You are on page 1of 354

1

კოლინ ჰუვერი

ყველაფერი
მთავრდება
ჩვენით

მთარგმნელი
ნათია ჩუბინიძე

2
მიძღვნა
ეძღვნება მამას, რომელიც ცდილობდა, თავი ცუდად არ
წარმოეჩინა.

ეძღვნება დედას, რომელიც ცდილობდა დარწმუნებული-


ყო, რომ მამის ცუდ მხარეს ვერ ვხედავდით.

3
ნაწილი პირველი

თავი პირველი
ვზივარ სახურავზე, ორივე ფეხი შენობის შვერილზე მიწ-
ყვია, თორმეტი სართულის სიმაღლიდან დავცქერი ბოსტონს
და თვითმკვლელობაზე ფიქრი არ მშორდება.
არა, საკუთარ თვითმკვლელობაზე არ ვფიქრობ, ჩემი
ცხოვრება საკმარისად მომწონს, ასეთი აზრები არ მაწუხებს,
უფრო სხვა ადამიანებზე მაქვს ყურადღება გადატანილი, მაინ-
ტერესებს, როგორ იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, სი-
ცოცხლე მოისწრაფონ. ნუთუ ოდესმე ნანობენ ამას? მოაჯირს
რომ ხელს უშვებენ, თუ გაუელვებთ მაინც სინანული იმ ხან-
მოკლე ვარდნისას, დასცქერიან თუ არა მიწას, რომელიც უახ-
ლოვდებათ და ფიქრობენ, „ჰმ, ჯანდაბა, ეს ცუდი იდეა იყო!“
ვფიქრობ, ალბათ არა.
სიკვდილზე ბევრს ვფიქრობ. განსაკუთრებით დღეს, იმის
გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც თორმეტი საათის წინ
პლეთორაში, მენის შტატში, ყველაზე ეპიკური გამოსათხოვა-
რი სიტყვა წარმოვთქვი. კარგი, იქნებ არც იყო ყველაზე ეპიკუ-
რი და ყველაზე საშინლადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. რო-
გორც ვხვდები, ეს იმაზეა დამოკიდებული, მე მკითხავთ თუ დე-
დას, რომელიც, ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც დღეს მოხდა, მთე-
ლი წელი აღარ დამელაპარაკება.
არ გამამტყუნოთ, ჩემი გამოსათხოვარი სიტყვა იმდენად
დილეტანტური იყო, ისტორიას ვერ შევქმნიდი, ისეთი ვერ იქ-
ნებოდა, ბრუკ შილდსმა რომ წარმოთქვა მაიკლ ჯექსონის
დაკრძალვაზე, სტივ ჯობსმა – დასთან გამოთხოვებისას, ან
პეტ ტილმანმა – ძმის ცხედართან. უბრალოდ, ის ჩემთვის იყო
ეპიკური.
თავიდან ვნერვიულობდი, ბოლოს და ბოლოს, ენდრიუ
ბლუმის, გენიალური ადამიანის დაკრძალვაზე ვიყავი, მენის

4
შტატის დედაქალაქ პლეთორას საყვარელი მერის, ყველაზე
წარმატებული უძრავი ქონების სააგენტოს მფლობელის, უძ-
ვირფასესი ჯენი ბლუმის მეუღლის, ღრმად პატივცემული პლე-
თორელი მასწავლებლისა და ლილი ბლუმის, სწორთმიანი წი-
თური უცნაური გოგონას მამის, იმ გოგონასი, ოდესღაც უსახ-
ლკარო ბიჭი რომ შეუყვარდა და მთელი ოჯახი შეარცხვინა.
ჰო, ეს მე ვარ, ლილი ბლუმი, და ენდრიუ მამაჩემი იყო.
დღეს გამოსათხოვარი სიტყვის კითხვა დავასრულე თუ
არა, მაშინვე ბოსტონში გამოვფრინდი და პირველივე მრა-
ვალსართულიანი სახლის სახურავს მივაშურე. ისევ ვიმე-
ორებ, იმიტომ კი არა, რომ თვითმკვლელი ვარ, არა, ნამდვი-
ლად არ ვაპირებდი სახურავიდან გადმოხტომას, უბრალო,
სუფთა ჰაერი მჭირდებოდა და სიჩუმე, რასაც ვერაფრით ვე-
ღირსებოდი ჩემს ბინაში, რომელიც მესამე სართულზე მდება-
რეობს და არც სახურავზე გასასეირნებელი აქვს, თანაც ოთა-
ხს იმ ადამიანთან ერთად ვიყოფ, რომელსაც ხმამაღლა სიმ-
ღერა უყვარს. იმაზე არც კი მიფიქრია, რომ აქ სიცივე იქნებო-
და. მართალია, კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს, მაგრამ
ავიტან, ბოლოს და ბოლოს, ვარსკვლავების დანახვას ვახერ-
ხებ. მკვდარი მამა და აუტანელი ოთახის მეზობელი საორჭო-
ფო გამოსათხოვარ სიტყვასთან ერთად – ეს ყველაფერი არც
ისე საშინელი ჩანს, როდესაც ცა მოწმენდილია და სამყაროს
დიდებულებას სრული სისავსით შევიგრძნობ.
მიყვარს, როდესაც ცა თავს უმნიშვნელო ადამიანად მაგ-
რძნობინებს. მომწონს დღევანდელი ღამე.
ჰმ... მოდი, პერიფრაზს გავაკეთებ, რადგან უმჯობესია,
ჩემს გრძნობებზე წარსულ დროში ვისაუბრო.
მომწონდა დღევანდელი ღამე.
მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, ეს-ესაა კარი ისეთი ხმაურით
გაიღო, ველი, რომ კიბიდან სახურავზე პირდაპირ ამოვარდე-
ბა ადამიანი. ვიღაც ნაჩქარევად ამოდის ბაქანზე. თავს არც კი
ვიწუხებ მისკენ გახედვით, ვინც უნდა იყოს, არა მგონია, შვე-
რილზე, კარიდან მარცხნივ ჩამომჯდარი შემნიშნოს. ძალიან
ჩქარობს და ვფიქრობ, ჩემი ბრალი არ არის, აქ მარტო რომ არ
აღმოჩნდა.

5
ჩუმად ვოხრავ, თვალებს ვხუჭავ და თავს შებათქაშებულ
კედელს ვაყრდნობ, თან სამყაროს ვწყევლი, ეს თვითანალი-
ზის მშვიდი წუთები რომ დამირღვია. სულ მცირე, რაც ამ სამ-
ყაროს ჩემთვის შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ სახურავზე
ამოსული ადამიანი ქალი აღმოჩნდეს და არა მამაკაცი. თუ
ვინმე უნდა შემომიერთდეს, მირჩევნია ქალი იყოს. ჩემი მასის
მიუხედავად, საკმაოდ ძლიერი ვარ და შემიძლია თავს მივხე-
დო, თუმცა ახლა მეტისმეტ სიმყუდროვეს ვგრძნობ და ნამდვი-
ლად არ მჭირდება უცხო მამაკაცი. ალბათ უსაფრთხოებაზე
უნდა ვიზრუნო და შესაძლოა აქედან წასვლა მომიხდეს, თუმცა
არ მინდა. როგორც უკვე გითხარით... თავს კომფორტულად
ვგრძნობ.
ბოლოს ვბედავ და შვერილისკენ გადახრილ სილუეტს
ვათვალიერებ. იღბალმა არ გამიღიმა, ნამდვილად მამაკაცია.
მართალია, გადახრილია რკინის მესრისკენ, მაგრამ მაღალი
ჩანს, ფართო მხრებით, და ისე ფრთხილად აქვს თავზე ხელები
აფარებული, გარკვეულ კონტრასტს ვხედავ. ძლივს ვამჩნევ,
როგორ მძიმედ უმოძრავებს ზურგი ჩასუნთქვასა და ამოსუნ-
თქვაზე.
განერვიულებული ჩანს. ვაკვირდები, მინდა დაველაპარა-
კო და ვაგრძნობინო, რომ მარტო არ არის, ან ჩავახველო, მაგ-
რამ სანამ მოვიფიქრებ და განვახორციელებ, ტრიალდება და
მის უკან მდგარი სკამებიდან ერთ-ერთს წიხლს ურტყამს.
მკვეთრ, უსიამოვნო ხმაზე ვკრთები, თუმცა უცნობი მამაკა-
ცი ვერც კი ხვდება, რომ აუდიტორია ჰყავს და ერთ წიხლს არ
სჯერდება, რამდენჯერმე ურტყამს სკამს, ისევ, ისევ და ისევ,
სკამი კი, იმის ნაცვლად, რომ დარტყმის ძალამ გაანადგუროს,
ოდნავ იცვლის ადგილს და კიდევ უფრო შორდება.
ჩანს სკამი გემთმშენებლობაში გამოყენებული პოლიმე-
რისგანაა დამზადებული.
ერთხელ მახსოვს, მამა უკანა ეზოში მდგარ, ასეთივე პო-
ლიმერისგან დამზადებულ მაგიდას დაეჯახა მანქანით და გე-
გონებოდა, მაგიდამ მამას დასცინა, ნაკაწრიც არ დამჩნევია,
მანქანას კი ბამპერი შეეღუნა.

6
ჩანს, ეს ბიჭი ხვდება, ასეთი მასალისგან დამზადებულ
სკამს რომ ვერაფერს დაუშავებს და ჩერდება. ახლა ზემოდან
დასცქერის, მუშტებად შეკრული ხელები წელზე შემოუწყვია.
გულახდილად გეტყვით, ცოტა მშურს მისი. ეს ტიპი, ჩემპიონი-
ვით, ბაღის ავეჯზე აფრქვევს აგრესიას, ნამდვილად საშინელი
დღე ექნებოდა, მეც ასე ვარ, მაგრამ გრძნობებს გულში ვიკ-
ლავ.
გრძნობებისგან დასაცლელად მებაღეობა მეხმარება. ნე-
ბისმიერ დროს, როდესაც სტრესულ მდგომარეობაში აღმოვ-
ჩნდებოდი, უკანა ეზოში გავდიოდი და სარეველებს ვთხრიდი,
სადაც არ უნდა მეპოვა. მაგრამ დღეს უკვე ბოსტონში ვცხოვ-
რობ და ეს ორი წელია, არც უკანა ეზო, არც შიდა ეზო და არც
სარეველები მაქვს.
ალბათ დროა, ფული გემთმშენებლობაში გამოყენებული
პოლიმერის სკამში დავაბანდო. ისევ ბიჭს ვუყურებ და ვფიქ-
რობ, ნეტავ თუ აპირებს ადგილიდან დაძვრას. ის ჯერ ისევ აქ
დგას და სკამს დასცქერის. ხელები მუშტებად აღარ აქვს შეკ-
რული, თეძოებზე შემოუწყვია და პირველად ვამჩნევ, რომ პე-
რანგი ბიცეფსზე უჭერს. ყველგან კარგად აქვს, თუმცა უზარმა-
ზარ მკლავებზე არ ერგება. ბიჭი ჯიბეებში აფათურებს ხელს,
სანამ იმას არ პოულობს, რასაც ეძებს და სწორედ იმით აპი-
რებს დარჩენილი აგრესია გაინეიტრალოს, შეკეთებულ მოსა-
წევს უკიდებს.
ოცდასამი წლის ვარ, კოლეჯში ვსწავლობ და მეც გამომი-
ყენებია ერთი-ორჯერ განმტვირთავი ნარკოტიკი. არ ვაპირებ
ტიპი იმის გამო გავკიცხო, რომ მარტო ბოლდება. მაგრამ საქ-
მე ისაა, რომ მარტო სულაც არ არის, უბრალოდ, ჯერ არ იცის
ამის შესახებ.
ბიჭი გრძელ ნაფაზს არტყამს და შვერილისკენ ტრიალდე-
ბა, მე მამჩნევს და ბოლს უშვებს პირიდან. ჩვენი მზერა ერთმა-
ნეთს რომ ხვდება, მეორე ნაფაზის დარტყმას გადაიფიქრებს.
ჩემს დანახვაზე გაოცება ან განცვიფრება არ გამოუხატავს.
ჩემგან დაახლოებით ათი ფუტის მოშორებითაა, თუმცა საკმა-
რისი შუქი მოდის ვარსკვლავებიდან და მეც ვხედავ, როგორ
მითვალიერებს მთელ სხეულს თითქმის უემოციოდ. ამ ტიპმა

7
კარგად იცის გრძნობების დამალვა. თვალებმოწკურული მი-
ყურებს, პირი კი ისე მაგრად აქვს მოკუმული, „მონა ლიზას“
მამაკაცური ვერსია გეგონება.
– რა გქვია? – მეკითხება.
მის ხმას მთელი სხეულით შევიგრძნობ. ეს კარგი არ არის,
ხმა ყურში უნდა ჩაგესმოდეს, თუმცა არც ისე ხშირად ყურიდან
ხმა მთელ სხეულში ჩამღვრია. ესეც ერთ-ერთი ასეთი ხმაა. ხა-
ვერდოვანია, თავდაჯერებული და კარაქივით.
პასუხს რომ არ ვცემ, მოსაწევს ისევ პირში იდებს და ნა-
ფაზს არტყამს.
– ლილი, – ვპასუხობ ბოლოს. მეზიზღება ჩემი ხმა. ისეთი
სუსტი ხმა მაქვს, მგონი ვერ გავაგონე, ასე რომ, არა მგონია,
მასაც ჩაღვროდა სხეულში.
ბიჭი თავს სწევს და ჩემკენ ატრიალებს.
– შეგიძლია მანდედან ჩამოხვიდე, ლილი?
სანამ ეს არ მითხრა, ვერც კი შევნიშნე, რა პოზაში იდგა.
ახლა ვამჩნევ, როგორი დაძაბული და გამართული დგას,
თითქოს ნერვიულობს, არ გადავვარდე. არ გადავვარდები. ეს
შვერილი, სულ ცოტა, ერთი ფუტის სიგანისაა და ძირითადად,
სახურავზე ვდგავარ. გადავარდნის საფრთხისას თავის შემაგ-
რებას ნამდვილად შევძლებ, ქარიც, ქუჩიდან სახურავისკენ
უფრო უბერავს, ვიდრე პირიქით.
ფეხებს დავყურებ, სანამ ისევ მას შევხედავ.
– არა, გმადლობ, აქ საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ
თავს.
ოდნავ ტრიალდება, თითქოს უჭირს პირდაპირ შემომხე-
დოს.
– გთხოვ, ჩამოდი, – გთხოვო, თუმცა ეს მოთხოვნა უფროა,
– აქ შვიდი ცარიელი სკამი მაინც აწყვია.
– თითქმის ექვსი, – ვუსწორებ და შევახსენებ, რომ ერთის
განადგურებას სულ ცოტა ხნის წინ ცდილობდა, ის კი იუმორს
ვერ ხვდება. მის მოთხოვნას რომ არ ვასრულებ, რამდენიმე
ნაბიჯს დგამს ჩემკენ.

8
– სულ სამი დუიმი გაშორებს სიკვდილს! დღეისთვის მეყო-
ფა, რაც თავს გადამხდა, – ისევ მანიშნებს, ჩამოვიდე, – მანერ-
ვიულებ, თანაც კაიფს ვეღარ ვიჭერ.
თვალებს ვატრიალებ და შვერილიდან გადმოსასვლელად
ვემზადები.
– ზეცა არ დაუშვებს, ეგ ნაფაზი გააფუჭო, – ვეუბნები, ვხტე-
ბი და ხელებს ჯინსზე ვიწმენდ, – ასე უკეთესია? – მისკენ მივ-
დივარ.
ღრმად სუნთქავს, გეგონება შვერილზე ჩემი დანახვის წუ-
თიდან სუნთქვა ჰქონდა შეკრული. გვერდს ავუვლი და სახუ-
რავის იმ მხარეს გადავდივარ, საიდანაც უკეთესი ხედი იშლე-
ბა, ამასობაში კი ვხვდები, რა სიმპათიურია, საუბედუროდ.
არა. „სიმპათიური“ მისთვის შეურაცხყოფაც კია.
ეს ბიჭი ლამაზი, მოვლილი, სურნელოვანია, ჩემზე რამდე-
ნიმე წლით უფროსი იქნება. მიყურებს და თვალებს ჭუტავს, გე-
გონება ტუჩები მოკუმული აქვს, თუმცა სინამდვილეში ასე არ
არის. შენობის კიდემდე რომ მივაღწევ, საიდანაც ქუჩის დანახ-
ვაა შესაძლებელი, წინ ვიხრები და მიმავალ მანქანებს ვაკვირ-
დები, თან ვცდილობ არ შემატყოს, როგორ მომეწონა. მისი
ვარცხნილობაც კი მყოფნის, მივხვდე, იმ ტიპის მამაკაცია, რო-
მელიც ადვილად ხიბლავს ადამიანებს და სულაც არ მინდა მი-
სი ეგო დავაკმაყოფილო, თუმცა ისეთი ჯერ არაფერი გაუკეთე-
ბია, რომ მოვეხიბლე. უბრალოდ, „ბარბერის“ ყოველდღიური
პერანგი აცვია, მე კი ზუსტად ვიცი, აქამდე ისეთს არავის შე-
ვუმჩნევივარ და მოვწონებივარ, ამ სამოსის ყიდვას რომ შეძ-
ლებდა.
უკნიდან ნაბიჯების ხმა მესმის, მიახლოვდება, ჩემ გვერ-
დით დგება და რკინის მოაჯირს ეყრდნობა. ცალი თვალით ვამ-
ჩნევ, როგორ არტყამს ნაფაზს. შემდეგ მოსაწევს მეც მთავა-
ზობს, თუმცა ხელით ვუარობ. უკანასკნელი, რაც ახლა მჭირ-
დება, ამ ბიჭის გავლენის ქვეშ მოქცევაა. ისეთი ხმა აქვს, ნარ-
კოტიკად მისი გაგონებაც მყოფნის. მინდა ისევ დამელაპარა-
კოს და ვეკითხები:
– კი მაგრამ, რა ჩაიდინა იმ სკამმა, ასე რომ გაბრაზდი?

9
მიყურებს. პირდაპირ მიყურებს. ჩვენი მზერა ერთმანეთს
ხვდება, უბრალოდ, მომშტერებია, თან ისე, რომ სახეზე ყველა
საიდუმლო მესახება. არასოდეს მინახავს ასეთი მუქი ფერის
თვალები. შესაძლოა მინახავს კიდეც, მაგრამ უფრო მუქი მეჩ-
ვენება იმის გამო, რომ შიშის მომგვრელი ადამიანისაა. შე-
კითხვაზე არ მპასუხობს, მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარეობის
დათრგუნვა არც ისე ადვილია. თუ იმდენი მოახერხა, რომ
მყუდროდ მოკალათებული შვერილიდან ჩამომიყვანა, მოვე-
ლი, რომ კითხვებზე პასუხს მაღირსებს.
– ქალმა გაგაბრაზა? – ვაგრძელებ დაკითხვას, – გული გა-
გიტეხა?
ამაზე ოდნავ ეცინება:
– ნეტავ ისეთი ტრივიალური მიზეზი მქონდეს, როგორიც
გულის გატეხაა, – კედლისკენ იხრება, სახეში რომ შემომხე-
დოს.
– რომელ სართულზე ცხოვრობ? – თითებს ილოკავს, წკი-
პურტით აგდებს ნამწვს და ხელებს ისევ ჯიბეში იყოფს, – აქამ-
დე არ შემიმჩნევიხარ!
– იმიტომ, რომ აქ არ ვცხოვრობ, – ბინისკენ ვიშვერ ხელს,
– ხედავ იმ სადაზღვევო სააგენტოს შენობას?
ის თვალებს იწვრილებს და იმ მიმართულებით იხედება,
საითაც ვუთითებ.
– ჰო!
– მის გვერდით რომ შენობაა, იქ ვცხოვრობ, აქედან ვერ
დაინახავ, სამსართულიანია.
ისევ მიყურებს და იდაყვს შვერილზე ჩამოდებს.
– იქ თუ ცხოვრობ, აქ რა გინდა, შენი შეყვარებული ცხოვ-
რობს ამ შენობაში თუ რა?
მისი კომენტარი რატომღაც თავს იაფფასიან გოგოდ მაგ-
რძნობინებს. მეტისმეტად მარტივი ვარიანტია – მოყვარული-
ვით გამოუვიდა ჩემი დაკერვა. არადა, ისეთი ტიპია, მგონია,
რომ უკეთესად შეუძლია. იძულებული ვხდები ვიფიქრო, უკე-
თესი ხრიკები იმ ქალებისთვის აქვს შემონახული, რომლებ-
საც უფრო ღირსეულებად ჩათვლის.
– ლამაზი სახურავი გაქვთ, – ვეუბნები.

10
წარბს სწევს, უნდა დავუკონკრეტო.
– სუფთა ჰაერი მჭირდებოდა, ფიქრებს რომ ჩავღრმავებო-
დი, Google Earth-ში ჩავიხედე და უახლოესი აპარტამენტი,
რომელსაც სახურავზე შიდა ეზო ჰქონდა, სწორედ ეს აღმოჩ-
ნდა.
ღიმილით მიყურებს.
– როგორც ჩანს, ეკონომიური მაინც ხარ, – მეუბნება, – ეს
კარგი თვისებაა.
– მაინც?
თავს ვუქნევ, რადგან ნამდვილად ეკონომიური ვარ. და
ვფიქრობ, ეს მართლაც კარგი თვისებაა.
– სუფთა ჰაერი რად გინდოდა?
დღეს მამა დავკრძალე, სამგლოვიარო ცერემონიალზე სა-
შინელი გამოსათხოვარი სიტყვა წარმოვთქვი და მეჩვენება,
რომ სუნთქვა მიჭირს.
ნელა ვსუნთქავ და წინ ვიხედები.
– შეიძლება ცოტა ხანს არ ვისაუბროთ?
ეტყობა შვებით ამოისუნთქა, რაკი დუმილს ვთხოვ. ისიც
შვერილისკენ იხრება, ხელებს ჰაერში ჰკიდებს და ქუჩას გას-
ცქერის. ცოტა ხანს ასეა, მე კი მთელი ამ ხნის განმავლობაში
მას ვუყურებ. ალბათ ხვდება, როგორ მივშტერებივარ, მაგრამ
არ იმჩნევს.
– გასულ თვეში ბიჭი გადავარდა აქედან, – მეუბნება ბო-
ლოს.
ალბათ უნდა გავღიზიანდე, ჩემი თხოვნა დადუმებაზე რომ
არად ჩააგდო, თუმცა უფრო ინტერესი მიჩნდება.
– უბედური შემთხვევა იყო?
მხრებს იჩეჩს:
– არავინ იცის, შემთხვევა საღამოს მოხდა. ცოლი ამბობს,
სამზარეულოში სადილს ვამზადებდი, მან კი მითხრა, ავალ და
დაისის ფოტოებს გადავიღებო. ფოტოგრაფი იყო. ფიქრობენ,
რომ შვერილისკენ გადაიხარა, ჰორიზონტი კარგად რომ და-
ენახა და ფეხი დაუსხლტა.
ისევ შვერილს ვუყურებ, ვფიქრობ, ნუთუ შეიძლება ვინმემ
ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდოს თავი, რომ უბედური შემთხვე-

11
ვის მსხვერპლი გახდეს-მეთქი, თუმცა მერე მახსენდება, სულ
რამდენიმე წუთის წინ მეც რომ ვიჯექი ამ შვერილზე.
– როცა ჩემმა დამ მითხრა, რა მოხდა, ერთადერთ რამეზე
დავფიქრდი, მოასწრო თუ არა იმ ტიპმა კადრის დაჭერა. იმე-
დი მაქვს, მასთან ერთად ფოტოაპარატიც არ გადავარდა,
რადგან გამოდის, ტყუილად დაიღუპა, არა? ფოტოგრაფიის
სიყვარულის გამო რომ კვდები ადამიანი, ხომ უნდა დატოვო
რაღაც ისეთი, რისთვისაც სიცოცხლის დათმობა ღირდა?
მის ფიქრებზე მეცინება, თუმცა არ ვიცი, შეიძლება თუ არა
ასეთ რამეზე სიცილი.
– ყოველთვის იმას ამბობ, რასაც ფიქრობ?
მხრებს იჩეჩს.
– ადამიანების უმრავლესობასთან – არა!
მეღიმება. მომწონს, რომ არც კი მიცნობს, მაგრამ ადამია-
ნების უმრავლესობაში არ შემიყვანა.
ზურგით შვერილს ეყრდნობა და გულზე ხელებდაკრეფი-
ლი დგას.
– აქ დაიბადე?
თავს ვიქნევ.
– არა, მენის შტატიდან ჩამოვედი, მას შემდეგ, რაც კოლე-
ჯი დავამთავრე.
ცხვირს ჭმუხნის და ეს ძალიან სექსუალურად გამოსდის.
ვუყურებ ბიჭს „ბარბერის“ პერანგში, ორასდოლარიანი ვარ-
ცხნილობით და სულელური მიმიკებით.
– გამოდის, ბოსტონის განსაწმენდელში აღმოჩნდი, არა?
ცოტა ტეხავს!
– რას გულისხმობ?
ტუჩის კუთხე უკრთის.
– ტურისტები ისე გეპყრობიან, როგორც ადგილობრივს,
ადგილობრივები კი, როგორც ტურისტს.
ვიცინი.
რა ზუსტი შენიშვნაა!
– ორი თვეა, რაც აქ ვარ, ჯერ განსაწმენდელამდე ვერ მი-
ვედი, ასე რომ, შენ ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში ხარ.
– ბოსტონში რამ ჩამოგიყვანა?

12
– რეზიდენტურამ. გარდა ამისა, ჩემი დაც აქ ცხოვრობს, –
ფეხს აბაკუნებს და მეუბნება: – აი, ზუსტად ჩვენ ქვემოთ. ბოს-
ტონელ ტექნოლოგს გაჰყვა ცოლად და მთელი ბოლო სართუ-
ლი მათია.
ქვემოთ ვიხედები.
– მთელი ბოლო სართული?
თავს მიქნევს.
– იღბლიანი ნაბიჭვარი, სახლიდან მუშაობს, პიჟამას გა-
მოცვლაც კი არ უწევს, არადა, შემოსავალი შვიდნიშნა რიც-
ხვებში აქვს.
მართლაც რომ იღბლიანი ნაბიჭვარი!
– რეზიდენტურა ახსენე, ექიმი ხარ?
თავს მიქნევს.
– ნეიროქირურგი. ერთ წელიწადში რეზიდენტურას დავას-
რულებ და ოფიციალურად გავხდები ექიმი.
მოდური, კარგად მოსაუბრე, ჭკვიანი და… მოსაწევის მოყ-
ვარული. სტანდარტულ ტესტს რომ ვავსებდე, ვიცი, რა არის ამ
წინადადებაში ზედმეტი.
– შეიძლება ექიმი მარიხუანას ეწეოდეს?
ჩაცინება მესმის.
– ალბათ არა, მაგრამ ზოგჯერ ასეთ დათმობებზე რომ არ
მივდიოდეთ საკუთარ თავთან, მერწმუნე, მრავალ ჩვენგანს
იხილავდი ამ შვერილიდან გადამხტარს. – ისევ წინ იხედება,
ნიკაპი ხელებზე აქვს ჩამოდებული. ახლა თვალები დახუჭა,
გეგონება, სახეში მონაბერი ქარი სიამოვნებსო. სულაც აღარ
მეჩვენება საშიში.
– გინდა იცოდე რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ ადგილობრი-
ვებმა იციან?
– რა თქმა უნდა, – მეუბნება და ყურადღება ისევ ჩემზე გად-
მოაქვს.
აღმოსავლეთისკენ ვუთითებ.
– იმ შენობას თუ ხედავ, მწვანე სახურავი რომ აქვს?
თავს მიქნევს.
– მელჩერის ქუჩაზე შენობაა, რომელზეც სახლია დაშენე-
ბული. კანონიერადაა აგებული, მაგრამ უბრალოდ სახურავს

13
დაადგეს. ქუჩიდან არ მოჩანს, შენობა ისეთი მაღალია, ამი-
ტომ მის შესახებ ბევრს არ სმენია.
აშკარად შთაბეჭდილება მოვახდინე მასზე.
– მართლა?
თავს ვუქნევ, Google Earth-ში ვეძებდი რაღაცას, იქ წავაწ-
ყდი და აღმოჩნდა, რომ მისი აგების უფლება 1982 წელს გა-
უციათ. რა მაგარია, არა? ცხოვრობდე სახლში, რომელიც შე-
ნობაზე დგას.
– ასე მთელი სახურავი სახლის მფლობელის განკარგუ-
ლებაში იქნება.
ამაზე არ მიფიქრია, ეს სახლი ჩემი რომ ყოფილიყო, მასზე
ბაღს გავაშენებდი. განსატვირთი ადგილი მექნებოდა.
– ვინ ცხოვრობს იქ?
– ზუსტად არავინ იცის. ეს ბოსტონის ერთ-ერთი საიდუმ-
ლოა.
იცინის, შემდეგ კი ცნობისმოყვარედ მეკითხება:
– კიდევ რა საიდუმლო აქვს ბოსტონს?
– შენი სახელი, – ამას ვამბობ თუ არა, შუბლზე ვირტყამ
ხელს. ისე გამომდის, თითქოს მის შებმას ვცდილობ; რაღა
დამრჩენია, საკუთარი თავის დაცინვის გარდა.
იღიმის.
– რაილი, რაილი კინკეიდი!
ვოხრავ და ფიქრებს ვუღრმავდები.
– ნამდვილად დიდებული სახელია.
– ასე რატომ დაგანაღვლიანა ჩემმა სახელმა?
– რას არ მივცემდი ლამაზ სახელში!
თავს გვერდზე ვხრი და წარბს ვწევ.
– გვარად… ბლუმი ვარ.
ჩუმადაა. ვგრძნობ, როგორ ცდილობს, სიბრალული დამა-
ლოს.
– ვიცი, საშინელებაა, ეს ხომ ორი წლის გოგონას სახელი
და გვარი უფროა, ვიდრე ოცდასამი წლის ქალის.
– ორი წლის გოგონას სახელსა და გვარს ხომ არავინ უც-
ვლის, რაც უნდა გაიზარდოს. ეს ისეთი რამაა, რომელიც ჩვენ-
თან ერთად არ იზრდება, ლილი ბლუმ!

14
– ჩემდა საუბედუროდ! მაგრამ უარესი ისაა, რომ განსა-
კუთრებით მებაღეობა მიყვარს, ყვავილების, მცენარეების
მოვლა ჩემი გატაცებაა. ვოცნებობ, ოდესმე ყვავილების მაღა-
ზია გავხსნა, მაგრამ ვშიშობ, ასე რომ მოვიქცე, ადამიანები
ვერ მიხვდებიან, რომ ჩემი სურვილი ავთენტურია, ისინი ჩათ-
ვლიან, რომ ფლორისტობით სახელისა და გვარის გამარ-
თლებას ვცდილობ და რომ ეს სულაც არაა ჩემი საოცნებო სამ-
სახური.
– შესაძლოა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?
– ალბათ არ აქვს, – ვხვდები, როგორ ვჩურჩულებ, – ლი-
ლი ბლუმის მაღაზია… – რაილი ოდნავ იღიმის, – ისე, სიმარ-
თლე გითხრა, მშვენიერი სახელია ფლორისტისთვის, მაგრამ
მაგისტრის ხარისხი მაქვს ბიზნესში. როგორ ფიქრობ, ეს უკუს-
ვლა არ იქნება კარიერაში? ბოსტონის უდიდეს მარკეტინგულ
ფირმაში ვმუშაობ.
– საკუთარი ბიზნესის ფლობა სულაც არაა კარიერული
უკუსვლა, – მეუბნება, მე კი წარბს ვწევ.
– თუ არ გავკოტრდები, კი.
ის თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
– თუ არ გაკოტრდები. აბა, ახლა ის მითხარი, მეორე რა
სახელი გაქვს, ლილი ბლუმ?
ვკვნესი.
– გინდა, მითხრა, რომ მეორე სახელი უარესი გაქვს?
ვეთანხმები და თავს ხელებში ვრგავ.
– როუზი?
– უარესი!
– ვაიოლეტი?
– ნეტავ ასე იყოს, – ვიჯღანები და კბილებში ვცრი, – ბლო-
სომი.
წამით დუმილია.
– დასწყევლოს ღმერთმა, – ამბობს ჩუმად.
– ჰო, ბლოსომი დედაჩემის ქალიშვილობის გვარია, გამო-
ვიდა, რომ ჩემი მშობლების გვარები სინონიმებია და რა თქმა
უნდა, სახელს რომ მარქმევდნენ, მაშინვე ყვავილზე შეჩერდა
მათი არჩევანი.

15
– შენი მშობლები ნამდვილი არამზადები არიან!
ერთ-ერთი ნამდვილად არამზადაა. უფრო სწორად, იყო.
– მამაჩემი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
მიყურებს.
– კარგი ხრიკია, მაგრამ არ წამოვეგები.
– სერიოზულად გეუბნები. ამიტომ ამოვედი აქ ამაღამ,
ვფიქრობდი, ერთი კარგად გამოტირება მჭირდება-მეთქი.
დაეჭვებული მიყურებს, ცდილობს დარწმუნდეს, რომ მის
გაცურებას არ ვცდილობ, უხეში შეცდომის გამო ბოდიშს არ
მიხდის, ამის ნაცვლად თვალებში მეტი ცნობისმოყვარეობა
უდგება, ისე იქცევა, თითქოს უბრალოდ შემამოწმა.
– ახლოს იყავით?
რთული შეკითხვაა. ნიკაპით ხელებს ვეყრდნობი და ისევ
ქუჩას ჩავცქერი.
– არ ვიცი, – მხრებს ვიჩეჩ, – როგორც ქალიშვილს, მიყ-
ვარდა, როგორც ადამიანს – მეზიზღებოდა.
ვგრძნობ, ისევ როგორ მაკვირდება, შემდეგ მეუბნება:
– მომწონს შენი პატიოსნება.
მოსწონს ჩემი პატიოსნება. ვფიქრობ, დროა გავწითლდე.
ცოტა ხანს ორივე ჩუმად ვართ, შემდეგ მეუბნება:
– ოდესმე გინატრია, რომ ადამიანები უფრო გამჭვირვა-
ლეები იყვნენ?
– ეგ როგორ?
რაილი ამძვრალ ბათქაშს აწვება ცერით, ბოლომდე ააძ-
რობს და წკიპურტით აგდებს შვერილიდან, – ასე მგონია, ადა-
მიანები ცდილობენ დამალონ, სინამდვილეში როგორები
არიან, არადა, ამ დროს ყველა ერთნაირად გაფუჭებული
ვართ, უბრალოდ, ზოგი ამას სხვებზე უკეთ მალავს.
ან მაგრადაა დაბოლილი, ან, უბრალოდ, ძალიან უყვარს
თვითანალიზი. ასეა თუ ისე, ეს მომწონს. ყველაზე მეტად ისე-
თი საუბრები მიყვარს, რომლის დროსაც ნამდვილი პასუხების
გაცემა საჭირო არ არის.
– არა მგონია, ცოტათი თავის დაცვა უარყოფითი რამ
იყოს, – ვეუბნები, – შიშველი სიმართლე ნამდვილად არ არის
ყოველთვის ლამაზი.

16
ცოტა ხანს თვალს არ მაშორებს.
– შიშველი სიმართლე, – იმეორებს, – ესეც მომწონს, –
შემდეგ ტრიალდება და სახურავის შუაგულისკენ მიდის, შეზ-
ლონგს იღებს და ზედ მოკალათებას ცდილობს, შემდეგ, წამო-
წოლილი, ხელებს თავქვეშ იდებს და ცას ასცქერის. მე მეორე
შეზლონგს ვდგამ მის გვერდით და მანამ ვცდილობ ზედ მოკა-
ლათებას, სანამ ისეთივე პოზიციაში არ აღმოვჩნდები.
– მიამბე შიშველი სიმართლე, ლილი.
– რა გიამბო?
მხრებს იჩეჩს.
– არ ვიცი, უბრალოდ, ის, რითაც არ ამაყობ, რაც ოდნავ
მაინც ნაკლებად საზიზღარ ადამიანად მაგრძნობინებს თავს.
ცას ასცქერის და ელის, როდის ვუპასუხებ. მე მისი ყბის მო-
ხაზულობას, მის ლოყებსა და ტუჩებს ვაკვირდები. წარბები
შეკრული აქვს და ჩაფიქრებულია. არ მესმის, რატომ, მაგრამ
მგონია, რომ ახლა ვინმესთან საუბარი ძალიან სჭირდება.
ვფიქრობ მის შეკითხვაზე და ვცდილობ ალალად ვუპასუხო.
როდესაც მახსენდება, რაც უნდა ვთქვა, მზერას ვაშორებ და
ისევ ცას ავცქერი.
– მამაჩემი მოძალადე იყო. ჩემ მიმართ არა, დედაჩემის
მიმართ. ძალიან ბრაზდებოდა რაღაცაზე, დედას ეჩხუბებოდა
და მერე ურტყამდა. ამის შემდეგ მთელ მომდევნო კვირას
ცდილობდა, დანაშაული გამოესყიდა. დედასთვის ყვავილებს
ყიდულობდა ან ორივეს სადილად გვეპატიჟებოდა რესტორან-
ში. ხანდახან მეც რაღაცებს მჩუქნიდა, რადგან იცოდა, მეზიზ-
ღებოდა, როდესაც ჩხუბობდა. ბავშვობაში ვნატრობდი კიდეც,
დედას და მამას ეჩხუბათ, რადგან ვიცოდი, რომ თუ დედას და-
არტყამდა, წინ ორი დიდებული კვირა მელოდა. – ვჩუმდები.
არ მეგონა, ამაში საკუთარ თავს ოდესმე თუ გამოვუტყდებო-
დი, – არა, რა თქმა უნდა, რომ შემძლებოდა, ისე მოვაწყობდი,
რომ მამას დედა არასოდეს ეცემა… მაგრამ ჩვენს ოჯახში ძა-
ლადობა მშობლების ქორწინების შემდეგ ჩვეულებრივი ამბა-
ვი გახდა, ერთგვარ ნორმადაც კი იქცა. რომ გავიზარდე, მამის
საქციელზე თვალის დახუჭვის გამო თავს ვიდანაშაულებდი.
ჩემს ცხოვრებას თან სდევდა მამის სიძულვილი, რადგან ის

17
ასეთი საშინელი ადამიანი იყო, თუმცა არც მე მივიჩნევდი
თავს უკეთესად. ალბათ ორივენი ცუდი ადამიანები ვართ.
რაილი ჩაფიქრებული მიყურებს.
– ლილი, – მეუბნება მკაფიოდ, – ცუდი ადამიანები არ არ-
სებობენ, უბრალოდ, ყველანი ცუდად ვიქცევით ხანდახან.
პირს ვაღებ, რომ ვუპასუხო, მაგრამ მისი ეს სიტყვები მა-
დუმებს. ყველანი ცუდად ვიქცევით ხანდახან… ვფიქრობ, მარ-
თალია. ცუდ ადამიანად არავინ იბადება, არც ბოლომდე კარ-
გი ადამიანები არსებობენ. ზოგი, უბრალოდ, მეტს მუშაობს,
რომ რამე ცუდი არ ჩაიდინოს.
– შენი ჯერია, – ვეუბნები.
მისი რეაქციით თუ ვიმსჯელებ, ვფიქრობ, მაინცდამაინც არ
სურს თავის წამოწყებულ თამაშში ჩაერთოს. პირს აღებს, რა-
ღაცის თქმა უნდა, მაგრამ გადაიფიქრებს. ცოტა ხანს ისევ ფიქ-
რობს, ბოლოს კი მეუბნება:
– ამაღამ ვნახე, როგორ კვდებოდა პატარა ბიჭი, – ხმაში
სევდა აქვს გარეული, – სულ ხუთი წლისა იყო. მან და მისმა
ძმამ მშობლების თოფი იპოვეს საძინებელში. უმცროსმა ხელ-
ში აიღო და შემთხვევით გაუვარდა.
გული მეკუმშება. მგონი ეს სიმართლე ჩემთვისაც კი მეტის-
მეტია.
– საოპერაციო მაგიდაზე რომ დააწვინეს, არაფრის გაკე-
თება აღარ შეგვეძლო, საოპერაციოში ვიყავით მედდები, სხვა
ექიმები, ძალიან შეგვეცოდა ის ოჯახი, „საბრალო მშობლები“,
გაიძახოდა ყველა, მაგრამ როდესაც მოსაცდელ ოთახში გავე-
დი, მათთვის რომ მეცნობებინა, თქვენი პატარა ვერ გადარჩა-
მეთქი, განა შემებრალნენ, პირიქით, მომინდა დატანჯულიყ-
ვნენ. მინდოდა მიმხვდარიყვნენ, როგორი უგუნურები იყვნენ,
დატენილი იარაღი ორი უმანკო ბავშვისთვის ხელმისაწვდომ
ადგილას რომ ჰქონდათ შენახული. მსურდა მიმხვდარიყვნენ,
რომ მხოლოდ ერთი ბავშვი კი არ დაკარგეს, მეორე ბავშვსაც
მთელი ცხოვრება გაუნადგურეს იმ შემთხვევით გავარდნილი
ტყვიის გამო.

18
ღმერთო ჩემო, მზად არ ვიყავი ასეთი მძიმე ამბის მოსას-
მენად. ვერც კი წარმოვიდგინე, როგორ შეძლებდა ის ოჯახი
ცხოვრების გაგრძელებას.
– იმ ბიჭის საბრალო ძმა ვერც კი ხვდება, თავს რა გადახ-
და… რა საშინელი რამის მომსწრე გახდა…
რაილი წკიპურტით იშორებს რაღაცას ჯინსის შარვლიდან.
– ეს საშინელი ამბავი მას სიცოცხლეს დაუნგრევს, აი, რა
მოხდება!
სახეში ვუყურებ და თავს ხელებზე ვაყრდნობ.
– ალბათ ძნელია ასეთი რამეების ნახვა ყოველდღე, არა?
თავს ოდნავ გაიქნევს.
– უფრო ძნელი უნდა იყოს, მაგრამ რაც მეტ სიკვდილს ვხე-
დავ, მით მეტად ხდება იგი ჩემთვის ცხოვრების ნაწილი. აღარც
კი ვიცი, რას ვგრძნობ. – ისევ თვალებში მიყურებს და მეუბნე-
ბა, – კიდევ მომიყევი, მგონი ჩემი ამბავი შენსაზე საზარელია.
არ ვეთანხმები, მაგრამ ვუყვები იმ საშინელ ამბავს, რაც
თორმეტი საათის წინ გადამხდა.
– ორი დღის წინ დედამ მთხოვა, მამის დაკრძალვაზე გა-
მოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვიო. ვუპასუხე, მეუხერხულე-
ბა-მეთქი… ვუთხარი, რომ არ მსურდა ბრბოს წინაშე ავტირე-
ბულიყავი, მაგრამ ვიცრუე. ლაპარაკი სხვა მიზეზით არ მინ-
დოდა, ვფიქრობ, სიტყვა იმ ადამიანის კუბოსთან უნდა წარ-
მოთქვა, რომელსაც პატივს სცემ, მე კი მამაჩემს პატივს არ
ვცემდი.
– მაინც წარმოთქვი სიტყვა?
– ჰო, ამ დილით, – შეზლონგზე წამოვიმართები, ფეხებს
ვიკეცავ და ვუყურებ, – მაინც გინდა, მომისმინო?
მიღიმის.
– ნამდვილად!
ხელებს კალთაში ვიწყობ და ღრმად ვსუნთქავ.
– აზრზე არ ვიყავი, რა უნდა მეთქვა. დაკრძალვამდე ერთი
საათით ადრე ისევ ვუთხარი დედას, არ მინდა გამოსათხოვა-
რი სიტყვის წარმოთქმა-მეთქი. მან მიპასუხა, მარტივია, თან
მამა ისურვებდა, ასე მოქცეულიყავიო, მირჩია, შემაღლებულ

19
ადგილას ავსულიყავი და მხოლოდ ხუთი კარგი რამ მეთქვა
მამაზე. ასე რომ… ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც მან მითხრა.
რაილი იდაყვებზე წამოიმართება და ჩანს, კიდევ მეტად ინ-
ტერესდება ჩემი მონათხრობით, თუმცა გამოხედვაზე ხვდება,
რომ რაღაც უფრო ცუდი მაქვს მოსაყოლი.
– ო, არა, ლილი, ასეთი რა ჩაიდინე?
– მოდი, ნება მომეცი, გავიმეორო ჩემი სიტყვა, – შეზლონ-
გის კიდეში ვდგები, შემდეგ კი ისე ვიქცევი, როგორც ხალხით
გადაჭედილ ოთახში მოვიქეცი ამ დილით – ჩავახველებ.
– სალამი, მე ლილი ბლუმი ვარ, აწ განსვენებული ენდრიუ
ბლუმის ქალიშვილი. გმადლობთ, რომ ჩვენი დარდი გა-
იზიარეთ. მინდა, მამის ხსოვნის პატივსაცემად, ხუთი კარგი
ამბავი გიამბოთ, მასთან რომ მაკავშირებს. პირველი…
რაილის დავცქერი და მხრებს ვიჩეჩ.
– სულ ესაა.
დგება.
– რას გულისხმობ?
ისევ შეზლონგზე ვწვები.
– ორი წუთი ვიდექი ასე, მეტი აღარაფერი მითქვამს, ერთი
კარგი ამბავიც კი არ მაკავშირებდა იმ კაცთან, ამიტომ ბრბოს
წინაშე მხოლოდ ვდუმდი და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ დე-
და არ მიხვდა ყველაფერს. შემდეგ ბიძა მომიახლოვდა და შე-
მაღლებული ადგილიდან ჩამომიყვანა.
რაილი თავს გვერდზე ხრის.
– მეკაიფები? მამის კუბოსთან ანტიგამოსათხოვარი სიტ-
ყვით გამოხვედი?
თავს ვუქნევ.
– არ ვამაყობ ჩემი საქციელით, საამაყო არაფერია, უბრა-
ლოდ, უკეთესი ადამიანი რომ ყოფილიყო, დავდგებოდი და
მთელი საათი ვილაპარაკებდი.
რაილი ისევ ხრის თვალებს.
– ოჰო! – ამბობს და თავს აქნევს, – ჩემი გმირი ხარ,
მკვდარ კაცს დედა უტირე!
– საძაგლად მოვიქეცი!
– ჰმ, ჰო, შიშველი სიმართლე მტკივნეულია!

20
ვიცინი.
– შენი ჯერია.
– შენს ისტორიაზე უარესს ვერაფერს მოვყვები!
– დარწმუნებული ვარ, მსგავსს მაინც მეტყვი რამეს.
– არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შემიძლია.
თვალებს ვატრიალებ.
– შეძლებ, ნუ მაგრძნობინებ თავს უფრო საძაგელ ადამი-
ანად. ის აზრი გამანდე, რაც ბოლოს მოგივიდა თავში და რა-
საც ხმამაღლა ვერ იტყოდი.
ხელებს თავქვეშ ამოიდებს და პირდაპირ თვალებში მიყუ-
რებს.
– მინდა გაგჟიმო!
პირი დავაღე. მერე მოვახერხე და მოვკუმე. მგონი მეტყვე-
ლების უნარი დამაკარგვინა.
ის კი უცოდველი სახით მიყურებს.
– შენ ხომ მთხოვე, ის თქვი ხმამაღლა, რაც ბოლოს მოგი-
ვიდა თავში და რასაც ხმამაღლა ვერ იტყოდიო. მეც გითხარი.
შენ ლამაზი ხარ, მე მამაკაცი ვარ, ერთჯერადი სექსუალური
კავშირისთვის მზად რომ იყო, ახლავე ჩაგიყვანდი ქვემოთ,
ჩემს საძინებელში და გიხმარდი!
ვეღარც კი ვუყურებ. მისმა განცხადებამ ერთდროულად
რამდენიმე ფიქრი დაბადა ჩემს გონებაში.
– ჰო, მე არ ვარ მზად ერთჯერადი სექსუალური კავშირის-
თვის.
– ასეც ვიცოდი, – მეუბნება, – ახლა შენი ჯერია.
ისე უდარდელად მელაპარაკება, გეგონება ის არ იყო, წა-
მის წინ მეტყველების უნარი რომ დამაკარგვინა.
– დრო მჭირდება, შენი სიტყვები რომ გადავხარშო, – ვე-
უბნები სიცილით და ვცდილობ ისეთი გამაოგნებელი რამ მო-
ვიფიქრო, რომ მისი ნათქვამი გადავფარო, მაგრამ ვერაფრით
ვივიწყებ მის სიტყვებს. ალბათ ყველაფერი მისი ნეიროქი-
რურგობის ბრალია, არ მეგონა, განათლებული ადამიანი ასე
პირდაპირ თუ გამოიყენებდა სიტყვა „გაჟიმვას“.
თავი ხელში ავიყვანე… როგორღაც… შემდეგ ვეუბნები:

21
– კარგი, მაინც თემამ მოიტანა და… პირველი ბიჭი, ვისთა-
ნაც სექსი მქონდა, უსახლკარო იყო!
თავს სწევს და მიყურებს.
– ოჰო, გაგრძელება მაინტერესებს!
მკლავებს ვშლი და ისევ თავქვეშ ვიდებ.
– მე მენის შტატში გავიზარდე. ღირსეული სამეზობლო
გვყავდა, მაგრამ ჩვენ უკან მდებარე ქუჩა სიკოხტავით ვერ და-
იკვეხნიდა. უკანა ეზოდან მიტოვებული სახლი მოჩანდა, მის
გვერდით კი ორი მიტოვებული ნაკვეთი იყო. ერთ ბიჭს დავუ-
მეგობრდი, სახელად ეტლესს, რომელიც იმ მიტოვებულ სახ-
ლში რჩებოდა ხოლმე. ჩემ გარდა არავინ იცოდა, ის რომ იყე-
ნებდა ამ სახლს საცხოვრებლად. მისთვის საჭმელი, ტანსაცმე-
ლი და სხვადასხვა ნივთი დამქონდა, სანამ მამაჩემმა ყველა-
ფერი არ შეიტყო.
– და როგორ მოიქცა მამაშენი?
პირს ვკუმავ. არც კი ვიცი, რატომ დავიწყე ამაზე ლაპარა-
კი, როცა დიდი ხანია, მომხდარის დავიწყებას ვცდილობ.
– სცემა, – მაქსიმალურად გულახდილი ვიყავი ამ ამბავ-
თან მიმართებაში, – ახლა შენი ჯერია!
ის ცოტა ხანს ჩუმადაა, თითქოს ხვდება, რომ სათქმელი
დავიტოვე და ამბავი ბოლომდე არ მოვყევი. ბოლოს მზერას
მაშორებს.
– ქორწინებაზე ფიქრიც კი მაშინებს, – მეუბნება, – თით-
ქმის ოცდაათი წლის ვარ და ცოლის მოყვანის სურვილი არ
მაქვს. განსაკუთრებით კი შვილები არ მინდა. ერთადერთი,
რისი სურვილიც მაქვს, ცხოვრებაში წარმატების მიღწევაა.
დიდ წარმატებას მსურს მივაღწიო, მაგრამ ამას რომ ხმამაღ-
ლა ვეუბნები ვინმეს, ამპარტავნობად მითვლიან.
– პროფესიულ წარმატებას გულისხმობ თუ სოციალურ
სტატუსს?
– ორივეს, – აგრძელებს, – ყველას უნდა ბავშვები ჰყავ-
დეს, ყველას უნდა დაქორწინდეს, მაგრამ ყველას არ შეუძლია
ნეიროქირურგი გახდეს. ამით ძალიან ვამაყობ და მინდა შესა-
ნიშნავი ნეიროქირურგი ვიყო, საუკეთესო ამ დარგში!
– მართალი ხარ, ამპარტავნულად ჟღერს.

22
იღიმის.
– დედაჩემი შიშობს, რომ დროს ფუჭად ვხარჯავ, რადგან
მხოლოდ ვმუშაობ.
– ნეიროქირურგი ხარ და დედაშენს იმედებს უცრუებ? – ვი-
ცინი, – ღმერთო ჩემო, რა სიგიჟეა, ნუთუ ოდესმე არიან მშობ-
ლები შვილებით ბედნიერები? ან შვილები ვართ კი ოდესმე
მათთვის კარგები?
თავს აქნევს.
– ჩემი შვილები ვერც ჩემით იქნებიან კმაყოფილი.იშვი-
ათია, რომ ჩემსავით ვინმემ მიუძღვნას თავი სამსახურს, ასე
რომ, მარცხისთვის იქნებიან განწირული. ამიტომაც არ მინდა
მყავდეს ისინი.
– ვფიქრობ, ეს სიტყვები პატივისცემას იმსახურებს, რა-
ილი. ბევრი ადამიანი უარს ამბობს აღიაროს, მეტისმეტად
თავკერძა ვართ, რომ შვილები გვყავდესო.
რაილი თავს აქნევს.
– ოჰ, მე ნამდვილად ეგოისტი ვარ საიმისოდ, რომ შვილე-
ბი მყავდეს და ქალთან ურთიერთობაშიც ვერ დავაღწევ თავს
ეგოიზმს.
– და როგორ ახერხებ, რომ არ დაქორწინდე? პაემნებზე არ
დადიხარ?
თვალს მაშორებს და ოდნავ ეღიმება.
– როცა დროს გამოვნახავ, არიან გოგონები, რომლებიც
მოთხოვნილებებს მიკმაყოფილებენ. ქალებთან პრობლემა
არ მაქვს, თუ ინტიმს გულისხმობ. უბრალოდ, არასოდეს ვყო-
ფილვარ შეყვარებული, ჩემთვის სიყვარული ტვირთი უფროა,
ვიდრე სხვა რამ.
ნეტავ მეც ასე ვუყურებდე სიყვარულს. ეს ცხოვრებას გამი-
მარტივებდა.
– მშურს შენი, მე კიდევ მგონია, რომ არსებობს ჩემი შესა-
ფერისი, იდეალური მამაკაცი, მაგრამ ადვილად ვრჩები იმედ-
გაცრუებული, რადგან ჩემს სტანდარტებს ვერავინ აკმაყოფი-
ლებს. მგონი დაუსრულებლად ვეძებ „წმინდა გრაალს“.
– ჩემი მეთოდი უნდა მოსინჯო!
– რა მეთოდი?

23
– ერთი ღამის ურთიერთობა, – წარბს ისე სწევს, თითქოს
მიწვევს.
მიხარია, რომ ბნელა, რადგან სახეზე ცეცხლი მიკიდია.
– ვერასოდეს დავწვები იმ ადამიანთან, რომელსაც არ
ვხვდები, – ხმამაღლა ვამბობ, მაგრამ ჩემს სიტყვებს ამჯერად
დამაჯერებლობა აკლია.
ის გრძლად, ნელა სუნთქავს, შემდეგ ისევ ზურგზე წვება.
– ეგეთი გოგო არ ხარ, არა? – ამბობს ხმით, რომელშიც
იმედგაცრუება ჟღერს.
მესმის, რატომაც გაუცრუვდა იმედი. დარწმუნებული არ
ვარ, ჩემკენ რომ გამოწეულიყო, თავიდან მოვიშორებდი, უბ-
რალოდ, უნდა მეგრძნობინებინა, რომ არ მხიბლავს ეს შემო-
თავაზება.
– თუ არასოდეს წვები ახალგაცნობილ ადამიანთან… –
ისევ მიყურებს, – საინტერესოა, რამდენად შორს შეგიძლია
შეტოპო?
ამაზე პასუხი არ მაქვს. მეც გვერდზე ვტრიალდები, რადგან
ისე მიყურებს, მგონი ერთი ღამის ქალად ქცევა მომინდა კი-
დეც. ისე, ალბათ არც ვარ ასეთი ურთიერთობის წინააღმდეგი,
უბრალოდ, აქამდე ეს არავის შემოუთავაზებია.
აქამდე.
იმაზეც ვფიქრობ, ნუთუ ეს ნამდვილად შემოთავაზებაა?
ფლირტი არასოდეს მეხერხებოდა.
რაილი ჩემი შეზლონგის კიდეს ჰკიდებს ხელს და ერთ წამ-
ში, მინიმალური ძალისხმევით, თავისკენ სწევს ისე მკვეთ-
რად, რომ შეზლონგები ერთმანეთს ეჯახება.
მთელი სხეული მიშეშდება. ის ისე ახლოსაა ახლა, რომ მი-
სი სუნთქვის სითბოს ვგრძნობ, რომელიც ცივ ჰაერს ერევა.
რომ შევხედო, მისი სახე სულ ერთ დუიმში აღმოჩნდება ჩემ-
გან. არ ვუყურებ, რადგან შეიძლება მაკოცოს, მე კი აბსოლუ-
ტურად არაფერი ვიცი ამ ტიპზე, გარდა ორიოდე შიშველი სი-
მართლისა. მაგრამ ის ჩემს ყოყმანს არაფრად აგდებს, რად-
გან სულ მალე მის მძიმე ხელს ვგრძნობ მუცელზე.
– რამდენად შორს შეგიძლია შეტოპო, ლილი? – ხმა ებზა-
რება და ისეთი სექსუალური უხდება, მთელ სხეულში მივლის.

24
– არ ვიცი, – ვჩურჩულებ.
მისი თითები ჩემს პერანგს ეპოტინება, ნელ-ნელა მიხსნის
ღილებს, სანამ მუცელს არ მომიშიშვლებს.
– ო, ღმერთო, – ვჩურჩულებ და ვგრძნობ, როგორ მეღ-
ვრება სხეულში ახლა მისი ხელების სითბო.
საღად მსჯელობას ვივიწყებ, სახეში ისევ ვუყურებ და მისი
თვალები მატყვევებს. მზერაში იმედი, წადილი და სრული თავ-
დაჯერებულობა ეტყობა. ქვედა ტუჩს იკვნეტს, როდესაც თითე-
ბით მიუყვება პერანგს. ვიცი იგრძნობს, როგორ მიფეთქავს
მკერდში გული. ჯანდაბა, უკვე ესმის!
– მეტისმეტად შევტოპე? – მეკითხება.
არ ვიცი, ჩემი არსების რომელმა ნაწილმა იმარჯვა, მაგრამ
თავს ვაქნევ და ვპასუხობ:
– ოდნავადაც არა!
რაილი ღიმილით მიყოფს ხელებს ლიფის ქვეშ, მსუბუქად
მეხება კანზე და ისევ ჟრუანტელი მივლის.
თვალებს ვხუჭავ თუ არა, გამაყრუებელი ზარი აპობს ჰა-
ერს. რაილის ხელი უშეშდება, რადგან ორივე ვხვდებით, რომ
ტელეფონი რეკავს, მისი ტელეფონი.
შუბლს მხარზე მადებს.
– ჯანდაბა!
ხელს რომ იღებს ჩემი პერანგიდან, ვიღუშები, ჯიბეში ეძებს
ტელეფონს, დგება და რამდენიმე ნაბიჯით მშორდება, მობი-
ლურის ზარს რომ უპასუხოს.
– ექიმი კინკეიდი გისმენთ, – ამბობს, თან ყურადღებით უს-
მენს და ხელს ივლებს კისერზე, – რა დაემართა რობერტს? არ
ველოდი თქვენს ზარს, – შემდეგ სიჩუმე დგება, ბოლოს ისევ
რაილი ლაპარაკობს: – ათი წუთი მომეცით, ახლავე მოვალ!
საუბარს ასრულებს და მობილურს ჯიბეში იდებს. შემდეგ
მე მიყურებს ოდნავ იმედგაცრუებული. ბოლოს კიბესთან რომ
კარია, მისკენ იშვერს ხელს.
– უნდა…
თავს ვუქნევ.
– მშვენიერია!
ცოტა ხანს ფიქრობს, შემდეგ თითს სწევს მაღლა.

25
– არ გაინძრე! – მეუბნება და ისევ მობილურს იღებს ჯიბი-
დან, ახლოს მოდის და ისე უჭირავს ტელეფონი, თითქოს სუ-
რათის გადაღებას მიპირებს.
ლამისაა გავაპროტესტო, მაგრამ მიზეზს ვერ ვხედავ. თან
უკვე პერანგიც შეკრული მაქვს. რატომ უნდა დავუშალო?
სურათს შეზლონგზე წამოწოლილს, თავქვეშ ხელებამო-
დებულს მიღებს. აზრზე არა ვარ, რაში სჭირდება ეს ფოტო,
მაგრამ მსიამოვნებს, რომ გადამიღო. მეტიც, მიხარია, ჩემი
დამახსოვრების სურვილი რომ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ
იცის, მეტად ვეღარასოდეს მნახავს.
რაილი ფოტოს რამდენიმე წუთის განმავლობაში ათვა-
ლიერებს და იღიმის. ცდუნება მიჩნდება, მასაც გადავუღო,
მაგრამ არ ვიცი, მინდა თუ არა დავიმახსოვრო ის, ვისაც ვეღა-
რასოდეს ვნახავ. ამის გაფიქრება ოდნავ მამწუხრებს კიდეც.
– მიხარია, რომ გაგიცანი, ლილი ბლუმ, იმედი მაქვს გა-
მოწვევად აქცევ შენს ოცნებებს და აიხდენ იმას, რაც ყველაზე
მეტად გსურს!
ვიღიმი, ეს ბიჭი ერთდროულად მანაღვლიანებს და მაბ-
ნევს. აქამდე მსგავს ადამიანთან დრო არასოდეს გამიტარე-
ბია, არ შევხვედრივარ ისეთ ტიპებს, რომლებსაც სრულიად
განსხვავებული ცხოვრების სტილი და დიდი შემოსავალი
აქვთ. ალბათ ვეღარც შევხვდები, მაგრამ სასიამოვნოდ გა-
ოცებული ვარ მისი გაცნობით.
არასწორი წარმოდგენების არსებობა დამტკიცებულია!
რაილი წამით საკუთარ ფეხებს დასცქერის და ყოყმანი ეტ-
ყობა. თითქოს ვერ გადაუწყვეტია, კიდევ მითხრას რამე თუ წა-
ვიდეს. ბოლოს კიდევ ერთხელ შემავლებს თვალს, ოღონდ ამ-
ჯერად – არა უემოციოდ. ვხედავ, როგორ ემჩნევა იმედგაცრუ-
ება, სანამ წავა. ბოლოს კარს აღებს და მესმის, როგორ წყდება
მისი ჩქარი ნაბიჯების ხმა კიბეზე. ისევ მარტო ვრჩები სახურავ-
ზე, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ეს ახლა ნაღველს მგვრის.

26
თავი მეორე

ლუსი – ოთახის მეზობელი, რომელსაც ხმამაღლა სიმღე-


რა უყვარს, მისაღებ ოთახში დაქრის, გასაღებებს, ფეხსაც-
მელს, სათვალეს ეძებს. მე ტახტზე ვარ მოკალათებული და
ფეხსაცმლის ყუთი მაქვს გახსნილი, რომელიც სავსეა ძველი
ნივთებით, სახლიდან რომ წამოვიღე მამაჩემის დაკრძალვის-
თვის, შინ რომ დავბრუნდი წინა კვირას, სწორედ მაშინ.
– დღეს მუშაობ? – მეკითხება ლუსი.
– არა, მამის გარდაცვალების გამო ორშაბათამდე გამათა-
ვისუფლეს.
სირბილს წყვეტს.
– ორშაბათამდე? – შუბლს იჭმუხნის, – იღბლიანო ძუკნავ!
– ჰო, ლუსი, იღბლიანი ვარ, რადგან მამა გარდამეცვალა,
– რა თქმა უნდა, სარკასტულად ვეუბნები, მაგრამ თავს ვხრი,
სულაც არ გამომდის სარკასტული ნათქვამი.
– მშვენივრად ხვდები, რა ვიგულისხმე, – ბუზღუნებს, სა-
ფულეს ავლებს ხელს, წონასწორობის დაცვას ცდილობს და
მეორე ფეხსაცმელს იცვამს. – ამაღამ არ მოვალ, ალექსთან
ვრჩები, – კარი ხმაურით იკეტება.
ერთი შეხედვით მე და ლილის ბევრი საერთო გვაქვს, ერ-
თი ზომის ტანსაცმელი გვაცვია, თანატოლები ვართ, ორივეს
ოთხასოიანი სახელი გვაქვს, ლ-ზე დაწყებული და ი-ზე დამ-
თავრებული, სხვა არაფერი გვაკავშირებს, უბრალოდ, ოთა-
ხის მეზობლები ვართ. თუმცა ეს მომწონს კიდეც, მის სიმღე-
რის სიყვარულს თუ არ ჩავთვლი, მშვენიერი ასატანია, სუფ-
თაა და ხშირად არ არის სახლში. ეს ორი ყველაზე მნიშვნელო-
ვანი თვისებაა ოთახის მეზობლისთვის.
შინიდან წამოღებული ფეხსაცმლის ყუთიდან ერთ-ერთს
ვხსნი, როდესაც მობილურის ზარი მესმის. ვიღებ და ეკრანზე
რომ ვხედავ დედაჩემის ნომერს, ბალიშზე ვემხობი და ტირი-
ლის იმიტირებას ვცდილობ.
ბოლოს ვეუბნები:
– ალო!
ორი წამი დუმილია, შემდეგ მესმის:

27
– სალამი, ლილი, – ვოხრავ და ისევ ტახტზე ვჯდები.
– სალამი, დედა! – გაოცებული ვარ, რომ მელაპარაკება.
ჯერ მხოლოდ ერთი დღე გავიდა დაკრძალვიდან, მეგონა კი-
დევ 364 დღე გავიდოდა, სანამ მის ხმას გავიგონებდი.
– როგორა ხარ?
დრამატულად ოხრავს.
– კარგად, – მეუბნება ბოლოს, – მამიდაშენი და ბიძაშენი
ამ დილით დაბრუნდნენ ნებრასკაში, ამაღამ პირველად ვრჩე-
ბი მარტო…
– ყველაფერი კარგად იქნება, დედა, – ვეუბნები და ვცდი-
ლობ, დამაჯერებელი ტონი მქონდეს.
დედა ცოტა ხანს ჩუმადაა, შემდეგ მეუბნება:
– ლილი, უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ თავი უხერხულად
არ უნდა იგრძნო გუშინდლის გამო!
ვჩუმდები. არც ვგრძნობ. ოდნავადაც კი…
– ცხოვრებაში ერთხელ მაინც ასეთი რამ ყველას ემართე-
ბა, არ უნდა დამეძალებინა, ხომ ვიცოდი, რომ მძიმე დღე იყო
შენთვისაც. ჯობდა ბიძაშენს ელაპარაკა!
თვალებს ვხუჭავ. ისევ დაიწყო. თვალებს ხუჭავს ყველა-
ფერზე, მიუხედავად იმისა, რომ არ მოეწონა ჩემი საქციელი და
თვითონ იბრალებს მომხდარს. რა თქმა უნდა, თავი დაირწმუ-
ნა, რომ ჩემი გუშინდელი ჩაფლავება ნერვიულობის ბრალი
იყო, აბა რა! ლამისაა ვუთხრა, რომ გააზრებულად გავჩუმდი.
უბრალოდ, სათქმელი არაფერი მქონდა იმ კაცზე, რომელიც
ბედმა მამად მარგუნა.
მაგრამ ნაწილობრივ მაინც ვგრძნობ დანაშაულს, განსა-
კუთრებით იმიტომ, რომ დედა იბრალებს ყველაფერს, არ მინ-
და ასე იყოს და ამ დანაშაულით იცხოვროს!
– გმადლობ, დედა, მაპატიე, რომ გაგანერვიულე!
– არა უშავს, ლილი. უნდა წავიდე. სადაზღვევოში უნდა შე-
ვიარო, მამაშენის პოლისს უნდა გადავხედო. ხვალ დამირეკე,
კარგი?
– აუცილებლად, – ვეუბნები, – მიყვარხარ, დედა!
მობილურს ვთიშავ და დივანზე ვისვრი, შემდეგ კალთაში
ვიდებ გახსნილ ყუთს და შიგთავსს ვათვალიერებ. ხისგან გა-

28
მოთლილი, ფუტურო პატარა გული დევს, ვიღებ, თითებს ვუს-
ვამ და ვგრძნობ, როგორ მიტევს მოგონებები, მაგრამ არ ვიმ-
ჩნევ. უცნაური რამაა ნოსტალგია…
შემდეგ რამდენიმე ძველ წერილს ვათვალიერებ, რომ-
ლებზეც საკანცელარიო სარჭით გაზეთიდან ამონაჭრებია მი-
მაგრებული. ბოლოში კი იმას ვპოულობ, რასაც ვეძებდი, თუმ-
ცა იმედი მქონდა, რომ ვერ ვიპოვიდი.
ჩემი „დღიურები ელენს“.
ხელებს ვუსვამ დღიურს. სულ სამია ამ ყუთში, მაგრამ ჯამ-
ში რვა თუ ცხრა მაქვს. ბოლო დღიური რომ დავწერე, მის შემ-
დეგ აღარ წამიკითხავს, ბავშვობაში არ ვაღიარებდი, რომ
დღიურებს ვაწარმოებდი, ერთგვარ კლიშედ მიმაჩნდა, თავს
ვირწმუნებდი, რომ ტექნიკურად ეს ჩანაწერები დღიური სუ-
ლაც არ იყო. წერილებს ვწერდი ელენ დეჯენერისს, რადგან
პირველივე დღიდან, რაც 2003 წელს ეთერში გავიდა, მის შო-
უს ვუყურებდი და მომწონდა, რასაც ვაკეთებდი, მე ხომ მაშინ
პატარა გოგონა ვიყავი. შოუს ყოველდღე, გაკვეთილების მე-
რე ჩავუჯდებოდი ხოლმე და თავს ვირწმუნებდი, ელენი რომ
მიცნობდეს, შემიყვარებდა-მეთქი. წერილებს რეგულარულად
ვწერდი, სანამ თექვსმეტი წლის არ გავხდი, მაგრამ დღიურის
სახე მქონდა მათთვის მიცემული.
რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ელენ დეჯენერისს დიდად არ
ენდომებოდა ჩვეულებრივი გოგონას ჩანაწერები წაეკითხა.
ბედად, არცერთი წერილი არ გამიგზავნია მისთვის, უბრა-
ლოდ, მომწონდა, ელისი რომ იყო მათი ადრესატი და ასე ვიქ-
ცეოდი მანამ, სანამ წერა არ შევწყვიტე.
კიდევ ერთ ყუთს ვხდი თავს და დანარჩენ დღიურებსაც
ვპოულობ, ვახარისხებ და იმას ვიღებ, რომელსაც თხუთმეტი
წლისა ვწერდი. შემდეგ გადავშლი და იმ დღეს ვეძებ, ეტლესი
რომ გავიცანი. ჩემს ცხოვრებაში დიდი არაფერი ხდებოდა, სა-
ნამ მას არ შევხვდი, მაგრამ მის გამოჩენამდე ექვსი დღიური
მაინც გავავსე.
დავიფიცე, არასოდეს წავიკითხავ ამ დღიურებს-მეთქი,
მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ ბევრს ვფიქრობ ბავ-
შვობაზე. ალბათ იმედი მაქვს, რომ ამ ჩანაწერების კითხვისას

29
რაღაც ისეთს მივაგნებ, ძალას რომ მომცემს, მამას ყველაფე-
რი ვაპატიო. თუმცა ვშიშობ, რისკის წინაშეც ვდგები, რომ უფ-
რო აღმაშფოთებელ რამეებს აღმოვაჩენ.
ტახტზე ვწვები და კითხვას ვიწყებ:

„ძვირფასო ელენ
სანამ გიამბობთ, დღეს რა მოხდა, მინდა იმ ახალი რუბრი-
კის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც თქვენთვის მოვიფიქრე. მას
„ელენი შინ“ ერქმევა. ვფიქრობ, ბევრს აინტერესებს, გნახონ
სამსახურის გარეთ, მეც მინდა ვიცოდე, რას აკეთებთ შინ
თქვენ და პორშა, როდესაც კამერები არ არის ირგვლივ. იქნებ
პროდიუსერებს პორშასთვის მიეცათ კამერა და მასაც ჩვე-
ულებრივი საქმიანობის დროს, ტელევიზორის ყურებისას,
საჭმლის მზადებისას ან ბაღის მოვლისას გადაეღეთ ისე, რომ
თქვენ არ გცოდნოდათ, შემდეგ კი დაეყვირა, „ელენი შინ!“ და
შეეშინებინეთ. ვფიქრობ, სამართლიანი იდეაა და მოგეწონე-
ბათ, რადგან გიყვართ ასეთი ხუმრობები.
კარგი, ახლა კი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ (რამდენი ხა-
ნია, ვაპირებ და სულ მავიწყდება). ეს ამბავი გუშინ მოხდა და
დავინტერესდი. მგონი ყველაზე საინტერესო დღე იყო, რაც წე-
რილებს გწერთ, იმ დღეს თუ არ ჩავთვლით, როდესაც აბიგა-
ილ აივორიმ სილა გააწნა მისტერ კარსონს იმის გამო, რომ
მან მისი დეკოლტე დაკვირვებით შეათვალიერა.
ალბათ გახსოვთ, გწერდით მისის ბარლესონზე, რომელიც
ჩვენ უკან ცხოვრობს. ეს ქალბატონი იმ ღამით გარდაიცვალა,
როდესაც თოვლი და ძლიერი ქარბუქი იყო. მამამ თქვა, იმდე-
ნი გადასახადები ჰქონდა გადაუხდელი, რომ ქალიშვილმა
მემკვიდრეობით ვეღარ მიიღო სახლიო. ვფიქრობ ამ ამბავს
დიდად არ დაუდარდიანებია მისის ბარლესონის ქალიშვილი,
რადგან სახლი ისედაც დანგრევის პირასაა და მისი მოვლა
ტვირთად დააწვებოდა.
სახლი მისის ბარლესონის გარდაცვალების შემდეგ, დაახ-
ლოებით ორი წელიწადი, ცარიელი იყო. ეს იმიტომ ვიცი, რომ
ჩემი საძინებლის ფანჯრები მათი ეზოსკენ გადის და არავინ
დამინახავს აქამდე მათ სახლში შესული ან იქიდან გამოსული.

30
წუხანდელ ღამემდე.
წუხელ ლოგინზე ვიჯექი და კარტს ვრევდი. ვიცი, უცნაურად
ჟღერს, მაგრამ ასე ხშირად ვიქცევი, თამაში არც კი ვიცი, მაგ-
რამ როდესაც ჩემი მშობლები ჩხუბობენ, მისი არევა მამშვი-
დებს, ყურადღება ამაზე გადამაქვს ხოლმე.
მოკლედ, გარეთ ბნელოდა, მაგრამ უცებ ძველი სახლიდან
გამომავალი სუსტი შუქი შევნიშნე. უფრო სანთლის შუქს ჰგავ-
და. პარმაღზე გავედი და დავინახე, რომ მამა ჭოგრიტით ათვა-
ლიერებდა სახლს. ვცადე გამეგო, რა ხდებოდა, თუმცა ვერა-
ფერი შევნიშნე, ძალიან ბნელოდა. შემდეგ შუქი ჩააქრეს.
ამ დილით, სკოლაში წასასვლელად რომ ვემზადებოდი,
დავინახე ისევ რაღაც მოძრაობდა სახლში, საძინებლის ფან-
ჯარასთან მივედი და შევნიშნე, როგორ იპარებოდა ბინაში
უკანა კარიდან ვიღაც. ბიჭი იყო და ზურგჩანთა ეკეთა. ისე ათ-
ვალიერებდა გარემოს, ჩანდა, ცდილობდა დარწმუნებულიყო,
რომ შიგნით არავინაა. შემდეგ ჩვენი და მეზობლის სახლებს
შორის ჩაიარა და ავტობუსის გაჩერებაზე დადგა.
ეს ბიჭი პირველად დავინახე, ჩემი ავტობუსითაც პირვე-
ლად იმგზავრა. უკანა სავარძელში მოკალათდა, მე კი შუაში
დავჯექი, ასე რომ, არ გამოვლაპარაკებივარ. თუმცა ერთად
ჩამოვედით და ისიც ჩემი სკოლისკენ წამოვიდა. გამოდის,
ერთ სკოლაში ვსწავლობთ.
აზრზე არ ვარ, იმ სახლში რატომ ათევდა ღამეს. იქ უკვე
აღარც ელექტრობაა, აღარც წყალი. ისიც კი ვიფიქრე, სანაძ-
ლეო ხომ არ დადო ვინმესთან-მეთქი, მაგრამ დღესაც ერთად
ჩამოვედით ავტობუსიდან. მან ისე ჩაიარა ქუჩა, თითქოს სად-
ღაც სხვაგან მიდიოდა, მე კი ჩემს ოთახში ავედი და ფანჯრიდან
დავუწყე თვალთვალი. ხუთ წუთში კი დავინახე, როგორ შეძ-
ვრა ისევ იმ ცარიელ სახლში. არ ვიცი, დედას უნდა ვუამბო თუ
არა ეს ამბავი. მეზიზღება სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა,
მაგრამ თუ ამ ბიჭს წასასვლელი არსად აქვს, გავიგებ, როგორ
შეუძლია დედას მისი დახმარება, ის ხომ სკოლაში მუშაობს.
არ ვიცი. ალბათ ორიოდე დღე კიდევ დაველოდები, სანამ
დედას რამეს ვეტყვი, იქნებ შინ დაბრუნდეს. შეიძლება რამდე-

31
ნიმე დღით მშობლებისგან დასვენება სურს. ასეთი სურვილი
ზოგჯერ მეც მიჩნდება ხოლმე.
სულ ესაა, აუცილებლად შეგატყობინებ, ხვალ რა მოხდე-
ბა!
ლილი“

„ძვირფასო ელენ
თქვენს შოუს რომ ვუყურებდი, ცეკვის ეპიზოდზე… აქამდე
სულ ვუყურებდი ხოლმე, როგორ ცეკვავდით გადაცემის და-
საწყისში აუდიტორიის წინ, მაგრამ ამ ბოლო დროს მომწყინ-
და და ვხვდები, რომ მირჩევნია თქვენი საუბარი მოვისმინო,
იმედი მაქვს, არ გეწყინებათ.
მოკლედ, გავიგე, ის ბიჭი ვინ არის და დიახ, ისევ იმ სახ-
ლში ათევს ღამეს. უკვე ორი დღე გავიდა, რაც შევნიშნე, მაგ-
რამ აქამდე არავისთვის მითქვამს.
ეს ბიჭი ეტლეს კერიგანია, უფროსკლასელია, სულ ესაა,
რაც მის შესახებ ვიცი. კეიტის ვკითხე, გოგონას, რომელიც ავ-
ტობუსში გვერდით მეჯდა. მანაც თვალები აატრიალა და სახე-
ლი და გვარი გამანდო. მაგრამ მერე მითხრა, – სხვა არაფერი
ვიცი მაგ ტიპის შესახებ, გარდა იმისა, რომ ყარს ხოლმეო, –
თან ცხვირი ზიზღით შეიჭმუხნა. მინდოდა მეყვირა მისთვის და
მეთქვა, რომ ეს ეტლესის ბრალი არ არის, უბრალოდ, თავს
ვერ უვლის, რადგან იმ სახლში წყალი არ მოდის-მეთქი, მაგ-
რამ ამის ნაცვლად მხოლოდ ეტლესს გადავხედე. ცოტა ზედმე-
ტი მომივიდა, როგორც ჩანს, რადგან ჩემი მზერა შენიშნა.
შინ რომ დავბრუნდი, უკანა ეზოში გავედი ბაღ-ბოსტნის
მოსავლელად. ბოლოკის ამოთხრის დრო იყო დამდგარი და
საქმეს შევუდექი. ბოსტანში მხოლოდ ეს მცენარე დამრჩა, მა-
ლე აცივდება და ბევრს ვეღარაფერს დავრგავ, ალბათ რამდე-
ნიმე დღე კიდევ შეიძლებოდა მოცდა, მაგრამ ცნობისმოყვა-
რეობამ ამიტანა.
ბოლოკის თხრისას მივხვდი, რომ რამდენიმე აკლდა
კვალს. ვიღაცას ახლახან ამოეთხარა. ისიც ვიცი, რომ მე არ

32
ამომიღია ისინი მიწიდან, მშობლები კი უჩემოდ ჩემს მცენარე-
ებს არასოდეს ეხებიან.
მაშინვე ეტლესი გამახსენდა, ალბათ ბოლოკი მან ამოთხა-
რა. აქამდე ვერ ვიფიქრე, რომ თუ მას შხაპის მიღების საშუა-
ლება არ ჰქონდა იმ ძველ სახლში, არც საჭმელი ექნებოდა.
შინ შევედი და რამდენიმე სენდვიჩი მოვამზადე. ორი გა-
ზიანი სასმელიც გამოვიღე მაცივრიდან, ზედ ჩიფსებიც დავა-
მატე. ეს ყველაფერი ლანჩის პარკში ჩავალაგე, მიტოვებული
სახლისკენ წავედი და უკანა კარის პარმაღთან დავდე. არ ვი-
ცოდი, ეტლესმა დამინახა თუ არა, ამიტომ ხმამაღლა დავაკა-
კუნე კარზე, შემდეგ კი სახლში დავბრუნდი და მაშინვე ჩემს
ოთახში ავედი. ფანჯარასთან რომ მივედი, ეტლესის დასანახა-
ვად, შევნიშნე, რომ პარკი უკვე აეღო.
მერე მივხვდი, რომ ეტლესი მითვალთვალებდა. ცოტა გავ-
ნერვიულდი, ის ხომ მიხვდებოდა, მე რომ ვიცი მისი ამ სახლში
ღამეების გათენების ამბავი. მეორე დღეს რომ ეცადა და დამ-
ლაპარაკებოდა, არც კი ვიცი, რას ვეტყოდი.
ლილი“

„ძვირფასო ელენ
დღეს თქვენს ინტერვიუს ვუსმინე პრეზიდენტობის კანდი-
დატ ბარაკ ობამასთან. ხომ არ გაგანერვიულათ? ის ხომ რეს-
პონდენტია, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მართვის სა-
დავეები აიღოს ხელში. პოლიტიკის ბევრი არაფერი მესმის,
მაგრამ ვფიქრობ, ასეთი წნეხის ქვეშ მხიარული ვერ ვიქნებო-
დი.
ღმერთო. რამდენი რამ გადაგვხდა ორივეს. თქვენ ინტერ-
ვიუ ჩაწერეთ ადამიანთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენ-
ტი ხდება, მე კი უსახლკარო ბიჭს ვაჭმევ.
დღეს დილით, ავტობუსის გაჩერებაზე რომ მივედი, ეტლე-
სი უკვე იქ იყო. თავიდან მხოლოდ მე და ის ვიყავით და, ვერ
მოგატყუებთ, თავს უხერხულად ვგრძნობდი. შემდეგ დავინა-
ხე, როგორ შემოუხვია კუთხეში ავტობუსმა და ვინატრე, ცოტა

33
სწრაფად მოსულიყო. ამასობაში ეტლესი მომიახლოვდა და
ისე მითხრა მადლობა, არც კი შემოუხედავს.
ავტობუსის კარი რომ გაიღო, პირველი მე ამიშვა ტრან-
სპორტში. „არაფრის“ აღარ მითქვამს, ცოტა არ იყოს, თავზარ-
დაცემული ვიყავი, ელენ, მისმა ხმამ ამათრთოლა!
ასეთი რამ თუ მოგსვლიათ ბიჭის ხმის გაგონებისას?
ოჰ, მოიცადეთ, უკაცრავად… გოგონას ხმაზე თუ მოგსვლი-
ათ ასეთი რამ?
ეტლესი ჩემ გვერდით არ დამჯდარა, სკოლაში რომ მივდი-
ოდით, მაგრამ შინ დაბრუნებისას ბოლო ამოვიდა ავტობუსში,
ადგილები კი უკვე აღარ იყო. თუმცა მივხვდი, რომ ავტობუსს
ცარიელი ადგილის საპოვნელად სულაც არ ათვალიერებდა,
მე მეძებდა.
ჩვენი მზერა რომ ერთმანეთს შეხვდა, მაშინვე თვალები
დავხარე. ძალიან არ მომწონს ეს ამბავი, მაგრამ ბიჭებთან
თავდაჯერებულობა მაკლია. ალბათ, ბოლოს და ბოლოს, თექ-
ვსმეტი წლის რომ შევსრულდები, ეს ამბავი თავისთავად გა-
მოსწორდება.
ეტლესი გვერდით მომიჯდა და ზურგჩანთა ფეხებთან დაიგ-
დო. სწორედ ამ დროს მივხვდი, კეიტი რას გულისხმობდა. მას
ნამდვილად სუნი ასდიოდა, თუმცა ამის გამო არ გამიკიცხავს.
თავიდან არაფერი უთქვამს, მხოლოდ ჯინსის ნახვრეტს აწ-
ვალებდა. ეს ნახვრეტი ჯინსს ნამდვილად არ ჰქონდა იმის გა-
მო, რომ უფრო მოდური ყოფილიყო. ჩვეულებრივად იყო გა-
ხეული, სიძველისგან. ცოტა პატარაც ჰქონდა, კოჭები უჩანდა,
მაგრამ ისეთი გამხდარია, სხვა მხრივ არა უშავდა.
– უთხარი ვინმეს? – მკითხა უცებ.
სწორედ ამ დროს შევხედე და შევატყვე, რომ შეშფოთებუ-
ლი მიყურებდა. აქამდე ეტლესი კარგად არასოდეს შემითვა-
ლიერებია. მუქი ყავისფერი თმა ჰქონდა, თუმცა დაბანილი
ალბათ ღია ფერის გამოჩნდებოდა. თვალები – ღია ფერის,
ისეთი ცისფერი, ციმბირულ ჰასკებს რომ აქვთ ხოლმე. ალბათ
არ ღირდა ეს თვალები ძაღლის თვალებისთვის შემედარები-
ნა, მაგრამ მათ დანახვაზე პირველი სწორედ ის გამახსენდა.

34
თავი გადავაქნიე და ფანჯარაში გავიხედე. ვიფიქრე, ამ
კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ადგებოდა და სხვა ადგილს
მოძებნიდა, მაგრამ ასე არ მოქცეულა. ავტობუსმა რამდენიმე
გაჩერება გაიარა და რადგან ეტლესი ისევ ჩემ გვერდით იჯდა,
სიმამაცე მოვიკრიბე და ჩურჩულით ვკითხე:
– რატომ არ ცხოვრობ მშობლებთან?
მან კი მიპასუხა:
– იმიტომ, რომ მათ ეს არ უნდათ!
შემდეგ ადგა. ვიფიქრე, გაბრაზდა-მეთქი, მაგრამ მერე
მივხვდი, რომ უკვე ჩვენს გაჩერებასთან ვიყავით. ნივთებს ხე-
ლი დავავლე და მასთან ერთად ჩავედი ავტობუსიდან. ეტ-
ლესს, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, გზა-კვალის არევა აღარ
უცდია, კვარტალისთვის გარშემო არ შემოუვლია, ამის ნაც-
ვლად ჩვეულებრივად გაიარა ქუჩაში და სახლამდე გამომყვა.
იმ ადგილას რომ მივედით, სადაც ვუხვევ ხოლმე, მას კი
პირდაპირ უნდა გაეგრძელებინა გზა, ორივე შევჩერდით. მან
ფეხსაცმლიდან ჭვინტით ტალახი ჩამოიშორა და ჩემს სახლს
გახედა.
– შენი მშობლები შინ რომელზე ბრუნდებიან?
– ხუთი საათისთვის, – მივუგე. ამ დროს ჯერ 3:45 იყო.
ეტლესმა თავი დამიქნია და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს
კიდევ სურდა რაღაცის თქმა, მაგრამ გადაიფიქრა. უბრალოდ,
თავი დამიქნია და იმ სახლისკენ წავიდა, სადაც არც საჭმელი
ეგულებოდა, არც ელექტრობა, არც წყალი.
ვიცი, ელენ, ამის შემდეგ რაც გავაკეთე, ნამდვილი სისუ-
ლელეა და შეგიძლიათ ამის მოწერით თავი აღარ შეიწუხოთ.
დავუძახე და შემოტრიალდა თუ არა, ვუთხარი:
– თუ იჩქარებ, შეგიძლია მათ მოსვლამდე ჩვენთან მიიღო
შხაპი.
გული საოცრად სწრაფად მიცემდა, რადგან მივხვდი, თავი
დიდ განსაცდელში ჩავიგდე, შეიძლებოდა მშობლები დაბრუ-
ნებულიყვნენ და უსახლკარო ბიჭი დახვედროდათ სააბაზანო-
ში. ალბათ ამ დროს მოვკვდებოდი, თუმცა ვერაფრით შევძე-
ლი ისე გამეშვა შინ, რომ რამე არ შემეთავაზებინა.

35
ეტლესმა ჯერ მე შემომხედა, შემდეგ ძირს დაიხედა. მეც
უხერხულობა ვიგრძენი. თავიც კი არ დაუქნევია, უბრალოდ,
შინ შემომყვა და სიტყვა აღარ დასცდენია.
სანამ სააბაზანოში იყო, პანიკას ვერაფრით ვუმკლავდე-
ბოდი. ფანჯრიდან ვიხედებოდი და ვამოწმებდი, ჩემი მშობლე-
ბის მანქანა ხომ არ გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ
დაბრუნებამდე ერთი საათი კიდევ იყო დარჩენილი. იმაზეც
ვნერვიულობდი, მეზობლებიდან რომელიმემ ხომ არ შენიშნა,
სახლში როგორ შევიყვანე-მეთქი, თუმცა ისინი არც კი მიც-
ნობდნენ იმდენად, რომ შინ სტუმრის მიღება ჩემგან არანორ-
მალურ საქციელად მიეჩნიათ.
ეტლესს სუფთა ტანსაცმელი მივეცი და მივხვდი, რომ
მშობლების მოსვლამდე არა მარტო ჩვენი სახლიდან უნდა წა-
სულიყო, აქაურობას რაც შეიძლება უნდა მოშორებოდა. ვიცი,
მამაჩემი აუცილებლად იცნობდა საკუთარ ტანსაცმელს სამე-
ზობლოში მცხოვრები ვიღაც უცხო თინეიჯერის ტანზე.
სანამ ფანჯარაში ვიხედებოდი და შიგადაშიგ საათს ვამოწ-
მებდი, ჩემი ძველი ზურგჩანთა ნივთებით გამოვტენე. ის საკ-
ვები ჩავალაგე, რომელთაც მაცივარი არ სჭირდება, მამაჩემის
რამდენიმე მაისური ჩავდე, კიდევ ორი ჯინსის შარვალი, რო-
მელიც ეტლესს ორი ზომით დიდი მაინც ექნებოდა და სუფთა
წინდა.
ზურგჩანთის ელვას ვკრავდი, როდესაც ის გამოვიდა სა-
აბაზანოდან.
მართალი აღმოვჩნდი, სველი თმა უფრო ღია მოუჩანდა,
თვალები კი – უფრო ცისფერი.
წვერიც გაეპარსა, იმაზე უფრო პატარა გამოჩნდა, ვიდრე
საშხაპეში შესვლისას. ნერწყვი გადავყლაპე და ზურგჩანთას
დავხედე, რადგან შემაშფოთა მისმა განსხვავებულმა მზერამ.
შემეშინდა, სახეზე არ შემემჩნეს, რას ვფიქრობ-მეთქი.
კიდევ ერთხელ გავიხედე ფანჯრიდან და ზურგჩანთა გავუ-
წოდე.
– უკანა კარიდან გადი, ისე, რომ ვერავინ შეგნიშნოს.
მან ზურგჩანთა გამომართვა და ცოტა ხანს მიყურა, შემდეგ
მკითხა:

36
– რა გქვია? – თან ზურგჩანთა მოიგდო მხარზე.
– ლილი!
გაიღიმა. პირველად დავინახე ღიმილი მის სახეზე და საში-
ნელმა ფიქრმა გამიელვა იმავე წამს თავში, ნეტავ როგორ შე-
იძლებოდა ამ დიდებული ღიმილის ბიჭს ასეთი დამპალი
მშობლები ჰყოლოდა. მაშინვე შემზიზღდა თავი ამის გაფიქრე-
ბის გამო, რადგან, რა თქმა უნდა, მშობლებს იმის მიუხედავად
უნდა უყვარდეთ შვილები, თუ როგორები არიან ისინი, ლამა-
ზები თუ მახინჯები, გამხდრები თუ მსუქნები, ჭკვიანები თუ ლა-
მაზები. თუმცა ზოგჯერ შეუძლებელია ფიქრები გააკონტრო-
ლო. უბრალოდ, უნდა სცადო, ისინი უკუაგდო.
ხელი გამომიწოდა და მითხრა:
– მე ეტლესი მქვია.
– ვიცი, – ვუთხარი ისე, რომ ხელი არ ჩამომირთმევია. არ
ვიცი, რატომ მოვიქეცი ასე. ალბათ იმიტომ არა, რომ მისი შე-
ხების შემეშინდა.
უფრო სწორად, იმიტომ არ ჩამოვართვი ხელი, რომ მისი
შეხების შემეშინდა. ის ნამდვილად არ მიფიქრია, რომ მასზე
უკეთესი ვიყავი, უბრალოდ, ვნერვიულობდი.
ხელი დაუშვა, თავი დამიქნია და მითხრა:
– როგორც ვხვდები, დროა წავიდე.
განზე გავიწიე და გზა მივეცი. მან ჩამიარა და უხმოდ მკით-
ხა, როგორ მისულიყო უკანა კარამდე. მეც მივანიშნე და დე-
რეფანში გავაცილე. კართან რომ მივიდა, წამით შეჩერდა და
ჩემს საძინებელს გახედა.
რატომღაც, ეს რომ შევნიშნე, თავი უხერხულად ვიგრძენი.
საძინებელში უცხოს არასოდეს შეუხედავს და კარგა ხანია,
შიგნით არაფერი შემიცვლია. ისევ ის ვარდისფერი ფარდები
კიდია ფანჯარაზე, რომელიც თორმეტი წლის ასაკში ეკიდა,
ლოგინის გადასაფარებელიც ვარდისფერია. პირველად მო-
მინდა, რომ კედლიდან ედამ ბროუდის პლაკატი ჩამომეხია.
ეტლესს, როგორც ჩანს, სულ არ ადარდებდა ჩემი ოთახის
დეკორაცია. უბრალოდ, ფანჯრისკენ გაიხედა, იმ ფანჯრისკენ,
რომელიც უკანა ეზოს გადაჰყურებს, მერე კი შემომხედა. სა-
ნამ კარში გავიდოდა, მითხრა:

37
– გმადლობ, რომ ცუდი თვალით არ მიყურებ, ლილი!
ბოლოს წავიდა.
რა თქმა უნდა, ფრაზა „ცუდი თვალით ყურება“, გაგონილი
მქონდა, მაგრამ უცნაურად მომეჩვენა თინეიჯერისგან მისი გა-
გონება. და რაც უფრო უცნაურია, ამ ბიჭში ურთიერთსაწინა-
აღმდეგო რამეებს ვხედავდი. როგორ შეიძლება მორცხვი, წე-
სიერი ბიჭი, რომელიც ფრაზას „ცუდი თვალით ყურება“ იყე-
ნებს, უსახლკარო იყოს.
ეს აუცილებლად უნდა გავარკვიო, ელენ!
ვაპირებ, გავიგო, რა გადახდა თავს. დამელოდეთ და
თქვენც მოგწერთ ყველაფერს.
ლილი“

***
ვაპირებ, კიდევ ერთი დღიური გადავშალო, მაგრამ მობი-
ლური რეკავს. ტახტზე ვინაცვლებ მის ასაღებად და გაოცებუ-
ლი ვარ, რადგან ისევ დედაა. რაც მამა გარდაიცვალა და მარ-
ტო დარჩა, ალბათ ორჯერ უფრო ხშირად დამირეკავს.
– ალო!
– რას ფიქრობ ჩემს ბოსტონში გადმოსვლაზე? – მეუბნება
უეცრად.
ბალიშში ჩავრგე თავი და ასე ჩავახშვე ყვირილი.
– ჰმ! ოჰო! მართლა გადმოსვლას აპირებ?
დედა ჯერ ჩუმადაა, შემდეგ მეუბნება:
– უბრალოდ, გავიფიქრე. შეგვიძლია ამაზე ხვალ ვიმსჯე-
ლოთ, ახლა შეხვედრაზე მაგვიანდება.
– კარგი, ნახვამდის.
და მაშინვე მომინდა მასაჩუსეტსიდან გადასახლება. არა,
შეუძლებელია დედა აქ გადმოვიდეს საცხოვრებლად. ბოს-
ტონში არავის იცნობს, იმედი ექნება, რომ მე გავართობ ყო-
ველდღე. დედა მიყვარს, ცუდად არ გამიგოთ, უბრალოდ, იმი-
ტომ გადმოვედი ბოსტონში, რომ დამოუკიდებელი ვყოფილი-
ყავი, ისიც აქ თუ იცხოვრებს, ეს არ გამომივა!

38
მამას კიბოს დიაგნოზი სამი წლის წინ დაუსვეს, მაშინ ჯერ
კიდევ კოლეჯში ვსწავლობდი. რაილი კინკეიდი რომ აქ იყოს,
მაშინვე ვეტყოდი შიშველ სიმართლეს, გავუმხელდი, რომ მა-
მაჩემის მძიმე ავადმყოფობამ შვებაც კი მომგვარა, რადგან ვე-
ღარ შეძლებდა დედაჩემისთვის ზიანი მიეყენებინა. ამ ამბავმა
სრულიად შეცვალა მათი ურთიერთობის დინამიკა და საჭირო
აღარ იყო ჩემი პლეთორაში დარჩენა, რადგან დედას კარგად
ყოფნა ეჭვქვეშ აღარ დადგებოდა.
ახლა, როდესაც მამა ცოცხალი აღარ არის, დედაზე აღარ
ვდარდობ, ერთი სული მაქვს, ფრთები, ასე ვთქვათ, დამოუკი-
დებლად გავშალო.
მაგრამ ბოსტონში თუ გადმოვა?
თითქოს ფრთები შემაკვეცეს!
სადაა გემთმშენებლობაში გამოყენებული პოლიმერის
სკამი, რომელიც ახლა ნამდვილად მჭირდება?!
სერიოზული სტრესი მაქვს, არ ვიცი, რა ვქნა, თუკი დედა
ბოსტონში გადმოსახლდება. აქ არც ბაღი მაქვს, არც ბოსტანი,
არც ეზო ან სარეველა.
მოკლედ, მომიწევს განტვირთვის სხვა საშუალება ვიპო-
ვო.
სახლის დალაგებას ვიწყებ. ჟურნალებით, დღიურებითა
და ბარათებით სავსე ჩემს ფეხსაცმლის ყუთებს ისევ კარადაში
ვდებ. შემდეგ იქვე ნივთების დახარისხებას ვცდილობ. ძვირ-
ფასეულობა, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი…
დედა ვერ გადმოვა ბოსტონში!

39
თავი მესამე

ექვსი თვის შემდეგ.


– ოჰ!
სულ ესაა, რასაც დედა ამბობს.
ის ტრიალდება და შენობას ათვალიერებს, შემდეგ კი
თითს უსვამს უახლოესი ფანჯრის რაფას, ბლომად მტვერს
იღებს და თითებით სრესს.
– ეს…
– ვიცი, ბევრი სამუშაოა, – ვაწყვეტინებ. შემდეგ მის უკან
რომ ფანჯარაა, იმაზე ვანიშნებ, – მაგრამ მაღაზიის ფასადს შე-
ხედე. პოტენციალი ნამდვილად აქვს.
დედა ახლა მეორე ფანჯრისკენ ტრიალდება, თავს მიქნევს
და უცნაურ ხმას გამოსცემს, ზოგჯერ ასე იცის ხოლმე, ამ დროს
ტუჩები მოკუმული აქვს და ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში სუ-
ლაც არ გეთანხმება. ამჯერად ეს ხმა ორჯერ მესმის ზედიზედ.
დანებების ნიშნად ხელებს ვწევ.
– ფიქრობ, სისულელე გავაკეთე?
თავს ოდნავ აქნევს.
– ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ლილი, თუ როგორ
ააწყობ საქმეს. – მეუბნება. ადრე ამ შენობაში რესტორანი
იყო, მაგიდები და სკამები იმ დროიდან შემორჩა. დედა ერთ-
ერთ სკამზე ჯდება, – თუ ყველაფერი კარგად წავა და შენი ყვა-
ვილების მაღაზია წარმატებული აღმოჩნდება, ხალხი იტყვის,
რა მამაცი, სერიოზული, ჭკვიანური ბიზნესგადაწყვეტილება
მიუღიათო, მაგრამ თუ არაფერი გამოვიდა და მთელ მემკვიდ-
რეობას დაკარგავ…
– იტყვიან, სულელური ბიზნესგადაწყვეტილება იყოო.
მხრებს იჩეჩს.
– ასე ხდება ხოლმე. შენ ბიზნესის სპეციალისტი ხარ და
ყველაფერი გესმის. – დედა ოთახს ნელა ათვალიერებს, თით-
ქოს ცდილობს წარმოიდგინოს, ერთ თვეში როგორი იქნება
აქაურობა, – უბრალოდ, დარწმუნდი, რომ თამამი, სერიოზუ-
ლი გადაწყვეტილება მიიღე, ლილი!
ვიღიმი. ეს უკვე მისაღებია ჩემთვის.

40
– ვერ წარმომედგინა, ამ შენობას ისე თუ ვიყიდდი, რომ
შენ არ გკითხავდი, – ვეუბნები და მაგიდასთან ვჯდები.
– უკვე ზრდასრული ხარ, ეს შენი უფლებაა, – ამბობს, მაგ-
რამ მის ხმაში იმედგაცრუებას ვგრძნობ. ვფიქრობ, რაც უფრო
ნაკლებად მჭირდება, მით უფრო მარტოსულად გრძნობს
თავს. უკვე ექვსი თვეა, მამა გარდაიცვალა და მიუხედავად
იმისა, რომ სულაც არ იყო კარგი მეუღლე, დედას მაინც ეხამუ-
შება მის გარეშე ცხოვრება, მარტო ყოფნა. სამსახური დაწყე-
ბით სკოლაში იშოვა და მაინც გადმოსახლდა ბოსტონში. სახ-
ლი ქალაქის გარეუბნის ერთ ჩიხში შეარჩია, პატარა, ორსაძი-
ნებლიანი, უზარმაზარი ბაღით. ბევრჯერ მიოცნებია იქ მცენა-
რეების დარგვაზე, მაგრამ მათ ყოველდღიური მოვლა სჭირ-
დება, ჩემი ლიმიტი კი დედასთან კვირაში ერთხელ, ზოგჯერ კი
ორჯერ მისვლაა.
– ამ ნაგავს რას უპირებ? – მეკითხება.
მართალია. აქ უამრავი ნაგავია, დიდი დრო დამჭირდება
მისალაგებლად.
– აზრზე არა ვარ, ალბათ ხელებდაკაპიწებულს მომიწევს
შრომა, სანამ დეკორაციებზე ფიქრს დავიწყებ.
– მარკეტინგულ ფირმაში როდის გაქვს უკანასკნელი სა-
მუშაო დღე?
ვიღიმი.
– გუშინ მქონდა.
დედა ოხრავს, შემდეგ თავს აქნევს.
– ოჰ, ლილი, იმედი მაქვს, საქმეს კარგად ააწყობ.
ორივე ვდგებით, როდესაც შემოსასვლელი კარი იღება.
კარამდე გზას თაროები მიღობავს, ამიტომ ვცდილობ მის მიღ-
მა გავიხედო და ვხედავ, როგორ შემოდის შენობაში ვიღაც ქა-
ლი. ის სწრაფად ათვალიერებს შენობას და მე მხოლოდ ამის
შემდეგ მამჩნევს.
– სალამი, – მეუბნება და ხელს მიქნევს. ლამაზი ქალია,
გემოვნებით აცვია, თუმცა ამ მტვრის ბუდეში მის თეთრ შარ-
ვალს ნამდვილი კატასტროფა ელის.
– რით შემიძლია დაგეხმაროთ?

41
ქალი საფულეს იღლიაში იჩრის, ჩემკენ მოემართება და
ხელს მიწვდის:
– ელაიზა! – მეუბნება. მეც ხელს ვართმევ.
– ლილი!
ელაიზა ცერა თითით მანიშნებს მხარს უკან:
– აბრა დავინახე, რომელზეც ეწერა, რომ დამხმარე გჭირ-
დებათ.
– მართლა? – ასეთი აბრა მე არ დამიმაგრებია შენობაზე.
ის თავს მიქნევს, შემდეგ წარბს სწევს.
– ისე, ის აბრა საკმაოდ ძველი ჩანს, ალბათ დიდი ხანია კი-
დია შენობაზე, მე კი გავიარე, დავინახე და დავინტერესდი.
მაშინვე მომწონს. სასიამოვნო ხმა და საუცხოო ღიმილი
აქვს.
დედა მხარზე მადებს ხელს, იხრება და ლოყაზე მკოცნის.
– უნდა წავიდე, – მეუბნება, – ამ საღამოს ღია კარის დღე
გვაქვს. – მეც ვემშვიდობები, ვუყურებ, როგორ გადის გარეთ
და შემდეგ ელაიზას ვუბრუნდები.
– მართალი გითხრათ, ჯერ პერსონალი არ ამყავს, – ვეუბ-
ნები და ოთახისკენ ვანიშნებ, – ყვავილების მაღაზიის გახსნას
ვაპირებ, მაგრამ ამის მოსაწესრიგებლად ერთი-ორი თვე დამ-
ჭირდება, – მართალია, წინასწარ არ უნდა განსაჯო ადამიანი
და ეს მე კარგად უნდა ვიცოდე, მაგრამ არა მგონია, ეს ქალი
მინიმალური ხელფასით დაკმაყოფილდეს; მისი საფულე ალ-
ბათ ამ შენობაზე ძვირი ღირს.
თვალები უბრწყინავს.
– მართლა? მიყვარს ყვავილები! – ადგილზე ტრიალებს და
ამატებს, – ამ ადგილს დიდი პოტენციალი აქვს. რა ფერში აპი-
რებთ შეღებვას?
გულხელდაკრეფილი იდაყვებს ვწვდები. თან ქუსლებზე
ვდგები, ვქანაობ და ვეუბნები:
– არ ვიცი, სულ ერთი საათია, რაც გასაღები გადმომცეს და
დიზაინზე არც კი მიფიქრია.
– ლილი გქვიათ, არა?
თავს ვუქნევ.

42
– არ ვაპირებ მოგატყუოთ, რომ დიზაინის დიდოსტატი
ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს მასზე მუშაობა, თუ დახმარება
გჭირდებათ, შემიძლია უფასოდ დაგეხმაროთ!
თავს გვერდზე ვხრი.
– უფასოდ?
თავს მიქნევს.
– სამსახური არ მჭირდება, უბრალოდ, აბრამ დამაინტერე-
სა, – რატომაც არა? – გავიფიქრე და შემოვედი. ზოგჯერ მოწ-
ყენილი ვარ ხოლმე. ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენს დახმარე-
ბას შევძლებ. დასუფთავებას, დეკორირებას, ფერების შერჩე-
ვასა და შეღებვას ვგულისხმობ. „პინტერესტის“ დიდი თაყვა-
ნისმცემელი ვარ!
უცებ რაღაც იპყრობს უკან მის ყურადღებას და მაჩვენებს…
– შემიძლია ავიღო ეს გატეხილი კარი და საოცრებად ვაქ-
ციო. მარტო ეს კი არა, ყველაფერი, თითქმის ყველაფერი, რი-
სი გამოყენებაც შეიძლება.
ოთახს ვათვალიერებ და ვიცი, რომ აქაურობას მარტო ვერ
გავუმკლავდები, აქ რა ნივთებიცაა, ნახევარს ვერც კი ავწევ.
ნამდვილად დამჭირდება დამხმარე.
– უფასოდ ვერ გამუშავებთ, თუ სერიოზულად ხართ დაინ-
ტერესებული, შემიძლია საათში 10 დოლარი გადაგიხადოთ.
ელაიზა ტაშს შემოჰკრავს და მიუხედავად იმისა, რომ მა-
ღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, ხტის.
– როდის შემიძლია საქმეს შევუდგე?
მის თეთრ შარვალს ვუყურებ.
– ხვალ გცალიათ? ალბათ ტანსაცმლის გამოცვლა დაგ-
ჭირდებათ.
ელაიზა ხელს აქნევს, „ჰერმესის“ ჩანთას დაუდევრად აგ-
დებს მტვრიან მაგიდაზე და მეუბნება:
– რა სისულელეა, ჩემი ქმარი „ბრუინსის“ თამაშს უყურებს
აქვე, ბარში, ქუჩის გადაღმა, თუ წინააღმდეგი არ ხართ, აქ და-
ველოდები და ახლავე შევუდგები საქმეს!

43
***
ორი საათის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სა-
უკეთესო მეგობარი ვიპოვე. ელაიზა „პინტერესტის“ ნამდვი-
ლი ფანია!
წებოვან ფურცლებზე ვაწერთ სიტყვებს „ვტოვებთ“ და
„ვყრით“, შემდეგ კი ფურცლებს მთელ ოთახში ვაკრავთ.
ელაიზას ჩემსავით სჯერა, რომ ნივთების გადამუშავება და გა-
დაკეთება შეიძლება, ამიტომ ვთანხმდებით, მათი 75% მაინც
შენობაში დავტოვოთ. მეუბნება, რომ დანარჩენების გადაყრა-
ში მისი ქმარი დაგვეხმარება, როცა თავისუფალი დრო ექნება.
ნივთების ბედი გადაწყვეტილია. ახლა ბლოკნოტსა და კალამს
ვიღებ – მაგიდასთან ვსხდებით და დიზაინთან დაკავშირებით
იდეების ჩამოწერას ვაპირებთ. მეცინება, რადგან მისი თეთრი
შარვალი სულ დაიმტვერა, თუმცა ეს სულაც არ ადარდებს.
– რა გეგმა გაქვთ?
– ერთადერთი, წარმატებას მივაღწიო!
იცინის.
– ამაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ გარკვეული ხედვა
გჭირდებათ!
დედის ნათქვამი მახსენდება, „უბრალოდ, დარწმუნდი,
რომ თამამი, სერიოზული გადაწყვეტილება მიიღე, ლილი!“
ვიღიმი და სკამზე ვსწორდები.
– თამამი და სერიოზული გეგმები მაქვს, მინდა გავრისკო
და აქაურობა განსხვავებულ ადგილად ვაქციო!
ელაიზა თვალებს იწვრილებს და კალმის ბოლოს ღეჭავს.
– თქვენ ხომ მხოლოდ ყვავილების გაყიდვას აპირებთ,
როგორ უნდა მიიღოთ თამამი და სერიოზული გადაწყვეტილე-
ბა ყვავილებთან დაკავშირებით?
ოთახს ვათვალიერებ და ვცდილობ წარმოვიდგინო ის, რა-
ზეც ვფიქრობ, თუმცა დარწმუნებულიც არ ვარ, რომ ახლა ფიქ-
რი შემიძლია. უბრალოდ, მოუსვენრად ვარ, მგონია, რომ შე-
სანიშნავი იდეები დამებადება.
– ყვავილებზე ფიქრისას პირველი რა სიტყვა მოგდით თავ-
ში?
მხრებს იჩეჩს.

44
– არ ვიცი, ყვავილები ლამაზია, არა? ამასთანავე, ისინი
სიცოცხლესთან, ვარდისფერსა და გაზაფხულთან ასოცირდე-
ბა ჩემთვის.
– სილამაზე, სიცოცხლე, ვარდისფერი, გაზაფხული… – ვი-
მეორებ და მერე ვეუბნები: – ელაიზა, შესანიშნავი ვინმე
ხართ, – ვდგები და ბოლთას ვცემ, – ავიღებთ ყველაფერს,
რაც ადამიანებს ყვავილებში უყვართ და სრულიად საწინააღ-
მდეგო რამეებს გავაკეთებთ! – ელაიზა ცდილობს, ისეთი სახე
მიიღოს, თითქოს ხვდება, რას ვგულისხმობ. – კარგი, – ვაკონ-
კრეტებ, – რა მოხდება, თუ ყვავილების დადებით მხარეს კი
არა, ბნელ მხარეს გამოვაჩენთ? ვარდისფრის ნაცვლად მუქ
ფერებს გამოვიყენებთ, მუქ იასამნისფერს ან სულაც, შავს. გა-
ზაფხულისა და სიცოცხლის ნაცვლად კი ზამთარსა და სიკ-
ვდილს ვიდღესასწაულებთ.
ელაიზას თვალები უფართოვდება.
– მაგრამ… თუ ვინმეს ვარდისფერი ყვავილები დასჭირდე-
ბა?
– მერე რა, მე მათ ამ ფერის ყვავილებსაც მივყიდი, თუმცა
მივყიდი იმასაც, რის ყიდვასაც ვერ ხვდებიან.
ელაიზა ლოყას იქავებს.
– შავ ყვავილებზე ფიქრობ? – დაბნეული ჩანს და არ მიკ-
ვირს. ის ჩემი კონცეფციის ბნელ მხარეს ხედავს მხოლოდ.
ისევ მაგიდასთან ვჯდები და ვცდილობ, ყველაფერი ავუხსნა.
– ერთხელ ერთმა მითხრა, რომ ცუდი ადამიანები არ არ-
სებობენ. უბრალოდ, ადამიანები ზოგჯერ ცუდად ვიქცევით. მი-
სი ნათქვამი ასე იმიტომ დამამახსოვრდა, რომ სიმართლეა.
ჩვენში თანაბრადაა სიკეთე და ბოროტება. მინდა ორივე დავი-
ნახოთ. იმის ნაცვლად, რომ კედლები მომაბეზრებელ, თბილ
ფერებში შევღებო, მუქ იასამნისფრად შევღებავ და შავ შტრი-
ხებს დავამატებ. იმის ნაცვლად, რომ ვიტრინაში მოსაწყენ
ბროლის ლარნაკებში ჩალაგებული ფერად-ფერადი ყვავილე-
ბი გამოვფინო და ადამიანები სიცოცხლეზე დავაფიქრო, თა-
მამ, სერიოზულ გადაწყვეტილებას მივიღებ, რისკზე წავალ და
ვიტრინებს მუქი ფერის ყვავილებითა და ტყავით ან ვერ-
ცხლისფერი ჯაჭვებით მოვრთავ, ბროლის ლარნაკის ნაც-

45
ვლად კი ყვავილებს შავი ონიქსის ლარნაკებში ჩავალაგებ…
არ ვიცი… ან იასამნისფერი ხავერდით მოვრთავ ლარნაკებს,
რომლებიც ვერცხლისფერი ჭანჭიკებით იქნება გაწყობილი.
იდეები უამრავი მაქვს. – ვდგები, – ფლორის მოყვარული ადა-
მიანებისთვის ყვავილების მაღაზიები ყველგან, ყოველ კუთხე-
შია, მაგრამ, აბა, სადაა მაღაზია მათთვის, ვისაც ყვავილები
სძულს?
ელაიზა უარობს.
– არსად – ჩურჩულებს, – ნამდვილად არსად!
ცოტა ხანს ერთმანეთს უხმოდ ვუყურებთ, შემდეგ კი თავს
ვერ ვიკავებ და გადარეული ბავშვივით ვიცინი. ელაიზაც მყვე-
ბა, შემდეგ დგება და მეხვევა.
– ლილი, რა უცნაური და გენიალური იდეაა!
– ვიცი, – ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ, – საწერი მაგი-
და მჭირდება, რომ ბიზნესგეგმა დავწერო, მაგრამ ჩემი მომა-
ვალი ოფისი ბოსტნეულის ყუთებითაა სავსე!
ელაიზა მაღაზიის ბოლოსკენ მიდის.
– მაშ, მოვაშოროთ ყუთები, შემდეგ კი წავიდეთ და საწერი
მაგიდა ვიყიდოთ!
ოფისში ვფუსფუსებთ და ბოსტნეულის ყუთები სათითაოდ
გაგვაქვს უკანა ოთახში. მე სკამზე ვდგები, ერთმანეთზე რომ
დავაწყო და ოთახში სივრცე გამოვაჩინო.
– ესენი ვიტრინების იმ დეკორისთვის გამოგვადგება,
რომლებზეც ახლა ვფიქრობ, – ელაიზა ორ ყუთს მაწვდის და
გადის, მე ფეხის წვერებზე ვდგები, რომ სულ უფრო მაღლა და-
ვაწყო ისინი, მაგრამ ვგრძნობ, როგორ ირყევა ყუთების გრო-
ვა და ვცდილობ, რამეს ჩავავლო ხელი წონასწორობის დასა-
ცავად, ის კი იშლება და მეც სკამიდან ვვარდები. იატაკზე ვე-
ცემი თუ არა, ცალ ფეხში, ცერამდე, საშინელ ტკივილს
ვგრძნობ.
ელაიზა ოთახში შემორბის და ორ ყუთს მაცლის, რომ გა-
მათავისუფლოს.
– ლილი, ღმერთო ჩემო, როგორ ხართ?
წამოჯდომას ვცდილობ, მაგრამ ფეხს ძალას ვერ ვატან.
– ცუდად, კოჭი მტკივა!

46
ელაიზა მყისიერად მხდის ფეხსაცმელს, ჯიბიდან მობი-
ლურს იღებს, ნომერს კრეფს და მიყურებს.
– ვიცი, სულელური შეკითხვაა, მაგრამ აქ შემთხვევით მა-
ცივარი ხომ არ არის, რომელშიც ყინული გეგულებათ?
უარის ნიშნად თავს ვიქნევ.
– ასეც ვიცოდი, – ამბობს, შემდეგ ტელეფონის მიკრო-
ფონს რთავს, მობილურს იატაკზე დებს და შარვალს მიკეცავს.
ვკრთები, მაგრამ არა ტკივილისგან, უბრალოდ, ვერ ვიჯერებ,
ასეთი სულელური რამ რომ დამემართა. ფეხი თუ მოტეხილი
მაქვს, ჩემი საქმე ცუდადაა, მთელი ქონება ჩავდე შენობაში,
რომლის მოწყობასაც ალბათ კიდევ რამდენიმე თვე ვერ შევ-
ძლებ.
– ჰეი, აიზა, – ისმის ხმა მობილურიდან, – სადა ხარ? თამა-
ში დამთავრდა.
ელაიზას ტელეფონი პირთან მიაქვს:
– სამსახურში. მისმინე…
კაცი აწყვეტინებს და ეუბნება:
– სამსახურში? პატარავ, შენ ხომ სამსახური არ გაქვს!
ელაიზა ისევ თავს აქნევს.
– მარშალ, მისმინე, სასწრაფოდ დახმარება მჭირდება,
ჩემმა უფროსმა ფეხი მოიტეხა, იქნებ მოხვიდე და ყინულიც წა-
მოიღო…
კაცი სიცილით აწყვეტინებს:
– შენმა უფროსმა? პატარავ, შენ ხომ არ მუშაობ! –
იმეორებს.
ელაიზა თვალებს ატრიალებს.
– მარშალ, მთვრალი ხარ?
– დღეს საშინაო კომბინეზონების დღე გვაქვს, – ბუტბუ-
ტებს ტელეფონიდან, – ხომ იცოდი? აქ შენ არ მოგვიყვანე?
უფასო ლუდი…
ელაიზა კვნესის:
– ჩემი ძმა დამალაპარაკე!
– კარგი, კარგი, – ბუტბუტებს მარშალი. ტელეფონიდან
ჯერ შრიალი ისმის, შემდეგ კი:
– გისმენ!

47
ელაიზა სწრაფად ეუბნება მისამართს.
– ახლავე მოდით, გთხოვთ, და ბლომად ყინული წამო-
იღეთ.
– კარგი, მემ, – ეუბნება ძმა, ისეთი ხმა აქვს, ისიც ნასვამი
უნდა იყოს. მერე სიცილი ისმის, ბოლოს ერთი მეორეს ეუბნე-
ბა: – ცუდ ხასიათზეა! – ელაიზა მათთან საუბარს ასრულებს და
ტელეფონს ისევ ჯიბეში იდებს, – უნდა გავხედო, ამ ქუჩაზე
არიან. ხომ არაფერი გიჭირთ, ცოტა ხნით მარტო რომ დაგტო-
ვოთ?
თავს ვუქნევ და ვცდილობ, სკამს მივწვდე.
– გავლა ხომ არ ვცადო?
ელაიზა მეხმარება და ისევ კედელს ვეყრდნობი.
– არა, არ გაინძრეთ, სანამ ისინი არ მოვლენ, კარგი?
აზრზე არ ვარ, ის ორი მთვრალი კაცი რაში უნდა დამეხმა-
როს, მაგრამ თავს ვუქნევ. ჩემი ახალი თანამშრომელი უფრო
იქცევა უფროსივით, მე კი წამით მეშინია კიდეც მისი.
რამდენიმე წუთი ველოდები, ბოლოს კარი იღება.
– რა ხდება? – მესმის მამაკაცის ხმა, – რატომ ხარ მარტო
ამ საშინელ შენობაში?
მესმის, როგორ სცემს პასუხს ელაიზა:
– დაშავებული უკანა ოთახშია, – შემოდის და კომბინეზონ-
ში გამოწყობილი კაცი მოჰყვება. მაღალია, ოდნავ გამხდარი,
ყმაწვილურად ლამაზი, ალალი მზერითა და მოკლედ შეჭრი-
ლი, აჩეჩილი შავი თმით. ხელში ყინულით სავსე პარკი უჭი-
რავს.
გითხარით, რომ კომბინეზონი აცვია?
ზრდასრული მამაკაცი სპანჯბობის საშინაო კომბინეზონ-
შია გამოწყობილი.
– ესაა თქვენი ქმარი? – ვეკითხები ელაიზას და წარბს ვწევ.
ელაიზა თვალებს ატრიალებს.
– საუბედუროდ, – მეუბნება და მამაკაცს უყურებს, ამასო-
ბაში შენობაში კიდევ ერთი (კომბინეზონიანი) კაცი შემოდის,
მაგრამ მე მთელი ყურადღება ელაიზაზე მაქვს გადატანილი,
რომელიც მიხსნის, რატომ აცვიათ ამ კაცებს საშინაო კომბი-
ნეზონები ერთ ჩვეულებრივ ოთხშაბათ დღეს, – აქვე დიდი ბა-

48
რია, სადაც ლუდს უფასოდ ურიგებენ მათ, ვინც „ბრუინსის“
მატჩის საყურებლად კომბინეზონით მივა, – შემდეგ ახალშე-
მოსულ მამაკაცთან ერთად მიახლოვდება და მას ეუბნება, –
სკამიდან გადმოვარდა და კოჭი იტკინა, – მამაკაცი მარშალს
გვერდს უვლის, მიახლოვდება და პირველი, რასაც ვამჩნევ,
მისი ხელებია.
დალახვროს ეშმაკმა, ვიცნობ ამ ხელებს!
ეს ნეიროქირურგის ხელებია!
ელაიზა მისი დაა? ის და, რომელსაც მთელი სართული
აქვს ნაყიდი მაღალსართულიან სახლში, სადაც იმ ქმართან
ერთად ცხოვრობს, რომელსაც პიჟამას გახდაც კი არ სჭირდე-
ბა, ისე გამოიმუშავებს შინიდან შვიდნიშნა თანხას?
როგორც კი ჩემი და რაილის მზერა ერთმანეთს ხვდება,
მას მაშინვე ღიმილი უპობს სახეს. ღმერთო, რამდენი ხანია,
არ მინახავს… ექვსი თვე? მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ არც კი
მიფიქრია მასზე თითქმის ექვსი თვეა, სულ რამდენჯერმე გა-
მახსენდა, აღარც კი მეგონა, თუ ოდესმე ვნახავდი.
– რაილი, ეს ლილია, ლილი, გაიცანით, ჩემი ძმა, რაილი!
– მეუბნება და ძმაზე მანიშნებს, – ეს კი მარშალია, ჩემი მეუღ-
ლე.
რაილი მიახლოვდება და მუხლებზე ეშვება.
– ლილი, – ღიმილით მაჯილდოებს, – მიხარია, რომ გაგი-
ცანით!
ცხადია, ვახსოვარ, ამას მარტივად ვხვდები მისი ყოვლის-
მცოდნე ღიმილით, თუმცა ჩემსავით, ისიც თამაშობს, თითქოს
პირველად მხედავს. არც მე ვარ იმის ხასიათზე, ახსნა დავიწ-
ყო, როდის და როგორ გავიცანით ერთმანეთი.
რაილი კოჭზე მეხება და მისინჯავს.
– შეგიძლია ფეხი აამოძრაო?
ვცდილობ, მაგრამ მაშინვე მკვეთრი ტკივილი მივლის
მთელ ფეხში. კბილებით ვისრუტავ ჰაერს, ჩასუნთქვას ვცდი-
ლობ და ვეუბნები:
– არა, არ შემიძლია, მტკივა!
რაილი მარშალს ანიშნებს:
– რამე იპოვე, ყინული რომ გავახვიოთ შიგ.

49
ელაიზა მარშალს ოთახიდან გააცილებს. ორივე გადის თუ
არა, რაილი მიყურებს და გულიანად მიღიმის:
– ფულს არ გადაგახდევინებ, მაგრამ იცოდე, მხოლოდ
იმიტომ, რომ ნასვამი ვარ! – მეუბნება და თვალს მიკრავს.
თავს გვერდზე ვხრი.
– რომ გაგიცანი, დაბოლილი იყავი, ახლა ნასვამი ხარ, უკ-
ვე ვნერვიულობ, ნუთუ ნამდვილად კვალიფიცირებული ნე-
იროქირურგი ხარ?
იცინის.
– შესაძლოა მართლაც ასე მოგეჩვენოს, მაგრამ მერწმუნე,
ხშირად არ ვბოლდები, დალევას რაც შეეხება, ამ თვეში პირ-
ველად მეღირსა დასვენების დღე და ლუდი ნამდვილად მჭირ-
დებოდა, თანაც ერთი კი არა, ხუთი კათხა მაინც!
მარშალი ქსოვილის ნაგლეჯით ხელში ბრუნდება, შიგ ყი-
ნულები აქვს გახვეული. მას რაილის აწვდის, ის კი ფეხზე მა-
დებს.
– პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა რომ გაქვს
მანქანაში, ის მჭირდება, – ეუბნება ელაიზას, ისიც თავს უქ-
ნევს, მარშალს ხელს ჰკიდებს და ისევ გაჰყავს ოთახიდან.
რაილი ფეხისგულზე მაჭერს ხელს.
– დამეყრდენი, – მეუბნება.
ვცდილობ, კოჭი სწორად დავდო, მტკივა, მაგრამ მაინც ვი-
შორებ რაილის ხელს.
– მოტეხილი მაქვს?
რაილი ფეხს მამოძრავებინებს, შემდეგ მეუბნება:
– არა მგონია, ორი წუთი დავიცადოთ, შემდეგ კი სცადე,
ძალა დაატანო.
ვთანხმდები და ვხედავ, როგორ ჯდება ჩემ გვერდით ფეხ-
მორთხმით, ჩემს ფეხს კი კალთაში იდებს, ოთახს ათვალიერე-
ბს, ბოლოს კი მეკითხება:
– ეს რა შენობაა?
ფართოდ ვიღიმი.
– „ლილი ბლუმის ყვავილების მაღაზია“ იქნება ორ თვეში.
შემიძლია დავიფიცო, რომ სახე სიამაყით უბრწყინავს.

50
– არ არსებობს, ნუთუ მართლა? შეძელი და შენი საქმე წა-
მოიწყე?
თავს ვუქნევ.
– ჰო, ვიფიქრე, დროა ბედი ვცადო, სანამ ახალგაზრდა
ვარ, რომ მარცხის შემთხვევაში კიდევ მქონდეს შანსი.
რაილი ცალი ხელით ყინულს მადებს კოჭზე, მეორით კი
შიშველ ტერფს ისე მიზელს, თითქოს არაფრად აგდებდეს ჩემს
შეხებას, მე კი მისი ხელის მოძრაობას უფრო ვგრძნობ, ვიდრე
კოჭის ტკივილს.
– რა სასაცილოდ მაცვია, არა? – მეკითხება და წითელ
კომბინეზონს დასცქერის.
მხრებს ვიჩეჩ.
– კიდევ კარგი, რომელიმე პერსონაჟის კომბინეზონი არ
გაცვია, შენ უკეთესი არჩევანი გაგიკეთებია, სპანჯბობისას
ნამდვილად სჯობს!
ჯერ იცინის, მერე ღიმილი სახიდან უქრება, თავს უკან,
კარს ადებს და მზერით მაფასებს.
– დღისით ბევრად უფრო ლამაზი ხარ.
ასეთ დროს ვერ ვიტან, წითელი თმა და თეთრი კანი რომ
მაქვს. უხერხულ წუთებში მხოლოდ ლოყები კი არა, მთელი
სხეული – სახე, მკლავები, კისერიც კი მიწითლდება. თავით
კედელს ვეყრდნობი და მეც შემფასებლურად ვუყურებ.
– გინდა შიშველი სიმართლე?
თავს მიქნევს.
– იმ დღის შემდეგ არაერთხელ მქონდა სურვილი, ღამით
სახურავზე ამოვსულიყავი, მაგრამ ვშიშობდი, რომ იქ დამ-
ხვდებოდი. ცოტა არ იყოს, მანერვიულებ!
თითებს აჩერებს, ტერფზე აღარ მისვამს.
– ჩემი ჯერია?
თავს ვუქნევ.
თვალებს აწვრილებს, ტერფს ისევ მიზელს, ნელა მიუყვება
ცერიდან ქუსლამდე.
– ისევ მინდა გაგჟიმო!
ვიღაცის წამოძახილი მესმის:
– არა!

51
მე და რაილი კარისკენ ვიხედებით და თვალებგაფართოე-
ბულ ელაიზას ვხედავთ, პირდაღებული იშვერს თითს რაილის-
კენ…
– შენ ახლა… – შემდეგ მე მიყურებს, – მის მაგივრად მე
გიხდი ბოდიშს, ლილი, – შემდეგ ღვარძლით სავსე მზერით
უყურებს ძმას, – შენ ახლა ჩემს უფროსს უთხარი, რომ გინდა
გაჟიმო?
ო, ღმერთო!
რაილი ქვედა ტუჩზე იკვნეტს. ელაიზას უკნიდან მარშალი
ჩნდება და გვეკითხება:
– რა ხდება?
ელაიზა მარშალს უყურებს, შემდეგ რაილიზე მიუთითებს:
– ეს წუთია ლილის უთხრა, მინდა გაგჟიმოო!
მარშალს მზერა რაილიდან ჩემზე გადმოაქვს, არ ვიცი, რა
ვქნა, გავიცინო თუ მაგიდის ქვეშ შევძვრე და დავიმალო.
– მართლა? – ეკითხება რაილის.
რაილი მხრებს იჩეჩს.
– ასე გამოდის.
ელაიზა თავს ხელებში რგავს.
– ღმერთო ჩემო, – ამბობს და მიყურებს, – მთვრალია,
ორივე მთვრალები არიან, გთხოვ არ განიკითხო, ჩემი ძმა ნამ-
დვილი იდიოტია!
ვუღიმი და ხელს ვიქნევ.
– არა უშავს, ელაიზა, ჩემი გაჟიმვა ბევრს უნდა, – ისევ რა-
ილის ვუყურებ, რომელიც ტერფზე ისე მისვამს ხელს, თითქოს
აქაც არაფერიო, – ბოლოს და ბოლოს, შენი ძმა იმას ამბობს,
რასაც ფიქრობს, ბევრ ადამიანს არ ჰყოფნის ამის გამბედა-
ობა.
რაილი თვალს მიკრავს, შემდეგ ჩემს ფეხს ფრთხილად
იღებს კალთიდან.
– აბა, ვნახოთ, თუ შეგიძლია ფეხს ძალა დაატანო!
ის და მარშალი წამოდგომაში მეხმარებიან. რაილი ოდნავ
მოშორებით, კედელთან მდგარი მაგიდისკენ მიმითითებს, –
მოდი, სცადე იმ მაგიდასთან მისვლა, კოჭი რომ შეგიხვიო.

52
რაილის წელზე აქვს ხელი შემოხვეული და ხელს მაგრად
მიჭერს, რომ არ დავეცე. მარშალი, უბრალოდ, გვერდით მიდ-
გას, ყოველი შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდა, დამეხმა-
როს. ოდნავ ვატან ძალას ფეხს და ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ
ნაკლებად შემაწუხებელს. კოჭლობით მივდივარ მაგიდისკენ,
ძირითადად, რაილი მეხმარება, ცდილობს მაგიდაზე დამსვას,
მეც ზედ მოვკალათდები, ზურგით კედელს ვეყრდნობი და
ფეხს წინ ვწევ.
– მოკლედ, კარგი ამბავი ისაა, რომ მოტეხილი არ გაქვს!
– და ცუდი?
რაილი პირველადი დახმარების ნაკრებს ხსნის და მეუბნე-
ბა:
– რამდენიმე დღე შინ მოგიწევს დარჩენა, შესაძლოა მთე-
ლი კვირა და მეტიც, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რო-
გორ დაემორჩილება მკურნალობას.
თვალებს ვხუჭავ და თავსაც კედელს ვადებ:
– არადა, რამდენი საქმე მაქვს! – ვგმინავ.
რაილი ფრთხილად მიხვევს კოჭს, ელაიზა მის უკან დგას
და უყურებს.
– მწყურია, – აცხადებს მარშალი, – ვინმეს ხომ არ გინდათ
დასალევი მოგიტანოთ? აქვე, ქუჩის გადაღმა CVS-ია.
– მე არაფერი მინდა, – ეუბნება რაილი.
– წყალს დავლევდი, – ვამბობ მე.
– „სპრაიტი“ წამომიღე, – სთხოვს ელაიზა.
მარშალი ხელში ჩაავლებს და…
– შენ გამომყევი!
ელაიზა უარობს და გულზე ხელებს იკრეფს.
– არსადაც არ წამოვალ, ჩემი ძმა სანდო არ არის!
– ელაიზა, ნუ ნერვიულობთ, – ვეუბნები, – გამეხუმრა!
ელაიზა უხმოდ მიყურებს, შემდეგ მეუბნება:
– კარგი, მაგრამ სამსახურიდან ხომ არ გამიშვებთ, კიდევ
თუ რამე სისულელე წამოროშა?
– გპირდებით, არ გაგიშვებთ!
ელაიზა ხელს ჰკიდებს მარშალს და ოთახიდან გადიან, რა-
ილი ისევ ფეხს მიხვევს, შემდეგ მეუბნება:

53
– ჩემი და შენთან მუშაობს?
– ჰო, ორიოდე საათის წინ ავიყვანე სამსახურში.
რაილი ყუთიდან ლეიკოპლასტს იღებს.
– ხვდები, რომ ცხოვრებაში არასოდეს უმუშავია?
– თვითონვე გამაფრთხილა.
რაილი მაგრად კუმავს პირს, სულაც აღარ ჩანს ისე მოდუ-
ნებული, როგორიც აქამდე იყო. უცებ ვხვდები, შესაძლოა ფიქ-
რობს, რომ ელაიზა მასთან დასაახლოებლად დავიქირავე.
– სანამ არ მოხვედი, აზრზე არ ვიყავი, შენი და თუ იყო, გე-
ფიცები!
რაილი ჯერ მე მიყურებს, შემდეგ ტერფს.
– ეგ არც მიფიქრია, – მეუბნება და ლეიკოპლასტით ამაგ-
რებს სახვევს.
– ვიცი, უბრალოდ, არ მინდა იფიქრო, თითქოს შენს დათ-
რევას ვცდილობ, ხომ გახსოვს, ჩვენ ორს ამ ცხოვრებაში სხვა-
დასხვა მიზანი გვაქვს.
რაილი თავს მიქნევს.
– მართალია, მე მხოლოდ ერთი ღამით მაინტერესებს ქა-
ლები, შენ კი „წმინდა გრაალის“ ძიებაში ხარ.
ვიცინი.
– კარგი მეხსიერება გაქვს.
– ასეა, – მეუბნება და გულიანად იღიმის, – თუმცა შენი და-
ვიწყებაც ძნელია!
ღმერთო, აღარ უნდა მითხრას ასეთი სიტყვები! ხელისგუ-
ლებით მაგიდას ვეყრდნობი და ფეხს დაბლა დავუშვებ:
– შიშველი სიმართლის დროა!
მაგიდისკენ, ჩემკენ იხრება და მეუბნება:
– მთელი გულისყურით გისმენ!
არ ვაპირებ, რამე დავუმალო.
– ძალიან მიზიდავ, – ვეუბნები, – ბევრი რამ მომწონს შენ-
ში, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს სხვადასხვა მიზანი გვაქვს,
და თუ ოდესმე ისევ შევხვდებით, თავბრუს ნუ დამახვევ, უსა-
მართლოდ ნუ მომექცევი!
თავს მიქნევს, შემდეგ მეუბნება:

54
– ჩემი ჯერია, – ხელს მაგიდაზე დებს და ოდნავ მიახლოვ-
დება, – შენც ძალიან მიზიდავ, შენშიც ბევრი რამ მომწონს,
მაგრამ იმედი მაქვს აღარასოდეს შევხვდებით, რადგან არ
მომწონს, შენზე ბევრს რომ ვფიქრობ. არა, შეიძლება არც ძა-
ლიან ბევრს, მაგრამ იმაზე მეტს, ვიდრე მინდა. მოკლედ, თუ
ერთი ღამის ურთიერთობაზე არ ხარ თანახმა, მგონი ერთმა-
ნეთს უნდა მოვერიდოთ, საჭირო არ არის ღრმად შევტოპოთ!
არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა ჩემთან ასე ახლოს, მაგრამ
ერთი ფუტიც კი აღარ გვაშორებს ერთმანეთს, ეს სიახლოვე
ხელს მიშლის მის სიტყვებზე ვიფიქრო. რაილი ტუჩებზე მიყუ-
რებს, მაგრამ შემოსასვლელი კარი იღება და ის უცებ ოთახის
მეორე ბოლოში ჩნდება. ელაიზა და მარშალი შემოდიან, რა-
ილი მიმოყრილ ყუთებს ალაგებს. ელაიზა კოჭზე მიყურებს.
– განაჩენი?
ტუჩებს ვბუშტავ.
– თქვენი ექიმი ძმა ამბობს, რომ რამდენიმე დღე შინ დარ-
ჩენა მომიწევს.
ელაიზა წყალს მაწვდის.
– კარგია, მე რომ ამიყვანეთ, შემიძლია ვიმუშაო და დავა-
სუფთაო აქაურობა, სანამ გამოკეთდებით.
წყალს ვსვამ და ტუჩებს ვიწმენდ.
– ელაიზა, წლის საუკეთესო თანამშრომლად გასახე-
ლებთ!
ელაიზა იღიმება, შემდეგ მარშალს მიმართავს:
– გესმის, რას ამბობს? საუკეთესო თანამშრომლად
მთვლის!
მარშალი გულში იხუტებს ცოლს და კეფაზე კოცნის.
– ვამაყობ შენით, აიზა!
მომწონს, ელაიზას აიზას რომ ეძახის, სახელის შემოკლე-
ბულ ვარიანტს. ჩემი სახელი მახსენდება, ოდესმე თუ რომე-
ლიმე მამაკაცი ეცდება, თავბრუდამხვევი მეტსახელი გამოიყ-
ვანოს მისგან, ილი ვიქნები.
არა. აიზა სულ სხვაა!
– სახლამდე მიყვანა დაგჭირდებათ ალბათ, არა? – მეკით-
ხება ელაიზა.

55
მაგიდიდან ვხტები და ფეხსაც ვამოწმებ.
– ალბათ მანქანამდე უფრო, მარცხენა ფეხია, ტარებაში
ხელს ვერ შემიშლის.
ელაიზა მოდის და ხელს მხვევს.
– თუ გინდათ, გასაღები დამიტოვეთ, მაღაზიას დავკეტავ,
ხვალ კი მოვალ და დალაგებას დავიწყებ.
სამივე მანქანამდე მაცილებს, მაგრამ რაილი ელაიზას ან-
დობს მთელ საქმეს. რატომღაც, ეშინია შემეხოს. მძღოლის სა-
ვარძელში ვჯდები თუ არა, ელაიზა საფულესა და სხვა ნივთებს
ძირს ყრის, თვითონ ჩემ გვერდით, მგზავრის ადგილას ჯდება,
ჩემს მობილურს იღებს და შიგ თავის ნომერს მიწერს.
რაილი სარკმლისკენ იხრება.
– ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ხშირად დაიდე ხოლ-
მე ნატკენ ფეხზე ყინული, წყლის აბაზანაც მოგიხდება.
თავს ვუქნევ.
– გმადლობ დახმარებისთვის!
ელაიზა მისკენ იხრება და ეუბნება:
– რაილი, ხომ არ მიიყვანდი სახლამდე? უკან ტაქსით დაბ-
რუნდებოდი, ასე უფრო უსაფრთხო იქნება.
რაილი მიყურებს და უარობს:
– არა მგონია, ეს კარგი აზრი იყოს, კარგადაა, მე კი რამ-
დენიმე კათხა ლუდი მაქვს დალეული და არ ღირს საჭესთან
დავჯდე!
– ბინამდე მაინც მიაცილებდი! – სთავაზობს ელაიზა.
რაილი თავს იქნევს, შემდეგ მანქანის სახურავს უსვამს
ხელს, ტრიალდება და მიდის.
ისევ მას ვუყურებ, ელაიზა ტელეფონს რომ მაწვდის და მე-
უბნება:
– სერიოზულად გეუბნები, ვწუხვარ მისი საქციელის გამო,
მოეწონება თუ არა ვინმე, მაშინვე თავკერძა იდიოტი ხდება, –
მანქანიდან გადადის, კარს ხურავს და სარკმლისკენ იხრება,
– მომწერე, შინ რომ მიხვალ. ან, თუ რამე დაგჭირდება, დამი-
რეკე, მაგაში ფულს არ გამოგართმევ!
– გმადლობ, ელაიზა!
იღიმის.

56
– არა, მადლობა შენ, ასე ბედნიერი ბოლოს პაოლო ნიტი-
ნის კონცერტზე ვიყავი შარშან, – ხელს მიქნევს, მემშვიდობე-
ბა და იქით მიდის, სადაც მარშალი და რაილი დგანან.
სამივე ერთად მიუყვება ქუჩას, მე კი უკანა ხედვის სარკეში
ვუყურებ, კუთხეში რომ უჩინარდებიან, ვხედავ, როგორ იხე-
დება ჩემკენ რაილი.
თვალებს ვხუჭავ და ვოხრავ.
ორჯერ შევხვდი რაილის და ორჯერვე ისეთ დღეს, რომლის
დავიწყებაც მინდოდა. მამაჩემის დაკრძალვის დღეს და მაშინ,
როცა კოჭი ვიღრძე, მაგრამ სწორედ მისი წყალობით, ეს დღე-
ები ნაკლებად მძიმე გამოვიდა, ვიდრე ველოდი.
რა ცუდია, ელაიზას ძმა რომ არის. ისეთი შეგრძნება მაქვს,
რომ სულაც არ გვინახავს ერთმანეთი უკანასკნელად.

57
თავი მეოთხე

მანქანიდან ბინამდე მისვლაში ნახევარი საათი გადის.


ლუსის ორჯერ დავურეკე, მინდოდა დამხმარებოდა, მაგრამ
არ მიპასუხა. ბინაში შესული გავღიზიანდი, რადგან ტახტზე წა-
მოწოლილი დამხვდა, ყურთან მიტანილი მობილურით.
კარს ხმაურით ვკეტავ, ისიც ჩემკენ იხედება.
– რა დაგემართა? – მეკითხება.
კედელ-კედელ გავდივარ დერეფანს.
– კოჭი ვიღრძე!
საძინებლის კარამდე რომ მივალ, მეძახის:
– მაპატიე, რომ არ გიპასუხე, ალექსს ველაპარაკებოდი,
ვიფიქრე მერე დავურეკავ-მეთქი!
– არა უშავს! – ვეძახი და საძინებლის კარსაც ხმაურით
ვხურავ. შემდეგ სააბაზანოში შევდივარ, ტკივილგამაყუჩებელ
აბებს ვპოულობ კარადაში, ორ ცალს ვსვამ, ვწვები და ჭერს
მივშტერებივარ.
ვერ ვიჯერებ, რომ მთელი კვირა აქ უნდა გამოვიკეტო. ტე-
ლეფონს ვიღებ და დედას შეტყობინებას ვწერ:
„ფეხი ვიღრძე, კარგად ვარ, მაგრამ ნივთების სიას გამო-
გიგზავნი, იქნებ შეძლო, მაღაზიაში შეიარო და მომიტანო!“
ტელეფონს ლოგინზე ვაგდებ და პირველად მას შემდეგ,
რაც აქ გადმოვიდა, მიხარია მისი სიახლოვე. სულაც არ აღ-
მოჩნდა ცუდი დედას ბოსტონში გადმოსახლება. რაც მამა გარ-
დაიცვალა, ის უფრო მომწონს. აქამდე მასზე უფრო იმიტომ
ვბრაზობდი, რომ მამას მიტოვება ვერ შეძლო. ახლა მის მი-
მართ ბრაზი ნელ-ნელა მინელდება, მაგრამ მამაჩემზე იმავეს
ვერ ვიტყვი. მესმის, ცუდია, მასზე ისევ რომ ვინახავ წყენას,
თუმცა დალახვროს ეშმაკმა, ის ხომ საშინლად ექცეოდა დე-
დას, საშინლად მექცეოდა მე, საშინლად მოექცა ეტლესს!
ეტლესი!
დედას ბოსტონში გადმოსვლის შემდეგ, მაღაზიისთვის შე-
ნობის ძებნით ისე ვიყავი გართული, რომ ჩემი დღიურების
კითხვა, ამ რამდენიმე თვის წინ რომ დავიწყე, ვერაფრით და-
ვასრულე.

58
ძლივს მივაღწიე კარადამდე, მხოლოდ ერთხელ წავიბორ-
ძიკე, იღბლად, კამოდს მოვეჭიდე. დღიურს ვიღებ თუ არა, ისევ
ლოგინამდე მივდივარ წვალებით და მოხერხებულად ვწვები.
უკეთესს რას გავაკეთებ, სანამ მუშაობა არ შემიძლია. მირ-
ჩევნია წარსულში შევიბრალო საკუთარი თავი, ვიდრე აწმყო-
ში!

„ძვირფასო ელენ
„ოსკარის“ ცერემონიალი ისე მიგყავდათ, საუკეთესო გა-
დაცემა გამოვიდა მათ შორის, რაც კი შარშან ტელევიზიით მი-
ნახავს. არა მგონია, ეს მეთქვა თქვენთვის. მტვერსასრუტით
რომ ჩაიარეთ დარბაზის რიგებში, ლამის ჩავიფსი!
ჰო, მართლა, ახალი მიმდევარი გაგიჩინეთ ეტლესის სა-
ხით. სანამ დამძრახავთ იმის გამო, რომ ეს ბიჭი ისევ შემოვუშ-
ვი ჩემს სახლში, ნება მომეცით, ყველაფერი გიამბოთ.
გუშინ, შხაპის მიღების საშუალება რომ მივეცი, მას შემდეგ
აღარ დამინახავს, ამ დილით კი ისევ გვერდით მომიჯდა ავტო-
ბუსში. უფრო ბედნიერი მომეჩვენა, ვიდრე წინადღეს, რადგან
დაჯდა თუ არა, გამიღიმა.
არ მოგატყუებთ, ცოტა უცნაური იყო ჩემთვის მამაჩემის
ტანსაცმელში მისი დანახვა, მაგრამ შარვალი იმაზე უკეთ
ჰქონდა, ვიდრე მეგონა.
– იცი, რა? – მითხრა და ზურგჩანთის ელვაშესაკრავის გახ-
სნას შეუდგა.
– რა?
ეტლესმა ჩანთა გამომიწოდა.
– ესენი ავტოფარეხში ვიპოვე, ვცადე გამეწმინდა, ძველი
ჭუჭყით იყო დაფარული, მაგრამ წყლის გარეშე ბევრს ვერა-
ფერს გავხდი.
ჩანთა გამოვართვი და დაეჭვებულმა გავხედე. ამდენი ეტ-
ლესს ჯერ არ ულაპარაკია ჩემთან. სხვა რა გზა მქონდა, გავ-
ხსენი და შიგ ჩავიხედე. პარკი სავსე აღმოჩნდა ბაღის მოვლის-
თვის საჭირო იარაღით.

59
– გუშინ დაგინახე, როგორ თხრიდი ბარით მიწას, არ ვიცი,
გაქვს თუ არა საჭირო იარაღი, ამათ კი არავინ იყენებს, ასე
რომ…
– გმადლობ, – ვეუბნები შეცბუნებული. მოკლეტარიანი ნი-
ჩაბი მქონდა, მაგრამ პლასტმასის ტარი გაუტყდა და ბებერებს
მიჩენდა ხელზე. დედას ვთხოვე, ბაღის მოსავლელი იარაღი
ეყიდა დაბადების დღეზე, მანაც ჩვეულებრივი ბარი და თოხი
მიყიდა, მაგრამ გულმა არ გამიშვა, მეთქვა, სულ სხვა რამ
მჭირდებოდა-მეთქი.
ეტლესმა ჩაახველა და უფრო ხმადაბლა მითხრა:
– ვიცი, ეს არ არის ნამდვილი საჩუქარი… არ მიყიდია და
რამე… მაგრამ მინდოდა, რაღაც მეჩუქებინა… ხომ ხვდები…
წინადადება არ დაუსრულებია, მე თავი დავუქნიე და ჩან-
თას ისევ თავი მოვუკარი.
– ხომ არ შეგიძლია, სანამ გაკვეთილები დამთავრდება,
დაიტოვო ეს ნივთები? ზურგჩანთაში ადგილი არ მაქვს.
ეტლესი დამეთანხმა, ზურგჩანთა კალთაში ჩაიდო, ნივთე-
ბი შიგ ჩაალაგა და გულში ჩაიკრა.
– რამდენი წლის ხარ? – მკითხა.
– თხუთმეტის.
თვალებში ჩამხედა და მათში სევდა ამოვიკითხე, ჩემმა
ასაკმა დაანაღვლიანა, თუმცა, არ ვიცი, რატომ.
– მეათე კლასში ხარ?
თავი დავუქნიე, მაგრამ რამის თქმა ვერ მოვიფიქრე. ბი-
ჭებთან ნაკლებად ვურთიერთობ, განსაკუთრებით, ჩემზე უფ-
როსებთან. ნერვიულობისას კი საკუთარ თავში ვიკეტები
ხოლმე.
– არ ვიცი, აქ რამდენ ხანს დავრჩები, – მითხრა კიდევ უფ-
რო ხმადაბლა, – მაგრამ ბაღში ან სადმე სხვაგან, სკოლის შემ-
დეგ, დახმარება თუ დაგჭირდება, ჩემი იმედი გქონდეს, ელექ-
ტროენერგია მაინც არ მაქვს.
გამეცინა, მაგრამ მაშინვე ვიფიქრე, იქნებ არ უნდა გამეცი-
ნა მის შენიშვნაზე-მეთქი.
ამ სიტყვებმა მიმახვედრა, რომ მოწყენილი იყო, ამიტომ
მთელი დარჩენილი გზა თქვენზე ვესაუბრე, ელენ. ვკითხე,

60
ჰქონდა თუ არა ნანახი თქვენი შოუ. მიპასუხა, სიამოვნებით
ვნახავდი, სახალისო იქნება, მაგრამ ტელევიზორს ელექ-
ტროენერგია სჭირდებაო. ეს კიდევ ერთი ისეთი პასუხი იყო,
რომელზეც არ ვიცოდი, გამეცინა თუ არა.
ვუთხარი, „ელენის შოუს“ სკოლის შემდეგ ჩემთან ვუყუ-
როთ-მეთქი. გადაცემებს ვიწერ და სანამ სახლში ვსაქმიანობ,
ხელახლა ვუყურებ ხოლმე. იმაზეც ვიფიქრე, რომ შემეძლო
შემოსასვლელი კარი ჩამეკეტა, მშობლები თუ ადრე დაბრუნ-
დებოდნენ, ეტლესი უკანა კარიდან ადვილად გაიქცეოდა.
დღეს, შინ რომ ვბრუნდებოდით, კარგად ვერ ვნახე. გვერ-
დით ვერ მომიჯდა, რადგან კეიტმა დაიკავა ადგილი ჩემ გვერ-
დით. ვეტყოდი, გადაჯექი-მეთქი, მაგრამ იფიქრებდა, რომ ეტ-
ლესი შემიყვარდა, კეიტს ასეთი ამბები ენაზე არ ადგება, ყვე-
ლას უნდა მოსდოს, სხვა რა გზა მქონდა, გავჩუმდი.
ეტლესი ავტობუსის თავში აღმოჩნდა, ამიტომ პირველი ის
ჩავიდა. იდგა უხერხულად გაჩერებაზე და ელოდა, მეც როდის
ჩავიდოდი. მივუახლოვდი თუ არა, იარაღებიანი ჩანთა გამო-
მიწოდა. თქვენი შოუს საყურებლად დაპატიჟებაზე არაფერი
უთქვამს, ამიტომ მეც ისე მოვიქეცი, თითქოს თანხმობა მიღე-
ბული მქონდა.
– შემოდი, – ვუთხარი, ისიც შემომყვა და კარი მაგრად ჩავ-
კეტე, – მშობლები ადრე თუ დაბრუნდებიან, უკანა კარიდან გა-
იქეცი, არ დაგინახონ!
თავი დამიქნია.
– არ იდარდო, ვერ დამინახავენ, – მითხრა სიცილით.
ვკითხე, რამეს თუ დალევდა და მიპასუხა, რა თქმა უნდაო. მეც
ხემსი გავამზადე და სასმელთან ერთად შევუტანე სასტუმრო
ოთახში. ტახტზე დავჯექი, ის კი – მამაჩემის სკამზე, შემდეგ
თქვენი შოუ ჩავურთე და სწორედ მაშინ მოხდა ყველაფერი.
ბევრი არ გვისაუბრია, რადგან რეკლამებზე ჩანაწერს წინ ვახ-
ვევდი, თუმცა შევნიშნე, ამ ხნის განმავლობაში სულ რომ იცი-
ნოდა. ვფიქრობ, იუმორის გრძნობა ერთ-ერთი მნიშვნელოვა-
ნი რამაა ადამიანის შესაცნობად. ყოველთვის, როდესაც ეტ-
ლესი თქვენს რომელიმე ხუმრობაზე იცინოდა, თავს უკეთ
ვგრძნობდი, სახლში რომ შემოვაპარე. არც კი ვიცი, რატომ.

61
ალბათ იმიტომ, რომ თუკი მასთან დამეგობრებას შევძლებ,
თავს ნაკლებად დამნაშავედ ვიგრძნობ.
ეტლესი მაშინვე წავიდა, როგორც კი შოუ დასრულდა. მინ-
დოდა მეკითხა, ისევ ხომ არ მიიღებდა შხაპს, მაგრამ საცაა
მშობლები დაბრუნდებოდნენ და ყველაზე ნაკლებად ის მინ-
დოდა, ჯერ შხაპიდან გამოქცევა დასჭირვებოდა, შემდეგ კი,
შიშველს, ეზოს გადაჭრა.
თუმცა, სახალისო და დაუვიწყარი მომენტი კი იქნებოდა…
ლილი“

„ძვირფასო ელენ
კარგი, რა, ქალბატონო, ხუმრობთ? მთელი კვირა განმეო-
რებითი ჩვენება? მესმის, შეიძლება დასვენება გჭირდებათ,
მაგრამ მინდა რაღაც შემოგთავაზოთ, დღეში ერთი გადაცემის
ჩაწერის ნაცვლად, ორი რომ ჩაწეროთ ხოლმე? ასე ორმაგ სა-
მუშაოს გასწევთ ნახევარ დროში და არც ჩვენ მოგვიწევს ძვე-
ლი გადაცემების ყურება.
„ჩვენში“ ის ვიგულისხმე, რომ განმეორებების ნახვა ეტ-
ლესთან ერთად მომიხდა. ის რეგულარულად მსტუმრობს,
როგორც კომპანიონი „ელენის შოუს“ ყურებისას. ვფიქრობ
ჩემსავით შეუყვარდით, თუმცა არ მითქვამს, ყოველდღე რომ
გწერთ. რაღაც მეტისმეტად დავემგვანები თქვენს მხურვალე
თაყვანისმცემელ ქარაფშუტა გოგოს!
უკვე ორი კვირაა, ეტლესი იმ სახლში ცხოვრობს. რამდენ-
ჯერმე შხაპი კიდევ მივაღებინე ჩვენთან და ყოველი სტუმრო-
ბისას ვუმასპინძლდებოდი. მეტიც, სარეცხიც კი დავურეცხე
სკოლის შემდეგ. სულ ბოდიშებს მიხდის, ჰგონია, რომ დიდი
ტვირთი ამკიდა, არადა, მსიამოვნებს. სულ ეტლესზე ვფიქრობ
და ერთი სული მაქვს, სკოლის შემდეგ დროს ერთად როდის
გავატარებთ.
ამაღამ მამა გვიან მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამსა-
ხურის შემდეგ ბარში იყო. ასეთ დროს კი დედასთან ჩხუბი და
სისულელეების ჩადენა სჩვევია.

62
გეფიცებით, ხანდახან საშინლად ვბრაზდები, დედა მამას-
თან რომ რჩება. ვიცი, მე მხოლოდ თხუთმეტი წლის ვარ და შე-
იძლება ყოველთვის ვერ ვხვდები, ასე რატომ იქცევა, მაგრამ
არ მინდა მე მიმიზეზებდეს. ფეხებზე მკიდია, თუ მეტისმეტად
ღარიბია საიმისოდ, რომ ქმარი მიატოვოს, საზიზღარ ბინაშიც
კი გავყვები საცხოვრებლად და რამენის ატრიას ვჭამ, სანამ
სკოლას არ დავამთავრებ. ასე მირჩევნია, ვიდრე ჩვენი ახ-
ლანდელი ცხოვრება.
ამწუთას მესმის, მამა დედას როგორ უყვირის. ზოგჯერ
ასეთ დროს სასტუმრო ოთახში მეც შევდივარ და მის დამშვი-
დებას ვცდილობ, თანაც ჩემი თანდასწრებით დედას ცემა არ
უყვარს. ახლაც აჯობებს, ასე მოვიქცე.
ლილი“

„ძვირფასო ელენ
თოფზე ან დანაზე ხელი რომ მიმიწვდებოდეს, მამაჩემს
მოვკლავდი! რომ შევედი, სამზარეულოში იდგნენ, დედას
მკლავში წაევლო ხელი და მის დამშვიდებას ცდილობდა, მან
კი სილა გააწნა და ძირს დააგდო. დარწმუნებული ვარ, წიხ-
ლსაც ჩააზელდა, მაგრამ დამინახა, როგორ შევედი და გაჩერ-
და, თუმცა ჩუმად აგინებდა, ბოლოს საძინებელში შევიდა და
კარი გაიჯახუნა.
სამზარეულოსკენ გავიქეცი დედის დასახმარებლად, მაგ-
რამ არ სიამოვნებს, ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავ ხოლ-
მე.
– კარგად ვარ, ლილი, კარგად, უბრალოდ, სულელურად
წავიჩხუბეთ!
დედა ტიროდა, ლოყაზე მამის ხელი წითლად აჩნდა. მივუ-
ახლოვდი, ვცადე დავრწმუნებულიყავი, რომ მართლა კარგად
იყო, მაგრამ ზურგი მაქცია და მაგიდას ჩაავლო ხელი.
– ხომ გითხარი, კარგად ვარ-მეთქი, ლილი, შენს ოთახში
დაბრუნდი!
დერეფნისკენ გავემართე, მაგრამ ოთახში არ დავბრუნე-
ბულვარ, უკანა კარიდან გარეთ გავედი და ეზო გადავჭერი,

63
დედაზე გავბრაზდი, ასე რომ მომიშორა თავიდან, აღარცერთ
მშობელთან ერთად არ მსურდა შინ ყოფნა და მიუხედავად
იმისა, რომ უკვე ბნელოდა, იმ სახლისკენ გავემართე, სადაც
ეტლესი მეგულებოდა და კარზე დავაკაკუნე.
გავიგონე, ეტლესი ნელა წამოვიდა კარისკენ, ეტყობოდა
გზად ფეხი წამოჰკრა რაღაცას.
– მე ვარ, ლილი! – ჩავიჩურჩულე. რამდენიმე წამში კარი
გამიღო, ჯერ შორს გაიხედა, მერე აქეთ-იქით. მეც სახეში შე-
მომხედა და მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ვტიროდი.
– რა მოგივიდა? – მკითხა, თან გარეთ გამოვიდა. სახეზე
ცრემლები პერანგით მოვიწმინდე, მან კი სახლში არ შემიპა-
ტიჟა. სხვა რა გზა მქონდა, პარმაღის საფეხურზე ჩამოვჯექი, ის
კი გვერდით მომიჯდა.
– კარგად ვარ, – ვუთხარი, – უბრალოდ, გავნერვიულდი
და ასეთ დროს ვტირი ხოლმე, – ეტლესი მომიახლოვდა და
თმა ყურზე გადამიწია. მომეწონა, ასე რომ მოიქცა, მესიამოვ-
ნა და მივხვდი, რომ ისე ძალიან აღარ ვნერვიულობდი. ამის
შემდეგ ეტლესმა ხელი მომხვია და თავი მხარზე ჩამომადები-
ნა. არ ვიცი, როგორ დამამშვიდა ისე, რომ სიტყვაც არ უთ-
ქვამს, მაგრამ ასე გამოვიდა. არსებობენ ადამიანები, რომელ-
თა გვერდით ყოფნაც კი გამშვიდებს, ისინი მამაჩემისგან რა-
დიკალურად განსხვავდებიან.
ასე ვისხედით, სანამ არ დავინახე, რომ ჩემს საძინებელში
შუქი აინთო.
– უნდა წახვიდე, – ჩამჩურჩულა ეტლესმა. ორივე ვხედავ-
დით, როგორ მეძებდა ოთახში დედა. სწორედ ამ დროს მივ-
ხვდი, რომ აქედან შესანიშნავად ჩანდა ჩემი საძინებელი.
სახლში რომ დავბრუნდი, ვეცადე სულ იმაზე მეფიქრა,
რომ იმ სახლში ეტლესი ათენებდა ღამეს. ვცადე გამეხსენები-
ნა საღამოობით, განათებულ ოთახში როგორ დავდიოდი
ხოლმე, მაისურით. ჩვეულებისამებრ, მე ხომ მხოლოდ მაისუ-
რით ვიძინებ.
რა სიგიჟეა, ელენ, იმედი მქონდა, რომ ასე იყო!
ლილი“

64
დღიური დავხურე და ვიგრძენი, ფეხი როგორ ამტკივდა.
დანარჩენს ხვალ წავიკითხავ. ალბათ. იმ ამბების კითხვა, დე-
დას და მამას რომ ეხება, ცუდ გუნებაზე მაყენებს.
ვცადე რაილიზე მეფიქრა და ისე დამეძინა, მაგრამ რატომ-
ღაც გავნერვიულდი და დავნაღვლიანდი.
ალბათ აჯობებს, ელაიზაზე ვიფიქრო, რა ბედნიერი სახით
გამომეცხადა დღეს! მომდევნო რამდენიმე კვირაში ნამდვი-
ლად არ მაწყენდა მეგობარი, რომელიც დამეხმარებოდა.
ვფიქრობ, ეს დრო იმაზე უფრო სტრესული აღმოჩნდება, ვიდ-
რე მეგონა.

65
თავი მეხუთე

რაილი მართალი აღმოჩნდა. სულ რამდენიმე დღეში იმდე-


ნად მომიშუშდა კოჭი, რომ გავლა შევძელი, თუმცა მთელი
კვირა მაინც სახლში გავატარე. ყველაზე ნაკლებად მინდოდა,
ნატკენს თავი შეეხსენებინა.
რა თქმა უნდა, შინიდან გამოვედი თუ არა, მაშინვე ყვავი-
ლების მაღაზიას მივაშურე. ელაიზა იქ დამხვდა და უნდა აღ-
ვნიშნო, ნამდვილად გაოცებული დავრჩი. შენობა სრულიად
განსხვავდებოდა იმისგან, რაც შევიძინე. მართალია, სამუშაო
კიდევ ბევრი იყო, მაგრამ ელაიზასა და მარშალს ყველაფერი
გადაეყარათ, რის გადაყრასაც ვაპირებდი. დანარჩენი ნივთე-
ბი ერთად დამხვდა მოგროვებული. ფანჯრები დაწმენდილი
იყო, იატაკი – მოწმენდილი. მეტიც, ელაიზას ის ნაწილიც კი
დაელაგებინა, რომლის კაბინეტად გამოყენებასაც ვაპირებ-
დი.
დღეს ელაიზას რამდენიმე საათი ვეხმარებოდი, თუმცა მან
ნება არ დამრთო, პირველივე დღეს ბევრი მემუშავა და მაღა-
ზიის გეგმების ხაზვას შევუდექი. ფერები ერთად შევარჩიეთ და
გადავწყვიტეთ დაწესებულება დაახლოებით ორმოცდათოთ-
ხმეტ დღეში გაგვეხსნა. ელაიზა რომ წავიდა, რამდენიმე ისეთი
საქმეც გავაკეთე, რის უფლებასაც არ მომცემდა, სანამ აქ იყო.
თავს კარგად ვგრძნობ, რომ დავბრუნდი, მაგრამ ღმერთმანი,
დავიღალე!
სწორედ ამიტომ, შინ მისული და ტახტზე მოკალათებული
დიდხანს ვფიქრობდი, სანამ კაკუნზე კარის გასაღებად მივედი.
ლუსი ამაღამ ისევ ალექსთან რჩება, დედასაც ხუთი წუთის წინ
ველაპარაკე, ვიცი, არც ერთი იქნება და არც მეორე.
კარს ვუახლოვდები და საჭვრეტში ვიხედები. ჯერ ვერ
ვცნობ, რადგან თავდახრილი დგას, ცოტა ხანში ამოიხედავს,
მარჯვნივ, და გული ლამისაა საგულიდან ამომივარდეს!
აქ რას აკეთებს?
რაილი ისევ აკაკუნებს, მე კი ვცდილობ თმა გადავივარ-
ცხნო და სახიდან გადავიწიო, მაგრამ სულ ტყუილად. მთელი
დღე დაუღალავად ვიშრომე და საძაგლად გამოვიყურები, ნა-

66
ხევარი საათი მაინც დამჭირდება, შხაპი მივიღო, მაკიაჟი გავი-
კეთო და ტანსაცმელი გამოვიცვალო, ამიტომ სხვა გზა არ
მრჩება, უნდა გავუღო!
კარს ვაღებ და მისი რეაქცია მაშინვე მაბნევს.
– ღმერთო ჩემო! – ამბობს და კარის ჩარჩოს ადებს თავს.
ისე ქოშინებს, თითქოს მუშაობამ ძალიან დაღალა და ვამჩნევ,
რომ ჩემზე უკეთ არც ის გამოიყურება. წვერი წამოზრდია…
ასეთი არასოდეს მინახავს… არც თმა აქვს, ჩვეულებისამებრ,
მოდურად გადავარცხნილი. ეს მეუცნაურება, მეუცნაურება მი-
სი მზერაც… – იცი, რამდენ კარზე დავაკაკუნე, სანამ მოგაგნებ-
დი?
თავს ვაქნევ, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რაკი თვითონ
ახსენა, მაშინვე მიჩნდება კითხვა, როგორ მომაგნო?
– ოცდაცხრაზე, – მეუბნება, ხელებს შლის და თითებზე ით-
ვლის ჩურჩულით, – ორი… ცხრა.
ტანსაცმელზე ვაკვირდები. ქირურგის საოპერაციო სამოს-
შია და ეს ძალიან არ მომწონს ამ კონკრეტულ მომენტში. ჯან-
დაბა! იმ კომბინეზონში უკეთ გამოიყურებოდა, „ბარბერიზე“
რომ არაფერი ვთქვა.
– რატომ დააკაკუნე ოცდაცხრა კარზე? – ვეკითხები და
თავს გვერდზე ვწევ.
– არ გითქვამს, რომელ ბინაში ცხოვრობ, – მეუბნება უბ-
რალოდ, – შენობა ვიცოდი, მაგრამ სართული აღარ მახსოვ-
და. ჯერ მესამე სართულიდან დავაპირე ძებნა და ასე რომ მოვ-
ქცეულიყავი, ინსტინქტისთვის რომ დამეჯერებინა, უკვე ერთი
საათის წინ გიპოვიდი.
– რატომ მოხვედი?
რაილიმ სახეზე გადაისვა ხელები, შემდეგ მკითხა:
– შეიძლება შემოვიდე?
უკან ვიხედები, შემდეგ კარს უფრო ფართოდ ვაღებ.
– ალბათ, თუ მეტყვი, რა გინდა!
რაილი შემოდის და კარს ვკეტავ. ის ოთახს ათვალიერებს,
იმ საშინლად სექსუალურ საოპერაციო სამოსში გამოწყობი-
ლი, დოინჯშემოყრილი თვალს თვალში მიყრის. ოდნავ იმედ-

67
გაცრუებული ჩანს, მაგრამ ვერ ვხვდები, ჩემით თუ საკუთარი
თავით.
– ერთ დიდ შიშველ სიმართლესაც გეტყვი, კარგი? – მეუბ-
ნება, – მოემზადე!
მე გულხელდაკრეფილი ვდგავარ და ვხედავ, სანამ და-
ილაპარაკებს, როგორ სუნთქავს.
– მომდევნო თვეები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი კა-
რიერისთვის. ყურადღების მოკრება მჭირდება. რეზიდენტუ-
რას ვამთავრებ და გამოცდები მაქვს ჩასაბარებელი, – თან
ჩემს სასტუმრო ოთახს ათვალიერებს და ხელებს იშველიებს
ლაპარაკისას, – თუმცა რამდენიმე კვირაა, ვერაფრით ამო-
გიგდე თავიდან. არც კი ვიცი, რატომ. შინაც შენზე ვფიქრობ,
სამსახურშიც, მხოლოდ ის მახსენდება, რა გიჟი ვხდები შენს
სიახლოვეს, დროა, ეს ყველაფერი დასრულდეს, ლილი! –
ჩერდება და ისევ მიყურებს, – გთხოვ, დამეხმარე, მხოლოდ
ერთხელ და… შეგეშვები, ვფიცავ!
თითებს ვიჭერ მკლავებზე და ვუყურებ. ისევ ქოშინებს, აღ-
გზნებული მზერა აქვს, მაგრამ ვედრებით სავსე თვალებს არ
მაშორებს.
– ბოლოს როდის გამოიძინე? – ვეკითხები.
თვალებს ატრიალებს, თითქოს აღშფოთებულია, რომ ვერ
მივხვდი.
– ორმოცდარვასაათიან ცვლაში ვმუშაობდი, – ამბობს ბო-
ლოს აგდებით.
„ყურადღება მოიკრიბე, ლილი!“
თავს ვუქნევ და ვცდილობ გუნებაში ვუპასუხო, უკეთ რომ
არ ვიცნობდე… ალბათ ვიფიქრებდი, რომ…
ღრმად ვსუნთქავ და დამშვიდებას ვცდილობ.
– რაილი, – ვეუბნები ფრთხილად, – სერიოზულად ლაპა-
რაკობ? მართლა ოცდაცხრა კარზე დააკაკუნე მხოლოდ იმი-
ტომ, რომ გეთქვა, როგორი ჯოჯოხეთური გახდა ცხოვრება
ჩემთან სექსის სურვილის გამო? შენ რა, მეხუმრები?
რაილი ტუჩებს კუმავს და დაახლოებით ხუთი წამი ფიქ-
რობს, შემდეგ ნელა მიქნევს თავს.

68
– ჰმ… ჰო… მაგრამ შენი პირით ნათქვამი საძაგლად
ჟღერს!
ნერვიულად მეცინება.
– იმიტომ, რომ სასაცილოა, რაილი!
რაილი ქვედა ტუჩს იკვნეტს და ისე ათვალიერებს ოთახს,
თითქოს უცებ გაქცევა მოუნდა. კარს ვაღებ და ვანიშნებ, გავი-
დეს. არ გადის. ფეხებზე მიყურებს.
– კოჭი გაცილებით უკეთ გაქვს! თავს როგორ გრძნობ?
თვალებს ვატრიალებ.
– უკეთ. დღეს ელაიზას პირველად დავეხმარე მაღაზიაში.
ისევ თავს მიქნევს და მეჩვენება, თითქოს კარისკენ აპი-
რებს წასვლას, მაგრამ როგორც კი ჩემს ახლოს აღმოჩნდება,
კარს ხელებს ადებს და შუაში მიმწყვდევს. სუნთქვა მეკვრის
მისი სიახლოვისა და სითამამისგან.
– გთხოვ! – მეუბნება.
ვუარობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სხეული საპირისპი-
როს ამჟღავნებს და სასოწარკვეთილი ვფიქრობ, რამენაირად
გადავურჩე.
– მაგ საქმეში მაგარი ბიჭი ვარ, ლილი, – მეუბნება და ყუ-
რებამდე იღიმება, – შენ არაფრის გაკეთება არ მოგიწევს!
ვცდილობ არ გამეცინოს, მისი სიჯიუტე ერთდროულად სა-
სიამოვნოცაა და გამაღიზიანებელიც.
– ღამე მშვიდობისა, რაილი!
რაილი თავს გვერდით ხრის და ირხევა. შემდეგ კარს აშო-
რებს ხელებს და წელში სწორდება, ბოლოს დერეფნისკენ მი-
ემართება, თუმცა შუა გზაში ჩერდება, წელზე ხელს მხვევს და
მოულოდნელად ჩემ წინაშე მუხლებზე ეშვება.
– გევედრები, დამთანხმდი სექსზე, – ლეკვის თვალებით
და პათეტიკური, იმედიანი ღიმილით მიყურებს, – ისე, ისე სა-
შინლად მინდიხარ, რომ ვფიცავ, დაგეუფლები თუ არა, ვეღა-
რასოდეს მიხილავ, გპირდები!
არის ამ დაჩოქილი ნეიროქირურგის მზერაში, სექსს რომ
მთხოვს, რაღაც ისეთი, რისთვისაც გამიჭირდება წინააღმდე-
გობის გაწევა. საცოდავი სახე აქვს!

69
– წამოდექი, – ვეუბნები და მის მკლავებს ვიშორებ, – თავს
უხერხულ მდგომარეობაში იგდებ!
რაილი ნელა დგება, ხელებს ისევ იშვერს და ისე ადებს
კარს, რომ გალიაში დამწყვდეულივით ვარ.
– ეს თანხმობას ნიშნავს? – მკერდით ოდნავ მეხება და ჩე-
მი თავი მეზიზღება, ისე მსიამოვნებს მისი ვედრება. ზურგი მინ-
და ვაქციო, მაგრამ ვუყურებ და ვგრძნობ, როგორ მიჭირს სუნ-
თქვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასე მაცდურად მიღიმის!
– საერთოდ არ გამოვიყურები სექსუალურად, რაილი.
მთელი დღე ვმუშაობდი, ძალა გამომეცალა, ოფლის სუნი და,
ალბათ, მტვრის გემო მაქვს. თუ დროს მომცემ, შხაპი რომ მი-
ვიღო, მზად ვიქნები, სექსი მქონდეს შენთან!
გაშმაგებული მიქნევს თავს მანამ, სანამ ლაპარაკს დავას-
რულებ.
– შხაპს მიიღებ? რა პრობლემაა, რამდენი ხანიც გინდა, იმ-
დენ ხანს იყავი სააბაზანოში, დაგელოდები!
თავიდან ვიშორებ და შემოსასვლელ კარს ვკეტავ. ის საძი-
ნებლისკენ მომყვება და მეც ვეუბნები, ლოგინზე ჩამომჯდარი
დამელოდოს.
ბედად, საძინებელი წუხელ დავალაგე. ჩვეულებრივ, ტან-
საცმელი მიყრილ-მოყრილია, წიგნების გროვა დევს ტუმბაზე,
ფეხსაცმლებისა და ლიფების კარადაში შეყრა მავიწყდება,
მაგრამ ამაღამ ყველაფერი წესრიგშია. ლოგინიც კი გასწორე-
ბული და იმ მახინჯი ნაკუწებისგან შეკერილი ბალიშებითაა
მორთული, ბებიისგან რომ გვერგო ოჯახის ყველა წევრს სახ-
სოვრად.
სწრაფად მოვავლებ თვალს ოთახს, ვცდილობ დავრწმუნ-
დე, რომ ყველაფერი რიგზეა, ის კი ლოგინზე ჯდება და აქაუ-
რობას ათვალიერებს. სააბაზანოს ზღურბლთან ვდგები და
უკანასკნელად ვცდილობ, თავიდან მოვიშორო.
– ამბობ, თავს დაგანებებო და გაფრთხილებ, რაილი. მე
ნარკოტიკივით ვარ, თუ ამაღამ სექსი გვექნება, თავს უარესად
იგრძნობ, თუმცა იცოდე, ეს ჩვენ შორის მხოლოდ ერთხელ
მოხდება. არ ვაპირებ იმ უამრავ გოგოთაგანი გავხდე, რომ-

70
ლებთანაც, შენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მოიცა, როგორ
თქვი იმ ღამით? მოთხოვნილებებს იკმაყოფილებ, არა?
რაილი იდაყვებს ეყრდნობა.
– ვიცი, შენ იმათნაირი რომ არ ხარ, ლილი, არც მე ვარ ის
ტიპი, ვისაც ერთზე მეტად სჭირდება შენთან ყოფნა. მაგაზე არ
იდარდო!
კარს ვკეტავ და ვფიქრობ, რა შარში მხვევს ეს ბიჭი!
ყველაფერი ქირურგის საოპერაციო სამოსის ბრალია. ეს
სამოსი ჩემი სისუსტეა. რაილის ბრალი არაფერია!
საინტერესოა, შეძლებს სექსი ისე ჰქონდეს ჩემთან, რომ ამ
ტანსაცმელს არ შეელიოს?

***
ნახევარ საათზე მეტი არასოდეს დამითმია თავის მოწეს-
რიგებისთვის, ახლა კი ერთი საათი მაინც გადის, სანამ სააბა-
ზანოდან გამოვალ, სხეულის ის ნაწილებიც კი გავიპარსე, რო-
მელთა გაპარსვაც არ იყო აუცილებელი, თან ოცი წუთია ვცდი-
ლობ თავი ვაიძულო, კარის გაღებისთანავე მაინც ვუთხრა,
აქედან გადი-მეთქი. თმა უკვე გამიშრა, იმაზე უფრო სუფთა
ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, ალბათ დროა, ეს გავაკეთო
– ერთი ღამით დავნებდე რაილის, ბოლოს და ბოლოს, ოცდა-
სამი წლის ვარ!
კარს ვაღებ და ის ისევ ლოგინზე მხვდება. ოდნავ იმედგაც-
რუებული ვარ, რადგან მისი საოპერაციო ხალათი იატაკზე
გდია, შარვალს ვერ ვხედავ, ჩანს, ჯერ კიდევ აცვია. საბნის ქვე-
შაა შემძვრალი და ვერ გეტყვით.
სააბაზანოს კარს ვკეტავ და ველოდები, როდის გადმობ-
რუნდება ჩემკენ, რომ შემომხედოს, მაგრამ ეს არ ხდება. რამ-
დენიმე ნაბიჯით ვუახლოვდები და ვხვდები, რომ ხვრინავს.
ოდნავ კი არ ხვრინავს, მთვლემარე ადამიანივით, არა, სე-
რიოზული ხვრინვა მესმის!
– რაილი! – ვჩურჩულებ, ის კი მაშინაც არ იღვიძებს, რო-
დესაც ღონივრად ვეჯაჯგურები.
მეხუმრება, არა?

71
ლოგინზე ვეშვები და არ მადარდებს, რომ შეიძლება გა-
ვაღვიძო. დამღლელი დღის შემდეგ მთელი საათი ვემზადებო-
დი მისთვის, ის კი ასე მომექცა?
და მაინც, მასზე ვერ ვბრაზდები, განსაკუთრებით იმიტომ,
რომ ჩაძინებული ძალიან მშვიდი ჩანს. ორმოცდარვასაათიან
ცვლაში მუშაობაც წარმოუდგენელია ჩემთვის. პლუს, კომ-
ფორტული ლოგინი მაქვს, ისეთი კომფორტული, რომ ადამია-
ნი ზედ თუ დაწვა, მთელი ღამე შეუძლია მშვიდად იძინოს. უნ-
და გამეფრთხილებინა რაილი!
ტელეფონზე საათს ვამოწმებ. ღამის10:30-ია. მობილური
მდუმარე რეჟიმზე გადამყავს და მის გვერდით ვწვები. რაილის
თავისი ტელეფონი გვერდით, ბალიშზე უდევს, ვიღებ და კამე-
რას ვრთავ, შემდეგ ზემოდან ვიღებ, ვცდილობ მკერდის ღარი
ლამაზად გამომიჩნდეს და სურათს ვუღებ. მინდა იცოდეს, რა
გამოტოვა!
შუქს ვაქრობ და მეცინება, რადგან ნახევრად შიშველი მა-
მაკაცის გვერდით ვიძინებ, რომლისთვის ჯერ არც კი მიკოც-
ნია.

***
სანამ თვალს გავახელ, მისი თითების მოძრაობას
ვგრძნობ მკლავზე. ვცდილობ ღიმილი შევიკავო და თავი მძი-
ნარედ მოვაჩვენო. თითები ახლა მხრებზე მეხება და ლავიწის
ძვალთან ჩერდება, სანამ კისერს მისწვდება. აქ მცირე ზომის
სვირინგი მაქვს, რომელიც კოლეჯში სწავლის დროს გავიკე-
თე. გულის კონტურია, ოდნავ ღია ზედა მხარეს, რაილი ჯერ
თითს აყოლებს მონახაზს, შემდეგ ტუჩებით ეხება. თვალებს
კიდევ უფრო მაგრად ვხუჭავ.
– ლილი, – ჩურჩულებს რაილი და წელზე მხვევს ხელს.
ოდნავ ვკვნესი, ვცდილობ გამოვფხიზლდე, ვტრიალდები
და ვუყურებ. თვალებს ვახელ თუ არა, მის მზერას ვგრძნობ.
ფანჯრიდან შემოსული მზე ისე დასთამაშებს სახეზე, რომ ჯერ
დილის 7 საათიც კი არ იქნება.
– ყველაზე საზიზღარი მამაკაცი ვარ, ვისაც ოდესმე შეხ-
ვედრიხარ, არა?

72
ვიცინი და მსუბუქად ვუქნევ თავს.
– სიმართლესთან საკმაოდ ახლოს ხარ!
იღიმის და თმას თითებით მივარცხნის. წინ იხრება, შუბ-
ლზე ბაგეებს მახებს და მეზიზღება, ამას რომ აკეთებს, ამიერი-
დან წინ უძილო ღამეები მელის, ეს მოგონება არაერთხელ
მინდა ამომიტივტივდეს გონებაში.
– უნდა წავიდე, – მეუბნება, – ძალიან მაგვიანდება, მაგრამ
ჯერ ერთი, უზომოდ ვწუხვარ, მეორე – ასე აღარასოდეს მოვიქ-
ცევი. უკანასკნელად მხედავ, გპირდები. და მესამე, მართლა
ვწუხვარ. ვერც კი წარმოიდგენ, ისე!
ძალით ვიღიმი, მინდა წარბები შევიკრა, სულაც არ მომ-
წონს მისი „მეორე“, წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, ისევ თუ
ეცდება ჩემთან სექსი ჰქონდეს, თუმცა მახსენდება, რომ ცხოვ-
რებისგან სულ სხვა რამ სურს. კარგია, რომ ჩაეძინა და არც კი
უკოცნია, რადგან საოპერაციო სამოსში გამოწყობილთან სექ-
სი რომ მქონოდა, მე მივიდოდი მის კართან და მუხლებზე და-
ჩოქილი შევევედრებოდი, ყველაფერი გაგვემეორებინა.
ეს კარგია. დროა, მოვიგლიჯო პლასტირი და გავუშვა.
– ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ, რაილი, წარმატებების-
თვის მიგეღწიოს ამ სამყაროში!
ჩემს დამშვიდობებას უპასუხოდ ტოვებს. ჩუმად მიყურებს
წარბშეკრული, ბოლოს კი მეუბნება:
– ჰო, შენც, ლილი!
შემდეგ ზურგს მაქცევს და დგება. ვერც კი ვუყურებ, გვერ-
დზე ვიხედები. მესმის, როგორ იცვამს ფეხსაცმელს და მობი-
ლურის აღებას ცდილობს. სანამ გავა, ხანგრძლივი პაუზაა და
ვიცი, მიყურებს. თვალებს მაგრად ვხუჭავ, სანამ კარის გაჯახუ-
ნების ხმას არ გავიგონებ.
სახე მომენტალურად მითბება, ცრემლებს ძლივს ვიკავებ.
ძალით ვდგები ლოგინიდან. სამუშაო მაქვს. არ შეიძლება იმა-
ზე ნერვიულობა, რომ საკმარისად კარგი არ აღმოვჩნდი და
ახალგაზრდა კაცი ვერ ვაიძულე ცხოვრებისეული გეგმების-
თვის გადაეხედა.

73
გარდა ამისა, მეც მაქვს გეგმები, რომლებზეც ღირს ნერ-
ვიულობა და მართლაც ისე ვნერვიულობ, რომ დროც არ მექ-
ნება ვიფიქრო, როგორ გაქრა ეს ტიპი ჩემი ცხოვრებიდან.
არა, ამის დრო ნამდვილად არ მაქვს.
საქმიანი გოგო ვარ.
თამამი საქმიანი ქალი, რომელმაც საოპერაციო სამოსში
გამოწყობილ მამაკაცს გაჟიმვის საშუალება არ მისცა!

74
თავი მეექვსე

ორმოცდაცამეტი დღეა, რაც რაილი ჩემი ბინიდან გავიდა,


რაც ნიშნავს, რომ ორმოცდაცამეტი დღეა, მისგან აღარაფერი
მსმენია.
მაგრამ არა უშავს, რადგან ბოლო ორმოცდაცამეტი დღეა,
ისეთი დაკავებული ვარ, მასზე ფიქრისთვის არც კი მცალია. ამ
მომენტისთვის ვემზადებოდი.
– მზად ხარ? – მეკითხება ელაიზა.
თავს ვუქნევ, ისიც აბრას „ღიაა“ კარზე ჩამოკიდებს და
ორივე ჯერ ერთმანეთს ვეხუტებით, შემდეგ პატარა ბავშვები-
ვით ვკივით.
დახლთან ვდგებით და პირველ მყიდველს ველოდებით.
მაღაზია მოკრძალებულად გავხსენით, მარკეტინგისთვის ჯერ
ვერ მოვიცალე, მაგრამ მინდა დავრწმუნდე, რომ გრანდიო-
ზულ გახსნამდე ყველაფერი რიგზე იქნება.
– ძალიან ლამაზია აქაურობა, – მეუბნება ელაიზა და ჩვენი
ბეჯითი შრომის ნაყოფს ათვალიერებს. მეც ამაყად შევავლებ
თვალს მაღაზიას. რა თქმა უნდა, მინდა წარმატებას მივაღწიო,
მაგრამ ამწუთას ეს სულ არ მადარდებს. ოცნება მქონდა და
მთელი ძალ-ღონე შევალიე მის ასრულებას. დღეიდან, რაც
უნდა მოხდეს, მხოლოდ ამ ოცნების დაგვირგვინება იქნება.
– რა კარგი სუნია აქ, – ვეუბნები, – ვგიჟდები ამ სურნელზე.
არც კი ვიცი, დღეს მყიდველი გვეყოლება თუ არა, მაგრამ
ორივე ისე ვიქცევით, თითქოს ჩვენს ცხოვრებაში ამაზე ბედ-
ნიერი წუთები არ ყოფილა, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამას
მნიშვნელობა არ აქვს. გარდა ამისა, მარშალიც შემოგვივლის
და დედაც, სამსახურიდან გათავისუფლდება თუ არა. ესეც ორი
მყიდველი. პირველი დღისთვის ბევრიცაა.
ელაიზა მკლავზე ხელს მიჭერს, როდესაც შემოსასვლელი
კარი იღება და უეცრად პანიკასავით მეუფლება, რა იქნება, თუ
რაღაც ისე არ წარიმართება, როგორც საჭიროა?
აი, ახლა კი სერიოზული პანიკა მიპყრობს, რადგან მარ-
თლაც არ წარიმართა ყველაფერი ისე, როგორც მსურდა. საქ-

75
მე საშინლადაა. ჩემი პირველი მყიდველი სხვა არავინაა, თუ
არა რაილი კინკეიდი.
კარი იხურება თუ არა, რაილი ჩერდება და გაოცებული ათ-
ვალიერებს მაღაზიას.
– რაო? – ამბობს და ტრიალდება, – როგორ… – მე და
ელაიზას გვიყურებს, – წარმოუდგენელია, ძველ შენობასთან
საერთო აღარაფერი აქვს!
კარგი. იქნებ მიხარია კიდეც, ის რომ არის პირველი მყიდ-
ველი. სულ რამდენიმე წუთი გადის, სანამ დახლამდე მოვა,
რადგან ვერ ჩერდება, ყველაფერს ეხება და ყველაფერს ათვა-
ლიერებს. ბოლოს, ჩვენამდე რომ მოდის, ელაიზა ეხუტება.
– მშვენიერია, არა? – ეუბნება და ჩემზე ანიშნებს, – ყველა-
ფერი ლილის იდეებით გავაკეთეთ, მე მხოლოდ შავ სამუშაო-
ში ვეხმარებოდი!
რაილი იცინის.
– ძნელი დასაჯერებელია, რომ „პინტერესტით“ დაინტერე-
სებამ აქ გარკვეული როლი არ ითამაშა!
თავს ვუქნევ.
– მეტისმეტად თავმდაბლობს, სწორედ მისმა უნარებმა
განმახორციელებინა ყველა იდეა!
რაილი მიღიმის და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღა-
ცამ მკერდში დანა ჩამცა.
უი!
რაილი დახლთან დგება და ტაშს უკრავს.
– მე რა, პირველი ოფიციალური კლიენტი ვარ?
ელაიზა ფლაერებიდან ერთ-ერთს იღებს და აწვდის.
– აუცილებლად უნდა იყიდო რაღაც, კლიენტად რომ ჩაით-
ვალო!
რაილი ფლაერს ათვალიერებს და ისევ დახლზე დებს, შემ-
დეგ ვიტრინასთან მიდის და იისფერი შროშანებით სავსე ლარ-
ნაკს იღებს.
– ესენი მინდა, – და ყვავილებს დახლზე დებს.
ვუღიმი, მაინტერესებს, ხვდება თუ არა, შროშანები რომ
აარჩია.
არის ამაში ერთგვარი ირონია.

76
– გინდა სადმე გაგზავნო? – ეკითხება ელაიზა.
– თქვენ რა, მისამართზეც შეგიძლიათ ყვავილების მიტა-
ნა?
– მე და ელაიზას არ შეგვიძლია, – ვეუბნები, – თუმცა კუ-
რიერი გვყავს, უბრალოდ, არ გვეგონა, დღესვე თუ დაგვჭირ-
დებოდა.
– გოგოსთვის ყიდულობ? – ეკითხება ელაიზა.
ელაიზა, უბრალოდ, ცდილობს, ძმის სასიყვარულო ამბები
ისე გამოიკითხოს, როგორც დებმა იციან ხოლმე, მაგრამ ვამ-
ჩნევ, როგორ ვუახლოვდები რაილის, მისი პასუხი უკეთ რომ
გავიგონო.
– დიახ, – ამბობს, თვალებში მიყურებს და ამატებს, – თუმ-
ცა მასზე ძალიან იშვიათად ან თითქმის არ ვფიქრობ.
ელაიზა ბარათს იღებს და აწვდის.
– საბრალო გოგონა, – ეუბნება, – ნამდვილი იდიოტი ხარ!
– თან თითებს აკაკუნებს ბარათზე, – ბარათის წინა მხარეს
შეტყობინება დაწერე და ის მისამართი მიუთითე, სადაც გინ-
და, რომ მივიტანოთ!
ვუყურებ, როგორ იხრება ბარათისკენ რაილი და როგორ
აწერს ორივე მხარეს რაღაცას. ვიცი, ამის უფლება არ მაქვს,
მაგრამ ეჭვიანობისგან ლამისაა მოვკვდე!
– პარასკევს, ჩემს დაბადების დღეზე, მოიყვან და გაგვაც-
ნობ იმ გოგონას? – ეკითხება ელაიზა.
რაილის რეაქციას ვაკვირდები, ისე უარობს, რომ თავს ზე-
მოთ არ სწევს.
– არა. შენ იქნები დაბადების დღეზე, ლილი?
ხმაზე ვერ ვატყობ, რა უნდა, ჩემი მისვლის თუ არმისვლის
იმედი აქვს. იმ სტრესიდან გამომდინარე, რაც იმ ღამით ჩემ-
თან მიიღო, ალბათ უფრო ბოლო ვერსია უნდა ვირწმუნო.
– ჯერ არ გადამიწყვეტია.
– აუცილებლად მოვა, – ჩემ მაგივრად ეუბნება ელაიზა.
შემდეგ თვალებმოჭუტული მიყურებს, – მოგწონს ეს თუ არა,
ჩემს დაბადების დღეზე აუცილებლად უნდა მოხვიდე, თუ დამა-
ღალატებ, იცოდე, თავს დავანებებ შენთან მუშაობას!

77
რაილი წერას რომ დაასრულებს, ბარათს ყვავილებზე მი-
მაგრებულ კონვერტში დებს, ელაიზა თანხას ანგარიშობს და
ისიც ნაღდი ფულით იხდის. ბოლოს, სანამ ფულს ითვლის, მე
მიყურებს.
– ლილი, იცი, რომ არსებობს ერთი ჩვეულება? საქმის წა-
მოწყებისას პირველად აღებულ დოლარს ადამიანები ჩარჩო-
ში სვამენ!
თავს ვუქნევ. რა თქმა უნდა, ვიცი. მანაც იცის. უბრალოდ,
უნდა შემახსენოს, რომ სანამ ეს მაღაზია იარსებებს, სწორედ
მისი დოლარიანი იქნება ჩარჩოში, ჩემს კედელზე ჩამოკიდე-
ბული. ლამისაა ელაიზას ვთხოვო, ყვავილები უფასოდ გაატა-
ნე-მეთქი, მაგრამ ბიზნესი ბიზნესია. სიამაყე დროებით გვერ-
დზე უნდა გადავდო.
ქვითარს იღებს თუ არა, რაილი დახლზე აკაკუნებს, ჩემი
ყურადღება რომ მიიპყროს, თავს ოდნავ გვერდზე ხრის და გუ-
ლიანად მიღიმის.
– გილოცავ, ლილი!
შემდეგ ტრიალდება და მაღაზიიდან გადის. კარი იხურება
თუ არა, ელაიზა კონვერტს დაავლებს ხელს.
– ნეტავ ვინ ჯანდაბას უგზავნის ყვავილებს? – ამბობს და
ბარათს კონვერტიდან იღებს, – არ მახსოვს, რაილის ვინმეს-
თვის ყვავილები გაეგზავნოს!
შემდეგ ხმამაღლა კითხულობს ტექსტს.
„შეწყვიტე!“
ჯანდაბა!
ელაიზა მომშტერებია და წაკითხულ სიტყვას იმეორებს:
– შეწყვიტე? ეს რა ჯანდაბას ნიშნავს, ნეტავ? – მეკითხება.
წამითაც აღარ შემიძლია ლოდინი. ბარათს ვართმევ
ელაიზას და მეორე მხარეს დავცქერი. ისიც იხრება და ჩემთან
ერთად კითხულობს მისამართს.
– რა იდიოტია, – ამბობს სიცილით, – ჩვენი მაღაზიის მი-
სამართი დაუწერია, – თან ბარათს მართმევს.
ოჰო!
რაილიმ ყვავილები მე მიყიდა, თან ნებისმიერი კი არა,
შროშანების თაიგული!

78
ელაიზა მობილურს იღებს.
– მივწერ, რომ ნამდვილი სულელია, – შეტყობინებას
კრეფს, შემდეგ კი სიცილით უყურებს ყვავილებს, – როგორ
შეიძლება ნეიროქირურგი ასეთი იდიოტი იყოს?
მე ღიმილს ვერ ვიკავებ. მიხარია, ელაიზა ყვავილებს რომ
უყურებს და მე – არა, ისიც მიხარია, ჩვენ ორს ერთმანეთთან
რომ ვერ გვაკავშირებს.
– მანამ შევინახავ ოფისში, სანამ არ გავარკვევთ, ვის უგ-
ზავნიდა, – ვეუბნები, ლარნაკს ვიღებ და ჩემს ყვავილებს
სწრაფად ვუძებნი ადგილს მაღაზიაში.

79
თავი მეშვიდე

– ნუ ცმუკავ! – მეუბნება დევინი.


– არ ვცმუკავ!
დევინი მკლავს მიყრის და ლიფტამდე მაცილებს.
– არა, ცმუკავ, და თუ კიდევ ერთხელ აიწევ დეკოლტეს, ეს
შენი პატარა შავი კაბა მაშინვე დაკარგავს ხიბლს! – შემდეგ
უბეში მიყოფს ხელს და ლიფს მისწორებს.
– დევინ! – ხელზე ვურტყამ ხელს, ის კი იცინის.
– მოდუნდი, ლილი, შენსაზე ათასჯერ უკეთეს ძუძუებს შევ-
ხებივარ და ჯერ ისევ გეი ვარ!
– ჰო, მაგრამ სანაძლეოს ჩამოვალ, ეგ ძუძუები იმ კაცების
განკარგულებაშია, რომლებსაც ექვს თვეში ერთხელ კი არა,
უფრო ხშირად ხვდები!
დევინი იცინის.
– მართალია, მაგრამ ეს სანახევროდ შენი ბრალია. სწო-
რედ შენ მიგვატოვე და ყვავილებში გაგვცვალე!
დევინი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანია ჩემთვის მათ
შორის, ვისთანაც მარკეტინგულ ფირმაში ვმუშაობდი, მაგრამ
ისე ახლოს არ ვიყავით, რომ სამსახურის შემდეგაც გვენახა
ერთმანეთი და გვემეგობრა. უბრალოდ, დევინმა დღეს, შუად-
ღისას, ყვავილების მაღაზიაში შემოიარა, ელაიზას მაშინვე
მოეწონა და შეეხვეწა, ჩემთან ერთად წამოსულიყო მის დაბა-
დების დღეზე. ამ წვეულებაზე არც მე მსურდა მარტო მისვლა,
ამიტომ ძალისხმევა არ დამიკლია, დევინი რომ დამეყოლიე-
ბინა.
თმას ხელით ვისწორებ და ლიფტის სარკეში საკუთარ თავს
ვათვალიერებ.
– ასე რატომ ნერვიულობ? – მეკითხება დევინი.
– არ ვნერვიულობ, უბრალოდ, არ მიყვარს ისეთ ადგილას
მისვლა, სადაც არავის ვიცნობ.
დევინი ჩუმად, ყოვლისმცოდნესავით იცინის და უცებ მე-
კითხება:
– რა ჰქვია?

80
ვგრძნობ, როგორ მეკვრის სუნთქვა. ნუთუ გამჭვირვალე
ვარ?
– რაილი. ნეიროქირურგია. ძალიან, ძალიან უნდა ჩემთან
სექსი!
– რა იცი, რომ შენთან სექსი უნდა?
– პირდაპირ შემევედრა დაჩოქილი, ლილი, გთხოვ, სექსი
გვქონდესო!
დევინი წარბს სწევს.
– შეგევედრა?!
თავს ვუქნევ.
– სინამდვილეში ასე საცოდავიც არ იყო, როგორც ჟღერს,
ჩვეულებრივ, უფრო თავშეკავებულია.
ლიფტი წკრიალებს და კარი იღება. დერეფნიდან მუსიკა
მესმის. დევინი ორივე ხელში მკიდებს ხელს.
– და რა გეგმები გაქვს? გინდა, ვაეჭვიანოთ?
– არა, – ვეუბნები და თავს ვიქნევ, – არა მგონია, ეს საჭი-
რო იყოს, მაგრამ… – რაილი ყოველი შეხვედრისას მპირდება,
ერთმანეთს ვეღარასოდეს ვნახავთო, – ცოტათი შეიძლება, –
ვეუბნები და ცხვირს ვიჭმუხნი, – სულ ოდნავ!
– ჩათვალე, რომ შევთანხმდით, – მეუბნება დევინი და ყბას
ატკაცუნებს, შემდეგ ზურგზე მადებს ხელს და ლიფტიდან ასე
გამოვდივართ. დერეფნის ბოლოს მხოლოდ ერთი კარი მო-
ჩანს, ჩვენც მისკენ მივემართებით და ზარს ვრეკავთ.
– რატომ არის აქ მხოლოდ ერთი კარი? – მეკითხება.
– მთელი სართული ამათია!
იცინის.
– და შენთან მუშაობს? ჯანდაბა, შენი ცხოვრება სულ უფრო
საინტერესო ხდება!
კარი იღება, მეც მაშინვე ვმშვიდდები, როდესაც ჩემ წინ
მდგარ ელაიზას ვხედავ. ბინიდან მუსიკისა და სიცილის ხმა გა-
მოდის. ელაიზას შამპანურის ჭიქა უჭირავს ცალ ხელში, მე-
ორეში კი საცხენოსნო შოლტი, რომელსაც დაბნეული ვუყუ-
რებ, ელაიზა შოლტს მხარს იქით ისვრის და ხელს მკიდებს.
– გრძელი ამბავია, – მეუბნება სიცილით, – შემოდით, შე-
მოდით!

81
ელაიზას შიგნით შევყავარ, მე კი დევინს ხელს ვუჭერ და
მივათრევ. ელაიზა ხალხში მიგვიძღვის და სასტუმრო ოთახის
მეორე მხარეს გავყავართ.
– ჰეი, – ამბობს და მარშალს მკლავზე ექაჩება. მარშალი
ტრიალდება და მიღიმის, შემდეგ გულში მიკრავს, მე მის უკან
ვიხედები, ვცდილობ გარემო შევათვალიერო, თუმცა რაილი
არსად ჩანს. იქნებ იღბალმა გამიღიმა, დღეს სამსახურიდან
დაურეკეს და ამაღამ შინ არ ბრუნდება.
მარშალი დევინს ხელს ართმევს.
– ჰეი, გამარჯობა, მიხარია შენი გაცნობა!
დევინი წელზე მხვევს ხელს.
– დევინი გახლავართ, – ღრიალებს, მუსიკა რომ გადაფა-
როს, – ლილის სექსუალური პარტნიორი!
ვიცინი და მუჯლუგუნს ვკრავ, შემდეგ ყურში ჩავჩურჩულებ:
– ეს მარშალია, აგერია, მაგრამ კარგი მცდელობა იყო!
ელაიზა ხელს მკიდებს და დევინს მაშორებს. მარშალი მას
ესაუბრება, მე საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივარ, დე-
ვინი კი მეძახის:
– კარგად იქნები!
ელაიზა სამზარეულოში მიმიძღვის და შამპანურით სავსე
ჭიქას მაწვდის.
– დალიე, – მეუბნება, – შენ ეს დაიმსახურე!
შამპანურს ვწრუპავ, მაგრამ უცებ ვამჩნევ, რამხელა სამზა-
რეულო აქვს ელაიზას, ორი გაზქურითა და ჩემს ბინაზე დიდი
მაცივრით.
– ღმერთო ჩემო! – ვჩურჩულებ, – ნამდვილად აქ ცხოვ-
რობ?
ხითხითებს.
– ვიცი, – მეუბნება, – და წარმოიდგინე, მარშალს ფულის
გულისთვის არ გავყოლივარ, რომ შემიყვარდა, მხოლოდ შვი-
დი დოლარი და ერთი საცოდავი ფორდი „პინტო“ გააჩნდა.
– იმ ფორდს, რასაკვირველია, აღარ მართავს!
ოხრავს.
– ჰო, მაგრამ იმ მანქანასთან უამრავი კარგი მოგონება მა-
კავშირებს!

82
– მესმის!
ელაიზა წარბს სწევს.
– მოკლედ… დევინი კარგი ტიპია.
– ჰო, რა თქმა უნდა, ოღონდ ჩემზე მეტად, ალბათ, მარშა-
ლი მოსწონს.
– უჰ, – მეუბნება ელაიზა, – რა სამწუხაროა, არადა მეგო-
ნა, მაჭანკლის როლს ვირგებდი, როდესაც ამაღამ შენთან ერ-
თად ვეპატიჟებოდი წვეულებაზე.
სამზარეულოს კარი იღება და დევინი შემოდის.
– ქმარი გეძებთ, – ეუბნება ელაიზას, ისიც მაშინვე სამზა-
რეულოდან გარბის ხითხითით.
– მომწონს ეს ქალი, – მეუბნება დევინი.
– ჰო, კარგი ადამიანია, არა?
დევინი ქურას ეყრდნობა.
– მოკლედ, მგონი შენი „მავედრებელი“ ვიპოვე.
გული მიფართხალებს. ვფიქრობ, „ნეიროქირურგი“ უფრო
შესაფერისი მეტსახელია. კიდევ ერთ ყლუპ შამპანურს ვსვამ.
– რა იცი, რომ ის არის, გაგეცნო?
თავს აქნევს.
– არა, უბრალოდ, მარშალმა ვიღაცას ჩემი თავი „ლილის
შეყვარებულად“ გააცნო და მეგონა, მზერით დამფერფლავდა.
ამიტომ შემოვედი აქ. ძალიან მომწონხარ, მაგრამ შენი გუ-
ლისთვის სიკვდილს არ ვაპირებ.
ვიცინი.
– არ ინერვიულო, ეგ მომაკვდინებელი მზერა, რამდენა-
დაც ვიცი, მისი ღიმილია, ხშირ შემთხვევაში მათი ერთმანე-
თისგან გარჩევა შეუძლებელია!
კარი ბოლომდე იღება და მეც ვქვავდები, მაგრამ სამზა-
რეულოში დამხმარე ქალი შემოდის. შვებით ამოვისუნთქავ,
დევინი ისე მეძახის, თითქოს ჩემი სახელი იმედს უცრუებს:
– ლილი!
– რა მოხდა?
– ისეთი სახე გქონდა, მეგონა ცოტაც და გული აგერეოდა
ნერვიულობისგან, – მეუბნება ბრალმდებლის ტონით, – ნამ-
დვილად მოგწონს ეგ ტიპი!

83
თვალებს ვატრიალებ, შემდეგ კი მხრებს ჩამოვუშვებ და
მოჩვენებითი ტირილით ვამბობ:
– მომწონს, დევინ, მომწონს, უბრალოდ, არ მინდა, ასე
რომ იყოს!
დევინი ჩემი შამპანურის ჭიქას იღებს, დარჩენილ სასმელს
სვამს და ხელკავს მიყრის.
– წამოდი, ხალხს შევერიოთ! – მეუბნება და სამზარეულო-
დან ძალით გავყავარ.
ოთახში კიდევ მეტი ხალხი გვხვდება. ასი კაცი მაინც იქნე-
ბა, მგონი ამდენ ადამიანს სულ არ ვიცნობ.
მე და დევინი მისაღებში დავსეირნობთ. დევინი ლაპარა-
კობს, მე უმეტესად ზურგით ვდგავარ. დევინი ნებისმიერთან
პოულობს საერთოს, ახალგაცნობილებთანაც კი, და დაახ-
ლოებით ნახევარ საათში უკვე ყველას იცნობს აქ. ჩემი ყურად-
ღება ნაწილობრივ მისკენაა მიპყრობილი, ნაწილობრივ კი
ოთახისკენ, სადაც რაილის ვეძებ, თუმცა ვერსად ვხედავ და
ეჭვი მეპარება, დევინმა ნამდვილად ის დაინახა, თუ ვინმე
სხვა.
– ჰმ, რა უცნაურია, – ამბობს ვიღაც ქალი, – როგორ ფიქ-
რობთ, ეს რა არის?
მისკენ ვიხედები და ვამჩნევ, რომ კედელზე დაკიდებულ
სურათს უყურებს. ნამუშევარი ტილოზე გადატანილ ფოტოს
ჰგავს. თავს გვერდზე ვხრი, კარგად რომ შევათვალიერო, ქა-
ლი კი ცხვირს იჭმუხნის და ამბობს:
– ვერ ვხვდები, რატომ უნდა აქციო ფოტო ნახატად. საში-
ნელებაა, ისეა გადღაბნილი, გამოსახულების გარჩევა შეუძ-
ლებელია, – შემდეგ ნაჩქარევად გამეცლება და შვებას
ვგრძნობ. იმის თქმა მინდა, რომ… მართალია, უცნაურია, მაგ-
რამ ვინ ვარ, ელაიზას გემოვნება დავუწუნო?
– რას ფიქრობ?
დაბალი, ხავერდოვანი ხმა ზურგს უკან ჩამესმის. თვალებს
მაგრად ვხუჭავ და ვცდილობ, ისე ჩავისუნთქო ჰაერი, რომ
დავმშვიდდე, არ მინდა შემნიშნოს, მისი ხმა რა დღეში მაგ-
დებს.

84
– მე მომწონს, არ ვიცი, რა არის, მაგრამ საინტერესო მეჩ-
ვენება, შენს დას კარგი გემოვნება აქვს!
რაილი გვერდით მიდგება და შემომცქერის, შემდეგ კიდევ
უფრო მიახლოვდება და მკლავზე მეხება.
– შეყვარებულთან ერთად მოხვედი?
ამას თითქოს ჩვეულებრივ მეუბნება, მაგრამ რას გამომა-
პარებს? პასუხს რომ არ ვცემ, იხრება და ყურში მეჩურჩულება,
ფრაზას მიმეორებს, ოღონდ ამჯერად არა შეკითხვის სახით:
– შეყვარებულთან ერთად მოხვედი!
სიმამაცეს ვიკრებ, რომ შევხედო და მაშინვე ვნანობ. შავი
კოსტიუმი აცვია და ისე უხდება, საოპერაციო ხალათი მასთან
შედარებით ბავშვური თამაშია. პირველ რიგში ყელში მობჯე-
ნილ ნერწყვს ვყლაპავ, შემდეგ ვეუბნები:
– მერე რა, რა პრობლემაა? – მზერას ვარიდებ და ისევ კე-
დელზე დაკიდებულ სურათს ვუყურებ, – ვცდილობ ცხოვრება
გაგიმარტივო, ხომ ხვდები, ვცდილობ შევწყვიტო ყველაფერი!
რაილი იცინის და ღვინოს ბოლომდე სვამს.
– რა ჭკვიანურია, ლილი, – ცარიელ ღვინის ჭიქას ნაგვის
ურნაში აგდებს, ოთახის კუთხეში, მიზანს არ აცილებს, მაგრამ
ცარიელ ურნაში მოხვედრილი ჭიქა ხმაურით იმსხვრევა. ირ-
გვლივ ვიხედები, მაგრამ ვერავინ ამჩნევს, რა მოხდა. შემდეგ
ისევ რაილის გავცქერი, რომელსაც უკვე ნახევარი დერეფანი
გავლილი აქვს. რაილი ქრება, მე კი ისევ სურათს ვუყურებ.
და უცებ ვცნობ.
სურათი გადღაბნილია, ამიტომ გამიჭირდა თავიდანვე გა-
მოსახულების გარჩევა, მაგრამ ახლა უკვე ვიცანი ეს თმა. ჩემი
თმაა. ძნელია ამას ვერ მიხვდე, გემთმშენებლობაში გამოყე-
ნებული პოლიმერის შეზლონგზეა გადაფენილი. ეს ის ფოტოა,
რომელიც პირველ შეხვედრაზე, სახურავზე გადამიღო. ალ-
ბათ სურათი ისე გაადიდა, რომ ვერავის გაერჩია გამოსახუ-
ლება. ხელი ყელთან მიმაქვს, ვგრძნობ, როგორ მიდუღს სის-
ხლი. ოთახში მეტისმეტად თბილა.
ელაიზა ჩემ გვერდით ჩნდება.
– უცნაურია, არა? – მეუბნება და სურათს უყურებს.
მკერდს ვიფხან.

85
– საშინლად ცხელა, არა?
ელაიზა ოთახს ათვალიერებს.
– მართლა? არ შემიმჩნევია, თუმცა ოდნავ ნასვამი ვარ და
შეიძლება ამის ბრალია, მარშალს ვეტყვი, კონდიციონერი
ჩართოს.
ელაიზა ისევ უჩინარდება, მე კი, რაც უფრო დიდხანს ვუყუ-
რებ სურათს, მით მეტად ვბრაზდები. მამაკაცმა ჩემი სურათი
ჩამოკიდა ბინაში. ყვავილები მიყიდა. გაუკვირდა, მისი დის
დაბადების დღის წვეულებაზე შეყვარებულთან ერთად რომ
მოვედი, ისე იქცევა, თითქოს ჩვენ შორის რაღაც არის, არადა,
არც კი გვიკოცნია ერთმანეთისთვის!
ყველაფერი ერთბაშად მიტევს. ბრაზი… გაღიზიანება… ნა-
ხევარი ჭიქა შამპანური, სამზარეულოში რომ დავლიე. ისე ვარ
გაგიჟებული, ნორმალურად ფიქრიც კი არ გამომდის. თუ ამ
ბიჭს ასე ძალიან უნდა ჩემთან სექსი ჰქონდეს… არ უნდა ჩას-
ძინებოდა მაშინ! თუ სურს მისი ცხოვრებიდან გავქრე, ყვავი-
ლები არ უნდა ეყიდა ჩემთვის, არც ჩემი იდუმალი ფოტო უნდა
ჩამოეკიდა იქ, სადაც ცხოვრობს!
ერთადერთი, რაც ახლა მჭირდება, სუფთა ჰაერია. სუფთა
ჰაერზე მინდა და ბედად, ვიცი, სად შემიძლია ის ჩავყლაპო.
ერთი წუთიც და სახურავისკენ ამავალ კარს ბოლომდე ვა-
ღებ.
სახურავზე რამდენიმე ადამიანი მხვდება, წვეულებიდან
გამოქცეული. სამი სკამებზეა მოკალათებული. მათ ყურადღე-
ბას არ ვაქცევ, შვერილისკენ მივდივარ, საიდანაც შესანიშნავი
ხედი იშლება და ზედ ვიხრები. რამდენჯერმე ღრმად ვისუნ-
თქავ ჰაერს და დამშვიდებას ვცდილობ. მინდა ისევ ჩავიდე
ქვემოთ და ვუთხრა, რას ვფიქრობ, მაგრამ მანამდე აჯობებს
ცოტა გავიგრილო გონება.
ცივი ჰაერია და რატომღაც ამაშიც რაილის ვადანაშაულებ.
ამაღამ ყველაფერი მისი ბრალია. ყველაფერი! ომი, შიმშილი,
იარაღიდან გასროლა… ესენიც კი რაილის უკავშირდება.
– შეიძლება რამდენიმე წუთით დაგვტოვოთ?

86
ვტრიალდები. სხვა სტუმრების გვერდით რაილი დგას. სა-
მივე მაშინვე თავს უქნევს და დგება, მარტო გვტოვებენ. ხე-
ლებს ვიწვდი მათკენ და ვევედრები:
– მოიცადეთ, – მაგრამ უკანაც კი არავინ იხედება, – აუცი-
ლებელი არ არის წახვიდეთ, მართლა!
რაილი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ელოდება, ერთ-ერთი
სტუმარი კი ბუტბუტებს:
– არა უშავს, წინააღმდეგი არ ვართ! – შემდეგ კიბეზე იწყე-
ბენ ჩასვლას. თვალებს ვატრიალებ და ისევ შვერილისკენ
ვტრიალდები, მასთან მარტო დარჩენილი.
– ყველა იმას აკეთებს, რასაც შენ უბრძანებ? – ვეკითხები
გაღიზიანებული. ის პასუხს არ მცემს. მისი ნელი ნაბიჯების ხმა
მესმის. მიახლოვდება. გული ლამისაა საგულიდან ამომივარ-
დეს და ისევ მკერდს ვიფხან.
– ლილი, – მესმის უკნიდან.
ვტრიალდები და ორივე ხელით შვერილს ვარ ჩაფრენილი.
რაილი თვალს არ აშორებს ჩემს დეკოლტეს, მეც მთელი ძა-
ლით ვცდილობ, კაბა ისე ავიწიო, ვეღარაფერი დაინახოს, ბო-
ლოს ისევ შვერილს ვეჭიდები. რაილი იცინის და კიდევ ერთ
ნაბიჯს დგამს ჩემკენ. ლამისაა ერთმანეთს შევეხოთ, ეს კი მე-
ტისმეტია ჩემი გონებისთვის. რა საცოდაობაა. საცოდავი ვარ!
– ვგრძნობ, ბევრი რამ გაქვს ჩემთვის სათქმელი, – მეუბ-
ნება, – ჰოდა, გაძლევ შესაძლებლობას, შიშველი სიმართლე
მითხრა!
– ჰმ! – ვამბობ სიცილით, – ზუსტად იცი, რომ მზად ხარ
ამისთვის?
თავს მიქნევს, მეც ვემზადები, გულში არაფერი დავიტოვო.
მკერდზე ვადებ ხელებს და ვცდილობ გავეცალო, ახლა ის ეყ-
რდნობა შვერილს.
– ვხვდები, რა გინდა, რაილი, და ყოველთვის, როდესაც
ვცდილობ, დაგივიწყო, მაშინვე მოწმენდილ ცაზე ჩნდები, მო-
დიხარ სამსახურში, ჩემს ბინის კართან, წვეულებაზე, შენ…
– მე ხომ აქ ვცხოვრობ, – მიბოდიშებს და ეს კიდევ უფრო
მაბრაზებს, მუშტებს ვკრავ.
– უჰ, მაგიჟებ, გამაგებინე, გინდივარ თუ არა?

87
წელში გამართული დგას, შემდეგ რამდენიმე ნაბიჯს დგამს
ჩემკენ.
– ო, ლილი, მსურხარ, ამაში ეჭვი არ შეგეპაროს, უბრა-
ლოდ, არ მინდა მსურდე!
ამ სიტყვებზე მთელი სხეულით ვოხრავ, ნაწილობრივ
მრისხანებისგან, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ვთრთი და
ამის გამო საკუთარი თავი მეზიზღება.
თავს ვაქნევ.
– ვერაფერს ხვდები, არა? – ვეუბნები მომბალი ხმით, ისე-
თი განადგურებული ვარ, არ შემიძლია ვუყვირო, – მე შენ მომ-
წონხარ, რაილი, ვიცი, მხოლოდ ერთი ღამისთვის რომ გინდი-
ვარ და ეს საოცრად, საოცრად მანაღვლიანებს. და ალბათ იმ
რამდენიმე თვის წინ სექსი რომ გვქონოდა, ყველაფერი კარ-
გად იქნებოდა. შენ წახვიდოდი და მეც ჩვეულებრივ გავაგრძე-
ლებდი ცხოვრებას. მაგრამ ეს ყველაფერი რამდენიმე თვის
წინ იყო. შენ მეტისმეტად დიდხანს ელოდი ჩემთან სიახლო-
ვეს, მე კი მეტისმეტად ბევრი ჩავდე შენში, ასე რომ, შეწყვიტე
ჩემთან არშიყი. შეწყვიტე ჩემი სურათის ჩამოკიდება შენს ბი-
ნაში. შეწყვიტე ყვავილების გამოგზავნა, რადგან როდესაც
ამას აკეთებ, სწორად არ იქცევი, რაილი, მეტისმეტად მტკენ
გულს!
დამარცხებული და ძალაგამოცლილი ვარ, წასვლა მინდა.
რაილი ჩუმად დგას, მე პატივს ვცემ მის აზრს, საშუალებას ვაძ-
ლევ, ყველაფერი უარყოს, მაგრამ ასე არ იქცევა. უბრალოდ,
ტრიალდება, შვერილისკენ იხრება და ისე გადასცქერის ქუ-
ჩას, თითქოს ჩემი ერთი სიტყვაც არ გაუგონია.
სახურავს გადავჭრი და კარს ვაღებ, თან ნაწილობრივ მა-
ინც მაქვს იმედი, რომ ჩემს სახელს გავიგონებ, მთხოვს, არ წა-
ვიდე.
ბინაში შევდივარ და საბოლოოდ ვკარგავ იმედს, რომ ეს
მოხდება. ხალხში გზას ვიგნებ და სამ ოთახს მაინც ვკვეთ, სა-
ნამ დევინს ვიპოვი. ის კი, ჩემი გამომეტყველების შემხედვარე,
მაშინვე მომყვება უკან.
– მზად ხარ წასასვლელად? – მეკითხება და ხელკავს მიყ-
რის, მე კი თავს ვუქნევ, – ჰო, მზად ვარ!

88
ელაიზას მთავარ სასტუმრო ოთახში ვპოულობ. მას და
მარშალს მშვიდობიან ღამეს ვუსურვებ და ბოდიშს ვუხდი, ვე-
უბნები, მეტისმეტად დამღალა მაღაზიის გახსნის კვირამ და
გამოძინება მჭირდება-მეთქი. ელაიზა მეხვევა და კარამდე მა-
ცილებს.
– მე ორშაბათს დაგიბრუნდები, – მეუბნება ელაიზა და
ლოყაზე მკოცნის.
– გილოცავ დაბადების დღეს! – ვეუბნები, დევინი კარს
აღებს, მაგრამ სანამ დერეფანში გავალთ, ვიღაც ჩემს სახელს
ყვირის.
ვტრიალდები და რაილის ვხედავ, რომელიც ოთახის მე-
ორე ბოლოდან ცდილობს ჩემამდე მოღწევას.
– ლილი, დამელოდე! – ყვირის და ისევ ჩემკენ მოიწევს.
გული არათანაბრად მიცემს. ის სწრაფად მიახლოვდება,
ხალხს გვერდს უქცევს და თანდათან უფრო ღელავს. ბოლოს
ბრბოს თავს დააღწევს და თვალებში ისე მიყურებს, ნაბიჯს არ
აჩქარებს.
ელაიზა გზას უთმობს და რაილი მიახლოვდება. თავიდან
ვფიქრობ, რომ მაკოცებს ან ყველაფერს უარყოფს, რაც სახუ-
რავზე ვუთხარი. ამის ნაცვლად ისეთ რამეს აკეთებს, რისთვი-
საც საერთოდ არ ვარ მზად, ხელში მიყვანს!
– რაილი! – ვყვირი და კისერზე ვეკიდები, მეშინია ხელი-
დან არ გავუვარდე, – დამსვი!
რაილი ცალ ხელს ფეხებზე მხვევს, მეორეს – ზურგზე.
– ერთი ღამით უნდა გთხოვო, ლილი, – ეუბნება დევინს, –
კარგი?
დევინს ვუყურებ და თვალებგაფართოებული ვანიშნებ, უა-
რი უთხრას, დევინი კი იღიმის და ეუბნება:
– ინებე!
მოღალატე!
რაილი ტრიალდება და სასტუმრო ოთახისკენ მივყავარ.
ელაიზას ჩავუვლით და ვუყურებ, ქალს დაბნეულობისგან თვა-
ლები უფართოვდება.
– მოვკლავ შენს ძმას, – ვეძახი ელაიზას.

89
ოთახში ყველა ჩვენ გვიყურებს, უხერხულობისგან თავს
რაილის მკერდში ვრგავ, ის კი დერეფნის გავლით საძინებ-
ლისკენ მიმაქანებს. კარს კეტავს თუ არა, მაშინვე ძირს მსვამს,
მეც დაუყოვნებლივ ვიწყებ ყვირილს და ვცდილობ, საძინებ-
ლის კარი გავაღო, მაგრამ რაილი მაშინვე მაბზრიალებს,
კარს მიმაყუდებს, ორივე მაჯაში მკიდებს ხელს, მაღლა მაწე-
ვინებს და მეუბნება:
– ლილი!
ისე დაჟინებით მიყურებს, ვნებდები, აღარ ვიბრძვი და
ვცდილობ, ამოვისუნთქო. რაილი მკერდით მაწვება, ზურგით
კარს ვარ აკრული. შემდეგ ვგრძნობ, როგორ მკოცნის თბილი
ტუჩებით.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძლავრია ეს კოცნა, აბ-
რეშუმივით ტუჩები აქვს. თავზარდაცემული ვკვნესი და კიდევ
უფრო გაოცებული ვარ, როდესაც მისი ბაგეები უფრო მოწყუ-
რებით მეწაფება. ენასაც მიცურებს პირში და მაჯაზე ხელს მიშ-
ვებს, სახეზე რომ მწვდეს. უფრო და უფრო ღრმად მკოცნის, მე
თმაში ვწვდები, კიდევ უფრო მაგრად ვიზიდავ ჩემკენ და ისიც
უკვე მთელ სხეულს მიკოცნის.
ორივე კვნესად და ოხვრად ვიქეცით. კოცნას ზღვრამდე
მივყავართ. მეტი გვინდება, ვიდრე ჩვენს ტუჩებს შეუძლია.
ვგრძნობ, როგორ ავყავარ ხელში, ფეხებს მაშლევინებს და
წელზე ვხვევ.
ღმერთო, ამ კაცმა კოცნა ნამდვილად იცის. ისეთი შეგ-
რძნება მაქვს, რომ მასაც ისეთივე სერიოზულობით უდგება,
როგორც საკუთარ პროფესიას. კარს მაშორებს, ვხვდები, რომ
კოცნის ჯადოქარია, მაგრამ ერთადერთი, რისი გაკეთებაც არ
შეუძლია, ამ პირით სახურავზე ნათქვამი ჩემი სიტყვების უარ-
ყოფაა.
ერთი რამ ვიცი, მე მას ვნებდები, ვაძლევ საშუალებას,
იმოქმედოს: ერთი ღამით მისი ვარ, თუმცა ახლა, ამწუთას,
ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებს.
ბაგეებს ვწყვეტ და მხრებზე ვაწვები.
– დამსვი!
ის ისევ ლოგინისკენ მიდის, მე კი ვუმეორებ.

90
– რაილი, ახლავე დამსვი!
სიარულს წყვეტს და ჩემს სურვილს ასრულებს. ზურგს ვაქ-
ცევ, სხვა მხარეს ვიხედები, რომ აზრზე მოვიდე. ახლა ყველაზე
ნაკლებად შემიძლია მისი ტუჩები ჩემს ტუჩებზე ვიგრძნო და
სახეში შევხედო.
ხელებს მხვევს წელზე.
– მაპატიე, – მეჩურჩულება. შემდეგ ისევ თავისკენ მატრი-
ალებს, ხელი მოაქვს სახესთან და ცერა თითს მისვამს ლოყა-
ზე, – ახლა ჩემი ჯერია, არა?
შეხებაზე არ ვრეაგირებ. გულხელდაკრეფილი ვდგავარ და
ველოდები, როდის გავიგონებ მისგან რამეს, სანამ შევეხები.
– ეს სურათი მას შემდეგ მაქვს, რაც გადაგიღე, – მეუბნება,
– უკვე თვეებია, კედელზეა ჩამოკიდებული, რადგან ყველაზე
ლამაზი ხარ, ვინც კი მინახავს და მინდა ყოველდღე გიყურებ-
დე.
ოჰ!
– და იმ ღამით, შენს კართან რომ მოვედი? ყველგან გეძებ-
დი, რადგან ჩემი ცხოვრების ისტორიას ჯერ არ ახსოვს, ვინმე
შენსავით დამძვრომოდა ხელიდან. არ ვიცი, ამას რა მოვუ-
ხერხო. რაც შეეხება ყვავილების გამოგზავნას, მინდა გითხრა,
რომ საოცრად ვამაყობ, ოცნების ახდენა რომ შეძელი. მაგრამ
ყოველთვის რომ გიგზავნიდე ყვავილებს, როდესაც ამისი
სურვილი მაქვს, სახლში ვერ დატევდი, რადგან შენზე ძალიან
ბევრს ვფიქრობ. და ჰო, ლილი, მართალი ხარ, მე შენ ვნებას
გაყენებ, მაგრამ საკუთარ თავსაც ვვნებ და ამ ღამემდე… არც
კი ვიცოდი, რატომ.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვპოულობ დალაპარაკების
ძალას.
– რატომ ვნებ საკუთარ თავს?
რაილი შუბლს მადებს შუბლზე და მეუბნება:
– იმიტომ, რომ არ ვიცი, რას ვაკეთებ. შენ სურვილს მიჩენ,
სხვა ადამიანი ვიყო, მაგრამ რა მოხდება, თუ ვერ მივხვდები,
შენ რა გჭირდება? ეს ყველაფერი ჩემთვის ახალია და მინდა
დაგიმტკიცო, რომ ერთ ღამეზე ბევრად მეტი ღამით მჭირდები!

91
ამწუთას ისეთი დაუცველია… მინდა ვირწმუნო მისი მზერის
გულწრფელობის, მაგრამ გაცნობის დღეს ისეთი მტკიცე ჩან-
და, თანაც იმის საპირისპირო სურდა ცხოვრებისგან, რაც მე
მსურს. მეშინია, რომ დავნებდე, ის კი ჩემგან წავიდეს…
– როგორ მოვიქცე, ლილი? მითხარი და იმას გავაკეთებ,
რაც შენ გსურს!
არ ვიცი. ნორმალურად არც კი ვიცნობ ამ ბიჭს, თუმცა
ვგრძნობ, მასთან მხოლოდ ერთი სექსუალური კავშირი არ მე-
ყოფა. თუმცა ან ის საიდან ვიცი, რომ მხოლოდ სექსი სურს ჩემ-
თან?
მზერას ვაგებებ:
– ნუ გექნება ჩემთან სექსი!
რაილი წამით ისე მიყურებს, მის თვალებში ვერაფერს
ვკითხულობ, მაგრამ მერე თავს ისე მიქნევს, თითქოს, რო-
გორც იქნა, მიხვდა, რა მსურს.
– კარგი, – მეუბნება და ისევ თავს აქნევს, – კარგი, არ მექ-
ნება შენთან სექსი, ლილი ბლუმ!
რაილი საძინებლის კართან მიდის და რაზავს. შუქსაც აქ-
რობს, მხოლოდ ერთ სანათს ტოვებს ანთებულს, პერანგს იხ-
დის და ჩემკენ მოემართება.
– რას აკეთებ?
პერანგს სკამზე ფენს და ფეხსაცმელს იხდის.
– დაძინებას ვაპირებთ!
ჯერ ლოგინს გავცქერი, შემდეგ მას.
– ახლავე?
თავს მიქნევს და მიახლოვდება. ერთ წამში მხდის კაბას და
ოთახში ლიფისა და ტრუსის ამარა ვრჩები. ვცდილობ სხეული
დავიფარო, მაგრამ აღარ მიყურებს. ლოგინამდე მაცილებს და
საბანს სწევს, შიგ რომ შევძვრე. შემდეგ საწოლის მეორე მხა-
რეს მიემართება, საითაც თვითონ აპირებს დაწოლას და მეუბ-
ნება:
– გეგონება, სექსის გარეშე ჯერ არ დაგვიძინია, რა პრობ-
ლემაა?!
ვიცინი. რაილი კამოდთან მიდის და ტელეფონს დასატე-
ნად რთავს. მეც დროს ვპოულობ, მის საძინებელს რომ მოვავ-

92
ლო მზერა. ეს ნამდვილად არ არის ისეთი პატარა საძინებე-
ლი, როგორიც მე მაქვს, ამაში სამი ჩემი საძინებელი ჩაეტევა.
მეორე კედელთან ტახტი დგას. იქვე სკამია, ტელევიზორისკენ
მიტრიალებული, კიდევ საძინებელში მცირე კაბინეტიცაა, ჭე-
რამდე წიგნების თაროთი. ჯერ ისევ ვცდილობ ყველაფერი და-
ვათვალიერო, როდესაც სანათიც ქრება.
– შენი და ნამდვილად ძალიან მდიდარია, – ვეუბნები და
ვგრძნობ, როგორ ცდილობს ორივე საბანში გავეხვიოთ, – რა
ჯანდაბად მუშაობს ჩემთან საათში ათ დოლარად? რატომ წვა-
ლობს?
იცინის და ხელში მკიდებს ხელს, თითებს თითებში მიყრის.
– ალბათ ქვითრებსაც კი არ ანაღდებს, – მეუბნება, – შეგი-
მოწმებია ოდესმე?
არა, არც კი დავინტერესებულვარ.
– ღამე მშვიდობისა, ლილი, – მეუბნება.
ღიმილს ვერ ვიკავებ, სასაცილოა ეს ყველაფერი.
და კიდევ, დიდებული!
– ღამე მშვიდობისა, რაილი!
ვფიქრობ, ჩემი საქმე წასულია!

***
ყველაფერი ისეთი თეთრი და სუფთაა, ლამისაა დავბრმავ-
დე. ერთ-ერთ სასტუმრო ოთახში ვდგავარ და ვცდილობ სამ-
ზარეულო ვიპოვო. წუხელ ჩემი კაბა სად გაქრა, არ ვიცი, ამი-
ტომ რაილის პერანგი მაცვია. ის მუხლებს მიფარავს და მგონი
დიდ პერანგებს ყიდულობს, მკლავებზე რომ მოერგოს.
სახლში უამრავი ფანჯარაა და მზე ისე ანათებს, ვცდილობ
თვალები მოვიჩრდილო, ყავა რომ ვიპოვო.
სამზარეულოს კარს ვაწვები და ყავის აპარატს ვხედავ.
მადლობა ღმერთს!
ყავას ვამზადებ და ფინჯანს ვეძებ, როდესაც ჩემ უკან კარი
იღება. ვტრიალდები და მიხარია, ელაიზას რომ ვხედავ, რო-
მელსაც არც უზადოდ აცვია, არც მაკიაჟი და ძვირფასეულობა
ამშვენებს. აწეწილი თმა კეფაზე აქვს შეკრული, ტუში კი ლო-
ყებზე ჩამოდღაბნია. ყავის აპარატზე მანიშნებს:

93
– მეც მინდა, – შემდეგ სამზარეულოს ქურას ეყრდნობა და
წინ იხრება.
– შეიძლება რაღაც გკითხო? – ვეუბნები, ის კი ძლივს იკ-
რებს ენერგიას, თავი რომ დამიქნიოს.
სამზარეულოზე ვანიშნებ.
– ეს როგორ მოხდა? როგორ მოახერხე, რომ მთელი სახ-
ლი ერთიანად პრიალებს წუხანდელი წვეულებიდან ჩემს გაღ-
ვიძებამდე? არ დაგიძინია და დაალაგე?
იცინის.
– ამისთვის ხალხი გვყავს! – მეუბნება.
– ხალხი?
თავს მიქნევს.
– ჰო, ხალხი ყველაფრისთვის გვყავს, გაოცდები, მხო-
ლოდ ინატრე, ნებისმიერი რამ დაასახელე, ხალხი ყველაფ-
რისთვის გვყავს!
– ბაკალეა?
– ხალხი გვყავს!
– საშობაო მორთულობა?
თავს მიქნევს.
– ამისთვისაც!
– დაბადების დღის საჩუქრები ოჯახის წევრებისთვის?
იღიმის.
– ჰო, ამისთვისაც, ჩემს ოჯახში ყოველ დღესასწაულზე ყვე-
ლა იღებს საჩუქარს თანდართული ბარათით და მე ამისთვის
თითის განძრევაც კი არ მიწევს!
თავს ვაქნევ.
– ოჰო! რამდენი ხანია, რაც ასე გამდიდრდით?
– სამი წელია, – მეუბნება, – მარშალმა რამდენიმე აპლი-
კაცია მიჰყიდა „ეფლს“ უსაშველოდ ძვირად. ყოველ ათ თვეში
ის ამ აპლიკაციების განახლებულ ვერსიებს ქმნის და ყიდის.
ყავის აპარატიდან წვეთები ჩამოდის, ქვეშ ფინჯანს ვუდ-
გამ.
– ყავაში რა ჩაგიმატო? – ვეკითხები, – თუ ამისთვისაც
ხალხი გყავს?
იცინის. – ჰო, შენ მყავხარ, შაქარი ჩამიმატე, გეთაყვა!

94
შაქარს ფინჯანში ვუყრი, ვურევ, ვაწვდი და ჩემთვისაც ვის-
ხამ ყავას. ცოტა ხანს სიჩუმეა, სანამ ნაღებსაც ვიმატებ, თან ვე-
ლოდები, როდის იტყვის რამეს რაილიზე. ამ თემაზე დიალოგი
გარდაუვალია!
– შეგვიძლია უხერხულობა დავივიწყოთ? – მეკითხება.
შვებით ამოვისუნთქავ.
– რა თქმა უნდა, მეზიზღება უხერხულობა, – ვუყურებ და
ყავას ვწრუპავ, ის კი თავის ფინჯანს გვერდით იდგამს და მაგი-
დის ზედაპირს ავლებს ხელს.
– როგორ მოხდა ყველაფერი?
თავს ვაქნევ, ვცდილობ შეყვარებულივით არ გავიღიმო.
არ მინდა იფიქროს, რომ სუსტი ან სულელი ვარ.
– ერთმანეთი შენამდე გავიცანით!
ელაიზა თავს გვერდზე ხრის.
– მოიცადე, სანამ ერთმანეთს კარგად გავიცნობდით, თუ
სანამ საერთოდ გავიცნობდით?
– საერთოდ, – ვეუბნები, – ერთ ღამით შემთხვევით შევ-
ხვდით ერთმანეთს, ეს შენს გაცნობამდე ექვსი თვის წინ იყო.
– შეხვდით? – მეუბნება, – მოიცა… ერთი ღამისთვის?
– არა, ერთმანეთს პირველად გუშინ ვაკოცეთ. არც კი ვი-
ცი, რა გითხრა, როგორ აგიხსნა. დიდი ხანია ერთმანეთს ვე-
არშიყებით, სანამ საქმე წუხანდლამდე არ მივიდა. სულ ესაა.
ელაიზა ფინჯანს იღებს და ყავას ნელა სვამს. შემდეგ ცოტა
ხანს იატაკს დასცქერის და ვამჩნევ, რომ ოდნავ ნაღვლიანია.
– ელაიზა, მიბრაზდები, არა?
მაშინვე თავს იქნევს უარყოფის ნიშნად.
– არა, ლილი, უბრალოდ… – ყავის ფინჯანს ისევ მაგიდაზე
დგამს, – უბრალოდ, ვიცნობ ჩემს ძმას. მე ის მიყვარს, ნამდვი-
ლად მიყვარს, მაგრამ…
– მაგრამ რა?
მე და ელაიზა მაშინვე იქით ვტრიალდებით, საიდანაც ხმა
გვესმის. ზღურბლთან გულხელდაკრეფილი რაილი დგას. ნაც-
რისფერი სპორტული შარვალი აცვია, რომელიც თეძოებზე
თავისუფლად ადგას. უპერანგოდაა. ეს სამოსიც გონებაში ჩა-
ბეჭდილ კატალოგში უნდა შევინახო!

95
რაილი კარს აწვება და სამზარეულოში შემოდის. ჩემთან
მოდის და ყავის ფინჯანს მართმევს, იხრება, შუბლზე მკოცნის,
ჩემი ფინჯნიდან ყავას სვამს და მაგიდას ეყრდნობა.
– არ მინდა საუბარი შეგაწყვეტინოთ, – ეუბნება ელაიზას,
– განაგრძეთ, განაგრძეთ!..
ელაიზა თვალებს ატრიალებს.
– გეყო!
რაილი ყავის ფინჯანს მიბრუნებს, თავისას იღებს და ყავას
ისხამს.
– გავიგონე, ლილის აფრთხილებდი, უბრალოდ, მაინტე-
რესებს, რა უნდა გეთქვა!
ელაიზა დგება და ფინჯანი ნიჟარასთან მიაქვს.
– ლილი ჩემი მეგობარია, რაილი, შენ კი, როდესაც საქმე
ურთიერთობას ეხება, დიდად ვერ დაიკვეხნი კარგი რეპუტაცი-
ით, – ელაიზა ფინჯანს რეცხავს, თეძოთი ეყრდნობა ნიჟარას
და გვიყურებს, – როგორც მეგობარმა, უფლება მაქვს ჩემი აზ-
რი გამოვთქვა, როდესაც საქმე მის თაყვანისმცემლებს ეხება.
სწორედ ესაა მეგობრობა.
უცებ თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ვხვდები, რო-
გორ ეძაბება ამ ორს ურთიერთობა. რაილი ყავასაც კი აღარ
სვამს. ელაიზასკენ მიდის და ნიჟარაში ღვრის. შემდეგ დის წინ
დგება, ის არც კი უყურებს.
– ჰო, როგორც ძმამ, უნდა ვთქვა, რომ კარგი იქნება, ჩემ
მიმართ უფრო სამართლიანი იყო. დაძმობა სწორედ ესაა.
რაილი კარს აღებს და სამზარეულოდან გადის. ელაიზა
ღრმად სუნთქავს, თავს იქნევს და ხელები მიაქვს სახესთან.
– მაპატიე, – ცდილობს გამიღიმოს, – შხაპი უნდა მივიღო!
– ამისთვის ხალხი არ გყავს?
ელაიზა იცინის და სამზარეულოდან გადის. მე ფინჯანს
ვრეცხავ და რაილის საძინებლისკენ მივდივარ. კარს რომ ვა-
ღებ, რაილი ტახტზე მხვდება, ტელეფონში რაღაცას ათვა-
ლიერებს. არც კი მიყურებს და მეჩვენება, რომ ჩემზეც გაბრა-
ზებულია, თუმცა ცოტა ხანში ტელეფონს გვერდზე დებს და
ტახტის საზურგეს ეყრდნობა.
– მოდი ჩემთან, – მეუბნება.

96
ხელს მტაცებს, ზემოდან მომექცევა, ჩემს ტუჩებს თავისას
უახლოებს და ისე მაგრად მკოცნის, ვფიქრობ, ხომ არ ცდი-
ლობს დამიმტკიცოს, რომ მისი და ცდება.
რაილი ტუჩებს მწყვეტს და ნელა მითვალიერებს მთელ
სხეულს.
– მომწონხარ ჩემს სამოსში!
ვიღიმი.
– სამსახურში ვარ წასასვლელი, სამწუხაროდ, უნდა გამო-
ვიცვალო!
თმას მიწევს სახიდან და მეუბნება:
– მეც ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია მელის, უნდა მო-
ვემზადო, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე დღე ვერ გნახავ.
– მეც დაკავებული ვიქნები, პარასკევს გრანდიოზული გახ-
სნა გვაქვს!
– ოჰ, პარასკევამდე ნამდვილად გნახავ, გპირდები!
ამჯერად ღიმილს არ ვმალავ.
– კარგი!
ისევ მკოცნის, ამჯერად მთელი ერთი წუთის განმავლობა-
ში, ბოლოს ტახტზე მსვამს, მშორდება და მეუბნება:
– არა, მეტისმეტად მომწონხარ, რომ მხოლოდ კოცნით
დავკმაყოფილდე!
ტახტზე წამოწოლილი ვუყურებ, როგორ ემზადება სამსა-
ხურში წასასვლელად.
ჩემდა სასიხარულოდ, რაილი საოპერაციო სამოსს იცვამს.

97
თავი მერვე

– უნდა დავილაპარაკოთ, – მეუბნება ლუსი.


ტახტზე ზის და ლოყებზე ტუში ჩამოდღაბნია.
ოჰ, ჯანდაბა!
საფულეს ვაგდებ და ლუსის ვუახლოვდები, გვერდით ვუჯ-
დები თუ არა, ტირილს იწყებს.
– რა მოხდა, ალექსს დაშორდი?
ლუსი უარობს და მე მაშინვე ვნერვიულდები. ღმერთო, კი-
ბო არ ახსენოს! ხელზე ვკიდებ ხელს და უცებ ვხვდები, რაშია
საქმე.
– ლუსი, დაინიშნეთ?
თავს მიქნევს.
– მაპატიე, ვიცი, რომ კიდევ ექვსი თვე უნდა გვეცხოვრა სა-
ზიარო ბინაში, მაგრამ უნდა, რომ მასთან გადავიდე. – ცოტა
ხანს ვუყურებ, ნუთუ ამისთვის ტირის? დარდობს, რომ ბინის
ფულში ვეღარ შემეხიდება? ქაღალდის ცხვირსახოცს იღებს
და თვალებს იწმენდს. – თავს საშინლად ვგრძნობ, ლილი,
მარტო გტოვებ, შენთან ვეღარ ვრჩები.
რა…
– ლუსი, ჰმ… გადასარევად ვიქნები, გპირდები!
იმედიანი სახით მიყურებს.
– მართლა?
ღმერთმანი, რატომ ფიქრობს ასე ჩემზე?
ისევ თავს ვუქნევ.
– ჰო, სულაც არ ვბრაზობ, მიხარია შენი გაბედნიერება!
ლუსი გულში მიკრავს.
– ოჰ, გმადლობ, ლილი! – ტირილს სიცილი ცვლის. ხელს
მიშვებს თუ არა, ტახტიდან წამოხტება და მეუბნება, – უნდა წა-
ვიდე და ალექსს ვახარო, ნერვიულობდა, ეგონა უარს მეტყო-
დი და ნებას არ დამრთავდი ჩემი წილი ქირა აღარ გადამეხა-
და! – საფულეს და ფეხსაცმელს იღებს და სახლიდან მიფრი-
ნავს.
ტახტზე ვწვები და ჭერს მივშტერებივარ.
– ნუთუ გამასულელა?!

98
სიცილი მივარდება, რადგან მხოლოდ ახლა მივხვდი, რო-
გორ ძალიან მინდოდა ასე მომხდარიყო და მთელი ბინა ჩემს
განკარგულებაში გადმოსულიყო!
რაც კიდევ უკეთესია, როდესაც რაილის დავთანხმდები
დავნებდე, შეგვიძლია აქ ვიყოთ და არ ვიდარდოთ, რომ ვინმე
შემოგვისწრებს!
ბოლოს რაილის შაბათს ვესაუბრე, იმ დღეს, როდესაც მი-
სი ბინიდან წამოვედი. შევთანხმდით, რომ ვეცდებოდით ერ-
თად ვყოფილიყავით. რა თქმა უნდა, ყოველგვარი პასუხის-
მგებლობის გარეშე, თავისუფალ ურთიერთობას ვარჩევდით
და ვნახავდით, რა გვინდოდა ორივეს. ახლა ორშაბათი საღა-
მოა და ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ არ შემხმიანებია. ჩე-
მი ტელეფონის ნომერიც ვუთხარი შაბათს, სანამ ერთმანეთს
დავშორდებოდით, უბრალოდ, არ ვიცი, როგორ უნდა შევეხ-
მიანოთ ერთმანეთს შეტყობინებებით, განსაკუთრებით მაშინ,
როდესაც ჩვენი ურთიერთობა ყოველგვარი პასუხისმგებლო-
ბისგან თავისუფალია.
გარდა ამისა, არ ვაპირებ პირველმა მივწერო.
ვცდილობ, დრო იმით გავიყვანო, რომ ჩემი მოზარდობის
დროინდელი ვნებები და ელენ დეჯენერისთან მიმოწერა გა-
ვიხსენო. სულაც არ ვაპირებ იმ ბიჭზე ვიფიქრო, რომელთანაც
სექსი ჯერ არ მქონია. არც კი ვიცი, რატომ მგონია, რომ იმ პირ-
ველი ბიჭის ამბების კითხვა, რომელთანაც სექსი მქონდა, და-
მავიწყებს კაცს, რომელთანაც ჯერ არ მქონია ინტიმური სიახ-
ლოვე.

„ძვირფასო ელენ
ჩემს დიდ პაპას ელისი ერქვა. მთელი ცხოვრება ვფიქრობ-
დი, რომ მოხუცი კაცისთვის ეს დიდებული სახელია. მისი გარ-
დაცვალების შემდეგ ნეკროლოგი წავიკითხე. დაიჯერებ, რომ
თურმე სინამდვილეში სულაც არ რქმევია ელისი? მისი ნამ-
დვილი სახელი ლევი სემპსონი ყოფილა, მე კი ამაზე წარმოდ-
გენაც არ მქონდა.

99
ბებოს ვკითხე, რატომ ეძახდნენ ბაბუას ელისს და მითხრა,
მისი სახელისა და გვარის ინიციალების, ელისა და ესის ნაზა-
ვია და იმდენი ხანი მიმართავდნენ ამ ინიციალებით, რომ სა-
ხელად შეიკრაო.
აი, ასე მივიღეთ ელისი.
ახლა თქვენს სახელს დავცქერი და ვფიქრობ. ელენი. ეს
თქვენი ნამდვილი სახელია? იქნებ თქვენც, პაპასავით, ინი-
ციალებით მოგმართავდნენ და ამ სახელით ინიღბებით?
ელი და ენი.
ასე გამოდის „ელენი“.
სახელზე საუბარმა მოიტანა და არ გეჩვენებათ, რომ ეტლე-
სი უცნაური სახელია?
გუშინ, თქვენს შოუს რომ ვუყურებდი მასთან ერთად, ვკით-
ხე, მისი სახელი საიდან მოდის. მითხრა, არ ვიციო. არც კი
დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი, დედას უნდა ჰკითხო, ეს სა-
ხელი რატომ დაგარქვა-მეთქი. მან წამიერად შემომხედა და
მითხრა, მეტისმეტად გვიანიაო.
არ ვიცი, ამაში რას გულისხმობდა. არ ვიცი, დედამისი გარ-
დაიცვალა თუ ეტლესი გააშვილა. უკვე რამდენიმე კვირაა, მე-
გობრები ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ ცოტა ვიცი მის შესახებ და
ვერც ის გავიგე, რატომ არ აქვს საცხოვრებელი. ვკითხავდი,
მაგრამ არ ვიცი, ჯერ მენდობა თუ არა ბოლომდე. ვატყობ,
ნდობის პრობლემა აქვს და ამის გამო ვერ დავადანაშაულებ.
ვდარდობ მასზე. ამ კვირაში აცივდა, უარესადაც აცივდება
მომავალში, მას ელექტრობა არ აქვს, ასე რომ, გამათბობელ-
საც ვერ ჩართავს. იმედი მაქვს, საბნები მაინც გააჩნია. იცი, რა
საშინელებაა გათოშვით სიკვდილი? რა უცნაური რამაა, არა,
ელენ?
ამ კვირაში საბნებს მოვძებნი და მივცემ.
ლილი“

„ძვირფასო ელენ
მალე მოთოვს და გადავწყვიტე, დღეს ჩემი ბოსტნის მოსა-
ვალი ავიღო. ბოლოკი უკვე ამოვთხარე, უბრალოდ, კომპოს-

100
ტით უნდა გავაპატივო, რასაც დიდი დრო არ სჭირდება, მაგ-
რამ ეტლესმა დაიჟინა, დაგეხმარებიო.
ბაღ-ბოსტნის მოვლაზე უამრავი შეკითხვა დამისვა და მი-
ხარია, ჩემს ინტერესს რომ იზიარებს. ვაჩვენე, როგორ უნდა
შეიტანოს კომპოსტი ნიადაგში და როგორ უნდა დაფაროს მი-
წით ისე, რომ თოვლმა დიდი ზიანი არ მიაყენოს. ჩემი ბოსტანი
სხვების ბოსტნებთან შედარებით პატარაა, სულ თორმეტი ფუ-
ტი იქნება. მაგრამ მამაჩემი მხოლოდ უკანა ეზოთი სარგებ-
ლობის უფლებას მაძლევს.
ეტლესმა ყველაფერი გააკეთა, სანამ მე ფეხმორთხმული
ვიჯექი ბალახზე და ვუყურებდი. საინტერესოა, ალბათ ასე ცდი-
ლობს, გული გადააყოლოს ამ საქმიანობას, ყოველთვის
მთხოვს, საშუალება მივცე, რამეში დამეხმაროს.
– რატომ მოგინდა რაღაცები მოგეყვანა ბოსტანში? –
მკითხა.
შევხედე, ისიც ფეხმორთხმით იჯდა და ცნობისმოყვარე სა-
ხით მიყურებდა. მივხვდი, რომ ამწამს ის საუკეთესო მეგობარი
იყო, რომელიც კი ოდესმე მყოლია, არადა, ერთმანეთზე ისე
ცოტა რამ ვიცით… სკოლაშიც მყავს მეგობრები, მაგრამ ისინი
ცხადი მიზეზის გამო, იშვიათად მოდიან ჩემთან სახლში. დედა
სულ იმას ნერვიულობს, რომ მამას შეიძლება რაღაც დაემარ-
თოს თავისი ხასიათის გამო. მე კი არასოდეს მივდივარ სხვებ-
თან და არც კი ვიცი, რატომ. იქნებ მამაჩემს იმიტომ არ უნდა
ვინმესთან სახლში გამიშვას, რომ არ სურს, მოწმე გავხდე, რა
კარგი ქმრები არიან სხვები, რა კარგად ეპყრობიან ცოლებს.
ალბათ ურჩევნია ვთვლიდე, რომ ის როგორც დედას ექცევა,
ჩვეულებრივი ამბავია.
ეტლესი საუკეთესო მეგობარია, ვინც კი ოდესმე შინ მიმიყ-
ვანია. გარდა ამისა, პირველი მეგობარია, რომელიც ჩემი
ბოსტნით დაინტერესდა. ის შეკითხვაც, თუ რატომ მომწონს
ბოსტნის მოვლა, პირველმა დამისვა.
დავიხარე, სარეველა მოვთხარე და ნაკუწებად ვაქციე, თან
ეტლესის შეკითხვაზე ვფიქრობდი.
– ათი წლის რომ ვიყავი, დედამ ვებგვერდზე დამარეგის-
ტრირა, რომელსაც „ანონიმური თესლები“ ერქვა, – ვუთხარი

101
ეტლესს, – ყოველთვიურად ვიღებდი ფოსტის მეშვეობით
თესლს, რომელსაც შეკვრაზე არ ეწერა, რისი იყო, მხოლოდ
მისი დათესვის და მოვლის ინსტრუქცია ახლდა თან. მეც ვთე-
სავდი და მასზე ვზრუნავდი. არც კი ვიცოდი, რა მომყავდა, მა-
ნამ, სანამ თესლი არ გაღივდებოდა და ამოვიდოდა. სკოლის
შემდეგ პირდაპირ უკანა ეზოს მივაშურებდი ხოლმე, მათი
ზრდისთვის რომ მედევნებინა თვალყური. ინტერესი გამიჩ-
ნდა. მცენარეების გაზრდა ჯილდოსავით იყო.
ვგრძნობ, როგორ მიყურებს ეტლესი, შემდეგ მეკითხება:
– რა ჯილდო?
მხრები ავიჩეჩე.
– სწორად რომ ვუვლიდი მცენარეებს. მცენარეების ზრდა
იმ სიყვარულზეა დამოკიდებული, რომელსაც მათ მოვლაში
დებ. თუ ცუდად ექცევი ან უპატივცემულოდ ეპყრობი, არაფერი
ამოვა. თუ კარგად მოუვლი და შეიყვარებ, ისინიც გაჯილდოე-
ბენ ბოსტნეულის, ხილის ან ყვავილის სახით, – სარეველას
შევხედე, რომელსაც ვფლეთდი და მივხვდი, რომ მისგან დუ-
იმიც კი აღარ დარჩა. ნაფლეთები თითებშორის გავფანტე და
ნარჩენები წკიპურტით მოვიშორე.
არ მინდოდა ეტლესისთვის შემეხედა, რადგან ვგრძნობდი,
რომ ისევ მიყურებდა, ამის ნაცვლად მულჩით დაფარულ ჩემს
ბოსტანს გავხედე.
– ერთმანეთს ვგავართ, – მითხრა.
მეც შევხედე.
– მე და შენ?
თავი გააქნია.
– არა, მცენარეები და ადამიანები. მცენარეებსაც სათანა-
დო სიყვარული სჭირდებათ, რომ გადარჩნენ. ჩვენ დაბადები-
დანვე მშობლებს ვართ მინდობილი და მათი სიყვარული
გვჭირდება, რომ ვიცოცხლოთ. თუ მშობლებსაც სათანადოდ
ვუყვარვართ, კარგ ადამიანებად ვყალიბდებით, მაგრამ თუ
უპატივცემულოდ გვეპყრობიან… – ხმას დაუწია. დანაღვლიან-
და. ხელები მუხლებზე შეიწმინდა და სცადა, ტალახი მოეშო-
რებინა, – თუ უპატივცემულოდ გვეპყრობიან, უსახლკაროდ

102
ვრჩებით და ვეღარ ვახერხებთ რამე მნიშვნელოვანი გავაკე-
თოთ ცხოვრებაში.
ეტლესის სიტყვებმა გული იმ მულჩად მიქცია, რომელიც
ცოტა ხნის წინ დავამატეთ ნიადაგს. არც კი ვიცოდი, ამაზე რა
მეთქვა, ნუთუ, ამას რომ ამბობდა, საკუთარ თავს გულისხმობ-
და?
ამის მერე ეტლესი წამოდგა და წასვლა დააპირა, მაგრამ
მე დავასწარი და მისი სახელი წარმოვთქვი.
ეტლესი ისევ დაჯდა ბალახზე, მე ხეების მწკრივზე ვანიშნე,
რომელიც ეზოს მარცხნივ, ღობეს მიუყვებოდა.
– ხედავ ამ ხეებს?
მწკრივში ერთი მუხის ხე იდგა, რომელიც დანარჩენებზე
მაღალი იყო.
ეტლესმა გაიხედა და მუხას თვალი ააყოლა.
– ეს ხე თავისით გაიზარდა, – ვუთხარი, – მცენარეთა უმ-
რავლესობას ბევრი ზრუნვა სჭირდება, რომ გაიხაროს, მაგ-
რამ ზოგიერთები, თუნდაც ხეები, საკმარისად ძლიერები
არიან, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად რომ იყვნენ და არა
სხვების!
აზრზე არ ვარ, ეტლესი მიხვდა თუ არა, რისი თქმა მინდო-
და ამით, მე კი, უბრალოდ, მსურდა ეფიქრა, რომ საკმაოდ
ძლიერი იყო, რაც უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში, მაინც
უნდა გადაერჩინა თავი. მე მას კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ
ვხედავდი, გააჩნდა თვითგადარჩენის ძალა და იმაზე უკეთ გა-
უმკლავდებოდა ყველაფერს, ვიდრე მე, მის ადგილას რომ აღ-
მოვჩენილიყავი.
ეტლესი ხეს არ აშორებდა მზერას. დიდი ხანი გავიდა, სა-
ნამ თუნდაც თვალებს დაახამხამებდა. მერე თავი დამიქნია და
ბალახს დახედა. პირის კუთხე ისე მოეღრიცა, მივხვდი, წარბის
შეკვრა სურდა, მაგრამ ამის ნაცვლად ოდნავ გამიღიმა.
– ერთმანეთს ვგავართ, – გაიმეორა ცოტა ხნის წინ ნათ-
ქვამი სიტყვები.
– მცენარეები და ადამიანები?
თავი გადააქნია.
– არა, მე და შენ!

103
ამოვიოხრე, ელენ, იმედი მქონდა, ეტლესი ამას ვერ შენიშ-
ნავდა, მაგრამ ჰაერი ხმაურით ჩავისუნთქე, ღმერთმანი, აბა,
რა უნდა მეპასუხა ამაზე?
– ეტლეს, მოიცადე!
– სანამ შინ დაბრუნდები, აჯობებს წყალი გადაივლო, კომ-
პოსტი ხომ ძროხის ნაკელისგანაა დამზადებული!
ეტლესმა ჯერ ხელებს დახედა, შემდეგ კომპოსტში ამოს-
ვრილ ტანსაცმელს.
– ძროხის ნაკელისგან? სერიოზულად ამბობ?
გავიღიმე და თავი დავუქნიე. გაიცინა, სანამ რამეს მივ-
ხვდებოდი, ჩემ გვერდით აღმოჩნდა მიწაზე და ერთიანად შე-
მაწმინდა ხელები. ორივე ვიცინოდით, შემდეგ ეტლესმა ჩანთა
აიღო, რომელიც გვერდით ეგდო, კიდევ ამოისვარა ხელები
და მკლავებზე წამისვა.
ელენ, დარწმუნებული ვარ, წინადადებას, რომლის დაწე-
რასაც ვაპირებ, ვერასოდეს დავწერდი და ვერც ხმამაღლა
ვიტყოდი.
ძროხის ნაკელს რომ მისვამდა, ისე აღვიგზნე, როგორც
არასოდეს!
რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე მიწაზე ვიწექით, მძიმედ
ვსუნთქავდით და ისევ ვიცინოდით. ეტლესი წამოდგა და მეც
წამომაყენა, მიხვდა, რომ ერთი წუთის ფუჭად გაფლანგვაც კი
არ ღირდა, თუ გვსურდა ჩემი მშობლების მოსვლამდე მიგვე-
ღო შხაპი.
ეტლესი შხაპქვეშ რომ შევიდა, მე ნიჟარაში დავიბანე ხე-
ლები და სააბაზანოში დავრჩი, მაინტერესებდა, რას გულის-
ხმობდა, როდესაც მითხრა ერთმანეთს ვგავართო.
ნუთუ ეს ქათინაური იყო? ამაში თითქმის დარწმუნებული
ვიყავი. იმასაც გულისხმობდა, რომ მეც ძლიერი ვარ? არადა,
თავს ძლიერად ვერასოდეს ვგრძნობდი. იმ წამში მხოლოდ
იმაზე ვფიქრობდი, როგორ მაიძულა ეტლესმა, თავი კიდევ
უფრო სუსტად მეგრძნო. აღარ ვიცოდი, რა უნდა მომეხერხე-
ბინა იმისთვის, რასაც მისი სიახლოვისას ვგრძნობდი.
იმაზეც ვფიქრობდი, რამდენი ხანი დავუმალავდი ეტლესის
ამბავს მშობლებს ან რამდენ ხანს დარჩებოდა ის ამ სახლში.

104
ზამთარი მენის შტატში აუტანლად ცივია და გათბობის გარეშე
ვერ გადარჩებოდა.
ან საბნების გარეშე.
თავი ხელში ავიყვანე და ძველი საბნების ძებნას შევუდექი.
ვაპირებდი, შხაპიდან რომ გამოვიდოდა, მისთვის მიმეცა, მაგ-
რამ უკვე ხუთი საათი იყო და სასწრაფოდ დატოვა ჩემი სახლი.
არა უშავს, საბნებს ხვალ მივცემ.
ლილი“

„ძვირფასო ელენ
ჰარი კონიკ უმცროსი საოცრად სასაცილო ვინმეა. არ მახ-
სოვს, ოდესმე ის შენს შოუში მოგეყვანოს, თუმცა მიუხედავად
იმისა, რომ ძალიან არ მომწონს ეს ამბავი, უნდა ვაღიარო, გა-
დაცემის ერთი-ორი ეპიზოდი გამოვტოვე. თუ არასოდეს გყო-
ლია, აუცილებლად უნდა მიიყვანო. მართლა, თუ გინახავთ
ოდესმე „გვიანი ღამე კონან ო’ბრაიენთან ერთად“? მას თავი-
სი შვილი, ენდი, ყოველ ეპიზოდში გადაცემაში ჰყავს და ტახ-
ტზე უზის. მინდა ჰარიც დასვათ ყოველ ეპიზოდში დივანზე. ის
ხომ ეს-ესაა, საუკეთესო ონლაინკომიკოსი გახდა, თქვენ ორი
ერთად საუცხოო იქნებოდით!
კიდევ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ვიცი, რომ ტელეგა-
დაცემა ჩემს გასაცინებლად ნამდვილად არ მიგყავთ, მაგრამ
ხანდახან გემრიელად ვიცინი ხოლმე. ზოგჯერ მეჩვენება, რომ
ღიმილის ან სიცილის უნარს ვკარგავ, თუმცა, როგორც კი
თქვენს გადაცემას ვრთავ, როგორ ხასიათზეც არ უნდა ვიყო,
თავს უკეთესად ვგრძნობ შოუს დასრულების შემდეგ.
მოკლედ, დიდი მადლობა ამისთვის!
ვიცი, ეტლესის ამბავი გაინტერესებთ და ახლავე მოგ-
წერთ, პირველ რიგში, შეგატყობინებთ, გუშინ რა მოხდა.
დედა ბრიმერის დაწყებით სკოლაში მასწავლებლის ასის-
ტენტია. სკოლა ჩვენგან მოშორებითაა, ამიტომ ვერ მოდის
ხოლმე ხუთ საათამდე სახლში. მამაჩემი დედის სამსახურიდან
ორ მილში მუშაობს, ასე რომ, ისიც ხუთის მერე ბრუნდება შინ.

105
ავტოფარეხი გვაქვს, მაგრამ მასში მხოლოდ ერთი ავტო-
მობილი ეტევა, რადგან მამაჩემი იქ უამრავ ნივთს ინახავს.
ამიტომაა, რომ მამა თავის მანქანას ავტოფარეხში აყენებს,
დედა კი – გზაზე.
მოკლედ, გუშინ დედა ცოტა ადრე მოვიდა სახლში. ეტლე-
სი ჩვენთან იყო და თითქმის ვამთავრებდით თქვენი შოუს ყუ-
რებას, როდესაც ავტოფარეხის გაღების ხმა გავიგონეთ. ეტ-
ლესი უკანა კარისკენ გაიქცა, მე კი სასტუმრო ოთახისკენ,
რომ გაზიანი სასმლის ქილები და ხემსის ნარჩენები ამელაგე-
ბინა.
გუშინ, სადილის შემდეგ, ხვავრიელი თოვა დაიწყო და დე-
დას უამრავი რამ ჰქონდა შინ მოსატანი, ამიტომ ავტოფარეხის
კარი გააღო, ყველაფერი სამზარეულოს კარიდან რომ შემოე-
ტანა. სამსახურიდან წამოღებული ნივთები და სურსათი იყო.
დედას მათ მოტანაში რომ ვეხმარებოდი, მამა მოადგა ეზოს
მანქანით და სიგნალი მოგვცა გაბრაზებულმა, ვერ აიტანა, დე-
დას მანქანა მის ავტოფარეხში რომ ეყენა დროებით, გარდა
ამისა, ეტყობა, არ უნდოდა, მანქანიდან თოვლში გადმოებიჯე-
ბინა. ალბათ მხოლოდ ეს იყო იმის მიზეზი, რომ დედა აიძულა,
სასწრაფოდ გამოეყვანა მანქანა ავტოფარეხიდან, იმის ნაც-
ვლად, რომ უბრალოდ, დალოდებოდა, როდის დაასრულებდა
ნივთების გადმოტვირთვას. თუმცა დავფიქრდი, რატომ იყო,
მამა სულ თავის მანქანისთვის რომ იყენებდა ავტოფარეხს?
ნებისმიერ სხვა მამაკაცს არასოდეს მოუნდებოდა, საყვარელი
ქალი იძულებული გაეხადა, გზაზე დაეყენებინა მანქანა.
გარდა ამისა, დედას მაშინვე შიში ჩაუდგა თვალებში, რო-
დესაც მამაჩემის სიგნალი გაიგონა და მითხრა, ნივთები მაგი-
დაზე დაალაგე, სანამ მე მანქანას გარეთ გავიყვანო.
არ ვიცი, ავტოფარეხში რომ შევიდა, იქ რა მოხდა. ჯერ ხმა-
ური მომესმა, მერე კივილი და მაშინვე ავტოფარეხისკენ გავი-
ქეცი, მეგონა დედას ყინულზე დაუსხლტა ფეხი.
ელენ… არც კი ვიცი, როგორ აღგიწეროთ, შემდეგ რა მოხ-
და. ჯერ კიდევ თავზარდაცემული ვარ ამ ყველაფრის გამო.
ავტოფარეხის კარი გავაღე და დედა ვერ დავინახე. მხო-
ლოდ მამას ვხედავდი, რომელიც მანქანის უკან რაღაცას აკე-

106
თებდა. მივუახლოვდი და მივხვდი, რა ხდებოდა; მამას დედა
მანქანის ძარაზე მიეყუდებინა და კისერში წაეჭირა ხელები.
ახრჩობდა, ელენ!
მეტირება, ამას რომ ვიხსენებ. მამა დედას უყვიროდა და
ზიზღით უყურებდა, ეუბნებოდა, სრულიად არ აფასებ ჩემს თავ-
დაუზოგავ შრომასო. არ ვიცი, რამ გააბრაზა, რადგან დედა
დუმდა და მხოლოდ იმას ცდილობდა, როგორმე ამოესუნთქა.
მომდევნო რამდენიმე წუთი ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ვი-
ცი, რომ მამას ყვირილი დავუწყე, ზურგზე მოვახტი და თავში
ვურტყამდი.
შემდეგ კი ყველაფერი მორჩა, ვეღარაფერი მოვახერხე.
არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ჩანს, მამამ თავიდან მომიშო-
რა, მხოლოდ ერთი წამი მახსოვს, ჯერ ზურგზე ვებღაუჭებოდი,
მეორე წამში კი მიწაზე ვეგდე, შუბლი წარმოუდგენლად მტკი-
ოდა. დედა გვერდით მეჯდა, ჩემს თავზე ეკიდა ხელი და მებო-
დიშებოდა. მამას დავუწყე ძებნა, მაგრამ ის იქ აღარ იყო. მან-
ქანაში ჩაჯდა და მაშინვე მოშორდა სახლს, როგორც კი თავი
ვიტკინე. დედამ ქსოვილის ნაგლეჯი მომაწოდა და მითხრა,
თავზე მიიდეო, რადგან სისხლი მომდიოდა, შემდეგ მანქანამ-
დე მიმიყვანა და საავადმყოფოში წამიყვანა. ერთადერთი
ფრაზა მითხრა გზაში: – როდესაც გკითხავენ, რა მოხდა, უთ-
ხარი, რომ ყინულზე დაგისხლტა ფეხი!
ეს რომ მითხრა, ფანჯარაში გავიხედე და ტირილი დავიწყე,
რადგან დარწმუნებული ვიყავი, დედასთვის მომხდარი უკა-
ნასკნელი წვეთი აღმოჩნდებოდა, მეგონა, ამის მერე მამას მი-
ატოვებდა, მაგრამ იმწამს გავაცნობიერე, რომ ეს არასოდეს
მოხდებოდა. განადგურებული ვიყავი, მაგრამ მეშინოდა, დე-
დისთვის ეს მეთქვა.
შუბლზე ცხრა ნაკერი დამადეს. ახლაც არ ვიცი, რას და-
ვარტყი თავი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტობრი-
ვად, მამაჩემი იყო ჩემი შუბლის გატეხის მიზეზი და შინაც კი არ
დარჩა, რომ გაეგო, როგორ ვიყავი. ორივე მიგვატოვა ავტო-
ფარეხის იატაკზე და წავიდა.

107
იმ ღამით ძალიან გვიან დავბრუნდი შინ და მაშინვე დამე-
ძინა, რადგან საავადმყოფოში ტკივილგამაყუჩებელი აბი და-
მალევინეს.
დილით, ავტობუსში რომ ავედი, ვცადე ეტლესისთვის პირ-
დაპირ არ შემეხედა, გაკერილი შუბლი რომ არ შეემჩნია. თმაც
ისე დავივარცხნე, რომ არაფერი დამტყობოდა. ერთად დავ-
სხედით თუ არა, ჩვენი ნივთების დალაგებისას ხელით შევე-
ხეთ ერთმანეთს შემთხვევით.
ელენ, მას ყინულივით, ყინულივით ცივი ხელები ჰქონდა!
სწორედ მაშინ გამახსენდა, ეტლესისთვის საბნების მიცემა
რომ დამავიწყდა გუშინ იმის გამო, რომ დედა ადრე დაბრუნდა
სახლში. შემდეგ ავტოფარეხში მომხდარმა ინციდენტმა გადა-
მავიწყა ყველაფერი. ღამით მოთოვა, მოყინა კიდეც, ის კი იმ
ბნელ ოთახში მარტო იყო. ახლაც სციოდა, ისე სციოდა, რომ
არ ვიცი, როგორ ცოცხლობდა!
ორივე ხელში ჩავავლე ხელები და ვუთხარი:
– ეტლეს, იყინები!
არაფერი უთქვამს. მეც ავდექი და ხელები დავუზილე, რომ
გამეთბო. თავი დავადე მხარზე და ყველაზე უხერხული რამ ჩა-
ვიდინე, ტირილი დავიწყე. ხშირად არ ვტირი, მაგრამ გუშინ-
დლის გამო ჯერ კიდევ განერვიულებული ვიყავი, თან თავს
დამნაშავედ ვგრძნობდი, ეტლესისთვის საბნების მიცემა რომ
დამავიწყდა და ყველაფერმა ერთბაშად შემომიტია სკოლის
ავტობუსში. ეტლესს არაფერი უთქვამს. უბრალოდ, ხელები
გამომაცალა ისე, რომ აღარ დამეზილა და ზემოდან დამადო
ხელებზე. ასე ვიმგზავრეთ სკოლამდე.
ვიტყოდი, ტკბილი წამები იყო-მეთქი, ასე სევდიანი რომ არ
ვყოფილიყავი.
შინ რომ ვბრუნდებოდით სკოლიდან, ეტლესმა მხოლოდ
მაშინ შენიშნა ჩემი ჭრილობა შუბლზე.
მართალი გითხრათ, სულ გადამავიწყდა ჭრილობა. სკო-
ლაში არავის არაფერი უკითხავს და ეტლესი რომ მომიჯდა
გვერდით ავტობუსში, აღარც კი მიცდია მისი დამალვა. ეტ-
ლესმა კი შემომხედა და მკითხა:
– თავზე რა მოგივიდა?

108
არ ვიცოდი, მისთვის რა მეთქვა. უბრალოდ, თითებით შე-
ვეხე იარას და ფანჯარაში გავიხედე. მისი მოტყუება არ მსურ-
და. უბრალოდ, საერთოდ არ მინდოდა სიმართლის თქმა. ავ-
ტობუსი რომ დაიძრა, ეტლესმა მითხრა:
– გუშინ, შენი სახლიდან რომ წამოვედი, რაღაც მომესმა
ცოტა ხანში. ყვირილი გავიგონე, შენი კივილიც, მერე მამაშე-
ნი დავინახე, როგორ წავიდა. ვაპირებდი მოვსულიყავი და
დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ
რომ მოგიახლოვდით, უკვე მანქანით მიდიოდი სადღაც დე-
დასთან ერთად.
გამოდის, ეტლესმა გაიგონა, როგორ ჩხუბობდნენ ჩემი
მშობლები ავტოფარეხში, ისიც გაუგია, ნაკერების დასადებად
რომ მივდიოდით. ვერ წარმომედგინა, ასე ახლოს თუ გაბედავ-
და ჩვენს სახლთან მოსვლას. იცით, რას უზამდა მამაჩემი თა-
ვის ტანსაცმელში გამოწყობილ ეტლესს? ძალიან გავნერვი-
ულდი, რადგან მამაჩემი ყველაფერზე წამსვლელია!
ეტლესს შევხედე და ვუთხარი:
– ეტლეს, ასე არ უნდა მოიქცე! არ უნდა მოხვიდე ჩემს სახ-
ლთან, როდესაც მშობლები შინ არიან!
ეტლესი ჩუმად იყო, მერე მითხრა:
– მე ხომ შენი კივილი გავიგონე, ლილი, – და ეს ისე წარ-
მოთქვა, რომ ხაზი გაუსვა, ამ ამბავმა ჩემთვის ყველაფერი გა-
დაფარაო.
თავი ცუდად ვიგრძენი, ვიცი, ეტლესი ჩემს დახმარებას
ცდილობდა, მაგრამ შეიძლებოდა ამით კიდევ უფრო გაეუარე-
სებინა ვითარება.
– დავეცი, – ვუთხარი და მაშინვე ცუდად ვიგრძენი თავი მი-
სი მოტყუების გამო. მართალი გითხრათ, ცოტა იმედიც კი გა-
მიცრუვდა საკუთარ თავში, რადგან ორივემ კარგად ვიცოდით
იმ წუთისთვის, რომ დაცემა არაფერ შუაში იყო. ამის შემდეგ
ეტლესმა სახელოები აიკეცა და მკლავი გამომიწოდა.
ელენ, გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა. ცუდად გავხდი. ეტ-
ლესს მთელ მკლავზე პატარ-პატარა იარები ჰქონდა. რამდე-
ნიმე იარა ისეთი იყო, თითქოს ვიღაცამ ანთებული სიგარეტი
მიადო კანზე.

109
ეტლესმა ისე შემოატრიალა მკლავი, მეორე მხარეც რომ
მენახა.
– მეც ბევრჯერ დავცემულვარ, ლილი, – შემდეგ მაისურის
სახელო ჩამოიწია და აღარაფერი უთქვამს.
წამით მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი საქმე განსხვავებულად
იყო, რომ მამაჩემს ჩემთვის ზიანი არასოდეს მოუყენებია, ამ-
ჯერად, უბრალოდ, ცდილობდა თავიდან მოვეშორებინე, მაგ-
რამ მივხვდი, რომ დედაჩემივით მოვინდომე, გამართლება
მომეძებნა მამის საქციელისთვის.
ცოტა უხერხულადაც ვიგრძენი თავი, ეტლესმა რომ გაიგო,
ჩემს სახლში რა ხდებოდა. ავტობუსით მგზავრობის მთელი
დარჩენილი დრო ფანჯრიდან ვიხედებოდი, რადგან არ ვიცო-
დი, რა მეთქვა ეტლესისთვის.
შინ რომ დავბრუნდი, დედაჩემის მანქანა დავინახე, რა
თქმა უნდა, გზაზე დაყენებული და არა – ავტოფარეხში.
ეს იმას ნიშნავდა, რომ ეტლესი ვეღარ მოვიდოდა ჩემთან
თქვენი შოუს საყურებლად. დავაპირე მეთქვა, საბნებს მოგ-
ვიანებით მოგაწვდი-მეთქი, მაგრამ ის ისე წავიდა, არც კი დამ-
მშვიდობებია. ქუჩას ისე ჩაუყვა, რომ მივხვდი, განერვიულდა.
ახლა ბნელა და ველოდები, ჩემი მშობლები როდის დაიძი-
ნებენ, რადგან ვაპირებ, საბნები წავუღო.
ლილი“

„ძვირფასო ელენ
რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი!
ოდესმე გაგიკეთებია ისეთი რამ, რაც იცი, რომ არასწო-
რია, მაგრამ რაღაცნაირად, სწორადაც მიგაჩნია? არ ვიცი, ეს
ყველაფერი უფრო მარტივად როგორ ავხსნა.
იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ თხუთმეტი წლის ვარ და
მესმის, რომ ბიჭს მთელი ღამე ჩემს საძინებელში არ უნდა გა-
ვატარებინო, მაგრამ თუ ამ ბიჭს წასასვლელი არსად აქვს, გა-
ნა ადამიანური პასუხისმგებლობა არ არის, მას დახმარების
ხელი გავუწოდო?

110
წუხელ, მას შემდეგ, რაც მშობლები დასაძინებლად წავიდ-
ნენ, უკანა კარიდან გავიპარე, საბნები რომ წამეღო ეტლესის-
თვის. თან ფარანი წავიღე, რადგან ბნელოდა. ისევ ხვავრიე-
ლად თოვდა, ასე რომ, მიტოვებულ სახლთან მისვლაში
მთლად გავითოშე. უკანა კარზე დავაკაკუნე და როგორც კი
ეტლესმა კარი გამიღო, მაშინვე შიგნით შევედი, სიცივისგან
თავი რომ დამეღწია.
თუმცა… სიცივეს თავი ვერ დავაღწიე. რაღაცნაირად, თით-
ქოს უფრო შემცივდა იმ ძველ სახლში. ფარანი ისევ ჩართული
მქონდა და მთელი სასტუმრო ოთახი და სამზარეულო გაანა-
თა. არსად არაფერი იყო, ელენ!
არც ტახტი, არც სკამი, არც ლეიბები. ეტლესს საბანი გავუ-
წოდე და მიმოვიხედე. სახურავში უზარმაზარი ნახვრეტი იყო,
სამზარეულოში ქარი და თოვლი შემოდიოდა. სასტუმრო ოთა-
ხს რომ მივანათე, ეტლესის ნივთები კუთხეში დავლანდე. მისი
ზურგჩანთა, პლუს ჩემი ნაჩუქარი ზურგჩანთა, კიდევ იმ ნივთე-
ბის გროვა, რომლებიც მივეცი, მათ შორის, მამაჩემის ტანსაც-
მელიც. იქვე ორი პირსახოციც დავინახე იატაკზე. როგორც
მივხვდი, ერთს ძირს იფენდა, მეორეს კი ზედ იფარებდა ხოლ-
მე.
ხელი პირზე მივიდე, რადგან შემეშინდა. ის ასე ცხოვრობ-
და აქ, უკვე რამდენიმე კვირა იყო!
ეტლესმა ზურგზე დამადო ხელი და სცადა, უკანა კართან
მივეყვანე.
– აქ არ უნდა იყო, ლილი, – მითხრა, – პრობლემები შე-
გექმნება.
სწორედ ამ დროს ხელში ჩავავლე ხელი და ვუთხარი:
– არც შენ უნდა იყო აქ, – და ვცადე წამომეყვანა, მაგრამ
ხელი მომაშორებინა. მაშინ ვუთხარი: – შეგიძლია ჩემი საძი-
ნებლის იატაკზე დაიძინო ამაღამ, საძინებელს ვკეტავ ხოლმე.
აქ ვერ დარჩები, ეტლეს, პნევმონიას აიკიდებ და მოკვდები!
ეტლესს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა,
როგორ მოქცეულიყო. დარწმუნებული ვარ, ფიქრობდა, თუ
ვინმე გამომიჭერს ლილის საძინებელში, პნევმონიაზე უარეს
შარს გადავეყრები და მოვკვდებიო. შემდეგ სასტუმრო ოთახს

111
გადახედა, თავი დამიქნია ერთადერთხელ და კარგიო, დამ-
თანხმდა.
მითხარით, ელენ, შევცდი, ჩემს საძინებელში ღამის გათე-
ვის უფლება რომ მივეცი წუხელ? თავს დამნაშავედ არ
ვგრძნობ. მგონი სწორად მოვიქეცი, მაგრამ დარწმუნებული
ვარ, რომ გამოიჭირონ, უამრავ პრობლემას შევიქმნი. ეტლესს
იატაკზე ეძინა, ასე რომ, მეტი არაფერი მომხდარა, უბრალოდ,
თბილ ოთახში გავათევინე ღამე.
წუხელ ეტლესზე უფრო მეტი რამ შევიტყვე. უკანა კარიდან
რომ შევიყვანე საძინებელში, ოთახი ჩავრაზე და თივით გატე-
ნილი ლეიბი დავუგე იატაკზე, ჩემი საწოლის გვერდით. მაღვი-
ძარა დილის 6 საათზე დავაყენე და ვთხოვე, მანამ წასულიყო,
სანამ ჩემი მშობლები გაიღვიძებდნენ, რადგან დილით დედა
მაღვიძებს ხოლმე.
ლოგინში შევძვერი და კიდეში ისე მოვიკუნტე, რომ სანამ
ცოტას ვილაპარაკებდით, ეტლესი დამენახა. ვკითხე, რამდენი
ხანი აპირებდა იმ სახლში დარჩენას და მიპასუხა, არ ვიციო.
მერე ისიც ვთხოვე, აეხსნა, აქ როგორ აღმოჩნდა, მან კი თავ-
ქვეშ ამოიდო ხელები და ამომხედა, ბოლოს მითხრა:
– ჩემს ნამდვილ მამას არ ვიცნობ, მას ჩემთან ურთიერთო-
ბა არასოდეს უცდია. ყოველთვის მე და დედა ვიყავით ერთად,
მაგრამ დაახლოებით ხუთი წლის წინ დედა იმ ტიპზე გათხოვ-
და, რომელსაც არასოდეს ვეპიტნავებოდი, ამიტომ ხშირად
ვჩხუბობდით. თვრამეტი წლის რომ გავხდი, რამდენიმე თვის
წინ, საკმაოდ დიდი კონფლიქტი მოგვივიდა და სახლიდან გა-
მომაგდო, – ეტლესმა ღრმად ამოიოხრა, ეტყობოდა, აღარ
სურდა, მეტი მოეყოლა ჩემთვის, თუმცა მერე ისევ ალაპარაკ-
და: – ცოტა ხანს ჩემს მეგობართან და მის ოჯახთან ვრჩებოდი,
მაგრამ მისმა მამამ სამსახური შეიცვალა, კოლორადოში გა-
დავიდა და ოჯახიც თან გაჰყვა. მათ არ შეეძლოთ ჩემი წაყვანა,
რა თქმა უნდა. ჩემი მეგობრის მშობლები ძალიან კარგად მო-
მექცნენ, მათ ხომ ნება დამრთეს, ამდენ ხანს მათთან მეცხოვ-
რა, ასე რომ, ვუთხარი, დედას დაველაპარაკე და შინ ვბრუნ-
დები-მეთქი. მოკლედ, დავბრუნდი და დედას ვუთხარი, სანამ
სკოლას დავასრულებ, შინ დავრჩები-მეთქი, მან კი ამის ნება

112
არ დამრთო, მითხრა, შენს მამინაცვალს ეს არ მოეწონებაო, –
ეტლესმა თავი მიაბრუნა და კედელს შეხედა, – ამის შემდეგ
რამდენიმე დღე დავხეტიალებდი, სანამ ეს სახლი არ დავინა-
ხე. მივხვდი, რომ შემეძლო აქ დავრჩენილიყავი, ვიდრე რამე
უკეთესს ვიპოვიდი და სკოლას დავასრულებდი. მაისში ჯარში,
საზღვაო ქვეითთა რაზმში უნდა ვიმსახურო, ასე რომ, უბრა-
ლოდ, ვცდილობ იქამდე გავიტანო თავი.
მაისამდე ექვსი თვეა, ელენ, ექვსი!
ეტლესმა ამბის თხრობა რომ დაასრულა, თვალები ცრემ-
ლით მქონდა სავსე. ვკითხე, რატომ არ სთხოვა ვინმეს დახმა-
რება, მიპასუხა, ვცადეო, მაგრამ ეს ზრდასრული ადამიანის-
თვის, რომელიც უკვე თვრამეტი წლის გახდა, უფრო ძნელია,
ვიდრე ბავშვისთვისო. ვიღაცას ნომერიც მიუცია რამდენიმე
თავშესაფრის, სადაც დაეხმარებოდნენ. ჩვენს ქალაქში, ოცი
მილის რადიუსში, სამი თავშესაფარი ყოფილა, მაგრამ ორი –
ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის. მესამე უსახლკარო-
თათვის განკუთვნილი, სულ რამდენიმე საწოლი ჰქონიათ,
თან შორი იყო და სკოლამდე ყოველდღე სიარული გამიჭირ-
დებოდაო. პლუს, რიგში უნდა ჩამდგარიყო, საწოლი რომ მი-
ეცათ. ერთხელ ვცადე, მაგრამ ამ ძველ სახლში უფრო უსაფ-
რთხოდ ვგრძნობ თავს, ვიდრე იმ თავშესაფარშიო.
ასეთ სიტუაციებში მიამიტი გოგო ვხდები ხოლმე, ამიტომ
ვუთხარი:
– ნუთუ არ არსებობს გამოსავალი? არ შეგიძლია სკოლის
ადმინისტრაციას უთხრა, დედა როგორ მოგექცა?
ეტლესმა თავი გადააქნია და მითხრა, რომ მეტისმეტად
დიდი იყო, ვერავინ იშვილებდა. თვრამეტი წლის, ზრდასრუ-
ლი ადამიანის დედას ვერ დაადანაშაულებდნენ, შვილზე არ
ზრუნავო. იმასაც მომიყვა, როგორ სცადა, გასულ კვირაში
საკვები ტალონებით მიეღო, მაგრამ დანიშნულების ადგილამ-
დე ვერ მიაღწია, რადგან სამგზავრო ფული არ ჰქონდა. ყველა-
ფერს თავი დავანებოთ, მანქანა ხომ არ ჰყავს, სამსახურსაც
ვერ შოულობს, მიუხედავად იმისა, რომ ეძებს. შუადღის შემ-
დეგ, ჩემგან წასული, სამსახურის ძებნას იწყებდა ხოლმე, მაგ-

113
რამ არც მისამართი ჰქონდა, არც ტელეფონი, რომ დაჰკავში-
რებოდნენ და ეს ყველაფერს ართულებდა.
გეფიცებით, ელენ, რა კითხვაც უნდა დამესვა, ყველაფერ-
ზე ჰქონდა პასუხი. გამოდიოდა, რომ ყველაფერი სცადა, მაგ-
რამ მისნაირ ადამიანებს თურმე ვერავინ ეხმარება. ისე გავ-
ნერვიულდი, რომ ვუთხარი, რა გიჟი ხარ, იმ ქვეყნის არმიაში
მსახურებაზე რომ ფიქრობ, რომელიც არაფერში გეხმარება-
მეთქი, თანაც ეს ჩურჩულით კი არა, ხმამაღლა აღმომხდა, მან
კი მითხრა:
– ქვეყანა არ არის დამნაშავე, დედას რომ ფეხებზე ვკიდი-
ვარ! – შემდეგ სანათს მისწვდა და ჩააქრო, – ღამე მშვიდობი-
სა, ლილი!
ამის შემდეგ რა დამაძინებდა. ლამის გავგიჟდი, თუმცა არც
კი ვიცოდი, რაზე ვბრაზობდი. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანასა და
მთელ სამყაროზე მომდიოდა გული. რა ძნელია, რომ ადამია-
ნები მეტს არ აკეთებენ ერთმანეთისთვის! არ ვიცი, როდის
აქეთ დაიწყო ხალხმა თავის თავზე ფიქრი. ან იქნებ ყოველ-
თვის ასე იყო. საინტერესოა, რამდენი ადამიანია ჩვენს ქვეყა-
ნაში ეტლესივით? ნეტავ ჩვენს სკოლაში სხვა უსახლკარო ბავ-
შვებიც თუ სწავლობენ?
სკოლაში ყოველდღე დავდივარ და მუდმივად ვწუწუნებ,
მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ სკოლა ზოგჯერ ერთადერ-
თი სახლია ზოგიერთი ბავშვისთვის. ის ერთადერთი ადგილია,
სადაც ეტლესს შეუძლია იაროს და იკვებოს.
ვერასოდეს ვახერხებდი, პატივი მეცა მდიდარი ადამიანე-
ბისთვის, როცა ვიცოდი, რომ ისინი მატერიალისტურ რამეებ-
ზე ხარჯავდნენ ფულს და არა – სხვა ადამიანების დასახმარებ-
ლად.
შეურაცხყოფად არ მიიღო, ელენ. ვიცი, თქვენ მდიდარი
რომ ხართ, მაგრამ თქვენნაირებზე არ ვლაპარაკობ. ვიცი,
რამდენ რამეს აკეთებთ თქვენი შოუთი ადამიანებისთვის, იმა-
საც ვადევნებ თვალყურს, როგორ უჭერთ მხარს ქველმოქმე-
დებას. თუმცა უამრავი თავკერძა მდიდარი არსებობს. ჯანდა-
ბა, ეგ კი არა, ღარიბ თავკერძა ადამიანებსაც ვიცნობ და თავ-
კერძა საშუალო კლასის ადამიანებსაც. აი, ჩემი მშობლები

114
ავიღოთ. მდიდრები არ ვართ, მაგრამ არც ისეთი ღარიბები
ვართ, სხვებს რომ ვერ დავეხმაროთ, არადა, არ მახსოვს, მა-
მას ოდესმე მოწყალებისთვის რამე გაეღო. მახსოვს ერთხელ
საბაყლოში შევიარეთ, მოხუცი კაცი დავინახეთ, რომელიც
ზარს აწკრიალებდა და დახმარებას ითხოვდა „ხსნის არმიის-
თვის“. მაშინ მამას ვთხოვე, ამ მოხუცს ცოტა ფული მივცეთ-
მეთქი, მან კი მომიგო, ფულის შოვნა დიდი შრომის ფასად მიჯ-
დება, ამიტომ უფლებას ვერ მოგცემ, ჩემი ოფლით ნაშოვნი
ფული გაფლანგოო. ჩემი ბრალი არ არის, სხვებს მუშაობა
რომ არ უნდათო. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც სა-
ბაყლოში ვიმყოფებოდით, მიყვებოდა, როგორ სარგებლობენ
ზოგ-ზოგიერთები, როგორ ატყუებენ მთავრობას და ის კი მათ-
თვის შემწეობის გადახდას თუ არ შეწყვეტს, როგორ ვერაფ-
რით აღმოიფხვრება ეს პრობლემა.
ელენ, მაშინ დავუჯერე მამას, ეს ამბავი სამი წლის წინ მოხ-
და და მას შემდეგ მეგონა, რომ უსახლკარო ადამიანები ასე
სიზარმაცის ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო ცხოვ-
რობდნენ, ან კიდევ იმის გამო, რომ სხვა ადამიანებივით შრო-
მას თაკილობდნენ. ახლა კი ვიცი, რომ ეს ტყუილია. რა თქმა
უნდა, მამაჩემის ნათქვამში ცოტა სიმართლეც ერია, მაგრამ ის
ყველაზე უარეს სცენარს წარმომიდგენდა. უსახლკარობა ადა-
მიანების არჩევანი კი არ არის ყოველთვის, გარშემო მყოფე-
ბის გულგრილობის შედეგია.
მამაჩემისნაირი ადამიანებიც პრობლემაა. იმის ნაცვლად,
რომ სხვებს დაეხმარონ, მისნაირი ტიპები ყველაზე საშინელ
სცენარს ხატავენ, თავიანთი ეგოიზმი და სიძუნწე რომ გაამარ-
თლონ.
მე ასეთი არასოდეს ვიქნები. გეფიცები, ელენ, რომ გავიზ-
რდები, ყველაფერს გავაკეთებ სხვა ადამიანების დასახმარებ-
ლად. მე თქვენნაირი ვიქნები, ელენ, უბრალოდ, შეიძლება
თქვენსავით მდიდარი არ ვიყო.
ლილი“

115
თავი მეცხრე

დღიურს გულზე ვიდებ. მიკვირს, ლოყებზე ცრემლები რომ


ჩამომდის. ყოველთვის, როდესაც ჩემს ჩანაწერებს ვუბრუნდე-
ბი, მგონია, რომ თავს კარგად ვიგრძნობ, აკი ის, რაც იქ მიწე-
რია, დიდი ხნის წინ მოხდა, ამიტომაც გამიკვირდა, არ მეგონა,
თუ ისევ ასე მძაფრად განვიცდიდი წარსულს.
რა გულჩვილი ვარ. დღიურმა უამრავი ადამიანის გულში
ჩაკვრა მომანდომა. განსაკუთრებით დედას მინდა ჩავეხუტო,
რადგან მხოლოდ ამ ბოლო წელს მივხვდი, რა გამოიარა მამა-
ჩემის სიკვდილამდე. ალბათ ჯერ კიდევ არ მოშუშებია იარები.
ტელეფონს ვიღებ, რომ დავურეკო და ეკრანს დავცქერი.
რაილისგან ოთხი ტექსტური შეტყობინებაა მოსული. გული
მიჩქარდება. ვერ ვიჯერებ, რომ მობილური მდუმარე რეჟიმზე
მქონდა დაყენებული! შემდეგ თვალებს ვატრიალებ, საკუთარ
თავზე გაბრაზებული, რადგან ასე არ უნდა მაღელვებდეს მისი
შეტყობინებები.
რაილი: „გძინავს?“
რაილი: „ალბათ…“
რაილი: „ლილი…“
რაილი: „ ☹ “
ნაღვლიანი ღიმილაკი ათი წუთის წინაა მოსული. პასუხს
ვწერ:
„არა, არ მძინავს“ და ათ წამში შეტყობინება მოდის.
რაილი: „კარგია. შენს კიბეზე ამოვდივარ. ოც წამში მანდ
გავჩნდები!“
ვიღიმი და ლოგინიდან ვხტები, აბაზანაში შევდივარ და სა-
ხეს ვიმოწმებ. მშვენივრად გამოვიყურები. შემოსასვლელ
კართან მივდივარ და სწორედ მაშინ ვაღებ, როდესაც რაილი
კიბის ბაქანზე დგება. ბოლო საფეხურზე ძლივს ამოდის, შემ-
დეგ კი, სანამ ჩემს კარამდე მოაღწევს, ისვენებს. ისეთი დაღ-
ლილი ჩანს… თვალები დასწითლებია და გარშემო მუქი წრე-
ები აქვს. რაილი მაშინვე წელზე მეხვევა, ხელში მიყვანს და სა-
ხეს ჩემს კისერში რგავს.

116
– რა კარგი სუნი აგდის! – მეუბნება.
ბინაში შემომყავს.
– გშია? შემიძლია მოგიმზადო რამე.
თავს აქნევს და ქურთუკს იხდის, მეც სამზარეულოს
გვერდს ვუვლი და საძინებლისკენ მივდივარ. რაილი მომყვე-
ბა და ქურთუკს სკამის საზურგეს დაუდევრად მიაფენს. ფეხ-
საცმელს იხდის და კედლისკენ ისვრის.
საოპერაციო ხალათი აცვია.
– გადაღლილი ჩანხარ!
მიღიმის და თეძოებზე მხვევს ხელს.
– ჰო, ნამდვილად, ეს-ესაა, თვრამეტსაათიანი ქირურგიუ-
ლი ოპერაციისას ასისტენტი ვიყავი, – იხრება და ლავიწის
ძვალთან, გულის ფორმის სვირინგზე მკოცნის.
რა გასაკვირია, რომ დაქანცულია.
– ნუთუ ეს შესაძლებელია? – ვეკითხები, – თვრამეტი სა-
ათი?
თავს მიქნევს, შემდეგ ლოგინისკენ მივყავარ და თავის
გვერდით მაწვენს. ერთმანეთს სახეში შევცქერით და თავი
ერთ ბალიშზე გვიდევს.
– ჰო, მაგრამ საოცარი იყო, ნოვატორული, ამ ოპერაციის
შესახებ სამედიცინო ჟურნალებში დაიწერება, მეც მოვხვდები
მათში, ასე რომ, არ ვწუწუნებ, უბრალოდ, მართლა დავიღალე.
ვიხრები და მსუბუქად ვკოცნი ტუჩებში. ის ლოყაზე მეხება,
შემდეგ განზე იწევს.
– ვიცი, ალბათ ერთი სული გაქვს, როდის დავკავდებით
ვნებიანი სექსით, მაგრამ ამაღამ ენერგია არ მეყოფა. მაპატიე,
უბრალოდ, ძალიან მომენატრე, თან აქ, შენ გვერდით, უკეთ
მძინავს, წინააღმდეგი ხომ არ ხარ, რომ მოვედი?
ვუღიმი.
– სულაც არა!
ჩემკენ იხრება და შუბლზე მკოცნის, ხელში მკიდებს ხელს
და ჩვენს თავებს შორის, ბალიშზე მადებინებს. თვალები დახუ-
ჭული აქვს, მე კი მივშტერებივარ. ისეთი სახე აქვს, როგორიც
აფრთხობს და აბნევს ადამიანებს, მე კი მინდა, სულ ვუყურო.

117
თან არაფრის მერიდება, არც განზე მჭირდება გახედვა, რად-
გან ის ჩემია.
ალბათ.
ჩვენ ხომ ჯერ მხოლოდ ერთად ყოფნის მოსინჯვის ეტაპზე
ვართ. ეს უნდა მახსოვდეს!
ერთი წუთის შემდეგ რაილი ხელს მიშვებს და თითებს
ავარჯიშებს. ვუყურებ და ვფიქრობ, როგორ შეიძლება… ასე
დიდხანს იდგე საოპერაციოში და თვრამეტი საათის განმავ-
ლობაში ამოძრავებდე თითებს. არ ვიცი, ამაზე მეტად რამ შე-
იძლება ძალა გამოაცალოს ადამიანს.
ლოგინიდან ვსხლტები და სააბაზანოდან ლოსიონი მო-
მაქვს. ისევ საწოლზე ვჯდები ფეხმორთხმით, მის გვერდით.
ლოსიონს ხელზე ვისხამ და რაილის ხელებს კალთაში ვიდებ.
ის თვალებს ახელს და მიყურებს.
– რას აკეთებ? – ბუტბუტებს.
– ჩუუუ, დაიძინე, – ვეუბნები, ცერა თითს მის ხელისგულს
ვაჭერ და წრიულად ვამოძრავებ. რაილი თვალებს ხუჭავს ისევ
და ბალიშში თავჩარგული კვნესის. დაახლოებით ხუთი წუთი
ვაგრძელებ ერთი ხელის მასაჟს, შემდეგ მეორეზე გადავდი-
ვარ. რაილის მთელი ამ დროის განმავლობაში თვალები და-
ხუჭული აქვს. ხელებიდან მუცელზე გადავდივარ და გულაღმა
ვაწვენ. ისიც მეხმარება, პერანგს იხდის.
მხრებზეც ვუკეთებ მასაჟს, კისერზეც, მკლავებზეც. რომ
ვასრულებ, მის გვერდით ვწვები.
ხელს თმაში ვუცურებ და ახლა თავის ქალის მასაჟს ვუკე-
თებ. რაილი თვალებს ახელს.
– ლილი, – ჩურჩულებს და გულწრფელი სახით მიყურებს,
– შენ საუკეთესო რამ ხარ, რაც ოდესმე თავს გადამხდენია! –
მეჩურჩულება.
ეს სიტყვები თბილი საბანივით მეხვევა გარს. არ ვიცი, რა
ვუპასუხო. ის ხელს სწევს და ნაზად მადებს ლოყაზე, ვგრძნობ,
როგორ მიყურებს მუცელზე. ნელა იხრება და მკოცნის. მხო-
ლოდ მსუბუქი ამბორის იმედი მაქვს, ის კი არ მეშვება. ცოტა
ხანში ტუჩებს მაპობინებს და ენას მიცურებს პირში, ისეთი

118
თბილი ბაგეები აქვს, ვკვნესი, ის კი კიდევ უფრო მაგრად
მკოცნის.
ზურგზე მაბრუნებს და ხელით მიუყვება ჩემს სხეულს თე-
ძომდე. კიდევ უფრო მიახლოვდება და ახლა ფეხებზე მადებს
ხელს. თავისკენ მიზიდავს და მთელ სხეულში სითბო მეღვრე-
ბა. მის თმას მუშტში ვიმწყვდევ და პირში ჩავჩურჩულებ:
– მგონი საკმაოდ დიდხანს ველოდით ამ წუთს, ახლა ძა-
ლიან მინდა გამჟიმო!
რაილი კვნესის, ენერგიის მოზღვავებას გრძნობს და პე-
რანგს მხდის. ინტერლუდია ხელებით, კვნესით, ენებითა და
ოფლით… ასე მგონია მამაკაცი პირველად მეხება. რამდენიმე
მყავდა რაილიმდე, მაგრამ ყველა ბიჭი იყო – ნერვიული ხე-
ლებით და მორცხვი პირით, რაილი კი თავდაჯერებულობის
განსახიერებაა. მან ზუსტად იცის, სად შემეხოს და როგორ მა-
კოცოს.
ერთადერთხელ ხდება, რომ მთელი ყურადღება ჩემი სხე-
ულისთვის არ აქვს მოპყრობილი, იატაკისკენ იხრება, საფუ-
ლიდან პრეზერვატივს აძრობს, საბნის ქვეშ ძვრება და მას
კუთვნილ ადგილს არგებს, წამითაც კი არ ყოყმანობს, ერთი
მძლავრი მოძრაობით შემოდის ჩემში და ყველა კუნთი ერთბა-
შად მეძაბება.
მისი პირი მოწყურებული მეწაფება, მკოცნის ყველგან, სა-
დაც კი მწვდება, თავბრუ მესხმის და ბოლომდე ვნებდები. უბო-
დიშოდ მეუფლება, ხელს სასთუმლის საზურგესა და თავს შო-
რის მიცურებს, უფრო და უფრო მძლავრად შემოდის ჩემში და
საწოლი ისე ირწევა, კედელს ეხლება.
ფრჩხილებს ზურგში ვასობ, ის კი თავს რგავს ჩემს კისერ-
ში.
– რაილი, – ვჩურჩულებ, – ო, ღმერთო, რაილი! – ვკივი.
შემდეგ მხარზე ვკბენ, ხმა რომ ჩავიხშო, მთელი სხეულით
შევიგრძნობ მას, თხემიდან ტერფამდე.
მგონი წამით ვითიშები კიდეც, ფეხებს მაგრად ვუჭერ და
ისიც იძაბება.
– ღმერთო, ლილი! – რაილის მთელ სხეულში ჟრუანტელი
უვლის და უკანასკნელად მჟიმავს, კვნესის, წამით ქვავდება,

119
აქტი კულმინაციას აღწევს, სხეულები გვიდუნდება და თავით
ბალიშზე ვეშვები.
მთელი ერთი წუთი გადის, სანამ რომელიმე მოვახერხებთ
განძრევას. შემდეგაც გვირჩევნია უძრავად დავრჩეთ, რაილი
სახეს ბალიშში რგავს და ღრმად ოხრავს.
– არ შემიძლია… – წამოიწევს და მიყურებს, მისი თვალები
რაღაცითაა სავსე… არ ვიცი, რით. ტუჩებს კიდევ ერთხელ მა-
წებებს ტუჩებზე და მეუბნება, – როგორი მართალი იყავი!
– რას გულისხმობ?
ნელა მშორდება და იდაყვს ეყრდნობა.
– მაფრთხილებდი, ერთხელ ჩემთან ყოფნა საკმარისი არ
იქნება, ნარკოტიკივით ვარო, მაგრამ ის არ დაგიკონკრეტე-
ბია, რომ ისეთი ნარკოტიკი ხარ, რომელიც ყველაზე ძლიერ
დამოკიდებულებას იწვევს!

120
თავი მეათე

– შეიძლება, პირადი შეკითხვა დაგისვა?


ელაიზა თავს მიქნევს და კრავს თაიგულს, რომელიც კური-
ერს უნდა გადავცეთ. მაღაზიის გრანდიოზულ გახსნამდე სამი
დღე გვრჩება და საქმე დღითი დღე გვემატება.
– რა უნდა მკითხო? – ელაიზა შემომცქერის, დახლზე იხ-
რება და ფრჩხილებს იწმენდს.
– თუ არ გინდა, შეგიძლია არ მიპასუხო, – ვაფრთხილებ.
– შეკითხვას თუ არ დამისვამ, არც პასუხს გაგცემ!
მართალს ამბობს.
– შენ და მარშალი ქველმოქმედებას თუ ეწევით?
დაბნეული გამომეტყველება აქვს, შემდეგ მეუბნება:
– დიახ. რატომ მეკითხები?
მხრებს ვიჩეჩ.
– უბრალოდ, მაინტერესებს. განა განგსჯით ან რამე, უბრა-
ლოდ, ამ ბოლო დროს ვფიქრობ, საქველმოქმედო ფონდის
დაარსება ხომ არ მეცადა.
– რა სახის საქველმოქმედო ფონდზე ფიქრობ? – აზუსტებს
ელაიზა, – ჩვენ სხვადასხვა საქმიანობისთვის ვცდილობთ, ფუ-
ლი გავიღოთ, მაგრამ ყველაზე მეტად შარშანდელი საქველ-
მოქმედო აქცია მომეწონა. ფონდს დავეხმარეთ, რომელიც
სკოლებს აგებს მთელ ქვეყანაში. სამი ახალი მშენებლობა
მარტო ჩვენ დავაფინანსეთ.
თავიდანვე ვიცოდი, რომ ელაიზა ტყუილად არ მომეწონა.
– მე ამდენი ფული, ცხადია, არ მაქვს, მაგრამ სიამოვნებით
გავაკეთებდი რამეს, თუმცა რას, ჯერ არ ვიცი.
– მოდი, ჯერ გრანდიოზულ გახსნაზე ვიფიქროთ, შემდეგ
შეგიძლია, ფილანთროპიაზე გადაერთო. სათითაოდ აისრუ-
ლე ოცნებები, ლილი! – დახლთან მიდის და ნაგვის ურნას
დასწვდება. ვუყურებ, როგორ იღებს ურნიდან ცელოფანის
სავსე პარკს და როგორ უკრავს თავს. ეს მაფიქრებს. თუ ელაი-
ზას ყველაფერში დამხმარეები ჰყავს, ხომ შეუძლია ისეთი სა-
მუშაო მაინც იშოვოს, სადაც ნაგვის გადაყრა მაინც არ მოუ-
წევს და ხელები სუფთა ექნება?

121
– რატომ მუშაობ ჩემთან? – ვეკითხები.
მიყურებს და მიღიმის.
– იმიტომ, რომ მომწონხარ, – მეუბნება, მაგრამ მერე ვამ-
ჩნევ, რომ ღიმილი სრულად უქრება, სანამ შეტრიალდება და
ნაგვის გადასაყრელად წავა. უკან დაბრუნებულს ისევ ცნობის-
მოყვარედ ვუყურებ. მერე ვუმეორებ.
– ელაიზა, რატომ მუშაობ ჩემთან?
ელაიზა ფუსფუსს წყვეტს და ისე სუნთქავს, თითქოს ცდი-
ლობს, აწონ-დაწონოს, ღირს თუ არა გულახდილი პასუხი.
შემდეგ ისევ დახლთან ბრუნდება, სკამს ზურგით ეყრდნობა და
ფეხებს ერთმანეთზე აჯვარედინებს.
– იმიტომ, – იწყებს და ფეხებს დასცქერის, – რომ ვერ
ვფეხმძიმდები. წლებია, ვცდილობთ შვილი გვეყოლოს, მაგ-
რამ არაფერი გამოგვდის. მომწყინდა შინ ჯდომა და ტირილი,
ამიტომ გადავწყვიტე, გული რამე საქმისთვის გადამეყოლები-
ნა, – დგება და ხელებს იწმენდს ჯინსის შარვალზე, – შენ კი,
ლილი ბლუმ, მოდუნების საშუალებას არ მაძლევ! – და ისევ
იმ თაიგულს უტრიალებს, გასაგზავნად რომ გავამზადეთ. ნა-
ხევარი საათია, თაიგულს კრავს. ბოლოს ბარათს იღებს, ყვა-
ვილებში დებს, ჩემკენ ტრიალდება და ლარნაკს მაწვდის, –
სხვათა შორის, ეს თაიგული შენთვისაა!
ცხადია, ელაიზა თემის შეცვლას ცდილობს, ამიტომ ყვავი-
ლებს ვართმევ.
– რას გულისხმობ?
თვალს მარიდებს და ხელს იქნევს ჩემი კაბინეტისკენ.
– ბარათზე წერია, წაიკითხე!
გაღიზიანებული ჩანს და ვხვდები, რომ ყვავილები რა-
ილისგანაა. ვიღიმი და კაბინეტში შევდივარ, მაგიდასთან
ვჯდები და ბარათს ვშლი.
„ლილი,
სერიოზულად მწყურიხარ!
რაილი“
ვიღიმი და ბარათს ისევ კონვერტში ვდებ. შემდეგ ტელე-
ფონს ვიღებ და თაიგულით ხელში, ენაგამოყოფილი, ფოტოს
ვიღებ, ბოლოს რაილის ვწერ:

122
„ვცადე, გამეფრთხილებინე!“
ისიც მაშინვე მწერს. აღელვებული დავცქერი ტელეფონის
ეკრანზე აცეკვებულ წერტილებს:
„ახალი დოზა მჭირდება. დაახლოებით ოცდაათ წუთში
ვრჩები საქმეებს, შეიძლება ვახშამზე დაგპატიჟო?“
მე: „არა, დედას უნდა, ახალ რესტორანში ვივახშმოთ ერ-
თად, ნამდვილი გურმანია!“ ☹
რაილი: „მეც გურმანი ვარ, საჭმელს მეც ვჭამ, სად მიგ-
ყავს?“
მე: „მარკეტსონ-სტრიტზე, ბი აი ბი-ში“.
რაილი: „მესამის ადგილი გამოიძებნება?“
წამით შეტყობინებას ვერ ვაშორებ თვალს. ნუთუ დედაჩე-
მის გაცნობა უნდა? ჯერ ხომ ოფიციალურადაც კი არ ვხვდებით
ერთმანეთს. იმის თქმა მინდა, რომ… დედაჩემს რომ გავაცნო,
წინააღმდეგი არ ვარ, ვიცი, მოეწონება, მაგრამ რაილი სულ
რაღაც ხუთ დღეში მივიდა საცდელი ურთიერთობის ეტაპიდან
დედაჩემის გაცნობამდე? ღმერთო ჩემო, მგონი მართლა ნარ-
კოტიკი ვარ.
მე: „რა თქმა უნდა, ნახევარ საათში რესტორანთან მოდი!“
კაბინეტიდან გამოსული პირდაპირ ელაიზასკენ მივდივარ
და ტელეფონს ვაჩვენებ:
– ნახე, დედაჩემის გაცნობა უნდა!
– ვის?
– რაილის.
– ჩემს ძმას? – მეკითხება ჩემსავით გაოცებული. თავს ვუქ-
ნევ.
– შენს ძმას, დედაჩემის!
იღებს ჩემს ტელეფონს და შეტყობინებას ამოწმებს:
– ჰმ, რა უცნაურია!
მობილურს ვართმევ და ვეუბნები:
– გმადლობ, რომ თავდაჯერებულობა შემმატე!
იცინის და მეუბნება:
– მშვენივრად ხვდები, რა ვიგულისხმე. ჩვენ ხომ რაილიზე
ვსაუბრობთ. ისტორიას არ ახსოვს, რაილი კინკეიდს შეყვარე-
ბულის დედის გაცნობა მოენდომებინა!

123
რა თქმა უნდა, ამის მოსმენაზე მეღიმება, მაგრამ მერე ვეჭ-
ვობ, ამას ჩემს საამებლად ხომ არ აკეთებს. იქნებ ეს სულაც არ
უნდა, მაგრამ თვლის, რომ მე სერიოზული ურთიერთობის
მომხრე ვარ და ასეა საჭირო?
წამიც და კიდევ უფრო ფართოდ ვიღიმი, იმიტომ, რომ საქ-
მეც სწორედ ეს არ არის? განა მსხვერპლად არ იქცევა იმ ადა-
მიანის ბედნიერებისთვის, რომელიც მოსწონს?
– შენს ძმას ნამდვილად მოვწონვარ, – ვეუბნები გამოჯავ-
რებით ელაიზას და ვუყურებ, იმედი მაქვს გაიცინებს, მას კი
მკაცრი გამომეტყველება არ შორდება.
თავს მიქნევს და მეუბნება:
– ჰო, ვშიშობ, ასეა, – შემდეგ დახლიდან საფულეს იღებს,
– უნდა წავიდე, შემატყობინე, რა მოხდება, კარგი? – ჩამივლის
და ვუყურებ, როგორ მიემართება კარისკენ, შემდეგ კი დიდ-
ხანს მივშტერებივარ კარს.
მაწუხებს ის ამბავი, ელაიზა აღფრთოვანებული რომ არ
არის ჩემი და რაილის პაემნებით. ნეტავ რისი ბრალია, ეს ყვე-
ლაფერი მე მიკავშირდება თუ მის ძმას?

***
ოცი წუთის შემდეგ კარზე ვტოვებ აბრას „დაკეტილია“.
სულ ორი დღე გვრჩება. კარს ვკეტავ და მანქანისკენ მივდი-
ვარ, მაგრამ მალევე ვჩერდები, რადგან მას ვიღაც მიჰყუდე-
ბია. ცოტა ხანში ვცნობ, ვინცაა, რაილია, სხვა მიმართულებით
იხედება და ტელეფონზე საუბრობს.
მეგონა, რესტორანში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს,
მაგრამ არა უშავს.
კარის გასაღებად ღილაკს რომ ვაწვები, სიგნალის ხმა გა-
ისმის და რაილიც ჩემკენ ტრიალდება. დანახვისთანავე მიღი-
მის:
– ჰო, თანახმა ვარ! – ამბობს ტელეფონში, ხელს მხრებზე
მხვევს, თავისკენ მიზიდავს და თავზე მკოცნის. – ამაზე ხვალ
ვისაუბროთ, – აგრძელებს, – ახლა მნიშვნელოვანი საქმე გა-
მომიჩნდა!

124
საუბარს ასრულებს და მობილურს ჯიბეში იდებს, შემდეგ
ისევ მკოცნის. ეს არ არის მისასალმებელი კოცნა, ის კოცნაა,
რომ გეუბნება, სულ შენზე ვფიქრობო. ახლა ორივე ხელს
მხვევს, თავისკენ ბოლომდე მატრიალებს და იმდენ ხანს
მკოცნის, სანამ თავბრუ არ დამეხვევა. ბოლოს თავს მანებებს
და შემფასებლურად მათვალიერებს.
– იცი, შენი სხეულის რომელი ნაწილი მაგიჟებს ყველაზე
მეტად? – თითს ტუჩზე მადებს და ჩემს ღიმილს მიჰყვება, – ტუ-
ჩები. მაგიჟებს, თმასავით წითელი რომ გაქვს და ტუჩსაცხიც
არ გჭირდება.
ვიღიმი და თითებზე ვკოცნი:
– იცი რა, დედაჩემთან ფრთხილად იყავი, ყველა ამბობს,
რომ ერთნაირი ტუჩები გვაქვს!
რაილი თითს აჩერებს ჩემს ტუჩზე და ღიმილს წყვეტს.
– ლილი… არა!
ვიცინი და მანქანის კარს ვაღებ:
– სხვადასხვა მანქანით მივდივართ?
რაილი ჩემ გვერდით ჯდება სავარძელში და მეუბნება:
– „იუბერი“ გამოვიძახე და სამსახურიდან ტაქსით მოვედი.
ერთად მივდივართ!

***
რესტორანში დედა უკვე მაგიდასთან მხვდება, კარისგან
ზურგით. მეც პირდაპირ მისკენ მივემართები.
რესტორანი მხიბლავს, კედლები თბილ, ნატურალურ ფე-
რებშია შეღებილი, რესტორნის შუაგულში კი ხე დგას. ისეთი
შეგრძნებაა, თითქოს პირდაპირ იატაკიდანაა ამოზრდილი და
მთელი რესტორნის დიზაინი მასზეა მორგებული. რაილი უკან
დგას, ხელი ჩემს ზურგზე უდევს. მაგიდასთან მისული ქურ-
თუკს ვიხდი:
– სალამი, დედა!
დედა ტელეფონიდან სწევს თავს.
– ოჰ, სალამი, ძვირფასო, – ტელეფონს საფულეში დებს და
ხელით მანიშნებს რესტორანზე, – უკვე შემიყვარდა აქაურო-
ბა, განათებას შეხედე, ისეთი სანათებია, შენს ბაღში მოყვა-

125
ნილ მცენარეებს მაგონებს, – სწორედ ამ დროს ხედავს რა-
ილის, რომელიც მოთმინებით ამომდგომია გვერდით, სანამ
ვცდილობ, მაგიდას მივუჯდე. დედა უღიმის და ეუბნება: – ორი
წყალი მოგვიტანეთ, გეთაყვა!
ჯერ რაილის ვუყურებ, შემდეგ ისევ დედას.
– დედა, ის ჩემთან ერთადაა, ოფიციანტი არ არის!
დედა დაბნეული უყურებს რაილის, ისიც იღიმის და ხელს
უწვდის ჩამოსართმევად.
– შეგეშალათ, მემ, მაგრამ არა უშავს, მე რაილი კინკეიდი
გახლავართ!
დედა ხელს ართმევს და ხან მე მიყურებს, ხან რაილის. რა-
ილი ჯდება. დედა ცოტა დაბნეულია, ბოლოს ეუბნება:
– ჯენი ბლუმი, მიხარია თქვენი გაცნობა! – ბოლოს წარბა-
წეული მომმართავს, – შენი მეგობარია, ლილი?
ვერ ვიჯერებ, ამ წამისთვის უკეთ რომ არ მოვემზადე. რო-
გორ უნდა გავაცნო რაილი? ადამიანი, რომელთანაც ურთიერ-
თობის მცდელობა მაქვს? შეყვარებულს ვერ დავარქმევ, ვერც
მეგობრად წარვუდგენ, სიტყვა თაყვანისმცემელი კი დიდი ხა-
ნია, მოდიდან გადავიდა. რაილი ჩემს ყოყმანს ამჩნევს, ხელს
მუხლზე მადებს, მაგრად მიჭერს და ასე მამხნევებს.
– ჩემი და ლილისთან მუშაობს, – ეუბნება დედას.
– ელაიზა ხომ გახსოვს, დედა?
დედა სავარძელში სწორდება და ამბობს:
– ო, დიახ, რა თქმა უნდა. ისე ჰგავხართ ერთმანეთს, რომ
ადვილი მისახვედრია, განსაკუთრებით თვალებით და პირით.
რაილი თავს უქნევს.
– ორივე დედას ვგავართ!
დედა მიღიმის.
– ხალხი ამბობს, რომ მე და ლილიც ძალიან ვგავართ ერ-
თმანეთს.
– დიახ, – ეუბნება რაილი, – განსაკუთრებით, ტუჩებით! –
რაილი მაგიდის ქვეშ ისევ მუხლზე მიჭერს ხელს და ვცდილობ,
სიცილი შევიკავო.

126
– ქალბატონებო, საპირფარეშოში უნდა გავიდე, – იხრება
და ლოყაზე მკოცნის, სანამ წამოდგება, – ოფიციანტი თუ მოვა,
ჯერჯერობით ჩემთვისაც წყალი შეუკვეთეთ!
დედა რაილის მზერით აცილებს, შემდეგ ცარიელ ადგილ-
ზე მიმითითებს და მეუბნება:
– როგორ მოხდა, რომ არაფერი მსმენია ამ ბიჭზე?
ოდნავ ვიღიმი.
– როგორ გითხრა… სინამდვილეში… – არც კი ვიცი, რო-
გორ ავუხსნა დედას სიტუაცია. – ძალიან დაკავებულია და იშ-
ვიათად ვხედავ, სულ ესაა. უბრალოდ, ერთად პირველად
ვვახშმობთ!
დედა ისევ წარბს სწევს.
– მართლა? – და ისევ სავარძლის საზურგეს ეყრდნობა, –
რაღაც სხვანაირად გიყურებს. იმის თქმა მინდა, რომ… ეტყო-
ბა, ძალიან მოსწონხარ, მისი ქცევა არ ჰგავს ახალგაცნობილი
მამაკაცის ქცევას!
– ახალი გაცნობილი არ მყავს, – ვუხსნი, – მას შემდეგ,
რაც გავიცანი, ერთი წელი მაინც გავიდა. უბრალოდ, ხშირად
ვერ ვხვდებით ერთმანეთს, არც პაემნები გვქონია. დრო არ
აქვს, ბევრს მუშაობს.
– სად მუშაობს?
– მასაჩუსეტსის მთავარ საავადმყოფოში.
დედა წინ იხრება, თვალები, ლამისაა, გადმოუცვივდეს.
– ლილი, – სისინებს, – ექიმია?
თავს ვუქნევ და ვცდილობ, ღიმილი შევიკავო.
– ნეიროქირურგი!
– ქალბატონებო, რას ინებებთ? – გვეკითხება ოფიციანტი.
– სამი…
და უცებ ვჩუმდები.
ვუყურებ ოფიციანტს, ისიც თვალს არ მაშორებს და გული
მიჩქარდება. აღარც კი მახსოვს, როგორ უნდა დავილაპარა-
კო.
– ლილი, – მეუბნება დედა და ოფიციანტზე მანიშნებს, –
გელოდება, როდის შეუკვეთ სასმელს!
თავს ვაქნევ და ენა მებმის.

127
– ჩვენ… ჰმ…
– სამი წყალი მოგვიტანეთ, – მეხმარება დედა ენადაბ-
მულს, ოფიციანტი კი უცებ ფხიზლდება და შეკვეთას ბლოკ-
ნოტში იწერს.
– სამი წყალი… გასაგებია! – შემდეგ მიდის, მაგრამ ვამ-
ჩნევ, როგორ მიყურებს, სანამ სამზარეულოში შევა.
დედა წინ იხრება და მეუბნება.
– რა გემართება?
სამზარეულოს კარზე ვანიშნებ.
– ოფიციანტი ძალიან ჰგავს…
უნდა ვთქვა, ეტლეს კერიგანს-მეთქი, როდესაც რაილი
ბრუნდება და ჩემ გვერდით ჯდება.
რაილი ჯერ მე მიყურებს, შემდეგ დედას.
– რა გამოვტოვე? – მე ძლივს ვახერხებ ნერწყვის გადაყ-
ლაპვას, რა თქმა უნდა, ეს ოფიციანტი ეტლესი ვერ იქნება,
თუმცა… მისი თვალები, პირი… ვიცი, წლები გავიდა, რაც უკა-
ნასკნელად ვნახე, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება მისი გა-
მოხედვა. ის იქნება. ვიცი, ისაა და მეც, ალბათ, მიცნო, რადგან
წამით ეს მის მზერაში შევნიშნე… ისე მიყურებდა, თითქოს
მოჩვენება დაინახა!
– ლილი, – რაილი ხელს ხელზე მიჭერს, – კარგად ხარ?
თავს ვუქნევ, გაღიმებას ვცდილობ და ჩავახველებ.
– ჰო, უბრალოდ, შენზე ვლაპარაკობდი, – დედას ვუყურებ,
– დედა, რაილი ამ კვირაში თვრამეტსაათიანი ოპერაციისას
ეხმარებოდა ქირურგს!
დედა ინტერესდება და წინ იხრება. რაილი ქირურგიაზე
უამბობს. ოფიციანტი მოდის, მაგრამ ამჯერად სხვა. გვეკითხე-
ბა, მენიუ ხომ არ მოგართვათო და შეფმზარეულის კომპლი-
მენტს გადმოგვცემს. სამივე ვუკვეთთ კერძებს, მაგრამ მე ვე-
რაფერზე ვახერხებ ყურადღების გადატანას, ეტლესს ვეძებ
დარბაზში. გადატვირთვა მჭირდება! რამდენიმე წუთის შემდეგ
რაილისკენვიხრები:
– მეც უნდა გავიდე საპირფარეშოში!
რაილი დგება, რომ გამატაროს, მე კი ოთახს ვკვეთ, თან იმ
პირველ ოფიციანტს ვეძებ. დერეფნის ბოლოში კარს ვაღებ,

128
საიდანაც საპირფარეშოში შევდივარ. მარტო ვრჩები თუ არა,
კედელს ვეყრდნობი. მერე წინ ვიხრები და ღრმად ვსუნთქავ.
ვცდილობ, დრო ვიხელთო და სული მოვითქვა, სანამ უკან
დავბრუნდები. ხელს შუბლზე ვიდებ და თვალებს ვხუჭავ.
ცხრა წელი ვცდილობდი გამეგო, რა დაემართა ეტლესს.
ცხრა წელი!
– ლილი!
ვუყურებ და სუნთქვა მიძნელდება. ეტლესი დერეფნის ბო-
ლოში დგას წარსულის აჩრდილივით. თვალები მისი ფეხების-
კენ გამირბის, რომ შევამოწმო, ჰაერში ხომ არ ლივლივებს.
არა, არ ლივლივებს. ნამდვილია და პირდაპირ ჩემ წინ
დგას.
კედელს ვეყრდნობი, არ ვიცი, რა ვუთხრა.
– ეტლეს!
როგორც კი მის სახელს ვამბობ, შვებით ამოისუნთქავს,
შემდეგ კი სამ დიდ ნაბიჯს დგამს წინ. ვხვდები, რომ მეც იმავეს
ვაკეთებ. ერთმანეთს ვუახლოვდებით და ვეხვევით:
– დალახვროს ეშმაკმა! – ამბობს და მაგრად მიკრავს
გულში.
თავს ვუქნევ.
– მართლაც რომ, ეშმაკმა დალახვროს!
ეტლესი ხელს მხარზე მადებს და ოდნავ უკან იხევს, კარ-
გად რომ შემომხედოს.
– საერთოდ არ შეცვლილხარ!
ხელს პირზე ვიფარებ, ისევ გაოგნებული ვარ, შემდეგ კი-
დევ ვათვალიერებ. არც ის შეცვლილა, მაგრამ აღარც ის გამ-
ხდარი თინეიჯერია, მე რომ მახსოვდა.
– შენზე იმავეს ვერ ვიტყოდი!
იცინის.
– ჰო, – მეუბნება, – რვა წელი სამხედრო სამსახურში ნამ-
დვილად ცვლის ადამიანს!
ორივე გაოგნებული ვართ და ამის შემდეგ ხმას ვეღარ ვი-
ღებთ. უბრალოდ, ურწმუნოდ ვასავსავებთ ხელებს. ეტლესი
იცინის და მეც ვყვები. ბოლოს მათავისუფლებს და გულხელ-
დაკრეფილი დგება.

129
– ბოსტონში რამ ჩამოგიყვანა? – მეკითხება.
ამას ძალიან ჩვეულებრივად მეუბნება და მადლიერი ვრჩე-
ბი. ალბათ არ ახსოვს წლების წინანდელი საუბარი ბოსტონზე,
რაც უამრავ უხერხულობას ამარიდებს.
– აქ ვცხოვრობ, – ვეუბნები და ვცდილობ, მეც ჩვეულებრივ
წარმოვთქვა ეს სიტყვები, – პარკ-პლაზასთან ყვავილების მა-
ღაზია მაქვს.
ისე მიღიმის, ვხვდები, არ უკვირს ეს ამბავი. კარისკენ ვი-
ხედები, ვიცი, უნდა გავიდე აქედან. ის ამას ამჩნევს და კიდევ
ერთ ნაბიჯს დგამს უკან. წამით ერთმანეთს ვუყურებთ და ორი-
ვე ჩუმად ვართ, მეტისმეტად ჩუმად. არადა, რამდენი რამ
გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი. უბრალოდ, არ ვიცით, სა-
იდან დავიწყოთ. ეტლესს თვალები აღარ უღიმის, უცებ კარის-
კენ მანიშნებს:
– ალბათ უნდა დაუბრუნდე თანმხლებ პირებს, – მეუბნება,
– ვეცდები მაღაზიაში გნახო, პარკ-პლაზა მითხარი, არა?
თავს ვუქნევ. ისიც თავს მიქნევს.
კარი იღება და ქალი შემოდის, რომელსაც ხელში ჩვილი
უჭირავს, ის ჩვენ შორის ჩაივლის და ჩემსა და ეტლესს შორის
მანძილს კიდევ უფრო ზრდის. მე კარისკენ მივდივარ, ეტლესი
კი ადგილზე რჩება. სანამ გავალ, მისკენ ვტრიალდები და ღი-
მილით ვეუბნები:
– ნამდვილად გამიხარდა შენი ნახვა, ეტლეს!
ისიც მიღიმის, მაგრამ ეს ღიმილი მზერაში არ აისახება.
– ჰო, მეც, ლილი!

***
ვახშმობისას, ძირითადად, ჩუმად ვარ. არ ვიცი, ეს რაილიმ
და დედაჩემმა შენიშნეს თუ არა, რადგან დედა კითხვას კით-
ხვაზე უსვამს რაილის. ისიც ნამდვილი ჩემპიონივით უმკლავ-
დება შეტევას და მეტისმეტად მომხიბვლელად იქცევა.
ეტლესთან მოულოდნელმა შეხვედრამ ემოციურად მომ-
ცელა, მაგრამ ვახშმის ბოლოს რაილიმ ისევ მომიყვანა გონს.
დედა ხელსახოცს იღებს და მეუბნება:

130
– აქ წარმოუდგენლად მომწონს, ახალი უსაყვარლესი
რესტორანი აღმოვაჩინე!
რაილი თავს უქნევს.
– გეთანხმებით, ელაიზაც უნდა მოვიყვანო, მოსწონს
ახალ-ახალ რესტორნებში სიარული.
საჭმელი ნამდვილად კარგია, მაგრამ ყველაზე ნაკლებად
მინდა, ეს ორი აქ კიდევ ერთხელ მოვიდეს.
– არა უშავს, – მოკრძალებულად ვაფასებ.
რა თქმა უნდა, ფულს რაილი იხდის, შემდეგ კი დაჟინებით
მთხოვს, დედა მანქანამდე მივაცილოთ. დედაჩემის სიამაყით
გაბრწყინებული სახით თუ ვიმსჯელებ, ამაღამ აუცილებლად
უნდა ველოდო მის სატელეფონო ზარს.
დედა მიდის თუ არა, რაილი მანქანამდე მაცილებს.
– „იუბერი“ გამოვიძახე, არ მინდოდა გეწვალა და სახლამ-
დე მიგეყვანე. დაახლოებით… – ტელეფონს უყურებს, – წუთ-
ნახევარი დაგვრჩა განშორებამდე!
ვიცინი. რაილი ხელს მხვევს და ჯერ კისერზე მკოცნის, შემ-
დეგ ლოყაზე.
– გაიძულებდი შენთან წაგეყვანე, მაგრამ ხვალ ძალიან
ადრე მაქვს ოპერაცია და პაციენტი მადლიერი დამრჩება, ღა-
მის უდიდეს ნაწილს შენში თუ არ გავატარებ!
მეც ვკოცნი, ერთდროულად იმედგაცრუებული და შვება-
მოგვრილი, რომ ამაღამ ჩემთან არ რჩება.
– რამდენიმე დღეში მეც გახსნა მაქვს, არც მე მაწყენს გა-
მოძინება!
– როდის ისვენებ? – მეკითხება.
– არასოდეს! შენ?
– არც მე!
თავს ვაქნევ.
– განწირულები ვართ, ჩვენ ორი მეტისმეტად საქმიანი და
წარმატებული ვართ!
– რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი თაფლობისთვე მაშინ დას-
რულდება, ოთხმოცი წელი რომ შეგვისრულდება, – მეუბნება
რაილი, – შენი მაღაზიის გრანდიოზულ გახსნაზე აუცილებ-
ლად მოვალ პარასკევს, შემდეგ კი ოთხივემ ერთად აღვნიშ-

131
ნოთ ეგ ამბავი, – მანქანა გვიახლოვდება, რაილი თმაში მიცუ-
რებს ხელს და გამოსამშვიდობებლად მკოცნის, – სხვათა შო-
რის, შესანიშნავი დედა გყავს, გმადლობ, ერთად ვახშმობის
ნება რომ მოგვეცი!
რაილი ტაქსიში ჯდება. მე ვუყურებ, როგორ ძრავს მძღო-
ლი მანქანას.
ნამდვილად საუკეთესო გრძნობები მაქვს ამ კაცის მი-
მართ!
ვიღიმი და ჩემი მანქანისკენ მივდივარ, მაგრამ უცებ გულ-
ზე ვიდებ ხელს და ყვირილი აღმომხდება, რადგან მას ვხედავ.
ეტლესი ჩემი მანქანის გვერდით დგას.
– მაპატიე, არ მინდოდა შემეშინებინე!
მისგან სულ სამი ფუტი მაშორებს. ეტლესი ქუჩას გასცქე-
რის.
– აბა, ვინაა ის იღბლიანი ყმაწვილი?
– ის… – ხმა მიკანკალებს. რა უცნაურია. გული ისე აჩქარე-
ბით მიცემს, მუცელიც მტკივდება და არ ვიცი, ეს რისი ბრალია,
რაილის კოცნის თუ ეტლესის, – რაილი ჰქვია, ერთი წლის წინ
გავიცანი! – მაშინვე ვნანობ, ეტლესს რომ ვეუბნები, რაილი
ერთი წლის წინ გავიცანი-მეთქი. ისე გამომივიდა, თითქოს მე
და რაილი დიდი ხანია ვხვდებით ერთმანეთს, არადა ოფიცია-
ლურად, საერთოდ არ ვხვდებით. – შენკენ რა ხდება? დაქორ-
წინდი? შეყვარებული გყავს?
არც კი ვიცი, რატომ ვაგრძელებ ამ თემაზე შეკითხვების
დასმას, იმიტომ, რომ ეტლესს მხარი ავუბა საუბარში თუ იმის
გამო, რომ ნამდვილად მაინტერესებს მისი ამბავი.
– მყავს, კესი ჰქვია. უკვე ერთი წელია, ერთად ვართ.
გულძმარვა მეწყება. ჰო, მგონი ნამდვილად გულძმარვაა.
წელიწადია? ხელს მკერდზე ვიდებ და ვეუბნები:
– კარგია, ბედნიერი ჩანხარ!
ნამდვილად ბედნიერი ჩანს? აზრზე არ ვარ!
– ჰო, ჰმ… მართლა გამიხარდა შენი ნახვა, ლილი, – ეტლე-
სი ტრიალდება, რომ წავიდეს, მაგრამ მერე ისევ ჩემკენ იხედე-
ბა და ხელებს უკანა ჯიბეებში იწყობს, – მაგრამ ვიტყოდი…
რომ მერჩივნა, ეს ერთი წლის წინ მომხდარიყო!

132
ამ სიტყვებზე ვკრთები, მაგრამ არ მინდა ვაგრძნობინო.
რესტორანში ბრუნდება.
გასაღებს ხელში ვაწვალებ, შემდეგ მანქანის კარს ვაღებ,
საჭესთან ვჯდები, კარს ვხურავ და საჭეს ვკიდებ ორივე ხელს.
რატომღაც უზარმაზარი ცრემლი მოგორავს თვალიდან და
ლოყას მისველებს.
დიდი საცოდავი, ეს-რა-ჯანდაბაა-თვალს-რომ-მისველებს
ცრემლი… ვიწმენდ და მანქანას ვქოქავ.
არ მეგონა, ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა ეტლესის ნახ-
ვა.
მაგრამ კარგია. ოდესღაც ხომ უნდა მომხდარიყო. გულის
კარი უნდა დავუხურო ძველ შეყვარებულს, ჩემი გული მთლი-
ანად რაილის უნდა ეკუთვნოდეს, ეს კი გამიჭირდებოდა ეტ-
ლესთან შეხვედრის გარეშე.
ძალიან კარგი. ჰო, ვტირი!
მაგრამ უკეთ ვგრძნობ თავს. ასეთია ადამიანის ბუნება,
ძველი იარა ხორცდება და კანის ახალი შრით იფარება.
სულ ესაა.

133
თავი მეთერთმეტე

ლოგინზე მოკალათებული ჩანაწერებს მივჩერებივარ.


თითქმის ვამთავრებ კითხვას, ბევრი აღარ დამრჩა!
დღიურს ბალიშზე, სასთუმალთან ვდებ.
– არ ვაპირებ, წაგიკითხო, – ვჩურჩულებ.
თუმცა, თუ წავიკითხავ იმასაც, რაც დამრჩა, ყველაფერს
დავასრულებ. თან დღეს ხომ ეტლესიც ვნახე, გავიგე, რომ შეყ-
ვარებულიც ჰყავს და სამსახურიც აქვს, ასე რომ, საკმარისი
საბაბი მაქვს, ჩემი ცხოვრების ეს თავი დავასრულო, წყეული
დღიური გადავდო, ფეხსაცმლის ყუთში შევინახო და აღარასო-
დეს გადავშალო.
ბოლოს ვიღებ და გვერდზე ვწვები, – ნამდვილი ძუკნა ხარ,
ელენ დეჯენერის!

„ძვირფასო ელენ
„უბრალოდ, ცურვა განაგრძე!“
გეცნობათ ეს ციტატა? დორი ეუბნება მერლინს ანიმაციაში
„ნემოს ძიებაში“.
„უბრალოდ, იცურე, იცურე, იცურე!“
ანიმაციურ ფილმებზე არ ვგიჟდები, მაგრამ ამას გირჩევთ.
მიყვარს ისეთი მულტფილმები, რომლებსაც შეუძლია გაგაცი-
ნოთ ან რაღაც გაგრძნობინოთ. გუშინდლის შემდეგ „ნემოს ძი-
ებაში“ ალბათ ჩემი საყვარელი ანიმაცია გახდება, რადგან ცო-
ტა ხნის წინ მეგონა, ვიძირებოდი და ასეთ დროს ადამიანს აუ-
ცილებლად სჭირდება შეხსენება, რომ ცურვა განაგრძოს.
ეტლესი ავად გახდა, სერიოზულად!
რამდენიმე ღამეა, ზედიზედ ჩემს ოთახში იპარება და სძი-
ნავს, მაგრამ წუხელ შევნიშნე, რომ ცუდად გამოიყურებოდა.
კვირა იყო, წინა ღამის შემდეგ აღარ მინახავს და საშინლად
გამოიყურებოდა. თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა, ფერ-
მკრთალი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ციოდა, თმა მთლად
გაოფლიანებოდა. არც კი მიკითხავს, თავს როგორ გრძნობ-

134
და, ისედაც ყველაფერი ცხადი იყო. ხელი შუბლზე დავადე და
ისეთი ცხელი იყო, ლამის მაშინვე დედას დავუძახე.
ეტლესმა მითხრა:
– კარგად ვიქნები, ლილი, – შემდეგ თივის ლეიბი გაიფინა
იატაკზე. მე ვუთხარი, აქ დამელოდე-მეთქი, სამზარეულოში
შევედი და წყალი დავუსხი, იქვე, საოჯახო აფთიაქში, წამალიც
ვიპოვე, გრიპის წამალი აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ
არ ვიცოდი, რა სჭირდა, მაინც დავალევინე.
ეტლესი იატაკზე დაწვა, მოიკუნტა და ნახევარი საათის
შემდეგ მითხრა:
– ლილი, მგონი ურნის მოტანა მოგიწევს!
მაშინვე წამოვხტი და ნაგვის ურნა გამოვათრიე მაგიდის
ქვეშიდან, დავუდგი თუ არა, მაშინვე მოიკუნტა და არწყია.
ღმერთო, როგორ შემეცოდა. როგორია, ასე ავად იყო, არც
აბაზანა გქონდეს, არც საწოლი, არც სახლი, არც დედა გყავ-
დეს გვერდით. მხოლოდ მე ვყავდი და არც კი ვიცოდი, რა მექ-
ნა!
გული რომ აირია, წყალი დავალევინე და ვუთხარი, ჩემს
საწოლში დაწექი-მეთქი. უარს მეუბნებოდა, მაგრამ არ მოვეშ-
ვი, ნაგვის ურნა საწოლთან დავდგი და ვაიძულე, ლოგინში ჩა-
წოლილიყო.
ისეთი ცხელი იყო, ისე კანკალებდა, რომ შემეშინდა მისი
იატაკზე დატოვება. მეც გვერდით მივუწექი. ეტლესს ყოველ
ექვს საათში გული ერეოდა. მეც სააბაზანოში დავრბოდი ნაგ-
ვის ურნის გასაცლელად. მოტყუებას არ ვაპირებ, საზიზღარი
საქმე კი იყო, ასეთი საზიზღარი ღამე არასოდეს მქონია, მაგ-
რამ რა მექნა? მას დახმარება სჭირდებოდა და ჩემ მეტი არა-
ვინ ჰყავდა.
მისი წასვლის დრო რომ მოვიდა დილით, ვუთხარი, სახ-
ლში შედი, მე კი სკოლაში წასვლის წინ შემოგივლი-მეთქი. გა-
მიკვირდა, ფანჯრიდან გადაძრომის ძალა რომ ჰქონდა შერჩე-
ნილი. ნაგვის ურნა ლოგინის გვერდით დავდგი და დედას და-
ველოდე, რომელიც ჩემს სანახავად შემოვიდა. დედამ მაშინვე
შენიშნა ურნა და შუბლზე დამადო ხელი.
– ლილი, კარგად ხარ?

135
დავიკვნესე და თავი გავაქნიე.
– არა, მთელი ღამე გული მერეოდა, ახლა გამიარა, მაგ-
რამ მეძინება!
დედამ ნაგვის ურნა გაიტანა, მე კი მითხრა, ლოგინში დარ-
ჩი, სკოლაში დავრეკავ და გავაფრთხილებ, რომ დღეს არ მიხ-
ვალო. ბოლოს, სამსახურში წავიდა თუ არა, მაშინვე ეტლეს-
თან გადავედი და ვუთხარი, მთელი დღით ჩემთან დარჩენი-
ლიყო. შევატყვე, ისევ გულისრევა ეწყებოდა, ამიტომ ჩემს
ოთახში შევუშვი დასაძინებლად. ყოველ ნახევარ საათში ვა-
მოწმებდი, ბოლოს, როგორც იქნა, გულისრევამ გადაუარა.
შხაპი მიიღო და მე წვნიანი მოვუმზადე.
ეტლესი მეტისმეტად დაღლილი იყო, ჭამა უჭირდა, საბანი
გამოვიტანე, ორივე ტახტზე მოვკალათდით და გადავიფარეთ.
არ ვიცი, როდის ვიგრძენი თავი ისე მყუდროდ, რომ ეტლესს
ჩავეხუტე, მაგრამ ჩავთვალე, რომ სწორად ვიქცეოდი. რამდე-
ნიმე წუთის შემდეგ ის ჩემკენ დაიხარა და ლავიწის ძვალზე,
პირდაპირ მხარსა და ყელს შორის მაკოცა. ეს სწრაფი კოცნა
იყო, არა მგონია, რამე რომანტიკული გაერია იმ ამბორში, უფ-
რო უსიტყვო მადლიერების ჟესტს ჰგავდა, მაგრამ უამრავი
რამ მაგრძნობინა. კოცნის შემდეგ რამდენიმე საათი გავიდა
უკვე, მე კი თითებით ხშირად ვეხები იმ ადგილს, რადგან ჯერ
კიდევ ვგრძნობ ეტლესის ტუჩების შეხებას.
ვიცი, ალბათ ეს დღე ყველაზე ცუდი დღე იყო ეტლესის
ცხოვრებაში, ელენ, ჩემთვის კი საუკეთესო დღე აღმოჩნდა.
ამის გამო თავს საშინლად ვგრძნობ.
იმ დღეს „ნემოს ძიებაში“ ვნახეთ ერთად და როდესაც იმ
ეპიზოდს ვუყურებდით, მერლინი ნემოს რომ ეძებს და თავს
დამარცხებულად გრძნობს, დორი ეუბნება, „როდესაც ცხოვ-
რება ფსკერისკენ გექაჩება, იცი, რა უნდა გააკეთო?.. ცურვა
უნდა განაგრძო, იცურე, უბრალოდ, იცურე, იცურე, იცურე!“
ეტლესმა ამ სიტყვებზე ხელი ჩამკიდა, ეს არ ჰგავდა შეყვა-
რებულისთვის ხელის ჩაკიდებას, უბრალოდ, მომიჭირა, თით-
ქოს მანიშნა, ჩვენზეა ნათქვამიო. ის მერლინი იყო, მე – დორი
და დავეხმარე, გაეცურა.
„უბრალოდ, ცურვა განაგრძე!“ – ჩავჩურჩულე.

136
ლილი“

„ძვირფასო ელენ
შეშინებული ვარ, ძალიან შეშინებული!
ეტლესი ძალიან მომწონს. მხოლოდ მასზე და ჩვენს ერთად
ყოფნაზე ვფიქრობ, როდესაც ერთად არ ვართ, ცუდად ვხდები.
ჩემი ცხოვრება მხოლოდ მის ირგვლივ ტრიალებს და ეს არ
არის კარგი. თუმცა თავს ვერაფერს ვუხერხებ და არ ვიცი, რა
ვქნა, თანაც, ცოტა ხანში ეტლესი აქედან უნდა წავიდეს!
გუშინ, როგორც კი ფილმი „ნემოს ძიებაში“ დამთავრდა,
ეტლესი წავიდა. ღამე კი, ჩემი მშობლები რომ დაწვნენ, ისევ
შემოძვრა საძინებლის ფანჯარაში. წუხელ ჩემს საწოლში იმი-
ტომ ეძინა, რომ ავად იყო, ვიცი, ეს არ უნდა გამეკეთებინა,
მაგრამ მისი საბანი სარეცხ მანქანაში შევაგდე. ეტლესმა საბა-
ნი რომ მოიკითხა, ვუთხარი, გავრეცხე, რადგან მინდოდა დავ-
რწმუნებულიყავი, სუფთა იყო და კიდევ, არ მინდა ისევ ავად
გახდე-მეთქი.
წამით მეგონა ეტლესი გადაძვრებოდა ფანჯრიდან და წავი-
დოდა, მაგრამ გაჩუმდა, ფეხსაცმელი გაიხადა და ლოგინში
შემომიწვა.
ეტლესი ავად აღარ იყო, მაგრამ ახლა მე გავხდი ცუდად,
გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა. თუმცა არა, გული არ ამრე-
ვია, მისი სიახლოვისგან ვიყავი ასე.
ვიწექით და ერთმანეთს ვუყურებდით, როდესაც მკითხა:
– როდის გახდები თექვსმეტი წლის?
– ორ თვეში, – ჩავიჩურჩულე. ისევ ერთმანეთს ვუყურებ-
დით და გული უფრო და უფრო სწრაფად მიცემდა, – შენ რო-
დის ხდები ცხრამეტის? – ვკითხე მხოლოდ იმიტომ, რომ სა-
უბარი გაგვეგრძელებინა და არ გაეგონა, რა მძიმედ ვსუნ-
თქავდი.
– მხოლოდ ოქტომბერში, – მიპასუხა ეტლესმა.
თავი დავუქნიე და უცებ გავიფიქრე, ნეტავ რატომ აინტერე-
სებს ჩემი ასაკი-მეთქი, საინტერესოა, რას ფიქრობდა თხუთ-
მეტი წლის გოგონებზე? ბავშვად აღმიქვამდა? უმცროს დად

137
მთვლიდა? თითქმის თექვსმეტი წლის ვიყავი, ორ-ნახევარი
წლით უმცროსი, ეს კი არაფერია. იქნებ როდესაც ადამიანები
თხუთმეტი და თვრამეტი წლისანი არიან, უფრო იგრძნობა
სხვაობა?
აი, თექვსმეტი წლის რომ გავხდებოდი, სანაძლეოს ჩამო-
ვალ, არავის გაახსენდებოდა ორწლინახევრიანი ასაკობრივი
სხვაობა.
– რაღაც უნდა გითხრა, – წამოიწყო ეტლესმა.
სუნთქვა შემეკრა, არ ვიცოდი, რის თქმას აპირებდა.
– დღეს ბიძაჩემს დავუკავშირდი. ოდესღაც მე და დედა მას-
თან ვცხოვრობდით ბოსტონში. მითხრა, როგორც კი მივლინე-
ბიდან დავბრუნდები, შეგიძლია ჩემთან იცხოვროო.
ეს ახალი ამბავი მთელი გულით უნდა გამხარებოდა, უნდა
გამეღიმა და მიმელოცა, მაგრამ მაშინვე ვიგრძენი, რა უსუსუ-
რი ვიყავი ამ ასაკში, თვალები დავხუჭე და საკუთარი თავი შე-
მეცოდა.
– მიდიხარ? – ვკითხე.
მხრები აიჩეჩა.
– არ ვიცი, მინდოდა, ჯერ შენ დაგლაპარაკებოდი, – ისე ახ-
ლოს იყო ჩემთან საწოლში, რომ მისი სუნთქვის სითბოს
ვგრძნობდი. ისიც შევნიშნე, რომ პიტნის სუნი ასდიოდა და გა-
ვიფიქრე, ალბათ ბოთლში ავსებული წყლით გამოიხეხა კბი-
ლები, სანამ აქ მოვიდოდა-მეთქი.
ჩემგან წასულს ბლომად წყალს ვატანდი ხოლმე.
ხელი ბალიშისკენ წავიღე, მასში ამოჩრილი ბუმბული ამო-
ვაძვრე, თითებში მოვიქციე და დავგრიხე.
– არ ვიცი, რა გითხრა, ეტლეს. მიხარია, ისეთი ადგილი
რომ იშოვე, სადაც შეგიძლია დარჩე, სკოლას რას უპირებ?
– შემიძლია იქ დავასრულო.
თავი დავუქნიე, ეტყობოდა, უკვე ყველაფერი გადაეწყვიტა.
– როდის მიდიხარ?
მაინტერესებდა, რამდენად შორს იყო ჩვენგან ბოსტონი.
ალბათ რამდენიმე საათის სავალზე, თუმცა, თუ მანქანა არ
გყავდა ადამიანს, საკმაოდ შორს იქნებოდა.
– არ ვიცი, ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია!

138
ბუმბული ისევ ბალიშზე დავაგდე.
– რა გაჩერებს? ბიძა ღამის გასათევს გთავაზობს, განა ეს
კარგი არ არის?
ეტლესმა ტუჩები მოკუმა და თავი დამიქნია. შემდეგ ის ბუმ-
ბული აიღო, მე რომ ვეთამაშებოდი და მანაც დაუწყო თითე-
ბით გრეხა. ბოლოს ბალიშზე დადო და ისეთი რამ მოიმოქმე-
და, რასაც არ ველოდი, თითები მომიტანა ტუჩებთან და შეეხო.
ღმერთო, ელენ. ვიფიქრე, ახლა მოვკვდები-მეთქი, ეს ყვე-
ლაზე სასიამოვნო რამ იყო, რაც კი აქამდე მიგრძნია. ეტლესმა
წამით თითები ჩემს ტუჩებზე გააჩერა, შემდეგ მითხრა:
– ყველაფრისთვის გმადლობ, ლილი! – შემდეგ თითები
თმაზე გადამისვა, ბოლოს დაიხარა და შუბლზე მაკოცა. ისე
მძიმედ ვსუნთქავდი, რომ პირი გავაღე ჰაერის ჩასასუნთქად.
ვხედავდი, ეტლესიც ჩემსავით მძიმედ სუნთქავდა. შემომხედა,
შევამჩნიე, როგორ დამაკვირდა ტუჩებზე.
– ოდესმე უკოცნია ვინმეს შენთვის, ლილი?
თავი გავაქნიე და მისკენ გადავიხარე, რადგან თუ ეს მოცე-
მულობა ახლავე არ შეიცვლებოდა, სუნთქვას ვეღარ შევ-
ძლებდი.
შემდეგ მან ისე ნაზად დამადო ტუჩი ტუჩზე, თითქოს ადა-
მიანი კი არა, კვერცხის მყიფე ნაჭუჭი ვიყავი. არ ვიცოდი, მე რა
უნდა მექნა, მაგრამ ეს არ მადარდებდა. არც ის მანაღვლებდა,
მთელი ღამე ასე თუ დავრჩებოდით და ტუჩებს მეტად აღარც
ავამოძრავებდით, ეს ჩემთვის ყველაფერი იყო.
ეტლესი რომ მკოცნიდა, შევატყვე, ხელები უკანკალებდა.
მეც ავყევი და ტუჩები მასავით ავამოძრავე. ვიგრძენი, როგორ
შეეხო ენის წვერით ჩემს ტუჩებს და თვალები ავატრიალე. ეტ-
ლესმა მეორედ გაიმეორა ეს ქმედება, შემდეგ მესამედ და მეც
ავყევი. როდესაც ჩვენი ენები პირველად შეეხო ერთმანეთს,
ოდნავ გამეღიმა, რადგან ბევრჯერ მიფიქრია პირველ კოცნა-
ზე, მიფიქრია, სად და ვის ვაკოცებდი. მილიონი წელი ვერ წარ-
მოვიდგენდი, ეს შეგრძნება ასეთი საოცარი თუ აღმოჩნდებო-
და.
ეტლესმა ზურგზე დამაწვინა, ლოყაზე მომადო ხელი და
კოცნა განაგრძო. თანდათან უკეთ და კომფორტულად

139
ვგრძნობდი თავს, ყველაზე მეტად ის მომენტი მიყვარს, როდე-
საც წამით შეჩერდა, შემომხედა და კიდევ უფრო მაგრად მეამ-
ბორა.
არ ვიცი, რამდენი ხანი ვკოცნიდით ერთმანეთს. ალბათ
დიდხანს, ისე დიდხანს, რომ პირი ამეწვა და თვალების გახე-
ლა გამიჭირდა. შემდეგ ჩაგვეძინა და დარწმუნებული ვარ, ტუ-
ჩები არც კი მოგვიშორებია ერთმანეთისთვის.
ბოსტონზე აღარ გვისაუბრია და არ ვიცი, ისევ აპირებს თუ
არა წასვლას!
ლილი“

***
„ძვირფასო ელენ
ბოდიში უნდა მოგიხადოთ.
უკვე ერთი კვირაა, რაც მოგწერეთ და თქვენს შოუს ვუყუ-
რე. არ ინერვიულოთ, ისევ ვიწერ თქვენს გადაცემებს, ასე
რომ, რეიტინგი არ დაგივარდებათ, თუმცა ყოველდღე, რო-
გორც კი ავტობუსიდან ჩამოვდივართ, ეტლესი ჩემთან მოდის,
სწრაფად იღებს შხაპს, შემდეგ კი ერთმანეთს ვკოცნით.
ყოველდღე… და ეს შესანიშნავია!
არ ვიცი, ის რას გრძნობს, მე კი მასთან ერთად კომფორ-
ტულად ვარ, ის ისეთი საყვარელია, ისეთი ფიქრიანი… ეტლე-
სის გვერდით არასოდეს მიგრძნია უხერხულობა, რადგან ისე-
თი არაფერი გაუკეთებია, რაც უხერხულობას შემიქმნიდა.
არ ვიცი, რამდენად შემიძლია საიდუმლო გაგანდოთ, ჩვენ
ხომ პირისპირ არასოდეს შევხვედრივართ, მაგრამ ნება მომე-
ცით, გითხრათ: თუ აქამდე ეტლესს აინტერესებდა, როგორი
ძუძუები მაქვს…
ახლა ეს მან უკვე იცის.
არ ვიცი, როგორ არსებობენ ადამიანები, როგორ გააქვთ
დღითი დღე თავი, როდესაც ჩემსავით მოსწონთ ვინმე. ჩემზე
რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ყოველდღე, ყოველღამე ვა-
კოცებდი და მეტს არაფერს გავაკეთებდი, მხოლოდ ცოტას ვი-
საუბრებდი. ეტლესი სასაცილო ისტორიებს მიამბობს. მიყ-
ვარს, როდესაც ლაპარაკის ხასიათზეა, რადგან ეს იშვიათად

140
ხდება. ასეთ დროს ეტლესი ხელებს იშველიებს ხოლმე, ბევრს
იღიმის, მე კი მის კოცნაზე მეტად მისი ღიმილი მომწონს. ზოგ-
ჯერ ვეუბნები, მოკეტე და შეწყვიტე ღიმილი, ან კოცნა, ან სა-
უბარი, რომ შენი ყურება შევძლო-მეთქი. მიყვარს თვალებში
რომ ჩავცქერი. ისეთი ცისფერი თვალები აქვს, რომ თქვენგან
შორსაც რომ იდგეს ოთახში, მაინც შენიშნავთ მისი თვალების
ფერს. ერთადერთი, რაც კოცნისას არ მსიამოვნებს მისგან,
თვალების დახუჭვაა.
და ჰო, ბოსტონზე ისევ აღარ გვისაუბრია!
ლილი“

„ძვირფასო ელენ
გუშინ, შუადღისას, ავტობუსით რომ ვმგზავრობდით, ეტ-
ლესმა მაკოცა. ეს შეიძლებოდა არაფრად ჩამეგდო, რადგან
დიდი ხანია, ასე ვკოცნით ერთმანეთს, თუმცა საჯაროდ პირვე-
ლად მაკოცა. როცა ერთად ვართ, უბრალოდ, ყველა გვავიწ-
ყდება და ეტლესს ეგონა, რომ სხვა ადამიანები ვერ დაგვინა-
ხავდნენ, თუმცა კეიტიმ მაინც დაგვინახა, ის ჩვენ უკან იჯდა და
გავიგონე, როგორ თქვა: „რა საზიზღრობაა!“
შემდეგ კეიტიმ გვერდით მჯდომ გოგონას გადაულაპარა-
კა: „ვერ ვიჯერებ, ლილი ამ ბიჭს შეხების უფლებას რომ აძ-
ლევს, ტიპს ყოველდღე ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია!“
ელენ, საოცრად გავბრაზდი, ეტლესის ნაცვლადაც კი. ეტ-
ლესი მომშორდა და შევატყვე, კეიტის ნათქვამმა ისიც რომ შე-
აწუხა. გადავწყვიტე, შევტრიალებულიყავი და დამეყვირა კე-
იტისთვის, რომელიც ისე განსჯიდა ეტლესს, რომ არც კი იც-
ნობდა, თუმცა ეტლესმა ხელში ჩამავლო ხელი და თავის გაქ-
ნევით მანიშნა, არ გინდაო.
– არ არის საჭირო, ლილი! – მითხრა და მეც შევჩერდი.
მიუხედავად ამისა, მთელი გზა ვბრაზობდი, მაწუხებდა,
როგორ შეეძლო, კეიტს ასეთი რამე ეთქვა ეტლესზე და ის თა-
ვისზე დაბლა მდგომად ჩაეთვალა. გარდა ამისა, ისიც მანერ-
ვიულებდა, ეტლესი ასეთ კომენტარებს შეჩვეული რომ იყო.

141
არ მინდოდა ეტლესს ეფიქრა, რომ უხერხულ მდგომარეო-
ბაში აღმოვჩნდი, როდესაც დამინახეს, როგორ მკოცნიდა. მე
მას სხვებზე კარგად ვიცნობდი, ვიცოდი, რა კარგი ადამიანი
იყო და სულ არ მადარდებდა, როგორ ეცვა, არც ის მაწუხებდა,
სუნი რომ ასდიოდა, სანამ ჩემი საშხაპით დაიწყებდა სარგებ-
ლობას.
დავიხარე, ლოყაზე ვაკოცე და მხარზე დავადე თავი.
– იცი, რა? – ვუთხარი.
მან თითები თითებში გამიყარა, ხელი მომიჭირა და მკით-
ხა:
– რა?
– შენ ჩემი საყვარელი ადამიანი ხარ!
ვიგრძენი, როგორ ჩაიცინა და გამეღიმა.
– რამდენ ადამიანზე საყვარელი?
– ყველაზე!
თავზე მაკოცა და მითხრა:
– შენც ჩემი საყვარელი პიროვნება ხარ, ლილი, უამრავ
ადამიანს შორის!
ავტობუსი ჩვენს გაჩერებაზე რომ გაჩერდა, ეტლესს ხელი
არ გაუშვია ჩემთვის, ისე წავედით ავტობუსის კარისკენ. ის წინ
მიმიძღოდა, მე უკან მივყვებოდი, ასე რომ, არ დაუნახავს, რო-
გორ მივუბრუნდი კეიტის და სილა გავაწანი.
ალბათ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ კეიტიმ ისეთი
სახე მიიღო, ღირდა!
სახლში რომ მივედით, ეტლესმა გასაღები გამომართვა და
შესასვლელი კარი გააღო. უცნაური იყო, რა კომფორტულად
გრძნობდა თავს ჩემს სახლში. შევიდა და კარი გადაკეტა. სწო-
რედ ამ დროს შევნიშნეთ, სახლში შუქი რომ არ იყო. ფანჯრი-
დან გავიხედე და კომუნალური მომსახურების სატვირთო და-
ვინახე ქუჩაში, მუშები სადენების შეკეთებას ცდილობდნენ, ეს
კი იმას ნიშნავდა, რომ თქვენს შოუს ვერ ვნახავდი, თუმცა ძა-
ლიან არ მინერვიულია, რადგან შეგვეძლო საათ-ნახევარი
გვეკოცნა ერთმანეთი.
– თქვენი ქურა გაზზეა თუ ელექტროენერგიაზე? – მკითხა.

142
– გაზზე, – ვუთხარი ცოტა არ იყოს დაბნეულმა, ქურის შე-
სახებ რომ მკითხა. მან ფეხსაცმელი გაიხადა (მამაჩემის ძვე-
ლი ფეხსაცმელი) და სამზარეულოსკენ გაემართა, – რაღაც
უნდა მოგიმზადო, – მითხრა.
– საჭმლის კეთება გეხერხება?
ეტლესმა მაცივარი გააღო და ნივთების გადაადგილება
დაიწყო.
– ჰო, ალბათ ისევე მიყვარს საჭმლის კეთება, როგორც შენ
– მცენარეების გაზრდა.
ეტლესმა პროდუქტი გამოიღო მაცივრიდან და ღუმელი გა-
ახურა. მე ბარის ზედაპირს დავეყრდენი და ვუყურებდი. ეტლე-
სი რეცეპტშიც კი არ იხედებოდა. უბრალოდ, ჯამში ასხამდა
რაღაცებს და ურევდა, თანაც თვალით ზომავდა ყველაფერს.
მამაჩემს თითი არაფერზე დაუკარებია სამზარეულოში,
დარწმუნებული ვარ, ქურის გახურებასაც კი ვერ მოახერხებ-
და. მეგონა ყველა მამაკაცი მას ჰგავდა, მაგრამ ეტლესი ისე
მუშაობდა ჩემს სამზარეულოში, რომ მივხვდი, ვცდებოდი.
– რას ამზადებ? – ვკითხე, იდაყვებით ბარის ზედაპირს და-
ვეყრდენი და სახე ხელებში ჩავრგე.
– ფხვიერ ნამცხვარს, – მიპასუხა, ჯამით ხელში მომიახ-
ლოვდა და ცომში კოვზი ჩაყო, შემდეგ კი პირთან მომიტანა და
გამასინჯა. ჩემი ერთ-ერთი სისუსტე ფხვიერი ნამცხვრის ცო-
მია და ეს საუკეთესო იყო მათ შორის, რაც კი გამესინჯა.
– ოჰოჰო! – ვთქვი და ტუჩები მოვილოკე.
ეტლესმა ჩემ გვერდით დადო ჯამი, დაიხარა და მაკოცა.
ნამცხვრის ცომსა და ეტლესის ტუჩებს ერთად ღვთაებრივი გე-
მო ჰქონდა, თუ გაინტერესებთ. ისეთი ხმა აღმომხდა, ეტლესი
მაშინვე მიხვდა, როგორ მომეწონა ეს კომბინაცია და გაეცინა,
მაგრამ კოცნა არ შეუწყვეტია, იცინოდა, მკოცნიდა და მთლად
გაალღო ჩემი გული. ბედნიერი ეტლესი საოცარი სანახავი
იყო. მომინდა, ყველაფერი გამეგო, რაც ამქვეყნად უყვარდა
და მისთვის მიმეძღვნა.
ეტლესი რომ მკოცნიდა, ვფიქრობდი, ნუთუ მიყვარს-მეთ-
ქი. შეყვარებული არასოდეს მყოლია და ჩემს გრძნობებს ვე-
რაფერს შევადარებდი. ფაქტობრივად, არც მსურდა შეყვარე-

143
ბული მყოლოდა, სანამ ეტლესი არ გამოჩნდა. ჩემი ოჯახი „დი-
დებული მაგალითი“ იყო, თუ როგორ ექცეოდა მამაკაცი საყ-
ვარელ ადამიანს, ასე რომ, არაჯანსაღი წარმოდგენა მქონდა
ზოგადად ქალისა და კაცის ურთიერთობაზე.
იყო დრო, ვეჭვობდი, რომ ოდესმე შევძლებდი რომელიმე
ბიჭს მივნდობოდი. ძირითადად, მამაჩემის შემყურეს, მამაკა-
ცები მეზიზღებოდა, მაგრამ ეტლესის გვერდით გატარებულმა
დღეებმა ყველაფერი შეცვალა, შეიძლება ძალიან არა, შეიძ-
ლება ისევ ვერ ვენდობი ადამიანების უმრავლესობას, მაგრამ
ეტლესზე ვფიქრობდი, ბედნიერი გამონაკლისია-მეთქი.
ეტლესმა კოცნა შეწყვიტა და ისევ აიღო ჯამი, შემდეგ ქუ-
რასთან მივიდა და ცომის დასხმა დაიწყო საცხობ ფურცელზე.
– გინდა გაიგო, რა ოინს ვიყენებ გაზქურასთან? – მკითხა.
მართალი გითხრათ, ადრე სულაც არ მაინტერესებდა საჭ-
მლის კეთება, მაგრამ მან მომანდომა, ყველაფერი მცოდნო-
და, რაც თვითონ იცოდა. საჭმლის მომზადებაზე საუბარი,
ჩანს, ძალიან აბედნიერებდა.
– გაზქურას აქვს ადგილები, სადაც ძლიერად ხურდება, –
მითხრა და ქურის კარი გამოაღო, შიგ რომ შეედო საცხობი
ფურცლები, – ისე უნდა ატრიალო ტაფა, რომ ნამცხვარი თა-
ნაბრად გამოცხვეს, – კარი დაკეტა, ქურის ხელთათმანი გა-
იხადა და მაგიდაზე დააგდო. – კიდევ პიცის ქვა შეგიძლია და-
იხმარო, თუნდაც სულაც არ აცხობდე პიცას, მისი გამოყენე-
ბით შეძლებ ქურის სიმხურვალე დაარეგულირო.
მომიახლოვდა და ხელები გვერდებზე მომადო. შუქი სწო-
რედ მაშინ მოვიდა, როდესაც პერანგის საყელოს მიწევდა.
შემდეგ იმ ადგილას მაკოცა, მხარზე, რომლის კოცნაც ასე უყ-
ვარდა და ხელი ნელა ჩამიცურა ზურგზე. გეფიცებით, ზოგჯერ,
მაშინაც კი, როდესაც ეტლესი ჩემ გვერდით არ არის, ისევ
ვგრძნობ მის ტუჩებს ლავიწის ძვალზე.
ეტლესი ისევ აპირებდა, ტუჩებში ეკოცნა ჩემთვის, როდე-
საც ჩვენს სახლთან მანქანა გაჩერდა და ავტოფარეხის გაღე-
ბის ხმა გაისმა. მაშინვე წამოვხტი და განერვიულებულმა მი-
მოვიხედე სამზარეულოში. ეტლესს ისევ ჩემს ლოყაზე ედო ხე-
ლი და მაიძულა შემეხედა.

144
– ნამცხვარს მიხედე. დაახლოებით ოც წუთში მზად იქნება,
– ტუჩებში მაკოცა, ხელი გამიშვა, სასტუმრო ოთახისკენ გაიქ-
ცა და ზურგჩანთა აიღო. უკვე უკანა კარიდან გადიოდა, როდე-
საც მამაჩემის მანქანის ძრავა დადუმდა.
ინგრედიენტებს ვაგროვებდი, როდესაც მამა ავტოფარეხი-
დან სამზარეულოში შემოვიდა. მიმოიხედა და ანთებული ქურა
დაინახა.
– რამეს აცხობ? – მკითხა.
თავი დავუქნიე, რადგან გული საოცრად სწრაფად მიცემდა
და მეშინოდა, არ შეემჩნია, ხმა როგორ ამიკანკალდებოდა,
თუ ხმამაღლა ვიტყოდი რამეს. მერე მაგიდის წმენდას შევუდე-
ქი, სანამ მთლად არ გავაპრიალე, ბოლოს ხმა ჩავიწმინდე და
ვუთხარი:
– ნამცხვარს, მშრალ ნამცხვარს ვაცხობ!
მამამ დიპლომატი სამზარეულოს მაგიდაზე დადო, მაცი-
ვართან მივიდა და ლუდი გამოიღო.
– შუქი არ გვქონდა, – განვაგრძე, – მომეწყინა და გადავ-
წყვიტე, სანამ მოვიდოდა, რამე გამომეცხო.
მამა მაგიდას მიუჯდა და ათი წუთის განმავლობაში მეკით-
ხებოდა სკოლაზე, იმითაც დაინტერესდა, ვაპირებდი თუ არა
კოლეჯში სწავლის გაგრძელებას. ორნი რომ ვსაუბრობდით,
წამით გამიელვა, რა ნორმალური ურთიერთობა შეიძლება
გვქონდეს, მხოლოდ ჩვენ ორნი რომ ვიყოთ-მეთქი. სამზარეუ-
ლოს მაგიდასთან ჯდომა, კოლეჯზე საუბარი, კარიერული არ-
ჩევანისა და სკოლის განხილვა მესიამოვნა. მიუხედავად იმი-
სა, რომ მამა ხშირად მეზიზღება, მასთან გატარებული ასეთი
მომენტები მენატრება. ასეთი რომ ყოფილიყო ყოველთვის,
ყველაფერი ხომ სულ სხვანაირად იქნებოდა.
ნამცხვარი ისე შევატრიალე ქურაში, როგორც ეტლესმა
მითხრა და რომ გამოცხვა, ქურიდან გამოვიღე. ავიღე საცხო-
ბი ფირფიტა და მამას გავუწოდე. მეზიზღებოდა, როდესაც ასე
კარგად ვექცეოდი, ლამის გული დამწყდა, მას რომ უნდა გა-
ესინჯა ეტლესის ნამცხვრის ერთი ნაჭერი.
– ოჰო! – თქვა მამამ, – დიდებული ნამცხვარია, ლილი!

145
მოვახერხე და გმადლობ-მეთქი, ვუთხარი, მიუხედავად
იმისა, რომ ნამცხვარი მე არ მომიმზადებია, უბრალოდ, მამას
ხომ ვერ გავუმხელდი ყველაფერს!
– სკოლაში ვაპირებ წაღებას, ერთზე მეტს ვერ მოგცემ, –
მოვატყუე, ნამცხვარი რომ გაგრილდა, ნაჭრები კონტეინერში
ჩავალაგე და ოთახში ავიტანე. ეტლესის გარეშე არც კი მინ-
დოდა მათი გასინჯვა, ამიტომ გვიან ღამეს დაველოდე, ისიც
რომ მოსულიყო.
– ნამცხვარი სანამ ცხელი იყო, მანამ უნდა გაგესინჯა, –
მითხრა მოგვიანებით ეტლესმა, – მაშინაა ყველაზე გემრი-
ელი.
– არ მინდოდა უშენოდ მეჭამა, – ვუთხარი, ლოგინზე ვის-
ხედით კედელს მიყრდნობილი და ნამცხვარს მივირთმევდით.
ვუთხარი, გემრიელი გამოვიდა-მეთქი, თუმცა ვერ შევძელი,
მეთქვა, რომ ყველაზე დიდებული ნამცხვარი იყო, რაც კი გა-
მესინჯა. არ მსურდა მეტისმეტად შემექო, მომწონდა მისი სი-
მორცხვე.
ვცადე, კიდევ ერთი ნაჭერი ამეღო, მაგრამ ეტლესმა ჯამი
გადადო და თავსახური დაახურა.
– ზედმეტი თუ მოგივა, გული აგერევა და აღარ მოგეწონე-
ბა ჩემი ნამცხვარი.
გავიცინე.
– შეუძლებელია!
ეტლესმა წყალი მოსვა, წამოდგა და ლოგინისკენ გაიხედა.
– რაღაც მოგიმზადე, – მითხრა და ჯიბეში ხელი ჩაიყო.
– ისევ ნამცხვარია?
გაიღიმა, თავი გადააქნია და მუშტი გამომიწოდა. მეც ხელი
გავუწოდე და რაღაც მძიმე დავარდა ჩემს ხელისგულზე. ეს პა-
ტარა, ბრტყელი გული იყო, ხისგან გამოთლილი, სულ ორი
დუიმი იქნებოდა სიგრძეში.
ცერა თითი გადავუსვი და ვცადე ყურებამდე არ გამეღიმა.
ის არ იყო ნამდვილი გულის ფორმის, მაგრამ არც ხელით და-
ხატულს ჰგავდა, უსწორმასწორო იყო და შუაში ცარიელი.
– შენ გააკეთე? – ვკითხე და შევხედე.
თავი დამიქნია.

146
– სახლში ძველი დანა ვიპოვე და იმით გამოვთალე.
გულის კონტური სრული არ იყო. უბრალოდ, ისე გამოეთა-
ლა ეტლესს, რომ თავთან არ შეეერთებინა. არც კი ვიცოდი, რა
მეთქვა. ვიგრძენი, ეტლესი როგორ დაჯდა ისევ საწოლზე, მაგ-
რამ ვერ შევძელი თვალი დიდი ხნით გამესწორებინა და მად-
ლობა გადამეხადა.
– ტოტისგან გამოვთალე, – ჩამჩურჩულა, – იმ მუხის ხის
ტოტისგან, შენს უკანა ეზოში რომ დგას.
გეფიცებით, ელენ, არასოდეს მეგონა, თუ ასე შემიყვარდე-
ბოდა ნივთი. ან იქნებ საქმე საჩუქარში კი არა, ეტლესის სიყ-
ვარულში იყო. გული ჩავბღუჯე, დავიხარე და ისე მაგრად ვა-
კოცე, რომ ეტლესი ლოგინზე დავარდა, ზემოდან გადავაწექი,
მან წელზე შემომხვია ხელი და გამიღიმა.
– ამ მუხისგან მთელ სახლს გამოგითლიდი, თუ ასეთი
ჯილდო მხვდებოდა წილად, – ჩამჩურჩულა.
გავიცინე.
– არ უნდა იყო ასე სრულყოფილი, – ვუთხარი, – შენ ისე-
დაც ყველა ადამიანს მირჩევნიხარ, ასე რომ, უსამართლობაა
ყველა დანარჩენის მიმართ, მათ შანსი აღარ დაუტოვე!
ეტლესმა თავზე შემომხვია ხელი, ზურგზე დამაწვინა და ზე-
მოდან მომექცა.
– გამოდის, ჩემი გეგმა მუშაობს, – მითხრა, სანამ ისევ მა-
კოცებდა.
სანამ მკოცნიდა, მაგრად მქონდა გული ხელში ჩაბღუჯული
და მინდოდა მერწმუნა, რომ ეს საჩუქარი არაფერს უკავშირ-
დებოდა, მაგრამ ჩემი არსების ნაწილი ხვდებოდა, რომ ეს სა-
მახსოვრო საჩუქარი იყო, ბოსტონში გამგზავრების წინ მოძ-
ღვნილი.
არ მინდოდა, ეტლესი მხსომებოდა. თუ მომიწევდა მისი
დამახსოვრება, გამოდის, ცხოვრებაში ვეღარასოდეს ვნახავ-
დი.
არ მინდოდა ბოსტონში გადასულიყო, ელენ. ვიცი, ძალიან
ეგოისტურად გამომდიოდა, რადგან ეტლესი ვეღარ იცხოვ-
რებდა იმ სახლში. არც კი ვიცოდი, რისი უფრო მეშინოდა, მისი
გამგზავრების, თუ თხოვნის, რომ დარჩენილიყო.

147
ვიცი, ამაზე უნდა ვისაუბროთ. ეტლესს უნდა ვკითხო ამა-
ღამ, ჩემთან რომ მოვა, როდის მიემგზავრება. უბრალოდ, წუ-
ხელ არ მსურდა ეს მეკითხა, რადგან ნამდვილად შესანიშნავი
დღე იყო.
ლილი“

„ძვირფასო ელენ
„უბრალოდ, განაგრძე ცურვა, უბრალოდ, განაგრძე ცურ-
ვა“
ის ბოსტონში მიემგზავრება.
არც კი ვიცი, მსურს თუ არა ამაზე ლაპარაკი.
ლილი“

„ძვირფასო ელენ
აი, ამას კი დედაჩემი ვეღარ დამალავს.
მამაჩემი, ჩვეულებრივ, იმდენს ხვდება, რომ ცემისას
თვალში საცემი ჩალურჯებები არ დაუტოვოს. ყველაზე ნაკლე-
ბად სურს, ქალაქში იცოდეს ხალხმა, ცოლს როგორ ეპყრობა.
რამდენჯერმე დედისთვის წიხლი ამოურტყამს, დახრჩობა უც-
დია, ზურგსა და მუცელში ურტყამდა ხოლმე, თმით ითრევდა.
რამდენჯერმე სახეშიც გაარტყა, მაგრამ მხოლოდ სილა, ასე
რომ, ხელის ანაბეჭდი დედას დიდხანს არ ეტყობოდა ხოლმე.
მაგრამ არასოდეს მინახავს, ისეთი რამ გაეკეთებინა, რაც
წუხელ გააკეთა!
შინ რომ მოვიდნენ, გვიანი იყო, უქმეები იდგა, ასე რომ, მა-
მა და დედა რაღაც საზოგადოებრივ ღონისძიებას ესწრებოდ-
ნენ ერთად. მამას უძრავი ქონების კომპანია აქვს, გარდა ამი-
სა, ქალაქის მერია, ასე რომ, უამრავი საჯარო საქმე აქვს, მათ
შორის, საქველმოქმედო ვახშმები. ეს მართლაც სასაცილოა,
რადგან მამას სძულს ქველმოქმედება, მაგრამ ალბათ ხვდე-
ბით, იმიჯის შენარჩუნება სჭირდება.
ეტლესი უკვე ჩემს ოთახში იყო, ისინი რომ მოვიდნენ. მა-
შინვე გავიგონე ჩხუბის ხმა, როგორც კი კარი გააღეს. დიალო-

148
გის დიდი ნაწილი ყრუდ ისმოდა და სიტყვები ვერ გავარჩიე,
თუმცა რამდენადაც მივხვდი, დედას ვიღაც მამაკაცთან არშიყ-
ში ადანაშაულებდა.
დედაჩემს კარგად ვიცნობ, ელენ, ის მსგავსს არასოდეს გა-
აკეთებდა, მამაჩემი კი ალბათ იმაზე ეჭვიანობდა, რომ ვიღა-
ცამ, უბრალოდ, შეხედა, დედა ნამდვილად ძალიან ლამაზი
მყავს!
გავიგონე, როგორ უწოდა მამამ დედას ბოზი, შემდეგ კი
პირველი გარტყმის ხმა მომესმა. ლოგინიდან ვცადე წამოდ-
გომა, მაგრამ ეტლესმა შემაჩერა, მითხრა, არ გახვიდე, შეიძ-
ლება შენც მოგხვდესო, მე კი ვუთხარი, ზოგჯერ ჩემი გამოჩენა
საქმეს შველის-მეთქი. ხანდახან ჩემს დანახვაზე მამა უკან
იხევს.
ეტლესმა სცადა გადაეფიქრებინა, მაგრამ ბოლოს მაინც
ავდექი და სასტუმრო ოთახში შევედი.
ელენ!
უბრალოდ…
მამა დედას ზემოდან მოჰქცეოდა, ტახტზე იყვნენ, ყელში
უჭერდა ცალ ხელს, მეორით კი კაბას ხდიდა. დედა ცდილობ-
და, თავიდან მოეშორებინა, მე კი გაქვავებული ვიდექი. დედა
მამას ევედრებოდა, მომშორდიო, როდესაც მამამ პირდაპირ
სახეში დაარტყა და უთხრა, მოკეტეო. არასოდეს დამავიწყდე-
ბა მისი ნათქვამი; „ყურადღება გინდოდა? მე გაჩვენებ დედა-
მოტყნულ ყურადღებას!“ ამ დროს დედა გაჩუმდა და წინააღ-
მდეგობის გაწევა შეწყვიტა. გავიგონე, როგორ ტიროდა, შემ-
დეგ მამას უთხრა: „გეხვეწები, ჩუმად იყავი, ლილი სახლშია“.
გესმით? გეხვეწები, ჩუმად იყავიო.
გეხვეწები, ჩუმად იყავი, სანამ მაუპატიურებ, ძვირფასოო!
ელენ, არც კი მეგონა, ადამიანს თუ შეეძლო ასეთი ზიზღი
ეტარებინა გულში. მამაჩემს არ ვგულისხმობ, ჩემზე გეუბნე-
ბით.
სამზარეულოში შევედი და უჯრა გავაღე, შემდეგ ყველაზე
დიდი დანა ავიღე, რომელიც კი ვიპოვე და… არც კი ვიცი, რო-
გორ აგიხსნათ. თითქოს ჩემი სხეული მე არ მეკუთვნოდა,
თითქოს შორიდან ვხედავდი, როგორ გამოვედი სამზარეუ-

149
ლოდან ხელში დანით და ვიცოდი, რომ მის გამოყენებას არ
ვაპირებდი. უბრალოდ, მინდოდა, რამე ჩემზე მეტით შემეშინე-
ბინა მამაჩემი ისე, რომ დედას მოშორებოდა. მაგრამ სანამ
სამზარეულოდან გამოვიდოდი, ორი მკლავი შემომეხვია
წელზე და ხელში ამიყვანა. დანა დავაგდე, მამას ეს არ გაუგო-
ნია, დედამ კი გაიგონა. მე და დედამ თვალებში შევხედეთ ერ-
თმანეთს, სანამ ეტლესი საძინებელში შემიყვანდა. უკან,
ოთახში რომ დავბრუნდით, ეტლესს მუშტები დავუშინე მკერ-
დში და ვცადე, ისევ ჩემს მშობლებთან ჩავსულიყავი. ვტირო-
დი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მისგან თავი დამეღწია,
მაგრამ ის არ მაძლევდა ამის საშუალებას.
ეტლესმა მკლავები მომხვია და მითხრა:
– ლილი, დამშვიდდი! – ბევრჯერ გამიმეორა ეს და ასე ვე-
ჭირე დიდხანს, სანამ არ მივხვდი, რომ ის არაფრით მომცემდა
მშობლებთან დაბრუნების საშუალებას. არც დანას ამაღები-
ნებდა ხელში.
ეტლესი ლოგინს მიუახლოვდა, ქურთუკი აიღო და ფეხსაც-
მლის ჩაცმას შეუდგა.
– მეზობელთან გადავალთ, – მითხრა, – პოლიციაში უნდა
დავარეკვინოთ!
პოლიციაში!
დედამ ადრე გამაფრთხილა, პოლიციაში არ დარეკოო. ეს
მამაჩემის კარიერას საფრთხის ქვეშ დააყენებდა, თუმცა, მარ-
თალი გითხრათ, სულ არ მადარდებდა, არც მისი მერობა მა-
ღელვებდა, და არც ის, რომ არავინ, ვისაც მამაჩემი უყვარდა,
არ იცოდა, სინამდვილეში რა საშინელი ვინმე იყო. ერთა-
დერთ რამეზე ვღელავდი მხოლოდ, მინდოდა დედას დავხმა-
რებოდი, ასე რომ, მეც მოვიცვი ქურთუკი და კარადა გავაღე,
ფეხსაცმელი რომ გამომეღო. სანამ კარადასთან ვიდექი, ეტ-
ლესი ჩემი საძინებლის კარს მიაჩერდა.
დედაჩემი ოთახში შემოვარდა და სწრაფად გადაკეტა კა-
რი. არასოდეს დამავიწყდება, როგორ გამოიყურებოდა. სის-
ხლი სდიოდა ტუჩიდან, თვალები დასივებოდა და მთელი ბღუ-
ჯა მოგლეჯილი თმა მხრებზე ეყარა. დედამ ჯერ მე შემომხედა,
შემდეგ – ეტლესს. წამითაც არ შემშინებია იმის, რომ დედამ

150
ბიჭთან ერთად შემომისწრო ოთახში. ეს არ მადარდებდა, მხო-
ლოდ დედაზე ვნერვიულობდი. მივუახლოვდი, ხელი ჩავავლე
და ჩემს საწოლთან მივიყვანე, თმა ჩამოვფერთხე მხრებიდან
და შუბლიდან გადავუწიე.
ეტლესი პოლიციაში დარეკავს, დედა, კარგი?
დედას თვალები გაუფართოვდა და მაშინვე თავი გადააქ-
ნია.
– არა, – თქვა, ეტლესს შეხედა და დაამატა, – შენ ამას ვერ
იზამ, არ არის საჭირო!
ეტლესი ფანჯარასთან იდგა და გადაძრომას აპირებდა,
მაგრამ შეჩერდა და მე შემომხედა.
– მამაშენი მთვრალია, ლილი, – მითხრა დედამ, – გაიგო-
ნა, კარი როგორ გაიხურე და მაშინვე საძინებელში შევიდა.
შემეშვა. პოლიციას თუ დაურეკავთ, უარესი იქნება, დამიჯერე,
უბრალოდ, გამოიძინებს და ხვალ ყველაფერი უკეთ იქნება!
თავი გავაქნიე და ვიგრძენი, როგორ ამიწვა ცრემლებმა
თვალები.
– დედა, მამა გაუპატიურებას გიპირებდა!
დედამ თავი გადახარა და ჩემს სიტყვებზე შეკრთა. ისევ გა-
დააქნია თავი და დაამატა:
– ყველაფერი სხვაგვარადაა, ლილი, ჩვენ დაქორწინებუ-
ლი ვართ, ქორწინება კი, უბრალოდ… მეტისმეტად ახალგაზ-
რდა ხარ, ეს რომ გაიგო!
წამით დედა გაჩუმდა, მე კი ვუთხარი:
– იმედი მაქვს, ვერასოდეს გავიგებ!
დედა ატირდა. უბრალოდ, თავი ხელებში ჩარგო და აქვი-
თინდა, ერთადერთი, რაც მოვახერხე, ხელები შემოვხვიე და
მეც ავტირდი. არასოდეს მენახა ასეთი განერვიულებული, ასე-
თი გულნატკენი, ასე შეშინებული. გული მეტკინა, ელენ.
გამანადგურა ამ ყველაფერმა!
დედა ტირილს რომ მორჩა, ოთახში მიმოვიხედე და დავი-
ნახე, რომ ეტლესი წასულიყო. მე და დედა სამზარეულოში შე-
ვედით, დავეხმარე, ტუჩი და თვალები მოებანა. დედას არასო-
დეს დასცდენია სიტყვა იმაზე, ეტლესი რომ იყო ჩემს ოთახში.
ერთი სიტყვაც კი. ველოდი მეტყოდა, დასჯილი ხარო, მაგრამ

151
არ უთქვამს. მივხვდი, რომ ვერც კი გააცნობიერა სიტუაცია, ის
კი, რაც აწუხებდა, უბრალოდ, გულის სიღრმეში გადამალა და
გაჩუმდა.
ლილი“

„ძვირფასო ელენ
ვფიქრობ, მზად ვარ, ბოსტონზე მოგწეროთ. დღეს ეტლესი
ბოსტონში გაემგზავრა.
კარტი იმდენჯერ ავჩეხე, რომ ხელები მტკივა. მეშინია, თუ
ყველაფერს ქაღალდზე არ გადმოვიტან, არ გავგიჟდე და წე-
რას ვიწყებ.
წუხანდელმა ღამემ არცთუ ისე კარგად ჩაიარა. ერთმა-
ნეთს დიდხანს ვკოცნიდით, მაგრამ ორივე ისე ვიყავით დანაღ-
ვლიანებული, ეს არაფრად ჩაგვიგდია. ორ დღეში მეორედ
მითხრა ეტლესმა, გადავიფიქრე და აღარ მივდივარო, არ უნ-
დოდა ჩემი დატოვება მარტო ამ სახლში, მაგრამ მე ხომ უკვე
თითქმის თექვსმეტი წელია, მშობლებთან ვცხოვრობ. სისუ-
ლელე იქნებოდა მისი მხრიდან, ნორმალურ სახლში ცხოვრე-
ბა უსახლკარობაზე გაეცვალა მხოლოდ ჩემი გულისთვის. ეს
ორივემ ვიცოდით და გული გვტკიოდა.
ვცადე ბევრი არ მედარდა ეტლესის გამგზავრებაზე, მაგ-
რამ სანამ ლოგინზე ვიყავით წამოწოლილი, ვთხოვე, ბოსტონ-
ზე მოეთხრო. ვუთხარი, სკოლას რომ დავასრულებ, შეიძლება
მეც იქ გადმოვიდე-მეთქი.
ეტლესს უცნაური მზერა ჰქონდა ბოსტონზე საუბრისას.
ასეთი მზერა მისთვის აქამდე არ შემიმჩნევია. გეგონებოდა,
სამოთხეზე ლაპარაკობსო. მითხრა, იქაურებს შესანიშნავი აქ-
ცენტი აქვთ და გ-ს არბილებენ, სიტყვა კარგის-ის ნაცვლად
კარქი-ს ამბობენო. ალბათ ვერც კი ხვდებოდა, თვითონაც
რომ ასე ლაპარაკობდა ხანდახან. მითხრა, ცხრა წლიდან
თოთხმეტ წლამდე იქ ვცხოვრობდიო და ალბათ აქცენტიც მა-
შინ გაუჩნდა.

152
ეტლესმა მითხრა, ბიძაჩემი მრავალსართულიან კორპუს-
ში ცხოვრობს, რომელსაც სახურავზე დიდებული ტერასა აქ-
ვსო.
– ასეთი ტერასა ბევრი შენობის სახურავზეა იქ, – დაამატა,
– ზოგ ტერასაზე აუზიც კი აქვთ!
მენის შტატში, ქალაქ პლეთორაში, არც კი მოიძებნება ისე-
თი მაღალი შენობა, რომ სახურავზე ტერასა ჰქონდეს. დავინ-
ტერესდი, როგორი იქნებოდა იმ სიმაღლეზე ასვლა. ვკითხე,
ოდესმე თუ ასულხარ სახურავის ტერასაზე-მეთქი და როგორ
არაო, მიპასუხა. პატარა რომ ყოფილა, თურმე ხშირად ადიო-
და სახურავზე, უბრალოდ, იჯდა იქ და ქალაქს გადასცქეროდა.
საჭმელზეც მელაპარაკა. ვიცოდი, რომ ეხერხებოდა მზარეუ-
ლობა, მაგრამ ასე გატაცებული თუ იყო ამ საქმით, არ მეგონა.
წარმოიდგინეთ, იმ ძველ სახლში არც ქურა ჰქონდა, არც ღუ-
მელი, ასე რომ, იმ დღის გარდა, ნამცხვარი რომ გამომიცხო,
არასოდეს უსაუბრია ამ თემაზე.
შემდეგ ყურე ახსენა, მითხრა, სანამ დედა ხელახლა და-
ქორწინდებოდა, იქ სათევზაოდ დავყავდიო.
– იცი, ბოსტონი ალბათ არაფრით განსხვავდება სხვა დიდი
ქალაქებისგან, – დაამატა, – სულაც არ არის განსაკუთრებუ-
ლი, მაგრამ… არ ვიცი. რაღაცნაირი, ატმოსფერული ქალაქია,
კარგი ენერგია ტრიალებს. როდესაც ადამიანები ამბობენ,
ბოსტონში ვცხოვრობთო, ჭეშმარიტად ამაყობენ ამით. ზოგ-
ჯერ მენატრება იქაურობა!
თითები გადავუსვი თმაზე და ვუთხარი:
– ამ ყველაფერს ისე მიყვები, მგონია, რომ ბოსტონი სა-
უკეთესო ადგილია დედამიწაზე. ბოსტონში, ალბათ, ყველაფე-
რი უკეთესია!
ეტლესმა ნაღვლიანი მზერა შემაგება და მითხრა:
– ჰო, ყველაფერი უკეთესია ბოსტონში, გოგონების გარდა.
ბოსტონში შენ არ ხარ!
ამ სიტყვებზე გავწითლდი. ეტლესმა ნაზად მაკოცა, მე კი
ვუთხარი:
– ბოსტონში მე ჯერ არ ვარ, ერთხელაც გადმოვალ მაგ ქა-
ლაქში და გიპოვი!

153
ეტლესმა აღთქმა დამადებინა. მითხრა, თუ ბოსტონში გად-
მოხვალ, ყველაფერი უკეთ იქნება და ნამდვილად საუკეთესო
ქალაქი გახდება მსოფლიოშიო.
კიდევ ვაკოცეთ ერთმანეთს, სხვა საქმითაც დავკავდით,
რაზე თხრობითაც თავს არ შეგაწყენთ, თუმცა იმას კი დავამა-
ტებ, რომ არ მოგვიწყენია.
ნამდვილად არ მოგვიწყენია!
მაგრამ ამ დილით მაინც მომიწია ეტლესთან დამშვიდობე-
ბამ, ის ჩამეხუტა და ბევრი მკოცნა, მე კი ვფიქრობდი, რომ
მოვკვდებოდი, ეტლესს თუ გავუშვებდი ბოსტონში.
თუმცა არ მოვმკვდარვარ, რადგან ეტლესი წავიდა, მე კი აქ
ვარ. ისევ ვცოცხლობ, ისევ ვსუნთქავ, მაგრამ ძლივძლივო-
ბით!
ლილი“

მომდევნო ფურცელს ვშლი, თუმცა უცებ დღიურს ვხურავ.


სულ ერთი თავი დამრჩა, მაგრამ არ ვიცი, ახლა მინდა თუ არა
მისი წაკითხვა. ან ოდესმე მომინდება თუ არა. დღიური კარა-
დაში შევდე, მივხვდი, რომ ჩემი და ეტლესის თავი დასრულდა.
ის ახლა ბედნიერია.
მე ახლა ბედნიერი ვარ.
დრომ ნამდვილად განკურნა იარები, ყველა თუ არა, მათი
უმრავლესობა მაინც.
სანათს ვაქრობ, მობილურს ვიღებ და ეკრანს ვანთებ. ორი
შეტყობინება რაილისგან, ერთი კი დედაჩემისგან მოსულა.
რაილი: „ჰეი, შიშველი სიმართლე ითქმება 3… 2…“
რაილი: „ვნერვიულობდი, ვინმესთან ურთიერთობას პასუ-
ხისმგებლობა არ მოემატებინა ჩემთვის, სწორედ ამიტომ
ვცდილობდი, არავისთან ვყოფილიყავი ასე ახლოს. ჩემი მოთ-
მინების ფიალა აივსო და ვხვდები, რომ ყველაფერი იმ სტრე-
სის ბრალია, ჩემი მშობლების ქორწინებამ რომ მომაყენა, ასე-
ვე, ჩემი რამდენიმე მეგობრის უიღბლო ქორწინებამაც. არ
მინდოდა მეც მათ დღეში აღმოვჩენილიყავი, მაგრამ ამაღამ
მივხვდი, რომ შესაძლოა, უბრალოდ, ადამიანების უმრავლე-

154
სობა ქორწინებას არასწორად აღიქვამს. ჩვენი ურთიერთობა
პასუხისმგებლობას კი არა, ჯილდოს უფრო ჰგავს და იმაზე
ფიქრით ჩამეძინება, თუ რით დავიმსახურე ეს!“
მობილურს გულზე ვიდებ და ვიღიმი. შემდეგ ეკრანზე გა-
მოტანილ ტექსტს ფოტოს ვუღებ, რადგან მინდა, სულ მახსოვ-
დეს ეს სიტყვები. შემდეგ მესამე შეტყობინებას ვკითხულობ.
დედა: „ექიმი, ლილი? შენ კიდევ საკუთარი ბიზნესი გაქვს?
რომ გავიზრდები, ლილი მინდა გამოვიდე!“
ამ შეტყობინებასაც ვუღებ სურათს.

155
თავი მეთორმეტე

– ამ საბრალო ყვავილებს რას უპირებ? – მეკითხება ჩემ


უკან მდგარი ელაიზა.
კიდევ ერთ ვერცხლისფერ შუასადებს ხრახნით ვამაგრებ
და დავძენ:
– სტიმპანკია!
ორივე შორს ვდგებით, თაიგულს ვუყურებთ და ვტკბებით.
ყოველ შემთხვევაში… იმედი მაქვს, ელაიზაც ტკბება. აღმოჩ-
ნდა, რომ თაიგული იმაზე ლამაზი გამოვიდა, ვიდრე მეგონა.
ფლორისტული საღებავების დახმარებით თეთრი ვარდები
მუქ იასამნისფრად შევღებე, შემდეგ სტიმპანკის ნაირ-ნაირი
ელემენტებით გავაფორმე, მაგალითად, ლითონის ციცქნა შუ-
ასადებებითა და კბილანებით, სუპერწებოთი ციცქნა საათიც
კი დავამაგრე ტყავის ღვედზე, რომლითაც თაიგული შევკარი.
– სტიმპანკი?
– ერთგვარი მოდაა. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს მი-
ეკუთვნება, მაგრამ სხვა დარგებთანაც კავშირშია, მაგალი-
თად, ხელოვნებასთან, მუსიკასთან, – ელაიზასკენ ვტრიალ-
დები ხელში თაიგულით, – ახლა… ყვავილებთანაც.
ელაიზა ყვავილებს მართმევს და ხელებს წინ იწვდენს.
– ისეთი… უცნაურია. საოცრად მომწონს! – გულში იხუტებს
თაიგულს, – შეიძლება ჩემი გახდეს?
თაიგულს ვართმევ.
– არა, ეს ვიტრინაში უნდა დავდო საზეიმო გახსნისას. არ
ვყიდი! – ყვავილებს ვართმევ და იმ ლარნაკს ვიღებ, გუშინ
რომ დავამზადე. გასულ კვირაში ძველმანების ბაზრობაზე ქა-
ლის ძველი, ღილებით შემკული ჩექმა ვიპოვე. სწორედ მან გა-
მახსენა სტიმპანკის სტილი და თაიგულის ამნაირად გაფორმე-
ბა გადამაწყვეტინა. ჩექმა გასულ კვირაშივე გავრეცხე, გავაშ-
რე და სუპერწებოთი ლითონის დეტალები მივაწებე, ამის შემ-
დეგ „მოდ პოჯის“ წებოთი დავამუშავე და შიგნით ის ლარნაკი
ჩავამაგრე, რომელშიც ყვავილებისთვის წყლის ჩასხმა იქნე-
ბოდა შესაძლებელი.

156
– ელაიზა, – ვეუბნები და თაიგულს ვიტრინის ცენტრში, მა-
გიდაზე ვდგამ, – დარწმუნებული ვარ, ზუსტად ამის კეთება
მინდოდა ცხოვრებაში!
– სტიმპანკს გულისხმობ?
ვიცინი და მისკენ ვტრიალდები.
– ქმნას, – ვეუბნები და აბრას „ღიაა“ თხუთმეტი წუთით ად-
რე ვამაგრებ კარზე.
ორივე იმაზე უფრო დაკავებული ვართ, ვიდრე ვფიქრობ-
დით, სატელეფონო შეკვეთები, ინტერნეტშეკვეთები, შემოსუ-
ლი კლიენტები… სადილისთვისაც კი ვერ შევძელით შეგვესვე-
ნა.
– მეტი თანამშრომელი გჭირდება, – მეუბნება ელაიზა და
კიდევ ორი თაიგული მიაქვს ვიტრინისკენ, – ჯერ პირველი სა-
ათია და ხედავ, რა ხდება?
– მეტი თანამშრომელი გჭირდება, – მეუბნება ორ საათ-
ზეც, ყურთან მობილური აქვს მიტანილი და შეკვეთას იღებს,
ამასობაში კი კლიენტი მოდის და ზარით გვიხმობს დახლთან.
სამ საათზე მარშალი მოდის და გვეკითხება, როგორაა
საქმეებიო, ელაიზა კი ეუბნება:
– მეტი თანამშრომელი სჭირდება!
კლიენტ ქალს მანქანამდე თაიგულის მიტანაში ვეხმარები
ოთხ საათზე და უკან რომ ვბრუნდები, ელაიზა მოდის ხელში
კიდევ ერთი თაიგულით!
– მეტი თანამშრომელი გჭირდება! – მეუბნება აღშფოთე-
ბული.
ექვს საათზე ელაიზა კარს კეტავს და აბრას ატრიალებს.
შემდეგ კარს ეყრდნობა, იატაკზე ჩაცურდება და მიყურებს.
– ვიცი, – ვეუბნები, – მეტი თანამშრომელი მჭირდება!
ელაიზა მხოლოდ თავს მიქნევს.
შემდეგ ვიცინით. მეც ვუახლოვდები და გვერდით ვუჯდები.
თავებს ვადებთ ერთმანეთს და მაღაზიას ვუყურებთ. სტიმპან-
კის სტილში შეკრული თაიგულები მაღაზიის წინა ნაწილში,
ცენტრში აწყვია და მიუხედავად იმისა, რომ უარს ვამბობდი ამ
თაიგულების გაყიდვაზე, უკვე რვა წინასწარი შეკვეთა მაქვს.
– ვამაყობ შენით, ლილი! – მეუბნება.

157
ვიღიმი.
– უშენოდ ვერაფერს გავხდებოდი, აიზა!
ასე ვსხედვართ რამდენიმე წუთი და ვტკბებით სანახა-
ობით, ბოლოს კი ვდგებით. ეს ნამდვილად საუკეთესო დღეა,
რაც ამ მაღაზიაში მქონია, მაგრამ ნაღველი მღრღნის, რა-
ილის რომ არ შემოუვლია. არც შეტყობინება მომსვლია მის-
გან.
– დღეს შენი ძმისგან თუ გსმენია რამე? – ვეკითხები
ელაიზას. ის თავს იქნევს უარის ნიშნად, – არა, მაგრამ დარ-
წმუნებული ვარ, ძალიან დაკავებულია!
თავს ვუქნევ. ვიცი, რომ ბევრი საქმე აქვს.
უცებ კარზე გაისმის კაკუნი და ორივე იქით ვიხედებით. ვი-
ღიმი, როდესაც რაილის ვხედავ, რომელსაც ხელები თვალებ-
თან მიუტანია და ვიტრინიდან ცდილობს დაგვინახოს. ბოლოს
გვამჩნევს, როგორ ვსხედვართ იატაკზე.
– ვახსენეთ და მოვიდა კიდეც, – ამბობს ელაიზა.
ფეხზე ვდგები და კარს ვაღებ, რაილი რომ შემოვუშვა, ისიც
მაშინვე შემორბის მაღაზიაში.
– ყველაფერი გამოვტოვე, არა? ჰო, გამოვტოვე! – მეუბნე-
ბა და მეხვევა, – მაპატიე, როგორც კი შევძელი, მაშინვე
თქვენთან წამოვედი.
მეც ვეხვევი და ვეუბნები:
– კარგია, რომ მოხვედი, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაი-
არა! – მიხარია, საერთოდ რომ გამოჩნდა.
– საუცხოოდ გამოიყურები, – მეუბნება და მკოცნის.
ელაიზა ჩაგვივლის.
– „საუცხოოდ გამოიყურები!“ – აჯავრებს ძმას, – ჰეი, რა-
ილი, აბა, თუ გამოიცნობ!
რაილი ხელს მიშვებს.
– რას?
ელაიზა ნაგვის ურნას იღებს და დახლზე აგდებს.
– ლილის მეტი თანამშრომელი სჭირდება!
მეცინება ელაიზას ამ ფრაზაზე. რაილი ხელზე ხელს მი-
ჭერს.
– ჩანს, ბიზნესმა გაამართლა!

158
მხრებს ვიჩეჩ.
– ვერ დავიჩივლებ. იმის თქმა მინდა, რომ… მართალია,
ტვინის ქირურგი არ ვარ, მაგრამ რასაც ვაკეთებ, კარგად გა-
მომდის!
რაილი იცინის.
– დალაგებაში ხომ არ მოგეხმაროთ?
მე და ელაიზა რაილისაც ვასაქმებთ, რადგან გრძელი
დღის შემდეგ ნამდვილად ბევრი რამაა მისალაგებელი. საქ-
მეს ვრჩებით, მაღაზიას ხვალისთვის ვამზადებთ და მარშალიც
სწორედ მაშინ მოდის, როდესაც ყველაფერი დასრულებუ-
ლია. მაღაზიაში შემოსვლისას ხელში ჩანთა უჭირავს, რო-
მელსაც დახლზე აგდებს. შემდეგ რაღაც ქსოვილებს იღებს და
სათითაოდ გვესვრის. მე ჩემსას ვიჭერ და ვშლი.
კომბინეზონია.
კნუტებით მოხატული.
– დღეს „ბრუინსის“ თამაშია, უფასო ლუდს მივიღებთ, გა-
მოეწყვე, გუნდო!
ელაიზა გმინავს და ამბობს:
– მარშალ, წელს ექვსი მილიონი დოლარი გამოიმუშავე,
ნამდვილად გვჭირდება უფასო ლუდი?
მარშალი ხელს ტუჩებზე ადებს ელაიზას და სხვადასხვა
მხარეს შლის.
– ჩუუ, აიზა, მდიდარ გოგოსავით ნუ ლაპარაკობ, მკრეხე-
ლობაა!
ელაიზა იცინის, მარშალი კომბინეზონს აჩეჩებს, სამოსს
ელვას უხსნის და ცოლს ჩაცმაში ეხმარება. ყველა გამოვეწყო-
ბით თუ არა, კარს ვკეტავთ და ბარისკენ მივდივართ.
ცხოვრებაში არასოდეს მინახავს ამდენი კომბინეზონიანი
მამაკაცი. ქალებიდან ის მხოლოდ მე და ელაიზას გვაცვია,
მაგრამ ეს მომწონს კიდეც. დარბაზში ხმაურია, ისეთი ხმაური,
რომ როგორც კი „ბრუინსი“ კარგად თამაშობს, მე და ელაიზა
ყურებზე ხელს ვიფარებთ, შეძახილები რომ არ გავიგონოთ.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მაღლა სართულზე
განცალკევებით მდგარი კაბინის კარი იხსნება და ჩვენც ზე-
მოთ ავრბივართ ლუდის ასაღებად.

159
– აქ ბევრად უკეთესია, – მეუბნება ელაიზა. მაღლა ბევრად
უფრო სიმშვიდეა, თუმცა შედარებით ხმამაღალი შეძახილი
მაინც მკვეთრად ისმის.
ოფიციანტი გვიახლოვდება და სასმლის შეკვეთას იღებს.
მე წითელ ღვინოს ვუკვეთ, მაგრამ ამის გაგონებაზე მარშალი,
ლამისაა, ტანსაცმლიდან ამოხტეს.
– რაო, ღვინო? – ყვირის, – შენ ხომ კომბინეზონი გაცვია,
ღვინოს არავინ მოგცემს უფასოდ კომბინეზონის ჩაცმის გამო!
მარშალი ოფიციანტს ეუბნება, ღვინის ნაცვლად ლუდი მო-
მიტანოს, რაილი კი ღვინის მოტანას ავალებს, ელაიზას წყალი
უნდა და ეს კიდევ უფრო აცოფებს მარშალს. ის ოფიციანტს
ავალებს ოთხი ქილა ლუდი მოიტანოს, რაილი კი ეუბნება:
– ორი ბოთლი ლუდი, ერთი ღვინო და ერთიც წყალი! –
ოფიციანტი ქალი დაბნეული შორდება ჩვენს მაგიდას.
მარშალი ხელს ხვევს ელაიზას და კოცნის:
– აბა, როგორ უნდა დაგაფეხმძიმო, თუ ოდნავ ნასვამი მა-
ინც არ იქნები ამაღამ?
ელაიზას სახე ეცვლება და მის მაგივრად თავს მე ვგრძნობ
ცუდად. ვიცი, მარშალი, უბრალოდ, ეხუმრება, მაგრამ ეს სა-
კითხი ხომ ისედაც აწუხებს ელაიზას. სულ რამდენიმე დღის
წინ მითხრა, დეპრესიაში ვვარდები იმის გამო, რომ ვერ ვორ-
სულდებიო.
– მარშალ, ვერ დავლევ ლუდს!
– მაშინ ცოტა ღვინო დალიე მაინც, შემთვრალს უფრო
მოგწონვარ! – მარშალი იცინის, ელაიზა – არა.
– ვერც ღვინოს დავლევ, მართალი გითხრა, ალკოჰოლუ-
რი სასმელი არ მესმება!
მარშალი სიცილს წყვეტს.
მე გული მიფართხალებს.
მარშალი ტრიალდება, მხრებზე ხელს ხვევს ცოლს და თვა-
ლებში უყურებს.
– ელაიზა!
ელაიზა თავს უქნევს და არ ვიცი, რომელი იწყებს პირველი
ტირილს. მე, მარშალი თუ ელაიზა.

160
– მამა გავხდები? – ყვირის მარშალი. ელაიზა ისევ თავს
უქნევს, მე კი იდიოტივით ვბღავი.
მარშალი ხტუნავს და ისევ ყვირის:
– მამა ვხდები!
ვერ წარმოიდგენთ, ეს რა წუთებია; საშინაო კომბინეზონში
გამოწყობილი ზრდასრული მამაკაცი კაბინაში, ბართან დგას
და ყველას გასაგონად ყვირის, რომ მამა გახდება, შემდეგ თა-
ვისკენ ექაჩება ელაიზას და ახლა ორივე ფეხზე დგას, მარშა-
ლი ცოლს კოცნის და ეს ყველაზე გულის ამაჩუყებელი რამაა,
რაც კი მინახავს.
შემდეგ რაილის ვუყურებ და ვხედავ, როგორ იკვნეტს
ტუჩს, ცდილობს ცრემლები შეიკავოს. ამჩნევს, რომ ვუყურებ
და თვალს მარიდებს
– გეყო, – მეუბნება, – ელაიზა ჩემი დაა!
ვიღიმი, მისკენ ვიხრები და ლოყაზე ვკოცნი.
– გილოცავ, ძია რაილი!
მომავალი მშობლები შეწყვეტენ თუ არა ხვევნა-კოცნას, მე
და რაილი მივდივართ და ვულოცავთ. ელაიზა გვეუბნება,
გარკვეული პერიოდის განმავლობაში გულისრევის შეგრძნე-
ბა მქონდა, მაგრამ ამ დილით, გრანდიოზული გახსნის წინ გა-
ვიკეთე მხოლოდ ტესტიო. აპირებდა, ამაღამ შინ რომ დაბრუნ-
დებოდნენ, მარშალისთვის ეხარებინა, მაგრამ ამ სიტუაციაში
თავი ვეღარ შევიკავეო.
სასმელი მოგვიტანეს და კერძები შევუკვეთეთ. ოფიციანტი
გავიდა თუ არა, მარშალს მივუბრუნდი:
– ერთმანეთი როგორ გაიცანით?
მარშალი ამბობს:
– ელაიზა ჩემზე კარგად გიამბობს ყველაფერს!
ელაიზა წინ იხრება:
– მეზიზღებოდა მარშალი, – მეუბნება, – ის რაილის საუკე-
თესო მეგობარი იყო და სულ ჩვენთან ტრიალებდა. ვფიქრობ-
დი, რა გამაღიზიანებელი ვინმეა-მეთქი. ბოსტონში ახალი
გადმოსული იყო ოჰაიოდან და ბოსტონური აქცენტი ჰქონდა,
ფიქრობდა, მაგარი ტიპი ვარ, ამ აქცენტით რომ ვსაუბრობო,

161
მე კი, როგორც კი ბოსტონურად მოუქცევდა, სურვილი მიჩ-
ნდებოდა სილა გამეწნა.
– რა საყვარელია! – სარკასტულად შენიშნავს მარშალი.
– ნამდვილი იდიოტი იყავი, – ეუბნება ელაიზა და თვალებს
ატრიალებს, – მოკლედ, ერთ დღეს მე და რაილიმ რამდენიმე
მეგობარი მოვიყვანეთ სახლში, ჩვენი მშობლები ქალაქიდან
წავიდნენ და მცირე შეკრება მოვაწყვეთ.
– ოცდაათი კაცი ვიყავით, – ეუბნება რაილი, – ეს შეკრება
კი არა, წვეულება იყო!
– კარგი, იყოს წვეულება, – ეთანხმება ელაიზა, – სამზა-
რეულოში შევედი და მარშალი დავინახე, რომელიც ვიღაც
ბოზს ეხახუნებოდა.
– ბოზი არ იყო, – ერთვება მარშალი, – მშვენიერი გოგო
იყო, „ჩიტოსის“ გემო ჰქონდა, მაგრამ…
ელაიზა ისე უყურებს, მარშალი მაშინვე ჩუმდება, შემდეგ
ელაიზა ისევ მე შემომხედავს და აგრძელებს:
– სად გავჩერდი?.. ჰო, გამახსენდა, დავინახე თუ არა იმ
ძუკნასთან ერთად ჩვენს სახლში, მაშინვე ყვირილი დავუწყე.
იმ გოგოს ისე შეეშინდა ჩემი, რომ კარისკენ გავარდა, გაიქცა
და აღარ დაბრუნებულა.
– კოკბლოკერო1! – ეუბნება მარშალი.
ელაიზა მხარზე ჩქმეტს.
– მოკლედ, როგორც კი კაიფი ჩავუშალე, მაშინვე ოთახში
შევვარდი, თავი უხერხულად ვიგრძენი, რადგან ეს ხომ ნამ-
დვილი ეჭვიანობა იყო, არადა, ვერც კი ვხვდებოდი, რომ მომ-
წონდა, სანამ სხვა გოგოს ტრაკზე არ დავინახე მისი ხელები.
ლოგინზე დავემხვე და ავტირდი. რამდენიმე წუთის შემდეგ
მარშალი შემოვიდა და მკითხა, როგორ ხარო, მე თვალები
ავატრიალე და დავუყვირე: „ვერ ხვდები, რომ მომწონხარ,
იდიოტო მექალთანევ?“
– და ამ ისტორიის გაგრძელება აღარ… – ამბობს მარშა-
ლი.

1
სექსუალური თავგადასავლისთვის ხელის შემშლელი (განსაკუთრებით
მამაკაცებისთვის) ადამიანი.

162
ვიცინი.
– რა მაგარია, იდიოტი მექალთანეო, რა ტკბილად ჟღერს!
რაილიმ თითი აღმართა:
– საუკეთესო ნაწილს ტოვებ, ელაიზა!
ელაიზამ მხრები აიჩეჩა:
– ჰო, მოკლედ, მარშალი მომიახლოვდა, ლოგინზე დამაგ-
დო და ტუჩებში დამიწყო კოცნა იმ ტუჩებით, ცოტა ხნის წინ
ბოზს რომ კოცნიდა, და ასე გავატარეთ დაახლოებით ნახევა-
რი საათი. რაილი შემოვიდა და მარშალს ყვირილი დაუწყო,
მარშალმა საძინებლიდან გააგდო, კარი გადაკეტა და ერთი
საათი ისევ ვკოცნიდით ერთმანეთს.
რაილი თავს მიქნევს.
– ასე მიღალატა საუკეთესო მეგობარმა!
მარშალი ელაიზას ეხვევა.
– მიყვარხარ, იდიოტო!
ვიცინი, მაგრამ რაილი სერიოზული სახით მიყურებს.
– მთელი თვე არ ველაპარაკებოდი მარშალს, ისე ვიყავი
გაბრაზებული. მერე ნელ-ნელა გადამიარა. ჩვენ თვრამეტი
წლისანი ვიყავით, ჩემი და – ჩვიდმეტის, ბევრს ვერაფერს გა-
ვაკეთებდი მათ დასაშორებლად.
– ოჰო! – ვეუბნები, – ხანდახან მავიწყდება, თქვენ შორის
ასეთი მცირე ასაკობრივი სხვაობა რომ არის!
ელაიზა მიღიმის და მეუბნება:
– სამი ბავშვი სამ წელიწადში – მეცოდებიან ჩემი მშობლე-
ბი.
მაგიდასთან დუმილი ისადგურებს. ვხედავ, ელაიზა მზე-
რით როგორ ებოდიშება რაილის.
– სამი? – ვეკითხები, – კიდევ გყავთ დედმამიშვილი?
რაილი სწორდება, ერთ ყლუპ ლუდს მოსვამს და ქილას მა-
გიდაზე დგამს.
– უფროსი ძმა გვყავდა, ბავშვები ვიყავით, რომ გარდაიც-
ვალა.
ასეთ დიდებულ საღამოს ერთი უბრალო შეკითხვა ანადგუ-
რებს. იღბლად მარშალს საუბარი ოსტატურად გადააქვს სხვა
თემაზე.

163
საღამოს დარჩენილ ნაწილს რაილისა და ელაიზას მოზარ-
დობისას თავს გადახდენილი ამბების მოსმენაში ვატარებ. არ
ვიცი, ამაღამ რომ ვიცინე, იმდენი თუ ოდესმე მიცინია.
თამაში რომ სრულდება, ყველანი უკან, მაღაზიასთან
ვბრუნდებით და მანქანებს ვქოქავთ. რაილი მეუბნება, მოს-
ვლით „იუბერის“ ტაქსით მოვედი, ახლა კი შენ გამოგყვებიო.
სანამ ელაიზა და მარშალი წავლენ, ვეუბნები, ცოტა ხანს და-
მელოდონ, მაღაზიაში შევრბივარ, სტიმპანკთაიგულს ვიღებ
და მანქანასთან ვბრუნდები. ყვავილებს რომ ვუწვდი, ელაიზას
სახე უნათდება.
– მიხარია, ფეხმძიმედ რომ ხარ, მაგრამ ამიტომ არ გიძ-
ღვნი ამ თაიგულს, მინდა, უბრალოდ, გქონდეს, როგორც ჩემს
საუკეთესო მეგობარს!
ელაიზა გულში მიხუტებს და ყურში ჩამჩურჩულებს:
– იმედი მაქვს, ჩემი ძმა ოდესმე ცოლად მოგიყვანს და, სუ-
ლაც, დები გავხდებით!
ელაიზა მანქანაში ჯდება და მარშალთან ერთად მიდის
სახლში, მე ვდგავარ და ვუყურებ, რადგან არ ვიცი, ელაიზას-
ნაირი მეგობარი ოდესმე თუ მყოლია ცხოვრებაში. იქნებ ეს
ღვინის ბრალიცაა, მაგრამ დღევანდელი დღე შემიყვარდა.
ყველაფერი მიყვარს მასში, განსაკუთრებით კი რაილის გამო-
ხედვა, მანქანისკენ რომ დახრილა და მიყურებს.
– ულამაზესი ხარ, როდესაც თავს ბედნიერად გრძნობ!
– უჰ… დღევანდელი დღე… შეუდარებელი იყო!

***
კიბე ავიარეთ და ჩემი ბინისკენ მივდივართ, როდესაც რა-
ილი მაჯაში ჩამავლებს ხელს და კედელს მიმაყრდნობს. დგას
და აქვე, კიბის ბაქანზე მკოცნის.
– მოუთმენელო! – ვბუტბუტებ.
იცინის და ჩემს დუნდულებს ხელებში იქცევს.
– არა, რა, ყველაფერი ამ საშინაო კომბინეზონის ბრალია,
ვფიქრობ შენს საქმიან კოსტიუმად უნდა აქციო! – ისევ მკოც-
ნის და მანამ არ წყვეტს, სანამ ვიღაც კიბეზე ჩამომსვლელი არ
გვიახლოვდება.

164
ბიჭია, რომელიც ბუტბუტებს:
– მშვენიერი კომბინეზონია, „ბრუინსმა“ მოიგო?
რაილი თავს უქნევს.
– სამით ერთი, – ეუბნება და არც კი უყურებს.
– მშვენიერია! – გვეუბნება ბიჭი.
უცხო ახალგაზრდა მიდის თუ არა, რაილის ვიშორებ.
– ისეთი ცნობილია ეს კომბინეზონები, რომ ბოსტონში ყვე-
ლა მამაკაცმა იცის მათ შესახებ?
რაილი იცინის და მეუბნება:
– მის სანაცვლოდ ხომ უფასო ლუდს იღებენ, ლილი, უფა-
სო ლუდის ბრალია! – შემდეგ კიბეზე ავყავარ და შინ რომ შევ-
დივართ, ლუსის ვაწყდებით, ის სამზარეულოს მაგიდასთან
დგას და თავისი ნივთებით სავსე ყუთს წებოვანი ლენტით
კრავს. იქვე კიდევ ერთი, თავდაუხურავი ყუთი დგას და შემიძ-
ლია დავიფიცო, რომ შიგ, სულ ზემოთ, ის ჯამი დევს, რომელიც
Home Goods-ში ვიყიდე. ლილიმ გასულ კვირას მითხრა, ჩემი
ნივთების წასაღებად მოვალო, მაგრამ დარწმუნებული ვარ,
ჩემს ნივთებსაც გააყოლებს ხელს.
– შენ ვინა ხარ? – ეკითხება რაილის და თავიდან ფეხებამ-
დე ათვალიერებს.
– რაილი კინკეიდი, ლილის შეყვარებული!
ლილის შეყვარებულიო, გესმით? შეყვარებულიო!
პირველად ამბობს ამას, თან ასე თავდაჯერებულად.
– ჩემი შეყვარებული, არა? – სამზარეულოში შევდივარ,
ღვინის ბოთლს და ორ ღვინის ჭიქას ვიღებ.
– ჰო, შენი შეყვარებული!
რაილის ღვინიან ჭიქას ვაწვდი და ვეუბნები:
– ესე იგი, შეყვარებული, არა?
რაილი ჭიქას ასწევს და ჩემს ჭიქას მიუჭახუნებს.
ლუსი ყუთებს ერთმანეთზე ალაგებს და კარისკენ მიაქვს.
– ჩანს, შესაფერის დროს გადავედი აქედან!
კარი იკეტება თუ არა, რაილი წარბს სწევს.
– მგონი შენი ოთახის მეზობელს არ მოვეწონე!
– გაგიკვირდება და, მგონი არც მე მოვწონვარ, მაგრამ გუ-
შინ მთხოვა, ჩემი მეჯვარე იყავი ქორწილშიო. ვფიქრობ, იმე-

165
დი აქვს, თაიგულს უფასოდ მიიღებს, ძალიან ანგარიშიანი
ვინმეა!
რაილი იცინის და მაცივრისკენ მიდის. უცებ მაგნიტს ხე-
დავს, რომელსაც „ბოსტონი“ აწერია. მაგნიტს მაცივარს მოაძ-
რობს და ისევ წარბს სწევს:
– ბოსტონის განსაწმენდელს თავს ვერასოდეს დააღწევ,
თუ ტურისტივით მიაკრავ მაცივარს ბოსტონურ სუვენირს.
ვიცინი, მაგნიტს ვართმევ და მაცივარზე ვაბრუნებ. მომ-
წონს, რაილის ჩვენი შეხვედრის პირველი დღე კარგად რომ
ახსოვს, – ეს, უბრალოდ, საჩუქარია, ტურისტული სუვენირი
მაშინ იქნებოდა, მე რომ მეყიდა!
რაილი მოდის და ღვინიან ჭიქას მართმევს, ორივე ჭიქას
მაგიდაზე ვდგამთ, შემდეგ რაილი ვნებიანი, მთვრალი კოც-
ნით მაჯილდოებს. მის ენაზე ვგრძნობ ღვინის დამახასიათე-
ბელ, ხილის ნოტებს და მომწონს. ის ელვას მიხსნის კომბინე-
ზონზე.
– მოვიშოროთ ეს სამოსი!
საძინებლისკენ მიმათრევს, მკოცნის და ორივე ტანსაც-
მელს ვიხდით. საძინებელთან მისული უკვე ლიფისა და ქვედა
საცვლის ამარა ვრჩები.
რაილი კარამდე მაცილებს, მე კი მოულოდნელობისგან
ვყვირი.
– არ გაინძრე! – მეუბნება და მკერდზე მაწებებს ტუჩებს, ნე-
ლა მკოცნის და მთელ სხეულს ჩაჰყვება.
ო, ღმერთო, ნუთუ შეიძლება ეს დღე უკეთესი გახდეს?
ხელს თმაში ვუცურებ, მაგრამ ის მაჯებში მკიდებს ხელს და
კარზე მიმადებინებს. ჩემს სხეულს უბრუნდება, ახლა წელზე
მიჭერს მაგრად ხელებს, წარბს სწევს და მაფრთხილებს:
– ხომ გითხარი… არ გაინძრე!
ვცდილობ, არ გამეღიმოს, მაგრამ მიჭირს. რაილი ისევ
მთელ სხეულს მიკოცნის, ქვედა საცვალს მიწევს და კოჭებამ-
დე ჩააქვს, მაგრამ მითხრა, არ გაინძრეო და მეც ფეხით არ ვი-
შორებ ტრუსს.
რაილი უკვე თეძოებს მიკოცნის, სანამ…
ჰო. მართლაც. საუკეთესო. დღეა. ჩემს. ცხოვრებაში.

166
თავი მეცამეტე

რაილი: „შინ ხარ თუ სამსახურში?“


მე: „სამსახურში. ერთ საათში თავისუფალი ვიქნები“.
რაილი: „შეიძლება მოვიდე და გნახო?“
მე: „იცი რა? ხალხი ამბობს, სულელური შეკითხვები არ
არსებობსო. ცდებიან, ეს ნამდვილად სულელური შეკითხვაა!“
რაილი: ☺
ნახევარი საათის შემდეგ რაილი ყვავილების მაღაზიის
კარზე მიკაკუნებს. მაღაზია სამი საათის წინ დავკეტე, მაგრამ
ისევ აქ ვარ, ვცდილობ პირველი ქაოსური თვის შემდეგ აქაუ-
რობა მოვაწესრიგო. მაღაზია ჯერ კიდევ მეტისმეტად ახალია,
რომ მივხვდე, საქმეები რამდენად კარგად ან რამდენად ცუ-
დად მიგვდის. ზოგჯერ ყველაფერი რიგზეა, ზოგჯერ კი იმდე-
ნად ცოტა საქმე გვაქვს, რომ ელაიზას შინ ვუშვებ ხოლმე. და
მაინც, ბედნიერი ვარ, საკუთარ საქმეს რომ ვუძღვები.
კიდევ ბედნიერი ვარ, რაილისთან ყველაფერი კარგად
რომ მიდის!
კარს ვაღებ და რაილი მაღაზიაში შემოდის. დღეს ისევ ცის-
ფერი საოპერაციო ხალათი აცვია და კისერზე სტეთოსკოპი
ჰკიდია, პირდაპირ სამსახურიდან მოდის. რა კარგია. მერწმუ-
ნეთ, როდესაც ცვლის შემდეგ ვხედავ, ვერაფრით ვიკავებ ღი-
მილს. სწრაფად ვკოცნი და კაბინეტში შევდივარ.
– რაღაცები მაქვს დასასრულებელი, როგორც კი მოვრჩე-
ბი, შეგვიძლია ჩემთან წავიდეთ!
რაილი კაბინეტში მომყვება და კარს კეტავს.
– ტახტი გაქვს? – მეკითხება და ოთახს ათვალიერებს.
ამ კვირაში ჩემი კაბინეტი ავეჯით გავაწყვე, რამდენიმე სა-
ნათიც ვიყიდე, ფლუორესცენციური განათების ჩართვა რომ
არ დამჭირვებოდა. სანათებმა ოთახი თბილი შუქით გაანათა.
დიდი გზა გავიარე, სანამ რამეს დავამსგავსებდი სათავსს, რო-
მელსაც ბოსტნეულის ყუთების შესანახად იყენებდნენ. რაილი
ტახტთან მიდის, ზედ ეშვება და სახეს მუშტებში იქცევს.

167
– არ იჩქარო, – ბუტბუტებს ბალიშში თავჩარგული, – სანამ
საქმეს მორჩები, წავთვლემ.
ზოგჯერ მაშფოთებს, რაილი ამდენს რომ მუშაობს, მაგრამ
არაფერს ვეუბნები. კაბინეტში თვითონაც თორმეტი საათი გა-
ვატარე, ასე რომ, არ შემფერის, რაილის მეტისმეტ ამბიციუ-
რობაზე ვიწუწუნო.
მომდევნო თხუთმეტ წუთს ან მეტს, შეკვეთების მიღებაში
ვატარებ. საქმიანობას დავასრულებ თუ არა, ლეპტოპს ვხურავ
და რაილისკენ ვიხედები.
მეგონა ეძინა, ის კი გვერდზე წევს, თავქვეშ ხელი ამოუდ-
ვია და ეტყობა, მთელი ამ დროის განმავლობაში მიყურებს. სა-
ხეზე ღიმილი დასთამაშებს, მე კი ვწითლდები. სკამს გავწევ და
ვდგები.
– ლილი, ვფიქრობ, მეტისმეტად მომწონხარ! – მეუბნება,
სანამ მისკენ მივემართები.
რაილი ტახტზე წამოიმართება, კალთაში მისვამს, მე კი
ცხვირს ვიჭმუხნი.
– მეტისმეტად? რაღაც ქათინაურს არ ჰგავს!
– იმიტომ, რომ არც მე ვიცი, ქათინაურია თუ არა, – რაილი
კალთაში ჩასმულს ფეხებს მაშლევინებს და წელზე მახვევი-
ნებს. მეც წელზე მხვევს ხელებს, – ეს ჩემი პირველი სერიოზუ-
ლი ურთიერთობაა, არ ვიცი, მეტისმეტად უნდა მომწონდე თუ
არა, არ მინდა შეგაშინო!
ვიცინი.
– გეგონება შემეშინდება რამის, მეტისმეტად ბევრს მუშა-
ობ საამისოდ!
რაილი ხელებს მისვამს ზურგზე.
– გაწუხებს, მეტისმეტად ბევრს რომ ვმუშაობ?
თავს ვაქნევ.
– არა, უბრალოდ, ხანდახან ვნერვიულობ შენზე, არ მინდა
გადაიწვა სამსახურში, თუმცა წინააღმდეგი არა ვარ, მთელი
გატაცებით მისდევდე საყვარელ საქმეს, მეტიც, მომწონს კი-
დეც შენი ამბიციურობა, სექსუალურობას გმატებს, მგონი ეს
ყველაზე მეტად მიყვარს შენში!
– გინდა, იცოდე, მე რა მომწონს შენში ყველაზე მეტად?

168
– უკვე ვიცი პასუხი, – ვეუბნები ღიმილით, – ტუჩები!
რაილი ისევ ტახტზე დებს თავს.
– ო, დიახ, ეგ პირველ რიგში, მაგრამ მეორე ადგილას იცი,
რა არის?
თავს ვიქნევ.
– ძალას არ მატან, არ მაიძულებ, ისეთი რამ ვაკეთო, რაც
არ შემიძლია, ზუსტად ისეთს მიღებ, როგორიც ვარ.
ვიღიმი.
– ჰმ, არადა, სამართლიანობის სახელით უნდა აღვნიშნო,
რომ პირველად გაცნობილ რაილის აღარ ჰგავხარ, უკვე აღარ
ხარ ანტიშეყვარებული!
– იმიტომ, რომ შენ ყველაფერი გამიიოლე, – მეუბნება და
ისევ მაისურის ქვეშ მიცურებს ხელს, – შენთან ყოფნა ადვი-
ლია. ჩემს კარიერას ხელს არაფერი უშლის, პირიქით, ათჯერ
უკეთ ვგრძნობ თავს, რადგან მხარში მიდგახარ. როდესაც შენ-
თან ერთად ვარ, ასე მგონია ჩემ წილ ნამცხვარს მივიღებ და
შევჭამ.
ახლა ორივე ხელი მაისურში აქვს და ზურგზე მაჭერს, თა-
ვისკენ მიზიდავს, შემდეგ კი მკოცნის. ვიღიმი და ვეჩურჩულე-
ბი.
– ეს საუკეთესო ნამცხვარია, რაც კი გაგისინჯავს, არა?
ერთი ხელი ლიფის შესაკრავისკენ მიაქვს და ადვილად
მიხსნის.
– ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ, უბრალოდ, კიდევ
ერთი ნაჭრის გასინჯვა მჭირდება, – მაისურს და ლიფს მხდის,
მეც ვცდილობ, მოვშორდე და ჯინსის შარვალიც გავიხადო,
მაგრამ ის ისევ კალთაში მისვამს. შემდეგ სტეთოსკოპს იღებს,
მკერდზე მადებს და ჩემს გულისცემას უსმენს.
– გული ასე ძლიერ რატომ გიცემს, ლილი?
უცოდველად ვიჩეჩ მხრებს.
– მგონი ამაში თქვენი ხელიც ურევია, ექიმო კინკეიდ!
რაილი სტეთოსკოპს აგდებს, კალთიდან გადამსვამს და
ტახტზე მაწვენს, შემდეგ ფეხებს მაშლევინებს, ტახტზე იხრება,
მათ შორის ექცევა და ისევ მადებს გულზე სტეთოსკოპს. ამჯე-

169
რად ცალი ხელით სტეთოსკოპი უკავია, მეორით ტახტს ეყ-
რდნობა.
– ვიტყოდი, რომ პულსი დაახლოებით ოთხმოცდაათია
წუთში, – მეუბნება.
– ეს კარგია თუ ცუდი?
იღიმის და ჩემკენ იხრება.
– კმაყოფილი მაშინ ვიქნები, წუთში ას ორმოცს რომ მიაღ-
წევს.
ჰო, ას ორმოცს თუ მიაღწევს, მეც კმაყოფილი დავრჩები.
რაილი პირით მკერდზე მეხება და მის ენას ვგრძნობ თუ
არა ძუძუებზე, მაშინვე თვალებს ვხუჭავ. ძუძუს პირში იქცევს,
მაგრამ სტეთოსკოპს მაინც არ მაშორებს.
– ახლა წუთში ასი გაქვს, – მეუბნება, შემდეგ კისერზე
იმაგრებს ინსტრუმენტს, იხრება და ჯინსის შარვალს მიხსნის.
მხდის თუ არა, მუცელზე მაწვენს ისე, რომ მკლავები ტახტიდან
მივარდება.
– დაიჩოქე! – მეუბნება.
მაშინვე ვასრულებ, რასაც მეუბნება და სანამ იატაკზე და-
ვეშვები, ისევ ვგრძნობ მკერდზე ცივ ლითონს, ამჯერად უკნი-
დან მხვევს ხელს. არ ვინძრევი, რაილი მეორე ხელით ფეხის-
კენ მიიკვლევს გზას და საცვალში მიყოფს. ტახტზე მაქვს ხელი
ჩავლებული, ვცდილობ, მინიმალურად ვიხმაურო, სანამ გუ-
ლისცემას უსმენს.
– ას ათი, – აცხადებს ჯერ კიდევ უკმაყოფილოდ.
რაილი თეძოებზე მკიდებს ხელს და თავისკენ მიზიდავს,
ვგრძნობ, როგორ იხდის საოპერაციო ხალათს, შემდეგ ცალი
ხელი ბარძაყში აქვს ჩავლებული, მეორით ქვედა საცვალს
მხდის, ერთი მძლავრი მოძრაობაც და ის უკვე ჩემშია!
ორივე ხელით ვეჭიდები ტახტს, როდესაც რაილი ისევ ჩემი
გულისცემის მოსმენას ცდილობს.
– ლილი, – მეუბნება ყალბი იმედგაცრუებით, – ას ოცი.
ამას არ ველოდი!
სტეთოსკოპი ისევ ქრება, რაილი წელზე მხვევს ხელებს,
შემდეგ მუცელზე მისვამს და ჩემს ფეხებშორის ეშვება. მის
რიტმს ვეღარ ვყვები. ძლივს ვახერხებ, დაჩოქილი დავრჩე. ის

170
ცალი ხელით როგორღაც მიჭერს, მეორე ხელით კი ორგაზ-
მამდე მივყავარ. როგორც კი თრთოლა ამიტანს, მაშინვე ცდი-
ლობს, წამომაყენოს და მკერდზე მიმიყრდნოს ზურგით, ისევ
ჩემშია, თუმცა ახლა გულზე აქვს ყურადღება გადატანილი,
კვლავ სტეთოსკოპს მადებს მკერდზე.
ვკვნესი, ის კი ყურთან მიახლოებს ტუჩებს. – ჩუ, არ იხმა-
ურო!
აზრზე არ ვარ, მომდევნო ოცდაათი წამი თავს როგორ ვი-
კავებ ისე, რომ ხმას არ ვიღებ. რაილის ერთი ხელი ჩემზე აქვს
შემოხვეული და ისევ სტეთოსკოპს მადებს. მეორე ხელს მაგ-
რად მაჭერს მუცელზე, შემდეგ ქვემოთ ჩადის და ჩემს ფეხებ-
შუა სასწაულებს სჩადის. ისევ ღრმადაა ჩემში შემოსული,
ვცდილობ, მის რიტმს ავყვე, მაგრამ რაილი კლდესავით მყა-
რად დგას და ისევ თრთოლა მიტანს. ფეხები მიკანკალებს, ხე-
ლები მის ფეხებში მაქვს ჩავლებული და თავს ძალას ვატან,
მისი სახელი არ აღმომხდეს.
ისევ ვთრთი, როდესაც ხელს მაწევინებს და სტეთოსკოპს
ამჯერად მაჯაზე მადებს, შემდეგ მას ძირს აგდებს და კმაყოფი-
ლი მეუბნება:
– ას ორმოცდაათი. – რაილი ახლა ზურგზე მაწვენს, შემ-
დეგ ისევ მკოცნის და ჩემში შემოდის. სხეული ისე მაქვს და-
სუსტებული, მოძრაობა მიჭირს, თვალების გახელასაც კი ვერ
ვახერხებ, რომ ვუყურო. რამდენჯერმე მეუფლება, შემდეგ
ქვავდება და ჩემს ტუჩებთან გმინავს, ბოლოს ზემოდან მეცემა
დაძაბული და მთრთოლარე.
მერე კისერს მიკოცნის და ლავიწის ძვალთან ჩემს სვი-
რინგს წააწყდება. ბოლოს ჩემს ყელთან გარინდებული ოხ-
რავს.
– უკვე გითხარი ამაღამ, როგორ მომწონხარ? – მეკითხე-
ბა.
ვიცინი.
– ერთხელ ან ორჯერ.
– ჩავთვალოთ, რომ ეს მესამეა, – მეუბნება. – მომწონხარ,
ლილი, ყველანაირად მომწონხარ, მომწონს შენში ყოფნა, შე-
ნი სიახლოვე, ყველაფერი მომწონს!

171
ვიღიმი და მიყვარდება მისი სიტყვების კანზე შეხება, გულ-
ში ამოტვიფრა. პირს ვაღებ, რომ ვუთხრა, როგორ მომწონს,
მაგრამ მობილურის ზარი მაწყვეტინებს.
რაილი ისევ ჩემს ყელთან კვნესის, შემდეგ მშორდება და
ტელეფონისკენ მიიწევს, ხალათს ისევ იცვამს და შემოსულ
ზარს დასცქერის.
– დედაჩემია, – მეუბნება, იხრება და მუხლზე მკოცნის. რა-
ილი მობილურს განზე დებს, ჩემს მაგიდასთან მიდის და ქა-
ღალდის ხელსახოცების ყუთს იღებს.
სექსის შემდეგ სხეულის გასუფთავება ყოველთვის უხერ-
ხული მომენტია, მაგრამ ახლა, როდესაც დედამისი რეკავს,
ბევრად უფრო უხერხულად მეჩვენება.
მეც ვიცვამ თუ არა, რაილი ტახტზე ჯდება, ზემოდან მიქცევს
და მეც გულზე ვადებ ხელს.
თერთმეტი საათი დაიწყო, ისე მოხერხებულად მოვეწყვე,
ვფიქრობ, ღამე აქ ხომ არ გავათენო. რაილის მობილური ისევ
ხმაურობს და ატყობინებს, ახალი ხმოვანი შეტყობინება მოგი-
ვიდაო. იმის გაფიქრება, რაილის დედასთან ურთიერთობის
შემსწრე რომ ვხდები, ღიმილს მგვრის. ელაიზა ცოტას მელა-
პარაკა მშობლებზე, რაილის კი ისინი არასოდეს უხსენებია.
– მშობლებთან კარგი ურთიერთობა გაქვს?
რაილი ხელზე ნაზად მეფერება.
– ჰო, კარგი ხალხია, ჩემს თინეიჯერობაში გვქონდა ცოტა
უთანხმოება, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა, ახლა
დედას თითქმის ყოველდღე ველაპარაკები.
ხელებს მის მკერდზე ვაჯვარედინებ, ზედ ნიკაპს ვადებ და
ვუყურებ:
– კიდევ მიამბობ დედაშენზე? ელაიზამ მითხრა, რამდენიმე
წლის წინ ინგლისში გადავიდნენ საცხოვრებლადო, კიდევ
მითხრა, შვებულება ავსტრალიაში გაატარესო, მაგრამ ეს ერ-
თი თვის წინ იყო.
იცინის.
– დედაჩემზე? ჰმ… დედაჩემი მეტისმეტად ქედმაღალი ადა-
მიანია, ძალიან უყვარს ადამიანების განსჯა, განსაკუთრებით

172
მათი, ვინც უყვარს, არასოდეს აცდენს კვირის წირვას და მამა-
ჩემს მხოლოდ ასე მიმართავს: ექიმო კინკეიდ.
მიუხედავად იმისა, რომ ფრთხილობს, მაინც ეღიმება დე-
დაზე საუბრისას.
– მამაშენიც ექიმია?
თავს მიქნევს.
– ფსიქიატრი. ისეთი დარგი აირჩია, რომელმაც ნორმა-
ლური ცხოვრების საშუალება მისცა. ჭკვიანი კაცია.
– ბოსტონში ჩამოდიან ხოლმე თქვენთან?
– მართალი გითხრა, არა. დედას ფრენა ეზიზღება, მე და
ელაიზა მივფრინავთ ხოლმე ინგლისში წელიწადში ორჯერ მა-
ინც. დედას შენი გაცნობა უნდა, ასე რომ, მოგიწევს ჩვენთან
ერთად გამოფრენა მომდევნო მოგზაურობისას!
ვიღიმები.
– დედას ჩემ შესახებ უამბე?
– რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ამბავია მათთვის, ხომ
გესმის, მე და შეყვარებული! დედა ყოველდღე მირეკავს იმაში
დასარწმუნებლად, რომ ჩვენ შორის ყველაფერი რიგზეა.
ვიცინი, ის კი მობილურს იღებს.
– გგონია, ვხუმრობ? გარანტიას გაძლევ, აუცილებლად
გახსენებდა ხმოვან შეტყობინებაში, – რამდენიმე ღილაკს აჭე-
რს და ხმოვან შეტყობინებას რთავს.
„სალამი, საყვარელო, დედაშენი ვარ, გუშინდელს აქეთ არ
გვისაუბრია, მომენატრე, ლილის ჩემ მაგივრად ჩაეხუტე. ხომ
ისევ ხვდებით ერთმანეთს? ელაიზა მეუბნება, მასზე საუბარს
ვერ წყვეტსო. ისევ შენი შეყვარებულია, არა? ძალიან კარგი.
ჩემთან გრეტჰენია, ჩაის ვსვამთ. მიყვარხარ. გიგზავნი ათას
კოცნას!“
სახეს რაილის მკერდში ვრგავ და ვიცინი.
– ჯერ სულ რამდენიმე თვეა, ერთმანეთს ვხვდებით, რო-
გორ მოახერხე ჩემზე ამდენი გელაპარაკა?
ჩემს ხელს დასწვდება და მკოცნის.
– ბევრი ვილაპარაკე, ლილი, მეტისმეტად ბევრი!
ვიღიმი.

173
– ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ შენს მშობლებს,
მათ ხომ შესანიშნავი ქალიშვილის აღზრდასთან ერთად შენც
გაგაჩინეს, შეუძლებელია ამან არ მომხიბლოს!
რაილი ხელებს მხვევს და კეფაზე მკოცნის.
– შენს ძმას რა ერქვა? – ვეკითხები.
ვგრძნობ, ამ შეკითხვაზე როგორ ირინდება, ვნანობ, მის
გარდაცვლილ ძმაზე რომ წამოვიწყე საუბარი, მაგრამ მეტის-
მეტად გვიანია.
– ემერსონი.
ხმაზე ვხვდები, რომ არ სურს ამ თემაზე საუბრის გაგრძე-
ლება, მეც ვჩუმდები, თავს ვწევ, მისკენ ვიხრები და ვკოცნი.
უნდა მივმხვდარიყავი, რომ ჩემი და რაილის კოცნა მხო-
ლოდ კოცნად არ რჩება, აუცილებლად გრძელდება. სულ რა-
ღაც ერთ წუთში რაილი ისევ მეუფლება, მაგრამ ამჯერად ყვე-
ლაფერი სხვაგვარადაა.
ჩვენ ვსიყვარულობთ!

174
თავი მეთოთხმეტე

ჩემი ტელეფონი რეკავს. ვცდილობ ვუპასუხო, მაგრამ წა-


მით უკან ვიხევ, რაილი პირველად მირეკავს, აქამდე მხოლოდ
შეტყობინებებით შემოვიფარგლებოდით. რა უცნაურია, თვე-
ების განმავლობაში შეყვარებული გყავდეს და ერთხელაც არ
დაელაპარაკო მობილურით.
– ალო!
– გამარჯობა, შეყვარებულო!
მხიარულად ვიცინი მის ხმაზე.
– გაგიმარჯოს, შეყვარებულო!
– იცი, რა?
– რა?
– ხვალ ვისვენებ. შენი ყვავილების მაღაზია კვირას ხომ
პირველ საათამდე არ იღება. შენი ბინისკენ მოვდივარ და ორი
ბოთლი ღვინო მომაქვს. შეგიძლია ღამე გაათენო შეყვარე-
ბულთან ერთად, მთელი ღამე მთვრალი სექსი გქონდეს და შუ-
ადღემდე გეძინოს?
ვერ წარმოიდგენთ, რა მემართება ამ სიტყვებზე, ვიღიმი და
ვეუბნები:
– იცი, რა?
– რა?
– ვახშამს გიმზადებ, წინსაფარი მიკეთია.
– ოჰ, მართლა?
– მხოლოდ წინსაფარი! – ვეუბნები და ვუთიშავ.
რამდენიმე წამის შემდეგ შეტყობინება მომდის.
რაილი: „სურათი, გეთაყვა!“
მე: „მოხვალ და შენ თვითონ გადამიღებ!“
თითქმის დასრულებული მაქვს ღუმელში გამოსაცხობი
კერძის შეზავება, როდესაც კარი იღება. ნაზავს შუშის ტაფაში
ვასხამ და რაილი სამზარეულოში რომ შემოდის, მისკენ არც
კი ვტრიალდები. რომ ვუთხარი, მხოლოდ წინსაფრის ამარა
ვარ-მეთქი, არ მიხუმრია, საცვალიც კი არ მაცვია.
მესმის, როგორ ცდილობს, ჰაერი ჩაისუნთქოს, როდესაც
ღუმლისკენ ვიხრები და კერძს შიგნით ვდებ. მგონი მეტისმე-

175
ტად შევტოპე, ვცდილობ თავი მოვაწონო, ჩვარს ვიღებ, ღუ-
მელს ვწმენდ და რაც შემიძლია, გამომწვევად ვარხევ თეძო-
ებს, მერე უცებ მარჯვენა დუნდულზე ჩქმეტას ვგრძნობ და ვკი-
ვი.
ვტრიალდები და რაილის ვხედავ, რომელსაც ხელში ორი
ბოთლი ღვინო უჭირავს.
– მიკბინე?
უცოდველი სახით მიყურებს.
– არ გააბრაზო მორიელი, თუ არ გინდა დაგკბინოს! – თვა-
ლებით მჭამს და ბოთლებს ხსნის. შემდეგ ერთ-ერთს მიწვდის,
სანამ ჭიქაში ჩამოასხამს და მეუბნება: – სამარკო ღვინოა!
– სამარკო? – ვეკითხები ყალბი აღფრთოვანებით, – რამე
განსაკუთრებულს აღვნიშნავთ?
ჭიქას მთავაზობს და მეუბნება:
– ბიძა ვხდები, ვნებიანზე ვნებიანი შეყვარებული მყავს და
ძალიან იშვიათ ოპერაციაზე, კრანიოპაგუსის სეპარაციაზე
დამნიშნეს, რომელში მონაწილეობის ბედნიერება შეიძლება
მხოლოდ ერთხელ გეწვიოს ცხოვრებაში.
– კრანიო-რაზე?
რაილი ჭიქას აცარიელებს და ღვინოს კიდევ ისხამს.
– კრანიოპაგუსის სეპარაცია. სიამის ტყუპი უნდა გავაცალ-
კეოთ! – მეუბნება და თავის ქალაზე მაჩვენებს განცალკევების
ადგილს, – აი, ამ ადგილას არიან შეზრდილი. დაბადებიდან
ვსწავლობთ. იშვიათი ქირურგიული ოპერაციაა. ძალიან იშვი-
ათი!
პირველად გავიფიქრე, რომ მისი ექიმობა აღმაგზნებს.
იმის თქმა მინდა, რომ მომწონს საქმით მისი ასეთი გატაცება,
მისი ერთგულება ქირურგიისადმი და გარდა ამისა, ისეთი
აღელვებულია ხოლმე, როდესაც მიამბობს, რას საქმიანობს
ფულის გამოსამუშავებლად, რომ მეტისმეტად სექსუალურად
გამოიყურება.
– რა დრო დასჭირდება ოპერაციას?
მხრებს იჩეჩს.
– არ ვიცი, პატარები არიან, მეტისმეტად დიდხანს ანესთე-
ზიის ქვეშ ვერ გაძლებენ, – მარჯვენა ხელს იწვდის და თითებს

176
ატკაცუნებს, – მაგრამ ეს განსაკუთრებული ხელია, რომელ-
მაც ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადა პროფესიონა-
ლურ განათლებაში, ამ ხელის დიდი იმედი მაქვს!
ვუახლოვდები და ხელისგულზე ვკოცნი.
– მეც მეტისმეტად მიყვარს ეს ხელი.
ის ქედზე მაწვება და ისე მატრიალებს, რომ ბარის ზედა-
პირზე ვიხრები. მოულოდნელობისგან ვკივი.
უკნიდან მაწვება და ნელა მისვამს ხელს გვერდებზე. ხე-
ლისგულებს გრანიტზე ვაწყობ, თვალებს ვხუჭავ და ვგრძნობ,
ღვინო როგორ მეკიდება.
– ეს, – მეჩურჩულება რაილი, – ყველაზე მტკიცე ხელია
ბოსტონში!
შემდეგ ქედზე ისევ მაწვება, კიდევ მეტად მხრის ბარის ზე-
დაპირისკენ, ხელები ჩემს მუხლებთან მიაქვს და ნელა მიუყ-
ვება ზემოთ, ო, ღმერთო!
ფეხებს მაშლევინებს და თითებით შემოდის ჩემში, ვკვნესი
და ვცდილობ, რამე ვიპოვო ჩასაჭიდებლად. ონკანს ვეჭიდები,
როგორც კი რაილი სასწაულის ჩადენას იწყებს.
და მერე, ჯადოქარივით, მისი ხელები ქრება.
მესმის, როგორ გადის სამზარეულოდან, ვუყურებ, როგორ
ჩაუვლის ბარს, თვალს მიკრავს, ჭიქაში ჩარჩენილ ღვინოს გა-
მოცლის და მეუბნება:
– შევალ, სწრაფად გადავივლებ!
რა საძაგელია!
– იდიოტო! – ვეძახი.
– სულაც არ ვარ იდიოტი, – მეძახის ჩემი საძინებლიდან, –
კარგად გაწვრთნილი ნეიროქირურგი გახლავარ!
ვიცინი, კიდევ ერთ ჭიქა ღვინოს ვისხამ, დამაცადოს, ვაჩ-
ვენებ, როგორ უნდა ჩემი გაღიზიანება!

***
მესამე ჭიქა ღვინოზე რაილი ჩემი საძინებლიდან გამოდის.
დედას ველაპარაკები მობილურით, თან ტახტიდან რა-
ილის ვუყურებ, ის სამზარეულოში შედის და კიდევ ერთ ჭიქას
ისხამს.

177
სერიოზულად კარგი ღვინოა!
– ამაღამ რას აკეთებ? – მეკითხება დედა.
ხმამაღლა მოლაპარაკე მაქვს ჩართული. რაილი კედელს
ეყრდნობა და მიყურებს.
– ბევრს არაფერს. რაილის ვეხმარები მეცადინეობაში.
– ცოტა… უინტერესოდ ჟღერს, – მეუბნება დედა, რაილი კი
თვალს მიკრავს.
– პირიქით, ძალიან საინტერესოა, – ვეუბნები დედას, – ძა-
ლიან ვეხმარები სწავლაში, განსაკუთრებით ხელის ნატიფი
მოტორიკის განვითარებაში, ფაქტობრივად, მთელ ღამეს მე-
ცადინეობაში გავატარებთ!
სამმა ჭიქა ღვინომ ანც გოგოდ მაქცია. ვერ ვიჯერებ, რომ
ტელეფონზე დედასთან საუბრის დროსაც კი ვეარშიყები რა-
ილის. რა საძაგლობაა!
– უნდა წავიდე, – ვეუბნები დედას, – ხვალ ელაიზასა და
მარშალთან ერთად ვვახშმობთ, ასე რომ, ორშაბათს დაგირე-
კავ!
– სად მიგყავთ სავახშმოდ?
თვალებს ვატრიალებ, მინიშნებას ვერ მიმიხვდა.
– არ ვიცი. რაილი, სად მიგვყავს?
– იქ, დედაშენთან ერთად რომ ვიყავით ერთხელ, – მეუბ-
ნება, – „ბი აი ბი-ში“? მგონი ასე ჰქვია. ექვსზე მაქვს მაგიდა
დაჯავშნილი.
გული ლამისაა, წამივიდეს, დედა კი ამბობს:
– ოჰ, კარგი არჩევანია!
– ჰო, რა თქმა უნდა, თუ ძველი პური მოგწონს, ნახვამდის,
დედა!
საუბარს ვასრულებ და რაილის ვუყურებ.
– მე კი არ მინდა ისევ იქ წასვლა, არ მომეწონა ეგ რესტო-
რანი, მოდი, რამე ახალი ვცადოთ!
ვერ ვეტყვი, რატომ არ მინდა სინამდვილეში იქ წასვლა,
როგორ შეიძლება გავუმხილო ახალ შეყვარებულს, რომ ყო-
ფილ სატრფოს ვარიდებ თავს?
რაილი კედელს ეყრდნობა.

178
– მოგეწონება, – მეუბნება, – ელაიზას ერთი სული აქვს, იქ
როდის მოხვდება, რადგან ვუამბე იმ ადგილის შესახებ.
იქნებ იღბალმა გამიღიმოს და ეტლესი არ მუშაობდეს
ხვალ.
– საჭმელი ვახსენეთ და, – ამბობს რაილი, – მგელივით
მშია!
ჩემი კერძი!
– ჯანდაბა! – ვამბობ და ვიცინი.
რაილი სამზარეულოში გარბის, მე კი უკან მივყვები. სწო-
რედ მაშინ შევდივარ, როდესაც ქურის კარს აღებს და კვამლს
ხელით ფანტავს. კერძი განადგურებულია!
სამი ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ მოულოდნელი და
სწრაფი წამოდგომისგან თავბრუ მესხმის, ბარის ზედაპირს ვე-
ჭიდები, რომ არ წავიქცე, რაილი კი ცდილობს დამწვარი კერ-
ძი გამოიღოს.
– რაილი, ტაფის…
– ჯანდაბა! – ყვირის.
– …ხელმოსაკიდი გჭირდება!
რაილის ტაფა ხელიდან უვარდება, იატაკზე ეცემა და იმ-
სხვრევა. მე ფეხს ვწევ, რომ შუშის ნატეხები ან მიმოფანტული
წიწილის ნაჭრები და სოკო არ მომხვდეს, რადგან ვხვდები,
რომ რაილიმ ხელმოსაკიდის გარეშე აიღო ცხელი ტაფა. სიცი-
ლი მივარდება.
ღვინის ბრალია, სერიოზულად მაგარი ღვინოა!
რაილი ქურის კარს ჯახუნით კეტავს, ონკანთან მიდის,
ხელს ცივ წყალს უშვერს და იგინება. მე ვცდილობ სიცილი შე-
ვიკავო, მაგრამ ღვინო და ბოლო რამდენიმე წამის კურიოზუ-
ლობა ამის საშუალებას არ მაძლევს. იატაკს დავცქერი, რა
არეულობაა, ყველაფერი დასასუფთავებელია! ისევ სიცილი
მივარდება. ისევ ვიცინი და რაილის ხელისკენ ვიხრები, იმედი
მაქვს, ძალიან არ დაუწვავს.
მალე აღარ ვიცინი. იატაკზე ვგდივარ და საფეთქელთან ხე-
ლი მიდევს.
წამში რაილის ხელი ჩნდება საიდანღაც და ძირს მაგდებს.
საკმარისი ძალა აქვს, რომ წონასწორობა დამაკარგვინოს.

179
ფეხქვეშ საყრდენი მეცლება, ვეცემი და თავს კარადის კარის
სახელურს ვარტყამ.
ტკივილი თვალის კუთხიდან, პირდაპირ საფეთქლიდან იწ-
ყება.
შემდეგ სიმძიმეს ვგრძნობ. ის მთელ ჩემს სხეულს მოი-
ცავს. იმხელა გრავიტაციაა, ემოციებს მიხშობს. ყველაფერი
იმსხვრევა:
ცრემლები, გული, სიცილი, სული… მინასავით იმსხვრევა
და წვიმასავით მეღვრება სხეულზე.
ხელს თავზე ვიკიდებ და ვცდილობ, ვინატრო, უკანასკნე-
ლი ათი წამი გაქრეს.
– დასწყევლოს ეშმაკმა, ლილი! – მესმის რაილის ხმა, –
რა არის სასაცილო, ეს ხელი ხომ მთელი ჩემი დედააფეთქებუ-
ლი კარიერაა!
არ ვუყურებ. მისი ხმა სხეულს აღარ მითრთოლებს, მეჩვე-
ნება, რომ მისი ყოველი სიტყვა ხანჯალივით მესობა სხეულში.
შემდეგ ვხვდები, რომ ჩემ გვერდით ჯდება და წყეულ ხელს
ზურგზე მადებს.
მეფერება.
– ლილი, – მეუბნება, – ო, ღმერთო, ლილი! – ცდილობს
თავიდან ხელი მომაშორებინოს, მაგრამ ამის საშუალებას არ
ვაძლევ, თავს ვიქნევ, მინდა, სადმე გავაქრო ეს თხუთმეტი წა-
მი, რომელმაც ამ ადამიანზე წარმოდგენა შემაცვლევინა.
თხუთმეტი წამი, რომელსაც უკან ვეღარასოდეს დავიბრუ-
ნებ!
რაილი გულში მიხუტებს და თავზე მკოცნის.
– მაპატიე, უბრალოდ… ხელი დავიწვი და პანიკა დამეუფ-
ლა, შენ კი იცინოდი… მაპატიე, ყველაფერი ისე სწრაფად მოხ-
და, არ მინდოდა ხელი მეკრა, ლილი, მაპატიე!
ამჯერად რაილის ხმის ნაცვლად მამაჩემის ხმა ჩამესმის.
– მაპატიე, ჯენი, შემთხვევით მომივიდა, ძალიან ვწუხვარ!
– მაპატიე, ლილი, შემთხვევით მომივიდა, ძალიან ვწუხ-
ვარ!
უბრალოდ, მინდა, რაილიმ თავი დამანებოს, ძალას ვიკ-
რებ და ხელს ვკრავ.

180
ის უკან ვარდება და ხელით იკავებს თავს. თვალებში სინა-
ნული ჩასდგომია, მაგრამ კიდევ რაღაცას ვამჩნევ.
დარდს? პანიკას?
ნელა სწევს მარჯვენა ხელს და ის ერთიანად სისხლში აქვს.
ხელისგულიდან მოწვეთავს და მაჯაზე ეღვრება. იატაკზე ვიხე-
დები, ირგვლივ მინის ნამსხვრევებია. ხელით ზედ იმ ნამ-
სხვრევებზე დაეცა.
ტრიალდება და ცდილობს აზრზე მოვიდეს. დგება და ხელს
წყალს უშვერს, სისხლი რომ ჩამოიბანოს. მეც ვდგები, ვხედავ,
როგორ იღებს ხელისგულიდან ნამსხვრევს და ბარის ზედა-
პირზე აგდებს.
საოცრად ვარ გაბრაზებული, მაგრამ მაინც მენანება მისი
ხელი. პირსახოცს ვიღებ და მაჯაზე ვახვევ. მეტისმეტად ბევრი
სისხლი მოსდის.
მარჯვენა ხელი აქვს დაშავებული.
ორშაბათს ოპერაცია უნდა ჩაატაროს.
ვცდილობ დავეხმარო, რომ სისხლდენა შეუჩერდეს, მაგ-
რამ ვკანკალებ.
– რაილი, შენი ხელი!
რაილი ხელს განზე სწევს და საღი ხელით ნიკაპს მაწევი-
ნებს.
– ჯანდაბას ეს ხელი, ლილი, ფეხებზე მკიდია, კარგად ხარ?
– სახეს მითვალიერებს და ცდილობს ნახოს, რამდენად ძლი-
ერად დავშავდი.
მხრებიც მიცახცახებს და უზარმაზარი, ტკივილით სავსე
ცრემლები მისველებს ლოყებს.
– არა! – ჯერ ისევ თავზარდაცემული ვარ და ვიცი, ესმის,
როგორ გამიტეხა გული იმ ერთადერთი სიტყვით, რადგან
მთელი სხეულით შევიგრძნობ, – ღმერთო ჩემო, რაილი, ხელი
მკარი, შენ… – ქმედებებზე მეტად იმის გააზრებაა მტკივნე-
ული, რაც მოხდა.
რაილი ყელზე მხვევს ხელს და სასოწარკვეთილი ისევ
გულში მიკრავს.

181
– ვწუხვარ, ლილი, ღმერთო, მაპატიე! – სახეს ჩემს თმაში
რგავს და მთელ თავის ემოციებს მაფრქვევს, – გემუდარები,
არ შემიძულო, გთხოვ!
ცოტა ხანში ეს ხმა ისევ რაილის ხმას ემსგავსება და მთელ
სხეულში დამივლის. მთელი მისი კარიერა ხელზე იყო დამო-
კიდებული, ის, რომ მეუბნება, ხელი აღარ მადარდებსო, რაღა-
ცას ნიშნავს, არა? ძალიან დაბნეული ვარ.
ერთბაშად ბევრი რამ მოხდა. კვამლი, ღვინო, დამსხვრეუ-
ლი მინა, ირგვლივ მიმოფანტული საჭმელი, სისხლი, ბრაზი,
ბოდიშები… ეს უკვე მეტისმეტია!
– მაპატიე, – მეუბნება ისევ. უკან ვიხევ და ვუყურებ, თვა-
ლები ჩაწითლებული აქვს, ასეთი სევდიანი არასოდეს მინა-
ხავს, – პანიკა დამეუფლა, არ მინდოდა ხელი მეკრა, უბრა-
ლოდ, შემეშინდა. ერთადერთ რამეზე ვფიქრობდი ამ დღეებ-
ში, ორშაბათის ოპერაციაზე, ჩემი ხელი კი… მაპატიე! – ტუჩს
ტუჩზე მადებს და პირში მასუნთქებს.
ის არ ჰგავს მამაჩემს. შეუძლებელია ჰგავდეს. რაილი არ
არის მისნაირი უსულგულო ნაბიჭვარი.
განერვიულებულები, დაბნეულები და ნაღვლიანები ვკოც-
ნით ერთმანეთს. ამ წამის მსგავსი – ასეთი მახინჯი და მტკივ-
ნეული, არაფერი მიგრძნია, მაგრამ ერთადერთი რამ, რასაც
მამაკაცის მიერ მოყენებული ტკივილის გაქარვება შეუძლია,
მამაკაცია. დადარდიანებულს რომ ვხედავ, ცრემლები ნელ-
ნელა მიშრება, რომ მკოცნის, ვმშვიდდები, ხელებს ისე მაგ-
რად მიჭერს, თითქოს სურს, არასოდეს გამიშვას!
ვგრძნობ, როგორ მხვევს წელზე ხელს და ხელში მიყვანს,
თან ნელა ცდილობს, თავი აარიდოს იმ არეულობას, ჩვენ რომ
გამოვიწვიეთ. ვერ გეტყვით, რა უფრო მიცრუებს იმედებს, ის
თუ საკუთარი თავი. ის, რომელიც წყობიდან გამოვიდა პირვე-
ლად, თუ მე, რომელიც მობოდიშებამ დამამშვიდა.
რაილის საძინებლისკენ მივყავარ და მთელი გზა მკოცნის.
ლოგინზე რომ მაწვენს, კოცნას არც მაშინ წყვეტს და მეჩურჩუ-
ლება.

182
– მაპატიე, ლილი, – იმ ადგილას მადებს ტუჩებს, რომე-
ლიც კარადის სახელურს ჩამოვარტყი და იქაც მკოცნის, – მა-
პატიე!
ისევ ვგრძნობ მის ცხელსა და სველ ენას პირში და არ ვიცი,
რა მემართება. შინაგანად ყველაფერი მტკივა და სხეული
მთხოვს, მისმა პირმა და ხელებმა დამამშვიდოს. მინდა ხელი
ვკრა, ისე მოვიქცე, როგორც მსურდა დედაჩემი მოქცეულიყო,
როდესაც მამა სცემდა, მაგრამ გულის სიღრმეში მინდა ვირ-
წმუნო, რომ ყველაფერი უბედური შემთხვევის ბრალია. რა-
ილი მამაჩემს არ ჰგავს, მასთან საერთო არაფერი აქვს!
მინდა ვიგრძნო მისი დარდი და სინანული, ისიც ამ ყველა-
ფერს კოცნაში აქსოვს. ფეხებს ვშლი და ახლა დარდი სხვა
ფორმას იღებს, ნელა, მობოდიშებით შემოდის ჩემში. რამდენ-
ჯერაც მეუფლება, იმდენჯერ ჩურჩულით მიხდის ბოდიშს და
რაღაც სასწაულად, ჩემი სხეულიდან ყოველ გამოსვლაზე,
ბრაზიც ნელ-ნელა მიქრება.

***
რაილი მხარზე მკოცნის. ლოყებზე. თვალებზე. ისევ ზემო-
დანაა და ნაზად მეხება. ასე არასოდეს შემხებია… ამდენი სი-
ნაზე არასოდეს ჩაუქსოვია შეხებაში. ვცდილობ დავივიწყო, რა
მოხდა სამზარეულოში, მაგრამ მეტი არაფერი მახსოვს ამწუ-
თას.
მან ხელი მკრა.
რაილიმ ხელი მკრა.
თხუთმეტი წამის განმავლობაში დავინახე ის, რასაც ვერ
წარმოვიდგენდი. არც მე ვგავდი საკუთარ თავს, ვიცინოდი მა-
შინ, როდესაც უნდა მედარდა. მან ხელი მკრა, არადა, არ უნდა
შემხებოდა, მეც თავიდან მოვიშორე და ხელი გავაჭრევინე.
ეს საშინელება იყო. ყველაფერი, მთელი ეს თხუთმეტი წა-
მი, საშინელება იყო. მინდა ამაზე აღარასოდეს ვიფიქრო.
რაილის ჯერ ისევ ნაჭერი აქვს ხელზე შემოხვეული და ისიც
ერთიანად სისხლითაა გაჟღენთილი. მკერდზე ხელის კვრით
ვიშორებ.

183
– დავბრუნდები, – ვეუბნები. ის კიდევ ერთხელ მკოცნის
და მშორდება. სააბაზანოში შევდივარ, კარს ვკეტავ, სარკეში
ვიხედები და ყვირილი აღმომხდება.
სისხლი. თმაზე, ლოყებზე, სხეულზე. სულ სისხლიანი ვარ.
ნაჭერს ვიღებ და ვცდილობ, მოვიშორო, შემდეგ ნიჟარის ქვეშ
ვიხედები და პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებს
ვხედავ. არ ვიცი, ხელი რამდენად აქვს დაშავებული. ჯერ და-
იწვა, შემდეგ გაიჭრა. ერთი საათის წინ კი მეუბნებოდა, რომ
მნიშვნელოვანი ოპერაცია ელოდა წინ.
ღვინო აღარ გვინდა. აღარასოდეს მივცემ თავს უფლებას,
დაძველებული ღვინო დავლიო!
ყუთს ნიჟარის ქვეშიდან ვიღებ და საძინებლის კარს ვაღებ.
ის საძინებელში ბრუნდება სამზარეულოდან და ყინულის მომ-
ცრო პარკი მოაქვს, რომელსაც მე მაწვდის.
– თვალზე მიიდე, – მეუბნება.
მე პირველადი დახმარების ნაკრებს ვაწვდი.
– ამით ხელს მიხედე!
ორივე ვიღიმით და ისევ ლოგინზე ვსხდებით. ის საწოლის
თავს ეყრდნობა, სანამ მე მის ხელს კალთაში ჩავიდებ. მთელი
დროის განმავლობაში, სანამ ხელს ვუხვევ, მას მეორე ხელით
ყინული ჩემს თვალზე აქვს მოდებული.
ანტისეპტიკურ მალამოს დამწვარ თითებზე ვუსვამ. ხელი
ისე ძალიან არ აქვს დამწვარი, როგორც მეგონა და ეს შვებას
მგვრის.
– შეგიძლია რამე მოუხერხო, რომ ბებერები არ გაგიჩ-
ნდეს? – ვეკითხები.
თავს იქნევს უარის ნიშნად.
– არა, თუ მეორე ხარისხის დამწვრობაა.
მინდა ვკითხო, შეძლებს თუ არა ოპერაციის გაკეთებას თუ
ორშაბათამდე თითებზე ბებერები გაუჩნდა, მაგრამ ვერ ვა-
ხერხებ. დარწმუნებული ვარ, თვითონაც მხოლოდ ამაზე ფიქ-
რობს.
– გინდა ჭრილობაზეც წაგისვა მალამო?
თავს მიქნევს. სისხლდენა შეუჩერდა. დარწმუნებული ვარ,
თუ ნაკერები დასჭირდა, აუცილებლად დაიდებს, მაგრამ ვფიქ-

184
რობ, ეს აუცილებელი არ იქნება. ელასტიკურ სახვევს ვიღებ
პირველადი დახმარების ყუთიდან და ხელს ვუხვევ.
– ლილი, – მეჩურჩულება. ვუყურებ. ისევ საწოლის თავს
ეყდნობა და მეჩვენება, რომ ტირილი უნდა, – თავს საძაგლად
ვგრძნობ, – ამბობს, – რომ შემეძლოს უკან დავაბრუნო…
– ვიცი, – ვაწყვეტინებ, – ვიცი, რაილი, საშინელება იყო.
შენ ხელი მკარი და ეჭვქვეშ დააყენე ყველაფერი, რასაც შენზე
ვფიქრობდი, მაგრამ ვიცი, თავს ცუდად გრძნობ ამის გამო.
უკან ვერაფერს დავაბრუნებთ, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, –
სახვევს ხელზე ვუმაგრებ და თვალებში ვუყურებ, – მაგრამ,
რაილი, თუ ისევ გამეორდება მსგავსი რამ… მივხვდები, რომ
ეს უბედური შემთხვევის ბრალი არ ყოფილა და წამში მიგატო-
ვებ!
რაილი დიდხანს მიყურებს, სახეზე სინანული აწერია. ჩემ-
კენ იხრება და ისევ ტუჩს მაწებებს ტუჩზე.
– აღარ გამეორდება, ლილი, გეფიცები. მე ასეთი არ ვარ.
ვიცი, რასაც ფიქრობ, მაგრამ გეფიცები…
თავს ვიქნევ, მინდა შევაჩერო, არ შემიძლია იმ ტკივილის
ატანა, ხმაში რომ ეტყობა.
– ვიცი, რომ მამაჩემისნაირი არ ხარ, – ვეუბნები, – უბრა-
ლოდ… აღარასოდეს დამაეჭვო ამაში, გევედრები!
რაილი თმას მიწევს შუბლიდან.
– შენ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ხარ ჩემს ცხოვრებაში,
ლილი, მინდა ბედნიერება მოგიტანო და არა ტკივილი, –
მკოცნის, დგება, ჩემკენ იხრება და ყინულს სახეზე მადებს, –
ათი წუთი ასე გეჭიროს, აღარ გაგისივდება!
მის ხელს ჩემსას ვუნაცვლებ.
– სად მიდიხარ?
რაილი შუბლზე მკოცნის და მეუბნება.
– სამზარეულოს მივალაგებ!
მომდევნო ოცი წუთის განმავლობაში რაილი სამზარეუ-
ლოს ალაგებს. მესმის, როგორ ყრის მინის ნამსხვრევებს ურ-
ნაში, როგორ ღვრის ნიჟარაში ღვინოს. მე სააბაზანოში შევდი-
ვარ და სწრაფად ვიღებ შხაპს, მისი სისხლი რომ ჩამოვირეც-
ხო, შემდეგ ზეწარს ვუცვლი ლოგინს. რაილი სამზარეულოს

185
დალაგებას ამთავრებს, საძინებელში შემოდის და ჭიქას მაწ-
ვდის.
– გაზიანი სასმელია, – მეუბნება, – კოფეინი გიშველის!
სასმელს ვსვამ და გაზი ყელს მიწვავს. მართლაც შესანიშ-
ნავი რამაა. კიდევ ვსვამ და ჭიქას ტუმბაზე ვდგამ.
– რას შველის, ნაბახუსევს?
რაილი ლოგინში მიწვება და საბანს ვიფარებთ, მერე თავს
აქნევს.
– არა, არა მგონია, გაზიანი სასმელი რამეს შველოდეს,
უბრალოდ, ცუდი დღე რომ მქონდა ხოლმე, დედა ყოველთვის
მასმევდა და თავს უკეთ ვგრძნობდი.
ვიღიმი.
– მეც მიშველა!
რაილი ლოყაზე მისვამს ხელს. იმით, თუ როგორ მიყუ-
რებს, როგორ მეხება, ვხვდები, რომ იმსახურებს შანსი მივცე
და მივუტევო. ვხვდები, თუ პატიების გზას ვერ ვიპოვი, მასზე
გადავიტან იმ ზიზღს, ჯერ კიდევ რომ ვგრძნობ მამაჩემის მი-
მართ. ის კი მამაჩემისნაირი არ არის.
რაილის ვუყვარვარ. ეს არასოდეს უთქვამს, მაგრამ ვიცი,
რომ ასეა. მეც მიყვარს. რაც ამაღამ სამზარეულოში მოხდა,
დარწმუნებული ვარ, აღარ განმეორდება. არ განმეორდება,
რადგან ვხვდები, როგორ განიცდის, ტკივილი რომ მომაყენა.
ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას. ადამიანის ხასიათს ის
შეცდომები განაპირობებს, რომელსაც ვუშვებთ. ამიტომაა, ამ
შეცდომებს გაკვეთილად უფრო რომ ვაქცევთ, ვიდრე თავის
მართლებად.
რაილის კიდევ უფრო გულწრფელი უხდება მზერა, ჩემკენ
იხრება და ხელზე მკოცნის. შემდეგ თავს ბალიშზე დებს და ასე
ვწევართ, ერთმანეთს მიშტერებული, უსიტყვოდ ვუცვლით ერ-
თმანეთს იმ ენერგიას, რომელიც ამ ღამისგან დატოვებულ სი-
ცარიელეს გვივსებს.
რამდენიმე წუთში რაილი ხელზე მიჭერს ხელს.
– ლილი, – მეუბნება და ცერა თითს მისვამს თითზე, – მიყ-
ვარხარ!

186
ვგრძნობ, როგორ მეღვრება მისი ეს სიტყვა მთელ სხეულ-
ში და მეც ჩურჩულით ვეუბნები:
– მეც მიყვარხარ! – ეს ყველაზე შიშველი სიმართლეა, რაც
კი ოდესმე რაილისთვის მითქვამს.

187
თავი მეთხუთმეტე

რესტორანში თხუთმეტი წუთით ვაგვიანებ. მაღაზიას ვკე-


ტავდი, როდესაც კლიენტი მოვიდა და ყვავილები შემიკვეთა
დაკრძალვისთვის. უკან ვერ გავაბრუნებდი, რადგან… სამწუ-
ხაროა, მაგრამ… სარიტუალო მომსახურება ყველაზე კარგი
ბიზნესია ყვავილების მაღაზიისთვის.
რაილი მაგიდიდან მიქნევს ხელს და მეც პირდაპირ მათკენ
მივდივარ, თან ვცდილობ მიმოვიხედო. არ მინდა ეტლესი და-
ვინახო. ორჯერ ვცადე, რაილისთვის, ელაიზასა და მარშალის-
თვის რესტორანი შემეცვლევინებინა, მაგრამ ელაიზას საოც-
რად უნდოდა აქ ვახშმობა მას შემდეგ, რაც რაილიმ უამბო, თუ
როგორ მოეწონა აქაურობა.
კაბინაში შევდივარ, ადგილს ვიკავებ, რაილი ჩემკენ იხრე-
ბა და ლოყაზე მკოცნის.
– სალამი, შეყვარებულო!
ელაიზა გმინავს:
– ღმერთო, ისეთი საყვარლები ხართ, გული მერევა!
ვუღიმი, ის კი მაშინვე ნაიარევს ამჩნევს. დღეს ნატკენი არც
ისე ძალიან მეტყობა, რაც იმის დამსახურებაა, რომ რაილიმ
მაიძულა ზედ ყინული დამედო.
– ო, ღმერთო, – ამბობს ელაიზა, – რაილიმ მიამბო, რაც
მოხდა, მაგრამ არ ველოდი, ასე ძალიან თუ გქონდა.
რაილის ვუყურებ და მაინტერესებს, დას რა უთხრა, სიმარ-
თლე? მიღიმის და მეუბნება.
– ყველგან ზეითუნის ზეთი ესხა, ლილის ფეხი რომ და-
უცურდა, ისე გრაციოზულად მოძრაობდა, ბალერინა გეგონე-
ბოდა.
სიცრუე!
თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ მეც
ასე მოვიქცეოდი.
– საცოდავი სანახაობა იყო, – ვამბობ სიცილით.
ვახშამი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიმდინარე-
ობს. ეტლესი არსად ჩანს, არც წუხანდელ ღამეზე ვფიქრობთ,

188
მე და რაილი ღვინოზე უარს ვამბობთ. ჭამას რომ ვამთავრებთ,
ოფიციანტი გვიახლოვდება:
– დესერტს ინებებთ? – გვეკითხება.
ვუარობ, მაგრამ ელაიზა ვერ ისვენებს.
– რა გაქვთ?
მარშალიც უცებ ინტერესდება:
– ჩვენ ორის სამყოფს ვჭამთ, ასე რომ, მოიტანეთ ყველა-
ფერი, რაშიც შოკოლადი ურევია, – ამბობს.
ოფიციანტი თავს უქნევს, ის რომ მიდის, ელაიზა მარშალს
ეუბნება:
– ჯერ ბავშვი ბაღლინჯოსხელა თუ იქნება, გირჩევნია მომ-
დევნო რამდენიმე თვე მასში ცუდი ჩვევები არ წაახალისო!
ოფიციანტი დესერტით სავსე ურიკით ბრუნდება.
– ჩვენი შეფმზარეული ყველა მომავალ დედას დესერტს
ჩუქნის, – გვეუბნება, – გილოცავთ!
– მართლა? – ინტერესდება ელაიზა.
– მიხვდით, აბა, რატომ ჰქვია რესტორანს „ბი აი ბი“, – ამ-
ბობს მარშალი, – შეფმზარეულს ბავშვები უყვარს.
ყველა ურიკას ვათვალიერებთ.
– ო, ღმერთო, – ვამბობ მრავალფეროვანი არჩევანის შემ-
ყურე.
– ეს ჩემი საყვარელი რესტორანია! – ამბობს ელაიზა.
სამ დესერტს ვირჩევთ და შეკვეთის მოლოდინში ოთხივე
ბავშვის სახელს განვიხილავთ.
– არა, – ეუბნება ელაიზა მარშალს, – ბავშვს შტატის სა-
ხელს არ დავარქმევთ!
– არადა, როგორ მომწონს ნებრასკა, – წუწუნებს მარშა-
ლი, – აიდაჰო?
ელაიზა თავს ხელებში რგავს.
– ჩვენი ქორწინების აღსასრული დგება!
– აღსასრული – ანუ დიმეიზი, – ამბობს მარშალი, – რა
კარგი სახელია!
მარშალს სიკვდილისგან დესერტი იხსნის, ჩვენი ოფიციან-
ტი ელაიზას შოკოლადის ნამცხვარს უდებს და გზას მეორე

189
მიმტანს უთმობს, რომელსაც დანარჩენი ორი დესერტი მო-
აქვს. ჩვენი ოფიციანტი თავით გვანიშნებს მიმტანისკენ:
– შეფს სურს თვითონ მოგილოცოთ!
– როგორ მოგეწონათ ჩვენი კერძები? – ეკითხება შეფი
ელაიზასა და მარშალს, მერე მზერა ჩემკენ გადმოაქვს და
ვგრძნობ, როგორ ვღიზიანდები, ეტლესი თვალს თვალში მიყ-
რის და მეც დაუფიქრებლად წამოვროშავ:
– შეფი ხარ?
ოფიციანტი მაგიდას დასტრიალებს, ეტლესი კი მპასუ-
ხობს:
– შეფმზარეულიც, მფლობელიც, ზოგჯერ მიმტანი და ჭურ-
ჭლის მრეცხავიც კი. – მოკლედ, სიტყვა პრაქტიკულობას მეტ
მნიშვნელობას სძენს.
მომდევნო ხუთი წამი ვერავის ვამჩნევ მაგიდის ირგვლივ,
მაგრამ თანდათან ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება.
ეტლესი იარაზე მიყურებს.
მზერა ჯერ რაილის გაჭრილ ხელზე გადააქვს, შემდეგ ისევ
ჩემს თვალზე.
– შეგვიყვარდა თქვენი რესტორანი, – ეუბნება ელაიზა, –
წარმოუდგენელი ადგილია!
ეტლესი ელაიზას არ უყურებს, ვგრძნობ, ძლივს ყლაპავს
ნერწყვს, ყბა უქვავდება და ისე გადის, რომ არაფერს ამბობს.
ჯანდაბა!
ოფიციანტი ცდილობს ეტლესის ნაჩქარევი წასვლა ღიმი-
ლით გადაფაროს და ლამისაა, ოცდათორმეტი კბილი გვიჩვე-
ნოს.
– ისიამოვნეთ, – გვეუბნება და სამზარეულოსკენ მიდის.
– რა საშინელებაა, – ამბობს ელაიზა, – ახალი საყვარელი
რესტორანი აღმოვაჩინეთ, შეფი კი არამზადა აღმოჩნდა!
რაილი იცინის.
– ასეთი არამზადები საუკეთესო შეფები არიან, მაგალი-
თად, გორდონ რამზი!
– მართალი ხარ, – ეთანხმება მარშალი.
ხელს რაილის ვადებ მკლავზე.

190
– საპირფარეშოში გავალ, – ვეუბნები. ის თავს მიქნევს,
მეც კაბინას ვტოვებ, ამასობაში კი მარშალი ამბობს:
– ვოლფგანგ პაკზე რას იტყვი, ისიც არამზადაა?
რესტორანს თავჩაღუნული გავივლი, სწრაფად ვმოძრაობ
და ნაცნობ დერეფანში შევდივარ. ქალთა საპირფარეშოს
კარს ვაღებ, ვათვალიერებ და კარს ვკეტავ.
ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა!
მისი მზერა, ბრაზისგან გაქვავებული გამომეტყველება.
შვებას ვგრძნობ, ჩვენს მაგიდას რომ მოშორდა, მაგრამ
სრულიად შესაძლებელია რესტორნის გარეთ გველოდებო-
დეს და წასვლას რომ დავაპირებთ, რაილის ტრაკში წიხლი
ამოარტყას!
ცხვირით ჰაერს ვისუნთქავ, პირიდან ვუშვებ, ხელებს ვიბან
და ისევ ვიმეორებ სუნთქვით ვარჯიშს. ოდნავ რომ ვწყნარდე-
ბი, ხელს პირსახოცზე ვიმშრალებ.
ახლავე დავბრუნდები და რაილის ვეტყვი, რომ თავს ცუ-
დად ვგრძნობ. წავალთ და აქ აღარასოდეს მოვალთ. ყველა
ფიქრობს, რომ რესტორანს არამზადა შეფი ჰყავს, ასე რომ,
არაფრის მოფიქრება აღარ დამჭირდება.
კარს ვაღებ, მაგრამ ბოლომდე ვერა, რადგან ვიღაც მეორე
მხრიდან აწვება, მეც უკან ვიხევ. ეტლესი საპირფარეშოში შე-
მოდის და კარს კეტავს. ზურგით კარს ეყრდნობა და ჩემს ნატ-
კენ თვალს მზერას არ აშორებს.
– რა მოხდა? – მეკითხება.
– არაფერი.
თვალები უწვრილდება, ისევ ძველებურად ცისფერი აქვს,
მაგრამ ბრაზისგან მოგიზგიზე.
– მატყუებ, ლილი!
ვცდილობ, გავიღიმო.
– უბედური შემთხვევა იყო.
ეტლესი იცინის, მაგრამ მერე ისევ სერიოზულდება.
– მიატოვე!
მივატოვო?
ღმერთო, ყველაფერი არასწორად გაიგო, მისკენ ვდგამ
ნაბიჯს და თავს ვაქნევ.

191
– ვერ მიმიხვდი, ეტლეს, ყველაფერი სხვაგვარადაა, რა-
ილი კარგი ადამიანია!
ეტლესი თავს გვერდზე ხრის და ნაბიჯით წინ მოდის.
– სასაცილოა, დედაშენივით ლაპარაკობ!
ეს სიტყვები გულს მტკენს. მაშინვე ვცდილობ, კარს მივა-
შურო, მაგრამ ის მაჯაში მკიდებს ხელს.
– მიატოვე, ლილი!
ხელს მკვეთრი მოძრაობით ვაშვებინებ, ზურგს ვაქცევ და
ვცდილობ ღრმად ვისუნთქო. ნელა ვუშვებ ჰაერს და მზერას
ვუსწორებ.
– მამაჩემს ვერც კი შევადარებ, ეტლეს, ახლა კი შენი უფ-
რო მეშინია, ვიდრე ოდესმე – მისი.
ჩემი სიტყვები ეტლესს წამით აჩუმებს. მერე თავს აქნევს
და კარისკენ მიემართება.
– არ მინდოდა, თავი უხერხულად გეგრძნო, – კარზე მანიშ-
ნებს, – უბრალოდ, ვცდილობდი იმ ზრუნვისთვის სამაგიერო
გადამეხადა, ჩემ მიმართ რომ იჩენდი!
წამით ვუყურებ, არ ვიცი მისი სიტყვები როგორ მივიღო,
შინაგანად ისევ ბრაზობს, ვხედავ ამას, მაგრამ გარეგნულად
მშვიდი და თავშეკავებულია. საშუალებას მაძლევს საპირფა-
რეშოდან გავიდე, მეც წინ მივიწევ, საკეტს ვწვდები და კარს ვა-
ღებ.
სწორედ ამ დროს ყვირილი აღმომხდება, რადგან რაილის
ვხედავ. სწრაფად ვიხედები უკან და ვამჩნევ, როგორ გადის
ეტლესი გარეთ. რაილი დაბნეული მიყურებს ჯერ მე, შემდეგ
ეტლესს.
– რა ჯანდაბა ხდება, ლილი?
– რაილი, – ხმა მიკანკალებს. ღმერთო, ყველაფერი იმაზე
უარესადაა, ვიდრე მეგონა. ეტლესი ჩამივლის და სამზარეუ-
ლოსკენ აპირებს წასვლას, თითქოს რაილის ვერც კი ამჩნევს.
რაილი თვალს არ აშორებს მის ზურგს. სიარული განაგრძე,
ეტლეს!
მაგრამ ეტლესი სამზარეულოს კარამდე მიდის თუ არა,
ჩერდება.
არა, არა, სვლა განაგრძე!

192
ეს ყველაზე საშინელი წამია, რაც კი ოდესმე წარმომედგი-
ნა. ეტლესი ტრიალდება, რაილისკენ მოდის და პერანგის სა-
ყელოში სწვდება. რაილიც მაშინვე მიაწვება ეტლესს და კე-
დელზე მიანარცხებს. ახლა ეტლესი გაიწევს რაილისკენ და კე-
დელზე ააყუდებს.
– კიდევ თუ შეეხები ლილის, მოგაჭრი მაგ დედააფეთქე-
ბულ ხელებს და ყელში ჩაგჩრი, ახვარო!
– ეტლეს, შეჩერდი, – ვყვირი.
ეტლესი რაილისგან თავს ითავისუფლებს და უკან იხევს
დიდი ნაბიჯით, რაილი მძიმედ სუნთქავს, ეტლესს მკაცრ მზე-
რას არ აშორებს, შემდეგ მე მიყურებს.
– ეტლეს? – ისე იმეორებს ამ სახელს, თითქოს კარგად
ნაცნობია.
რატომ წარმოთქვამს რაილი ასე მის სახელს? ოდესმე სმე-
ნია? მისთვის ხომ ეტლესზე არასოდეს მომიყოლია!
თუმცა არა, მე ის ვახსენე.
იმ პირველ ღამეს, სახურავზე, ერთ-ერთ ჩემს შიშველ სი-
მართლეთაგანში.
რაილი ურწმუნოდ იცინის და ეტლესზე მანიშნებს:
– ეს ის ეტლესია? ის უსახლკარო ბიჭი, რომელთანაც სიბ-
რალულის გამო იწექი?
ო, ღმერთო!
დერეფანში მაშინვე იდღაბნება მუშტები, იდაყვები და ჩემი
კივილი მათ შესაჩერებლად. ორი ოფიციანტი შემორბის, ჩა-
მირბენენ და ისევე სწრაფად გააშველებენ, როგორც სწვდნენ
ერთმანეთს.
ეტლესს ვერ ვუყურებ, როგორ შევხედო მას შემდეგ, რაც
რაილიმ თქვა? ვერც რაილის ვუსწორებ მზერას, რადგან დარ-
წმუნებული ვარ, ყველაზე უარეს ვარიანტზე ფიქრობს ამწუ-
თას.
ბოლოს მოვახერხე და რაილის, რომელმაც ჩამიარა, თვა-
ლებში შევხედე. მისი მზერა მაშინებს. მასში ბრაზის ნასახიც
არ არის.
მხოლოდ ტკივილია. დიდი ტკივილი.

193
რაილი ჩერდება, თითქოს რაღაც უნდა მითხრას, მაგრამ
სახეზე იმედგაცრუება აწერია და რესტორანში ბრუნდება.
ბოლოს ეტლესსაც გავხედავ და მის სახეზეც იმედგაცრუე-
ბას ვკითხულობ. სანამ ავუხსნი, რას ნიშნავდა რაილის სიტ-
ყვები, ტრიალდება და მიდის, სამზარეულოს კარს აწვება, რომ
შეაღოს. მაშინვე რაილისკენ გავრბივარ. ის ქურთუკს იღებს
კაბინიდან და ისე მიემართება გასასვლელისკენ, არაფერს უხ-
სნის ელაიზასა და მარშალს.
ელაიზა მიყურებს და ხელით მანიშნებს, რა ხდებაო. მე
თავს ვიქნევ, საფულეს ვიღებ და ვეუბნები:
– გრძელი ამბავია, ხვალ დავილაპარაკოთ.
რაილის მივდევ, ის ავტოსადგომისკენ მიემართება. ვეწევი
მაშინ, როდესაც ჰაერის ჩასაყლაპად ჩერდება.
– ჩემი დედააფეთქებული მანქანით არ ვარ დღეს! – ყვი-
რის გაბრაზებული.
მე მანქანის გასაღებს ვიღებ საფულიდან, ის მოდის და გა-
საღებს ხელიდან მგლეჯს. ისევ უკან მივყვები. ამჯერად ჩემი
მანქანისკენ.
არ ვიცი, რა გავაკეთო. ვერ ვხვდები, უნდა თუ არა ჩემთან
დალაპარაკება. მან ხომ ეს-ესაა საპირფარეშოში დამინახა იმ
ბიჭთან ერთად, რომელიც მიყვარდა და შემდეგ უეცრად ეს ბი-
ჭი თავს დაესხა.
ღმერთო, რა ცუდია!
მანქანასთან რომ მივდივართ, რაილი მძღოლის მხარეს
ჯდება, მე გვერდითა სავარძლისკენ მიმითითებს და მეუბნება:
– ჩაჯექი, ლილი!
მთელი გზა არ მელაპარაკება. ერთხელ ვახსენებ მის სა-
ხელს, მაგრამ მოსმენაზე უარს ამბობს, ჩანს, მზად არ არის ახ-
სნა-განმარტებისთვის. მანქანას ჩემს ავტოფარეხში აყენებს,
გადმოდის და ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად გამეცა-
ლოს.
მანქანიდან გადმოვდივარ.
– ყველაფერი სულ სხვანაირადაა, რაილი, გეფიცები!

194
რაილი ჩერდება და როგორც კი შემომხედავს, გული მეპო-
ბა. მის თვალებში იმხელა ტკივილია ახლა… არადა, სულ ტყუ-
ილად, ყველაფერი გაუგებრობის ბრალია!
– ეს არ მინდოდა, ლილი, – მეუბნება, – არც სერიოზული
ურთიერთობის გაბმის მომხრე ვიყავი, არ მსურდა ცხოვრება
გამეუბედურებინა!
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ იმაზე ბრაზობს, რაც უბ-
რალოდ იფიქრა ჩვენზე, მაინც ვყვირი:
– კარგი, მაშინ წადი ჩემი ცხოვრებიდან!
– რაო?
ხელებს ვასავსავებ.
– არ მინდა, ტვირთად გექცე, რაილი, მაპატიე, ჩემი ყოფნა
შენს ცხოვრებაში ასე აუტანელი რომ არის!
რაილი წინ დგამს ნაბიჯს.
– ლილი, ამის თქმას სულ არ ვცდილობდი, – გაბრაზებუ-
ლი იქნევს ხელს, ჩემს მანქანას ეყრდნობა და გულხელდაკრე-
ფილი დგება. ხანგრძლივი დუმილია, ველოდები, რას იტყვის.
რაილის თავი აქვს ჩაქინდრული, მაგრამ მერე მაღლა სწევს
და მიყურებს.
– შიშველი სიმართლის დროა, ლილი, ახლა მხოლოდ ეს
მჭირდება შენგან, შეგიძლია მიპასუხო?
თავს ვუქნევ.
– იცოდი, იქ რომ მუშაობდა?
ტუჩებს ვკუმავ და მეც ხელებს ვიჯვარედინებ.
– ჰო, ვიცოდი, ამიტომაც არ მინდოდა იქ დაბრუნება, რა-
ილი, არ მინდოდა, ისევ გადავყროდი!
ჩემი პასუხი შვებას ჰგვრის და ოდნავ მშვიდდება. ხელებს
სახეზე ისვამს.
– უთხარი, წუხელ რა მოხდა? მოუყევი, რომ ვიჩხუბეთ?
მეც წინ ვდგამ ნაბიჯს და ვუარობ.
– არა, უბრალოდ, მიხვდა, ჩემი ნატკენი თვალი და შენი
შეხვეული ხელი შენიშნა!
რაილი ხმაურით სუნთქავს და ზემოთ, შენობის სახურავის-
კენ იყურება, ჩანს მეტისმეტად უმძიმს მომდევნო შეკითხვის
დასმა.

195
– რატომ იყავი მარტო მასთან ერთად საპირფარეშოში?
კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ წინ.
– შემომყვა. მის შესახებ არაფერი ვიცოდი, რაილი, არც კი
ვიცოდი, რესტორანი მისი თუ იყო, უბრალო ოფიციანტი მეგო-
ნა. ის აღარ არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, გეფიცები. უბრა-
ლოდ… – ხელებს ერთმანეთს ვატყუპებ და ხმას ვუწევ, – ორი-
ვე ძალადობრივ გარემოში ვიზრდებოდით, ჩემი სახე და შენი
შეხვეული ხელი რომ შენიშნა… ინერვიულა ჩემზე, სულ ესაა.
რაილი ხელებს პირზე იფარებს. მესმის, როგორ უშვებს
ამოსუნთქულ ჰაერს თითებს შუა, წელში სწორდება და ცდი-
ლობს მიხვდეს, რა ვუთხარი.
– ჩემი ჯერია, – მეუბნება.
მანქანას შორდება და იმ სამ ნაბიჯს დგამს ჩემკენ, რომე-
ლიც ერთმანეთს გვაშორებს.
– თუ არ გინდა ჩემთან ყოფნა… ახლავე მითხარი, ლილი,
რადგან მასთან ერთად რომ დაგინახე… გული მეტკინა. აღარ
მინდა, ოდესმე განვიცადო ეს. თუ ახლა ასე მტკივნეულია, მე-
შინია, რა იქნება, ასეთი რამ ერთი წლის შემდეგ რომ მოხდეს!
ვგრძნობ, როგორ მეღვრება ცრემლები ლოყაზე. ხელს
ხელზე ვადებ და თავს ვიქნევ.
– მე სხვა არავინ მინდა, რაილი, მხოლოდ შენ მსურხარ!
ასეთი ღიმილი არასოდეს შემინიშნავს სხვაზე, თავისკენ მიზი-
დავს და გულში მიკრავს. მეც, რაც შემიძლია, მაგრად ვეხუტე-
ბი, ის კი თავზე მკოცნის.
– მიყვარხარ, ლილი, ღმერთო, მიყვარხარ!
ხელს მაგრად ვუჭერ ხელზე და მხარზე ვკოცნი.
– მეც მიყვარხარ!
თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ გავაქრო ბოლო ორი დღე
ჩემი გონებიდან.
ეტლესი ცდება რაილის შეფასებისას.
უბრალოდ, მინდა იცოდეს, რომ შეცდა.

196
თავი მეთექვსმეტე

– იმის თქმა მინდა, რომ… მოკლედ, არ მინდა ეგოისტუ-


რად გამომივიდეს, მაგრამ შენ დესერტი არ გაგისინჯავს, ლი-
ლი! – გმინავს ელაიზა, – უგემრიელესი იყო!
– იქ აღარასოდეს დავბრუნდებით, – ვეუბნები, ის კი ბავ-
შვივით აბაკუნებს ფეხებს.
– მაგრამ…
– არა-მეთქი. პატივი უნდა ვცეთ შენი ძმის გრძნობებს!
ელაიზა გულხელდაკრეფილია.
– ვიცი, ვიცი. რა ჯანდაბად შეგიყვარდა ჰორმონებმოჭარ-
ბებულ თინეიჯერს ბოსტონის საუკეთესო შეფი?
– რომ გავიცანი, შეფი არ იყო!
– რაც იყო! – მეუბნება, შემდეგ ჩემი კაბინეტიდან გადის და
კარს მიკეტავს.
ტელეფონი ზუზუნებს, შეტყობინება მომდის.
რაილი: „5 საათი გავიდა. დაახლოებით 5 კიდევ დაგვრჩა.
ყველაფერი კარგად მიდის. ხელები მშვენივრად მაქვს!“
შვებამოგვრილი ვოხრავ. დარწმუნებული არ ვიყავი, ოპე-
რაციის ჩატარებას თუ შეძლებდა. ვიცოდი, რა მნიშვნელოვანი
იყო მისთვის ეს დღე, როგორ ელოდა მას, და ბედნიერი ვარ!
მე: „ყველაზე მტკიცე ხელები მთელ ბოსტონში!“
ლეპტოპს ვხსნი და ელექტრონულ ფოსტას ვამოწმებ. პირ-
ველივე „ბოსტონ გლოუბის“ მოთხოვნაა. წერილს ვხსნი, ჟურ-
ნალისტი მწერს, სურს, ინტერვიუ ჩაწეროს ჩემს მაღაზიასთან
დაკავშირებით. იდიოტივით ვიღიმი და პასუხის წერას ვიწყებ,
ამ დროს ელაიზა მიკაკუნებს კარზე, აღებს და თავს შემოყოფს.
– ჰეი! – მეძახის.
– ჰეი! – ვიმეორებ.
ელაიზა თითებს აკაკუნებს კარზე.
– გახსოვს, რამდენიმე წუთის წინ რომ მითხარი, „ბი აი-ბი-
ში“ არასოდეს დავბრუნდები, რადგან უსამართლობა იქნება
რაილის მიმართ, ეს რესტორანი ხომ ჩემი თინეიჯერობის
დროინდელი შეყვარებულისააო?
სკამის საზურგეს ვეყრდნობი.

197
– რა გინდა, ელაიზა?
ელაიზა ცხვირს იჭმუხნის და მეუბნება:
– უსამართლობა იქნება იმ რესტორანში მისვლა მფლობე-
ლის გამო, მაგრამ ეს მფლობელი თუ აქ გვეწვია, სამართლი-
ანია?
რაო?
ლეპტოპს ვხურავ და ვდგები.
– ამას რატომ ამბობ, მართლა აქაა?
ელაიზა თავს მიქნევს, კაბინეტში შემოდის და კარს კეტავს.
– ჰო, აქაა, შენ გკითხულობს, ვიცი, ჩემი ძმის შეყვარებუ-
ლი ხარ, მე კი ბავშვს ველოდები, მაგრამ ნუთუ არ შეიძლება
მდუმარედ დავტკბეთ ამ მამაკაცის სრულყოფილებით?
ელაიზა მეოცნებე მზერას მაგებებს, მე კი თვალებს ვატრი-
ალებ.
– ელაიზა!
– ეს თვალები… – ამბობს ელაიზა, კარს აღებს და გადის.
მე უკან მივყვები და ვხედავ, როგორ მიყურებს ეტლესი, – უკვე
აქაა, – მამცნობს ელაიზა, – პალტო ხომ არ გამოგართვათ? –
ეუბნება ეტლესს.
პალტოს არასოდეს ვართმევთ ხოლმე მაღაზიაში შემოსუ-
ლებს.
ეტლესი მაღაზიას ათვალიერებს. მერე ელაიზას ხედავს,
რომელიც ხელს უწვდის ჩამოსართმევად.
– არა, გმადლობთ, დიდხანს არ გავჩერდები!
ელაიზა დახლს ეყრდნობა.
– რამდენ ხანსაც გსურთ, იმდენ ხანს დარჩით. დამატებით
სამსახურს ხომ არ ეძებთ? ლილის კიდევ სჭირდება თანამ-
შრომლები და ისეთი ადამიანი გვინდა ვიპოვოთ, რომელიც
მძიმე ნივთების აწევას შეძლებს. მოქნილობაა საჭირო, ბევ-
რჯერ დახრაც არ უნდა გაუჭირდეს.
ელაიზას თვალებმოჭუტული ვუყურებ და კბილებში ვცრი:
– საკმარისია!
ელაიზა უცოდველი სახით იჩეჩს მხრებს. მე ეტლესს კაბი-
ნეტის კარს ვუღებ, მაგრამ პირდაპირ შეხედვას გავურბივარ.

198
წუხანდლის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ არც
ბრაზი გამნელებია და სიტყვებს ვეძებ.
მაგიდასთან ვბრუნდები და ვჯდები, არგუმენტს ვამზადებ,
მაგრამ თავს ავწევ თუ არა, მაშინვე ვჩუმდები.
ეტლესი იღიმის, თვალს მოატარებს ოთახს, ჩემ წინ ჯდება
და ამბობს:
– წარმოუდგენელია, ლილი!
ხანმოკლე პაუზის შემდეგ ვეუბნები:
– გმადლობ!
ეტლესი მიღიმის, ჩემით ამაყობს, შემდეგ ჩანთას დებს მა-
გიდაზე და ჩემკენ გამოაჩოჩებს.
– საჩუქარია, – მეუბნება, – მოგვიანებით გახსენი!
რატომ ყიდულობს ჩემთვის საჩუქრებს? მას ხომ შეყვარე-
ბული ჰყავს. მეც შეყვარებული მყავს. ჩვენმა წარსულმა ისე-
დაც საკმარისი პრობლემები შემიქმნა აწმყოში. ნამდვილად
არ მჭირდება, საჩუქარმა კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია.
– რატომ ყიდულობ ჩემთვის საჩუქრებს, ეტლეს?
ეტლესი ჩემკენ იხრება.
– რამდენიმე წლის წინ გიყიდე, ვინახავდი იმ იმედით, რომ
ოდესმე შემთხვევით გნახავდი.
ყურადღებიანი ეტლესი, არ შეცვლილა, დალახვროს ეშ-
მაკმა!
საჩუქარს ვიღებ და ჩემი მაგიდის უკან, იატაკზე ვდებ.
ვცდილობ მივხვდე, რატომ ვარ დაძაბული, მაგრამ არ გამომ-
დის, ყველაფერი მძაბავს მისი.
– ბოდიშის მოსახდელად მოვედი!
ხელით ვანიშნებ, საჭირო არ არის-მეთქი.
– არა უშავს, გაუგებრობა მოხდა. რაილი მშვენივრად
გრძნობს თავს!
ეტლესი ჩუმად იცინის.
– ბოდიშს სხვა რამის გამო გიხდი, შენი დაცვის გამო მო-
ბოდიშებას არ ვაპირებ.
– არ მიცავდი, – ვეუბნები, – დასაცავი არაფერი მქონდა!

199
ეტლესი თავს ხრის და ისეთ სახეს იღებს, როგორითაც წუ-
ხელ მიყურებდა. მაგრძნობინებს, რამდენადაა ჩემით იმედ-
გაცრუებული. ეს საოცრად მტკენს გულს.
– აბა, რისთვის მიხდი ბოდიშს?
ცოტა ხანს ჩუმადაა და ფიქრობს.
– მინდა იმისთვის მოგიხადო ბოდიში, წუხელ დედას რომ
შეგადარე. ვიცი, გული გატკინე და მაპატიე!
რატომღაც მეტირება, როდესაც მის გვერდით ვარ, მასზე
რომ ვფიქრობ, მასზე ვკითხულობ. თითქოს ისევ ემოციურად
ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული და ვერ ვხვდები, რო-
გორ უნდა გადავჭრა ეს სიმები.
ეტლესი ჩემს მაგიდას უყურებს, ხელს მაგიდისკენ გაიწ-
ვდენს და სამ ნივთს იღებს: კალამს, წებოვან ბარათსა და მო-
ბილურს. შემდეგ წერას იწყებს წებოვან ბარათზე. რომ დაას-
რულებს, მობილურის ჩასადებს ხსნის, შიგ ბარათს დებს და
ისევ ხურავს. ბოლოს ტელეფონს მაგიდაზე აბრუნებს. ჯერ მო-
ბილურს შევცქერი, მერე – ეტლესს. ის კალამსაც მაგიდაზე
დებს.
– ჩემი მობილურის ნომერი ჩაგიწერე, მალულად შეინახე
იმ შემთხვევისთვის, თუ ოდესმე დაგჭირდება!
ამ ჟესტზე ვკრთები. სულაც არ იყო აუცილებელი.
– არ დამჭირდება!
– იმედი მაქვს, – კარისკენ მიდის და სახელურს ჰკიდებს
ხელს. მე კი ვიცი, რომ ეს ჩემი ერთადერთი შანსია ვუთხრა,
რაც მაქვს სათქმელი, სანამ ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ
წავა.
– ეტლეს, მოიცადე!
ისე სწრაფად ვდგები, რომ სკამი იატაკზე გაცურდება და
კედელს მიეხლება. ეტლესი სანახევროდ ტრიალდება და მი-
ყურებს.
– რაილიმ რა გითხრა წუხელ? მე არასოდეს… – ნერვიუ-
ლად ვისვამ ხელს ყელზე. ვგრძნობ, გული ყელში მებჯინება, –
მითქვამს მისთვის რამე. უბრალოდ, გულნატკენი და განერ-
ვიულებული იყო და არასწორად გაიგო ჩემ მიერ დიდი ხნის
წინ ნათქვამი რამდენიმე სიტყვა.

200
ეტლესს ცალყბად ეღიმება და ვერ ვხვდები, ეცინება თუ
ბრაზობს. მერე თვალებში შემომხედავს:
– დამიჯერე, ლილი, ვიცი, რომ ჩემთან სიბრალულის გამო
არ ყოფილხარ!
ეტლესი კარისკენ მიემართება, მისი სიტყვები კი მაიძუ-
ლებს დავჯდე.
თუმცა… ჩემი სკამი ადგილზე აღარ დგას, კაბინეტის მეორე
ბოლოშია, მე კი ძირს ვეცემი.
ელაიზა შემორბის, მე კი მაგიდის უკან, ზურგზე ვგდივარ.
– ლილი! – მორბის და თავზე მადგება, – კარგად ხარ?
ცერა თითს ვწევ.
– შესანიშნავად, უბრალოდ, სკამი გამომეცალა ფეხქვეშ!
ელაიზა მოდის და წამოდგომაში მეხმარება.
– რა უნდოდა?
კარისკენ ვიხედები და სკამს ადგილზე ვაბრუნებ, შემდეგ
ვჯდები და მობილურს დავცქერი.
– არაფერი, ბოდიში მომიხადა!
ელაიზა ოხრავს და კარისკენ იხედება.
– გამოდის, სამსახურს არ ეძებდა, არა?
ელაიზას ამ უნარს ვერაფრით დავუკარგავ, რაც არ უნდა
დაძაბული ვიყო ემოციურად, მაინც ახერხებს გამაცინოს.
– ახლავე დაუბრუნდი სამუშაო ადგილს, სანამ ხელფასი
გამოგიქვითე!
იცინის და გასვლას აპირებს. კალამს მაგიდაზე ვაკაკუნებ,
შემდეგ ვეძახი:
– ელაიზა, მოიცადე!
– ვიცი, – მაწყვეტინებს, – რაილიმ არ უნდა შეიტყოს ამ ვი-
ზიტის შესახებ. საჭირო არ არის ამის შეხსენება!
ვიღიმი.
– გმადლობ! – ელაიზა კარს კეტავს.
ვდგები და ჩანთას ვიღებ, რომელშიც სამი წლის წინ ნაყი-
დი საჩუქარი დევს. მაშინვე ვხვდები, რომ წიგნია, რომელიც
ქაღალდშია შეხვეული. შესახვევ ქაღალდს მოვახევ და ისევ
ვჯდები.

201
წიგნის ყდაზე ელენ დეჯენერისის სურათია. სათაურს დავ-
ცქერი – „სერიოზულად… ვხუმრობ!“ ჰქვია. ვიცინი, წიგნს
ვხსნი, ავტოგრაფს ვათვალიერებ და ხმადაბლა ვკივი. თან თი-
თებს ვუსვამ წარწერას:
„ლილი, ეტლესი მეუბნება, „უბრალოდ, ცურვა გააგრძე-
ლე“ წააწერეო! ელენ დეჯენერისი“.
ახლა ხელმოწერას ვეფერები თითებით და ისე ვიქცევი,
თითქოს ყდას ვუყურებ და ვტირი.

202
თავი მეჩვიდმეტე

შინ საღამოს შვიდი საათის შემდეგ მივდივარ. რაილიმ ერ-


თი საათის წინ დამირეკა და მითხრა, ამაღამ ვერ მოვალო.
კრანიორაღაც (ზუსტად აღარ მახსოვს ეს გრძელი სიტყვა)
წარმატებულად წარიმართა, მაგრამ საავადმყოფოში მიწევს
დარჩენა ღამით, რამე გართულება რომ არ მოჰყვესო.
ჩემი მშვიდი ბინის კარს ვაღებ. მშვიდ პიჟამას ვიცვამ. მსუ-
ბუქ სენდვიჩს მივირთმევ, ვწვები ჩემს მშვიდ საძინებელში და
ჩემს ახალ, მშვიდ წიგნს ვიღებ, იმედი მაქვს, ემოციებიც მშვი-
დი მექნება.
და მართლაც, სამი საათის შემდეგ, როდესაც წიგნის დიდი
ნაწილი უკვე წაკითხული მაქვს, ბოლო რამდენიმე დღის ემო-
ციისგან ვიცლები. სანიშნს ვდებ წიგნში, კითხვას ვწყვეტ და
ვხურავ.
დიდხანს ვუყურებ წიგნს. რაილიზე ვფიქრობ. ეტლესზე
ვფიქრობ. ვფიქრობ იმაზე, რომ რაც უნდა დარწმუნებული იყო
იმაში, ჩემი ცხოვრება გარკვეული გზით მიემართებაო, ეს თავ-
დაჯერებულობა უმალ შეიძლება გადარეცხოს ოდნავ შეც-
ვლილმა დინებამ. ეტლესის ნაყიდ წიგნს კარადაში ვინახავ
ჩემს დღიურებთან. შემდეგ იმ დღიურთაგან ერთ-ერთს, მოგო-
ნებებით სავსეს, ხელს ვკიდებ და ვიცი, ბოლო ჩანაწერის წა-
კითხვის დრო დადგა. ამის შემდეგ წიგნს საბოლოოდ ვხურავ.

„ძვირფასო ელენ
თითქმის ყოველთვის მადლობელი ვარ თქვენი, რომ არ
იცით ჩემი არსებობის შესახებ და რომ არასოდეს გამომიგზავ-
ნია ის წერილები, რომლებსაც გწერთ.
მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით ამაღამ, მინდა თქვენთან
რეალური ურთიერთობა მქონდეს. უბრალოდ, ვიღაც მჭირდე-
ბა, ვისაც გავანდობ ჩემს გრძნობებს. ექვსი თვეა, რაც უკანას-
კნელად ვნახე ეტლესი და არ ვიცი, სად არის ან რას აკეთებს.
იმდენი რამ მოხდა თქვენდამი მოწერილი ბოლო წერილის

203
შემდეგ… ეტლესი ბოსტონში გადავიდა… ვიფიქრე, უკანასკნე-
ლად ვნახე მაშინ, მაგრამ ასე არ ყოფილა.
ეტლესს, მისი გამგზავრებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ
ისევ შევხვდი. დაბადების დღე მქონდა, თექვსმეტი წლის ვხდე-
ბოდი, როდესაც გამოჩნდა და ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო
დღე აღმოჩნდა.
ამავდროულად, ყველაზე უარესიც.
დაახლოებით ორმოცდაორი დღე იქნებოდა გასული, რაც
ეტლესი ბოსტონში გაემგზავრა. ყოველ დღეს ვითვლიდი,
თითქოს ეს რამეში დამეხმარებოდა. ამან სასო წარმიკვეთა,
ელენ… ახლაც სასოწარკვეთილი ვარ. ადამიანები ამბობენ,
თინეიჯერებს არ შეუძლიათ დიდებივით სიყვარულიო, ნაწი-
ლობრივ ამის მჯეროდა, მაგრამ მე დიდი არ ვარ, შედარება
რომ გავაკეთო. მიუხედავად ამისა, მჯერა, განსხვავება ნამ-
დვილად არის, დარწმუნებული ვარ, ორი ზრდასრულის სიყვა-
რული უფრო სავსეა, ვიდრე ორი თინეიჯერის, ალბათ მეტი
სიმწიფე, მეტი პატივისცემა, მეტი პასუხისმგებლობაა, მაგრამ
მიუხედავად ამისა, სისავსესა და ასაკს რომ თავი დავანებოთ,
ვიცი, რომ სიყვარულს ორივე შემთხვევაში თანაბარი წონა
აქვს. ამ წონას მხრებზე გრძნობ, მუცელში, გულში და ასაკს არ
აქვს მნიშვნელობა. ჩემი გრძნობებიც ეტლესის მიმართ საკმა-
ოდ მძიმეა. ყოველ ღამით ჩუმად ვტირი და ვჩურჩულებ, „უბ-
რალოდ, ცურვა გააგრძელე!“, მაგრამ თანდათან უფრო ძნე-
ლი ხდება ცურვა, როდესაც გრძნობ, რომ ღუზა უკვე ჩაუშვი
წყალში.
ახლა, ამაზე რომ ვფიქრობ, მგონია, რომ დარდის ყველა
სტადიას გავდივარ: უარყოფას, ბრაზს, გარიგებას, სასოწარ-
კვეთასა და მიღებას. იმ ღამეს, თექვსმეტი წლის რომ გავხდი,
ღრმა დეპრესია დამეუფლა. დედამ ყველაფერი გააკეთა, ეს
დღე რომ გაელამაზებინა ჩემთვის. მებაღეობისთვის საჭირო
იარაღი მიყიდა, საყვარელი ნამცხვარი გამომიცხო და ორივე
ერთად წავედით სავახშმოდ რესტორანში, მაგრამ ლოგინში
შევწექი თუ არა, ნაღველი ვერაფრით მოვიშორე.
ვტიროდი, ფანჯარაზე კაკუნი რომ გავიგონე. თავიდან მე-
გონა, რომ წვიმა დაიწყო, თუმცა მერე ხმა შემომესმა. წამოვ-

204
ხტი და ფანჯარას მივვარდი გულამოვარდნილი. ეტლესი სიბ-
ნელეში იდგა და მიღიმოდა. ფანჯარა ავწიე და ოთახში შემო-
ვუშვი. ეტლესმა გულში ჩამიკრა და დიდხანს ვყავდი ასე, სანამ
ვტიროდი.
ეტლესს ისეთი სასიამოვნო სუნი ასდიოდა! გულში სანამ
ვყავდი ჩაკრული, მივხვდი, რომ იმ ექვს კვირაში, რაც არ მე-
ნახა, წონაში მოემატა. ბოლოს განზე გამწია და ლოყებზე ჩა-
მოგორებული ცრემლები მომწმინდა.
– რატომ ტირი, ლილი?
უხერხულობა ვიგრძენი ტირილის გამო. მთელი თვე ვტი-
როდი, უფრო მეტს, ვიდრე ერთად აღებული მიტირია მთელ
ჩემს ცხოვრებაში. ალბათ თინეიჯერი გოგონას მოჭარბებული
ჰორმონების ან იმ სტრესის ბრალი იყო, დედაჩემის მიმართ
მამაჩემის მოპყრობა რომ განაპირობებდა, ამას კიდევ ეტ-
ლესთან დამშვიდობება დაემატა.
იატაკიდან პერანგი ავიღე და თვალები შევიმშრალე. შემ-
დეგ ორივე ლოგინზე ჩამოვსხედით. ეტლესმა ისევ გულში ჩა-
მიხუტა და საწოლის საზურგეს მიეყრდნო.
– აქ რას აკეთებ? – ვკითხე.
– შენი დაბადების დღეა, – მითხრა, – შენ კი ისევ ჩემი საყ-
ვარელი ადამიანი ხარ. მომენატრე!
დაახლოებით ათი საათი იქნებოდა, რომ მოვიდა, მაგრამ
იმდენი ვისაუბრეთ, მეორედ რომ შევხედე საათს, შუაღამეს
გადაშორებული იყო. არც კი მახსოვს, რაზე ვილაპარაკეთ, სა-
მაგიეროდ მახსოვს, რას ვგრძნობდი. ეტლესი ისეთი ბედნიე-
რი ჩანდა, ისე უბრწყინავდა თვალები, როგორც არასდროს.
თითქოს ბოლოს ეპოვა თავისი სახლი.
მითხრა, რაღაც უნდა გითხრაო და ხმა დაუსერიოზულდა.
მუხლებზე ისე დამისვა, რომ თვალებში მეყურებინა, სურდა
ასე მოეყოლა ყველაფერი. მე ვიფიქრე, მეტყვის, რომ შეყვა-
რებული ჰყავს ან მალე ჯარში მიდის-მეთქი, მაგრამ იმან, რაც
მიამბო, თავზარი დამცა.
პირველ ღამეს, იმ ძველ სახლში რომ შესულა ეტლესი,
თურმე დასარჩენ ადგილს სულაც არ ეძებდა.
თავის მოკვლას აპირებდა.

205
პირი ხელზე ავიფარე, რადგან არც კი ვიცოდი, ყველაფერი
ასე ცუდად თუ იყო, არ მეგონა, სიცოცხლე თუ აღარ სურდა.
– იმედია არასოდეს გამოცდი, რას ნიშნავს, თავს მარტო
გრძნობდე, ლილი, – მითხრა.
შემდეგ განაგრძო, იმ ძველ სახლში რომ მივედი, სასტუმ-
რო ოთახის იატაკზე დავჯექი და მაჯასთან სამართებელი მივი-
ტანეო. სწორედ მაშინ, როდესაც სამართებელი უნდა დაესვა
ხელზე, შუქი ანთებულა ჩემს საძინებელში.
– იქ შენ იდექი ანგელოზივით, ზეციური შუქი განათებდა, –
მითხრა, – დაგინახე და თვალი ვერ მოგწყვიტე!
თურმე ცოტა ხანს მიყურა, როგორ დავდიოდი საძინებელ-
ში, დაინახა, როგორ წამოვწექი და დღიურის წერა დავიწყე.
ამის შემდეგ სამართებელი ხელიდან გაუგდია, მითხრა, თვე-
ები იყო გასული, რაც მსგავსი რამ არ განმეცადაო. ჩემს ყურე-
ბას გონს მოუყვანია. მართალია, ბოლომდე ვერ გამოსულა
მდგომარეობიდან, მაგრამ ჩემი დანახვა საკმარისი აღმოჩე-
ნილა, რომ იმ ღამით თვითმკვლელობაზე აღარ ეფიქრა.
ერთი თუ ორი დღე რომ გავიდა იმ ამბიდან, მე მას საჭმელი
დავუტოვე პარმაღზე… დანარჩენი ისედაც იცით.
– შენ მე სიკვდილს გადამარჩინე, ლილი, – მითხრა, – თა-
ნაც ისე, რომ არც კი გიცდია!
ჩემკენ დაიხარა და მხარსა და ყელს შორის, იმ ადგილას
მაკოცა, სადაც ყოველთვის მკოცნიდა ხოლმე. მესიამოვნა.
ჩემს სხეულზე ბევრი არასოდეს მიფიქრია, მაგრამ ეს ადგილი,
ლავიწის ძვალთან, ჩემი სხეულის უსაყვარლესი ნაწილი გახ-
და.
ეტლესმა ხელი მომკიდა და მითხრა, იმაზე უფრო ადრე მი-
წევს ჯარში წასვლა, ვიდრე ვგეგმავდი, მაგრამ არ მინდოდა
ისე წავსულიყავი, შენთვის მადლობა არ გადამეხადაო, ოთ-
ხწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და არ მინდოდა იმ თექ-
ვსმეტი წლის გოგოდ დარჩენილიყავი, რომელიც ისე ელოდე-
ბა შეყვარებულს, რომ არც კი იცის, ოდესმე ნახავს ან გაიგებს
თუ არა მის შესახებ რამესო.

206
ამის შემდეგ, ისევ რომ განაგრძო საუბარი, ცისფერ თვა-
ლებში ცრემლები ჩაუდგა და ისინი მთლად გამჭვირვალე გა-
უხდა:
– ლილი, ცხოვრება უცნაური რამაა, ჩვენ ხომ მრავალი წე-
ლი გვიწევს სიცოცხლე, ამიტომ ეს წლები ისე უნდა განვლი-
ოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავრწმუნდეთ მათ სისავ-
სეში. დრო არ უნდა დავხარჯოთ ისეთ რამეზე, რაც ალბათ ძა-
ლიან გვიან ან არასოდეს მოხდება.
ვიცი, ამას რატომ მეუბნებოდა. ჯარში მიდიოდა და არ უნ-
დოდა დავლოდებოდი. არ მშორდებოდა, რადგან ერთადაც კი
არ ვიყავით. უბრალოდ, ორი ადამიანი ერთმანეთს გვერდში
საჭიროების ჟამს ამოვუდექით და გზად ჩვენი გულები შეერ-
თდა.
რთული ამბავი იყო. ის ადამიანი მიშვებდა, რომლისთვის
ხელი ჯერ არ ჩამეკიდა. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც
ერთად გავატარეთ, ორივემ ვიცოდით, რომ ერთად ყოფნა არ
გვეწერა. ვერც კი ვხვდები, ასე რატომ ხდებოდა, რადგან მაინც
იოლად შემეძლო მისი შეყვარება. ვფიქრობ, ჩვეულებრივ სი-
ტუაციაში, ნორმალური თინეიჯერებივით, ერთად ვიქნებო-
დით, ეტლესს მშობლებთან ერთად, თავის სახლში რომ ეც-
ხოვრა, წყვილად შევდგებოდით. ყველაფერი იოლად მოხდე-
ბოდა და არასოდეს გვექნებოდა ისეთი ცხოვრება, რომელშიც
ზოგჯერ ბოროტება ერევა.
არც კი მიცდია იმ ღამით მისთვის რამე გადამეფიქრებინა.
ვგრძნობ, ჩვენ შორის ისეთი კავშირია, რომელსაც ჯოჯოხე-
თის ცეცხლიც კი ვერ მოერევა. ვგრძნობ, შეუძლია წავიდეს
ჯარში, მე კი წლებს ასე, თინეიჯერობაში გავატარებ და როდე-
საც შესაფერისი დრო მოვა, ყველაფერი თავის ადგილას დად-
გება.
– მინდა აღგითქვა, – მითხრა, – რომ როდესაც ცხოვრებას
ისე გავიუმჯობესებ, რომ შევძლებ შენც მის ნაწილად გაქციო,
დავბრუნდები და გიპოვი, მაგრამ არ მინდა მელოდო, რადგან
ეს არ უნდა მოხდეს!
მე არ მომეწონა ეს აღთქმა, რადგან ის ერთ ან ორ რამეს
ნიშნავდა.

207
პირველი – ეტლესი ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა არმი-
იდან, ან ვერასოდეს ექნებოდა იმდენად კარგი ცხოვრება,
რომ შეძლებდა მისი ნაწილი გავეხადე.
მისი ცხოვრება ჩემთვის ისედაც საკმარისად კარგი იყო,
მაგრამ თავი დავუქნიე და ძალით გავუღიმე.
– თუ შენ არ დაბრუნდები და არ მიპოვი, მე გიპოვი, და ეს
მშვენიერი იქნება, ეტლეს კერიგან!
ეტლესს ჩემს მუქარაზე გაეცინა.
– ჰმ, არ იქნება ძნელი ჩემი პოვნა, მარტივად მიხვდები,
სად ვიქნები.
გავუღიმე.
– იქ, სადაც ყველაფერი უკეთაა!
მანაც გამიღიმა.
– ბოსტონში!
და მაკოცა.
ელენ, ვიცი, თქვენ ზრდასრული ადამიანი ხართ და მიხ-
ვდებით, კოცნას რაც მოჰყვებოდა, მაგრამ მეუხერხულება
იმის მოწერა, თუ რა მოხდა ჩვენ შორის იმ ორიოდ საათში.
მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ბევრი ვკოცნეთ ერთმანეთი, ბევ-
რი ვიცინეთ, ბევრი ვისიყვარულეთ, ბევრი ვისუნთქეთ, ძალი-
ან ბევრი, ორივეს პირზე გვქონდა ხელი აფარებული და ვცდი-
ლობდით, ისე არ გვეხმაურა, რომ ვინმეს გამოვეჭირეთ.
ყველაფერი რომ დასრულდა, ეტლესმა ისევ მიმიზიდა, კა-
ნი კანს შეეხო, ხელი – გულს, ბოლოს ისევ მაკოცა, თვალი
თვალში გამიყარა და მითხრა:
– მე შენ მიყვარხარ, ლილი, ყველაფერი მიყვარს შენში,
მიყვარხარ!
ვიცი, ამ სიტყვებს ხშირად ამბობენ, განსაკუთრებით თი-
ნეიჯერები, დროდადრო იმეორებენ ისე, რომ დიდ მნიშვნე-
ლობას არ ანიჭებენ, მაგრამ როდესაც ეტლესმა მითხრა, ვი-
ცოდი, რომ უბრალოდ კი არ ვუყვარდი, ეს სულ სხვა „მე შენ
მიყვარხარ“ იყო.
წარმოიდგინეთ ყველა ის ადამიანი, რომელსაც ცხოვრება-
ში ხვდებით. ისინი ძალიან ბევრნი არიან და ისე გვიახლოვდე-
ბიან და გვშორდებიან, როგორც ტალღები მიმოქცევისას.

208
რამდენიმე ტალღა უფრო დიდია და უფრო მეტ ზიანს გვაყე-
ნებს, ვიდრე დანარჩენი. რამდენჯერმე ტალღას ზღვის სიღ-
რმიდან რაღაცები ამოაქვს და სანაპიროზე მიმოფანტავს. სი-
ლაზე ანაბეჭდები რჩება, რაც ამტკიცებს, რომ ოდესღაც ტალ-
ღამ ამა თუ იმ ადგილს მიაღწია და შემდეგ უკან დაიხია.
ასე იყო, როდესაც ეტლესი მეუბნებოდა „მე შენ მიყვარ-
ხარ“. უნდოდა სცოდნოდა, რომ მე ყველაზე დიდი ტალღა ვი-
ყავი მის ცხოვრებაში, რომ ჩემთან მიღებული შთაბეჭდილებე-
ბი ყოველთვის მასთან დარჩებოდა, მაშინაც კი, როდესაც
ტალღა უკან დაიხევდა.
რომ მითხრა, მიყვარხარო, დააყოლა, დაბადების დღის სა-
ჩუქარი მაქვს შენთვისო და პატარა, ყავისფერი პარკი ამოაძ-
ვრინა ჯიბიდან.
– ბევრი არაფერია, მაგრამ მეტის საშუალება არ მქონდა!
პარკი გავხსენი და საუკეთესო საჩუქარი ამოვიღე, რაც კი
ოდესმე მიმიღია. მაგნიტი იყო, რომლის ზედა კუთხეში „ბოს-
ტონი“ ეწერა, ქვემოთ კი, ციცქნა ასოებით: „სადაც ყველაფერი
უკეთესია!“ ეტლესს ვუთხარი, ამ საჩუქარს სამუდამოდ შევი-
ნახავ და როგორც კი დავხედავ, შენ გამახსენდები-მეთქი.
ამ წერილის დასაწყისში მოგწერეთ, ჩემი მეთექვსმეტე და-
ბადების დღე საუკეთესო იყო ჩემთვის-მეთქი, მოგწერეთ,
რადგან ამ წამამდე მართლაც ასე იყო.
მომდევნო რამდენიმე წუთმა ყველაფერი შეცვალა. იმ ღა-
მით ეტლესი მოულოდნელად გამოჩნდა, ამიტომ კარის ჩა-
რაზვა არც მიფიქრია. მამაჩემს გაუგონია, რომ ვიღაცას ველა-
პარაკებოდი, კარი შემომიღო და ეტლესი რომ დაინახა ჩემ-
თან ერთად საწოლში, ისე გაბრაზდა, როგორც არასდროს. ეტ-
ლესიც არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან
იმისთვის, რაც შემდეგ მოხდა, მზად არ იყო.
სანამ ცოცხალი ვარ, ის წამები არასოდეს დამავიწყდება.
მამა ბეისბოლის ტაფელათი ხელში რომ შემოვიდა, სრულიად
უმწეო გავხდი, ერთადერთი, რაც გავიგონე, ძვლების მსხვრე-
ვის ხმა იყო, ის ხმა ჩემმა კივილმა გადაფარა.
დღემდე არ ვიცი, პოლიცია ვინ გამოიძახა, დარწმუნებული
ვარ, დედა იქნებოდა, მაგრამ იმ ღამიდან ექვსი თვე გავიდა და

209
ჯერ კიდევ არ მისაუბრია მასთან ამის შესახებ. პოლიცია რომ
შემოვიდა ჩემს საძინებელში და მამაჩემი მოაშორა ეტლესს,
ის ერთიანად დასისხლიანებული იყო.
ისტერიკაში ჩავვარდი, ისტერიკაში!
„სასწრაფოს“ მხოლოდ ეტლესის კი არა, ჩემი გადაყვანაც
მოუხდა საავადმყოფოში, რადგან სუნთქვა აღარ შემეძლო.
პირველი და უკანასკნელი პანიკური შეტევა დამემართა.
ჩემთვის არავის უთქვამს, ეტლესი სად წაიყვანეს ან რო-
გორ იყო. მამაჩემიც არ დაუპატიმრებიათ ჩადენილისთვის.
ხმები გავრცელდა, რომ ეტლესი უსახლკარო იყო და იმ ძველ
სახლს აფარებდა თავს. მამას ის, რაც ჩაიდინა, გმირობად ჩა-
უთვალეს, მან ხომ პატარა ქალიშვილი უსახლკარო ბიჭისგან
იხსნა, რომელმაც მისით მანიპულირება მოახერხა და მასთან
სექსუალური კავშირი დაამყარა.
მამამ მითხრა, უნდა გრცხვენოდეს, რადგან მთელი ქალა-
ქი ჭორაობს ახლა ჩვენს ოჯახზეო და მინდა გითხრათ, რომ ახ-
ლაც ჭორაობენ. დღეს, მაგალითად, გავიგონე, როგორ უთხრა
ვიღაცას კეიტიმ ჩემზე, ვაფრთხილებდი ეტლესთან დაკავში-
რებითო. თან დააყოლა, იმ ბიჭმა მაშინვე თვალი დაადგა ლი-
ლის და ვიცოდი, ამას კარგი არაფერი მოჰყვებოდაო. რა სისუ-
ლელეა. ეტლესი რომ ყოფილიყო ავტობუსში ჩემთან ერთად,
ალბათ გავჩუმდებოდი და ზრდასრული ადამიანივით მოვიქ-
ცეოდი, ისე, როგორც მან მასწავლა. ამის ნაცვლად ისე გავ-
ბრაზდი, კეიტს მივუბრუნდი და ჯოჯოხეთში წასულხარ-მეთქი,
მივაძახე, მერე დავამატე, ეტლესი საუკეთესო ადამიანი იყო,
ვისაც კი ვიცნობდი და თუ ოდესმე კიდევ იტყვი მასზე ცუდად
რამეს, იცოდე, ინანებ-მეთქი.
კეიტიმ თვალები აატრიალა და მომიგო:
– ღმერთმანი, ლილი, ტვინი გამოგირეცხა? ის ხომ ჭუჭყი-
ანი, ხელმრუდი, უსახლკარო ბავშვი იყო, რომელიც ალბათ
ნარკოტიკებსაც მოიხმარდა. გიყენებდა, შენგან მხოლოდ საჭ-
მელი და სექსი უნდოდა, შენ კი იცავ? – კეიტს ბედმა გაუღიმა,
რადგან ავტობუსი სწორედ ამ დროს გაჩერდა ჩემს სახლთან.
მაშინვე ზურგჩანთას დავავლე ხელი, ავტობუსიდან ჩავედი,
საძინებელში შევედი და სამი საათი ვტიროდი. ახლა თავი

210
მტკივა, მაგრამ ვიცი, ერთადერთი რამ, რაც ოდნავ მაინც მო-
მანიჭებს შვებას, ყველაფრის ქაღალდზე გადატანაა. ექვსი
თვე ვიკავებდი თავს მოწერისგან.
არ გეწყინოთ, ელენ, მაგრამ თავი ისევ მტკივა, გულიც, თა-
ნაც დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ. წერილის მოწერამ ვე-
რაფერი მიშველა!
ალბათ ცოტა ხანს შევისვენებ, წერილებს აღარ მოგწერთ.
ეს მიმოწერაც ეტლესს მაგონებს და კიდევ უფრო მტკივა გუ-
ლი. სანამ არ დამიბრუნდება, თავს მოვაჩვენებ ყველას, თით-
ქოს კარგად ვარ. თავს მოვაჩვენებ ხალხს, თითქოს ვცურავ,
სინამდვილეში კი ვიტივტივებ, უბრალოდ, თავი მექნება წყლი-
დან ამოყოფილი.
ლილი“

კიდევ ვფურცლავ დღიურს, მაგრამ შემდეგი გვერდი ცარი-


ელია. ეს უკანასკნელი წერილია, რომელიც ელენს მივწერე.
ამის შემდეგ აღარც ეტლესის შესახებ მსმენია რამე და ჩემი
არსების უდიდესი ნაწილი მას არც ადანაშაულებს ამაში. ის
ხომ ლამის ჩააკვდა ხელში მამაჩემს, პატიების ძალა როგორ
უნდა შერჩენოდა?!
ის კი ვიცი, რომ გადარჩა და ყველაფერი რიგზე ჰქონდა,
რადგან რამდენიმე წლის შემდეგაც კი ცნობისმოყვარეობამ
არ მომასვენა და ინტერნეტში ვიპოვე, თუმცა ბევრი ვერაფერი
შევიტყვე, მხოლოდ ის გავიგე, რომ გადარჩა და ჯარიდანაც
დაბრუნდა.
თუმცა ეტლესს ახლაც ვერ ვიგდებ თავიდან. დროთა გან-
მავლობაში უკეთ გავხდი, მაგრამ ზოგჯერ რაღაც მახსენებდა
მის თავს და თავზარს მცემდა. კოლეჯში სწავლიდან დაახლოე-
ბით ორი წლის შემდეგ სხვა ბიჭთან დავიწყე პაემნებზე სიარუ-
ლი და მივხვდი, რომ ეტლესით ჩემი ცხოვრება არ დასრულე-
ბულა. ის ალბათ ჩემი ცხოვრების ნაწილი უნდა გამხდარიყო,
ალბათ სიყვარული არ არის ის გრძნობა, რომელიც სრულ
ციკლს მოიცავს, მასაც აქვს მოქცევა და უკუქცევა, ხან მიდის,
ხანაც მოდის, ისევე, როგორც ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში.

211
კოლეჯში სწავლისას, ერთ განსაკუთრებულად მარტოსულ
ღამეს ავდექი და სვირინგის გასაკეთებლად წავედი სალონში,
იმ ადგილას, სადაც მკოცნიდა ხოლმე, ციცქნა გული ამოვის-
ვირინგე, ცერა თითის ანაბეჭდისხელა, ის ძალიან ჰგავს იმ
გულს, მუხის ხის ტოტისგან რომ გამომითალა ეტლესმა. ეს გუ-
ლიც არაა ბოლოსთან შეკრული. არ ვიცი, ეტლესმა ის გული
განზრახ გამოთალა თუ არა ასე, მაგრამ ჩემი გულიც ასეა მას-
ზე ფიქრისას. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მასშიც დარჩა
პაწაწინა ღიობი, საიდანაც ჰაერი გამოდის.
კოლეჯის დასრულების შემდეგ ბოსტონში გადმოვედი,
მაგრამ იმიტომ არა, რომ ეტლესის პოვნა მსურდა, უბრალოდ,
მინდოდა მენახა, ნამდვილად უკეთესად ვიქნებოდი თუ არა ამ
ქალაქში. პლეთორაში აღარაფერი დამრჩა, მინდოდა, რაც შე-
იძლება შორს ვყოფილიყავი მამაჩემისგან. მიუხედავად იმისა,
რომ ის ავად იყო და დედას ვეღარ აყენებდა ზიანს, მაინც სურ-
ვილს მიჩენდა, მხოლოდ მას კი არა, მთელ მენის შტატს გავ-
შორებოდი და ასეც მოვიქეცი. ეტლესი პირველად რომ ვნახე
იმ რესტორანში, იმდენი ემოცია მომეჯარა ერთბაშად, რომ
ვერც კი მივხვდი, რა ვიგრძენი. გამიხარდა, რომ ნამდვილად
კარგად იყო, მესიამოვნა, ჯანმრთელი რომ დავინახე, მაგრამ
მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ გული არ გამიტეხა იმან, რომ
არც კი უცდია პირობის შესრულება და ჩემი მოძებნა. მე ის მიყ-
ვარს. ახლაც მიყვარს და ყოველთვის მეყვარება. ის უზარმაზა-
რი ტალღა იყო, რომელმაც ჩემს ცხოვრებას დაღი დაასვა და
ამ სიყვარულის ტვირთს სიცოცხლის ბოლომდე ვიგრძნობ.
ამას უნდა შევეგუო.
მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. დღესაც კი, ჩემს
კაბინეტში რომ შემოვიდა, დიდხანს და ბევრი ვიფიქრე ჩვენზე.
ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრება ისე წარიმართა, როგორც უნდა
წარმართულიყო. მე რაილი მყავს, ეტლესს – თავისი შეყვარე-
ბული, ორივემ გავიკეთეთ კარიერა, რომელზეც ვოცნებობ-
დით. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ტალღაში არ მოვექეცით, არ
ნიშნავს, რომ ერთი ოკეანის ნაწილი არ ვართ.
რაილისთან სრულიად ახალ რამეს განვიცდი და ის ისეთი-
ვე ღრმაა, როგორიც ეტლესის შემთხვევაში იყო. მასაც ისევე

212
ვუყვარვარ, როგორც ეტლესს. ვიცი, ეტლესს რომ შესძლებო-
და ის უკეთ გაეცნო, დაინახავდა, სინამდვილეში როგორია და
გაიხარებდა ჩემი ბედნიერებით.
ზოგჯერ მოულოდნელი ტალღა გადაგვივლის, ქვეშ მოგ-
ვიქცევს და არ გვიშვებს. რაილი მოულოდნელი ტალღაა და
ახლა მის მშვენიერ ზედაპირზე ვლივლივებ.

213
ნაწილი მეორე

თავი მეთვრამეტე

– ო, ღმერთო, მგონი ახლა ვარწყევ! – რაილი ცერა თი-


თით მიწევს სახეს და მიღიმის, – კარგად იქნები, მორჩი ნერ-
ვიულობას! – ხელებს ვასავსავებ და ლიფტის ერთი ბოლოდან
მეორეს ვაწყდები, – თავს ვერაფერს ვუხერხებ, – ვეუბნები, –
მანერვიულებს, რაც შენ და ელაიზამ დედაშენზე მიამბეთ, –
თვალები მიფართოვდება და ხელს პირზე ვიფარებ, – ო,
ღმერთო, რაილი, რა მოხდება, იესოზე რომ დამისვას შეკით-
ხვა? მე ხომ ეკლესიაში არ დავდივარ, მოკლედ, ბიბლიას კი
ვკითხულობდი, პატარა რომ ვიყავი, მაგრამ მის შესახებ უმ-
ნიშვნელო შეკითხვასაც ვერ ვუპასუხებ. – რაილი იცინის,
გულში მიკრავს და თავზე მკოცნის, – იესოზე არ გაგიბამს საუ-
ბარს, უამისოდაც უყვარხარ, უბრალოდ, მათთანაც ისეთი იყა-
ვი, როგორიც სინამდვილეში ხარ! – თავს ვუქნევ.
– გასაგებია. ვფიქრობ შევძლებ ერთი დღე სრულიად ბუ-
ნებრივი ვიყო, კარგი?
კარი იღება, რაილის ლიფტიდან გავყავარ და ელაიზას ბი-
ნისკენ მიმიძღვის. უცნაურია, კარზე რომ აკაკუნებს, მაგრამ ის
ხომ აქ, პრაქტიკულად, აღარ ცხოვრობს. ბოლო რამდენიმე
თვეა, ნელ-ნელა ჩემთან გადმოვიდა. მთელი მისი ტანსაცმე-
ლი ჩემს ბინაშია, ტუალეტის ნივთებიც. გასულ კვირას ის უც-
ნაური, გადღაბნილი ფოტოც გადმოიტანა და საძინებელში და-
კიდა, ამის შემდეგ უკვე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ
ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად.
– იცის, ერთად რომ ვცხოვრობთ? – ვეკითხები, – წინააღ-
მდეგი არ არის? ჩვენ ხომ დაქორწინებულები არ ვართ. თან
ყოველ კვირას ეკლესიაში დადის. ო, არა, რაილი, ხომ შეიძ-
ლება, დედაშენმა ღვთისმგმობელ კახპად ჩამთვალოს! – რა-

214
ილი თავს შეყოფს კარში, მეც ვტრიალდები და დედამისს ვხე-
დავ, რომელიც ცოტა არ იყოს, თავზარდაცემული ჩანს.
– დედა, – ეუბნება რაილი, – გაიცანი, ლილი, ღვთისმგმო-
ბელი კახპა!
ო, ღმერთო! რაილის დედა მეხვევა და მისი სიცილი ისაა,
რაც ამწამს მჭირდება.
– ლილი, – მეუბნება, ცდილობს შორს დამაყენოს და კარ-
გად შემათვალიეროს, – საყვარელო, სულაც არ მიმაჩნიხარ
ღვთისმგმობელ კახპად, ის ანგელოზი ხარ, რომელიც, ჩემი
ათწლიანი გამუდმებული ლოცვის შედეგად, რაილის კალთა-
ში ჩაუფრინდა!
რაილის დედა ბინაში მიმიძღვის. რაილის მამაც გულში
მიკრავს.
– არა, ნამდვილად არ ხარ ღვთისმგმობელი კახპა, – მეუბ-
ნება, – მაშინ მარშალზე რა ვთქვა? მან ხომ ჩემს პატარა გო-
გოს მაშინ დაადგა კბილი, როცა ჯერ მხოლოდ ჩვიდმეტი წლის
იყო! – მარშალს უყურებს, რომელიც ტახტზე ზის. მარშალი
იცინის.
– ცდებით, ექიმო კინკეიდ, კბილი პირველად ელაიზამ და-
მადგა, მე სხვა გოგო მყავდა საკბილოდ შერჩეული, ის, რო-
მელსაც „ჩიტოსის“ გემო… – ელაიზა ამ სიტყვებზე მუჯლუგუნს
ჰკრავს მარშალს და ისიც ორად იკეცება. მერე ყველანაირი
შიში მიქრება. რაილის შესანიშნავი, ნორმალური მშობლები
ჰყავს, „კახპას“ ჩვეულებრივ წარმოთქვამენ და მარშალის
ხუმრობებზე იცინიან. უკეთესს ვერც ვინატრებდი. სამი საათის
შემდეგ ელაიზას გვერდით ვწევარ, მის საწოლზე. მშობლები
ადრე წავიდნენ დასაძინებლად, ფრენით დაღლა მოიმიზეზეს,
რაილი და მარშალი სასტუმრო ოთახში სპორტულ გადაცე-
მებს უყურებენ. მე ხელი ელაიზას მუცელზე მიდევს და ველო-
დები, როდის ამოძრავდება ბავშვი.
– ფეხი აი, აქ აქვს, – ამბობს ელაიზა და ოდნავ ზემოთ მა-
წევინებს ხელს, – ცოტა ხანი დაელოდე, ამაღამ ძალიან აქტი-
ურია. – ჩუმად ვართ და ველოდებით, როდის გაინძრევა ბავ-
შვი მუცელში. ეს რომ ხდება, ყვირილი აღმომხდება და მეცი-
ნება, – ო, ღმერთო, ნამდვილი უცხოპლანეტელია! – ელაიზას

215
ისევ მუცელზე უდევს ხელი და იღიმის, – ბოლო ორთვე-ნახე-
ვარი ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება, უკვე მზად ვარ მასთან შე-
სახვედრად!
– მეც, ერთი სული მაქვს, როდის გავხდები ბიცოლა!
– მე კიდევ ერთი სული მაქვს, შენ და რაილის როდის გე-
ყოლებათ ბავშვი!
ზურგზე ვწვები და ხელებს თავქვეშ ვიდებ.
– არც კი ვიცი, რაილის შვილი თუ უნდა, ამ თემაზე არ გვი-
საუბრია!
– არა უშავს, თუნდაც არ უნდოდეს, – მეუბნება, – მოუნდე-
ბა, არც შეყვარებულის ყოლა სურდა შენამდე, არც დაქორწი-
ნება, მე კიდევ მგონია, რომ რამდენიმე თვეში ხელსაც
გთხოვს.
თავს ვწევ, ხელებს ვეყრდნობი და ვუყურებ.
– ჩვენ ხომ ექვსი თვე იქნება მხოლოდ, რაც ერთმანეთს
ვხვდებით. დარწმუნებული ვარ, ჯერ არ იჩქარებს. ვცდილობ
რაილის თავს არაფერი მოვახვიო, როდესაც საქმე ჩვენს ურ-
თიერთობას ეხება. ისედაც მშვენივრად ვართ, თან ქორწი-
ლისთვის არცერთს არ გვცალია, ასე რომ, არც დიდხანს ლო-
დინის წინააღმდეგი ვარ.
– ისე, – აგრძელებს ელაიზა, – ხელი რომ გთხოვოს, და-
თანხმდები?
ვიცინი.
– მეხუმრები? რა თქმა უნდა, ამაღამვე გავყვებოდი ცო-
ლად!
ელაიზა ჩემ უკან, საძინებლის კარს უყურებს, ტუჩებს მაგ-
რად კუმავს და ცდილობს ღიმილი შეიკავოს.
– კარის ზღურბლზე დგას, არა? – თავს მიქნევს. – ჩემი
ნათქვამიც გაიგონა, არა? – ისევ თავს მიქნევს. ვტრიალდები
და რაილის ვუყურებ, რომელიც, გულზე ხელებდაკრეფილი,
კარის ჩარჩოს მიჰყრდნობია. არ ვიცი, რა გაიფიქრა, ჩემი ნათ-
ქვამი რომ გაიგონა. მკაცრი გამომეტყველება აქვს, ყბები მაგ-
რად მოუკუმავს. თვალებმოჭუტული მიყურებს.

216
– ლილი, – მეუბნება სტოიკური სიმშვიდით, – დალახვროს
ეშმაკმა, ახლავე მოგიყვან ცოლად! – მის სიტყვებზე უხერხუ-
ლი, ფართო ღიმილი მიპობს სახეს, ამიტომ ბალიშს ვიფარებ.
– გმადლობ, რაილი, – ვეუბნები და სიტყვებს ბალიში ახ-
შობს.
– რა საყვარლობაა, – მესმის ელაიზას ხმა, – ჩემი ძმაც
საყვარლად იქცევა!
რაილი თავზე წამომადგება, ბალიშს მაშორებს და გვერ-
დით დებს.
– წავედით!
გული სწრაფად მიცემს.
– ახლავე?
თავს მიქნევს.
– ჩემი მშობლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით უქმეებ-
ზე არ ვმუშაობ, შენც შეგიძლია ვინმე დატოვო შენს მაგივრად
მაღაზიაში, წავედით, ვეგასში ვიქორწინოთ!
ელაიზა ლოგინზე ჯდება.
– შეუძლებელია, – ამბობს, – ლილი გოგოა, ნამდვილი
ქორწილი უნდა ყვავილებით, მეჯვარით და სხვა ამდაგვარი
სისულელეებით!
რაილი ისევ მე მიყურებს.
– გინდა ნამდვილი ქორწილი ყვავილებით, მეჯვარითა და
სხვა ამდაგვარი სისულელეებით?
წამით ვფიქრობ, მერე ვეუბნები:
– არა!
ცოტა ხანს სამივე ჩუმად ვართ, მერე ელაიზა ლოგინიდან
გადმოაწყობს ფეხებს და აღელვებული ადგილს ვერ პოუ-
ლობს.
– ქორწინდებიან! – ყვირის, დგება და სასტუმრო ოთახის-
კენ გარბის, – მარშალ, ჩანთები ჩაალაგე, ვეგასში მივდი-
ვართ!
რაილი მოდის, ხელს მკიდებს და წამომაყენებს. მიღიმის,
მაგრამ მე არ გავუღიმებ, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ნამ-
დვილად სურს ჩემზე იქორწინოს.

217
– დარწმუნებული ხარ, რაილი? – თმაზე ხელს მისვამს, სა-
ხით გულში მიკრავს, ტუჩებში მკოცნის და ჩამჩურჩულებს:
– შიშველი სიმართლე: ისე მიხარია, შენი ქმარი რომ ვხდე-
ბი, ლამისაა შარვალში ჩავისველო!

218
თავი მეცხრამეტე

– უკვე ექვსი თვე გავიდა, დედა, დროა, შეეგუო! – დედა ტე-


ლეფონში ოხრავს, – შენ ხომ ჩემი ერთადერთი ქალიშვილი
ხარ, ლილი, თავს ვერაფერს ვუხერხებ, მთელი ცხოვრება შენს
ქორწილზე ვოცნებობდი!
ჯერ კიდევ ვერ მაპატია, მიუხედავად იმისა, რომ ვეგასში
ისიც იყო. მანამ დავურეკეთ, სანამ ელაიზა თვითმფრინავის
ბილეთს დაჯავშნიდა და პირდაპირ ლოგინიდან წამოვაგდეთ.
რაილის მშობლებიც გავაღვიძეთ და შუაღამისას ჩავფრინდით
ლას-ვეგასში. დედას არც კი უცდია, ჩემთვის რამე გადაეფიქ-
რებინინა, რადგან აეროპორტში რომ მოვიდა, მიხვდა, მე და
რაილის ყველაფერი გადაწყვეტილი გვქონდა, მაგრამ არ და-
ვიწყებია ჩემი საქციელი. ის ხომ, რაც გავჩნდი, მას შემდეგ ოც-
ნებობდა ჩემს დიდ ქორწილზე, საქორწილო კაბის საყიდლად
წასვლასა და საქორწილო ტორტის გასინჯვაზე. დივანს წიხლს
ვურტყამ.
– რას იტყვი, ყველაფერი რომ გამოვასწორო? – ვეუბნები,
– შეგვიძლია, ბავშვი რომ მეყოლება, მაშინ გადავიხადოთ
ჩვეულებრივი ქორწილი და არა ისეთი, როგორიც ვეგასში
გვქონდა!
დედა იცინის, შემდეგ ოხრავს.
– როგორც კი შვილიშვილს გამიჩენ, მაშინვე ისედაც ყვე-
ლაფერს გაპატიებ!
მე და რაილიმ ბავშვებზე აეროპორტში ვისაუბრეთ, ვეგას-
ში ფრენისას. მინდოდა ყველაფერი განგვეხილა, სანამ ერ-
თმანეთს მომავალს დავუკავშირებდით და აღვუთქვამდი, რომ
მთელ ცხოვრებას მის გვერდით გავატარებდი. რაილიმ მით-
ხრა, ეს თემა ღიაა განსახილველადო. ამის შემდეგ ყველა-
ფერზე მოვილაპარაკეთ, რასაც კი შეიძლებოდა პრობლემა
შეექმნა ცხოვრების გზაზე. ვუთხარი, მინდა საკუთარი ანგარი-
ში მქონდეს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შენ მეტ ფულს
შოულობ, მოგიწევს, გამაბედნიერო და ბევრი საჩუქარი მიყი-
დო-მეთქი. რაილი დამთანხმდა და მე პირობა დამადებინა,
რომ ვეგანი არასოდეს გავხდები. ამ პირობის მიცემა ნამდვი-

219
ლად არ გამჭირვებია, ყველი მეტისმეტად მიყვარს. იმაზეც და-
ვითანხმე, რომ ქველმოქმედებასაც წამოვიწყებდით, ან,
ელაიზა და მარშალივით, ფულს გავიღებდით რამისთვის. რა-
ილიმ მიპასუხა, ამას ისედაც ვაკეთებო და უფრო მეტად მომინ-
და, მასზე რაც შეიძლება სწრაფად მექორწინა. თავის მხრივ,
აღთქმა დამადებინა, რომ არჩევნებში ყოველთვის მივიღებდი
მონაწილეობას. მისი აზრით, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ხმას
ვის მივცემდი, დემოკრატებს, რესპუბლიკელებს თუ დამოუკი-
დებელ კანდიდატებს. მთავარი იყო, მონაწილეობა მიმეღო
პროცესში. მოკლედ, ამაზეც ადვილად მოვილაპარაკეთ. ვე-
გასში რომ ჩავფრინდით, ორივე ერთ ტალღაზე ვიყავით მო-
მართული.
შემოსასვლელი კარი იღება, ამიტომ გვერდზე ვბრუნდები
და დედას ვეუბნები:
– უნდა წავიდე, რაილი მოვიდა! – რაილი კარს კეტავს, მე
ვუღიმი და ვამბობ: – მოიცადე, დედა, მოდი, ხელახლა ვიტყვი
ამ ფრაზას, ჩემი ქმარი შინ დაბრუნდა! – დედა იცინის და მემ-
შვიდობება. მობილურს ვთიშავ და გვერდით მოვისვრი, მკლა-
ვებს ავწევ და ზანტად ვდებ სავარძლის სახელურზე, შემდეგ
ფეხებს ვალაგებ დივანზე, ქვედაბოლო თეძოებიდან წელამდე
ამდის. რაილი ჩემკენ იხრება, იღიმის და სხეულს მითვა-
ლიერებს. შემდეგ დივანთან იჩოქებს და ნელა აუყვება ჩემს
სხეულს.
– როგორაა ჩემი ცოლი? – მეჩურჩულება და მკოცნის. შემ-
დეგ თეძოებზე მეკვრის, მე თავს უკან ვხრი და კისერს მიკოც-
ნის. აი, ცხოვრებაც ესაა! ორივე თითქმის ყოველდღე ვმუშა-
ობთ, თუმცა რაილის სამუშაო საათები ჩემსაზე თითქმის ორ-
ჯერ მეტია და კვირაში ორი ან სამი დღე შინ ისე გვიან ბრუნდე-
ბა, რომ მე ლოგინში ვხვდები. მიუხედავად ამისა, ღამეებს მა-
ინც ერთად ვატარებთ და იმასაც ვახერხებთ, ამ ღამეთა უმრავ-
ლესობა ღრმად ჩემში გაატაროს. რაილიც, ცხოვრებას არ უჩი-
ვის. კისერზე ერთ ადგილს პოულობს და ისე მაგრად მკოცნის,
მტკივა, – უჰ! – ჩემკენ იხრება და კისერთან ჩამჩურჩულებს, –
არ გაინძრე, კოცნის ანაბეჭდი უნდა დაგიტოვო! – ვიცინი, მაგ-
რამ არ ვუშლი. თმა გრძელი მაქვს, დავიფარავ, თანაც აქამდე

220
კოცნისგან არასოდეს დამრჩენია ანაბეჭდი. ტუჩებს არ მაშო-
რებს, კანს მიწუწნის და მანამ მკოცნის, სანამ ჩხვლეტასაც კი
ვეღარ ვგრძნობ. მერე ისევ მაწვება და აღგზნებისგან ლამი-
საა, საოპერაციო შარვალი ტანზე შემოასკდეს, ხელებს ვამოძ-
რავებ, ვეხმარები ისე ჩავაწევინო, რომ ჩემში შემოსვლა შეძ-
ლოს, ისიც კოცნას არ წყვეტს და იქვე, დივანზე მეუფლება.

***
შხაპს პირველი რაილი იღებს, გამოდის თუ არა სააბაზანო-
დან, მე შევდივარ. ვეუბნები, სექსის სუნი უნდა ჩამოვიბანოთ,
სანამ ელაიზასა და მარშალთან ერთად სავახშმოდ წავალთ-
მეთქი. ელაიზა რამდენიმე კვირაში გააჩენს ბავშვს, ამიტომ
ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი დრო გაატაროს ჩვენთან ერ-
თად, ეშინია, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ისე ხშირად აღარ
ვესტუმრებით, რაც მე სასაცილოდ მიმაჩნია. პირიქით, ალბათ
უფრო ხშირად ვეწვევი, უკვე ისედაც ყველას მირჩევნია ჩემი
მულისშვილი. ჰო, კარგი, შეიძლება ყველას არა, თითქმის
ყველას. ვცდილობ სველი თმა კარგად გავიწურო, ისედაც
ვაგვიანებთ. სამართებელს ვიღებ და იღლიას ვიპარსავ, ამ
დროს ბრახუნი მესმის. ვჩერდები.
– რაილი! – ვეძახი, მაგრამ არ მპასუხობს. პარსვას ვასრუ-
ლებ, საპონს წყლით ვიშორებ და კიდევ ბრახუნია. რა ჯანდა-
ბას აკეთებს? წყალს გამოვრთავ და ნაჩქარევად ვიხვევ ტანზე
პირსახოცს, – რაილი! – ისევ არ მპასუხობს. ჯინსს ნაჩქარევად
ვიცვამ, კარს ვაღებ და პერანგში ვყოფ თავს, – რაილი! – ჩვენი
ლოგინის გვერდით მდგარი ტუმბა ამოყირავებული მხვდება.
სასტუმრო ოთახში გავდივარ, რაილი ტახტის კიდეზე ზის, თა-
ვი ცალ ხელში ჩაურგავს, მეორეში კი რაღაც უჭირავს. – რას
აკეთებ? – რაილი მიყურებს და ვერ ვცნობ, ისეთი სახე აქვს.
დაბნეული ვარ, ვერ ვხვდები, რაშია საქმე. ნეტავ, სანამ იწვა,
ცუდი ამბავი ხომ არ გაიგო… ო, ღმერთო, ელაიზა! – რაილი,
ნუ მაშინებ, რა მოხდა?– რაილი მობილურს მაწვდის და ისე მი-
ყურებს, თითქოს ელის, რომ მივხვდები, რა მოხდა. დაბნეული
თავს ვაქნევ, ის კი ქაღალდის ნაგლეჯს მიჩვენებს.

221
– უცნაურია, – მეუბნება და წინ, ჟურნალების მაგიდაზე
დებს ტელეფონს, – შემთხვევით შენი მობილური გადმომი-
ვარდა, ჩასადები მოსძვრა და აი, ეს ნომერი ვიპოვე შიგ ჩამა-
ლული. ო, ღმერთო! არა, არა და არა! ტელეფონის ნომერს
მუშტში იმწყვდევს, – ვიფიქრე, ჰმ, რა უცნაურია, ლილი ხომ
არაფერს მიმალავს-მეთქი, – დგება და მობილურს იღებს, –
მოკლედ, დავრეკე და… – მუშტს უჭერს ტელეფონს, – ბედმა
გაუღიმა, მხოლოდ ავტომოპასუხიდან რომ გავიგონე მისი დე-
დამოტყნული ხმა! – რაილი ტელეფონს ისვრის, ის კედელს
ხვდება და დამსხვრეული ვარდება იატაკზე. სამწამიანი პაუზის
განმავლობაში ვფიქრობ, რომ ორიდან ერთი რამ მოხდება. ან
მიმატოვებს, ან ფიზიკურად იძალადებს! რაილი თმაზე ისვამს
ხელს და კარისკენ მიდის. მტოვებს.
– რაილი! – ვყვირი. რატომ არ გადავაგდე ეს ნომერი?!
კარს ვაღებ და მივდევ. ის ერთდროულად კიბის ორ-ორ საფე-
ხურს ახტება და მეორე სართულზე ვეწევი. წინ ვუდგები და მის
პერანგს მუშტებში ვიმწყვდევ, – რაილი, გთხოვ, ნება მომეცი,
აგიხსნა! – ის მაჯებში მწვდება, შემდეგ კი ხელს მკრავს და თა-
ვიდან მიშორებს.

***
– არ გაინძრე! – მის ხელს ვგრძნობ სხეულზე. ნაზს. მტკი-
ცეს. რატომღაც თვალები მეწვის და ცრემლები ჩამომდის. –
ლილი, არ გაინძრე, გთხოვ!
მისი ხმა მამშვიდებს. თავი მტკივა.
– რაილი! – ვცდილობ თვალები გავახილო, მაგრამ მკვეთ-
რი სინათლე ხელს მიშლის. თვალთან ჩხვლეტას ვგრძნობ და
ვკრთები. ვცდილობ წამოვჯდე, თუმცა რაილი მხარზე ხელს მა-
დებს და მაჩერებს. – არ უნდა გაინძრე, სანამ არ დავასრულებ,
ლილი! – ისევ თვალებს ვახელ და ჭერს ვუყურებ. ჩვენი საძი-
ნებლის ჭერია.
– სანამ რას არ დაასრულებ? – პირიც კი მტკივა დალაპა-
რაკებისას, ამიტომ ხელს ვიფარებ.
– კიბეზე დაგორდი, – მეუბნება, – დაშავდი! – ვუყურებ. მის
თვალებში დარდი და ტკივილია. ბრაზიც. ყველაფერს ერთბა-

222
შად გრძნობს, მე კი მხოლოდ დაბნეული ვარ. თვალებს ვხუჭავ
და ვცდილობ გავიხსენო, რამ გააბრაზა, გული რამ ატკინა. ჩე-
მი ტელეფონი. ეტლესის ნომერი. კიბე. პერანგში ვკიდებ
ხელს. ის თავიდან მიშორებს. – კიბიდან დაგორდი! მაგრამ ჩე-
მით არ დავგორებულვარ. ხელი მკრა. ისევ. უკვე მეორედ. ხე-
ლი მკარი, რაილი! ვგრძნობ, როგორ ვქვითინებ და მთელი
სხეული მითრთის. აზრზე არა ვარ, ძალიან დავშავდი თუ არა,
მაგრამ მკიდია. ვერანაირი ფიზიკური ტკივილი ვერ შეედრება
იმას, რასაც ახლა ვგრძნობ. ხელებზე ვურტყამ, მინდა მოვი-
შორო. ვხვდები, როგორ დგება ლოგინიდან და ორად იკეცება.
ველოდები, როდის ეცდება, დამამშვიდოს, როგორც მაშინ,
როდესაც პირველად მომაყენა ზიანი, მაგრამ არ ბრუნდება.
მესმის, როგორ დადის საძინებელში. არ ვიცი, რას აკეთებს.
ისევ ვტირი, როდესაც ჩემ წინ მუხლებზე ეშვება. – შეიძლება
ტვინის შერყევა გქონდეს, – მეუბნება, თითქოს აქაც არაფე-
რიო, – ტუჩი გახეთქილი გაქვს, თვალთანაც სახვევი დაგადე,
ნაკერები არ გჭირდება. – ცივი ხმა აქვს. – კიდევ ხომ არ გტკი-
ვა რამე? ხელები? ფეხები? – ისე მელაპარაკება, თითქოს ქმა-
რი კი არა, უბრალოდ, ექიმია.
– ხელი მკარი! – ვეუბნები აცრემლებული, მეტს ვერაფერს
ვახერხებ. ვერც თქმას. ვერც დანახვას.
– დაეცი, – მეუბნება მშვიდად, – დაახლოებით ხუთი წუთის
წინ. სწორედ მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რა დედამოტყნულ
მატყუარაზე დავქორწინდი! – ბალიშთან რაღაცას მიდებს, –
თუ რამე დაგჭირდება, დარწმუნებული ვარ, შეძლებ ამ ნომერ-
ზე დარეკო! – თავთან ეტლესის ტელეფონის ნომერი მიდევს,
ერთიანად დაჭმუჭნილი და დაგორგლილი.
– რაილი! – ვქვითინებ. რა ხდება? კარის ჯახუნის ხმა მეს-
მის. მთელი სამყარო მემსხვრევა, – რაილი! – ვეჩურჩულები
სიცარიელეს, შემდეგ სახეზე ხელებს ვიფარებ და ისე ვტირი,
როგორც არასდროს. განადგურებული ვარ. ხუთი წუთი. სულ
ესაა საკმარისი, რომ ადამიანი განადგურდეს!

223
***
რამდენიმე წუთი გადის. ალბათ სულ ათი. ტირილს ვერ
ვწყვეტ, ლოგინიდან ჯერ არ ავმდგარვარ. სარკეში ჩახედვის
მეშინია. უბრალოდ… მეშინია! მესმის, როგორ იღება და იკე-
ტება შემოსასვლელი კარი. ზღურბლთან რაილი ჩნდება და აზ-
რზე არ ვარ, უნდა მძულდეს, უნდა მეშინოდეს თუ უნდა შემებ-
რალოს! როგორ შემიძლია სამივე ერთდროულად ვიგრძნო?
რაილი საძინებლის კარს შუბლს ურტყამს. ერთხელ. ორჯერ.
სამჯერ. შემდეგ ჩემკენ მორბის და საწოლის წინ მუხლებზე ეშ-
ვება. ორივე ხელში მკიდებს ხელს და მიჭერს.
– ლილი, – მეუბნება ტკივილისგან დამახინჯებული სახით,
– გემუდარები, მითხარი, რომ თქვენ შორის არაფერი ყოფი-
ლა! – ხელს ახლა თავზე მადებს და ვგრძნობ, როგორ უკანკა-
ლებს, – არ შემიძლია ამის ატანა, არ შემიძლია! – წინ იხრება
და შუბლზე ჯერ ტუჩებს მადებს, შემდეგ შუბლს, – გევედრები,
მითხარი, რომ არ ხვდები მას! – დარწმუნებული არ ვარ, რომ
შემიძლია რამე ვუთხრა, უბრალოდ, არ მინდა დავილაპარა-
კო. ის ისევ ასე, შუბლზე შუბლმოდებული რჩება, ხელები ჩემს
თმაში გაუხლართავს, – ძალიან მტკივა გული, ლილი, მეტის-
მეტად მიყვარხარ! – თავს ვაქნევ, მინდა სიმართლე ვუთხრა,
დაინახოს, რა საშინელი შეცდომა დაუშვა.
– დამავიწყდა კიდეც, მისი ნომერი მობილურში რომ მედო,
– ვეუბნები მშვიდად, – რესტორანში რომ იჩხუბეთ, იმის შემ-
დეგ… მაღაზიაში მომაკითხა. შეგიძლია ელაიზას ჰკითხო.
სულ ხუთი წუთით შემოიარა. ტელეფონი გამომართვა და ეს
ნომერი იმიტომ ჩამიდო მობილურსა და ჩასადებს შორის,
რომ არ სჯეროდა, შენთან თუ უსაფრთხოდ ვიქნებოდი. დამა-
ვიწყდა კიდეც ეგ ფურცელი, რაილი. ზედაც კი არასოდეს და-
მიხედავს. – რაილი ხმამაღლა სუნთქავს და შვებამოგვრილი
მიქნევს თავს.
– შეგიძლია დაიფიცო, ლილი? შეგიძლია დაიფიცო ჩვენი
ქორწინება და ჩვენი სიცოცხლე, რომ იმ დღის შემდეგ მას არ
დალაპარაკებიხარ? – უკან მხევს, რომ თვალებში ჩამხედოს.

224
– გეფიცები, რაილი, უბრალოდ, ისევ ისე მოიქეცი, რომ ახ-
სნის საშუალება არ მომეცი, – ვეუბნები, – ახლა კი გაეთრიე
ჩემი ბინიდან!
ჩემს სიტყვებზე სუნთქვა ეკვრის. ამას კარგად ვხედავ. ზურ-
გით კედელს ეხლება და უხმოდ მიყურებს. თავზარდაცემული.
– ლილი, – ჩურჩულებს, – კიბიდან დაგორდი! – არ ვიცი,
ვის უფრო არწმუნებს, მე თუ საკუთარ თავს, ამიტომ ვუმეორებ:
– გაეთრიე ჩემი ბინიდან!
ისევ ადგილზეა გაქვავებული. მე ლოგინზე ვჯდები. ხელი
მფეთქავი თვალისკენ მიმაქვს. რაილი იატაკიდან დგება და
წინ დგამს ნაბიჯს, მე კი ლოგინზე დარჩენილი უკან ვიხევ.
– დაშავებული ხარ, ლილი, მარტო ვერ დაგტოვებ! – ბა-
ლიშს დავწვდები და ისე ვესვრი, თითქოს ამით ზიანის მიყენე-
ბა შემეძლოს.
– გაეთრიე! – ვუყვირი. ის ბალიშს იჭერს, მე მეორეს ვი-
ღებ, ლოგინზე ვდგები, ისევ ვესვრი და ვკივი, – გაეთრიე, გა-
ეთრიე, გაეთრიე!
შემოსასვლელი კარი ხმაურით რომ იკეტება, ბალიშს ია-
ტაკზე ვაგდებ, სასტუმრო ოთახში გავრბივარ და კარს მაგრად
ვრაზავ. მერე ისევ საძინებელში ვბრუნდები და ლოგინზე ვე-
ცემი. იმ სარეცელზე, რომელსაც ქმართან ერთად ვიზიარებ-
დი, რომელზეც სიყვარულს მივეცემოდით ხოლმე. იმავე სარე-
ცელზე, რომელზეც მაშინ მაწვენს, როდესაც დრო დგება, ყვე-
ლაფერი გამოასწოროს.

225
თავი მეოცე

იმ ღამით, სანამ დავიძინებდი, ვცადე ტელეფონი გადამერ-


ჩინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. შუაში იყო გატეხილი.
მაღვიძარა ისე დავაყენე, რომ ადრე გამეღვიძა და სანამ სამ-
სახურში მივიდოდი, ახლის საყიდლად შემევლო. სახე ისე სა-
შინლად არ მაქვს, როგორც მეგონა და მეშინოდა. რა თქმა უნ-
და, ელაიზას ვერ დავუმალავ, მაგრამ ამას ისედაც არ ვაპირებ.
თმას გვერდზე ვიყოფ, რაილის მიერ თვალთან დადებული
სახვევი რომ დავფარო. ერთადერთი, რაც წუხანდლიდან მემ-
ჩნევა, ჩემი გახეთქილი ტუჩია. კიდევ კოცნის ანაბეჭდი ყელ-
თან. დედააფეთქებული ბედის ირონია მოწოდების სიმაღლე-
ზეა! საფულეს ვიღებ და კარს ვაღებ, მაგრამ ფეხთან რაღაც
გროვას ვაწყდები. გროვა მოძრაობს. სულ რამდენიმე წუთში
ვხვდები, რომ სინამდვილეში ჩემ წინ გროვა კი არა, რაილია.
ნუთუ აქ ეძინა? რაილი, კარს ვაღებ თუ არა, მაშინვე დგება. ჩემ
წინ დგას მავედრებელი მზერით და ნაზად მადებს ხელებს ლო-
ყებზე, თან ტუჩებში მკოცნის.
– მაპატიე, ვწუხვარ, ვწუხვარ! – უკან ვიხევ და ვათვალი-
ერებ. ნუთუ აქ ეძინა? ბინიდან გამოვდივარ და კარს ვიჯახუნებ.
მშვიდად ჩავუვლი და კიბეზე ვეშვები. რაილი მანქანამდე მომ-
დევს და მევედრება, დაველაპარაკო. არ ველაპარაკები. მივ-
დივარ!

***
ერთი საათის შემდეგ ხელში ახალი ტელეფონი მიჭირავს.
მობილური ტელეფონების მაღაზიის წინ, მანქანაში ვზივარ და
ახალ მობილურს ვრთავ. ეკრანს ვუყურებ, რომელზეც რამდე-
ნიმე შეტყობინება ჩნდება. ყველა ელაიზასგანაა. ვხვდები,
რომ აზრი არ ჰქონდა, რაილის წუხელ ჩემთვის დაერეკა, მან
ხომ იცოდა, რა დღეში ჩავაგდე მობილური. შეტყობინებას
ვხსნი, როდესაც მობილური რეკავს. ელაიზაა.
– ალო! – ელაიზა მძიმედ ოხრავს, შემდეგ მეუბნება, – ლი-
ლი, რა ჯანდაბა ხდება? ო, ღმერთო, ამას რას მიკეთებთ, მე
ხომ ფეხმძიმედ ვარ! – მანქანას ვქოქავ, ტელეფონი ბლუთუ-

226
ზით გადამყავს ხმამაღლა მოლაპარაკის რეჟიმზე და მაღაზი-
ისკენ მივდივარ. ელაიზა დღეს არ მუშაობს. სულ რამდენიმე
დღე დარჩა დედობამდე და ბიულეტენზე გასვლამდე.
– კარგად ვარ, – ვეუბნები, – რაილიც კარგადაა. ვიჩხუ-
ბეთ. ვწუხვარ, ვერ დაგირეკე, ტელეფონი გამიტეხა!
ელაიზა ცოტა ხანს ჩუმადაა, შემდეგ მეუბნება:
– მართლა? კარგად ხარ? სად ხარ?
– კარგად ვარ, სამსახურში მივდივარ!
– ძალიან კარგი, მეც თითქმის მოვედი!
მინდა გავაპროტესტო ეს, მაგრამ მანამ მითიშავს, სანამ
რამეს ვეტყოდე. მაღაზიაში მისულს ელაიზა უკვე იქ მხვდება.
შესასვლელ კარს ვაღებ, კითხვებისთვის ვემზადები და ვცდი-
ლობ კარგად ჩამოვაყალიბო, რატომ გავაგდე მისი ძმა სახ-
ლიდან, მაგრამ მაშინვე ვწყვეტ ამაზე ფიქრს, რადგან ორივენი
დახლთან მხვდებიან. რაილი დახლზე დახრილა, ელაიზას
ხელზე ხელი დაუდვია ძმისთვის და რაღაცას ეუბნება, რას –
არ მესმის. ორივე ჩემკენ იხედება, როგორც კი კარის დაკეტ-
ვის ხმა ისმის.
– რაილი, – ჩურჩულებს ელაიზა, – რა ქენი? – მერე დახლს
შორდება, მიახლოვდება და მეხვევა, – ო, ლილი, – მეუბნება
და ხელს მისვამს ზურგზე. თვალებში ცრემლები აქვს, უკან
იხევს და მისი რეაქცია მაბნევს. ცხადია, ელაიზამ იცის, რომ
ყველაფერზე რაილია პასუხისმგებელი, მაგრამ საქმე ისაა,
რომ ძმას არც თავს ესხმის, ბოლოს და ბოლოს, არც უყვირის!
ელაიზა რაილის ზურგს აქცევს, ის კი ისე მიყურებს, თითქოს
მებოდიშება. თვალებში მოლოდინი ჩასდგომია, უნდა, რომ
მოვიდეს და მომეხვიოს, მაგრამ სიკვდილამდე ეშინია ჩემი შე-
ხების. ასეც უნდა იყოს! – უნდა უთხრა! – ეუბნება ელაიზა რა-
ილის. ისიც მაშინვე ხელებში რგავს თავს. – უთხარი! – ეუბნე-
ბა ელაიზა, ამჯერად უფრო გაბრაზებული, – უფლება აქვს,
იცოდეს, ის ხომ შენი ცოლია, იცოდე, შენ თუ არა, მე ვეტყვი! –
რაილი მხრებს წინ სწევს და თავს დახლზე დებს. არ ვიცი, რა
სურს ელაიზას, რომ მითხრას რაილიმ, მაგრამ ეს მას ისეთ
აგონიაში აგდებს, ვერც კი მიყურებს. ხელს მაგრად ვიჭერ მუ-
ცელზე, საშინელი შფოთვა მეუფლება. ელაიზა ჩემკენ ტრიალ-

227
დება და ხელებს მხრებზე მადებს, – მოუსმინე, – მევედრება, –
არ გთხოვ, აპატიო, რადგან არ ვიცი, წუხელ რა მოხდა, უბრა-
ლოდ, გთხოვ, როგორც რძალსა და საუკეთესო მეგობარს,
ჩემს ძმას დალაპარაკების შანსი მიეცი!

***
ელაიზამ მითხრა, მაღაზიას ყურადღებას მივაქცევ რამდე-
ნიმე საათის განმავლობაში, სანამ სხვა თანამშრომელი მოვა
და ცვლას ჩაიბარებსო. ისე ვიყავი გაბრაზებული რაილიზე,
რომ არ მინდოდა ერთი მანქანით გვემგზავრა, მანაც მითხრა,
„იუბერის“ ტაქსის გამოვიძახებ შენს სახლამდე მოსასვლელა-
დო. სანამ სახლისკენ მივდივარ, ვიტანჯები, მაინტერესებს, რა
უნდა მითხრას ისეთი, რაც უკვე იცის ელაიზამ. თავში ათასი
რამ მიტრიალებს. კვდება? იძულებული იყო, მოვეტყუებინე?
სამსახური დაკარგა? ელაიზამ არ იცის წუხელ მომხდარის დე-
ტალები და მეც აზრზე არა ვარ, როგორ დავაკავშირო ერთმა-
ნეთთან ყველაფერი. რაილი ჩემთან ათი წუთის შემდეგ მო-
დის. მე დივანზე ვზივარ და ნერვიულად ვიჩიჩქნი ფრჩხილებს.
ბოლთას ვცემ ოთახში, ის კი ნელა მიდის სკამთან და ჯდება.
შემდეგ წინ იხრება და ხელებს ერთმანეთს ატყუპებს.
– გთხოვ, დაჯექი, ლილი! – ამას ვედრებით მეუბნება, თით-
ქოს ვერ ხვდება, როგორ ვნერვიულობ. მეც ტახტთან მივდი-
ვარ და სახელურზე ჩამოვჯდები. ფეხებს ზედ ვალაგებ და ხე-
ლები პირთან მიმაქვს.
– კვდები? – რაილის თვალები უფართოვდება და მაშინვე
უარობს.
– არა, არა, მსგავსი არაფერი!
– აბა, რა? – მინდა, ბოლოს და ბოლოს, ამოღერღოს. უკვე
ხელები მიკანკალებს. რაილი ხედავს, როგორ ვღელავ, წინ
იხრება, ხელებს სახიდან მაშორებინებს და უჭირავს. ჩემი არ-
სების რაღაც ნაწილს არ სურს შემეხოს მას შემდეგ, რაც ჩაიდი-
ნა, მაგრამ მეორე ნაწილს პირიქით, სურს, დამამშვიდოს. იმის
წარმოდგენაზე, თუ რა შეიძლება შევიტყო, გულისრევის შეგ-
რძნება მიჩნდება.

228
– არა, არავინ კვდება. არც გღალატობ. რასაც გეტყვი, ზი-
ანს არ მოგაყენებს, გესმის? ყველაფერი უკვე წარსულს ჩაჰ-
ბარდა, მაგრამ ელაიზა თვლის, რომ უნდა იცოდე და... მეც ასე
მგონია. – თავს ვუქნევ, ისიც ხელს მიშვებს. ახლა ის იწყებს
ჟურნალების მაგიდის წინ სიარულს, თითქოს ცდილობს სიმა-
მაცე მოიკრიბოს, სიტყვები იპოვოს და ამით კიდევ უფრო მა-
ნერვიულებს. ბოლოს ისევ სკამზე ჯდება, – ლილი, გახსოვს ის
ღამე, ერთმანეთი რომ გავიცანით? – თავს ვუქნევ. – გახსოვს,
სახურავზე რომ ამოვედი, რა გაბრაზებული ვიყავი? – ისევ
თავს ვუქნევ. სკამს ურტყამდა წიხლებს მანამ, სანამ არ მიხ-
ვდა, რომ გემთმშენებლობაში გამოყენებული პოლიმერის გა-
ნადგურება შეუძლებელია. – გახსოვს ჩემი შიშველი სიმარ-
თლე? გახსოვს, რა გიამბე იმ ღამით და რამ გამაბრაზა ისე ძა-
ლიან? – თავს ვხრი, იმ ღამეს ვიხსენებ, ვიხსენებ ყველა სი-
მართლეს, რაც კი იმ დღეს მითხრა. გამანდო, ქორწინება
მძულს, მხოლოდ ერთი ღამით სექსი მჭირდება, არ მინდა, შვი-
ლი მყავდესო, კიდევ მიამბო, როგორ გაანერვიულა პაციენ-
ტის სიკვდილმა. თავს ვუქნევ.
– პატარა ბიჭუნა, – ვუთხარი, – მისმა სიკვდილმა გაგანერ-
ვიულა, წყობიდან გამოგიყვანა!
ღრმად სუნთქავს.
– ჰო, ამან გამანერვიულა! – დგება და თითქოს ვხედავ,
როგორ ემსხვრევა სული. ხელისგულებს იჭერს თვალებზე და
ცრემლებს იკავებს, – როდესაც გიამბე, რა დაემართა იმ ბიჭუ-
ნას, გახსოვს, შენ რა მითხარი?
ვგრძნობ, ლამისაა, ავტირდე, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რატომ.
– ჰო, მახსოვს, გითხარი, წარმომიდგენია, რა მოუვიდოდა
იმ პატარა ბიჭის ძმას-მეთქი. იმას, რომელსაც შემთხვევით
თოფი გაუვარდა, – ტუჩები მიცახცახებს, – და შემდეგ შენ და-
ამატე: „ეს მას მთელ ცხოვრებას გაუნადგურებს, აი, რა მო-
უვა“.
ო, ღმერთო! რის თქმას ცდილობს? რაილი მუხლებზე ეშვე-
ბა ჩემ წინ.
– ლილი, – მეუბნება, – ვიცოდი, რომ ეს მას გაანადგურებ-
და, ზუსტად ვხვდებოდი, რას გრძნობდა ის ბიჭი… რადგან მეც

229
იგივე დამემართა. ელაიზასთან და ჩვენს უფროს ძმასთან… –
ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. ტირილს ვიწყებ, ის კი წელზე მაგ-
რად მხვევს ხელებს და თავს კალთაში მიდებს, – მე მას ვეს-
როლე, ლილი, ჩემს საუკეთესო მეგობარს, ჩემს უფროს ძმას,
მაშინ მხოლოდ ექვსი წლის ვიყავი და ისიც კი არ ვიცოდი,
ხელში თუ ნამდვილი იარაღი მეჭირა! – რაილის მთელი სხე-
ული უთრთის და კიდევ უფრო მაგრად მეხუტება. მე თმაზე
ვკოცნი, რადგან ვგრძნობ, ნერვული შეტევის ზღვარზეა. სწო-
რედ ისე, როგორც იმ დღეს, სახურავზე. და მიუხედავად იმისა,
რომ ჯერ კიდევ ვბრაზობ, მე ის მიყვარს, ამიტომ მისი ნაამბობი
მანადგურებს. დიდხანს ჩუმად ვსხედვართ. რაილის თავი ჩემს
კალთაში უდევს, ხელები წელზე აქვს ჩემთვის შემოხვეული, მე
ტუჩებს ვადებ თმაზე. – ელაიზა ხუთი წლის იყო, ეს რომ მოხ-
და, ემერსონი – შვიდის. ავტოფარეხში ვიყავით, ასე რომ, ჩვე-
ნი კივილი დიდხანს არავის გაუგონია. მე, უბრალოდ, ვიჯექი
იქ და… – რაილი თავს იღებს ჩემი კალთიდან და სულ სხვა მხა-
რეს იხედება. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ტახტზე ჯდება და
წინ იხრება, – ვცდილობდი… – რაილის სახეს ტკივილი უმა-
ხინჯებს, თავს ხრის, სახეზე ხელებს იფარებს და წინ და უკან
ქანაობს, – ვცდილობდი, ყველაფერი უკან, მის თავში ჩამელა-
გებინა, მეგონა, შევაკეთებდი, ლილი! – ხელებს ვიშორებ პი-
რიდან და უნებლიეთ ხმამაღალი ძახილი აღმომხდება. უნდა
ავდგე, ამოსუნთქვა რომ შევძლო, თუმცა არც ეს მშველის.
სუნთქვა მეკვრის. რაილი მიახლოვდება, ხელებს მკიდებს და
თავისკენ მიზიდავს. მთელი ერთი წუთის განმავლობაში ჩახუ-
ტებულები ვართ, შემდეგ ამატებს: – ამას იმიტომ არ გიყვები,
რომ ჩემი საქციელი გავამართლო, – უკან იწევს და თვალებში
მიყურებს, – უბრალოდ, უნდა დამიჯერო. ელაიზას უნდოდა,
შენთვის მეთქვა ყველაფერი, რადგან ამ ამბის შემდეგ არის
რაღაც, რასაც ვეღარ ვაკონტროლებ. გაბრაზებისას მეკეტება.
ექვსი წლის ასაკიდან ფსიქოთერაპევტთან დავდივარ. თავს
არ ვიმართლებ, ეს რეალობაა! – რაილი ცრემლებს მწმენდს
და თავს მხარზე მადებინებს. – წუხელ, სააბაზანოდან რომ გა-
მოხვედი ჩემს სანახავად, გეფიცები, სულაც არ მინდოდა, რამე
დამეშავებინა, უბრალოდ, განერვიულებული და გაბრაზებუ-

230
ლი ვიყავი. ზოგჯერ, როდესაც ამდენ ემოციას ერთად
ვგრძნობ, ვჭედავ, არც კი მახსოვს, ხელი როგორ გკარი. უბრა-
ლოდ, ვიცი, რომ ეს მე ჩავიდინე. მე. მხოლოდ ერთ რამეზე
ვფიქრობდი, როდესაც ჩემკენ მორბოდი, რომ შენგან უნდა
წავსულიყავი. მინდოდა გზიდან ჩამომშორებოდი. არც კი მი-
ფიქრია, იქვე კიბე რომ იყო, ვერც ის გავაცნობიერე, შენზე ბევ-
რად ძლიერი რომ ვარ. გავჭედე, ლილი, გადამეკეტა! – რა-
ილის სახე ჩემს ყურთან მოაქვს და ხმაგაბზარული მეუბნება: –
შენ ჩემი ცოლი ხარ, მე უნდა გიცავდე ურჩხულებისგან, თავად
კი არ უნდა ვიქცე ურჩხულად! – ისეთი სასოწარკვეთილია,
თრთის. არასოდეს, არასოდეს მინახავს, ამდენ ტკივილს ასხი-
ვებდეს ადამიანი! ეს მანადგურებს. ვიფლითები. გულს მხო-
ლოდ ერთი რამ სურს, მივიდე და მაგრად ჩავიკრა გულში. მაგ-
რამ მას შემდეგაც კი, რაც მიამბო, ისევ ვებრძვი საკუთარ თავ-
ში პატიებას. თავს ვირწმუნებ, მსგავს რამეს აღარ დავუშვებ-
მეთქი, მას და საკუთარ თავს აღთქმას ვუდებ, რომ თუ კიდევ
განმეორდება, აუცილებლად მივატოვებ. ვშორდები. არ შე-
მიძლია თვალებში ვუყურო. საძინებლისკენ მივდივარ და
ვცდილობ დრო ვიხელთო, ამოვისუნთქო. სააბაზანოში შევდი-
ვარ, კარს ვკეტავ და ნიჟარას ვებღაუჭები, მაგრამ თავს მაინც
ვერ ვიმაგრებ, აცრემლებული იატაკზე ვეშვები. ასე არ უნდა
მომხდარიყო. მთელი ცხოვრება ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გა-
მეკეთებინა, თუ მამაკაცი ისე მომექცეოდა, როგორც მამა ექ-
ცეოდა დედას. მარტივი იყო, უნდა მიმეტოვებინა და მსგავსი
რამ აღარ დამეშვა. მაგრამ მოხდა ასე და მე რაილი არ მივა-
ტოვე. ახლა კი ვზივარ აქ ჩალურჯებებითა და ნაიარევებით
სხეულზე, რომლებიც იმ კაცმა დამიტოვა, რომელსაც ვუყვარ-
ვარ. რომელიც ჩემი ქმარია. და მაინც, მის გამართლებას
ვცდილობ. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. რაილიმ იფიქრა,
რომ ვღალატობდი, გული ეტკინა, გაბრაზდა, მე კი გზაზე გადა-
ვეღობე. ვქვითინებ, რადგან ეს მამაკაცი უფრო მეცოდება,
რაც გავიგე, რა გადახდა ბავშვობაში, ვიდრე საკუთარი თავი.
და ეს თავს ვერც ლმობიერ ადამიანად მაგრძნობინებს, ვერც
– ძლიერად. პირიქით, ახლა უფრო საცოდავი და სუსტი ვარ.
უნდა მძულდეს, ისეთი ძლიერი უნდა ვიყო, როგორადაც დე-

231
დაჩემი ვერასოდეს იქცა. მაგრამ თუ დედაჩემს დავემსგავსები,
რაილი მამაჩემის საქციელს გაიმეორებს… თუმცა, არა, ასე არ
არის. არ შეიძლება ეს ორი ერთმანეთს შევადარო. ყველა
ადამიანი ინდივიდია და სიტუაციაც არ შეიძლება ერთნაირი
იყოს. მამაჩემს არასოდეს უგრძნია სინანული ბრაზის გამო,
არც მაშინვე მოუხდია დედაჩემისთვის ბოდიში. ის ბევრად უა-
რესად ექცეოდა დედას, ვიდრე რაილი მექცევა. რაილი ჩემ-
თან გახსნილია, ასეთი გახსნილი ის არავისთან არის. ჩემ გა-
მო ცდილობს უკეთეს ადამიანად იქცეს. დიახ, წუხელ შეცდა,
მაგრამ ახლა აქაა და ცდილობს, წარსული ამიხსნას, გამაგე-
ბინოს, რატომ აქვს ასეთი რეაქცია. ადამიანები სრულყოფი-
ლები არ არიან და ჩემი მშობლების ქორწინების მაგალითზე
საკუთარი ქორწინება არ უნდა გავანადგურო. თვალებს ვიწ-
მენდ და ვდგები. სარკეში რომ ვიხედები, დედაჩემს კი არა, სა-
კუთარ ანარეკლს ვხედავ, ვხედავ გოგონას, რომელსაც ქმარი
უყვარს და ყველაზე მეტად სურს მას დაეხმაროს. ვიცი, მე და
რაილი საკმარისად ძლიერები აღმოვჩნდებით, წარსული რომ
დავივიწყოთ. ჩვენი სიყვარული საკმარისად ძლიერია, რომ
ყველაფერს გაუძლოს. სააბაზანოდან გამოვდივარ და სასტუმ-
რო ოთახში შევდივარ. რაილი იქაა და ცრემლიანი სახით მი-
ყურებს. ეშინია, რომ არ ვაპატიებ, ამაში არც მე ვარ დარწმუ-
ნებული, მაგრამ აუცილებელი არ არის, ადამიანს იმიტომ მი-
უტევო, რომ მომხდარისგან რაღაც ისწავლოს. რაილის ვუახ-
ლოვდები, ორივე ხელს ვკიდებ და მხოლოდ შიშველ სიმარ-
თლეს ვეუბნები.
– გახსოვს, რა მითხარი იმ ღამით სახურავზე? მითხარი,
რომ არ არსებობენ ცუდი ადამიანები, უბრალოდ, არსებობენ
ადამიანები, რომლებიც ცუდს სჩადიანო. – თავს მიქნევს და
ხელზე მიჭერს ხელს. – შენ ცუდი ადამიანი არ ხარ, რაილი. მე
ეს ვიცი. შენ ისევ შეგიძლია დამიცვა. როდესაც განერვიულდე-
ბი, უბრალოდ, წადი. მეც წავალ. სიტუაციას გავერიდოთ, სანამ
არ დამშვიდდები და დალაპარაკებას არ შეძლებ, კარგი? შენ
ურჩხული არ ხარ, რაილი, უბრალოდ, ადამიანი ხარ! და რო-
გორც ადამიანები, მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს ყოველი
ტკივილისას. ზოგჯერ საჭიროა, ეს ტკივილი საყვარელ ადამი-

232
ანს გავუზიაროთ, რომ მისმა სიმძიმემ არ გაგვსრისოს. მაგრამ
ვერ დაგეხმარები, თუ არ მეცოდინება, რომ დახმარება გჭირ-
დება. მთხოვე დახმარება და ყველაფერს ერთად გავუმკლავ-
დებით. ვიცი, ასე იქნება. – რაილი ისე ოხრავს, თითქოს ყვე-
ლაფერი ამოაყოლა სუნთქვას, რაც კი წუხელ განიცადა, შემ-
დეგ მაგრად მიხუტებს გულში და თავს ჩემს თმაში რგავს.
– დამეხმარე, ლილი, – მეჩურჩულება, – ნამდვილად
მჭირდება შენი დახმარება.
დიდხანს ვყავარ გულში ჩაკრული და გულის სიღრმეში
ვგრძნობ, რომ სწორად ვიქცევი. მასში ბევრად მეტია კარგი,
ვიდრე ცუდი და ყველაფერს გავაკეთებ, ამაში დავარწმუნო,
მანამ არ მოვეშვები, სანამ კარგს არ დაინახავს საკუთარ თავ-
ში.

233
თავი ოცდამეერთე

– გავდივარ. კიდევ ხომ არ გჭირდება რამე?


საბუთებიდან თავს ვწევ და ვუარობ.
– გმადლობ, სერენა. ხვალამდე!
სერენა თავს მიქნევს, გადის და კაბინეტის კარს ღიას ტო-
ვებს.
ელაიზას ბოლო სამუშაო დღე ორი კვირის წინ ჰქონდა.
დღე-დღეზე ელოდება ბავშვს. მეც ორი ახალი თანამშრომელი
ავიყვანე შტატში, სერენა და ლუსი.
დიახ. ის ლუსი.
უკვე ორი თვეა, რაც დაქორწინდა და ორი კვირის წინ, სამ-
სახურის ძებნაში, მე მომაკითხა.
საკმაოდ კარგად მუშაობს, სულ ფუსფუსებს და თუ მისი
ყოფნისას კაბინეტში ვარ, უბრალოდ, კარს ვკეტავ ხოლმე, მი-
სი ხმამაღალი სიმღერა რომ არ გავიგონო.
კიბის ინციდენტიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. მიუხედა-
ვად იმისა, რომ რაილიმ მიამბო ბავშვობის შესახებ, პატიება
ჯერ კიდევ მიჭირს.
ვიცი, რაილის მძიმე ხასიათი აქვს. ეს გაცნობის პირველი-
ვე ღამეს დავინახე, სანამ ერთმანეთს გამოველაპარაკებო-
დით. დავინახე, როგორ მოიქცა იმ საშინელ ღამეს ჩემს სამზა-
რეულოში, დავინახე, რა გააკეთა, როდესაც ჩემს მობილურში
შენახული ტელეფონის ნომერი იპოვა.
მაგრამ მამაჩემსა და რაილის შორის განსხვავებასაც ვხე-
დავ. რაილი თანამგრძნობია. ის ისეთ რამეებს აკეთებს, რასაც
მამაჩემი არასოდეს გააკეთებდა. მაგალითად, ფულს დებს
ქველმოქმედებაში, სხვა ადამიანებზე ზრუნავს, მე ყველაფერ-
ზე წინ მაყენებს. ასი წელი არ მაიძულებს, ჩემი მანქანა გზაზე
დავაყენო, მან კი თავისი – ავტოფარეხში.
ასეთი ამბები უნდა მახსოვდეს. ზოგჯერ გოგონა, რომელიც
ჩემში ცხოვრობს, მამაჩემის ქალიშვილი, მეტისმეტად ჯიუ-
ტობს. მეუბნება, არ უნდა გეპატიებინაო. მარწმუნებს, მაშინვე
უნდა მიგეტოვებინაო. და წარმოიდგინეთ, ზოგჯერ მჯერა ამ
ხმის. მაგრამ ჩემი არსების მეორე ნახევარმა იცის, რაილის

234
წარმოდგენაში ქორწინება არასოდეს რომ არ არის სრულყო-
ფილი. ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც ჩემი არსების ორი-
ვე ნაწილი ნანობს. საინტერესოა, როგორ ვიგრძნობდი თავს,
პირველივე ინციდენტისას რომ მიმეტოვებინა ის? ალბათ
ხელს ვერ მკრავდა, მაგრამ მეც ისეთი რამეები ჩავიდინე, რი-
თაც არ ვამაყობ. რომ მიმეტოვებინა, გამოდის, საქორწინო
აღთქმას „ჭირსა და ლხინში ერთად“ დავარღვევდი. მზად არ
ვიყავი, ჩემი ქორწინება ასე ადვილად დამეთმო!
მე ძლიერი ქალი ვარ. მთელი ცხოვრება ძალადობას ვუყუ-
რე. დედაჩემს არასოდეს დავემსგავსები, ამის მთელი ასი
პროცენტით მჯერა. არც რაილი იქცევა მამაჩემად. ვფიქრობ,
ის, რაც კიბეზე მოხდა, უნდა მომხდარიყო, მისი წარსულის შე-
სახებ რომ შემეტყო და ყველაფერი ერთად დაგვეძლია.
გასულ კვირას კიდევ ვიჩხუბეთ.
შემეშინდა. წინა ორი ჩხუბი ცუდად დასრულდა და ვიცოდი,
ეს ერთგვარი გამოცდა იქნებოდა, ვნახავდით, ჩვენი შეთან-
ხმება, გაბრაზებისას რაილის დავხმარებოდი, ქმედითუნარია-
ნი იყო თუ არა.
რაილის კარიერას განვიხილავდით. მან რეზიდენტურა უკ-
ვე დაასრულა და სამი თვით სპეციალური კურსები უნდა გაევ-
ლო კემბრიჯში, ინგლისში. განცხადება უკვე შეტანილი ჰქონ-
და. მალე ალბათ თანხმობაც მოუვა, მაგრამ ეს არ მანერვი-
ულებს. არასოდეს ვთხოვდი ამ დიდებული შესაძლებლობის
ხელიდან გაშვებას. სამი თვე არაფერია, თან ორივე ძალიან
დაკავებული ვართ და ისე გავა, ნერვიულობას ვერც მოვას-
წრებ. უბრალოდ, მაშინ გავღიზიანდი, როდესაც გავიგე, რას
აპირებდა, კემბრიჯიდან რომ დაბრუნდებოდა.
რაილის მინესოტაში, მაიოს კლინიკაში შესთავაზეს სამსა-
ხური და იქ უნდა გადასვლა. მითხრა, მასაჩუსეტსის შტატის
მთავარი საავადმყოფო მსოფლიოში მეორე საუკეთესო ნევ-
როლოგიური საავადმყოფოა, პირველი კი სწორედ მაიოს
კლინიკააო.
რაილიმ ისიც მითხრა, ბოსტონში სამუდამოდ დარჩენა
არასოდეს განმიზრახავსო. მე მივუგე, ეს საკითხი მაშინ უნდა
განგვეხილა, როდესაც ვეგასში დასაქორწინებლად მივფრი-

235
ნავდით და მომავალზე ვსაუბრობდით-მეთქი. მე არ შემიძლია
ბოსტონის დატოვება, აქ დედაჩემი ცხოვრობს, ელაიზა ცხოვ-
რობს. რაილიმ მითხრა, მინესოტიდან ბოსტონამდე სულ ხუთი
საათი გვჭირდება ჩამოსაფრენად და მათ ნახვას მაშინვე შეძ-
ლებ, როგორც კი მოისურვებო. მე ვუპასუხე, გამიჭირდება
ყვავილების ბიზნესის მიხედვა, როდესაც რამდენიმე შტატის
მოშორებით ვიქნები-მეთქი.
ჩხუბი მწვავდებოდა, ყოველ მომდევნო წუთს ორივე სულ
უფრო ვბრაზდებოდით. რაილიმ ყვავილებით სავსე ლარნაკი
გადმოაგდო იატაკზე და წამით ორივე მას მივაჩერდით. შემე-
შინდა. ვიფიქრე, ხომ არ შევცდი, მასთან რომ დავრჩი, რომ
ვენდე და დავიჯერე, რომ ერთად შევძლებდით ბრაზთან გამ-
კლავებას. სწორედ ამ დროს რაილიმ ღრმად ამოისუნთქა და
მითხრა:
– ერთი-ორი საათით გავალ, ვფიქრობ, აჯობებს, გავისე-
ირნო. რომ დავბრუნდებით, ამ საკითხზე მერე ვიმსჯელოთ.
რაილი გავიდა და მართლაც, ერთი საათის შემდეგ ბევრად
უფრო მშვიდი დაბრუნდა. გასაღებები მაგიდაზე დააგდო და
პირდაპირ იქით წამოვიდა, საითაც მე ვიდექი. შემდეგ სახეში
მომკიდა ხელები და მითხრა:
– მე შენ გითხარი, რომ მინდა ჩემს დარგში საუკეთესო ვი-
ყო, ლილი, გაცნობის პირველივე ღამეს გითხარი, ეს ერთ-ერ-
თი იყო ჩემს შიშველ სიმართლეთაგან, მაგრამ თუ მსოფლიოს
საუკეთესო საავადმყოფოსა და ჩემი ცოლის ბედნიერებას შო-
რის მომიწევს არჩევანის გაკეთება… შენ აგირჩევ, შენა ხარ ჩე-
მი წარმატება და სანამ ბედნიერს გხედავ, არ მადარდებს, სად
ვიმუშავებ. ბოსტონში ვრჩებით!
აი, მაშინ კი მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ყვე-
ლა იმსახურებს მეორე შანსს, განსაკუთრებით კი ის ადამიანე-
ბი, ვინც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ამ ჩხუბის შემდეგ ერთი კვირა გავიდა, მას შემდეგ ეს თემა
აღარც უხსენებია. მეც ცუდად ვგრძნობ თავს, რადგან გარკვე-
ულწილად, სამსახურთან დაკავშირებული მისი გეგმები გავა-
ცამტვერე, მაგრამ ქორწინება ხომ კომპრომისია. ქორწინები-
სას ისე უნდა ხდებოდეს ყველაფერი, რომ ცალკეული ინდივი-

236
დი კი არა, წყვილი იყოს ბედნიერი. ბოსტონში დარჩენა კი,
მხოლოდ ჩვენთვის კი არა, ჩვენი ოჯახებისთვისაც უკეთესია.
ოჯახის ხსენებაზე მობილურს დავცქერი, რადგან ელაიზას-
გან შეტყობინება მომდის.
ელაიზა: „მუშაობას მორჩი? ავეჯთან დაკავშირებით შენი
აზრი მაინტერესებს“.
მე: „თხუთმეტ წუთში შენთან ვიქნები“.
არ ვიცი, იმის ბრალია, ელაიზა რომ დღე-დღეზე ბავშვს
ელოდება თუ იმის, რომ ჩემთან აღარ მუშაობს, მაგრამ ფაქ-
ტია, ამ კვირაში მის სახლში მეტი დრო მაქვს გატარებული,
ვიდრე საკუთარში. მაღაზიას ვკეტავ და ელაიზასთან მივდი-
ვარ.

***
ლიფტიდან გამოვდივარ, ელაიზას ბინის კარზე ბარათი
მხვდება მიმაგრებული, ზედ ჩემი სახელი აწერია, ამიტომ ბა-
რათს ვიღებ და ვკითხულობ.

„ლილი, მეშვიდე სართულზე, ბინა 749-ში მოდი.


ე.“

ნუთუ ელაიზას კიდევ ერთი ბინა აქვს, რომელშიც ზედმეტ


ავეჯს ინახავს? ვიცი, რომ მდიდარია, მაგრამ მგონი ეს მეტის-
მეტია. ლიფტში შევდივარ და მეშვიდე სართულის ღილაკს
ვაწვები. კარი რომ იღება, დერეფანს მივუყვები და 749-ე ბინას
ვპოულობ, თუმცა აზრზე არა ვარ, უნდა დავაკაკუნო თუ პირ-
დაპირ შევიდე. ერთადერთი, რასაც ვხვდები, ისაა, რომ აქ ვი-
ღაც უნდა ცხოვრობდეს. ალბათ – რომელიმე ნაცნობი.
კარზე ვაკაკუნებ და ნაბიჯების ხმა მესმის.
განცვიფრებული ვდგავარ; კარი იღება და ჩემ წინ რაილი
დგას.
– ჰეი, – ვეუბნები დაბნეული, – აქ რას აკეთებ?
იღიმება და კარს ეყუდება.
– ვცხოვრობ, და შენ რა გესაქმება აქ?

237
კარზე დამაგრებულ ნომერს ვაკვირდები, შემდეგ ისევ რა-
ილის ვუსწორებ თვალს.
– რას ჰქვია აქ ცხოვრობ? მეგონა, ჩემთან ცხოვრობდი.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ბინა გქონდა?
მეგონა, ბინა ის იყო, რასაც ქმარი ცოლს ჩუქნის ხოლმე
ქორწინებისას. ცოტა არ იყოს, გავნერვიულდი.
მართალი გითხრათ, იყო ამ ამბავში რაღაც სასაცილო და
დამაბნეველი. მგონი დროა, მართლა გავბრაზდე!
რაილი იცინის და ისევ კარს აწვება, ხელებს სწევს, კარის
ჩარჩოს ადებს და მთელ ზღურბლს იკავებს.
– შემთხვევა არ ჩამივარდა ხელში, ბინის ამბავი რომ მეთ-
ქვა, რადგან საბუთებს მხოლოდ ამ დილით მოვაწერე ხელი!
უკან ვიხევ.
– მოიცა, რა?
რაილი ხელს მკიდებს და ბინაში შევყავარ.
– კეთილი იყოს შენი შინ მოსვლა, ლილი!
ფოიეში ვჩერდები.
დიახ. ფოიე ვახსენე. ამ სახლს ფოიეც აქვს.
– ბინა იყიდე? – თავს ნელა მიქნევს და ჩემი რეაქციით
ტკბება. – ბინა იყიდე! – ვიმეორებ.
რაილი ისევ თავს მიქნევს.
– ჰო, ვიყიდე, გიხარია? ვიფიქრე, რაკი ერთად ვცხოვ-
რობთ, მეტი ოთახები არ გვაწყენდა-მეთქი.
ნელა ვტრიალებ, მერე ვჩერდები და სამზარეულოს ვხე-
დავ. ისეთი დიდი არ არის, როგორიც ელაიზასი, მაგრამ ისე-
თივე თეთრი და ისეთივე ლამაზია. იქვე ღვინის მაცივარი და
ჭურჭლის სარეცხი მანქანა დგას, ორი რამ, რაც ჩემს ბინაში არ
მაქვს. სამზარეულოში შევდივარ და ვათვალიერებ, თან მეში-
ნია, რამეს შევეხო. ეს ნამდვილად ჩემი სამზარეულოა? შეუძ-
ლებელია, მე ასეთი სამზარეულო მქონდეს!
სასტუმრო ოთახში შემაღლებულ ჭერს ვხედავ, კიდევ
უზარმაზარ ფანჯრებს, რომლებიც ბოსტონის ყურეს გადასცქე-
რის.
– ლილი, – მეუბნება ჩემ უკან მდგარი რაილი, – ხომ არ
მიბრაზდები?

238
ვტრიალდები, სახეში შევცქერი და ვხვდები, რომ რამდენი-
მე წუთია, ჩემს რეაქციას ელოდება, მე კი მეტყველების უნარი
დავკარგე.
თავს ვიქნევ და პირზე ხელს ვიფარებ.
– არა მგონია, – ვჩურჩულებ.
რაილი მიახლოვდება და ჩემს ხელს გულში იკრავს.
– არა გგონია? – დადარდიანებული და დაბნეული ჩანს, –
გთხოვ, მითხარი შიშველი სიმართლე, თორემ მგონი არ ღირ-
და ეს ამბავი სიურპრიზად მომემზადებინა!
ხის იატაკს დავცქერი. ნამდვილი პარკეტია და არა ლამი-
ნატი.
– კარგი, – ვეუბნები და ისევ ვუყურებ, – ვფიქრობ სიგიჟეა,
რომ წახვედი და უჩემოდ იყიდე ბინა. მგონია, რომ ეს ერთად
უნდა გაგვეკეთებინა. – რაილი თავს აქნევს და ისე მიყურებს,
ლამისაა, ბოდიში მომიხადოს, თუმცა მე არ დამისრულებია. –
მაგრამ შიშველი სიმართლე ისაა, რომ… შესანიშნავი ბინაა.
არც კი ვიცი, რა გითხრა, რაილი, ყველაფერი ისეთი სუფთაა,
მეშინია, გავინძრე, არ მინდა, რამე გავაჭუჭყიანო!
რაილი შვებით ამოისუნთქავს და გულში მიკრავს.
– შეგიძლია გააჭუჭყიანო, პატარავ, ეს შენი სახლია, თუ
გინდა, ერთიანად მოსვარე! – თავზე მკოცნის, მე კი ჯერ მად-
ლობაც არ მითქვამს. ეს მეტისმეტად მცირედად მეჩვენება ამ
უზარმაზარი ჟესტის პასუხად.
– როდის გადმოვდივართ?
მხრებს იჩეჩს.
– თუნდაც ხვალ. დასვენების დღე მაქვს და ნივთებიც ბევ-
რი არ გვაქვს გადმოსატანი. შეგვიძლია მომდევნო რამდენიმე
კვირაში ახალი ავეჯი შევიძინოთ.
თავს ვუქნევ და ვცდილობ გავიხსენო, ხვალისთვის რა
მაქვს დაგეგმილი. ის, რომ რაილი ხვალ ისვენებს, აქამდეც ვი-
ცოდი, ამიტომ არაფერი დამიგეგმავს.
უცებ დაჯდომა მინდება. სკამები არსადაა, მაგრამ, ბედად,
იატაკი სუფთაა. – უნდა დავჯდე.
რაილი იატაკზე დაჯდომაში მეხმარება, ჩემკენ იხრება და
ისევ აქვს ხელები ჩაკიდებული.

239
– ელაიზამ იცის? – ვეკითხები.
მიღიმის და თავს მიქნევს.
– ისეთი აღელვებულია, ლილი. ამ სახლში დიდი ხანია
მინდოდა ბინა მეყიდა და მას შემდეგ, რაც ბოსტონში დამკვიდ-
რება გადავწყვიტეთ, სიურპრიზის გაკეთება მომინდა. ელაიზა
მეხმარებოდა, მაგრამ მეშინოდა, დროზე ადრე არ გაემხილა
შენთვის ყველაფერი!
ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩემი ბინაა. აქ ვცხოვრობ?
მე და ელაიზა დღეიდან მეზობლები ვართ? არ ვიცი, რატომ
მგონია, რომ ეს ამბავი მანერვიულებს, რადგან მეტისმეტად
ვღელავ.
რაილი მიღიმის და მეუბნება:
– ვიცი, დრო გჭირდება, რომ ყველაფერს შეეგუო, მაგრამ
ჯერ ამ სახლის საუკეთესო ნაწილი არ გინახავს და ეს პირდა-
პირ მკლავს!
– მაჩვენე!
რაილი იღიმის და იატაკიდან მაყენებს. ორივე სასტუმრო
ოთახს ვკვეთთ და დერეფანს მივუყვებით. რაილი ყველა კარს
სათითაოდ აღებს და მაჩვენებს, მაგრამ შესვლის საშუალებას
არ მაძლევს. მთავარ საძინებლამდე სანამ მივალთ, უკვე ვიცი,
რომ ჩვენს სახლში სამი საძინებელი, ორი აბაზანა და კაბინე-
ტია.
დროც კი არ მაქვს, ამ საძინებლების მშვენიერებით დავ-
ტკბე. რაილი ისევ სადღაც მიმათრევს. ბოლოს კედელთან
ვჩერდებით, რომელსაც ფარდა ფარავს, მიყურებს და მეუბნე-
ბა:
– აქ არ არის მიწის ნაკვეთი, რომელზეც ბაღს გააშენებ,
მაგრამ რამდენიმე ქოთნის დადგმას ნამდვილად შეძლებ, –
ფარდას გადასწევს, კარს აღებს და უზარმაზარ აივანს მაჩვე-
ნებს. მეც მივყვები და უკვე წარმოვიდგენ, რამდენი ქოთნის
დადგმა შემიძლია, – აქედან ისეთივე ხედი იშლება, როგორიც
სახურავიდან, – მეუბნება, – ისეთივე ხედი გვექნება, როგო-
რიც გაცნობის დღეს გვქონდა.
ყველაფრის აღსაქმელად დრო მჭირდება, შემდეგ ტი-
რილს ვიწყებ. რაილი გულში მიკრავს და მეხვევა:

240
– ლილი, – მეჩურჩულება და თმაზე მისვამს ხელს, – არ
მინდოდა, ამეტირებინე!
აცრემლებული ვიცინი.
– უბრალოდ, ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვიცხოვრებთ, – რა-
ილის მკლავებისგან ვთავისუფლდები და ვუყურებ, – მდიდრე-
ბი ვართ? საიდან გქონდა ამის ფული?
რაილი იცინის.
– შენ ხომ ნეიროქირურგს გაჰყევი ცოლად, ლილი, ეს კი
იმას არ ნიშნავს, რომ ღატაკი ვარ!
მის პასუხზე მეცინება, შემდეგ უარესად ვტირი.
და სწორედ ამ დროს პირველი სტუმრები გვიკაკუნებენ
კარზე.
– ელაიზაა, – ამბობს რაილი, – დერეფანში გველოდებო-
და!
კართან მივრბივარ, ვაღებ, მე და ელაიზა ერთმანეთს ვეხ-
ვევით, ვკივით და მე ცოტას კიდევ ვტირი.
საღამოს ჩვენს ახალ ბინაში ვატარებთ. რაილი რესტო-
რანს ჩინურ საჭმელებს უკვეთს, მარშალიც მოდის და ჩვენთან
ერთად ვახშმობს. მაგიდა და სკამები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ
ოთხივე იატაკზე ვსხედვართ სასტუმრო ოთახში და კონტეინე-
რებიდან მივირთმევთ კერძებს. თან იმაზე ვსაუბრობთ, თუ
როგორ მოვაწყობთ ახალ ბინას, ვიხსენებთ სამეზობლოს,
ელაიზას მომავალ დედობას განვიხილავთ.
ეს ყველაფერი და მეტია.
ერთი სული მაქვს, დედას როდის ვახარებ ამ ამბავს.

241
თავი ოცდამეორე

ელაიზას უკვე სამი დღეა, მშობიარობის ვადა გადაუცდა.


ჩვენ მთელი კვირაა, ახალ ბინაში გადავდივართ. ძველი
ნივთები წარმატებით გადავიტანეთ იმ დღეს, როცა რაილი ის-
ვენებდა, მე და ელაიზა კი გადასვლის მეორე დღესვე ავეჯის
საყიდლად წავედით. მესამე დღეს პრაქტიკულად ბინა მოწყო-
ბილი იყო. გუშინ პირველი ელექტრონული წერილიც მივი-
ღეთ, საყოფაცხოვრებო გადასახადების ქვითარი მოგვივიდა,
ასე რომ, ბინა ოფიციალურად ჩვენია.
მე დაქორწინებული ვარ. დიდებული ქმარი მყავს და საუც-
ხოო სახლი მაქვს. ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემი მულია და
მალე ბიცოლა გავხდები.
გავბედო ამის თქმა?.. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა
გახდეს ჩემი ცხოვრება უკეთესი.
საღამოა, ლეპტოპს ვხურავ და წასასვლელად ვემზადები.
ამ ბოლო დროს ადრე მივდივარ სამსახურიდან, მიხარია ახალ
ბინაში მისვლა. მაღაზიის კარს ვკეტავ თუ არა, რაილი გასაღე-
ბით აღებს შემოსასვლელს, შემდეგ ისევ რაზავს და მიახლოვ-
დება. თან რაღაც მოაქვს; იღლიაში გაზეთი აქვს ამოჩრილი,
ხელში კი ორი ყავა უჭირავს. გიჟური გამოხედვის და სწრაფი
ნაბიჯების მიუხედავად, მიღიმის.
– ლილი, – მეუბნება და მიახლოვდება, ერთ ყავას მაჩე-
ჩებს, შემდეგ გაზეთს გამოიღებს იღლიიდან, – სამი რამ: ერ-
თი… გაზეთი ნახე? – მაწვდის. გაზეთი ისე დაუკეცავს, რომ რა-
ღაც სტატია ზემოდანაა მოქცეული. რაილი სტატიაზე მიმითი-
თებს, – ლილი, შენ ის მიიღე, შენ ის მიიღე!
ვცდილობ დიდი იმედებით არ აღვივსო და სტატიას დავ-
ცქერი. იქნებ სულ სხვა რამეს გულისხმობს და არა იმას, რასაც
მე ვფიქრობ, მაგრამ სათაურს ვკითხულობ თუ არა, ვხვდები,
სწორედ ამაზე მელაპარაკება.
– მივიღე?
ცოტა ხნის წინ მომწერეს, რომ ჩემი ბიზნესი წარდგენილი
იყო ჯილდოზე „საუკეთესო ბოსტონში“. ეს სახალხო ჯილდოა
და გაზეთი ყოველწლიურად ატარებს, ლილი ბლუმის ნომინა-

242
ციის „საუკეთესო ახალი ბიზნესი ბოსტონში“, კრიტერიუმებში
მითითებული იყო, რომ საქმე ბოლო ორ წელიწადზე ნაკლებ-
ში უნდა მქონოდა წამოწყებული. ვეჭვობდი, რომ ვინმე მომა-
ნიჭებდა ამ ჯილდოს, თუმცა გასულ კვირაში ჟურნალის რე-
პორტიორმა დამირეკა და რამდენიმე შეკითხვა დამისვა.
სტატიას ასე ჰქვია: „საუკეთესო ახალი ბიზნესი ბოსტონში.
შერჩეულია საუკეთესო ათეული!“
ვიღიმი და ლამისაა, ყავა დავღვარო, როდესაც რაილი
ხელს დამავლებს, ამიტაცებს და მატრიალებს.
შემოსვლისას მითხრა, სამი ახალი ამბავი მაქვსო, თუ
ამით იწყებს, წარმომიდგენია, როგორი იქნება დანარჩენი
ორი.
– აბა, მეორე ამბავი რა არის?
ძირს დამსვამს და მეუბნება:
– ისე აღელვებული ვიყავი, რომ საუკეთესო ამბით დავიწ-
ყე, – ყავას მოსვამს და ამატებს: – კემბრიჯში სტაჟირებაზე შე-
მარჩიეს! – მე სახეს ფართო ღიმილი მიპობს, – მართლა? – ის
თავს მიქნევს და ისევ მაბზრიალებს.
– ვამაყობ შენით! – ვეუბნები და ვკოცნი, – ორივე გულის-
რევამდე წარმატებული ვართ!
რაილი იცინის.
– ნომერი სამი? – ვეკითხები.
რაილი უკან იხევს.
– ო, დიახ, ნომერი სამი, – დაიხრება და ნელა მოწრუპავს
ყავას, შემდეგ ფრთხილად დგამს დახლზე, – ელაიზა მშო-
ბიარობს!
– რაო? – ვკივი.
– ჰო, – ყავაზე მანიშნებს, – ამიტომ მოგიტანე კოფეინი.
ამაღამ ძილი არ გვიწერია!
ტაშს ვუკრავ, ვხტი, პანიკა მეწყება, ვცდილობ საფულე,
ქურთუკი, გასაღებები, მობილური და შუქის ჩამრთველი ვი-
პოვო. სანამ კართან მივალთ, რაილი დახლთან ბრუნდება, გა-
ზეთს იღებს და ისევ იღლიაში იჩრის. მე აღელვებისგან, კარს
რომ ვკეტავ, ხელი მიკანკალებს.

243
– მალე ბიცოლები ვხდებით! – ვყვირი და მანქანისკენ გავ-
რბივარ.
რაილის ჩემს ხუმრობაზე ეცინება.
– ბიძიები, ლილი, ბიძიები ვხდებით!

***
მარშალი მშვიდად მოაბიჯებს დერეფანში. მე და რაილი
ახალ ამბავს ველოდებით. ბოლო ნახევარი საათია, დერეფან-
ში სიჩუმეა. საცაა ელაიზას აგონიური კივილი უნდა გავიგო-
ნოთ, მშობიარობის დასრულების ნიშნად, მაგრამ არაფერი
ისმის, ახალშობილის ტირილიც კი. მარშალის დანახვაზე პირ-
ზე ხელს ვიფარებ, უარესისთვის ვემზადები. მას მხრები უცახ-
ცახებს და თვალებიდან ცრემლები ჩამოსდის;
– მამა ვარ! – ამბობს და მუშტს ჰაერში იქნევს, – მამა ვარ!
მარშალი რაილის ეხვევა და ამბობს:
– თხუთმეტ წუთში შეგიძლია შეხვიდე და ჩვენი გოგონა გა-
იცნო!
კარს რომ კეტავს, მე და რაილი შვებამოგვრილი ვეხვევით
ერთმანეთს, თვალებში ვუყურებ და ვუღიმი.
– შენც მაშინვე ცუდი იფიქრე, არა? – მეკითხება.
თავს ვუქნევ და ვეხვევი.
– ბიძა გახდი! – ვეუბნები ღიმილით. ისიც თავზე მკოცნის
და მეუბნება:
– შენც!
ნახევარი საათის შემდეგ მე და რაილი ელაიზას საწოლ-
თან ვდგავართ. ელაიზას ხელში ჩვილი უჭირავს, საოცრად
ლამაზი გოგონაა. ჯერ ვერ მიხვდები, ვის ჰგავს, მაგრამ ნამ-
დვილად უმშვენიერესი ვინმეა!
– გინდა, დისშვილი დაიკავო ხელში? – ეუბნება ელაიზა
რაილის.
რაილი ჯერ ქვავდება, მაგრამ შემდეგ თავს უქნევს. ელაიზა
იხრება და რაილის მკლავებში ჩვილს უწვენს, თან აჩვენებს,
როგორ ეჭიროს. რაილი პატარას ნერვიულად დასცქერის,
შემდეგ ტახტისკენ მიდის და ჯდება.

244
– სახელი დაარქვით უკვე? – ეკითხება ელაიზასა და მარ-
შალს.
– ჰო, – უპასუხებს ელაიზა.
მე და რაილი ელაიზას ვუყურებთ, ის ცრემლიანი თვალე-
ბით შემოგვცქერის.
– მე და მარშალს გვინდოდა ისეთი ადამიანის სახელი
დაგვერქმია ბავშვისთვის, რომელიც ორივესთვის ძვირფასია,
ასე რომ, შენს სახელს ა გამოვაკელით, რაილი, და რილი და-
ვარქვით.
მაშინვე რაილის ვუყურებ, ის გაოცებული ოხრავს, რილის
დასცქერის და იღიმის.
– ოჰო, – უსტვენს ბოლოს, – არც კი ვიცი, რა ვთქვა.
ელაიზას ხელზე ხელს ვუჭერ, შემდეგ მივდივარ და რა-
ილის გვერდით ვჯდები. ბევრჯერ მქონია წამი, როდესაც ვფიქ-
რობდი, რომ იმაზე მეტად ვერ მეყვარებოდა რაილი, ვიდრე
მიყვარს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ვცდებო-
დი. ვხედავ თუ არა, როგორ დასცქერის თავის ციცქნა დის-
წულს, გული მიჩუყდება!
მარშალი ელაიზას გვერდით, საწოლზე ჯდება.
– ნახეთ, რა მშვიდად ჩაიარა აიზას მშობიარობამ? ერთიც
არ დაუყვირია, თან არც წამალი დაულევია. – მარშალი ხელს
ხვევს ცოლს და გვერდით უწვება, – ასე მგონია, ჰენკოკის იმ
ფილმში ვარ, უილ სმითი რომ თამაშობს და ეს-ესაა აღმოვა-
ჩინე, რომ სუპერგმირი მოვიყვანე ცოლად!
რაილი იცინის.
– სანამ ვიზრდებოდით, რამდენჯერმე მიტირა დედა, სუ-
ლაც არ მიკვირს!
– რილის გვერდით არ ვბილწსიტყვაობთ! – ეუბნება მარ-
შალი.
– დედა მიტირა! – ჩასჩურჩულებს რაილი ჩვილს.
ორივე ვიცინით, შემდეგ რაილი მეუბნება, ხომ არ გინდა,
ხელში აიყვანოო. მეც მაშინვე ხელებს ვუწვდი, რადგან ვკვდე-
ბი, ისე მინდა ჩვილის ხელში აყვანა. გოგონას მკლავებში ვი-
გორებ და გაოცებული ვხვდები, უკვე როგორ მიყვარს!

245
– დედა და მამა როდის ჩამოდიან? – ეკითხება რაილი
ელაიზას.
– ხვალ სადილისთვის აქ იქნებიან.
– მაშინ აჯობებს გამოვიძინო, ეს-ესაა ხანგრძლივი ცვლი-
დან დავბრუნდი, – ამბობს რაილი და მიყურებს, – წამოხვალ?
თავს ვაქნევ.
– მინდა ცოტა ხანს კიდევ დავრჩე. ჩემი მანქანით წადი, მე
ტაქსით მოვალ.
რაილი კეფაზე მკოცნის, მერე თავს თავზე მადებს და ორი-
ვე რილის დავცქერით.
– ვფიქრობ, ბავშვი ჩვენც არ გვაწყენდა. – ამბობს.
ვუყურებ, ვფიქრობ, ხომ არ მომეჩვენა რამე.
რაილი თვალს მიკრავს.
– შინ რომ მოხვალ, თუ ჩაძინებული დაგხვდე, გამაღვიძე,
ამაღამვე დავიწყოთ! – მარშალსა და ელაიზას ემშვიდობება
და მარშალი აცილებს.
ელაიზას ვუყურებ, ის იღიმის.
– ხომ გეუბნებოდი, მოუნდება შენგან შვილი-მეთქი!
ვიღიმი და ელაიზას ლოგინისკენ მივდივარ. ის ოდნავ გან-
ზე იწევს და ადგილს მითავისუფლებს. რილის ისევ დედას მი-
ვუწვენ, სამივე ერთად მოვიკალათებთ, ვუყურებ, როგორ სძი-
ნავს ჩვილს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე საოცარი სანახა-
ობაა ამქვეყნად.

246
თავი ოცდამესამე

სამი საათი გადის, თერთმეტია დაწყებული, როდესაც შინ


ვბრუნდები. რაილის წასვლის შემდეგ, ელაიზასთან კიდევ ერ-
თი საათი დავრჩი, შემდეგ სამსახურში დავბრუნდი, რამდენი-
მე საქმე რომ მომეგვარებინა, რაც მომდევნო ორ დღეში მქონ-
და დასასრულებელი. როდესაც რაილი ისვენებს, მეც ვცდი-
ლობ დასვენების დღე მოვიწყო.
კარს რომ ვაღებ, შუქები ჩამქრალი მხვდება, რაც იმას ნიშ-
ნავს, რომ რაილი უკვე ლოგინშია.
შინ რომ მოვდიოდი, მის ნათქვამზე ვფიქრობდი, თუმცა არ
ველოდი, რომ ამ თემაზე უკვე მოგვიწევდა საუბარი. თითქმის
ოცდახუთი წლის ვარ, მაგრამ ალბათ კიდევ ორიოდე წელია
საჭირო, სანამ ნამდვილ ოჯახად ვიქცევით. არა მგონია, ახლა
მზად ვიყო ამისთვის, მაგრამ გავიგე თუ არა, რაილი რას ფიქ-
რობდა, თავი წარმოუდგენლად ბედნიერად ვიგრძენი.
ვფიქრობ, ცოტა შევჭამო რამე. არ მისადილია და საოც-
რად მშია. სამზარეულოში შუქს ვანთებ და ვკივი. გულზე ვიდებ
ხელს და ბარს ვეყრდნობი.
– ღმერთო ჩემო, რაილი, აქ რას აკეთებ?
რაილი მაცივრის გვერდით, კედელთან ჩამჯდარა ფეხ-
მორთხმული და თვალებმოწკურული მიყურებს.
ბარის მაგიდაზე ცარიელი ჭიქა დგას, რომელშიც ალბათ
ცოტა ხნის წინ შოტლანდიური ვისკი ესხა. რაილი მაშინ სვამს,
როდესაც დაძინება უჭირს.
ისევ რაილის ვუყურებ, ის ეშმაკურად მიღიმის. სხეული მა-
შინვე მითბება ამ ღიმილზე, რადგან ვიცი, რაც მოჰყვება. ბინა-
ში ცოტა ხანში ტანსაცმელი დაიწყებს ფრენას და აქაურობა
კოცნით გაივსება. რაც აქ გადმოვედით, ლამის ყველა ოთახი
„მოვნათლეთ“, მაგრამ სამზარეულომდე ჯერ არ მოვსულ-
ვართ.
რაილის ვუღიმი. მას შემდეგ, რაც აქ, სიბნელეში ვიპოვე,
გული აჩქარებული მაქვს. რაილი ხელებს დასცქერის და ვხე-
დავ, როგორ უჭირავს ბოსტონის მაგნიტი. ის ძველი ბინიდან
წამოვიღე და აქაც მაცივარს მივაკარი.

247
რაილი ისევ მაცივარზე აკრავს მაგნიტს და მეკითხება:
– ეს საიდან გაქვს?
ჯერ მაგნიტს ვუყურებ, შემდეგ ისევ რაილის. ყველაზე ნაკ-
ლებად მინდა ახლა რაილის ვუთხრა, რომ მაგნიტი დაბადების
დღეზე მაჩუქა ეტლესმა, თექვსმეტი წლის რომ გავხდი.
მხრებს ვიჩეჩ.
– არ მახსოვს, დიდი ხანია, რაც მაქვს.
რაილი უხმოდ მიყურებს, შემდეგ დგება და ჩემკენ ორ ნა-
ბიჯს დგამს. მე ბარისკენ ვიხევ და სუნთქვა მიჭირს. რაილი
წელზე მხვევს ხელს, შემდეგ უკანალისკენ, ჯინსში ჩამიცურებს
და თავისკენ მიზიდავს. ბოლოს ჩემი ტუჩებისკენ მოიწევს, მაგ-
რად მკოცნის და ჯინსის შარვალს მიწევს.
კარგი. გამოდის აქვე გვექნება სექსი.
რაილი ახლა კისერს მიკოცნის, მე ფეხსაცმელს ვიხდი, ის
ჯინსს მხდის.
ჩანს, ჭამა მოგვიანებით მომიწევს, სამზარეულოს „მონათ-
ვლა“ ჩემთვის პრიორიტეტია.
რაილი ისევ რომ მიწყებს კოცნას, ხელში მიყვანს და ბარის
ზედაპირზე მსვამს, თვითონ ჩემს გაშლილ ფეხებს შორის
დგას. მის ამონასუნთქს ვისკის სუნი ასდის და ეს მომწონს. უკ-
ვე მძიმედ ვიწყებ სუნთქვას, როდესაც ის თბილ ტუჩებს ტუჩებ-
ზე მაწებებს. რაილი ჩემს თმას მუშტში იქცევს და ნელა მაწევი-
ნებს თავს, რომ თვალებში ჩავხედო.
– შიშველი სიმართლე? – მეჩურჩულება და ისე მიყურებს
ტუჩებზე, თითქოს სურს, ხარბად დამეწაფოს.
თავს ვუქნევ.
რაილი მეორე ხელს ნელა მიაცურებს ჩემს თეძოზე მანამ,
სანამ წასასვლელი არსად რჩება, შემდეგ ორი თბილი თითით
შემოდის ჩემში, თან თვალს არ მაშორებს. მე ვცდილობ ჰაერი
ჩავისუნთქო, ფეხებს წელზე ვხვევ, ნელა ვმოძრაობ და ჩუმად
ვკვნესი, ის კი ცხელი მზერით მწვავს.
– საიდან გაქვს ეს მაგნიტი, ლილი?
რაო?
ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ჩემი გული უკუათ-
ვლას იწყებს.

248
რატომ მეკითხება ისევ ამას?
რაილი თითებით ისევ ჩემშია, ისე მიყურებს, ვამჩნევ, რო-
გორ ვსურვარ, მაგრამ მისი ხელი… ის ხელი, რომელიც თმაში
აქვს ჩავლებული, მაგრად მქაჩავს და ვკრთები.
– რაილი, – ვეჩურჩულები, მიუხედავად იმისა, რომ ერ-
თიანად ვცახცახებ, ვცდილობ მშვიდი ხმა მქონდეს, – მტკივა!
რაილი თითებს აღარ ამოძრავებს, მაგრამ თვალს ისევ არ
მაშორებს. შემდეგ თითები ნელ-ნელა გამოაქვს ჩემი საშო-
დან, ყელში მკიდებს ხელს და ფრთხილად მიჭერს. ტუჩებს ტუ-
ჩებზე მაწებებს და ენას პირში მიყოფს, მეც ვყვები, რადგან არ
ვიცი, ახლა თავში რა უტრიალებს და ვლოცულობ, რომ მეტის-
მეტი არ მომივიდეს.
რაილი მაწვება და ვატყობ, როგორაა აღგზნებული, მაგ-
რამ მალე უკან იხევს. ხელებს მაშორებს და მაცივარს ეყ-
რდნობა, თვალებით კი ისე მიჭამს სხეულს, თითქოს ახლავე,
სამზარეულოში აპირებს დამეუფლოს. გულისცემა მიმშვიდ-
დება. მართლაც მეტისმეტი მომივიდა.
რაილი ქურის გვერდით მდგარი მაგიდისკენ გაიწვდენს
ხელს და გაზეთს იღებს. ის გაზეთია, სამსახურში რომ მომიტა-
ნა, დაჯილდოებაზე სტატიით. შემდეგ გაზეთს ჩემკენ ისვრის.
– წაიკითხე ეს სტატია?
მე შვებას ვგრძნობ.
– ჯერ არა, – ვეუბნები და სტატიას დავცქერი.
– ხმამაღლა წაიკითხე!
რაილის ვუყურებ, ვიღიმი, მაგრამ კუჭი მიწრიალებს ნერ-
ვიულობისგან. რაღაც ხდება. სხვანაირად იქცევა. ვერ ვხვდე-
ბი, რაშია საქმე.
– გინდა, სტატია ხმამაღლა წავიკითხო? – ვეკითხები, – ახ-
ლავე?
თავს უცნაურად ვგრძნობ, სამზარეულოს ბარის მაგიდაზე
ვზივარ ნახევრად შიშველი და ხელში გაზეთი მიჭირავს. რა-
ილი თავს მიქნევს.
– მანამდე პერანგი გაიხადე, შემდეგ ხმამაღლა წაიკითხე!
ვუყურებ და ვცდილობ, ჩავწვდე მის საქციელს. იქნებ ვის-
კის ბრალია, მეტისმეტად რომ ანცობს. რამდენი ხანია ვსიყვა-

249
რულობთ და ყველაფერი ძალიან მარტივადაა ხოლმე, მაგრამ
ზოგჯერ ველური სექსიც გვაქვს, ცოტა სახიფათო, იმ მზერის-
ნაირი, ახლა რომ ჩასდგომია თვალებში.
გაზეთს გვერდით ვდებ, პერანგს ვიხდი, შემდეგ ისევ ვიღებ
და ხმამაღლა ვიწყებ სტატიის კითხვას, მაგრამ რაილი ჩემკენ
დგამს ნაბიჯს და მეუბნება:
– მთლიანად არ გინდა, – გაზეთს კეცავს, სტატიაში ერთ
წინადადებაზე მანიშნებს, საიდანაც უნდა დავიწყო კითხვა.
– მხოლოდ ბოლო რამდენიმე აბზაცი წაიკითხე!
ამჯერად კიდევ უფრო დაბნეული დავცქერი გაზეთს, მაგ-
რამ რაც უნდა იყოს, იქნებ სიტუაციის განმუხტვაში დამეხმა-
როს და შემდეგ დასაწოლად წავიდეთ…
„თქვენთვის ალბათ სიურპრიზი არ იქნება იმ ბიზნესის შე-
სახებ გაგება, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა დაიმსახურა. „ბი
აი ბი“ საკულტო რესტორანია, რომელიც მარკეტსონზე გასუ-
ლი წლის აპრილში გაიღო და სწრაფად მოიპოვა ქალაქში
უმაღლესი რეიტინგი „ტრიპედვაიზერის“ მიხედვით.
კითხვას ვწყვეტ და რაილის ვუყურებ. ის კიდევ ისხამს ვის-
კის და წრუპავს.
– განაგრძე კითხვა, – მეუბნება და თავით მანიშნებს გაზე-
თისკენ, რომელიც ხელში მიკავია.
მძიმედ ვყლაპავ ნერწყვს, ეს ყოველ წუთს უფრო და უფრო
მიჭირს, მინდა აკანკალებული ხელები გავაკონტროლო კით-
ხვისას.
– „მისი მფლობელი, ეტლეს კერიგანი, ორგზის დაჯილ-
დოებული შეფმზარეული და აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვე-
ითია. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მისი რესტორნის
სახელწოდება, „ბი აი ბი“, აბრევიატურაა და ასე იშიფრება,
„საუკეთესო ბოსტონში“. – სული მეხუთება.„ბოსტონში ყვე-
ლაფერი უკეთესია“. ხელს მუცელზე ვიჭერ, ვცდილობ, კით-
ხვისას ემოციები გავაკონტროლო. – მაგრამ როდესაც ჟურნა-
ლისტმა ბოლო ჯილდოს შესახებ დაუსვა შეკითხვა, შეფმა ამ
სახელის ჭეშმარიტი ისტორია გაამჟღავნა. ეს გრძელი ისტო-
რიაა, აცხადებს შეფი კერიგანი, რესტორანს იმ ადამიანის პა-
ტივსაცემად დავარქვი სახელი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაზე

250
უდიდესი გავლენა იქონია. მისი, ვინც ჩემთვის ბევრს ნიშნავ-
და. ის გოგონა ჩემთვის დღესაც ბევრს ნიშნავს! – გაზეთს ბა-
რის ზედაპირზე ვდებ, – აღარ მინდა წაკითხვა, – ხმა მებზარე-
ბა.
რაილი სწრაფად დგამს ორ ნაბიჯს წინ და გაზეთს დაავ-
ლებს ხელს. იმ ადგილს პოულობს, სადაც კითხვა შევწყვიტე
და ხმამაღლა, გაბრაზებული აგრძელებს:
– „როდესაც ვკითხეთ შეფ კერიგანს, იცის თუ არა იმ გო-
გონამ, რესტორანი მის სახელს რომ ატარებს, შეფმა კერიგან-
მა იდუმალი ღიმილით მოგვიგო: მომდევნო შეკითხვა…“
რაილის ბრაზიან ხმაზე გულისრევის შეგრძნება მიჩნდება.
– რაილი, შეჩერდი, – ვეუბნები მშვიდად, – მეტისმეტად
ბევრი დალიე, – ხელით ვიშორებ და სწრაფად გავდივარ სამ-
ზარეულოდან დერეფნისკენ, რომელიც ჩვენი საძინებლისკენ
მიემართება. მეტისმეტად ბევრი რამ ხდება ამწუთას და დარ-
წმუნებული არ ვარ, რომ რამეს ვხვდები.
სტატიაში არ ჩანს, ეტლესი ვისზე საუბრობს. ეტლესმა
იცის, რომ მე მგულისხმობს და მეც ვხვდები ამას, მაგრამ რა-
ილი როგორ გვაკავშირებს ერთმანეთთან?
ან მაგნიტს რაც შეეხება, როგორ მიხვდა ამ სტატიით, რომ
ეტლესმა მაჩუქა?
მასაც მეტისმეტი მოსდის.
მესმის, როგორ მომყვება საძინებლისკენ მიმავალს, კარს
ვაღებ და მოულოდნელობისგან ადგილზე ვშეშდები.
ლოგინზე ნივთებია მიმოფანტული, ყუთი, რომელსაც „ლი-
ლის ნივთები“ აწერია დაცარიელებულია და მისი შიგთავსი,
წერილები… დღიურები… ცარიელი ფეხსაცმლის ყუთები…
თვალებს ვხუჭავ და ნელა ვსუნთქავ.
მან ჩემი დღიურები წაიკითხა.
არა!
მან. ჩემი. დღიური. წაიკითხა!
მოდის და წელზე მხვევს ხელს, შემდეგ მუცლისკენ მიაქვს,
ბოლოს მკერდზე მეპოტინება, მეორე ხელით თმაში მწვდება,
უკან მიწევს და ყელს მიშიშვლებს.

251
თვალებს მაგრად ვხუჭავ, როდესაც ის თითებს ამოძრა-
ვებს ჩემს კანზე. ნელა უსვამს თითს გულის ფორმის სვირინგს
და მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლის. ტუჩებით მეხება კან-
ზე, ზედ სვირინგთან, შემდეგ კი ისე მკბენს, რომ ვკივი.
ვცდილობ თავი დავაღწიო რაილის, მაგრამ ისე მაგრად
აქვს ხელები ჩავლებული, რომ არც კი ინძრევა. კბენით მოყე-
ნებული ტკივილი ლავიწის ძვლიდან იწყება, მხრებზე გადადის
და მთელ ხელში იშლება. მაშინვე ტირილს ვიწყებ. ვქვითინებ.
– რაილი, გამიშვი, – ხმაში ვედრებას ვურევ, – გემუდარე-
ბი, თავი დამანებე! – ის კი ისევ მკლავებშია ჩაფრენილი და
მიჭერს.
რაილი თავისკენ მატრიალებს, მაგრამ თვალები ისევ და-
ხუჭული მაქვს. შეხედვის მეშინია. ვცდილობ ისევ მოვიშორო
თავიდან, მაგრამ არაფერი გამომდის. მეტისმეტად ძლიერი,
გაბრაზებული, გულნატკენია და ეს რაილი არ არის!
ზურგით ლოგინს ვარ მიჯაჭვული და სასოწარკვეთილი
ვცდილობ თავი დავაღწიო მას.
– რატომ არის ის ისევ აქ, ლილი? – რაილის აღარ აქვს
ისეთი მშვიდი ხმა, როგორიც სამზარეულოში ჰქონდა. ახლა
ნამდვილად გაბრაზებულია, – ის ყველაფერშია, მაცივარზე
მიკრულ მაგნიტში, დღიურში, რომელიც კარადაში, ყუთში ვი-
პოვე, ამ დედააფეთქებულ სვირინგში იმ ადგილას, რომელიც
ყველაზე მეტად მიყვარს შენში!
რაილი უკვე საწოლშია.
– რაილი, – ვევედრები, – შემიძლია აგიხსნა, – ცრემლები
საფეთქელზე მიგორავს და თმას მისველებს, – გაბრაზებული
ხარ, გთხოვ, არაფერი მავნო, წადი სადმე და რომ დაბრუნდე-
ბი, ყველაფერს აგიხსნი.
რაილი კოჭზე მავლებს ხელს, თავისკენ მიმათრევს და
ქვეშ მიქცევს.
– გაბრაზებული არ ვარ, ლილი, – ხმა ახლა შემაშფოთებ-
ლად მშვიდი აქვს, – უბრალოდ, აქამდე ვერ დაგიმტკიცე, რო-
გორ მიყვარხარ, – ისევ ზემოდან მაწვება, მაჯას მიტრიალებს
და თავზემოთ მაწევინებს.

252
– რაილი, გთხოვ, – ვქვითინებ და მთელი სხეულით ვცდი-
ლობ, თავიდან მოვიშორო, – გამიშვი, გთხოვ!
არა, არა, არა, არა!
– მიყვარხარ, ლილი, – მეუბნება და მისი სიტყვები ლო-
ყებს მიწვავს, – ბევრად უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე მას,
რატომ ვერ ხედავ ამას?
შიში ნელ-ნელა მიქრება და მრისხანება ერევა. ერთადერ-
თი, რასაც ახლა ვხედავ დახუჭული თვალებით, სასტუმრო
ოთახის დივანზე მოტირალი დედაჩემია; მამა ზემოდან მოჰ-
ქცევია. ზიზღი მთელ სხეულში მივლის და კივილს ვიწყებ.
რაილი ცდილობს, პირით ჩაახშოს ჩემი კივილის ხმა, მე კი
ენაზე ვკბენ.
ის შუბლით მეხლება შუბლზე.
წამით ტკივილი ქრება, თვალებზე სიბნელის საბანი მეხუ-
რება და მშთანთქავს.

***
მის სუნთქვას ყურთან ვგრძნობ. რაღაც გაუგებარს ბუტბუ-
ტებს. გული აჩქარებით მიცემს, მთელი სხეული ისევ მით-
რთის, ცრემლები ისევ ჩამომდის და ვცდილობ, ჰაერი ჩავი-
სუნთქო. მისი სიტყვები ყურს მჭრის, მაგრამ თავი ტკივილის-
გან მიფეთქავს და სიტყვასაც ვერ ვარჩევ.
ვცდილობ თვალები გავახილო, მაგრამ მეწვის. ვგრძნობ,
მარჯვენა თვალთან რაღაც ჩამომდის და ვხვდები, რომ ეს სის-
ხლია.
ჩემი სისხლი.
ნელ-ნელა მის ნათქვამს ვარჩევ.
– მაპატიე, მაპატიე, მაპატიე, მა…
ხელებით ისევ ლოგინზე ვარ მიჯაჭვული, ისევ ზემოდანაა,
მაგრამ აღარ ცდილობს, დამეუფლოს.
– ლილი, მიყვარხარ, მაპატიე!
მისი სიტყვები ძრწოლითაა სავსე. მკოცნის, ტუჩებს ნელა
მახებს ლოყასა და პირზე. იცის, რაც გააკეთა, ისევ ძველი რა-
ილია და ხვდება, რა დამიშავა, რა დაგვიშავა ჩვენ, რა დაუშავა
ჩვენს მომავალს.

253
მის ძრწოლას უპირატესობად ვაქცევ, თავს ვაქნევ და ვე-
ჩურჩულები:
– არა უშავს, რაილი, არა უშავს, გაბრაზებული იყავი, არა
უშავს! – ტუჩებში გაშმაგებული მკოცნის და ვისკის სუნზე
რწყევა მინდება. ის ისევ ჩურჩულით მებოდიშება, როდესაც
ოთახი ისევ ბინდში ეხვევა.

***
თვალები დახუჭული მაქვს. ისევ ლოგინში ვართ, მაგრამ
რაილი აღარ მაწევს ზემოდან, გვერდზე წევს და ხელები მაგ-
რად აქვს ჩემს წელზე შემოხვეული. თავი ჩემს ლოყაზე უდევს,
არ ვინძრევი, უძრავად ვწევარ და ვცდილობ სიტუაცია გავაა-
ნალიზო.
რაილი არ ინძრევა, მაგრამ მის სუნთქვას ვგრძნობ, მძი-
მედ სუნთქავს, ძილში რომ იცის ხოლმე. არ ვიცი, გაითიშა თუ
ჩაეძინა. ბოლო რაც მახსოვს, ჩემს ტუჩებთან მოტანილი მისი
პირი და ჩემივე ცრემლების გემოა. კიდევ რამდენიმე წუთი
ვწევარ უძრავად. გონზე მოსვლასთან ერთად თავი თანდათან
უფრო მტკივდება. თვალებს ვხუჭავ და ფიქრს ვიწყებ.
სადაა ჩემი საფულე? სადაა ჩემი გასაღებები? სადაა ჩემი
მობილური?
ხუთი წუთი მაინც მჭირდება, რაილის რომ დავუძვრე. მეში-
ნია მკვეთრი მოძრაობის, ამიტომ ნელ-ნელა ვითავისუფლებ
თავს და იატაკზე ვგორდები. როგორც კი ვხვდები, რომ მისი
ხელები აღარ მიჭერს, მოულოდნელად ტირილი მივარდება,
თუმცა პირზე ხელს ვიფარებ, ფეხზე ვდგები და საძინებლიდან
გავდივარ.
საფულესა და მობილურს ვპოულობ, მაგრამ აზრზე არ
ვარ, რაილიმ ჩემი გასაღებები სად დადო. სასოწარკვეთილი
ვეძებ მათ სასტუმრო ოთახსა და სამზარეულოში, მაგრამ ვე-
რაფერს ვარჩევ. შუბლით, ჩანს, შუბლი გამიტეხა, რადგან
თვალები სისხლით მაქვს სავსე და ყველაფერს ბუნდოვნად
ვხედავ.

254
ნელა ვეშვები კარის გვერდით, იატაკზე, თავბრუ მესხმის.
თითები ისე მიკანკალებს, რომ მხოლოდ სამი მცდელობის
შემდეგ ვკრეფ სწორად მობილურის პაროლს.
ეკრანი რომ ინთება, სანამ ნომერს ავკრეფ, ვჩერდები,
პირველად თავში მომდის ელაიზასა და მარშალს დავურეკო,
მაგრამ არ შემიძლია, ამას ვერ გავაკეთებ, ელაიზამ ხომ სულ
რამდენიმე საათის წინ გააჩინა ბავშვი. ელაიზასა და მარშალს
ასე ვერ მოვექცევი.
შემიძლია პოლიციას დავურეკო, მაგრამ ჩემი ტვინი ვერ
აანალიზებს, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. არ მინდა განცხადე-
ბა შევიტანო, ვიცი, ეს მის კარიერაზე იმოქმედებს, თან არ მინ-
და ელაიზა გაბრაზდეს ჩემზე. არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე
და არც პოლიციისთვის შეტყობინებას გამოვრიცხავ. უბრა-
ლოდ, ამწუთას ენერგიაც არ მყოფნის, ეს გადაწყვეტილება მი-
ვიღო.
მობილურს ხელს ვუჭერ და ვცდილობ, ვიფიქრო. დედა!
მისი ნომრის აკრეფას ვიწყებ, მაგრამ რომ ვუფიქრდები,
ამან რა დღეში შეიძლება ჩააგდოს, ისევ ტირილს ვიწყებ. დე-
დას ვერ ჩავრევ ამ ამბავში, ისედაც ბევრი გადაიტანა. თანაც
რაილი ჩემს პოვნას შეეცდება და პირველად სწორედ დედას-
თან მივა, მერე ელაიზასა და მარშალთან, ბოლოს ნებისმიერ-
თან, ვისაც ორივე ვიცნობთ.
ცრემლებს ვიწმენდ და ეტლესის ნომრის აკრეფას ვიწყებ.
ჩემი თავი ამ მომენტში ყველაზე მეტად მძულს.
მძულს, რადგან რაილიმ მისი ნომერი რომ იპოვა ჩემს ტე-
ლეფონში, მოვატყუე, დამავიწყდა კიდეც ეგ ფურცელი-მეთქი.
მძულს საკუთარი თავი, რადგან როდესაც ეტლესმა ნომე-
რი ტელეფონში ჩამიდო, ამოვიღე და დავხედე.
მძულს საკუთარი თავი, რადგან შინაგანად ვგრძნობდი,
ოდესმე ეს ნომერი დამჭირდებოდა და დავიმახსოვრე.
– ალო!
ფრთხილი ხმა აქვს, კითხვით სავსე. ნომერს ვერ ცნობს. მე
კი მის ხმაზე მაშინვე ტირილს ვიწყებ, პირზე ხელს ვიფარებ და
დამშვიდებას ვცდილობ.

255
– ლილი! – ახლა მისი ხმა ბევრად ხმამაღლა ისმის, – ლი-
ლი, სად ხარ?
მძულს ჩემი თავი, რადგან მიხვდა, რომ ვტირი.
– ეტლეს, – ვჩურჩულებ, – დახმარება მჭირდება!
– სად ხარ? – მეუბნება, პანიკას ვამჩნევ ხმაში, მესმის, რო-
გორ იწყებს ოთახში სიარულს, ნივთების გადადგმას, ბოლოს
ტელეფონიდან კარის გაჯახუნების ხმაც გაისმის.
– მოგწერ, – ვეჩურჩულები, მეშინია ლაპარაკის, არ მინდა
რაილიმ გაიღვიძოს. ეტლესს ვუთიშავ და ძალას ვპოულობ,
რომ ჩემი ბინის მისამართი და კარის კოდი მივწერო შეტყობი-
ნებად. შემდეგ მეორე შეტყობინებას ვწერ, რომელშიც ვაფ-
რთხილებ, როგორც კი მოვა, მომწეროს და კარზე არ დააკა-
კუნოს.
სამზარეულოში მივბობღავ, შარვალს ვპოულობ და წვა-
ლებით ვიცვამ. პერანგიც იქვე გდია, ბარის ზედაპირზე. ჩაცმის
შემდეგ სასტუმრო ოთახში შევდივარ, მინდა კარი გავაღო და
ეტლესს ქვემოთ დავხვდე, მაგრამ მეშინია, რომ იქ მარტო ვერ
ჩავაღწევ. შუბლიდან ისევ სისხლი მომდის, ისე სუსტად ვარ,
რომ დგომა და კართან ლოდინიც კი მიჭირს, იატაკზე ვჯდები,
მობილურს აკანკალებულ ხელებში ვიქცევ და ეტლესის შეტ-
ყობინებას ველოდები.
აგონიით სავსე ოცდაოთხი წუთის შემდეგ მობილურის ეკ-
რანი ინთება.
მოვიდა!
ვდგები და ტორტმანით მივდივარ კარამდე, სადაც გაშლი-
ლი მკლავები მხვდება. რაღაც რბილს ვეყრდნობი, ვტირი,
ვტირი, ვცახცახებ და ვტირი.
– ლილი! – მეჩურჩულება ეტლესი. არ მახსოვს, ასე სევ-
დიანად წარმოეთქვათ ჩემი სახელი. ეტლესი მაიძულებს შევ-
ხედო. ცისფერი თვალებით მაკვირდება სახეზე და ვხედავ, რა
ხდება მასში. დარდი ნელ-ნელა ქრება და შიგნით აპირებს შე-
მოსვლას, – ისევ იქაა?
მრისხანება!
ვგრძნობ, გამძვინვარებული ეტლესი როგორ დგამს პირ-
ველ ნაბიჯს, მაგრამ ხელით პიჯაკში ვწვდები.

256
– არა, ეტლეს, უბრალოდ, წასვლა მინდა აქედან!
ეტლესი ჩერდება, მაგრამ ტკივილი უვლის მთელ სხეულ-
ში, საკუთარ არსებას ებრძვის, აღარ იცის, მე მომისმინოს თუ
კარისკენ წავიდეს. ბოლოს კარს შორდება და გულში მიკრავს,
ლიფტამდე მისვლაში, შემდეგ კი ფოიეში გასვლაში მეხმარე-
ბა. რაღაც სასწაულად მხოლოდ ერთი ადამიანი გვხვდება
გზად, რომელიც სულ სხვა მხარეს იხედება და მობილურით ვი-
ღაცას ესაუბრება.
ავტოფარეხთან რომ მივდივართ, ისევ თავბრუ მესხმის,
ეტლესს ვეუბნები, ნელა იაროს, მას კი ხელში ავყავარ, მანქა-
ნაში მსვამს და მივდივართ.
ვიცი, რომ ნაკერების დადება მჭირდება.
ვიცი, ეტლესს საავადმყოფოში მივყავარ.
მაგრამ აზრზე არ ვარ, როგორ ამომდის პირიდან ეს სიტ-
ყვები:
– გთხოვ, მასაჩუსეტსის მთავარ საავადმყოფოში არ მიმიყ-
ვანო, სადმე სხვაგან წავიდეთ. – რატომღაც, არ მინდა გავრის-
კო და რაილის კოლეგებს გადავეყარო. მე ის მეზიზღება, ახლა
ის მამაჩემზე მეტადაც კი მეზიზღება, მაგრამ, რატომღაც, მის
კარიერაზეც ვდარდობ.
ამას რომ ვხვდები, საკუთარი თავიც რაილივით მძულს.

257
თავი ოცდამეოთხე

ეტლესი ოთახის მეორე ბოლოში დგას და სანამ მედდა


თავს დამტრიალებს, თვალს არ მაშორებს. სისხლის ნიმუშის
აღების შემდეგ მედდა ბრუნდება და ჭრილობას მიმუშავებს.
ჯერ ბევრი კითხვები არ დაუსვამს, მაგრამ ცხადია, ჩემი იარა
თავდასხმის შედეგი რომ არის. სიბრალულით მიყურებს, რო-
დესაც სისხლს მწმენდს და ნაკბენს მიმუშავებს.
მედდა დაამთავრებს თუ არა ჭრილობის გაკერვას, ეტ-
ლესს უყურებს. შემდეგ მარჯვნივ, ისე დგება, რომ ეტლესმა არ
დამინახოს, სახით ჩემკენ და მეუბნება:
– რამდენიმე შეკითხვა უნდა დაგისვათ, ვაპირებ თქვენს
თანმხლებს ვთხოვო ოთახიდან გავიდეს, კარგი?
სწორედ ამ დროს ვხვდები, რომ მედდას ჰგონია, ის, რაც
დამემართა ეტლესის ბრალია. მაშინვე თავს ვიქნევ უარყოფის
ნიშნად.
– ის არაფერ შუაშია, – ვეუბნები, – გთხოვთ, არ გაუშვათ
აქედან!
მედდას სახეზე შვება ეტყობა. მეთანხმება და სკამზე
მსვამს.
– კიდევ სადმე ხომ არ გაქვთ იარა?
არა-მეთქი, თავს ვაქნევ, რადგან მას არ შეუძლია იმ ჭრი-
ლობებს უმკურნალოს, რაილიმ შინაგანად რომ დამიტოვა.
– ლილი, – მეუბნება ფრთხილად, – გაგაუპატიურეს?
თვალები ცრემლებით მევსება და ვხედავ, ეტლესი როგორ
ტრიალდება და კედელს შუბლით ეყრდნობა.
მედდა მელოდება, სანამ შევხედავ და საუბარს გავაგრძე-
ლებ.
– ასეთ შემთხვევებში გარკვეულ გამოძიებას ვატარებთ
ხოლმე, ამას სექსუალური შევიწროების დროს ჩატარებული
გამოკვლევები ეწოდება, სავალდებულო არ არის, რა თქმა უნ-
და, მაგრამ ამ სიტუაციაში გირჩევთ, აუცილებლად ჩაიტაროთ!
– არ გავუუპატიურებივარ, – ვეუბნები, – არა…
– დარწმუნებული ხართ, ლილი? – მეკითხება მედდა.
თავს ვუქნევ.

258
– გამოკვლევა არ მჭირდება.
ეტლესი ისევ მიყურებს, წინ დგამს ნაბიჯს და ტკივილით მე-
უბნება:
– ლილი, გჭირდება! – მუდარით სავსე მზერა აქვს.
ისევ თავს ვაქნევ.
– ეტლეს, გეფიცები… – თვალებს ვხუჭავ და თავს ვხრი, –
ამჯერად ხელს არ ვაფარებ! – ვჩურჩულებ, – სცადა, მაგრამ
შემდეგ შეჩერდა.
– თუ აპირებთ, განაცხადი შეიტანოთ პოლიციაში, დაგჭირ-
დებათ…
– არ მჭირდება გამოკვლევა, – ვეუბნები ამჯერად მტკი-
ცედ.
ამ დროს კარზე კაკუნი ისმის, ექიმი შემოდის და ეტლესის
მავედრებელი მზერისგან მიხსნის. მედდა მოკლედ უყვება
ჩემს დაზიანებებზე და განზე დგება, რომ მანაც დამითვალიე-
როს თავი და მხრები. ექიმი თვალში ფარანს მანათებს, შემ-
დეგ ფურცლებს ჩასცქერის და მეუბნება:
– მინდა ტვინის შერყევა გამოვრიცხო, მაგრამ თქვენს
მდგომარეობაში მართებულად არ მიმაჩნია კომპიუტერული
ტომოგრაფიის ჩატარება, ამის ნაცვლად, უბრალოდ, გაგსინ-
ჯავთ.
– რატომ არ გინდათ, კომპიუტერული ტომოგრაფია ჩამი-
ტაროთ? – ვეკითხები.
ექიმი დგება.
– ფეხმძიმე ქალებისთვის მიზანშეწონილი არ არის რენ-
ტგენით დასხივება, თუ ეს სასიცოცხლო აუცილებლობას არ
წარმოადგენს. ჩივილებს დავაკვირდებით და თუ აღარაფერი
შეგაწუხებთ, გაგიშვებთ!
ამის შემდეგ აღარაფერი მესმის.
აღარაფერი!
სისხლი ჯერ თავში მაწვება, შემდეგ გულზე, კუჭზე. იმ გასა-
სინჯი სკამის კიდეს ვეჭიდები, რომელზეც ვზივარ და მანამ
დავცქერი იატაკს, სანამ მედდა და ექიმი ოთახიდან არ გავ-
ლენ.

259
ექიმი კარს რომ დახურავს, გაქვავებული, მდუმარე ვრჩები
სკამზე. ვხედავ, ეტლესი როგორ მოიწევს ჩემკენ, მისი ფეხები
ლამისაა ჩემსას შეეხოს, თითებს მსუბუქად მისვამს ზურგზე.
– იცოდი?
სწრაფად ვსუნთქავ, შემდეგ ვცდილობ, რაც შეიძლება,
ბევრი ჰაერი ჩავუშვა ფილტვებში, თავს ვაქნევ და როდესაც
ეტლესი ხელს მხვევს, ისე მაგრად ვტირი, აქამდე რომ არასო-
დეს მიტირია. ეტლესი მთელი ამ ხნის მანძილზე ხელს არ მიშ-
ვებს, მეხმარება, ზიზღს გავუმკლავდე.
საკუთარ თავს ეს მე გავუკეთე.
მე ეს დავუშვი.
მე დედაჩემი ვარ.
– წასვლა მინდა, – ვჩურჩულებ.
ეტლესი უკან იხევს.
– მათ სურთ, დაგაკვირდნენ, ლილი, ვფიქრობ, უნდა დარ-
ჩე.
ვუყურებ და თავს ვიქნევ.
– აქედან უნდა გავიდე, გთხოვ, წასვლა მინდა!
ის ფეხსაცმლის ჩაცმაში მეხმარება, შემდეგ ქურთუკს იხ-
დის და მხრებზე მახვევს, საავადმყოფოდან შეუმჩნევლად გავ-
დივართ.
სანამ საჭესთანაა, ეტლესი არაფერს მეკითხება. მე ფან-
ჯრიდან ვიხედები, მეტისმეტად ძალაგამოცლილი ვარ, რომ
ვიტირო, მეტისმეტად თავზარდაცემული, რომ ავლაპარაკდე.
თითქოს წყალში ვიძირები…
უბრალოდ, განაგრძე ცურვა!

***
ეტლესი ბინაში არ ცხოვრობს, სახლი აქვს ბოსტონის პა-
ტარა გარეუბანში, რომელსაც უელესლი ეწოდება. აქ ყველა
სახლი დიდ ფართობზეა აშენებული, ლამაზი, მოვლილი და
მდიდრულია. სანამ ეტლესი სახლთან შეუხვევს, ვფიქრობ, და-
ქორწინდა თუ არა იმ გოგონაზე, კესიზე. საინტერესოა, რას
იფიქრებს ის, როდესაც ქმარი შინ იმ ქალს მიუყვანს, რომე-

260
ლიც ოდესღაც უყვარდა და რომელსაც საკუთარი ქმარი დაეს-
ხა თავს.
ის შემიბრალებს, დაინტერესდება, რატომ არ მივატოვე
ქმარი, რატომ მივიყვანე საქმე აქამდე, იმავეს იფიქრებს, რა-
საც დედაზე ვფიქრობდი ხოლმე, როდესაც მსგავს სიტუაციაში
ვხედავდი. ადამიანები დიდ დროს უთმობენ იმაზე ფიქრს, თუ
რატომ არ ტოვებენ ქალები ქმრებს. ის ადამიანები სად არიან,
რომლებიც თავს იმტვრევენ იმაზე ფიქრით, თუ რატომ არიან
მამაკაცები მოძალადეები? ნუთუ სწორედ მამაკაცები არ უნდა
დაადანაშაულონ?
ეტლესი მანქანას ავტოფარეხში აყენებს. სხვა ავტომობი-
ლი არ ჩანს. არ მინდა მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმა-
როს. კარს ვაღებ, ჩემით გადმოვდივარ და შინ მივყვები. ეტ-
ლესი სიგნალიზაციის კოდს კრეფს, შემდეგ შუქებს რთავს.
თვალს შევავლებ სამზარეულოს, სასადილო ოთახს, სასტუმ-
რო ოთახს. ყველაფერი მდიდრული ხისა და უჟანგავი ფოლა-
დისაა, სამზარეულო დამამშვიდებელ მოლურჯო-მომწვანო
ფერშია. ოკეანის ფერში. ასე ცუდად რომ არ ვიყო, გავიღიმებ-
დი.
ეტლესმა ცურვა გააგრძელა და შეხედეთ ახლა მას, პირდა-
პირ კარიბის ზღვაში შეუცურავს!
ეტლესი მაცივართან მიდის, წყლის ბოთლს იღებს და ჩემ-
კენ მოემართება. ბოთლს სახურავს ხსნის და მაწვდის. სას-
მელს ვართმევ და ვუყურებ, როგორ ანთებს შუქებს ჯერ სას-
ტუმრო ოთახში, შემდეგ დერეფანში.
– მარტო ცხოვრობ? – ვეკითხები.
თავს მიქნევს და ისევ სამზარეულოში შედის.
– გშია?
ვუარობ, თუმცა, რომც მშიოდეს, ჭამას ვერ შევძლებ.
– შენს ოთახს გაჩვენებ, – მეუბნება, – შხაპიც იქვეა, თუ
დაგჭირდება.
დამჭირდება. მინდა პირიდან გამოვირეცხო ვისკის გემო,
მინდა ის სტერილური სუნი ჩამოვიბანო, საავადმყოფოდან
რომ მომყვება, მინდა ჩემი ცხოვრების უკანასკნელი რამდენი-
მე საათი წყალს გავატანო.

261
ეტლესს დერეფანში მივყვები, შემდეგ დიდ საძინებელში
შევდივართ, შუქს ანთებს. ოთახში უთეთრეულო საწოლი
დგას, ზედ ორი ყუთი აწყვია, დანარჩენები კედელთანაა მილა-
გებული. დიდი სავარძელიც კედელთან დგას, კარისკენ მიტ-
რიალებული. ეტლესი საწოლიდან ყუთებს იღებს და კედელ-
თან, დანარჩენებზე აწყობს.
– აქ სულ რამდენიმე თვეა, რაც გადმოვედი და ოთახების
ავეჯით გასაწყობად ჯერ ვერ მოვიცალე. – ეტლესი კამოდთან
მიდის და უჯრას აღებს, – ლოგინს გაგიშლი, – მეუბნება და ზე-
წარსა და ბალიშის პირს იღებს, მე სააბაზანოში შევდივარ და
კარს ვხურავ, ის კი ლოგინის გაშლას აგრძელებს.
სააბაზანოში ნახევარ საათს მაინც ვატარებ. სარკეში ვიყუ-
რები, შხაპქვეშ ვდგავარ, ან უნიტაზთან დახრილს, ბოლო რამ-
დენიმე საათის გახსენებაზე გული მერევა.
შემდეგ პირსახოცში ვეხვევი და ხმაურით ვაღებ სააბაზა-
ნოს კარს. ეტლესი საძინებელში აღარაა, მაგრამ ახალგაშ-
ლილ ლოგინზე ტანსაცმელია დაკეცილი. მამაკაცის პიჟამაა,
რომელიც მეტისმეტად დიდი მაქვს, მაისური მუხლებამდე
მწვდება. შარვალს თასმით მჭიდროდ ვიკრავ და ლოგინში
ვძვრები, სანათს ვრთავ, საბანს ვიღებ და თავზე ვიფარებ.
მერე უხმოდ ვიწყებ გულამოსკვნით ტირილს.

262
თავი ოცდამეხუთე

ტოსტის სუნი მცემს.


ლოგინში ვიზმორები და ვიღიმი, რაილიმ იცის, რომ ტოს-
ტები ძალიან მიყვარს.
თვალებს ვახელ და რეალობა ისეთი სიცხადით მახსენებს
თავს, რომ მგონია, საქარე მინას შევასკდი. თვალებს ისევ ვხუ-
ჭავ, ვიხსენებ სად ვარ და რატომ ვარ. ტოსტის სუნიც იმიტომ
არ დგას, რომ ჩემმა ტკბილმა და მზრუნველმა ქმარმა საუზმის
ლოგინში მორთმევა დააპირა.
მაშინვე ტირილი მინდება და ლოგინიდან ვდგები. ყურად-
ღება შიმშილზე გადამაქვს, სააბაზანოში შევდივარ და თავს
ვირწმუნებ, რომ მერეც შემიძლია ტირილი, რამეს რომ შევჭამ.
ცოტა მაინც უნდა შევჭამო, სანამ ისევ გული ამერევა.
სააბაზანოდან რომ გამოვდივარ, საძინებელში ვხვდები,
რომ სავარძელი შეტრიალებულია და კარის ნაცვლად ლო-
გინს უყურებს. მასზე საბანიცაა ნაჩქარევად მიგდებული. ჩანს
წუხელ, სანამ მეძინა, ეტლესი აქ იყო.
ალბათ ინერვიულა, ტვინის შერყევა არ მქონოდა.
სამზარეულოში რომ შევდივარ, ეტლესი მაცივარს, ქურასა
და მაგიდას შორის დადის. თორმეტი საათის შემდეგ პირვე-
ლად გავიფიქრე რაღაც ისეთი, რასაც ტკივილი არ მოუყენე-
ბია, გამახსენდა, რომ ეტლესი შეფმზარეულია, თანაც ძალიან
კარგი და მე მიმზადებს საუზმეს.
სამზარეულოში შესულს ეტლესი მზერას მაგებებს.
– დილა მშვიდობისა, – მეუბნება ნელა, უაქცენტოდ, – იმე-
დია, მოგშივდა!
ეტლესი ჭიქასა და ფორთოხლის წვენის კოლოფს მაწვდის,
შემდეგ ისევ ქურისკენ ტრიალდება.
– მომშივდა!
ეტლესი მიყურებს და სახეზე ღიმილის აჩრდილს ვამჩნევ.
ჭიქაში ფორთოხლის წვენს ვისხამ, შემდეგ სამზარეულოს მე-
ორე მხარეს მივემართები, სადაც პატარა მყუდრო კუთხეა, სა-
უზმისთვის განკუთვნილი. იქვე, მაგიდაზე, გაზეთი დევს, ვიღებ
და როგორც კი ბოსტონის საუკეთესო ბიზნესებზე სტატიას

263
დავხედავ, მაშინვე ხელი მიკანკალებს და გაზეთს მაგიდაზე
ვაბრუნებ. თვალებს ვხუჭავ და ნელა ვსვამ ფორთოხლის
წვენს.
რამდენიმე წუთის შემდეგ ეტლესი თეფშს მიდგამს წინ,
შემდეგ ჩემ პირდაპირ, მაგიდასთან ჯდება. თავის საჭმლიან
თეფშს წინ იდებს და ჩანგლით ჭრის კრეპს.
თეფშს დავცქერი. სამი კრეპი, სიროფში ამოვლებული და
ათქვეფილი კრემით მორთული. თეფშის მარჯვენა მხარეს
ფორთოხლისა და მარწყვის ნაჭრები აწყვია.
ისეთი ლამაზია, შეჭმა დაგენანება, მაგრამ ძალიან მშია და
არ დავეძებ. ლუკმას ვიდებ და თვალებს ვხუჭავ, ვცდილობ, მა-
ინცდამაინც არ დამეტყოს, რომ ცხოვრებაში საუკეთესო საუზ-
მეს მივირთმევ.
ბოლოს თავს ვუტყდები, რომ რესტორანმა ჯილდო ნამდვი-
ლად დაიმსახურა. მართალია, იქ ელაიზასა და რაილისთან
ერთად დაბრუნება არ მინდოდა, მაგრამ საუკეთესო რესტო-
რანი იყო, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ.
– მზარეულობა სად ისწავლე? – ვეკითხები.
ეტლესი ყავას სვამს.
– საზღვაო ქვეითებში მსახურობისას, – მეუბნება და ფინ-
ჯანს მაგიდაზე დგამს, – პირველი კონტრაქტისას ვსწავლობ-
დი, მეორედ რომ მოვაწერე ხელი კონტრაქტს, უკვე შეფი ვიყა-
ვი, – ჩანგალს თეფშის კიდეზე დებს, – მოგწონს?
თავს ვუქნევ.
– გემრიელია, მაგრამ ცდები, სანამ ჯარში წახვიდოდი,
მზარეულობა მანამდეც გამოგდიოდა.
მიღიმის.
– გახსოვს ფხვიერი ნამცხვარი?
ისევ თავს ვუქნევ.
– საუკეთესო ნამცხვარი, რაც კი ოდესმე მიჭამია.
სკამის საზურგეს ეყრდნობა.
– საბაზისო უნარები ჩემით შევიძინე. დედა მეორე ცვლაში
მუშაობდა, ასე რომ, ღამით, რომ მომშივდებოდა, ვახშამს
თვითონ ვიმზადებდი, ხომ არ ვიშიმშილებდი. ამიტომ სამზა-
რეულოს წიგნი ვიყიდე ქუჩის ბაზრობაზე და რამდენიმე რე-

264
ცეპტი დავამუშავე პირველ წელიწადს. მაშინ მხოლოდ ცამეტი
წლის ვიყავი.
ვიღიმი, გაოცებული ვარ.
– სხვა დროს, როდესაც გკითხავენ, როგორ ისწავლე მზა-
რეულობა, ეგ ისტორია უნდა უამბო და არა ის, რომელიც ახლა
უამბე ჟურნალისტებს.
თავს აქნევს.
– შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელმაც ჩემ შესახებ
რაღაცები იცის ცხრამეტი წლის ასაკამდე. ასე მირჩევნია.
შემდეგ მიამბობს, როგორ მუშაობდა არმიაში შეფმზარე-
ულად, როგორ მოაგროვა ფული კონტრაქტის დასრულების-
თვის და როგორ გახსნა საკუთარი რესტორანი. თავიდან პა-
ტარა კაფეთი დაუწყია, რომელსაც მაინცდამაინც არ გაუმარ-
თლებია მისი იმედები, შემდეგ, დაახლოებით წელიწად-ნახევ-
რის წინ, „ბი აი ბი“ გაუღია.
– აი, რესტორანი კი კარგად ამუშავდა, – ამბობს მორიდე-
ბით.
სამზარეულოს ვათვალიერებ, შემდეგ ეტლესს ვუყურებ.
– მგონი მხოლოდ კარგად არ მუშაობს შენი რესტორანი,
საქმე შესანიშნავად მიგდის!
ეტლესი მხრებს იჩეჩს და კიდევ კბეჩს საჭმელს. საუზმეს
ისე ვამთავრებთ, რომ ბევრს აღარ ვლაპარაკობთ, მე კი მის
რესტორანზე და რესტორნის სახელზე ვფიქრობ, ვფიქრობ
იმაზე, რაც განაცხადა ინტერვიუში, შემდეგ, რა თქმა უნდა,
ფიქრით რაილის ვუბრუნდები, მისი გაბრაზებული ხმა ჩამეს-
მის, მისი ყვირილი ინტერვიუს ბოლო წინადადების წაკითხვი-
სას.
ვფიქრობ, ეტლესი მამჩნევს ხასიათის ცვლილებას, მაგ-
რამ არაფერს ამბობს, მაგიდას ალაგებს.
შემდეგ ჩემ გვერდით მდგარ სკამზე ჯდება და ხელებს მტკი-
ცედ მიჭერს ხელებზე,
– რამდენიმე საათში უნდა წავიდე, – მეუბნება, – არ მინდა
წახვიდე. დარჩი, რამდენ ხანსაც გინდა, ლილი, მხოლოდ…
გთხოვ, დღეს შინ არ დაბრუნდე.
შეშფოთებული ხმა აქვს და მეც თავს ვაქნევ.

265
– არ წავალ, აქ დავრჩები, – ვეუბნები, – გპირდები.
– რამე ხომ არ გინდა, სანამ წავალ?
ვუარობ.
– კარგად ვიქნები!
ეტლესი დგება და ქურთუკს იღებს.
– რაც შეიძლება სწრაფად მოვალ, სადილისთვის დავ-
ბრუნდები და რამეს წამოგიღებ, რომ ჭამო, კარგი?
ვცდილობ გავიღიმო. ეტლესი უჯრას აღებს და კალამსა და
ფურცელს იმარჯვებს, სანამ წავა, რაღაცას წერს. მიდის თუ
არა, ვდგები, მაგიდასთან მივდივარ და მის დაწერილს ვკით-
ხულობ. დაწვრილებით დაუწერია, როგორ უნდა ჩავრთო სიგ-
ნალიზაცია, იქვე მისი მობილურის ნომერიცაა, მიუხედავად
იმისა, რომ ზეპირად მახსოვს სამსახურის ნომერი, სახლისა
და სამსახურის მისამართები.
ბოლოში, წვრილად, მიუწერია: „უბრალოდ, ცურვა განაგ-
რძე, ლილი!“

„ძვირფასო ელენ
სალამი. ეს მე ვარ, ლილი ბლუმი. ჰმ… ახლა უკვე ლილი
კინკეიდი.
ვიცი, დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს მოგწე-
რეთ. ნამდვილად დიდი ხანი. ეტლესის ამბის მოყოლის შემ-
დეგ დღიურსაც კი ვეღარ ვშლიდი. სკოლის შემდეგ თქვენს შო-
უსაც აღარ ვუყურებდი, რადგან მარტო მისი ნახვა სასოწარ-
კვეთილებაში მაგდებდა. თქვენზე ფიქრისას ეტლესზეც ვიწ-
ყებდი ფიქრს და მართალი გითხრა, არ მინდოდა მასზე ფიქრი,
ამიტომ თქვენც ამოგშალეთ ჩემი ცხოვრებიდან.
ძალიან ვწუხვარ ამის გამო. დარწმუნებული ვარ, თქვენ
ისე არ მოგენატრებოდით, როგორც მე მენატრებოდით, მაგ-
რამ ზოგჯერ ის, რაც მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ამავ-
დროულად, მის გულისტკივილსაც იწვევს. და ამ ტკივილის
თავიდან ასარიდებლად ყველაფერი უნდა გამეკეთებინა.
თქვენც ტკივილს მაყენებდით და მივხვდი, რაც უნდა გამეკე-
თებინა, უბრალოდ, უნდა მეცადა თავი ცოტათი მაინც მეხსნა
ამ აგონიისგან.

266
დარწმუნებული ვარ, თქვენი შოუ დღესაც დიდებულია. გა-
ვიგე, ისევ ცეკვავთ რამდენიმე ეპიზოდის დასაწყისში, მაგრამ
რაც გავიზარდე, ამას შევეგუე. ვფიქრობ, ყველაზე დიდი ნიშა-
ნი, რომ ადამიანი გაიზარდა, ისაა, რომ ის რაღაცების მიღებას
სწავლობს, მერე რა, თუ ამას თქვენთვის დიდი მნიშვნელობა
არ აქვს.
ალბათ ღირს, ცოტა გიამბოთ ჩემს ცხოვრებაზე. მამა გარ-
დაიცვალა. მე უკვე ოცდაოთხი წლის ვარ. კოლეჯის ხარისხი
მაქვს, მარკეტინგში ვიმუშავე და ახლა უკვე საკუთარ ბიზნესს
ვმართავ, ყვავილების მაღაზიას ვფლობ. ცხოვრების მთავარ
მიზანს მივაღწიე!
გარდა ამისა, ქმარი მყავს და ის ეტლესი არ არის. კიდევ…
ბოსტონში ვცხოვრობ.
ვიცი, გაოცებული ხართ!
ბოლოს რომ მოგწერეთ, თექვსმეტი წლის ვიყავი, ცუდად
ვიყავი და მეტისმეტად ვნერვიულობდი ეტლესზე. ახლა ეტ-
ლესზე აღარ ვნერვიულობ, მაგრამ ისევ ცუდად ვარ და კიდევ
უფრო განვიცდი, ვიდრე მაშინ, ბოლოჯერ რომ მოგწერეთ.
მაპატიეთ, გამოდის, როდესაც კარგად ვარ, მაშინ არ
გწერთ. მხოლოდ იმისთვის გიყენებთ, რომ ჩემი ცხოვრების
მთელი სიბინძურე წინ გადაგიშალოთ, მაგრამ მეგობრებიც
ხომ ამისთვის არიან, არა?
არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. თქვენ ხომ არაფერი გსმენი-
ათ ჩემს ახლანდელ ცხოვრებასა და ქმარზე, რაილიზე. ჩვენ
ერთი რამ ვაქციეთ წესად და მას შიშველი სიმართლე ვუწო-
დეთ – ვცდილობთ, რაც უნდა მძიმე მოსასმენი იყოს, ალალად
ვუთხრათ ერთმანეთს, რას ვფიქრობთ.
მოკლედ… აბა, გამხნევდით და მოემზადეთ შიშველი სი-
მართლისთვის!
ის კაცი მიყვარს, რომელიც ფიზიკურ ტკივილს მაყენებს.
აზრზე არა ვარ, აქამდე როგორ მოვედი.
სანამ ვიზრდებოდი, ბევრჯერ მიფიქრია, დედაჩემი რას
ფიქრობდა მას შემდეგ, რაც მამა ტკივილს მიაყენებდა, რო-
გორ შეეძლო ჰყვარებოდა კაცი, რომელიც ხელს სწევდა მას-
ზე, კაცი, რომელიც ხშირად სცემდა, სცემდა და მუდმივად

267
ჰპირდებოდა, რომ ეს აღარ განმეორდებოდა, თუმცა მუდმი-
ვად მეორდებოდა.
მეზიზღება იმის გაცნობიერება, რომ დღეს მეც დედაჩემის
ადგილას აღმოვჩნდი.
ოთხი საათია, ეტლესის დივანზე ვზივარ და საკუთარ
გრძნობებს ვებრძვი. ვებრძვი, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ, მე
მათი არ მესმის, არ ვიცი, როგორ მოვიქცე და წარსულის გათ-
ვალისწინებით, მხოლოდ იმას ვახერხებ, რომ ფურცელს ვან-
დობ ყველაფერს. ბოდიშს გიხდით, ელენ, მაგრამ სიტყვები უნ-
და ვარწყიო.
ჩემი გრძნობები თუ რამეს უნდა შევადარო, სიკვდილს შე-
ვადარებდი. უბრალოდ, ვინმეს სიკვდილს კი არა, სწორედ იმ
ერთის სიკვდილს, იმ ადამიანის, რომელთანაც ამ სამყაროში
ყველაზე ახლოს ვიყავი, იმ ადამიანის, რომლის გარდაცვალე-
ბის წარმოდგენაზე ცრემლებით მევსება თვალები.
აი, რას ვგრძნობ ახლა, მგონია, რომ რაილი მოკვდა.
ჩემი მწუხარება განუზომლად, ასტრონომიულად დიდია.
ეს ის გრძნობაა, რომელიც საუკეთესო მეგობრის, საყვარლის,
ქმრის გარდაცვალებას, სასიცოცხლო ციკლის დასასრულს
უკავშირდება, მაგრამ განსხვავება ამ გრძნობასა და ნამდვილ
სიკვდილს შორის ისაა, რომ მას არ ახლავს ის ემოცია, რაც
ჭეშმარიტ გარდაცვალებას მოაქვს.
ზიზღი.
ისე გაბრაზებული ვარ მასზე, ელენ, რომ სიტყვებით ვერ
გადმოგცემთ მისდამი ზიზღს. და მაინც, ამ ზიზღში სხვა ტალ-
ღები იჭრება, ტალღები, რომლებიც ასეთი ფიქრებისკენ მიმა-
ქანებს: „მაგრამ არ უნდა მქონოდა ის მაგნიტი, თავიდანვე უნ-
და მომეყოლა სვირინგის ამბავი, დღიური არ უნდა შემენახა“.
და ეს ფიქრები ყველაზე მძიმეა ჩემთვის, ნელ-ნელა მჭამს,
იმ ზიზღს, რაც ჩემშია, ახშობს. ამგვარი განსჯა მაიძულებს
წარმოვიდგინო ჩვენი ერთობლივი მომავალი და ყველაფერი
გავაკეთო, რომ რაილის ბრაზის ასეთი შეტევები აღარ ჰქონ-
დეს. მე მას არასოდეს ვუღალატებ, აღარასოდეს შევინახავ
მისგან საიდუმლოს, აღარასოდეს მივცემ მიზეზს, ასე მოიქცეს.

268
დღეიდან ორივეს მოგვიწევს უფრო მეტად ვიმუშაოთ საკუთარ
თავზე.
„ჭირსა თუ ლხინში“, არა?
ვიცი, დედაჩემსაც ეს ფიქრები უტრიალებდა, მაგრამ ჩვენ
შორის განსხვავება ისაა, რომ მას მეტი ჰქონდა სანერვიულო.
დედას არ ჰქონდა ისეთი ფინანსური სტაბილურობა, როგო-
რიც მე მაქვს, არ ჰქონდა რესურსი, მამა მიეტოვებინა და ჩემ-
თვის შესაფერისი თავშესაფარი ეშოვა. დედას არ სურდა მამა-
ჩემთან დავეშორებინე, რადგან მე ორივე მშობელთან ცხოვ-
რებას ვიყავი შეჩვეული. ასე მგონია, ასეთი ფიქრები დედასაც
არა ერთხელ და ორჯერ შლიდა ჭკუიდან.
ვერც კი ვეგუები იმ აზრს, რომ ამ მამაკაცისგან შვილი მე-
ყოლება. ჩემში ის ადამიანი ცოცხლობს, რომელიც ერთად
შევქმენით და არ აქვს მნიშვნელობა, რას ავირჩევ, დარჩენას
თუ წასვლას, არცერთი არჩევანი არ მომწონს ჩემი შვილის-
თვის. არც ის მინდა, გაშორებული მშობლები ჰყავდეს და არც
ის, მოძალადე მამასთან იცხოვროს. უკვე დავაღალატე ჩემი
შვილი და როდის? მაშინ, როდესაც მისი (არ აქვს მნიშვნელო-
ბა, ბიჭია თუ გოგო) არსებობის შესახებ შევიტყვე.
ელენ, ნეტავ შეგეძლოთ პასუხი მომწეროთ. ნეტავ შეგეძ-
ლოთ რამე სასაცილო მითხრათ ახლა, რადგან ეს ჩემს გულს
ძალიან სჭირდება. ასეთი მარტოსული არასოდეს ვყოფილ-
ვარ. ბრაზით ვარ სავსე და მტკივა გატეხილი გული!
ადამიანები, რომლებიც ასეთ სიტუაციას შორიდან უყურე-
ბენ, ხშირად ფიქრობენ: „რატომ ბრუნდება ქალი მოძალადეს-
თან?“ სადღაც წავიკითხე, რომ ქალების 85 პროცენტი ძალა-
დობრივ გარემოში ბრუნდება. ეს მანამ იყო, სანამ მივხვდებო-
დი, რომ მეც ძალადობის მსხვერპლი ვიყავი და სტატისტიკის
გაცნობისას ვფიქრობდი, ალბათ ეს ქალები სულელები
არიან-მეთქი. მეგონა, ასე სისუსტის გამო იქცეოდნენ, დედა-
ჩემიც არაერთხელ ჩამითვლია სუსტ ქალად.
მაგრამ ზოგჯერ ქალების მოძალადეებთან დაბრუნების მი-
ზეზი ძალიან მარტივია, ისინი შეყვარებულები არიან. მეც მიყ-
ვარს ჩემი ქმარი, ელენ. მასში უამრავი რამ მიყვარს. მინდა ის
გრძნობები, რაც ჩემი დამაზიანებელი ადამიანის მიმართ

269
მაქვს, მოვიკვეთო. აქამდე ეს ადვილი მეგონა, თუმცა იმ ადა-
მიანის პატიება, რომელიც გიყვარს, ნამდვილი ჯოჯოხეთია და
ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პატიება.
მე ახლა სტატისტიკის ნაწილი ვარ. რასაც ვფიქრობდი ძა-
ლადობის მსხვერპლ ქალებზე, იმასვე იფიქრებდნენ ჩემზე
სხვა ადამიანებიც, თუ ჩემს ახლანდელ სიტუაციას შეიტყობენ.
– როგორ შეუძლია უყვარდეს მას შემდეგ, რაც გაუკეთა?
როგორ შეუძლია დაუბრუნდეს?
რა სევდიანი რამაა, იმ ადამიანებზე ვფიქრობ, რომლებიც
ჩემამდე გახდნენ ძალადობის მსხვერპლი და კიდევ მათზე,
რომლებიც მომავალში გახდებიან. ნუთუ ერთი და იგივე სიტ-
ყვები უნდა ვიმეოროთ გონებაში ძალადობის განცდის შემდეგ
იმ ადამიანთან მიმართებაში, ვისაც ვუყვარვართ? „ვფიცავ,
რომ დღეიდან ერთად ვიქნებით ჭირსა თუ ლხინში, დარდსა
თუ მწუხარებაში, სიმდიდრესა და სიღარიბეში, ავად თუ კარ-
გად ყოფნაში, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“…
იქნებ ეს ფიცი ასე სიტყვასიტყვით არ უნდა გავიგოთ, რო-
გორც ზოგიერთი მეუღლე იგებს?
„ჭირსა თუ ლხინში“?! მოვტყან ეს სისულელე!
ლილი!“

270
თავი ოცდამეექვსე

ეტლესის სტუმრის საწოლში ვწევარ და ჭერს შევცქერი.


ნორმალური საწოლია, კომფორტული, მაგრამ ასე მგონია
წყალზე ვლივლივებ, ან ზღვაში მოტივტივე ტივზე ვზივარ, წინ
უზარმაზარ ტალღებს ვხედავ, რომლებსაც სათითაოდ, სულ
სხვადასხვა რამ მოაქვთ. ზოგი ტალღა სევდისაა, ზოგი ბრაზის,
ზოგი ცრემლის, ზოგიც ძილის.
უცებ მუცელზე ვიდებ ხელს და სხეულში ამჯერად სიყვარუ-
ლის ციცქნა ტალღა მივლის. აზრზე არა ვარ, როგორ შეიძლე-
ბა, ასე ძალიან მიყვარდეს ვინმე, მაგრამ მიყვარს! ვფიქრობ,
გოგო იქნება თუ ბიჭი, ან რას დავარქმევ, ნეტავ მე დამემგვა-
ნება თუ რაილის?.. შემდეგ ისევ მოდის ბრაზის მოზრდილი
ტალღა და სიყვარულის ციცქნა ტალღას გადარეცხავს.
ასე მგონია, ის სიხარული წამგლიჯეს, რომელსაც დედა უნ-
და გრძნობდეს, როცა გაიგებს, რომ ფეხმძიმედაა. ის რაილიმ
წამგლიჯა წუხელ და კიდევ ერთი რამეა, რის გამოც მძულს.
თავს ძალას ვატან, ვდგები და საშხაპეში შევდივარ. მთე-
ლი დღე ოთახში გავატარე. ეტლესი რამდენიმე საათის წინ
დაბრუნდა, გავიგონე, როგორ გააღო კარი და შემამოწმა, მაგ-
რამ თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს მეძინა.
აქ უხერხულად ვგრძნობ თავს. წუხელ რაილის ბრაზის მი-
ზეზი ხომ სწორედ ეტლესი იყო, მე კი სწორედ მას მივაკითხე
დასახმარებლად? აქ ყოფნა დანაშაულის შეგრძნებით მავ-
სებს. იქნებ ცოტა სირცხვილის გრძნობითაც, თითქოს ეტლეს-
თან დარეკვით გარკვეული საფუძველი შევძინე რაილის
ბრაზს. მაგრამ მე ხომ არსად მაქვს წასასვლელი. რამდენიმე
დღე დახმარება მჭირდება, სასტუმროში რომ წავიდე, რაილი
საკრედიტო ბარათით მომაგნებს, დედაჩემთანაც მიპოვის,
ელაიზასთანაც, ლუსისთანაც, მეტიც, დევინიც კი გავაცანი,
რამდენჯერმე ჰყავს ნანახი.
აი, ეტლესთან კი, არა მგონია მიპოვოს. ჯერჯერობით მა-
ინც. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე კვირა თუ არ ვუპასუხებ
ზარებსა და შეტყობინებებზე, შემდეგ უკვე ნებისმიერ შესაძ-

271
ლებლობას მოსინჯავს ჩემს საპოვნელად. მაგრამ ახლა არა
მგონია აქ გამოჩნდეს.
იქნებ სწორედ ამიტომ ვარ ეტლესთან. მასთან ყველაზე
უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. ეტლესს სიგნალიზაციაც აქვს და
საქმე ესეცაა.
ტუმბაზე ტელეფონს დავცქერი. რაილის გამოგზავნილ
შეტყობინებებს თვალს ვარიდებ და ელაიზას შეტყობინებას
ვხსნი.
ელაიზა: „ჰეი, ბიცოლა ლილი, ამაღამ შინ გვიშვებენ, მოდი
და გვინახულე სამსახურის შემდეგ!“
ელაიზას რილისა და თავისი სურათიც გამოუგზავნია, რა-
ზეც მეღიმება. შემდეგ ვტირი. დედა ვატირე ამ ემოციების!
ველოდები, ცრემლი როდის შემაშრება და ისე შევდივარ
სასტუმრო ოთახში. ეტლესი სამზარეულოს მაგიდასთან ზის
და ლეპტოპში მუშაობს. ჩემს დანახვაზე იღიმება და ლეპტოპს
ხურავს.
– ჰეი!
ძალით ვუღიმი და სამზარეულოში ვიხედები.
– საჭმელი გაქვს რამე?
ეტლესი სწრაფად დგება.
– ჰო, – მეუბნება, – დაჯექი, რამეს მოგიმზადებ!
დივანზე ვჯდები, ეტლესი კი სამზარეულოში ფუსფუსებს.
ტელევიზორი ჩართულია, მაგრამ ხმა აქვს ჩაწეული. ხმას ვუ-
წევ და დი-ვი-დი პლეიერს ვრთავ. ეტლესს რამდენიმე გადაცე-
მა აქვს ჩაწერილი, ელენ დეჯენერისის შოუს ჩანაწერებია. ვი-
ღიმი, ბოლო ეპიზოდს ვპოულობ, რომელიც არ მინახავს და
ვრთავ.
ეტლესს ჯამით პასტა და ცივი წყალი მოაქვს. ტელევიზორს
უყურებს და ჩემ გვერდით, დივანზე ჯდება.
მომდევნო სამი საათის განმავლობაში მთელი კვირის ეპი-
ზოდები ვნახე. ექვსჯერ ხმამაღლა მეცინება, კარგად ვგრძნობ
თავს, მაგრამ საპირფარეშოში გავდივარ და უკან დაბრუნებუ-
ლი ისევ ვგრძნობ მომხდარის სიმძიმეს.
ისევ დივანზე ვჯდები, ეტლესის გვერდით, ის ზურგით დი-
ვანსაა მიყრდნობილი და ფეხები ყავის მაგიდაზე უწყვია. მეც

272
ბუნებრივად ვეყრდნობი ეტლესს ისე, როგორც თინეიჯერობი-
სას ვიცოდით ხოლმე, ის გულში მიკრავს და ასე, ჩუმად ვსხედ-
ვართ. ეტლესი ცერა თითს მისვამს მხარზე და ვიცი, ასე უსიტ-
ყვოდ მეუბნება, შენ გვერდით ვარ, შენ გამო თავს მეც ცუდად
ვგრძნობო. პირველად წუხანდლის შემდეგ, რაც აქ მომიყვანა,
ვხვდები, რომ მინდა დაველაპარაკო. თავს მხარზე ვადებ, ხე-
ლებს კი კალთაში ვილაგებ, შემდეგ იმ შარვლის თასმას ვაწ-
ვალებ, რომელიც მეტისმეტად დიდი მაქვს.
– ეტლეს, – ვეუბნები თითქმის ჩურჩულით, – მაპატიე იმ
ღამით, რესტორანში რომ გაგიბრაზდი. მართალი იყავი, გუ-
ლის სიღრმეში ვიცოდი ეს, მაგრამ არ მინდოდა, დამეჯერები-
ნა. – თავს ვწევ, ვუყურებ და საცოდავად ვუღიმი, – შეგიძლია
მითხრა, ხომ გეუბნებოდიო.
ეტლესი შუბლს იკრავს, თითქოს ჩემი სიტყვები გულს
სტკენს.
– ლილი, ეს ნამდვილად არ იყო ის აზრი, რომელშიც მსურ-
და მართალი აღმოვჩენილიყავი. ყოველდღე ვლოცულობდი,
რომ ჩემი ვარაუდი რაილის შესახებ მცდარი აღმოჩენილიყო.
ვკრთები. არ უნდა მეთქვა ეს მისთვის, ვიცი, ეტლესი მე-
ტისმეტად კარგია საიმისოდ, რომ მეფიქრა, მეტყოდა, ხომ გე-
უბნებოდიო.
ეტლესი მხარზე მიჭერს ხელს, იხრება და თავზე მკოცნის.
თვალებს ვხუჭავ, მსიამოვნებს მისი ასეთი შინაურული დამო-
კიდებულება, მისი სუნი, შეხება, დამშვიდების მცდელობა. არ
ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანი ასე კლდესავით მაგარი და
თანამგრძნობი იყოს, მაგრამ მე ხომ ყოველთვის ასეთად ვხე-
დავდი მას. ეტლესს ყველაფრის ატანა შეუძლია, მაგრამ
გრძნობს, რას განიცდის, რა ტვირთს ატარებს სხვა ადამიანი.
არ მომწონს, ვერასოდეს რომ ვერ შევძელი, მიუხედავად
მცდელობისა, მისი დავიწყება, მახსენდება, როგორ ვიჩხუბეთ
მე და რაილიმ ეტლესის მობილურის ნომრის გამო, მისი ნაჩუ-
ქარი მაგნიტის გამო, სტატიის გამო, იმის გამო, რაც ჩემს დღი-
ურში ამოიკითხა, სვირინგის გამო… არაფერი მოხდებოდა,
ეტლესი რომ დამევიწყებინა. რაილის ჩემზე გაბრაზების საბა-
ბი არ ექნებოდა.

273
ამ ფიქრების შემდეგ ხელებს ვიფარებ სახეზე, მანერვი-
ულებს, ჩემი არსების ნაწილი რომ ცდილობს, რაილის საქცი-
ელს გამართლება მოუძებნოს და დამადანაშაულოს, ეტლესი
რომ ვერ დავივიწყე.
რაილის საქციელს გამართლება არ აქვს, ნამდვილად არ
აქვს!
კიდევ ერთი ტალღა მიტევს, რომელთან გამკლავებაც მი-
წევს, სრული, აბსოლუტური დაბნეულობის.
ეტლესი ხვდება ჩემი ხასიათის ცვლილებას.
– კარგად ხარ?
არა, არ ვარ. კარგად არ ვარ, რადგან ამ წუთამდე აზრზე არ
ვიყავი, როგორ მწყდება გული, ეტლესი რომ არ დამიბრუნდა.
რომ დაბრუნებულიყო და მოვეძებნე, როგორც აღმითქვა, რა-
ილის ვერასოდეს გავიცნობდი და არც ამ სიტუაციაში აღმოვ-
ჩნდებოდი.
ჰო. ნამდვილად დაბნეული ვარ, როგორ შემიძლია ეტლე-
სი დავადანაშაულო იმაში, რაც დამემართა?
– ვფიქრობ, დროა, წავიდე და დავიძინო, – ვეუბნები და
სწრაფად ვშორდები. ვდგები და ეტლესიც დგება.
– ხვალ თითქმის მთელი დღე გასული ვიქნები, – მეუბნება,
– შინ დაბრუნებულს დამხვდები აქ?
მაკრთობს ეს შეკითხვა. რა თქმა უნდა, ეტლესს ენდომება,
ჩემს პრობლემებს გავუმკლავდე და დასარჩენი ადგილი მოვ-
ძებნო. რას ვაკეთებ აქ ამდენ ხანს?
– არა, არა, სასტუმროში წავალ, არ ინერვიულო! – დერეფ-
ნისკენ ვაპირებ წასვლას, მაგრამ ეტლესი მხარზე მადებს
ხელს.
– ლილი, – მეუბნება და თავისკენ მატრიალებს, – მე არ
მითხოვია, წასულიყავი, უბრალოდ, მინდა, დავრწმუნდე, რომ
ისევ აქ დამხვდები, მინდა, რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს
დარჩე ჩემთან.
გულწრფელი მზერა აქვს და ცოტა შეუფერებლად რომ არ
მეჩვენებოდეს ამ სიტუაციაში, გულში ჩავიხუტებდი, რადგან
მართლა არ ვარ მზად წასასვლელად. კიდევ დამჭირდება

274
ორიოდე დღე, რომ გავარკვიო, როგორ უნდა მოვიქცე მომა-
ვალში.
თავს ვუქნევ.
– ხვალ სამსახურში მომიწევს შევლა რამდენიმე საათით,
– ვეუბნები, – საქმეებს უნდა მივხედო, მაგრამ თუ წინააღმდე-
გი არ ხარ, კიდევ რამდენიმე დღე დავრჩები შენთან.
– რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვარ, ლილი, პირიქით,
ასე მირჩევნია!
ძალით ვუღიმი, შემდეგ სტუმრების საძინებელში მივდი-
ვარ. ეტლესი თავშესაფარს მაძლევს, სანამ ყველაფერს არ
დავალაგებ.
და მართალია, მისი ჩემს ცხოვრებაში ყოფნა ძალიან მაბ-
ნევს, მაგრამ უზომოდ მადლიერი ვარ მისი.

275
თავი ოცდამეშვიდე

ხელი მიკანკალებს, კარის სახელურს რომ ვკიდებ. ასე


არასოდეს შემშინებია ჩემს მაღაზიაში შესვლა, თუმცა არც
ასეთ უკიდურეს მდგომარეობაში ვყოფილვარ აქამდე.
შენობაში შესულს სიბნელე მხვდება, შუქებს ვანთებ და
სუნთქვას ვიკრავ. ჩუმად შევდივარ ჩემს კაბინეტში, კარსაც კი
ფრთხილად ვაღებ.
რაილი არსადაა, თუმცა ყველგანაა.
ჩემს მაგიდასთან რომ ვჯდები, წუხანდელს შემდეგ პირვე-
ლად ვრთავ მობილურს. მინდოდა კარგად გამომეძინა, ისე,
რომ არ მენერვიულა, რაილი თუ ჩემთან შეხმიანებას ეცდებო-
და.
მობილური ირთვება და რაილისგან ოცდაცხრა შეტყობი-
ნება მომდის. სწორედ იმდენი, რამდენჯერაც რაილიმ სხვა-
დასხვა კარზე აკაკუნა, სანამ მიპოვიდა შარშან.
არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო ბედის ამ ირონიაზე.
მთელ დანარჩენ დღეს ასე ვატარებ, უკან ვიხედები, ვამოწ-
მებ, კარი ხომ არ იღება, ნუთუ ასე გამანადგურა რაილიმ? ნუ-
თუ ვეღარასოდეს გავუმკლავდები ამ შიშს?
ნახევარი დღე ისე გადის, რომ ტელეფონი დუმს, მე კი სა-
ბუთებს ვათვალიერებ. სადილის შემდეგ ელაიზა მირეკავს და
მის ხმაზე ვხვდები, წარმოდგენა არ აქვს, მე და რაილიმ რომ
ვიჩხუბეთ. ელაიზა ჩვილზე მელაპარაკება, მე ვუსმენ, შემდეგ
კი ვატყუებ, თითქოს მყიდველი შემოდის მაღაზიაში და ტელე-
ფონს ვუთიშავ.
სადილის შესვენების შემდეგ, ლუსი რომ დაბრუნდება, წას-
ვლას ვაპირებ. ნახევარი საათი დარჩა მის მოსვლამდე.
სამი წუთის შემდეგ რაილი მოდის და მე მარტო ვხვდები კა-
ბინეტში.
მის დანახვაზე ქვასავით ვცივდები. მაგიდასთან ვზივარ და
ხელი სალაროს აპარატთან ახლოს მიდევს, რადგან იქვე
სტეპლერი მეგულება. დარწმუნებული ვარ, სტეპლერით
ბევრს ვერაფერს გავაწყობ ნეიროქირურგის მკლავებთან,
მაგრამ სხვა არაფერი გამაჩნია.

276
რაილი ნელა უახლოვდება მაგიდას. წუხელ, მას შემდეგ,
რაც ზემოდან მომექცა ლოგინზე, პირველად ვხედავ. მთელი
სხეულით იმწამს ვუბრუნდები და ისეთივე ემოციები მიტევს,
როგორსაც მაშინ განვიცდიდი. ვბრაზობ და მეშინია, მაგიდას
რომ უახლოვდება.
რაილი ხელს სწევს და მაგიდაზე გასაღებების ასხმას მი-
დებს. მეც მათ დავცქერი.
– ამაღამ ინგლისში მივემგზავრები, – მეუბნება, – სამი
თვე იქ ვიქნები. გადასახადები გადავიხადე, ამაზე ფიქრი არ
მოგიწევს, სანამ წასული ვიქნები.
თავშეკავებით მელაპარაკება, მაგრამ ყელი ისე აქვს და-
ძარღვული, ვხვდები, რის ფასად უჯდება ეს.
– დრო გჭირდება, – ნერწყვს გაჭირვებით ყლაპავს, – და
მეც ამ დროს გაძლევ, – ბინის გასაღებს მაწვდის, – შინ დაბ-
რუნდი, ლილი, მე იქ არ დაგხვდები, გპირდები!
ტრიალდება და კარისკენ მიდის. სწორედ ამ დროს ვხვდე-
ბი, რომ ბოდიშიც კი არ მოუხდია, თუმცა ამაზე არ ვბრაზობ,
მესმის მისი, იცის, რომ ბოდიში ვერ უშველის იმას, რაც ჩაიდი-
ნა. იცის, რომ ახლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩვენი ერ-
თმანეთთან დაშორება.
რაილიმ იცის, რა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა… მაგრამ
ისევ ვგრძნობ, როგორ მინდა ზურგში ღრმად ჩავცე ხანჯალი.
– რაილი!
რაილი ჩემკენ სანახევროდ ტრიალდება და მგონია, რომ
ფარი აქვს აფარებული, ელოდება, როდის ვეტყვი რამეს, რაც
გულს ატკენს.
– იცი, რა არის ყველაზე ცუდი მთელ ამ ამბავში? – ვეკით-
ხები. – რაილი არაფერს ამბობს, უბრალოდ, მიყურებს და პა-
სუხს ელოდება. – ერთადერთი, რაც უნდა გაგეკეთებინა ჩემი
დღიურის პოვნის შემდეგ, შიშველი სიმართლის მოთხოვნა
იყო. ყველაფერს ალალად გეტყოდი, მაგრამ შენ ასე არ მო-
იქეცი, არჩიე ჩემთვის დახმარება არ გეთხოვა და ახლა ორი-
ვეს მთელი ცხოვრება დაგვტანჯავს იმაზე ფიქრი, რაც შენ ჩა-
იდინე!
რაილის ყოველ ჩემს სიტყვაზე სახე ემანჭება.

277
– ლილი, – მეუბნება ჩემკენ ბოლომდე შემოტრიალებუ-
ლი.
მე ხელით ვანიშნებ, რომ არაფერი თქვას.
– არ გინდა, შეგიძლია წახვიდე, კარგი დრო ატარე ინ-
გლისში!
ვხედავ, როგორ ებრძვის რაილი საკუთარ თავს, იცის, ახ-
ლა რაც უნდა ეცადოს, ჩემს პატიებას ვერ ეღირსება, ისიც
იცის, რომ ერთადერთი არჩევანი აქვს, შეტრიალდეს და კა-
რისკენ წავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ნაკლებად
სურს ამის გაკეთება.
ბოლოს, როდესაც, როგორც იქნა, მაღაზიიდან გადის,
კართან მივრბივარ და მაგრად ვკეტავ, შემდეგ იატაკზე ვჯდები
და სახეს მუხლებში ვრგავ. ისე ვცახცახებ, რომ საკუთარი კბი-
ლების ხმა მესმის.
ვერ ვიჯერებ, რომ ამ მამაკაცის არსების ნაწილი ჩემში
ცოცხლობს, ვერც იმას ვიჯერებ, რომ ოდესმე მისთვის ამის
გამხელა მომიწევს.

278
თავი ოცდამერვე
რაილიმ გასაღებები რომ დამიტოვა შუადღისას და წავიდა,
ჩვენს ახალ ბინაში დაბრუნება გადავწყვიტე, ტაქსიც კი ავიყვა-
ნე, მაგრამ ბინასთან მისული მანქანიდან ვერ გადმოვედი. ვი-
ცოდი, თუ უკან დავბრუნდებოდი, ელაიზას ნახვა მომიწევდა,
არადა, მზად არ ვარ, ავუხსნა, რატომ მადევს შუბლზე ნაკერე-
ბი. არც იმისთვის ვარ მზად, ის სამზარეულო დავინახო, სადაც
რაილის უხეშმა სიტყვებმა გული გამიპო. არც იმ საძინებელში
შესასვლელად ვარ მზად, სადაც ბოლომდე გავნადგურდი.
ამიტომ, იმის ნაცვლად, შინ დავბრუნდე, ტაქსისტს ვეუბნე-
ბი ეტლესის სახლთან მიმიყვანოს. ჩემი ერთადერთი ნავსაყუ-
დელი ახლა აქაა. სანამ აქ ვიმალები, არაფერთან მომიწევს
გამკლავება.
ეტლესმა ორჯერ მომწერა დღეს შეტყობინება, აინტერე-
სებდა, თავს როგორ ვგრძნობდი, ამიტომ საღამოს შვიდ სა-
ათამდე ტელეფონი რომ წრიპინებს, მგონია ის მწერს, მაგრამ
არა, ელაიზასგან მომდის მესიჯი.
ელაიზა: „სამსახურიდან დაბრუნდი? შემოგვიარე, უკვე მო-
ვიწყინე!“
გული მიჩქარდება ამის წაკითხვაზე. ელაიზა აზრზე არ
არის, რა მოხდა ჩემსა და რაილის შორის. საინტერესოა, რა-
ილიმ ის მაინც თუ უთხრა, ინგლისში რომ მიემგზავრებოდა?
ცერა თითით ჯერ ვწერ რაღაცას, შემდეგ ვშლი, ბოლოს კარგ
გამოსავალს ვპოულობ და ვუხსნი, თუ რატომ ვერ მივალ მას-
თან.
მე: „არ შემიძლია, სასწრაფო და გადაუდებელი დახმარე-
ბის ცენტრში ვარ, საწყობში, თაროს მივარტყი თავი და ნაკე-
რებს მადებენ!“
მეზიზღება თავი, მისი მოტყუება რომ მიწევს, მაგრამ რო-
გორღაც ხომ უნდა ავუხსნა, ჭრილობა რატომ მაქვს და შინ რა-
ტომ არ ვარ.
ელაიზა: „ო, არა, მარტო ხარ? მარშალს ვეტყვი, რაილი
რაკი ვერ მოახერხებს, ის დაგეხმარება!“
ძალიან კარგი, გამოდის, ელაიზამ იცის, რომ რაილი ინ-
გლისში გაემგზავრა. ეს კარგია. ფიქრობს, რომ ჩვენ შორის

279
ყველაფერი რიგზეა. შესანიშნავია. გამოდის, სამი თვე მაქვს
სიმართლის გამხელამდე.
შემომხედეთ ერთი, როგორ ვცდილობ, ჩემი ოჯახის ჭუჭ-
ყიანი საცვლები საქვეყნოდ არ გამოვფინო, დედაჩემივით!
მე: „არა, კარგად ვარ, სანამ მარშალი მოვა, ნაკერებს და-
მადებენ. ხვალ სამსახურის შემდეგ გესტუმრებით. რილი და-
მიკოცნე!“
ტელეფონის ეკრანს ვაქრობ და ლოგინზე ვჯდები. გარეთ
ბნელა, ამიტომ მაშინვე ვამჩნევ გზაზე მანქანის ანთებულ ფა-
რებს. ვხვდები, რომ ეტლესი არ იქნება, ის გზის მეორე მხრი-
დან შემოდის ხოლმე და მანქანას ავტოფარეხში აყენებს. გუ-
ლი მიჩქარდება, ნუთუ რაილია? გაიგო, სად ცხოვრობს ეტლე-
სი?
ცოტა ხანში ვიღაც ხმამაღლა აკაკუნებს კარზე. შემდეგ
თითქოს კაკუნი არ კმარაო, ზარის ხმაც გაისმის.
ფანჯარასთან ფეხაკრეფით მივდივარ და ოდნავ ვწევ ფარ-
დას, რომ გავიხედო. კართან ვინ დგას, ვერ ვხედავ, მაგრამ
გზაზე სატვირთოს ვამჩნევ, ის რაილის მანქანა არ არის.
ნეტავ ეტლესის შეყვარებული, კესი ხომ არ მოვიდა?
ტელეფონს ვიღებ და დერეფნის გავლით სასტუმრო ოთახ-
ში შევდივარ. კარი ისევ ზანზარებს ხმამაღალი კაკუნისგან, ზა-
რიც განუწყვეტლივ რეკავს. არ ვიცი, ვინაა კართან, მაგრამ ძა-
ლიან მოუთმენელი ვინმეა. თუ ეს კესია, მეტისმეტად გამაღი-
ზიანებელი გოგო უნდა იყოს!
– ეტლეს, – ყვირის ვიღაც ბიჭი, – გაგვიღე ეს წყეული კარი!
მეორე ხმა, ისიც მამაკაცის, ღრიალებს.
– კვერცხები გამეყინა და დამიქიშმიშდა, ბიჭო, კარი გაგ-
ვიღე!
სანამ კარს გავაღებ და ვეტყვი, რომ ეტლესი შინ არ არის,
შეტყობინებას ვწერ, იმედი მაქვს, ეტლესიც მალე მოვა სახ-
ლში და თვითონ მიხედავს ამ ტიპებს.
მე: „სად ხარ? ორი კაცია კართან და აზრზე არ ვარ, უნდა
შემოვუშვა თუ არა!“
ეტლესი მაშინვე არ მპასუხობს, მეც ველოდები, ამასობაში
კი კარზე მეტად აბრახუნებენ და რეკავენ ზარს. ბოლოს მივდი-

280
ვარ, კარს რამდენიმე დუიმზე ვაღებ მხოლოდ და ჯაჭვიანი სა-
კეტით ვიჭერ.
ერთ-ერთი მამაკაცი მაღალია, ექვსი ფუტი იქნება, მიუხე-
დავად იმისა, რომ ახალგაზრდა ჩანს, თმაში ჭაღარა შერევია,
შავში ალაგ-ალაგ მოუჩანს ნაცრისფერი. მეორეს ქვიშისფერ-
მოყავისფრო თმა და ბავშვური სახე აქვს. ორივე ოცდაათ
წლამდე ან ოცდაათს ცოტათი გადაცილებული იქნება. მაღა-
ლი იბნევა.
– ვინ ხართ? – მეკითხება და სახლში იჭყიტება.
– ლილი ვარ, თქვენ ვინ ხართ?
დაბალი მაღალს განზე სწევს და მეკითხება:
– ეტლესი სახლშია?
არ ვიცი, რა ვუთხრა, რადგან მიხვდებიან, აქ რომ მარტო
ვარ. ამ კვირაში მამაკაცებს დიდად ვეღარ ვენდობი.
ტელეფონი რეკავს და მოულოდნელობისგან სამივე
ვკრთებით. ეტლესია. პასუხის ღილაკს ვაჭერ და მობილური
ყურთან მიმაქვს.
– ალო!
– ლილი, ყველაფერი რიგზეა, ჩემი მეგობრები არიან, და-
მავიწყდა, რომ პარასკევია, პარასკეობით პოკერს ვთამაშობთ
ხოლმე. დავურეკავ და ვეტყვი, წავიდნენ.
ისევ ორ მამაკაცს ვუყურებ, რომლებიც დგანან და მიყურე-
ბენ. თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან ეტლესს მათთან შეხვედ-
რის გაუქმება ჩემ გამო მოუწევს. კარს ვკეტავ, საკეტს ბოლომ-
დე ვხსნი, შემდეგ ისევ ვაღებ და ვანიშნებ, შემოვიდნენ.
– არა უშავს, ეტლეს, გეგმები არ ჩაშალო, ისედაც დაწო-
ლას ვაპირებდი.
– არა, მოვდივარ, მოვალ და გავუშვებ!
ტელეფონი ისევ ყურზე მაქვს, როდესაც ორი მამაკაცი სას-
ტუმრო ოთახში შემოდის.
– შეხვედრამდე! – ვეუბნები ეტლესს და საუბარს ვამთავ-
რებ. რამდენიმე წუთი თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ეტ-
ლესის მეგობრები მე მათვალიერებენ, მე კი – მათ.
– რა გქვიათ?

281
– მე დერინი ვარ, – მეუბნება მაღალი, – ბრედი, – თავს
მაცნობს დაბალი.
– ლილი, – ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ნათქვა-
მი მაქვს სახელი, – ეტლესი მალე მოვა, – კარს ვკეტავ და
ორივე ოდნავ მოეშვება. დერინი სამზარეულოში შედის და ეტ-
ლესის მაცივარს აღებს.
ბრედი ქურთუკს იხდის და კიდებს.
– პოკერი იცი, ლილი?
მხრებს ვიჩეჩ.
– რამდენიმე წელია არ მითამაშია, თუმცა კოლეჯში ვთა-
მაშობდი ხოლმე.
ორივე სასადილო ოთახის მაგიდისკენ მიდის.
– თავზე რა მოგივიდა? – მეკითხება დერინი და ჯდება. ამას
ისე ჩვეულებრივად მეუბნება, ჩანს, არც კი უფიქრია, რომ შე-
საძლებელია ეს ჩემთვის საკმაოდ მძიმე თემა იყოს.
არც კი ვიცი, რატომ მიჩნდება სურვილი, მათ შიშველი სი-
მართლე ვუთხრა. იქნებ უბრალოდ მინდა, ვინმეს რეაქცია და-
ვინახო იმაზე, რაც ქმარმა დამმართა.
– ჩემი ქმრის ნახელავია, ორი დღის წინ ვიჩხუბეთ და შუბ-
ლით დამეჯახა. ეტლესმა სასწრაფო და გადაუდებელი დახმა-
რების ცენტრში წამიყვანა. ექვსი ნაკერი დამადეს და მითხრეს,
ფეხმძიმედ ხარო. ახლა აქ ვიმალები და ვცდილობ მივხვდე,
როგორ მოვიქცე.
საწყალი დერინი დაჯდომას აპირებდა, მაგრამ გაქვავდა.
არც კი იცის, რა მიპასუხოს. მისი გამომეტყველებით თუ ვიმ-
სჯელებ, გიჟად მთვლის.
ბრედი სკამს სწევს და ჯდება.
– „როდენ ენდ ფილდსი“ უნდა იყიდოთ, მასაჟორია და სას-
წაულად კურნავს ნაიარევებს!
ამ ჩვეულებრივ პასუხზე მეცინება.
– ღმერთო, ბრედ, – ეუბნება დერინი და როგორც იქნა,
ჯდება სკამზე, – შენს ცოლზე უარესი ხარ პირდაპირი გაყიდვე-
ბის საქმეში, ნამდვილი მოსიარულე რეკლამა ბრძანდები!
ბრედი ხელებს სწევს დანებების ნიშნად.

282
– რას ამბობ, – ეუბნება უცოდველი სახით, – სულაც არ ვა-
პირებ რამე მივყიდო ლილის. უბრალოდ, ალალად ვუთხარი.
მართლა კარგი რამაა. აი, აკნეზე რომ გამოგეყენებინა, მაში-
ნაც ნახავდი შედეგს!
– შემეშვი! – ეუბნება დერინი.
– ასე მგონია, გინდა მუდამ თინეიჯერად დარჩე, – ბუტბუ-
ტებს ბრედი, – აკნე სულაც არ ამშვენებს ადამიანს ოცდაათი
წლის ასაკში!
ბრედი მის გვერდით ჯდება, დერინი კი კარტის დასტას
ჩეხს.
– დაჯექი, ლილი, ჩვენი მეგობრებიდან ერთ-ერთმა გადაწ-
ყვიტა, იდიოტი გახდეს და გასულ კვირას ცოლი მოიყვანა, ცო-
ლი კი ღამით პოკერის სათამაშოდ აღარ უშვებს. სანამ გაეყ-
რება, შეგიძლია ჩაანაცვლო!
განზრახული მქონდა, ამაღამ ჩემს ოთახში დავმალულიყა-
ვი, მაგრამ ახლა წასვლა მიჭირს. ბრედის გვერდით ვჯდები,
ხელს მაგიდისკენ ვიშვერ და დერინს ვეუბნები:
– დასტა მომაწოდეთ, – კარტის დასტას ცალხელა ბავშვი-
ვით ჩეხს.
დერინი წარბს სწევს და კარტს მაწვდის. ბანქოს თამაში დი-
დად არ მეხერხება, მაგრამ აი, კარტის აჩეხა კი შესანიშნავად
გამომდის.
დასტას ორ ნაწილად ვყოფ, შემდეგ ვაერთებ, ცერებით ვა-
მაგრებ, ვუშვებ და ვუყურებ, რა ლამაზად ირევა. დერინი და
ბრედი კარტს მიშტერებიან. ამ დროს კარზე ზარია, ამჯერად
უყოყმანოდ იღება კარი და კაცი შემოდის, რომელსაც ტვიდის
ძვირად ღირებული პიჯაკი აცვია, ყელზე კი შარფი აქვს შემოხ-
ვეული. სტუმარი მაშინვე იხსნის შარფს და კარს კეტავს. მოსუ-
ლი ჩემს დანახვაზე ბიჭებს ანიშნებს და მეკითხება:
– ვინა ხართ?
ის დანარჩენ ორზე უფროსი ჩანს, ორმოცდახუთ წლამდე
იქნება. ეტლესს საინტერესო მეგობრები ჰყავს!
– ეს ლილია, – ეუბნება ბრედი, – იდიოტზეა დაქორწინებუ-
ლი და ახლახან აღმოაჩინა, რომ იმ იდიოტისგან ფეხმძიმე-
დაა. ლილი, გაიცანი, პომპეზური და ქედმაღალი ჯიმი!

283
– პომპეზური და ქედმაღალი ხომ ერთი და იგივეა,
იდიოტო, – ეუბნება ჯიმი, სკამს სწევს, დერინის გვერდით ჯდე-
ბა და კარტის დასტას უყურებს, რომელიც ხელში მიკავია, –
ეტლესმა აქ ჩვენს გასაცურებლად მოგიყვანათ? აბა, ჩვეულებ-
რივ ადამიანს ასე პროფესიონალურად როგორ შეუძლია კარ-
ტის აჩეხა?
ვიღიმი და კარტს ვარიგებ.
– ერთ ხელს რომ ვითამაშებთ, მაგას მაშინ გავიგებთ!

***
მესამე ხელს ვთამაშობთ, როდესაც ეტლესი, ბოლოს და
ბოლოს, შინ ბრუნდება. კარს კეტავს და ოთხივეს გვიყურებს.
ბრედმა რაღაც სასაცილო თქვა, სანამ ეტლესი კარს გააღებდა
და მეც გულიანად ვიცინი, როდესაც მის მზერას ვგრძნობ. ის
თავით სამზარეულოსკენ მანიშნებს და იქით მიდის.
– ფოლდი! – ვამბობ, ჩემს კარტს მაგიდაზე ვდებ და ეტ-
ლესს მივყვები. სამზარეულოში შესული ის ისე დგება, რომ მა-
გიდასთან მსხდომ ბიჭებსაც ხედავს. ვუახლოვდები და მაგი-
დისკენ ვიხრები.
– გინდა, გავუშვა? – მეკითხება ეტლესი.
ვუარობ.
– არა, არ მინდა, გავერთე, ყურადღება გადავიტანე!
ეტლესი თავს მიქნევს და ვგრძნობ, როგორ ასდის მწვანი-
ლის სუნი, განსაკუთრებით როზმარინის. უცებ მინდება, რეს-
ტორანში ვიყო და ვხედავდე, როგორ მზარეულობს.
– გშია? – მეკითხება.
თავს ვაქნევ.
– არა, დარჩენილი პასტა შევჭამე რამდენიმე საათის წინ.
ხელები მაგიდაზე მიდევს, ეტლესი მიახლოვდება და ხე-
ლებს მადებს, თან ცერა თითს მისვამს, ვიცი ეს მხოლოდ და-
მამშვიდებელი ჟესტია, მაგრამ რომ მეხება, ჩემთვის გაცილე-
ბით მეტს ნიშნავს. გულში სითბო მეღვრება და ჩვენს ხელებს
დავცქერი, ეტლესი ცერა თითს აჩერებს, ისიც იმავეს
გრძნობს. შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან იხევს.

284
– მაპატიე, – ბუტბუტებს, მაცივრისკენ ტრიალდება და
თავს მაჩვენებს, თითქოს იქ რაღაცას ეძებს. ცხადია, უნდა
უხერხულობა ამარიდოს.
ისევ მაგიდასთან ვბრუნდები და მომდევნო ხელისთვის
კარტს ვიღებ. რამდენიმე წუთის შემდეგ ეტლესი მოდის და ჩემ
გვერდით ჯდება. დასტას ამჯერად ჯიმი ჩეხს და კარტს არიგებს.
– აბა, ეტლეს, როგორ გაიცანით ერთმანეთი შენ და ლი-
ლიმ?
ეტლესი კარტს იღებს და ეუბნება: – ბავშვობაში ლილიმ
სიკვდილს გადამარჩინა, – ამბობს ჩვეულებრივად, შემდეგ მი-
ყურებს და თვალს მიკრავს, მე კი ამ თვალის ჩაკვრაზე რასაც
ვგრძნობ, იმის გამო სინდისი მქენჯნის. განსაკუთრებით ახლა,
ამ სიტუაციაში. რას მიშვრება ეს გული?
– უჰ, რა საყვარლობაა, – ამბობს ბრედი, – ლილიმ სიკ-
ვდილს გადაგარჩინა, ახლა კი შენ ცდილობ მის გადარჩენას!
ეტლესი კარტს დაბლა სწევს და ბრედს უყურებს.
– უკაცრავად, რაო?
– ნუ ნერვიულობ, – ეუბნება ბრედი, – ლილის დავუმეგობ-
რდით, იცის, რომ ვხუმრობ, – ბრედი მიყურებს, – ლილი, ახ-
ლა შესაძლოა, საშინელი მომენტი გაქვს ცხოვრებაში, მაგრამ
მენდე, ყველაფერი უკეთ იქნება. დამიჯერე, მეც ბევრი რამ გა-
დამხდენია თავს!
დერინი იცინის.
– რა გადაგხდენია, გცემეს, ფეხმძიმედ აღმოჩნდი და სხვა
მამაკაცის სახლში იმალებოდი? – ეუბნება ბრედი.
ეტლესი კარტს მაგიდაზე ყრის და სკამის საზურგეს აწვება.
– რა ჯანდაბა გემართება? – უყვირის დერინს.
მე ხელზე ვუჭერ ხელს.
– ნუ ნერვიულობ, – ვეუბნები, – სანამ მოხვიდოდი, ვისა-
უბრეთ და სულაც არ ვარ წინააღმდეგი, ჩემს სიტუაციაზე იხუმ-
რონ, პირიქით, უფრო მიმსუბუქებენ დარდს.
ეტლესი დანანებით ისვამს ხელს თმაზე და თავს აქნევს. –
დავიბენი, – მეუბნება, – სულ ათი წუთია, რაც ეს ოთხი გაიცა-
ნი.
ვიცინი.

285
– ათ წუთში ბევრი რამ შეიძლება შეიტყო ადამიანზე, –
ვცდილობ, საუბარი სხვა რამეზე გადავიტანო, – თქვენ რო-
გორ გაიცანით ერთმანეთი?
დერინი წინ იხრება და თავის თავზე მანიშნებს.
– მე მისი თანაშემწე ვარ „ბი აი ბიში“, – შემდეგ ბრედზე მე-
უბნება: – ეს ჭურჭლის მრეცხავია.
– ჯერჯერობით, – აწყვეტინებს ბრედი, – ვცდილობ დავწი-
ნაურდე.
– შენ? – მივმართავ ჯიმის.
ის იღიმის და მეუბნება:
– აბა, თუ გამოიცნობ!
მისი ჩაცმულობიდან გამომდინარე და იმ ფაქტის მიხედ-
ვით თუ ვიმსჯელებ, რომ ქედმაღალი და პომპეზური უწოდეს,
ვფიქრობ… მეტრდოტელია?
ეტლესი იცინის.
– ჯიმი ავტომანქანების დაყენებაში ეხმარება კლიენტებს!
ჯიმის ვუყურებ და წარბს ვწევ, ის პოკერის სამ ჩიპს დებს და
ამბობს:
– ჰო, მართალია, მანქანების დაყენებაში ვეხმარები და
ამაში ფეხის ქირას მაძლევენ.
– თავი არ გაასულელებინო, – მეუბნება ეტლესი, – მარ-
თლაც მანქანების დაყენებაში ეხმარება კლიენტებს, მაგრამ
მხოლოდ იმიტომ, რომ ისეთი მდიდარია, იწყენს ხოლმე.
ვიღიმი, ელაიზა მახსენდება.
– მეც მყავს მსგავსი თანამშრომელი, მხოლოდ იმიტომ მუ-
შაობს ჩემთან, რომ არ მოიწყინოს, მაგრამ საუკეთესო თანამ-
შრომელია.
– წყეული სტრიტი! – ბუტბუტებს ჯიმი.
ჩემი ჯერი რომ დგება, კარტს დავცქერი და სამ ჩიპს ვიღებ.
ეტლესს ტელეფონი ურეკავს და ჯიბიდან იღებს. მე ფსონს კი-
დევ ერთი ჩიპით ვწევ, ის კი ბოდიშს იხდის და მაგიდას შორ-
დება, მობილურს რომ უპასუხოს.
– ფოლდი! – ამბობს ბრედი და კარტს მაგიდაზე დებს.
ვუყურებ, როგორ სწრაფად უჩინარდება ეტლესი. ნეტავ კე-
სი ურეკავს თუ არის კიდევ ვინმე სხვა მის ცხოვრებაში? მხო-

286
ლოდ ის ვიცი, ფულს რით შოულობს, ეტლესის სამი მეგობა-
რიც გავიცანი, მის სასიყვარულო ფრონტზე რა ხდება, აზრზე
არა ვარ.
დერინი კარტს მაგიდაზე დებს. ერთი მასტის ოთხი კარტი
აქვს. მე სტრიტ-ფლეშს ვამბობ და კიდევ ვიღებ პოკერის ჩი-
პებს, დერინი კი კვნესის.
– კესი არ მოდის ხოლმე პოკერის სათამაშოდ? – ვეკითხე-
ბი ბიჭებს. მინდა ეტლესზე მეტი შევიტყო, მაგრამ მეშინია, შე-
კითხვებს ვერიდები.
– კესი? – მეკითხება ბრედი.
მოგებულს წინ ვილაგებ და თავს ვუქნევ.
– ასე არ ჰქვია მის შეყვარებულს?
დერინი იცინის.
– ეტლესს შეყვარებული არ ჰყავს. ორი წელია ვიცნობ და
არასოდეს უხსენებია კესი, – შემდეგ ახალი ხელისთვის კარტს
არიგებს, მე კი ვცდილობ გავაანალიზო მისი ნათქვამი. პირ-
ველ ორ კარტს რომ ვიღებ, ეტლესი ოთახში ბრუნდება.
– ჰეი, ეტლეს, – ეუბნება ჯიმი, – კესი ვინ ოხრობაა და ჩვენ-
თან რატომ არასოდეს გიხსენებია?
ოჰ, ჯანდაბა!
ტანში მცრის, ხელებს მაგრად ვუჭერ კარტის დასტას და
ვცდილობ ეტლესს არ შევხედო, მაგრამ ოთახში სიჩუმეა, რომ
არ შევხედო, უარესი იქნება.
ეტლესი ჯიმის უყურებს, ჯიმი – ეტლესს, ბრედი და დერინი
მე მომშტერებიან.
ეტლესი წამით ტუჩებს კუმავს, შემდეგ ამბობს:
– კესი არ არსებობს, – წამით მიყურებს, მაგრამ იმ ერთ
წამში ყველაფერი სახეზე აწერია.
კესი არ არსებობს, მომატყუა!
ეტლესი ჩაახველებს და ამბობს:
– მისმინეთ, ბიჭებო, დღევანდელი შეხვედრა უნდა დავას-
რულოთ, ამ კვირაში ბევრი… – ხელებს პირზე ისვამს, ჯიმი კი
დგება, მხრებზე არტყამს ხელს ეტლესს და ეუბნება, – მომდევ-
ნო კვირაში ჩემთან ვიკრიბებით!

287
ეტლესი თავს უქნევს თანხმობის ნიშნად. სამივე კარტსა და
პოკერის ჩიპებს აგროვებს, ბრედი მიბოდიშებს და ფრთხი-
ლად მაშლევინებს თითებს, ბანქოს დასტა რომ გამომართვას,
რადგან ხელებში მაგრად მაქვს ჩაბღუჯული.
– სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ლილი, – მეუბნება ბრე-
დი. მე ძლივს ვახერხებ გაღიმებას, ვდგები, ვემშვიდობები და
როდესაც კარს ვკეტავთ, ოთახში მხოლოდ მე და ეტლესი
ვრჩებით.
კესი კი არსადაა.
კესი არასოდეს ყოფილა ამ ოთახში, რადგან ის არ არსე-
ბობს!
რა ჯანდაბა ხდება?
ეტლესი მაგიდასთან თავის ადგილს არ უბრუნდება, არც
მე. ის დგას და გულზე ხელები აქვს დაკრეფილი, თავი ოდნავ
გადაუხრია, მაგრამ მზერით ლამისაა გამბურღოს.
რატომ მომატყუა?
მე და რაილი ოფიციალური წყვილიც კი არ ვიყავით, ეტ-
ლესს რომ გადავეყარეთ პირველად რესტორანში. დასწყევ-
ლოს ღმერთმა, ეტლესს იმ ღამით სიმართლე რომ ეთქვა და
ჩვენი ურთიერთობის პერსპექტივა მერწმუნა, რაილის მას
ვარჩევდი. მაშინ ხომ ნორმალურად არც კი ვიცნობდი ჩემს
მომავალ ქმარს.
მაგრამ ეტლესმა არაფერი მაგრძნობინა, მომატყუა, თით-
ქოს მთელი წელი ვიღაცას ხვდებოდა. რატომ? რატომ გააკეთა
ეს, თუ არ სურდა ენიშნებინა, რომ ჩემთან ყოფნას არ აპირებ-
და?
იქნებ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდებოდი, იქნებ ეტ-
ლესს არასოდეს ვყვარებივარ და იმიტომ გამოიგონა კესი, არ
სურდა მასთან ურთიერთობაზე მეფიქრა?
და ახლა აქ ვარ, მის სახლში შემოვიჭერი, მის მეგობრებს
დავუახლოვდი, მის საჭმელს ვჭამ, მის საშხაპეს ვიყენებ.
ვგრძნობ, როგორ მიწვავს ცრემლები თვალებს და ახლა
ყველაზე ნაკლებად მინდა ეტლესის წინ ავტირდე. მაგიდისკენ
მივდივარ, მაგრამ ის მაშინვე ხელით მაჩერებს:
– მოიცადე!

288
ვჩერდები, მაგრამ სხვა მხარეს ვიხედები.
– დამელაპარაკე, ლილი!
ეტლესი ჩემ უკან დგას, ხელი აქვს ჩავლებული, მე ხელს
ვითავისუფლებ და სასტუმრო ოთახის მეორე მხარეს მივდი-
ვარ, მაგრამ შემდეგ ვტრიალდები, ვუყურებ და ლოყაზე პირ-
ველი ცრემლი მოგორავს.
– რატომ არ დაბრუნდი ჩემთან?
ჩანს, ეტლესი ნებისმიერ სიტყვებს ელოდა ამ სიტყვების
გარდა. ხელს თმაზე ისვამს, დივანთან მიდის და ჯდება. რამ-
დენიმე დამამშვიდებელი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის შემდეგ კი
ფრთხილად მიყურებს.
– დავბრუნდი, ლილი!
ფილტვებიდან ჰაერს ამოსვლის საშუალებას არ ვაძლევ,
გაქვავებული ვდგავარ და ვცდილობ მივხვდე, რა მითხრა, ეტ-
ლესი ჩემს სანახავად დაბრუნდა?
ეტლესი ხელებს კალთაზე იწყობს.
– საზღვაო ქვეითებთან პირველი კონტრაქტი რომ დავას-
რულე, მენის შტატში დავბრუნდი შენს საპოვნელად. გავიკით-
ხე და ისიც გავიგე, რომელ კოლეჯში დადიოდი. დარწმუნებუ-
ლი არ ვიყავი, რა მოლოდინი უნდა მქონოდა, რადგან მაშინ
ორივე უკვე სხვა ადამიანები ვიყავით, ოთხი წელი იყო გასუ-
ლი ჩვენი უკანასკნელი შეხვედრიდან. დარწმუნებული ვიყავი,
ამ ოთხ წელიწადში ორივეს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.
მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ და მის გვერდით, სკამზე
ვჯდები. ის ჩემს სანახავად დაბრუნდა?
– შენს საერთო საცხოვრებელთან მოვედი და მთელი დღე
გეძებე, ბოლოს, საღამოსკენ, დაგინახე. ეზოში იჯექი მეგობ-
რებთან ერთად. დიდხანს გიყურე, ვცდილობდი სიმამაცე მო-
მეკრიბა, რომ დაგლაპარაკებოდი. შენ იცინოდი, ბედნიერი
ჩანდი. ისეთი ცოცხალი იყავი, როგორიც არასოდეს მინახავ-
ხარ, არც მე მიგრძნია ისეთი ბედნიერება, როგორიც შენი და-
ნახვისას ვიგრძენი იმ დღეს, ისიც კი მიხაროდა, კარგად
მყოფს რომ გხედავდი…
წამით ჩერდება, მე ხელებს მუცელზე ვიჭერ, რადგან მტკი-
ვა, მტკივა, ასე ახლოს რომ იყო ჩემთან, მე კი ეს არც ვიცოდი.

289
– შენკენ წამოვედი, როდესაც უკნიდან ვიღაც მოგიახლოვ-
და. ბიჭი იყო. ის შენ გვერდით მუხლებზე დაეშვა, შენ მის და-
ნახვაზე გაიღიმე და ჩაეხუტე. მერე აკოცე.
თვალებს ვხუჭავ. ამ ბიჭს ექვსი თვე ვხვდებოდი, მასთან
იმის მცირე ნაწილიც კი არ მიგრძნია, რასაც ეტლესის გვერ-
დით ვგრძნობდი.
ეტლესი მძიმედ სუნთქავს.
– ამის დანახვისას წამოვედი, შენი ბედნიერების ხილვა
ერთდროულად ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი შეგრძნება
აღმოჩნდა, მაგრამ იმ მომენტში მჯეროდა, რომ შენთვის ჯერ
კიდევ არ ვიყავი საკმარისად კარგი. სიყვარულის გარდა სხვას
ვერაფერს შემოგთავაზებდი და ჩემი აზრით, ამაზე გაცილებით
მეტს იმსახურებდი. მეორე დღეს კიდევ ერთ კონტრაქტს მოვა-
წერე ხელი საზღვაო ქვეითებში და ახლა… – ეტლესი ჰაერში
ისე ზანტად იქნევს ხელებს, თითქოს უნდა მანიშნოს, ჩემს
ცხოვრებაში მომხიბლავი არაფერიაო.
თავს ხელებში ვრგავ და ვფიქრობ. ვდარდობ იმაზე, რა შე-
იძლება მომხდარიყო და რა ხდება, რა არ მოხდა. თითები სვი-
რინგთან მიმაქვს, ლავიწთან. ნუთუ შეიძლება, ის სიცარიელე,
რაც ჩემს სვირინგს აქვს, ახლა ამოვავსო. ნეტავ ეტლესს
ოდესმე თუ უგრძნია ის, რასაც ამ სვირინგის კეთებისას გან-
ვიცდიდი. მეჩვენება, რომ ამ გულიდან მთელი ჰაერი ამომდის.
ისევ არ მესმის, რატომ მომატყუა ეტლესმა რესტორანში,
თუ ისიც იმავეს გრძნობდა, რასაც მე მის მიმართ, რატომ გა-
მოიგონა კესის ამბავი?
– რატომ მომატყუე, რომ შეყვარებული გყავდა?
ეტლესი სახეზე ისვამს ხელს და მანამ ვხედავ მის სინა-
ნულს, სანამ ხმას ამოიღებს.
– იმიტომ გითხარი, რომ… იმ ღამით ბედნიერი ჩანდი. რომ
დაგინახე, როგორ დაემშვიდობე რაილის, თავი ჯოჯოხეთუ-
რად ვიგრძენი, მაგრამ იმავდროულად შვებაც დამეუფლა,
რადგან ჩავთვალე, რომ კარგ ადგილას აღმოჩნდი. არ მინდო-
და ჩემზე გენერვიულა და არ ვიცი… ალბათ ცოტა ვიეჭვიანე კი-
დეც. არ ვიცი, ლილი. როგორც კი მოგატყუე, მაშინვე ვინანე.

290
გული ყელში მებჯინება. გონებაც გულივით სწრაფად მიმუ-
შავებს. მაშინვე წარმოვიდგენ, რა იქნებოდა, თუკი… რა იქნე-
ბოდა, თუკი ეტლესი ჩემთან გულახდილი იქნებოდა? მეტყო-
და, რას ფიქრობდა? სად ვიქნებოდით ახლა?
მინდა ვკითხო, რატომ მოიქცა ასე, რატომ არ იბრძოლა
ჩემს დასაბრუნებლად, მაგრამ არ ვეკითხები, რადგან პასუხი
უკვე ვიცი. ეტლესი ფიქრობდა, რომ ის მომცა, რაც მსურდა,
რადგან ერთადერთი, რაც სურდა, ჩემი ბედნიერება იყო და
რაღაც სულელური მიზეზის გამო ჩათვალა, რომ მის გვერდით
ბედნიერი ვერ ვიქნებოდი.
მზრუნველი ეტლესი!
რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო მიჭირს სუნ-
თქვა. ეტლესზე ვფიქრობ, რაილიზე, ამაღამ და ორი დღის წინ
მომხდარზე. ეს უკვე მეტისმეტია.
ვდგები და სტუმრების საძინებლისკენ მივდივარ, მობი-
ლურს ვიღებ, საფულეს და სასტუმრო ოთახში ვბრუნდები. ეტ-
ლესი არ ინძრევა.
– რაილი დღეს ინგლისში გაემგზავრა, – ვეუბნები, – ალ-
ბათ აჯობებს შინ დავბრუნდე. შეგიძლია შენი მანქანით წამიყ-
ვანო?
ეტლესს თვალები უსევდიანდება და ვხვდები, რომ სწორად
ვიქცევი. არცერთს არ დაგვისრულებია ჩვენი ურთიერთობე-
ბი. დარწმუნებული ვარ, ვერც დავასრულებთ, ვფიქრობ მითია
ყველაფრის დასრულება და ახლა აქ ყოფნა, როდესაც ჯერ კი-
დევ ვერ გამირკვევია, როგორ მოვიქცე, როგორ გავაგრძელო
ცხოვრება, ყველაფერს აუარესებს. ყველაფერი უნდა მოვიშო-
რო, რაც მაბნევს, და რაც შეიძლება სწრაფად, აი, რა არის
სწორი ახლა და ამ სიის სათავეში ჩემი გრძნობებია ეტლესის
მიმართ.
ეტლესი მაგრად კუმავს ტუჩებს, შემდეგ თავს მიქნევს და
გასაღებს იღებს.

291
***
სანამ სახლისკენ მივდივართ, არცერთი არ ვლაპარა-
კობთ. ეტლესი არ მტოვებს, მანქანას ავტოსადგომზე აყენებს
და მეუბნება:
– ვფიქრობ ჯობია კარამდე მიგაცილო.
თავს ვუქნევ და კიდევ უფრო უხმოდ ავდივართ ლიფტით
მეშვიდე სართულზე. ეტლესი მომყვება. მე საფულეში გასა-
ღებს ვეძებ და ვერც კი ვხვდები, ხელები როგორ მიკანკალებს,
სანამ მესამედ არ ვაცილებ გასაღებს საკეტს. ეტლესი მშვიდად
მართმევს ასხმას, კარს მიღებს და მეც სახლში შევდივარ.
– გინდა, შევამოწმო ბინა და დავრწმუნდე, რომ არავინაა
სახლში? – მეკითხება. მე თავს ვუქნევ. ვიცი, რაილი აქ არ იქ-
ნება, რადგან ინგლისში მიფრინავს, მაგრამ მაინც ცოტა მეში-
ნია მარტო ბინაში შესვლის.
ეტლესი ჩემზე ადრე შედის სახლში და შუქს ანთებს. შემ-
დეგ იქაურობას ათვალიერებს, ყველგან ანთებს შუქს და ყვე-
ლა ოთახს ამოწმებს. უკან, სასტუმრო ოთახში რომ ბრუნდება,
ხელებს იყოფს ქურთუკის ჯიბეებში, ღრმად სუნთქავს და მეუბ-
ნება:
– არ ვიცი, მომავალში რა იქნება, ლილი!
იცის, როგორ არ იცის, უბრალოდ, არ უნდა ასე მოხდეს,
რადგან ორივემ ვიცით, რა მტკივნეულია ახლა ერთმანეთთან
დამშვიდობება.
თვალს ვარიდებ, რადგან მისი გამომეტყველება გულს
მტკენს. გულხელდაკრეფილი ვდგავარ და იატაკს დავცქერი.
– ბევრი რამ მაქვს მოსაგვარებელი, ეტლეს, ძალიან ბევ-
რი, და მეშინია, რომ სანამ შენ ხარ ჩემ გვერდით, თავს ვერა-
ფერს გავართმევ. იმედი მაქვს, ამას შეურაცხყოფად არ მი-
იღებ, რადგან ქათინაური უფროა!
ეტლესი წამით ჩუმადაა და სულაც არ ჩანს გაოცებული ჩე-
მი ნათქვამით, მაგრამ ვხვდები, რომ თვითონაც ბევრი რამის
თქმა უნდა. ნეტავ მეც შემეძლოს ყველაფრის თქმა, მაგრამ
ორივემ ვიცით, რომ ამ მომენტში ეს უადგილოა. მე დაქორწი-
ნებული ვარ და სხვა მამაკაცის შვილს ვატარებ მუცლით. ეს
მამაკაცი ახლაც აქ, ამ სასტუმრო ოთახშია, მაშინ, როდესაც აქ

292
სხვა მამაკაცმა მომიყვანა. ვიტყოდი, რომ სულაც არ არის
კარგი პირობები საიმისოდ, ის ვუთხრათ ერთმანეთს, რაც დი-
დი ხნის წინ უნდა გვეთქვა.
ეტლესი კარს უყურებს, თითქოს ფიქრობს, წავიდეს თუ და-
მელაპარაკოს, ვხედავ, როგორ უთრთის ყბა, სანამ შემომხე-
დავს.
– თუ რამეში დაგჭირდები, მინდა, რომ დამირეკო! – მეუბ-
ნება, – მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც რამე გადაუდებე-
ლია. არ შემიძლია დროებით ვიყო შენს ცხოვრებაში, ლილი!
მისი სიტყვები უკან მხევს, თუმცა სულ წამით. არ ველოდი,
რომ ამას მეტყოდა, მაგრამ ის სრულიად მართალია. მას შემ-
დეგ, რაც ერთმანეთს შევხვდით, ჩვენს ურთიერთობაში დრო-
ებითი არაფერი ყოფილა. ან მუდამ უნდა ვიყოთ ერთად, ან
არასოდეს. ამიტომ გადაჭრა ჩემთან დამაკავშირებელი ყველა
ძაფი, როდესაც მეორედ წავიდა არმიაში. იცოდა, რომ ჩვე-
ულებრივ ვერასოდეს ვიმეგობრებდით. ეს მეტისმეტად მტკივ-
ნეული იქნებოდა.
მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
– ნახვამდის, ეტლეს!
ამ სიტყვების წარმოთქმა ისევე მანადგურებს ახლა, რო-
გორც მაშინ, როდესაც პირველად დავემშვიდობე მას. ეტლესი
კრთება, შემდეგ კარისკენ მიდის, რომ რაც შეიძლება სწრა-
ფად გავიდეს აქედან. კარს გაიხურავს თუ არა, მივდივარ, სა-
კეტით ვკეტავ და ზედ თავით ვეყრდნობი.
ორი დღის წინ საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნუთუ შეიძლე-
ბა უკეთესი ცხოვრება მქონდეს-მეთქი. დღეს სხვა შეკითხვას
ვუსვამ; ნუთუ შეიძლება ცხოვრებაში ამაზე უარესად ვიყო?
უეცრად კარზე კაკუნი მესმის და ლამისაა შევხტე. სულ ათი
წამია გასული, რაც ეტლესი გავიდა, ამიტომ ვხვდები, რომ
ისაა. კარს ვაღებ და მაშინვე რაღაც რბილს ვეხები. ეტლესი
მეხვევა და ტუჩებით მეხება თავზე.
თვალებს მაგრად ვხუჭავ და ბოლოს და ბოლოს, ცრემ-
ლებს გზას ვაძლევ. რაილის გამო იმდენი ვიტირე ამ ბოლო
ორ დღეში, არც კი ვიცი, ეტლესისთვის როგორ შემრჩა ტირი-

293
ლის ძალა, მაგრამ ვტირი და ცრემლები წვიმასავით მისვე-
ლებს ლოყებს.
– ლილი, – მეჩურჩულება ეტლესი და ისევ მაგრად ვყავარ
გულში ჩაკრული, – ვიცი, რომ ახლა ამის მოსმენა ყველაზე
ნაკლებად გინდა, მაგრამ უკვე ბევრჯერ წავედი შენგან ისე,
რომ სათქმელი არ გითხარი! – ეტლესი უკან იხევს, მიყურებს
და როგორც კი ხედავს ჩემს ცრემლებს, ხელს მადებს ლოყაზე,
– მომავალში… თუ რაღაც სასწაულით, ისევ შეძლებ ვინმე შე-
იყვარო… მე შემიყვარე! – ტუჩებით ახლა შუბლზე მეხება, –
შენ ჯერ კიდევ ჩემი უსაყვარლესი ადამიანი ხარ, ლილი, და
ყოველთვის იქნები!
შემდეგ მათავისუფლებს და ისე მიდის, რომ პასუხსაც კი არ
ელოდება.
კარს ისევ რომ ვკეტავ, იატაკზე ვეშვები. გული ისეთ დღეში
მაქვს, აშკარად უნდა დავნებდე და არც ვამტყუნებ, ორი დღეა,
ორი სხვადასხვა ადამიანის გამო მტკივა იგი!
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდი დრო გავა, სანამ ამ
ორი გულისტკენისგან განვიკურნები!

294
თავი ოცდამეცხრე

ელაიზა ჩემსა და რილის გვერდით ზის დივანზე.


– როგორ მომენატრე, ლილი, – მეუბნება, – ვფიქრობ,
ერთ ან ორ კვირაში სამსახურში დავბრუნდები.
მისი სიტყვებისგან ოდნავ გაოცებული ვიცინი.
– მე შენ ქვემოთ ვცხოვრობ და თითქმის ყოველდღე
გსტუმრობ, როგორ შეიძლება გენატრებოდე?
ელაიზა ტუჩებს ბუშტავს და ფეხებს იკეცავს.
– ჰო, კარგი, შენ კი არა, სამსახური მენატრება და კიდევ,
ხანდახან, უბრალოდ, სახლიდან მინდა გასვლა.
ექვსი კვირაა, რაც ელაიზამ რილი გააჩინა, ასე რომ, ნამ-
დვილად შეუძლია სამსახურში გამოვიდეს, თუმცა არ მეგონა,
ამას თუ მოინდომებდა რილის გაჩენის შემდეგ. ბავშვისკენ
ვიხრები და ცხვირზე ვკოცნი.
– რილისაც წამოიყვან?
ელაიზა უარობს.
– არა, შენ იმდენ საქმეს მაძლევ, შეუძლებელია, მარშალი
მიხედავს, სანამ მე ვმუშაობ.
– იმის თქმა გინდა, რომ რილისთვის ხალხი არ გყავს?
მარშალი სასტუმრო ოთახში შემოდის და ჩემი ნათქვამი
ესმის.
– ჩუ, ლილი, მდიდარ გოგოსავით ნუ ლაპარაკობ ჩემი ქა-
ლიშვილის გვერდით, მკრეხელობაა!
ვიცინი. აი, რატომ მოვდივარ აქ კვირაში რამდენჯერმე,
მხოლოდ აქ მეცინება. ექვსი კვირაა, რაც რაილი ინგლისში
გაემგზავრა და არავინ იცის, თავს რა გადაგვხდა. რაილს არა-
ვისთვის უთქვამს და მეც გავჩუმდი. დედაჩემისთვისაც კი არა-
ფერი გამიმხელია, მან იცის, რომ რაილი, უბრალოდ, კემბრი-
ჯის კურსების გასავლელადაა წასული და ჩვენ შორის არაფე-
რი შეცვლილა.
არც ჩემი ფეხმძიმობის შესახებ მითქვამს ვინმესთვის.
ექიმთან ორჯერ ვიყავი. აღმოჩნდა, რომ თორმეტი კვირის
ფეხმძიმე ვიყავი, ეს ამბავი რომ შევიტყვე. ახლა თვრამეტი
კვირის ორსული ვარ. ისევ ვცდილობ მივხვდე, ეს როგორ

295
მოხდა, რადგან თვრამეტი წლიდან ჩასახვის საწინააღმდეგო
აბებს ვსვამ. როგორც ჩანს, ყველაფერში დამნაშავე ჩემი
გულმავიწყობაა.
მუცელი უკვე მეტყობა, მაგრამ ცივა და ჯერჯერობით ვმა-
ლავ. შეუძლებელია, ვინმე რამეს მიხვდეს, როდესაც ფართხუ-
ნა სვიტერი და ქურთუკი მაცვია.
ვიცი, ვინმეს მაინც უნდა ვუთხრა ყველაფერი, თანაც მგო-
ნია, რომ პირველად რაილის უნდა ვაცნობო, მაგრამ ასე შო-
რიდან, ტელეფონით, არ მინდა. ექვს კვირაში დაბრუნდება.
თუ მანამდე შევძელი ფეხმძიმობის დამალვა, მერე გადავ-
წყვეტ, როგორ მოვიქცე.
რილის დავცქერი, ის კი მიღიმის. სულელურ სახეს ვიღებ,
კიდევ უფრო რომ გავაცინო. უკვე რამდენჯერმე გამიჩნდა
სურვილი, ორსულობის შესახებ ელაიზასთვის მეთქვა, მაგრამ
მას უფრო გაუჭირდება ძმისთვის ამ ამბის დამალვა და არ მინ-
და ასეთ მდგომარეობაში ჩავაყენო, მიუხედავად იმისა, რომ
მიჭირს მისთვის ამის დამალვა.
– რაილის გარეშე თავს როგორ გრძნობ? – მეკითხება
ელაიზა, – ემზადები მის დასახვედრად?
თავს ვუქნევ, მაგრამ არაფერს ვამბობ, ყოველთვის ვცდი-
ლობ, ამაზე თუ წამოიწყო საუბარი, სხვა რამეზე გადავატანი-
ნო.
ელაიზა დივნისკენ იხრება და ამბობს:
– ისევ მოსწონს კემბრიჯი?
– ჰო, – ვეუბნები და ახლა ენას ვუყოფ რილის, ისიც იღი-
მის, საინტერესოა, ჩემი ბავშვიც მას ემგვანება? იმედი მაქვს,
ასე იქნება, რილი ძალიან საყვარელია, თუმცა ალბათ უფრო
მიკერძოებული ვარ.
– მეტროს სისტემაში გაერკვია ნეტავ? – იცინის ელაიზა, –
გეფიცები, ყოველთვის, როდესაც ველაპარაკები, სადღაცაა
დაკარგული. ვერაფრით დაიმახსოვრა ა ხაზზე უნდა ჩაჯდეს თუ
ბ-ზე.
– ჰო, – ვეუბნები, – გაერკვია.
ელაიზა დივანზე წამოჯდება.
– მარშალ!

296
მარშალი სასტუმრო ოთახში შემოდის, ელაიზა ხელიდან
მართმევს რილის, მარშალს აწვდის და ეუბნება:
– საფენს გამოუცვლი?
ვერ ვხვდები, ამას რატომ სთხოვს, მე ხომ ეს-ესაა ჩვილს
საფენი გამოვუცვალე.
მარშალი ცხვირს იჭმუხნის და ელაიზას რილის ართმევს.
– აქოთებული გოგო ხარ?
მამა-შვილს ერთნაირი საშინაო კომბინეზონი აცვია.
ელაიზა ხელს მკიდებს და ისე სწრაფად მაყენებს დივნი-
დან, რომ ვკივი.
– სად მივდივართ?
ელაიზა არ მპასუხობს. საძინებლისკენ მივყავარ და მაშინ-
ვე კარს კეტავს. ბოლთას სცემს ოთახში, შემდეგ ჩერდება და
მიყურებს.
– გირჩევნია, მითხრა, რა ჯანდაბა გემართება, ლილი!
თავზარდაცემული უკან ვიხევ, რაზე მელაპარაკება?
ხელები მაშინვე მუცლისკენ მიაქვს, მგონია, რომ შენიშნა,
მაგრამ არა, ელაიზა მუცელზე არ მიყურებს, რამდენიმე ნაბიჯს
დგამს წინ და თითებს მაჭერს გულზე.
– ინგლისში, კემბრიჯში მეტრო არ არის, იდიოტო!
– რაო? – ძალიან დაბნეული ვარ.
– მაშინვე მივხვდი, – მეუბნება, – რომ რაღაც მოხდა თქვენ
შორის, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, ლილი, მე კი ჩემს
ძმას კარგად ვიცნობ. მე მას ყოველ კვირას ვესაუბრები და
შეცვლილი მეჩვენება, თქვენ ორს შორის რაღაც მოხდა და
მინდა, ახლავე ვიცოდე, რა!
ჯანდაბა, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა!
ნელა მიმაქვს ხელები პირთან, არ ვიცი, ელაიზას რა ვუთ-
ხრა. რამდენის თქმა აჯობებს. აქამდე ვერც კი ვხვდებოდი,
როგორ მიმძიმდა, ელაიზას რომ ვერ ვესაუბრებოდი მომ-
ხდარზე. ახლა შვებას ვგრძნობ, რადგან მას ძალიან კარგად
ესმის ჩემი.
ელაიზას საწოლთან მივდივარ და ვჯდები.
– ელაიზა, – ვეჩურჩულები, – დაჯექი!

297
ვიცი, მასაც ისევე ეტკინება გული, როგორც მე მეტკინა.
ელაიზა მოდის, ჩემ გვერდით ჯდება და ხელს მკიდებს.
– არც კი ვიცი, საიდან დავიწყო.
ხელზე ხელს მიჭერს, მაგრამ არაფერს მეუბნება. დაახ-
ლოებით თხუთმეტ წუთში ყველაფერს ვუყვები. ვუამბობ, რო-
გორ ვიჩხუბეთ, როგორ წამიყვანა თავისთან ეტლესმა, რო-
გორ დამჭირდა საავადმყოფოში მიყვანა და ფეხმძიმობის ამ-
ბავსაც ვუმხელ.
არც იმას ვუმალავ, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში
ყოველ ღამით რომ ვტირი, რადგან თავს მარტო ვგრძნობ და
შეშინებული ვარ.
საუბარს რომ ვასრულებ, ორივე ვტირით. სანამ ვლაპარა-
კობდი, ელაიზას არაფერი უთქვამს, მხოლოდ „ო, ლილი!“ აღ-
მოხდებოდა ხოლმე შიგადაშიგ.
არც მე ველი მისგან რამის თქმას, რაილი ხომ მისი ძმაა.
ვიცი, უნდა, რომ რაილის წარსული გავითვალისწინო, რო-
გორც წინა ჯერზე, ვიცი, უნდა, ყველაფერი მოგვარდეს ჩვენ
შორის, ელაიზას სურს ერთ დიდ, ბედნიერ ოჯახად ვიქცეთ.
ზუსტად ვხვდები, რას ფიქრობს.
ელაიზა დიდხანს ჩუმადაა, შინაგანი ბრძოლის გადატანა
უწევს მას შემდეგ, რაც ყველაფერი ვუამბე. ბოლოს თვალებში
მიყურებს და ხელზე მიჭერს ხელს.
– ჩემს ძმას უყვარხარ, ლილი. ძალიან უყვარხარ. შენ მთე-
ლი მისი ცხოვრება შეცვალე და ისეთი გახადე, როგორიც მე-
გონა ვერასოდეს გახდებოდა. როგორც მისი და, ვნატრობ,
შენს თავში ძალა იპოვო და აპატიო, მაგრამ როგორც საუკე-
თესო მეგობარმა, უნდა გითხრა, რომ თუ დაუბრუნდები, აღა-
რასოდეს დაგელაპარაკები!
დრო მჭირდება, მისი ნათქვამის აზრს ჩავწვდე, მაგრამ
ვხვდები თუ არა, რა მითხრა, ტირილი მივარდება.
ისიც ქვითინებს.
ელაიზა ხელებს მხვევს და იმ საერთო სიყვარულს დავტი-
რით, რომელიც რაილის მიმართ გვაქვს. დავტირით იმასაც,
თუ როგორ გვძულს იგი ამწუთას.

298
რამდენიმეწუთიანი ქვითინის შემდეგ ელაიზა მათავისუფ-
ლებს და კამოდთან მიდის, რომ ქაღალდის ცხვირსახოცების
ყუთი აიღოს.
ორივე თვალებს ვიწმენდთ და ვსრუტუნებთ, შემდეგ ელაი-
ზას ვეუბნები:
– შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ!
ელაიზა თავს მიქნევს:
– ვიცი, და კიდევ, საუკეთესო მამიდაც ვიქნები, – შემდეგ
ცხვირს იწმენდს, ისევ სრუტუნებს, ბოლოს კი იცინის, – ლილი,
შვილი გეყოლება! – მეუბნება აღელვებული და პირველად ვა-
ხერხებ, ჩემი ფეხმძიმობით გავიხარო, – მეზიზღება ამის თქმა,
მაგრამ შევნიშნე, რომ მოიმატე, უბრალოდ, მეგონა, დეპრე-
სია გქონდა და ბევრს ჭამდი რაილის გამგზავრების გამო!
ორივე ტანსაცმელს ვათვალიერებთ, შემდეგ ელაიზა ჩე-
მოდანს იღებს, ხსნის და ნივთებს მანამ ყრის შიგნით, სანამ არ
გადაავსებს.
– ამათ ვერასოდეს ჩავიცვამ, – ვეუბნები და პერანგს ვაწ-
ვდი, რომელსაც იარლიყი ჯერ კიდევ ზედ აქვს, – ყველა დი-
ზაინერული სამოსია, დავსვრი!
ელაიზა იცინის და მაინც ჩემოდანში ტენის სამოსს.
– მე ესენი აღარ დამჭირდება, კიდევ თუ დავფეხმძიმდები,
ჩემს ხალხს ვეტყვი, ახლები მიყიდონ, – შემდეგ პერანგს იღე-
ბს საკიდრიდან და მაწვდის, – აი, ეს მოიზომე!
საორსულე პერანგს ვართმევ და ვიცვამ, შემდეგ სარკეში
ვიხედები.
ნამდვილ… ფეხმძიმეს ვგავარ, ამ პერანგში ორსულობის
დამალვა შეუძლებელია.
ელაიზა მუცელზე მადებს ხელს და ჩემთან ერთად იხედება
სარკეში.
– ხომ არ იცი, გოგოა თუ ბიჭი?
– მართალი გითხრა, არც მინდა, ვიცოდე!
– იმედია, გოგო იქნება, ჩვენი ქალიშვილებიც საუკეთესო
მეგობრები გახდებიან!
– ლილი!

299
ორივე ვტრიალდებით და ზღურბლთან მარშალს ვხედავთ,
ის მუცელზე მანიშნებს.
– შენ რა… – ამბობს დაბნეული, – ლილი, რაო… შეიტყვე,
რომ ფეხმძიმედ ხარ?
ელაიზა მშვიდად მიდის კართან და ხელს ადებს კარის სა-
ხელურს.
– არის რაღაცები, რის გამეორებასაც არ გირჩევ, თუ გინ-
და, როგორც ცოლი, შემინარჩუნო, ესეც ერთ-ერთია მათ შო-
რის, გაიგე?
მარშალი წარბს სწევს და უკან დგამს ნაბიჯს.
– ჰო, კარგი, გასაგებია, ლილი ფეხმძიმედ არ არის! –
ელაიზას შუბლზე კოცნის და ისევ მიყურებს, – არ გილოცავ,
ლილი, მოსალოცი არაფერია! – ელაიზა კარამდე აცილებს,
კეტავს და ისევ მე მიბრუნდება.
– ჩვილის დასახვედრი წვეულება უნდა დავგეგმოთ, – მე-
უბნება ელაიზა.
– არა, ჯერ რაილის უნდა ვუთხრა!
ელაიზა ხელს იქნევს.
– არა, ეგ სულაც არ არის საჭირო წვეულების დასაგეგმად,
ყველაფერი საიდუმლოდ დარჩება და მხოლოდ ჩვენ ორს გვე-
ცოდინება!
ელაიზა ლეპტოპს იმარჯვებს და პირველად მას შემდეგ,
რაც ორსულობის შესახებ შევიტყვე, ეს ამბავი მაბედნიერებს!

300
თავი ოცდამეათე

საკმაოდ მოსახერხებელია, ელაიზადან სახლამდე მისას-


ვლელად მხოლოდ ლიფტი რომ მჭირდება, მიუხედავად ამისა,
ძალიან მინდა ჩემს ძველ ბინაში დაბრუნება. აქ ცხოვრება ჯერ
ისევ მეუცნაურება. რამდენიმე კვირა ვიცხოვრეთ აქ მე და რა-
ილიმ, სანამ ვიჩხუბებდით და ის ინგლისში გაემგზავრებოდა.
ამ სახლში თავი შინაურულად დღემდე ვერ ვიგრძენი და ბო-
ლო დროს აქაურობა ნაკლებად მხიბლავს. ჩვენს საძინებელ-
ში დაძინება იმ ღამის შემდეგ ვერ შევძელი და სასტუმრო
ოთახში, ძველ საწოლში ვიძინებ.
ელაიზასა და მარშალის გარდა ჯერ ისევ არავინ იცის ჩემი
ფეხმძიმობის ამბავი. ორი კვირა გავიდა, რაც მათ ეს ვუთხარი
და უკვე ოცი კვირის ორსული ვარ. ვიცი, დედასაც უნდა შევატ-
ყობინო, მაგრამ რაილი რამდენიმე კვირაში დაბრუნდება და
მგონია, რომ პირველ რიგში, სანამ ვინმე სხვა შეიტყობს, მას
უნდა ვუთხრა. ისღა დამრჩენია, როგორმე დავუმალო დედას
ეს ამბავი, სანამ რაილი შტატებში ჩამოვა.
ალბათ უნდა შევეგუო იმ აზრს, რომ ორსულობის ამბის
თქმა რაილისთვის ტელეფონით მომიწევს. დედა ორი კვირაა
არ მინახავს. რაც ბოსტონში გადმოვიდა, არ მახსოვს ამდენი
ხანი ერთმანეთი არ გვენახა და თუ რამე არ მოხდა, დღე-დღე-
ზე შინ თვითონ მომაკითხავს, მე კი მზად არ ვარ სიმართლის
სათქმელად.
გეფიცებით, მუცელი ორჯერ უფრო გამეზარდა ბოლო ორ
კვირაში. ვინმე კარგმა ნაცნობმა რომ მნახოს, შეუძლებელი
იქნება ჩემი მდგომარეობა დავუმალო. უბრალოდ, ყვავილე-
ბის მაღაზიაში ჯერ არავის არაფერი უკითხავს, ჩანს, ჩემი თა-
ნამშრომლები მკითხაობენ: „ფეხმძიმედაა თუ წონაში მოიმა-
ტა?“
სახლის კარს ვაღებ, მაგრამ ვიღაც გარედანაც აწვება. სა-
ნამ ქურთუკს მოვიცვამ და მუცელს დავუმალავ მას, ვინც არ
უნდა იყოს კართან, რაილის მზერას ვაწყდები. მე ელაიზას ნა-
ჩუქარი პერანგი მაცვია, რომელშიც ფეხმძიმობის დამალვა
შეუძლებელია და ისიც მაშინვე მუცელზე მიყურებს.

301
რაილი!
რაილი აქაა!
გული ლამისაა ამომივარდეს. კისერი მტკივდება, ამიტომ
ხელს ვიდებ და პულსს ვგრძნობ.
იმიტომ მიცემს ასე ძალიან, რომ მეშინია, იმიტომ, რომ მე-
ზიზღება, იმიტომ, რომ მომენატრა!
რაილი ახლა მუცლის ნაცვლად სახეში მიყურებს. ისეთი
ტკივილიანი გამოხედვა აქვს, თითქოს ეს-ესაა, გულში ლახვა-
რი ჩავეცი. ის უკან დგამს ნაბიჯს და პირზე ხელს იფარებს.
შემდეგ დაბნეული იქნევს თავს. ისეთი სახე აქვს, თითქოს
ვუმუხთლე, თან ძლივს ახერხებს ჩემი სახელის წარმოთქმას.
გაქვავებული ვდგავარ, ცალი ხელი მუცელზე მიდევს, რომ
რაილისგან დავიცვა, მეორე – მკერდზე. მეტისმეტად შეშინე-
ბული ვარ, ვერც ვინძრევი, ვერც ვამბობ რამეს. არ მინდა რე-
აქცია მქონდეს რამეზე, სანამ მის რეაქციას არ დავინახავ.
რაილი შიშს ხედავს თუ არა ჩემს თვალებში და ამჩნევს თუ
არა, რომ ძლივს ვსუნთქავ, ცდილობს ხელით მანიშნოს, დავ-
მშვიდდე.
– არაფერს დაგიშავებ, ლილი, უბრალოდ, შენთან დალა-
პარაკება მინდა! – კარს უფრო ფართოდ აღებს და სასტუმრო
ოთახისკენ მანიშნებს, – შეხედე, – განზე დგება და ვხედავ,
რომ მის უკან ვიღაც დგას.
ახლა მე მაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს მიმუხთლეს.
– მარშალ!
მარშალი მაშინვე ხელებს სწევს და მანიშნებს, დამინდეო.
– აზრზე არ ვიყავი, ასე ადრე თუ დაბრუნდებოდა, ლილი.
მომწერა და დახმარება მთხოვა, თან დააყოლა, არც ლილის
და არც აიზას არაფერი უთხრაო, გემუდარები, გაყრისთვის არ
გამწირო, მე უბრალოდ, უდანაშაულო მოწმე ვარ!
თავს ვიქნევ და ვცდილობ მივხვდე, რას ვხედავ.
– მე ვთხოვე, აქ დამხვედროდა, რომ უფრო მშვიდად ყო-
ფილიყავი ჩემთან დალაპარაკებისას, – მეუბნება რაილი, – ის
აქ შენი გულისთვისაა და არა ჩემ გამო!
ისევ მარშალს ვუყურებ, ის თავს მიქნევს. ვრწმუნდები,
რომ შემიძლია ბინაში შევბრუნდე. რაილი ჯერ ისევ გაოცებუ-

302
ლია და მესმის, რატომაც. ისევ მუცელზე მიყურებს, შემდეგ
უკან იხევს, თითქოს უჭირს ჩემთვის თვალებში შემოხედვა. ხე-
ლებს თმაზე ისვამს, მარშალს უყურებს და დერეფნისკენ ანიშ-
ნებს.
– ჩვენ საძინებელში ვიქნებით, თუ მიხვდები, რომ... თუ ავ-
ყვირდი...
მარშალი ხვდება, რაილი რას სთხოვს.
– არსად არ მივდივარ!
რაილის ჩემს საძინებელში მივუძღვები და ვფიქრობ, რო-
გორ განვითარდება მოვლენები. ძნელია, როცა არ იცი, რა გა-
მოგიყვანს მდგომარეობიდან და რამდენად ცუდი რეაქცია
გექნება, როცა ხვდები, რომ ემოციებს ვერ აკონტროლებ.
წამით ვდარდობ კიდეც მასზე, მაგრამ როდესაც ჩვენს სა-
წოლს ვხედავ და ის ღამე მახსენდება, ვხვდები, სიბრალული
როგორ მიქრება.
რაილი კარს ხურავს, მაგრამ არ კეტავს საკეტით. ისე გა-
მოიყურება, თითქოს ამ ორ თვეში მთელი ერთი წლით დაბერ-
და, თვალებქვეშ მუქი წრეები, წარბებს შორის კი ნაოჭი გასჩე-
ნია, მხრები დაშვებული აქვს. სინანულს რომ ადამიანის სახე
მიეღო, რაილის დაემსგავსებოდა!
რაილი ისევ მუცელზე მიყურებს და ნელა დგამს წინ ჯერ
ერთ, შემდეგ მეორე ნაბიჯს. ფრთხილობს და ასეც უნდა იყოს.
ხელი გაუბედავად მოაქვს ჩემკენ და შეხების ნებას მთხოვს. მე
ფრთხილად ვუქნევ თავს.
რაილი კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოვდება და მტკიცედ მა-
დებს ხელისგულს მუცელზე.
მისი ხელის სითბო პერანგში აღწევს და თვალები მეხუჭე-
ბა. მიუხედავად ბრაზისა, რაც მის მიმართ გულში ჩავიხვიე,
ემოციები არსად წასულა. ვიღაც ტკივილს რომ გაყენებს, არ
ნიშნავს, რომ აუცილებლად გადაგიყვარდება. მტკივნეული
ადამიანის ქმედება კი არა, სიყვარული უფროა. თუ ასეთ საქ-
ციელს სიყვარული არ იწვევს, ტკივილი უფრო ადვილი ასატა-
ნია.

303
რაილი ხელს მისვამს მუცელზე, თვალებს ვახელ. ის თავს
იქნევს, თითქოს თვალებს არ უჯერებს. ვუყურებ, როგორ ეშ-
ვება მუხლებზე ჩემ წინ.
რაილი წელზე მხვევს ხელს და მუცელზე მკოცნის. შემდეგ
შუბლს მადებს.
ძნელია, აღვწერო, ამწამს მის მიმართ რას ვგრძნობ. ნე-
ბისმიერ დედას ენდომებოდა ეს თავისი შვილისთვის, მშვენი-
ერია იმ სიყვარულის დანახვა, რასაც რაილი განიცდის ბავ-
შვის მიმართ. ამ ამბის ვინმესთვის არგაზიარებაც რთულია,
რთულია მისთვის არგაზიარებაც, რაც უნდა გაბრაზებული ვი-
ყო. ხელები მისი თმისკენ მიმაქვს, სანამ მკლავებში ვყავარ
მომწყვდეული. ჩემი არსების ნაწილს კივილი და პოლიციის
გამოძახება უნდა, იმღამინდელივით, მეორე ნაწილს ის პატა-
რა ბიჭი ეცოდება, რომელსაც მკლავებზე ძმა ჰყავს გადაწვენი-
ლი და მის სიკვდილს უყურებს, მესამე ნაწილი ნატრობს, არა-
სოდეს გაეცნო, მეოთხე კი ნატრობს, მისი პატიება შეძლოს.
რაილი წელზე ხელს მიშვებს და ლეიბს ეყრდნობა, შემდეგ
ლოგინზე ჯდება. იდაყვებს მუხლებზე იდებს, ხელები კი პირ-
თან მიაქვს.
მე მის გვერდით ვზივარ, ვიცი, უნდა დავილაპარაკოთ, მაგ-
რამ არ მინდა.
– შიშველი სიმართლე?
რაილი თავს მიქნევს.
არ ვიცი, რომელმა უნდა დაიწყოს, ამჯერად ბევრი არაფე-
რი მაქვს სათქმელი და ველოდები, როდის დამელაპარაკება.
– არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, ლილი, – რაილი ხელებს
სახეზე ისვამს.
– იქნებ ასე დაგეწყო, მაპატიე, თავს რომ დაგესხი!
თავდაჯერებული რაილი გაფართოებული თვალებით მი-
ყურებს.
– ლილი, ვერ წარმოიდგენ, როგორ ვნანობ, მაპატიე, შენ
არც კი იცი, რა განვიცადე ამ ორ თვეში, მას შემდეგ, რაც მივ-
ხვდი, როგორ მოგექეცი!
კბილებს ერთმანეთს ვაჭერ, ვგრძნობ, როგორ ვიქცევ სა-
ბანს მუშტში.

304
არც კი ვიცი, რა განიცადა?
თავს ნელა ვიქნევ.
– არა, ეს შენ ვერ წარმოიდგენ, რაილი! – ვდგები, ბრაზი-
თა და ზიზღით ვივსები, ვტრიალდები და ხელს მისკენ ვიშვერ.
– ეს შენ ვერ წარმოიდგენ, შენ ვერ ხვდები, მე რა გამოვიარე
მას შემდეგ, ვერ წარმოიდგენ, როგორია მთელი ცხოვრება გე-
შინოდეს იმ მამაკაცის, რომელიც გიყვარს, ვერ წარმოიდგენ,
როგორ შეიძლება გული გერეოდეს მის მიერ ჩადენილი ქმე-
დების შემდეგ, შენ ვერ წარმოიდგენ, ვერა, შენი დედაც, რა-
ილი, ეშმაკსაც წაუღიხარ იმის გამო, რაც დამმართე!
საკუთარი სიტყვებით თავზარდაცემული ჰაერს ღრმად ვი-
სუნთქავ, ბრაზის ტალღა მეუფლება, ცრემლებს ვიწმენდ და
ზურგს ვაქცევ, არ შემიძლია რაილის შევხედო!
– ლილი, – მეუბნება, – არ…
– არა, – ვუყვირი და ისევ მისკენ ვტრიალდები, – არ და-
მისრულებია! სანამ მე არ დავასრულებ, შენ ვერ იტყვი შენს
სიმართლეს!
რაილი ყბაზე იკიდებს ხელს, თითქოს ასე ცდილობს,
სტრესს გაუმკლავდეს, იატაკს დასცქერის, არ შეუძლია სახეში
მიყუროს განრისხებულს. მე სამ ნაბიჯს ვდგამ მისკენ და მუხ-
ლებზე ვეშვები, შემდეგ ფეხზე ვადებ ხელებს და ვაიძულებ, სა-
ნამ ველაპარაკები, თვალებში შემომხედოს.
– დიახ, მე შევინახე ის მაგნიტი, რომელიც ეტლესმა ბავ-
შვობაში მაჩუქა, დიახ, დღიურებიც შენახული მქონდა, არც
სვირინგის შესახებ მომიყოლია. დიახ, ალბათ ჯობდა, მომეყო-
ლა და დიახ, მე ის ისევ მიყვარს, სიკვდილამდე მეყვარება,
რადგან ეტლესმა უზარმაზარი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრება-
ში. დიახ, ვიცი, ეს გულს გტკენს, მაგრამ ჩამოთვლილთაგან
არცერთი არ გაძლევს იმის უფლებას, ის ჩაიდინო, რაც ჩაიდი-
ნე! ჩემს საძინებელში რომ შემოსულიყავი და ლოგინში ერ-
თად გენახეთ მე და ეტლესი, მაშინაც კი არ გექნებოდა უფლე-
ბა, ხელი აღგემართა ჩემზე, წყეულო ძაღლიშვილო!
მუხლებზე ხელს ვუშვებ და ისევ ვდგები.
– ახლა შენი ჯერია! – ვუყვირი.

305
ოთახში ბოლთის ცემას ვიწყებ, გული ისევ ამოვარდნას
ლამობს. ვნატრობ, შემეძლოს გზა მივცე, რომ შემეძლოს, ნამ-
დვილად გავათავისუფლებდი!
რამდენიმე წუთის განმავლობაში ბოლთას ვცემ. რაილის
დუმილი და ჩემი ბრაზი ერთად უდიდეს ტკივილს განმაცდევი-
ნებს.
ცრემლებმა დამღალა, გრძნობებმა ძალა გამომაცალა, სა-
სოწარკვეთილს სურვილი მიჩნდება, ლოგინზე დავეშვა და ბა-
ლიშში თავჩარგულმა ვიტირო. სახეს ბალიშს ვადებ და ძლივს
ვსუნთქავ.
ვგრძნობ, რაილი როგორ წვება ჩემ გვერდით. ხელს ნაზად
მისვამს კეფაზე, უნდა დამამშვიდოს, ყველა ტკივილი დამი-
ამოს, რაც კი მოუყენებია. თვალები დახუჭული მაქვს, ისევ ბა-
ლიშზე ვარ დამხობილი და ვგრძნობ, როგორ მადებს ის
ფრთხილად თავზე თავს.
– ჩემი სიმართლე ისაა, რომ აბსოლუტურად არაფერი
მაქვს სათქმელი, – ამბობს მშვიდად რაილი, – ვერასოდეს და-
ვაბრუნებ დროს უკან და ვერ გამოვასწორებ, რაც ჩავიდინე,
პირობაც რომ მოგცე, მსგავსი არ განმეორდება-მეთქი, შენ არ
დამიჯერებ, – თავზე მკოცნის, – შენ ჩემი სამყარო ხარ, ლილი,
ჩემი სამყარო. იმ ღამით ამ ლოგინში რომ გავიღვიძე და შენ
არ დამხვდი, მივხვდი, რომ ვეღარასოდეს დაგიბრუნებდი. აქ
იმისთვის მოვედი, რომ მეთქვა, როგორ განვიცდი მომხდარს.
მოვედი, რომ მეთქვა, მინესოტაში მივდივარ, შემოთავაზებულ
სამსახურს ვთანხმდები-მეთქი, დასამშვიდობებლად მოვედი,
მაგრამ, ლილი… – რაილი ისევ მკოცნის თავზე და მძიმედ ოხ-
რავს, – ლილი, ახლა ასე ვეღარ მოვიქცევი. შენ ჩემს ნაწილს
ატარებ მუცლით და ეს ბავშვი უკვე ამქვეყნად ყველაზე მეტად
მიყვარს, – ხმა ებზარება და კიდევ უფრო მაგრად მკიდებს
ხელში ხელს, – გთხოვ, მას ნუ წამართმევ, ლილი, გთხოვ!
ტკივილი, რომელიც მის ხმაში გაისმის, შუაზე მგლეჯს და
როდესაც ცრემლებით დასველებული სახით ვუყურებ, ის სა-
სოწარკვეთილი მკოცნის, შემდეგ უკან იხევს.
– გემუდარები, ლილი. მე შენ მიყვარხარ. დამეხმარე!

306
მკოცნის და თავიდან რომ არ ვიშორებ, მესამედაც მკოც-
ნის.
შემდეგ მეოთხედ.
მეხუთედ რომ ხვდება ჩვენი ტუჩები ერთმანეთს, აღარ მეშ-
ვება, მკლავებს მხვევს და თავისკენ მიზიდავს. ჩემს დაღლილ
და სუსტ სხეულს კი ის მაინც ახსოვს, არ ავიწყდება, როგორ
მამშვიდებდა მისი სხეული. მასში ის სინაზეა, რისი წყურვი-
ლიც უკვე ორი თვეა მკლავს.
– მიყვარხარ, – ისევ ჩამჩურჩულებს, ენას ნელა მახებს
ენაზე და ეს ისეთი არასწორია, ისეთი კარგი და ისეთი მტკივ-
ნეული… სანამ ამას გავაცნობიერებ, რაილი ზემოდან მექცევა
და ყველაფერს ეხება, რაზე შეხებაც მჭირდება და რაზეც არ უნ-
და მეხებოდეს.
ხელებს თმაში მიცურებს და მყისიერად ვუბრუნდები იმ ღა-
მეს.
სამზარეულოში ვარ, ის ისე მაგრად მქაჩავს თმაში, რომ
მტკივა.
თმას სახიდან მიწევს და… მყისიერად ვუბრუნდები იმ ღა-
მეს.
ზღურბლთან ვდგავარ, ის ხელს მხარზე მისვამს, სანამ
მთელი ძალით მიკბენს.
მისი შუბლი შუბლზე მეხება და… მყისიერად ვუბრუნდები
იმ ღამეს.
იმავე ლოგინში ვწევარ, ის ზემოდანაა მოქცეული და მთე-
ლი ძალით მახლის შუბლს შუბლზე ისე ძლიერ, რომ ექვსი ნა-
კერის დადება მჭირდება.
ჩემი სხეული მის სხეულს აღარ ჰყვება. ისევ მეუფლება
ბრაზი. რაილის ტუჩები მოძრაობას წყვეტს, რადგან გრძნობს,
როგორ ვცივდები მის მიმართ.
როდესაც ოდნავ მშორდება და მიყურებს, თქმაც კი აღა-
რაფრის მჭირდება. ერთმანეთს ვუყურებთ და ჩვენი თვალები
მეტ შიშველ სიმართლეს ჰყვებიან, ვიდრე ბაგეები. ჩემი თვა-
ლები რაილის ეუბნება, რომ აღარ შემიძლია მისი შეხების ატა-
ნა. მისი თვალები მეუბნებიან, რომ ეს უკვე იცის.
შემდეგ ნელა მიქნევს თავს.

307
რაილი ჩემს სხეულს სწყდება, ზურგშექცევით წვება,
ფრთხილად იწევა განზე და ლოგინის კიდემდე მიდის. ისევ
თავს მიქნევს და ხვდება, რომ ამაღამ ჩემს პატიებას ვერ ეღირ-
სება. დგება და საძინებლის კარისკენ მიდის.
– მოიცადე, – ვეუბნები.
ის სანახევროდ ტრიალდება ჩემკენ და ზღურბლიდან მიყუ-
რებს.
თავს მაღლა ვწევ, საბოლოოდ ვუსწორებ მზერას, გადაწ-
ყვეტილებას ვიღებ და ვეუბნები:
– ნეტავ ეს ბავშვი შენი არ იყოს, რაილი, მთელი არსებით
ვნატრობ, შენი არსების ნაწილი არ იყოს!
თუ ვფიქრობდი, რომ ვიდრე იყო, იმაზე მეტად ვეღარ გავა-
ნადგურებდი, ვცდებოდი.
რაილი ისევ საძინებელში ბრუნდება. მე სახეს ბალიშში
ვრგავ. ვფიქრობდი, თუ მასაც ისეთ ტკივილს მივაყენებდი,
როგორიც თვითონ მომაყენა, შურს ვიძიებდი.
ვერ ვიძიე.
ამის ნაცვლად თავს ბოღმიან და ბოროტ ადამიანად
ვგრძნობ.
მგონია, რომ მამაჩემი ვარ!

308
თავი ოცდამეთერთმეტე

დედა: „მომენატრე, როდის გნახო?“


შეტყობინებას დავყურებ. ორი დღე გავიდა, რაც რაილიმ
ჩემი ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო. ვიცი დროა, დედასაც ვუთ-
ხრა. მისთვის ჩემი ორსულობის ამბის თქმა არ მანერვიულე-
ბს, ერთადერთი, რაც მაშინებს ისაა, რომ მომიწევს მასთან
ერთად განვიხილო, რა ხდება ჩემსა და რაილის შორის.
მე: „მეც მომენატრე. ხვალ შუადღისას გამოვალ. ლაზანიას
მომიმზადებ?“
დედას შეტყობინებას ვუგზავნი თუ არა, კიდევ ერთი შეტ-
ყობინება მომდის.
ელაიზა: „ჩვენთან ამოდი, ერთად ვივახშმოთ, შინ გამომ-
ცხვარი პიცის ღამე გვაქვს!“
ელაიზასთან რამდენიმე დღეა, არ ვყოფილვარ. მას შემ-
დეგ, რაც რაილი ჩამოვიდა. არც კი ვიცი, ღამეს სად ათევს,
მაგრამ ვფიქრობ, მათთან რჩება ხოლმე და ახლა ყველაზე
ნაკლებად მინდა მასთან ერთად სადმე ყოფნა.
მე: „ვინმე გეყოლებათ?“
ელაიზა: „ლილი… ამას როგორ გაგიკეთებ, რაილი ხვალ 8
საათამდე მუშაობს, მხოლოდ ჩვენ სამი ვიქნებით.“
ელაიზა კარგად მიცნობს. მეც პასუხად ვწერ, რომ რო-
გორც კი მუშაობას დავასრულებ, მათთან გავჩნდები.

***
– ამ ასაკში ჩვილები რას ჭამენ?
ყველანი მაგიდას ვუსხედვართ. რომ მივედი, რილის ეძი-
ნა, მაგრამ გავაღვიძე და ხელში ავიყვანე. ელაიზა წინააღმდე-
გი არ არის, მეუბნება, პირიქით, ასე უკეთესია, როდესაც ძი-
ლის დრო მოუვა, უკეთ დაეძინებაო.
– დედის რძეს, – ამბობს საჭმლით პირგამოტენილი მარ-
შალი, – მაგრამ ხანდახან თითს ვისველებ ხოლმე გაზიან სას-
მელში და პირში ვუდებ, რომ გავასინჯო.
– მარშალ, – ყვირის ელაიზა, – გირჩევნია, ხუმრობდე!

309
– რა თქმა უნდა, ვხუმრობ, – ამბობს მარშალი, თუმცა მე-
ეჭვება.
– ჩვილები საჭმლის ჭამას როდიდან იწყებენ? – ვეკითხე-
ბი, ვხვდები, რომ სანამ ბავშვს გავაჩენ, ბევრი რამ მაქვს სას-
წავლი.
– დაახლოებით ოთხი თვიდან, – მეუბნება ელაიზა და ამ-
თქნარებს, შემდეგ ჩანგალს დებს, სკამის საზურგეს ეყუდება
და თვალებს იფშვნეტს.
– თუ გინდათ, რილის მე წავიყვან, თქვენ კი გამოიძინეთ!
ელაიზა მეუბნება:
– არა, არ არის საჭირო.
იმავდროულად მარშალის ნათქვამიც ჩამესმის:
– შესანიშნავი იქნება!
ვიცინი.
– მართლა ასე აჯობებს, აქვე არ ვცხოვრობ, ქვემოთ? ხვალ
არ ვმუშაობ და თუ ამაღამ ვერ შევძლებ დაძინებას, ხვალ გა-
მოვიძინებ!
ელაიზა ისე მიყურებს, თითქოს ფიქრობს, ჩემი წინადადება
მიიღოს თუ არა, შემდეგ მეუბნება: – შემიძლია მობილური
ჩართული დავტოვო, რომ დაგჭირდე, დამიკავშირდები!
მე ისევ რილის დავცქერი და ვიღიმი:
– გესმის? ამაღამ ბიცოლა ლილისთან რჩები!

***
ელაიზა ჩვილის ზურგჩანთაში ყველაფერს ყრის, გეგონება
ქვეყნის ბოლოში მიმყავდეს რილი სამოგზაუროდ.
– რომ მოშივდება, მიგახვედრებს, რძე მიკროტალღურ ღუ-
მელში არ გაუთბო, უბრალოდ…
– ვიცი, – ვაწყვეტინებ, – რაც დაიბადა, დაახლოებით ორ-
მოცდაათჯერ მაინც შევუთბე რძე.
ელაიზა თავს მიქნევს და საწოლისკენ მიდის, ჩანთას ჩემ
გვერდით დებს. მარშალი სასტუმრო ოთახშია და ბოლოჯერ
აჭმევს დღეს რილის, ასე რომ, ელაიზა წვება და ერთად ველო-
დებით ორივეს. მერე თავს ხელებზე ჩამოაყრდნობს.
– ხვდები, ეს რას ნიშნავს? – მეკითხება.

310
– ვერა. რაზე მეკითხები?
– დღეს სექსი უნდა გვქონდეს, უკვე ოთხი თვე გავიდა, რაც
ერთმანეთს არ მოვსიყვარულებივართ.
მე ცხვირს ვიჭმუხნი.
– საჭირო არ არის ამის ჩემთვის თქმა!
ელაიზა იცინის, ბალიშზე ეცემა, მაგრამ მერე ისევ ჯდება.
– ჯანდაბა, – ამბობს, – ფეხები უნდა გამეპარსა, ოთხი
თვეა არ გამიპარსავს!
ვიცინი, მაგრამ მერე სუნთქვა მეკვრის, ხელებს მუცელზე
ვიდებ.
– ო, ღმერთო, ეს-ესაა რაღაც ვიგრძენი!
– მართლა? – ელაიზა ხელს მუცელზე მადებს და ორივე ჩუ-
მად ვართ დაახლოებით ხუთი წუთი, ველოდებით, კიდევ რო-
დის გაინძრევა ჩვილი მუცელში. ასეც ხდება, მაგრამ თითქმის
შეუმჩნევლად. ისევ ვიცინი!
– მე ვერაფერი ვიგრძენი, – ტუჩებს ბუშტავს ელაიზა, –
როგორც ვხვდები, კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავიდეს, სა-
ნამ გარედან შეგეტყობა ჩვილის მოძრაობა. დღეს პირველად
გაინძრა?
– ჰო, მეშინოდა კიდეც, ვფიქრობდი, ყველაზე ზარმაცი ბავ-
შვი იქნება ისტორიაში-მეთქი, – ხელები ისევ მუცელზე მი-
დევს, მინდა, ისევ გაინძრეს. რამდენიმე წუთი ჩუმად ვსხედ-
ვართ, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ, მერჩივნა ეს სულ
სხვა ვითარებაში მომხდარიყო. რაილი აქ უნდა იყოს, გვერ-
დით ის უნდა მეჯდეს, ხელებიც მას უნდა ედოს მუცელზე და არა
ელაიზას.
ამის გაფიქრება დედობის მთელ სიხარულს მართმევს,
ელაიზა მაშინვე ხვდება და ხელზე ხელს მიჭერს. ვუყურებ და
ვხედავ, რომ აღარ მიღიმის.
– ლილი, – მეუბნება, – რაღაც უნდა გითხრა!
ო, ღმერთო, არ მომწონს მისი ხმა!
– რა უნდა მითხრა?
ელაიზა ოხრავს, შემდეგ ძალით იღიმის.
– ვიცი, როგორ დარდობ, ფეხმძიმობისას ჩემი ძმა შენ
გვერდით რომ არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ელო-

311
დება შვილს, უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ დედობა საუკეთე-
სო რამაა, რასაც ცხოვრებაში გამოცდი. დიდებული დედა იქ-
ნები, ლილი, შენს შვილს ნამდვილად გაუმართლა!
მიხარია, მხოლოდ მე და ელაიზა რომ ვართ ოთახში, რად-
გან მის სიტყვებზე მეცინება, მეტირება და ჰორმონებს აყოლი-
ლი თინეიჯერივით ვფრუტუნებ. მერე ვეხვევი და მადლობას
ვეუბნები, რა შესანიშნავია ამ სიტყვების მოსმენა, ისევ დამიბ-
რუნდა სიხარულის განცდა!
ელაიზა ისევ მიღიმის და მეუბნება:
– ახლა კი წაიყვანე ჩემი ჩვილი გოგონა, ჩემს ბილწ და
მდიდარ ქმართან სექსი მინდა მქონდეს!
ლოგინიდან ვდგები.
– შესანიშნავად გეხერხება ადამიანების გამოცოცხლება,
ვიტყოდი, რომ ეს შენი ძლიერი მხარეა!
ელაიზა მიღიმის.
– სწორედ ამისთვის ვარ აქ. ახლა კი წადი!

312
თავი ოცდამეთორმეტე

ბოლო რამდენიმე თვეში ვისგანაც არ უნდა შემენახა სა-


იდუმლოებები, ყველაზე მეტად დედისგან მათი დამალვა მა-
ნაღვლიანებდა. წარმოდგენა არ მაქვს, რას როგორ მიიღებს;
ფეხმძიმობის ამბავი ნამდვილად გაახარებს, მაგრამ არ ვიცი,
ჩემი და რაილის დაშორების თაობაზე რას იტყვის. მას უყვარს
რაილი და მსგავს სიტუაციასთან მიმართებაში მისი ცხოვრე-
ბისეული ისტორიით თუ ვიმსჯელებ, ალბათ ადვილად უპოვის
ახსნას მის საქციელს, ეცდება დამარწმუნოს, რომ დავუბრუნ-
დე. და მართალი გითხრათ, ეს ყველაზე მეტად მანერვიულებს,
რადგან მეშინია, რომ მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩ-
ნდება.
დღეების უმეტეს ნაწილში ძლიერი ვარ, დღეების უმეტეს
ნაწილში ისე ვბრაზობ რაილიზე, რომ მისთვის ყველაფრის პა-
ტიებაზე ფიქრიც კი სასაცილოდ მეჩვენება. მაგრამ არის დღე-
ები, როდესაც ისე მენატრება, რომ სუნთქვაც კი მიჭირს. მე-
ნატრება, მასთან ყოფნა რომ მიხაროდა, მენატრება მასთან
ინტიმური სიახლოვე, მენატრება მისი მონატრება. ის იმდენს
მუშაობდა, რომ როდესაც შემოსასვლელ კარს უახლოვდებო-
და, კარისკენ გავრბოდი და მკლავებში ვუვარდებოდი. ისიც კი
მენატრება, როგორ ვუყვარდი ასეთ დროს.
ყველაზე ნაკლებად ძლიერი იმ დღეებში ვარ, როდესაც
ვნატრობ, დედამ იცოდეს, რაც ჩემს თავს ხდება. ზოგჯერ უბრა-
ლოდ, მინდება მივიდე მასთან, სახლში, დივანზე მოვიკუნტო,
ის კი თმას ყურს უკან მიწევდეს და მეუბნებოდეს, კარგად იქ-
ნებიო. ხანდახან ზრდასრულ ქალებსაც სჭირდებათ დედის
დამშვიდება და ძლიერად ყოფნისგან შესვენება. გაჩერებულ
მანქანაში ვზივარ და ხუთი წუთი მაინც ვიცდი, რომ დედასთან
შესახვედრად ძალა მოვიკრიბო. მიტყდება ამის გაკეთება,
რადგან ვიცი, რომ მასაც გული ეტკინება. მეზიზღება, როდესაც
დედა ნაღვლიანია, მეზიზღება ის წუთი, როდესაც ვეტყვი, რომ
იმ მამაკაცზე დავქორწინდი, რომელიც მამაჩემს ჰგავს, ვიცი,
ეს ძალიან დაასევდიანებს.

313
შინ რომ შევდივარ, დედა სამზარეულოში მხვდება და ცო-
მის ფირფიტებს ალაგებს ტაფაზე. პალტოს მაშინვე არ ვიხდი,
ცხადი მიზეზის გამო. მართალია, საორსულო პერანგი არ მაც-
ვია, მაგრამ უკვე იმხელა მუცელი მაქვს, დამალვა გამიჭირდე-
ბა, განსაკუთრებით დედისგან.
– სალამი, სიხარულო! – მეუბნება.
სამზარეულოში შევდივარ და სანამ დედა ყველის ფენებს
ალაგებს ლაზანიაზე, ვეხვევი. კერძს ქურაში დგამს თუ არა, სა-
სადილო ოთახში, მაგიდასთან ვჯდები.
დედა სკამის საზურგეს ეყრდნობა და ჩაის სვამს.
– ლილი, – მეუბნება, – რაღაც უნდა გითხრა!
ეს არ მომწონს. მე თვითონ მოვედი აქ მასთან სალაპარა-
კოდ, სულაც არ ვარ მზად, მისი ამბები ვისმინო.
დედა ახლა ორივე ხელში იქცევს ჩაის ჭიქას.
– ვიღაცას ვხვდები.
პირი ღია მრჩება.
– მართლა? – ვეკითხები და თავს ვიქნევ, – ეს… – მინდა,
ვუთხრა, რა კარგია-მეთქი, მაგრამ უცებ ვდარდობ, ისევ
მსგავს სიტუაციაში ხომ არ აღმოჩნდა, მამაჩემისნაირი ხომ არ
იპოვა ვინმე. დედა დარდს მამჩნევს და ორივე ხელში მკიდებს
ხელს.
– კარგი ადამიანია, ლილი, ნამდვილად კარგი ადამიანი,
დამიჯერე!
შვებას ვგრძნობ, რადგან ვხვდები, სიმართლეს მეუბნება.
თვალებზე ეტყობა, რომ ბედნიერია.
– ოჰო! – ვამბობ, ამ ამბავს ნამდვილად არ ველოდი, – მი-
ხარია, როდის გამაცნობ?
– თუ გინდა, ამაღამვე, – მეუბნება, – ვახშმად დავპატიჟებ!
თავს ვაქნევ.
– არა, – ვეჩურჩულები, – ახლა შესაფერისი დრო არ არის.
დედა ხელებს ხელებზე მიჭერს, რადგან ხვდება, რომ მეც
მნიშვნელოვანი ამბის სათქმელად ვარ მოსული. ვარჩევ, კარ-
გი ამბით დავიწყო.

314
ვდგები და პალტოს ვიხდი. თავიდან დედა ვერაფერს ხვდე-
ბა, ფიქრობს, რომ უბრალოდ, ვცდილობ, კომფორტულად მო-
ვეწყო, მაგრამ მერე ხელს ვართმევ და მუცელზე ვადებინებ.
– მალე ბებო გახდები!
დედას თვალები უფართოვდება, ისეთი გაოცებულია, მეტ-
ყველების უნარს კარგავს, მაგრამ შემდეგ ცრემლები მოსდის
თვალებიდან, დგება და გულში მიკრავს:
– ლილი, – მეუბნება, – ო, ღმერთო! – უკან იხევს და იღი-
მება, – ასე მალე? აპირებდით ბავშვის გაჩენას? თქვენ ხომ დი-
დი ხანი არ არის, რაც დაქორწინდით!
თავს ვაქნევ.
– არა, მერწმუნე, ყველაფერი მოულოდნელად მოხდა!
დედა იცინის, მერე ისევ მეხვევა, ბოლოს ორივე ვსხდებით.
ვცდილობ ისევ გავიღიმო, მაგრამ ეს არ არის შვილის მომლო-
დინე დედის ღიმილი. დედა მაშინვე მამჩნევს ამას და ხელს
პირზე იფარებს.
– სიხარულო, – ამბობს ჩურჩულით, – რა მოხდა?
ამ წუთამდე ვცდილობდი, ძლიერი ვყოფილიყავი, ვცდი-
ლობდი, ხალხის თვალწინ საკუთარი თავი არ შემბრალებო-
და, მაგრამ აქ, დედასთან, თავს სისუსტის უფლებას ვაძლევ,
უბრალოდ, მინდა წამით მაინც მოვდუნდე, მინდა დედა ჩამე-
ხუტოს და მითხრას, ყველაფერი კარგად იქნებაო.
მომდევნო თხუთმეტი წუთი მის მკლავებში მოქცეული,
მართლაც ასე ვარ. თავს აღარ ვებრძვი, რადგან ვინმე მჭირ-
დება, ვინც ჩემ ნაცვლად იბრძოლებს.
შემდეგ დედას ჩვენი ურთიერთობის დეტალებს ვუმხელ,
ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს ვუყვები. ვეუბნები, რომ რა-
ილიმ ერთხელ კი არა, რამდენჯერმე მომაყენა ფიზიკური ტკი-
ვილი და არ ვიცი, როგორ მოვიქცე, მეშინია ბავშვი მხოლოდ
მე გავზარდო, მეშინია მცდარი გადაწყვეტილება მივიღო, მე-
შინია მეტისმეტად სუსტი არ აღმოვჩნდე და მგონია, რომ პო-
ლიციისთვის უნდა დამერეკა მის დასაპატიმრებლად. ბოლოს
იმდენს ვახერხებ, რომ იმასაც კი ვეუბნები, რასაც საკუთარ
თავსაც კი ვერ ვუმხელდი.

315
დედა სამზარეულოში გადის და ქაღალდის ცხვირსახოცე-
ბი გამოაქვს, თვალებს იმშრალებს თუ არა, ცხვირსახოცს
ჭმუჭნის, სრესს და ზედ დაშტერებია.
– გინდა, დაგიბრუნდეს? – მეკითხება. მე არც ჰოს ვეუბნე-
ბი, არც არას.
პირველი შემთხვევაა, როდესაც სრულიად გულახდილი
ვარ, გულახდილი ვარ როგორც დედასთან, ისე საკუთარ თავ-
თან. ალბათ იმიტომ, რომ ის ერთადერთია, ვინც ვიცი, რომ ეს
ყველაფერი გამოიარა. ის ერთადერთია, რომელიც კარგად
ხვდება, როგორი დაბნეული და თავგზააბნეული ვარ.
თავს ვაქნევ, მაგრამ მხრებსაც ვიჩეჩ:
– ჩემი არსების უდიდესი ნაწილი ვეღარასოდეს შეძლებს
მას ენდოს, მაგრამ უდიდესი ნაწილი იმას მისტირის, რაც ერ-
თად განვიცადეთ. რა კარგად ვიყავით, დედა, ჩემი ცხოვრების
უბედნიერესი წუთები გამოვცადე მასთან. ხანდახან მეჩვენება,
რომ არ მინდა მათ შეველიო! – ქაღალდის ცხვირსახოცს თვა-
ლებზე ვისვამ და კიდევ მეტი ცრემლით ვასველებ. – ზოგჯერ…
როდესაც ნამდვილად მენატრება… თავს ვირწმუნებ, იქნებ
ყველაფერი ასე ცუდადაც არ არის-მეთქი. იქნებ შევძლო, მისი
უარესი მხარე ავიტანო იმის გამო, რომ საუკეთესო მხარე გა-
მოვავლენინო.
დედა ხელს ხელზე მადებს და ცერა თითით მეფერება.
– ზუსტად ვიცი, რასაც გრძნობ, ლილი, მაგრამ იცოდე,
არასოდეს დაკარგო ზღვრის შეგრძნება, გთხოვ, ეს არ დაუშვა!
აზრზე არ ვარ, დედა რას გულისხმობს, ისიც ხედავს, რო-
გორ ვუყურებ აბნეული, ხელზე ხელს მიჭერს და კიდევ უფრო
დეტალურად მიხსნის.
– ჩვენ ყველას გაგვაჩნია ზღვარი, ის, რისი შეგუებაც მანამ
შეგვიძლია, სანამ საბოლოოდ არ დავკარგავთ მოთმინებას.
მამაშენზე რომ დავქორწინდი, ზუსტად ვიცოდი, ჩემთვის ზღვა-
რი სად გადიოდა, მაგრამ ნელ-ნელა… ყოველი შემთხვევის
შემდეგ… ამ ზღვარს გადავწევდი ხოლმე. ჯერ ოდნავ, მერე კი-
დევ ოდნავ. პირველად რომ დამარტყა, მაშინვე ინანა და და-
იფიცა, ეს აღარ გამეორდებაო. მეორედ რომ დამარტყა, კიდევ
უფრო ინანა. მესამედ დარტყმაზე მეტი გამიბედა. მცემა. და

316
ყოველ ჯერზე მე მას ვუბრუნდებოდი. მეოთხედ მხოლოდ სი-
ლა გამაწნა და შვებაც კი ვიგრძენი. მახსოვს, გავიფიქრე, კი-
დევ კარგი, ამჯერად არ მცემა მაინც-მეთქი. ეს ძალიან ცუდი
იყო.– დედას ქაღალდის ცხვირსახოცი თვალებთან მიაქვს და
მეუბნება: – ყოველი შემთხვევის შემდეგ ზღვარს სწევ, ყოველ-
თვის, როდესაც დარჩენას არჩევ, მომდევნო ჯერზე კიდევ უფ-
რო გიჭირს მისი მიტოვება, რადგან ასე იწყებ ფიქრს: ხუთი წე-
ლი ხომ გავუძელი, იქნებ კიდევ ხუთიც გამეძლო… – დედა
ისევ ხელზე მკიდებს ხელს და არ მიშვებს, სანამ ვტირი. – მე
არ დამემსგავსო, ლილი. ვიცი, გჯერა, რომ მას უყვარხარ და
ამაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ეს არასწორი სიყვარულია.
რაილის რომ ჭეშმარიტად უყვარდე, არ მოგცემდა ნებას, უკან
დაჰბრუნებოდი. თვითონვე გადაწყვეტდა შენს მიტოვებას, კი-
დევ რომ აღარ მოეყენებინა ვნება. აი, ასეთ სიყვარულს იმსა-
ხურებს ქალი, ლილი.
მთელი გულით ვნატრობ, დედასთვის ეს გამოცდილებას
არ ესწავლებინა. ვუახლოვდები და გულში ვიკრავ.
რატომღაც მეგონა, რომ დედისგან თავის დაცვა დამჭირ-
დებოდა, აქ რომ მოვდიოდი. ერთხელაც კი არ მიფიქრია, რომ
ასე დამარიგებდა. უკეთ უნდა მცნობოდა იგი. მეგონა დედა
სუსტი იყო წარსულში, მაგრამ ის ყველაზე ძლიერი ქალია!
– დედა, – ვეუბნები და განზე ვიწევი, – მინდა შენნაირი გა-
მოვიდე, რომ გავიზრდები!
დედა იცინის და სახიდან თმას მიწევს. ვხვდები, რომ წამი-
თაც არ დაფიქრდებოდა, ისე გამიცვლიდა ადგილს. ის ახლა
უფრო მეტ ტკივილს გრძნობს, ვიდრე მე.
– მინდა რაღაც გითხრა, – მეუბნება. – დედა ისევ ხელზე
მკიდებს ხელს. – გახსოვს, მამის გასვენებაზე გამოსათხოვარი
სიტყვა რომ წარმოთქვი? ვიცი, რომ გული არ გაგცივებია, ლი-
ლი, უბრალოდ, იდექი ტრიბუნასთან და უარს ამბობდი, ამ კაც-
ზე ერთი კარგი ამბავიც კი გაგეხსენებინა. ამ დროს ყველაზე
მეტად ვამაყობდი შენით. შენ ერთადერთი ხარ, ვინც ყოველ-
თვის გვერდით მედგა. შენ ძლიერი იყავი, როდესაც მე მეში-
ნოდა, – დედას ცრემლები მოსდის და დასძენს, – ისევ იმ გო-
გოდ იქეცი, ლილი, მამაცად და შეუპოვრად!

317
თავი ოცდამეცამეტე

სად წავიღო ჩვილის ამდენი სამანქანე სავარძელი?


ელაიზას დივანზე ვზივარ და ნივთებს დავცქერი. ელაიზამ
დღეს წვეულება მომიწყო, ფეხმძიმობის აღსანიშნავად. დედა
მოვიდა, რაილის დედაც ჩამოფრინდა, მაგრამ სასტუმრო
ოთახში სძინავს ფრენის შემდეგ. გოგონებიც მოვიდნენ ყვავი-
ლების მაღაზიიდან, კიდევ რამდენიმე მეგობარი ძველი სამსა-
ხურიდან, დევინიც კი მეწვია. მართლაც კარგად ვიხალისეთ,
მიუხედავად იმისა, რომ ამ დღესასწაულის გამართვის რამდე-
ნიმე კვირა მეშინოდა.
– ამიტომ გირჩევდი, საჩუქრების სია შეგედგინა, ნივთები
რომ არ გამეორებულიყო, – მეუბნება ელაიზა.
ვოხრავ.
– ვფიქრობ, დედას სავარძელს დავაბრუნებინებ, ისედაც
უამრავი ნივთი იყიდა ბავშვისთვის.
ვდგები და საჩუქრების შეგროვებას ვიწყებ. მარშალმა უკ-
ვე მითხრა, ყველაფერს მე ჩაგატანინებ ბინაშიო, ასე რომ,
ელაიზა მათ ნაგვის დიდ პარკებში მიდებს. მე პარკი მიჭირავს,
ელაიზა კი იატაკიდან კრეფს ყველაფერს, უკვე ოცდაათი კვი-
რის ორსული ვარ და ყველაზე ადვილი საქმე, რაც გამომინა-
ხა, ნაგვის პარკების გახსნა-დაჭერაა.
ნივთებს ისევ პარკებში ვახარისხებთ. მარშალი მეორედ
ჩავიდა ჩემს ბინაში, მეც კარს ვუღებ, ხელში გამზადებული, სა-
ჩუქრებით სავსე პარკი მიკავია და ლიფტისკენ მიმაქვს. რა-
ილისთან შესახვედრად ნამდვილად არ ვარ მზად, ის კი კარის
მეორე მხარეს მხვდება და მიყურებს. ორივე ერთნაირად გა-
ოცებული ვართ შეხვედრით, რადგან იმ ჩხუბის შემდეგ, უკვე
სამი თვეა, ერთმანეთს აღარ ველაპარაკებით.
თუმცა ეს შეხვედრა აუცილებლად შედგებოდა. შეუძლებე-
ლია ჩემი მულის საუკეთესო მეგობარი ვიყო, იმავე კორპუსში
ვცხოვრობდე, სადაც ის და ერთმანეთს ადრე თუ გვიან არ შე-
ვეჩეხოთ.
დარწმუნებული ვარ, რაილიმ იცის, დღეს რომ წვეულება
მქონდა, რადგან დედამისი ჩამოფრინდა, თუმცა მაინც გაოცე-

318
ბულია, ჩემ უკან რომ საჩუქრების გროვას ხედავს. ვფიქრობ,
ნუთუ შეგნებულად მოვიდა იმ დროს, როდესაც წასვლას ვაპი-
რებდი თუ შემთხვევით? რაილი ნაგვის პარკს ხელიდან მარ-
თმევს.
– მომეცი, მე ჩავიტან.
პარკს ვაძლევ. ის მასთან ერთად მეორე პარკსაც იღებს და
ბინაში ჩადის, სანამ მე ჩემს ნივთებს მოვაგროვებ. ის და მარ-
შალი უკან რომ ბრუნდებიან, მე უკვე წასასვლელად მზად ვარ.
რაილი ბოლო პარკს იღებს და ისევ კარისკენ მიდის, უკან
მივყვები, მარშალი ჩუმად მიყურებს, მანიშნებს, წინააღმდეგი
ხომ არ ხარ, რაილი შენთან ერთად ჩამოვიდეს სახლშიო. ვა-
ნიშნებ, არა-მეთქი, რადგან ყოველთვის ვერ ავარიდებ მას
თავს, ახლა კი მგონია, რომ კარგი დროა, განვიხილოთ, რო-
გორ გავაგრძელოთ ცხოვრება.
ჩვენს ბინებს სულ რამდენიმე სართული ყოფს, მაგრამ რა-
ილისთან ერთად ლიფტში მგზავრობისას დრო უსასრულოდ
იწელება. ვამჩნევ, როგორ აპარებს თვალს ჩემი მუცლისკენ
და ვფიქრობ, როგორი შეგრძნებაა, როცა სამი თვეა ფეხმძიმე
ცოლი არ გინახავს.
ბინის კარი ჩაკეტილი არ არის, ვაწვები, ვაღებ და ისიც შიგ-
ნით მომყვება. ბოლო ნივთები ბავშვის ოთახში შეაქვს, მეს-
მის, როგორ დადის იქ, როგორ ხსნის ყუთებს. მე სამზარეუ-
ლოში ვრჩები და რაღაცების წმენდას ვიწყებ, არადა, არაფერს
სჭირდება წმენდა. გული ყელში მებჯინება, ის რომ მეგულება
ჩემს სახლში. შიშს ამწუთას არ ვგრძნობ. უბრალოდ, ვნერვი-
ულობ. მინდოდა უკეთ მოვმზადებულიყავი ამ საუბრისთვის,
რადგან მეზიზღება დაპირისპირება. თუმცა იმასაც ვხვდები,
რომ უნდა ვისაუბროთ ჩვილსა და მომავალზე. ძალიან არ მინ-
და, მით უმეტეს, ახლა, მაგრამ რა უნდა ვქნა?
რაილი დერეფნიდან სამზარეულოსკენ მოდის. ისევ მუ-
ცელზე მიყურებს, თუმცა ძალიან სწრაფად აშორებს მას მზე-
რას.
– გინდა, ბავშვის საწოლი ავაწყო, სანამ აქ ვარ?
ალბათ უარი უნდა ვუთხრა, მაგრამ სანახევროდ ისიც პა-
სუხისმგებელია ბავშვზე, რომელსაც მუცლით ვატარებ. თუ ფი-

319
ზიკურ დახმარებას შემომთავაზებს, დავთანხმდები, რაც უნდა
გაბრაზებული ვიყო.
– ჰო, კარგი იქნება, თუ დამეხმარები!
შემდეგ სამრეცხაოზე მანიშნებს.
– ჩემი სამუშაო იარაღი ისევ იქაა?
თავს ვუქნევ, ისიც სამრეცხაოსკენ მიდის. მე მაცივარს ვა-
ღებ და ზურგშექცევით ვდგები, რომ არ ვუყურო, როცა სამზა-
რეულოში დაბრუნდება. ბოლოს ბავშვის ოთახში რომ გადის,
მაცივარს ვკეტავ და თავს ცივ ზედაპირს ვადებ, თან სახელურ-
ზე მაქვს ხელი ჩავლებული. ვცდილობ ჩავისუნთქო და ამოვი-
სუნთქო, მინდა ყველაფრისთვის მზად ვიყო, რაც ახლა ჩემში
ხდება.
რაილი კარგად გამოიყურება. დიდი ხანია არ მინახავს და
აღარც კი მახსოვდა, რა სიმპათიურია. მინდა გავიქცე და
მკლავებში ჩავუვარდე, მინდა მაკოცოს, მინდა მუცელზე ედოს
ხელი, ზუსტად ისე, როგორც ხშირად ჩემს წარმოდგენებში.
ადვილი არ იქნება მასთან დალაპარაკება. ჩემი ცხოვრება
ბევრად უფრო გამარტივდება, თუ ვაპატიებ და დაბრუნების ნე-
ბას მივცემ.
თვალებს ვხუჭავ და იმ სიტყვებს ვიმეორებ, დედამ რომ
მითხრა:
„რაილის რომ ჭეშმარიტად უყვარდე, არ მოგცემდა ნებას,
უკან დაჰბრუნებოდი“.
ეს ერთადერთი რამაა, რაც მაიძულებს, დერეფანში არ გა-
ვიქცე და რაილის მკლავებში არ ჩავუვარდე.

***
სამზარეულოში კიდევ ერთი საათი დავფუსფუსებ, სანამ
რაილი ბავშვის ოთახშია. მერე გავდივარ და ტელეფონის დამ-
ტენს ვიღებ ჩემი ოთახიდან. უკან რომ ვბრუნდები, ბავშვის
ოთახის კართან ვჩერდები.
საწოლი აწყობილია. ლეიბითა და თეთრეულითაც კი გაუწ-
ყვია. დგას, ხელი საწოლის რიკულებისთვის ჩაუვლია და ცა-
რიელ საწოლს დასცქერის. ისეთი ჩუმია, ისეთი გარინდებუ-
ლი, ქანდაკება გეგონება. ფიქრებშია წასული და ვერც კი ამ-

320
ჩნევს, რომ ზღურბლთან ვდგავარ. საინტერესოა, ფიქრებით
სად დახეტიალებს?
ნეტავ ბავშვზე ფიქრობს? იმ ბავშვზე, რომელთანაც ვერ იქ-
ნება, როდესაც მას ამ საწოლში ჩააწვენენ?
ამ წუთამდე დარწმუნებულიც არ ვიყავი, რაილის სურდა
თუ არა, ბავშვი ჩვენი ცხოვრების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ
მის სახეს რომ ვუყურებ ახლა, საპირისპიროში ვრწმუნდები,
არასოდეს მინახავს ამხელა დარდი მის სახეზე, მით უმეტეს,
თვალებშიც კი არ ვუყურებ. ასე მგონია, ეს დარდი მე სრულე-
ბითაც არ მიკავშირდება და რაილი მხოლოდ ბავშვზე ფიქ-
რობს. უცებ მე მხედავს ზღურბლთან. საწოლს ხელს უშვებს და
ფიქრებიდან ერკვევა.
– დავასრულე, – მეუბნება და ხელით მანიშნებს ბავშვის
საწოლზე. შემდეგ სამუშაო იარაღს ალაგებს ყუთში, – კიდევ
ხომ არ დაგეხმარო რამეში, სანამ აქ ვარ?
ვანიშნებ, არა-მეთქი, ბავშვის საწოლთან მივდივარ და
უზომოდ მომწონს. არ ვიცი, გოგოა თუ ბიჭი, ამიტომ თეთრეუ-
ლისთვის ბუნების თემა შევარჩიე. ის ღია ყავისფერსა და მწვა-
ნეშია გადაწყვეტილი და ზედ ხეები და მცენარეები ახატია.
ოთახში მისი შესაფერისი ფარდები დავკიდე, კედლის ნახატიც
მინდა შევუხამო. გარდა ამისა, ვაპირებ ბავშვის ოთახში რამ-
დენიმე ცოცხალი მცენარე მოვიტანო მაღაზიიდან. ღიმილს
ვერ ვიკავებ, როდესაც ერთიანობაში წარმოვიდგენ ოთახს.
რაილის საწოლის თავზე სპეციალური სათამაშოც ჩამოუკი-
დია. ვრთავ და ბრამსის „იავნანა“ისმის. ვუყურებ, როგორ
ბრუნავს სათამაშო და ისევ რაილის შევცქერი. ის რამდენიმე
ფუტის მოშორებით დგას და მიყურებს.
ვუსწორებ მზერას და ვფიქრობ, თუ რა ადვილია განმსაჯონ
ადამიანებმა, რომლებიც ჩემნაირ სიტუაციაში არ აღმოჩენი-
ლან. მეც ხომ წლების განმავლობაში განვსჯიდი დედას.
შორიდან ადვილია თქვა, რომ როგორც კი ცუდად მოგეპ-
ყრობა ვინმე, მაშინვე დაშორდები, ადვილია თქმა, რომ შეუძ-
ლებელია გიყვარდეს მოძალადე, როდესაც თვითონ არ გიყ-
ვარს ასეთი ადამიანი.

321
ადვილი არ არის მოძალადე შეიძულო, როდესაც ძალა-
დობამდე ის ღვთის მიერ მოვლენილ საჩუქრად მიგაჩნდა.
რაილის თვალებში იმედი უდგება და მძულს ეს მომენტი,
რადგან ხვდება, რომ თავდაცვის ინსტინქტი ნელ-ნელა მიქვე-
ითდება. ის ფრთხილად დგამს ჩემკენ ნაბიჯს, ცოტაც და გულ-
ში ჩამიკრავს, ამიტომ უკან ვიხევ.
და სწორედ ამ დროს ისევ ჩნდება ჩვენ შორის კედელი.
რაილის ბინაში შემოშვება ჩემგან უდიდესი ნაბიჯი იყო,
ამას უნდა მიხვდეს.
რაილი მოთმინებით ხვდება ჩემს უკან დახევას, სამუშაო
იარაღის ყუთს იღლიაში იჩრის და იმ ყუთსაც იღებს, რომელ-
შიც ბავშვის საწოლი იდო. მასში გახსნილი ნივთების შესაფუ-
თი მასალაა შეჩურთული.
– ამას გადავყრი, – მეუბნება და კარისკენ მიდის, – თუ კი-
დევ რამეში დაგჭირდეს დახმარება, შემატყობინე, კარგი?
თავს ვუქნევ და ვბუტბუტებ:
– გმადლობ!
კარის დაკეტვის ხმა რომ მესმის, საწოლს ვუყურებ, თვა-
ლები ცრემლებით მაქვს სავსე და ახლა არც ჩემ გამო ვტირი,
არც ბავშვის გამო. რაილის მივტირი, რადგან მიუხედავად იმი-
სა, რომ ჩვენ შორის მომხდარზე ისაა პასუხისმგებელი, ვიცი,
როგორ განიცდის. და როდესაც ვინმე გიყვარს, სევდიანს თუ
ხედავ, თვითონაც სევდიანდები.
არცერთს არ დაგვიწყია ლაპარაკი დაშორებაზე ან შერი-
გებაზე, იმაზეც კი არ გვისაუბრია, რა მოხდება, როდესაც ათ
კვირაში ბავშვი დაიბადება.
მე ჯერ არ ვარ მზად ასეთი საუბრისთვის და ერთადერთი,
რაც ამ დროს რაილიმ უნდა გამოავლინოს, მოთმინებაა.
მოთმინება, რომელიც მას შემდეგ მართებს ჩემთან, რაც
იგი რამდენჯერმე დაკარგა.

322
თავი ოცდამეთოთხმეტე

ფუნჯებს ვრეცხავ, საღებავს ვაშორებ, შემდეგ კი ისევ ბავ-


შვის ოთახში ვბრუნდები, მოხატული კედლით რომ დავტკბე.
მთელი გუშინდელი და დღევანდელი დღე მის მოხატვაში გავა-
ტარე.
ორი კვირა გავიდა, რაც რაილი მოვიდა და ბავშვის საწო-
ლი ამიწყო. კედლის მოხატვის დასრულებითა და მაღაზიიდან
ოთახის მცენარეების მოტანით ოთახის მოწყობაც საბოლოოდ
დავასრულე. თვალს ვავლებ იქაურობას და ცოტა ვსევდიან-
დები, რადგან სახლში არავინაა, ამ ოთახით ჩემსავით რომ
დატკბეს. მობილურს ვიღებ და ელაიზას ვწერ.
მე: „კედლის მოხატვა დასრულებულია, შეგიძლია მოხვი-
დე და ნახო!“
ელაიზა: „შინ არ ვარ, საქმეებზე დავრბივარ, მაგრამ ხვალ
შემოგივლი!“
წარბს ვკრავ და დედას ვწერ. დედა მუშაობს, მაგრამ ვიცი
ჩემსავით გაუხარდება დასრულებული ოთახის ნახვა.
მე: „არ გინდა, მოხვიდე ამაღამ ჩემთან? ბავშვის ოთახის
მოწყობა დავასრულე!“
დედა: „არ შემიძლია, სკოლაში პოეზიის საღამო გვაქვს,
მოგვიანებით ვნახავ, ერთი სული მაქვს, როდის დავათვალი-
ერებ, ხვალ გამოგივლი!“
საქანელა-სკამში ვჯდები და ვიცი, არ უნდა გავაკეთო, რა-
საც ვაკეთებ, მაგრამ მაინც ვერ ვიკავებ თავს.
მე: „ბავშვის ოთახის მოწყობა დავასრულე, გინდა, მოხვი-
დე და ნახო?“
სანამ „გაგზავნის“ ღილაკს დავაწვები, სხეულის ყველა
ნერვი დაჭიმული მაქვს. მობილურის ეკრანს დავცქერი და პა-
სუხს ველი.
რაილი: „რა თქმა უნდა, ახლავე მოვდივარ!“
მაშინვე ვდგები და ბოლო შტრიხები შემაქვს ოთახის მოწ-
ყობაში. საწოლში ბალიშებს ვაფუმფულებ და კედელზე ჩამო-
კიდებული ნახატებიდან ერთ-ერთს ვასწორებ. შემდეგ კართან

323
მივდივარ და მაშინვე კაკუნი მესმის. ვაღებ და თავბედს ვიწ-
ყევლი. რაილის საოპერაციო ფორმა აცვია.
განზე ვდგები და გზას ვუთმობ.
– ელაიზამ მითხრა, კედელს ხატავსო.
ბავშვის ოთახისკენ ვაცილებ.
– ორი დღე ვხატავდი, – ვეუბნები, – ისე დავიღალე, გეგო-
ნება მარათონულ დისტანციაზე ვირბინე, რამდენჯერმე კიბის
გამოყენებაც კი დამჭირდა.
რაილი შეშფოთებული მიყურებს, დარდობს, მარტო რომ
გავაკეთე ყველაფერი. არ უნდა იდარდოს, საქმეს თავი მშვე-
ნივრად გავართვი.
ბავშვის ოთახთან მისული ზღურბლზე ჩერდება, კარის
პირდაპირ, კედელზე, ბაღი დავხატე, რომელსაც ყველაფერი
ამშვენებს, რაც კი მომაფიქრდა, ხილი იქნება თუ ბოსტნეული.
მხატვარი არ ვარ, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რისი გაკეთება
შეიძლება პროექტორითა და გამჭვირვალე ქაღალდით.
– ოჰო! – ამბობს რაილი.
ვიღიმები, რადგან ვგრძნობ, რა გულწრფელადაა გაოცე-
ბული. შემდეგ ოთახში შედის, ათვალიერებს და თავს აქნევს.
– ლილი, ეს… ოჰო!
ელაიზა რომ იყოს, ტაშს დავუკრავდი და ვიხტუნავებდი,
მაგრამ რაილია და თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ურთიერთო-
ბას, ცოტა არ იყოს, უხერხული გამოვა.
რაილი ახლა ფანჯარასთან მიდის, სადაც საქანელა მაქვს
გამართული, ხელს ჰკრავს და გვერდულად აქანავებს.
– წინ და უკანაც შეგიძლია, აქანაო, – ვეუბნები, არც კი ვი-
ცი, რამე თუ ესმის ბავშვის საქანელებში, მაგრამ მე ამ ატრი-
ბუტმა მეტისმეტად მომხიბლა.
რაილი გამოსაცვლელ მაგიდასთან მიდის, ბავშვის საფენს
იღებს, ხსნის და ხელში ასე უჭირავს.
– რა ციცქნაა, – ამბობს, – აღარც კი მახსოვდა, რილიც თუ
ასეთი ციცქნა იყო.
რილის ხსენება ცოტა მანაღვლიანებს. ჩვენ ხომ მისი დაბა-
დების ღამის შემდეგ დავშორდით ერთმანეთს და არასოდეს
მინახავს, რაილი ბავშვთან როგორ ურთიერთობს.

324
რაილი ისევ კეცავს საფენს და თავის ადგილას აბრუნებს.
მერე ისევ მე მიყურებს, იღიმის, ხელს სწევს და ოთახზე მანიშ-
ნებს:
– მართლაც დიდებულია, ლილი, – მეუბნება, – ყველაფე-
რი დიდებულია, შენ ეს შეძელი!..
ჩემ ირგვლივ ჰაერი სქელდება, მოულოდნელად სუნთქვა
მიჭირს, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ტირილი მინდება, მომწონს
ეს წამები და მანაღვლიანებს, რომ ჩემი ფეხმძიმობა სავსე ვერ
იქნება ასეთი მომენტებით. ისიც მინდა გავუზიარო რაილის,
რასაც ახლა ვგრძნობ, მაგრამ არ მინდა, ცრუ იმედებით ავავ-
სო.
ის აქაა და ბავშვის ოთახი უკვე ნახა, ახლა აღარ ვიცი რა
გავაკეთო. ცხადზე ცხადია, რომ განსახილველი ბევრი გვაქვს,
მაგრამ ვერ ვხვდები, საიდან ან როგორ დავიწყო.
სარწეველა სავარძელში ვჯდები.
– შიშველი სიმართლე? – ვეუბნები და ვუყურებ.
ის ოხრავს, თავს მიქნევს და დივანზე ჯდება.
– გთხოვ, ლილი, გემუდარები, მითხარი, რომ მზად ხარ სა-
საუბროდ!
მისი რეაქცია ოდნავ მიხსნის ნერვიულობას, რადგან
ვხვდები, რომ თვითონ ამისთვის მზადაა. ხელებს მუცელზე
ვიხვევ და წინ ვიხრები.
– შენ დაიწყე!
რაილი შეტყუპულ ხელებს მუხლებს შორის იდებს და ისე
გულწრფელად მიყურებს, რომ განზე მიწევს გახედვა.
– არ ვიცი, რისი მოსმენა გინდა ჩემგან, ლილი, არ ვიცი, რა
როლი გინდა, რომ მქონდეს, ვცდილობ საჭირო სივრცე მოგ-
ცე, მაგრამ ამავდროულად, იმაზე მეტად მინდა დაგეხმარო,
ვიდრე წარმოგიდგენია. მინდა ვიყო ჩვენი შვილის ცხოვრება-
ში, მინდა შენი ქმარი ვიყო, თანაც კარგი ქმარი, მაგრამ აზრზე
არ ვარ, შენს თავში რა ხდება!
მისი სიტყვები დანაშაულის შეგრძნებით მავსებს. მიუხედა-
ვად იმისა, რაც ჩვენ შორის წარსულში მოხდა, ის ისევ ჩემი
შვილის მამაა. კანონიერი უფლება აქვს, ჩვილს მამობა გა-
უწიოს, რასაც უნდა ვგრძნობდე მის მიმართ, მეც მინდა მამობა

325
გაუწიოს ბავშვს, მინდა კარგი მამა იყოს, მაგრამ გულის სიღ-
რმეში ჩემს ერთ-ერთ უდიდეს შიშს ვგრძნობ და ვიცი, სწორედ
ამაზე უნდა ვესაუბრო.
– შვილის ნახვას არასოდეს დაგიშლი, რაილი. მინდა კი-
დეც მის აღზრდაში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ…
რაილი წინ იხრება და ამ უკანასკნელ სიტყვაზე ხელებში
რგავს თავს.
– რა დედა ვიქნები, შენს ხასიათზე თუ არ ვიფიქრე? თუ არ
მემახსოვრება, როგორ კარგავ კონტროლს? საიდან უნდა ვი-
ცოდე, რომ მაშინ არ შეგიპყრობს მრისხანება, როდესაც
ჩვილთან მარტო იქნები?
რაილის თვალებში შიშის მოსალოდნელ წარღვნას ვხედავ
და ვფიქრობ, რომ სულ მალე გადმოლახავს ჯებირებს, თავს
უარყოფის ნიშნად სასოწარკვეთილი იქნევს.
– ლილი, მე არასოდეს…
– ვიცი, რაილი, შენ განზრახ არასოდეს მიაყენებ ზიანს
შვილს, არა მგონია, ჩემთვის ზიანის მოყენებაც გქონოდა გან-
ზრახული, მაგრამ მაინც მომაყენე. და მენდე, მინდა ვირწმუ-
ნო, რომ ასეთ რამეს აღარასოდეს ჩაიდენ. მამაჩემი მხოლოდ
დედაჩემზე ძალადობდა, არიან სხვა მამაკაცებიც, ქალებიც კი,
რომლებიც სასტიკად ეპყრობიან მათთვის ძვირფას ადამიანე-
ბს, სხვებთან კი არასოდეს ბრაზდებიან. მთელი გულით მინდა
შენი სიტყვების მჯეროდეს, მაგრამ თვითონვე ხვდები, რატომ
ვყოყმანობ. შვილთან ურთიერთობაზე უარს არასოდეს გეტ-
ყვი, მაგრამ მინდა ჩემთანაც მომთმენი იყო, თუ გსურს ის ნდო-
ბა აღადგინო, რომელიც შენდამი მქონდა.
რაილი თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად, უნდა იცოდეს,
რომ იმაზე ბევრად მეტს ვაძლევ, ვიდრე იმსახურებს.
– სრულიად გეთანხმები, – მეუბნება, – ეს შენი პირობაა და
ყველაფერი ამ პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული, არა?
რაილი ისევ ატყუპებს ხელებს და ნერვიულად იკვნეტს ქვე-
და ტუჩს, ვგრძნობ, რაღაც უნდა, თქვას, მაგრამ ჭოჭმანებს,
ღირს თუ არა თქმა.
– მიდი, მითხარი, რასაც ფიქრობ, სანამ საუბრის ხასიათზე
ვარ.

326
რაილი თავს უკან ხრის და ჭერს აჰყურებს. რაც უნდა იყოს,
თქმა უმძიმს, არ ვიცი, იმის გამო, რომ შეკითხვის დასმა ეჩვე-
ნება რთული თუ იმ პასუხის მოსმენა, რომელსაც გავცემ.
– ჩვენზე რას იტყვი? – მეუბნება ჩურჩულით.
მე თავს გვერდზე ვხრი და ვოხრავ. ვიცოდი ამ შეკითხვის
დროც მოვიდოდა, მაგრამ მართლა მიძნელდება პასუხის გა-
ცემა, რადგან ის, უბრალოდ, არ მაქვს. გაყრა ან შერიგება,
მხოლოდ ეს ორი ვარიანტია და არცერთი არ მომწონს!
– არ მინდა ცრუ იმედი მოგცე, რაილი, – ვეუბნები მშვი-
დად, – დღეს რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას… ალბათ გაყ-
რას ავირჩევდი, მაგრამ მართალი გითხრა, არ ვიცი, ამას ფეხ-
მძიმობის ჰორმონების გავლენით გავაკეთებდი თუ იმიტომ,
რომ ნამდვილად მინდა. არა მგონია, სამართლიანი იყოს რა-
მე გადაწყვეტილების მიღება ბავშვის დაბადებამდე!
რაილი ოხრავს, შემდეგ ხელი კისერთან მიაქვს და მაგრად
იჭერს, ბოლოს დგება და მიყურებს:
– გმადლობ, – მეუბნება, – გმადლობ, რომ დამპატიჟე
ოთახის სანახავად, გმადლობ ამ საუბრისთვის. რამდენიმე
კვირის წინაც მინდოდა მოვსულიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, შენ
ამას როგორ შეხვდებოდი.
– არც მე ვიცი, – ვეუბნები ალალად, ვცდილობ, სარწევე-
ლა სავარძლიდან წამოვდგე, მაგრამ რატომღაც ეს ახლა უფ-
რო მიძნელდება, ვიდრე ბოლო კვირებში, რაილი მოდის,
ხელს მიწვდის და მეხმარება.
არ ვიცი, როგორ უნდა მივაღწიო მშობიარობამდე, თუ ახ-
ლავე ვერ ვახერხებ, დაუხმარებლად წამოვდგე სარწეველა
სავარძლიდან.
ვდგები თუ არა, რაილი მაშინვე ხელს მიშვებს. სულ რამ-
დენიმე დუიმი გვაშორებს ერთმანეთს და ვიცი, თუ შევხედავ,
გრძნობები მომეჯარება, მე კი ეს ნამდვილად არ მინდა!
რაილი მეორე ხელსაც პოულობს და ხელს მკიდებს, თი-
თებს თითებში მაწნის და ამ შეხებას გულით ვგრძნობ. შუბლს
მკერდზე ვადებ და თვალებს ვხუჭავ. ის ლოყით მეხება თავზე.
ასე გარინდებული ვდგავართ და ორივეს გვეშინია განძრევის,
მე მეშინია, რადგან მეტისმეტად სუსტი ვარ, კოცნისას წინააღ-

327
მდეგობა გავუწიო, ის კი იმიტომაა შეშინებული, რომ ჰგონია,
თუ მაკოცებს, თავიდან მოვიშორებ.
– რაილი, – ვეუბნები ბოლოს, – შეგიძლია, რაღაცას შემ-
პირდე? – ვგრძნობ, რომ თავს მიქნევს. – სანამ ბავშვი არ და-
იბადება, გთხოვ, პატიება არ მთხოვო და კიდევ, არც ჩემი კოც-
ნა სცადო… – მკერდიდან ვშორდები და ვუყურებ, – მინდა, ყვე-
ლა დიდ ამბავს ნელ-ნელა გავუმკლავდე და ახლა ჩემი პრი-
ორიტეტი ბავშვის გაჩენაა. არ მსურს, სტრესი ან დაბნეულობა
დაემატოს იმას, რაც უკვე მოხდა.
რაილი ორივე ხელზე მიჭერს ხელს და ცდილობს დამარ-
წმუნოს ნათქვამში:
– წამიერი ცვლილებები ცხოვრებაში გინდა სათითაოდ
მოხდეს. გასაგებია!
ვიღიმი და შვებას ვგრძნობ, რომ ჩვენ შორის დიალოგი
შედგა. ვიცი, საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენ ორთან დაკავ-
შირებით ჯერ არ მაქვს, მაგრამ უფრო ადვილად ვსუნთქავ,
როდესაც ვხვდები, რომ ორივე ერთ ტალღაზე ვართ მომარ-
თული.
რაილი ხელს მიშვებს.
– მორიგე ვარ, ცვლაში მაგვიანდება, – მეუბნება და ცერა
თითით კარისკენ მანიშნებს, – სამსახურში უნდა წავიდე!
მე თავს ვუქნევ და ვუყურებ, როგორ გადის სახლიდან,
კარს რომ ვკეტავ და მარტო ვრჩები ბინაში, მხოლოდ მაშინ
ვხვდები, რომ სახეზე ღიმილი მაქვს გადაფენილი.
ჯერ კიდევ წარმოუდგენლად ვბრაზობ რაილიზე, რადგან
მის გამო აღმოვჩნდი ამ სიტუაციაში, ასე რომ, ეს ჩემი ღიმილი
მხოლოდ ოდნავ წინსვლას უკავშირდება. ზოგჯერ მშობლებს
უწევთ, უთანხმოებას შეეგუონ და სიტუაციას ისე შეხედონ, რო-
გორც მათი შვილებისთვის იქნება უკეთესი.
სწორედ ასე ვიქცევით ჩვენც. ვცდილობთ ვისწავლოთ ამ
სიტუაციის მართვა, სანამ ბავშვი დაიბადება.

328
თავი ოცდამეთხუთმეტე

გახუხული პურის სუნი მცემს.


ლოგინში ვიზმორები და ვიღიმი, რადგან რაილიმ იცის,
რომ გახუხული პური ყველაზე ძალიან მიყვარს. ცოტა ხანს
ისევ ვწევარ, სანამ წამოდგომას ვცდი. ასე მგონია, სამი კაცი
მაინც მჭირდება დასახმარებლად, ლოგინიდან რომ გადმოვ-
გორდე. ღრმად ვსუნთქავ და ვცდილობ წამოვდგე.
პირველ რიგში მოსაშარდად მივდივარ. ამ ბოლო დროს
მხოლოდ ამას ვაკეთებ. ორი დღე გადამიცდა და ექიმი მეუბნე-
ბა, ალბათ ბავშვს მომდევნო კვირაში გააჩენო. წინა კვირას
შვებულება ავიღე, ასე რომ, ახლა ასე ვცხოვრობ: ვშარდავ და
ტელევიზორს ვუყურებ.
სამზარეულოში რომ შევდივარ, რაილი ათქვეფილ
კვერცხს ურევს. ჩემი შესვლის ხმაზე ტრიალდება.
– დილა მშვიდობისა, – მესალმება, – ჯერ არ აპირებს და-
ბადებას, არა?
ვუარობ და მუცელზე ვიდებ ხელს.
– არა, მაგრამ წუხელ ცხრაჯერ მოვშარდე.
რაილი იცინის.
– ეს ახალი რეკორდია, – შემდეგ კვერცხს კოვზით იღებს
თეფშზე და ზედ ლორსა და გახუხულ პურს ათავსებს. ბოლოს
თეფშს მაწვდის და თავზე მკოცნის, – უნდა წავიდე, მაგვიანდე-
ბა, ტელეფონი მთელი დღე ჩართული მექნება.
საუზმეს დავცქერი და ვიღიმი, ჰო, ვჭამ კიდეც. ვშარდავ,
ვჭამ და ტელევიზორს ვუყურებ.
– გმადლობ, – ვეუბნები მხიარულად, თეფშს ვიღებ, ტახ-
ტისკენ მივდივარ და ტელევიზორს ვრთავ. რაილი სასტუმრო
ოთახში დააბიჯებს და ნივთებს აგროვებს.
– სამხარზე შემოგივლი, ამაღამ გვიანობამდე ვმუშაობ,
მაგრამ ელაიზამ მითხრა, ვახშამს მივუტანო.
თვალებს ვატრიალებ.
– კარგად ვარ, რაილი, ექიმმა მითხრა, მხოლოდ მსუბუქი
წოლითი რეჟიმი გჭირდებაო, ასე დაუძლურებულიც არ ვარ!

329
რაილი კარს აღებს, მაგრამ ჩერდება, თითქოს რაღაც და-
ავიწყდაო, ჩემთან მოდის, იხრება და მუცელზე მკოცნის.
– შენს ანგარიშზე თანხას გავაორმაგებ, თუ დღეს გადაწ-
ყვეტ დაბადებას, – ეუბნება ჩვილს.
ბავშვს ხშირად ელაპარაკება ხოლმე. ბოლოს და ბოლოს,
თავი ისე კომფორტულად ვიგრძენი, რომ ორიოდე კვირის წინ
ნება მივეცი, ენახა, როგორ მოძრაობდა მუცელში. რაილი მას
შემდეგ მოდის ხოლმე, რომ მე კი არა, ჩემს მუცელს ელაპარა-
კოს. მე კი ეს მომწონს. მსიამოვნებს, მამობა რომ უხარია.
საბანს ვიღებ, რომელიც წუხელ ტახტზე რაილის ეხურა და
ვიხვევ. უკვე ერთი კვირაა, ჩემთან ათევს ღამეს და ელოდება,
შვილს როდის გავაჩენ. თავიდან დარწმუნებული არ ვიყავი,
სწორად მოვიქეცი თუ არა, ნება რომ დავრთე, მაგრამ ნამდვი-
ლად მეხმარება. მე ისევ სტუმრების საძინებელში მძინავს. მე-
სამე საძინებელი ახლა ბავშვის ოთახია, რაც ნიშნავს, რომ
მთავარი საძინებელი თავისუფალია, რაილის შეუძლია იქ და-
იძინოს, მაგრამ ტახტზე ძილს არჩევს. ვფიქრობ, იმ საძინე-
ბელთან დაკავშირებული მოგონებები მასაც ჩემსავით ზა-
რავს, ამიტომ იქ შესვლით არცერთი არ ვიწუხებთ თავს.
ბოლო რამდენიმე კვირა ნამდვილად კარგი იყო. გარდა
იმისა, რომ ჩვენ შორის არანაირი ფიზიკური ურთიერთობა არ
არის, ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის. რაილი ისევ ბევრს
მუშაობს, მაგრამ იმ საღამოობით, როდესაც შინ არ არის, მაღ-
ლა ავდივარ, ელაიზას ოჯახთან ერთად სავახშმოდ. როგორც
წყვილი, მარტო არასოდეს ვჭამთ. ყველაფერს თავს ვარიდებ,
რაც პაემანს ჰგავს. ისევ ვცდილობ ჩემი ცხოვრების მხოლოდ
ერთ ასპექტს მივაქციო ყურადღება, სანამ ბავშვი არ დაიბადე-
ბა და ჰორმონები ნორმაში არ ჩამიდგება. არ მინდა ფეხმძი-
მობისას მივიღო გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ფეხ-
მძიმობა მხოლოდ მიზეზია, მაგრამ ის მაძლევს საშუალებას,
ცოტა თავკერძა ვიყო.
ტელეფონი რეკავს, მე თავს ვწევ ტახტიდან და ვკვნესი. მო-
ბილური სამზარეულოშია, ის კი ჩემგან თხუთმეტი ფუტითაა
დაშორებული.
უჰ!

330
ტახტიდან წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ არაფერი გა-
მომდის. ისევ ვცდილობ, მაგრამ ჯერ კიდევ ვზივარ.
სკამს ვეჭიდები და წამოდგომას ვახერხებ.
მესამე მცდელობა წარმატებულია.
ვდგები თუ არა, წყალი მეღვრება ჭიქიდან. ვკვნესი… მაგ-
რამ შემდეგ ვოხრავ.
წყლიანი ჭიქა ახლომახლო არ მქონია!
ჯანდაბა!
წყალს დავცქერი, რომელიც ფეხებშუიდან მოწვეთავს. ტე-
ლეფონი ისევ რეკავს სამზარეულოს მაგიდაზე. მივდივარ, უფ-
რო სწორად, მივბაჯბაჯებ სამზარეულომდე და მობილურს ვპა-
სუხობ.
– ალო!
– ჰეი, ლუსი ვარ, სწრაფად გკითხავ, წითელი ვარდები მო-
ტანისას დაზიანდა, არადა, დღეს ლივენბერგების დაკრძალ-
ვაა, მათ კი მაინცდამაინც წითელი ვარდები სჭირდებათ კუბოს
მოსართავად. ბ გეგმა გვაქვს?
– ჰო, ბროდვეიზე დარეკე, ფლორისტთან, ჩემთან ვალშია!
– კარგი, გმადლობ!
ვაპირებ, გავუთიშო, რაილის რომ დავურეკო და ვუთხრა,
წყლები დავღვარე-მეთქი, მაგრამ ლუსის ხმა მესმის:
– მოიცადე!
მობილური ისევ ყურთან მიმაქვს.
– ზედნადებთან დაკავშირებით მაინტერესებს, გინდა,
დღეს გადავიხადო თუ მოვიცადო?..
– შეგიძლია მოიცადო, საჩქარო არ არის!
ისევ ვაპირებ მობილურის გათიშვას, მაგრამ ის ჩემს სა-
ხელს ყვირის და კიდევ შეკითხვის დასმას აპირებს.
– ლუსი, – მშვიდად ვაწყვეტინებ, – ხვალ დაგირეკავ და-
ნარჩენ საკითხებთან დაკავშირებით, წყლები დავღვარე!
პაუზა.
– ოჰ, ოჰ, აბა, მიდი!
ვუთიშავ და სწორედ ამ დროს პირველად მივლის ტკივილი
მუცელში. ვკრთები და რაილის ნომერს ვკრეფ. ის პირველივე
ზარზე მპასუხობს.

331
– უკან უნდა დავბრუნდე?
– ჰო!
– ო, ღმერთო, მართლა? დაგეწყო?
– ჰო!
– ლილი, – მეუბნება აღელვებული და ზარი ითიშება.
მომდევნო რამდენიმე წუთში საჭირო ნივთებს ვაგროვებ.
საავადმყოფოსთვის ჩანთა უკვე გამზადებული მაქვს, მაგრამ
ჭუჭყიანი ვარ, შხაპის მიღება მჭირდება. მეორედ ტკივილი
პირველიდან დაახლოებით ათ წუთში მეწყება. ვიხრები და
ხელს მუცელზე ვივლებ, თან ვცდილობ, წყალს ზურგი შევუშ-
ვირო. როდესაც შეტევითი ტკივილი სრულდება, მესმის, რო-
გორ იღება სააბაზანოს კარი.
– შხაპს იღებ? – მეუბნება რაილი, – ლილი, გამოდი, წავი-
დეთ!
– პირსახოცი მომაწოდე!
რაილის ხელი სულ რამდენიმე წუთში ჩნდება და პირსა-
ხოცს მაწვდის, ვცდილობ, ის შემოვიხვიო, სანამ შხაპის ფარ-
დას გადავწევ. უცნაურია, მაგრამ ქმარს შიშველ სხეულს ვუმა-
ლავ.
პირსახოცი მოკლეა, ძუძუებს მიმალავს, მუცელთან ამობ-
რუნებული V ასოს ფორმას იღებს.
შემდეგი მოვლითი ტკივილი შხაპიდან გამოსვლისას მი-
ტევს. რაილი ხელს მავლებს და სუნთქვაში მეხმარება, შემდეგ
საძინებლამდე მაცილებს. მე მშვიდად ვკრეფ სუფთა ტანსაც-
მელს, რომლითაც საავადმყოფოში წასვლას ვაპირებ, შემდეგ
რაილის ვუყურებ.
ის მუცელზე მომშტერებია. ისეთი გამომეტყველება აქვს,
ვერც კი ვხვდები, რას გრძნობს.
თვალებში მიყურებს, მე კი ვყოყმანობ. რას ვაკეთებ?
რამდენიმე წუთი გადის, სანამ დავინახავ, რაილი წარბებს
შეკრავს თუ გაიღიმებს, წამით ორივეს ებრძვის, შემდეგ სწრა-
ფად სუნთქავს და ისევ მუცელზე მიყურებს.
– რა ლამაზი ხარ, – ჩამჩურჩულებს.
მკერდში ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ ეს არაა მშობიარობის
ტკივილები. ვხვდები, რომ რაილიმ პირველად დაინახა ჩემი

332
შიშველი მუცელი, პირველად გახდა მოწმე, როგორ იზრდება
შიგნით ბავშვი.
ვუახლოვდები და ხელს ვკიდებ, მუცელზე ვადებინებ და არ
ვაშვებინებ. ის მიღიმის და ცერა თითს მისვამს ზედ. მშვენიერი
წამია. ერთ-ერთი საუკეთესო!
– გმადლობ, ლილი!
ეს სიტყვები სახეზე აწერია, ჩემს მუცელზე შეხებისას, თვა-
ლებში ჩახედვისას, ყოველ წამში გამოსჭვივის. მადლობას
მიხდის ყოველი წამისთვის, რომლის ბავშვთან გატარების უფ-
ლებასაც ვაძლევ.
ვკვნესი და წინ ვიხრები:
– დალახვროს ეშმაკმა!
წამი დასრულდა.
რაილი ჩემს ტანსაცმელს იღებს და ჩაცმაში მეხმარება.
ყველაფერს აგროვებს, რის წამოღებასაც ვავალებ და ლიფ-
ტისკენ მივყავარ. ნელა. შუა გზაში მოვლითი ტკივილები მეწ-
ყება.
– ელაიზას დაურეკე, – ვეუბნები, როდესაც მანქანა სადგო-
მიდან გამოგვყავს.
– საჭესთან ვარ, საავადმყოფოში რომ მივალთ, მერე და-
ვურეკავ, მასაც და დედაშენსაც.
თავს ვუქნევ. დარწმუნებული ვარ, მე თვითონ შემიძლია
ახლავე დავურეკო მათ, მაგრამ უბრალოდ, მინდა ჯერ საავად-
მყოფოში მივიდე, რადგან ბავშვი ისე ჩქარობს დაბადებას, აქ-
ვე, მანქანაში გაჩნდება.
საავადმყოფომდე მივაღწიეთ, მაგრამ შეტევითი ტკივილე-
ბი წუთზე ნაკლებში მეორდება. სამუშაო ხალათში გამოწყობი-
ლი ექიმი ოთახში რომ შემოდის, მე უკვე ლოგინზე ვწევარ და
საშვილოსნო ცხრა სანტიმეტრით მაქვს გახსნილი. ხუთი წუ-
თის შემდეგ უკვე მეუბნებიან, გაიჭინთეო, რაილის დროც კი
არ რჩება ვინმესთან დარეკვის, ყველაფერი ისე სწრაფად ხდე-
ბა. ყოველ ჭინთვაზე ხელს რაილის ვუჭერ. წამით ვფიქრობ, რა
მნიშვნელოვანია მისი კარიერისთვის ის ხელები, რომლებსაც
ვეჭიდები, მაგრამ რაილი არაფერს ამბობს, მხოლოდ საშუა-

333
ლებას მაძლევს, ისე ძლიერად მოვუჭირო, რამდენადაც შე-
მიძლია და მეც ასე ვიქცევი.
– თავი უკვე თითქმის გარეთაა, – მეუბნება ექიმი, – სულ
რამდენჯერმე მოგიწევს გაჭინთვა.
მომდევნო ხუთი წუთის აღწერაც კი არ შემიძლია. ყველა-
ფერი ერთმანეთში იდღაბნება: ტკივილი, მძიმედ სუნთქვა, გა-
ღიზიანება და სუფთა, გულწრფელი სიხარული. კიდევ წნეხი,
ისეთი წნეხი, რომ მგონია, ავფეთქდები. ბოლოს რაილის ხმა
მესმის:
– გოგოა, ლილი, ქალიშვილი შეგვეძინა!
თვალებს ვახელ, ექიმს ჩვილი უჭირავს, ჯერ მხოლოდ მის
კონტურებს ვხედავ, რადგან თვალებში ცრემლები მაქვს ჩამ-
დგარი. მკერდზე რომ ვიწვენ, ეს აბსოლუტურად დიდებული
წამია ჩემს ცხოვრებაში. მაშინვე თითებით ვეხები მის წითელ
ტუჩებსა და ლოყებს. რაილი ჭიპლარს ჭრის და როდესაც ჩემი
გოგონა დასაბანად მიჰყავთ, სიცარიელეს ვგრძნობ.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვილი ისევ ჩემს მკერდზე წევს,
საბანში გამოხვეული.
სხვას ვერაფერს ვაკეთებ, მხოლოდ მას მივჩერებივარ.
რაილი ჩემ გვერდით, საწოლზე ზის, ბავშვს საბანს ნიკაპზე
უწევს და უკეთესად ვხედავთ მის სახეს. თითებს ვუთვლით ხე-
ლებსა და ფეხებზე. გოგონა თვალებს ახელს და ვფიქრობთ,
რომ ეს ყველაზე სასიხარულო წამია სამყაროში, შემდეგ ამ-
თქნარებს, ჩვენ კი გვეღიმება და ქალიშვილის მიმართ კიდევ
უფრო მეტი სიყვარულით ვივსებით.
მეანი ქალი ოთახიდან გადის, ბოლოს მარტო ვრჩებით და
რაილი მთხოვს, ხელში დამაჭერინეო. ლოგინზე უკეთ მოვკა-
ლათდით ორივე. ჩვილს რომ ვაწვდი, თავს მხარზე ვადებ და
ვერცერთი თვალს ვერ ვწყვეტთ მას.
– ლილი, – მეჩურჩულება, – შიშველი სიმართლე?
მე თავს ვუქნევ.
– ჩვენი გოგონა ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე მარშალი-
სა და ელაიზასი!
ვიცინი და იდაყვს ვკრავ.
– ვხუმრობ, – მეჩურჩულება.

334
მე კი ზუსტად ვიცი, რას გულისხმობს რაილი, რილი არაჩ-
ვეულებრივი ჩვილია, მაგრამ ჩვენი გოგონას ფეხის ფრჩხი-
ლადაც არ ღირს!
– რა დავარქვათ? – მეკითხება რაილი, ჩემი ფეხმძიმობის
განმავლობაში ნორმალური ურთიერთობა არ გვქონია, ამი-
ტომ არც სახელზე გვისაუბრია.
– მე შენი დის სახელს დავარქმევდი, – ვუყურებ და ვეუბნე-
ბი, – ან, იქნებ შენი ძმის?
არ ვიცი, ამაზე რას ფიქრობს. მე პირადად მგონია, რომ თუ
რაილის ძმის სახელს დავარქმევთ გოგონას, ამით ცოტათი მა-
ინც მოვუშუშებ იარას, თუმცა, იქნებ თვითონ სულ სხვანაირად
უყურებს ამ საკითხს?
რაილი მიყურებს, ამ წინადადებას არ ელოდა.
– ემერსონი? – ამბობს, – გოგოსთვისაც მშვენიერი სახე-
ლია, შეგვიძლია ემა ან ემი დავუძახოთ, – ამაყად იღიმება და
ბავშვს დაჰყურებს, – მართლა შესანიშნავია, – იხრება და
ემერსონს შუბლზე კოცნის.
ცოტა ხანში თავს ვწევ, მინდა დავინახო, შვილი ხელში რო-
გორ უჭირავს. მშვენიერი სანახავია მისი ბავშვთან ურთიერ-
თობა. ახლავე ვხედავ, როგორ უყვარს, მიუხედავად იმისა,
რომ სულ ცოტა ხანია, რაც გაიცნო. დარწმუნებული ვარ, ყვე-
ლაფერს გააკეთებს მის დასაცავად. ყველაფერს ამ სამყარო-
ში!
და სწორედ ამ დროს საბოლოო გადაწყვეტილებას ვიღებ
მასთან დაკავშირებით.
ჩვენთან დაკავშირებით.
იმას ვარჩევ, რაც ჩვენი ოჯახისთვის საუკეთესო იქნება.
რაილი ბევრ რამეში შესანიშნავი ადამიანია; თანამგრძნო-
ბია, მზრუნველი, ჭკვიანი, ქარიზმატული, ამბიციური. მამაჩე-
მიც ბევრ რამეში იყო კარგი, სხვების მიმართ თანამგრძნობიც
იყო, ისეთი მომენტებიც მახსოვს, რაც მიჩვენებს, როგორ ვუყ-
ვარდი, არც ჭკუა აკლდა, არც ქარიზმა, არც ამბიციურობა, მაგ-
რამ უფრო მეზიზღებოდა, ვიდრე მიყვარდა. როდესაც ვხედავ-
დი, როგორ ექცეოდა დედაჩემს, მაშინვე მავიწყდებოდა მის-

335
გან ყველაფერი კარგი. ხუთ წუთს შეეძლო გადაეფარა მასთან
ერთად გატარებული საუკეთესო ხუთი წელი.
ემერსონს დავცქერი, შემდეგ რაილის ვუყურებ. ვიცი, ის
უნდა გავაკეთო, რაც ჩვენი ქალიშვილისთვის უკეთესი იქნება.
ასე აჯობებს ემერსონის მამასთან ურთიერთობისთვის. ამ გა-
დაწყვეტილებას არც ჩემ გამო ვიღებ, არც რაილის გამო.
ეს გადაწყვეტილება ჩვენმა ქალიშვილმა მიმაღებინა!
– რაილი!
რაილი მიყურებს და იღიმება, მაგრამ როგორც კი ხვდება,
როგორ ვუყურებ, ღიმილი უქრება.
– უნდა გავიყაროთ!
რაილი ორჯერ ახამხამებს თვალს. ჩემი სიტყვები ელექ-
ტროდენივით უვლის სხეულში, კრთება, ქალიშვილს დასცქე-
რის და მხარს წინ სწევს.
– ლილი, – მეუბნება და თავს იქნევს, – გთხოვ, ეს არ გა-
აკეთო!
მავედრებელი ხმა აქვს და არ მსიამოვნებს, ჩემი დაბრუნე-
ბის იმედი რომ აქვს. ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა, ვიცი,
მაგრამ არ მქონდა გაცნობიერებული, რა არჩევანს გავაკე-
თებდი, როდესაც ჩვენს გოგონას პირველად დავიჭერდი ხელ-
ში.
– მხოლოდ ერთი შანსი მომეცი, ლილი, გთხოვ! – მომდგა-
რი ცრემლებისგან ხმა ებზარება.
ვიცი, გული სტკივა და ამისთვის ყველაზე უარესი დრო შე-
ვარჩიე. მაშინ ვუტეხ გულს, როდესაც მის ცხოვრებაში საუკე-
თესო წამია, მაგრამ ვიცი, თუ ამას ახლავე არ გავაკეთებ, მერე
ვეღარ დავარწმუნებ, რატომ უნდა გავრისკო მასთან დაბრუნე-
ბა.
ტირილს ვიწყებ, რადგან ეს ჩემთვისაც ისეთივე მტკივნე-
ულია, როგორიც რაილისთვის.
– რაილი, ვეუბნები ფრთხილად, – რას გააკეთებ, თუ ერთ
დღეს ეს პატარა გოგონა შემოგხედავს და გეტყვის, მამიკო,
ჩემმა შეყვარებულმა მცემაო! რა პასუხს გასცემ, რაილი?
რაილი ემერსონს გულში იკრავს და თავს ადებს გოგონას
ციცქნა საბანს.

336
– გეყო, ლილი! – მეხვეწება.
მე ლოგინზე წამოჯდომას ვახერხებ, ხელს ემერსონს ვადებ
ზურგზე და ვცდილობ, რაილი ვაიძულო, თვალებში შემომხე-
დოს.
– ან რომ მოვიდეს და გითხრას: მამა, ქმარმა კიბიდან და-
მაგორა, თუმცა, მითხრა, შემთხვევით მომივიდაო. როგორ
მოიქცევი?
რაილის მხრები უცახცახებს და მას შემდეგ, რაც გავიცანი,
პირველად ჩამოსდის ცრემლები თვალებიდან, ლოყაზე ეწვე-
თება და გოგონას გულში მაგრად იკრავს, მეც ვტირი, მაგრამ
ვაგრძელებ, ემერსონის გულისთვის!
– რა მოხდება… – ხმა მებზარება, – რომ მოვიდეს და გით-
ხრას, ჩემმა ქმარმა ჩემი გაუპატიურება სცადა, მამიკო, ვეხვე-
წებოდი, გამიშვი-მეთქი, მაგრამ არ მიშვებდა, ზემოდან იყო
მოქცეული. თუმცა იფიცება, ეს აღარ გამეორდებაო. როგორ
მოიქცევი, მამა?
რაილი შუბლზე კოცნის ქალიშვილს და ცრემლები ჩამოს-
დის ისევ სახეზე.
– რას ეტყვი, რაილი? მითხარი. მინდა, ვიცოდე, რა პასუხს
გასცემ ჩვენს ქალიშვილს, თუ ის მამაკაცი, რომელიც მთელი
გულით ეყვარება, ვნებას მიაყენებს მას?
რაილის მკერდიდან ქვითინი ამოსდის. წინ იხრება და
მკლავებს მხვევს.
– შევევედრები, რომ მიატოვოს ის მამაკაცი!
ამბობს აცრემლებული, სასოწარკვეთილი მკოცნის შუბ-
ლზე და მისი ცრემლები მე მეცემა ლოყებზე. შემდეგ ყურთან
მოაქვს ტუჩები და მეუბნება, – ვეტყვი, რომ ის ბევრად უკეთესს
იმსახურებს, შევევედრები, არ დაუბრუნდეს, რაც არ უნდა ძა-
ლიან უყვარდეს. ის ბევრად მეტს იმსახურებს!
მე და რაილი ცრემლების, გატეხილი გულებისა და დამ-
სხვრეული ოცნებების გროვად ვართ ქცეული. ერთმანეთს
ვეხვევით, ქალიშვილიც გულში გვყავს ჩაკრული, რაც უნდა
მძიმე იყოს ეს არჩევანი, ჩვენ შაბლონი უნდა გავანადგუროთ,
სანამ ის გაგვანადგურებს!

337
რაილი გოგონას მაწვდის და თვალებს იწმენდს. დგება,
მაგრამ ისევ ტირის, ისევ ცდილობს ამოისუნთქოს. ამ ბოლო
თხუთმეტ წუთში მან მთელი ცხოვრების სიყვარული დაკარგა
და ამ ბოლო თხუთმეტ წუთშივე მშვენიერი პატარა გოგონას
მამა გახდა.
აი, რა შეიძლება დამართოს ადამიანებს თხუთმეტმა წუთ-
მა. შეუძლია გაანადგუროს ისინი.
და შეუძლია გადაარჩინოს.
რაილი დერეფნისკენ მანიშნებს, მახვედრებს, რომ სურს
ცოტა აზრზე მოვიდეს. იმაზე უფრო ნაღვლიანია, ვიდრე ოდეს-
მე, როცა კარისკენ მიდის, მაგრამ ვიცი, ერთ დღეს მადლობას
გადამიხდის. ვიცი, ერთ დღეს მიხვდება, რომ ჩვენი ქალიშვი-
ლისთვის საუკეთესო არჩევანი გავაკეთე.
კარს რომ კეტავს, ემერსონს დავცქერი. ვიცი, ისეთ ცხოვ-
რებას ვერ ვთავაზობ, როგორზეც იოცნებებდა, ვერ იცხოვ-
რებს სახლში, სადაც ორივე მშობელს ერთმანეთი ეყვარება
და ერთად აღზრდიან მას, მაგრამ არც ის მინდა, ჩემსავით იც-
ხოვროს. არ მინდა დაინახოს მამამისის უარესი მხარე. არ მინ-
და იცოდეს, როგორია იგი, როდესაც მოთმინება ღალატობს
და ბრაზდება, რადგან მასში მამას ვეღარ იცნობს. მნიშვნელო-
ბა არ ექნება, რამდენი კარგი მომენტი ექნებათ ცხოვრებაში,
გამოცდილებით ვიცი, მხოლოდ უარესი მომენტები დაამახ-
სოვრდება.
ჩაკეტილი წრეები იმიტომ არსებობს, რომ მათი გარღვევა
ძნელია. ასტრონომიული ტკივილი და სიმამაცე სჭირდება
საგვარეულო შაბლონის მოშლას. ზოგჯერ გვირჩევნია კიდეც
ნაცნობ წრეზე ვირბინოთ, ვიდრე გადავხტეთ და არსებობდეს
საშიშროება, რომ ფეხზე ვეღარ დავდგებით.
დედამ ასე იარა ამ წრეზე.
მე ის გავარღვიე.
წყეულიმც ვიყო, თუ ჩემს ქალიშვილს მივცე მასზე სირბი-
ლის ნება!
ემერსონს შუბლზე ვკოცნი და პირობას ვაძლევ:
– ჩაკეტილი წრე აქ წყდება, ჩემთან და შენთან, ყველაფერი
მთავრდება ჩვენით!

338
ეპილოგი

ბოილსტონ-სტრიტზე ბრბოს თავი დავაღწიე და გადასას-


ვლელთან ვდგები. ბავშვის სასეირნო ეტლს ვაჩერებ და ტრო-
ტუარის კიდეს ვუახლოვდები. ეტლის ჩარდახს ვწევ და ემის
დავცქერი. ის ფეხებს იქნევს და, ჩვეულებისამებრ, იღიმის.
ბედნიერი ბავშვია, ძალიან მშვიდი ენერგია აქვს და ამ ენერ-
გიაზე დამოკიდებულს გხდის.
– რა ხნისაა? – მეკითხება ქალი. ისიც ჩვენთან ერთად
დგას გზაჯვარედინზე და ემერსონს სიყვარულით დასცქერის.
– თერთმეტი თვის.
– საუცხოო ჩვილია, – მეუბნება, – თქვენ გგავთ, თქვენნაი-
რი ტუჩები აქვს.
ვიღიმი.
– გმადლობთ, მამამისი უნდა ნახოთ, ზუსტად მისნაირი
თვალები გამოჰყვა!
შუქნიშანზე მწვანე ინთება და ვცდილობ, ბრბოს გავასწრო,
ქუჩა სწრაფად გადავკვეთო. უკვე ნახევარი საათი დამაგვიან-
და და რაილიმ ორჯერ მომწერა შეტყობინება. მას ჯერ არ გა-
მოუცდია იმის ნახვის სიხარული, თუ რას უშვრება ემა სტაფი-
ლოს, დღეს ნახავს, რა დღეში აგდებს მას, რადგან ბლომად ჩა-
ვულაგე ჩანთაში.
რაილის ნაყიდი ბინიდან მაშინ გადავედი, როდესაც ემერ-
სონს სამი თვე შეუსრულდა. ახალი ბინა ჩემით ვიყიდე, ის ისე
ახლოსაა ჩემს სამსახურთან, რომ ფეხით შემიძლია მივიდე და
ეს დიდებულია.
რაილი თავის ბინაში დაბრუნდა, თუმცა იმდენად ხშირად
მივდივარ ელაიზასთან სტუმრად და რაილისთანაც იმდენჯერ
მიმყავს ემერსონი, რომ ამ კორპუსში თავს ისევე შინაურუ-
ლად ვგრძნობ, როგორც ჩემსაში.
– თითქმის მივედით, ემი, – კუთხეში შევუხვევ და ისე სწრა-
ფად მივდივარ, რომ მამაკაცს, რომელიც გზაზე გვხვდება, გან-
ზე გაწევა და კედელზე აყუდება უწევს, რომ არ შევეჯახოთ, –
ბოდიში, – ვბუტბუტებ და თავჩაღუნული ვუვლი გვერდს.
– ლილი! – ვჩერდები.

339
ნელა ვტრიალდები, რადგან ეს ხმა ფეხის ფრჩხილებამდე
აღწევს. მხოლოდ ორი ადამიანის ხმაზე მემართება ეს, რა-
ილიმდე კი ჯერ კიდევ საკმაო გზა მაქვს გასავლელი.
ვუყურებ და ვხედავ, როგორ მოუჭუტავს მზეზე ცისფერი
თვალები, შემდეგ ხელით იჩრდილავს მას და იღიმება.
– ჰეი!
– სალამი! – ვეუბნები, ჩემი აფორიაქებული ტვინი ცდი-
ლობს, ოდნავ შეჩერდეს და სულის მოთქმის საშუალება მომ-
ცეს.
ის ბავშვის ეტლს დასცქერის და მანიშნებს:
– ეს… შენი ბავშვია? – თავს ვუქნევ, ის კი ეტლის წინ დგება,
მუხლებზე ეშვება და ფართოდ უღიმის ემის. – ოჰო, ლილი, რა
შესანიშნავი ვინმეა! – მეუბნება, – რა ჰქვია?
– ემერსონი. ზოგჯერ ემის ვეძახით.
ის თითს უდებს ბავშვს ხელში, ემიც აქეთ-იქით აქანავებს
მუშტს. ის სიყვარულით უყურებს ცოტა ხანს, შემდეგ ისევ დგე-
ბა.
– დიდებულად გამოიყურები! – მეუბნება.
ვცდილობ, ჩუმად შევათვალიერო, მაგრამ ძნელია. დიდე-
ბულად გამოიყურება, თუმცა პირველად ვაღიარებ, რომ მის-
გან საუცხოო მამაკაცი დადგა. ახლოსაც ვერ მივა ბიჭთან ჩემი
საძინებლიდან. და მაინც… რაღაცნაირად ისეთივეა, როგო-
რიც ადრე.
ჯიბეში ტელეფონი ზუზუნებს, შეტყობინებაა რაილისგან.
ქუჩისკენ ვანიშნებ.
– დაგვაგვიანდა, – ვეუბნები, – რაილი ნახევარი საათია,
გველოდება! – რაილის სახელის ხსენებაზე ეტლესს თვალები
უსევდიანდება, მაგრამ ცდილობს დამალოს. ნელა მიქნევს
თავს და გზას მითმობს. – დღეს ის იტოვებს ემის, – ვცდილობ
ავუხსნა და ამ ოთხი სიტყვით მეტს ვამბობ, ვიდრე მთელი დი-
ალოგით ვიტყოდი.
ეტლესს შვება უკრთის თვალებში, თავს მიქნევს და უკან
მანიშნებს.
– ჰო, მეც მაგვიანდება, გასულ თვეში ახალი რესტორანი
გავხსენი ბოილსტონ-სტრიტზე.

340
– ოჰო! გილოცავ! დედას უნდა ვუთხრა, შემოიაროს და
თქვენი კერძები შეამოწმოს!
იღიმის.
– აუცილებლად. შემატყობინე, როდის მოვა და ყველა-
ფერს ჩემით მოვამზადებ!
უხერხული პაუზაა, შემდეგ ქუჩისკენ ვანიშნებ.
– უნდა…
– წავიდეთ! – ასრულებს ღიმილით.
თავს ვუქნევ და გზას ვაგრძელებ. წარმოდგენა არ მაქვს,
რატომ მქონდა ასეთი რეაქცია. თითქოს არ ვიცი, როგორ უნ-
და ვესაუბრო ადამიანს. რამდენიმე იარდით რომ ვშორდები,
უკან ვიხედები. ის ისევ იქ დგას და მიყურებს, როგორ მივდი-
ვარ.
კუთხეში ვუხვევ და რაილის ვხედავ, ყვავილების მაღაზიას-
თან, მანქანის გვერდით, სახე უნათდება ჩვენს მიახლოებაზე.
– მიიღე ჩემი ელექტრონული წერილი? – ჩამუხლული
ცდილობს, ღვედები შეუხსნას ემერსონს.
– ჰო, მანეჟზე რომ მწერდი, არა?
თავს მიქნევს და ემი ეტლიდან ამოჰყავს.
– განა მას უკვე არ ჰქონდა მანეჟი?
ღილაკს ვაწვები, ეტლი რომ დავკეცო და მანქანის საბარ-
გულში ჩასადებად გავამზადო.
– ჰო, მაგრამ ერთი თვის წინ გატყდა და გადავაგდე.
რაილი საბარგულს აღებს და თითებით ეხება ემერსონს ნი-
კაპზე.
– გესმის, ემი? დედაშენმა შენი სიცოცხლე იხსნა! – უღიმის
და ხელზე ეთამაშება. შემდეგ შუბლზე კოცნის, ხელში იყვანს,
თან ეტლს ტენის საბარგულში. მე საბარგულს ვხურავ და ვიხ-
რები, რომ ემის ვაკოცო.
– მიყვარხარ, ემი, საღამოს გნახავ!
რაილი უკანა კარს აღებს და ემის ბავშვისთვის განკუთ-
ვნილ სპეციალურ სავარძელში სვამს, მე ორივეს ვემშვიდობე-
ბი და სასწრაფოდ ისევ უკან მივდივარ.
– ლილი, – მეძახის რაილი, – საით?

341
ალბათ იფიქრა, რომ მაღაზიაში შევიდოდი, რადგან ისე-
დაც დავაგვიანე მისი გაღება. ასეც უნდა მოვქცეულიყავი, მაგ-
რამ რაღაც მექაჩება უკან, ამას რამე უნდა მოვუხერხო, ვტრი-
ალდები და ოდნავ უკან ვიხევ.
– რაღაც დამავიწყდა, საღამოს გნახავ, ემის წასაყვანად
რომ მოვალ!
რაილი ემერსონს ხელს აწევინებს და მემშვიდობებიან.
როგორც კი კუთხემდე მივალ, უკვე გავრბივარ, ხალხს ვეჯახე-
ბი, ერთი ქალი მწყევლის კიდეც, მაგრამ ამას არად ვაგდებ,
რადგან უკვე მის თავს ვხედავ.
– ეტლეს! – ვეძახი, ის სხვა მიმართულებით მიდის, ამიტომ
ისევ მიწევს ბრბოში გზის გაკვალვა, – ეტლეს!
ეტლესი ჩერდება, მაგრამ არ ტრიალდება, ისე ხრის თავს
გვერდზე, თითქოს სმენას არ ენდობაო.
– ეტლეს! – ისევ ვეძახი.
ამჯერად ჩემკენ ტრიალდება, ტრიალდება შეგნებულად,
მიყურებს და სამი წამი ერთმანეთს მივჩერებივართ, შემდეგ
ერთმანეთისკენ მივემართებით და ყოველ ნაბიჯს ვაკვირდე-
ბით, სულ ოცი ნაბიჯი გვაშორებს.
ათი. ხუთი. ერთი.
ბოლო ნაბიჯს არცერთი არ ვდგამთ.
მე სუნთქვას ვცდილობ, ვქოშინებ, ვნერვიულობ.
– დამავიწყდა, ემერსონის მეორე სახელი მეთქვა, დოინჯს
ვიყრი და ვოხრავ, – დორი!
ეტლესს ამაზე მყისიერი რეაქცია არ აქვს, მაგრამ შემდეგ
თვალების კუთხეში ნაოჭები უჩნდება, ცდილობს, ღიმილი შე-
იკავოს, მაგრამ არ გამოსდის.
– რა მშვენიერი სახელია!
თავს ვუქნევ, ვუღიმი და ვჩერდები.
არ ვიცი, ახლა როგორ მოვიქცე. მინდოდა ემის მეორე სა-
ხელი სცოდნოდა, მაგრამ მას მერე, რაც ეს ვუთხარი, აღარ ვი-
ცი, რა ვთქვა.
თავს ვუქნევ, შემდეგ ირგვლივ მიდამოს ვათვალიერებ და
ცერით უკან ვანიშნებ.
– ჰმ… როგორც ვხვდები…

342
ეტლესი წინ დგამს ნაბიჯს და გულში მიკრავს. მე მაშინვე
თვალებს ვხუჭავ. ის თავზე მადებს ხელს, არ მიშვებს და ასე
ვდგავართ აფუსფუსებულ ქუჩაში, მანქანების საყვირის ხმებ-
ში, ხალხი სწრაფად გვივლის გვერდს. მერე ნაზად მკოცნის
თმაზე და ყველაფერი ქრება ირგვლივ.
– ლილი, – მეუბნება მშვიდად, – ვფიქრობ, ცხოვრება უკვე
მოვიწყვე ისე, შენ რომ შეგეფერება და თუ მზად ხარ…
მე ქურთუკში მაქვს ჩავლებული ხელი და სახე – მის მკერ-
დში ჩარგული. უცებ მგონია ისევ თხუთმეტი წლის ვარ, ამ სიტ-
ყვებზე კისერი და ლოყები მიწითლდება.
მაგრამ თხუთმეტი წლის აღარ ვარ.
მე ზრდასრული ადამიანი ვარ პასუხისმგებლობებითა და
ბავშვით. თავს უფლებას ვერ მივცემ თინეიჯერივით გრძნო-
ბებს ავყვე. ყოველ შემთხვევაში, სანამ ყველაფერში არ დავ-
რწმუნდები.
უკან ვდგამ ნაბიჯს და ვუყურებ.
– ქველმოქმედებას თუ ეწევი?
ეტლესი დაბნეული იცინის.
– რამდენიმეს, რატომ მეკითხები?
– შვილი გინდა, გყავდეს?
თავს მიქნევს.
– რა თქმა უნდა.
– როგორ ფიქრობ, ოდესმე ეცდები, ბოსტონიდან გადახ-
ვიდე საცხოვრებლად?
ის უარყოფის ნიშნად იქნევს თავს.
– არა, არასოდეს, აქ ყველაფერი უკეთესია, გახსოვს?
ეს ის პასუხებია, რომლებიც მჭირდებოდა. ვუღიმი.
– კარგი, მაშინ მზად ვარ!
ეტლესი გულში ისევ მაგრად მიკრავს, მე კი ვიცინი. მას
შემდეგ, რაც ეტლესი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, უამრავი
რამ მოხდა, მაგრამ ასეთ დასასრულს ვერასოდეს წარმოვიდ-
გენდი. იმედი ბევრჯერ მქონია, მაგრამ დღემდე ვერ ვიფიქ-
რებდი, თუ ეს იმედი რეალობად იქცეოდა.
თვალებს ვხუჭავ და ვგრძნობ, როგორ მოაქვს ტუჩები ლა-
ვიწის ძვალთან, ფრთხილად მკოცნის და ისეთივე გრძნობა

343
მიჩნდება, როგორიც წლების წინ, პირველი კოცნისას. შემდეგ
ყურში ჩამჩურჩულებს:
– შეგიძლია ცურვა შეწყვიტო, ლილი, ჩვენ ნაპირამდე მოვ-
ცურეთ!

344
ავტორის შენიშვნა

ამ ნაწილის წაკითხვა რეკომენდებულია მხოლოდ წიგნის


წაკითხვის შემდეგ, რადგან შეიცავს სიუჟეტის გათქმას.

***
ცხოვრების ყველაზე ადრეული მოგონებები ორწლინახევ-
რისას მაქვს. მაშინ ჩემს საძინებელს კარი არ ჰქონდა, ზეწარი
იყო მიჭედებული კარის ჩარჩოზე. მახსოვს, როგორ ყვიროდა
მამა, მე ზეწრის უკნიდან ვიჭყიტებოდი, დავინახე, როგორ ეს-
როლა მამამ ტელევიზორი დედას და როგორ წაიქცა იგი.
დედა მამას მანამ გაეყარა, სანამ სამი წლის გავხდებოდი.
ამის შემდეგ მამაჩემთან მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავ-
შირებს. ის არასოდეს გამოსულა წყობიდან ჩემთან ან ჩემს
დებთან, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემთან ასეთი შემთხვე-
ვები ხშირად ჰქონია.
ვიცი, მათი ქორწინება ძალადობის ელემენტებს შეიცავდა,
მაგრამ დედა ამაზე არასოდეს საუბრობდა. ეს ამბები ჩვენთან
რომ განეხილა, მამაზე აუგი უნდა ეთქვა, ეს კი არასოდეს გა-
უკეთებია. უნდოდა ის ურთიერთობა, მამასთან რომ მქონდა,
ყოველგვარი დაძაბულობისგან ყოფილიყო თავისუფალი და
ჩვენ შორის ჩადგომა არ სურდა. ამის გამოა, უზარმაზარ პა-
ტივს რომ ვცემ იმ მშობლებს, რომლებიც თავიანთ ურთიერ-
თობას ბავშვებთან არ განიხილავენ.
მამას ძალადობაზე ერთხელ დავუსვი შეკითხვა. ის მი-
უკერძოებელი იყო დედასთან ურთიერთობის განხილვაში.
დედასთან თანაცხოვრებისას ალკოჰოლზე იყო დამოკიდებუ-
ლი და პირველმა აღიარა, კარგად არ ვექცეოდიო. ისიც კი
მითხრა, ერთხელ ორი თითი მოვიტეხე, რადგან დედას თავში
ძლიერად დავარტყიო.
მამა მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ნანობდა
დედასადმი ცუდად მოპყრობას. ეს ყველაზე დიდი შეცდომა
იყო, რაც კი ჩამიდენიაო, ამბობდა, და დასძენდა, რაც ვბერდე-
ბი, მით უფრო მიყვარს და სიკვდილის კარამდე მეყვარებაო.

345
ვთვლი, რომ ყველაზე მსუბუქი სასჯელი მიიღო იმისათვის,
რაც დედას დაუშავა.
როდესაც ამ რომანის დაწერა გადავწყვიტე, პირველ რიგ-
ში ნებართვა დედას ვთხოვე. ვუთხარი, მინდა ის შენნაირი ქა-
ლებისთვის შევქმნა-მეთქი. გარდა ამისა, მინდოდა იმ ადამია-
ნებისთვისაც დამეწერა, რომლებსაც დედასნაირი ქალების
კარგად არ ესმით.
მეც ერთ-ერთი ვიყავი ამ ადამიანთა შორის.
დედა, რომელსაც მე ვიცნობ, სუსტი არ არის. ის არაა ქა-
ლი, რომელიც შემეძლო წარმომედგინა, თუ როგორ მიუტე-
ვებდა მამას ხშირ ძალადობას, მაგრამ ამ წიგნის წერისას, რო-
დესაც ლილის განწყობები უნდა გადმომეცა, სწრაფად მივ-
ხვდი, რომ ყველაფერი ისეთი შავ-თეთრი არ არის, როგორიც
გარედან ჩანს.
ამ წიგნის წერისას არაერთხელ გამჩენია სურვილი, სიუჟე-
ტი შემეცვალა, არ მინდოდა, რაილი ისეთი ყოფილიყო, რო-
გორსაც ვაპირებდი წარმომეჩინა, რადგან მას ლილი პირველ
რამდენიმე თავში ძალიან შეუყვარდა და ლილისაც ისე შეუყ-
ვარდა იგი, როგორც დედას – მამაჩემი.
პირველი ინციდენტი რაილისა და ლილის შორის, სამზა-
რეულოში რომ მოხდა, დედასა და მამას შეემთხვათ. მამამ მა-
შინ პირველად დაარტყა დედას. ისიც გამოსაცხობ კერძს ამზა-
დებდა მაშინ, მამა კი ნასვამი იყო. მან კერძი ქურიდან შიშვე-
ლი ხელებით გამოიღო, დედას ეს სასაცილოდ მოეჩვენა და
გაიცინა. ამის შემდეგ მხოლოდ ის ახსოვს, რომ მამამ მაგრად
დაარტყა და სამზარეულოს იატაკზე აღმოჩნდა.
დედამ არჩია ეს პირველი ინციდენტი მამასთვის მიეტევე-
ბინა, რადგან მან ბოდიში მოუხადა და სინანულიც დამაჯერე-
ბელი მოეჩვენა, ბოლოს და ბოლოს, იმდენად მაინც, რომ ჩათ-
ვალა, მეორე შანსს მივცემ, რადგან ეს უფრო ნაკლებად მძიმე
იქნება, ვიდრე მისი მიტოვება და გულისტკენაო.
დროთა განმავლობაში შემდეგი ინციდენტები ძალიან და-
ემსგავსა პირველს. მამა მუდმივად აღუთქვამდა დედას, მე-
ორედ ასე აღარ მოვიქცევიო და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა,
რომ მის მიერ დადებული პირობები ცარიელ სიტყვებად იქცა,

346
დედას კი ორი ქალიშვილი ვყავდით და ფული არ ჰქონდა,
რომ ქმარი მიეტოვებინა და დამოუკიდებლად ეცხოვრა. ლი-
ლისგან განსხვავებით, დედას ბევრი მხარში მდგომი ნამდვი-
ლად არ ჰყავდა. არ არსებობდა ადგილობრივი თავშესაფრები
ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, არც მთავრობა ეხმა-
რებოდა მათ. მამის მიტოვებისას იგი რისკის წინაშე დგებოდა,
შეიძლებოდა ჭერის გარეშე, ღია ცის ქვეშ აღმოვჩენილიყა-
ვით, მაგრამ დედამ ჩათვალა, რომ ესეც კი, მამასთან ცხოვრე-
ბაზე უკეთესი ალტერნატივა იქნებოდა.
მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მე მაშინ ოცდა-
ხუთი წლის ვიყავი. ის არ იყო საუკეთესო მამა და, რა თქმა უნ-
და, არც საუკეთესო ქმარი, მაგრამ მადლობას ვუხდი დედას,
რომელმაც შეძლო და დაგვეხმარა, მასთან ახლო ურთიერ-
თობა გვქონოდა, სწორედ დედამ გაარღვია ჩაკეტილი წრე მა-
ნამ, სანამ ის გაგვანადგურებდა. ეს კი ადვილი არ იყო. დედამ
ქმარი რომ მიატოვა, მე სამი წლისაც არ ვიყავი, ჩემი უფროსი
და კი ხუთი წლის ხდებოდა. ორი წელი მხოლოდ ლობიოთი,
მაკარონითა და ყველით ვიკვებებოდით. მარტოხელა დედას
არც კოლეჯის განათლება ჰქონდა და ისე გვზრდიდა ორ ქა-
ლიშვილს, რომ ვერვინ ეხმარებოდა, მაგრამ ჩვენდამი სიყვა-
რულმა მისცა ძალა, ეს საშიში ნაბიჯი გადაედგა.
მართალი გითხრათ, წერისას სულაც არ მქონდა სურვილი,
რაილისა და ლილის თანაცხოვრებაშიც ყოფილიყო ოჯახური
ძალადობა, არც რაილი მემეტებოდა იმისთვის, რომ მოძალა-
დე პერსონაჟად მექცია. ყველა სიტუაცია განსხვავებულია.
მოვლენათა განვითარებაც ყოველთვის სხვადასხვაგვარია.
მე კი ვარჩიე, ლილისა და რაილის ისტორია დედისა და მამის
ცხოვრებისეული ისტორიისთვის მიმემსგავსებინა. რაილი
ბევრი რამით ჰგავს მამაჩემს, ორივე სიმპათიურია, თანამ-
გრძნობი, მხიარული, ჭკვიანი… მაგრამ ხანდახან გამოუსწო-
რებელ დანაშაულს სჩადიან.
ლილიც ბევრ რამეში დავამსგავსე დედას. ორივე მზრუნვე-
ლი, ჭკვიანი, ძლიერი ქალია, რომელთაც ის მამაკაცები უყ-
ვარდებათ, მათ სიყვარულს რომ არ იმსახურებენ.

347
მამასთან გაყრიდან ორი წლის შემდეგ დედამ ჩემი მამი-
ნაცვალი გაიცნო. ის კარგი ქმრის ნამდვილი მაგალითი იყო.
მასთან ერთად ვიზრდებოდი და ისეთი მოგონებები მაქვს, რო-
გორიც მინდოდა, ჩემი ქორწინების შემდეგაც მქონოდა.
დაქორწინება რომ გადავწყვიტე, ყველაზე მეტად გამიძ-
ნელდა, საკურთხევლამდე მიცილება ბიოლოგიური მამის-
თვის კი არა, მამინაცვლისთვის მეთხოვა.
ვგრძნობდი, რომ ამის გაკეთება რამდენიმე მიზეზის გამო
მომიწევდა. მამინაცვალი ისეთი ქმარი იყო დედასთვის, რო-
გორიც მამა არასოდეს ყოფილა. მამინაცვალი ფინანსურად
ისე ამოგვიდგა მხარში, მამა რომ არასოდეს ამოგვდგომია,
მამინაცვალმა ისე აღგვზარდა, როგორც ღვიძლი შვილები,
თანაც არასოდეს დაუშლია ნამდვილ მამასთან ურთიერთობა.
მახსოვს, მამასთან, სასტუმრო ოთახში ვიჯექი ქორწილის
წინ. ვუთხარი, მიყვარხარ, მაგრამ ვაპირებ, მამინაცვალს
ვთხოვო საკურთხეველთან მიყვანა-მეთქი. მზად ვიყავი, რომ
ნებისმიერ რამეს მოიმიზეზებდა უარის სათქმელად, მაგრამ
ისეთი პასუხი გამცა, საერთოდ რომ არ ველოდი.
თავი დამიქნია და მომიგო: – კოლინ, შენ მან აღგზარდა,
იმსახურებს, რომ ქორწილში მნიშვნელოვანი ადგილი ერგოს,
თავი დამნაშავედ არ იგრძნო, სწორად იქცევი!
ვიცი, მამას გული დასწყვიტა ჩემმა არჩევანმა, მაგრამ
თავკერძა არ იყო, ჩემი გადაწყვეტილებისთვის პატივი არ ეცა,
თუმცა სურდა, მის მიმართაც პატივისცემით ვყოფილიყავი
გამსჭვალული.
მამა ჩემს ქორწილში დამსწრეთა შორის იჯდა და უყურებ-
და, როგორ მივყავდი სხვა კაცს საკურთხეველთან. ვიცი,
ხალხს აინტერესებდა, ამის გაკეთება ორივეს რატომ არ
ვთხოვე, მაგრამ უკან რომ ვიხედები, ვხვდები, ეს გადაწყვეტი-
ლება დედაჩემის პატივსაცემად მივიღე.
საკურთხევლამდე მიცილებისას ვის ავირჩევდი, მამაზე და
მით უმეტეს, მამინაცვალზე კი არა, დედაზე იყო დამოკიდებუ-
ლი. მინდოდა იმ მამაკაცს, რომელიც მას ასე ექცეოდა, დამსა-
ხურებული პატივი რგებოდა, მისი ქალიშვილის გვერდით
მდგარიყო ამ მნიშვნელოვან წუთებში.

348
წარსულში სულ ვამბობდი, გასართობად ვწერ-მეთქი, სა-
განმანათლებლო მიზნით, ვინმეს დასარწმუნებლად ან ინ-
ფორმირებისთვის არ ვირჯებოდი. ეს წიგნი კი განსხვავებუ-
ლია. მასში ჩემთვის გასართობი არაფერია. ყველაზე მძიმე
რამაა, რაც კი დამიწერია. ხანდახან სურვილი მიჩნდებოდა,
წაშლის ღილაკზე დამეჭირა ხელი და გამექრო ის სტრიქონე-
ბი, რომელშიც რაილი ლილიზე ძალადობდა. მინდოდა ის სცე-
ნები ხელახლა დამეწერა, როდესაც ლილი რაილის ძალადო-
ბას პატიობდა და ჩამენაცვლებინა უფრო ძლიერი ქალით,
პერსონაჟით, რომელიც სწორ გადაწყვეტილებას შესაფერის
დროს იღებს. მაგრამ მე ასეთ პერსონაჟებზე არ ვწერდი.
ეს არ იქნებოდა ის ამბავი, რომლის მოყოლასაც ვაპირებ-
დი.
მინდოდა, რაღაც რეალისტური დამეწერა, დედაჩემის სი-
ტუაციასთან მიმსგავსებული, რადგან ასეთ სიტუაციაში ბევრი
ქალი აღმოჩენილა. მინდოდა, ლილისა და რაილის სიყვარუ-
ლი ისე შემესწავლა, რომ მივმხვდარიყავი, რას გრძნობდა დე-
და, როდესაც მამას მიტოვების გადაწყვეტილებას იღებდა – იმ
მამაკაცის მიტოვების გადაწყვეტილებას, რომელიც მთელი
გულით უყვარდა.
ზოგჯერ ვფიქრობ, რა განსხვავებული ცხოვრება მექნებო-
და, თუ დედა მამას არ გაეყრებოდა. ის იმიტომ წამოვიდა საყ-
ვარელი მამაკაცისგან, რომ მის ქალიშვილებს არასოდეს ჩაგ-
ვეთვალა წყვილის ასეთი ურთიერთობა მისაღებად. ის არ გა-
დაურჩენია სხვა მამაკაცს, ბრწყინვალედ აღკაზმულ რაინდს.
მან თვითონ აიღო ინიციატივა, მამა მაშინ მიატოვა, როდესაც
იცოდა, რომ ბრძოლა მოუწევდა და მარტოხელა დედობის
თანმხლები სტრესიც გარდაუვალი იქნებოდა. ჩემთვის მნიშ-
ვნელოვანი იყო, ლილისაც მსგავსი მოტივი ჰქონოდა. ლილი-
მაც რაილის მიტოვების გადაწყვეტილება ქალიშვილის გამო
მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მინიმალური შან-
სი, რაილი უკეთესობისკენ შეცვლილიყო, არის რისკები, რო-
მელთა გაწევაც არ ღირს. განსაკუთრებით, თუკი წარსულში
მოწმე გახდით ამგვარი რისკის წარუმატებელი დასასრულის.

349
სანამ ამ წიგნს დავწერდი, დედას დიდ პატივს ვცემდი. ახ-
ლა რომ დავასრულე, შევძელი და იმ ტკივილისა და ბრძოლის
ციცქნა ნაწილი დავინახე, რაც დედამ გამოიარა, რათა ისეთი
ყოფილიყო, როგორიც დღეს არის. მეც მხოლოდ ერთი რამ
დამრჩა მისთვის სათქმელი.
მინდა, რომ გავიზრდები, შენნაირი ვიყო, დედა!

350
რესურსები

თუ თქვენ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან


ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის თაობაზე, დაუკავ-
შირდით:
112 – ერთიანი საგანგებო ნომერი. 24 საათის განმავლო-
ბაში სპეციალურად ტრეინინგგავლილი ოპერატორების დახ-
მარებით პოლიცია მოახდენს დროულ და ოპერატიულ რეაგი-
რებას შემოსულ ინფორმაციაზე.
მოქალაქეთათვის საკონსულტაციო მომსახურებისთვის
ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 116 006.
თუ გსურთ, იმ მუსიკას მოუსმინოთ, რომელიც ამ რომანის-
თვისაა შექმნილი, გადადით ბმულზე:
https://www.colleenhoover.com/portfolio/it-ends-with-us/.

351
სამადლობელი

ამ წიგნს მხოლოდ ერთი ავტორი ჰყავს, მაგრამ ამ ადამია-


ნების გარეშე მას ვერ შევქმნიდი:
ჩემს დებს: ჩემი დები რომ არ ყოფილიყავით, მაინც ასე
ძლიერად მეყვარებოდით. ის, რომ საერთო მშობლები გვყავს,
დამატებითი ჯილდოა.
ჩემს შვილებს: თქვენ ჩემი უდიდესი მიღწევა ხართ ცხოვ-
რებაში. გთხოვთ, ამის დაწერა არასოდეს მანანებინოთ!
Weblich-ს, CoHorts-ს, TL Discussion Group-ს, Book
Swap-სა და ყველა ჯგუფს, რომელთაც ონლაინ მივმართავდი
პოზიტიური ენერგიისთვის. თქვენ უდიდესი როლი მიგიძღვით
იმაში, რომ ამ საქმიანობით ვშოულობ საარსებო სახსრებს.
ამისთვის დიდი მადლობა.
Dystel & Goderich Literary Management-ის მთელ გუნდს:
გმადლობთ, რომ ჩემს მხარდაჭერასა და წახალისებას აგრძე-
ლებთ.
ყველას Atria Books-ში: გმადლობთ, რომ ჩემი წიგნის გა-
მოსვლის დღე ასე დასამახსოვრებელ, ჩემს ცხოვრებაში სა-
უკეთესო დღედ აქციეთ.
ჩემს რედაქტორს, ჯოანა კასტილოს: გმადლობთ ამ წიგნის
მხარდაჭერისთვის. გმადლობთ, რომ მე მიჭერდით მხარს,
გმადლობთ, რომ ჩემი საოცნებო სამსახურის უდიდესი მხარ-
დამჭერი ხართ!
ელენ დეჯენერისს, ოთხიდან ერთ-ერთს იმ ადამიანთა შო-
რის, რომლებსაც იმედია არასოდეს შევხვდები: თქვენ შუქი
ხართ, რომელიც ბნელს ანათებს. ლილი და ეტლესი მადლო-
ბას გიხდიან ამისთვის.
მადლობა მარიონ არჩერსა და კარენ ლოუსონს სასარგებ-
ლო უკუკავშირისთვის, ჩემს ბეტა-მკითხველებსა და ყოველი
წიგნის მხარდამჭერებს: თქვენი უკუკავშირი, მხარდაჭერა და
მუდმივი მეგობრობა იმაზე მეტია, რასაც ვიმსახურებ. ყველანი
მიყვარხართ.
ჩემს დისშვილს: დღე-დღეზე გიხილავ და ძალიან მიხარია.
ვაპირებ, შენი საუკეთესო დეიდა ვიყო!

352
ლინდის: გმადლობ ცხოვრებისეული გაკვეთილებისა და
მაგალითებისთვის, რათა მივმხვდარიყავი, რას ნიშნავს იყო
უანგარო ადამიანი. გმადლობ ყველაზე მნიშვნელოვანი ციტა-
ტისთვის, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გონებაში;
„ცუდი ადამიანები არ არსებობენ, უბრალოდ, ყველანი ჩავდი-
ვართ რაღაც ცუდს ხანდახან“. გმადლობ, რომ ჩემი პატარა
დის დედა ხარ!
ვენსს: გმადლობ, რომ დედაჩემს ისეთი ქმრობა გაუწიე,
როგორსაც იმსახურებდა და მიუხედავად იმისა, რომ ვალდე-
ბული არ იყავი, მამობა გაგვიწიე!
ჩემს ქმარს, ჰითს: სულის სიღრმემდე კარგი ხარ, უკეთეს
ადამიანს ვერც კი შევარჩევდი მამად ჩემი შვილებისთვის და
ცხოვრების ბოლომდე ჩემ გვერდით ყოფნისთვის. ბედმა გაგ-
ვიღიმა, შენ რომ გვყავხარ!
დედას: შენ ყველაფერი ხარ ყველასთვის, ეს ზოგჯერ ალ-
ბათ ტვირთია, მაგრამ შენ ამ ტვირთს ღვთის წყალობად ხედავ,
მთელი ოჯახი გიხდით მადლობას!
დაბოლოს უკანასკნელ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელო-
ვან ადამიანს, ჩემს ბებერ მამას, ედის: შენ ცოცხალი აღარ
ხარ, ვერ ნახავ, როგორ იხილავს ეს წიგნი დღის სინათლეს,
მაგრამ ვიცი, მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იქნებოდი. შენ
მე ბევრი რამ მასწავლე ცხოვრებაში, თუნდაც ის, რომ არ არის
აუცილებელი ცხოვრება ისეთ ადამიანად დავასრულოთ, რო-
გორიც ოდესღაც ვიყავით. გპირდები, შენთან გატარებულ ცუდ
დღეებს არასოდეს გავიხსენებ, გავიხსენებ საუკეთესო მომენ-
ტებს და ასეთი ბევრია. მემახსოვრები იმ ადამიანად, რომელ-
მაც ის გადალახა, რასაც ბევრი ვერ გადალახავდა. გმადლობ,
რომ ჩვენი უახლოესი მეგობარი გახდი და გმადლობ ქორწი-
ლის დღეს ისეთი მხარდაჭერისთვის, როგორსაც ბევრი მამა-
კაცი ვერ შეძლებდა. მიყვარხარ და მენატრები!

353

You might also like