვეს, ხოლო დარჩენილი ძვირფასეულობა
ოსკარმა საჭმელსა და ალკოჰოლურ სასმელებში გადაცვალა.
მიუნხენში ჩასულმა ფაიგენბაუმებმა ოსკარის ახალი საყვარე-
ლი გაიცნეს. ეს ებრაელი გოგო ბრინლიცზე უარეს ბანაკს გა-
დარჩენოდა ცოცხალი. ოსკარის ნაქირავები ოთახის სტუმრები
მასპინძლის გმირული სისუსტის მიმართ მოთმინებით კი იყვნენ
განწყობილი, მაგრამ იმავდროულად ემილიე ებრალებოდათ.
ოსკარი კვლავინდებურად ხელგაშლილი მეგობარი და ძნე-
ლად საშოვნი რამეების აღმოჩენის დიდოსტატი იყო. ჰენრი
როზნერი იხსენებს, როგორ მიაგნო მან ქათმების „საბადოს“
უქათმო მიუნხენის შუაგულში. გერმანიაში დასახლებულ ებ-
რაელებს არ შორდებოდა. შემდეგში ზოგიერთი ცინიკურად აღ-
ნიშნავდა, იმხანად ყველა, ვისაც საკონცენტრაციო ბანაკებთან
შეხება ჰქონია, ებრაელებთან დამეგობრებას და მათი მეშვეობით
მფარველობითი შეფერილობის მიღებას ცდილობდაო. თუმცა
ოსკარის ებრაელებზე დამოკიდებულებას ამ ინსტინქტურ მოხერ-
ხებულობაზე უფრო ღრმა ფესვები ჰქონდა. „შინდლერის ებ-
რაელები“ მის ოჯახად ქცეულიყო.
მათთან ერთად შეიტყო, რომ გენერალ პატონის ჯარისკაცებს
თებერვალში ამონ გეთი დაეკავებინათ. გეთი ბად-ტელცში SS-ის

531 მკითხველთა ლიგა


სანატორიუმში მკურნალობდა, იქიდან დახაუში საპატიმროში გა-
დაეყვანათ, ხოლო ომის მიწურულს პოლონეთის ახალი მთავ-
რობისთვის გადაეცათ. სხვათა შორის, ამონი ერთ-ერთი პირვე-
ლი გერმანელია, რომელიც პოლონეთის მთავრობას გადასცეს
განსასჯელად. სასამართლო პროცესზე მრავალი ყოფილი პატი-
მარი იხმეს მოწმედ, ხოლო ფუჭი ილუზიებით შეპყრობილი ამო-
ნი თავის დასაცავად ჰელენ ჰირშისა და ოსკარ შინდლერის გა-
მოძახებას აპირებდა. ოსკარს სასამართლო პროცესზე დასას-
წრებად კრაკოვში ჩასვლა არც უფიქრია. ვინც ჩავიდა, დიაბეტით
დაავადებული, გამხდარი გეთი იხილა. გეთი მოტეხილიყო და
დათრგუნვილი ჩანდა, მაგრამ თავს შეუპოვრად იმართლებდა.
პატიმრების ეგზეკუციებსა და ტრანსპორტირებას ზემდგომები მა-
ვალებდნენ და მხოლოდ მათ ბრძანებებს ვასრულებდი, დამნაშა-
ვეები მე კი არა, ისინი არიანო. ხოლო, როცა მოწმეებმა განაც-
ხადეს, კომენდანტი უმიზეზოდაც ხვრეტდა პატიმრებსო, ამონმა
იუარა, აჭარბებენო. დიახ, რამდენიმე პატიმარი დავხვრიტე, მაგ-
რამ ისინი მესაბოტაჟეები იყვნენ, ომში კი მესაბოტაჟეებს მკაც-
რად უსწორდებიანო.
მიტეკ პემპერი, სანამ მოწმედ გამოიძახებდნენ, პლაშუვის ყო-
ფილი პატიმრის გვერდით იჯდა. ის განსასჯელის სკამზე მჯდარ
ამონს მისჩერებოდა და ჩურჩულებდა: – ამ კაცის დღემდე მეში-
ნია.
პემპერი ბრალდების პირველი მოწმე იყო. მან ამონის მრავა-
ლი დანაშაული ზუსტად ჩამოთვალა. პემპერის შემდეგ ექიმი ბი-
ბერშტაინი და ჰელენ ჰირში გამოიძახეს. მათაც ცხადად გაიხსე-
ნეს მტკივნეული და მძიმე ფაქტები. ამონს სიკვდილი მიუსაჯეს და
1946 წლის 13 სექტემბერს კრაკოვში ჩამოახრჩეს, ზუსტად ორი
წლის შემდეგ, რაც SS-მა ვენაში შავ ბაზარზე ვაჭრობის ბრალ-
დებით დააკავა. კრაკოვის პრესის მიხედვით, იგი ეშაფოტზე სინა-

532 მკითხველთა ლიგა


ნულის გრძნობის გარეშე ავიდა და ჩამოხრჩობამდე ნაციონალ--
სოციალისტური მისალმების ნიშნად ხელი ასწია.
მიუნხენში ოსკარმა ამერიკელების მიერ დაკავებული ლი-
პოლდი ამოიცნო. ამოცნობის პროცესზე ოსკარს თან ბრინლიცე-
ლი პატიმარი ახლდა. პატიმარი იხსენებს, რომ ლიპოლდმა გა-
აპროტესტა, ხოლო ოსკარმა მას უთხრა:
– არ გირჩევნია ეს მე გავაკეთო, ვიდრე ქუჩაში მომლოდინე
50-მა განრისხებულმა ებრაელმა?
ლიპოლდიც ჩამოახრჩეს, ოღონდ ბუძინში ჩადენილი მკვლე-
ლობების გამო და არა – ბრინლიცში ჩადენილი დანაშაულების-
თვის.
ოსკარი უკვე არგენტინაში გადასახლებას და ფერმერობას
გეგმავდა; ნუტრიის, ზორბა სამხრეთამერიკული წყლის მღრღნე-
ლის მოშენებას აპირებდა, რადგან ნუტრიის ბეწვი ძვირად ფა-
სობდა. ოსკარი ფიქრობდა, რომ კომერციული ალღო, რომელ-
მაც 1939 წელს კრაკოვში ჩაიყვანა, ახლა ატლანტის ოკეანის გა-
დაღმა გადასვლას კარნახობდა. ფული საერთოდ არ ჰქონდა,
მაგრამ „განაწილების ერთობლივი ებრაული კომიტეტი“, რომ-
ლისთვისაც ოსკარის საქმიანობის შესახებ ცნობილი იყო, რად-
გან ომიანობის დღეებში ოსკარი თვითონ უგზავნიდა მოხსენე-
ბებს, დახმარებას ჰპირდებოდა. 1949 წელს ორგანიზაციამ ნება-
ყოფლობითი გადახდის სახით ოსკარს 15 000 აშშ დოლარი გა-
დასცა და წერილობითი დახასიათებაც დაუწერა („მათთვის, ვისაც
ეს ეხება“). რეკომენდაციას ხელს აწერდა კომიტეტის თავმჯდომა-
რის მოადგილე, ბატონი მ. ვ. ბეკელმანი:
„განაწილების ერთობლივმა ებრაულმა კომიტეტმა“ სიღრმი-
სეულად გამოიკვლია ბატონი შინდლერის ომიანობის და ოკუპა-
ციის დროინდელი საქმიანობა... მთელი გულით ვურჩევთ ყოველ
ორგანიზაციას და პიროვნებას, ვისაც ბატონი შინდლერი დაუკავ-

533 მკითხველთა ლიგა


შირდება, მისი გამორჩეული სამსახურის აღსანიშნავად, ყველა-
ნაირი დახმარება გაუწიოს...
მოქმედ ნაცისტურ შრომის ბანაკად შენიღბულ დაწესებულება-
ში, ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი სუდეტენლანდში, ბატონმა შინ-
დლერმა მუშებად აიყვანა და აუშვიცში, ან სხვა საზარელ საკონ-
ცენტრაციო ბანაკებში გასაგზავნად და სასიკვდილოდ განწირუ-
ლი ებრაელი კაცები და ქალები შეიფარა... მოწმეების ჩვენებები-
დან ირკვევა, რომ „შინდლერის ბანაკი ბრინლიცში იყო ერთა-
დერთი ბანაკი ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე,
რომელშიც არც ერთი ებრაელი არ მოუკლავთ და არც უცემიათ,
პირიქით, ადამიანურად ეპყრობოდნენ.
ახლა ბატონი შინდლერი ცხოვრების ხელახლა დაწყებას აპი-
რებს და მოდი, დავეხმაროთ მას, როგორც იგი ეხმარებოდა
ჩვენს ძმებს“.
არგენტინაში ოსკართან ერთად „შინდლერის ებრაელების“
ექვსი ოჯახი გაემგზავრა. გემით მგზავრობის საფასური მრავალ
მათგანს თვითონ გადაუხადა. ოსკარი ემილიესთან ერთად
ბუენოს-აირესის პროვინციაში, ფერმაში დასახლდა და იქ ათი
წლის განმავლობაში მუშაობდა. შინდლერის მიერ გადარჩენილ
ებრაელებს ძნელად წარმოუდგენიათ ის ფერმერად, რადგან ოს-
კარს რუტინა არასდროს ჰყვარებია. ზოგი ამბობს (და ალბათ,
ამაში სიმართლის მარცვალი ურევია), რომ „ემალიასა“ და ბრინ-
ლიცში გამჭრიახი შტერნისა და ბანკირის წყალობით მისდიოდა
საქმეები კარგად. არგენტინაში ოსკარს ასეთი თანაშემწეები არ
ჰყოლია და მხოლოდ სოფლის მეურნეობაში მეტ-ნაკლებად
გათვითცნობიერებული ცოლის კეთილგონიერებას თუ დაეყ-
რდნობოდა.
იმ ათწლეულში, როცა ოსკარი ფერმერობას ეწეოდა, გაირ-
კვა, რომ ნუტრიის მოშენებისას უფრო ნაკლებად ხარისხიან
ბეწვს იღებდნენ, ვიდრე მისი მახით დაჭერისას. იმ პერიოდში
534 მკითხველთა ლიგა
ნუტრიის ბეწვის სხვა მწარმოებლები მძიმე ვითარებაში აღმოჩ-
ნდნენ. 1957 წელს შინდლერების ფერმა გაკოტრდა. ემილიე და
ოსკარი ბუენოს-აირესის სამხრეთ გარეუბანში, სან ვისენტეში
„ბნაი ბრითის“ მიერ ნაქირავებ სახლში დასახლდნენ. ოსკარმა
გაყიდვების ოფიცრად დაიწყო მუშაობა, მაგრამ ერთი წლის შემ-
დეგ გერმანიაში დაბრუნდა. ემილიე არგენტინაში დარჩა.
ოსკარი ფრანკფურტში პატარა ბინაში ცხოვრობდა. ცემენტის
ქარხნის გასახსნელად კაპიტალის მოძიება დაიწყო და დასავ-
ლეთ გერმანიის ფინანსთა სამინისტროსგან პოლონური და ჩე-
ხოსლოვაკური საკუთრების დაკარგვის სანაცვლოდ მნიშვნელო-
ვანი კომპენსაცია მოითხოვა. მისი ძალისხმევა ამაო გამოდგა.
„შინდლერის ებრაელებს“ მიაჩნიათ, რომ ოსკარმა კუთვნილი
თანხა სამოქალაქო სამსახურის საშუალო თანამდებობის პირებს
შორის შემორჩენილი ჰიტლერიზმის გამო ვერ მიიღო. უფრო სა-
ვარაუდოდ, ოსკარის მოთხოვნა ტექნიკური მიზეზით არ დაკმა-
ყოფილდა, რადგან სამინისტროდან ოსკარისთვის გამოგზავნილ
ოფიციალურ პასუხში ბიუროკრატების ბოროტი განზრახვა არ
შეინიშნება.
შინდლერის ცემენტის ქარხანა „განაწილების ერთობლივი ებ-
რაული კომიტეტის“ ფინანსური დახმარებითა და ომის შემდგომ
გერმანიაში გამდიდრებული „შინდლერის ებრაელებისგან“ ნასეს-
ხები ფულით გაიხსნა. ვერც ამ ქარხანამ გაძლო დიდხანს. 1961
წელს ოსკარი კვლავ გაკოტრდა. ცივმა ზამთრებმა სამშენებლო
მრეწველობა აზარალა და მის ქარხანას შემკვეთები მოაკლდა.
ზოგიერთი „შინდლერის ებრაელთაგანი“ ამ წარუმატებლობასაც
შინდლერის მოუსვენრობას და რუტინის მიმართ შეუგუებლობას
აბრალებს.
ოსკარის პრობლემების შესახებ რომ შეიტყვეს, იმავე წელს
ისრაელში დამკვიდრებულმა „შინდლერის ებრაელებმა“ მხსნე-
ლი თავიანთ ხარჯზე ისრაელში მიიწვიეს. ისრაელის პოლონუ-
535 მკითხველთა ლიგა
რენოვან პრესაში რეკლამა გამოჩნდა, ბრინლიცის საკონცენ-
ტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმრები, რომლებიც „გერმანელ
ოსკარ შინდლერს“ იცნობდით, გაზეთს დაუკავშირდითო. თელ--
ავივში ოსკარს აღტაცებით შეხვდნენ. ომის შემდეგ გაჩენილი ყო-
ფილი პატიმრების შვილები გარს შემოეხვივნენ. ოსკარს წონაში
მოემატებინა და პირისახეც მომრგვალებოდა, თუმცა წვეულებებ-
სა და მიღებებზე მისი ნაცნობებისთვის ცხადი გახდა, რომ ის ისევ
ძველი და დაუცხრომელი ოსკარი იყო, შარლ ბუაიესავით მომ-
ხიბვლელი, მსუნაგი და მახვილგონიერი ბუზღუნა, რომელიც
ორგზის გაკოტრებამაც ვერ შეცვალა.
იმ წელს ადოლფ აიხმანს ასამართლებდნენ და ოსკარის ის-
რაელში სტუმრობამ საერთაშორისო პრესის დაინტერესება გა-
მოიწვია. აიხმანის პროცესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე
ლონდონური „დეილი მეილის“ კორესპონდენტმა ორი გერმანე-
ლის ამბავი ერთმანეთს შეადარა და სტატიაში „შინდლერის ებ-
რაელების“ მიერ ოსკარის მხარდასაჭერად გაკეთებული მიმარ-
თვის შესავალი ციტატად მოიყვანა: „ჩვენ არ ვივიწყებთ ეგვიპტე-
ში ტანჯვას, არ ვივიწყებთ ჰამანს, არ ვივიწყებთ ჰიტლერს. უსა-
მართლოთა შორის იყვნენ სამართლიანნიც და არც მათ ვივიწ-
ყებთ. გახსოვდეთ ოსკარ შინდლერი“.
ჰოლოკოსტს გადარჩენილებს შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც
შინდლერის და სხვა მისნაირთა „მოწყალე“ ბანაკების არსებობას
ეჭვით უყურებდნენ და ეს ეჭვები იერუსალიმში შინდლერის პრეს-
კონფერენციაზე ერთმა ჰჟურნალისტმა გაახმაურა.
– როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ კრაკოვის რეგიონში შშ-ის
ყველა უფროს ოფიცერს იცნობდით და მათთან მუდმივი ურთი-
ერთობა გქონდათ?
– ისტორიის იმ ეტაპზე ებრაელთა მდგომარეობის იერუსალი-
მის მთავარ რაბინთან განხილვა მეტად გამიჭირდებოდა, – ირო-
ნიულად უპასუხა მას ოსკარმა.
536 მკითხველთა ლიგა
იად ვაშემის ჩვენებების განყოფილებას ოსკარის არგენტინი-
დან გადასახლებამდე კრაკოვსა და ბრინლიცში საქმიანობის შე-
სახებ მისგან წერილობითი განცხადება უკვე მიეღო. ამჯერად სა-
კუთარი ინიციატივითა და იცხაკ შტერნის, იაკობ შტერნბერგის და
მოშე ბეისკის (ბრინლიცში ოფიციალური ბეჭდების ყოფილი გამ-
ყალბებელი, ახლა კი – პატივცემული და განსწავლული იურის-
ტი) ზემოქმედებით, იად ვაშემის სამეურვეო საბჭომ ოსკარისთვის
ოფიციალური პატივის მიგება გადაწყვიტა. საბჭოს მოშე ლანდაუ,
აიხმანის პროცესის მთავარი მოსამართლე თავმჯდომარეობდა.
იად ვაშემმა ოსკარის შესახებ უამრავი ჩვენება შეაგროვა, რო-
მელთაგან ოთხში ოსკარს აკრიტიკებდნენ. მართალია, ეს ოთხი-
ვე მოწმე აცხადებს, ოსკარის გარეშე ცოცხლები ვერ გადავრჩე-
ბოდითო, მაგრამ ომის პირველ თვეებში კომერციული საქმიანო-
ბის წარმართვის მისეულ მეთოდებს უარყოფითად აფასებენ. ამ
ოთხიდან ორი ჩვენება მამა-შვილს ეკუთვნის, ზემოთ ისინი გ.--
ებად მოვიხსენიეთ. მათი ემალირებული ჭურჭლეულის მაღაზიის
ტროიჰენდერად ოსკარმა თავის საყვარელი ინგრიდი დაანიშვნი-
ნა. მესამე ჩვენება გ.-ების მდივნის დაწერილია და მასშიც მეორ-
დება ცემისა და მუქარის ბრალდება, ხმები, რომელიც 1940
წელს შტერნმა ოსკარს მიუტანა. მეოთხე ჩვენება ერთ კაცს ეკუთ-
ვნის, რომელსაც თითქოს „რეკორდში“ წილი გააჩნდა და, როცა
ოსკარი საწარმოს დაეპატრონა, მისი უფლებები სრულებით უგუ-
ლებელყო.
როგორც ჩანს, მოსამართლე ლანდაუმ და მისმა საბჭომ „შინ-
დლერის ებრაელების“ უამრავი დადებითი ჩვენების ფონზე ეს
ოთხი ჩვენება უმნიშვნელოდ მიიჩნიეს და ოფიციალური კომენტა-
რი არც კი გაუკეთებიათ. როგორც ამბობენ, რაკი ოთხივე იმას
იმეორებდა, ოსკარმა გვიხსნაო, საბჭოს წევრები დაინტერესებუ-
ლან, თუ ოსკარმა ამ ადამიანებს რამე დაუშავა, მათ გადასარჩე-
ნად თავს რატომ შეიწუხებდაო.
537 მკითხველთა ლიგა
ყველაზე უწინ ოსკარს პატივი თელ-ავივის მუნიციპალიტეტმა
მიაგო: ორმოცდამეცამეტე დაბადების დღეზე გმირების პარკში
საპატიო დაფა გაუხსნეს. დაფაზე წერია, რომ მან ბრინლიცის
არბაიტსლაგერში 1200 პატიმარი იხსნა. მართალია, რიცხვებით
გამოსახვა ერთგვარად აკნინებს ოსკარის გმირობას, მაგრამ და-
ფა სიყვარულისა და მადლიერების გრძნობით მიუძღვნეს. ათი
დღის შემდეგ იერუსალიმში იგი „მართალ ადამიანად“ გამოაცხა-
დეს; ისრაელში ეს ყველაზე საპატიო წოდებაა და უძველეს ტო-
მობრივ რწმენას ეფუძნება, რომ წარმართთა შორის ისრაელის
ღმერთი ყოველთვის გამოაჩენს მართალ ადამიანებს. ოსკარი
იად ვაშემის მუზეუმისკენ მიმავალ ხეივანში კერატის ხის დასარ-
გავადაც მიიწვიეს. ხე ახლაც იქ დგას და დაფით არის მონიშნუ-
ლი. იმ ხეივანში ყოველი ხე მართალთა სახელობისაა. იქვე
დგას ხეები ებრაელი მუშების უკანონოდ მასაზრდოებელი და
მფარველი იულიუს მადრიჩისა და პლაშუვში მადრიჩის ფაბრიკის
ზედამხედველისა. იმ კლდოვან ქედზე ზოგიერთი მემორიალური
ხის სიმაღლემ უკვე სამ მეტრს მიაღწია.
ომიანობის წლებში ოსკარის ებრაელებზე ზრუნვისა და იად
ვაშემის მიერ მისთვის გამართული საპატიო ღონისძიებების შესა-
ხებ გერმანულ პრესაშიც დაიწერა. ამ სახოტბო სტატიებს ოსკა-
რისთვის ცხოვრება არ შეუმსუბუქებია. ფრანკფურტის ქუჩებში მას
ხშირად უსტვენდნენ, ქვებს ესროდნენ, ერთხელ მუშების ჯგუფმა
დასცინა და მიაძახა, შენც ებრაელებთან ერთად უნდა დაეწვითო.
1963 წელს ოსკარმა ფაბრიკის ერთ მუშას, რომელმაც „ებრაელ-
თა მკოცნელი“ უწოდა, მუშტი დაარტყა და მუშამ ცემისთვის უჩივ-
ლა. ადგილობრივ სასამართლოში, გერმანიის სასამართლო ხე-
ლისუფლების უმდაბლეს ორგანოში, მოსამართლემ ოსკარს
ლექცია წაუკითხა და მუშისთვის კომპენსაციის გადახდა დაავა-
ლა.

538 მკითხველთა ლიგა


„თავს მოვიკლავდი, მაგრამ არ მინდა, მათ ამხელა სიამოვნე-
ბა მივანიჭო“, – მისწერა ოსკარმა ნიუ-იორკში გადასახლებულ,
ქუინსში მცხოვრებ ჰენრი როზნერს.
მსგავსმა შეურაცხყოფებმა და დამცირებებმა ოსკარი კიდევ
უფრო მეტად დამოკიდებული გახადა „შინდლერის ებრაელებზე“.
მხოლოდ ისინი წარმოადგენდნენ მის ემოციურ და ფინანსურ და-
საყრდენს. სიცოცხლის ბოლომდე წელიწადში რამდენიმე თვეს
თელ-ავივსა და იერუსალიმში მათთან ერთად განცხრომაში ატა-
რებდა, თელ-ავივში, ბენ იეჰუდას ქუჩაზე, რუმინულ რესტორანში
უფასოდ ქეიფობდა და მხოლოდ ხანდახან თუ დაემორჩილებო-
და შვილივით მზრუნველი მოშე ბეისკის თხოვნას, ბევრ კონიაკს
ნუ დალევო. საბოლოოდ, ყოველთვის ფრანკფურტის ცენტრა-
ლური რკინიგზის სადგურიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშო-
რებით მდებარე თავის პატარა ბინაში ბრუნდებოდა. ლოს--
ანჯელესიდან პოლდეკ პფეფერბერგი აშშ-ში მცხოვრებ „შინ-
დლერის ებრაელებს“ მოუწოდებდა, წელიწადში თუნდაც ერთი
დღის ხელფასი გადაედოთ ოსკარ შინდლერისთვის შესაწირად,
რომელიც მისი თქმით, გულგატეხილი, სრულ სასოწარკვეთილე-
ბასა და მარტოობაში ცხოვრობდა.
ოსკარის „შინდლერის ებრაელებთან“ ურთიერთობა ყოველ-
წლიურად გრძელდებოდა და სეზონურობით ხასიათდებოდა: ნა-
ხევარი წელი ფრანკფურტელი ლარვა იყო, ნახევარი წელი – ის-
რაელელი პეპელა. საკმარისი ფული არასდროს ჰქონდა.
თელ-ავივური კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც იცხაკ
შტერნი, იაკობ შტერნბერგი და მოშე ბეისკი შედიოდნენ, დასავ-
ლეთ გერმანიის მთავრობაზე ზეწოლას აგრძელებდნენ, რათა
მათ ოსკარისთვის სათანადო პენსია დაენიშნათ. პენსიის მომატე-
ბის მიზეზად ომიანობის წლებში გამოჩენილ გმირობას, ომის
შემდგომ დაკარგულ ქონებასა და ჯანმრთელობის გაუარესებას
ასახელებდნენ. გერმანიის მთავრობამ მხოლოდ 1966 წელს გა-
539 მკითხველთა ლიგა
დადგა პირველი ოფიციალური ნაბიჯი, როცა საზეიმო ცერემო-
ნიაზე, რომელსაც თავად კონრად ადენაუერი ესწრებოდა, ოსკა-
რი ღირსების ჯვრით დააჯილდოვეს. ხოლო 1968 წლის 1-ლ ივ-
ლისს ოსკარს ფინანსთა სამისტროდან შეტყობინება მიუვიდა,
სიამოვნებით გაუწყებთ, რომ დღეიდან თვეში 200 რაიხსმარკის
ოდენობის პენსიას მიიღებთო. სამი თვის შემდეგ პენსიონერი ოს-
კარ შინდლერი ლიმბურგის ეპისკოპოსმა წმ. სილვესტერის სახე-
ლობის რაინდის ორდენით დააჯილდოვა.
ოსკარი გერმანიის იუსტიციის დეპარტამენტთან აქტიურად თა-
ნამშრომლობდა და სამხედრო დამნაშავეების ამოცნობასა და
ძიებაში ეხმარებოდა. როგორც ჩანს, ამ მხრივ შეუცვლელი იყო.
1967 წელს, თავის დაბადების დღეზე, მან პლაშუვის საკონცენ-
ტრაციო ბანაკის პერსონალის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია
გასცა. როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ჩანს, ოსკარი
მოურიდებლად იძლეოდა სკრუპულოზურ ჩვენებებს. თუკი ამა თუ
იმ SS-ელზე ცოტა რამ ან საერთოდ არაფერი იცის, ამას პირდა-
პირ ამბობს, როგორც მაგალითად, ამთორის, SS-ელი ცუგსბურ-
გერისა და ქალთა ფიცხი ზედამხედველის, ფროილაინ უნეზორ-
გეს შემთხვევაში. სამაგიეროდ, ბოშს უყოყმანოდ უწოდებს
მკვლელსა და ექსპლუატატორს. იხსენებს, 1946 წლის ერთ
დღეს მიუნხენის რკინიგზის სადგურში როგორ იცნო, მასთან მი-
ვიდა და ჰკითხა, პლაშუვის შემდეგ ღამით როგორ გძინავსო. ოს-
კარის თქმით, ბოში მაშინ აღმოსავლეთ გერმანელის პასპორ-
ტით ცხოვრობდა. პლაშუვში „გერმანიის საბრძოლო საშუალებე-
ბის კომპანიის“ წარმომადგენელს, ზედამხედველ მოვინკელსაც
ადანაშაულებს და გონიერს, მაგრამ სასტიკს უწოდებს. გეთის პი-
რად მცველ გრიუნს პატიმარი ლამუსის განზრახ მკვლელობის
მცდელობაში სდებს ბრალს და ამატებს, გრიუნი არყით მოვ-
ქრთამე და პატიმარი ასე ვიხსენი სიკვდილისგანო (ამ შემთხვე-
ვას იად ვაშემისთვის მიცემულ ჩვენებებში ბევრი პატიმარი იხსე-
540 მკითხველთა ლიგა
ნებს). უნტერშარფიურერ რიჩეკზე ოსკარი ამბობს, ცუდი რეპუტა-
ცია კი აქვს, მაგრამ მის ბოროტ ქმედებებზე პირადად არაფერი
მსმენიაო. ოსკარი არც იმაშია დარწმუნებული, რომ იუსტიციის
დეპარტამენტის ფოტოგრაფის ნაჩვენებ ფოტოზე რიჩეკია გამო-
სახული. იუსტიციის დეპარტამენტის სიაში ერთადერთი ადა-
მიანია, რომელსაც ოსკარი ცალსახად აქებს. ეს ინჟინერი ჰუთია,
რომელიც ბოლო დაპატიმრებისას დაეხმარა. ჰუთზე პატიმრებიც
კარგი აზრისა იყვნენ და ყოველთვის დადებითად ლაპარაკობ-
დნენო, ამბობს ოსკარი.
სამოც წელს გადაცილებულმა შინდლერმა ებრაული უნივერ-
სიტეტის გერმანელ მეგობართა ასოციაციაში დაიწყო მუშაობა.
ესეც „შინდლერის ებრაელების“ დამსახურება იყო, რადგან ოსკა-
რისთვის ცხოვრებაში ახალი მიზნის გაჩენა სურდათ. იგი დასავ-
ლეთ გერმანიაში თანხების მოზიდვას შეუდგა. ოფიციალური პი-
რებისა და ბიზნესმენების მოხიბვლისა და ცდუნების უნარი კვლავ
დასჭირდა. მისივე დახმარებით გერმანელი და ებრაელი ბავშვე-
ბის გაცვლითი პროგრამა შეიქმნა.
მიუხედავად ჯანმრთელობის გაუარესებისა, ახალგაზრდა კა-
ცივით სვამდა და ცხოვრობდა. იერუსალიმში სასტუმრო „კინგ
დეივიდში“ გერმანელი ქალი, სახელად ანემარიე გაიცნო. ახალი
საყვარელი მისი ცხოვრების მიწურულის ემოციურ საყრდენად იქ-
ცა.
მისი ცოლი ემილიე კვლავაც იმ პატარა სახლში ცხოვრობდა
სან ვისენტეში, ბუენოს-აირესის სამხრეთით. ოსკარი ცოლს ფი-
ნანსურად არ ეხმარებოდა. ემილიე ამ წიგნის წერის პროცესშიც
იქ ცხოვრობს, ღირსეული ქალია. 1973 წელს გერმანიის ტელე-
ვიზიის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში ემილიე გამწა-
რებული, მიტოვებული ცოლის შთაბეჭდილებას სულაც არ ტო-
ვებს და ყოველგვარი სინანულის გარეშე ყვება ოსკარსა და
ბრინლიცზე, ბრინლიცში გატარებულ დროზე. მისი თქმით, ომამ-
541 მკითხველთა ლიგა
დე ოსკარს აღსანიშნავი არაფერი ჩაუდენია და აღარც ომის შემ-
დეგ გამოუჩენია თავი. ოსკარი იღბლიანი ადამიანი იყო და 1939-
1945 წლებში, იმ ხანმოკლე, მძიმე პერიოდში ისეთ ხალხს შეხ-
ვდა, რომელიც მას ფარული ნიჭის გამომჟღავნებაში დაეხმარა.
1972 წელს, როცა ოსკარი ებრაული უნივერსიტეტის ამერიკე-
ლი მეგობრების ნიუ-იორკის ოფისს სტუმრობდა, დიდ ნიუჯერ-
სულ სამშენებლო კომპანიაში მომუშავე სამმა „შინდლერის ებრა-
ელმა“ შინდლერის მიერ გადარჩენილ სამოცდათხუთმეტ პატი-
მარში 120 000 აშშ დოლარი ააგროვა, რათა ებრაული უნივერ-
სიტეტის ტრუმენის სახელობის კვლევით ცენტრში ოსკარისთვის
მთელი სართული მიეძღვნათ. იმ სართულზე „სიცოცხლის წიგნი“
– შინდლერის მიერ გადარჩენილთა ამბები და სია ინახება. თან-
ხის შეგროვების მოთავეები – მარი პანტირერი და ისაკ ლევენ-
შტაინი – თექვსმეტი წლისანი იყვნენ, როცა ოსკარმა ბრინლიცში
მიიყვანა. ახლა ოსკარის ბავშვები იქცნენ მის მშობლებად, მის
შემწეებად, მისი ღირსების დამცველებად.
ოსკარი ძლიერ ავად იყო. ბრინლიცის ყოფილმა ექიმებმა –
მაგალითად, ალექსანდერ ბიბერშტაინმა – ეს იცოდნენ. ერთ--
ერთმა მათგანმა ოსკარის მეგობრები გააფრთხილა: „წესით, ეს
კაცი ცოცხალი არ უნდა იყოს. მისი გული შეუპოვრად აგრძელებს
ძგერას“.
1974 წლის ოქტომბერში ოსკარმა ფრანკფურტის რკინიგზის
სადგურთან ახლომდებარე ბინაში გონება დაკარგა და 9 ოქტომ-
ბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის სიკვდილის სერტიფი-
კატში წერია, რომ შეტევა გულისა და ტვინის არტერიების უკიდუ-
რესად გამკვრივებამ გამოიწვია. ანდერძში მისი ბოლო სურვილი
ამოიკითხეს, რაც ზოგიერთი „შინდლერის ებრაელისთვის“ უწი-
ნასწარ გაემხილა: სურდა, იერუსალიმში დაეკრძალათ.
ორი კვირის შემდეგ იერუსალიმის ფრანცისკული ეკლესიის
მღვდელმა ოსკარ შინდლერის, კათოლიკური ეკლესიის ერთ--
542 მკითხველთა ლიგა
ერთი ყველაზე ურჩი შვილის, იერუსალიმის ლათინურ სასაფ-
ლაოზე დაკრძალვის ნებართვა გასცა.
კიდევ ერთი თვე გავიდა, სანამ ტყვიის კუბოში ჩასვენებული
ოსკარის ცხედარს იერუსალიმის ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებით
კათოლიკურ სასაფლაომდე მიიტანდნენ. ეს სასაფლაო გადაჰყუ-
რებს ჰინომის ველს, რომელსაც ახალ აღთქმაში გეენა ჰქვია.
პრესაში დაბეჭდილ სამგლოვიარო პროცესიის ამსახველ ფოტო-
ზე სხვებთან ერთად ჩანან იცხაკ შტერნი, მოშე ბეისკი, ჰელენ
ჰირში, იაკობ შტერნბერგი და იუდა დრეზნერი.
ოსკარ შინდლერი ყველა კონტინენტზე დაიტირეს.

543 მკითხველთა ლიგა


დანართი

SS-ის წოდებები და მათი ეკვივალენტები არმიაში


ოფიცერთა უფროსი შემადგენლობა:
ობერსტ-გრუპენფიურერი – გენერალი
ობერგრუპენფიურერი – გენერალ-ლეიტენანტი
გრუპენფიურერი – გენერალ-მაიორი
ბრიგადენფიურერი – ბრიგადის გენერალი
ობერფიურერი – არმიაში ზუსტი ეკვივალენტი არ არსებობს
შტანდარტენფიურერი – პოლკოვნიკი
ობერშტურმბანფიურერი – ვიცე-პოლკოვნიკი
შტურმბანფიურერი – მაიორი
ჰაუპტშტურმბანფიურერი – კაპიტანი
ობერშტურმფიურერი – უფროსი ლეიტენანტი
უნტერშტურმფიურერი – უმცროსი ლეიტენანტი
ოფიცერთა უმცროსი შემადგენლობა:
ობერშარფიურერი – ოფიცერთა უმცროსი შემადგენლობის
უმაღლესი წოდება
უნტერშარფიურერი – სერჟანტის ეკვივალენტი
როტენფიურერი – კაპრალის ეკვივალენტი

544 მკითხველთა ლიგა

You might also like