You are on page 1of 254

1

რომენ გარი
(ემილ აჟარი)

ცხოვრება წინაა

მთარგმნელი:

თინათინ ღარიბაშვილი

2
რომენ გარი – იგივე ემილ აჟარი

რომენ გარი, რომლის ნამდვილი გვარია კაცევი, დაიბადა 1914


წელს ვილნაში (ახლანდელ ვილნიუსში – ლიტვაში, რომელიც მაშინ
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა) ებრაელი პოლონე-
ლების მამის ოჯახში. 1925 წელს მისი მშობლები ერთმანეთს გაშორ-
დნენ. დედა ვაჟთან ერთად ჯერ პოლონეთში, ხოლო 1928 წელს საფ-
რანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. რომენ გარი კოლეჯს ამთავრებს
ნიცაში, შემდეგ კი იურისპუდენციას სწავლობს ექსან-პროვანსსა და
პარიზში. ეუფლება აგრეთვე სამხედრო მფრინავის პროფესიას.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იგი მიდის ემიგრაციაში ინ-
გლისში, სადაც ეწერება დე გოლის მიერ ფორმირებულ ფრანგულ არ-
მიაში. 1940–1944 წლებში მონაწილეობს აფრიკაში, აბისინიაში, ლი-
ბიასა და ნორმანდიაში წარმოებულ ბრძოლებში.
მას ანიჭებენ „საპატიო ლეგიონის კომანდორისა“ და „განმათავი-
სუფლებელი ბრძოლის კომპანიონის“ წოდებებს, აჯილდოებენ „1939-
1945 წწ.-ის ომის ჯვრით“ (ორჯერ), წინააღმდეგობის მოძრაობისა და
დაჭრილთა მედლებით.
ომის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში იწყებს მუშაობას.
სხვადასხვა დროს არის საფრანგეთის კონსული სოფიაში, ბერნში,
საფრანგეთის წარმომადგენელი გაეროში, გენერალური კონსული

3
ლოს-ანჯელესში. სწორედ აქ გაიცნობს ჯინ სებერგს, რომელიც მთა-
ვარ როლს ასრულებს ჟან-ლუკ გოდარის იმ დროს ახალგამოსულ და
მალევე „ახალი ტალღის“ ემბლემად ქცეულ ფილმში „უკანასკნელი
ამოსუნთქვა“.
რომენ გარი ტოვებს დიპლომატიური კარიერას და ცოლად მოჰ-
ყავს ჯინ სებერგი. მათ შეეძინებათ ვაჟი – ალექსანდრ დიეგო.
1968 წ. რომენ გარი იღებს ფილმს საკუთარი სცენარის მიხედვით
– „ჩიტები პერუში კვდებიან“ („Les oiseaux vont mourir au Pérou“),
სადაც მთავარ როლს ჯინ სებერგი თამაშობს. ამას მოჰყვება მეორე
ფილმი – „კილი“ („Kill“) 1972 წელს.
მაგრამ ნელ-ნელა ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცევა. ჯინ სებერგი
მიამიტურად იბრძვის შავკანიანთა უფლებების დაცვისთვის. მთელ
თავის შემოსავალს ურიცხავს ორგანიზაციას „შავი პანტერები“, რო-
მელიც მის მიამიტობას ვერაგულად იყენებს. „შავი პანტერების“ სა-
ეჭვო საქმიანობას FBI უპირისპირდება და ჯინ სებერგიც მისი ყურად-
ღების ცენტრში ექცევა. ორ ცეცხლსშუა აღმოჩენილი ჯინი ნუგეშს
ალკოჰოლსა და შემთხვევით პარტნიორებში ეძებს... რომენ გარი და
ჯინ სებერგი ერთმანეთს შორდებიან...
რომენ გარის კალამს ეკუთვნის ოცდაათამდე რომანი, ესე, მოგო-
ნება, რომელთაც სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა. ყველაზე
ხშირად იყენებდა ორ ფსევდონიმს – რომენ გარი (რუსული სიტყვი-
დან „წვა“ ბრძანებით კილოში) და ემილ აჟარი (რუსული სიტყვიდან
„სიმხურვალე“). 1956 წელს მისმა ნაწარმოებმა „ცის ფესვები“ („Les
Racines du ciel“) გონკურის პრემია დაიმსახურა. ეს პრემია მხოლოდ
ერთხელ ენიჭება მწერალს, მაგრამ მოხდა ისე, რომ 1975 წელს რომენ
გარის იგი მეორედ მიენიჭა. ამჯერად რომანისთვის „ცხოვრება წინაა“
(„La vie devant soi“), რომელიც ემილ აჟარის ფსევდონიმით ჰქონდა

4
გამოცემული. ჟიურიმ არ იცოდა, რომ რომენ გარი და ემილ აჟარი
ერთი და იგივე პიროვნება იყო. ეს საიდუმლო ავტორმა სიცოცხლის
ბოლომდე შეინახა...
1979 წელს, რომენ გარის ყოფილი მეუღლე, ჯინ სებერგი, თვით-
მკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს...
1980 წლის 30 ნოემბერს, რომენ გარი გამომცემლობა „გალიმარს“
უგზავნის ახალი წიგნის ხელნაწერს სათაურით „ემილ აჟარის ცხოვ-
რება და სიკვდილი“ („Vie et mort d'Emile Ajar“), სადაც ფარდას
ხდის თავის ვინაობას, ხოლო სამი 'დღის შემდეგ კი ისიც თვითმკვლე-
ლობით ასრულებს სიცოცხლეს.
სიკვდილის წინ დატოვებულ ბარათში რომენ გარი წერს: „ჩემს
სიკვდილს არაფერი აქვს საერთო ჯინ სებერგთან. გატეხილი გულების
მოყვარულთ ვთხოვ, ნუ იდარდებენ... რა თქმა უნდა, ეს შეიძლება
ჩემს დეპრესიას დავაბრალოთ. მაგრამ მაშინ უნდა გაგიმხილოთ, რომ
ამ დეპრესიაში მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვიმყოფები და სწო-
რედ მისი წყალობით ვარ მწერალი.“

5
„გიჟად იქეცი შენი სიყვარულისდა გამო“ – მითხრეს მათ.
„სიცოცხლის სიტკბოებას მხოლოდ გიჟები შეიგრძნობენ“ –
ვუპასუხე მე.
იაფი’ი, „სურნელოვან ბალახთა ბაღი“.

6
პირველი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ულიფტო სახ-
ლის მეშვიდე სართულზე ვცხოვრობდით. ეს კი ნამდვილ სატანჯველს
წარმოადგენდა მხოლოდ ორ ფეხზე შემდგარი ზონზროხა მადამ რო-
ზასთვის, რომლის ყოველდღიური საქმიანობა კიბეებზე ასვლა-ჩას-
ვლის გარეშე წარმოუდგენელი იყო. თუ სხვა არაფერი ჰქონდა საწუ-
წუნო, კიბეებზე ამ გაუთავებელ სიარულს გვაყვედრიდა ხოლმე. მაგ-
რამ არ გვწყინდა. იმიტომ, რომ მადამ როზა ებრაელი იყო, თანაც
ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა და კიდევ, თავიდანვე უნდა
გითხრათ, რომ ამ ქალზე ერთი კარგი ლიფტი ალალი იყო.
სამიოდე წლის თუ ვიქნებოდი, მადამ როზა რომ პირველად ვნახე.
მანამდე ადამიანს მეხსიერება არ აქვს და უმეცარია. სამი-ოთხი წლი-
სა კი უკვე აზრზე მოვედი, თუმცა ხანდახან ვნატრობ, ნეტავ, ისევ
უმეცარი ვიყო და არაფერი გამეგებოდეს-მეთქი.
ბელვილში მადამ როზას გარდა კიდევ მრავალი ებრაელი, არაბი
და შავკანიანი ცხოვრობდა. მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათი იყო მის-
თვის – კიბეებზე მაინც მარტოს უხდებოდა აბობღება. ერთ მშვენიერ
დღეს კიბეზე ამომხდება სულიო – ხშირ-ხშირად იმეორებდა მადამ
როზა და ჩვენც მაშინვე ღრიალს მოვრთავდით ხოლმე, იმიტომ, რომ
მიცვალებულს ტირილი უხდება. ხან ექვსნი ვიყავით, ხან შვიდნი, ხან
უფრო მეტნიც.

7
თავიდან არ ვიცოდი, რომ მადამ როზა ჩემი მოვლისთვის ყოველი
თვის ბოლოს ფულს იღებდა. ეს ამბავი ექვსი-შვიდი წლისამ გავიგე
და თავზარი დამეცა. მე ხომ მეგონა, რომ მადამ როზას ისე, არაფრის-
თვის ვუყვარდი და ერთმანეთისთვის რაღაცას წარმოვადგენდით.
მთელი ღამე ტირილში გავატარე. ეს ჩემი ბავშვობის პირველი ნამ-
დვილი განცდა იყო.
მადამ როზა მიმიხვდა დანაღვლიანების მიზეზს და ამიხსნა, რომ
ოჯახი დიდს არაფერს ნიშნავს, რომ არსებობენ ისეთი ოჯახებიც,
რომლებიც თვითონ დასასვენებლად მიბრძანდებიან, საკუთარ ძაღ-
ლებს კი ხეზე მიბმულს ტოვებენ და რომ ყოველწლიურად სამი ათას-
ზე მეტი ძაღლი იღუპება პატრონთა სითბოს მოკლებული. მადამ რო-
ზამ კალთაში ჩამისვა და დაიფიცა, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად
მე ვუყვარდი. მე კი მაშინვე ფული გამახსენდა და ტირილით გავშორ-
დი იქაურობას.
დაბლა ჩავედი და ბატონი დრისის კაფეში შევედი. ბატონი ჰამი-
ლის მაგიდას მივუჯექი. იგი ერთ დროს მთელ საფრანგეთში მოგზაუ-
რობდა და ხალიჩებს ყიდდა; მრავლის მომსწრე და მნახველი იყო. ბა-
ტონ ჰამილს ისეთი გამოხედვა ჰქონდა, გარშემო მყოფთ სითბოთი ევ-
სებოდათ გული. პირველად რომ ვნახე, უკვე საკმაოდ მოხუცი იყო; მას
შემდეგ კი სულ ბერდებოდა და ბერდებოდა.
– ბატონო ჰამილ, რატომ იღიმებით ყოველთვის?
– ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ მეხსიერება შემინარჩუნა, ჩემო
პატარა მომო.
მუჰამედი მქვია, მაგრამ ყველა მომოს მეძახის, ალბათ იმიტომ,
რომ კიდევ უფრო დამაპატარავონ.
– სამოცი წლის წინათ, ახალგაზრდობაში, ერთი ქალი მიყვარდა,
სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. მე კი სამოცი წლის შემდეგ კვლავ

8
მასზე ვფიქრობ. ვეუბნებოდი, არასოდეს დაგივიწყებ-მეთქი. წლები
გადიოდა. მე კი მის ხატებას ვერ ველეოდი. ხანდახან შიში გამკრავდა
გულში: მე ხომ ჯერ მთელი ცხოვრება წინ მქონდა და როგორ გავბედე
უბრალო მოკვდავმა საუკუნო სიყვარული შემეფიცა – განა ღმერთის
ხელში არ არის მეხსიერების ულმობელი საშლელი?! მაგრამ ახლა
მშვიდად ვარ, უკვე აღარ დამავიწყდება ჯამილა – ცალი ფეხი სამა-
რეში მიდგას და დავიწყებისთვის დრო აღარ დამრჩა.
მადამ როზა გამახსენდა. ცოტა ვიყოყმანე და მერე ვკითხე:
– ბატონო ჰამილ, უსიყვარულოდ ცხოვრება შეიძლება?
არაფერი მიპასუხა. პიტნიანი ჩაი მოსვა, რომელიც თურმე ძალი-
ან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ამ ბოლო დროს ბატონ ჰამილს
სულ თავისი ნაცრისფერი ჯელაბა ეცვა – არ უნდოდა სიკვდილის ან-
გელოზს კოსტიუმში გამოწყობილი დახვედროდა. უსიტყვოდ შემომ-
ხედა და კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. ალბათ ფიქრობდა, რომ ჯერ
პატარა ვიყავი და ზოგიერთი რამის ცოდნა ჩემთვის ნაადრევი იყო.
იმ დროს შვიდი-რვა წლის ვიქნებოდი ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან,
როგორც თქვენ თვითონვე დაინახავთ, როცა კარგად გავიცნობთ ერ-
თმანეთს, ჩემი დაბადების თარიღი ცოტა გაურკვეველი იყო.
– რატომ არ მპასუხობთ, ბატონო ჰამილ?
– ჯერ პატარა ხარ, უმჯობესია, თუ ზოგიერთი რამ ჯერ არ გეცო-
დინება.
– ბატონო ჰამილ, შეიძლება უსიყვარულოდ ცხოვრება?
– შეიძლება, – თქვა და თავი დახარა, თითქოს რაღაცის შერ-
ცხვაო.
ისევ ცრემლები მომადგა თვალებზე.
კარგა ხანი არ ვიცოდი, რომ არაბი ვიყავი, ან კი საიდან უნდა
მცოდნოდა – ჯერ ხომ არავის დავემცირებინე ამის გამო. მერე კი გა-

9
მაგებინეს სკოლაში, თუმცა არასოდეს მიჩხუბია. ჩხუბს ხომ ცემა-
ტყეპა მოსდევს, მე კი არ მიყვარს, როცა ადამიანს ტკივილს აყენებენ.
მადამ როზა ებრაელია და პოლონეთში დაიბადა. შემდეგ მრავა-
ლი წლის განმავლობაში მაროკოში და ალჟირში თავი გაჰქონდა ბო-
ზობით. ამიტომაც არაბულად მშვენივრად ლაპარაკობდა. არც ებრა-
ულთან იყო მწყრალად და ხშირად ერთმანეთში ამ ენაზე ვლაპარა-
კობდით. ჩვენი სახლის ბინადართა უმრავლესობა შავკანიანი იყო.
ბისონის ქუჩაზე შავკანიანთა სამი საერთო საცხოვრებელი იდგა, მე-
ზობელ ქუჩაზე კიდევ სამი, სადაც, როგორც აფრიკაში არიან დაჩვე-
ულნი, მთელი მოდგმა ერთად ცხოვრობდა. ყველაზე მრავალრიცხო-
ვანი სარაკოლებისა და ტუკულერების ოჯახები იყვნენ. ბისონის ქუ-
ჩაზე შავკანიანთა კიდევ სხვა მრავალი ტომი ცხოვრობდა, მაგრამ
ყველას ჩამოთვლას ალბათ ვერ შევძლებ. ქუჩის დანარჩენი ნაწილი
ებრაელებითა და არაბებით იყო დასახლებული. ასე გრძელდებოდა
გუტდორამდე, მერე კი ფრანგების უბანი იწყებოდა.
დედა თუ მყავდა, არ ვიცოდი და არც ის გამეგებოდა, რისთვის იყო
იგი საჭირო. მადამ როზა ყოველთვის ერიდებოდა ამ სიტყვის ხსენე-
ბას, ალბათ არ უნდოდა, ჩემში რამე გრძნობა გაეღვიძებინა. არ ვიცო-
დი რისთვის, როგორ გავჩნდი ამ ქვეყანაზე და საერთოდ ამ ამბებში
არაფერი გამეგებოდა. ერთი მეგობარი მყავდა, მაჰუტი, რომელიც
ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო. მან ამიხსნა, რომ ბავშვის და-
ბადება რაღაც ჰიგიენური პირობების დაცვაზე ყოფილა დამოკიდებუ-
ლი. მაჰუტი ალჟირში იყო დაბადებული, კასბაში. საფრანგეთში მერე
ჩამოვიდა საცხოვრებლად. მის გაჩენაში კი ბრალი იმას მიუძღოდა,
რომ თურმე იმ ხანებში კასბაში ჰიგიენის პირობები და ბიდე კი არადა,
სასმელი წყალიც კი არ არსებობდა. მაჰუტმა ეს მოგვიანებით გაიგო.
თურმე მამამისი თავს იმართლებდა, მე ცუდი განზრახვით არაფერი

10
ჩამიდენიაო. მაჰუტმა ამიხსნა, რომ ახლა, როცა ქალებს ბავშვის გა-
ჩენა არ უნდათ, თურმე რაღაც წამლებს ხმარობენ. მაგრამ მას, რო-
გორც ჩანს, ცოტა ნაადრევად მოუვიდა დაბადება, როცა ეს წამლები
ჯერ არ არსებობდა.
ჩვენთან ისეთი ბავშვებიც იყვნენ, რომლებსაც დედები კვირაში
ორჯერ-სამჯერ აკითხავდნენ. ჩემთან კი არავინ მოდიოდა. მადამ რო-
ზასთან ვინც ვცხოვრობდით, თითქმის ყველანი მეძავების შვილები
ვიყავით. ქალები სხვა ქალაქებში მიდიოდნენ სამუშაოდ, გამგზავრე-
ბამდე და დაბრუნებისთანავე აუცილებლად შემოივლიდნენ ხოლმე
შვილების სანახავად. მე კი თანდათან გულში ტკივილი შემეპარა; მეც
მინდოდა დედა; მეჩვენებოდა, რომ ამქვეყნად ერთადერთი ადამიანი
ვიყავი, ვისაც დედა არ ჰყავდა. მუცელიც კი ავიტკივე იმ იმედით, იქ-
ნებ დედაჩემი გამოჩნდეს-მეთქი. ჩვენს მოპირდაპირე სახლში ერთი
ბიჭი ცხოვრობდა, რომელსაც, სხვათა შორის, ბურთი ჰქონდა. იმან
მითხრა, როგორც კი მუცელი ამტკივდება, დედაჩემი მაშინვე ჩემთან
ჩნდებაო. მეც მოვიმიზეზე მუცლის გვრემა, მაგრამ სულ ამაოდ. მუც-
ლის ტკივილი რომ უფრო შესამჩნევი ყოფილიყო, ოთახის ხან ერთ
კუთხეში წამოვცუცქდებოდი მოსასაქმებლად და ხან მეორეში. არც
ამან გამოიღო შედეგი, არც დედაჩემი გამოჩენილა და მადამ როზამაც
დამიტატანა: „შე არაბის გაგდებულოო“. სხვათა შორის, ასე პირვე-
ლად მომმართა, ალბათ იმიტომ, რომ ფრანგი არ იყო. მეც ვეღარ მო-
ვითმინე და გაავებულმა დავუღრიალე – დედა მინდა-მეთქი. სამაგიე-
როს გადახდის მიზნით, კიდევ კარგა ხანს განვაგრძობდი ოთახში „კუ-
კების“ კეთებას. მადამ როზა დამემუქრა – თუ შენსას არ მოიშლი,
უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში ამოგაყოფინებ თავსო. ამან კი
ცოტა შემაფიქრიანა, იმიტომ, რომ ბავშვის შესაშინებლად ამაზე
უკეთესს კაცი ვერაფერს ინატრებდა, მაგრამ წინანდელ „საქმიანო-

11
ბას“ კვლავ შეუპოვრად განვაგრძობდი. თუმცა შურისძიებამ პირვან-
დელი ეფექტი დაკარგა. ჩემ გარდა, მადამ როზას პანსიონში კიდევ
შვიდი ბოზის შვილი იყო და იმათაც დაუყოვნებლივ მომბაძეს. ერ-
თმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო ხშირად და ბევრს მოისაქმებდა.
ამის გამო ოთახში ისეთი ამბავი ხდებოდა, რომ უკვე ვეღარავინ გა-
არკვევდა, რომელი იყო ჩემი ნამოქმედარი და რომელი იმათი.
მადამ როზას დამატებითი უბედურება აღარ სჭირდებოდა, უკვე
ისედაც მოხუცი და დაღლილი იყო. თანაც როგორც ებრაელი, გერმა-
ნელებმაც საკმაოდ ტანჯეს და აწამეს. ჩემი დამსჯელი ღონისძიებების
ატანა ამ მრავალჭირგამოვლილ ქალსაც კი ძალიან გაუჭირდა. ეს ას-
კილოიანი, ორ ავადმყოფ ფეხზე შემდგარი ქალი, დღეში რამდენჯერ-
მე ხვნეშა-ხვნეშით ამობობღდებოდა მეშვიდე სართულზე, შემოაღებ-
და კარს და როგორც კი „კუკის“ სუნი ეცემოდა, ბარგიანად დაენარ-
ცხებოდა ხოლმე სავარძელზე და პატარა ბავშვივით ცხარე ცრემლით
ატირდებოდა. ისე, კაცმა რომ თქვას, კი ჰქონდა სატირლად საქმე.
სლუკუნ-სლუკუნით მოთქვამდა: საფრანგეთში ორმოცდაათი მი-
ლიონი მაცხოვრებელია, ყველა რომ თქვენსავით მოიქცეს, ვერანაირი
მტერი, მათ შორის ვერც გერმანელები, წინ ვეღარ დაუდგებაო. ამ
სიტყვების ჭეშმარიტებაში კი ეჭვის შეტანა ნამდვილად შეუძლებელი
იყო – ომის დროს კარგად გააცნეს თავი გერმანელებმა მადამ როზას.
მაგრამ იქიდან დაბრუნება მოახერხა. როცა ოთახში შემოსვლისას ჰა-
ერის სუნი მიახვედრებდა, რაც ჩავიდინეთ, განწირული ხმით იკივ-
ლებდა ხოლმე: „ნამდვილი ოსვენციმია, ოსვენციმი!“ ოსვენციმი დე-
პორტირებული ებრაელების ბანაკი იყო. მაგრამ რასისტულ ამბავში
მადამ როზა ნამდვილად არ იჭრებოდა. აი, მაგალითად, ჩვენთან იყო
პატარა ბიჭუნა მოსე. იმას „ბინძურ თიკანს“1 ეძახდა, ჩემთვის კი ასე

1 არაბების დამამცირებელი მეტსახელი 50-60-იანი წლების საფრანგეთში.


12
არასოდეს მოუმართავს. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რომ ამ ქა-
ლის სხეულის სიმძიმეს სულის სიფაქიზეზე გავლენა ვერ მოეხდინა.
ავდექი და მივატოვე შურისძიების ასეთი ხერხი. მის გაგრძელებას აზ-
რი აღარ ჰქონდა – დედაჩემი ისევ არ ჩანდა, კრუნჩხვები კი კარგა-
დიდხანს დამჩემდა და ზოგჯერ ახლაც კი წამომივლის. სხვანაირად
გადავწყვიტე თავის გამოჩენა. გამყიდველებს პირდაპირ დახლებიდან
ავწაპნიდი ხოლმე ხან პამიდორს, ხან ნესვს, თან სულ იმის ცდაში ვი-
ყავი, ვინმეს თვალში მოვხვედროდი. ამ დროს პატრონიც გამოჩნდე-
ბოდა და თავში ჩამაფარებდა ხოლმე. მეც მაშინვე ღრიალს მოვრთავ-
დი და, ბოლოს და ბოლოს, ხალხის ყურადღებას ვიქცევდი.
ერთ დღეს სასურსათო მაღაზიაში დახლიდან კვერცხი ავაცურე.
მაღაზიის პატრონი ქალი იყო. დამინახა. ვცდილობდი ყოველთვის
ისეთ დუქნებში მომეპარა, რომელთა მეპატრონეები ქალები იყვნენ,
რადგან ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვიყავი, იყო ის, რომ დე-
დაჩემი ქალი უნდა ყოფილიყო. სხვანაირად, უბრალოდ, არ შეიძლე-
ბოდა, ერთი კვერცხი ავიღე და ჯიბეში ჩავიდე. ამ დროს პატრონიც
გამოჩნდა. ვიდექი და ველოდებოდი, როდის მიმბერტყავდა, რომ ყვე-
ლას ყურადღება მიმეპყრო. მან კი ჩემ გვერდით ჩაიმუხლა, თავზე ხე-
ლი გადამისვა და მითხრა:
– რა საყვარელი ხარ, ჩემო პატარავ!
ჯერ ვიფიქრე, ალბათ ტკბილი სიტყვით უნდა, კვერცხი წამარ-
თვას-მეთქი და ჯიბეში მაგრად ჩავბღუჯე ჩემი ნადავლი. ერთი სი-
ლაც კმაროდა ჩემს დასასჯელად – დედები ხომ სწორედ ასე იქცევიან,
როცა შვილს ქურდობაში გამოიჭერენ. მაგრამ ის ქალი წამოდგა, დახ-
ლთან მივიდა, ერთი კვერცხი კიდევ მომცა და მაკოცა. წამიერად
ისეთმა იმედმა გამიელვა გულში, რომ ვერც კი აგიწერთ. მთელი დღე
იქიდან ფეხი ვეღარ მოვიცვალე. ვიდექი და ველოდებოდი. ოღონდ,

13
ვის ან რას ველოდებოდი, ეს კი აღარ ვიცოდი. ქალი დროდადრო ღი-
მილით გადმომხედავდა. მე კი ვიდექი, ეს კვერცხი ისევ ხელში მქონდა
ჩაბღუჯული. მაშინ ალბათ ექვსი წლის ვიყავი, შეიძლება ცოტა მეტის
ან ცოტა ნაკლების; ასე მეგონა, იმ ქალმა მთელი ცხოვრების სამყოფი
სითბო მაჩუქა. ეს კი მხოლოდ ერთი პატარა კვერცხი იყო. სახლში
დავბრუნდი. მუცელი მტკიოდა. მადამ როზა შინ არ დამხვდა. მეზო-
ბელს ცრუ მოწმედ გაჰყოლოდა სასამართლოში. მადამ ლოლა ტრან-
სვესტი იყო. მეოთხე სართულზე ცხოვრობდა და ბულონის ტყეში და-
დიოდა კლიენტების გამოსაჭერად. სანამ ქალი გახდებოდა, სენეგა-
ლის ჩემპიონი ყოფილა კრივში და ერთხელაც სადისტი კლიენტი ნო-
კაუტში ჩააგდო. აბა, იმ უბედურმა რა იცოდა, რომ სენეგალის ჩემპი-
ონთან ჰქონდა საქმე. შემდეგ მადამ როზამ სასამართლოში თქვა,
რომ იმ საღამოს ის და მადამ ლოლა ერთად იყვნენ კინოში, მერე კი
ტელევიზორს უყურეს. მოგვიანებით მადამ ლოლაზე უფრო მეტს მო-
გიყვებით – ის ნამდვილად განსაკუთრებული პიროვნება იყო, იმიტომ,
რომ ყველასგან განსხვავდებოდა. სწორედ ამიტომაც მიყვარდა.

14
ეს პატარა ბავშვები, გადამდები ავადმყოფობის მსგავსად, ძალიან
სწრაფად ვრცელდებიან. თუ ერთი გაჩნდა სადმე, მერე მორჩა! იმ
ერთს იმდენი მოჰყვება, რომ ვეღარც დაითვლი. იმ პერიოდში მადამ
როზასთან შვიდნი ვიყავით, აქედან ორი ღამღამობით ჩვენთან არ
რჩებოდა. ისინი მეეზოვის, ბატონი მუსას შვილები იყვნენ. დედა დი-
დი ხნის წინათ გარდაეცვალათ. დილაუთენია, სანამ ბატონი მუსა სა-
მუშაოზე წავიდოდა, ბავშვებს ამოიყვანდა და ჩვენთან ტოვებდა. სა-
ღამოობით კი თავის შვილებს თვითონვე უვლიდა. ჩვენთან იყვნენ კი-
დევ ჩემზე უმცროსი მოსე; ბანანია, რომელიც სულ იცინოდა, იმიტომ
რომ კარგ გუნებაზე დაიბადა; მიშელი, რომელსაც ვიეტნამელი მშობ-
ლები ჰყავდა და რომელსაც მადამ როზა ყოველდღე ერთი წლის გან-
მავლობაში გაგდებით ემუქრებოდა, იმიტომ, რომ მისი ფული აღარ
მოდიოდა. ჩვენი ურია მადამ როზა კეთილი ქალი იყო, მაგრამ თურმე
ამქვეყნად ყველაფერს, მათ შორის სიკეთესაც, საზღვარი აქვს. ხში-
რად ისეც ხდებოდა, რომ მეძავები შორეულ ადგილებში მიემგზავრე-
ბოდნენ სამუშაოდ, იქ, სადაც მოთხოვნილებაც დიდი იყო და ფულსაც
მეტს უხდიდნენ. შვილებს მადამ როზას მოუყრიდნენ და ჰაიდა! სა-
მუდამოდ მოტყდებოდნენ. ესენი ძირითადად ისეთი ბავშვები იყვნენ,
რომელთა დაბადება სულაც არ იყო საჭირო, მაგრამ დედებმა აბორ-
ტის გაკეთება დროზე ვერ მოასწრეს. ზოგჯერ მადამ როზა ახერხებდა
ამ ბავშვების გაშვილებას ისეთ ოჯახებში, რომლებიც თავს მარტო
გრძნობდნენ და გასართობად შვილები სჭირდებოდათ. მაგრამ ეს არ-

15
ცთუ ისე ადვილი საქმე იყო, რადგან არსებობენ ყველაფრის ამკრძა-
ლავი კანონები. როდესაც ქალი იძულებულია ოფიციალურ მეძავო-
ბას მიჰყოს ხელი, რადგან სხვა საარსებო საშუალება არ გააჩნია, უფ-
ლება არ აქვს, დედა იყოს. ეს პროსტიტუციის უპირველესი მოთხოვ-
ნილებაა. ჰოდა, მეძავ დედასაც ეშინია, სამუშაო არ დაკარგოს. თუ
ქმარი არ ჰყავს, არც შვილის ყოლის უფლება აქვს და ისიც ცდილობს,
ბავშვი გადამალოს სანდო ადამიანთან, სადაც საიდუმლოს შენახვა
გარანტირებული ექნება. მე ალბათ ვერ შევძლებ გავიხსენო და ჩამოვ-
თვალო ყველა ის ბავშვი, ვისაც კი მადამ როზასთან უცხოვრია, მაგ-
რამ ჩემსავით დიდხანს იქ არავინ ყოფილა. ჩემ შემდეგ მადამ როზას-
თან ყველაზე დიდხანს ცხოვრობდნენ მოსე, ბანანია და ვიეტნამელი,
რომელიც ბოლოს პრინცის ქუჩაზე მდებარე რესტორანმა აიყვანა სა-
მუშაოდ. მას შემდეგ იმდენი ხანი გავიდა, კიდევაც რომ შევხვდე, ალ-
ბათ ვეღარც ვიცნობ ჩემს ვიეტნამელს.
როცა დედა მოვიკითხე და კატეგორიულად მოვითხოვე, დედას-
თან მინდა-მეთქი, მადამ როზამ მითხრა, რა ჭირვეული ბავშვი ხარო,
თუმცა რა მიკვირს, ყველა არაბი ხომ ერთმანეთს ჰგავხართ, თქვენი
მოსაწონი ამქვეყნად არაფერიაო, რაც უფრო მეტი გაქვთ, უფრო მეტი
გინდათო. მაგრამ მადამ როზა ამას მხოლოდ ცრურწმენების გამო ამ-
ბობდა, გულში კი სულ სხვა რამეს ფიქრობდა და ყველაზე მეტადაც
მე ვუყვარდი. მე როცა ბღავილს ვიწყებდი, სხვებიც ამყვებოდნენ
ხოლმე. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში იყო იმ წუთებში
მადამ როზა?! ეს შვიდი ბავშვი გარშემო შემორტყმოდა და ერთმა-
ნეთს ეჯიბრებოდა, ვინ უფრო ხმამაღლა იღრიალებდა: „დედა მინდა,
დედა მინდა!“ აი, ამას კი მადამ როზა ვეღარ უძლებდა და თვითონ
ბავშვებზე უარეს ისტერიკაში ვარდებოდა, წაივლებდა თავზე ხელს
და ძლივძლივობით შემორჩენილ ორ ღერ თმას გამწარებული იპუ-

16
ტავდა, თან ჩვენი უმადურობის გადამკიდე გულამოსკვნილი ტირო-
და. სახეს ხელებში ჩამალავდა და ისე ქვითინებდა. თუმცა უკვე იმ
ასაკში იყო, რომ დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. ისეთი ზრიალი და
წივილ-კივილი გვედგა, რომ კედლებიდან ბათქაში ცვიოდა, მაგრამ
იმიტომ კი არა, რომ მადამ როზა ტიროდა, უბრალოდ, სახლი ძველი
იყო და ინგრეოდა.
საერთოდ, მადამ როზას ჭაღარა თმა ჰქონდა და დაპუტვის გარე-
შეც კარგად სცვიოდა, იმიტომ რომ დასუსტებული თმის ღერები თავ-
ზე ვეღარ უჩერდებოდა. ქალს ძალიან ეშინოდა გამელოტების; აბა,
როგორია მელოტი ქალი, მით უმეტეს, თუ არც სხვა რამე უვარგა. მა-
დამ როზას იმხელა ძუძუები და საჯდომი ჰქონდა, ვერც ერთი ქალი
ამ მხრივ მეტოქეობას ვერ გაუბედავდა. როცა სარკეში იყურებოდა,
თავის თავს კეკლუცად უღიმოდა და ცდილობდა მასში რამე მოსაწო-
ნი აღმოეჩინა. კვირაობით საგულდაგულოდ გამოეწყობოდა, დაიხუ-
რავდა წითურ პარიკს, წავიდოდა ბოლიეს სკვერში და საათობით იჯ-
და იქ, თან გამვლელებს მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით აყოლებდა
თვალს. დღის განმავლობაში სახეს რამდენჯერმე იღებავდა, მაგრამ
ასაკთან შებრძოლება დღითიდღე უფრო უძნელდებოდა და სახეს რომ
ვეღარაფერს უხერხებდა, ბინის გალამაზებასღა ცდილობდა – უამრა-
ვი ყვავილი მოჰქონდა და ოთახებს რთავდა.
როცა დაწყნარდა, მადამ როზამ გვერდზე გამიყვანა და მითხრა,
შენ ხარ ყველაფრის მოთავე და წამომწყები, შენნაირების ბოლო კი
ყოველთვის ციხეაო; ხომ იცი, დედაშენი თვალს არ გაშორებს და ყვე-
ლაფერს ხედავს, თუ გინდა, რომ შენთან მოვიდეს, კარგად და პატი-
ოსნად უნდა მოიქცე, არანაირ მცირეწლოვანთა შესაფერის დანაშა-
ულზე არც კი იოცნებოო. ის პატარა კუთხე, სადაც მადამ როზამ გა-
მიყვანა ჭკუის დასარიგებლად, ისეთი მოცუცქნილი იყო, მადამ როზა

17
თავისი ზომა-წონის გამო ძლივს ეტეოდა. ისე, ერთი ადამიანისთვის
და ისიც ისეთი მარტოხელასთვის, მისი გაბარიტები მართლაც რომ
ნამეტანი იყო. ამდენ ხორც ასხმული მადამ როზა ალბათ კიდევ უფ-
რო ეულად გრძნობდა თავს.
თუ რომელიმე ბავშვის გადასახადი დაიგვიანებდა, მადამ როზა
„დამნაშავეს“ გარეთ არ აგდებდა. ასე დაემართა, მაგალითად, პატარა
ბანანიას, რომლის მამა მადამ როზასთვის კი არა, დედამისისთვისაც
უცნობი იყო და ვერავინ ვერაფერს მოსთხოვდა. ბანანიას დედა ექვს
თვეში ერთხელ აგზავნიდა ცოტაოდენ ფულს, ხან კი ამასაც ვერ ახერ-
ხებდა. მადამ როზა ხშირად წამოაძახებდა ხოლმე ბიჭს მშობლების
უპასუხისმგებლობას, მაგრამ ბანანია ერთ ყურში შეუშვებდა ამ საყ-
ვედურებს და მეორედან გამოუშვებდა, იმიტომ, რომ ჯერ მხოლოდ
სამი წლის იყო და ღიმილის გარდა არაფერი გააჩნდა. ხშირად მიფიქ-
რია, მადამ როზა შეიძლება ბანანიას შელეოდა და უპატრონოთა
თავშესაფარში ჩაებარებინა, მაგრამ მისი ღიმილის გარეშე ვერგაძ-
ლებდა-მეთქი. ჰოდა, რადგან ღიმილი ბანანიას გარეშე ვერ იქნებოდა,
იძულებული იყო ორივე დაეტოვებინა. მე დავალებული მქონდა, ბა-
ნანია ბისონის ქუჩაზე მდებარე შავკანიანთა საერთო საცხოვრებელ-
ში ხშირად მეტარებინა.
– დროა, ბავშვმა შავ ფერს თვალი შეაჩვიოს, – დაჟინებით მოით-
ხოვდა მადამ როზა, – თუ ახლავე არ შეეგუა, მერე ძალიან გაუჭირ-
დებაო.
მეც ჩავკიდებდი ხოლმე ბანანიას ხელს და შავკანიანთა საერთო
საცხოვრებელში მიმყავდა. მობინადრეები ძალიან კარგად გვხვდე-
ბოდნენ, იმიტომ, რომ ყველა მათგანს ოჯახი ჰყავდა დატოვებული
აფრიკაში და ჩვენი დანახვა საკუთარ შვილებს ახსენებდათ. მადამ
როზამ არც კი იცოდა, სადაური იყო ბანანია, რომლის გვარიც ტურე

18
გახლდათ: მალელი, სენეგალელი თუ გვინეელი. დედამისი სენ-დენის
ქუჩის მეძავი იყო, სანამ სამუშაოდ აბიჯანის ბორდელში გაემგზავ-
რებოდა. მისი ხელობის ქალისთვის ძნელი დასადგენი იქნებოდა, სა-
დაური იყო მისი შვილი. მოსეს ფულიც არარეგულარულად მოდი-
ოდა, მაგრამ მადამ როზა მას თავშესაფრით ვერ დაემუქრებოდა – ებ-
რაელებში ღალატი არ გამოდიოდა. ჩემს სამას ფრანკს კი ყოველი
თვის დასაწყისში იღებდა და ამიტომ ხელსაც არ მახლებდა. მემგონი,
მოსეს დედა კარგი ოჯახის შვილი იყო. მისმა მშობლებმა არაფერი
იცოდნენ მოსეს არსებობის შესახებ. მოსეს ქერა თმა, ცისფერი თვა-
ლები და არაებრაული ცხვირი ჰქონდა. მაგრამ როგორც კი შეხედავ-
დი, მაშინვე იყიდდი, ვინც იყო.
სამასი ფრანკი კი მადამ როზას ჩემ მიმართ პატივისცემას უნერ-
გავდა. სადაცაა ათი წლის უნდა გავმხდარიყავი. უკვე ერთმა ორგა-
ნომაც არსებობა მაგრძნობინა – ნაადრევი მომწიფების ნიშნებმა იჩი-
ნეს თავი – ასეა, ეს ამბავი პირველ რიგში და ყველაზე ადრე არაბებს
ემართებათ. ვიცოდი, რომ მადამ როზასთვის მყარ დასაყრდენს წარ-
მოვადგენდი; ამიტომაც სანამ ჩემ შესახებ რამე გადაწყვეტილებას მი-
იღებდა, კარგად დაფიქრდებოდა. აი, სწორედ ეს მოხდა, როცა ცალკე
გამიყვანა კუთხეში, ექვსი წლის რომ ვიყავი. არ გეგონოთ, რომ ჩემი
ასაკის თვლაში რამე მეშლება. როცა დრო დადგება, ყველაფერს აგიხ-
სნით და ნახავთ, ერთ წუთში პატარა ბიჭი მოზრდილ ადამიანად რო-
გორ ვიქეცი.
– მომისმინე, მომო, შენ ხომ იცი, აქ ყველაზე უფროსი ხარ და
სხვებს მაგალითს უნდა აძლევდე. ჰოდა, ძალიან გთხოვ, ერთ აურზა-
ურს ნუ ტეხავ და ამ დედაშენით გული ნუ გაგვიწყალე. ის კი არადა,
ბედი გქონიათ, დედათქვენებს რომ არ იცნობთ. უკვე იმხელები ხართ,

19
რომ გრძნობები გაგაჩნიათ. დედათქვენები კი მეძავები არიან. იცი,
რას ნიშნავს მეძავი?
– ვიცი, ისეთ ქალს, რომელსაც ცხოვრებაში თავი გააქვს ბოზო-
ბით.
– ნეტავ, გამაგებინა, ამ სიბინძურეს სად სწავლობ; თუმცა კი შენს
სიტყვებში რაღაც სიმართლე არის.
– თქვენც ბოზობით გაგქონდათ თავი, არა, მადამ როზა, ახალ-
გაზრდა და ლამაზი როცა იყავით?
გაიღიმა, ესიამოვნა, რომ ვუთხარი, ახალგაზრდა და ლამაზი იყა-
ვით-მეთქი.
– კარგი ბიჭი ხარ, მომო, მაგრამ, ჭკუით უნდა მოიქცე. შენი იმედი
მაქვს. ხომ ხედავ, მოხუცი და ავადმყოფი ვარ. რაც ოსვენციმს თავი
დავაღწიე, ერთი ბედნიერი დღე არ მქონია.
ისეთი სევდიანი იყო, რომ სიუშნოვე აღარც კი ეტყობოდა. კისერ-
ზე შემოვეხვიე და ვაკოცე. უბანში ამბობდნენ, გულით ავადმყოფი ქა-
ლია მადამ როზა, პატრონი კი არავინ ჰყავსო. ამ ცხოვრებას სამოც-
დახუთი წელი მტკივანი გულით გაუძლო და თუ ზოგჯერ რამე შეეშ-
ლებოდა, რა გასაკვირი იყო.
ისე ტიროდა, რომ მოფსმა მომინდა.
– მაპატიეთ, მადამ როზა, მეფსია.
მერე ისევ შემოვბრუნდი და საუბარი გავაგრძელე:
– კარგი, მადამ როზა, დედაჩემის ნახვა რომ შეუძლებელია, გავი-
გე, მაგრამ მის მაგივრად რომ ძაღლი მოვიყვანო, შეიძლება?
– რაო? ძაღლიო? ძაღლის ადგილი მაქვს აქ მე? მერე, რას მიბრძა-
ნებ, რა ვაჭამო? იმის ფულს ვიღა გადამიხდის?
მაგრამ როცა კალფეტრის ქუჩაზე პატარა ნაცრისფერი ხუჭუჭა
პუდელი მოვიპარე ცხოველების ლაბორატორიაში და სახლში მოვიყ-

20
ვანე, არაფერი უთქვამს. შევედი იმ ლაბორატორიაში თუ რაღაც ჯან-
დაბაში, პატრონს ვკითხე, თუ შეიძლება პუდელს მოვეფერო-მეთქი,
თან უცოდველი თვალებით შევხედე. ძაღლი ავიყვანე, მოვეფერე და
უცებ მოვტყდი. ამქვეყნად თუ რამე ვიცი, სირბილია. ამის გარეშე
ცხოვრება შეუძლებელია.

21
ამ ძაღლმაც კარგ ხათაბალაში გამხვია. ისე ძალიან შემიყვარდა,
როგორი სიყვარულითაც თურმე არავინ უნდა შეიყვარო. სხვა ბავ-
შვებიც გიჟდებოდნენ მასზე, თუ არ ჩავთვლით ბანანიას, რომელსაც
ყველაფერი ფეხებზე ეკიდა და ისედაც, ყოველგვარი საბაბის გარეშეც
ძალიან ბედნიერი იყო. თუმცა კი, არასოდეს მინახავს საბაბიანად
ბედნიერი შავკანიანი. ძაღლი გამუდმებით გულში მყავდა ჩახუტებუ-
ლი და დღე და ღამე იმას ვფიქრობდი, რა დავარქვა-მეთქი. რამდენ-
ჯერმე გადავწყვიტე – მოდი, რაც არის არის, ტარზანს ან ზოროს და-
ვარქმევ-მეთქი, მაგრამ ამ დროს ვგრძნობდი, რომ რაღაც აქამდე უც-
ნობი და ჯერ არგაგონილი სახელი სადღაც იყო მიმალული დამელო-
დებოდა. ბოლოს და ბოლოს, „სუპერი“ დავარქვი, მაგრამ ეს საბოლოო
ვარიანტი არ იყო: თუ მერე რამეს უკეთესს მოვიგონებდი, ამ სახელს
სასწრაფოდ გადავარქმევდი. რაც აქამდე დაუხარჯავი და გაუცემელი
გრძნობები და ემოციები მქონდა გულში, სულ სუპერს მოვახვიე თავ-
ზე. არ ვიცი, უიმისოდ რა მეშველებოდა, ალბათ რამე უბედურებას
გადავეყრებოდი და მცირეწლოვანთა ციხეში ამოვყოფდი თავს. ერთი
სიტყვით, სუპერმა სულზე მომისწრო. როდესაც ვასეირნებდი, ჩემი
თავი საჭირო არსებად წარმომედგინა, იმიტომ, რომ მას მე ვყავდი და
ამქვეყნად მხოლოდ ჩემი იმედი ჰქონდა. სუპერი იმდენად მიყვარდა,
რომ სხვას მივეცი. მე უკვე ცხრა წლის ვიყავი. ამ ასაკში კი ყველა
ადამიანი, ბედნიერების გამოკლებით, უკვე ფიქრს იწყებს. არ მინდა,
ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ როგორც გინდა შეჩ-

22
ვეული ყოფილიყავი მადამ როზას ბინას, რაც იქ ხდებოდა, იმას საც-
ხოვრებელ პირობებს ვერ უწოდებდი. ჰოდა, როცა სუპერი ცოტა წა-
მოიზარდა, მომინდა, მისთვის კარგი ცხოვრება შემექმნა, ისეთი, რო-
გორსაც ჩემს თავს შევუქმნიდი, შესაძლებლობა რომ მქონოდა. ისიც
უნდა აღვნიშნო, რომ სუპერი უჯიშო და ოხერ-ტიალი ძაღლი კი არ
იყო, არამედ წმიდა სისხლის პუდელი. ერთხელ, ქუჩაში სეირნობისას
ერთმა ქალბატონმა დაინახა და აღტაცებულმა შესძახა: „ვაიმე, რა
საყვარელია!“ მერე გამომკითხა, შენია თუ არაო, ხომ არ გაყიდიო. მე
ჩამოძონძილი ვიყავი, არც ფრანგს ვგავდი, სუპერი კი ისეთი ჯიშის
იყო, რომ ჩემნაირს არ უნდა ჰყოლოდა.
იმ ქალს სუპერი ხუთას ფრანკად მივყიდე. ამდენი იმიტომ მოვ-
თხოვე, რომ მინდოდა, მის შესაძლებლობებში დავრწმუნებულიყავი.
არც შევმცდარვარ. ფული სიხარულით გადამიხადა, მერე სუპერს ხე-
ლი დაავლო და იქვე გაჩერებულ გასისინებულ მანქანაში ჩასვა. მან-
ქანაც თავისი იყო და მძღოლიც. თვითონაც სასწრაფოდ გვერდზე მი-
უჯდა სუპერს, ალბათ იფიქრა, აქ ახლომახლო ბიჭის მშობლები არ
იყვნენ და ძაღლი უკან არ წამართვანო. მერე კი ისეთი რამ გავაკეთე,
შეიძლება არც დამიჯეროთ: ავიღე ის ხუთასი ფრანკი და კანალიზა-
ციის ჭაში ჩავაგდე. ტროტუარზე ჩამოვჯექი, თვალებზე ხელები ავი-
ფარე და ხმამაღლა ავტირდი, თუმცა კი ბედნიერი ვიყავი. მადამ რო-
ზასთან მცხოვრები ბავშვები ყოველი ახალი დღის გათენებას შიშით
შევყურებდით, ჩვენი მომავალი კი არადა, სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა,
თავი გაჭირვებით გაგვქონდა, მადამ როზას ავადმყოფობა დღითიდღე
ერეოდა, ფული არ გვქონდა, ცალკე იმის შიში გვზარავდა, უპატრონო
ბავშვთა სახლში არ გვიკრან თავიო. ასეთი ცხოვრება კი ძაღლს ნამ-
დვილად არ ეკადრებოდა.

23
შინ რომ დავბრუნდი და მადამ როზას ვუთხარი, სუპერი გავყიდე
და აღებული ფული კანალიზაციის ჭაში ჩავყარე-მეთქი, ჯერ გაკვირ-
ვებისგან ყბა ჩამოუვარდა, მერე ფერი დაკარგა, შეშინებულმა შემომ-
ხედა და თავის ოთახში შევარდა. კარს რომ კეტავდა, გასაღები ორ-
ჯერ გადაატრიალა. ამის შემდეგ, ყოველღამე, დასაძინებლად რომ შე-
დიოდა, კარს საგულდაგულოდ ჩარაზავდა. ფიქრობდა, ამ სულელმა
ხუთასი ფრანკი გადააგდო და არც ის გაუჭირდება, ღამე შემომივარ-
დეს და ყელი გამომჭრასო. ბავშვებმა რომ სუპერის გაყიდვის ამბავი
გაიგეს, ერთი ვაი-უშველებელი ატეხეს, იმიტომ, რომ სუპერი მხო-
ლოდ გასართობად უნდოდათ. მართლა რომ ჰყვარებოდათ, კი არ
იტირებდნენ, ბედნიერებისგან იცინებდნენ.
იმ პერიოდში მადამ როზასთან შვიდნი თუ რვანი ვიყავით. იყო
ერთი გოგონა – სალიმა. თურმე დედამისი მეზობლებმა ჩაუშვეს – მე-
ძავია და შვილი ჰყავსო. დასდგომია თავზე საზოგადოებრივი ღირსე-
ბის დამცველი კომისია. იმ საწყალს კლიენტი ჰყოლია იმ დროს. შე-
უწყვეტიათ საქმიანობა და სამზარეულოში გამწესებული სალიმა დე-
დამისს ფანჯრიდან გაუპარებია. მთელი ღამე ნაგვის ბუნკერში ჰყო-
ლია დამალული, დილაუთენია მადამ როზას მოადგა თავისი გოგო-
ნათი, რომელიც ერთიანად ყარდა, და ისტერიკაში ჩავარდა. იყო კი-
დევ ანტუანი, ერთადერთი ნამდვილი ფრანგი ჩვენს პანსიონში, რო-
მელიც მხოლოდ დღისით მოჰყავდათ. ყურადღებით ვაკვირდებოდით
– გვაინტერესებდა, როგორი იყო ნამდვილი ფრანგი. მაგრამ ანტუანი
მხოლოდ ორი წლის იყო და ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფე-
რი ეტყობოდა. სხვები კარგად არ მახსოვს იმიტომ, რომ ბავშვები ხში-
რად იცვლებოდნენ. ზოგჯერ დედები მოდიოდნენ და საბოლოოდ მიჰ-
ყავდათ თავიანთი შვილები. მადამ როზა ამბობდა, მეძავებს საკმარი-
სი მორალური მხარდაჭერა არ აქვთ, რადგან ხშირად სუტენიორები

24
თავიანთ მოვალეობას სათანადოდ არ ასრულებენო; დედებს შვილები
იმისთვის სჭირდებათ, რომ მათ ცხოვრებას აზრი მიეცეს. დედები რო-
გორც კი დროს გამონახავდნენ, შვილებს აკითხავდნენ. თუ რომელიმე
მათგანი ავად გახდებოდა და სოფელში სამკურნალოდ წავიდოდა,
შვილიც თან მიჰყავდა და შესვენების პერიოდს შვილის მოსაფერებ-
ლად იყენებდა. ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ არ აძლევდნენ უფლე-
ბას პოლიციაში აღრიცხულ მეძავებს, შვილები აღეზარდათ, მაშინ
როდესაც ჩუმჩუმელა ბოზებს არავინ უშლიდა. მადამ როზას ამის მი-
ზეზად ის მიაჩნდა, რომ საფრანგეთში სექსი ძალიან მნიშვნელოვა-
ნია, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელ ქვეყანასაც არ უნდა შეადარო,
ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ვერასოდეს წარმოიდგენ, სანამ საკუთა-
რი თვალით არ ნახავ. მადამ როზა ამბობდა, რომ სექსი, და ასევე ლუი
მეთოთხმეტეც, საფრანგეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და თავ-
მოსაწონია. ამიტომაც, ეგრეთ წოდებულ მეძავებს ავიწროებენ, რად-
გან პატიოსან ქალბატონებს იგი თავის საკუთრებად მიაჩნიათ. ხში-
რად მინახავს ჩვენთან ცხარე ცრემლით მოტირალი დედები, რომლე-
ბიც პოლიციაში დაასმინეს ბოროტმა ადამიანებმა – არიქა, ხომ ხე-
დავთ, რა საქმიანობას ეწევა და შვილის ყოლასაც ბედავსო. ის საცო-
დავები ისეთი შეშინებულები იყვნენ, რომ აღარ იცოდნენ, რა ექნათ.
მადამ როზა ამშვიდებდა მათ, ეუბნებოდა – ერთი პოლიციის კომის-
რის იმედი მაქვს, რომელიც თვითონაც ბოზის შვილი და ჩემი გაზ-
რდილიაო, კიდევ ერთი ებრაელი ნაცნობი მყავს, რომელიც ისეთ ყალბ
საბუთებს აკეთებს, ნამდვილისგან ვერავინ გაარჩევსო. ის ებრაელი მე
არასოდეს მინახავს, იმიტომ, რომ მადამ როზა საგულდაგულოდ მა-
ლავდა. მათ ერთმანეთი გერმანიაში, ებრაელთა „საერთო საცხოვრე-
ბელში“ გაიცნეს, სადაც შემთხვევით გადარჩნენ ცოცხლები. მათ და-
იფიცეს, რომ გერმანელებს მეორედ თავს აღარ დააჭერინებდნენ. ის

25
ებრაელი სადღაც ფრანგების უბანში ცხოვრობდა და თავისთვის ისე-
თი ყალბი საბუთები ჰქონდა გაკეთებული, რომელთაც წყალი არ გა-
უვიდოდა. მადამ როზაც მას უმადლოდა თავის დოკუმენტებს, რომ-
ლებიც ამტკიცებდნენ, რომ მადამ როზა მადამ როზა კი არ იყო, არა-
მედ სულ სხვა ვიღაც. ამბობდა ხოლმე, ისეთი საბუთები მაქვს, ქვას
გახეთქავს, აქაურები კი არა, ისრაელის მთავრობაც კი ვერ დამიმტკი-
ცებს, ებრაელი რომ ვარო. რა თქმა უნდა, ეს ისეთი საქმეა, ბოლომდე
თავს ვერ დაიარხეინებ. ადამიანს საბოლოოდ მხოლოდ სიკვდილი
დააწყნარებს. სანამ ცოცხალი ხარ, სულ რაღაცის გეშინია.
როგორც გითხარით, როცა ბავშვებმა გაიგეს, რომ სუპერს ჩვენ-
თან არარსებული მომავალი შევუქმენი და გავყიდე, პირი დააღეს და
ერთი-ორი საათი აღარ გაჩერებულან. ყველა ტიროდა, ბანანიას გარ-
და, რომელიც, როგორც ყოველთვის, ახლაც ძალიან კმაყოფილი იყო.
ეს სულელი მართლაც ცაში დაფრინავდა წარმოიდგინეთ, უკვე ოთხი
წლის იყო და ისევ ბედნიერად გრძნობდა თავს.
მეორე დღეს, გათენდა თუ არა, მადამ როზამ ექიმ კატცთან წა-
მათრია, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაედგინა, სრულ ჭკუაზე ვი-
ყავი თუ არა. უნდოდა, ჩემთვის სისხლის ანალიზი გაეკეთებინათ და
შეემოწმებინათ, ყველა არაბივით მეც სიფილისი ხომ არ მჭირდა. მაგ-
რამ ექიმი კატცი ისე გაცოფდა ამ სიტყვის გაგონებაზე, რომ სიბრა-
ზისგან წვერი აუცახცახდა – დამავიწყდა მეთქვა, რომ ექიმ კატცს
წვერი ჰქონდა მოშვებული. მადამ როზა ერთი კარგად გამოლანძღა,
„ორლეანის ჭორებს“ აჰყოლიხარო, შეუძახა. „ორლეანის ჭორები“ კი
ის იყო, რომ ებრაელები თეთრკანიან ქალებს არ აბრუებდნენ ბორდე-

26
ლებში გაგზავნის მიზნით.2 ამიტომ ყველა აღშფოთებული იყო. ისინი
ხომ არაფრის გამო გადაიკიდებენ ხოლმე ხალხს.
მადამ როზა კი ჩემი საქციელის გამო ჯერ კიდევ არ იყო გონზე
მოსული.
– მაინც, როგორ მოხდა ზუსტად ყველაფერი?
– როგორ და აიღო ხუთასი ფრანკი და კანალიზაციაში მოისრო-
ლა.
– ასეთი ნერვიული შეტევა პირველად მოუვიდა?
მადამ როზამ არაფერი უპასუხა და მე შემომხედა. მე კი ძალიან
გულდაწყვეტილი ვიყავი. მე ხომ ვცდილობდი, არავისთვის ტკივილი
არ მიმეყენებინა. ექიმი კატცის უკან, ბუხარზე, თეთრ იალქნიანი გემი
იდგა და, რადგანაც ძალიან უბედურად ვგრძნობდი თავს, მინდოდა
იქაურობას, ჩემს თავს გავშორებოდი და რაც შეიძლება შორს წავსუ-
ლიყავი... წავედი კიდეც, ავედი გემზე, გავშალე იალქანი და ოკეანეები
გადავსერე. პირველ შორეულ მოგზაურობაში ექიმი კატცის გემით წა-
ვედი. ახლაც, როცა მომინდება, შემიძლია ავიდე იმ გემზე და შორს,
ძალიან შორს გავემგზავრო. მაგრამ ამაზე არავისთან კრინტს არ
ვძრავდი, ეს გემი ჩემი საიდუმლო იყო და ყველას ისე ვაჩვენებდი
თავს, რომ ვითომ სადღაც გადაკარგულში კი არა, მათ გვერდით ვიყა-
ვი.
– ექიმო, გთხოვთ კარგად გასინჯოთ ეს ბავშვი. თქვენ მე სასტიკად
ამიკრძალეთ ნერვიულობა ავადმყოფი გულის გამო. ამან კი გაყიდა
ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო ამქვეყნად და ხუთასი ფრან-

2 60-იან წლებში ორლეანში ჭორი გავრცელდა, თითქოს ებრაელების მზა


ტანსაცმლის მაღაზიებში ქალები ქრებოდნენ ტანსაცმლის ჩასაზომებელი
კაბინებიდან, რადგან ებრაელები მათ ნემსით აბრუებდნენ და აზიისა და
აფრიკის ბორდელებში აგზავნიდნენ. ამის შემდეგ გამოთქმა „ორლეანის
ჭორები“ ნიშნავს ყველაზე სულელურ და უაზრო ჭორებს.
27
კი კანალიზაციის ჭაში ჩაყარა. ასეთ რამეს ოსვენციმშიც კი არავინ
აკეთებდა.
ექიმ კატცს ბისონის ქუჩის ახლომახლო უბნების ებრაელები და
არაბები კარგად იცნობდნენ მისი ქრისტიანული გულმოწყალების გა-
მო. იგი განურჩევლად ყველას მკურნალობდა დილიდან საღამომდე
და ზოგჯერ უფრო გვიანაც. ყოველთვის მადლიერებით ვიხსენებ მის
სახელს. ექიმი კატცის კაბინეტი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ასე
ყურადღებით მათვალიერებდნენ და ჩემ შესახებ ლაპარაკობდნენ,
თითქოს რამეს წარმოვადგენდი. იქ ხშირად მივდიოდი, მაგრამ იმი-
ტომ კი არა, რომ ავად ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ მოსაცდელში
დავმჯდარიყავი. მივდიოდი და უბრალოდ ვიჯექი. ექიმმა იცოდა,
რომ არაფერი მტკიოდა და ისე, ტყუილად ვიყავი სკამზე წამოსკუპე-
ბული. იქ უამრავი გაჭირვებული მოდიოდა, მე კი ადგილს ვიკავებდი.
მაგრამ ექიმი კატცი არ მიბრაზდებოდა და თავაზიანად მიღიმოდა.
ხშირად, როცა მას ვუყურებდი, ვფიქრობდი, ჩემი ნება რომ იყოს, მა-
მად ავირჩევდი-მეთქი.
– წარმოგიდგენიათ, ისე უყვარდა ის ძაღლი, რომ ასე ადამიანებ-
საც კი არ უყვართ ერთმანეთი. სულ ხელში ეჭირა, ხელში აძინებდა
და ხედავთ, რა ქნა! გაყიდა და თანაც ფული გადაყარა. ექიმო, ეს ბავ-
შვი სხვებს არ ჰგავს. მეშინია, სიგიჟე ოჯახიდან არ ჰქონდეს გამოყო-
ლილი.
– შემიძლია დაგარწმუნოთ, მადამ როზა, რომ არაფერი მოხდება,
აბსოლუტურად არაფერი.
ტირილი დავიწყე. მშვენივრად ვიცოდი, რომ არაფერი მოხდებო-
და, მაგრამ პირველი შემთხვევა იყო, რომ ეს პირში მომახალეს.
– არაფერი გაქვს სატირალი, ჩემო პატარა მუჰამედ. მაგრამ თუ
ტირილი გსიამოვნებს, იტირე. ასე ხშირად ემართება, მადამ როზა?

28
– არასოდეს, ექიმო, თუ დამიჯერებთ, მაგის თვალზე ჯერ ცრემლი
არ მინახავს. ძალიან ვნერვიულობ.
– ხომ ხედავთ, რომ ტირილი შესძლებია, ასე რომ ახლა ყველაფე-
რი კარგადაა. არაფერი გაქვთ სანერვიულო, კარგია, ჩემთან რომ მო-
იყვანეთ. თქვენ კი ახლავე დამაწყნარებელ წამლებს გამოგიწერთ.
ქუჩაში რომ გამოვედით, მე და მადამ როზამ ერთმანეთს ხელი
ჩავკიდეთ. უყვარდა, როცა ვინმესთან ერთად დადიოდა, გარეთ გასას-
ვლელად ყოველთვის დიდხანს იპრანჭებოდა სარკის წინ, იმიტომ,
რომ ერთ დროს ქალი იყო და იმ დროიდან ცოტა რაღაც კიდევ ჰქონდა
შემორჩენილი. სახეზე ბევრ ფერ-უმარილს ისვამდა, თუმცა მის ასაკ-
ში დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. ბებერ, სათვალიან გომბეშოს ჰგავ-
და და თანაც ასთმა აწუხებდა. როდესაც სავსე ჩანთით კიბეზე ამო-
დიოდა, ყოველ საფეხურზე ისვენებდა და ამბობდა, ერთ მშვენიერ
დღეს სადმე შუა სართულზე ამომხდება სულიო; თითქოს აუცილებე-
ლი იყო, ექვსი სართული ამოევლო და მაინცდამაინც მეშვიდეზე გა-
ეფშიკა ფეხები.

29
სახლში ბატონი ნ’და ამედე დაგვხვდა, მაჭანკალი, იგივე სუტენი-
ორი. ჩვენს უბნებში თუ ცოტათი მაინც გარკვეული ხართ, ისიც გეცო-
დინებათ, რომ იქაურობა აფრიკელებითაა დასახლებული. ისინი სა-
ერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ, რომლებსაც ქოხებს ეძახიან და
სადაც არა აქვთ ისეთი აუცილებელი პირობები, როგორიცაა ჰიგიენა
და პარიზ-ქალაქის გათბობა, რადგანაც მათ ჯერ აქამდე არ მოუღწე-
ვიათ. შავკანიანთა საერთო საცხოვრებელში ას ოცი კაცი ცხოვრობს;
თითო ოთახში რვა კაცია და წარმოიდგინეთ, ამდენ ხალხს ერთი ტუ-
ალეტი აქვს, ისიც დაბლა, ეზოში. მოშარდვა-მოსაქმება კი, მოგეხსე-
ნებათ, ისეთი საქმეა, რომელსაც სხვა დროისთვის ვერ გადადებ. ამი-
ტომაც, იქ მაცხოვრებლებს მთელი ის მიმდებარე ტერიტორია ამ საქ-
მიანობისთვის აქვთ გამოყენებული. ჩემს დაბადებამდე იქ ქოხმახები
ყოფილა, მერე კი ფრანგებს დაუნგრევიათ იმიტომ, რომ არავის და-
ენახა. მადამ როზა ჰყვებოდა, თუ როგორ გაგუდულა ოცი სენეგალე-
ლი ობერვილიეში: ყველანი თურმე ერთ პატარა ოთახში ცხოვრობ-
დნენ, ფანჯრები არ იღებოდა, ნახშირის ღუმელიდან კი მავნე გაზები
გამოსულა და ის საწყლები ერთ ღამეში მოუხრჩვია. მე ხშირად დავ-
დიოდი ბისონის ქუჩის შავკანიანებთან და ისინი ყოველთვის გულ-
თბილად მხვდებოდნენ. მათგან უმრავლესობა ჩემსავით მუსლიმი
იყო, მაგრამ მარტო ამის გამო არ მიღებდნენ კარგად. მე ვფიქრობ,
სიამოვნებდათ ცხრა წლის ლაწირაკის ნახვა, რომელსაც თავში ჯერ
არავითარი აზრი არ აქვს. მოხუცებს კი თავში ათასგვარი აზრი

30
უტრიალებთ. მაგალითად, ისინი ფიქრობენ, რომ ყველა შავკანიანი
ერთნაირია, რაც სულაც არ არის მართალი.
როდესაც სიბნელეს თვალს შეაჩვევდი, მიხვდებოდი, რომ მადამ
სამბორი, რომელიც მათ საჭმელს უმზადებდა, სულაც არ ჰგავდა ბა-
ტონ დიას. ბატონ დიაზე ვერ ვიტყოდი, სასაცილო სახე აქვსო. ისეთი
თვალები ჰქონდა, გეგონებოდათ, სპეციალურად გაუკეთეს ადამიანე-
ბის შესაშინებლადო. როცა კი არ უნდა მისულიყავი, სულ წიგნი ეჭი-
რა ხელში და კითხულობდა. კიდევ, გრძელი საპარსი ჰქონდა, ღილაკ-
ზე თითი რომც დაგეჭირა, მაინც არ იკეცებოდა. უნდა გენახათ, რო-
გორ ხმაურობდა გაპარსვის დროს, მაგრამ კარგი დედმამიშვილი იყო,
რომელიმეს ხმა ამოეღო! ამ საერთო საცხოვრებელში ორმოცდაათი
კაცი ცხოვრობდა, მაგრამ ყველანი უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ ბა-
ტონ დიას. თუ არ კითხულობდა, იატაკზე აჭიმვებს აკეთებდა, რომ
ყველაზე ძლიერი ყოფილიყო. ძალიან დაკუნთული იყო, მაგრამ მაინც
ეცოტავებოდა თავისი ჯანები. ვერ გამიგია, კაცი როცა ასეთი ძლი-
ერია, რატომღა უნდა იკლავდეს თავს ვარჯიშით. არასოდეს მიკით-
ხავს, მაგრამ ალბათ ბატონი დია ისეთი რამის გაკეთებას აპირებდა,
რისთვისაც ძალ-ღონე არ ჰყოფნიდა. მე კი ზოგჯერ ისე მინდა ძლიერი
ვიყო, რომ ლამისაა გავგიჟდე. დროდადრო პოლიციელობას ვნატ-
რობდი, რომ არავისი და არაფრის შემშინებოდა. ხშირად დავხეტია-
ლებდი დედონის ქუჩაზე, კომისარიატის მახლობლად, თუმცა კი
არაფრის იმედი არ მქონდა – ჯერ მცირეწლოვანი ვიყავი და ცხრა
წლისას იქ არავინ მიმიღებდა. პოლიციელებს იმიტომ შევნატროდი,
რომ მათ არაფრის ეშინოდათ. მეგონა, რომ მათზე ძლიერი ამქვეყნად
არავინ იყო– პოლიციის კომისრებიც თუ არსებობდნენ, ჯერ არ ვიცო-
დი, ხოლო ისეთი უსაფრთხო თანამდებობა, როგორიცაა პოლიციის
პრეფექტი, დიდობაშიც კარგა დიდხანს ჩემი წარმოსახვის საზღვრებს

31
სცილდებოდა. რვა, ცხრა თუ ათი წლის ვიქნებოდი და უკვე ძალიან
მეშინოდა, ვაითუ სრულიად უპატრონოდ დავრჩე ამქვეყნად-მეთქი.
რაც უფრო უძნელდებოდა მადამ როზას შვიდი სართულის ავლა და
რაც უფრო დიდხანს ისვენებდა, მით უფრო მეტად ვგრძნობდი მომა-
ვალ მარტოობას და შიშით გული მისკდებოდა.
კიდევ იყო ერთი საკითხი, რომელიც ძალიან მადარდებდა – ვე-
რაფრით დავადგინე ჩემი დაბადების თარიღი. მაშინ ხომ სულ დავი-
ბენი, სკოლიდან რომ გამომაბუნძურეს – შენი ასაკისთვის პატარა ხა-
რო. აქ ეშმაკიც კი ვერაფერს გახდებოდა, იმიტომ, რომ ცნობა, რომე-
ლიც ამტკიცებდა, რომ მე დავიბადე და ყველაფერი წესრიგში მაქვს,
ყალბი იყო. როგორც უკვე გითხარით, მადამ როზას ასეთი მოწმობა
რამდენიმე ჰქონდა სახლში. ის კი არადა, პოლიციაც რომ დასდგომო-
და უცებ და პირადად მის ძებნაში ყველაფერი გადაეტრიალებინა,
იმათაც კი დაუმტკიცებდა, რომ მისი წინაპრების რამდენიმე თაობა
უკვე ებრაელი აღარ იყო. მადამ როზას ბლომად ჰქონდა მომარაგე-
ბული თავდაცვისთვის საჭირო ცნობები მას შემდეგ, რაც ერთხელ მო-
ულოდნელად ფრანგული პოლიცია დაადგა და ებრაელებისთვის გან-
კუთვნილ ველოდრომზე3 უკრა თავი. შემდეგ გერმანიაში, საკონცენ-
ტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც მათ გუდავდნენ და წვავდნენ.
მადამ როზას სულ ეშინოდა, მაგრამ ისე კი არა, როგორც საერთოდ
ეშინიათ ხოლმე ადამიანებს. მისნაირი შეშინებული ადამიანი ამქვეყ-
ნად არავინ იყო.
ერთხელ ღამით გავიგონე, როგორ ყვიროდა ძილში მადამ როზა.
გავხედე და დავინახე, რომ დგებოდა. ორი ოთახი გვქონდა. ერთში მა-

3 მეორე მსოფლიო ომის დროს, პარიზში, ოკუპაციის პერიოდში, ზამთრის


ველოდრომზე კრებდნენ ებრაელებს საკონცენტრაციო ბანაკებში გასაგზავ-
ნად.
32
დამ როზას ეძინა. როცა ბევრი ბავშვი გროვდებოდა, მე და მოსეც მას-
თან ვიძინებდით. იმ ღამესაც ბევრნი ვიყავით და მადამ როზას ოთახ-
ში მეძინა. მოსე შინ არ იყო – ერთი ებრაელი უშვილო ოჯახი მისით
იყო დაინტერესებული. დროდადრო მიჰყავდათ და აკვირდებოდნენ,
ღირდა თუ არა მისი შვილად აყვანა. საწყალი ბიჭი ისე ცდილობდა,
მათთვის თავი მოეწონებინა, რომ იქიდან როცა ბრუნდებოდა, ფეხზე
ვეღარ იდგა – ადვილი ხომ არაა მთელი დღე წესიერად მოქცევა! ამ
ებრაელებს ტუნეს ქუჩაზე ქაშერის4 მაღაზია ჰქონდათ.
მადამ როზას ყვირილზე გამეღვიძა. მან სინათლე აანთო და თვა-
ლი გავახილე. მადამ როზას თავი უცახცახებდა და ისეთი თვალები
ჰქონდა, თითქოს რაღაც საშინელებას ხედავსო. შემდეგ ლოგინიდან
წამოდგა, პენუარი შემოიცვა და კარადის ქვეშ დამალული გასაღები
გამოიღო. როცა იხრება, მისი საჯდომი ჩვეულებრივზე უფრო დიდი
ჩანს.
მადამ როზა გარეთ გავიდა და კიბეს ჩაუყვა. გავყევი, რადგან ისე-
თი შეშინებული ჩანდა, რომ მეც შემეშინდა მარტო დარჩენის.
ხან სიბნელეში ჩადიოდა, ხან სინათლეში – ელექტროენერგიის
ეკონომიის გამო მექანიზმი ისე იყო მოწყობილი, რომ ნათურა ავტო-
მატურად ცოტა ხნით ინთებოდა და ქრებოდა. ეს სახლ მმართველი
ხომ სუფთა არაკაცია. ერთერთ სართულზე, როცა სინათლე ისევ ჩაქ-
რა, მექანიკურად მე თვითონ ავანთე. მადამ როზა ქვედა სართულზე
იყო, მიხვდა, ზემოთ ვიღაცააო და დაფეთებულმა იკივლა. ჯერ ამოი-
ხედა, მერე დაბლა ჩაიხედა, ვერავინ დაინახა და ჩასვლა განაგ-
რძო.მეც მივყვებოდი, მაგრამ ნათურისთვის ხელი აღარ მიხლია – ამ

4 ქაშერი (kasher) – ებრაული რიტუალის მიხედვით მომზადებული სურ-


სათი (ებრაული წესების დაცვით დაკლული საქონლის და ფრინველის
ხორცი, წესების დაცვით მოკრეფილი ბოსტნეული და სხვ.).
33
სინათლის ანთება-ჩაქრობა ხომ ორივეს გულს გვიხეთქავდა. აზრზე
არ ვიყავი, რა ხდებოდა, და ამიტომაც უფრო მეშინოდა, მუხლები მი-
კანკალებდა. ან კი როგორ არ დამეცემოდა თავზარი, როცა ვხედავდი,
როგორი შემპარავი ნაბიჯებით ჩადიოდა ჩემი ურია კიბეზე და თან
გაფაციცებული აქეთ-იქით იყურებოდა, თითქოს მტრის ალყაშია
მოქცეული და თავის დაღწევას ცდილობსო.
პირველ სართულზე რომ ჩავიდა, ქუჩაში არ გასულა, მარცხნივ
გაუხვია და სარდაფის კიბეს დაუყვა. იქ კი ზამთარ-ზაფხულ ისე ბნე-
ლა, რომ თითს თვალთან ვერ მიიტან. მადამ როზა გვეუბნებოდა
ხოლმე, იქ შესულები არ დაგინახოთ, ხომ იცით, მანდ ბავშვებს იჭერენ
და ახრჩობენო. იმ კიბეს რომ ჩაუყვა, ვიფიქრე, ახლა კი საბოლოოდ
დაერხა ამასაც და მეც-მეთქი და კინაღამ ექიმი კატცის გასაღვიძებ-
ლად გავიქეცი. მაგრამ იმ წუთას ისე შემეშინდა, რომ მერჩივნა, იქ
ვყოფილიყავი და არ გავნძრეულიყავი. ასე მეგონა, ერთი ნაბიჯიც
რომ გადავდგა, რაღაც საშინელება დამატყდებოდა თავზე, ყველა
მხრიდან ურჩხულები ღრიალით შემომესეოდნენ, რადგან მხოლოდ
ხელსაყრელ წუთს ელოდებოდნენ, რომ გამოვარდნილიყვნენ და დამ-
ძგერებოდნენ.
ამ დროს სინათლემ გაიელვა – სარდაფიდან გამოდიოდა – და
ამან ცოტა დამაწყნარა: როდის იყო, ურჩხულები სინათლეს ანთებ-
დნენ, მათთვის ხომ ყველაზე სასარგებლო სიბნელეა.
დერეფანში შევედი, სადაც შარდის და კიდევ უარესის სუნი იდგა,
იმიტომ, რომ გვერდით შავკანიანთა საერთო საცხოვრებელში ას კაც-
ზე ერთი ტუალეტი იყო და იმათაც რა ექნათ, სადაც მოუხერხდებო-
დათ, იქ აკეთებდნენ. სარდაფი პატარ-პატარა ოთახებად იყო დაყო-
ფილი. ერთი მათგანის კარი ღია იყო. სწორედ იქ შევიდა მადამ როზა
და სინათლეც იქიდან გამოდიოდა. შევიხედე.

34
ოთახის შუაგულში ფეხმომტვრეული, ჭუჭყისგან გაშავებული,
ჩანგრეული წითელი სავარძელი იდგა, რომელშიც მადამ როზა ჩამ-
ჯდარიყო. კედლებიდან ქვები ისე იყო გამოჭრილი, როგორც კბილები
და გეგონებოდა, რომ კედლები იცინიანო. დაბალ კარადაზე ებრაული
განტოტებული შანდალი5 იდგა და მასზე ერთი სანთელი ენთო. ჩემდა
გასაოცრად, ოთახში ერთი გადასაგდები საწოლი იდგა, რომელზეც
ლეიბი, საბნები და ბალიშები ელაგა. იატაკზე კარტოფილით სავსე
ტომრები, ნავთქურა, სარდინის კონსერვის ყუთები და რამდენიმე ბი-
დონი იდგა. იმდენად გამიკვირდა ამ ყველაფრის დანახვა, რომ შიშის
გრძნობაც კი გამიქრა. ოღონდ ეგ იყო, რომ ტიტლიკანა ვიდექი და შე-
იძლება გავციებულიყავი.
მადამ როზა კარგა ხანს იჯდა იმ უბადრუკ სავარძელში და სი-
ამოვნებით იღიმებოდა. თანაც გამარჯვებული და, ცოტა არ იყოს, ეშ-
მაკური იერით ავლებდა თვალს იქაურობას, თითქოს მტერი ვერაგუ-
ლი და ძლევამოსილი ხერხით დაამარცხაო. შემდეგ წამოდგა, კუთხე-
ში მიყუდებულ ცოცხს წამოავლო ხელი და ოთახის დაგვას შეუდგა.
ეს კი ნამდვილად არ შეიძლებოდა მისთვის, იმიტომ, რომ ოთახში
მტვერი ავარდა. მტვერი მისი ასთმის უპირველესი მტერი იყო. წამო-
იწყო თუ არა დაგვა, მაშინვე შევატყე, რომ სუნთქვა გაუჭირდა, მერე
ბრონქებიდან სტვენის ხმა ამოუვიდა. იქ ჩემ გარდა არავინ იყო, რომ
ეთქვა, ახლავე დადე ცოცხი, ხომ ხედავ, რა დღეში ხარო. ყველას ფე-
ხებზე ეკიდა მადამ როზა. მართალია, ის ჩემს მოვლაში ფულს იღებდა
და ერთადერთი საერთო ის გვქონდა, რომ არც ერთს არავინ გვყავდა
და არაფერი გვებადა, მაგრამ მაინც მტვერი სასტიკად აკრძალული
იყო მისთვის. დაგვას რომ მორჩა, ცოცხი თავის ადგილას მიაყუდა და
შეეცადა სულის შებერვით სანთელი ჩაექრო, მაგრამ სუნთქვა არ ეყო,

5 მენორა, ებრაული შვიდტოტიანი შანდალი.


35
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი ზომის იყო. თითები ენით დაის-
ველა და სანთელი ისე ჩააქრო. გამოვტრიალდი და კიბეები დაოთ-
ხილმა ავირბინე. საქმიანობას მორჩა და სადაც იყო ამოვიდოდა.
მე ამ ამბავს თავი და ბოლო ვერ გავუგე, მაგრამ ეს არაფერს
ცვლიდა – ისედაც იმდენი რამ იყო ჩემთვის გაუგებარი, რომ ჩემს გა-
გება-არგაგებას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვე-
რაფრით ვხვდებოდი, რა სიამოვნებას ანიჭებდა მადამ როზას შუაღა-
მისას შვიდი სართულის ვაივაგლახით ჩავლა და ეშმაკური ღიმილით
დაფხავებულ სავარძელში ჯდომა.
როდესაც მადამ როზა ამოვიდა, შეშინებულს აღარ ჰგავდა, მეც
ამოვისუნთქე, იმიტომ, რომ უშიშრობაც, შიშის არ იყოს, გადამდებია.
გვერდით მომიწვა და ორივეს უცოდველი ადამიანის ძილით ჩაგვეძი-
ნა. მე ამ გამოთქმაზე ბევრი ვიფიქრე და დავადგინე, რომ ბატონი ჰა-
მილი ძალიანაც ცდება, ასე რომ ამბობს. ჩემი აზრით, ცოდვიანს უფ-
რო კარგად სძინავს, ვიდრე უცოდველს, იმიტომ, რომ ცოდვიანს ყვე-
ლაფერი ფეხებზე ჰკიდია, ხოლო უცოდველი კი უმნიშვნელო რამესაც
კი არ პატიებს საკუთარ თავს და დარდით აღამებს და ათენებს. სხვა-
ნაირად ისინი უცოდველები ვერ იქნებიან. ბატონ ჰამილს სულ ასეთი
გამოთქმები ეკერა პირზე: „დაუჯერეთ ჩემს მდიდარ გამოცდილებას“,
„როგორც პატივი მქონდა, თქვენთვის მომეხსენებინა“ და სხვა კიდევ
ბევრი ამისთანა, რომლებიც ძალიან მომწონდა და მის თავს მახსე-
ნებდა. ბატონ ჰამილზე უკეთესი ადამიანი არ არსებობდა. „ჩემი წი-
ნაპრების ენაზე“ წერა-კითხვას მასწავლიდა. ყოველთვის ამბობდა
„წინაპრებიო“, რადგან ჩემი მშობლების ხსენებაც კი არ უნდოდა. ყუ-
რანს მაკითხებდა, იმიტომ, რომ მადამ როზა ამბობდა ყურანი არაბე-
ბისთვის სასარგებლოაო. ერთხელ მადამ როზას ვკითხე, თუ არც დე-
და მყავს, არც მამა და არც ჩემი არსებობის დამამტკიცებელი რამე

36
საბუთი არსებობს, საიდან იცით, რომ მუჰამედი მქვია და მუსლიმი
ვარ-მეთქი. ამ კითხვაზე ძალიან დაიბნა, არ იცოდა, რა ეპასუხა. ბო-
ლოს, მითხრა, როცა დიდი გაიზრდები და ცოტა მომაგრდები, ყველა-
ფერს მაშინ აგიხსნიო, რადგან თვლიდა, რომ ძალიან მგრძნობიარე
ვიყავი და არ უნდოდა, გული მტკენოდა. ამბობდა ხოლმე, ბავშვებში
ყველაზე მეტად მგრძნობელობას უნდა გავუფრთხილდეთო. მე კი, სუ-
ლაც არ მაღელვებდა ის, რომ დედაჩემი მეძავი იყო. მე რომ მცოდნო-
და, ვინ იყო იგი, ძალიანაც მეყვარებოდა, მოვუვლიდი კიდეც და კარგ
სუტენიორობასაც გავუწევდი ბატონი ნ’და ამედესავით. ძალიან კმა-
ყოფილი ვიყავი, მადამ როზა რომ მყავდა, მაგრამ ვინმე უკეთესი და
უფრო ახლობელი რომ მყოლოდა, უარს არ ვიტყოდი. შემეძლო მადამ
როზასთვის მომევლო მაშინაც კი, თუ საკუთარი დედაც მისახედი მე-
ყოლებოდა. აგერ, ბატონ ნ’და ამედესაც კი ჰყავს ბევრი ცოლი, მაგრამ
არც ერთს უყურადღებოდ არ ტოვებს.
თუკი მადამ როზამ იცოდა, რომ მე მუჰამედი მერქვა და მუსლიმი
ვიყავი, ესე იგი ვიღაცამ გამაჩინა და მთლად უპატრონო არ უნდა
ვყოფილიყავი. ძალიან მინდოდა, გამეგო, სად იყო დედაჩემი და ჩემს
სანახავად რატომ არ მოდიოდა. როდესაც მადამ როზას ამ კითხვებს
ვუსვამდი, მაშინვე ტირილს იწყებდა და მეუბნებოდა, უმადური ხა-
რო, ჩემ მიმართ არავითარი გრძნობა არ გაგაჩნიაო და ამიტომაც ვი-
ღაც სხვა მოინდომეო. გააბამდა და აღარ ამთავრებდა. იმდენი კი ვი-
ცოდი უკვე, რომ ქალი, რომელსაც ცხოვრებაში მეძავობით გააქვს თა-
ვი, ცდილობს დამალოს, რომ შვილი ჰყავს, რომლის დაბადებაც თავის
დროზე ჰიგიენით ვერ შეაჩერა. ჰოდა, ამიტომაც ჩნდებიან, როგორც
ფრანგები ამბობენ, ბოზიშვილები. მაგრამ ძალიან მიკვირდა, რატომ
იყო ასე დარწმუნებული მადამ როზა, რომ მაინცდამაინც მუჰამედი
მერქვა და მუსლიმი ვიყავი. მეორე მხრივ, მადამ როზა ჩემი სიამოვ-

37
ნებისთვის ხომ არ გამოიგონებდა ამ ყველაფერს? ერთხელ, გადავ-
წყვიტე, ეს საკითხი ბატონ ჰამილთან ერთად გამერჩია; ის კი ამ დროს
სიდი აბდერაჰმანის, ალჟირის მფარველის ცხოვრებას მიყვებოდა.
ბატონი ჰამილი ალჟირელია. უკანასკნელად იქაურობას ოცდაა-
თი წლის წინათ ესტუმრა, როცა მექაში მოსალოცად წავიდა. ალჟი-
რელი წმინდანი სიდი აბდერაჰმანი მისი ყველაზე საყვარელი წმინ-
დანია, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, პერანგი ყველაზე ახლოა
ტანთან, ბატონ ჰამილს ერთი ხალიჩა აქვს, რომელზეც მისი მეორე
თანამემამულე, სიდი უალიდადაა გამოსახული. წმინდანი სალოცავ
ხალიჩაზე ზის, რომელსაც თევზები მიაქროლებენ. შეიძლება არასე-
რიოზულად მოგეჩვენოთ, თევზები რომ მიაფრენენ ხალიჩას ცაში,
მაგრამ რას ვიზამთ – რელიგია ასე მოითხოვს.
– ბატონო ჰამილ, ამიხსენით ერთი, თუ ჩემს არსებობას არანაირი
საბუთი არ ამტკიცებს, საიდან ვარ მუჰამედი და მუსლიმი?
ბატონი ჰამილი ხელს ყოველთვის მაღლა სწევს, როცა იმის თქმა
უნდა, რომ აღსრულდეს ნება ღვთისა.
– მადამ როზასთან რომ მოგიყვანეს, ძალიან პატარა იყავი და
ამიტომაც არ აქვს შენი დაბადების მოწმობა. მას შემდეგ უამრავმა
ბავშვმა გაიარა მის ხელში. მადამ როზას თავისი პროფესიული სა-
იდუმლო აქვს, იმიტომ, რომ ზოგიერთი ქალბატონი დაჟინებით მო-
ითხოვს საიდუმლოს შენახვას. მან შენ ჩაგინიშნა, როგორც მუჰამედი,
ესე იგი მუსლიმი. მას შემდეგ შენს შემქმნელს თავი აღარ შეუხსენებია
მადამ როზასთვის. ყველაზე კარგი, რაც მან ამქვეყნად გააკეთა, შენ
ხარ, ჩემო პატარა მუჰამედ. უნდა ვიფიქროთ, რომ მამაშენი ალჟირის
ომში მოკლეს, ეს კი მეტად დიდი და ლამაზი ისტორიაა, იგი დამოუ-
კიდებლობისთვის მებრძოლი გმირი იყო.

38
– ბატონო ჰამილ, მერჩივნა, მამა მყოლოდა და არა გმირი. ჯობდა,
სუტენიორი ყოფილიყო და დედაჩემისთვის მიეხედა.
– ეგ რა სასურველია, ჩემო მუჰამედ. ხომ არ გავიწყდება, იუგოს-
ლავებს და კორსიკელებსაც რომ წილი უნდა უხადო.6 მოკლედ, ამ
უბანში ბავშვის აღზრდა შეუძლებელია.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბატონმა ჰამილმა რაღაც
იცოდა და არ მეუბნებოდა. ის ძალიან კარგი კაცი იყო და მთელი
ცხოვრება ქუჩა-ქუჩა ხალიჩები რომ არ გაეყიდა, ვინმე გამოჩენილი
ადამიანი გამოვიდოდა, შეიძლება თვითონ მჯდარიყო იმ ხალიჩაზე,
რომელსაც თევზები მიაქროლებდნენ, როგორც მაღრიბის მეორე
წმინდანს – სიდი უალი დადას.
– აბა, სკოლიდან რატომ გამომაგდეს, ბატონო ჰამილ? მადამ რო-
ზამ ჯერ მითხრა, შენი ასაკისთვის პატარა ხარო, მერე – დიდი ხარო,
ბოლოს კი – ასაკი უნდა გქონდეს და არ გაქვსო და ექიმ კატცთან წა-
მიყვანა. ექიმმა კი უთხრა, რომ მე შეიძლება სხვებისგან განსხვავებუ-
ლი ვიყო, როგორც დიდი პოეტები გამოირჩევიან ჩვეულებრივი ადა-
მიანებისგან.
ბატონი ჰამილი დანაღვლიანდა. თვალებზე შევატყვე. ადამიანე-
ბი ხომ თვალებით დარდობენ.
– შენ ძალიან მგრძნობიარე ბავშვი ხარ, ჩემო პატარავ. ეს განგას-
ხვავებს სხვებისგან.
მერე გაიღიმა და დასძინა:
– დღეს კი მგრძნობიარობა აღარავის კლავს.
არაბულად ვლაპარაკობდით. ეს აზრები ფრანგულად ისე ლამა-
ზად არ ჟღერს.

6 პიგალზე ერთმანეთის მთავარი კონკურენტები არაბი, იუგოსლავი, კორ-


სიკელი და ფრანგი სუტენიორები იყვნენ.
39
– ბატონო ჰამილ, იქნებ მამაჩემი დიდი ყაჩაღი იყო და ყველას ისე
აშინებდა, რომ მისი სახელის ხსენებასაც კი ერიდებიან?
– არა, არა, მუჰამედ, ასეთი რამ მასზე არასოდეს გამიგონია.
– აბა, რა გაგიგონიათ, ბატონო ჰამილ, მამაჩემზე?
თვალები დახარა და ამოიოხრა.
– არაფერი.
– სულ არაფერი?
– არა, არაფერი.
ჩემთვის ყოველთვის ყველაფერი ასე მთავრდებოდა. არაფერი და
მორჩა! გინდა შუაზე გასკდი, ისევ არაფერი და მაინც არაფერი!
გაკვეთილი დამთავრდა და ბატონმა ჰამილმა ნიცაზე დაიწყო ლა-
პარაკი. მის მიერ მოყოლილი ამბებიდან ყველაზე ძალიან ეს მიყვარ-
და. ბატონი ჰამილი მიყვებოდა, როგორ ცეკვავენ კლოუნები ქუჩებში
და როგორ დასეირნობენ ეტლებით მხიარული გოლიათები, ასე მეგო-
ნა, მეც იქ ვიყავი და ყველაფერს საკუთარი თვალით ვხედავდი. ძა-
ლიან მიყვარს იქაური მიმოზის ტყეები და პალმის ხეები, თეთრი ჩი-
ტები, რომლებიც ფრთებს ისე აფართხუნებენ, თითქოს ბედნიერების-
გან ტაშს უკრავენო. ერთ დღეს მოსე და კიდევ ერთი ბიჭი ავიყოლიე
და გადავწყვიტეთ, ნიცაში ფეხით წავსულიყავით, მიმოზის ტყეში
გვეცხოვრა და ჩვენი ნანადირევით გაგვეტანა თავი. დილით გზას გა-
ვუდექით; პიგალის მოედნამდე რომ მივედით, მივხვდით, რა შორს ვი-
ყავით სახლისგან და შეგვეშინდა. უკან დავბრუნდით. მადამ როზამ
გვითხრა, კინაღამ გავგიჟდი, ვერსად რომ ვერ დაგინახეთო. მისი სიტ-
ყვებისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია, იმიტომ, რომ როცა რამე ძა-
ლიან მნიშვნელოვანის თქმა უნდა, ყოველთვის ასე ლაპარაკობს.

40
მე და მადამ როზა ექიმი კატცისგან რომ დავბრუნდით, სახლში
ბატონი ნ’და ამედე დაგვხვდა. მთელ ბელვილში ვერ შეხვდებით მის-
ნაირად ჩაცმულ ადამიანს. ბატონი ამედე პარიზის შავკანიანებში
ყველაზე ცნობილი სუტენიორია. როდესაც თავისიანებისთვის წერი-
ლის გაგზავნა მოუნდებოდა, მოდიოდა და მადამ როზას აწერინებდა.
სხვას არავის უმხელდა, რომ წერა არ იცოდა. თავიდან ფეხებამდე
ვარდისფერებში იყო გამოწყობილი: ჰალსტუხი, ქუდი, პერანგი, კოს-
ტიუმი – ყველაფერი ვარდისფერი ეცვა. თუ მოგინდებოდა, შეგეძლო
კოსტიუმზე ხელი მოგეკიდა – არც გაბრაზდებოდა და არც არაფერი.
ეს ტანსაცმელი ძალიან უხდებოდა. ამ შავკანიანებს ხომ ბევრი ქვე-
ყანა აქვთ აფრიკაში და ერთ-ერთი მათგანი, ნიგერია, ბატონი ნ’და
ამედეს სამშობლო იყო. ის თურმე არავის გაუჩენია, „ჩემი თავი მე
თვითონ შევქმენიო“ – იმეორებდა ხშირად და თავის ვარდისფერ კოს-
ტიუმზე და ბრჭყვიალა ბეჭდებიან თითებზე იყურებოდა. თითო თით-
ზე თითო ბეჭედი ეკეთა. როდესაც მოკლეს და სენაში გადააგდეს,
მკვლელებმა თითები მოაჭრეს. აბა, ბეჭდებს თან ხომ არ გაატანდნენ?
თანაც მკვლელობა ანგარიშსწორების გამო მომხდარა. ახლავე იმი-
ტომ მოგაყარეთ ეს ყველაფერი, რომ უსიამოვნო ემოციები მოგვიანე-
ბით თავიდან აგაცილოთ. ბატონ ნ’და ამედეს სიცოცხლეში პიგალის
საუკეთესო ნაწილში ტროტუარის ოცდახუთი მეტრი ჰქონდა მოზო-
მილი და ფრჩხილებსაც მემანიკიურეებთან ვარდისფრად იღებავდა.
მახსოვს, კიდევ ჟილეტი ეცვა ხოლმე, მაგრამ ზუსტად როგორი იყო,

41
დამავიწყდა. ყოველ წუთს ულვაშზე ისვამდა ხელს, თანაც ისე ნაზად,
თითქოს ეფერებაო. ჩვენთან ისე არ მოვიდოდა, რომ მადამ როზას-
თვის რამე სასუსნავი არ მოეტანა. თუმცა, მადამ როზას სუნამო ერ-
ჩივნა, რადგან გასუქების ეშინოდა. მისთვის სუნამო საუკეთესო სა-
ჩუქარი იყო. იმდენი სავსე თუ ცარიელი ფლაკონი ჰქონდა, რომ ტევა
აღარ იყო. თუმცა, ყოველთვის მიკვირდა, ყურების უკან რატომ ის-
ვამდა. ამხელა ქალს სუნამოსთვის ადგილი არ ჰყოფნიდა თუ რა?! ეს
ჩვენი ზანგი, ბატონი ნ’და ამედე სინამდვილეში წერა-კითხვის უცო-
დინარი იყო. ისე ადრეულ ასაკში გახდა თურმე გამოჩენილი პიროვ-
ნება, რომ სკოლაში სასიარულოდ ვეღარ მოიცალა. ახლა მთელ ის-
ტორიას თავიდან ვერ მოგიყვებით, მაგრამ რაც მართალია, მართა-
ლია: ამ შავკანიანებმა ბევრი ტანჯვა გამოიარეს და როცა შესაძლე-
ბელია, უნდა გავუგოთ. ამიტომაც, ბატონი ნ’და ამედე ნიგერიაში
მშობლებისთვის გასაგზავნ წერილებს მადამ როზას აწერინებდა. იქ
თურმე რასიზმი ისეთი აუტანელი გამხდარა, რომ ამდგარან და რე-
ვოლუცია მოუწყვიათ, მერე რეჟიმი დაუმყარებიათ და მათ ტანჯვა-
წამებასაც ბოლო მოღებია. რასიზმთან დაკავშირებით საწუწუნო
არაფერი მაქვს. ასე რომ, რევოლუციაზე იმედებს არ ვამყარებ. ეტყო-
ბა, ნიგერიელმა ზანგებმა კიდევ სხვა რაღაც იმამაძაღლეს, თორემ
მარტო რასიზმის გამო აჯანყებას არ მოაწყობდნენ.
ბატონი ნ’და ამედე ჩამოჯდებოდა ხოლმე საწოლზე, რომელშიც,
თუ სამ-ოთხზე მეტნი არ ვიყავით, ყველა ბავშვი ერთად ვწვებოდით;
თუ მეტნი ვიყავით, მე მადამ როზასთან ვიძინებდი. ჰოდა, ბატონი
ნ’და ამედე ამ საწოლზე ან ჩამოჯდებოდა, ან ცალ ფეხს შემოდებდა
და მადამ როზას უხსნიდა, რა უნდა ეთქვა წერილობით მისი მშობ-
ლებისთვის. ლაპარაკისას ხელებს იქნევდა, ადგილზე ცმუკავდა, ზოგ-
ჯერ სერიოზულად ბრაზდებოდა და ხანდახან ისე გაცეცხლდებოდა,

42
იქაურობას სულ ზანზარი გაუდიოდა. მისი აღელვების მიზეზი ის კი
არ იყო, რომ მართლა ვინმეზე გული მოსდიოდა, არამედ ის, რომ
მშობლებს რასაც უყვებოდა, სინამდვილეში მისთვის მხოლოდ ოცნე-
ბა იყო ხელმოკლეობის გამო. წერილს ყოველთვის ერთი და იგივე
სიტყვებით იწყებდა: „ჩემო ძვირფასო და დიდად პატივცემულო მა-
მიკო...“ მერე კი, თანდათან ყველას და ყველაფერს ფეხებზე იკიდებ-
და, აღარც მამიკო ახსოვდა, აღარც დედიკო და ბრაზისგან სულ ცო-
ფებს ყრიდა, იმიტომ, რომ უმშვენიერესი იდეები ჰქონდა გულში,
რომლებსაც ასრულება არ ეწერა. არანაირი საშუალება არ გააჩნდა,
რომ ერთი ოცნება მაინც აესრულებინა; ამიტომაც, სიტყვებს ოქრო-
მარგალიტით ავარაყებდა და გულის დარდს ამით იქარვებდა. მადამ
როზას დაწერილ წერილებში ბატონი ნ’და ამედე სადაცაა თვითნას-
წავლი საზოგადოებრივ სამუშაოთა მწარმოებელი უნდა გამხდარი-
ყო, მერე თავის ქვეყანაში უნდა დაბრუნებულიყო, კაშხლები აეშენე-
ბინა და სამშობლოს კეთილისმყოფელი გამხდარიყო. როცა მადამ
როზა წერილს თავიდან ბოლომდე წაუკითხავდა, კაცს სიამოვნების-
გან სახე უბრწყინდებოდა. მადამ როდა ხიდებსაც აშენებინებდა,
გზებსაც აყვანინებდა და, საერთოდ, რაც გასაკეთებელი იყო ნიგერი-
აში, ყველაფერს აკეთებინებდა. მადამ როზას უხაროდა, რომ მისი წე-
რილის მოსმენისას ბატონი ამედე თავს ბედნიერად გრძნობდა. ბო-
ლოს, სამშობლოს „ღირსეული შვილი“ მეტი დამაჯერებლობისთვის,
კონვერტში ცოტაოდენ ფულს ჩადებდა და სიხარულისგან რაღა ექნა,
აღარ იცოდა. მადამ როზა ამბობდა, როდესაც ბატონი ამედე მისმენს,
ნამდვილი მორწმუნის თვალები აქვს, აფრიკელი შავკანიანები (აფ-
რიკის გარდა სხვაგანაც ბლომად ყოფილან) ამქვეყნად ყველაზე მორ-
წმუნეები არიანო. ნამდვილი მორწმუნეები ისინი არიან, ვისაც ღმერ-
თი სწამთ, მაგალითად, ბატონი ჰამილი, რომელიც გამუდმებით

43
ღმერთზე მელაპარაკებოდა და მიხსნიდა, ეს ისეთი რამეებია, რომლე-
ბიც პატარაობიდანვე უნდა ისწავლო, რადგან ბავშვის გონება რასაც
გინდა იმას აითვისებსო.
ბატონ ნ’და ამედეს ჰალსტუხზე ალმასი ეკეთა, რომელიც ციმცი-
მებდა. მადამ როზა ამბობდა, ეს ნამდვილი ალმასია და არა ყალბიო,
როგორც შეიძლება ბევრს ეგონოს, რადგან ადამიანები საკუთარ თავს
არ ენდობიანო. მადამ როზას პაპა დედის მხრიდან ალმასების სპეცია-
ლისტი იყო და შვილიშვილს მემკვიდრეობით გადაეცა მისი ცოდნა.
ბატონი ნ’და ამედეს ალმასი ზუსტად სახის ქვემოთ ჰქონდა დამაგრე-
ბული. სხვათა შორის, სახეც უბრწყინავდა, თუმცა არა იმავე მიზე-
ზით. მადამ როზას არასოდეს ამახსოვრდებოდა, რა მისწერა ბოლო
წერილში ბატონ ამედეს მშობლებს. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა
არ ჰქონდა. იტყოდა ხოლმე, ადამიანი რაც უფრო უქონელია, მით უფ-
რო სჯერა, რომ ექნებაო. ამას არც ბატონი ნ’და ამედე დაგიდევდათ
დიდად, მისთვის მთავარი იყო დედ-მამა ცოტა ხნით მაინც გაებედ-
ნიერებინა, დანარჩენი კი ფეხებზე ეკიდა. ზოგჯერ ავიწყდებოდა, რომ
მშობლებისთვის კარნახობდა წერილს და ყველაფერს გულახდილად
ამბობდა თავის თავზე – ვინ იყო და რას აკეთებდა, იმასაც მიაყოლებ-
და ხოლმე, რომ კიდევ უარესი უნდა გამხდარიყო. არასოდეს მენახა
სხვა ადამიანი, ვინც საკუთარ თავზე ასე ილაპარაკებდა. მთელი ხმით
გაჰკიოდა, ყველა პატივს მცემს და მეფე ვარო. მადამ როზა ამას ყვე-
ლაფერს წერილში წერდა ხიდებთან და გვირაბებთან ერთად. მერე მე-
უბნებოდა, ბატონი ნ’და ამედე ნამდვილი michougué არისო, რაც ებ-
რაულად გიჟს ნიშნავს. თან დასძენდა, საშიში გიჟია და ცოტა უნდა
მოვერიდოთ, თორემ ჩემს მტერს გადაეკიდაო. თურმე მას უკვე რამ-
დენიმე კაცი ჰყავდა მოკლული. მაგრამ ეს დანაშაულში არ ეთვლებო-
და, იმიტომ რომ მისი მოკლული აფრიკელი შავკანიანები, ამერიკელი

44
შავკანიანებისგან განსხვავებით, პასპორტის უქონლობის გამო საფ-
რანგეთის მოქალაქეებად არ ითვლებოდნენ. პოლიცია კი მხოლოდ
იმათ მკვლელობას იძიებს, ვისი არსებობაც რამე საბუთითაა დადას-
ტურებული. ერთ დღეს, ბატონ ნ’და ამედეს ალბათ ალჟირელებთან
ან კორსიკელებთან მოუხდებოდა შეხლა-შემოხლა და მადამ როზა
იძულებული გახდებოდა, ისეთი წერილი მიეწერა მისი მშობლების-
თვის, რომელიც ნამდვილად არავის გაახარებდა. არ დაიჯეროთ, ვინ-
მემ თუ გითხრათ, სუტენიორებს, სხვა ადამიანებისგან განსხვავებით,
პრობლემები არ აწუხებთო.
ბატონი ნ’და ამედე ყოველთვის ორი პირადი მცველის თანხლე-
ბით მოდიოდა, რადგან არ იცოდა, საშიშროება საიდან ემუქრებოდა
და დაცვა სჭირდებოდა. ნამდვილი ჯოჯოხეთის მაშხალები იყვნენ.
იმათ დანახვაზე შეიძლება ადამიანს გული გახეთქოდა. ერთი მოკრი-
ვე იყო და უკვე იმდენი მოხვედროდა სიფათში, რომ ვეღარ გაიგებდი,
სად ყური ჰქონდა, სად ცხვირი და სად პირი. ერთ თვალს ადგილი მო-
ენაცვლებინა, ცხვირი ისეთი დაჭეჭყილი ჰქონდა, ვეღარ მიხვდებოდი,
საერთოდ ჰქონდა თუ არა; მეორე თვალი არ ჰქონდა, ყოველ შემთხვე-
ვაში, სახეზე არ უჩანდა და სხვაგან თუ იყო, არ ვიცი. მაგრამ, მისი
მუშტები და მკლავები კი, მტერს! ერთხელ, მადამ როზამ მითხრა,
ვინც ბევრს ოცნებობს, მალე იზრდებაო. ალბათ, ამ ბატონი ბოროს
მუშტები მთელ ცხოვრებას ოცნებაში ატარებდნენ.
მეორე მცველს ცხვირ-პირი თავის ადგილზე ჰქონდა, მაგრამ მისი
შეხედვა, სხვა რომ აღარაფერი ვთქვა, სამწუხარო იყო. სახის გამო-
მეტყველება ყოველ წუთში ეცვლებოდა და ხან როგორი იყო და ხან
როგორი. სახეზე ყველაფერი აქეთ-იქით მისდი-მოსდიოდა. იმის შემ-
ხედვარეს გაქცევა და დამალვა მოგინდებოდა. ალბათ, ჰქონდა კიდეც
საამისო მიზეზი. ხომ იცით, ადამიანებს მიზეზები არ გამოელევათ,

45
მაგრამ ამას რომ შეხედავდი, ისე ძალით გაკეთებული ყალბი სახე
ჰქონდა, თმა ყალყზე დაგიდგებოდა. ხომ ხვდებით, რისი თქმაც მინ-
და? ჯერ ისე რომ ვუყურებდი, გული მისკდებოდა და, მერე კიდევ, ყვე-
ლა ამ უბედურებასთან ერთად, მიღიმოდა ხოლმე. რა თქმა უნდა, ჭო-
რია, როცა ამბობენ, შავკანიანები ბავშვებს ჭამენო, მაგრამ არც
მთლად ტყუილი იქნება – მცველი ისე მიყურებდა, ასე მეგონა, პირზე
წყალი ადგება-მეთქი. რაც მართალი მართალია, ეს აფრიკელები კა-
ნიბალები არიან. გვერდით რომ გავუვლიდი, დამიჭერდა, მუხლებზე
დამისვამდა და მეუბნებოდა, რომ ჩემხელა ბიჭი ჰყავდა, რომელსაც
თურმე ერთხელ კოვბოის სათამაშო იარაღი უყიდა. ეს იარაღი ჩემი
ოცნება იყო. ერთი სიტყვით, ეს მცველი ნამდვილი ნაგავი იყო. შეიძ-
ლება რამე კარგიც ჰქონდა. გულდასმით ძებნის შემდეგ ყველა ადამი-
ანში აღმოაჩენ რაღაც პატარა სანუგეშოს, მაგრამ მე კი ელეთმელეთი
მემართებოდა მის ყოველ დანახვაზე. ეტყობა, მამჩნევდა, რა დღეში
ვვარდებოდი და ერთხელ ფისტაც კი მომიტანა. დიდი რამე, გაწი-გა-
მოწიე, ერთი ფრანკის ამბავია. ამით თუ ჩემი გულის მოგება და ჩემ-
თან დაძმაკაცება უნდოდა, ძალიანაც ცდებოდა. ყველაფერს ასე დაწ-
ვრილებით იმიტომ გიყვებით, რომ, აი, ასეთ, ჩემი ნება-სურვილისგან
დამოუკიდებელ გარემოებებში დამემართა მორიგი ნერვიული შეტე-
ვა.
ბატონი ნ’და ამედე წერილის საკარნახოდ კვირაობით მოდიოდა.
ამ დღეს მეძავები ისვენებდნენ და შვილებს აკითხავდნენ ხოლმე. მერე
ან ბაღში მიჰყავდათ სუფთა ჰაერზე სასეირნოდ ან სადმე კაფეში. შე-
მიძლია გითხრათ, რომ ზოგჯერ მეძავები ამქვეყნად საუკეთესო დე-
დები არიან. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დედობა საშუალებას აძლევთ,
კლიენტებისგან დაისვენონ და, მეორეც, ბავშვი მომავლის იმედს
უტოვებთ. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც მიაგდებენ

46
შვილებს და მერე აღარც ნახულობენ მთელი სიცოცხლის განმავლო-
ბაში, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება სულაც სიკვდილი იყოს. სიკვდი-
ლი კი დედისთვის გასამართლებელი მიზეზია. ზოგიერთი მათგანი,
იმისთვის, რომ შვილი რაც შეიძლება დიდხანს ჰყოლოდა თავისთან,
ბავშვს მხოლოდ მეორე დღეს, სამუშაოზე წასვლის წინ მოიყვანდა
ხოლმე. კვირაობით სახლში მე და ბანანიაღა ვრჩებოდით. მისი ფული
უკვე ერთი წელი იყო, რაც აღარ მოდიოდა, მაგრამ ბანანიას ფეხებზე
ეკიდა და ისე გრძნობდა თავს, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენთან
ერთად იყო მოსეც. მაგრამ ის თითქმის აღარ ითვლებოდა, რადგან გა-
მოსაცდელი ვადით ერთ ებრაულ ოჯახში იმყოფებოდა. ოჯახს უნდო-
და დარწმუნებულიყო, რომ მოსეს ჩემსავით მემკვიდრეობითი არაფე-
რი სჭირდა. თუ არ გინდა, რომ აუტკივარი თავი აიტკივო, სანამ ბავ-
შვის შეყვარებას დაიწყებ, ჯერ მემკვიდრეობითობა უნდა შეუმოწმო.
ექიმმა კატცმა მოსეს ცნობა კი მისცა, მაგრამ ოჯახს უნდოდა, ყველა-
ფერი თავისი თვალით ენახა, სანამ ღრმად შეტოპავდა. ბანანია ჩვე-
ულებრივზე უფრო ბედნიერად გრძნობდა თავს, რადგან ის-ის იყო სა-
კუთარმა ჭუჭუკამ აგრძნობინა, ვარსებობო. მე კი, ისეთ რამეებს
ვსწავლობდი, რაშიც არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ამას ბატონი ჰა-
მილისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ყველაფერს საკუ-
თარი ხელით მიწერდა და მეც იძულებული ვიყავი, მესწავლა. ახლაც
ზეპირად მახსოვს: elli habb allah la ibri ghirhou soubhân ad daim
lâ iazoul...ძალიან უხაროდა, როცა ზეპირად ჩავარაკრაკებდი ყველა-
ფერს... ეს ნიშნავს, რომ ვისაც ღმერთი უყვარს, მას ღმერთის გარდა
უკვე აღარაფერი უნდა. მე კი ძალიანაც ბევრი რამე მინდოდა, მაგრამ
ბატონი ჰამილი ჩემს რელიგიას მაზიარებდა და მეუბნებოდა, რომ
თუნდაც მასავით სიკვდილამდე საფრანგეთში დავრჩენილიყავი, უნ-
და მხსომებოდა, რომ მე ჩემი სამშობლო მაქვს, რომელიც ყოველთვის

47
სხვა ქვეყანაზე უკეთესია. ჩემი სამშობლო, ჩემი აზრით, ალჟირის ან
მაროკოს მსგავსი ქვეყანა უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, ჩემი
არსებობა რომელიმე საბუთზე იყო თუ არა აღნიშნული. მადამ რო-
ზაც დარწმუნებული იყო ამაში და არაბად საკუთარი სიამოვნების
გამო არ მზრდიდა. მაგრამ იმასაც დასძენდა ხოლმე, ეროვნებას არა-
ვითარი მნიშვნელობა არ აქვს და ამქვეყნად ყველა ხალხი თანასწო-
რიაო, მით უმეტეს, რომ ყველას ერთნაირ ქაქში უხდება ცხოვრებაო.
ახლა თუ ეს ებრაელები და არაბები ერთმანეთს ცხვირ-პირს უმტვრე-
ვენ, იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი სხვაზე უარესები არიან, სწორე-
დაც რომ ძმობა და მეგობრობაა ჩხუბის მიზეზიო. თუმცა აქედანაც
არსებობენ გამონაკლისები, მაგალითად, გერმანელები, რომელთა
ძმური სიყვარული უკვე მთელი მსოფლიოსთვის აუტანელი გახდაო.
დამავიწყდა მეთქვა, რომ მადამ როზას საწოლის ქვეშ ჰიტლერის დი-
დი სურათი ჰქონდა შენახული და როდესაც ძალიან უბედური იყო და
აღარ იცოდა, თავი რომელი კედლისთვის ეხალა, გამოიღებდა ამ სუ-
რათს, დახედავდა და გუნება უცებ გამოუკეთდებოდა ხოლმე – ეს ერ-
თი სატანჯველი ხომ მაინც ჰქონდა მოშორებული.
ისე კი, მადამ როზა, ებრაელების კვალობაზე, ნამდვილი წმინდა-
ნი იყო. თუმცა ისიც მართალია, რომ იმას გვაჭმევდა, რაც ყველაზე
იაფი იყო, ხოლო რამადანის დროს, ლამის გვაშიმშილებდა, ან ისეთი
რამე მოჰქონდა, რაც პირში არ ჩაიშვებოდა. აბა, წარმოიდგინეთ ოცი
დღე უჭმელობა! თვითონ რა უჭირდა, ამბობდა, ციური მანანით ვიკ-
ვებებიო და უნდა გენახათ, რა მოზეიმე განწყობა ჰქონდა, რამადანი
რომ ახლოვდებოდა. თავისთვის gefilte fisch-ს7 იმზადებდა, რომლის
ჭამის უფლება იმ დღეებში მარტო ებრაელებს ჰქონდათ. ისე, სხვების
სარწმუნოებასაც პატივს სცემდა. მაგრამ ერთხელ დავინახე, ღორის

7 ფარშირებული თევზი (ებრაული კერძი).


48
ხორცს რომ მიირთმევდა და ვუთხარი, რატომ ჭამ, თქვენთვის ხომ აკ-
რძალულია-მეთქი; გაიცინა და ამით დაამთავრა ამ თემაზე ლაპარა-
კი. რა თქმა უნდა, რამადანის აღნიშვნას ვერ დავუშლიდი; მე კი იძუ-
ლებული ვიყავი, იმ დღეებში მაღაზიების დახლებზე მექურდბაცაცა
იმ უბნებში, სადაც არ იცოდნენ, რომ არაბი ვიყავი.
მოკლედ, იმ კვირა დღეს მადამ როზამ მთელი დილა ტირილში
გაატარა. ჰქონდა ხოლმე ისეთი დღეები, როცა მხოლოდ მისთვის ცნო-
ბილი მიზეზების გამო ან სულაც უმიზეზოდ ტიროდა. ამ დროს ხელის
შეშლა არ შეიძლებოდა, რადგან ეს მისთვის ბედნიერი დღეები იყო.
იმ დილით პატარა ვიეტნამელს ტაკუნაზეც მოსცხო, იმიტომ, რომ ზა-
რის ხმის გაგონებაზე საწოლის ქვეშ იმალებოდა – ამ სამი წლის გან-
მავლობაში, რაც მომკითხავიც კი აღარავინ ჰყავდა, ერთი ოცი ოჯახი
მაინც გამოიცვალა და ისე მობეზრდა ეს ყველაფერი, რომ არანაირი
ოჯახის გაგონება აღარ უნდოდა. არ ვიცი, ბოლოს, ვინ დადგა იგი,
მაგრამ როცა გავიზრდები, მოვძებნი და ვინახულებ. ისე კი, უნდა ით-
ქვას, რომ ჩვენს ოჯახში ზარის ხმის გაგონება არავის სიამოვნებდა,
იმიტომ რომ საზოგადოებრივი მზრუნველობის სამსახურის დესან-
ტის გვეშინოდა. მადამ როზას ყველა საჭირო ყალბი საბუთი ჰქონდა.
ეს საბუთები ერთმა ებრაელმა ძმაკაცმა გაუჩალიჩა, რომელიც, რაც
გერმანიიდან ცოცხალი დაბრუნდა, მომავლის უზრუნველსაყოფად
მხოლოდ ამ საქმით იყო დაკავებული. აღარ მახსოვს, გითხარით თუ
არა, რომ მადამ როზას კიდევ ერთი დამცველი ჰყავდა – პოლიციის
კომისარი. ამ კაცსაც მადამ როზა ზრდიდა მაშინ, როდესაც დედამისი
სადღაც პროვინციაში იყო და მადამ როზას ატყუებდა, პარიკმახერად
ვმუშაობო. ოღონდ ეგაა, რომ ამქვეყნად ერთი-ორი ბოროტი კაცი ყო-
ველთვის მოიძებნება და მადამ როზაც სულ იმის შიშში იყო, არავინ
ჩამიშვასო. კარზე დარეკილი ყოველი ზარი იმას ახსენებდა, რომე-

49
ლიც ერთ დილას, ექვს საათზე გაისმა მის სახლში. იმ დილას, ლოგი-
ნიდან წამოახტუნეს, ჯერ ველოდრომზე გააქანეს, მერე კი გერმანი-
აში, ებრაელთა საერთო საცხოვრებელში უკრეს თავი. აი, ერთხელაც,
როცა მადამ როზა ტირილის ხასიათზე იყო, ბატონი ნ’და ამედე მოგ-
ვადგა თავისი ორი მცველის თანხლებით წერილის საკარნახებლად.
იმ სიფათმონგრეულის დანახვამ კიდევ ერთხელ დამაფეთა. თან
ვფიქრობდი, ნეტავ, მუშტები რაში სჭირდება, ამისი ერთი შემოხედვა
უძლიერეს დარტყმაზე მაგარია-მეთქი. ასე რატომ ამოვიჩემე ეს კაცი,
არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ უკვე ცხრა-ათი წლის ვიყავი და, რო-
გორც ყველა ჩემი ასაკის ბიჭს, მეც მჭირდებოდა, სულ ცოტა, ერთი
საძულველი პიროვნება მაინც.
ბატონმა ნ’და ამედემ ცალი ფეხი საწოლზე შემოდო, პირში სიგა-
რა გაიჩხირა, არც აცია, არც აცხელა და მშობლებს ეგრევე მიახალა,
მალე ნიგერიაში დავბრუნდები და მშვიდად და პატიოსნად ვიცხოვ-
რებო. ახლა ვხვდები, რომ თვითონვე სჯეროდა თავისი სიტყვების.
ხშირად შემიმჩნევია, რომ ბოლოს და ბოლოს, ადამიანები იჯერებენ
იმას, რასაც ამბობენ. ეს რწმენა რომ არ ჰქონდეთ, უბრალოდ ვეღარ
იცოცხლებდნენ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ფილოსოფოსობაზე
ვდებ თავს, არამედ იმიტომ, რომ მართლა ასე ვფიქრობ.
დამავიწყდა მეთქვა, რომ პოლიციის კომისარმა, რომელიც ბოზის
შვილი იყო, ყველაფერი გაიგო და აპატია დედამისს. ხანდახან მადამ
როზას სანახავად შემოივლიდა ხოლმე, თან აფრთხილებდა, არსად
არ წამოაყრანტალო, აქ რომ დავდივარო. ეს ზუსტად ის შემთხვევა
იყო, ბატონი ჰამილი რომ ამბობდა ხოლმე – ყველაფერი კარგია, რაც
კარგად მთავრდება. ამას იმიტომ ვყვები, ცოტა რომ გაგამხიარულოთ.
ვიდრე ბატონი ნ’და ამედე ლაპარაკობდა, მისი ერთი მცველი
კუთხეში მიდგმულ სავარძელში მოკალათებულიყო და ფრჩხილებს

50
იქლიბავდა, მეორე კი უსაქმურად იჯდა. მოსაფსმელად დავაპირე
გასვლა, მაგრამ მეორე მცველს გვერდით რომ გავუარე, დამიჭირა და
მუხლებზე დამისვა. შემომხედა, გამიღიმა, ქუდი ცოტა უკან გადაიწია
და ასეთი სიტყვებით მომმართა:
– ჩემს ვაჟს მაგონებ, ჩემო პატარა მომო. ახლა იგი დედასთან ერ-
თად ნიცაშია წასული არდადეგებზე. ხვალ ჩამოდიან. ხვალ მისი და-
ბადების დღეა, ჰო, ხვალინდელ დღესაა დაბადებული. საჩუქრად ვე-
ლოსიპედს მიიღებს. თუ გინდა, მოდი ჩვენთან და ერთად ითამაშეთ.
არ ვიცი, უცებ რა დამემართა. ალბათ ის, რომ ამხელა ბიჭი ვიყავი
და ველოსიპედის მყიდველი კი არა, ჩვეულებრივი დედ-მამაც კი არ
მყავდა. ეს კი მოეთრევა აქ და ისეთ რამეებს მიყვება, რომ გულზე
მხეთქავს. ხომ მიხვდით, რისი თქმაც მინდა. კარგი, inch’Allah, მაგრამ
ეს არ არის მართალი. ასე იმიტომ ვამბობ, რომ უბრალოდ, კარგი მუს-
ლიმი ვარ. რაღაცამ მომიარა და საშინელი შეტევა დამემართა. ეს
შიგნიდან მოდიოდა და იმიტომ იყო ასეთი საშინელი. თუ გარედან
ხარ გაბრაზებული და ამას იმით გამოხატავ, რომ გარშემო მყოფთ
უკანალში პანჩურებს ურტყამ, გაგეცლება ხალხი ბოლოს და ბოლოს
და დამთავრდება ეს ამბავი. მაგრამ თუ ეს შიგნით ხდება, ვერაფერს
იზამ. როცა ასეთი რამ მემართება, მინდა საკუთარი სხეულიდან გა-
მოვიდე და აღარასოდეს დავბრუნდე არც იქ და არც არსად. ისეთი
შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემში კიდევ სხვა „მე“ ცხოვრობს. ვღრი-
ალებ, ვერ ვჩერდები, იატაკზე ვეცემი, თავს ვურტყამ, რომ იქნებ რო-
გორმე შიგნიდან გამოვიდე, მაგრამ არაფერი გამომდის, რადგან
„იმას“, შიგნით, ფეხები არ აქვს. ახლა რომ გიყვებით, თითქოს შვება
ვიგრძენი, თითქოს ცოტათი გამოვედი კიდეც. ხომ ხვდებით, რისი
თქმაც მინდა?

51
როცა სულ დავიცალე და ყველანი წავიდნენ, მადამ როზამ ექიმ
კატცთან წამიყვანა. ძალიან შეშინებული იყო და ექიმს უთხრა, რომ
მე ყველა საეჭვო მემკვიდრეობითი ნიშანი მქონდა და ერთ მშვენიერ
დღეს, უფრო სწორედ ღამეს, ალბათ დანას წამოვავლებდი ხელს და
ყელს გამოვჭრიდი მძინარეს. არ ვიცი, რატომ ფიქრობდა მადამ როზა,
რომ მაინცდამაინც ძილში უნდა მოეკლათ. ალბათ იმიტომ, რომ უდ-
როო დროს გაღვიძება არ უნდოდა. ექიმი კატცი გაბრაზდა და უყვი-
რა, რომ მე ცხვარივით უწყინარი ვარ და უნდა რცხვენოდეს ამხელა
ქალს, ასე რომ ლაპარაკობს. დამაწყნარებელი წამლები გამოუწერა,
რომლებიც თავისივე უჯრაში აღმოაჩინა და სახლში გამოგვისტუმრა
ხელიხელჩაკიდებულები. ვგრძნობდი, რომ მადამ როზა ცოტა უხერ-
ხულად გრძნობდა თავს, რომ ბრალი ტყუილად დამდო. მაგრამ მისი
გაგებაც შეიძლებოდა – ამქვეყნად სიცოცხლის გარდა აღარაფერი
შერჩენოდა და რა გასაკვირი იყო, რომ უფრთხილდებოდა. ადამიანე-
ბი რატომღაც ყველაზე მეტად სიცოცხლეს ვერ ელევიან მაშინ, რო-
დესაც სიცოცხლის ყველა „მშვენება, რომ გაიხსენო, თუ ნორმალური
ხარ, უნდა გაგიჟდე.

52
შინ რომ დავბრუნდით, მადამ როზა დამაწყნარებელი წამლებით
გამოიტენა, სავარძელში მოკალათდა და მთელი საღამო ასე გაატარა.
კედელს მიშტერებოდა და ბედნიერად იღიმებოდა, ალბათ იმიტომ,
რომ აღარაფერს გრძნობდა. ჩემთვის კი ასეთი წამალი არასოდეს მო-
უცია. ეს ქალი ამქვეყნად ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი იყო და
ამას ახლავე დაგიმტკიცებთ. სიურპუფის ქუჩაზე კიდევ ერთი ფარუ-
ლი პანსიონი იყო მეძავების შვილებისთვის. მის პატრონს ერქვა მა-
დამ სოფი. ბარბესშიც იყო ერთი პანსიონი. მის მეპატრონეს გრაფის
ქალს ეძახდნენ, რადგან გრაფის ქვრივი იყო. თითოეული მათგანი
ზოგჯერ ათ-ათ ბავშვსაც კი იყვანდა დღეში. რატომაც არ ეყოლებო-
დათ რა, ძალა ადგებოდათ იმათ მოვლაში თუ რა – დაალევინებდნენ
ამ დამაწყნარებლებს და მორჩა! – ბავშვები ეგრევე ითიშებოდნენ. მა-
დამ როზამ ეს ამბავი სარწმუნო წყაროდან შეიტყო, ერთმა პორტუ-
გალიელმა შავკანიანმა მეძავმა უთხრა, ჩემი შვილი გრაფის ქალისგან
ისეთ „დაწყნარებულ“ მდგომარეობაში გამოვიყვანე, ფეხზე ვეღარ
დგებოდაო. რამდენჯერაც ააყენებდნენ თურმე ბავშვს, იმდენჯერ
ეცემოდა. მოკლედ, შეგეძლოთ რამდენიმე საათი კარგად გეთამაშათ.
მადამ როზასთან კი ყველაფერი პირიქით იყო. თუ ვინმე ზედმეტად
აგზნებული ანდა ცოტა ტვინარეული იყო (ასეთებიც არსებობენ), მა-
დამ როზა თვითონ სვამდა წამლებს. აი, ამ დროს კი იწყებოდა ორომ-
ტრიალი! გინდა გვეყვირა, გინდა ერთმანეთისთვის წიხლები გვერტყა,
სულ რომ დაგველეწა იქაურობა, ყურადღებას არავინ მოგვაქცევდა,

53
მადამ როზა ყურსაც არ იბერტყავდა. ბოლოს, იძულებული ვხდებო-
დი, წესრიგი დამემყარებინა. ეს მისია ძალიან მომწონდა, თავი ამ ბავ-
შვების უფროსად წარმომედგინა. მადამ როზა ოთახის შუაში სავარ-
ძელში იჯდა, კაბაზე გარედან მატყლის ბაყაყი ედო, შიგნიდან – სათ-
ბურა, თავი ოდნავ დაეხარა და კეთილად გვიღიმოდა, ხანდახან, ხელ-
საც გვიქნევდა, თითქოს მატარებელში ზის და სადმე მიემგზავრებაო.
ამ წუთებში არაფრის თავი არ ჰქონდა, ქვეყანა რომ დაქცეულიყო,
ვერ გაიგებდა. ამიტომ, მე ვაქცევდი ბავშვებს ყურადღებას, რომ ფარ-
დებზე ცეცხლი არ წაეკიდებინათ – ხომ იცით, პატარაობაში ადამიანი
პირველ რიგში ფარდებს უკიდებს ცეცხლს.
ერთადერთი, რასაც შეეძლო მადამ როზა ასეთი მდგომარეობი-
დან ცოტათი მაინც გამოეფხიზლებინა, კარზე ზარის დარეკვა იყო.
სიტყვა „გერმანელის“ გაგონებაზეც შიშისგან კანკალებდა. ეს ძველი
ამბავია, გაზეთებმაც ამაზე უკვე უამრავი დაწერეს და აღარ მინდა
წვრილმანების გახსენება. მაგრამ მადამ როდა არასოდეს გამოსულა
იმ დაძაბულობიდან. მთელი სიცოცხლე ეგონა, რომ ის საშინელი ღამე
კვლავ შეიძლებოდა განმეორებულიყო. ალბათ იფიქრებთ, რა სისუ-
ლელეა, ეს ამბავი ხომ დიდი ხანია დამთავრდა და ყველაფერი წარ-
სულს ჩაბარდაო, მაგრამ ებრაელებს გამყოლი გული აქვთ, განსაკუთ-
რებით მაშინ, როცა ეს მათი ხოცვა-ჟლეტის საკითხია. ჩაიდეს გულში
ძველი ამბავი და აღარ ივიწყებენ. მადამ როზა ხშირად მელაპარაკე-
ბოდა ნაცისტებზე და S.S.-ზე. ცოტა არ იყოს, ვნანობ, რომ გვიან და-
ვიბადე და ვერ გავიცანი ნაცისტები, ბარგაკიდებულ ებრაელებს ია-
რაღით რომ ერეკებოდნენ სასაკლაოზე. მაშინ კიდევ რა უჭირდათ,
იცოდა ხალხმა, რისთვისაც სჯიდნენ; ახლა კი ვერაფერს გაიგებს კაცი.
რა თქმა უნდა, ვიცოდით, რა ისტერიკაში ვარდებოდა მადამ რო-
ზა ზარის გაგონებაზე და კარგადაც ვმაიმუნობდით ხოლმე. ამისთვის

54
საუკეთესო დრო ადრეული დილა იყო, როცა სინათლეს ჯერ კიდევ არ
ჰქონდა ძალა მოკრებილი. გერმანელები ადრე დგებიან და დილა
დღის დანარჩენ დროს ურჩევნიათ. ერთი ჩვენთაგანი ჩუმად დგებოდა,
შემოსასვლელში გადიოდა, კარს აღებდა და ზარს რეკავდა. ზარი გაბ-
მული უნდა ყოფილიყო, რომ მადამ როზას ნამდვილად გაღვიძებოდა.
აი, მაშინ უნდა გენახათ, იქ რა ხდებოდა! იმ ხანებში მადამ როზა უკვე
ოთხმოცდათხუთმეტი კილო იყო, თუ მეტი არა, და წარმოიდგინეთ,
ამხელა ქალი ერთი ნახტომით კართან გაჩნდებოდა, გადარეულივით
ნახევარ სართულს უკანმოუხედავად ჩაირბენდა ხოლმე. ჩვენ კი
უცოდველი სახეებით ვიწექით და ღრმა ძილში წასულებივით ვფშვი-
ნავდით. როგორც კი დაადგენდა მადამ როზა, ნაცისტები არ მომდგო-
მიან კარზეო, მაშინვე ყველაფერს მიხვდებოდა, საშინლად ცოფდებო-
და და სულ ბოზიშვილებსა და ნაბიჭვრებს გვეძახდა, რაშიც, რაც მარ-
თალი მართალია, ვერავინ შეედავებოდა. ცოტა ხანს იდგა ასე, ფეხ-
შიშველი, თვალებგადმოკარკლული, თმის უკანასკნელ ღერებზე სახ-
ვევებჩამოკონწიალებული, ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო, მართლა
გაიგონა ზარის ხმა თუ დაესიზმრა, თუ სულაც გარედან შემოესმა.
მაგრამ ამ დროს ერთ-ერთი ჩვენგანი აუცილებლად წაიფხუკუნებდა
და მადამ როზაც ეგრევე ხვდებოდა, რომ ჩვენი გართობის მსხვერპლი
გახდა. აი, მერე კი დასაბმელი გიჟი ხდებოდა ან სულაც ლოგინში ჩა-
ემხობოდა და გულამოსკვნილი ტიროდა.
მე მგონია, რომ ებრაელები სხვა ხალხისგან არაფრით განსხვავ-
დებიან. მაგრამ ამის გამო არ უნდა გავუბრაზდეთ.
ისე, მადამ როზა ზარის გარეშეც ხშირად ფეთდებოდა. უცებ, გა-
იღვიძებდა, უზარმაზარ უკანალზე წამოჯდებოდა, მიაყურადებდა,
მერე წამოხტებოდა საწოლიდან, მოიგდებდა მხრებზე თავის საყვა-
რელ იასამნისფერ თავშალს და გარეთ გარბოდა. არც კი უყურებდა,

55
იდგა თუ არა ვინმე გარეთ, იმიტომ, რომ ზარი მის გონებაში რეკდა,
რაც ყველაზე საშინელებაა. ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე საფეხურს
ჩაირბენდა, ზოგჯერ კი სულ დაბლა, სარდაფში ჩადიოდა. თავიდან
მეგონა, ალბათ იქ განძი აქვს დამალული და ქურდების ეშინია-მეთ-
ქი. სულ ვოცნებობდი, ნეტავ, სადმე განძი მქონდეს დამალული საიმე-
დოდ, ვერავინ პოულობდეს და მხოლოდ მე მივდიოდე, როცა დამჭირ-
დება-მეთქი. განძი მართლაც რომ კარგი რამაა, მითუმეტეს მაშინ,
როცა შენი საკუთრებაა და კარგადაა შენახული. დავიმახსოვრე ის
ადგილი, სადაც მადამ როზა სარდაფის გასაღებს მალავდა. ერთხელ,
დრო ვიხელთე და სარდაფშიჩავედი. განსაკუთრებული ვერაფერი
ვნახე. ერთი-ორი სკამი და მონჯღრეული მაგიდა იდგა, ღამის ქოთა-
ნი, სარდინის კონსერვები, სანთლები და სხვა საოჯახო ხარახურა.
სანთელი ავანთე და მივიხედ-მოვიხედე. მაგრამ ქვებგამოჩრილი კედ-
ლების მეტი ვერაფერი დავინახე. ამ დროს ხმაური გავიგონე და ში-
შისგან შევხტი. მოვიხედე და მადამ როზა დავინახე. კარებში იდგა და
მიყურებდა. გაბრაზებული არ იყო, პირიქით, ისე იდგა, თითქოს და-
ნაშაულზე წავასწარი და ბოდიშს იხდისო.
– არავის უთხრა, მომო, რაც აქ ნახე. ეგ მომეცი, – ხელი გამომი-
წოდა და გასაღები გამომართვა.
– მადამ როზა, რა არის აქ? რატომ ჩამოდიხართ ზოგჯერ შუაღა-
მისას?
სათვალე გაისწორა და გაიღიმა.
– ეს ჩემი მეორე რეზიდენციაა, მომო. წამო, გავიდეთ.
სანთელს სული შეუბერა, ხელი მომკიდა და სახლში ავედით. სა-
ვარძელში ჩაჯდა და კარგა ხანს ვეღარ ადგა, თან გულზე ხელი ედო,
იმიტომ, რომ მისთვის უკვე შვიდი სართულის ამოვლა სიკვდილს უდ-
რიდა.

56
– დაიფიცე, რომ არავის ეტყვი ამის შესახებ.
– გეფიცებით, მადამ როზა.
– Khaïrem?
ეს ებრაელურად ნიშნავს „დაფიცებულია“.
– Khaïrem.
მერე კი, ჩემს თავს ზემოთ, შორს გაიხედა და წაიჩურჩულა:
– ეს ჩემი ებრაული სოროა, მომო.
– აა, სორო? მეც არა ვთქვი, რა არის-მეთქი!
– ხვდები, რასაც ვამბობ?
– არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, პირველად ხომ არ ვხედავ
ისეთ რამეს, რაშიც ვერაფერი გამიგია.
– იქ ვიმალები, როცა მეშინია.
– რისი, მადამ როზა?
– შიშისთვის მიზეზი აუცილებელი არ არის, მომო.
ეს სიტყვები მთელი ცხოვრება მახსოვს. ამაზე დიდი ჭეშმარიტება
არასოდეს გამიგონია.

57
ხშირად ექიმი კატცის კაბინეტში მივდიოდი და მოსაცდელ ოთახ-
ში ვიჯექი, ისე, უბრალოდ. მართალია, მადამ როზა გაუთავებლად მი-
მეორებდა, ნახე, რა კარგი კაცია ექიმი კატცი, რამდენ სიკეთეს აკე-
თებსო, მაგრამ მე იქ ამის მსგავსი არაფერი მიგრძნია. შეიძლება იმი-
ტომ, რომ მოსაცდელში დიდხანს არ ვიჯექი და სიკეთის გაკეთების
მომენტს ვერ ვესწრებოდი. ვიცი, რომ არიან ამქვეყნად ადამიანები,
რომლებიც სიკეთეს თესავენ, მაგრამ თურმე, ნუ იტყვით და ეს ადა-
მიანები ყოველთვის არ არიან „თესვის“ ხასიათზე და თუ დროზე არ
მიუსწარი, მერე კარგად მეყოლე! ვეღარც ნათესს ნახავ და ვეღარც
მოსავალს. ასე რომ, მე თუ მოსაცდელში საკუთარი თვალით ვერ ვი-
ხილე სიკეთე, ამაში გასაკვირი არაფერია. თავიდან, როცა იქ სიარუ-
ლი დავიწყე, ექიმი კატცი გამოდიოდა ხოლმე კაბინეტიდან და მეკით-
ხებოდა, ავად ხომ არ ხარო; მერე შეეჩვია ჩემს იქ ყოფნას და კითხვე-
ბით თავს აღარ მაბეზრებდა. ისე კი, მოსაცდელი ოთახები კბილის
ექიმებსაც აქვთ, მაგრამ ისინი მხოლოდ კბილებს მკურნალობენ. მა-
დამ როზა ამბობდა, რომ ექიმი კატცი ყველაფრის ექიმიაო და, მარ-
თლაც, მის მისაღებში ყველანაირ ავადმყოფს და ავადმყოფობას ნა-
ხავდით: ეს ებრაელებიო (ისინი ხომ ყველგან არიან მოდებული), ეს
არაბებიო, ჩრდილოეთ აფრიკელებიო, შავკანიანებიო და რა ვიცი, კი-
დევ ათასგვარი დაავადება და უბედურება. ვენერიული დაავადებები
ალბათ მაინც ყველას სჭარბობდა ამ მისაღებში, თუ გავითვალისწი-
ნებთ აქ მოგროვილი იმიგრირებული მუშების სიმრავლეს. ეგენი ხომ

58
ყველაზე მაგარი „ამკიდებლები“ არიან. აიკიდებენ რამე უბედურებას
თავიანთ ქვეყანაში და მერე საფრანგეთში გამორბიან სოცუზრუნ-
ველყოფის იმედით. ვენერიული დაავადებები შეხედვით და გვერდზე
გავლა-გამოვლით არ გადადის და ამიტომაც ექიმი კატცი მათაც ღე-
ბულობდა. მაგრამ თუ ვინმეს დიფტერია, ქუნთრუშა, წითელა და
სხვა ამათი მსგავსი რამ სჭირდა, თავისთან არ აჭაჭანებდა. მართა-
ლიც იყო. ასეთი ავადმყოფები სახლში უნდა დაეტიონ და ქუჩა-ქუჩა
არ უნდა იყიალონ დაავადების გასავრცელებლად. ოღონდ ზოგიერთი
მშობელი ყურსაც არ იბერტყავდა ექიმი კატცის ამ აკრძალვაზე და
მაინც მოათრევდა ხოლმე კაბინეტში თავის ცინგლიან, მუწუკებიან
და თავგასიებულ შვილებს. ამიტომაც მეც ამკიდეს ერთი-ორჯერ გრი-
პი და ყივანახველა. მაგრამ ავადმყოფობას არ შევუშინებივარ და მო-
საცდელში ჯდომას მაინც განვაგრძობდი. ვიჯექი და რაღაცას ველო-
დი – ოთახს ხომ მოსაცდელი ერქვა. როდესაც კაბინეტის კარი გაიღე-
ბოდა და თეთრებში გამოწყობილი ექიმი კატცი გამოსვლისას თავზე
ხელს გადამისვამდა, ვგრძნობდი, რომ ენერგია მემატებოდა, მედიცი-
ნის დანიშნულებაც ხომ ესაა.
მადამ როზა ჩემი ჯანმრთელობის გამო ძალიან ღელავდა. მეუბ-
ნებოდა, ნაადრევად მომწიფდი და ეს ოხერი „ადამიანთა მოდგმის
მტერიც“ გაგეზარდაო. თანაც „მტერი“ დღეში რამდენჯერმე დიდდე-
ბოდა და პატარავდებოდა. ამ უპირველესი სადარდებლის გარდა მა-
დამ როზას სხვა სადარდებელიც ჰქონდა – უგულო დეიდა-მამიდები
და ბიძა-ბიცოლები. როდესაც მშობლები ავტოკატასტროფაში კვდე-
ბოდნენ, ამ „ახლობლებს“ ბავშვის მოვლა თვითონაც ეზარებოდათ და
საზოგადოებრივი მზრუნველობის სამსახურში ჩაბარებაც არ ნებავ-
დათ. ამ დროს ვახსენდებოდით ჩვენ. განსაკუთრებით იმ შემთხვევა-
ში, თუ ბავშვი გაშტერებული იყო. ხომ ხვდებით, რასაც ნიშნავს გაშ-

59
ტერებული ანუ გამოშტერებული ბავშვი? ასეთი ბავშვები მთელი დღე
თავისთვის არიან, ხმას არ იღებენ, თუ ძალიან არ გაუჭირდათ, ამ-
ქვეყნად რა ხდება, აზრზე არ არიან და არც უნდათ, რომ იცოდნენ.
თუ ხელს წაარტყამ, გაინძრევიან, თუ არადა, სხედან ჩუმად. ყველა
იმ უბედურებიდან, რაც კი ბავშვს შეიძლება შეემთხვეს ამ ცხოვრება-
ში, ერთ-ერთი ეს გაშტერებაა.
როდესაც მადამ როზასთან ახალი ბავშვი მოჰყავდათ, ის მას ყვე-
ლანაირად სინჯავდა; ამოწმებდა, სრულ გონებაზე იყო თუ ხანდახან
„თიში“ ემართებოდა. ამ გასინჯვის პროცესის ნახვა ერთ რამედ ღირ-
და. უნდა გენახათ, რა დღეში იყო მადამ როზა! იმ საცოდავებს ხან
დაეჯღანებოდა, – აბა, ვნახოთ, შეეშინდება თუ არაო! ხან ხელზე
ხელთათმანს წამოიცვამდა, რომლის თითოეული თითი თოჯინა იყო,
– ამოწმებდა, ბავშვს სიცილის უნარი თუ ჰქონდა. ნორმალური ბავ-
შვები დაჯღანული მადამ როზას დანახვაზე ერთ წივილ-კივილს
ატეხდნენ ხოლმე, თოჯინების დასათრევად თითებზე ეპოტინებოდ-
ნენ. გაშტერებულები კი შეუვალი სახით უყურებდნენ მოხტუნავე მა-
დამ როზას, ვერაფრით ხვდებოდნენ, რატომ მაიმუნობდა ასე მონდო-
მებით ამხელა ქალი. მადამ როზა ასეთ ბავშვებს არ იღებდა. არც გა-
ემტყუნებოდა – მათ ხომ ყოველ წუთში თვალყურის დევნება სჭირ-
დებოდათ. მადამ როზას კი ჯანმრთელი ბავშვების მოვლაც უჭირდა
და ავადმყოფებს როგორღა აუვიდოდა. ერთხელ, ერთმა მაროკოელმა
ქალმა, რომელსაც გუტდორში გაჰქონდა თავი ბოზობით, მაინც მო-
ახერხა და დაუტოვა ასეთი ბავშვი. მერე ის ქალი მოკვდა. არც ვინმე
მისი ნათესავის მისამართი გვქონდა და არც არაფერი. მადამ როდა
იძულებული გახდა, ბავშვი რაღაც ორგანიზაციისთვის ჩაებარებინა
ყალბი საბუთებით. საბუთის გარეშე არ შეიძლება. უსაბუთოდ არავინ
დაგიჯერებს, რომ გაჩნდი და არსებობ. მერე თვითონ დარდისგან ავად

60
გახდა. იმ ბავშვის მოშორება და რაღაც ბანძ ორგანიზაციაში ჩაბარე-
ბა ვერ აიტანა.
ისე, არც ჯანმრთელი ბავშვების მშობლებთან ჰქონდა მადამ რო-
ზას შეხმატკბილებული ურთიერთობა. თუ ასეთი ვაი-მშობლები რამე
კანონიერი საბუთებით არ გყავდა გამოჭერილი, ვერაფრით აიძულებ-
დი, რომ, ბოლოს და ბოლოს, თავიანთი შვილები წაეყვანათ. გადაგვა-
რებულ დედაზე უარესი ამქვეყნად არაფერია. მადამ როზა ამბობდა,
რომ ცხოველთა სამყაროში უფრო კარგი კანონებია, ვიდრე ადამია-
ნებში. შვილი რომ აიყვანო კიდეც, შეიძლება ნამდვილმა დედამ სულ
ჩაგამწაროს ეს ბედნიერება. თვითონ ხომ არ უნდა საკუთარი შვილი,
მაგრამ ზოგიერთი იმასაც ვერ იტანს, რომ ბავშვი სხვასთან მაინც
იყოს ბედნიერი. ერთ მშვენიერ დღეს, წლობით დაკარგული დედა გა-
მოეცხადება ამ გაშვილებულ ბავშვს, ათასნაირი ტკბილი სიტყვითა
თუ კანფეტებით მიაბრუნებს თავისკენ და მორჩა! კანონიც მათკენაა!
აი, ამიტომაც ყალბი საბუთები ამქვეყნად ყველაზე კარგი რამეა. გა-
აჩალიჩებ ამ ყალბ საბუთებს და თავი ქუდში გაქვს. თუ მაინცდამაინც
გამოჩნდება „მონატრებული“ დედა, რომელსაც შვილის კარგად ყოფ-
ნა ვერ აუტანია და ისევ უკან უნდა მისი წაყვანა, დააძრობ ამ შენს
ყალბ საბუთებს და იმ „გიჟ დედიკოს“ ცხვირწინ აუფრიალებ – აბა,
გენაცვალე, მითხარი, ამ ქაღალდზე სადმე შენი შვილის სახელი და
გვარი წერია? ჰოდა, წავიდეს და ირბინოს მერე!
მადამ როზა ამბობდა, რომ ეს დედაშვილური ურთიერთობები
ცხოველებში უფრო კარგადაა აწყობილი, ვიდრე ჩვენთან. თუმცა, რა
გასაკვირია, ცხოველები ხომ ბუნების კანონებით ცხოვრობენ ჩვენგან
განსხვავებით. მადამ როდა განსაკუთრებით ძუ ლომების დედურ ინ-
სტინქტს აქებდა. როდესაც ვწვებოდი, წარმოვიდგენდი, რომ ზარი
ირეკებოდა, ვდგებოდი და კარს ვაღებდი. იქ კი დედა ლომი იდგა, რო-

61
მელიც თავისი პატარების დასაცავად და მოსაფერებლად მოსულიყო.
მადამ როზა ხომ ამბობდა, ძუ ლომები ყველაზე თავგადაკლული დე-
დები არიან ამქვეყნად და შვილების დასაცავად არაფრის წინაშე
უკან არ იხევენ, თავის გასაწირადაც მზად არიანო. ეს თურმე ჯუნ-
გლების კანონია და ლომი ასე რომ არ იქცეოდეს, მას არც ერთი ცხო-
ველი პატივს აღარ სცემდა.
ჩემი დედა ლომი თითქმის ყოველ ღამე მომყავდა. შემოვიდოდა
თუ არა, ლოგინზე ამოხტებოდა და სახეს გვილოკავდა მეც და სხვებ-
საც. იმათაც ხომ უნდა მოჰფერებოდა ვინმე. ჰოდა, მეც, როგორც უფ-
როსი, მათზე ვზრუნავდი. მამა ლომები კი სულაც არ არიან ასეთი
ალერსიანები. თურმე ისინი სხვა პატარა ცხოველებს კლავენ. მაგრამ
არც იმათ გაემტყუნებათ – ჭამა ხომ უნდათ. ჰოდა, როცა ბავშვებს
ვეტყოდი, ახლა ჩვენი დედა ლომი მოვა-მეთქი, ერთ ღრიალს ტეხდნენ
– ეგ სულელები დედას და მამას ერთმანეთისგან ვერ არჩევდნენ,
იმათთვის ლომი ლომი იყო და შიშისგან ქვეშ იფსამდნენ. ბანანიაც
აჰყვებოდა ხოლმე ამ ტირილსა და ღრიანცელს, თითქოს მისთვის ყვე-
ლაფერი სულერთი არ იყო თავისი საყოველთაოდ ცნობილი კარგი ხა-
სიათის გამო. ბანანია ძალიან მიყვარდა. მოგვიანებით იგი ერთმა
ფრანგულმა ოჯახმა იშვილა. სახლში ადგილიც ჰქონდათ და ყველა-
ფერი. ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად წავალ და ჩემს კეთილ ბა-
ნანიას მოვინახულებ.
დიდხანს არაფერი იმალება და, ბოლოს და ბოლოს, მადამ როზა-
მაც გაიგო, რომ ღამღამობით, როდესაც მას ეძინა, ლომი დამიდიოდა
სახლში. იცოდა, რომ ეს სინამდვილე არ იყო, იმასაც ხვდებოდა, რომ
ეს მხოლოდ ჩემი ოცნება იყო ჯუნგლების კანონებზე. მაგრამ ერთი
რაღაც სისტემა, მე მგონი, ნერვული თუ რაღაც ამის მსგავსი, თანდა-
თან ეშლებოდა და იმის გაფიქრება, რომ ღამე სახლში გარეული ცხო-

62
ველები დადიოდნენ, სულ აგიჟებდა. ხანდახან, შუაღამისას ღრიალით
წამოხტებოდა, იმიტომ, რომ რაც ჩემთვის ოცნება იყო, მადამ როზას-
თვის კოშმარი გახდა. ამბობდა, ოცნებები სიბერეში კოშმარებად იქ-
ცევიანო. როგორც ჩანს, მასთან ბოროტი ლომი მიდიოდა, ჩემთან კი
– კეთილი.

63
არ ვიცი, რა ოცნებები შეიძლებოდა ჰქონოდა მადამ როზას. წარ-
სულზე ოცნება სისულელეა და მის ასაკში აღარც მომავალზე ოცნე-
ბას ჰქონდა აზრი. შეიძლება თავისი ახალგაზრდობა აგონდებოდა,
როცა ლამაზი იყო და ჯანმრთელობაზე არათუ წუწუნებდა, რა იყო,
ისიც კი არ იცოდა. არ ვიცი, რას წარმოადგენდნენ მისი მშობლები,
მაგრამ პოლონეთში რომ ცხოვრობდნენ, მადამ როზას ხშირად უთ-
ქვამს. ბოზობით თავის გატანაც იქ დაიწყო. შემდეგ პარიზში განაგ-
რძო, ფურსის, ბლონდელისა და სინის ქუჩები მისი სამუშაო უბნები
იყო. მაროკოში და ალჟირშიც ცხოვრობდა, მშვენივრად ლაპარაკობ-
და არაბულად. მაგრამ საფრანგეთში რომ დაბრუნდა, ცუდი ამბავი
დაემართა: ნამდვილი სიყვარული მოუნდა. „შეყვარებულმა“ სიმ-
წრით მოგროვილი ფული დააწერა, მერე წავიდა და პოლიციაში და-
ასმინა, ებრაელიაო. თავისი თავგადასავლის მოყოლისას მადამ როზა
ამ ადგილამდე რომ მივიდოდა, ჩერდებოდა და ამბობდა, მორჩა, ის
დრო წავიდა და აღარ დაბრუნდებაო. ჩაიღიმებდა კიდეც. ეტყობოდა,
ამ ამბის გახსენება მაინც სიამოვნებდა.
გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მადამ როზა ერთხანს კიდევ
მისდევდა ძველ ხელობას. მაგრამ ორმოცდაათს რომ გადააბიჯა, გა-
სუქება დაიწყო და კაცებმა ზურგი აქციეს. მადამ როზამ იცოდა, რომ
მეძავები ბევრ პრობლემას აწყდებოდნენ შვილის შენარჩუნებასთან
დაკავშირებით, რადგან კანონი, რაღაც მორალური მიზეზების გამო
მათ შვილის გაჩენას უკრძალავდა. ამიტომაც გადაწყვიტა, ასე უკა-

64
ნონოდ გაჩენილი ბავშვებისთვის პანსიონი გაეხსნა. ამას ჩვენს ენაზე
საიდუმლო ბინა ერქვა. აი, სწორედ ამ საიდუმლო ბინაში მადამ რო-
ზამ ერთი პოლიციის კომისარიც გამოზარდა, რომელიც ბოზის შვილი
იყო და, მერე, დიდობაში, როგორც შეეძლო, იცავდა და იფარავდა
გამზრდელს. ახლა, მადამ როზა უკვე სამოცდახუთი წლის იყო და
ასაკმა მის ებრაელობას ისეთი სადარდებლები დაამატა, რომ პოლი-
ციის კომისარი ვეღარაფერს უშველიდა. განსაკუთრებით, კიბოსი
ეშინოდა. ამ ავადმყოფობას ხუმრობა არ უყვარს. ვხედავდი, ყოველ-
დღე როგორ უკან-უკან მიდიოდა მადამ როზა; ზოგჯერ ერთმანეთს
შეშინებული შევხედავდით – ჩვენ ხომ ერთმანეთის გარდა არავინ
გვყავდა ამქვეყნად. ჰოდა, რაღა გასაკვირია, რომ შიშისგან ისედაც
დაზაფრულ მადამ როზას ბინაში თავის ნებაზე მოსეირნე ძუ ლომე-
ბის თავი აღარ ჰქონდა. მე კიდევ, მოვეწყობოდი ხოლმე საწოლში, დე-
და ლომი მოვიდოდა, გვერდით მომიწვებოდა და სახეს მილოკავდა
ჩუმად. როდესაც ელდანაცემ მადამ როზას გაეღვიძებოდა, ადგებოდა,
შემოვიდოდა და შუქს აანთებდა. ოთახში არავინ იყო, ყველანი წყნა-
რად ვიწექით და გვეძინა. მაგრამ მადამ როზა რისი მადამ როზა იყო,
ასე ადვილად რომ მოტყუებულიყო. ხვნეშა-ხვნეშითა და კრუსუნით
საწოლების ქვეშ იხედებოდა: ეგონა, რომ იქ სადმე მიმალულ ლომს
წაასწრებდა თავის ფხიზელ თვალს. მართლაც რომ ლომებიღა აკლდა
მადამ როზას! ან კი პარიზში რა უნდოდათ, ისინი ხომ მხოლოდ ბუ-
ნების წიაღში, ადამიანებისგან შორს ცხოვრობენ.
აი, მაშინ მივხვდი, რომ მადამ როზას ჯანთან ერთად გონებაც შე-
ერყა. ცხოვრებაში ბევრი უბედურება ჰქონდა გადატანილი და ახლა
საზღაურს იხდიდა. ასეა, ცხოვრება ყველაფრის საზღაურს გახდევი-
ნებს. ერთ მშვენიერ დღეს წარსულში გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე პა-
სუხი უნდა აგოს. ის კი არადა, ექიმ კატცთან წამიყვანა და შესჩივლა,

65
ღამღამობით ლომები მოჰყავს სახლში და ისინიც, როგორც მოეპრია-
ნებათ, ისე დაშლიგინებენ ოთახებში, ხომ ხედავთ, ტყუილად არ მე-
შინოდა, ეს ნამდვილად „იმის“ ნიშანიაო. ვხვდებოდი, რომ მას და
ექიმ კატცს რაღაც საიდუმლო ჰქონდათ, რაღაცას მიმალავდნენ, მაგ-
რამ ვერაფრით დავადგინე, რა იყო ეს საიდუმლო და რისი ეშინოდა
ასე ძალიან მადამ როზას.
– ექიმო, რა მეშველება, ერთ მშვენიერ დღეს ალბათ სიგიჟე მო-
უვლის!
– სისულელეებს ნუ ამბობთ, მადამ როზა, არაფერი გაქვთ სანერ-
ვიულო. ჩვენი პატარა მომო მგრძნობიარე ბავშვია. ეს კი ავადმყოფო-
ბა არ გახლავთ. დაუჯერეთ ბებერ ექიმს – ამქვეყნად ავადმყოფობა
არ არის ის, რისი განკურნებაც შეუძლებელია.
– მაშ, სულ ლომები რატომ უტრიალებს თავში?
– ლომებს გააჩნია. ეს დედა ლომებზე ფიქრობს.
ექიმი კატცი ღიმილით მიყურებდა და პიტნის კანფეტებს მჩრიდა
ხელში.
– დიახ, დიახ, დედა ლომები! მერედა გაიხსენეთ, რას აკეთებენ
ისინი! რას აკეთებენ და თავიანთ პატარებს იცავენ! აი, რაშია საქმე!
მადამ როზა ოხრავდა:
– ექიმო, ხომ იცით, რისიც მეშინია...
აი, აქ კი იფეთქებდა ხოლმე ექიმი კატცი:
– გაჩუმდით ერთი, თუ ღმერთი გწამთ! თქვენ თუ ერთი დაიჟინეთ,
მერე ხომ აზრს ვერავინ შეგაცვლევინებთ! ამ ამბების არაფერი გაგე-
გებათ და რაღას არ წარმოიდგენთ ხოლმე. ეს ყველაფერი ასაკობრი-
ვია. ათასჯერ გითხარით, მაგრამ ვერაფერი შეგაგნებინეთ! აი, ახლა
ათასმეერთეჯერ გიმეორებთ და ძალიან გთხოვთ, ამაზე ლაპარაკი
აღარ გავიგონო!

66
კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ამ დროს გაახსენდა, რომ
იქ ვიყავი; ადგა, ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა. სხვა რა დამრჩე-
ნოდა, კარზე ყური მივადე, რომ მომესმინა.
– ექიმო, ძალიან მეშინია არაფერი ჰქონდეს გამოყოლილი მემ-
კვიდრეობით...
– კარგი, კარგი, მადამ როზა! გეყოფათ! რა მემკვიდრეობაზეა ლა-
პარაკი, როდესაც ისიც კი არ იცით, ვინ იყო მამა. იმ საწყალ დედამისს
ისეთი ხელობა ჰქონდა, მაგის დადგენა ძალიან ძნელია. ამას გარდა,
უკვე აგიხსენით, რომ ეგ თქვენი ყბადაღებული მემკვიდრეობითობა
არაფერსაც არ ნიშნავს. უბრალოდ, ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა,
სითბო და სიყვარული სჭირდება.
– გასაგებია, მაგრამ სად შემიძლია, გენაცვალე, ყოველ საღამოს
სახე ვულოკო? მაგის თავი მაქვს მე?! ან საიდან მოსდის ასეთი აზრები
თავში! ჰო, კიდევ, თუ ნორმალურია, სკოლაში რატომ არ მიიღეს?
– როგორ მიიღებდნენ! დაგავიწყდათ, როგორი დაბადების მოწმო-
ბა მიიტანეთ? აბა, ერთი გულახდილად მითხარით: რაც იმ ქაღალდზე
ეწერა, მაგის ნამდვილ ასაკს შეეფერება? ყველაფერი კი თქვენი ბრა-
ლია, მადამ როზა, თქვენ ბავშვი მეტისმეტად გიყვართ.
– ექიმო, ძალიან მეშინია, არ წამართვან. ხომ იცით, მაგის შესახებ
ვერავის ვერაფერს დავუმტკიცებ. ვინაობას ქაღალდის ნაგლეჯზე
ვწერ ხოლმე ან სულაც ვიმახსოვრებ. ხომ იცით, მაგათ დედებს რო-
გორ ეშინიათ პოლიციის – მეძავებს ხომ თავიანთი საქმიანობის გამო
ბავშვის აღზრდის უფლება არ აქვთ. სუტენიორებიც სარგებლობენ ამ
კანონით და იმ საწყლებს თავიანთ ნებაზე ათამაშებენ. დედები კი,
ოღონდ შვილი არ დაკარგონ და, ყველაფერზე თანახმანი არიან. ვე-
ღარ გაიგებ, ვინ ვინ არის. პატიოსანი სუტენიორი უკვე სანთლით სა-
ძებარი გახდა.

67
– თქვენ კარგი ქალი ხართ, მადამ როზა; ახლავე დამაწყნარებელ
წამლებს გამოგიწერთ.
ამ საუბარს თავი და ბოლო ვერ გავუგე. ეს ურიები რაღაცას ჩუმ-
ჩუმელაობდნენ, მაგრამ რას, მაინც ვერ მივხვდი. ისე კი, არც მინდო-
და, რომ სიმართლე მცოდნოდა. ადამიანმა რაც უფრო ცოტა იცის,
მით უფრო ბედნიერია. ჩემმა მეგობარმა მაჰუტმა, რომელიც აგრეთვე
ბოზის შვილია, ერთხელ მითხრა, ყოველი ჩვენნაირი ბავშვის დაბა-
დება აუცილებლად რამე საიდუმლოსთან არის დაკავშირებულიო.
თურმე რომელიმე მეძავი, უნებლიეთ შვილის გაჩენის საშიშროების
წინ რომ დადგება და ბავშვის შენარჩუნებას გადაწყვეტს, ზნეობის
დამცველი ორგანოები გადაეკიდებიან და სიცოცხლეს უმწარებენ. მა-
მა კი ამ დროს არხეინადაა, რადგან მას კანონი საიმედოდ იცავს.
მადამ როზას ჩემოდნის ძირში ერთი ქაღალდის ნაგლეჯი ჰქონდა
დამალული, რომელზეც ეწერა, რომ ამა და ამ დღეს, მე, მუჰამედი,
მუსლიმად აღსაზრდელი, ჩამიბარა მადამ როზამ და ჩემთან ერთად
კიდევ მიიღო სამი კილო კარტოფილი, ერთი გირვანქა სტაფილო, ასი
გრამი კარაქი, ერთი თევზი და სამასი ფრანკი. ქაღალდზე დასმული
თარიღი ჩემი დაბადების კი არა, მიღების დღე იყო.
მადამ როზას უზარმაზარი წონის გამო დახრა უჭირდა. ამიტომ,
ბავშვები რომ ჩაისვრიდნენ, მე ვწმენდდი. მადამ როზას წელი აღარ
ეტყობოდა და უკანალი მხრებამდე ასდიოდა. მისი სიარული ნამდვი-
ლი აისბერგის გადაადგილება იყო.
ყოველ შაბათს, ნაშუადღევს, მადამ როზა ლურჯ კაბაში გამოეწ-
ყობოდა, ზედ მელიის გაქუცულ ბეწვს შემოიდებდა, საყურეებს ჩა-
მოიკიდებდა, ჩვეულებრივზე უფრო მაგრად შეიღებებოდა, წავიდოდა
მონპარნასზე, ფრანგულ კაფეში მოყუჩდებოდა და ნამცხვარს შეექ-
ცეოდა.

68
ოთხ წელს ზემოთ ბავშვებს უკვე აღარ ვუწმენდდი – მეც ხომ
მქონდა თავმოყვარეობა. თანაც ზოგიერთი, ჩემ გასაწვალებლად, სპე-
ციალურად ისვრიდა, მაგრამ ეგენი მე რას გამომაპარებდნენ. ამის მე-
ტი რა ვიცოდი! მეც ავდექი და ვუთხარი, აბა, ახლა მიუშვირეთ ერ-
თმანეთს ტრაკები და გამოწმინდეთ, ასე უფრო სასაცილო იქნება-
მეთქი. ბავშვებს მართლაც მოეწონათ ეს მეთოდი და ამის მერე ერ-
თმანეთს თვითონ უვლიდნენ. მადამ როზამ მითხრა, შენ რაღაც ტრა-
კებში კარგად გაერკვიე და ფრთხილად იყავი, მაგ თემამ ძალიან არ
გაგიტაცოსო. ბავშვებთან თითქმის არ ვთამაშობდი, ისინი ჩემზე ბევ-
რად უმცროსები იყვნენ და თავს მაბეზრებდნენ, თუმცა ხანდახან ჭუ-
ჭუებს ვაზომებდით ერთმანეთს. მადამ როზა ამ თამაშს ვერ იტანდა
და ერთ ღრიანცელს ატეხდა ხოლმე. არც იყო გასაკვირი – რაც ამ ორ-
განოსთვის ცხოვრებაში უცქერია, ან კი სრულ ჭკუაზე როგორ იყო.
ლომებისაც ისევ ეშინოდა. თუმცა ხანდახან მიკვირდა, ამ ცხოვრება-
ში იმდენი რამაა საშიში, ამ ქალს რაღა არ გადაუტანია და მაინცდა-
მაინც ლომებს რატომ გადაეკიდა-მეთქი.
მადამ როზას გული აწუხებდა, კიბეებზე ასვლა-ჩასვლა უჭირდა
და ამიტომ საყიდლებზე მე დავდიოდი. ამქვეყნად კიბეზე დიდი მტე-
რი მადამ როზას არ ჰყავდა. სუნთქვის დროს უსტვენდა და მისი სტვე-
ნის მოსმენაში, მგონი, მეც ასთმა დამემართა. ექიმი კატცი ამბობდა,
ყველაზე გადამდები ავადმყოფობა ფსიქოლოგიააო. ეს ფსიქოლოგია
რაღა იყო, ჯერ არ ვიცოდი. ყოველ დილით, როცა გაღვიძებულ მადამ
როზას დავინახავდი, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, რადგან ღამე გული
შიშით მეყინებოდა, ვაითუ, გავიღვიძო და ამქვეყნად სრულიად მარ-
ტო აღმოვჩნდე-მეთქი.

69
იმ დროს ჩემი მეგობარი იყო არტური – ქოლგა, რომელიც თავი-
დან ფეხებამდე გამოვაწყე. სახელურზე მწვანე ნაჭერი დავახვიე, ზედ
თვალები და ტუჩები დავახატე, მადამ როზას პომადა წავუსვი და ძა-
ლიანაც სიმპათიური გამოვიდა. არ გეგონოთ, მხოლოდ იმიტომ გავა-
კეთე, რომ მინდოდა ვინმე მყვარებოდა; უბრალოდ, კლოუნი მჭირდე-
ბოდა. ჯიბის ფულის საშოვნელად ფრანგულ უბნებში დავდიოდი.
სხვაგან წასვლას აზრი არ ჰქონდა – თავისთვის რა ჰქონდათ და მე
რას მომცემდნენ?! ერთი გრძელი, კოჭებამდე ჩაფართხუნებული პალ-
ტო მქონდა. ჩავიცვამდი იმ პალტოს, ჩამოვიფხატებდი შლაპას, სახეს
საღებავებით მოვითხუპნიდი და არტურთან ერთად ტროტუარზე, ჩე-
მი ჭკუით, სანახაობას ვაწყობდი. გარეგნულად ძალიან სასაცილოები
ვიყავით და ზოგჯერ დღეში ოც ფრანკამდეც ვქაჩავდით. მაგრამ
ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი – ხომ იცით, პოლიცია ფხიზლად
ადევნებს თვალს უპატრონო მცირეწლოვანებს. არტური, როგორც
ცალფეხას შეეფერება, ისე მყავდა ჩაცმულ-დახურული. ლურჯ-თეთრ
კედში ჩავაყოფინე ფეხი, შარვალი ამოვაცვი, საკიდარზე უჯრულა
პიჯაკი შემოვაცვი და არტურს კანაფით მივაბი, თავზე კი მრგვალი
ქუდი დავუმაგრე. ჩემი ქოლგისთვის ტანსაცმელი ბატონ 6’და ამედეს
ვთხოვე, და იცით, რა ქნა? „პულ დ'ორში“ წამიყვანა, ბელვილის ყვე-
ლაზე ძვირ მაღაზიაში და მითხრა, ამოირჩიე, რაც გინდაო. არ ვიცი,
აფრიკაში ყველა მისნაირია თუ არა, მაგრამ, ალბათ, ყველაფერი
თავზე გადასდით.

70
როდესაც ტროტუარზე ნომერს ვასრულებდი, იხვივით დავბაჯბა-
დებდი, არტურთან ერთად ვცეკვავდი და გადმოყრილ მონეტებს
ვკრეფდი, ისეთებიც აღმოჩნდებოდნენ, რომლებიც ჩემს დანახვაზე
ბრაზდებოდნენ და ამბობდნენ, როგორ შეიძლება ბავშვს ასე მოექ-
ცეო. ვერ ვხვდებოდი, ვინ მექცეოდა „ასე“. ზოგიერთებს კი თვალებზე
ცრემლი ადგებოდათ. რა ატირებდათ, არ ვიცი. მე სასაცილო ნომრებს
ვასრულებდი, ესენი კი აქ ცრემლად იღვრებოდნენ.
არტურს ხან რა მოსძვრებოდა და ხან რა. საკიდარი კანაფის მა-
გივრად ლურსმნებით მივაჭედე. ახლა არტური ცალფეხა კაცივით
შარვლის ტოტს იქნევდა, მაგრამ ქოლგის კვალობაზე, მე მგონი, ნორ-
მალური გარეგნობა ჰქონდა. ბატონ ჰამილს არტური მაინცადამაინც
თვალში არ მოსდიოდა; ამბობდა, კერპს მაგონებს, ეს კი ჩვენს რელი-
გიას ეწინააღმდეგებაო. მე მორწმუნე არ ვარ, მაგრამ ის კი მართალია,
რომ, როცა ცოტა უცნაური რამ გაქვს, რაც არავის და არაფერს ჰგავს,
გგონია, რომ მას რაღაც შეუძლია. არტურს ლოგინში ვიწვენდი და
მასთან ჩახუტებულს მეძინა. დილით კი, როგორც კი გავიღვიძებდი,
მადამ როზას გადავხედავდი, სუნთქავს თუ არა-მეთქი.
ქრისტიანულ ეკლესიაში არასოდეს ვყოფილვარ, იმიტომ, რომ ეს
ნამდვილ რელიგიას ეწინააღმდეგება და, თანაც, არავითარი სურვი-
ლი არ მაქვს, ამ ამბებში გავერიო. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ქრისტია-
ნებმა სიცოცხლე გასწირეს, ქრისტე რომ ჰყოლოდათ. ჩვენთან კი ადა-
მიანური სახის წარმოსახვა აკრძალულია, რათა ღმერთი არ შეურაც-
ხჰყო. ამაში გაუგებარი არაფერია, იმიტომ, რომ სახის გამოჩენა სუ-
ლაც არ არის სატრაბახო. მეც ავდექი და არტურს სახე წავუშალე,
მხოლოდ მწვანე ნაჭერი დავუტოვე, ვითომ შიშისგან იყო გამწვანე-
ბული. ასე რომ ჩემს რელიგიასთან პირნათელი ვიყავი. ერთხელ, პო-
ლიცია გამომეკიდა, როგორ თუ შენი მაიმუნობით ხალხის თავშეყრა

71
გამოიწვიეო და მოვკურცხლე იქიდან. ამ გაწამაწიაში არტური ხელი-
დან გამივარდა და აქეთ-იქით გაიფანტა, სად ქუდი ეგდო, სად პიჯაკი,
სად კიდევ ფეხსაცმელი და საკიდარი. არტური კი ავიღე, მაგრამ ტან-
საცმელი აღარ ჰქონდა. როცა არტური ჩაცმულ-დახურული იყო, მა-
დამ როზა არაფერს მეუბნებოდა, ლოგინში რომ ვიწვენდი. მაგრამ ახ-
ლა დაბდღვნილ-დაპუტული რომ დაინახა, მიკივლა, არ გამიგონია
ქოლგის ლოგინში ჩაწვენაო. მოდი და გაუგე ამ ქალს რამე!
მერე კიდევ მოვახერხე ერთი-ორი გროშის გადანახვა და არტური
ისევ გამოვაწყე ბაზრობაზე ნაყიდი არცთუ ურიგო ტანსაცმლით, მაგ-
რამ იღბალმა თანდათან ზურგი გვაქცია.
აქამდე ჩემი ფული მთლად რეგულარულად არა, მაგრამ მაინც
მოდიოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი შეწყდა, ორი თვე გავიდა, სამი, არა-
ფერი.
– მადამ როზა, არ შეგეშინდეთ, – ვუთხარი მადამ როზას ხმის
კანკალით, – ჩემი იმედი გქონდეთ. ხომ არ გეგონათ, რომ რახან ფული
აღარ გაქვთ, მიგატოვებდით?
არტური ხელში ავიყვანე. გავედი და ტროტუარზე ჩამოვჯექი,
რომ ჩემი ცრემლები სხვისთვის არ დამენახებინა.
საზიზღარ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მადამ როზას მალე
ასაკობრივი უბედურებები დაატყდებოდა თავს და თვითონაც მშვე-
ნივრად ხვდებოდა ამას. კიბეები ხომ მისი ნომერ პირველი საზოგა-
დოებრივი მტერი გახდა. ამბობდა, თუ რამე მომკლავს, ალბათ ეს კი-
ბეებიო. მე კი ვიცოდი, რომ ის თავისითაც მალე მოკვდებოდა, კიბეე-
ბის დახმარება არ დასჭირდებოდა. მადამ როზა ძალიან გასუქდა,
სულ დამრგვალდა, ვერ გაიგებდი, სად ძუძუები ჰქონდა, სად მუცელი
და სად უკანალი, ერთ დიდ კასრს დაემსგავსა. ჯანმრთელობის მდგო-
მარეობის გამო მეძავები შვილებს აღარ ანდობდნენ და პანსიონში

72
ბავშვები კანტიკუნტადღა იყვნენ. დედები ხედავდნენ, რომ მადამ რო-
ზას სხვისი მოვლის თავი აღარ ჰქონდა და ერჩივნათ, მეტი გადაეხა-
დათ და მადამ სოფისთან ან დედილო აიშასთან, ალჟირის ქუჩაზე მი-
ეყვანათ შვილები. ფულს ბლომად აკეთებდნენ და ამიტომ ძვირ პან-
სიონებში ბავშვების მიბარება მათთვის სირთულეს არ წარმოადგენ-
და. ძველი მეძავები კი, რომლებსაც მადამ როზა პირადად იცნობდა,
ახალმა თაობამ შეცვალა, მადამ როზა სუტენიორებს ვეღარ ხვდებო-
და და ვეღარც ვერავინ ურჩევდა მეძავებს, მასთან მიეყვანათ შვილე-
ბი. ასე რომ, მადამ როზას რეპუტაცია ეცემოდა. სანამ სიარული შე-
ეძლო, ხან პიგალის კაფეებში შეივლიდა, ნაცნობებს მოინახულებდა,
ხან ლე ალში8 მიდიოდა და იქ მომუშავე მეძავებს გაუბამდა საუბარს,
საკუთარ მდიდარ გამოცდილებას გაუზიარებდა, შიგადაშიგ თავის
პანსიონსაც გაუკეთებდა რეკლამას, წაიტრაბახებდა, ისეთ საჭმელებს
ვაკეთებ, ბავშვებისთვის რომ ძალიან სასარგებლოაო. ახლა კი, არა-
თუ ქუჩაში გასვლა, ოთახიდან ოთახში სხვის დაუხმარებლად ვეღარ
გადიოდა; დაქალებიც შემოეფანტნენ. ასე რომ, ბავშვებს აღარავინ
უგზავნიდა. თანაც, ბავშვის გაჩენის საწინააღმდეგო ნებადართული
წამალიც გამოჩნდა და ეს მეძავებიც, შვილი თუ არ უნდოდათ, დასა-
მალად და პანსიონში მისაბარებლად ხომ არ გააჩენდნენ.
მე უკვე ათი წლის ან ცოტა მეტის ვიყავი და დრო იყო, მადამ რო-
ზას გვერდში ამოვდგომოდი. ჩემს მომავალზეც უნდა მეფიქრა, რად-
გან მარტო რომ დავრჩენილიყავი, საზოგადოებრივი მზრუნველობის
სამსახური არ ამცდებოდა. ამაზე ფიქრით ღამეებს ვათენებდი და მა-
დამ როზას თვალს არ ვაშორებდი, ვაითუ, ხელიდან გამომეცალოს-
მეთქი.

8 ლე ალ (Les Halles) – პარიზის ბაზარი.


73
ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, მეც გამეტანა თავი ცხოვრე-
ბაში – მეძავებს კლიენტების შოვნაში დავხმარებოდი, იქნებ ცოტაო-
დენი ფული გამეკეთებინა. თმა კარგად დავივარცხნე, მადამ როზას
სუნამო მოვისვი ყურების უკან და ერთ ნაშუადღევს არტურთან ერ-
თად პიგალზე გავედი. ტროტუარზე დავერჭე და კეკლუცი მზერით მი-
მოვიხედე გარშემო. იქ მთელი დღის განმავლობაში ტრიალებენ მეძა-
ვები თავის გასატანად. ყოველთვის გამოჩნდებოდა ერთი-ორი, რომე-
ლიც მომიახლოვდებოდა და მეტყოდა:
– შეხედეთ ერთი, რა საყვარელი ბიჭია! რაო, პატარავ, შენი დე-
დიკოც აქ მუშაობს?
– არა, ჯერჯერობით ჩემი აქ არავინაა.
მასეს ქუჩაზე კაფეში მეპატიჟებოდნენ და პიტნიან წყალს მასმევ-
დნენ. ვცდილობდი, ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან პოლიცია სუ-
ტენიორებზე ნადირობს. მეძავებიც თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ,
არავინ დაგვაბრალოს, მცირეწლოვანს აეკიდეთო. ერთი სიტყვით, მეც
და იმათაც ერთნაირი პრობლემა გვაწუხებდა.
– რამდენი წლის ხარ, ჩემო ლამაზო?
– ათის.
– დედა გყავს?
არა-მეთქი, ვეუბნებოდი და თან სინდისი მქენჯნიდა მადამ რო-
ზას გამო. მაგრამ რას ვიზამთ, ის ხომ ჩემი დედა არ იყო.
რამდენიმე დღე ზედიზედ გავდიოდი პიგალზე. ერთმა ნაშამ გან-
საკუთრებული ყურადღება მომაქცია. გავლა-გამოვლისას თავზე
ხელს მისვამდა და ჯიბეში ფულს ჩამიცურებდა ხოლმე. მინი ქვედა-
ბოლო და მაღალყელიანი ჩექმები ეცვა. მადამ როზაზე ბევრად ახალ-
გაზრდა იყო და თბილი გამოხედვა ჰქონდა. ერთხელ გარშემო მიმოი-
ხედა, ხელი ჩამკიდა და კაფეში შემიყვანა.

74
– რას დგახარ მთელი დღე ამ ტროტუარზე. ხომ იცი, ეს საბავშვო
ადგილი არ არის.
თმაზე ხელს მისვამდა, ვითომ თმის გასასწორებლად, სინამდვი-
ლეში კი მეფერებოდა.
– რა გქვია?
– მომო.
– შენი მშობლები სად არიან, მომო?
– მშობლებიო? გეკადრებათ?! მე თავისუფალი ადამიანი ვარ,
არავინაც არ მყავს.
– როგორ თუ არავინ? ვიღაც ხომ გპატრონობს!
ფორთოხლის წვენს ვწრუპავდი და ვცდილობდი, პასუხი მომე-
ფიქრებინა.
– იქნებ გამაცნო ის ადამიანები, ვისთანაც ცხოვრობ; დაველაპა-
რაკებოდი. თუ ჩემთან გამოგიშვებენ, ძალიან გამეხარდება. სახლში
წაგიყვანდი, პატარა მეფესავით მეყოლებოდი, არაფერს მოგაკლებდი.
– არ ვიცი, უნდა მოვიფიქრო.
წვენის დალევა დავამთავრე და ავდექი.
– აჰა, კანფეტები იყიდე, ჩემო კარგო, – ჯიბეში ქაღალდის ფული
ჩამიდო. ასფრანკიანი იყო.
ერთი-ორჯერ კიდევ მივედი იმ ადგილზე. ჩემმა ნაცნობმა ქალმა
რამდენჯერმე გამიარა, მაგრამ ახლოს არ მოსულა. შორიდან ნაღ-
ვლიანად გამიღიმა, ალბათ იმიტომ, რომ მისი არ ვიყავი.
მაგრამ ბედი არ გინდა?! იქვე, ერთ-ერთი მაღაზიის მოლარე მა-
დამ როზას იცნობდა, ადრე თავი ერთად გაჰქონდათ. ჰოდა, ყველაფე-
რი ჩაუკაკლა. უნდა გენახათ, ეჭვიანობის რა სცენა გამიმართა! ჩემი
ურია ასეთი გადარეული არასოდეს მენახა. ხან მეფერებოდა, ხან მი-
კიოდა, ხან ტიროდა. თან გამუდმებით მიმეორებდა – „მე ხომ შენ

75
ამისთვის არ გამიზრდიხარო“. იძულებული გავხდი, შემეფიცა, რომ
იმ ადგილებში ჩემი ფეხი აღარ იქნებოდა და არც სუტენიორი გავხდე-
ბოდი. მეუბნებოდა, ვინც მანდ დაეთრევა, ყველა საზიზღარი მაჭან-
კალია, სუტენიორები რომ იყვნენ, რაღა უჭირდათო. მაგათ გვერდით
რომ დაგინახო, იმ წუთას თავს მოვიკლავო. თან გაუთავებლად ტი-
როდა. მაგრამ სხვა რა უნდა გამეკეთებინა ათი წლის ასაკში, ნამდვი-
ლად არ ვიცოდი.
ისე კი, ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა ის, რომ ადამიანს
აქვს ცრემლები. ცრემლები რადგან გაქვს, უნდა იტირო კიდეც. გამო-
დის, ადამიანი ტირილისთვის ყოფილა დაბადებული. როცა მოვიცლი,
ამ საკითხზე კარგად უნდა ვიფიქრო. არც ერთი კონსტრუქტორი, ვინც
თავის თავს პატივს სცემს, ამას არ მოიმოქმედებდა.
ფული კი არა და არ მოდიოდა. მადამ როზამ შავი დღისთვის გა-
დანახული გროშების ხარჯვას მიჰყო ხელი. ეს ფული წლობით ჰქონ-
და ნაგროვები იმ იმედით, რომ სიბერეში გამოადგებოდა. მაგრამ ახლა
უკვე იცოდა, რომ დიდი დღე აღარ ეწერა, კიბო ისევ არ ჰქონდა, მაგ-
რამ დანარჩენი ორგანოები თანდათან ეშლებოდა. ერთხელ ისე ცუ-
დად გახდა, რომ ჩემს სიცოცხლეში პირველად თვითონ დამიწყო
მშობლებზე ლაპარაკი. აქამდე არც კი ვიცოდი, რომ ორნი ყოფილან
– დედა და მამა. თურმე საღამო ყოფილა, მე რომ მივუყვანივარ. დე-
დაჩემს ტირილი დაუწყია და უკანმოუხედავად გაქცეულა. მადამ რო-
ზას მივუღივარ როგორც მუსლიმი, სახელად მუჰამედი და პირობა მი-
უცია, ფუფუნებაში გავზრდიო. შემდეგ კი... ამ სიტყვების მერე მადამ
როზა ამოიოხრებდა და მეტყოდა, ამის მეტი უკვე აღარაფერი ვიციო
და თან თვალს ამარიდებდა ხოლმე. არ ვიცოდი, რას მიმალავდა, მაგ-
რამ ღამღამობით მეშინოდა, ალბათ რაღაც საშინელება იცის და არ
მიმხელს-მეთქი. რამდენჯერმე შევეცადე კიდეც, მაგრამ მადამ როზას

76
ამ საკითხზე მეტი ვერაფერი გამოვაცდენინე, მიუხედავად იმისა, რომ
ჩემს მოვლა-პატრონობაში ფულს ვეღარ იღებდა და სულაც არ იყო
ვალდებული ჩემს აღელვებას მორიდებოდა. ვიცოდი მხოლოდ, რომ
მყავდა დედა და მამა. ეს ბუნების კანონია და ძალიანაც რომ ეცადო,
ვერსად გაექცევი, თუ შვილის გაჩენა გინდა. მაგრამ მათ ჩემთვის არა-
სოდეს მოუკითხავთ. როდესაც მადამ როზა ამ ამბავს მიყვებოდა,
დამნაშავესავით მიყურებდა. არ მინდა, ტყუილი იმედები ჩაგისახოთ
და ახლავე გეტყვით, რომ მე დედა არასოდეს მინახავს. ერთხელ, რო-
ცა მადამ როზას ძალიან ჩავაცივდი, ისეთი უბადრუკი ტყუილი მო-
იგონა, რომ მისი მოსმენა ნამდვილი სიამოვნება იყო:
– ჩემი აზრით, დედაშენს ბურჟუაზიული ცრურწმენები აწუხებ-
და, იმიტომ რომ კარგი ოჯახიშვილი იყო. არ უნდოდა, შენ გცოდნო-
და, რა საქმიანობას ეწეოდა. ჰოდა, ადგა და ტირილი-ტირილით წა-
ვიდა, რომ შენ სიმართლე არ გაგეგო და ტრავმა არ მიგეღო, როგორც
ამას მედიცინა ამბობს.
ამ სიტყვებზე მადამ როზამ თვითონაც ცრემლები გადმოყარა.
გულისამაჩუყებელი ამბები მასავით არავის უყვარდა. როცა ამ სა-
კითხზე ექიმ კატცს ველაპარაკე, ასე მითხრა: ქალი შეიძლება სხე-
ულით ვაჭრობდეს, მაგრამ სულიერად უსპეტაკესი ადამიანი იყოს, მა-
შინ, როდესაც ზოგიერთი ნაძირალა, რომელსაც ბოზობასთან არავი-
თარი კავშირი არ აქვს, სულით ნამდვილი მეძავიაო. ასე რომ, როცა
ვინმეზე იტყვიან მეძავიაო, ეს ვინმე პიროვნების სუბიექტური აზრია
და არა საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაო. ბატონმა ჰამილ-
მა კი, რომელსაც ვიქტორ ჰიუგო წაკითხული აქვს და თავისი ხნის ნე-
ბისმიერ ადამიანზე მეტი უცხოვრია ამქვეყნად, ამიხსნა, რომ არაფე-
რია მხოლოდ თეთრი ან მხოლოდ შავი, ხშირად თეთრი დაფარული
შავია და შავი კი ზოგჯერ სინამდვილეში თეთრია, რომელიც შავმა

77
დაჯაბნა. თან ბატონ დრისს შეხედა, რომელმაც პიტნიანი ჩაი მოარ-
თვა. ბოლოს კი, დასძინა: „დაუჯერეთ ჩემს მდიდარ გამოცდილებას“.
ბატონი ჰამილი დიდ ადამიანად დაიბადა, მაგრამ გარემოებებმა ხელი
არ შეუწყო, რომ დიდი ადამიანი გამხდარიყო.

78
თვეები ერთმანეთს მისდევდა, ჩემი გადასახადი კი არა და არ მო-
დიოდა. რაც შეეხება ბანანიას, იმაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, მისი
ფულის ფერიც კი დაავიწყდა მადამ როზას. როდესაც ბანანია პირვე-
ლად მოიყვანეს, მადამ როზამ ორი თვის ფული წინასწარ გადაახდე-
ვინა. ეს იყო და ეს. ბანანიამ უკვე ოთხ წლამდე მოიყარა და, შეიძლება
ითქვას, რომ მუქთად იზრდებოდა. თავი კი ისე ეჭირა, თითქოს მადამ
როზა იმის ფულის თვლას ვეღარ აუდიოდა. ბოლოს და ბოლოს, ბა-
ნანიასთვისაც გამოინახა ოჯახი, რადგან ეს ბიჭი იღბლიანი იყო. მო-
სეს ისევ გამოსაცდელი პერიოდი ჰქონდა და იმ ოჯახში იკვებებოდა,
რომელიც უკვე ექვსი თვის განმავლობაში აკვირდებოდა, მართლა
კარგი ხარისხის იყო თუ არა, ეპილეფსია ან სიგიჟის შემოტევები ხომ
არ სჭირდა. როდესაც ოჯახს ბავშვის აყვანა უნდა, პირველ რიგში
იმას შიშობენ, ნერვიულად დაავადებული არ იყოსო. ამიტომ, ვისაც
სურს, რომ რომელიმე ოჯახმა მისი აღზრდა იკისროს, უნდა ეცადოს,
ნერვები დაიოკოს და თავს კონტროლი გაუწიოს, ცოტა ხნით მაინც.
მადამ როზასა და დღიური ბავშვების გამოსაკვებად ათასორასი
ფრანკი გვჭირდებოდა თვეში. ამას ემატებოდა კიდევ წამლების ფუ-
ლი. მადამ როზას გამოსაკვებად დღეში სულ ცოტა თხუთმეტი ფრან-
კი სჭირდებოდა, გინდაც დიეტაზე დაგესვა. მახსოვს, ერთხელ პირშიც
კი ვუთხარი, უნდა გახდეთ, რომ ცოტა საჭმელი დაგჭირდეთ-მეთქი.
მაგრამ ძნელია, მოხუც ქალს ჭამა აუკრძალო, მით უმეტეს, თუ ეს ქა-
ლი ამქვეყნად მარტოა. მას თავისი თავი უფრო სჭირდება, ვიდრე

79
სხვები. თუ აღარავინ დაგრჩათ, ვისაც ეყვარებით, ქონი მოგერევათ.
ისევ დავიწყე პიგალზე სიარული. ისევ მხვდებოდა ის ქალი, მარიზი,
რომელიც შეყვარებული იყო ჩემზე, რადგან ჯერ პატარა ვიყავი. მაგ-
რამ პოლიციის მეშინოდა – ისინი ხომ სუტენიორებს ციხეში სვამდნენ
და, ამიტომაც, მე და მარიზი ერთმანეთს ჩუმჩუმად ვხვდებოდით. მე
მას ერთ სადარბაზოში ველოდებოდი ხოლმე, შემოვიდოდა, გადამეხ-
ვეოდა, მაკოცებდა, ყურში ჩამჩურჩულებდა: „ჩემო ლამაზო, როგორ
მინდა შენნაირი შვილი მყავდესო“ და ჯიბეში ფულს ჩამიდებდა. მა-
ღაზიებში რაღაც-რაღაცების მოსაპარად რომ მივდიოდი, ბანანიაც
საქმეში გამყავდა. შევიდოდით მაღაზიაში, დავაყენებდი ბანანიას
ერთ ადგილზე, ისიც იდგა და იღიმებოდა, მის გარშემო კი გულაჩუყე-
ბული ხალხი გროვდებოდა. ისე, ამ შავკანიანებს ოთხ-ხუთ წლამდე
კიდევ იტანენ. ზოგჯერ ვუჩქმეტდი ხოლმე, ისიც აღრიალდებოდა,
მყიდველ-გამყიდველი დაესეოდა და ამშვიდებდნენ. მე კი ამ დროს
დავქროდი და საჭმელად გამოსადეგ რამე-რუმეებს ვიპარავდი დახ-
ლებიდან. ერთი კოჭებამდე ჩაფართხუნებული პალტო მქონდა, რო-
მელსაც შიგნიდან მადამ როზამ დიდი ჯიბეები მიაკერა. ჰოდა, ჩავიყ-
რიდი ნაქურდალს ჯიბეებში და ვითომც არაფერი. მე შენ გეტყვი და,
იმხელა ანაფორაში ვინმეს რამე არ შეემჩნია. ასეა, ადამიანი შიმ-
შილს ვერ უძლებს. გასვლისას ბანანიას ხელში ავიყვანდი, ვინმე სან-
დომიან ქალს ამოვუდგებოდი უკან სალაროსთან გავლისას, ვითომ
მასთან ვიყავი. ამასობაში კი, ბანანია თავისი ღიმილით ყველას გულს
ინადირებდა. ხომ იცით, რა სასიამოვნო დასანახია ბავშვი, სანამ სა-
შიში გახდება. ხალხი ბანანიასთან ერთად მეც მიღიმოდა და მეალერ-
სებოდა – ადამიანები თავს მშვიდად გრძნობენ, როცა ბავშვს ავაზა-
კის ასაკი ჯერ არ აქვს. მე წაბლისფერი თმა, ლურჯი თვალები და

80
არაებრაული ცხვირი მაქვს. ასე, რომ გარეგნობის შეუცვლელად ნე-
ბისმიერი ეროვნება შემიძლია დავიბრალო.
შემდეგ მადამ როზამ ცოტა ჭამას მოუკლო, რაც მისთვისაც სა-
სარგებლო იყო და ჩვენთვისაც. თანაც ბავშვები მოგვემატნენ, რადგან
დაცხა და ხალხი დასასვენებლად გაემგზავრა. არასოდეს ასეთი დიდი
სიამოვნება არ განმიცდია ბავშვების ტრაკის გამოწმენდით – რაც უფ-
რო ბევრნი იქნებოდნენ, მით უფრო მეტი საჭმელი გვექნებოდა. ამი-
ტომ, ხელები რომ დამესვრებოდა, უსამართლოდ დაჩაგრულად აღარ
ვთვლიდი თავს.
საუბედუროდ, მადამ როზა ცვლილებებს განიცდიდა ბუნების კა-
ნონების გამო, რომლებიც ყოველი მხრიდან უტევდნენ მის ფეხებს,
თვალებს, ისეთ ცნობილ ორგანოებს, როგორიცაა გული, ღვიძლი, არ-
ტერიები და ყველაფერი, რაც კი შეიძლება ჰქონდეს გაცვეთილ ადა-
მიანს. რადგან ლიფტი არ გვქონდა, ზოგჯერ მადამ როდა რომელიმე
სართულზე გაჩერდებოდა და ფეხის გადადგმის ძალა აღარ ჰქონდა.
მაშინ ყველანი ჩავდიოდით და უკნიდან ვაწვებოდით. ბანანიამაც იგ-
რძნო, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად ხელის განძრევა იყო საჭირო
და მადამ როზას დიდი გულმოდგინებით აწვებოდა.
ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოები გული და
თავია და სწორედ მათ სჭირდება ყველაზე მეტად გაფრთხილება. თუ
გული გაუჩერდება, ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებს, ხოლო თუ თავი
გაეთიშება და ვეღარ აზროვნებს, ადამიანი ყველა უნარს კარგავს და
სიცოცხლით ტკბობა აღარ შეუძლია. მე ვფიქრობ, რომ იცოცხლო,
თავს ახალგაზრდობიდანვე უნდა მოუარო, თორემ მერე აღარავის
უნდიხარ და არც საჩუქარს გაგიკეთებს ვინმე.
ზოგჯერ მადამ როზასთვის ისეთი რაღაცები მომქონდა, რასაც
არანაირი სარგებლობის მოტანა არ შეეძლო, უბრალოდ, ლამაზი იყო,

81
აღარავის სჭირდებოდა და გადაგდებულს ვპოულობდი. ზოგჯერ ადა-
მიანებს დაბადების დღეებზე ან ისე, უმიზეზოდ ყვავილები აქვთ სახ-
ლში სილამაზისთვის. მერე კი, როცა დაჭკნება და ძველებურად
თვალს ვეღარ ახარებს, სანაგვეში მოისვრიან. თუ დილით ადრე ად-
გები, კიდევ შეიძლება მიუსწრო და გადაარჩინო ეს ყვავილები. ზოგ-
ჯერ ფერი შერჩენილი აქვთ და ცოტა ხანს კიდევ ცოცხლობენ. მეც
შევკრავდი ხოლმე თაიგულებს და მადამ როზას მივართმევდი. ისიც
ლარნაკში აწყობდა, ოღონდ წყალს არ უსხამდა, იმიტომ, რომ წყალი
იმ ყვავილებს ვეღარაფერს უშველიდა. ზოგჯერ, გაზაფხულზე, ლე
ალში გასაყიდად გამოტანილი მიმოზების მთელ ბღუჯას ავცანცლი-
დი ხოლმე გამყიდველს და სახლში მომქონდა, რომ ბედნიერების
სურნელი დამდგარიყო. მიმოზებით ხელში სახლისკენ რომ მივქრო-
დი, ნიცის ყვავილების ბრძოლებზე და მიმოზის ტყეებზე ვოცნებობ-
დი, რომელიც ამ თეთრ ქალაქს გარშემო ერტყა. ბატონმა ჰამილმა ეს
ზღაპრული სილამაზე თავისი თვალით ნახა ახალგაზრდობაში და
ჩემთან ლაპარაკისას ხშირად იხსენებდა, რადგან უკვე ბებერი იყო და
მოგონებების მეტი აღარაფერი დარჩენოდა.
მე და მადამ როზა ერთმანეთში ებრაულად და არაბულად ვლა-
პარაკობდით. თუ ვინმე უცხო გვყავდა ან თუ გვინდოდა ჩვენი ნათ-
ქვამი სხვას არ გაეგო, ფრანგულზე გადავდიოდით. მაგრამ ახლა, მა-
დამ როზა თავისი ცხოვრების ყველა ენას ერთმანეთში ურევდა და
ზოგჯერ პოლონურადაც კი მელაპარაკებოდა, მისთვის ყველაზე ად-
რეულ ენაზე, რომელიც თავისდაუნებურად პირზე ადგებოდა, რადგან
მოხუცებს ყველაზე დიდხანს თავიანთი ახალგაზრდობა ახსოვთ. კი-
ბეებს თუ არ ჩავთვლით, მადამ როზას ჯერ კიდევ არა უშავდა რა.
ისე, ბოლო დროს ძალიან მოტყდა. ზოგჯერ საჯდომზე ნემსსაც ვუკე-
თებდით. ისეთი ექთანი ვერ მოვძებნეთ, რომ ახალგაზრდა ყოფილიყო

82
და მეშვიდე სართულზე ამოსვლა არ დაზარებოდა. მერე მაჰუტი გა-
მახსენდა და იმას მოველაპარაკე. მაჰუტი ოფიციალურად იჩხირავდა,
რადგან დიაბეტი ჰქონდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა ნემსის
გაკეთების უფლებას აძლევდა. მაჰუტი ჯიგარი ტიპი იყო, საკუთარი
თავი თვითონვე დაიმკვიდრა, მაგრამ პირველ რიგში შავკანიანი და
ალჟირელი იყო. იგი ტრანზისტორებს და სხვა ნაქურდალ ნივთებს
ყიდდა, დანარჩენ დროს კი საკუთარი ორგანიზმიდან შხამების გამო-
დენას ანუ დეზინტოქსიკაციას ახმარდა. ამ პროცედურის ჩასატარებ-
ლად მარმორანში დადიოდა, სადაც თავისი ხალხი ჰყავდა. მაჰუტი
დათანხმდა და მოვიდა მადამ როზასთვის ნემსის გასაკეთებლად, მაგ-
რამ სიკეთე კინაღამ ბოროტებად გადაექცა, რადგან ამპულა შეეშალა
და მადამ როზას საჯდომში ჰეროინის ის დოზა შეუშვა, რომელსაც
დეზინტოქსიკაციის შემდგომი პერიოდისთვის ინახავდა.
მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ბუნების საწინააღმდეგო ხდებოდა,
რადგან ჩემი ურია ასეთი აღტაცებული არასოდეს მენახა. თავიდან
ძალიან გაოცდა. მერე კი ბედნიერებამ აიტაცა. შემეშინდა კიდეც, ვა-
ითუ კაიფიდან ვეღარ გამოვიდეს-მეთქი, ისე დაფრინავდა ცაში. მე
ჰეროინი სულ ფეხებზე მკიდია. ეს ბავშვები, რომ იჩხირავენ, ბედნიე-
რებას ეჩვევიან და სწორედ ეს წაატეხინებთ ხოლმე კისერს. ბედნიე-
რება იმითია ცნობილი, რომ თუ შეეჩვიე, მერე შელევა გიჭირს. რომ
გაიჩხირო, მართლა ძალიან უნდა გინდოდეს, ბედნიერება განიცადო.
ასეთი აზრები კი მხოლოდ არიფებს შეიძლება მოუვიდეთ თავში. მე
წამალს არასოდეს გავკარებივარ. ერთი-ორჯერ, ძმაკაცებისთვის რომ
არ გამეტეხა, მარიჰუანა მოვწიე. როცა ათი წლის ხარ, დიდები ცდი-
ლობენ ათასი რამ გასწავლონ. მაგრამ მე ძალიანაც არ ვცდილობ,
რომ ბედნიერი ვიყო, ცხოვრება მირჩევნია. ბედნიერება ლამაზი ნაგა-
ვია, არაფერს გპატიებს, ერთი ბოროტი ვინმეა, რომელსაც ჭკუა უნდა

83
ასწავლო! მე და ბედნიერება ერთმანეთისთვის არ ვართ გაჩენილი და
მასთან არაფერი მესაქმება. ამ ჩემი აზრების ქადაგება ჯერ არ მიც-
დია, რადგან კაცმა არ იცის, ვინ როგორ გამოიყენებს. ბედნიერების-
თვის მე კანონებს დავაწესებდი, რომ სალახანები არ ამრავლოს. ამას
იმიტომ ვამბობ, რომ ასე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში, მე ნემსს არა-
სოდეს გავიჩხირავ იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო. მე მგონი, ძალიან
გავუტიე. არ მინდა, ნერვები ავიწეწო, ამიტომ, ბედნიერებაზე აღარ
ვილაპარაკებ. ბატონი ჰამილი მეუბნებოდა, ისეთი აზრებისკენ გაქვს
მიდრეკილება, რომელთა გამოთქმაც შეუძლებელია. გამოუთქმელში
უნდა ეძებო და იპოვი კიდეცო.
ჰეროინის მოსაპოვებელი საუკეთესო საშუალება, რასაც მაჰუტიც
იყენებდა, იყო ის, რომ დიდი ბიჭებისთვის გეთქვა, არასოდეს გამიკე-
თებიაო. ისინიც მაშინვე უფასოდ გაგიჩხირავდნენ, რათა ბედნიერე-
ბაში მარტო არ ყოფილიყვნენ. ჩემთვის ბევრ ნარკუშას უნდოდა გა-
ეკეთებინა პირველი ნემსი, მაგრამ მე მადამ როზაც მეყოფა, ყველას
ვერ დავეხმარები ცხოვრების გაძლებაში. არ მინდა, ბედნიერებაში
ისე გადავეშვა, რომ იქიდან გამოსასვლელი გზები არ ვიცოდე.
ჰოდა, ამ ჩვენმა მაჰუტმა აზიარა მადამ როდა HLM-ს როგორც
ჩვენში ჰეროინს ეძახიან საფრანგეთის იმ რეგიონის საპატივცემუ-
ლოდ, სადაც ის მოჰყავთ. მადამ როზა ჯერ გაოცებული სახით იჯდა,
მერე კი ისეთი ნეტარი იერი დაედო, რომ გული გეტკინებოდათ. ჩემს
სამოცდახუთი წლის ურიას ეს ნამდვილად აღარ სჭირდებოდა. ექიმი
კატცის მოსაყვანად გავიქეცი, რადგან შემეშინდა, გადამეტებული
დოზა ხომ არ მოუვიდა მაჰუტს და კაიფში არ გამეპაროს მადამ რო-
ზა-მეთქი. ექიმი კატცი ვერ წამოვიდა, იმიტომ, რომ კიბეებზე ასვლა
მისთვის მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში იყო ნებადართული. თა-
ვის ნაცნობ ახალგაზრდა ექიმს დაურეკა, რომელმაც ერთი საათის

84
შემდეგ, როგორც იქნა, მობრძანება ინება. მადამ როზა სავარძელში
იჯდა და დორბლი სდიოდა. ექიმმა ისე შემომხედა, თითქოს ათი წლის
ღლაპი ჯერ არ ენახა.
– აქ რა, საბავშვო ბაღია?
ისეთი ამრეზილი სახით მიყურებდა, რომ შემეცოდა. ვითომ, რა
იყო აქ წარმოუდგენელი? მაჰუტი კი ცხარე ცრემლით დასტიროდა მა-
დამ როზას საჯდომში შეშვებულ თავის ბედნიერებას.
– ეს როგორ შეიძლება! ვინ გაუკეთა ამ მოხუც ქალს ჰეროინი? –
ცხარობდა ექიმი.
ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა შევხედე და გავუღიმე, მაგრამ არა-
ფერი მითქვამს. ან კი რა აზრი ჰქონდა მასთან ლაპარაკს, ჯერ ახალ-
გაზრდა იყო, ოცდაათი წლის, ამქვეყნად კიდევ ბევრი რამის სწავლა
მოუწევდა.

85
რამდენიმე დღის შემდეგ ტუზი დამეცა. ოპერის მოედანზე ერთ
დიდ მაღაზიაში საქმე მქონდა. იქ ერთ-ერთ ვიტრინაში ცირკია მოწ-
ყობილი, სადაც მშობლებს უფასოდ შეუძლიათ შვილების მოყვანა.
ერთი ათჯერ უკვე ვიყავი იქ ნამყოფი. იმ დღეს ძალიან ადრე მომიწია
მისვლა, ჯერ ფარდა აწეული არ იყო. არ ვიცოდი, რა მეკეთებინა.
ტროტუარზე ჩამოვჯექი და ერთ აფრიკელ მეეზოვეს გამოველაპარა-
კე. არ ვიცნობდი, მაგრამ ზანგი იყო. ობერვილიედან ჩამოვედიო, მით-
ხრა. როგორც ჩანს, არც ეს ქალაქი განიცდის შავკანიანთა ნაკლებო-
ბას. სიგარეტი მოვწიეთ. მერე ის ადგა და ტროტუარის დაგვა განაგ-
რძო. ცოტა ხანს ვუყურე, როგორ რბილად უსვამდა ფუმფულა ცოცხს.
მართლაც რომ ლამაზი სანახაობა იყო. ამასობაში დროც გავიდა და
მაღაზიაში შევედი. ვიტრინას სიგრძე-სიგანეზე ძალიან დიდი ვარ-
სკლავები ჰქონდა შემორიგებული, რომლებიც ისე ციმციმებდნენ,
თითქოს თვალს გიპაჭუნებენო. შუაში ცირკის არენა იყო მოწყობილი
კლოუნებითა და კოსმონავტებით, რომლებიც მთვარეზე მიფრინავ-
დნენ და, როცა უკან ბრუნდებოდნენ, გამვლელებს ხელის ქნევით
ესალმებოდნენ, აკრობატები მათთვის ჩვეული სიმსუბუქით ჰაერში
დაფრინავდნენ, ფუშფუშა ბოლოკაბიანი, ქერა კულულებიანი მოცეკ-
ვავეები შეუსვენებლად ცეკვავდნენ, დაბერილ კუნთებიანი მძლეოს-
ნები ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ბუმბულივით წევდნენ წარ-
მოუდგენელ სიმძიმეებს იმიტომ, რომ ისინი მექანიკური თოჯინები
იყვნენ და არა ნამდვილი ადამიანები. არენაზე მოცეკვავე აქლემიც

86
იყო და ჯადოქარიც, რომლის ქუდიდანაც კურდღლები ამოდიოდნენ,
შემოუვლიდნენ არენას და გამწკრივებულები ისევ ქუდში ჩადიოდ-
ნენ. მერე ისევ ამოდიოდნენ, ისევ ჩადიოდნენ და ასე გაუთავებლად.
ეს დაუსრულებელი სპექტაკლი იყო, ძალიანაც რომ მოენდომებინა,
ვერ გაჩერდებოდა. კლოუნებს ფერად-ფერადი ტანსაცმელი ეცვათ,
როგორც მათ მდგომარეობას შეეფერებოდა. ზოგი კლოუნი ლურჯი
იყო, ზოგი – თეთრი, ზოგი კი ცისარტყელასავით ფერადი. ერთს ცხვი-
რის ადგილზე წითელი ნათურა ეკეთა, რომელიც დროდადრო ინთე-
ბოდა. არენის უკან მაყურებლები ისხდნენ, ოღონდ ნამდვილი კი არა,
თოჯინები. წარმოდგენა რომ უფრო სასაცილო ყოფილიყო, ეს თოჯი-
ნები გაუთავებლად ტაშს უკრავდნენ. როდესაც კოსმონავტი მთვარეს
შეეხებოდა, წამოდგებოდა და ხალხს ხელს უქნევდა, რაკეტა კი მოთ-
მინებით ელოდებოდა. იმ დროს, როცა გეგონა, უკვე ყველაფერი ვნა-
ხეო, ვოლიერებიდან ძალიან სასაცილო სპილოები გამოდიოდნენ, ერ-
თმანეთზე კუდებით გადაბმულები, და არენას ერთი-ორჯერ შემოუვ-
ლიდნენ. სულ ბოლო პატარა სპილუკა იყო, ვარდისფერი, თითქოს ეს-
ესაა დაიბადაო. მაგრამ მე ყველაზე ძალიან კლოუნები მომწონდა. ჩე-
მი აზრით, ისინი ცირკის მეფეები არიან. არავის და არაფერს არ ჰგავ-
დნენ. ისეთი სახეები ჰქონდათ, მსგავსის წარმოდგენაც კი შეუძლებე-
ლია. თვალები კითხვის ნიშნებს მიუგავდათ და როგორც სულელებს
შეეფერებათ, სულ კარგ ხასიათზე იყვნენ. ვუყურებდი და ვფიქრობ-
დი, მადამ როზაც რომ კლოუნი ყოფილიყო, რა სასაცილო იქნებოდა-
მეთქი. მაგრამ სამწუხარო სწორედ ის იყო, რომ ამ ოცნებას ასრულე-
ბა არ ეწერა. კლოუნებს წამდაუწუმ შარვლები ეჩაჩებოდათ და ისი-
ნიც იწევდნენ, იმიტომ, რომ სასაცილოები იყვნენ. ყველა მათგანს საკ-
რავი ინსტრუმენტი ეჭირა ხელში, რომლებიც მუსიკალური ბგერების
ნაცვლად ნაპერწკლებს და წყლის შხეფებს ისროდნენ. კლოუნები ოთ-

87
ხნი იყვნენ. მათ შორის უფროსი თეთრი კლოუნი იყო. მას წოწოლა
ქუდი ეხურა, ფარფაშა შარვალი ეცვა და ძალიან თეთრი სახე ჰქონ-
და. დანარჩენი სამი თვალებში შესციცინებდა და სამხედრო ყაიდაზე
ესალმებოდა. ის კი მათ უკნიდან პანჩურებს ურტყამდა – მთელი
ცხოვრება ამას აკეთებდა და ახლა ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვერ
გაჩერდებოდა. ოღონდ ბოროტი განზრახვით კი არ ურტყამდა, უბრა-
ლოდ ასე იყო აწყობილი, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ყვითელ კლო-
უნს კი მწვანე ჭორფლი და ყოველთვის ბედნიერი სახე ჰქონდა, მაში-
ნაც კი, როცა ცხვირ-პირს მოიმტვრევდა ხოლმე. იგი გაჭიმულ ბაგირ-
ზე გავლას ცდილობდა, მაგრამ ორიოდე ნაბიჯის მერე აუცილებლად
ვარდებოდა, თუმცა ტირილის მაგივრად იცინოდა, რადგან ფილოსო-
ფოსი იყო. როგორც კი ერთ ფეხს შედგამდა ბაგირზე, წითელი პარიკი
მაშინვე შიშისგან ყალყზე უდგებოდა, შემდეგ მეორე ფეხს მიაშვე-
ლებდა. მაგრამ ამის მერე ვეღარც წინ მიდიოდა და ვეღარც უკან, მა-
ყურებელი რომ გაეცინებინა, შიშისგან ცახცახებდა. მაყურებელიც
ხარხარებდა, იმიტომ, რომ შეშინებული კლოუნი მართლაც სასაცი-
ლოა. მისი ძმაკაცი ლურჯი კლოუნი იყო, რომელსაც ხელში პატარა
გიტარა ეჭირა და მთვარეს უმღეროდა. ყველა ხვდებოდა, რომ მეტის-
მეტად გულკეთილი იყო, მაგრამ რაღას იზამდა, ხასიათის შეცვლა
მისთვის უკვე დაგვიანებული იყო. მეოთხე კლოუნი სინამდვილეში
ორი ცალი იყო, რადგან ორეული ჰყავდა. რასაც ერთი გააკეთებდა,
მეორეც სარკესავით იგივეს იმეორებდა. შეიძლება არც უნდოდათ, ასე
რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ მათი ბრალი არ იყო – ასე ააწყვეს. ყვე-
ლაზე კარგი კი ისაა, რომ ისინი ნამდვილი კი არა, მექანიკური ადა-
მიანები არიან, წინასწარ ყველამ იცის, რომ მათ არაფერი სტკივათ,
არ იტანჯებიან, არ ბერდებიან და არც არანაირი უბედური შემთხვევა
არ ემუქრებათ. ეს სანახაობა ყველაფრისგან განსხვავდებოდა და ნამ-

88
დვილ ცხოვრებასთან კავშირი არ ჰქონდა. აქლემიც კი ძალიან კე-
თილგანწყობილი იყო, სახეზე ღიმილი ეფინა და მოხუცი ქალივით
დაკუსკუსებდა. ყველა ბედნიერი იყო ამ ცირკში, რომელსაც სინამ-
დვილესთან არაფერი ესაქმებოდა. ბაგირზე მოსიარულე კლოუნსაც
საფრთხე არ ემუქრებოდა და თუ ჩამოვარდებოდა, ვიცოდი, რომ არა-
ფერი ეტკინებოდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, მათ რომ ვუყურებდი,
რომ ლამის სიკვდილს ვნატრობდი, რადგან ბედნიერება როგორც კი
მოგიახლოვდება, მაშინვე უნდა სტაცო ხელი.
ვუყურებდი ცირკს და ძალიან ბედნიერი ვიყავი. უცებ, მხარზე ვი-
ღაცის ხელის დადება ვიგრძენი. სწრაფად შემოვტრიალდი, „ძაღლი“
მეგონა, მაგრამ ახალგაზრდა ნაშა შემრჩა ხელში, დიდი-დიდი ოცდა-
ხუთი წლის. შესახედავად, შეიძლება ითქვას, რომ მაგარი იყო. გრძე-
ლი ქერა თმა ჰქონდა და სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა.
– რა გატირებს?
– მე? არ ვტირი.
ლოყაზე თითები შემახო.
– აბა, ეს რა არის? მე მგონი, ცრემლებია.
– სულაც არა. არც კი ვიცი, საიდან მომდის.
– კარგი, კარგი, ალბათ შემეშალა. რა ლამაზია, არა, ეს ცირკი?
– ასეთი სანახაობა ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს.
– აქ ახლოს ცხოვრობ?
– არა, მე ფრანგი არ ვარ. სავარაუდოდ, ალჟირელი ვარ. ჩვენ
ბელვილში ვცხოვრობთ.
– რა გქვია?
– მომო.
ვერ ვხვდებოდი, რა უნდოდა ჩემგან. თუ შებმას მიპირებდა, ათი
წლის ბიჭს, თუნდაც არაბს, რისი თავი მექნებოდა. ხელი ისევ ჩემს

89
ლოყაზე ედო. უკან დავიხიე. მაინც ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი.
შეიძლება თქვენ არ იცით, მაგრამ არიან საზოგადოებრივი მზრუნვე-
ლობის სამსახურები, რომლებსაც თავი ისე უჭირავთ, ვითომც აქ არა-
ფერიო, მაგრამ მოხედვასაც ვერ მოასწრებ და კანონის დამრღვევად
გამოგაცხადებენ, ადმინისტრაციულ დაკითხვას მოგიწყობენ და თავ-
ბედს გაწყევლინებენ. ეს ადმინისტრაციული დაკითხვა კი ისეთი სა-
შინელი ყოფილა, რომ მადამ როზას მის ყოველ გახსენებაზე ფერი-
ფური მისდიოდა. გოგოსთან ისეთ მანძილზე დავდექი, რამე რომ ყო-
ფილიყო, ეგრევე მოტეხვა რომ შემძლებოდა. მაგრამ ისეთი ლამაზი
იყო, რომ მოენდომებინა და ვინმე სერიოზული ტიპი ეშოვა, მაგარ მა-
ყუთს გააკეთებდა. უკან რომ დავიხიე, გაეცინა.
– რატომ გამირბიხარ, რისი შეგეშინდა?
რა კარგი სათქმელია „რისი შეგეშინდა?“, ბატონი ჰამილი ყოველ-
თვის ამბობს, რომ ჩვენი ყველაზე ნაღდი მოკავშირე შიშია და უიმი-
სოდ, ღმერთმა იცის, რა დაგვემართებაო. თან დასძენს ხოლმე: „დაუ-
ჯერე მოხუცებული კაცის გამოცდილებასო“. ის კი არადა, თურმე ბა-
ტონ ჰამილს ისე ეშინოდა, რომ მექაშიც კი წასულა.
– შენხელა ბიჭი ასე მარტოდმარტო არ უნდა დახეტიალებდეს ქუ-
ჩაში.
გულში გამეცინა. ეგ კი არა, კინაღამ გადავიხარხარე, მაგრამ არა-
ფერი მითქვამს. აქ ჭკუის სწავლების დრო და ადგილი ნამდვილად არ
იყო.
– შენნაირი ლამაზი ბიჭი ჯერ არ მინახავს.
– თქვენც არა გიშავთ რა.
გაეცინა.
– გმადლობთ.

90
არ ვიცი, უცებ რამ წამომიარა, მაგრამ რაღაც იმედი გამიჩნდა.
იმიტომ კი არა, რომ ვინმესთან შეკედლებას ვცდილობდი. მადამ რო-
ზას ცოცხალი თავით არ მივატოვებდი. მაგრამ მომავალზე უნდა მე-
ფიქრა. ეს მომავალი, ადრე თუ გვიან, ხომ მაინც დადგებოდა და ხში-
რად ღამეებს ვათენებდი მასზე ფიქრით. ხომ შეიძლებოდა, ისეთ ოჯა-
ხს ვეშვილე, ვინც არდადეგებს ზღვაზე ატარებდა და არც არაფერს
მაგრძნობინებდა. შეიძლება, ამ დროს მადამ როზას ცოტათი ვღალა-
ტობდი, მაგრამ მხოლოდ ფიქრში, მაშინ, როცა სიკვდილი მომენატ-
რებოდა ხოლმე. გოგოს იმედის თვალით შევხედე და გული ამიფან-
ცქალდა. იმედი ამქვეყნად ყველაზე ძლიერი გრძნობაა. ისეთ მოხუ-
ცებსაც კი, როგორებიც მადამ როზა და ბატონი ჰამილი არიან, რაღა-
ცის იმედი აქვთ. აი, ეს არის თუ არის ნამდვილი სიგიჟე.
მაგრამ გოგოს აღარაფერი უთქვამს. ამ ხალხისას ხომ ვერაფერს
გაიგებ. ლაპარაკი გამიბა, დავევასე, გამიღიმა თავაზიანად, მერე ერ-
თი ამოიოხრა და ვითომ აქ არაფერიო, წავიდა. ალბათ, მეძავი იყო.
შარვალი და ლაბადა ეცვა. ოქროსფერი თმა მხრებზე ჰქონდა ჩა-
მოშლილი. გამხდარი იყო და ისე მიაბიჯებდა, რომ დღეში რამდენ-
ჯერმე შვიდ სართულზეც აირბენდა და არც სავსე ჩანთების ატანა გა-
უჭირდებოდა.
უკან ავედევნე, იმიტომ, რომ სხვა საქმე არ მქონდა. ერთხელ შე-
ჩერდა, მოიხედა, დამინახა და ორივეს გაგვეცინა. მერე ერთი დიდი
კარის უკან დავიმალე. მაგრამ აღარ მოუხედავს. კინაღამ დავკარგე,
ისე ჩქარა მიდიოდა. ალბათ გადავავიწყდი. სულ ჩემზე ხომ არ იფიქ-
რებდა, თავისი საზრუნავიც საკმარისი ექნებოდა. დიდი ალაყაფის კა-
რებში შევიდა, სადარბაზოს წინ გაჩერდა და ზარი დარეკა. დიდხანს
არ ალოდინეს. ორი ბიჭი გამოვარდა და ყელზე ჩამოეკიდა, შვიდი-რვა
წლისები იქნებოდნენ. ოჰო-ჰო-ჰო, დედას გაფიცებთ, რა!

91
ალაყაფის კარებთან ჩამოვჯექი და კარგა ხანს ვეღარ ვდგებოდი.
იქ ჯდომა მინდოდა, უბრალოდ, სულერთი იყო, იმ წუთში სად ვიქნე-
ბოდი. თუმცა არა. იყო ორი ადგილი, სადაც იმ მომენტში შევძლებდი
ყოფნას – ან ეტუალის მოედანზე წავიდოდი, კაფეში, სადაც მულ-
ტფილმებს უჩვენებენ ან პიგალის გოგოებს გავუვლიდი, რომლებსაც
ძალიანაც ვუყვარდი და ფულსაც მჩუქნიდნენ ხოლმე. მაგრამ ამ სურ-
ვილმაც გადამიარა და უკვე ყველაფერი სულერთი იყო. იქაც აღარ
მინდოდა ყოფნა. თვალები დავხუჭე, მაგრამ რომ გავახილე, ისევ იქ
ვიყავი. რა უნდოდა იმ მეძავს, რას მელაქუცებოდა. როცა რაღაცის
მიხვედრაა საჭირო, ცოტა სულელი ვარ, სიღრმეებში ვიწყებ ფიქრს,
მივედ-მოვედები და მეც არ ვიცი, რა მინდა. ბატონი ჰამილი მართალი
იყო, როცა მეუბნებოდა, ჯერ ვერც ერთმა ადამიანმა ვერ გაუგო ამ
ცხოვრებას ვერაფერი და რაღა შენ მოინდომე; ცხოვრება უნდა მიიღო
ისეთი, როგორიც არის და არაფერი არ უნდა გაგიკვირდესო. ისევ
ცირკის სანახავად დავბრუნდი, ერთი-ორი საათი კიდევ გავიყვანე,
მაგრამ ერთი დღისთვის ეს არაფერია. ქალთა ჩაის სალონში შევიარე.
ნამცხვრებით გამოვსკდი, ჩემი საყვარელი შოკოლადიანი ეკლერები
ვჭამე. მერე ვიკითხე, სად შეიძლება მოვფსა-მეთქი, მაღლა ავედი და
იქიდან მოვტყდი. „პრენტანში“ ხელთათმანები მოვიპარე და, რომ გა-
მოვედი, ნაგვის ყუთში მოვისროლე. ამან ცოტა ხასიათზე მომიყვანა.

92
პონტიეს ქუჩიდან რომ ვბრუნდებოდი, მართლაც რომ უცნაური
რამ შემემთხვა. სიმართლე რომ გითხრათ, უცნაური ამბების ძალია-
ნაც არ მჯერა, რითი განსხვავდებიან ისინი სხვა დანარჩენი ამბების-
გან?!
შინ დაბრუნების მეშინოდა. მადამ როზა უკვე მძიმე სანახავი იყო
და ვგრძნობდი, სადაც ცაა ხელიდან გამომეცლებოდა. ეს ფიქრი გა-
მუდმებით თავში მიტრიალებდა და ზოგჯერ სახლში მისვლას ვერ
ვბედავდი. ხანდახან ისეთი ბოღმა წამომივლიდა, ვფიქრობდი, წავალ
ახლა, მოვიპარავ რამე დიდს, მაგრამ არ გავიქცევი, პოლიციელებს
თავს დავაჭერინებ და მერე გაცეცხლებული მუცელში წიხლებს და-
ვუშენ. ან კიდევ, გავიქცევი, სადმე კუთხეში მივიმალები და ტყვიამ-
ფრქვევით დავიცავ თავს, სანამ ბოლო ტყვია არ გამითავდება-მეთქი.
მერე კი უკვე სულერთი იყო, რა მოხდებოდა. მაგრამ ვიცოდი, რომ
რაც არ უნდა გამეკეთებინა, არავინ ძაღლადაც არ ჩამაგდებდა. ჰოდა,
პონტიეს ქუჩაზე ვიყავი და დროის მოკვლას ვცდილობდი. ერთი-ორი
საათი კაფეში მაგიდის ფეხბურთს ვუყურე. მომბეზრდა ერთ ადგილზე
ყოფნა, მაგრამ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი და ისევ იქ დავრჩი. ვი-
ცოდი, რომ მადამ როზა შეშფოთდებოდა. როგორც კი გარეთ გავიდო-
დი, მაშინვე ნერვიულობას იწყებდა, არაფერი დაემართოსო. თვითონ
გარეთ თითქმის აღარ გამოდიოდა, იმიტომ, რომ მისი აყვანა მეშვიდე
სართულზე ძალიან გაძნელდა. პირველ ხანებში, როცა მიხვდა, რომ
საკუთარი ძალით ზემოთ ასვლა უჭირდა, სადმე წასვლის წინ

93
გვთხოვდა, დაბლა დავლოდებოდით. ჩვენც ჩავიდოდით, ოთხი-ხუთი
ბავშვი, და ერთიანი ძალით ვაწვებოდით უკნიდან მადამ როზას. ერ-
თი გნიასითა და ჟივილ-ხივილით აგვყავდა სახლში. მაგრამ ახლა უკ-
ვე იშვიათად გამოდიოდა გარეთ, იმიტომ, რომ ფეხებს ძლივსღა და-
ათრევდა, გული ხელით ეჭირა და ისე გაჭირვებით სუნთქავდა, რომ
ეს სუნთქვა ამხელა ქალისთვის კი არა, მისი მეოთხედი წონის ადა-
მიანისთვისაც არ იქნებოდა საკმარისი. საავადმყოფოს გაგონებაც არ
უნდოდა. იქ თურმე იმის მაგივრად, რომ განუკურნებელ ავადმყოფს
ერთი ნემსი გაუკეთონ და დაუმთავრონ ამქვეყნიური ტანჯვა, ძალით
აცოცხლებდნენ, სანამ წამებით არ ამოხდიდნენ სულს. ერთი სიტ-
ყვით, სიცოცხლეს კი არა, სიკვდილს უხანგრძლივებდნენ. ამბობდა
ხოლმე, საფრანგეთის ექიმები მშვიდი სიკვდილის წინააღმდეგნი არი-
ან და იქამდე გაიძულებენ სიცოცხლეს, სანამ წამების თავი კიდევ გაქ-
ვსო. მადამ როზას კი წამების გაგონებაზე გული უსკდებოდა და ხში-
რად ამბობდა, როგორც კი ვიგრძნობ, რომ სიცოცხლე აღარ შემიძლია,
ნემსს გავაკეთებინებ და საბოლოოდ დავისვენებო. ჩვენ კი გვაფრთხი-
ლებდა, თუ ბოლოს მაინც საავადმყოფოში მომიწევს წასვლა, ყველა-
ნი საზოგადოებრივი მზრუნველობის სამსახურს ჩაბარდითო და ტი-
რილს იწყებდა, ისე გამოდის, მაინც კანონებთან შეხმატკბილებული
უნდა მოვკვდეო. კანონი იმისთვისაა შექმნილი, რომ დაიცვას ადამია-
ნები, თუ ამ ადამიანებს სჭირდებათ დაცვა სხვა ადამიანებისგან. ბა-
ტონი ჰამილი ამბობდა, რომ კაცობრიობა მხოლოდ ერთი პაწაწკინ-
ტელა წერტილია ცხოვრების დიდ წიგნშიო და როდესაც მოხუცი კაცი
ასეთ სისულელეს ამბობს, მე იქ რისი დამატება შემიძლია, უკვე აღარ
ვიცი. კაცობრიობა წერტილი არ არის თუნდაც იმიტომ, რომ როცა
მადამ როზა თავისი ებრაული თვალებით შემომყურებს, ის წერტილი
კი არა, თვით ცხოვრების დიდი წიგნია, რომლისთვის თვალის გასწო-

94
რება ჩემს ძალებს აღემატება. ორჯერ მეჩეთში წავედი, რომ მადამ
როზასთვის მელოცა, მაგრამ უშედეგოდ. ალბათ, მეჩეთში ლოცვა ებ-
რაელებზე არ ჭრის. აი, ამიტომაც ვითრევდი ფეხს ბელვილში დაბრუ-
ნებაზე. მადამ როზასთან მარტო დარჩენა მიმძიმდა. „ეეჰ, ეეჰ!“ – გა-
იძახოდა მთელი დღე. ეს ებრაელების ტკივილიანი ამოძახილია, როცა
რამე აწუხებთ. ჩვენ, არაბები სულ სხვანაირად ვკვნესით: „ხაი! ხაი!“.
ხოლო ფრანგები, როცა თავს უბედურად გრძნობენ, ამბობენ: „ოო!
ოო!“ – ასეთი რამ, მიუხედავად ფრანგობისა, მათაც ემართებათ. რო-
გორც აღმოჩნდა, მე ათი წლის უნდა გავმხდარიყავი, რადგან მადამ
როზამ გადაწყვიტა, რომ დადგა დრო, მეც მქონოდა დაბადების დღე.
ჰოდა, ეს თარიღი დღეს იყო. მადამ როზას თქმით, ეს თარიღი თურმე
იმისთვის მჭირდება, რომ ნორმალურად განვვითარდე, ხოლო სხვა
დანარჩენი წვრილმანები, როგორიცაა დედ-მამის სახელი და გვარი,
მხოლოდ და მხოლოდ სნობიზმი ყოფილა და მეტი არაფერი.
ქუჩაში რომელიღაც ალაყაფის კარებთან ჩამოვჯექი და დაველო-
დე, როდის გავიდოდა ჩემი დაბადების დღე, მაგრამ დრო ხომ ყველაზე
და ყველაფერზე დიდია ასაკით და ამიტომ როგორც მოხუცს შეეფე-
რება, ნელა მიჩანჩალებს. როდესაც ადამიანები ავად არიან, თვალები
უდიდდებათ და უფრო მრავლისმეტყველი უხდებათ, ვიდრე ადრე. მა-
დამ როზასაც გაუდიდდა თვალები და უსამართლოდ ნაცემ ძაღლს
დაემსგავსა. ამ თვალებს შორიდან ვხედავდი, მიუხედავად იმისა, რომ
პონტიეს ქუჩაზე ვიყავი, შანზ-ელიზეს მახლობლად, სადაც მდიდრე-
ბისთვის განკუთვნილი მაღაზიაა. მადამ როზას რაც ომამდე თმა
ჰქონდა, თითქმის სულ გასცვივდა. როცა სიცოცხლის ხალისი ოდნავ
მაინც უბრუნდებოდა, მთხოვდა, მისთვის ახალი პარიკი მეშოვა ნამ-
დვილი თმით, რომ ქალს დამსგავსებოდა. ძველი პარიკი უკვე პატრო-
ნივით გაქუცული და ჩამოძენძილი იყო. მადამ როზა კაცივით მე-

95
ლოტდებოდა, რომ დაგენახათ, შეგეცოდებოდათ – სიქაჩლე ხომ ქა-
ლებისთვის არ მოუგონია ღმერთს. მადამ როზას ისევ წითური პარიკი
უნდოდა, რადგან ეს ფერი ყველაზე მეტად უხდებოდა. არ ვიცოდი,
სად შეიძლებოდა, მომეპარა. ბელვილში არ იყო კარგი სილამაზის ინ-
სტიტუტები – ასე უშნო ქალებისთვის განკუთვნილ დაწესებულებებს
ეძახიან. შანზ-ელიზეს მაღაზიებში კი შესვლას ვერ ვბედავ. იქ ჯერ
უნდა მოითხოვო, მერე უნდა მოიზომო ან გაზომო და რა ვიცი, ათას
ჯანდაბას იგონებენ ყოველდღე.
ძალიან ცუდ გუნებაზე ვიყავი. კოკა-კოლაც კი არ მინდოდა.
ვცდილობდი, ჩემი თავი დამერწმუნებინა, რომ ეს დღე ჩემი დაბადე-
ბის სულაც არ არის და რომ დაბადების თარიღები და მასთან დაკავ-
შირებული ამბები მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიური შეთანხმებაა
და მეტი არაფერი. ჩემი ძმაკაცი გამახსენდა, მაჰუტი, ანუ იგივე შაჰი,
რომელიც ბენზინის გასამართ სადგურში მუშაობდა. როცა პატარა
ხარ, იმისთვის, რომ რამეს წარმოადგენდე, ერთი კი არა, რამდენიმე
უნდა იყო.
ტროტუარზე დავწექი, თვალები დავხუჭე და შევეცადე მოვ-
მკვდარიყავი, მაგრამ ცემენტი ცივი იყო და შემეშინდა, რამე ავად-
მყოფობა არ ავიკიდო-მეთქი. რამდენს ვიცნობ ჩემს მდგომარეობაში
მყოფს, ათასნაირი ბალახბულახით და წამლით რომ ცდილობს გაბ-
რუებას, მაგრამ მე, იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო, ცხოვრებას ტრაკს
ნამდვილად ვერ ავულოკავ. ეგღა მაკლია ახლა, რომ ავდგე და ამ
ცხოვრებას გალამაზება დავუწყო. ფეხებზე არ მკიდია, როგორი იქნე-
ბა! ჩვენ, მე და ცხოვრება, ერთმანეთისთვის უცხოები ვართ და არც
არაფერი გვმართებს ერთმანეთის. აი, როცა კანონიერი სრულწლოვა-
ნი გავხდები, შეიძლება სულაც ტერორისტობა დავიწყო, თვითმფრი-
ნავების გატაცებასა და მძევლების აყვანას მივყო ხელი, როგორც ტე-

96
ლევიზორში აჩვენებენ ხოლმე. თანაც გამოსასყიდსაც მოვითხოვ,
თუმცა რას – ჯერ არ მომიფიქრებია. მაგრამ ტორტს რომ არ მოვით-
ხოვ, ეს ფაქტია. რაში დამჭირდება, პატარა ხომ აღარ ვიქნები. რამე
ნაღდი უნდა მოვითხოვო.
ასე ვიჯექი ტროტუარის ცივ ცემენტზე, თან თვალწინ გატაცებუ-
ლი თვითმფრინავები და იქიდან რიგრიგობით გამოსული ხელებაწეუ-
ლი მძევლები მედგა. საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი – იმდენ
ფულს რა ვუყო-მეთქი, იმიტომ, რომ ყველაფრის ყიდვას მაინც ვერ
შევძლებდი. პირველ რიგში, მადამ როზას ვუყიდი საკუთარ სახლს.
ჩაჯდება ფუმფულა სავარძელში, დაიხურავს ახალ პარიკს, ჩაყოფს
ფეხებს თბილ წყალში და მოკვდება წყნარად თავისთვის-მეთქი,
ვფიქრობდი. მეძავებს და მათ შვილებს ნიცის მდიდრულ სასახლეებ-
ში გავაგზავნიდი, სადაც ცხოვრებისგან დაცულები იქნებოდნენ და
შემდეგ შეიძლება სახელმწიფოთა მეთაურებიც გამხდარიყვნენ, რომ-
ლებიც პარიზში ვიზიტით ჩამოვიდოდნენ, ან სულაც უმრავლესობის
წარმომადგენლები იქნებოდნენ, რომლებიც თავიანთ მხარდაჭერას
გამოხატავენ და წარმატების ფაქტორები არიან. კიდევ წავიდოდი და
იმ ტელევიზორს ვიყიდდი, ერთი მაღაზიის ვიტრინაში რომ მქონდა
შეგულებული.
აი, ასე ვიჯექი და ვოცნებობდი, მაგრამ თითის განძრევის თავიც
კი არ მქონდა. ჯერ ლურჯი კლოუნი გამოვიძახე და კარგა ხანს იმას-
თან გავერთე. მერე თეთრი კლოუნი მოვიყვანე. გვერდით მომიჯდა და
პაწაწინა ვიოლინოზე სიჩუმე დამიკრა. ძალიან მინდოდა მათნაირი
ტანსაცმელი ჩამეცვა, თან გავყოლოდი და მათთან დავრჩენილიყავი
სამუდამოდ. მაგრამ მადამ როზას მარტოს ვერ დავტოვებდი ამ ქაქში.
ერთი ახალი ვიეტნამელი ბავშვი გვყავდა, რომელმაც ძველი შეცვა-
ლა, რძიანი ყავისფერი კანი ჰქონდა. დედამისმა, რომელიც ანტილიე-

97
ლი ფრანგი შავკანიანი იყო, იგი განგებ გააჩინა საყვარლისგან. ამ საყ-
ვარელს დედა ებრაელი ჰყავდა. ვიეტნამელის დედას უნდოდა, შვილი
თვითონ გაეზარდა, რადგან ის საყვარელი შეუყვარდა და მის გამო
დიდი ამბები გადახდა, სიყვარული კი, ხომ იცით, პირადი საქმეა.
ფულს ძალიან წესიერად იხდიდა, რადგან ბატონი ნ’და ამედე მას საკ-
მარის ფულს უტოვებდა, რათა ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა. ისე,
საერთოდ, ბატონი ნ’და ამედე მეძავებს ორმოც პროცენტს ახდევინებ-
და, რადგან ეს ტროტუარი ძალიან ცნობილი იყო და დღე და ღამე
გაცხოველებული მუშაობა მიდიოდა. შაბათ-კვირა იმათ არ იცოდნენ
და დღესასწაულები. თანაც, იუგოსლავებისთვისაც უნდა მიეცათ ფუ-
ლი, რომლებიც სწორედ იმ ტერიტორიაზე მუშაობდნენ ფულის გა-
მომძალველებად. კორსიკელებსაც ახალი თაობა წამოეზარდათ და
ისინიც წილში გადიოდნენ.
ჩემ გვერდით ყუთი იდგა, რომელშიც ათასგვარი ხარახურა ეყარა.
შემეძლო, ცეცხლი წამეკიდებინა და კარგა გვარიანი ხანძარიც გამე-
ჩაღებინა. მაგრამ აზრი არ ჰქონდა: ჯერ ერთი იმიტომ, რომ მაინც ვე-
რავინ გაიგებდა, რომ ეს მე ჩავიდინე და, მეორეც, ცოტა არ იყოს სა-
შიში იყო. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ცხოვრების ეს მომენტი, იმი-
ტომ, რომ არაფრით გამოირჩეოდა სხვა დანარჩენისგან. მე ყოველ-
თვის ყოველდღიური ცხოვრება მქონდა, მაგრამ იყო დღეები, როცა
კიდევ უფრო უარესად ვგრძნობდი თავს. არც არაფერი მტკიოდა და
არც რამე განსაკუთრებული მიზეზი მქონდა; მაგრამ ისე ვიყავი, თით-
ქოს არც ხელები მაქვს, არც ფეხებიო. ამ დროს კი, რაც საჭირო იყო,
ყველაფერი თავის ადგილზე მქონდა. თვით ბატონი ჰამილიც ვერ ახ-
სნიდა, რა მჭირდა.
არავის მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ რაც დრო გადი-
ოდა, ბატონი ჰამილი უფრო და უფრო შტერდებოდა. ასე ხშირად

98
ემართებათ მოხუცებს, რომლებსაც უკვე საიქიო პირი აქვთ და პასუ-
ხიც აღარაფერზე მოეთხოვებათ. კარგად იციან, რაც ელოდებათ და
თვალებში ეტყობათ, რომ უკან იყურებიან, რათა წარსულში დაიმა-
ლონ სირაქლემებივით, რომლებიც, თავიანთი ჭკუით, ძალზე მოხერ-
ხებულად იქცევიან. ბატონ ჰამილს ხელში ყოველთვის ვიქტორ ჰი-
უგოს წიგნი ეჭირა, მაგრამ ხანდახან ავიწყდებოდა და ეგონა, ყურა-
ნიაო, რადგან ორივე წიგნი ჰქონდა. ორივე თითქმის ზეპირად იცოდა
და ისე ჰყვებოდა ხოლმე, თითქოს კი არ ლაპარაკობს, სუნთქავსო,
თან ერთმანეთში ურევდა. როდესაც მასთან ერთად მეჩეთში მივდი-
ოდი, ორივენი კარგ შთაბეჭდილებას ვახდენდით, რადგან ისე მიმყავ-
და, როგორც ბრმა, ბრმებს კი ჩვენთან კარგი თვალით უყურებენ. ბა-
ტონ ჰამილს სულ ეშლებოდა და ლოცვის მაგივრად „ვატერლოო, ვა-
ტერლოო, პირქუშო ველოო“9 იმეორებდა, რაც იქ დამსწრე არაბებს
ძალიან აოცებდა, რადგან ვატერლოოს ადგილი იქ ნამდვილად არ
იყო. ხანდახან რელიგიური აღტკინების გამო ცრემლები მოადგებოდა
თვალებზე. ძალიან უხდებოდა ნაცრისფერი ჯელაბა და თეთრი გამო-
ნა. ღმერთს ევედრებოდა, როცა მოვალ, კარგად მიმიღეო. მაგრამ ბა-
ტონი ჰამილი ჯერ არ კვდებოდა და შეიძლება მსოფლიო ჩემპიონიც
კი გამხდარიყო ყველა კატეგორიაში, რადგან კონკურენტიც აღარ
დარჩა, რომ სიცოცხლეში გასჯიბრებოდა. ადამიანების სიახლოვეს
ყველაზე ახალგაზრდები ძაღლები კვდებიან. თორმეტი წლისანი უკვე
აღარ ვარგან, ამიტომ, ძაღლი როცა დაბერდება, ახლით უნდა შეცვა-
ლოთ. სხვა დროს, როცა ძაღლს ავიყვან, პირდაპირ ახალდაბადებუ-
ლი უნდა ავიყვანო, იმიტომ, რომ განშორებამდე დიდი დრო მქონდეს.
მხოლოდ კლოუნებს არ აწუხებთ სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემა,

9 „ვატერლოო, ვატერლოო...“ (Waterloo! Waterloo! morne plaine!..) –


ვიქტორ ჰიუგოს ლექსი.
99
რადგან ისინი ქვეყნიერებას ადამიანური გზით არ ევლინებიან. კლო-
უნები ბუნების კანონების გარეშე არიან გამოგონებული და ამიტომ
არასოდეს კვდებიან. ასე რომ არ იყოს, სასაცილოები აღარ იქნებოდ-
ნენ. მე შემიძლია, როცა მომესურვება ისინი გვერდით ვიყოლიო. ვი-
საც მოვისურვებ, იმას წარმოვიდგენ და სულ ახლოს დავინახავ. მაგა-
ლითად, კინგ კონგს ან ფრანკენშტეინს, დაჭრილი ვარდისფერი ჩიტე-
ბის გუნდს, მაგრამ დედაჩემს – ვერასოდეს; იმიტომ, რომ საამისოდ
წარმოსახვის უნარი არ მყოფნის.
მომბეზრდა ალაყაფის კარებთან ჯდომა და წამოვდექი, ქუჩას
გავხედე. მარჯვენა მხარეს მზადყოფნაში მყოფი „ძაღლებით“ სავსე
ავტობუსი იდგა. როცა გავიზრდები, მინდა პოლიციელი გამოვიდე.
იმიტომ, რომ აღარაფრის და აღარავისი შემეშინდება და მეცოდინება,
რა უნდა გავაკეთო. როდესაც პოლიციელი ხარ, მხოლოდ ერთი უფ-
როსი გყავს – ხელისუფლება. სხვა ვერავინ ვერაფერს გაგიბედავს. მა-
დამ როზა ამბობდა, საზოგადოებრივი მზრუნველობის სამსახურიდან
ბევრი მეძავის შვილი მერე პოლიციელი, ან რესპუბლიკის უშიშროე-
ბის სამსახურის თანამშრომელი, ან რესპუბლიკელი ხდება და ვეღა-
რავინ ხელს ვერ ახლებსო.
ქუჩაში გამოვედი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და პოლიციის ავ-
ტობუსისკენ წავედი. „ძაღლებს“ ხომ სხვანაირად პოლიციელებსაც
ეძახიან. გული ცოტათი, მაგრამ მაინც მიკანკალებდა. ყველანი ავტო-
ბუსში არ ისხდნენ, ზოგი ტერიტორიაზე იყო მოდებული. გულის გა-
სამაგრებლად სტვენა წამოვიწყე: „ლოტარინგიაზე გავლისას“.10 აქ-
ცენტს ვაკეთებდი სიტყვაზე „გავლისას“, იმიტომ რომ ამ ქვეყნის ძი-
რეულ მაცხოვრებელს არ ვგავარ, თანაც, ერთი უკვე მიყურებდა და
მიღიმოდა.

10 „En passant par la Lorraine“ – ფრანგული ხალხური სიმღერა.


100
„ძაღლზე“ მაგარი ამქვეყნად არავინაა. თუ ბიჭს მამა პოლიციელი
ჰყავს, ითვლება, რომ მას სხვებზე ორჯერ მეტი მამა ჰყავს. პოლიციე-
ლებად არაბებსაც იღებენ და ზანგებსაც. თუ ოდნავ მაინც რაღაც
სცხიათ ფრანგული. ისინი ყველანი მეძავების შვილები არიან და სა-
ზოგადოებრივი მზრუნველობის სამსახური აქვთ გამოვლილი, ამი-
ტომაც ვერავინ ვეღარაფერს ასწავლის. იმაზე უკეთესი არაფერია,
როცა იცი, რომ ვერანაირი უხეში ძალა შენს უსაფრთხოებას ვერ და-
ემუქრება. პოლიციელებს სამხედროებიც კი ვერ დაუდგებიან გვერ-
დით, ცოტა შეიძლება გენერალი შეედაროთ. მადამ როზას ძალიან
ეშინოდა „ძაღლების“. მაგრამ ეს იმიტომ, რომ საკონცენტრაციო ბა-
ნაკი ჰქონდა გამოვლილი. ამიტომ, ეს არგუმენტად არ გამოდგება –
უბრალოდ, მადამ როზა მაშინ ცუდ მხარეზე მოხვდა. ან კიდევ, ალ-
ჟირში წავალ და პოლიციაში ვიმუშავებ, იქ პოლიცია ყველაზე მეტა-
დაა საჭირო. საფრანგეთში უფრო ცოტა ალჟირელები არიან, ვიდრე
ალჟირში. ამიტომ პოლიციას აქ ნაკლები საქმე აქვს. კიდევ ერთი-
ორი ნაბიჯი გადავდგი ავტობუსისკენ, სადაც ისინი არეულობისა და
შეიარაღებული შეტაკების მოლოდინში იყვნენ. გული საშინლად მი-
ცემდა. ჩემი თავი ყოველთვის კანონსაწინააღმდეგოდ მიმაჩნია,
ვგრძნობ, რომ არ უნდა ვიყო იქ, სადაც ვარ. მაგრამ ისინი არც კი გან-
ძრეულან, შეიძლება, დაღლილები იყვნენ. ერთს ფანჯრის რაფაზე
ედო თავი და ეძინა, ერთი კიდევ ტრანზისტორთან მიმჯდარიყო და
ბანანს მიირთმევდა, ყველანი რაღაც მოთენთილები ჩანდნენ. ქუჩაში
მყოფი ქერათმიანი „ძაღლი“ კი ანტენიანი რადიოთი ერთობოდა და
ეტყობოდა, რომ საერთოდ არ აინტერესებდა, მის გარშემო რა ხდებო-
და. მეშინოდა, ოღონდ როცა იცი, რატომ გეშინია, კიდევ არა უშავს
რა. მე ხომ საერთოდ გამუდმებით მეშინოდა. უმიზეზო შიში, ისევე
როგორც სუნთქვა, ჩემი ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო. იმ ქერათ-

101
მიანმა კი დამინახა, მაგრამ არავითარი ზომისთვის არ მიუმართავს
და მეც სტვენა-სტვენით ჩავუარე გვერდით.
ვიცი, ისეთი „ძაღლებიც“ არსებობენ, რომლებსაც ოჯახი აქვთ და
შვილები ჰყავთ. ერთხელ მაჰუტსაც კი ვკითხე, ნეტავ, რა უნდა ქნას
ადამიანმა, რომ პოლიციელი მამა ჰყავდეს-მეთქი. მან კი აგდებულად
მიპასუხა, ოცნებებს შეეშვი, არაფერში გამოგადგებაო და გამშორდა.
ამ ნარკუშებთან ხომ ვერ დაილაპარაკებ, საერთოდ არაფერი აინტე-
რესებთ.
ცოტა ხანს კიდევ ვიხეტიალე, რომ სახლში არ დავბრუნებულიყა-
ვი, ტროტუარს ნაბიჯებით ვზომავდი. მზე ჯერ კიდევ არ ჩასულიყო.
ერთხელ უნდა მოვახერხო და სადმე სოფელში წავიდე, უნდა ვნახო,
როგორია იქაურობა. ალბათ ზღვაც საინტერესოა – ბატონი ჰამილიც
მასზე დიდი პატივისცემით ლაპარაკობს. არ ვიცი, რა მეშველებოდა
ბატონი ჰამილის გარეშე, თუკი რამე ვიცი, ყველაფერი მან მასწავლა.
იგი მთლად ბავშვი იყო, ბიძამ რომ საფრანგეთში ჩამოიყვანა. ბიძა
მალე გარდაიცვალა და სრულიად ახალგაზრდა ბატონი ჰამილი მარ-
ტო დარჩა, მაგრამ მაინც მიაღწია საყოველთაო პატივისცემას. ახლა
იგი დღითიდღე შტერდება. ეს კი იმის ბრალია, რომ ადამიანი ასეთი
ხანგრძლივი სიცოცხლისთვის არ არის შექმნილი. მზე სახურავზე შე-
მომჯდარ ყვითელ კლოუნს ჰგავდა. ალბათ, ოდესმე მექაში წავალ. ბა-
ტონი ჰამილი ამბობს, გეოგრაფიის გამო ამქვეყნად ყველაზე მეტი მზე
მექაშიაო. სხვა მხრივ, მექა ალბათ ძალიან არ განსხვავდება სხვა ად-
გილებისგან. მინდა, წავიდე ძალიან შორს, სადაც მზის გარდა კიდევ
ბევრი რამ იქნება. მაგრამ ოცნება რომ არ გავიუფერულო, ყველაფრის
წარმოდგენას ვერ ვბედავ. ერთი ეს ვიცი, რომ იმ ადგილას აუცილებ-
ლად უნდა იყვნენ მზე, კლოუნები და ძაღლები, რადგან მათ გარეშე
კარგი ცხოვრების შექმნა წარმოუდგენელია. დანარჩენი კი, ალბათ,

102
საგანგებოდ ლამაზი ცხოვრებისთვის თავმოყრილი ისეთი რამეები
იქნება, კაცის თვალს რომ არასდროს უნახავს. მაგრამ ეს საოცნებო
ადგილიც, ბოლოს და ბოლოს, მაინც სხვა ადგილებს დაემსგავსება.
ზოგჯერ სასაცილოცაა, რომ ყველაფერი ყოველთვის თავის სახეს უბ-
რუნდება.
ხუთი საათი იქნებოდა, შინ დაბრუნება რომ გადავწყვიტე. ამ
დროს დავინახე, რომ მოპირდაპირე ტროტუარზე მანქანა გაჩერდა და
ვიღაც ქერათმიანი ქალი გადმოვიდა. მანქანა აკრძალულ ადგილზე
იყო გაჩერებული, ის კი, ვითომც არაფერია, ტროტუარზე მოირწეოდა
და ჩემკენ არც იხედებოდა. სამაგიეროდ, მე შევხედე და მაშინვე ვიცა-
ნი, – ისეთი ბოღმა ვარ, ერთ რამეს თუ მოვკარი თვალი და გულში
ჩავიდე, აღარც დამავიწყდება, – ეს ის ნაშა იყო, ამ დილით შებმა რომ
დამიწყო და მერე უცებ რომ მიმატოვა, მე კი სულ ტყუილად ვსდიე
უკან. ძალიან გამიკვირდა, ისევ რომ შემხვდა. პარიზში იმდენი ქუჩაა,
რომ მართლა სასწაულია ნაცნობთან შეხვედრა. სასწრაფოდ გადავ-
ჭერი ქუჩა, იქნებ დამინახოს და მიცნოს-მეთქი. მაგრამ ალბათ ეჩქა-
რებოდა, ან სულაც უკვე დავიწყებული ვყავდი. ჩვენი პირველი შეხ-
ვედრიდან მთელი ორი საათი იყო გასული. 39 ნომერში შევიდა, და-
ვინახე, სადარბაზოდან ეზოში იყო გასასვლელი და სიღრმეში კიდევ
სხვა სახლი მოჩანდა. ვერ მოვასწარი, წინ შევფეთებოდი. აქლემის
ბეწვის პულოვერი და შარვალი ეცვა. ხშირი თმა ჰქონდა, თანაც ყვი-
თელი. გზაზე, მის უკან, ერთ ხუთ მეტრზე მაინც, სუნამოს სუნი და-
ტოვა. მანქანა გასაღებით არ დაუკეტავს. ჯერ ვიფიქრე, მივალ და რა-
მეს ავაცლი, რომ გავაბრაზო-მეთქი. ვერ გეტყვით, რატომ მინდოდა
ამის გაკეთება; გულზე ისეთი ნაღველი მქონდა შემოწოლილი ჩემი
დაბადების დღის გამო, რომ მიკვირდა კიდეც, ნუთუ შიგნიდან ისეთი
დიდი ვარ, რომ ამდენი დარდი მეტევა-მეთქი. ეს სამყარო და ადამია-

103
ნები მარტო ჩემთვის მეტისმეტი იყო. ერთი სიტყვით, გადავიფიქრე –
რომც მომეპარა, საიდან გაიგებდა, რომ ჩემი აღებული იყო. ძალიან
მინდოდა, რომ დავენახე და ვეცნე. არა, არ გეგონოთ, რომ მინდოდა
ავკიდებოდი და მისი ოჯახისთვის შემეფარებინა თავი. მადამ როზა,
ასე თუ ისე, ცოტასაც გაათრევდა ალბათ წვალებ-წვალებით და ჩემი
ოჯახიც ის იქნებოდა და თავშესაფარიც. მოსემაც იშოვა ოჯახი და
ბანანია რომ ბანანიაა, იმის საქმეზეც უკვე ლაპარაკი მიდიოდა. ასე
რომ, ოჯახში საქმე მოგვარებული მქონდა. სამომავლოდაც მთლად
უიმედოდ არ ვიყავი. რამე გადამდები და თვალში საცემი ავადმყო-
ფობა არ მჭირდა. ამ მხრივ, შვილად აყვანისთვის დასაწუნი არ ვიყა-
ვი. ეს კი პატარა საქმე არ გეგონოთ. როდესაც უნდათ, რომ ბავშვი
იშვილონ, პირველ რიგში ამას უყურებენ. ისეც ხდება, რომ ბავშვს ვე-
რაფერს ატყობენ გარეგნულად, წაიყვანენ, გაზრდიან და მერე აღმოჩ-
ნდება, რომ ამ ბავშვს ალკოჰოლის მოყვარული მშობლები ჰყოლია და
თვითონაც ავადმყოფია. კარგი ბავშვები კი ხშირად უპატრონოდ რჩე-
ბიან. ასე რომ, ადამიანმა არჩევა უნდა იცოდეს. აი, მეც, მაგალითად,
არჩევა რომ შემძლებოდა, ბებერ ავადმყოფ ებრაელს კი არ ავირჩევ-
დი, რომლის ყოველი ცუდად გახდომა სიკვდილს მანატრებინებს. მა-
დამ როზა რომ ძაღლი ყოფილიყო, ამდენს კი არ აწვალებდნენ, გა-
უკეთებდნენ ნემსს და მორჩა! ვერაფერს გაიგებდა. მაგრამ ადამიანები
ზოგჯერ ძაღლებს უფრო თბილად ეპყრობიან, ვიდრე თავიანთ მსგავ-
სებს, რომელთა სიკვდილი ტანჯვის გარეშე არ შეიძლება. ამას იმი-
ტომ გეუბნებით, რომ არ გეგონოთ, მადმუაზელ ნადინს, რომლის სა-
ხელიც მოგვიანებით გავიგე, იმ მიზნით ავეკიდე, მადამ როზას რომ
წყნარად სიკვდილი შესძლებოდა.

104
სადარბაზოში რომ შევედი, მოპირდაპირე მხარეს გასასვლელი
დავინახე. გრძელ დერეფანს გავუყევი, კიბეზე ჩავედი და მეორე შე-
ნობაში ამოვყავი თავი. კარებში ფეხი შევდგი თუ არა, საშინელი სრო-
ლის ხმა შემომესმა, სროლას მანქანის დამუხრუჭების ხმა მოჰყვა.
უცებ, ქალის კივილი გაისმა, შემდეგ კაცის ყვირილი, რომელიც ვიღა-
ცებს ემუდარებოდა: „არ მომკლათ! გეხვეწებით, არ მომკლათ!“ ეს ყვე-
ლაფერი ისე ახლოს ხდებოდა და ისე გარკვევით მესმოდა, რომ შიშის-
გან ადგილზე შევხტი კიდეც. მერე ავტომატის ჯერი გაისმა და კაცმა
იღრიალა: „არა!“ როცა ადამიანებს თავიანთი სურვილის საწინააღ-
მდეგოდ კლავენ, ყოველთვის ასე ყვირიან. შემდეგ ამ წივილ-კივილზე
უფრო საზარელი სიჩუმე ჩამოვარდა და ამის მერე რაც მოხდა, შეიძ-
ლება არც კი დამიჯეროთ, ყველაფერი თავიდან დაიწყო, ისევ ხმაური,
მუხრუჭები, იმ კაცის ღრიალი, რომელსაც არაფრის დიდებით სიკ-
ვდილი არ უნდოდა და ავტომატის ჯერი, რომელსაც სულ ფეხებზე
ეკიდა იმ ტიპის ნება-სურვილი. ასე განმეორდა სამჯერ. ის ტიპი სამ-
ჯერ მოკლეს როგორც ვიღაც ახვარი, რომლისთვისაც ერთხელ სიკ-
ვდილი საკმარისი არ იყო. შემდეგ წამოხტა და უკვე მეოთხეჯერ და-
იწყეს გაწევ-გამოწევა, ხოლო მეხუთეჯერაც რომ მოკლეს, აი, მაშინ
კი ნამდვილად შემეცოდა. მერე ამ ტიპს თავი გაანებეს და ახლა ქალის
ხმა გაისმა: „ჩემო სიყვარულო, ჩემო საბრალო სიყვარულო!“ ამ სიტ-
ყვებს ისეთი მღელვარებით ამბობდა, რომ გავოგნდი, თუმცა კი ვერ
ვხდებოდი, რისი თქმა უნდოდა. დერეფანში ჩემ მეტი არავინ იყო.

105
ერთ კარზე ნათურა ანათებდა წითლად. ამდენი ნერვიულობისგან
ცოტა გონს მოვეგე თუ არა, ისევ თავიდან დაიწყო მთელი ეს ორომ-
ტრიალი „სიყვარულო, ჩემო სიყვარულოს“ თანხლებით, მაგრამ ქალი
ამ სიტყვებს ყოველი გამეორებისას სხვადასხვა ტონით ამბობდა. ის
ტიპი, მე მგონი, ერთი ექვსჯერ მაინც ჩააკვდა თავის საყვარელს
მკლავებში. როგორც ჩანს, უსწორდებოდა, რომ მისი სიკვდილი ვიღა-
ცას გულს სტკენდა. მადამ როზა გამახსენდა და ძალიან შემეცოდა,
რომ ვერავინ ეტყოდა: „ჩემო სიყვარულოო“, იმიტომ, რომ თავზე თმა
აღარ ჰქონდა და ოთხმოცდათხუთმეტ ერთმანეთზე უშნო კილოგრამს
იწონიდა. ამ დროს ისევ გაისმა ქალის სასოწარკვეთილი კივილი. თა-
ვი ვეღარ შევიკავე და კარს ვეცი, გავაღე და რას ვხედავ! თურმე კინოს
მსგავსი პონტი არ ყოფილა?! ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ეკრანზე
ყველა უკანსვლით დადიოდა. როცა შევედი, დავინახე, რომ ის კეთი-
ლი ქალი გვამს დამხობოდა, თვითონაც მომკვდარიყო. მაგრამ შემდეგ
ადგა, ოღონდ უკუღმა და ყველა მოძრაობა უკუღმა გაიმეორა. გეგო-
ნებოდა, წაღმა სვლისას ცოცხალია და უკანსვლისას კი თოჯინად გა-
დაიქცაო. შემდეგ ეკრანი ჩაბნელდა და სინათლე აინთო.

106
ნაშა, რომელმაც მიმატოვა, დარბაზის შუაში, მიკროფონის წინ
იდგა და როდესაც სინათლე აინთო, დამინახა. კუთხეებში სამი თუ
ოთხი ტიპი იდგა, მაგრამ არც ერთი შეიარაღებული არ იყო. ყველანი
ისეთი სახეებით შემომცქეროდნენ, მივხვდი, რომ პირდაღებული სუ-
ლელის შთაბეჭდილებას ვტოვებდი. ქერათმიანმა მიცნო და ფართოდ
გამიღიმა. ამან ცოტა ხასიათზე მომიყვანა – არ დამივიწყა, ესე იგი,
მოვეწონე.
– ოჰო! შეხედეთ, ჩემი მეგობარიც მოსულა!
რა მისი მეგობარი ვიყავი, მაგრამ ჩხუბს და დავიდარაბას ხომ არ
ავუტეხდი?! ჩემკენ წამოვიდა და არტურს შეხედა. ოღონდ, მე ხომ ვი-
ცოდი, რომ მე ვაინტერესებდი და არა ჩემი ქოლგა. მოკლედ, ეს ქალე-
ბი ზოგჯერ ძალიან სასაცილოები არიან.
– ეს რა არის?
– არაფერი, ძველი ქოლგა დავზმანე და, აი, რა გამოვიდა.
– ძალიან სასაცილოა, ეს კოსტიუმი ძალიან უხდება, თითქოს
კერპიაო. შენი მეგობარია?
– თქვენ რა, გონებასუსტი ხომ არ გგონივართ? რა მეგობარი, რის
მეგობარი! უბრალოდ, ქოლგაა და მეტი არაფერი.
141

არტური ხელში აიღო და ისე დაიჭირა თავი, თითქოს მას უყუ-


რებდა. სხვებიც ვითომ არტურს ათვალიერებდნენ. ბავშვის შვილად

107
აყვანისას ყველაზე ძალიან იმის ეშინიათ, რომ ბავშვი გონებასუსტი
არ აღმოჩნდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ბავშვი იზრდება, უცებ,
შეიძლება მობეზრდეს გაზრდა და შუა გზაზე გაჩერდეს, იმიტომ, რომ
გაგრძელება აღარ აინტერესებდეს. ამ დროს მშობლები საგონებელში
ვარდებიან, არ იციან, ასეთ შვილებს რა უყონ. მაგალითად, ბავშვი
თოთხმეტი წლისაა, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს ათისააო. ისე, ამ საქ-
მეში მაინც ვერ ნახავ სარგებელს. იმიტომ, რომ თუ პირიქით ხდება,
ბავშვი ჩემსავით ათი წლისაა და ისე იქცევა თითქოს თოთხმეტისააო,
სკოლიდან კინწისკვრით აგდებენ და ეუბნებიან, შენ, გეტყობა, „და-
ლაგებული“ არ ხარო.
– ძალიან ლამაზია და მწვანე სახეც ძალიან უხდება, მაინცდამა-
ინც მწვანე სახე რატომ გაუკეთე?
ისეთი კარგი სუნი უდიოდა, ვიფიქრე, მართლაც ძალიან გან-
სხვავდება მადამ როზასგან-მეთქი.
– ეს სახე კი არა, ნაჭერია. ჩვენთვის სახის გამოჩენა აკრძალულია.
– რას ნიშნავს „აკრძალულია“?
ძალიან ლამაზი, მოციმციმე თვალები ჰქონდა. არტურთან იყო
ჩაცუცქული, ვითომ ის აინტერესებდა. მაგრამ მე რას გამომაპარებ-
და?!
– მე არაბი ვარ. ჩვენს რელიგიაში სახეები ნებადართული არ
არის.
– შენ გინდა თქვა, რომ სახის წარმოდგენაა აკრძალული?
– ჰო, ასეთი რამ ღმერთისთვის შეურაცხმყოფელია.
გადმომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მე კი კარგად ვხედავდი,
რომ მაგრად დავევასე.
– რამდენი წლის ხარ?

108
– ეგ ხომ გითხარით, პირველად რომ ვნახეთ ერთმანეთი. ათი
წლის ვარ. დღეს გავხდი. მაგრამ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. მე ერთი
მეგობარი მყავს, ოთხმოცდახუთი წლისაა და კიდევ ცოცხალია.
– რა გქვია?
– ეგ ხომ უკვე მკითხეთ. მომო.
მერე მითხრა, ახლა დროა, მუშაობა განვაგრძოთო. ამიხსნა,
აქაურობას დუბლაჟის დარბაზი ჰქვიაო. ეკრანის ადამიანები პირს
აღებდნენ, თითქოს ლაპარაკობდენ, მაგრამ სინამდვილეში დარბაზში
მყოფი ადამიანები აძლევდნენ მათ ხმას. როგორც ჩიტები უდებენ თა-
ვიანთ ბარტყებს პირდაპირ პირში საჭმელს, ისე უტენიდნენ ესენიც
ხმას მსახიობებს. პირველი ცდა თუ არ გამოვიდოდა და თუ მათი ლა-
პარაკი ერთმანეთს არ დაემთხვეოდა, თავიდან იწყებდნენ. აი, აქ იყო
კარგი სანახაობა. რაც ეკრანზე იყო, ყველაფერი უკან ტრიალდებოდა,
მკვდრები ცოცხლდებოდნენ და უკუსვლით თავიანთ ადგილს იკავებ-
დნენ საზოგადოებაში. ღილაკზე თითს დააჭერდნენ და ყველაფერი
უკან ტრიალდებოდა. მანქანები უკუსვლით მიდიოდნენ, ძაღლები
უკან გარბოდნენ, სახლები, რომლებიც ეს-ესაა დაინგრა, ისევ შენდე-
ბოდა თვალის დახამხამებაში. ტყვიები სხეულიდან გამოდიოდნენ და
ავტომატებში ბრუნდებოდნენ, მკვლელები უკან-უკან გარბოდნენ და
ფანჯრებიდან ცვიოდნენ. ჭიქიდან გადმოღვრილი წყალი უკან ჭიქაში
ისხმებოდა. ჭრილობიდან გადმოსული სისხლი სხეულში ბრუნდებო-
და და სისხლის კვალიც კი აღარსად იყო, ჭრილობა იკვრებოდა. ერთ
ტიპს, რომელმაც გადააფურთხა, თავისი ფურთხი პირში უკან დაუბ-
რუნდა. ცხენები უკუჭენებით მიდიოდნენ და მეშვიდე სართულიდან
გადმომხტარი კაცი ისევ თავის ფანჯარაში აღმა ხტებოდა. უკუღმა
სამყარო ძალიან მომეწონა. ასეთი რამ არასოდეს მენახა ჩემს ძაღ-
ლურ ცხოვრებაში. მადამ როზაც კი ნორჩად და ახალგაზრდად დავი-

109
ნახე, ლამაზი ფეხებით. მერე ცოტა კიდევ უკან დავაბრუნე და ერთიო-
რად გალამაზდა. თვალებზე ცრემლები მომადგა.
დარბაზში დიდხანს დავრჩი, იმიტომ, რომ არსად მეჩქარებოდა
და კარგი დროც გავატარე. ყველაზე ძალიან კი ეს ადგილი მომწონდა:
ერთი კეთილი და ლამაზი ქალი მოკლეს ეკრანზე, ცოტა ხანს იწვა
მკვდარი, რათა მაყურებელს გული დასწყვეტოდა, შემდეგ რაღაც
უხილავი ხელი წამოაყენებდა ფეხზე, უკანუკან წავიდოდა და თავის
ცხოვრებას უბრუნდებოდა. ტიპი, რომელსაც ქალი ეუბნებოდა: „სიყ-
ვარულო, ჩემო საბრალო სიყვარულოო“, ნამდვილი ნაგავი იყო, მაგ-
რამ ეს ჩემი საქმე არ იყო. დარბაზის კაცები მხედავდნენ, რა ბედნიერი
ვიყავი ყოველივე ამის შემხედავი და მითხრეს, თუ გინდა, ყველაფერს
სულ ბოლოდან დავიწყებთ და დასაწყისამდე დავატრიალებთო. ერ-
თმა წვერებიანმა გაიხუმრა: „მიწიურ სამოთხემდეო“, მერე დასძინა:
„საუბედუროდ, თავიდან რომ იწყებ, იგივე მეორდებაო“. ქერათმიანმა
მითხრა, ნადინი მქვია და ეკრანზე მსახიობების ალაპარაკება ჩემი
პროფესიააო. ისეთი კმაყოფილი ვიყავი, რომ ამის მეტი აღარაფერი
მინდოდა. აბა, წარმოიდგინეთ, სახლი დაიწვება, ჩამოიქცევა, ნაცარ-
ტუტად იქცევა, მერე ამ ნაცრიდან ისევ უკან-უკან წამოვა და აღდგე-
ბა. ეს რომ დაიჯერო, საკუთარი თვალით უნდა ნახო, იმიტომ, რომ
სხვისი თვალით ნანახი საკუთარი თვალით ნანახისგან ძალიან გან-
სხვავდება.
აი, აქ დამემართა უცნაური რამ. იმას ვერ ვიტყვი, რომ უკან დავ-
ბრუნდი და დედაჩემი ვნახე-მეთქი, მაგრამ დავინახე, როგორ ვიჯექი
იატაკზე, ჩემ წინ კი გრძელ ფეხებს, მაღალყელიან ჩექმებს და მინი
ქვედაბოლოს ვხედავდი... თავს ძალა დავატანე, რომ მაღლა ამეხედა
და მისი სახე დამენახა, ვიცოდი, რომ ჩემ წინ დედაჩემი იდგა. მაგრამ
უკვე გვიან იყო. მოგონებებს მაღლა ახედვა არ შეუძლიათ. მერე კიდევ

110
უფრო უკან დავბრუნდი. ვიგრძენი, როგორ მეხვეოდა ორი თბილი ხე-
ლი, როგორ მარწევდა, მუცელი მტკიოდა, ადამიანი კი, რომელსაც
თბილად ვყავდი ჩახუტებული, ოთახში გადი-გამოდიოდა და ნაზად
მიმღეროდა, მაგრამ მუცელი ისევ მტკიოდა, მერე მუცელი ხმაურით
გამითავისუფლდა და იატაკზე კურკლი დასკუპდა. შვება ვიგრძენი და
ტკივილი დამიამდა. ის „თბილი“ კი მეხვევა და იცინის, მისი სიცილი
მესმის დიდხანს, დიდხანს...
– მოგეწონა?
სავარძელში ვიჯექი. ეკრანზე აღარაფერი იყო. ქერათმიანი ჩემ
გვერდით იჯდა. დარბაზი გაეჩახჩახებინათ.
– არა უშავს, ცუდი არ არის.
მერე კიდევ ვუყურე ერთ კადრს. ერთ ტიპს მუცელში ავტომატს
ურტყამდნენ, ალბათ იმიტომ, რომ ბანკის მოლარე იყო ან მოწინააღ-
მდეგე ბანდის წევრი. ის კი ღრიალებდა: „არ მომკლათ! არ მომკლათ!“.
როგორც ჩანს, სრულ ჭკუაზე არ იყო. იმ ბანდიტებს მეტი საქმე არ
ჰქონდათ, მისი ბღავილისთვის ეგდოთ ყური! როდის იყო ხვეწნა-მუ-
დარას ფასი ჰქონდა. თანაც, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მათ
შორის მკვლელმაც. ძალიან მომწონს, ფილმებში მსხვერპლი რომ
ეუბნება მკვლელებს: „მიდით, ბატონებო, გააკეთეთ თქვენი საქმე!“ აი,
მესმის ნათქვამი! ეს ნიშნავს, რომ მსხვერპლი გაგებული ტიპია და სუ-
ლაც არ აპირებს ვინმესთვის გულის აჩუყებას ამქვეყნად სიკეთის არ-
სებობის შეხსენებით. მაგრამ გამხმოვანებელი საჭირო ტონს ვერ
უძებნიდა მსახიობს და კადრი ისევ უკან დააბრუნეს. ეკრანის ტიპი
ხელებს იწვდიდა ტყვიების შესაჩერებლად და ამ დროს დარბაზში
მიკროფონთან უსაფრთხოდ მოკალათებული კაცი მის მაგივრად ყვი-
როდა: „არ მომკლათ! არ მომკლათ!“ მერე მსახიობი ეცემოდა და იკ-
რუნჩხებოდა, იმიტომ, რომ ეკრანზე ეს კარგი სანახავია. რამდენიმე

111
წამის შემდეგ კი საერთოდ აღარ ინძრეოდა. შემდეგ განგსტერები, ყო-
ველი შემთხვევისთვის, რამდენიმე ტყვიას კიდევ მიაყოლებდნენ, რა-
თა დარწმუნებულიყვნენ, რომ მკვდარი ვეღარ ადგებოდა და მათ ვე-
ღარაფერს დაუშვებდა. როცა უკვე ყველაფერი დამთავრებული გეგო-
ნა და ყველანაირი იმედი გადაგეწურებოდა, უცებ, მოკლული წამოი-
მართებოდა, თითქოს ღმერთმა ხელით ასწია და ისევ ფეხზე დააყენა,
რათა მომავალში საჭიროებისამებრ გამოეყენებინაო.
კიდევ რამდენიმე ნაწყვეტი ვნახეთ. ზოგიერთი მათგანი ერთი ათ-
ჯერ მაინც დააბრუნეს უკან, რათა ყველაფერი ზუსტად ყოფილიყო.
სიტყვებიც უკან ბრუნდებოდა და სათქმელს უკუღმა ამბობდა. ამის
გამო უცნაური ხმოვანება ისმოდა, თითქოს საიდუმლო ენაზე, რომე-
ლიც არავინ იცის, მაგრამ რომელიც შეიძლება რაღაც აზრს გამოხა-
ტავს.
როცა ეკრანზე არაფერი იყო, თავს იმით ვირთობდი, რომ წარმო-
ვიდგენდი ბედნიერ მადამ როზას მთელი თავისი ომამდელი თმით,
რომელსაც თავის გატანაც არ სჭირდებოდა, იმიტომ, რომ ქვეყანა
უკუღმა იყო მოწყობილი.
ქერათმიანი ლოყაზე მომეფერა. უნდა ვთქვა, რომ ძალიან სიმპა-
თიური იყო, მაგრამ მე რა?! მისი ორი შვილი გამახსენდა და მივხვდი,
რომ მე იქ არაფერი მესაქმებოდა.
– გატყობ, აქაურობა ძალიან მოგეწონა.
– ჰო, კარგად გავერთე.
– მოდი, როცა გინდა.
– ამდენი დრო არ მაქვს. ვერაფერს შეგპირდებით.
შემომთავაზა, წამო, ნაყინი ვჭამოთო. უარს ხომ არ ვეტყოდი,
როცა ხელი ჩავკიდე, რომ უფრო ჩქარა გვევლო, გაიღიმა. ხომ გითხა-

112
რით, მოვწონდი-მეთქი. ჩემთვის მარწყვიანი შოკოლადის ნაყინი ავი-
ღე, თუმცა კი ვინანე – ვანილიანი უნდა ამეღო.
– რა კარგია, როცა შეგიძლია ყველაფერი უკან დააბრუნო. მე ერთ
მოხუც ქალთან ვცხოვრობ, რომელიც მალე მოკვდება.
ის ნაყინს არ ჭამდა და მე მიყურებდა. ისეთი ქერა თმა ჰქონდა,
რომ თავი ვერ შევიკავე, ხელი ავწიე და თმაზე დავადე. მერე გამეცინა,
იმიტომ, რომ ძალიან სასაცილო იყო.
– შენი მშობლები პარიზში არ არიან?
არ ვიცოდი, რა მეპასუხა და რაც შეიძლება ბევრი ნაყინი ჩავიტე-
ნე პირში. ამაზე ძალიან ქვეყნად არაფერი მიყვარს.
აღარ ჩამციებია. ვერ ვიტან, როცა ზოგიერთები ინტერესდებიან,
რას აკეთებს მამაჩემი და სად არის დედაჩემი. ეს თემები ჩემთან სა-
ლაპარაკოდ არ გამოდგება.
ქაღალდის ფურცელი და პასტა ამოიღო ჩანთიდან, რაღაც დაწე-
რა და ქვეშ სამი ხაზი გაუსვა, რათა ყურადღებით მოეპყრობოდი და
არ დამეკარგა.
– აი, ჩემი გვარი და მისამართი. შეგიძლია მოხვიდე, როცა მოგე-
სურვება. ჩემი მეგობარი ბავშვების სპეციალისტია...
– ფსიქიატრი, არა?
გაოგნდა:
– ასე რატომ ამბობ? ისინი ჩვეულებრივი პედიატრები არიან,
რომლებიც ბავშვებს მკურნალობენ.
– სანამ ბავშვები ახალდაბადებულები არიან, პედიატრი სჭირდე-
ბათ, როცა წამოიზრდებიან – ფსიქიატრი.
გაჩუმდა და ისე მიყურებდა, თითქოს ჩემი შეეშინდაო.
– ასეთი რამეები ვინ გასწავლა?

113
– ერთი მეგობარი მყავს, მაჰუტი. ამ საკითხებში კარგად ერკვევა,
იმიტომ, რომ ორგანიზმიდან შხამს იდენის ხოლმე. მარმოტანში და-
დის ხშირად.
ხელი ხელზე დამადო და ჩემკენ გადმოიხარა:
– ასე არ მითხარი, ათი წლის ვარო?
– ჰო, დაახლოებით ეგრეა.
– შენი ასაკისთვის ბევრი რამ იცი... მაშ, შევთანხმდით? მოხვალ
ჩვენთან?
ნაყინი ავლოკე, ხასიათზე არ ვიყავი და ასეთ დროს რაც კარგია,
უკეთესი ხდება. ხშირად შემინიშნავს, როცა გინდა, რომ მოკვდე და
აღარ ადგე, ნაყინი ჩვეულებრივზე უფრო გემრიელი ხდება.
– თქვენ ხომ უკვე თქვენები გყავთ.
ისე შემოხედა, ვერ მიხვდა, რას ვეუბნებოდი.
ნაყინი კიდევ ავლოკე და შურისძიების ნიშნად თვალებში ჯიქურ
შევხედე.
– წეღან დაგინახეთ, დაგინახეთ კი არა, კინაღამ შეგეჯახეთ, სახ-
ლში რომ დაბრუნდით. ორი შვილი გყავთ. თქვენსავით ქერათმიანე-
ბი.
– უკან გამომყევი?
– ჰო, მერე რა, ვითომ არ იცოდით, რომ მოგყვებოდით.
არ ვიცი, რა გაიფიქრა იმ წუთებში, მაგრამ გეფიცებით, რომ შე-
მომხედა, მის თვალებში მთელი სამყარო დავინახე.
– მისმინე, ჩემო პატარა მუჰამედ...
– მომოს მეძახიან, იმიტომ, რომ მუჰამედი გრძელი სათქმელია.
– მისმინე, ჩემო კარგო, ხომ გაქვს ჩემი გვარი და მისამართი, არ
დაკარგო და როცა მოგინდება, აუცილებლად მოდი... სად ცხოვრობ?

114
ამას კი არავითარ შემთხვევაში არ ვეტყოდი. ამისთანა გოგო
ჩვენთან რომ მოვიდეს და გაიგოს, მეძავების შვილების არალეგალუ-
რი პანსიონი გვაქვს, ხომ სირცხვილი იქნება. ისე, მისი იმედი მაინც
არ მქონდა, ვიცოდი, რომ საკუთარი შვილები ჰყავდა, თანაც, წესიერი
ხალხისთვის მეძავების შვილები ან სუტენიორები გამოდიან, ან ბო-
როტმოქმედები, ან მცირეწლოვანი დამნაშავეები, დაუჯერეთ ჩემს
მდიდარ გამოცდილებას. ძალიანაც რომ მოინდომოთ, შვილად მაინც
არ აგიყვანენ, იმიტომ, რომ არსებობს, როგორც ექიმი კატცი ამბობს,
ოჯახური გარემოს ზეგავლენა და წესიერი ოჯახებისთვის ამ მხრივ
მეძავებზე უარესი არავინაა. თანაც, ეშინიათ, ვენერიული დაავადე-
ბები არ ჰქონდეთ ბავშვებს, ეს დაავადებები მემკვიდრეობითია. ხომ
ვერ ვეტყოდი, მისამართს არ მოგცემ-მეთქი, ამიტომ რაღაც ტყუილი
მისამართი მოვჩმახე. მისი დაწერილი ფურცელი ავიღე და ჯიბეში ჩა-
ვიდე. რა იცი, რა ხდება. თუმცა, სასწაულების არ მჯერა. კითხვებს
მისვამდა, ხან ჰო-ს ვეუბნებოდი, ხან არა-ს. ამასობაში ერთი ვანი-
ლიანი ნაყინიც გადავსანსლე. მართლაც რომ უგემრიელესი რამაა!
– ჩემს შვილებს გაიცნობ, სოფელში წავალთ, ფონტენბლოში... იქ
სახლი გვაქვს...
– კარგი, კარგი, ვნახოთ, ნახვამდის.
უცებ წამოვდექი, იმიტომ, რომ მე მისთვის არაფერი მითხოვია,
და არტურთან ერთად იქაურობას სირბილით გავშორდი.
ცოტა ხანს მანქანების შეშინებით ვირთობდი თავს: დავაცდიდი,
როდის მოვიდოდნენ ძალიან ახლოს და ბოლო მომენტში წინ გადა-
ვურბენდი. ადამიანებს ეშინიათ, რომ ბავშვები არ გასრისონ და მიხა-
როდა, რაღაც გრძნობებს რომ ვუღვიძებდი მათ. ისინი საშინლად
ამუხრუჭებენ, რამე რომ არ გატკინონ. შეიძლება დიდი არაფერია,
მაგრამ სულ არარაობას მაინც სჯობს. აღარ მინდოდა მათი შეშინება,

115
მაგრამ ვეღარ ვჩერდებოდი. ჯერ დანამდვილებით არ ვიცი, პოლიციე-
ლი გამოვალ თუ ტერორისტი, ამაზე მერე ვიფიქრებ, როცა გავიზ-
რდები. ყოველ შემთხვევაში, მარტო ერთი ადამიანი ძალიან ცოტაა
და ვერაფერს გახდება – ორგანიზებული ბანდაა საჭირო. მერე კიდევ,
მოკვლა არ მომწონს, უფრო პირიქით ვამჯობინებდი. არა, უფრო
სწორედ, ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ვიქტორ ჰიუგოსნაირი ტიპი
ვიყო. ბატონი ჰამილი ამბობს, რომ სიტყვებით ყველაფრის გაკეთება
შეიძლება, სულაც არაა აუცილებელი ადამიანები მოკლა. ჯერ არ ვი-
ცი, რა გამოვალ, ვნახოთ, მერე რა მოხდება. ბატონი ჰამილი ამბობს,
სიტყვებზე მაგარი არაფერიაო. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, შეი-
არაღებული ტიპები იმიტომ გამოვიდნენ ასეთები, რომ ბავშვობაში
ისინი ვერავინ დაინახა და შეუმჩნევლები დარჩნენ. ზოგიერთი ბავშვი
იძულებულია შიმშილით მოკვდეს ან ბანდის წევრი გახდეს, რომ ადა-
მიანების ყურადღება მიიქციოს. მადამ როზამ მითხრა, მსოფლიოში
მილიონობით ბავშვი შიმშილით კვდება და ზოგიერთებს ამ დროს სუ-
რათსაც კი უღებენ. მადამ როზა ამბობს, რომ კაცის „ის“ ადამიანური
მოდგმის მტერია, ერთადერთი კარგი ტიპი ექიმებში ქრისტეა, რადგან
„იმის“ წყალობით არ მოვლენა ამ ქვეყანას, ეს განსაკუთრებული შემ-
თხვევააო. მადამ როზა ამბობს, სიცოცხლე შეიძლება ძალიან ლამაზი
იყოს, მაგრამ ის ჯერ არავის უნახავს და სანამ ლამაზ სიცოცხლეს
იპოვი, ჯერ უნდა იცხოვროო. ბატონმა ჰამილმაც ბევრი რამ მითხრა
ცხოვრებაზე და, განსაკუთრებით, სპარსულ ხალიჩებზე.
როდესაც მანქანებს შორის დავრბოდი და მძღოლებს ვაშინებდი
– იმიტომ, რომ, მერწმუნეთ, გასრესილი ბავშვის დანახვა არავის სი-
ამოვნებს – ჩემი თავი ვიღაც მეგონა: ვგრძნობდი, რომ შემეძლო
მძღოლებისთვის ბევრი უსიამოვნება მიმეყენებინა. მარტო იმიტომ კი
არ ვუვარდებოდი ქვეშ, რომ შარვლებში ჩაესვარათ, ამას გარდა,

116
მათზე შთაბეჭდილებასაც ვახდენდი. ერთი ნაცნობი მყავს, კლოდო
ჰქვია. ასე თამაშობდა და მანქანა დაეჯახა. სამაგიეროდ, სამი თვე სა-
ავადმყოფოში იწვა და ცივ ნიავს არ აკარებდნენ, მძღოლი თავზე დაჰ-
კანკალებდა. სახლში კი, უფეხო რომ დაბრუნებულიყო, მამამისი ფე-
ხის მოსაძებნად გაგზავნიდა.
უკვე ღამდებოდა. მადამ როზას შეეშინდებოდა, სახლში რომ არ
ვიყავი. გავიქეცი, იმიტომ, რომ მადამ როზა დიდი ხნით დავტოვე და
ახლა სინდისი მქენჯნიდა.

117
სახლში რომ დავბრუნდი, მაშინვე შევატყვე, რომ ჩემს არყოფნა-
ში მადამ როზას საქმე კიდევ უფრო უკან წასულიყო, განსაკუთრებით
კი, მაღლა, თავში უფუჭდებოდა რაღაც-რაღაცები. ხშირად უთქვამს,
სიცოცხლეს ჩემთან ყოფნა არ უხარიაო. ახლაღა ვხვდებოდი ამ სიტ-
ყვების მნიშვნელობას. ყველაფერი სტკიოდა. ბოლო ერთი თვის მან-
ძილზე ამ დაწყევლილი კიბეების გამო ბაზარშიც ვეღარ მიდიოდა და
მეუბნებოდა, შენ რომ არ მყავდე მოსავლელი, ჩემს ცხოვრებას ყვე-
ლანაირი აზრი დაეკარგებოდაო.
მოვუყევი, სადაც ვიყავი და ვუთხარი, იმ დარბაზში ყველაფრის
უკან დაბრუნება შეიძლება-მეთქი. არაფერი უთქვამს, მხოლოდ
ამოიოხრა. მერე ცოტა წავიხემსეთ. მადამ როზამ იცოდა, რომ მისი
ორგანიზმი დღითიდღე იშლებოდა, მაგრამ კერძების კეთება ისევ ძვე-
ლებურად ემარჯვებოდა. ერთადერთი რამ, რაც ცოცხალი თავით არ
უნდოდა, ეს იყო კიბო. ამ მხრივ კი ბედმა მართლა გაუღიმა – კიბოს
გარდა ყველა ავადმყოფობა სჭირდა. ყველაფერი ისე განადგურებუ-
ლი ჰქონდა, თქვენ წარმოიდგინეთ, თმის ცვენაც კი შეუჩერდა – თმის
გასაცვენი მექანიზმი მოეშალა. საღამოს ექიმი კატცის მოსაყვანად
წავედი. წამომყვა. ექიმი კატცი ძალიან მოხუცი არ იყო, მაგრამ კიბე-
ებზე ასვლა მაინც აღარ შეეძლო – მის გულს შეიძლება ეს ვერ გადაე-
ტანა. იმ ხანებში სამი ბავშვი გვყავდა. ორი მეორე დღეს უნდა წასუ-
ლიყო. მესამეც დედასთან ერთად აბიჯანში მიემგზავრებოდა. დედა-
მისს იქ სექს-შოპში უნდა დაეწყო მუშაობა. ოცი წელი ლე ალში გა-

118
ატარა, მეძავის კარიერის დასასრული ორი დღის წინ აღნიშნა და მა-
დამ როზას უთხრა, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ერთ დღეში დავბერ-
დიო. ექიმ კაცს აქეთ იქიდან ამოვუდექით და მეშვიდე სართულზე
ავიყვანეთ. ყველანი ოთახიდან დაგვითხოვა და მადამ როზას საფუძ-
ვლიან გასინჯვას შეუდგა. ოთახში რომ შევბრუნდით, მადამ როზამ
ბედნიერი სახით შემოგვხედა – კიბო არ ჰქონდა. ვის ვის და ექიმ კაცს
კი ნამდვილად დაეჯერებოდა, იგი ხომ მთელი სიცოცხლე ექიმი იყო
და თანაც კარგი ექიმი. ყველას თვალი მოგვავლო, თუმცა რას ვამბობ,
ვინ ყველას, ხვალის ბოლო ბავშვებიც წავიდოდნენ და მარტო მე დავ-
რჩებოდი. უბანში ხმა იყო გავარდნილი – მადამ როზა ისე დაუძლურ-
და, ბავშვებს შიმშილით ხოცავსო. იმ ბავშვების სახელებიც კი აღარ
მახსოვს, გარდა ერთი გოგოსი, რომელსაც რატომღაც ედიტი ერქვა,
ვის რა დაუშავა, არვიცი, ჯერ მხოლოდ ოთხი წლის იყო.
– აბა, რომელია თქვენ შორის უფროსი?
მე, მომო-მეთქი, ვუთხარი, რადგან საიმისოდ პატარა არასოდეს
ვყოფილვარ, რომ რომელიმე უბედურებისთვის თავი ამერიდებინა.
– კარგი, მომო, ახლა რეცეპტს გამოგიწერ და აფთიაქში გაიქეცი.
გარეთ გავედით და ისე შემომხედა, მაშინვე მივხვდი, კარგის
თქმას არ აპირებდა.
– მისმინე, ჩემო მომო, მადამ როზა ძალიან ავადაა.
– აბა, თქვენ რომ თქვით, კიბო არ აქვსო?
– არა, კიბო მართლა არ აქვს, მაგრამ რაც აქვს, ცუდია, ძალიან
ცუდი.
ამიხსნა, რომ მადამ როზას იმდენი სატკივარი აქვს, ათას კაცს
თავისუფლად ეყოფაო და ამიტომაც საჭიროა მისი საავადმყოფოში,
დიდ ოთახში დაწვენაო. მახსოვს, როგორ ამბობდა დი-იდ ოთახშიო,
თითქოს მადამ როზას ავადმყოფობები პატარაში არ დაეტეოდნენ;

119
მაგრამ ასე ალბათ იმიტომ ამბობდა, რომ საავადმყოფო მხიარული
ფერებით დაეხატა. მერე სულ სხაპასხუპით ჩამომირაკრაკა მადამ
როზას დაავადებების სახელები. ბევრი ვერაფერი გავიგე. მაგრამ ბო-
ლოს დაამატა, მადამ როზა ძალიან დაძაბუნებულია და უცებ რომე-
ლი ავადმყოფობა მოუღებს ბოლოს, არ ვიციო.
– უფრო გასაგებად რომ გითხრა, ორგანიზმი ეშლება, ამ პროცესს
გინდა სიბერე დაარქვი, გინდა მიხრწნილობა და გინდა გამოშტერება.
მე არაფერიც არ მინდოდა, მაგრამ ახლა ექიმ კატცთან კამათის
თავი არ მქონდა. მერე გადაწყვიტა, რომ რაც მითხრა, საკმარისი არ
იყო და დაუმატა: მადამ როზას სისხლძარღვები დაუვიწროვდა, კანა-
ლიზაცია დაეხშო და რაც იქიდან გამოდის, სულ სხვა მიმართულებით
მიდისო.
– სისხლი და ჟანგბადი სათანადოდ ვეღარ კვებავს მის ტვინს. მა-
ლე აზროვნებას ვეღარ შეძლებს და ბოსტნეულივით უგონო გახდება.
ეს დიდხანს გაგრძელდება, წლების განმავლობაში, შეიძლება ზოგჯერ
გაუნათდეს გონება, მაგრამ ეს განუკურნებელი, სასიკვდილო ავად-
მყოფობაა.
არ გამიჭირა საქმე?! თანაც, როგორი კმაყოფილებით იმეორებს:
„განუკურნებელი, სასიკვდილო!“ განა კი არსებობს ამქვეყნად ისეთი
რამ, სიკვდილს რომ გადაგარჩინოს?!
– მაგრამ, კიბო მაინც არ არის, არა?
– არა, კიბო არ არის. ამ მხრივ შეგიძლია გული დაიმშვიდო.
ასე თუ ისე, ეს მაინც სასიხარულო იყო. ტირილი დავიწყე. მიხა-
როდა, რომ ყველაზე საშინელ ავადმყოფობას გადავურჩით. კიბეზე
ჩამოვჯექი და ძროხასავით ავზლუქუნდი. რას აღარ მოიგონებს ხალ-
ხი, ნეტავ, ეს მოზლუქუნე ძროხა სადღა ნახეს?!

120
ექიმი კატცი გვერდით მომიჯდა და მხარზე ხელი დამადო. წვე-
რით ბატონ ჰამილს წააგავდა.
– ნუ ტირი, ჩემო კარგო, რას იზამ, მოხუცები უნდა მოკვდნენ, ასე-
თია ბუნების კანონი. შენ კი მთელი ცხოვრება წინ გაქვს.
ამ ახვარს ჩემი შეშინება უნდოდა თუ რა იყო? სხვა დროსაც შე-
მიმჩნევია, როგორ ამბობენ სახეზე ღიმილგადაფენილი მოხუცები:
„შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს!“ ვითომდა
ძალიან სიამოვნებდეთ.
წამოვდექი. კი, ბატონო, ვიცოდი, რომ მთელი ცხოვრება წინ
მქონდა, მაგრამ რა მექნა, წინასწარ ხომ ვერ გავიხეთქავდი გულს და
ლოგინად ჩავვარდებოდი?!
ექიმი კატცი დაბლა ჩავიყვანე და სასწრაფოდ ამოვბრუნდი, რომ
მადამ როზასთვის სასიხარულო ამბავი მეცნობებინა.
– გაიგეთ, მადამ როზა? კიბო არ გაქვთ. ამას წყალი აღარ გაუვა.
ექიმი კატცის ამბავი ხომ იცით? სანამ ბოლომდე არ დარწმუნდება,
არაფერს იტყვის.
მადამ როზამ ფართოდ გაიღიმა, იმიტომ, რომ კბილები თითქმის
აღარ ჰქონდა და ხელს აღარაფერი უშლიდა. როცა იღიმებოდა, ნაკ-
ლებად ბებერი და უშნო ჩანდა. ძალიან ახალგაზრდული ღიმილი
ჰქონდა შემორჩენილი და ალამაზებდა. ერთი ფოტო ვნახე, რომელ-
ზეც მადამ როზა თხუთმეტი წლისაა. მანამდეა გადაღებული, სანამ
გერმანელები ებრაელებს დაერეოდნენ. იმ სურათის შემხედავი ნამ-
დვილად ვერ დაიჯერებ, რომ ეს გოგონა მადამ როზა გამოვიდა.
უკუღმა წარმოდგენაც გაგიჭირდება – მადამ როზა ერთ დროს თურმე
თხუთმეტი წლის ყოფილა! ამ ფოტოზე გამოსახულ გოგონას მადამ
როზასთან საერთო არაფერი აქვს. იმ გოგონას ულამაზესი წითური
თმა ამშვენებს და ისე იღიმება, თითქოს წინ ნუგბარი რამეები უწ-

121
ყვიაო. ამ სურათს რომ დავხედავდი და მერე მადამ როზას შევხედავ-
დი, სიმწრისგან გულღვიძლი მეწვოდა. ძაღლურად მოექცა ამ ქალს
ცხოვრება, არაფერში დაზოგა და ბოლომდე გათელა. ზოგჯერ სარკის
წინ ვდგები და ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი გამოვალ, მეც რომ
გადამივლის და გადამთელავს ეს ცხოვრება. ამის მისახვედრად თი-
თებს პირში ვიტენი, ტუჩებს ყურებამდე ვიხევ, ათასნაირად ვიჯღანე-
ბი.
აი, ასე ვაუწყე მადამ როზას მისი ცხოვრების საუკეთესო ამბავი
– კიბო არ ჰქონდა!
საღამოს ბატონი ნ’და ამედე მოვიდა და შამპანური მოგვართვა
იმის აღსანიშნავად, რომ მადამ როზა კაცობრიობის უსაშინელეს
მტერს, კიბოს გადაურჩა. ზუსტად ასეთი სიტყვებით მოიხსენია კიბო
– ბატონ ამედეს პოლიტიკოსობა უნდოდა და პოლიტიკოსი, როგორც
მოგეხსენებათ, სხვანაირად ვერ იმეტყველებს. შამპანურის საპატივ-
ცემულოდ მადამ როზამ სახეზე იმდენი ფერუმარილი წაისვა, რომ
თვით მრავლის მნახველი ბატონი ნ’და ამედეც კი პირდაღებული შეს-
ცქეროდა. სტუმარი გვიან დაგვემშვიდობა. ბოთლში კიდევ იყო ღვინო
დარჩენილი და მადამ როზას ჭიქა შევუვსე, ჩემთვისაც დავისხი. მი-
ვუჭახუნეთ ერთმანეთს და დავლიეთ. თვალები დავხუჭე და მადამ
როზა უკან დავაბრუნე იქამდე, სანამ ფოტოზე გამოსახულ თხუთმე-
ტი წლის გოგოდ არ ვაქციე. ახლა უკვე კოცნაც კი შეიძლებოდა. ბოთ-
ლი გამოვცალეთ. მადამ როზას გვერდით, ტაბურეტზე ვიჯექი და
ვცდილობდი, მხიარული ვყოფილიყავი მის გასამხნევებლად.
– მადამ როზა, აი, ნახავთ, მალე ნორმანდიაში წახვალთ. ფულზე
არ იდარდოთ; ბატონი ნ’და ამედე მოგცემთ.
მადამ როზასგან ხშირად გამიგონია, ამქვეყნად ყველაზე ბედნიე-
რი არსებები ძროხები არიანო და ნორმანდიაში წასვლაზე ოცნებობ-

122
და, სადაც თურმე ძალიან სუფთა ჰაერია. ისე უღონოდ და უძლურად
ვგრძნობდი თავს მის გვერდით, რომ ყველაზე ძალიან მაშინ ვინატრე
პოლიციელობა. მერე თავისი ვარდისფერი ხალათის ჩაცმა მოინდომა,
მაგრამ ვერ ჩაეტია. იმ ხალათს მეძავეობის დროს ხმარობდა, მას შემ-
დეგ კი თხუთმეტი წელი მაინც იყო გასული და მადამ როზა უკვე ძა-
ლიან გასუქებული იყო. მე ვფიქრობ, რომ ძველი მეძავები სათანა-
დოდ არ არიან დაფასებული. მე რომ შემეძლოს, მხოლოდ მათ ვუპატ-
რონებდი, იმიტომ, რომ მათ აღარავინ ჰყავთ. ახალგაზრდებს რა უჭი-
რთ, სუტენიორები არ აკლიათ. მე კი ავიყვანდი მხოლოდ ბებერ, უშ-
ნო, გამოუსადეგარ ძველ ბოზებს და იმათი სუტენიორი ვიქნებოდი.
აბა, ცოდოები არ არიან, ზედ რომ აღარავინ უყურებს? მოვუვლიდი,
ვუპატრონებდი და სამართლიანობას აღვადგენდი. მე ვიქნებოდი ამ-
ქვეყნად ყველაზე დიდი პოლიციელი და სუტენიორი და აღარ დავუშ-
ვებდი, რომ სადმე ულიფტო სახლის მეშვიდე სართულზე ბებერ, ყვე-
ლასგან მივიწყებულ მეძავს ცხარე ცრემლებით ეტირა.
– ამის გარდა, რა გითხრა ექიმმა კაცმა, რაო, მალე მოკვდებაო?
– არა, მაინცდამაინც მოკვდებაო, არ უთქვამს, მადამ როზა. არც
ის უთქვამს, ეგ მოკვდება და სხვა დარჩებაო.
– მაინც რა სჭირსო, არ უთქვამს?
– თავიდან ბოლომდე არ ჩამოუთვლია; ცოტ-ცოტა ყველაფერიო,
რა.
ფეხებზე რაღა დაეტაკაო, ეგ თუ გითხრა?
– არა, ფეხები ცალკე არ აღუნიშნავს, თუმცა, თქვენც ხომ მშვე-
ნივრად იცით, რომ ფეხებით ჯერ არავინ მომკვდარა.
– გული რატომ სტკივაო, რა თქვა.
– გულზე დიდად არ გაუმახვილებია ყურადღება.
– აბა, მცენარეები რატომ ახსენა?

123
ტყემალზე შევჯექი.
– რა მცენარეები?
– რა და ძალიან კარგად გავიგონე, მცენარეებზე რომ ლაპარაკობ-
დით.
– აა, გამახსენდა! მცენარეული საკვები. ჯანმრთელობისთვის სა-
სარგებლოაო, მაგალითად, ბოსტნეულიო, ბევრი უნდა ჭამოსო. არ
გახსოვთ, როგორ გვაძალებდით ხოლმე ბოსტნეულის ჭამას. ზოგჯერ
რამდენიმე კვირის განმავლობაში მაგის გარდა არც არაფერი გვქონ-
და.
თვალები ცრემლით აევსო. ტუალეტის ქაღალდი მოვიტანე და
ცრემლები მოვწმინდე.
– უჩემოდ რას გახდები, მომო?
– ვერც ვერაფერს და მერე ვინ გითხრათ, რომ მაინცდამაინც უნდა
მოკვდეთ? წინასწარ არავინ არაფერი იცის.
– მომო, შენ ლამაზი ბიჭი ხარ. იცოდე, ბევრი ვინმე შეეცდება შენს
ცდუნებას. ფრთხილად უნდა იყო. შემპირდი, რომ ტრაკით არ დაიწ-
ყებ თავის გატანას.
– გპირდებით, მადამ როზა.
– დაიფიცე.
– გეფიცებით, მადამ როზა. ამ მხრივ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
– მომო, ყოველთვის გახსოვდეს, რომ კაცისთვის ყველაზე საპა-
ტიო ადგილი ტრაკია. კაცის ღირსება ტრაკშია. ბევრიც რომ შემოგ-
თავაზონ, ეგ ადგილი არავის წააბილწონო. მაშინაც კი, როცა მე მოვ-
კდები და ამქვეყნად საკუთარი ტრაკის გარდა აღარაფერი გექნება, ეგ
საქმე არასოდეს ჩაიდინო.
– ვიცი, მადამ როზა, მიცემა მხოლოდ ქალების ხელობაა. კაცმა კი
საკუთარ თავს პატივი უნდა სცეს.

124
თითქმის ერთი საათი ასე ვისხედით ხელიხელჩაკიდებული და მა-
დამ როზას ისე ძალიან აღარ ეშინოდა.

125
როდესაც ბატონმა ჰამილმა მადამ როზას ავადმყოფობის ამბავი
გაიგო, გადაწყვიტა, მოენახულებინა. მაგრამ ვერ შეძლო – ოთხმოც-
დახუთი წლის სიმძიმის ულიფტოდ ატანა მეშვიდე სართულზე ყოვ-
ლად წარმოუდგენელი იყო. ოცდაათი წლის წინათ ისინი კარგი ნაც-
ნობები იყვნენ, მაშინ ორივე ვაჭრობდა, ბატონი ჰამილი ხალიჩებით,
მადამ როზა – საკუთარი სხეულით. ახლა კი, ულიფტობის გამო, ერ-
თმანეთს ვეღარ ნახულობდნენ. ეს უსამართლობა იყო. ბატონ ჰამილს
უნდოდა, მადამ როზასთვის ვიქტორ ჰიუგოს ერთი ლექსი დაეწერა
და გაეგზავნა, მაგრამ თვალი აღარ უჭრიდა და აღარც წერა-კითხვა
შეეძლო. ამიტომ, იძულებული გავხდი, მე დამეზეპირებინა ლექსი,
რომელიც ასე იწყებოდა „soubhân ad daim lâ iazoul“. ეს ნიშნავს,
რომ მხოლოდ მარადიულს არ აქვს დასასრული. როგორც კი ვისწავ-
ლე, მეშვიდე სართულზე ავქანდი, რათა მადამ როზასთვის გადამეცა,
სანამ მახსოვდა. მაგრამ ორჯერ დამავიწყდა, ორჯერვე დაბლა ჩას-
ვლა და ბატონ ჰამილთან მიბრუნება მომიწია, რათა დავიწყებული
ადგილები გამეხსენებინა.
ერთი კარგი აზრი მომივიდა თავში: რა მოხდებოდა, ბატონმა ჰა-
მილს მადამ როზა შეერთო ცოლად, ორივენი მოხუცები იყვნენ და ბა-
რემ ერთად დაიხოცებოდნენ. ეს კი, როგორც ვიცი, ზოგიერთი ცოლ-
ქმრისთვის საოცნებო დასასრულია. ჩემი აზრი ბატონ ჰამილს გავუ-
ზიარე, ისიც ვუთხარი, თქვენ ულიფტობის ნუ შეგეშინდებათ, მეშვი-
დე სართულზე საკაცით აგიყვანთ ხელის სათხოვნელად, მერე სო-

126
ფელში წაგიყვანთ ორივეს და იქ, სადმე, მინდორში დაგტოვებთ, სა-
დაც სიკვდილამდე იქნებით-მეთქი. მაგრამ ისე კი არ ვუთხარი, რომ
გული სტკენოდა, ან ის ეფიქრა, ჩემი სიკვდილი ეჩქარებაო, არა, რბი-
ლად, ლამაზად ვუთხარი, ორი ადამიანის ცალ-ცალკე ყოფნას მათი
ერთად ყოფნა ყოველთვის სჯობს, თან შენიშვნებსაც მისცემთ ერთმა-
ნეთს-მეთქი. დავაიმედე, თქვენ შეგიძლიათ ას შვიდ წლამდეც იცოც-
ხლოთ, რადგან ცხოვრებამ დაგივიწყათ და კიდევ, როგორც ვიცი, ად-
რე ერთი-ორჯერ მადამ როზათიც დაინტერესებულხართ. ჰოდა, აი,
ახლა კარგი შემთხვევა გეძლევათ, რომ სურვილი აიხდინოთ-მეთქი.
ორივეს სიყვარული სჭირდებოდა და, რადგან ეს მათ ასაკში უკვე შე-
უძლებელი იყო, საკუთარი ძალები უნდა გაეერთიანებინათ. ბატონ
ჰამილს მადამ როზას ფოტოც კი ვაჩვენე, რომელზეც იგი თხუთმეტი
წლისაა. ბატონმა ჰამილმა თავის უამრავ სათვალეში ერთი ძალიან
სპეციალური ამოარჩია, რომელიც სხვებზე მეტად ადიდებდა, და
დიდხანს ჩასცქეროდა სურათს. ხან თვალებთან ახლოს მიიტანდა, ხან
შორს დაიჭერდა, ბოლოს და ბოლოს, ეტყობა, მაინც რაღაც დაინახა,
რადგან გაიღიმა და თვალებზე ცრემლი მოადგა, ოღონდ გულის აჩუ-
ყების გამო არა. უბრალოდ, მოხუცებს ასე სჩვევიათ, თუ საიდანმე რა-
მე არ გაუვიდათ, განსაკუთრებით კი სითხე, ვერ მოისვენებენ.
– ხედავთ, რა ლამაზი იყო მადამ როზა, სანამ ის ამბავი დაემარ-
თებოდა. მე მგონი, რომ თქვენი შეუღლება აუცილებელია. არა, გე-
თანხმებით, რომ მადამ როზა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო, მაგ-
რამ თქვენ შეგიძლიათ ამ ფოტოს დახედოთ ხშირ-ხშირად და მისი
სილამაზე გაიხსენოთ.
– ორმოცდაათიოდე წლის წინათ რომ შემხვედროდა მადამ როზა,
შეიძლება მართლაც მომეყვანა ცოლად, ჩემო მუჰამედ.

127
– ამდენ ხანში ხომ უკვე მოგბეზრდებოდათ ერთმანეთი. ახლა კი
შეიძლება ერთმანეთი კარგად ვეღარც დაინახოთ და მოსაბეზრებლა-
დაც დრო აღარ დაგრჩათ.
ბატონ ჰამილს წინ ფინჯნით ყავა ედგა. ხელი ვიქტორ ჰიუგოს
წიგნზე ედო და ბედნიერი ჩანდა, რადგამ ამ ცხოვრებისგან ბევრს არა-
ფერს ითხოვდა.
– ჩემო პატარავ, კიდევაც რომ შემეძლოს ცოლის მოყვანა, ებრა-
ელს მაინც ვერ შევირთავდი.
– ბატონო ჰამილ, მადამ როზა აღარც ებრაელია და აღარც არა-
ფერი. მისგან მხოლოდ ავადმყოფი ხორციღაა დარჩენილი. თქვენ კი
უკვე ისეთი მოხუცი ხართ, რომ თქვენ კი აღარ უნდა ფიქრობდეთ
ალაჰზე, არამედ ალაჰი უნდა ფიქრობდეს თქვენზე. ხომ იყავით წა-
სული მექაში მის სანახავად; ახლა კეთილი ინებოს და თვითონ შე-
იწუხოს თავი. რატომაც არ უნდა დაქორწინდეთ ოთხმოცდახუთი
წლის ასაკში, ახლა ხომ არანაირი საფრთხე აღარ გემუქრებათ?
– კეთილი, მაგრამ რომ დავქორწინდებით, მერე რა უნდა გავაკე-
თოთ?
– ისედაც ერთმანეთზე დარდობთ. ხალხიც ხომ სწორედ ამისთვის
ქორწინდება?
– არა, მომო, მე ქორწინებისთვის ძალიან ბებერი ვარ, – მეუბნე-
ბოდა ბატონი ჰამილი, თითქოს სხვა საქმისთვის ახალგაზრდა იყო.
მადამ როზა დღითიდღე ისე უკან-უკან მიდიოდა, რომ შეხედვას
ვეღარ ვბედავდი. სხვა ბავშვებს ჩვენთან დარჩენა აღარ უნდოდათ და
დედებს მიჰყავდათ. თუ ვინმე ახალი მეძავი გაიჩითებოდა შვილის
დასატოვებლად, მადამ როზას დანახვაზე უკანმოუხედავად გარბო-
და. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ მადამ როდა თანდათან უფრო
მაგრად იღებებოდა, თავი ისევ ქუჩის ქალი ეგონა და, თქვენ წარმო-

128
იდგინეთ, ზოგჯერ ისე პრაწავდა თვალებს და ტუჩებს, თითქოს კლი-
ენტის შებმას ცდილობსო. ამ დროს ისეთი შემზარავი იყო, რომ მის
ყურებას ვეღარ ვუძლებდი და სახლიდან გავდიოდი. მთელი დღე
უაზროდ დავეხეტებოდი. მადამ როზა კი, ტუჩებგაწითლებული და
თვალებამოლურჯებული, მარტო რჩებოდა და ამაოდ ელოდებოდა
კლიენტს. ზოგჯერ ტროტუარზე ჩამოვჯდებოდი და მთელ ქვეყნიერე-
ბას უკან ვაბრუნებდი, როგორც დუბლაჟის დარბაზში, მაგრამ მე უფ-
რო შორს ვაგზავნიდი ყველას. ადამიანები კარიდან გამოდიოდნენ და
მე მათ უკანსვლით შენობაში ვაბრუნებდი, გზატკეცილზე ვდგებოდი
და ჩემკენ წამოსულ მანქანებს უკან ვაბრუნებდი, ვერავინ მიახლოვ-
დებოდა. მართლაც რომ ვერ ვიყავი ჩემს ჩვეულ ოლიმპიურ ფორმაში.

129
საბედნიეროდ, მეზობლები გვეხმარებოდნენ. ერთხელ უკვე ვახსე-
ნე მადამ ლოლა, რომელიც მეოთხე სართულზე ცხოვრობდა და ბუ-
ლონის ტყეში ტრანსვესტად მუშაობდა. მას მანქანაც ჰქონდა. სანამ
სამუშაოზე წავიდოდა, ჩვენთან ამოდიოდა და საოჯახო საქმეში
ხელს წაგვიკრავდა ხოლმე. მადამ ლოლა ჯერ მხოლოდ ოცდათხუთ-
მეტი წლის იყო და სამუშაო ასპარეზზე მთავარი წარმატებები წინ
ჰქონდა. ხელცარიელი არასოდეს ამოვიდოდა, ხან შოკოლადს მოგვი-
ტანდა, ხან შებოლილი ორაგულს, ხან შამპანურს – როგორც ყველა
მეძავი, მადამ ლოლაც ძალიან ხელგაშლილი იყო და არც კი ფიქრობ-
და, რომ შავი დღისთვის ორიოდე გროში გადაენახა. იმ პერიოდში ხმა
გავარდა, ჩრდილო-აფრიკელმა მუშებმა მექაში ქოლერა აიკიდესო.
მადამ ლოლა, როგორც კი ჩვენთან შემოვიდოდა, მაშინვე ხელებს
იბანდა, ისე ეშინოდა ამ ქოლერასი, რომ გაფიქრებაც კი მზარავსო,
ამბობდა. ქოლერა თურმე სულ არ ყოფილა ჰიგიენური და ჭუჭყი და
სიბინძურე ჰყვარებია. მე, ქოლერა რა იყო, ზუსტად არ ვიცოდი, მაგ-
რამ არა მგონია ისეთი საშინელება და საზიზღრობა ყოფილიყო, რო-
გორც მადამ როზამ აღწერა. ბოლოს და ბოლოს, ავადმყოფობა იყო,
მეტი ხომ არაფერი. ზოგჯერ მომინდებოდა, რომ დამეცვა ეს საწყალი
ქოლერა; რა იმისი ბრალი იყო, ასეთი რომ გაჩნდა, თვითონ ხომ არ
გადაწყვიტა, მოდი, ქოლერა ვიქნებიო, ეს მისდაუნებურად მოხდა.
მადამ ლოლა მთელი ღამე მანქანით ბულონის ტყეში ტრიალებ-
და. ამბობდა ხოლმე, ტრანსვესტებში ერთადერთი სენეგალელი ვარ

130
და კლიენტებს ძალიან მოვწონვარო. მოეწონებოდათ, აბა, რა იქნე-
ბოდა, როცა დაინახავდნენ, რომ ერთდროულად კაცისაც ჰქონდა და
ქალისაც. მართალია, ქალისა ხელოვნურად გაიკეთა, მაგრამ საქმეში
ამას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მადამ ლოლა,
როგორც ყოფილ მოკრივეს შეეფერება, ძალიან ღონიერი იყო. მაგა-
ლითად, შეეძლო მაგიდა ცალი ხელით აეწია. მაგრამ ალბათ ხვდებით,
რომ კლიენტები ფულს კუნთმაგრობაში და მაგიდისაკენწვლაში არ
უხდიდნენ. მე იგი ძალიან მიყვარდა, იმიტომ, რომ არავის და არა-
ფერს ჰგავდა. იმასაც ვუყვარდი. თვითონ, სამწუხაროდ, შვილს ვერ
გააჩენდა და ამიტომ, მთელი სიყვარული, რაც შეიძლებოდა საკუთა-
რი შვილებისადმი ჰქონოდა, სულ ჩემზე გადმოჰქონდა. მადამ ლოლას
ქერა პარიკი ეხურა და ძუძუები ჰქონდა, რომელთა სიდიდე ქალების-
თვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველდღე რაღაც ჰორმონებს სვამდა,
რომ ძუძუები გაზრდოდა, მაღალ ქუსლებზე დაიპრანჭებოდა და პე-
დერასტული მიხრა-მოხრით კლიენტებს აგიჟებდა. მაგრამ შესანიშ-
ნავი ადამიანი იყო და ყოველგვარ გასაჭირში იმედად მეგულებოდა.
მაინც ვერ გამიგია, რატომ ანსხვავებენ ადამიანებს იმისდა მიხედვით,
მას ხმარობენ თუ ის ხმარობს სხვას. და საერთოდ, რატომ ანიჭებენ ამ
საქმეს ამხელა მნიშვნელობას. უმჯობესი იქნება, თუ ყველა საკუთარ
ტრაკს მიხედავს. ხანდახან მადამ ლოლას ვეპირფერებოდი, იმიტომ,
რომ უიმისოდ ძალიან გაგვიჭირდებოდა; ამოვიდოდა თუ არა, მაშინ-
ვე ციბრუტივით დატრიალდებოდა: ჯერ ოთახებს მიალაგებდა, მერე
სამზარეულოში შეცქრიალდებოდა, საჭმელს გაგვიკეთებდა, გემოს
გაუსინჯავდა ეშმაკური ღიმილით და სიამოვნებისგან პირს აწკლაპუ-
ნებდა, თან საყურეებს აქანავებდა და მაღალ ქუსლებზე აწოწოლავე-
ბული ისე დაიქნევდა თეძოებს, გეგონებოდათ, სადაცაა წელში გა-
დატყდებაო. წასვლისას ფულსაც ჩაგვიჩხრიალებდა ხოლმე. ერთხელ

131
მითხრა, ახალგაზრდობაში, სენეგალში რომ ვცხოვრობდი, კიდ გოვე-
ლა სამ რაუნდში დავამარცხე, მაგრამ როგორც კაცი, ყოველთვის
უბედური ვიყავიო. მე ვეუბნებოდი, მადამ ლოლა, თქვენ არავის და
არაფერს ჰგავხართ-მეთქი. ძალიან სიამოვნებდა და მპასუხობდა:
„მართალი ხარ, ჩემო პატარა მომო, მე საოცნებო არსება ვარ“. ასეც
იყო. მადამ ლოლა ხან ჩემს ცისფერ კლოუნს მაგონებდა, ხან ქოლგა
არტურს – ისინიც ხომ ძალიან სხვანაირები იყვნენ. „აი, ნახავ, მომო,
როცა გაიზრდები, რომ არსებობენ გარეგნული ნიშნები ადამიანის შე-
საფასებლად. სინამდვილეში კი, ამ ნიშნებს არავითარი აზრი არ აქვს,
ისევე, როგორც ყვერებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ბუნების
შემთხვევითი ნამოქმედარია“. მადამ როზა სავარძელზე იჯდა და
ეუბნებოდა, ცოტა ფრთხილად ილაპარაკე, არ დაგავიწყდეს, რომ მო-
მო ჯერ კიდევ ბავშვიაო. არა, მადამ ლოლა მართლაც კარგი ტიპი
იყო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ შეხედავდით, ქალი გეგონებოდათ და ამ
დროს სინამდვილეში კაცი იყო; მერე დააკვირდებოდით, იფიქრებ-
დით, კაციაო და ახლა აღმოჩნდებოდა, რომ არც კაცი იყო. ერთი სიტ-
ყვით, წაღმა-უკუღმა იყო; მეორეც, იმიტომ იყო კარგი ტიპი, რომ ძა-
ლიან საყვარელი, თბილი და ყოველგვარი ბოღმისგან თავისუფალი
ადამიანი იყო. ერთი უნდა გენახათ სამუშაოზე წასასვლელად გამოწ-
ყობილი მადამ ლოლა: ქერა პარიკი, წვეტიანი ქუსლები, გრძელი სა-
ყურეები, შავგვრემანი, მოკრივესთვის დამახასიათებელი ცოტა შე-
ჭეჭყილი სიფათი, თეთრი პულოვერი, რომელიც ძუძუებს კიდევ უფ-
რო უდიდებდა. ყელზე ვარდისფერი შარფი ჰქონდა შემოხვეული ადა-
მის ვაშლის დასაფარად (ეს ადამის ვაშლი ტრანსვესტებისთვის ნამ-
დვილი ხათაბალაა), ჩაჭრილი ბოლოკაბა ეცვა, საიდანაც წვივსაკრა-
ვები მოუჩანდა. მსგავს სანახაობას იშვიათად თუ იხილავს ადამიანი.
ზოგჯერ ერთი-ორი დღით სენ-ლაზარში დაიკარგებოდა. იქიდან ისე-

132
თი გასავათებული ბრუნდებოდა, შეიძლება ვერც კი გეცნოთ. სადღა
იყო მისი განთქმული მაკიაჟი და კეკლუცობა! მაშინვე წვებოდა და
ძილის წამალს სვამდა. როცა ამბობენ, ადამიანები ყველაფერს ეჩვე-
ვიანო, არ დაიჯეროთ, ტყუილი ყოფილა. ერთხელ მადამ ლოლას პო-
ლიცია დაადგა, გავიგეთ, ნარკოტიკებით ვაჭრობო. მაგრამ ვერაფერი
უპოვეს. რაც არ იყო, რას იპოვიდნენ. მერე გამოირკვა, შურიან დაქა-
ლებს მოეჩმახათ თურმე ეს ტყუილი. იმ დროს, რომელზეც ახლა გე-
ლაპარაკებით, მადამ როზას ჯერ კიდევ უჭრიდა ენა და გონზეც იყო,
თუ არ ჩავთვლით იმ წუთიერ გათიშვებს, როცა შუა ლაპარაკის დროს
სიტყვა უწყდებოდა და პირდაღებული მოპირდაპირე კედელს მიაშ-
ტერდებოდა; არ იცოდა, ვინ იყო, სად იყო და რას აკეთებდა. ამას ექი-
მი კატცი ჩვეულებრივ ცნობიერება გათიშულ მდგომარეობას უწო-
დებდა. ასეთ ყოფაში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს,
მაგრამ მადამ როზას მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. თანაც
ამ ბოლო დროს უკვე ხშირად ითიშებოდა. ოღონდ კობრის ებრაულად
მომზადება ჯერ კიდევ შეეძლო. მადამ ლოლა ყოველდღე ამოდიოდა
მისი ამბის საკითხავად და, თუ ბულონის ტყეში საქმე კარგად მისდი-
ოდა, ფულსაც გვიტოვებდა. მთელი უბანი პატივს სცემდა მადამ ლო-
ლას და თუ ვინმე გაბედავდა და რამეს ჰკადრებდა, ხომ აზრზე ხართ,
იმას რა დღე დაადგებოდა?!
მე არ ვიცი, რა გვეშველებოდა, ქვედა ექვს სართულზე ასეთი კარ-
გი მეზობლები რომ არ გვყოლოდა. ამ ადამიანებს არც ერთმანეთის-
თვის დაუშავებიათ რამე, არც მადამ როზასთვის უჩივლიათ პოლი-
ციაში, რომელსაც ხანდახან ათი ბოზიშვილი ჰყავდა ბინაში და ხომ
წარმოგიდგენიათ, ეს ბავშვები როგორ იკლებდნენ მთელ სადარბაზოს
და როგორ აწუხებდნენ ყველას ხმაურით და წივილ-კივილით?!

133
ის კი არადა, მესამე სართულზე ერთი ფრანგი ცხოვრობდა, რო-
მელიც სულაც არ იმჩნევდა, რომ საკუთარ სამშობლოში იმყოფებო-
და. ეს მაღალი, გამხდარი, ჯოხიანი კაცი ისე ცხოვრობდა, რომ მის
არსებობას ვერც შეამჩნევდი. როდესაც მადამ როზას ამბავი გაიგო,
ზედმეტი ოთხი სართული ფეხით ამოიარა და კარზე დაგვიკაკუნა. შე-
მოვიდა, მადამ როზას მიესალმა როგორც წესი და რიგია: გამარჯო-
ბათ, ქალბატონო, ნება მიბოძეთ, ჩემი პატივისცემა დაგიდასტუროთ.
მერე სკამზე ჩამოჯდა, ქუდი მუხლებზე დაიდო. წელში გამართული
და თავაწეული იჯდა. ჯიბიდან მარკადაკრული წერილი ამოიღო, რო-
მელზეც მისი სახელი და გვარი თავიდან ბოლომდე იყო გაშანშალე-
ბული.
– როგორც ხედავთ, ამ კონვერტზე მე გახლავართ, ლუი შარმეტი.
აი, შეგიძლიათ თქვენ თვითონ წაიკითხოთ. ეს ჩემი ქალიშვილის წე-
რილია, რომელიც თვეში ერთხელ მწერს.
ისე გულმოდგინედ გვაჩეჩებდა წერილს და მიგვითითებდა იქ და-
წერილ გვარზე, თითქოს გვიმტკიცებდა, მარტო არ ვარ, ქალიშვილიც
მწერს წერილებს და ჯერჯერობით გვარიც მაქვსო.
– პენსიონერი ვარ, საფრანგეთის რკინიგზის ეროვნული კომპანი-
ის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი. გავიგე, რომ ავად ყოფილხართ,
რაც არ უნდა იყოს, ოცი წელია, ერთ სახლში ვცხოვრობთ და ვიფიქ-
რე, მოვინახულებ-მეთქი.
როგორც ერთხელ უკვე გითხარით, მადამ როზა მარტო ავადმყო-
ფობით კი არა, თავისი ასაკითაც იყო შეშინებული. უკვე იმ ხნის იყო,
ჯანმრთელიც რომ ყოფილიყო, სიკვდილის მოახლოება მაინც დაზაფ-
რავდა. თან, რაც წლები ემატებოდა, თანდათან უფრო ეშინოდა, ან
ახლა მომაკითხავს სიკვდილი და ან ახლაო. ამ ფრანგის სტუმრობამ
ხომ სულ მოუთავა ხელი. იფიქრა, ეს ამხელა კაცი, თანაც ფრანგი,

134
ოთხ სართულს ტყუილად ხომ არ ამოივლიდა, ეტყობა, სიკვდილს ჩე-
მი წაყვანა გადაუწყვეტია და ოფიციალური წარმომადგენელი გამო-
მიგზავნაო. თანაც, ბატონი შარმეტი ამ მისიისთვის შესაფერისად იყო
გამოწყობილი: შავი კოსტიუმი და თეთრი პერანგი ეცვა, ჰალსტუხიც
კი ეკეთა. არა მგონია, მადამ როზას სიცოცხლე ნდომებოდა, მაგრამ
არც სიკვდილი ესწრაფებოდა; არც აქეთ იყო, არც იქით, უფრო სწო-
რედ, მისთვის სიცოცხლე ჩვევა იყო და გადაჩვევაზე ფიქრი აშინებდა.
ბატონი შარმეტი კი სარგადაყლაპულივით იჯდა და თავისი სე-
რიოზული, მედიდური გარეგნობით მადამ როზას გულს უხეთქავდა.
კარგა ხანს ისხდნენ ჩუმად და ვერც მერე გამონახეს საერთო ენა.მე კი
მგონია, რომ ბატონი შარმეტი იმიტომ ამოვიდა, რომ თვითონაც მარ-
ტო იყო და მადამ როზასთვის უნდოდა შეეთავაზებინა, ჩვენი მარ-
ტოობები ხომ არ გავაერთიანოთო. რომელიღაც ასაკში ყველა ადა-
მიანი მარტო რჩება, აღარავინ უმტვრევს კარს, გინდა თუ არა მომე-
ნატრე და უშენობა აღარ შემიძლიაო. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც,
რომლებსაც შვილები ჰყავთ და ეს შვილებიც, ბუნების კანონების გა-
მო, იძულებულნი არიან ხანდახან მშობლები მოინახულონ. მაგრამ
მარტო მადამ როზა როდი იყო შეშინებული. ბატონ შარმეტსაც არა-
ნაკლებ ეშინოდა მისი. ერთმანეთს ისე შესცქეროდნენ, როგორც რიგ-
ში მდგარ ადამიანებს შეეფერებათ: ჯერ თქვენ მიბრძანდით – არა,
როგორ გეკადრებათ – მიდით, მიდით, მე თქვენ შემდეგ ვარ – არა, ჯერ
თქვენ და ასე დაუსრულებლად. ბატონი შარმეტი მადამ როზაზე უფ-
როსი იყო, მაგრამ არ ეტყობოდა, იმიტომ, რომ ხმელი აგებულება
ჰქონდა; მადამ როზა კი კანში ვეღარ ეტეოდა; ასე რომ, ავადმყოფო-
ბას მასთან ყოფნა ერჩივნა, სანავარდოდ უფრო დიდი ადგილი ექნე-
ბოდა. ამიტომაც, სიბერე ამ ქალისთვის უფრო ძნელი გადასატანი
იყო, რომელსაც წლებთან ერთად ორი სხვა უბედურებაც სჭირდა –

135
ავადმყოფობა და ებრაელობა. ბატონ შარმეტს კი რა უჭირდა – ის
მხოლოდ და მხოლოდ რკინიგზის ეროვნული კომპანიის მუშაკი ყო-
ფილა ერთ დროს.
მადამ როზა სავარძელში იჯდა, ხელში მარაო ეჭირა, რომელიც
იმ დროიდან ჰქონდა შემორჩენილი, როცა საქალო საჩუქრებს უძ-
ღვნიდნენ და იმდენად ელდანაცემი იყო, რომ აღარ იცოდა, რა ეთქვა.
ბატონ შარმეტს ქუდი ისევ მუხლებზე ედო და ისე ჩაციებით შესცქე-
როდა მადამ როზას, თითქოს მართლა მის წასაყვანად იყო მოსული.
მადამ როზას თავი უცახცახებდა და შიშის ოფლი ჩამოსდიოდა. განა
სისულელე არ არის, წარმოიდგინო, რომ სიკვდილი თავისი ფეხით
მოგადგეს კარზე, შემოვიდეს და ვითომაც აქ არაფერიაო, სკამზეც ჩა-
მოჯდეს, ქუდი მუხლებზე დაიდოს, თვალი თვალში გაგიყაროს და
გითხრას: აბა, ადექი ახლა, დრო მოგივიდა და წამომყევიო. მე კი სუ-
ლაც არ მეშინოდა. ვიცოდი, რომ ბატონი შარმეტი მხოლოდ და მხო-
ლოდ ფრანგი კაცი იყო, რომელიც თანამემამულეების ნაკლებობას
განიცდიდა და ახლა მადამ როზას ავადმყოფობა გაიხადა საბაბად,
რომ ამოსულიყო და ჩვენთვის მაინც შეეხსენებინა, რომ ჯერ კიდევ
არსებობდა და სახელი და გვარიც ჰქონდა. მადამ როზას ავადმყოფო-
ბის ამბავი კი, და განსაკუთრებით ის, რომ დაბლა ჩასვლას ვეღარა-
სოდეს შესძლებდა, მთელ უბანში გავრცელდა და ტუნისელი ბატონი
კეიბალის საბაყლო დუქნამდეც მიაღწია, სადაც მთელი უბნის ტყუ-
ილ-მართალი იყრიდა თავს.
ბატონ შარმეტს უკვე ჩამომჭკნარი სახე ჰქონდა, თვალები ჩას-
ცვენოდა და ღრმა ორმოებიდან იყურებოდნენ. იყურებოდნენ კი არა,
მთლად კითხვებად იყვნენ ქცეული: რა უფლებით? რატომ? ეს რა
მომდის? არასოდეს დამავიწყდება ბატონი შარმეტი. მახსოვს, როგორ
წელგამართული იჯდა და თვალმოუშორებლად შესცქეროდა მადამ

136
როზას. შეიძლება ძალიანაც უნდოდა, ცოტა მოშვებულიყო და
მხრებში მოხრილიყო, მაგრამ რევმატიზმის კანონების გამო ზურგი
გახევებული ჰქონდა. ეს რევმატიზმი კი ადამიანს წლებთან ერთად
ემატება და ემატება, განსაკუთრებით მაშინ შმაგდება, როცა ღამეები
გრილი ხდება. ღამეები კი მოხუცებს ზაფხულშიც აუგრილდებათ
ხოლმე. როგორც ჩანს, ბატონმა შარმეტმა საბაყლოში გაიგო, რომ მა-
დამ როზას დიდი დღე აღარ ეწერა და რომ მისი ძირითადი ორგანოე-
ბი საზოგადოებრივი სარგებლობისთვის აღარ გამოდგებოდა. ალბათ
იფიქრა, მოვინახულებ, ასეთ დღეში მყოფი ადამიანი უფრო კარგად
გამიგებს, ვიდრე საღ-სალამათიო და ამიტომაც გვესტუმრა – ურია კი
პანიკაში ჩავარდა. პირველად თავის სიცოცხლეში ეწვია ფრანგი,
ისიც კათოლიკე და, ამავე დროს, ასე საეჭვოდ გამოწყობილ-გამოპ-
რანჭული, თანაც სტუმარი ხმისამოუღებლად იჯდა და თვალს არ
აშორებდა. ცოტა ხანს კიდევ ისხდნენ ასე დაუბრებულებივით, მერე
კიდევ ცოტა ხანს, მერე ბატონი შარმეტი ცოტა გათამამდა და მკაცრი
ტონით მოუყვა მადამ როზას, რა ღვაწლი მიუძღოდა საფრანგეთის
რკინიგზის განვითარებაში. ამის ატანა კი უკვე ძნელი იყო მოხუცი
ებრაელისთვის, რომელსაც საკუთარი თავი გასჭირვებოდა და ახლა
კიდევ ამ თავდადებული მუშაკის გმირობისა და ვაჟკაცობის ამბებიც
უნდა ესმინა. ორივე შეშინებული ჩანდა, იმიტომ, რომ ტყუილია, რო-
დესაც ამბობენ, ბუნებამ თავისი საქმე თვითონ იცის და არაფერი ეშ-
ლებაო. ბუნებამ ნებისმიერი რამ შეიძლება გაუკეთოს ნებისმიერ ადა-
მიანს და სულაც არ არის შეუმცდარი. იგი ზოგჯერ ყვავილებსა და
ჩიტებს ქმნის, ზოგჯერ კი ბებერ ურიას, რომელიც მეშვიდე სართულ-
ზეა გამოკეტილი და დაბლა ვერ ჩადის. ბატონი შარმეტიც მეცოდე-
ბოდა. აშკარა იყო, მიუხედავად იმისა, რომ სოცუზრუნველყოფა
ეკუთვნოდა, მაინც არავის და არაფერს წარმოადგენდა. მე კი მგონია,

137
რომ სწორედ პირველადი საჭიროების საქონლის ნაკლებობაა ამქვეყ-
ნად.
მოხუცები სულაც არ არიან დამნაშავენი იმაში, რომ ცხოვრების
ბოლოს უძლურები და ავადმყოფები ხდებიან, ამიტომაც არ მახატია
გულზე ეგ თქვენი ბუნების კანონები.
ერთ რამედ ღირდა ბატონი შარმეტის მოსმენა, რომელიც გატა-
ცებით ლაპარაკობდა მატარებლებზე, სადგურებზე, გამგზავრების
განრიგებზე, თითქოს კიდევ იმედი ჰქონდა, აი, ავდგები ერთ დღეს,
კარგად გავხდები, წავალ სადგურში, ზუსტად დროზე მივუსწრებ ჩემს
მატარებელს, ჩავჯდები და ვივლიო, თუმცა ძალიან კარგად იცოდა,
რომ უკვე ბოლო გაჩერებაზე იყო მისული და ისღა დარჩენოდა, ვაგო-
ნიდან ჩამოსულიყო.
დიდხანს ისხდნენ ასე. ძალიან ვნერვიულობდი, მადამ როზას
არაფერი მოუვიდეს-მეთქი, რადგან ვხედავდი, როგორ შეაშინა და აა-
ფორიაქა ასეთმა მნიშვნელოვანმა ვიზიტმა. ალბათ, ფიქრობდა, უკვე
ვკვდები და ეს კაცი ჩემს პანაშვიდზეა მოსულიო.
ბატონ შარმეტს მადამ ლოლას მოტანილი შოკოლადის ყუთი გა-
ვუხსენი, მაგრამ ხელი არ ახლო, რადგან ზოგიერთი ორგანო შაქარს
უკრძალავდა. ბოლოს, ბატონი შარმეტი მესამე სართულზე ჩაბრუნ-
და. მის ვიზიტს კარგი არაფერი მოჰყოლია. მადამ როზა ხედავდა,
რომ ადამიანები მის მიმართ უფრო და უფრო თავაზიანები ხდებოდ-
ნენ; ეს კი სასიკეთოს არაფერს მოასწავებს.

138
მადამ როზას ახლა უფრო ხშირად მოსდიოდა გათიშვები ანუ გო-
ნება „შესვენებაზე მიდიოდა“. ზოგჯერ საათების განმავლობაში უგ-
რძნობლად იყო. როდესაც ჩვენი უბნის მეწაღის, ბატონი რეზას ჯი-
ხურზე ჩამოკიდებული აბრა გამცნობს: „შესვენებაზე ვარ. მიმართეთ
სხვა მეწაღეს“, გასაგებია, რაც უნდა გააკეთო, მაგრამ მადამ როზას
„შესვენების“ დროს ვისთვის უნდა მიმემართა ან რომელი კედლის-
თვის მეხალა თავი, აღარ ვიცოდი. ამბობენ, მექაშიც კი შეიძლება ქო-
ლერა აიკიდოო. ჰოდა, ამიტომ, ჩამოვუჯდებოდი ხოლმე გვერდით
ტაბურეტზე, მის ხელს დავიჭერდი და ველოდებოდი, როდის „დაბ-
რუნდებოდა“.
მადამ ლოლა, როგორც შეეძლო, გვეხმარებოდა. თავისი განსა-
კუთრებული სამუშაოს პირობებიდან გამომდინარე, ბულონის ტყი-
დან ისეთი დაღლილი ბრუნდებოდა, რომ არაფრის თავი აღარ ჰქონ-
და. მაშინვე წვებოდა და საღამოს ხუთ საათამდე მკვდარივით ეძინა.
საღამოობით აუცილებლად ამოგვივლიდა და რითიც შეეძლო, გვეხ-
მარებოდა. ჯერჯერობით კიდევ გვყავდა ბავშვები, მაგრამ იმდენი
არა, რომ მათ მოვლაში აღებული ფული თავის გასატანად გვყოფნო-
და. მადამ ლოლა ამბობდა, მეძავის ხელობა ნელ-ნელა ქრება უფასო
კონკურენციის გამო. ისეთი ბოზები, რომლებიც არაფრად ღირან, პო-
ლიციას ფეხებზე ჰკიდია, მათ არც დევნის და არც არაფერი, მაგრამ
იმათ კი არ ახარებს, ვისაც ფასი აქვსო. ერთმა ახვარმა სუტენიორმა
შანტაჟიც კი მოუწყო ერთ მეძავ დედას: თუ დაკარაში არ წახვალ, სა-

139
ზოგადოებრივი მზრუნველობის სამსახურში ჩაგიშვებ და შვილს წა-
გართმევენო. იმ ბავშვს, რომელსაც ჟული ერქვა – არა, ხომ უნდა მო-
გივიდეს თავში აზრად ასეთი სახელი! – ათი დღე ჩვენ ვმალავდით.
მერე კი ყველაფერი მოგვარდა ბატონი ნ’და ამედეს წყალობით. მადამ
ლოლა სახლს გვილაგებდა და მადამ როზას სისუფთავეზეც ზრუნავ-
და. რა თქმა უნდა, მადამ ლოლა ანგელოზი არ იყო, მაგრამ ყველა
ქალი კი ვერ გასწევდა მისნაირ დიასახლისობას და დედობას. მარ-
თლაც დასანანია, რომ ღმერთმა მისი ქალად დაბადება არ ინება. ბუ-
ნება უსამართლოდ მოექცა, შვილის გაჩენის უნარი რომ არ მისცა. ამ-
ქვეყნად კი უამრავი ქალი ტოვებდა შვილებს. მადამ ლოლას არც ბავ-
შვის შვილად აყვანის უფლება ჰქონდა, იმიტომ რომ ტრანსვესტი
სხვა ადამიანებისგან ძალიან განსხვავებულია და ბავშვს მათ ვერავინ
ანდობს აღსაზრდელად: ამის გამო მადამ ლოლა ზოგჯერ ძალიან და-
ნაღვლიანებული იყო.
უნდა გითხრათ, რომ მადამ როზას მოსალოდნელი სიკვდილის ამ-
ბავი მთელი სახლის მობინადრეებმა კმაყოფილებით აღიქვეს. ყველა
თვლიდა, რომ სიკვდილი ზუსტად დროზე მოუსწრებდა მადამ როზას,
სწორედ იმ მომენტში, როცა ყველა მისი ორგანო საბოლოო ძალის-
ხმევას გააერთიანებდა ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენი მეზობლები იყ-
ვნენ ოთხი ძმა ზაუმები, უბნის ყველაზე ღონიერი ადამიანები. ისინი
ბარგის გადამტანი მუშები იყვნენ. როცა დავინახავდი, როგორ შემო-
იგდებდნენ ზურგზე უზარმაზარ პიანინოებს ან გარდერობებს და მერე
ასე აკიდებულები სართულებზე დარბოდნენ, მათ ძალ-ღონეს შევ-
ნატროდი და ვფიქრობდი, ნეტავ, მეც ოთხი ვიყო-მეთქი. ოთხივენი
ამოვიდნენ ჩვენთან და გვითხრეს, როცა კი მადამ როზას ეზოში ჩას-
ვლა და გავლა-გამოვლა მოუნდება, არ მოგერიდოთ, დაგვიძახეთ,
ამოვალთ, საკუთარი ზურგით ავიყვანთ და ჩავიყვანთო. ერთ კვირა

140
დღეს, როდესაც ადამიანები ახალ სახლებში არ გადადიან და საცხოვ-
რებელს არ იცვლიან, ზაუმები ჩვენთან ამოვიდნენ, მადამ როზა პი-
ანინოსავით ზურგზე აიკიდეს, დაბლა ჩაიყვანეს, თავიანთ მანქანაში
ჩასვეს, მეც გვერდით მომისვეს და ყველანი ერთად მარნზე წავედით
გასასეირნებლად. მადამ როზას სუფთა ჰაერი სჭირდებოდა. იმ დღეს
სრულ ჭკუაზე იყო. ის კი არადა, სამომავლო გეგმებიც დააწყო, იმი-
ტომ, რომ არ უნდოდა რელიგიურად დაეკრძალათ. ჯერ ვიფიქრე,
ჩემს ურიას, ნეტავ, ღმერთის ხომ არ ეშინია და ჰგონია, რომ თუ რე-
ლიგიური წესით არ დაასაფლავებენ, ღმერთს ხელიდან დაუძვრება-
მეთქი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ასე არ იყო. მას ღმერთის არ ეში-
ნოდა. ამბობდა ხოლმე, რაც მოხდა, მოხდა, იმას აღარაფერი ეშველე-
ბა, ახლა რაღა აზრი აქვს ღმერთმა რომ პატიება მთხოვოსო. მე მგო-
ნია, რომ როცა მადამ როზა გონზე იყო, მართლა უნდოდა, მომკვდა-
რიყო და არა იმიტომ, რომ სიკვდილის მერე კიდევ სხვაგან სხვა ცხოვ-
რებით ეცხოვრა.
მარნიდან რომ დავბრუნდით, ცოტა ქალაქშიც გავისეირნეთ. ლე
ალი, სენ-დენის, ფურსის, ბლონდელის, ტრუანდერის ქუჩები შემოვი-
არეთ. მადამ როზა ძალიან აღელდა პროვენსის ქუჩაზე მდებარე პა-
ტარა სასტუმროს დანახვაზე. გაახსენდა, ახალგაზრდობაში დღეში
რამდენჯერმე არბოდა და ჩარბოდა მის კიბეებზე. გვითხრა, ძალიან
მსიამოვნებს იმ ადგილების – ტროტუარებისა და ჩაბნელებული ქუ-
ჩაბანდების მონახულება, სადაც თავი გამქონდაო. ალბათ, ახსენდე-
ბოდა, რა კეთილსინდისიერად ასრულებდა მოვალეობას. იღიმებოდა
და ვხვდებოდი, რომ სუფთა ჰაერზე გასეირნებამ ხასიათი გამოუკეთა.
გაიხსენა ძველი დრო; ამბობდა, ის პერიოდი ჩემი ცხოვრების უბედ-
ნიერესი ხანა იყოო. ორმოცდაათი წლისას თურმე კიდევ ჰყოლია
მუდმივი კლიენტები, მაგრამ უფიქრია, ეს საქმე უკვე აღარ შემეფე-

141
რება, სხვა თუ არაფერი, უკვე ულამაზოა ჩემი ხნის ქალის ქუჩა-ქუჩა
წანწალიო და ცხოვრების შეცვლა გადაუწყვეტია. ფროშოს ქუჩაზე
ცოტა ხნით გავჩერდით. კაფეში შევედით ყელის გასასველებლად. მა-
დამ როზამ ნამცხვარი შეჭამა. მერე სახლში დავბრუნდით. ზაუმებმა
მადამ როზა ზურგზე მოიკიდეს და ძვირფასი ყვავილივით ციმციმ
ააბრძანეს მეშვიდე სართულზე. ისეთი აღფრთოვანებული იყო გასე-
ირნებით, რომ, მე მგონი, რამდენიმე თვით გაახალგაზრდავდა კიდეც.
მოსე მოსულიყო ჩვენს მოსანახულებლად და კართან ჩამომჯდა-
რი გველოდებოდა. მივესალმე და მადამ როზასთან დავტოვე ცოტა
ხნით. დაბლა ჩავედი და კაფეში შევედი. ერთი ძმაკაცი უნდა მენახა,
რომელიც ტყავის ქურთუკს შემპირდა, ნაღდ ამერიკულს და არა რა-
ღაც მიმსგავსებულ ბანძობას. მაგრამ ის ბიჭი არ დამხვდა. ბატონი ჰა-
მილის მაგიდას მივუჯექი. იმ დღეს ცოტა ფერზე იყო მოსული. წინ
ცარიელი ყავის ფინჯანი ედგა და მოპირდაპირე კედელს მშვიდად
უღიმოდა.
– როგორ ბრძანდებით, ბატონო ჰამილ?
– გამარჯობა, ჩემო პატარა ვიქტორ, მესიამოვნა შენი ხმის გაგო-
ნება.
– მალე ყველაფრის დამნახველ სათვალეს გამოიგონებენ. თქვენ
ისევ დაინახავთ, ბატონო ჰამილ.
– ღმერთი უნდა გვწამდეს და ყველაფერი კარგად იქნება.
– ბატონო ჰამილ, ერთ მშვენიერ დღეს ისეთ სათვალეს გამოიგო-
ნებენ, რომელზეც ახლა ვერც კი ვიოცნებებთ. აი, ნახავთ, მალე თუ
ისევ არ დაინახოთ.
– დიდება ღმერთს, ჩემო პატარა ვიქტორ. მას უნდა ვუმადლოდე,
ასე დიდხანს რომ ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე.

142
– ბატონო ჰამილ, მე ვიქტორი არ ვარ, მუჰამედი მქვია. ვიქტორი
თქვენს მეორე მეგობარს ჰქვია.
ძალიან გაუკვირდა.
– რა თქმა უნდა, ჩემო პატარა მუჰამედ. Tawa kkaltou'ala al
Hayy elladri là iamoût... მე იმ მარად ცოცხალს მივენდე, ვინც არა-
სოდეს კვდება... როგორ დაგიძახე, ჩემო პატარა ვიქტორ?
აუჰ, ისევ აურია!
– როგორ და „ვიქტორ“!
– ეს როგორ მომივიდა?! ძალიან გთხოვ, მაპატიო.
– არა უშავს, ბატონო ჰამილ. სახელი სახელია, გინდ ერთი გრქმე-
ვია და გინდ მეორე, რა მნიშვნელობა აქვს. ისე, როგორ ხართ გუშინ-
დელს აქეთ?
ჩემმა კითხვამ ააფორიაქა, ცდილობდა გაეხსენებინა, რა მოხდა ამ
ერთ დღეში, მაგრამ მისი ყოველი დღე ისე ჰგავდა სხვა ჩავლილ დღე-
ებს, რომ მისთვის სიტყვებს „გუშინ“, „დღეს“, „ხვალ“ უკვე ყოველგვა-
რი აზრი დაკარგული ჰქონდა. ეს მას შემდეგ დაემართა, რაც დილი-
დან საღამომდე ხალიჩებს აღარ ყიდდა. მარჯვენა ხელი პატარა და-
ფურცლულ წიგნზე ედო, რომელშიც ბატონი ვიქტორ ჰიუგოს ნაწერი
იყო. ეს წიგნი ალბათ უკვე ისე იყო შეჩვეული მასზე დადებულ ხელს,
როგორც ბრმები უცხოთა ხელებს, რომლებსაც ქუჩაზე გადასვლის
დროს ეყრდნობიან.
– მაშ, მეკითხები, როგორ ვარ გუშინდელს აქეთ?
– გინდათ გუშინდელი ამბავი მითხარით, გინდათ დღევანდელი,
ბატონო ჰამილ. ორივე ხომ წარმავალი დროა, რომელსაც ხან „გუ-
შინ“-ს ვეძახით და ხან „დღეს“-ს.
– ჰო, მაშ კარგი. დღეს აქედან ფეხი არ გამიდგამს. ჩემო პატარა
ვიქტორ...

143
წიგნს დავხედე, მაგრამ არაფერი მითქვამს. ძალიან დიდი ხანი
იყო, რაც ერთად იყვნენ განუყრელად, წიგნი და ბატონი ჰამილი.
– ერთ მშვენიერ დღეს მეც დავწერ ნამდვილ წიგნს, ბატონო ჰა-
მილ. აი, ნახავთ, შიგ ყველაფერი იქნება. თქვენ გგონიათ, ბატონ ვიქ-
ტორ ჰიუგოზე ნაკლებ წიგნს დავწერ?
ბატონი ჰამილი ძალიან შორს იყურებოდა და იღიმებოდა. მისი
ხელი წიგნზე ირხეოდა, თითქოს ეფერებაო. თითები უცახცახებდა.
– ბევრ კითხვას ნუ მისვამ. ჩემო პატარა...
– მუჰამედ.
– ბევრ კითხვას ნუ მისვამ დღეს, ცოტა არ იყოს, გადავიღალე.
წიგნი ავაცალე. ბატონმა ჰამილმა იგრძნო და აწრიალდა. სათა-
ურს დავხედე და უკან დავდე. მისი ხელიც ზედ დავადე.
– აი, აქ გიდევთ, ბატონო ჰამილ. შეგიძლიათ ისევ შეიგრძნოთ.
მისი თითები წიგნს ეფერებოდნენ.
– შენ სხვა ბავშვებს არ ჰგავხარ, ჩემო პატარა ვიქტორ. ყოველ-
თვის ვიცოდი, რომ გამორჩეული იქნებოდი.
– როცა გავიზრდები, მეც დავწერ საბრალონს,11 ბატონო ჰამილ.
აქ არის ვინმე, შინ რომ წაგიყვანოთ?
Inch'Allah. აუცილებლად იქნება ვინმე, იმიტომ, რომ მე ღმერთის
მჯერა, ჩემო პატარა ვიქტორ.
თუმცა, მე ვინ მეკითხებოდა, სხვას გამოუჩნდებოდა სახლში წამ-
ყვანი, მე ხომ არა.
– მომიყევით რამე, ბატონო ჰამილ. მიამბეთ, როგორ იმოგზაურეთ
ნიცაში თხუთმეტი წლის რომ იყავით.
ხმას არ იღებდა.
– რაო, რა თქვი? მე ნიცაში ვიყავი?

11 „საბრალონი“ („Les Misérables“) – ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოები.


144
– ჰო, აბა, გაიხსენეთ. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი იყავით.
– არა, ვერ ვიხსენებ, აღარაფერი მახსოვს.
– კარგი, მაშ, ყური მიგდეთ და მე მოგიყვებით. ნიცა ზღვისპირა
ოაზისია მიმოზისა და პალმის ტყეებით. კიდევ იქ რუსი და ინგლისე-
ლი თავადები არიან, რომლებიც ჩხუბის დროს ერთმანეთს ყვავილებს
ესვრიან. ქუჩებში კლოუნები ცეკვავენ, ციდან კი ფერად-ფერადი ქა-
ღალდის ბურთულები ცვივა და ყველას თავზე ეცემა. როცა ახალგაზ-
რდა ვიქნები, მეც აუცილებლად წავალ ნიცაში.
– როგორ თუ როცა ახალგაზრდა იქნები? აბა, ახლა ვინ ხარ? თუ
უკვე დაბერდი? რამდენი წლის ხარ, ჩემო პატარავ? შენ ხომ ნამდვი-
ლად ჩემი პატარა მუჰამედი ხარ?
– რა ვიცი, აბა, ბატონო ჰამილ, არავინ იცის, რამდენი წლის ვარ.
ყოველ შემთხვევაში, მე არაფერს მეუბნებიან. ჩემი დაბადების თარი-
ღი არსად წერია. მადამ როზა მეუბნება, შენ არასოდეს იქნები შენი
ასაკისოდენა, იმიტომ რომ ყველასგან განსხვავებული ხარ და ყოველ-
თვის ასეთი იქნებიო. ხომ გახსოვთ მადამ როზა? მალე მოკვდება.
ბატონი ჰამილი აღარ მისმენდა. ეს ცხოვრება ადამიანებს ისე
აცოცხლებს, რომ არც კი აინტერესებს, რა მოუვათ მათ. კაფეს მოპირ-
დაპირე სახლში ერთი ქალი ცხოვრობდა, მადამ ალაუი, რომელიც სა-
ღამოობით აკითხავდა ბატონ ჰამილს, შინ მიჰყავდა და ლოგინში აწ-
ვენდა, იმიტომ რომ თვითონაც მარტო იყო. მე მგონი, ერთმანეთს არც
კი იცნობდნენ. ერთად ცხოვრობდნენ იმიტომ, რომ მარტო არ ყოფი-
ლიყვნენ. ამ ქალის მამა, სანამ ცოცხალი იყო, ბარბესში მიწის თხილს
ყიდდა. ახლა ქალიშვილი აგრძელებდა მის საქმეს.
– ბატონო ჰამილ, ბატონო ჰამილ! – ხმამაღლა გავუმეორე ორჯერ.
არაფრის თქმა არ მინდოდა, უბრალოდ, ვაგრძნობინე, ამქვეყნად კი-
დევ უყვარხარ ვიღაცას და შენი სახელიც ახსოვს-მეთქი.

145
კარგა ხანს შევრჩი ბატონ ჰამილთან. დრო გამყავდა. დრო ნელა
გადის და სულაც არ არის ფრანგული. ბატონ ჰამილს ხშირად უთ-
ქვამს ჩემთვის: დრო ნელა მოდის უდაბნოდან აქლემების ქარავნით
და სულაც არ ჩქარობს, რადგან მარადიულობის მატარებელია. ეს
ყველაფერი სათქმელად არის ლამაზი, თორემ აბა, შეხედეთ, მოხუცი
ადამიანის სახეს, როგორ უკან-უკან მიდის და მიიპარება ყოველდღე,
თითქოს უხილავი ხელი ძარცვავს მის გარეგნობას და ჯან-ღონესო.
ჰოდა, ამიტომაც მგონია, რომ წარსული დრო მძარცველებთან და
ქურდებთან უნდა ვეძებო.
კაფეს პატრონი, ბატონი დრისი, რომელსაც თქვენ უკვე კარგად
იცნობთ, მოგვიახლოვდა და დაგვხედა. ბატონ ჰამილს დროდადრო
მოშარდვა უნდებოდა და ტუალეტში უნდა გაეყვანა ვინმეს, რომ არ
გაჰპარვოდა. მაგრამ არ გეგონოთ, ბატონ ჰამილს ჭკუა აღარ მოეკით-
ხებოდა და აღარაფერი გაეგებოდა. მოხუცები, მიუხედავად იმისა,
რომ თანდათან პატარავდებიან, ისეთივე მნიშვნელოვანი ადამიანები
არიან, როგორიც ყველა დანარჩენი. ისევე გრძნობენ ყველაფერს, რო-
გორც მე და თქვენ და ამის გამო ზოგჯერ უფრო იტანჯებიან, ვიდრე
ჩვენ, რადგან დარდს ვეღარაფრით იქარვებენ. მათ ბუნების კანონები
ებრძვიან და ნელ-ნელა ხოცავენ. ადამიანებმა ბუნების კანონები კი-
დევ უფრო გაამკაცრეს და აკრძალეს ავადმყოფობით გატანჯული მო-
ხუცების სიკვდილისთვის დანებება, უცდიან, როდის მოახრჩობს ბუ-
ნება თავის მსხვერპლს. მაგრამ ბატონ ჰამილს ამ მდგომარეობამდე
ჯერ კიდევ აკლდა, კიდევ ჰქონდა დრო დასაბერებლად, შეეძლო ას ათ
წლამდე ეცოცხლა და მსოფლიოს ჩემპიონიც გამხდარიყო. ბატონი ჰა-
მილი ჯერ გონზე იყო. სანამ ჩაიფსამდა, იტყოდა ხოლმე: „ფისი“. ბა-
ტონი დრისიც მოჰკიდებდა მკლავში ხელს და ტუალეტში მიაჩიქჩი-
ქებდა. არაბებს ასეთი წესი აქვთ: როცა ადამიანი ბერდება და სიკ-

146
ვდილის პირზეა, ყველა ცდილობს პატივი სცეს და ყურადღებით მო-
ექცეს; ამით ქულებს იგროვებენ ღმერთთან, რომელიც მერე დიდ სი-
კეთეს და ბედნიერებას მიანიჭებს მათ. მაგრამ ბატონი ჰამილისთვის
მაინც გულსატკენი იყო, სხვის დაუხმარებლად რომ ვერ მიდიოდა მო-
საფსმელად. ამიტომაც, დავტოვე ისინი და წამოვედი. ადამიანმა, თუ
შესაძლებელია, თავი უნდა აარიდოს გულსატკენ სიტუაციას.

147
კიბეზე რომ ავდიოდი, მოსეს ტირილი შემომესმა. გული გადამი-
ქანდა, მადამ როზას რამე უბედურება ხომ არ შეემთხვა-მეთქი და კი-
ბეები სულმოუთქმელად ავირბინე. ოთახში შევვარდი, მაგრამ, ნეტავ,
არ შევსულიყავი! თვალებს არ დავუჯერე. ვიფიქრე, ალბათ მეჩვენე-
ბა-მეთქი და თვალები რამდენჯერმე მაგრად დავხუჭე, რომ მერე უფ-
რო ფართოდ გამეხილა.
მადამ როზას მანქანით გასეირნებას იმ ადგილებში, სადაც ახალ-
გაზრდობაში თავი გაჰქონდა, სასწაულებრივი ეფექტი მოეხდინა:
მთელი წარსული აღდგენია გონებაში. ახლა დამდგარიყო ოთახში
შიშველ-ტიტველი და ფაცაფუცით იცვამდა, თავისი ჭკუით, ისევ სა-
მუშაოზე წასასვლელად ემზადებოდა. ვთქვათ, მე პატარა ვიყავი და
ბევრი არაფერი გამეგებოდა ამ ქვეყნისა, მაგრამ რაც მაშინ ვნახე,
იმის წარმოდგენა ყოვლად შეუძლებელია. ამ ჩვენს მადამ როზას ჩა-
ეცვა ტყავის ჩექმები, შავი პანტალონი, მაგრამ ჩაცმაც არის და ჩაც-
მაც, პანტალონი ფეხების მაგივრად თავზე ჩამოეცვა და მაქმანები
ყელზე ჰქონდა მომდგარი. ერთი სიტყვით, თვალი ამაზე საოცარს ვე-
რაფერს ნახავდა. მერე ამასაც აღარ დასჯერდა, პირქვე წამოგორდა
და სექს-შოპის მანეკენივით უკანალის ქნევას მოჰყვა. მაგრამ თქვენ
ხომ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, მადამ როზას სხეულის ამ ნაწილის
სიდიდეზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დედამიწის
ზურგზე მას ბადალი არ მოეპოვებოდა... siyyid! ამის შემხედვარეს მა-

148
შინ პირველად აღმომხდა ლოცვა – ეს იყო mahboûll. თან, უნდა გე-
ნახათ, რა მაცდურად იღიმებოდა.
ვხვდებოდი, რომ ეს სანახაობა შოკის შედეგი იყო, რომელიც იმ
ნაცნობი ადგილების მონახულებისგან დაემართა, სადაც ბედნიერი
ხანა ჰქონდა გატარებული. მაგრამ ეს ჩემს დასამშვიდებლად არ კმა-
როდა. ტუჩები საშინლად მოეპრუწა და სახეზე წათხიპნილი საღება-
ვი კიდევ უფრო ხაზს უსვამდა მის სიშიშვლეს. მოსე კუთხეში მიცუც-
ქულიყო და გულამოსკვნილი ტიროდა. ერთი-ორჯერ ამოვღერღე:
„მადამ როზა! მადამ როზა!“ – და ისევ კიბეზე დავეშვი. არ გეგონოთ,
რომ თავს ვუშველე; უბრალოდ, იქ გაჩერება აღარ შემეძლო.
ბევრი ვირბინე და როცა თავი ცოტა უკეთ ვიგრძენი, რომელიღაც
ჩაბნელებული სადარბაზოს კარებთან ჩამოვჯექი, გასატანად გამზა-
დებული ნაგვის ყუთების უკან. ტირილის თავიც კი არ მქონდა, სირ-
ცხვილისგან თვალები დავხუჭე და სახე მუხლებში ჩავმალე. ცოტა
ხანს ასე ვიყავი, მერე პოლიციელი მოვიყვანე ჩემთან. იგი ყველაზე
მაგარი „ძაღლი“ იყო ამქვეყნად, სხვებზე უფრო ღონიერი და ყველაზე
უკეთ შეიარაღებული ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად. საკუ-
თარი ჯავშნოსანიც კი ჰქონდა. შემეძლო, მის გვერდით თავი არხეი-
ნად მეგრძნო, არაფრის მშინებოდა და დავმშვიდებულიყავი, რადგან
პოლიციელი საკუთარ თავზე იღებდა პასუხისმგებლობას. მან მამაშ-
ვილურად შემომხვია მხრებზე ხელი და მკითხა, მიღებული დარტყმე-
ბისგან ჭრილობები ხომ არ გაქვსო. მე ვუთხარი, კი, დაჭრილი ვარ,
მაგრამ საავადმყოფოში წასვლა არ ღირს-მეთქი. დიდხანს იჯდა ჩემ
გვერდით, ხელი ჩემს მხრებზე ედო, ვგრძნობდი, რომ ის ყველაფერს
მოაგვარებდა და მამასავით მომივლიდა. ცოტა დავმშვიდდი და მივ-
ხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე უკეთესი იქნებოდა, იქ წავსულიყავი
საცხოვრებლად, სადაც ნამდვილი კი არა, წარმოდგენითი ცხოვრებაა.

149
როცა ბატონი ჰამილი ჯერ კიდევ სრულ ჭკუაზე იყო, მეუბნებოდა, იმ
ქვეყნის არსებობაში პოეტები გვარწმუნებენო. გამეღიმა, გამახსენდა,
რომ ცოტა ხნის წინ ბატონმა ჰამილმა „მუჰამედის“ ნაცვლად რამ-
დენჯერმე „ვიქტორი“ დამიძახა. შეიძლება, ეს უნებლიე შეცდომა კი
არა, ღმერთის ნება იყო. მერე თეთრი და ვარდისფერი გასაბერი ჩი-
ტები დავინახე. ყველას ბოლოში თოკი ჰქონდა გამობმული; თუ გინ-
დოდა, ზედ ჩამოეკიდებოდი და გაფრინდებოდი მათთან ერთად,
შორს, ძალიან შორს. ჩამეძინა.
დიდხანს მეძინა. მერე ბისონის ქუჩის კუთხეში შევიარე, სადაც
ძალიან ბნელა, იმიტომ, რომ მის გარშემო აფრიკელთა სამი საერთო
საცხოვრებელია. აფრიკაში შავკანიანებს სულ სხვანაირად აქვთ საქ-
მე აწყობილი. იქ ტომებია და თუ ტომის წევრი ხარ, ეს ნიშნავს, რომ
რამე საზოგადოების ან დიდი ოჯახის ნაწილი ხარ. ბისონის ქუჩაზე
ბატონი აბუა დამხვდა, რომელიც ჯერ არ მიხსენებია, იმიტომ, რომ
ყველაფერს ერთბაშად ვერ გეტყოდით და, თანაც, აი, ახლა ხომ ვახ-
სენებ. ფრანგულად ვერ ლაპარაკობს და თავისი აზრი რომ სხვებს გა-
აგებინოს, მისი სათქმელი სხვამ უნდა თქვას. ბატონი აბუა ივუარი-
დანაა ჩამოსული. კარგა ხანს ვიჯექი მასთან, ერთმანეთს ხელს ხელზე
ვურტყამდით და კარგი დროც გავატარეთ. მე ათი წლის ვიყავი, ის –
ოცის. ათი წელი კი პატარა განსხვავება არ არის, რაც ორივეს ძალია-
ნაც მოგვწონდა. კაფეს პატრონმა, ბატონმა სოკომ მითხრა, აქ დიდ-
ხანს ნუ დარჩებითო, ეშინოდა მცირეწლოვანთა დაცვის სამსახური
არ დამადგეს და რამე არ დამაბრალოსო. აქ ხომ ეგრეა – თუმცირეწ-
ლოვანი ხარ, ეგრევე იფიქრებენ, ან არ კაიფობდეს ან რამეს არ მამა-
ძაღლობდესო და შენც და შენს მასპინძელსაც ერთმანეთს მიგაყოლე-
ბენ. აბა, კარგ რამეს კი არ იფიქრებენ! საფრანგეთში მცირეწლოვანე-
ბის დაცვას დიდ ყურადღებას აქცევენ. როგორც კი შეგამჩნევენ, რომ

150
უპატრონო ხარ, მაშინვე ციხეში გიკრავენ თავს, რომ ქუჩა-ქუჩა არ
იხეტიალო.
ბატონ სოკოს თვითონაც შვილები ჰყავს, რომლებიც ივუარში და-
ტოვა, იმიტომ, რომ იქ უფრო მეტი ცოლები ჰყავს, ვიდრე აქ. ძალიან
კარგადაც ვიცოდი, რომ მშობლების გარეშე მეკრძალებოდა ისეთ ად-
გილებში მისვლა, სადაც ხალხი სვამს და თვრება, მაგრამ გულწრფე-
ლად გეუბნებით, რომ სახლში დაბრუნების არანაირი სურვილი არ
მქონდა. რომ გამახსენდებოდა, რა მდგომარეობაში დავტოვე მადამ
როზა, სირცხვილისგან და შიშისგან ტანშიმზარავდა. ვცდილობდი,
ამაზე არ მეფიქრა. ჯერის იყო საშინელება, რომ ასე დღითიდღე, ცოც-
ხლად უნდა გახრწნილიყო და როდის-როდის უგონოდ მომკვდარიყო
და, ახლა კიდევ, თუ იატაკზე დაიწყო კოტრიალი ოთხმოცდათხუთ-
მეტი კილოს მოღიმარე, ტიტველმა მასამ, რომელსაც ადამიანის უკვე
აღარაფერი სცხია, მაგრამ საჯდომს აქანავებს და კლიენტს ელოდება,
მე ამას ვერ გადავიტანდი. საჭირო იყო რაღაც ზომების მიღება, რომ-
ლებიც ბოლოს მოუღებდა მადამ როზას ტანჯვა-წამებას. როგორც
იცით, ყველა ამართლებს ბუნების კანონებს. მე კი, პირადად, გაცვე-
თილი ნაწილების სათადარიგოთი შეცვლის მომხრე ვარ. როგორც იქ-
ნა, ავდექი. სხვა რა გზა მქონდა, ბატონ სოკოს ხომ არ ჩავუსახლდე-
ბოდი კაფეში და სახლში დავბრუნდი. კიბეზე იმ იმედით ავდიოდი,
იქნებ მადამ როზა უკვე მოკვდა და მის ტანჯვასაც მოეღო ბოლო და
ჩემსასაც-მეთქი.
კარი ნელ-ნელა შევაღე, რომ უცბად არ შემშინებოდა და... რას
ვხედავ – მადამ როზა ჩაცმულ-დახურული, სამგზავროდ გამოწყობი-
ლი ოთახის შუაგულში დგას და გვერდით ჩემოდანი მოუდგამს. მეტ-
როს ბაქანზე მომლოდინე მგზავრს ჰგავდა. სახეზე შევხედე და მივ-
ხვდი, რომ „აქ“ არ იყო. ისეთი ბედნიერი ჩანდა, ეტყობოდა, სულ სხვა-

151
გან დაფრინავდა. სადღაც შორს იყურებოდა, თავზე შლაპა ჩამოეფ-
ხატა, რომელიც სულ არ უხდებოდა, თუმცა, მადამ როზას რაღა მო-
უხდებოდა. მაგრამ მაინც კარგი ქნა, რომ ქუდი დაიხურა, სახეს ხომ
მაინც უფარავდა. ისე იღიმებოდა, თითქოს სასიხარულო ამბავი აც-
ნობესო. გვირილებიანი ცისფერი კაბა ეცვა, ხელში მეძავობის დრო-
ინდელი ჩანთა ეჭირა, რომელიც ალბათ კარადის ქვედა უჯრიდან
ამოათრია. ამ ჩანთას კარგად ვიცნობდი – ერთხელ ამოვქექე და შიგ
პრეზერვატივები ვიპოვე. ისეთი სახით იყურებოდა, გეგონებოდათ, აი,
ახლა მატარებელში ჩაჯდება და სამუდამოდ გაემგზავრებაო.
– რას აკეთებთ, მადამ როზა?
– სადაცაა ჩემს წასაყვანად მოვლენ. ყველაფერს გაჩხრიკავენ,
ყველაფერს იპოვიან. ასე გვითხრეს, თქვენ აქ დაიცადეთო. დიდი მან-
ქანებით მოვლენ და ველოდრომზე წაგვიყვანენ. ასე თქვეს, მხოლოდ
ის წამოიღეთ, რაც ძალიან აუცილებელიაო.
– ვინ მოვა, სად წაგიყვანთ, ვისზე ლაპარაკობთ?
– ვინ მოვა და ფრანგული პოლიცია.
ვერაფერი გავიგე, მეორე ოთახიდან მოსე რაღაცას მანიშნებდა და
თავზე ხელს იდებდა. მადამ როზას კი თავისი ბოზური რედიკიული
იღლიაში ამოეჩარა, ჩემოდანი გვერდით მოედგა და ისე გაფაციცებუ-
ლი იყურებოდა და ცმუკავდა, თითქოს ეშინოდა, ვაითუ გამასწრონ
და დამტოვონო.
– მხოლოდ ნახევარი საათი მოგვცეს მოსამზადებლად, თან გვით-
ხრეს, ერთ ჩემოდანზე მეტი არ წამოიღოთო. მატარებელში ჩაგვსვა-
მენ და გერმანიაში წაგვიყვანენ. არანაირი პრობლემა აღარ მექნება.
ისინი თვითონ მიხედავენ ყველაფერს. ასე გვითხრეს, არაფერს დაგი-
შავებთ, ბინას მოგცემთ, გაჭმევთ, გასმევთ და სარეცხსაც გაგირეცხავ-
თო.

152
აღარ ვიცოდი, რა მეთქვა. კაცმა რომ თქვას, გასაკვირი არ იქნე-
ბოდა, გერმანელებს რომ ისევ დაევლოთ ხელი ამ ებრაელებისთვის და
გერმანიაში ეკრათ თავი. აბა, არაბებს ეგენი აღარ უნდოდათ და ასე
უპატრონოდ ხომ არ მიატოვებდნენ?! როდესაც მადამ როზა სრულ
ჭკუაზე იყო, ხშირად მიყვებოდა, თუ როგორ დაუარსა ბატონმა ჰიტ-
ლერმა ებრაელებს გერმანიაში „ებრაული ისრაელი“ საერთო საცხოვ-
რებლებით. იქ თურმე ყველა ურიას სიხარულით ეგებებოდნენ. მაგრამ
ჯერ კბილებს, ძვლებს, არცთუ ისე ნახმარ ფეხსაცმელებს და ტანსაც-
მელს ართმევდნენ, რათა ზედმეტად არ გაცვეთოდათ. ოღონდ ვერ გა-
მიგია, ეს ებრაელები გერმანელებს ლატარიაში ერგნენ თუ რა არის?!
კიდევ რატომ მოინდომეს გერმანელებმა ებრაელების წაყვანა. სულ
ეგენი უნდა ზრუნავდნენ მაგათ მოვლა-პატრონობაზე?! თუ კარგია,
ახლა სხვა ერებმა გაიღონ მსხვერპლი, მიხედონ რიგრიგობით ამ ური-
ებს და მერე გაიგებენ, როგორია მათთან საქმის დაჭერა. მადამ როზა
დროდადრო შემახსენებდა, რომ ერთ დროს ისიც, სხვა ადამიანების
მსგავსად, ახალგაზრდა იყო. მე ეს ამბები იმიტომ ვიცოდი, რომ ებ-
რაელი ქალი მზრდიდა და თუ ებრაელებთან ცხოვრობ, ბოლოს და
ბოლოს, ყველაფერს აღიარებენ ხოლმე. ვერც ის გამეგო, ფრანგულ
პოლიციას რაღაში სჭირდებოდა მოხუცი და ავადმყოფი მადამ როზა,
რომელიც აღარაფრით იყო საინტერესო. თუმცა ისიც ვიცოდი, რომ
მადამ როზა ხანდახან ბავშვობაში ვარდებოდა თავისი ავადმყოფო-
ბის გამო. ეს ავადმყოფობა კი მისი დაუძლურების ბრალი იყო. ექიმმა
კატცმა ჯერ კიდევ ადრე გამაფრთხილა მიხრწნილობის შესახებ. ახ-
ლაც, ალბათ ეგონა, ისევ ახალგაზრდა ვარო; ისევე როგორც ცოტა
ხნის წინ, ბოზურად გამოწყობილს. იდგა ასე, პატარა ჩემოდნით, ძა-
ლიან ბედნიერი იმით, რომ ისევ ოცი წლის იყო, და ზარს ელოდა, რა-
თა ველოდრომზე და შემდეგ გერმანიაში, ებრაელთა საერთო საცხოვ-

153
რებელში მიბრუნებულიყო. ცხოვრებაში კიდევ ერთხელ, ახალგაზ-
რდობას გადიოდა.
ვიდექი და ვერ ვინძრეოდი. არ მინდოდა ისეთი რამ მეთქვა, რი-
თაც იმედს გავუქარწყლებდი და ავაღელვებდი, მაგრამ ისიც კარგად
ვიცოდი, რომ საფრანგეთის პოლიცია ნამდვილად თავს არ შეიწუხებ-
და და მადამ როზას ორმოცი წლით უკან არ დააბრუნებდა. იატაკზე
დავჯექი ოთახის კუთხეში და თავი ჩავღუნე, რომ ეს სცენა არ დამე-
ნახა. იმ წუთას მეტს ვერაფერს გავუკეთებდი მადამ როზას. საბედნი-
ეროდ, გონს მოეგო და ძალიან გაუკვირდა, რატომ იდგა ასე გამოპ-
რანჭული, ქუდჩამოფხატული, ან ეს გვირილებიანი ცისფერი კაბა რა-
ტომ ეცვა და ან სუვენირებით სავსე ჩანთა რატომ ჰქონდა ხელში ჩაბ-
ღუჯული. ჩემოდანს ისე შეხედა, თითქოს პირველად დაინახაო. არა-
ფერი მითქვამს. ასე ჯობდა, რადგან ეტყობოდა, რომ თვითონ საერ-
თოდ არ ახსოვდა, რა მოხდა. ეს ამნისტია იყო, როგორც ექიმმა კატ-
ცმა მითხრა, თანაც დამპირდა, ხშირად გაუმეორდება იქამდე, სანამ
ყველაფერი სამუდამოდ არ დაავიწყდება, მერე კი მრავალი წელი
იცოცხლებს გონდაკარგულიო.
– კი მაგრამ, მომო, გამაგებინე, რა ხდება! ან აქ რატომ ვდგავარ
და ან ეს ჩემოდანი რა შუაშია?
– არაფერია, მადამ როზა, უბრალოდ, ოცნებაში იყავით წასული.
ნუ გეშინიათ, არაფერი დაგიშავებიათ. მე მგონი, თქვენთვის ოცნების
უფლება ჯერ არ ჩამოურთმევიათ.
მადამ როზა ეჭვის თვალით მიყურებდა.
– მომო, იცოდე, სიმართლე არ დამიმალო.
– გეფიცებით, არ გატყუებთ, მადამ როზა. შეგიძლიათ მშვიდად
იყოთ– ექიმი კატცი დარწმუნებულია, რომ კიბო არ გაქვთ.
ცოტა დაწყნარდა. კიბო რომ არ გაქვს, ეს ცუდი საქმე არ არის.

154
– ეგ კარგი, მაგრამ ეს რაღაა, აქ რომ ვდგავარ სამგზავროდ გამ-
ზადებული და არ ვიცი, როგორ ჩავიცვი, როგორ ჩავალაგე ჩემოდანი?
მომო, მითხარი, რა ამბავია ჩემს თავს?
საწოლზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო. ავდექი, გვერდით მივუ-
ჯექი და ხელზე მოვეფერე. ეს ძალიან მოსწონდა. უცებ, გაიღიმა, თავ-
ზე ხელი გადამისვა და თმა შემისწორა, უფრო ლამაზი რომ ვყოფი-
ლიყავი.
– მადამ როზა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრების ბრალია, ნუ
გეშინიათ, სასიკვდილო არაფერი გჭირთ, შეიძლება ძალიან დიდი ხა-
ნიც კი იცოცხლოთ. ექიმმა კატცმა თქვა, რომ თქვენი ხნის ადამიანის-
თვის ეს მოულოდნელი არ არის და თქვენი ასაკი დანომრა კიდეც.
– რაო, რა თქვა, მესამე ხანა დაუდგაო?
– კი, ასე თქვა.
ცოტა ხნით ჩაფიქრდა.
– ვერაფერი გამიგია, დიდი ხანია, მენოპაუზა დამიმთავრდა. ის კი
არა, გაქანებული კლიმაქსი მქონდა და მაინც ვმუშაობდი. თავში სიმ-
სივნე ხომ არ მაქვს, მომო? არც ეს არის ნაკლები ჭირი, ხომ იცი! სა-
სიკვდილო ავადმყოფობაა!
– არა, ექიმ კაცს არ უთქვამს, რომ რამე საშიში გჭირთ და საერ-
თოდ არ უთქვამს, რა არის სასიკვდილო და რა არა. მხოლოდ ეს მით-
ხრა, ყველაფერი ასაკის ბრალიაო. არც ამნისტიაზე ულაპარაკია და
არც არაფერზე.
– ამნისტია თუ ამნეზია?
ამ დროს მოსემ, რომელსაც სხვა საქმე არ ჰქონდა, ისევ ტირილი
დაიწყო და ამან სულ გამაცოფა.
– რა იყო, მოსე? შენ რაღა დაგემართა? მატყუებენ, არა? რაღაცას
მიმალავენ, ხომ? მომო, გამაგებინე ერთი, რა ატირებს ამ ბავშვს!

155
– რა და ჯანდაბა! რა ვიცი, აბა, რა გითხრათ, მადამ როზა! თქვენ
უკეთესად მოგეხსენებათ, ეს ებრაელები დაინახავთ თუ არა ერთმა-
ნეთს, მაშინვე ტირილსა და მოთქმას იწყებთ, როგორც ვიცი, მაგ საქ-
მისთვის ერთი კედელიც კი აგიშენეს.12
– მითხარით, ცერებრალური სკლეროზი ხომ არ მაქვს?
მეტი უკვე აღარ შემეძლო. ვიფიქრე, ახლა წამოვხტები, მივაფურ-
თხებ ყველას და ყველაფერს, მოვძებნი მაჰუტს, ერთ ხოშიან ნემსს გა-
ვაჩხერინებ ვენაში და მოვისვენებ-მეთქი.
– მომო, გესმის, რას გეკითხები? ცერებრალური სკლეროზი მაქვს
თუ არა, გამაგებინე! ამას ნუ ეხუმრები, სასიკვდილო დაავადებაა!
– თქვენ რა, გეგულებათ რამე ისეთი, სიკვდილს რომ გადაგარჩი-
ნოს? რა გინდათ ჩემგან, რატომ მაწვალებთ! მაინცდამაინც დედის
საფლავი გინდათ დამაგინებინოთ?!
– სისულელეებს ნუ მიედ-მოედები, მომო, დედის ეგრე ხსენება არ
შეიძლება. საწყალი დედაშენი შეიძლება ცოცხალიც კია.
– მისთვის უკეთესია, მკვდარი იყოს, მადამ როზა. თუმცა, ცოცხა-
ლიც რომ იყოს, რას ვიზამთ, მაინც ჩემი დედაა...
უცნაურად შემომხედა და გამიღიმა.
– შენ ძალიან გაზრდილხარ, ჩემო პატარავ, ბავშვი აღარ ხარ. ერთ
მშვენიერ დღეს...
რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და გაჩუმდა.
– ერთ მშვენიერ დღეს... რა?
დამნაშავე ადამიანის ხმით განაგრძო:
– რა და თოთხმეტი წლის გახდები, მერე თხუთმეტის. აღარ გენ-
დომება შენი ბებერი მადამ როზა და წახვალ.

12 იგულისხმება გოდების კედელი იერუსალიმში.


156
– რა სისულელეებს ამბობთ! სად წავალ? მე თქვენ როგორ მიგა-
ტოვებთ?! ეგეთები არ მჩვევია.
ჩემმა სიტყვებმა დააწყნარა და ტანსაცმლის გამოსაცვლელად გა-
ვიდა. იაპონური კიმონო შემოიცვა და ყურების უკან სუნამო მოისვა.
ვერ ვხვდებოდი, რატომ ისვამდა სუნამოს ყურების უკან. ალბათ იმი-
ტომ, რომ არავის დაენახა. მერე სავარძელში ჩაჯდომაში მივეხმარე,
რადგან მარტოს დახრა უჭირდა. თავისი ავადმყოფობის კვალობაზე
ცუდად არ გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოწყვეტილი
ჩანდა, მაინც მიხაროდა, რომ ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნ-
და. ცოტა კიდევაც იტირა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საბოლოოდ აზ-
რზე მოვიდა.
– მომო, შენ იმდენი რამ იცი, რომ როგორც ჩანს, უკვე დიდი ბიჭი
ხარ.
ამაში კი ვერ დავეთანხმებოდი მადამ როზას, ჯერ კიდევ უამრავი
რამ არ გამეგებოდა, მაგრამ ახლა ვაჭრობას და კამათს ვერ დავუწ-
ყებდი, ამის დრო არ იყო.
– მაშ, რადგან დიდი ბიჭი ხარ, დაჯექი და ყური დამიგდე.
სახეზე გამომეტყველება გაუქრა და რამდენიმე წუთი ასე დარჩა,
აი, როგორც ძველი, ჯაბახანა, გულმუცელგამოფატრული მანქანები
ყრია ხოლმე ეზოებში. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ან ახლა მოვა აზ-
რზე და ან ახლა, თან ხელზე ვეფერებოდი, იქნებ ამან მაინც გაჭრას-
მეთქი, ბოლოს და ბოლოს, მართლა ჯართი ხომ არ იყო?! ადრე ექიმ
კატცს რომ მოვუყევი ეს ამბავი, მითხრა, თურმე ერთ ამერიკელს ისე
უცოცხლია ჩვიდმეტი წელი, რომ გონზე არ მოსულა, სიცოცხლეს რა-
ღაც სამედიცინო საშუალებებით უგრძელებდნენ და რეკორდიც და-
უმყარებია. გაგიჟდება კაცი! ყველა მსოფლიოს ჩემპიონმა ხომ ამერი-
კაში უნდა იცხოვროს! ექიმმა კატცმა მითხრა, მადამ როზას აღარა-

157
ფერი ეშველება, მაგრამ თუ საავადმყოფოში იქნება და კარგად მოუვ-
ლიან, შეიძლება კიდევ ძალიან დიდხანს იცოცხლოსო.
ყველაზე საწყენი კი ის იყო, რომ მადამ როზას სოცუზრუნველ-
ყოფა არ ეხებოდა, იმიტომ რომ მთელი თავისი სიცოცხლე არალეგა-
ლი იყო. ფრანგული პოლიციის დარბევების დროს, როდესაც ახალ-
გაზრდა და სასარგებლო იყო, არ აწყობდა, რომ მისი პიროვნება სად-
მე ყოფილიყო აღნიშნული. უამრავ ებრაელს ვიცნობ ბელვილში,
რომლებსაც პირადობის მოწმობებიც აქვთ და ბევრი სხვა საბუთიც,
მათ წარმომავლობას რომ გათქვამს. მადამ როზა კი ვერ რისკავდა ამ
საბუთების გაკეთებას, იმიტომ, რომ მერე ეს მაკულატურა დღე და
ღამე უნდა ემალა და ეჩქმალა, რომ არავის ენახა. მერე ვინმეს რომ
აღმოეჩინა, ხომ სულ ცხვირპირში ამოადენდნენ თავის ებრაელობას!
მადამ როზა კი პატრიოტი სულაც არ იყო და ფეხებზე ეკიდა, ადამია-
ნი ჩრდილო-აფრიკელი იყო თუ არაბი, მალელი თუ ებრაელი. ეს კი
იმის ბრალი იყო, რომ პრინციპები არ გააჩნდა. ხშირად მიმეორებდა,
ყველა ხალხს გააჩნია კარგი თვისებებიო, რომელთა აღმოსაჩენად
თურმე სპეციალური ადამიანები, ეგრეთ წოდებული ისტორიკოსები,
კვლევებსა და გათხრებს აწარმოებენ. ერთი სიტყვით, ნამდვილი მა-
დამ როზა არსად ფიგურირებდა. ჰქონდა მხოლოდ ყალბი საბუთები,
რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ის ის არ იყო. ასე რომ, მადამ როზას
სოცუზრუნველყოფის იმედი არ უნდა ჰქონოდა.
მაგრამ ექიმმა კაცმა დამამშვიდა და მითხრა, თუ საავადმყოფოში
ჯერ კიდევ ცოცხალ სხეულს მივიტანთ, რომელსაც მუშაობა აღარ შე-
უძლია, მოუვლიან, აბა, რას იზამენ, ქუჩაში ხომ არ გადააგდებენო.
შევცქეროდი მადამ როზას და, აი, ამ საქმეებზე ვფიქრობდი. ამას
ჰქვია თურმე აჩქარებული დაუძლურება ანუ მიხრწნილება, რომლის
დროსაც ავადმყოფი ჯერ ასე მიდი-მოდის, მერე ერთი გაითიშება და

158
მორჩა! ვერც ვეღარასოდეს მოვა აზრზე. მინდოდა, გამემხნევებინა და
ხელზე ვეფერებოდი. მადამ როდა ახლა უფრო მეტად მიყვარდა, იმი-
ტომ, რომ უშნო და ბებერი იყო, თანაც სულ მალე უკვე ადამიანიც
აღარ იქნებოდა.
არ ვიცოდი, რა მექნა, ფული არ გვქონდა, ვერც ვიმუშავებდი, იმი-
ტომ, რომ მცირეწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ჩემს ასაკში მუ-
შაობას კრძალავდა. თუმცა ათი წლისაზე დიდს ვგავდი და უშვილძი-
რო ბოზებსაც ძალიან მოვწონდი, მაგრამ პოლიცია სუტენიორებს არ
ახარებდა და თანაც იუგოსლავების გადაკიდებაც არ მინდოდა. ეგენი
ხომ კონკურენციას ვერ იტანენ!
მოსე შეეცადა, ხასიათზე მოვეყვანე და მითხრა, რომ ებრაული
ოჯახი, რომელმაც მისი აღზრდა იკისრა, თურმე ძალიან კარგად ექ-
ცეოდა. მირჩია, იქნებ შენც მოგეძებნა ვინმე და ამ უბედურებას გა-
დარჩებოდიო. როცა მიდიოდა, შემპირდა, ყოველდღე მოვალ და საქ-
მეში მოგეხმარებიო. მადამ როზას არაფრის თავი აღარ ჰქონდა და
დღეში რამდენჯერმე საჯდომი უნდა გამომეწმინდა. თუმცა, სანამ
ავად გახდებოდა, ეს საქმე მაშინაც უჭირდა. იმხელა დუნდულები
ჰქონდა, ხელი საჭირო ადგილამდე არ მიუწვდებოდა. თავისი ქალო-
ბის გამო უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა, როცა ვწმენდდი,
მაგრამ სხვა გამოსავალი არც ერთს არ გვქონდა. მეორე დღეს მოსე
მოვიდა, როგორც შემპირდა. სწორედ მაშინ მოხდა ის ეროვნული კა-
ტასტროფა, რომელიც მოულოდნელად დამატყდა თავს და რომელ-
მაც ერთი ხელის დაკვრით დამაბერა.

159
ამ ამბის წინა დღეს უფროსმა ზაუმმა ფქვილი, ზეთი და საგუფთე
ხორცი ამოგვიტანა. ჩვენ ხომ ბევრი ადამიანი გვეხმარებოდა იმ ძნელ-
ბედობის ჟამს, მადამ როზას ლოგინად ჩავარდნის შემდეგ რომ დაგ-
ვიდგა. ასე რომ, ღმერთმა კეთილი თვალით გადმოგვხედა და ჩვენც
ზაუმის ძღვენის დანახვაზე სიხარულით მეცხრე ცას ვეწიეთ. ლამაზი
დღე იყო და ამიტომაც ლამაზი გამოთქმა ვიხმარე.
იმ დღეებში მადამ როზამ შედარებით მოიკეთა. ახლა ხან კარგად
იყო, ხან ცუდად. ხან ითიშებოდა, ხან კი გონზე მოდიოდა. ოდესმე ალ-
ბათ შევძლებ და მადლობას გადავუხდი ყველა მეზობელს, ვინც დახ-
მარების ხელი გამოგვიწოდა. მათ შორის იყო ბატონი ვალუმბაც. იგი
სენ-მიშელის ბულვარზე იდგა და ცეცხლს ყლაპავდა გამვლელ-გა-
მომვლელთა ყურადღების მისაქცევად. ამ ნომერს მადამ როზას წი-
ნაშეც ხშირად იმეორებდა იმ იმედით, იქნებ როგორმე აზრზე მოვიყ-
ვანოო.
ბატონი ვალუმბა, კამერუნელი შავკანიანი, საფრანგეთში იყო
ემიგრირებული. თავისი უამრავი ცოლი და კიდევ უფრო მეტი შვილი,
ეკონომიკური მიზეზების გამო სამშობლოში ჰყავდა დატოვებული.
ცეცხლის ყლაპვის განსაციფრებელი ნიჭი ჰქონდა და დასვენების წუ-
თებს ამ გატაცებას უთმობდა. განუწყვეტლივ ხალხი ეხვია გარშემო
და, ამიტომაც, პოლიცია მაინცდამაინც კარგი თვალით არ უყურებდა,
მაგრამ ისეთი ნებართვა ჰქონდა, ქვას გახეთქავდა და პოლიციელების
ბღვერა არ აშინებდა. როგორც კი მადამ როზას თვალი გაუშტერდე-

160
ბოდა, პირი დაეღებოდა და დორბლის დენა დაეწყებოდა, მაშინვე ბა-
ტონ ვალუმბას დასაძახებლად გავრბოდი. იგი მეექვსე სართულზე
ერთ ოთახში ცხოვრობდა რვა თანამემამულესთან ერთად. თუკი სახ-
ლში იყო, დაუზარებლად დაავლებდა ხელს ანთებულ მაშხალას, ჩემ-
თან ერთად გამორბოდა და თავის „სამეფო“ ნომერს მადამ როზას წი-
ნაშე იმეორებდა. ეს მარტო ავადმყოფი და დადარდიანებული ადა-
მიანის გონზე მოსაყვანი საშუალება კი არ იყო, არამედ მკურნალო-
ბის გარკვეული მეთოდიც. როგორც ექიმი კატცი ამბობდა, საავად-
მყოფოში ასეთი ავადმყოფების მოსარჩენად სიბნელეში უცებ სინათ-
ლის ანთების შოკს იყენებდნენ. მისი თქმით, ბევრ ადამიანს დაუბ-
რუნდა ამ გზით მეხსიერება. ბატონი ვალუმბაც ამავე აზრის იყო და
ამბობდა, თუ გვინდა, რომ მოხუცები გონებაზე მოვიყვანოთ, უნდა
შევაშინოთო. მას თურმე ამ მეთოდით ერთი საცოდავი ყრუ-მუნჯიც
კი განუკურნია აფრიკაში.
ასე გაგვიტარებია მრავალი საათი მადამ როზას შეშინებაში. ბა-
ტონი ვალუმბა რომ ცეცხლის ყლაპვას დაიწყებს და მერე მისი პირი-
დან ამოვარდნილი ალი ჭერს ასწვდება, ამაზე საშინელი სანახაობა
მართლაც რომ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მადამ როზა ლეთარ-
გიაში იყო ჩავარდნილი და ფეხებზეც არ ეკიდა ეს ჩვენი ტანჯვა-წა-
მება?! ახლაც, ბატონი ვალუმბა ნახევარი საათის განმავლობაში
ყლაპავდა და ანთხევდა ცეცხლს, მაგრამ მადამ როზა ქანდაკებასა-
ვით გაუნძრევლად იჯდა და გამოშტერებული იყურებოდა. ერთხე-
ლაც სცადა ბატონმა ვალუმბამ. ბოლოს და ბოლოს, მისმა წვალებამ
შედეგი გამოიღო – მადამ როზა უცებ გონზე მოვიდა და ეს ნახევრად
შიშველი, ცეცხლის მყლაპავი ზანგი რომ დაინახა, გულისგამგმირავი
ხმით იკივლა. დროზე რომ არ დაგვეჭირა, ალბათ გაიქცეოდა. მერე კი
გაგვიბრაზდა და საერთოდ აკრძალა მის სახლში ცეცხლის ყლაპვა. არ

161
იცოდა, უგონოდ რომ იყო: ალბათ, ფიქრობდა, მეძინა და გამაღვიძე-
სო. აბა, ხომ არ ვეტყოდით, სინამდვილეში რაც სჭირდა.
ერთხელ, ბატონმა ვალუმბამ ხუთი თავისი თანამოძმე მოიყვანა.
მათ მადამ როზას წინაშე უნდა ეცეკვათ და ავი სულები განედევნათ,
რომლებიც თურმე როგორც კი დროს იხელთებენ, მაშინვე რომელიმე
ადამიანის სულს დაეპატრონებიან. ბატონი ვალუმბას მეგობრები
მთელ ბელვილში ცნობილი ხალხი იყო. მათ ხშირად იწვევდნენ ავად-
მყოფებთან ავი სულების განსადევნად. კაფეს პატრონს, ბატონ
დრისს, ისინი ეზიზღებოდა. მათ „რიტუალებს“ დასცინოდა და ამბობ-
და, ბატონი ვალუმბა და მისი ტომის თანამოძმეები შავ მედიცინას
მისდევენო.
ერთ საღამოს, როცა მადამ როზა ისევ გაითიშა და თვალგაშტე-
რებული იჯდა, ბატონი ვალუმბა თანამოძმეებთან ერთად ამოვიდა.
წელამდე გაშიშვლებული შავკანიანები ათასფერი საღებავებით იყ-
ვნენ აჭრელებულები, სახეები ისე ჰქონდათ მოხატული, როგორც აფ-
რიკულ საფრთხობელებს შეეფერებათ. ორი მათგანი იატაკზე ფეხ-
მორთხმით დაჯდა და დოლებს ბრაგაბრუგი აუტეხა, დანარჩენი სამი
კი, მადამ როზას სავარძელს ცეკვა-ცეკვით უვლიდა გარშემო. დარ-
წმუნებული ვარ, ამაზე კარგ სანახაობას იმ საღამოს ბელვილში ვე-
რავინ ნახავდა. მაგრამ მადამ როზაზე ამ მეთოდმა არ გაჭრა, ეტყობა,
ებრაელებზე არ მოქმედებს. ბატონმა ვალუმბამ აგვიხსნა, აქ ცოტა
რელიგიური ამბავიც არისო, შეიძლება მისი რწმენა გვეწინააღმდეგე-
ბა და განკურნებას ხელს უშლისო. მე, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა,
იმიტომ, რომ მადამ როზა ისეთ მდგომარეობაში იყო, რელიგიაზე და
რწმენაზე ლაპარაკს უკვე აზრი აღარ ჰქონდა.
მე რომ მკითხოთ, რაღაც მომენტში, ებრაელებიც კი აღარ არიან
ებრაელები. ასეთ დროს ადამიანს თითქოს ეცლება რელიგიაც, ეროვ-

162
ნებაც და ის უკვე აღარაფერია. არ ვიცი, ვახერხებ თუ არა იმის გად-
მოცემას, რასაც ვფიქრობ, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამი-
ანს ზედ კიდევ რელიგიაც რომ ემატებოდეს, საშინელება იქნებოდა.
ცოტა ხანში, ბატონი ვალუმბას ძმებმა ყურები ჩამოყარეს, რად-
გან მადამ როზას უკეთესობის არაფერი ეტყობოდა. ბატონმა ვალუმ-
ბამ მითხრა, მადამ როზასკენ მიმავალ ყველა გზას ავი სულები ახშო-
ბენ და, ამიტომაც, ჩვენი მცდელობა უბრალო წყლის ნაყვა გამოდის
და მეტი არაფერიო. ყველანი იატაკზე დასხდნენ დასასვენებლად და
ავ სულებთან ბრძოლა დროებით შეწყდა, რადგან კამერუნელი შავ-
კანიანები ბელვილში ისე მრავლად არ იყვნენ, როგორც აფრიკაში და
თანამოძმეები ვერ შეენაცვლებოდნენ. ბატონმა ვალუმბამ სასმელი
და კვერცხი მოიტანა. მადამ როზას გარშემო დავსხედით და დავნაყ-
რდით. მადამ როზას ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მზერა დაეკარგა და
ეძებსო.
ჭამის დროს ბატონმა ვალუმბამ აგვიხსნა, რომ მის ქვეყანაში ბევ-
რად უფრო ადვილია მოხუცების მოვლა და პატივისცემა, ვიდრე ისეთ
დიდ ქალაქში, როგორიც პარიზია. აქ ხომ უამრავი ქუჩა, სართული,
სორო და ადგილია, სადაც შეიძლება სულაც მიგავიწყდეს ეს ბებრები
და მერე ჯარიც რომ გამოიყვანო მათ მოსაძებნად, ვერაფერს გახდები,
რადგან ჯარი მხოლოდ ახალგაზრდობით არის დაინტერესებული.
ჯარმა თუ მოხუცებს დაუწყო დევნა, ეს უკვე ფრანგული ჯარი აღარ
იქნება. თურმე ქალაქებში და სოფლებში, ათასობით მიყრუებულ სო-
როში უამრავი მოხუცებულია შეყუჟული სიკვდილის მოლოდინში,
მაგრამ არ არსებობს არც ერთი ადამიანი, არანაირი სამსახური, რო-
მელიც მოძებნის ამ საცოდავებს და უპატრონებს. ლამაზ და დიდ ქვე-
ყანას, როგორიც საფრანგეთია, მოხუცი ადამიანები ალბათ დააუშ-
ნოვებენ, ადამიანებს კი იმდენი პრობლემა და საზრუნავი აქვთ, რომ

163
სიუშნოვის ყურება და მასზე თავის ატკივება აღარ უნდათ. მოხუცებს
აღარაფერი შეუძლიათ, საზოგადოებისთვის გამოსადეგნი აღარ არი-
ან და ამიტომაც ყურადღებას აღარავინ აქცევს, ბედის ანაბარა არიან
მიტოვებულნი – სანამ ხელის განძრევა შეუძლიათ, იცოდვილონ, მე-
რე კი ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. აფრიკაში კი მოხუცები ტომებში
ცხოვრობენ, მათ დიდ პატივს სცემენ და აფასებენ, რადგან სიკვდილის
შემდეგ მათ სულებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ – და არა მარ-
ტო კარგის. საფრანგეთში ეგოისტური მოსაზრების გამო ტომები არ
არსებობენ. ბატონმა ვალუმბამ თქვა, საფრანგეთში ტომებად რომ არ
ცხოვრობენ, ამიტომაც იქმნებიან შეიარაღებული ბანდები, რომლე-
ბიც ხელიხელჩაკიდებული ცდილობენ რამის გაკეთებას; ახალგაზ-
რდებს აუცილებლად სჭირდებათ ტომობრივი ცხოვრება, რადგან
ცალ-ცალკე ზღვაში ჩამავალ წვიმის წვეთებს ემსგავსებიან და ამის
გამო ჭკუიდანაც გადადიანო. ბატონმა ვალუმბამ თქვა, ამქვეყნად
ყველა და ყველაფერი ისე მომრავლდა, რომ თვლა ათასიდან უნდა
დაიწყოო. ამიტომაც, საბრალო პატარა მოხუცები, რომლებიც შეი-
არაღებულ ბანდებს ვერ შექმნიან საარსებო საშუალებათა მოსაპო-
ვებლად, უგზო-უკვლოდ უჩინარდებიან თავიანთ მტვრიან ბუდეებში.
ვერავინ ხვდება, რომ ისინი იქ არიან, იმიტომ, რომ სუსტი ხმა აქვთ
და იმათ ყვირილს ვერავინ გაიგებს. ამავე დროს ბატონმა ვალუმბამ
აღნიშნა, რომ საჭიროა აფრიკიდან ბევრი უცხოელი მუშახელის ჩა-
მოყვანა, რომლებიც ყოველი დილის ექვსი საათიდან დაიწყებენ ასე-
თი მიტოვებული მოხუცების მოგროვებას; მაგრამ ყველას კი არ მო-
აგროვებენ, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც უკვე სუნი უდის, რადგან
მანამდე არავის აინტერესებს, ცოცხლები არიან თუ არა. როცა რომე-
ლიმე მობინადრე კონსიერჟთან მივა საყვედურით, რა არის, რა უბე-
დურებაა, რატომ ყარს კიბეებიო, გამოცოცხლდებიან ხოლმე და იპო-

164
ვიან კიდევ ერთ მკვდარ მოხუცს, რომლის კარზე, სანამ მოკვდებოდა,
არც არავის დაუკაკუნებია.
ბატონი ვალუბა ისე ლაპარაკობს, როგორც ჭეშმარიტი ბელადი.
მთელი სახე იარებით აქვს დაფარული. მაგრამ სულაც არ აუშნოებს.
პირიქით, როგორც კი შეხედავ, სიმპათიით და რიდით აღივსები, მიხ-
ვდები, რომ მის სიტყვებს წყალი არ გაუვა. ის ისევ ბელვილში ცხოვ-
რობს და ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად მოვინახულებ.
ბატონმა ვალუმბამ ერთი კარგი ხერხი მასწავლა იმის გამოსაც-
ნობად, ადამიანი მკვდარია თუ ჯერ კიდევ ცოცხალია. ეს საშუალება
ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მე მჭირდებოდა. ბატონი ვალუბა ადგა,
დაბალი კარადიდან სარკე აიღო და მადამ როზას პირთან მიუტანა.
იმ ადგილზე, სადაც მადამ როზა ამონასუნთქი ჰაერი მოხვდა, სარკის
ზედაპირი დაიორთქლა. სხვანაირად ვერ გამოვიცნობდით, სუნთქავ-
და თუ არა. იმიტომ, რომ ძალიან მძიმე იყო და ფილტვები მის სხე-
ულს ვერ ერეოდნენ, რომ აეწიათ და ჩაეწიათ. აი, ამგვარად შეგიძლია
გაარჩიო მკვდარი ცოცხლისგან. ბატონმა ვალუმბამ თქვა, აფრიკიდან
ჩამოსულმა მუშახელმა ყოველ დილით სარკით ხელში უნდა ჩამოი-
აროს ულიფტო სახლების პატარა ბინები და მოხუცებს რომ მიაგნებს,
გაარკვიოს, რომელი უგონოდაა და რომელი მკვდარია. თუ სარკე დაი-
ორთქლება, ესე იგი კიდევ სუნთქავენ და ჯერ საჭირო არ არის მათი
გადაყრა.
ბატონ ვალუმბას ვკითხე, არ შეიძლება, მადამ როზა აფრიკაში
გავაგზავნოთ და თქვენს ტომში ვაცხოვროთ, იქნებ ამანაც ისარგებ-
ლოს იქაური მოხუცებისთვის განკუთვნილი პატივისცემით-მეთქი.
ჩემს ნათქვამზე ბატონმა ვალუმბამ ბევრი იცინა და აელვარა თავისი
თეთრი კბილები. მისმა მოძმე მეეზოვეებმაც ბევრი იცინეს, ერთმა-
ნეთს თავიანთ ენაზე რაღაც უთხრეს და მერე ამიხსნეს, რომ ცხოვრე-

165
ბა ასეთი იოლი როდია; თურმე მადამ როზა რომ გავამგზავროთ, ათა-
სი რამაა საჭირო: თვითმფრინავის ბილეთები, ფული, გამგზავრების
ნებართვები. თანაც, არ უნდა დამვიწყებოდა, რომ მადამ როზას მი-
ხედვა ჩემი ვალი იყო. ამასობაში, მადამ როზას ადამიანის შესაფერი-
სი გამომეტყველება გაუჩნდა. ბატონი ვალუმბას რასობრივი ძმები
წამოხტნენ და ისევ დაუარეს ფერხული, თან დოლებს უბრახუნებ-
დნენ და ისეთი ხმით გაჰკიოდნენ, მკვდარს გააღვიძებდნენ, რაც საღა-
მოს ათი საათის შემდეგ აკრძალულია საზოგადოებრივი წესრიგისა
და კიდევ იმის გამო, რომ ამ დროს წესიერ ადამიანებს სძინავთ. მაგ-
რამ ჩვენს სახლში ცოტა ფრანგი ცხოვრობდა და ისინიც, სხვა უბნელი
ფრანგებისგან განსხვავებით, ბრაზიანები არ იყვნენ. ბატონი ვალუმბა
არ ჩამორჩა მოცეკვავებს და თავის ინსტრუმენტს წამოავლო ხელი.
ამ ინსტრუმენტის აღწერა მე არ შემიძლია, იმიტომ, რომ განსაკუთ-
რებულია და კაცი თავსა და ბოლოს ვერ გაუგებს. მე და მოსეც წამოვ-
ხტით და გამაყრუებელი წივილ-კივილით ოთახში წაღმა-უკუღმა
დავჭენაობდით – მადამ როზას გამოცოცხლება დაეტყო და რომ არ
გადაეფიქრებინა, უნდა გაგვემხნევებინა. ავ სულებს კუდით ქვა ვას-
როლინეთ და მადამ როზასაც გონება გაუნათდა. მაგრამ დაინახა თუ
არა ეს მოხტუნავე, შიშველი, ნაირფერად აჭრელებული ზანგები,
რომლებიც ბატონი ვალუმბას ინსტრუმენტის თანხლებით ინდიელე-
ბივით იმანჭებოდნენ და როკავდნენ, ისე შეეშინდა, რომ სიმწრისგან
კივილი მორთო: „მიშველეთ, მიშველეთო!“ სავარძლიდან გადმოფ-
რინდა და კარისკენ დააპირა გაქცევა, მაგრამ ამ დროს მე და მოსე
გვიცნო და ცოტა გული მოეცა, სულ ბოზიშვილები და უნიფხო მამა-
ძაღლები გვეძახა – ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ მადამ როზა გონს მო-
ეგო. ერთმანეთს მივულოცეთ დიადი მიზნის მიღწევა, განსაკუთრე-
ბით, ბატონ ვალუმბას ვულოცავდით. მერე ყველანი შინაურულად

166
ჩამოსხდნენ და მადამ როზა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მის საცე-
მად არავინ იყო მოსული და გული დაიარხეინა. მაგრამ, ეტყობა,
სრულ ჭკუაზე ჯერ მაინც არ იყო და ბატონ ვალუმბას ებრაულად,
იდიშზე მოუხადა მადლობა. ბატონი ვალუმბა ისეთი კარგი კაცი იყო,
რომ ამას ყურადღება არ მიაქცია.
როდესაც სტუმრები გავაცილეთ, მე და მოსემ თავიდან ფეხებამდე
გავხადეთ მადამ როზას და ჟაველის წყლით გავწმინდეთ, რადგან გა-
თიშვის დროს სულ ქვეშ გასდიოდა. ბოლოს, საბავშვო ტალკი მივაყა-
რეთ საჯდომზე და ღირსეულად დავაბრძანეთ თავის საყვარელ სა-
ვარძელზე. სარკე მოითხოვა და მაკიაჟი გაიხალისა. ძალიან კარგად
იცოდა, რომ დროდადრო ითიშებოდა, მაგრამ ცდილობდა თავს და-
ტეხილი უბედურება ებრაულად, სახუმაროდ მიეღო და ამბობდა
ხოლმე, ძალიან კარგი თუ ვითიშები, ადამიანმა ხანდახან ხომ უნდა
დაისვენოსო. მოსე მაღაზიაში ჩავიდა და ჩვენს უკანასკნელ გროშებს
წირვა გამოუყვანა. მადამ როზამ საჭმელი მოამზადა და თანაც ისე
კარგად, კაციშვილი ვერ მიხვდებოდა, რა მდგომარეობაში იყო ეს ქა-
ლი ორიოდე საათის წინ. მერე ცოტა ხნით დასასვენებლად ჩამოჯდა
– დიდხანს ფეხზე დგომა უჭირდა. მოსე სამზარეულოში გაამწესა
ჭურჭლის დასარეცხად, ცოტა ხანს იაპონური მარაო იქნია, კიმონოში
გამოწყობილი იჯდა და ფიქრობდა.
– მოდი ჩემთან, მომო.
– რა მოხდა, მადამ როზა, ისევ გონებას ხომ არ კარგავთ?
– იმედი მაქვს, რომ არა, თორემ თუ ასე გავაგრძელე, საავადმყო-
ფო არ ამცდება. მე კი არ მინდა იქ წასვლა. სამოცდაშვიდი წლის ვარ
და...
– სამოცდაშვიდის კი არა, სამოცდაცხრის.

167
– კარგი, სამოცდარვა იყოს, არც ისეთი ბებერი ვარ, როგორც გა-
მოვიყურები... ერთი სიტყვით, საავადმყოფოში წასვლა არ მინდა, მო-
მო, ვიცი, რომ იქ აუცილებლად გამაწამებენ.
– რა სისულელეებს ამბობთ, მადამ როზა! ნეტავ, როდის იყო, რომ
საფრანგეთში ვინმე უწამებიათ. აქ ალჟირი ხომ არ გგონიათ!
– იქ მე ძალით მაცოცხლებენ, მომო. საავადმყოფოებში მაგის
მეტს კი არაფერს აკეთებენ. მაგათი კანონები ესეთია. სიცოცხლე
იქამდე მინდა, სანამ აუცილებელია. ახლა კი ვგრძნობ, რომ აუცილე-
ბელი აღარ არის. რას იზამ, ებრაელებისთვისაც არსებობს ზღვარი.
ექიმები კი ათასნაირ სისასტიკეს ჩაიდენენ, რომ სიკვდილში ხელი შე-
მიშალონ; ამ სისასტიკეს ექიმთა წესს ეძახიან. ბოლომდე გაწვალებენ
და სიკვდილის ნებას კი არაფრით მოგცემენ, რათა პრივილეგირებუ-
ლი არ გახდე სხვათა წინაშე. ერთი მეგობარი მყავდა, არა, ცუდი არა,
არც ებრაელი იყო და არც არაფერი, ავარიაში ხელ-ფეხი დაკარგა,
მაგრამ საავადმყოფოში სულ ძალისძალად აცოცხლეს ათი წელიწა-
დი, რომ მისი სისხლის მიმოქცევა შეესწავლათ. მომო, სულაც არ მინ-
და მხოლოდ იმიტომ ვიცოცხლო, რომ მედიცინას სურს. ვიცი, რომ
დროდადრო გონება მეკარგება, არ მინდა, ვიცოცხლო გათიშულმა
მხოლოდ იმისთვის, რომ მედიცინა ვასიამოვნო. თუ ყურს მოჰკრავ,
რომ საავადმყოფოში მიპირებენ წაყვანას, სთხოვე შენს ძმაკაცებს,
ერთ ნემსს ნუ დაიშურებენ ჩემთვის და მერე ჩემი ცხედარი სადმე სო-
ფელში მოისროლეთ, ოღონდ იქ კი არა, სადაც თქვენ გაგიხარდებათ,
არამედ ბუჩქის ძირას. ერთხელ, ომის შემდეგ, სოფელში ათი დღე გა-
ვატარე და რაც მე მაშინ ვისუნთქე, ცხოვრებაში მაგდენი არ მისუნ-
თქია. ჩემი ასთმისთვის სოფელს არაფერი სჯობს. ოცდათხუთმეტი
წელი უამრავი კაცისთვის შემითავაზებია ჩემი სხეული, მაგრამ ახლა

168
ექიმებს ვეღარ მივუგდებ საჯიჯგნად. ხომ გაიგე? აბა, რას იტყვი,
მპირდები, რომ სურვილს შემისრულებ?
– გპირდებით, მადამ როზა.
– Khaïrem?
– Khaïrem.
იმათებურად ეს ნიშნავს „გეფიცებით“.
შემეძლო ყველაფერს შევპირებოდი მადამ როზას, ოღონდაც კი
თავი ბედნიერად ეგრძნო, იმიტომ, რომ მოხუც ადამიანსაც შეიძლება
რაღაცაში გამოადგეს ბედნიერება. ამ დროს კარზე ზარი დარეკეს და,
აი, მაშინ მოხდა ის ეროვნული კატასტროფა, რომელმაც დიდ ტკი-
ვილთან ერთად დიდი სიხარულიც მომანიჭა და საშუალება მომცა,
უცებ ოთხი წლით ხანდაზმული გავმხდარიყავი.

169
ვიღაცამ ზარი დარეკა და კარის გასაღებად გავედი. დერეფანში
ერთი გალეული ტიპი ატუსულიყო და თავ-პირი ჩამოსტიროდა, უფ-
რო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს ჩამოსტირით. გრძელი
ცხვირი და შეშინებული თვალები ჰქონდა, უფრო მეტად, ვიდრე ჩვე-
ულებრივ ადამიანებს აქვთ ხოლმე. სახე გაფითრებოდა და ხშირ-ხში-
რად სუნთქავდა, თან გულზე ხელს იდებდა; არა, არ გეგონოთ, რომ
მოვარდნილ გრძნობებს აკავებდა, უბრალოდ, ხომ იცით, რა „სასარ-
გებლოა“ შვიდი სართულის ფეხით ამოსკდომა. კაცს პალტოს საყელო
აწეული ჰქონდა და შევამჩნიე, რომ თავზე ერთი ღერი თმა არ ჰქონ-
და, მელოტი იყო. ხელში ქუდი ეჭირა, თითქოს გვიმტკიცებდა, ხომ ხე-
დავთ, ქუდი მაქვსო. ამ კაცს პირველად ვხედავდი, მაგრამ თამამად
შემიძლია გითხრათ, რომ ასეთ არეულ-დარეულ ტიპს არც მანამდე
შევხვედრილვარ და არც მას შემდეგ. კაცმა რაღაც გიჟივით შემომხე-
და, მეც არ დავიბენი და მზერით ვაგრძნობინე, რომ იმაზე ნაკლები
გიჟი არც მე ვიყავი, თორემ ხომ იცით, ერთი თუ აგიყვანა ასეთმა გა-
რეკილმა, მერე დაემშვიდობე წყნარ ცხოვრებას. აკანკალებული ხმით
მკითხა:
– მადამ როზა აქ ცხოვრობს?
ასეთ დროს ფრთხილად უნდა იყოს კაცი – როდის იყო, რომ შენ-
თვის უცნობი ადამიანი, თავს იწუხებდეს და შენი სიამოვნებისთვის
მეშვიდე სართულზე ფეხით მობობღავდეს.

170
მოვუყრუე, ვითომ ვერ გავიგე. ჩემს ასაკში ცოტა ეშმაკობა, მე
მგონი, მეპატიება.
– ვინ?
– მადამ როზა.
ცოტა ხანს დავფიქრდი. ასეთ შემთხვევაში დროის მოგება სასარ-
გებლო კი არა, ძალიან აუცილებელია.
– მე არ ვარ მადამ როზა.
კაცმა ამოიოხრა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო. ჯერ ერთი
მხრიდან მოისვა შუბლზე, მერე მეორე მხრიდან და ისევ ალაპარაკდა:
– ავადმყოფი კაცი ვარ. ახლა გამოვედი საავადმყოფოდან, სადაც
თერთმეტი წელი დავყავი. ექიმი ზედმეტად ნაბიჯის გადადგმას მიკ-
რძალავს, მე კი მეშვიდე სართულზე ფეხით ამოვედი. სიკვდილის წინ
ჩემი შვილის ნახვა მინდა და ამისთვის მოვედი. მე ამის უფლება
მაქვს. კანონები ხომ ყველგან არსებობს, ველურებშიც კი. მინდა, ცო-
ტა ხნით ჩამოვჯდე, ჩემს შვილს შევხედო. ამის მეტს არაფერს ვით-
ხოვ. ხომ იქ მოვედი, სადაც უნდა მოვსულიყავი? თერთმეტი წლის წინ
ჩემი შვილი მადამ როზას მივაბარე. აი, ხელწერილიც მაქვს.
კაცმა პალტოს ჯიბე მოიჩხრიკა, ზინზლიანი ქაღალდი ამოიღო
და გამომიწოდა. ბატონი ჰამილის წყალობით, წაკითხვა არ გამჭირ-
ვებია. მას ბევრ რამეს ვუმადლი. ბატონი ჰამილის გარეშე არავინ და
არაფერი ვიქნებოდი. „წინასწარ მივიღე ხუთასი ფრანკი ბატონ კა-
დირ იუსეფისგან პატარა მუჰამედისთვის, მდგომარეობა: მუსლიმი,
დაბადებული 1956 წლის შვიდ ოქტომბერს“. ელდა მეცა, მაგრამ გა-
მახსენდა, რომ ახლა 1970 წელი იყო, გამოვიანგარიშე და 56-იდან
თოთხმეტი წელი იყო გასული, მე კი ათი წლის ვიყავი. ასე რომ, მე
ვერ ვიქნებოდი. მადამ როზას ბელვილში ქვეყნის მუჰამედები ეყო-
ლებოდა, მე შენ გეტყვი და ცოტანი არიან.

171
– მოიცადეთ, ახლავე გავიგებ, – ვთქვი და ოთახში შევედი.
მადამ როზას რომ ვუთხარი, ვიღაც ბანძია მოსული შვილის სა-
ნახავად-მეთქი, ფერი დაკარგა.
– ღმერთო ჩემო! მომო, აქ ხომ შენი და მოსეს გარდა არავინაა.
– ჰოდა, ალბათ, მოსეს ნახვა უნდა, – ვუთხარი მადამ როზას. რა
მნიშვნელობა ჰქონდა, მოსეს დედაც ოფიციალური ბოზი იყო და ჩე-
მიც. ასე რომ, თავს კანონიერად ვიცავდი.
მოსე კი მეორე ოთახში წამოკოტრიალებულიყო და ხვრინავდა.
აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ვისი ხვრინვაც კი ცხოვრებაში მომისმე-
ნია, მოსეს შემდეგ ყველა შეუმჩნეველ სუნთქვად მომჩვენებია.
– ალბათ, უნდათ, რომ დედას შანტაჟი მოუწყონ, – თქვა მადამ
როზამ, – კარგი, ახლავე ყველაფერს გავიგებთ. სუტენიორები ფეხებ-
საც ვერ მომჭამენ. დამიმტკიცოს რამე, თუ ბიჭია. ყველა ყალბი საბუ-
თი წესრიგში მაქვს. მიდი, შემოიყვანე. ერთი ვნახოთ, ვინ არის, თუ
ბევრს გაახურებს, ბატონ ნ’და ამედეს დაუძახებ და ეგ იქნება.
გავედი და შემოვიყვანე. მადამ როზას თმის სახვევები ეკეთა დარ-
ჩენილ სამიოდე ღერ თმაზე, სახე შეღებილი ჰქონდა და იაპონურ კი-
მონოში იყო გამოპრანჭული. ტიპმა რომ დაინახა, ეგრევე სკამის კი-
დეზე ჩამოჯდა და ხელფეხის კანკალი აუვარდა. დავინახე, რომ მადამ
როზაც კანკალებდა, მაგრამ მისი სისქის გამო ეს კანკალი ნაკლებად
შეიმჩნეოდა, ამხელა ქალს რა ცახცახი და თახთახი აამოძრავებდა?!
მაგრამ თუ მადამ როზას სხეულის სხვა ნაწილებს არ მიაქცევდით ყუ-
რადღებას, შეამჩნევდით, რომ მას ძალიან ლამაზი თაფლისფერი
თვალები ჰქონდა. კაცს ქუდი მუხლებზე ედო და სკამის კიდეზე ცდი-
ლობდა თავის შემაგრებას, მადამ როზა მის პირდაპირ სავარძელში
იყო დაბრძანებული; მე კი კუთხეში ვიდექი, ფანჯრისთვის ზურგი
მქონდა შექცეული, რომ იმ ტიპს ჩემი სახე კარგად არ დაენახა – ისე,

172
ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი, რა ხდება. მე სულაც არ ვგავდი იმ
კაცს, მაგრამ ცხოვრებაში ერთი ოქროს წესი დავუდგინე ჩემს თავს –
სადაც საჭირო არ არის, რისკი არ უნდა გასწიო. ჩემი წესი, მგონი, გა-
მომადგა. კაცი ჩემკენ მოტრიალდა და ყურადღებით დამიწყო თვა-
ლიერება, თითქოს რამე დაეკარგა და ეძებსო. ორივე ჩუმად იჯდა,
რადგან არც ერთს არ უნდოდა დაწყება, თითქოს რაღაცის ეშინიათო.
მე ისიც კი გადავწყვიტე, მოსე გამეღვიძებინა და გამომეყვანა, რად-
განაც ამ კაცს ისეთი ხელწერილი ჰქონდა, რომ წინ ვერაფერი დაუდ-
გებოდა და რაღაცით მაინც ხომ უნდა დაგვეკმაყოფილებინა მისი კა-
ნონიერი მოთხოვნა.
– აბა, რითი შემიძლია გემსახუროთ? – დაარღვია სიჩუმე მადამ
როზამ.
– ქალბატონო, თერთმეტი წლის წინ ჩემი ვაჟი მოგაბარეთ, – რო-
გორც იქნა, ამოღერღა ტიპმა. ძლივს ლაპარაკობდა, რადგან სულს გა-
ჭირვებით იბრუნებდა, – უფრო ადრე ვერ შევძელი თქვენთვის ხმის
მოწვდენა, საავადმყოფოში ვიყავი გამოკეტილი. როდესაც იქ წამიყ-
ვანეს, ყველაფერი ჩამომართვეს, მათ შორის, ის ფურცელიც, რაზეც
თქვენი სახელი და მისამართი მეწერა. თქვენი ხელწერილი ჩემს ცო-
ლისძმასთან იყო შენახული. ჩემი საბრალო ცოლი კი, როგორც მო-
გეხსენებათ, ტრაგიკულად დაიღუპა. დღეს დილით გამომიშვეს სა-
ავადმყოფოდან, წავედი, ხელწერილი წამოვიღე და თქვენთან მოვე-
დი. მე კადირ იუსეფი ვარ და ჩემი ვაჟის, მუჰამედის, სანახავად მოვე-
დი. შვილს მინდა მოვესიყვარულო.
ჩვენდა ბედად, მადამ როზა იმ დღეს სრულ ჭკუაზე იყო და ამან
გადაგვარჩინა. ვხედავდი, რომ მადამ როზა გაფითრდა, მაგრამ ვინც
მას კარგად არ იცნობდა, ვერ შეამჩნევდა – ისეთი მამაპაპური მაკიაჟი
გაეკეთებინა, რომ სახე სულ წითლად და ლურჯად უკაშკაშებდა. სათ-

173
ვალეც დაიკოსა, – უნდა გითხრათ, რომ სათვალეზე ძალიან არაფერი
უხდებოდა, – ხელწერილი აიღო და დახედა:
– რაო, როგორ თქვით, რა მნებავსო?
ტიპმა კინაღამ ტირილი მორთო.
– ქალბატონო, მე ავადმყოფი კაცი ვარ.
– რას იზამთ, რას იზამთ, ნეტავ, კარგად ვიღა ვართ, – წარმოთქვა
მადამ როზამ და მაღლაც კი ააპყრო თვალები მოწიწებით, თითქოს
ღმერთს მადლობას სწირავსო.
– ქალბატონო, მე კადირ იუსეფი ვარ. სანიტრები იუიუს მეძახ-
დნენ. თერთმეტი წელი ფსიქიკურად შეშლილი ვიყავი იმ ტრაგედიის
შემდეგ, რომლის შესახებაც გაზეთებშიც დაწერეს და რომელშიც პა-
სუხისმგემლობა არ მეკისრება.
უცებ, გამახსენდა, როგორ ეკითხებოდა წამდაუწუმ მადამ როზა
ექიმ კატცს, მომო ფსიქიკურად შეშლილი ხომ არ არისო, თან დასძენ-
და ხოლმე, ხომ იცი, მემკვიდრეობის მეშინიაო. თუმცა, სულ ფეხებზე
არ მეკიდა ეს კაცი? მე ხომ ათი წლის ვიყავი და არა თოთხმეტის, მა-
გისი ნაბიჭვარივით.
– რაო, რას ამბობდით, ბიჭს რა ერქვაო?
– მუჰამედი.
უცებ, მადამ როზამ იმ უბედურს ისეთი მომაკვდინებელი მზერა
ესროლა, რომ მეც შემეშინდა.
– შემთხვევით, დედამისის სახელიც ხომ არ გახსოვთ?
აი, იმ წუთას კი მეგონა, რომ ტიპს სული გასძვრებოდა. საწყალი
სულ გამწვანდა, ყბა ჩამოუვარდა, მუხლები აუტოკდა და ცრემლები
უკვე ლოყებზე ჩამოუგორდა.
– ქალბატონო, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ მაშინ
მე ჩემს ჭკუაზე არ ვიყავი. ექიმებმა დაადგინეს, რომ შეურაცხადი ვი-

174
ყავი და ცნობაც მომცეს. შეიძლება, ეს ჩემმა ხელმა ჩაიდინა, მაგრამ
მე არაფერ შუაში ვარ. მე სიფილისი არ აღმომაჩნდა, მაგრამ სანიტ-
რები ამბობენ, რომ ყველა არაბი სიფილისიანია. მკვლელობა სიგიჟის
მომენტში ჩავიდინე, ღმერთმა მიიბაროს მისი სული. მას შემდეგ ძა-
ლიან ღვთისმოსავი გავხდი. ყოველ საათში მისი სულისთვის ვლოცუ-
ლობ, ისეთი ხელობა ჰქონდა, რომ მის სულს გამუდმებული ლოცვა-
ვედრება სჭირდება. ეს საქმე ეჭვიანობამ გამაკეთებინა. აბა, წარმო-
იდგინეთ, დღეში ზოგჯერ ოც კაცსაც ისტუმრებდა. ბოლოს და ბო-
ლოს, მეც ეჭვიანი გავხდი და, განა, გასაკვირია, რომ მოვკალი?! მაგ-
რამ გიმეორებთ, რომ იმ მომენტში შეურაცხადი ვიყავი. ეს მე არ მო-
მიგონია – საფრანგეთის საუკეთესო ექიმებმა დაადგინეს და ცნობაც
მომცეს. მერე აღარაფერი მახსოვდა. მე იგი სიგიჟემდე მიყვარდა და
უიმისოდ სიცოცხლე არ შემეძლო.
მადამ როზამ დამცინავად ჩაიცინა. ასეთი რამ მისთვის ადრე
არასოდეს შემიმჩნევია. ამის ნახვა კი ნამდვილად ღირდა... ბევრიც
რომ ვეცადო, ამ ღიმილს ვერ აგიწერთ. მთელ სხეულში სიცივემ და-
მიარა; მეგონა, გულ-მუცელი გამეყინა.
– რა გასაკვირია, რომ უიმისოდ სიცოცხლე არ შეგეძლოთ, ბატო-
ნო კადირ. აიშას წყალობით დღეში ასი ათას ფრანკს იჯიბავდით. და
ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში. იმიტომ მოკალით, რომ
უფრო მეტს არ გაძლევდათ.
ტიპმა საცოდავად წამოიყვირა და ტირილი დაიწყო. ჩემს თავს
თუ არ ჩავთვლი, პირველად ვნახე მტირალი არაბი. მე რა მენაღვლე-
ბოდა, მაგრამ ცოტა შემეცოდა.
მადამ როზა მოლბა. უნდა გენახათ, როგორ გაუსწორდა, იმ საბ-
რალოს რომ მოაკეტინა. ხუმრობა ხომ არ იყო – ისევ ქალად იგრძნო
თავი.

175
– ისე, სხვა მხრივ, როგორ გიკითხოთ, ბატონო კადირ?
ტიპმა მუშტით მოიხოცა ცხვირი. ცხვირსახოცის მოძებნის თავიც
აღარ ჰქონდა, ისე იყო ხელიდან წასული.
– არა მიშავს რა, მადამ როზა. მალე მოვკვდები. მოგეხსენებათ,
გული...
– მაცლტოვ, – უთხრა მადამ როზამ გულმოწყალედ. ეს სიტყვა
ებრაულად ნიშნავს „გილოცავთ“.
– გმადლობთ, მადამ როზა, თუ შეიძლება, ჩემი ვაჟი მაჩვენეთ.
– სამი წლის გმართებთ ჩემი, ბატონო კადირ. აგერ უკვე თერთმე-
ტი წელია, ისიც კი არ გაგვაგებინეთ, ცოცხალი იყავით თუ არა.
ტიპი სკამზე შეხტა.
– ცოცხალი ვიყავი თუ არა! ცოცხალი ვიყავი თუ არა!
ისე იმეორებდა ამ სიტყვებს, თითქოს მღერისო, თან თვალები ზე-
ცისკენ ჰქონდა აპყრობილი; იქ იყურებოდა, სადაც ადრე თუ გვიან
ყველას მიგველიან.
– ცოცხალი ვიყავი თუ არა!
ამ სიტყვას რაღაც არანორმალურად გამოთქვამდა და ყოველ
ჯერზე ისე ხტოდა სკამზე, თითქოს უკნიდან პანღურებს ურტყამდნენ.
– ცოცხალი ვიყავი თუ არა! ღმერთო ჩემო! დამცინით?
– აზრადაც არ გამივლია, – მტკიცედ უთხრა მადამ როზამ, – ხომ
არ დაგავიწყდათ, რომ საკუთარი შვილი ძაღლის ლეკვივით მოისრო-
ლეთ და აღარც გაგხსენებიათ.
– კი მაგრამ, ხომ გითხარით, რომ თქვენი სახელი და მისამართი
დავკარგე! აიშას ბიძას ხელწერილი ბრაზილიაში ჰქონდა წაღებუ-
ლი... მე კიდევ ჩაკეტილი ვიყავი! ამ დილით გამომიშვეს და პირდაპირ
იმ ბიძის რძალთან წავედი კრანლენ-ბისეტრში. აღარავინ დარჩა
ცოცხალი, მათი დედაღა დამხვდა და რაღაც-რაღაცები ძლივს გაიხ-

176
სენა. ხელწერილი აიშას ფოტოზე იყო მიმაგრებული ქინძისთავით,
თითქოს დედა-შვილი ისევ ერთად არიანო. თქვენი აზრით, როგორ
უნდა გამეგებინებინა, რომ ცოცხალი ვიყავი?
– ფული უნდა გამოგეგზავნათ, – ჭკვიანურად აუხსნა მადამ რო-
ზამ.
– მერე და, სად უნდა მეშოვა ეგ თქვენი ფული?
– ეგ უკვე ჩემი საქმე არ არის, – ენერგიულად მოიქნია იაპონური
მარაო მადამ როზამ.
ბატონ კადირ იუსეფს სული ეხუთებოდა და გახშირებული სუნ-
თქვისგან ადამის ვაშლი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა.
– ქალბატონო, როცა ვაჟიშვილი მოგაბარეთ, შეძლებული კაცი
ვიყავი. ჩემი სამი ცოლი ლე ალის მეძავები იყვნენ, იმათგან ერთი გა-
მორჩეულად მიყვარდა. შემეძლო, ჩემი ვაჟისთვის კარგი განათლება
მიმეცა. საზოგადოებაშიც და პოლიციაშიც დაფასებული კაცი ვიყავი.
ჩემი სახელი გაზეთშიც კი დაიბეჭდა. დიახ, დიახ, რატომ გაგიკვირ-
დათ? დიდი ასოებით ეწერა: „იუსეფ კადირი, პოლიციისთვის კარგად
ცნობილი“. ხომ გაიგეთ, კარგად და არა ცუდად ცნობილიო. შემდეგ კი
ეს რაღაც შეურაცხადობა ავიკიდე და თავიც გავიუბედურე...
კაცი ბებერი ებრაელივით მოთქვამდა.
– არავის აქვს უფლება, საკუთარი შვილი სხვას მიუგდოს და მუქ-
თად აზრდევინოს, – მკაცრად გაუმეორა მადამ როზამ და მარაო ისე
მძლავრად მოიქნია, კინაღამ ცხვირ-პირში მიირტყა.
ამ ამბავში მხოლოდ ის მაინტერესებდა, გამეგო, რომელ მუჰამედ-
ზე ლაპარაკობდნენ – ჩემზე თუ სხვაზე. თუ ჩემს საქმეებს არჩევდნენ,
გამოდიოდა, რომ მე ათის კი არა, თოთხმეტი წლის ვიყავი. თოთხმეტი
წელი სახუმარო ამბავი როდია – ესე იგი, ლაწირაკი აღარ ვიყავი. მო-
სე კართან იყო აყუდებული და ყურსაც არ იბერტყავდა. რაკი ამ გიჟს

177
კადირი და იუსეფი ერქვა, ებრაელად ყოფნის ბედნიერება მისთვის
ძალიან შორს იქნებოდა. არა, არ გეგონოთ, რომ ებრაელად ყოფნა დი-
დი ბედენაა, მაგათაც თავიანთი პრობლემები აქვთ.
– ქალბატონო, – წამოიწყო ისევ კაცმა, – არ ვიცი, განგებ მელა-
პარაკებით ასეთი ტონით თუ მე მეჩვენება ჩემი ფსიქიკური მდგომა-
რეობის გამო, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ: თერთმეტი წელი
მოწყვეტილი ვიყავი გარე სამყაროს, არ მქონდა არანაირი მატერია-
ლური შესაძლებლობა. აი, თუ არ გჯერათ, აქ სადღაც სამედიცინო
ცნობა მქონდა, რომელიც ამტკიცებს, რომ... მოიცათ, ახლავე გაჩვე-
ნებთ...
კაცმა ნერვიულად დაიწყო ჯიბეებში ქექვა, ისე, როგორც გიჟებმა
იციან, როცა ყველაფერში ეჭვი ეპარებათ. მას შეიძლება სულაც არ
ჰქონდა ეს ცნობა, შეიძლება ისიც მოეჩვენა, რომ საავადმყოფოში იყო
ჩაკეტილი. მაგათ თუ რამე ამოიჩემეს, მერე მტრისას! ვეღარც გადა-
ათქმევინებ. ისე, ეს ფსიქიატრებიც კარგი ტიპები არიან: გაუთავებ-
ლად უმტკიცებენ საცოდავ კლიენტებს, რომ მათ არ აქვთ ის, რაც
აქვთ, რომ ვერ ხედავენ იმას, რასაც ხედავენ და, ბოლოს, ამ უბედუ-
რებს სულ შეშლიან ხოლმე ჭკუიდან. მაგრამ ამ ჩვენმა კაცმა რაღაც
ნამდვილი საბუთი მართლა აღმოაჩინა ჯიბეში და მადამ როზას გა-
უწოდა.
– ფუი ეშმაკს! ფუი ეშმაკს! – შეაფურთხა ავ სულს მადამ როზამ
და ხელები გაასავსავა, შორს ჩემგან ყველა დამამტკიცებელი საბუთი!
– ახლა უკვე გამოვჯანმრთელდი, – გამოგვიცხადა ბატონმა იუ-
სეფ კადირმა და დაკვირვებით შეგვათვალიერა, თითქოს ჩვენი გამო-
მეტყველებით უნდა გაეგო თავისი კარგად ყოფნის ამბავი.
– ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, – გაამხნევა მადამ როზამ, რად-
გან ამის გარდა აღარაფერი ჰქონდა სათქმელი.

178
მაგრამ კაცი არც ისე კარგად იყო, როგორც ეგონა. ისეთი განწი-
რული თვალებით გვიყურებდა, როგორც გაჭირვებაში მყოფ ადამიანს
შეეფერება.
– ფული იმიტომ ვერ გამოგიგზავნეთ, რომ ჩემ მიერ ჩადენილი
მკვლელობის გამო შეურაცხადად ჩამთვალეს და საავადმყოფოში გა-
მომკეტეს. მეგონა, ჩემი საბრალო ცოლის ბიძა გარდაცვალებამდე
ფულს გიგზავნიდა. მე ჩემი უიღბლობის მსხვერპლი ვარ. მერწმუნეთ,
ასეთ მდგომარეობაში რომ არ ვყოფილიყავი, დანაშაულს ნამდვილად
არ ჩავიდენდი. აიშას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ მინდა სიკვდილის
წინ ჩემი შვილი ვნახო და ვთხოვო, მაპატიოს და ჩემთვის ილოცოს.
ეს კაცი იმდენს ლაპარაკობდა მამაშვილურ გრძნობაზე და თავის
უკანასკნელ სურვილებზე, რომ ყელში ამომივიდა. ჯერ ერთი, ისეთი
სიფათი ჰქონდა, მამაჩემი ნამდვილად ვერ იქნებოდა, მეორეც, გარეგ-
ნობას რომ თავი გავანებოთ, რაღაც ნაღდი ვერ იყო რა, ნაღდი მამები
რომ არიან, არიფები კი არა. ჰო, კიდევ, თუ დედაჩემი ლე ალში იდგა
და თავი გაჰქონდა, და თანაც კარგად გაჰქონდა, ვერავის ჩემი მამო-
ბის პრეტენზია ვერ ექნებოდა. მამაჩემი ვიღაც უცნობი პიროვნება
იყო, რომელიც რაღაც სულელური კანონების მოთხოვნით სადმე სა-
ბუთში ჩასაწერად იყო მხოლოდ საჭირო. ძალიან გამიხარდა დედაჩე-
მის სახელი რომ გავიგე – აიშა. ამაზე უკეთესი სახელი, ჩემი აზრით,
დედამიწის ზურგზე არ არსებობდა.
– საავადმყოფოში კარგად მივლიდნენ, – განაგრძო იუსეფ კადირ-
მა, – აგრესიის შეტევები აღარ მაქვს, ამ მხრივ განვიკურნე. მაგრამ
ვიცი, რომ დიდხანს ვეღარ გავატან. ჩემი გული ემოციებს ვერ უძლებს.
ექიმებს შევეცოდე და იმიტომ გამომიშვეს, ქალბატონო. მინდა, ჩემი
შვილი ვნახო, გულში ჩავიკრა, ვთხოვო, მაპატიოს და...

179
ტვინი წაიღო რა, გაფუჭებული ფირფიტასავით ერთსა და იმავეს
იმეორებდა.
–...ჩემთვის ილოცოს.
ჩემკენ მოტრიალდა და შეშინებულმა შემომხედა. ალბათ, ფიქ-
რობდა, მეტისმეტი მღელვარებისგან აქ არაფერი დამემართოსო.
– ეს არის?
მაგრამ მადამ როზა ისეთ გონებაზე იყო მოსული, რომ ჭკუა თა-
ვისთვის კი არა და სხვებისთვისაც საკმარისი ჰქონდა. მარაოთი გა-
ინიავა, თან იუსეფ კადირს უყურებდა, თითქოს მისი ბედნიერებით
წინასწარ ტკბებაო და მოსეს მიუბრუნდა:
– მოსე, მიესალმე მამას.
– გამარჯობა, მამიკო, – მიესალმა არხეინად მოსე. რა ენაღვლე-
ბოდა რა, იცოდა, რომ არაბი არ იყო და საქმე საქმეზე რომ მიმდგა-
რიყო, ვერავინ ვერაფერს დააბრალებდა.
ბატონი იუსეფ კადირი მიტკალივით გაფითრდა.
– ბატონო? ნუთუ შემომესმა. რა თქვით, მოსეო?
– დიახ, არაფერიც არ შემოგესმათ. მე ვთქვი მოსე. მერე, ვითომ
რაო?
ტიპი წამოდგა, სკამიდან ნელ-ნელა იწეოდა, თითქოს ზემოდან
სიმძიმე აწვებაო.
– ქალბატონო, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მოსე
ებრაული სახელია, მოსე არ არის მუსლიმური სახელი. შეიძლება,
ვინმე მუსლიმს ჰქვია კიდეც, მაგრამ ჩემს ოჯახში ეს გამორიცხულია.
მე თქვენ მუჰამედი მოგაბარეთ და არა მოსე. ჩემი ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო მე ებრაელი შვილი ვერ მეყოლებოდა.
მე და მოსემ ერთმანეთს გადავხედეთ. ერთი კარგი გადახარხარება
იმ წუთას ქვეყანას გვერჩივნა, მაგრამ დროზე შევიკავეთ თავი.

180
მადამ როზამ ჯერ თავი გამოიშტერა, რაც მისთვის დიდ სიძნელეს
არ წარმოადგენდა, მერე სულ ტყემალზე შეჯდა, თან გამწარებული
მარაოს იქნევდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ჩანჩურა ისევ
ფეხზე იდგა და მთელი ტანით ცახცახებდა.
– დარწმუნებული ხართ? – გაოცდა მადამ როზა, თან თავს აკან-
ტურებდა და პირს აწკლაპუნებდა.
– რაო, ქალბატონო, რა ბრძანეთ? მე არაფერში არ ვარ დარწმუ-
ნებული, ჩვენ იმისთვის არ მოვსულვართ ამქვეყნად, რომ რაღაც-რა-
ღაცებში დავრწმუნდეთ. მე სუსტი გული მაქვს. რასაც ვამბობ, სულ
პატარა რამეა, მაგრამ, აი, ამაში კი ნამდვილად დარწმუნებული ვარ.
თერთმეტი წლის წინ ჩემი სამი წლის მუსლიმი ვაჟი მოგაბარეთ, სა-
ხელად მუჰამედი. თქვენც მუსლიმი ბავშვის მიღებაზე მომეცით ხელ-
წერილი. იმ ბავშვს მუჰამედ კადირი ერქვა. მეც მუსლიმი ვარ, ჩემი
შვილიც და ჩემი ცოლიც მუსლიმი იყო. მეტსაც გეტყვით: მე თქვენ ჩა-
გაბარეთ საღ-სალამათი არაბი შვილი და მინდა, რომ ასეთივე დამიბ-
რუნოთ. არა, ქალბატონო, სულაც არ მინდა ებრაელი შვილი, არ მინ-
და, ხომ გაიგონეთ, მორჩა და გათავდა! რას ვიზამთ, საამისოდ ჯან-
მრთელობა არ მიწყობს ხელს. არსებობდა მუჰამედ კადირი და არა
მოსე კადირი. ძალიან გთხოვთ, თავგზას ნუ ამირევთ და ხელმეორედ
ნუ გამაგიჟებთ. არა, არა, როგორ გეკადრებათ, ებრაელების საწინა-
აღმდეგო არაფერი მაქვს, ღმერთი თვითონ მოუვლის მაგათ. მაგრამ
მე არაბი ვარ, სარწმუნოებით მუსლიმი და ასეთივეა ჩემი შვილიც,
მუჰამედი, არაბი, მუსლიმი. მე თქვენ ნორმალური და ჯანსაღი ბავშვი
მოგაბარეთ და კეთილი ინებეთ, ასეთივე დამიბრუნეთ. თავს ნებას
ვაძლევ და შეგახსენებთ, რომ ამგვარი ემოციების ატანა მე არ შემიძ-
ლია. მთელი ცხოვრება ტანჯვისა და დევნის ობიექტი ვიყავი, ამას ჩე-

181
მი სამედიცინო ცნობებიც ადასტურებენ. თუ არ გჯერათ, შემიძლია
გაჩვენოთ.
– თუ ტანჯვისა და დევნის ობიექტი იყავით, მაშ, რატომღა ხართ
დარწმუნებული, რომ ებრაელი არ ხართ? – იმედის ნაპერწკალმა გაი-
ელვა მადამ როზას თვალებში.
ბატონო კადირ იუსეფს სახე ნერვიულმა ტიკმა მოუბრიცა.
– ქალბატონო, მართალია, ებრაელი არ ვარ, მაგრამ ტანჯული
ვარ. თქვენ რა, მონოპოლია ხომ არ გაქვთ ტანჯვა-წამებაზე? მორჩა,
მოეღო ბოლო თქვენს ებრაულ მონოპოლიას. მე მგონი, ამქვეყნად
სხვა ხალხებსაც აქვთ უფლება, იყვნენ ტანჯულნი და დევნილნი. მე
მოვითხოვ, დამიბრუნოთ ჩემი არაბი ვაჟიშვილი მუჰამედ კადირი
ისეთივე, როგორც ხელწერილშია აღნიშნული. ებრაელ შვილს არა-
ნაირი საბაბით არ დავთანხმდები. ეგღა მაკლია! თითქოს ჩემი პრობ-
ლემები არ მყოფნიდეს, ახლა ებრაელიც ავიკიდო!
– კარგი, კარგი, ნუ ღელავთ, – დაამშვიდა მადამ როზამ, – შეიძ-
ლება აქ რაღაც შეცდომაა.
ტიპი ისე იყო არეული და აღელვებული, რომ, მე მგონი, მადამ
როზას ცოტა შეეცოდა კიდეც. თან, ეტყობოდა, ისიც გაახსენდა, რომ
ებრაელებს და არაბებს მრავალი უბედურება ჰქონდათ ერთად გადა-
ტანილი.
– ოჰ, ღმერთო ჩემო! ნამდვილად შეცდომა იქნება, – წამოიძახა
ბატონმა იუსეფ კადირმა და სკამზე დაეშვა, რადგან ფეხზე დგომის
თავი აღარ ჰქონდა.
– მომო, მიდი ერთი, საბუთები მომიტანე, – დაფაცურდა მადამ
როზა.
საწოლის ქვემოდან დიდი საოჯახო ჩემოდანი გამოვათრიე. ჩემზე
უკეთ არავინ იცოდა, რა დომხალი იყო იმ ჩემოდანში, რადგან იქ ხში-

182
რად ვიქექებოდი ჩუმ-ჩუმად დედაჩემის კვალის მისაგნებად. როდე-
საც მეძავი დედები თავიანთ შვილებს მადამ როზას პანსიონში ტო-
ვებდნენ, მადამ როზა ამ ბავშვების მონაცემებს ქაღალდის ნაგლეჯებ-
ზე ინიშნავდა, მაგრამ ისე, რომ მათ წაკითხვას და გაგებას ეშმაკიც
ვერ მოახერხებდა. მადამ როზა დედებს საიდუმლოს უნახავდა და
ისინიც არხეინად იყვნენ. რა ენაღვლებოდათ რა, ვერც ვერავინ ჩაუშ-
ვებდა როგორც დედებს და ვერც დედობის უფლებას ჩამოართმევ-
დნენ. თუ მაინცდამაინც რომელიმე სუტენიორი გადაეკიდებოდა ასეთ
დედას მისი აბიჯანში გაგზავნის ან ფულის გამოძალვის მიზნით და
მის შვილს მადამ როზასთან დაუწყებდა ძებნას, ამ არქივში, ბევრიც
რომ ექექა, მაინც ვერაფერს მიაგნებდა.
მთელი ეს მაკულატურა მადამ როზას გადავეცი. სათვალე შეის-
წორა, თითი დაისველა და ძებნას შეუდგა.
– აი, ვიპოვე! – წამოიძახა ცოტა ხნის შემდეგ გამარჯვებული ხმით
და ერთ ქაღალდს თითი შუაგულში ატაკა, – აი, დაბადების თარიღიც
აწერია: 1956 წლის 7 ოქტომბერი. კიდევ რაღაცები მიმიწერია.
– რა რაღაცები? – წამოიკნავლა ბატონმა კადირ იუსეფმა.
– არა, მნიშვნელოვანი არაფერი. იმ დღეს ორი ბიჭი მიმიღია, ერ-
თი მუსლიმი, მეორე ებრაელი.
მადამ როზა ცოტა დაფიქრდა. მერე სახე გაუბრწყინდა.
– აა! ახლა კი ყველაფერი გასაგებია! – განაგრძო ტკბილად, – ეტ-
ყობა, სარწმუნოებები ერთმანეთში ამერია.
– რაო, როგორ თქვით? – იუსეფ კადირი მთელი ძალ-ღონის და-
ძაბვით ცდილობდა მადამ როზას ნათქვამს ჩასწვდომოდა, – ეს რო-
გორ შეიძლება!
– ძალიან კარგადაც შეიძლება, თავი გაიმართლა მადამ როზამ, –
როგორც ჩანს, მუჰამედი მოსედ გამიზრდია და მოსე მუჰამედად. რას

183
იზამთ, ხდება ხოლმე. მე ხომ ისინი ერთ დღეს მივიღე და ეტყობა, ამე-
რია. პატარა მოსე ახლა მშვენიერ მუსლიმურ ოჯახში იზრდება მარ-
სელში და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველას თავი შეაყვარა. აი, ეს თქვე-
ნი პატარა მუჰამედი კი ებრაელად გავზარდე. ხომ ხვდებით, რასაც
ვამბობ; ბარმიცვაო, ესაო, ისაო, ერთი სიტყვით, არაფერი დამიკლია.
როგორც ებრაელს შეეფერებოდა, სულ ქაშერს ვაჭმევდი. ამ მხრივ შე-
გიძლიათ მშვიდად იყოთ.
– რა თქვით? ქაშერს აჭმევდით? – ჩამწყდარი ხმით იკითხა ბა-
ტონმა კადირ იუსეფმა, რომელსაც ფეხზე ადგომის თავიც კი აღარ
ჰქონდა, – ჩემი ვაჟი მუჰამედი ქაშერს ჭამდა?
მაშ, არც ბარმიცვა დაგიკლიათ, არა? ესე იგი, თქვენ ჩემი მუჰამე-
დი ებრაელად გიქცევიათ და ეს არის!
– რაღა დაგიმალოთ და ეგრეა, – მშვიდად მიუგო მადამ როზა, –
ბავშვები ერთმანეთში ამერია. რა გაკვირვებული მიყურებთ? შეცდო-
მისგან არავინაა დაზღვეული. დიახ, ადამიანებიც შეიძლება ერთმა-
ნეთში აგერიოს. მით უმეტეს, სამი წლის ბიჭები, რომლებიც ჯერ პი-
როვნებები არ არიან. გინდაც ერთი უკვე წინადაცვეთილი იყოს. აი,
ზუსტად, მაგ წინადაცვეთაში შემეშალა. მაგრამ, ნუ გეშინიათ, თქვე-
ნი პატარა მუჰამედი ნამდვილად ღირსეულ ებრაელად გავზარდე.
რას იზამთ, შვილს რომ სადმე თერთმეტი წლით ტოვებთ, ისიც უნდა
იფიქროთ, რომ მას შეიძლება რამე უბედურება დაემართოს. ჰოდა,
ახლა ნუღარ გიკვირთ, თქვენი შვილი რომ ებრაელად გადაიქცა.
– კი, მაგრამ ხომ გითხარით, კლინიკიდან ვერ გამოვდიოდი-მეთ-
ქი, – ამოიკვნესა ბატონმა კადირ იუსეფმა.
– კარგი, კარგი. მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, – ტკბილად გაუღიმა
მადამ როზამ, – რა ვუყოთ, რომ არაბი იყო, ახლა ცოტათი ებრაელია!

184
ამას რა მნიშვნელობა აქვს, შვილი შვილია! გინდა არაბი იყოს და გინ-
და ებრაელი!
ტიპი შეურაცხყოფისგან ისე აენთო, რომ თუ აქამდე სკამიდან წა-
მოწევის თავი არ ჰქონდა, ახლა ვეფხვივით წამოიჭრა და დაიღრი-
ალა:
– მე არაბი შვილი მინდა! გაიგეთ, არაბი! ებრაელი არ მჭირდება!
– კი, მაგრამ, ხომ გითხარით, ეს არის-მეთქი! – სცადა დაწყნარება
მადამ როზამ და მოსეზე მიუთითა.
– ეს როგორ არის? ეს ხომ მონათლულია!
– ფუი, ეშმაკს, ფუი! – სამჯერ გადააფურთხა მადამ როზამ, რო-
მელსაც რაღაც-რაღაცები შაყირის დროსაც კი არ ავიწყდებოდა, –
როგორ გეკადრებათ! რა მონათვლა! ღმერთმა დაგვიფაროს! ჩვენი მო-
სე პატარა, წესიერი ებრაელი ბიჭუნაა. ხომ ასეა, მოსე?
– დიახ, მადამ როზა, – სიამოვნებით უპასუხა მოსემ, – რას კარ-
გავდა რა, დედაც ფეხებზე ეკიდა და მამაც.
ბატონი იუსეფ კადირი გაუნძრევლად იდგა და შეძრწუნებული
თვალებით გვიყურებდა.
– მოვითხოვ, დამიბრუნოთ ჩემი ვაჟი ისეთივე, როგორიც მოგაბა-
რეთ! მე მინდა ჩემი კეთილმორწმუნე არაბი შვილი და არა ვიღაც
ცუდმორწმუნე ებრაელი!
– აქ ჩვენ არაბებს და ებრაელებს ერთმანეთისგან არ ვანსხვავებთ!
– ხმას აუწია მადამ როზამ, – თუ თქვენი შვილის წაყვანა გინდათ, აი,
ისიც, წაიყვანეთ ისეთი, როგორიც არის! არ დამიწყო აქ ერთი ამბავი!
ახლა გაუტკბა შვილი! ბავშვს ჯერ დედა მოუკლა, მერე თავი მოიგი-
ჟიანა და ცნობაც გაიშანშალა, ახლა მოდის აქ და ებრაელ შვილს მი-
წუნებს! მოსე, შვილო, მამაშენს შეიძლება გული გაუსკდეს, მაგრამ,
შენ მაინც მიდი და გადაკოცნე, რას იზამ, მამაა, რაც არ უნდა იყოს!

185
– მიდი, ბიჭო, გააკეთე, რასაც გეუბნებიან, აკოცე, ხომ არ შეგჭამს!
– გავამხნევე მოსე. ამ მომატებულმა ოთხმა წელმა ცოტა შვება მომ-
ცა.
მოსემ ერთი ნაბიჯი გადადგა ბატონი იუსეფ კადირისკენ, რომელ-
მაც ამ დროს საშინელი რამ თქვა; საშინელი იყო იმიტომ, რომ მან არ
იცოდა, რომ სიმართლეს ამბობდა:
– ეს ჩემი შვილი არ არის!
ტრაგიკული ხმით იყვირა მან. წამოდგა, კარისკენ დააპირა წას-
ვლა, მაგრამ ვერ შეძლო, ერთი-ორჯერ წამოიკვნესა, გულზე ხელი მი-
იდო და დაეცა, თითქოს აღარაფერი აქვს სათქმელიო.
– რაშია საქმე, რა მოუვიდა? – იაპონური მარაოს ქნევა-ქნევით
იკითხა მადამ როზამ, სხვა რა შეეძლო, – ნახეთ ერთი, რა დაემართა!
ვერ გავიგეთ, მოკვდა თუ გული წაუვიდა. ცოტა ხანს დავიცადეთ.
მაგრამ კაცი აღარ ინძრეოდა. მადამ როზა აღელდა, რადგან პოლიცი-
ის მოსვლა ნამდვილად არ გვაწყობდა. თანაც, ხომ იცით მაგათი ამ-
ბავი? თუ ერთხელ მოვიდნენ, მერე თავიდან ვეღარც მოიშორებთ. მა-
დამ როზამ მითხრა, წადი, გაიქეცი, იქნებ ვინმე მოიყვანო და ამ უბე-
დურს რამე უშველონო. მაგრამ ვხედავდი, რომ ბატონ კადირ იუსეფს
ვეღარავინ უშველიდა. ის მკვდარი იყო. სახეზე ისეთი სიმშვიდე ეფი-
ნა, როგორც ამქვეყნად ყველა საქმემოთავებულ ადამიანს. მივუახ-
ლოვდი, ერთი-ორჯერ მოვჩქმიტე, მერე ტუჩებთან სარკე მივუტანე,
მაგრამ მას არაფერი დასტყობია. როგორც მოსალოდნელი იყო, მოსე
თვალსა და ხელს შუა გაიპარა. მე ძმებ ზაუმებს მივაშურე. ვუთხარი,
ჩვენთან მკვდარია და იქნებ კიბეზე გაიტანოთ, რომ მერე ჩვენ არაფე-
რი დაგვბრალდეს-მეთქი. ისინი გამომყვნენ და გვამი მეხუთე სარ-
თულზე, ბატონი შარმეტის კარის წინ დადეს. ბატონი შარმეტი ფრან-

186
გია და რასაც უნდა, იმას დადებს თავისი კარის წინ, მათ შორის გვამ-
საც.
ყველაფერი რომ მიწყნარდა, მეხუთეზე ჩავედი და მკვდარ იუსეფ
კადირს გვერდით მივუჯექი. ცოტა ხანს ვიჯექი, ისე, უბრალოდ, ერ-
თმანეთს ვეღარაფერში გამოვადგებოდით, მაგრამ მაინც ვიჯექი და
დავცქეროდი.
ჩემზე ბევრად გრძელი ცხვირი ჰქონდა, მაგრამ ეგ არაფერია. ადა-
მიანები რაც უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ცხვირები უფრო უგრძელ-
დებათ.
ჯიბეები მოვუჩხრიკე, იქნებ რამე დავიტოვო სამახსოვროდ-მეთ-
ქი, მაგრამ სიგარეტის კოლოფის გარდა ვერაფერი აღმოვაჩინე; ლურ-
ჯი „გოლუაზი“ იყო. შიგ მხოლოდ ერთი ღერიღა იდო; ამოვიღე და
მოვწიე მის გვერდით მჯდარმა. მსიამოვნებდა, რომ მის დარჩენილ სი-
გარეტს ვეწეოდი.
ცოტა წავიტირე კიდეც. გულზე მომეშვა, თითქოს ჩემიანის და-
კარგვას დავტიროდი. მერე პოლიციის მანქანის ხმა შემომესმა და
მაღლა ავირბინე. პოლიციის გადაკიდება ნამდვილად არ მინდოდა.

187
სახლში რომ მივბრუნდი, მადამ როზა ისევ აღშფოთებული დამ-
ხვდა. ოღონდ გონზე ყოფილიყო და აღარაფერს დავეძებდი, მართლაც
რომ ბედმა გაგვიღიმა იმ დღეს. მადამ როზა ბატონი კადირ იუსეფის
სტუმრობის დროს რომ გათიშულიყო, ვეღარაფერი გვიშველიდა,
ორივენი დავიღუპებოდით. ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში მხო-
ლოდ ორიოდე საათით უბრუნდებოდა გონება. ვერაფერს ვიტყვი, ბა-
ტონმა კადირ იუსეფმა კარგ დროს მოუსწრო.
მე კიდევ სულ თავგზა ამერია. აბა, როგორია, ერთ წუთში ოთხი
წელი რომ მოგემატება?! რა უნდა მექნა, როგორ უნდა დამეჭირა თავი
და რანაირად უნდა ვყოფილიყავი თოთხმეტი წლის, აზრზე არ ვიყა-
ვი. სარკეშიც კიჩავიხედე, იქნებ სახეზე შემეტყოს რამე-მეთქი. ეს ჩემს
ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როგორც ამბო-
ბენ ხოლმე, რევოლუცია. მე თითქოს მე აღარ ვიყავი და ვინ ვიყავი და
რა ვიყავი, არც ეგ ვიცოდი. ვხვდებოდი, რომ ისე ვეღარ შევხედავდი
ცხოვრებას, როგორც აქამდე, მაგრამ ისეთ ხასიათზე ვიყავი, რომ
მერჩივნა, საერთოდ აღარ შემეხედა ცხოვრებისთვის.
– ოჰ, ღმერთო ჩემო! – ერთი კი შესძახა მადამ როზამ და არც
ერთს კრინტი აღარ დაგვიძრავს მომხდარ ამბავზე. ტაბურეტზე ჩა-
მოვჯექი მადამ როზას გვერდით და ხელზე მოვეფერე. როგორი ტყუ-
ილი მოიფიქრა, რომ მე შევენარჩუნებინე! ჩვენ ერთმანეთის გარდა
არავინ გვყავდა ქვეყნიერების ზურგზე და ახლა როგორმე ერთმანეთი
უნდა გადაგვერჩინა.

188
მე მგონია, რომ როცა დიდი ხანი ცხოვრობ ძალიან უშნო ადამია-
ნის გვერდით, ბოლოს და ბოლოს, მის სიუშნოვეს ვეღარ ამჩნევ და
გიყვარდება. ნამდვილი სიუშნოვე და სიმახინჯე ამქვეყნად სიღატა-
კეა. მადამ როზა კი ამაზე უარესი ნამდვილად არ იყო. მას ებრაელი
ძაღლივით ლამაზი თაფლისფერი თვალები ჰქონდა. მაგრამ მადამ
როზა ისე კი არ უნდა შეაფასოთ, როგორც ქალი. ამ კატეგორიაში იგი
ალბათ ვერაფერს გახდება.
– მომო, ძალიან დაგწყდა გული?
– სულაც არა, მადამ როზა; ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ თოთ-
ხმეტი წლის ვყოფილვარ.
– მართალი ხარ, ასე ჯობს. და მერე კიდევ, რაში გჭირდება ნაგი-
ჟარი მამა, ხომ იცი, ზოგჯერ სიგიჟე მემკვიდრეობით გადადის.
– აბა რა! კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა.
– ჰო, თანაც, აიშა ისეთ ბიზნესს ატრიალებდა, მამაშენის ვინაო-
ბის დადგენა მართლა ძალიან ძნელი საქმე იქნებოდა. აიშას ერთი
დღე არ დაუსვენია, ისე გაგაჩინა. მიდი ახლა შენ და არკვიე, ვინ არის
მამა!
დაბლა ჩავედი და ბატონი დრისის კაფეში შევედი. შოკოლადის
ნამცხვარი ვიყიდე და მადამ როზას ავუტანე. სიამოვნებით მიირთვა.
მადამ როზა რამდენიმე დღე აღარ გათიშულა. ამას ექიმი კატცი
რემისიას უწოდებდა. ძმებ ზაუმებს კვირაში ორჯერ ამოჰყავდათ
ჩვენთან ზურგზე აკიდებული ექიმი, რათა თვალყური ედევნებინა,
როგორ მიდიოდა უკან-უკან მადამ როზა, თან მას თავის გარდა სხვა
ორგანოებიც ჰქონდა და იმათაც მიხედვა სჭირდებოდათ. ამ პროცესის
ყურებას ვერ ვუძლებდი. ქუჩაში ჩავდიოდი და შედეგებს იქ ველოდე-
ბოდი.

189
ერთხელ, ზანგმა ჩამიარა გვერდით. რატომ ეძახდნენ ასე, არ ვი-
ცი, ალბათ იმიტომ, რომ უბნის სხვა შავკანიანებისგან განესხვავები-
ნათ. აბა, ყველას ზანგს ხომ არ დაუძახებდნენ, ჯოხი ყოველთვის ერ-
თზე ტყდება, ხომ იცით, ყველას დანაშაული ერთმა უნდა გამოისყი-
დოს ხოლმე. ასეთი გამხდარი ზანგი ცხოვრებაში არ შემხვედრია.
თავზე შლაპა ჰქონდა ჩამოფხატული. თხუთმეტი წლის იყო, აქედან
ხუთი წელი უპატრონოდ იცხოვრა. მშობლებმა ბიძას მიუგდეს გასაზ-
რდელად, ბიძამ – ცოლისდას, ცოლისდამ კიდევ ვიღაცას და ასე
გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ხელიდან ხელში გადადიოდა
და მერე უკვე აღარავინ იცოდა, ვინ იყო და საიდან მოდიოდა, მაგრამ,
მიუხედავად ამისა, ვენაში მაინც არ იჩხირავდა. ამბობდა ხოლმე, მე
ისეთი ბოღმა ვარ, ეგღა მაკლია, საზოგადოებას დავემორჩილოთ.
მთელი უბანი იცნობდა, იმიტომ, რომ ასეთი პროფესია ჰქონდა: ვინმე
ეტყოდა, წადი და ამა და ამ კაცს ესა და ეს უთხარიო. ისიც მიდიოდა
და ეუბნებოდა. ტელეფონი ძვირი იყო და ადამიანები მისი საშუალე-
ბით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. ზოგჯერ დღეში ერთ ას ადგილზე
იყო მისასვლელი; საკუთარი ბინაც კი ჰქონდა. შემატყო, რომ ჩემს
ჩვეულ ოლიმპიურ ფორმაში ვერ ვიყავი და ბისონის ქუჩაზე, ბისტრო-
ში წამიყვანა მაგიდის ფეხბურთის სათამაშოდ. მკითხა, მადამ როზა
რომ გაღმა გავიდეს, რას იზამო. ვუპასუხე, ქუჩაში არ დავრჩები, უკვე
მყავს ოჯახი შეგულებული-მეთქი. მაგრამ შემატყო, რომ არც ეგრე
იყო საქმე, როგორც თავი მომქონდა. სხვათა შორის, ვუთხარი, უცბად
ოთხი წელი რომ მომემატა. ზოგიერთივით პირი არ დაუღია, კაცურად
მომილოცა. მერე ცოტა იმაზეც ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლებოდა
უპატრონო თოთხმეტი-თხუთმეტი წლის ბიჭს ტრაკის საშუალებით
თავი გაეტანა. მითხრა, თუ გინდა, შემიძლია კაცების მისამართები
მოგცეო. მაგრამ თან დასძინა, კაცი რომ ტრაკის მიცემას დაიწყებს,

190
ამაზე საზიზღრობა არაფერია, გირჩევ, გაუფრთხილდე და მოუარო,
ხომ იცი, კაცი ტრაკით ფასდებაო, მე ასეთი გზით ფული არასოდეს
მიშოვია, იმიტომ, რომ მაგას მარტო ბანკები და არაკაცები აკეთებე-
ნო. სიგარეტი მოვწიეთ, მაგიდის ფეხბურთი ვითამაშეთ და ერთმა-
ნეთს დავშორდით. ზანგს თავის საქმეებზე ეჩქარებოდა, მე კიდევ ის
ტიპი არ ვარ, ვინმეს ძალით ავეკიდო და თავი მოვაბეზრო.
შინ რომ დავბრუნდი, ექიმი ისევ იქ დამხვდა. მადამ როზას და-
ყოლიებას ცდილობდა საავადმყოფოში წასვლაზე. ბატონი ზაუმ უფ-
როსი, ბატონი ვალუმბა და მისი ხუთი ძმაკაცი იატაკზე წამომსხდა-
რიყვნენ. ხომ იცით, სიკვდილი ადამიანს წონას მატებს და რაც უფრო
უახლოვდები სიკვდილს, გარშემო მყოფნი უფრო მეტი პატივისცემით
გეპყრობიან. ექიმი კატცი თავს არ ზოგავდა, ლამაზ-ლამაზ ტყუი-
ლებს აფრქვევდა და მხიარული კაცის როლს თამაშობდა.
– აი, ჩვენი პატარა მომოც მოვიდა! შენც ამბავი გაინტერესებს,
არა, შე ეშმაკო, შენა! გაინტერესებს და, აჰა, გაიხარე! კიბო არ არის!
გაიგე? კიბო არ არის! დაწყნარდით, გამხიარულდით და ენდეთ ექიმის
პატიოსან სიტყვას!
ყველანი ვიღიმებოდით, განსაკუთრებით კი ბატონი ვალუბა არ
ცდილობდა, დაემალა ახალი ამბით გამოწვეული კმაყოფილება და
ისე იღიმებოდა, პირი ყურებამდე აუვიდა. მადამ როზაც ნასიამოვნე-
ბი ჩანდა ამ ამბით – ბოლოს და ბოლოს, იმანაც რაღაცას მიაღწია
ცხოვრებაში.
– მაგრამ თავის დამშვიდების უფლება მაინც არ გვაქვს, – განაგ-
რძობდა ბედნიერი და თადარიგიანი კაცის კმაყოფილი ხმით ექიმი
კატცი, – ეს ჩვენი თავი ხანდახან გვიჯანყდება და აზროვნებაზე უარს
გვეუბნება, აღარც თირკმელები მუშაობენ ახალგაზრდული ნაყოფიე-
რებით და ეს გულიც ძველებურად ვეღარ გვიძგერს! ხომ მეთანხმები,

191
ჩემო მეგობარო? ჰოდა, რას იტყოდი, ორიოდე კვირა ჩვენს კოხტა და
მშვენიერ საავადმყოფოში რომ გაგეტარებინა? იქ ყველა ტკივილს
დაგავიწყებენ და სახლში სრულიად გამოჯანმრთელებული დაბრუნ-
დები!
ვუსმენდი ექიმ კატცს და გული მეწურებოდა. მთელმა უბანმა
კარგად იცოდა, რომ ტანჯვით სული რომ ამოგხდომოდა, სანამ სხე-
ული ერქვა შენს ხორცს და სანამ ერთი ნემსის ჩასარჭობი ადგილი
კიდევ გქონდა, სიკვდილში ანუ ტკივილებისგან განთავისუფლებაში
არავინ დაგეხმარებოდა. ბოლო სიტყვა მედიცინას ეკუთვნის და მან
ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ღვთის
ნების აღსრულებას. მადამ როზას ცისფერი კაბა ჩაეცვა, მოქარგული,
საკმაოდ ძვირფასი შალი მოეგდო მხრებზე და, ახლა, აქაოდა საყო-
ველთაო ყურადღების ობიექტი ვარო, კმაყოფილი იერით გვათვალიე-
რებდა გარშემო მყოფ თაყვანისმცემლებს. ბატონმა ვალუმბამ თავის
ინსტრუმენტით მდგომარეობის შესაბამისი მუსიკა ააჟღერა. არც
ერთს დანა პირს არ გვიხსნიდა, უმწეოები ვიყავით, არაფრის გაკეთე-
ბა არ შეგვეძლო. სახე მეც მიღიმოდა, მაგრამ გული ისეთი დაბოღმი-
ლი მქონდა, ვნატრობდი, ნეტავ, მოვკვდე, რომ ეს ტანჯვა-წამება
თვალით აღარ დავინახო-მეთქი. ზოგჯერ მგონია, რომ ის, რასაც მე
ვგრძნობ და ვხედავ, ცხოვრება არ არის, ეს არ არის ის, რასაც სხვები
ცხოვრებას ეძახიან, მე კი რა დავუძახო, არ ვიცი, ენდეთ ჩემს მდიდარ
გამოცდილებას. მერე ყველანი ადგნენ და სათითაოდ გაიკრიფნენ.
არც ერთს ხმა არ ამოუღია. ან კი რა უნდა ეთქვათ, ხომ არის მომენ-
ტები, როცა სიტყვა უაზრობა ხდება.
მარტო დავრჩი მადამ როზასთან. ასეთ განმარტოებას მტერსაც
არ ვუსურვებ.

192
– ხომ გაიგონე, მომო? საავადმყოფოში უნდა წახვიდეო. მერე შენ
უჩემოდ რა გეშველება?!
სტვენა დავიწყე. მეტი აღარაფერი შემეძლო.
მივუტრიალდი, რომ რამე მეპასუხა, თუნდაც სისულელე, მაგრამ
შევხედე და მივხვდი, რომ ისევ გაითიშა. ორი დღე და სამი ღამე გონზე
აღარ მოსულა. მაგრამ გული უცემდა, ესე იგი ცოცხალი იყო.
ვერ ვბედავდი, რომ ვინმესთვის დამეძახა, ექიმი კატცისთვის ან
მეზობლებისთვის. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამჯერად უკვე ლა-
ილაის არავინ დაგვიწყებდა და ერთმანეთს საბოლოოდ დაგვაშორებ-
დნენ. გვერდიდან არ მოვშორებივარ. ერთი-ორჯერ თუ ავდექი მო-
საფსმელად და პურის ნატეხის მოსაციცქნად. მინდოდა, როცა გონს
მოვიდოდა, პირველი მე დავენახე. ხელს მკერდზე ვადებდი და მიუხე-
დავად ამდენი კილო ხორცისა, მის გულიცემას ვგრძნობდი. ზანგი მო-
ვიდა; ვეღარსად დაგინახე და ვიფიქრე, რა მოუვიდაო. დიდხანს დას-
ცქეროდა მადამ როზას და სიგარეტს ეწეოდა. ჯიბეები მოიჩხრიკა და
გაზეთის ნახევი გამომიწოდა: „მძიმე საგნების წაღება უფასოდ. ტელ.
278 78 78“.
შემდეგ მხარზე ხელი რამდენჯერმე მეგობრულად დამკრა და წა-
ვიდა.

193
მეორე დღეს მადამ ლოლას დასაძახებლად გავვარდი. ისიც არ
დამზარდა, გამომყვა და ყველაზე ხმამაღლა მოკივანი პოპ-მუსიკის
დისკებიც წამოიღო. მისთვის რომ გეკითხათ, ეს დისკები ცოცხალს გა-
მოაფხიზლებდა კი არადა, მკვდარსაც სამარიდან წამოახტუნებდა.
მაგრამ მადამ როზაზე ვერც ამან გაჭრა. იმ მდგომარეობაში იყო, რო-
მელიც ექიმმა კატცმა იწინასწარმეტყველა ავადმყოფობის დასაწყის-
შივე: ბოსტნეულივით უგონო. მადამ ლოლაზე ისე იმოქმედა დაქალის
ასეთმა მდგომარეობამ, რომ საშინლად განერვიულდა და ბულონის
ტყეში აღარ წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს გაცდენით
საკმაოდ იზარალებდა. ეს სენეგალელი ნამდვილი ადამიანური არსე-
ბა იყო და ერთ დღეს მე მას აუცილებლად ვინახულებ.
მადამ როზა სავარძელში იდო. გვინდოდა, საწოლზე გადაგვეწვი-
ნა, მაგრამ ძვრა ვერ ვუყავით. მადამ ლოლამაც დიდხანს უტრიალა,
მაგრამ მიუხედავად თავისი მოკრივის წარსულისა, არაფერი გამოუ-
ვიდა.
როდესაც ადამიანებს ასეთი ავადმყოფობა ემართებათ, ყველაზე
საშინელება ის არის, რომ არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს. ექიმმა
კატცმა მითხრა, ერთმა ამერიკელმა ამ მდგომარეობაში ჩვიდმეტ
წელზე მეტი იცოცხლა და ჩემპიონიც გახდაო. მაგრამ იმას თურმე
მომვლელების ჯარი ეხვია თავზე და სპეციალური დანადგარებით
წვეთ-წვეთობით აწოდებდნენ სიცოცხლისთვის აუცილებელ ნივთიე-
რებებს. იმაზე ფიქრიც კი არ მინდოდა, რომ მადამ როზას შეიძლება

194
ჩემპიონობა ჩამოერთმია იმ ამერიკელისთვის. იმდენი ტანჯვა ჰქონდა
ნაგემი და ახლა ესღა აკლდა!
მადამ ლოლა ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანი იყო. მის-
ნაირი ცხოვრებაში ბევრი არ შემხვედრია. ყოველთვის შვილის ყოლა-
ზე ოცნებობდა, მაგრამ როგორც უკვე აგიხსენით, მასაც, ისევე რო-
გორც მისნაირ მრავალ ტრანსვესტს, ბუნების კანონების გამო, საამი-
სო „მოწყობილობა“ არ ჰქონდა. მე შემპირდა, ნუ გეშინია, შვილივით
მოგივლიო; მუხლებზე დამისვა და სენეგალელი ბავშვების საყვარელი
იავნანა მიმღერა. საფრანგეთშიც აქვთ ალბათ ბავშვებს იავნანა, მაგ-
რამ მე არასოდეს გამიგონია; სარწევი და საიავნანო ბაია არასოდეს
ვყოფილვარ. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ათასგვარი წუხილი და
ტკივილი მიტრიალებდა გონებაში. გამახსენდა, რომ თოთხმეტი წლის
ვიყავი, მადამ ლოლას ბოდიში მოვუხადე, პატარა ხომ აღარ ვარ,
„სახლობანა“ ვითამაშო-მეთქი და მისი მუხლებიდან წამოვხტი. მერე
მადამ ლოლა წამოდგა და წავიდა, სამუშაოდ უნდა მომზადებულიყო.
იგი ბატონმა ვალუმბამ შეცვალა. ამოიყვანა მთელი თავისი საძმო და
მადამ როზას საპატიო ყარაულად დაუყენა. თან ერთი ცხვარიც ამოი-
ყოლეს, იქვე შეწვეს და კარგი პურის ჭამა გავმართეთ. ისე ვგრძნობ-
დით თავს, თითქოს ბუნებაში ვიყავით პიკნიკზე.
მადამ როზას გამოკვებაც ვცადეთ. ხორცის ნაჭრებს წინასწარ ვუ-
ღეჭავდით და შემდეგ პირში ვყრიდით, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.
ისევ ისე იჯდა, ხორცის ნახევარი პირში ედო, ნახევარი გარეთ იყო
გადმოკიდებული და უაზრო ლამაზი ებრაული თვალები გაეშტერე-
ბინა, თუმცა ვერაფერს ხედავდა. ისე კი, მადამ როზას უჭმელობა
ჯერჯერობით არცთუ ისე საგანგაშო იყო, იმდენი ხორცი და ქონი ეს-
ხა, რომ მის სხეულსაც ეყოფოდა გამოსაკვებად და ბატონი ვალუმბას
მთელ ტომსაც. მაგრამ ეგ დრო წარსულს ჩაბარდა, ისინი ადამიანის

195
ხორცს უკვე აღარ მიირთმევდნენ. ბოლოს, ვინაიდან კარგ ხასიათზე
იყვნენ და ცოტა პალმის არაყიც გადაჰკრეს, წამოცვივდნენ და მადამ
როზას გარშემო ცეკვა-თამაში გააჩაღეს. ამ საშინელი ხმაურის გამო
მეზობლები არაფერს ამბობდნენ, რადგან ისეთი ადამიანები იყვნენ,
რომლებიც არ წუწუნებენ და თანაც, ძალიანაც რომ მოენდომებინათ,
მაინც ვერ იჩივლებდნენ – არც ერთ მათგანს საბუთები წესრიგში არ
ჰქონდა. ბატონმა ვალუმბამ ცოტა პალმის არაყი მადამ როზასაც ჩა-
ასხა. ეს არაყი ბისონის ქუჩაზე ბატონი სომგოს მაღაზიაში იყიდებო-
და კოლას კაკლებთან ერთად, რომელიც ასევე აუცილებელი ატრიბუ-
ტია, განსაკუთრებით ქორწინების დროს. მარწმუნებდნენ, არაყი მა-
დამ როზას სისხლის მოძრაობას აუჩქარებს და ტვინს ამოძრავებსო,
მაგრამ არც ამ საქმიდან გამოვიდა რამე. მადამ როდა ისევ ისე იყო,
ოღონდ სახე ცოტათი გაუწითლდა. ბატონმა ვალუმბამ თქვა, აქ ალ-
ბათ უკვე სიკვდილი დაძრწის და აქაურობას რომ მოვაცილოთ, ტამ-
ტამებზე უნდა დავცხოთ მთელი ძალ-ღონითო. თურმე სიკვდილს,
მხოლოდ თავისთვის გასაგები მიზეზების გამო, ისე ეშინია ტამტამის
ხმის, რომ სადაც გაიგონებს, იმ ადგილს სათოფეზე არ ეკარება. ტამ-
ტამები ხომ იცით, რაც არის? პატარა დოლები, რომლებზეც ხელით
უკრავენ, უფრო სწორედ, ხელს ურტყამენ. ერთი სიტყვით, ბრაგუნი
და ბრახაბრუხი მთელი ღამე გაგრძელდა.
მეორე დღეს უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამერიკელი თავის
ჩემპიონობას უნდა გამომშვიდობებოდა და მადამ როზას საავადმყო-
ფო ვეღარ ასცდებოდა, სადაც ექიმები ძალღონეს არ დაიშურებდნენ.
გარეთ გავედი. ქუჩა-ქუჩა დავეხეტებოდი, თან ღმერთზე და ეგეთ რა-
მეებზე ვფიქრობდი, რადგან კიდევ უფრო „გარეთ“ მინდოდა გასვლა.
პონტიეს ქუჩაზე გავიარე. იმ დარბაზს მივაშურე, სადაც ცხოვრე-
ბის უკან დასაბრუნებელი მოწყობილობები აქვთ. არ დაგიმალავთ და

196
იმ ლამაზი ქერათმიანი ქალის ნახვაც მინდოდა, კარგი სუნი რომ ას-
დიოდა და რომელზეც უკვე გელაპარაკეთ, ხომ გახსოვთ, ნადინი თუ
რაღაც ეგეთი რომ ერქვა. შეიძლება უსინდისოდ მოვიქეცი, მადამ რო-
ზას რომ გამოვერიდე, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის. ისე მაკლდა ყვე-
ლაფერი, რომ თოთხმეტი კი არა, ისევ ათი წლის მეგონა ჩემი თავი.
შეიძლება, არ დამიჯეროთ და იფიქროთ, ნეტავ, შენ ვიღა ხარ,
რომ ვინმე დაგელოდოსო, მაგრამ ქერათმიანი იქ იყო. დიახ, იქ იყო
და მე მელოდებოდა. იმ ვანილიანი ნაყინის გემოც კი ვიგრძენი, იმან
რომ მიყიდა.
არ დავუნახივარ, როგორ შევედი. მიკროფონთან იჯდა და სასიყ-
ვარულო სიტყვებს ამბობდა. მართლაც, რომ მაგარი იყო! ეკრანზე ვი-
ღაც ქალი ტუჩებს აცმაცუნებდა, მაგრამ მის მაგივრად, აი, აგერ, ჩემ
თვალწინ „ჩემი ქალი“ ლაპარაკობდა. აი, ხომ ხედავთ, რა არის ტექ-
ნიკა!
სადღაც, კუთხეში მოვიკუნტე და ლოდინი დავიწყე. ისე მაკლდა
ყველაფერი, რომ ოთხი წლით მეტის რომ არ ვყოფილიყავი, იქვე ავ-
ღრიალდებოდი, მაგრამ თავს ვიკავებდი. სინათლე აინთო და დამინა-
ხა. დარბაზი კარგად განათებული არ იყო, მაგრამ მაშინვე შემამჩნია
და, აი, მაშინ უკვე თავი ვეღარ შევიკავე: ცრემლები წამსკდა.
– მუჰამედ!
ნადინი ჩემკენ გამოექანა და თითქოს დიდ ვინმეს წარმოვადგენ-
დი, მხრებზე ხელი მომხვია. ყველა მე მიყურებდა, ალბათ ჩემი არა-
ბული სახელი ეხამუშათ.
– მუჰამედ! რა დაგემართა? რატომ ტირი? მითხარი, ჩემო კარგო,
რა შეგემთხვა?

197
„მუჰამედს“ რომ მეძახდა, არ მომწონდა, ამ სიგრძე სახელი რო-
გორი დასაძახებელი და მოსასმენია, „მომო“ არ ჯობდა?! იტყვი უცებ
და მორჩა! მაგრამ ახლა მაგის თავი მქონდა?!
– მუჰამედ, მიპასუხე! რატომ არ მეუბნები, რა დაგემართა?
რა მეპასუხა, არ ვიცოდი. ან კი შეიძლებოდა ყველაფრის თქმა და
ახსნა?! ამის მოყოლას ერთი დღეც არ ეყოფოდა. გული ისე მქონდა
გასიებული, ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებდი.
– რა და... არაფერი.
– იცი რა, მომისმინე: მე უკვე სამუშაო დავამთავრე, წამო, ჩემთან
წავიდეთ და ყველაფერი წესიერად მომიყევი.
თავისი ლაბადა მოიტანა და გარეთ გამოვედით. ჩავსხედით მან-
ქანაში და წავედით. დროდადრო ჩემკენ ბრუნდებოდა და მიღიმოდა.
ისეთი სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, რომ დაუჯერებელი მეჩვენე-
ბოდა. გრძნობდა, რომ ჩემთვის ჩვეულ ოლიმპიურ ფორმაში ვერ ვი-
ყავი, მასლოკინებდა კიდეც, მაგრამ არაფერს ამბობდა, თუმცა სიტ-
ყვებს რა მნიშვნელობა ჰქონდა! სამაგიეროდ, წითელი შუქის წყალო-
ბით, ერთი-ორჯერ ლოყაზე ხელი მომადო, ისე, ეს შუქნიშანი ზოგჯერ
ძალიან სასარგებლოა. სენტ-ონორეს ქუჩაზე, მის სახლთან მივედით
და მანქანა ეზოში შეიყვანა.
სახლში რომ შევედით, იქ ვიღაც მაღალი ტიპი დაგვხვდა, გრძელი
თმით და სათვალით. ხელი ჩამომართვა და არაფერი უთქვამს, სუ-
ლაც არ გაჰკვირვებია ჩემი მისვლა. ჯერ ისევ ახალგაზრდა ეთქმოდა,
ჩემზე ორჯერ ან სამჯერ უფროსი თუ იქნებოდა. აქეთ-იქით ვიხედე-
ბოდი, ვფიქრობდი, ალბათ ახლა ამათი ორი ქერა შვილიკოც გამოვა
და მეტყვიან, დაიკარგე აქედან, შენ რა ჩვენი ამხანაგი ხარო, მაგრამ
ძაღლის გარდა არავინ შემოსულა, თანაც ავი სულ არ იყო.

198
ნადინმა და იმ ტიპმა ინგლისურად დაიწყეს ერთმანეთში ლაპა-
რაკი; ვერაფერი გავიგე, იმიტომ, რომ ეს ენა არ ვიცი. მერე ჩაი და ბუ-
ტერბროდები მომართვეს. ძალიან გემრიელი იყო და იმდენი ვჭამე,
რომ ვეღარ ვსუნთქავდი. უსიტყვოდ მელოდებოდნენ, სანამ ვჭამდი.
თითქოს მთავარი ეს ყოფილიყოს. შემდეგ, იმ ტიპმა მკითხა, ახლა ხომ
უკეთესად ხარო; მინდოდა, ერთიორი სიტყვა მაინც მეთქვა, მაგრამ
იმდენი იყო სათქმელი, რომ ერთმანეთს ამოსვლას არ აცლიდნენ და
ვერაფერს ვამბობდი. სლოკინი ამიტყდა და, მე მგონი, მადამ როზასა-
ვით ასთმაც დამემართა. ხომ იცით, გადამდებია.
ერთი ნახევარი საათი მაინც დამუნჯებული ვიჯექი. სლოკინს ვერ
ვიჩერებდი. იმ ტიპმა თქვა, ბავშვი შოკურ მდგომარეობაშიაო, რამაც
ძალიან მასიამოვნა, იმიტომ, რომ ამან ისინი დააინტერესა. მერე წა-
მოვდექი და ვუთხარი, ახლა იძულებული ვარ დაგტოვოთ, რადგან
სახლში მოხუცი ადამიანი მყავს, რომელსაც ყველაფერი აკლია-მეთ-
ქი. მაგრამ, ნაშა სახელად ნადინი წამოდგა, სამზარეულოში გავიდა
და ისეთი ვანილიანი ნაყინი შემოიტანა, რომლის მსგავსი არაფერი
მიჭამია ჩემს ძაღლურ ცხოვრებაში.
ნაყინის მერე ცოტა ვილაპარაკეთ, რადგან სული მოვითქვი და
მეტყველების უნარი დამიბრუნდა. როდესაც ავუხსენი, რომ ის ადა-
მიანი მოხუცი ებრაელია, რომელსაც ყველაფერი აკლია და ახლა ყვე-
ლა წონით კატეგორიაში ერთად ჩემპიონობის კანდიდატი გახდა-მეთ-
ქი, თან ექიმი კატცის ახსნა-განმარტებებიც მოვიშველიე ბოსტნეულ-
თან დაკავშირებული ავადმყოფობის აღსაწერად, ორივემ მომისმინა
და ჩემთვის უკვე ნაცნობი სიტყვები ახსენეს – ცერებრალური სკლე-
როზი და მიხრწნილობა. მე მაინც მიხაროდა, იმიტომ, რომ მადამ რო-
ზაზე ვლაპარაკობდი და ეს ყოველთვის მსიამოვნებს. ისიც ავუხსენი,
რომ მადამ როზა ძველი მეძავი იყო და გერმანიის ებრაელთა საკონ-

199
ცენტრაციო ბანაკებიდან დაბრუნდა. მერე თავისნაირი მეძავების
შვილებისთვის საიდუმლო პანსიონი გახსნა. ის საწყლები ოფიცია-
ლური მეძავები არიან, დედობის უფლება არ აქვთ და იმის შიშით,
რომ ვინმემ შანტაჟი არ მოუწყოს, თავიანთ შვილებს ასეთ პანსიო-
ნებში მალავენ. რადგან ყველგან არსებობენ ნაძირალა მეზობლები,
რომლებიც მზად არიან შვილიანი მეძავები საზოგადოებრივი მზრუნ-
ველობის სამსახურში დაასმინონ. ვერ ვხვდებოდი, რატომ მსიამოვ-
ნებდა მათთან ლაპარაკი. სავარძელში ვიყავი მოკალათებული და
ენას არ ვაჩერებდი, იმ ტიპმა სიგარეტიც კი შემომთავაზა, სანთებე-
ლათი მომიკიდა, როგორც საპატივცემულო პიროვნებას. ტრაბახში
ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ვხედავდი, რომ მათზე დიდი შთაბეჭდი-
ლება მოვახდინე. უკვე ვეღარ ვჩერდებოდი, ვყვებოდი და ვყვებოდი,
მინდოდა, ყველაფერი ამომელაგებინა გულიდან, მაგრამ შეიძლება
კარგად ვერ ვაგებინებდი, მე ხომ ჯერ ვიქტორ ჰიუგო არ ვიყავი, რომ
დალაგებულად მელაპარაკა. მინდოდა, ყველაფერი მეთქვა, თუნდაც
არეულ-დარეულად, ერთი ამბიდან მეორეზე ვხტებოდი; მოვუყევი,
ფული რომ გაგვითავდა, მადამ როზა რომ გათიშული იყო, არც მამა-
ჩემი დამვიწყებია, დედაჩემი რომ მოკლა თავისი ფსიქიატრიულობის
გამო, თუმცა სხვანაირად ვერც მოვყვებოდი, ეს ამბები ისეა ერთმა-
ნეთში გადახლართული, ძალიან ძნელია გაარკვიოთ, ერთი სად მთავ-
რდება და მეორე სად იწყება. ისე კი, როგორც ვატყობ, არაფერიც არ
მთავრდება, ყველაფერი ჯერ მხოლოდ გრძელდება. დედაჩემს აიშა
ერქვა, ბოზობით თავი გაჰქონდა და ბევრ ფულსაც შოულობდა-მეთ-
ქი. აბა, წარმოიდგინეთ, დღეში ხან ოცი კლიენტი ჰყავდა. ერთხელაც,
მამაჩემს სიგიჟის მომენტში ხელში შემოაკვდა. მაგრამ, არ იფიქროთ,
რომ მემკვიდრეობითი ვარ. ბატონი კადირ იუსეფი ჩემს მამობაზე
თავს ვერ დადებდა თავისი ცოლის პროფესიის გამო. მადამ ნადინის

200
ტიპმა, რომელსაც რამონი ერქვა, მითხრა, ცოტათი ექიმიც ვარ და სი-
მართლე გითხრა, მაგ მემკვიდრეობის არაფერი მჯერა და ნურც იქნე-
ბი მაგის იმედზეო. სიგარეტი კიდევ მომაწოდა და მომიკიდა. მითხრა,
მეძავის შვილობა სულაც არ არის ცუდი, სხვა რომ არა იყოს რა, ვისაც
გინდა, იმას აირჩევ მამად და ვერც ვერავინ დაგაძალებს, გინდა თუ
არა მე ვარ მამაშენიო. ისიც მითხრა, რომ ბევრჯერ მომხდარა, როცა
ბავშვი არასასურველ გარემოში დაბადებულა, მაგრამ მერე ცხოვრება
ისე შეტრიალებულა, რომ ეს ბავშვი ღირსეული ადამიანი დამდგა-
რაო. ამაზე კი დავეთანხმე. როცა დაიბადები, რაღას იზამ, უნდა გა-
იზარდო. ეგეც მადამ ნადინის დარბაზი ხომ არ არის, დაატრიალო და
უკან შეძვრე დედის მუცელში. მაგრამ ყველაზე საშინელება ის არის,
აიძულო მოხუცი, ავადმყოფი და უძლური ადამიანი, კიდევ იცოც-
ხლოს, იმიტომ კი არა, რომ სიცოცხლე უნდა, არამედ იმიტომ, რომ
შენს მედიცინას ეგრე სჭირდება. გულზე მომეშვა, ყველაფერი რომ
ბოლომდე დავფქვი. მეჩვენებოდა, რომ ისე ცუდად აღარ იყო საქმე,
რაკი ამაზე ვილაპარაკე. ის რამონი ცუდი ტიპი არ ჩანდა. ჩემი ლაქ-
ლაქის დროს ისე ეჭირა თავი, თითქოს ამქვეყნად ყველაზე მეტად თა-
ვისი ჩიბუხი აინტერესებდა. მე კი ვხვდებოდი, რომ ჩიბუხი კი არა, მე
ვაინტერესებდი. მხოლოდ იმისი მეშინოდა, ნადინი არ წავიდეს და
მარტოები არ დაგვტოვოს-მეთქი, თორემ ის რომ წასულიყო, ყველაფ-
რის ხალისი დამეკარგებოდა და იმ რამონს ზედაც არ შევხედავდი.
ნადინს ისეთი ღიმილი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა.
ჩემი ერთ წუთში მომატებული ოთხი წლის ამბავიც მოვუყევი. როცა
ვუთხარი, ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ ათის კი არა, თოთხმე-
ტი წლის ვყოფილვარ-მეთქი, კიდევ ერთი დამატებითი ქულა ჩავიწე-
რე, რადგან ძალიან დაინტერესდნენ ამ ამბით. მეც კიდევ ვყვებოდი
და ვყვებოდი, რომ უფრო მეტი ცნობისმოყვარეობა აღმეძრა მათში.

201
თანაც მინდოდა ჰგონებოდათ, რომ ჩემი მოსმენით რამე საქმეს აკე-
თებდნენ.
– ერთ დღეს მამაჩემი გამოგვეცხადა ჩემს წასაყვანად. მადამ რო-
ზას პანსიონში დედაჩემის მოკვლამდე ჩავუბარებივარ და მერე ფსი-
ქიატრიულად გამოუცხადებიათ. იმას კიდევ სხვა მეძავებიც ჰყოლია,
რომლებიც მისთვის ფულს შოულობდნენ, მაგრამ მაინცდამაინც დე-
დაჩემი მოკლა, იმიტომ რომ ყველაზე ძალიან უყვარდა. მამაჩემი სა-
ავადმყოფოდან რომ გამოუშვეს, ჩემს წასაყვანად მოვიდა, მაგრამ მა-
დამ როზას არაფრის გაგონება არ უნდოდა, იმიტომ, რომ ჩემთვის სა-
სარგებლო არ იქნებოდა ფსიქიატრიული მამა, მემკვიდრეობით რომ
არაფერი გადმოედო. ჰოდა, უთხრა შენი შვილი მოსეაო. მოსე კი ებ-
რაელია. მოსეები არაბებსაც ჰყავთ, მაგრამ ისინი ებრაელები არ
არიან. ბატონი იუსეფ კადირი კი არაბი იყო, ესე იგი მუსლიმი, და რომ
მიხვდა, ებრაელ შვილს მტენიანო, ინერვიულა და მოკვდა...
ექიმი რამონიც მისმენდა, მაგრამ მე მადამ ნადინის ყურადღება
უფრო მსიამოვნებდა.
– ...მადამ როზა ყველაზე უშნო ქალია ამქვეყნად და ძალიან მარ-
ტოა მთელი თავისი უბედურების წინაშე. კიდევ კარგი, რომ მე ვყავარ,
თორემ არავინ ზედ არ შეხედავდა. ვერაფრით გამიგია, როგორ შეიძ-
ლება ერთ ადამიანს ჰქონდეს ყველაფერი: სიუშნოვე, სიბერე, ავად-
მყოფობა და კიდევ ათასი უბედურება, ხოლო სხვას კი არაფერი. ეს
როგორი სამართალია?! მე ერთი ძმაკაცი მყავს, ყველა პოლიციელის
უფროსია და ყველაზე მაგარია, იმაზე დიდ და მაგარ პოლიციელს
ვერც კი წარმოიდგენთ. ამქვეყნად არაფრის ეშინია, რომ მოინდომოს,
რასაც უნდა, იმას გააკეთებს და ფეხებსაც ვერავინ მოსჭამს. ერთი
სიტყვით, ნამდვილი მეფეა. როდესაც ქუჩაში ერთად მივდივართ,
ხელს გადამხვევს ხოლმე, რომ ყველას დაანახოს, მამასავით მმფარ-

202
ველობს და ჩემს თავს არავის დააჩაგვრინებს. პატარა რომ ვიყავი,
ღამღამობით ჩემთან დედა ლომი მოდიოდა და სახეს მილოკავდა. მა-
შინ ჯერ კიდევ ათი წლის ვიყავი და რაღაცებს წარმოვიდგენდი ხოლ-
მე, სკოლაში კი თქვეს, მთლად ნორმალური არ არისო, იმიტომ რომ
არ იცოდნენ, ოთხი წლით მეტის რომ ვიყავი. მაშინ ჯერ კიდევ დაბა-
დების თარიღი არ მქონდა მონიჭებული. ეს მანამდე მოხდა, ვიდრე
იუსეფ კადირი გამოგვეცხადებოდა ხელწერილით შეიარაღებული.
რაც კი ვიცი, ყველაფერი ხალიჩების ცნობილმა გამყიდველმა, ბატონ-
მა ჰამილმა მასწავლა და ახლა ის ბრმაა. მას ბატონი ვიქტორ ჰიუგოს
წიგნი სულ ხელში უჭირავს და როცა გავიზრდები, მეც დავწერ საბ-
რალონს, იმიტომ, რომ როცა ადამიანებს რამის თქმა სურთ, ყოველ-
თვის ამ წიგნს წერენ. მადამ როზას ეშინია, სიგიჟემ არ მომიაროს და
ერთ მშვენიერ დღეს ყელი არ გამოვჭრა, იმიტომ, რომ ვაითუ მემკვიდ-
რეობითი ვარ. მაგრამ არც ერთ ბოზიშვილს არ შეუძლია დაზუსტე-
ბით თქვას, ვინ არის მისი მამა და მე რომ გავიზრდები, არავის მოვ-
კლავ, იმიტომ, რომ ადამიანები იმისთვის კი არ იბადებიან, რომ ვინ-
მემ მოკლას. როდესაც გავიზრდები, თავდაცვის ყველანაირი ძალა
მექნება და აღარაფრის და აღარავისი შემეშინდება. სამწუხაროა,
რომ ცხოვრებაში ისე არ ხდება, როგორც თქვენს საპროექციო დარ-
ბაზში – ცხოვრებას უკან ვერ დააბრუნებ, რომ მადამ როზა ისევ ლა-
მაზი და ახალგაზრდა გახადო და მისი ცქერით დატკბე. ზოგჯერ
ვფიქრობ, ცირკს გავყვე, მოვშორდე აქაურობას და ჩემს მეგობარ
კლოუნებთან ერთად ვიმოგზაურო, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ მანამ,
სანამ მადამ როზა ცოცხალი იქნება; მე ვალდებული ვარ, მას მოვუ-
არო...
კიდევ უფრო მეტად შევდიოდი ლაპარაკის ეშხში და ვეღარ ვჩერ-
დებოდი, თანაც მეშინოდა, რომ გავჩერდე, ყურადღებას აღარ მომაქ-

203
ცევენ-მეთქი. ექიმ რამონს სათვალიანი სახე და ყურადღებიანი მზერა
ჰქონდა, რაღაც მომენტში წამოდგა და ჩემთვის უკეთ რომ მოესმინა,
მაგნიტოფონიც კი ჩართო. მივხვდი, რომ მათთვის ძალიან მნიშვნე-
ლოვანი ვიყავი, თუმცა კი შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ.
ექიმს თავზე უამრავი თმა ჰქონდა. პირველად ჩემს სიცოცხლეში ვი-
ღაცის ინტერესის ღირსი გავხდი და ჩემს ლაპარაკს მაგნიტოფონშიც
კი იწერდნენ. არასოდეს ვიცოდი, რა უნდა მექნა იმისთვის, რომ ვინ-
მეს ინტერესის ღირსი გავმხდარიყავი, უნდა მომეკლა ვინმე, მძევლე-
ბი უნდა ამეყვანა თუ სხვა რამ იყო კიდევ ყურადღების მისაპყრობი
საშუალება. რა, არ გჯერათ? ამქვეყნად ყურადღების ისეთი ნაკლე-
ბობაა, რომ ადამიანებს უჭირთ, აირჩიონ, რა ხერხს მიმართონ – აი,
როგორც არდადეგების დროს ემართებათ, უნდა აირჩიონ, ზღვაზე წა-
ვიდნენ თუ მთაში, რადგან ორივეგან ერთდროულად ვერ წავლენ. ასე
რომ, იძულებული ხდები აირჩიო ის, რაც უფრო მოგწონს ყურადღე-
ბის მისაქცევად და ადამიანებიც ირჩევენ იმას, რაც ყველაზე მეტი
ჯდება. მაგალითად, ნაცისტები, რომლებმაც მილიონები დახარჯეს ან
კიდევ ვიეტნამი. ბებერი ებრაელი კი, რომელსაც არც ადრე დაჰკლე-
ბია უბედურება და ახლა ულიფო სახლის მეშვიდე სართულზე ცხოვ-
რობს, არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა და ყურადღების
მისაქცევ საგნად ნამდვილად აღარ გამოდგებოდა. ადამიანებს მი-
ლიონები და კიდევ მილიონები სჭირდებათ, რომ თავი მნიშვნელოვან
პიროვნებებად წარმოიდგინონ. არც გაემტყუნებათ, რაც უფრო ცოტა
ფული გაქვს, მით უფრო ცოტა ადამიანი დაინტერესდება შენით.
სავარძელში ვიყავი გამოჭიმული და ბრძენთაბრძენივით ვბჭობ-
დი. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ მსმენელები განაბულები შე-
მომცქეროდნენ, თითქოს ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გაეგონათ.
განსაკუთრებით, ექიმი რამონი იყო დაინტერესებული, რომ მელაპა-

204
რაკა, მადამ ნადინს კი, მე მგონი, აღარ სურდა, მოესმინა, რას ვამბობ-
დი, იმიტომ, რომ რამდენჯერმე ყურებზე ხელები აიფარა. ამაზე, ცო-
ტა არ იყოს, გულში მეცინებოდა: ასეა, ჩემო კარგებო, ზოგჯერ იძუ-
ლებული ხარ, იცხოვრო, ეს კი ყოველთვის ლხინი და ბედნიერება რო-
დია.
ექიმმა რამონმა მკითხა, რას ნიშნავს ისეთი ყოფა, როცა ყველა-
ფერი გაკლიაო? მე ვუთხარი, ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა არავინ
გყავს და არაფერი გაქვს-მეთქი. მერე მკითხა, როცა მეძავებს ბავშვე-
ბი აღარ მოჰყავდათ თქვენს პანსიონში, თავი როგორ გაგქონდათო. მე
დავამშვიდე: მადამ როზამ სულ პატარაობიდანვე ამიხსნა, რომ კა-
ცისთვის ყველაზე დიდი ღირსება საკუთარი ტრაკის მოვლა-პატრო-
ნობაა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ საერთოდ გავიგებდი რაში გამოიყენე-
ბოდა იგი, და ამიტომ ნუ გეშინიათ, ტრაკით თავის გატანა არ დამიწ-
ყია-მეთქი. მადამ როზას ერთი მეგობარი ჰყავს, მადამ ლოლა, ტრან-
სვესტი, რომელსაც ბულონის ტყეში გააქვს თავი და ძალიან გვეხმა-
რება. ყველა ადამიანი რომ მას ჰგავდეს, ეს ცხოვრება ბევრად უკეთე-
სი იქნებოდა. მადამ ლოლა სანამ ტრანსვესტი გახდებოდა, სენეგალის
ჩემპიონი იყო კრივში და იმდენ ფულს შოულობდა, ბუნება რომ ჯიბ-
რში არ ჩასდგომოდა, მრავალშვილიან ოჯახს თავისუფლად შეინა-
ხავდა.
ჩემი მასპინძლები სმენად იყვნენ ქცეულნი. მივხვდი, ცხოვრებას
საერთოდ არ იცნობდნენ და მოვუყევი, როგორ ვმაჭანკლობდი ბლან-
შის ქუჩაზე ჯიბის ფული რომ მეშოვა. ახლაც წამომცდება ხოლმე
სიტყვა მაჭანკალი, როგორც ბავშვობაში ვამბობდი. რა ვქნა, ჩვევაში
მაქვს უკვე. ხანდახან ექიმი რამონი რაღაცას გადაულაპარაკებდა
ხოლმე პოლიტიკურ თემაზე მადამ ნადინს, ვერ ვხვდებოდი, რას, იმი-
ტომ, რომ პოლიტიკა უფროსების საქმეა.

205
აღარ მახსოვდა, რა ვთქვი და რა არა. მინდოდა, სულ მელაპარაკა
და მელაპარაკა, გულში კიდევ მქონდა დარჩენილი სათქმელი და არ
მინდოდა, რამე გამომრჩენოდა. მაგრამ არაფრის თავი აღარ მქონდა,
ცისფერი კლოუნიც კი მომეჩვენა, რომელიც რაღაცას მანიშნებდა,
როგორც ძილმორეულს მემართებოდა ხოლმე, თანაც ვიფიქრე, ამა-
თაც არ დაინახონ ჩემი კლოუნი და დარტყმული არვეგონო-მეთქი.
მიუხედავად დიდი სურვილისა, ლაპარაკი აღარ შემეძლო, შემატყვეს,
რომ არაქათი გამომეცალა და მითხრეს, თუ გინდა აქ დარჩი და და-
იძინეო. მაგრამ ავუხსენი, რომ ახლა უნდა წავიდე და მადამ როზას
მივხედო, ალბათ მადამ როზა მალე მოკვდება და თქვენთან დარჩენა-
ზე მერე ვილაპარაკოთ-მეთქი. კიდევ მომცეს ფურცელი, რომელზეც
მათი გვარი და მისამართი ეწერა. ნადინმა მითხრა, მანქანით წაგიყ-
ვანო; ექიმმა თქვა, მეც წამოვალ და მადამ როზას დავხედავ, იქნებ
რამის გაკეთება შევძლოო. მადამ როზას უკვე იმდენი რამ გაუკეთეს
ცხოვრებაში, რომ ამას რაღა უნდა გაეკეთებინა, ვერ ვხვდებოდი. მან-
ქანით წასვლაზე კი, რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი. მაგრამ, მო-
ულოდნელად, ერთი სასაცილო რამ მოხდა.
ის იყო, უნდა გავსულიყავით, რომ კარზე ზარის გაბმული რეკვა
ატყდა და როდესაც მადამ ნადინმა გააღო, ორი ბიჭი დავინახე. მე მათ
უკვე ვიცნობდი, არც არაფერი მეთქმოდა, ბიჭები საკუთარ სახლში
დაბრუნდნენ, სხვისაში ხომ არა. ესენი ნადინის შვილები იყვნენ და
სკოლიდან თუ რაღაც ეგეთიდან მოვიდნენ. ორივე ქერათმიანი იყო და
ისე ეცვათ, როგორც მხოლოდ ოცნებაში შეიძლება წარმოიდგინო.
ასეთ ტანსაცმელს ვერც მოიპარავ, იმიტომ, რომ დახლზე კი არ ყრია,
არამედ შიგნით კიდია და სანამ იქამდე მიაღწევ, გამყიდველების მთე-
ლი ბარიკადები უნდა გადალახო. ისე შემომხედეს, როგორც არარა-
ობას. გამახსენდა, რა მათხოვრულად მეცვა: თავზე კეპი მქონდა ჩა-

206
მოფხატული, რომელიც ჩემი ხშირი თმის გამო სულ ყალყზე იდგა,
ტანზეც, ჩემი ჭკუით, ქურთუკი მეცვა, ოღონდ კოჭებამდე ჩაფართხუ-
ნებული. ასეთ ძონძებს რომ გამოჰკრავ ხელს, იმის დრო სადღა გრჩე-
ბა, იმათ სიგრძე-სიგანეს უყურო. ბიჭებს ხმა არ ამოუღიათ. ერთმანე-
თი ავათვალიერ-ჩავათვალიერეთ. სად მე და სად ისინი!
ასეთი ქერა ბიჭები არასოდეს მენახა. ისეთი კრიალები და სუფ-
თები იყვნენ, თითქოს ამ ქვეყანას ახლა მოევლინენო.
– მოდით, გაიცანით. ჩვენი მეგობარი მუჰამედი, – უთხრა დედამ.
ნეტავ, ეს „მუჰამედი“ არ ეხსენებინა, ეთქვა „მომო“ მორჩა! რა სა-
ჭირო იყო ეს მუ-ჰა-მე-დი! სახელი კი არა, მატარებელია. საფრანგეთ-
ში მუჰამედი უკვე არაბის გაგდებულს ნიშნავს. ასე როცა მეძახიან,
ძალიან ვბრაზდები. მე სულაც არ მრცხვენია, არაბი რომ ვარ, პირი-
ქით, მაგრამ, აი, ამ „მუჰამედის“ გაგონებაზე ყველა ფრანგს ან მენაგვე
დაუდგება თვალწინ ან მეკურტნე. ალჟირელი რომ ეთქვა, კიდევ ჰო...
ეს „მუჰამედი“ კი რაღაც სულელური სახელია, იგივეა, ფრანგსრომ იე-
სო ქრისტე დაარქვა. აბა, რას იტყოდით, ხომ სასაცილო იქნება?!
ბიჭებმა მაშინვე ნერვები მომიშალეს. პატარამ, რომელიც ალბათ
ექვსი-შვიდი წლის იქნებოდა, უფროსი კი ალბათ ათი წლის, შემომ-
ხედა როგორც რაღაც საოცრებას და იკითხა:
– რატომ არის ასე ჩაცმული?
არავის მივცემ ნებას, დამამციროს. მაგრამ, სამწუხაროდ, საკუ-
თარ სახლში არ ვიყავი. მეორემ უფრო დაჟინებით შემომხედა და
მკითხა:
– არაბი ხარ?
არავის მივცემ უფლებას, არაბობა წამომაძახოს, თუმცა, იქ თავის
მართლებას ვერ დავიწყებდი. არც შურიანი ვარ და არც არაფერი,
მაგრამ აქ მე არაფერი მესაქმებოდა, იმიტომ, რომ ყველა ადგილი და-

207
კავებული იყო. ხმას ვერ ვიღებდი ან კი რა მეთქმოდა?! ყელში რაღაც
გამეჩხირა, რომელიც ძლივს გადავყლაპე. გარეთ გავვარდი და უკან-
მოუხედავად გავიქეცი.
სად მე და სად ისინი!

208
კინოთეატრის წინ შევჩერდი, მაგრამ ბედი არ გინდა?! ფილმი ბავ-
შვებისთვის აკრძალული იყო. მოკლედ, ეს ქვეყანა ძალიან სულელუ-
რად არის მოწყობილი. როგორც ჩანს, ბავშვებს ყველანაირი უბედუ-
რების უფლება აქვთ და ამ რაღაც გამოგონილი სისულელის ყურება
ეკრძალებათ.
ბილეთების გამყიდველმა დამინახა, როგორ ვტკბებოდი ვიტრინა-
ში გამოფენილი სურათების თვალიერებით და დამიცაცხანა, ახლავე
მოუსვი აქედანო. ეტყობა, ჩემს უმანკო სულსა და თვალებს გაუფ-
რთხილდა. არ გამიწყალეს გული ამ თავიანთი „წლოვანებით“?! ეს
უწლოვანიო, წლოვანი, მცირეწლოვანი და კიდევ რა ვიცი, ათასი ჯან-
დაბა და უბედურება! მიდი და დაიმახსოვრე, როდის რისი უფლება
გაქვს და რისი არა! მეც გადავწყვიტე, ამ ქალისთვის დამემტკიცებინა,
რომ ძუძუს აღარ ვწოვდი – შარვალი გავიხსენი, ჩემი „სიმდიდრე“ და-
ვანახე და უცებ მოვტყდი: ქალი ხუმრობის ხასიათზე აღარ იყო.
მონმარტზე გავედი და სექს-შოპებს ავუარ-ჩავუარე. ნურას
უკაცრავად! მცირეწლოვანთა ზნეობას იქაც ფხიზლად დარაჯობ-
დნენ. შეიტენონ თავიანთი გასაბერი ქალები! როცა მომინდება, რო-
გორმე უმაგათოდაც მოვუვლი ჩემს თავს. ეგ მაღაზიები მოფამფალე-
ბული ბებრებისთვისაა, არაფრის თავი რომ აღარ აქვთ.
დედაჩემი ჩემზე ფეხმძიმედ რომ ყოფილა, აბორტის გაკეთებაში
მაშინ მომხდარ გენოციდს შეუშლია ხელი. მადამ როზას სიტყვა „გე-
ნოციდი“ სულ პირზე ეკერა. აბა, რა გეგონათ, განათლებული ქალი

209
იყო. თურმე ერთ დროს სკოლაშიც დადიოდა. ეს გენოციდი სამწუხა-
რო რამეა, მაგრამ რას ვიზამთ, სიცოცხლე ყველას არ ერგება ამქვეყ-
ნად.
არსად აღარ გავჩერებულვარ. სახლამდე სულ სირბილით მივედი.
ერთი სული მქონდა, მადამ როზას გვერდით როდის მივუჯდებოდი.
იმას მაინც ესმოდა ჩემი უსიტყვოდ. ჩვენ ხომ ერთნაირები ვიყავით,
ორივე უბედურ დღეს გაჩენილები.
სახლს რომ მივუახლოვდი, სასწრაფო დახმარების მანქანა დავი-
ნახე. მუხლები მომეკვეთა, მეგონა, ყველაფერი დამთავრდა და ამ-
ქვეყნად აღარავინ მყავდა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ „სასწრაფო“ მა-
დამ როზას წასაყვანად არ იყო მოსული, ვიღაც მომკვდარიყო და იქ
გამოეძახებინათ. ისეთი შვება ვიგრძენი, რომ თოთხმეტი წლის რომ
არ ვყოფილიყავი, ერთი კარგად ვიტირებდი. აბა, წარმოიდგინეთ, მე-
გონა, რომ სრულიად მარტოდმარტო დავრჩი. სანიტრებმა ბატონ ბუ-
აფას ცხედარი გამოიტანეს. ბატონ ბუაფაზე მე ჯერ თქვენთვის არა-
ფერი მითქვამს, იმიტომ, რომ მასზე არც არაფერი იყო სათქმელი. მას
არავინ ჰყავდა, სულ სახლში იყო გამოკეტილი და მისი არსებობა არა-
ვის ახსოვდა. ამბობდნენ, გულზე რაღაც სჭირსო. როგორც იქვე
მდგომმა ბატონმა ზაუმ უფროსმა მითხრა, რამდენიმე დღე ბატონი
ბუაფა მკვდარი ყოფილა, მაგრამ არავის გაუგია. ან კი ვინ გაიგებდა?!
გარეთ ის არ გამოდიოდა და მასთან არავინ შედიოდა. ჯერ სხვისი
სიკვდილი ისე არ გამხარებია, როგორც ბატონი ბუაფას სიკვდილი გა-
მიხარდა. ის კი არ გამიხარდა, რომ ბატონი ბუაფა მოკვდა, უბრალოდ,
გამიხარდა, რომ „სასწრაფო“ მადამ როზას წასაყვანად კი არა, სხვა
საქმეზე იყო მოსული, თუნდაც ეს სხვა ადამიანის სიკვდილი ყოფი-
ლიყო.

210
სწრაფად ავირბინე კიბეები. ბატონი ვალუმბას მეგობრები წასუ-
ლიყვნენ და კარი გამოღებული დაეტოვებინათ, რომ მადამ როზას მე-
ტი სინათლე ჰქონოდა ოთახში. მადამ როზა სავარძელში იყო მისვე-
ნებული და თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. ტირილი რა გასახა-
რელი ამბავია, მაგრამ მე ძალიან მესიამოვნა. ესე იგი მადამ როზა
ცოცხალი იყო და, უფრო მეტიც, გრძნობა-გონება თავის ადგილზე
ჰქონდა. ქვითინისგან სხეულიც კი ერხეოდა.
– მომო... მომო... მომო... – მეტის თქმას ვეღარ ახერხებდა, მაგრამ
ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. ვეცი და მოვეხვიე. ძალიან ცუდი სუნი
ასდიოდა – ჩემს არყოფნაში ჩაესვარა. უფრო მაგრად მოვეხვიე და
სველ ლოყაზე ვაკოცე, რომ არ ეფიქრა, მასზე გული არ მიმდიოდა.
– მომო... მომო...
– ჰო, მადამ როზა, აქა ვარ, ნუ გეშინიათ...
– მომო... გავიგონე... მათ „სასწრაფოს“ გამოუძახეს... ახლა მოვ-
ლენ...
– არა, მადამ როზა, „სასწრაფო“ თქვენს წასაყვანად არ მოვა. ბა-
ტონი ბუაფა მომკვდარა და იმიტომ დაურეკიათ.
– მეშინია, მომო...
– ვიცი. მადამ როზა, ვიცი და ძალიან კარგი, თუ გეშინიათ. ეს ნიშ-
ნავს, რომ ცოცხალი ხართ.
– „სასწრაფო“...
ძლივს ლაპარაკობდა, კუნთები ისე ჰქონდა მოდუნებული, სიტ-
ყვების წარმოთქმას ვერ ახერხებდა.
– არა, გარწმუნებთ, „სასწრაფო“ თქვენთან არ მოვა. იმათ არ
იციან, რომ აქ ხართ. თუ გინდათ, წინასწარმეტყველს დავიფიცებ.
Khaïrem.
– ისინი მოვლენ, მომო...

211
– ჯერ არავინ მოვა, მადამ როზა, ნუ გეშინიათ, არავის დაუსმე-
ნიხართ. ძალიანაც ცოცხალი ხართ. ნახეთ, რამდენი ჩაგისვრიათ.
ცოცხალი ადამიანის გარდა ამას ვინმე იზამდა?
ამის გაგონებაზე ცოტა გული მოეცა. თვალებში შევხედე, დანარ-
ჩენი რომ არ დამენახა. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ამ ბებერ
ურიას ულამაზესი თვალები ჰქონდა; მათში, ისევე, როგორ ბატონი
ჰამილის ხალიჩებში, უამრავი ფერი იყო არეული. ისიც ხომ ამბობდა,
ულამაზესი ხალიჩები მაქვს, ხალიჩებზე ლამაზი ამქვეყნად არაფე-
რია, ხომ გახსოვთ, თვით ალაჰიც ხალიჩაზე იჯდაო. ბატონ ჰამილს
როგორ შევეპასუხებოდი, მაგრამ მე ვიცი, რაზეც იჯდა ეგ ალაჰი.
– ისე შენ მართალი ხარ, აქაურობა ყარს, – მითხრა იმედმოცე-
მულმა მადამ როზამ.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი; ეს ნიშნავს, რომ შიგნით არც ისე ცუდად
გაქვთ საქმე.
– Inch’Allah, მომო, ალბათ მალე მოვკვდები.
– Inch’Allah, მადამ როზა.
– ძალიან მიხარია, რომ მოვკვდები, მომო.
– თქვენი სიხარული ჩვენი სიხარულია, მადამ როზა. გვერდით მე-
გობრები გიდგანან. ყველას თქვენთვის კარგი უნდა.
– მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაანებოთ მათ ჩემი
საავადმყოფოში წაყვანა, მომო, ხომ გაიგე, არავითარ შემთხვევაში!
– ამ მხრივ არაფერი გაქვთ სანერვიულო, მადამ როზა.
– იქ ძალით მაცოცხლებენ, მომო, ხომ იცი მაგათი წესის ამბავი.
ეს როგორ შეიძლება?! მათი კანონები ნიურნბერგის კანონისგან
არაფრით განსხვავდება! ეჰ, ჯერ პატარა ხარ და ამ ამბების არაფერი
გაგეგება.

212
– მადამ როზა, მე არასოდეს არაფრისთვის არ ვყოფილვარ პატა-
რა.
– ექიმი კატცი საავადმყოფოში დამასმენს, ვიცი, მოვლენ და წა-
მიყვანენ.
არაფერი მითქვამს. ახლა ამ ებრაელებმა თუ ერთმანეთის „ჩაშ-
ვება“ დაიწყეს, მე მაგათ საქმეში ვერ ჩავერევი, თუმცა, ებრაელების
საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე თუ მკითხავთ, სხვებისგან არაფ-
რით განსხვავდებიან.
– საავადმყოფოში სიკვდილს არ დამანებებენ, მომო.
მისი ხელი მეჭირა და ხმას არ ვიღებდი, რომ ტყუილი არ მეთქვა.
– რაო, რას ამბობდი იმ დღეს, რამდენი ხანი აწვალეს ის მსოფ-
ლიოს ჩემპიონი ამერიკაშიო?
ვითომ ვერ მივხვდი.
– ვინ ჩემპიონი?
– ვინ და ის ამერიკელი. შენ გგონია, ვერ გავიგონე, ბატონ ვალუმ-
ბას რომ ელაპარაკებოდი?
ღმერთო ჩემო, ბედი არ გინდა?! რომ ჰკითხო, არ ესმის! გამოდის,
რომ როცა უნდა, ესმის, როცა არ უნდა, არ ესმის.
– მადამ როზა, ხომ იცი ამერიკელების ამბავი? მაგარ სპორტულს
აწვებიან, ყველანაირ რეკორდს ეგენი ამყარებენ. საფრანგეთშიც,
მარსელის „ოლიმპიკში“13 სულ უცხოელები არიან. რა ვიცი, ვიღაც
არაბრაზილიელებიო, ესენიო, ისინიო. თქვენ ვერ წაგიყვანენ. საავად-
მყოფოში-მეთქი, ამის თქმა მინდოდა.
– დაიფიცე...
– არაკაცი ვიყო, თუ თქვენი თავი ვინმეს გავატანო. სულერთ ად-
გილზე მკიდია მაგათი საავადმყოფოც და ექიმებიც.

13 მარსელის „ოლიმპიკი“ – ფეხბურთის გუნდი.


213
თითქმის გაეღიმა. ღიმილი უკვე აღარ უხდებოდა მადამ როზას.
მაშინვე ყველა ნაკლი შეეტყობოდა ხოლმე, განსაკუთრებით სიქაჩლე.
თავზე ოცდაათიოდე თმის ღერიღა შემორჩენოდა და ჰქონდა და
ჰქონდა.
– მადამ როზა, რატომ მომატყუეთ?
– რა მოგატყუე? – გულწრფელად გაიოცა.
– რატომ მითხარით, ათი წლის ხარო, როცა თოთხმეტის ვყო-
ფილვარ?
შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ გაწითლდა.
– მეშინოდა, არ მიგეტოვებინე, მომო. ავდექი და ცოტა დაგაპატა-
რავე. შენ ყოველთვის ჩემი პატარა კაცუნა იყავი, შენ გარდა სხვა კაცი
არასოდეს მყვარებია. წლები გადიოდა და მეშინოდა, გაიზრდება და
წავა-მეთქი. არ მინდოდა, მალე გაზრდილიყავი. მაპატიე, თუ შეგიძ-
ლია, მომო.
გულში ჩავეხუტე. ერთი ხელით მისი ხელი მეჭირა, მეორე კი
მხრებზე მოვხვიე, როგორც ქალებს ეხვევიან ხოლმე. მერე მადამ ლო-
ლა და უფროსი ზაუმი ამოვიდნენ. ასწიეს მადამ როზა, გახადეს, ია-
ტაკზე დააწვინეს და დაბანეს. მადამ ლოლამ ყველგან სუნამო დაასხა,
პარიკი დაახურა, კიმონო ჩააცვა და ისევ ლოგინში დააწვინეს. ისეთი
სუფთა იყო, კაცს ესიამოვნებოდა მისი შეხედვა.

214
მადამ როზა თანდათან უკან-უკან მიდიოდა. მე მგონი, წარმოუდ-
გენელი უსამართლობაა, იცოცხლო მხოლოდ იმისთვის, რომ იტანჯო.
მისი ორგანიზმი აღარაფრად ვარგოდა და საერთოდ იმის თქმაც კი
აღარ შეიძლებოდა, რომ ეს ორგანიზმი იყო. მოხუცის დაჩაგვრა ყვე-
ლაზე ადვილია; ამიტომაც იყო მადამ როზა ამ დანაშაულის მსხვერ-
პლი. ყველაფერი დაეშალა: გული, ღვიძლი, თირკმლები, ფილტვები,
ვერცერთი ორგანო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებდა. სახლში მარ-
ტონი ვიყავით, თუ არ ჩავთვლით მადამ ლოლას, რომელიც დღეში
რამდენჯერმე დაგვხედავდა ხოლმე. ყოველ დილით მადამ როზას
ლოგინიდან წამოვაყენებდი და ოთახში ვატარებდი დაბუჟებული
სხეულის ასამოძრავებლად; მხარზე მყავდა დაყრდნობილი და ნელ-
ნელა მივდი-მოვდიოდით კარსა და ფანჯარას შორის. ეს ჩვენი მარში
უფრო სახალისო რომ ყოფილიყო, ებრაული სიმღერების ფირფიტას
ვასმენინებდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ებრაული სიმღერები საერთოდ
ძალიან ნაღვლიანია. ამ სიმღერებს კიდევ არა უშავდა რა, თორემ და-
ნარჩენი მაგათი ფოლკლორი სულ ტირილზე და ვაი-უშველებელზეა
აწყობილი. მადამ როზას ჩემ მიერ შერჩეული ფირფიტა ძალიან მოს-
წონდა და მიხსნიდა, ეს ურიები თვითონ არიან ცოდვიანები და უბე-
დურები და ამიტომაც მათ დანახვაზე ტირილი მოგინდებაო. მეც რომ
ებრაელი არ ვყოფილიყავი, ამდენი ტანჯვა-წამება კი არ შემხვდებო-
და ცხოვრებაშიო.

215
ბატონ შარმეტს შეეშალა და ბატონი ბუაფას მაგივრად ჩვენ გა-
მოგვიგზავნა სამგლოვიარო გვირგვინი. მთლად მისი ბრალიც არ იყო.
ამ ხალხს ისე უყვარდა მადამ როზა და ისე მხურვალედ უსურვებდნენ
მალე სიკვდილს მისავე სასიკეთოდ, რომ ამდენ ამბავში ბატონი შარ-
მეტიც დაიბნა. ვეღარ გაიგო, ვინ მოკვდა და ვინ დარჩა. მადამ როზას
გვირგვინის დანახვაზე ცოტა იმედი მოეცა, ეტყობა, მალე მოვკდები
და დავისვენებო, თანაც სიცოცხლეში პირველად გამოუგზავნა მამა-
კაცმა ყვავილები. ბატონი ვალუმბას თანატომელებმა ათასნაირი სა-
სუსნავი მოგვართვეს: ეს ბანანებიო, მანგოო, წინილებიო, ბრინჯიო.
მაგათ ეგრე სცოდნიათ, როცა ოჯახში სასიხარულო ამბავია მოსა-
ლოდნელი. ერთი სიტყვით, ყველანი ისე ექცეოდნენ მადამ როზას,
თითქოს ეუბნებოდნენ, აი, სადაცაა მოკვდები, ყველაფერი დამთავ-
რდება და გეშველებაო. მადამ როზასაც ისე ძალიან აღარ ეშინოდა
და მომავალს იმედის თვალით უყურებდა. ჩვენთან მამა ანდრეც მო-
ვიდა, აფრიკული ტომების კათოლიკე მღვდელი. მაგრამ იმიტომ კი
არა, რომ წირვა-ლოცვა ჩაეტარებინა და ჭკუა დაერიგებინა, არა, ისე
მოვიდა, მადამ როსას მოსანახულებლად. ზედმეტი არაფერი უთ-
ქვამს, ძალიან კორექტულად იქცეოდა. არც ჩვენ გვითქვამს არაფერი.
ხომ იცით, ღმერთი ყოვლისშემძლეა და თანაც არაფერი ეშლება.
მამა ანდრე გულის შეტევით გარდაიცვალა, მაგრამ მგონი,
მთლად თავისით არ მომკვდარა, სხვებმაც შეუწყვეს ხელი. იგი ბელ-
ვილში იმიტომ გამოგზავნეს, რომ აფრიკელი კათოლიკე მუშებისთვის
მიეხედა. მე და მადამ როზა მის მრევლში არ ვითვლებოდით, იმიტომ,
რომ არც მუშები ვიყავით და არც კათოლიკეები. ამიტომაც არ მიხსე-
ნებია იგი აქამდე. მამა ანდრე მეტად სათნო ადამიანი იყო, ისეთი გა-
მომეტყველება ჰქონდა, თითქოს რაღაც დააშავა და ბოდიშს იხდისო.

216
ძალიან კარგი კაცი იყო და სიკვდილის შემდეგ ყოველთვის თბილად
ვიხსენებდი.
როგორც შევატყვე, მამა ანდრე მალე არ აპირებდა წასვლას. ამით
ვისარგებლე და ქუჩაში გავედი. ერთი ცუდი ამბავი მოხდა და მაინ-
ტერესებდა, რამე ახალი ხომ არ იყო. ბელვილში ნარკომანები ჰერო-
ინს „მძღნერს“ ეძახიან. ერთ პატარა რვა წლის ბიჭს ყური მოუკრავს,
რომ დიდი ბიჭები ერთმანეთს მძღნერის ნემსებს უკეთებენ და კაიფო-
ბენო. თვითონაც ამდგარა, გაზეთზე მოუჯვია და ნამდვილი მძღნერის
ნემსი პირდაპირ ვენაში გაუჩხერია, ეგონა ვიკაიფებო და მომკვდარა.
ამის გამო მაჰუტს და კიდევ ორ ტიპს მაგრად „მოხვდათ“, ბავშვს ტყუ-
ილი რატომ უთხარითო, მაგრამ მე თუ მკითხავთ, სწორად მოიქცნენ;
აბა, რვა წლის ლაწირაკს სიმართლეს ხომ არ ეტყოდნენ?!
შინ რომ დავბრუნდი, დავინახე, რომ მამა ანდრე ერთადერთი
სტუმარი აღარ იყო – მას გვერდს უმშვენებდა შომის ქუჩის სინაგოგის
რაბინი. ეტყობა, გაიგო, მადამ როზას მღვდელი უტრიალებს გარშემო
და მოვარდა, არ მიჰქაროს და ქრისტიანულად არ აუგოს წესი. მარ-
თალია, იგი მადამ როზას ბოზობის დროინდელი ნაცნობი იყო, მაგრამ
ჩვენთან არასოდეს მოსულა. რაბინს კიდევ რაღაც ერქვა, მაგრამ ახ-
ლა აღარ მახსოვს. ორივეს ძალიან გაუტკბა ჩვენთან ყოფნა, წასვლას
აღარ დააყენეს საშველი. ენას არ აჩერებდნენ, ვიეტნამის ომის ამბე-
ბიც გაარჩიეს. ყოველგვარი ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე. ან კი
რა ჰქონდათ გასაყოფი, ვიეტნამი ორივესთვის ნეიტრალური ტერი-
ტორია იყო.
იმ ღამეს მადამ როზას კარგად ეძინა. მე კი თვალი ვერ მოვხუჭე,
რაღაც განსხვავებულზე მინდოდა მეფიქრა, მაგრამ რა იყო ეს „გან-
სხვავებული“, ან რისგან იყო განსხვავებული, არ ვიცოდი.

217
დილაუთენია ექიმი კატცი დაგვადგა და მადამ როზა გასინჯა. გა-
საცილებლად რომ გავყევი, მივხვდი, რომ უბედურება უკვე კარს იყო
მომდგარი.
– მომო, სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ. მისი
სახლში გაჩერება აღარ შეიძლება. „სასწრაფოს“ მე თვითონ გამოვუ-
ძახებ.
– მერე საავადმყოფოში რას გაუკეთებენ?
– რას და რასაც მისი მდგომარეობა მოითხოვს. კიდევ შეიძლება
იცოცხლოს. ისეთი შემთხვევებიც გამიგია, როცა ეგეთ ავადმყოფებს
წლობით უცოცხლიათ.
ერთი აზრი მომივიდა თავში, ჯერ ვიყოყმანე, მერე გავბედე:
– მითხარით, არ შეგიძლიათ დაეხმაროთ მადამ როზას და, რო-
გორც ებრაელმა ებრაელს, სიკვდილი დაუჩქაროთ?
ვერ მიმიხვდა.
– რა ვქნა? სიკვდილი დავუჩქარო? რა სისულელეს მეუბნები!
– ჰო, მის ტანჯვას რომ ბოლო მოეღოს.
ამ სიტყვების გაგონებაზე ექიმი კატცი ისე აღელდა, რომ ფეხზე
დგომა ვეღარ შეძლო და იქვე, საფეხურზე ჩაიკეცა. თავზე ხელი იტა-
ცა, რამდენჯერმე ამოიოხრა, თვალები მაღლა აღაპყრო, როგორც
ასეთ მომენტს შეეფერება, და მითხრა:
– არა, ჩემო პატარავ, ამის გაკეთება არ შეიძლება. ევთანაზია კა-
ნონით სასტიკად აკრძალულია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ აქ ცივილი-
ზებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ტყეში ხომ არა. არც კი იცი, რას ამ-
ბობ.
– ძალიან კარგადაც ვიცი. მე ალჟირელი ვარ და ვიცი, რასაც ვამ-
ბობ. მათ აქვთ წმინდათაწმინდა კანონი, რომლის მიხედვითაც ადა-

218
მიანი თავისი თავის პატრონია და საკუთარ თავს რასაც უნდა, იმას
უზამს. თქვენც ხომ გესმით?
ექიმმა კაცმა შეშინებულმა შემომხედა. ხმას არ იღებდა და პირის
მოკუმვას ვერ ახერხებდა. ადამიანების მიუხვედრელობა ზოგჯერ ისე
მიშლის ნერვებს, რომ სიმწრისგან რაღა გავაკეთო ხოლმე, არ ვიცი.
– მიპასუხეთ, რას გაჩუმებულხართ! არსებობს თუ არა ასეთი კა-
ნონი?
– კი, კი, რა თქმა უნდა, არსებობს, – სასწრაფოდ დამეთანხმა და
ფეხზეც კი წამოდგა, – ამაში არავინ გედავება, მაგრამ რა შუაშია ახ-
ლა ეს კანონი?
– შუაში კი არა, თავშია! თუ ის კანონი არსებობს და ყველა ადა-
მიანი საკუთარი თავის ბატონ-პატრონია, მადამ როზა რა, ნაკლებია
თუ ადამიანებში არ ითვლება?! ჰოდა, მას უნდა, რომ აღარ იტანჯოს
და ვინმემ მისი სიკვდილი დააჩქაროს. ამიტომაც, მისი მოკვლა თქვენ
გევალებათ პირადად, როგორც ებრაელს. ეს რომ სხვამ გააკეთოს, ან-
ტისემიტიზმს დააბრალებენ. ეს ებრაელები ყველასთან სამკვდრო-სა-
სიცოცხლოდ ხართ გადაკიდებული და ხომ შეიძლება ერთმანეთთან
მაინც იყოთ შეხმატკბილებულები?! სხვა რომ არა იყოს რა, სირცხვი-
ლია, ბოლოს და ბოლოს!
ისე კარგად ვლაპარაკობდი, რომ ექიმმა კატცმა სუნთქვას მოუხ-
შირა და სახე ოფლით დაეფარა. აბა, რა ეგონა! ათი წლის ღლაპთან
კი აღარ ჰქონდა საქმე, არამედ თოთხმეტი წლის ბიჭთან.
– არ გესმის, რას ამბობ, ჩემო პატარავ! ვერ ხვდები, რა სისულელე
თქვი! – პასუხის გაცემა გაუჭირდა ექიმს.
– მე თქვენი პატარა არ ვარ და თუ სიმართლე გინდათ იცოდეთ,
სულაც აღარ ვარ ბავშვი! დედაჩემი ბოზი იყო და მამაჩემმა მოკლა!

219
აი, ხომ გესმით! როცა ასეთი რამეები იცი, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი
იცი და ბავშვი აღარ ხარ!
ექიმი კატცი კანკალებდა და გაოგნებული მიყურებდა.
– შენ ეს ვინ გითხრა, მომო... საიდან გაიგე ეს ამბავი?
– რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მითხრა, ექიმო კატც. ისე კი, იცოდეთ,
რომ ზოგიერთი მამის ყოლას სჯობს, სულ არ გყავდეს, ენდეთ ჩემს
მდიდარ გამოცდილებას, როგორც იტყოდა თქვენთვის კარგად ნაცნო-
ბი, ბატონი ვიქტორ ჰიუგოს ძმა და მეგობარი, ბატონი ჰამილი. და კი-
დევ, ნუ მიყურებთ შეშინებული თვალებით, ექიმო კატც, ნუ გეშინი-
ათ, არ გავცოფდები, იმიტომ რომ არც ფსიქიატრიული ვარ, არც მემ-
კვიდრეობითი და არც ჩემი ბოზი დედის მოკვლას ვაპირებ, რადგან ის
უკვე მოკლეს და იმისი ბევრი სიკეთის გამკეთებელი სხეული უკვე
უფალმა მიიღო. და კიდევ იმიტომ, რომ ყველანი მეზიზღებით, მადამ
როზას გარდა, რომლის მეტი ამქვეყნად არავინ მიყვარს და არავის
დავანებებ, ჩემპიონი გახადონ ბოსტნეულივით უგონოდ სიცოცხლე-
ში! მედიცინას გინდათ ასიამოვნოთ, არა? ვერ მოგართვით! და კიდევ,
საბრალონს რომ დავწერ, არავის არ მოვკლავ, იმიტომ, რომ რა გან-
სხვავებაა, სად მოკლავ ადამიანს, წიგნში თუ ცხოვრებაში?! თქვენ კი,
ბებერი ურიის მაგივრად ნაღდი ებრაელი რომ იყოთ, რომელსაც მკერ-
დში ორგანო კი არა, გული უდევს, მოკლავდით მადამ როზას და გა-
დაარჩენდით იმ საშინელი სიცოცხლისგან, რომელიც დაუკითხავად
მიანიჭა უცნობმა მამამ, რომელიც ისე იმალება, რომ სახეც კი არ უჩა-
ნს და არც მისი გამოსახვა შეიძლება, რადგან მთელი მაფია იცავს და
ეს დანაშაულია მადამ როზას წინაშე, რომელსაც ახვარი ექიმები შვე-
ლაზე უარს ეუბნებიან...
ექიმი კატცი გაფითრებული მიყურებდა. თეთრი ფერი ძალიან
მოუხდა ჭაღარა წვერზე და თვალებზე, რომლებშიც გულის შეტევა

220
დავლანდე. უცებ, გავჩერდი, ვიფიქრე, ეს რომ ახლა ხელში ჩამაკვდეს,
ვეღარასოდეს გაიგებს, კიდევ რა მაქვს სათქმელი-მეთქი. მუხლები
ეკეცებოდა. ხელი მოვკიდე და ისევ კიბეზე დავსვი, მაგრამ ისე, რომ
არცერთი ჩემი სიტყვა უკან არ წამიღია. გულზე ხელი მიიდო და ისე-
თი თვალებით შემომხედა, თითქოს ბანკის მოლარეა და მემუდარება,
არ მომკლაო, მაგრამ მისი მზერა აინუნშიაც არ ჩამიგდია, გულხელი
დავიკრიფე და ცხვირწინ გამოვეჯგიმე.
– ჩემო პატარა მომო... ჩემო პატარა მომო...
– არავითარი „პატარა მომო“ მე არ ვიცი. ჰო თუ არა!
– უფლება არ მაქვს...
– უარს ამბობთ მადამ როზას დახმარებაზე?
– მე ხომ გითხარი, ეს შეუძლებელია. ევთანაზია მკაცრად ისჯე-
ბა...
მოდი და ახლა ელაპარაკე ამას! ნეტავ, გამაგებინა, რა არ ისჯება
ამქვეყნად მკაცრად, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საამისო მი-
ზეზი არ არსებობს.
– მადამ როზა საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ. აი, ეს იქნება
ნამდვილი ჰუმანური საქციელი...– გაიხარა საკუთარი პასუხით ექიმ-
მა კატცმა, – შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ, მომო. რა არის ამაში ცუდი,
მიხვალ ხოლმე და ინახულებ. მაგრამ, მალე ალბათ ვეღარც შენ გიც-
ნობს.
მერე შეეცადა საუბრის თემა შეეცვალა:
– ჰო, მართლა, მომო, შენ რაღა გეშველება? მარტო ხომ არ იც-
ხოვრებ!
– ჩემზე ნუ წუხხართ. ქვეყნის ბოზებს ვიცნობ პიგალზე, ჩემნაირი
ბიჭების გამოჭერაზე რომ ოცნებობენ. ბევრი შემოთავაზება მივიღე
უკვე

221
ექიმმა კაცმა პირი დააღო, შემომხედა, ნერწყვი ჩაყლაპა და ისე
ამოიოხრა, გული თან ამოაყოლა. მე კი გამალებული ვფიქრობდი. რა-
დაც არ უნდა დამჯდომოდა, დრო უნდა მომეგო.
– მომისმინეთ, ექიმო კატც, არ დარეკოთ საავადმყოფოში, გეხვე-
წებით, რამდენიმე დღეც მაცალეთ, იქნებ თავისით მოკვდეს. თანაც,
მეც ხომ უნდა ვუშველო თავს, თორემ საზოგადოებრივი მზრუნველო-
ბის სამსახური არ ამცდება...
ისევ ამოიოხრა. მოკლედ, გული გამიწყალა ამისმა ოხვრა-კვნე-
სამ, სუნთქვის მაგივრად ხვნეშა ამოსდიოდა გულიდან. ისევ შემომ-
ხედა, მაგრამ ცოტა სხვანაირად.
– სხვა ბავშვებს არასოდეს ჰგავდი, მომო. როცა კაცი გახდები, მა-
შინაც სხვებისგან გამორჩეული იქნები. ამას თავიდანვე გამჩნევდი და
როგორც ვხედავ, არ შევმცდარვარ.
– გმადლობთ. ძალიან მსიამოვნებს ამ სიტყვების გაგონება.
– მართლა ასე ვფიქრობ. შენ სხვებს არასოდეს დაემსგავსები.
– ალბათ იმიტომ, რომ ფსიქიატრიული მამა მყავდა, – მოვუძებნე
ახსნა მის მოსაზრებას.
– არა, მომო, ამის თქმას სულაც არ ვაპირებდი. შენ ჯერ ახალ-
გაზრდა ხარ და ვერ გაიგებ, მაგრამ...
– რას ვერ გავიგებ? ადამიანი არასოდეს არ არის მეტისმეტად
ახალგაზრდა, ექიმო, დაუჯერეთ ჩემს მდიდარ გამოცდილებას.
– ეს სიტყვები ვიღამ გასწავლა? – გაუკვირდა.
– ვინ და ჩემმა მეგობარმა ბატონმა ჰამილმა. ყოველთვის ასე ამ-
ბობს.
– აჰა, გასაგებია. მომო, შენ ძალიან ჭკვიანი და ძალიან მგრძნო-
ბიარე ბიჭი ხარ, უფრო სწორედ, გადამეტებულად მგრძნობიარე. ყო-
ველთვის ვეუბნებოდი მადამ როზას, აი, ნახავ, ეს ბიჭი თუ ყველასგან

222
განსხვავებული არ იყოს-მეთქი. შენნაირები ზოგჯერ დიდი პოეტები
ან მწერლები გამოდიან, ზოგჯერ...
ისევ ამოიოხრა.
–...მეამბოხეები, მაგრამ ნუ გეშინია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ
ჩვეულებრივი ადამიანი არ იქნები.
– მინდა იმედი ვიქონიო, ექიმო კატც, რომ ჩვეულებრივი ადამია-
ნი არ ვიქნები. მხოლოდ არამზადები არიან ჩვეულებრივები. ყველა-
ფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ არ დავემსგავსო.
ექიმი ისევ წამოდგა. გავიფიქრე, ახლა მაქვს კარგი მომენტი, რომ
ერთი რაღაც ვკითხო-მეთქი.
– მითხარით, ექიმო, დარწმუნებული ხართ, რომ მართლა თოთ-
ხმეტი წლის ვარ? იქნებ ოცის ვარ, ან ოცდაათის ან სულაც ორმოცის?
ჰა, რას მეტყვით? ჯერ მითხრეს, ათის ხარო, მერე თოთხმეტისო, მერე
კიდევ რას მეტყვიან, ეშმაკმა იცის. იქნებ სულაც ჯუჯა ვარ და მიმა-
ლავთ? მიპასუხეთ, ვარ თუ არა! მაგრამ გაფრთხილებთ: ჯუჯობა არ
მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩვეულებრივები და სხვების-
გან განსხვავებულები არიან.
ექიმმა კაცმა წვერებში ჩაიცინა და თამამად გამისწორა თვალი.
ამდენი უბედურების შემდეგ ძლივს ცოტა გასახარელი ამბავი მამცნო:
– არა, მომო, პატიოსანი ექიმის სიტყვას გაძლევ, რომ ჯუჯა არ
ხარ. შენ თოთხმეტი წლის ხარ, მაგრამ რადგან მადამ როზა ვერ გე-
ლეოდა, ეშინოდა, არ მიმატოვოსო, ამიტომ მოგატყუა, ათი წლის ხა-
რო. შეიძლება ცოტა ადრე უნდა მეთქვა შენთვის ეს ამბავი, მაგრამ...
გაიღიმა, თუმცა ღიმილმაც ვერ უშველა მის ნაღვლიან სახეს.
–...მაგრამ არაფერი ვთქვი, რადგან ეს სიყვარულის ლამაზი ამბა-
ვი იყო. რაც შეეხება მადამ როზას, რამდენიმე დღეც დაველოდები.
მაგრამ ვთვლი, რომ საავადმყოფო მაინც აუცილებელია. უფლება არ

223
გვაქვს, ჩვენ თვითონ მოვუღოთ ბოლო მის სიცოცხლეს. მანამდე კი
ცოტა ავარჯიშე, წამოაყენე ფეხზე, ცოტა გაანძრიე, ოთახში გაატარ-
გამოატარე, თუ არ გინდა, რომ წყლულები გაუჩნდეს და ცოცხლად
დალპეს. ორ-სამ დღეს გაძლევთ, მეტს ვერა.
ერთ-ერთ ზაუმს დავუძახე და იმან ჩაიყვანა დაბლა ზურგზე აკი-
დებული ექიმი კატცი.
იგი ჯერ კიდევ ცოცხალია და აუცილებლად მოვინახულებ.

224
ცოტა ხნით კიბეზე ჩამოვჯექი. ბედთან დასამდური არ მქონდა –
რაც მთავარია, ჯუჯა არ ვყოფილვარ. ეს კი პატარა ბედნიერება არ
გეგონოთ. ერთხელ ერთი კაცის ფოტო ვნახე, უფრო სწორედ, კაცის კი
არა, ტანის. არც ხელები ჰქონდა და არც ფეხები. როცა ცუდ ხასიათზე
ვარ, იმ ფოტოს ვიხსენებ და ვფიქრობ, თუ ადამიანს ხელ-ფეხი მაინც
გაქვს, იცოდე, არც ისე უბედური ხარ. მერე გამახსენდა, რომ მადამ
როზა უნდა მევარჯიშებინა და ბატონ ვალუმბას მივაკითხე დასახმა-
რებლად. სახლში არ დამხვდა. ნაგავში იყო, სამსახურში. მთელი დღე
გარეთ აღარ გავსულვარ. მადამ როდა თავისი მომავლით დაინტერეს-
და და კარტი გაიშალა. როცა ბატონი ვალუმბა შინ დაბრუნდა, ძმა-
კაცებთან ერთად ამოვიდა, მადამ როზა წამოაყენეს და ცოტა წაავარ-
ჯიშეს. ჯერ ოთახში გაატარ-გამოატარეს ნელი ნაბიჯით, რადგან ფე-
ხები ჯერ კიდევ უმუშავებდა; შემდეგ ზეწარზე დააწვინეს და გააქან-
გამოაქანეს, იქნებ შიგნეულობა ავუმოძრაოთო. ამან ბატონი ვალუმ-
ბა და მისი ძმები ძალიან გაამხიარულა, სიცილით კვდებოდნენ, ამხე-
ლა ქალს რომ თოჯინასავით აქანავებდნენ. ქანაობამ შედეგი გამო-
იღო: მადამ როზამ ყველას სათითაოდ ქათინაური უთხრა. შემდეგ
ისევ ლოგინში ჩააწვინეს და საჭმელიც მიართვეს. მადამ როზამ სარკე
მოითხოვა. როდესაც ჩაიხედა, საკუთარ თავს გაუღიმა და დარჩენილი
ოცდაათი ღერი თმა შეისწორა. „აღფრთოვანებულებმა“ გარეგნობა
შევუქეთ. მერე სახე შეიღება, რადგან ქალური ბუნება ჯერ კიდევ შერ-
ჩენოდა. შეიძლება ქალი უშნო იყოს, მაგრამ ცდილობდეს, მისი სიუშ-

225
ნოვე ნაკლებად შეიმჩნეოდეს. დასანანი იყო, რომ მადამ როზას ლა-
მაზი არ ეთქმოდა, თუმცა კი ამის დიდი სურვილი ჰქონდა. სარკეში
საკუთარ თავს უღიმოდა და ჩვენც გვიხაროდა, რომ რასაც იქ ხედავ-
და, კი არ აშინებდა, ახარებდა.
შემდეგ ბატონი ვალუმბას ძმებმა წიწაკიანი ბრინჯი მოუმზადეს
და აჭამეს იმ იმედით, რომ ცხარე წიწაკა სისხლის მიმოქცევას აუჩქა-
რებსო. ამ დროს მადამ ლოლაც მოვიდა. როგორც ყოველთვის, ახლაც
მზესავით შემოანათა სენეგალელმა. მადამ ლოლა ძალიან მიყვარდა,
გული შემტკიოდა მასზე. ერთხელ თქვა, საბოლოოდ ქალი უნდა გავ-
ხდე და წინ რაც მკიდია, უნდა მოვიჭრაო. ამიტომაც ხშირად ვფიქ-
რობდი მასზე და სულ იმის შიშში ვიყავი, მოჭრის დროს ალბათ ძა-
ლიან ეტკინება და ვაითუ ამ ტკივილს ვერ გაუძლოს-მეთქი.
მადამ ლოლამ ებრაელ დაქალს ერთ-ერთი თავისი, მე მგონი, ყვე-
ლაზე ლამაზი კაბა მოართვა. იცოდა, რითი შეიძლებოდა ქალის გუ-
ნებაზე მოყვანა. კაბას ერთი ბოთლი შამპანურიც მოაყოლა და ყვე-
ლანი ხასიათზე მოგვიყვანა. მერე მადამ როზას სუნამო მოასხურა,
რომლის გარეშეც უკვე აღარ გვედგომებოდა: მადამ როზას შეკავების
უნარი თანდათან ეკარგებოდა და მალე ალბათ ვეღარც მიხვდებოდა,
საიდან რა გასდიოდა.
მადამ ლოლას მხიარული ხასიათი ჰქონდა, იმიტომ, რომ აფრიკის
მზით იყო დალოცვილი. სადაც იყო, ყველგან სითბოს და სიყვარულს
ასხივებდა. ახლაც ისე ლამაზად იჯდა საწოლზე, ფეხი ფეხზე გადა-
დებული, უკანასკნელ მოდაზე გამოწყობილი, რომ იმის ყურებას არა-
ფერი სჯობდა. კაცის პირობაზე მადამ ლოლა ძალიან ლამაზი იყო,
თუ არ ჩავთვლით ხმას, რომელიც კაცობის დროიდან ჰქონდა გამო-
ყოლილი. იმ დროს იგი მძიმეწონიანი ჩემპიონი იყო კრივში. ეს ბოხი,
უხეში ხმა მადამ ლოლას ცხოვრების სადარდებელი იყო. მაგრამ რა-

226
ღას იზამდა?! ხმის ჟღერადობა თურმე ყვერებთან ყოფილა კავშირში.
ამ ყვერებს სხვებს კი უმალავდა, მაგრამ თვითონ ხომ იცოდა, რომ
ჰქონდა. არტური გულზე მყავდა მიხუტებული. მართალია, თვალის
დახამხამებაში ოთხი წელი მომემატა, მაგრამ არტურს ასე მალე ვერ
მივატოვებდი. ჯერ ხომ უნდა შევჩვეოდი იმ აზრს, რომ ათის კი არა,
თოთხმეტი წლის ვიყავი, ხომ უნდა გამევლო ეს ოთხი წელი. აგერ,
ხალხი რამდენი წელი უნდება დაბერებას! ასე რომ, საჩქარო არაფერი
მქონდა.
მადამ როზა ისე გამოცოცხლდა, რომ წამოდგომა და დამოუკი-
დებლად გავლა-გამოვლაც შეძლო. ეს კი უკვე აღდგომა და იმედი იყო.
როდესაც მადამ ლოლა მხარზე ჩანთაგადაკიდებული სამუშაოდ წა-
ვიდა, პატარა ვახშამიც გავმართეთ. მადამ როზამ მეწვრილმანის, ბა-
ტონი ჯამაილის გამოგზავნილ წიწილას გაუსინჯა გემო. ბატონი ჯა-
მაილი უკვე დიდი ხანია გარდაიცვალა, მაგრამ სიცოცხლეში მადამ
როზასთან მეგობრობდა და ახლა მისი ოჯახი აგრძელებდა წინაპრის
კეთილ ურთიერთობებს. შემდეგ მურაბიანი ჩაიც დააყოლა და მეოც-
ნებე თვალი ჭერს გაუშტერა. ჯერ შემეშინდა, ვიფიქრე, ისევ „იქით“
წავიდა-მეთქი. მაგრამ შევცდი. თუმცა, რა გასაკვირი იყო. მთელი
დღე იმდენი აქნიეს და ანჯღრიეს, რომ ალბათ მისი სისხლი გამალე-
ბული მოძრაობდა.
– მომო, სრული სიმართლე მითხარი, არაფერი დამიმალო.
– მადამ როზა, მე საიდან უნდა ვიცოდე, რა არის სრული სიმარ-
თლე. მე კი არადა, მგონი, არც არავინ იცის.
– სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ. რა გითხრა ექიმმა კატცმა?
– რა უნდა ეთქვა?! ხომ იცით მისი ამბავი, ერთსა და იმავეს
იმეორებს: საავადმყოფოში უნდა დავაწვინოთ, იქ კარგად მოუვლიან

227
და სიკვდილს არ დაანებებენო. ასე რომ, იქ დიდი ხნის სიცოცხლე გა-
რანტირებული გექნებათ.
ასეთ რამეებს რომ ვეუბნებოდი, გული მეკუმშებოდა. გაღიმებაც
კი ვცადე, ეგონოს, რომ კარგ ამბავს ვეუბნები-მეთქი.
– ახლა ეს მითხარი, ამ ჩემს ავადმყოფობას ექიმები რას ეძახიან?
ნერწყვი გადავყლაპე.
– ყოველ შემთხვევაში, კიბო არ არის, მადამ როზა, გეფიცებით.
– მომო, მე შენ არ გეკითხები, რა არ არის; მე გეკითხები, რა არის
ეს ავადმყოფობა.
– ისეთი არაფერი, ის კი ვიცი, რომ ასე დიდხანს იცოცხლებთ.
– მაინც როგორ „ასე“?
ხმას არ ვიღებდი.
– მომო, შენ ხომ ტყუილს არ მეტყვი? ან კი რა საჭიროა; ერთი
მოხუცი ავადმყოფი ებრაელი ვარ, რომელსაც არც ერთი უბედურება
არ დაჰკლებია, რაც კი შეიძლება კაცს შეემთხვეს...
მან თქვა „mensch“, რაც ებრაულად „კაცსაც“ ნიშნავს და „ქალ-
საც“.
– მინდა სიმართლე ვიცოდე. არსებობს ისეთი რამეები, რაც არ შე-
იძლება mensch-ს გაუკეთო. ვიცი, რომ არის დღეები, როცა საერთოდ
უგონოდ ვარ.
– ეს არაფერია, მადამ როზა; უგონოდაც ძალიან კარგად შეიძლე-
ბა ცხოვრება; მე მგონი უკეთესიცაა ასე.
– როგორ „ასე“, აღარ მეტყვი?
მეტი ვეღარ შევძელი. ცრემლები მახრჩობდა. მადამ როზას გულ-
ში ჩავეკარი და განწირულმა დავიბღავლე:

228
– როგორ და ძალით უნდა გაცოცხლონ, მადამ როზა! ბოსტნეუ-
ლივით იქნებით, გონება არ გექნებათ, მაგრამ მაინც ცოცხალი არსება
იქნებით!
არაფერი უთქვამს. სახე ოფლმა დაუსველა.
– როდის მოვლენ წასაყვანად?
– არ ვიცი, ერთ-ორ დღეში. მაგრამ ექიმი კატცის ბრალი არ არის,
მადამ როზა. მას თქვენ ძალიან უყვარხართ. ასე თქვა, ძალიან, ძალი-
ან რომ გაუჭირდება, მაშინ დაგაშორებთ ერთმანეთს და მეც ერთ სიკ-
ვდილს გავათავებო.
– მე იქ არ წავალ, მომო.
– აღარ ვიცი, რა ვქნა, მადამ როზა. ყველაფერი ამ ნაბიჭვარი ექი-
მების ბრალია. ვერც გშველიან და არც ის უნდათ, რომ სიკვდილში
მაინც მოგეხმარონ.
მშვიდად მისმენდა. მერე მთხოვა, ჩამბანეო. ჩაფსმული ჰქონდა.
ახლა რომ მახსენდება, ვხვდები, რომ მადამ როზა ძალიან ლამა-
ზი იყო. სილამაზე ხომ პირობითია. გააჩნია, როგორ ფიქრობ ადამი-
ანზე; თუ კარგად ფიქრობ, ლამაზია, თუ ცუდად – უშნო.
– გესტაპო ამაზე უარესი არ ყოფილა, – ჩაილაპარაკა მადამ რო-
ზამ. მეტი აღარაფერი უთქვამს.
ღამე სიცივემ გამომაღვიძა. ავდექი და მადამ როზას მეორე საბა-
ნიც დავახურე.
დილით კმაყოფილმა გავიღვიძე. საერთოდ, როცა ვიღვიძებ, არა-
ფერზე ვფიქრობ და სანამ ფიქრს დავიწყებ, კმაყოფილი ვარ. მადამ
როზა ცოცხალი იყო, გამიღიმა კიდეც იმის ნიშნად, რომ არაფერი
აწუხებდა, თუ არ ჩავთვლით ღვიძლს, რომელიც საერთოდ სტკიოდა
და კიდევ მარცხენა თირკმელს, რომელსაც ექიმი კატცი ძალიან ცუდი
თვალით უყურებდა. კიდევ იყო იქ რაღაც-რაღაც დეტალები, რომ-

229
ლებშიც მე ვერ ვერკვევი და უმჯობესია, ამაზე ექიმებმა ილაპარაკონ.
გარეთ მზე ანათებდა და გადავწყვიტე, ფარდები გადამეწია. მაგრამ
მადამ როზაზე ამან ცუდად იმოქმედა. სინათლეზე უკეთესად დაინა-
ხა, რასაც დამსგავსებოდა. სარკეში რომ ჩაიხედა, მხოლოდ ეს მით-
ხრა:
– ხედავ, როგორ დავუშნოვდი, მომო?
ძალიან გავბრაზდი. აბა, როგორ შეიძლება მოხუც და ავადმყოფ
ქალზე ასეთი რამის თქმა?! ხომ არ შეიძლება ყველა ერთნაირი საზო-
მით შეაფასო, მაგალითად, ჰიპოპოტამი და კუ. ყველას თავისი სილა-
მაზე აქვს.
თვალები დახუჭა და ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა. მაგრამ
არ ვიცი, ეს ტირილის ბრალი იყო თუ კუნთების მოდუნების.
– ვიცი, საზარელი დასანახი ვარ.
არაფერი საზარელი არ ხართ, მადამ როზა. თქვენ, უბრალოდ,
სხვებს არ ჰგავხართ.
შემომხედა.
– როდის მოვლენ ჩემს წასაყვანად?
– ექიმმა კატცმა...
– მე შენ ექიმ კატცზე არ გელაპარაკები. ძალიან კარგი კაცია, მაგ-
რამ ქალების არაფერი გაეგება. მომო, იცი, მე რა ლამაზი ვიყავი? სა-
უკეთესო კლიენტურა მყავდა პროვანსის ქუჩაზე. ფული რამდენი
გვაქვს?
– მადამ ლოლამ ასი ფრანკი დამიტოვა. კიდევ მოგვცემს. ბევრს
მუშაობს და კარგ ფულს აძლევენ, ხომ იცით.
– აი, მე კი ბულონის ტყეში არასოდეს წავიდოდი. არანაირი პი-
რობები იქ არ არის, ვერც დაიბან და ვერც გამოიცვლი. ლე ალში მშვე-
ნიერი სასტუმროები გვქონდა, ცივი წყალი, ცხელი წყალი, აბაზანა,

230
უნიტაზი და რა ვიცი კიდევ რა. ბულონის ტყეში საშიშიც კია შესვლა,
იქაურობა მანიაკებითაა სავსე.
– მანიაკები მადამ ლოლას ფეხებსაც ვერ მოსჭამენ, ერთი დარ-
ტყმით ყველას ცხვირ-პირს დაუმტვრევს; ხომ არ დაგავიწყდათ, რომ
ჩემპიონია კრივში.
– ჰო, მომო, მართალი ხარ. ისე კი, ნამდვილი ანგელოზია ეს ჩვენი
ლოლა. უმაგისოდ, ნეტავ, რა გვეშველებოდა!
მერე დედამისის ნასწავლი ებრაული ლოცვის თქმა მოინდომა.
შემეშინდა, ბავშვობაში არ გადავარდეს-მეთქი, თან არც წინააღმდე-
გობის გაწევა მინდოდა, გული რომ არ სტკენოდა. მაგრამ სიტყვებს
ვერ იხსენებდა მეხსიერების მოდუნების გამო. მეც ვიცოდი ეს ლოცვა.
მადამ როზა პატარაობაში მოსეს ასწავლიდა ხოლმე, მე კი ვეჭვია-
ნობდი, ისინი რომ უჩემოდ რამეს აკეთებდნენ და მაშინ იმათ ჯიბრზე
ვისწავლე. ხმამაღლა დავიწყე:
– Shma israël adenoú eloheúnou adenoú ekhot bouroukh
shein kweit malhoussé loëilem boët...
მადამ როზა ჩემთან ერთად იმეორებდა. მერე ტუალეტში გავედი
და სამჯერ გადავაფურთხე ებრაელების მსგავსად, იმიტომ, რომ ეს ჩე-
მი რელიგია არ იყო. მთხოვა, ჩამაცვიო. მარტო ვერაფერს გავხდებო-
დი და შავკანიანების ტომს მივაკითხე. ყველანი იქ იყვნენ: ბატონი ვა-
ლუმბა, ბატონი სოკორი, ბატონი ტანე და დანარჩენებიც; ყველას სა-
ხელს ვერ ჩამოვთვლი, რადგან ისინი ყველანი კეთილები და გულის-
ხმიერები არიან.

231
როგორც კი სახლში მივბრუნდი, მაშინვე მივხვდი, მადამ როზა
ისევ უგრძნობლად იყო. თვალები შემწვარ თევზს მიუგავდა და პირი-
დან დორბლი სდიოდა. არავის ვუსურვებ ასეთ მდგომარეობაში მყო-
ფი ადამიანის ნახვას. სასწრაფოდ გავიხსენე ექიმი კაცის მიერ მოცე-
მული რჩევები. მადამ როზა ზეწარზე დავაწვინეთ, ბატონი ვალუმბას
ძმებმა ეს ამ სიმძიმე ზეწარი ბუმბულივით აიტაცეს და გააქან-გამოა-
ქანეს. სწორედ ამ დროს, ბატონი ზაუმ უფროსის ზურგზე ამხედრე-
ბული ექიმი კატცი შემოვიდა; ხელში სამედიცინო იარაღების პატარა
ჩემოდანი ეჭირა. ზურგიდან ჯერ არ იყო ჩამომხტარი, რომ უკვე სა-
შინლად აღშფოთდა – მე ის კი არ გითხარით, გიჟებივით იქნიეთ-მეთ-
ქი. რომ გადმოგივარდეთ, მერე მაგას ვიღა აკრიფავსო. ასეთი გაბრა-
ზებული ექიმი კაცი ჯერ არ მენახა; ყვირილისგან ძალა გამოეცალა,
სკამზე დაენარცხა და გულზე ხელი იტაცა. მოკლედ, ეს აქაური ურიე-
ბი სულ ჭირიანები არიან. ჩემი აზრით, მთელი ევროპის ავადმყოფმა
ებრაელებმა ბელვილში მოიყარეს თავი, ახლა ეს სიბერე და დაღლი-
ლობაც დაერთოთ და ჩარჩნენ კიდეც აქ. ექიმმა კატცმა ჯერ მე გამომ-
ლანძღა საშინელი სიტყვებით, მერე ეს ჩვენი კეთილისმყოფელი მე-
ზობლებიც ზედ მომაყოლა და სულ ველურები და ტყიდან გამოვარ-
დნილები გვეძახა. ბატონი ვალუმბა „ველურის“ გაგონებაზე აენთო
და ექიმი უხამსობაში დაადანაშაულა. ექიმი კატცი შეცბა და ბოდიში
მოიხადა, თქვენ რომ იფიქრეთ, ეს სიტყვა მე იმ მნიშვნელობით არ
მიხმარიაო, მე იმაზე გავცეცხლდი, რომ ჩემი დანიშნულების ვერაფე-

232
რი გაგიგიათ, ის კი არ გითხარით, ეს ქალი პატარა ბავშვივით ჭერში
შეისროლეთ, მე გითხარით, ყოველდღე ნელ-ნელა ოთახში გაატარ-
გამოატარეთ-მეთქი, თქვენ კი აქ დამდგარხართ და თამაშობა გაგი-
მართავთო. ბატონმა ვალუმბამ და მისმა ძმებმა მადამ როზა სასწრა-
ფოდ სავარძელში ჩაასვენეს, რადგან მისი ბუნებრივი მოთხოვნილე-
ბების გამოისობით საწოლის ზეწარი გამოსაცვლელი იყო.
– ახლავე საავადმყოფოში დავრეკავ და „სასწრაფოს“ გამოვაგ-
ზავნინებ. გადადება აღარ შეიძლება. ასეთ მდგომარეობაში მყოფ
ადამიანს მუდმივი მოვლა-პატრონობა სჭირდება და არა ეს მასკარა-
დი, – საბოლოოდ დაასკვნა ექიმმა კატცმა.
წინააღმდეგობა ვცადე, მაგრამ ვინ მოგისმინა! ჩემი ტირილი ერთ
ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა. უცებ, თავში გენიალური აზ-
რი მომივიდა – ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი, რომ ჩემგან ყველა-
ფერი მოსალოდნელი იყო.
– ექიმო კატც, მადამ როზას საავადმყოფოში წაყვანა არ შეიძლე-
ბა. ყოველ შემთხვევაში, დღეს ეგ საქმე არ გამოვა. ნათესავები ჩამოს-
დიან.
უნდა გენახათ, როგორ გაოცდა.
– ვინ ნათესავები? მადამ როზას ხომ არავინ ჰყავს!
– აქ არა, მაგრამ ისრაელში ჰყოლია და...
ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე.
– დღეს ჩამოდიან.
ექიმმა კაცმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ისრაელის ხსოვ-
ნას. გაოგნებული ჩანდა.
– ეს კი ნამდვილად არ ვიცოდი, – მის ხმაში უკვე პატივისცემა
იგრძნობდა მადამ როზას მიმართ. ხომ იცით, რასაც ნიშნავს ებრაე-
ლებისთვის თავიანთი ისრაელი.

233
– ჩემთან ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია...
იმედი მომეცა. პალტო ჩაცმული კუთხეში ვიჯექი ქოლგა არტურ-
თან ერთად. ავიღე მისი ქუდი და ჩამოვიფხატე ავი თვალისგან თავ-
დასაცავად.
– ჰოდა, ეგრეა. ჩამოდიან ნათესავები და მიჰყავთ ისრაელში ჩვენი
მადამ როზა. ყველაფერი უკვე მოგვარებული და გადაწყვეტილი ყო-
ფილა. რუსებმა ვიზა მისცეს.
ექიმი კატცი რუსების ხსენებაზე სულ გაშტერდა.
– ვინ რუსებმა, რა რუსებმა, რას მიედ-მოედები?
მივხვდი, რომ რაღაც სისულელე წამოვროშე, მაგრამ ჩემი ბრალი
არ იყო; მადამ როზასგან ხშირად გამიგონია, ისრაელში წასასვლე-
ლად რუსული ვიზაა საჭიროო.
– ჯანდაბას ეგ რუსები! ხომ ხვდებით, რისი თქმაც მინდა!
– შენ რაღაცას ურევ, მომო, მაგრამ ეგ არაფერი... მაშ, მიჰყავთ
მადამ როზა?
– ეგრე გამოდის, გაუგონიათ, რომ თავის ჭკუაზე ვეღარ არის და
გადაწყვიტეს წაიყვანონ. დღეს ჩამოდიან და ხვალ დილით გაფრინ-
დებიან.
ექიმ კატცს გუნება აშკარად გამოუკეთდა. სახეზე ღიმილი გადაე-
ფინა და კმაყოფილების ნიშნად წვერის თითებით ვარცხნას მოჰყვა.
ამაზე კარგს ვერაფერს მოვიფიქრებდი. მივხვდი, რომ მართლა თოთ-
ხმეტი წლის ვიყავი.
– ძალიან მდიდრები ყოფილან. მაღაზიებიც აქვთ, მანქანებიც,
თვითმფრინავებიც, ლიფტიც და ყველაფერი... ერთი სიტყვით, არაფე-
რი აკლიათ.
– კარგია, კარგია, – აცანცარებდა თავს ექიმი კატცი, – ძალიან
სასიხარულო ამბავი მითხარი, ჩემო მომო; ამ საწყალმა რამდენი გა-

234
ჭირვება ნახა ცხოვრებაში, იქნებ კიდევ მოასწროს ადამიანურად
ცხოვრება... კი, მაგრამ, ეს კარგი ხალხი ადრე სად იყო, რატომ არ
იკითხავდნენ?
– როგორ თუ სად იყვნენ! რამდენჯერ მისწერეს წერილი მადამ
როზას, ემუდარებოდნენ, ჩამოდი, აქ ხელისგულზე გაცხოვრებთო,
მაგრამ არ წავიდა, მე არ მიმატოვა. ჩვენ უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ.
მე ამქვეყნად მხოლოდ მადამ როზა მყავს, იმას კიდევ – მე. ჰოდა, არ
უნდა ჩემთან განშორება. აი, ხომ ასე ცუდადაა, მაინც ჩემთან ურჩევ-
ნია. ყოველდღე ვეხვეწები, წადით, მადამ როზა, დაბრუნდით თქვენს
ოჯახში, ისრაელში, სხვა თუ არაფერი, წესიერად მაინც მოგივლიან-
მეთქი, ხომ ხედავთ, აქ აღარაფერი ხართ, იქ კი იქნებ ცოტა ვინმე მა-
ინც იყოთ-მეთქი. არაფრის გაგონება არ უნდა. თავს იკლავს, ცოცხა-
ლი მე შენ არ მიგატოვებ და მკვდარს თუ წამიღებენ, არ ვიციო.
– პირველად მესმის, რომ არაბი ებრაელს ისრაელში ამგზავრებ-
დეს, – ექიმ კატცს ისეთი გაუგონარი ამბები ესმოდა, რომ ენას ძლივს
ატრიალებდა.
– წასვლით კი წავიდოდა, მაგრამ ჩემი დატოვება არ უნდა, ხომ
ხვდებით?
ექიმი ცოტათი ჩაფიქრდა.
– ვითომ რატომ არ შეიძლება, რომ ორივენი წახვიდეთ?
აი, აქ კი გავიჭედე. რაღა მეპასუხა, არ ვიცოდი.
– არა, როგორ არ შეიძლება; აი, მადამ როზა რომ ჩავა, ყველა-
ფერს კარგად გაარკვევს და მერე...
ისე დავიბენი, რომ ხმა წამერთვა, ძლივსღა ვლუღლუღებდი.
– ბოლოს, როგორც იქნა, დავითანხმე. აქ მე და იქ ნათესავებმა.
წუთი წუთზე ველოდები; ჩამოვლენ, ერთ ღამეს დარჩებიან და ხვალ
დილით გაფრინდებიან, თვითმფრინავით, რა თქმა უნდა.

235
–შენ რაღა გეშველება მარტოს, ჩემო პატარავ?
– ჩემზე ნუ წუხხართ. უკვე მოვძებნე პატრონი, დროებით, სანამ
ისრაელში წამიყვანენ...
– სანამ რა? რა თქვი?
აღარაფერი მითქვამს. ისე გავიხლართე ტყუილებში, რომ თავი
როგორ დამეძვრინა, აღარ ვიცოდი.
ბატონი ვალუმბა და მისი ძმანი კმაყოფილები ჩანდნენ, მიხვდნენ,
რომ მე ყველაფერი მოვაგვარე. გულზე არტური მყავდა მიხუტებული
და იატაკზე გაოგნებული ვიჯექი. აღარ ვიცოდი, სად ვიყავი, ვინ ვი-
ყავი, რატომ ვიყავი და არც მინდოდა, მცოდნოდა.
ექიმი კატცი წამოდგა.
– ეს ყველაფერი ძალიან კარგი. მადამ როზა შეიძლება ვეღარა-
ფერს მიხვდეს, მაგრამ რა ვიცით, თუ ღმერთი ინებებს, კარგა ხანს კი-
დევ იცოცხლებს. ისე კი, ვატყობ, მისი მდგომარეობა დღითიდღე უა-
რესდება. დროდადრო ალბათ კიდევ დაუბრუნდება გონება და რომ
მიმოიხედავს და თავს თავისიანებში, ისრაელში დაიგულებს, ბედნიე-
რი იქნება. ნათესავები რომ ჩამოვლენ, უთხარი, შემომიარონ. მე სი-
არული თითქმის აღარ შემიძლია, თორემ მე თვითონ ამოვიდოდი და
იმათ არ შევაწუხებდი.
თავზე ხელი დამადო. არ გამიწყალეს გული?! ვისაც არ ეზარება,
ყველა თმაში მიფათურებს ხელს. მაგათ ჰგონიათ, ძალიან მსიამოვ-
ნებს მოფერება! მე მგონი, თვითონ სიამოვნებთ.
– თუ მადამ როზა წასვლამდე გონზე მოვა, უთხარი, რომ ვულო-
ცავ.
– აბა, რას ვიზამ? ვეტყვი: mazltov.
ექიმმა კატცმა სიამაყით გადმომხედა.

236
– მომო, მე მგონი, შენ ერთადერთი არაბი ხარ ამქვეყნად, ვინც
იდიშზე ლაპარაკობს.
– მართალი ხართ, mittornischt zorgen.
თუ ებრაული არ იცით, მაშინ გეტყვით, რომ მათთვის ეს ნიშნავს:
„სამდურავი არ გვეთქმის“.
– აბა, შენ იცი, არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი; გადაეცი მადამ
როზას, რომ მისი ამბავი ძალიან მიხარია, – გაიმეორა ექიმმა კატცმა.
ამის შემდეგ იგი აღარ მინახავს, იმიტომ, რომ ცხოვრება ასეთია და
პასუხს ვერავის მოსთხოვ.
ბატონი ზაუმ უფროსი მთელი ამ ხნის განმავლობაში კართან იდ-
გა თავაზიანი ღიმილით და იცდიდა, როდის ინებებდა წასვლას მისი
„მხედარი“. როგორც ამოიყვანა, ისევ ისე ჩაიყვანა – ზურგზე აკიდე-
ბული. ბატონმა ვალუმბამ და მისმა თანატომელებმა მადამ როზას
თეთრეული გამოუცვალეს და ისევ ლოგინში ჩააწვინეს. ისინიც წა-
ვიდნენ. მე კი ვიდექი არტურთან ერთად და მადამ როზას დავცქერო-
დი. დიდ კუს ჰგავდა, რომლის ადგილი ლოგინში ნამდვილად არ არის.
– მომო...
თავი არ ამიწევია.
– აქ ვარ, მადამ როზა.
– ყველაფერი გავიგონე.
– ვიცი. დაგინახეთ, რომ გვიყურებდით.
– მაშ, ისრაელში უნდა წავიდე?
არაფერი ვუპასუხე. თავს მაღლა არ ვწევდი, რომ თვალებში არ
შემეხედა. ერთმანეთს უცრემლოდ ვეღარ ვუყურებდით.
– კარგად მოგიფიქრებია, ხომ მომეხმარები?
– მოგეხმარებით, მადამ როზა, მაგრამ ახლა არა; ცოტა მაცალეთ.
მეტი ვეღარაფერი ვუთხარი. ვტიროდი და არ მინდოდა, გაეგო.

237
238
იმ დღეს მადამ როზა გონებაზე იყო და ღამეც კარგად ეძინა. მაგ-
რამ მეორე დღეს ახალი უბედურება დაგვატყდა თავს: სახლის პატ-
რონი მოგვადგა და სამი თვის გადაუხდელი ბინის ქირა მოგვთხოვა.
თან ნამუსზეც აგვაგდო როგორ შეიძლება ამ საწყალი მოხუცი ავად-
მყოფის სახლში გაჩერება, პატრონიც არ ჰყავს, რომ წესიერად მოუ-
აროსო. მერე ზოგადსაკაცობრიო იდეალებიც გაიხსენა და გადაწყვი-
ტა, მადამ როზა თავშესაფარში გაეგზავნა. ქაჩალი იყო და ტარაკა-
ნივით შავ თვალებს აბრიალებდა. ოთახიდან რომ გადიოდა, შეგვპირ-
და, ახლავე მოხუცთა თავშესაფარში დავრეკავო; არცმე „დამწყვიტა
გული“ და „დამაიმედა“, საზოგადოებრივი მზრუნველობის სამსახურ-
საც გამოვუძახებო. გულისხმიერებაც ასეთი უნდა! ჰო, კიდევ, სულ
დამავიწყდა – კასრივით გაბერილს ტუჩ ზემოთ უზარმაზარი ულვა-
შები დაჰფენოდა და ლაპარაკის დროს ამ ულვაშებს ისე არხევდა,
თვალს ვერ ვაშორებდი. კიბე თავქუდმოგლეჯილმა ჩავირბინე და
სახლის პატრონს გავეკიდე. ბატონი დრისის კაფეში დავიჭირე. უკვე
დარეკვას აპირებდა. აქოშინებული ვეცი და ვუთხარი, მადამ როზას
ოჯახი ერთ-ორ დღეში ჩამოდის და ორივენი ისრაელში მივყავართ.
ჰოდა, მერე, ეს თქვენი ბინა ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ-მეთ-
ქი. უცებ, გენიალურმა აზრმა გამიელვა თავში და სხვათა შორის დავ-
ძინე: მადამ როზას ნათესავები იმ სამი თვის ქირას გადაგიხდიან, ხო-
ლო რაც შეეხება საავადმყოფოს, რა ჩემს ფეხებს მოგცემენ, თქვენც
კარგად მოგეხსენებათ-მეთქი. ხომ ხედავთ, როგორ გამომადგა უცებ

239
მომატებული ოთხი წელი?! ასაკს ნელ-ნელა დავუჭირე მუღამი და, მე
მგონი, უკვე თოთხმეტი წლის ბიჭის შესაფერისად ვაზროვნებდი. ცო-
ტა დავაშინე კიდეც სახლის პატრონი: განა არ იცით, რომ ჩემი და მა-
დამ როზას აქეთ-იქით გაგზავნით მთელი ბელვილის ებრაელობას და
არაბობას მტრად იკიდებთ-მეთქი? რატომო? რატომ და იმიტომ, რომ
ჩვენი წინაპრების მიწაზე დაბრუნებაში ხელს გვიშლით-მეთქი. ბო-
ლოს, მთლად გავუხეთქე გული: ხომ იცით, რასაც გიზამენ ებრაელი
ტერორისტები-მეთქი? არა, არ ვიციო, – მიპასუხა შეშინებულმა; არ
იცით და როცა გაიგებთ, გვიან იქნება; ცუდი კაცი არ უნდა ჩანდეთ და
იმიტომ გაფრთხილებთ, თუ არადა, თქვენი საქმისა თქვენ იცით; რომ
იცოდეთ, რა საშინელებაა თავისუფლებისთვის მებრძოლი ებრაელი
და არაბი ტერორისტების გადაკიდება, ეგრე არხეინად აღარ იქნებო-
დით. იმედია, აზრზე მოხვალთ და სისულელეს არ ჩაიდენთ-მეთქი.
მთელი კაფე ჩვენ გვიყურებდა და მეც ძალიან კმაყოფილი ვიყავი სა-
კუთარი თავით. რაც მართალია, მართალია, იმ დღეს მაგარ ფორმაში
ვიყავი. იმ წუთას ამ გაბერილს სიამოვნებით მივახრჩობდი. სასოწარ-
კვეთისგან ათას აბდაუბდას ვიგონებდი. ალბათ, ამიტომაც მიყურებ-
და ყველა გაოცებით – მე ხომ მათ ასეთი არასოდეს ვენახე. ბატონმა
დრისმა გვისმინა, გვისმინა და სახლის პატრონს ურჩია, არაბებისა და
ებრაელების საქმეში ნუ გაერევი, თორემ ძვირად დაგიჯდებაო. ბატო-
ნი დრისი თვითონ ტუნისელია, მაგრამ არაბები ტუნისშიც ბლომად
არიან და ალბათ საკუთარი გამოცდილება ალაპარაკებდა. ბოლოს,
ფერდაკარგულმა სახლის პატრონმაც ამოიღო ხმა და აღიარა, თქვენი
წასვლის ამბავი პირველად მესმის და გარწმუნებთ, ჩემზე ძალიან ეგ
ამბავი არავის გაუხარდებაო. მერე, ვითომც აქ არაფერიაო, მკითხა,
რამეს ხომ არ დალევდიო. ჩემს სიცოცხლეში პირველად მთავაზობ-

240
დნენ სასმელს როგორც კაცს. მე კოკა შევუკვეთე; მერე ყველას გამო-
ვემშვიდობე და სახლში წავედი. დასაკარგი დრო აღარ მქონდა.

241
მადამ როზა მისთვის ჩვეულ მდგომარეობაში დამხვდა. მაგრამ
შეშინებული ჩანდა და გამიხარდა; შიში ხომ იმას ნიშნავს, რომ ადა-
მიანი ხარ და აზროვნებ. ჩემი სახელიც კი წარმოთქვა, თითქოს საშ-
ველად მიხმობსო.
– აქ ვარ, მადამ როზა, ნუ გეშინიათ...
რაღაცის თქმას ცდილობდა და ტუჩებს არხევდა, თავი უცახცა-
ხებდა, ძალ-ღონეს ძაბავდა, რომ როგორმე ისევ ადამიანად ქცეული-
ყო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა
და პირს ვერ მუწავდა, ხელები სავარძლის სახელურებზე გადაეკიდა
და ისე იყურებოდა, თითქოს უკვე ხმა ჩაესმაო...
– მომო...
– დაწყნარდით, მადამ როზა, არავის დავანებებ, ჩემპიონი გაგხა-
დონ ბოსტნეულივით უგონოდ სიცოცხლეში...
აღარ მახსოვს, გითხარით თუ არა, რომ მადამ როზას საწოლის
ქვეშ ჰიტლერის პორტრეტი ჰქონდა შენახული. როცა ძალიან ცუდად
გრძნობდა თავს, გამოიღებდა, დახედავდა და იმ წუთას მომჯობინე-
ბოდა ხოლმე. ახლაც გამოვიღე პორტრეტი და ცხვირწინ ავუფრიალე:
– მადამ როზა, მადამ როზა, აი, შეხედეთ, ვინ არის!...
ცოტა შევაჯანჯღარე კიდეც. ამოიხვნეშა, პორტრეტს გახედა თუ
არა, მაშინვე იცნო, იცნო კი არადა, რაღაც ბღავილის მსგავსი ხმაც
ამოუშვა. სურათმა საბოლოოდ გონზე მოიყვანა და წამოდგომაც კი
სცადა.

242
– იჩქარეთ, მადამ როზა, უნდა მოვშორდეთ აქაურობას...
– მოვიდნენ უკვე?
– არა, არ მოსულან, მაგრამ სასწრაფოდ უნდა წავიდეთ. ისრაელ-
ში მივდივართ, ხომ გახსოვთ?
მადამ როზამ აზროვნება დაიწყო. ხომ იცით, მოხუცებში მოგონე-
ბები რა გრძნობებს აღვიძებენ.
– მოდი, მომეხმარე, მომო...
– მშვიდად, მადამ როზა, დრო გვაქვს; ჯერ არავის დაურეკავს.
მაგრამ ჩვენი აქ დარჩენა აღარ შეიძლება!
როგორც იქნა, დიდი ვაივაგლახით ჩავაცვი. ვიფიქრე, მეშველა-
მეთქი და ახლა გალამაზება მოინდომა. სანამ იღებებოდა, სარკე მის
ცხვირწინ მეჭირა. უნდა გენახათ, რამდენი ხანი არჩევდა ტანსაცმელს
და ფეხსაცმელს. მისი თარო ათასნაირი ხარახურით იყო გამოტენი-
ლი. ასეთ უცნაურ სამოსს სად შოულობდა, არ ვიცი. ალბათ, ახალ-
გაზრდობაში ყიდულობდა, მაყუთი როცა ჰქონდა. მაგრამ ჩასაცმე-
ლად კი არა, ისე, ხანდახან რომ გამოეღო და ეოცნება. ერთადერთი
რამ, რაშიც ახლა ეტეოდა, იაპონური ყვავილებიან-ჩიტებიან-ამომა-
ვალმზიანი წითელ-ყვითელი კიმონო იყო. თავზე პარიკი ჩამოიცვა.
გასვლის წინ კარადის სარკეში მოუნდა გაკეკლუცება, მაგრამ აღარ
დავაცადე. ჯობდა, არ დაენახა, რაც იქ ჩანდა.
უკვე ღამის თერთმეტი საათი იყო, კიბეზე რომ დავიწყეთ ჩასვლა.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მადამ როზა კიდევ მოახერხებდა სა-
ფეხურების გავლას. მაგრამ ეტყობა, კიდევ ჰყოფნიდა ძალ-ღონე, ჩა-
სულიყო და თავის ებრაულ სოროში მომკვდარიყო. ადრე ვერ ვხვდე-
ბოდი, რაში სჭირდებოდა ეს სორო, ან რისთვის მოაწყო ან რისთვის
ჩადიოდა და ჯდებოდა იქ. ახლა კი მივხვდი. ჯერ კიდევ პატარა ვიყა-
ვი და ცხოვრებისეული გამოცდილება არ მყოფნიდა ყველაფრის გა-

243
საგებად. თუმცა, რამდენი ხანიც არ უნდა იცოცხლოს ადამიანმა, ყვე-
ლაფრის სწავლას მაინც ვერ მოასწრებს.
კიბეზე ნათურა წამდაუწუმ ქრებოდა და უცებ სიბნელეში აღმოჩ-
ნდებოდით ხოლმე. მეხუთე სართულზე რაღაცას წამოვედეთ და ხმა-
ურზე ბატონმა ზიდიმ გამოიხედა, რომელიც აქ უჯდიდან14 იყო ჩამო-
სული. მადამ როზა რომ დაინახა, შეცბა, გაოცებისგან პირი დააღო,
თითქოს იაპონური კიმონო არასოდეს უნახავსო და კარი სასწრაფოდ
მიიხურა. მეოთხე სართულზე ბატონ მიმუნს შევეჩეხეთ. წაბლსა და
მიწის თხილს ყიდდა მონმარტზე და ახლა უკვე გამდიდრებული
მშობლიურ მაროკოში აპირებდა დაბრუნებას. გაჩერდა, შემოგვხედა
და, ცოტა არ იყოს, აღელვებულმა იკითხა:
– ღმერთო ჩემო! ეს რა არის?
– რა არის და მადამ როზაა. ისრაელში მიდის.
ბატონი მიმუნი დაფიქრდა, კარგა ხანს იფიქრა და მერე შეშინე-
ბულმა იკითხა:
– კი, მაგრამ ასე რატომ ჩააცვეს?
– აბა, რა გითხრათ, ბატონო მიმუნ, ამ ურიებს რას გაუგებ!
ცოტა ამოისუნთქა.
– კარგი ერთი, რა შუაშია აქ ურიები! ბევრ ებრაელს ვიცნობ, მაგ-
რამ ისინი ასე არ იცვამენ და საერთოდ, ასე არავინ იცვამს. ეს როგორ
შეიძლება?!
ბატონმა მიმუნმა ცხვირსახოცი ამოიღო და შუბლი მოიწმინდა.
მერე მადამ როზას ხელი მოჰკიდა და ჩასვლაში მიეხმარა; დაინახა,
მარტორა დღეში ვიყავი. დაბლა რომ ჩავედით, დაინტერესდა, ბარგი
სად არისო, მერე იმაზე შეშფოთდა, ტაქსის ლოდინში მადამ როზა არ
გაგვიცივდესო, მერე უცებ გაცეცხლდა და ღრიალი მორთო, როგორ

14 უჯდა (Oujda) – ქალაქი მაროკოში.


244
შეიძლება ასე მორთულ-მოკაზმული ქალი გავუგზავნოთ ებრაელებს,
რას იტყვის ის ხალხიო. ვუთხარი, მეშვიდე სართულზე ადით, იქ მა-
დამ როზას ნათესავები ბარგს ალაგებენ და იმათ გაურჩიეთ საქმე-
მეთქი. ბატონ მიმუნს ჩემი რჩევა ჭკუაში დაუჯდა და ისევ კიბეს აუყ-
ვა, თან ილანძღებოდა, რა უბედურება ყოფილა ამ ურიების სამშობ-
ლოში გამგზავრებაო. მე და მადამ როზა მარტო დავრჩით და ავჩქარ-
დით. სარდაფამდე ნახევარი სართული კიდევ გვქონდა გასავლელი.
შევედით თუ არა, მადამ როზა სავარძელში ისე მოწყვეტილი ჩა-
ეშვა, მეგონა, ახლა კი აუცილებლად მოკვდება-მეთქი. თვალები და-
ეხუჭა და ოდნავღა სუნთქავდა. სანთლები ავანთე, დაბლა დავჯექი,
მადამ როზას ფეხებთან, და ხელი დავუჭირე. ამან ცოტა უშველა,
თვალები გაახილა და გარშემო მიმოიხედა:
– მჯეროდა, რომ აქაურობა ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად
დამჭირდებოდა, მომო. ახლა მშვიდად მოვკდები.
გამიღიმა კიდეც.
– უგონოდ სიცოცხლის ჩემპიონი აღარ გავხდები.
– Inch'Allah.
– ჰო, მომო, inch'Allah. შენ კარგი ბიჭი ხარ. მე მგონი, ცუდად არ
გვიცხოვრია ერთად.
– ჰო, მადამ როზა, ჩვენ ხომ ერთმანეთი გვყავდა და მარტოები არ
ვიყავით.
– ახლა, მოდი, ლოცვა მათქმევინე, იქნებ მერე ვეღარ შევძლო...
– Shma israël adenoú..
ჩემთან ერთად იმეორებდა, სანამ ბოლო სიტყვები არ ვთქვი –
Ioeïlem boët. კმაყოფილი ჩანდა. ამის შემდეგ ერთი საათი კიდევ
კარგად იყო, მერე ისევ დაკარგა გონება. ღამე პოლონურად ლუღლუ-
ღებდა და ვიღაც ტიპის სახელს იმეორებდა: „ბლუმენტაგ, ბლუმენ-

245
ტაც“. ეტყობა, ვინმე სუტენიორი იყო და იცნობდა, როცა ქალი იყო.
მერე აღარაფერს ამბობდა, უაზრო თვალებით მიშტერებოდა მოპირ-
დაპირე კედელს და ქვეშ ისვრიდა.
უნდა გითხრათ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება არსებობდეს. არ გა-
გიკვირდეთ, მაგრამ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. ვერასოდეს გავი-
გებ, რატომ შეიძლება მოკლა ბავშვი, თუნდაც მუცელში, და არ შეიძ-
ლება მოკლა მოხუცი. მე თუ მკითხავთ, უგონოდ სიცოცხლის იმ ამე-
რიკელი ჩემპიონის ყურება უფრო დიდი საცოდაობაა, ვიდრე იესოსი
– ამერიკელი ხომ ჩვიდმეტი წელი იყო თავის ჯვარზე გაკრული. იმაზე
საშინელება არაფერია. ძალდატანებით აცოცხლო უმწეო ადამიანი,
რომელიც ამქვეყნად თითქმის აღარ არის და აღარც უნდა, რომ იყოს.
მთელი ბღუჯა სანთელი ავანთე, რომ სიბნელე არ ყოფილიყო. მა-
დამ როზამ ისევ ბლუმენტაგს დაუწყო ძახილი. ნერვები მომეშალა,
მოთრეულიყო აქ ის ბლუმენტაგი, დაგდებულიყო და ვნახავდი ერთი,
ჩემსავით თუ გაუძლებდა ამ ჯოჯოხეთს. მერე გამახსენდა, რომ
„ბლუმენტაგი“ ებრაულად „ყვავილების დღეს“ ნიშნავდა, ეტყობა,
ესეც მადამ როზას ქალობის დროინდელი ოცნება იყო, ხომ იცით, ამ-
ქვეყნად ქალურობას წინ არაფერი დაუდგება. ალბათ, ახალგაზრდო-
ბაში ვინმე შეყვარებულთან ერთად სოფელში იყო და ბოლომდე გო-
ნებაში შემორჩა.
– ბლუმენტაგ, მადამ როზა.
დავტოვე და მაღლა ავედი არტურის ჩამოსატანად. მის გარეშე
ვერ ვძლებდი. საღამოს კიდევ ავედი ზემოთ და ბატონი ჰიტლერის
სურათი ჩამოვიტანე, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაეკარგა ზემოქმედე-
ბის უნარი მადამ როზაზე.
ვფიქრობდი, რომ მადამ როზას დიდხანს აღარ მოუწევდა თავის
ებრაულ სოროში ყოფნა, ღმერთი შეიბრალებდა და მიიღებდა მის ნა-

246
ტანჯ სულს. ძალა გამომელია და ათასგვარი აზრი მიტრიალებედა
თავში. მის ლამაზ სახეს ვაკვირდებოდი. გამახსენდა, რომ მადამ რო-
ზას საყვარელი მაკიაჟი და მოსაკაზმი ნივთები მაღლა დამრჩა და
ისევ ავედი. რა მომთხოვნი ყოფილა, ღმერთო, ჩემი მადამ როზა!
ლეიბი მის გვერდით დავაგდე და მივუწექი. მაგრამ თვალი ვერ
მოვხუჭე. ვირთხების მეშინოდა, რომელთა გარეშე არც ერთი სარდა-
ფი არ არსებობს. თუმცა, იქ ვირთხები არ იყვნენ. ვერ გავიგე, როდის
ჩამეძინა და როცა გამეღვიძა, არც ერთი სანთელი აღარ ენთო. მადამ
როზას თვალები ღია ჰქონდა. ბატონი ჰიტლერის სურათი რომ დავა-
ნახე, არც კი განძრეულა. ნამდვილი სასწაული იყო, რომ ასეთ მდგო-
მარეობაში მყოფი ადამიანის სარდაფში ჩაყვანა შევძელი.

247
გარეთ რომ გამოვედი, უკვე შუადღე იყო. ტროტუარზე გავჩერდი.
თუ ვინმე შემეკითხებოდა, მადამ როზა როგორ არისო, ვეუბნებოდი,
ისრაელიდან ნათესავები ჩამოუვიდნენ და მშობლიურ კერას დაუბ-
რუნდა-მეთქი, იმასაც დავძენდი, იქ ყველანაირი თანამედროვე კომ-
ფორტია და უფრო მალე მოკვდება, ვიდრე აქ, სადაც უკვე აღარ ედ-
გომებოდა; ისე კი, ებრაელებისგან ყველაფერი მოსალოდნელია, შეიძ-
ლება ცოტა ხანი კიდევ იცოცხლოს და მეც თავისთან წამიყვანოს, იმი-
ტომ, რომ არაბებსაც აქვთ ისრაელში ცხოვრების უფლება-მეთქი.
ყველას უხაროდა, რომ მადამ როზა ოჯახს დაუბრუნდა და იქ მაინც
კარგად იქნებოდა. ბატონი დრისის კაფეში შევედი. ისე მაჭამეს, უსას-
ყიდლოდ, ფული არც იმათ გახსენებიათ და არც მე. ბატონი ჰამილის
პირისპირ ვიჯექი. მას თავისი ნაცრისფერ-თეთრი ბურნუსი ეცვა. სა-
ერთოდ ვეღარ ხედავდა. ჩემი სახელი რომ ვუთხარი, მაშინვე გამიხ-
სენა.
– ოო, ჩემი პატარა მომო, როგორ არ მახსოვს... კარგად ვიცნობ...
სად არის ახლა? როგორ არის?
– მე ვარ, ბატონო ჰამილ.
– აა, მაპატიე, ჩემო კარგო, მე ხომ საერთოდ ვეღარ ვხედავ.
– როგორ ბრძანდებით, ბატონო ჰამილ?
– არა მიშავს რა, მომო, არა მიშავს რა... აი, გუშინ კარგა გემრიე-
ლი კუსკუსი მივირთვი, დღეს ბრინჯიან ბულიონს გეახლებით. საღა-
მოთი კი, მეც ძალიან მაინტერესებს, რას შევჭამ.

248
ხელი, როგორც ყოველთვის, ბატონი ვიქტორ ჰიუგოს წიგნზე ედო
და შორს, ძალიან შორს იყურებოდა, თითქოს თავის ვახშამს იქ და-
ინახავდა.
– ბატონო ჰამილ, ნუთუ შეიძლება, ისე იცხოვროს ადამიანმა, რომ
არავინ უყვარდეს?
– მე კუსკუსი მიყვარს ძალიან, ჩემო პატარა ვიქტორ, მაგრამ ისიც
ყოველდღე არა.
– თქვენ ვერ გაიგეთ, რა გკითხეთ, ბატონო ჰამილ. პატარა რომ
ვიყავი, ხომ მეუბნებოდით, ამქვეყნად უსიყვარულოდ ცხოვრება არ
შეიძლებაო.
სახე შიგნიდან გაუნათდა.
– ჰო, მართალია, როცა ახალგაზრდა ვიყავი, მეც ვიღაც მიყვარ-
და, ერთი ქალი იყო, იცი, რა ერქვა...
გაჩუმდა. მერე გაოცებით შემომხედა:
– სახელი აღარ მახსოვს.
ავდექი და ისევ სარდაფში დავბრუნდი. მადამ როზა თავის ჩვე-
ულებრივ მდგომარეობაში იყო. ჰო, ჩვეულებრივ ცნობიერება გათი-
შულ მდგომარეობაში, კარგია, რომ გამახსენეთ, მეორეჯერ აღარ და-
მავიწყდება. ერთ მშვენიერ დღეს ალბათ მეც ისევე ვილაპარაკებ, რო-
გორც სხვები და სიტყვებს ერთმანეთში აღარ ავურევ. თავს კარგად
ვერ ვგრძნობდი და ცოტ-ცოტა ყველაფერი მტკიოდა. ბატონი ჰიტლე-
რის სურათი ისევ მივუტანე ცხვირწინ, მაგრამ ვერც ამჯერად უშვე-
ლა. ვფიქრობდი, რომ მადამ როზას შეეძლო ასე კიდევ მრავალი წელი
ეცოცხლა, ამ ტანჯვისთვის არ მემეტებოდა, მაგრამ არც ის შემეძლო,
მე თვითონ მომეკლა. სიბნელეშიც კი ეტყობოდა, რომ ცუდი ფერი
ედო. ყველა სანთელი ავანთე, რომ მარტო არ ვყოფილიყავი. მერე მა-
კიაჟის ყუთი ავიღე, ტუჩებზე პომადა წავუსვი, ლოყები გავუფერადე,

249
წარბებიც კი შევუღებე, როგორც თვითონ უყვარდა. ქუთუთოები
ლურჯად და თეთრად შევუღებე, პატარა ვარსკლავებიც მივაწებე. შე-
ვეცადე, ყალბი წამწამებიც გამეკეთებინა, მაგრამ აღარ უმაგრდებო-
და. ვხედავდი, რომ აღარ სუნთქავდა, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნე-
ლობა აღარ ჰქონდა. მე მადამ როზა სუნთქვის გარეშეც მიყვარდა. ჩე-
მი ქოლგა არტური ავიღე და მადამ როზას გვერდით მივუწექი. შევე-
ცადე, ძალიან ცუდად გავმხდარიყავი, რათა როგორმე მოვმკვდარი-
ყავი. როცა სანთლები ქრებოდა, ვდგებოდი და ვანთებდი. ბევრჯერ
ჩამიქრა. მერე ცისფერი კლოუნი მოვიდა და, მიუხედავად იმისა, რომ
უკვე ოთხი წლით დიდი ვიყავი, მკლავები მხრებზე შემომხვია. ყველა-
ფერი მტკიოდა. მერე ყვითელი კლოუნიც მოვიდა და მერე ის ოთხი
წელი თავიდან მოვიშორე, ნეტავ, რაში მჭირდებოდა! დროდადრო
ვდგებოდი და ბატონი ჰიტლერის სურათს ვიღებდი და მის თვალებ-
თან მიმქონდა, მაგრამ ისევ ამაოდ. მადამ როზა ჩვენთან აღარ იყო.
რამდენჯერმე ჩავეხუტე, არც ამან უშველა. სახე ცივი ჰქონდა. ძალი-
ან უხდებოდა მოხატული კიმონო, წითური პარიკი და ჩემი გაკეთებუ-
ლი მაკიაჟი. ცოტა კიდევ წავუსვი, იმიტომ, რომ როცა ვიღვიძებდი,
საღებავები ფერდაკარგული მხვდებოდა. მის გვერდით ლეიბზე დავი-
ძინე; გარეთ გასვლის მეშინოდა, იმიტომ, რომ ბნელოდა და იქ არავინ
იყო. მაინც გავბედე და მადამ ლოლასთან ავედი, იმიტომ, რომ ის
სხვებს არ ჰგავდა. სახლში არ დამხვდა. შინ ჯერ არ დაბრუნებულიყო.
მადამ როზას მარტო დატოვება არ მინდოდა, ხომ შეიძლებოდა გაღ-
ვიძებოდა და სიბნელეში შეეშინდებოდა, იფიქრებდა, მოვკვდიო. ისევ
ქვემოთ ჩავედი და სანთელი ავანთე, მაგრამ მხოლოდ ერთი, რომ
იქაურობა ძალიან არ გამენათებინა და მადამ როზას არ ეფიქრა, ეს
მოუწესრიგებელი ქალი რა საქვეყნოდ გამომაჭენაო. კიდევ წავუსვი
პომადა, ფერუმარილი, ლამაზად გავაფერადე, ყველაზე მეტად წითე-

250
ლი ფერი გამოვიყენე, რათა გაღვიძებისას არ შეემჩნია, ცუდად რომ
გამოიყურებოდა. ცოტა ხანს კიდევ დავიძინე მის გვერდით და მერე
ისევ მადამ ლოლასთან ავედი, რომლის მსგავსი ამქვეყნად არც არა-
ვინაა და არც არაფერია. მადამ ლოლას მუსიკა ჩაერთო და წვერს
იპარსავდა. თან ქურაზე ტაფა ედგა და კვერცხს იწვავდა. წელზემოთ
ტანსაცმელი გაეხადა და დროდადრო ტანზე ჩამოყრილ წვერს სველი
პირსახოცით იფერთხავდა. გაშიშვლებული, სახეგასაპნული და ხელ-
ში საპარს მომარჯვებული მადამ ლოლა ისეთი განსაკუთრებული სა-
ნახაობა იყო, რომ თავი უკეთ ვიგრძენი. როდესაც კარი გამიღო და
დამინახა, ენა ჩაუვარდა; ეტყობა, ძალიან შევიცვალე, რაც ოთხი წე-
ლი მომემატა.
– ღმერთო ჩემო! მომო, რა დაგემართა? ავად ხომ არ ხარ?
– მადამ როზას მაგივრად გამოსამშვიდობებლად მოვედი.
– რას ამბობ! საავადმყოფოში წაიყვანეს?
ფეხზე დგომის თავი აღარ მქონდა და სკამზე დავეცი. ბოლოს რო-
დის ვჭამე, აღარ მახსოვდა. ადამიანებს რომ ჰკითხო, ჭამა ბუნების
კანონია და აუცილებელია. ფეხებზე არ მკიდია ბუნებაც და მისი კა-
ნონებიც!
– არა, საავადმყოფოში არ წაუყვანიათ. მადამ როზა თავის ებრა-
ულ სოროშია.
ალბათ არ უნდა გამემხილა ეს საიდუმლო, მაგრამ მადამ ლოლას
შევატყვე, რომ არც იცოდა, რას წარმოადგენდა ებრაული სორო.
– რაო, სად არისო, რას ამბობ?
– ისრაელში გაემგზავრა.
მადამ ლოლასთვის ეს ამბავი ისეთი მოულოდნელი იყო, რომ
ქაფსაც არ მოერიდა და გაკვირვებისგან პირი დააღო.
– კი, მაგრამ, არასოდეს უთქვამს, რომ წასვლას აპირებდა.

251
– ისინი თვითონ ჩამოვიდნენ თვითმფრინავით.
– ვინ „ისინი“? გამაგებინე, რას ამბობ!
– ვინ და მადამ როზას ნათესავები. ძალიან ბევრი ჰყოლია ისრა-
ელში. თვითმფრინავით ჩამოვიდნენ. თან მანქანაც ჩამოიტანეს სპე-
ციალურად მადამ როზასთვის, „იაგუარი“.
– მერე, შენ? მარტო დაგტოვა?
– ცოტა ხნის მერე მეც წამიყვანს.
მადამ ლოლამ ეჭვის თვალით შემომხედა და შუბლზე ხელი მო-
მადო.
– მომო! სიცხისგან იწვი! როგორ დგახარ ფეხზე!
– არაფერია, გამივლის.
– მოდი, იცი რა? ახლა მე და შენ ვჭამოთ და კარგად გახდები!
– არა, გმადლობთ. მე აღარ ვჭამ.
– რას ჰქვია აღარ ვჭამ! რა სისულელეებს მეუბნები?
– მადამ ლოლა, მე ბუნების კანონები ფეხებზე მკიდია.
გულიანად გაეცინა:
– როგორც ხედავ, მეც, მომო, მაგრამ ჭამა...
– ჰო, მადამ ლოლა. სულ მკიდია ბუნების კანონები! მიმიფურთხე-
ბია მაგ თქვენი კანონებისთვის! ეგენი ისეთი საზიზღრობაა, რომ აკ-
რძალული უნდა იყოს!
წამოვდექი. მადამ ლოლას ერთი ძუძუ უფრო დიდი ჰქონდა ვიდ-
რე მეორე, როგორც ხელოვნურ ძუძუებს შეეფერება. მაგრამ ეს ჩემი
საქმე არ იყო. მადამ ლოლა სიგიჟემდე მიყვარდა.
ლამაზად გამიღიმა.
– იქნებ, სანამ წახვიდოდე, ჩემთან გეცხოვრა, მომო?
– არა, გმადლობთ, მადამ ლოლა.

252
მოვიდა, დაიხარა და ნიკაპზე მომკიდა ხელი. მკვლავებზე სვირინ-
გები ჰქონდა.
– მართალს გეუბნები, მომო. ჩემთან დარჩი, შვილივით მოგივლი.
– არა, გმადლობთ, მადამ ლოლა. მყავს უკვე პატრონი.
ამოიოხრა, მერე ჩანთა აიღო და მოჩხრიკა.
– აჰა, გამომართვი.
ხელში სამასი ფრანკი ჩამიდო.
ონკანი მოვუშვი. საშინელი წყურვილი მახრჩობდა.
დაბლა ჩავედი და მადამ როზასთან ერთად მის ებრაულ სოროში
ჩავიკეტე. მაგრამ დიდხანს ვერ გავძელი. რაც სუნამო იყო დარჩენი-
ლი, სულ ზედ დავასხი, მაგრამ არ უშველა. გარეთ გამოვედი. კულეს
ქუჩაზე წავედი და საღებავები ვიყიდე. მერე ბატონი ჟაკის საპარფიუ-
მერო მაღაზიაში შევედი და რამდენიმე ბოთლი სუნამოც ვიყიდე. ბა-
ტონი ჟაკი ჰეტეროსექსუალია. ჩემდამი კეთილგანწყობილია, თბი-
ლად მექცევა. მინდოდა ამ ქვეყნიერებაზე შური მეძია და არაფერი
მეჭამა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ქვეყანა შურის საძიებლადაც არ
ღირდა და სოსისებით გამოვსკდი ლუდხანაში. სოროში რომ დავ-
ბრუნდი, მადამ როზას ამ წყეული ბუნების კანონების გამო კიდევ უფ-
რო ცუდი სუნი უდიოდა. მისი საყვარელი სუნამო „სამბა“ მთლიანად
ზედ დავასხი. შემდეგ მთელი სახე ფერად-ფერადი საღებავებით მო-
ვუხატე, რომ გაღვიძებისას თავისი სახის დანახვაზე არ შეშინებოდა.
თვალები ისევ ღია ჰქონდა, მაგრამ საშინელი აღარ იყო, რადგან ამ
წითელ-ყვითელი ფერების გამო არაბუნებრივად გამოიყურებოდა.
მერე, შვიდი სანთელი ავანთე, როგორც ებრაელებშია მიღებული და
მადამ როზას გვერდით მივუწექი. მიჰქარავენ, როდესაც ამბობენ,
რომ სამი კვირა გავატარე ჩემი დედობილის ცხედართან, იმიტომ რომ
მადამ როზა ჩემი დედობილი არ იყო. მართალი არ არის იმიტომაც,

253
რომ სუნამო მითავდებოდა და გარეთ გამოვდიოდი. ოთხჯერ გამოვე-
დი სუნამოს საყიდლად. მადამ ლოლას მოცემული ფულით ვყიდუ-
ლობდი, მერე კი ვიპარავდი, როცა ფული გამითავდა. სუნამოსაც ვას-
ხამდი და სახესაც ვუფერადებდი, რათა ბუნების ნამოქმედარი დამე-
ფარა. მაგრამ არაფერი გამომდიოდა, მადამ როზა თანდათან იხრწნე-
ბოდა, იმიტომ, რომ ამქვეყნად სიბრალული არ არსებობს. როდესაც
სუნი გარეთ გავიდა და შეწუხდნენ, კარი შემოამტვრიეს; მადამ რო-
ზას გვერდით რომ დამინახეს დაწოლილი, ერთი ვაი-უშველებელი
ატეხეს, ეს რა საშინელებააო, გაჰკიოდნენ. ადრე კი ხმა არავის
ამოუღია. ალბათ იმიტომ, რომ სიცოცხლეს სუნი არ უდის. „სასწრა-
ფოთი“ საავადმყოფოში გადამიყვანეს და ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯი
მიპოვეს, რომელზეც თქვენი ტელეფონი და მისამართი ეწერა. დაგი-
რეკეს, იმიტომ, რომ ტელეფონი გქონდათ და თანაც იფიქრეს, რომ ჩე-
მი ახლობელი იყავით. აი, ასე მომაგენით და მოხვედით ჩემს წასაყვა-
ნად სოფელში ისე, რომ მე არაფერი მითხოვია. მე მგონი, ბატონი ჰა-
მილი მართალი იყო, როცა სრულ ჭკუაზე მყოფი ამბობდა, ადამიანი
ვერ იცხოვრებს ამქვეყნად, ვინმე რომ არ უყვარდესო. მაგრამ მე
თქვენ არაფერს გპირდებით; ვნახოთ, ცხოვრება წინაა. მე მადამ როზა
მიყვარდა და მას ისევ ვნახავ. მაგრამ ცოტა ხნით დავრჩები თქვენთან,
იმიტომ, რომ თქვენმა შვილებმა მთხოვეს და ხომ არ გავუტეხავ. მა-
დამ ნადინმა მასწავლა, როგორ უნდა დააბრუნო ცხოვრება უკან. ძა-
ლიან მომეწონა და მთელი გულით მინდა, რომ ასე მოხდეს. ექიმმა
რამონმა ჩემი ქოლგა არტურიც კი მომიტანა. გული მტკიოდა, ვიცო-
დი, არტურს არავინ დაუფასებდა სენტიმენტალურ ღირებულებებს.
ცხოვრება უსიყვარულოდ არ შეიძლება.

254

You might also like