You are on page 1of 153

ვირჯინია ვულფი

სახლი მოჩვენებებით

ინგლისურიდან თარგმნა
გია ბერაძემ

2
სახლი მოჩვენებებით

რა დროსაც არ უნდა გაგღვიძებოდა, კარების დახურვის ხმას გა-


იგონებდი. ოთახიდან- ოთახში დადიოდნენ, ხელიხელჩაკიდებულ-
ნი, რაღაცას ეხებოდნენ, რაღაცაში იხედებოდნენ, რაღაცას ეძებ-
დნენ, ხან აქ, ხან იქ - მოჩვენებების წყვილი. „აი, აქ დავტოვეთ,“ -
ამბობდა ქალი. - „ჰო, და აქაც.“ - დასძენდა კაცი. - „ეს ზემოთ იყო,“
- ბუტბუტებდა ქალი. - „და ბაღში,“ - ჩურჩულებდა კაცი. - „წყნარად,
- იმეორებდა ორივე - არ გავაღვიძოთ.“
მაგრამ თქვენ ჩვენ არ გვაღვიძებდით. არა. „ისინი რაღაცას ეძე-
ბენ, აი, ფარდები გადასწიეს. - იტყვი და თვალებით ერთ-ორ გვერდს
გადაიკითხავ. - როგორც იქნა იპოვეს,“ - დარწმუნებული შვებით
ამოისუნთქავ და გვერდის არეზე ფანქარს შეაჩერებ. და შემდეგ,
კითხვისაგან დაღლილი, წიგნს გადადებ, მიმოიხედავ, სახლში არა-
ვინაა, კარები ჩარაზულია, ტყის მტრედები კმაყოფილი ღუღუნებენ
და ფერმიდან სალეწი მანქანის გუგუნი ისმის. „რისთვის მოვედი აქ?
რისი პოვნა მსურს?“ ხელები ცარიელი მაქვს. „შეიძლება ზედა სარ-
თულში?“ სხვენში ვაშლებია. და ისევ ქვემოთ: იქ ყველაფერი ძვე-
ლებურად უძრავადაა. მხოლოდ წიგნი ჩაცურებულა ბალახებში.
ის სასტუმრო ოთახში იპოვეს. ისინი არასოდეს არავის დაუნა-
ხავს. ფანჯრის მინები აირეკლავდა ვაშლებს, აირეკლავდა ვარ-
დებს, მწვანე ბალახებს. როგორც კი სასტუმრო ოთახში შევიდნენ,
ვაშლი ოდნავ შესამჩნევად შემობრუნდა ყვითელი გვერდით. კარე-
ბი ღიაა, აი რაღაცას აგებენ იატაკზე, რაღაცას აკრავენ კედელზე,
ჭერზე ჰკიდებდნენ - რას? ხელები ცარიელი მაქვს. ტოროლას ჩრდი-
ლი გაკრთა ნოხზე. სიჩუმის უღრმესი ჭიდან ტყის მტრედის ღუღუნი

3
აღწევდა. „აქ, აქ, აქ - ნაზად ძგერდა სახლის გული. საგანძურია და-
მარხული. ოთახი...“ უცებ სახლი გაირინდა. ესე იგი, დამარხულ
განძს ეძებდნენ? სინათლე მაშინვე გაიცრიცა. მაშ გარეთ? ბაღში?
მაგრამ ხეები წყვდიადს ქსოვდნენ მზის მოხეტიალე სხივისთვის. ნა-
ტიფი, მსუბუქი სხივი, წყვდიადის ცივად გამკვეთი, ჩემი განმთანგვე-
ლი სხივი მინის იქით ციმციმებდა. სიკვდილი იყო მინა, სიკვდილი
იდგა ჩვენ შორის. ასობით წლის წინ ის პირველად ქალს ეწვია, სახ-
ლი დააობლა, ფანჯრები ამოგმანა, ოთახები წყვდიადით აავსო. კაც-
მა მიატოვა სახლი, მიატოვა ქალი და ჩრდილოეთში წავიდა, შემდეგ
აღმოსავლეთში, იხილა სამხრეთის ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავები,
დაუბრუნდა ცივ კერას ბორცვების ძირას. „აქ, აქ, აქ, - სახლის გული
სიხარულით ძგერდა. - განძი შენია.“
ქარი ბობოქრობს ხეივანში, ხეები ირხევიან, იზნიქებიან. მთვა-
რის სხივები ჩქაფუნობს და ველურად იღვრება წვიმაში. ფანჯრები-
დან კი სინათლის თანაბარი შუქი აღწევს. გაფიჩხებული სანთელი
წყნარად იწვის. ორი მოჩვენება დახეტიალობს სახლში, ფანჯრებს
აღებენ, ჩურჩულებენ, ეშინიათ არ გაგვაღვიძონ, თავიანთ სიხა-
რულს ეძებენ. „აქ გვეძინა ჩვენ,“ - ამბობს ქალი, - „და რამდენს
ვკოცნიდით ერთმანეთს“- დასძენს კაცი. „ვიღვიძებდით დილით,“ -
„ფანჯრის მიღმა შევერცხლისფერებული ხეები“ - „ზედა სართულში“
- „ბაღში,“ - „ზაფხულობით“ - „თოვლიან ზამთარში“ სახლის სიღ-
რმეში ერთმანეთის მიყოლებით იხურება კარები, რბილად, გულის
ძგერასავით. სულ უფრო ახლოვდებიან, ზღურბლზე გაირინდნენ,
ქარი უბერავს, წვიმის წვეთები ბალახზე ლიცლიცებენ. თვალებს
წყვდიადი გვიფარავს. ნაბიჯების ხმა არ გვესმის, ვერ ვხედავთ ლე-
დის, თავის ლანდისებრ მოსასხამს რომ გვაფარებს. მისი ხელები
ფარანს ფარავენ. „შეხედე, სუნთქვას ამოაყოლებს კაცი, - რა მაგ-
რად სძინავთ. ბაგეებზე სიყვარული აქვთ აღბეჭდილი.“
4
მაღლა აწეული ვერცხლის ლამპებით ხელში, გადმოიხრებიან,
დაჟინებით, ხანგრძლივად ჩამოგვცქერიან. დიდხანს დგანან ასე.
ქარი დაბერავს, სანთლის ალი ციმციმებს, იხრება. მთვარის ველუ-
რი სხივები იატაკზე და კედლებზე დაკრთიან, ერთმანეთს ერწყმიან
და დახრილ სახეებს დასთამაშებენ, ჩაფიქრებულ სახეებს, სახეებს,
რომლებიც ჩაძინებულებს აკვირდებიან, გულში ჩამალულ სიხა-
რულს ეძებენ.
„აქ, აქ, აქ.“ სიამაყით ძგერს სახლის გული. „რა ხანია“ - ოხრავს
ის. „ისევ მომაგენი“ „აქ, - ბუტბუტებს ქალი, ჩვენ აქ გვეძინა, ბაღში,
ვიცინოდით, სხვენში ვაშლებს ვაწყობდით. აქ დავტოვეთ ჩვენი სა-
განძური. მათი ლამპების შუქი ჩემს ქუთუთოებს ეხება. „აქ, აქ, აქ“
ველურად ძგერს სახლის გული. მე ვიღვიძებ და ვყვირი: „აჰ, ეს არის
თქვენი დამარხული განძი? ნათელი გულში.“

ორშაბათი თუ სამშაბათი

ზანტად და გულგრილად, წერო ნარნარად მიაპობს სივრცეს


ფრთებით, მისთვის ნაცნობი გზით, ტაძრის გუმბათსა და ცას შორის.
ცა, თეთრი და შორეული, თავის თავში ჩანთქმული, განუწყვეტლივ
ჩნდება და ქრება ღრუბლებს მიღმა, მუდამ ახალი და მუდამ უცვლე-
ლი. ტბა? გადმოჩქაფუნდი ნაპირებიდან! მთა? ოჰ, საოცრება - მზე
მის ფერდებს ოქროსფერს ჰფენს! მთა დნება. და აი, უკვე გვიმრები
ან თეთრი ფრთები, და უსასრულოდ და უსასრულოდ...
წყურვილი ჭეშმარიტებისა, მისი წინათგრძნობა, გულმოდგინე
ძიება სიტყვებისა, მარადიული წყურვილი, (ყვირილი მარცხნივ იწ-
ყება, კიდევ ერთი მარჯვნივ, ბორბლები ცერად გარბიან, ომნიბუსე-

5
ბი ერთმანეთს ეჯახებიან, რკინის გროვად ხვავდებიან) მარადიული
წყურვილი, (საათის თორმეტი მკაფიო ჩამოკვრა იუწყება, რომ შუ-
ადღეა. ოქროსფერ შუქად იღვრება სინათლე, ფუთფუთებენ ბავშვე-
ბი) ჭეშმარიტების მარადიული წყურვილი. წითლად გიზგიზებს ტაძ-
რის გუმბათი, ხეზე თითქოს მონეტები ჰკიდია, კვამლი მიიზლაზნება
სახურავებს ზემოთ, ყეფა, ხმაური, ყვირილი „იყიდება რკინა“ - და
ჭეშმარიტება?
მარაოდ ფეხები, კაცების და ქალების, შავ და ოქროსფერ აბლა-
ბუდად დაჭიმულები (ასეთი ნისლიანი ამინდი - შაქრით? - არა, გმად-
ლობთ - მომავლის საზოგადოება) ბუხარში ცეცხლი აბრიალდება
და ოთახს წითლად აკაშკაშებს, გარდა შავი სილუეტებისა და მათი
მოელვარე თვალებისა, ამ დროს კი გარეთ ფურგონს ცლიან, მისს
ლიპუჩინსკი ჩაის სვამს თავის მაგიდასთან, ვიტრინის სარკე ბეწვის
ქურქს ინახავს... უმწეო, მშრალ ფოთოლს ქარი კუთხეებში ერეკება,
ბორბლებზე ანარცხებს, ვერცხლისფერი წვეთებით დანამული, სად-
ღაც დროებით თავშესაფარს ჰპოვებს, შემდეგ ისევ უსახლკაროდ
რჩება, თავის მსგავსებთან ერთად ხვდება გროვაში, ისევ მიმოიფან-
ტებიან, განიბნევიან, თითო-თითოდ ფარფატებს, ეცემა, მიწას ერე-
ვა და აღორძინდება - და ჭეშმარიტება? ბუხართან ოცნებობ, თეთრ
მარმარილოს ფილას მიშტერებული. მისი სპილოსძვლისფერი სიღ-
რმეებიდან სიტყვები გამოდიან, შავ ფერს კარგავენ, ფორმას იძე-
ნენ, ახლოვდებიან. წიგნი დავარდა, ალში, კვამლში, წამიერად ნა-
პერწკალი - თუ ლივლივი, მარმარილოს ფილა იხრება, ქვემოთ მი-
ნარეთები და ინდოეთის ზღვა, ციურ ლაჟვარდში იძირები, ხედავ
ვარსკვლავების ციმციმს, ჭეშმარიტება? კმაყოფილი ხარ მიახლო-
ებით? ზანტად და გულგრილად ბრუნდება წერო, ცა ვარსკვლავებს
ვუალში ჰხვევს, ხანაც აშიშვლებს.

6
დაუწერელი რომანი

ასეთი მწუხარე გამომეტყველება საკმარისი იყო იმისთვის, რომ


გაზეთიდან მზერა ამ საწყალი ქალის სახეზე გადაგეტანა - არაფრით
გამორჩეულზე - რომ არა ასეთი გამოხედვა, რომელიც მას ლამის
ადამიანური ხვედრის სიმბოლოდ აქცევდა. ცხოვრება ისაა, რასაც
ადამიანების თვალებში ხედავ, ცხოვრება ისაა, რასაც ისინი სწავ-
ლობენ და როცა ისწავლიან, თუმცა კი ძალიან ცდილობენ დამა-
ლონ, ვეღარასოდეს ახერხებენ მის დავიწყებას. რისას? ალბათ იმი-
სას, რომ ცხოვრება ცხოვრებაა. ხუთი სახე მოპირდაპირე მხარეს,
ხუთი ზრდასრული ადამიანის სახე - თითოეულ სახეზე ცოდნაა აღ-
ბეჭდილი. უცნაურია, როგორ ცდილობს ხალხი ამის დამალვას! ყვე-
ლა სახეზე თავშეუკავებლობა იკითხება: მოკუმული ტუჩები, მილუ-
ლული თვალები. თითოეული მათგანი ცდილობს დამალოს ან და-
ამციროს თავისი ცოდნის მნიშვნელობა. ერთი ეწევა, მეორე კითხუ-
ლობს, მესამე რაღაც ჩანაწერს ამოწმებს ბლოკნოტში, მეოთხე კე-
დელზე გაკრულ რკინიგზის რუკას მისჩერებია, მეხუთე კი, რა საში-
ნელებაა, ეს მეხუთე ხომ საერთოდ არაფერს აკეთებს. ის ცხოვრე-
ბას უყურებს. ჰო, მაგრამ, ჩემო საწყალო, უიღბლო ქალბატონო, იქ-
ნებ შენც მიგეღო თამაშის წესები, იქნებ შენც დამალულიყავი!
ვითომც გაეგონოს, ამოიხედა, გვერდი ოდნავ იცვალა და ამოი-
ოხრა. თითქოსდა მებოდიშებოდა და იმავდროულად მეუბნებოდა:
„თქვენ რომ იცოდეთ,“ - შემდეგ ისევ ცხოვრებისკენ გაიხედა. „მაგ-
რამ მე სწორედაც რომ ვიცი,“ - ვუპასუხე უსიტყვოდ და ზრდილობის
გულისთვის „თაიმზს“ ჩავხედე. მე ყველაფერი ვიცი. „გუშინ პარიზში
ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას გერმანიასა და ანტანტის
ქვეყნებს შორის... სენიორ ნიტი, იტალიის პრემიერ-მინისტრი...

7
დონკასტერში სამგზავრო მატარებელი სატვირთოს შეეჯახა. ჩვენ
ყველამ ვიცით, „თაიმზმა“ იცის, მაგრამ თავს ისე ვაჩვენებთ, თით-
ქოს არ ვიცოდეთ. ჩემი მზერა კვლავ გაზეთს ზემოთ გაცურდა, მას
შეაჟრჟოლა, მკვეთრი მოძრაობით ხელი ზურგსუკან წაიღო, ბეჭებს
შორის მოიფხანა და თავი გადააქნია. კვლავ ჩემი ცხოვრების უზარ-
მაზარ რეზერვუარში ჩავიყურყუმალავე. „აიღეთ რაც გსურთ, - გან-
ვაგრძე მე - დაბადებები, სიკვდილები, ქორწინებები, სამეფო კარის
ქრონიკები, ჩიტების ჩვევები, ლეონარდო და ვინჩი, სანდჰილის
მკვლელობა, მაღალი ხელფასები და ცხოვრების ღირებულება. ოჰ,
აიღეთ რაც გსურთ“, გავიმეორე. „ეს ყველაფერი „თაიმზშია.“ კვლავ
უსაზღვროდ უხალისოდ დაიწყო თავის აქეთ-იქით ქნევა, სანამ მისი
თავი, ბრუნვისაგან დაქანცული, ბზრიალასავით არ გაირინდა.
ისეთი მწუხარებისგან, რომლითაც ისაა შეპყრობილი, „თაიმ-
ზით“ ვერ დაიცავ თავს. მაგრამ სხვების თანდასწრებით ურთიერთო-
ბას ვერ დაამყარებ. ცხოვრებისგან თავდასაცავად საუკეთესო რამ
იქნებოდა გაზეთი აკურატულად დაგეკეცა შრაშუნა, სქელ კვადრა-
ტად, რომელიც თვით ცხოვრებისათვისაც შეუღწევადი იქნებოდა.
ასეც მოვიქეცი და სწრაფად ავიხედე ზევით, ახლა უკვე საკუთარი
ფარით დაცულმა. მაგრამ მისმა მზერამ ფარშიც გამოაღწია, დაჟი-
ნებით მიყურებდა თვალებში, თითქოს მათ სიღრმეში მხნეობის
თუნდაც ნატამალს ეძებდა, რათა მიწასთან გაესწორებინა. მხო-
ლოდ მისი მკვეთრი მოძრაობებიც კი ყველა იმედს გიცრუებდა, ყო-
ველგვარ ილუზიებს გიქარწყლებდა. და ასე, ჩავიგრიალეთ სურეი
და სასექსის საზღვარი გადავკვეთეთ. მაგრამ მე, ცხოვრებაზე
თვალგაშტერებულმა, ვერ შევამჩნიე როგორ ჩავიდნენ დანარჩენი
მგზავრები ერთმანეთის მიყოლებით და თუ არ ჩავთვლით კაცს, რო-
მელიც გაზეთს კითხულობდა, კუპეში მხოლოდ ორნი დავრჩით. აი,
„სამი ხიდის“ სადგურს მივადექით. მატარებელი ღოღვა-ღოღვით
8
შევიდა სადგურზე და გავჩერდით. აპირებდა თუ არა კაცი ჩასვლას?
არც კი ვიცოდი რომელი მენატრა - ბოლოს ვინატრე დარჩენილიყო.
სწორედ იმ წამს წამოდგა, უხეშად დაჭმუჭნა გაზეთი, როგორც უკვე
უსარგებლო რამ, კარები ფართოდ გამოაღო და მარტო დაგვტოვა.
საწყალი ქალი ცოტათი ჩემკენ გადმოიხარა და უღიმღამო, უფე-
რული საუბარი გამიბა იმაზე, თუ რომელ სადგურებს გავდიოდით,
თავის ისტბორნელ ძმებზე, რომ ზამთარი იმ წელიწადს - უკვე აღარ
მახსოვს, რომელ წელზე ლაპარაკობდა - ადრე დადგაო, თუ გვიან
დადგაო. და ბოლოს, ფანჯარაში გაიხედა და დაინახა - რა უნდა და-
ენახა - მხოლოდ ცხოვრება - სუნთქვას ამოაყოლა: „სახლიდან წას-
ვლა ყველაფერზე უარესია.“ რაღაცას მივუახლოვდით, ახლა გაირ-
კვევა რა უღრღნის გულს: „ჩემი რძალი, - რაღაც ლიმონივით მწარე
იგრძნობოდა მის ხმაში და მე კი არა, უფრო საკუთარ თავს მიმართა
ბურტყუნით, რაც არ უნდა უთხრა, ყველაფერზე „სისულელეაო“ იძა-
ხის, და სხვებიც ასე ამბობენ.“ ლაპარაკისას ცქმუტავდა, თითქოს
ზურგის კანი ხორცის მაღაზიის ვიტრინაში გამოდებული გაპუტული
ქათამივით ჰქონოდეს.
- აუ, რა ძროხაა! - შეწყვიტა ნერვიულად, თითქოსდა მინდორში
მობალახე ზანტმა ძროხამ დააფრთხო და ზედმეტი გულახდილო-
ბისგან იხსნა. შემდეგ შეაჟრჟოლა, ადრინდებურად უხერხული,
მკვეთრი მოძრაობა გააკეთა, თითქოს სპაზმის შემდეგ ბეჭებს შო-
რის ადგილი უხურდა, თუ ექავებოდა. ისევ მომეჩვენა, რომ მასზე
უბედური ქალი ამქვეყნად არ იყო და ისევ ვუსაყვედურე, თუმცა, არ-
ცთუ წინანდებური თავდაჯერებით, რადგან თუკი უბედურებას მიზე-
ზი ჰქონდა და ეს მიზეზი მე ვიცოდი, მაშინ მისი განსჯაც აღარ შეიძ-
ლებოდა.
- რძლები, ისინი ხომ... - დავიწყე მე.

9
ტუჩები მოეკუმა, თითქოს შხამიანი სიტყვების ამოფრქვევას აპი-
რებენო, მაგრამ იმავე მდგომარეობაში დარჩნენ. მხოლოდ ის იყო,
რომ ხელთათმანები გაიძრო და ფანჯრის რაფიდან ჭუჭყის გადაწ-
მენდა დაიწყო. საგულდაგულოდ წმენდდა, თითქოს უნდოდა ერ-
თხელ და სამუდამოდ მოეცილებინა, მაგრამ რა? ლაქები თუ რაღაც
გადამდები სნება. თუმცა, ლაქა არა და არ სცილდებოდა. ქალი უკან
გადაიწია, ისევ შეაჟრჟოლა და ხელი ისევ ზურგისკენ წაიღო, რო-
გორც უკვე ველოდი. არ ვიცი რამ მაიძულა ხელთათმანი გამეძრო
და ჩემს მხარეზე ფანჯრის წმენდა დამეწყო. ერთ ადგილზე იქაც იყო
პატარა ლაქა. როგორ არ ვწმინდე, მაგრამ ვერაფრით მოვაშორე.
შემდეგ მეც ჟრჟოლამ დამიარა, მკლავი მოვხარე და ხელი ბეჭებს
შორის წავიღე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი კანიც ხორცის
მაღაზიის ვიტრინაში გამოდებული გაპუტული ქათმის კანივით იყო
დანესტიანებული. ბეჭებს შორის ერთი ადგილი მექავებოდა - გაწე-
ბილი, უმი ხორცის შეგრძნება მაღიზიანებდა. მივწვდებოდი კი ხე-
ლით? მალულად შევეცადე ამის გაკეთებას. ქალმა შემამჩნია. უსაზ-
ღვრო ირონია, უსაზღვრო მწუხარება გაკრთა მის სახეზე და მიინავ-
ლა. მაგრამ გამიზიარა, გამიმხილა თავისი საიდუმლო, გადამდო
თავისი სნება და რაღა საჭირო იყო სიტყვები? საზურგისკენ გადავი-
ხარე ჩემს კუთხეში, მისი თვალებისგან თავი დავიფარე და მხოლოდ
გორაკებს და ღარტაფებს, ზამთრის პეიზაჟის ნაცრისფერებს და მე-
წამულისფერებს გავცქეროდი. მე წავიკითხე მისი გზავნილი, გავ-
შიფრე მისი საიდუმლო, ჩემკენ მომართული მისი მზერის ქვეშ.
რძალს ჰილდა ჰქვია? ჰილდა? ჰილდა? ჰილდა მარში - გაფურჩქნი-
ლი, მკერდსავსე, დარბაისელი ქალბატონი. ჰილდა ტაქსს კარის
ზღურბლთან ხვდება. ფული მომზადებული აქვს. „საწყალი მინი,
ასეთი ჩამომხმარი არასოდეს ყოფილა - შარშანდელი მოსასხამიც
შემოაცვდა. რამდენს გასწვდება ჩვენს დროში ორბავშვიანი ქალი.
10
არა, მინი, მე მომზადებული მაქვს, ინებეთ მძღოლო - თქვენი რაღა-
ცები ჩემთან არ გაგივათ. შემოდით, მინი, მე შენც შემოგიტანდი,
არამცთუ შენს კალათს - და ისინი სასადილოში შედიან. - აი, დეიდა
მინი, ბავშვებო“.
დანები და ჩანგლები ნელა ეშვებიან ზემოდან ქვემოთ. ისინი (ბო-
ბი და ბარბარა) სკამებიდან ჩამოდიან, დინჯად იწვდიან ხელს,
კვლავ სკამებს უბრუნდებიან. ლუკმასა და ლუკმას შორის თვალებ-
დაჭყეტილი იმზირებიან (მაგრამ ჩვენ ამას გამოვტოვებთ. გამოვტო-
ვებთ სამშვენისებს, ფარდებს, ფაიფურის თეფშებს სამყურას ფოთ-
ლებში, მწვანე, სწორკუთხა ყველს, თეთრ, კვადრატულ ნამ-
ცხვრებს. გამოვტოვებთ - თუმცა არა, მოიცადეთ! შუა სადილობისას
ისევ აჟრჟოლებს, ბობი, რომელსაც პირში კოვზი აქვს, თვალებდაჭ-
ყეტილი მისჩერებია. „სწრაფად დაამთავრე მაგ პუდინგის ჭამა,
ბობ.“ მაგრამ ჰილდა უკმაყოფილოა. „რატომ იკრუნჩხება ასე?“
ვტოვებთ, ვტოვებთ, სანამ ზედა სართულზე ამავალი კიბის მოედანს
მივაღწევთ. საფეხურებზე სპილენძია გადაკრული, ლინოლეუმი
გაცვეთილია. ოჰ, როგორც იქნა! პატარა საძინებელი ისტბორნის
სახურავებს გადაჰყურებს, მუხლუხოს ზურგივით ზიგზაგისებურ სა-
ხურავებს - აქეთ-იქით მიმავალი წითელი და ყვითელი ზოლები მუქი
ლურჯი შიფერებით) ახლა კი, მინი, კარი ჩაკეტილია. ჰილდა მძიმე
ნაბიჯებით ჩადის სარდაფში, შენ კი შენი კალათის თასმას ხსნი,
უბადრუკ ღამის ხალათს საწოლზე დებ, გვერდიგვერდ აწყობ ბეწ-
ვისქობიან ქეჩის ფლოსტებს. სარკე, - არა, სარკეს თავს არიდებ.
გულდაგულ აძრობ ქინძისთავებს ჩალის ქუდიდან. ნიჟარის კო-
ლოფში ხომ არ იქნება რაიმე? ანჯღრევ მას, მარგალიტის საკინძი -
იგივე, რაც შარშან, - ეს არის სულ. შემდეგ აცემინებ, ოხრავ და ფან-
ჯარასთან ჯდები. დეკემბერია, ნაშუადღევი, სამი საათი. ჟინჟღლავს.
ერთი სინათლე დიდი საგალანტერიო მაღაზიის მინის სახურავის
11
ქვეშ, ძალიან დაბლიდან ანათებს, მეორე - მაღლიდან, მსახურების
საწოლი ოთახიდან. ეს მეორე ქრება. აღარაფერი დარჩა ისეთი, რა-
საც შეიძლება უყუროს. წამიერი სიცარიელე და, შემდეგ რაზე ფიქ-
რობ? (მოდი, გავხედავ, მოპირდაპირე მხარეზე მჯდარს - ჩაძინებუ-
ლია, ან იქნებ თავს აჩვენებს, ვითომ სძინავს. რაზე შეიძლება ფიქ-
რობდეს დღის სამ საათზე ფანჯარასთან მჯდარი? ჯანმრთელობაზე,
ფულზე, კანონპროექტებზე, კონცხებზე, ღმერთზე? დიახ, სკამის
სულ კიდეში მჯდარი მინი მარში ისტბორნის სახურავებს გადაჰყუ-
რებს და ღმერთს ევედრება. ეს ყველაფერი ძალიან კარგია. შეიძ-
ლება მინაც გაწმინდოს, თითქოსდა იმისთვის, რომ ღმერთი უკეთ
დაინახოს. მაგრამ რომელ ღმერთს ხედავს? ვინ არის მინი მარშის
ღმერთი? ისტბორნის მიყრუებული ადგილების ღმერთი, შუადღის
სამი საათის ღმერთი? სახურავებს მეც ვხედავ, ვხედავ ცასაც, მაგ-
რამ ღმერთის ხილვა? უფრო პრეზიდენტ კრიუგერს1 ჰგავს, ვიდრე
პრინც ალბერტს2 - ეს არის ყველაზე უკეთესი რამ, რაც მისთვის შე-
მიძლია გავაკეთო. და მე ვხედავ მას, სკამზე მჯდარს, შავი სერთუ-
კით და არც ისე მაღლა. ერთი-ორი ღრუბელი შეიძლება გავუხერხო
ჩამოსაჯდომად. შემდეგ მის ხელს, ღრუბელზე გადაწოლილს, კვერ-
თხი უჭირავს. თუ ეს ხელკეტია? შავი, სქელი, ხორკლიანი. სასტიკი,
უჯიათი ბებერი - მინის ღმერთი. სწორედ ის არ უგზავნის ქავილებს,
ლაქებს და კრუნჩხვებს? ამისთვის ლოცულობს? ცოდვის კვალი - აი,
რის წაშლას ცდილობს ფანჯრიდან. აბა რა, მას ხომ ცოდვა ადევს კი-
სერზე - დანაშაული აქვს ჩადენილი.

1 პაულუს კრიუგერი (1825-1904 წწ.) – ბურების რესპუბლიკის პრეზიდენტი.


ინგლისის და ბურების ომის დროს (1899-1902) წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-
ერთი ლიდერი.
2 პრინცი ალბერტი (1819-1861 წწ.) – დედოფალ ვიქტორიას მეუღლე.

12
დანაშაულები ჩემებურად მაქვს დახარისხებული. ტყეები ჩაიქ-
როლებენ, გაიელვებენ. ზაფხულობით მაჩიტები, გაზაფხულის პი-
რას - ფურისულები. განშორება - ოცი წლის წინ იქნებოდა? გატეხი-
ლი ფიცი? არა, მინი ასეთი არ არის!.. ის ერთგული იყო. როგორ უვ-
ლიდა დედას! მთელი თავისი დანაზოგი საფლავის ქვაზე დახარჯა -
გვირგვინები მინის ხუფის ქვეშ - ნარგიზები ქილაში. მაგრამ მე გა-
დავუხვიე. დანაშაული - ისინი იტყოდნენ, რომ მან გულის ხვაშიადი
არავის გაანდო, საიდუმლო ღრმად ჩაიმარხა გულში - სქესის სა-
იდუმლო, ასე იტყოდნენ ისინი, ნასწავლი ხალხი. მაგრამ რა სისუ-
ლელეა მას კიდევ სქესის პრობლემები აჰკიდო. არა, უმალ ასე იქ-
ნებოდა. ოცი წლის წინ, როცა კროიდონის ქუჩას მიუყვებოდა, საგა-
ლანტერიო ფარდულის სარკის მინის უკან ელექტროშუქზე გაელვე-
ბულმა იისფერმა ლენტებმა მიიპყრო მისი მზერა. ვიტრინასთან შე-
ყოვნდა - შვიდი იყო დაწყებული. თუ გაიქცეოდა, სახლში მისვლას
მოასწრებდა. მინის მბრუნავ კარს მიაწვა. გახურებული ვაჭრობის
დრო. დახლები ლენტებით იყო სავსე. სული მოითქვა, ერთი თავის-
კენ მიიწია, მეორეს, ტვიფრული, ამობურცული ვარდებით, თითე-
ბით შეეხო. არ არის საჭირო ამორჩევა, არ არის საჭირო ყიდვა. ყო-
ველი დახლი სიურპრიზს გიმზადებს. „შვიდ საათამდე არ ვკეტავთ“ -
და უკვე შვიდია. ის გარბის, მიქრის, და აი, უკვე სახლშია, მაგრამ
უკვე ძალიან გვიანია! მეზობლები - ექიმი - ჩვილი ძმა - ჩაიდანი -
დაითუთქა - საავადმყოფო - მოკვდა - თუ მხოლოდ თავზარი და და-
ნაშაულის გრძნობა? ჰო, მაგრამ, ამ დეტალებს ხომ არავითარი
მნიშვნელობა არა აქვს! აი, ეს არის, რისი ზიდვაც უწევს, ამ სირცხვი-
ლის, დანაშაულის, ცოდვის და ამას მუდამ ბეჭებს შორის გრძნობს.
„ჰო, თითქოს თავს მიქნევს ის. სწორედ ასე იყო ყველაფერი.“ იყო
თუ არა, და თუ იყო, რა იყო, ეს ჩემი საქმე არ არის. მე სხვა რამ მა-
ინტერესებს. იისფერი ლენტები საგალანტერიოს ფარდულში - ეს
13
საკმარისია. შესაძლოა ცოტა იაფფასიანი, ცოტა ბანალური, რადგან
დანაშაულები იმდენია, შენ მხოლოდ აირჩიე, მაგრამ რამდენი (მო-
დი ერთხელ კიდევ გავიჭვრიტები პირდაპირ - ისევ სძინავს, ან შეიძ-
ლება თავს აჩვენებს ისე, რომ სძინავს! მიტკალივით თეთრი, გაცვე-
თილი სახე, მოკუმული პირი - სიჯიუტის ნიშანი, ამას კი ნაკლებად
იფიქრებდი, - სქესზე არანაირი მინიშნება) დანაშაული არაა შენი
დანაშაული. შენი ხომ იაფფასიანი დანაშაული იყო, მხოლოდ ზღვა
მოგიწია დიდი საწყაულით. ახლა ეკლესიის კარი იღება, ხის მაგარი
სკამი იღებს მას. მუხლს იყრის მუქ ფილებზე, ყოველდღე, ზამთარ-
ში, ზაფხულში, ალიონზე თუ შებინდებისას (ახლაც იქ არის) ლოცუ-
ლობს. მისი ცოდვები ეცემიან, ეცემიან, ეცემიან - გამუდმებით. და
ყველა - ლაქაზე. ის გასივდა, გაწითლდა, გიზგიზებს. ამ დროს აჟ-
რჟოლებს. პატარა ბიჭები თითს იშვერენ მისკენ. „ბობი დღეს ლან-
ჩისას“ მაგრამ ყველაზე უარესი ხანშიშესული ქალები არიან.
ახლა მართლაც აღარ შეგიძლია იჯდე და ილოცო - წასვლის
დროა. კრიუგერი ღრუბლებს ქვემოთ ჩაიძირა. ისე წარიხოცა, თით-
ქოს მხატვრის ფუნჯმა გადაუარა ოდნავ შავგარეული ნაცრისფერი
საღებავით. კეტის კიდეც კი წაიშალა. სწორედ ასე ხდება ყოველ-
თვის! როგორც კი დაინახავ, როგორც კი იგრძნობ მის არსებობას,
ვიღაც ჩაგეჭრება. ამჯერად ეს ჰილდაა. როგორ გძულს ის! იქამდე
დავიდა, რომ სააბაზანოს კარსაც კი კეტავს ღამით, შენ კი მხოლოდ
ცივი წყლის გადავლება გინდა, შფოთიანი, უძილო ღამის შემდეგ,
როცა გეჩვენება, რომ დაბანა გიშველის. საუზმისას კი ჯონი და ბავ-
შვებიც იქვე არიან - ყველაზე უარესი სუფრასთან ჯდომაა, თან ხან-
დახან სტუმრებიც მოდიან. გვიმრა ადამიანთა თვალთაგან მთლად
ვერ დაგიფარავს - ისინიც ყველაფერს ხვდებიან და შენ გარეთ გა-
დიხარ, სანაპიროზე დახეტიალობ, სადაც ნაცრისფერი ტალღებია
და ქაღალდები ქარდაქარ დაფრენენ, მინის მწვანე საფარქვეშ ორ-
14
პირი ქარები ზუზუნებენ, სკამები ორი პენსი ღირს. რა ამბავია! თო-
რემ მღვდლების ქადაგებას მოუსმენდა კაცი. ოჰ, ეს ზანგი - ეს უც-
ნაური კაცი - თუთიყუშებიანი კაცი - პატარა, საცოდავი არსებები! ნუ-
თუ აქ არავინაა ისეთი, რომ ღმერთზე ფიქრობდეს? სწორედ აქ,
პირსს ზემოთ, კვერთხით ხელში, მაგრამ არა, ცა მთლიანად ნაც-
რისფერია და თუ სადმე გამოკრთება სილურჯე, თეთრი ღრუბლები
მაშინვე ფარავენ მას და მუსიკა - ეს სამხედრო ორკესტრია. რის და-
ჭერას ლამობენ? და იჭერენ? როგორ მიშტერებიან ბავშვები! ჰოდა,
ახლა კი სახლისაკენ უკუსვლით - „სახლისაკენ უკუსვლით!“ სიტ-
ყვებს აქვთ მნიშვნელობა, ისინი შეიძლება იმ ბაკენბარდებიან მო-
ხუც კაცსაც წარმოეთქვა. - არა, არა, სინამდვილეში მას არაფერი
უთქვამს, მაგრამ მნიშვნელობა ყველაფერს აქვს. - კარებზე მიყუდე-
ბული პლაკატები - ფირნიშები ვიტრინებს ზემოთ, - ლოყაწითელი
ვაშლები კალათებში - ქალების თავები საპარიკმახეროების ფან-
ჯრებს მიღმა - ყველა ამბობს: „მინი მარში“და უცებ: „კვერცხი გაი-
აფდა!“ ყოველთვის ასე ხდება! მე ის ჩანჩქერისკენ მიმყავდა, პირ-
დაპირი გზით სიგიჟისაკენ, ის კი რულმორეული ცხვრის ფარასა-
ვით, მოტრიალდება და ჩემს თითებს შორის სხლტება. კვერცხი გაი-
აფდა. მიწაზე მაგრად მიჯაჭვულ საწყალ მინი მარშს დანაშაულები,
უბედურებები, აღტაცებები თუ შეშლილობები არ ეხება. არასოდეს
დაუგვიანია სადილზე, არასოდეს მიუსწრია წვიმას ისე, რომ მაკინ-
ტოში არ სცმოდეს. არასოდეს დავიწყნია, რომ კვერცხი გაიაფდა. და
აი, მან სახლს მიაღწია, ფეხსაცმელებს იწმენდს შესასვლელთან.
სწორად შევძელი წაკითხვა? მაგრამ ადამიანის სახე - ადამიანის
სახე მთელ სიგრძეზე გაშლილ გაზეთს ზემოთ მეტს იტევს, მეტს მა-
ლავს. ახლა თვალები გახელილი აქვს, მზერა - გარეთ მიმართული.
და, ადამიანის ხედვა, - როგორ უნდა გამოვხატო ზუსტად - თიშავს -
აშორებს - და როგორც კი ღეროს შეეხები, პეპელა უკვე მიფრინავს,
15
პეპელა, რომელიც საღამოობით ყვითელ ყვავილებს დაჰფარფა-
ტებს. გაინძრევი, ხელს ასწევ, და ის უკვე მიფარფატებს, მაღლა,
შორს. არ ავწევ ხელს. დაე, ასე იყოს, ილივლივე, იფარფატე, სიცოც-
ხლე, სული, გონი - რაც უნდა გერქვას - მინი მარში - და მეც ჩემს
ყვავილზე - და ქორი ალიონზე, - განმარტოებით, სხვანაირად რად
ეღირებოდა ჩვენი ცხოვრება. აფრენა, ლივლივი საღამოთი, დღი-
სით, ლივლივი ალიონზე, ანავარდება, აფრენა! და ისევ დაჯდომა.
მარტოხელა, უხილავი, მაგრამ ყოვლისმხედველი - მის ქვემოთ კი
ისეთი სიწყნარეა, ისეთი მშვენება. არაფერს ხედავდე, არაფერზე
წუხდე. სხვების თვალები ჩვენი საპყრობილეა, მათი აზრები - ჩვენი
გალიები. ჰაერი შენ ზემოთ, ჰაერი შენ ქვემოთ. და მთვარე და უკ-
ვდავება... მაგრამ მე ზეციდან მიწაზე ვადენ ზღართანს. შენც? აი,
შენ, კუთხეში რომ ხარ, რა გქვია? - ქალი - მინი მარში, მგონი, ასე
გეძახიან, ხომ? აი, ისიც, თავის ყვავილებს მაგრად ჩაფრენია, ჩან-
თას ხსნის და იქედან ნიჟარას იღებს - კვერცხი - ვინ თქვა, რომ კვერ-
ცხი გაიაფდა? შენ თუ მე? ჰო, შენ თქვი, სახლისკენ რომ მივდიოდით,
გახსოვს, მაშინ, როცა მოხუცმა ჯენტლმენმა მოულოდნელად ქოლ-
გა გაშალა - თუ დააცემინა? ასე იყო თუ ისე, კრიუგერი წავიდა, შენ
კი სახლში „უკუსვლით“ მიდი და შესასვლელთან ფეხსაცმელები გა-
იწმინდე. ასე იყო. ახლა კი ჯიბის ცხვირსახოცი გადაგიფენია მუხ-
ლებზე და მასზე კვერცხების პატარა, დაკბილულ ნაჭუჭებს ყრი - რუ-
კის ფრაგმენტები - თავსატეხი. ნეტავ, აწყობა შემეძლოს! ნეტავ, შენ
წყნარად იჯდე. მუხლები შეანძრია, რუკა ისევ ფრაგმენტებად იქცა.
ქვემოთ, ანდების ფერდობებზე მარმარილოს თეთრი ლოდები მიხ-
ტუნავენ, მიჰქრიან, სასიკვდილოდ ლეწენ თავის გზაზე ესპანელი
გამრეკების ურდოებს - დრეიკის1 ნადავლს, ოქრო და ვერცხლი.

1 ფრენსის დრეიკი (1540-1596 წწ.) – ინგლისელი მეზღვაური. მეკობრე.


16
მაგრამ დავუბრუნდეთ... რატომ, საით? მან კარი გამოაღო, ქოლგა
დგარზე დადო - ეს ხომ თავისთავად. ისე, როგორც შემწვარი ხორ-
ცის სუნი სარდაფიდან რომ აღწევს. წერტილი, წერტილი, წერტილი.
მაგრამ, რაც ახლა ვერ მომიშორებია, რაც მე თავჩაღუნულმა,
თვალდახუჭულმა, მებრძოლის სიმამაცით და ხარის სიშმაგით უნდა
განვდევნო, მივყარ- მოვყარო, ეს, რა თქმა უნდა, გვიმრების უკან
მყოფი ხალხია, მოგზაური ვაჭრები. მთელი ამ ხნის მანძილზე მათ
იქ ვმალავდი იმის იმედად, რომ ისინი როგორღაც გაქრებოდნენ, ან
კიდევ უკეთესი, გამოჩნდებოდნენ - სხვაგვარად არც შეიძლებოდა
ყოფილიყო, თუკი ჩემი თხრობა სიმდიდრესა და მაღალფარდოვნე-
ბას, ბედსა და ტრაგიკულობას იძენს, როგორც უნდა იყოს კიდეც
მოთხრობაში და ამ მოძრაობაში თან გაიყოლებს ორს, თუ სამს არა,
მოსიარულე მოვაჭრეს და მთელ ჭალას აზიური შროშანებისა.
„აზიური შროშანის რტოებმა მხოლოდ ნაწილობრივ დაფარეს მო-
სიარულე ვაჭრები“ შქერები რომ ყოფილიყო მთლიანად დაფარავ-
დნენ და თან მეც გამახარებდნენ თავისი თეთრი და წითელი ფერე-
ბით - აი, რა მიზიდავს მე, აი, რისკენ ვილტვი. მაგრამ ისტბორნის
შქერები - დეკემბერში - მარშების მაგიდაზე. არა, არა, ვერ გავბე-
დავდი, მათ უფრო ქერქი და ფურჩალი, გვიმრა და გვირისტი შეეფე-
რებათ. შეიძლება, მოგვიანებით, ზღვასთან მომეცეს წუთიერად
ხელსაყრელი შემთხვევა. უფრო მეტიც, სურვილს ვყავარ ატანილი
ბროლის წახნაგებს და გამჭვირვალე სიმწვანეს გავაღწიო, პირდა-
პირ მჯდომი კაცი ავათვალ-ჩავათვალიერო - მხოლოდ ერთი კაცი,
იქნებ ღმერთმა შემაძლებინოს. ეს ხომ ჯეიმზ მოგრიჯია, მარშები ჯი-
მის რომ ეძახიან? (მინი, უნდა დამპირდე, რომ კრუნჩხვას შეწყვეტ,
სანამ მასთან დაკავშირებით ვარკვევ რაღაცებს) ჯეიმზ მოგრიჯი ვაჭ-
რობს, მოიცა, რით, ღილებით? მაგრამ ჯერ ამის დრო არ დამდგარა
- დიდები და პატარები, გრძელ ფანერზე, ზოგი შადრევნის კუდივით,
17
სხვები მქრქალი ოქროსფერი, ზოგი მთის ბროლის, სხვები მარჯნის
- მაგრამ ხომ გითხარით, მათი დრო ჯერ არ დამდგარა. მას სიარუ-
ლი უწევს და ხუთშაბათობით, როცა ისტბორნში ჩადის, მარშებთან
სადილობს. წითელი სახე, პატარა თვალების მშვიდი მზერა -
მთლად ჩვეულებრივს ნამდვილად ვერ დაარქმევ - მისი უსაშველო
მადა (ასე უფრო საიმედოა, მინისკენ არც გაიხედავს, სანამ პურით
წვენს არ ამოაშრობს) ხელსახოცი კუთხით საყელოში აქვს შეკეცი-
ლი. მაგრამ, ეს მეტისმეტად პრიმიტიულია. მკითხველისთვის შეიძ-
ლება მისაღებიც იყოს, მე კი არ მომწონს. მოდი, მოგრიჯების კერაზე
გადავინაცვლოთ, ისიც მოვიყვანოთ მოძრაობაში. ჰო, კვირაობით
ჯეიმზი თვითონ შეაკეთებს ხოლმე ოჯახის წევრების ფეხსაცმელებს.
კითხულობს „ჭეშმარიტებას“1 და მისი გატაცება? ვარდები - და მისი
ცოლი, ყოფილი ექთანი - ძალიან საინტერესოა - ღვთის გულისათ-
ვის, ერთ ქალს მაინც დავარქმევ ჩემთვის მოსაწონ სახელს. მაგრამ
არა, ის გონების არდაბადებულ ბავშვებს ეკუთვნის, უკანონოდ და-
ბადებულებს, მაგრამ, ამის გამო, არანაკლებად საყვარლებს, ჩემი
შქერების არ იყოს. და რამდენი მათგანი კვდება თითოეულ ბოლომ-
დე დაწერილ რომანში - ყველაზე საუკეთესოები, ყველაზე საყვარ-
ლები, მოგრიჯი კი ცხოვრობს და ცხოვრობს. ეს ცხოვრების ბრალია.
აი, მინი კვერცხს მიირთმევს მოპირდაპირე მხარეს გრძელ სკამზე
ჩამომჯდარი რკინიგზის ხაზის განშტოების მეორე ბოლოსთან. - ლუ-
ისი უკვე გავიარეთ? - სადღაც ჯიმი უნდა იყოს...რას იკრუნჩხება? იქ
მოგრიჯი უნდა იყოს - ცხოვრების შეცდომა. ცხოვრება თავის კანო-
ნებს გვკარნახობს. ცხოვრება გზას გვიღობავს, ცხოვრება გვიმრე-
ბის უკანაა, ცხოვრება ტირანია, მაგრამ არა ჭირვეული. არა, არა,
გარწმუნებთ საკუთარი ნებით მივედი მასთან. ღმერთმა იცის, რო-

1 „ჭეშმარიტება“ – ყოველდღიური გაზეთი, დაარსებული 1877 წელს.


18
მელმა ძალამ მიმიზიდა მისკენ გვიმრებისა და ჭურჭლის, დაწინ-
წკლული მაგიდისა და დასვრილი ბოთლებისგან. მე მივედი დაუძ-
ლეველი სურვილის გამო, რომ ძლიერ სხეულს, ბრგე ხერხემალს
მივკვროდი, - ყველგან, სადაც კი შევძლებდი შეღწევას და ფეხის მო-
კიდებას მის სხეულში, მოგრიჯი - კაცის სულში. მტკიცე ჩონჩხი, ვე-
შაპივით ძლიერი ხერხემალი, ალვასავით სწორი, ნეკნები გატოტვი-
ლი, კანი - მაგრად დაჭიმული ბრეზენტი, წითელი ნაკეცები კისერზე,
გული - ძლიერი ტუმბო და ამ დროს ზემოდან გადმოშვებული მუქი,
კუბის ფორმის ხორცის ნაჭრები და გადმოთქრიალებული ლუდი,
ისევ სისხლმა რომ უნდა შეიწოვოს - და ასე მივედით თვალებამდე.
შროშანებს მიღმიდან ისინი რაღაცას ხედავენ: შავს, თეთრს, დაღ-
ვრემილს. აი, ისევ თეფშს მიაშტერდნენ. შროშანებს მიღმიდან ხან-
შიშესულ ქალს უყურებენ. „მარშის და, ჰილდა უფროა ჩემი ყაიდის,“
ახლა მაგიდის გადასაფარებელი. „მარშს ეცოდინება მორისებს რა
სჭირთ,“ საფუძვლიანად ვიმსჯელოთ ამაზე. აი, ყველიც, და ისევ
თეფშზე, შეაბრუნა, უზარმაზარი თითები - ახლა პირდაპირ მჯდომი
ქალი „მარშის და-ძმას ოდნავაც არ ჰგავს: გასაცოდავებული, ხანში
შესული მდედრი...ქათმებს კარგად უნდა აჭამო...უზენაესი ჭეშმარი-
ტება...რას იკრუნჩხება? რამე არასწორად ვთქვი? ოჰ, რა უბედურე-
ბაა, რა უბედურებაა, რა უბედურებაა, ეს ხანში შესული ქალები.“
(დიახ, მინი, მე ვიცი, რომ შენ მოიკრუნჩხე, მაგრამ, ერთი წუთით,
- ჯერ, ჯეიმზ მოგრიჯი.) რა უბედურებაა, რა უბედურებაა, რა უბედუ-
რებაა! რა მშვენიერი ხმაა! თითქოს გამომშრალ ფიცარზე ხის ჩა-
ქუჩს ურტყამდნენ, თითქოს გულის ძგერა იყოს ძველი ვეშაპმჭერი-
სა, როცა სქელი ტალღები აწყდება და წყალს მღვრიე მწვანე ფერი
აქვს. „რა უბედურებაა, რა უბედურებაა“ - ეს დაკრძალვის ზარია
ტანჯულ სულთათვის, რათა დააწყნაროს და ანუგეშოს ისინი, სუდა-
რაში გახვიოს სიტყვებით: „მშვიდობით, ღმერთმა გაბედნიეროს“ და
19
შემდეგ: „რამე ხომ არ გესიამოვნებათ?“ და თუმცა მოგრიჯი ისევ
დაკრეფს მისთვის ვარდებს თავის ბაღში, ეს უკვე დამთვრებულია,
სამუდამოდ. შემდეგ რა იქნება? „ქალბატონო, მატარებელს ვერ მი-
უსწრებთ.“ ისინი ხომ არ აყოვნებენ. ასეთები არიან ადამიანები,
ასეთი სიტყვები იწვევენ გამოძახილს. აი, წმინდა პავლეს ტაძარი და
ავტომობილები. მაგრამ ჩვენ ნამცეცებს ვიბერტყავთ. ოჰ, მოგრიჯ,
ხომ არ დარჩებოდით? აჰ, უკვე დროა? თქვენ უნდა ისეირნოთ ის-
ტბორნში ნაშუადღევს პატარა ეტლით? თქვენ ხართ ის კაცი მწვანე
მუყაოს ყუთების ბარიკადებს მიღმა, ხან ფარდები რომ აქვს ჩამოშ-
ვებული და ხან ცერემონიულად ზის სფინქსის მზერით და არის მასში
ყოველთვის რაღაც, რაც აკლდამას, მესაფლავეების ბიუროს თუ კუ-
ბოს მოგაგონებს, ცხენი და მეეტლე კი წინ, ბინდ-ბუნდში იკარგები-
ან? მითხარით, რა, გთხოვთ. მაგრამ კარი ჯახუნით იკეტება. ჩვენ
აღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს. მშვიდობით, მოგრიჯ! ჰო, ჰო,
ახლავე მოვდივარ. პირდაპირ სახლის ზემო სართულში. წამიერად
შევყოვნდები. თავში პირდაპირ დომხალი მაქვს, როგორი მორევი
ითრევს ამ ურჩხულებს, ტალღები ბობოქრობენ, წყალმცენარეები
ირწევიან და აქ მწვანე, იქ შავი, ქვიშას ეხეთქება, მაგრამ თანდათან
ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, დანალექი თავისთავად და-
იწმინდება და თვალები ისევ წყნარი, ნათელი ხდება და ბაგეები წა-
სულებისთვის ლოცვას აღავლენენ, აღაპს ატარებენ მათი სულების
მოსაგონებლად, რომელთაც ამიერიდან ვეღარასოდეს შევხვდე-
ბით.
ჯეიმზ მოგრიჯი უკვე მკვდარია, სამუდამოდ წასული. იცი რა, მინი,
„ამის ატანა უკვე აღარ შემიძლია.“ თუკი მან ეს თქვა - (აბა ერთი შევ-
ხედო. კვერცხის ნაჭუჭს დამრეცი ფერდობისკენ ისვრის), რა თქმა
უნდა, მან ეს თქვა, როცა საწოლი ოთახის კედელს მიეყრდნო და პა-
ტარა ბურთულებს წიწკნიდა, არშიად რომ ჰქონდა შემოვლებული
20
შინდისფერ ფარდას. მაგრამ, როცა საკუთარ თავს ელაპარაკები,
ვის ელაპარაკები? დაკრძალული სული, სული სულ უფრო და უფრო
ღრმად შერეკილი ყველაზე მთავარ მიწისქვეშეთში, სწორედ ის მე,
რომელიც ბერად აღიკვეცა, და დატოვა სააქაო. შესაძლოა ეს სიმ-
ხდალეა, მაგრამ, სამაგიეროდ, მშვენიერია, როცა ის ფანრის ქნე-
ვით განუწყვეტლივ დაქრის აღმა-დაღმა ბნელ კორიდორებში. „ამის
ატანა უკვე აღარ შემიძლია“ - ამბობს მისი სული. - და ეს კაცი, რო-
მელიც სადილობს - ჰილდა - ბავშვები.“ ღმერთო ჩემო, როგორ ქვი-
თინებს! ეს სულია, თავის ხვედრს რომ დასტირის. გაქელილი სული,
რომელიც ლამობს ნოხებში მიიკუნჭოს, თანდათან რომ ილევიან, -
უბადრუკი საყრდენი - წარმავალი სამყაროს გალეული ნაკუწები,
სადაც არყოფნაში გადადის ყველაფერი: სიყვარული, ცხოვრება,
რწმენა, ქმარი, ბავშვები და ვინ იცის რა ბრწყინვალება და სიკაშკა-
შე ქალიშვილობისას ნაოცნებარი: „არა, ჩემთვის არ არის, ჩემთვის
არ არის.“ და რა რჩება, მრგვალი ფუნთუშები, გაქუცული ბებერი
ძაღლი? მძივის ხელსახოცები, ალბათ, და ერთადერთი ნუგეში -
საცვლები. მინი მარშს რომ მანქანამ გადაუაროს და საავადმყოფო-
ში წაიყვანონ, თვით ექთნებს და ექიმებს გააოცებდა... აი, აქ არის
პერსპექტივა, აქ არის ხილვა, აქ არის შორეთი, - ლურჯი ლაქა ქუჩის
სულ ბოლოს, თუმცა, ჩაის ჯერ კიდევ არომატი აქვს, მრგვალი ფუნ-
თუშა ცხელია და ძაღლი - „ბენი, შენს ადგილზე წადი, შვილო, აბა
ნახე დედამ რა მოგიტანა“ და იღებ რა ხელთათმანებს გაცვეთილი
ცერა თითით, კიდევ ერთხელ ცდილობ უგულებელყო დემონი, სულ
უფრო და უფრო რომ გიახლოვდება, ხვრელებიდან მოძვრება, ცი-
ხესიმაგრის კედლებს ამაგრებ, აქეთ- იქით დაატარებ ნაცრისფე-
რაბრეშუმისძაფიან ნემსს.
აქეთ-იქით, წინ და უკან ქსოვ აბლაბუდას, რომლითაც თვით
ღმერთი - ჩუ, ჩუ, ღმერთზე ნუ ფიქრობ. რა მაგარი ნაკერია! უნდა
21
ამაყობდე შენი ნაკერით. დაე, ნურაფერი შეაშფოთებს მას, დაე, ნა-
თელი რბილად დაეფინოს და ღრუბლებმა გამოაჩინონ შიგა სამოსი
პირველი მწვანე ფოთლებისა, დაე, ბეღურამ, ტოტზე ჩამომჯდარმა,
მასზე ჩამოკიდებული წვიმის წვეთი ჩამობერტყოს...ზემოთ რატომ
აიხედე? რა იყო მიზეზი - ბგერა თუ გაელვებული აზრი? ოჰ, ღმერთო!
ისევ შენს საქციელს ვუბრუნდებით, იისფერ ლენტას სარკის მინის
მიღმა? მაგრამ ჰილდა მოვა. შერცხვენა, დამცირება - ოჰ! ამოვქო-
ლოთ ეს ნაპრალი!
მინი მარში ხელთათმანს დაკემსავს და უჯრაში დებს. შემდეგ
მტკიცე გამომეტყველებით კეტავს უჯრას. მისი სახის ანარეკლს
სარკეში ვხედავ. ტუჩები მოკუმული აქვს, ნიკაპი მაღლა აწეული.
შემდეგ თასმას იბნევს ფეხსაცმელზე, თავის ყელს ეხება. რას წარ-
მოადგენს მისი ბროში? ფითრს თუ ფრთებს? და საერთოდ რა ხდება?
თუ ძალიან არ ვცდები, მაჯისცემა აგიჩქარდა. გადამწყვეტი წამი ახ-
ლოვდება. ძაფები გადაჯვარედინდება - წინ ნიაგარაა. ეს კრიზისუ-
ლი მომენტია. ღმერთი გფარავდეს. წინ! გამაგრდი! გამაგრდი! უკან
არ დაიხიო! გაბედულად! ღვთის გულისათვის, ნუ დაელოდები პასი-
ურად! აი, კარები, გააღე! მე შენკენ ვარ! ხმა ამოიღე! შეები მას! სუ-
ლი ამოხადე! - ოჰ, უკაცრავად! დიახ, ეს ისტბორნია. ახლავე დაგეხ-
მარებით ჩამოღებაში. აბა, სახელურით ვცადო (და მაინც, მინი, თუმ-
ცა ვცდილობთ თავი მოვიკატუნოთ, მე შენ გაგშიფრე - შენს შესახებ
ახლა ყველაფერი ვიცი).
- მთელი ეს ბარგი თქვენია?
- არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა.
(და მაინც, რატომ იყურები აქეთ-იქით? ჰილდა არ მოვა სადგურ-
ზე შენს შესახვედრად. არც ჯონი. მოგრი კი, ახლა სადღაც ისტბორ-
ნის იქეთა მხარეს მიქრის.) - მე ჩემს ბარგთან მოვიცდი, მემ. ასე უფ-

22
რო საიმედოა. ის დამპირდა, რომ დამხვდებოდა. ოჰ, აი, ისიც. ჩემი
ვაჟიშვილი.
და ისინი ერთად მიდიან.
ჰო, მაგრამ, მე თავგზა მერევა... მინი, ამას კი არ მოველოდი! უც-
ნაური ახალგაზრდა კაცი... მოიცათ! მე ვეტყვი მას - მინი! - მისს
მარშ! თუმცა, არ ვიცი. და მისი ლაბადაც რაღაც საეჭვოდ იბზიკება,
როცა დაბერავს. მაგრამ ეს არასწორია, ეს უხამსობაა... შეხედე,
როგორ იხრება მინისკენ, როცა ალაყაფის კარებს უახლოვდებიან.
მინიმ ბილეთი მოძებნა. მაგრამ ეს რა ხუმრობაა? და ისინი გზას მი-
უყვებიან, გვერდიგვერდ მიდიან, შორს... აი, ასე, ჩემი სამყარო ინ-
გრევა. რაზე ვდგავარ? რა ვიცი? ეს სრულებითაც არ არის მინი. და
მოგრიჯიც არასოდეს ყოფილა? და მე თვითონ ვინღა ვარ? და ცხოვ-
რებაც ისეთი ცარიელია, როგორც გამოხრული ძვალი.
და მაინც, უკანასკნელად მათი ხილვა: ტროტუარიდან ჩამოდიან
და მინი მასთან ერთად დიდ შენობას უვლის გარს, რაც მე აღტაცე-
ბას მგვრის, - ისევ პირთამდე მავსებს. იდუმალებით მოცული უცნო-
ბები! დედა და ვაჟიშვილი. ვინ ხართ თქვენ? რატომ მიუყვებით ქუ-
ჩას? სად დაიძინებთ ამაღამ? სად დაიძინებთ ხვალ? ოჰ, როგორ
ტრიალებს და ზვირთდება - ისევ მიმაქროლებს. კვალში ვუდგები
მათ. მანქანები აქეთ-იქით დაქრიან. კაშკაშა სინათლე იფრქვევა,
იღვრება. ვიტრინების სარკის მინები. მიხაკები, ქრიზანთემები. სუ-
რო ბნელ ბაღებში. მერძევეების ურმები კარებთან. სადაც არ უნდა
წავიდე თქვენ გხედავთ საიდუმლოებით მოცულო უცნობებო. ვხე-
დავ, როგორ უხვევთ მოსახვევში. დედები და ვაჟიშვილები. თქვენ,
თქვენ, თქვენ. ფეხს ვუჩქარებ, კვალში გიდგებით. ეს კი, ჩემი შეტყო-
ბით, ზღვა უნდა იყოს. ნაცრისფერი პეიზაჟი, ფერფლივით მქრქალი.
ტალღები შრიალებენ და ბუტბუტებენ. მუხლს რომ ვიყრიდე, რიტუა-
ლებს რომ ვასრულებდე, ეს უძველესი ახირებები რომ მქონდეს,
23
მხოლოდ თქვენ, ჩემთვის უცნობო ადამიანებო, მხოლოდ თქვენ
გცემდით თაყვანს. თუ მკლავებს გავშლიდი, მხოლოდ შენ მოგეხვე-
ოდი, შენ ჩაგიკრავდი გულში - სათაყვანო სამყაროვ!

სიმებიანი კვარტეტი

ჰოდა, აი, ჩვენ შევიკრიბეთ და თუ ოთახს თვალს გადაავლებთ,


მაშინვე დარწმუნდებით, რომ მეტრომ, ტრამვაიმ, ომნიბუსმა, არ-
ცთუ ცოტა საკუთარმა ეკიპაჟმა, გავბედავ და ვიტყვი, ცხენშებმულმა
ლანდოებმა, ამისთვის ლონდონი ერთი ბოლოდან მეორემდე გა-
დაჭრეს. და მაინც, რაღაც ეჭვი მიჩნდება...
თუკი მართალია, რომ, როგორც ამბობენ, რიდჯენს-სტრიტზე გა-
სასვლელი დაკეტილია და საზავო ხელშეკრულებას ხელი მოაწე-
რეს, და რომ წლის ამ დროისთვის არც ისე სიცივეა, და ამ ფასად ბი-
ნასაც კი ვერ იქირავებ, და გრიპში ყველაზე საშიში ისაა, რომ შეიძ-
ლება გართულებები მოჰყვეს, თუ გამახსენდება, რომ დამავიწყდა
დამეწერა საკუჭნაოში წყლის ჩამოსვლის თაობაზე, და ხელთათმა-
ნი მატარებელში დამრჩა, თუკი ნათესაური კავშირები მოითხოვენ
ჩემგან წინ გადავიხარო და გულითადად ჩამოვართვა ხელი, რომე-
ლიც შესაძლოა ყოყმანის შემდეგ გამომიწოდეს...
- შვიდი წელია ერთმანეთი არ გვინახავს!
- ვენეციაში შეხვედრის შემდეგ.
- და ახლა სად ცხოვრობთ?
- ჰო, საღამო ყველაზე მისაღები დროა ჩემთვის, თუ ეს მეტისმეტი
სითამამე არ იქნება ჩემი მხრიდან...
- მაშინვე გიცანით. ოდნავაც არ შეცვლილხართ!

24
- რაც გინდა თქვი და ომი მაინც ომია...
თუ გონებას ასეთ პატარა ისრებს დააყრიან, და საზოგადოების
თანაცხოვრების კანონების თანახმად, ერთი გამოშვებულიც კი
არაა, რომ მეორე უკვე მზადაა, თუკი ამის გამო წამოგახურებს და
თანაც ელექტროშუქიც ბრიალებს, თუკი ლამის ყოველი ნათქვამი
სიტყვა იწვევს გაუმჯობესების და გადასინჯვის მოთხოვნილებას, შე-
აჯანჯღარებს გრძნობებს, სურვილებს და ამბიციებს - თუ ეს ყველა-
ფერი ასეა-მეთქი ვამბობ და შლიაპები და ბეწვის ბოა, ჯენტლმენე-
ბის მერცხლისკუდიანი პალტოები და მარგალიტიანი ჰალსტუხები,
ზედაპირზე მიცურავს - განა წარმოუდგენელი არ არის? მაინც რაა?
ყოველწუთიერად უფრო ძნელი ხდება იმის თქმა, თუ რატომ ვზივარ
აქ მიუხედავად ყველაფრისა და იმის გახსენებაც კი არ შემიძლია,
კერძოდ რა და როდის იქნა განცდილი ჩემ მიერ.
- პროცესია დაინახეთ?
- ისე ჩანდა მეფეს სციოდა.
- არა, არა და არა. მაგრამ რა იყო ეს?
- მან სახლი იყიდა მემზბერიში.
- მისალოცი საქმეა.
მე კი პირიქით, ვფიქრობ, რომ მას, ვინც არ უნდა იყოს ის, ჯანდა-
ბამდის გზა ჰქონია, მთელი თავისი ბინებით, შლაპებით, თოლიებით
და, ალბათ, ასევე ფიქრობს ასამდე აქ მჯდარი კარგად ჩაცმული,
ბეწვითა და მარგალიტებით დაცული, უზრუნველყოფილი ადამიანი.
ის კი არა, რომ ვტრაბახობდე - მეც ხომ ასევე პასიურად ვზივარ მო-
ოქროვილ სავარძელში და დამარხულ წარსულში ვიჩხრიკები, რო-
გორც ყველა, რადგან არის რაღაც ნიშნები იმისა, რომ არ ვცდები,
ჩვენ ყველანი რაღაცას ვიხსენებთ, რაღაცას მალულად ვეძებთ. და,
რატომ ეს ფაციფუცი? შფოთვა, კოსტიუმი როგორ გადგას? ხელ-
თათმანები - შევიკრა თუ არა? შემდეგ უყურო ამ ხანში შესული ადა-
25
მიანის სახეს სურათის შავ ფონზე. სულ რაღაც ერთი წუთის წინ თა-
ვაზიანს, გამოცოცხლებულს, ახლა მწუხარედ, უსიცოცხლოდ რომ
გამოიყურება, თითქოს ჩრდილში მოექცაო. ვესტიბიულში ვიოლი-
ნოს აწყობენ - ასეა? ოთხი შავი ფიგურა გამოდის, ინსტრუმენტებით,
თეთრ კვადრატებთან სხდებიან, სინათლის ნაკადის ქვეშ, ვიოლი-
ნოს ხემის წვერს პიუპიტრზე ჩამოდებენ, ერთდროული მოძრაობით
ზემოთ სწევენ, მსუბუქად შეარხევენ ბალანსირებისთვის და უყუ-
რებს რა მის წინ მყოფ მუსიკოსს, პირველი ვიოლინო ითვლის - ერ-
თი, ორი სამი ... ყვავილობა, გაღივება, გაშლა, გასკდომა. მსხლის
ხე მთის წვერში. შადრევანი ჩქეფს, წვეთები იფრქვევა, რონას ტალ-
ღები კი ღრმად, სწრაფად მიედინება, ხიდის ქვეშ მიქრის, წყალმცე-
ნარეები მიაქვს, ჩრდილში ავლებს ვერცხლისფერ თევზს, ფსკერის-
კენ რომ მიაქანებს ჩქარი წყალი, ჩათრეული - ეს ძნელი ადგილია -
მორევით შეწოვილი. დგაფუნი, შხეფები, წყალს ბასრი ფარფლები
ჭრიან, ნაკადი ქაფდება და ისე დუღს, რომ ყვითელ კენჭებს აისვრის,
ატრიალებს, ატრიალებს. აი, გაუშვა, ეცემა, ეცემა, ძირს, ძირს, მაგ-
რამ არა, ისევ ზემოთ ამოიტყორცნება სპირალურად ტრიალებს ჰა-
ერში თვითმფრინავის ქვეშიდან გამოტყორცნილი ბოლქვებივით,
მაღლა და მაღლა, ...რა სიკეთეა მათში, მხიარულად, ღიმილით რომ
დააბიჯებენ დედამიწაზე! და კიდევ, მეთევზეების მხიარულ, მოხუც
ცოლებში, თაღებქვეშ რომ ჩაცუცქულან, ოჰ, მოხუცი ქალები, რა სა-
ოცრად ხორხოცებენ და ანცობენ, როგორ მიირწევიან სიარულისას
იქით, აქეთ, ააჰ, ჰმ, გჰაა! - ადრეული მოცარტია, რა თქმა უნდა.
- ჰო, მაგრამ, მელოდია, როგორც საერთოდ მისი მელოდიები,
სასოწარკვეთილებაში გაგდებს, იმის თქმა მინდა, რომ იმედს გისა-
ხავს. ჰო, რას ვგულისხმობდი? ეს არის ყველაზე უარესი ამ მუსიკა-
ში. განდომებს ცეკვას, სიცილს, ჭამას, ნამცხვარს, ნაყინს, მშრალ,
მწკლარტე ღვინოს. ერთი უხამსი ანეკდოტი ახლა... ძალიან ვისია-
26
მოვნებდი. რაც ხანში შედიხარ, უხამსობა უფრო მოგწონს. ჰა, ჰა, აი,
ვიცინი. რაზე? თქვენ ხომ ისეთი არაფერი გითქვამთ, და არც იმ მო-
ხუც ჯენტლმენს ჩვენ პირდაპირ... მაგრამ დავუშვათ... დავუშვათ...
ჩჩუუ.
სევდიან მდინარეს მივყავართ და მივყავართ. ტირიფის ჩამოშვე-
ბულ ტოტებს ქვემოთ მთვარემ ჩამოიხედა. და მე ვხედავ შენს სახეს,
მესმის შენი ხმა და ჩიტის გალობა, როცა წნორების ქვეშ მივდი-
ვართ. რას ჩურჩულებ? სევდა, სევდა. სიხარული, სიხარული. ერ-
თმანეთში ჩაწნული, როგორც ლერწმები მთვარის შუქზე. ერთმა-
ნეთში ჩაწნული, ჩახლართული, განუყოფლად თანშეზრდილი, ტკი-
ვილით შეკრული და სევდით შემოჭერილი - ბრახ!
ნავი იძირება. ტონები გაიმართნენ, ზემოთ იტყორცნებიან,
თხელდებიან, მღვრიე მოჩვენებად იქცევიან და მოჩვენება ცეც-
ხლოვანი მახვილით გლეჯს ჩემი გულიდან გაორმაგებულ ვნებას. ის
ჩემთვის მღერის, ლუქს ხსნის ჩემს სევდას, ალხობს სიბრალულს,
სიყვარულით ავსებს უმზეო სამყაროს, არც წყვეტს, არც ანელებს სი-
ნაზეს, არამედ მარჯვედ, ფაქიზად წნავს ხვეულებს, წნავს სანამ
ორად გაყოფილი, არ შეირწყმება. ზემოთ ატყორცნა, ქვითინი და -
სიმშვიდე, სევდა და სიხარული.
მაშ, რაღაა სადარდო? და თანაც კიდევ კითხვა - რა? უკმაყოფი-
ლო რჩები? ყველაფერი ხომ მოგვარებულია და გაყუჩებული ვარ-
დის ფურცლების ქვეშ, ფურცლების ქვეშ, რომლებიც ცვივიან, ცვი-
ვიან. უკვე აღარ, შეწყდა. ერთი ფურცელი, უზარმაზარი სიმაღლი-
დან წამოსული დაეკიდა, როგორც პატარა პარაშუტი, უჩინარი აე-
როსტატის ქვეშ და ტრიალებს, თრთის. ის ჩვენამდე ვერ მოაღწევს.
- არა, არა, მე ვერაფერი შევამჩნიე. ყველაზე უარესი ამ მუსიკაში -
სულელური ოცნებებია. თქვენ ამბობთ, რომ მეორე ვიოლინო ჩა-
მორჩა?
27
ეს მოხუცი მისის მაიროუ მიიწევს გასასვლელისა-კენ. ყოველ
წელს უუარესდება მხედველობა. საწყალი ქალი. იატაკი კი ისე
სრიალებს.
უთვალო მოხუცებულობა, ნაცრისფერთავიანი სფინქსი... ახლა
ტროტუარზე დგას, წითელ ავტობუსს იხმობს მკაცრად.
- რა სასიამოვნოა! რა დიდებულად უკრავენ! როგორ... როგორ...
როგორ! უძვლო ენა. თვით უბრალოების განსახიერება. ბუმბული
ჩემ გვერდით ქუდზე პრიალაა და სასიამოვნო, როგორც ბავშვის
საჩხარუნო. ფარდის ჭრილში მწვანედ კრთება ჭადრის ფოთოლი.
ძალიან უცნაური, ძალიან ამაღელვებელი.
- როგორ... როგორ... როგორ! შშშ!
ორი შეყვარებული ბალახზე.
- მადამ, თუ ხელს გამომიწვდიდით...
- მე თქვენ გულსაც კი მოგანდობდით. უფრო მეტიც, ჩვენ სხეულე-
ბი საბანკეტო დარბაზში დავტოვეთ. ეს კი, კორდზე, მხოლოდ ჩრდი-
ლებია ჩვენი სულებისა. - ესე იგი, ჩვენი სულები ეხვევიან ერთმა-
ნეთს.
ლიმონები თავს აქნევენ, გედი ნაპირიდან აფრთხიალდება და
ჩქერობში მიცურავს ძილმღვიძარე.
- და რა? მან კორიდორში გამაცილა და, როცა კუთხეში ვუხვევ-
დით, მაქმანის ფურჩალზე დამაბიჯა ფეხი. რა დამრჩენოდა, ვიყვი-
რე, „აჰ“, შევჩერდი, დავიხარე. ამაზე დაშნა იშიშვლა, ისე გამოხტა,
თითქოს სურს ვიღაცას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოსო, წამოი-
ძახა „სიგიჟე, სიგიჟე, სიგიჟე“ და მე ავწივლდი, პრინცი კი, რომე-
ლიც რაღაცას წერდა პერგამენტზე დახურული აივნის ფანჯარასთან,
ხავერდის ქუდით და ბეწვიანი ფლოსტებით გამოვიდა, კედლიდან
რაპირა ჩამოიღო - ესპანეთის მეფის ნაჩუქარი - და ამ დროს მე გა-

28
ვიქეცი, ეს ლაბადა მოვისხი, რომ ჩემი გახეული ქვედაწელი არ გა-
მოჩენილიყო და გავიქეცი. მაგრამ ჩუმად! სანადირო რქა!
ჯენტლმენი ისე სწრაფად პასუხობს ქალბატონს და ის ისე სწრა-
ფად არბის კიბეზე და ისე გონებამახვილურად უცვლიან ერთმანეთს
კომპლიმენტებს, რომ მათი სიტყვები ვნებიან ოხვრაში გადადის,
სიტყვები იკარგება, თუმცა აზრი საკმაოდ ნათელი რჩება - სიყვარუ-
ლი, სიცილი, გაქცევა, დევნა, ციური ნეტარება და ყველაფერ ამას
მხიარულ ტალღებად ევლება გარს ნაზი ალერსი, სანამ ვერცხლის
რქების ხმა, ჯერ ძალიან შორეული, თანდათან უფრო და უფრო
მკვეთრად გაისმის, თითქოსდა მსახურთუფროსები განთიადის
დადგომას მიესალმებიან, თუ შეყვარებულთა გაქცევის შესახებ
ავისმომასწავებლად იუწყებიანო ...მწვანე ბაღი, მზის შუქში გახვეუ-
ლი გუბე, ლიმონები, შეყვარებულები და თევზები, ყველაფერი და-
ბინდულ ცაში გაითქვიფა, სადაც ვალტორნები, რომელთაც საყვი-
რები უერთდება და კლარნეტები ამაგრებს, თეთრ კამარებს აღმარ-
თავენ, მარმარილოს საყრდენში მჭიდროდ დგამენ. გამარჯვების ჭე-
ქა-ქუხილი. წკრიალი და ჟღრიალი. მტკიცე მდგომარეობა.
მყარი საფუძვლები.
მილიონების მარში.
შფოთი და ქაოსი.
გაცამტვერებული. მაგრამ ქალაქი, რომლისკენაც ჩვენ მივდი-
ვართ, არც ქვისაა და არც მარმარილოსი. ჰკიდია შეურხევლად,
დგას მყარად. არც სახე, არც დროშა მიესალმება. დაე, გაქარ-
წყლდეს თქვენი იმედი. ჩემი სიხარული უდაბნოში დაჭკნება. ღია
თავდასხმა, შიშველი ბოძები, არავისთვის მარგი, ჩრდილს არ ჰფე-
ნენ. კაშკაშებენ, ბნელდებიან და მე უკან ვიხევ. უკვე აღარაფერი
მინდა. მხოლოდ იმაზე ვოცნებობ წავიდე, საკუთარი ქუჩა ვნახო,
სახლებს შევავლო თვალი, ვაშლის გამყიდველ ქალს მივესალმო.
29
ვუთხრა მოახლე ქალს, როცა კარს გააღებს: როგორი ვარსკვლავე-
ბიანი ღამეა.
- ღამე მშვიდობის, ღამე მშვიდობის. თქვენ - აქეთ?
- არა, სამწუხაროდ, მე - იქით.

სამეფო ბაღი

ოვალური ფორმის ყვავილნარიდან ასიოდე ღერო იყო ამომარ-


თული, რომელიც გულის თუ ენის ფორმით ვრცელდებოდა მიწას-
თან ძალიან ახლოს და წითელ, ლურჯ, ყვითელ ფურცლებად იშლე-
ბოდა ხშირი, ფერადი ლაქებით მოფენილ ჭალის მწვერვალზე. ჭა-
ლის ძირის წითელი, ლურჯი, ყვითელი ბინდ-ბუნდიდან ამოიმართე-
ბოდა მაგარი, სწორი ნაზარდი, ოქროსფერი მტვრით დახორკლილი
და ბოლოში ცოტა მომრგვალებული. ფურცლები საკმაოდ დიდი
იყო საიმისოდ, რომ ზაფხულის ნიავი ეგრძნოთ და როცა ირხეოდ-
ნენ, წითელი, ლურჯი და ყვითელი ალები ერთმანეთს ეხლებოდნენ,
ყავისფერ მიწას არნახულ ათინათებს სტყორცნიდნენ. ფერები ეფი-
ნებოდა ხან ჭკების გლუვ, ნაცრისფერ ზურგებს, ხან ყავისფერ,
მრგვალვენებიან ლოკოკინის ნიჟარებს. ან როცა უცებ წვიმის წვეთ-
ში მოხვდებოდნენ, წითელი, ლურჯი და ყვითელი ისეთი ინტენსივო-
ბით ფართოვდებოდა, რომ გეგონებოდა თხელი კედლები საცაა
გასკდება და გაუჩინარდებაო. მაგრამ, ამის ნაცვლად, წვეთები
მყისვე მოვერცხლისფრო ნაცრისფრად იქცეოდნენ, ფერები კი უკვე
ფოთოლზე დაკრთოდნენ, ღრმად ჩამალულ ძარღვების ძაფებს
აშიშვლებდნენ და კვლავ მიფრინავდნენ და სინათლეს აფრქვევ-
დნენ ვეებერთელა მწვანე სივრცეს გულისა და ენის ფორმის ყვავი-

30
ლების გუმბათის ქვეშ. შემდეგ ქარი ბევრად უფრო მაგრად დაბე-
რავდა და ზემოთ ატყორცნილი ფერადი ალები თვალებში სცემდა
ივლისში სამეფო ბოტანიკურ ბაღში მოსეირნე კაცებსა და ქალებს.
ამ კაცების და ქალების ფიგურები ყვავილნარის გვერდით მოძ-
რაობდნენ, უცნაურად, არათანაბრად, ლამის თეთრ-ლურჯი პეპლე-
ბის მსგავსად, რომლებიც ზიგზაგისებურად დაფრენდნენ ტბორიდან
ტბორისკენ. კაცი ცოტათი წინ მიდიოდა, დაუდევარი, მოშვებული
მანერით, ქალი უფრო მიზანმიმართულად მიაბიჯებდა და მხოლოდ
დროდადრო თუ მოაბრუნებდა თავს იმისთვის, რომ დაენახა ბავშვე-
ბი ძალიან ხომ არ ჩამორჩნენო. კაცი ქალს განგებ მიჰყვებოდა შო-
რიახლო, თუმცა შესაძლოა გაუცნობიერებლად, რადგან სურდა
ფიქრში ხელი არ შეშლოდა.
„თხუთმეტი წლის წინ მე აქ ლილი მოვიყვანე, - ფიქრობდა ის, -
სადღაც აქ დავსხედით, ტბასთან და მე დიდხანს, დიდხანს ვთხოვდი
ცოლად გამომყოლოდა. იმ ცხელ შუადღეს. ჭრიჭინა დაგვფრენდა
თავზე განუწყვეტლივ. ცხადად მახსოვს ეს ჭრიჭინა და ლილის ფეხ-
საცმელები წვერზე ვერცხლის კვადრატული ბალთით. მთელი იმ
დროის განმავლობაში, რაც მე ვლაპარაკობდი, ვხედავდი მის ფეხ-
საცმელს და, როცა ის მოუთმენლად ირხეოდა, თავაუწევლადაც ვი-
ცოდი ლილი რას მიპასუხებდა. თითქოს მთელი მისი არსება მის
ფეხსაცმელში იყო განივთებული, ჩემი სიყვარული, ჩემი ვნება კი -
ჭრიჭინაში. რატომღაც ვფიქრობდი, რომ თუკი იქ დაჯდებოდა, იმ
ფოთოლზე, ფართო ფოთოლზე შუაში რომ წითელი ყვავილი აქვს,
თუკი ჭრიჭინა სწორედ იმ ფოთოლზე დაჯდებოდა, ლილი მაშინვე
„ჰო“-ს მიპასუხებდა. მაგრამ ჭრიჭინა წრიულად დაგვფრენდა და
დაგვფრენდა თავზე და არსად არ დაჯდა - რა თქმა უნდა, საბედნიე-
როდ არა, თორემ ახლა ელინორთან და ბავშვებთან ერთად აქ ვერ
ვისეირნებდი.
31
- მითხარი, ელინორ, წარსულზე თუ ფიქრობ ოდესმე?
- რატომ მეკითხები, საიმონ?
- იმიტომ, რომ ახლა წარსულზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი ლილი-
ზე, ქალზე, რომელიც შეიძლებოდა ცოლად შემერთო... რატომ არა-
ფერს მეუბნები? არ მოგწონს, რომ წარსულზე ვფიქრობ?
- რატომ არ უნდა მომწონდეს, საიმონ? განა ყველა წარსულზე არ
ფიქრობს ბაღში, სადაც ხეებქვეშ კაცები და ქალები წვანან? განა
ისინი ჩვენი წარსული არ არიან? ყველაფერი რაც მათგან დარჩა, ამ
კაცებისა და ქალებისგან, - ხეებქვეშ მწოლიარე აჩრდილები... ჩვენი
ბედნიერება, ჩვენი ცხოვრება არ არის?
- ჩემთვის ფეხსაცმელი ვერცხლის კვადრატული ბალთით და
ჭრიჭინა... - ჩემთვის კი - კოცნა. წარმოიდგინე, ექვსი პატარა გოგო-
ნა მოლბერტის წინ ზის ოცი წლის წინ, ტბის ნაპირთან და წყლის
შროშანებს ხატავს. სწორედ მაშინ იყო პირველად რომ ვნახე წითე-
ლი წყლის შროშანები. და უცებ, კოცნა, აი აქ, კისერში, უკან. შემდეგ
მთელი დღე ხელი მიკანკალებდა, ხატვაც აღარ შემეძლო. საათი
ამოვიღე და დავინიშნე დრო, რა ხნის განმავლობაშიც თავს ნებას
ვაძლევდი კოცნაზე მეფიქრა, მხოლოდ ხუთი წუთი - ეს ისეთი ძვირ-
ფასი რამ იყო - კოცნა ჭაღარათმიანი მოხუცი ქალისა, ცხვირზე მე-
ჭეჭი რომ ჰქონდა. ყველაზე მთავარი კოცნა მთელს ჩემს ცხოვრება-
ში. სწრაფად, კეროლაინ, სწრაფად, ჰიუბერტ... ყვავილნარს ჩაუ-
არეს და გზა განაგრძეს, ახლა ოთხივე გვერდიგვერდ მიდიოდა და
მალე დაპატარავდნენ და ნახევრად გამჭვირვალე გახდნენ ხეებს
შერეულნი დიდ, მოცახცახე მზის შუქსა და ჩრდილების მონაცვლეო-
ბაში, მათ ზურგებს რომ აუჩქარებლად დასთამაშებდათ. ოვალურ
ყვავილნარში ლოკოკინა, რომლის ნიჟარა ორი წუთის განმავლო-
ბაში წითელ, ლურჯ და ყვითელ ფერებად იყო აჭრელებული, ახლა
ოდნავ შეინძრა თავის ნიჟარაში და შემდეგ რის ვაივაგლახით დაიწ-
32
ყო ღოღვა მიწის ფხვიერ კოშტებზე, რომლებიც მისი გადავლის შემ-
დეგ ტყდებოდა და ქვემოთ გორდებოდა. ეტყობოდა განსაზღვრული
მიზანი ჰქონდა, რაც მას განასხვავებდა უცნაური, დიდი და კუთხო-
ვანი მწვანე მწერისგან, ჯერ წინ წასვლას რომ შეეცადა, შემდეგ წა-
მიერად გაირინდა მოცახცახე ცეცებით, თითქოს ჩაფიქრდაო, და
შემდეგ, ასევე სწრაფად და უცნაურად, საწინააღმდეგო მიმართუ-
ლებით მიაწყდა. ყავისფერი ფრიალო კლდეები მწვანე ტბების ღრმა
ღრმულებს ზემოთ, ბრტყელი, სამართებლის მსგავსი ხეები ძირი-
დან წვერამდე რომ ირხეოდნენ, მრგვალი, ნაცრისფერი რიყის ქვე-
ბი, უზარმაზარი, დაჭმუჭნილი ზედაპირები თხელი, ტკაცუნა ქსოვი-
ლებისა - ეს ყველაფერი წინ ედო ლოკოკინას გზად ერთი ღეროდან
მეორემდე სანუკვარი მიზნისაკენ. სანამ გადაწყვეტდა კარავივით
მორკალული მშრალი ფოთლისთვის შემოევლო თუ ჯიქურ დაძრუ-
ლიყო მისკენ, ყვავილნარის ახლოს კვლავ ადამიანების ფეხის ხმა
გაისმა. ამჯერად, ორივე მამაკაცი იყო. მათგან უფრო ახალგაზ-
რდამ, ცოტა არ იყოს არაბუნებრივად წყნარი გამომეტყველება რომ
ჰქონდა, თავი ასწია და მზერა თავის წინ ჰქონდა გაშტერებული, სა-
ნამ მისი თანამგზავრი ლაპარაკობდა, მაგრამ, როგორც კი თანამ-
გზავრმა ლაპარაკი შეწყვიტა, ისევ ძირს დაიხედა და ხანდახან გა-
მოეპასუხებოდა ხოლმე ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ, ხან კი საერ-
თოდ არ პასუხობდა. უფროსს მკვეთრი და არათანაბარი სიარულის
მანერა ჰქონდა, წინ წაიღებდა ხელს და თავს უცებ ზემოთ აიქნევდა,
სწორედ ისე, როგორც ეკიპაჟში შებმული მოუთმენელი ცხენი, სა-
დარბაზოსთან ცდა რომ მობეზრებია, მაგრამ მისი ჟესტები როგორ-
ღაც გაუბედავი და უაზრო იყო. განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, თავის
თავს გაუღიმებდა და ისევ ლაპარაკს იწყებდა, თითქოსდა გაღიმება
პასუხიაო. სულებზე ლაპარაკობდა, გარდაცვლილთა სულებზე,
რომლებიც, მისი თქმით, ახლაც კი, უყვებოდნენ მას სამოთხეში
33
იდუმალებით მოცული ცხოვრების შესახებ. - ძველები სამოთხედ
ფესალიას მიიჩნევდნენ, უილიამ, ახლა კი, ომის შემდეგ, სული მე-
ხივით დაქრის მთებს შორის - შეჩერდა და რაღაცას მიაყურადა, გა-
იცინა, თავი ზემოთ აიქნია და განაგრძო: იღებ პატარა ელექტრულ
ბატარეას და ცოტაოდენ რეზინს მავთულის იზოლაციისათვის. -
იზოლაციისთვის? - განცალკევებისთვის? კარგი, ეს წვრილმანებია,
გამოვტოვოთ ეს წვრილმანები, რა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს, მა-
ინც ვერავინ გაიგებს, - მოკლედ, ამ პატარა მექანიზმს საწოლის
თავთან დგამ, რაც შეიძლება მოხერხებულად - ვთქვათ, კოხტა, გა-
ლაქულ ტუმბოზე. მუშები ჩემი მითითების მიხედვით ყველაფერს
ისე დგამენ, როგორც საჭიროა და მაშინ, ქვრივი ყურს მიაპყრობს
და მინიშნებით სულს გამოიხმობს, როგორც დათქმული იყო. ქალე-
ბი! ქვრივები! შავებიანი ქალები... აქ, როგორც ჩანს, ქალის კაბას
მოჰკრა თვალი შორ მანძილზე, რომელიც ჩრდილში მუქი იისფერი
ჩანდა. ქუდი მოიხადა, გულზე ხელი დაიდო და მისკენ გაექანა. რა-
ღაცას ბურტყუნებდა და ხელებს გამალებით იქნევდა. მაგრამ უი-
ლიამმა სახელოში წაავლო ხელი და ხელჯოხის წვერით ყვავილზე
მიანიშნა, რათა მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. მოხუცი
ყვავილს ცოტა ხანს დაბნეული მისჩერებოდა, შემდეგ ყური მიადო,
შემდეგ კი, თითქოსდა იმის პასუხად, რაც გაიგონაო, დაიწყო მოყო-
ლა ურუგვაის ტყეებზე, სადაც ასობით წლის წინ ემოგზაურა ევრო-
პის უმშვენიერეს ქალთან ერთად. კიდევ დიდხანს ისმოდა მისი ბუტ-
ბუტი ტროპიკული ვარდების ცვილივით რბილი ფურცლებით მოფე-
ნილ ურუგვაის ტყეებზე, ბულბულებზე, ზღვის სანაპიროებზე, სირი-
ნოზებზე, წყალში დამხრჩვალ ქალებზე, და, რის ვაივაგლახით აგ-
რძელებდა გზას უილიამის დახმარებით, რომლის სახეზეც მოთმი-
ნება და სევდა სულ უფრო და უფრო ნათლად იკვეთებოდა. თით-
ქმის, იმავდროულად, მათ კვალდაკვალ, - სულ ახლოს, ისე ახლოს,
34
რომ მოხუცის ჟესტიკულაციები უცნაურად კი მოეჩვენებოდათ, ორი
ხანში შესული ქალი გამოჩნდა. მდიდრები არ ჩანდნენ, ერთი, მსუ-
ქანი და ნელი იყო, მეორე, ლოყებღაჟღაჟა და ცქვიტი. შერეკილო-
ბის ნიშნები, გონების არეულ-დარეულობის მაჩვენებელი, განსა-
კუთრებით შეძლებულ ადამიანებში, მათთვის, ისევე, როგორც მათი
მდგომარეობის ადამიანთა უმრავლესობისათვის, მართლა ხიბ-
ლავდათ. მაგრამ საკმაოდ შორს იყვნენ საიმისოდ, რომ ჟესტიკუ-
ლაციების მიხედვით გაერკვიათ, მოხუცი უბრალოდ შერეკილია, თუ
მართლა გიჟი. იმის შემდეგ, რაც ყურადღებითა და უჩუმრად შეის-
წავლეს მისი ზურგი და ერთმანეთს უცნაურად, მზაკვრულად გადა-
ხედეს, გაუგებარი სიტყვებისგან ხელახლა დაიწყეს თავიანთი, ძა-
ლიან ჩახლაფორთე-ბული, საუბრის შეკოწიწება. - ნელლ, ბერთ,
ლოთ, სესს, ფილ, მამა, ამბობს ის, მე ვამბობ, ის ამბობს, მე ვამბობ,
მე ვამბობ, მე ვამბობ, მე... - ჩემი ბერტა, სისი, ბილი, ბაბუა, მოხუცი
კაცი, შაქარი, შაქარი, ფქვილი, ქაშაყი, მწვანილი, შაქარი, შაქარი,
შაქარი. მსუქანი ქალი სიტყვების ნაკადს მიღმა უყურებდა მიწაზე
ცივად, მტკიცედ, გამართულად მდგარ ყვავილებს და სახეზე გაოცე-
ბა ჰქონდა აღბეჭდილი. მათ ისე აღიქვამდა, როგორც მძიმე ძილი-
დან ეს-ეს არის გამოფხიზლებული ადამიანი აღიქვამს სპილენძის
შანდალს, რომელიც სინათლეს ახლებურად, უჩვეულოდ აირეკ-
ლავს - თვალებს ხუჭავს და ახელს და ისევ სპილენძის შანდალს უყუ-
რებს და მაშინ უკვე მთლიანად ფხიზლდება და შანდალზე უშტერდე-
ბა მზერა, მთელი არსებით ინთქმება მასში. ზონზროხა ქალიც შე-
ჩერდა ოვალური ფორმის ყვავილნართან და უკვე აღარც ცდილობ-
და ეჩვენებინა, თითქოს თავის თანამგზავრს უსმენდა. სიტყვები გან-
ზე მიფრინავდნენ, ის კი იდგა, სხეულის ზემო ნაწილით წინ და უკან
ირწეოდა და ყვავილებს უცქერდა. შემდეგ თქვა, კარგი იქნებოდა
სადმე ადგილი მოგვენახა და ჩაი დაგველიაო.
35
ლოკოკინამ უკვე ყველა შესაძლო გზაზე იფიქრა, რომლითაც
მიზნის მიღწევა შეიძლებოდა - მშრალ ფოთოლზე არც შემოუვლია
და არც ზედ გადამძვრალა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, როგო-
რი ძალისხმევა დასჭირდებოდა ფოთოლზე აძრომას, ძალიან ეეჭ-
ვებოდა, რომ ფაქიზი ქსოვილი, რომელიც ასე შემაშფოთებლად
ვიბრირებდა და ტკაცუნობდა მისი რქების წვერის ოდნავ შეხებაზეც
კი, მის წონას გაუძლებდა. ამ მოსაზრებამ ბოლოს გადააწყვეტინა
ფოთლის ქვეშ გაცოცებულიყო, ვინაიდან ერთ ადგილზე ფოთოლი
საკმაოდ დიდზე იყო მოხრილი საიმისოდ და მიწიდან დაშორებული,
რომ მის ქვეშ გასვლა შესაძლებელი ყოფილიყო. მან ის-ის იყო თავი
შეჰყო შიგნით და დაკვირვებით ათვალიერებდა მაღალ, ყავისფერ
ჭერს, თანდათან ეჩვეოდა რა გრილ, ყავისფერ ბინდს, როცა გარეთ,
ბალახზე, კიდევ ორმა ადამიანმა ჩაიარა. ამჯერად ორივენი ახალ-
გაზრდები იყვნენ - ახალგაზრდა კაცი და ქალი. ახალგაზრდობის გა-
ფურჩქვნის ასაკში იყვნენ, ან უფრო იმ ასაკშიც კი, გაფურჩქვნას
რომ უსწრებს წინ, როცა ვარდის ნაზ კვირტს ჯერ კიდევ არ გამოუღ-
წევია წებოვანი გარსიდან, როცა პეპელას ფრთები ბოლომდე გა-
ეზარდა, მაგრამ უძრავად კაშკაშებს მზეზე.
- კარგია, რომ დღეს პარასკევი არ არის, - შენიშნა კაცმა.
- რატომ? შენ რა, ცრუმორწმუნე ხარ?
- პარასკეობით ექვს პენსს გახდევინებენ.
- მერე ექვსი პენსი რა არის? ეს ექვსი პენსი აღარ ღირს?
- რა „ეს“ - რას ნიშნავს „ეს“?
- ოჰ, ყველაფერი - მე ვგულისხმობ - შენ იცი, რასაც ვგულისხმობ.
თითოეულ ამ ფრაზას ხანგრძლივი პაუზა მოჰყვებოდა. სიტყვები
გულგრილად, მონოტონური ხმით იყო წარმოთქმული. ორივე ჯერ
კიდევ ყვავილნარის კიდეში იდგა და ერთად აწვებოდა ქალის ქოლ-
გას, რომელიც წვერით ღრმად იყო რბილ მიწაში ჩასული. მათი ეს
36
ქმედება და ის ფაქტი, რომ კაცს ქალის ხელზე ედო ხელი, უცნაურად
გამოხატავდა მათსავე გრძნობებს და ეს მოკლე, უმნიშვნელო სიტ-
ყვებიც ასევე რაღაცას გამოხატავდნენ - სიტყვები, რომლებსაც მოკ-
ლე ფრთები აქვთ და მნიშვნელობის მძიმე ტვირთს შორს ვერ წა-
იღებენ და ამიტომ უხერხულად ეშვებიან გარსშემოჯარულ ჩვეულ
საგნებზე, მაგრამ როგორი მასიური ჩანან ისინი პირველი, გამოუც-
დელი შეხებისას! თუმცა, ვინ იცის, (ფიქრობდნენ და კიდევ უფრო
ღრმად უშვებდნენ ქოლგას მიწაში) რა უფსკრულები შეიძლება იმა-
ლებოდეს მათ უკან, ან როგორი ყინულოვანი ფერდობები ელვარე-
ბენ მზეზე, იქ, მეორე მხარეს? ვინ იცის? ვინმეს უნახავს ოდესმე? მა-
შინაც კი, როცა ქალი დაინტერესდა სამეფო ბაღებში როგორი ჩაით
გიმასპინძლდებიანო, კაცმა იგრძნო, რომ ამ სიტყვებს უკან რაღაც
ბუნდოვანი მოხაზულობაა, უზარმაზარი და იდუმალებით მოცული
და ის ძალიან ნელა გაიფანტა და წინ გადაიშალა - ოჰ, ღმერთო, რა
ფორმები იყო ეს? - პატარა თეთრი მაგიდები და ოფიციანტი ქალები,
რომლებმაც ჯერ ქალს შეხედეს, შემდეგ კაცს და ანგარიში, რომლის
მიხედვითაც კაცი გადაიხდის ნამდვილი ორშილინგიანი მონეტით,
და ეს ნამდვილია, მართლა ნამდვილი, უმტკიცებდა კაცი საკუთარ
თავს და ჯიბეში მონეტას თითებს შორის ათამაშებდა, ნამდვილი
ყველასათვის, თვითონ მისი და ქალის გარდა. შემდეგ კი...არა, მე-
ტად აღარ შეიძლებოდა ასე დგომა და ფიქრი, და მან მკვეთრი მოძ-
რაობით ქოლგა მიწიდან ამოაძრო და მოთმინება აღარ ჰყოფნიდა
ისე სურდა მოეძებნა ადგილი, სადაც ჩაის დალევდა სხვებთან ერ-
თად, სხვა ადამიანების მსგავსად.
- წავედით, ტრისი, დროა ჩაი დავლიოთ.
- მაგრამ სად სვამენ აქ ჩაის? - იკითხა ქალმა მღელვარებისგან
აკანკალებული ხმით, იქაურობას გაფანტული მზერა მოავლო და
მწვანე ხეივანს გაუყვა, ქოლგას მიათრევდა, რომელიც წვერით მი-
37
წას ეხებოდა, თავს ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ აბრუნებდა, ჩაი უკვე
აღარც ახსოვდა, ხან აქეთ სურდა წასვლა, ხან იქით, ორქიდეები და
წეროები ახსენდებოდა ველურ ყვავილებს შორის, და ჩინური პაგო-
და და მეწამულბიბილოიანი ჩიტი, მაგრამ ქალი წინ მიჰყავდა.
და ასე, წყვილები ერთიმეორის მიყოლებით ერთნაირად უთავ-
ბოლო და უმიზნო მოძრაობებით უვლიდნენ გვერდს ყვავილნარს
და მწვანე-ცისფერი ნისლის ბურუსში ინთქმებოდნენ, რომელშიც
მათი სხეულები თავიდან მატერიალური და მკვეთრი ფერის იყვნენ,
მაგრამ შემდეგ მატერიალურობაცა და ფერიც მწვანე-ცისფერ ატ-
მოსფეროში ითქვიფებოდა. როგორ ცხელოდა! ისე ცხელოდა, რომ
შაშვიც კი ყვავილების ჩრდილში ხტოდა, მექანიკური მოსამართი
ჩიტივით - გადახტომებს შორის გაირინდებოდა და გრძელ პაუზებს
აკეთებდა. თეთრი პეპლები ყვავილებზე კი არ დაფარფატებდნენ,
არამედ ადგილზე ცეკვავდნენ ერთმანეთის თავზე, ასე, რომ დიდი
ყვავილებიდან ზემოთ მარმარილოს დამსხვრეული თაღის ფორმის
მოცეკვავე თეთრი ნაკადი ამოიმართებოდა. ორანჟერიის მინის სა-
ხურავი ისე კაშკაშებდა, თითქოს უამრავი ხასხასა მწვანე ქოლგა
გაშლილა მზეზეო. თავსზემოთ თვითმფრინავის გუგუნი კი თითქოს
ზაფხულის მძვინვარე თვით ცის სულიდან მოდიოდა. ყვითლები და
შავები, ვარდისფრები და თოვლივით ქათქათა - კაცების, ქალების
და ბავშვების ფიგურები წამიერად გაიელვებდნენ ჰორიზონტზე,
შემდეგ კი, როცა თვალებში ყვავილებზე გადაღვრილი ყვითელი შუ-
ქი ეცემოდათ, კრთებოდნენ და ხის ჩრდილებში იმალებოდნენ,
წყლის წვეთებივით ორთქლდებოდნენ ყვითელ-მწვანე ატმოსფე-
როში და მას წითელი და ლურჯი ფერებით აზავებდნენ. გეგონებოდა
ყველაფერი, რაც მასიური და მძიმეა, მიწაზე იყო განრთხმული და
უძრავად იწვა სიცხეში, მაგრამ მათგან ხმები ამოდიოდა ზიგზაგისე-
ბურად ისე, როგორც ცეცხლის ენები ციმციმებენ სქელი სანთლების
38
თავზე. ხმები. ჰო, ხმები. უსიტყვო ხმები, სიჩუმეს რომ არღვევდნენ
მოულოდნელად ისეთი ტკბილი ნეტარებით, ისეთი მწველი ვნებით,
ან, თუ ეს ბავშვების ხმები იყო, ისეთი ხალასი გაკვირვებით... სიჩუ-
მეს არღვევდნენ? მაგრამ სიჩუმე ხომ არ იყო - მთელი ამ დროის გან-
მავლობაში ბრუნავდნენ ბორბლები, გადაირთვებოდა სიჩქარეები
წითელ ავტობუსებში ისე, როგორც ვეებერთელა ჩინურ სათამაშო-
ში გაჭედილი ფოლადის ბურთულები ბრუნავენ განუწყვეტლივ ერ-
თმანეთში, გუგუნებს და ბუტბუტებს დიდი ქალაქი, ამ გუგუნს ზემოთ
კი ხმები ხმამაღლა გაჰყვირიან და უამრავი ყვავილის ფურცელი
ცეცხლოვან ფერებს აელვებს ჰაერში.

ლაქა კედელზე

შუა იანვარი იქნებოდა, როცა ავიხედე და პირველად შევნიშნე


ლაქა კედელზე. ის დღე რომ გავიხსენო, საჭიროა წარმოვიდგინო ეს
როგორ მოხდა. მაშ ასე, თვალწინ წარმომიდგა ბუხარი, გადაშლი-
ლი წიგნის გვერდებს თანაბარი, ყვითელი შუქი ეცემა. სამი ქრიზან-
თემა ბუხრის თაროზე მინის მრგვალ გამჭვირვალე ვაზაში. ჰო, ნამ-
დვილად ზამთარი იქნებოდა. ის-ის იყო ჩაის დალევა დავამთავრეთ
და მახსოვს, სიგარეტს ვეწეოდი, ავიხედე და პირველად დავინახე
ლაქა. სიგარეტის კვამლს თვალი ავაყოლე და ჩემი მზერა წამიერად
მოგიზგიზე ნაკვერჩხლებზე შეჩერდა და ჩემ წინ ნაცნობი ხილვა გაჩ-
ნდა: ალისფერი დროშა ციხესიმაგრის კოშკზე ფრიალებს, წითელ-
ტანსაცმლიანი რაინდების კავალკადა შავი მთის ქვიან ფერდობზე
მიცოცავს. მაგრამ სწორედ ამ დროს შვება ვიგრძენი, როცა კედელ-
ზე ლაქა შევნიშნე და ხილვა გაქრა, ძველი ხილვა, ჩემი ნებისაგან

39
დამოუკიდებელი ხილვა, ჯერ კიდევ ბავშვობაში რომ მეცხადებოდა.
ლაქა პატარა იყო, მრგვალი, შავი, - თეთრ კედელზე, სწორედ ბუხ-
რის თაროს ოდნავ ზემოთ.
როგორი მზადყოფნით დააცხრებიან ხოლმე ჩვენი აზრები ახალ
საგანს, მიათრევენ მას, როგორც ფუსფუსა ჭიანჭველები ჩალის ღე-
როს და მერე ადვილად მიატოვებენ... ლურსმნის კვალი უნდა იყოს,
მაგრამ ზედ ალბათ სურათი კი არა, მინიატურა ეკიდა - მინიატურა
ქალისა თეთრი, ხუჭუჭთმიანი პარიკით, სქლად გაპუდრული ლოყე-
ბით, წითელი, მიხაკისფერი ტუჩებით. თუმცა ასე არ იქნებოდა, რა
თქმა უნდა, რადგან ამ სახლის ყოფილი მფლობელები აქ სხვა სუ-
რათს ჩამოჰკიდებდნენ - ძველ ავეჯს ძველი ოსტატის ნამუშევარი
მოუხდებოდა. თავისებური ხალხი იყო, ძალიან საინტერესო ხალხი.
მათზე ისე ხშირად ვფიქრობ, შეიძლება იმიტომ, რომ მათ უკვე ვეღა-
რასოდეს შევხვდები, ვეღარასოდეს გავიგებ რა მოხდა შემდეგ. ამ
სახლიდან გადასვლა უნდოდათ, რადგან ავეჯის სტილის შეცვლა
სურდათ. ასე თქვა მან და კიდევ იმას ამბობდა, რომ, მისი აზრით,
ხელოვნება იდეებს უნდა ემყარებოდეს, როცა ჩვენი საუბარი შეწ-
ყდა ისე, როგორც წყდება მოგონება მოხუცი ლედისა, ის-ის იყო ჩა-
ის ჩამოსხმას რომ აპირებდა, თუ ახალგაზრდა კაცისა, ის- ის იყო
ჩოგბურთის ბურთს რომ იგერიებდა, სადღაც გარეუბნის ვილის
კორტზე ისე, როგორც მატარებლით ვიღაცას ჩაუქროლებ. თუმცა
რაც შეეხება ამ ლაქას, უბრალოდ არც კი ვიცი საიდან გაჩნდა. არა
მგონია, ლურსმნის ნაკვალევი იყოს. საამისოდ მეტისმეტად დიდი
და მეტისმეტად მრგვალია. რა თქმა უნდა, შემიძლია ავდგე და ახ-
ლოდან დავათვალიერო, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ,
რომ ამით ცხადი არაფერი გახდება. იმიტომ, რომ, როცა რაღაც უკვე
მომხდარია, ვერავინ ვერასდროს იგებს ეს როგორ მოხდა. ოჰ,
ღმერთო ჩემო, ცხოვრების იდუმალება. აზროვნების უმწეობა! ადა-
40
მიანური უმეცრება! იმის დასამტკიცებლად, თუ რაოდენ უმნიშვნე-
ლოა ჩვენი ზეგავლენა ყოველგვარ წარმავალზე, რაოდენ არასაი-
მედო და შემთხვევითია მთელი ჩვენი ცივილიზაცია, მოდით, სულ
რამდენიმე რაღაც გავიხსენოთ, ერთი ცხოვრების მანძილზე რომ
უკვალოდ დაიკარგა. და მოდით, ყველაზე იდუმალი დანაკარგით
დავიწყოთ - კატამ ხომ არ ჩაყლაპა ან ვირთხამ ხომ არ გაკვნიტა -
სამი ღია ცისფერი ყუთი, რომლებშიც წიგნის აკინძვისთვის საჭირო
ინსტრუმენტები ეწყო. შემდეგ იყო ჩიტის გალიები, რკინის სალტე-
ები, ფოლადის ციგურები, დედოფალ ანას დროინდელი ნახშირის
ვედრო, ბილიარდის მაგიდა, არღანი - ყველაფერი გაქრა, მათ შო-
რის, - ძვირფასეულობაც. ოპალი და ზურმუხტები თალგამთან ერ-
თად. ცხოვრება მართლაც რომ დანაკარგების უწყვეტი რიგია! სა-
ოცარი ის არის, რომ მე საერთოდ რაღაც მაცვია, რომ მე ვზივარ
ოთახში და მყარი ავეჯით ვარ გარშემორტყმული. თუ გინდა ცხოვ-
რება რაიმეს შეადარო, კარგი იქნებოდა შედარება მეტროს გვირაბ-
ში საათში ორმოცდაათი მილით ქროლვასთან, რომლის დამთავ-
რებისას თმაში ერთი სარჭიც აღარ შეგრჩება! ტყვიასავით მიქრიხარ
ღმერთის ფეხებთან დედიშობილა. თავქუდმოგლეჯილი ჩაუქრო-
ლებ ასფოდელის ველებს ისე, როგორც ფოსტის დაქანებულ ღარში
მიგორავენ გასახვევ ქაღალდში შეფუთული ამანათები! თმები ზურ-
გსუკან ფრიალებენ, როგორც დოღის ცხენის კუდები. ჰო, ალბათ ასე
შეიძლება გამოხატო ქროლვა ცხოვრებისა, მისი მუდმივი დანაკარ-
გები და განახლებები, ყველაფერი ასეთი მერყევი, საალალბედო...
მაგრამ, სიკვდილის შემდეგ. ნარნარად ეშვება სქელი, მწვანე ღე-
როები, ტრიალდება ყვავილების თასი და გაბრმავებს მეწამული და
წითელი ფერის ელვარებით. ბოლოს და ბოლოს, იქაც ხომ ისე უნდა
დაიბადო, როგორც აქ ვიბადებით - უმწეონი, მუნჯები, ვერშემძლენი
მზერის ფოკუსირებისა, ბალახებში მოფართხალენი გოლიათის ფე-
41
ხებთან! რადგან თქმულა: რა ხეები და რა კაცები და ქალები და არა-
ფერია შეუძლებელი, რა ხანმაც უნდა განვლოს, ნახევარმა საუკუ-
ნემ თუ მეტმა. და არ იქნება არაფერი, გარდა სქელი ღეროებით გაკ-
ვეთილი სინათლის და სიბნელის ჰორიზონტებისა, ზემოდან კი, ვარ-
დის ფორმის ლაქები გაურკვეველი ფერისა - მკრთალი ვარდისფე-
რები თუ ცისფრები, მაგრამ დროის მდინარებასთან ერთად, ფერები
უფრო მკაფიო გახდება, გახდება... არ ვიცი როგორი...
და მაინც, ეს ლაქა კედელზე სრულებითაც არ ჰგავს ნახვრეტს. ის
შეიძლება მრგვალი, შავი რაღაც იყოს, ალბათ ვარდის პატარა ფურ-
ცელი, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ ზაფხულში მიეკრა კედელს,
მე ხომ არცთუ გულმოდგინე დიასახლისი ვარ - შეხედეთ, მტვერს
ბუხრის თაროებზე, მაგალითად, მტვერს, რომლის, როგორც ამბო-
ბენ, სამი ფენის ქვეშ არის დამარხული ტროა, და მხოლოდ თიხის
ჭურჭლის ნამტვრევები გადარჩა დროის მსახვრალ ხელს, რაც სავ-
სებით დამაჯერებელია.
ფანჯრის მიღმა ხე რბილად ეთათუნება მინის ჩარჩოებს. მინდა
მშვიდ გარემოში ვიფიქრო, უშფოთველად, თავისუფლად, არავინ
არასდროს მაწყვეტინებდეს, არ მიწევდეს სკამიდან წამოდგომა,
ფიქრი ერთიდან მეორე საგანზე ადვილად გადადიოდეს, ყოველ-
გვარი მტრული გრძნობის, თუ შეფერხების გარეშე. მინდა სულ უფ-
რო და უფრო ღრმად ჩავიძირო, შორს საგნების ხილულ ზედაპირის-
გან, მათი ყრუ, დაშორიშორისებული ფაქტებით. თავი რომ გავიმაგ-
რო, მოდი, პირველივე რამეს ჩავეჭიდები, რაც თავში მომივა... შექ-
სპირი... თუნდაც, ისევე შეიძლება, როგორც სხვა ყველაფერი. ღრმა
სავარძელში მოკალათებული ადამიანი ცეცხლს მისჩერებია. მის
გონებას სადღაც, თვალშეუდგამი მწვერვალებიდან, იდეების ნაკა-
დი ეღვრება განუწყვეტლივ.

42
ზის წინ გადმოხრილი, ხელზე შუბლდაყრდნობილი, გამვლელე-
ბი გაღებულ კარს შიგნით იყურებიან - თავისთავად ცხადია, რომ ეს
ყველაფერი ზაფხულში ხდება - მაგრამ რა მოსაწყენია ეს ისტორიუ-
ლი გამონაგონი! ოდნავ ინტერესსაც არ იწვევს ჩემში. მინდა რაღაც
სასიამოვნოზე ვიფიქრო და ამ ფიქრებში უნდა აირეკლოს ჩემი ქვეც-
ნობიერი რწმენა საკუთარი თავისადმი, რადგან ასეთი ფიქრებია
ყველაზე სასიამოვნო და ისინი ხშირად ეწვევიან ხოლმე ყველაზე
მოკრძალებულ, შეუმჩნეველ ადამიანებსაც, რომელთაც გულწრფე-
ლად სჯერათ, რომ სულაც არ სიამოვნებთ საკუთარი ქების მოსმენა.
ასეთ ფიქრებში საკუთარი თავით ტკბობა აშკარად თითქოს არ იგ-
რძნობა და ამაშია მთელი მათი ხიბლი. ისინი დაახლოებით ამდაგ-
ვარია: და აი, ოთახში შევედი. ისინი ბოტანიკაზე მსჯელობდნენ. მე
ვთქვი, რომ კინგსვეიში, ნაგვის გროვაში ამოსული ყვავილი დავი-
ნახე, ზუსტად იმ ადგილას სადაც ძველი სახლი იდგა. თესლი, ვთქვი
მე, შეიძლება იქ კარლ პირველის დროს ჩააგდეს. „რომელი ყვავი-
ლები ხარობდა კარლ პირველის დროს?“ - ვიკითხე მე (მაგრამ არ
მახსოვს, რომ ეპასუხოთ). შესაძლოა, მაღალღეროიანი ყვავილები,
მეწამული ფოჩებით. და შემდეგ, რაღაც ასეთები. მთელი ამ დროის
განმავლობაში გონებაში ჩემს პორტრეტს ვქმნი, სიყვარულით, მა-
ლულად, რადგან აღტაცების აშკარა გამოხატვით, თავს გავცემ.
ვჩქარობ, და ხელს წიგნისკენ ვიწვდი, თითქოს მისგან მხარდაჭერას
ველოდე. მართლაც საოცარია, რომ ადამიანი ინსტინქტურად იცავს
თავს თაყვანისცემისგან, რომელიც მას სასაცილოს გახდის, ან ორი-
გინალთან მეტისმეტად დააშორებს და ამდენად - არადამაჯერებ-
ლად აქცევს. ან, იქნებ, ეს არც არის გასაკვირი. ამის გაგება ძალიან
მნიშვნელოვანია. დავუშვათ, სარკე ტყდება და უჩინარდება გამოსა-
ხულება და რომანტიკული ხატება უღრანი ტყის სიმწვანისა, რჩება
მხოლოდ გარსი, რომელსაც ყველა ხედავს - როგორი ჩახუთული,
43
ზედაპირული, უფერული, მოსაწყენი გახდება სამყარო! ასეთ სამყა-
როში ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა. როცა ერთმანეთს სარკე-
ში თუ ომნიბუსში ვუყურებთ, ჩვენ სარკეში ვიცქირებით. აი, აქედან
მოდის ბუნდოვანება და მინისებური ანარეკლი ჩვენს თვალებში.
მომავლის რომანისტები სულ უფრო და უფრო კარგად გააცნობიე-
რებენ ამ ანარეკლის მნიშვნელობას, რადგან ანარეკლი, რა თქმა
უნდა, მხოლოდ ერთი კი არ არის, არამედ თითქმის განუსაზღვრე-
ლი რაოდენობის. ამ სიღრმეებს გამოიკვლევენ რომანისტები მომა-
ვალში, ასეთ ფანტომებს გამოედევნებიან და სულ უფრო და უფრო
ნაკლებად აღწერენ რეალობას თავიანთ მონათხრობში - ან რატომ
უნდა აღწერო ის, რაც ისედაც ყველამ იცის. როგორც ძველი ბერ-
ძნები აკეთებდნენ, ან თუნდაც შექსპირი - მაგრამ ასეთი აბსტრაქ-
ციები სრულიად არაფრის მომცემია. სიტყვის საბრძოლო ჟღერა-
დობა საკმარისია. მის ხმობაზე გამოჩნდებიან მოწინავე საგაზეთო
სტატიები, მინისტრები - კაბინეტის წევრები. ყველაფერი ის, რაც
ბავშვობაში უმთავრესად მიგაჩნია, ყველაფრის საზომად, თვით ჭეშ-
მარიტებად, რომლისგან განშორებას ვერ შეძლებ, თუ არ გინდა,
რომ საშინელი წყევლა დაგატყდეს თავს. მაგრამ აბსტრაქციები რა-
ტომღაც ლონდონის კვირა დღეებთან გვაბრუნებენ, საკვირაო გასე-
ირნებებთან, საკვირაო საუზმეებთან და კიდევ, გარდაცვლილთა სა-
თანადოდ მოხსენიებასთან, მოდურ ტანსაცმელთან და ტრადიციებ-
თან - როგორიცაა, ვთქვათ, ჩვევა, რომ განსაზღვრულ საათამდე
ოთახში უნდა იჯდე სხვებთან ერთად, თუმცა ეს არავის ანიჭებს სი-
ამოვნებას. ყველაფერს თავისი წესი ჰქონდა. იმ დროისთვის, წესის
მიხედვით, მაგიდის გადასაფარებელი გობელენისგან კეთდებოდა,
რომელზეც პატარა, ყვითელი კვადრატები იყო ამოქარგული, იმის
მსგავსი, სამეფო დარბაზების კორიდორებში ნოხების ფოტოგრაფი-
ებზე რომ შეგიძლია ნახო. სხვანაირი გადასაფარებლები, უბრა-
44
ლოდ, ნამდვილად არ ითვლებოდა. როგორი თავზარდამცემია და
თან როგორი აღტაცების მომგვრელი, როცა უცებ აღმოაჩენ, რომ
მთელი ეს მნიშვნელოვანი რამერუმეები - კვირის საუზმეები, კვირის
გასეირნებები, ქალაქგარეთ სახლები და მაგიდის გადასაფარებლე-
ბი, არც მთლად რეალურია, სინამდვილეში ისინი ნახევრად ფანტო-
მები ყოფილა, და წყევლას, რომელიც ურწმუნოს თავს დაატყდებო-
და, სინამდვილეში დანაშაულებრივი თავისუფლების გრძნობა მოჰ-
ქონდა. საინტერესოა იმ ჭეშმარიტი ღირებულებების საზომს ახლა
რა ჩაენაცვლა? ალბათ, მამაკაცები, რადგან შენ ქალი ხარ. სამყა-
როს მამაკაცისეული ხედვა, რომელიც წარმართავს, აწესებს ყვე-
ლაფრის სტანდარტს, ამტკიცებს უიტაკერის1 იერარქიულ ცხრილს.
მართალია, ომის შემდეგ ის ნახევრად ფანტომად იქცა მრავალი ქა-
ლისა და მამაკაცისთვის და მალე, იმედია, სანაგვეზე აღმოჩნდება
ფანტომებთან, წითელი ხის ბუფეტთან, ლანდსირის2 გრავიურებ-
თან. ღმერთებთან და ეშმაკებთან, ჯოჯოხეთთან და მსგავს სხვა ხა-
რახურასთან ერთად, ჩვენ კი დაგვრჩება მათრობელა გრძნობა და-
ნაშაულებრივი თავისუფლებისა - თუკი თავისუფლება საერთოდ
არსებობს. გარკვეული განათების დროს ეს ლაქა კედელზე მოცუ-
ლობითი ჩანს. და არც მთლად წრიული ფორმისაა. დარწმუნებული
არა ვარ, მაგრამ ასე მგონია, რომ მისგან ჩრდილი ეცემა, ანუ, თუ მე
კედლის იმ ადგილზე ხელს გადავუსვამ, ვიგრძნობ თითი როგორ აი-
წევა და დაეშვება პატარა ბორცვზე, გლუვ ბორცვზე, სამხრეთ დაუნ-
სის ბორცვების მსგავსზე, რომლებიც, როგორც ამბობენ, ან სამარე-
ებია, ან ბანაკები ძველი ხალხისა. ამ ორიდან ვამჯობინებდი ისინი
სამარეები ყოფილიყო, ინგლისელთა უმეტესობას ხომ ის უფრო
მოსწონს, რაც მელანქოლიურ განწყობილებას იწვევს და როცა ბი-

1 უიტაკერი – ყოველწლიური საინფორმაციო ცნობარი.


2 ლანდსირი – ედვინ ჰენრი ( 1802-1873 წწ.) ინგლისელი მხატვარი-ანიმალისტი.
45
ლიკზე მივდივართ წყნარად ვფიქრობთ ძვლებზე, კორდის ქვეშ რომ
დევს. მათ შესახებ წიგნიც იქნება დაწერილი. ვიღაც არქეოლოგმა
ეს ძვლები ამოთხარა და მათ სახელი დაარქვა. საინტერესოა, რა
ხალხია ეს არქეოლოგები? გავბედავ და ვიტყვი, მათი უმეტესობა გა-
დამდგარი პოლკოვნიკებია. ისინი ასაკოვან მშრომელებს ბორცვის
მწვერვალისკენ მიუძღვებიან, ქვებში და მიწის ბელტებში იჩიჩქნე-
ბიან, მიმოწერას მართავენ ადგილობრივ მღვდლებთან და საკუთა-
რი მნიშვნელობის შეგრძნებით ივსებიან, როცა დილით ფოსტას
ხსნიან, ისრის თავების შედარებითი კვლევის ჩასატარებლად კი
მთელ ქვეყანაში მოგზაურობენ, ერთი ქალაქიდან მეორეში გადა-
დიან - რაც თვითონაც სიამოვნებთ და პირდაპირ მისწრებაა მათი
პატივცემული ცოლებისათვის, რომლებმაც ქლიავის ჯემი უნდა გა-
აკეთონ, კაბინეტი წესრიგში მოიყვანონ და ყოველგვარი საფუძვე-
ლი აქვთ ბანაკების, თუ სამარეების საჭირბოროტო საკითხი რაც შე-
იძლება დიდხანს განიხილებოდეს, ამასობაში კი, თვითონ პოლკოვ-
ნიკი კეთილმოსურნე ფილოსოფიური განწყობილებით, ორივე ჰი-
პოთეზის სასარგებლოდ აგროვებს მტკიცებულებებს. თუმცა, ბო-
ლოს იმ აზრისკენ იხრება, რომ უფრო ბანაკები უნდა იყოს. როცა მის
ამ აზრს სადაოდ ხდიან, პამფლეტს წერს და ადგილობრივი საზოგა-
დოების ტრადიციულ სხდომაზე აპირებს წაკითხვას. ამ დროს დამ-
ბლა ეცემა და მისი უკანასკნელი ფიქრები ცოლსა და შვილებს კი არ
დასტრიალებს, არამედ ბანაკებს და იქ ნაპოვნ ისრების თავებს,
რომლებიც ახლა ადგილობრივ მუზეუმში ინახება ჩინელი მკვლელი
ქალის ფეხთან, ერთ მუჭა ელისაბედიანურ ლურსმნებთან, ტიუდო-
რის დროინდელი თიხის მილების მთელ კოლექციასთან, ძველბერ-
ძნულ თავის ქალასა და ბოკალთან ერთად, რომლიდანაც ნელსონი
სვამდა, თუმცა უცნობია რას ამტკიცებს ისრის თავი თვით თავისი
არსებობის ფაქტით.
46
არა, არა, ვერაფერს დაამტკიცებ, ვერაფერს გაიგებ. ახლავე, აი,
თუნდაც ახლავე რომ წამოვდგე და დავრწმუნდე, ლაქა კედელზე -
რა შეიძლებოდა ყოფილიყო? - სინამდვილეში უზარმაზარი ძველი
ლურსმნის თავია. კედელში ორასი წლის წინ რომ ჩააჭედეს და აი,
ახლა მსახურების მრავალი თაობის გულმოდგინებით საღებავის
შრეებს მიღმიდან გამოაღწია და პირველად გადაავლო თვალი თა-
ნამედროვე ცხოვრებას თეთრკედლიან, ბუხრით განათებულ ოთახ-
ში - რას მომცემდა ეს? ცოდნას? საფუძველს მომავალი განსჯისათ-
ვის? ეს ხომ სკამზე მჯდარსაც ისევე შემიძლია, როგორც ფეხზე
მდგომს? და რა არის ცოდნა? ვინ არიან ჩვენი სწავლულები თუ არა
პირდაპირი შთამომავლები გრძნეულებისა და განდეგილებისა,
რომლებიც გამოქვაბულებსა თუ უღრან ტყეს აფარებდნენ თავს, ბა-
ლახებისგან წამლებს ხარშავდნენ, ეკითხებოდნენ ბიგას და ვარ-
სკვლავების ენას სწავლობდნენ. და რაც უფრო ნაკლებ პატივს მივა-
გებთ მათ, რაც უფრო მეტად ვთავისუფლდებით ცრურწმენებისგან
და მშვენიერებასა და ჯანსაღ აზრს ვცემთ პატივს... ჰო, შევეცდები
წარმოვიდგინო ნეტარი სამყარო. მშვიდი, ხალვათი, სამყარო, წი-
თელი და ლურჯი ყვავილებით გაშლილ ველებზე. სამყარო, რო-
მელშიც არ არიან პროფესორები, სპეციალისტები, მნე ქალები, პო-
ლიციელებს რომ ჰგვანან, სამყარო, რომელსაც აზრი კვეთს, რო-
გორც თევზი კვეთს წყალს ფარფლებით, წყლის შროშანების ღერო-
ებს ღრღნის, ქვირითიანი ბუდეების თავზე ირინდება გაფაციცებუ-
ლი... როგორი სიწყნარეა აქ, ქვემოთ, სამყაროს ცენტრში დავანე-
ბული, მზერა ნაცრისფერ წყლებს სჭვალავს, უცაბედად სინათლე
რომ ეცემა და აირეკლება - ოღონდ კი არა ეს უიტაკერის ალმანახი,
ოღონდ კი არა იერარქიული ცხრილები!
უნდა წამოვხტე და გავარკვიო, საიდან გაჩნდა ეს ლაქა - ლურსმა-
ნია, ვარდის ფურცელი, თუ უბრალოდ ნაპრალი ხეში. და კვლავ ბუ-
47
ნება თვითშენახვის ნაცად ხერხს მიმართავს. ასეთი განსჯები, გვაფ-
რთხილებს ის, ენერგიის უსარგებლო ხარჯვის საფრთხეს ქმნიან,
რეალობასთან კონფლიქტის საფრთხესაც კი, რადგან ვინ გაბედავს
კრინტი დაძრას უიტაკერის იერარქიული ცხრილის წინააღმდეგ?
კენტერბერნის არქიეპისკოპოსს ლორდ კანცლერი მოჰყვება,
ლორდი კანცლერს - იორკის არქიეპისკოპოსი. ყველას ვიღაც მოს-
დევს, ასეთია უიტაკერის ფილოსოფია და რა დიდებული რამ არის
იმის ცოდნა, თუ ვინ ვის მოსდევს. უიტაკერმა იცის და დაე, ბუნებამ
გირჩიოს. ეს შენ კი არ აღგაშფოთებს, გამშვიდებს. და თუ შენთვის
ამაში არაფერი დამამშვიდებელი არ არის და შენი ნეტარი სიმყუდ-
როვე აუცილებლად უნდა დაირღვიო, მაშინ კედლის ლაქაზე იფიქ-
რე. მესმის ბუნების ეს ხერხი - ის გვკარნახობს ვიმოქმედოთ, რათა
თავი დავაღწიოთ ფიქრებს, შფოთვა და ტკივილები რომ მოაქვთ.
ალბათ აქედან მოდის ჩვენი ერთგვარი ზიზღი მოქმედების ადამიან-
თა მიმართ, რომლებიც, ჩვენი აზრით, არასოდეს ფიქრობენ. და მა-
ინც, ცუდი არ იქნება, თუ უსიამო ფიქრებისგან გავთავისუფლდებით
კედლის ლაქაზე დაკვირვებით.
მართლაც, ახლა, როცა მზერა ლაქაზე მაქვს მიშტერებული, მეჩ-
ვენება, რომ გადამრჩენ ხავსს ვეჭიდები. რეალობის სასიამოვნო
შეგრძნება მიპყრობს და ორივე არქიეპისკოპოსი ლორდ კანცლერ-
თან ერთად მკრთალ ჩრდილად იქცევა. ბოლოს და ბოლოს რაღაც
სიმყარეს გრძნობ ფეხქვეშ. ასე, შუაღამის კოშმარისგან გამოღვიძე-
ბული, სინათლის ანთებას ჩქარობ და გაუნძრევლად წევხარ, წყა-
ლობად თვლი კომოდს, წყალობად თვლი ყველაფერ მყარს, რე-
ალობას, უსულო სამყაროს, რაც არის მტკიცებულება, რომ არსე-
ბობს რაღაც სხვა სამყარო, ჩვენი სამყაროსგან განსხვავებული. აი,
ამაში დარწმუნება სურს თითოეულ ჩვენგანს... ტყე - რა მშვენიერია
მასზე ფიქრი. ის ხიდან იწყება, ხეები იზრდებიან და ჩვენ არ ვიცით
48
როგორ იზრდებიან. ისინი წლიდან წლამდე იზრდებიან ისე, რომ
ჩვენ ყურადღებას არ გვაქცევენ - მინდვრებში, ტყეებში, მდინარეე-
ბის ნაპირას - ასეთ რამეებზე გსურს ფიქრი. ხეებქვეშ ძროხები კუ-
დებს იქნევენ შუადღის პაპანაქებაში. ფოთლებისგან მდინარის წყა-
ლი ისეა გამწვანებული, რომ გიკვირს რატომ არა აქვს გამწვანებუ-
ლი ფრთები ჭაობის კაკაბს, როცა ჩაყვინთვის შემდეგ ამოყვინთავს.
მსურს ვიფიქრო თევზზე, მდინარის ჩქერობში რომ თრთის ქარში
მოფრიალე დროშასავით. წყლის ხოჭოებზე, აუჩქარებლად რომ
აგებენ მდინარის პირას თავიანთ მრგვალ სამყოფებს შლამისგან.
მსურს ვიფიქრო თვით ხეზე: ჯერ მშრალი მერქნის შეხება ხელის-
გულზე, შემდეგ ქარიშხლის ღმუილი, შემდეგ ნელი, ჩამტკბარი ზუ-
ზუნი ბაზისა. მსურს ვიფიქრო ხეზე, ზამთრის ღამეებში ცარიელ ვე-
ლებზე მდგარ ხეზე, ფოთლები მოკრუნჩხვია და ყველაფერი გალიგ-
ვებულა მთვარის ქვეშ, მხოლოდ შიშველი ანძა მიწაზე, რომელიც
ირხევა, ირხევა, მთელი ღამე, განუწყვეტლივ. როგორი ხმამაღალი
და უცნაური ეჩვენება ხეს ჩიტების ჟღურტული ივნისში და როგორ
ცივად - მწერების ფეხების შეხება, როცა ისინი ჯიუტად, ჭაპანწყვე-
ტით მიიწევენ წინ ხის ქერქის კუნჭულებში ან მზეს ეფიცხებიან ხშირ,
მწვანე ფოთლებზე და პირდაპირ წინ იმზირებიან წითელი, ალმასის
წახნაგიანი თვალებით.
ერთმანეთის მიყოლებით ზამთრის სიცივის წნეხის ქვეშ ბოჭკოე-
ბი სკდებიან და უკანასკნელი ქარიშხალი დაბერავს, ხეები ეცემიან
და მაღალი ტოტები კვლავ მიწაში მიდიან ღრმად. და მაინც, სიცოც-
ხლე არ მთავრდება. ხისთვის მრავალი სხვა, ხანგრძლივი, უძილო
სიცოცხლე იწყება მთელ მსოფლიოში, საწოლ ოთახებში, გემებზე,
ტროტუარებზე, სადარბაზო ოთახებში, სადაც ჩაის შემდეგ ქალები
და კაცები საუბრობენ და ეწევიან. ხე სავსეა მშვიდი ფიქრებით, ბედ-
ნიერი ფიქრებით. მე მსურს თითოეულ მათგანს ჩავწვდე, მაგრამ
49
რაღაც მიშლის... სად ვიყავი? რა დამემართა? ხე? მდინარე? ბორ-
ცვები? უიტაკერის ალმანახი? ასფოდელის ველები? არაფერი მახ-
სოვს. ყველაფერი მოძრაობს, ეცემა, სხლტება, უკვალოდ ქრება
...მატერიის განუწყვეტელი მონაცვლეობა. ვიღაც ჩემკენ იხრება და
ამბობს: - წავალ, გაზეთს მოვიტან.
- რა?
- თუმცა, გაზეთები რატომ უნდა იკითხო... არასოდეს არაფერი
ხდება. ღმერთმა დასწყევლოს ეს ომი! ეშმაკსაც წაუღია ეს ომი! ... და
მაინც, უცნაურია, საიდან გაჩნდა კედელზე ლოკოკინა.
- აჰ, ლაქა კედელზე! ლოკოკინა არ ყოფილა?..

ახალი კაბა

მეიბლს პირველი სერიოზული ეჭვი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო,


მოსასხამის გახდისას გაუჩნდა. როცა მისის ბარნეტმა სარკე მიაწო-
და, ჯაგრისს ხელი ჩამოუსვა, და მისი ყურადღება, შესაძლოა არცთუ
ტყუილუბრალოდ, ვარცხნილობის, ტანსაცმლის, სახის წესრიგში
მოყვანის და გაუმჯობესების სხვადასხვა საშუალებებმა მიიქცია ტუ-
ალეტის მაგიდაზე, ეს ეჭვი გაუძლიერდა. რაღაც რიგზე ვერ არის,
მთლად რიგზე ვერ არის. ეჭვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა,
როცა კიბეებზე ადიოდა და სრულ რწმენაში გადაიზარდა, როცა
კლარისა დელოუეის მიესალმა, სასტუმრო ოთახის შორეულ კუთ-
ხეს ჩაუარა, სადაც სარკე ეკიდა და მასში ჩაიხედა. ასეც არის! არა-
ფერი არ არის რიგზე! და მაშინვე ტანჯვა, რომლის დამალვასაც ყო-
ველთვის ცდილობდა, ღრმა სევდა, მასში ბავშვობიდან გამჯდარი
გრძნობა რომ ის ყველაზე უარესია, ისე დაუნდობლად, უმოწყალოდ

50
ეძგერა, რომ ვეღარ გაუძლო, თუმცა სახლში, როცა ღამით გამოიღ-
ვიძებდა, უძლებდა ხოლმე ვალტერ სკოტის და ბოროუს1 კითხვით,
რადგან ოჰ, ყველა ეს კაცი და ოჰ, ყველა ეს ქალი, ყველა ფიქრობ-
და: „რა არის ეს, როგორ აცვია მეიბლს. საფრთხობელასავით გა-
მოიყურება. რა საშინელი კაბაა“ თვალებს მოწკურავდნენ ხოლმე,
როცა მისკენ მიდიოდნენ და საკმაოდ მაგრად ხუჭავდნენ, როცა ჩა-
უვლიდნენ. მაგრამ ყველაფერი ხომ თვითონ მისი ბრალი იყო, მისი
საშინელი არაადექვატურობის, სიმხდალის, სიმდაბლის. წყალნა-
რევი სისხლის, რაც მის დეპრესიას იწვევდა. და მაშინვე, სწორედ ის
ოთახი, რომელშიც მრავალი საათის განმავლობაში ეთათბირებო-
და მკერავს რა როგორ უნდა ყოფილიყო, იქცა ბინძურად, საზიზ-
ღრად, და თვით მისი სასტუმრო ოთახი უბადრუკად, როცა ის გას-
ვლისას, პატივმოყვარეობით გაბერილი, ჰოლის მაგიდაზე წერილს
შეეხო და თქვა: „რა მოსაწყენია“ რა ენით აუწერლად სულელური,
უმნიშვნელო, პროვინციული იყო ყველაფერი. ყველაფერი ნაცარ-
ტუტად იქცა, აფეთქდა, გაიფანტა, როცა ის მისის დელოუეის სას-
ტუმრო ოთახში შევიდა.
იმ საღამოს, როცა ჩაის სმისას მისის დელოუეისგან მიწვევა მი-
იღო, მაშინვე გადაწყვიტა, რა თქმა უნდა, მოდას არ გამოვედევნე-
ბიო. თავის მოჩვენებაც კი სისულელე იქნებოდა. მოდა - ეს ხაზია,
სტილია, სულ ცოტა ოცდაათი გინეაა - მაგრამ რატომ არ უნდა გა-
მოიყურებოდე ორიგინალურად? რატომ არ უნდა გქონდეს საკუთა-
რი სტილი? და როცა მაგიდიდან წამოდგა, მოდის ძველი ჟურნალი
აიღო, დედისეული, იმპერიისდროინდელი პარიზის მოდის ჟურნა-
ლი. გაიფიქრა, რამდენად უფრო ლამაზები, ღირსეულები, ქალურე-

1ჯორჯ ბოროუ (1803-1881 წწ.) – ინგლისელი მწერალი, გასართობი რომანების


ავტორი.

51
ბი იყვნენ ისინი მაშინო და განიზრახა, - ღმერთო, რა სულელია -
ეცადა მათნაირი გამხდარიყო. საკუთარ თავზე შეიქმნა წარმოდგე-
ნა, რომ მორიდებული, ძველმოდური, ძალიან მომხიბვლელია და,
პირდაპირ რომ ითქვას, ნარცისად იქცა, რისთვისაც სასჯელს იმსა-
ხურებდა და აი, ამიტომაც ასე მოირთო და მოიკაზმა.
მაგრამ სარკეში ჩახედვას ვერ ბედავდა. არ შეეძლო ამ კოშმა-
რისთვის ეცქირა - ღია ყვითელი, იდიოტურად ძველმოდური აბრე-
შუმის კაბა, გრძელი ქვედაწელითა და მაღალი სახელოებით და
კორსაჟით და ყველა იმ რაღაცებით, რაც ასე მომხიბვლელად გა-
მოიყურებოდა ჟურნალში, მაგრამ არა მის ტანზე, არა აქ, ამ ჩვე-
ულებრივად ჩაცმულ ქალებს შორის. ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს მკერავის მანეკენი ყოფილიყოს. ისღა აკლდა ქინძისთავი
ჩაერჭოთ მასში.
- აჰ, ჩემო ძვირფასო, რა საოცრად მომხიბლავია! - თქვა როზა
შოუმ, როცა ის თავიდან ფეხებამდე აათვალ-ჩაათვალიერა. რა
თქმა უნდა, ტუჩებზე სარკასტული ღიმილით. თვითონ როზა კი, ბუ-
ნებრივია, მოდის უკანასკნელი სიტყვის მიხედვით იყო ჩაცმული,
სწორედ ისე, როგორც ყველა დანარჩენი. ჩვენ, ყველანი ბუზებს ვგა-
ვართ, ლამბაქიდან ამოძვრომას რომ ლამობენ, - გაიფიქრა მეიბ-
ლმა და გაიმეორა ეს ფრაზა - ასე იწერენ პირჯვარს, ასე შეულოცა-
ვენ, რომ დააცხრონ ტკივილი, რომ ტანჯვა ასატანი გახადონ. ციტა-
ტები შექსპირიდან, სტრიქონები ოდესღაც წაკითხული წიგნებიდან
მოულოდნელად ამოუტივტიდებოდა ხოლმე, როცა იტანჯებოდა და
მათ კვლავ და კვლავ იმეორებდა. „ბუზები, ლამბაქიდან ამოძვრო-
მას რომ ლამობენ“ - კიდევ ერთხელ გაიმეორა. თუკი ამის თქმას
საკმარისად ხშირად შეძლებდა და თავს აიძულებდა ბუზებისთვის
ეყურებინა, მაშინ ის მუნჯად, უტყვად, იქცეოდა, გაითოშებოდა, გა-
ფიჩხდებოდა. აი, ბუზები ნელა მოცოცავენ რძიანი ლამბაქიდან, პა-
52
ტარა ფრთები ერთმანეთს მიჰკვრიათ, და ის ცდილობდა, ცდილობ-
და (სარკესთან მდგარი როზა შოუს უსმენდა) როზა შოუ და ყველა
დანარჩენებიც ბუზებად წარმოედგინა, იმ ბუზებად, რაღაციდან
ამოძვრომას რომ ლამობენ, არა, რაღაცაში რომ მიძვრებიან, საცო-
დავ, უბადრუკ ბუზებად. მაგრამ არაფერი გამოსდიოდა - ამის წარ-
მოდგენას ვერ ახერხებდა. თვით საკუთარ თავს ხედავდა ბუზად -
თვითონ იყო ბუზი, სხვები კი ჭრიჭინობელები, პეპლები, მშვენიერი
მწერები იყვნენ, ცეკვავდნენ, დაფარფატებდნენ, დაქროდნენ, ის კი
ეული, მარტოხელა, მოუქნელად მოცოცავდა ლამბაქიდან (შური და
ღვარძლი, ყველაზე უარესები ნაკლთა შორის, აი, მისი მთავარი
ნაკლი).
- მე გაქუცული, საცოდავი, გათხვრილი ბებერი ბუზივით ვარ -
თქვა მან, აიძულა რა ამ საწყალი, უძალო ფრაზით რობერტ ჰეიდნი
შეჩერებულიყო და ეს იმისთვის, რომ ეჩვენებინა თავისი თვითმყო-
ფადობა, გონიერება, უშუალობა. და რობერტ ჰეიდნმაც, რა თქმა უნ-
და, ძალიან თავაზიანად უპასუხა, ძალიან არაგულწრფელად - ეს
ქალმა მაშინვე დაიჭირა და როგორც კი კაცი გავიდა, საკუთარ თავს
უთხრა (ასევე ციტატით, რომელიღაც წიგნიდან) „ის ცრუობს, ცრუ-
ობს, ცრუობს“1, რადგან წვეულება ყველაფერს გაცილებით უფრო
რეალურს ხდის ან გაცილებით არარეალურს - ფიქრობდა ის. წამიე-
რად რობერტ ჰეიდნის სულის კუნჭულებს ჩასწვდა, სულ ბოლომდე.
მან მთელი სიმართლე დაინახა. აი, ისიც, სიმართლე - ეს სასტუმრო
ოთახი, თვითონ ის, მისი ნამდვილი არსი და მეორე მეიბლი - ყალბი.
მისს მილანის პატარა ოთახი მართლა საშინლად ცხელი, ჩახუთუ-
ლი ბინძური იყო. ტანსაცმელებისა და კომბოსტოს სუნი იდგა. და მა-
ინც, როცა მისს მილანმა ხელში სარკე ჩაუდო და მან თავისი თავი

1 შექსპირი. რიჩარდ მეორე. მოქმედება მეოთხე. სცენა პირველი.

53
უკვე მზა კაბაში შეათვალიერა, გული საოცარი ნეტარებით აევსო.
სინათლით გაცისკროვნებული, სამყაროს ხელახლა მოევლინა.
საზრუნავებისა და ნაოჭებისაგან თავდაღწეული, სწორედ ისეთად
იქცა, როგორზეც ოცნებობდა ყოფილიყო - მშვენიერ ქალად. წამიე-
რად (მეტხანს ვერ გაბედა ეცქირა - მისს მილანს მისი კაბის სიგრძის
ზომა აინტერესებდა) მოჩუქურთმებული წითელი ხის ჩარჩოს შიგნი-
დან მას ღია ნაცრისფერმა, იდუმალად მომღიმარმა მშვენიერმა
ქმნილებამ გამოხედა - თვით მისი არსი, სული, და არა მხოლოდ პა-
ტივმოყვარეობის, არა მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულის გა-
მო ჩათვალა მან ის მშვენიერ, ნაზ, ნამდვილ არსებად. მისს მილანის
ხმა გაიგონა, მეტი დაგრძელება აღარ უნდაო. თუ მაინცდამაინცო,
აგრძელებდა შუბლშეჭმუხვნილი მისს მილანი და თავს ძალას ატან-
და რაიმე მოეფიქრებინა, ისევ ცოტა სიგრძეში მოკლება აჯობებსო.
და უცებ მეიბლი მიხვდა, უდავოდ, ეჭვმიუტანლად, რომ მისს მილა-
ნი უყვარდა, უყვარდა ბევრად, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ვინმე
მთელ სამყაროში და კინაღამ ტირილი დაიწყო, როცა ქალი მის ფე-
ხებთან მხოხავი დაინახა, პირში რამდენიმე ქინძისთავით, სახეა-
წითლებული და თვალებგადმოკარკლული - ლამის ტირილი დაიწ-
ყო, იმის გამო, რომ ერთ ადამიანს შეუძლია ეს მეორესთვის გააკე-
თოს და მან უცებ ყველა ისინი დაინახა, როგორც უბრალოდ ადამია-
ნები, საკუთარი თავი წვეულებაზე მიმავალი და მისს მილანი კი ია-
დონს გალიის კარს უკეტავს ხელსახოცით, ან კანაფის თესლს აძ-
ლევს ასაკენკად პირდაპირ თავისი ტუჩებიდან და ადამიანური ბუნე-
ბის ამ მხარეზე ფიქრმა, ფიქრმა იმის შესახებ, როგორი მომთმენი
და ამტანია ადამიანი და როგორი უბადრუკი, მწირი, ბინძური, პატა-
რა სიამოვნებებით შეუძლია დაკმაყოფილდეს, თვალები ცრემლე-
ბით აუვსო.
და აი, ყველაფერი გაქრა.
54
კაბა, ოთახი, სიყვარული, შეცოდება, მოჩუქურთმებულჩარჩოი-
ანი სარკე, იადონი გალიაში - ყველაფერი გაქრა და ის მისის დე-
ლოუეის სასტუმრო ოთახში იჯდა რეალობას დაბრუნებული და სა-
შინლად იტანჯებოდა. მაგრამ, როგორი გულნამცეცობაა, გონებრი-
ვი სიდუხჭირეა, უმნიშვნელოა ეს ყველაფერი, თანაც მის ასაკში,
ორბავშვიანი ქალისთვის, ასე დამოკიდებული იყო სხვების აზრზე
და არ გქონდეს საკუთარი პრინციპები და მრწამსი, არ შეგეძლოს
თქმა ისე, როგორც სხვა ადამიანებმა შეძლეს: „ხომ არის შექსპირი!
არის სიკვდილი! ჩვენ ხომ უბადრუკი მღილები ვართ მხოლოდ“, თუ
როგორც იყო ის, რაც თქვეს.
სარკეში თავის თავს თვალი გაუსწორა. მარცხენა მხარზე კაბას
თითებით ოდნავ შეეხო და სასტუმრო ოთახში შევიდა, სადაც მის
ყვითელ კაბას ყველა მხრიდან თითქოს შუბებს სტყორცნიდნენ. მაგ-
რამ, მრისხანე და ტრაგიკული გამომეტყველების ნაცვლად, რო-
გორსაც როზა შოუ მიიღებდა - როზას ხომ საერთოდ ბოადიცეას1 გა-
მომეტყველება ექნებოდა - მას სახეზე სისულელე და გაუბედაობა
ეწერა. მოსწავლე გოგონასავით გაიარა ოთახში, წელში მოხრილ-
მა, ლამის ხოხვით, ნაცემი ძაღლივით და ნახატს მიაშტერდა, გრა-
ვიურას, თითქოსდა წვეულებებზე ნახატების დასათვალიერებლად
დადიან. ყველა მიხვდა რატომ გააკეთა ეს - უნდოდა დაეფარა სირ-
ცხვილი, დაეფარა დამცირების გრძნობა. „აი, ბუზი ლამბაქზე - უთ-
ხრა საკუთარ თავს - ზუსტად შუაში და ამოძვრომა არ შეუძლია, და
რძემ, ფიქრობდა ის ნახატზე მზერაგაშტერებული - ფრთები გაუწე-
ბა.“ - ძალიან ძველმოდურია - უთხრა ჩარლზ ბერტს, აიძულა რა შე-
ჩერებულიყო (რითაც ძალიან აღაშფოთა) ვიღაცასთან სალაპარა-
კოდ მიმავალი.

1 ბოადიცეა – ძველი ბრიტანელების დედოფალი, რომელიც სათავეში ედგა


აჯანყებას რომაელთა წინააღმდეგ.
55
ძველმოდურში გულისხმობდა, ან ცდილობდა საკუთარი თავი
დაერწმუნებინა, რომ გულისხმობდა ნახატს და არა თავის კაბას. და
ერთ საქებარ სიტყვას, ჩარლზის ერთ მეგობრულ სიტყვას, შეეძლო
ყველაფერი შეეცვალა. რომ ეთქვა, მაგალითად, „რა მომხიბლავად
გამოიყურებით ამ საღამოს, მეიბლ“ მთელი მისი ცხოვრება შეიც-
ვლებოდა. მაგრამ მაშინ თვითონ ისიც ალალი და პირდაპირი უნდა
ყოფილიყო. ჩარლზმა, რა თქმა უნდა, არაფერი ამის მსგავსი არ უთ-
ხრა. თვით ღვარძლიანობის განსახიერებაა. მის თვალს არაფერი
გამოეპარება, ყველაფერს ამჩნევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა
უბადრუკად, არარაობად გრძნობ თავს. - მეიბლს ახალი კაბა აცვია,
- თქვა მან და საცოდავი ბუზი ლამბაქის შუა ნაწილს მიაწყდა. იმასაც
კი ფიქრობდა, რომ ჩარლზს სურდა ის დამხრჩვალიყო. უგულო ადა-
მიანია, მასში სიკეთე არ დევს. ზედაპირულად თუ გემეგობრება მხო-
ლოდ. მისს მილანი ბევრად უფრო გულწრფელი და კეთილია. საჭი-
როა ეს ერთხელ და სამუდამოდ ჩაიჭედოს თავში. „რატომ“ - ეკით-
ხებოდა საკუთარ თავს, როცა ჩარლზს მეტისმეტად მკვეთრად უპა-
სუხა და დაანახა, რომ ხასიათზე ვერ იყო, ანუ ჩარლზის თქმით, „გა-
ღიზიანებული“ იყო, („ძალიან გაღიზიანებული“? იკითხა ჩარლზმა
და გასცილდა, რომ სხვა ქალთან გაეშაყირებინა) რატომ, ეკითხე-
ბოდა საკუთარ თავს, არ შემიძლია ყოველთვის ერთნაირად ვიფიქ-
რო, ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვრო, რომ მისს მილანია
მართალი და არა ჩარლზი, მახსოვდეს იადონი და, სიბრალული და
სიყვარული, და საშინლად არ ვიტანჯებოდე ხალხით სავსე სასტუმ-
რო ოთახში შესვლისას? ეს მისი საშინელი, სუსტი, მერყევი ხასია-
თის ბრალია, გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის რომ უკან იხევს და
არ შეუძლია სერიოზულად დაინტერესდეს კონჰიოლოგიით, ეტიმო-
ლოგიით, ბოტანიკით, არქეოლოგიით, კარტოფილის დაჭრით და

56
მის მსხმოიარობაზე დაკვირვებით, როგორც მაგალითად მერი დე-
ნისი ან ვაიოლეტ სერლი.
მაგრამ ამ დროს დაინახა რა მარტო მდგარი, მას მარცხენა
ფლანგიდან მისის ჰოლმანი დაესხა თავს. რა თქმა უნდა, ისეთი
წვრილმანები, როგორიცაა კაბა, არ ღირდა მისის ჰოლმანის ყუ-
რადღებად, რომლის ოჯახშიც ყოველთვის ვიღაც ვარდებოდა კიბი-
დან ან ვინმეს ქუნთრუშა სჭირდა. მეიბლს ხომ არ შეუძლია უთხრას
აგვისტო-სექტემბერში თელებს აქირავებენ თუ არა? ოჰ, ეს საუბარი
მისთვის საშინლად მომაბეზრებელი იყო! პირდაპირ აცოფებდა,
როცა სახლის აგენტივით ან შიკრიკი ბიჭივით ექცეოდნენ! ესე იგი,
შენ ბევრად არაფრად ღირხარ, ფიქრობდა ის, ცდილობდა რაღაც
არსებითს, მნიშვნელოვანს ჩასჭიდებოდა და თან აზრიანი პასუხები
გაეცა სააბაზანოს, სამხრეთისკენ ხედის თუ ცხელი წყლის შესახებ,
და მთელი ამ დროის განმავლობაში მისი ყვითელი კაბის ნაკვეთი
კრთებოდა მრგვალ სარკეში, რომელიც ყველაფერს გამაშის ღილე-
ბად და თავკომბალებად აქცევდა და საოცარი იყო, რომ ასეთი უფ-
სკრული დამცირებისა, ტანჯვისა, თვითსიძულვილისა, დაძაბული
მცდელობისა, ძლიერი გრძნობების აღმასვლისა და დაღმასვლისა,
რაღაც სამპენსიანის ზომის ნივთში იყო დატეული. და, რაც კიდევ
უფრო გასაკვირია, რომ ეს რაღაც, ეს მეიბლ უერინგი, იყო იზოლი-
რებული, მთლიანად საკუთარ თავში ჩაკარგული და თუმცა მისის
ჰოლმანი (შავი ღილი) მისკენ დაიხარა და ეუბნებოდა როგორ გა-
დაიღალა მისმა ვაჟიშვილმა გული ზედმეტი სირბილით, ის მასაც
სრულიად მოწყვეტილად, განცალკევებულად ხედავდა სარკეში და
სრულიად შეუძლებელი ჩანდა, რომ შავ ლაქას, წინ გადახრილს, ხე-
ლებით მოლაპარაკეს, განმარტოებული, თვითჩაღრმავებული ყვი-
თელი ლაქისთვის თავისი აზრები და გრძნობები მიეწვდინა, თუმცა
ორივე თავს ასე აჩვენებდა.
57
- ჰო, ბიჭებს ხომ ერთ ადგილზე ვერ გააჩერებ - რაღაც ხომ უნდა
ეთქვა. და მისის ჰოლმანმა, რომელიც ჩვეულებრივ თანაგრძნობას
არ იწვევდა და ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდა ხარბად წა-
ატანდა ხელს, თითქოსდა რაღაც განსაკუთრებული უფლება ჰქონ-
და (მაგრამ ის მეტსაც იმსახურებდა - მას ხომ პატარა გოგონა ჰყავ-
და, ამ დილით გასიებული მუხლით რომ გამოცხადდა საუზმეზე) ამ
უბადრუკი გასაკითხის მიღებაზეც არ თქვა უარი, ეჭვით, უხალისოდ
დახედა მას, თითქოს ფუნტის ნაცვლად ნახევარპენსიანი შეაჩეჩე-
სო, მაგრამ მაშინვე საფულეში გადაუძახა - იძულებული იყო შერი-
გებოდა თუნდაც ასეთ მცირედს, რამეთუ ძნელი დროება იდგა, ძა-
ლიან ძნელი დროება - და თავმოყვარეობაშელახულმა მისის ჰოლ-
მანმა თავისი განაგრძო - ჭრიალით, მძიმედ - გოგონას გასიებული
მუხლის შესახებ. აჰ, ეს ხომ ტრაგედიაა, თუკი ადამიანი ასე დრტვი-
ნავს, ასეთ ხმაურს ტეხს, - ფრთებს ატყლაშუნებს როგორც ჩვამა და
მოთქვამს, თანაგრძნობას ითხოვს, - ჰო, ტრაგედიაა, თუკი მართლა
იგრძნობ ამას და არა თავს მოაჩვენებ, თითქოს იგრძენი.
მაგრამ თავის ყვითელ კაბაში ამ საღამოს არ შეეძლო თუნდაც
კიდევ ერთი წვეთი გამოეწურა მისგან. თვითონ სჭირდებოდა ახლა
რაც შეიძლება მეტი თანაგრძნობა. მან იცოდა (სარკეში ყურებას გა-
ნაგრძობდა, ყველას დასანახად ლურჯ, საშინლად გამჭვირვალე გუ-
ბურაში იძირებოდა) რომ მისი საქმე წასულია, რომ ჭაობშია ჩაფ-
ლული, სუსტი, მერყევი არსება - და ეჩვენებოდა, რომ ყვითელი კაბა
სასჯელია, რომელიც დაიმსახურა. და როზა შოუსავითაც რომ იყოს
ჩაცმული, ლამაზ, კარგად მომდგარ მწვანეში გედისბუმბულიანი
მოსართავებით, ესეც დამსახურებისამებრ იქნებოდა და ფიქრობდა,
რომ მისთვის გამოსავალი არ არსებობდა, საერთოდ არანაირი გა-
მოსავალი. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ეს მისი ბრალი სულაც არ
იყო. ოჯახი ათი სულისგან შედგებოდა და ფული არასოდეს ჰყოფნი-
58
დათ. სულ მომჭირნე ცხოვრება უწევდათ. დედა დიდ ბიდონებს და-
ათრევდა და ლინოლეუმი კიბეზე იცრიცებოდა, ერთ პატარა, უბად-
რუკ ოჯახურ ტრაგედიას მეორე ცვლიდა - არაფერი კატასტროფუ-
ლი. ცხვრის ფერმა გაკოტრდა, მაგრამ მთლიანად არა. უფროსი ძმა
შეუფერებელ ქალზე დაქორწინდა, მაგრამ არც მაინცდამაინც - არა-
ფერი რომანტიკული, გამორჩეული, განსაკუთრებული. ისინი რეს-
პექტაბელურად მიმოიფანტნენ ზღვის სანაპიროს კურორტებზე და
ახლაც მას თითო დეიდა ჰყავდა ყველა პლიაჟის ახლომახლოს,
მშვიდად მძინარე, არა უშუალოდ ზღვაზე გამავალ დაქირავებულ
ოთახებში. ეს ხომ მათთვის დამახასიათებელია - ყველაფერს ყო-
ველთვის ალმაცერად უყურონ. და თვით ის? თვითონაც დეიდების
მსგავსი იყო. ოცნებობდა ეცხოვრა ინდოეთში, გაჰყოლოდა ვინმე
სერ ჰენრი ლოურენსს1, გმირს, ბრიტანული იმპერიის მშენებელს
(ახლაც გული აუფანცქალდებოდა ხოლმე, როცა დოლბანდიან ინ-
დიელს დაინახავდა), მაგრამ ყველაფერი ჩაუფლავდა. ჰიუბერტზე
დაქორწინდა, რომელსაც მყარი, მოკრძალებული ადგილი ეჭირა
სასამართლოში და თავი როგორღაც გააქვთ პატარა სახლში, შესა-
ფერისი მოსამსახურეების გარეშე - ბოსტნეულის რაგუთი, როცა ის
მარტოა და ხანდახან მხოლოდ კარაქიანი პურით. მაგრამ დროდად-
რო - მისის ჰოლმანი შორდებოდა, როგორც ჩანს ის ყველაზე
მშრალ, უღიმღამო ადამიანად ჩათვალა, რომელიც კი ოდესმე შეხ-
ვედრია, სულელურად ჩაცმულად ამასთან ერთად და ყველას მოუყ-
ვებოდა, რომ მეიბლი წვეულებაზე საფრთხობელასავით ჩაცმული
გამოცხადდა - დროდადრო, ფიქრობდა მეიბლ უერინგი, მარტო
დარჩენილი ცისფერ დივანზე, ბალიშს წიწკნიდა რომ რაღაცით და-
კავებული გამოჩენილიყო, არ უნდოდა მისულიყო ჩარლზ ბერტთან

1ლოურენსი სერ ჰენრი, მონტგომერი – ინგლისელი გენერალი (1806-1851 წწ.)


მოკლეს ინდიელთა აჯანყების ჩახშობისას.
59
და როზა შოუსთან, კაჭკაჭებივით რომ აჭარტალებდნენ ენას ბუხარ-
თან და, ალბათ, მასზე იცინოდნენ. - დროდადრო საოცარი გაელვე-
ბებიც იყო, ამასწინათ მაგალითად, როცა ლოგინში კითხულობდა,
ანდა მაშინ, ზღვაზე, მზის პლიაჟზე, აღდგომას - აბა, კარგად გაიხსე-
ნოს - დიდი კონა ნაპირის უფერული ბალახებისა შუბებივით ემიზნე-
ბოდა ცას, რომელიც ლურჯი იყო ერთტიპობრივი ფაიფურივით, ისე-
თი გლუვი და მაგარი, და შემდეგ ტალღების მელოდია - „ჩუ, ჩუ“ -
ამბობდნენ ისინი და ბავშვების ხმების ჭყუმპალი - მართლაც რომ
ღვთაებრივი გაელვება იყო - იწვა, და ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს ხელისგულზე ეწვა ქალღმერთს, რომელიც მთელი სამყა-
რო იყო - სასტიკი, მაგრამ ძალიან ლამაზი ქალღმერთი. ტარიგი, სა-
კურთხეველზე მიტანილი (რა სისულელეები აღარ მოსდის თავში,
მაგრამ არაფერია, ოღონდ კი ხმამაღლა არ თქვას) და ასევე ჰუბერ-
ტთანაც, ხანდახან, სრულიად მოულოდნელად - მაგალითად მაშინ,
როცა კვირის საუზმისთვის ცხვრის ხორცს ჭრიდა, სრულიად უმიზე-
ზოდ, როცა წერილს ხსნიდა ოთახში შესვლისას - ღვთაებრივი გა-
ელვებები - და ის საკუთარ თავს ეუბნებოდა (სხვას ხომ ასეთ რამეს
ვერ ეტყვი) „აი, ის! ის მოხდა! აი, ის!“ და რაც საინტერესოა - ხანდა-
ხან ყველაფერი ისე აეწყობა: მუსიკა, ამინდი, არდადეგები, თით-
ქოსდა ყველაფერია, რომ იხალისო - და... საერთოდ არაფერი ხდე-
ბა. თავს ბედნიერად არ გრძნობ. მხოლოდ მოწყენილობა, სიცარიე-
ლე და მეტი არაფერი.
რა თქმა უნდა, ესეც მისი უვარგისობის გამო. ავი, სუსტი, ბოლომ-
დე ვერშემდგარი დედა და უნებისყოფო ცოლი, და უღიმღამო, უინ-
ტერესო ცხოვრება. არაფრისკენ ისწრაფვის, არაფრითაა გამორჩე-
ული, რომ ყურადღება მიიქციოს და ასეთივეა ყველა მისი და და ძმა
- გარდა შესაძლოა ჰერბერტისა, ყველა ერთნაირად უმაქნისი არსე-
ბაა. და უცებ ამ ორომტრიალში ის ტალღას სულ ზემოდან მოექცა.
60
უბადრუკი ბუზი - მაინც სად წაიკითხა ის მოთხრობა, რომელსაც გო-
ნებიდან ვერ იშორებს? ლამბაქიდან ამოცოცება. ჰო, არსებობს ასე-
თი წამები, მაგრამ ახლა, როცა ის ორმოცისაა, ისინი სულ უფრო და
უფრო გაიშვიათდება. თანდათან შეწყვეტს გაბრძოლებას. მაგრამ
ეს ხომ აუტანელია! სირცხვილის გრძნობა ეუფლებოდა ამაზე ფიქ-
რისას.
ხვალვე ლონდონის ბიბლიოთეკაში გაემგზავრება. მშვენიერ, სუ-
ლის დამამშვიდებელ, საოცარ წიგნს იპოვის იქ სრულიად შემთხვე-
ვით, მღვდლის წიგნს, ამერიკელის, რომლის შესახებ არავინ არა-
ფერი არ იცის, ან სტრენდს დაუყვება და შემთხვევით აღმოჩნდება
დარბაზში, სადაც მაღაროელი მაღაროში ცხოვრების შესახებ ყვება
და უცებ სხვა ადამიანად იქცევა. მთლიანად გარდაიქმნება, ფორ-
მით ივლის, „დაო ვიღაც“ დაერქმევა, აღარასოდეს იფიქრებს ტან-
საცმელზე, და ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრებს ჩარლზ ბერ-
ტსა და მისს მილანს, ამ ოთახსა და იმ ოთახს, და ყოველთვის, ყო-
ველდღიურად ყველაფერი ისე იქნება, როგორც მაშინ, როცა მზეზე
იწვა, ან ცხვრის ხორცს ჭრიდა. ასე იქნება! ცისფერი დივნიდან წა-
მოდგა და ყვითელი ღილიც, სარკეში, წამოდგა და ჩარლზს და რო-
ზას ხელი დაუქნია, რათა ეჩვენებინა, რომ საერთოდ არ სჭირდებო-
და ისინი და ყვითელი ღილი სარკეს მოშორდა, და ყველა შუბი მა-
შინვე გულში ჩაეცა, როცა ის მისის დელოუეისთან მივიდა და უთ-
ხრა: „ღამე მშვიდობისა“.
- მაგრამ ჯერ ხომ ადრეა, - თქვა მისის დელოუეიმ, რომელიც,
როგორც ყოველთვის მომხიბლავი იყო.
- დროა, უკვე, - თქვა მეიბლ უერინგმა, - მაგრამ, - დასძინა მან
თავისი სუსტი, არადამაჯერებელი ხმით, მხოლოდ სასაცილოდ რომ
ისმოდა, როცა ცდილობდა მისთვის მეტი სიმტკიცე შეემატებინა. -

61
არაჩვეულებრივად გავატარე დრო. - არაჩვეულებრივად გავატარე
დრო, - უთხრა მისტერ დელოუეის, რომელსაც კიბეზე შეხვდა.
„ცრუობს, ცრუობს, ცრუობს,“ ეუბნებოდა თავის თავს კიბეებზე
ჩასვლისას „და სწორედ ლამბაქის შუაში“ ეუბნებოდა თავის თავს,
როცა მისის ბარნეტს, რომელიც ჩაცმაში ეხმარებოდა, მადლობას
უხდიდა და იფუთნებოდა, იფუთნებოდა, იფუთნებოდა ჩინურ მოსას-
ხამში, აგერ ოცი წელი რომ იქნებოდა, რაც ეცვა.

ნადიმი

ქალი შემოვიდა, თაროზე ჩემოდანი შემოდო, ზედ წყვილი ხოხო-


ბი დაადო და კუთხეში დაჯდა. მატარებელი ქვეყნის ცენტრალურ ნა-
წილში მირახრახებდა და ნისლმა, რომელიც მასთან ერთად შეიჭრა
როცა კარი გააღო, თითქოსდა გაადიდა ვაგონი და ოთხი მგზავრი
შორს გაფანტა კუთხეებში. ცხადი იყო, რომ მ.მ.-მ - ეს ინიციალები
იყო ჩემოდანზე მიკრული - უიკენდი მონადირეებთან ერთად გაატა-
რა. ცხადი იმიტომ იყო, რომ ახლა ის, საჯდომის ზურგზე გადაწოლი-
ლი, თავის ამბებს ყვებოდა. თვალები დახუჭული არ ჰქონდა, მაგ-
რამ აშკარად ჩანდა, რომ ვერც მის პირდაპირ მჯდომ ბატონს ხედავ-
და და ვერც იორკის ტაძრის ფერად ფოტოს. და ალბათ, მიმწყდარი
ხმები ისევ ჩაესმოდა, რადგან თავის წინ მზერაგაშტერებული ტუ-
ჩებს ამოძრავებდა და დროდადრო იღიმებოდა. სასიამოვნო გარეგ-
ნობის ქალი იყო. ბუთხუზა ვარდი, მოწითალო მიხაკისფერი ვაშლი,
აღაჟღაჟებული, მაგრამ კისერზე ნაიარევით, რომელიც იწელებო-
და, როცა იცინოდა. მისი მონათხრობის მიხედვით, უიკენდი მონა-
დირეებთან გაეტარებინა სტუმრად, მაგრამ ჩაცმული ძველმოდუ-
რად იყო, ისე, როგორც ქალები დიდი ხნის წინანდელი სპორტული

62
გაზეთების სურათებში - არც მთლად წვეულებაზე მიწვეულს ჰგავდა
და არც მთლად მოახლეს. ხელში კალათი რომ სჭეროდა, შეიძლება
იმ ქალად მიგეღო, რომელიც ფოქსტერიერების ჯიშის მოშენებითაა
დაკავებული, სიამის კატის დიასახლისად, ცხენებთან და ძაღლებ-
თან დაკავშირებულ ადამიანად. მაგრამ ჩემოდნისა და ხოხბების
გარდა თან არაფერი ჰქონდა. ამდენად, ეტყობა ჯახირით, როგორ-
ღაც შემოაღწია ოთახში, ვაგონის დეკორაციების, მელოტი ბატო-
ნის, იორკის ფერადი ტაძრის სურათის მიღმიდან რომ ათვალიერებ-
და ახლა და ეტყობა უსმენდა რას ლაპარაკობდნენ, იმიტომ, რომ
უცებ, თითქოს ვიღაცის იმიტაციას აკეთებსო, ყელში რაღაც გაატკა-
ცუნა „კხ“ და შემდეგ გაიცინა. - კხ, - თქვა მისს ანტონიამ და ცხვირზე
სათვალე შეისწორა. გალერეის მაღალი ფანჯრების მიღმა სველი
ფოთლები მოფარფატებდნენ. რამდენიმე, თევზის ფორმის, მინას
მიეწება და მასზე დარჩა ყავისფერი ხის მოზაიკასავით. შემდეგ პარ-
კის ხეები ათრთოლდნენ და ამ თრთოლვას მოფარფატე ფოთლები
თითქოს ხილულს ხდიდნენ - სველ, ყავისფერ თრთოლვას.
- კხ, - კვლავ გაატკაცუნა ანტონიამ და თხელ, თეთრ რაღაცას,
ხელში რომ ეჭირა, მოწიწკნა, ისე, როგორც ქათამი მოწიწკნის
სწრაფად და ნერვიულად თეთრი პურის ნაჭერს. ქარი ოხრავდა.
ოთახში ორპირი ქარი ქროდა. კარები კარგად არ იხურებოდა, არც
ფანჯრები. დროდადრო რაღაც შეირხეოდა ნოხის ქვეშ, თითქოს
ხვლიკმა გაირბინაო. ნოხზე, იქ, სადაც მზე ხვდებოდა, მწვანე და
ყვითელი პანელები ისახებოდა, შემდეგ მზე გადაადგილდა, თით-
ქოსდა დასცინისო ნოხში ხვრელზე თითით მიანიშნა და კვლავ გა-
ჩერდა. შემდეგ ზევით აიწია მზის სუსტი, მაგრამ მიუკერძოებელი
თითი და ბუხრის თავზე - მკრთალად განათებულ ადგილას - ფარი,
დაკიდებული მტევნები, სირინოზი და შუბი - გერბი - გამოკვეთა.
მისს ანტონიამ ზემოთ აიხედა, როცა სინათლემ მოიმატა. ისინი
63
უზარმაზარ მამულებს ფლობდნენ, როგორც ამბობდნენ, - წინაპრე-
ბი, მისი პაპისპაპები. რაშლები. იქ, ამაზონთან. მეზღვაურები. პირა-
ტები. ზურმუხტების ტომრები. კუნძულებზე დასურსულებდნენ, ტყვე-
ებს იყვანდნენ. ქალიშვილებს. ხედავ, მთლად ქერცლებითაა დაფა-
რული კუდიდან წელამდე. მისს ანტონიას ჩაეცინა, მზის თითი ქვე-
მოთ დაიწია და მან თვალი გააყოლა. ახლა ვერცხლის ჩარჩოზე შე-
ჩერდა. ეს ფოტო იყო - კვერცხის ფორმის მელოტი თავი, ულვაშებ-
სქვემოდან გამოჩრილი ტუჩებით - და ქვემოთ წარწერით - „ედუარ-
დი“ - ხვეულა ასოებით.
- მეფეს, - წაიბუტბუტა მისს ანტონიამ და თეთრი მარმაში მუხლებ-
ზე გადააბრუნა, - ლურჯ ოთახში ეძინა, დასძინა და თავი შეაბრუნა -
მზერა გაფერმკრთალებულ სინათლეს გააყოლა.
მეფის ხეივანში ხოხბებს თოფების ლულების წინ აფრენდნენ.
ისინი მძიმე რაკეტასავით ამოიტყორცნებოდნენ ბუჩქნარიდან მო-
წითალო-მეწამული რაკეტებივით და თოფებს რიგრიგობით გაჰ-
ქონდათ ჭახანი, მხიარულად, ყურთასმენის წამღებად, თითქოს
ძაღლების ხროვა ერთად აყეფდაო. თეთრი კვამლის ბულულები წა-
მიერად ყოვნდებოდნენ ჰაერში, შემდეგ ნაზად იშლებოდნენ, იცრი-
ცებოდნენ, ქრებოდნენ. ტყიან ფერდობში ღრმად შეჭრილ გზაზე უკ-
ვე იდგა ურემი, რბილი, თბილი სხეულებით მოფენილი, მოდუნებუ-
ლი ბრჭყალებით, ჯერ კიდევ მოელვარე თვალებით. გეგონებოდა
ჩიტები ჯერ კიდევ ცოცხლებია, მაგრამ მდიდრულ, სველ ფრთებქვეშ
გულშეღონებული წვანანო. თითქოს ისვენებდნენ, თითქოს რბილ,
თბილ ბუმბულზე ეძინათ და ოდნავ შეინძრეოდნენ დროდადრო.
შემდეგ მემამულემ გათხვრილი, უცნაური სახით და გაცვეთილი
გამაშებით, შეიკურთხა და თოფი შემართა.
მისს ანტონია კერავდა. დროდადრო ცეცხლის ენა ცხაურზე გარ-
დიგარდმო გადადებულ მრგვალ ნაცრისფერ მორს სწვდებოდა,
64
ხარბად ედებოდა და ქრებოდა და გამოჭმული ქერქის ადგილას
თეთრ სამაჯურს ტოვებდა.
მისს ანტონია წამიერად აიხედავდა, თვალებგაფართოებული მი-
აშტერდებოდა, ინსტინქტურად, როგორც ძაღლი უმზერს ცეცხლს.
შემდეგ ალი სუსტდებოდა, ის კი კერვას განაგრძობდა.
შემდეგ უჩუმრად უზარმაზარი კარი გაიღო. ორი გამხდარი კაცი
შემოვიდა და მაგიდა ნოხზე დადგეს, იმ ადგილას, სადაც ხვრელი
იყო. შემდეგ გავიდნენ. შემოვიდნენ. მაგიდაზე სუფრა დააფინეს. გა-
ვიდნენ, შემოვიდნენ, დანა-ჩანგლები და მწვანე შალითაშემოკრუ-
ლი კალათა შემოიტანეს, და ბოკალები, და საშაქრე და სამარილე
და პური და ვერცხლის ვაზა - სამი ქრიზანთემით. და სუფრა გაიშა-
ლა. მისს ანტონია კერავდა. კარი ისევ გაიღო, მაგრამ ამჯერად სუს-
ტი ბიძგით. ძაღლმა შემოირბინა, ცქვიტად მიყნოს- მოყნოსა იქაუ-
რობა და გაინაბა. კარი ღია დარჩა. და შემდეგ ჯოხზე დაყრდნობილი
მოხუცი მისს რაშლი შემოვიდა მძიმედ. მელოტ თავზე ბრილიანტის
ბროშით დამაგრებული თეთრი შალი ჰქონდა შემოხვეული. ბორძი-
კით მიდიოდა, ოთახი ძლივს გაიარა, რკალად მოიხარა მაღალსა-
ზურგიან სკამში ბუხრის წინ. მისს ანტონია კერვას განაგრძობდა. -
ისვრიან, - თქვა ბოლოს.
მოხუცმა მისს რაშლიმ თავი დააქნია. ჯოხი მაგრად ჩაბღუჯა.
ორივენი ისხდნენ და ელოდნენ.
მონადირეები უკვე სამეფო ხეივნებიდან ახლო ჭალებში გადა-
ვიდნენ. მეწამულ სახნავ ველებზე შეჩერდნენ. ტოტები ტკაცუნობ-
დნენ, ფოთლები ფარფატებდნენ, მაგრამ ნისლსა და კვამლს ზემოთ
იყო ლურჯი კუნძული, ნაზი ლურჯი, შეურევლად ლურჯი - განმარ-
ტოებით მოლივლივე მაღლა ცაში. და კამკამა ჰაერში თითქოსდა
ქერუბიმივით მარტო მოხეტიალემ, შორეულ, უხილავ სამრეკლოში
დარეკილმა ზარმა გაინავარდა და მიინავლა. და კვლავ მაღლა,
65
მაღლა აიტყორცნენ რაკეტები, მოწითალო მეწამული ხოხბები. სულ
მაღლა და მაღლა მიიწევდნენ. კვლავ დაიქუხეს თოფებმა. ჰაერში
კვამლის გორგლები გაჩნდა, გაიფანტა, განქარდა. და პატარა ძაღ-
ლები საქმიანად დარბოდნენ, ცქვიტად ყნოსავდნენ მინდორს და გა-
მაშებიანი კაცები თბილ, სველ ხოხბებს, ჯერ კიდევ მოდუნებულს და
რბილს, თითქოსდა გულშეღონებულებს, წყვილებად კრავდნენ და
ურემზე ისროდნენ.
- ესეც ასე, - წაიბუზღუნა მილი მასტერსმა, მნე ქალმა, და სათვა-
ლე მოიხსნა. ისიც კერავდა პატარა, ბნელ ოთახში, რომლის ფან-
ჯრები საჯინიბოს ეზოს გადაჰყურებდა. ქვედა სათბური, უხეში შა-
ლის ქვედა სათბური, თავისი ვაჟიშვილისთვის, რომელიც ეკლესიას
ალაგებდა. მზად იყო. - დასრულდა, როგორც იქნა, - წაიბუტბუტა
მან. შემდეგ საზიდავის ხმა გაიგონა. ბორბლების ხმა ქვებზე. და წა-
მოდგა. ხელებით თმები ეჭირა, თავისი წაბლისფერი თმები და ეზო-
ში, ქარში იდგა. - მოდიან, - გაიცინა და ლოყაზე ნაიარევი დაეჭიმა.
მან კარებს რკინის ურდული მოხსნა და ვინგმა - მეტყევემ, საზიდავი
ქვებიანი გზით საკუჭნაოში შეიყვანა. ჩიტები უკვე მკვდრები იყვნენ,
ბრჭყალები მაგრად ჰქონდათ მოკრუნჩხული, თუმცა ისინი აღარა-
ფერს უჭერდნენ. თვალებს ზემოთ ტყავის მსგავსი ქუთუთოების ნაც-
რისფერი ნაკეცები აჩნდათ. მისის მასტერსი, მნე ქალი და ვინგი,
მეტყევე, ერთმანეთზე გადაბმულ ჩიტებს კისერში ავლებდნენ ხელს
და საკუჭნაოს ქვის იატაკზე აგდებდნენ. იატაკი სისხლის ლაქებით
იყო მოთხვრილი. ხოხბები ახლა უფრო პატარა ჩანდნენ, თითქოს
სხეულები შეეკუმშათო. შემდეგ ვინგმა საზიდავის უკანა ბორტი ას-
წია და შტირები შეყარა, რომლებიც მას ამაგრებდნენ. გვერდით
ბორტებზე ნაცრისფერ-ლურჯი ფრთები იყო მიკრული, იატაკზე კი
სისხლის ლაქები ეცხო. მაგრამ ურემი ცარიელი იყო.

66
- დამთავრდა, ეს არის სულ, - გაიღრიჭა მილი მასტერსი, როცა
საზიდავი ჭრიალით წავიდა.
- ლანჩი მზად არის, მადამ, - თქვა მსახურთუფროსმა და მაგიდაზე
მიანიშნა. რაღაც უბრძანა ლაქიას, რომელმაც ვერცხლისსახურა-
ვიანი ლამბაქი ზუსტად იქ დადო, სადაც მიანიშნეს. ორივენი იცდიდ-
ნენ, - მსახურთუფროსი და ლაქია.
მისს ანტონიამ თავისი თეთრი, ჰაეროვანი საკერავი გვერდზე გა-
დადო, გადადო ძაფებიც, სათითე, ნემსი ფლანელის ნაჭერში ჩაასო
და სათვალეები მკერდს ზემოთ, კავზე ჩამოიკიდა. შემდეგ ფეხზე წა-
მოდგა.
- ლანჩი! - ჩაჰყეფა ყურში მოხუც მისს რაშლის. ორიოდე წამის
შემდეგ მისს რაშლიმ ფეხი წინ გაიშვირა, ჯოხი ჩაბღუჯა და თვითო-
ნაც წამოდგა. ორივე მოხუცი ნელა გაემართა მაგიდისკენ და მსა-
ხურთუფროსმა და ლაქიამ ისინი მაგიდის აქეთ-იქით მხარეს დას-
ვეს. ვერცხლის სახურავი აიწია, მის ქვეშ ხოხობი იყო, უფრთო, მო-
ელვარე, გვერდებზე მჭიდროდ შემოჭერილი ფეხებით. ორივე მხა-
რეს ორცხობილები ჰქონდა შემოწყობილი. მისს ანტონიამ მაგრად
ჩაასო დანა ხოხბის მკერდში, ორი ნაჭერი ჩამოჭრა და თეფშზე და-
დო. ლაქიამ თეფში მარჯვედ ჩამოართვა და მისს რაშლიმ თავისი
დანა ასწია. ფანჯრის მიღმა, ტყიდან სროლის ხმები მოისმა.
- მოდიან? - იკითხა მოხუცმა მისს რაშლიმ და ჩანგალი წამიერად
ჰაერში გაუშეშდა. პარკში ხის ტოტები ირხეოდნენ და შრიალებ-
დნენ.
მან ხოხბის ხორცი მოკბიჩა. ჩამოვარდნილი ფოთლები ფანჯრის
ჩარჩოს ეცემოდა. ერთი თუ ორი მინას მიეკრო.
- ახლო ჭალებში არიან უკვე, - თქვა მისს ანტონიამ, - ეს ჰიუმ გა-
ისროლა. დაამთავრა ნადირობა. - მერე დანა ხოხბის მკერდს მეორე
მხარეს დაასო. გულდასმით, წრიულად იწყობდა თეფშზე კარტო-
67
ფილს და საწებელს, ბრიუსელის კომბოსტოს თეთრი სოუსით. მსა-
ხურთუფროსი და ლაქია ყურადღებით უყურებდნენ, როგორც ნადი-
მის მომსახურენი. მოხუცი ქალბატონები ნელა, წყნარად მიირთმევ-
დნენ, არ ჩქარობდნენ, მეთოდურად უსწორდებოდნენ ჩიტებს. თეფ-
შებზე მხოლოდ ძვლები რჩებოდა. შემდეგ მსახურთუფროსმა მისს
ანტონიასკენ გრაფინი მისწია და წამიერად გადახრილ მდგომარეო-
ბაში შეჩერდა. - მომეცით აქ, გრიფიტს, - თქვა მისს ანტონიამ, ძვა-
ლი თითებით აიღო და მაგიდის ქვეშ ძაღლს მიუგდო. მსახურთუფ-
როსმა და ლაქიამ თავი დაუკრეს და გავიდნენ. - სულ ახლოს, - თქვა
მისს რაშლიმ, გაფაციცებული უსმენდა. ქარი გაძლიერდა. ჰაერი
ბნელმა თრთოლამ შეარხია. ფოთლები უკვე მეტისმეტად სწრაფად
მიფრინავდნენ საიმისოდ, რომ მინებს შეწებებოდნენ. ფანჯრებში
მინები ზანზარებდა. - ჩიტების აურზაური, - მისს ანტონიამ თავი და-
აქნია, მთელ ამ ალიაქოთს უყურებდა. მოხუცმა მისს რაშლიმ ბოკა-
ლი შეივსო. ორივემ მოწრუპა და თვალები გაუბრწყინდათ, რო-
გორც ნახევრად ძვირფასი ქვა გაიბრწყინებს სინათლეზე. მისს რაშ-
ლის თვალები ნაცარა ლურჯი გაუხდა, მისს ანტონიას კი წითელი
ღვინოსავით. როცა სვამდნენ მათი მაქმანები და ფურჩალები გეგო-
ნებოდა თრთიანო, თითქოს თბილი და მოდუნებული სხეულები
ჰქონოდეთ ბუმბულქვეშ.
- იყო ასეთი დღე, გახსოვს? - თქვა მოხუცმა მისს რაშლიმ, ჭიქას
თითებში ატრიალებდა - ის სახლში მოიყვანეს, ტყვია გულში ჰქონ-
და მოხვედრილი. მაყვლის ბუჩქიო, თქვეს. წაბორძიკდა. ფეხი გა-
მოსდო... ჩაიცინა, როცა ღვინო მოსვა.
- და ჯონი, - თქვა მისს ანტონიამ, - ფაშატმა ფეხი ორმოში ჩაჰ-
კრაო, თქვეს. იქვე მომკვდარა. მის ზემოთ ნადირობა გახურდა. სახ-
ლში ისიც დაბრუნდა... დარაბაზე... - ისევ მოწრუპეს ღვინო.

68
- ლილი გახსოვს? - თქვა მოხუცმა მისს რაშლიმ, - საძაგელი ქა-
ლი, - მან თავი გადააქნია - ალისფერფოჩიანი ხელჯოხით დააჭენებ-
და - დამპალი ვინმე იყო, - იყვირა მისს ანტონიამ.
- პოლკოვნიკის წერილი გახსოვს? შენი ვაჟიშვილი გიჟივით დაქ-
როდა და სხვებსაც იყოლიებდა. და ერთი თეთრი არამზადა... ეჰ, -
მან ისევ მოწრუპა ღვინო. - ჩვენი მოდგმის მამაკაცები, - დაიწყო
მისს რაშლიმ. - ბოკალი ასწია და მაღლა ეჭირა, თითქოს ბუხრის
თავზე, ბათქაშზე ამოკვეთილი სირინოზის სადღეგრძელოს ამბობ-
სო. შეჩერდა. თოფები ისროდნენ. რაღაცამ გაიტკაცუნა ტყეში. თუ
ვირთხა იყო ბათქაშის უკან? - ყოველთვის ქალები. - მისს ანტონიამ
თავი დააქნია, - ჰო, ჩვენი მოდგმის კაცები. ეს თეთრი, ვარდისფერი
ლუსი, წისქვილიდან. გახსოვს?
- ელენის გოგონა „თხა და ნამგლიდან“, - დაუმატა მისს რაშლიმ.
- და მკერავის ქალიშვილი, - წაიბუტბუტა მისს ანტონიამ, - ჰიუ ყიდუ-
ლობდა მათთან ბრიჯებს პატარა ბნელ მაღაზიაში, მარჯვნივ...
- ...რომელიც ყოველ ზამთარს იტბორებოდა. ის ხომ მისი ბიჭია, -
მისს ანტონიამ ჩაიცინა, თავისი დისკენ გადაიხარა, - ეკლესიას რომ
ალაგებს. გრუხუნი გაისმა. საკვამურიდან შიფერი ჩამოვარდა.
უზარმაზარი მორი ორად გაიპო. თაბაშირის ნაფშვენები გერბიდან
ნოხზე ჩამოცვივდა.
- ინგრევა, - ჩაიფხუკუნა მოხუცმა მისს რაშლიმ, - ინგრევა. - და
ვინ, - თქვა მისს ანტონიამ - ნოხზე ნაფშვენებს უყურებდა - ვინ გადა-
იხდის? მიხრწნილი ჩვილებივით ჩაიღუღუნეს, უდარდელად, უგუ-
ლოდ გაიცინეს, ბუხართან გადავიდნენ და ბათქაშის ნაფშვენებთან
და ნაცართან ახლოს შერის წრუპავდნენ, სანამ თითოეული ბოკა-
ლის ძირში მხოლოდ თითო მოწითალო წვეთი არ დარჩა. როგორც
ჩანდა არ სურდათ ღვინოს მთლად განშორებოდნენ, მინავლულ ბუ-
ხართან მსხდარნი ბოკალებს თითებს შორის ათამაშებდნენ, მაგრამ
69
ტუჩებთან არ მიჰქონდათ. - მილი მასტერსი, ჩვენი მეკუჭნავე, - და-
იწყო მოხუცმა მისს რაშლიმ - ის ხომ ჩვენ ძმას...
ფანჯრის ქვემოთ გასროლის ხმა გაისმა. ის თოკი გადაჭრა, რო-
მელსაც წვიმის წყალი ეჭირა. წყალი ქვემოთ მიასკდა, ქვემოთ, ქვე-
მოთ, თანაბარ შოლტებად ამათრახებდა ფანჯარას. სინათლე ნოხზე
მიინავლა. სინათლე მიინავლა მოხუცების თვალებშიც. ისინი ის-
ხდნენ, უსმენდნენ და თვალები წყლიდან ამოღებული ქვებივით გა-
უხდათ, ნაცრისფერი ქვებივით, უღიმღამო, მშრალი. და მათი ხელე-
ბი ერთმანეთს ჩაეჭიდნენ, როგორც სიცარიელეს ჩაჭიდებული თი-
თის კლანჭები. და ორივე მოიკუნტა, თითქოს სხეულები ტანსაც-
მელს შიგნით შეეკუმშათო.
შემდეგ მისს ანტონიამ სირინოზისკენ ასწია თავისი ჭიქა. უკანას-
კნელი წვეთი იყო დარჩენილი და ის დალია. - მოდიან, - დაიჩხავლა
და ბოკალი მაგიდაზე ხმაურით დადო. ქვემოთ კარმა დაიგრუხუნა,
შემდეგ კიდევ ერთხელ, კიდევ. კორიდორში გალერეისკენ მძიმედ,
მაგრამ ფლატუნით მიაბიჯებდნენ.
- უფრო ახლოს! უფრო ახლოს! - გაიკრიჭა მისს რაშლი და სამი
ჩაყვითლებული კბილი გამოუჩნდა.
უზარმაზარი კარი ხმაურით გაიღო. სამი ვეებერთელა მწევარი
ქშენით შემოვარდა და შეჩერდა. შემდეგ თვით მემამულე შემოვიდა
წელში მოხრილი, გაცვეთილი გამაშებით. მწევრები მიახტნენ, დინ-
გებს აქეთ-იქით აქნევდნენ, ჯიბეებზე ყნოსავდნენ, შემდეგ კი წინ გა-
ვარდნენ. ხორცი იყნოსეს. გალერეის იატაკი დიდი მაძებარი მწევ-
რების კუდებისა და ზურგებისგან ისე ირყეოდა, როგორც ტყე - ქა-
რიშხლისას. მერე მაგიდა დაყნოსეს. თათებით სუფრას ბრდღვნიდ-
ნენ და შემდეგ ველური ყიჟინით და ღრენით პატარა სპანიელს ეც-
ნენ, რომელიც მაგიდის ქვეშ ხოხბის ძვალს ლოღნიდა.

70
- ღმერთმა დაგწყევლოთ! ღმერთმა დაგწყევლოთ! - დაიღრიალა
მემამულემ. მაგრამ ხმა სუსტად ისმოდა, თითქოს ქარში ყვირისო. -
ღმერთმა დაგწყევლოთ! ღმერთმა დაგწყევლოთ! - ყვიროდა და ახ-
ლა უკვე თავის დებს წყევლიდა. მისს ანტონია და მისს რაშლი ფეხზე
წამოხტნენ. ვეებერთელა მწევრებმა სპანიელი ჩაბღუჯეს და ჯიჯ-
გნიდნენ, დიდი ყვითელი კბილებით გლეჯდნენ. მემამულე ტყავის
ღვედს აქნევდა, წყევლიდა ძაღლებს, წყევლიდა დებს. მაღალი, მაგ-
რამ სუსტი ხმა ჰქონდა. ერთი მოქნევით იატაკზე ქრიზანთემებიანი
ვაზა დაანარცხა, მეორე მისს რაშლის მოხვდა ლოყაზე. მოხუცი წა-
ბარბაცდა და ბუხრის თაროს შეასკდა. ჯოხი ჰაერში ავარდა და ბუ-
ხარს ზემოთ გერბის დაფას მოხვდა. მისს რაშლი უხმოდ ჩავარდა ნა-
ცარში. რაშლების გერბი კედელს მოსწყდა და მისს რაშლი შუბებისა
თუ სირინოზის ქვეშ აღმოჩნდა დამარხული. ქარი ფანჯრის თარო-
ებს ამათრახებდა, პარკში ზალპის ხმა გაისმა, ხე წაიქცა. და მაშინ,
მეფე ედუარდი, ვერცხლის ჩარჩოში შეკრთა, გადაყირავდა და თვი-
თონაც დაეცა. ვაგონში ნაცრისფერი ნისლი შესქელდა, ფარდასა-
ვით დაეკიდა და თითქოს ოთხი მგზავრი ერთმანეთისგან შორს,
კუთხეებში გაფანტა, თუმცა, სინამდვილეში ისინი სრულიად ახლოს
ისხდნენ ერთმანეთთან, ისე ახლოს, როგორც სხედან მესამე კლა-
სის ვაგონის მგზავრები. უცნაური რამ ხდებოდა. ლამაზმა, თუმცა
არცთუ ახალგაზრდა ქალმა, რიგიანი, მაგრამ გაცვეთილი კაბით,
ვაგონში რომელიღაც ყრუ სადგურზე რომ ამოვიდა, თითქოს მოხა-
ზულობა დაკარგა. მისი სხეული ნისლს შეერწყა. მხოლოდ თვალები
ბრწყინავდნენ, იცვლებოდნენ და თითქოს თავისთვის ცხოვრობ-
დნენ. თვალები სხეულის გარეშე, თვალები, რომლებიც რაღაც უჩი-
ნარს ხედავდნენ. ისინი ბრწყინავდნენ ნისლიან ჰაერში, მოძრაობ-
დნენ, და ვაგონის სამარისებურ ატმოსფეროში ფანჯრები დაინამა
და ლამპები ნისლში გაეხვია - ისინი მოცეკვავე სინათლეს ჰგავ-
71
დნენ, მოხეტიალე სინათლეს, რომლებიც, ხალხის თქმით, სამარეში
მოუსვენრად მყოფი მიცვალებულების საფლავებზე ცეკვავენ. აბ-
სურდული აზრია? მხოლოდ ფანტაზიაა! და მაინც, რადგან არაფე-
რია ისეთი დანალექს რომ არ ტოვებდეს, და მეხსიერება გონებაში
მოცეკვავე სინათლეა, როცა რეალობა დამარხულია, შეიძლება ეს
თვალებიც, მბრწყინავი, მოძრავი - ოჯახის, ეპოქის, კულტურის სუ-
ლია საფლავზე მოცეკვავე.
მატარებელმა სვლა შეანელა. ფარნები გაიჭიმნენ და გაირინ-
დნენ. შემდეგ მიწას განერთხნენ. ისევ წამოიმართნენ, როცა მატა-
რებელი სადგურში შეგორდა. ფარნები გიზგიზებდნენ. და, თვალები
კუთხეში? ისინი დაიხუჭნენ. შეიძლება მეტისმეტად ძლიერი სინათ-
ლე იყო. და, რა თქმა უნდა, სადგურის სინათლეების დამაბრმავე-
ბელ ელვარებაში სრულიად ცხადი გახდა - ეს სავსებით ჩვეულებრი-
ვი, საკმაოდ ხანში შესული ქალი, ლონდონში ძალიან ჩვეულებრივი
საქმისთვის ჩამოვიდა - კატასთან, თუ ცხენთან, თუ ძაღლთან დაკავ-
შირებული საქმისთვის. ის ჩემოდანს წაეტანა, წამოდგა და თარო-
დან ხოხბები ჩამოიღო. და მაინც, როცა ვაგონის კარი გააღო და ბა-
ქანზე ჩადიოდა, განა „კხ კხ“ არ წაიბუტბუტა?

ლაპინი და ლაპინოვა

და აი, ისინი დაქორწინდნენ. საქორწილო მარშმა ჩაიგრიალა.


მტრედები ფარფატებდნენ. იტონისპიჯაკიანი ბიჭუნები ბრინჯს აქეთ-
იქით ფანტავდნენ, ფოქსტერიერმა ძუნძულით გადაჭრა ბილიკი, ერ-
ნესტ ტორბერნმა კი პატარძალი მანქანასთან მიიყვანა უცნობ ცნო-
ბისმოყვარეთა მცირე ჯგუფის გავლით, რომელთა გარეშე ლონ-
დონში არც ერთი მოვლენა არ ჩაივლის: ისინი არასოდეს უშვებენ

72
ხელიდან შესაძლებლობას სხვისი ბედნიერებისა თუ უბედურების
ხილვით დატკბნენ. კაცი, რა თქმა უნდა, მშვენივრად გამოიყურებო-
და, ქალი - ცოტა დარცხვენილად. კიდევ ერთხელ მიმოაბნიეს ბრინ-
ჯი და მანქანა დაიძრა. ეს მოხდა სამშაბათს. ახლა შაბათი იყო. რო-
ზალინდა ჯერ კიდევ არ იყო შეჩვეული თავის ახალ სახელს - მისის
ერნესტ ტორბერნს. შეიძლება ვერც ვერასდროს შეჩვეოდა მისის
ერნესტ ვიღაცას, ფიქრობდა ის, როცა სასტუმროს ფანჯრის რკალი-
დან ტბის მიღმა მთებს გაჰყურებდა და უცდიდა, როდის მივიდოდა
ქმარი საუზმეზე. ერნესტი ძნელი სახელი იყო შესაჩვევად. ეს ის სა-
ხელი არ იყო, რომელსაც თვითონ აირჩევდა. ის, მაგალითად, ტი-
მოთის, ენტონის ან პიტერს ამჯობინებდა. თანაც ერნესტს სულაც არ
ჰგავდა. ეს სახელი უკავშირდებოდა ალბერტის ქანდაკებას, წითე-
ლი ხის ბუფეტს, ოფორტებს - პრინცი- მეუღლის გამოსახულებით
ოჯახურ წრეში. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი დედამთილის სასადი-
ლო ოთახს პორჩესტერ ტერასზე.
აი, ისიც. მადლობა ღმერთს, ის ერნესტს არ ჰგავს - სრულიადაც
არა. მაგრამ ვის ჰგავს? ცერად გახედა. ჰო, ვის და, როცა შემწვარ
პურს მიირთმევს, ზედგამოჭრილი ბოცვერია. მის გარდა ვერავინ
დაინახავდა რაიმე მსგავსებას პაწაწა მშიშარა არსებასა და პეწიან,
დაკუნთულ ახალგაზრდა კაცს შორის, რომელსაც სწორი ცხვირი,
ლურჯი თვალები და პირის მკაცრი ნაკვთები ჰქონდა. მაგრამ ეს ყვე-
ლაფერს კიდევ უფრო სასაცილოდ ხდიდა. ჭამისას ცხვირი ოდნავ
უტოკავდა. სწორედ ისე, როგორც როზალინდას საყვარელ ბოც-
ვერს. ქმრის ცხვირის ტოკვას უყურებდა. ქმარმა მისი მზერა დაიჭი-
რა. - მოუწია აეხსნა, თუ რამ გააცინა.
იმან, რომ ზედგამოჭრილი ბოცვერი ხარ, ერნესტ, - უთხრა, მაგ-
რამ - გარეული ბოცვერი - დასძინა, ყურადღებით უცქერდა. - მონა-
დირე ბოცვერი, მეფე ბოცვერი, ყოველთა ბოცვერთა მბრძანებელი.
73
ერნესტს არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო ასეთი ბოცვერი ყო-
ფილიყო და, რადგან როზალინდას მისი ცხვირის ტოკვა აცინებდა,
განგებ დაიწყო ამის კეთება და ის იცინოდა და იცინოდა და ერნეს-
ტიც იცინოდა და გაუთხოვარი გოგონები, მეთევზე და შვეიცარელი
ოფიციანტი - შავი, გაზინთული პიჯაკი რომ ეცვა - ყველანი მიხ-
ვდნენ:
ახალდაქორწინებულები ძალიან ბედნიერები იყვნენ, მაგრამ
რამდენ ხანს გასტანდა მათი ბედნიერება? ეკითხებოდნენ ისინი სა-
კუთარ თავს და ამ კითხვას თავიანთი გამოცდილების შესაბამისად
პასუხობდნენ.
შუადღისას, როცა მანანებით მოფენილ ტბის ნაპირზე ისხდნენ -
ბოცვერო, სალათას ხომ არ ინებებო - ჰკითხა როზალინდამ და სა-
ლათა გაუწოდა, რომელიც მაგრად მოხარშულ კვერცხებთან ერ-
თად ჰქონდათ ლანჩისთვის წამოღებული - მოდი, ჩემი ხელით გაჭ-
მევ - დასძინა და ერნესტი მისკენ მიიწია, ცოტა მოციცქნა და ცხვირი
შეატოკა. - კარგი ბოცვერი, ყოჩაღი ბოცვერი - თქვა როზალინდამ
და ქმარს ხელი გადაუსვა, ისე, როგორც თავის შინაურ ბოცვერს უს-
ვამდა ხოლმე. მაგრამ ეს ხომ აბსურდი იყო. რა, რა და შინაური ბოც-
ვერი ის ვერ იქნებოდა. ფრანგულად რომ ეცადა? - Lapin1 - დაუძახა
როზალინდამ. - მაგრამ რა, რა და ფრანგული ბოცვერი მით უფრო
ვერ იქნებოდა. ის უბრალოდ თავიდან ფეხებამდე ინგლისელი იყო,
პორჩესტერ-ტერასზე დაბადებული, სწავლობდა რაგბიში, ახლა კი,
მისი უდიდებულესობა მეფის სამსახურში იდგა. შემდეგ „ბოცვერი-
კო“ სცადა, მაგრამ ეს უარესი იყო. „ბოცვერიკო“ ჩასუქებული, ფა-
ფუკი, სასაცილო უნდა ყოფილიყო, ერნესტი კი, გამხდარი, ძვალმა-
გარი და სერიოზულია. ცხვირი ისევ უტოკავდა. - ლაპინ - წამოიძახა

1 Lapin (ფრანგ) – ბოცვერი.


74
როზალინდამ მოულოდნელად, როგორც ხდება ხოლმე, როცა საჭი-
რო სიტყვას მიაგნებ.
- ლაპინი, ლაპინი, მეფე ლაპინი, - იმეორებდა ის. ისე ჩანდა, რომ
მეტსახელი ზუსტად მოერგო. არავითარი ერნესტი, ის მეფე ლაპინი
იყო. რატომ? - ეს კი აღარ იცოდა. როცა მარტონი ხანგრძლივად სე-
ირნობდნენ და სალაპარაკო შემოაკლდებოდათ, წვიმა კი ცრიდა,
როგორც ნაცნობებმა იწინასწარმეტყველეს, ან როცა საღამოობით
ბუხარს მიუსხდებოდნენ, რადგან სიცივე იყო, გაუთხოვარი გოგონე-
ბი და მეთევზეები კი უკვე თავიანთ ოთახებში იყვნენ და მხოლოდ
ოფიციანტი გამოჩნდებოდა, თუ ზარს ჩამოჰკრავდი, როზალინდას
ფანტაზიას გასაქანი ეძლეოდა და ლაპინების მოდგმის ამბავს
თხზავდა. მის მონათხრობში - ამ დროს თან კერავდა, ერნესტი კი
კითხულობდა - ისინი მთლად ცოცხლებივით იყვნენ, ძალიან სასა-
ცილოები. ერნესტი გაზეთს გვერდზე გადადებდა და მას ეხმარებო-
და. იყვნენ შავი ბოცვერები და წითელი ბოცვერებიც, მტრულად გან-
წყობილი ბოცვერები და მეგობრულად განწყობილებიც. ისინი
ცხოვრობდნენ ტყეებში, მიმდებარე ველებით და ჭაობებით, მაგრამ
მთავარი ადგილი იქ მეფე ლაპინს ეჭირა. დრომ, როცა მას მხოლოდ
ცხვირის ტოკვა შეეძლო, ჩაიარა - ის უდიდეს ცხოველ პერსონაჟად
იქცა. როზალინდა მას სულ ახალი და ახალი თვისებებით ამდიდ-
რებდა. მაგრამ, პირველ რიგში, ის სწორუპოვარი მონადირე იყო. -
და რისი გაკეთება ინება დღეს მეფემ? - იკითხა როზალინდამ თაფ-
ლობის თვის ბოლო დღეს.
სინამდვილეში მათ მთელი დღე მთაში იხეტიალეს, როზალინდას
ქუსლზე ბებერაც კი გაუჩნდა, მაგრამ ამას არ გულისხმობდა.
- დღეს, - თქვა ერნესტმა - სიგარის ბოლო მოკვნიტა და ცხვირის
შეტოკებაც არ დავიწყნია - დღეს ის კურდღელს გაეკიდა - შეჩერდა,

75
ასანთი გაჰკრა და ისევ ცხვირი შეატოკა. - დედალ კურდღელს, - და-
აზუსტა მან.
- თეთრ დედალ კურდღელს - აიტაცა როზალინდამ, თითქოს ამას
ელოდაო - ერთ ციცქნა კურდღელს, მოვერცხლისფრო ნაცრის-
ფერს, ელვარე თვალებიანს?
- სწორედ, სწორედ - თქვა ერნესტმა და შეხედა როზალინდას,
რომელიც მას უყურებდა. - ეს სულ ერთი ციცქნა კურდღელია, გად-
მოკარკლული თვალებით და ჩამოშვებული წინა თათებით - სწო-
რედ ასე იჯდა როზალინდა, ხელებიდან გადმოშვებული საკერავით
და თვალებიც, დიდი და ელვარე, რა თქმა უნდა, ცოტათი წინ ჰქონ-
და წამოწეული. - აჰ, ლაპინოვა, - წაიბუტბუტა როზალინდამ.
- ასე ეძახიან? - თქვა ერნესტმა. - ნამდვილი როზალინდა? - და
მას შეხედა. ყურებამდე იყო შეყვარებული.
- ჰო, სწორედ ასე ეძახიან - ლაპინოვა - თქვა როზალინდამ.
დაძინებამდე ყველაფერი შეათანხმეს. ამიერიდან ერნესტი მეფე
ლაპინი იქნებოდა, ის კი, დედოფალი ლაპინოვა. ისინი ერთმანეთის
სრული ანტიპოდები იყვნენ. ერნესტი - მამაცი და შეუდრეკელი, რო-
ზალინდა - ფრთხილი, მერყევი ხასიათის. კაცი ბოცვერების მოფუს-
ფუსე სამყაროს მართავდა, ქალის სამეფო კი უკაცრიელი, საიდუმ-
ლოებით მოცული ადგილი იყო, სადაც ის უმეტესად ღამით დახეტია-
ლობდა. და მაინც, მათი ტერიტორიები ერთმანეთს ეხებოდა: ისინი
მეფე-დედოფალი იყვნენ.
ასე რომ, თაფლობის თვის შემდეგ მათ უკვე ჰქონდათ თავიანთი
საკუთარი სამყარო, რომელიც, თეთრი კურდღლის გარდა, მხო-
ლოდ ბოცვრებით იყო დასახლებული. კაციშვილმა არ იცოდა, ამ
სამყაროს არსებობის თაობაზე, მაგრამ ამით ის უფრო საინტერე-
სოც კი ხდებოდა. ცოლ-ქმარს დაეუფლა შეგრძნება, უფრო მძაფრი,
ვიდრე ეს ზოგადად ახალდაქორწინებულებს ახასიათებთ, რომ ისი-
76
ნი მთელ დანარჩენ სამყაროს იყვნენ დაპირისპირებული. ხანდახან
ეშმაკურად გადახედავდნენ ერთმანეთს, როცა ვინმე ბოცვრებზე,
ტყეებზე, ხაფანგებსა და ნადირობაზე ჩამოაგდებდა სიტყვას. მალუ-
ლად თვალს ჩაუკრავდნენ ხოლმე ერთმანეთს მაგიდის გასწვრივ,
როგორც მაშინ, დეიდა მერიმ რომ განაცხადა, შემწვარი კურ-
დღლის დანახვაც არ შემიძლია, ჩვილ ბავშვს მაგონებსო, ან როცა
ჯონიმ, ერნესტის ძმამ, თავგადაკლულმა მონადირემ თქვა, რა ღირ-
და ბოცვერი იორკშირში იმ შემოდგომაზე, მთლიანად, თავის ტყავი-
ანად. ხანდახან ეგერი სჭირდებოდათ, ან ბრაკონიერი, ან მამულე-
ბის მეპატრონე და თავს იმით ირთობდნენ, რომ მეგობრებს რო-
ლებს უნაწილებდნენ. ერნესტის დედა, მისის რეჯინალდ ტორბერნი,
მაგალითად აშკარად მემამულის როლისთვის იყო შექმნილი. მაგ-
რამ ამ ყველაფერს საიდუმლოდ ინახავდნენ, სხვანაირად ხომ საინ-
ტერესო აღარ იქნებოდა. მათ გარდა არავინ იცოდა, რომ ასეთი სამ-
ყარო არსებობდა.
რომ არა ეს სამყარო, საერთოდ როგორ გადაიტანდა იმ ზამ-
თარს? ეკითხებოდა როზალინდა საკუთარ თავს. მაგალითად, უფ-
როსი ტორბერნების ოქროს ქორწილი რომ ავიღოთ - როცა ყველა
ტორბერნი პორჩესტერ- ტერასზე შეიკრიბა, რათა ნახევარსაუკუნო-
ვანი იუბილე აღენიშნათ კავშირისა, ასეთი ბედნიერი რომ აღმოჩ-
ნდა. - განა ამ ქორწინების შედეგად არ მოევლინა სამყაროს ერნესტ
ტორბერნი? თან ნაყოფიერიც - განა ამ კავშირის შედეგად არ გაჩ-
ნდა კიდევ ცხრა ვაჟიშვილი და ქალიშვილი, რომელთაგან ბევრი
დაქორწინდა და მათი ქორწინებაც ასევე ნაყოფიერი აღმოჩნდა. ძა-
ლიან უფრთხოდა ამ წვეულებას, მაგრამ წაუსვლელობაც არ შეიძ-
ლებოდა. როცა კიბეებზე ადიოდა, მწარედ განიცდიდა, რომ დედი-
სერთა იყო და თანაც ობოლი. ის ხომ მთლიანად ჩაიკარგებოდა
უამრავ ტორბერნს შორის, ახლა რომ ბზინვარე ატლასის შპალერი-
77
ან დიდ დარბაზში იკრიბებოდა, რომლის კედლებიდან პრიალა სა-
ოჯახო პორტრეტები იყურებოდნენ. ცოცხალი ტორბერნები ძალიან
ჰგავდნენ დახატულებს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დახატულის
ნაცვლად, ნამდვილი ტუჩები ჰქონდათ. და ამ ტუჩებიდან ისმოდა
ხუმრობები, სკოლასთან დაკავშირებული ხუმრობები, იმაზე, თუ
როგორ გამოაცალეს სკამი დაჯდომისას მომვლელ ქალს, ხუმრო-
ბები ბაყაყებზე - როგორ უდებდნენ მათ გაუთხოვარ გოგონებს უბი-
წო ზეწრებში. თვითონ როზალინდას კი რწყილიც არასოდეს აუფრე-
ნია ვინმესთვის სკოლაში. ხელში მაგრად ჩაბღუჯული საჩუქრით,
მწვანე ატლასის მდიდრულ კაბაში გამოწყობილ დედამთილს უახ-
ლოვდებოდა, რომელსაც საღილეში ჩინებული, ყვითელი მიხაკი
ჰქონდა ჩარჭობილი. მათ გარშემო კი, მაგიდებსა და სკამებზე, ოქ-
როსფერი ძღვენი იყო დახვავებული, ზოგი ბამბაზე ეწყო, სხვებს ზე-
მოთ ჰქონდათ ამოშვერილი კაშკაშა ტოტები - შანდლები. პორტსი-
გარები, ძეწკვები - და თითოეულ საჩუქარზე ოქრომჭედლის ტვიფ-
რი, რათა ეჭვის ნატამალიც არ დარჩენილიყო, რომ არათუ ყალბი
არ იყო, არამედ უმაღლესი სინჯის ოქროს წარმოადგენდა. ის კი რა
უბრალო რამეს აძლევდა საჩუქრად - ნახვრეტებიან ტომპაკის პატა-
რა ყუთს, ძველ საქვიშარს, მეთვრამეტე საუკუნის რელიქვიას, რო-
მელსაც ერთ დროს სველ მელანზე მოსაყრელად იყენებდნენ. თვი-
თონაც გრძნობდა, რომ ეს საკმაოდ უაზრო საჩუქარი იყო საშრობი
ქაღალდის ეპოქაში. და, როცა საქვიშარი დედამთილს მიართვა,
მის თვალწინ, უცებ, მოკლე და მსხვილასოებიანმა, შავმა ხელნა-
წერმა ჩაირბინა, რომელშიც მათი ნიშნობისას დედამთილი გამოთ-
ქვამდა იმედს, „ჩემი ვაჟი თქვენ გაგაბედნიერებთო“. არა, ის ბედ-
ნიერი არ იყო, სრულებითაც არა. ერნესტს გახედა: ჯოხივით გამარ-
თული იდგა. ცხვირიც ზუსტად ისეთი ჰქონდა, როგორიც უკლებლივ

78
ყველა საოჯახო პორტრეტზე იყო გამოხატული. ცხვირი, რომელიც
არასოდეს შეტოკდებოდა.
შემდეგ ქვემოთ ჩავიდნენ სადილისათვის. ის ნახევრად დაფარეს
დიდმა ქრიზანთემებმა, რომელთა წითელი და ოქროსფერი ყვავი-
ლის ფურცლები დიდ, მჭიდრო ბურთულებად იყო დახვეული. გარ-
შემო ყველაფერი ოქროსფრად ბრწყინავდა. ოქროსფერკიდეებიან
ბარათზე ოქროსფერი ჩახლართული ინიციალებით ჩამოთვლილი
იყო ყველა ის კერძი, რომლითაც მათ ერთიმეორის მიყოლებით გა-
უმასპინძლდებოდნენ. მან კოვზი ღია ოქროსფერსითხიანი თეფშის-
კენ დასწია. გარედან შემოღწეულ რძისფერ ნისლს ლამპების შუქი
ოქროსფერს ურევდა, რაც თეფშების კიდეებს აბუნდოვანებდა და
ანანასების ხორკლიან კანს აოქროსფრებდა. და მხოლოდ ის, თავის
თეთრ, საქორწილო კაბაში, ცოტათი გადმოკარკლული, ერთ წერ-
ტილზე გაშტერებული თვალებით, ჩანდა თეთრად, ყინულის ლო-
ლუად, რომელიც არ დნება.
სადილი კი გრძელდებოდა და სასადილო ოთახი სულ უფრო და
უფრო იხუთებოდა. მამაკაცების შუბლებზე ოფლის მსხვილი წვეთე-
ბი გაჩნდა. გრძნობდა, რომ ყინვის ლოლუა დნობას დაიწყებდა. ის
დნებოდა, იშლებოდა, ლხვებოდა, ორთქლდებოდა. მალე გონებას
დაკარგავდა. და იმ დროს, როცა თავში დომხალი ჰქონდა და ყუ-
რებს გუგუნი გაჰქონდათ, ქალის ხმამაღალი წამოძახილი გაიგონა:
- როგორ მრავლდებიან! - ჰო, ტორბერნები - ისინი მართლაც რომ
მრავლდებიან, გაიმეორა მან და რიგრიგობით გადახედა მრგვალ,
წითელ სახეებს, რომლებიც თითქოს გაორდნენ, როცა მას თავ-
ბრუსხვევამ სძლია, ამოიზარდნენ ოქროსფერი ნისლიდან, შარა-
ვანდედად რომ ადგათ. - თანაც, როგორ მრავლდებიან!
ამ დროს ჯონმა დაიღრიალა: - ეს პატარა ეშმაკები! ...ესროლეთ
...ჩექმებით გადათელეთ! სხვაგვარად მაგათთან ვერაფერს გახდე-
79
ბი ...ოჰ, ეს ბოცვრები! ამ სიტყვებმა, ამ ჯადოსნურმა სიტყვებმა გა-
მოაცოცხლეს. ერნესტს გახედა და დაინახა, როგორ უტოკავდა
ცხვირი ქრიზანთემის ღეროებს იქით. ის აჩუხჩუხდა, რამდენჯერმე
შეტოკდა. და ტორბერნებს იდუმალებით მოცული კატასტროფა და-
ატყდა თავს. ოქროს მაგიდა ჭაობად იქცა, რომელზეც კურდღლის-
ცოცხა ყვაოდა. ხმების გუგუნი - ტოროლას მხიარულ გალობად, ცი-
დან მჟღერად, ლურჯი ციდან - რომელზეც ნელა მიცურავდა ღრუბ-
ლები. და ტორბერნები, უკლებლივ ყველა, შეიცვალნენ. მან მამამ-
თილს გახედა, ეშმაკ პატარა კაცს, შეღებილი ულვაშებით. მისი სი-
სუსტე საგნების შეგროვება იყო, - აგროვებდა ბეჭდებს, ემალის ყუ-
თებს, მეთვრამეტე საუკუნის ტუალეტის მაგიდეს სამშვენისებს, რო-
მელთაც თავისი კაბინეტის უჯრებში უმალავდა ცოლს. ახლა მამამ-
თილი დაინახა ისეთი, როგორიც იყო - ბრაკონიერი, მოსასხამს შიგ-
ნით დამალული ხოხბებითა და კაკბებით. თავისი გაჭვარტლული პა-
ტარა სახლისკენ რომ მიიპარება და, მათ მალულად სამფეხზე ხარ-
შავს. აი, ეს იყო სინამდვილეში მისი მამამთილი - ბრაკონიერი. სი-
ლია კი, გაუთხოვარი ქალიშვილი, რომელიც მუდამ სხვების სა-
იდუმლოებების ჩხრეკაში, ათასნაირი წვრილმანების ქექვაში იყო,
რომლის დამალვასაც ისინი ცდილობდნენ გარეშე თვალთაგან.
თეთრი ქრცვინი - ვარდისფერი თვალებითა და ცხვირით, მუდამ და-
ტალახიანებული რომ ჰქონდა მიწაში ჩიჩქნისგან. მონადირეების
მხარსუკან ნჯღრევა, ბადეში, იმის მოლოდინში სოროში როდის ჩა-
გაგდებენ. რა უბადრუკი ცხოვრება ჰქონდა - მაგრამ ეს სილიას ბრა-
ლიც არ იყო. ასეთი წარმოუდგებოდა მას სილია. შემდეგ დედამ-
თილს გახედა, მემამულეს რომ ეძახდნენ. წითელსახიანი, უხამსი,
შარიანი - ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ახლა, როცა იდგა და მილოც-
ვებზე მადლობას იხდიდა, როზალინდამ, იმავე ლაპინოვამ, ის
სხვაგვარად დაინახა. მის უკან დანგრევის პირას მისულმა სახლმა
80
გაიელვა, ბათქაში რომ ცვიოდა და მის ხმაში ქვითინი მოესმა, როცა
ის ბავშვებს (რომელთაც სძულდათ) მადლობას უხდიდა ცხოვრები-
სათვის, რომელიც დიდი ხანია დამთავრდა. მოულოდნელად სიჩუმე
ჩამოვარდა. ჭიქები ასწიეს, გამოსცალეს და ყველაფერი დამთავ-
რდა.
- ოჰ, მეფეო ლაპინ, ცხვირი რომ არ შეგეტოკებინა, სწორედ იმ
წამს, მახეში გავებმებოდი - ყვიროდა როზალინდა, როცა ნისლში
სახლისკენ მიიკვლევდნენ გზას. - მაგრამ, ახლა ხომ აღარ გეშინია,
- თქვა მეფე ლაპინმა და თათი მოუჭირა. - ახლა სულ აღარ, - უპასუხა
მან.
და, პარკის გავლით, სახლში დაბრუნდნენ, ჭაობის, ნისლის და
კურდღლისცოცხას სურნელით სავსე ვერანი ადგილების მეფე და
დედოფალი.
ასე გადიოდა დრო, ერთი წელი. ორი. და ერთხელ, ზამთარში,
ღამით, ისე მოხდა, რომ სწორედ ოქროს ქორწილის წლისთავზე, მი-
სის რეჯინალდ ტორბერნი გარდაიცვალა. სახლი უნდა გაექირავე-
ბინათ და იქ ახლა მხოლოდ დარაჯი ცხოვრობდა. ერნესტი თავისი
სამსახურიდან სახლში დაბრუნდა. მშვენიერი, პატარა სახლი ჰქონ-
დათ - სამხრეთ კესინგტონში მეტროსთან ახლოს სარაჯის მაღაზიის
თავზე ნახევარი სახლი ეჭირათ. ცივი ამინდი იდგა, ქალაქი ნისლში
იყო გახვეული. როზალინდა ბუხართან იჯდა და კერავდა. - იცი,
დღეს რა შემემთხვა? - ჰკითხა ქმარს, როგორც კი ის გვერდით მიუჯ-
და და ფეხები ბუხარს მიაფიცხა. - ნაკადულზე გადავდიოდი და
უცებ...
- რომელ ნაკადულზე, - შეაწყვეტინა ერნესტმა.
- დაბლობში რომ არის, იქ, სადაც ჩვენი ტყე შავ ტყეს უერთდება,
- აუხსნა მან. ერნესტი ცოტა ხანს გაშტერებული მისჩერებოდა.
- რას მიედ-მოედები? - ჰკითხა ბოლოს.
81
- ერნესტ, ჩემო ძვირფასო, - წამოიძახა შეძრწუნებულმა როზა-
ლინდამ. - მეფეო ლაპინ, დასძინა და პატარა წინა თათები ბუხრის
წინ ცეცხლის შუქზე ჩამოუშვა. მაგრამ ერნესტის ცხვირი არ შეტოკე-
ბულა. როზალინდას ხელები - ისინი ისევ ხელებად იქცნენ - საკე-
რავს ჩაეჭიდნენ, თვალები ლამის იყო ბუდეებიდან ამოუცვივდა.
სულ ცოტა, ხუთი წუთი დასჭირდა, რომ ერნესტ ტორბერნიდან ისევ
მეფე ლაპინად ქცეულიყო და მთელი ამ ხნის მანძილზე საშინელ
წნეხს გრძნობდა, თითქოს ვიღაც კისრის მოგრეხას უპირებდა. რო-
გორც იქნა ისევ მეფე ლაპინად იქცა, ცხვირიც შეუტოკდა და ის სა-
ღამოც ჩვეულებისამებრ ტყეში ხეტიალში გაატარეს.
მაგრამ როზალინდას ცუდად ეძინა. შუაღამეზე გაეღვიძა. ისეთი
შეგრძნება ჰქონდა თითქოს რაღაც უცნაური ხდებოდა მის თავს. გა-
ხევებული და გალიგვული იყო. ბოლოს სინათლე აანთო და მის
გვერდით მწოლ ერნესტს შეხედა. მაგრად ეძინა. ხვრინავდა, მაგ-
რამ მიუხედავად იმისა, რომ ხვრინავდა, ცხვირი საერთოდ არ ეძ-
ვროდა. გეგონებოდა, არც არასდროს შესტოკებიაო. ნუთუ ის მარ-
თლა ერნესტია, ნუთუ მართლა ერნესტზეა დაქორწინებული? და
თვალწინ დედამთილის სასადილო ოთახი დაუდგა. იქ ის და ერნეს-
ტი ისხდნენ, მთლად მობერებულები, ოფორტების ქვეშ, კარადის
წინ და თავიანთ ოქროს ქორწილს აღნიშნავდნენ. არა, ეს უკვე მე-
ტისმეტი იყო. - ლაპინ, მეფეო ლაპინ, - წაიჩურჩულა და მას წამიე-
რად ცხვირი თითქოს თავისთავად შეუტოკდა, მაგრამ ისევ ეძინა. -
გაიღვიძე ლაპინ, გაიღვიძე - დაუყვირა. ერნესტს გაეღვიძა და როცა
ცოლი საწოლზე წამომჯდარი დაინახა, ჰკითხა: - რა მოხდა? - მეგო-
ნა, ჩემი ბოცვერი გარდაიცვალა-მეთქი - ზლუქუნით თქვა მან. ერ-
ნესტი გაბრაზდა. - დაანებე თავი ამ სისულელეებს, როზალინდა. -
უთხრა, - დაწექი და დაიძინე. გვერდზე გადაბრუნდა და მაშინვე ჩა-
ეძინა. ხვრინვაც ამოუშვა. არა და არ ეძინებოდა. მუხლებმოკეცილი
82
იწვა, საწოლის თავის მხარეს, სწორედ ისე, როგორც სუფრაზე შე-
მოტანილი კურდღელი. სინათლე ჩააქრო, მაგრამ ქუჩის ფანარი
ჭერს მკრთალად ანათებდა და ეზოში მდგარი ხეები არშიიან ბადეე-
ბად აისახებოდნენ მასზე, თითქოს ჩრდილიანი ჭალა ყოფილიყოს,
რომელშიც დახეტიალობდა, აქეთ-იქეთ, მიხვეულ- მოხვეულებში
დადიოდა, შიგნით და გარეთ, ხან გარშემო უვლიდა, ნადირობდა და
მასზეც ნადირობდნენ, ესმოდა ძაღლების ყეფა და მონადირის ბუკი
და ის მიჰქროდა და თავის გადარჩენას ცდილობდა - და ეს მანამ
გრძელდებოდა, სანამ მოახლე ქალმა ფარდები არ გადასწია და დი-
ლის ჩაი არ შემოიტანა.
მეორე დღეს გულს ვერაფერს უდებდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს რაღაც დაეკარგოს. ეჩვენებოდა, რომ სხეული მოეკუნტა,
გაუშავდა და გაუმაგრდა. ხელები და ფეხები თითქოს წაერთვა.
ოთახებში ხეტიალისას დროდადრო სარკეში იხედებოდა და ეჩვენე-
ბოდა, რომ თვალები ბუდეებიდან ამოცვენაზე ჰქონდა, ზუსტად ისე,
როგორც ქიშმიშები - ფუნთუშიდან. ოთახებიც, თითქოს შეიკუმშა.
უზარმაზარი ავეჯის კიდეები უცნაური კუთხეებით იყო გამოშვერი-
ლი და რამდენჯერმე შეასკდა მათ. ბოლოს ქუდი დაიხურა და გარეთ
გავიდა. კრომველის ქუჩას გაუყვა და ყოველი ოთახი, რომელსაც
ჩაუარა და რომელშიც შეიხედა, სასადილო ოთახად ეჩვენებოდა,
სადაც სქელი, ყვითელი, მაქმანებიანი ფარდების მიღმა, ხალხი მა-
გიდებს უსხდა ოფორტების ქვეშ, წითელი ხის სერვანტის წინ. და აი,
ბოლოს ბუნების ისტორიის მუზეუმს მიაღწია. ბავშვობაში უყვარდა
იქ სიარული, მაგრამ პირველი, რაც დაინახა, როცა ზღურბლს გა-
დააბიჯა, ხელოვნურ თოვლზე მდგარი კურდღლის ფიტული იყო მი-
ნის წითელი თვალებით. რატომღაც მთელ სხეულში ჟრჟოლამ დაუ-
არა. იქნებ ცოტა გამოკეთდეს, როცა შებინდდება. სახლში წავიდა
და ბუხარს მიუჯდა, სინათლე არ აუნთია. შეეცადა წარმოედგინა,
83
რომ მარტოა ჭაობიან ადგილას, იქვე რუ მირაკრაკებს, რუს მიღმა
კი უღრანი ტყეა. მაგრამ რუს იქეთ გადასვლას ვერ ახერხებს. ბო-
ლოს ნაპირზე იცუცქება, სველ ბალახზე და ამ დროს სავარძელში
მოიკრუნჩხა, ხელები ჩამოუვარდა, ბუხრის ალის გამონაშუქზე თვა-
ლები შუშის თვალებივით უპრიალებდა. ამ დროს სროლის ხმა გა-
ისმა... წამოხტა, თითქოს მისთვის ესროლოთ. მაგრამ ეს მხოლოდ
ერნესტი აღმოჩნდა, რომელმაც კარებში გასაღები გააჩხაკუნა. რო-
ზალინდა აკანკალებული უცდიდა. ის შემოვიდა და სინათლე აან-
თო. და აი, იდგა, მაღალი, წარმოსადეგი და სიცივისგან დაწითლე-
ბულ ხელებს იწმენდდა. - სიბნელეში ზიხარ? - ჰკითხა.
- ოჰ, ერნესტ, ერნესტ! - წამოიძახა როზალინდამ და სავარძლი-
დან წამოიწია. - ახლა რაღა მოხდა? - იკითხა მკვეთრი ტონით და ხე-
ლები ბუხარს მიაფიცხა. - რა და, ლაპინოვა, - ენა დაება, ველური-
ვით უყურებდა მას თავისი დიდი, შეშინებული თვალებით. - ის წავი-
და, ერნესტ, მე ის დავკარგე.
ერნესტი მოიღუშა. ტუჩები მაგრად მოკუმა. - აი, თურმე რა მომ-
ხდარა - თქვა და ავის მომასწავებლად გაუღიმა - ათიოდ წამს ასე
იდგა, ხმის ამოუღებლად, და როზალინდა იცდიდა, გრძნობდა ხე-
ლები როგორ უჭერდნენ კისერზე.
- ჰოო, - თქვა ცოტა ხნის შემდეგ. - საწყალი ლაპინოვა, ბუხარს
ზემოთ სარკეში ჩაიხედა და ჰალსტუხი შეისწორა. - მახეში გაება და
მოკვდა, - დასძინა, დაჯდა და გაზეთში ჩარგო თავი.
ასე დამთავრდა მათი ქორწინება.

84
რეალური საგნები

პლიაჟის უზარმაზარ ნახევარწრეზე არაფერი იძვროდა პატარა


შავი ლაქის გარდა. როცა ნაპირზე გამორიყული ბრტყელძირა კა-
პარჭის ზურგს და გვერდებს მიუახლოვდა, აღმოჩნდა, რომ შავ სი-
ლუეტს ოთხი ფეხი ჰქონდა და თანდათან შესამჩნევი ხდებოდა, რომ
ის ორ ახალგაზრდა კაცს ეკუთვნოდა. ნაკვთების განურჩევლადაც
კი იტყოდით, რომ ისინი ახალგაზრდული ენერგიით იყვნენ სავსე.
ძლივს შესამჩნევ მოძრაობაში ორი სხეულისა, რომლებიც ხან უახ-
ლოვდებოდნენ, ხან შორდებოდნენ ერთმანეთს, საოცარი სიცოც-
ხლისუნარიანობა გამოსჭვიოდა. პატარა მრგვალი თავების ერთი
ბეწო პირები აშკარად მძვინვარე დავაში იყვნენ ჩართული. ეს შთა-
ბეჭდილება განმტკიცდა, როცა ხელჯოხი გამოჩნდა, რომელიც მარ-
ჯვენა მხრიდან დროდადრო გამოვარდებოდა ხოლმე. „შენ იმის
თქმა გინდა, რომ... ნუთუ მართლა ფიქრობ...“ თითქოს კითხულობ-
და ჯოხი მარჯვენა მხრიდან, მოქცევის მხრიდან, და გრძელ, სწორ
ზოლებს ხაზავდა ქვიშაზე. - ჯანდაბას პოლიტიკა! - მკაფიოდ გაისმა
მარცხენა მხრიდან და ამ სიტყვების წარმოთქმისას პირი, ცხვირი,
ნიკაპი, პატარა ულვაშები, ტვიდის ქუდი, უხეში მაღალყელიანი ფეხ-
საცმელები, მონადირის ქურთუკი და უჯრედოვანი წინდები სულ უფ-
რო მკაფიოდ გამოიკვეთა. მათი ჩიბუხებიდან კვამლი ზევით მიიწევ-
და, მრავალი და მრავალი მილის მანძილზე, ზღვაზე თუ ქვიშის დი-
უნებში, არაფერი იყო ისეთი მყარი, ცოცხალი, მაგარი, წითელი,
თმიანი და ენერგიული, როგორც ეს ორი ახალგაზრდა სხეული. ისი-
ნი ქვიშაზე დაებერტყნენ შავი ბრტყელძირა კაპარჭის ჩონჩხთან ახ-
ლოს. ხომ იცით, ხანდახან სხეული როგორ ჩამოიბერტყავს ხოლმე
დავის მხურვალებას, ბოდიშს რომ იხდის მეტისმეტი გაწიწმატები-

85
სათვის. როცა მოსახერხებელ მდგომარეობას იჭერს, ის თავისი მო-
დუნებულობით აცხადებს მზადყოფნას რაღაც ახალს მიჰყოს ხელი -
ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება. ასე, რომ ჩარლზმა, ვისი ჯოხიც
ის-ის იყო პლიაჟს დაახლოებით ნახევარი მილის მანძილზე ხაზავ-
და, ბრტყელი კენჭების გაცურება დაიწყო წყლის ზედაპირზე, ჯონმა
კი, რომელმაც წამოიყვირა „ჯანდაბას პოლიტიკა“ - თითები ქვიშაში
ჩაყო. ღრმად, ღრმად ჩაფლო ხელი ქვიშაში, მაჯას ჩასცდა, ისე, რომ
სახელოს აკაპიწება მოუწია ცოტათი და, მის მზერაში გაქრა დაძაბუ-
ლობა, უფრო ზუსტად, გამოცდილებისა და აზრების ის მუდმივი ფო-
ნი, რაც მოწიფული ადამიანის თვალებს შეუღწევად სიღრმეს სძენს
და დარჩა მხოლოდ სუფთა, გამჭვირვალე ზედაპირი, არაფრისგა-
მომხატველი, გარდა გაოცებისა, ბავშვებისთვის რომ არის დამახა-
სიათებელი. რა თქმა უნდა, ქვიშაში ჩაძირვამ აქ თავისი როლი შე-
ასრულა. გაახსენდა, რომ თუ საკმაო სიღრმის ორმოს ამოთხრი,
თითებში წყალს იგრძნობ, ორმო წყლით სავსე თხრილად იქცევა,
ჭად, წყაროდ, ზღვაში გამავალ ფარულ არხად. სანამ ფიქრობდა,
კერძოდ რომელი აერჩია, თითები, ისევ რომ განაგრძობდნენ თავის
საქმიანობას, რაღაც მაგარს ჩაეჭიდნენ - მყარ, წონიან საგანს, რო-
მელიც თანდათან გადააადგილა და ზედაპირზე ამოათრია. როცა
მიკრული ქვიშის ფენა მოაცილა, მწვანე ზედაპირი გამოჩნდა. ეს მი-
ნის ნატეხი იყო, სქელი, თითქმის გაუმჭვირვალე. ზღვაში ყოფნის-
გან კიდეები დაგლუვებოდა და ფორმა დაკარგოდა, იმდენად, რომ
ვეღარც იტყოდი ბოთლის ნატეხია, ჭიქის, თუ ფანჯრის მინისა. ახლა
ის ნატეხი მხოლოდ მინა იყო, თითქმის ძვირფასი ქვა. მხოლოდ ოქ-
როს ჩარჩოში უნდა ჩაგესვა ან მავთულზე ჩამოგეცვა და ძვირფასეუ-
ლობად იქცეოდა - ყელსაბამის ნაწილად ან მკრთალ, მწვანე სინათ-
ლედ თითზე. იქნებ მართლა ძვირფასი ქვაა? შესაძლოა შავგვრემან
პრინცესას ეკეთა, წყალში თითებჩაყოფილი ნავის კიჩოზე რომ იჯდა
86
და მონების სიმღერას უსმენდა, რომელთაც ის ყურეზე გადაჰყავ-
დათ, იქნებ ნავი ნამსხვრევებად იქცა და ფსკერზე დაეცა მუხის ზან-
დუკი, ელიზაბეთის დროინდელი საგანძურით? და ზურმუხტებმა
ასეული წლობით იგორეს, იგორეს და იგორეს და ბოლოს ნაპირზე
გამოგორდნენ. ჯონიმ მინა შეაბრუნა, სინათლეზე გახედა, ისე გახე-
და, რომ უფორმო მასაში ტანი გაიდღაბნა და მისი მეგობრის მარ-
ჯვენა ხელი გაიწელა. მწვანე შუქი ხან მკრთალდებოდა, ხან ოდნავ
შესქელდებოდა, იმის კვალობაზე, თუ რა იყო მის უკან - ცა, თუ ჩარ-
ლზი. ჯონს ეს მოსწონდა, თან აოცებდა, რომ საგანი, რომელიც ხელ-
ში ეჭირა ასეთი მაგარი, ასეთი მჭიდრო, ასეთი მკაფიო იყო ბუნდო-
ვან ზღვასა და ნისლიან ნაპირთან შედარებით. უცებ ამოსუნთქვის
ხმამ შეაწუხა - ღრმა, რაღაცის დამამთავრებელი ამოსუნთქვის ხმა
იყო და იმას ნიშნავდა, რომ მისმა მეგობარმა, ჩარლზმა, ყველა
ბრტყელი კენჭი თავის ახლომახლო უკვე ისროლა, ან იმ დასკვნამ-
დე მივიდა, რომ სროლის გაგრძელება აღარ ღირდა. გვერდიგვერდ
მსხდომებმა თავიანთი სენდვიჩები მიირთვეს. როცა ფერთხვა-
ფერთხვით წამოდგნენ, ჯონიმ მინა აიღო და წყნარად შეხედა. ჩარ-
ლზმაც შეხედა მინას, თუმცა მაშინვე დაინახა, რომ ბრტყელი არ
იყო, და როცა ჩიბუხს ტენიდა, ისეთი განსაკუთრებული ენერგიით
თქვა, რომელიც ფიქრთა სულელურ მდინარებას გამორიცხავს: -
რომ დავუბრუნდეთ იმას, რასაც ვამბობდი...
ის ვერ ხედავდა და კიდევაც რომ დაენახა, არავითარ მნიშვნე-
ლობას არ მიანიჭებდა იმას, რომ ჯონიმ მინის ნატეხს წამიერად გა-
ხედა და, ერთგვარი ყოყმანის შემდეგ, ჯიბეში ჩაიცურა. ეს ქმედება
შეიძლება იმ იმპულსის მონათესავე ყოფილიყო, ბავშვს ქვებით მო-
ფენილ ბილიკზე ერთ კენჭს რომ ააღებინებს, რომელსაც ბუხრის
თაროზე შეინახავს. უსაფრთხო და თბილ ადგილას დაიგულებს მას
და დატკბება თავისი ძალაუფლებითა და გულკეთილობით, რადგან
87
სჯერა, რომ ქვას გული სიხარულით და ნეტარებით უცემს იმის შეგ-
რძნებით, რომ სიცივესა და ნესტში უსიხარული არსებობისთვის
განწირულ მილიონობით თავის მსგავს ქვაში გამოარჩიეს. „ჩემს
ადგილას მილიონობით სხვა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ სწო-
რედ მე აღვმოჩნდი, მე, მე, მე.“
ეს აზრი იყო, თუ სხვა, რომლითაც ჯონი ხელმძღვანელობდა, მი-
ნამ ბუხრის თაროზე დაიდო ბინა, გადასახადების ქვითრებისა და წე-
რილების პატარა გროვის ზემოთ, სადაც არა მხოლოდ პრესპაპიეს
ფუნქციას ასრულებდა შესანიშნავად, არამედ ახალგაზრდა კაცის
მზერასაც ბუნებრივად იპყრობდა, როცა მისი თვალები, წიგნებს
მოწყვეტილი, ოთახში დაეხეტებოდნენ. როცა საგანს კვლავ და
კვლავ მივაპყრობთ მზერას გაუცნობიერებლად და სხვა რამეზე
ვფიქრობთ, მაშინ ეს საგანი ისე ღრმად ერწყმის ჩვენი ფიქრების
ქსოვილს, რომ რეალურ კონტურებს კარგავს, იძენს ახალ, იდეა-
ლურ ფორმას და გონებაში მაშინ ამოტივტივდება, როცა ყველაზე
ნაკლებად ველით. და ასე, ჯონისაც ანგარიშმიუცემლად ანტიკვარუ-
ლი ფარდულების ვიტრინებისკენ უწევდა გული, როცა სასეირნოდ
გამოდიოდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ყველგან ხედავდა რაღაცას,
რაც მინის მწვანე ნატეხს მოაგონებდა: ნებისმიერი საგანი, მეტ-ნაკ-
ლებად მრგვალი, და, შესაძლოა, მის მასაში ღრმად ჩაძირული მო-
ციმციმე ალით - ფაიფური, მინა, ქარვა, გრანიტი, მარმარილო -
თუნდაც გლუვი ოვალური კვერცხი ისტორიამდელი ფრინველისა.
ასევე შეიძინა ჩვევა ყურადღებით ეცქირა თავის ფეხებქვეშ, განსა-
კუთრებით უშენ ადგილებში, იქ სადაც უკვე უვარგის საოჯახო ნივ-
თებს ყრიან. ასეთ ადგილებში ხშირად გვხვდება მსგავსი საგნები -
უსარგებლო, უფორმო, ყველასგან მიტოვებული. რამდენიმე თვეში
ოთხი-ხუთი ნიმუშიც შეაგროვა, რომლებმაც საპატიო ადგილი და-
იკავეს ბუხრის თაროზე. ისინი საქმისთვისაც გამოსადეგი იყო, რად-
88
გან პარლამენტის წევრობის კანდიდატს, რომელიც ბრწყინვალე კა-
რიერისთვის ემზადება, უამრავი ქაღალდი უნდა ჰქონდეს წესრიგში
- ამომრჩევლებისადმი მიმართვები, პროგრამების პროექტები,
თხოვნები შემოწირულობის შესახებ, სადილზე მიპატიჟების მოსაწ-
ვევები და ა.შ.
ერთხელ, როცა ტემპლში თავისი ოთახიდან გამოდიოდა და სად-
გურისკენ მიიჩქაროდა, საიდანაც ამომრჩევლებთან შესახვედრად
უნდა გამგზავრებულიყო, უცებ ერთ-ერთ ვიწრო გაზონზე იურიდიუ-
ლი კორპორაციების მასიურ შენობებს რომ აკრავს გარს, ნახევრად
დაფარული საოცარი საგანი შეამჩნია. მესერს მიღმა მისი მიწვდომა
მხოლოდ ხელჯოხის წვერით შეეძლო. ცხადად ჩანდა, რომ ეს ფა-
იფურის ნატეხი იყო, საოცარი ფორმისა - რაღაც ზღვის ვარსკვლა-
ვას მსგავსი, ხუთი არათანაბარი ზომის ქიმი ჰქონდა, ან საგანგებოდ
იყო ასე გაკეთებული, ან გატეხვის შემდეგ მიეღო ასეთი ფორმა. ძი-
რითადად ლურჯი ფერისა იყო, მაგრამ ლურჯ ფონზე მწვანე ზოლები
თუ ლაქები და მუქი წითელი ხაზები მდიდრულ ელვარებასა და მიმ-
ზიდველობას სძენდნენ. ჯონიმ მტკიცედ გადაწყვიტა ამ საგანძურის
მფლობელი გამხდარიყო, მაგრამ როცა შეეცადა ჯოხის წვერით თა-
ვისკენ მიეწია, ნივთი უფრო შორს გადასწია. ბოლოს თავის ოთახში
დაბრუნება მოუხდა, რომ რაღაც პრიმიტიული ინსტრუმენტი შეეკო-
წიწებინა - ჯოხი, მავთულის რგოლით, რომლის მეოხებით, დიდი
წვალებისა და ვაი-ვაგლახის შემდეგ, მოახერხა სანუკვარი ფაიფუ-
რის ნატეხი ხელმისაწვდომ მანძილამდე მიეახლოებინა. როცა ბო-
ლოს და ბოლოს საგანი მის ხელში აღმოჩნდა, გამარჯვების ყიჟინა
აღმოხდა და სწორედ იმ წამს საათმა ჩამოჰკრა. მიხვდა, რომ მატა-
რებელს ვეღარაფრით მიუსწრებდა. ამომრჩეველებთან შეხვედრამ
მის გარეშე ჩაიარა. მაგრამ, როგორ შეიძლებოდა გატეხილ ფაი-
ფურს ასეთი ფორმა შეეძინა? გულდასმით დათვალიერებამ ყოველ-
89
გვარი ეჭვი გაუქარწყლა: ხუთქიმიანი ფორმა შემთხვევის წყალობა
იყო, რაც ასეთი საგნის არსებობას უფრო უცნაურს ხდიდა, ხოლო
მისი მსგავსის არსებობას, თუნდაც მთელ მსოფლიოში - თითქმის
შეუძლებელს. ქვიშაში ნაპოვნი მინის მწვანე ნამტვრევის მოპირდა-
პირე მხარეს, ბუხრის თაროზე შემოდებული ახალი ნადავლი არაამ-
ქვეყნიურ არსებად გამოიყურებოდა - არლეკინოსავით ჭრელაჭრუ-
ლად და ფანტასტიკურად, გეგონებოდათ უსაზღვრო სივრცეში მარ-
ტო ცეკვავს მოციმციმე ვარსკვლავივითო. ჯონი გააოგნა კონტრას-
ტმა ცოცხალ, ნათელ ფაიფურსა და მუნჯ, ფიქრიან მინას შორის. გა-
ოცებული ეკითხებოდა თავის თავს, როგორ შეიძლება ორი ასეთი
საგანი ერთ სამყაროში არსებობდესო, ის კი არა და, ერთ, ოთახში,
ერთ ვიწრო, მარმარილოს დაფაზე. კითხვა პასუხგაუცემელი რჩე-
ბოდა. სულ უფრო მეტ დროს ატარებდა იქ, სადაც მეტი შანსი ჰქონ-
და დამტვრეულ ფაიფურს გადაყროდა: უშენ ადგილებში, რკინიგზის
რელსებთან ახლოს, ნასახლარებსა და ლონდონის გარეუბნების სა-
თემო ველებში. მაგრამ ფაიფურის საგანს ძალიან მაღლიდან ცოტა
ვინმე თუ ისვრის. საამისოდ ძალიან იშვიათად თუ გადაიხლართება
მოვლენები: ვთქვათ, ძალიან მაღალი სახლი და ქალი ისეთი მგზნე-
ბარე, დაუოკებელი იმპულსებით, რომ ფაიფურის ვაზას თუ ქვაბს
პირდაპირ ფანჯრიდან ისვრის და არ ფიქრობს, რომ ის შეიძლება
ვინმეს დაეცეს. დამტვრეულ ფაიფურს ბევრს იპოვიდი, მაგრამ ეს პა-
ტარა ნამტვრევები იყო, მთლიანად მოკლებული ინდივიდუალობას
და არაფრით საინტერესო. თუმცა, რაც უფრო ღრმად სწავლობდა
საკითხს, მით უფრო განცვიფრებული რჩებოდა ფორმების უსაზ-
ღვრო მრავალფეროვნებით, თუნდაც მხოლოდ ლონდონში აღმო-
ჩენილით და კიდევ უფრო მეტ მიზეზს განცვიფრებისა და განსჯისათ-
ვის, დიზაინისა და ორნამენტების სიმდიდრე იძლეოდა. ყველაზე სა-
ინტერესო საგნები სახლში მიჰქონდა და ბუხრის თავზე აწყობდა,
90
თუმცა უნდა ითქვას, რომ ისინი სულ უფრო დეკორაციის მნიშვნე-
ლობას იძენდნენ, რადგან საქმიანი ქაღალდების რაოდენობა
თვალშისაცემად კლებულობდა. თავის მოვალეობებს უგულებელ-
ყოფდა ან გულგრილად, უგულისყუროდ ეკიდებოდა და შესაძლოა
ამომრჩევლებზე, რომლებიც მასთან მიდიოდნენ, მისი ბუხრის თა-
რო უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ასეა თუ ისე, პარლამენ-
ტში ვერ მოხვდა, მაგრამ, როცა მის მეგობარ ჩარლზს, რომელმაც
ეს მარცხი გულთან ახლოს მიიტანა და იჩქარა ამის გამო გამოეხატა
სინანული, ჯონი მშვენიერ გუნება-განწყობილებაზე დახვდა და
ჩარლზს ისღა დარჩენოდა დაესკვნა, ეტყობა ჯერ კიდევ ვერ გააცნო-
ბიერა მომხდარის მნიშვნელობაო. სინამდვილეში ჯონი იმ დღეს
ბარნის სათემო ველებზე იყო გასული, ლონდონის ახლოს და იქ
კურდღლისცოცხას ბუჩქის ძირას საოცარი რკინის ნამტვრევი იპო-
ვა. მისი ფორმა თითქმის იდენტური იყო მწვანე მინისა - მასიური,
სფეროსებრი, მაგრამ ისეთი მძიმე, შავი და ცივი, რომ აშკარად უც-
ხო იყო დედამიწისთვის ან ჩამქრალი ვარსკვლავის ნატეხი იყო, ან
მთვარის წიდა. ეს რკინის ნატეხი ჯიბეს უმძიმებდა, თითქოს ბუხრის
თაროც კი იზნიქებოდა მის ქვეშ. მისგან კოსმიური სიცივე მოდი-
ოდა, და მაინც ეს მეტეორიტი ახლა აქ იდო, სავსებით ახლოს მწვანე
მინასა და ვარსკვლავის ფორმის ფაიფურთან. ერთი საგნიდან მე-
ორეზე მზერის გადატანისას, ახალგაზრდა კაცი მტანჯველ, გადაუ-
ლახავ სურვილს გრძნობდა კიდევ უფრო ძვირფასი საგანძურის
მფლობელი გამხდარიყო. ახლა სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთ-
მობდა ძებნას. რომ არა ამბიციური სურვილი ახალი აღმოჩენებისა
და მტკიცე რწმენა, რომ ერთხელაც იქნება ნაგვის რომელიმე გრო-
ვა უხვად დააჯილდოებს, სასოწარკვეთილების გამო, რომელსაც ის
განიცდიდა, რომ აღარაფერი ვთქვათ დაღლილობასა და დაცინვებ-
ზე, დიდი ხანია შეწყვეტდა ძებნას. ჩანთით და გრძელი ჯოხით შეი-
91
არაღებული, რომელსაც ბოლოში გასაშლელი კავი ჰქონდა მიმაგ-
რებული, ჩხრეკდა ყველა გროვას, იქექებოდა ბუჩქნარებში, ეძებდა
ვიწრო ბილიკებსა თუ კედლებს შორის გასასვლელებში, სადაც გა-
მოცდილებით იცოდა, რომ გადაყრილ ნივთებს შეიძლებოდა წაწ-
ყდომოდი. მისი მოთხოვნები გაიზარდა და გემოვნება დაეხვეწა, და,
შესაბამისად გახშირდა იმედგაცრუებები, მაგრამ ყოველთვის იმე-
დის რაღაც სხივი, საოცარი ნამსხვრევი ფაიფურისა თუ მინისა, ისევ
აცდუნებდა. დღეები ერთმანეთს მისდევდა. უკვე ახალგაზრდა აღარ
იყო. მისი კარიერა, - ანუ მისი პოლიტიკური კარიერა, წარსულს ჩა-
ბარდა. აღარავინ მიდიოდა მის სანახავად. ისეთი სიტყვაძუნწი გახ-
და, სადილზე მის მიპატიჟებას აზრი არ ჰქონდა. თავის ნამდვილ მის-
წრაფებებზე აღარავის ესაუბრებოდა, - მათი ქცევებიდან ჩანდა,
რომ ვერ გაუგებდნენ.
ახლა სავარძლის საზურგეს მიყრდნობილი იჯდა და უყურებდა,
ჩარლზი როგორ იღებდა ბუხრის თაროდან ქვებს ერთი მეორის მი-
ყოლებით ისე, რომ თვითონაც ვერ ამჩნევდა და შემდეგ მკვეთრი
მოძრაობით დებდა თავთავის ადგილას, რომ მთავრობის პოლიტი-
კის შესახებ მსჯელობისთვის მეტი დამაჯერებლობა შეეძინა.
- რა იყო ნამდვილი მიზეზი, ჯონ? - მოულოდნელად ჰკითხა ჩარ-
ლზმა და მისკენ შებრუნდა. - რამ გადაგაწყვეტინა ასე უცებ თავის
დანებება? - მე თავი არ დამინებებია.
- მაგრამ შენ ხომ ახლა არავითარი შანსი არა გაქვს - მკვეთრად
უთხრა ჩარლზმა. - ამაში კი არ გეთანხმები! - უპასუხა ჯონიმ თავდა-
ჯერებული ტონით. ჩარლზმა შეხედა, და შეცბუნდა. ყველაზე დაუჯე-
რებელი ეჭვები გაუჩნდა. უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო - თითქოს
სხვადასხვა რამეზე ლაპარაკობენო. გარშემო მიმოიხედა, თითქოს
შვებას ეძებდა იმ საშინელი დეპრესიისგან თავდასაღწევად, რო-
მელმაც მთლიანად მოიცვა, მაგრამ ოთახში გამეფებულმა უწესრი-
92
გობამ კიდევ უფრო დაუმძიმა განწყობილება. ეს რა ჯოხია და რა
არის ეს ლურსმანზე ჩამოკიდებული ძველი ჩანთა? ეს ქვები რაღაა?
ისევ ჯონს შეხედა და გაშტერებულმა, არაფრის მთქმელმა მზერამ
შეაშფოთა. სრულიად ნათელი იყო, რომ ტრიბუნაზე მისი გამოჩენაც
კი არ შეიძლებოდა. - რა მშვენიერი ქვებია, - თქვა მან იმდენად მხი-
არულად, რამდენადაც შეძლო და მოიმიზეზა, საქმიანი შეხვედრა
მაქვს დანიშნულიო და ჯონი მიატოვა - სამუდამოდ.

ქალი სარკეში ანარეკლი

არ უნდა დატოვო სარკე კედელზე ჩამოკიდებული, ისევე, რო-


გორც გადაშლილი ჩეკის წიგნაკი არ უნდა დატოვო უმეთვალყუ-
როდ ან წერილები - საშინელი დანაშაულის ჩადენის აღიარების შე-
სახებ. ზაფხულის იმ დღეს - მზერა, უნებურად, ჰოლში დაკიდებული
მაღალი სარკისკენ გარბოდა. შემთხვევამ განაგო ასე. სადარბაზო
ოთახში დივნის სიღრმიდან კარგად ჩანდა არა მხოლოდ იტალიურ
სარკეში არეკლილი მარმარილოს მაგიდა მოპირდაპირე მხარეს,
არამედ ბაღის ნაწილიც. ჩანდა გრძელი, მწვანე ბალახების ზოლი,
მაღალი ყვავილებით არშიაშემოვლებული, რომელიც სადღაც მისი
ცერად გამკვეთი მოოქროვილი ჩარჩოს მიღმა მიდიოდა.
სახლი ცარიელი იყო და იმის შეგრძნება, რომ სადარბაზოში შენს
გარდა არავინაა, ნატურალისტებისთვის ნაცნობ შეგრძნებას გიჩენ-
და, ალბათ ნატურალისტებისთვის ნაცნობ შეგრძნებას, როცა ისინი
თავს ბალახებითა და ფოთლებით დაიფარავენ, უჩინარნი ხდებიან
და ყველაზე მხდალ ცხოველებსა და ფრინველებს აკვირდებიან -
მაჩვებს, წავებს, ალკუნებს - თავისუფლად რომ დარბიან და ჰგონი-

93
ათ არავინ უყურებთ. იმ დღეს ოთახი სავსე იყო ასეთი მხდალი არ-
სებებით, ჩრდილისა და სინათლის თამაშით. ფარდები იბერებოდა,
ფოთლები ცვიოდა, გეგონება ასეთი რამეები მაშინ ხდება, როცა ვე-
რავინ ხედავსო. წყნარი ოთახი, ძველ სოფლურ სახლში, ოთახი ნო-
ხებითა და ქვის ბუხრებით, ჩაშენებული წიგნის თაროებითა და წი-
თელ-ოქროსფერი გალაქული კარადებით, ასეთი არსებებით იყო
სავსე. ისინი მსუბუქი სირბილით გადარბოდნენ ერთი კუთხიდან მე-
ორეში, გრაციოზულად დააბიჯებდნენ თათებაწეულები და კუდგაბ-
ზეკილები - თითქოს რაღაცას კორტნიდნენ, - როგორც წეროები თუ
ელეგანტური ფლამინგოების გუნდები, რომელთაც ვარდისფერი
გაჰხუნებიათ, ან ფარშავანგები - კუდებით გამჭვირვალე, ვერ-
ცხლისფერ შალითებში. და უცებ რაღაც ბუნდოვანდებოდა და ბნელ-
დებოდა, თითქოსდა მელანთევზმა ჰაერი მოულოდნელად იისფე-
რით აავსოო. და ოთახი, როგორც ცოცხალი ადამიანი, შეპყრობი-
ლი იყო ვნებებითა და მრისხანებით, შურითა და მწუხარებით. და
ყოველწამიერად მასში რაღაც იცვლებოდა.
კარს მიღმა კი სარკე აირეკლავდა მარმარილოს მაგიდას, მზე-
სუმზირებს, ბაღის ბილიკს, ისე მკაფიოდ და უძრავად, რომ იფიქ-
რებდი, მათი რეალობა დაურღვეველიაო. უცნაური კონტრასტი იყო:
აქ ყველაფერი განუწყვეტლივ იცვლება, იქ კი ყველაფერი გარინდუ-
ლა. მზერა უნებურად აქეთ-იქით აწყდებოდა. ვინაიდან სიცხის გამო
სახლის ყველა კარი და ფანჯარა ღია იყო, გამუდმებით ოხვრის ხმა
ისმოდა, თითქოს წუთიერისა და წარმავალის ხმა მოდიოდა და მი-
დიოდა ადამიანის სუნთქვასავით, მაშინ როცა, სარკეში ყველაფერს
სული გაენაბა და გარინდებულიყო უკვდავების ნეტარებაში.
ნახევარი საათის წინ სახლის დიასახლისმა იზაბელა ტაისონმა,
თხელ, საზაფხულო კაბაში გამოწყობილმა, კალათით ხელში მწვანე
ბილიკი გაიარა და გაუჩინარდა სარკის მოოქროვილი ჩარჩოდან
94
მოკვეთილი. ალბათ ქვედა ბაღში მიდიოდა ყვავილების საკრეფად,
ან კიდევ, რაც უფრო ბუნებრივია იფიქრო, რაღაც მსუბუქის, ფანტას-
ტიკურის, ფოთლოვანის, კატაბარდას თუ ხვართქლას ნატიფი
ყლორტების მსგავსის საკრეფად, უხეშ, მრგვალ კედლებს რომ ეწ-
ვნიან და აქეთ-იქით თეთრად და იისფრად იფურჩქნებიან. მას რა-
ღაც თავისებური ესადაგებოდა, უფრო მთრთოლვარე მაჩიტა, ვიდ-
რე ხესავით სწორი ასტრა ან გაპრანჭული კვირისტავი, ან თუნდაც
ვარდები მისივე საყვარელი შპალერის მარგილებზე მოგიზგიზე
ფანრებით. ეს შედარება აჩვენებდა თუ რა ცოტა ვიცოდით იზაბელას
შესახებ ამდენი წლის შემდეგ, რადგან, შეუძლებელია რომელიმე
ხორცშესხმული ქალი, ორმოცდათხუთმეტი თუ სამოცდახუთი წლის
ასაკში მწვანე ყლორტი ან პწკალი იყოს. ასეთი შედარებები არა
მხოლოდ არაფრის მთქმელი და ზედაპირულია, არამედ სასტიკიც,
რადგან სიმართლეს მალავენ, ხვართქლასავით თრთიან რა თვა-
ლებსა და სიმართლეს შორის. სიმართლე კი აუცილებელია ისევე,
როგორც აუცილებელია კედელი. და მაინც უცნაურია, რომ მთელი
იმ წლების განმავლობაში, რაც იზაბელას ვიცნობდი, შეუძლებელი
იყო გეთქვა, რა არის მის შესახებ სიმართლე და რა ფანტაზია. ჩვენ,
ჯერ კიდევ, ხვართქლასა და კატაბარდას თაობაზე ამის მსგავსი
ფრაზებით შემოვიფარგლებოდით. რაც შეეხება ფაქტებს, ფაქტი ის
იყო, რომ შინაბერაა, მდიდარია და ეს სახლი თვითონ იყიდა, დაუხ-
მარებლად. ხშირად აღმოჩნდებოდა ხოლმე დედამიწის ყველაზე
მიყრუებულ ადგილებში, სადაც რისკავდა, რომ რომელიმე აღმო-
სავლური სენი შეეყრებოდა ან შხამიანი ნესტარი დაგესლავდა - და,
მან საკუთარი ხელით შეაგროვა ეს ნოხები, სკამები, კარადები,
რომლებიც ახლა ჩვენს თვალწინ აჩრდილისებურ არსებობას გა-
ნაგრძობდნენ. ხანდახან ისე ჩანდა, რომ მათ მეტი იცოდნენ იზაბე-
ლას შესახებ, ვიდრე ჩვენ დაგვრთეს ნება გვცოდნოდა, თუმცა ჩვენ
95
მათზე ვისხედით, მათზე ვწერდით და მათზე ფრთხილად დავაბიჯებ-
დით. თითოეულ კარადას ბევრი პატარა უჯრა ჰქონდა და უჯრებში,
ალბათ, წერილები ინახებოდა, ლენტებით შეკრული წერილები,
ლავანდითა თუ ვარდის ფურცლებით ნაპკურები, რადგან ეს იყო კი-
დევ ერთი ფაქტი, თუკი ფაქტები იყო საჭირო, რომ წარსულში იზაბე-
ლა ბევრ ხალხს იცნობდა, ბევრი მეგობარი ჰყავდა. და ის, ვისაც
ეყოფოდა თავხედობა უჯრიდან მისი წერილები გამოეღო და წა-
ეკითხა, იქ მრავალი ვნებათაღელვის ნაკვალევს წააწყდებოდა: და-
ნიშნულ პაემნებს, დრტვინვას არშემდგარი შეხვედრის გამო,
გრძელ ინტიმურ წერილებს ნაზი გრძნობებით, მკვეთრ წერილებს,
ეჭვითა და საყვედურებით სავსეს, საბოლოო განშორების საშინელ
სიტყვებს - ამ შეხვედრებმა და გრძნობების გადაშლამ ხომ არაფერი
მოიტანა, ის ვერ გათხოვდა, და მაინც, თუ მისი სახის ნიღაბივით
გულგრილი გამომეტყველებით ვიმსჯელებდით, იცოდა რა არის გა-
მოცდილება და ვნება გაცილებით უკეთ, ვიდრე იმ ქალებმა, ვისი
სიყვარულიც ყველას სალაპარაკო თემა გამხდარა. ამ აზრების გავ-
ლენით იზაბელას ოთახი ჩრდილებით დაიბინდა და სიმბოლური
მნიშვნელობა შეიძინა: კუთხეები უფრო ბნელი ჩანდა, მაგიდის ფე-
ხები - უფრო თხელი და იეროგლიფისებური.
უცებ ეს ფიქრები მკვეთრად, თუმცა უხმაუროდ იქნა შეწყვეტილი.
სარკეში ვიღაც შავმა და დიდმა ჩაიხედა, დაფარა რა ყველაფერი
ირგვლივ, მაგიდაზე მარმარილოს ვარდისფერ და ნაცრისფერძარ-
ღვიანი ფირფიტები დაყარა და გაქრა. თუმცა ამან მთელი სურათი
შეცვალა. წამიერად ის ძნელად საცნობი, ირაციონალური, ფოკუსს
მიღმა ჩანდა. ამ ფირფიტებს რაიმე ადამიანურ განაზრახს ვერ და-
უკავშირებდი. შემდეგ რაღაც ლოგიკურმა პროცესმა დაიწყო მათი
შეწოვა, განკარგვა და გამოცდილების საერთო ჯამთან მისადაგება.
და ბოლოს, საცნაური გახდა, რომ ესენი მხოლოდ წერილებია. ლა-
96
ქია მოვიდა და ფოსტა მოიტანა. ისინი მარმარილოს მაგიდაზე ეწყო,
საიდანაც ჯერ სინათლე და ფერები ჟონავდა ისე, რომ არაფერს ერ-
წყმოდა, შემდეგ კი უცნაური სანახავი იყო, როგორ შემჭიდროვ-
დნენ, განლაგდნენ და საერთო სურათის ნაწილი გახდნენ - მიიღეს
რა თავისი წილი იმ უძრაობისა და უკვდავებისა, რომელსაც სარკე
უძღვნიდათ. ახლა მათ თითქოს ახალი რეალობა და მნიშვნელობა
შეიძინეს, თანაც დამძიმდნენ, თითქოს მხოლოდ საჭრეთლით შეიძ-
ლებოდა მათი განშორება მაგიდისგან. და თუნდაც ეს ფანტაზია ყო-
ფილიყო, გეჩვენებოდა, რომ ისინი ერთი შეკვრა ჩვეულებრივი წე-
რილებიდან სჯულის ფიცრად იქცნენ, რომელზეც მარადიული ჭეშ-
მარიტება იყო ამოკვეთილი, რომ, წაიკითხავდი მათ და ყველაფერს
გაიგებდი იზაბელას შესახებ, ყველაფერს, რისი გაგებაც ღირდა და
არა მხოლოდ მის შესახებ, არამედ ცხოვრების შესახებაც. ამ მარმა-
რილოს მსგავსი კონვერტების შიგნით ფურცლები სავსე იქნება ძა-
ლიან მნიშვნელოვანი რამეებით. იზაბელა შემოვა, აიღებს მათ, თი-
თო-თითოდ, ძალიან ნელა, გახსნის და წაიკითხავს, ყურადღებით,
სიტყვასიტყვით, და შემდეგ ღრმა, ყოვლისჩამწვდომი ღრმა ამოოხ-
ვრით, თითქოსდა ცნობიერების ფსკერამდე ჩააღწიაო, კონვერტს
ნაკუწებად აქცევს, წერილებს კი შეკრავს და ერთ-ერთი კარადის უჯ-
რაში ჩაკეტავს და მტკიცედ გადაწყვეტს დამალოს ის, რაც როგორც
თვლის, სხვას არ უნდა გაუზიაროს.
ეს აზრი თითქოს გამოწვევად იქცა. იზაბელა არ თვლიდა საჭი-
როდ თავის თავზე ეამბნა, მაგრამ ამას უკვე ვეღარ მოახერხებდა. ეს
იყო აბსურდი, ეს იყო საშინელება. თუკი ამდენს მალავს, ამდენი
იცის, მაშინ ის უნდა გახსნას პირველივე ხელში მოხვედრილი ინ-
სტრუმენტით - წარმოსახვით. საჭიროა მთელი აზრების დაუყოვნებ-
ლივ მასზე კონცენტრირება. გასხლტომის საშუალება არ უნდა მი-
ეცეს - შემთხვევით წვრილმანებს არ უნდა შეაქცევინო თავი ძველე-
97
ბურად - სადილებს, ვიზიტებს, სალონურ საუბრებს. მის ადგილას
უნდა დააყენო თავი. ადვილად შეგიძლია წარმოიდგინო როგორ
დგას ახლა ქვედა ბაღში. ვიწრო, გრძელი, მოდური ფეხსაცმელები
აცვია ძალიან რბილი და ელასტიური. უზადო, როგორც ყველაფე-
რი, რასაც იცვამს, დგას ქვედა ბაღის მაღალ მესერთან, წელზე მიბ-
მული მაკრატელი ხელში შემართული უჭირავს, რომ დამჭკნარი
ყვავილები თუ ზედმეტად გამოშვერილი შტო შეაჭრას. სინათლე სა-
ხეზე ანათებს, თვალებში სცემს, მაგრამ არა, უკანასკნელ წამს
ღრუბლის ქულებმა მზე დაფარეს და მისი თვალების გამომეტყვე-
ლება გაუგებარი გახდა - დამცინავი თუ ალერსიანი, მბრწყინავი, თუ
უღიმღამო? ჩანს მხოლოდ მქრქალი კონტური მისი უკვე შემჭკნარი,
მშვენიერი, ცისკენ აპყრობილი სახისა. შეიძლება იმაზე ფიქრობს,
რომ ახალი ბადე უნდა შეუკვეთოს მარწყვისათვის, ჯონსონის
ქვრივს ყვავილები გაუგზავნოს, რომ დროა ჰიპესლებს ეწვიოს
ახალმოსახლეობის მისალოცად. ასეთ რამეებზე ლაპარაკობს
ხოლმე სადილის შემდეგ. მაგრამ რაზეც სადილის შემდეგ ლაპარა-
კობს, მოსაწყენია. საჭიროა იმ მდგომარეობის მოხელთება და სა-
თანადო სიტყვებით გამოხატვა, რაც მისი სულისთვის იგივეა, რაც
სხეულისთვის სუნთქვა, რასაც ბედნიერებას ან უბედურებას არქმე-
ვენ. ამ სიტყვების ხსენებაზე ნათელი გახდა, რომ ის, რა თქმა უნდა,
ბედნიერია. მდიდარია, თავის წრეში ცნობილი, ბევრი მეგობარი
ჰყავს, მოგზაურობს, თურქეთში ნოხებს ყიდულობს, სპარსეთში -
ლურჯ ვაზებს. სიამოვნების გზები იშლება ყოველი მიმართულებით
იმ ადგილიდან, სადაც დგას, მაკრატელშემართული, რომ მოცახცა-
ხე შტოები მოჭრას, ღრუბლის არშიები კი ამ დროს მის სახეს
მკრთალ ჩრდილს ჰფენენ.
ამ დროს, სწრაფი მოძრაობით გადაჭრა კატაბარდას ღერო და ის
მიწაზე დავარდა. ღეროს დავარდნის შემდეგ, რა თქმა უნდა, სინათ-
98
ლემ მოიმატა და, რაღა თქმა უნდა, შესაძლებელი გახდა იზაბელას
არსებაში უფრო ღრმად ჩაწვდომა. მისი სული ახლა სინაზითა და სი-
ნანულითაა სავსე... გამოშვერილი შტოს მოჭრამ დაასევდიანა, მას
ხომ ერთი სიცოცხლე ჰქონდა, სიცოცხლე კი - ყველაფერზე ძვირფა-
სია. და ამავე დროს შტოს დაცემამ შეახსენა, რომ ისიც მოკვდება,
რომ ყველაფერი ამქვეყნად ამაოებაა და წარმავალია. მაშინვე,
სწრაფად მოიშორა რა ეს ფიქრი, მისთვის დამახასიათებელმა ჯან-
საღმა აზრმა სძლია და დაასკვნა, რომ ცხოვრება კეთილად მოეპ-
ყრო, თუმცა სიკვდილი გარდაუვალია, ერთი სიამოვნება იქნება მი-
წაზე წოლა და იების ფესვებს შერწყმა. იზაბელა დგას და ფიქრობს,
სიტყვიერად ვერც გამოხატავ - რაზე, რადგან იმ თავშეკავებულ ადა-
მიანებს მიეკუთვნება, რომლებიც ამჯობინებენ თავიანთი ფიქრები
მდუმარების ღრუბლებში ჰქონდეთ გახვეული. აზრებითაა სავსე. მი-
სი გონება მისივე ოთახის მსგავსია, რომელშიც ჩრდილები მსუბუ-
ქად ცეკვავენ, აქეთ-იქით აწყდებიან, გრაციოზულად მოძრაობენ,
კუდებს იქნევენ, რაღაცას უნისკარტებენ და მთელი მისი არსებაც,
კვლავ ისე, როგორც ოთახი, ღრმა ცოდნის, გამოუთქმელი სინანუ-
ლის ნისლში იძირება, და თვით ის წერილებით გაჭედილ დაკეტილ
უჯრას ჰგავს. თქმა იმისა, რომ „გააღო ის“ თითქოს ხამანწკა იყოს,
ცოდვა და აბსურდია. აქ მხოლოდ ყველაზე დახვეწილი, ბასრი და
მოქნილი იარაღი თუ გამოდგება. წარმოდგენაც კი საკმარისია... აი,
ის იქ არის, სარკეში და შიშის ჟრჟოლა დაგივლის. თავიდან ქალი
ისე შორს იყო, რომ წესიერად ვერც დაინახავდი. ნაბიჯს შეანელებ-
და, ხან ვარდს შეასწორებდა, ხან აიღებდა და მიხაკს დაყნოსავდა,
მაგრამ შეუჩერებლად მოდიოდა და სარკეში სულ უფრო და უფრო
იზრდებოდა, სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსებოდა იმ პიროვ-
ნებას, რომლის სულში შეღწევაც ძალიან მოგინდებოდა. ნაბიჯ-ნა-
ბიჯ ხდებოდა შემოწმება - მასში აღმოჩენილი თვისებების მორგება
99
მის ახლანდელ ხილულ გარეგნობასთან. აი, მისი ნაცრისფერ-მწვა-
ნე კაბა, და ვიწრო ფეხსაცმელები, და კალათა, და რაღაც მკერდზე
რომ უბრწყინავს. ისე თანდათანობით ახლოვდებოდა, რომ გეგონე-
ბოდა სარკეში არეკლილ სურათს კი არ ცვლის, არამედ მასში რა-
ღაც ახალი ელემენტი შეაქვს, რომელიც შეუმჩნევლად ცვლის სხვა
საგნებსაც, თითქოსდა სთხოვს ადგილი დამითმეთო. და წერილები
მაგიდაზე, ბილიკი ბალახში და მზესუმზირები, სარკეში მისი მომ-
ლოდინენი, თითქოს დაშორიშორდნენ, გაიხსნენ, რომ ქალი თავი-
ანთ საზოგადოებაში მიეღოთ. ბოლოს და ბოლოს ის აქ იყო - სადარ-
ბაზოში. შეჩერდა. მაგიდასთან იდგა. სრულიად გაუნძრევლად. სარ-
კემ მაშინვე სინათლის გადმოღვრა დაიწყო მასზე, რომელმაც თით-
ქოს ის ადგილზე მიაჯაჭვა, რომელიც თითქოს მჟავას მსგავსად ყვე-
ლაფერ არაარსებითსა და ზედმეტს ჭამდა, შეუხებლად ტოვებდა
მხოლოდ სიმართლეს. ეს მომაჯადოებელი სანახაობა იყო. მას ყვე-
ლაფერი შორდებოდა - ღრუბელი, კაბა, კალათა, ბრილიანტი - ყვე-
ლაფერი, რაც ხვართქლად და კატაბარდად იწოდება. აი, მაგარი კე-
დელიც ქვევით. თვით ქალიც აქაა. შიშვლად მდგარი უმოწყალო სი-
ნათლეში. და არაფერი დარჩა. იზაბელა სრულიად დაცარიელებუ-
ლი. ფიქრების გარეშე. მეგობრების გარეშე. არავინ უყვარს. წერი-
ლები? ისინი ხომ მხოლოდ ანგარიშების ქაღალდებია. აი, ის დგას -
მოხუცი, მჭლე, დაძარღვული, კეხიანი ცხვირით და დანაოჭებული
კისრით - იმითაც კი არ იწუხებს თავს, რომ ქაღალდები გახსნას.
არ უნდა დატოვო სარკე კედელზე ჩამოკიდებული.

100
ჰერცოგინია და იუველირი

ოლივერ ბეიკონი იმ სახლის ზემო სართულში ცხოვრობდა,


გრინ-პარკს რომ გადაჰყურებდა. თავის ბინაში. იქ სკამები სწორედ
ისე იდგა, როგორც საჭირო იყო - ტყავგადაკრული სკამები. დივნები
ფანჯრის ნიშების ზომებს შეესაბამებოდა-ქსოვილგადაკრული დივ-
ნები. ფანჯრებს, სამ გრძელ ფანჯარას, სათანადოდ კეთილგონივ-
რულად მოხატული ტიული და ფიგურებიანი ატლასი ამშვენებდა.
წითელი ხის ბუფეტში სათანადო ბრენდების კონიაკები, ლიქიორები
და ვისკები მკაცრი თანმიმდევრობით ელაგა. და შუა ფანჯრიდან მას
შეეძლო დამტკბარიყო მოდური მანქანების ელვარე სახურავებით,
რომლითაც პიკადილის ვიწრო ქუჩები იყო გადატვირთული. ამაზე
უფრო ცენტრალურ ადგილს ვერც წარმოიდგენდი. და დილის რვა
საათზე მსახურ კაცს მისთვის საუზმე შეჰქონდა ლანგრით. მერე,
იგივე მსახური, ალისფერ მოსასხამს მოახურავდა. გრძელი, წვეტია-
ნი ფრჩხილებით ხსნიდა წერილებს და კონვერტებიდან სქელ,
თეთრ მოსაწვევ ბარათებს იღებდა, რომლებზეც ჰერცოგინიების,
გრაფინიების, ვიკონტესებისა და სხვა ტიტულიანი ქალბატონების
სახელები მსხვილი ასოებით იყო გამოკვეთილი. შემდეგ იბანდა,
შემდეგ ცეცხლზე შებრაწულ პურს მიირთმევდა და შემდეგ ბუხარში
მოგიზგიზე ელექტრო ნახშირის შუქზე გაზეთებს კითხულობდა.
„წარმოგიდგენია, ოლივერ, - ეუბნებოდა საკუთარ თავს, - შენ,
ვინც ცხოვრება ჭუჭყიან შუკაში დაიწყე, შენ, რომელმაც... და თავის
ფეხებს ჩააყოლებდა თვალს, უზადო შარვლით შემოსილს, და მა-

101
ღალყელიან ფეხსაცმელებს და გეტრებს. ყველაფერი პეწიანი და
მასზე ზედგამოჭრილი იყო - საუკეთესო ქსოვილებისგან შეკერილი,
სევილ როუს საუკეთესო მაკრატლებით გამოჭრილი. მაგრამ ხში-
რად თავს სამოსლისგან განიძარცვავდა და კვლავ ბნელი შუკების
პატარა ბიჭი ხდებოდა. ოდესღაც ფიქრობდა, რომ ყველაზე დიდი,
რისი მიღწევაც ცხოვრებაში შეეძლო მორთულ-მოკაზმული ქალე-
ბისთვის მოპარული ძაღლების მიყიდვა იყო უატჩეპელზე. და ერ-
თხელაც, ისე მოხდა, რომ გაება. „ოჰ, ოლივერ, ოლივერ, - მოთ-
ქვამდა მაშინ დედამისი, როდის იქნება ჭკუაში რომ ჩავარდები ჩემო
ბიჭო“, შემდეგ ფარდულში მუშაობდა, იაფფასიან საათებს ჰყიდდა.
შემდეგ რაღაც საფულე წაიღო ამსტერდამში - როცა ეს გაახსენდე-
ბოდა მოხუც ოლივერს ახალგაზრდა ოლივერზე ეცინებოდა. ჰო, იმ
სამი ბრილიანტით კარგად იხეირა, თან კიდევ ზურმუხტის საკომი-
სიოც დაემატა. ამის შემდეგ ჰეტტონ-გარდენზე მუშაობდა ფარდუ-
ლის უკან მდებარე ოთახში, სადაც უცხო პირები არ დაიშვებოდნენ.
ოთახში, რომელშიც ჰქონდათ სასწორები, სეიფები, გამადიდებელი
შუშები. შემდეგ კი... შემდეგ... მას ჩაეცინა. როცა ზაფხულის ცხელ
საღამოს ქუჩაში მდგარ იუველირებს ჩაუვლიდა, რომლებიც ფასე-
ბის, ოქროს საბადოების, ბრილიანტებისა თუ სამხრეთ აფრიკის ამ-
ბების შესახებ მსჯელობდნენ, მათგან ვინმე აუცილებლად მიიდებდა
ხელს ცხვირის გვერდზე და ჩაიბურტყუნებდა: „ჰმმმ“ - მხოლოდ
ჩურჩული, მხოლოდ იდაყვის გაკვრა, ცხვირზე მიდებული თითი,
ჰეტტონ-გარდენზე ზაფხულის ცხელ საღამოს იუველირების რიგები
აზუზუნდებოდა - ოჰ, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ! მაგრამ ოლი-
ვერი დღემდე გრძნობდა სასიამოვნო ღიტინს ზურგში - იდაყვის
კვრა, ჩურჩული ნიშნავდა: „შეხედეთ, ახალგაზრდა ოლივერი,
ახალგაზრდა იუველირი მოდის.“ ძალიან ახალგაზრდა იყო მაშინ.
მერე სულ უფრო და უფრო კარგად იცვამდა და ჯერ ორთვლიანი ეტ-
102
ლი შეიძინა, მერე ავტომობილი. თეატრშიც, თავიდან ბელეტაჟში
იჯდა, შემდეგ კი პარტერის პირველ რიგებში გადაინაცვლა. რიჩ-
მონდზე ვილა შეიძინა მდინარისკენ ხედით, წითელი ვარდების
მწკრივებით და მადმუაზელი ყოველ დილით თითო ვარდს წყვეტდა
და საკინძეში უბნევდა.
- ასე რომ, - თქვა ოლივერ ბეიკონმა, წამოიწია და ფეხები წინ გა-
იწვდინა, - ასე რომ... მოხუცი ქალბატონის სურათის ქვეშ შეჩერდა,
რომელიც ბუხრის თავზე ეკიდა და ხელები ზემოთ ასწია.
- შევასრულე ჩემი სიტყვა, - თქვა და ხელისგულები ერთმანეთს
ისე გადააჭდო, თითქოს მას პატივს მიაგებსო. - ნიძლავი მოვიგე.
მართლა ასე იყო. ის ინგლისის უმდიდრეს იუველირად იქცა. მაგ-
რამ მისი ცხვირი, სპილოს ხორთუმივით გრძელი და მოქნილი,
თითქოს ნესტოების უცნაური თრთოლვით ამბობდა (თუმცა გეგონე-
ბოდათ მხოლოდ ნესტოები კი არა, მთელი ცხვირი უთრთისო) რომ
ჯერ კმაყოფილი არ იყო, თითქოს ჯერ კიდევ რაღაცას იყნოსავდა მი-
წისქვეშეთიდან, ცოტათი მოშორებული ადგილიდან. წარმოიდგი-
ნეთ გიგანტური ტახი ტრიუფელებით სავსე საძოვარზე. აი, რამდენი-
მე ცალი ამოჩიჩქნა მიწიდან, მაგრამ უფრო დიდი, უფრო შავი ტრი-
უფელის სუნი სცემს სადღაც ახლომახლოდან. და ასე, ოლივერი ყო-
ველთვის მოიყნოსავდა მეიფერის ბარაქიან მიწაში კიდევ ერთ
ტრიუფელს უფრო დიდს, უფრო შავს, ცოტა მოშორებით. ჰოდა, ახ-
ლა ჰალსტუხში ბრილიანტის ქინძისთავი შეისწორა, თავისი მოდუ-
რი, ლურჯი საზაფხულო პალტო ჩაიცვა და ყვითელი ხელთათმანები
და ხელჯოხი აიღო. კიბეებზე რწევით დაეშვა და თავისი გრძელი,
მკვეთრად მოხაზული ცხვირით მოიყნოსა თუ ამოიხვნეშა, როცა პი-
კადილის ჩაუარა, რადგან მართალია ნიძლავი მოიგო, მაგრამ ის
ხომ ჯერაც დარდიანი, დაუკმაყოფილებელი ადამიანი იყო, რომე-
ლიც რაღაცას, ჯერ კიდევ მისგან დაფარულს ეძებს.
103
ოდნავ ირწეოდა როცა მიდიოდა, ისე, როგორც ირწევა აქლემი
ზოოპარკში, როცა ასფალტის ბილიკებს მიუყვება დამძიმებული,
ზურგზე შესმული მედუქნეებით და მათი ცოლებით ქაღალდის პარ-
კებიდან რაღაცებს რომ ჭამენ და ბილიკზე დაჭმუჭვნილი ვერ-
ცხლისფერი ქაღალდის ნაკუწებს ყრიან. აქლემს არ უყვარს მედუქ-
ნეები, აქლემი უკმაყოფილოა თავისი ხვედრით.
აქლემს ლურჯი ტბა ელანდება პალმებით არშიაშემოვლებული.
ასევე სახელოვანი იუველირიც, მსოფლიოში ყველაზე სახელოვანი,
პიკადილიზე მიაბიჯებდა, უზადოდ ჩაცმული, ხელთათმანებით,
ხელჯოხით, მაგრამ ჯერ არცთუ მთლად დაკმაყოფილებული, სანამ
პატარა, ბნელ მაღაზიას არ მიაღწია - მაღაზიას, ცნობილს საფრან-
გეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში და ამერიკის ყველა კუთ-
ხეში - პატარა, ბნელ მაღაზიას ბონდ სტრიტზე.
ჩვეულებისამებრ, მაღაზიაში უსიტყვოდ შევიდა და ოთხ კაცს ჩაუ-
არა - ორ მოხუცს - მარშალსა და სპენსერს, და ორ ახალგაზრდას -
ჰემონდს და უიკსს. მის დანახვაზე წამოდგნენ, გაიჭიმნენ და შურია-
ნი მზერა მიაპყრეს. მხოლოდ ქარვისფერ ხელთათმანს შიგნით თი-
თის მოძრაობით გამოხატა, რომ მათი მოძრაობა შეამჩნია. თავის
კაბინეტში შევიდა და კარი მიიხურა.
შემდეგ გისოსები გახსნა და ფანჯარა გამოაღო. ბონდ სტრიტის
ხმები შემოვიდა, ტრანსპორტის შორეული გუგუნი. მაღაზიის უკანა
მხარეს რეფლექტორების შუქი მოეფინა. ფანჯრის მიღმა ხეზე ექვსი
მწვანე ფოთოლი შეირხა - ივნისი იყო. მაგრამ მადმუაზელი მისტერ
პედდერს გაჰყვა ცოლად, რომელიც იქვე, რიჩმონდში ლუდის სა-
ხარშავში მუშაობდა და აღარავინ დარჩა, ვინც საკინძეში ვარდს ჩა-
უდებდა.
- ასე, - ამოისუნთქა თუ ამოიხვნეშა მან - ასე...

104
შემდეგ, კედელზე ღილაკს დააჭირა თითი და პანელები ნელა გა-
იღო, მათ უკან კი ფოლადის სეიფები იყო - ხუთი, არა, ახლა უკვე ექ-
ვსი - ყველა მოსავადებული ფოლადისა. გასაღები გადაატრიალა და
ერთი სეიფი გააღო, შემდეგ, მეორე. შიგნით ყველას მუქი წითელი
ხავერდი ჰქონდა გადაკრული. ყველა მათგანში ძვირფასეულობა
ინახებოდა - სამაჯურები, ყელსაბამები, ბეჭდები, დიადემები, ჰერ-
ცოგების გვირგვინები, ცალკეული ქვები მინის ნიჟარებში - ლალე-
ბი, ზურმუხტები, მარგალიტები, ბრილიანტები - საიმედოდ მილაგე-
ბულები, გაკრიალებულები, გრილები, მაგრამ მუდამ გავარვარებუ-
ლები მათ შიგნით დაწნეხილი ცეცხლით.
- ცრემლები, - თქვა ოლივერმა, - მარგალიტს უყურებდა.
- გულის სისხლი - თქვა, როცა ლალს შეხედა.
- თოფისწამალი, - განაგრძო და ბრილიანტები გააჩხრიალა, ისე,
რომ მათ თვალისმომჭრელად გაიბრწყინეს. - თოფისწამალი საკმა-
რისი იმისთვის, რომ მთელი მეიფერი ააფეთქო - მაღლა, მაღლა,
ცამდე აისროლო - ამ სიტყვებზე თავი უკან გადასწია და ცხენის ხვიხ-
ვინის მსგავსი ხმა გამოსცა.
ტელეფონმა მის მაგიდაზე პირფერულად წაიზუზუნა დაბალი,
დახშული ხმით. ოლივერმა სეიფი დაკეტა.
- ათი წუთის შემდეგ, თქვა მან, - უფრო ადრე არა. მაგიდაზე ჩა-
მოჯდა და თავისი სახელოს რგოლებზე ამოკვეთილ რომის იმპერა-
ტორების თავებს გახედა. ისევ განიძარცვა სამოსელი და პატარა ბი-
ჭად იქცა მარმარილოს ბურთებით რომ თამაშობდა შუკებში, სადაც
კვირაობით მოპარულ ძაღლებს ყიდდნენ. იმ პატარა ეშმაკ, აზრიან
ბიჭად იქცა სველი ალუბლის მსგავსი ტუჩებით. თითებს შიგნეულში
ყოფდა, ტაფაზე დააფათურებდა, რომელზეც თევზი იწვებოდა,
ბრბოში დასუნსულებდა. ტანადი იყო და მოქნილი, ალოკილი ქვე-
ბივით თვალები ჰქონდა. ახლა კი, ახლა... საათის ისრები წუთებს
105
ითვლიან - ერთი, ორი, სამი, ოთხი... ჰერცოგინია ლამბორნსკაია
მის ნებართვას ელის რომ შემოვიდეს, ჰერცოგინია ლამბორნსკაია,
ვისი პაპები და პაპისპაპებიც ინგლისის პერები იყვნენ. ათ წუთს მო-
იცდის დახლთან მჯდარი. მოიცდის, სანამ ის არ ინებებს მის მიღე-
ბას. თვალს არ აცილებდა შაგრენის შალითაშემოკერილ მაგიდის
საათს. ისარი წინ მიიწევდა. საათის ერთ დაწიკწიკებას მისთვის
თითქოს pate de foie gras1 მოჰქონდა, შემდეგ დაწიკწიკებას ბოკა-
ლი შამპანური, სირჩა საუკეთესო კონიაკი, გინეად ღირებული სიგა-
რა. საათი ამ ყველაფერს მის წინ, მაგიდაზე ახვავებდა, სანამ ათი
წუთი გავიდა. და მაშინ კორიდორში ნელი, თითქმის უხმო ფეხის ხმა
და შარიშური გაიგონა. კარი გაიღო.
ზურგით კედელსაკრულმა ჰემმონდმა მოახსენა:
- მისი მაღალკეთილშობილება.
და ასე იცდიდა, კედელსაკრული.
ოლივერი წამოდგა, კორიდორიდან ესმოდა მოახლოებული ჰერ-
ცოგინიას კაბის შარიშური. აი, თვითონ ისიც, კარი შეავსო, ოთახი
ყველა ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ერთ ტალღად შერწყმული არო-
მატით, აპლომბით, ქედმაღლობითა და მედიდურობით აავსო. და
როგორც ტალღა ინავლება, ისიც ისე მიინავლა დაჯდომისას, გაიშა-
ლა, გადგაფუნდა და ქაფად გადაეღვარა ოლივერ ბეიკონს - სახელ-
განთქმულ იუველირს, და ის კაშკაშა, მბრწყინავი ფერებით დაფარა
- მწვანით, ვარდისფრით, იისფრით, და სურნელებით და ფერადოვ-
ნებით, თითებიდან გამოტყორცნილი სხივებით, ქუდის მოსართავი
ფრთების რხევით, აბრეშუმის ნაკეცების ელვარებით. რადგან ის ძა-
ლიან დიდი იყო, ძალიან სქელი, მაგრად გამონაკვთული ვარდის-
ფერ თავთის კაბაში და აღარც მთლად ახალგაზრდა. როგორც მრა-

1 pate de foie gras (ფრანგ) – ბატის ღვიძლის პაშტეტი.


106
ვალარშიიან ქოლგას, როგორც უხვბუმბულიან ფარშავანგს სცვივა
არშიები, სცვივა ბუმბულები, ისიც ასევე ჩაეშვა, მოკალათდა და ჩა-
იძირა ტყავის სავარძელში. - დილა მშვიდობისა, მისტერ ბეიკონ, -
უთხრა და თეთრხელთათმანიანი ხელი გაუწოდა და ოლივერი
მდაბლად დაიხარა მის ჩამოსართმევად. და, როგორც კი მათი ხე-
ლები ერთმანეთს შეეხო, ძველი კავშირი მაშინვე აღდგა. ისინი მე-
გობრები იყვნენ, მაგრამ თან - მტრებიც. კაცი ბატონობდა, ქალი
ემორჩილებოდა. ერთმანეთს ატყუებდნენ და ერთმანეთი სჭირდე-
ბოდათ, ერთმანეთის ეშინოდათ. თითოეულმა იცოდა ეს და ამას ყო-
ველ ჯერზე გრძნობდა, როცა მათი ხელები, აი, ასე, შეეხებოდნენ
ერთმანეთს მაღაზიის უკან პატარა ოთახში, სადაც გარედან დღის
თეთრი შუქი და ქუჩის ხმაური აღწევდა და ექვსფოთლიანი ხე იყუ-
რებოდა, მათ უკან კი სეიფები იყო განლაგებული.
- რით შემიძლია, ამჯერად, გემსახუროთ, ჰერცოგინია? - ძალიან
რბილად ჰკითხა ოლივერმა.
- ჰერცოგინიამ გული გადაუშალა, სულ მთლიანად, ბოლო სამა-
ლავამდე. ოხვრით, მაგრამ უსიტყვოდ, ჩანთიდან გამხდარი ქრცვი-
ნის მსგავსი ნატის გრძელი ტომსიკა ამოიღო და ქრცვინის მუცლის
განაჭერიდან მარგალიტები გადმოყარა - ათი მარგალიტი. ისინი
განაჭერიდან გადმოგორდნენ ერთი, ორი, სამი, ოთხი - როგორც
კვერცხები ზღაპრული ფრინველიდან.
- სულ ეს არის რაც დამრჩა ძვირფასო მისტერ ბეიკონ, - ამოიკ-
ვნესა მან. ხუთი, ექვსი, შვიდი... ისინი ქვემოთ დაგორდნენ, უზარმა-
ზარი მთის დაქანებულ ფერდობებს დაუყვნენ, რომელიც ქალის მუხ-
ლებსა და ვიწრო ხეობას შორის ეშვებოდა... მერვე, მეცხრე, მეათე.
და იქ დარჩნენ ვარდისფერი თავთის ელვარე ანარეკლში. ათი მარ-
გალიტი. - ეპლბის სარტყლის სახეობებიდანაა, - ნაღვლიანად თქვა
მან, - უკანასკნელები, სულ უკანასკნელები.
107
ოლივერმა ხელი გაიწვდინა და ერთ-ერთი მარგალიტი ორი თი-
თით აიღო. ის მრგვალი იყო და ელვარებდა. მაგრამ ნამდვილია თუ
ყალბი? ნუთუ ეს ქალი ახლაც ცრუობს? ნუთუ ბედავს?
ქალმა ფუმფულა თითი ტუჩზე მიიდო.
- ჰერცოგმა რომ იცოდეს, - წაიჩურჩულა მან, - ძვირფასო მისტერ
ბეიკონ - ასეთი ბედნავსობა...
ეტყობა ისევ ითამაშა და წააგო.
- ეს არამზადა! ეს შულერი! - წაისისინა ქალმა.
ის ლოყანაიარევი კაცი? ცუდი ვინმეა. ჰერცოგი კი-ჯოხივით სწო-
რი, ბაკენბარდებიანი, ამ ქალს მშრალზე დატოვებს, ცხრაკლიტულ-
ში გამოამწყვდევს, რომ გაიგოს... ის, რაც მე ვიცი, გაიფიქრა ოლი-
ვერმა და სეიფს გახედა.
- არამინტა, დაფნი, დიანა, - დაიკვნესა ქალმა, - მათი გულის-
თვის. ლედი არამინტა, ლედი დაფნი, ლედი დიანა - ამ ქალის ქა-
ლიშვილები - ის მათ იცნობდა, ის მათ აღმერთებდა. მაგრამ სიყვა-
რულით დიანა უყვარდა. - თქვენგან დაფარული არაფერი მაქვს -
ურცხვად გაიღიმა ქალმა. ცრემლები ჩამოუგორდა, ჩამოუვარდა,
ცრემლებმა, როგორც ბრილიანტებმა ბილიკები დახაზეს მის გა-
პუდრულ, ვარდისფერ ლოყებზე. - ძველი მეგობარი, - წაიბუტბუტა
ქალმა - ძველი მეგობარი.
- ძველი მეგობარი, ძველი მეგობარი, - გაიმეორა კაცმა, - თით-
ქოს სიტყვებს აგემოვნებსო. - რამდენი? - ჰკითხა მან.
ქალმა მარგალიტები ხელისგულით დაფარა და წაიჩურჩულა: -
ოცი ათასი. მაგრამ ნამდვილია თუ არა მარგალიტები, ხელში რომ
უჭირავს? ეპლბის სარტყლის სახეობა. მაგრამ ამ ქალს ის თითქოს
გაყიდული უნდა ჰქონდეს? ახლავე დარეკავს და სპენსერს და ჰემ-
მონდს დაუძახებს. „აიღეთ და შეამოწმეთ“ ეტყვის. ზარისკენ ხელი
გაიწვდინა.
108
- ხვალ ხომ გვეწვევით? - მოუთმენლად უთხრაა ქალმა თითქოს
შეაწყვეტინაო. - პრემიერ- მინისტრი და მისი სამეფო უდიდებულე-
სობა იქნებიან, - მცირედ შეყოვნდა და დაუმატა, - და დიანაც.
ოლივერმა ზარიდან ხელი აიღო.
ქალს იქით ბონდ-სტრიტის სახლების უკანა მხარეები ჩანდა, მაგ-
რამ ის ბონდ-სტრიტის სახლებს კი არ უყურებდა, არამედ მჩქეფარე
მდინარეს, რომელშიც კალმახი და ორაგული დახტოდნენ და პრე-
მიერ-მინისტრი და თვითონაც თეთრ ჟილეტში გამოწყობილი და
დიანა. მარგალიტს დახედა, ხელში რომ ეჭირა. როგორ უნდა დაევა-
ლებინა მისი შემოწმება მდინარის ამ ხილვის ფონზე, დიანას თვა-
ლების ფონზე. ჰერცოგინიას თვალები კი მასზე იყო მიპყრობილი.
- ოცი ათასი, - ამოიკვნესა ქალმა, - ჩემი ღირსება.
დიანას დედის ღირსება. ჩეკის წიგნაკი თავისკენ მიიწია. კალმის-
ტარი აიღო. ოცი - დაწერა მან. შემდეგ წერა შეწყვიტა. პორტრეტი-
დან მოხუცი ქალი გადმოჰყურებდა, მოხუცი ქალი. მისი დედა. ოლი-
ვერ, - აფრთხილებდა ის, - ჭკუას მოუხმე. ნუ ჩაიდენ ასეთ სისულე-
ლეს. - ოლივერ, - ევედრებოდა ჰერცოგინია. ახლა უკვე „ოლივერ“
და არა მისტერ ბეიკონ, - ხომ გაატარებ მთელ უიკენდს ჩვენთან?
ტყეში, მარტო დიანასთან ერთად! დიანასთან ერთად ცხენის ჭე-
ნება! ათასი - დაამთავრა და ხელი მოაწერა.
- ინებეთ, - უთხრა.
და ქოლგის ყველა არშია გაიშალა, ფარშავანგის ყველა ბუმბუ-
ლი გაიშალა, გაკაშკაშდა ტალღები, აზენკურის მახვილი და შუბი -
ჰერცოგინია სავარძლიდან წამოდგა. და ორი მოხუცი და ორი ახალ-
გაზრდა კაცი - სპენსერი და მარშალი, უიკსი და ჰემმონდი დახლს
იქეთ კედელს აეკრნენ და შურით უცქერდნენ როგორ მიაცილა ქა-
ლი მაღაზიის კარებამდე. მათ თავისი ყვითელი ხელთათმანი დაუქ-

109
ნია, ქალს კი, ხელში მაგრად ეჭირა თავისი ღირსება - მისგან ოცია-
თას ფუნტზე ხელმოწერილი ჩეკი.
ყალბია თუ ნამდვილი? ეკითხებოდა ოლივერი საკუთარ თავს,
როცა კაბინეტის კარი მიიხურა. აი, ისინი, ათი მარგალიტი მაგიდა-
ზე, საშრობზე დევს. ფანჯარასთან მიიტანა ისინი, გამადიდებელი შუ-
შით გახედა. აი, თურმე როგორი ტრიუფელი ამოჩიჩქნა მან მიწიდან
- დამპალი ბოლომდე, გულისგულამდე დამპალი!
- მაპატიე დედა! - ამოიკვნესა, ხელები აღაპყრო, თითქოსდა
პორტრეტზე გამოსახულ დედას პატიებას სთხოვდა. და კვლავ შუკის
პატარა ბიჭად იქცა, სადაც კვირაობით ძაღლებს ჰყიდდნენ.
- რადგან, - წაიბუტბუტა და ხელისგულები ერთმანეთს გადააჭდო,
- ეს ხანგრძლივი უიკენდი იქნება.

წინაპრები

ის-ის იყო გამოხმაურებას აპირებდა ჯეკ რენშოუს საკმაოდ სუ-


ლელურ შენიშვნაზე (კრიკეტის ყურება არ მიყვარსო, რომ თქვა),
მისს ველანსმა დანანებით იგრძნო, რომ არ შეეძლო მისთვის იმის
ახსნა, რაც სულ უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა ამ წვეულებაზე:
მამამისი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ადამიანები გაიგებდნენ რა სუ-
ლელური და ულამაზოა, უფრო სწორად ულამაზო კი არა, უაზრო და
აბდაუბდაა, როგორი წვრილმანია ეს ყველაფერი მართლა ღირსე-
ულ, უშუალო ადამიანებთან შედარებით, მის მამასთან, მის საყვა-
რელ დედიკოსთან შედარებით, რამდენად განსხვავებული იყო მა-
მამისის შინაგანი წყობა და ცხოვრება, და დედაც, და თვითონ ისიც.

110
რამდენად განსხვავებული, სრულიად განსხვავებული აღზრდა
ჰქონდა მას მიღებული.
- აი, ჩვენ აქ ვართ, - თქვა მან მოულოდნელად, - ვიწრო შენობაში
ვსხედვართ, თითქოს ჰაერღუმელში ვიყოთ, შოტლანდიაში კი, სა-
დაც მე დავიბადე, ჩვენ... ის ვალდებული იყო განემარტა ამ გონება-
შეზღუდული ახალგაზრდებისათვის, საერთოდ კარგი, მაგრამ ზერე-
ლე ადამიანებისთვის, თუ რას გრძნობდა მისი მამა, დედა და თვი-
თონ ისიც - გულისგულში ხომ ისიც იმათნაირი იყო. უცებ გონება გა-
უნათდა და მიხვდა - მისი მოვალეობა სამყაროს წინაშე ის იყო, ადა-
მიანებისთვის აეხსნა მისი მამა, დედა და თვითონ ისიც რომ სრული-
ად განსხვავებულები იყვნენ.
მისტერ რენშოუმ თქვა, რომ ერთხელ, როგორღაც ედინგბურგში
მოუწია ღამის გათევა. მერე ჰკითხა, შოტლანდიელი ხომ არ ხართო.
ესე იგი, მან არ იცის ვინ არის მამამისი, არ იცის, რომ ის ჯონ
ელის რეტრეის ქალიშვილია და რომ, დედამისი - კეტრინ მაკდო-
ნალდია. ერთი ღამე ედინგბურგში! მან კი იქ მთელი ის ჯადოსნური
წლები გაატარა. იქ და ელიოტშოუში, ნორტუმბერლენდის საზღვარ-
თან. იქ დარბოდა ლაღად მოცხარის ბუჩქებს შორის, იქ მიდიოდნენ
მამამისის მეგობრები, და იქ, ჯერ კიდევ პატარა გოგონა, უსმენდა
საოცარ საუბრებს, რომლის მსგავსი მერე აღარაფერი მოუსმენია.
თითქოს ახლაც ცხადად ხედავდა: მამას, სერ დუნკან კლემენტსს,
მისტერ როჯერსს (მოხუცი მისტერ როჯერსი მისთვის ნამდვილი
ძველბერძნული გმირის განსახიერება იყო) კედრის ქვეშ მსხდართ,
ნავახშმევს, ვარსკვლავების შუქზე. როგორც ახლა იხსენებს, ისინი
ყველაფერზე ლაპარაკობდნენ. სულიერად და გონებრივად მეტის-
მეტად მდიდარი ადამიანები იყვნენ საიმისოდ, რომ ვინმესთვის და-
ეცინათ. მათ ასწავლეს, ჯერ კიდევ გოგონას, მშვენიერებისადმი ქე-

111
დის მოხრა. აქ კი, რა არის მშვენიერი, ლონდონის ამ ჩახუთულ სას-
ტუმროში?
- საცოდავი ყვავილები, - წამოიძახა მან იმიტომ, რომ მართლაც
რამდენიმე გათელილი ყვავილი ეგდო იატაკზე. იმიტომ, რომ მათი
დაჭყლეტილი ფურცლები დამახინჯებული იყო. იმიტომ, რომ ყვავი-
ლებს თანაუგრძნობდა, შესაძლოა მეტისმეტადაც. დედამისს ყვავი-
ლები უყვარდა. მას ბავშვობიდან ასწავლიდნენ, დაამახინჯო ყვავი-
ლი, ნიშნავს ბუნების უნატიფეს ქმნილებაზე ხელის აღმართვას. ბუ-
ნება იყო მისი ვნება, მთები, ზღვა. აქ კი, ლონდონში ფანჯარაში გა-
იხედავ და სახლები, სახლები...საზიზღარ შეგრძნებას იწვევდა ის,
რომ ადამიანები ასეთ ვიწრო, ერთმანეთზე აკოკოლავებულ ყუთებ-
ში ცხოვრობდნენ. ლონდონი თრგუნავდა, მის ქუჩებში სიარული და
ბავშვების ყურება კი მთლად აუტანელი იყო. ალბათ, მეტისმეტად
მგრძნობიარეა, ყველა რომ მისნაირი იყოს ცხოვრება, უბრალოდ,
შეჩერდებოდა. მაგრამ როცა თავის ბავშვობას იგონებდა, დედას და
მამას და მშვენიერებას და ზრუნვას და გარშემომყოფთ...
- მშვენიერი კაბაა, - თქვა ჯეკ რენშოუმ. ეს კი მთლად უადგილოდ
მოეჩვენა, - ახალგაზრდა კაცი ყურადღებას აქცევდა როგორაა ჩაც-
მული ქალი. მამამისს მოწიწების გრძნობა ჰქონდა ქალების მი-
მართ, თუმცა თავში არც კი მოუვიდოდა ეთქვა როგორ იყვნენ ისინი
ჩაცმული. ყველა ეს გოგონა კი - შესაძლოა ისინი სანდომიანები
არიან, მაგრამ ლამაზიაო ვერც ერთზე ვერ იტყოდი - ისეთი, როგო-
რიც დედა ახსოვს, თავისი საყვარელი დედიკო, დიდებული, გეგო-
ნებოდა ყოველთვის ერთნაირად ჩაცმული, ზამთარ-ზაფხულ, სტუმ-
რიანობისას თუ ჩვეულებრივ, ის ყოველთვის რჩებოდა იმად, ვინც
იყო, შავი კაბით და მაქმანებით. ან, როცა მოხუცდა, შავი კაბით და
მოკრძალებული ჩაჩით. დაქვრივებული საათობით იჯდა თავის ყვა-
ვილებს შორის, უფრო ძვირფას აჩრდილებთან, ვიდრე ჩვენთან,
112
წარსულში ჩანთქმული, რომელიც, ფიქრობდა მისის ველანსი, რა-
ტომღაც გაცილებით რეალურია, ვიდრე აწმყო. თუმცა, რა არის ამა-
ში გასაკვირი?
მე ხომ წარსულში ვცხოვრობ, ფიქრობდა ის, იმ საოცარ ადამია-
ნებს შორის. ისინი ხომ მიცნობდნენ. მხოლოდ ისინი (ბაღი წარმო-
უდგა და ხეები ვარსკვლავების ციალში, მოხუცი მისტერ როჯერსი
და ტილოს კოსტუმში გამოწყობილი მამა. ისინი ეწეოდნენ), მხო-
ლოდ მათ ესმოდათ ჩემი. სასტუმრო ოთახში მდგარი მისის დელოუ-
ეი უყურებდა ამ ხალხს, ამ ყვავილებს, ხმაურიან, ჭრელ, მოყაყანე
ბრბოს, საკუთარ თავს, პატარა გოგონას, რომელსაც ამდენის გადა-
ტანა მოუწევდა, ბაღში მორბენალს, ცხვირსატეხელას შეგროვებით
გართულს, შემდეგ კი საწოლზე ჩამომჯდარს, ფიჭვის სუნით გაჟღენ-
თილ მანსარდაში ლექსებს და მოთხრობებს რომ კითხულობს და
გრძნობდა, როგორ ენამებოდა თვალები მომდგარი ცრემლების-
გან.
თორმეტიდან ცხრამეტ წლამდე შელი მთლიანად წაიკითხა, ხან-
დახან ხელებს უკან წაიღებდა და ლექსებს ზეპირად უკითხავდა მა-
მას, რომელიც შეფიქრიანებული უყურებდა. სადღაც შიგნით,
ღრმად, დუღდა ცრემლები და ის კვლავ და კვლავ გამოიხმობდა ამ
სახეს, ტანჯვით შეფერილს მთელი თავისი მომდევნო ცხოვრება,
(საშინლად იტანჯებოდა, ცხოვრებამ ბორბალივით გადაუარა,
ცხოვრება ისეთი არ იყო, როგორც მაშინ წარმოედგინა. ის ამ საღა-
მოს წვეულების მსგავსი იყო) გოგონას სახეს, იქ მდგარი შელის
რომ კითხულობდა და სამყაროს ნაღვლიანი, აციმციმებული თვა-
ლებით უყურებდა. და რის ნახვა აღარ მოუწევდა მას ცხოვრებაში!
და მხოლოდ მათ, ვინც უკვე აღარ არიან, ვინც წყნარ შოტლან-
დიაში განისვენებენ, იცოდნენ რა იყო მასში დაუნჯებული, მხოლოდ
მათ იცოდნენ, რა იყო მის სულში დაფარული. ფიქრობდა იმ ჩითის-
113
კაბიან გოგოზე და ყელში ბურთი აწვებოდა. როგორი ნაღვლიანი
თვალები ჰქონდა, რა ლამაზი იყო, როცა „ოდა დასავლეთის ქარს“
კითხულობდა. როგორ ამაყობდა მამამისი და როგორი კეთილშო-
ბილი მამა ჰყავდა, და როგორი კეთილშობილი დედა და თვითონაც
მათთან ყოფნისას ისეთი სუფთა, კარგი და ნიჭიერი იყო, რომ შეეძ-
ლო ვინც სურდა, ის გამხდარიყო. ისინი რომ ახლა ცოცხლები იყ-
ვნენ და მათთან ერთად დარჩენილიყო იმ ბაღში (ახლა ბაღი მას ერ-
თადერთ ადგილად ეჩვენებოდა, სადაც მისმა ბავშვობამ ჩაიარა, იქ
ყველგან ვარსკვლავები ციმციმებდნენ და ზაფხული იდგა, ისინი კი
ბაღში, კედრის ძირში ისხდნენ და ეწეოდნენ და როგორღაც ისე ხდე-
ბოდა, რომ დედამისი, ქვრივის ჩაჩით, მარტო იყო და ოცნებობდა
ყვავილებს შორის და ისეთი კარგები, კეთილები და მოწიწებულები
იყვნენ მსახურები, მებაღე ენდრიუსი, მზარეული ჯერსი და ბებერი
ძაღლი ნიუფაუნდლენდ სულთანი, და ვაზის ლერწი და გუბურა და ჭა
და...). მისის ველანსი ამაყი, მძვინვარე და გესლიანი გამომეტყვე-
ლებით ადარებდა თავის ცხოვრებას სხვების ცხოვრებასთან - და ის
ცხოვრება მარადიულად რომ გაგრძელებულიყო, ფიქრობდა მისის
ველანსი, ეს ყველაფერი - და მან ჯეკ რენშოუს და გოგონას გადახე-
და, რომლის კაბით ასე მოხიბლული იყო - საერთოდ არ იარსებებდა
და ის სავსებით ბედნიერი, სავსებით მშვიდი იქნებოდა და იძულებუ-
ლი არ იქნებოდა ესმინა როგორ ლაპარაკობს ახალგაზრდა კაცი -
მან თითქმის ზიზღით გაიცინა, თუმცა თვალებზე ცრემლები ჰქონდა
მომდგარი - რომ მას კრიკეტის ყურება არ უყვარს.

114
პროჟექტორი

გრაფის მე-18 საუკუნის სახლი მე-20 საუკუნეში კლუბად იქცა.


მდიდრულ, თაღებიან, ჭაღებით გაჭახჭახებულ სადარბაზოში, ვახ-
შმობის შემდეგ, სასიამოვნო იყო აივანზე გასვლა, რომელიც პარკს
გადაჰყურებდა. ხეები ხშირი ფოთლებით იყო შემოსილი და მთვა-
რის შუქი რომ ყოფილიყო, წაბლის ხეების შტოებზე ვარდისფერი და
კრემისფერი კოკარდების გარჩევაც იქნებოდა შესაძლებელი. მაგ-
რამ ღამე უმთვარო იყო და ძალიან თბილი ზაფხულის მშვენიერი
დღის შემდეგ.
მისტერ და მისის აივიმები და მათი სტუმრები აივანზე ყავას სვამ-
დნენ და ეწეოდნენ. თითქოსდა განგებ, ისინი რომ საუბრის აუცი-
ლებლობისგან ეხსნა და თავიანთი მხრიდან ზედმეტი ძალისხმევის
გარეშე მოეხერხებინათ თავის გართობა, ცაზე სინათლის ზოლები
ირკალებოდა. ომი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული - უბრალოდ, სა-
ჰაერო ძალები გადიოდნენ წვრთნას, პროჟექტორები სერავდნენ
ცას და მტრის თვითმფრინავებს ეძებდნენ. დროდადრო, საეჭვო ად-
გილას შეჩერების შემდეგ, სინათლის ზოლები ისევ მოძრაობაში
მოდიოდნენ ქარის წისქვილის ფრთებისა, თუ ფანტასტიკური მწე-
რის ულვაშების მსგავსად და ხან უსიცოცხლო ქვის ფასადებს ანა-
თებდნენ, ხან წაბლის ხეს, საუცხოო, ნაზი ფერებით. შემდეგ, უცებ,
სინათლე პირდაპირ აივანს დაეცა და წამიერად კაშკაშა დისკომ
გაიელვა - ალბათ - რომელიმე ლედის გახსნილი ხელჩანთიდან
სარკის ანარეკლმა. - შეხედეთ, - წამოიძახა მისის აივიმიმ.
სინათლემ გადაიარა. ისინი კვლავ სიბნელეში ჩაიძირნენ.
- ვერასოდეს გამოიცნობ მე რა დავინახე! - დასძინა მან. რა თქმა
უნდა, ყველა შეეცადა გამოეცნო.

115
- არა, არა, არა, - გააპროტესტა მისის აივიმიმ. ამის გამოცნობა
შეუძლებელია. მხოლოდ მან იცის, მხოლოდ მას შეუძლია იცოდეს,
რადგან იმ კაცის შვილთაშვილია. კაცმა თვითონ უამბო ეს ამბავი.
რა ამბავი? თუ აინტერესებთ, ის შეეცდება მოყვეს. სპექტაკლამდე
ჯერ კიდევ დროა.
- მაგრამ, საიდან უნდა დავიწყო? - ის ჩაფიქრდა. - 1820 წლიდან?
მაშინ ჩემი დიდი პაპა ბიჭი იყო. მე თვითონაც არ ვარ ახალგაზრდა
- ასეა, თუმცა ჯერ ისევ ძველებურად სასიამოვნო და ელეგანტური
ქალია. - და ის ღრმად მოხუცი იყო, მე კი - ბავშვი, როცა ეს ამბავი
მიამბო. ძალიან ლამაზი მოხუცი - თეთრი თმებით და ცისფერი თვა-
ლებით. თავის დროზე ლამაზი ბავშვი იქნებოდა, მაგრამ - უცნაური,
თუმცა ეს გასაგებია - განმარტა მან. - თუ გავითვალისწინებთ რო-
გორ ცხოვრობდნენ ისინი. გვარად კომბერები იყვნენ - გაღატაკებუ-
ლი მემამულეები. ადრე მათ იორკშირის მიწები ეკუთვნოდათ, მაგ-
რამ ჩემი დიდი პაპის ბიჭობისას კოშკიღა შემორჩათ. მინდორზე
განმარტოებით მდგარ ფერმაში პატარა სახლი ჰქონდათ. ჩვენ ათი
წლის წინ ვიყავით ამ ადგილის სანახავად. მანქანის დატოვება და
მინდორში ფეხით სიარული მოგვიხდა. სამანქანო გზა სახლამდე არ
მიდის. სახლის გარშემო არაფერი ჩანს და ჭიშკრამდე ყველაფერი
ბალახებითაა დაფარული. ეზოში ქათმები იქექებიან, ოთახებში შე-
დიან და გამოდიან. ყველაფერი გაპარტახებული და გავერანებუ-
ლია. მახსოვს კოშკიდან მოულოდნელად ქვა ჩამოვარდა. - ის ცოტა
ხნით შეყოვნდა, - ჰოდა, იქ ცხოვრობდნენ მოხუცი, ქალი და ბიჭი.
ქალი არც მოხუცის ცოლი იყო და არც ბიჭის დედა. ის უბრალოდ იმ
ფერმაში მუშაობდა, რომელშიც ცოლის სიკვდილის შემდეგ მოხუცი
გადავიდა საცხოვრებლად. შესაძლოა ამიტომაც, მათ არავინ სტუმ-
რობდა - და სახლი ყოველდღიურად პარტახდებოდა და ვერანდებო-
და. მახსოვს კიდევ ოჯახური გერბი კარს ზემოთ და წიგნები, ძველი
116
წიგნები, ობმოდებულები. ყველაფერი, რაც კაცმა იცოდა, წიგნები-
დან ჰქონდა ნასწავლი. მან მითხრა, რომ კითხულობდა და კითხუ-
ლობდა ძველ წიგნებს, რუკებჩაწებებულ წიგნებს. კოშკის კენწერო-
ში აათრევდა ხოლმე - თოკი და დამტვრეული საფეხურები დღემდეა
შემორჩენილი. ფანჯარასთან ჯერ კიდევ დგას ჩავარდნილსაჯდო-
მიანი სკამი. ფანჯარა თვითონ იღება ქარისგან, მინები ჩამტვრე-
ულია და ჭაობები რამდენიმე მილის მანძილზე ჩანს.
ის შეჩერდა, თითქოს გაღებული ფანჯრიდან უკიდეგანო ჭაობიან
ადგილებს გადაჰყურებსო. - მაგრამ, ჩვენ ტელესკოპის პოვნა ვერ
შევძელით - თქვა მან. რესტორანში, მათ ზურგს უკან, თეფშების წკა-
რაწკური სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა. მაგრამ აქ, აივანზე, მისის
აივიმი გაოცებული ჩანდა იმის გამო, რომ ტელესკოპის პოვნა ვერ
შეძლო.
- რატომ, ტელესკოპი? - ჰკითხა ვიღაცამ.
- რატომ? იმიტომ, რომ, იქ რომ ტელესკოპი არ ყოფილიყო, - გა-
იცინა მან, - მე, ახლა, აქ არ ვიჯდებოდი. ის კი ცხადია, აქ იჯდა - ელე-
განტური შუა ხნის ქალი, მხრებზე რაღაც ლურჯი რომ ჰქონდა მოხ-
ვეული.
- ტელესკოპი იქ უეჭველად იქნებოდა, - განაგრძო ქალმა, - იმი-
ტომ, რომ მან მითხრა ყოველ ღამით, როცა მოხუცები დასაძინებ-
ლად მიდიოდნენ, ფანჯარასთან ჯდებოდა და ტელესკოპიდან ვარ-
სკვლავებს გაჰყურებდა. იუპიტერი, ალდებარანი, კასიოპეა - ქალმა
ხელი ვარსკვლავებისკენ გაიშვირა, რომლებიც ბნელ პარკს ზემოთ
იწყებდნენ გამოჩენას. ბნელდებოდა და პროჟექტორის შუქი უფრო
მკვეთრი ხდებოდა. ის ღამის ცას სერავდა, დროდადრო ამა თუ იმ
ადგილას გაირინდებოდა, თითქოს ვარსკვლავებით ტკბებაო. - ბიჭი
ვარსკვლავებს გაჰყურებდა - განაგრძო მან - და თავის თავს ეკით-
ხებოდა - ეს ბიჭი, ჩემი დიდი პაპა: რა არის ეს? რისთვის, ეს ყველა-
117
ფერი? და მე ვინა ვარ? - ასე იცის, როცა მარტო ზიხარ, დამლაპარა-
კებელი არავინ გყავს და ვარსკვლავებს გასცქერი. ის შეჩერდა. ყვე-
ლანი ვარსკვლავებს გაჰყურებდნენ, წყვდიადში ხეებს ზემოთ მო-
ციმციმე ვარსკვლავებს. ისინი მარადიულნი, უცვლელნი ჩანდნენ.
ლონდონის გუგუნი მიინავლა. ასი წელი თითქოს არაფერი ყოფი-
ლიყოს. ბიჭი ვარსკვლავებს გასცქეროდა მათთან ერთად. ისინი
თითქოს მასთან იყვნენ - კოშკში - და ჭაობებს იქით ვარსკვლავებს
გაჰყურებდნენ. უცებ ვიღაცის ხმამ მათ ზურგს უკან თქვა: - მართალი
ბრძანდებით. პარასკევს. ისინი შებრუნდნენ, ამოძრავდნენ თითქოს
ვარსკვლავებიდან ისევ ქვემოთ, აივანზე დაეშვნენო.
- თუმცა მისთვის ამის მთქმელი არავინ იყო. - წაიბუტბუტა მისის
აივიმიმ. ერთი წყვილი ადგა და წავიდა.
- ის სრულიად მარტო იყო, - განაგრძო ქალმა, - ზაფხულის ცხელი
დღე იდგა. ივნისის დღე. ზაფხულის იმ ერთ-ერთ მშვენიერ დღეთა-
განი, როცა თითქოს ყველაფერი გარინდებულა. ქათმები ფერმის
ეზოში იქექებოდნენ, თავლაში ბებერი ცხენი ადგილს ტკეპნიდა, მო-
ხუცი თავის ჭიქასთან თვლემდა. ქალი ვედროს წმენდდა სამზარეუ-
ლოში. შესაძლოა, კოშკიდან ქვა ჩამოვარდა. გეგონებოდა, დღე
არასოდეს დამთავრდებაო. მას კი ხმის გამცემი არ ჰყავდა და არც
ის იცოდა, რა გაეკეთებინა. მის წინ მთელი სამყარო იყო გადაჭიმუ-
ლი. ჭაობი ამოიზნიქებოდა და ჩაიზნიქებოდა, და ისევ ამოიზნიქე-
ბოდა ცის შესახვედრად: მწვანე და ლურჯი, მწვანე და ლურჯი, უსაზ-
ღვრო და უკიდეგანო. ნახევრად სიბნელეში მათ დაინახეს, რომ მი-
სის აივიმი მოაჯირს დაეყრდნო, ნიკაპი ხელებზე ჩამოაყრდნო და
ასე, თითქოს ძველი კოშკის სიმაღლიდან, ჭაობებს გადახედა. - მხო-
ლოდ ჭაობი და ცა, ჭაობი და ცა, უსაზღვრო და უკიდეგანო, - წაიბუტ-
ბუტა მან. შემდეგ თითები პატარა, სწრაფი მოძრაობით თვალებთან
მიიტანა. - მაგრამ როგორი ჩანს დედამიწა ტელესკოპში? - იკითხა
118
მისის აივიმიმ. თითებით ისევ პატარა, სწრაფი მოძრაობა გააკეთა,
თითქოს რაღაცას ატრიალებსო. - მან ფოკუსი დააყენა, - განაგ-
რძობდა ქალი - ფოკუსი დააყენა მიწაზე. ფოკუსი დააყენა ტყის ბნელ
ზოლზე ჰორიზონტზე და დაინახა ...თითოეული ხე ...თითოეული ხე
ცალ- ცალკე ...და ჩიტები, აღმა დაღმა მფრენი ...და კვამლის სვეტი
...იქ, ხეებს შორის ...და შემდეგ ...ქვემოთ ...ქვემოთ (თვალები და-
ხარა) ...და იქ იყო სახლი ...სახლი ხეებს შორის ...ფერმა ...თითოე-
ული აგური მკვეთრად ჩანდა ...და ბადია, კარის ორივე მხარეს ...და
მათში ლურჯი და ვარდისფერი ყვავილები - ალბათ, ჰორტენზიები -
ცოტა ხნით შეჩერდა - სახლიდან გოგონა გამოვიდა... თავზე რაღაც
ლურჯი ემოსა - ...და ჩიტებს საჭმელი დაუყარა ...მტრედებს ...ისინი
მის გარშემო დაფრთქიალებდნენ ...და შემდეგ ...უყურე ...კაცი ...ჰო
კაცი! ის სახლიდან გამოვიდა, გოგონას მოეხვია! მათ ერთმანეთს
აკოცეს, ...აკოცეს!
მისის აივიმიმ მკლავები გაშალა და ისე შემორკალა, თითქოს
ვინმეს ეხვევაო. - ის, პირველად ცხოვრებაში, ხედავდა, რომ კაცი
ქალს კოცნიდა, ხედავდა ტელესკოპით, ჭაობებს მიღმა, მრავალი
მილის იქით. მკვეთრი მოძრაობით მოიშორა რაღაც, ალბათ ტე-
ლესკოპი და გამართულად დაჯდა. - მან კიბეები ჩაირბინა, დიდხანს
გარბოდა ველებზე, შემდეგ ბილიკებზე, შემდეგ გზაზე. მრავალი მი-
ლი გაირბინა და სწორედ მაშინ მიაღწია სახლს, როცა ხეების თავზე
პირველი ვარსკვლავები აენთნენ... გახვითქულმა და მტვერში ამო-
განგლულმა... შეჩერდა, თითქოს მას უყურებდა.
- შემდეგ კი, შემდეგ ...რა ქნა შემდეგ? რა თქვა? და გოგონა?.. -
კითხვები დააყარეს მსმენელებმა.
უცებ მისის აივიმის სინათლის შუქი დაეცა, თითქოს ვიღაცამ ტე-
ლესკოპის ლინზა მისკენ მიმართაო. (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაც-

119
ვის ძალები მტრის თვითმფრინავებს ეძებდნენ) ის მაგიდიდან წა-
მოდგა.
თავზე რაღაც ლურჯი ემოსა.
ხელი ასწია, თითქოს მოულოდნელობისგანო, თითქოს ის - გა-
ოგნებული - კარებში იდგა. - ოჰ, გოგონა?... ის იყო, - შეყოყმანდა,
თითქოს უნდოდა ეთქვა „მე“, მაგრამ შემდეგ გაახსენდა და თავის
თავს შეუსწორა - ჩემი დიდი დიდედა.
ის შებრუნდა, თვალებით მოსასხამს ეძებდა, რომელიც სკამის
ზურგზე იყო გადაკიდებული.
- მაგრამ გვითხარით, ის მეორე კაცი ვინღა იყო? აი, ის კაცი, სახ-
ლიდან რომ გამოვიდა? - არ ცხრებოდნენ ისინი.
- მეორე კაცი? ჰო, მეორე კაცი - ...წაიბუტბუტა მისის აივიმიმ, და-
იხარა და თითები მოსასხამზე მოაფათურა (პროჟექტორის შუქი აი-
ვანს აღარ ანათებდა) - ალბათ, გაქრა. - სინათლე, - დასძინა მან და
მოსასხამში გაეხვია, - მხოლოდ წამიერად ეცემა აქა-იქ. პროჟექტო-
რის შუქი ახლა ბუკინგამის სასახლის ფართო ფასადს ეცემოდა. თე-
ატრში წასვლის დროც მოსულიყო.

მემკვიდრეობა

„სისი მილერს“. გილბერტ კლენდონმა ხელში მარგალიტის გულ-


საბნევი აიღო, რომელიც მისი ცოლის ბუდუარის პატარა მაგიდაზე
იდო ბეჭდებისა და გულსაბნევების გროვაში და მასზე მინაწერი წა-
იკითხა: „სისი მილერს, სიყვარულით“.
ანჟელას ბუნება ამაშიც ჩანდა - სისი მილერიც კი არ დაივიწყა,
თავისი მდივანი. და მაინც, უცნაურია, კიდევ ერთხელ გაიფიქრა

120
გილბერტ კლენდონმა, ყველაფერი ასე მოწესრიგებული რომ და-
ტოვა - თუმცა მცირე, მაგრამ მაინც საჩუქარი თავის ყველა მეგობ-
რისთვის. თითქოს მოახლოებულ სიკვდილს გრძნობდა. მაგრამ ის
ხომ სრულიად ჯანმრთელი იყო იმ დილით, როცა ექვსი კვირის წი-
ნათ სახლიდან გავიდა, პიკადილიზე კი, როცა ტროტუარიდან გზაზე
გადადიოდა, მანქანამ გაიტანა. ახლა სისი მილერს ელოდა. სთხოვა
მოსულიყო, რადგან გრძნობდა, რომ ამდენი ხნის მათთან სამსახუ-
რის შემდეგ, ქალი ყურადღებას გამოჩენას იმსახურებდა. ჰო, ფიქ-
რობდა ის სისი მილერის მოლოდინში, მაინც უცნაურია, რომ ანჟე-
ლამ ყველაფერი ასე მოწესრიგებული დატოვა. ყველა მეგობარს
რაღაც დაუტოვა სამახსოვროდ. ყველა ეს ბეჭედი, ყელსაბამი, პატა-
რა ჩინური კოლოფები - პატარა კოლოფებზე ჭკუას კარგავდა - ვი-
ღაცისთვის იყო განკუთვნილი. მისთვის კი, თითოეული ეს ნივთი
რაღაც მოგონებას უკავშირდებოდა. ეჭვიც არასოდეს შეჰპარვია,
რომ ცოლი მასზე დიდხანს იცოცხლებდა. ერთი წამითაც რომ შე-
ყოვნებულიყო და ეფიქრა რას აკეთებდა, ახლა ცოცხალი იქნებო-
და. მაგრამ პირდაპირ გადაუბიჯებია ტროტუარიდან გზაზე - ასე გა-
ნაცხადა მძღოლმა დაკითხვაზე. რაღას მოასწრებდა დამუხრუჭე-
ბას... ფიქრები სადარბაზოდან შემოსულმა ხმებმა შეაწყვეტინა. -
მისს მილერი, სერ, - მოახსენა მოსამსახურე ქალმა.
„ალი შემოვიდა. არასოდეს ყოფილა მასთან ერთად მარტო და,
რა თქმა უნდა, არასოდეს უნახავს მისი ცრემლები. საშინლად დამ-
წუხრებული ჩანდა და არც იყო გასაკვირი. ანჟელა არა მხოლოდ მი-
სი დამქირავებელი იყო, არამედ მეგობარიც. თვითონ ის კი, ფიქ-
რობდა გილბერტ გლენდონი, როცა ქალს სკამს უწევდა და დაჯდო-
მას სთავაზობდა, მას მისივე მსგავსი სხვა ქალებისგან არაფრით გა-
მოარჩევდა. ამქვეყნად ათასობით სისი მილერი იყო - შეუხედავი,
პატარა ქალები, შავებში გამოწყობილები, პორტფელებით. მაგრამ
121
ანჟელამ, თანაგრძნობის უნიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა, სი-
სი მილერში განსაკუთრებული ღირსებები აღმოაჩინა. თავშეკავე-
ბული, წყნარი, საიმედო ყველაფერს რომ ეტყვი ისეთი და ვინ იცის
კიდევ რა.
თავიდან მისს მილერმა საერთოდ ვერ შეძლო ხმის ამოღება... იჯ-
და და თვალებზე ცხვირსახოცი ჰქონდა მიდებული. შემდეგ თავს ძა-
ლა დაატანა და თქვა: - მაპატიეთ, მისტერ კლენდონ. მან რაღაც წა-
იბუტბუტა. რა თქმა უნდა, გასაგებია. შეუძლია წარმოიდგინოს რას
ნიშნავდა ანჟელა სისი მილერისთვის.
- ისეთი ბედნიერი ვიყავი აქ, - თქვა ქალმა და ოთახს თვალი მო-
ავლო. მისი მზერა კაცის ზურგსუკან მდგარ საწერ მაგიდაზე შეჩერ-
და. აქ მუშაობდნენ ერთად ის და ანჟელა. ანჟელაც ხომ, როგორც
გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის ცოლი, ქმრის მოვალეობების
გარკვეულ ნაწილს ასრულებდა. მის კარიერაში ცოლი მთავარი
დამხმარე იყო. ხშირად ხედავდა მათ ერთად მაგიდასთან - ანჟელა
კარნახობდა, სისი საბეჭდ მანქანასთან იჯდა და ბეჭდავდა. ეჭვი არ
არის მისს მილერიც ამაზე ფიქრობდა ახლა. ისღა დარჩენოდა ბრო-
ში გადაეცა ქალისთვის, რომელიც ანჟელამ მისთვის დატოვა. ცოტა
შეუსაბამო საჩუქრად კი თვლიდა. უკეთესი იქნებოდა ფული დაეტო-
ვებინა, ან თუნდაც საბეჭდი მანქანა. მაგრამ რაც იყო, ის იყო. „ძვირ-
ფას მისს მილერს, სიყვარულით“ და როცა ბროშს გადასცემდა, მოკ-
ლე, წინასწარ მომზადებული სიტყვა წარმოთქვა. ვიცი, რომ ამ საჩუ-
ქარს ძალიან დააფასებთო, უთხრა. ანჟელას ის ხშირად ეკეთა. და
ქალმაც, როცა საჩუქარს ართმევდა, ისე უპასუხა, თითქოს მასაც წი-
ნასწარ მომზადებული ჰქონდა სიტყვები. ეს ჩემი ყველაზე ძვირფასი
ნივთი იქნებაო, თქვა... იმედია, ისეთი კაბა აქვს, რომელზეც ეს მარ-
გალიტის ბროში მთლად შეუფერებლად არ გამოჩნდებაო, გაიფიქ-
რა კაცმა. ახლა სისი მილერს შავი კოსტუმი ეცვა, რაც მისი პროფე-
122
სიის ქალებისათვის საფორმო ტანსაცმლად ითვლებოდა. მაგრამ
შემდეგ გაახსენდა - ის, რა თქმა უნდა, გლოვობდა. მანაც დიდი ტრა-
გედია გადაიტანა - ძმა, რომელიც ძალიან უყვარდა, ანჟელას სიკ-
ვდილამდე ერთი თუ ორი კვირით ადრე დაეღუპა. მგონი ავარიაში
მოხვდა. აღარ ახსოვდა. ანჟელა ეუბნებოდა რაღაცას. უსაზღვროდ
გულისხმიერი ანჟელა ძალიან დამწუხრებული იყო მაშინ. ამასობა-
ში მისს მილერი წამოდგა და ხელთათმანებს იცვამდა. აშკარაა იგ-
რძნო, რომ ზედმეტია. მაგრამ არ შეეძლო ისე გაეშვა მისი მომავ-
ლის შესახებ რომ არ ეკითხა. რა გეგმები ჰქონდა? ხომ არ შეეძლო
რითიმე დახმარებოდა?
ქალი ფიქრიანად მისჩერებოდა მაგიდას, საბეჭდ მანქანას, რო-
მელთანაც მრავალი საათი გაეტარებინა, დღიურს. ანჟელაზე ფიქ-
რებში ჩაძირულმა ბოლო შეკითხვას მაშინვე არ უპასუხა, თითქოს
ვერც გაიგოო. ამიტომ კაცმა კითხვა გაიმეორა: - როგორია თქვენი
გეგმები, მისს მილერ?
- გეგმები? ოჰ, ყველაფერი რიგზეა, მისტერ კლენდონ, - წამოიძა-
ხა, - ჩემზე ნუ იდარდებთ.
მისი სიტყვებიდან დაასკვნა, რომ ქალს ფინანსური დახმარება
არ სჭირდებოდა. უკეთესი იქნებოდა დახმარება წერილით შემეთა-
ვაზებინაო, გაიფიქრა მან. ახლა, როცა ხელს ართმევდა, ისღა დარ-
ჩენოდა ეთქვა: - გახსოვდეთ, მისს მილერ, თუკი რითიმე შემეძლება
დახმარების გაწევა, ყოველთვის სიამოვნებით ...და კარი გაუღო. ქა-
ლი ზღურბლზე წამიერად შეჩერდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო.
- მისტერ კლენდონ, - თქვა და პირველად შეხედა პირდაპირ თვა-
ლებში და ის პირველად განაცვიფრა ქალის თვალების გამომეტყვე-
ლებამ, თანამგრძნობმა და თან ცნობისმოყვარეობით სავსემ, - თუ
ოდესმე, - განაგრძო მან, - რაიმეს გაკეთება შემეძლება თქვენს და-

123
სახმარებლად, გახსოვდეთ, ისე სიამოვნებით გავაკეთებ, თითქოს
თქვენი ცოლისთვის გამეკეთებინოს.
და, ასე წავიდა. მისი სიტყვები და გამოსათხოვარი მზერა მო-
ულოდნელი იყო. თითქოს სჯეროდა და იმედი ჰქონდა, რომ მისთვის
საჭირო იქნებოდა. კურიოზული, შეიძლება ითქვას ფანტასტიკური
აზრი მოუვიდა თავში, როცა ოთახში დაბრუნდა. ნუთუ მთელი ამ
წლების განმავლობაში, როცა ძლივს ამჩნევდა, ქალს, როგორც
რომანებში წერენ, ფარულად ლტოლვა ჰქონდა მისდამი? გავლისას
თავისი ანარეკლი დაიჭირა სარკეში. ორმოცდაათს გადაცილებუ-
ლია, მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას, და სარკეც ამას ადასტურებს,
რომ ჯერ კიდევ წარმოსადეგი მამაკაცია.
- საწყალი სისი მილერი! - თქვა და ჩაეღიმა. რა სიამოვნებით იცი-
ნებდა ამ ამბავზე ცოლთან ერთად. უნებურად ხელი დღიურისკენ გა-
ექცა. „გილბერტი - წაიკითხა მან და საალალბედოდ გადაშალა - ისე
მშვენივრად გამოიყურებოდა.“ ცოლმა თითქოს მის შეკითხვას უპა-
სუხა, თითქოს უთხრა: რა თქმა უნდა, შენ ძალიან მიმზიდველი ხარ,
როგორც მამაკაცი. რა თქმა უნდა, სისი მილერიც გრძნობდა ამას.
კითხვა განაგრძო: „როგორ ვამაყობ, რომ მისი ცოლი ვარ“ თვითონ
კი ყოველთვის იმით ამაყობდა, რომ ანჟელას ქმარი იყო. რამდენ-
ჯერ, როცა სადმე სხვებთან ერთად სადილობდნენ უყურებდა მას და
საკუთარ თავს ეუბნებოდა „ყველაზე უკეთესი ქალი აქ ის არის“ კით-
ხვა განაგრძო. ეს პირველი წელი იყო, როცა პარლამენტში კენჭს იყ-
რიდა. ისინი ერთად დადიოდნენ საარჩევნო ოლქებში. „როცა გილ-
ბერტი დაჯდა, დიდი ოვაცია მოუწყვეს. ყველანი წამოდგნენ და ფეხ-
ზე მდგარი მღეროდნენ: „ის ხომ მხიარული, კარგი ბიჭია“. მე უბრა-
ლოდ გაოგნებული ვიყავი.“ ეს მასაც ახსოვდა. ანჟელა სცენაზე იჯდა
მის გვერდით. თითქოს ახლაც ხედავდა ცოლის თვალებს, მას რომ
უცქერდნენ და ცრემლებს იმ თვალებში. და შემდეგ? კიდევ რამდე-
124
ნიმე გვერდი გადაშალა. ვენეციაში გაემგზავრნენ. გაახსენდა რა სა-
სიამოვნო იყო შვებულება არჩევნების შემდეგ. „ნაყინი მივირთვით
ფლორიანსში.“ გაეცინა. ანჟელა ხომ სულ ბავშვი იყო. ნაყინი უყ-
ვარდა. „გილბერტმა ისე საინტერესოდ მიამბო ვენეციის ისტორია.
მითხრა, რომ თურმე დოჟები...“ როგორ ჩაუწერია ყველაფერი თა-
ვისი მოწაფური კალიგრაფიით. ანჟელასთან ერთად მოგზაურობა
სასიამოვნო კიდევ იმიტომ იყო, რომ ის ყოველთვის ცდილობდა
რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღო. საშინლად უმეცარი ვარო,
იტყოდა ხოლმე, თითქოს ეს მისი ერთ- ერთი ხიბლი არ ყოფილი-
ყოს. შემდეგ კი - მან სხვა დღიური გადაშალა - ისინი ლონდონში
დაბრუნდნენ. „ისე ძლიერ მინდოდა კარგი შთაბეჭდილება მომეხ-
დინა. ჩემი ნიშნობის კაბა ჩავიცვი“ ჰო, მაშინ მაგიდასთან მის გვერ-
დით მოხუცი სერ ედვარდი იჯდა და ანჟელამ პირდაპირ დაატყვევა
ეს მრისხანე მოხუცი, მისი შეფი. სწრაფად კითხულობდა და ნაწ-
ყვეტ-ნაწყვეტი ფრაგმენტები მის წინაშე სცენებს აცოცხლებდა.
„თემთა პალატაში ვისადილეთ ...საღამოს წვეულებაზე ლავგროუვ-
ზებთან. ლედი ლ.-მ მკითხა, რაიმე პასუხისმგებლობას თუ
გრძნობთ, როგორც გილბერტის მეუღლეო“. შემდეგ კი, რაც წლები
გადიოდა - მაგიდიდან კიდევ ერთი დღიური აიღო - ის სულ უფრო და
უფრო ეფლობოდა თავის საქმეებში. და ანჟელა, რა თქმა უნდა, სულ
უფრო ხშირად რჩებოდა მარტო... მისთვის, როგორც ჩანს, ძალიან
მძიმე გადასატანი იყო, რომ შვილები არ ჰყავდათ. „როგორ ვნატ-
რობ, - წაიკითხა მან - გილბერტს ვაჟიშვილი ჰყავდეს.“ საკმაოდ უც-
ნაურია, რომ თვითონ ამაზე მაინცდამაინც არასოდეს წუხდა. ცხოვ-
რება ხომ ამის გარეშეც სავსე იყო, პირთამდე სავსე და მდიდარი. იმ
წელს პირველ, მოკრძალებულ თანამდებობაზე დაინიშნა მთავრო-
ბაში, ძალიან მოკრძალებულ თანამდებობაზე. მას კი ასეთი კომენ-
ტარი გაუკეთებია: „მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ის პრე-
125
მიერ-მინისტრი გახდება“ ჰო, საქმეები სხვანაირად რომ წასულიყო,
იქნებ ასეც მომხდარიყო. კითხვა შეწყვიტა და ჩაფიქრდა როგორ შე-
იძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები. პოლიტიკა ლატარეა-
აო, გაიფიქრა, აზარტული თამაში, მაგრამ მისთვის ეს თამაში ჯერ
არ იყო დამთავრებული. ორმოცდაათი წელი ის ასაკი არ არის! სხვა
გვერდებსაც გადაავლო თვალი. უმნიშვნელო, სასიამოვნო, ყოველ-
დღიური წვრილმანები, რისგანაც შედგებოდა მისი ცხოვრება. ახა-
ლი დღიური აიღო. ისევ საალალბედოდ გადაშალა. „რა მშიშარა
ვარ! ისევ ვერ ვისარგებლე ხელსაყრელი შემთხვევით. მაგრამ რო-
გორღაც ეგოისტურად ჩავთვალე შემეწუხებინა ის ჩემი საქმეებით,
როცა თავისი პრობლემებიც თავზესაყრელად აქვს. ჩვენ კი ისე იშ-
ვიათად ვატარებთ საღამოს ერთად.“ რას გულისხმობდა? ჰოო, აი,
ალბათ რას - ეს ისტ-ენდში მის მუშაობას ეხება. „მხნეობა მოვიკრიბე
და როგორც იქნა გილბერტს ველაპარაკე. ის ისეთი კეთილი იყო,
ისეთი ყურადღებიანი. უარი არაფერზე უთქვამს“ გაახსენდა ეს სა-
უბარი. ანჟელამ უთხრა თავს უქნარად და არაფრისმაქნისად
ვგრძნობო. უნდოდა რაღაც თავისი საქმე ჰქონოდა, რაღაც ეკეთე-
ბინა - გაახსენდა როგორ მომხიბლავად გაწითლდა, როცა ამ სავარ-
ძელში მჯდარმა უთხრა, მინდა ადამიანებს რაღაცით დავეხმაროო.
მაშინ ცოტა დასცინა კიდეც. რა, მისი მოვლა, ოჯახის მოვლა საკმა-
რისი საქმე არ იყო? და თუ მაინც სურდა თავი რაღაცით გაერთო ის,
რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნებოდა. კერძოდ, რა სურდა?
ქველმოქმედება? რაიმე კომიტეტში მუშაობა? ოღონდ უნდა შეჰპირ-
დეს, რომ თავს ზედმეტად არ გადაიღლის. და მან ოთხშაბათობით
უაიტჩეპელში დაიწყო სიარული. გაახსენდა, როგორ აღიზიანებდა
ის კაბები, რომლებსაც ის იქ წასვლისას იცვამდა. ის კი, როგორც
ჩანს, საქმეს ძალიან სერიოზულად მოეკიდა. დღიური ასეთი ჩანაწე-
რებით იყო აჭრელებული: „მისის ჯონსი მოვინახულე ...მას ათი ბავ-
126
შვი ჰყავს...ქმარმა უბედური შემთხვევის შედეგად ხელი დაკარგა.
რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, რომ ლილისთვის სამსახური
მეშოვნა“. რამდენიმე გვერდი გამოტოვა. მისი სახელი სულ უფრო
იშვიათად ჩანდა. ინტერესი გაუნელდა. ზოგი ჩანაწერი მისთვის სა-
ერთოდ გაუგებარი იყო. მაგალითად: „გაცხარებული კამათი მქონ-
და ბ.მ-სთან სოციალიზმის შესახებ“ ვინ არის ეს ბ.მ. ინიციალები
არაფერს ეუბნებოდა. ალბათ ვიღაც ქალია, რომელიც რომელიღაც
კომიტეტში გაიცნოო, გაიფიქრა. „ბ.მ. მძვინვარედ ესხმის თავს
მმართველ კლასებს...სხდომის შემდეგ ბ.მ.-სთან ერთად ვბრუნდე-
ბოდით უკან და შევეცადე ეს კაცი გადამერწმუნებინა, მაგრამ ისეთი
გონებაშეზღუდულია“ - ესე იგი, ბ.მ. კაცი ყოფილა. რა თქმა უნდა,
ერთ-ერთი „ინტელექტუალი“, როგორც ისინი თავიანთ თავს უწო-
დებენ. ანჟელა ყოველთვის ამბობდა, ისინი მძვინვარეები და გონე-
ბაშეზღუდულები არიანო. როგორც ჩანს, სტუმრადაც მიუწვევია სახ-
ლში. „სადილზე ბ.მ. გვეწვია. მინის ხელი ჩამოართვა!“ ამ ძახილის
ნიშანმა პორტრეტს, რომელიც მის გონებაში ყალიბდებოდა, ახალი
შტრიხი შემატა. ბ.მ. ეტყობა არ იყო მიჩვეული მოახლე ქალებთან
ურთიერთობას. მან მინის ხელი ჩამოართვა. სავარაუდოდ ის მუშა-
თა კლასის იმ ბანალურ წარმომადგენლებს ეკუთვნოდა, რომლებიც
თავიანთ ძვირფას მოსაზრებებს მაღალი წრის ქალბატონების მისა-
ღებ ოთახებში აფრქვევენ. გილბერტი იცნობდა ამ ტიპის ადამიანებს
და არ მოსწონდა ისინი, ვინც არ უნდა ყოფილიყო კერძოდ, ეს ბ.მ.
აი, ისევ ის. „ბ.მ.-სთან ერთად ლონდონის ტაუერში ვიყავი... მან
თქვა, რომ რევოლუცია გარდაუვალია...თქვა, რომ ეს არის ლხინი
ჟამიანობისას“ ეს სწორედ ის სიტყვები იყო, რასაც ბ.მ.-სნაირი ტიპი
იტყოდა - გილბერტს თითქოს ესმოდა მისი ხმა. ხედავდა კიდეც სრუ-
ლიად მკაფიოდ: ჯმუხ, პატარა კაცს უხეში წვერით, წითელი ჰალსტუ-
ხით, ტვიდის კოსტუმით, რასაც ასეთი ტიპები იცვამენ ხოლმე. ხალ-
127
ხი, რომელსაც ცხოვრებაში ერთი წესიერი საქმეც არ გაუკეთებია.
ანჟელას არ გაუჭირდებოდა მისი ნამდვილი სახის დანახვა. კითხვა
განაგრძო. „ბ.მ.-მ სრულიად მიუღებელი რამ თქვა ...- ს შესახებ.“ სა-
ხელი გულმოდგინედ იყო წაშლილი. „ვუთხარი, რომ აღარ მსურდა
მესმინა ...-ს ლანძღვა. „ სახელი კვლავ წაშლილი იყო. მისი საკუთა-
რი სახელი ხომ არ იქნებოდა? ამიტომ ხომ არ იყო ანჟელამ ნაწერს
სწრაფად რომ დააფარა ხელი ოთახში მისი შესვლისას? ამის გაფიქ-
რებაზე ბ.მ.-ის მიმართ ისედაც მზარდი სიძულვილის გრძნობა კი-
დევ უფრო გაუღვივდა. ეყო თავხედობა ამ ოთახშიც კი ელაპარაკა
მასზე. რატომ ანჟელას არასოდეს არაფერი უთქვამს ამის შესახებ?
ეს მის საქციელს არ ჰგავდა. ანჟელა ყოველთვის ბოლომდე გულ-
წრფელი იყო მასთან. რამდენიმე გვერდი გადაშალა, ეძებდა ბ.მ. კი-
დევ სად იყო ნახსენები. „ბ.მ. მისი ბავშვობის შესახებ მიამბო. დედა-
მისი დაქირავებულ მუშად მუშაობდა. ეს რომ მახსენდება ვეღარ ვი-
ტან ასეთ ფუფუნებაში ცხოვრებას. სამი გინეა ერთი ქუდისათვის.“
ჯობდა ჩემთან ელაპარაკა ამ საკითხზე და არ გადაეტვირთა ტვინი
ისეთი რამეებით, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება! წიგნებს აძ-
ლევდა თურმე წასაკითხად. კარლ მარქსი, „მომავალი რევოლუცია“
ისევ და ისევ ხვდებოდა ინიციალები ბ.მ. ბ.მ. ბ.მ. მაგრამ რატომ არა-
სოდეს სრული სახელი? იყო ამაში რაღაც არაოფიციალური, ინტი-
მური, ანჟელასთვის არადამახასიათებელი. ურთიერთობისას რა,
ბ.მ.-ით ხომ არ მიმართავდა? კითხვა განაგრძო: „სადილის შემდეგ
მოულოდნელად ბ.მ. მოვიდა. საბედნიეროდ მარტო ვიყავი.“ ეს სულ
რაღაც ერთი წლის წინ იყო. „საბედნიეროდ“. რატომ საბედნიეროდ?
„მარტო ვიყავი“ თვითონ სად იყო იმ საღამოს? თარიღი თავის ქა-
ღალდებში მოიძებნა, სადაც საქმიანი შეხვედრების შესახებ იწერ-
და. იმ საღამოს ლორდ მერთან იყო დაპატიჟებული. და ბ.მ. და ანჟე-
ლა ერთად იყვნენ, მარტონი! შეეცადა ის საღამო გაეხსენებინა. რო-
128
ცა უკან დაბრუნდა ცოლი ისევ ელოდა თუ დაწოლილი დახვდა?
ოთახი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა? ეწყო თუ არა ჭიქები მაგი-
დაზე? სკამები ერთმანეთთან ახლოს იყო მიწეული? ვერაფერი გა-
იხსენა, საერთოდ ვერაფერი, გარდა იმ სიტყვისა, რომელიც მან
ლორდ მერთან სადილისას წარმოთქვა. სიტუაცია სულ უფრო გა-
უგებარი ხდებოდა, სრულიად გაუგებარი. მისი ცოლი ქმრისთვის
უცნობ კაცს მარტო იღებს! შეიძლება მომდევნო დღიურში იპოვოს
რამე. საჩქაროდ ბოლო დღიური აიღო, დაუმთავრებელი დღიური.
ეს დაწყევლილი ტიპი იქაც იყო - პირველივე გვერდზე. „ვისადილე
განმარტოებით ბ.მ.-თან ერთად...ის ძალიან აღელვებული ჩანდა.
თქვა, დროა ჩვენ ერთმანეთს გავუგოთო. ვეცადე, მეიძულებინა მო-
ესმინა, მაგრამ არ მისმენდა. დამემუქრა, რომ თუ არ...“ გვერდის
დანარჩენი ნაწილი გადახაზული იყო. ყველგან „ეგვიპტე, ეგვიპტე,
ეგვიპტე“ იყო გადაწერილი. ერთი სიტყვაც ვერ გაარჩია. მაგრამ ამ
ყველაფერს მხოლოდ ერთმნიშვნელოვანი ახსნა ჰქონდა: ეს არამ-
ზადა სთხოვდა მას მისი საყვარელი გამხდარიყო. მარტონი მის
ოთახში! გილბერტ კლენდონს სახეში სისხლი მოაწვა. გვერდები
სწრაფად გადაფურცლა. რა უპასუხა მან? ინიციალები შეწყდა. ამის
შემდეგ მხოლოდ „ის“ მოდიოდა. „ის ისევ მოვიდა. ვუთხარი, რომ
ვერ შევძელი რაიმე გადაწყვეტილების მიღება ...ვევედრებოდი თა-
ვი დაენებებინა ჩემთვის“ ამ, ამ სახლში აძალებდა. მაგრამ მას რა-
ტომ არ უთხრა ანჟელამ? როგორ შეეძლო თუნდაც ერთი წამით შე-
ყოყმანებულიყო? შემდეგ: „წერილი მივწერე მას“ შემდეგი გვერდე-
ბი ცარიელი იყო. მერე აი ეს: „ჩემს წერილზე პასუხი არ მიმიღია“ კი-
დევ ცარიელი გვერდები და შემდეგ ეს: „მან თავისი მუქარა შეასრუ-
ლა.“ და შემდეგ, რა იყო შემდეგ? ფურცელ-ფურცელ შლიდა. ყველა
ცარიელი იყო. და აი, მისი სიკვდილის წინადღით კიდევ ერთი ჩანა-

129
წერი: „მეყოფა კი სიმამაცე ამის გასაკეთებლად?“და ამით მთავ-
რდებოდა.
გილბერტ კლენდონმა თითები შეუშვა და წიგნი იატაკზე ჩაცურ-
და. თვალწინ ანჟელა დაუდგა. პიკადილიზე იდგა, ტროტუარის კი-
დეში. ფართოდ გაღებული თვალებით, მომუჭული ხელებით. აი,
მანქანა მოქრის... ამის ატანა აღარ შეეძლო. მან სიმართლე უნდა
იცოდეს. ფართო ნაბიჯებით გაემართა ტელეფონისკენ.
- მისს მილერ? - ჩამიჩუმი არ ისმოდა. შემდეგ ოთახში ვიღაც შე-
ინძრა. - სისი მილერი გისმენთ. - გაისმა ბოლოს მისი ხმა.
- ვინ არის, - დასჭექა მან - ბ.მ.?
გაიგონა როგორ წიკწიკებდა იაფფასიანი საათი ბუხარზე. შემდეგ
ღრმა ამოოხვრა. და ბოლოს მისი პასუხი: - ის ჩემი ძმა იყო.
ესე იგი, მართლა მისი ძმა ყოფილა, მისი ძმა, რომელმაც თავი
მოიკლა. - ხომ არ შემიძლია, გაიგონა მისს მილერი ეკითხებოდა, -
რაიმე აგიხსნათ? - არაფერი, - იყვირა მან, - არაფერი.
მან მემკვიდრეობის თავისი წილი მიიღო. ქალმა სიმართლე უთ-
ხრა. ანჟელამ განგებ გადააბიჯა ტროტუარიდან, რომ თავის საყვა-
რელს შეერთებოდა. განგებ გადააბიჯა, რათა მისგან თავი დაეღწია.

ერთად და ცალ-ცალკე

ისინი მისის დელოუეიმ გააცნო ერთმანეთს და დასძინა, ეს კაცი


მოგეწონებათო. საუბარი რამდენიმე წუთით ადრე დაიწყო, სანამ
ხმას ამოიღებდნენ, რადგან მისტერ სერლი და მისს ანნინგი ცას გას-
ცქეროდნენ და ის, ორივე მათგანს, რაღაც იდუმალსა და მნიშვნე-
ლოვანს ანდობდა, თუმცა - თითოეულს განსხვავებულად. მაგრამ,

130
უცებ, მისს ანნინგმა მისტერ სერლი ისე ნათლად იგრძნო თავის
გვერდით, რომ ცის დანახვა შეუძლებელი გახდა, უბრალოდ - ცისა,
როდერიკ სერლის მაღალი ფიგურის, შავი თვალების, ჭაღარა თმის,
გადაჭდობილი ხელების, მშრალი, მელანქოლიური (მას უთხრეს,
რომ „ყალბად მელანქოლიური“) სახის თანხლების გარეშე. და
რადგან იცოდა როგორი სისულელე იყო ამის თქმა, თავი ვერ შეიკა-
ვა არ ეთქვა: - რა მშვენიერი საღამოა! სისულელე! უსაზღვრო სისუ-
ლელე! მაგრამ როგორ შეიძლება სულელი არ იყო ორმოცი წლისა
და ამ ცის ქვეშ, რომლის წინაშეც ყველაფერი უბადრუკი უაზრობაა,
ის და მისტერ სერლი კი - ატომები, მღილები - მისის დელოუეის ფან-
ჯარასთან იდგნენ და მათი სიცოცხლე მთვარის შუქზე ღამის პეპლის
სიცოცხლეზე ხანგრძლივი არ იყო. - ჰო, - თქვა მისს ანნინგმა და დი-
ვანს ხელი მრავალმნიშვნელოვნად მოუთათუნა. კაცი გვერდით ჩა-
მოუჯდა. მართლა ისეთი „ყალბად მელანქოლიური“ იყო, როგორც
თქვეს? ცისგან შეგულიანებულმა, რომელიც თითქოს ყველაფერს,
რასაც ისინი ამბობდნენ და აკეთებდნენ ამაოების ელფერს სძენდა,
მან ისევ სრულიად გაცვეთილი რამ თქვა: - ბავშვობაში, როცა კენ-
ტერბერნში ვცხოვრობდი, იქ ერთ მისს სერლის ვიცნობდი. ღამის
ცის ხიბლში ჩაძირული მისტერ სერლის თვალწინ მისმა წინაპართა
აჩრდილებმა მაშინვე ლურჯ, რომანტიკულ ნათელში გაიელვეს,
თვალები გაუფართოვდა, ჩაუბნელდა და თქვა: - ჰო, ჩვენ ნორმანე-
ბის მოდგმა ვართ, მათი, ვინც დამპყრობელთან ერთად მოვიდნენ.
კენტერბერნის ტაძარში ვინმე რიჩარდ სერლია დაკრძალული. ის
წვივსაკრავის ორდენის კავალერი იყო.
მისს ანნინგმა იგრძნო, რომ ის, შემთხვევით, ნამდვილ მისტერ
სერლის გადააწყდა, კაცს, რომელზეც მეორე, ყალბი სერლი იყო
დაშენებული. მთვარის გავლენით (მთვარისა, რომელიც მისთვის
მამაკაცური საწყისის სიმბოლო იყო და როცა მას ფანჯრის ჭუჭრუ-
131
ტანიდან უყურებდა, მისს ანნინგი მთვარის სხივებში ყურყუმელაობ-
და.), მას შეეძლო ეთქვა თითქმის ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათ-
ვლიდა და გადაწყვიტა ამოეთხარა ჭეშმარიტი კაცი იმ ყალბიდან,
რომელზეც ის იყო დაშენებული, შესძახა რა თავის თავს: „წინ, წინ
სტენლი!“ ეს მისი საბრძოლო ყიჟინა იყო, თავი რომ გაემხნევებინა,
ფარული გამხნევება, თუ შოლტი, რასაც, ხანდახან, შუახნის ადამია-
ნები მიმართავენ ხოლმე, გამოუსწორებელი ნაკლი რომ აქვთ. ის კი
საშინელი სიმორცხვისგან იტანჯებოდა, უფრო სწორად, - უსაქმუ-
რობისგან, რადგან მას იმდენად გაბედულება კი არ აკლდა, რამდე-
ნადაც ენერგია, განსაკუთრებით კაცებთან საუბრის დროს, რომლე-
ბისაც ეშინოდა და ძალიან ხშირად მისი საუბარი მოსაწყენ ბანალუ-
რობაში გადადიოდა. ამის გამო, ძალიან ცოტა კაცი მეგობარი ჰყავ-
და და, საერთოდაც, ახლო მეგობარი ცოტა მყავსო, გაიფიქრა. მაგ-
რამ, კაცმა რომ თქვას, სჭირდებოდა კი? არა. მას ჰყავდა სარა, არ-
ტური, ძაღლი, ჰქონდა სახლი და, რა თქმა უნდა, „ეს,“ ფიქრობდა
იგი, როცა მისტერ სერლის გვერდით იჯდა დივანზე და იმავდროუ-
ლად ბანაობდა, ნეტარებდა „ამაში“ ამ გრძნობაში, რომელიც ყო-
ველთვის მოიცავდა, როცა სახლში ბრუნდებოდა, რადგან დარწმუ-
ნებული იყო, რომ შინ სასწაული ელოდა. სჯეროდა, რომ სხვებს ეს
არ შეიძლებოდა ჰქონოდათ (ვინაიდან მას, მხოლოდ მას ჰყავდა სა-
რა, არტური, ძაღლი, მხოლოდ მას ჰქონდა სახლი). და კვლავ იძი-
რებოდა ფლობის ღრმა განცხრომაში და ესმოდა, რომ „ეს“ და
მთვარე (მთვარე ხომ ჯადოსნური მუსიკაა) მისთვის საკმარისია და
მას არ სჭირდება ეს კაცი მთელი თავისი სიამაყით სერლების საფ-
ლავების გამო. არა! ეს საფრთხის შემცველი იყო. არ შეიძლებოდა
გახევებულიყო, თანაც მის ასაკში. „წინ, სტენლი, წინ!“ თავის თავს
შეუძახა და კაცს ჰკითხა: - და, თქვენ თვითონ თუ იცნობთ კენტერ-
ბერნს?
132
იცნობს თუ არა კენტერბერნს? მისტერ სერლის გაეღიმა, როცა
გაიფიქრა რა სულელური შეკითხვააო - რა ცოტა რამ იცოდა მან, ამ
სასიამოვნო, პატარა წყნარმა ქალმა, ჭკვიანმა, კეთილთვალებიან-
მა, მომხიბლავი ძველებური ყელსაბამი რომ ეკეთა და მრავალ ინ-
სტრუმენტზე უკრავდა - რა ცოტა რამ იცოდა, იმის შესახებ, რასაც
ეკითხებოდა. კენტერბერნს თუ იცნობო! მაშინ, როცა მისი სიცოც-
ხლის საუკეთესო წლები, მთელი მისი მოგონებები, ის, რისი მოყო-
ლაც ვერასდროს შეძლო, რისი დაწერაც სცადა (და მან ამოისუნ-
თქა) ყველაფერი, ყველაფერი კენტერბერნს უკავშირდებოდა - გა-
გეცინება პირდაპირ. მისი ამოსუნთქვა და შემდეგ ღიმილი, მისი მე-
ლანქოლია და იუმორი ადამიანებს მოსწონდათ და მან ეს იცოდა,
მაგრამ იმის შეგრძნება, რომ მოსწონდათ, დარდს ვერ უქარვებდა,
თუმცა საყოველთაო კეთილგანწყობით სარგებლობდა (თანამ-
გრძნობ ქალებს დიდი ხნით, ძალიან დიდი ხნით ესტუმრებოდა
ხოლმე), მაგრამ ტკივილს სულ თან დაატარებდა - იმიტომ რომ იმის
მეათედსაც ვერ მიაღწია, რისი მიღწევაც შეეძლო, რაზეც ოდესღაც,
ბავშვობისას კენტერბერნში ოცნებობდა. ახალგაცნობილთან გამო-
ცოცხლდებოდა ხოლმე, უცხომ ხომ მისი აუხდენელი ოცნებების შე-
სახებ არაფერი იცოდა და მოიხიბლებოდა რა მისით, ყველაფრის
თავიდან დაწყების უფლებას აძლევდა - და ეს ორმოცდაათი წლის
ასაკში! ქალი წყაროს გადააწყდა. ყვავილები, მინდორი და ნაცრის-
ფერი შენობები კაცის გონებაში ჩაეწვეთა, მისი გონების გამომ-
შრალ, ბნელ კედლებზე ვერცხლისფერ წვეთებად იქცა და ფსკერზე
ჩაედინა. ლექსებს ხშირად სწორედ ასეთი სახით იწყებდა და ახლაც
მოუნდა სახეების შექმნა, აქ, ამ წყნარი ქალის გვერდით.
- დიახ, მე კენტერბერნს ვიცნობ, - თქვა მან ფიქრიანი, სენტიმენ-
ტალური გამომეტყველებით, და, როგორც მისს ანნინგმა იგრძნო,
ახალ, არცთუ მორიდებულ შეკითხვებს დაელოდა. ამიტომ აინტე-
133
რესებდა ყველას მასთან ყოფნა, ამ უჩვეულო უნარმა, სწრაფი და
მწვავე რეაგირება მოეხდინა მოსაუბრის სიტყვებზე, როგორც თვი-
თონ ფიქრობდა, დაღუპეს. როცა ღილებს იხსნიდა და გასაღებებს
და ხურდა ფულს საწოლის გვერდით პატარა მაგიდაზე აწყობდა მო-
რიგი წვეულების შემდეგ (სეზონის დროს კი თითქმის ყოველ საღა-
მოს დადიოდა წვეულებებზე). დილით კი, როცა საუზმისთვის ქვე-
მოთ ჩადიოდა, სულ სხვა ადამიანად იქცეოდა, პირქუში, ავი ხდებო-
და და ცოლს მკვეთრად, უხეშად ელაპარაკებოდა. ცოლი მძიმედ
იყო ავად და სახლიდან არასოდეს გადიოდა, მაგრამ ხანდახან ძვე-
ლი მეგობრები მოდიოდნენ მის სანახავად, უმეტესად ქალები, რო-
მელთაც ინდური ფილოსოფია, სხვადასხვა წამლები და ექიმები
აინტერესებდათ, რაზეც როდერიკ სერლი გამქირდავ, გესლიან შე-
ნიშვნას გააკეთებდა ხოლმე, მეტისმეტად მახვილგონივრულს სა-
იმისოდ, რომ მის ცოლს გაეგო და ქალს აღარაფერი დარჩენოდა,
გარდა იმისა, რომ დაენამუსებინა, ან ცოტა წაეტირა. ხშირად ფიქ-
რობდა, იმიტომ ვერაფერს მივაღწიე, საზოგადოებისა და ქალების
კომპანიის (რაც მას ასე ძალიან სჭირდებოდა) მთლიანად მიტოვება
და წერისთვის თავის მიძღვნა ვერ შევძელიო. მეტისმეტად ღრმად
იყო ჩაფლული ცხოვრებაში - ამ დროს მან ფეხი ფეხზე გადაიდო (ნა-
ტიფი, ცოტა უჩვეულო მოძრაობები ჰქონდა) თავის თავს კი არ ადა-
ნაშაულებდა, არამედ უფრო თავის მდიდარ ბუნებას და ამ აზრით
თავს, მაგალითად, უორდსვორტზე, უკეთესად თვლიდა. გრძნობდა,
რომ ძალიან ბევრი მისცა ადამიანებს, და ახლა ხელებზე თავდაყ-
რდნობილი ფიქრობდა, რომ ისინიც, თავის მხრივ უნდა დახმარე-
ბოდნენ - ასეთი იყო პრელუდია, მთრთოლვარე, ჯადოსნური, შთა-
მაგონებელი პრელუდია საუბრისა. და, სახეები აბუყბუყდნენ მის
გონებაში. - ის თეთრ ხეს ჰგავს, - აყვავებულ ალუბლის ხეს, - თქვა
მან. ახალგაზრდა ქალს უყურებდა, მშვენიერი ღია ფერის თმები
134
რომ ჰქონდა. „სასიამოვნო სახეა“ გაიფიქრა რუთ ანნინგმა. „მარ-
თლა სასიამოვნო სახე“ და მაინც, ის არ იყო დარწმუნებული, რომ
ეს გამორჩეული, მელანქოლიური კაცი და მისი ჟესტები მოსწონდა.
რა გაუგებრად, რა უცნაურადაა ჩვენი გრძნობები მოწყობილიო, გა-
იფიქრა. არ მოსწონდა ის, მაგრამ ეს შედარება ქალისა აყვავებულ
ალუბლის ხესთან მოეწონა. მისი შეგრძნებების ფაქიზი ბოჭკოები
თავისნებად ლივლივებდნენ აქეთ-იქით როგორც ზღვის ყვავილის
საცეცები, ხან თრთოლვას, ხან გაოცებას იწვევდნენ, მაშინ, როცა
მისი ტვინი, შორსმყოფი ბობოქარი ვნებებიდან, ცივ მარტოსულ
მდუმარებაში იღებდა სიგნალებს, რომლებიც დამუშავებას საჭირო-
ებდნენ იმიტომ, რომ როცა როდერიკ სერლიზე ჩამოვარდებოდა
სიტყვა (ის კი რაღაც წილად პიროვნება იყო), შეეძლო უყოყმანოდ,
ცალსახად ეთქვა: „მე ის მომწონს“ ან „მე ის არ მომწონს“ და ეს სა-
ბოლოოდ ჩამოყალიბებული აზრი იქნებოდა. უცნაური აზრი,
ბრწყინვალე აზრი, თითქოს მწვანე შუქს ჰფენდა ყველაფერს, რის-
განაც შედგება ადამიანური ურთიერთობები.
- უცნაურია, რომ თქვენ კენტერბერნს იცნობთ, - თქვა მისტერ
სერლიმ. - ეს ყოველთვის ძალიან ძნელი გასაგებია... (თეთრთმიანი
ლედი სხვა სტუმრებს შეერია) როცა ასე ვინმეს შეხვდები (ისინი ად-
რე არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს) თითქოს და შემთხვევით და
უცებ ის ისეთ რაიმეს შეეხება, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვა-
ნია, შეეხება დაუფიქრებლად, რადგან მე მგონი კენტერბერნი
თქვენთვის სხვა არაფერია, თუ არა პატარა, კოხტა ქალაქი. თქვენ,
ალბათ, იქ ერთი ზაფხული გაატარეთ დეიდასთან, სტუმრად (სწო-
რედ კენტერბერნში სტუმრობის შესახებ აპირებდა რუთ ანნინგი
მისთვის ეამბნა) ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეთ, გა-
ემგზავრეთ და ამის შემდეგ მასზე აღარასოდეს გიფიქრიათ.

135
დაე, ასე იფიქროს, ეს კაცი ხომ არ მოსწონს. დაე დარჩეს ეს სუ-
ლელური აზრი მის შესახებ. სინამდვილეში კი, კენტერბერნში გატა-
რებულმა სამმა თვემ განსაცვიფრებელი შთაბეჭდილება მოახდინა
მასზე. დაწვრილებით ახსოვდა, თუმცა ეს ჩვეულებრივი ვიზიტი იყო,
როგორ ეწვივნენ მის შარლოტა სერლის, დეიდამისის ნაცნობს. ახ-
ლაც კი შეეძლო ზუსტად გაემეორებინა მის სერლის სიტყვები ჭექა-
ქუხილის თაობაზე: „როცა ღამით მეღვიძება და ჭექა-ქუხილის ხმა
მესმის, ყოველთვის ვფიქრობ, რომ მეხმა ვიღაც მოკლა.“ თვალწინ
ედგა მაგარი, ხაოიანი ნოხი პატარა რომბებით და მოციმციმე, ცრემ-
ლიანი, ყავისფერი თვალები მოხუცებული ქალისა, ხელში ცარიე-
ლი ფინჯანი რომ უჭირავს და ჭექა-ქუხილზე ლაპარაკობს. და ყო-
ველთვის, როცა კენტერბერნს იხსენებდა საავდრო ღრუბლებს ხე-
დავდა და კიდევ - აყვავებული ვაშლების იასამნისფერ ანარეკლს და
შენობის გრძელ ნაცრისფერ კედლებს.
ჭექა-ქუხილმა შუახნის განურჩევლობის გარინდებისგან შეაფ-
ხიზლა. „წინ, წინ სტენლი!“ შეუძახა თავის თავს. ეს კაცი ისე ადვი-
ლად ვერ დამისხლტება, როგორც სხვები, ყველაფერი რომ არასწო-
რად გაიგეს. მე მას სიმართლეს ვეტყვი. - მე შემიყვარდა კენტერ-
ბერნი, - თქვა მან.
კაცი, როგორღაც, უცებ წამოენთო. ეს იყო მისი ნიჭი, მისი უბედუ-
რება, მისი ბედი. - შეგიყვარდათ? - გაიმეორა მან, - ვხედავ, რომ
მართლა ასეა. ქალის საცეცებმა ახალი მესიჯი გაგზავნეს: მას სი-
ამოვნებს როდერიკ სერლისთან ერთად ყოფნა.
მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, უფრო შეეჯახა, რადგან თი-
თოეულმა იგრძნო, რომ ის, ვინც იქ, სიღრმეში, მარადიული განმარ-
ტოების წყვდიადში ზის, მაშინ, როცა მისი ზერელე, მკვირცხლი კომ-
პანიონი ყირაზე გადადის, ყურადღება რომ მიიქციოს და შოუს აგ-
რძელებს, მოულოდნელად მთელი თავისი სიმაღლით წამოიმართა,
136
კაპიუშონი მოიშორა და შესახვედრად დაიძრა. ეს შემაშფოთებელი
იყო. ეს შესანიშნავი იყო. უკვე ახალგაზრდები აღარ იყვნენ და
ცხოვრებამ ისინი გლუვ ბზინვარებამდე გააპრიალა, ასე რომ, რო-
დერიკ სერლი ხანდახან ერთ სეზონზე ათზე მეტ წვეულებაზე და-
დიოდა და არაფერს ისეთს არ გრძნობდა, გარდა შესაძლოა სენტი-
მენტალური სინანულისა და მშვენიერი სახეების მოთხოვნილებისა
- აყვავებული ალუბლის ხის მსგავსი სახეების - და მასში მუდამ იყო
ჩამყაყებული ერთგვარი უპირატესობის გრძნობა გარშემომყოფთა
მიმართ, გრძნობა გამოუყენებელი შესაძლებლობებისა და სახლში
ცხოვრებით უკმაყოფილო, თავის თავით უკმაყოფილო, გამოცარიე-
ლებული, მოწყენილი და გაღიზიანებული ბრუნდებოდა. მაგრამ ახ-
ლა, სრულიად მოულოდნელად, როგორც თეთრი ისარი ნისლში (ეს
სახე თავისთავად გაჩნდა და ცარგვალზე ელვასავით გაკრთა) გა-
მოჩნდა ის, ძველი ექსტაზი ცხოვრებისა, გამოჩნდა და კაცს თავს და-
ატყდა და ეს უსიამოვნო იყო, მაგრამ იმავდროულად ამ ამბავმა გა-
ახალისა და გააახალგაზრდავა, სისხლძარღვები და ნერვები ცეც-
ხლისა და ყინულის ძაფებით აუვსო.
- კენტერბერნი ოცი წლის წინათ, - თქვა მისს ანნინგმა. როგორც
კაშკაშა სინათლისგან თვალებს იჩრდილავენ, როგორც ალისფერ
ატამს მწვანე ფოთლით ფარავენ, რადგან ის მეტისმეტად წვნიანია,
მეტისმეტად მწიფე, მეტისმეტად სავსე. ხანდახან ნანობდა, რომ არ
გათხოვდა. ცხოვრების შუახანის გრილი სიმშვიდე, დარტყმებისგან
სულისა და სხეულის დამცავი კარგად მოწესრიგებული მექანიზმე-
ბით, - კენტერბერნის ჭექა-ქუხილთან და აყვავებულ ვაშლის ხეებ-
თან შედარებით სიმდაბლედ ეჩვენებოდა. მას შეეძლო წარმოედგი-
ნა რაღაც სხვა, რაღაც გამგმირავი, მეხის მსგავსი, უფრო ინტენსი-
ური. შეეძლო წარმოედგინა რაღაც ფიზიკური შეგრძნება. შეეძლო
წარმოედგინა...
137
ახლა, და ეს უცნაური იყო, იმიტომ, რომ პირველად ხედავდა მას
- მისი გრძნობები, მისი საცეცები, სულ ცოტა ხნის წინ მთრთოლვა-
რე და მოლივლივე, მესიჯებს აღარ აგზავნიდნენ, ისე უმოძრაოდ იდ-
გნენ, თითქოს ის და მისტერ სერლი იმდენად კარგად იცნობდნენ
ერთმანეთს, იმდენად ახლობლები იყვნენ, რომ შეეძლოთ წყნარად
ეცურავათ გვერდიგვერდ დინების მიმართულებით.
არაფერია ამქვეყნად ისეთი უცნაური, როგორც ადამიანთა ურ-
თიერთობა, ფიქრობდა ის, იმდენად ცვალებადია, იმდენად ირაციო-
ნალური, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული. მისი სიძულვილი ახ-
ლა მგზნებარე, აღტაცებულ სიყვარულად იქცა. მაგრამ მხოლოდ
სიტყვა „სიყვარული“ მოუვიდა თავში, უგულებელყო ის და ისევ გა-
იფიქრა რა ბუნდოვანია ადამიანის გონება და რა ცოტაა სიტყვები
ყველა ამ საოცარი შეგრძნებების, ტკივილისა და სიამოვნების მო-
ნაცვლეობის გამოსახატავადო. რა უნდა დაარქვა იმას, რაც მის
თავს ხდება? თითქოს ადამიანურმა გრძნობებმა მიატოვეს, სერლი
სადღაც გაქრა და ორივე შეპყრობილი იყო მოუთმენელი სურვი-
ლით დაეფარათ ის, რაც ასე გამანადგურებელი და დამამცირებე-
ლია ადამიანური ბუნებისათვის, ის, რომ ყველა ცდილობს როგორ-
ღაც წესიერად დაასამაროს, თვალს განარიდოს - ადამიანური
გრძნობებისგან დაცლა, ჭეშმარიტების შებღალვა, - და ეძებდა რა
დასამარების წესიერ, ცნობილ და ყველასთვის მიღებულ ფორმას,
თქვა: - რა თქმა უნდა, რაც არ უნდა გააკეთონ მათ, კენტერბერნს ვე-
რაფერს დააკლებენ. კაცმა გაიღიმა. მან ეს მიიღო. გადაჯვარედინე-
ბულ ფეხებს ადგილი შეუცვალა. ქალმა თავისი საქმე გააკეთა. მან -
თავისი. ეს იყო სულ. და მყისვე ორივე მათგანს ეწვია გრძნობების
ის გამახევებელი სიცარიელე, როცა გონებიდან აღარაფერი იფ-
რქვევა, როცა მისი კედლები ფიქალის მსგავსია, როცა სიცარიელეს
ლამის ფიზიკურ ტკივილად შეიგრძნობ და თვალები, გაქვავებული,
138
ერთ ადგილზეა გაშტერებული, ნახშირზე ბუხარში თუ ნოხის მოხა-
ტულობაზე, და ხედავენ შემაძრწუნებლად ცხადად, რადგან არ არ-
სებობს არც ემოცია, არც აზრი, არც შთაბეჭდილება, რომელსაც შე-
უძლია შეცვალოს, შეასუსტოს, შეალამაზოს ის, რაც თვალისთვის
ხილულია, რადგან გრძნობების წყარო ყრუდაა დახშული და გონება
გახევებული, და ასევე, სხეულიც გარინდებულია ქანდაკებასავით,
ისე, რომ არც მისტერ სერლის და არც მისს ანნინგს არ შეეძლოთ
არც განძრევა, არც დალაპარაკება და მათ მოეჩვენათ თითქოს ჯა-
დოქარმა გაათავისუფლა ისინი და თითოეულ სისხლძარღვს მა-
ცოცხლებელი ნაკადი მიაწყდა, როცა მაირა კარტრაიტი ონავრუ-
ლად შეეხო მისტერ სერლის მხარს და თქვა: - გუშინ თეატრში დაგი-
ნახეთ, თქვენ კი ხელიდან დამისხლტით. საძაგელო. იმსახურებთ,
რომ აღარასოდეს დაგელაპარაკოთ.
და მათ შეძლეს განშორებოდნენ ერთმანეთს.

შეჯამება

გადაჭედილი დარბაზი თანდათან უფრო ჩაიხუთა, და ვინაიდან


ასეთ ღამეში არ შეგეშინდებოდა ნესტი ფეხებს დამისველებსო, და
წითელი და მწვანე ჩინური ფანრები ხილივით ეკიდა მოჯადოებული
ტყის სიღრმეში, მისტერ ბერტრამ პრიტჩარდმა მისის ლეიზემი ბაღ-
ში წაიყვანა.
სუფთა ჰაერმა და გარეთ ყოფნის შეგრძნებამ თავბრუ დაახვია
საშა ლეიზემს, მაღალ, ლამაზ, საკმაოდ ზანტი გამომეტყველების
ლედის, რომელსაც ისეთი დიდებული გარეგნობა ჰქონდა, რომ ვე-
რავინ წარმოიდგენდა რა ძალისხმევად და შფოთვად უჯდებოდა თი-

139
თოეული სახალხოდ წარმოთქმული სიტყვა. მაგრამ სწორედ ასე
იყო და უხაროდა, რომ ბერტრამთან ერთად იყო, რომელიც უეჭვე-
ლად ბაღშიც შეუჩერებლივ ილაპარაკებდა. მისი ლაპარაკი რომ ჩა-
გეწერა, რაღაც დაუჯერებელი გამოვიდოდა. ყველაფერი, რაზეც ის
ლაპარაკობდა, არა მხოლოდ უმნიშვნელო იყო, არამედ ყოველ-
გვარ ლოგიკას მოკლებულიც. მართლაც, ვინმეს რომ ფანქარი აე-
ღო და მისი ლაპარაკი სიტყვასიტყვით ჩაეწერა, - მისი ერთ საღამოს
ნალაპარაკევიც კი მთელ წიგნს გაავსებდა, - წამკითხველს ეჭვიც არ
შეეპარებოდა, რომ ამ საცოდავ კაცს ძალზე მწირი ინტელექტი
ჰქონდა. მაგრამ ეს სულაც არ შეეფერებოდა სინამდვილეს, რადგან
მისტერ პრიტჩარდი პატივცემული სახელმწიფო მოსამსახურე და
ბანის ორდენის კავალერი გახლდათ, მაგრამ, რაც კიდევ უფრო უც-
ნაურია, ის თითქმის ყველას, უცნობებსაც კი, მოსწონდათ. თვით
ჟღერადობა მისი ხმისა, მოდულაციები, ერთგვარი ბრწყინვალება
შეუსაბამობებისა, ერთგვარი ემანაცია მისი მრგვალი, შავგვრემანი
ფიზიონომიისა და წითელმკერდა მეჟოლიას ფიგურისა - რაღაც
არამატერიალური და მოუხელთებელი არსებობდა და ყვაოდა მას-
ში, რაც თავის თავს საცნაურს ხდიდა მისივე სიტყვებისგან დამოუ-
კიდებლად და ხშირად მის საწინააღმდეგოდაც კი. სწორედ ამას
ფიქრობდა ალბათ, საშა ლეიზემი, სანამ კაცი ლაქლაქებდა დევონ-
შირში მოგზაურობის თაობაზე, სასტუმროებზე, პლედებზე, ტედზე
და ფრედზე, ძროხებზე და ღამის მარშრუტებზე, ნაყინზე და ვარ-
სკვლავებზე, ევროპის ვაგზლებზე და ბრედშოზე, რესტორნებზე,
თევზის ჭერასა და გრიპზე, რევმატიზმსა და კიტსზე - ფიქრობდა,
რომ ზოგადად კარგია ამ ქვეყანაზე ასეთი ადამიანი რომ არსებობს
და მისი ლაქლაქიდან ბერტრამის სახეს ქმნიდა, რომელიც მის ნა-
ლაპარაკევს არ ჰგავდა, მაგრამ ბერტრამ პიტჩარდის ჭეშმარიტ
არსს სწორედ ის ასახავდა, თუმცა ამის დამტკიცება შეუძლებელი
140
იყო. როგორ შეიძლებოდა იმის დამტკიცება, რომ ის ერთგული მე-
გობარია და ძალიან გულისხმიერი და - მაგრამ აქ, როგორც ხშირად
ემართებოდა ხოლმე, როცა ბერტრამს ესაუბრებოდა, მისი არსებო-
ბა საერთოდ დაავიწყდა და სხვა რამეზე დაიწყო ფიქრი. ღამე - აი,
რის შესახებ ჩაფიქრდა. როგორღაც შეინჯღრა და ცას ახედა. ეს
სოფლის სუნი იყო, რაც უცებ შეიგრძნო, პირქუში მდუმარება მინ-
დვრებისა ცის ქვეშ, მაგრამ აქ, მისის დელოუეის ბაღში, ვესტმინ-
სტერში, ამ მშვენიერებამ განსაკუთრებით შეძრა ის - სოფელში და-
ბადებული და გაზრდილი. შესაძლოა კონტრასტის გამო - თივის სუ-
ნი, მის უკან კი ხალხით სავსე ოთახები. ბერტრამთან ერთად მიდი-
ოდა, ირმის მსგავსი სიარული ჰქონდა, თითოეულ ნაბიჯზე თითქოს
ზამბარასავით იწელებოდა, მარაოს იქნევდა - დიდებული, მდუმარე,
ძლივს მსუნთქავი, ყურებდაცქვეტილი, ნესტოებით ჰაერს ისრუტავ-
და, თითქოს ველური, მაგრამ სრულიად მართვადი არსება ღამით
ტკბებაო.
ეს უდიდესი საოცრებააო, ფიქრობდა. ადამიანთა მოდგმის უდი-
დესი მიღწევა. იქ, სადაც ძველი ნავი ტირიფების ქვეშ ჭაობში მიცუ-
რავდა, აი, იქ არის, და მშრალ, მაგარ, მკვიდრად ნაგებ სახლზე ფიქ-
რობდა, ღირებული ნივთებით გადაჭედილ, სკასავით მოზუზუნე სახ-
ლზე, სადაც ადამიანები შორდებიან, ხვდებიან, შეხედულებებს
უზიარებენ, სტიმულს აძლევენ ერთმანეთს. და, კლარისა დელოუ-
ეიმ ის ღია გახადა ღამის სივრცეებისთვის, ჭაობზე ქვებით ბილიკები
გაიყვანა, და, როცა ბერტრამთან ერთად ბაღის ბოლოში გავიდა,
(ბაღი ძალიან პატარა აღმოჩნდა) და შეზლონგებზე ჩამოსხდნენ,
სახლს მოწიწებით, გულაჩქროლებით გახედა, თითქოს ოქროს
ისარმა განგმირაო და თვალებიდან მადლობის ცრემლები წასკდა.
თუმცა მორიდებული იყო და ჩვეულებრივ ხმის ამოღება უჭირდა,
როცა მოულოდნელად ვინმეს გააცნობდნენ, უკიდურესად მორცხვს
141
ძლიერი აღტაცება იპყრობდა სხვების მიმართ. რა მშვენიერი იქნე-
ბოდა, უცებ რომელიმე მათგანად რომ ქცეულიყო, მაგრამ განწი-
რულს საიმისოდ, რომ დარჩენილიყო იმად, ვინც იყო, შეეძლო მხო-
ლოდ უხმოდ, აი, ასე, ბაღიდან, შორიდან ყოფილიყო აღფრთოვანე-
ბული მათი საზოგადოებით, ადამიანებით, რომლებიც მისთვის მი-
უწვდომელნი იყვნენ. მათი საქებარი სიტყვები რითმებად ადგა პირ-
ზე. ისინი იყვნენ აღტაცების ღირსნი, ისინი იყვნენ კეთილები და
უპირველეს ყოვლისა გამბედავები, დამმორჩილებლები ღამისა და
ჭაობებისა, თავგადასავლების მაძიებლები, საფრთხის ქვეშ მყოფ-
ნი, სახიფათო ტალღებში გზის გამკვლევნი.
ბედის უკუღმართობის გამო არ შეეძლო მათთან შეერთება, მაგ-
რამ შეეძლო მჯდარიყო და ისინი ედიდებინა, სანამ ლაქლაქს განაგ-
რძობდა ბერტრამი, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას გაცურ-
ვაში - იუნგად, მატროსად, თუ რიგით მეზღვაურად, ვიღაცად, ვინც
იალქანზე აძვრება და მხიარულად დაუსტვენს. ამ ფიქრისას მის წინ
რომელიღაც ხის ტოტი, გაჟღენთილი მისი აღტაცებით სახლში
მყოფთა მიმართ, დაიხარა და ოქროსფრად წვეთავდა, შემდეგ გუშა-
გივით გაიჯგიმა, ეს იყო ნაწილი გალანტური და მოქეიფე კამპანი-
ისა, იალქანი, რომლიდანაც დროშა ფრიალებდა. კედელთან ვედ-
რო იდგა, მასაც მიაგო თავისი წილი.
უცებ, ბერტრამმა, რომელიც, როგორც ყოველთვის, ვერ ისვე-
ნებდა, გადაწყვიტა ადგილმდებარეობა გამოეკვლია. აგურების
გროვაზე ახტა და კედელს მიღმა გადაიხედა. საშამაც გადაიხედა.
ციცხვი დაინახა, ან იქნებ ჯალამბარი იყო. ხიბლი მყისვე გაიფანტა.
გვერდით ისევ ლონდონი იყო, უზარმაზარი, გულგრილი, უსახური
სამყარო.
ავტომობილები, საქმეები, ფანარები ლუდხანებთან და მოწყენი-
ლი პოლიციელები. როცა ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილა და
142
წუთიერი სიჩუმით შეავსო ლაქლაქის მობუყბუყე წყარო, ბერტრამმა
მისტერ და მისის ვიღაცები მათ გვერდით დასაჯდომად მიიპატიჟა და
კიდევ ორი სკამი გამოსწია მათთვის. და აი, ისინი კვლავ ისხდნენ
და უყურებდნენ იმავე სახლს, იმავე ხეებს, იმავე ვედროს, მაგრამ
საშას გადახედილი ჰქონდა კედლის იქით, თვალი შევლებული
ჰქონდა ციცხვისთვის, უფრო სწორად კი ლონდონისათვის და უკვე
აღარ შეეძლო სამყარო ოქროს ღრუბლებში გაეხვია. ბერტრამი ლა-
პარაკობდა და ვიღაცები - მას, მოკალი და არ ახსოვდა მათი გვარი
- უოლესები? ფრიმენები? - პასუხობდნენ და თითოეული მათი სიტ-
ყვა ოქროს თხელ ბურუსში აღწევდა და პროზაულ სინათლეში ხვდე-
ბოდა. დედოფალ ანას სტილის მშრალ, მყარად მდგარ სახლს შეხე-
და. მთელი არსებით ცდილობდა გაეხსენებინა რა ჰქონდა ნასწავლი
სკოლაში ტორნის კუნძულის, მეთევზეების გემების, ხამანწკის, ნის-
ლისა და გარეული იხვების თაობაზე, მაგრამ ეჩვენებოდა, რომ ეს
დრენაჟის მუშების, დურგლების საქმეა, ეს თავყრილობა კი საღა-
მოსთვის გამოწყობილი ხალხია და მეტი არაფერი.
შემდეგ საკუთარ თავს ჰკითხა: რომელი შეხედულებაა ჭეშმარი-
ტი? სახლს თუ ციცხვს ხომ ასეც შეიძლება შეხედო და ისეცო.
ეს შეკითხვა იმ ვიღაცას დაუსვა, ვისაც მისთვის დამახასიათებე-
ლი მოკრძალებით, სხვა ადამიანების სიბრძნე და ძალა მიაწერა. პა-
სუხი ხშირად შემთხვევით მოდის - ასე პასუხობდა მისი ბებერი სპა-
ნიელი - კუდის ქიცინით.
და ახლა ხემ, განძარცულმა ოქროფერისა და დიდებულებისაგან,
მას თითქოს პასუხი უკარნახა, მინდვრის ხედ იქცა, შემოუღობავ ხედ
- ერთადერთ ხედ ჭაობში. ის მას ხშირად ხედავდა, ხედავდა ღრუბ-
ლებს, წითლად შეტრუსულებს ტოტებს შორის, მთვარის დატეხილ,
ვერცხლისფერ სხივებს. მაგრამ პასუხი რა არის? რა და მისი სული -
ის გრძნობდა, რომ მის შიგნით რაღაც არსება ძგერს, გამოსავალს
143
ეძებს და მას მაშინვე სული დაარქვა - რომ სული თავისი ბუნებით
მარტოა, მეწყვილე არ ჰყავს, ქვრივი ჩიტია, ამ ხეზე ეულად მყოფი
ჩიტი.
ამ დროს ბერტრამმა მკლავში ხელი გამოსდო, შინაურულად,
როგორც იცოდა ხოლმე, ისინი ხომ ბავშვობიდან იცნობდნენ ერ-
თმანეთს და უთხრა, ჩვენს მოვალეობას არ ვასრულებთ, დროა სახ-
ლში შევიდეთო.
და მაშინ, სადღაც მიყრუებული ქუჩიდან თუ ლუდხანიდან, ნაც-
ნობმა, საშინელმა, უსქესო, დაუნაწევრებელმა ხმამ გაიჟღერა, წი-
ვილმა თუ მოთქმამ. და ქვრივი ჩიტი, დამფრთხალი, შორს გაფრინ-
და, სულ უფრო და უფრო ფართო წრეები შემოხაზა, სანამ ის, რასაც
ქალი თავის სულს უწოდებდა, იმ ყვავივით შორეული არ გახ-და,
რომელიც მისკენ გასროლილმა ქვამ დააფრთხო.

კაცი, რომელსაც თავისი მოყვასი უყვარდა

იმ დღეს პრიკეტ ელისი, სწრაფი ნაბიჯით რომ კვეთდა დინზ-


იარდს, პირდაპირ რიჩარდ დელოუეის შეეფეთა, უფრო სწორად,
როცა ერთმანეთს გაუსწორდნენ, ფარული გვერდული მზერა, რო-
მელიც თითოეულმა მეორეს სტყორცნა თავისი ქუდქვეშიდან,
მხარს ზემოდან, გამოცოცხლდა და მასში ცნობის ნაპერწკალი გაკ-
რთა. ოცი წელი იყო ერთმანეთი არ ენახათ. სკოლაში ერთად სწავ-
ლობდნენ. რას აკეთებდა ელისი? იურისტი? ჰო, რა თქმა უნდა, რა
თქმა უნდა, ამ პროცესს გაზეთებით ადევნებდა თვალს. მაგრამ აქ
საუბარი შეუძლებელი იყო. საღამოს ხომ არ შეივლიდა მათთან? (
ძველ ადგილას ცხოვრობდნენ, იქვე, მოსახვევთან). ორი-სამი ადა-

144
მიანი იქნებოდა მათ გარდა. შეიძლება ჯოინსონი. „ის ახლა დიდი
კაცია,“ - დასძინა რიჩარდმა.
- მშვენიერია, ე. ი. საღამომდე - თქვა რიჩარდმა გამომშვიდობე-
ბისას, - მოხარული ვარ - მართლა გახარებული იყო, რომ ამ ახირე-
ბულ კაცს შეხვდა, სკოლის შემდეგ ოდნავაც რომ არ იყო შეცვლი-
ლი. ისევ ის უშნო, პირმრგვალი ბიჭი, ცრურწმენებით გაჟღენთილი.
მაგრამ ბრწყინვალედ სწავლობდა - ნიუკასლში პრემია მოიპოვა.
ასეა, ფიქრობდა რიჩარდი და სახლისკენ მიაბიჯებდა.
პრიკეტ ელისმა კი, როცა შებრუნდა და მის ფიგურას გახედა, რო-
მელიც უჩინარდებოდა, ინანა მასთან შეხვედრა, უფრო სწორად (პი-
როვნულად დელოუეი ყოველთვის მოსწონდა) ის, რომ წვეულებაზე
მისვლას დაპირდა. დელოუეის ცოლი ჰყავს, წვეულებებს მართავს -
ეს მის გემოვნებაში არ ჯდებოდა. სათანადო ტანსაცმელიც უნდა მო-
იძიოს. მაგრამ დრო გადიოდა და სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ
რადგან დაპირდა, წასვლა მოუწევდა თუ არ უნდოდა ძალიან უხეშად
გამოსვლოდა.
მაგრამ რა საშინელი თავყრილობაა! ჯოინსონი იქ იყო, თუმცა
მათ არაფერი ჰქონდათ ერთმანეთისთვის სათქმელი. პატარა ბიჭო-
ბაშიც პომპეზური ტიპი იყო ახლა კი, კიდევ უფრო გაბღენძილა. სხვა
სტუმრებიდან პრიკეტ ელისი არავის იცნობდა. მაგრამ ასე ერთბა-
შად ვერ წავიდოდა, რაღაც მაინც უნდა ეთქვა დელოუეისთვის, რო-
მელიც მასპინძლის მოვალეობას ასრულებდა, სტუმრებს შორის
ფუსფუსებდა თეთრ ჟილეტში გამოწყობილი, ასე რომ, უნდა იდგეს
და ელოდოს. ეს ყველაფერი გულს ურევდა. ძნელად წარმოსადგე-
ნია, რომ ზრდასრული ადამიანები, შეგნებული კაცები და ქალები,
თითქმის ყოველ საღამოს ასე ატარებდნენ! მის ლურჯ-წითელ გა-
პარსულ ლოყებზე ხაზები გამკვეთრდა და ის კედელს მიყრდნობი-
ლი, ხმისამოუღებლად იდგა. თვითონ ცხენივით მუშაობდა, ბევრს
145
მოძრაობდა, რომ ფორმა შეენარჩუნებინა. მტკიცე, მძვინვარე გა-
მომეტყველება ჰქონდა, ულვაშები თითქოს მოჰყინვიაო. ახლა გა-
ღიზიანებული იყო, ბრაზობდა. ღარიბულ ტანსაცმელში მოუვლელი,
უბრალო, შეუხედავი ჩანდა.
უსაქმურები, მოლაყბეები, პომპეზურად ჩაცმუ-ლები, თავში ერ-
თი ნორმალური აზრიც რომ არ გაუჭაჭანებდათ - ეს დახვეწილი
ქალბატონები და ბატონები - განუწყვეტლივ რატრატებდნენ და იცი-
ნოდნენ. პრიკეტ ელისი უყურებდა მათ და ბრანერებს ადარებდა,
რომლებმაც როცა სასამართლო საქმე მოიგეს ფენერების ლუდის
ქარხანასთან და ორასი ფუნტი კომპენსაცია მიიღეს (ორჯერ მეტიც
ეკუთვნოდათ) არ დაინანეს იმ თანხიდან ხუთი ფუნტი დაეხარჯათ და
მისთვის საჩუქრად საათი ეყიდათ. ეს წესიერი საქციელი იყო მათი
მხრიდან, გულს რომ აგიჩუყებს ისეთი. და მან კიდევ უფრო მკაც-
რად, მრისხანედ შეხედა ამ ხალხს, მორთულ-მოკაზმულებს, ცინი-
კურებს, შეძლებულებს და ის, რასაც ახლა გრძნობდა, იმას შეადა-
რა, რაც დილით, თერთმეტ საათზე განიცადა, როცა მოხუცი ბრანე-
რი და მისის ბრანერი, თავიანთ საუკეთესო ტანსაცმელში გამოწყო-
ბილები, ძალიან პატივსაცემი, სუფთა მოხუცები, შინ ეწვივნენ, რათა
მისთვის გადაეცათ, როგორც განაცხადა თვითონ კაცმა, ლარივით
დაჭიმული რომ იდგა ამ საზეიმო შემთხვევის გამო, „ეს მოკრძალე-
ბული ნიშანი მადლიერებისა და პატივისცემისა ჩვენი საქმის შესა-
ნიშნავად წარმართვისათვის.“ მისის ბრანერმა ჩამოართვა სიტყვა
და დასძინა, რომ ორივე გრძნობდა, თუ არა მისი დახმარება, არა-
ფერი გამოუვიდოდათ. და, ბუნებრივია, ძალიან აფასებდნენ მის
დიდსულოვნებას: მან ხომ, რა თქმა უნდა, ჰონორარი არ აიღო. რო-
ცა საათი გამოართვა და ბუხრის თაროს შუაში დადო, იგრძნო, არ
სურდა ამ დროს ვინმეს მისი სახე დაენახა. მან ხომ ამისთვის იმუშა-
ვა - ეს მისი ჯილდო იყო. და აი, ახლა რეალურად მის თვალწინ მყოფ
146
ადამიანებს უყურებს და ეჩვენება, რომ ისინი მის ბინაში გათამაშე-
ბულ დილანდელ სცენას გადაეფარნენ, მასზე ცეკვავენ და, ეს მათ
მიმართ ყველაზე სასტიკი განაჩენია და როცა ის სცენა გაფერ-
მკრთალდა - როცა ბრანერები გაფერმკრთალდნენ, მთელი სცენი-
დან მხოლოდ ის დარჩა პირისპირ მტრული ბანაკის წარმომადგენ-
ლებთან, სრულიად ჩვეულებრივი, უშუალო ადამიანი, უბრალო
ადამიანების წრიდან (წამოიმართა) ძალიან ცუდად ჩაცმული, და-
ბოღმილი, გაუთლელი, ადამიანი, რომელსაც საკუთარი გრძნობე-
ბის დაფარვა არ შეუძლია. არაფრით გამორჩეული, ორდინარული,
საზოგადოების ბოროტების, გახრწნილებისა და უგულობის წინააღ-
მდეგ საბრძოლოდ შემართული. მაგრამ კმარა მათზე მიშტერება.
სათვალე გაიკეთა და ნახატების დათვალიერება დაიწყო. ერთ თა-
როზე წიგნების ყდებს შეავლო თვალი - ძირითადად ლექსები იყო.
კარგი იქნებოდა ძველი საყვარელი მწერლების გადაკითხვა - შექ-
სპირის, დიკენსის. კარგი იქნებოდა ეროვნულ გალერეაში წასას-
ვლელად გამოენახა დრო. მაგრამ ვერა და ვერ ახერხებდა. როგორ
მოახერხებდი ასეთ მდგომარეობაში მყოფ სამყაროში, როცა ადა-
მიანებს დილიდან საღამომდე სჭირდებათ შენი დახმარება, როცა
პირდაპირ გიხმობენ საშველად. ასეთ დროში ფუფუნებაში ცხოვრე-
ბის უფლება როგორ უნდა მისცე საკუთარ თავს. და მან თვალი მო-
ავლო სავარძლებს, ძვირფას დანებს, ტყავისყდიან წიგნებს და თავი
გადააქნია, იცოდა, არასოდეს ექნებოდა დრო, არასოდეს (იმედია)
ექნებოდა იმის ხალისი, რომ ასეთი ფუფუნების უფლება მიეცა საკუ-
თარი თავისთვის. აქ მყოფი ხალხი ალბათ შოკში ჩავარდებოდა,
რომ გაეგოთ, რა იაფფასიან თამბაქოს ეწეოდა, რომ ტანსაცმელს
ნათხოვრობდა. ერთადერთი ფუფუნება, რომელზეც საკუთარ თავს
უარს არ ეუბნებოდა, პატარა იახტა იყო ნორფოლკის ტბაში. ასეთი
ცოდვა მართლა ჰქონდა. უყვარდა წელიწადში ერთხელ ყველასა-
147
გან გარიდება, ბალახში წოლა და ცაში ყურება. გაიფიქრა, როგორი
შოკი იქნებოდა ამ პატივცემული ბატონებისთვის, რომ გაეგოთ რა
სიამოვნებას ანიჭებდა მას ყოფნა იმად, რაც იყო, ის, რასაც ძველე-
ბურად ბუნების სიყვარულს ეძახდა - ბავშვობიდან გამოყოლილ ხე-
ების და ველების სიყვარულს.
ეს პატივცემული ბატონები შოკირებული აღმოჩნდებოდნენ. და
ახლა, როცა სათვალეს ჯიბეში იდებდა, გრძნობდა, რომ სულ უფრო
და უფრო მეტად აგდებდა მათ შოკში. ეს ძალიან უსიამოვნო შეგ-
რძნება იყო. და თავის სიყვარულს კაცობრიობისადმი, იმას, რომ
უნცია თამბაქოს ხუთ პენსად ყიდულობს, ბუნება უყვარს, წყნარად,
მშვიდად და ბუნებრივად ვერ შეიგრძნობდა. ყველა ეს სიამოვნება
პროტესტად იქცეოდა. თითქოს ეს ადამიანები, რომლებიც მას
სძულდა, რაღაცაში თავის გამართლებას აიძულებდნენ. მე უბრა-
ლო ადამიანი ვარ, იმეორებდა თავისთვის. ამის შემდეგ რაც თქვა,
თვითონაც შერცხვა, მაგრამ მაინც თქვა: „მე ერთ დღეში მეტი გამი-
კეთებია მოყვასისთვის, ვიდრე თქვენ მთელი თქვენი სიცოცხლის
მანძილზე.“ და ეს შეგრძნება მართლა ჰქონდა. წამდაუწუმ იხსენებ-
და დღევანდელის მსგავს სცენებს, საათი რომ მიუტანეს ბრანერებ-
მა, გაახსენდა კეთილი სიტყვები, რომლებიც ადამიანებს უთქვამთ
მისი ჰუმანურობისა და სულგრძელობის შესახებ, იმის შესახებ თუ
როგორ დაეხმარა მათ. ისევ და ისევ ხედავდა თავის თავს, როგორც
კაცობრიობის ბრძენ, მომთმენ მსახურს. ნანობდა, ამას რომ ხმა-
მაღლა ვერ გაიმეორებდა. უსიამოვნო იყო, რომ სიკარგე დუღდა
მასში და გამოსავალს ეძებდა. კიდევ უფრო უსიამოვნო ის იყო, რომ
ვერავის უყვებოდა იმის შესახებ, თუ რას ამბობდა ხალხი მასზე. თა-
ვისთვის იმეორებდა მადლობა ღმერთსო, რომ ხვალ დილით ისევ
სამსახურში უნდა ვიყოო. და მაინც, მას უკვე აღარ დააკმაყოფილებ-
და უბრალოდ კარებში გაძრომა და სახლში წასვლა. აქ უნდა დარ-
148
ჩეს, აქ უნდა დარჩეს, სანამ თავს გაიმართლებს. მაგრამ ეს როგორ
გააკეთოს? მთელ ამ ხალხით სავსე ოთახში ხომ ერთ ადამიანსაც არ
იცნობს, რომ გამოელაპარაკოს.
ბოლოს და ბოლოს რიჩარდ დელოუეი მასთან მივიდა.
- მინდა მისს ო’კიფი გაგაცნოთ. - უთხრა მას. მისს ო’კიფიმ პირ-
დაპირ თვალებში ჩახედა. - თავდაჯერებული ქალი იყო, ოცდაათს
გადაცილებული, მკვეთრი მანერებით. მისს ო’კიფიმ ნაყინი მოინ-
დომა, ან რაიმე დასალევი. და მიზეზი, თუ რატომ მიმართა ამისთვის
პრიკეტ ელისს (მისი აზრით, გაუმართლებლად ქედმაღლური ტო-
ნით) ის იყო, რომ იმ დღეს დაუნახავს ქალი, ორი ბავშვით, ძალიან
ღარიბი და ძალიან დაღლილი, შუადღის სიცხეში, ღობეს მიტმასნი-
ლი როგორ იჭვრიტებოდა კერძო სკვერში. ნუთუ არ შეიძლება მათი
შეშვება? - გაიფიქრა მაშინ. სიბრალული ტალღებად მიაწყდა და
მძვინვარე გულისწყრომად ექცა. არა, უპასუხა თავის თავს შემდეგ
წამს ისე უხეშად, თითქოს სილა გაიწნაო. ამას სამყაროს მთელი ძა-
ლები არ დაუშვებენ. ჰოდა, ჩოგბურთის ბურთი აიღო და ბადეს იქით
გადააგდო. ამას სამყაროს მთელი ძალები არ დაუშვებენ, მძვინვა-
რედ წარმოთქვა და სწორედ ამიტომ იყო, რომ უცნობ კაცს ბრძანე-
ბის ტონით უთხრა: - ნაყინი მომიტანეთ!
ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, სანამ ნაყინის ჭამას დაამთავრებდა,
პრიკეტ ელისმა, რომელიც მის გვერდით იდგა და არაფერს ხელს არ
აკარებდა, მოასწრო მისთვის ეთქვა, რომ თხუთმეტი წელია წვე-
ულებაზე არ ყოფილა, რომ კოსტიუმი დის ქმარმა ათხოვა, რომ ასე-
თი თავყრილობები არ უყვარდა და სიამოვნებით ეტყოდა აგრეთვე,
რომ ის უბრალო ადამიანია და ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთი-
ერთობას ამჯობინებს. შემდეგ იმასაც მოუყვებოდა (თუმცა კი დაირ-
ცხვენდა), რომ ბრანერებმა საათი აჩუქეს. მაგრამ ქალმა კითხვით
შეაწყვეტინა: - „ქარიშხალი“ თუ ნახეთ?
149
როცა გაიგო რომ არ უნახავს, რომელიღაც წიგნზე ჰკითხა. როცა
კვლავ „არა“ უპასუხეს, ნაყინის ლამბაქი გვერდზე გადადო და ჰკით-
ხა, საერთოდ პოეზიას თუ კითხულობთო. და მაშინ პრიკეტ ელისმა,
იგრძნო, რომ მასში რაღაც ისეთი ზვირთდებოდა, რაც ამ ახალგაზ-
რდა ქალს თავის ადგილზე დააყენებდა, მსხვერპლად აქცევდა, გა-
ანადგურებდა, მის გვერდით დაჯდომას აიძულებდა, აი, აქ, სადაც
ხელს არავინ შეუშლიდათ, ცარიელი ბაღის ორ სკამზე, რადგან ყვე-
ლანი ზემოთ იყვნენ, თუმცა გუგუნი, ჟღრიალი და ცალკეული ხმები
აქაც აღწევდა, როგორც გიჟური აკომპანიმენტი ბალახში ნელა მო-
სეირნე კატების კნავილისა, ფოთლების შრიალისა, ჩინური ფარა-
ნივით აქეთ-იქით მოქანავე წითელ- ყვითელი ნაყოფის ილუზორუ-
ლი ორკესტრისა და მათი საუბარიც სიკვდილის ცეკვის მუსიკას
ჰგავდა, შეშლილის მიერ დაწერილს ძალიან რეალურ, ღრმად გან-
ცდილ ტანჯვის თემაზე.
- რა მშვენიერია! - თქვა მისს ო’კიფიმ.
მართლაც, მშვენიერი იყო ეს პატარა მდელობი და მის გარშემო
ვესტმინსტერის კოშკები, შავები, თითქოს ჰაერში გამოკიდებულები
და სიწყნარე ოთახის ხმაურის შემდეგ! და ამით ხომ ყველას შეუძ-
ლია დატკბეს - იმ დაღლილ ქალსაც, ბავშვებსაც. პრიკეტ ელისმა
ჩიბუხს მოუკიდა. ეს ქალს შეაცბუნებდა. ჩიბუხში იაფფასიანი თამბა-
ქო ჩადო, უნციას ხუთნახევარ პენსად რომ ყიდულობდა. წარმოიდ-
გინა როგორ ჩაწვებოდა თავის ნავში და გააბოლებდა. ხედავდა თა-
ვის თავს როგორ ეწეოდა ღამით, სრულიად მარტო, ვარსკვლავებ-
ქვეშ. მთელი დღევანდელი საღამო იმაზე ფიქრობდა ამ ხალხის
თვალში როგორი გამოვჩნდებოდიო. ასანთის ღერი თავის ფეხსაც-
მლის ძირზე გაჰკრა და მისს ო’კიფის უთხრა ვერაფერს განსაკუთ-
რებით მშვენიერს ვერ ვხედავო. - შეიძლება, - თქვა მისს ო’კიფიმ, -
თქვენ საერთოდ გულგრილი ხართ მშვენიერების მიმართ - (მან ხომ
150
უთხრა, რომ „ქარიშხალი“ არ უნახავს, რომ ის, რომელიღაც წიგნი,
წაკითხული არა აქვს, აჩაჩულ-დაჩაჩულია, ულვაშებადქცეული, ახ-
ლა ნიკაპი, საათის ვერცხლის ძეწკვი...) და ქალმა გაიფიქრა, რომ
ამისთვის ერთი პენის გადახდაც არ იყო საჭირო: იარე მუზეუმებში,
ეროვნულ გალერეაში, დატკბი სოფლის ხედებით... რა თქმა უნდა,
ამის საწინააღმდეგო არგუმენტებიც იცოდა: სარეცხი, საჭმლის მომ-
ზადება, ბავშვები, მაგრამ ყველაზე მთავარი, რისი ხმამაღლა თქმი-
საც ყველას ეშინოდა, ის არის, რომ ბედნიერება ჟანგიანი ლურსმა-
ნივით იაფია. საერთოდ არაფერი ღირს. მას მშვენიერება გვანიჭებს.
და, ამ დროს პრიკეტ ელისმა შავი დღე აყარა, ამ ფერმკრთალ,
უკმეხ, ქედმაღალ ქალს - იაფფასიანი თამბაქოს სუნით გაჟღენთილ-
მა, ჩამოუთვალა ყველაფერი, რაც იმ დღეს გააკეთა. ექვს საათზე უკ-
ვე ფეხზე იყო, კლიენტებს იღებდა, კანალიზაცია შეამოწმა აყროლე-
ბულ ჯურღმულებში, შემდეგ - სასამართლო.
აქ შეყოყმანდა, უნდოდა თავის მიღწევებზე ეამბნა მისთვის, მაგ-
რამ თავი შეიკავა და ამიტომ უფრო გესლიანად განაგრძო. თქვა,
რომ გული ერეოდა, როცა მაძღარი, გაპრანჭული ქალები მშვენიე-
რებაზე ლაპარაკობდნენ (ქალმა ტუჩები შეატოკა. ის გამხდარი იყო
და არცთუ მოდური კაბა ეცვა).
- მშვენიერება, - თქვა კაცმა. მისთვის გაუგებარი იყო რას ნიშნავ-
და მშვენიერება ადამიანებისგან მოწყვეტილად.
და, ორივემ ღვარძლიანად გახედა ცარიელ ბაღს, სადაც სინათ-
ლეები ციმციმებდა და ერთი კატა, მაღლა აწეული თათით, მდელო-
ბის შუაში იდგა უძრავად, თითქოს ყოყმანობდა საით წასულიყო.
- მშვენიერება ადამიანებისგან მოწყვეტილად? რას გულის-
ხმობთ? - იკითხა ქალმა უცებ. აი, თურმე რა! ბრაზი სულ უფრო და
უფრო ერეოდა. და მან უამბო ქალს ბრანერების და საათის შესახებ,

151
ისე, რომ არც დაუმალავს როგორ ეამაყებოდა თავისი თავი ამ ის-
ტორიაში. - აი, ეს იყო მშვენიერი, - თქვა მან.
ქალს სიტყვებიც არ ჰყოფნიდა გამოეხატა ის საშინელი შეგრძნე-
ბა, რაც მონაყოლმა გამოიწვია. - ჯერ ერთი, რა თვითკმაყოფილე-
ბაა, და გარდა ამისა, ადამიანთა გრძნობებზე ხმამაღლა ლაპარაკი
ხომ უხამსობაა, მკრეხელობაა. არავისა აქვს უფლება ამბები მოყვეს
მოყვასისადმი თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად. თუმცა, რო-
ცა ის ყვებოდა, მოხუცი როგორ გაიჭიმა ლარივით და სიტყვა წარ-
მოთქვა, ქალს თვალზე ცრემლი მოადგა. ოჰ, ნეტავ ერთხელ მაინც
ცხოვრებაში მისთვის ეთქვა ვინმეს ასეთი სიტყვები! და კვლავ, ეს
ამტკიცებდა, რომ ადამიანებს არაფერი ეშველებოდათ, და რომ სა-
ათთან დაკავშირებულ ამ გულისამაჩუყებელ სცენას ვერ გასცდე-
ბოდნენ. ბრანერები პრიკეტ ელისებზე სიტყვას წარმოთქვამდნენ,
პრიკეტ ელისები კი ყოველთვის ილაპარაკებდნენ, როგორ უყვართ
თავიანთი მოყვასი. ისინი ყოველთვის იზარმაცებენ, კომპრომისებ-
ზე წავლენ და ყოველთვის შიში ექნებათ მშვენიერებისა. სწორედ ეს
იწვევს რევოლუციებს: სიზარმაცე, შიში და გულისამაჩუყებელი სცე-
ნების სიყვარული. და მაინც, ამ კაცმა მიიღო სიამოვნება თავისი
ბრანერებისგან, თვით ის კი განწირულია უსასრულოდ იტანჯოს გა-
ჭირვებული, გაჭირვებული ქალის გამო, რომელსაც კერძო სკვერში
არ უშვებენ. ორივენი უხმოდ ისხდნენ. ორივეს დამძიმებული ჰქონ-
და გული. რადგან პრიკეტ ელისი საკუთარმა სიტყვებმა ოდნავაც
ვერ ანუგეშეს. ეკალი, რომლითაც უჩხვლიტეს ვერ ამოიღო, პირი-
ქით, უფრო ღრმად ჩაისო. დილით განცდილი ბედნიერება განქარ-
და. მისს ო’კიფი კი დაბნეული და გაღიზიანებული იყო, გონება გაწ-
მენდილის ნაცვლად, ამღვრეული ჰქონდა. - ვშიშობ, რომ მე სწო-
რედ ერთ-ერთი ჩვეულებრივ ადამიანთაგანი ვარ, - თქვა მან წამოდ-
გომისას, - რომელთაც თავიანთი მოყვასი უყვართ.
152
რასაც მისს ო’კიფი თითქმის ყვირილით გამოეხმაურა: - მეც ასე-
ვე! და სძულდათ რა ერთმანეთი, სძულდათ რა სტუმრები და სახლის
პატრონები, რომელთა წყალობითაც ასეთი მძიმე, ილუზიების გამ-
ფანტველი საღამო გაატარეს ეს ორი მოყვასის მოყვარული წამოდ-
გა და უსიტყვოდ დაშორდა ერთმანეთს - და სამუდამოდაც.

153

You might also like