You are on page 1of 607

ბანოვანი

შორეული ლანდები

1
ბანოვანი
(დესპინე გელოვანი)

შორეული ლანდები

2
ნაწილი I
აღდგომის მესამე დღეა. გურიელის სასახლის მიდამო სალაშ-
ქროდ გამზადებული მეომრებით შემორკალულიყო. გამწყაზრული
მოკისკასე ლაშქარი მთავრისა და მიტროპოლიტის გამობრძანებას
ელოდებოდა.
ოსმალთა ურდოებს საზღვარი გადმოელახა, გურიის სამთავ-
როს აოხრებას ემუქრებოდა და ლაშქარიც ამ თავხედობის საპასუ-
ხოდ მიიჩქარდა. უეცრად ლაშქარს მოუთმენლობა შეუდგა და გაფა-
ციცებული ხედვით ყველანი სასახლიდან გამოსასვლელ არეს მიამ-
ტერდნენ.
‒მობრძანდებიან, ‒ გაისმა მეომართა ჩურჩული.
მღვდელმთავარმა კვერთხი ასწია და ლაშქარი ლოცვა-კურ-
თხევით დააჯილდოვა; მთავარმა ლაშქრის წინ ფიცი დადო, რომ
მათთან ერთად, ვით ერთი მათგანი მეომარი, უკანასკნელ სისხლის
წვეთამდე იბრძოლებდა; დედოფალმა დალოცა; სასახლის მგოსან-
მა გამამხნევებელი შაირი მქუხარე ხმით სჭექა, ხოლო მთავრის
ასულმა მზიამ მღვდელმთავრის კვერთხთან აღთქმა დადო, ვინც ამ
ომში იპირველებს და ქვეყანას მტერთაგან გადაარჩენს, მას გავყვე-
ბიო ცოლადო.
ბევრს აუთამაშა გული მთავრის ასულის აღთქმამ, ბევრს აფიქ-
რებისა: ღმერთო, მზიასათვის მაპირველეო.
აღტაცებული ლაშქარი წასასვლელად დაიძრა. გზადაგზა მო-
ლაშქრენი ერთმანეთს გამოესაუბრნენ:
– ძაან ნელსაცხებელი კი გვიკლია მთავარმა, ბებურა, ჰა?
‒ მიხვდი ხომ, რეიზა გვიკმია?
‒ რომელი ბაღანე ვერ მიხვდებოდა ამას?
‒ ვითომ მთავრის ხელი ურევია მაგ საქმეში? – რაღა ლაპარა-

3
კი უნდა. დედ-მამის უნებართვოდ შვილს როგორ შეეძლო ამის გა-
ბედვა, მაგრამ ლაშქრის სიმამაცე რომ მეტად გაცხოველონ, ასეთი
კაკალი გულის მომწყვეტი ჯილდო მოიფიქრეს, ალბათ.
‒ ჰოდა, მოდი და თავი დაზოგე კაცმა!
‒ არა, თავი ისედაც არ უნდა დავზოგოთ, ჩემო ძამია, აბა რა უნ-
და ვქნათ. მაგ ურჯულოები აღდგომის წითელი კვერცხის კვლევასაც
აღარ გვაცლიან და რაღა თავდასაზოგავნი ვართ.
‒ მაი ამბავიც მართალია, მამია, მარა ეს ამბავი კი ყველაზე უკე-
თესია.
‒ შენც მართალს ჩივი, ჭაბუკო, მაგრამ განთიადის ვარსკვლავი
ბედის თვალით ვის დახედავს, ღმერთმა უწყის.

ქვეყნის გადარჩენისათვის გარკინებულ გულს მთავრის ასულის


აღთქმის გონებაც მიემატა. გურულთა სიფიცხე და ტანმარდობა
ქურციკთა სისწრაფეს აღემატებოდა, გამბედაობა – მგლურ უკან
დაუხევლობას და ქედმაღლური ყიჟინა ‒ უდრეკელ უძლეველობას.
მაგრამ ოსმალთა ურდოების სიმრავლემ გაგლიჯა მამაცთა სალტე
და მოხდა ხელჩართული ომი,
მოქნეული ხმლების წკრიალმა ჰაერი ააორთოლა და რჩეულთა
სისხლის ჩქეფამ მიწას გულ-მკერდი დაუნელა.
ისეთი თავგამოდებით ებრძოდა ორივე მხარე, რომ ჩანდა მტკი-
ცედ გადაეწყვიტა: ან სიკვდილი, ან გამარჯვება.
ომი უდავო მარცხით იმ მხარესათვის დასრულდებოდა, რომელ-
საც მხედართმთავარს მოუკლავდნენ ან დაუტყვევებდნენ. უამისოდ
უკანასკნელ კაცამდე უნდა ებრძოლნათ. ასეთი მხედართმთავარი
გურულთათვის გურიის მთავარი იყო, ხოლო ოსმალთათვის მათი
მთავარსარდალი, ვინმე ათაჯუყი, კაცი მეტად სახელგანთქმული,
გულადი მეომარი.
ცხარე ბრძოლა შეიქნა. ქართველთა ერთ ფრთას მხედართმთავ-
რობდა გურიელი, მეორეს ‒ ერისთავი.
ოსმალთა სიმძლავრე და მთავრის ასულის ნდომა-სიყვარული
ორივეს ადამიანთა ჟლეტას ჩააგონებდა. ერისთავის სამეთაურო

4
მოედანზე ვამეხ თავდგირიძე ელვა-ქუხილით გამოტყორცნილ მეხს
დაემსგავსა. ოსმალთა მეომრები მისი მახვილით შამბნარივით იცე-
ლებოდა და ძირს დაცვენილთა კვნესა-გოდება მხოლოდ გამარჯვე-
ბის იმედს უორკეცებდა ერისთავს.
ვამეხის ასეთი გამჩანაგებელი თარეში ერთ შორით მდგომ ოს-
მალო მხედარს შეუმჩნეველი არ დარჩა. ასეთი ლომგულად მებ-
რძოლი მას მთავარი ეგონა და ცოფმორეული რისხვით ის იყო ცხე-
ნი თავდგირიძესთან უნდა მიეგდო, რომ ანაზდეულად მთხრობელი
შეეფეთა და მოახსენა, დანამდვილებით გავიგეთ, გურიელი მეორე
ფრთაზე იბრძვისო. მხედარი სიხარულით აღენთო, ვამეხთან განწი-
რულებაში მყოფი მებრძოლნი მყის დაივიწყა, მკერდმაღალ, ვე-
ებერთელა თეთრ ბედაურს მათრახი გადაუჭირა და გააფთრებული
ლომივით ბრძოლის მეორე მოედანს მიაშურა. საბედისწერო სის-
ხლიანმა წუთებმა მოწინააღმდეგეთა მახვილები ერთმანეთს დასა-
ტაკებლად მიუახლოვა. ოსმალთა მხედრები მტრებს მარტო ერთი
მიზნისათვის უტევდნენ. ეს მიზანი იყო ლაშქრის სპასპეტი გურიის
მთავარი.
‒ ათაჯუყ, შენა?! ‒ შესძახა გურიელმა მის წინ აფთრულად მი-
ვარდნილ ოსმალთა მხედართმთავარს და ხმალი მოუქნია.
მოპირდაპირეთა ბედაურების ხტომას მსხვერპლთა გვამები
ხელს უშლიდა, მანძილი ხმლის უგრძესი გამოდგა.
გურიელმა ცხენს ქუსლი ჰკრა და მერანი გვერდულად გადაახტუ-
ნა. – ვერ წამიხვალ, თათარო! ‒ შესძახა გურიელმა. პირველ შეტა-
კებაზე ხმლების პირებმა მხოლოდ ერთმანეთი დაკბინეს. ოსმალომ
ხმალი ხმალითვე აიცდინა. ხორასნულ ლითონთა შეხვედრამ ჰაერ-
ში სატანის ხმით გაიწკრიალა.
გურიელმა ომის ზარხოშში შესული ცხენი უკანა ფეხებზე შეაყე-
ნა, უნდოდა მტერს რაშის ტორებით დაძგერებოდა და ხმალი მტრი-
საკენ გაასრიალა.
გურიელის რაშს საომრად დაქაჩულ ძარღვებში რაღაცამ ზრი-
ალით ჩაურბინა და შუბლგაპობილმა საზარელი ამოგმინვით წინა
მუხლებზე ჩაიჩოქა. გურიელის მიერ სამაგიეროდ მოქნეულმა კი

5
მხოლოდ მიწაა დაკბინა.
მუხთალი ბედის სამდურავის გაფიქრება ვერ მოასწრო გურიელ-
მა, რომ მის თავმოსაკვეთად მოქნეულ ხმალს ანაზდეულად მოვარ-
დნილი მხედრის მახვილი შეედავა და ერთი მიქსევით ათაჯუყის თა-
ვი ძირს გააგორა. თავმოკვეთილ მხედრის მარჯვენა ხელიდან ხმა-
ლი მოწყვეტილ რტოსავით ძირს დავარდა და მარცხენამ კი ცხენის
სადავე უნებლიეთ შეინარჩუნა.
მომშველებელმა მხედარმა დამარცხებულის ცხენს ვერ უსწრო,
რომ უცხენოდ შთენილი გურიელისთვის დასადავებული მიერთმია,
რადგან მან ქაფმორეული ფრთხვენით და გალომებული ტოტების
ბათქუნით პატრონი შორს გაიტაცა. მიჰქროდა ბედაური, თავწაგდე-
ბული მხედარი დარკინულივით ზედ ესვენა და კისრიდან ამოჩქე-
ფილ სისხლს სულ წითლად შეეღება პირუტყვი.
იხტიბარწამხდარი უსარდლო ლაშქარი ორ ნაწილად გაიყო: ერ-
თი ნაწილი გაწითლებულ რაშს იქამდე მისდევდა, ვიდრე მოდუნე-
ბული მხედარი ძირს არ დავარდა, მეორე ნაწილი კი მხოლოდ ათა-
ჯუყის მოკვეთილი თავის გამოხსნისათვის იბრძოდა, მაგრამ აღ-
ფრთოვანებულ ქართველთა ლაშქარს ვერავინ უმკაედებოდა და
ათაჯუყის თავს ათეულობით თავები ემატება.
დაბინდდა. ომგადახდილი გამარჯვებული ლაშქარი პურის ჭა-
მად დამჯდარიყო და მეულუფენი თაფლით მოზელილ პურს და ღო-
რის ლორს ვახშმის ულუფად ურიგებდნენ.
კარავში გურიელსა და ერისთავს იმ დღის თავგადასავალზე სა-
უბარი გაემართათ.
‒ ჭეშმარიტად რომ სასწაული იყო დღეს ჩემი გადარჩენა, – ამ-
ბობდა მთავარი.
‒ სწორედ რომ სასწაული, დაუმოწმა ერისთავმა, ‒ მაგრამ შენ-
თან ერთად იმ იღბლიანზედაც ისასწაულა ღმერთმა, გმირის სახე-
ლი დაიმსახურა და ვგონებ ზეცად მიღწეული ბედნიერი ქადებუ-
ლიც... ‒ უნდა ავუსრულოთ, არა? ‒ დაამთავრა მთავარმა.
‒ ჰა-ჰა-ჰა,‒ ჩაიხითხითა ერისთავმა, დიახ, ბატონო, მაგის თქმა
მინდოდა, მაგრამ მთლად ვერ გავბედე.

6
‒ დიახ, უნდა ავუსრულოთ, მეტი რა გზაა. ფიცით გაცემული აღ-
თქმის უარყოფას ვერც ჩემი ასული იკადრებს და ვერც მე... ვინ იცის,
შეიძლება ბევრი რამ გაგვიკეთა მაგ აღთქმამ.
‒ უტყუარი ჭეშმარიტებაა. ვეფხვებად აქცია მოლაშქრენი.
‒მეც ასე ვფიქრობ... ისე, შემთხვევითი მოვლენის პირობაზე არა
უშავს, ვგონებ, იმ კაცს, ჰა? როგორ იტყვი, ერისთავო?
‒ ჩემი ფიქრით დიდ სიღბლოდ უნდა ჩავთვალოთ, რომ... –
კვლავ ვერ დაამთავრა ერისთავმა სათქმელი.
‒ ვინმე ყაზილარს არ ხვდა ჩემი მზია, არა? დიახ, ბატონო, დი-
დად სასიხარულო ამბავია.
‒ თვალ-ტანად არა უშავს, ვგონებ, არა?
‒ რა ბრძანებაა, ბატონო! ტოლს და სწორს ვერ უპოვნი. ნამდვი-
ლი ყარამან ყანთელია, შენმა სიცოცხლემ.
‒ თავდგირიძეს დამიძახეთ! – ბრძანა მთავარმა.
‒ უნდა მოგახსენოთ, რომ თავდგირიძემაც ნამდვილი შეუპოვა-
რი გმირი მებრძოლის სახე გვიჩვენა.
‒ არა, მე ნუ მოგიკვდე?!
‒ ოო, შენმა სიცოცხლემ, ნამდვილი ჯაჭვაწყვეტილი ამირანი
იყო, ვეფხვივით გამბედავი, ლომივით დაუღალავი, საკვირველი
მოსაზრებელი, ხერხიანი და წარმოიდგინეთ, ასეთი მისი ცეცხლი
მთელ ლაშქარს გადაედო.
კარავში თავდგირიძე შემოვიდა.
‒ შენს ქებაში ვიყავით ახლა, თავდგირიძევ, და ეს ქება, რა თქმა
უნდა, შესაფერ მადლობასაც იმსახურებს, მაგრამ ეს შემდეგისათ-
ვის და ახლა კი გელოვანი ჩემს კარავში მომიწვიე, რომ მადლიერე-
ბაც გამოვუცხადო და სამშვიდობო პური ერთად ვჭამოთ. შენ რას
შვრები? დაღლილი ხომ არა ხარ?
‒ არა, ბატონო, რა დროს დაღლაა.
‒ მაშ, უგუნებოდ რათ მეჩვენები?
თავგირიძეს გული განუკრთა, გულის იარას არ მიმიგნოსო და
პასუხი ჰკადრა: ‒ უგუნებოდ ყოფნა, ბატონო, ომის დასასრულს ყო-
ველთვის თანა სდევს.

7
‒ ჰო, მართალი თქმაა. ჩადენილი საშინელებანი მერე აუმ-
ღვრევს გულს კაცს.
იჭვით გულდაკოდილი თავდგირიძე გელოვანთან წავიდა. გური-
ელმა ერისთავს ხმადაწეულად მიმართა:
‒ ჩვენ შორის დარჩეს და ერთი მხრით დიდი ცოდო გვედება კის-
რად: რამდენ ყმაწვილკაცთა გული დაიკოდა ახლა მოლოდინის
გაწბილებით.
– ოო, საშინელი ნიორწყალი გადაესხათ საწყლებს.
– მეც რომ ვიყო იმათ ადგილზე, გულის დაჩაგვრას ვიგრძნობდი.
‒ რა თქმა უნდა, კიდეც გრძნობენ ალბათ და ზოგიერთნი გადა-
ჭარბებულადაც.
‒ ბედი ჰქონია იმ კაცს და რას იზამ.
‒ ბედი, მაგრამ რა ბედი, თუ მას დაფასების უნარი აქვს, ოსმა-
ლებზე უნდა ილოცოს და იმათი სარწმუნოება უნდა მიიღოს.
‒ ჰა-ჰა-ჰა, – გადაიხითხითა მთავარმა, რამ გადაგრია კაცო, დი-
დი სჯულიერნი მაინც არ არიან, ვგონებ, სვანები და შენ კიდევ რას
ამბობ?
კარავში თავდგირიძის შემოძღოლით ხახუტა ასათიანი და მთი-
სოდენა სვანი შემოიმართნენ. თავაზიანი მოკრძალებით შედგნენ
და მთავარს სალამი უთხრეს.
მთავარი წამოუდგათ, გულწრფელი აღტაცებით შეხვდა მათ და
ორივე მხურვალედ გადაკოცნა.
– თქვენ ორთაგან ქვეყნისადმი გაღებული სიკეთე ცის სივრცეს
აღემატება ჩვენთვის და დედამიწის სიმძიმეს, – მიმართა მთავარმა
ქებათა ქებით, – შენ, ხახუტა ჩემო, არ მაკვირვებ, რომ საერთო უბე-
დურების დროს მომეშველე და გმირ სვანთა რჩეულებით ლაშქარი
გამიძლიერე. ეს ეგრე შეჰფერის ერის მოკეთეს და ჩემს მოყვარე ნა-
თესავს, მაგრამ არც შენგან მიკვირს ეგეთი სასწაულებრივი გმირო-
ბა, ‒ მიუბრუნდა გელოვანს, ‒ ბუნებას ეგოდენ მრავალფეროვანი
სიკეთით დაუგვირგვინებიხარ, რომ აღარ მაკვირვებს, თუ ამ ძლე-
ვამოსილებამ მხედართმთავარი ათაჯუყიც შენ წინ წამიერად შეაკ-
ვირვა. ალბათ ეს წამი იყო, რომ მე და ჩემს ლაშქარს სიცოცხლე და

8
გამარჯვება გვარგუნა. ამის სანაცვლო საზღაური არც ისე ადვილია,
თავადო, და შენი სახანგრძლივო განშორება კიდევ უფრო ძნელი.
ამისათვის ურიგო კადნიერებად ნუ ჩამითვლი, თუ მოყვრობა შე-
მოგთავაზო, სჯულიერად იმეუღლე ჩემი სულის სწორი ასული მზია.
მაიზერ გელოვანმა იგრძნო, ჩემს ბედის პატრუქს მადლიანად
მოკიდებიაო, მიზანს მიღწეულმა გულმა სიამოვნებით ჩამოჰკვესა
და მთელ ტანში ნეტარება აგრძნობინა.
მთავარმა დაამთავრა სათქმელი თუ არა, მაიზერმა მდაბლად
თავი მოიხარა, თანხმობის ნიშნად ვაზნიდან ტყვია ამოიღო და სვა-
ნური წესით მთავარს მიართვა. ნასიამოვნებმა მთავარმა ოქროს
ზარნიშზე ძვირფასი ქვებით მოოჭვილი დამბაჩა ქამრიდან ამოიძრო
და სასიძო დაასაჩუქრა.
მაიზერმა კვლავ მდაბლად მადლი გადაუხადა, დამბაჩა ქამარში
გაირჭო და ხმალი აიძრო.
‒გთხოვ, შენდამი ერთგულად ნამსახური ხმალი ჩემგანაც ისა-
ჩუქრო, მთავარო. პირი ალმასნარევი აქვს და ვადა ოქროთი ნაჭე-
დი, ‒ თქვა და ქებაშესხმული ხმალი მოკრძალებული თავაზით მი-
ართვა.
მოყვრობის საწინდარი მეფური სიტყვით და სვანური დაურღვე-
ველი წესით დაიდო. ტყვია პირობის დამრღვევის საპასუხო ნიშანი
იყო.
იჩქითი მოყვრობის გამოკვეთამ იქვე მდგომ ვამეხ თავდგირიძის
გული თითქო მოწამლული მახვილის პირით განკვეთა და ტკივილ-
მა მთელ ტანს ელვისებური სისწრაფით დაუარა. თითქოს უნდოდა
მომხდარი ამბავი შეყვარებულის ყოველ ძარღვს გაეგო, მაგრამ
ვაჟკაცის ქედმაღლურმა თავშეკავებამ ეს განცდა სხვისდა საცნაური
არა ჰყო.
‒ ვამეხ, ‒ მიუბრუნდა მთავარი, ‒ მე მსურს დედოფალს და სამ-
თავროს ერთი გმირის ამბავი მეორე გმირმა აუწყოს. ახლა ხომ ვი-
ცი, ჩემს სამთავროში სვლა უშიშრად შეგიძლია. სახიფათო, მე მგო-
ნი, აღარაფერია. უსჯულოთაგან გზები გაწმენდილიაო, მომახსენეს.
‒ ხიფათის მე არ მეშინია, მთავარო, რადგან თვით ხიფათი ვარ,‒

9
მოახსენა თავდგირიძემ, გული მახვილნაკრავივით შეუქანდა, გა-
მომშვიდობების სალამი გამოსთხოვა მთავარს და კარვიდან გავი-
და.
‒ ჰმ! საერთო გამარჯვებამ ნუთუ ჩემი წაგება და განადგურება ჩა-
მოძერწა! – ჩაილაპარაკა კარვიდან გამოსულმა ვამეხმა.
რამდენიმე წუთის შემდეგ იგი დალაგმულ ბედაურს გურიის
მთავრის სასახლისაკენ მიაგელვებდა.
„ეჰ, როგორ ჩამიქრა მთელი ჩემი მომავლის, მთელი სიცოც-
ხლის კანდელი ასე უშუქრად! — დაეუფლა ფიქრები ვამეხს, — ახ-
ლა მახარობლის სახით მივდივარ, რომ ჩემთვის ჩამქრალი სხვის-
თვის აინთოს. ოო, მზია, მზია! რა ჰქენი ეს? რისთვის გაბედე ეგეთი
თავგანწირვა! ეგებ მისთვის, რომ გეგონა, პირველობა მე ბედშავს
მხვდებოდა და მისთვის, მისთვის მითხარი გამომშვიდობებისას გი-
სურვებ პირველობით დაბრუნდეო... დიახ, ამ ორი სიტყვით გინდო-
და, რომ მივხვედრილიყავ შენს უმანკო სურვილს, ოოჰ! რათ მინდო-
და შენი წამქეზებელი სიტყვა, ოდეს მთელი ქვეყანა იმად მიყვარს,
სიცოცხლე იმად მინდა, სიქველე და სიძლიერე მხოლოდ იმად გამ-
ხდომია იმ მიმზიდველად, რომ შენ მოგწონდე, შენ გიყვარდე, შენი
ყურადღება დავიმსახურო. მაგრამ შენ არ იცი, ჩემო ანგელოზო, თუ
რა უკუღმართად შეტრიალდება ხოლმე ლაშქრობის ჭადრაკული
ბედი. იგი ხშირად შემთხვევით მოვლენაზეა დამოკიდებული და არა
მარტო მეომრულ ცოდნაზე და ვაჟკაცობაზე... ოო, როგორ მახრჩ
ობს ის აზრი, რომ შეიძლება დასტურ მე ვიყავი შენი ასეთი ალალ-
ბედური აღთქმის მიზეზი, რომ განდიდებული ოჯახისაგან დადებუ-
ლი ჯაჭვი ამით გაგეწყვიტა... შენ დასაფრენ რტოდ მე მგულისხმობ-
დი განა? და აჰა, ვაგლახ, ვის ხვდა ეს პირველობა!.. ნუთუ, ნუთუ, გა-
მოსავალი არსითღა ღარჩა?
ცხენს ლაგამი მოუწია, შედგა და გონების თვალი უკუნეთ უფ-
სკრულს ჩააშტერა.
„მოდი, გზაში თავდასხმას მოვაწყობ და სვანს გულში ტყვიას
დავცემ, – ათათბირდა ერთი აზრი ვამეხის შინაგან ზრახვებში, მაგ-
რამ რომ გამიმჟღავნდეს?... ოო, ეს ხომ საშინელება იქნება. ქვეყნის

10
გადამრჩენი და მთავრის სასიძო... მაშინ ხომ მზიაც შემაჩვენებს!
დავობდა მეორე კაცი ვამეხში. მაშ, რა ვქნა, რა დაუღწეველი ხუნდე-
ბით შემბოჭა ჩემმა წყეულმა ბედმა!“
ამ ფიქრებით გარინდულ-გასავათებული მხედარი მოახლოვე-
ბულ მხლებელთა შეკითხვამ გამოაფხიზლა.
‒ ბატონო, მართალია რაღაც ჭორი, რომ კარვიდან კარვამდის
აფაჩუნდა, ამაღამ მთავარმა გელოვანი დაწინდა სასიძოდო?
ვამეხის გულიდან თითქო სისხლის წვეთებმა ჩამოღვენთა, შეინ-
ძრა, შეიწმახა და მკვახედ უპასუხა:
‒ განზრახვაა.
‒ კარგი შვილი კია და დიდი საქმეც უყო ქვეყანას, ბატონო, რომ
ის არა, მთავრის საქმე დაღუპული იყო და ჩვენც ხომ მთლად განად-
გურებული ვიქნებოდით, – თქვა ლაშქრის კაცმა ნიკოკიამ.
‒ ო, ნამდვილ წმიდა გიორგივით წაადგა თავს იმ დასაღუპავ
შეთში მთავარს, ‒ დაუმატა სიკოიამ.
‒ არც ამდენი, თქვენ რომ აზვიადებთ, შემთხვევითი მოსახდენი
იყო და თქვენც რომ ყოფილიყავით იქ, ასე მოიქცეოდით,‒ გაუწბი-
ლა ვამეხმა.
‒ ჩვენ გარდა სხვებიც იყვნენ, ბატონო, აბა მარტო კი არ იყო
მთავარი, მარა ყველა ისე წაახდინა იმ შეჩვენებულის ქარბუქივით
მოვარდნამ, რომ ხელი ვეღარავინ გაანძრია. ჯადო ჰქონდა თუ რა-
ღაცა იმ მამაოხრის შვილს, აღარ ვიცი.
‒ არ მიყვარს მშიშარა კაცი.
‒ მშიშარა არა ვარ, ბატონო, მაგრამ ვერც მაგისთანა ვაჟკაცო-
ბას დავიქადნი სწორედ, ‒ გამოტყდა სიკოია, ტყვილია მაგი ამბავი,
რომ სიკოიას ხელით მოქნეული ხმალი ისე ერთი მოქნევით გადას-
ცელავდა ათაჯუყის მოზვერივით ჩამკვრივებულ კისერს, და მერე,
ბატონო, თვალის შემართვა არ უნდოდა იმ ხვადი დათვივით გადმო-
გოროზებულ თვალებს, ცეცხლს რომ ყრიდა შიგნიდან! არა, ბატო-
ნო, გვარიანი მარჯვე ბიჭი გახლავარ და ჩემს ტოლს თათრებს მუს-
რიც გავავლე, მაგრამ მაგფერი უცნაურის შეხვედრა ჩვენმა წმიდა
კვირიკემ მაშოროს.

11
ისეთი ხუმრული კილოთი ამბობდა სიკოია, რომ თანამგზავრები
გააცინა.
– კარგი საქმე ქნა, ჩემო ძმაო, იმ სვანმა, მარა კარგ სამაგიერო-
საც უპირებენ თურმე. მეტი რა უნდა მაგ მამაკურთხეულის შვილს, ‒
თქვა ესიკამ.
‒ კიი, მაგას მართალს ამბობ სწორედ. გურიის მზეთუნახავის
პოვნა ასე ადვილი კი არ იყო, შე მამაცხონებულო, თორემ, ვის არ
ეწოდა მისგან თვალები. ამბობენ, კახთ ბატონიშვილიც ელამუნებო-
დაო, მაგრამ გურიელმა თავი მოიყრუაო.
‒ მეც ასე გამიგონია, ‒ დაუმოწმა ესიკამ.
‒ ასეა ეს. მაგისთანა ქალს ვინ არ ელამუნებოდა. მახსოვს, ამას
წინაზე, ჩარდახზე გამობრძანებულიყო და თვაღი შევკარი, მარა...
გავწყდე ყველაფრით, თუ თავის დღეში ჩემთვის მზეს და ცეცხლს
დაეწვოს ისე თვალები, როგ.რც იმ დალოცვილის შეხედვამ. იმე, ასე
მეგონა, ცინცხალი ნაკვერჩხლები მომაყარა თვალებში-თქო, და
ისარივით გავვარდი მეორე მხარეს.
– ვაი შენი ბრალი, ერთი ურქო ცხოველივით ყოფილხარ: ვარ-
დის სუნი თავბრუს ასხამს თურმე,‒ გაეხუმრა ესიკა.
‒ მე კი არა, მგონი იმ თქვენს სვანსაც დაახვიოს თავბრუ.
‒ რაღაც ბედად, იმას შენფერი თავი არა აქვს თორემ.
‒ რას ჩააცივდი, ამ ჩემს თავს, ბიძია! ეგებ, სულაც არ მოეწონოს
მისი თავი და პირუკუღმა გააბრუნოს.
‒ მაგის ნება აღარა აქვს.
‒ ვის არა აქვს ნება! მთავრის ქალია, თორემ შენი ციცა კი არა.
‒ შე ყაზილარო, აღარ გახსოვს აღთქმა რომ დასდო? და მთავარ-
საც მეტი გასაქანი აღარ ჰქონდა, ასე უნდა მოქცეულიყო,
– ესიკა, შენ ნამეტანი ზღაპრებს ამბობ, ღმერთმანი.
‒ ღმერთის მადლმა, მართალს ვამბობ. თვით ერისთავმაც ბრძა-
ნა ახლა, მთავარი უსაცილოდ ასე უნდა მოქცეულიყოო.
‒ აბა მართალი მითხარი, ჩვენ მიქელ გაბრიელს გაფიცებ: მე
რომ მომემოქმედა ის, რაც იმ სვანმა ქნა, მეც წამყვებოდა?
‒ რა თქმა უნდა.

12
‒ ესიკა ჩემო, ნუ მომკალი კაკალი კაცი!
‒ კაცო, ხუმრობა საქმე ხომ არ არის მღვდელმთავრის კვერთხსა
და ოლარქვეშ, მთავრის და ლაშქრის წინაშე დადებული! აღთქმის
გაწბილება და უარყოფა! სად გაგიგონია ამისთანა ამბავი! შენ კი
არა, მაწანწალა მათხოვარს რომ ექნა ასეთი საქმე, იმას წაყვებოდა.
‒ ვაი დედასა ყორნისასა! რათ არ შეასკდი კვერცხივით იმ წაწ-
ყმეტილ თათარს, შე ოხერო სიკოია.
‒ იმიტომ, ჩემო ძმაო, რომ არ შეეძლო მეტი საწყალ სიკოიას.
‒ იჰ, რა დღე მომესწრებოდა, შენი ჭირიმე, ჰა? თვალებს რომ
დაგწვავდა?
‒ დაეწვა და ჯანდაბას ჩემი თავი. ესიკამ გემოიელად ჩაიხითხი-
თა. ვამეხი კი მათ საუბარს ყურს უგდებდა და თავის საფიქრალს
ფიქრობდა:
„ჰმ! როგორი გაკვირვებით იკითხა სიკოიამ, მე რომ მომემოქ-
მედა, რაც სვანმა მოიმოქმედა, წამყვებოდაო? ერთიც ვნახოთ და
ასეც მომხდარიყო, რას იზამდა. მაშინ მზია? წაყვებოდა? ნუთუ ქა-
ლისთვის მარტო გამოჩინებას და საუცაბედოდ შექმნილ პატივ-დი-
დებას აქვს ფასი და მოწონება? მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ქალი
ამ ამაღლებული სიყვარულის და დაფასების ღირსი არ ყოფილა...
მაგრამ ამავე დროს, მზია რომ მაინც ყველაფერია ჩემთვის, ამას
სად უნდა გავექცე!.. ოო, რა მუხანათურად დამასწრო ეშმამ თორემ,
როგორც მითხრეს, ათაჯუყს რომ მხილველი არ მოსვლოდა, ჩემკენ
მოისწრაფოდა თურმე და ჩემი მაჯის ძალას და გულის გამბედაობა-
საც მაშინ გავაგებინებდი ყველას, მაგრამ რას იზამ კაცი, თუკი ბე-
დია მაყივნებელი!“ ‒ ამასობაში ვამეხის თანამებრძოლმა ნიკოკიამ
ესიკას უთხრა:
‒ მე კი არ მეგონა, თუ საბოლოო გამარჯვება ჩვენს ფრთას არ
დარჩებოდა. რა ამბავი იყო, კაცო, ჰა?! ღმერთო, რა სიტყვამ უნდა
გამოთქვას, რაც ჩვენ ვნახეთ და განვიცადეთ. ასე გეგონებოდა, ამ
საშინელებამ ცა შეაკრთო და მზეს თვალები დახუჭიაო. შევაწყდით
კაკალი ხალხი ერთმანეთს.
– ოო, ამბობდენ, ამბობდენ, სწორედ, ხუთ თათარზე ერთი ჩვენი

13
კაცი მძლეველი გამოდიოდაო. ჩვენთანაც ასე იყო, ‒ დაუმოწმა
მთავრის სიმაგრეში მებრძოლმა ესიკამ.
‒ ერთი სიტყვით, ამ ორმა კაცმა გადაარჩინა ქვეყანა, ‒ განაგ-
რძო ნიკოკიამ, – მაგრამ უკეთესი კი იქნებოდა, რომ მთავრის სი-
მაგრესაც თქვენ მიმველებოდით, ბატონო. ჩვენებური ნათქვამია:
შორს მოყვარეს ახლოს მტერი სჯობიანო, მისი არ იყოს, ბარემღაც
შორეულს ახლობელი სჯობიან ქვეყნის მოყვრად და მოკეთედ,‒ მი-
მართა თავდგირიძეს ნიკოკიამ და მის მტკივან იარას კიდევ მეტი
ტკივილი მიაყენა.
‒ დრომ აღარ დაგვაცალა, ჩემი ნიკოკია, ათაჯუყის პირისპირ
შეხვედრა ბედმა არ მარგუნა, თორემ მისი ჩამკვრივებული კისერი
და გოროზი თვალები სიკოიასავით ვერ წამახდენდა, მაგრამ როდე-
საც ბედი იძუნწებს და ყოფას გაგიდუხჭირებს, მაშინ ყოველივე
ამაოა. გელოვანი კი გურიელის სიმაგრეში იყო და, რა თქმა უნდა,
შეეძლო მიშველებოდა.
‒ არა, ეს ყველაფერი კაი ამბავია, ბატონო, მარა ერთი ესეც გა-
მაგებიეთ — ამ გურიელების გნოლის ჯოგს სიდან გამოგვერიენ ეს
სვანები მითაჟამის ვაცებივით? ‒ იკითხა მოუსვენარმა სიკოიამ.
‒კაცო, ეს აღარ იცი? ‒ გაუწბილა ესიკამ. აბა შენ თუ იცი, გვით-
ხარი.
‒კაცო, რავა არ გეტყვი. ამხელა ნასიკეთკარი რომ კაცმა არ
იცოდე, თავის მოჭრაა.
‒ ჰოდა, თქვი და გადამარჩინე ბარემღაც ამ თავის მოჭრას.
‒კაცო, კოჭიბროლა ნადედოფლარი არ იცი, ვინ არის?
‒ არა.
‒ მისი ქმარი ხახუტა ასათიანი?
‒ არც ის.
‒ ჰოდა, არაფერი არ გცოდნია, ჩემო ძმაო, და რა გიყო.
‒ თქვი, შე კაცო, დააყენე საშველი! რომ ვიცოდე, შენ კი აღარ
გკითხავდი.
‒ ლეჩხუმელების ლაშქარს რომ უხუცესი კაცი თავად და უფრო-
სად უძღოდა წინ – მაღალი, ტანადი, მეტად კარგი სახიერი. არ დაგი-

14
ნახავს?
‒ დიდ ფორაჯ ცხენზე რომ იჯდა, ის თუ? ჰო, იმ ფერი ცხენი სხვა
არ გვერია.
‒ ჰო, ის რავა არ ვიცი, შე კაცო, იმ ცხენის სურვილმა გული და-
მილია, ძალიან ცხენია.
‒ აი, ის არის, კოჭიბროლა ნადედოფლარის ქმარი, ლეჩხუმელი
ხახუტა ასათიანი და თვით კოჭიბროლა კი ჩვენი მთავრის მკვიდრი
ბიძაშვილია. და ახლა, რომ გაუგია მისი სათავისახლო ქვეყნის ასე-
თი გაჭირვება, სულ მისი ფეხით შემოუვლია ლეჩხუმ-სვანეთი და შე-
უთხოვია ყველასათვის, მოგვშველებოდნენ. ხომ იცი, ქართული
ზრდილი თავაზიანობა ქალისადმი როგორი ვიცით და უარის თქმა,
გაწბილება ყველამ თაკილა თურმე და თავადიც ბევრი წამოყვა და
გლეხიც. წინამძღოლად ქმარი მიუჩინა და ხომ შეხედე, რა სიკეთე
გვიქნეს და შენმა უმადურმა ენამ კი ვაცები შეარქვა.
‒ არ ვიცოდი, შე კაცო, მთლად ასე კარგად და რა მექნა.
‒ ჰოო, ამიტომ ვაციც შენა ხარ და ვერძიც, შე ენამწარე მასხა-
რავ!
‒ ჰო, შე კაცო, ჰო, არც ჩვენ დავრჩენილვართ სირცხვილეულნი.
ხომ გახსოვს, ჩვენთან რომ ყიჟინამ მოაწია: ათაჯუყი მოკლეს, ათა-
ჯუყი მოკლესო და ამ დროს თავმოკვეთილი მხედარიც ჩვენ წინ
ცხენმა მოჩვენებასავით გამოაქროლა, მაშინ ხომ უყურე როგორ იბ-
რუნა პირი მტრების იხტიბარწამხდარმა ლაშქარმა. რომ მარჯვედ
არ ვყოფილიყავით, კიდეც დაგვიძვრებოდნენ ხელიდან. მაგრამ
ჩვენ გაგულდიდებულმა მებრძოლებმა ელვის სისწრაფით გზა მო-
ვუჭერით, ხუთასამდი თავშიშველი და იარაღაყრილი ტყვე სატყვეო
რკალში წამოვასხით და კიდევაც ვცხონდი კაკალი კაცი.
‒ ჩვენ კი ვცხონდით, ჩემო სიკოია, მარა ბევრი რომ დედის და-
უტირებლად ყვავ-ყორნის წერად გახდა, იმათ რაღა ეშველებათ? –
ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ესიკამ.
‒ ვინ იცის, უსამართლობით სააქაოს დამკარგავთ ეგებ ღმერ-
თმა ნათელდამდგარი საიქიო მიანიჭოს.
‒ ეჰ, სოფელ-ქვეყნისთვის კი დაკარგულია, შენ რაც გინდა, ის

15
თქვი.
– არა, მაინც რას გვიშობიან ეს ურჯულოები რომ ვეღარ გაძღენ
ჩვენი სისხლითა და ნადავლით, ამისთანა გაგონილა სადმე! გვგო-
ნია გავრეკეთ, მოვიშორეთ თავიდანა-თქო და კარის მიხურვას ვერ
მოვასწრებ, რომ ისევ თავს დაგვესხმიან. დასწყევლის ღმერთი მათ
ფესვსა და ნატამალს.
‒ სულ რამდენი კაცი დავკარგეთ, ნეტავი? იკითხა ნიკოკიამ.
‒ ხუთასამდე კაცი მოგვიკლეს, ორასამდე დაჭრილია, ‒ უპასუხა
ვამეხმა. – მაგრამ გული მით ითმენს, რომ არც ერთი მხდალი და
ლაჩარი არ გამოგვრევია და სიკვდილ-სიცოცხლე ორივე ნამუსიანი
სახელით გავინაწილეთ.
ამ თქმით გულში ყველას უეცარი სიჩუმე ჩაესვენა და ვამეხმა
ისევ წამების ფიქრები განაგრძო.
„მივდივარ, მაგრამ სად? მზიასთან?.. იმ მზიასთან, რომელზედაც
აწ ოცნების უფლებაც არა მაქვს და აქამდე კი ოცნებით შექმნილ
იმედებს აღფრთოვანებული გულით ჰაერში ავყვებოდი ხოლმე და
მთელ სამყაროს ღვთიური ღიმილით მიმოვიფრენდი. ჩემი ფრთები
მკვეთრი იყო და საფრენი ჰაერი მსუბუქი. აწ კი გამუხანათებულმა
ჩემმა ბედმა ფრთები შემკვეცა და ჰაერი დამიმძიმა, ვაჟკაცის მქუხა-
რე სისხლი მომიდუნა და სანატრელი სიცოცხლე შემაძულა... ოო,
რა მებრალვის ადამიანი მით, რომ მისი ცხოვრების მოწყობის ძა-
ლაუფლება მის გარეშეა. ასეთ გაჩენას რამდენად სჯობს, რომ არ
გაჩნდეს კაცი“.
გურიელმა ბუკი დაჰკრა,
დადიანმა ნაღარაო,
გოგო შენმა სიყვარულმა
გამირია ჭაღარაო.
წამოიწყო ესიკამ.
ცამ ღრუბლები ააბოლა,
მზის სხივები დაფარაო,
ლამაზ ციცას სიყვარული
გულმა ვეღარ დაფარაო.

16
დაუნაცვლა სიკოიამ, მაგრამ რადგან გაჯოჯოხეთებულ ვამეხი-
სათვის სიმღერას საამო ზეგავლენა აღარ მოჰქონდა, ესიკას გასძა-
ხა: ‒აბა, ესიკა! ცხენები ჩქარ ნაბიჯში ჩააყენეთ, გავუჩქაროთ.
გურიის მთების კალთების სამგლოვიარო. მდუმარება მხედარ-
თა წყნარმა ღიღინმა და ცხენების ფლოქვთა რაჩხარუჩხმა გამოა-
ცოცხლა.
ომისგან გამოწვეული ნაღვლიანობა გურიელის სასახლეს და
ხალხის ქოხმახებს თანაბრად დაუფლებოდა. მტერთაგან აკლება-
აწიოკების შიში ისევ ჰქონდათ. იგონებდნენ ომში დაღუპულებს.
იგონებდნენ და სულ ცრემლად იღვრებოდნენ. აღარავის არ დასთა-
მაშებდა სახეზე კმაყოფილების ელფერი და სიხარულის ნაპერწკა-
ლი. დედა შვილს დასტიროდა, ცოლი ‒ ქმარს, და ‒ ძმას, მეგობარი
‒ მეგობარს, ყველას თავთავისი სანაღვლო გაჩენოდა. მთელ ლაშ-
ქარს გმინვა-ვაება შედგომოდა.
მთავრის ასულის მოთაყვანე მგოსანიც უნუგეშო ნაღვლიანობას
შეეპყრო და სასახლის ბაღში დამჯდარი მტანჯველი ფიქრებით იხუ-
თებოდა.
„საკვირველია! ‒ ფიქრობდა მგოსანი, ‒ რა საალალბედო მო-
რევში გადაისროლა მთავრის ასულმა თავისი ბედის გასაღები? ნუ-
თუ თვისმა სინორჩემ ეგრე შეაცდინა, რომ ჰგონია ყველას თანამეც-
ხედრობა შეუძლია? თუ მართლა ლაშქრის წასაქეზებლად თავი აზ-
ვარაკა?.. ნუთუ ჯერ მის გულს ჭაბუკთ სახმილი არ შეხებია? მაშ, რას
ნიშნავდა, თავდგირიძეს რომ გზა დაულოცა და პირველობა უსურ-
ვა? ოო, რა მწვავე ტკივილით ჩამწივლა ყურთა სმენაში ამ მო-
ულოდნელმა სიტყვებმა და რა ნაღვერდალი ჩაჰკეტა ჩემს გულში...
დიახ, ეჭვს გარეშეა, რომ თავდგირიძის სახელით არის მისი მსხვერ-
პლი გაღებული, მაგრამ განა ომის ბედს ნატვრა და სურვილი
სწყვეტს? ერთიც მოხდეს და ომის შემთხვევითმა წუთმა ვიღაც მდა-
ბიო აპირველა. მერე რასა იქმს მზია? აღთქმულ სიტყვას ხომ ვერ
გაექცევა და ზღაპრული მეწისქვილის ბედი მასზე უნდა განმეორდეს
– ახალი თქმით, ახალი საკვირველებით და მისი ჩემდამი ცით მო-
ნაშუქი ღიმილი, უბრალო ლანდად უნდა დარჩეს, მეტი არაფერი?

17
ჰოი, საშინელებავ!“ ‒ ამოიგმინა მომშხამველი ფიქრებით გულდამ-
ძიმებულმა და სულშეძრწუნებულმა მგოსანმა.
იქით სასახლე ჩაფიქრებული ბრძენივით მდუმარებდა და ეს
მდუმარება მზიას გულამოსკვნილ ლოცვას ხელს უწყობდა. ხატის
წინ დაჩოქილი მზია უზენაესს შესთხოვდა მტერთა ძლევასა და ლაშ-
ქრის შინ მშვიდობით მოსვლას.
მწუხარებით მიქვავებელი ქვეყანა ავლილ მხედართა ცხენების
თქარათქურმა გამოაფხიზლა და მთელი სოფელი მოუთმენელი სის-
წრაფით უკან აედევნა.
‒ ჩქარა, ჩქარა გაიქეცით. გაიგეთ ჩვენი ბედი თუ უბედურება, ‒
მისძახოდნენ ადევნებულ ქალებს და ბავშვებს ყავარჯენზე დაბჯენი-
ლი ათრთოლებელი მოხუცები. მხედრების პირიდან ღვთიური სიტ-
ყვა მოისმა:
‒ გაიხარე, ქვეყანავ! გავიმარჯვეთ! დავთრგუნეთ უსამართლო
მტერი!
სოფელს სიხარულის და ნეტარების ჟრუანტელმა დაუარა, ხალ-
ხმა კარ-მიდამო მიატოვა და გამარჯვებულ ლაშქარს დაედევნა. რო-
ცა მთავრის სასახლეს მიადგნენ, ხალხი კაი ძალი იყო.
დამბაჩების ხმამ ხატის წინ მლოცველი მზია შეაკრთო, იგი უეც-
რად ფეხზე წამოდგა და კარებისკენ გაემართა. სასახლის ალაყაფი
გაიღო, აღფრთოვანებული ხალხი და მხედრობა „ქრისტე აღსდგას“
გალობით აგუგუნებდნენ.
დარბაზის კარებში მახარობელი რაინდები ძლევამოსილი იე-
რით შემართნენ და დედოფალს გამარჯვების ხარება მოახსენეს.
დედოფალი და დარბაზის ერი აღფრთოვანებამ მოიცვა. სიხარუ-
ლით გასხივოსნებულმა დედოფალმა ვამეხი ოქროს ხმლით დაასა-
ჩუქრა, ხოლო მხლებელი ჯარისკაცები აზნაურობის ბოძებით.
‒ პირველობა ვის დარჩა?‒ ცოტა მკრთალი ხმით შეეკითხა დე-
დოფალი ვამეხს.
ვამეხს თითქოს მთელი ომის სიმძიმე ამ წუთში დააწვაო თავს,
სულთქმა დაეხუთა, გული ყელში მოებჯინა და სათქმელი „გელოვა-
ნი“ კბილებმა შუაზედ გადაუჭრა.

18
დედის გვერდით მდგარ მზიამ ცივი ჟრჟოლა იგრძნო ‒ მიხვდა,
რომ მისთვის უნდომი ვინმე იყო, პარგადამკრთალმა თავი ძირს და-
ხარა. „მეტი გზა აღარა მაქვს, გაიფიქრა ვამეხმა, – ჩემი სიკვდილის
განაჩენი მევე მევალება გამოვაცხადო“.
‒ მთავრის დავალებით წილად მხვდა, დედოფალო, ჩვენს გა-
მარჯვებასთან ერთად მოგახსენოთ, რომ ბედმა თქვენი სიძობის
ღირსად ჰყო ლეჩხუმ-სვანეთის ბატონის ფაქა გელოვანის ძე მაიზე-
რი, ჩვენს ლაშქრობაში პირველობით ცნობილი, ‒ მოახსენა თავ-
დგირიძემ, მახარობლებმა დედოფლის წინ მუხლი მოიყარეს.
დარბაზის ერი შეირხა, შეწრიალდა და მრავალთა სახემ გან-
კრთომა და შური აღიბეჭდა.
მზიამ საშინელი ბრაზი იგრძნო საყვარელი ჭაბუკისადმი.
„ოჰ, საძაგელო! ნუთუ ამაზე მეტი ძალა ვერ შეგძინა ჩემმა სიყვა-
რულმა!“ – უხმოდ და უსიტყვოდ ჩურჩულებდა წყენით აფართქალე-
ბული ასულის გული.
‒კურთხეულ იყავ, შვილო, რომ შენმა უმანკო აღთქმამ ზეცად მი-
აღწია და საქმისტიანოს გამარჯვება არგუნა,‒ წარმოთქვა დედო-
ფალმა და შვილი გულში ჩაიკრა.
მზიას ლამაზ თვალებს ორი ალმასის წვეთი მოწყდა და მდუმარე
უკმაყოფილების ნიშნად დედას კალთაში ჩაუვარდა.
დედოფალმა ამაყად თავი ასწია, ბრძანება გასცა და მახარობელ
რაინდებს ბაჯაღლო ოქრო უხვად თავს გადააჭარეს.
სახლთუხუცესმა საზეიმო მარაგის გაცემის განკარგულება ჰყო
და მალე სასახლეს ლხენა-ბედნიერების კალთა გადაეფარა.
დაღამდა. სასახლე სადღესასწაულო სიჭარბით გააჩირაღდნეს.
გულდაჯავრიანებული მზია მოდღესასწაულე სასახლის ჟრია-
მულს განშორებოდა და უცხოდ ნაშენი ბაღის ერთ კუთხეში მჯდომი
თავის მოულოდნელ ბედს ნაღვლობდა.
– ოჰ, რა მძულს ამ წუთში მთელი ქვეყანა! ‒ წაიბუტბუტა. მზიამ
და მთვარეს ახედა, ‒ სოფელში გამიგონია, მთვარეს ოდესმე უმან-
კო სახე მიწის ცოდვათა სავსებით განცდამ ემაგ ლაქებით დაუსახიჩ-
რაო. ნეტავ, თუ მართლა? რომ ასე იყოს, მაშ ჩემი გულთა ნადები

19
განცდა მთლად უკუნეთად გადაგვაბნელებდა... ოჰ, რა ძნელია ასე-
თი ყოფა. ადგილს ვერ ვპოებ მოსასვენებელს.
შეწუხდა მზია, პირი იბუნა, მეორე ნიდაყვს დაეყრდნო და ამ ცად-
გატყორცნილ ფიქრთა მოჯარვა უცბად მიმდგარმა ჩრდილმა შეუკ-
რთო, და მკვახედ იკითხა:
‒ ვინა ხარ? ჩრდილი გადმომაფარე!
‒ დიდი ბოდიში, მთავრის ასულო. მე ვარ ბედშავი.
მზიამ ხმა იცნო და მთელი ტანით რაღაც ისეთმა ჟრჟოლამ შეიპ-
ყრო, რომ სიტყვის თქმისათვის ძალა არ ეყო.
‒მოულოდნელად წავაწყდი, მთავრის ასულო, ცისა და მიწის
მშვენიერ სურათს და... ძალია არ მეყო, ასეთი უპირატესობა მთავ-
რისთვისაც დამეთმო... ხედავ, რა უშიშრად შემოგფენია მთელ ტან-
ზე და... მეც მივბაძე. ხომ უწყი ადამიანის მოუთმენლობა და... ჩემი
ჩრდილიც შევახე შენი ციური ტანის აღნაგობას და აწ თუნდ დამსაჯე.
აწინდელ სასჯელს აღარას ვუფრთხი, რადგან ჩემდამო ბედითი
ხვედრმა თვით ჯოჯოხეთის ტანჯვა დაჩრდილა, – ნაწყვეტ-ნაწყვე-
ტად ლუღლუღებდა ვამეხი, რომელიც გრძნობააფორიაქებული,
განრისხული სულივით ბაღში დაბორიალებდა, დასასვენებელ
მყუდრო ადგილს დაეძებდა და მოულოდნელად მზიას წააწყდა.
‒ ტყუილი ცდა არის, ცარიელ სიტყვას აწ ჩემთვის ცთუნების ძა-
ლა დაკარგული აქვს.
‒ ნუთუ ახლავე დაგიმონა უნახავ ჭაბუკისადმი გუნება-ტრფიალ-
მა, მთავრის ასულო?
‒ მე მონა ვარ მხოლოდ ჩემი აღთქმისა.
‒ თუ პირველობისა? ‒ მკრთალად და შეპარებით თქვა უიმედო-
ბით გაბოროტებულმა ვამეხმა.
‒ ცდები! პირადულ სურვილებზე მაღალი ჩემთვის საზოგადოა
და საზოგადოებრივი გმირი კი ჩემთვის ყველაფერია და ვისაც ეს
ჩემში ვერ გაუგია, იგი ჩემთვის არაფერია, ‒ ვამეხის გულის სატკე-
ნად ამაყად უთხრა მზიამ.
‒განიარაღებულის ცემა ვერაფერი მძლეთა მძლეობაა, მთავ-
რის ასულო.

20
– მე ჩემს თავს ვცემე მხოლოდ.
‒ და ემაგ ნაცემმა ტკივილებმა მთელ ჩემს სიცოცხლის გზაზე მე
უნდა მაკვნესოს.
‒ მე სრულიად არა მსურს ჩემი ტკივილებით სხვა კვნესოდეს.
‒შესაძლებელია ეს შენდა უნებლიეთ მოხდეს.
‒ ჩემდა უნებლიეთ რაც მოხდა, საკმაო არის.
‒ გთხოვ, შემივედრო.
‒ რაი გაქვს ჩემთან სავედრებელი?
‒ რომ მოგახსენოთ ომის შემთხვევითი ცვალებადობა და ემაგ
შოლტების ცემა მერე მომაპყარ. მეტს არასა გთხოვ.
‒ არა მსურს, ‒ მოჭრით უთხრა მზიამ.
‒ მაშ მაპატიე, მთავრის ასულო, რომ შენს მყუდროებას თავს და-
ვესხი და ოცნების სფერო აგიხმაურე. ამიერიდან ვემშვიდობები ამ
სამოთხის ბაღს და ჯოჯოხეთის გზით მივდივარ.
მარტოდ დარჩენილი მზიაც წარმოუდგენელმა შფოთვამ შეიპ-
ყრო. ალბათ არ მოელოდა, თუ ვამეხი ასე უცებ, ასე ადვილად გან-
შორდებოდა და შეძრწუნებული ფეხზე წამოდგა:
‒ნუთუ მართლა წავიდა? ნუთუ ასეთი მკაცრი იყო ჩემი მოქცევა?
ალბათ, მაგრამ რა ვქნა! მღელვარე გულის წყრომა ვერ შევიკავე
და... ოჰ! ნუთუ მართლა წავიდა? კიდევ მინდოდა რაღაცა მეთქვა...
აწ როდის ვნახავ?.. ალბათ, არასდროს... გალიაში მყოფს ფრენის
ნებას აბა ვინ მომცემს! ოჰ, რა მომივიდა! სათქმელისათვის ასეთი
თავისუფალი დრო თავის დღეში არა გვქონია და ესეც დავკარგე...
მაგრამ რა უნდა მეთქვა? ჩვენი შემხვედრი გზა უკვე ჩამეწყრილია
და რაღა აზრი აქვს აწ ჩვენ შორის თქმას?.. მაგრამ მაინც მინდოდა
სცოდნოდა ვამეხს, ჩემი აღთქმული ფიცის პატრუქი რომ თვითონვე
იყო.
ამ ფიქრით აფორიაქებული ქალი ხეივანს გაყვა და ყელმოღერე-
ბული გედივით გარშემო თვალხარბად მიმოიხედა. უეცრად ვიღა-
ცას გულშეხუთული სუნთქვა მოესმა. ქალი შედგა და დაინახა ვამე-
ხი, რომელიც დიდ ჭადრის ხეს მიყრდნობოდა და დაცვარულ შუბლს
ხელმანდილით იწმენდდა. ამ სურათმა მზია შეაკრთო, შეათრთოლა

21
და თავშეუკავებელი ღელვით მივარდა. სინანულით უთხრა:
‒ ვამეხ, მაპატიე, თუ რამ გაწყენიე, თავმოყვარეობა შეგილახე.
მაგრამ რომ იცოდე ჩემი სულის შფოთვა, ყოველივეს მაპატიებ.
ვამეხი დუმდა. სასიტყვოდ ენა აღარ ნებდებოდა და ცხელებიანი-
ვით მთრთოლვარე წამდაუწუმ შუბლზე მომდგარ ოფლს ხელმანდი-
ლით იწმენდდა.
‒ ვამეხ, დავაშავე, რომ გაწყენიე. თურმე არ შემძლებია შენთან
კუშტობა... მაპატიე.
‒ ჰმ! შენ თვით მაპატიე! – ძლივსღა თქვა ვამეხმა, მაგრამ ერთი
რამ მინდა ვიცოდე: რათ დაგჭირდა ასეთი-საალალბედო აღთქმა და
ფიცი?
‒ რათ დამჭირდა? მაშ ყური დამიგდე: ოდეს ლაშქარი გამზადე-
ბული ნაბიჯით მთავრის გამობრძანებას ელოდებოდა, იმ დროს მი-
მიხმო მე მამაჩემმა და მითხრა: ხომ ხედავ, შვილო, ამ ჩემს მცირე-
რიცხოვან ლაშქარს ოსმალთა ურდოები ერთი დამთქნარებით შე-
ისრუპავსო, მაგრამ ოდეს მეომარი ერის სიყვარულთან ერთად რა-
იმე ღირსშესანიშნავ საპარადო ბედნიერებასაც შეტრფის, მაშინ იგი
ლომივით გამბედავი ხდება და ვეფხვივით შეუპოვარი. ამიტომ გან-
ზრახვა მომივიდა ერთი საიშვიათო ხერხით აღმეგზნო ჩვენი ლაშქა-
რი, თუ ამას ჩემი თვალსაჩინო ასული შეძლებდა. მე გამაკვირვა რას
ითხოვს ჩემგან მამაჩემი-თქო? აი რა შვილოო, მითხრა მამამ: ჩემი
ზრახვაა, ახლა თან გამყვე და ლაშქრის წინაშე, მღვდელმთავრის
ოლარის ქვეშ აღთქმა და ფიცი გაიღო, რომ ვინც ამ ომში იპირვე-
ლებს და ქვეყანას აკლებისაგან გადაარჩენს, მას ცოლად გავყვები-
თქო. საშინლად შევკრთი და მამაც მიმიხვდა, შუბლზე მაკოცა და
დამანუგეშა. ხომ ხედავ, შვილოო, მთელი სამთავროს რჩეულნი
როგორი თავგანწირვით დარაზმულან, შენ ის ნუ გაკრთობს, რომ
ვინმე უღირსმა შეძლოს ომში პირველობაო. ხომ ვიცი, ვამეხ, გან-
დიდებულთა წყეული წესი, რომ მთავრის ასული უბრალო თავადს
ვერ ეყოლება და... ვიალალბედე... შენი გმირობის იმედი მქონდა,
მაგრამ... როგორც ჩანს, ჩვენი ბედის ჩანგს სიმები არა ჰქონია.
ვამეხის ეჭვები მზიას თქმამ ჭეშმარიტ ჰყო და მით უარესი ვამე-

22
ხისათვის. რამდენიმე წუთი წამებულის თვალებით მიწას დაშტერე-
ბოდა და სათქმელ სიტყვებს ეძებდა და, როგორც იქნა, დაბნეულად
წაილუღლუღა:
‒ მე იმ ლაშქარში ვერ დამჩაგრავდენ, მაგრამ ბედის სიმუხთლემ
როგორ დამჩაგრა, ყური მომაპყარ, მთავრის ასულო, და მოგახსე-
ნებ.
‒ სუუ! არ მინდა, ვიცი. გვიამბო ყველა შენი და სხვისიც შენმა
ესიკამ.
‒ მაშ რა უნდა ვქნა? მე მხოლოდ ერთი გზა დამრჩენია, განაჩენს
მხოლოდ შენგან ელის ბედით განწირული ვამეხი.
‒ სასაცილოა! მე ხომ ამიერიდან ტუსაღი ვარ ჩემი აღთქმისა და
რაღა ჩარაა ჩემი განაჩენი!
‒თუმცა მე, როგორც...
‒ ჰო, რა, ვამეხ? თქვი, რისი თქმა გინდა.
‒ თუმცა მე, როგორც ქრისტიანს, ნება არა მაქვს თვითმკვლე-
ლობისა, მაგრამ სხვა გზა აღარ მაქვს.
მზია შეკრთა, შეწუხდა.
‒ შენ ხომ არ გინდა, რომ ჩემს თხემზე ტანჯვის მეორე სართული
აღმართო? რას მერჩი?
‒ არა, ღვთაებავ, შენი რჩოლა განა ვამეხს შეუძლია! მიბრძანე,
როგორ მოვიქცე და...
ვამეხმა მზიას ფაფუკ ხელს ხელი შეახო და ის იყო ასულის გონე-
ბას გრძნობის თილისმამ რაღაც ჯადოსნური მანდილი ზეგადააფა-
რა და ორი ანაღვერდლებული ბაგის ფურცლები უმაღლესი და უმ-
წიკვლო გრძნობით ერთმანეთს შეედუღნენ, რომ უეცრად ხეივნის
რტოთა შერხევამ ხმა მოიღო და შავმა ლანდმა ჩქარი ნაბიჯით განზე
ჩაიარა. შიშმა და სირცხვილმა შეყვარებულნი ერთმანეთს მოწყვი-
ტა.
‒ დავიღუპეთ! შეგვხედა ვიღაც ბოროტმა სულმა, ‒ აღშფოთე-
ბით თქვა მზიამ.
– არა მგონია... არ შეუხედავს, ‒ ამშვიდებდა ვამეხი.
ამ დროს მცირეოდენი დაშორებით ვიღაცამ დამცინავად ჩაახვე-

23
ლა და მქირდავი კილოთი სიტყვა ისროლა:
‒კარგი საქმეა!
‒ მიხვდი, ვინ არის?
‒ ვინ უნდა იყოს?
‒ ჩვენი მგოსანი, იჭვიანი და მეტად მეჭორე.
‒ ოო, შენი მეხოტბე და მოთაყვანე?
‒ და, რა თქმა უნდა, აღარ დაგვზოგავს!
– თუკი ასეა, არც მე დავზოგავ!
თქვა თუ არა ვამეხმა ეს, მგოსნისაკენ მიმინოსავით გაჰქროლა.
შეშინებული მზია უკან აედევნა, მაგრამ შიშით მუხლებმოკვეთილი
ძლივს მიფაცხაცებდა.
‒ ვამეხ! ვამეხ! შეჩერდი! – მისძახოდა მთრთოლავი ხმით მზია,
მაგრამ ვამეხი ვერაფერმა ვერ შეაჩერა.
ბაღის მიყრუებულ კუთხეში მგოსანს დაეწია, ვეფხვური სიაფ-
თრით კისერში სწვდა, მიწას დაანარცხა, წელიდან სარტყელი შეაგ-
ლიჯა, ყელში წაუჭირა და უსისხლოდ იქვე მოახრჩო.
მზია რომ მივიდა, ვამეხი უკვე დარწმუნებული იყო, რომ აწ მგოს-
ნის ენა მათ ვეღარ გასცემდა.
საზეიმოდ გამზადებული სასახლე მოუთმენელი სურვილით მო-
ელოდა გამარჯვებულ ლაშქარს და მთავრის სასიძოს.
ვამეხი უჩვეულო გულჩათხრობილი მდუმარებით განდგომილი-
ვით დაეხეტებოდა. სხვა დროს მხიარულს ახლა სხვების აღტაცებუ-
ლი ჟრიამული ბრაზსა ჰგვრიდა.აქამდე, როგორც კი მზიას მოიგო-
ნებდა, უმალვე ნეტარებას იგრძნობდა, ახლა სულ წარეკვეთა იმე-
დი. კარგად იცოდა, რომ მზიას უნდა გამოთხოვებოდა. საზეიმოდ
აღთქმულმა ფიცმა მზია სხვას არგუნა.
მზია სხვის უფლებაში გადადის... მზია შორს, შორს, სადღაც
მთებში გადასახლდება და... ჰოი, საშინელებავ! ‒ ამოიხვნეშა ვა-
მეხმა და სასახლის აივნიდან შორეულ მთებს გახედა, თითქოს უნდა
მზიას მომავალი სამყოფ-სადგომი დაინახოსო.
„დღეს აქ ჩემს ყოფნას ტანჯვის მეტი აზრი არა აქვს, ‒ გაიფიქრა
ვამეხმა, – ახლავე წავალ, სახლთუხუცესს მოვახსენებ, ავად ვარ-მე-

24
თქი და წასვლის ნებას გამოვთხოვ, თორემ როგორ შემიძლია ჩემი
სიკვდილის დღესასწაულს ტაში დავუკრა, ვუმღერო და ვეხოტბო“.
ამ გამოკვეთილი აზრით დარბაზის კარისკენ წავიდა. კარიბჭეს-
თან იჩქითად მზია შემოხვდა. ორივე შეკრთა, წუთით შედგნეს, ვა-
მეხმა მდაბალი სალამი უძღვნა და მოახსენა:
‒ მთავრის ასულო, მე მივდივარ.
– სად?
‒ ჩემს სახლში.
‒აბა რა სათქმელია! ‒შეიკვირვა მზიამ.
‒ არ შემიძლია და რა ვქნა. იმათ მოსვლისას მე აქ ვერ გავძლებ
და შეიძლება კიდევ ფათერაკს რასმე წავაწყდე და ამით შენი ყოფა
შევაძრწუნო.
‒ ამდენ სატანჯველს, როგორ გავუძლო! შეიკვირვებენ შენს წას-
ვლას და მერე ჭორებიც აფათურდება.
‒ მაგას ნუ დარდობ, ავადმყოფობას მოვიმიზეზებ.
‒ რაკი ეგრეა, როგორც გინდა. მხოლოდ ერთსა გთხოვ! ბედს შე-
ურიგდე, სხვა გზა, იცოდე, აღარ გვშთენია.
‒ ეეჰ, ბედი რის ბედი, თუ მტერი არის! ტყუილი იმედია‒ მტერს
ვერასოდეს შევურიგდები.
‒ნეტავი მართლა ეგრე შეგვეძლოს, მაგრამ ცხოვრებას ქურა
სხვა ლითონს ჭედავს და ჩვენ კი სხვანი ვართ, ‒ ეებნებოდა
მთრთოლვარე მზია, თუმცა მისი სიტყვები ვამეხს აღარ ესმოდა.
‒მხოლოდ ერთს გკითხავ და გთხოვ გულწრფელ პასუხს.
‒ იჭვი რათ შეგდის.
‒ შეძლებ გაბედო, მე რასაც გეტყვი?
‒ რაა ასეთი?
‒ ჩუმად, მალულად, რომ გაგიტაცო შორს... ოსმალოსკენ... და-
მეთანხმები?
‒ ოო, რით შემიძლია ჩვენ წინ მდებარე ორი დიდი მთა გადავ-
ლახო!
‒ რა მთები არის?
‒ აღთქმული სიტყვა და მამაჩემი. მე რომ გავიქცე,მამას ხომ მო-

25
ჰკლავს ის გელოვანი. სვანურ ადათით ასე ცოდნიათ. დღეს დედაჩე-
მი მეუბნებოდა.
‒ ეს დაბრკოლება ყველა რომ მოვსპო და არც შენს სიტყვას, არც
სამთავრო სახლს უბრალო ჩრდილიც არ მივაყენო? მაშინ რას მეტ-
ყვი?
‒ რით შეგიძლია? მე ვერ ვერკვევი!
‒ რომ შევძლო.. მაშინ?
‒ სადაც წავიყვან, იქ წამოგყვები...
‒მაშ, კარგი, ჩემო ღვთაებავ. და გახსოვდეს, რომ ჩვენთან იქნე
ბა მხოლოდ ესიკა და მისგან მოტანილ ცნობებს ენდე.
‒ და ჩემთან კი მზისახარი. მაგრამ, ვამეხ, არ შეცდე, ფრთხილად
იყავი და მითხარ, რა გაქვს სამოქმედო გზად?
ვიღაცას ეზოს ხმა მოესმათ და ვამეხს პასუხის თქმა არ დააცალა,
უცებ ერთმანეთს გაურკვეველნი დაშორდნენ.
სამთავროს საერთო ზეიმი უკვე დამთავრებული იყო, როცა სა-
სახლის წალკოტში, დიდი ცაცხვის ძირში მჯდარ სახლთუხუცეს მა-
ჭუტაძეს და გურიის ერისთავს ჭადრაკის თამაში შეეჩერებინათ და
საუბრობდნენ.
‒ დიდი ელფერი დააკლო ზოგიერთმა შემთხვევამ ამ ბედნიერ
დღეს. აი თუნდ, მთავრის ასულის ავადმყოფობამ : საქორწინო ნიშ-
ნობისათვის სასიძო მოვიწვიეთ და ქალი კი არ ჩანდა. ამასთან კი-
დევ საბრალო მგოსნის უცნაური სიკვდილი და მისი მჭევრმეტყვე-
ლების მოკლება საგრძნობი დანაკლისი გახდა. და კიდევ ვამეხ რა-
ინდის ავადმყოფობა და შინ წასვლა.‒ დიდად გულს დამაკლდა. ვა-
მეხმა დიდი სიმხნე და ვაჟკაცობა გამოიჩინა ამგზობოთ. წარმოიდ-
გინეთ, ხმა გამოვიდა, ათაჯუყი თავდგირიძეს ერიდებოდაო. ეს იმი-
ტომ, რომ თავზარი დასცა ყველა მის შემბმელთ და ბევრი საუკეთე-
სო მხედარიც დაღუპა, – ეუბნებოდა ენამჭევრი ერისთავი დიდად
დარბაისელ მაჭუტაძეს.
‒ ჭეშმარიტს მეტყველებს ბაგენი შენი,‒ დაუმოწმა სახლთუხუ-
ცესმა.
‒ თუ იცი, დღეს როგორ არის მთავრის ასული?

26
– უკეთ არისო, მაგრამ ისე კი ძლიერ ფელენჯიან ხასიათზეაო ‒
ყველაფერი აჯავრებს და ხშირად გული უწუხსო.
‒ რაღაც ხმები მიმოქსელავთ და ალბათ შენც უწყი.
‒ რის შესახებ?
‒ მზიას და მგოსნის შესახებ.
‒ დიახ, მიეთმოეთობენ რაღაცას, ვითომდა მზია უყვარდა და
რომ გაიგო, უკვე სხვისი გახდაო, ამით აღელვებულმა თავი მოიშ-
თოო. საცოდავი სანახავი კი იყო ჭეშმარიტად: წელიდან სარტყელი
მოეხსნა და მით მოეშთო თავი სწორედ მზიას საყვარელ ბაღში.
‒ სამწუხარო ამბავი მოხდა.
– სამწუხარო მსხვერპლი იყო სწორედ და მართალი ბრძანე წე-
ღან, რომ ასეთმა უმსგავსო შემთხვევამ ამ ბედნიერ დღეებს დიდად
უსიამოვნო ჩრდილი მიაყენა.
‒ დიახ, მთავარიც ერთობ შეწუხებულია.
‒ამბობენ, მზიასაც სულიერი სიმშვიდე ამ ამბავმა განუფრთხოო.
‒შესაძლებელია, მაგრამ ვამეხს რაღა მოუვიდა? ‒ შეეკითხა გა-
ქექილი კილოთი ერისთავი და ამით მაჭუტაძის აზრს ნიადაგი მო-
უსინჯა.
‒ ვამეხი, მე ვფიქრობ, დაღლილობით გახდა ცუდად. მისი სახის
ფერი და თვალთა გამომეტყველება აშკარა ნიშნებს იძლეოდა, რომ
შეუძლოდ იყო, მაგრამ მაინც დიდი თავაზით გამოითხოვა წასვლის
ნებართვა. ახლა ამბავი მოსულა, ცხელებით გონება არევიაო.
‒ ჰმ, ჰმ! კითხვა აუგი არ არისო, ბატონო, და მგოსნისებური სენი
ხომ არა სჭირს მასაც? ‒ ტკბილი სიცილით დაშაქრა ერისთავმა
ნათქვამი.
– არა მგონია... თუმცა ყველა მჭვრეტელი შეპყრობილია მაგ სე-
ნით, მაგრამ ისე კი არაფერი მსმენია.
‒ დიდი საოცნებო აღმაფრენის ხალისი კი დაჰკარგეს საბრალო
ჭაბუკებმა და გასაგებია მათი გულის წყრომაც და ელდის ზაფრაც.
‒ მართალია, აქამდე ოცნების უფლება მაინც ჰქოდათ და აწ ესეც
აღარ.
‒ ასეთი ყოფილა ნება ღვთისა და რა ვქნათ,‒ კვლავ ღიმილით

27
თქვა ერისთავმა და განაგრძო: ‒ ეს ისეთი თავგანწირულებით გა-
ღებული მსხვერპლი იყო ქალისაგან, რომ არავის აღარაფერი ეთ-
ქმის.
‒ სწორია, ‒ დაუმოწმა მაჭუტაძემ. ‒ უნდა ითქვას, რომ ამ ამბავ-
მა დიდი სამსახური გაგვიწია, თორემ როგორ წავიდოდა ჩვენი საქ-
მე, ღმერთმა უწყის. მაგრამ ამ აღთქმულის მიღწევისათვის აშკარა
იყო, რომ არც ერთი თავს აღარ ზოგავდა. იფიქრებდით, ყოველი მე-
ომრის მაჯაზე მზიას სახეა დახატულიო. მადლობა ღმერთს, ღირსე-
ულმა გაიმარჯვა.
‒ ჰო, კარგი შვილი კია, ‒ ზანტად დაუმოწმა სახლთუხუცესმა.
‒ დიახაც, რომ კარგია. რჩეული ოჯახის შვილი, სწორუპოვარი
მეომარი, უბადლო თვალტანადი, ზრდილი და თავაზიანი, დედისერ-
თა შვილი და ამბობენ, ჩინებული მწიგნობარიც არისო. ერთი სიტ-
ყვით, ორი უზადო არსება ერთმანეთს შეხვდა.
‒ გეთანხმები, მაგრამ... კიდევ აკლია რაღაც.
‒ ვითომდა რა?
‒ ის, რომ მზიას გულზე წინასწარ არ უნადირნია და რაც მოხდა,
ეს ხომ ქვეყნისთვის გაღებული მსხვერპლი იყო ქალისაგან და ხომ
უწყი, თავადო, ქალის გულში თუ წინასწარ არ ჩაკვესე მცირეოდენი
ნაპერწკალი ან შორით ბნედით, ან ახლოს ჭვრეტით, ტყვილია, იქ
გრძნობის კოცონი ალს ვერ აუშვებს და მარტო კვამლის აფუვლება
მოგახრჩობს კიდეც.
‒ ბატონო, ასე ისურვა იმ დალოცვილმა და ვისი ბრალია!
‒ შექმნილი გარემოების.
ერისთავმა კვლავ დაეჭვებული კილოთი ჩაიხითხითა და კრძა-
ლულად უპასუხა:
‒ შენ ისეთ კილოზე ღაღადებ, რომ ვეჭვობ, სადღაც საიდუმლო
ზრახვათა ფურცლები გადაგიკითხავს, დიდო გულთამხილავო
მხცოვანო, და რა იქნება, ერთი სტრიქონი ჩვენც წაგვაკითხო?
‒ არავითარი სტრიქონები, გარწმუნებ, მაგრამ მე მალაპარაკებს
ჩვენ თვალწინ მომხდარი ამბები,

28
‒ მაგალითად, რა?
‒ საზოგადოდ, თუ ქალის გრძნობა სხვისგან ხელუხლებელია, ის
ასეთ დროს სიხარულის ცეცხლით უნდა იყოს აღგზნებული, რომ
ასეთი დიდი სურვილი აუსრულდა და აგრეთვე ღირსეულს ხვდა მისი
შეუღლების სარეცელი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქალი უეცრად
ლოგინად ჩავარდა და ფელენჯით იხუთება. აქ რაღაც უნდა იყოს,
მაგრამ ეტყობა საიდუმლოების სკივრი ძნელ მისაგნებ პირობებშია
ჩაკეტილი და ჩვენ არაფერი ვიცით.
‒ ოო, ღმერთმა ნუ ჰქნას, თორემ დიდად სამწუხარო ამბავია.
სვანთა მოყვრობის დაწუნება არც ეგრე სახუმაროა. შენ ხომ უწყი,
რომ მთავარს სანიშნო ტყვია გადასცა?
‒ დიახ, მითხრეს.
‒ ჰოდა, ამის შემდეგ, რომ ეს საქმე გაწბილდეს, საშინელი საძმო
ომი დაგვატყდება თავს. ისედაც მტერთაგან სისხლით დაცლილთ
ესღა გვაკლია.
‒ დიახ, და უბედურებაც ეგაა. უცნაური ადათი კი აქვთ ამ შემ-
თხვევაში სვანებს.
‒ მაგრამ მე არა ვფიქრობ, რომ ეგრე იყოს, განაგრძო ერისთავ-
მა. – ჩემი აზრით, ქალის აღრევის მიზეზი უნდა იყოს ჯერ ომისგან
გამოწვეული შფოთვა, მერე გამარჯვებით უდიდესი აღტაცება, ამას
დაერთო საქმროს მოლოდინი, კიდევ მგოსნის ასეთი აღმაშფოთე-
ბელი სიკვდილი და ყველამ ერთად სულის სიმშვიდე დაურღვია,
მაგრამ, რა თქმა უნდა, დროებითია ეს ყოველი, – შეატრიალა ერის-
თავმა ნათქვამი და ამ ორი დარბაისელის საუბარი შეაჩერა სასახ-
ლის წარჩინებული აზნაურის ბებურა ქარცივაძის მოსვლამ.
‒ ბატონებო, საკვირველ რამეს წავაწყდი.
‒ რაო? რა იყო?
– წერილი ვიპოვნე.
‒ ვისი.
‒ მგოსნის.
‒ სად?
‒ მზიას საყვარელ ბაღში, სადაც მგოსანმა თავი მოიშთო.

29
‒ რანაირად?
‒ ახლა იქ გახლდით, მზიასათვის ყვავილებს ვკრეფდი და უეც-
რად ვნახე ერთ ვარდის რტოზე ბატის ფრთის კალმით მიმაგრებული
წერილი იყო.
‒ მერე რასა წერს?
‒ შაირით არის დასათაურებული.
‒ რა უყავ მერე?
‒ აქა მაქვს. და ქარცივაძემ ჯიბიდან წერილი ამოიღო და ერის-
თავს გადასცა. ერისთავმა ხმა დაწევით კითხვა დაიწყო:

ბაღო ბაღნარო, მთვარეც გეტყოდა,


დღეს რომ დაბნელდა გურიის მზეა,
დღეს დაგვეკარგა შენი მშვენება
და ჩემი ჩანგის სიმები მზია.
ჩვენი ფესვები აწ ვერ იცოცხლებს,
ყვავილოვანი მეტად ნაზია,
მომაკვდავთ შორის ყველამ არ იცის
ამ დროს სიკვდილი რა ლამაზია.

ოდეს ბაღს შეველ, იყო მწუხრი ბუნებრიობისა და მწუხრი ჩემი


სულისა. დაბადებით მგოსანი და სიცოცხლით ბედშავი.

ხუთი მაისი.

‒ ჰოო, ახლა მე მგონი ყველაფერი გასაგებია. – მიმართა მაჭუ-


ტაძემ ერისთავს.
‒ რაა გასაგები?
‒ მგოსნის დაღუპვის ამბავი.
‒ სამწუხაროდ, დაუმოწმა ერისთავმა.
‒ ჭკუა აკლდა ცხონებულს და მით მოუვიდა ყველაფერი, თორემ
მას რომ ჭკუა ჰქონოდა, როგორ იფიქრებდა, მზია წამყვებაო, ანდა
მთავარს ვინ შებედავდა ამის თქმას. მაგრამ რაკი მოშაირედ მოჰ-
ქონდა თავი, ცაზე ვარსკვლავების მოწყვეტასაც ლამობდა საცოდა-

30
ვი, ‒ გამოამჟღავნა თავისი აზრი ქარცივაძემ.
ერისთავმა გაიღიმა:
‒ ქარცივაძევ, გეტყობა არ გაგიგონია ერთი ჩვენებური არაკი.
‒ რა არაკს ბრძანებ?

გონებამ გრძნობა გაშოლტა ‒


ნუ იცი თავხედობაო.
გრძნობამ იფეთქა, თილისმით
თვალები დაუბნელაო.

‒ მიხვდი?
ქარცივაძე შედგა და პასუხი მაჭუტაძემ დაასწრო.
‒ ჭეშმარიტებაა. ბრძენიც და შტერიც ორნივ გრძნობის მორჩი-
ლი მოქარავნენი არიან.
‒ მოქარავნესი რა მოგახსენოთ და მაგ სულწაწყმედილმა კი მე-
ტად ცუდი საქმე ქნა. დღეს ხმა გამოვიდა, მზია ამბობს, ამდენი ცოდ-
ვის შემდეგ მოლოზნად უნდა შევდგეო. ამ ამბით დედოფალი დი-
დად შეწუხებულია თურმე. ვერ ბედავენ მთავარს აუწყონ, – მიაყო-
ლა კიდევ ახალ-ახალი ამბები ქარცივაძემ და შუბლშეჭმუხვნილმა
სახლთუხუცესმა ერისთავს გადახედა, თავი გააქნია და მძიმედ ჩა-
ილაპარაკა:
‒ ნახავთ, რა ამბები მოხდეს.
‒ალბათ, ქალსაც უყვარდა! – თქვა ერისთავმა.
‒ ოჰ! რას ბრძანებთ! ქალს ეჯავრებოდა კიდეც და ენაჭუჭყიანს
ეძახდა ხოლმე, ‒ უპასუხა ქარცივაძემ.
– მაშ, რა ვიფიქროთ, აღარ ვიცი!
– ხათაბალაა, ‒ ჩაილაპარაკა კიდევ სახლთუხუცესმა.
‒ ქე მაინც ამ წერილის ამბავი ჩვენს იქეთ აღარ წავიდეს, თორემ
ამ ამბებს რომ სასიძომ ყური მოჰკრას, ცუდი საქმე მოხდება, – გა-
ნაცხადა ერისთავმა.
– რა თქმა უნდა, ჩვენთანვე უნდა დასამარდეს ესე ყოველი, ‒ და-
უმატა მაჭუტაძემ.

31
‒ აღარ მიდის ეგ კურთხეული? ‒ იკითხა ქარცივაძემ.
‒ ქალის მოკეთებას უცდის, ინახულებს და მერე წავა.
‒ ჯვრისწერას როდისთვის ფიქრობენ?
‒ ენკენისთვეში, ღვთიშობლობა დღეს.
‒ ვაითუ, მანამდის საპატარძლო მონასტრებში საძებრად გაგ-
ვიხდეს.
‒ ოო, ეგ შეუძლებელია. ამდენს ვინ გააბედვინებს ქალს! – შეშ-
ფოთებულად თქვა ერისთავმა და კრიალოსნის მარცვლას მოუმატა.

***
მზე დასავლეთისაკენ გადახრილიყო. ნაავადმყოფარი, ფერმომ-
კრთალებული და მისუსტებული მზია აივანზე მდგარ სავარძელში
იჯდა. საყვარელი გამდელი მზისახარი ჭადრის რტოთი ჰაერს ისე
უგრილებდა, თითქო უნდოდა მზიას ფიქრი და კაეშანიც განედევნა,
მაგრამ მზიას ფიქრებიდან დახსნა სად შეეძლო მზისახარს.
‒ ბატონიშვილო, წუღარ აჰყვები წარსულის მოგონებას, ნუ ხარ
მდუმარედ. ისევ დაიწყე შენებურად ტკბილი ჭიკჭიკი და სმენა დაუტ-
კბე სულიერს და უსულოს. რას სწუხარ? ღმერთმა ყველა სიკეთე მო-
განიჭა და ამ უადგილო ნაღვლიანობით უმადურება არ აგრძნობი-
ნო, შენ დაგენაცვლოს ჩემი სიცოცხლე.
მზისახარის ლაპარაკმა მზია გამოარკვია და საყვედურით უპასუ-
ხა: ‒ოხ, მზისახარ! როგორ მაჯავრებ ასეთი ლაპარაკით.
‒ რათა, შენ დაგენაცვლე?
‒ რათ ცდილობ, რომ ნაძალადევი სიტყვებით ნუგეშმყო! თითქო
გულწრფელობა გამოგლევია.
‒ ოო, მაშინ დღე დამელიოს. მაგრამ ნახულმა და გაგონილმა
დამაჯერა, რომ დიდი შესაფერი ბედი გეწვია. დღეს რომ სასიძო
რაშზე ამხედრდა, სწორედ წმიდა გიორგის სურათი იყო. ყველა
თვალხარბად მიჩერებოდა და ამბობდა: სწორედ მზემ და მთვარემ
ერთმანეთი ჰპოვესო და რა გაქვს სანაღვლო, შენ დაგენაცვლე?
‒ ის რომ, ქალად რათ დავიბადე.

32
‒ რათა, შენი ჭირი შემეყაროს?
‒ იმად, რომ რადგან ქალი ვარ, ყველა ჩემზე მბრძანებლობს და
ყველას თქმის მონა ვარ.
‒ მონობას, შენთან რა ხელი აქვს, შენ დაგენაცვლე.
‒ მაშ, რათ დავთანხმდი მამიჩემის ბრძანებას და მისი საძაგელი
კარისკაცების რჩევას? რათ არ მოვიგიჟიანე თავი და მონასტერს არ
მივაშურე!
‒ აბა მაგას როგორ იკადრებდი, რომ შენს ოქროდ ნათქვამ სიტ-
ყვას ტალახში გადაისროდი? მაშინ ხომ ქალის სიტყვას სიმტკიცე და
პატივი დაეკარგებოდა.
‒ სწორედ მაგ აღიმართა ჩემში მტკიცე ბრძანებლობით და კე-
თილშობილმა სიამაყემ ნება არ მომცა მეკადრებია აღთქმული სიტ-
ყვის დარღვევა, მაგრამ აქაც მონა ვარ.
‒ ვისი მონა, შენ შემოგევლე?
– სიტყვის, ჩემო მზისახარ, და გამოდის, რომ ვინც გულით მიყ-
ვარს, იგი ყველაზე უმნიშვნელოა ‒ ჩემს სიტყვაზედაც და სხვის
ბრძანებაზედაც. ხომ იცი, მამამ რომ მითხრა: თუ მტერი იყავ, მაშინ
რათ სდებდი ასეთ აღთქმასო, რადგან მერჩია მტერთან დავმარცხე-
ბულიყავ, ვიდრე ძმამ ძმაზე გავილაშქროთო.
– მართალი არის, შენ შემოგევლე, მამას და ძმასაც ორივეს სი-
ცოცხლეს გამოგისალმებდნენ.
‒ ჰოდა, რაღად მინდოდა მერე სიცოცხლე. სიბოროტის და ცოდ-
ვის სახელს სამარადისოდ დავიმსახურებდი... ახლა ვამეხს ვშორ-
დები სამუდამოდ და შორს, სადღაც ჯიხვთა სამყოფელ მთებში მექ-
ნება ბინა. ოო, ღმერთო ჩემო!
და თითქო მტკივნეული იარა გაეხსნაო, ჩუმი ქვითინი შესკდა.
‒ დაჩუმდი, გენაცვალოს ჩემი თავი, თორემ თვალს მოგკრავს
ვინმე და ავენაობა აფათურდება.
მზია შეიშმუშნა, რაღაც მოიძია.
‒ რას ეძებ, ჩემო ანგელოზო?
‒ ხელმანდილი მომიტანე.
მზისახარი უცებ სახლში შეტრიალდა, ხელმანდილ მოართვა და

33
ბედის მოტირალმა მზიამ ცრემლი შეიშრო.
‒ მზისახარ! შენ ვინ გითხრა ვამეხის მონასტერში წაყვანა?
‒ ესიკა გიახლათ და იმან მოგახსენა.
– როდის წაიყვანესო?
‒ სამი დღე არისო.
‒ რა სენით არის შეპყრობილიო?
‒ ცხელებით გონება აქვს არეული და ჯანაოზ აქიმმა რომ ვერა-
ფერი არგოო, მიქელ-გაბრიელის მონასტერში წაუყვანიათ შესა-
ლოცავად და ზეთის საკურთხებლად. ძლიერ კარგიც უქნიათ. იქ
ნამდვილ მომჯობინდება.
‒ ესიკა რა იქნა?
‒ აქ გახლავთ და მალე აპირებს მონასტერში გაბრუნებას. მაგის
მეტს არავის არ იკარებს თურმე, ხომ იცით, ძმადნაფიცი ესიკა ვამე-
ხისა და ასეთ დროს ერთი წუთით არ შორდება თურმე.
‒ მერე რათ მიატოვა ახლა?
‒ ტყვეების საქმეზეა მოსული და როგორც კი მოახერხებს, იმწამ-
სვე წავა.
‒ ღმერთმა უშველოს, კეთილი კაცია, ეტყობა.
‒ ნამეტანი კარგი გულის კაცია და კარგიც მოხდა სწორედ, რომ
აზნაურობით დააჯილდოვეს, ძალიან კმაყოფილიც არის, მაგრამ ვა-
მეხის საქმე მეტად აღონებს.
‒ ოოხ, ვამეხი და მე ერთი საწამლავით ვიწამლებით, ვიღუპე-
ბით.
‒ ფუი ეშმაკს! ამას რას ნაღვლობთ! თქვენი მტერი და დუშმანი
დაიღუპოს და თქვენ ჯვარი გეწეროთ.
– ხომ იცი, მზისახარ, ყველაფერი და რაღა გაკვირვებს.
‒ ვიცი, გენაცვალოს ჩემი თავი და ისიც ვიცი, რომ ღამეს დღეც
მოსდევს. ვინ იცის, ბედი რას ფიქრობს. დიდი კაცის შვილი ხარ, შვი-
ლო, და დიდი მოთმინებაც გმართებს.
‒ მეტი რაღა მოვითმინო, აღარ ვიცი.
‒ დიახაც ეგრე უნდა. აბა რომ შენი თანხმობა არ გამოგეცხადე-
ბია, სასახლე ახლა შავად დაძაძული იქნებოდა. ხომ ხედავდი, რა

34
ვეშაპებივით მხლებლები ახლდა. საშინელებას დაატრიალებდნენ.
მერე კიდევ, ვამეხზე რომ ოდნავ რამ დააზრონ, შენს მტერსა და
დუშმანს, მას დღე დაადგეს.
‒ არა, იმას რით დააზრავდნენ, მე ხომ მონასტერი მინდოდა.
‒ არა, გეთაყვა, მაგ საიდუმლოების ღირკილო ადრე თუ გვიან
გაიხსნებოდა და უბედურება აუცილებელი გახდებოდა.
‒ მზისახარ, ხომ იცი, რომ ჩემი გულის სიღრმიდან ამოღებული
ძვირფასი საუნჯე შენ ჩაგაბარე და კიდევ გთხოვ, არავისთან დაგ-
ცდეს, სხვის საჯიჯგნად და საკიცხად არ გახადო, თორემ იცოდე, ჩე-
მი ხელით მოვიკლავ თავს.
‒ ოჰ, ამას რათ ბრძანებ! უწინამც მიწამ დასჭამოს ეს ჩემი ენა,
ვიდრე ეს ბაგეს დავაცდინო.
‒ ოო, რომ იცოდე, მზისახარ, რა დასასვენებელი ნავსაყუდელი
ხარ ჩემთვის და ვაი მას ბედკრულს, ვისაც შენებრ დასანდობარი
არა ჰყოლია.
‒ დავჩუმდეთ, დედოფალი მობრძანდება, ‒ გააფრთხილა მზისა-
ხარმა და დედოფალიც გამოჩნდა. ის ასულისაკენ მობრძანდებოდა.

***
გურიის სამთავროს საზღვარი გათავდა. გამცილებელმა ერის-
თავმა ცხენს ლაგამი მოუწია და გონიერი ოთხფეხი შეაჩერა.
‒ სამთავროს საზღვარზე გახლავართ და შენთან ხანდაზმულნი
განშორებას ვნაღვლობთ, მაგრამ გულს მხოლოდ ის ესალბუნება,
რომ მალიად ველით გიხილოთ კვალად და ახლა კი ნება გვიბოძე
გზა დაგილოცოთ. ბედნიერი გზით იარეთ – მიმართა მაიზერს დარ-
ბაისელი გამოთქმით ერისთავმა, სიყვარულით გადაკოცნა და ყვე-
ლანი ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
ლეჩხუმის მიმართულებით წასულმა ომგადახდილმა მეომრებმა
სვანური საომარი სიმღერით მთა და ბარი აახმიანეს და ქინჩაყრილ-
მა ცხენებმა ნაბიჯს მოუჩქარეს.
‒ შენისთანა ბედნიერი კაცი არ ყოფილა ქვეყანაზე, ჩემო მაიზერ,

35
გმირობის სახელი დაიმსახურე და მზეთუნახავი ცოლად იშოვე.
ამას რაღა სჯობია? ‒ მიმართა გვერდით მიმავალმა ნათესავმა ციოყ
გარდაფხაძემ.
– კი, ბედის მომდურავი არა ვარ, მაგრამ ერთი მეფიქრება.
‒ რა?
‒ ავადმყოფი ქალი არ იყოს. ნამეტანი ფერმკრთალია და ხომ
იცი, ქალი თუ ჯანსაღი არ არის, შთამომავლობაც დაღუპულია.
‒ ეჰ, რას ამბობ.. ეს იმის ბრალია, რომ გურიის ჰაერი ხაშმიანია
და აქაური ქალებიც ფერმკრთალნი არიან, მაგრამ, აბა ნახავ, ჩვე-
ნებურმა ჯანსაღმა ჰაერმა როგორ ვარდივით ააყვავოს. რას ამბობ,
ნამდვილი მზეთუნახავია, თორემ მზეზე შემწვარ-გარუჯული კი არა.
ბიძაჩემ ფარასთან მახარობლად მე უნდა დავწინაურდე და ვნახოთ,
სიუხვე მისი რას გაიღებს, — ხუმრობდა გარდაფხაძე, რომ უეცრად
კლდის მაღლობიდან გურულმა მაჭახელამ დაიგრიალა. ტყვია მი-
ზანს ასცდა და მაიზერის მამის ნათლულ ლეჩხუმელ მოლაშქრე ბა-
აკა გორდეზიანს მოხვდა. ყველანი შეშფოთდნენ და თოფ-დამბაჩებ-
ზე ხელი წაივლეს, მაგრამ მაიზერმა შეაჩერა.
‒ ჩასაფრებულის ბრძოლა აქედან არ შეიძლება. ჩვენ ვერ ვხე-
დავთ და ის კი ნიშანში გვიღებს. გავსწიოთ ჩქარა, თორემ კიდევ
დაგვაზარალებს.
მაიზერი ძირს გადმოვარდნილ გორდეზიანს ცხენიდან დასწვდა,
გულზე აიტაცა და ცხენს ქუსლი ჰკრა.
‒ აბა ჩქარა, გავცილდეთ სახიფათო ადგილს.
ონი ონიანმა ბააკა გორდეზიანის ცხენს სადავეში ხელი წაავლო
და დამარქაფებით მოკურცხლა, მაგრამ ჩასაფრულმა თოფმა
კვლავ გამოკვება და მაიზერის ძმადნაფიცი სვანი ჯარისკაცი ონი
ონიანი მკლავში დაჭრა.
‒ არა მიშავს, ერთი ხელი ვერ წამახდენს, გავსწიოთ!‒ დაიძახა
ონიმ.
კარგა მანძილი გაიარეს ასე და როცა დარწმუნდნენ, უკვე სამ-
შვიდობოში ვართო, შეისვენეს, დაჭრილებს მოუარეს და პურის ჭა-
მას ჩაუჯდნენ.

36
‒ ვისგან მოხდა ეს ამბავი? ვინ უნდა იყოს? ‒ეკითხებოდნენ ერ-
თმანეთს.
‒ დასწყევლის ღმერთი. ზღვას გადარჩა და წვეთმა დაახრჩოო,
ისე კი მოგვივიდა მე და ბააკას და, ‒ წამოილაპარაკა ონი ონიანმა.
‒ ისე ღმერთმა გადაუხადოს გურულებს, როგორც ჩვენ იმათ პა-
ტივისცემა გადაგვიხადეს. აყრა-ამოწყვეტისაგან გადავარჩინეთ ეგ
ყაჩაღები და სამაგიერო ეს იყო? აი დედასა, რა სისულელე გვიქნია,
‒ ჯავრობდა ერთი სვანი.
‒ გურულებს რას ერჩი, კაცო, გურიის მიწაზე კი არ მომხდარა ეგ
სროლა! – გაუწბილა ნათქვამი ლეჩხუმელმა.
‒ რა ვუყოთ მერე. სხვის მიწაზედაც კი გაისვრის გურულის თო-
ფი,‒ სიტყვა მოუჭრა სვანმა.
‒ არა, შეუძლებელია. ამას გურული არ ჩაიდენდა, ‒ დამაჯერე-
ბელი კილოთი თქვა მაიზერმა და ხახუტა ასათიანს მიუბრუნდა: –
ბიძაჩემო, შენ რას იტყვი ამ საქმეზე.
‒ რა მოგახსენო.
‒ მაინც?
‒ვერაფერს ვერ ვიტყვი.
‒ რატომ?
‒უცხო მხარეში ვართ და სიდან მოდის ცუდი ამინდის ღრუბელი,
ძნელი სათქმელია, ‒ დინჯად უპასუხა ხახუტა ასათიანმა და განაგ-
რძო: ‒ საჭიროა, რომ ეს ამბავი გურიელს ვაცნობოთ, თორემ გა-
იგებენ და დარდი და აღშფოთება შეიპყრობთ. საქმის გამორკვევის-
თვისაც საჭიროა ვაცნობოთ, რადგან ასეთი უგბილი თავხედობა
ვინც ჩაიწინა, ასე უბრალოდ არ მიეტევების.
‒ უსაცილოდ საჭიროა, მაგრამ... – ჩაურთო, მაიზერმა.
‒ რა „მაგრამ“ უნდა ამას? ‒ ჩაერია ლაპარაკში სვანეთის აზნაუ-
რი სვინჩი დევდარიანი.
‒ ის, რომ ეჟვანს რომელი თაგვი შეაბამს ჭრელ კატას? ხომ სა-
ხიფათოა ახლა მიბრუნება და ისევ იმ გზით გავლა და სხვა გზა... უც-
ხო კაცები ვართ და ჩვენ არ ვიცით, ‒ განუმარტა მაიზერმა.
‒ არაფერი ამდენი ამბავი უნდა ამას. ჩემი ცხენ-იარაღი თქვენ წა-

37
იყვანეთ და მე ფეხით ისე მივიპარები სასახლეში, რომ არც თაგვობა
დამჭირდეს და არც კატობა, – განაცხადა სვინჩიმ, უცებ ჩოხის კალ-
თები აიკაპიწა და შემთხვეული ხიფათის მოსახსენებლად გურიე-
ლისკენ გაბრუნდა.
‒ აბა მარჯვედ და ფრთხილად, სვინჩი, და თუ მშვიდობით დაბ-
რუნდები, შენი საჩუქარი ჩემზე იყოს, ‒ დაუშაქრა გული მაიზერმა.
‒ შენი წყალობა ღმერთმა ნუ მომიშალოს და გურიელს რომ შენს
მშვიდობით გადარჩენას ვახარებ, ხელცარიელს მგონი არც ის გა-
მომიშობს.
‒ ოო, რა თქმა უნდა, კარგად დაგასაჩუქრებს.
სვინჩისაც სწორედ ეს მოლოდინი უადვილებდა ყოველგვარ სა-
შიშროებას.

***
მიქელ-გაბრიელ მთავარანგელოზის მონასტრის წინამძღვარს
დილის ლოცვით ნასავსავები ენა დაესვენებია, დაქანცული სხეული
მზეში გაეცხუნებია, უხალისოდ ხელში კრიალოსანს მარცვლავდა,
ერთი საფლავის ქვას თვალგაშტერებით დასცქეროდა და სოფლის
ამაოებაზე ფიქრობდა: „მიწა იყავ და მიწადვე იქეც“. ნუთუ?.. ნუთუ
უკვე სიცოცხლის გარშემო ამ ორი სიტყვით თავდება ყოველივე?
ოო, ღმერთმა ნუ ქნას, თორემ სიცოცხლის მაღალი აზრები დაუმ-
დაბლდება, ადამიანის მოდგმა ცხოველურ მოუთმენლობაზე გადა-
ვა, ნადირის უკეთურობას აითვისებს და ცხოვრებაც სათნოებისა და
სიბრალულის მიჯნას გასცდება და ოო, საშინელებავ. ეს ქვეყანა რა
სატანურ ჯოჯოხეთად გარდაიქცევა!.. ოო, ღმერთო, ეგედენ ნუ გა-
ურისხდები შენს გაჩენილ ქვეყანას.
‒კურთხევა შენი ჩემზედა, მამაო, – ჩამოესმა ამ დროს წინამ-
ძღვარს.
‒ მშვიდობა შენდა, სულიერ შვილო, – პასუხი ჰყო წინამძღვარ-
მა. მოსულს ჯვარი გადასახა და სამთხვევად ხელი გაუწოდა.
‒ მამაო, ვამეხი როგორ არის? რამდენიმე დღეა წასული ვარ და
მისი აღარაფერი ვიცი.

38
‒ უკეთ არის, შვილო. ამ დღეებში იმდენად დამშვიდდა, რომ
აღარც ხატს ერჩის და აღარც ჯვარს. დღეს კიდევაც ემთხვია ჯვარს.
‒ ოჰ, მადლობა ღმერთს. კარგი მოამბე ბრძანდებით. ნახვა ხომ
შეიძლება ახლა?
‒ კი, შვილო, მიბრძანდი.
პაწია სენაკში მწოლარე ვამეხი სასოწარკვეთილი გულით დარ-
დობდა:
„რა ჰქნა ესიკამ, რომ ამდენი ხანი დაიგვიანა? ალბათ დაქადნე-
ბული საქმის ვერაფერი გააწყო და ჩემთან მოსვლის ესირცხვება
უთუოდ, თორემ ამდენი ხანი სად არის. ეეჰ, ბედით განწირულს ესი-
კა კი არა, მთელი დუნია ვერ უშველის“.
ამოიხვნეშა ვამეხმა, სარეცელზე გვერდი იბრუნა. ამ დროს სენა-
კის კარებში ესიკაც შევიდა:
– ოჰ, ესიკა ჩემო! ეს იყო სწორედ შენს დაგვიანებაზე ვფიქრობ-
დი და მით ცოტა უგუნებოდაც გავხდი. რა ჰქენი შენი საქმის? წავიდა
სასიძო?
‒ წავიდა, ბატონო, ‒ ცოტა დარცხვენილად თქვა ესიკამ.
‒ ეეჰ, ხომ გითხარი, ესიკა, ჩემი ტყვია მეშურნე ბედმა ბამბად აქ-
ცია-მეთქი.
‒ დაწყნარდი, ბატონო, რაც სათქმელია, უნდა ითქვას და რაც
მოსახდენია, უნდა მოხდეს. გზა ერთი ნაბიჯით არ თავდება, ჯერ კი-
დევ გრძელი გზა გვიძევს წინ, ‒ მშვიდი და დინჯი კილოთი უთხრა
ესიკამ და ვამეხიც ცოტა სმენის წესში ჩააყენა.
‒ მამედ-ოღლისთან ვერაფერი გააწყვე?‒ შეეკითხა ვამეხი.
‒ მოგახსენო: როგორც კი მივედი, მამედ-ოღლი მოვიძიე. გავი-
გე, რომ აქ იყო და ტყვე შვილის გამოხსნას ცდილობდა, მაგრამ ვე-
რაფერს ვერ გამხდარიყო. ვნახე და ვუთხარი: რასაც მე დაგასაქმებ,
თუ იმას შემისრულებ, შენს შვილს მე გაგინთავისუფლებ-მეთქი. მა-
ნაც თავისებური ფიცით აღთქმა მომცა და... უნდა ვთქვა, მეც შევირ-
ცხვინე ვაჟკაცის ნამუსი და ამ ჩვენ გამარჯვების გმირზე მივუთითე.
შენ უნდა მოჰკლა თქვენი დამარცხების მიზეზი და ჩემი პირადი მტე-
რი მაიზერ გელოვანი-მეთქი, მაგრამ ეს არ უნდა გურიის მიწა-წყალ-

39
ზე, არამედ როდესაც შინ გაემგზავრება, მაშინ, სამთავროს საზ-
ღვარს იქეთ, ამა და ამ ადგილზე ჩაუსაფრდი და ესროლე-მეთქი.
მოჰკლავ, მოხვალ და შენს შვილს ჩაგაბარებ, არა და შენი სიცოც-
ხლეც დათვლილია-მეთქი. ყველაფერზე თანხმობა განმიცხადა. ის
მამაოხრის შვილი მაგარ კაცს ქე გავს.
‒ მერე, მერე?
‒ მერე და ისიც სიხარულით დამეთანხმა. გელოვანი კარგად
ვაცნაურე, რომ არ შეშლოდა, დრო და ადგილი დავუნიშნე, მაიზე-
რის წასვლის წინადღით შენი ნაჩუქარი თოფი გადავკიდე და გავის-
ტუმრე. მე კი დედოფალს ვეახელ, ვთხოვე და მოვახსენე, რომ ერთი
ვინმე მამედ-ოღლის შვილი მუსტაფა დიდი ნასიკეთვარით დავალე-
ბულია ჩემზე და სამთავროს წინაშე არავითარი ბრალი არ მიუძღვის
იმის მეტი, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოაქვს ხოლმე ოსმალური საწ-
ვრილმანო სავაჭრო რამეები და ამ დროსაც შემთხვევით აქ მოხვდა
და შეცდომით ტყვეთა შორის მოუთავსებიათ-თქო. ამისათვის ვი-
თავხედე და შენს მრავალმოწყალე სამართლიანობას შევსთხოვე,
რომ ეს ერთი კერძი კაცი თქვენი პირადი ბრძანებით მაჩუქოთ-მეთ-
ქი. დედოფალმა იმ წამსვე ბრძანება გასცა, რომ მოთხოვნილების-
თანავე ოსმანა განთავისუფლებული ჩემთვის ჩაებარებიათ. მე კი
სანამ მამედ-ოღლი არ მოვა და სახეირო ამბავს არ მეტყვის, მანამ
საპატიმროს კარებთან არ მივდივარ. როგორც იქნა, მესამე დღის
დაღამებულს მოიწია მამედ-ოღლიმ და მითხრა: „ალაჰის შეწევნით
ისიც მოვკალი და ერთი მისი უკეთესი მხლებელიცო, მე კი ისე გა-
მოვბრუნდი, კაცის თვალს არ დაუნახივარო. ახლა ჩემი შვილი ჩა-
მაბარე და გავსწევო, თორემ ჩემი აქ ყოფნა აღარ ეგებისო. მეც იმ-
წამს დედოფლის ბრძანებით ოსმანა სატყვეოდან გამოვიყვანე, მა-
მას ჩავაბარე და ვუთხარ, ფრინველის ფრთები გამოისხით, რომ
ხვალ დილას იქეთ გურჯისტანის ცამ აღარ დაგინახოთ-თქო. გასწი-
ეს კიდეც.
‒ მერე, მერე? იტყუა საძაგელმა?
‒ მოგახსენო. წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ისევ გადავიფიქრე,
ვიდრე სასახლეში ეს მომხდარი ამბავი არ გამომჟღავნდებოდა და

40
ყოველივე არ გამოირკვეოდა, მანამ ჩემი წამოსვლა ნაადრევად
ჩავთვალე და შევიცადე.
– მერე?
‒ ამასობაში სასახლეში ერთი ჩიყვიანი სვანი მოყვანჩალდა, პი-
რადად მოავრის ნახვა მოითხოვა და მოახსენა, შენს სასიძოს გზაში
ვიღაც ჩასაფრებული მტერი დახვდა, ორჯერ ესროლეს, ორი მეომა-
რი დაუჭრეს და, ღმერთს მადლობას ვსწირავთ, რომ თვითონ გა-
დარჩა და შინისკენ მშვიდობით გასწია. შენ ჩემი თავი გაახლა ამბის
საცნობლად და გთხოვა, საჩქაროდ გამოარკვიე, ვინა გყავთ ასეთი
ბინძური მტერიო. ამის გაგონებამ გამაშრო კაკალი კაცი, მაგრამ რა
უნდა მექნა!
‒ ეჰ, რა სიბრიყვე მოგვივიდა მაგათი დანდობა.
‒ ასეა, ბატონო, შეცდომას რომ თავშიც ისე ხვდებოდეს კაცი,
როგორც ბოლოში, მერე შეცდომასაც აღარავინ ჩაიდენს.
‒ სასახლეში რა ჰქნეს ამ ამბავზე?
‒ ოო, დიდმა აღშფოთებამ მოიცვა სასახლე. იმწამსვე დაგზავნეს
ყოველმხრივ ბრძანება, რომ ბოროტმოქმედნი აღმოაჩინონ.
‒ რა ხმებია? რას ეჭვობენ?
‒ მოვახერხე და ხმა გავავრცელე, რომ იმ მხარეში გაპარული
ტყვეები არიან თავშეფარებულნი-თქო და დარწმუნდნენ, ისინი იქ-
ნებიანო და მთელ იმ მხარეს მაძებრებს ათარეშებენ. მთავარმა
ბრძანა: ას ოქროს ვაჩუქებ, ვინც დამნაშავეს მიპოვისო, მაგრამ და-
უგვიანდებათ. ახლა ის მამაწაწყმედილის შვილები მათ მიწა-წყალ-
ზე იქნებიან უკვე გასული.
‒ სვანი წავიდა თუ პოვნას უცდის?
‒ წაეთრა. უჰ, რა საძაგელი მათხოვარი ხალხია.
‒ როგორ?
‒ მოიმკვდარუნა თავი მთავართან, აქეთ დაბრუნებულზე ვიღაც
სამი კაცი მეც დამხვდა, ცხენ-უნაგირი და თოფი წამართვეს, მე ბევ-
რი მცემეს და ხელიდან ძლივს ცოცხალი დაუძვერიო.
ხომ იცით ჩვენი მთავრის გულუხვობის ამბავი ‒ საუკეთესო
ცხენ-უნაგირი აჩუქა, თოფ-დამბაჩით შეაიარაღა და ისე გაისტუმრა.

41
მადლობა ღმერთს, წავიდა, თორემ ცოტა რომ კიდევ დაეცადა, ალ-
ბათ, საცოლესაც მოგვთხოვდა. ‒ ჩაიხუმრა ესიკამ და ვამეხიც გა-
აღიმა.
‒ მაშ ყოველივე გელოვანის სასარგებლოდ გათავდა?
‒ ჯერჯერობით. მაგრამ ერთი რამ კიდევ უნდა გკითხო. შენ რომ
მითხარი, თუ გელოვანი მოიკლა, მზია უსაცილოდ ჩემი იქნებაო,
მისცემენ კია ამის ნებას?
‒ ეჰ, შე კაცო! შენც ვერ გაიგე ერთხელ ნათქვამი. რა თქმა უნდა,
არ მისცემენ, მაგრამ არც ვითხოვთ ვინმეს ნებართვას. რაკი მზია
თანახმაა, მზიას ვუყვარვარ, მზია მომყვება, თუნდაც ჯოჯოხეთში გა-
ვუძღვე, ერთ მშვენიერ ღამეს შენი და მზისახარის დახმარებით გა-
ვიტაცებ, ოსმალოში გავიყვან და იქ, ხომ იცი, ბიძაჩემი ქელეშბეი
თავდგირიძე ხონთქრის დიდებულთაგანია და ისე მიგვიღებს, რო-
გორც გვირგვინოსან მეფე-დედოფალს. ასეთი იყო ჩემი და მზიას
მოლაპარაკების უკანასკნელი დასკვნა.
‒ მზიამ იცის ეს ჩვენი განზრახვა?
‒ არა. და ღმერთმაც ნუ ქნას, იცოდეს.
‒ მაშ რაფერ იქნება?
‒ იმფერ, რომ თუ გელოვანს მოვკლავდით, მზიას სახლსაც მის-
გან საშიშროება ასცდებოდა და თავისუფალ ქალს მე მოვიტაცებდი.
‒ რომ გაგვიგოს ქალმა?
‒ რაფერ? შენ არ იტყვი და მე. ისე ვინ რას მიხვდება?
– ბატონო, თუ ქალის ნებაა, კაცის უკვლელად გავიტაცოთ.
‒ არ შეიძლება.
‒ რატომ?
‒ იმიტომ, რომ მზიას ორი დაბრკოლება სტანჯავს: აღთქმული
სიტყვის უარყოფა და სვანთა შურისძიების შიში. და თუ ამ ორი მიზე-
ზის, საგანს სიკვდილით მოვიშორებდით, მზიაც ამ დიდი დაბრკო-
ლებისაგან განთავისუფლდებოდა და მშობლების განრისხებას ად-
ვილად გადავლახავდით.
‒ ეეჰ, მაგ დალოცვილს აქამდე ექნა ეს საქმე, ვიდრე თავს სა-
ალალბედოდ გაიხდიდა.

42
‒ აი მთავარი ჩვენი უბედურების ნასკვი მზიას ეგ შეცდომაა, მე
რომ ომამდე ჩემი წარმოუდგენელი ბედნიერება მცოდნოდა, ეჭვად
მაინც მქონოდა, მზიას მოვწონვარ, მზიას ვუყვარვარ, მზია გასატა-
ცებლად დამთანხმდება-თქო, ახლა ოსმალეთში ვიქნებოდით. მაგ-
რამ ეს უკუნეთში დამარხული გრძნობა მაშინ აღმოხდა მხოლოდ
მაგ კურთხეულს, ოდეს დაბრკოლებათა მთანი და კლდენი ზეცამდე
აღიმართნენ და ახლა ორი დიდი პასუხისმგებლობის წინაშე მხრებ-
გაკრული დგას: ფიცით გაცემული სიტყვის ასრულება და სამთავ-
როს მხსნელის დაფასება.
‒ ოო, ამის უარყოფა დიდი უმეცრებაა.
‒ უმეცრებაზე უარესი ხომ უნამუსობაა. და ორივ ერთად ეწოდე-
ბა იმ კაცს, რომელიც იტყვის, რომ ერთიც და მეორეც ცუდ შეუკად-
რებელი წმიდათა წმიდა არ იყოს, მაგრამ...
‒ ცუდ საქმეს მაინც ვზრახვობთ, არა?
‒ ვიცი, ვიცი, ჩემო ესიკა, მაგრამ მზიას დაშორების ზრახვაც რაგ-
ვარი ცეცხლია ჩემთვის, ახლა ამასაც მიხვდი.
‒ მოვიფიქროთ, ბატონო, და საქმეს სხვაგვარად შემოვუაროთ,
თორემ ცოდვით მოპოვებული ბედნიერება, შენს სიცოცხლეს ვფი-
ცავარ, მუდამ სულის საკვნესი სენია. აშკარაა, მეტად ცუდ საქმეს
ვზრახობთ, ბატონო, კაცს ბედი სწყალობს, ფათერაკი არ ეკარება და
ასე უსამართლოდ ჩვენ მაინც მის დაღუპვას ვლამობთ.
‒განა არ ვიცი, ესიკა ჩემო?‒ მიმკვდარებული ხმით ამბობდა ვა-
მეხი. ‒ განა სიტყვებით გადმოიცემა ის ტანჯვის კვირა, რაც მე შენ
შემდეგ გამოვიარე? არა, მერწმუნე. ამის გამოთქმისათვის ყოველი
სიტყვა ბალღივით უსუსურია და სხვათაგან თანაგრძნობა ამ ტანჯვი-
სა კი ჩლუნგი და გულცივი... რაც შენ წადი, მას შემდეგ ეს ორი აზრი
ან მზიას დაკარგვა, ან მხსნელი მეომრის სიკვდილი – ხმალამოწ-
ვდილი ჯალათივით თავს მადგას. ვიტანჯე, ვიწამე საშინელი წამე-
ბით და ბოლოს იქამდი მივედი, რომ დღეს დილით გადავწყვიტე: თუ
ესიკამ ამბავი მომიტანა, ის კაცი ამ შემთხვევაშიც გადარჩაო,
ღმერთს აღთქმას ვაძლევ. რომ ამიერიდან ცუდი აღარ ვიზრახო, ამ
ფიქრის დროს მონასტრის მოძღვარი ლოცვა-კურთხევით და ხელში

43
ჯვარით თავს წამომადგა. გაკვირვებულმა სიმშვიდის ძალა მოვიკ-
რიბე, მონანიების სახით პირჯვარი გადავისახე და ჯვარს მორწმუნის
ამბორით ვემთხვიე... აი რა ვქენი, ჩემო ესიკა, სანამდი მიმიყვანა
სინდისის ქენჯნამ... მზია დავკარგე და მზიას დამკარგავი ‒ ამიერი-
დან ჯოჯოხეთის ქარცეცხლით მოკირწყლულ გზაზე ვიფოფხებ და
დამწვარი სხეულით მივადგები სამარის კარს. აი რას მაძლევს აწინ-
დელი ჩემი სიცოცხლე.
ვამეხის ტანჯვამ და გადაწყვეტილებამ ესიკა სიბრალულით
აღავსო, მაგრამ შეიქმულების უსამართლობით იმდენად იტანჯებო-
და, რომ მაინც აღტაცებული წამოდგა, მადლიერებით აღსავსემ
ხელზე აკოცა ძმადნაფიცს და უთხრა:
‒ დიდება და პატივი ვაჟკაცის ასეთ ნამუსიან ნაბიჯს. აწ მიჯნურ-
თა უძლურებასაც თავი უნდა დააღწიო, ბედის ქურას ნაძალადევად
ცეცხლს ნუ ჩაუქრობ და მერწმუნე, რომ იგი რკინას კიდევ გამოს-
ჭედს. არა გვიშავს, შენი ესიკა ძვალმაგარია. ერთი და ორი მუჯლუ-
გუნი უკან ვერ დამხევს და რაკი ასეთ საძრახ ცოდვას ზურგი უბრუნე,
სამაგიეროდ, მე ჩემს სიცოცხლეში ზურგს არ გიბრუნებ და ვაჟკაცის
ფიცით შენთან სიცოცხლეს და შენთან სიკვდილს შევეწირები.
‒ გმადლობ, ჩემო ესიკა. და გამოგიტყდები, რომ შენებრ იმედი
მე აღარც მშთენია ვინმე. მოდი, მაკოცე, ეს მეორედ მიღებული ძმო-
ბის ფიცი იყოს.
ესიკა მივიდა, ორჯერ გადაკოცნა, ლოგინის წინ ჩამოუჯდა და
თანდათანობით დაწყნარებულმა ვამეხმაც თავისი წარსულის ფურ-
ცლები საკმაოდ გადაუშალა.
‒ ეეჰ, ესიკა ჩემო, რა უბადრუკი კაცი ვყოფილვარ. შენ ნუ გგო-
ნია, რომ მზია ახლახანს შემიყვარდა. იგი თორმეტი წლის იყო, რო-
ცა პირველად სამთავრო ტაძარში ვიხილე და იმ დღიდან რომ გაიის-
რა ჩემი ნორჩი გული, დღემდე უმწეოდ იფერფლებოდა. ვიცოდი, რა
მწვერვალის ძირში ვიდექი და შემსჭვალავის მიზეზს როგორ ვიტყო-
დი. როდესაც ოცდახუთი წლის ჭაბუკი გავხდი და მზია კი ოცი წლის
სინორჩის ყვავილი შეიქნა, ამ დროს გავიგე, რომ თურმე ჩემს გუ-
ლის ფეთქვას მზიას გულის კარიც შეუღია. მაგრამ დახე ბედს! მეკა-

44
რემ კარი ჩაგვიკეტა და დაუძლეველი მახვილივით კარის მცველო-
ბა იკისრა. ჩემს წარსულ უსიხარულო დღეებს აწინდელი სიცოც-
ხლის დღეები კიდევ მეტი ტანჯვით გადაებმიან და ვიწვალებ ასე.
‒ დამშვიდდი, ვამეხ, ჩემო ბატონო, და აწ სხვაზე ვილაპარაკოთ.
როგორც ჩანს, თავის მოგიჟიანება კარგად ჩატარებულა. წინამ-
ძღვარი დიდად გახარებულია, რომ ვითომ ჭკუაზე მოკეთებული
ხარ, ‒ ხერხიანი ღიმილით თქვა ესიკამ, უნდოდა ვამეხი სხვა ლაპა-
რაკზე გადასვლით გაერთო.
– საწყალი. თუ მალე არ ავშორდი, ვგონებ, თვითონ გავაგიჟო.
‒ აწ დროც არის აქაურობას გავშორდეთ და ცხოვრებას ისე შე-
მოვუაროთ, როგორც აჯობოს.
‒ ეჰ, ცხოვრება ჩემთვის აღარ მღერის და აწ საითაც გინდა იქ წა-
მიყვანე, ჩემო ესიკა... მზიას ამბავს რათ არა მეტყვი? როგორ არის?
‒ მდუმარებს თურმე. მზისახარმა შენთვის უსტარი გადმომცა და
მითხრა, მეტად ნაღვლიან ხასიათზე არისო.
‒ ვისი წერილი?
‒ ვგონებ მზიასი.
‒ მერე რატომ აქამდე არა თქვი?
‒ შენმა ნაღვლიანობამ, ბატონო, ყველაფერი დამავიწყა.
ესიკამ ჯიბიდან წერილი ამოიღო და აღელვებულმა ვამეხმა ხე-
ლის კანკალით გამოართვა, ორჯერ-სამჯერ გადაიკითხა და სახეზე
სიწითლის ფერმა გადაკრა.
‒ ხედავ, რასა მწერს? – ხმის კანკალით უთხრა ესიკას და დაუსა-
თაურებელი წერილის კითხვა ხმამაღლა დაიწყო: ‒ მთელი ჩემი არ-
სება ხის ფოთოლივით თრთის და მოელის კიდევ უმეტეს უბედურე-
ბას. ვაგლახ მე, თუ შელახე პატიოსანი რაინდის თავდაჭერილობა,
კეთილშობილის მადლი და ნამუსი და იმ სამარცხვინო საქმეში, რაც
ახლა მოხდა, შენ წილი გიდევს. რათ გვინდა ისეთი მიღწევა, რომ-
ლითაც ჩვენ წინ მთელი მთისოდენა სირცხვილი ისე აღიმართება,
რომ თვალში გამოხედვის ნებას არ მოგვცემს. არ შეიძლება ამას
ჭკუათამყოფელმა ბედნიერება უწოდოს და ჩვენ ხომ ბედნიერება
გვინდა? მე გთხოვ, სამთავროს შუბლი არ შეარცხვინო, ქართული

45
ნამუსი არ შებილწო და იყო თავდაჭერილად...
‒ მადლობა ღმერთს, მშვიდობის მომხრე ყოფილა, ‒ ჩაილაპა-
რაკა ესიკამ.
– და მეც მიგრძვნია, ჩემო ესიკა, მისი სურვილი და ალბათ ამ ძა-
ლით იყო დღეს დილით აღიარებული ჩემი სინანელი, ‒ ძლივსღა
თქვა განიარაღებულმა მიჯნურმა და უბედობის ცრემლებით აევსო
თვალნი.

***
შემოდგომის მშვენიერი დღეები იდგა. ხალხის გული მოსავლის
სიუხვით კმაყოფილი იყო. ყველა გაცხარებული მუ შაობით წლის სა-
ზოდოს მონახვაში დღე და ღამეს აერთიანებდა.
‒ შენ რა გიჭირს, ბეღელ-მარანში რომ სულაც არაფერი შეინა-
ნო, ისეთი მოკეთე-მწყალობელი გაიჩინე, შე ბედნიერო, ‒ ეუბნებო-
და გახა მახარობლიძეს სიმინდის მრჩეველი ნადი, მეზობელი სიმო-
ნა.
– კი, მადლობელი ვარ ღვთის, მარა შენს საკუთარ ბეღელ-მა-
რანს მაინც არაფერი სჯობია, ჩემო სიმონა.
‒ მართალია, მაგრამ მაგისთანა მოკეთის გაჩენაც დიდი იმედია
კაცისთვის. ქალეს რომ საძიძაოდ ეძებდენ, მეც მივიყვანე სასახლე-
ში ჩემი დედაკაცი, მარა დიდმა ქალბატონმა რძე რომ გაუსინჯა, არ
მოეწონა – მანკიანი რძე გაქვს, შვილო, არ შეიძლებაო. გამიკვირდა
გუნებაში ‒ ჩემს შვილებს თუ ამ ქალის რძე კაჟივით ზრდის, შენთან
რამ გაამანკიანა-თქვა და ვკითხე: რითაა მანკიანი, ქალბატონო-თ-
ქო? სიძველითო, შვილო. და ღმერთთან სწორი სჯობს, ერთი წლის
მეძუძური ქე იყო მაშინ და დავბრუნდით გაწბილებული. ასეა. ბედი
რომ არ გწყალობს კაცს.
‒ ჰო, მართლა, ძალიან ატყობს რძეს ქალბატონი.
‒ თუ მოგდის მალ-მალე ცოლის ამბავი?
‒კი, როგორ არა.
‒კაი ხასიათზე ვარ ხოო?
‒ კარგზე ძალიან, მარა, ცოტა არ იყოს, აქეთ წამოსვლა ქე ეჩქა-

46
რება.
‒ ჰოო, რა თქმა უნდა, ‒ ჩაიცინა სიმონამ, ‒ გურულ ცოლიკო-
ურს და ღომს ჩვენებური ფქვილის პური და ალექსანდრეულის ღვი-
ნო ურჩევნია.
‒ არა, ჩემო სიმონა, სასახლეში ჩვენზე უკეთესი ეშოვებათ ყვე-
ლაფერი, მაგრამ მიტოვებული ბაღნების ჯავრი აწუხებს და მერე,
ხომ იცი, თავის სოფელ-ქვეყანაში ცხოვრებას არაფერი სჯობია კა-
ცისთვის.
‒ ჰოო, ეს მართლა, გეშველა, მართალი იყოს. ნათქვამია, სხვი-
სი ქვეყნის ხაჭაპურს ჩემი ქვეყნის ცივი მჭადი მირჩევნიაო.
‒ ჰოდა, ასეა.
– როდის უპირებენ მოყვანას გურიელის ქალს, თუ იცი?
– მალე.
‒ მაინც როდის?
‒ ჯვართამაღლებისათვის არის გადაწყვეტილი.
‒ კარგა ხანი ქე გამოითავისახლა.
‒კი, ღვთიშობლობას გახდა ერთი წელი, რაც ჯვარი დაიწერეს.
– ჰოდა, აწი ქე არის მოყვანის დრო, რა თქმა უნდა. ბაღანა რა
ხნის არის ახლა?
‒ ორი თვის, მარა სკვინჩასავით ბიჭია, ცოცხალი და ძარღვიანი.
‒ იმე, რატომ არ იქნება, დედა კაი ყავს და მამა.
‒ მაგაზეც არ არის, ჩემო სიმონა. ბევრი გვინახავს კაი დედ-მა-
მის შვილი ჩიჩია და ძაბუნი.
‒ ესეც მართალია. გახა, მართლა, შენ დაგჭირდება ახლა ხომ
ქორწილზე გურიაში წასვლა?
‒ რა თქმა უნდა და მიტომაც არის, რომ ასე ნამეტნად უჩქარი მო-
სავლის მილაგ-მოლაგებას.
‒ რა გიჭირს, ძმაო, გურიელის ნაჩუქარი ცხენ-უნაგირი არ გი-
ვარგა თუ გელოვანის ყაწიმები.
გახამ ჩაიცინა.
‒ შე კაცო, რას დამცინი, მთლად ღატაკი არც წინათ ვიყავი მა-
ინცდამაინც.

47
‒ დაცინვას ჯვარი დავწერე, მაგრამ მართლის თქმა ნურც გეწყი-
ნება.
– არა, შე კაცო, ვხუმრობ თორემ, რა საწყენია. ნეტავი კიდევ ბევ-
რი მომცა მაგათთანა მწყალობელი.
‒ ჰო, იმაზე ვლაპარაკობდით... დიდ ქორწილს იზამენ, რა თქმა
უნდა.
‒ ოო, ძაან დიდი მარაგია სასახლეში. მაწვიელი კაცები, აგერ
ერთი კვირაა, მგონი, რაც დაგზავნილია.
‒ ბევრი დიდი კაცი ეყოლებათ მოწვეული, ჰა?
‒ რა თქმა უნდა. ოდიშის მთავარი, რაჭის ერისთავი, ლეჩხუმ-
სვანეთის მებატონეები...
‒ სოფელ-ქვეყანა ხომ არ დავავიწყდებით?
‒ არა, შე კაცო, მაგ რა სათქმელია! ჩვენს მაწვიელად ქორწილის
სამი დღით წინ ხელოსნები ჩამოივლიან და გვაწვევენ.
‒კაი თვალისიერი მოგველის, აბა? ‒ თქვა სიმონამ ნასიამოვნე-
ბი სახით. ჩაიცინა და გარჩეული სიმინდის ტარო ხვავისკენ გადაის-
როლა.

***
ბედნიერებით მორჭმული ფაქა გელოვანი სხვადასხვა განკარ-
გულებას იძლეოდა, რომ ქორწილის წესი და ადათი ღირსეული ელ-
ფერით ჩატარებულიყო. ყველა თავთავის ადგილზე მიჩენილი და
დასაქმებული ყავდა: სტუმართა მიმღებ-მოდარბაისლენი, ცხენ-ია-
რაღის მეთვალყურენი, სუფრის გამგე-მოსამსახურენი, მომღერალ-
ნი და მოსაკრავენი, მოშენაწევართა მიმღებნი, ყაბასის მსროლელ-
ნი, მოჯირითე-მეისრენი და სხვა მრავალი მოწესენი.
‒ აბა, ყათილ ჩემო, ხომ იცი, დიდი სირცხვილ-ნამუსის წინაშე
ვდგავართ და შენი იმედი მაქვს, რომ ოჯახს და გვარს არ შემირ-
ცხვენ და დიდი სიფრთხილით და ყურადღებით განმიგებ ამ საპატიო
დღეებს, ‒ აფრთხილებდა მახლობელ ნათესავსა და ქორწილის
მთავარ მოწესრიგე ყათილ ჩიქოვანს ოჯახის უფროსი ფაქა.
‒ ირწმუნეთ, ბიძაჩემო, რომ ყოველივე ისე იქნება, როგორც წესი

48
და რიგი გვავალებს, ‒ უპასუხა ჯავრიანად ყათილმა.
‒ ოო, თვალი გეჭიროს. გურულები, ცოტა არ იყოს, ამპარტავანი
ხალხია და თუ ფრთხილად არ ვიქენით, გაგვკიცხავენ და უსაცი-
ლოდ ძრახს გაიტანენ.
‒ ბატონო, ციხე-დარბაზს დაგვიწუნებენ, პურ-ღვინოს, ხალხის
ახოვანება-სიდარბაისლეს თუ კეკლუცთა სიტურფეს? ‒ გაეხუმრა
ჩიქოვანი.
‒არა, მე მოგახსენე, რომ წესი და ზრდილობა იქნეს დაცული, სი-
უხვე და ლაზათიანობა. აი, მთავარი ეს არის უცხოთათვის.
‒ დიახ, იმაზე მიბრძანებია, რაც უკვე უდავო თვისებაა ჩვენთვის.
‒ ჰა-ჰა-ჰა... კარგია, თუ ძალა შეგწევს ქადილის. როგორ ფიქ-
რობ, რა დროს მოაწევენ გურიიდან მექორწილენი.
‒ მე ვფიქრობ, ახლა ხვამლის მთის ძირში იქნებიან. ასე, რომ
დაბინდებისას მახარობელი მაინც მოაწევს და ცოტა ხნის შემდეგ
ისინიც მოაღწევენ.
‒ ჰო, მეც ასე ვფიქრობ.
‒ მოშენაწევრებმა დაიწყეს უკვე დენა. სადაცაა თვარაძე მოგ-
ვახსენებს.
‒ აბა, აწი სტუმრებიც გამოჩნდებიან.
‒ ჰო, შემწუხრებისას.
დარბაზის კარი შემოაღო შუახნის, ბრგე ტანის სახლთუხუცესმა
გოგინა თვარაძემ, ქუდი მოიხადა და ბატონს მიმართა:
‒ ბატონო, ზოგიერთი მოშენაწევრე გეახლათ.
‒ ვისგან? ‒შეეკითხა ყათილი.
‒ დადიშქელიანების, გარდაფხაძეებისა და რაჭის ერისთავისა-
გან.
‒ მერე?
‒ დადიშქელიანებმა გაახლეს თორმეტი ცოცხალი ხარჯიხვი, ‒
დაიწყო თვარაძემ.
‒ ჰო, ეს კარგია, შენ ნუ მომიკვდე, ‒ წამოიძახა ნასიამოვნებმა
ყათილმა.
‒ გარდაფხაძეებმა ათი რჩეული ბედაური, ბატონო.

49
‒ ჰო, ესეც კარგია, შენმა სიცოცხლემ.
‒ რაჭის ერისთავმა ორმოცი ორაგული და ერთი წყვილი დე-
დალ-მამალი ირემი, კაცის თვალი უკეთესს ვერაფერს ნახავს, ბა-
ტონო.
‒ იმე, ეს სულ უკეთესი, შენ ნუ მოუკვდე ჩემს თავს, ‒ იწონებს და
იხარებს მათილი.
‒კეთილი, ჩემო გოგინა, მაგრამ ხომ იცი, ის ხალხი დაღლილი
იქნება. ახლავე პურ-მარილი მიართვით და შესაფერი პატივით მო-
ეპყარით, – უბრძანა ფანამ და გოგინაც ნაბრძანების ასასრულებ-
ლად გატრიალდა.
‒ კარგია, შენ ნუ მომიკვდე, ჯიხვით და ორაგულით და ვაპურებთ
გურულებს და მეტი რა უნდათ! ‒ გაიხუმრა კიდევ ყათილმა.
‒ მაგით ვერ გავაკვირვებთ, ჩემო ყათილ, მაგრამ მართებული
კი იქნება, რომ შენმა თვალმა დახედოს ყველაფერს.
‒ დიახ, ბატონო,‒ წასასვლელად წამოდგა.
‒ ყათილ, ჩემო, უბრძანე, რომ ნადირები საჯიხვეში დაამწყვდი-
ონ. ხომ იცი, ხვალ ყაბახის დროს გამოვასხამთ სროლის შექცევი-
სათვის, ხოლო ირმები განცალკევებით სათუთად მოათავსონ,‒ და-
აბარა ფაქამ და თვითონაც წამოდგა, ახოვანი ტანი გამართა, სარ-
კმელთან მივიდა და ეზოში მოფუსფუსე ხალხს თვალი გააყოლა.
ბედნიერი დღით სიამოვნება-მინიჭებულ ფაქას გოროზი თვალები
არაჩვეულებრივი ლმობიერებით გამოიყურებოდა. ფართო, გადატ-
კეცილ შუბლზე სიხარულის შუქი გადაფენოდა.
„ღმერთო, რაც მომანიჭე, ის დამანებე და ამაზე მეტს აღარას
გთხოვ, ‒ გაიფიქრა ფაქამ. ‒ ჩემი ერთადერთი შვილის ბედნიერე-
ბამ შენს კარიბჭემდე მოაღწია და ოჯახის ავლა-დიდებამ მტერ-მოყ-
ვარენი აალაპარაკა. ვდგევარ, უფალო, შენს წინაშე და მადლობას
გწირავ“.
‒ აი აქეთ, გეთაყვა, აქ დააფინეთ და ზედ დიდი სავარძელი და-
ადგით, – მოუძღვებოდა მსახურებს მხნე, გოროზი შესახედაობის
ქალი, ფაქას მეუღლე, დგებუაძის ასული, დიდი ქალბატონი როდა-
მი.

50
– ქალბატონო, პატარძლის დასაბრძანებლად ის მარჯვენა კუთ-
ხე მორთეთ, აი იმ ხატის წინ, ‒ ურჩია ფაქამ.
‒ დიახ, ბატონო, მეც ასე ვფიქრობ. მას უნდა შევფარო აწინდელი
ოჯახის ძლიერება, დიდება მაგის სახელს,‒ უპასუხა ლმობიერად
როდამმა.
დარბაზში ყათილი შემოვიდა და ფაქას აუწყა:
‒ ოდიშის მთავრის სასახლიდან ოთხი თავადი მხლებლებით
მობრძანდა და მათთან ერთად სასახლის მგოსანი უჩარდია. მთავა-
რი საორმოცო სნებით არის შეპყრობილი და დედოფალი დიდად
ნაწყენია, ვერ გესტუმრათ ამ ბედნიერ დღესო.
‒ ჰო, დიდად საწყენი ამბავია, თქვა ფაქამ.
‒ ღმერთმა მისცეს ძალ-ღონე განკურნებისა,‒ დაუმატა ქალბა-
ტონმა როდამმა.
დარბაზში ისევ გოგინა თვარაძე შემოვიდა და ხელში ვერცხლის
ლანგრით ძვირფასი ნივთი შემოიტანა.
‒ ოდიშის დედოფალს პატარძლის მოსართმევად უბოძებია, ბა-
ტონებო, ‒ მოახსენა მათ გოგინამ და ლანგარი დიდ ქალბატონს გა-
დასცა.
‒ ძვირფასი ამბახჩაა, თქვა ყათილმა.
‒ სულ ალმას-ზურმუხტით მოკენჭილია, ‒ ამოიცნო როდამმა.
‒ერთ სოფლად საღირალია, – შეაფასა ფაქამ.
‒ ერთ სოფლადო, გოგინა, მაგრამ შენს გლახა სოფელში არ გა-
იცვლების, ‒უხუმრა ყათილმა.
‒ ბატონს ვკითხოთ, აბა, ბატონო, შენს კაი სოფელში თუ გას-
ცვლის.
– გამიჭირდება, შენმა გაზრდამ.

***
მზე უკვე იწურებოდა, რომ მოსულ წინმავალ მახარობელს ქარ-
თული ჩვეულებით მარჯვენა მკლავს წითელი ყანაოზით უხვევდნენ
და ვერცხლის აზარფეშით ასაჩუქრებდნენ.

51
სასახლე მთლიანად ავსებულიყო შორეული და მახლობელი
სტუმრებით. საპირფარეშო ოთახში ქალბატონები ოქრომკედით
აკერილი ფარჩეულით ირთვებოდნენ.
დარბაზში ვაჟბატონები ერთმანეთში მასლაათობდნენ და საამუ-
რად სიტყვაწყლიანობდნენ. ეზოში მხიარული ფაციფუცი ატყდა: გუ-
რიიდან გამომგზავრებული ოჯახის მომავალი მემკვიდრე და იმედი
პატარა შმაგი გელოვანი მოიყვანეს.
ლეჩხუმელი ძიძა ძიძის ქმართან ერთად, ორი ძიძა და ძიძათა
ქმრები გურიელს ეახლებინა. ყველამ ერთად ჩვილი ბაბუა-ბებიას
მოვერცხლილი აკვნით მიჰგვარა და მიულოცა, განუსაზღვრელი
იყო ოჯახის სიხარული და აღტაცება.
– ესენი, ბატონო, მთავარმა აახლა პატარა ბატონს. ძიძები და მა-
თი ქმრები გახლავან. აბა, სვანს ერთი ძიძით როგორ დავაპურებ-
თო, ხუმრობდა მთავარი, ბატონო, გახას ნათქვამზე ყველამ გაიცი-
ნა.
‒ დიდად მოხარული ვარ. ღმერთმა ბედნიერი ქნას თქვენი ჩემს
ოჯახში მოსვლა, ჩემო შვილებო,
მასპინძლური სიტკბოებით მიესალმა ფაქა სტუმრებს და მოწეს-
რიგეს უბრძანა, რომ მათთვის შესაფერი ადგილი მიუჩინა.
‒ ჩემო გახა, სწორედ რომ კარგ დროს მოუწიეთ, – მიუბრუნდა
ფაქა.
‒ ადრე დავწინაურდით, ბატონო, რადგან შეგვეშინდა, რომ იმათ
მობრძანების დროს ყმაწვილი ხმაურს და სროლას არ შეეკრთო.
‒ ჭკვიანი ვაჟკაცი ხარ ჭეშმარიტად და ყველაფერში სანდო და
მიმხვდარი, ‒ ეუბნებოდა მადლიერების სახით ფაქა.
– თქვენგან კარგად ხსენება ნუ მომიშალოს ღმერთმა, დიდო ბა-
ტონო, მადლობას სწირავდა კმაყოფილი გახა.
‒ რა ადგილს ჩამოგრჩნენ უკან?
‒ მოლეკურაზე, ბატონო. აწი სადაცაა ორპირში შემოვლენ. შემ-
ხვდურთ აგვიანდებათ, მგონი, ბატონო!
– ეს არის მიდიან, ‒ პასუხი ჰყო ყათილმა და ის იყო შემხვდურ
ახალგაზრდათა კრებული მხიარული მაყრულით დაიძრა.

52
‒ აბა, გახა ჩემო, გვითხარი ამბები. ჩემი რძალი ხომ არ შეწუხდა
ცუდი გზებით? ‒დაუწყო გამოკითხვა ფაქამ და დარბაზი სმენად გა-
ინაბა.
‒ არა, ბატონო, ძალიან თამამი ცხენოსანი ბრძანებულა.
‒ გზები თუ არ იყო სხვიმინდელზე ცუდი?
‒ ალაგ-ალაგ არა უშავდა რა, მაგრამ უფრო ხშირად კი ფოცხვე-
რის ბრჭყალები იყო საჭირო.
‒ გზადაგზა თუ ვინმემ პატივგყოთ?
‒ ოო, ნამეტანი, ბატონო, ვის საბატონო მიწა-წყალზედაც კი შე-
ვადგამდით ფეხს, ყველგან უხვი პურ-მარილი გვხვდებოდა. ქუთა-
ისს რომ გიახელით, იქ ხომ იმერეთის მეფემ პატიოსანი ქორწილი
გაგვიმართა, ბატონო, ქალბატონი დიდი განძეულობით დაასაჩუქ-
რა და მაყართა მშვენება ოცი ცხენოსნით გაგვიმრავლა.
‒ ოო, კაი დაგემართოს, — თქვა სიამოვნებით სახეგაბრწყინე-
ბულმა ფაქამ, — გურიიდან თუ მოყვებიან მაყრები ბლომად? ‒გა-
ნაგრძო კითხვა.
‒ ორმოცდაათი ცხენოსანი, ბატონო. ასე წარმოიდგინეთ, ერთმა
ქალბატონმაც გაბედა ‒ ეჯიბ აბაშიძის მეუღლე მდადედ მოყვება,
დეიდა ბრძანებულა ჩვენი ქალბატონისა.
‒ რას ამბობ! რას ამბობ! ‒ შეიკვირვა ყველამ.
‒ თქვენმა სიცოცხლემ.
‒კარგი მახარობელი ხარ, ჩემო გახა, ყველაფერი საამო და სა-
ხარელი გვაუწყე.
‒ და განსაკუთრებით აბაშიძის ქალბატონის მობრძანება, ბატო-
ნო, არა? – წაუხუმრა დადიშქელიანმა.
‒ ეგეც დიდი დავალებაა, უნდა ითქვას,
‒ მახარობლიძე, შენ ეს გვითხარი, თუ არის ქალბატონი სამძახ-
ლო საამო და სახარელი? – შეეკითხა დადიშქელიანი და ღიმილით
თვალი ჩაუქნია.
‒ ნამეტანი მშვენიერია, ბატონო.
‒ მაინც?
გახა შეწუხდა. თამამი თქმისთვის იკრძალვოდა.

53
‒ არა, უნდა გვითხრა, გახა, ბარის სიცხეს იძლევა თუ მთის ყვა-
ვილის სილამაზეს?
‒ ორივეს, ბატონო.
‒ მაინც?
‒ ლამაზია მთის ყვავილივით, ბატონო, და მცხუნვარე შუა ზაფ-
ხულის მზესავით, ‒ გაბედა გახამ და დარბაზი საერთო სიცილ-ხარ-
ხარით გაივსო.
მხიარულ სტუმრებს ახალ-ახალი სტუმრები ემატებოდნენ და მე-
ქორწილეთა მოლოდინი მოთმინებას უკარგავდა მათ.
ბინდდებოდა, როცა ორპირის ორკლდეთა შორის გაისმა გუ-
რულთა მკვირცხლი და დავერცხლილი კრიმანჭული. საზეიმოდ
განწყობილმა შემხვდურებმაც მყის პასუხი გასცეს. გარშემო განი-
ფინა დევგმირული სიმღერისა და თოფ-დამბაჩათა გრიალის ხმა.
დაღლილ მზიას ცხენის სადავე მეავჟანდის ნება-სურვილზე მიეშ-
ვა და თვითონ კი ნაღვლიანი ფიქრებით დამძიმებულს უფრო ჰგავ-
და, ვიდრე მოდღესასწაულე პატარძალს.

***
დილის ათი საათი იქნებოდა, რომ ღამის ლხინითა და ქეიფით
დაზანტული მექორწილე ვაჟბატონები ლოგინებში იშმუშნებოდნენ,
წუხანდელ სმა-ქეიფზე საუბრობდნენ, ხუმრობდნენ, ერთმანეთს
აჯავრებდნენ: მე მეტი ღვინო შევსი, მე უკეთ მოვილხინე, ქალბატო-
ნების ყურადღება მე მეტად მივიპყარიო,
მანდილოსანთა მოსასვენებელ სადგომებში ქალბატონებს ბუ-
დეში მყოფი მერცხლებივით ლოგინებიდან თავები წამოეყოთ და
იმერ-გურულთა მამაკაცების შედარება-შეფასებაში იყვნენ. ერთი
ნაწილი სეითხან გურიელს იწონებდა და მეორე კი ედიშერ წერე-
თელს.
განსაკუთრებულ მყუდრო ოთახში მოსვენებული დაღლილი პა-
ტარძალი, აფუმფულებულ ბუმბულ-ბალიშებში ჩაფლული, მძინა-
რესავით განაბულიყო.

54
„ოჰ, ღმერთო, რა ვიცი, რა ამბებია ახლა გურიის სასახლეში?‒
ფიქრობდა ბალიშში თავჩაფლული მზია, ‒ არა, ეშმაკია ასე თილის-
მურად ჩემი ფეხდაფეხ მდევნელი, რომ ესე ყოველი მომიშხამოს“.
ოთახის კარი მზისახარმა კრძალვით შემოაღო და სათუთად გახ-
ვეული პაწია შმაგი ქალბატონს საწოლში მიჰგვარა.
‒ დილის მეფეხურად შენი უმანკოება და სიხარული მოგგვარე,
ქალბატონო.
დედის გრძნობამ უეცრად იელვა, მზიას უგუნებობა სადღაც მიჩ-
ქმალა და სახეს სიამოვნების გამომეტყველება გადაეფინა. საბნი-
დან თეთრად მოკიაფე ხელები ამოიღო, შვილს სასოებით მოხვია
და მკერდთან მიიწვინა.
‒ გენაცვალოს დედის სიცოცხლე, როგორა მყავხარ? ხომ არ და-
იღალე? აბა, მზისახარ, როგორ ატყობ? ვითომ აიტანა ამდენ კლდე-
ღრეებში ნჯღრევა და წვალება?
‒ რომ არ მეგონა, ისე კარგად, ბატონიშვილო.
‒ კარგი, დაგემართოს, თუკი ასეა, მაგრამ მე კიდევ მეშინია.
‒ რას ბრძანებ, ბატონო. აბა რისი სვანია, თუ ამდენს ვერ აიტანს.
პატალა გმილი ვალ, ჩემო დედილო, პატალა გმილი.
– მზისახარ, დრო არის, თუ იცი, აწ ჩემი ადგომის?
‒ კი, ბატონო. დეიდაშენი, წერეთლის ქალი, უკვე ირთვება.
– ოო, აბა, მეც უნდა ავდგე, რა თქმა უნდა. დეიდაჩემი თავის
მორთულობას დღეისთვის ალბათ გაორკეცებით ამშვენიერებს.
‒ მოურთავადაც მშვენიერია, ჩემო ბატონო.
‒ წუხელი ტრფობის ცეცხლით დადიშქელიანი აღანთო და დღეს
ალბათ სხვებსაც მოხიბლავს.
‒ რომელი ბრძანდებოდა დადიშქელიანი?
‒ დეიდაჩემის პირდაპირ რომ იჯდა სუფრაზე, ბიძაჩემ ეჯიბ აბა-
შიძის გვერდით ‒ თეთრი ჩოხა-ახალუხით, მაღალი, ლამაზი, მეტად
მამაცი გამომეტყველების კაცია სწორედ.
‒ ჰო, მივხვდი, მივხვდი, ბატონო. ის ვინ იყო, ბატონო, თქვენ
მარცხნივ რომ ბრძანდებოდა?
– ოო, ის ნადედოფლარი, კოჭიბროლა.

55
‒ როგორ ნადედოფლარი?
‒ ის იმერეთის მეფის ალექსანდრეს დედაა.
‒ მერე რამ გაანადედოფლარა?
‒ ქმარმა. ღალატის იჭვნეულობით სიკვდილით დასჯა მიაპყრო
და ოდეს დასასჯელად უდაბურ ტყეში წარავლინეს, იქ ხახუტა ასათი-
ანმა ჯალათები მოისყიდა და დედოფალი ლეჩხუმში გამოაპარა.
ამასობაში მეფე გარდაიცვალა და დედოფალი ხახუტა ასათიანის
სჯულიერი მეუღლე შეიქნა.
‒ რას ბრძანებ! შვილმა თუ იცის ეს ამბავი?
‒ როგორ არა. ახლახან გაიგო, დიდი პატივით შეირიგა, ხახუტას
თავადობა უბოძა და მრავალი ყმა და მამულით დაასაჩუქრა.
– რა მშვენიერი ქალია. სწორედ რომ სადედოფლოდ გაჩენილი
ყოფილა.
‒ წინათ ხომ სულ უკეთესი იყო თურმე. მაგრამ ახლა ორმოცდა-
ათ წლამდეა მიღწეული.
‒ ჩვენ რომ ქუთაისს მეფისას ვიყავით, ახლა ის ამ ქალბატონის
შვილია?
‒ დიახ.
‒ მცირეოდენ ქე წააგავს სახიერებაში. მეტი შვილი არა ჰყო-
ლია?
– როგორ არა. ერთი ალექსანდრეს ძმა, მამუკა და მესამე ვაჟი
ასათიანთან ჰყავს, თუ შეამჩნიე, წუხელ მამიდაჩემმა მომიყვანა.
თორმეტი წლის ვაჟია, მალაქიას ეძახიან.
‒ მამიდაშენი ვინ არის?
‒ თვით კოჭიბროლა.
მზისახარი დაიბნა.
‒ სიდან?
‒ მამაჩემის მკვიდრი ბიძაშვილია. შენ უნდა გაგეგონოს ეს ამბე-
ბი.
‒ მაგას რას მიბრძანებ! ის ბრძანდება?
‒ ჰო, მაშ!
‒უიმე, რა გავიგონე ეს! მაგ ამბავი მეც კარგად ვიცი და ჩინებულ-

56
ადაც მახსოვს მაგათი ერთხელ მამაშენისას მობრძანება. შენი ჭი-
რიმე, დღეს უნდა ვიახლო და კალთა დავუკოცნო...
‒ ისე, კაცმა რომ თქვას, სახელი ვერაფერი დაურქმევიამ. კო-
ჭიბროლა რა სახელია!
‒ ნამდვილ სახელად თამარი ჰქვიან, მაგრამ კოჭიბროლა ზედ-
მეტ სახელად შეერქვა ტანის აღნაგობის განსაკუთრებული სიმშვე-
ნიერის გამო. ამბობენ, მთელი მაგის ტანი ბროლის ქანდაკებასავით
ჩამოსხმული არისო.
‒ თუ ასეა, ბატონო, აბა ტანიბროლა უნდა შეერქვათ.
‒ ტანის ხსენებას ვინ გაბედავდა! ამიტომ ტანის შექება კოჭები-
დან შეჰბედეს.
‒ ესეც მიბრძანე, ქალბატონის ჭირიმე, ბიძაშენს, ეჯიბ აბაშიძეს
რომ მეორე მხრით ვიღაც გოლიათი ტანის დიდებული უჯდა, ის ვინ
იყო?
‒ ის კამარ ახვლედიანია. ამბობენ, ღვინის იშვიათი მსმელი და
მჭევრმეტყველი არისო.
‒ იმე, ბატონო, რომელი ერთი ვიკითხო, აღარ ვიცი. წუხელ ვახ-
შმობისას რომ გიახელ, ქათიბი მოგასხი და გადავხედე სუფრის
მთელ კრებულს, გულს გავიფიქრე: შოთას „ვეფხისტყაოსანზე“ მეტი
ტარიელ-ფრიდონ-ავთანდილები და ნესტან-თინათინები აქ ყოფი-
ლან-თქო და გულმა სიხარულით გამიფეთქა, ასეთ საკადრის ხალ-
ხში მეყოლება ჩემი ღვთაება გაზრდილი-მეთქი. ბედნიერი ხარ, შვი-
ლო. როცა მიხედ-მოიხედავ, ნახავ, რომ ყველაფერს ღვთის სიუხვის
და სიბეჯითის ხელი ჰფარავს.
‒ ეჰ, რაღა უნდა ვქნა, ჩემო მზისახარ! რაკი ეს გამიჩნდა, ყველა-
ფერს უნდა დავემორჩილო, მაგრამ ვამეხის ცეცხლი მაინც არ მას-
ვენებს. ვიცი, რომ მამაჩემი იმას და ესიკას გურიის მიწა-წყალზე
ფეხს აღარ დაადგმევინებს სანამდი უნდა იხეტიალონ ასე უგზო-უკ-
ვლოდ, აღარ ვიცი
‒ მე კი მგონია, რაკი სიგიჟის ხმა დაუყარეს, მამაშენიც შეიწყნა-
რებს.

57
‒ არა, რას ამბობ! მეც ხომ ვამეხის სიგიჟით ავუხსენი იმ წერი-
ლის ხასიათი, მაგრამ, ხომ იცი, მამაჩემს ვერაფერს გამოაპარებს
კაცი. მე და ამის დამწერი ერთ სამთავროში ვეღარ მოვთავსდებიო,
ბრძანა და გაათავა კიდეც. რომ აფხაზეთში არ გაესწროთ, იმას და
ესიკას, ორივეს შეპყრობას უპირებდა და ღმერთმა უწყის, რა სახით
დასჯიდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს ექვსი თვეა, რაც გურიას
განშორდა და ეგებ სიცოცხლე მაინც შერჩეს საბრალოს.
‒ რაო, რა მოხდა ასეთი! გატრფიალების წერილს, ღვთიშობელს
შეკადრებს კაცი და მეტი რა დაშავდა!
ისე გაფიცხდა მზისახარი, თითქო პირველად ესმოდა ეს ამბავი.
‒ არა, გატრფიალებაზე მეტი იყო. ახლად ჯვარდაწერილ ქალს
მწერდა, შენ ხომ შეასრულე აღთქმული სიტყვა და ეცოლე გელო-
ვანსო. მე ვფიქრობ ამ სამი თვის ბედნიერება ეყოფა იმ სვანს და თუ
ქორწინების ძალამ შენს გრძნობებში ფერფლად არ მაქცია, ვფიქ-
რობ გაიბედების მოგახსენო, რომ ჩვენი ნათქვამი სიტყვა საქმედ
ვაქციოთ და ჩვენი ესიკათი ოსმალოში გავიპაროთო. თუ ამ წერი-
ლის პასუხად „ჰოს“ არ მაღირსებ, გულში ჩასაცემი მახვილი ხელში
მიპყრიაო. რაც უნდა გიჟი იყოს, ყოველ შემთხვევაში, ეს წერილი გი-
ჟის დაწერილს არა ჰგავს.
– ეჰ, რა დროს ამაზე ლაპარაკია ახლა, თორემ ის უბედური ესიკა
ბავშვურად შეცდა მაგ საქმეში. როგორ გაბედა და ას წერილი, ჩემს
გარდა, შენ გადმოსაცემად ვინმეს ანდო და ისიც სიო ბერიძეს. მაგ
უბედურმა, როგორ იცოდა, რომ სიო ბერიძე დაუნდობელი მოენე და
გამცემი მახეა.
‒ ეჰ, რა ვიცი. ღმერთმანი, თითქო ყველაფერს ჩვენ შეუგრძნობ-
ლად საქმობს ბედისწერაა თუ რაღაც ეშმაკი მალული ძალა, თორემ
რა არის აბა, რომ ყოველი ჩემი ნაბიჯი ჩემი სურვილის გარეშე მი-
ემართება.
‒ გავჩუმდეთ აწი. ახლა მაგაზე ლაპარაკი დროის შეუფერებე-
ლია, დაგენაცვლოს ჩემი თავი.
‒ რას ამბობ. მზისახარ! ჩემთვის ყოველი დრო მაგაზედ ფიქრსა
და საუბრის სურვილს ეკუთვნის.

58
ოთახში მაიზერის შემოსვლამ ქალბატონ-გამდელის საუბარს ‒
თითქო ენა წარკვეთაო. ორივენი დაბნეულობით ბავშვს ისე მიეფა-
თურენ, თითქო რაღაცას შველოდნენ, პირველი თქმა მაიზერისაგან
უნდოდათ.
მაიზერის მიმზიდველი შესახედაობა საქორწილო აღტაცების
იერს უფრო მეტი ლაზათიანობით დაემშვენებინა, ცოლის სარეცელ-
თან მივიდა, პატარა შმაგის მიუალერსა. მზიას სახეზე სიმორცხვის
სიწითლემ გადაუარა.
‒ საწყალი პატარა კაცი. დიდი თავგადასავალი გამოიარა და ხე-
დავთ, რა კარგად გამოიყურება!.. შენ რას შვრები, ქალბატონო,
ვგონებ, შმაგიმ გაჯობა ამტანობით, ჰა? როგორა ხარ დღეს?‒ ხელი
აუღო და ეამბორა.
‒ არა მიშავს, ‒ სათნოდ უპასუხა მზიამ.
‒ ეს ჩვენი მზრუნველი ქალი რას შვრება? ძლიერ დაიღალე, მზი-
სახარ?
‒ არა, ბატონო. კარგად გახლავარ ძალიან.
‒ ბარაქალა, მზისახარ, და ცოლს მიუბრუნდა:
‒ გეთაყვა, თუ შეგიძლია, აბრძანდი აწი. ხომ იცი, ყველანი მო-
უთმენლად გელოდებიან.
‒ კი, ახლავე.
‒ მაშ ხელს აღარ შეგიშლით. მე წავალ და რაც საჭიროა, გეახ-
ლებიან და მოგართმევენ, – თქვა მაიზერმა და წასასვლელად მიტ-
რიალდა.
‒ოჰ, შენ კი შემოგევლოს ჩემი თავი, რა კარგი რამა ხარ, ‒ მი-
აყოლა კარებში გასულ მაიზერს მზისახარმა და პატარა ჩვილი ძი-
ძებთან წასაყვანად ხელში აიტაცა. – მე ახლავ გიახლები, ქალბატო-
ნო. პატარა ბატონს ეტყობა შიან და ძიძებს მივგვრი.
მზია ლოგინიდან წამოდგა თუ არა, მზისახარი და ორი ახალგაზ-
რდა მოახლე ქალი შემოვიდა და რამდენიმე წუთის შემდეგ პატარ-
ძალი სადედოფლო მორთვა-მოკაზმვას შეუდგა.
მწვანედ ალამაზებული წალკოტი მხიარულ სტუმარ-მასპინძელ-
თა აღტაცებას დაეპყრო. ყაბახი, მარულა, ისრობა და ჯირითი მიდა-

59
მოს მყუდროებას არღვევდა და იქაურობას ახალისებდა.
წალკოტის განცალკევებულ კუთხეში, ნაძვის ძირში დადიანის
სასახლის მგოსანი უჩარდია და ფრიად დარბაისელი მოსაუბრე –
მწიგნობარი ხახუტა ასათიანი ისხდნენ და საუბრობდნენ. მოსაუბ-
რენი იქვე, ვაზით შეხლართულ ტალავერქვეშ მსხდომარე ქალბა-
ტონებს უჭვრეტდნენ და ხმადაწევით მათზე მსჯელობდნენ.
‒ ძალიანია, შენმა სიცოცხლემ, ეს წერეთლის ქალი, ‒ თქვა ასა-
თიანმა.
‒ რომელი? ‒შეეკითხა მგოსანი.
‒ ეჯიბ აბაშიძის თანამეცხედრე, გულჩინი. დიახ, გულნინიც არის
და თვალჩინიც – სანდომიანი და სასურველი, ჰა, შენ როგორ ბრძა-
ნებ, საყვარელო მგოსანო? შენი თვალი ხომ ყველაფრის მჭვრეტე-
ლია და გონება – შემფასებელი.
‒ სრულიად ვეთანხმები, ბატონო, შენს გემოვნება-შეფასებას.
ტყუილი კი არ არის ნათქვამი, შევგვრემანი ქალიო ტრფობის ეშხი
არიო, ‒ უპასუხა მგოსანმა და ორთავემ გემრიელად ჩაიხითხითა.
‒ თამამი ქალია და უხდება კიდეც სითამამე.
‒ იმისთვის, რომ აკრძალული თამაშია. არაფერს არ აჭარბებს
და ეს კიდევ უფრო მიმზიდველად ხდის, თორემ ხომ მოგეხსენება,
ბრიყვ-თამამი ქალი რა სასირცხვო · და მომაბეზრებელია.
‒ ოო, ღმერთმა დაგვიფაროს.
‒ დიახ, და მაგ ქალს კი ზომიერება ახლავს ყველაფერში,
‒ შენი აზრით, რომელი სჯობია: ჩვენი პატარძალი თუ დეიდამისი
– წერეთლის ქალი?
‒ მათ შორის დიდი განსხვავებაა, ვერ შევადარებ.
‒ მაინც რა?
‒ პირველი ისა, რომ წერეთლის ქალი შედარებით ხნიერია. პა-
ტარძალი კი სრულიად ნორჩი. მეორეც ისა, რომ პატარძლის სახეზე
და მთელ მის აღნაგობაზე ისეთი ცის ჰაეროვანი სიმშვენიერე
კრთის, რომ ხედავ, კაცი მოგწონს, იხიბლები, მაგრამ თითქო ხე-
ლის ხლებას ვერ ბედავ, ვერ შეგიკადრებია... და წერეთლის ქალი
კი... როგორც თქვენ ბრძანეთ – სანდომი, სასურველი, ქვენა გრძნ-

60
ობათა აღმძვრელია.
‒ კარგი დასურათხატებაა,‒ მოუწონა ასათიანმა და ჩაფიქრდა,
თითქო მგოსნის შედარებათა უცთომლობას კიდევ სწონის და ზო-
მავსო. კარგი შედარებაა, ‒ კვლავ განიმეორა.
ეზოში ხმა გაისმა, მიტროპოლიტი არსენი ცაგარელი მობრძან-
დებაო. მყის ბრძანება გაიცა, რომ სროლა და ხმაური შეეწყვიტათ
და ყველა საპატიო სახლისკენ გაემართა, რომ მიტროპოლიტს დარ-
ბაზად დახვედროდა.
მგოსნის და ხახუტა ასათიანის წინ ქალბატონებმა რხევით ჩა-
მოიარეს.
ფეხზე წამომდგარმა ასათიანმა ქალბატონების გავლის შემდეგ
მგოსანს გადაულაპარაკა:
‒ მშვენიერებათა კრებულია, ჰა?
‒ ცით მონაბერი სილამაზეა... ედემის ბაღის რჩეული კუთხე...
იგრძენით ჰაერს რა სურნელება გაავლეს?
‒ დიახ, ვიგრძენი და მიმზიდველობის სურვილმა წარმიტაცა...
რა იქნებოდა ეს ქვეყანა, ბუნებას რომ ქალი არ შეექმნა?
‒ უაზრო და ულაზათო უდაბნო.
‒ ჭეშმარიტად.
‒ ის ღაწვხალიანი ქალბატონი ვინ არის, ბატონო?
‒ რაჭის ერისთავი ბარძიმის მეუღლე, ფაქა გელოვანის ასული
პირიმზე. დიდებული რამეა. სწორედ რომ პირიმზეა და რაჭის ერის-
თავის საკადრისი.
‒ ოო, ყოვლად მშვენიერია. სხვათა შორის, იშვიათი მსროლე-
ლია. დღეს პირველი ჯილდო მაგან აიღო. გაქცეული ჯიხვის რქებზე
მიბმულ ვერცხლის თასს შუაში გაარტყა.
‒ ოჰ, რას ბრძანებ! რა დროს მოხდა ეს? ‒ შეიკვირვა მგოსანმა.
‒ აი, მაშინ, შენ რომ ციხე-კოშკებს ათვალიერებდი.
‒ დიდად მწყენია, რომ ვერ დავესწარი.
ამ ლაპარაკით თვითონაც სხვებს გაჰყვნენ და ყველანი მიტრო-
პოლიტის დასახვედრად დარბაზში შევიდნენ.
ეზოში სროლის ხმაური მინელდა და სამაგიეროდ, მსახურთა და-

61
უცხრომელი ფუსფუსი ატყდა. ქორწილისთვის მოფარდაგული კა-
რავი ეზოს მთელ სიგრძეს გაკვროდა და შიგ სალხინო სუფრები
ქართული სიუხვით ივსებოდა.
სუფრის მოწესე ისლამ ახვლედიანმა სტუმრებს სადილისთვის
მოუწოდა.
სუფრის თავს მეფე-დედოფალი ამშვენებდა.
მათ მარჯვნივ დიდი სავარძელი მიტროპოლიტი არსენისთვის
შეემკოთ, ხოლო მარცხნივ მზია პატარძალს მახლობელი ნათესავი,
ნადედოფლარი კოჭიბროლა თამარი მოუსვეს.
მიტროპოლიტის გვერდით ჯდომა ეჯიბ აბაშიძის მეუღლეს გულ-
ჩინს შესთავაზეს.
‒ ქალბატონო, დამეთანხმები, რომ ასეთი საპატიო ალაგი შენი
შესაფერია, ‒ მოახსენა ზრდილობით წვრთნილმა ისლამ ახვლედი-
ანმა და მიტროპოლიტის გვერდით უჩვენა.
‒ დიდად დამავალებთ, ‒ პასუხი ჰყო ქალბატონმა და ნაჩვენებ
ადგილზე დაბრძანდა.
‒ ღვთის მოსავთ ღმერთი სწყალობსო, მართალი ყოფილა, ‒ გა-
იხუმრა მიტროპოლიტისკენ დადიშქელიანმა. მიტროპოლიტი ნათ-
ქვამს მიუხვდა და ბრძნულად უპასუხა:
‒ მხცოვანება არს სიბრძნე კაცთა და ასაკი სიბერისა-ცხოვრება
უბინო და რაღად გიკვირთ, თუ ქალბატონმა ჩემი მეზობლობა ინე-
ბა.
მიტროპოლიტი სავარძლიდან წამოდგა, „მამაო ჩვენო“ ღაღად-
ჰყო და ყველანი ფეხზე წამოიშალნენ.
‒ დიდება ღმერთს, მშვიდობა საქრისტიანოს და დღეგრძელობა
აქ ბრძანებულთ, დაამთავრა მღვდელმთავარმა და სმა და პურობაც
გაჩაღდა. სუფრის თამადად სმაში განთქმული კამარ ახვლედიანი
დაინიშნა.
სელიმხან დადიშქელიანი ზრდილი მოხდენილობით გულჩინს
ეახლა და ვერცხლის თასით ფაქას და როდამის სადღეგრძელო შეს-
თავაზა. გულჩინი ღიმილით წამოუდგა, თასი ჩამოართვა და მცირე
ღვინის შესმით სადღეგრძელო მიირთვა.

62
‒ სვანთა თავადო, ბარის ყვავილი მთის ჰავას ვერ იტანს და
ღვთის გულისათვის ბაღი არ გადამიხმო, ‒ შენიშვნა ესროლა ეჯიბ
აბაშიძემ დადიშქელიანს.
‒ პირიქით, თავადო, მთის ჯანსაღი ჰაერი ბარის დამზრალ ყვა-
ვილსაც ანორჩებს.
რაჭის ერისთავმა ბარძიმმა უჩარდია მგოსანს სიჩუმე შეამჩნია
და უთხრა:
‒ მგოსნის სიჩუმე ამ ბედნიერ სუფრას ჩრდილს აყენებს. ვთხო-
ვოთ შესაფერი შაირით გულს გვისალბუნოს და გონება გაგვისაზრი-
ანოს. აბა, იგალობეთ ისეთი რამ, რომელმაც მგოსნის ფრთები მა-
ღალ სივრცეში ააკამაროს ნიჭიერების სიმები ჩვენ აღსაგზნებლად
ააჩონგუროს, ‒ მიმართა თვის მხლებელ მგალობელთ ერისთავმა
და საამოდ შესრულებული იმერული კილოკავები გურულმა კრი-
მანჭულებმა შეცვალა და დადიშქელიანის ბრძანებით სვანებიც
„ლილეოთი“ მქუხარებით ახმაურდნენ, მაგრამ დადიშქელიანს გუ-
რიის ერისთავმა სამართლიანად შენიშნა:
‒ ბატონო, რაჭის ერისთავი ნიჭის ქალღმერთის მომწოდებელ
ჰანგზე ბრძანებდა, თორემ დამფრთხობზე კი არა, გული ვეღარ უძ-
ლებს თქვენს მქუხარებას.
‒ რა ჩვენი ბრალია, გურიის ერისთავო, რომ ლომის ხმას ქურ-
ციკები ვერ უძლებენ.
ხუმრობით თქმულმა სუფრა სიცილით გაახმაურა და მგოსანმაც
საუცბათოდ შეთხზული შაირი წარმოთქვა:

დამატყვევა სილამაზის საკრებულო ტაძრის ჭვრეტამ,


სიტყვის ძალა შემიჩერა ლამაზების გულზე ჩქმეტამ.
მზეც ჩაქრება, რომ არ იყოს ხორციელი ტურფა სქესი,
რა მგოსანმაც ვერ დაწეროს უიმათოდ ერთი ლექსი.

შაირით აღტაცებული და სმის ზარხოშში შესული ხალხისგან


მგოსნის სადღეგრძელო საჩქაროდ შეისვა. სმა თანდათან გაღრმავ-
და და მოლხენამ და ენაწყლიანობამ წარმტაცი სახე მიიღო.

63
ოჯახის უფროსმა, ფაქამ ფეხზე წამოდგომით მიტროპოლიტს მი-
მართა:
‒ გნუკავთ შენი მშვენიერი მეტყველებით მიშუამდგომლო დიდ
ქალბატონ ‒ თამარ გურიელის ქალთან და რაჭა-გურიის ერისთა-
ვებთან, რომ ხვალ შენი ლოცვა-კურთხევით და მათი ხელდასმით
მირონცხებულ იქნეს ჩემი ოჯახის ახალი საფუძველი ‒ პატარა შმა-
გი.
მიტროპოლიტი შუამდგომლობისთვის ფეხზე წამოდგა თუ არა,
სუფრაც ბოლომდე შეირხა და ნაბრძანებს ფეხზე დგომით მოუსმი-
ნეს.
‒ ძვირფასი მასპინძლის მომართვა ვალად მდებს ჩემი ფეხზე ად-
გომით თქვენგან დასტური გამოვითხოვო,‒მიმართა სუფრას
მღვდელმთავარმა. ნათლიებად მოწოდებულებმა თანხმობა სი-
ამოვნებით განაცხადეს და ნათვლა მეორე დღისთვის დაესკვნა.
– აბა, მოყმენო! ჩემი პატარა ჭინჭილა მომართვით, რომ ხვა-
ლისთვის მოსანათლავი ყრმის დასალოცავი მის ხსენებაზე შევ-
სვათ, – ბრძანა სმის მეთაურმა კამარ ახვლედიანმა და უცებ ისეთი
კათხა მოუტანეს, რომელშიაც ჩასმულ მშვენიერ თეთრ ბატკანს
მარტო თავიღა უჩანდა, კამარმა შიშით აპეტელებული ბატკანი კათ-
ხიდან ამოიყვანა და მაღლა ასწია.
‒ ეს სიმშვიდის ნიშანი, უწყინარი კრავი ღვთისათვის შემიწი-
რავს, ბატონებო, თუ ამ კათხით შესმული თქვენს უმორჩილეს მონას
კამარს მშვიდობიანად გადამარჩენს.
– ბატონო, რა ძალა გვადგია ამ შენაწირების გაღებისა? თავი შე-
ვიკავო, ის არა სჯობია? ‒ შენიშვნა ესროლა რაჭის ერისთავმა.
კამარმა მსახურთ უბრძანა კათხისთვის ღვინო გამოევლოთ და
ერისთავს კი ღიღინით უპასუხა:

ღვინო ღვინის წამალია, ჰარალალო,


სულს მირჩევნის ლამაზია, თარიალაო,
ჩემი კათხა საამბოროდ, ჰარიალალო,
ერისთავთან თავაზია, თარიალალო.

64
‒აბა, მერიქიფევ, ჩაუშვი ღვინო უხვად და სწრაფად.
დიდი კოკის პირიდან ნაჩქეფით კათხა პირამდე აავსეს.
‒ ბედნიერებით მორჭმულ ბიძაჩემს ფაქას მივმართავ და ღვთი-
სადმი კეთილსურვილების აღვლენით ვუსურვებ, რომ ხვალ მირონ-
ცხებისათვის გამზადებული ყრმა შვილიშვილი ღირსეული წინაპა-
რი იქნეს შთამომავლისა. აბა, ვსვამ და შეემზადეთ, ბატონებო, ჩემი
სალმისათვის.
‒ სვამ, მაგრამ რამდენი შესვენებით, თავადო? ‒ შეხუმრებით
გადმოსძახა ვიღაცამ.
‒ მხოლოდ ერთით.
მართლაც კამარმა ერთი შესვენებით კოკისოდენა კათხა ფსკე-
რამდე დასცალა, დაცლილი ხელში აათამაშა და გურიის ერისთა-
ვისკენ გაიხედა. მაგრამ ქალბატონების ტრფიალში გადაცურებული
ერისთავი, ეტყობოდა, ყურს ვეღარ უგდებდა და კამარმა ერთი მაგ-
რად ჩაახველა და ერისთავისკენ ასეთი სიტყვები გადაისროლა:
‒ ამ ჩემს კათხას გურიის ერისთავის ამბორი სწყურია,
ერისთავი უცებ განკრთა და პასუხად ჰკადრა: ‒ბოდიში, თავადო
კამარ, მაგრამ გურულებმა ფარეხით სმა არ ვიცით და რა ვქნათ.
‒ ჰაა, ეს გურულთა კრიმანჭული თქმა და ხრიკია, მაგრამ მაგით
თავს ვერ იხსნი.
‒ შენ არ მოუკვდე ჩემს თავს, არ შემეძლოს.
‒ვერ დაგიჯერებ.
‒ იმას მაინც ხომ დამიჯერებ, ბატონო, რომ ქალბატონების
ჩრდილი მფარავს და აბა რა მართებულია, რომ მე აქ ღვინით...
‒ ურიგო რამ ჰყო, არა? ოოჰ, ღმერთმა დაიფაროს.
‒ მაგრამ ინებე და ჩემს საერისთავოს მიმართე, თავადო, ‒უჩვე-
ნა გურულებზე.
– ეე, ერმა რაღა ქნას, როს ერისთავი თვის უძლურება თვითვე
ამჟღავნებს! ‒ თქვა უკმაყოფილო კამარმა და კათხა რაჭის ერის-
თავს შესთავაზა.
– რაჭის ერისთავს ჩემი სალამი.
‒ დიდად გმადლობთ, მაგრამ რადგან ხვალ ნათლიად ვარ მოწ-

65
ოდებული, საშუალება მომეცი, რომ დღეს ცხვრის კუბოში არ ჩავიღ-
რჩო.
‒ ტყვილია, ლეჩხუმის ღვინო რაჭველს არ დააღრჩობს.
‒ ღვინოს რომ გადავრჩე, ბატონო, ბატკანი დამარჩობს.
‒ მაშ თითი მოღუნე, რაჭის ერისთავო.
‒ ეე, ვერ მოგართვი, ლეჩხუმელო.
‒ მაშ მე მოგართმევ ჩემს კათხას, ბატონო ჩემო!
კამარის გადაცემული კათხა ბარძიმ ერისთავისგან სულუქცევ-
რად გაიცალა.
‒ რაჭის სალამი იმერეთის დიდ თავადს ედიშერ წერეთელს ამ
ცხვრის სამყოფით, – გადავიდა კათხით ბარძიმი.
‒ მაგის ზედამან განბანოს ბაგენი ჩემი.
‒ გურულებმა რა დავაშავეთ, მოისმა ქარცივაძის ხმა.
‒ თქვენი სისუსტე, ბატონო ჩემო, ‒ პასუხი გასცა ბარძიმმა და
ეტყობოდა კათხა სუფრის კრებულთათვის თანდათან მიმზიდველი
ხდებოდა.

***
ოდიშის მთავარი საორმოცო ხურვებისაგან უკვე მოკეთებული-
ყო, გასართობი საუბრისათვის უჩარდია მგოსანი მიეწვია და, სხვა-
თა შორის, მაიზერის ქორწილის ამბავსაც ეკითხებოდა.
მგოსანმა მომხიბლავი მჭევრმეტყველებით დახატა და ააფერა-
და ქორწილის ამბები და დადიანს, ცოტა არ იყოს, გულს ეხამუშა.
‒ეე, მგოსნებს ხომ ზომიერება არა გაქვთ. ქებაც გადაჭარბებუ-
ლი იცით და განკიცხვაც:
‒ რატომ, ბატონო? ‒ უჩარდიას გაახსენდა, რომ მთავართან
სხვისი ქება არც თუ ისე ადვილ გასაბედავი იყო. მისი ხარბი ბუნება
ვერ იტანდა სხვაზე კარგის თქმას და ამიტომ იყო, რომ მის სასახლე-
ში ერთი მეორისადმი კიცხვა-გინების ავენაობა ხელობად იყო ქცე-
ული და ვინც ამას მეტი ხერხით და ხელოვნებით შეასრულებდა, და-
წინაურებულიც ის იყო ყოველთვის.

66
‒ ჩემს სახლში ნამყოფმა კაცმა რა ნახე სხვასთან ეგოდენ საქებ-
სადიდებელი? აბა თქვი და მოყევი.
‒ ბატონო, მე სად ვნახავ შენი სრა-სასახლის შესადარებელ დი-
დებას, მაგრამ მე მოგახსენებ მხოლოდ იმას, რომ არ მეგონა, ისეთი
ჩინებული მოსახლე ყოფილა. მაგრამ ის კი ჭეშმარიტებაა, რომ
იქაური საზოგადოება ღვთიური ხატების და დევგმირული ბუმბერა-
ზობის მოდგმა ყოფილა. ქალი და ვაჟი, მდაბიო და დიდებული, რო-
მელი რომელს სჯობია, მაყურებელი იბნევი.
‒ ჰო, ამაში ნაწილობრივ მართალი ხარ, მაგრამ იმდენად კი
არა, შენ რომ მოგჩვენებია, ‒ გაუწბილა ისევ დადიანმა.
‒ შესაძლებელია, ბატონო. შენ მართალი ბრძანე, რომ მგოსნე-
ბი ცეცხლისებური აღტკინების ხალხი ვართ და ვაჭარბებთ, ალბათ.
‒ დიახ, ასეა, ასე... აბა მითხარი, ჩემი სამთავროს ხალხის სილა-
მაზეს სხვა რომელი ხალხი შეედრება?
‒ ჩემი თქმა მაგ შედარებას არ გულისხმობდა, ბატონო.
‒ ამისათვის თქმას წინდახედულობა უნდა ახლდეს... ამის მაგა-
ლითისათვის ისიც კმარა, რომ ოსმალნი საქართველოს არც ერთ
კუთხეს ისე ხარბად არ აწყდებიან ქალ-ვაჟთა სავაჭროდ, როგორც
ჩემს სამთავროს. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩემი ხალხის სილამაზით
გიჟდებიან.
‒ უტყუარი საბუთია, მთავარო, — დაემოწმა მგოსანი და გულში
კი ჩაიფიქრა: მეტი რა უნდა გითხრა, შე უბადრუკო, როცა ჭკუის მა-
გივრად ვერაგობა დაგუფლებიაო.
‒ახლა ისა თქვი, პატარძალი როგორია?
‒ ჰოო, თუ არ გამირისხდებით... ზაფრის გამჩენი და ჭკუის ამრე-
ვი.
დადიანმა ჩაიცინა.
‒კარგია? მოგეწონა?
‒ მე კი არა, დიდებულო მთავარო, მისი ხილვა მზეს სიცხეს მო-
უმატეს და მთვარეს ციებას დააწყებიებს.
‒ ხუმრობ თუ გულით ამბობ?
‒ რა დროს ხუმრობაა, ღვთივ კურთხეულო! მხილველნი სულ-ხო-

67
რცის სიმშვიდეს გამოვესალმეთ და დღედაღამ მისი ლანდი გვაწვა-
ლებს.
‒ ნუთუ?
‒ ოხ, რა კარგია...
‒ ხათაბალაა, – ჩაიხითხითა მთავარმა, მე იმ ქალს პასუხი უნდა
მოვთხოვო.
‒ რისთვის, ბატონო?
‒ აი ამდენი რჩეული რომ დამიგიჟა. ჩიჩუა და ფაღავა ორივე
სიცხიანივით ბოდავენ, სულ უნდათ იმ ქალზე იყბედონ.
‒ ოჰ, რა კარგია, ბატონო!
‒ მაინც როგორი? ამიწერე.
‒„ენა დაშვრების, მსმენელთა ყურნიცა დაიღლებიანო“. ჩემს უძ-
ლურ ენას მხოლოდ ეს შეუძლია თქვას, რომ ცით შექმნილია მიწის
გარეშე, მაგრამ მიკვირს ცამ მიწისათვის როგორა დასთმო.
დადიანი კვლავ ხითხითებდა:
‒ სწორედ რომ პასუხი უნდა მოვთხოვო იმ ქალს:
‒ჩვენ კი შენ, დიდო მთავარო, ‒გაუხუმრა მგოსანმა,
‒ მე რისთვის?
‒ რომ წაგვავლინე ასეთ ცთომილ ვარსკვლავის საჭვრეტად.
‒ ეეჰ, ჭიაღუანი ხართ და მე რა უნდა ვქნა.
‒ „სხვა სხვისა ომსა ბრძენიაო“, დიდო მთავარო!
‒აბა, მე ვნახავ იმ ქალს ოდესმე და ნახეთ, თუ ეგრე გამაშმაგოს.
‒ ბატონო, ოდესმეო, ბრძანე და ბებია, როცა გახდება, რომ ნა-
ხო, შეიძლება მაშინ ჩვენც ვეღარ გაგვაგიჟოს.
‒ არა, ჯერ ხომ შენც მხედავ ლოგინში ვარ და ამ ზამთარ აღარ
მაქვს ძალა ისეთ ცუდ გზებზე ვიარო და ზაფხულამდე ხომ არ გახდე-
ბა ბებია შენი ფიქრით? და მაშინ ვნახავთ... ვნახავთ აუცილებლად.
‒ ინანებ, მთავარო!
‒ თქვენ ნუ მიშველით.
‒ რა შეგვიძლია ჩვენ ცოდვილებს, თორემ..

68
დღეს ღვთიმშობლობაა. მიტროპოლიტ არსენი ცაგარელთან დი-
დი მარაგია.ამ საუფლო დღეს ხალხი დიდი დღესასწაულით ეგებე-
ბოდა და ყოველი კუთხიდან მოსულ-მოშენაწირე მლოცველთ საყ-
დარი და მისი ზღუდე ვეღარ იტევდა.
მიტროპოლიტისაც დიდძალი სტუმრები ჰყავდა მოწვეული. სა-
მეგრელოს მთავარიც სადღესასწაულოდ უკვე წინადღით მობრძა-
ნებულიყო. არსენი ცაგარელი მთავრის მკვიდრი ბიძა იყო და ეს
გვაროვნული სიდიადე მღვდელმთავრის პატივსა და დიდებას კიდევ
მეტად აორკეცებდა.
წირვა დაიწყო. საყდარში მთავარი შემობრძანდა და საპატიო
ადგილი დაიკავა. მაგრამ მის გულს ის აზრი არ ასვენებდა, ვაითუ
მზია, გურიელის ქალი არ მოვიდესო. თუმცა წინდღეს მიტროპოლი-
ტი არწმუნებდა, ფაქა და მთელი მისი გვარეულობა მოწვეული მყავს
და უეჭველად მოვლენო.
„დააგვიანდათ. ალბათ, აღარ მოდიან, ‒ გაიფიქრა დადიანმა და
ცუდ ხასიათზე დადგა. ‒ ოჰ, როგორ მეწყინება, თუ არ მოვიდნენ, მე-
რე კიდევ, რაც წუხელ ბიძაჩემმა არსენიმ იმ ქალზე მითხრა, ეს აღარ
არის ხუმრობა. მართლაც, რომ რაღაც უჩვეულო მშვენიერებაა, თო-
რემ ბიძაჩემს ისე ადვილად ვერ აალაპარაკებს კაცი. საზოგადოდ,
იმ ოჯახით მოხიბლულია და გურიელის ქალი ხომ მოსწონს და მოს-
წონს. ნამდვილია მზის ასულიაო, ‒მითხრა სიტყვაძვირმა არსენი
წუხელის და ამდენმა ქებათა ქებამ მეც აუცილებელ სურვილად მიქ-
ცია იმ ქალის ნახვა... მაგრამ რომ არ მოვიდნენ? მერე ხვალ ბიძა-
ჩემს უნდა ვთხოვო მეთანამგზავროს და იქეთ ვნახოთ ფაქა და მისი
პატარძალი. მეტი გზა არ არის“.
ასე ფიქრობდა მთავარი და აღარ ახსოვდა, რომ დიდ ტაძარში
დიდი დღესასწაულის წინაშე იდგა. ამ დროს უცებ მოესმა მიტროპო-
ლიტის სასოებით ზეცად აღვლენილი სიტყვები: გარდამოხედე, უფა-
ლო, ვენახსა ამას შენსაო. ფიქრით გაოგნებული მთავარი გამოერ-
კვა, სად იდგა და პირჯვარი გადაისახა.
უკნიდან ხალხის შეშმაშურება და მიდგომ-მოდგომა მოისმა. და-
დიანმა დინჯად გადახედა, მაიზერ გელოვანი შეამჩნია და გულმაც

69
ჩიტივით შეუფართქალა. „ვაითუ მარტოა და „ის“ არ არის“,‒ გა-
იფიქრა მთავარმა და მიხედვა კი ვეღარ გაბედა... აქეთ-იქეთ. ცმუ-
ტავი და ციმცამი ხომ მის დიდებამოსილებას რა შეჰფეროდა, თავი
ისე უნდა დაეჭირა, როგორც მთავარს და დიდკაცს ეკადრებოდა.
მთელი წირვა ვითომდა დიდი მორწმუნის ყურადღებით მოესმინა და
ნამდვილად კი სულ იმაზე ფიქრობდა: ის მოვიდა თუ არაო.
წირვა გათავდა და ცაგერის მოსახლეობა მიწვეულ სტუმართა
კრებულს მხიარული გულით ოჯახებში მიუძღვებოდა.
მიტროპოლიტის სასახლეში სადღესასწაულო გაშლილი სუფრა
სტუმართ ძლივს იტევდა. სუფრას ამრავალფეროვანებდა ქართული
გალობები, სიტყვალაღობა, ზმა, შესხმა და ზომიერი ღვინის შესმა,
რაც ზომიერსავე თავდაჭერილ სიმხიარულეს ქმნიდა.
სუფრის დამამშვენებელ გვირგვინად გურიელის ქალის უზადო
სიმშვენიერე გამოკრთოდა. მარგალიტების მარცვლებით მოარშიე-
ბული, თოვლივით მოქათქათე აბრეშუმის კაბა მომხიბვლელი ტა-
ნის აღნაგობას სალუქი მოხდენილობით ამშვენებდა, თეთრი ჰა-
ეროვანი ბლონდის ლეჩაქის ბოლოები წელამდი დართხმულ თმის
ნაწნავებს შერხევით ეთამაშებოდა და პატიოსანი თვალებით მო-
ციმციმე ოქროს ამბარჩა ბროლის ყელს ეალერსებოდა.
– ოჰ, რა მშვენიერია დღეს გურიელის ქალი, ‒ დაბალი, მორი-
დებული ხმით გადაულაპარაკა ერთმა თავადის თანამეცხედრე
ქალბატონმა მაიზერის ნათესავ მეორე ქალბატონს.
‒ მართალსა ბრძანებთ, ‒ დაუმოწმა მეორემ და მზიას გადახე-
და.
‒ ეტყობა, იგრძნო მთავარზე გამარჯვება და ტრფიალით აღტა-
ცებამ მშვენება გაუორკეცა.
‒ ოჰ, რა მომცთარა მთავარი. აბა შეხედოს ერთი მაიზერს, თუ
შესაძლებელია, ის სხვაზე გასცვალოს ცოლმა.
‒ მართალსა ბრძანებთ, მაგრამ მთავარიც კარგია, თქვენმა
მზემ.
‒ ბევრიც არაფერი. მეტად ჩქარია. შვლის ნუკრივით ცმუტავს,
რაც მის პატივ-დიდებას არ შეჰფერის და მერე კიდევ, რა ნაკლი აქ-

70
ვს, ვერ ამჩნევთ?
‒ აბა რა, შენი ჭირიმე?
‒ დაუკვირდით, თვალებში როგორი წითელი ძარღვების მოხა-
ზულობა აქვს და თვით თვალის კაკლები როგორ უგორავს, თითქო
გადმოცვივიანო. იტყვიან, ასეთი თვალები ბოროტი ბუნებიანი კაცი-
სააო. ადამიანის სარკე ხომ თვალია, ბატონო, და მერწმუნე, მრა-
ვალსაც მეტყველებს იგი შინაგანი ბუნებისას.
‒ მე კი სარწმუნოდ დაცდილი მაქვს, ქალბატონო, რომ წვრილ-
თვალა ადამიანის ბუნება ხარბი და გაუძღომელია, ჭეშმარიტად გა-
უძღომელია.
‒ დიახ, და მსხვილთვალა კი ბოროტებით სავსე, მერწმუნე. ხე-
დავთ მაგას თავიც როგორი წვრილი აქვს?
‒ მართალსა ბრძანებთ, – დაემოწმა ქალბატონი, მთავარს გა-
დახედა და კარგად შეათვალიერა.
‒ რა კარგად ბრძანეთ! – კვლავ დაუმოწმა.
‒ ასეა და ისიც ხომ გაგიგონიათ ჩვენებური ნათქვამი: გეშინო-
დეს წვრილთვალა კაცისა და მსხვილთავა ქალისაო?
‒ არა თუ გამიგონია, ქალბატონო, თვით ჩემი დაკვირვებითაც
ვიცი, რომ ეგ თქმულება ჭეშმარიტებაა.
ასე ზომავდა და კიცხავდა დადიანს ორი თანამეინახე ქალბატო-
ნი, რომ აღტაცებაში შესულმა ზარხოშმა სიმღერაში ჩაუშაირა:

ქალი მიყვარს მე ქმრიანი,


დღე ნათელი და მზიანი,
ვაჟკაცს სისხლი უჟანგდება,
გულს თუ არა ჰყავს ტრფიალი.

მაიზერი ნათქვამის ზმას მიუხვდა და მყის მღერითვე უპასუხა:

მზეს მაღალი ქედი ჰფარავს,


ჩვენსკენ არის მზიანი,
ტრფობის მორევს ფონი არ აქვს,
მცურავს ელის ზიანი.

71
მსმენელთა სახეებს ღიმილმა გადაურბინა. ნათქვამმა ხუმრო-
ბად ჩაიარა.
„ნათქვამს მიმიხვდნენ. ვერაფერი სასიამოვნოა, ‒გაიფიქრა და-
დიანმა და ტრფობის ალში გაეხვია.

***
ზამთარი იდგა. თოვლი ფართო ნაფლეთებად ცვიოდა, ჰაერი
დაყრუებულ-გაბრუებული იყო.
დადიანი აღტაცებაშია, სასიამოვნო სტუმარს ელის. მაიზერ გე-
ლოვანი სანადიროდ დაპატიჟა და სადაცაა უნდა მოვიდეს.
„რა კარგი აზრი მომივიდა, ფიქრობდა მთავარი, დავპატიჟე, მო-
ვა, ორი კვირა არ გავუშვებ. დავუახლოვდებით ერთმანეთს, შევეჩ-
ვევით. მერე წასვლისას მოვიმიზეზებ ბიძაჩემის – მიტროპოლიტ
არსენი ცაგარელის ნახვას, გავყვები... იქიდან... ფაქა უფროსი კა-
ცია, იმის ნახვას მოვიმიზეზებ. გადავალ და ვნახავ, ვნახავ, ვინც ისე
ამირია სულის და გულის სიმშვიდე... და ვინ იცის, შეიძლება მოხ-
ვდეს თევზი ბადეს, თორემ, თორემ, ღმერთი მეფიცოს, აღარ შემიძ-
ლიან... ასეთი ფიქრი და განზრახულობა ახარებდა მთავარს,
რომელმაც ვეღარ ჩააქრო ის გრძნობის პატრუქი, რაც მზიას ნახვამ
მის გულში ააჩირაღდნა და რაც ენკენისთვეს აქეთ დღედაღამ აწვა-
ლებდა.
ეზოში მსახურთა მოძრაობა შეიქნა, მოსალოდნელი სტუმარი და
მისი ორეული მხლებლები ჩამოქვეითდნენ. დათოვლილი ნაბდები
დაიბერტყეს და მათთვის გამზადებულ ბინაში შევიდნენ. დათბნენ,
დასუფთავდნენ და მთავრის სასტუმრო დარბაზში წარდგა მაიზერი
და მთავარს და დედოფალს მიწამდე მდაბალი სალამი უძღვნა.
სასახლე მასპინძლური სიდარბაისლით ახმაურდა და სტუმარი
ზრდილი თავაზიანობით მიიღეს. დადიანმა მისი განზრახვის პირვე-
ლი ნაწილი ბრწყინვალედ ჩაატარა: ოჯახური საამო შექცევით, დი-
დებულთა სიდარბაისლით, ნადირობით და მრავალგვარი ლხენა-
გართობით ისე განვლო ორმა კვირამ, რომ მაიზერს მხოლოდ მისმა

72
განუშორებელმა მხლებელმა და ძმადნაფიცმა ონი ონიანმა მოაგო-
ნა: ‒ბატონო, ორი კვირაა, რაც აქა ვართ და თუ კიდევ არ წავედით,
აწი მაძებრებიც წამოვლენ და სირცხვილს ვჭამთ. მაიზერმა გაიცინა:
‒ მართალი ხარ, ჩემო ონი. ხვალისთვის უსათუოდ დაემზადეთ
და გავსწიოთ.
‒ ასე, ბატონო, თორემ მასპინძლის თბილი და ტკბილი ენა გამ-
ძლეა.
‒ დიდი მქირდავი ენა კი გაქვს, შე უბადრუკო.
‒ იმე, ასეა, შენმა სიცოცხლემ.
დადიანისაგან ფრიად პატივყოფილმა სტუმარმა მასპინძელს მე-
ორე დღისათვის წასვლის ნებართვა გამოსთხოვა.
‒ შენი დაშორება ჩემთვის ეგოდენ ძნელია, რომ მინდა ბიძაჩე-
მის, მიტროპოლიტ არსენი ცაგერელის ნახვად, წამოსულმა შენთან
ყოფნითაც ვისიამოვნო და მსურს შენი ნებართვით გეთანამგზავრო,
ძვირფასო სტუმარო,‒ გამოაცხადა თავის სურვილი მთავარმა.
‒ ზეცამდე ადის სიხარული ჩემი და ქვესკნელამდე ჩადის თაყვა-
ნისცემა, დიდო მთავარო! სიტყვა დაუბრუნა მაიზერმა.
წასვლა მეორე დღისთვის დაესკვნა.
გამომშვიდობების სადილი გაიმართა და სადღეგრძელოები გახ-
შირდა. მთავრისა და დედოფლის დასალოცავი დიდი სასმისებით
და შესაქები მჭევრმეტყველებით შეისვა. მაიზერმაც მოკლედ ისიტ-
ყვა:
‒ დიდი მთის ძირში რომ გამივლია, მომწონებია მისი ბუმბერა-
ზობით, მაგრამ სიტყვა ვერ მიკადრებია მისთვის. ჩემი სიტყვები მას
ვერ მისწვდებოდნენ. ამიტომ ამ სასმისსაც მდუმარებით გიახლე-
ბით, დიდო მთავარო და დედოფალო, რადგან ჩემი სიტყვები თქვენი
სიდიადის მწვერვალს ვერ მიწვდებიან.
სასმისი დასცალა და მთავარს სამადლობელისთვის გადასცა.
დადიანმა ხელი მეორე სასმისს შეახო.
‒ ამჟამად ჩვენი თანამეინახეობის უკანასკნელი დღეა, თავადო,
და მინდა ოქროს თასით შევსვათ კოლხეთის იმ მშვენიერ არსებათა
დასალოცავი, რომელთა მღერა და ჩონგური ამ ზამთრის მოწყენილ

73
კარჩაკეტილობაში შენებრ სასურველ სტუმრის სმენას და, ცოდვი-
ლი ვარ, ვგონებ ჭვრეტასაც ატკბობდნენ. ჰგიებს დღეგრძელობით
ამ სუფრის ბანოვანთა კრებული. – დასცალა დადიანმა და სასმისი
მაიზერს გადასცა.
‒ მე კი კოლხეთს ვუსურვებ, ბატონებო, რომ ყოველ დროსა და
ჟამს ეგეთივე უბადლო მოქანდაკე ყოფილიყოს მშვენიერ სქესთა,
ვით აქამომდე. მიიღე ჩემი უმორჩილესი მადლობა ეგოდენ საამო
ყურადღებისათვის, ქალბატონებო, და ძმური კეთილი სურვილები.
მაიზერისადმი სამადლობელ პასუხად ქალთა ნარნარი მღერა-
ჩონგური გაისმა.

***
გელოვანის თანამგზავრობით წაბრძანებულმა დადიანმა გზა მე-
ტად მხიარულად გაიარა. მაიზერის დანდობილმა მოპყრობამ და
ღრმა პატივისცემამ დიდად აღიტაცა. ოყურეშის ახლოს რომ მი-
აწიეს, თოვამ და ბუქმა მხედრები და ცხენები თანაბრად შეჭირვა.
დადიანი შეწუხდა.
‒აქ ძიძიშვილი მყავს სადღაც, თქვა მთავარმა.
‒ ხოსია ყრუაშვილი, ბატონო?‒ შეეკითხა გაწერელია.
‒ ჰო, ხოსია, ხოსია დიდად უმრწემესია ჩემი, მაგრამ მაინც ძი-
ძიშვილია.
‒ მერე, რათ გნებავს, ბატონო?
‒ იქ შევუხვიოთ, თორემ გლახად არის საქმე. კიდეც ღამდება და
კიდეც ამინდი უარესდება და ცაგერამდე მისვლა გაგვიჭირდება. შენ
როგორ იტყვი? – შეეკითხა მაიზერს.
‒ როგორც შენ გესურვება, ბატონო.
‒ მაშ გზის მცოდნე წინ გაგვიძღვეს.
კიწი გაწერელიამ ცხენს მათრახი სტკიცა და კულაოზობა თავს
იდო.
არ იყო დაღამებული, რომ ხოსია ყრუაშვილი აივანზე გამოსუ-
ლიყო და მსახურს საღამო შეშის დაჭრას უძახდა. ამ დროს ჭიშკრი-

74
დან მოდენილმა ცხენოსანთა სიმრავლემ ეზო დაჰფარა. ხოსიას
თავზარი დაეცა. უცებ დამალვა მოიფიქრა, მაგრამ აღარ ეგებოდა,
ხოსიას ეზო არც თუ იმ სივრცის იყო, რომ აივანზე მყოფი მასპინძე-
ლი სტუმართ ჭიშკრიდან ვერ შეემჩნიათ. ისევ გაჩერდა და განცვიფ-
რებულმა შეხედა შემოსულთ.
‒ ვინ უნდა იყვნენ ეს ჩემი ცოდვით სავსენი? ‒ ჩაილაპარაკა თა-
ვისთვის.
‒ კიწი, დაწინაურდი, გეთაყვა, – ჭიშკართან უთხრა მაიზერმა გა-
წერელიას, მასპინძელს მოკითხვა და მორიდება ჩვენ მიერ, ცუდმა
ამინდმა გვაიძულა შეგაწუხოთ-თქო.
‒ ბატონო, პირაქეთ, მიწამდე თაყვანი გვცეს, რომ ღვთის ტოლი
სტუმრები მის სახლს ეღირსა.
ყველამ ჩაიცინა.
‒ არც ისეა საქმე, მეგრელო, ყრუაშვილები ლეჩხუმის მედროშე
აზნაურნი არიან და მერე კიდევ მის მთავრის ძიძიშვილი.
‒გამოუჩნდება, ბატონო, ამაღამდელ პურ-მარილში, მის აზნაუ-
რობას თუ რამ სიფართე არშია ავლია, – წაეპასუხა კიწი.
ცხენი ხოსიას აივანთან მიაგდო და დავალებული სიტყვები გა-
დასცა.
„ვაი შენს ხოსიას,“‒ გაიფიქრა გულაძგერებულმა მასპინძელმა,
მაგრამ გაწერელიას მაინც აღტაცებული პასუხი გასცა: ‒ იმე, რას
მეუბნები!.. მობრძანდნენ, ბატონო, მობრძანდნენ, ღვთის გული-
სათვის გამაგებინე, სიზმარში ვარ თუ ცხადში?! ამას რას მოვესწარი.
მობრძანდით, ბატონებო, მობრძანდით, ჩემო ღმერთებო, ‒ ყვირო-
და აღტაცებით ხოსია და ეზოში ისე გადაეშვა.
‒ დადიანის და გელოვანის ავჟანდები მე დამითმეთ, ბატონებო!
პატივი დამდეთ! ‒ თხოვდა მასპინძელი მხლებელთ.
მთავარი და გელოვანი ავჟანდის დაწევით ჩამოაბრძანა. გულზე
ეამბორა და სახლში შეუძღვა.
‒ არა, ბატონებო, არა, ვერ დავიჯერებ. სიზმარია სწორედ ეს ამ-
ბავი და, არავინ გამომაფხიზლოთ. ცოტა ხანს დავტკბე ამ ბედნიერი
ყოფით. გაწერელია, არ გამაღვიძო, არ გამაღვიძო! ‒ ყვიროდა ხო-

75
სია და თვალზე დაედინა წყენის თუ ლხენის ცრემლი.
ბუხრებში ცეცხლი აგიზგიზდა, თოვლ-ბუქით დაყინულ-დასველე-
ბული სტუმრები თბებოდნენ, შრებოდნენ, სუფთავდებოდნენ. ხოსია
ცოლთან გავიდა.
‒ აბა, ჩემო სიცოცხლევ, რავა ახირებულად ზიხარ! შენი იმედი
რომ მაქვს, ისე დატრიალდი, თორემ ხომ ხედავ, ყელის გამოსაჭერი
საქმე გვაქვს.
‒ რა გინდა? მე რა უნდა ვქნა?
‒ ჩვენი ნიშა უნდა დავკლათ. მეტი გზა არ არის.
– კაცო, რამ გადაგრია! მოსახლობაზე ხელს იღებ?
‒ აბა რა ვქნათ? ძროხა მოჩეჩილია, ან დღეს მოიგებს და ან
ხვალ. იმის დაკვლა არ შეიძლება და მეტირა გაგვაჩნია.
‒ ჰოდა, ავდგეთ და ამ გაზაფხულის ხვნა-თესვის უღელში მე და
შენ შევებათ.
‒ იმე, რა ვქნათ, აბა, შენი სულის ჭირიმე? მანამდე კიდევ მო-
ახერხებს კაცი რამეს.
‒ რას მოახერხებ? ეგ ხარი რომ საწყალ მამაჩემს არ მოეცა, რო-
გორც ერთ წელიწადს ვიყავით ტალახში უღელჩავარდნილი, ისე
ვიქნებოდით ახლაც.
– არა უშავს, რაც დამიკარგავს, ისევ ვიშოვი. აბა, ადექი, შენი სუ-
ლის ჭირიმე და დატრიალდი შენებურად.
‒ არა, მე არ შემიძლია იმის ყელში დანის გამოსმის არც თქმა და
არც მზერა. რაც გინდა, ის ქენი. ორი შინაყმა გყავს და რაც გინდა,
დაასაქმე და გააკეთებენ.
‒ იმე, გამომჭერი ყელი და ეს არის შენი უხასიათობით საქმეს
ხეირი ხომ არ დაეყრება.
‒ რატომ? მე არაფერს გიშლი. ეს მე ვიცი, რომ რახან მოიტეხეს
კისერი და მოშავდნენ, უნდა დაკლა, მეტი რა გზაა.
ცოლის ნებართვით კმაყოფილი ხოსია შინაყმებთან გაიქცა და
ნიშა ხარის დაკვლა დაავალა.
‒ რაო?!‒ შეიოცა დიდი ხნის შეჩვეულმა შინაყმა ეგნატიამ, შე
დალოცვილო, ნახატური ხომ არ დაგემართათ? ნიშას გადარეულის

76
მეტი ვინ გამოუსობს ყელში დანას!
‒ ბიჭო, ხომ არ გადირიე! შენი ტოლი კაცები კი არ მწვევიან და-
დიანი და გელოვანია. იცი თუ არა?
‒ ორივეს კინჩხი და კისერი უტეხია.
‒ ბევრს ნუ ლაპარაკობ, ადექი ჩქარა დაკალი, – ხმაშემაღლე-
ბით შეუწყა ხოსია.
‒ ვერ დავკლავ.
‒ შე მამაძაღლო, აბა რას მიპირებ! გინდა საქვეყნოდ თავი მომჭ-
რა?‒ გასარტყმელად წაიწია, მაგრამ მეორე შინაყმა, სიმონა მიეშ-
ველა და ბატონი შეაჩერა. ‒ დაწყნარდი, ბატონო. დავკლავთ, აბა
რას ვიზამთ: შენი საქონელია, თორემ ჩვენი კი არა. ეგნატიე რასაც
მოგახსენებს, ეს შენი ერთგულებით მოსდის, თორემ მისთვის რა ან-
გარიშია.
‒ დაიკარგოს ეგაც და მაგის ერთგულება. უნდა ქვეყანაში თავი
მომჭრას, მთავარი ქათმით და გოჭით გამასტურებიოს... სვიმონა,
ისევ შენ, მეზობლის ბიჭებსაც დაუძახე, მოგეხმარებიან. ახლავე, ახ-
ლავე დაჰკალით, თორემ დაგვიანებაც სირცხვილია. იტყვიან, მკე-
თებელი არავინ ჰყოლიაო. ხვარამზე, – მიუბრუნდა იქვე მდგომ მო-
ახლე ქალს: — შენ ახლავე პურის ზელას და თორნეში ჩანთებას შე-
უდექი. ‒ დაასაქმა ხოსიამ ყველა და თვითონ სტუმრებთან გასწია.
‒ შავს წყალს შენი თავი და შავს მეწყერს შენი ხარიო, ‒ მიაყო-
ლა გაჯავრებულმა ეგნატიამ,‒ მოიძიე, ბიჭო, დანა და კარგად წა-
ულესე პირი, ‒ უთხრა სიმონას და რამდენიმე წუთის შემდეგ სიმო-
ნამ მოწამწამებული დანა ეგნატეს გადასცა.
სავახშმიო საქმეების მოგვარებით ნასიამოვნები ხოსია კიდევ
მეტი მხიარულებით შევიდა სტუმრებთან და კვლავ აყვირდა:
‒ გაწერელია! არ გამაღვიძოს სიზმარია, სიზმარი!
ხოსიას ასეთი საქციელი სტუმრებში მხიარულ სიცილს იწვევდა.
ხოსია ბუხართან მივიდა, ცეცხლი შეუკეთა.
‒ ფრთხილად, ხოსია, ფრთხილად, ‒ გააფრთხილა მთავარმა.
‒ რაზე მეუბნები, ბატონო?
‒ ნაპერწკალი არ მოგხვდეს და არ გამოგაღვიძოს, თორემ გაწე-

77
რელიას დააბრალებ და ვეღარ გადაგირჩება.
‒კისერს გავაგდებიებ, შენი რისხვა არ მომეცეს.
‒ გაწერელია, ცეცხლის დანთება შენ იკისრე, თორემ ცუდად
არის შენი საქმე, – მიმართა მაიზერმა.
ყველა იცინოდა, ხოსია კი ერთ ადგილს ხანგრძლივად ვეღარ
სძლებდა. ბუხრის შეკეთების შემდეგ ისევ სავახშმო მარაგისკენ
გასწია. შფოთავდა, ცუდად არაფერი გამოსვლოდა, სირცხვილი არ
ეჭამა.
საშინაყმო სახლის უკან გავიდა. თოვლზე დაგორებული ყელგა-
მოღადრულ ნიშას ეგნატია და სიმონა ატყავებდნენ. ხოსიას იამა,
პირუტყვი მეტად მსუქანი აღმოჩნდა, მაგრამ გულში ცეცხლად გა-
ურბინა, რომ ხვალ მისი ნიშა ნიკორას გვერდით აღარ იქნებოდა და
უხასიათოდ და უხალისოდ მსახურებს წაუბურდღულა!
‒ დაუჩქარეთ, თუ ღმერთი გწამთ, და მერე ცხენ-იარაღს უნდა მი-
ხედოთ. მეზობლებს არ დაუძახეთ? სირცხვილია, კაცო, ორი-სამი
მოსამსახურის ამარა.
‒ დაუძახეთ, ბატონო, და მოვლენ სადაცაა.
‒ ჰო, ასე უნდა, სტუმარს იმდენი უნდა ეჩვენო, რამდენიც არ ხარ,
თორემ ხელში ცარიელი ძრახვა და სირცხვილი შეგვრჩება, მეტი
არაფერი.
‒ არაფერია, ბატონო, საძრახად არაფერს ვიზამთ.
‒ რა გითხრათ, იცით? პირველ მისართმევად ალექსანდრეულის
სამდოროიანი ქვევრი რომ არის, ის მოხადეთ და მერე ზარხოშში
რომ შევალთ, სიმონა, გესმის, მე შენ დაგიძახებ და გეტყვი: აბა, ჩე-
მო სიმონა, ორმოცდოროიანი ოჯალეში მოხადე და მოართვი ბატო-
ნებს-თქო და მიხვდი, რომ ორდოროიანი ქვევრი რომ არის, იმას
მოხდი,‒ არიგებდა ხოსია შინაყმას, მაგრამ ეგნატიას გულმა არ მო-
უთმინა და წაიბუტბუტა: ‒ჰოდა, მაგის მეტი აღარც ქეა.
‒ სუ! ნუ ხარ ენამწარე!
‒ არა, მე ისე მოგახსენებ, რომ... სააღდგომოდ ღვინის წვეთი
აღარ გვექნება, თორემ ისე რა ჩემი საქმეა.
‒ შე მამაძაღლო, სააღდგომოდ რატომ არ მექნება, ხუთდოროი-

78
ანი კაბიშტონი რომ არის, აბა რა არის ის?
‒ მერე რა გამევიდა? ის სააღდგომოდ იკმარებს თუ ნააღდგო-
მევს? ღვინობამდე რვა თვე გვიკლია, ბატონო.
‒ შენი საქმე არ არის და არც არავინ გკითხავს. აბა, სიმონა, რაც
გითხარი, არ დაგავიწყდეს. უთხრა ხოსიამ სამონას და გაშორდა.
‒ დარდუბალა დაგილევია შენ და შენს სტუმრებს.‒ მიაწყევლა
უკნიდან კვლავ ეგნატიამ.
‒ რას დეეძებ, კაცო, რაცხა უნდა, ის ქნას.
‒ იმას დავეძებ, ჩემო ბიძია, რომ შუა ზამთარში შემოილევს ყო-
ველთვის ყველაფერს და ზაფხულზე ირბინე ეგნატიამ და სიმონამ
სოფელ-სოფელ სასესხად და სარბევად.
‒ ასეა და რას იზამ, მაგის თავქარიანობა ღმერთს ვერ გაუსწო-
რებია და შენ გაასწორებ?
მოსაუბრე შინაყმებს მეზობელი გლეხები მოეშველენ, საუბარი
შესწყვიტეს და მოსულებს ნიშას ასო-ასო აფატვრაში მონაწილეობა
მიაღებინეს.
ხოსია ცოლთან შევიდა. ცოლი ტიროდა. ხოსიას ელდა ეცა.
– რა მოგივიდა?
‒ გამოგიტყდები, ნამეტანი მაწუხებს ცხონებული მამის ჩემისეუ-
ლი ხარის დაკვლა. მაგისთანა ნებიერი ჩვენ სოფელში არ იყო. მე-
ორე მაინც დაგეკლა.
‒ მეორე ნამეტანი გამხდარია ის რჯულძაღლი და რა მექნა!
‒ დავიღუპეთ. რა ეშმაკმა მოიყვანა მაგენი ამაღამ აქ!
‒ ცუდმა ამიდმა დაგვღუპა, ანასტასი ჩემო, ცუდმა, თორემ ამა-
ღამ ცაგერში მიტროპოლიტთან უნდა მისულიყვნენ თურმე.
‒ იმ მიტროპოლიტის მადლი გაუწყრა მაგათ თავს.
ანასტასიას ცრემლები ქვითინად გადაექცა. ცოლის ასეთი შეწუ-
ხება ვეღარც ხოსიამ მოითმინა და მასაც მხურვალე ცრემლები გად-
მოდინდა.
– კმარა, აწი, ჩემო სიცოცხლევ, რაც მოსახდენი იყო, მოხდა და
ჩვენი ტირილი, ხომ იცი, ნიშას ვეღარ გააცოცხლებს და არც იმდენ-
ად სატირალი გვაქ, შე ქალო, სხვა, რომ არა იყო რა, ასეთი სტუმრ-

79
ების წვევით სოფელში პატივი და სახელი მოგვენიჭება და მერე მარ-
ტო ის რად ღირს კიდევ, რომ ჩემი გაბერილი სახლიკაცები სიხარ-
ბით გულზე დასკდებიან. ხომ იცი, ღარიბი ხარო და ტოლად არ
მკადრულობენ და აწი მე ვაჩვენებ, უკადრისობა როგორი უნდა.
‒ ეგ კი მართალია,‒ უთხრა ცოტა დანუგეშებულმა ცოლმა.
‒ მერე კიდევ, შე ქალო, არ ვიკადრებ, თორემ მთავარიც და გე-
ლოვანიც რომ შევასახელო, ერთის მაგივრად ორ-სამ უღელ ხარს
მაჩუქებენ. ფიქრი ნუ გაქ, ყველაფერი კარგად იქნება, მხოლოდ შენ
ადექი, შენი ჭირი შემეყაროს, პირი დაიბანე, ჩიხტი-კოპით გამოეწ-
ყვე. ვახშმის წესიერი წყობისთვის შენ უნდა იახლო ბატონებს, – და-
არიგა ცოლი ხოსიამ, ცრემლები კარგად მოიწმინდა და საამაყო
სტუმრებთან კვლავ გადაჭარბებული მხიარულებით შევიდა.
ანასტასი კი მოახლე ქალისკენ წავიდა, უნდოდა საცხობ სამზა-
დისისთვის დაეხედა, მაგრამ, მისდაუნებურად, ნიშას აქნას წააწყდა.
‒ შენს ოთხზე იარა შენმა მომსპობმა, – მიაწყევლა ანასტასიმ.

***
მთავარი, ერთი თვეა, რაც მაიზერის თანამგზავრობის შემდეგ
ლეჩხუმიდან დაბრუნდა. დაბრუნდა ისე, რომ არც ერთი მისი ზრახვა
და მოლოდინი არ გაუმართლდა. თუმცა ფაქა გელოვანისას ერთი
კვირა ილხინა და იშუშპრა, მაგრამ მზიას გულზე ვერავითარი გავ-
ლენა ვერ მოახდინა, ვერც ისეთი დრო და შემთხვევა იხელთა, რომ
ორი სიტყვით ქალისთვის ეგრძნობინებია, შენი ტყვე ვარო. ამან მე-
ტად შეაწუხა მოტრფიალე მთავრის გული. კიდევ არ ფიქრობდა შინ
წამოსვლას, რომ დედოფლის შეუძლოდ ყოფნის ამბავი მალიად-
მსრბოლს არ ეუწყებინა.
მზიას საჩუმათო სათქმელისათვის ნახვა არც ადვილი იყო. სადი-
ლობის დროს გამოიყვანდნენ მხოლოდ და სუფრის მამშვენებელ
რძალს იქეთ და აქეთ მოუსხდებოდა დედამთილ-მამამთილი, სუფ-
რის საერთო თავდაჭერილი ზრდილობიანობა წინდაუხედავ სითამ-

80
ამეს ვერ ითვისებდა და მთავარიც ყოველი შეხვედრის შემდეგ გაწ-
ბილებული რჩებოდა.
ამ გარემოებით დაღვრემილ-შეწუხებული მთავარი ოჯახს დაუბ-
რუნდა, მაგრამ ოჯახიც არა ნაკლებ დაღვრემილ-დაყუჩებული და-
უხვდა. დედოფალი რაღაც ზაფრით ლოგინად ჩავარდნილიყო, წამ-
დაუწუმ გული უწუხდებოდათ. სასახლეც სულგანაბული დაჩუმებუ-
ლიყო. თანდათანობით მთავარიც უღონოდ ხდებოდა, ავადმყოფე-
ბის უძლურება ერთმანეთს ემსგავსებოდა, სენის გამოკვლევას
მკურნალთა მიხვედრა ვერ აღწევდა და ზუგდიდის საზამთრო სასახ-
ლე საკაეშნო დაღრეჯილობამ მოიცვა.
ოთახში სასახლის ვეზირები დიდი ბედიანი და ჩიჩუა დამსხდა-
რიყვნენ და ავადმყოფებზე ლაპარაკობდნენ.
‒ მე კი მეგონა, ჯაინოზს სენი ვერ დაემალება-მეთქი მაგრამ რო-
გორც ჩანს, დაემალა, ვერ ჰპოვა, ‒ თქვა ჩიჩუამ.
‒ რა ჰქნას, არც ისე ადვილია სენის ამოცნობა.
‒ აღარც მცირე დროა, ბატონო, აგერ მეხუთე კვირაა, რაც დე-
დოფალი ცუდადაა.
‒ დღეს როგორ ბრძანდება ნეტავი?
‒ ახლა ვკითხე აქიმს და ისევ ისეაო.
‒ მთავარი?
‒ მთავარი ფეხზეა დღეს, მაგრამ კვლავ მარტოობას შეყუდებუ-
ლი.
‒ რას ამბობს აქიმი?
‒ სენი შინაგან სიღრმესა შიგან არს მიმობნეული და წამალთა
მეოხებით მალე გამოვაძევებო.
‒ შესძლებს უთუოდ.
‒ ვეჭვობ!
‒ რატომ? კარგი აქიმია და ჯაინოზის სახელიც მით დაიმკვიდრა.
‒ სევდა რამე შემოჰყრია, სამკურნალო არა სჭირსა...
‒ ვაითუ, ეგრე იყოს, დიდო ვაზირო, ‒ ხმა დაწევით უთხრა ჩიჩუ-
ამ და ღიმილით სახეში მიაჩერდა.
‒ რომელზე ბრძანებ მაგ ქარაგმას? დედოფალზე და მაიზერზე,

81
‒ ბატონო ჩემო. არა მგონია.
‒ ცოდვილი ვარ, მაპატიე,‒ ორჭოფული კილოთი თქვა ჩიჩუამ.
‒ არ არის ავხორციელი ბუნების ქალი და რატომ უნდა ვიფიქ-
როთ, თუმცა... – ჩაფიქრდა ბედიანი.
გაჩუმებული ჩიჩუა ორჭოფულად გასცქეროდა თანამესაუბრეს,
სიტყვა დამთავრებას უცდიდა.
‒ თუმცა მაიზერი ძლიერ მოეწონა და ბევრსაც აქებდა, ‒ განაგ-
რძო ბედიანმა, ‒ მაგრამ რა ვუყოთ, მაიზერი მეც დიდად მომწონს
და ბევრ სხვასაც, მაგრამ ყოველი მოწონება და ქება ავად საზრახი
ხომ არ არის და ვინ იცის, შეიძლება ფრიად უმწიკვლოა დედოფლი-
საგან მოწონება.
‒„ვინ იცის“... საქმე ამ ვინიცობაშია, ბატონო ჩემო! ‒ თუ ასე ვიტ-
ყვით, მაშ, მთავარს რაღა მოუვიდა? მკურნალთა თქმით, ორივეს სე-
ნი ერთნაირი ხასიათისაოო. მთავარიც ხომ გელოვანის მოტრფია-
ლე არ იქნება?
‒ შეიძლება ქმარსაც ამ საქმის ეჭვი ღრღნის და სენიც მიტომ ემ-
სგავსება ურთიერთს.
‒ არა მგონია.
‒ ღმერთმა ქნას.
‒საკვირველია, რატომ შეგიპყრო ასეთმა აზრმა?
‒ მართა დადიანის ქალმა გამანდო თვისი ეჭვი.
‒ რაო?
‒ რაც გელოვანი წავიდა, იმ დღიდან ჭამის მადაც მოაკლდა და
ძილიცაო და მალე ასეთმა სისუსტემ შეიპყროო.
‒ მეტი არაფერი?
‒ თუ მაიზერზე ვესაუბრებით, მყის მოცოცხლდებაო.
‒ არ ვიცი, მართა უფრო ახლომდგომია მათთან და ჩვენზე მეტი
შეუძლია დასაზროს, მაგრამ ბოდიშს ვიხდი და ვეჭვობ ქალური მი-
ეთ-მოეთობა არ იყოს. მხოლოდ ჩვენ შორის თქმული იყოს და, მარ-
თას უყვარს ბოროტი ცილისწამება.
‒ ეგეც მართალია, მაგრამ სიმართლესაც ჰგავს როგორღაც და
გულსაც იმიტომ ეჩქმიტება.

82
‒ რა ვიცი, ასეთ საქმეში ძნელია პაიკი შეუცდომლად გადადგას
კაცმა. ვინ იცის ‒ ლაზიერი რას ფიქრობს!
‒ მხედრის დამორჩილებას, დიდო ვაზირო, – სიცილით თქვა ჩი-
ჩუამ.
იმ დროს, როცა ვეზირნი ასე ბჭობდნენ, მთავარი განცალკევე-
ბულ ოთახში ცეცხლით გაღვივებული ბუხრის წინ სავარძელში ჩამ-
ჯდარიყო და დიდად მოწყენილი, გამხდარი და უფერული რაღაცას
ჩაფიქრებოდა. დიდხანს იყო ამ მდგომარეობაში გაყუჩებული და
უცებ ხელი ხელს შემოჰკრა და გარედან მსახურმაც კარი შემოაღო.
– სისორდიას დამიძახე! – უბრძანა მსახურს.
მსახური მყის გაბრუნდა და მალე მთავრის წინ ჯუბუ სისორდია
იდგა.
‒ სისორდია! შენ ცნობილი კაცი ხარ ეშმაკობასა მოხერხებაში,
ჰა?
სისორდია შეწმაწურდა, ვერ გაერკვა ეს კითხვა რისხავდა თუ აწ-
ყალობებდა და მთავარს ტანის ფლიდური წმაწურით მისჩერებოდა.
‒ ჰა, რავა იტყვი, ბიჭო, ხომ ასეა?‒ თქვა მთავარმა და სისორდი-
აც მიუხვდა სათქმელს.
‒კი, ბატონო, ასე შემარქვეს და რა ვიცი.
‒ ჰოდა, ერთი საქმე უნდა დაგავალო და თუ შენ მოხერხებას ამ
საქმეში გამოიჩენ, იცოდე, ბედნიერ კაცად გყოფ.
‒ სადაც შენი ნება-სურვილი წინამძღვრად მეყოლება, ბატონო,
მე მგონია, იქ ვერაფერი ვეღარ დამიდგეს წინ.
– კი მაგრამ, ისიც უნდა იცოდე, რომ დიდი საიდუმლოება არის
და თუ გამჟღავნდა, იცოდე, რომ შენი სიკვდილიც მალე გამომჟღავ-
ნდება, გესმის თუ არა?
‒ ბატონო, ენას ვერავინ ამომჭრის და ენას აქეთ სხვა სიტყვის
სათქმელი კაცს არა აქვს რა. ბავშვი კი არ ვარ, ბატონო. სადაც სა-
ჭიროა, იქ თევზის უსიტყვობა მაქვს.
‒ ოო, შენ არ იცი, რომ ხანდახან ენაზე მეტს წინ დაუხედავი, უჭ-
კუო ქმედობა ამბობს და ამჟღავნებს?
‒ არც მაგის მეშინია, ბატონო, ჩემი ქმედობა ელვაა თვალის უსწ-

83
რები.
‒ ლეჩხუმის გზა ხომ იცი?
‒ კი ბატონო, წარსულ შემოდგომაზე შენ არ გახლდი?
‒ ჰო, კი, მერე გელოვანისას იყავი ხომ?
– კი, ბატონო, იქაც გახლდი.
‒ მაშ ახლაც მიაგნებ?
‒კი, ბატონო, რა დიდი საქმეა, იერუსალიმი კი არ არის.
‒ შეგიძლია გელოვანისას მიხვიდე და ჩემი წერილი მაიზერის
ცოლს, გურიელის ქალს ისე გადასცე, რომ სულიერმა არ გაიგოს?
აბა დაფიქრდი კარგად!
სისორდია ბუჩქნარში მიმალულ მელასავით გაინაბა, პასუხის
მიცემაზე ფიქრობდა და უფრო კი იმაზე, თუ მთავარი ასეთი საქმის
დამქაშებს როგორ სიუხვით აჯილდოებდა ხოლმე და კარგა ხნის სი-
ჩუმის შემდეგ თქვა:
‒ შემიძლია, ბატონო.
‒აბა, როგორ? თქვი და შევაფასოთ, რა ავლადიდების მოსაზრე-
ბა გაქვს.
– ბატონო, რა დიდი საქმე უნდა ამას. მწევარი მყავს ისეთი, რომ
ერთ შვილად საღირალია. შენ საახლებლად ვწვრთნიდი, მაგრამ
რაკი ასეა საქმე, კი მოგეხსენება, ბატონ ხალხს კაი მწევარი კაი ხვა-
დაბუნს ურჩევნია. ავდგები და მაიზერს ძღვნად მივართმევ და მის
კარგად ყოფნას ღმერთსა ვთხოვ. ამის შემდეგ რამდენ ხანსაც მინ-
და, დავრჩები, ეს კაცს არ გაუკვირდება, ასეთი ძღვენის მიმრთმევმა
შორებელმა კაცმა ერთ ხანს ხომ უნდა წაიპურმარილოს. ამასობაში
რა ღმერთი გაწყრება, რომ წერილის მიცემა ვერ მოვახერხო.
– ბარაქალა, სისორდია! მართლა ეშმაკი ყოფილხარ. ეს ძლიერ
მოხერხებული მოფიქრებაა. მაშ როდის გასწევ? ‒კმაყოფილი ღი-
მილით შეეკითხა მთავარი.
‒ ხვალვე, ბატონო.
‒ რანაირად?
‒ ამაღამ სახლში გიახლები, ბატონო, ხვალ ჩემს მწევარს ჩავკი-
დებ ხელს და გავსწევ ღვთისა და შენი წყალობით.

84
‒ მაშ ახლა მარტო დამტოვე. წერილს დავწერ და რომ დაგიძა-
ხო, შემოდი.
სისორდიამ მდაბლად თავი დახარა, გარეთ გავიდა და იცდიდა,
ყოველ წუთს მთავრის დაძახებას ელოდა. ელოდა და ამ ლოდინში
ბევრი იფიქრა მთავრის ათას რამ ჯილდო-საჩუქარზე, მაგრამ ბო-
ლოს ორ რამეზე შეჩერდა და მხოლოდ ამის ირგვლივ ფიქრობდა და
იმედიანობდა. „ჰო, ამ საქმეს რომ გავჩარხავ, იქედან საპასუხო ქა-
ღალდს მოვართმევ, რომელშიაც, რაღა თქმა უნდა, ეწერება:
„გენაცვალე კაკალ გულში, როგორც ყველი ხაჭაპურშიო“, და
ხო, რაფერ გადაირევა მთავარი მაშინ სიხარულით, ამას ჩემს მეტი
ცოცხალი კაცი ვინ ნახავს! ჰოდა, მაშინ... მაშინ მკითხავს, რა თქმა
უნდა, მე ნუ მოგიკვდე, სისორდია, რითი დაგაჯილდოვო ახლაო? მა-
შინ მეც მელიას სულის შებერვასავით შევაპარებ: შენი მოწყალე
ტახტის აზნაურობით და მცირე რამ მოხელეობის მონიჭებით, დიდო
და უხვო მთავარო-თქო.. ოხ, ღმერთო, შენ აკურთხე იმ გურიელი ქა-
ლის მშობელი დედა, თუ ახლა ასეთი საქმეები მისი მეოხებით გამო-
ვაკვარახჭინო. თო, თო, მერე სულ მის სახელზე ვილოცებ, მისი ჭი-
რი შემეყაროს“.
ასე ფიქრობდა სისორდია იმ დროს, როდესაც მთავარი სამიჯნუ-
რო უსტარის წერას ჩაუჯდა. მაგრამ სისორდიას უფრო ადვილად
ეხერხებოდა თავის სანეტარო ფიქრების დალაგება და გამოკვეთა,
ვიდრე მთავარს სატრფიალო სიტყვების დასტრიქონება და პირვე-
ლი დაწერილი რომ წაიკითხა, არ მოეწონა, დახია და ბუხარში ჩას-
წვა.
ღელავდა, ოთახში, რამდენჯერმე აქეთ-იქით გაიარ-გამოიარა
და კვლავ წერას შეუდგა. წერილი გაამზადა. სისორდიას მოუხმო.
‒ აბა, ჯუბუ, შენ უნდა გახსოვდეს, რომ უდიდესი საშიშარი სა-
იდუმლოება გებარება და დიდი სიფრთხილე გმართებს. თორემ მე
რომ გადამირჩე, გელოვანს ვერ გადაურჩები და გელოვანს რომ გა-
დაურჩე, დედოფალი აღარ დაგარჩენს. გესმის თუ არა?
‒ მესმის, ბატონო, ჯოჯოხეთისგან გარისხული ეშმაკებიც რომ
ამედევნონ, ისინიც კი ვერაფერს დამაკლებენ, დიდო მთავარო, ხომ

85
მოგეხსენება, ცხრა მელის კუდი მასხია და თორმეტი მიმინოს
ფრთები.
სისორდიას ტრაბახით გაღიმებულმა მთავარმა წერილი გადას-
ცა.
‒ აბა როდის დაბრუნდები?
‒ როდესაც ღმერთი შემეწევა. ეს საქმის მოხერხებაზეა, ბატონო.
– აბა, გასწი და რაც კაცი ხარ, გამოგაჩნდება, მაგრამ, სისორ-
დია, ხომ იცი, შენი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ამ საქმეზეა გა-
დაკვანძული.
‒ ვიცი, ბატონო, – უთხრა სისორდიამ და თავრეტდასხმული გა-
რეთ გავარდა.

***
დედოფალმა უჩვეულო სიადრით აიჩემა გორდის საზაფხულო
სასახლეში გადაბარგება.
‒ ადრეა, დედოფალო, გორდში წასვლა. იქ ჯერ კიდევ სიცივეა,
‒ ეუბნებოდა რამდენიმე დღის ლოგინიდან ამდგარ დედოფალს
ქმარი.
‒ სწორედ რომ ის ცივი ჰავა მომიხდება. გუშინ და დღეს რომ ოდ-
ნავ დაცხა, მე ისევ უარესად გავხდი. გეთაყვა ახლავ განკარგულება
გაეცი, რომ ხვალვე წავიდეთ.
‒ კი, ბატონო, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ ჯერ კი დევ აპრი-
ლია და მაისამდე აქ სჯობდა.
‒ მე კი ასე მსურს და რატომღაც მგონია, გორდის ჰავა მომაკე-
თებს და ეგებ გულიც უფრო გაერთოს.
‒ კი, ბატონო, იყოს ბრძანება შენი, – დაეთანხმა მთავარი და მე-
ორე დღეს დიდძალი თანმხლებლებით და მსახურთა სიმრავლით
გორდის სასახლისკენ გაემართნენ. მაგრამ მთავრის იდუმალ
შფოთვას მეორე იდუმალ საშფოთველი სისორდიას საქმე მიემატა
და ძლიერ ცუდ ხასიათზე ბრძანდებოდა.
„რა მოუვიდა ნეტავ მაგ საძაგელს? "‒ ხშირად ფიქრობდა და ეკი-

86
თხებოდა თავის თავს მთავარი, აგერ ერთი თვე გათავდა და ის კი
არა ჩანს. ცუდი ხომ არაფერი მოუვიდოდა? შეიძლება გაუგეს და თა-
ვიც მოჰკვეთეს... და საქმე კი.. საქმე უშედეგოდ დარჩა... შევცდი, ის
არ უნდა გამეგზავნა. იმას ხოსია ყრუაშვილი სჯობდა. იქაური კაცია
და ადგილის კაცი მისახვედრს უფრო კარგად მიხვდებოდა, ადგი-
ლის კაცია, შევცდი სწორედ“. ‒ ხმაშემაღლებით ამოიხვნეშა ცხენზე
მჯდომარე მთავარმა და გვერდში მიმყოლმა ვეზირმა ჩიჩუამ მყის
სახეში შეხედა და შეეკითხა:
‒ დაიღალე, ვგონებ, მთავარო?
‒არა, ისე რაღაც ჩვეულებრივ უგუნებოდა ვარ, ‒უპასუხა მთა-
ვარმა და დარახტული ბედაურით გზა განაგრძო.
უკან დედოფალს ბედიანი მიუყვებოდა და ხშირად ეკითხებოდა:
‒ დედოფალო, ხომ არ დაიღალე? აწ მალე მიუწევთ შენს საყვა-
რელ გორდში.
დედოფალიც უგუნებოდ, მოკლედ პასუხობდა: ‒ არა, არა მი-
შავს.
დედოფალსაც ერთი რამ ფიქრი აწუხებდა და ამ ფიქრის დამ-
რღვევი ხმა არ სიამოვნებდა.
– ბატონო ვაზირო, ერთი გამაგებინე, ლეჩხუმსა და გორდს შო-
რის რამდენი დღის სავლელი მანძილია? – შეეკითხა ხანგრძლივი
სიჩუმის შემდეგ დედოფალი ბედიანს.
‒კარგი ცხენით ერთი დღის, დედოფალო!
‒ მაშ, მაიზერი გვესტუმრება ამ ზაფხულს გორდში.
‒ შეიძლება.
დედოფალმა უცებ მოისაზრა: იჭვი რამ არ აიღოსო და კითხვის
ხასიათი სხვაგვარად შეატრიალა.
‒ ძლიერ მსურს მისი თანამეცხედრე ‒ გურიელის ქალი გავიც-
ნო. რა კარგი იქნება, რომ გორდში გვასტუმრებდეს.
ბედიანს უცბად ჩიჩუას ნათქვამმა თავში ცეცხლივით გაუელვა,
თავზე ქუდი შეისწორა და მოკლედ პასუხი ჰყო:
‒ დიახ, რომ კარგი იქნება. – ამბობენ, ძლიერ მშვენიერი არისო.
დიდ ქებას მოგახსენებენ.

87
‒ ჩანს ქმრის ღირსეულია.
‒ აჭარბებსო, მოგახსენებენ.
– ოხ, ეგ კი მეტისმეტია, – ცოტა შეკრთომით თქვა დედოფალმა.
‒ ეგეც შესაძლებელია.
სიჩუმე ჩამოვარდა. მარტოღა შეხურებული ცხენების ფრთხფენა
და ფეხის ხმა ისმოდა.
„ჰმმ! – ჩაფიქრდა ბედიანი. იგი წინ მიმავალ ჩიჩუას ზურგში მი-
ჩერებოდა, მის ნაამბობს და დედოფლის ნათქვამს ერთმანეთს
უფარდებდა და თითქოს ორივე ერთნაირ ხმას გამოსცემდნენ, ‒ ვერ
უნდა იყოს კარგი ამბავი“. ‒ დაამთავრა ამით თავისი ფიქრი და ჩი-
ჩუას უკანიდან მისძახა:
‒გონიერმეტყველო ჩიჩუა, მთავარი მდუმარებით დაგვიღალე,
მგონი?
ჩიჩუა ქარაგმულს მიუხვდა, მანაც ქარაგმით უპასუხა:
– და თქვენ კი დედოფალი მრავალმეტყველებით, ურწმუნო
მსმენელო!
და ორივეს ჩახითხითებას მთავარმაც უაზრო ბანი მისცა. მაგრამ
ამ გახმაურებამ დედოფალს საამო ფიქრების ძაფი გაწყვიტა და გუ-
ლი უსიამოვნოდ შეენძრა.
კვლავ სიჩუმე.
„რა მოუვიდა მაგ საძაგელს?“ გაჰკრა ისევ გულის ელვამ მთა-
ვარს, ქუდი გადაიწია, ნერვიულად შუბლი მოიქავა და ცხენს ლაგამი
ჩაჰკრა, თითქოს უნდოდა მისი ბრაზი წვრთნილი ბედაურის შეურაც-
ხყოფით გაენელებია.
‒ ცუდი გზებია გორდსა და ლეჩხუმს შორის, ბატონო ვაზირო? ‒
ისევ დაუბრუნდა დედოფალი ლეჩხუმზე საუბარს.
‒ალაგ მშვენიერი და ალაგ მეტად სახიფათო, ბალიკოვანი.
‒ მაშ, გურიელის ქალი იაზიზებს, აქაო და ცუდ გზებზე ვერ ვივ-
ლიო?
‒ რატომ, დედოფალო, გურულ მანდილოსანს ცხენოსნობა ეცო-
დინება, რადგან გურიაც ლეჩხუმისებურ მთაგორიანია.
‒ ჰოო, ამას მართალს ბრძანებთ. მაშ, ვეღარაფერს მოიმიზეზებს.

88
‒ რა უნდა ექნეს, ბატონო, სამიზეზო, დედოფალი პატიჟობს თო-
რემ, უბრალო მომაკვდავი ხომ არა.
‒ ეგ არაფერია, მაგრამ ჩვენ ისედაც ვალდებულნი ვართ. რო-
გორც მთავრის ასული, აქამომდეც უნდა მოგვეწვია და ღირსეული
პატივი გვეცა, მაგრამ ეს ჩვენი მთავრის შეცდომაა. ამ ზამთარს მა-
იზერი რომ უმეუღლეოდ მოიწვია, ეს დიდი ურიგობა იყო.
‒ არც იმდენი, დედოფალო.
‒ რატომ?
‒ ზამთრის გაავებულ ტაროსში, ისიც ამ სიშორე მანძილიდან
მანდილოსანთა მოწვევა უფრო ურიგობა იქნებოდა. ზამთარს ჩვენ
გზებსა და ჰავაში მიმოსვლა მხოლოდ მამაკაცების გასაბედავია.
‒ მართალი ბრძანდები, ვაზირო. მაშ, ამ ზაფხულს უეჭველ უნდა
მოვიხადოთ ჩვენი მოვალეობა, მოვიწვიოთ ცოლ-ქმარი.
‒ ზაფხულში კი მშვენიერი ბუნების ხილვით ისიამოვნებს და მით
მეტადრე მაიზერისათვის ეს დიდი ლხენა იქნება.
‒ ვითომ და რისთვის? ‒ დაეჭვებული დედოფალი სახეში მიაშ-
ტერდა.
‒ ხშირად ამბობდა, ოდიშის ჯადომ შემიპყროო:
‒ ჰა, ჰა, ჰა, რამო?
‒ ოდიშის ჯადომო, ბატონო, და ვის ხელს ეკუთვნოდა ასეთი ჯა-
დოსქმედობა, აღარ ვიცი.
‒ ჰა-ჰა-ჰა, უთუოდ მართა დადიანის ქალს, ისინი ეხოტბებოდნენ
ხშირად ურთიერთს.
‒ არ ვიცი! შეიძლება ედემის ბაღის ტრფიალით ბაღის ზღუდეს
ეხოტბებოდა, თორემ მართა... მართას საუნჯეში ჯადოს ნამცეცი არ
იპოვნება, დედოფალო.
‒ ჰა-ჰა-ჰა!
გულიანად კისკისებდა დედოფალი და ბედიანი რაკი წამალს მი-
უხვდა, ზომას თანდთან უმატა, რომ შემდეგი გარკვევით საცნაურ
ეყო.
‒ მე შენ ამ თქმისთვის მართასთან გაგცემ.
‒ მეც გიმაგიერებ, დედოფალო.

89
‒ ვისთან?
‒ გელოვანთან.
‒ რითი?
‒ რომ მისი გემოვნება ეგოდენ დაამდაბლეთ. გამხიარულებუ-
ლი დედოფალი კვლავ აღტაცებით კისკისობდა. ბედიანმა კი გულში
წყენით გაიფიქრა: დავღუპულვართ მართას და ჩიჩუას შენიშნული
მართალი ყოფილაო. დადიანს რომ დედოფლის სიცილი მოესმა,
ჩიჩუას მიმართა:
‒ საკვირველია! დედოფალი რაც ავად გახდა, მერე აღარ გაუცი-
ნია და ეტყობა, გორდის ჰაერმა ახლავ აღუდგინა მხიარულების უნა-
რი.
‒ ღმერთმა ინებოს, მაგრამ შენი ეგეთი დაღვრემილობა კი ყო-
ველივეს ჩრდილავს, მთავარო.
‒ არაფერია, გული თუ ისევ საგულეს ჩადგა, ყველაფერი გამო-
კეთდება. ვნახოთ, ‒უპასუხა მთავარმა და ის იყო გორდის სასახლის
მთავარ ალაყაფს მიუწიეს და გარშემო მიმოიხედეს, რომ კმაყოფილ
მთავარს აღმოხდა:
‒ მშვენიერი არს ჩემი გორდი, მშვენიერი.
‒ ოო, უძლურთა მაკურნებელი, მთავარო, და ძლიერთა დამ-
ტყვევებელი.
ალაყაფის კარი გაიღო, ცხენები ეზოში შევიდნენ და ხეივანს სა-
სახლისაკენ გაჰყვნენ. გარშემო დაფუსფუსებდნენ ზრდილი და ჩა-
უქი მეგრელი მსახურები.
ძალიან დაუმადლა სისორდიას მწევრის მირთმევა გელოვანმა.
მწევარმაც რომ გაუმართლა!.. ხუთი კვირაა დარჩა სტუმრად და მი-
სი წვრთნილი მწევრით რამდენჯერაც წაიყვანეს სანადიროდ, ყო-
ველთვის სახელი ნახა. საუკეთესო მონადირე ძაღლი გამოდგა და
სისორდიას თავმოწონებასაც საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ყველა-
ფერი სიამოვნება მით ეშხამებოდა, რომ წერილს თავისი გზა და მი-
მართულება ვერ მისცა და ისევ ჯიბეში უფორდებოდა. სისორდიამ
თავის დაკვირვებიდან კარგად გაიგო, რომ მზისახარი ერთი პირ-
ველთაგანი სანდო და საყვარელი ადამიანი იყო. გურიელის ქალის-

90
თვის. მან განიზრახა ამით ესარგებლა, საიდუმლოება მისთვის გა-
ენდო. ერთხელ დილაადრიან, ვიდრე ბატონები გაიღვიძებდნენ,
მზისახარს ერთ მიყუდროებულ ადგილს დაუდარაჯდა. მზისახარმა
გამოიარა. სისორდია სიხარულით ცას მისწვდა: „ირგვლივ არავინ
ჩანს, ბატონებს სძინავთ, ძაან დროს ჩავიგდე სათქმელად“, ‒ გა-
იფიქრა და მზისახარი შეაჩერა.
‒ ჩემო საყვარელო დაია, ვიცი შენისთანა სანდო და საყვარელი
უმცროს ქალბატონს არავინ არ ჰყავს და ერთი დიდი საიდუმლო უნ-
და გაგანდო და შენ დობას ვფიცავ და ჩვენი ლანქერისა ღვთიშო-
ბელს, რომ შენისთანა ბედნიერი ქვეყანაზე სხვა არავინ იქნება.
‒ რაო, რა გნებავს? ‒ თავაზიანად შეეკითხა მზისახარი.
‒ეს წერილი გურიელის ქალს მიართვი, და გულის ჯიბიდან ამო-
ღებული გაჭუჭყიანებული წერილი გაუწოდა, მაგრამ შიშმა და
კრძალვამ სახე ნაცრისფერად ჩაუთეთქა. მზისახარმა ნათქვამი შე-
იკვირვა.
‒ რაო? ვისი წერილია?
‒ ოდიშის დიდებული მთავრის, ჩემო დაია!
‒ მერე რასა წერს? რა ნებავს?
‒ ნამეტანი დაზაფრიანდა. ლოგინშია ჩავარდნილი და... რომ...
‒ მერე რა გინდა?
‒ რა, ჩემო დაია, და გურიელის ქალის... ‒ წინადადება მღელვა-
რებით ვეღარ დაამთავრა.
‒ ჰო, რაო გურიელის ქალის?
‒ გურიელის ქალის სიყვარულის ზაფრის ქარები აქვს, ჩემო
დაია.
‒ მერე, რა გნებავს?
‒ მე არაფერი, შენი ჭირიმე, მაგრამ დადიანს რაც ნებავს, ამ ქა-
ღალდშია ჩაწერილი ყველაფერი და რომ მიართმევ და გადიკით-
ხავს, თვითონ მიხვდება ქალბატონი ყველაფერს.
მზისახარი გაცოფდა. წერილი ხელიდან გამოსტაცა და თავშეკა-
ვებული ხმით შეუტია თავხედს: ‒ სად ბედავ ასეთებს, შე მაწანწა-
ლავ, ვიღაცა ხარ! ამისთვის გდიხარ ამდენი ხანი აქ? ახლავე ქეშიკ-

91
ებს გადავსცემ შენს თავს, რომ სულ ლუკმა-ლუკმა აგკუწონ, შე სა-
ძაგელო, შენა. და მაშინ ნახავ ზაფრის ქარები როგორია? მოიცადე,
ერთი ეს წერილი ნახონ ბატონებმა! – დაემუქრა შესაშინებლად მზი-
სახარი და წასვლა დააპირა. შიშით აცახცახებულმა სისორდიამ მზი-
სახარის წინ მუხლებზე წამოიჩოქა და კაბის კალთაში ხელი ჩაავ-
ლო.
‒ მომიტევე, მაპატიე, შევცდი, ჩემო დაია.
‒ შენი დაია ძაღლის ლეკვი იყოს.
‒უკაცრავად, ბატონო, ღვთის დაია ბატონო, მომიტევე პატიოსა-
ნო ქალბატონო, დამიბრუნე მაგ სატიალე ქაღალდი.
გაბრაზებული მზისახარი შედგა, თვალებში ჩააშტერდა და ბრძა-
ნების კილოთი უთხრა: ‒გააღე პირი!
დაჩოქილმა სისორდიამ შეუგნებელი შიშით და სილენჩით პირი
დააღო. მზისახარმა წერილი ნაკუწ-ნაკუწად აქცია.
– გადაყლაპე! ‒ჩასჩარა პირში. დაკუმშული ქაღალდის ნაკუწე-
ბი და გადააყლაპვინა.
‒ ადექი ახლა და საიდანაც მოთრეულხარ, იქეთ წაეთრიე!
შერცხვენილი და შიშით შეძრწუნებული სისორდია ისე გაპარუ-
ლიყო, რომ ბატონები დიდად სწუხდნენ, ძვირფასი ძღვნისთვის
ვერც მადლობა და ვერც საჩუქარი ვერ მისცეს და ხშირად კითხუ-
ლობდნენ, ვინმემ ხომ არაფერი აწყენიაო, მაგრამ ყველასგან პასუ-
ხად „არა, ბატონო“ ესმოდათ.

***
გორდის ჰაერის სიკეთე-სარგებლიანობამ ვერ დასძლია შეყვა-
რებული მთავრის ზღვა კაეშანი, რასაც სისორდიას უგზო-უკვლოდ
გადაკარგვა აორკეცებდა და ლოგინად მწოლიარეს ისევ ფიქრთა
მოჯარვა და მარტოობის სურვილი დაუფლებოდა.
მსახურმა კარი მოაღო და მოახსენა: ‒ ჯუბუ სისორდია გეახლა,
ბატონო, და შენს ნახვას თხოულობს.
დადიანი სიხარულით ლოგინში შეფაცურდა, სახეზე სიწითლის

92
ელვამ გადაურბინა და რომ მსახურს არ შეემჩნია, აგდებულად შე-
ეკითხა:
‒ რაო? რა მინდაო?
‒ არ ვიცი, ბატონო, ის ისეთი კაცია, რომ თავის სათქმელს მე არ
მეტყვის.
‒ მოვიდეს.
აღელვებულ მოლოდინში მყოფ მთავრის წინ რამდენიმე წუთის
შემდეგ გამხდარი ცხენივით არაქათგამოლეული სისორდია წარ-
დგა. მთავრის შეკითხვას, მთავრის რისხვას და მთავრის განაჩენს
ელოდებოდა.
– რა ჰქენი, სისორდია?
‒ რას ვიზამდი, ბატონო.
‒ მაინც?
‒ იქ ძაღლთა პირები ყოფილან, ბატონო, თორემ ადამიანები კი
არა.
‒ როგორ!! ძაღლი ხომ წაიყვანე?
‒კი, ბატონო.
‒ მერე მადლობელი არ დარჩნენ?‒ ნელ-ნელა შეყვა ამბის გაგე-
ბას დაბნეული მთავარი.
‒ რა ვიცი, ბატონო, ჯანდაბა იმათ და იმათ ძაღლს.
‒ როგორ! ხომ არაფერს მიგიხვდნენ?
‒ მიხვედრით არაფერს, ბატონო, მაგრამ გაკეთებით ბევრი ვე-
რაფერი გავაკეთე.
–ჰოოო, ასეა: უსაქმურა ტრაბახაო საქმობის დროს დამარ-
ცხდაო, მაინც რა გააკეთე?
‒ ვერაფერი, ბატონო, იმის მეტი, რომ თავიც კინაღამ წავაგე.
‒ მარჯვედ ყოფილხარ!
‒ დიდო მთავარო, ‒ დაიწყო ფიცით სისორდიამ, შენი რისხვა
მომეცეს და ჩვენი ლანქერისა ღვთიშობლის, იქ ჩემისთანა კაცი კი
არა, ჯოჯოხეთიდან მოფრენილი ალქაჯი რომ მივიდეს, იმან რამე
გაახერხოს. რა ამბავია, ბატონო. მთელ სასახლეს ამ მხეცი სვანების
ხროვა იცავს, რომელთაც არც საჭმელი აძღებთ და არც სასმელი

93
ათრობთ. ისე უყვართ და მიაჩნიათ მათი ბატონები, როგორც ხუცესს
ხატი და ჯვარი. მერე, ბატონო, და ის გურიელის ქალი სადღაც
ჰყავთ, კაცი ვერ გაიგებს. ეს ხუთი კვირა იქ ვიყავი და ერთხელ თვა-
ლი ვერსად მოვკარი და სხვისი დანდობა იქ ხომ... ღმერთმა დაიფა-
როს. საშიშარი მხეცია ‒ ქალიც და კაციც. ჯანდაბას წასულა მათი
თავისა და გურიელის ქალიც.
გურიელის ქალის უხეშად ხსენება დადიანს ეწყინა. სისორდიას
შეუწყრა.
‒ სისორდია, ზრდილობიანად ილაპარაკე!
სისორდია შეწმაწერდა, პირში სიტყვა შეუწყდა.
‒ ჰო, მერე, მერე? მოყევი, მოყევი ბარემღაც შენს არარაობას.
‒ რაღას მოვყვე, ბატონო, გამიწყრა ღმერთი და ვერაფერი ვერ
გავაკეთე. ახლა შენს მოწყალე ხელში ვარ და როგორც გენებოს და
როგორც ღირსი ვიყო, ისე შემრისხე.
‒ წერილი ხომ არ დაკარგე, შე რეგვენო?
‒ არა, ბატონო.
‒ მოიტა ჩქარა!..
სისორდია დაიბნა.
‒წერილი,... წერილი, ბატონო....
– ჰო, რა?! თქვი მართალი, შე არამზადავ!
‒ აღარ მაქვს, ბატონო.
‒ როგორ, დაკარგე?!
‒ არა, ბატონო.
‒ მაშ?
‒ გადავყლაპე, ბატონო.
‒ რაო, ბიჭო, გადირიე, თუ რას როშავ?
‒ მართალს მოგახსენებ, ბატონო. გამიწყრა ღმერთი და გადავ-
ყლაპე.
‒ რა ღმერთი უწყრება ამ კაცს. რაებს ბოდავს!
‒ ისე იყო, ბატონო, საქმე, რომ ასე არ მექნა, გაიგებდნენ და და-
ვიღუპებოდით: ჩემ თავს არ ვნაღვლობდი, მაგრამ შენი.…..
‒ კმარა, ბევრს ნუ ლაპარაკობ. თქვი, რა იყო?

94
‒ რა, ბატონო, და რაკი დავატყვე მდგომარეობას, რომ ვეღარა-
ფერს გავხდებოდი, ავდექი და სახლისკენ გამოვსწიე, კარგა მანძი-
ლი მქონდა გამოვლილი, რომ უკანიდან ვიღაც მომძახოდა: მეგრე-
ლო! მეგრელო, დაიცადე, ნუ მიდიხარო. მოუხედე და შევხედე, რომ
მაინცდამაინც ის სვანი იყო, რომელიც მთელ სასახლეში ყველაზე
მეტი სიგრძე-სიგანის მხეცია. დამეცა თავზარი. რაღა უნდა მეფიქრა,
ბატონო, იმის მეტი, რომ, ალბათ, დამსაზრეს და უკან მდევრად ეს
ბაყბაყ დევი ამადევნეს-თქო. მეტი გზა აღარ იყო, ესღა მოვიფიქრე:
ამ წერილს გადავყლაპავ და თუ ტანზე გამხილავს, ვეღარას მინა-
ხავს და გუნებაში რაც ვიცი, იმას სიკვდილის გულისთვის ვერ მათ-
ქმევინებს და რა უნდა მიქნას-თქო და გადავყლაპე, მარა შენს
მტერს. გაუჭირდეს ისე, მე მაშინ გამიჭირდა, დაღეჭვა ვეღარ მოვას-
წარი და‒ სულ ჩახრული მაქვს, ბატონო, მთელი ყანყრატო და გულ-
მუცელი, შეაბრალა თავი ბატონს.
‒ არ გადაგარჩინა შენმა გამჩენმა!
‒ ნეტავი მართლა არ გადავერჩინე იმ დალოცვილს.
‒ იმ სვანს რა უნდოდა? რისთვის მოგძახოდა?
‒ არაფერი, ბატონო, ის ცეცხლისაგან დასაწვავი ცხენის ავშარა
დამრჩენოდა და ის მომაწია, იმან არ გააწია გაისამდი.
– უყუროს კაცმა ამ ტუტუცს! ჩემი წერილი საქერავი გეგონა თუ
რა, შე წუწკო! შეგარცხვინა ღმერთმა, არაფერი არ ყოფილხარ!
‒ რა უნდა მექნა, ბატ...
‒ ხმა აღარ ამოიღო! ჩემმა თვალმა აღარ დაგინახოს, შე საძაგე-
ლო, გადი კარში.
გალახული ძაღლივით კუდამოძუებული სისორდია გარეთ გა-
იბუზა.

***
გორდის ჰაერმა, საზაფხულო მეჯლისისა და სასურველ სტუმარ-
თა მოლოდინმა დედოფალი მოაკეთა, მაგრამ ქმრის უკურნებელი
სენი აწუხებდა. მთავარი ისევ უძლურებაში იყო და მკურნალობამ
არა არგო რა.

95
„ეს თუ ასე იქნა, ჩემი ფიქრებიც ვერ განხორციელდება“‒ ფიქ-
რობდა ხშირად დედოფალი.‒ სტუმარი არა მსურსო, გართობა-
მხიარულება არა მსურსო, მოსაუბრენი არა მსურსო, მაშ რა უნდა
იღონოს კაცმა! ნუთუ მთელი ზაფხული ასე შლეგურად უნდა გავატა-
როთ... ოო,. ღმერთმა ნუ ქნას. ღმერთმა, თუ ის ამ ზაფხულზე აქ არ
ვნახე, გული დაიწვის და სული განმიტევებს... მას ხომ დიდად ახა-
რებდა მაიზერის აქ ყოფნა... რომ ურჩიო და მოვახსენო, რომ გურიე-
ლის ქალისადმი მოვიხადოთ ჩვენი მოვალეობანი, პატივყოთ, მო-
ვიწვიოთ და ვინძლო უცხოთა შორის შენც უფრო გაერთო და სენი
შენი დაძლეულვყოთ-მეთქი?.. მაგრამ რომ ეჭვი აიღოს, მიმიხ-
ვდეს?.. ბედიანის ხუმრულ თქმაში და ჩემი ქმრის ქარაგმებში რაღაც
ერთ ხმოვანებას ვგრძნობ და... გელოვანმა ქალები დაგვიგიჟა,
ზღაპრებსა და შაირებს უთხზავენო — ამას წინათ თქვა და პირველ
ყოვლისა მე გადმომხედა... რა ვიცი, შესაძლებელ არს მისი გულ-
ჩათხრობილი ნაღვლიანობა მცირეოდენ ასეთი იჭვნეულობის მიზე-
ზიც იყოს... არა, ჯერ არ ივარგებს ამაზე ლაპარაკი... ვნახოთ, ეგებ
თვით მოიხასიათოს... ამ ზამთარ ხომ მან განიზრახა და მოუწოდა
კიდეცა“.
ამ ფიქრებში იყო დედოფალი, რომ შემოესმა:
‒ დედოფლის მყუდროებას მხოლოდ მთავრის ნებართვით ვარ-
ღვევთ და გვაპატიე, დედოფალო!
ქალმა მოიხედა, თავზე ჩიჩუა და ბედიანი ადგნენ.
‒ დიდად მიხარია, რომ მოწყენილი მყუდროება თქვენი მობრძა-
ნებით გამიხმაურეთ, ბატონებო. მობრძანდით. ხალიჩა ფართოა და
ბალიშები რბილი.
‒ ჰეი! ამოიქოქინა ჩიჩუამ, რბილ მუთაქა-ბალიშებზე ჩაჯდა და
განაგრძო: ‒ განგებას რომ სიცოცხლის ხანმოკლეობითა და მხცო-
ვანების უძლურებით არ იავარეყო ადამიანთა ყოფა-ცხოვრება,
კარგი რამ არის სიცოცხლე. უმეტესად ასეთსა ბუნებრიობით შემ-
კობილ ედემის წიაღში, როგორიც არის ჩვენი მშვენიერი საქართვე-
ლო.

96
– ოოო, ნეტარების საკურთხეველია ჩვენი ქვეყანა ჭეშმარიტად,
ნეტარების და შენი განგებისადმი მუნათიც სამართლიანია, დიდო
ვაზირო, ‒ შეეპასუხა ბედიანი და განაგრძო: ‒ რა არის გაძარცვა
ბოძებულისა ეგოდენ ავაზაკურის დაუნდობლობითა! ხედვა მომეც –
წარიტაცე, სმენა მომეც წარიტაცე, სიმხნე და ღონიერება მომეც წა-
რიტაცე, ყვავილოვანი შვენიერება და მაღალი გონიერება, ყოველი-
ვე ესე წარიტაცე და საპყარმყავ ვითარცა მანკიერი გლახაკი. ოო, არ
ეკადრების, შენმა მზემ, ბოძებულის ეგრე წარტაცება, არათუ განგე-
ბის მაღალ სიდიადეს, არამედ ჩვენ ჯიბუტია კვარაცხელიასაც კი.
ბედიანის ნათქვამმა ყველა გააცინა და დადიანმა წაუჩუმრა:
‒ ეტყობა ბედიანისთვის გამძარცვავ ხანას ხელი უყვია, ეგრე მუ-
ნათობს.
ბედიანმა ჩაიცინა:
‒ხელყოფის რა მოგახსენოთ და მგონი, კარიბჭეზე კი დგას ის
ტიალი.
‒ ტყუის, თქვენმა სიცოცხლემ. ‒მიაძახა ჩიჩუამ, ‒ დიდი ხანია
კარიბჭეზე შემოაბიჯა კიდეც და თქვენ ხარჯზე შუშპარსაც უვლის, ვა-
ზირო.
‒ ჰა-ჰა-ჰა... – გაეცინა ყველას და უმეტეს დადიანს. იქ მყოფთ გა-
ეხარდათ, რომ დადიანის პირზე ღიმილი დაინახეს. დადიანს ისე
ახირებულად აღარაფერი აცინებდა. სწორედ ამისთვის იყვნენ ბე-
დიანი და ჩიჩუა შეჩენილნი, როგორმე გაერთოთ და ყოველგვარი
სახუმარო საუბრის ხერხს მიმართავდნენ.
‒ თუ ასეა, ერთი ნაბიჯითღა მშოავხარ, მეგობარო, და, შენთვის
რა ხელსაყრელ არს ესევითარი განკიცხვა ჩემი?
‒ შენ სიტყვებს ცილისწამებად ვღებულობ.
– დიდო მთავარო, რომელმან ჩვენგანმა მოგმართოს სარჩე-
ლით, ეს შენ უნდა ბრძანო.
‒ რომელმან ისარჩლოს ჭეშმარიტების წინააღმდეგ, იგი განიბ-
ჭოს.
‒ თქმული შენსკენვე მოჰქრის, ბატონო ბედიანო,‒ მიმართა ჩი-
ჩუამ.

97
‒ რაღა მეთქმის.
‒ ის, ბატონო ვაზირო, რომ დრო არს საერო ზრახვათაგან განი-
ბერტყო სამოსელი შენი, სამღრთოზე გადაბრძანდე და ცოდვადა სი-
ნანული ღაღადჰყო.
– ჰა-ჰა-ჰა! ჩიჩუას ნებავს მეტოქე ჩამოაცილოს, მაგრამ ნაადრე-
ვი განზრახვაა, ‒ მიუნაცვლა პასუხი ბედიანმა.
‒მოგახსენებენ, მთავარო, ‒ მიმართა ჩიჩუამ და ეშმაკურად ძვა-
ლი ჩაუკრა, ‒ ახლად დაქვრივებული გახუ ფაღავას მეუღლე გულ-
ქანი მონოზნად შედგომას განიზრახავსო.
‒ რომელ მონასტერშიო?‒ მიმხვდარი ღიმილით შეეკითხა მთა-
ვარი.
‒ ვგონებ ჯრუჭის მონასტერში, ბატონო.
‒ ჰო, იქ ქე შეიძლება თავი შეაფაროს კაცმა, კარგი მონასტერია,
– ჩაილაპარაკა ბედიანმა.
‒ ჰა-ჰა-ჰა! გაება მახეში ბედიანი. ‒ წამოიძახა მთავარმა სიცი-
ლით.
‒ეჰ, საცოდავი, მართლაც რომ დიდი უბედურება მოევლინა
გულქანს, ჯვებე აფაქიძის მეუღლის არ იყოს, ორივენი უბედური ქა-
ლები გახდნენ. – გამოთქვა დედოფალმა ახლად დაქვრივებული
ცოლების სიბრალული.
‒ ეჰ, ქალებს რა უშავთ! ნეტარების საკურთხევლის მეგუნდრუ-
კენიც ისინი არიან და ჯოჯოხეთის კარიბჭის მესაჭენიც, ‒ წამოილა-
პარაკა მთავარმა და სახეზე უეცარი მოწყენა აესახა.
– და ვაგლახ მას, ვინც პირველის კმევით არ ზიარებულა, ‒ უპა-
სუხა ბედიანმა.
– და მეორის საჭეს ტყვედ მოხვედრია, — დაუმატა ჩიჩუამ, მაგ-
რამ მთავარი აღარ უსმენდა. როგორც ჩანდა, ქალებზე საუბარმა
გულის ჭრილობა გაახსენა, ცუდ ხასიათზე დადგა და წასასვლელად
ფეხზე წამოდგა.
‒ ხანგრძლივ საუბართა სმენას ვეღარ ვუძლებ... ისევ ჩემი ოთა-
ხი და მარტოობა, ‒ თქვა და განშორდა თანამესაუბრეებს.
შეცბუნებულმა ბედიანმა და ჩიჩუამ დედოფალთან ბოდიში მოი-

98
ხადეს და შორიახლოს მთავარს გაჰყვნენ. დაღონებული დედოფა-
ლი კი ისევ თავის ფიქრების ამარა დარჩა.

***
ოთახში მარტო მყოფი დედოფალი ხილს მიირთმევდა, რომ მო-
ფარდაგული გადაიწია და კარებში ძალზე გამხდარი მთავარი შე-
მობრძანდა.
‒ დედოფალო! ფრიად საკვირველ მკურნალობა მირჩია მკურ-
ნალმა.
‒ რაო, რას ამბობს, რა გიშველისო?
‒ კარგსა და უჩვევ ჰავაზე ყოფნა, სამთავრო საქმეებზე ზრუნვის
ჩამოშორება და დასვენება.
‒ ფრიად სასიხარულო ამბავია. ჰაერი კარგი გვაქვს, ეს არის და
სამთავროს საქმეთა მართვას საპატიო ხელისუფალთა დახმარებით
მე ვიკისრებ.
‒ კი, მაგრამ მკურნალი სხვაგვარად ამბობს.
‒ რაო?
‒ რომ მოგახსენე, უჩვევ ჰავაზე ყოფნაო.
‒ მერე სად სჯობიანო?
‒ ლეჩხუმშიო, ამბობს.
დედოფალი ქმრის ნათქვამმა სიხარულით აღაგზნო. მაგრამ
მთავარს რომ არაფერი ეეჭვნა, მკურნალის ნათქვამი განზრახ
ეგულგრილა.
‒ რაღა ლეჩხუმი. გორდის ჰავას რომელი სჯობია?!
‒ ხომ მოგახსენე, შეჩვეულ ჰავას არა აქვს ისეთი მკვეთრი ზე-
გავლენა, როგორიც უჩვევსო.
‒ რა ვიცი, პირველი შენი ავადმყოფობა ლეჩხუმში ყოფნის შემ-
დეგ დაიწყო... მაგრამ რაკი მკურნალის რჩევა ეგეთია, უნდა დავე-
მორჩილოთ, მეტი რა ღონეა.
‒ იცი, გეთაყვა, მკურნალი როგორ აგვიწერს სნეულებათა ხასი-
ათს? უცხო და საღი ჰაერი ტანში მიმალულ ამა თუ იმ სენს აღძრავს

99
და თავს აჩენიებსო. ფრიადი სიჩქარით უნდა მიშველება, უწინარეს
ყოვლისა, იმავე ჰაერითვე, რომელიც მიმალულ სენს თავს დაესხა,
ბუდე აუშალა და მთელი თავის ხასიათით გამოამჟღავნაო.
‒ დიდად სასიხარულო ამბავია, თუ შენი უძლურება ასე უბრა-
ლოდ განიკურნება.
‒ მაგრამ ერთი რამ დიდად მაწუხებს.
‒ რა?
‒ შენი სიშორე.
დედოფალს ელდა ეცა.
‒ როგორ, მეც შენთან არ ვიქნები?
‒ არ ეგების ორი დიდი მიზეზყოფით.
‒ რა?
‒ მე ხომ ბიძაჩემის, არსენის გარეშე ბინას ვერ დავიდებ, და მას
კი დიდი კრძალულებით შემოუთვლია, დედოფლის საკადრის-სა-
გუებელი სრა-სამყოფელი არა მაქვსო და თავს ვერ დავიმდაბლებ
ასეთი უბრალოებით მივიღოო.
– ოჰ, რა მომცდარა კურთხეული! რათ მიჩანს მათი სრა-სამყო-
ფელი. სადაც შენ იქნები, მუნ მეც მემყოფების.
‒ მეორე უმეტეს პატივსაყოფი მიზეზი კვლავ სხვა არის, დედო-
ფალო.
‒ აბა რა?
‒ შენ კარგად უწყი, რომ მთავართა და დედოფალთაგან ხან-
გრძლივად მიტოვებული სამთავროს საუნჯენი განიბნევის და კა-
ნონთა წესი და განაჩენი აირევის. ამიტომ ჩემი სურვილია, მცირედ
ხანს ჩემი მოვალეობა შენ იკისრო და ჩიჩუას და ბედიანის დახმარე-
ბით სამთავრო განაგო. ასეთია ჩემი შენდამი მუდარა, თორემ
სხვაგვარად წასვლა არ ძალმიძს.
დედოფალი ძლიერ ცდილობდა წყენის დამალვას, მაგრამ წყე-
ნის კვალი მაინც ეტყობოდა.
‒ როდემდის თვლის საჭიროდ შენ იქ ყოფნას მკურნალი?
– მას რომ დავუჯეროთ, ვიდრე არ განიკურნებითო.
– ახირებული განაჩენია.

100
‒ ასეა და ვნახოთ. ვინ იცის, იქნებ მცირე დროითაც ვერ გავ-
ძლო. მე ხომ ვეღარ ვეგუები ერთგან ყოფნის ხანგრძლივობას.
‒ რატომ? მე კი მგონია, შენ შინ აბეზარქმნილი სხვის სახლში
უმეტეს გაერთობი.
მთავარმა ნათქვამი ვითომდა ხუმრობად მიიღო.
‒ ჰა-ჰა-ჰა, მრისხავ, დედოფალო? ეს დანაშაული ხომ ჩემზე არ
არის დამოკიდებული. აქ დამნაშავეა სენი და მკურნალი.
‒ არ მოგახსენებ.
‒ მაშ, შენს დასტურს ველი.
– როგორც გენებოს.
‒ კუშტად ბოძებულ ნებართვას გული არ ღებულობს.
დიდი ხნის გაგულგრილებულმა მთავარმა ტკბილად მოუალერ-
სა მეუღლეს.
შენ არ იცი, დედოფალო, რაოდენ ძნელია ჩემთვის, პირველ
ყოვლისა, შენი სიშორე და მერე ეგოდენ მოვალეობის შენთვის და-
კისრება, მაგრამ ვიცი, ასეთი უძლურებით პყრობილი სიახლოვი-
თაც გტანჯავ. გაწუხებ, დედოფალო, და ეგებ ღმერთმა ინებოს, მალე
განკურნებული დაგიბრუნდე და ყოველი შენი შეწუხება გამოვისყი-
დო.
‒ ჩემი სურვილიც სწორედ ეგ არის.
‒ მაშ, რას მიბრძანებ?
‒ ბავშვი ხომ არ ვარ, ვიჯიუტო! იძულებული ვარ გარემოებას და-
ვემორჩილო,
კმაყოფილმა მთავარმა ხელი აუღო და მადლობით ეამბორა.
‒ მე ახლა წავალ და საქმეთა წესრიგზე ჩიჩუას და ბედიანს მოვე-
ლაპარაკები.
‒ წასვლას რა დროისთვის ფიქრობ?
‒ მკურნალი ჩქარობს და... მგონი ხვალისთვის იქნეს.
მოფარდაგული კვლავ შეინძრა და დედოფალი მოჭრილი ხის
რტოსავით უღონოდ სასომიხდილი რბილ ტახტზე მიწოლილი მარ-
ტოკა დარჩა.
„ოოჰ, ღმერთო ჩემო! ‒ ამოიხვნეშა ედოფალმა, ნუთუ იგულთა-

101
მხილავა მთავარმა და თავაზიანი გვერდის ავლით ასეთი გარდაუ-
ვალი მთა აღმიმართა! ნუთუ ზრახვანი ჩემი განივლტო ჩემი სულის
საუნჯედ ანდა მთავარს ეზმანელანდა!.. თუ, რა იყო მაშ, ასეთი განა-
ჩენი?.. ოჰ, მაიზერ, მაიზერგესმოდეს ჩემი, ნეტავი“, ‒ და ასეთმა
ფიქრმა დედოფლის გულიდან მწარე ქვითინი აღმოხეთქა.
ახლად გასული მთავარიც ფრიად განცვიფრებით ფიქრობდა:
„რა უცნაური რამ არიან ეს ცოლების როგორი ლექსით ჩამიქა-
რაგმა ჩემმა დედოფალმა: პირველი შენი ავადმყოფობა ლეჩხუმში
ყოფნის შემდეგ დაიწყოო. რას ნიშნავს ეს?... მე კი მგონია, შინ აბე-
ზარქმნილი სხვის სახლში უმეტეს გაერთობიო. ან ეს რას ნიშნავდა?
საკვირველია, ღმერთმანი. ნუთუ ცოლები მთელ აზრთა სიმახვილეს
მარტო ეჭვიანობის სფეროში ავარჯიშებენ!.. ოო, ღმერთმა ნუ ქნას,
რომ ასეთი ზრახვა ცოლმა გაიგოს, თორემ ჭეშმარიტად მთელ ჩემს
ცხოვრებას ჯოჯოხეთის მუგუზლებით ამიფეთქებს... ოჰ, რა ვქნა, დე-
დოფალო, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჩემს საჭვრეტ მზის ასულს თუ არ
ვიხელ, აღარ მშთენია გულის სიმშვიდე და სულის მყუდროება“.
დადიანი სავარძლიდან წამოდგა. იგი სალეჩხუმო ავხორცობაზე
ფიქრობდა.
„ვგონებ, პირველი ნაბიჯის ასე კარგად ჩატარება მომავალი გა-
მარჯვების საწინდარია, – ფიქრობდა მთავარი, ‒ ყველას სჯერა,
რომ მე სამკურნალოდ მივდივარ ლეჩხუმში. დედოფალიც სათნოე-
ყო ჩემს სურვილს და მაშასადამე, რაღა დამიშლის ხვალ ლეჩხუმის-
კენ გამგზავრებას!.. სასაცილო ის არის, რომ მკურნალიც გავასუ-
ლელე. დავარწმუნე, ლეჩხუმის ჰავამ აღმიძრა ეს სენი-მეთქი და მა-
ნაც აიჩემა, ‒ იგივე მოგარჩენსო... მაშ, ხვალ მივდივარ უსაცილოდ?
ოჰ, რა კარგია!“ დადიანმა ხელი ხელს შემოკრა და განკარგულების
მისაცემად ხელქვეითთ მოუწოდა.

***
ფაქა და მისი ჯალაბობა დარბაზში ლაღობდნენ და შეექცეოდ-
ნენ, რომ მათ წინ ცაგერიდან წარგზავნილი კაცი წარდგა, დადიანის

102
მოძღვნილი მოკითხვა და სალამი მოახსენა, უძლურება მთავრისა
აუწყა და მაიზერს წერილი გადასცა.
უსიამოვნო ამბის მოსმენით ყველა წყენამ და მდუმარებამ მოიც-
ვა. სიჩუმე ბოლოს ფაქას შეკითხვამ დაარღვია:
‒ რით ბრძანდება მთავარი უძლურად?
‒ მკურნალი ასე მოგახსენებთ, ბატონო, სიგამხდრის სენი არი-
სო.
– როდის მობრძანდა ცაგერში?
‒ მესამე დღე გახლავთ და ახლავ ემჩნევა, რომ მომჯობინდა.
‒ დიახ, ჩვენი კურთხეული ჰავა უებარი რამ არის ეგეთი სენი-
სათვის. დედოფალი ხომ არ ამობრძანებულა?
‒ დედოფალს სამთავროს ზრუნვა დაევალა, ბატონო. მისი წა-
მობრძანება აღარ ეგებოდა.
სტუმარი ღვინის დასალევად დაიწვიეს. მაიზერმა წერილის კით-
ხვა დაამთავრა და ღიმილით მამას მიმართა:
‒ მადლობა ღმერთს, ბატონო, რომ არც ისე ავად ყოფილა, თო-
რემ შაირთა წყობის ხასიათი აღარ ექნებოდა,
‒ როგორ?
‒ შაირს მომიწერს.
– აბა მოგვასმენინე.

სვანთა მწიგნობარს მიუწერ


ოდიშის დადიანია,
ბედის ტაროსმა მიმუხთლა,
მყო მეტად დარდიანია.
ხვედრის სიავე, ხომ უწყით,
გულზვიად-ხარბიანია,
ეტლი თუ შარშან გაფრენდა,
წლეულს კი ფანდიანია.
მეც ფანდი მიყო, მომიწყო
ცხოვრება სევდიანია —
მკერდის არეში ფათურობს
ვიღაცა დანიანია.

103
ყურთა სმენაში ჩამძახის:
მშველელი გელოვანია,
და ამ იმედით ვსულდგმულობ
უძლური დადიანია.

– ჰა-ჰა-ჰა, ჩინებულია... ლაღობანარევი სევდიანობაა:


მაიზერი საპასუხოს დასაწერად გავიდა და ცოტა ხნის შემდეგ და-
დიანის კაცს ფაქა აბარებდა:
‒ მიიღოს მთავარმა ჩვენ მიერ უმაღლესი მადლობა და უმდაბ-
ლესი სალამი ხსოვნისა და ყურადღებისთვის. ხოლო მისი უძლურე-
ბის სმენამ ფრიადი გულისტკენა მოგვანიჭა და ღმერთსა ვთხოვთ
მის განკურნებას. მაიზერმა საპასუხო წერილი გადასცა და დააბარა:
‒ მდაბალი სალამი მოახსენეთ და ვეცდები მალიად ვეახლო და
ვინახულო.
თუმცა დადიანის კაცი ცხენს გამალებით მიაქროლებდა, რომ
ნაბრძანები აესრულებია და პასუხი სწრაფად დაებრუნებია, მაგრამ
მოუთმენელი გამიჯნურებულისთვის დრო მაინც ნელა მიიზლაზნე-
ბოდა.
„მით მაინც ხომ ვარ ბედნიერი, რომ ჩემს საჭვრეტთან და სალო-
ცავთან ასეთი მცირე მანძილითა ვარ დაშორებული. აქედან ორბე-
ლამდე ერთი ღამის სავლელიღაა, – ფიქრობდა მიტროპოლიტისას
სამკურნალოდ მოსული მთავარი, ‒ მაგრამ გაგზავნილმა რად და-
იგვიანა? ვნახოთ, როგორ ჩაივლის მაიზერთან მეგობრული მიახ-
ლოვება. ვნახოთ, ვნახოთ, განთიადს წარმოშობს თუ მწუხრს!..“
დაბრუნებული კაცის შესვლამ მთავრის ფიქრები შესწყვიტა, მო-
სულმა პასუხი მოახსენა და წერილი მიართვა.
მაიზერის პასუხს მთავარი სიამოვნების ღიმილით კითხულობდა.
კითხვაზე მიტროპოლიტი არსენი შემოესწრო.
‒ ბიძაჩემო, მაიზერი შაირითვე მეპასუხება. გნებავთ, წაგიკით-
ხოთ?
– ფრიადის ყურადღებით მოგისმენთ. დადიანმა კითხვა დაიწყო:

104
მთავარს სალამი მდაბალი ‒
ჩემი შენდამი ვალია,
შენმა უძლურად ბრძანებამ
გულს დაგვცა ბასრი ვალია.

ციხე-დარბამაც მოიღო
შესაძრწუნები ხმანია,
ჯალაბი დუმდა, ვალალის
აღარ ძალედვა თქმანია.

ბედის სიმუხთლე არ მიკვირს,


სოფელი ასე მქნელია,
დღეს რომ მოყვრობას გენუკვის,
ხვალ იგი მტრობის მთქმელია,

ცუდკაეშნობაც არა მჩანს,


ეგოდენ ამაზრზენია,
მზეს და მთვარესაც ეცვლებათ,
რაოდენჯერმე ზნენია.

ტრფობის სახმილი ხომ არ გწვავს?


ვგულისხმობ გელოვანია,
ავთანდილობას ვიკისრებ,
მოვნახო დარეჯანია.

— ჰა-ჰა-ჰა! ჩინებული პასუხია, – ღიმილით თქვა მიტროპო-


ლიტმა და შემდეგშიაც ხშირი სიცილით იგონებდნენ, მოვნახო და-
რეჯანიაო. მაგრამ ეს თქმა და სიცილი მხოლოდ მათი საიდუმლოება
იყო.
დადიანის მოუთმენლობა ახლა მაიზერის მოსვლის მოლოდინმა
შეაშფოთა. ეჩქარებოდა ურთიერთშორის მსვლელობა მალე დაწყე-
ბულიყო და საჭვრეტისთვის ეჭვრიტა. ამ მოლოდინში დადიანს მო-
საკითხით დატვირთული კაცები ეახლენ, გელოვანის სალამი მოახ-
სენეს და მთავრის მშვიდობის ამბავი გამოითხოვეს.

105
დიდად ნასიამოვნები დადიანი თანდათან მშვიდდებოდა და მე-
ორე დღეს მაიზერის მისვლით აღტაცებული ავადმყოფს აღარ ჰგავ-
და. იგი ათას რამ სახუმარო ამბებს მოუთხრობდა მაიზერს, როგორ
აღიტაცა კოლხიდის ქალბატონები მაიზერის მოწონებამ და როგორ
ლექსებს და ზღაპრებს სთხზავდნენ მასზე. მაიზერი მორცხვად უს-
მენდა და იცინოდა. კარი გაიღო და ხელში კრიალოსნის თამაშით
მიტროპოლიტი შემობრძანდა და სალამ-ქალამის შემდეგ მხიარუ-
ლად მიმართა გელოვანს:
‒ შენგან წამოგზავნილი ნუზლის სიუხვეს ეტყობოდა, თავადო,
რომ შიში შეგპარვია, ბერმა მთავარი არ დაგვიმშიოსო და ეს, ცოტა
არ იყოს, შეურაცხყოფაა ჩემი.
– ცოდვილი ვარ, ვიფიქრე, უძლური მთავარი არ ამარხულონ-
მეთქი.
– ჰა-ჰა-ჰა, მოსავთა მკიცხავნი წარიწყმიდებიან, თავადო, ხომ იც
‒ შენი ლოცვა-კურთხევის სიახლოვით წარწყმედის არ მეშინი-
ან, დიდო მოძღვარო,
‒ ეგრე მეგონა მეც, მაგრამ ხომ ხედავ, როგორ წარვიწყმიდე, ‒
ჩაერია მთავარი.
‒ სარწმუნოების მორწმუნე იყავთ და არათუ წაიწყმიდოთ, რამე-
თუ დავსომოთ ყოველი სიამენი ამა ქვეყნისა, ბიძაჩემო?
‒ რათა დავიმკვიდროთ ცხოვრება საუკუნო, დიახ!
‒ არ მინდა, ბიძაჩემო!
‒ მაშ რა, ცოდვილო შვილო?
‒ სიამენი ქვეყნისა.
‒ ვალალ, ესრეთ წარწყმედას!

ვერ გავცვლი მიწის სიამეს


ქრისტეს წამების თხემზედა,
ვერ დავთმობ ნანულ სიავეს
ქადებულ სამოთხეზედა.
‒ ბიძაჩემო! ჰა?

106
‒ ცოდვილ და მოუთმენელი ხარ, შვილო, და მისთვის მეტყვე-
ლებ ესრეთი ცთომილებითა,
‒ ბიძაჩემი მხცოვანებამ ჰყო სოფლისა მიმართ ეგეთი ულმობე-
ლი, თორემ ჭაბუკობასა შინა მყოფი, სხვაგვარად მღეროდა თურმე.
დიახ, ასული ვინმე ფაჩუ მის გულსაც უფაჩუნებდა ხოლმე.
– დიდო მოძღვარო, გეტყობა მთავარი კადნიერებისთვის თავი-
სუფალ გიყვია. ბევრს გიბედავს.
‒რისთვისაცა განვიბერტყავ სამოსელსა ჩემსა და განვალ
თქვენგან, ‒ თქვა წარსულის მოგონებით შეწითლებულმა მღვდელ-
მთავარმა და ღიმილით განშორდა იქაურობას.
‒ თქვენ იცით თუ არა, ბიძაჩემის წარსული გატრფიალების ის-
ტორია?
‒ პირველად ვისმენ.
‒ ჰოო, მას უყვარდა თურმე ერთი ვიღაც, ფაჩუ – გეგეჭკორის ქა-
ლი, მეტად ლამაზი და მშვენიერი. სურდა ცოლად ეთხოვა თურმე,
მაგრამ ბაბუაჩემს რომ გაუგია, მისი შვილი ვიღაც სამონასტრო აზ-
ნაურის ქალს თხოულობსო, ლამის წამების ჯვარზე გააკრა თურმე.
ამით შეწუხებულმა ქალმა თავი მოიშთო. დიდად აღშფოთებული ბი-
ძაჩემი იმავე თვეში ბერად აღიკვეცა თურმე.
‒რას ბრძანებთ! ნუთუ მისი წმიდა კვერთხი და ოლარი გატრფია-
ლების შედეგია?
‒ დიახ! ქალის ასეთი თავგანწირულება მომხდარა ოც აპრილს
და ყოველ იმ დღეს ბიძაჩემი დიდი დაღვრემილობით ფაჩუს მწირვე-
ლია.
‒კარგი, მაგრამ როგორ უბედავთ ასეთი მტკივნეული ადგილის
ხუმრულად შეხებას?
‒ იცის ჩემი ამბავი. მიყვარს მისი გახუმრება და არ მიჯავრდება.
პირუკუ, ხანდახან ძლიერაც სიამოვნებს ფაჩუს მოგონება. როდესაც
მოიწყენს ხოლმე, ვეტყვი: . ბიძაჩემო, ფაჩუ ხომ არ აფაჩუნდა-მეთ-
ქი. და ერთს კი შემომიტევს დაიკარგე, საძაგელოო, მაგრამ სახე სი-
ამოვნებით აღევსება. აი ახლაც ხომ შეამჩნიეო?
‒ როგორ არა. გამიკვირდა. ახალგაზრდულმა შუქმა გაუელვა

107
თვალებში.
‒ ჰა-ჰა-ჰა! საწყალი ბიძაჩემი... ნაძალადევი ბერია.
‒ მთავარო! ამ სხვის წარსულში რომ ხელებს აფათურებ, ახლა
ჩვენც გვინდა გავიგოთ, შენს აწმყოში ხომ არავინ შემოიჭრა ეგეთი
ფაჩუ? არ დავიღუპოთ და სიმარტოვის შეყუდებულმა შენც ბერობა
არ განიზრახო!
‒ ჰა-ჰა-ჰა! რომ ეგრე იყოს, მაშინ ხომ უწყი, რომ ავმანდილს არ
დაემალების გულისთქმა ტარიელისა, მაგრამ შენი შაირი სცდება,
თავადო.
– ეჭვი მეპარება.
‒ ენდე ჩემს სიტყვას. ჩემი ავადმყოფობა მხოლოდ სიგამხდრით
გამოწვეული დასუსტებაა.
‒ ბატონო, ეს სიგამხდრე რამ გამოიწვია? უჭმელობამ თუ უსმე-
ლობამ!
‒ სწორედ რომ უჭმელობამ და უსმელობამ, უძილობამ და მოუს-
ვენრობამ.
‒ და ეს რაღამ გამოიწვია?
მთავარს გაეცინა:
‒ გინდა, მთავარ ფესვს მისწვდე?
‒ რა თქმა უნდა, მიზეზი ისე არ მოიძებნების.
მთავარი ასეთმა შეკითხვებმა კედელს მიაკრა. ფრთხილობდა,
დასაეჭვებელი არაფერი წამომცდესო, და მოსაუბრეს საქმიანი კი-
ლოთი მიმართა:
‒ მხოლოდ ჩვენ შორის თქმულად დარჩეს და შენ. შემდეგ ბევრი
რამ უსიამოვნება მომენიჭა ამ ზამთარ სამთავროს ყოფა-ცხოვრების
გარშემო. ისეთი მოღალატური არევ-დარევა შექმნეს, რომ სანდო-
თა შორის ბედიანის და ჩიჩუას მეტი აღარავინ შემრჩა და ლამის
თვითმკვლელობამდე მიმიყვანეს. ამ საშინელი მღელვარებით და-
ვუძლურდი კიდეც. არვინ ჩემ ახლოს აღარ მინდოდა და მარტოობის
სურვილით შეპყრობილს კაეშანი დამეუფლა და ამან განმაზრახვი-
ნა გულის გასართობად უცხო მხარესთვის მიმემართა და მკურნალ-
მა ჰაერის ღირსების გამო ლეჩხუმი მიმითითა. გარწმუნებთ, დიდი

108
სიკეთეც მიყო. ახლა, არა სრულიად ჯანსაღად, მაგრამ ისე დიდად
უკეთა ვარ.
‒ ძლიერ კეთილად გიფიქრია. ასე ხდება ყოველთვის, სიგამ-
ხდრის საკურნებლად ლეჩხუმში მოილტვიან ხოლმე.
‒ დიახ, დაბალი ჰაერი კი მხოლოდ ცხოველებს ასუქებს.
‒ დიდი უჯიშო თვისება ჰქონია, შენმა სიცოცხლემ.
‒ ჰა-ჰა-ჰა! მიტროპოლიტი გავაქციე ავმეტყველებით და ახლა
მიფრთხილდი, იერიში შენზეა.
ასე ხუმრობდნენ და შეექცეოდნენ სამუხთლოდ დაახლოვებული
გელოვანი და დადიანი.
მეორე დღეს მაიზერი განშორდა და მთავარი იმ დღეებისთვის
ოჯახად მიიწვია.
‒ თუკი ცაგერის ჰავა მოგიხდა, მთავარო, ვფიქრობ, ორბელის
ჰავა ორ დღეში გაგკურნავს, ‒ მოახსენა წასვლისას მაიზერმა მთა-
ვარს და აღფრთოვანებულმა დადიანმა დასტური მისცა.

***
აზნაური ხოსია ყრუაშვილი ტყუილა კი არ ანუგეშებდა ნიშას
დაკვლით ატირებულ ცოლს: მთავარი და გელოვანი რომ შევასახე-
ლო, ორ-სამ უღელსაც მაჩუქებენო. აღდგომა დღეს, მაიზერთან ვი-
თომდა დღესასწაულის მისალოცავად მივიდა, მაგრამ გულში კი ხა-
რის ჩუქების სურვილი ამოქმედებდა. მასპინძელმაც თითქო იაზ-
რაო, მეორე დღეს ერთი უღელი ხარით დასაჩუქრებული ხოსია მის
ანასტასიასთან ტაშით და „ქრისტე აღსდგას? გალობით დაბრუნდა.
‒ ანასტასი, ჩემო გულის კოკობო, ხომ გეუბნებოდი, ხოსია უან-
გარიშოდ არაფერს იზამს-თქო. ხომ ხედავ, ერთიორად მოვიგე. აი,
სად გამოჩნდა ჭკუა, ჩემო ქალბატონო.
‒ ღმერთმა აკურთხოს მათი ოჯახი, თორემ აყრის მეტი აღარაფე-
რი მოგველოდა, ‒ ილოცებოდა გახარებული ცოლი:
ხოსიას მთავარიც სწყალობდა ყოველთვის, როგორც ძიძიშ-
ვილს, მაგრამ ქურდ აზნაურს ნაქურდალს რომ აღმოუჩენდნენ, ერ-

109
თიორად ახდევინებდნენ და ამით კიდეც დაღარიბდა, სოფელიც ცუ-
დის თვალით უყურებდა და არცთუ სახლიკაცებს უყვარდა. მაგრამ
ამ ზამთარ მთავრის და გელოვანის სტუმრობამ სოფელ-ქვეყანაში
ფასი აუწია და ხოსიამაც მის ჩვეულ ტრაბახს და ამპარტავნობას მო-
უმატა. ახლა კიდევ დადიანი, როგორც კი ლეჩხუმში სამკურნალოდ
ამოვიდა, ხოსია მასთან დაიბარა და აღარ იშორებდა, კარგი ტანი-
სამოსით და იარაღით გამოაწყო, საქები ცხენი და უნაგირი აჩუქა და
ხოსიას ყოყლოჩინობაც ცამდე ავიდა.
ეტყობოდა ხოსიას, რომ დღეს დიდი დასაქმებული მიდიოდა
სადღაცა.
‒ ძაღლი-მამაძაღლები! თავის ქიცინით უნდა დავიღალო კისერი
და კინჩხი, თქვენმა თავის ტეხამ, – ჩაილაპარაკა გაგულადებულმა
ხოსიამ, როდესაც სამი ქვეითი გლეხი წინ შემოხვდა, შეჩერდნენ და
მოწიწებით სალამი მისცეს.
‒აზნაური რომ გაძღება, იმაზე საძაგელი ცხოველი ქვეყანაზე
არაფერია. ვერ შეხედეთ? მაგიერი სალამი კი არ მოგვცა მაგ ქურ-
დმა და ქუნცახმა, ‒ უთხრა ერთმა გლეხმა ამხანაგებს, ხოსიას რომ
ჩამოშორდნენ.
‒ მამა უცხონდა! ისე გვეკადრებოდა და ისე ქნა.
‒ რატომ?
‒ აბა, რას უქიცინებდით ამ ჩვენს უტვინო თავს.
‒ იჰI შეიკვირვა მეორემ, ‒ რას უქიცინებდით და იმას, შე და-
ლოცვილო, რომ მოგვიბრუნდებოდა და მათრახით ტყავს აგვაცლი-
და. ვითომდა აღარ იცი მისი თავგასულობის ამბავი!
‒ ჰო! მართალია. დადიანი მისია და დივანბეგი და რა უშავს, ახ-
ლა გელოვანთან დაიწყო ლაქუცი და ხომ შევხედეთ, როგორი უღე-
ლი ხარი ააფცქვნა მარწყვივით, ‒ თქვა მესამემ.
‒ ასეა და რას უზამ! აქაო და მის კლირწიან დედას დადიანისათ-
ვის ძუძუ უჭმევიაო და მის მეტს კაცად აღარავის აგდებს. მისი ქურდი
თავიც დადიანი ჰგონია.
‒ შე კაცო, დადიანი არ იყო, რომ ამას წინათ ფაქასას მიბრძან-
დებოდა, მარა ვინც შევხვდებოდით, სალამს აქით გვასწრებდა, მაგ-

110
რამ ასეა: მუცელცარიელას კუდის გზა მიეციო, თორემ იმ შიმშილით
გაბზეკილ კუდს ცხვირზე მოგარტყამსო. ამისთანა ნათქვამი
ხოსიასთანა ვაჟბატონებზეა ნათქვამი, თორემ რა აქვს სადიდგულო
მაგ თავქარიანს, მის ბეღელში ვირთხები კისერს იტეხენ და ჭურებში
ბაყაყები ყიყინებენ.
ასე მსჯელობდნენ ხოსიას უზრდელი თავხედობით გად ჯავრებუ-
ლი გლეხები, რომ ხოსია თავის ორთვალიან ოდას და პატარა ეზოს
მიუახლოვდა, ცხენს სადავე უჩვენა და თავის ჭიშკრისკენ მიახვევი-
ნა.
„დიდი ხანია შინიდან წასული ვარ და ვაითუ შემომწყრეს ჩემი
ანასტასი, ‒ ფიქრობდა გზაში, ‒ მაგრამ ჩემი მთავართან ყოფნით,
მე მგონია, ისიც იწონებს თავს და ყოველ დღე ჩიხტაკოპით ირთვე-
ბა, ალბათ. ამ დილით რომ სახლში გამოვიარე, სწორედ კარგი მო-
მივიდა. ჩემს ანასტასიასაც გავახარებ და ცოტა რამეთი კიღეც გა-
მოვძღები,. თორემ თავადიშვილისას რომ შიმშილი შემატყონ, ხომ
საუკუნოდ მომეჭრება თავის ეგონებათ, ჩემს სახლში არაფერი
მაქვს. არა, ასე არ ვარგა. დიდი კაცების ქონება ჩუმად უნდა ჩააკნა-
ტუნო კაცმა და მათთან კი პირი დამუწო. ასე უნდა, არ უნდა შეგატ-
ყონ, რომ გაკლია რამე. მაიზერმა რომ ხარები მაჩუქა, ისეთი უარი
ვსტკიცე, რომ სულ ფეხები ვასავსავე, ვიცოდი ნაჩუქარს უკან არ და-
იბრუნებდა და მეც თავპატიჟი გავიდევი და აქეთ შემოვიხვეწე, რომ
საჩუქარი მიმეღო. ასეა, ასე! თავდაჭერილობა. დიდი საჭირო ყოფი-
ლა კაცისთვის, რომელსაც ხოსია ყრუაშვილს ვერავინ ასწავლის.
კარგად ვიცი, როგორ უნდა მეჭიროს პატიოსან აზნაურს თავი“.
ამას ფიქრობდა ხოსია, როცა უკვე ეზოში შესული, აივანს მი-
აჩერდა, რათა ანასტასი დაენახა, მაგრამ ანასტასი არც ჩიხტიკოპით
და არც უჩიხტოდ არა ჩანდა.
ძაღლის ყეფაზე მსახური სიმონა გამოვარდა, ბატონს უნაგირის
ავჟანდზე მივარდა, ჩამოახტუნა და ცხენი ჩამოართვა.
– რა ამბავია, ბიჭო, ქალბატონი რომ არ ჩანს? ავად ხომ არ
არის?
‒ არა, ბატონო, უცხო სტუმრები არიან და ქალბატონი იქეთ ოთა-

111
ხში ბრძანდება.
სიმონამ ცხენი საჯინიბოსკენ წააძუნძულა და ქალბატონს ხმა-
მაღლა უძახდა:
– ქალბატონო! ქალბატონო! სამახარობლო ჩემია, ბატონი მობ-
რძანდა.
‒ წყნარა, ბიჭო! რა უშნოდ მიაძუნძულებ მაგ ცხენს. მამიშენის
ფაშატი ხომ არ გგონია. შნოიანად წაიყვანე.
სიმონას ხმაზე ცოლმა სარკმელში გამოიჭვრიტა და ამ ‒ დროს
ხოსიამაც კარები შეაღო.
‒ ოჰ, მშვიდობა შენს მოსვლას.
– კეთილი შენს დახვედრას.
რადგან მარტონი იყვნენ ერთმანეთიც გადაკოცნეს,
‒ რას შვრები? როგორა ხარ?
‒ ვარ ღვთის მოწყალებით და შენგან მოძულებული. ხურმე და-
დიანისას ყოფნა სჯობია ჩვენსას ყოფნას.
‒ ოჰ, ნამეტანი დამაგვიანდა, მართალია, მაგრამ რას იზამ კაცის
ერთი სულის შებერვის ხანს არ მიშორებს. თვით მიტროპოლიტმა,
შეგეწია მისი ოლარის მადლი, გამიხმო და მთხოვა: მამაშვილობას,
ჩემს პირად დავალებად დამღევი და სანამ ენებოს, არ მოშორდეო.
ხომ იცი, იმას მძულვარების ავათმყოფობა დამართნია რაღაც და
ყველა შეუძულებია, აღარავის ნახვა აღარ უნდა და ახლა მე გადამ-
კიდებია და ერთი დღის ნება არ მომცა გამომერბინა. თორემ, რავა
ფიქრობ ახლა შენ, შენი სიყვარულის სურვილი რომ არ მიმსვლო-
და, შე ქალო, ოჯახის მოხედვა მაინც არ მენდომებოდა! მარა, ასეა
საქმე და რა უნდა ვქნა!
‒გამოწყობით, კარგად გამოუწყვიხარ და მეტი რა გინდა,‒ შე-
უფურცლავხარ თავიდან ფეხამდი იმ დალოცვილს.
‒ ჰოო, ეს არაფერია. შენ ნახე ჩემი ცხენი და უნაგირი. იმათი ფა-
სი სიკეთე მზისა და მთვარის თვალსაც არ დაუნახავს, იცოდე. ერთი
სიტყვით, დიდად დაგვაჯილდოვა ღმერთმა ამ წელიწადში, და აღა-
რაფერზე მოიწყინო ჩემო ანასტასია.
‒ არც შენ მოგაწყენდნენ, ალბათ, ცაგერელი ქალები.

112
‒ ჰეე, რა ეშმაკი ხარ, დამცინი ხომ?
‒კი არ დაგცინი, მართლა გეუბნები.
‒ ვა, ბეჩა, ანასტასი! არ გცოდნია ჩემი ამბავი. ცაგერელ ქალებს
გაუყადრებ ახლა მე თავს კი არა, მზეთამზე რომ მომესკვნას კისერ-
ზე, იმას არ ვიკადრებ, ისე მიჭირავს თავი, რომ ხმის გაცემას ვერა-
ვინ მიბედავს. აბაა! ხუმრობა საქმე კი არ არის, დადიანთან პირვე-
ლი შესული კაცი მე ვარ ახლა. უჩიხტიკოპოდ რათა ხარ, შენი ჭირი-
მე! მოირთე და მოიკაზმე, დაბრძანდი და იყავი ისე. სხვა რომ არა-
ფერი, სახლიკაცების ცოლები უნდა დახეთქო გულზე. ტოლად არ
უნდა იკადრო არც ერთი. იმე, მართლა, ბავშვები სად არიან?
‒ დედაჩემს შემოუთვლია და იქ გავგზავნე გუშინ ორივე.
‒ ჰოო, კაი გიქნია ძალიან. კი მენატრებოდნენ, რომ მენახა. ვი-
ღაც უცხო სტუმრები არიანო, ბიჭმა.
‒ კი.
‒ ვინ არიან?
‒ არ ვიცი, ერთი ჩერქეზია და მეორე აფხაზიო.
‒ მერე რა გვინდაო?
‒ არაფერი. ის ჩერქეზი გზაში შეუძლოდ გამხდარა, ვეღარ ევლო
და ღამის გათევა ჩვენთან ითხოვეს. ეტყობა არც დღეს არის კარგად.
მარტო ახლა ადგაო, სიმონამ.
‒ სენი არაფერი მოგვიტანონ მაგ ოხრებმა.
‒ არა, გზაში რაღაცა სოკო უჭამიათ და იმას უწყენია. მთელი ღა-
მე კვნესა და შფოთვა მესმოდა.
‒ საუზმე თუ რამე მოუმზადე? სირცხვილი არ მაჭამოთ შორებელ
კაცებთან, თუ ღმერთი გწამს.
‒ მზად არის ყველაფერი.
‒ აბა, ანასტასი, ახლა გავალ სტუმრებთან. მეც იმათთან წავისა-
უზმებ და ჩქარა უნდა წავიდე.
‒ იმე, რა ამბავია, შე კაცო? აღარ გინდა სახლის და ოჯახის მი-
ხედვა.
‒ ოჯახის მიმხედავი, ისეთი მყავხარ, ჩემო სიცოცხლე, რომ
არაფრის მეშინია, მაგრამ ისე შენთან ყოფნა ძალიან მენატრება, ჩე-

113
მი კაი დედ-მამა ნუ წამიწყდება და შენი ერთი წლის მიცვალებული
მამა, მაგრამ რა უნდა ვქნა?
ხოსიამ სარკის ნატეხი აიღო, შიგ ჩაიხედა, სტუმრებთან გასას-
ვლელად წვერ-ულვაში შეისწორა.
‒ არა, ეს მითხარი, ან მოსვლა რა იყო ასე ნაუცბადევად და ან
წასვლა? რასა გავს ეს!
‒ ახლავე გეტყვი, შენი სულის ჭირიმე. ამ ორი კვირის წინ მაიზე-
რი ეახლა მთავარს, ინახულა და მერე ოჯახად მიიწვია. წაბრძანდა
მთავარი და მეც ვახლდი, რა თქმა უნდა, ერთი კვირა დავრჩით, დი-
დი კაი დრო გაგვატარებია, რომ მთავრის ცუდად გახდენას არ წაემ-
წარებიოს ყველაფერი.
‒ როგორ? იქ გახდა ავად?
‒ აბაა! მესამე დღეს ლხენა-ქეიფის ზარხოში რომ ვართ შესული,
ამ დროს უგრძნობლად ძირს დავარდა. ყველას მკვდარი გვეგონა.
მასპინძლებმა კინაღამ ჭკუა დაკარგეს, მაგრამ ყველაზე გონიერად
დიდი ქალბატონი როდამი მოიქცა, იკურთხა მისი მშობლების სუ-
ლი. მივიდა და ორივე ნეკი გაუხსნა და როგორც კი სისხლი გამოუშ-
ვა, თვალიც გაახილა. ამის შემდეგ სამი დღე იწვა. მერე მოკეთდა,
მიტროპოლიტმაც კაცი ახლო და სთხოვდა მალე დაბრუნებულიყო.
ჩვენაც წავედით, მაგრამ მთავარი ნამეტან დავალებულად სთვლის
თავს როდამისაგან და ამიტომ დღეს მიბრძანა წავიდე, მადლობა
მოვახსენო და მთავრის მიერ გატანებული ძვირფასი ნივთები მი-
ვართვა.
‒აქა გაქ?
‒ მაშ! აბგით უნაგირზეა შემოკრული.
‒ ნეტავი მაჩვენა როგორია.
‒ არ შეიძლება მისი გახსნა. მისი ხელით შეახვია ფარჩაში. ასეა,
ჩემო ანასტასი, და რა უნდა მექნა? უარი მეთქვა? გადი და ნახე ჩემი
ცხენი და უნაგირი და უარი მერე თქვი.
‒ იმე, კაია, ბატონო, მარა მეც მომენატრე, კაცო, და რა ვქნა.
‒ ცოტა კიდე მომითმინე, შენი სულის ჭირიმე, და მთავარს რომ
ოდიშისკენ გავისტუმრებ, მერე დავჯდეთ ერთად და ვიღუღუნოთ

114
მტრედებივით. მანამდი კი შენ იცი და ოჯახმა. მე კი, ვიდრე წაბრძან-
დებოდეს, თუ ღმერთი შემეწია, კიდევ რამეს ჩამოვქლიბავ და გაგი-
ხარებ კოკობ გულს. აბა, აწი სტუმრებთან გავალ და საუზმე დააჩქა-
რონ.
სტუმართმოყვარე, მხიარული ხოსია იმ დროს შევიდა უცხო
სტუმრებთან, როდესაც ჩერქეზი წყალში გახსნილი პურის ფქვილით
რაღაცა უსტარს წეპავდა. მასპინძლის დანახვაზე ფეხზე წამოიჭრა,
უსტარი ქუდქვეშ მიმალა და მასპინძელს მორჩილი სალმით შეხვდა.
‒ ჩერქეზი შენ ბრძანდები უეჭველად? – მიმართა ხოსიამ
მცხრალ მთვარესავით დამდნარ კაცს, რომელსაც ისევ შერჩენოდა
სილამაზის იერი.
‒ დიახ, ბატონო, მე გახლავარ.
‒ ეს აფხაზია უეჭველად, ჰა?
‒ დიახ, ბატონო!
‒ დიდად სასიხარულოა თქვენებურ უცხო და სანატრელი სტუმ-
რები, მაგრამ ამ სიშორით რამ დაგსაჯათ, ესეც საკითხავია?
ხოსიას როგორც უთხრა ცოლმა სტუმრები ჩერქეზ-აფხაზიაო,
გულმა საამოდ შეუთამაშა: ალბათ, საჩერქეზო, სააფხაზოშიაც მი-
უღწევია ჩემი ქურდობის ამბავს და თუ მოსულან, სალუკმოსაც მო-
მიყვანდნენ უთუოდ, რომ სამაგიერო მეც აქედან გავატანო. მაგრამ
ვის ცხენებზე მიეტანოს გუმანი, ამის მოფიქრება ჯერ ვერ მოესწრო
და ისევ ამჯობინა მისი შეკითხვით სტუმრებისთვის მოესინჯა ნიადა-
გი, რომ მათგან ქურდობის საშინაო ქარაგმული თქმა მიეღო, მაგ-
რამ ხოსიამ ვერაფერი სასიამოვნო პასუხი მიიღო, ჩერქეზმა დამა-
ჯერებლად უპასუხა:
‒ მე, ბატონო, გულს სევდა რამ შემომწოლია და უცხო მხარეთა
შიგან მიმოსვლა მიქარვებს. ამ ჩემს ამხანაგს კი ნათესავი ჰყავს ამ
მხარეში, მაგრამ არ იცის საით არის და რომელ მხარეს.
– ვინ არის, ძმობილო? ‒მიმართა აფხაზს ხოსიამ,‒ ჩვენში თუ
ვინმე ცნობის ღირსია, მეცოდინება, უეჭველია.
‒ მაიზერ გელოვანის ცოლის გამდელი, ბატონო.
‒ რომელი? მზისახარი რომ ჰქვიან?

115
‒ დიახ, ბატონო, ‒ უპასუხა შეწითლებულმა აფხაზმა.
‒ იმე, იმას როგორ არ ვიცნობ, იმ ოჯახში ისე თამამი ვარ, რო-
გორც ჩემს სახლში. მერე რა გნებავთ?
‒ ვფიქრობდი, ბატონო, მენახა, მაგრამ, დამთავრებისთვის ამ-
ხანაგს მიაჩერდა.
‒ მაგრამ მე რადგან ასე ცუდად გავხდი, შეიძლება კიდეც გავ-
ბრუნდეთ უნახავად, ‒ დაამთავრა აფხაზის სათქმელი ჩერქეზმა.
‒ იმე, მეც სწორედ მთავრის დავალებით ახლა იქ გიახლებით.
მაგრამ თქვენ რათ შეუშინებიხართ ასე უბრალო ავადმყოფობას.
– არც ისე უბრალია, ბატონო.
‒ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჩერქეზს არ ეკადრება ასეთი სიფრთხი-
ლე.
‒ მაჯობა უძლურებამ, ბატონო.
‒ არ გეკადრება, შენმა სიცოცხლემ, და ისიც უნდა მოგახსენოთ,
რომ ამ ჩვენს კურთხეულ ჰავაზე სენი და უძლურება ისე ვაგლახად
ვერ იჯაბნის კაცს. ოდიშის მთავარიც მაგდაგვარი უძლურებით არის
შეპყრობილი და სამკურნალოდ სწორედ აქაური ჰავა ურჩიეს მკურ-
ნალებმა და წარმოიდგინეთ, განიკურნა კიდეც.
‒კარგი, ამბავია, მაგრამ დღეს დიდად დასუსტებული ვარ და
ხვალ ვნახოთ.
სტუმარ-მასპინძელმა კარგა ხანს ისაუბრეს და საუზმე კი გვიან-
დებოდა. ხოსია დასაჩქარებლად გავიდა.
‒ გესმის ხომ? ეს ძლიერ მარჯვე შემთხვევა მოგვეცა. ამას ვთხო-
ვოთ, რომ ეს წერილი მზისახარს გადასცეს, ვინ რას იფიქრებს და
აგერ მივაწერ, რომ პასუხი თუ ამ კაცის ხელით არა, სხვისით გვაც-
ნობეთ როგორმე-მეთქი, ჰა? ასე არ სჯობია? – შეეკითხა ჩერქეზი.
‒ კარგი აზრია, მაგრამ რაც უნდა იყოს, უცხო კაცია და ისეთი
არაფერი ჩაწერო, რომ ვინმემ ნახოს და ცუდად ისაზროს.
‒ არა. წაგიკითხავ თუ გინდა.
„ჩემო საყვარელო ნათესაო, დაო მზისახარ! შენ ახლოსა ვართ და შენს
კარგად ყოფნას და ნახვას შევხარით მე და ჩემი ძმათნაფიცი. მაგრამ ნება-
დაურთველად შენს ნახვას ვერ ვბედავთ. ვინ იცის, დიდი კაცის ოჯახში ხარ

116
და ეგების არ გიხერხერხდება ჩვენებრ მდაბიონი სტუმრად მიიღო.

შენი ძ მ ა ე ს ი კ ა“.

ვამეხმა ბოლოში მიაწერა: „ჩვენ ამ წერილის მომტანისას ვართ


და ველით საჩქაროდ შენგან სამაგიერო სალამს“.
‒ კარგად მოიფიქრე. კაცი ვერაფერს მიხვდება, ‒ მოუწონა ესი-
კამ. ვამეხმა წერილი კარგად დაწება და ესიკას გადასცა.
‒ აბა, ეს შენი სახელით უნდა მისცე.
ესიკამ წერილი ჩამოართვა და გულის ჯიბეში ჩაიდო.
‒ ეს კარგად მოგვეწყო სწორედ, ‒ ჩაილაპარაკა ესიკამ.
‒ ჩინებულად, თორემ პირდაპირ რომ გაგვეგზავნა კაცი, ასე
კარგად არ გამოვიდოდა. შეიქნებოდა ერთი მიკითხვ-მოკითხვა: ვინ
არის, ვისი გამოგზავნილია, ვისთან არის და რა უნდაო და ვიღაც რა-
ღაცას დასაზრავდა. ხომ იცი, ასეთ დროს კედლებსაც ხედვა ძალუძ-
სო და ამას კი ვერავინ ვერაფერს მიხვდება, თუკი მზისახარს მარ-
ტოობაში გადასცა.
‒ მაგას კი შევთხოვ, ბატონო.
ძმათნაფიცებს სათქმელი უკვე ნათქვამი ჰქონდათ, რომ მსახურ-
მა საუზმედ შემწვარი ქათამი და სულგუნი შემოტანა, მსახურს ხოსი-
აც შემოჰყვა საბოდიშო სიტყვებით.
‒ თუმცა თქვენებრ სტუმართ ასეთი მასპინძლობა არ გაებედ-
ვის, მაგრამ ჩემი უბედურება ის არის, რომ წასასვლელი საქმე
მაქვს, გელოვანთან მივეჩქარები და საამდღეოდ თქვენ სამსახუ-
რად დრო აღარ მრჩება და თუ ბედნიერს მყოფთ და ზეგამდი მომიც-
დით, მაშინ, მამაჩემი ნუ წამიწყდება, შესაფერ დროს გაგატარები-
ნებთ. შეიძლება უწყით, რომ მე დადიანის ძიძიშვილი გახლავართ,
რაც ბედნიერებად მიმაჩნია, მაგრამ ნამეტანია მაგ დალოცვილი.
ერთი წუთით არ მიშორებს და სხვა რომ არაფერი, ცოლი გამექკევა,
ბატონო.
ხოსიას ხუმრობამ სტუმრები გულიანად გააცინა. ყველანი სუფ-

117
რას შემოუსხდნენ, მერიქიფე სიმონა დოქით ხელში თავს ადგა და
საღვინე კათხებს დაცლის უმალ უვსებდა სტუმრებს.
‒ აბა, მიირთვით კარგად, თქვენი ჭირიმე. თქვენს უცხოობას მო-
ვახსენებ, რომ მართალია, აზნაური კი ვარ, მაგრამ ზოგიერთ უსარ-
ჩულო თავადს ქე ვჯობივარ. ჩემს ავლადიდებას, რასაც ხედავთ,
აქიც ნუ გაზომ ავით. რადგან რასაც ხედავთ, ასი ამდენი კიდევ სხვა
არის. ღვთის წყალობით, არც გვალვას მე მინია და არც წვიმის, ჩემი
ბეღელი დაულეველი ხვავიანია და ჩემმა მარანმა რომ გადმოხეთ-
ქოს, ტრაბახად არ ჩამომართვათ და, თქვენმა სიცოცხლემ, ერთი
ამოდენა მდინარე გამოვა, რომ კარგი მცურავი ერთი პირიდან მე-
ორემდე მხარულით ვერ გასცურავს და ასეთ მასპინძელს პურ-ღვი-
ნოზე არ მოვერიდოთ, ჩემო ბატონებო!
‒ ღირსი არა ვართ, ბატონო, ეგეოდენ გულუხვობის, მადლობას
სწირავდა ვამეზი.
‒ ბედი გვქონია, ბატონო, რომ ასეთ უცხო მხარეში თქვენებრ
მდიდარსა და გულუხვ მასპინძელს წავაწყდით,‒ შეაქო ალღოსამ-
ღებმა ესიკამ და ზოსიას სიამოვნებით სახე გაებადრა. ვამეხმა ესი-
კას გადახედა და რაღაც ანიშნა.
‒ არა, ბატონო, მე არ შემიძლია გავბედო, ისევ შენ უნდა მიშუამ-
დგომლო,‒ მოახსენა ესიკამ.
‒ რა არის, ბატონო ჩემო?
‒ სათხოვნელი რამა აქვს და ვერ გიბედავთ.
‒ შე კაცო, რა უნდა მთხოვო ისეთი, რომ ვერ შევსძლო? არც ისე
ძუნწი ვარ და არც ისე ღარიბი,
‒ მცირე რამ, ბატონო მასპინძელო.
‒ მაინც რა?
‒ რადგან გელოვანისას მიბრძანდები, გთხოვ, დაითავმდაბლო
თავი და ამის ნათესავ ქალს ‒ მზისახარს წერილი წაუღო.
– კი, ბატონო, რა დიდი საქმეა, მადლობა ღმერთს, მძიმე არ იქ-
ნება და რა მიშავს.
ესიკამ ჯიბიდან წერილი ამოიღო და დიდი ბოდიშით შეთხოვა: –
ბატონო, გთხოვ, ისე უბოძო ეს წერილი, რომ თავისთვის, თავისუფ-

118
ლად წაიკითხოს.
‒ ჰო, ჰო, ვიცი, ძამია, ვიცი. გათხოვებას ხომ არ უპირებ?
‒ იიჰ, რაღა დროს მისი გათხოვებაა, ბატონო.
‒ იმე, ქე რატომ, ჩემო ძამია! რომ ნახო, გეგონება ახალ აჭრილ
ქალიშვილობას ახლა ადგიაო, მარა ნურას უკაცრავად, გასათხოვ-
რად ჩვენი გურიელის ქალი არ შეელევა ‒ ისე უყვარს და მიაჩნია.
‒არც თვითონ მოშორდება, ბატონო, მასაც ისე უყვარს მისი
ქალბატონი.
‒კი, მართალი ხარ. ჩემო ძამია, მისი ქალბატონის მოშორება
არც ისე ადვილია. ჩიტი და კაჭკაჭი იმის ჭვრეტას ნატრობს ჩვენში
და უკაცრავად ვარ, მაგრამ რომ ნახოთ, მგონი თქვენც ითხოვოთ
მისი შინაყმობა.
ხოსია ხითხითით და ბოდიშით წასასვლელად წამოდგა. ცოლ-
თან გავიდა, გამოემშვიდობა და დადიანის ნაჩუქარ ცხენს ისეთი
თავმომწონედ მოახტა, თითქოს ცა ქუდად აღარ მიაჩნდა და დედა-
მიწა ქალამნად.
‒ სწორედ რომ ეს შენი ცხენი ერთ სოფლად საღირალია, ბატო-
ნო, ‒ ასიამოვნა ესიკამ.
‒ მოგწონს?
‒ ღმერთმა მოგახმაროს და სამაგალითოა, ბატონო, ეტყობა
ყორნის ჯიშის არის ეს დალოცვილი.
‒ დადიანის ნაჩუქარი რომ არ იყოს, გიფეშქაშებდი, ასე ვიცით
ჩვენში, აფხაზო, მაგრამ ნაჩუქრის პატივისცემით ხელები მაქვს შეკ-
რული. ესეც ასე ვიცით ჩვენში და რას იზამ ჰაკი, ადათს ვერ გაექცე-
ვი.
‒ არა, ბატონო, ღმერთმა შენ მოგახმაროს შენი საქონელი.
მოქნეულმა მათრახმა შავლუხი ერთი შეაცმატურა, თავკისერი
წასასვლელად შექინჩა და ლამაზი ნაბიჯით მედიდურად გზას გაუდ-
გა.
სტუმრები აივანზე დასხდნენ, სიმოსა მერიქიფემ ქალბატონისა-
გან გატანებული მწიფე ხილი მიართვა მათ.
‒ სიმონა, კარგ ბატონთან ყოფილხარ, ძმაო, არაფერი არ მოგა-

119
კლდება, ალბათ, ‒ უთხრა ენაკვიმატიანმა ესიკამ.
‒ იმდენი ღმერთი გაუწყრეს, რამდენი მეც მაკლდეს და მასაც.
ვამეხმა ნელიად ჩაიცინა.
‒ ბიჭო, რა უნდა აკლდეს ისეთ კაცს, რომლის მარანი მდინარი-
სოდენ ღვინოს იტევს?
‒ რას ბრძანებ, ბატონო, მდინარისოდენი კი არა, ფეხს ვერ და-
ბანს მაგ შეჩვენებელს, მაგრამ ასე თუ არ იტრაბანა, ავად გახდება.
სიმონას სიტყვებმა სტუმრები ბევრი აცინა და ალბათ კიდევ
ბევრს აცინებდა, რო: სამოახლოდან მსახურ ქალს არ დაეძახნა.
ხოსია საუზმეზე ნაჩქარევად გადაყლაპულმა ღვინომ ცოტა შე-
ახურა და ამპარტავნობის სიცხემ აუწია.
ფაქას სასახლე რომ დაინახა, მაშინ გაახსენდა, მზისახართან გა-
დასაცემი წერილი მიმაქვსო. წერილი უბიდან ამოიღი: და ნაკუწ-ნა-
კუწად აქცია.
„მაგ თავხედები!.. ვიღაც მშიერი აფხაზი და ჩერქეზი ჩემი პურ-
ღვინით ძღებიან და ახლა მათი წერილების წამღებიც გამხადეს. რა
სიგლახე მომივიდა, რომ იქვე ვერ ვახალე ცხვირში მისი წერილი, ‒
ნანობდა ხოსია თავის გუნებაში, ‒ მაგრამ რა მენაღელება. პირში
რათ ვაწყენიო კაცს, თუკი პირს უკან თვალებს აუხვევ. ჰმ! რომ ეკად-
რებათ, მათს წერილს სწორედ ისე მოვექეცი. დიდი ჭახრაკული ენა
კი აქვს ის ჩერქეზია თუ ვიღაცა, მაგრამ ჩემგან ვერაფერს გაიტანს.
თუმცა მე მეეჭვება, რომ ისინი საქურდლად არ იყვნენ მოსული და
შეიძლება აღარ გამიტყდნენ მისთვის, რომ საკბილოდ თვით ჩემი
ცხენი მოეწონათ ვგონებ და შეიძლება მზისახარსაც ამაზე მისწერეს
რამე!.. ვაი დედაო, რომ წიგნის კითხვა არ ვიცი, თორემ წავიკითხავ-
დი უსაცილოდ და მერე დავხევდი, მაგრამ რაც არ იცი, რას იზამ კა-
ცი. ძნელია, ძნელი, ქაღალდის თუ არაფერი გაგეგება კაცს. ჰმ! მო-
დი და ნუ გაჯავრდები! როგორ მაკადრეს მოახლე ქალის წერილის
თრევა ჩემისთანა გამოჩენილ აზნაურს, რომელსაც მთავრის ძმო-
ბილს და საყვარელ მახლობელს მეძახიან!.. არა, კიდევ კარგ დროს
მივხვდი ჩემს დამცირებას, თორემ თავს შევირცხვენდი, მამა ნუ წა-
მოიწყდება. კაცი მთავრის განდობილი საიდუმლოებით მივდივარ.

120
გურიელის ქალთან საიდუმლო წერილი მიმაქვს და მოდი და ვიღაც
მოახლე დედაკაცებს მაწანწალა აფხაზებისგან წერილი მიართვი.
არა, ხოსია ყრუაშვილო, თავი ისე დაიფასე, როგორც სახელოვან
აზნაურს ეკადრება“.
ამ ფიქრებით გართული ხოსია იმ დროს მივიდა ფაქის სასახლე-
ში, როცა სადილად ისხდნენ. მსახურმა მოახსენა მასპინძელს,
მთავრის გამოგზავნილი ხოსია ყრუაშვილი გახლათო
‒ თხოვე მობრძანდეს, თორემ პილწი ენა აქვს და მწარედ გაგ-
ვთათახავს, – სიცილით უთხრა ფაქამ და ყველას გაეცინა.
სუფრაზე მიწვეული ხოსია, თუმცა ნამგზავრს შიოდა, მაგრამ მა-
ინც თავს იკავებდა და მცირეოდენს მიირთმევდა. სამაგიელოდ
გულში ნატრობდა: ჩემს სახლში დამსვა და ეს კალმახები და ხბოს
სათბილო წინ დამილაგაო.
‒ ყრუაშვილო! დადიანის ამბავი გვიამბე, როგორა ბრძანდება
ახლა? ‒ შეეკითხა ოჯახის უფროსი ფაქა.
‒ შენი შეწევნით, კარგად ბრძანდება ახლა, ბატონო! კარგი და-
გემართოს. დიდად გვიხარია სწორედ.
‒ ხოსია, მიირთვი, მშიერი არ დარჩე, ‒ უებნებოდა მაიზერი, ‒
შენს სახლში ნებიერებს გვიკლავ, შე კაცო, და ჩვენს სახლში ხბოს
აღარა სჭამ?
‒ ბევრი გიახელით, ბატონო! – ამბობდა ხოსია.
‒ ხომ არ მიბრძანდება ჯერ სამთავროში დადიანი? ‒ შეეკითხა
ფაქა.
‒ რა მოგახსენი, ბატონო. ჯერ არაფერი უბრძანებია და...
‒ ჩვენ ქე შეგვიშინდა უთუოდ.
– რატომ, ბატონო?
‒ მეორე დღესვე შეუძლოდ გახდა და, ალბათ აღარ ისურვებს
კვლავ გადმობრძანებას.
‒ პირიქით, ბატონო, მას აქეთ უკეთ არის.
‒ აბა, თუ მართალს ამბობ, კვლავ უნდა მოველოდეთ. ცაგერი
ხომ მაინცდამაინც დიდი კეთილთვისებიანი ჰაერის მქონე არ არის.
‒ მართალი ბრძანებაა, ბატონო, სად ცაგერის ჰავა და სად აქაუ-

121

რი. აქ დახაშმული ხოხობი რომ მოიყვანოს კაცმა, ორ დღეში. მორ-
ჩება, ბატონო.
‒ ჰა-ჰა-ჰა, როგორ? ხოხობი იხაშმება?
‒ რა ვიცი, ბატონო, მოგახსენებენ, სულ ჭაობში ცხოვრობსო და
დაიხაშმება, აბა რა იქნება.
‒ ხოხბის არ ვიცი და მიმინომ იცის ხაშმის მიღებაო, ამბობენ,
მაგრამ რაოდენ მართალია, არ ვიცი.
– კი, ბატონო, მე მყავდა ორი სამაგალითო მიმინო და ორივე სა-
მეგრელოს ჰავამ დამიხაშმა და კიდეც წაიღეს თქვენი ჭირი, – იცრუა
ხასიამ ამ და რადგან მისი ამბავი ყველამ იცოდა, ფაქამ განგებ გაი-
ოცა:
‒ ვაი ჩემს თავს! სამეგრელოში რა უნდოდა შენს მიმინოებს?
‒ ნათესავები მყვანან ბანძაში, ბატონო, იმათ ინათხოვრეს სანა-
დიროდ და კიდეც გამიხაშმეს და კიდეც ჩამიხოცეს იმ დალოცვი-
ლებმა.
‒ აბა, მართალი ყოფილა, ამას რომ ამბობენ?
‒ იმე, მართალი, თქვენმა სიცოცხლემ. -- საკვირველია.
სადილის გათავების შემდეგ, ხოსიამ დადიანისგან მიძღვნილი
მომინანქრებული ოქროს აზარფეშა, სუფრაყაშუმი და ვერცხლის
დოქი მოიძია და დიდ ქალბატონს მიართვა.
‒ მთავარი უდიდესად დაჯილდოებულია შენი მოვლით და დე-
დობრიული ყურადღებით და გთხოვა, მადლობის მცირეოდენ აღ-
მნიშვნელად და მათი ხსოვნის საყოფად ეს ნივთები მიიღოთ, ქალ-
ბატონო!‒ ამჭევრმეტყველდა ხოსია და როდამმაც დიდი მადლობა
გადაუხადა, ხოლო ფაქამ ხუმრობით უთხრა:
‒ თუმცა ჩვენი მცირედი სამსახური მოჭარბებული სიუხვით შე-
უფასებია მთავარს, ხოსია ჩემო, მაგრამ მოახსენე, ჩემს ქიბულქა-
მანს მაინც ვერ გაჩუქებ, რაოდენ გამირისხდე ან დამაწყალობო-
თქო.
‒ ქიბულქამანზე დასწმინდა იმედი, ბატონო! ‒თქვა ხოსიამ.
– უეჭველად! ‒ უპასუხეს სიცილით მასპინძლებმა.‒ მზისახარ,

122
ჩამოართვი ნივთები!‒ უბრძანა ქალბატონმა.
ნივთებით ხელებავსებული მზისახარი დიდი ქალბატონის ოთა-
ხისკენ გაემართა. ხოსიაც უკან გაჰყვა და გრძელი აივნის სიცალიე-
რეს რომ გახედა, გული სიხარულით აღევსო და მზისახარს მიაძახა:
‒ მზისახარ! აჰა ეს ფარჩაც წაიღე, მაგ ნივთების სახვევია.
მზისახარი შედგა, ფარჩა ჩამოართვა და ხოსიამ დაბალი ხმით
მოხერხებულად ჩაულაპარაკა:
‒ ამაში რომ ქაღალდია, გურიელის ქალს მარტოობის დროს მი-
ართვი, თუ და ხარ, და პასუხიც მალე მიბოძე, მიმეჩქარება.
მზისახარმა ნივთები რომ სანივთე საუნჯეში დააწყო, მზიასთან
გაეშურა. მზია, ის იყო, საპირფარეშოში ხელს იმშრალებდა, მზისა-
ხარი ეახლა და წერილი გადასცა.
‒ დადიანის კაცმა გადმომცა, შენთვის ჩუმად მოსართმევად. და-
ბალი ხმით უთხრა მზისახარმა.
მზიამ წერილი ჩამოართვა.
‒ დაიცადე! დადიანის კაცს ჩემთან რა აქვს საჩუმათო, არ ვიცი!
წერილი გახსნა და კითხვა დაიწყო, საშინლად განცვიფრდა,
აირია და წერილი კვლავ განმეორებით წაიკითხა.
‒ მზისახარ! იცი, რა საკვირველება გითხრა?
– რა არის, ქალბატონო?
‒ წერილი შენია.
‒ აბა, რასა ბრძანებ.
‒ იცი მერე ვისგან?
‒ ვისგან, ქალბატონო?
‒ ესიკასგან.
‒ აბა, რას ბრძანებ!
‒ ჭეშმარიტად.
‒ რას იწერება, შენი ჭირიმე?
მზია მოუთმენლობამ აიტაცა, მზისახარი გულში ჩაიკრა და აკო-
ცა.
‒ იცი, მზისახარ! ესიკას მაგივრად იწერება თორემ, ნაწერი ვა-
მეხის არის. წერილი ხმამაღლა წაუკითხა.

123
‒ ხომ მიხვდი, მზისახარ, რა ქარაგმებია? რა ვქნა ახლა და რო-
გორ მოვიქცე?
‒ რა გაწუხებს, გვთაქვა. ხომ გინდა, რომ მოვიდნენ?
‒ აბა, მაგას რას ამბობ! მაშ რაღა მინდა?
‒ჰოდა, მისწერე, რომ მოვიდნენ.
‒ მერე რა დავარქვათ მათ მოსვლას?
‒ აი, როგორ იწერებიან! ეტყობათ, არ უნდათ თავი გამოხმა-
ურონ. იტყვიან ჩემი ნათესავები არიან და მოვლენ ჩემს სანახავად.
მორჩა და გათავდა!
– კი, მაგრამ მაიზერმა რომ იცნოს ვამეხი? ხომ იცი რა უბედურე-
ბა დატრიალდება. ხომ იტყვის, რა აქვს დასამალიო?
‒ როგორ დაგავიწყდა, შენი ჭირი შემეყაროს, რომ ბატონი სამი
დღით სანადიროდ მიბრძანდება და მანამდე ისინიც წავლენ.
‒ ოჰ, ან იმდენ ხანს რაში დარჩებიან. მე მინდა ერთი შევხედო
საბრალო ტანჯულს, თუ კვლავ შთენილა ნასახი ძველი ვამეხობისა
და სხვაგვარ თუ გინდ, სალაპარაკოდაც არ ვნახავ. შევხედო მხო-
ლოდ...
‒ რა თქმა უნდა, შეხედვის მეტი რა უნდა იქნეს?
– მაშ, როგორ მოვიქცე?
‒მისწერე, ამაღამვე გელი-თქო.
მზიამ უცბად კალამი და ქაღალდი მოიძია, საპირფარეშოში ჩა-
იკეტა და წერილი დაწერა.

„მოულოდნელი წერილის მიღებამ ყოველგვარი მოთმინების ძალა წა-


რიღო. გელი ამაღამვე“.

მეტი არც დასათაურება და არც დაბოლოვება. წერილი მზისა-


ხარს გადასცა.
‒ მზისახარ, ჩემს თავს გაფიცებ, როგორმე მოახერხე და უთხა-
რი, ამაღამვე გელი-თქო.
ხისიამ წასვლა მოიჩქარა. წასვლისას ქალბატონმა როდამმა
ვერცხლის ქამარი და ყანაოზის საახალუხე მზისახარის ხელით საჩ-

124
უქრად უწყალობა, რის გამო მზისახარმა იდროვა და წერილი და
სიტყვა ორივე გადასცა. ხოსია აღტაცებამ და სიხარულმა ისე ააცახ-
ცახა, რომ ცხენზე ძლივს შეჯდა. იცოდა, ხოსიამ, რა მისართმევი მიჰ-
ქონდა დადიანისათვის. ხედავდა, რომ დადიანი ავხორცულ აღტყი-
ნებას ხან რაოდენ გიჟურ აღგზნებამდე მიყავდა და ხან კი რა უღონო
დაცემამდე. ამ სასოწარკვეთილებიდან გამოსახსნელი წამალი
თითქო ჯადოსნური შელოცვით გამოიტაცა და ფრთებშესხმული
მხედარი სიჩქარით ცხენს აღარ ზოგავდა. რომ წარმოიდგენდა რამ-
დენი რამ შეეძლო მიეღო მთავრისაგან, თავბრუ ეხვეოდა. ახლა
ამას ფიქრობდა, პირველ წყალობად რა ვთხოვოო.
„მთავარმა ხომ მიბრძანა, რაც გინდა მთხოვე და აგისრულებო!
მაშ, მე ეს მინდა, რომ ვთხოვო, – ფიქრობდა ხოსია, ‒ თავადობა
მომცეს და ოდიშის ერთ კარგ მამულს დამაპატრონოს. მეტი ჯერჯე-
რობით არაფერი მინდა. აქ თუ რამე მაქვს, ბევრი არაფერი გამოვა,
მაგრამ მაინც, რაც არის, ყველაფერს ბაჯაღლო ოქროზე გავყიდი და
ოდიშის სათემხალხოდ თავს გამოვიჩენ.“
მზე კიდევ ჩაუსვლელი იყო, რომ ხოსიამ მიტროპოლიტის ეზოში
გახვითქული ცხენი მიაგდო.
ის იყო, მოსასვენებელ ოთახში დადიანი წამომდგარიყო, იისფე-
რი აბრეშუმის ახალოხის ღილებს იბნევდა და თან ხოსიაზე ფიქრობ-
და, რომ გაგულთამამებულმა ხოსიამ უკითხავად კარი შეაღო, მთა-
ვარს მხიარულად წარუდგა და სატრფიალო წერილი მიართვა.
წერილის მოულოდნელმა დასტურმა მოტრფიალის სახე მყის სი-
ხარულით აღანთო, მაგრამ უცებ ისევ მიიფერფლა, თითქო გაისრუ-
ლი გული უკანასკნელად ცემსო და სავარძელში ჩაეშვა.
– ხოსია, წყალი!
ხოსიამ უცებ წყალი მიაწოდა.
‒ რა იყო, ბატონო? ცუდი ხომ არაფერი წერია? მე ასე დამაბარა:
ამაღამვე გელიო და მანდ რა წერია ასეთი?‒ ეკითხებოდა შეშფო-
თებული მაშვალი.
‒ ჰო, ეგრეა, ეგრე.
‒ მერე, რაღა გაწუხებთ?

125
‒ აღტაცებამ შემიპყრო... დიდ სიხარულს გული ვეღარ იტევს, –
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა მთავარი.
‒ იმე, ახირებული ყოფილა, შენმა სიცოცხლემ.
‒რატომ?
– ბატონო, გათენდება ‒ თავს მოგკვეთ, დაღამდება ‒ კინჩხსო,
ისეა შენი საქმე. სიშორეს სწუხდი და ახლა სიახლოვე გაღონებს,
საკვირველია!
მთავარი თანდათან მოღონიერდა.
‒ ხოსია! მუტრუკი ხარ, მუტრუკი და რა გითხრა. ვერ გაიგებ ყვე-
ლაფერს.
‒ იმე, ნეტავ, შენ გაგეგო, თორემ ჩემს თავს აღარ ვჩივი,
‒ ჰა-ჰა-ჰა! რა ვერ გავიგე?
‒ამაღამვე მოგელიო, ბატონო.
‒ ჰა-ჰა-ჰა! რა სასაცილო კაცი ხარ, ჩემო ხოსია, მაგრამ მაინც
კარგი ხარ და რომ გეკადრება, ისე დაგაჯილდოვებ.
დადიანი წამოდგა და სოსიას ბეზე ხელი დაჰკრა.
‒ აბა, ხოსია, მითხარი, ნახე ქალბატონები?
‒კი, ბატონო.
– ვაჟბატონები?
‒ ისინიც.
‒ წერილის გადაცემა როგორ შეძელი?
‒ მზისახარის ხელით.
‒ ჩინებულია. მაგრამ მაიზერი თუა შინ?
‒ ის იყო, სამი დღით სანადიროდ მიდიოდა. მთავარმა წერილი
კვლავ წაიკითხა, გულის ჯიბიდან როდამის ნაჩუქარი მარგალიტე-
ბით მოოჭვილი საფულე ქისა ამოიღო, წერილი შიგ ჩადო და ისევ
გულის ჯიბეში შეინახა.
‒ არ მოველოდი...
‒ ბატონო, ხომ მოგახსენებდი, ამდენი შენი ტანჯვა-ვაება გაუბე-
დაობის ბრალი იყო, თორემ რომელ ქალს შეუძლია დედამიწის
გულზე, რომ შენს სიყვარულს ეურჩოს.
– მართალი ყოფილხარ, ჩემო ხოსი, მაგრამ ხომ იცი, სიფრთხი-

126
ლე ყოველ შემთხვევისათვის აწ მეტად გვმართებს. ძნელია ასეთ მა-
გარ ოჯახთან მალულობიას თამაში.
‒ არა გვიშავს, ბატონო, სიფრთხილეში შენს ხოსიას ვერავინ
აჯობებს. მადლობა ღმერთს, ის უდიდესი საშიში მთა სანადიროდ
გავისტუმრეთ და აწი რა გვიმავს.
‒ახლა, ხოსია ჩემო, ჩვენ ისე უნდა წავიდეთ, რომ დაისს იქ ვიქ-
ნეთ, ააა?
– დიახ, ბატონო.
– მაშ, აქ შენ ასე თქვი: მთავარმა ჰაერზე გასეირნება მოისურვა-
თქო და ახლავე ცხენები დაამზადე. ჯერ სამეგრელოსკენ გავისეირ-
ნოთ და შეღამებულზე იქეთ გაუდგეთ, გესმის? აბა გასწი!

***
მართლაც საზარელია, ღამის წყვდიადს რომ ჭოტის ჩხავილი გა-
არღვევს ხოლმე და ხალხსაც ხომ ცუდად აქვს დაცდილი. ამ ღამეს
ხოსიას ეზოში ჭოტის ხმა მოისმა და ამ ხმამ სოფლის ძაღლებიც
გულშემზარავად ააყეფა.
‒ ესიკა, ესიკა! ესიკა, შე კაცო, გაიღვიძე, რა მოგივიდა ამდენი
ძილი, თითქო თავის დღეში არ გძინებოდეს, ‒ გადასძახა სტუმრუ-
ლი თავშეკავებული ხმით ვამეხმა.
ესიკა აშმაშურდა. ძილს გამოერკვა.
‒ რა იყო, ბატონო? ხომ არაფერი გნებავს?
‒ შე კაცო, ძაღლები ყეფენ და ვინ იცის, ეგებ მზისახარის გამოგ-
ზავნილი ვინმეა და გაიხედე.,
გამორკვეულმა. ესიკამ გარეთ გაიხედა.
‒ ჰეი, ვინა ხარ? ‒ დაიძახა ხმამაღლა ესიკამ.
‒ არავინ, ბატონო, ორღობეში ძაღლები ყეფენ.
– შენ ვინ ხარ?
‒ მე სიმონა გახლავარ, ბატონო,
‒ მერე რა გინდა მანდ?
‒ დასწყევლოს ღმერთმა, ჭოტი იძახოდა და იმ ძაღლების არჩი-

127
ვს მუგუზალი ვესროლე.
ესიკა ერთ ხანს აივნის კიდიდან ათვალიერებდა ეზო-გარემოს
და რა დარწმუნდა, რომ სიმონას მეტი არავინ იყო, ისევ ოთახში შებ-
რუნდა.
‒ რა იყო, ესიკა?
‒ არაფერი, ბატონო, ძაღლები ყავყავობენ შუკაში.
‒ აბა ვინ იყო, რომ გამოგეხმაურა?
‒ სიმონა საწყალი. ჭოტს დაუძახნია და მუგუზალი ვესროლეო,‒
უთხრა ვამეხს ესიკამ და მერე სინანულით დაუმატა: – ეეჰ, არაფერი
არ გვიშავდა, რომ პირდაპირ მივსულიყავით.
‒ არ შემიძლია.
‒ რატომ, ბატონო? მე ასე მგონია, მაიზერი ერთი შეხედვით ამ-
დენი ხნის შემდეგ ვეღარ გიცნობდა და მიგვიღებდნენ როგორც მო-
ახლის ნათესავებს. რა სჯობდა ამას!
‒ არა, ჩემო ესიკა. მაგ მეც ვიცი, რომ ისე ვარ გამოცვლილი, ჩე-
მი სამი წლის წინათ მნახველნი დღეს ვეღარ მიცნობენ, მაგრამ კი-
დევ სხვა მიზეზია.
‒ რა, ბატონო?
‒ აბა, მითხარი, კარგ მონადირეს შეუძლია ორბის კლანჭებში
ჩაბღუჯული მტრედი იხილოს და ორბს ისარი არ უმიზნოს და გული
არ გაუპოს.
‒ რა თქმა უნდა, არ შეუძლია.
‒ ჰოდა, ასეა. არც მიჯნურს შეუძლია სატრფოს ხედავდეს სხვის
უნდომ მკერდზე მიჯაჭვულს. მეშინია, ჩემო ესიკა, რომ არ დავკარ-
გო გონიერება.
‒ ჰოდა, ასე თუა, არ ვვარგებულვართ ჩვენ იქ მიმსვლელად, ბა-
ტონო, და ის ყოფილა.
‒ვინ იცის, ეგებ არ არის ამჟამად სახლად.
‒ მაიზერი?
‒ჰო.
‒ იმე, ასე ზუსტად თუ გამოვიდა კარგია, მაგრამ...
‒ როგორ ფიქრობ? ჩვენი მასპინძელი იქ დარჩებოდა, თუ ამაღ-

128
ამ კიდევ მოსალოდნელია დაბრუნდეს?
ესიკამ აღარ უპასუხა. ჩასძინებოდა. ვამეხს კი ფიქრები ფუტკა-
რივით ისე დაეხვია, რომ თვალის დახუჭვას და დამშვიდებულ ძილს
აღარ ანებებდა.
„ეჰ, ვიღაც ტიალ ხოსიას თვალები უნდა ხედავდეს ჩემს ღვთა-
ებას და მე ამის ღირსი ვერ გავხდე!.. ამბობენ, ყველას არ შეუძლია
მისი ხილვაო. მზეთუნახავივით ჰყავთ თურმე მაგ ველურებს ჩაკეტი-
ლი და მხოლოდ დიდი რჩეული და მახლობელი უნდა იყო, რომ გაჩ-
ვენონო. რა არის ეს! თათრები ხომ არ არიან მაგ ოხრები... საკვირ-
ველია! თუ მზიას, გაუარა ყოველმა წარსულის უბრალო მოგონება-
მაც კი, როგორ დავიჯერო მზისახარისთანა წესიერი დედაკაცისაგან
მაინც, რომ იმ წერილზე ესიკას არ უპასუხოს?.. თუმცა ჯერ არ არის
დაგვიანებული, მაგრამ თუ ხვალ საღამომდიც არაფერი პასუხი იქ-
ნა, მერე ეს იმას ნიშნავს: აებარგე და წა დიო, ასეა, ჩემო ძვირფასო
მზია... ადამიანი რომ იმის ღირსი იყო, რასაც შენატრის, მაშინ ხომ
ეს ქვეყანა ერთი გონება მიუწვდომელი სამოთხის ტაძარი იქნებო-
და“, – ფიქრობდა ვამეხი.
ვაგლახ, რომ არ იცოდა, რა ზიანი მიაყენა მის გულს უკუდო ამ-
პარტავანმა. არ იცოდა, როგორ არია წერილები და როგორ მიეტა-
ნა დადიანს ვამეხისათვის განზრახული პასუხი.

***
დაღამდა.
მზია მის ოთახში იყო, რომ გარედან მაიზერის ხმა მოესმა. ძლი-
ერ გაიკვირვა. ჯერ მზე ჩასული არ იყო, რომ მაიზერი მონადირეების
თანხლებით სანადიროდ გაემგზავრა და ახლა აქ რაღა უნდოდა?
„რა უნდა იყოს?“ ‒ გაიფიქრა და ყოველ ჟამს საშუალების წყაროს
მზისახარს გასძახა. მზისახარი ცოტა შეგვიანებით შემოვიდა.
‒ მზისახარ, მგონი შენი ბატონი დაბრუნდა?
‒კი, ბატონო.

129
‒ მერე რატომ?
‒ გუშინდელ ავდარსა და წყლის მოდიდებას დიდი ბოგირი წა-
უღია და სანამ წყალი არ დავარდება, მანამ უხიდოდ გასვლა შეუძლ
ებელი ყოფილა.
‒ აბა, როგორ იქნება ახლა იმათი საქმე?
‒ არაფერიც არ იქნება. იმათ მე მივიღებ სამოახლოში ისე, რომ
კაცმა ვერაფერი იფიქროს.
‒ იქაც ხომ შეიძლება ნახონ.
‒ სამოახლოში ვაჟბატონები მისდღემჩი არ შებრძანებულან და
რაღა ახლა შევლენ.
‒აბა, ძლიერ ფრთხილად იყავი, ჩემო მზისახარ, თორემ მე მგო-
ნი, რაღაც დამემართოს, ხედავ როგორ მიირთის სხეული!
‒ ბატონო, რა გაშფოთებს, აღარ ვიცი. ორი წელია აქა ვარ. და
ერთხელ ნათესავი ვინმე მომივიდეს, ამას არც ბატონს შევეპუები და
არც ყმას. რა სიფრთხილე მინდა! ვიტყვი, ჩემი ნათესავებია-მეთქი,
მორჩა და გათავდა. არხეინად ბრძანდებოდე.
‒შენ იცი, ჩემო მზისახარ, როგორ წინდახედულად მოიმოქმედებ
ყოველივეს.
‒ შეიძლება, სულაც არ მოვიდნენ ამაღამ, რა ვიცით.
‒ მხოლოდ ერთი შევხედო იმ საცოდავ მსხვერპლს, თუ მთლად
არ დაჩაჩანაკდა ამ უგზო-უკვლო ხეტიალში და ოდნავ ლანდიღა მა-
ინც თუა წარსულის და მერე იმ წუთშივე წავიდეს. სახანგრძლივოდ
მაქანც არა მსურს შევხვდე. ღმერთმა ნუ ქნას, რომ მიფერფლილ
ცეცხლს კვლავ ალი ავარდეს. შმაგის დედა ვარ, სხვა რომ არა იყო
რა.
‒ ოჯახის ქალი და ბედნიერი მეუღლე, შენ შემოგევლოს ჩემი თა-
ვი.
‒ მართალია, მე მაგ მხრივ ბედს არ ვემდური, რომ ვამეხი გულის
სენად არ გამჩენოდა. ისე არ მეთქმის ღვთის სამდურავი.
‒ ასე, ბატონო, ხომ გახსოვს, მამაშენმა რომ იცოდა ხშირად
ბრძანება: სანამ ხელთა გაქვს ბედის ჩონგური, სიმებს სიფრთხილე
მანამდე უნდაო... და მერე აღარ მახსოვს მე ოხერს.

130
სანამ ცხოვრების თვალი გიღიმის, გატრფიალებაც მას მხოლოდ
უნდა,‒ დაუმთავრა მზიამ.
– ოხ, ვენაცვალე ჩემს ბატონებს. ერთი იმათთვის შემახედვია!
‒ ვგონებ გვეღირსოს. ფიქრობენ, მალე მოგვინახულონ.
‒ ღმერთმა ინებოს.

***
სულგანაბული ისმენდნენ მათივე ცხენების ფეხის ჩახაჩუხს ფაქა
გელოვანის ოჯახში საავხორცო განზრახულობით მიმავალი ბატონი
და ყმა.
‒შენ თვითონ ნახე გურიელის ქალი? ‒ ჰკითხა მთავარმა ხოსი-
ას.
‒ კი, ბატონო, სადილად ბრძანდებოდნენ, რომ გიახელი და მათ
სუფრაზე მიმიწვიეს და ჯიქურ მის პირდაპირ მოვხვდი, ბატონო, მაგ-
რამ კაი მარჯვე კაცი კი უნდა მის პირდაპირ შეხედვას.
‒ როგორ?
‒ ნამეტანი მშვენიერია, ბატონო, თვალის შემართვას ვერ უბე-
დავს კაცი,
დადიანის გულს სიამოვნების ტალკვესმა ჩამოჰკრა და ტკბილად
ჩაიღიმა.
‒ მართალი ხარ, ჩემო ხოსია. შენს თვალებს ვინ მისცა მაგდენი
ძალა. შენი თვალები უნდა აფორიალო ეგერ, სადღაც მაკრინია-
მატრონია: დიახ, ვიდრე მაგისთანები რა შენი საქმეა.
‒ ჰოდა, ასეა, ბატონო, ღმერთმა ნუ მომიშალოს ის ჩემი მაკრი-
ნე-მატრონიები, თორემ მაგათთანეებისაგან ხეირს არ მოველი.
თუმცა საძაგელი საქმე კი მომივიდა, ბატონო, ერთ ჩემს მაკრინიას-
თან, მაგრამ მაინც ვერ მოვშორდი იმ მამაოხრის შვილს.
დადიანს გაეღიმა:
‒ ჰო, რა იყო, რა მოგივიდა?
‒ შენთან არ ითქმის, ბატონო.
‒ ოჰ! თქვი, რა იყო, მამა ნუ წაგიწყდება!

131
‒ ნამეტანი ტუტუცური სათქმელია, ბატონო.
‒ ჰოდა, რა ვუყოთ მერე. ჩვენ ხომ ამ წუთში ორივე ტუტუცები
ვართ.
ხოსიამ ჩაახველა და წყნარი ხმით დაიწყო:
‒ შარშან, ბატონო, შენკენ გახლდი, ჩემი მამიდაშვილისას. იქ
მეზობლად მყავდა ერთი ჩემი სულის მტრედი მაკრინე. ერთ ღამეს
შემომითვალა, ჩემი ქმარი მთაშია და ამაღამ მესტუმრე, კარგი
სულგუნი მაქვსო. მივხვდი, საქმე რაშიც იყო და ამიცმაცურდა ეს
ოხერი მოუსვენარი გული. ავდექი დაღამებულს და წავედი. ის ორი
დღე წვიმა იყო იმ დასაქცევში ისეთი კოკისპირული, რომ თხრილებ-
ში მდინარისოდენი ნაწვიმარი ღვარები იყო ჩამდგარი. შევედი ეზო-
ში, მიყუჩებულია ყველაფერი. მივედი კარებთან და დავაკაკუნე თა-
მამად. სახლიდან კაცის ხმა მომესმა: ვინა ხარო, ვაი, შენს ხოსიას!
რაღა ვქნა! მეტი საშველი არ არის, უნდა გავიქცე და ვიბრუნე პირი
თუ არა, მისთანა შენს მტერს და დუშმანს, მე საქმე მომივიდა: ნაწვი-
მარ თხრილის პირზე ფეხი დამისხლტა და შუაგულ თხრილში ტყეპა
მოვადინე. კი მოგახსენებ, რამსიმაღლე თხრილები იციან სახლის
ირგვლივ, შიგ რომ ღვარი არ შევიდეს. მაგრამ ამას ის უბედურებაც
მიემატა, რომ იქვე კედელზე უშველებელი ჩელტი ყოფილა მიყუდე-
ბული, გამოედო იმას ეს დასაწვავი ჩემი ჩოხის კალთა, გადმობრუნ-
და გულაღმა და მე ისე მაგრად დამეხურა, როგორც ნამდვილი საფ-
ლავის ქვა. ჩელტის ხმაურზე ქმარმა გარეთ გამოიხედა. ვაი შენს ხო-
სიას. შიშით სულგანაბული გავშეშდი წყალში. ქმარმა მიიხედ-მოი-
ხედა და ცოლს შესძახა: ეს ოხერი ჩელტი გადმობრუნებულა და ის
ყოფილაო. მერე შეიბრუნა პირი იმ ყოფაძაღლმა და ჯიქურ ცხვირსა
და პირზე თბილი წყალი გადმომიშვა. გავყუჩდი, მეტი რა გზა იყო.
თავისი მოილია თუ არა, შებრუნდა და მოიკეტა კარები. აწი მეც შე -
უდექი ამოსვლის ცდას, მაგრამ მეტი ნუა შენი მტერი. ჩელტი ისეთი
მძიმე გამოდგა, რომ ოდნავ ვერ გავანძრიე. ვაი შენს ხოსიას! რა უნ-
და ვქნა! დილამდე რომ აქ დავრჩე, ვერ გაუძლებ და რომც გაუძ -
ლო, დილას ქმარი გამოვა, შემამჩნევს და მომკლავს, არ უნდა ლა-
პარაკი.

132
‒ ოხ, შენ შეგაჩვენოს ღმერთმა, ‒ ეუბნებოდა მთავარი და სიცი-
ლით კვდებოდა. ‒ მერე, მერე?
‒ მერე, ბატონო, მეტი ჯანი არ იყო, ისევ მოვუსვი მხარული და
ავცურდი მეორე თავისკენ. იქ ცოტა ამოსაძვრომი ადგილი დარჩე-
ნილიყო და დიდი ვაი-ვაგლახით ამოვძვერი, მაგრამ ისედაც დასვე-
ლებულ-გაფუჭებული ტანისამოსი ჩელტის პირმა სულ შემომახია
და ამოვძვერი, ბატონო, მაგრამ რა ამოვძვერი, ნამდვილად გატყა-
ულ მელას ვგავდი. მაშინ კი ვთქვი: ვაი დედაშენს, მაკრინე, ეს რა
ხიფათში ჩამაგდე-თქვა.
დადიანი კვლავ სიცილით კვდებოდა და ხოსიასაც ეს ახარებდა.
‒ როგორ მოხდა ეს, რომ ქმარი შინ იყო და შენ დაგიბარა?
‒ ეგონა, ამაღამ შინ არ მოვა ჩემი ქმარი, ბატონო, და ისე მოსუ-
ლა ის ძაღლიშვილი.
‒ გაჩუმდი, თორემ სიცილმა გვერდები ამატკივა. შენც ღმერთმა
შეგარცხვინოს და შენი მაკრინეებიც, – მთავარს კვლავ სიცილი შეს-
კდა; ‒ არა, მე იმდენად მაცინებს ეს ამბავი, რამდენათაც ამ სურა-
თის მომქმედი შენ იყავი. წარმოდგენილი მაქვს მაშინდელი შენი სა-
ცოდავად შეშინებული სახე და შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა.
აფსუს, ხოსია ყრუაშვილო, სად ჩაფლულა შენი აზნაურული ტრაბა-
ხი და ამპარტავნება. სწორედ რომ შესაბრალისი ყოფილხარ, –
მთავარი კვლავ ვეღარ იკავებდა სიცილს.
‒ ეს რა ამის პასუხია, მაგრამ ამ ლაპარაკ-ლაპარაკში კაიხელა
გზა გამოგვივლია, ბატონო.
‒ ხოსია!
‒ ბატონო!
‒ ახლა ჩვენ უნდა გამოვაწყოთ, თუ როგორი ნიშნით. ვამცნოთ
და რაგვარად შევიდეთ.
‒ ეს წერილით არ მიწერეთ ერთმანეთს, ბატონო?
‒ წერილით მე ასე ვწერდი. ხომ იცი, ამ ერთი კვირის წინ რომ
მათსა ვიყავით, ერთ დღეს მზიამ მითხრა: გამიგონია, საუკეთესო მე-
სალამურე ბრძანდებიო და სამწუხაროა, ჩვენს სახლში ამ წუთში სა-
ლამური არ არისო. ხომ გესმის?

133
‒კი, ბატონო.
‒ და მეც ახლა სხვათა შორის მივწერე: თუ შენ გესურვება, ჩემი
განწირული სიცოცხლე კვლავ სასიცოცხლო ტრაპეზზე აღმართო-
მეთქი, მე მაშინ ამაღამვე შევსძლებ შენს ყურთასმენას ჩემი სალა-
მურის კვნესა მოვასმენიო-თქო. და ამით დარწმუნებული ვარ, ნათ-
ქვამის ხასიათს მიხვდებოდა. ამიტომ იყო, ჩემი სალამური რომ ჯი-
ბეს ჩაგიდევი და კიდევ იცი, რა, ხოსია? აი, ეს ქისაც შენ ჩაიდე ჯიბე-
ში, თორემ, ვინ იცის, რომ ამომივარდეს უბედურება იქნება. არ უნდა
წამომეღო, მაგრამ გადამვიწყნია. საცნაური ნივთია და ფრთხილად
მოეპყარი, ახლა რომ ვიყავი, მაშინ როდამმა მაჩუქა და თან დააყო-
ლა: ჩემი რძლის ნახელავიაო. ამიტომ ხომ იცი, საცნაურობასთან
ერთად ძვირფასი მნიშვნელობისაც არის ჩემთვის, და მერე იცი, კი-
დევ რა? მზიას წერილიც მიგ არის და გაუფრთხილდი. იცოდე, ან არ
დაკარგო, ან არ გააფუჭო.
‒ამას არც დავკარგავ და არც გავაფუჭებ, მაგრამ მე ეს არ მომ-
წონს.
‒ რა?
‒მესაზანდრებივით რომ სალამურის პიპინით ჩვენ გამოვდგეთ,
ხეირი არ დაგვეყრება.
‒ რატოი?
‒ იმე, ღმერთი შენს მტერს გაუწყრა, ბატონო! ამისთანა საქმეზე
დაირით და საზანდრით კი არ მიდიან, ბატონო, არ სუნთქავენ, ისე
მიხოხავენ და ჩვენ რომ ასეთი ხმაურით სოფელში შევიდეთ, სხვა
რომ არაფერი, ძაღლები შეგვჭამენ.
‒ არა, ხოსია, ასე დაუსრულებლად კი არ დავუკრავ, ნიშნის მი-
ცემისათვის ერთს ავაკვნესებ მხოლოდ და ეს ქალის გულსაც იამე-
ბა.
‒ შენი რისხვა ნუ მომეცემა, ჩვენ უფრო აგვაკვნესებენ და მერე
ბევრს ვინანებთ, მაგრამ გვიანი იქნება.
‒ აბა როგორა ვქნათ, კაცო... ისევ შენ მიდი სასახლეში და გარ-
წმუნებ, იქედან უფრო მეტს მოახერხებ ყველაფერს და მე სასახლის
უკან დავიცდი შენგან ცნობის მოცემამდე.

134
‒ ააა, მაგ აღარ შემიძლია, შეფრთხა ხოსია, მაგისთანა საქმეზე
ისეთ ოჯახში შეძრომა ხუმრობა საქმე კი არ არის, ბატონო, მომკა-
ლი და მაგას ნუ მიბრძანებ!
‒ მაშ, მეტი ღონე არ არის, ისევ სალამურს უნდა მივმართოთ.
‒ ჰმ! მე ვერ გავიგე, ბატონო, ამ სალამურის საქმე! ერთი ეს მიბ-
რძაწე. ამ სალამურს რომ გაიგონებს ქალი, მიხვდება კი, რომ შენ
ბრძანდები, მაგრამ მერე რა უნდა ქნას? გადმოფრინდება, თუ რას
იზამს?
‒ გაიგებს, რომ აქა ვარ და მასაც ექნება საამისო ზომები მიღე-
ბული.
‒ რა ზომები უნდა მიიღოს, ბატონო! კლდეზე გაშენებული მთე-
ლი სასახლე უშველებელ ქვის გალავნითაა შემოზღუდული; ოთხივ
კუთხივ დათვისოდენა ნაგაზებია მიჯაჭვული; შესავალი კარები ჩა-
კეტილ-ჩალუსკუმებულია და რომ დაღამდება, კაცი არ გაგიღებს,
თუ არა თქვი ვინა ხარ, და რა გინდა და რა უნდა მოახერხოს იქ კაც-
მა?
‒ მაშ, შენი აზრით, შეუვალი მდგომარეობა ყოფილა და რაღაზე
მოგყავდი? ‒ ცოტა წყენის კილოთი თქვა დადიანმა.
‒ ერთადერთი საშუალება მხოლოდ ისაა, რომ თვით გურიელის
ქალის ოთახის სარკმელი გალავნის აქითური კედლის თავზე გად-
მოიყურება და თუ როგორმე მივუდექით ხრამის თავზე ამართულ
ციცაბ კლდეს, რომელიც გალავნის ზღუდეს უერთდება, და იქამდე
ავფოფხდით, მერე გალავნის ძირიდან სარკმელამდე დიდი მანძი-
ლი აღარ არის და ადვილად შეიძლება რაიმე ნიშნებით გადმოხე-
დოს კაცმა, მით უმეტეს, რაკი მიგელის, ბატონო, და ქმარიც სახლში
არა ჰყავს. თუ იქამდე ავედით, მერე ადვილია ყველაფერი.
‒ ნამდვილად იცი?
‒ კი ბატონო, მე კარგად მაქვს იქაურობა დათვალიერებული.
მეტს რას ვაკეთებდი იმ ერთ კვირას.
‒ მშვენიერი აზრია, ჩემო ხოსია, მშვენიერი და სწორედ ეგრე მო-
ვიქცეთ, ‒ დაასკვნა დადიანმა და გზა განაგრძეს.

135
გელოვანის სასახლეში ჩვეულებრივი ვახშმის შემდეგ ყველანი
დამშვიდებულ ძილს მისცემოდნენ. ამ დამშვიდებული ძილის დროს
მხოლოდ გურიელის ქალი შეშფოთებული ფხიზლობდა.
მან ვერ ამოიღო გულიდან ის საშიშროება, ვაითუ მაიზერმა იც-
ნოსო და ამას ჯობდაო, ფიქრობდა, თავის სახელით მოსულიყო და
ვენახე. მაიზერმა ხომ არაფერი იცის იმის მეტი, რომ ოდესღაც, რო-
გორც სხვა ბევრსაც, ვამეხაც ჰქონდა ჩემი შორით ბნედა, შორით
კდომა და რომ ის ამის თხრობას მე ვერ გამიბედავდა, ამაშიც დარ-
წმუნებულია მგონი და მაშ, რატომ არ სჯობდა ჩემი ნახვის საბაბით
მოსულიყო, ვიდრე მზისახარის? მივიღებდით ჩვეულებრივი სტუმ-
რული წესით და გათავდებოდა ამით ყველაფერი, ახლა კი, ამ მალუ-
ლობის შეიძლება მოყვეს ცნობაც, მიხვედრაც და ხიფათიც... ეჰ, მო-
ულოდნელმა ამბავმა დამაბნია და მოსაზების უნარიც მით ვეღარ
გამოვიჩინე... თუმცა მაიზერმა კი მითხრა ერთხელ, ოდეს ვამეხზე
ვლაპარაკობდით: ეგეოდენ აღარ მახსოვს, რომ მთლად კარგად გა-
ვიხსენო მისი სახეო და ისე კი მახსოვს, რომ საუკეთესო მეომრად
სთვლიდენო. ეს შესაძლებელიც არის. ომის საშინელებით გაბრუე-
ბულნი საუცაბედო შეხვედრით შეხვდნენ ერთმანეთს და როგორ
აღებეჭდებოდა მისი სახე იმოდენად, რომ ოთხი წლის შემდეგ
კვლავ იცნოს... და მერე კიდევ ის, რომ ახლა გამოცვლილიც იქნება
საბრალო. ეჰ, რა ვიცი, ცუდი უფროა ყოველთვის მოსალოდნელი,
ვინემ კარგი. ცუდი კოკითო და კარგი ‒ ქოთნითო, ნათქვამია.
ამას რომ ფიქრობდა, მზია, იმ დროს ორი წლის შმაგიმ ლოგინში
წამოიტირა. მზიამ უცებ მიეალერსა, დაამშვიდა.
მაიზერიც გამოფხიზლდა და ცოლს შეეკითხა:
‒ რა დაემართა შმაგის? მაგან რომ არ იცის ტირილი, ხომ არა-
ფერი სტკივა?
‒ არა, რომ სტკიოდეს, ასე უცებ არ ჩაჩუმდებოდა, მაგრამ ისეთ
ოფლშია გახვითქული, რომ ალბათ ეზმანა რაღაცა ჩემს პატალა
შვილს.
ამ ლაპარაკის დროს გარედან ყურშას ყეფა მოისმა, იმას საშიშიას
ყეფა მოჰყვა, შემდეგ ყოჩაღიას, ყოჩაღიას დათვია შეუერთდა და

136
ისეთი ხლოპინი შეიქნა, თითქო ციხე-გალავანი იძროდა. ეს ხმები
არავისთვის არც საკვირველებას წარმოადგენდა, არც საშიშრო-
ებას, გარდა მზიასი და მზისახარისა. იმათ კი ისე ეგონათ, თითქოს
ეს ოთხი ნაგაზი ოთხივე ჩვენს სხეულებს ძიძგნიანო.
„ჰმ! გასულელდნენ ალბათ მაგ უბედურები და ქურდულად მოდი-
ან, მაგრამ რას მიპირებენ ან მე და ან მათ თავს?“ ფიქრობდა აღ-
შფოთებული მზია, წამოდგა, და იქვე მახლობელ ოთახში მზისახარი
იწვა და მასთან შეიპარა.
მზისახარსაც არ ეძინა და როგორც კი ფეხის ნელი ფაჩუნი მოეს-
მა, იმ წამსვე მიხვდა, ვინ იყო.
‒ ქალბატონი ბრძანდები?
‒ ჰო, მე ვარ, მზისახარ, და ხომ გესმის?
‒ მესმის, ბატონო, მესმის.
‒ ჰოდა, რა უბედურება ვქნათ, აღარ ვიცი, ღმერთმანი. ნამდვილ
გასულელდნენ მაგ უბედურები და მალული მოსვლა განიზრახეს.
‒ მე კი მგონია, სხვა ვინმეა, გზააბნეული სტუმარი. გახედვენ
უთუოდ ქეშიკები და გაიგებენ.
‒ეგაა სწორედ მთელი უბედურება.
ამათ ჩურჩულში ძაღლების გაცხარებული ხმაური თანდათან
ძლიერდებოდა.
‒ მზისახარ! ღვთის გულისათვის იღონე რამე და შენებურად მო-
იფიქრე. მე ხომ მხედავ, დაბნეული ვარ, არაფრის მოსაზრება აღარ
შემიძლია... ოხ, ვამეხ, რა ჰქენი, ეს. კვლავ რა ცეცხლში ჩამაგდე.
ერთხელვე რომ რაიმე ეჭვი აფათურდეს, მერე ხომ იცი, მზისახარ,
ცხოვრება ჯოჯოხეთად გადამექცევა.
‒ ოო, ღმერთმა ნუ ქნას.
ოთახიდან მაიზერის ხმა მოისმა.
‒მზისახა, მზისასარ! ბავშვი ტირის და გამოდი. დედამისი არ
არის აქ.
მზისახარმა უცებ კაბა გადაიცვა და ბატონის ოთახში შევიდა.
‒ თუ ღმერთი გწამს, სანთელი აანთე. ამ ოხერი ძაღლების ხმამ
გადარია ბავშვი ამაღამ. ‒ვინ უნდა იყოს ამ შუღამეზე, არ ვიცი.

137
‒ გამვლელი მგზავრი იქნება ვინმე, ბატონო, ‒ უპასუხა მზისა-
ხარმა, სანთელი აანთო, ბავშვთან მივიდა, მოფერება დაუწყო. ამ
დროს მზიაც შემოვიდა.
‒ რა იყო?
‒არაფერი, ეს ვაჟბატონი ძაღლების ხმამ გააღვიძა და ღრიალი
მორთო,‒ უთხრა მაიზერმა, დაამთქნარა, გვერდი იბრუნა და ქა-
ლებმაც ბავშვი მიაჩუმეს.
აღშფოთებული ძაღლების ყეფაც მინელდა.

***
ფაქის სასახლის გადაღმა კლდის ძირში ორი ადამიანის ლანდი
იდგა და ღამის წყვდიადში რაღაცას ჩუმი ხმით თათბირობდნენ.
‒ აი, ბატონო, ცხენები იმ ხრამში იყვნენ. კარგი ადგილია, ვერა-
ვინ შეამჩნევს და ჩვენ ამ დალოცვილ ციცაბო კედელს უნდა ვენ-
დოთ, მეტი გზა არ არის. აი, ასე უნდა ავყვეთ და ქალბატონის ოთა-
ხის სარკმელთან აგვიყვანს. აი, სანთელიც ჩანს სწორედ იმ სარ-
კმლიდან.
‒ ხოსია! აბა შენ იცი, თუ ამაღამდელ ღამეს რიგიანად ჩაატარებ,
მალე ოდიშის დიდი მემამულე თავადი იქნები, იცოდე. გესმის?
ხოსიას დაჯილდოვების სიხარულით თავბრუ დაეხვა. მისი ფიქ-
რი და ოცნება უთქმელად და უთხოვნელად სრულდებოდა. ვეღარ
გაარჩია, ხუმრულად ეუბნებოდა, თუ მართლა ბრძანებდა მთავარი
და ძლივს წამოიბურტყულა:
‒ ეჰ, რას დამცინი, ბატონო, სამართალი რომ იყოს, ქე მერგება
მაგისთანა ჯილდო.
‒ ვინ დაგცინის, კაცო! ‒ მთავრულ სიტყვას გაძლევ, რაც ვთქვი,
შეგისრულო.
‒ ღმერთმა შენი წყალობა ნუ მომიშალოს საწყალ ხოსიას და
არც მთლად სასირცხო თავადი გეყოლები. სხვა თუ არა, ყოჩია ფა-
ღავას მაინც ვაჯობებ.

138
‒ჰო, ჰო, მართალი ხარ... მერე, როგორ ვქნათ ახლა?
‒ როგორ, ბატონო, და ჯერ მე ავცოცდები. თუ ღმერთმა გამიმარ-
ჯვა, იმ სარკმლის ძირთან რომ მივალ, ტაშს შემოვკრავ. იმას ეტყო-
ბა, მიგელის, ამ დროს რომ სანთელი უნთია და რომ გამოიხედავს,
უცებ მოვახსენებ, მთავარი ბრძანდება, ბატონო-მეთქი. ისიც მიბ-
რძანებს როგორ მოვიქცეთ, ჩამოვბრუნდები, აგიყვან და იქ რომ
ავალთ, კედელთან ბეჭით გიბიჯგებ და ქე შებრძანდები სარკმელით,
თუ ღმერთმა ქნა და სარკმელში გაეტიე.
‒აბა, ჩემო ხოსია! შენს ხელში ვარ ამაღამ და შენ იცი, ‒ ეუბნე-
ბოდა გზნებით აზრდაკარგული მთავარი და ხოსიას ყოველ წინადა-
დებას უწინააღმდეგოდ ემორჩილებოდა.
ძაღლების პირველი გაცოფიანებული ყეფა სწორედ ამ თათბირ-
მა და ცხენების მარჯვე ადგილზე მოთავსებამ გამოიწვია. ფრთხილი
ჩურჩული და მოძრაობა ვერ გამოაპარეს ძაღლების მეტად მგრძნო-
ბიარე სმენას და ყნოსვას. ამიტომ მოთათბირენიც დროებით შეჩერ-
დნენ, ძაღლებს დამშვიდება აცალეს და როდესაც ყველაფერი მი-
ჩუმდა, ჩვენი ხოსიაც დიდი წვალებით შეუდგა ციცაბო კლდის კე-
დელზე ფოფხვას.
ძაღლები კვლავ აღშფოთდნენ, თითქო უნდოდათ ზღუდეს თავს
გადახტომოდნენ და პატრონის მტერი და მოღალატე კბილები და-
ეღრჩოთ, დაეგლიჯათ, მაგრამ რკინის მსხვილი გრეხილით მიჯაჭ-
ვულნი, ამას ვერ ახერხებდნენ და სამაგიეროდ მათი აღშფოთებული
ხმაურით თითქო მთელ სასახლეს ამცნეს, გარეთ გამოიხედეთო.
მაიზერი ლოგინიდან წამოდგა, სარკმელი გააღო და გადაიხედა,
რაღაც შავად მოფოფხავდა. კარგად დააკვირდა, კარგადაც გაარ-
ჩია, რომ ვიღაც კაცია, მავნე სულით პყრობილი და საშიშარ ლან-
დად ქცეული. ცოლსა და მზისახარს მიუბრუნდა:
‒ ბავშვი იქეთ ოთახში გაიყვანეთ. არ შეგეშინდეთ. მგელი არის,
ეტყობა, საქონელს ასდევნებია. ჩქარა გადით და კარი ჩაიკეტება.
ქალები ბავშვით მეორე ოთახში გავიდნენ. მაიზერი კმაყოფილი
იყო, რომ ქალები მოიშორა. სანთელი ჩააქრო.
ქალები კი ღელავენ, გაურკვეველი მდგომარეობა ათრთოლებთ

139
‒ მზისახარ! დავიჯერო, რომ მართლა მგელია?
‒რა თქმა უნდა. დიდხანს აკვირდებოდა და ბატონის თვალს ასე
ახლოს რამე შეეშლებოდა!
‒ ოჰ, ღმერთო, ღმერთო, შენ გადაგვარჩინე ამაღამ მშვიდობით
და თუ დილა გაგვითენდა, იმწამსვე უნდა გააგზავნო ვინმე და მის-
წერო, რომ ნუღარ მოვლენ, აღარ შემიძლია ამდენი.
– დამშვიდდი, ქალბატონო, ღმერთი გვფარავს ყოველთვის, დი-
დება მის სახელს.
‒ ოხ, ღმერთო, ღმერთო, მშვიდობა მოგვანიჭე. იწერდნენ პირ-
ჯვარს ორივენი, რომ უცებ თოფი გავარდა და „ვაის“ დაყვირებიო შა-
ვი კუნძი დაღმართისკენ გადატრიალდა.
თოფის დაჭექამ და ხოსიას საზარელი ხმით „ვაის“ დაძახებამ და-
დიანს მომხდარი უბედურება ნათლად აგრძნობინა და ელდით გო-
ნებადაბნეული, ვეღარ მოესაზრებინა, რა უნდა ექნა, ორივე ხელები
თავში წაევლო და რამდენიმე წუთი გარეტიანებული იდგა.
ცხენიც მომხდარი ფათერაკის მნიშვნელობას თითქოს მიხვდაო,
ყურებდაცქვეტილმა და თავაღერილმა ცხვირის ნესტოებიდან ფრუ-
ტუნს და ლაგამის ხრამუნს მოუმატა. ამ ხმამ დადიანი გონზე მოიყ-
ვანა, ცხენი მოაგონდა, ხრაძესკენ გაეშურა, ასცდა, ვერ მიაგნო, და-
ეცა, გადაგორდა და უნებლიეთ ცხენის ფეხებქვეშ დავარდა.
ბოლოს მთავარს გონება გაუნათლდა, ზე წამოიჭრა, ცხენს ელ-
ვის სისწრაფით მოახტა და რამდენიმე წუთის შემდეგ მთავარი მძი-
ნარე მიტროპოლიტ არსენის თავს აღვა და აღვიძებდა.
ძილსგამორკვეული მიტროპოლიტი ძმისწულს განცვიფრებული
მიშტერებოდა.
‒ რა დროა ახლა?
‒ჯერ მამალს არ უყივლია, ბიძაჩემო.
‒ მერე სად იყავი, შვილო, ასე გვიან? ან რა დაგმართნია?
‒ როგორ, ბიძაჩემო?
‒ სახის სიმშვიდე დაგიკარგავს. რა მოხდა, შვილო?
‒ ოო, ბიძაჩემო, ასეთი უბედურება ჯერ არ მომსვლია.
აღშფოთებული არსენი ლოგინზე წამოჯდა.

140
‒ რა იყო, შვილო, რად არ იტყვი?
‒ გრძელსიტყვაობის დრო აღარ არის, სადაცაა გათენდება.
მოკლედ მოგახსენებ და სამაგიერო პასუხი ‒ განკიცხვა თუ სასჯე-
ლი მერე, მერე, შემდეგში მომაპყარ, ახლა მხოლოდ დამშვიდებით
მირჩიე, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?
დადიანმა მოკლედ და გულახდით უამბო ყოველივე. უთხრა
ისიც, რომ ქალისგან დაბარებული იყო. სწუხს იმას, რომ ქალის წე-
რილი ხოსიას შერჩა და უდიდესი საცნაური ნივთი ‒ როდამის ნაჩუ-
ქარი ქისა. თუ ჩაუვარდათ ხელში, მხოლოდ ეს ორი საგანი გამოარ-
კვევს მთელ ამ საიდუმლოების შინაარსსო.
არსენიმ დიდი სიმწარით და აღშფოთებული გულის ცემით მოის-
მინა ყოველივე, ორივე ხელები შუბლზე შემოიკრა და თავისთვის
ჩაილაპარაკა:
‒ ვაი, სირცხვილო და თავის მოჭრავ!
‒ აბა, ბიძაჩემო, ხომ გითხოვე, ახლა მაგეების დრო არ არის, მო-
იფიქრე, როგორ მოვიქცე?
‒ დავრჩე, თუ შინ წავიდე?
‒ წადი!.. – უთხრა ყრუდ და მძიმედ მიტროპოლიტმა და თავი
ძირს ჩაჰკიდა. მთავარმა მყის ამბორი უყო და გამოემშვიდობა.
‒ მარტო მიდიხარ?
‒ რა თქმა უნდა!
‒ რა დავარქვათ მერე ასეთ წასვლას?
‒ სიგიჟე და სიძლეგე. ვითომ შენ არც გაგიგია ჩემი წასვლა. ანუ
როგორც უკეთ მოიფიქრო.
რამდენიმე წუთის შემდეგ დადიანი მართლაც შლეგურად მი-
აგელვებდა დაღლილობით გაქაფულ ბედაურს.
ფაქას სახლში მშვიდი ძილი და მოსვენება მაიზერის გასრო-
ლილმა თოფის ხმამ დააფრთხო. ყველანი შეშფოთებულ-განცვიფ-
რებულნი ფეხზე დადგნენ. საეჭვო ადგილისკენ ჟინჟღილიანი კაცე-
ბი ჩააგზავნეს. მკვდარი კაცი ნახეს... ციცაბზე ჩაგორებული. მიცვა-
ლებული ერთმა სვანმა იცნო და შეჰყვირა: ‒ვაი უბედურებას!
‒ რა იყო? ‒ შეეკითხნენ ზევიდან გადამდგარი ხალხი.

141
‒ დღეს რომ დადიანისაგან გამოგზავნილი კაცი იყო, ის არის.
ყველა საშინელმა გაოცებამ მოიცვა. მიცვალებული დიდი წვა-
ლებით ამოიტანეს. მაიზერი გახევებული იდგა. რაღაც უჩვეულო და
მოულოდნელი იჭვები ეწვიენ:
„რა უნდოდა ამას აქ? ამ შუაღამისას?.. ის ხომ დღეს დადიანის-
გან რაღაც ფეშქაშებით იყო გამოგზავნილი? სადილი ჭამა და წავი-
და... მერე? მერე რისთვის დაბრუნდა?.. და თუ დაბრუნდა, ნამალე-
ვად რათ მოიპაროდა? არა, აქ რაღაც სხვა რამეა, ჩემთვის უცნობი
და წარმოუდგენელი... დიახ, დიახ, არა, მიცვალებული უნდა გავსინ-
ჯო. ვინ იცის, ეგებ ტანზე რაიმე ნიშანი აღმოაჩნდეს“, მაიზერი ადგა,
მიცვალებულისკენ წავიდა. ის იყო განთიადი იწყებოდა. ყველანი
მიმდგარ-მომდგარიყო. მიცვალებული მარტოკა ესვენა. მაიზერი
შევიდა, დააშტერდა.
– ოხ, შე საცოდავო! რომ შეგეძლოს ახლა იმის თქმა, თუ რა გინ-
დოდა და რისთვის გამავრევინე შენს სისხლში ხელი, ნახევარ ჩემს
საცხოვრებელს შენ გაჩუქებდი, – წამოილაპარაკა მაიზერმა და გუ-
ლის ჯიბეში ხელი ჩაუყო. პირველი ცარიელი გამოდგა, მეორეში რა-
ღაც მოხვდა ხელს. ამოიღო, დააშტერდა. კარგად ვერ გაარჩია. გა-
რეთ გამოვიდა, განთიადს სინათლე მომატებოდა. ქისას დააკვირ-
და. განცვიფრდა, გაფითრდა.
‒ ეს ხომ დედიჩემისგან დადიანისადმი ნაჩუქარი ქისაა, მზიას ნა-
ხელავი?.. – მარგალიტებით ამოქარგული ნაცნობი სიტყვები ამოი-
კიძახა: „მზიამ მომქარგა ღირსეულისთვის“, ის არის, კი.
დღის სინათლე თანდათან მატულობდა. მაიზერმა ქისას თავი გა-
უხსნა. შიგ ოქროს ბაჯაღლოები ეწყო. კიდევ წერილი. გულმა რაღაც
წინასწარი შეგრძნობით გაუელვა, საშიშარმა მოლოდინმა ცეცხლი-
ვით შემოანთო.
წერილი გახსნა. წერილი დაუსათაურებელი იყო.
„მოულოდნელმა წერილის მიღებამ ყოველგვარი მოთმინების
ძალა წარიღო. გელი ამაღამვე“.
ჰა! ეს რა ამბავია?! მზიას ნაწერი იცნო მაიზერმა.
კი, ნამდვილად, მზიას ნაწერია. ჰმმ! ასეა, ქალბატონო, საქმე?!

142
ოოო, კარგი და პატიოსანი. ვნახოთ...
ფაქას ბედნიერ ოჯახში ამ შფოთიანმა ღამემ კიდევ მეტი აღშფო-
თებული და მგლოვიარე დღე წარმოშვა.
ძნელი გამოსაცნობი იყო, ვინ მეტ ტანჯვას განიცდიდა, ვინ მეტი
უბედური იყო ამ განთიადის ჟამს ‒ ის ფაქა, რომელმაც იმდენად იგ-
რძნო ოჯახის უმაღლესი ბედნიერება, რომ ღმერთს ევედრებოდა: ეს
დამანებე და მეტს აღარაფერს გთხოვო, თუ მაიზერი, მისი შვილი,
რომელსაც ცოლის სიკეთე და ერთგულება მთელი მისი სახელოვა-
ნი ცხოვრების გვირგვინად და სიამაყედ მიაჩნდა; თუ ის მზია, რო-
მელმაც თავის საპირადო საქვეყნო! დაუთმო – გასწირა სიყვარუ-
ლი, შეეწირა უსიყვარულოდ საალალბედო ნაბიჯს და ზნეობით, ქვე-
ლობით და უბადლო სილამაზით უმაღლესი ქება და სახელი დაიმ-
სახურა: " ის ვამეხი, რომელიც მოწყდა საკუთარ ცხოვრებას, დაეხე-
ტება უგზო-უკვლოდ, ათასი ტანჯვით, ათასი საფრთხი, მხოლოდ
იმიტომ, რომ მიეღწია იმ წყაროს პირამდე, სადაც საუკვდავებოდ
შესვამდა მზიას ერთ შეხედვას; თუ ის საბრალო ხოსია ყრუაშვილი,
რომელიც მამულ-თავადობის მოლოდინით ზეცამდე აღტაცებული,
ამ ორი-სამი საათის წინ თრითინისებური ხოხვით აკვროდა კლდის
ნაპრალს და როშელმაც ერთი „ვაის“ დაძახებით დაასრულა ამაო-
ება ამ აოებით და ახლა აღარაფერს აღარ გრძნობდა, აღარაფერს
აღარ განიცდიდა.
მთელი სასახლე მდუმარებით შეპყრობილ პატიმარს ჰგავდა. თუ
რომელიმე მსახურთაგანი ჩაცმული მიწვებოდა, თორემ ბატონები
სულ ოთახებში ჩაკეტილიყვნენ და ბოლთას სცემდნენ.
ფაქას ბედნიერ სახეს უკვე საშინელი ფერი დასდებოდა. შეშფო-
თებული როდამი, მისი მეუღლე, წამდაუწუმ გაიძახოდა:
‒ ეს რა მოგვივიდა! ჩემი პატიოსანი სახლი კაცის სისხლით შე-
ისვარა. რა იყო, რა მოხდა?
კარები შემოიღო. მაიზერი შემოვიდა, მეტად გაფითრებული, მე-
ტად აღშფოთებული. მშობლებს საიდუმლოების კვანძის გამხსნელი
საბუთები წარუდგინა და სიტყვიერად დასძინა, რომ თოფის სრო-
ლის შემდეგ შეამჩნია კლდის ძირიდან ვიღაც ცხენოსანის სწრაფი

143
გაქცევა. მშობლებმა ნათქვამი მოისმინეს, წასაკითხავი წაიკითხეს.
ყოველი განხილვა, ყოველი სჯა და მოსაზრება ადასტურებდა, რომ
მზია და მთავარი, ხოსიას მეშვეობით, ამ უბედურ ღამეს ერთმანეთს
სამიჯნუროდ უნდა შეხვედროდნენ.
ამ უაღრესად შეურაცხყოფილმა განზრახვამ მშობლების ქედ-
მაღლური სიამაყე კიდევ მეტად შეაშფოთა. ერთმანეთს რამდენიმე
წუთი მდუმარებით მიშტერებოდნენ, ყველას საკითხის შეხების ეში-
ნოდა, ეთაკილებოდა, მაგრამ ისევ ეს ჯოჯოხეთური სიჩუმის წყვდი-
ადი ფაქამ გაარღვია:
‒ რა უნდა ვქნათ ახლა?
– მე ცოლი აღარ მინდა, მამა.
‒ მეტისმეტია. მადლობა ღმერთს, უშედეგო ზრახვის მეტი არა-
ფერი მომხდარა და მაგოდენა განაჩენი შეუძლებელია.
‒ არა, მამაჩემო, ის ცოლი მე აღარ მინდა, რომელიც ჩემთან
ცხოვრობს და გული სხვისაკენ აქვს.
‒ ყმაწვილური ფიცხი განაჩენია, შვილო.
‒ დაწყნარდით! ‒ ჩაერია როდამი ლაპარაკში, -- დღეს ვერცერ-
თი ჩვენგანი მართლმსაჯულად ვერ გამოვდგებიც, გულს სიმშვიდე
აღარ ახლავს და თავს მჭვრეტელობა. მომხდარ ამბავს საიდუმ-
ლოების ლოდი უნდა დავადოთ. თუ როგორ მოვიქცეთ, ამას მომა-
ვალი გვიჩვენებს.
‒ სრული ჭეშმარიტებაა დედიშენის თქმული, – დაამოწმა ფაქამ.
‒ახლა იმ ცოდვილ მიცვალებულსე იფიქრეთ, როგორ უნდა მო-
იქცეს კაცი ‒ თქვა როდამმა.
‒ ჩემი აზრით, მიტროპოლიტს უნდა ვაახლოთ კაცი და ვაცნო-
ბოთ, რომ წუხელის გვიან ვიღაც თურმე ქურდულად მოიპარებოდა,
წყვდიად ღამეში ნადირი გვეგონა, ვესროლეთ და მოვკალით. მოკ-
ლული შენი ძმისწულის მოყმე ყრუაშვილი აღმოჩნდა და გთხოვთ,
გვაცნობოთ, ვისგან იყო წარმოგზავნილი და ან როგორ მოვექცეთ
მიცვალებულ ცხედარს-თქო. აბა ვნახოთ, რას გვიპასუხებენ, –
ბრძანა ფაქამ.
‒გონიერად ბრძანებო, – მოუწონა როდამმა. მაიზერი, ვით წესი

144
იყო ზრდილი რაინდის, მშობლების რჩევას შეუჩერდა.
სადილობის ჟამი იყო, რომ არსენი ცაგერელთან გაგზავნილი კა-
ცი უკან დაბრუნდა და შემდეგი პასუხი მოიტანა:
‒ მიტროპოლიტი მომხდარი ამბით დიდად შეწუხდა და განცვიფ-
რდა. მთავარს, სამწუხაროდ, ისევ შლეგურმა სენმა შეუტია და შინ
წასვლა მარტოობით აიჩემაო. მაგრამ მე ვემუდარე, ყრუაშვილი მა-
ინც ეახლებინა და თითქოს დავითანხმე და წავიდნენ გუშინ შემწუხ-
რებისას და შემდეგ რამ გამოიწვია გადაწყვეტილების ასეთი ცვალე-
ბადობა და ან იმ უბადრუკმა ყრუაშვილმა ასეთი სამარცხვინო მოქ-
მედება ვით შეკადრა თქვენს ოჯახს, ეს ჩემთვის უცხო და უცნობი ამ-
ბავია. — მოახსენა მოსულმა კაცმა.
‒ მიცვალებულს როგორ მოვექცეთო? ‒ შეეკითხა ცივად ფაქა.
‒ მიცვალებულისთვის დღესვე ჩემი ეკლესიის მსახურნი გეახ-
ლებიან და თავისას გაასვენებენო.
მოამბე კარში გავიდა, მაყურებლებიც დაიშალნენ. ხოლო მაიზე-
რი და მისი მშობლები ოთახში დარჩენ.
ცოლი და შვილი პირველ სიტყვას უფროსისგან ელოდნენ.
ფაქამ ულვაში გაისწორა და ცოლ-შვილს მიმართა:
‒ მიხვდით? სულ ტყუილებია მიტროპოლიტის შემოთვლილი.
მაგრამ ჩვენ რა გვენაღვლება. ეტყობა თავიანთ სამარცხვინო მოქ-
მედებას თვითონვე მალავენ და ამიტომ ჩვენც დედიშენის აზრს დავ-
ჯერდეთ და ეს საქმე ჩვენი გულის სარქველქვეშ ჩავაღუპოთ. ხოლო
ყრუაშვილის ცოლ-შვილს გამსვენებლების პირით შეუთვალოთ,
რომ თუმცა ჩვენ ბრალი არ გვიძევს, მაგრამ ქვრივ-ობლის სიბრა-
ლულით, ვალად ვთვლით ჩვენ თავს აზნაურის სისხლის საფასური
მოგიზღოთ-თქო და ღვთის წინაშე, სამართლიანიც არის. მან დააშა-
ვა, მის საბრალო ცოლ-შვილს რას ვერჩით. მე ასე მითქვამს და ახ-
ლა სასურველია თქვენი აზრიც.
‒კეთილი და ჩინებული აზრია. ცოდვისაგან თავი უნდა ვიხსნათ,
– დაეთანხმა როდამი.
– ეგ შენი ნებაა, მამაჩემო, როგორც გნებავს. მე არ ჩაგერევი,‒
დაეთანხმა მაიზერიც. ‒ ეს კიდევ იმიტომ არის საჭირო, რომ აზნაუ-

145
რთა ავენაობა რომ არ აღვძრათ, ჩვენი უდანაშაულობა დანაშაუ-
ლად რომ არ გარდაქმნან, სათქმელი მოვუჭრათ, თორემ ხომ ვიცით
წვრილფეხა აზნაურობა ყოველთვის აღრევის მოსურნე ხალხია და
ურთიერთშორის შეხლა- შემოსვლის მომჩმახველი. მათი მეურნეო-
ბა ხშირად მეფეთა შორის ომს აჩაღებს და მოძმეთა შორის სის-
ხლისღვრას. საშინელი და საშიშარი წოდება არის.
‒კი, ბატონო, იყოს ნება შენი, მაგრამ ახლა მეც მაქვს სათქმელი
და მომისმინეთ. მე საბოლოოდ ვაცხადებ თქვენს წინაშე, რომ ამიე-
რიდან ჩემი ცოლის სარეცელს ვეღარ გავიზიარებ და ვთხოვ მამა-
ჩემს, რომ შენის თანხლები, ზეგვე წაიყვანოთ დედ-მამასთან და გა-
მათავისუფლო სამარცხვინო მოღლატისაგან. ბავშვზე ფიქრი არ გა-
ბედოს.
‒ დაწყნარდი, შვილო! ეს ნაბიჯი დიდი საქმეა! ხომ იცი, დიდ საქ-
მეს დიდი განსჯა და მოფიქრება უნდა.
‒ მე სხვაგვარად განსჯა არ ძალმიძს.
‒ დროსა და გარემოებას ყოველივე ძალუძს.
‒ და მეც დროსა და გარემოების მიხედვით ვიქცევი.
‒ მოითმინე, შვილო, ახლა ვთქვით კიდეც, რომ მაგაზე ლაპარა-
კის დრო არ არის-მეთქი. რედესაც საამისო დრო იქნება, მაშინ ვი-
მოსამართლოთ ჩვენ სამმა და როგორც ცნობილ გმირსა და რჩეულ
ვაჟკაცს შეეფერება, ისე დაიჭირე თავიც და გულიც, თორემ
გლისპობა წვრთვნილთა თვისება არ არის.

***
მომხდარი ამბის შემდეგ მზია რაღაც მეუცნობელმა კრძალულე-
ბამ შეიპყრო და თავის ოჯახიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და
არც თუ მაიზერი შედიოდა მის ოთახში. მან ჯერ არავის აზრი არ იცო-
და და მთელი დღე მზისახარს ავალებდა ყველასთვის თვალყური
ედევნებია და გარკვეული აზრი გაეგო.
– საკვირველია, მზისახარ, ჩემთვის, როგორ შესცდნენ და რო-
გორ გაბედეს ასეთი სახით მოსვლის განზრახვა. ვამეხი უცხო კაცია

146
და შეიძლება ვერ გაითვალისწინა სად და ვისთან ჰქონდა საქმე,
მაგრამ მაგ უბედურ ყრუაშვილს როგორ მოუვიდა ეს! ‒ ეუბნებოდა
მზისახარს გაფითრებული მზია,
– საკვირველი სხვა უფრო მეტია, მაგრამ...
– რა? შენ ისე ლაპარაკობ, რომ ვგონებ ახალი იცი რაღაც.
‒ ვიცი, ქალბატნო, მაგრამ შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, ორ ცეც-
ხლშუა ვარ გითხრა, შენი აღშფოთების მეშინია და არ გითხრა, იმი-
სიც მეშინია, რომ დაფარვა ცუდად მოგიხდეს.
‒ ო, მზისახარ, რას ამბობ, რასა! ნუთუ ჩვენ შორის დაფარვა და
დამალვა რისამე შეიძლება! ვშფოთავარ იმიტომ, რომ გამოურკვე-
ველი შეცოდების თუ დანაშაულის წინაშე ვდგავარ და არ ვიცი, ჩემ
ირგვლივ მომხდარი შფოთი რომელ წელს მომჭრის და რომელ
თვალს მომთხრის და როდესაც ჩემთვის ჭეშმარიტება გამოირკვე-
ვა, მაშინ მეც მოვიფიქრებ რამეს.
‒ აბა, ქალბატონო, მე ამ დილით ყურს ვუგდებდი მეორე ოთახი-
დან ბატონების თათბირს. რა თქმა უნდა, ქურდულად და სამარცხვი-
ნოდ. მაგრამ ვატყობ, მეტი ღონე აღარ არის. თათბირმა ის აზრი გა-
მოიტანა, რომ ყრუაშვილის მეშვეობით და შენი წერილის ძალით
წუხელის დადიანი უნდა ყოფილიყო შენთან საავხორცოდ მოსული,
‒ რას ამბობ, ქალო?!
‒ ღმერთს ჩემსას ვფიცავარ და შენს თავს.
‒აბა, ვამესზე არავითარი იჭვი არ არის?
‒ არავითარი. შენი წერილი ხელთ აქვთ, ყრუაშვილის ჯიბეში ნა-
პოვნი.
‒ რას ამბობ?!
– შენმა სიცოცხლემ.
‒ სიდან? იმას ხომ ვამეხს გადასცემდა?
‒ არ ვიცი, ალბათ, მიაბარა ისევ ან არ მიუტანია ჯერ მაგ სულ-
წაწყმედილს, თუ როგორ მოხდა, აღარ ვიცი,
‒ მერმე დადიანზე რამ აფიქრებინათ?
‒ საკვირველი ამბავია! შენი წერილი დადიანის ქისაში ნახეს:
‒ სასაცილოა! აბა, ვინ იცის, ვისი ქისაა? საიდან შეიცვნეს.

147
‒ სწორედ რომ შეიცვნეს. შენგან მარგალიტებით მოოჭვილი
სირმის ქისა რომ ამას წინაზე დიდმა ქალბატონმა აჩუქა, აი, ის ქისაა
სწორედ და საქმეს კიდევ მეტად ის ართულებს, რომ წერილს არც
დასათაურება აქვს და არც დაბოლოვება. რა უჭირდა იქვე, დალოც-
ვილო, რომ ჩემი სახელი მიგეწერა?
‒ ღმერთო, ეს რა საკვირველება მესმის!.. საიდან გაჩნდა ეს წე-
რილი და ქისა ერთად?
‒ საიდან და ჩემი ფიქრით ასე უნდა იყოს: ალბათ, დადიანმა ყრუ-
აშვილს სადმე ხლების დროს ქისა მიაბარა და გადავიწყებით აქეთ
გამოყვა.
‒ ჩემი წერილი?
‒ წერილიც შეიძლება ვამეხმა ისევ მას მიაბარა, სიფრთხილით
ვერ გაბედა თან ჰქონოდა. მეტი რა უნდა იფიქროს კაცმა, არ ვიცი.
‒ შესაძლებელია... მაშ ახლა ჩემთვის გამორკვეულია მაიზერის
გაბუტვის მიზეზი.
‒ ასეა, ბატონო, და გადაჭრით მოითხოვს, რომ ზეგვე შენმა მა-
მამთილმა შენ მშობლებთან წაგიყვანონ და დაგტოვონ სამუდამოდ.
‒ რას ამბობ, მზისახარ?
‒ასეა სწორედ.
‒ დედ-მამა რას ამბობს?
‒ ოოო, ღვთიური სულგრძელობით აღსავსენი დიდად ეწინააღ-
მდეგებიან და ღმერთმა იცის, რით გათავდება.
‒ ჰმ! რა თქმა უნდა, მაიზერის უტეხი ნებისყოფა...
‒ ვინ იცის. მაგრამ ჩემი აზრით, ქალბატონო, სჯობია, რომ და-
დიანსაც მოვხსნათ ეს უდანაშაულო ბრალის დადება და შენც მო-
იშორო ეს მძიმე და უფიქრებელი სირცხვილი. ვთქვათ მართალი,
ბატონო, რომ ისინი იყვნენ პირადად ჩემთან. ესიკას მოწერილ წე-
რილს ვაჩვენებ და ვეტყვი, რომ მის საპასუხოდ ის წერილი დაგაწე-
რიე. მეტი თავშესაფარი არსით ჩანს, ქალბატონო, მდგომარეობა
ძალიან გაგვიუკუღმართლა,‒ ურჩევდა და ევედრებოდა შეშინებუ-
ლი მზისახარი. მზია მწარე ღიმილით მიაშტერდა მზისახარს.
‒არა, ჩემო კარგო მზისახარ. მეგობრობის და ერთგულების მოვ-

148
ალეობა შენ თუ გიკარნახებს ეგოდენ თავგანწირვას. რომ ჩემი სირ-
ცხვილი, შეცდომა, შეურაცხყოფა შენს თავზე აიღო და გადაიტანო,
მეც მეუბნება ჩემი სინდისი, რომ ჩემი დანაშაულის მსხვერპლად ჩე-
მი ერთგული მეგობრები არ გავხადო. რატომ? რისთვის? ჩემი ფეხის
ნაბიჯს ჩემივე ტანი უნდა გადაყვეს, თორემ სხვას რას ვერჩი! მაგა-
ზედ ერთი სიტყვა აღარა თქვა.
– ბატონო, არ გეკადრება ასეთი განუსჯელობა. მე რა მიშავდება
ამითი? ვიტყვი, ჩემი ნათესავებია-მეთქი, ანდა საქმარო. რა იქნება
ამით!
‒ ვის დააჯერებ, ქალო, რომ ან ერთი და ან მეორე ასეთი სამარ-
ცხვინო მალულობით ლამობდნენ შემოსვლას. მეორეც, მისი მოწე-
რილი წერილი იმ წამსვე დავხიე და გავაქვრე.
‒ მაშ, ვთქვათ მართალი, რაც იყო.
‒ ვამეხი გავსცე? და თანვე ჩემი თავიც? ეს ხომ დანაშაულის გამ-
ხელა იქნება.
‒ რათა, ქალბატონო! სამეძაოდ ხომ არ მოდიოდა!
‒ შენ დააჯერე ვინმე, რომ ასეთი ურიგო სახით შემომსვლელი
უბიწოებით მოდიოდა. რას ამბობ, მზისახარ ჩემო! ასეთი ბრიყვული
სახით შემოსვლამ ყოველგვარი გასამართლებელი გზა დამიხშო.
აღარაფერი აღარ ეგების.
‒ მაშ, ასე უსიტყვოდ ავიღოთ კისრად უდანაშაულო დანაშაული
და დადიაზე ჩმახვა არ მოვსპოთ?
‒რითი გინდა, რომ მოსპო? თქმითა და ფიცით.
‒არა, მზისახარ! არ შემიძლია, ამ შეურაცხყოფის ფიალა კვლავ
მით ავავსო, რომ ფიქრობდნენ, თითქოს მე ვსცრუობ და უზნეო დე-
დაკაცივით ფიცით და მტკიცით თავს ვიმართლებდე ვინმეს წინაშე.
ასეთ თემას და ფიცს არც არავინ დამიჯერებს და არც მე ვიკადრებ.
‒ მაშ რა ვქნათ?
‒არაფერი! რაც მოსახდენია, უნდა მოხდეს. ალბათ, გარდაუვა-
ლი განაჩენია ჩემზე, რომ წარსულ დღეთაგან შემზადებული სამსა-
ლით უნდა ვეზიარო, — მტკიცე ნებისყოფით თქვა მზიამ და შეწუხე-
ბულ მზისახარს ამით კიდევ მეტი თავზარი დასცა.

149
ოთახში პირქუში მაიზერი შემოვიდა.
‒ ჩემი ხელმანდილი სად არის? ‒ იკითხა უჩვეულო სიმკვახით.
‒ ე, მანდ, ჩვენს სარეცელზე, – უპასუხა მზიამ.
‒ ჩვენი სარეცელი უკვე დაიწვა, ქალბატონო, და დროა ახალი
სარეცელი მოიძიოთ, ‒ ესროლა ქვასავით ცივი და მაგარი სიტყვა,
ხელმანდილი აიღო და გავიდა.
მზია და მისი მოახლე გარინდულნი დარჩნენ, ორივეს საძრაობა
დაკარგოდა, ენა სალაპარაკოდ აღარ ეძროდა.
კარები გაიღო და ყოველთვის კეთილი, ჭკუით და გონიერებით
ცნობილი როდამი შემობრძანდა.
‒ რა გვიყო ამ უბადრუკმა კაცმა, რა გვიყო, შენი ჭირიმე, ჩვენც
წაგვწყმიდა და თავისთავიც.‒ მიმართა მზიას როდარმა.
‒ წყეულიმც იყოს მისი სული და ხორცი ‒ დაიწყევლა მზისახარ-
მა.
‒ მიცვალებულთა ცუდად ხსენება სიმდაბლე არისო, მაგრამ ამ
აღელვებული გულით თავს ვეღარ ვიკავებ კაცი. ცუდი კაცის სახელი
ჰქონდა მაგ უბადრუკს და თავი მით მოჰქონდა, რომ დადიანს ეძი-
ძიშვილებოდა.
‒ ორნივ ღმერთმა შეაჩვენოს, – კვლავ წყევა ჰყო მზისახარმა.
‒საკვირველი თავხედობა ჰყვეს კე შმარიტად.
‒გასაკვირვალი, დიდი ქალბატონის ჭირიმე, გასაკვირვალი. მე
მაინც დროით გაიტანდნენ აქედან მაგ ოხერს, იქეთ ვეღარ გამიხედ-
ნია.
‒ გაიტანეს, ქალო, უკვე.
‒ როდის, ქალბატონო?
‒ აი, ახლა. წამღებლებმა ღვინის დასალევი მიიღეს და წაიღეს
კიდეც ის ცოდვილ-საწყალობელი.
‒ მადლობა ღმერთს.
როდამი მზიას სიჩუმეს ყურადღებას აქცევდა და ხშირად თვალს
შეავლებდა ხოლმე.
‒ ალბათ, ჩემი რძალიც მისთვის ერიდება გარეთ გამოსვლას.
‒არა, ბატონო, ‒ როგორც იქნა ისიტყვა მაიამ.

150
‒ მაშ, მალე სადილი იქნება და გამობრძანდები მაშინ.
‒ ბოდიშს ვიხდი, ბატონო, მაგრამ ჭამის სურვილი დაკარგული
მაქვს.
‒ ჩვენც აგრე ვართ, შვილო, მაგრამ ცოტაოდენს მაინც წავიხემ-
სებთ რამეს.
‒ მაპატიეთ, ბატონო, მაგრამ არ შემიძლია. მთელი ღამის უძინა-
რი მეტად ცუდადა ვარ.
‒უჭმელობა კიდევ მეტ ცუდად გავხდის, შვილო.
‒ არა მიშავს, ბატონო, თქვენ განშორებადი გავუძლებ ყველა-
ფერს.
‒ ეგ რისი ქართულია. შვილო?‒ ჩვენ ღმერთმა ნუ განგვაშოროს
ერთმანეთს.
‒ შენი შვილის განაჩენი ასეთია...
‒ როგორ?!
‒ ჩვენი სარეცელი უკვე დაიწვა და დროა შენი საკუთარი მო-
იძიოო,‒ ახლა მიბრძანა.
‒ არაფერია, შვილო, რაც ჰქუხს, იმოდენს რომ წვიმდეს, ქვეყანა
აქამდე ათასჯერ წაირღვნებოდა.
‒ ჩემთვის ქუხილზე მეტს წვიმს ყოველთვის.
‒ არა, შვილო, რაც თქმულა, ყველა არქმნულა არასოდეს, და
დედის გრძნობით გემუდარები, დამშვიდდე და ჩემი ღვთისადმი აღ-
ვლენილი ლოცვა-ვედრებით იმედი მაქვს ყველაფერი კარგად შეიც-
ვლება. მხოლოდ კიდევ გთხოვ, სულიერი სიმშვიდე აღიდგინე, ჩემო
კარგო და ძვირფასო.
‒ ოოო, ბატონო, ეს ის არის, ზღვას რომ უბრძანო: დაშრი,
ზღვაო.
როდამს ბევრად ერჩია მზია ბოლომდე მდუმარედ დარჩენილი-
ყო, ვიდრე ასეთი გულსატკენი და მძიმედ ნათქვამი სიტყვები მოეს-
მინა მისგან. მას ეგონა, რომ ოჯახური ეჭვი და ღელვა მზიამ არ იცო-
და, მაგრამ ამ მოკლედ და ნაღვლით ნათქვამმა გამოარკვია, რომ
სულ თუ არა, ბევრი რამ მაინც სცოდნია და შხამ-ნაღვლით დამძიმე-
ბული წამოდგა და თავის ოთახისკენ წაბრძანდა.

151
ხუმრობა საქმე ხომ არ იყო მისთვის, ამხელა ბედნიერებამდე
ასული ოჯახის, ერთადერთი ვაჟის სანატრელი ბედი და ცხოვრება,
სახელი და დიდება ასე უცებ დაშლილიყო, დანგრეულიყო ვიღაცა
ბოროტის მეძავური ზრახვებით.
როდამი თავის ოთახში შევიდა, მწვანე აბრეშუმის ხავერდით შე-
მოსილ ბუმბულ-საგებელზე დაეშვა, და ოოჰ! ღმერთო, ამ დღემდე
რა მიმაწევინეო, ამოიგმინა.
იქით დიდი კაკლის ქვეშ, ფაქა დამჯდარიყო და მწარე ფიქრებში
ჩავარდნილიყო.
‒ ოჰ, რა მომივიდა ეს, რა ადამიანს, რა რძალს ვკარგავთ უბე-
დურნი, ‒ ფიქრობდა ფაქა, ‒ მზიას დაკარგვის ნაცვლად ყველაფე-
რი დავკარგოთ, ისა სჯობია, ჩემი ოჯახის გვირგვინი და დიდება, ჩე-
მი ყოფა-ცხოვრების შუქი და სინათლე. რა ვქნა?.. რაჭის ერისთავის
დაბარება მინდოდა, მაგრამ მაიზერმა დაიფიცა, ვისაც მაგ საიდუმ-
ლოს გაანდობ, იმას მოვკლავო, და რა უნდა მექნა? დაკარგა ყო-
ველგვარი ადამიანური თვისებანი და ნამდვილი მხეცის ბუნებით
აღეგზნო და რა ეშველება მაგ უბედურს, აღარ ვიცი. ისევ ვაცლი,
დღეს აღარას ვეტყვი და ხვალ, ზეგ და ასე დროთა სვლამ ეგებ შეს-
ცვალოს, დაამშვიდოს“.
დასავლეთისკენ, ზღუდის ერთ კუთხეში რომ დიდი ციხე იყო,
იმის ძირში მაიზერი იქით-აქეთ ბოლთასა სცემდა. მისი სახე წუხან-
დელს აქეთ ისე შეცვლილიყო, რომ ვეღარ იფიქრებდით, თუ ოდეს-
მე მასზე ღიმილსა და სიყვარულს ღვთიური ცეცხლი გაუელვებიაო.
გააფთრებული ვეფხვის გამომეტყველებით მიზეზს ეძებდა, რომ
ვინმე და რამე გაეგლიჯა და ეს ზღვად მოწოლილი ბოღმა და ენერ-
გია ამით გადმოენთხია, მისგან დაცლილიყო. ჯოჯოხეთის, გამოუ-
ვალ კედლებთა შორის მომწყვდეულ მზიას, როდამი რომ გამოვი-
და, ტირილი შესკდა.
‒ მზისახარ, ეს მხოლოდ შენ მარტო იცოდე, რომ მე ჩემს მშობ-
ლებს და მხარეს ვით დამნაშავე, მეძავი, ვერ დავუბრუნდები და
ვერც ჩემ შმაგის დავუთმობ ვინმეს... არა, არა, მე სხვაგვარათ მოვ-
ნახავ ჩემ გზას.

152
ხვალის იმედმა ფაქას მოლოდინი არ გაუმართლა. დილაადრიან
მაიზერი კვლავ მეტად გაშმაგებული შევიდა მამასთან და გადაჭრით
მოთხოვა, რომ ხვალიდან მზია მის სახლში აღარ ენახა.
‒ რათ გინდა, მამაჩემო, რომ ქალის სისხლით ხელი გავისვარო.
ახლა გამოუცხადე, რომ მოემზადოს და ხვალ წაიყვანოთ. ბავშვის
ხელის ხლება არ გაბედოს, თუ უნდა რომ სიცოცხლე შერჩეს.
‒ ეეჰ, ჩემო შვილო! ვინ მეტს კარგავსო და განუსჯელმოუთმენე-
ლიო. შენ ისეთ რამეს ჰკარგავ, რისიც ღირსი არ ვიყავით ალბათ.
ნუთუ უკვე მე არ მხურავს სირცხვილ-ნამუსის ქუდი, რომ შეგკადრი
ის, რაც არ ეკადრება ღირსეულ კაცს და ღირსეულ ოჯახს! უნდა ით-
ქვას, რომ ეს განზრახვა გამართლებულიყოს, მაშინ მე პირველი
ვიქნებოდი შენი მომხრე, მაგრამ დღეს მარტო მიუღწეველი ფიქრი-
სა და მარახვისთვის გამოვაქვს ისეთი განაჩენი, რაც უნდა გამოიტა-
ნო ნამდვილი მომხდარი დანაშაულისათვის და უგუნურთა წესი და
განაჩენია, ჩემო შვილო. ზრახვა-ფიქრისთვის რომ ხალხი ისჯებო-
დეს, მთელი ქვეყანა სასჯელის წინაშე უნდა იდგეს.
‒ მე მაგაზე უკვე ვთქვი ჩემი სიტყვა.
‒ მხოლოდ განუსჯელი და უმართებულო.
‒ვამბობ, რომ მე სხვაგვარად სჯა არ ძალმიძს.
‒ მისთვის, შვილო, რომ თავშეუკავებელმა მღელვარებამ გონე-
ბა დაგიბნევა. ამიტომ ჩემი თხოვნაა, ვაცალოთ კვამლსა და ნისლს
გაღვია, რომ ნათელი გამოჩნდეს.
‒ ჰე! ნათელმა ბნელი წარმომიშვა, მამაჩემო, და ბნელისგან ვე-
ლოდე ნათელს? არა! ჩემს ხვედრ ნათელ შუქს მზიას ხელმა გადაა-
ფარა საფლავის სიბნელე და მე მზიას სიახლოვე აღარ შემიძლია!
‒ არ გყვარებია.
‒ მთელი სიმძიმეც ეგაა, მამაჩემო, რომ მიყვარდა ისე, როგორც
არ ჰყვარებია არც ერთ მამაკაცს, და ალბათ, დიდი სიყვარული უმე-
ტეს ვერ ითმენს თურმე მახვილს შეურაცყოფისას და ხდება მშობე-
ლი დიდი მძულვარებისა. მე ამით ვათავებ სათქმელს, ‒ თქვა მა-
იზერმა და ამბოხებული ქარცეცხლით პყრობილი კარებში გავიდა.
ხოლო გაქვავებული ფაქა თავჩაქინდრული იატაკს დაჩერებოდა.

153
ძნელი სათქმელი იყო, შეეძლო თუ არა იმ წუთებში მდგომარეობის
საკეთილდღეოდ ფიქრი და მოსაზრება, რომ დიდმა ქალბატონმა კა-
რები შემოაღო.
‒ კარგ დროს შემოდი, ქალბატონო.
‒ რავა, რა იყო?
‒ ვიღუპებით. რაო?!
‒ თუ ხვალ არ წაგიყვანიათო, საშინელებას ამბობს რაღაცას.
‒ რაო?!
‒ მოვკლავო.
‒ ჰმ! უბადრუკი და საწყალობელი მაგისი თავი! სად არის ახლა?
‒ რათ გინდა? ტყუილი და ამაოა მასთან ლაპარაკი, ისეთი გააფ-
თრებულია, რომ მეტი არ წარმოიდგინება. თვალებიდან ცეცხლსა
ყრის. ღმერთი მეფიცოს, შევძრწუნდი, რომ შევხედე.
‒ მაშ, რა ვქნათ? ასეთი უგბილი მოპყრობა მართებულ ოჯახს მო-
ახლე ქალისთვის ვერ შეუბედნია და ჩვენ რა ღმერთი გვიწყრება?
– ყური მიგდე, ქალბატონო, მეტი ენა აღარ არის. ისევ შენ უნდა
შეხვიდე რძალთან და მოელაპარაკო, ურჩიე, რომ ამ აფორიაქე-
ბულ მდგომარეობას დროებით გაერიდის, მშობლების ნახვით გუ-
ლი დაიმშვიდოს და მერე, როგორც წესი და რიგია, ისევ ვეახლებით
და წამოვიყვანთ. ახლა სახლიკაცებს ვთხოვ, წამყვენ, დამამშვენონ,
რომ მოყვარესთან ლაზათიანი შნოით მივიდე და ყოველივე ეს ისე
ჩატარდება, რომ ვერც იქითური იფიქრებს რაიმეს და ვერც აქეთუ-
რი. ჩემი აზრით, ამ საქმის გამოსავალი გონი ერთადერთი ეს არის.
თუ ეს საქმე ასე მოვაწყვეთ, გარწმუნებ, მაიზერი ერთ თვეს ვერ გას-
ძლებს უმაგისოდ, მაგრამ ახლანდელი მაგის მდგომარეობა გასაგე-
ბია. მართალია, არაფერი დაშავებულა, მაგრამ მაინც დიდი სირ-
ცხვილის კვამლმა გადაგვიარა თავზე, მაგრამ კიდევ გეტყვი, რომ
ასე ადვილად მაგ ქალს ვერ დათმობს ჩვენი შვილი.
‒ რა ვიცი, კი ჰგონია მაგ ბრიყვს, რომ ადვილ მოსაშორებელს
იშორებს და...
‒ დიახ, ჰგონია ახლა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დრო და ცხოვ-
რება თვით მისივე გაგების წიაღში ჩაახედებს, რომ ვარდი უეკლოდ

154
არ იწყვიტება. დიახ, იმას მოგახსენებდი: მე მინდა, ამ ოჯახურმა
ნისლმა და ბუღმა გაიაროს, გული და გონება დაითონთქლოს და
შემდეგ სხვა თუ არაფერი, გავრისხავ ჩემს შვილს, საცხოვრებელზე
ხელს ავაღებინებ და ურჩი შვილობისათვის გაძევებულვყოფ, თუ
კვლავ ეგეთი გლისპობა გამოიჩინა.
‒ ყველაფერი ითქმის, მაგრამ შვილის დატოვება როგორ შევ-
კადრო ეგეთი სიყვარულით აღტაცებულ დედას!
‒ შვილზე ეგრე ვუთხრათ: რადგან მსოლოდ ერთი თვით მარტო
შეგვიძლია შენი დაშორება, აღარ ღირს ეგოდენ ვრცელსა და სახი-
ფათო გზებზე ბავშვის დაღალვა და შეწუხება... აბა, ქალბატონო, უნ-
და წააბძანდე, თორემ ვშიშობ, მართლა რამ სიმხეცე არ ჩაიდინოს
მაიზერმა. ხომ იცი, მამაკაცის ჩარჩოდან ამოგდება ყველაზე მეტად
ასეთ ამბავს შეუძლია.
‒ ოოჰ, რა საშინელ დასავალებელს მაკისრებ!‒ მერწმუნე. ჯო-
ჯოხეთის კარიბჭეზე გადავლა მირჩევნია, ვიდრე ახლა ჩემს რძა-
ლთნ შესვლა.
‒ რა ვქნათ! ჩვენ სამწუხარო საიდუმლოებაში ჩვენვე უნდა მოვი-
ხარშოთ, მეტი გზა არ არის...
დავალებული მინდობილებით შეწუხებული როდამი თავის
ოთახში გავიდა, სარკესთან დაჯდა, თავზე ლეჩაქი შეისწორა, რომ
რძლის ოთახში მართებულად შებრძანებულიყო.
კარებზე მიყურებულმა მზისახარმა იდროვა, ჩქარი ნაბიჯით მზი-
ასთან გაირბინა და თათბირის მთელი შინაარსი გადასცა.
განაჩენის მოსმენით ათრთოლებული მზია დედამთილის შემოს-
ვლას გულისთრთოლვიო მოელოდა. უნდოდა მღელვარება შეეკა-
ვებია და პასუხი წინასწარ მოესაზრებია.
‒ მზისახარ! შენ აქ იყავი, არსად წახვიდე, ‒ უბრძანა მზისახარს
და კარებმაც ხმა მოიღო და როდამი შემობრძანდა.
‒ როგორ გიკითხო, შვილო? დღეს ვეღარ ვიდროვე შემოსვლა
ათასი ოჯახური საქმეების გამო, ‒ მიმართა როდამმა მზიას.
‒ როგორც ჩემს ბედს შეჰფერის, ბატონო.
– შენს ბედს ყოველივე კარგი შეჰფეროს ღმერთმა.

155
‒ მეტყობა კიდეც.
‒ რა ვუყოთ, შვილო, არ შეიძლება ისეთი ბედი ცხოვრება, რომ
ცოტა სამუნათოც არ გამოერიოს, მაგრამ სადაც პასუხის გამცემად
შენებრ გონიერია, იქ ყოველთვის შედეგიც კეთილგონიერად გვირ-
გვინდება ხოლმე.
‒ ალბათ, გაძევების განაჩენიც კეთილგონიერებისთვის მენიჭე-
ბა, ბატონო.
როდამს უნდოდა რძლის პასუხი ვითომ ხუმრობად ჩაეტარებია
და ნაძალადევი სიცილით ჩაიქირქილა.
‒ ჰა-ჰა, თუმცა უმეტეს წილ კეთილგონიერნი იძევებიან ცხოვრე-
ბისაგან ხოლმე, მაგრამ შენთან გაძევებას რა ადგილი აქვს, შვილო,
და ისე კი შენი მამამთილიც მოგახსენებს, რომ მცირეოდენ ხნით
მშობლების ხილვით ნაწყენი გული გადიხალისე, უთუოდ ჩვენთანაც
ჩადგება ეს მშფოთვარება და დამშვიდებული გულით კვლავ კმაყო-
ფილი შევხვდებით, შვილო, ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, პატა-
რა შმაგის ჩემს მზრუნველობას ანდობ, რადგან ჩვილისთვის ეგო-
დენი მანძილი მგზავრობა საშიშარია.
‒ და მეტადრე მეძავ დედასთან.
‒ ოჰ, შვილო, ნუ იკადრებ ეგეთ თქმას.
‒ მე, ალბათ, ყველაფერი მეკადრება, ბატონო!
‒ მამაკაცის მოუთმენელი გულზვიადობით შენ სათნოებას ნუ ია-
ვარჰყოფ, მთავრის ასულო!
‒ დიახ, რომ მართალსა ბრძანებ, დიდო ქალბატონო. მე ჩემი
თავი თვით იავარვყავი და შენთან რა მეთქმის.
‒ როგორ! ჩვენზე ხომ არაფერს იჭვნეულ-ზრახვობ!
‒ ჰა-ჰა! ჩემს ზრახვას ვინა სდებს პატივს, ოდეს უსიტყვოდ მახვი-
ლით თავს მკვებავთ.
‒ ვფიცავარ, შვილო, ღვთიურ ძალთა განგებიანობას, ჩემი ერის
და ოჯახის კეთილდღეობას, საფლავ-საკრძალავს ჩემს წინაპართა
და ლეჩაქს პატიოსანი დედაკაცისას, რომ ჩემი და შენი მამამთილის
ყოველი რჩევა და ზრახვა შენ საკეთილოდაა მომართული. მთელი
ჩვენი სული და გული შენთვის ვიშობს, გამოსავალ გზას ეძებს და გე-

156
ვედრებთ ორივენი, რომ ამ ჩვენს რჩევას არ ერჩო.
‒ ჰმ! შენი ოჯახის კარებდახშული ტუსაღი, რა თქმა უნდა, ბრძა-
ნებას ვემორჩილები, ჩემო ძვირფასო დედ-მამავ, და ჩემი კადნიერი
სიახლოვით შენს შვილს აღარ შევაწუხებ, ‒ უთხრა მზიამ რაღაც
მრავალმნიშვნელოვანი იერით და გულზე ამბორი უყო.
როდამს შეუცნობელმა გრძნობამ გული სხვაგვარ საშიშრად შე-
უკრთო, შუბლი გადაუკოცნა და თვალთაგან მონადენი ცრემლების
დამალვისათვის უცებ პირი იბრუნა და ფაქასკენ გასწია. პასუხი
ცრემლიანი მღელვარებით გადასცა და გურიის სამთავროსკენ წას-
ვლა მესამე დღისთვის დაესკვნა.
მზიას სათნოიანი სახე მყის საქმიანი, მტკიცე ნებისყოფის გამო-
მეტყველებამ შესცვალა და მზისახარს უბრძანა:
‒ მზისახარ! შენ ეხლა წადი და ჩუმად და შეუმჩნევლად გახა მო-
მიყვანე.
რამდენიმე წუთის შემდეგ მზიას ოთახში სამი ადამიანი მზია, მზი-
სახარი და სმაგის ძიძის ქმარი გახა მახარობლიძე რაღაცას საიდუმ-
ლოდ თათაბირობდნენ.

***
ხორცისფერი აბრეშუმის ხავერდით შემოსილი ბუმბულბალი-
შებზე ნარინჯისფერი აბრეშუმის საბანი გადაეფინათ და ზედ ორი
წლის ჩვილს ‒ შმაგის ეძინა.
აღმოსავლეთის კუთხისკენ პატიოსანი ქვებით მოკენჭილი მაც-
ხოვრის ხატი ესვენა და მის წინ ანთებული წმიდა სანთელი თითქო
კრალეულებით თრთოდა.
კარებს უკან დადგმულ ხალიჩაგადაფარებულ ტახტზე შავი ფე-
რის ფუთა ილო. ფუთაში შეხვეული იყო სახარება, დავითის ფსალ-
მუნი, „ვეფხისტყაოსანი“ და რაღაც ტანისამოსი.
მზია ფეხზე იდგა. ჩაცმული იყო. მომზადებული. ვიღაცას ელოდა.
მზიას მხიარული ფერის სამოსი გაეხადა და თავიდან ფეხამდე შავი

157
ფერით შემოსილი მგლოვიარე ღვთისმშობელს ჰგავდა. მზიამ მაგი-
დიდან მაკრატელი აიღო და ხატის წინ იატაკზე დადო. ამ დროს ნე-
ლის სიფრთხილით კარი მოიღო და ჩოხაში გამოწყობილი, შავ-
გვრემანი, ხმელი, საშუალო ტანის კაცი შემოვიდა და ტკეჩით მოწ-
ნული გოდორი შემოიტანა. ეს იყო შმაგის ძიძის ქმარი გახა მახა-
რობლიძე.
‒ ოჰ, გახა, შენა!
‒ დიახ, მე გახლავარ, ბატონო, გოდორი მოვიტანე. ძლიერ კარ-
გი.
‒ ძაღლების საქმე როგორაა?
‒ ძაღლებს, ბატონო, მაგარ არაყში ჩამბალი პური ვაჭამე და
სულ ისე დაბანგულივით მივარდნილან, რომ მგონი დილასაც ვერ
გაიღვიძონ.
– ქეშიკები?
‒ ისინი, ბატონო, ძაღლებზე უფრო მთვრალნი არიან. მკვდრები-
ვით სძინავთ.
‒ ალაყაფის გასაღები?
‒ ურდულს გადავწევთ და გავალთ.
‒ ლაჯანური კვლავ ადლებელია?
‒ ცოტა დაიკლო, ბატონო.
‒ გასასვლელი ბოგირები არის?
– ზოგან არის და ზოგან მოუვლეჯია წყალს, მაგრამ მოვახერ-
ხებთ როგორმე.
– ძლიერ კარგი, ჩემო ერთგულო.
ოთახში შავად გამოწყობილი მზისახარი შემოვიდა, რომელსაც
ხელში შავი ფუთა ეჭირა.
‒ მზისახარ, ღვთის გულისათვის, იკმარე ამდენი ტანჯვა და დარ-
ჩი, ‒ შეეხვეწა ჩუმის ხმით მზია.
‒ ოო, ქალბატონო, არ გეკადრება ასე ადვილად ჩემი გულიდან
მოგლეჯა. სად დავრჩე! ჩემი ნიადაგი შენა ხარ ამ ქვეყანაზე და უნია-
დაგოდ სად მტოვებ. ჰაერი ავფრინდე? როგორ მიბრძანებ ამას. სა-
დაც შენ იწვალებ, მეც იქ ვიწვალო. მართალს მოგახსენებ, ქალბატ-

158
ონო. მოყვარულ უფროს-უმცროსთა შორის, ჭირი და ლხინი ვის და-
უწიხლავს!
მზიას ტირილი წასკდა, გახას და გამდელს მოეხვია.
‒ როგორ გღუპავთ მე უბადრუკი. როგორ ჩემი მსხვერპლი ხდე-
ბით, კეთილო ადამიანებო. ღვთის ფიცით განდობთ და გავედრებთ
ჩემს ერთადერთ იმედს და მომავალს, თქვენს გაზრდილ ანგელოზს.
‒ გახა, ჩემო სანდო იმედო, ამიერიდან შენ ძმა და მე და, აი, ამ ხატის
წინაშე ფიცის მიღებით გაძლევ დისა და ნათესავის გრძნობას და შენ
იცი, როგორ გამიტან.
გახა მადლობის ნიშნად კაბის კალთაზე ემთხვია და ხატის წინ
დაჩოქილმა უპასუხა:
‒ რადგან ღირსი გამხადეთ ეგოდენ ნდობისა, მეც ფიცს ვდებ
ღვთისა და კაცის წინაშე, რომ შენს შმაგის ერთგულებაში დავლიო
ჩემი დღეები. და თუ ამაში ვიტყუო, ამ ხატის ძალით ვირისხებოდე,
ქალბატონო, და ქვეყანაში ქუდშერცხვენილი ვიდოდე.
მზიამაც უცებ ხატის წინ დაიჩოქა, მაკრატელს დასწვდა. მუხლე-
ბამდე დართხმული ორი გიშრის ფერი ნაწნავი წინ გადმოიწყო, ძირ-
ში მოიჭრა და პატარა წერილთან ერთად ხატის წინ შენაწირივით
დასდო. და ამ დროს სამი ადამიანის ცრემლი ‒ თავგანწირვის ში-
შით, ცხოვრების გამოთხოვების დანანებით, თუ ერთი მეორის სიბ-
რალულით ‒ ხატის წინ ნაკვერცხლებივით ცვიოდა. და ასეთი ცრემ-
ლებით თვალებაბლანდულები შმაგისთან მივიდნენ, რბილად და
სათუთად შეახვიეს, გოდორში ჩააწვინეს. შავი დიდი შალით გადუკ-
რეს და თოკის სასამხელურებით გახას განდაგან ზურგზე მოკიდეს.
‒ ღმერთო, უფათერაკოდ გვიწინამძღვრე, დიდება შენს სახელს,
‒ თქვა გახა და პირჯვარი გადაიწერა.
‒ ღმერთო, ნუ მოგვიძულებ, დიდება შენს სახელს, ‒დაუმატა
მზისახარმა.
‒ ვიდრე მზე და მთვარე ნათობდეს, მანამ შენი გვარიც ხარობ-
დეს, ჩემო დაკარგული ოჯახო, – გულწრფელად თქვა მზიამ, წაღმა
დატრიალდა, ფუთა ხელში აიღო და სამივენი უსიტყვო ლანდებივით
გავიდნენ, კარი ფრთხილი სიჩუმით გაიხურეს.

159
მზიას ოთახმა თითქო იგრძნო, რომ ლამაზი სული გაეყარა, მოკ-
ვდა და ცარიელ ჩონჩხად ქცეულმა კედლებმა შეძრწუნებული ლა-
წანი მოიღო, ხატის წინ დანთებული წმინდა სანთელი ძირს გადმო-
ვარდა, ჩაქრა, ოთახი სამგლოვიარო სიბნელემ მოიცვა.

***
დიდმა ქალბატონმა როდამმა ყოველთვის დილაადრიან იცოდა
აბრძანება, ოჯახში მიხედ-მოხედვა, მსახურთა თავთავის საქმეზე
დასაქმება და ყოველგვარი განკარგულების გაცემა. ამ დილასაც
ჩვეულებრივ აბრძანებულიყო და აივანზე გამოსული მოსამზადე
ქალს ავალებდა, რომ უწინარეს ყოვლისა, მზიასთვის საუზმე დაემ-
ზადებინა.
‒ სიწმინდისა! ხომ იცი, როგორი აზიზი ხასიათის არის, და თუ
ღმერთი გწამს, შენი იმედი რომ მაქვს, ისე ფაქიზად დაამზადე ყვე-
ლაფერი. ვარია შეწვი, ყველი გადაზილე, ხაჭაპურები ძლიერ
თხელკანიანი დააცხვე, მწიფე ხილიც მიათვალიერ-მოათვალიერე.
‒ კი, ბატონო, მის გაღვიძებამდე ყველაფერი მზად მექნება.
პატარა ჩიტმა რაღაც შემოსძახა და გაფრთხიალდა.
‒კაი ამბავი ჩვენ და ოქროს ნისკარტი შენ, ‒ მიაძახა სიწმინდი-
სამ.
‒ ოჰ, შეჩვენებული, რა გაოცებით დაგვძახა, – ჩაილაპარაკა
როდამმა და სამოახლოსკენ წავიდა.
სიცოცხლითა და ენერგიით სავსე სიწმინდისა ხალისიანად გა-
ეშურა დავალებულის დასამზადებლად.
სიწმინდისას მართლაც რომ შესაფერი სახელი ერქვა. იგი გან-
ხორციელება იყო სიწმინდის და სისუფთავის, როგორც თავის მოვ-
ლით, აგრეთვე გემრიელი და სუფთა საჭმელების დამზადებით, რის-
თვისაც განსაკუთრებით იწონებდნენ ბატონები მის ნაკეთებს და
ამიტომ ათვალწუნებულიც კი ჰყავდათ დანარჩენ მსახურ ქალებს.
დიდ ქალბატონს ოჯახში მივლა-მოვლით კარგა ხანი დააგვი-
ანდა. თავის ოთახისკენ რომ დაბრუნდა, ქმარი შემოხვღა.

160
‒ ჩემი რძალი თუ ნახე, ღღეს როგორ ხასიათზეა?
‒ არა, ჯერ არ მინახავს. ოჯახურ საქმეებს შევყევი, დიდი დრო
გასულა. მაიზერი თუ ნახე, რას შვრება?
‒ კვლავ ეგრე პირქუშია, როგორც იყო. ეჰ, ეშმაკი შეუსხდა
მხრებში და ის არის.
‒ ერთი მკითხა, ხვალისთვის ხომ ემზადებითო. ალბათ, „არაო“
რომ მეთქვა, დაჭამდა ყველაფერს. რა ჰქენი, ქალბატონო, სახვა-
ლიო საგზლის მარაგი თუ უბრძანე?
‒ კი, ყველაფერი იქნება, მაგრამ ვაი, რომ ამ ქნას...
‒ არაფერია, ეგებ კვლავ გამოიდაროს.
‒ სახლიკაცებმა რა გიპასუხეს? ყველანი აღტაცებული სიამოვ-
ნებით მიგვყვებიან.
‒ ვაი ჩემს თავს, რომ მაგ წასვლა-ხლებაში ჩვენთვის არ ურევია
სიამოვნება, ‒ თქვა როდამმა და სიწმინდისაც მოვარდა.
‒ქალბატონი და შმაგი სად ბრძანდებიან?
‒ თავის ოთახში, გოგო, როგორ უცხოსებრ კითხულობ.
‒ არა, ბატონო, იქ არავინ არ არის.
‒ შენ გადირიე სწორედ. გეშლება რაღაც. აბა ვნახოთ, ‒ უთხრეს
სიწმინდისას ცოლ-ქმარმა და მცირეოდენ შეჩქვიფებულნი უკან გაჰ-
ყვნენ.
კარი შეაღეს. ოთახის სივალიერე-სიჩუმის ელფერმა დიდ ბატო-
ნებს რაღაც შეუცნობელ სამგლოვიარო უფსკრულში გადაახედა.
იდუმალმა საშიშროებამ ტანში დაურბინათ.
‒ ვარსკვლავისა, ქალო, მზისახარს დამიძახე, იმას ეცოდინება.
ვარსკვლავისა თავზარდაცემული დარბოდა აქეთ-იქით, მზისა-
ხარს ეძახდა, მაგრამ ყოველი ხმა და ძახილი უპასუხოდ რჩებოდა.
‒ იქნებ საყდარში წაბრძანდა? ‒ თქვა ფაქამ.
რამდენიმე მსახური საყდარში გაიქცა. შემოსილი მღვდელი, ის
იყო, წირვას იწყებდა, მაგრამ მზია არ ჩანდა.
ისევ ოთახს მიუბრუნდნენ, ყოველი ნივთი, ყოველი საგებელი
ხელუხლებელი იყო. დიდი ბატონების აღშფოთება და შიში თანდა-
თან მატულობდა, რა უნდა ეფიქრა აღარ იცოდნენ.

161
უეცრად სიწმინდისამ საშინლად შეიცხადა:
‒ ეს რა ამბავია?!
ხატის წინ მზიას ნაწნავები და წერილი შეამჩნია. გაშმაგებული
ფაქა და როდამი წერილს მივარდნენ.

„პატრონო და განმგებელო ცისა და ქვეყნის შემოქმედო! განვახვამ


გულსა ჩემსა სიწრფელებით აღსავსეს და ფიცით ვაღიარებ, რამეთუ არა
არს ჩემში დანაშაული, ვიდრე უბიწო სიყვარულისა და ოდეს უცოდველ
ზრახვასა ჩემსა ეგოდენ ბოროტების წარმოშობად დაეპატრონენ ფრთანი
ეშმაკისანი და შემიგინეს ლეჩაქი პატიოსანი დედაკაცისა ‒ ვეღარ ეგუა სუ-
ლი ჩემი გარემოსა სოფლისა და დავტოებ ოჯახსა ამას ლოცვა-კურთხევით
შემოვედრებულს საფარველსა ქვეშე შენი კალთისა, უფალო. ხოლო ჩემს
თვალთაგან დაღვრილ ცრემლთა საწმენდად განვიძარცვე და დავაგდე
თმანი ჩემი წინაშე შენი ხატებისა“.

გაფიცირებული როდამის თვალები ნაწნავებს დააშტერდა, გა-


მოართვა და გულში ჩაიკრა.ფარას შუბლზე ხელისგული მიეჭდო.
როდამს და მზიას ნაწნავებს უსიტყვოდ დასცქეროდა.
კარებში მაიზერი გამოჩნდა. სასახლის შეშფოთებას მის ყურამ-
დინაც მიეღწია.
მამამ სიძულვილის შესეფდა და შეჰყვირა: ‒ დაიკარგე, აქედან,
მე ბრიყვო!
მაიზერმა გაყვითლებული სახით უკან დაიხია, პირი იბრუნა და
რეტდასხმული იმ ადგილს მოწყდა.

***
მზიასაგან მიტოვებული ოჯახის უსაზღვრო და უნაპირო აღშფო-
თებას მთელი გვარეულობის და ხალხის აღშფოთება შეუერთდა და
უცებ ყველასი აშლილ-აფორიაქებული ცხენით და ფეხით ტყესა და
ველს საძებრად მოედვნენ. პირქუში დღის მუქი ღრუბლები ერთი-
მეორეში ისე ირეოდნენ, მოძრაობდნენ, თითქოს ისინიც მომხდარი
ამბით მოქვიფრულან, მზიას და მის გამყოლთ დაეძებენო.

162
მეთევზე გიგოლა ლაჯანურის ნაპირს მიყვებოდა, მკლავზე გადა-
დებულ ბადეს მალიმალ ისრობა და კალმახებით სავსეს ნაპირზე
მოათრევდა.
მზიას მაძებრები თავს წაადგნენ.
‒ გიგოლა! ხომ არავინ გინახავს?
‒ ვინ უნდა მენახა? რაზე მკითხავთ?
გიგოლას მომხდარი ამბავი უთხრეს. გაიოცა. მას არავინ არ ენა-
ხა. მაძებრები დაშორდნენ. თევზაობა განაგრძო. წყლის ნაპირზე
რაღაც შეამჩნია. მივიდა, დახედა. შეკრული ფუთა იყო. გიგოლა და-
აცქერდა. პატრონი არ ჩანდა. დაეჭვდა. მაძებრებისკენ გაიქცა. ყვი-
რილი ასტეხა, რომ დაბრუნებულიყვნენ. დაბრუნდნენ. გიგოლაც
წინ შეხვდათ.
‒ რა იყო, კაცო? ‒ შეეკითხნენ გიგოლას.
‒ აგერ, წყალდიდობამ რომ ბოგირი მოგლიჯა, იმის ძირში რა-
ღაც შეხვეული ფუთაა. წამოდით, ნახეთ.
ყველანი გაოცებულნი უკან გაყვნენ. ფუთასთან მივიდნენ. გახ-
სნის სურვილი და საშიშროება ერთმანეთში ირეოდა. ყველას უნდო-
და ფუთა სხვისი გამომდგარიყო. გახსნეს. შმაგის და მზიას ტანსაც-
მელი გამოდგა. უიმედობის იჭვმა შავი ფრთები შეარხია. წყლის
პირს გაუყვენ. მზისახარის ფეხსაცმელი და თავსაფარი ნახეს. კიდევ
რამდენიმე ნაბიჯი და გახას ქამარი და ყაბალახი იპოვეს. ნახულმა
ნიშნებმა. ყოველგვარი იმედების ძარღვი გადაჭრა. თავზარდაცემუ-
ლი ხალხი მიცვალებულთა ძებნაზე გადავიდა. კოკისპირული წვიმა
წამოვიდა. შლეგური ბუნების ლაჯანური უცებ ადიდდა. მაძებარი
იმედი გადაუწყდათ.
‒ ოხ, ეს წვიმა რაღა იყო, ეს ოხერი! ღმერთმა იცის ახლა რამსი-
შორეს გაიტაცებს, – ამბობდა ერთი და თან მდინარის პირს მიუყვე-
ბოდნენ.
‒ ამაზე უარესი უბედურება არ ვაგონილა. მიცვალებუდიებიც თუ
დაიკარგნენ, ეს მთლად ღვთის რისხვა იქნება, — გამოეპასუხა მე-
ორე.
‒ დაკარგულია და გათავებული, არ იცი ამ გადარეული წყლის

163
ამბავი? მოდიდებულზე მისი ტანის გადასარებ ქვიშა-ქვას და ლოდს
აღარ ტოვებს და მიცვალებულებზე აწი ფიქრი სისულელეა, იმათ
ჩვენ ვეღარ მოვნახავთ.
‒ იმე, შე კაცო, სად გააქრობს აბა!
‒ სად გააქრობს და ზღვას მიუტანს.
– იმე, ეგება მართლა!
‒ ისე მართლა გეშველა შენც და მეც.
‒ რაფერ, შე კაცო?
‒ კაცო, ეს არ იცი, რომ ყველა წყალი ზღვაში იყრის თავს? შენი
ეზოს ბინული რომ ბინულია, იმასაც ზღვაში მიუხარია.
– ქე რა მიუხარია იმ ოხერს. ამ ჩემს ეზოში თვალით ვხედავთ და
დაფასებაშია და ზღვაში ისე გაქრება, რომ კაცი ვერ შეამჩნევს.
ორ მოსაუბრეს უკნიდან ამხანაგები დაეწივნენ.
‒ დავბრუნდეთ, კაცო, – მიაძახა უკანა კაცმა. — ტყვილია, ასე
გადარეულ წყლის წანაღებს ჩვენ კი არა, რაში ვერ დაეწევა. გაიხე-
დეთ, თანდათან რა კოკისპირულად უშენს.
‒ რა გახედვა მინდა, შე დალოცვილო, უკანა ღარში საწისქვილე
წყლისოდენა ჩამთქიშინობს.
‒დავბრუნდეთ, დავბრუნდეთ! გაკეთებით ვერაფერს გავაკე-
თებთ, კი ვიცი, და შეიძლება ჩვენც სადმე ორწყალშა მოგვამწყვდი-
ოს და ხიფათში ჩავვარდეთ.
ქვეითები დაბრუნდნენ. ცხენოსნები იხტიბარს არ იტეხდნენ.
მდინარეს მიყვებოდნენ, მაგრამ ამაოდ. საღამო ჟამს უიმედონი
დაბრუნდნენ. გაგულდიდებული წვიმის ჟეთქი და ქინდრავარდნი-
ლი ლაჯანურის ადიდება ნახვის შესაძლებობის იმედს აღარ იძლე-
ოდა.
დამკვიდრებულთა ცნობამ გამოარკვია, რომ ხოსიას მოულოდ-
ნელმა ამბავმა გურიელის ქალს სულის სიმშვიდე დაუკარგა, ჭკუაზე
შემცდარი ბავშვით გაიქცა, უკან გახა და მზისახარი დაედევნენ. მაგ-
რამ მათდა მოულოდნელად, ქალი წყალში გადაეშვა, მისაშველებ-
ლად გახა და მზისახარიც გადაჰყვნენ და ყველა ერთად დაიხრჩვნე-
ნო.

164
ფაქას ოჯახს მომხდარი უბედურების საბოლოო აზრი ეუწყა. დი-
ახ, ეუწყა, მაგრამ განა ყოველთვის შეიძლება ადამიანის შინაგანი
განცდის სიამ-სიმწარეს ჩაწვდეს კალამი და მით მოვხაზოთ ჭეშმა-
რიტმეტყველი სტრიქონები?
რა თქმა უნდა, არა.
ანდა შეგვიძლია ყველა მოვთხოვოთ ისეთი ღრმად მხედველი
გონების თვალი, რომ ყველა უბედურების უფსკრულს ძირამდე ჩა-
ხედოს?
რა თქმა უნდა, არა.
მზიასაგან იავარყოფილი ოჯახის გულში ძირამდე ჩახედვა ყვე-
ლა გონების თვალს არ შეეძლო. თუმცა საერთოდ ყველა ხედავდა,
გრძნობდა, რომ ცამდე ბედნიერ ოჯახს გლოვით და ცრემლით შე-
ნერწყვილი ძაძა გადაეფარა. მაგრამ ეს არ იყო ამომწურავი გაგება
იმ ჯოჯოხეთის სიღრმე-სიგანისა, რომელსაც მეორეს თვალი და გა-
გება ვერ სწვდება ხოლმე.
ცოდვით გადიდებული დღე მიიწურა. სიბნელე ჩამოწვა. კვლავ
კოკისპირულად წვიმდა. ფაქას, როდამის და მაიზერის უმწეო გონე-
ბის ხედვა კი თითქო სიბნელეს, წვიმას და მანძილს ჰკვეთდა, გააფ-
თრებული მდინარის მსხვერპლებს აქაფებულ ტალღებში ხედავ-
დნენ და ეს იყო, რომ სამივეს გულში ჯალათის ორპირიან მახვილს
ატრიალებდა.

***
მოულოდნელად დაღუპული ხოსია ისე მიასვენეს შინ, რომ ოჯახ-
მა არაფერი იცოდა.
მომხდარი ამბავი ყველას აკვირვებდა და ვერ აეხსნათ, თუ რისი
შედეგი იყო ასეთი უბედურება. მხოლოდ ხოსიას სტუმრები ვამეხი
და ესიკა კი შიშობდნენ, ვაითუ ჩვენი წერილი იყო მიზეზი ამ მო-
ულოდნელი მსხვერპლისაო.
‒ ესიკა! ჩვენ რაღას ველოდებით აწი აქ? ხომ ხედავ,ისეთი მდგო-

165
მარეობა შეიქნა, ჩვენი აქ ყოფნა აღარ ეგების, ‒ უთხრა ვამეხმა ესი-
კას.
ხოსიას სახლის ვაი-ვაგლახს გარიდებულნი ისინი ეზოს ერთ კი-
დეში ხის ჩრდილქვეშ ნაბადზე ისხდნენ.
– ბატონო, ნამეტანი ურიგობა იქნება.
– რატომ?
‒ სანამ მშვიდობით იყვნენ, ეს სამი დღე მათ პურ-მარილზე ვიყა-
ვით და ახლა კაცი მოკლეს და გაქცევა არ ივარგებს.
‒ აბა, შენი ფიქრით აღარ უნდა მოვშორდეთ?
‒ მოშორებით... ნეტავი არც ახლა მქნა აქანა, მაგრამ დასაფლა-
ვებამდე აღარ ვარგა, ბატონო, ჩვენი წასვლა.
‒ ჰოდა, მაგის დასაფლავებამდე შეიძლება ჩვენი დასაფლავე-
ბაც გაიჩარხოს და ამით გათავდება ჩვენი მგზავრობაც.
‒ რატომ, ბატონო?
– იმიტომ, რომ ხომ გესმის, სამეგრელოში მოყვრებს აცნობეს,
მათი ფიქრით დადიანსაც მოელიან და ამ მიზეზით დასაფლავების
დღეც შორს დანიშნეს და მანამდე ჩვენი აქ ყოფნა უხერხულიც არის
და სახიფათოც, ჩემო ესიკა.
‒ ბატონო, რა შორს არის მაინცდამაინც, სულ ოთხი დღე არის
დასაფლავებამდე.
– ჰოდა, შე ბრიყვო, ამ ოთხ დღეში ბევრი რამ შეიძლება გამოი-
რკვეს. ხომ ხედავ, რაკი მაგ მხეც ხალხს ადამიანის სიკვდილი ასე
ეადვილება, ჩვენ წინაც არ დაიხევენ უკან.
‒ ღმერთი შენს მტერს გაუწყრა! ჩვენ რა შუაში ვართ!
‒ ჩვენი წერილი თუ ხელთ ჩაუვარდათ, სად წაუხვალ მაშინ ესი-
კობას, რომელიც შენს წერილს აბოლოვებს?
‒ იქ წაუვალ, რომ სულ არ ვიტყვი ამ ჩემს ესიკობას და ამიერი-
დან შენც ბერიკა დამიძახე.
– ჰა-ჰა, შეგაჩვენოს ღმერთმა. მერე ესიკას და ბერიკას ვერ გა-
არჩევენ?
– ვინ გაარჩევს! როგორც ჩვენი გურელობა აფხაზ-ჩერქეზობი-
დან გაარჩიეს, ისე გაარჩევენ ამასაც.

166
‒ სხვა თუ არა, ამათი სიმონია მაინც იტყვის ესიკას ვეძახდიო.
‒ მეც ვიტყვი; შეშლია, მაგ უბედურსა-თქო და ესიკა და ბერიკა
ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევია-თქო.
‒ ოჰ, რა თვალთმაქცი რამა ხარ. რას არ მოიგონებ, შე შეჩვენე-
ბულო!
– ასეა, ცხოვრებას რომ არავინ დაგანებებს, მგლად უნდა იქცე.
უგანაჩენოდ რომ წავიდეთ, ვიცი მერე სამყოფი აღარ იქნება შენ-
თან. სხვა თუ არა, პირის დღეზე ბევრი ხალხი მოიყრის თავს და ერთ
ვინმეს მაინც ეცოდინება მართალი და იტყვს, რისთვის მოხდა ამ
ტრაბახა კაცის ჭიკვდილი.
ვამეხმა გაიღიმა.
‒ საწყალი. გახსოვს მისი ქადილი. ჩემმა მარანმა რომ გადმო-
ხეთქოსო?
‒ აიდა, რა დამავიწყებს მაგას.
‒ და საქურდლად კი მიდიოდა თურმე, მაგრამ შუადღეზე საქურ-
დლად წასვლაც არ გამიგონია.
‒ ბატონო, შუადღეზე აქედან წავიდა, თორემ იქ მიპარვა ღამის-
თვის დაუცდია.
ხოსიას აივანზე ბევრი ხალხი ირეოდა. საჭირისდღეო საქმიანო-
ბით ფუსფუსებდნენ. ერთი საპატიო აზნაური მეორეს მიუბრუნდა:
‒ შე კაცო, გავიდეთ იმ უცხო კაცებთან და ცოტა რამეზე ვესაუბ-
როთ, თორემ სირცხვილია, სტუმრის რიდი და პატივი არ სცოდნი-
ათო, იტყვიან. ხომ იცი, აფხაზები არიან ‒ ზრდილი და თავაზიანები.
‒ მართალია. აქამდინაც უნდა მოგვეფიქრებინა. წამობრძანდი,
წავიდეთ. და აზნაურები სტუმრებისაკენ გაემართნენ.
‒ დიდ ბოდიშს ვიხდით, უცხო სტუმრებო, თქვენ წინაშე, რომ ბევ-
რი რამ საკადრისი სამსახური და ყურადღება დაგაკელით, მაგრამ
ჩვენს უბედურ მდგომარეობას თქვენც ხედავთ და იმედია, არ დაგ-
ვძრახავთ, – მიმართა მასპინძლური ბოდიშით ერთმა.
‒ არა, ბატონო, პირიქით, ჩვენ ვწუხვართ, რომ ეგების რითიმე
გაწუხებთ, მაგრამ ჩვენებური წესით ზრდილობა ნებას არ გვაძლევს
ჩვენდამი დავალებული მასპინძლის ცხედარი დასაფლავებამდე მი-

167
ატოვოთ და ამით სტუმრობაც გვიგრძელდება.
‒ ოო, დიდ დავალებად ჩავთვლით, ბატონო ჩვენო, დიდ დავა-
ლებად, – უპასუხეს მისულებმა და სასაუბროდ მინდორზე მოირ-
თხნენ.
‒ სააუგო უბედურება მოხდა, ბატონო,‒ მიმართა ერთმა ვამეხს,
‒ სიკვდილთან ერთად სირცხვილიც დაედო ცხონებულს.
‒ დიდად სამწუხაროა, არ გავდა ასეთ კაცს და რათ მოუვიდა,
ჩვენც გვიკვირს, მტრული განწყობილება ხომ არაფერი ჰქონდათ
ურთიერთშორის?
‒ არა, ბატონო!
‒ პირიქით, გელოვანი სწყალობდა, ბატონო,‒ დაუმატა მეორემ.
‒ მაშ დიდად გასაკვირვალია.
‒ მეორე გასაკვირვალი ის ამბავი გახლავთ, ბატონო, რომ მიტ-
როპოლიტ ცაგერელს ეს რამდენიმე ხანია ჰაერით სამკურნალოდ
ძმისწული, ოდიშის მთავარი ჰყავდა წვეული და ახლა მოგახსენე-
ბენ, რომ მარტოდმარტო გაქცევიაო.
‒ სით გაქცევია?
‒ თავის სამთავროში.
‒ მე მითხრეს, დასაფლავების დღისთვის აქ ელოდებიანო?
‒ დიახ, ვფიქრობდით, მაგრამ რაკი ასეა, აქ რაღა უნდა?
‒ ეეჰ, ცუდი ამბები ისმის ყოველმხრივ, ბატონო, ცუდი, დაიწყო
მეორემ, ‒ იმასაც კი მოგახსენებენ, თათრის ხელმწიფე საქართვე-
ლოზე ისევ კბილებს ილესავსო და ქართლის მეფისთვის მუქარაც
შეუბედნიაო და თუ მართალია, შენ უკეთ გეცოდინება, ბატონო.
‒ საქართველოზე იმათ ყოველთვის გალესილი აქვთ კბილები,
მაგრამ ბევრჯელ ჩაემტვრათ და კიდევ ჩაემტვრევათ.
‒ერთი მზეთუნახავის ზღაპარი გამიგონია, ბატონო, რომ თავის
სიმშვენიერით ყველას თვალს სჭრიდა, მაგრამ კოშკის მისავალში
ისეთი დილემური გზაჯვარედინი ჰქონდა თურმე, რომ ვინც იმას გა-
დააბიჯებდა, ყველა კისერსა და კინჩხს იტეხავდაო. ამიტომ მზეთუ-
ნახავსაც ვერავინ ვერ დაეპატრონაო, მისი არ იყოს, ასეა ჩვენი კურ-
თხეული ქვეყნის საქმეც. ობოლი მარგალიტივით გამოიყურება ეს

168
დალოცვილი და ყოველი თვალხარბი და გაუძღომელი მის დასარ-
ბევად მოძრწის, მაგრამ, ღვთის მადლითა და განჩინებით, საქარ-
თველოზე ავად ხელის ამწევი ჯერ არ გახარებულა და არც აწი გა-
იხარებს.
‒ ამბობენ, ბატონებო, სალ კლდეთა შორის აღზრდილი ფრინვე-
ლი ყველაზე მეტად გამძლეაო, და ჭეშმარიტად ამას ვამართლებთ
ჩვენ,რომ მრავალ საუკუნეთა მანძილზე არსებობისთვის საბრძოლ-
ველი კარი და ხმალი ვერც ერთმა ურდომ ვერ გადაგვიტეხა და რაც
უნდა მივეფერფლოთ, სული კვლავ ცოცხალია,‒ ამბობდა სიტყვა-
ლამაზი ვამეხი და მოსაუბრენიც სიამოვნები ყურს უგდებდნენ, რომ
სუფრის მოწესრიგე ეახლათ და ყველანი სადილზე მიიწვია.

***
ხოსიას დასაფლავების დღეს დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი.
მახლობელ ქალთა წივილ-კივილი, თმათა და ღაწვთა ხოკვა და მა-
მაკაცთა ვაი-ვაის ყვირილი საზარელ სურათს ჰქმნიდა. ერთი მე-
ორეს ენაცვლებოდნენ მღვდლითა და მოზარეებით მოსული მოყ-
ვრები. ეზო ხალხი აივსო ეზოს ღობეები მიბმული ცხენებით შემოირ-
კალა. ეზო კი სუფრები იშლებოდა და მსახურნი დაფუსფუსებდნენ.
ხალხი ჯგუფ-ჯგუფად შეგროვილიყო და ყველა ხოსიას ხვედრზე
ლაპარაკობდა.
ცაგერიდან მიტროპოლიტს ელოდებოდნენ, დააგვიანდა და მახ-
ლობელნი ღელავდნენ. ამბავი მოვიდა, შეუძლოთ ვარ და მოსვლა
არ ძალმიძსო.
‒ სანამ ცოცხალი იყო, მაგრამ სამსახურს გადაყვა, საწყალი, და
ახლა ერთი წირვა და პანაშვიდი დაამადლეს! დიდი გულისწყრომით
თქვა ხოსიას საგვარეულოში უფროსად და საპატიოდ მიჩნეულმა
თეიმურაზ ყრუაშვილმა და იქვე ხისძირში საჯდომ ხეზე უკმაყოფი-
ლოდ ჩამოჯდა. თეიმურაზმა იცოდა, რომ დღეს მთელი საყრუაშვი-
ლოს მტერ-მოყვარენი აქ მოვიდოდნენ და უმიტროპოლიტოდ ხომ

169
ჭირის დღეს შნო და ლაზათი დააკლდებოდა და მოყვრებში შერ-
ცხვებოდნენ.
‒ წადი და უქენი კაცმა კაცს სიკეთე, – კვლავ ჩაილაპარაკა გუ-
ლისწყრომით თეიმურაზმა.
‒ შეიძლება კიდეც ითაკილა აქ მოსვლა, ‒ ჩაილაპარაკა მეორე
მახლობელმა.
‒ რაო? ყრუაშვილთა ოჯახები ქრისტიანები არა ვართ, თუ რა
არის სათაკილო?
‒ არა, ბატონო, მე მაგ აზრით არ მომიხსენებია.
‒ აბა რას ქარაგმობ?
‒ არაფერსაც არ ვქარაგმობ. მე მოგახსენებ, შეიძლება არ იკად-
რა ამ სამარცხვინო სიკვდილთან მობრძანება-მეთქი.
‒ შე დალოცვილო, სირცხვილსა და ცოდვას ეჭირვება წირვა-
ლოცვით გამოსყიდვა, თორემ ყველა ქრისტე ღმერთი რომ ვიყოთ,
მაგათი ლოცვა ვის რაღათ გვინდა.
‒ ბატონო, შეიძლება არც ისეა სინამდვილე, როგორც ხმებია და
ტყუილ-უბრალო ცოდვას ვდებთ ცხონებულს,‒ თქვა ერთმა სტუ-
მარმა.
– მართალი თქმაა. თორემ რასაც ამბობენ, ის რომ მართალი
იყოს, სისხლის ანაზღაურებას ქურდზე რათ შემოთვლიდნენ.
‒ მართალია. რაღაც სხვა საქმეა ეტყობა, ჩაერივნენ სხვები მსჯე-
ლობაში. ბატონო!
‒ რა უპასუხეთ შემოთვლილზე? ‒მიმართა ერთმა მოყვარემ თე-
იმურაზს.
‒ რას ვუპასუხებდით! რისთვის მოგვიკლეს, ჯერ ეს ჩვენთვის უც-
ხო და გამოურკვეველია და რა დროს შერიგებაზე ლაპარაკია, მამა-
შენი ნუ წაგიწყდება!
‒ ჰო, ნაჩქარევი შემოთვლა მოუვიდათ.
‒ რაღაც აწუხებთ და მიტომ.
‒ უნდათ, ალბათ, ნაჩქარევად მოთაფლონ საქმე და სინამდვი-
ლე მიჩქმალონ, ‒ ისროდა ყველა თავის აზრს თეიმურაზისკენ.
ეზოში ფაცაფუცი ატყდა. ხოსიას მამიდაშვილი ვახვახ მდივანი

170
დიდი მოტირლით და ორპირი მოზარეებით მოვიდა. ვახვახმა მიც-
ვალებული დატირა, შემდეგ ეზოში გამოვიდა, თეიმურაზს მძიმე სა-
ლამით მიეგება და მიმართა:
‒ რა ცუდი საქმე მოხდა, ბიძაჩემო, რა ცუდი საქმე! თავის თავიც
დაგვიკარგა ცხონებულმა და საგელოვანოშიაც ხომ დიდი უბედურე-
ბა დაატრიალა.
– იკითხოს მაგ უბედურმა, ბიძია, თორემ საგელოვანოს რა უშა-
ვს.
‒ ბატონო, არ გაგიგიაო, იქ რა მოხდა?
‒ რაო, რა მოხდა? ჰო, შენ იქ ყოფილხარ მართლა იმ დროს და
დიდადაც გამიკვირდა, მიცვალებულს რომ არ გამოყევი.
‒ მოგახსენებთ, ყველაფერს, ბატონო, ‒ დაიწყო ვახვახმა და
ხალხიც მოსასმენად გარს შემოერტყა, ‒ სწორედ იმ დღეს მაიზერ-
თან გახლდი დაბარებული, სანადიროდ უნდა წავსულიყავით. მაგ-
რამ რაღაც ეშმაკად წყალს ხიდი წაეღო და უკან დავბრუნდით. ვი-
ფიქრეთ, მეორე დღეს წყალი დავარდებოდა და გასვლა უხიფათოდ
მოხერხდებოდა. ხოსია იმ დღეს სადილად იქ ყოფილიყო და მე რომ
მივედი, ის იყო ცხენზე ჯდებოდა. იმ ღამეს, ყველა რომ დავწექით და
ღრმა ძილში ვიყავით, ძაღლები აყეფდნენ, ისე რომ მათ გაჩუმებას
არაფერი ეშველა. ამას არავინ მიაქცია ყურადღება. ყველას უფიქ-
რია, შარაზე გამვლელს ვინმეს უყეფენო და არც არავის გაუხედნია,
მაგრამ მაიზერს მისი ოთახის გადაღმიდან რაღაც ხმა მოსმენია.
გაკვირვებია. ამდგარა და სარკმლიდან გადაუხედნია. შეუმჩნევია,
რომ რაღაც შავად მოფოფხავდა. მეტი რა უნდა წარმოედგინოს ‒ ნა-
დირი უფიქრია და უსვრია. სროლას კი ეს მოჰყვა. ამან ისე აღაშფო-
თა მთელი სასახლე და განსაკუთრებით გურიელის ქალი, რომ მო-
ლანდების შიშით მერე მისი ოთახიდან აღარ გამოსულა. სულ ცრემ-
ლობდა. აღარ ეძინა თურმე და სმა-ჭამა მიატოვა. გუშინწინ დილას
გურიელის ქალი თავის ბავშვით აღარ იყო. შევქენით ყველამ ძებნა,
რბენა, მიკითხვ-მოკითხვა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ერთი მეთევზე
გლეხი წასტეხია წყლის პირად დავარდნილ ფუთას. გავშალეთ, ვნა-
ხეთ და გურიელის ქალის და მისი ბავშვის ტანისამოსი იყო. თავზა-

171
რდაცემულები ავედევნეთ წყლის ნაპირებს და კიდევ წავაწყდით მი-
სი გამდელის ფეხსაცმელს და თავსაფარს. ცოტა რომ კიდევ გავი-
არეთ, გახა მახარობლიძის ყაბალახი და წელსარტყამი ეყარა. თან
წვიმა წამოვიდა ის ოხერი ისეთი, რომ მდინარე უცებ ზღვად აქცია.
ვეძიეთ მას აქეთ, გავყევით დიდზე წყალს, მაგრამ ვერაფერი გავი-
გეთ.
‒ მერე?! მერე?! ‒ ეკითხებოდნენ ყველანი აღშფოთებულ-გან-
ცვიფრებულნი.
‒ მერე გამოირკვა, რომ ქალი ჭკუაზე შემცდარა, ბავშვიც აუყვა-
ნია და იმ შუაღამეში სადღაც გაქცეულა. ეს, ალბათ, მარტო მზისა-
ხარმა და გახამ გაიგეს, აღარ გაახმაურეს, დასაბრუნებლად და-
ედევნენ. ამასობაში ქალმა წყალში ჩავარდნა მოასწრო. ცხადია,
რომ იქ ორნი მიეშველნენ, მაგრამ შუაღამეს მოდიდებულ წყალში
რას გახდებოდნენ და ყველანი ერთად დაიღუპნენ.
‒ მაყურებელი არავინ არის? ‒ შეეკითხა ვახვახს ვიღაცა.
‒ მაყურებელი ვინ იქნებოდა იმ უკუნ ღამეში. მხოლოდ მეწის-
ქვილე ამბობს, რაღაცაზე გარეთ გამოვედი და უცებ ერთმა ქალმა
ჩამირბინაო. მივაძახე: ვინა ხარო, მაგრამ ხმა არ გამცაო.
ამ საზარელმა ამბავმა ყველა დიდად აღაშფოთა და განსაკუთ-
რებით თეიმურაზი. მრისხანე კილო უცებ შეცოდებამ შეურბილა,
ხოსიასადმი გაბრაზებამ თვალებში გაუელვა და მოამბეს შეეკითხა:
‒ აბა, ვახვახ ჩემო! ამ უბადრუკზე რაც ითქვა, ეს შენი თვალით
ნახული სიმართლეა?
‒ სამწუხაროდ, ბიძაჩემო, სამწუხაროდ, ამას დამალვა აღარ
უხერხდება და სწორედ ამიტომ იყო, რომ ცხედრის გამოყოლა შემ-
რცხვა და ვარჩიე შეწუხებულ მაიზერთან დავრჩენილიყავი, თორემ,
აბა, რა საფიქრალი იყო მტრული სიკვდილს მტრულად არ ვუპასუ-
ხებდი, მაგრამ სამარცხვინო მდგომარეობაში ჩამაგდო ცხონებულ-
მა. ახლაც დედიჩემის ხათრი, თორემ, გამოგიტყდებით, მრცხვენო-
და წამოსვლა.
‒ ვაი ჩვენს ცუდკაცობას! ვაი ჩვენს სირცხვილს! ‒ შემოირტყა
შუბლში ხელები თეიმურაზმა.

172
‒ ქე არ დაუღუპავს ეს ბედნიერი ოჯახი მაგ უბედურს! – წამოიძა-
ხა ერთმა.
‒ ოო, სიტყვას სად შეუძლია მაგათი უბედურების აღწერა, მთე-
ლი გვარეულობა თავზარდაცემული ტყესა და ველს არის მოდებუ-
ლი და დაეძებენ მზიას.
‒ სიჭაუკეში კი უყვარდა ეს სამარცხვინო საქმე, მაგრამ ახლა
რაღა მაგის საქმე იყო, მაგ უბედურის... აგერ ოცდათხუთმეტი წლის
კაცი იყო, – დაუმატა მეორემ.
‒ ეეჰ, შე დალოცვილო, სინორჩის დროს რასაც შეიჩვევ და შე-
ითვისებ, სიკვდილამდე არ მოგშორდება, ‒ უპასუხა მესამემ.
‒ზოგ აზნაურს მაინც ქურდობის ზრახვა გვედო და ამ ცხონებულს
მთლად არ მოუჭრია თავი, ‒ ჩაისაყვედურა მეოთხემ.
‒ აფსუს, გურიელის ქალო! რა დასაკარგავი დაკარგვიხარ შენს
ოჯახს და სოფელს, შენმა სიკეთეს და დიდებულებამ სიცუდის ზვა-
რაკად გქო? ფუი ასეთ სამართალს! და ვაი ჩვენს ცუდკაცობას და უი.
სასირცხო ხოსიავ! ‒ კვლავ წამოიძახა თეიმურაზმა და ისევ შუბლზე
შემოირტყა ხელი.
უკან რაღაცა წაიქცა.
ხალხი შეინძრა. მიიწ-მოიწია, მათ წინ მკვდარივით გაფითრებუ-
ლი ვამეხ თავდგირიძე გაშხვართულიყო. უცებ ესიკა მივარდა, გულ-
ზე ღირკილოები გაუხსნა, წელზე ღვედი მოუშვა, წყალი, წყალი მო-
იტანეთო, დაიძახა. ხალხში ჩურჩული ატყდა:
‒ ვინ არის? რა მოუვიდა?
‒ აფხაზები არიან თუ ჩერქეზები ‒ ხოსიასთან სტუმრად მოსულ-
ნი.
‒ ვაი ჩვენი ცოდვა, თუ ესენიც საქურდლად არიან მოსულნი.

173
სამი თვე გავიდა მზიას დაკარგვის შემდეგ და მწარე მოგონებით
დამწუხრებული ოჯახი კვლავ დიდ მწუხარებაში იყო ჩავარდნილი.
დიდი ქალბატონი როდამი, შავად დაძაძული, ლოგინად ჩავარ-
დნილიყო, რაც დაღუპულთა ტირილის დღე და სუფრის კურთხევა
გადაიხადეს, მას შემდეგ ფეხზე აღარ წამომდგარა. დაემსხვრა უტე-
ხი ნებისყოფა და სულით ხორცამდე განადგურებული ჯოჯოხეთის
უშრეტი ცეცხლით იწვოდა, იტანჯებოდა. დიდ ციხეში ხიზანივით გამ-
დგარიყო გაუბედურებული მაიზერი, რომელიც მოწყდა ხალხს, ადა-
მიანების ხმასა და საუბარს და არავის აძლევდა ნებას მასთან შესუ-
ლიყო. მხოლოდ მამა თუ შევიდოდა ხოლმე და მისი განუყრელი მე-
გობარი ონი ონიანი, მცირე რამ საჭიროებას შეუსრულებდა და ჩუ-
მად, უსიტყვოდ ისევ გარეთ გამობრუნდებოდა.
ოჯახის ბატონ-პატრონი ფაქა ამოდენა ოჯახში თავშესაფარს ვე-
ღარსად პოულობდა, ხვნეშით და ვაებით დადუმებულ კედელთა შო-
რის დაბორიალობდა.
მუდამ მხიარულ და სტუმართმოყვარე სახლს ახლა ისეთი სიჩუ-
მე, დაღვრემილება, ჩაფიქრებული გარინდვა დაუფლებოდა, რომ
გარეშეთათვის იქ ყოფნა აუტანელი ხდებოდა. ყველა დაღუპულებზე
ფიქრობდა, ყველა მათზე ბუტბუტობდა და სანუგეშო შუქი კი არსით-
ღა ჩანდა. სოფელში მრავალნაირი ჭორები მიმოქროდა, მრავალ
ზღაპრულ ამბავს თხზავდნენ, მაგრამ ნამდვილად ჭეშმარიტების
ლანდიც არავინ იცოდა, და თუ იცოდა, ისევ ხუთმა კაცმა: მაიზერმა,
ფაქამ, როდამმა, მიტროპოლიტმა არსენიმ და დადიანმა.
შემოდგომის ცრემლიანი დღე ნისლით იბერებოდა. ბუხრის წინ
დამჯდარ ფაქას მგლოვიარე გული კიდევ მეტად იჟანგებოდა და სახ-
ლის უხუცესი ცეცხლს ისე ჩაშტერებოდა, თითქო უნდოდა გულში ჩა-
კირული ვარამი ხელით ამოეგლიჯა და ისიც მუგუზლებთან ერთად
ბუხარში ჩაეწვა, მეხსიერებიდან აღმოეფხვრა. კარი გაიღო და ალ-
მასხან გელოვანი შემოვიდა.
‒ ოო, ალმასხან ჩემო, გეტყობა ღვთისგან განრისხულს კიდევ
არ მივიწყებ.
‒ თუმცა შენს ზღვა ბოღმ-ნაღველს ჩემი ნუგეში ვერ სწვდება, მა-

174
აგრამ მაინც მინდა ყოველდღე გიახლო და თანაზიარ ვიცრემლოთ.
რა ვქნათ, ქისტეს მოძღვრება თმენა-სულგრძელობას გვავალებს
და ჩვენც უნდა ვითმინოთ იობის საშინელი თმენით.
‒ ეეხ, ახლა ვფიქრობდი სწორედ, რომ ქრისტიანულ წესს ერთი
დიდი განუსჯელობა აქვს შეთხზული.
‒ რა, ბატონო ჩემო?
‒ თვითმკვლელობის აკრძალვა და ცოდვად მიჩნევა.
‒ ოო, მაგას როგორ ბრძანებ, ბატონო ჩემო. მაგ აღკრძალულე-
ბა რომ ჩვენს სასოება რძალს შეეთვისებია, ჩვენ ხომ ასე უბედურნი
აღარ ვიქნებოდით ახლა და ვაი, რომ შეიძლება მისი ნეტარი სული
კიდევ მეტი სასჯელით იტანჯება ჩვენდამი ეგეოდენი ტანჯვის მოყე-
ნებით, მაგრამ მაიმედებს ის, რომ ჭკუაზე შემცდარს ცოდვების პა-
სუხს არავინ მოთხოვს.
‒ ხოო, მაგას მართალს ამბობ, ალმასხან ჩემო, მაგრამ მე რა უნ-
და ვქნა ამ უბადრუკობაში მყოფმა. სულს ძალა აღარ აქვს და გულს
მოთმინება.
– ასეთია ცხოვრების საერთო დაუნდობლობა და რა უნდა ვქნათ!
ღვთისგან მონიჭებული სიავ-სიკეთე ორივ სულგრძელობით უნდა
ავიტანოო. ეს ჩვენი მოვალეობაა.
– ოო, ღმერთს როგორ შევკადრებ, რომ მისი განაჩენი ასე უსა-
მართლო იყოს? არა, მე სადღაც ღვთის გარეშე გამიტაცა გამუხანა-
თებულმა ბედმა და ეშმაკს საწამებლად გადასცა.
– რაც უნდა იყოს, ეს ოხერი სიცოცხლე მაინც მიმზიდელია, მა-
ინც ტკბილია და რა უნდა ვქნათ.
‒ არა, ალმასხან, ჩემო! დამიჯერე, რომ ზოგჯერ სიცოცხლე სიკ-
ვდილზე უფრო მწარე ყოფილა. სიკვდილი ერთი წუთის საქმეა და
გამწარებული სიცოცხლე კი დაუსრულებელი ჯოჯოხეთი, ნუ გგონია,
თუ დიდი უბედურების შემდეგ ადამიანის სიცოცხლე, ცხოვრება წარ-
სულის ტკბილ განცდას ემსგავსებოდეს! ეს რომ ასე იყოს, მაშ უნდა
ვიფიქროთ, რომ ადამიანმა, რომელმაც დაკარგა თვალები ან ფეხე-
ბი და კვლავ ცოცხლობს, ამიტომ იგი ცოცხლობს იმ სიცოცხლის ღი-
რებულებითა და სიამით, როგორც თვალების და ფეხების დაკარგვ-

175
ამდე? არა, ალმასხან ჩემო! დიდი ღვთიური სულის მესაიდუმლე უნ-
და იყოს კაცი, რომ ტანჯულის გულთა თქმის სიღრმე-სიგანეს ნათე-
ლი თვალი მიმოავლოს და იქ დაოკებული მტკივანი იარები კარგად
დაინახოს, კარგად გაიგოს. და ამიტომ ვამბობ, რომ ოდეს უბედურე-
ბანი კაცს დაიუფლებს, მეორე სიცოცხლე სიკვდილზე მწარე ყოფი-
ლა. აბა მითხარი ერთი. ალმასხან ჩემო, რაღაა ჩემი სიცოცხლე? ჩე-
მი ოჯახის ბრწყინვალე გვირგვინი ‒ ჩემი რძალი და ჩემი ოჯახის მო-
მავალი ფუძე, ჩემი ანგელოზი შმაგი, ჩემი ცელქი, ფუნთუშა ბიჭი სად
დავკარგე, ისიც არ ვიცი და მე კიდევ ადამიანად ჩასათვლელი ვარ!
არა... არა, მე, ალბათ, ცხოველური უხიაგობით მიზიდავს სიცოც-
ხლე, რომ მხოლოდ ჭამისთვის ვცოცხლობდე. მეტი რაღაა ჩემში სა-
ამო! და ჭამა კი! საჭმელს რომ ვსჭამ, მსიამოვნებს მე გულქვა ცხო-
ველს. ქურდულად ამიფათურდება გულსა და გონებაში და მთელ
სისხლში მომწამვლელ წვეთებად მეღვენთება მოგონებანი! ოოო,
არ შეგიძლიან მეორეს ამის გაგება, არა, და ან რას მიშველის რომც
შეგეძლოთ! რა წამალი უნდა მოიღოთ ჩემდა!
ამდენმა თქმამ, ამდენმა მოგონებამ ააღელვა, გული აუჩუყა ფა-
ქას და სტუმარ-მასპინძელს ცრემლი შესკდა. კარი გაიღო და მანუ-
გეშებლად კარის მოძღვარი შემოვიდა. მისმა დამშვიდებულმა სა-
უბარმა ცრემლიანი ჭირისუფლები დააწყნარა, სააქაოსკენ მოაბრუ-
ნა და ამით სიცოცხლეს იქით კიდევ მიზანი დაანახა.
თავის საუბრით კმაყოფილი მოძღვარი ფეხზე წამოდგა და ფაქას
მიმართა:
‒ ბატონო, თუ შესაძლებელ არს, მინდა მაიზერიც ვინახულო. არ
შეიძლება ეგეთი განდგომილება. მსურს მცირეოდენ იმასაც ვესაუბ-
რო.
‒ დიდად დამავალებ, მამაო. მე ამდენი ყბედობით მაინც ვიოხებ
გაცეცხლებულ გულს და ის კი მდუმარების ქვეშ იღრჩობა, საბრა-
ლო.
მოძღვარი მაიზერისკენ წავიდა. განდგომილი ჭირისუფლის
მყუდრო კარები შეაღო და მით თითქო გულზე ნემსის წვერით უჩქმი-
ტესო, მეოცებულმა მოუხედა, სალამზე უგემური პასუხი გასცა.

176
‒ მე მსურს, შვილო, ‒ დაიწყო მოძღვარმა, ‒ დაგელაპარაკო,
უწინარეს ყოვლისა, როგორც ქრისტიანს და მერე ჩემს სულიერ მო-
წაფეს, რომ ნუ დაეცემი სააქაოს ამაოებით დაა შეინარჩუნე, შვილი,
სულიერი სიძლიერე საიქიოსთვის, რამეთუ მხოლოდ იქაარს ცხოვ-
რება ჩვენი საუკუნო და ნექტარი.
‒ უკაცრავად, მამაო, მაგრამ მე ჯერ სააქაოში მაქვს მოსაგვარე-
ბელი საქმე და საიქიოზე მერე ვილაპარაკოთ და ახლა გამოგიტ-
ყდებით, რომ სამაგისი დრო და სურვილი არა მაქვს.
მღვდელმა მყის იგრძნო, რომ მაიზერის სიჩუმეში შეჭრა არც ისე
ადვილი ყოფილა და დიდად შეცბუნებულმა უკან დაიხია, მაიზერის
ბინას განშორდა.
ფაქა და ალმასხანი კი, ბუხრის წინ მჯდომარენი, კვლავ ნაღვლი-
ან საუბარს განაგრძობდნენ.
‒ კითხვა აუგი არ არისო, ნათქვამია და ერთი რამე უნდა გკით-
ხო,‒ მიმართა ალმასხანმა, ამ დადიანმა რა ურიგობა ჩაიდინა, რომ
ასეთ ჩვენს უბედურებაში არავითარი მონაწილეობა, არავითარი
თანაგრძნობა არ გაიღო. დიდად მაკვირვებს ეს ამბავი. ბედნიერე-
ბის დროს თუ ლაღობდა ჩვენს ოჯახებში, უბედურების დროსაც მო-
ვალე იყო, რომ მცირეოდენ ეთანაგრძნო.
ფაქას დადიანის ხსენებამ და ალმასხანის შენიშვნამ მომაკვდი-
ნებელი ჟრუანტელი დაუარა ტანში, მაგრამ პასუხი მაინც თავშეკა-
ვებული უბრალოებით გასცა:
‒ დადიანს რა ეთანაგრძნობება, შე კურთხეულო, თვით სათა-
ნაგრძნობია. არ გაგიგიათ, რომ ავადაა?
‒ ამბობენ, მაგრამ ნუთუ მართალია?
‒ იმე, რა თქმა უნდა, მართალია და იმის ელდით დედოფალიც
ძლიერ ცუდად არის.
‒ავად მტერი გაგიხდეთ, ავი ამბავი მათ მოსვლიათ.
– ვინ იცის, შეიძლება გამობრუნდეს.
‒ არა, დადიანი რაკი მაგ დღეშია, რაღა მოეთხოვება, მაგრამ,
ამ მიტროპოლიტმა არსენიმ რაღა ითავხედა, რომ ერთი არ გადმო-
ვიდა და არ გვინახულა?

177
არ ასვენებდა ალმასხანს დადიანისადმი გულის წყვეტა და
კვლავ მიუბრუნდა ფაქას.
‒ მიტროპოლიტი უთუოდ აქეთ გვემდურის.
‒ რაზე, ბატონო?!
‒ იმ ჩვენს უბედურ დღეზე რომ არ მოვიწვიეთ.
‒ ხოო, მაგ მართალია, ვერ მოგვივიდა კარგად.
‒ ასე ინება შენმა რძალმა.
‒ მართალი კი იყო ჩემი რძალი...
სადილობამ მოაწია. ალმასხანი წასასვლელად წამოდგა:
‒ რას იჩქარი, შე კაცო, რადგან სიკეთე ქენი და მობრძანდი, ბა-
რემღაც ჩემი ცრემლიანი პურიც ერთად ვჭამოთ. დაბრძანდი, მამა-
შენი ნუ წაგიწყდება. ამოსასვლელ სულს მიბრუნებ შენი მოსვლით.
‒ ნეტავი გასიამოვნო და კი, ბატონო, ამაზე არ გაწყენიებთ, ‒
მოახსენა ალმასხანმა და დაჯდა.
‒ ბევრი კი არაფერი გვაქვს შენი მოსაწონი, მაგრამ კალმახები
მომიტანა ვიღაცამ და ერთად შევექცეთ. მარტო ლუკმის ჭამას, ხომ
იცი, გემო არა აქვს. მაიზერი კი ტუსაღივით კარჩაკეტილია. შენი
რძალი ლოგინშია ჩავარდნილი და ხან ჭამს და ხან არა, ვრჩები
მარტოდ და თუ არავინ მადლი მოისხა და არ. შემოვიდა, ვჭამ ძაღ-
ლურ სიმარტოვეში გამწარებულ ლუკმას.
‒ ეეჰ! ვეცადოთ მთლად არ დავეცეთ და მტერი არ გავახაროთ.
კაცის ძლიერება ჭირში გამოჩნდებისო, ხომ უწყით კარგად.
ფარეშმა ბატონებს ტაშტი და თუნგი მოართვა, სადილისათვის
ხელი წააბანია.
მსახურებმა სადილის პურ-მარილით ავსებული სუფრა მოიღეს
და ბატონების წინ დადგეს.

***
ოდიშის დედოფალი მთავრის სამკურნალოდ წაბრძანების შემ-
დეგ თუმცა მუყაითად განაგებდა სამთავროს და საოჯახო საქმეებს,
მაგრამ მისი მხიარული სახე დაღვრემილობას ისე დაეპყრო, რომ
მისი მოწყენილობა მთელ ოჯახზე მოქმედებდა და მით სასხლეც უხ-

178
ალისოდ ატარებდა ამ მშვენიერ ზაფხულს.
გარეთ, დიდი კაცხის სქელ ჩრდილში დამჯდარი ბედიანი და ჩი-
ჩუა საუბრობენ.
‒ გვეშველა, დიდო ვაზირო.
‒ რაო! – მიმართა ჩიჩუამ ბედიან.
‒როგორ?
– ბატონო, დედოფლის ბაგეზე გაყინული მხიარულება და ტკბი-
ლი ღიმილი ეს ორი დღეა კვლავ გაცოცხლდა და სასახლემაც სული
ამოითქვა. ხომ ამჩნევ, რომ ყველამ მხიარული სახეები მიიღო, ოჯა-
ხი გამოცოცხლდა?
‒ როგორ არ ვამჩნევ. დიდად გაახარა ქმრის მოკეთებამ. სწერს
სრულიად განვიკურნე და მალე შენთან ვიქნებიო და ამ ამბავმა, რა
თქმა უნდა, ყველაზე იმოქმედა.
‒ მეტი არაფერი?
‒ მეტი რა უნდა იყოს?
თუ არ გამრისხავ, ერთ რაღაცა სენს გამჩნევ.
‒ მაინც რა? ‒ ღიმილით შეეკითხა ბედიანი.
‒ მხცოვანება ახალგაზრდათა გულთა ზრახვის ამოცნობა უკვე
გადაგვიწყებია შენთვის და ამიტომ ვეღარ ამჩნევ იმას, რაც ზოგს
თვალში ეცემა.
ბედიანმა გულიანად გადიხარხარა.
‒ ცდები, ბატონო. ჯერ ეგზომ მხცოვანებათა სიღრმეში შესული
არა ვარ, რომ შენებრ ჭაბუკთა ზნენი და თვისებანი გადამვიწყნო-
დეს, მაგრამ...
‒ რა „მაგრამ“, გატყდი, ბატონო ჩემო, რომ ნიშანს თვალს ვეღარ
უწევ, თორემ დაინახავდი, რომ დედოფალი გაამხიარულა მარტო
ქმრის მოკეთებამ კი არა, არამედ იმან, რომ ქმარი სწერს ‒ თუ შენი
სურვილიც იქნება, მე მინდა, ჩემი წამოსვლის ჟამს მაიზერს და მის
მემცხედრე გურიელის ქალს ვთხოვო პატივგვყონ და ჩემი განკურ-
ნების სიხარული დააგვირგვინონ მათი სტუმრობითაო... აი ეს არის
დედოფლის სიხარულის მიზეზი და შენ კი, შე კურთხეულო, რაღაც
გამოფიტულ ტიბიკონს კითხულობ!

179
‒ მაშ, შენ კვლავ დარწმუნებული ხარ, რომ დედოფალი ესრეთი
ტრფიალების ალით იფერფლება?
‒ სარწმუნოდ! ნუთუ აღარ გახსოვს, რომ ასეთი მოვლენა ქმრის
ავადმოფობაზედაც მწვავეა და ცოლისაც.
‒ ჰო, მრავალგზის ნაკადს დაგეჯერება ესრეთი ამოცანათა
ამოცნობა.
– დიახ და შენს უბიწოებას ეუცხოვება, ალბათ!
‒ რა თქმა უნდა, ჩიჩუასთან შედარებით.
‒ ჰა-ჰა-ჰა! ვწუხვარ, რომ შენს ქადილს ერთი პატარა შაირიც კი
აჩანაგას.
‒ რა შაირზე ბრძანებ?

სავაზიროდ მიიწვიეს,
ვინმე ბრძენი ბედიანი,
ას ბაჯაღლოდ რომ მოსწყვიტა
ერთი კოცნა ვნებიანი.

‒ ა, ბატონო ბედიანო, ხომ საკმაოდ მჭევრმეტყველებს ეს ორი


სტრიქონი ყოველივე საიმგვაროს თუ საამგვაროს და რას ჩააცივდი
ამ ჩიჩუას.
‒ ასე თუა, ბატონო ბერო, ახლა შენიცა ვთქვათ:

საამური ცეცხლითა გწვავს


ლამაზების თვალები.
ბერ ჩიჩუა ნაძრახია.
არ ენდობა ქალები.

‒ ამას ჩონგურზედაც ღიღინებენ ვგონებ ვიღაცეები.


შეხუმრებულთა გასაუბრება უცებ მსახურის შეშფოთებულმა
მოჭრამ შეაკრთო.
‒ბატონებო, მთავარი დიდად გაშფოთებული ხასიათით
მარტოდმარტო მოიჭრა და დედოფალი გთხოვთ, მობრძანდითო.
გაოცებული ვაზირები ფეხზე წამოიჭრნენ და დედოფლის დარბა-

180
ზისკენ გაემართნენ.
ფრიად შეშინებულ-შეშფოთებული დედოფალი კარებში შემოხ-
ვდათ: ‒ ჩამქოლეთ, ბატონებო! მთავარი გაორკეცებული შლეგია-
ნობით შეპყრობილა. შედით, ნახეთ, ეგების თქვენ დაამშვიდოთ.
მთავარი აივანზე გასულიყო და გაცხარებულა ბოლთასა სცემ-
და.
‒მშვიდობა შენს მობრძანებას, დიდო მთავარო, ‒ სალამი ჰყვეს
ვეზირებმა.
‒ ნუ სწუხდებით, ნუ სწუხდებით, ‒ მკვახედ უპასუხა მთავარმა და
აქეთ-იქით სვლას განაგრძობდა.
ასეთი უფერული პასუხით სახტად დარჩენილი ვეზირები გან-
ცვიფრებული სდუმდნენ და მიშტერებოდნენ. აღარ იცოდნენ, რა ექ-
ნათ.
‒ მარტოდ მობრძანდით, ბატონო – შეეკითხა მაინც ბედიანი.
‒ჰო, მარტო, მაშ! მშიშარა გგონივართ? რათ ვერ მოვიდოდი
მარტოდ?
‒ არა, ისე მოგახსენებთ, მთავარო. შეიძლება მხლებელთა მიერ
მოხდა ისეთი რამ უწესრიგობა, რომ გაგაჯ...
‒ ოჰ, ნუ სწუხდებით, ნუ სწუხდებით! თქვენი სიბრძნის მიეთმოე-
თობას მე ყოველთვის ვერ ვისმენ. ნუ ერევით ჩემს საქმეში.
ვეზირები დიდად შეცბუნებული განშორდნენ მთავარს. დერე-
ფანში რომ გავიდნენ, ჩიჩუამ დაბალი ხმით ბედიანს ჩაულაპარაკა:
‒ დავღუპულვართ! მთლად წასულა ხელიდან.
‒ იჰ, ასეა. კარგად ყოფნის დროს რომ ფეთიანია კაცი, ავადმყო-
ფი რაღა იქნება!
‒ ავად მტერი გაგიხდა, ავი ამბავი ეს იყოს, დავღუპულვართ და
ეს არის. რაღა გამოაბრუნებს ამას!
‒ შე მამაცხონებულო, აშენებული როდის ვიყავით მაგის შემხედ-
ვარე.
‒ ჰოდა, აწი კიდევ უარესი!
ვეზირები დარბაზში შევიდნენ. იგრძნეს, რომ ამ სამწუხარო ამ-

181
ბავს სასახლეში ელვასაკით დაევლო. ყველანი ასფუსდნენ, ყველა
ნახულსა და გაგონილს ჩურჩულით გადასცემდა.
დარბაზში ლეჩხუმიდან დადევნებული სახლხუცესი ჩიქოვანი
შემოვიდა საერთო სალამი უძღვნა.
‒ოჰ! შენ საიდან, ასე დაგვიანებით? რა იყო, რა მოხდა? ‒ მიმარ-
თა
ჩიჩუამ სახლხუცესს და მთელი დარბაზი სახლხუცესის პასუხის
სმენისათვის გაინაბა.
–ლეჩხუმიდან, ბატონო.
‒ მერე როგორ მოხდა მთავრის ასე მარტოდ გამოჭრა? სად ჩამ-
ორჩი?
‒ ბატონო, სად ჩამოვრჩბოდი, თვალით რომ არ გვინახავს!
‒ მაშ, რა მოხდა ასეთი?
‒ გუშინწინ საღამოს ბრძანა, ცხენით უნდა გავისეირნოო. იახლა
ლეჩხუმელი ხოსია რუაშვილი და გამოისეირნეს ჩვენსკენ მომავა-
ლი გზით. ვახშმობამ რომ მოაწია და მთავარი არ ჩანდა, შევფიქრი-
ანდით, მაგრამ მღვდელმთავანმა ბრძანა, ალბათ, ხოსიას წვევა მო-
ენება და მას უსტუმრა ოყურეშშიო და ამით დავმშვიდდით.
‒ ისე როგორ ხასიათზე იყო საერთოდ?
‒ საერთოდ ფრიად მშვენიერზე. მსოლოდ იმ საღამოს ცოტა
მღელვარება და აჩქარება ეტყობოდა. მაგრამ არც თუ ისე საეჭვო.
‒ მერე?
– მერე, გათენდა თუ არა, ყრუაშვილისას წასასვლელად ვემზა-
დებოდით, ამბავი გაგვეგო, მაგრამ შეწუხებულმა მიტროპოლიტმა
გვაუწყა, რომ წუხელი პირველ ჩაძინების დროს მთავარი მეტად გა-
რეტიანებული მოვარდა, გამაღვიძა და მითხრა: შენ მიმალავ, მაგ-
რამ მე მივხვდი, რომ დედოფალი ავად არის და მივდივარ ამ უნდო
ხალხისგან და თუ ვინმე გამომყვა, მახვილით მოვაკვდინებო. ‒ ვე-
მუდარე ყრუაშვილი მაინც ეახლებია და ვგონებ დავითანხმე, რად-
გან ყრუაშვილი აღარ ჩანს და, ალბათ, გაიყოლაო. ის იყო ყველა წა-
მოსასვლელად წამოვდექით, რომ წირვის დრომაც მოაწია და მა-
იზერ გელოვანიდან კაცები მივიდნენ და საკვირველი და სამწუხარო

182
ამბავი მოიტანეს. წუხელის, შუა ღამისას ხოსია ყრუაშვილი სასახ-
ლის კლდის ნაპრალზე ქურდულად მოფოფხავდა, ნადირი გვეგონა,
ვესროლეთ და მოვკალითო. ამ ამბავმა ყველას თავზარი დაგვცა.
მივხვდით, რომ ხოსია ღმერთგამწყრალი ჩამოშორებია და მარტო
წამობრძანებულა. იმწამსვე გამოვქანდით, ვცდილობდით დავწეო-
დით მთავარს, მაგრამ არ მოხერხდა.
‒ ყრუაშვილი თუ ბატონს ეახლა, გელოვანისას საიდან გაჩნდა?
‒ იკითხა ჩიჩუამ.
‒ ვერ მივხვდით! ალბათ, გამოირკვევა აწი.
‒ საკვირველებაა! – ჩაილაპარაკა ჩიჩუამ.
მთავარმა და დარბაზის ღია კარებთან ჩაიარა. ხალხს გადახედა
და სახლხუცესი შეამჩნია. კარებში გამოდგა.
‒ შენ საიდან გაჩნდი, სახლხუცესო, აქ?
– ლეჩხუმიდან, ბატონო!
‒ მე დამედევნე, არა?
‒ არა. ბატონო, ისევ უნდა გხლებოდი.
‒ ბახვა ფაღავა რა ქნა?
‒ ბახვა, ბატონო, კბილის ტკივილმა ისე შეიპყრო, რომ ნადირი-
ვით ღმუოდა. გუშინდელისთვის დალაქს ეძებდნენ, რომ მოეძროთ.
‒ დანაშთენნი?
‒ უკან ჩამორჩნენ. სადაცაა გეახლებიან.
‒ არაფერი საჭიროა. ნუ სწუხდებით, ნუ სწუხდებით,
წავიდა, ისევ მობრუნდა.
– სახლუცესო! ხოსია? ხოსია ყრუაშვილი?
ჩიქოვანს ბედიანმა თვალი ჩაუქნია, რომ ხოსიას ამბავი არ ეთ-
ქვა.
‒ ხოსია, ბატონო!.. — ხოსია, ჰო, ხონია?
სახლხუცესი მთავრის ჩაცივებულმა შეკითხვამ დააბნია. სიტყვა
ვეღარ შეატრიალა და ისევ მართალი თქვა:
‒ ხოსიამ, ბატონო, შენი ჭირი წაიღო.
‒ რაო? რას მიედ-მოედები ჩემს ჭირს განა მე ვერ ვხედავ, რომ
ჩემთანვეა?

183
‒ ხოსია მოკლეს, ბატონო.
‒ რას ამბობ! ვინ?!
‒ მოგახსენებენ, რომ გელოვანისას საქურდლათ მიპარულა, უს-
ვრიათ და მოუკლავთ.
‒ მე ნუ მოგიკვდე!
‒ შენმა სიცოცხლემ.
– როდის მომხდარა?
‒ შენ რომ წამობრძანებულხარ, იმ ღამეს.
‒ როდის?
‒ გუშინწინღამ, ბატონო.
‒ ოხ, ხოსია ჩემო! ხოსია! ეს ნაწილობრივ, ალბათ, ჩემი ბრალიც
არის. მე მომყვებოდა საწყალობელი, მაგრამ დავტუქსე, დავაბრუნე
და ამის მარტოობაში, ალბათ, ჩვეულების სურვილები აღეძრა იმ
უბადრუკს, ქურდი იყო ხომ საშინელი. მაგრამ გელოვანს არ ეკად-
რებოდა ქურდობისათვის კაცის სიკვდილი. იმწამსვე, მომკვდარა
საბრალო?
‒ დიახ, ბატონო,
‒სათქმელი თუ რამე უთქვამს?
‒ არაფერი, ბატონო. მკვდარი დახვედრიათ.
‒ ოჰ, არ ეკადრებათ, არ ეკადრებათ!
‒ ადამიანად ვერ შეუცვნიათ, ბატონო. ისეთ ადგილიდან მიფოფ-
ხავდა თურმე, ნადირი გონებიათ და უსვრიათ.
‒ ოხ, რას ამბობ! რას ამბობ! ჩემო ხოსია, ჩემო თავხედო ქურდო,
– თქვა მთავარმა და გიჟური სახის მეტყველებით თავის ოთახისკენ
წავიდა, ხოლო დარბაზი ნაღვლიან მდუმარებით დარჩა.

***
დარიანი დღე იყო. გორდის სასახლის ხეივანში მზე ხარბად ჩა-
ფენილიყო. ირგვლივ სიჩუმეს პირი დაეხშო და უდაბნოს მყუდროე-
ბა მთავრის ფიქრსა და კაეშანს უმეტეს აძლიერებდა.
გრძელ აივანზე ბოლთას ცემით რომ დაიღლებოდა, იქვე მერხზე

184
დაეშვებოდა და ფიქრით პყრობილი ხშირად ნაწყვეტ-ნაწყვეტ წა-
მოისროდა:
„ჰო, ღირსი იყო და ეგრე მოუხდება... ჩემს სალამურს ხომ მეტი
შეეძლო გაეკეთებია! და მან კი შტერულად აიკვიატა, კლდით ავ-
ფოფხდებიო. ჰოდა, აფოფხდა და კიდეც დაფოფხდა. ეგრე მოუხდება
მაგ სულელს... ჰმ! კიდევ მადლობა ღმერთს, რომ იმწამსვე მომ-
კვდარა, თორემ შეიძლება სიტყვითაც დასცდენოდა რამე... მაგრამ
ვაი, რომ კიდევ მშთენია საშიშო სავალალო ნიშანი: როდამის ნაჩუ-
ქარი ქისა და მზიას წერილი თუ უპოვეს, მაშინ ხომ დავიღუპე... მა-
შინ მზიასაც დავკარგავ საბოლოოდ და ხმალამოწვდილ მტერსაც
შევიძენ. ოო, ღმერთმა დაიფაროს, რომ ასე მოხდეს! ანდა რათ უნდა
მოისურვონ მაგ ქეციანის ჯიბის გაჩიჩქნა? რა ჰქონდა და რა გააჩ-
ნია? მით მეტადრე საქურდლად წასულს. ოხ, რა კარგად უფიქრიათ:
საქურდლად მოდიოდაო. საწყალო ხოსია, რა კარგად გამომადგა
შენი ქურდობის სახელი... მაგრამ ის ქისა და წერილი! – კვლავ გაჰ-
კრა ფიქრმა და ეს ორი საგანი იყო, რომ აღარ ასვენებდა, წამდაუწუმ
თავში ნემსებივით ჩხვლეტავდა. ‒ ამ შეჩვენებულ ბახვას რა მოუვი-
და იმ ოხერ კბილზე ასეთი, რომ კიდევ არა ჩანს! ახლა ყოველივე
გამორკვეული და გახმიანებული იქნება და საბოლოო აზრს ის მოი-
ტანს უთუოდ“.
წამოდგა. აივნის თავში გადადგა. ეზოში ცხენოსნები გამოჩ-
ნდნენ. მთავარმა იცნო ბახვა ფაღავა.
‒ ბახვა, შენა ხარ? ‒ გასძახა შორიდან მთავარმა.
ბახვა ცხენიდან ჩამოხტა და ასე უპასუხა: ‒ მე გახლავარ, მთა-
ვარო და პატრონო.
‒ ვერ ყოფილხარ, კარგი მუხლისა, დაწევა გვიან მოგივიდა.
‒ ასეა, ბატონო, შევარდენს მიმინო ვერ გაუსწორდება!
‒ ჰა-ჰა-ჰა! ეს კარგად თქვი.
მთავრის სიცილი დედოფალს ოთახში მოესმა. ესიამოვნა. ლეჩ-
ხუმიდან მოსვლის შემდეგ ჯერ არ გაეღიმა. დედოფალმა ფანჯარაში
გაიხედა. დაინახა, რომ ბახვა ფაღავა მოსულა.
‒ ჩემთან, ბახვა, ჩემთან, ‒ გასძახოდა მთავარი და ის იყო აივან-

185
ზე მარტოდ მყოფ გამხიარულებულ მთავარს ბახვაც ეახლა.
‒ აბა მოყევი, ბახვა, ამბავს, ‒ მიმართა მისალმებისთანავე მთა-
ვარმა, როგორი დრო გაატარე ჩემ შემდეგ ლეჩხუმში?
‒ ისემც კაი მოუვიდეს ლეჩხუმელებს. რაღაც ორიოდ კბილი
მქონდა, დამაძვრეს და გამომიშვეს ისე.
‒ ასეა, ჩემო ბახვა, ბანძის ღომის და ლობიოს ნაჩვევმა კბილებ-
მა ვერ გაუძლო, ალბათ, ლეჩხუმურ ხბოსა და კალმახის ჭამას და რა
იმათი ბრალია! სხვა... ბიძაჩემი რაგვარ ხასიათზეა? ხომ არ მიწყრე-
ბა ნაჩქარევი წამოსვლის გამო.
‒ კარგად ბრძანდება, მაგრამ შენი ჯავრი აწუხებს.
‒ რათ დაიგვიანე ამდენ ხანს? აგერ ათი დღეა, რაც წამოვედი და
რა მოგივიდა?
– ბატონო, ვიდრე იმ საწყალი კაცის საქმე არ გამოირკვა, მანამ
არ ინება ბიძაშენმა ჩემი წამოსვლა.
‒ ვინ კაცია?
‒ ხოსია ყრუაშვილი. შენთან დიდ ბოდიშს ვიხდი – ის თავლაფ-
დასხმული.
‒აბა, აბა, მეცოდება საწყალი, მაგრამ რა მოხდა, კაცო, და რა
გამოირკვა, გამაგებინე.
– ბატონო, მეტი რაღა გამოირკვეოდა, ისეთი ალაგიდან მინავა-
ლა იმ შუაღამეში, რომ ქურდის მეტს ეს არ დასჭირდებოდა. ალბათ,
ფიქრობდა, აქედან ზღუდის შიგნით შევალ. შიგნიდან კარს გავაღებ
და ლომივით ბედაურებს გარეთ გამოვიყვანო, მაგრამ შენმა მტერ-
მა გამოიყვანოს ისეთი საქმე, მან რომ გამოიყვანა.
‒ ახლა, მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც უნდა გავეხუმრო
მაიზერს და მივსწერო, არ მეგონა თუ ეგოდენ ძუნწი იყავი, რომ ერ-
თი ცხენისთვის ძიძიშვილს მომიკლავდი-მეთქი.
‒ ეჰ, მაიზერს რაღა ეხუმრება, ბატონო. როგორ?! არ გაგიგიათ,
ბატონო, იმ ოჯახს რა უბედურება ეწვია?
‒ რაო, რა მოუვიდათ?!
‒ შენს მტერს ისეთი...
‒რა იყო, კაცო, თქვი!

186
‒ გურიელის ქალმა თავის შვილით თავი დაიღრჩო.
‒ ვინ გურიელის ქალმა?
‒ მაიზერის ცოლმა, ბატონო.
‒ კაცო, სადაურს ამბობ! როგორ თუ თავი დაიღრჩო?!
‒ მოდიდებულ ლაჯანურში შვილიანად გადავარდა.
‒ წარმოუდგენელ ამბავს ამბობ!
‒ ასე მოხდა, შენმა სიცოცხლემ.
‒ ბახვა, გაგიჟდი თუ მართალს ამბობ?
‒ ნეტავ მე გავგიჟებულიყავი და ასეთი საცოდავობა არ მომხდა-
რიყო.
‒ რა იყო, კაცო, რა მოხდა ასეთი?! ‒ დაუსრულებლად ეკითხე-
ბოდა ძარღვებდაძაბული და დავრეტდასხმული მთავარი.
‒ აი, იმ სულწაწყმედილ ხოსიას ამბავმა მეტად აღაშფოთა გუ-
რიელის ქალი თურმე და ერთ ღამეს ბავშვი აუტოტებია, მდინარის-
კენ გაქცეულა, როგორც ჩანს, მისი მოახლე ქალი და შვილის გამ-
ზრდელი. მათ მახარობლიძე დადევნებია და ოთხივენი დადუპუ-
ლან.
ბახვა ამბავს განაგრძობდა, მაგრამ მთავარს აღარაფერი ესმო-
და.

***
ლოგინად ჩავარდნილმა მთავარმა გორდის სასახლე შეიძულა.
ვეღარ იტანდა იმ ადგილს, სადაც მზიას დაღუპვა გაიგო. ყურში მუ-
დამ ბახვას ნაამბობი სიტყვები გაჰკიოდა და თვალში მზიას სახე
ელანდებოდა. მოთმინება გამოლეულმა მთავარმა ერთ დღეს დე-
დოფალი შეიხმო.
‒ დედოფალო! ღვთის გულისათვის ამ გორდს მომაშორე. თო-
რემ აქაურ ჰაერს და მდგომარეობას გული ვეღარ უძლებს.
‒ კი, ბატონო, მაგრამ ჯერ ადრეა ზუგდიდში გადასვლა.
‒ ჩემი ჯანმრთელობისათვის არ არის ადრე.

187
‒ რაკი აგრეა, კი, ბატონო.
დედოფალი წამოდგა.
‒ აბა, მე ნუ მოგიკვდე, ნუ დაიზარებ. ბრძანე, მზად იქნეს ხვალის-
თვის ყველაფერი.
‒ ბიძა არსენის რომ მოველით?
‒ ბიძაჩემი დღეს მობრძანდებაო და თუ ინებებს, ვთხოვ ზუგდიდ-
ში წამოგვყვეს.
დედოფალმა განკარგულება გასცა ზუგდიდში წასასვლელად
მომზადებულიყვნენ ხვალისთვის და თვითონ ძალიან ცუდ გულზე
მყოფი თავის ოთახში შევიდა და სხეულმოსხლეტით სავარძელში
ჩაეშვა.
‒ ოჰ, რა ვქნა! ‒ წამოილაპარაკა თავისთვის ფიქრებს გაჰყვა.
‒ აღარ შემიძლია ზუგდიდი. ამ ზამთრის იქ განცდილი და ნახუ-
ლი ლანდებად უნდა აღმიდგინოს და ყოველ წამს მოგონებები მაღ-
რჩობდეს... მე აქეთ ვფიქრობდი სტუმრებოდნენ და ეს რა უბედურე-
ბა მოხდა! აწ სადღა ვნახავ მაიზერს! ამბობენ, ისიც ხელობსო, არა-
ვის იკარებსო. ოხ, რა მოხდა ეს!
მართა დადიანის ქალმა კარი შეაღო. დედოფლის ტირილმა შე-
აკრთო.
‒ ეს რა ჩვენი უბედურებაა, დედოფალო! მთავართან შეველ,
ცრემლობს, აქ შემოველ, შენ ცრემლობ, რა ღმერთის წყრომაა
ჩვენს თავზე!
‒ გეთაყვა, მართა, მაშ, როგორ მოვიქცე? ემაგ კაცის გამობრუ-
ნებას აღარაფერი ეშველა. ზუგდიდში ვიყავით, გორდი აიჩემა, აქე-
დან ის დაწყევლილი ლეჩხუმი, ახლა ისევ ზუგდიდიო. სულ როგორ
უნდა ვეთრიოთ ეგრე კატის კნუსტებივით! რა დროს ზუგდიდია ახ-
ლა!
‒ რა ვქნათ! და არც არაფერი ეგეთი უხერხულობაა მაინცდამა-
ინც. აწ ზუგდიდის ჰაერიც კარგია. ეს მარიამობის თვეც მალე გაივ-
ლის და მერე ხომ ზუგდიდი სჯობია.
– ბატონო, გარდა მაგისა კიდევ რამდენი საცრემლო მაქვს, ვინ
მოსთვლის. სულ მუდამ გიჟიანობა, სულ მუდამ მშფოთვარე მდგომ-

188
არეობა, როგორ შეიძლება ასეთი ცხოვრება!
‒ არაფერია, გენაცვალოს ჩემი თავი. დრო გავა და ეს ჭირ-ვარა-
მიც თანვე გაჰყვება.
‒ დიახ, რომ დრო გავა და ჩვენც თანვე გავყვებით, გეთაყვა, და
ასეთ უფერულ და უგემურ ცხოვრებაში უნდა განვლიო ჩვენი სიცოც-
ხლის დრო და მეორედ ხომ აღარ ვიბადებით.
‒ ჯერ რა დროს შენი სიცოცხლის განვლაზე ლაპარაკია, ცხოვ-
რებას ახლა იწყებთ, გეთაყვა.
‒ ეჰ, გურიელის ქალი თუ ორი წლით ჩემზე უმრწმესი იყო, დიდ-
ხანსაც გაუძლო ცხოვრებას.
‒ ნურას უკაცრავად და გურიელის ქალი სრული ჭკუის არ ყოფი-
ლა, გეთაყვა. ვიღაც ოხერი ყრუაშვილი მოჰკლეს, მას რა თავმოსაკ-
ლავი ჰქონდა! მაგრამ არიან ზოგიერთნი ისეთი უსუსური ბუნების,
რომ ცხოვრების ხმაურს ვერ უძლებენ და სიცოცხლეს გაურბიან.
‒ მაშ, ვოქოია გლახაკი, ამბობენ, ოთხმოცი წლის არისო და ყვე-
ლაზე ძლიერი ბუნების ის ყოფილა. რას ბრძანებ, ქალბატონო მარ-
თა! ჩემი აზრით, ერთი უდიდესი სიძლიერე ის არის, რომ ამ ცბიერი
წუთისოფლის თვალთმაქცი და დამცინავი ცხოვრება ვერ დაგაბ-
რმავებს და ოდეს ცხოვრება შენთვის უგემური გახდება, მიაფურ-
თხებ და განშორდები.
‒ დედოფალო, დაგენაცვლოს ჩემი სიცოცხლე და არ გეკადრება
ღვთისაგან მოვლენილი სიცოცხლის ასეთი დაგმობა, ჩვენ ხომ
ღვთისგან ჩაბარებულ სულს ვატარებთ და ოდეს ამის დრო მოაღ-
წევს, თავის ნაბოძვარს თვითვე წაიღებს უფალი. მანამ კი ჩვენ ნება
არა გვაქვს, განვდევნოთ იგი თვისი ხორცსხმული ჭურჭლიდან, თო-
რემ დავკარგავთ იმიერ სოფლის დაუსრულებელ ნეტარებას და ჯო-
ჯოხეთის მწვალებლობას დავიმკვიდრებთ.
დედოფალი დუმდა. თვალწიან თავის ფიქრთა ლანდებმა გაუ-
ელვა და მას გაჰყვა. მართას ლაპარაკს ყურს აღარ უგდებდა. მარ-
თამ ეს შეამჩნია.
‒ დედოფალო, რა კარგს ინებებ, რომ მთავართან შებრძანდე-
ბოდე. ლაპარაკს ჯავრს გადააყოლებ.

189
‒ არა... ახლა ვერც მე გამართობს ვინმე და ვერც სხვას გავარ-
თობ.
‒ ოოჰ, თვალიც კი დამიდგეს.
‒ არაფერია, მართა გეთაყვა. გაივლის, ალბათ, ეს მოწოლილი
კაეშანი და მერე მთავართანაც შევალ. ახლა კი საქმე მაქვს, სახ-
ლხუცესი შემოვა, რაღაცეები უნდა დავავალო.
‒ ეგრე,გეთაყვა, ცხოვრებას ყურადღებას ნუ მოაკლებ და მალე
ჩვენი ავადმყოფიც კარგად გაგვიხდება...
მართა წამოდგა, მოფარდაგული გადასწია და აივანზე რომ გავი-
და, ეზოს დიდ ცაცხქვეშ მჯდომარე ბედიანი, ჩიჩუა და ბახვა ფაღავა
დაინახა. კიბეს ჩაყვა და მათკენ გასწია. მართას მისვლას ფეხზე წა-
მოდგომით შეხვდნენ დასაბრძანებლად მერხი შესთავაზეს.
‒ რადგან ჩვენთან მობრძანება გისურვებია, ქალბატონო, კიდეც
უნდა დაბრძანდე და ტკბილმოუბარმა ბაგემან შენმა საამებელი რამ
გვიბრძანოს, – მიმართა ბედიანმა და მართაც დაბრძანდა.
– ეჰ, ტკბილ სასაუბრო რაღა გვშთენია, ბატონებო. დღევანდელი
სასახლის მდგომარეობა მხოლოდ სავიშო და, სავალალო სათ-
ქმელსღა იწვევს.
‒ როგორ, ქალბატონო, ახალი ხომ არაფერია?‒ შეეკითხა ბე-
დიანი.
‒ ბატონო, ძველი არ კმარა! მაგრამ ახალი კიდევ ის არის, რომ
ერთიც ერთ ოთახში ტირის და მეორეც მეორე ოთახში,
‒ რაო, რას ტირიან? ‒შეეკითხა ბედიანი.
‒ დედოფალი იმაზე, რომ მთავარს აუკვიატებია ხვალ ზუგდიდში
გადაბარგება და დედოფალს კი ზუგდიდი არ უნდა. მთავარი ხომ ვინ
იცის, რას ტირის.
‒კი, ბატონო, დაბრძანდნენ და იტირონ რამდენიც ნებავთ.
– ჰმ, ეს რა ქართულია! – იწყინა ჩიჩუამ.
‒ მაშ რა ვქნათ! ჩვენი რჩევა-მუდარა არცერთს ესმის და არც მე-
ორეს და თვითონ კი ჰგონიათ, ალბათ, რომ ცრემლებით სამთავ-
როს კეთილდღეობას ააღორძინებენ. ვაი, ჩვენს თავს უბედურს, რა
ვარდავარ მიდის საქვეყნო სვე-ბედი, იმიტომ რომ ორი ადამიანი

190
ტირილის ხასიათზეა.
‒ ბახვა, ‒მიმართა ჩიჩუამ. – ცრუმეტყველი კი ხარ, მაგრამ ეს
ერთი სიმართლე მაინც თქვი. როგორი ხასიათით ხვდებოდნენ მთა-
ვარი და მაიზერი ურთიერთს?
‒ ფრიადი აღტაცებული პატივისცემით.
– ხშირად ხვდებოდნენ ურთიერთს?
‒ არა, მაინცდამაინც, ჩვენ ხომ ორი თვე დავყავით იქ და ამ ხნის
განმავლობაში პირველ მაიზერი ეახლა, ორი თუ სამი დღე დაჰყო,
შემდეგ მთავარი გადაბრძანდა მათთან, მეორე დღესვე ცუდად გახ-
და და ამის მიზეზით ერთი კვირა დავრჩით. ამის შემდეგ აღარ შეხ-
ვედრიან ერთმანეთს.
‒ რითი გახდა ავად?
‒ ჩვეულებრივი გულის სისუსტით.
‒ აქიმი რას ამბობდა?
‒ აქიმი თან არა გვყავდა, რადგან თვით იყო იმ დღეებში უძლუ-
რად, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ მაიზერის დედა ისეთი გაგე-
ბიანობით უვლიდა და წამლობდა, რომ იმ ჩვენს ჯანაოზს არ ჩამოუ-
ვარდებოდა.
‒შემდეგ აღარ მოსვლია ასეთი წუხილი?
‒აღარ.
‒ არც ავხასიათობდა?
‒ არა. სრულიად საღ-სალამათად ბრძანდებოდა.
‒ იმ ღამეს სად დაგვიანებოდა მთავარს და ყრუაშვილს ნაშვაღა-
მევის ჟამამდე?
‒ შორს მოხდომიანი გამოვლა ოყურეშისკენ. და რომ დაბრუნე-
ბულან, განვლილი გზის სიგრძე მერე უგრძვნიათ, ‒ბრძანა მიტრო-
პოლიტმა.
‒ თუ აქეთ მოდიოდა, რაღად დაბრუნდა,‒ წამობრძანებულიყო
პირდაპირ.
‒ ბატონო, ამდენი განსჯის უნარი რომ შერჩენოდა, სულაც არ წა-
მოვიდოდა, მაგრამ, ალბათ, იმ დროს შემოუქროლა იმ ოხერმა სენ-
მა და უეცრად ცუდ ხასიათზე დააყენა.

191
‒ მიტროპოლიტმა რისთვის არ გაგაღვიძა იმწამსვე და არ დაგა-
დევნათ უკან?
‒ ეს ქე მოგახსენეთ გუშინწინ; არავინ დამედევნოს, თორემ მახ-
ვილით მოვაკვდინებო, მიტროპოლიტისთვის ეთქვა მთავარს და
ამიტომ არ მოგვცა მღვდელმთავარმა ნება წამოვსულიყავით გარდა
სახლუცესისა.
ჩიჩუას კითხვა-ძიებამ რომ ვერაფერი საეჭვო აღმოაჩინა, ბედი-
ანს ნელიად გაეღიმა და ჩიჩუას მისამართით ჩაილაპარაკა:
– ტყვილა ვსძებნე ფარიკაო, აღარ დამრჩა სარიკაო.
‒ ვინ იცის, შეიძლება ფარიკაც მოინახოს და სარიკაც. ბახვა ფა-
ღავას მსახური ეახლა და მოახსენა, მთავარი მოგიხმობსო.
ბახვა მთავრის სახლებად წავიდა, ხოლო ეჭვით პყრობილი მეთ-
ვალყურენი ერთად დარჩენ.
– ქალბატონო, ბედიანის ჩემდამი დაცინვა შენს ეჭვებს უარ-
ყოფს.
‒აბა რას?
– დედოფლის და მაიზერის ამბავს.
‒ ღმერთმა ქნას, მაგრამ მე ეგ ეჭვები ჯერ ვერ მოვიშორე.
‒ არ ვიცი, ქალისა ქალმა უკეთ იცისო, მოგახსენებენ, მაგრამ ჩე-
მი ფიქრით, დღევანდელ მოვლენასთან მაგ ამბავს არავითარი კავ-
შირი არ აქვს. შეიძლება დედოფალს მოსწონდეს ის კაცი, მაგრამ
მთავარი აქ არაფერ შუაშია. მთავარს რომ ეეჭვებოდეს ეგ, გელო-
ვანს მიადგებოდა კარზე? აბა რა საფიქრალია! ჩემი აზრით, მთავარი
უმიზეზობის მიზეზითაა დაავადებული.
‒ არ ვიცი, ‒თქვა ჩიჩუამ ამ ხოსიას ასე უხამსად სიკვდილი გულს
რაღაც ეჩქვითება... რაღაც არის ამ ხოსიას ამოფარებული, მაგ-
რამ...
‒ ბატონო, რა უნდა იყოს იმის მეტი, რომ ქურდად მივიდა და
ქურდის შესაფერი პასუხი გასცეს.
‒ არ მოკლავდნენ მაგისთვის.
‒ შეიძლება არ მოკლავდნენ, მაგრამ იმათ კიდევ უარესი ჰგონე-
ბიათ. ნადირი არისო და ესროლეს.მორჩა და გათავდა. რა არის აქ

192
ამოფარებული!
‒ რომ ვიცოდეთ, კარგია, მაგრამ არის
‒ მაინც რას გულისხმობდი?
‒ არა, ცოდვილი ვარ, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ თუ მთავარს
მაიზერი საეჭვო კაცად მიაჩნია და ცოლთან სხვაგვარ ცდებს სწა-
მებს, შესაძლებელია ხოსია მუხთლური მკვლელობისთვის გაგზავ-
ნა. როგორც ამბობენ, შინაური კაცი ყოფილა იმ ოჯახში. ეცოდინე-
ბოდა ჩემი მისადგომი ადგილები, ჩაუჯდებოდა და აივანზე, ან ეზოში
გამოსულს ესროდა. მერე ის აზნაური საშინელი მეტიჩარა-ტრაბახა
ყოფილა და თუ მთავარმა დაავალა, ის ამის უარს და შეუძლებლო-
ბას ვერც გაბედავდა და არც იკადრებდა, რადგან მთავარს ჯაბანი
ეგონებოდა. მაგრამ ჯაბანზე უარესი გამოდგა და კიდეც გაშორდა
წუთისოფელს. მაგრამ მთავარს ქე აღუშფოთა ასეთმა კოვზის ნა-
ცარში ჩაგდებამ სული. აი, ეს გახლდა ჩემი ნაგულისხმევი აზრი,
ოდეს ბახვა ფაღავას ვეკითხებოდი.
‒ ბატონო, რას ერჩით ამ კაცს და რისთვის უნდა ვიფიქროთ მას-
ზე ასეთი მტრობა! ერთხელ იყო მოპატიჟებით მოსული და ორი კვი-
რა დაჰყო იჭვშეუკადრებელი ზრდილი ქცევითა და თავაზიანობით.
მერე ადგა და წავიდა ის კაცი. ამის შემდეგ არავითარი კვალი არა
ჩანს, რომ დედოფალთან რაიმე კავშირის გაბმას ცდილობდეს. მას
შემდეგ კაცი აღარ მოსულა მისგან და ჩიტი, რომ ამით ვიფიქროთ
სატრფიალო უსტარის მოტანა და სხვა ამგვარები. მაშ, რისთვის
მოგსვლიათ ეს აზრი, ჩემთვის გასაკვირვალია. თუ იმას ვფიქრობთ,
რომ დედოფალი მისმა სიყვარულმა შემსჭვალა, ეს რა მისი ბრა-
ლია! შეიძლება ღმერთი გწყალობს და ემუხვარის დარეჯანს ძალიან
უყვარხარ, მაგრამ ეს შენ არც იცი და არც დანაშაულად ჩაგეთვლე-
ბა, ბატონო ბერო!
– კი მაგრამ, დარეჯანს თუ გაუგეს, მას ხომ ჩაეთვლება?
‒ ბატონო, დარეჯანს კაცი არაფერს აყვედრის და ვინც არაფერ
შუაშია, იმას ვინ რას ერჩი !
‒ არ ვიცი, უნდა გამიგიტყდე, ეჭვებმა ძალიან დამაბნია, ბევრს
უმართებულოდაც ვფიქრობ, ალბათ, მაგრამ დასწყევლოს ღმერთ-

193
მა, რაღაცა გულს მაინც ჩქმეტავს, ღმერთმაც ქნას, მე ვსტყუოდე,
მაგრამ ამაზე რაღას ბრძანებ, რომ ეს ერთი თვეა, რაც გელოვანს
ასეთი შემაძრწუნებელი უბედურება მოუვიდა და მთავარმა და დე-
დოფალმა ერთი თანაგრძნობის ბარათი, ერთი საპატიო პირი არ
გაგზავნეს და არ უთანაზიარეს მის ეგოდენ უბედურებაში. ეს შეჰფე-
რის მთავრისა და მაიზერის გულითად მეგობრულ განწყობილებას?
‒ ბატონო, გიჟებს და დამთხვეულებს აღარც გულითადობა ძა-
ლუძთ და აღარც განწყობილება.
‒ დედოფალს?
‒ დედოფალს თვითონვე საგლოვი და სავიშო ჰყავს.
‒ უნდა მოგახსენო, დიდო ვეზირო, რომ დამნაშავეთაგან სადი-
დებელი ძეგლის ღირსი ხარ.
‒ რისთვის?
‒ მისთვის, რომ დამნაშავის გამართლება შენებრ მოჭახრაკებუ-
ლად მთელ სამთავროში არავის ემარჯვება.
‒ თვინიერ შენი მწარე ენისა, ბატონო ბერო!
‒ ჰა-ჰა-ჰა! არ დამჭირდება. დამნაშავის ქუდქვეშ ვერ მნახავ.
‒ მიტროპოლიტ ცაგერელს მოელიან დღეისთვისო, უწყით
უთუოდ?
‒ დიახ, წინმავალიც მოვიდა წეღან, სადაცაა მობრძანდება აწი,
– თქვა ბედიანმა.
‒ რომელმაც ჩვენზე მეტი იცის, ალბათ, ფიქრი და ზრახვანი
მთავრისა და საიდუმლონი და მოქმედებული ცოდვილთა.
‒ რა თქმა უნდა, მოქმედებული ცოდვილთა სულიერ მამათა სა-
უნჯეს აფარებს ხოლმე თავს, მაგრამ ჩვენ რა, ბატონო ბერო? სიტ-
ყვაძუნწ მღვდელმთავარს მაგრად აქვს საიდუმლოების კარი დახშუ-
ლი და ჩვენ იქ ერთ ჭუჭრუტანასაც ვერ ვიხილავთ.
‒ ჩვენ არაფერს ვკარგავთ ამით მაინცდამაინც.
საქეშიკომ განგაში ატეხა.
‒ რა უნდა იყოს? ‒ იკითხა ჩიჩუამ.
კარის ეკლესიიდან ზარების სადღესასწაულო რეკვა მოისმა.
‒ ალბათ, ცაგერელი მობრძანდება უკვე, ‒ თქვა ბედიანმა.

194
‒ მადლობა ღმერთს, ეგების რაიმე ცვლილება მოხდეს მთავრის
უხიაგ ქცევაში, ‒ თქვა მართამ და ყველანი წასასვლელად წამოდ-
გნენ.
მიჩუმებულ-მინაღვლიანებულ სასახლეს გამოცოცხლების ელ-
ფერმა გადაურბინა. აფუსფუსებული ხალხი ყველა თავ-თავის მოვა-
ლეობისაკენ გარბოდა. მღვდელმთავარი თავის კრებულით პირ-
ველ ყოვლისა კარის ეკლესიისკენ წაბრძანდა. პარაკლისის მოსმე-
ნისათვის მთელი სასახლის დიდებულები მათკენ გაემართა.
მთავრის ოთახიდან სახლუცესი ჩიქოვანი გამოვიდა.
‒ მთავარი ბრძანებს, მხოლოდ ბიძაჩემი შემობრძანდესო, სხვა
არავინ ეახლოთ. გესმის, ბახვა?
‒ მესმის, ბატონო
მთავარი საშინლად ღელავდა. ლეჩხუმის ამბების ამომწურავ
განმარტებებს ბიძამისისგან მოელოდა. არ იცოდა, როგორ მოექ-
ცეოდა და რა ხასიათის საყვედურებით დაუმძიმებდა ისედაც აშფო-
თებულ სულსა და გულს.
მიტროპოლიტმა სამშვიდობო პარაკლისი გადიხადა, თუ არა,
პირდაპირ მთავრის სადგომისკენ წაბრძანდა.
მთავარი ყოველ წუთს კარის მიღებას ელოდა. სავარძლიდან წა-
მოდგა, ტანისამოსი შეისწორა, წელზე სარტყელი მოირტყა, შეოფ-
ლიანებული მუხლი, ხელმანდილით მოიწმინდა და ისევ სავარძელ-
ში ჩაჯდა.
‒ აბა ვნახოთ, რას მეტყვის, ბიძაჩემი, – ჩაილაპარაკა თავისთვის
და კარიც გაიღო. მიტროპოლიტი არსენი ოთახში შემოვიდა. მთავა-
რი წამოდგა და მოწიწებით შუა ოთახში შეხვდა.
‒ მშვიდობა შენს მობრძანებას, ბიძაჩემო.
‒კურთხევა შენს დახვედრას, შვილო.
მღვდელმთავარმა ხელი ასწია, ჯვარი გადასახა და მთავარი
წმიდა მარჯვენს ემთხვია.
‒ დაბრძანდი, ბიძაჩემო, ღვთის წყალობით, შენი შეხვედრა
მშვენია ამ ჩემს უბედურებაში.
‒ სწორედ რომ დაგვსაჯე, ჩემო შვილო, როგორც სხვები აგრეთვე

195
თავის თავიც და თუ გაპატია ღმერთმა, ხომ კარგი, თორემ ვედრე-
ბისა და ცოდოს გამოსასყიდელი სიტყვებიც ვეღარ მიპოვნია.
‒ რა ვქნათ! შეუცთომელი კაცი არ არის და მეც უნდა მიშველო
შენი ლოცვა-კურთხევით, რჩევა-დარიგებით.
‒ დიდ არს ღვთის სულგრძელება და ვნახოთ.
‒ ბიძაჩემო, მზიას მდგომარეობა თუ გამოირკვა საბოლოოდ?
ყველაზე მეტად ეს არის ჩემთვის სასწრაფო და ეს არის, რომ დაუძ-
ლეველ სახმილს მიდებს.
– რა თქმა უნდა, გამოირკვა, დაიღუპა და დაიკარგა სულით ხორ-
ცამდე, შვილითა და ერთგულებით.
‒ოოხ, ბიძაჩემო! მე კიდევ იმედი მქონდა ეგების მიიმალნენ სად-
მე-მეთქი.
‒ ოჰ, რას ამბობ! გარდა გვამების პოვნისა, ყოველგვარი ნიშნე-
ბით გამორკვეულია, რომ დაიღუპნენ. საშინელება დატრიალდა, სა-
შინელება, ჩემო ძმისწულო!
‒ჩემი ეჭვი ხომ არაფერი აფორიაქებულა? ნუ დამიმალავ,
ღვთის გულისათვის.
‒ რაღა დროს მალვაა, შე დალოცვილო! განუტვირთავი ცოდვით
დავიტვირთენით ისე, ხალხში რომ ჯერჯერობით არავითარი ეჭვი არ
არის, ეს ცხადია, ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს, ხოსიას ამბით
შეშინებულმა სულიერი სიმშვიდე დაკარგა, სახლიდან განივლტო
და ნებით თუ უნებლიეთ, წყალში ჩავარდაო. ამას მოჰყვა ერთგულე-
ბის თან გადაყოლაც. ხოსიას ქურდობის ხასიათი ხომ ყველას
სცოდნია და მისი მამიდაშვილი მდივანიც მოწმობს, ქურდული სა-
ხით მოიპარებოდაო. მაგრამ თვით გელოვანის სახლის ჩვენდაში
განწყობილება ნამდვილი პირქუში მდუმარე სიძულვილით გამოი-
ყურება.
‒ აბა რითი? რაა სამაგისო ნიშანი?
‒ პირველი ის, რომ ყრუაშვილის ამბავი და მიცვალებულის გას-
ვენების მოგვარებაზე მე მომაკითხეს: ქურდულად მოსული დადია-
ნის მოყმე შემოგვაკვდა და მიცვალებულს როგორ მოვექცეთო. ეს
შემოთვლა მომხდარი ამბის მიმართ თითქოს ჩვენ თანაზიარობას

196
ჩურჩულებდა. მე, რასაკვირველია, დიდად ვიწყინე და გავიოცე ასე-
თი ამბავი და ჩემი მწუხარებაც გამოვთქვი იმით, რომ შენი გონებაზე
აშლილობა გამოვაცხადე და მარტოდ გაჭრილს მხოლოდ ხოსიამ
გაუბედა დასდევნებოდა, მაგრამ, ალბათ, ისიც აღარ დაინდო და და-
აბრუნა-მეთქი, მაგრამ ის აღარ ვიცი, როგორ მოხდა ეს უცნაურობა,
რომ ხოსია უბადრუკმა შენს სასახლეს ქურდობა და მავნებლობა შე-
ბედა-მეთქი, შევუთვალე. ამის შემდეგ ხომ ისეთი მძიმე უბედურება
ეწვიათ, რის გამო დიდი ჭირის დღე გადაიხადეს, მიიწვიეს მთელი
ლეჩხუმის საეკლესიო მსახურნი თვინიერ ჩემისა, რაც უდიდეს
წყრომას ნიშნავდა ჩემ მიმართ. ეჭვს გარეშეა, რომ რაღაცას გრძნო-
ბენ, მაგრამ ასეთი თავშეკავებული მდუმარებით საზოგადოებას
თვალს უხვევენ და ჩვენ კი საკმაოდ გვაგრძნობინებენ.
‒ ნივთების არაფერი გსმენია?
‒ რა ნივთებია?
‒ ქისა და წერილი.
‒ არაფერი.
‒ მერე როგორ ფიქრობ, ვითომ გადარჩა მათგან პოვნას ქისა და
წერილი?
‒ალბათ, თორემ არ შეიძლება, ცეცხლმა პატარა კვამლი მაინც
არ გამოსცეს, მთელი ლეჩხუმ-სვანეთი მაგ ამბით არის შეპყრობი-
ლი და ასეთი რამ რომ ენახათ, გამოვიდოდა რაიმე ხმა, თუ სწორი
სახით არა, გადაჩიქორთულებული სახით მაინც.
‒ როგორ ფიქრობ, ბიძაჩემო, ის საბრალო ქალი მართლა ჭკუ-
აზე შეცდა, თუ ეჭვაღებული წამებით შეაჭივრეს და განელტვო მაგ
შესვენებულთა ბუნაგს.
‒ ცოდვილი ვარ, მაგრამ მეც უკანასკნეს ვფიქრობ.
‒ განელტვო არა?
‒ დიახ, თორემ სიგიჟით შეპყრობილი იმას ვერ იქმდა, რაც მას
უქნია.
‒რა?
‒ მისი მშვენიერი თმის ნაწნავები ძირში მიუჭრია და ხატის წინ
შენაწირივით დაუწყვია. მასთან გამოსალმების წერილიც იყო თურ-

197
მე და ოჯახს მხურვალე ლოცვას უტოვებდა. ცხადია, ეს თავზე ხელა-
ღებული გიჟის ქცევა არ არის. ეს უფრო წამებულის საქციელია.
მიტროპოლიტის ჩამომარცვლულმა სიტყვებმა მთავრის გულში
ჯოჯოხეთი დაატრიალეს და ბიძამისს განწირული ხმით მიმართა:
‒ ბიძაჩემო, მიხსენი!
შეშინებული მიტროპოლიტი წამოდგა, მივარდა, შუბლზე ხელს
უსვამდა, ყურებს და ცხვირს უსრესდა, მაგრამ უგრძნობლად ჩაყ-
ვითლებული მთავარი მკვდარს დაემსგავსა. მიტროპოლიტმა ხელი
ხელს შემოკრა და უცებ ბახვა ფაღავა ეახლათ.
‒ ბახვა! ღვთის გულისათვის, ექიმი ჩქარა!
გაოცებული ბახვა სწრაფად გატრიალდა და რამდენიმე წუთში
ავადმყოფს თავს ადგა ექიმი, გაძნელებულ მდგომარეობას ისევ ნე-
კიდან სისხლის გაშვებით შველოდა.
მთავარი ძლივს მოაბრუნეს და თვალი რომ გაახილა, შეამჩნია,
დედოფლის თვალთაგან მოწყვეტილი ცრემლები გულზე ეცემოდა.
‒ დედოფალო, მაპატიე... ბიძაჩემო, დამიხსენი!.. ‒ ძლივს წა-
მოიძახა მთავარმა.
ოთახი ნაღვლიანი სიჩუმით დამძიმდა.

***
ზამთრის ყინვისაგან შეჭირვებულ ზუგდიდის მცხოვრებთა ფაც-
ხებიდან კვამლის ბოლი უხვად ამოდიოდა. ახალი წელიწადი გათე-
ნებოდათ და ყველა თავის ქოხმახებში ერთმანეთს სიკეთესა და
დოვლათს ულოცავდა, მხიარულებას და სუფრის სიუხვეს იმკვიდ-
რებდა.
შორს, განყენებულ ადგილზე მთავრის სასახლე ‒ ლომისებური
გოლიათობით გამოიყურებოდა. ოდნავ მოკეთებული მთავართან
პირველ მიმლოცავად დედოფალი შებრძანდა.
‒ მოგილოცავ ახალ წელს, ახალი დიდებითა და ჯანმრთელო-
ბით, ჩემო ძვირფასო, – უთხრა დედოფალმა და ერთმანეთი გადა-
კოცნეს.

198
‒ გმადლობ, ჩემო სიცოცხლეო, მაგრამ სავიშო ის არის, რომ
ჩემთან კვლავ ძველი წლის უძლურება და ურვა სუფევს.
‒ არაფერია, გეთაყვა, ცოტა კიდევ და სრულიად მოკეთდები და
იმწამსვე ჩემს სამშობლოში წაგიყვან, რომ იქაურმა ბუნებამ სრუ-
ლიად გაგკურნოს. სხვათა შორის ‒ საორბელიანოში იშვიათი ჰა-
ერია და საზოგადოებით, ხომ შენც იცი, არ მოსწყინდები, წუხელის
ჩემი მშობლების ნაკალმი მივიღე. მაუწყებენ მათ დიდ შეწუხებას შე-
ნი უძლურების გამო, და საახალწლო მოსალოცავად მამაჩემს აი ეს
ძვირფასი სამეფო ქამარი მოურთმევია შენთვის.
დედოფალმა ძვირფასი თვლებით გაბალთული ოქროს ქამარი
გადასცა, მთავარმა ქამარს ახედ-დახედა, მოეწონა და თქვა:
‒ მემკვიდრე მაინც მრჩებოდეს, რომ მან ატაროს.
‒ აბა, მაგ რა სათქმელია, გენაცვალოს ჩემი თავის მემკვედრეც
გაჩნდება და შენც კარგად მეყოლები, ჩემო სიკეთევ, ჩემო ძვირფა-
სო, ‒ მიუალერსა დედოფალმა და კვლავ აკოცა.
‒ გახსოვს, დედოფალო, შარშან ახალ წელს რომ მაიზერისგან
ორი ცოცხალი ჯიხვი მოგვივიდა მოსალოცავად?
‒ ოხ, ნუღარ მახსენებ, გეთაყვა! რა უბედური კაცი ყოფილა ის
საცოდავი.
‒ ხოსიამ დაღუპა ბედნიერი ოჯახი და მეც თითქო წილი მიდევს
მაგაში.
‒ შენ რათა?
‒ რათ მინდოდა, მაგ ქურდი საძაგელი რომ ავიჩემე. გელოვანი-
სას რომ მასლდა, ალბათ, სიხარბემ მოაღრჩო და ამოირჩია რაღაც
საქურდლად და შემდეგ ესა ჰქნა.
‒ აბა რა სათქმელია! განა ისე არ ეცოდინებოდა, იმათ მხარეში
ვის რა ავლადიდება აქვს?
‒ ვერ გაბედავდა, ამ ზაფხულ ჩემთან გდებით გათავხედდა უსა-
ცილოდ, და ესეც გაბედა იმ საძაგელმა.
– ტყუილი თავის ბრალდებაა მერწმუნე და იმაში კი ვართ დამ-
ნაშავე, რომ ეგეთ განწყობილებაში მყოფ ოჯახის უბედურება ვე-
რაფრით ვერ გავიზიარეთ, ვერც მისვლით, ვერც მიწერით, ეს გაუმ-

199
ართლებელი დანაშაულია.
‒ მისვლა რომ არ შეგვეძლო ჩემი ეგეთი უძლურებით, ამას უთუ-
ოდ ისინიც გრძნობენ და წერილი როგორ არა, მივსწერე, დედოფა-
ლო, ნუთუ არ იცი ეს? ‒ იცრუა მთავარმა.
‒ პირველად ვისმენ!
‒ როგორ არა. გორდში რომ წარსულ ზაფხულს ბიძაჩემი არსენი
ჩამობრძანდა ჩემს სანახავად, ხომ გახსოვს?
‒კი.
– აი, მაშინ, რომ გაბრუნდა, იმას გავატანე. მე ხომ იმ დროს არ
შემეძლო და თვით ბიძაჩემს დავაწერე შენ და ჩემ მაგივრად ფრიად
მწუხარე თანაგრძნობის წერილი და მასვე ვთხოვე ‒ მათთან მისუ-
ლიყო, ჩემი უძლურების ამბავიც გადაეცა, ის წერილი და პირადად
მას, რა თქმა უნდა, თავისმიერი ნუგეში ეცა.
‒ მერე პასუხი ხომ არ მიგიღია?
‒აბა რა სათქმელია! წერილით პასუხის გაცემისათვის კი არა,
პირადი ნახვისათვის აღარა აქვთ სასაუბრო ღონე და ხალისი თურ-
მე. დიდი უბედურება მოუვიდათ, დედოფალო, დიდი და იმათი გლო-
ვა ჯერ დიდხანს გასტანს.
‒ მესმის, გეთაყვა, მთელი მისი საშინელებით და გამოგიტყდე-
ბი, იმათი მდგომარეობის წარმოდგენა ჩემთვის მძიმედ ამაზრზენია
და ამ ახალი წლის დასაბრძნელ დღეს ნუ გვინდა ეგეთი შემაძრწუ-
ნები მოსაგონარით გული აღვიშფოთოთ. მე ახლა მითაც დიდად
დავკმაყოფილდი, რაკი სათანაგრძნობო წერილი მიტროპოლიტის
საპატიო ხელით გაგიგზავნია. ხშირად ვწუხდი ჩვენს ასეთ უმართე-
ბულო სიჩუმისათვის.
‒ დიახ, დედოფალო, ეს ასე იყო. არც მთლათ ისე გონებადაკარ-
გული ვიყავი, რომ ასეთი რამ ვერ მომეფიქრა.
‒ არა, გეთაყვა, გონების დაკარგვა სრულიად არ გემჩნეოდა,
მხოლოდ ხასიათის სიფიცხე გმძლავრობდა და მცირეოდენი რაიმე
აღგანთებდა ფრიადი წყენით.
‒ალბათ, ჩვენ შთამომავლობას ვალად ძევს ასეთი სენი. ბაბუა-
ჩემიც ეგეთი უძლურებით იყო თურმე პყრობილი, მაგრამ ბოლოს

200
ს განკურნებულა.
‒ ჰოდა, რაღად შიშობ? შთამომავლობას ოდეს უკურნებელი სე-
ნი დაიუფლებს, აი, იგი არს სამწუხარო, თორემ წარმავალი სენი არ
არის საშიში. ახლა მე გავალ, ჩემო ძვირფასო, და სასახლეს ვაუწ-
ყებ, რომ შეუძლიათ გეახლონ და დღესასწაული მოგილოცონ.
‒ როგორც გნებავს, დედოფალო!
დედოფალი წამოდგა, შუბლზე აკოცა ქმარს, მოხდენილი ლაზა-
თით ტანი შეარხია და გაბრძანდა. კარებთან სახლუცესი შემოხვდა
და ღიმილიანი სახით უბრძანა ჩიქოვანს:
‒ მთავარს სურს, რომ სასახლის კრებულთაგან ახალი წლის მო-
ლოცვა მიიღოს.
სახლუცესმა მდაბლად თაყვანი სცა და გახარებული საუწყებ-
ლად გატრიალდა.

***
– ბატონო, სვანეთის მოურავი, ბეჟან ყიფიანი გიახლა და შენი
მშვიდობა ღმერთს თხოვა, ‒ მოახსენა ფაქას მსახურმა.
‒ მოვიდეს, მოვიდეს!
მსახური დაბრუნდა თუ არა, კარებში შემოიმართა უჩვეული,
სიდიდის ტანი ბეჟანისა და ბატონს მდაბალი სალამი მოახსენა.
‒ რა ამბავია სვანეთში?
‒ მშვიდობა და კარგად ყოფნა, ბატონო!
‒ მაშ, მშვიდობისა და კარგად ყოფნისთვის ჩივის ხალხი?
‒არ ვიცი, ბატონო. სვანეთში არავინ არის მომჩივანი და ლეჩხუ-
მის არ
‒ ვიცი. ლეჩხუმის საქმე შენ არ გეკითხება. მე სვანეთზე ვამბობ.
‒ რაო, ბატონო?
‒ გიჩივიან
‒ვის, ბატონო?
– შენ.

201
‒ რას მიჩივიან, ბატონო?
‒ ეს შენ უკეთ გეცოდინება.
‒ შენი რისხვა მომეცეს, თუ ვიცოდე. მაგას ჩემი მტრები იზამ-
დნენ. ისინი მომიგონებდნენ რაღაცას და დამასმენდნენ, შენთან.
‒ ესეც შენს გამტყუნებას ამბობს... თუ მთელი სვანეთი შენი მტე-
რია, ვერ ყოფილხარ კარგი კაცი.
‒ მთელ სვანეთზე კი არ მოგახსენებ და ჩემს მტრებზე ვამბობ.
‒ ჰოდა, შენზე მთელი სვანეთისგან არის სწორედ საჩივრის არ-
ზა.
‒ რაო, რას მერჩიან, ბატონო?
‒ საბატონო გადასახადს სამოურავო მიუმატაო და ტყავს გვაძ-
რობსო. ჩვენი დანარბევით ოჯახი აივსოვო. ბატონს ატყუებს და
ხალხს ატყავებსო. აი, რას გიჩივიან.
‒ ეს ულვაში მომპარსონ, თუ მე მაგ ცილისწამება იმათ არ ვანა-
ნო.
‒კიდევ მეტს უპირებ? ჰოო, კაი ყოფილა. მაშ შენ ყოფილხარ ბა-
ტონ-პატრონი სვანეთისა და მე არაფერი მეკითხება!
‒ შენ ის გეკითხება, ბატონო, რომ შენს მოურავს ამას ვერ უნდა
უბედავდნენ. შენი ერთგულებისთვის მე ყოველთვის მზადა ვარ
ტყვიას მკერდი შევაგებო და...
‒მეც ასე მეგონა, მაგრამ არ გამოდის.
‒ რა დავაშავე, ბატონო ასეთი გასარისხავი?
‒ რომ გითხარი, ის იყო. ხომ იცი, სვანები არ გაპატიებენ.
‒ რაც მიქნან, ის დაიჩემონ.
‒ ბაბუაშენი ზაალი გჯობდა კაცობითაც და ყოფა-ცხოვრებითაც.
კახეთის მეფეთა აზნაური იყო და თემში გამოჩენილი კაცი. მაგრამ
რომ დაიწყო უნამუსო თავისგდება და ქალების ლეჩაქის შერცხვენა,
მეფე თავის მოკვეთას უპირებდა, მაგრამ გამოიპარა, სვანეთს თავი
შეაფარა და ნემსაძეების სამოწყალო ტყვედ ეგდო. და ახლა შენ გინ-
და მისი უდიერობა განიმეორო და ამით ხალხი გამიორგულო? სიკ-
ვდილით გაუბედურებულმა ეს სამი წელია გლოვის სიმძიმე ვერ
დავსძლიეთ, რომ ამოვსულიყავით, საცხოვრებლისთვის მიგვეხედა

202
და შენ ამით ისარგებლე და საქმეები ამირ-დამირიე? ბარაქალა შენ
ერთგულებას!...
ბეჟანმა იგრნო, რომ ფაქას მისდამი მრისხანება თანდათან ძლი-
ერდებოდა და მუქარის კილო შესცვალა და მორბილებული კილო-
თი ძლივს წაიბუტბუტა:
– ვინ გამომჭრა ყელი და ვინ დამასმინა შენთან, ბატონო, ასე სა-
ძაგლად? ვინ მოიკიდა ჩემი ცოდვა, ეს მაინც მიბრძანე.
‒ მე საკმაოდ გაგაგებინე ყველაფერი და გაგაგებინებ კიდევ
იმას, მამაჩემს შენ რომ მოუნათლავხარ, მას აქეთ შენი ოჯახი ჩემი
ოჯახით სულდგმულობდა. მამაშენი გლახაკი იყო და იმ გლახის შვი-
ლობის სახელი აგხადეთ და კაცად გამოგიყვანეთ, ცხოვრება აგიშე-
ნეთ, მაგრამ შენ ამას არაფრად აგდებდი არასოდეს და ახლა მთელ
მამულში უდიერი ბატონობა მოინდომე? შენი ხნის კაცს იმის ჭკუაც
არა გქონია, რომ ამას ან ხალხი არ შეგარჩენდა და ან მე.
‒ თუკი დამნაშავე ვიქნები, ბატონო, ნურავინ ნუ შემარჩენს.
‒შენ რომ დამნაშაობა გესმოდეს რა არის, ბატონის სახელით
რაღაც სამოურავო ბეგარასაც არ შემოიღებდი. შენ ფიქრობდი, ალ-
ბათ, ამას მე ვერ გავიგებდი და ხალხიც თაფლად შეგარგებდა,
‒ რას უძახიან, ბატონო, ამ სამოურავოს? თუ რამეს ვახდევინებ-
დი, სამოურავო კი არ იყო, საბატონო იყო.
ფაქა ბეჟანის ასეთმა უტიფარმა უარმა აანთო.
– სად ნახა ბატონმა, თითო შოლტი საქალამნე რომ ხალხისთვის
გადაგიხდევინებია? სად ნახა ბატონმა, თითო კვიდოლა მარცვალი
რომ სამოურავის გადაგიხდევინებია? სად ნანა ბატონმა, თითო
ცხვარი სამოურავო სადილად რომ მიგირთმევია! *ჰა? თქვი მართა-
ლი.
‒ ის მარტო ჩემი კი არ იყო, ჩემზე მეტი ჩემმა ხელქვეითმა მოხე-
ლეებმა წაიღეს, – გაამართლა თავი ბექანმა.
‒ კარგი თავის გამართლებაა. მე არ გკიცხავ ვის გაუზიარე. მე
გიბრძანებ, რაც ხალხის დასარბევი წამოგიღია, ყველა ის უკლებ-
ლივ მომართვი და ამიერიდან სვანეთის მოურავობა დასტოვე. გეს-
მის!

203
– მე კი მესმის, მაგრამ შენ რაც არ გეკადრება, იმას თუ მიზამ.
შენი განაჩენი სიკვდილზე უარესია ჩემთვის. ნამსახურობას თუ
არაფრად მთვლი, რაც უნდა იყოს, ნათლული ვარ ამ ოჯახის.
‒დიახ, დიახ, ნათლულის ნაცვლად ორგული ხარ ამ ოჯახის,
ონი!‒ დაიძახა ფაქამ. კარი შემოაღო და მშვენიერი შესახედაობის
სვანი ონი ონიანი შემოვიდა.
– ონი! შენ უნდა ჩაიბარო მთელი ანგარიშები ბეჟანისაგან და
თავს იდო მოურავობა სვანეთისა.
ონი შედგა. ბეჟანისათვის კი ქვეყნის დაქცევა უფრო მისაღები
იყო, ვიდრე მოურავობის დაკარგვა და კიდევ მეტად სამწუხარო მის
ადგილზე სხვა სვანის დანიშვნა, თორემ ლეჩხუმელს აღარ ჩიოდა.
ბეჟანმა გონების თვალი მიმოავლო და გამოსასვლელი გზა აღარ-
სით ჩანდა. იფიქრა ‒ ონი მუქარით შეეშინებია, რომ მოურავობა არ
გაებედა. და ის იყო მოფიქრებულ სიტყვებს რომ ენას სათქმელად
აძლევდა: ჰოო, ონი ხარ ამ საქმის მომწყობი და ჩემი მოღალატე!
კარგი, კარგი, სამაგიერო სიკეთეს მეც გადაგიხდი.
ასე უნდოდა ეთქვა ბექანს, რომ ონიმ ბატონის მიმართ სათქმე-
ლი პასუხი დაასწრო:
– შენი ბრძანება, ალბათ, წყალობად მეთვლება, მაგრამ მე დიდ
რისხვად მიმაჩნია, დიდო ბატონო.
‒ რათა?!
‒ მე მაიზერს ვერ მივატოვებ, ბატონო!
‒ წადი და მაიზერს მოელაპარაკე. ხომ ხედავ, რომ მდგომარეო-
ბა ამას საჭიროებს და ნებას დაგრთავს უეჭველად!
ბექანს თავში მოწოლილი სისხლის დუღილი ოდნავ შეუნელდა,
გუმანმაც სათქმელად მომზადებული სიტყვები სადღაც მიაღრჩო.
ონიმ ბატონის ნაბრძანები მაიზერს გადასცა და მაიზერი მამას-
თან შემოვიდა.
‒ მაიზერ! ონი უნდა დამითმო.
‒ ბოდიშს ვიხდი, მამაჩემო, მაგრამ არ შემიძლია. ეს ჩემი ერთ-
ერთი მხარის მოკვეთა იქნება.
‒ სვანეთის მდგომარეობა საჭიროებს.

204
‒ ხომ იცი, ონიმ ჩემი გულისთვის ცოლ-შვილი დათმო, წელი-
წადში ორჯერ თუ შეირბენს თითო კვირით და მიკვირს მან თუ გამი-
გო, შენ როგორ არ იცი, რომ ონი ჩემთვის შეჩვეული ჭირი და ლხე-
ნაა.
‒ ახირებული კაცი ხარ! ვინ მოვძებნოთ ისეთი კაცი, რომ დაგ-
ვინდოს და ჩვენი სახელით არ იავკაცოს!
‒ ბატონო, ონის მეტი თუ დასანდობი არავინ გყავს, მაინც წამ-
ხდარი ყოფილა ჩვენი საქმე.
ფაქა აღელვებული ბოლთასა სცემდა. ფიქრობდა, სანდო, საიმე-
დო კაცს ეძებდა.
-– ონი, წადი და დევლეთ გაბლიანს დამიძახე.
ონი უცებ გატრიალდა და მალე ქეშიკების უფროსი დევლეთ გაბ-
ლიანი შემოიყვანა. სიხარულით სახე გაბადრულ დევლეთს ჯვარ-
ცმულივით ფეხზე დამდგარი უზარმაზარი ბეჟანი ისე დახვდა, თით-
ქო სულთქმაც შეეწყვიტაო.
‒ დევლეთ! შენ გევალება სვანეთის მოურავობა აიღო შენს თავ-
ზე და მამულის ყოველივე ანგარიშები ბეჟანისაგან ჩაიბარო, გესმის
თუ არა!
‒კი, ბატონო, თუ შევძელი შენი წყალობა-დავალების შესრულე-
ბა. – მოახსენა დევლეთმა.
‒ შეძლებ. მართალი კაცი ხარ და ვიცი, არ მომატყუებ. ‒მაშ გა-
დით ორთავენი და საქმე გაათავეთ. ანგარიშები ჩააბარე!
‒ კიდევ არ მჯერა შენგან ჩემზე ამხელა რისხვა, ნათლია ჩემო! ‒
უთხრა ბრაზით სახეგალურჯებულმა ბექანმა და კარებში გასულს
რომ ფაქას პასუხი მოესმა ‒ „არც შენგან მოველოდე ამდენ სიავკა-
ცესო“, დამუქრების სახით თავი ჩაუქნია და სიავკაცე რა არის, აწი
გიჩვენებო... ჩაიბურდღუნა აივანზე გასულმა და დევლეთს საქმეე-
ბის გადასაცემად გაყვა.

205
***
ოდიშის სამთავრო ოჯახი კაეშნით ნაწილობრივ განტვირთული-
ყო. მთავარს მზიას სიყვარული განელებოდა, დედოფალს მემკვიდ-
რე შესძენოდა და სასახლე აღტაცებული ყვაოდა და ხარობდა. სქე-
ლი ხეივნით დაჩრდილულ წალკოტში მთავარი გამობრძანებული-
ყო და ირგვლივ შემომსხდარი ვეზირნი და კარისკაცნი სხვადასხვა
ამბებზე ესაუბრებოდნენ.
‒ ბახვა, რამდენი წელია, თუ გახსოვს, რაც მზია გურიელის ქალი
დაიკარგა?
‒სამი წელი შეუსრულდა უკვე, ‒ უპასუხა ბახვა ფაღავამ.
დადიანს ცუდმა მოგონებამ გული გაუკრთო.
‒ რა ვქნათ, ცას ვარსკვლავნი ცვივიან, მაგრამ ცა ისევ არის, ‒
თქვა ბედიანმა.
‒ ცას რომ ისეთი რჩეული მოწყდება, ის უთუოდ მეტი სიმწვავით
იგრძნობს, ვიდრე ადამიანი თავისი რჩეულისას.
‒ შე კურთხეულო, მეტი რა ექნათ! ამბობენ, მათი ოჯახი კვლავ
ძაძა-ფლასებშია და ვითარც განდგომილნი, ცხოვრებას ვეღარ
ეგუებიანო.
‒ ჭეშმარიტად, რომ მართებულია. ოო, რა კარგი იყო განსვენე-
ბული.
‒ ძლიერ მწყინს, რომ ასეთი მშვენიერების ხილვით მეც ვერ ვე-
ზიარე.
‒ ამიტომ ნურც ბრძანებ, რომ სრულყოფილი მშვენიერება მინა-
ხავსო.
დადიანმა ამ საუბარს ვერ გაუძლო, უსიტყვოდ ადგა და ნელი
სვლით ხეივანში შევიდა, ხის ძირში ჩამოჯდა და უსიამოვნო მოგო-
ნებით წარსულს და აწმყოს ჩიჩქნა-შეფასება დაუწყო.
ლეჩხუმსა და ოდიშს შორის სამი წლის დუმილის მიზეზს დადია-
ნიც ნათლად გრძნობდა. დადიანი იმასაც კარგად გრძნობდა, რომ
ფაქას ოჯახი მისი მეოხებით გაჩანაგდა და ჯერაც ვერ გამოერკვია,
მოქმედებული გაიგეს თუ არა? განზრახული შეიცვნეს თუ არა? ეს აზ-
რი და ფიქრი იყო, რომ მუდამ აწვალებდა, მუდამ აღშფოთებდა და

206
ახლაც მთავარს ამ მოგონებამ მიჩქმალული იარა გაუხსნა. მაგრამ
ფიქრი დაუფრთხეს მარტოდ განდგომილ მთავარს. სასახლეში ბე-
რი ჩიჩუა მობრძანებულიყო და ბედიანსა და მთავრის წინ წარდგა.
‒ მთავრის მყუდროებას თავს უნდა დავესხათ და ახალი ამბავი
მოვახსენოთ.
ბედიანის ხმამ მთავარი ფიქრს გამოსტაცა. ჩიჩუამ სალამი გა-
მოთხოვა და ყველანი ირგვლივ შემოუსხდნენ.
‒ რაო, რა ბრძანე წეღან? ‒ მიმართა ბედიანს მთავარმა.
‒ ახლად მოსული ახალ ამბავს გვიქადის, ბატონო!
‒ აბა, მოგვასმენიე, ბატონო ბერო!
ბერმა ულვაში შეისწორა და დაიწყო:
‒ ვარსკვლავთმრიცხველთა წინასწარმეტყველებით მოგახსენე-
ბენ, ამ დღეებში მზე დაბნელდებისო.
– ვერაფერი კარგი მოამბე ბრძანებულხარ, მაგრამ იცი თუ არა,
რომ ზოგიერთისათვის მზე ახლაც ბნელია, ‒ უთხრა ბერს მთავარ-
მა.
‒ ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის არა, მთავარო, ‒ მოახსენა ბე-
დიანმა.
‒ბედნიერი ყოფილხარ.
‒ ვიდრე ჩვენი მთავარი გვივის, რა თქმა უნდა.
‒ მთავარი ძლიერ დაგიმადლით, თუ ბედნიერების სარკმელში
ერთხელ მაინც შეახედებთ.
‒ ჰა-ჰა, ჩვენ შენგან ვჭვრეტთ ბედნიერების სარკმელს, მთავა-
რო, და განა შენთვის უხილავი არის!
‒ მერწმუნეთ! — ბედიანმა კვლავ ნაძალადევად ჩაიხითხითა.
‒ეს სვებედნიერთა ნებივრული თქმაა, მთავარო, და უმართებ-
ლო სალავათით ღმერთს ნუ ვაწყენინებთ.
– გურიის მთავარს რაღა ვაწყენიეთ, რომ სალავათს გვესვრის?
‒ ეეჰ, ბატონო, მაგდაგვარ სალავათებს ბევრჯერ ჩაუვლია შუშ-
პარით და ჩარირათი და კვლავ ისე ჩაივლის.
– კარგი ჩარირაა, თქვენმა მზემ. შენი მეკობრე ნავები ჩამოგვა-
შორე, თორემ ჩემს, ლაშქარს შენი ენგურ-ტეხური ფეხის საბანად

207
არ ეყოფაო.
‒ თავხედის თქმაა, მეტი არაფერი. ჩვენი ნაოსნობის შეფერხე-
ბის უფლება მას არა აქვს. სააფხაზო ჩვენთან ხელშეკრულებაშია და
მას ვინ ჰკითხავს და რა შეუძლია!
‒ის შეუძლია, რომ გურულები ისეთი მოუსვენარი ბუნების
არიან, თუ სხვა ვერ ჰპოვეს საკინწლაო, მერე თავს იცემენ.
‒ თავს კი, ბატონო, სცემონ რაოდენიც უნდათ და ჩვენამდე მათ
შფოთს და კინწლავს ვერავინ მოაღწევიებს...
სამარტოო აივანზე დედოფალი დაბრძანებულიყო, ლეჩხუმის
მხრით თვალი გაეშტერებია და ისევ მაიზერზე ფიქრობდა: როგორ
დავკარგეთ ეს კაცი, ჩემმა ქმარმა ხომ მეგობრობის ანბანიც არ
იცის. მოიხალისებს ცოტაოდენ ხნით ადამიანთა განწყობილებას და
განშორების უმალ ყველაფერი მიავიწყდება, აბა, რას ჰგავდა გე-
ლოვანთან მხოლოდ ერთი წერილით მოვალეობის მოხდა! მაგრამ
ყველაფერში ცალფა კაცია, სიმტკიცე და სიბეჯითე არ აბადია... მე
რომ აზრი მომივიდა, ის უნდა გადავსცე აუცილებლად, სწორედ სა-
ამისო დროც ახლაა, მიტროპოლიტ ცაგერელს ამ დღეებში მოვე-
ლით და მისი დახმარებით ეგებ საქმე გამოკეთდეს, ვნახოთ! დედო-
ფალი წამოდგა და მისი პირადი ფარეში მოიხმო:
‒ ფრენია! აქ მოდი!
ფრენია შველის სისწრაფით შემოვიდა და დედოფლის გარე
თავდახრით გაჩერდა.
‒ მთავარი სით ბრძანდება?
‒ ხეივანში, ბატონო!
‒ მაშ, ეახელ და მოახსენე, რომ დედოფალი გთხოვს, მობრძან-
დიო.
თეთრ ჩოხა-ახალუხში და მოწკეპილ წუთებში გამოწკიპული
ფრენია მართლაც რომ ფრინველის სიმსუბუქით გაეშურა მთავარ-
თან.
‒ რა ამბავი, ფრენია? ‒ შეეკითხა მისულ ფარეშს მთავარი.
‒ დედოფალმა გთხოვა, მობრძანდიო, ბატონო!
მთავარი წამოდგა.

208
‒ თქვენს საუბარს ვაკლდები და ნურას უკაცრავად, მაგრამ დე-
დოფალს რომ არ ვეახლო, ყველას გაგვრისხავს, ‒ მოიბოდიშა და-
დიანმა და დედოფალთან წავიდა.
‒ რას გვიბრძანებ, დედოფალო ჩემო? ახალი ხომ არაფერია? –
შეეკითხა მისვლისთანავე მთავარი და გვერდით დაუჯდა.
‒ მართლაც რომ ახალი აზრი მომივიდა თავში და მინდა გაგიზი-
არო.
‒ ბრძანე.
‒ამ დღეებში მიძაჩვენ მიტროპოლიტს ველით ხომ?
‒ დიახ, თუ დღეს არა, ხვალ მაინც უნდა მობრძანდეს.
‒მე მინდა მაიზერთან შუამდგომლობა დავავალოთ,რომ
ღვთისგან მონიჭებული მემკვიდრე მოგვინათლოს და ამით გამო-
ვისყიდოთ მისდამი ეგეოდენ უგულებელყოფილი მოქცევა, თორემ
სხვა რომ არაფერი იყოს, აუგია, მთავარო, ჩვენ მიერ ეგეთი უთავა-
ზიანობა ისეთ ოჯახთან, რომელთანაც მეგობრული განწყობილება
გვქონდა. ახლა შენი აზრიც მინდა გავიგო, ცუდად ხომ არ მიფიქრია.
მთავარმა დედოფალს თანხმობის ნიშნად ხელი აუღო და ეამბო-
რა.
‒ დიდებულად მოფიქრებული აზრია, დედოფალო, და მართლაც
ამით თუ გამოვისყიდით ჩვენს დანაშაულს, თორემ ეჭვს გარეშეა,
რომ მათ გულისწყრომას მათივე ამოდენი ხნის სიჩუმე ადასტურებს
და გამოსავალი გზაც, ჩემი აზრით, ამაზე უკეთესი აღარ შეიძლება.
მერე კიდევ ხომ იცი, ირგვლივ ათასი რამ საფრთხეა მოსალოდნე-
ლი და ასეთ დროს ისეთი ოჯახების და მხარის განდგომა საშიშარი
და სამწუხაროა. დიდებული აზრია, დედოფალო, დიდებული,‒ გახა-
რებული მთავარი ფეხზე რომ წამოდგა, ისე წელგამართულად გაიჯ-
გიმა, თითქო რაღაც დიდი სიმძიმის ტვირთი მოიშორა და ძირს და-
აგდოო.
‒ ჩემი ფიქრით, ეს მალე უნდა მოხდეს.
‒რა თქმა უნდა! როგორც კი მობრძანდება ბიძაჩემი, ვთხოვ და
დავავალებ... ოხ, რა დიდებული აზრია, ჩემო ძვირფასო! რა ბედნიე-
რი ვარ მით, რომ ასეთი ჭკვიანი მყავხარ, – კვლავ და კვლავ იმეო-

209
რებდა მთავარი და მთავრის ასეთი აღტაცება დედოფლის გულში
ნელსაცხებელივით იღვენთებოდა.

***
სამი წელი შესრულდა უკვე, რაც ფაქა გელოვანის ოჯახმა დაკარ-
გა მათი სიამაყე რძალი, ორი წლის შმაგი, გახა მახარობლიძე და
მზისახარი.
დამგლოვიარებული ოჯახი სულსა და გულს თითქო მოწყურდა
მათი სახელის ირგვლივ, მათი ხსოვნის აღსანიშნავად კვლავ აფუს-
ფუნებულიყვნენ და ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად გადაწყვი-
ტეს დიდი და სახელოვანი აღაპი გადაეხადათ. და მალე ფაქას სახ-
ლში დიდი მარაგი შეიქნა. დასაკლავი სახორცეების სიმრავლე და
პურ-ღვინის სიუხვე ისევ იმ ბედნიერ დღეს ემსგავსებოდა, ოდეს მზი-
ას და მაიზერის საქორწილოდ ემზადებოდნენ.
– ეეჰ, ის სიკეთე მაინც ახლდეს ამ უბედური დღის ჩატარებას,
რომ გურიის მხრიდან ვინმე დაგვსწრებოდა. არ დავეძებდი, თუ
გინდ ავაზაკიც იყოს, ოღონდ გურული იყოს, ჩემი რძლის მიწა-
წყლის შვილი, მისი ნაცნობი ვინმე,‒ ეუბნებოდა გულნაღვლიანად
ფაქა თავის მეუღლეს.
‒ეეჰ, გურულ კაცთან რაღა გამოსაჩენი პირი გვაქვს, მათსას
ამოსული მზე ჩვენსას ჩავასვენეთ უდროვოდ, უსამართლოდ და უღ-
მერთოდ. ხომ გახსოვს, ჩვენმა მძახალმა იმ დაქცეულ დროს რომ
სასამძიმრო და თან გამოსათხოვარი წერილი მოგვწერა, ახლაც შე-
ნახული მაქვს სადღაც: „რომ მოვიდე, რას მოუვიდე, ჩემი უცხედ-
როდ და უსაფლაოდ დაკარგული შვილი და შვილიშვილი სად ვე-
ძიოო“, ‒ თქვა როდამმა და ორივეს ტირილი მოერია.
‒ სად ვეძიოთ და საიქიოს, საიქიოს. იქ შეხვდება უთუოდ ჩვენი
მოყვარული სულები ერთმანეთს. იქ. – ამბობდა გულაჩუყებული
ფაქა.
მაიზერი შემოვიდა. წარსული უბედურების სამი წლის ტვირთვას

210
მისი ხალისიანი იერით გადატკეცილი შუბლი დაეღარ- დაენაოჭე-
ბინა, მისი ცეცხლის მფრქვეველი თვალები რაღაც უთქმელი საყვე-
დურით მოჩრდილულიყო, მისი მხიარული და მომღიმარე სახე ფიქ-
რის მწვერვალად გარდაქმნილიყო და მუდამ ჩაფიქრებულს მდუმა-
რება ეშმასავით დაუფლებოდა.
ორმოცდახუთმეტი წლის ფაქა ნაღვლიან ცხოვრებას ისე შეეტ-
რუსა, რომ სამოცისას დამსგავსებოდა.
მხნე და დარბაისელი როდამი ყველაზე მეტად დაძაბუნებული,
ძლივს დადიოდა. მშობლების მწუხარებას ის აორკეცებდა, რომ მა-
იზერისათვის კვლავ ცოლის თხოვა ვერავის შეებედნა და ამოდენა
მამული და ოჯახი უძეოდ რჩებოდა.
‒ მამაჩემო! გახას ქვრივ-ობლის საამდღეო საბოძვარი მოიფიქ-
რეთ რამე.
‒ მოფიქრებული მაქვს, შვილო. ერთ უღელ ხარს, ორ ძროხას და
ერთ ცხენს ვაძლევ და ყოველგვარ გადასახადისაგან ხომ განთავი-
სუფლებული არიან და ის არის.
‒ ძალიან კარგი.
კარი გაიღო და აღაპის მოწესრიგე გურჯი გელოვანი შემოვიდა.
‒ ბატონებო! მიტროპოლიტ ცაგერელს არ ვატყობინებთ, რომ
წირვა-პანაშვიდი და სუფრის კურთხევა მისი წმიდა ოლარით მოხ-
დეს? ‒შეეკითხა მათ შავგვრემანი, გრუზა წარბებიანი გურჯი გელო-
ვანი.
ამ შეკითხვამ როდამის ტანი ნელიად განაკრთო. შეეშინდა
ქმარ-შვილმა თანხმობა არ დამასწროსო და პასუხი ჩქარა გასცა.
‒ არა, ბატონო, ეს აღაპი დიდებულთა სალხინოდ და სალაღო-
ბოდ კი არ გვინდა, არამედ იმ მდაბიოთა მადლობისათვის, რომელ-
თა წევრნი ჩვენი უბედურების გულითად მტვირთელნი იყვნენ.
‒ დიახ, ბატონო. ხალხი და გვარეულობა, სხვა არავინ არ იქნე-
ბა,‒ დაამატა ფაქამ.
– აგრე უნდა იქნეს, ‒ განაგრძო როდამმა. ‒ და ნუ დაგავიწყდე-
ბა, რომ სამიტროპოლიტო ხარჯები მხოლოდ გლახაკებსა და დავ-
რდომილებზე გაიცეს, იმათთვის დაიხარჯოს.

211
‒კეთილი და პატიოსანი, ‒თქვა გურჯიმ.

***
აღაპის დღეებს უკვე გაევლო და ოჯახს კვლავინდებური მყუდ-
როება დაუფლებოდა. მხოლოდ აქა-იქ აღაპის ამბებს წამოილაპა-
რაკებდნენ ხოლმე.
მაიზერი ოთახში შესულიყო და რაღაც იარაღს ათვალიერებდა.
კარებთან მიდგა და ონის გასძახა. ონი მყისვე მასთან გაჩნდა.
‒ონი, მე თუ გიყვარდე, ეს თოფი და ვაზნა შენ გქონდეს,‒უთხრა
მაიზერმა.
‒ რას ბრძანებ, ბატონო! ესენი შენს ხელს უფრო შვენიან.
‒ არა, ჩემი ხელიდან ვერ მისწვდა მიზანს და გლახა ხოსიას სის-
ხლი უბრალოდ დამაღვრევინა და აწინდელ საჭიროების დროს ეგებ
შენი ხელიდან უფრო სამართლიანად გავარდეს და აიღე, მე ნუ მო-
გიკვდე.
ონიმ ნაჩუქარი დიდი მადლობით ჩამოართვა:
‒ შენი მოწყალება ღმერთმა ნუ მომიშალოს, მაგრამ ნამეტანი
კია, ბატონო.
ონი გავიდა თუ არა, ოთახში ფაქა შემობრძანდა.
– ძალიან დაგისაჩუქრებია ონი.
‒კი. მას ძლიერ გაეხარდა, მე კი ოხრის სიკვდილის. შემდეგ სა-
შინლად მძულდა ეგ თოფი.
‒კარგი გიქნია ძალიან. შენი და ონის ქონება შორიშორს არ
არის.
– ოო, მაგ რომ არ მყოლოდა, დღემდე მოღწევა გამიჭირდებო-
და, მამაჩემო! იშვიათი გულის კაცია და ჭკვიანი და ნიჭიერად მიმ-
ხდომი ყველაფრის. დედაჩემს ტყუილა კი არ ვეხუმრები ‒ ამ შენი
გაზრდილი ონისთვის მეტი კარგი ღირსებები შეითვისებია-მეთქი,
ვიდრე ჩემთვის-თქო.
‒ ჰა-ჰა-ჰა, – ჩაიქირქილა სიამოვნებით ფაქამ, ‒ რჩეული ყაძახ-

212
ია სწორედ.
‒ და ჩვენთვის ეჭვშეუვალი ერთგული.
‒ არ წააგებს მაგით. მეც ჩემს შვილად მიმაჩნია... ჰო, ეს რა ამის
პასუხია, მაგრამ იცი, მაიზერ, რა გითხრა? მიტროპოლიტ არსენის
უბრძანებია: ხვალ მაიზერ გელოვანთა უნდა გადავიღეო, დადიანის-
გან ვარ დასაქმებულიო და რა უნდა იყოს, ნეტავი?
‒ არ ვიცი. ეს შავად შემოსილი სამი წელი საფლავის მდუმარე-
ბით ჩატარდა ჩვენ შორის და ახლა რა უნამუსობა ჰყოფნით ამ მდუ-
მარების დასარღვევად არ ვიცი.
– საკვირველია,
‒ ვნახოთ.
‒ ხომ იცი, მაიზერ, რაკი მოვა, ჩვენი ვალია ჩვეულებრივი ზოდი-
ლი თავაზიანობით მივიღოთ.
‒ იძულებულნი ვართ.
‒ ჰოდა, ასე ვქნათ, შვილო. ვნახოთ, ბედისწერა რას გვიმზადებს.
‒ ბედისწერამ უკვე დაამზადა, რაც ჩვენთვის უნდოდა.
‒ ვინ იცის, შვილო, ღამე უგანთიადოდ არ იქნება.
‒ეე, მამაჩემო! მაგაზე ზედმეტია ლაპარაკი. ბავშვური თავის
მოტყუებაა. ჩემი განთიადი გათავდა...

***
‒ ყველაფერს ვიფიქრებდი და ამას კი არა, ეტყობა მტრული გან-
ზრახვით რომ ვერაფერი გააწყო, ახლა მოყვრობა შემოგვიკვეთა, –
ეუბნებოდა ფაქა მაიზერს, ოდეს მიტროპოლიტი არსენი გაისტუმ-
რეს და მამა-შვილი მარტოკა დარჩენ.
‒მეტს რაღას გააწყობდა, მამაჩემო! მისმა ბოროტმა ზრახვებმა
ძირ-ფესვიანად მოგვსპო, გაგვანადგურა და თვითონ რა უშავს, შვი-
ლი შესძენია და ნათლობას მთხოვს ისეთ კაცს, რომლის ზრახვანი
ამით უნდა, ალბათ, ამოიცნოს, ოო, დიდი ცბიერი ვინმეა. ნიადაგი
მომისინჯა, ალბათ.
‒ აბა, რაში უნდა გამოგცადოს?

213
‒ რაში? ‒ ის ფიქრობს, რომ თუ შვილის მონათვლაზე უარი მით-
ხრა, ჰგავს ყველაფერი სცოდნია და ჩემდამო მტრული ზრახვებით
ყოფილაო, და თუ მირონზე თანხმობა განმიცხადა, ჩანს არაფერი
სცოდნია და ჭადრაკიც მოგებულიაო. და სწორედ ამ მოსაზრებით
დავძლიე ყოველივე და მირონზე მიტროპოლიტს თანხმობა განვუც-
ხადე. რა მექნა, მამაჩემო! ყოველივე ეს, ჩემი ჯაბანივით თმენა და
მდუმარება იმ საცოდავი ქალის სიბრალულით მომდის. ის ხომ თა-
ვის მიმართ უსასტიკესი მსაჯული გამოდგა და აღარ შემიძლია
კვლავ ისეთი მდგომარეობა შევქმნა, რომ მას ცუდენაობით იხსენი-
ებდნენ, თორემ ბევრი რამ მალევს ვალად, რომ დადაიანს მივუზღო,
მაგრამ რა ვქნა, საბრალო მზიას გოროზი თავმოყვარეობა აღარ შე-
მიძლია შევლახო.
‒ მოსაწონი აზრია, შვილო, და დიდად მიხარია, რომ ეგეთი
გამჭრიახი გონება გაქვს.
‒ მე რომ დადიანს ღირსეული სამაგიერო მივუზღო, მანაც ჩე-
მებრ უფესვოდ და უმიზნოდ უნდა იხეტიალოს ქვეყნად, მაგრამ ეს
რომ მოხდეს, აუცილებლად ისიც გამომჟღავნდება, რისი
სამაგიერო პასუხი ეს იქნება და ხომ იცი, ხალხის მდაბალი აზრი და
უღირსად განუსჯელობა, ‒ აიღებენ და მზიას სახელს მეძაობით შერ-
ყვნიან და საამისო კი, მოგეხსენებათ, მზია არაფერი დაუშავებია, და
ეს დაუმსახურებელი ჩრდილი რომ მის სახელს მიადგეს, აღარ შე-
მიძლია! მზიამ რაც სასჯელი დაიბერტყა და დატოვა, ეს ჩემი სატვირ-
თალია და კიდევაც უნდა ვიტვირთო იგივე მდუმარებით, როგორც
მზიამ იტვირთა სიკვდილი თავისი და სიკვდილი საყვარელი შვილი-
სა. აი, მამაჩემო, ეს არის ჩემი აღსარება წინაშე ჩვენ შორის მეგობ-
რული მამაშვილობისა.
‒ ჭეშმარიტად, რომ ჩინებული აზრია. სწორედ, რასაც მე ვფიქ-
რობდი და მსურდა, შენგან ის მოვისმინე, — უპასუხა მამამ და წა-
სასვლელად წამოდგა და აივანზე გავლა-გამოვლის შემდეგ ცოლის,
ოთახისკენ გასწია.
– მართალი ნათქვამი ყოფილა, ჩემო ქალბატონო: მზემ რომ
იშუშპროს, ნუ გიკვირს, მთვარემ დაუკრას ნაღარა, ამდენმა საკვი-

214
რველებამ გამომირია ჭაღარაო, ‒ მიმართა როდამს ოთახში შე-
სულმა ფაქამ.
‒ როგორ, რა მოხდა?
‒ მიტროპოლიტი არსენი დადიანის გამოგზავნილი მოციქული
ყოფილა. დადიანის მემკვიდრე შეძენია და იმის მონათვლას არსე-
ნის პირით მაიზერს სთხოვს.
‒სამას სამოცდახუთმა წმიდა გიორგიმ არ მოამწიფოს მის გვარ-
სა და მოდგმაში სამემკვიდრო და სასიკეთო რამე, იგოროს ვირებმა
მის ნამოსახლზე და იწამლებოდნენ ქვეწარმავალთა შხამიანობით.
‒ ეჰ, რას იზამ! ეს ქვეყანა ბოროტების სათამაშო ბურთია და წყე-
ვა და გულის წყრომა უძლურია მასთან.
‒ მერმეთ რა უპასუხა მაიზერმა?
‒ დასთანხმდა მოვნათლავო.
‒ ბარაქალა თქვენს საქმეს!
‒ რატომ?
– როგორ თუ რატომ?! კაცისადმი გულში მტრობა-მძულვარებას
ატარებდე და პირში მოყვრობას უცხადებდე! აფერუმ, აფერუმ!
‒აბა, შენი ფიქრით, რა უნდა ექნა?
‒ ის, რომ მტერი მტრად უნდა გრძნობდეს თავს და მოყვარე მოყ-
ვრად.
‒ ერთი შეხედვით, შენც მართალი ხარ, ბატონო ჩემო, მაგრამ
ახლა მაიზერის აზრიც მოისმინე და მაშინ იტყვი, ის უფრო მართალი
ყოფილაო. მე არ გეტყვი არაფერს. ის თვითონ შემოვა და მოგახსე-
ნებს მის მოსაზრებას, რომელსაც მე წუნი ვერ დავდე და შენი არ ვი-
ცი. არა მგონია, რომ დაუწუნო. მაიზერმა ახლა იმდენი რამ აღიარა
ჩემთან მის გულთა ნაღები სანაღვლიანო ზრახვები, რომ შემეცოდა
და გულლიც ამიჩუყდა კიდეც. რომ მას არ შეემჩნიოს, ჩქარა გან-
ვშორდი და შენკენ წამოვედი. სამი წლის გულში ჩაოკებული იარა
დღეს მარტო განკვეთა და გადმოანთხია საბრალომ. მადლობა
ღმერთს, უჭკუო კაცი არ არის და როგორც უნდა ისე ქნას, ჩვენ ნუ
შევედავებით.
‒ეეჰ, ვეღარ გაიგე, რომ აღარც ვდავობ და აღარც ხმას ვიღებ!

215
ვერავითარი თქმა და დაობა მისგან გატიალებულ ცხოვრებას ვე-
ღარ აღადგენს და რაღად მინდა ვთქვა რამე! უდანაშაულო თავი ვერ
მომიკლავს, თორემ ჩემთვის სიცოცხლე ერთ ჩირად აღარ ღირს, ბა-
ტონო ჩემო! ცხოველს დამსგავსებული ვცოცხლობთ მარტო იმის-
თვის, რომ საჭმელი ვჭამოთ. მეტი რაღანი ვართ! წინ არაფერი მიგ-
ვიძღვის და უკან არაფერი გვრჩება და ეს სულ ჩვენი შვილის ჭკუამ
გვიყო.
‒ რა ვქნათ! უცდომელი ჩვენებრ უბრალო მომაკვდავი კი არა,
ამბობენ, თვით მაცხოვარი არ იყოო... ჰო! დამავიწყდა იმის თქმა,
როდესაც სადილად დავსხედით და მიტროპოლიტმა „მამაო ჩვე-
ნოს“ აღიარებით სუფრა კურთხეულჰყო, მაიზერს მიმართა და თხო-
ვა, რომ სამგლოვიარო თმის შეკვეცის ნება მისთვის მიეცა.
‒ მერე?
‒რაღა ეგებოდა! დათანხმდა.
‒ შეკვეცა უკვე?
‒დიახ.
‒ ჰმ! უბადრუკო ოჯახო ჩემო, რა დაცინვის ქვეშ იწიხლები! ‒
თქვა ნაღვლიანი კილოთი როდამმა და სიტყვა აღარ გაუგრძელე-
ბია.
როდამი დიდ ჭკვიან ქალად ითვლებოდა. მთელ მათ საგვარეუ-
ლოში თუ რაიმე საცილო და სადავო საქმე იჩენდა თავს, ორთავე
მხარე როდამს მიმართავდა, მართლმსაჯულების უფლებას მიანი-
ჭებდნენ და რასაც ის გადაწყვეტდა, ყველა უდაოდ მიიღებდა. და
როდამმა მით უფრო ვეღარ აპატია თავის თავს ის, რომ სხვის არე-
ულ საქმეს გამოაწყობდა, გამოაკეთებდა ხოლმე და თავის ოჯახს კი
ვერ უშველა.
როდესაც როდამში გრძნობა-გონების თათბირი გაღრმავდებო-
და, როდამის მიუდგომლობა იმდენად კეთილშობილი იყო, რომ ყო-
ველთვის მაიზერს ამტყუნებდა, მაგრამ მოთმინების ძალაც იმდე-
ნად შესწევდა, რომ ერთ საყვედურს არ ეტყოდა, რადგან ხედავდა,
რომ გამოუსვლელ გლოვა-სი ნანულის მტვირთველი შვილი მეტად
საცოდავ მდგომარეობაში იყო.

216
ლეჩხუმიდან ახლად მიბრძანებული არსენ ცაგერელი დადიანს
განცალკევებულ ოთახში მიეღო და დაბალი ხმით ლაპარაკობდნენ.
‒ უნდა ვთქვა, ჩემო ძმისწულო, რომ ძალიან გასაბედავი გავბე-
დე. ეს გაბედვ,ა უკაცრაული პასუხია, და ცოტას წეითავხედებდა კი-
დეც.
‒შენ კიდევ მეტი, რომ შუამდგომლობა იკისრე, ბიძაჩემო.
‒ ბატონო, გამოსავალი გზა აღარ მომეცი და... ცოდვილი ვარ და
ბევრიც ვიცრუე. მაგრამ ამ მონისლულ ჰაერში ყოფნას, უნდა გამოვ-
ტყდე, მეც ვარჩიე ბარემღაც, რომ მდგომარეობის ავ-კარგი საბო-
ლოოდ გამორკვეულიყო. იმასაც ვფიქრობდი: როგორ გაუწყრება
ღმერთი, მორწმუნესა და დარბაისელ ოჯახს, რომ მირონის მოციქუ-
ლობისთვის მიტროპოლიტი მომკლან-მეთქი და ისე მცირე შეურაც-
ხყოფისთვის, ღმერთო, შეგცოდე, და მეც მზად ვიყავი, მაგრამ, მად-
ლობა ღმერთს, ყველაფერი ღვთისნიერობით დამთავრდა, უნდა
ითქვას, რომ ზრდელი და მწიგნობარი ხალხია და იციან, სად რო-
გორ მოიქცნენ.
მღვდელმთავრის სიტყვებს წარბებაწკეპილი მთავარი გულმოდ-
გინედ ისმენდა.
‒ მაშ, დარწმუნებული ხარ, ბიძაჩემო, რომ არაფერში არ არიან
დასაზრული?
‒დავრწმუნდი.
‒ და ყრმის მონათვლაზე უეჭვო დასტური დაგრთეს?
‒ დიახ.
‒ მაშ, ჩემი ალალბედური ნაბიჯი კარგად და ზუსტად გამომდგა-
რა, ჰა?
‒ ჯერჯერობით.
‒არ გაუკვირდათ თქვენი მიბრძანება, თუ შეატყვეთ?
‒ სრულიად არა.
‒ყველანი ინახულეთ?
‒ ორივე, მამა-შვილი.
‒ მაიზერი ძლიერ შეცვლილია? ‒ამბობენ, ასეთმა დიდმა მგლო-
ვიარობამ სულ გამოცვალაო.

217
‒ რა თქმა უნდა, დიდი დაღი დაუსვამს მწუხარებას, მაგრამ, ფეხ-
მოტეხილი ვეფხის არ იყოს, მაინც საკმაო ცეცხლს ისვრის გოროზი
თვალებიდან.

***
მარიობა დღეს თითქო მემკვიდრის ნათლობისათვის განსაკუთ-
რებული დარი და ბუნების სიხალისე მოფენილიყო. დღეს დედოფ-
ლის ოთახიც განსხვავებული სიკეკლუცით გამოიყურებოდა. სასახ-
ლის ქალბატონები ორი დღე ახამებდნენ ოთახის მოსართავ ფე-
რებს. ძვირფასი ქსოვილებით დამძიმებული სკივრები ამოეშალათ
და ოქრომკედით ნაჭედი დიბა-ფარჩებით კედლები შემოსეს, სპარ-
სული ნოხებით იატაკი დაჰფარეს, ძვირფასი ქსოვილებით ტახტები
ააფერადეს. სალუქი ბაბთა-აბრეშუმებით სარეცელი ღელავდა და
ოთახის ჰაერი ნელსაცხებელთა კეთილსურნელებას აკმევდა. დღეს
აქ დედოფალს ახალ მონათლული ყრმა შვილს მიჰგვრიან და ოთა-
ხიც სადღესასწაულო იერით უნდა გამოიყურებოდეს.
„ოხ, რა ბედნიერი ვარ დღეს. ჩემი სახმილი მხოლოდ დღეის
დღემ ჩააქრო... ის მოვა, მოვა სადაც არის და სამი წლით სიყვა-
რულს და ალერსს მოკლებული კიდევ მეტი თავდავიწყებით აღეგ-
ზნება, კიდევ მეტი მწყურვალებით დამიახლოვდება, ვიდრე ეს აქამ-
დე შეიძლებოდა“.
ასე ფიქრობდა სარკის წინ დაბრძანებული დედოფალი და თან
პატიოსანი თვალებით მოელვარე ამბარჩას მშვენიერ ყელზე იბამ-
და. სადედოფლო სამკაულებით ირთვებოდა. თავზე მხევალთა უფ-
როსი, დედოფლის პირადი გამდელი იაგუნდისა ადგა და მორთვას
შველოდა.
გარეთ, სასახლის ეზოში, სტუმართა ქარავანი არ წყდებოდა,
მეგრელთა დახვეწილობა, იმერთა დარბაისელი იერი და ქარ-
თლელთა ჯიჯგვი გამძლეობის შესახედაობა ერთი მეორეს სცვლი-
და, ერთი მეორეს ავსებდა, აერთიანებდა და მით ეზო მშვენიერ სა-

218
ახაობად ქცეულიყო. უცებ რაღაც ფაციფუცი ატყდა.
‒ გელოვანმაც მოაღწია, – დაიძახა ვიღაცამ.
რამდენიმე წუთის შემდეგ სტუმართ მიმღები დარბაისელნი მაი-
ზერს დარბაზში შეუძღვენ. მიქია დედოფლის ოთახისკენ გაეშურა.
‒ დედოფალო! ნათლიად მოწოდებული მობრძანდა,‒ მოახსენა
მიქიამ.
‒ მართლა? შეიელვა დედოფალმა.
‒ მართლა, დედოფალო!
– მადლობა ღმერთს! თითქო მთავარი ეჭვნეულობდა...
‒არ მოელოდა?
ჰო, რაღაც.
‒ სხვა მრავალნიც მობრძანდნენ და ყველა შენს ხილვას შეს-
ტრფის და შეხარის.
‒მეც ეგრეთვე მიხარია მათი შეხვედრა, გეთაყვა,‒ ბრძანა აღტა-
ცებულმა დედოფალმა, წამოდგა, მიქიას და მრავალთა თანხლებით
სასტუმრო დარბაზისკენ ფარშავანგივით ყელმოღერებით გაემარ-
თა.
სასახლის კარის ეკლესია ხალხით აივსო. მთავრის მემკვიდრე
უფროს გამდელს ემბაზის წინ აბრეშუმებში გახვეული მკლავებზე
მწილარე ეკავა.
კარის მოძღვარმა პირველი ლოცვა ჰყო, მგალობელთა გუნდმა
საგალობელი აღამაღლა, არსენი ცაგარელმა ყრმა ემბაზში გაბანა,
ჭყონდიდელმა მირონი სცხო, ცაიშელმა თმა მოკვეცა და ნათლიამ
ქრისტიანული სააღთქმო ფიცი მიიღო.
ნათვლის წესი დამთავრდა. მირონცხებული მემკვიდრე ნათლი-
ის მკლავებს სათუთად მირქმეული ეკავა, გვერდით ცაგერელი მი-
უყვებოდა და დედოფალს ყრმა თავის ოთახში მიჰგვარეს.
‒ღმერთმა აღგიზარდოო, დედოფალო, ღვთივ მირონცხებული
დემური, – მიმართა ცაგერელმა.
‒ და მეც თქვენ უმორჩილეს მონას შემაძლებიოს თქვენი ნათე-
საური სამსახური, ‒ დაამატა მაიზერმა.
‒ გმადლობთ და კვალადვე გმადლობთ, – დაშაქრული ხმით უპ-

219
ასუხა დედოფალმა და ყრმა რომ ხელიდან ჩამოართვა, უნებლიეთი
შეხებით ხელები ერთმანეთს მოუხვდათ და ამ უცაბედ შემთხვევით
შინაგან გზნებით ცეცხლმა თავი აიწყვიტა და ისე დაჰკვესა, დაიელ-
ვა, რომ დედოფალს ეგონა, მზე და მთვარე ერთმანეთს დაეჯახა და
დედამიწა ცეცხლის ქარბუქში გახვიაო.
დედოფალს მეტის თქმა აღარაფრის შეეძლო და ამას თითქო
ყრმის გამნათვლელიც მიუხვდაო, მოკრძალებით მყის უკან დაიხია
და საპატიო სტუმართა შორის გარეთ გატრიალდა.

***
მემკვიდრის ნათლობის ლხინმა და მეჯლისმა ერთ კვირას გას-
ტანა. სტუმართა კრებული თანდათან იშლებოდა და მაიზერმაც ხვა-
ლისთვის წასვლა გადაწყვიტა. დედოფალი საშინლად ღელავდა,
ცდილობდა, ფიქრობდა, როგორმე მაიზერი ხანგრძლივად დარჩე-
ნილიყო. ოთახში მთავარი შევიდა.
‒ იცი, რა გითხრა, ‒ მიმართა დედოფალმა, ‒ წეღან მაიზერის
ერთი მოყმე მეახლა და მაიზერის მშობელთა დანავალები მუდარა
გადმომცა.
‒ რაო?
‒ დიდად გვთხოვენ ორივეს, რომ რაც შეიძლება მაიზერი ხან-
გრძლივად შევაჩეროთ, მალე არ გაუშვათ, ეგების დარდიანი გული
ოდნავ გაერთოს და მხიარულების ხალისი გაეხსნასო, ‒ იცრუა დე-
დოფალმა.
‒მე დაუვალებლადაც ბევრი ვთხოვე, მაგრამ ვერ დავითანხმე
და ახლა შენ თხოვე და ვგონებ, არ გაგაწბილოს.
‒ რომ გამაწბილოს, ხომ დიდად მაწყენინებს.
‒არა მგონია. ზრდილი კაცია და უარს არ შემოგკადრებს.
მთავარი და დედოფალი ორივე აივანზე გავიდნენ. აივანს ერთ
კუთხეში მაიზერი და ბედიანი ჭადრაკს თამაშობდნენ.
– ოო, ბატონო ვეზირო, არ გეკადრება დედოფლის ასეთ განწირ-

220
ულ მდგომარეობაში ჩაყენება, – მიმართა მისულმა დედოფალმა,
ოდეს თამაშის მდგომარეობას დახედა.
‒ რა ვქნათ, ბატონო, სვანთა ულმობელობამ არც ვეზირი დაინ-
დო და არც დედოფალი და რა ჩემი ბრალია.
თამაში ბედიანის წაგებით დამთავრდა.
– მაშ ახლა მე უნდა გებრძოლო,‒ მიმართა მაიზერს დედოფალ-
მა.
‒ შენთან შებრძოლება, დედოფალო, არც ისე ადვილია.
– და არც ისე საშიში, ‒ აბა, ფრენია! ჩქარა ჩემი ჭადრაკი მოიტა-
ნე, ‒ უბრძანა ფარეშს დედოფალმა და იმანაც ვერცხლის ყუთში ჩაწ-
ყობილი ჭადრაკი ელვის სისწრაფით მოართვა.
მთავარმა ყუთს თავი ახადა და მაიზერის ყურადღება ჭადრაკის
სიძვირფასემ მიიპყრო.
‒ ბატონო, ამ ჭადრაკს, ალბათ, ყველას ცოდვილი ხელი არ მო-
ეკიდება. რა მშვენიერება რამ არის.
‒და მშვენიერთა ნაფასურიც არის,‒ უპასუხა მთავარმა.
‒ მაინც რა?
‒ოცდახუთი ლამაზი ქალ-ვაჟი.
‒ მართლა თუ?‒ შეიკვირვა მაიზერმა,
‒ ღმერთს ვფიცავარ. ოსმალეთის ხონთქრის ცოლმა მომიძღვნა
და სამაგიეროდ ოცდახუთი ჭაბუკ-ქალწულნი ვაახელი. მაშ გელო-
ვანთაებრ ძუნწი კი არა ვარ, თავადო, ‒გადაჰკრა ხუმრული საყვე-
დური.
‒ შენს ნაბრძანებს ცილისწამებად ვღებულობ.
‒ არ ვიცი ცილისწამებას რას უწოდებ და ეს კი ვიცი, რომ დიდმა
ფაქა გელოვანმა ერთ ქიბულქამანზე იძუნწა.
‒ ჰა-ჰა-ჰა, – ჩაიხითხითა მაიზერმა, ახლა კი მივხვდი შენს საყ-
ვედურს.
‒ ტყუილია თუ?
‒ დიახ, მართალი, მაგრამ უდანაშაულო მართალი.
‒ჰა-ჰა-ჰა. ახირებული ბაქია, შენმა სიცოცხლემ.
‒ რატომ, ბატონო! გელოვანთა უფლების მადა ჯერ იქამდე არ

221
მისულა, რომ ქიბულქამანები საოსმალოდ გავიღოთ.
‒ ტყუილია! ქიბულქამანი დედოფლისთვის მინდოდა.
‒ ვინ არის ეს ქიბულქამანი? – იკითხა დედოფალმა.
‒ფაქას მომღერალ-მეჭიანურე ფარეში სვანი.
‒კარგად უკრავს? —
‒ საკვირველი დახელოვნებით და იშვიათი ხმით.
ამ ხუმრულ ლაპარაკში მაიზერი ფირუზითა და ლალით შეჭედილ
ვერცხლის ჭადრაკს დაკვირვებით ათვალიერებდა და სათამაშოდ.
აწყობდა.
‒ მაგრამ თამაში უნაძლეოდ არ მიყვარს, – ბრძანა დედოფალმა
და ის იყო მაიზერმაც ჭადრაკის არჩევანი შესთავაზა.
‒სანაძლეოს აღნიშვნა?
‒ ბრძანეთ, ბატონო.
– თანახმა იქნები?
– რა თქმა უნდა.
‒ შენ თუ მომიგებ, ‒ დაიწყო დედოფალმა, ‒ მერე ამ ჭადრაკს
ურისხდები და სანაძლეო ჯილდოთ შენს უფლებაში ვტოვებ.
‒უჰ! დაგვღუპა დედოფალმა, შენმა სიცოცხლემ, და ეს არის, - წა-
მოიძახა მთავარმა.
‒ თქვენ თუ მომიგებთ, დედოფალო?
‒ მაშინ ორი თვით შენი სტუმრობის ხანდაზმულობა უნდა გვაჩუ-
ქო.
‒ უცნაური სანაძლეოა!
‒ყოველ შემთხვევაში, შენ არაფერს ჰკარგავ, ბატონო.‒ წამოი-
ლაპარაკა აქამდე გაჩუმებულმა ბედიანმა.
– აბა რას იტყვი? – შეეკითხა დაშაქრული ღიმილით დედოფალი.
‒ რა უნდა ვთქვა. უკან დახევა აღარ ეგების.
‒ ბატონო, რა აქვს ამ დალოცვილს უკან დასახევი, ‒ ხუმრობ-
დნენ დადიანი და ბედიანი.
‒ მაშ მაყურებელთადმი ჩემი გაფრთხილება, არც ერთი შენიშ-
ვნა, გარდა მდუმარე მზერისა, – ბრძანა დედოფალმა და პირველი
სვლა პაიკით დაიწყო.

222
ფრთხილი და დაკვირვებული თამაში კარგა ხანს გაგრძელდა,
საბოლოო გამარჯვების სიხარული დედოფალსა ხვდა, რის ძალით
მაიზერი ორი თვით სასახლის სასურველ სტუმრად დარჩა.
‒ საკვირველი მოხერხებული უნარის მქონენი ხართ ქალები, –
ეუბნებოდა დაწოლის დროს მთავარი დედოფალს.
‒ რაზე ამბობ?
‒ აი, ჭადრაკის სანაძლეოზე. მე მაგას ერთ წელიწადს ვერ მოვი-
ფიქრებდი
‒ რა უნდა მექნა. მშობლების შემოვედრებულმა მუდარამ იძუ-
ლებულმყო, მაგრამ მაიზერმა არაფერი დასაზროს, გეთაყვა, თო-
რემ ყველა ამ პატივისცემას ფასი დაეკარგება.
– ოოხ, აბა რა სათქმელია, ‒ შეიოცა მთავარმა და დედოფლის
ჭკუათა ხერხიანობა დიდად ეამა.

***

ნაცრისფერი ნისლით აკვამლებას ჰაერი ისე მოეგუდა, თითქოს


მთელი ქვეყნის ფიქრის და დარდის აბოლება მომხდარა და უნდა
სიცოცხლე ჩაახრჩოსო. მაგრამ გალაღებულ უდარდელ ხედვას ბუ-
ნების ასეთი ჩანაღვლიანებული სახე შეუმჩნეველი რჩებოდა და სა-
სახლის დიდ ეზოში ახალი ნასაუზმები მთავარი და საპატიონი,
ახალგაზრდა მოხალისენი და რჩეული მსროლელნი მაიზერთან შე-
ჯიბრით ყაბახს ესროდნენ და თოფების ტკაცანი ისმოდა.
მაიზერს ნიძლავში წაგებული ორი თვიდან ჯერ მარტო ერთი თვე
გაეტარებინა და მთავარსა და მის შორის განახლებელმა განწყობი-
ლებამ უკვე მოულოდნელი სიახლოვის სურვილი მიიღო. ახლა დე-
დოფალზე ნაკლებ მთავარსაც აღარ უნდოდა წასულიყო, და კარჩა-
კეტილობას უკვე მიჩვეული მაიზერი ხანდახან უხერხულობასაც კი

223
გრძნობდა და გულში ჩქარობდა, რომ დრო მალე გასულიყო, სასახ-
ლის შემზღუდველ წესებს გასცლოდა და ოჯახის თავისუფლებას
დაბრუნებოდა.
„უჰ, რა საძაგელ დღე ყოფილა, რა უცნაური ჰაერი დგას, – ჩა-
ილაპარაკა თავის საკუთარ აივანზე გამოსულმა დედოფალმა და
მოტოდმარტო სავარძელში ჩაჯდა, ახლოს მდებარე „ვეფხისტყა-
ოსანს“ ხელი გადაუწია, გადაფურცლა და აქა-იქ წაიკითხა, მაგრამ
ეტყობოდა კითხვისთვის მოთხინება არ ყოფნიდა და წიგნი ისევ და-
ხურა, თავის ადგილზე დადო, უსიამოვნოდ აბოლებულ ჰაერს
კვლავ გადახედა და ჩაფიქრებული დავალები ნისლით დამძიმებულ
ჰაერს მიაშéერა.
უჰ! რა უცნაური ტაროსია და როგორ მძულს ასეთი დამაღონებე-
ლი ჭუჭყიანი ფერის ჰაერი, ‒ ფიქრობდა დედოფალი, – ალბათ იმი-
ტომ, რომ ჩემს სულსა და გულში ეგეთი ტაროსი დგას და ჯოჯოხეთის
სასჯელივით მახრჩობს... პირველ რომ ვნახე, ახლად ცოლნათხოვი
იყო. დიახ, და იმ დღიდან. გულმა ისე ჩაინერგა მისდამი ტრფობა,
რომ ასე მგონია, ერთი დიდი ხე დგას ჩემს გულში და მისი ფესვები
სადაცაა დამახრჩობს. მისი ცოლ-შვილიც ჩემს სატანჯველად და-
იღუპა. მაგ ამბავმა რამდენი ხნით გადაგვიჭრა შეხვედრის გზები ოჰ,
აღარ ძალმიძს ამაზე მეტი... რა სიბრიყვეა ასეთი გაუბედაობა! რათ
მინდა ვიცადო მანამდე, ვიდრე მეტყვის: მიყვარხარ, ვით ვარდს ნა-
მიო? მისთვის რომ იგი მამაკაცი და ამით მას ევალება გამბედაობის
ნაბიჯი? სულ ერთი არ არის, ჩვენს შორის რომელი იტყვის პირვე-
ლად. მე ხომ უბრალო მოკვდავი, უბრალო დედაკაცი არა ვარ, რომ
ჩემს ტრფობას გულგრილად ვინმე ეურჩოს. მე დედოფალი ვარ და
ორბელიანის სილამაზით განთქმული ქალი, რომელზედაც მგოსნე-
ბი ტყუილად კი არ ამბობენ:
მტკვარ-არაგვიც შედგებიან,
ორბელიანთ ტურფას ცქერითა..

თავისი ფიქრებით გამხნევებულმა დედოფალმა კვლავ „ვეფხის-


ტყაოსანი“ გადაშალა და ფურცვლა დაუწყო, სამიჯნურო ადგილებს

224
ეძებდა. „აი, ამ დიდებულ წიგნშიც ეგრე არ წერია! ყოველგან და ყო-
ველთვის პირველ ქალებმა ამცვნეს და გაუმჟღავნეს მამაკაცებს მა-
თი გრძნობათა ტრფიალი. „შენცა გინდა, მეცა მინდა განუყრელად
შენი ხლება“, ‒ ამოიკითხა დედოფალმა. ჭუშმარიტად, რომ ორთა-
ვეს გვინდა, მაგრამ მაიზერს მგლოვიარობისაგან შთენილი მოკ-
რძალება აკავებს და შემდეგ კი მთავრის შიში და რიდი. ჩემი ქმარი
ყელის მძივივით ჩამოკიდებია და ერთი წუთით თავისუფალი შეხ-
ვედრა ვერ მომიხერხებია და ამდენმა თავშეკავებამ ლამის წარი-
ღოს მიელი სიმშვიდე და სიხარული; ჩემი სულის ოდესღაც დავერ-
ცხლილი ფერი აი, ამ ნისლისფერად ბოლავს ახლა და ტანი კი გულ-
ში ანთებულ ცეცხლის ალზე იწვის და დნება... ალბათ, ცოტა კიდევ
და დამწვარი ჩონჩხი მთლიან დაიშლება, ჩამოინგრევა დად შენ რა,
ორბელიანის ქალი? ცოცხალ იყავ, ცეცხლი გწვავდა, მოკვდი და
ფერფლად ღაცვინდი, აღიგავე ვითარცა ერთი ფრინველი, რომელ-
მაც ამ დაუსრულებელ სივრცეში გამოიქროლა, შევხედეთ და მიგვე-
ფარა თვალთაგან, გაჰქრა და წაიშალა. დიახ, გაჰქრა, რაღგან ჩვენი
დასაბამი და დასასრული ფრიად ხანმოკლეობით განისაზღვრება.
და ამიტომ ყოველი დაგვიანება და ესრეთი მონური მოთმინება აღა-
რა მრწამს, დიახ, აღარა მრწამს, რადგან ვინც გიყვარს, იმის სიშო-
რე და ვინც არ გიყვარს მისი სიახლოვე ბარბაროსული თავის დას-
ჯაა და რისთვის ვექნე თავსა ჩემსა ეგეთ ულმობელ მსაჯულად? მე
ხომ არა მაქვს იმის საბაბი ვიფიქრო, რომ მაიზერს გული ყინვად
აქვს ჩემდა! პირუკუ, ყოველ მის ჩემდამო კრძალულებაში მზის ცეც-
ხლი ელავს და ამ ცეცხლს ნაძალადევი თავშეკავებით, თითქო
მთვარის დრილ-შუქით ახშობს, აგრილებს. დიას... დიახ, რომ ასეა“.
დედოფლის ამ ფიქრებით ჩამოყალიებული გადაწყვეტილება
ვისაც უშუალოდ ეხებოდა, თითქო ჰაერით გადაეცაო.
– სალამი და კარგად ბრძანება დედოფალს! ‒ მოესმა მაიზერის
ხმა და შემკრთალმა დედოფალმა რომ მოიხედა, აივანზე გამოსული
მთავარი და მაიზერი თავს ადვნენ.
‒ გმადლობთ, გმადლობთ, ბატონო, მაგრამ რა ჰქენით? დას-
რულდა ყაბახით გართობა?

225
‒დასრულდა, დედოფალო, მაგრამ მასპინძელთათვის ცოტა არა
სასიამოვნოდ.
‒ მაინც რითი?
‒ ეს თვით მთავარმა მოგახსენოთ.
‒ მასპინძლურმა თავაზიანობამ ნება არ მოგვცა პირველობა
სტუმრისთვის არ დაგვეთმო და როგორც ხედავ, ტუმარმა სატრაბა-
ხოდ გამოიყენა,‒ ხუმრობდა მთავარი.
‒ აბა, ახლა დედოფალს ერთი რამ გევალება და იმედი მაქვს
სტუმართან უგულებელს არა მყოფ. ‒ მიმართა მთავარმა.
‒ რა არის ასეთი?
‒ ხომ უწყით აზნაურთა სადაო საზღვარი? იქ შეყრილა ყველა და
ჩემს მისვლას და სიტყვას მიელიან და მეც ვალდებული ვარ ასეთ
უკმაყოფილებას ბოლო მოუღო, სადაო საქმეს საბოლოო საზღვარი
დაუდო და მანამ კი ლეჩხუმ-სვანეთის ბატონი არ მომიწყინო, თო-
რემ დაგვძრახავს, უდარბაისლონი ყოფილანო.
‒ და არც სროლაში ვარგებულანო, არა?‒ დაამატა ღიმილით
დედოფალმა.
‒ უთუოდ მაგასაც იტყვიან.
‒ ვეცდები ეს აუგი არ დავიმსახურო, მაგრამ შენ სადილად გე-
ლოდოთ თუ არა?
‒ არა, გეთაყვა, მე საღამომდე ვერ მოვალ.
მთავარმა კვლავ ბოდიში მოიხადა და წასასვლელად გატრიალ-
და. ამრიგად დედოფლის ზრახვა-ფიქრები და შემთხვევით მოვლე-
ნილი მდგომარეობა ერთმანეთს მიზანში მოხვდა, მაგრამ დედო-
ფალ რაღაცა მოუვიდა! თქმის ძალა თუ გამბედაობა უთქმელობამ
დაუტყვევა. პირველ თქმას ლამობდა ხომ? მაგრამ სათქმელს ვერც
თავი მოუნახა და ვერც ბოლო, უბრალო საუბარი უნდოდა, მაგრამ
სიტყვები ვეღარ იპოვა, და ასეთი უხერხული სიჩუმე ისევ მაიზერმა
დაარღია.
‒ დედოფალო, ე მაგ რა წიგნს კითხულობთ? ‒უჩვენა გვერდით
მდებარე ოქროს ყდით გაპატიოსნებულ წიგნზე.
‒ ეს „ვეფხისტყაოსანი“ გახლავთ, ‒ უპასუხა მღელვარე დედო-

226
ფალმა, წიგნი აიღო და მიაწოდა. მაიზერის ყურადღება წიგნის ყდამ
მიიპყრო.
– ამ წიგნის სიდიადე მისი სამკაულის გაძვირფასებითაც გამო-
გიხატავს, დედოფალო.
‒ დიახ, მაგრამ ჩემი შემოსილი არ გახლავს.
‒მაშ ვისი?
– დახედე პირველ გვერდზედ.
მაიზერმა წიგნი გადაშალა და შემდეგი სტრიქონები ამოიკითხა:
„ღრმად განსწავლულს, ღირსეულ მამათმთავარს, მწიგნობართუ-
ხუცესს და დედაჩემის მოძღვარს, ანტონ კათალიკოზს გიორგი-ლა-
შას მიერ“.
‒ მერე შენდამი რამ მოაღწევია, დედოფალო, ეგრე კარგად, ეგ-
რე სიახლე დაცულობით? ‒ შეიკვირვა მაიზერმა.
– არ ვიცი, სიტყვიერი გადმოცემა ეგრე ამბობს ამ წიგნს, რომ
ოდეს მწიგნობართუხუცესი ანტონ გელოვანი განდევნეს, მაშინდე-
ლი ნაშთნი კათალიკოზის ქონებისა ინახებოდა საკათალიკოზო სა-
ჭურჭლეში და სხვა მრავალთა შორის, ეს წიგნიც თურმე, ოდეს მე
დავქორწინდი, მაშინ ნათლიაჩემმა, დიდმა პატრიარქმა გრიგოლიმ
მომიძღვნა და მაუწყა, იმერთა რჩეულისადმი მიძღვნილი ნივთი
არის და თვის გზას ნუ დაუკარგავ და შენ წაიღეო.
მაიზერი დიდად გაიტაცა ამ ამბავმა, წიგნს გულმოდგინედ ათვა-
ლიერებდა და თან ამბობდა:
‒ საკვირველია! ან საუკუნეებმა როგორ შეინახა ეგრე შეულახა-
ვად ასეთი სათუთი რამ და ან ამ სათუთმა როგორ გაუძლო ამოდენა
საუკუნეების სივრცე-სიმაგრეს.
‒იმიტომ, ბატონო ჩემო, რომ ამაში ქართული სულია ჩადუღებუ-
ლი და რა გაკვირვებს საუკუნეთა შორის ამის გამძლეობა.
‒ დიას, მაგრამ საუკენეთა სვლა კლდეთა და ველთა დამცვე-
ლია, ხოლო ამ წიგნისთვის ერთი ფურცელიც არ დაუკლია. ხელუხ-
ლებელი, სიახლე და სიფაქიზე ახლავს.
– ჩემი აზრით, საუკუნეში კვლავ მრავალნი გაივლიან ამ წიგნის
და მისი ერის წინაშე. მაგრამ კვლავ გარდუვალი იქნებიან ორივენი

227
შენ არა გწამს ეს აზრი?
‒ქართველ კაცს რომ ეგ არ სწამდეს, დედოფალო, საარსებო
ბრძოლის იარაღსაც დაყრიდა, მაგრამ ჩვენ ქვეყანას ეგ რწმენა აკა-
ვებს.
– სრული ჭეშმარიტებაა. რომელი ადგილი უფრო მოგწონს ამ
წიგნში?
დედოფალს ეტყობოდა კრძალულების სიჩუმეს უკვე თავი დააღ-
წია და ახლა უნდოდა თამამი და ლამაზი მეტყველებით ტრფიალის
ყურადღება მიეპყრო.
– ყოველი ადგილი მარგალიტი და მოსაწონია.
‒ დიახ, ეგ მართალია, მაგრამ მაინც რომელი სამიჯნურო უსტა-
რი უფრო მოგწონს?
‒ რა თქმა უნდა, ნესტანის.
‒ჰოო, მაშ ქალს მეტი უნარი და შემოქმედება ჰქონია ტრფობა-
ტრფიალში, ვიდრე მამაკაცებს.
‒ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ....
‒ ჰო, რა მაგრამ?
‒არ შეგვიძლია ვგ პირველობა ქალბატონებს დავუთმოთ.
‒ რისთვის?
‒ მოგახსენებენ... სიყვარულის ტალკვესი მამაკაცმა გამოსჭე-
დაო და ახლა ქალბატონებს გნებავთ წაგვართვათ! არ შეგვიძლია,
ამაზე შეიძლება სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოვაცხადოთ, დე-
დოფალო! – თავაზიანი სიტყვა-ლაღობით მოახსენებდა მაიზერი.
‒ არაფერია, მაგ ომს გავუძლებთ.
‒ დამარცხდები, დედოფალო!
‒ მე შეიძლება ახლაც დამარცხებული ვიყო, მაგრამ არიან მებ-
რძოლი დედაკაცებიც.
‒ რა თქმა უნდა, მხოლოდ შენი მებაირახტრობით.
‒ მებაირახტრეს გრძნეულმა ცეცხლმა ალამი უკვე გადაუტრუსა.
‒ვინ არის ამირანის გრძნეული ცეცხლის ეგეოდენ მქონები,
რომ ეგეთ მწვერვალს ცეცხლით მიწვდა?
დედოფალმა პასუხი ვეღარ ჰყო. მთელი სახე სიწითლემ აუფო-

228
თლა, თვალებში რაღაც მხურვალება წამოაწვა და ასეთ მდგომა-
რეობას ვეღარ გაუძლო.
‒ უკაცრავად! – ძლივს გაისმა საბოდიშოდ ნათქვამი მკრთალი
ხმა დედოფლისა და იგი ზეწამომდგარი თავის ოთახისკენ გაემარ-
თა. ჰაერს ნელსაცხებელთა მშვენიერი სურნელება გაევლო და სახ-
ტად დარჩენილმა მაიზერმა ისღა შეიყნოსა.
დედოფლურმა მოხდენილ შერხევით გავლამ მაიზერს უცბად
მზია მოაგონა, ერთი ღრმად ამოიხვნეშა და სახსრებდასერილივით
ისევ სავარძელში დაეშვა, ნიდაყვებით მოაჯირს დაეყრდნო, შუბლზე
ხელები მიიფარა და ძნელი ამოსაცნობი იყო ‒ ისევ დაკარგულ მზი-
აზე ფიქრს მიუყვებოდა, თუ ალამგადატრუსული დედოფლის მწვერ-
ვალს.
დედოფალი მოსასვენებელ ოთახში, რომელიც განსაკუთრებუ-
ლი სიმყუდროვით და სიძვირფასით განირჩეოდა, აბრეშუმის მუთა-
ქა-ბალიშებით დარბილებულ ტახტზე მიწვა. ოთახში მიქია ზემოვი-
და. დედოფალს სიწითლის ფერი უკვე გადასცლოდა და სახეს რა-
ღაც მკრთალი ფერი ჩასდებოდა. მიქიამ შეამჩნია.
– დედოფალო, შეუძლოდ ხომ არა ბრძანდები?
– არა, ისე, ცუდ გუნებაზე გავხდი როგორღაც.
‒ რატომ, დედოფალო?! – შეიკვირვა მიქიამ.
‒ ეჰ, დღეს მთავარმა განსაკუთრებულად დამავალა. მაიზერი არ
მოაწყინოთო. აივანზე ვისხედით და მეც ვცდილობდი სხვადასხვა
საუბრითა და „ვეფხისტყაოსნის“ კითხვით გამერთო, მაგრამ მან თა-
ვის წარსულ უბედურებაზე დამიწყო ლაპარაკი და მეც გული ისე
ბოღმით აღევსო, ვეღარ გაუძელ და აქ შემოვე. ხომ იცი, შეწუხებულ
ადამიანს ვერ ვიტან.
‒ ეჰ, მაგ კურთხეულმაც ვეღარ დაივიწყა.
‒ რას ამბობ, მიქია, გეთაყვა! რაც უბედურება მაგის თავს დაატ-
ყდა, განა ასე ადვილად დაივიწყების!
‒ კი, ბატონო, მაგრამ თავის ვარამის თხრობით შენ რათ შეგა-
წუხა!

229
‒ არც ეგ არის გასაკვირვალი. სიახლოვის განწყობილება მეგო-
ბარ-მახლობელთან ყოველთვის გულთა ნადებს გათქმევინებს...
იცი რა გითხრა, მიქია, გეთაყვა! ჩუმი კრძალულებით კარებთან მი-
ღექი, გაიჭვრიტე. თუ კვლავ იქ არის და რა ელფერით და სახიერე-
ბით დგას და გამოიყურება, დააკვირდი.
მიქიამ დავალებული მზვერაობა სიამოვნებით იკისრა და აივ-
ნისკენ ფეხის ჩუმი ცაცუნით წავიდა.
‒ მე მგონი ჩემი ხვაშიადის ფურცლები საკმაოდ წავუკითხე და
ვნახოთ, რას იტყვის მიქია და რას მეტყველებს მისი სახე!“ ‒ გაიფიქ-
რა დედოფალმა.
მიქიამ კარგა ხანს უჭვრიტა აივანზე გასასვლელ ოდნავ ღრიჭედ
დარჩენილ კარებიდან ჩაფიქრებულ მაიზერს და ისევ დედოფლის-
კენ გატრიალდა.
‒ ნიდაყვებზე დაყრდნობილს სახე ხელებში ჩაუმალავს და ისე
გაყუჩებულა, რომ ეტყობა ფიქრის ღრმა მორევში ჩაძირულა, – მო-
ახსენა შესვლის უმალვე გულაჩქროლებით და ღაწვებაწითლებით
მეტად წარმტაცმა სანდომიანმა მზვერავმა ასულმა დედოფალს.
ამ ცნობამ დედოფლის გულში საამო ცეცხლით დაიელვა და შიგ
ვიღაც გრძნეულის ხელმა წარუშლელ სიტყვებად ჩააქარგა „და ეს
ფიქრები შენ გეკუთვნის, დედოფალო“.
დედოფლის ტანი ნელიად შეირხა, შუბლზე ხელი მიიდვა და მი-
ქიას შეეკითხა:
‒ ვერ შეიცვნე, სახე უღიმის თუ ნაღვლიანობს?
‒ ვერა, დედოფალო. სახე არ უჩანს.
‒ მაშ ახლა წახვალ, შენ გეთაყვანოს ჩემი თავი და ეტყვი, დედო-
ფალმა გთხოვთ მობრძანდიო. შემოუძღვები და დაგვტოვებ. ხომ
იცი, უხერხულია უცხოსთან ნუგეშის ცემა და ისიც ისეთ ქალთან,
რომელზედაც, ვფიქრობთ, თითქოს სხვაგვარად ზრახვობს. ხომ
იცი, მიქია, მე და მთავარი სულ მის ცდაში ვართ წარსული გლოვა
გადავავიწყოთ და მომავალი შენით დავუტკბოთ.
მიქიას მკრთალი ფერი კვლავ სიწითლემ შესცვალა და თვალე-
ბი კრძალული სიამოვნებით აუციმციმდა.

230
‒ მინდა დავაჯერო, – განაგრძო დედოფალმა, ნუ აჰყოლია ეგეთ
დარდიან ფიქრთა მდინარებას და რომ ყოველი ჭმუნვარება ამაო
არის მომხდარი უბედურების განსადევნად და ემაგ შენ სახეთა ელ-
ვას ღირსეული ფასი დაადოს და შენები მშვენიერებით კვლავ ბედ-
ნიერება აღიდგინოს. მერწმუნე, რომ მისი ნათლიად მოწოდებას
მხოლოდ და მხოლოდ ეს სარჩული ედო. მაგრამ შენ ხომ იცი, მოვა-
ლეობა ასულის მიერ თავდაჭერილობისა. გულგრილად და ამაყად
გეჭიროს თავი. ვითომ ჩემი და მთავრის სურვილი შენთვის უცნობი
არის. მაშ ახლა იახელ და სთხოვე.
დედოფლის სიტყვებით აშლილ-აფორიაქებული ქალი კიდევ მე-
ტი გულაჩქროლებით გატრიალდა აივნისკენ, თეთრი ფაფუკი ხელი
კარებს კრძალვით შეახო, აივანზე გავიდა და შედგა.
ისევ იმ მდგომარეობაში მყოფმა მაიზერმა სახიდან ხელები ჩა-
მოიშორა და რა დაინახა მის წინ მდგომარე უზადო აღნაგობა კოლ-
ხიდის მშვენიერი ასულისა, თავაზიანად წამოდგა, ასულს შეატყო,
რომ რაღაც სათქმელი ევალებოდა, მაგრამ სათუთი კრძალვა ქალ-
წულისა თქმის. გაბედვას უკრთობდა და მაიზერი პირიქით შეეკით-
ხა:
‒ რას გვიბრძანებ, სეფე ქალო?
‒ დედოფალმა გთხოვა, მობრძანდიო.
‒ გიახლებით, მხოლოდ შენის წინამძღოლობით. და მიქია დე-
დოფლისკენ გაუძღვა. ქალი კარებთან შედგა, შესვლა უჩვენა და
თვითონ იმ ბაღჩისკენ წასასვლელად გატრიალდა, სადაც მოშინაუ-
რებულ ფრინველთა ჟრიამული იქაურობას იკლებდა. მიქიამ ფრინ-
ველთა საჭმელი მოიძია. ნელი და ტკბილი ღუღუნით ყველას ჩამოუ-
არა, ალერსიანი ღიმილით საჭმელს უპნევდა და მაიზერის ფიქრი
გულში საამოდ უფათურებდა. მაგრამ უეცრად რაღაც ისეთმა ფიქ-
რმა გაუელვა, რომ ალმასის კბილებმა მღერის საამო ხმა სამართე-
ბელივით გადაუჭრა, ბაგე ერთი მეორეს შეეწება და სახემ შემკრთა-
ლი და შენაღვლიანებული გამომეტყველება მიიღო.
„ნეტავ!.. ნეტავ ცუდს ხომ არაფერს ზრახვობს დედოფალი მაიზე-
რისადმი და ის ყოველივე ჩემდამი დედოფლის მიერ თქმული და

231
ქადებული ცრუ ჩმახვა და მლიქვნელობაა? გუშინაც ხომ მითხრა და
კიდევ რამდენჯერ, რომ მეც და მთავარიც იმოდენს ვებაასებით შენს
მრავალ ღირსებაზეო, რომ ვგონებ, ჩვენზე მეტად მას ესურვება შენ-
თან სჯულიერი შეუღლებაო. მაგრამ ქვრივთა წესია, ჯერჯერობით
თავს რიდი და თმენა მისცეს, თორემ ისე ჭეშმარიტად ვატყობთ, რომ
უშენობა მას აღარ ძალუძსო... და ეს რა საკაეშნო ზრახვა დაეუფლა
გონებასა ჩემსა!.. მაგრამ ოჰ, რას ვცოდავ! სულ გადამავიწყდა, რომ
შვილის მომნათვლელია და მირონის წმიდა ნათესაობა ფიცით მი-
ღებული აქვს. რა თქმა უნდა, ეს ყოვლად შეუძლებელია... გადამა-
ვიწყდა. ღმერთო, ნუ მიწყენ, ‒კვლავ წამოიბუტბუტა მიქიამ და პირ-
ჯვარი გადაიწერა, ეჰ, მაიზერ, მაიზერ! – კვლავ გაჰყვა მიქია ფიქ-
რებს, ‒ რათა ხარ ეგრე ღრმად ჩაფიქრებული? ვინ გაგხდომია ფიქ-
რის სამიზნოდ? ოხ, რარიგ მინდა ამის ამოცნობა. თუმცა, დედო-
ფალს თუ დავუჯერებთ, კვლავ დაკარგულ ცოლ-შვილის ჯავრი აქ-
ვსო, მაგრამ მე კი მგონია, ახალ საბედოზე, ახალ ცხოვრების გამოკ-
ვეთაზე. მაგრამ რომელი ბედნიერი ასულისაკენ არის ეს ფიქრი მი-
მართული, რომელი ბედნიერი ქალის გული გაქვს ნიშანში ამოღე-
ბული?.. შარვაშიძის ასული იადონი თუა, იმას ხომ ცხადად ემჩნევა
მათი შთამომავლობითი სენი ფილტვიხველა, და ნუთუ ვერა
გრძნობს, რომ მალე გლოვა და ურვა განუმეორდება?.. დედოფლის
ბიძაშვილი, რუსუდან ორბელიანის ასული თუა, როგორ დავიჯერო,
ისე ულაზათო ქალმა მაიზერის სიახლოვის სურვილი და ტრფიალი
გამოიწვიოს?! და სხვა ვინ არის ისეთი აქ, რომ მეტოქედ ვშიშობდე?
წვრილფეხა თავად-აზნაურთა ქალები ხომ ვერ მიწვდებიან და ვერ
შებედავენ. მაშ ვინ? ვის უმიზნებს ტრფობის მიზანს? ოო, ისევ მე, მე
მომხვდეს ემაგ ისარი და თუნდაც იმავ წამს სისხლის ღვარქაფად
ძირს დავიღვარო“. ‒ასე აწვალებდა და აღონებდა ჩიჩუას ასულს ‒
მშვენიერ მიქიას ეს ადამიანთა საშორებელი მოწონების და მიმზიდ-
ველობის გაავებული ფიქრები, რაც მაიზერი მთავარმა ნათლიად
მოიწვია და დედოფალი ახალ-ახალი აღმგზნები სიტყვებით მაიზე-
რის ცოლობაზე ესაუბრებოდა. მაგრამ დედოფლის წეღანდელმა
სიტყვებმა არ და ნაკლებ შეუძრწუნა სული და ხორცი მაიზერსაც.

232
„რას ნიშნავდა ეს სიტყვები დედოფლისა? – ფიქრობდა მაიზერი,
‒ მე შეიძლება ახლაც დამარცხებული ვიყოო. გრძნობის ცეცხლმა
მებაირახტრეს ალამი უკვე გადაუტრუსაო. ეს სიტყვები არც ისე უბ-
რალო და საყოველთაო ნათქვამი იყო. არა, ეს სიტყვები უსაცილოდ
ბევრს რასმე ჟღერენ...“
ასეთ უცნაურ არეში მოთარეშე აზრი და გაკვირვება მაიზერისა
წეღან მიქიას ფეხის ხმამ გამოაფხიზლა, გამოარკვია, ისევ დედოფ-
ლის წინ დააყენა და მეტად მიმკრთალებული დედოფალი რომ ბა-
ლიშ-მუთაქებზე მიყრდნობილი დაინახა, ცოტა შეკვირვებით შე-
ეკითხა:
‒დედოფალო, ცუდად ხომ არ ბრძანდები?
– დიახ, ისე, როგორღაც გულმა სისუსტე იგრძნო... დაბრძანდი.
მაიზერმა უკან დაიხია და უშორეს სავრაძელში ჩაჯდა.
‒ რატომ უშორესი სავარძელი აირჩიე. გადამდები სენით შეპ-
ყრობილი არ გეგონო.
‒აბა მაგას რას ბრძანებ, დედოფალო!
‒მაშ, რად მეკრძალვი ეგრე უცხოსებრ?
‒ დედოფლის წინაშე კრძალულება გვმართებს, დედოფალო...
‒ დასაგმობია.
და უცებ საშინელი სიჩუმე, უმოძრაობა ჩამოწვა.
‒მაიზერ! ახლოს, აი, ამ სავარძელში. გაისმა დედოფლის შემ-
კრთალი ხმა და მის ტახტის წინ დგმულ სავარძელზე მიუთითა მაი-
ზერს. მაიზერიც მიხვდა, რომ ძვირფასი ვარდის მოსაწყვეტად ედე-
მის ბაღში მიუხმობდნენ და წამოდგა, ნაჩვენები სავარძლისკენ გა-
ემართა და კვლავ კრძალულებით დაჯდა.
ისევ სამარისებური სიჩუმე, მაგრამ ყოველ მეტყველებაზე მეტი
მთქმელი და მიმახვედრებელი. და ოდეს სიჩუმემ თვისი სათქმელი
მხოლოდ გულთა გაცხარებული ცემით გამოსცა და მით დაასრულა,
დედოფალმა მარჯვენა ხელი ასწია და მაიზერს გადასცა. მაიზერის
განაკვერცხლებული ხელები ტურფას მარმარილოსებრ გაცივებულ
ხელს შეეხო, ეამბორა, ღაწვზედ მიზიდვა: ‒გავათბობ, ‒ ძლივს
თქვა გზნებით გაოგნებულმა მამაკაცმა და დედოფალიც თითქოს

233
რაღაც თილისმურმა ძალამ ზეაიტაცა, დედოფლური სიდარბაისლე
და გულგოროზიანობა ჩამოაცალა, სადღაც უკუნეთში დაითრგუნა
და მაიზერის აღგზნებულ მკლავებს მხოლოდ ერთი ვნებით ქარიშ-
ხლებული უბრალო მომაკვდავი ქალი შერჩა.
დადიანი კი ამ დროს აზნაურთა სადაო მიწას მიჯნას უდებდა, ხო-
ლო შეყვარებული მიქია ფრინველთა კრებულს საჭმელს უპნევდა
და შეყვარებულის სიმებს ნელი ნარნარი მღერით აღერებდა.

***
თუმცა შეყვარებულთა გაბრუებული გონება დროთა სვლას ვე-
ღარ არკვევდა, მაგრამ დრო მაინც თავისი გზით მიიმართებოდა და
მას აქეთ, რაც მთავარმა აზნაურთა სადაო მიჯნები გაასწორა, მიქი-
ას გული რაღაც ეჭვმა გაკინწლა. რაც მაიზერმა დედოფლის მკერ-
დქვეშ მფეთქავი გული დაიუფლა, უკვე ოთხმა წელმა განვლო და ამ
დროის ნაყოფად დედოფლისა და მაიზერისაგან მთავარმა მშვენიე-
რი ასული დინა მიიღო.
მომხდარი საიდუმლოება კარგა ხანია, რაც ყველასათვის ცნო-
ბილ-სათრევი გახდა. სასახლის ყოველი კუთხე სააუგო მიეთმოე-
თობით აივსო და შეყვარებული მიქიაც დარდმა და წყენამ ნელი--
ნელ დაადნო და უკვე ფილტვების განუკურნებელ სენით შემსჭვალა.
მიქიას დედით ძმები ძიკი და ბახვა ფაღავები ასპიტის ზამით ავ-
სებულიყვნენ და დროსა და გარემოებას ეძებდნენ, რომ მთავრის-
თვის ოჯახის შეურაცხყოფა ნათელეყოთ.
მთელ სასახლეში მოლესილი კბილები მაიზერის ასაფეთქებ-
ლად ელავდა. მომხდარმა ამბავმა მაღალ ფენებიდან დაწყებული
უბრალო ქეშიკებამდე დააღწია. საშინელი შური და ბრაზი, სირცხვი-
ლეულობის თაკილი და სასახლის შეგინების წყენა დღედღე ისე ღრ-
მავდებოდა. ურთიერთშორის უსიტყვო გულისწყრომამ ჰაერი აბი-
ლებულ კვამლივით მოგუდა, დარბაზის საპატიონი და სასახლის

234
მოხელენი მაიზერს ვეღარ იტანდნენ, დედოფალი შეიძულეს და
მთავარს ზიზღით ახსენებდნენ.
ლეჩხუმიდან მაიზერის გამოგზავნილი მონადირე სვანები მო-
ვიდნენ და მაიზერისგან მოშოვნილი ორი ცოცხალი ხარ-ჯიხვი მთა-
ვარს მოართვეს და ერთი პატარა ჯიხვის ნუკრი მიქიას.
ნასიამოვნება მთავარმა რომ სვანები საჩუქრით გაისტუმრა,
ფანჯრიდან ბახვა ფაღავამ შეამჩნია, დედოფლის პირადი მოახლე
იაგუნდისა დაეწიათ და ერთ სვანს რაღაც გადასცა: ბახვა დაეჭვდა,
ჩაფიქრდა.
‒ რა გადასცა? ‒ ჩაუკვირდა ბახვა, ‒ უსაცილოდ წერილი იყო.
ვისგან? უთუოდ დედოფლისგან. ჰუუ! ძლიერ კარგი.
ბახვა უცებ გარეთ გამოვიდა. ბზინდარს უბრძანა, ცხენი დაეუნა-
გრებია. თვითონ ისევ ოთახში შებრუნდა, რაღაც წერილი დაწერა,
ჯიბეში ჩაიდო, გატრიალდა, ცხენს მოახტა ღა მალე სვანებს დაეწია.
‒ დაიცადეთ, ძმებო, საქმე მაქვს, ‒ მიაძახა მიახლოვებულმა
ბახვამ და სვანებიც მყის შეჩერდნენ.
‒ რა გნებავს, ბატონო? — შეეკითხენ სვანები.
‒ მაიზერთან წასაღები წერილი შეგვშლია, მისი ჩვენთან დარჩე-
ნილა და სამურზაყანოში გასაგზავნი წერილი თქვენთვის გამოუც-
დიათ. ვერ გაურჩევიათ მაგ უგუნურ მსახურებს.
სვანებმა ორი წერილი ამოიღეს. ერთი მთავრის მიერ მადლობის
და მოკითხვის წერილი იყო და მეორე დედოფლის მიწერილი, ია-
გუნდისას მეშვეობით გადაცემული. ბახვამ დედოფლის წერილი იც-
ნო, გამოართვა და სამაგიეროდ მისი წერილი გადასცა. ამ წერილში
მიქია ნუკრის გამოგზავნისათვის ვითომდა მადლობას სწირავდ
გულუბრყვილოდ დაჯერებული სვანები თავიანთ გზას გაუდგნენ.
ბახვამ ცხენი მოატრიალა, ცოტაზე გამოიარა და შეჩერდა. უბიდან
წერილი ამოიღო, გახსნა და წაიკითხა:

„სიახლოვით სიცოცხლეზე უტკბესო და სიშორით სიკვდილზე მწარევ


მაიზერ! შენგან დაშორებული ეს სამი თვე დაუსრულებელ სივრცედ გადა-
მექცა, ჯოჯოხეთის წამება მაგრძნობინა და მინდა შეგეკითხო: უკეთეს

235
დროს ჩემი სიცოცხლისას რისთვის მიწამლავ? დავიჯერო, რომ ეგრე მა-
ლიად მოგწყინდა ის, ვისაც უშენოდ მზე ჰყინავს და მთვარე აზრობს?.. მოგ-
წყინდა, ვინაც იავარვყავ მთვარის ზიარი სარეცელისადმი ერთგულება,
შევლახე დედოფლის წმინდა ლეჩაქი და კურთხეული გვირგვინი. მე თუ
მოგბეზრებივარ, ჩვენი საერთო შვილის ნახვა მაინც არ გწყურის? ბავშვმა
ამ სამ თვეში კვლავ ბევრი რამ სიცელქე ისწალა და ბევრად უკეთესი გახ-
და. ვერ გაპატიებ ამას! სიფრთხილე და კრძალულება გახევინებს უკან?
მაგრამ მენდე, მთავარი განუსაზღვრელი ნდობითა და სიყვარულით არს
შენ მიმართ გამსჭვალული და ფრიადი სურვილით მოგინატრებს ხოლმე.
მაგრამ მაინც, რომ შენ დამშვიდებული ყოფით იგრძნო ჩვენთან ხანდაზმუ-
ლობა, ამისათვის ვფიქრობ უმტკივნეულობით მოვახერხო, რათა სათათ-
ბიროდ მოგიწვიოს ჩვენმა სამდივნომ და სავეზირომ იმ საქმისათვის, რაც
მოხდა ახლა ჩვენსა და იმერთა შორის. რაც შესაძლებელია დიდის ურიგო-
ბითა და უსიამოვნებით დამთავრდეს, თუ ფრთხილად არ მოვიქეცით. ეს
საკითხი შეეხება ჩვენ მიერ ოსმალთადმი მიყიდულ მონათა წარმატებას
იმერთა მეფის მოხელეთაგან. ჩვენ ვფიქრობთ, იმერთა მეფეს ჩვენდამი
ასეთი მოპყრობა შეიძლება ომის საბაბად მიუჩნევია, რათა ოდიშართა უფ-
ლებას ეგეთი უდიერობით შეედაოს და მონათა გაყიდვაზე გვეურჩოს. ამი-
ტომ, ჩვიდმეტ მარიამობის თვეს მოელის ‒ ჩვენი სამდივნო და სავეზირო
იმერთა მეფის კაცთ გამოსარკვევად მომხდარი ამბისა და გასასწორებ-
ლად უკანონოებისა. ამისათვის მეც და მთავარიც ვფიქრობთ, რომ ასეთ
დროს შენებრ გონიერი მრჩეველი სამთავროსათვის დიდი ძალაა და ამ სა-
პატიო მოწოდებას, წინასწარ გაფრთხილებ, არ ეურჩო!
მიქიასადმი: ნუკრით განსაკუთრებული ყურადღება კარგი გინებებია.
დეე, ინუგეშოს ცრუ იმედებით საბრალომ, ეგების ოდნავ გული დაუმშვიდ-
დეს.
ეს წერილი წაკითხვის უმალვე ცეცხლსა და ნიავს მიეც, რომ არავინ
იხილოს.
სააქაოდან საიქიომდე შენი ტურფა“.

ამ წერილის ხელში მოგდებით აღტაცებულ ბახვას ეგონა, ცისა


და მიწის უხილავ საიდუმლოებას შთახედა და უკვდავებას მიაღწია.
წერილი ჯიბეში ჩაიდო და სასახლეში დაბრუნდა.
‒ ასეთ ცეცხლში კაცი არ ჩავარდნილა, ჩვენ რომ ვართ.
‒ რაზე ბრძანებ?

236
‒ მიქიას შესახებ.
‒ რაო?
‒ მეტად დასევდიანებულია.
‒ მაიზერისთვის არა?
‒ დიახ, და უნდა გამოგიტყდე, ვერ გამოიჩინე შესაფერი ფხა და
მართებულობა.
‒ რითი?
‒ მითი, რომ ვერავითარი ზეგავლენა ვერ მოახდინე მასზე და არ
სცდილობ, რომ ხშირად იყოს ის კაცი აქ. ხომ იცი, ცდა ბედის მონა-
ხევრეაო. იტყვიან და მართალიც არის. ასეთ საქმეს დაუღალავი
ცდა უნდა.
‒ბატონო, შელოცვა და ჯადო არ ვიცი და ისე სიტყვითა და თქმით
თითქმის თავხედობამდე მივედი, მაგრამ ხომ იცი, რა თქვა იმ კაცმა
და მით გადასჭრა კიდეც ამაზე სათქმელი და საცდელი ძაფი და მე
რა ვქნა?
‒ მისწერე და იხმე.
‒ არც ასე ვარგა, დედოფალო! სულ ხომ თავის სახლს ვერ მოვა-
შორებთ! ოჯახში ყოფნაც უნდა იმ კაცს,
‒ეე, შე კურთხეულო, „უნდა, უნდას“ გაიძახი და ის კი არ იცი, მი-
ქია რას ამბობს,
‒ რაო, რას ამბობს?
‒ რას ამბობს და თავს მოვიკლავო.
‒ეე, ახირებული ყოფილა მაგის საქმე.
‒ ჰო, ეგრეა და რა ვქნათ?
‒ ბატონო, შენ თუ იცი, ექიმი რას ამბობს? მაგ სენით შეპყრო-
ბილთათვის ქორწინება მომაკვდინებელი სამსალააო. და რათ უნდა
სიცოცხლე მოისწრაფოს მაგ საცოდავმა. ღმერთი მეგმოს, თუ მაგა-
ზე მწუხარება გულს არ მიკოდავდეს, ხომ იცი, მიყვარს მიქია, ექიმის
სიტყვებმა მეტად დამაღონა,
‒ ექიმები ხშირად სცდებიან ხოლმე და ვინ იცის, გათხოვების
შემდეგ, შეიძლება უკეთაც გახდეს.
‒ ღმერთმა ინებოს, მაგრამ ეს ჩვენი „შეიძლება“ რომ იმ კაცისთ

237
ვის სავალდებულო არ არის, რა უნდა ვქნათ!
‒ არა, ძალას კი არ ვატანთ, შე დალოცვილო, მაგრამ მოხერხე-
ბული მოპყრობით ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს!
‒ რაგვარ მოხერხებას მივმართოთ, ბრძანე?
– ხშირი შეხვედრა, შეჩვევა და დაახლოება.
‒ ბატონო, ვთქვი და ის იყო, სულ აქ ვერ დავასახლებ და ისე ამ
წლ განმავლობაში სამჯერ იყო და თითო თვე დაჰყო, საკმაო სურვი-
ლიც ვაგრძნობით, მაგრამ რაც პასუხი თქვა, ვიცით და მეტი რაღა
ეგების, აღარ ვიცი, ღმერთმანი.
‒კვლავ.
‒ რა?
‒ მოპატიჟება.
‒ ასეთი ჩაციებით ვგონებ სულ ავაკრძალვიებთ აქ მოსვლას.
– ეს მართლაც შესაძლებელია,‒ღიმილით თქვა დედოფალმა,
მაგრამ მოდი, ერთ ხერხს მივმართოთ, რაც ჩვენთვისაც სასარგებ-
ლოდ მიმაჩნია.
‒ რა?
‒ ჩვიდმეტ მარიამობის თვეს ხომ ჩვენი სავეზირო იმერთა მეფის
რწმუნებულთ ელის ყმათა წარტაცების შესახებ და ამ მოლაპარაკე-
ბის დროსთვის, ჩემი აზრით, კარგი იქნება, რომ ურთიერთშორის
მოთათბირე შუაკაცად მაიზერისთანა კაცი გვეყოლოს.
‒ მერე?
‒ მერე და სავეზირომ მოიწვიოს და ხომ ვეღარ იფიქრებს, მიქი-
ასთვის ვიბარებთ და ამით დარწმუნებული ვარ, რომ მოვა, რაც ჩვე-
ნი საქმისთვისაც ძლიერ კარგი იქნება და მიქიას სურვილსაც დავაკ-
მაყოფილებთ. თორემ მე ვშიშობ, მთავარო, რომ ჩვენს მოქმედება-
ში იმერთა ასეთი უდიერი შემოჭრა რაღაც შფოთისა და არეულობის
წინამორბედი არ იყოს და ამიტომ ნურც ეგრე უბრალოდ შევხედავთ
მათ მოქმედებას.
– შესაძლებელია.
‒ ჭეშმარიტად რომ შესაძლებელია. მაშ, რა ესაქმებათ ჩვენ სამ-
თავროში მონებს ვყიდიო თუ ვყიდულობთ? მაგრამ რაღაც მიზეზს

238
ეძიებენ, რომ მშვიდობიანობის სათავე აგვიმღვრიონ. მთავარი ჩა-
ფიქრდა და კვლავ გაიმეორა:
‒ შესაძლებელია.
‒ დიახ, ასეა და ამ დროს მართლაც მიქიაზე მეტად საჭირო ჩვენ-
თვის არის ის კაცი.
‒ არა მგონია, რომ იმან მეფის საწინააღმდეგო აზრი გამოთქვას.
‒ რათა?
‒ არ აწყენინებს. იმერეთის მეფე და მაიზერის მეუღლე მახლო-
ბელი ნათესავები იყვნენ.
‒ ბატონო, აწყენინე-თქო, იმას კი არა ვთხოვთ, არამედ ორივე-
თა შორის მრჩევლის და მომრიგებლის სახე მიიღოს. ასეთ დროს
გარეშე მრჩევლის აზრსა და გამორჩევას მეტი დამაჯერებელი გავ-
ლენა აქვს, ვიდრე მოპირდაპირე მხარეებს და მით უკეთესია, თუ ნა-
თესაობაც აქვთ.
მთავარი ჩაფიქრდა.
‒ნათელი აზრია შენი ბრძანება, დედოფალო; დღესვე ვეტყვი
ემუხვარს და ბედიანს და, ვგონებ, ჩიჩუაც მოვიდეს სამურზაყანოდან
დღეს, რომ ხვალვე კაცი გაგზავნონ და სავეზიროს მხრივ მაიზერს
მოუწოდონ.
ასე საუბრობდნენ აივანზე გამოსული მთავარი და დედოფალი,
რომ უცებ მიქიას აღშფოთებული ხმა მოესმათ:
‒ არ გაუშვათ! არ გაუშვათ!
და აივანზე დამფრთხალი ჯიხვის ნუკრი შემოვარდა და უკან მი-
ქია და რამდენიმე ქალი და კაცი მოსდევდნენ.
მთავარი და დედოფალი წამოიჭრენ და დასაჭერად მიეშველნენ,
მაგრამ დაფეთებულმა ნუკრმა უცნაური სისწრაფით ისხლიტა და
დიდი სიმაღლიდან გადახტა. მიქიამ ისეთი საზარელი ხმით შესწივ-
ლა, რომ თითქო ვიღაცამ მკერდიდან გული ამოგლიჯა და ყველანი
ძირს დავარდნილ ნუკრისკენ გაეშურნენ. მიქია ყველაზე უწინ მი-
ვარდა, თვალგახელილი ნუკრი ბავშვივით აიყვანა, მკლავებით და-
იკავა და მიუალერსა, მაგრამ ნუკრს პირიდან სისხლი წამოუვიდა,
თვალები თეთრად გადაუტრიალდა და ლამაზი ცხოველი ლამაზ მკ-

239
ლავებს დააკვდა. მიქიას სუნთქვა შეეკრა, გული დაეხუთა, წაიქცა
და ნუკრი ხელიდან გაუვარდა.
მიქიას მოსულიერებას ბევრი დრო დასჭირდა. დიდად აღშფო-
თებული მთავარი და დედოფალი თავს ადგნენ. სასახლის ექიმი ჯვე-
ბე გეგეჭკორი მაჯას უსინჯავდა, მოსაბრუნებელ ზომებს ღებულობ-
და.
‒ ნოხი მოიტანეთ, სახლში შევიყვანოთ. მიწაზე ყოფნა შემსჭვა-
ლავს, ‒ თქვა ექიმმა და პატარა ხანს უკან გონზე მოსული, მაგრამ
ძალჩე და ესტებული მიქია ლოგინში იწვა და ყველანი სათუთად უვ-
ლიდნენ და ეფერებოდნენ.
მეტად დასუსტებული მიქია ლოგინში იწვა და დედასავით მოყვა-
რული ბიცოლამისი, ლეიხათუნ შერვაშიძის ქალი თავს დასტრია-
ლებდა. კარებში დედოფლის მსახური გამოდგა:
‒ დედოფალს ნებავს ჩიჩუას ასული ინახულოს, თუ დრო და ჟამი
ნებას გაძლევთო, ქალბატონო?
‒მობრძანდეს, უთხრა უგემურად ლეიხათუნმა.
მსახური გაბრუნდა.
‒ შენი დრო და ჟამი დაამოკლოს ღმერთმა, შე მეძავო დედაკა-
ცო,‒წააწყევლა და წააგინა უკმაყოფილო ლეიხათუნმა დედო-
ფალს.
‒ თვითონ მკლავს და თვითონ მშველის ვითომ ეგ გარეწარი, ‒
მიამატა, მიქიამ.
‒ არ უშველოს, შვილო, ღმერთმა მაგის ბოროტ თავს...
– ჰმ როგორ ვიფიქრებდი ამას და რომც გულს ეფიქრა, გონება
როგორ დაიჯერებდა. თურმე მაგ შეჩვენებული ჩემი მიზეზით პატი-
ჟობდა ვითომ და ნამდვილად კი თავის სამეძაოდ მოჰყავდა.
‒გენაცვალოს ბიცოლაშენი, მხოლოდ ჩვენ არ ვიცოდით, თო-
რემ ისე დიდი ხანია ყველას სცოდნია, ეს მაგათი სირცხვილეული.
‒ ჰოდა, მასზე ნათქვამი სიტყვები ჩემზე გადმოჰქონდა ხოლმე
და გულ-ღვიძლში უშრეტი ცეცხლი ჩამინთო, ბიცოლაჩემო, უშრეტი
ცეცხლი, და მოთმინება გამოლეული რომ ამდენის თქმას ვბედავ
შენთან, მაპატიე, ჩემო ბატონო!

240
‒ აბა რას ამბობ, შვილო, ჩემთან უნდა თქვა, შვილო, შენი გუ-
ლის სათქმელი, მაშ ვისთან?!
‒ დიახ, ასეა, ასე. უშრეტი ცეცხლი ჩამინთო გულში და ვიწვი, ბი-
ცოლაჩემო.
– ჩაენთო ჯოჯოხეთის ცეცხლი მაგის სულსა და გულს.
– არა, ერთი ეს გამაგებინე, ამ ჩემ საცოდავ დეიდაშვილს რამ
დაუბრმავა ეგოდენ გონება? ნუთუ ვერ ამჩნევს? და თუ ამჩნევს, ვე-
რასა ბედავს ვითომ? ვერ გამიგია, ეს მთავარს კი არა, მეჯინიბეს არ
მოუვა.
‒ ეჰ, ამ შემთხვევაში ყველაზე ბრმა ქმარია ხოლმე, შვილო,
ქალმა თუ თავს იკადრა, ქმარს ისე გამოაყეყეჩებს, როგორც უთვა-
ლოს და უყუროს.
‒მართალსა ბრძანებ და ჩემი ერთადერთი ნატვრაა: სიკვდი-
ლამდე იმდენ ძალას კიდევ მოვიკრებდე, ვუთხრა და ვაგრძნობინო,
რომ ჩემი სიკვდილის მიზეზი ეგ არის, და მერწმუნე, ბიცოლაჩემო,
რომ თუ მთავარი და დედოფალი არა, ისე მე არც ვიფიქრებდი იმ
ჩემი ცოდვით სავსეზე რამეს, მაგრამ მაგათმა სიტყვებმა, მაგათმა
მიეთმოეთობამ შემითხზა საწამლავით სავსე ფიალა და მაიზერის
სახელით შემასვეს... რას მერჩოდენ, ნეტავი!
‒ მოდის ვგონებ! ‒ გააფრთხილა ლეიხათუნმა.
‒ ოხ, რა ვქნა, ვეღარ ვიტან მაგის შეხედვას!
‒ დაწყნარდი, შვილო, დროსა და გარემოებას ანგარიში უნდა
გაუწიოთ.
ოთანში ორი სეფე ქალის თანხლებით დედოფალი შემობრძან-
და.
‒ როგორ გვყავს ჩვენი ავადმყოფი, – იკითხა ტკბილად დედო-
ფალმა.
‒ ძლიერ სუსტად, დედოფალო. —
‒ არა გრცხვენია, ქალო, ‒ მიმართა დედოფალმა მიქიას. ამ
ერთ ნუკრს ლამის გადაგვაყოლე. შეუთვლით და კიდევ მოგიძღვნის
ეგეთ ნუკრს, რა დიდი საქმეა, ‒ გაეხუმრა დედოფალი, მაგრამ მი-
ქიამ ჯოჯოხეთის სიმძულვარე იგრძნო მის მიმართ და გულის დასა

241
წყნარებლად წყალი მითხოვა.
‒ ოჰ! ვწყევლი იმის გამოგზავნის დღეს,‒ თქვა ნაღვლიანად ლე-
იხათუნმა. ‒ ძლივს მოიკეთა, ფეხზე წამოდგა და კვლავ ასეთი მარ-
ცხი მოხდა. მიქიამ წყალი შესვა და მისუსტებული ხმითა თქვა:
‒ბოდიშს ვიხდი, შეგაწუხეთ ყველა, მაგრამ ჩემი ნებისა და სურ-
ვილის გარეშე მოხდა ყოველივე და რა უნდა ვქნა.
‒არა, გეთაყვა, საბოდიშო არა არის რა აქ, მაგრამ ისე კი იმო-
დენად გულაღშფოთებული გვყო მაშინდელმა შემთხვევამ, ჩემო
მშვენიერო, რომ იმ ღამეს არც მე და არც მთავარს არ დაგვეძინა და
დილით კიდეც ხუმრობდა: დიდი ჭირისუფლები ვყოფილვართ თურ-
მე იმ შეჩვენებული ნუკრისაო.
‒ ოოჰ, საწყალი ჩემი ნუკრი,‒ გულის ტკენით წამოიძახა მიქიამ.
‒ იცი, მიქია კარგო, რა გითხრა: სამდივნოს და სავეზიროს უკვე
მაიზერი მოუწვევიათ რაღაც სათათბირო საქმეთათვის. დღეს გაიგ-
ზავნა კაცი და ამ დღეებში ელიან. ჩვიდმეტს აქ უნდა იქნეს უეჭველა-
დო, მაგრამ მთავარმა განსაკუთრებითა სთხოვა მარიობა დღისათ-
ვის მისი ნათლულის მირონცხების დღეა ხომ და ამით ნათლულს პა-
ტივი დასდე და მარიობას ერთად შევხვდეთო, ასე რომ მალე აქ იქ-
ნება და ნუკრსაც კვლავ დავავალებთ.
‒ რათ მინდა. ‒ ცივად უპასუხა მიქიამ.
‒ ნუკრს მოგგვრის კვლავ, ქალო, ‒ ცბიერი ღიმილით გაეხუმრა
დედოფალი.
‒ მე რაც მომგვარა, ვხედავ, მაგრამ რა მეთქმის.
– ქალო, არა გრცხვენია ნუკრზე ამდენი ამბავი?
‒არა, დედოფალო, ნუკრი რათ გაგიხდიათ ყველაფრის მიზეზად!
იგი მხოლოდ მცირეოდენი მიზეზი გახდა ჩემი უძლურების გამომ-
ჟღავნებისა, თორემ ისე მიზეზი კი... – უნდოდა მიქიას დაებოლოვე-
ბია სასაყვედურო სიტყვები, მაგრამ გულის მრისხანებამ მთელ ტან-
ში იელვა და ფილტვებმა უცაბედი ხველა გამოსცა.
მხევალი ექიმის საცნობლად გაიქცა.
გაშმაგებული ლეიხათუნი შუბლზე სველ ტილოს აფენდა, ეფერ-
ებოდა, ეალერსებოდა და მიქიაც დამშვიდებულივით იწვა და ყვე-

242
ლას სახეთა მეტყველებას აკვირდებოდა. არ უნდოდა შიში და უიმე-
დობა დაენახა ვინმეს სახეზე.
‒ აი, ესეც შენი ბავშვური წყენა, ჩემო კარგო, ‒ უსაყვედურა
მკრთალი მუნათით შეშინებულმა დედოფალმა.
‒ჰე! მწარედ ჩაიღიმა ავადმყოფმა, ‒ ეს ახალი წყენა არ არის,
დედოფალო! ეს სენი რამდენიმე წლით დამზადებულია შენი და მა-
იზერის მეოხებით, პატიოსანი მოქმედებით, – გაბედა და თქვა სიკ-
ვდილის ნიშნებით შეშფოთებულმა მიქიამ.
დედოფალი დუმდა, განცვიფრებული და თავზარდაცემული მდუ-
მარებით დუმდნენ აგრეთვე უხერხულობაში ჩავარდნილი და შეცბუ-
ნებული სეფექალები და ლეიხათუნი.
‒ მაგრამ რა ვუყოთ, ‒განაგრძო მიქიამ, – ჩემი აზრით, უნდომ
სიცოცხლეს სანდომი სიკვდილი სჯობია და ასეთ დროს სიკვდილი
მეც ფრიად სანდომად გამხდომია და ვაი იმ სიცოცხლეს, დედოფა-
ლო, რომელიც სირცხვილითა და ცოდვებით დამძიმებული ძლივს
სათრევია.
– აბა ეგ რა სათქმელია, მიქია?!‒ ძლივს წარმოთქვა გაფითრე-
ბულმა დედოფალმა.
‒ რა ვქნათ, რომ ჭეშმარიტება ძლიერი მთქმელია ყოველთვის
და მძიმე ასატანი.
‒ რა მოგივიდა ეგეთი, არ ვიცი! ვერც შენ და ვერც შენს სიტყვებს
ვეღარა ვცნობ, ‒თქვა კვლავ დედოფალმა და წასასვლელად წა-
მოდგა.
‒ სამაგიეროდ, შენს მოქმედებას სცნობს მთელი სასახლე, – მი-
აყოლა ზურგიდან ტყვიასავით მიქიამ და თან ხველა მოერია.
‒ კმარა, შვილო, დაწყნარდი, გაწყენს ეგეთი სამღელვარო სიტ-
ყვები. ‒ ამშვიდებდა ბიცოლა ლეიხანიუსი.
‒ კი, ბიცოლაჩემო! ამის შემდეგ უფრო დავმშვიდდები. ასე მგო-
ნია, ყოველი ბოღმა-ნაღველის სიმძიმით განვიტვირთე და გამსუბუ-
ქებელი, შვებასა ვგრძნობ. მე მგონი, საკმაოდ მოვახსენე და საკ-
მაოდაც იგრძნო. არა, ბიცოლაჩემო?
– ოო, ბარძივით მიღებული ზიარება იყო, ჭეშმარიტად ბოღმით

243
აღსავსე გული მეც განეკურნა.
მიქიამ ჩაიღიმა.
‒ ეგრე ეკადრება ეგეთ უღირს დედოფალს.
‒ აფსუს! რა ღირსების სახელი ილახება! დედოფალო, დედოფა-
ლი კი არა, უბრალო ჩირადაც არა ღირს ეგ არაწმინდა დედაკაცი, ‒
ქინდრაყრილი ქაქანებდა ლეიხათუნი, რომ ექიმმა კარი შემოაღო,
ლოგინთან მივიდა და მიქიას შეეკითხა:
‒ რა იყო? ახალი ხომ არაფერია?
‒არაფერი, ექიმო! როგორც ჩემს ნუკრს, ისე მეც წამომივიღა პი-
რიდან სისხლი, მეტი არაფერი, ‒ ვითომ გულგრილი ღიმილით
თქვა მიქიამ.
ექიმი სავარძელში ჩაჯდა, მაჯა ხელში აიღო და დაღონებული სა-
ხით ავადმყოფს დააცქერდა.

***
სამურზაყანოდან დაბრუნებული ჩიჩუა, ეტყობოდა, ძალიან ცუდ
ხასიათზე მყოფი მოვიდა სასახლეში. მას მთელი სამთავროს შემოვ-
ლა ჰქონდა დავალებული, რომ მართვა-გამგეობის ნამოქმედარის
განხილვა ეყო და მთავრისთვისა და სავეზიროსთვის ნახულის და
გამორკვეულის შინაარსი ეუწყებია, რისთვისაც ჯერ მთელი სამეგ-
რელო შემოევლო და მერე სამურზაყანოს სწვევოდა. მაგრამ ყოვე-
ლი ადგილის გამორკვევამ და ნახულმა დიდად აღაშფოთა და მოს-
ვლის უმალ მთავრის დასწრებით სამდივნოს და სავეზიროს მოახსე-
ნა.
‒ სამთავროს კეთილდღეობისადმი ზრუნვა და მთავრის მიმართ
ჩემი მოვალეობის შეგნება მავალებს, გულწრფელად ვაღიარო, რაც
ვნახე და აღმოვაჩინე ამ ჩემდამი დავალებული საქმიანობის დროს
და წინასწარ ვითხოვ არა უგულებელვიქნე ჭეშმარიტ მოვლენათა
აღიარებისათვის, ‒ დაიწყო და გააფრთხილა წინასწარ ვეზირმა
ფიცხი და გულზვიადი მთავარიც. ‒ თქვენ უწყით, რომ მე მევალებ-

244
ოდა სამთავროს შინაგანი მართვა-გამგეობის წესიერი ქმნილის თუ
უწესოების თანაბრად გამოკვლევა, რაც ეგე ყოველი ჩემ მიერ შეს-
რულებულ იქნა. მაგრამ სავალალოდ ჩვენდა, წესიერ ქმნული მცი-
რეოდენ აღმოჩნდა და უწესობანი კი მრავალრიცხოვანი. ოდეს სამ-
საჯულოს კარს მეგონა, წესიერ ქმნულ მართლმსაჯულების ქმედო-
ბას ვნახავდი, მართლმსაჯულების მაგივრად უსამრთლობის უფ-
სკრული ვნახე, სადაც ხალხის მიერ მუდარით შეთხოვნილი სამარ-
თალი ეგოდენ უსამართლოებით განუსჯიათ, რომ გლეხი უღონოე-
ბით თხოულობს ‒ ათი მარჩილიდან ხუთი მაპატიეთო, მუნ ოცი შე-
უწერიათ. სადაც გლეხი თხოულობს ერთი ძე მივის ანუ ასული და ეს
რომ გასაყიდლად წარმტაცოთ, მთავარს მოსახლე გადაუშენდებაო,
ამის სანაცვლოდ არზის მიმტანი ანუ მავედრებელი მშობელი საპ-
ყრობილეთა შიგან ჩაუსხამთ; გლეხს, რომელსაც წვერის მოპარსვა
გაუბედნია, რომელთამე ბატონს თავადსა, ანუ აზნაურს გაპარსუ-
ლის ღაწვები ჭობოსნით ჩამოუხეხიათ; გლეხს, რომელსაც გაუბედ-
ნია რძლის თხოვა ანუ ასულის გათხოვება, გარეშე ბატონის უკით-
ხაობისა, იგი თითო ხარ-დეკეულით დაუბეგრავთ, რომელიმე მეუღ-
ლეს თავადის ანუ აზნაურისას თუ მოუსურვებია თმის დალალ-კავე-
ბი, დედაკაცნი გაუკრეჭიათ. ერთ ვინმე მიქავას ბატონისთვის ცხე-
ნის უარი შეუბედნია და იგი მიქავა მისივე ცხენის კუდზე გამობმული
უთრევიათ. თუ ყველა ამ მოხსენებულს დავამატებთ, ამ ორი წლის
ძალზე ცუდი მოსავლიანობით გამოწვეულ ხალხის შიმშილობას,
რომლისთვისაც ხალხი დრტვინავს და მუდარობს, რომ ამ წლის ღა-
ლა-გადასახადები შემცირებულ გვეყოს ‒ კარგად წარმოიდგინეთ,
თუ უკმაყოფილება და მწუხარება ერემიას გოდებას ემსგავსება. რა-
ოდენ ჩემ მიერ შესაძლებელი იყო, ხალხს ნუგეში ვეცი, მთავრისად-
მი ყოველივეს მოხსენება ვიკისრე და წამოვედი, მაგრამ ჩანს, მოთ-
მინება გამოლეულთ აღარ ეყოთ სულგრძელობა მომაკვდავისა და
ოდეს მარტვილიდან მალიად მდევარი მეახლა და მაუწყა, ხალხი
თვითვე დარაზმულა და მთავართან სააჯოდ მოდისო. მე რაოდენ შე-
საძლებელი იყო გამოვიჩქარე, რომ მათ მოსვლას ჩემი მოხსენება
დამესწრო და წინასწარ მოფიქრებული სამართლიანობით პასუხი

245
გვეყო. აი, ბატონებო, უმეტეს სასწრაფო მოსასმენებელი ეს იყო ჩე-
მი და დანარჩენ სანთქმელს მერე შევეხოთ.
მოხსენებით სახეამღვრეულმა მთავარმა ვეზირს შეხედა და კით-
ხა: ‒შენ რა აღუთქვი, ვეზირო, ხალხს?
‒ შენამდი მდგომარეობის მოხსენება და... სიტყვის დამთავრება
აღარ აცალა მთავარმა:
‒ მოჯანყეთაგან დავალებული შუამდგომლობა, ჰა?
‒ არა, ბატონო, საჯანყო უდიერობის სახე მე არ მინახავს და
მშვიდობიანი აჯა-ვედრების კი.
‒ დიახ, უბედურებაც ეგაა, ოდეს ვეზირთა წინაშე მთავრის მი-
მართ საწინააღმდეგო ხმა ხალხთაგან გაიბედების. ასე არ არის, ბე-
დიანო?
ბედიანმა თავაზიანი შეპარებით უპასუხა:
‒ ბატონო, მე არ ვფიქრობ, რომ ეს შენდამი წინააღმდეგობას
ნიშნავდეს, არამედ ზოგიერთ მოხელეთა ურიგობას და მებატონეთა
თვითნებობას გვამცნობენ. და მე ვგონებ, უწყით, იმერეთის მეფეს-
თან ერთმა გლეხმა სარჩელჰყო, ოდეს ჩემი ქალიშვილი ქორწინე-
ბისთვის განმზადებული მყავდაო, დილით, ჩემი ბატონის დემეტრე
აბაშიძის ბრძანებით, მისი მსახურ-ფარეშები თავს დამესხენ და სა-
ქორწინე ქალი გამიკრიჭესო, რადგან საამაღლებოდ ხონში წაბრძა-
ნებისთვის მის მეუღლეს დალალ-კავები უნდოდაო. ამისთვის მეფემ
აბაშიძე იქამდე შერისხა, რომ აზნაურობა ახადა და მის სამეფოდან
გააძევა. აბაშიძე გლეხის წოდებით ლეჩხუმს გადასახლდა და მე
მგონია, ჩვენი ვალია, სამთავროში თავხედ ბატონთა მწვალებლო-
ბას და ხელისუფალთა თვითნებობას ლაგამი ამოვდოთ. ეს რო-
გორც შენს სამართლიანობას აღამაღლებს, ასევე სამთავროს
ცხოვრებას კეთილად მოაწყობს.
‒ბედიანო! ერთხელ და სამუდამოდ გიკრძალავ, სხვისი მაგალი-
თები ჩემდა საწვრთნელად ნუ მოგაქვთ მე შენი საწვრთნელი არა
ვარ და არც იმერეთის მეფის მიმბაძველი ჩრდილი. გაიგეთ ჩემი
ნათქვამი, ვეზირებო?!
ვიდრე ვეზირები პასუხს შებედავდნენ, სახლუცესმა კარი შემოა-

246
ღო და მოახსენა: ‒ სამასამდი მოაჯე ქალი და კაცი ალაყაფის კარ-
თან მომდგარა და მთავრის ნახვას თხოულობენ.
‒ ვინ არის მაგის მთხოვნელი? ‒ გარისხვიანდა მთავარი.
‒ ხალხი, ბატონო. თოდრია შემოგზავნეს და მისი პირით თხო-
ულობენ.
‒ მომიყვანეთ თოდრია, ჩიჩუა! – მიმართა ჩიჩუას, ‒ ეტყობა, ახ-
ლოს მონაძღოლხარ დავალებული ვეზირი მეამბოხე ხალხს, მალე
გვეახლნენ.
ჩიჩუამ თავის მართლება აღარ იკადრა.
კარი გაიღო და მოხმობილი თოდრია გამოჩნდა და ვიდრე კა-
რიბჭეზე ფეხს შემოადგამდა, მთავარსა და სავეზიროს მიწამდე თაყ-
ვანი სცა.
‒ რას გვიბრძანებ, თოდრია? ‒ დაცინვით მიმართა მთავარმა.
‒ თვითონ მბრძანებელო ბატონო, სამასამდე შეჭირვებული ქა-
ლი და კაცი შენ მრავალთმოწყალე გამგებიანობას სააჯოდ ვხები-
ვართ და გთხოვთ და გევედრებით, მოგვისმინო ჩვენი სარჩელი და
შენი სამსაჯულოს სამართლიანი ხელით დაგვიფარო უდიერ ბატონ-
თა და მოხელეთაგან, რომელთა მოპყრობით გვემულნი ძირს შენ
გაწუხებთ და მაღლა ღმერთს, დიდო მთავარო და ვეზირნო.
‒ ჰოო, გეტყობა, დადიანობა გინდა!
‒ დადიანობა შენ მოგახმაროს გამჩენმა ღმერთმა, ბატონო, მაგ-
რამ ჩვენ კი შენი სამსახურიც გვინდა და ჩვენი ცხოვრებაც. რა
ვქნათ, ბატონო, რაკი გაჩნდება, ჭიასაც უნდა სიცოცხლე და თავის
სამყოფი ბუდე.
– დამიძახეთ ქეშიკებს! ‒ ბრძანა თუ არა მთავარმა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ქეშიკები მთავრის წინ ბრძანების მი-
ღებისთვის იდგენ.
‒აბა მოკიდეთ ხელი თოდრიას და ცხენის კუდზე გამობმული მის
ხალხის წინ ათრიეთ და ამით ჩემს პასუხსაც მიხვდებიან, მაგ საძაგ-
ლები, მაგ სიამის დამრღვევი ჯანყნი და აპოხნი, გასწით! არ გაგექ-
ცეთ, თორემ მაგის სასჯელი თქვენს კისერზე გადაივლის.
და მხრებგაკრული თოდრია რამდენიმე წუთის შემდეგ ურაცხენ-

247
ის კუდზე, გამობმული სააჯოდ მოსული ხალხის წინ ცხენმა ჩაარბე-
ნია, თავზარდაცემულნი, მართლაც მიხვდენ, რომ თუ თავს არ უშვე-
ლიდნენ, მათაც ეს მოელოდა და დამფრთხალ-შეშინებულნი ღობე-
ყორეს მოდებით გარბოდნენ.
სავეზირო ოთახიდან მთავარი გამოსულიყო და სახტად დარჩე-
ნილი ვეზირები ერთმანეთს მიშტერებოდნენ.
– რა ჰქვია ჩვენს აქ ყოფნას? – იკითხა ჩიჩუამ.
‒ სიგლახე და თავლაფდასხმა, – უპასუხა ბედიანმა.
‒ თუ გული გულობს და გონება, ამის შემდეგ ჩვენი ვალია, სასახ-
ლე მივატოვოთ და ჩვენს სახლებს დავუბრუნდეთ, რა მოხდება
ამით? ‒ შიმშილით ხომ არ დავიხოცებით ‒ ამბობდა აღშფოთებუ-
ლი ჩიჩუა.
‒ სწორედ რომ ამას იქეთ ჩვენი აქ ყოფნა სამარცხვინოა,‒ უპა-
სუხა ბედიანმა.
ემუხვარს ამათი აზრი არ იამა და შეკრებილთ მიმართა: ‒ მე კი
უგონივრესად მსჯელნი მგონიხართ, ბატონებო, და გამკვირვებია
თქვენი ეგეთი ქართული. ნუთუ უკვე არა უწყით, ვისთან გვაქვს საქ-
მე?
‒ სწორედ რომ ვუწყით და მით ხდება აუცილებელ სურვილად,
რომ განშორდეს კაცი ამ გიჟთა და მწვალებელთა ბუნაგს, ‒უპასუხა
აღელვებულმა ჩიჩუამ.
‒ კი, ბატონო, მაგრამ სად მიბრძანდებით? დიდი ხანი არ არის,
რაც შენი სახლიკაცი ზურაბ ჩიჩუას უდანაშაულოდ დასჯის მოწმენი
ვიყავით. იმას ხომ მეტი არაფერი დაუშავებია – ვეზირობის სახე-
ლით იხსენებოდა და კითხვით კაცი არაფერს კითხავდა; ხალხის
მწვალებლური ყოფით იტანჯებოდა და საწინააღმდეგო სიტყვის
თქმის უფლება არ ჰქონდა და ამ დამცირებულ მდგომარეობას, რა
თქმა უნდა, ვეღარ ეგუა განსვენებული და მთავრის კარი დატოვა. ეს
როგორ გამიბედეო და ხომ ვნახეთ, რა უქნა! ორივე თვალი დათხა-
რა და ერთი თვის ტანჯვის შემდეგ კიდეც გარდაიცვალა, და რატომ
არ ფიქრობთ, რომ ჩვენც ამასვე მოგვისჯის.
‒ მოგვკლავს, მეტი ხომ არაფერი იქნება და მერწმუნეთ, ასე ცო-

248
ცხლად ყოველდღე სიკვდილ-სირცხვილის განცდას ერთ დღეს ნამ-
დვილი სიკვდილი სჯობია.
‒ამის გარდა, არც სხვაგვარად გვაქვს უფლება საქვეყნო საქმეს
გავექცეთ, ვინაიდან შეიძლება ჩვენი სავარძლები ისეთ უგბილთა
და უმეცართა სარგუნებელ ჰყოს, რომ სამთავრო სულ დაიღუპოს და
რა უნდა უთხრათ ქვეყანას?
‒ახლა რა გვაქვს სათქმელი? თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა დღე-
შია ხალხი და რა ვაებით მხვდებოდნენ გზადაგზა, დაჩოქილნი მე-
ვედრებოდნენ, დიდო ვეზირო, ან გვიშველე, ან ტყიდან ნადირთ მო-
უხმე და დააჭმევიე ჩვენი თავი, თორემ მეტი ილაჯი აღარა გვაქვსო,
და როდესაც მითხრეს, თვით მთავარს უნდა ვეახლოთ და პირისპირ
ვეაჯოთ, უნდა გამოგიტყდეთ, მიამა მე ცოდვილს. ვიფიქრე, ეგებ შე-
ჭირვებულთა ხილვის დროს გულმა ულმობიეროს და რაიმე სიკეთე
გაიღოს-მეთქი, მაგრამ ხომ ვნახეთ, რა ქნა? მავედრებლად შემოგ-
ზავნილი კაცი ცხენის კუდს გამოაბა. აუტანელი ამბავია ჩვენ სამ-
თავროში. არსიდან არ მოისმის ასეთი შემაძრწუნებელი ამბები. და
წარმოიდგინეთ, ისიც კი მომესმა საიდანღაც, რომ ხალხი იმერეთის
მეფესთან შეაჯებით განდგომას და ამბობს ლამობსო. მაგრამ ამის
მთავართან თქმა აღარ დამცალდა, გიჟივით წამოიჭრა და გარეთ
გავარდა.
‒ ოო, მადლობა ღმერთს, თუ არ დაგცალდა.
‒ რათა?
‒ ყოვლად შეუძლებელია. მაგ რომ თქვა, ყველას ამოგაწყვეტს,
‒ უთხრა ემუხვარმა. დაგვაცალე, ბატონო, ორი დღის სიცოცხლე.
‒ მაშ რა უნდა ვქნათ? – შეეკითხა ბედიანი.
– უნდა გავჩუმდეთ.
‒ ჰო, და ამის შემდეგ ღირს ჩვენი ამ სავარძლებში ჯდომა? სირ-
ცხვილს რომ გაუძლოთ, შეცოდებას სად წაუვალთ.
‒ ყოველ შემთხვევაში ვაცალოთ კიდევ, თორემ შეიძლება ჩვენი
განდგომით უფრო მეტი ბოროტება ჩავიდინოთ. ხომ ხედავთ, რომ
ფაღავა და ჯაიანი ორივენი ჩვენი სავარძლებისთვის იბრძვიან და
ნუთუ არ ვიცით, მათი ხელით ქვეყანა რა დღეში ჩავარდება?

249
თოდრიას წამებით აცრემლებული მსახური თვალების წმენდით
შევიდა ვეზირთა წინაშე და სადილისათვის მოუწოდა.
– რა ამბავია, გცემა ვინმემ? ‒ჰკითხა ემუხვარმა მსახურს.
‒ ოჰ, საშინელი სანახაობა ვნახეთ, ბატონო, ახლაც ძვლები მი-
კანკალებს.
‒ რა იყო ასეთი?
‒ თოდრია ცხენის კუდზე გამოაბეს,‒ აზლუქუნდა მსახური და
უცებ გარეთ გაბრუნდა.
‒ რა საშინელებაა! ‒ თქვა გამოცვლილი ხმით ჩიჩუამ.
‒ ბატონო, საკვირველია თქვენი საქმე, დღევანდელი ამბები ისე
შეიკვირდეთ, თითქოს პირველად მომხდარიყოს ასეთი ამბავი.
ამათ ქე მაინც თავის შემსუბუქება ითხოვეს და ეგერ საცოდავ სიმო-
ნია თერძს არაფერი არ უთხოვია, საოდიშოში საუკეთესო თერძად
ითვლებოდა, განუშორებლად სასახლეში ჰყავდა, მაგრამ ხომ ნა-
ხეთ, რა უქნა? აქაო და კარგი კერძია, ფეხი უნდა მოვჭრა, არ გამექ-
ცესო და ცალი ფეხი მოაჭრა,‒ უთხრა ემუხვარმა აღელვებულ ვეზი-
რებს.
‒ გასაშტერებელი ამბავია, ‒ ჩაილაპარაკა ბედიანმა, სადილზე
წასასვლელად წამოდგა და ჩიჩუას მიმართა: წამობრძანდი.
‒ არ შემიძლია.
‒არ ივარგებს.
– ბატონო, დაღლილი ვარ-მეთქი, ვეტყვი,
ემუხვარ და ბედიანი თავჩაქინდრული მდუმარებით გავიდნენ.
ხოლო ხალხისადმი სირცხვილეულად თავის მგრძნობი ჩიჩუა სა-
დილზე წასვლის ნაცვლად თავის აღშფოთებას ოთახში ბოლთის ცე-
მით ანელებდა.

***
დედოფლისგან ნახმობი სახლუცესი ჩიქოვანი ფეხაკრეფილი
კრძალულებით შევიდა დედოფლის სადგომში და თაყვანისცემით
მოახსენა: ‒ შენმა ბრძანებამ ნებაყო გხლებოდი.
სამალავ დარდსა და შეურაცხყოფას დედოფალი კუდაფცქვნი-

250
ლი ფარშავანგივით დაელია.
‒ დიახ, მაგრამ მე შენგან მეტ სიფრთხილეს მოველოდი, სახლუ-
ცესო, და მეტ ერთგულებასაც.
‒ რა იყო, ბატონო! რისთვის მრისხავ ასე?
‒ ჩემი და მაიზერის საიდუმლოების კარიბჭეს ვინ მიაპყრო მზაკ-
ვარი ყური?
‒აბა მაგას რას ბრძანებ, დედოფალო? ვის შეეძლო ეგულისხმა
ასეთი რამე!
‒ ჰოო, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს გრძნობათა საუნჯეს
კარგი დარაჯი ჰყოლიხარ. ჩვენი საუნჯე. იქამდე გაგიბნევია, რომ
მას მიქიადან დაწყებული ფაღავებამდე გასვრილი ქალამანივით
დაათრევენ და მთავარს აყნოსებენ.
‒ შეცთომილებით შეთხზულ არს უეჭველად. დედოფალო, და შე-
საძლებელია გადაჭარბებული სიფრთხილისაგან გეჩვენება.
‒არც მოჩვენება და არც შეთხზვა! ჭეშმარიტებას კბილებით დაფ-
რენიან და სადაც არის ზესკნელ-ქვესკნელი უნდა ამიფეთქონ.
‒ დამშვიდდი, დედოფალო, და ისე მამცნე მოვლენილი მდგომა-
რეობა, თორემ გონება ჩემი ვერ წვდება შენი ბრძანების შინაარსს.
‒ დაბრძანდი და გამცნობ ყოველივეს, მაგრამ გაფრთხილებ, თუ
რამ გაგიგია და იცი, ყოველივე თქვი და აღიარე, თორემ იცოდე,
გამცემზე განაჩენი შენი სახელით დაიწერება. ეს, სამი დღეა, რაც მი-
ქიამ ეგრე შეურაცხმყო, ეგრე დამამდაბლა, ვით მოახლე დედაკაცი
და მით ჩემსა და მაიზერის სიყვარულის საკურთხეველს გული გა-
უქექა და ჯოჯოხეთის ნაკვერჩხლები შიგ ჩაყარა. ამ დილით კი მთა-
ვარი, ძიკი და ბახვა ფაღავები სათათბირო ოთახში შესულიყვნენ და
მათი საიდუმლო საუბრისათვის იაგუნდისას ყური მიეგდო. ბახვა
ფაღავას უბრძანებია, შეურაცხყოფა და ღალატი როგორი უნდა, მაგ
თავგასულ სვანს ამ დღეებშივე ვაჩვენებთო. ამ თემაზე მთავარს გა-
ეფრთხილებია: სუუ, ჩუმად, ჩუმად, თორემ ხომ იცი, ასეთ ქმედობის
დროს ხილულს და უხილავს ყველას ყური აქვს: სმენად გამახვილე-
ბულიო. კიდეც გასულან საერთო დარბაზში. ხომ ვიცით, რომ მთა-
ვარი ფაღავების სათამაშო პუპუნაა და რასაც ჩასძახებენ, იმასვე

251
ამოიძახის ხოლმე. მიქიამ კი მიბრძანა, რომ მისი პირიდან სისხლის
ნთხევა თითქო ჩემი და მაიზერის პატიოსანი მოქმედების მეოხება
იყოს. აი, ხომ ხედავ, ჩვენ რაც საიდუმლო დაცული გვეგონა, იმათ
სადამდე გაცნობიერებიათ და შენ კიდევ ამბობ, მოლანდებააო.
თქმულმა და მოსმენილმა სასლუცესს წარმოუდგენელი თავზა-
რი დასცა. აღარ იცოდა თავის მართლება საიდან დაეწყო, რომ გან-
რისხებული დედოფალი როგორმე მოელბო, დაემშვიდებია, და
ისევ ფიცით და მტკიცით დაიწყო:
– სამას სამოცდახუთი წმინდა გიორგი მრისხავდეს, დედოფა-
ლო, და ზესკნელ-ქვესკნელის საშინელმა სამსჯავრომ ჯოჯოხეთის
კვამლი ამიბოლოს და დღენი ჩემი არსებისა დაუსრულებლად მტან-
ჯოს, თუ მე ვინმესგან ამ საიდუმლოებაზე რაიმე ეჭვშესაკადრებელი
სიტყვა მსმენოდეს და ვაი ჩემი და, რომ ეგ კიდევ უარესია ჩემთვის.
ალბათ, ისიც უწყიან, რომ ამ საიდუმლოების უტყვი და ბნელი სა-
ჭურჭლე მე ვარ და, ალბათ, ეგრე სასტიკად მისთვის ფრთხილობენ
ჩემდამო.
‒ ჰოო, მხოლოდ თავს უფრთხილდები, განა?
‒იმდენად, რამდენადაც ეს შენ კეთილდღეობას ეხება, დედოფა-
ლო, თორემ მე ამ წუთშიაც აღვიგავო დედამიწიდან, მუნათს არ ვიტ-
ყვი, ‒ ვითომდა გამოაკეთა სახლუცესმა ნათქვამი.
‒მაშ, რა ვიფიქროთ? ეს ამბავი მხოლოდ და მხოლოდ შენ და ია-
გუნდისამ უწყით და იაგუნდისაზე მე ერთი წუთით არ აღმეძვრის ეჭ-
ვი.
‒ მაშ ჩემზე, დედოფალო? თუ შენ ამ ეჭვზე შეჩერდები, მე მზადა
ვარ შენი რისხვის მიღებამდე ჩემი სიცოცხლის ხე თვითვე მოვკვე-
თო.
‒ ჩემს რისხვას გაურბიხარ?
‒ არა, დედოფალო, ცილისწამებას, რომელიც ყოველ სასჯელზე
მწვავე და სასტიკია.
‒ კმარა. მე ახლა არც ერთისთვის არა მცალია. საამისო დღეები
კვლავ გათენდება და ვნახოთ, ახლა კი მდგომარეობა სხვაგვარად
მიშველებას თხოულობს. შენ ხომ იცი, რომ ჩვიდმეტ მარიამობისა-

252
თვის მაიზერი მოწოდებული ჰყავს ჩვენ სავეზიროს, ხოლო მარიობა
დღისათვის თვით მთავარმა სთხოვა, გვეწვიოს. მაშ, ზეგ მარიობაა
და ხვალ თუ არა, ზეგ დილით ის კაცი აქ იქნება. დიახ, აქ იქნება და
ფაღავების დაგებულ მახეში უნდა გაებას. სწორედ ამისათვის მოგი-
წოდე ახლა, რომ როგორმე მოახერხო და მაიზერს აცნობო, რომ
არას გზით არ ჩამოვიდეს... გესმის, სახლუცესო.
‒ მესმის, დედოფალო! ‒პასუხი ჰყო ჩაფიქრებულმა სახლუცეს-
მა.
‒ მაშ, საამისო საშვალებაც მოიფიქრე.
‒კაცი უნდა ვაახლოთ, ვაცნობოთ, რომ ფეხი არ დასძრას იქი-
დან, რადგან მდგომარეობა სხვაგვარად შეიცვალა-თქო. მერე ვნა-
ხოთ. არა მგონია ფაღავების მოახლურ მიეთ-მოეთობას სახან-
გრძლივო ფესვი ექნეს.
‒ ჩვენ რაც არ გვეგონა, იმათ ის უკვე შეთხზულიც ჰქონიათ და
შეგნებულიც. შენ ის მოიფიქრე, ვინ გაიგზავნოს ლეჩხუმში.
სახლუცესი ჩაფიქრდა.
‒ ლეჩხუმელი მოყმე ტატულია ჩიქოვანი, ადგილის კაცია, ვი-
თომ თავის სახლში მიდის. კარგი ცხენი ჰყავს და მალიად სვლის-
თვის გამოდგება, თორემ დაგვიანებულია. ურიგო წამსვლელი ვე-
ღარ მიუსწრებს.
‒ არის სანდო და საიმედო?
‒ რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი მასთან გამოჩენა მაინც არ ეგე-
ბის. შემხედველნი უსაცილოდ რაიმეს დასაზრავენ და ამიტომ ისე
მოვახერხოთ, რომ უჩვენოდ დაევალოს და გაიგზავნოს, მაგრამ არ
იცოდეს არავითარი ესრეთი მოვლენანი და საიდუმლონი. მხოლოდ
და მხოლოდ საჩქაროდ და საიდუმლოდ უსტარი გადასცეს.
‒ იაგუნდისას რომ დავავალოთ?
‒კარგი იქნება.
‒ მაშ, შენ წადი და ახლავ იაგუნდისა გამომიგზავნე.
ბურანში გახვეული სახლუცესი წამოდგა, მოფარდაგული გადა-
წია და აივანზე ტვირთმძიმე მაშვრალივით დამძიმებული გავიდა.
დიდხანს ლაპარაკობდნენ ჩუმი და ფრთხილი ხმით სასახლის

253
ერთ აივნის კუნჭულში დედოფლისგან დასაქმებული გამდელი ია-
გუნდისა და ლეჩხუმელი ტატულია ჩიქოვანი, რომ შიგნიდან ძახილი
მოისმა:
‒ იაგუნდისა! იაგუნდისა!
იაგუნდისა დაფეთებულივით გაეშურა და ტატულიას მიაძახა:
‒ შენ აქ დამიცადე და ახლავ მოვალ, ალბათ, დედოფალი მიბ-
რძანებს რაიმეს, ‒ და ჩქარი ნაბიჯით გასწია.
ხოლო მარტოდ დარჩენილ ტატულიას მარჯვენა ცერი ქამარში
ჩაერჭო, მარცხენათი წელზე დოინჯი შემოედგა და განცვიფრებული
სახით რაღაცაზე ფიქრობდა და ბოლოს ხელები ისე აამოძრავა,
იქით და აქეთ გადააქნია, რომ ეს მოძრაობა ნათლად ამბობდა: რა
მითხრა ამ ქალმა და რა საფრთხეში მაგდებსო. მაგრამ ის იყო, ია-
გუნდისაც ისევ მის წინ გაჩნდა.
‒ იცი, ტატო, ახლავე უნდა წახვიდე, თორემ გაგვიანდება. ხომ
იცი, თუ ხვალ დილაადრიან არ მიუსწარი, მერე იქნებ გამოგასწროს
და ყოველი ჩვენი საქმობა ფუჭი იქნება.
‒ მე კი წავალ, მაგრამ ძნელ გასაბედავს კი მაბედვინებ. ხუმრო-
ბა საქმე ხომ არ არის ამოდენა აურზაურის ატეხა და შიგ მშვიდობია-
ნად გაძრომ-გამოძრომა. მაგრამ... ჰო, რა მაგრამ?
– ის, რომ თუ ეს საქმე გამჟღავნდა, მერე ჩემი საშველი აღარ იქ-
ნება, ეს ცხადად ვიცი, მაგრამ რა უნდა ვქნა? ქალის ხელში რომ ჩა-
ვარდები...
სათქმელის დამთავრება აღარ აცალა შეურაცხყოფილმა იაგუნ-
დისამ, გაცეცხლებულად აუკაპასდა:
– თუკი ეს გაწუხებს, ვაჟბატონო, ჩემი ხელები ახლავე გაგათავი-
სუფლებს. შენ კარგად იცი, ჩემი ლეჩაქის ნამუსი ისე არ დაეცემა,
რომ პირიქით მოგეძალო. მადლობა ღმერთს, მზე და მთვარე მარ-
ტო შენით არ ამომდის. თუკი ვინდომებ, შენზე უკეთესებს სწვავს
თვალებს იაგუნდისას სიყვარული.
ცხარედ ნათქვამმა შერისხვამ შეყვარებული მიჯნური დიდ უხერ-
ხულობაში ჩააგდო, სირცხვილით სახე აუწითლდა, წელში დაიღ-
ლარჯა, ბეჭები ააწმაწურა და საბოდიშო გამომეტყველებით თქვა:

254
‒ რა იყო, შე კურთხეულო, ხუმრობით ამაზე მეტს იტყვის კაცი და
მეტი რა დავაშავე!
‒ ხუმრობასაც თავის თაბაუთი აქვს.
‒ გეხუმრე, მამიჩემის სული არ წამიწყდეს და რა იყო, შე ქალო,
ასეთი საწყენი! ხომ იცი, მიყვარს ხანდახან შენი გაჯავრება. შენი ხე-
ლებიდან განთავისუფლება რომ მინდოდეს, აქ რა გამაჩერებს.
ღვთის მადლით პურ-ღვინო არ მაკლღია და ყმა და მამული, მაგრამ
ერთი შენი შემოხედვა მთელ ჩემს ცხოვრებას მირჩევნია, ჩემო სი-
ცოცხლე, და მაპატიე, რაც ხუმრობით შეგცოდე,‒ იცრუა და იფლიდა
სატრფოს წინაშე ტატულიამ და იაგუნდისას მრისხანებაც მით შეანე-
ლა.
‒ ყველაზე მეტად ისა მწყინს, რომ ჩემი ნდობა არა გქონია.
‒ მაგას ნუ მეტყვი, შენი სულის ჭირიმე! მამიჩემის სული წამიწ-
ყდეს, თუ ან ახლა ვიცოდე კარგად, რას მავალებდი და რაშია საქმე.
თუმცა იაგუნდისა მრავალგზით იყო გაფრთხილებული, რომ დე-
დოფლის და მაიზერის საიდუმლოება არავისთან დასცდენოდა, მაგ-
რამ რა უნდა ექნა! მიჯნურის ნდობა-სიყვარული ისე გაიტაცებდა
ხოლმე, რომ აღარაფრის დამალვა აღარ შეეძლო და ეს ჩაბარებუ-
ლი საიდუმლოებაც კარგა ხანია ტატულიას გაანდო, ახლაც ხომ დი-
დად გააფრთხილა დედოფალმა, რომ ამ გაგზავნის შინაარსი ტატუ-
ლიასთან არ გაემხილა, მაგრამ ტატულიას მიერ შეყოყმანებულმა
დაზარებამ. შეაეჭვა ‒ ვაითუ დავალებული არ აასრულოს და უმეტეს
მონდომებით, რომ წაეხალისებინა, იძულებული გახდა მთელი სა-
იდუმლოების ბოხჩისთვის თავი მოეხსნა და ტატულიას პატიოსან
თვალს შიგ ჩახედა.
‒ შე კაცო, როგორ არ იცი! დედოფლის და მაიზერის ამბავი ხომ
მითქვამს შენთვის?
‒ კი.
‒ ჰოდა, ახლა ხომ იცი ფაღავები ვეღარ ითმენენ, რომ მათი და
მიქია ცოლად არ ითხოვა და ამას ყველაფერს დედოფალს აბრალე-
ბენ. მიქია ხომ იმ კაცის სიყვარულის ზაფრამ ისე შეიპყრო, რომ მისი
მორჩენა არც ერთ ჯანაოზ აქიმს აღარ ძალუძს, რადგან ფილტვხვე-

255
ლაზე აქვს გადასული და სანთელივით დნება.
– აფსუსი კია, უნდა გითხრა. ოდიშის შუქურვარსკვლავი იყო სა-
ცოდავი.
‒ ჰოდა, ახლა უნდა ნახო ბეჩავი! ყოველ წუთს სიკვდილი ელა-
მუნება და ეს მის ძმებს აბრაზებს და მეტით: რომ მტრობა ვერაფერი
მოაწყვეს, ადგნენ და დედოფლის და მაიზერის სარეცელის საიდუმ-
ლოება, როგორც დავსაზრეთ, მთავარს უთხრეს და აამხედრეს. სა-
იდან გაიგეს, არ ვიცით, მაგრამ ეს კი ვიცით, რომ მაიზერი თუ ახლა
ჩამოვიდა, რაღაც ღალატს უპირებენ. ამისათვის არის, რომ დედო-
ფალი შენ გავალებს საჩქაროდ წახვიდე, ხვალ აქეთ წამოსვლამდე
როგორმე მიუსწრო და დედოფლის წერილი გადასცე,’ კრიალოსა-
ნივით ჩაუთვალა იაგუნდისამ ყველაფერი.
‒ ეს მითხარი, შენი სულის ჭირიმე, დედოფალს ვინ გაახსენა ჩე-
მი თავი?
– ჰმ! საოცარი კაცი ხარ! ამას ვერ მიხვდი?
‒ არა, მე ქე მივხვდი, მარა მაინც შენგან ნათქვამი მეამება. შენ
ხომ? ‒ ღიმილიანი სახით შეეკითხა ტატულია.
‒ მაშ! ჩემგან გიცნობს ის დიდ სანდო-საიმედო კაცად და კიდე-
ვაც გავალებს ასეთ მძიმე საიდუმლოებას. და შენ იცი, თუ არც მე შე-
მარცხვენ და არც თავს შეირცხვენ და შენი საქმე საუკუნოდ გაბედ-
ნიერებული იქნება იცოდე.
ტატულიას სიხარულის ჟრუანტელმა მთელ ტანში დაუარა და ია-
გუნდისას მადლიერი თავლი მიაპყრო და უთხრა:
‒ ნუ გეშინია, რაკი დედოფალმა ასე დამაფასა, მე შენ არაფერში
შეგარცხვენ.
‒ მაშ სახლუცესს იახელი და მოახსენე, დედის ავადმყოფობის
ამბავი მომივიდა-თქო და წასვლის ნება გამოთხოვე, ცხენი შეკაზმე,
წერილს გადმოგცემ და გასწიე. მაგრამ იცი, ტატო, დედოფლის წყა-
როსთან მიდი, წყლის სმა დაიწყე და მეც წყლის ჭურჭლით მოვალ
ვითომ წყლისთვის და წერილს კი გადმოგცემ, მიხვდი?
‒კი, შენი სულის ჭირიმე, – უპასუხა ტატომ, აზნაურული დაწახ-
ვნით და დაკვანწვით ტანი შეატრიალა და სახლუცესისკენ გასწია.

256
იაგუნდისა დედოფალთან შებრუნდა.
– რა ჰქენი, იაგუნდისა? მხად არის ის კაცი?
‒ მზად გახლავთ, ბატონო, მხოლოდ სახლუცესმა ნებართვა უნ-
და უბოძოს და იქ გიახლა, მერე საჯინიბოში შევა, ცხენს დაუნაგი-
რებს და გასწევს.
‒ რაც შეიძლება, მოუჩქარე. ეს წერილი ისე გადაეცი, რომ ფრინ-
ველის თვალმაც არ დაინახოს, თორემ ამ სახლში ფრინველნიც გამ-
ცემლის სადარაჯოზე დგანან, ვგონებ. დიდი გაფრთხილებით და და-
რიგებით გამსჭვალე ის კაცი, იცოდე. საიდუმლოების შინაარსი არა-
ფერი გიგრძნოს.
იაგუნდისამ წერილი ჩამოართვა და დანიშნულ წყაროზე გაემარ-
თა. ტატულიას სახლუცესისგან ნებართვა აეღო, ცხენი გაემზადებია
და წყაროზე ხელ-პირს იბანდა.
‒ აბა მზათ ხარ, ტატო? – შეეკითხა მისვლისთანავე იაგუნდისა.
‒ კი. ამ წუთში გავსწევ.
‒ეს ყველა კარგი, მაგრამ დედოფლის წყაროზე ხელ-პირის ბანა
ვერაფერი მართებულია, რომ დაგინახონ, გაგკიცხავენ.
‒ შე ქალო, წყალია, თვარა ზედაშე კი არაა. იაგუნდისამ დოქი
წყლით აავსო და წერილი ღარზე დადო.
‒ აიღე და ჯიბეში ისე ჩაიდე, რომ თვალი არავინ მოგკრას.
ტატულიამ პირი შეიმშრალა, მერე წერილს დასწვდა, ჯიბეში ჩა-
იდო და თავის ცხენ-უნაგირისკენ გასწია.
იაგუნდისამ სიყვარულით აწყლიანებული თვალებით გაჭედა და
ხმადაწეულად სიტყვა მიაყოლა:
‒ აქეთ როდის გელოდო?
ტატო სიამოვნებით ჩადნა.
–ხომ იცი, უშენობა დიდხანს არ შემიძლია. ჩიტმა რომ
გაიფრთხიალოს, მე გეგონო.

დეხვირის ციხის დათალული ფერი რაღაც ნაღვლიანი და გულ-


ჩათხრობილი გამოიყურებოდა, მაგრამ მისივე მწყაზარი და მტკიცე
აგებულება მიდამოს გამძლეობის და სიმამაცის იერს აძლევდა.

257
ირგვლივ გამეფებული სიჩუმის ქვეშ განრთხმულ ძარღვებგა-
სიებულ ბუნების კალთას გული აეხსნა და სიმწიფე-პოხიერების და-
სამთავრებლად ახურებული მზის სხივებისთვის ვნებიანი დედაკა-
ცივით მკერდი მიეპყრო.
ციხის პირდაპირ, ტყის შეღრმავებაში ხშირ ხეთა ჩრდილქვეშ
მწვანე მინდორზე დაღლილი მგზავრი გაშხვართულიყო და ეძინა.
ეტყობოდა ცუდ ფეხზე გადმოებიჯა ტატულიას ოდიშის სამთავროს
სახლიდან. მავნე სულივით ადევნებოდა მისი ცხენის ეშხით დამ-
თვრალი ქოცო კვარაცხელია და სულს ლევდა ამის მოლოდინში:
აბა სად დაისვენებს, სად დაიღამებს, რომ ცხენი ხელიდან გამოაცა-
ლოს.
ტატულია დედოფლის ბრძანებითა და დავალებით ისეთი ისწრა-
ფით წამოვიდა, რომ შესვენება მას აღარც უხერხდებოდა და აღარც
ახსოვდა. ამრიგად გუშინ სამხრობის ჟამს წამოსული დღე-ღამ შეუს-
ვენებლივ სიარულით დღეს დილით დეხვირის ციხის აღმართს რომ
შეუდგა, უკვე საკმაო დაღლელობა იგრძნო. მაგრამ თავის დაღალ-
ვას არ დაემორჩილებოდა, რომ საყვარელი ცხენის გავაზე დამდგა-
რი ოფლი არ დაენახა.
– ეჰ, ამას რა უღმერთობას ჩავდივარ! გუშინდელს აქეთ ეს უბე-
დური არც დამისვენებია და არც მიტოვებია, ასე დამშეული უენო სა-
ქონელი კიდეც ოფლის თქერში აცურებულა. ეს ვერაფერი სიყვარუ-
ლია, ჩემო შავლუხ, მაგრამ რა გაეწყობა, ‒ ჩაილაპარაკა ტატულიამ
და ის იყო აღმართის თავში აივაკა, ჩამოხდა და მის საამაყო პი-
რუტყვს ტყის სიღრმეში ღიღინით შეუძღვა.
მუხლმოკეცით ევედრება
სახლუცესი მოახლესო,
ღამღამობით ნუ სდარაჯობ
ქალბატონის კარიბჭესო.

და ამ ღიღინში ტატულიამ ნორჩი ბალახით მოფარდაგებული


მინდორი მონახა; ცხენს მოსართავები შეუმსუბუქა, პირიდან ლაგა-
მი გამოუღო, უნაგირზე მიკრული აბგიდან გრძელ თოკიანი ავშარა

258
მოიძია, ცხენის ყბას ამოდო, მეორე თავი ფეხზე მიიბა, ბალახზე სა-
ძოვრად მიუშვა და თვითონაც გახურებულ-გაოფლიანებული მინ-
დორზე გაიშხლართა.
კარგა ხანს უცქეროდა პატრონი შავლუხის ბალახის მადიანად
ხრაშახრუშს და თან თვალწინ წარმოუდგა მისი შეძენის მთელი ის-
ტორია. როგორ მოეწონა და გადაწყვიტა მისი ყიდვა, რამდენი ეხვე-
წა ისიდორე ნემსაძეს, რომ მიეყიდა, რამდენი რა ჩამოაკლო ოჯახს
ამის შეძენისთვის: ერთი სამი წლის გასახედნი კვიცი, ერთი სასიკე-
თო ძროხა და დედამისის ნამზითევი ნოხი. „დიდი ფასი გავიღე, დი-
დი... დავასახლე ერთი მოხელე ნემსაძე ჩემი შავლუხის ნაფასით და
ის იყო, მაგრამ კარგადაც გამომივიდა. რას ამბობ!.. ამ ფასად მარ-
ტო ერთხელ რომ მივალ სასახლეში და შეიქნება ჩემი ცხენის თვა-
ლიერი, ისა ღირს. მთელმა ოდიშმა იცის ახლა ჩემი ცხენის სახელი‒
ლეჩხუმის შავლუხიო, ასე ეძახოდნენ თურმე, მაგრამ ცხონდა მამა-
ჩემი, ავაგდებიე თავი ერთ მეგრელს: ეს ლეჩხუმელი საიდან მოჩმა-
ხული პასუხია-თქო, ვუთხარი. გამოდის, რომ ყველა ლეჩხუმელს
ამისთანა ბედაური შეუძლია ჰყავდეს-მეთქი, თუ რა თავის გდებაა-
მეთქი! ლეჩხუმელის კი არა, ტატულია ჩიქოვანის შავლუხია-მეთქი,
ვუთხარი და დავასწავლე კიდეც და ახლა ქე ამბობენ, ტატულია ჩი-
ქოვანის შავლუხიო. მერეა და ჩემი იაგუნდისა რომ გადმომხედავს
ხოლმე მოქნეულზე და გაფრენილზე და სიამოვნებით ჩადნება, ჩა-
იფერფლება, მარტო ეს რათ ღირს! ეჰ, ღმერთმა შეარგოს ამის გა-
მომცემს ამის ნაფასი, არ ვნანობ სწორედ. რას ამბობ,ასეთი ბედაუ-
რის პატრონი რომ არ ვყოფილიყავი, განა ასეთი სასწრაფო საქმეს
დავივალებდი? ჰოდა, ასეა. ამ გავლას და ამ საქმეს მე ბევრ სიკეთეს
გამოვაყოლებ იქედანაც და აქედანაც. დედოფალი რომ აწი მე დიდი
ნდობის და წყალობის თვალით შემეომხედავს, ამას ბევრი ფიქრი
არ უნდა და მაიზერი ხომ მთლად ჩემი დახსნილი იქნება და მის უხვ
წყალობას საუკუნოდ დავეპატრონები. ეს ყველაფერი ჩემი შავლუ-
ხის წყალობაა და კიდევ ვისი? ჩემი ჭკვიანი იაგუნდისას. ამ ცხენმა
სასახლის მოყმეთ მიღების შნო და ლაზათი მომცა და იაგუნდისამ
კი სიყვარულით გამავსო და გამაკოხტავა... ოჰ, ორივეს ერთად გე-

259
ნაცვალეთ, თქვენ ორის ფასი მე არაფერი გამაჩნია...“ ‒ ასე ფიქ-
რობდა და ოცნებობდა მინდორზე გაშხვართული ტატულია. მის
დაღლილ სხეულს ღრმა ძილი დაეპატრონა.
ის იყო სირბილით და შორიახლოს დევნით ქანცგამოლეული
ქოცო კვარაცხელია უნდა წაქცეულიყო, რომ შორიდან შეამჩნია,
ტატულია ცხენიდან გადმოხტა და ტყის პირში შეუხვია.
კვარაცხელია შეჩერდა. მზვერავი თვალი მიდამოს დაკვირვებუ-
ლად მიმოავლო და მერე თვითონაც ჩაიმუხლა, სული მოითქვა.
ფიქრობდა, გავეშურო თუ ცოტა შევაყოვნოვო. კარგა ხანს დაისვე-
ნა, მერე ღმერთი ახსენა, წამოდგა და ტყის პირს პირდაპირ მიადგა,
შეუხვია, ტყეს აქეთ-იქეთ გახედა. ახლოდან ცხენის ფთხვენა მოეს-
მა.
‒ უჰუ! საძოვრად მიუშვია, ‒ მიხვდა ქოცო. ტყიანში ცოტა კიდევ
შეიღრმავა და დაინახა, რომ ცხენი ძოვს და პატრონი ხვრინავს. ქო-
ცო ხის გადანაჭერ ჯირკვზე ჩამოჯდა, ცხენს აცეცხლებული თვალე-
ბით მიაჩერდა. ცხოველმა სხვისი მოახლოვება შეიგრძნო, ბალახს
პირი მოაშორა, ყელმოღერებით იქაურობა დაათვალიერა, მაგრამ
სქელ ჩიგვნარზე მოფარებული აშიკი ვერ დაინახა და პირი ისევ ბა-
ლახს დაუყო. თუმც გონიერი ოთხფეხი მაინც გრძნობდა, რომ მის
ახლოს ვიღაც იყო და ძოვას თავს ანებებდა, ყურებდაცქვეტილი
აქეთ-იქით მიმოიხედავდა და ვერავის რომ ვერ დაინახავდა, ისევ
შეშფოთებული ფრუტუნით ძოვას განაგრძობდა.
„მივიდე და გამიგოს, ხომ დავმარცხდი, არ მივიდე და ასეთი შემ-
თხვევა კვლავ რომ ვერ ვნახო? ‒ ფიქრობდა ქოცო, ‒ მაშ, ერთ რა-
მეს ვცდი! გავიგებ რა ზომით სძინავს. თუ თავოშად სძინავს, ეს გა-
აღვიძებს და მეც უცებ აგერ მივიმალები და თუ მე რომ მინდა ისე
ღრმად, მაშინ ხომ გაკეთდა ქოცოს საქმე“.
ქოცო დასწვდა კარგა მოზრდილ ქვას და მძინარე ტატულიასა და
ცხენს შორის გადაისროლა.
ტატულიას არც გაუგია და არც შენძრეულა.
შავლუხი კი კვლავ შეშფოთდა, თავი მაღლა აიღო, ლამაზი ყუ-
რები დაცქვიტა, მაგრამ კვლავ ვერავინ დაინახა. ეტყობოდა, შავლ-

260
უხი ახლა უფრო ჩაუკვირდა მდგომარეობას, რომ ბალახის ძოვას
არ მიუბრუნდა, ჩამკვრივებული მკერდი წინ წამობურცოდა და მთე-
ლი ტანის აგებულება ისეთი დახვეწილობით გამოიყურებოდა, რომ
ქოცოს ნდომამ გონება დაუბნია და ხმა შემაღლებით წამოიძახა:
‒ოხ, მაგ ყანყრატოში ჩაგაკვდი! და მივარდა შავლუხს, თავიდან
ავშარა წააძრო, აღვირი ასდო და გზისკენ გაუძღვა.
შავლუხმა ნაბიჯი უგუნებოდ გადადგა, ახვიხვინდა, მაგრამ ქო-
ცომ უცებ ამოუჭირა მოსართავები, კისერზე აკოცა და უნაგირს მარ-
დად მოახტა. ცხენი შეფაცურდა, წინ და უკან იწეოდა, არ იცოდა რო-
მელ გზას დადგომოდა, მაგრამ მხედრის მოუქნელი ხელი რომ სა-
დავეს მოხვდა, ხოლო მადიანად მოქნეული მათრახი ბარძაყს, შავ-
ლუხიც მიხვდა მიმართულება საით აეღო და მისმა ნაბიჯებმაც ელ-
ვის სისწრაფე მიიღო.

***
‒ გესმის, გოგო მარიკა! მგონი რაღაც ხმაური ისმის და ამ გზის
პირს მოვერიდოთ, თორემ სირცხვილია, ასე იხტიბრათ რომ თავს
ვინმე წამოგვადგეს. რა ვიცით, ვინ არიან, ‒ გააფრთხილა მარიკა
დაჯიკამ.
‒ იჰ! ერთი შენც, ნეტა ვინმე წამოგვადგეს, თორემ იმაზე ვიდარ-
დებს რა გამიკეთა ამ სხვის შეუხედაობამ, მუდამ მალვამ და მორ-
ცხვობამ?
– შეხედვა კი რას გაგიკეთებს, გოგო?
‒ იმას, რომ ეგებ ან თვალი მოხვდეს თვალს და ან გული გულს.
ხომ ხედავ, ჩემო დაია, აგერ თვრამეტი წლის გოგო ვარ და ჩვენ საყ-
დარზე წასვლაც სახვეწრად გამხდომია. აქაო და მტერმა და დუშმან-
მა შურის თვალით არ შემოგხედოს და მტერ-მოყვარეში ავი ენით
არ დაგფოლოსო. ღმერთმანი, მომიკლა გული ასეთმა კარჩაკეტი-
ლობამ.
– ასეთია ჩვენი სირცხვილ-ნამუსის წესი და ადათი და რა უნდა
ვქნათ. მაგრამ ხომ იცი, ჩვენი ბედი თუკი სადმეა, ჭურშიაც რომ ჩაგ-

261
ვსვან, იქაც კი მოგვაგნებს, ნუ გეშინია.
ასე ლაპარაკობდნენ დეხვირის ფერდობის თავში ერთ დიდ ქვა-
ზე ჩამომჯდარი ორი მწყემსი გოგო. ისინი ამ ფერდობიდან საძოვ-
რად გარეკილ საქონელს კარგად ხედავდენ და თან ერთი წინდასა
ქსოვდა და მეორე ძაფს ძახავდა.
ცხენთა ფეხის ხმის თქარათქურის მოახლოვება რომ გაიგონეს,
ქალები ქვიდან გადახტნენ და ქვევიდან ამოეფარნენ. მაგრამ მარი-
კამ მაინც თავი ვერ შეიკავა და ქვის ძირიდან ჭვრეტა დაიწყო. მხედ-
რების დევგმირულმა შესახედაობამ და რჩეულ ბედაურთა ძვირფას-
მა აკაზმულობამ მარიკას თავბრუ დაახვია და დაჯიკას გადაულაპა-
რაკა:
‒ გამოიხედე, შე ბეdდამწვარო, და შეხედე რა დასანახავია.
‒ სუუ! გაჩუმდი, ნუ ცმუტავ.
‒ იმე! გამოიხედე, გოგო! შეხედე ვინ არიან, ეგებ იცნო რომელი-
მე... ჩქარა, გოგო, ბიძაშენი სოფრომიე კი ნუ გგონია.
მარიკას ასეთმა ჩაციებამ დაჯიკაც დასძლია და გაიჭვრიტა.
‒ ა, გოგო, შეხედე, შეხედე, წინ რომ უძღვის შავი ცხენით, ხომ
ხედავ? შავი ჩოხა-ახალოხით რომ არის, ის წმიდა გიორგი უნდა
იყოს, დედა ნუ მომიკვდება, ჩვენს საყდარში რომ ხატი არის, სულ
იმას გავს. მხოლოდ ტანისამოსი აცვიათ სხვადასხვა ფერის.
დაჯიკამ ჩაიცინა.
‒ ნუ სულელობ! ის ჩვენი დიდი ბატონის შვილი მაიზერია. არ გი-
ნახავს ამის მეტად?
‒ არა, ბეჩა. სად ვნახავდი!
‒ მე ბევრჯერ დამინახავს ამ შარაზე.
‒ ნეტავ შენს თვალებს.
‒ ძაან რამე გამიკეთებია. შეხედვას მარტო რა ჭკუა და ბარაქა
აქვს.
– ვა, საყვარელო, მისი ბედი და არჩივი, ვისაც მაგის მიკარება
ეღირსება.
‒ თუ ეტყვი, რა იცი, ეგებ კი მოგეკაროს.
‒ ჩუმად, შე მარცხიანო, არავინ გაიგონოს. ის მეორე რომ უდგია

262
გვერდში, ის ვინ არის, ნეტავი?
‒ ის მისი ძმადნაფიცი სვანი ონი ონიანია.
‒ იმე, დედა! რავა ყველა გცოდნია შენ.
‒ გოგო, ამ ჩემს მწყემსობაში მეტი რა მინახავს და მერე ბაბუა-
ჩემმა დაპატიჟა ერთ მარიობას და ჩვენსას იყვნენ ყველანი.
‒ვიცი, ვიცი. მაშინ ჩემს დედულს ვიყავი მე ოხერი. მერე გვერ-
დში რომ ამოყუდებია ი სვანი, მასაც მისი ტოლი ხომ არ ჰგონია თა-
ვი!
‒ გატოლებული ჰყავს თურმე. ძმებივით შეზრდილები არიანო.
‒ შეზრდას რა ჭკუა აქვს. მე რომ დედოფალთან შევზრდილიყავ,
მიტომ მისი ტოლი ვიქნებოდი მარა ნამეტანი კაი კია ის ოხერიც.
‒ ოო,ხომ? ეს ჭკუა აქვს შეზრდილობას, კარგთან რომ გაიზრდე-
ბი, კარგი გამოხვალ.
‒ მართალს ამბობ, რომელი რომელს სჯობია, აღარ იცი კაცმა.
‒ ხოდა, მაგის პატრონმა ქალმა თავი უნდა დაიღრჩოს?
‒ იმე, დამთხვეული ყოფილა ის ცხონებული, თორემ ჭკუაზე მყო-
ფი მაგას რავა ჩამოშორდებოდა, თუ გინდა დღეში ათი შოლტი დე-
ერტყა.
‒ ხო, ასე ამბობენ, რომ იმ ოხერი ყრუაშვილის სიკვდილის შიშმა
ჭკუაზე შეაქანაო.
ქალების აღტაცებულ პუტპუტში ცხენოსნებმა უკვე გაიარეს და
წინ წამოწეულ ბრეკის ქიმს მიეფარნენ. მარიკა და დაჯიკა ისევ ქვის
მაღლობზე ამოცოცდნენ, მიღმა საქონელს გადახედეს, რა დაინა-
ხეს, რომ ცხვრები და დეკეულები იქვე ძოვდნენ, კვლავ ძახვა და
ქსოვა განაგრძეს.
უკან ჩამორჩენილი ორი მხლებელი ცხენოსანი ‒ ღიღინით თავს
წამოადგათ. გოგოები შეკრთნენ. მაგრამ დაფეთებულ დამალვას
თავშეკავება არჩიეს და თავჩაღუნულებმა თუმცა საქმე განაგრძეს,
მაგრამ სიმორცხვემ და მოკრძალებამ თვალები მაინც ვერ დაიმორ-
ჩილა და ცხენოსნებს ქვეშ-ქვეშ გახედეს და ღაწვები აუწითლდათ.
ალბათ, მხედრებმაც შეიგრძნეს ყმაწვილი ქალების სულისკვეთება,
რომ ეშხიანი გადმოხედვით ტკბილად გაუღიღინეს:

263
გოგოვ, შენი შემოხედვა
ცის სარკმელსაც გამიხსნისო,
ნეტავ იმას, ვინც მაგ ყელზე
ოქროს ღილებს გაგიხსნისო.

ცხენოსნებმა უკვე გაიარეს. მათი სიმღერით გადმოღვრილმა შა-


ირის ალმა ქალების ღაწვებზე მწველი ცეცხლი ააელვა და ძლიერ
უნდოდათ ერთმანეთისათვის განცდილ-ნახული გადაეცათ, მაგრამ
კარგა ხანს მდუმარენი მხოლოდ გულის საშინელ აჩქარებულ ცემას
გრძნობდნენ და შეიძლება იმიტომ იყო, რომ ჯერ ვერც ერთს ხმა
ვერ ამოეღო.

***
ტატულია ძლიერ ჩაითრია ძილმა და კიდევ ვინ უწყის როდემდის
იძინებდა, რომ მაღლიდან გადმოგდებული რაღაც სიმძიმე მკერდზე
არ დასცემოდა.
ტატულიას უცებ გაეღვიძა, განცვიფრებულმა აქეთ-იქით ციმციმი
დაიწყო, მაგრამ ვერავინ დაინახა, მერე მისდა შეუგნებლად ზევით
აიხედა და დაინახა, რომ მის თავზე მაღლა, ცის კამარაში ორბი წრეს
აკეთებდა. მაშინ მიხვდა, რომ მტაცებელს ნადავლი დავარდნოდა.
‒ დაგწყევლოს ღმერთმა! რაღა ამ ჩემს გულს უმიზნე ფუჰ! საჭმე-
ლად მაინც ვარგოდეს, ‒ წამოილაპარაკა გამორკვეულმა, ბაჭია
შორს გადაისროლა და სისხლით გასვრილი ტანისამოსს რომ წმენ-
და დაუწყო, მხოლოდ მაშინ მიიხედა და ცხენი ვერ დაინახა. უცებ
ფეხს დახედა და თოკი რომ ზედვე ჰქონდა, თავზარი დაეცა, სის-
ხლის წმენდას თავი მიანება და წამოდგა.
‒ ჰაა! ეს რა ამბავია! ცხენი საით წავიდა? უყურეთ მაგ საძაგელს,
ავშარა როგორ წაუძვრია... ‒ბუტბუტებდა და თან ავშარის თოკს ისე
ახვევდა. მინდორს ირგვლივ შემოუარა. მიდამო კვლავ მიათვალ-
მოათვალიერა და რა დარწმუნდა, რომ მახლობლად ცხენი აღარა
ჩანდა, რა გზითაც შევიდა, იმავე გზას გამოყვა. შარაგზაზე რომ გამ-

264
ოვიდა, შედგა, შარას მთელ სიგრძე-სიგანეზე გახედა, მაგრამ
ამაოდ, არაფერი ჩანდა. ისევ ტყიანში შებრუნდა.
‒ უჰ! დავიღუპე კაცი! უნაგირს დამიმტროვს, აღვირს დამიკარ-
გავს, საქმეზედაც მაგვიანდება. უჰ! რა მიქენი, ეს, შავლუხ!
‒ შავლუხ! შავლუხ!‒ დაუძახა ცხენს ტატულიამ.
კარგა ხნის შემდეგ ისევ შარაგზაზე გამოვიდა. დიდ ქვაზე შესკუ-
პული გოგონები შეამჩნია, იმათკენ გამოაპირდაპირა.
‒ ვინ არის ეს მარცხიანი, ასე ჯიქურ რომ ჩვენსკენ მოაშურა, ‒
თქვა ხუმრულად დაჯიკამ.
‒სულ ვერ იცანი! ტატულია ჩიქოვანია.
მარიკა შეცბა და გაჩუმდა.
‒ გამარჯობათ, დაიებო! ‒ მიაძახა მისვლისთანავე ტატულიამ.
‒ ღმერთმა გადღეგრძელოს, ბატონო.
‒ აქეთკენ ცხენი ხომ არსად დაგინახავთ?
‒ არა, ბატონო, – უპასუხა დაჯიკამ.
‒ ცხენი არა, ბატონო, და ცხენოს...
‒ ოჰ, რას სულელობ, გოგო! ცხენს კითხულობს ბატონი, თორემ
ცხენოსნებს კი არა, ‒შეუტია დაჯიკამ და სიტყვა შეაწყვეტია მარი-
კას.
– რაო, რაო? დაანებე თქმა, შენი ჭირიმე, ‒ თხოვა დაინტერესე-
ბულმა ტატულიამ დაჯიკას, რადგან ეგონა, რომ მარიკას სათქმელი
მის ცხენს ეხებოდა.
მარიკამაც განიმეორა.
‒ ცხენი არა, ბატონო, და ცხენოსანმა კი ბევრმა გაიარა.
‒ როდის?
‒ აი სულ ახლა.
– მერე სით წავიდნენ?
‒ აი იქეთკენ, ‒ გაიშვირა ხელი გოგომ.
‒ მერე მარქაფა ცხენი ხომ არ მიჰყავდათ? შავი, დიდი ცხენი, მო-
ვერცხლილი უნაგირით აკაზმული?
‒ მარქაფაო, არა, ბატონო, და ისე შავ დიდ ცხენზე ის იჯდა და
მიბრძანდებოდა.

265
‒ ვინ, ჩემო დაია?.
‒ ოჰ, სულელობს, ბატონო! ვერ გაიგო შენი ნაბრძანები, ‒ ჩა-
ერია ისევ დაჯიკა.
‒რატომ ვერ გავიგე, რა! ცხენი ის იყო და შავიც ის იყო.
‒ ვინ იჯდა, ჩემო დაია?
– მაიზერ გელოვანი, ბატონო.
‒ როგორ? სად იყო მაიზერი? ‒ გველნაკბენივით შეკრთა და შე-
ეკითხა ტატულია.
‒ აი ახლა გაიარეს, ბატონო.
‒ საით?
‒ცაგერისკენ, ბატონო.
‒ დიდი ხანია?
‒ მე მგონი ახლა თხიზურგის ბოლოში იქნებიან.
ტატულიას თავზარს ეს მეორე თავზარიც მიემატა და გონება დაბ-
ნეული გაჭენებული ცხენივით გაექანა მაიზერის დასაწევად. მიხვდა,
რომ მაიზერმა გაასწრო იქ, სადაც არ უნდა წასულიყო. სირბილით
მიაღწია თხიზურგის გადასახედავ კორტოხამდე თუ არა, შედგა, გა-
იხედა და დაინახა, რომ ცხენოსნები კარგა მანძილის დაშორებით
დაღმართის ბოლოს მიყვებოდნენ. წყენამ და საქმის სისწრაფის
სურვილმა ტატულია სულ დააბნია. დაწევის იმედი დაეკარგა. რა-
ტომღაც გადაწყვიტა ამ მაღლობი კორტოხიდან ყვირილითა და ძა-
ხილით მთავრის სტუმრები შეეჩერებია და თავგამეტებული ყვირი-
ლი მორთო.
‒ დაბრუნდით! დაბრუნდით! შეჩერდით, შეჩერდით!
ცხენოსნები სვლას განაგრძობდნენ. ტატულიამ ყვირილს უმატა:
‒ დაბრუნდი! გელოვანო, დაბრუნდი! ღალატია, ღალატი!
ცხენოსნებს ძახილი შეუმჩნეველი არ დარჩათ და მაიზერი თავის
მხლებლებს შეეკითხა:
‒ ვინ არის ასე თავგამეტებით რომ ყვირის და ან რას იძახის?
– ტალახია, ტალახიო, ბატონო, და დაბრუნდითო.
‒ გადარეული ვიღაცაა და ეს არის. რა დროს ტალახია, გვალვი-
საგან ქვეყანას ბუღი ასდის ‒ სიცილით თქვა მაიზერმა.

266
‒ ეტყობა, ვიღაცაა მართლაც ჭკუაზე შემცდარა,‒ თქვა ერთმა.
‒ჰოდა, შესაფერი ადგილისთვისაც მიუგნია, გადარეული ტყეში
უნდა, ‒ თქვა მეორემ, მაგრამ ძახილი კვლავ მეორდებოდა და ერ-
თმა ხუმრობით აუწია ხმას.
‒ასეთ ტალახს შენ დაუბრუნდი, ძამია, და ჩვენზე ნუ დარდობ.
მრუდედ გაგონილი შეუფერებელი ნათქვამი მართლაც რომ სა-
საცილო იყო და ყველას ეცინებოდა. ვერც ერთის სმენამ ნათქვამი
სწორად ვერ გაიგონა.
ცხენოსნებმა მდინარე ცხენისწყლის ნახრავ ნაპირს მიაღწიეს,
ბედაურები მდინარეში შეათქარუნეს და ხვალინდელი სალხინო მა-
რიობისთვის სამეგრელოსკენ მიმავალ გზას გაუდგნენ.
ტატულია კი თავზარდაცემული გაშტერებით იდგა ფიქრობდა:
„ოჰ, ეს რა უბედურება მომივიდა! რომელ ერთს გამოუდგე, რო-
მელ ერთს ვუშველო?.. მაიზერს თუ შავლუხს?“
ასე გზაჯვარედინზე მდგომი ტატულია აუწერელი წამებით იტან-
ჯებოდა და გახურებულ შუბლზე ნაღვლის ფერი ოფლი ამოსდიოდა.
„რომელმან არ უშველოს განწირულებასა შინა მყოფს, მან ვერ ჰპო-
ვოს შვება მიწისა და მიტევება ზეცისა“, ‒ ამბობს ღვთიური თქმა ‒
მოაგონდა ტატულიას. მაგრამ „რომელსაც არა აქვნდეს ქონება სახ-
ლისა თვისისაი, იგი დამცირებულ არს მოყვარისა თვისისაგან“, ამა-
საც ამბობს კაცური ნათქვამი, -- ესეც მოაგონდა ტატულიას და ამ
ორ აზრთა უდიერ დავას ტუსაღივით შეეპყრო და თავრეტდასხმული
ამაღლებულ კლდის კორტოხზე წამებულივით იდგა.
„ეჰ! მაინც არ დაბრუნდება და ვინ იცის, კიდევ დავეწევი თუ არა,
რაშებივით ცხენებზე სხედან და გამალებული მიდიან, – ფიქრობდა
ტატულია, ‒ ცხენი აზრიანი ცხოველია, შეიძლება მოიწამა და შინ
წავიდა... ჰმ! თუ ღმერთმა ქნა და შინ დამხვდა, მერე რა მიშავს, სულ
ჭენებით დავეწევი მაიზერს.
ტატულია შინისკენ მიმავალ გზას გაუდგა. მაგრამ როდესაც
დარწმუნდა, რომ შავლუხს არც მოფიქრებია შინ მისვლა, დაღონე-
ბულმა დედას საჭმელი მოთხოვა, უმადოდ და უგუნებოდ წაიჭამა და
ისევ შავლუხის საძებრად იმ გზითა და კვალით გასწია, სადაც შავლ-

267
უხი თავის დღეში ვეღარ გაივლიდა.

***
დიდ ქალბატონ როდამის ოთახში მგლოვიარობის შემდეგ სიჩუ-
მესა და დაღვრემილობას შეჩვეული, დღეს რაღაც უჩვეულო სასია-
მოვნო ხმას გამოსცემდა. იმედით მოცოცხლებული როდამის დაფე-
რილი ხმა განახლებული სულის და წრფელი გულის ჟღერას ამუსი-
კებდა და ამით საცნაური ჰყო, რომ ორმოცდათხუთმეტი წლის რო-
დამში კვლავ ყოფილა, თუ პირველი სიყმაწვილის არა, მეორე სი-
ჭარმაგის ცეცხლი და იმედიანობა მაინც.
‒ მრწამს, უფალო, მართლმსაჯულება შენი, რომ ამ ჩემს უდანა-
შაულოდ დასჯილ ოჯახს არ აღგვი დედამიწიდან ვითარცა მტვერი
და არსებობის გამგრძელებელ თესლს კვლავ აღუდგენ შენს მორ-
წმუნე სახლს, ‒ თქვა როდამმა, პირჯვარი გადისახა და ქმარს მიუბ-
რუნდა.
– ვინ მოგახსენა ეგე ამბავი?
– არსენი მიტროპოლიტს ულაპარაკნია ჩვენს სახლიკაც გურჯის-
თან.
– სად ნახე გურჯი?
‒ აქ იყო ჩემთან ახლა.
‒ მერე სად გაუშვი ეგრე ნაჩქარევად?
‒რაღაც საქმეზე მიეჩქარებოდა და სწორედ ამ ამბის სათქმე-
ლად შემოიარა. ვისწრაფოდი შენთან გახარებასო და ბიცოლაჩემს
მოახსენე, რომ, სამახარობლოს მხოლოდ მისგან გაღებულს მივი-
ღებო.
‒ჰა-ჰა-ჰა, – ჩაიცინა დაშაქრულად როდამმა, რას ამბობს, მო-
წონს ეს საქმე?
‒ დიდი გახარებულია. ისეთი იღბლიანი კაცი ხარ, ბიძაჩემო,
მითხრა, რომ რაც უნდა ცხრათავიანი უბედურება შეგედაოს, მაინც
ვერ წაგაქცევს და შენა ძლევო.

268
‒ თვით მიტროპოლიტი რას ამბობსო?
‒ მიტროპოლიტს ეს უთქვამს, რომ იმ ქალს, რაც დედ-მამა გარ-
დაეცვალა, მერე მთავრის სასახლეში გადმოიყვანეს. და ეგრე.
ზრდიან და აცხოვრებენ, როგორც მთავრის ასულსო. იმდენად უყ-
ვართ მთავარსა და დედოფალს, რომ გამზითვების ნებას ძმებს არ
აძლევენო და თვით უპირებენო, ‒ მთავარი დიდი მამულით დასა-
ჩუქრებას და დედოფალი განძეულობა-ხორაგითო.
‒ მაგ არაფერია. შენ ეს მიბრძანე, ქალი როგორია?
‒მთელ სამთავროში მისი ბადალი ქალი არ არისო.
‒ მთავრის რა ნათესავიაო ნეტავი?
‒მკვიდრი დეიდაშვილი, გიდი ჩიჩუას ასული.
– ნეტავი სახელი რა ჰქვია, თუ გითხრა?
‒ მიქია.
‒მიქია... ჰმ. კურთხეული რუსთაველის ნასიტიყვია ‒ მას ვაქებ,
ვინცა მიქია – ხომ გახსოვს?
‒ როგორ არა. მე ისიც გამიგონია, რომ მიქია თითქო თამარ მე-
ფის ბავშვობის სახელიაო.
‒ მიქია, გაიმეორა როდამმა,
‒ ლამაზი სახელია. მაგრამ ერთი რამ კი გამკვირვებია: თუ ასე-
თი ქალი სასახლეში ცხოვრობდა, ალბათ, მაიზერსაც ნახული ეყო-
ლება და რომ არასოდეს არ უხსენებია ასეთი ვინმე, როგორ მოხდა
ეს!
‒ იჰ, საკვირველია შენი საქმე აღარ იცი მაიზერის სიტყვაძვირო-
ბა? ხომ ხედავ, რომ უბედურების შემდეგ, ოჯახურ ამბავსა და საუ-
ბარს სულ გადაეჩვია ეგ უბედური! მართალია, რაც დადიანის ნათ-
ლია გახდა, მერე ვითომ გამოცოცხლდა უფრო, მაგრამ წინანდელ
იერსა და სიხალისეს მაინც ვერ დაუბრუნდა.
‒ მე არცა მსურს, რომ დავუბრუნდე, მაგრამ ჩემი ოჯახი ხომ და-
უბრუნდება ისევ სიცოცხლეს, ამქვეყნიურ ყოფა-ცხოვრებას.
‒ ეჰ! აღარ იცის კაცმა, რა სჯობია – ის თუ ჩვენი მამა-პაპანი უძე-
ოდ გადასულიყვნენ და ამით შთამომავლობა განვეთავისუფლები-
ეთ ამ წუთისოფელთან წუთიერი სტუმრობისაგან და სიკვდილის გა-

269
ნცდის აუცილებლობისაგან, თუ ის, რომ გაგვაჩინეს და ერთი საუკუ-
ნე მეორეში კისრის ტეხით გვისვრის და ცხოვრების ქვაბში ხან ვიწ-
ვით და ხან ვიხარშებით, იმისათვის, რომ ბოლოს დაგვძახონ: მიწა
იყავ და მიწადვე იქეციო. საკვირველია! ვერ გამიგია რა გავაკეთეთ,
რომ მოვედით და რას წავახდენდით, რომ არ მოვსულიყავით.
‒ ასეა, ჩვენ არც მოსვლას გვეკითხებიან და არც წასვლას. ეს
უზენაესის საქმეა, დიდება მის განგებას და კარგი იქნება, მის საქმე-
ებში არ ერეოდე.
‒ჰა-ჰა-ჰა! ამაზე კარგად თქვა მძახალმა, რაჭის ერისთავმა: მად-
ლობა ღმერთს, რომ არ გვეკითხებიანო, თორემ დიდი უმრავლესო-
ბა გაჩენაზე უარს ვიტყოდითო.
‒ ტყუილი ჩმახვაა, შენმა სიცოცხლემ! საბოდიშო სიტყვას გკად-
რებ, რომ ემაგ ერისთვის დასაჭურისებული სულისკვეთებით კი არ
არის ყველა. დიდ უმრავლესობას სიცოცხლე ყველაფერი ჰგონია:
დასრულებული სიკეთით და დაუსრულებელი ნეტარებით.
‒ სიბრიყვეა.
‒ რაც გინდა, ის დაარქვი, მაგრამ ცხოვრება მაინც ისეთი ჯადო-
სანი ყოფილა, რომ დიდ სიავეს პატარა სიკეთით გამოისყიდის
ხოლმე. აი თუნდა ჩვენი მდგომარეობა ვნახოთ: ახლა რომ თქვი,
მაიზერს თურმე სასახლეში ცოლს ურიგებენო, ამის გაგონებამ თავ-
ზე დაწოლილი უბედურების სიმძიმე შემიმსუბუქა. რა თქმა უნდა,
წარსული ბედნიერების განმეორება არ იქნება, მაგრამ მიმსგავსება
მაინც ხომ! რაც უნდა იყოს, დაცარიელებული ოჯახის ზოგიერთი ად-
გილები მაინც შეივსება, სიცოცხლე ახმაურდება. თუმცა მე პირადად
აღარაფერი აღარ მიზიდავს, მაგრამ ჩემი საბრალო შვილი მებრალ-
ვის, რომ ცხოვრება ეგრე უმადურად და უკმაყოფილოდ დაასრუ-
ლოს.
‒ შენი ბაგენი სიმართლეს მეტყველებს, მაგრამ ერთი რამ კი დი-
დად მჩაგრავს და მაწუხებს.
‒რა?
‒ დაუნდობელი მოღალატე მოყვრად გვიხდება.
‒ ვინ?

270
‒ დადიანი,
‒ ეს ახალი ამბავი არ გახლავს. ამის საფუძველი მირონის შეტა-
ნით ჩაყარეთ და ახლა რა დროს სინანულია. კიდევ კარგი, თუ მათ
სიახლოვემ ეს სიკეთე მაინც გვყო, რომ მაიზერს ცოლი ათხოვიონ,
თორემ ხომ იცი, ჩვენ ჩვენს შვილს ამის სათქმელადაც ვერ მივუდე-
ქით.
‒ ჰო, მართალია! თურმე ყოველ კუდს ახლავს თავისი შესაფერი
სიკეთეც, მაგრამ ჯერ კიდევ რა ვიცით, დაითანხმებენ თუ არა მაი-
ზერს.
‒ მე კი მგონია, რომ დაითანხმებენ. ეტყობა, მოსწყინდა სულ
მარტოობა და ვარამი, სახლის დაღვრემილობას ვეღარ უძლებს და
სულ იმათკენ გარბის.
‒ იმათკენ გარბის იმიტომ, რომ საშველს არ აძლევენ. ახლა
სულ არ ფიქრობდა წასვლას, მაგრამ სავეზირომ ცალკე მოუხმო
საქმეთა შიგან ჩასარევად და მთავარი კი ეგრე სწერდა საპატიჟო
უსტარში: თუ ჩემი სიცოცხლე და სიამე არ მოგბეზრებია, მარიობა
დღეს შენ გვერდით მადღესასწაულებო. გაიხსენე, რომ ეს დღე შენი
ნათლულის მირონის ცხების დღე არისო. და რა უნდა ექნა! თორემ
წარმოიდგინე, საშინლად ეზარებოდა ახლა წასვლა. ონიმ კიდეც
უხუმრა: სიბერე ხომ არ შეგეპარაო. კი, მეც მითხრა გამოთხოვები-
სას, მივდივარ, დედაჩემო, მაგრამ ძლიერ უხალისოდო და კიდევ
ვთხოვე, რომ გადიგდე, შვილო, ერთხელვე გულიდან ეგ უხალისო-
ბა-მეთქი. თუ იცი, ამაღამ ჩააწევენ სასახლეში?
‒ აჰ, არა. ამაღამ კინჩხაში ან სადმე მახლობელ სოფელში მიაღ-
წევენ და ხვალ წირვის დროს სასახლეში მივლენ. ასე ჰქონდათ ნა-
ფიქრი. კარგი კი იყო, რომ ეს ამბავი მათ გამგზავრებამდე გვცოდ-
ნოდა. ცოტა რამეს მოვილაპარაკებდით მაიზერთან და ონისაც ვეტ-
ყოდით, რომ გადაწყვეტაში მაგარი რჩევითა და თათბირით ჩარე-
ოდა. ხომ იცი, ყველაზე მეტად მისი სჯერა.
‒ ღვთისთვის მიმინდვია, დიდება მის სულგრძელობას. მან უწ-
ყის ყოველივე და მან შთააგონოს ჩემს მაიზერს ისე, როგორც ჯობ-
დეს.

271
პირმზე მარიობა დღე ნამდვილი პირმზეობით გათენდა. გულ-
მკერდმოხსნილ მზეს ისე უხვად გადმოეღვარა ოქროსფერი წყარო
უკვდავებისა, რომ სულიერსა და უსულოს, ‒ ყველას სიცოცხლეს
ჰგვრიდა, ახალისებდა. მხოლოდ დადიანის სასახლის დაღვრემილი
სიჩუმე ამას ვერ გრძნობდა. ყველა ძალაუნებური უხასიათობით გა-
რინდულიყო და ჩვეულებრივი სადღესასწაულო ხალისი რაღაცა
მოვლენას მიეჩქმალა.
მთავარი თავის სამყუდრო ოთახში ჩაკეტილიყო, მდივანს რაღა-
ცას უბრძანებდა და აწერინებდა. ჭყონდიდელი და მისი კრებული
წირვისთვის ემზადებოდნენ.
ბედიანი და ემუხვარი დიდი მუხის ქვეშ მსხდომარენი კრიალოს-
ნების მარცვლიო დროს ჰკლავდნენ, წირვის დარეკას ელოდებოდ-
ნენ, რომ ბოღმით დაგუდული გულები საეკლესიო ღაღადისით და-
ემშვიდებიათ.
დედოფალი ჯოჯოხეთში ჩავარდნილი ცოდვილივით მის ოთახში
ჩაკეტილიყო და ნაძალადევი ვალდებულებით წირვისთვის უგუნე-
ბოდ ემზადებოდა.
სახლუცესი ჩიქოვანი მზვერავი ზრახვით შეპყრობილი იქით-
აქეთ დაბორიალებდა, ერთ ალაგას ვეღარ ჩერდებოდა.
„გამცემზე განაჩენი შენი სახელით დაიწერებაო, აგონდებოდა
მალიმალ დედოფლის მუქარა სახლუცესს და გული შიშით უცემდა,
– გამცემიც თვითვეა თავის თავის მაგ კურთხეული და დამნაშავეც
და მე რა შუაში ვარს დიდება შენდა, ღმერთო ჩემო, ‒ ხმამაღლა წა-
მოიძახა ღვთისადმი მიმართვა და ხელები განცვიფრებით იქით-
აქეთ გადაშალა. – ვნებით დამთვრალი საზღვარს ვეღარ პოულობ-
და და შეამჩნევდნენ, მაშ რა იქნებოდა და ახლა, სახლუცესო, სასჯე-
ლი შენი სახელით დაიწერებაოაი დიდება შენდა, ღმერთო ჩემო...
ყველამ იცისო, – თუ ყველამ იცის, ჩემთან რად მალავენ? რად მეკ-
რძალვიან? ნუთუ იციან, რომ საიდუმლოების გასაღები მე მაბარია,
ოოო, ეს თუ ასეა, დაღუპულო თავო და ცხოვრებავ, ახლავ უნდა გი-
ვაგლახო“, – ამოიოხრა სახლუცესმა და აივანზე ბოლთას ცემა და-
იწყო.

272
‒ საკვირველია, ღმერთმანი, როგორ დაკარგა ამ კაცმა სირ-
ცხვილ-ნამუსისადმი ყოველგვარი კრძალულება და მართებულება,
‒ წამოილაპარაკა სიჩუმის შემდეგ ემუხვარმა.
‒ვისზე ბრძანებ? ‒შეეკითხა გვერდით მჯდომი ბედიანი.
‒ ჩვენ მთავარზე მოგახსენებ, დიდო ვეზირო. ხომ ხედავ, რა სი-
ლაჩრემდე დავიდა, მისი ცოლის სარეცელის შემგინებელს თვი-
თონვე პატიჟობს, თვითონვე ფარეშობს.
‒ კაცსა ჯაბანსა ცოლი ფლობსო, ხომ გაგიგონია...
‒ რა ქნას, ალბათ, დიდი მადლობელია მისი, რომ ეგეთი ლამაზი
ასული გაუჩინა, ხომ ხედავ, დინა პირწავარდნილი მაიზერია. და სა-
ხელიც ხომ სვანური დაარქვა. „დინა“ სვანურად ასულს, გოგოს
რქმევია თურმე.
‒ ჰა-ჰა-ჰა! არა, მამაშენი ნუ წაგიწყდება?
‒შენმა სიცოცხლემ, და ნუთუ ვერ ამჩნევს ამ დაუმლავ ხვაშია-
დობას! ყველაფერს უხერხდება დამალვა, უარი, მაგრამ სახიერე-
ბით მსგავსებას კი არა და რამ დააბეცა ეგრე, მაგ უბადრუკი და რამ
დაალაჩრა!
‒ ოო, საძაგლობაა! პირდაპირ შეურაცხმყოფელ ჰაერის ქვეშ
ვცხოვრობთ სასახლის სვე-ბედის მატარებელნი.
‒ მართლაც რომ ჭეშმარიტებას ბრძანებთ.
‒ სასაცილო ის არის მთავარმა მაიზერის თავიდან მოშორება
მხოლოდ მით განიზრახა, რომ ცოლად მიქია ჩიჩუას ქალი მიეთხო-
ვებია, მაგრამ ნასროლი ნიშანს არ მოხვდა, ტყვილა-უბრალოდ საბ-
რალო ქალს სურვილი გულს შთაუნერგეს და კაცს, როდესაც გან-
ზრახულს გაენდვენ, სუფთა უარი სტკიცა.
‒ მოგახსენებენ ახლანდელ მოწვევასაც უმეტეს წილ ეს უდევს
საბაბადო.
‒შეიძლება, მაგრამ არაფერი არ გამოვა. იმ კაცმა გადაჭრით
უთხრა და ის იყო, რომ მე უმალ მკვდარს მნახავთ, ვიდრე ცოლიან-
სო.
‒ რისთვისო?
‒ მისთვისო, რომ ამის აღთქმა და ფიცი მე იმ თმის ნაწნავებთან

273
დავდევი, რომელიც მზიამ განიძარცვა და ჩემს შესაბოჭად დააგ-
დოო, თორემ ასეთ უღირს ბედს ჭკუათა მყოფელი ვინ ეურჩებაო.
‒ჰმ! რას ერჩით, ლამაზი უარია.
‒ რა ენაღვლება. უკეთეს ცოლს ვის იშოვის. უკაცრავად ქართუ-
ლია და დედოფალი ხასად ჰყავს და მისი ქმარი ფარეშად.
‒ ვაი, სირცხვილო და თავლაფდასხმავ! რა ჰქნეს მაგ შეჩვენებუ-
ლებმა! შებილწეს მირონცხებული ნათესაობა და სამთავრო სახლს
წარუხოცელი სირცხვილი დასდეს. ბატონო, მირონი მაინც არ იყოს
ურთიერთშორის მიღებული. უდიდეს საძრახველად ხალხის თვალ-
ში ეს გახდება სწორედ. ეს შენი ნებით შეტანილი ნათესაობა როგორ
უნდა შებილწო ზნეობის კაცმა და ქრისტიანობის მატარებელმა? ეს
ყველაფერ შეცოდებას აღემატება, ნამდვილი არაწმინდაობაა.
‒ახლა შენ ის უნდა ბრძანო, რა დიდი შეურაცხყოფილნი არიან
მიქიას ძმები, ფაღავები.
‒ ბახვა და ძიკი?
‒ დიახ! დანას ეხევიან. როგორ გაბედა და ჩვენს დას დაწუნების
სახელი დაადოო. მერე და ქალი ხომ გადაიყოლა ამ ამბავმა. რო-
გორც მკურნალი ამბობს, საეჭვო სენმა შეიპყრო და იღუპება ასეთი
მშვენიერება ქალი. ასე საძაგლად და სამარცხვინოდ არივ-დარია
მთელი სასახლე დედოფლის უზნეობამ და ღმერთმა უწყის კიდევ რა
იქნება.
‒ ეეჰ, ამაზე მეტი სიწამხდრე და შერცხვენა რაღა უნდა იქნეს,
აღარ ვიცი.
‒გარწმუნებ, რომ იქნება. ბოროტებამ და უზნეობამ თუ ერთხელ-
ვე აილესა კბილები, მერე მშვიდობით, კეთილცხოვრებავ, ვიდრე
ყველაფერს არ დაჭამს, არ შეჩერდება.
ასე საუბრობდნენ დიდად ნაწყენი და აღშფოთებული სასახლის
ვეზირები ბედიანი და ემუხვარი, რომ მესამე ვეზირი ჩიჩუაც მობ-
რძანდა და მათ შეუერთდა.
‒მშვიდობა შენს მობრძანებას, თუ რამე სამშვიდობოს ბრძანებ,
მიაგება სიტყვები ემუხვარმა.
‒ თუ ასე გნებავს, საყდარში მიბრძანდი და იქ გაიგონებ ჭყონდი-

274
დელის შემაღლებულად თქმულ „მშვიდობა ყოველთას“ და მის გა-
რეშე კი რა მოგახსენო. მაგრამ თქვენმა მოწვეულმა მოთათბირე
ვაჟბატონმა შეიძლება მოგიტანოთ მშვიდობა ყოველთა, ‒ ცოტა და-
ცინვის კილოთი მიმართა ჩიჩუამ. ემეხვარმა წარბები შეჭმუხნა და
ისე უპასუხა:
‒უმართებულო საყვედურია.
‒ ძლიერ მატარებული, შენმა სიცოცხლემ.
– რატომ? ჩვენ რა შუაში ვართ?
‒ რა შუაში? მე მგონია სამდივნოს და სავეზიროს მართვა-გამ-
გეობა ჩვენ გვევალება,
‒ დიახ, და ამავე დროს მთავრის ბრძანების შესრულებაც და რო-
გორც გვიბრძანეს, ისე მოვიქეცით. შენ რომ ყოფილიყავი იმ დროს,
შენც ასე მოიქცეოდი. მეტი რა გზა და უფლება გვქონდა!
‒ ის, რომ ოდიშის სამთავროს ჯერ არა აქვს ისეთი კაცთა სიღა-
რიბე, რომ სვანებს სარჩევად და სავაზიროდ მოუწოდოს. რას გვეტ-
ყვის გელოვანი ისეთს, რისი თქმა და მოსაზრება ჩვენ თვით არ შეგ-
ვეძლოს. ეს ჩვენი გაუკაცურებაა, მაგრამ მობრძანდეს და ვნახოთ,
რა ბაჯაღლო აზრს გადმოალაგებს.
ფიქრებით აფორიაქებულმა სახლუცესმა ვეზირების ერთად საუ-
ბარს თვალი მოჰკრა, აივნიდან ჩამოვიდა და ნელი ნაბიჯით მათკენ
გაემართა.
– ბატონებო! თუ თქვენს საუბარს ხელს არ შევუშლი, მეც მწყუ-
რიან თქვენთან ტკბილსაუბრით დავტკბე, ‒ გამოითხოვა ნება სახ-
ლუცესმა.
‒მობრძანდი, მაგრამ ჩვენს საუბარს ტკბილსაამო აღარა ახ-
ლავს რა და შენ თუ რამ უწყი, გენუკვი გაგვიზიარო.
‒ არაფერი იმის მეტი, ბატონებო, რომ სადაცაა ლეჩხუმ-სვანე-
თის ბატონიც მოვა. და ვინძლო დღესასწაული გაგვიხალისოს, ‒ გუ-
ნებაში დაიმედებულმა ჩიქოვანმა ჩაიფიქრა: „ნურას უკაცრავად,
თქვენი კოვზი უკვე ნაცარში გდია“.
‒ჰმ! ‒ დაცინვით ჩაიღიმა ბედიანმა.
‒ რაც გინდათ თქვით, მაგრამ ვაჟკაცურად კი დაეუფლა სასახ-

275
ლეს,‒ თქვა ემუხვარმა.
‒ ღმერთმა ბედი მისცა და რომ არ მოიხმაროს, გლახაკი იქნება,
რას ერჩით! ‒ დაუმატა ჩიჩუამ.
‒ როგორ თუ რას ვერჩით! სასახლის შუბლს მეძაობის და მრუ-
შების ბეჭედი დაასვა მაგ მუტრუკმა და სარჩოლი არ არის?
ჩიქოვანს ნათქვამის გაგონებამ თითქო თავში კეტი დასცაო, ქუ-
დი მოიხადა, კეფა მოიფხანა და ძლივსა თქვა:
‒ ნუ გამირისხდებით, ბატონებო, და არ გეკადრებათ ასეთი გა-
ნუსჯელობა.
‒რა მიგაჩნია განუსჯელობაო?
‒ყალბი შეთხზულის დაჯერება და მით უდანაშაულოთა მიმართ
ქვის სროლა.
‒ კარგი „ყალბია“ შენმა მზემ! დედოფლის უსტარი ხელთა აქვთ,
სადაც ყოველივე გამომჟღავნებულია და ჩვენ „ყალბი“ და „ყალბი“
ვიძახოთ ამ მუხის ჩრდილქვეშ, ‒ ვეღარ შეიკავა თავი გაცხარებულ-
მა ემუხვარმა. ჩიჩუამ ,თვალი ჩაუქნია. ყველაფერს ნუ ამბობო.
‒ ოო, ეს აღარ ვიცი,‒ წახდა ჩიქოვანი, რა წერილია ასეთი?
‒ სამიჯნურო და სააშიკო, ვით წესია მოსიყვარულე წყვილთა შო-
რის, სახლუცესო, ‒ გაეხუმრა ბედიანი.
‒ და ახლაც იტყვით „ყალბიაო“? ‒მიმართა ემუხვარმა.
– ბატონო, დიდმა ვეზირმა ჩიჩუამ რომ ბრძანა, იმისი არ იყოს,
ბედი ჰქონია იმ კაცს და რას ვერჩით? ასეთ ბედს რომელი მამაკაცი
ისულიწმიდებს და გაექცევა. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, მზეთუნა-
ხავი დედოფალი მის სარეცელს გიზიარებდეს, და...
‒პატიოსანი ქმარიც ხელს უწყობდეს, არა? ‒ დაუმთავრა თავი-
სებურად ბედიანმა.
‒არა, ბატონო, არც მთავარია აქ რაიმე შუაში.
‒აბა ვინ, ბატონო სახლუცესო?
სახლუცესმა აღარ იცოდა, ვინ და რომელი გაემტყუნებინა და
ცოტა შეჩერდა.
‒ ჰო, აბა ვინ? ბრძანე!
‒ გულთა ცდომა და ზვიადი მოუთმენლობა ხორციელი ქმნული-

276
სა და მაიზერი... მაიზერი... მაიზერი... კი არა, ქრისტე ღმერთს არ
აღმოაჩნდებოდა, ალბათ, ყოველთვის ეგეოდენი სულიწმიდობა,
რომ მზეთუნახავი დედოფალი...‒ კვლავ ნათქვამს იმეორებდა დაბ-
ნეული სახლუცესი, რომ ბედიანმა სიტყვა წაართვა და კვლავ ხუმ-
რობით დაუმთავრა:
‒ შენთვის კვდებოდეს, შენთვის დნებოდეს, შენთვის სიცოცხლე
ემეტებოდეს, არა, ახლუცესო? ამაზე უდიდესი ნეტარება სამყაროს
აღარ შეუქმნია ხომ?
‒ შეიძლება აგრეც იყოს.
‒ დედოფალზე ნაკლებ მშვენიერი კი არ არის მიქია ჩიჩუას ქა-
ლი, ‒ თქვა ემუხვარმა.
‒კი, ბატონო, მაგრამ შენ რაც ბრძანე, თუ ის მართალია, მაშინ
მაიზერი არც მაგაში ყოფილა დამნაშავე, როდესაც ერთი დედოფა-
ლი მიყვარს, მაშინ მეორე მიქია აღარ მინდაო,
‒ ჰო, აღარ უნდა! დიახ, რომ აღარ უნდა, პატიოსანი და კანონიე-
რი საქმე სჯულის შემცოდებელს და სამთავრო სახლის შემგინე-
ბელს. აი, ამიტომ არის პატიოსანი კაცი ის შენი საქები სვანი, სალიკ
ჩიქოვანო, მაგრამ ტყუილა მესვეურობ! მის ბინძურ მოქმედებას არა
თუ შენ, თვით იოანე ოქროპირი რომ მკვდრეთით აღსდგეს, ის ვერ
გაამართლებს.
– იოანეც ეგრე იტყოდა, ალბათ, – კვლავ განაგრძო ბედიანმა
დამცინავი ქირდვა. ‒ „გულთა ცდომა და ზვიადი მოუთმენლობა
ხორციელ ქმნულისა“, რაც, ალბათ, დანაშაულად არ მიიღების.
‒ასეა, ოქროსფერად მბზინავი ბედაური საამოდ მიმოაქრო-
ლებს ხოლმე ჩვენს ჩიქოვანს და მადლიერია მჩუქებლის მიმართ
საჩუქრისათვის, მაშ როგორ უნდა!‒ დაამატა ემუხვარმა გულსატკე-
ნი ღიმილითა და იერით და სწორედ რომ საკმაოდაც ეტკინა გული
ჩიქოვანს, მაგრამ გრძნობდა, რომ მაგრად მიტანილ იერიშს უდიე-
რობით ვეღარ მოიგერიებდა, ისევ თავშეკავებული კილოთი უპასუ-
ხა მათ: ‒ ბედაურების უჩვევი რომ არა ვარ, ამის ქადილი ვგონებ არ
მეჭივრება, მაგრამ თუ ჩემი განკიცხვა თქვენთვის საამო და სალა-
ღობოა, ინებეთ, ბატონებო.

277
სახლუცესის, თავაზიანმა წყენამ ემუხვარს კილო შეაცვლევინა.
‒ შე დალოცვილო, ამდენმა საუკადრისო მდგომარეობამ ხომ
ხედავ სიტყვაწყლიან ლაღობას და სიამეს კბილი მოჰკვეთა და ცოტა
უგემური და უგბილი გახუმრებითაც თუ აღარ გაიღიმა კაცმა, ესეც
ახირებული ყოფილა.
‒ დიახ, ბატონო, მაგრამ მოგახსენებენ, რომ სწორედ უგემური
და უგბილი გახმრება უფრო კვეთს კბილსაო.
‒ როგორ! შენ მგონი მართლა გეწყინა ჩვენი ხუმრობა?‒ ვითომ
მარტო ახლა მიხვდა და შეიკვირვა ემუხვარმა.
‒შენი ხუმრობა ჩემთვის ყოველთვის ლხენაა, მაგრამ მაკვირ-
ვებს მხოლოდ ასეთი ჩემდამო მომართული მუნათი.
‒ ოჰ, არა, რასა ბრძანებ! ეს ისე, საერთო საუბრისათვის, თორემ
შენ რა შუაში ხარ. მართალია, სვანის მეგობარი ხარ, მაგრამ ამით
ჯერ არაფერი დაშავებულა.
‒ და ღმერთმა ნურც დააშავოს. რა მსჯის საამისოდ, ბატონებო!
ჯავრით და შიშით აფორიაქებულმა სახლუცესმა იმდენი იბორგა,
იმდენი მიაწყ-მოაწყდა სასახლის ყოველ კუთხეს, რომ მიჯნურთაგან
მისდამი ჩაბარებული საუნჯის მარგალიტებს ვეზირთა ხელიდან
ხელში სააუგოდ სროლას წააწყდა, რამაც სულის და გულის სიმშვი-
დე წარსტაცა და სანუგეშოდ მხოლოდ ისღა შთენოდა, რომ სასახ-
ლის ამ ბრაზმორეულ მდგომარეობას მაიზერი აღარ მისცა პირში.
დღეს თუ ხვალ ტატულია დაბრუნდებოდა და მდგომარეობის მიხედ-
ვით ეგებ კვლავ რაიმე საშველი გამოენახათ.
‒წინმავალი გეახელით, – შედგა ფარეში სახლუცესის წინ და
მოახსენა, ‒ მთავარსა და დედოფალს გელოვანის სალამი და მო-
კითხვა, აგრეთვე სასახლის ყველა დიდებულს.
ამ ამბავმა სახლუცესს იდუმალი ლახვარი ჩასცა. ემუხვარმა
უსიამოვნებით კრიალოსნის მარცვლას მოუმატა და ახირებულად
თქვა: ‒კეთილი.
ბედიანს ზევით არ აუხედავს ისე თქვა: ‒ მადლობა მოახსენე.
ჩიჩუას ხმა არ ამოუღია.
სახლუცესი წასასვლელად წამოდგა და ფარეშს შეეკითხა:

278
‒ახლო არიან?
‒კი, ბატონო, სადაცაა შემობრძანდებიან.
‒უკაცრავად, მაგრამ უნდა გიახლოთ,‒ ითავაზიანა სახლუცესმა
და ფარეშის თანხლებით წავიდა. იგი დედოფლისაკენ მიემართებო-
და, მაგრამ აღარ იცოდა, რომელი თავზარდამცემი ამბავი ეუწყები-
ნა. ის, რაც ვეზირებისგან მოისმინა, თუ ის, რაც ფარეშმა მოახსენა.
„ეეჰ, ეს აღარ ყოფილა ხუმრობა!.. ცეცხლის ალს სახლის სათავემ-
დე აუღწევია და მაგ ცოდვილიანი კიდევ აქ მოდის? ან მე სად ვიყავი
ამდენ ხანს, რად არა მესმოდა. რა....“
ასე ფიქრობდა სახლუცესი და დედოფლის კარიბჭეს უახლოვდე-
ბოდა.
მუხის ჩრდილქვეშ მსხდომარე ვეზირებმა კი დაინახეს, რომ
ეზოს მთავარ შემოსასვლელში მოსალოდნელი სტუმარი და მისი
მხლებლები შემოვიდნენ და ბედაურების დინჯი და მაგარი ნაბიჯით
სტუმართა მისაღებს სახლს უახლოვდებოდნენ. მათ აფუსფუსებული
მსახურნი და ფარეშნი წინ ხვდებოდნენ და ცხენებს ართმევდნენ.
‒ მობრძანდა, მობრძანდა, – ჩაილაპარაკა ბედიანმა.
‒ დასანახად მეჯავრები, რას მესობი, ეკალოო, ‒ ისეა ჩვენი საქ-
მე, – დაუმატა ემუხვარმა.
‒არაფერია!

სულ შენობა არ იქნების,


ყიზილბაშო ესიკაო,
მალე გამცნობ, რომ არ არის
ეკლესია სარიკაო.

დაუმთავრა საუბარი აქამდე გაჩუმებულმა ჩიჩუამ და ის იყო საყ-


დრიდან წირვის დაწყების რეკვაც მოისმა. ფეხზე წამოდგომით პირ-
ჯვარი გადისახეს და მერე ჩიჩუამ მიმართა მათ:
‒ ჩვენ ახლა მთავარსა და მათ სტუმრებს უნდა ვეახლოთ და წირ-
ვაზე გაუძღვეთ.
‒ დიახ, ბატონო, დიახ, ‒ უპასუხეს და სამივენი მთავრის სამყოფ

279
სახლისკენ გაემართნენ.
ვეზირებს დაშორებული გულჩათხრობილი სახლუცესი ის იყო
დედოფლის კარიბჭესთან შედგა და შესვლის ნებართვა უნდოდა გა-
მოეთხოვა, რომ მთავრის პირადმა მდივანმა მეორე კარი გამოაღო
და სახლუცესი დაინახა თუ არა, ღიმილით მიმართა:
‒ ოჰ, რა კარგ დროს მობრძანებულხარ! ეს იყო მთავარმა გაახ-
ლოთ ჩემი თავი, რომ ეახლოთ მას.
‒ რაო? რას გვიბრძანებს, თუ იცი? ‒ ცოტა გულშეშფოთებით შე-
ეკითხა სახლუცესი.
‒ პირველ მთქმელის საჩუქარი შენი ვალია, ბატონო, და მთავა-
რი გაჯილდოვებს დღეს.
‒არა, მამაშენი ნუ წაგიწყდება?!
‒ ღმერთს ჩემსას ვფიცავარ და წამობრძანდი.
‒ გეახლები და საჩუქარსაც შესაფერს მიიღებ შენმა სიცოცხლემ.
‒ უთხრა სახლუცესმა და სიხარულით შეჰყვა მთავრის ოთახში.
‒ სახლუცესო! ‒ მიმართა მთავარმა, ‒ შენი თხოვნა და სურვი-
ლი ჩემ მიერ დაკმაყოფილებული იქნა და ამიერიდან გებოძა თავა-
დობა. იყავ ერთგული და მორჩილი ჩემი ტახტისა. მდივანო, გადაე-
ცი სიგელი და საჩუქარი, – უბრძანა მდივანს და მადლობის თქმის-
თვის თავდახრილ სახლუცესს მდივანმა საბუთი და შეხვეული რა-
ღაც საჩუქარი გადასცა.
‒ ზეცამდე ადის მადლობა ჩემი და ქვესკნელამდე თაყვანისცემა.
კურთხეულ იყოს ღვთისაგან შენი სვეძლიერება და თავი ჩემი
მსხვერპლად გამიღია შენი კეთილდღეობისათვის, დიდო მთავარო,
უხვო და სამართლიანო. ყოველ მეფეთა და მთავართა შორის.
‒ მაშ ახლა მე გავდივარ სტუმართა მიღებისა და წირვის მოსმე-
ნისათვის, – ბრძანა მთავარმა და სასტუმრო დარბაზში გაბრძანდა.
ხოლო გათავადებით აღტაცებულმა სახლუცესმა დედოფალთან
შესვლა რამდენიმე წუთით გადასდო, რომ სიგელ-საბუთიც წაიკით-
ხოს, ნაჩუქარი ნივთიც ნახოს რა არის. თავის ოთახს მიაშურა და
მყუდროების დაცვისთვის კარი ჩაიკეტა.
სახლუცესმა დიდი კრძალულებით და მოწიწებით გაშალა წყალ-

280
ობის სიგელ-გუჯარი და კითხვა დაიწყო: „წყალობითა ჩემითა, მიბო-
ძებია თავადობა და წინსაცმელი პატიოსანი ქსოვილისა“. სახლუ-
ცესს გაუკვირდა, კითხვა შეწყვიტა. შეხვეული საჩუქარი გახსნა და
ხელში წითელი ყანაოზის ქვედა საცვალი შერჩა.
ასეთმა არასაპატიო საჩუქარმა სახლუცესის თავმოწონებას
ჩრდილი მიაყენა, სიგელიც და საცვალიც იქვე სკივრში ჩაკეტა და
გულის წყრომით ჩაილაპარაკა:
‒აბა, მაგისგან წესიერად რას ეღირსება კაცი... მდივანმა თუ არ
იცის ეს ამბავი, მე კი მივჩქმალავ, მაგრამ ეცოდინება, ალბათ. რა
უქნია ეს!
ამ ბუზღუნით კარები გამოიკეტა და დედოფლისკენ გასწია, მაგ-
რამ დედოფალი უკვე სტუმართა დარბაზობიდან საყდარში წაბრძა-
ნებულიყო და შეწუხებული სახლუცესიც იქით გაეშურა.
საყდარი სტუმარ-მასპინძლით ავსებულიყო. მეწამული ფერის
ხავერდით დამძიმებულ სადედოფლო სავარძელთან მდგარი დე-
დოფალი წირვას ფეხზე დგომით ისმენდა.
წირვა გათავდა. ყველანი სასახლისკენ გამოემართნენ. დედო-
ფალს განუშორებლად მარჯვნივ მთავარი მიყვებოდა, ხოლო მარ-
ცხნივ სეფექალთა გუნდი და ბანოვანნი. ჩიჩუას და ემუხვარს მაიზე-
რი შუაში დგომით მიყავდათ და ხალისიანად ლაპარაკობდნენ, და-
ნაშთენნი რჩეულნი და მდაბიონი უკან მოყვებოდნენ. დედოფლის
ჩვეულებრივი ცეცხლიანი გამომეტყველება რაღაცას ჩაეკლა და
გამშრალი სახით ნაძალადევად ცდილობდა ნაღვლიანობა არავის
შეემჩნია და ყურადღებისთვის აქა-იქ ზოგიერთებს საუბრით პატივს
ანიჭებდა და თან ქმრის მშვიდი და თავაზიანი ქცევა აკვირვებდა და
ხანდახან ჩაიფიქრებდა:
‒ იაგუნდისას ყურმოკრული თუ სწორია, ამას რათ არა ემჩნევა
რა უბრალო შეგრილებული მოქცევითაც კი. მაგრამ შეიძლება შეს-
ცდა შეჩვენებული და სხვაზე რაიმე თქმული მაიზერზე მოელანდა და
მე კი ტყუილა უბრალოდ მომკლა და გამათავა. თორემ განა არ ვი-
ცი, ამის ანთებული მოუთმენელი ხასიათი! განა ეგრე მშვიდად მო-
მექცევა! პირიქით, ნემსით წამებას მომაპყრობდა და ჯოჯოხეთის

281
ნაკვერცხლებს თავზედ გადმომაყრიდა, მაგრამ რაღაც, რაღაც შეც-
დომაა უთუოდ მაგ შეჩვენებული დედაკაცისა“.
ამას ფიქრობდა დედოფალი და ის იყო მზის შუქიც თვალებში გა-
უხალისდა, რომ უცებ მიქიას სიტყვები მოაგონდა და ტანში მდუღა-
რესავით ჩაესხა.
„ჰმ! რა თქმა უნდა, რომ საუნჯის კარი გაღებულია, მაგრამ გა-
აღონ, იჭვრიტონ, იჩურჩულონ და იჭორიკანონ, ოღონდ ამან, ამან
არ იცოდეს, ამან არ გაიგოს“, ‒ უცებ უკან მიიხედა.
‒ვინ გნებავს? ‒შეეკითხა მთავარი.
‒ არავინ. მაგრამ ფაღავები რად არა ჩანან?
‒ ბახვა სამდივნოს დავალებით მარტვილს წავიდა გუშინ და
დღეს მოვა თუ არა, არ ვიცი, ძიკი მაგ საცოდავი მიქიას წამლებზე
წასულა სალიპარტიანოში. მაგრამ მე ისე ვატყობ საქმეს, წამლები
მგონი მეც დამჭირდეს.
‒ როგორ?
– არ ვიცი, რაღაც მუცლის ალხი მაქვს აშლილი.
‒კარგად ყოფილა საქმე! დღეს ღვინო არ უნდა დალიო.
‒არა, ერთი წვეთის დალევა არ ძალმიძს. ისედაც შეუძლოთა
ვარ ძალიან და უხასიათოდ.
მთავარმა დედოფალი დააჯერა, რომ შეუძლოდ იყო და ღვინოს
არ დალევდა, ამით დადიანი დიდად კმაყოფილი იყო თავის თავის,
რომ ტყუილი ასე კარგად ჩაატარა.
წირვიდან დაბრუნებული ემუხვარი, ბედიანი და მაიზერი ავად-
მყოფ მიქიას სანახავად წავიდნენ.
ექიმმა ვერ ახსნა, რომელი უფრო მწვავე იქნებოდა მიქიასთვის:
მაიზერის ნახვა თუ უნახაობა.
‒ წირვის მადლი შეგეწიოთ, ‒ თქვეს მიქიასთან შესვლისთანავე
სტუმრებმა და ავადმყოფს მიესალმნენ.
მიქია აღტაცებულ მადლობას უხდიდა და ლოყები უსიამოვნო სი-
წითლით წამოეკორა. ფრიად დარბაისელმა ლეიხათუნმა სტუმრებს
სავარძლები მიუჩინა.
– როგორ ხარ, ბიძი? ხომ უკეთ? – კითხვა ემუხვარმა დაასწრო

282
ყველას.
‒ ეჰ, ბიძი,
სიმებმა წყვეტა დაიწყეს.
და იწყო სისხლმაც დენაო,
ასე ხანმოკლედ გათავდა
ჩემი და ნუკრის ლხენაო.

მახვილად და ღიმილიანი სახით უპასუხა მიქიამ მისივე გამოთ-


ქმული შაირით და ემუხვარმა ცოტა ნაღვლიანად უთხრა:
‒ შენი თავი რომ ნუკრისთვის არ შეგედარებია, შაირი მაშინ უფ-
რო საამო იქნებოდა.
‒ მომაკვდავებს საამოს თქმა აღარ ძალუძთ, ბიძაჩემო!
‒ მართლა! მონაწილე ვარ შენი მწუხარების, თავადის ასულო,
რომ ჩემს მოძღვნილ ნუკრზე დიდი დარდი და ურვა გადაგხდენია,
მაგრამ ნება უნდა მიბოძო, რომ ეს მწუხარება კვლავ ორი ნუკრის
ხლებით გამოვისყიდო.
‒ მე აწ საჩუქარს აღარავისგან ვღებულობ, თავადო.
‒ გამკაცრებულხარ...
‒ ჩიჩუას ქალი მკაცრი ჯერ არავის სმენია, ‒ შეაქო მიქია ემუხ-
ვარმა.
‒ მამაკაცების სიავე, ალბათ, ქალებსაც გვამკაცრებს, ბატონო,
‒ ჩაერია საუბარში აქამდე პირქუშად მჯდომარე ლეიხათუნი.
‒ სამაგიეროდ, ქალბატონების სიმშვიდე მამაკაცებს გვასათნო-
ებს, დიდო ქალბატონო, ‒ უპასუხა თავაზიანად მაიზერმა.
აივანზე იაგუნდისამ ჩაიქროლა და სტუმრები შეათვალიერა.
ოთახში მკურნალი გეგეჭკორი შემოვიდა და სტუმრებიც მყის წა-
მოიშალნენ, ქალბატონებს გამოემშვიდობენ და გავიდნენ.
ექიმმა ავადმყოფს წამალი დაალევინა, დარიგება მისცა და გა-
ვიდა.
‒ ხომ შეხედე იმ აფთარ დედაკაცს, როგორ ძუ მგელივით ჩა-
მოგვირბინა და შურიანი თვალებით ჩამოგვხედა, ‒ უთხრა ლეიხა-
თუნმა მიქიას.

283
‒ ოჰ, შევხედე და თვალებში ჯოჯოხეთის ცეცხლმა ჩამკვესა. ვე-
ღარ ვიტან მაგის და დედოფლის შეხედვას.
‒ რაღაც სამაჭანკლო სიტყვები ექნება დედოფლისგან დავალე-
ბული და იმისთვის დაძრწის ეგრე გამალებით, ალბათ.
‒არ იამა უთუოდ, აქ რომ დაინახა... რა კარგად არის... რა მშვე-
ნიერებაა, ბიცოლაჩემო, ჰა?
‒ვინ?
‒ მაიზერი.
‒ოჰ, იმას დააზრობს, ლანქერის ღვთისმშობელი, შვილო,
მიქიას გულზე ნემსებივით მოხვდა ლეიხათუნის წყევა და ლოყე-
ბაწითლებულმა უსაყვედურა:
‒ ოჰ! ბიცოლაჩემო, რათ ამბობ მაგას! მე თუ გიყვარვარ, მის წყე-
ვას ნუ გამაგონებ.
‒აბა, რა სალოცავი გვიყო, შვილო!
‒ ოჰ, ბიცოლაჩემო, როგორ შეიძლება ეგრე თქმა: სხვა რომ არა
იყო რა, ეგეთ მშვენიერ ხატებას კაცი გაიმეტებს ცუდ სათქმელად!
ნუ, ჩემო ბიცოლა, აწ ნუღარ გაიმეტებ საწყევად.
ლეიხათუნმა გაიღიმა და შუბლზე კოცნით უთხრა:
‒ რა ბავშვი ხარ კიდევ, შენ გენაცვალოს ბიცოლაშენი. თუ გინ-
და, სულაც არ ვახსენებ მაგ საძაგელს!
‒ პირიქით, ბიცოლაჩემო! მე გთხოვ და გემუდარები, როდესაც
ჩემი გულითადი მახლობლები ჩემს საფლავზე მოხვალთ, ყოველ-
თვის მაიზერის სიკეთეზე ილაპარაკეთ...
‒ დედაშვილური გრძნობით გთხოვ, ასეთი სიტყვებით ნუღარ მი-
კოდავ ამ გაჩანაგებულ გულს, თორემ ამდენი აღარ შემიძლია, შვი-
ლო.
ორივეს თვალები ცრემლით აევსო და ოთახი მწარე სიჩუმით
დაყრუვდა.
უკვე დაღამებული იყო, რომ მიქიას ოთახში სახლუცესი სალიკი
შევიდა და ავადმყოფი მოიკითხა.
‒ დღეს სტუმართა ხშირ მსვლელობამ ასული ხომ არ შეაწუხა
ქალბატონო? ‒ შეეკითხა ლეიხათუნს.

284
‒ არა ღვთის მადლით ჯერჯერობით კარგად არის.
‒ ღმერთმა კარგი დაგმართოთ ბატონო!
‒ ლხინი გათავდა ბატონო ასლუცესო?‒ შეეკითხა მიქია.
‒არც გათავებულს ჰგავს და არც გაუთავებელს. უმეტესნი წავიდ-
ნენ. დანაშთენნი ზოგნი წვანან, ზოგნი ისევ სმას განაგრძობენ. მაგ-
რამ უნდა მოგახსენო, ამ სვანების მსგავსი მსმელი და მჭამელი არც
სვავი მინახავს და არც სპილო გამიგონია.
‒ როგორ? როგორ? ‒იცინოდა და ეკითხებოდა მიქია, რომელ-
საც მაიზერის სიყვარულით შემსჭვალულს იმათგან ყველაფერი
მოსწონდა და ახალისებდა.
– ბატონო, ყველაზე უწინ დასხდნენ და ყველაზე ბოლოს ვეღარ
გაძღნენ. ეს ბააკა გორდეზიანი და ონი ონიანი ხომ რაღაც ფსკერგა-
ვარდნილი ჭურები არიან. ახლაც სხედან და ორ-ორლიტრიან ყან-
წებით ქაჩავენ.
– კიდევ ვინ სვამს მათთან?
‒ დასწყევლოს ქრისტემ არავინ! თვითვე ერთმანეთს ეჯიბრები-
ან. მაგ დალოცვილმა მთავარმა უბრძანა: რომელიც თქვენგანი
დაძლევს, იმას ოქროს ზარნიშით მოჭედილ დამბაჩას ვაჩუქებო და
ხომ მოგეხსენება, სვანმა თუ დამბაჩა იშოვა, ღვინოს კი არა, ნაკ-
ვერცხალს გადაყლაპავს.
‒ჰა-ჰა-ჰა!.. მაიზერი სად არის?
‒ ისევ სუფრაზე. იმას ემუხვარი და ბედიანი ჩაექიშპნენ და რო-
მელი რომელს მოასწრებს წაქცევას, ღმერთმა უწყის.
‒ მთავარი?
‒ მთავარს ერთი წვეთი არ მიურთმევია დღეს.
‒რატომ?
‒ვერ არის კარგად.
‒ რა დაემართა?
‒არ ვიცი, რაღაც მუცლის ალხი აქვს და მაგ დროს ღვინის და-
ლევა არ გაიბედების.
– ჰო, ასე თუა, რა თქმა უნდა! ბევრი იყვნენ დღეს სტუმრები, ჰა?
‒ბევრნი ძალიან და არ მეგონა კი, რადგან დაპატიჟებით გელო-

285
ვანის მეტი არავინ იყო მოწოდებული, მაგრამ მაინც ბევრმა შეიყარა
თავი.
‒იმიტომ, რომ დღეის დღე დემურის დღეობად გადაექცა სასახ-
ლეს.
‒ დიახ, მისი მირონცხების დღე არის.
ოთახის კარი გაიღო და მიქიას ძმები, ბახვა და ძიკი ფაღავები შე-
მოვიდენ. ერთმა წამალი მიართვა, მეორემ მოიკითხა და მიუალერ-
სა.
– რატომ დააკლდით, ძმებო, დღეს აქაურ ლხინ-მხიარულებას,
ვწუხვარ, – უსაყვედურა მათ მიქიამ.
‒ შენ იყავი კარგად, შენ გენაცვალეთ და ჩვენი ლხენა მხოლოდ
ის იქნება. როგორა ხარ, დღეს?
‒ კარგად! ჩემზე რათ დარდობთ ეგრე, რა მიშავს!
მიქიას ძლიერ უნდოდა ძმებისთვის ეთქვა, რომ მაიზერმა ინა-
ხულა, მაგრამ ვერ ბედავდა მათთან იმის ხსენებას. კარებში მთავა-
რი გამოდგა.
‒ ჩემი მიქია ხომ არ მემდურის, რომ დღეს არ მინახავს?
‒ სულ ცოტას, ცოტას, მაგრამ არა უშავს, შევრიგდებით მაინც, ‒
უთხრა მიქიამ.
მთავარმა ხელზე აკოცა.
‒ არც შენა ხარ კარგადო, მართლა?
‒ დიახ, რაღაცამ მაწყინა, ალბათ, მაგრამ სამსახურიც გამიწია
მით, რომ დღეს ღვინით დაღრჩობას გადამარჩინა.
‒ კიდევ სვამენ?
‒აი, ეს არის ახლა დაგორდნენ ზოგი რუმბივით, ზოგი ტიკივით,
ზოგი როგორ და ზოგი როგორ და შენ უნდა ნახო, აწი რომ შეიქნება
ხვრინვა, ღრენა, ხრუტუნი და კრუსუნი, ვისაც გნებავთ, მოისმინოთ
სხვადასხვა ძლისპირები მიბრძანდით და ყური უგდეთ. თქვენ რო-
გორ დაიკარგეთ, კაცნო! ასე უნდა სტუმართ გარიდება? სამაგიე-
როდ, სმის ანგარიში ვახშმად უნდა გაასწოროთ.
‒სწორედ რომ კარგი წყალობა იქნება, ორივენი მშივრები
ვართ,‒ მოახსენა სიცილით ბახვამ.

286
‒აბა იმედია, ჩვენი სახლუცესი განკარგულებას გასცემს და პა-
ტარა ვახშამს დაგვიმზადებენ. თბილ-თბილი მოსათალით, ცხელ-
ცხელი მწვადებით და მჟავე საწებლით, მეტი არაფერი გვინდა.
სახლუცესმა მთავრის ბრძანების ასასრულებლად გასწია.
მიქია მთელი დღე კარგ ხასიათზე იყო. მაიზერის ნახვამ იმედი და
ხალისი გაუცოცხლა.
‒ ბიცოლაჩემო! შენ რათ არ გამობრძანდი დღეს საერთო ლხე-
ნაში? ძლიერ საგრძნობლად გვაკლდი, მერწმუნე! ‒ უთხრა მთავარ-
მა დროულ მანდილოსანს,
‒ეჰ, რა ვქნა, ლხენისათვის გული აღარ მითხრობს, გეთაყვათ.
‒ არაფერია, ბიცოლაჩემო, ჩვენი საყვარელი მიქია მალე კარ-
გად იქნება და ამის ქორწილზე ვიშუშპრებთ და ვილხინებთ. აბა
მშვიდობით, ჩემო ეშმაკო!
მთავარმა მიქიას შუბლზე აკოცა, ლეიხათუნს სალამი უყო და ფა-
ღავების თანხლებით წაბრძანდა.
აივანზე ჩირაღდანი ჩამქრალიყო, საშინლად ბნელოდა, და ამ
სიბნელიდან მოდენილი ჩუმი ჩურჩულის ხმა რაღაც ჟრუანტელის
მომგვრელ შიშს იწვევდა
‒ ზოგი რამ ჩინებულად ჩატარდა, ‒ისმოდა ერთის ხმა.
‒რა? – ეკითხებოდა მეორე.
‒ ჩემი ავადმყოფობის მომიზეზება და შენი აქ არყოფნა ხომ დღე-
ის ღვინის დაულევნელობის საშუალება იყო და ერთიც და მეორეც
დამაჯერებლად ჩატარდა.
‒მეტი?
‒თვით მისი უგრძნობლად დათრობა და მისი მხლებლები ხომ
რაოდენიმე დღეს ვეღარ მოვლენ გონზე.
‒დედოფალს ხომ არაფერი შეამჩნევიე?
‒აჰ! ისე მეჭირა თავი, თითქო ბუზიც არ ამფრენოდეს. მაგრამ
იცი, რა გითხრა, ბახვა! ის წერილი სადა გაქვს შენახული? არავინ
ნახოს, ან არ დაიკარგოს. ის წერილი ორბელიანების საძღვნოდ
მინდა, ხომ იცი!
– კი, ბატონო, აქვე მაქვს ჯიბეში და ინებეთ.

287
ბახვამ დედოფლის უსტარი ჯიბიდან ამოიღო და მთავარს გადას-
ცა.
‒ძლიერ კარგი. ამ წერილს ყოველივე ჩვენი ქმედობის გამარ-
თლება შეუძლია... სუუ! ფეხის ხმა ისმის. დანარჩენი მერე ვილაპა-
რაკოთ.
ასე ეჩურჩულებოდა მიქიას ოთახიდან გამოსული მთავარი ფა-
ღავებს და რაღაც საზარელი ზრახვებით დაგეშილები სავახშმოდ გა-
ემართნენ.

***
დედოფალს ძლიერ ეამა სახლუცესის შესვლა, ეგონა ახალს და
საამო რამ ამბავს მიუტანდა და მთელი დღით საშიშარ ფიქრებით შე-
ბოჭილი, გამოცოცხლდა და სახლუცესს ღიმილით შეხვდა.
– ოხ, სახლუცესი ხარი! მომილოცნია, თავადობა მიგიღია დღეს.
‒შენი წყალობით, დედოფალო, თორემ მე რა ღირსი ვიყავი
ეგეოდენი დაჯილდოების.
‒ სხვა? რა იცი ახალი? გელოვანს თუ შეხვდი სალაპარაკოდ?
‒არა, ბატონო, არას გზით არ მოხერხდა. რატომ?
‒ ბატონო, რა რომ მოვიდა, იმ წუთიდან ბედიანს და ემუხვარს
შეპყრობილი ფრინველივით ჰყავდათ ხელში და იმათთან ხომ ვერ
გამოვითხოვდი სათქმელად.
‒ახლა?
‒ახლა ძალზე დაღვინიანებული ძლივს მიიყვანეს თავის საწოლ-
თან და სათქმელის გაგება სადღა ჰქონდა.
‒ ახრჩობდით მერე ღვინით!
– ბატონო, ყველანი დაითვრნენ, თვითონაც ეგრე ინება და რაღა
გვეთქმოდა. ბედიანი და ემუხვარი ხელით გაიტანეს სუფრიდან.
‒ვითომ რა უშავდა, სადილობამდე რომ გაგეგო და გეთქვა? რას
მიხვდებოდნენ!
‒ჰმ! უბედურებაც ისაა, რომ...
‒ ჰო, რა? ნუ სიტყვაძუნწობ.

288
‒მიმხვდარნიც ყოფილან და გამორკვეულნიც.
‒ვინ? ვიზე ლაპარაკობ?
‒ ვეზირებზე, დედოფალო.
‒აბა რას ამბობ, სახლუცესო!
‒ შენი სახის მადლს ვფიცავარ.
‒თქვი!
‒დღეს დილით ბედიანი, ემუხვარი და ჩიჩუა მუხის ძირს ისხდნენ
და მეც მათთან გიახელი სწორედ იმ დროს, როს შენ შესახებ ლაპა-
რაკობდნენ. ჩემი მისვლით სათქმელი აღარ შესწყვიტეს და ბევრი
რამა თქვეს ისეთი გულის სატკენი, რომელსაც არ მოველოდი, რა
თქმა უნდა, დიდად ვეწინააღმდეგე სამივეს, მაგრამ ბოლოს ისეთი
საბუთით დამიდასტურეს, რომ ხმა ჩამიწყდა და სიტყვა ყელში გა-
მეჩხირა.
‒ რაო, რა საბუთიო?!
‒ შენ მიერ მიწერილი უსტარი.
‒ როგორ, რა უსტარიო?
‒ რა მოგახსენო. როგორღაც ხელთ ჩავარდნიათ, სადაც ყოვე-
ლივე გამომჟღავნებულიაო.
დედოფალი გველნაკბენივით შეკრთა, გაფითრდა.
– რომელი წერილიო?
‒ რა მოგახსენო.
‒უთუოდ იმ შენმა საძაგელმა ტატულიამ ჩაიდინა ესე ყოველივე.
‒ არა მგონია. ეს წერილი უფრო ხანგრძლივი დროით ლაპარა-
კობს.
‒ შენ თვითონ ნახე ის წერილი თუ?
‒არა, ბატონო, მე ვინ მაჩვენებს, მაგრამ მათ თქმათა კილოკა-
ვებს ეტყობოდა, რომ ეს ერთი და ორი დღის გაგებული საქმე არ
არის.
დედოფალი ჩაფიქრდა.
‒ მე მას, რაც წავიდა, მერმეთ მხოლოდ ერთი მივწერე და ეს მე-
ორე იყო. ამ მეორეში მხოლოდ ასეთ ორ სტრიქონს ვწერდი: „არ ჩა-
მოხვიდე, რადგან მდგომარეობა შეიცვალა. დანარჩენს შემდეგ გა-

289
ცნობებ“. აი მხოლოდ ეს იყო, რომელსაც არც დაბოლოვება ჰქონდა
და არც დასათაურება.
‒ ჰოდა, ისინი კი მოგახსენებენ, რომ წერილში ყოველივე გა-
მომჟღავნებულია, რაც წყვილ ტრფიალთა შორის უნდა ითქვასო.
‒ რას ლაპარაკობ, სახლუცესო? მაშ, ეს ის პირველი წერილი ყო-
ფილა, რაც ამ ერთი კვირის წინ მის სვანებს გავატანე. აბა მოუხმეთ
იაგუნდისას?
სახლუცესმა იაგუნდისა მოიყვანა.
‒იაგუნდისა! შენ ჩემი წერილი ვის გადაეცი?
‒ რა წერილი, დედოფალო?
‒აი ჯიხვების მომყვანი სვანების გასატანად რომ გადმოგეცი.
‒ერთი იმ სვანთაგანს, ბატონო, სხვა ვის გადავცემდი.
‒ გადაცემისას გხედავდა ვინმე?
‒ჩემი აზრით, არც ერთი სულიერი და ისე დაწყევლოს ღმერთმა
ეშმაკის თვალები.
‒მაშ რა ვიფიქროთ?
– საკვირველია, ‒ ჩაილაპარაკა სახლუცესმა.
‒ მაშ, შენი აზრით, მთავარმა იცის ეს ამბავი? —
‒ არა მგონია.
დედოფალს ცოტა გულზე მოეშვა.
‒ რა იცი?
‒ ის ვიცი, რომ მთავარს თვით ჰკიცხავდნენ, რომ ხელის მწყო-
ბელი არისო.
‒ ვისა? ვისა აქვს ჩემი წერილი?
‒საკვირველ გაურკვევლობაში ვიმყოფები. მისი წერილი ხელ-
თა აქვთო, ასე თქვეს და ვისა-თქო, რომ შევეკითხე, გადამიქართუ-
ლეს.
‒ შენ იცოდე, სახლუცესო, რომ ეს გველური მოქმედება ფაღავე-
ბის საქმეა. როგორც ჩანს საშურისძიებო მახვილად მე მომიხმარეს,
მაგრამ არაფერია, მაგათთანა ვაებატონებს მტრადაც ვეყოფი და
მოყვრადაც. ვნახოთ! ახლა, სახლუცესო, ხვალ დილაადრიან, ვიდ-
რე ფრინველი გაიღვიძებდეს, შენ შეხვალ მაიზერთან და ყოველივ-

290
ეს აუწყებ და ჩემს მაგიერ თხოვ, რომ ხვალ დილითვე აიკრიფოს და
ვიდრე მშვიდობიანად არის, წავიდეს.
‒ აბა, როგორი უხერხულობა იქნება ეს, დედოფალო! ჩვიდმეტი
ამ თვისათვის სავეზიროსაგან არის ხმობილი და ხვალ რომ გაიქ-
ცეს, ხომ ყველა დასაზრავს, რომ რაღაც გაიგოო.
‒ ეგ მართალია, მაგრამ მიზეზად თქვას, რომ ვითომ განთიადის
ჟამს მდევარი მოვიდა, რომ მის წამოსვლის შემდეგ დედა ძლიერ
ავად გამხდარა. ეს სრულიად საპატიო მიზეზია.
‒კარგი, ბატონო!
‒ მაშ, ასე: კითხე, თუ მიიღო ჩემი პირველი და მეორე წერილი
და ხვალვე წავიდეს. დილაადრიან შემოხვალ და მაცნობებ ყოველი-
ვეს. სახლუცესი წამოდგა და იაგუნდისას მიმართა:
‒იაგუნდისა, გაიხედე, აივანზე ხომ არავინ ჩანს. არ მინდა ვინმეს
თვალი ჩემს აქ ყოფნას მოხვდეს.
‒ეე, სახლუცესო! დედოფლისადმი თავგანწირულება გაკლია.
‒ დედოფალო, მე ამას შენი კეთილდღეობისათვის ვაკეთებ, თო-
რემ ისე შენი ჭირი წამიღია.
– ეჰ, კმარა, კმარა! ღამე ნებისა.
აივანზე გამოსულმა სახლუცესმა ხელი ჩაიქნია და დედოფლის
უკანასკნელი სიტყვები გაიმეორა: დედოფლისადმი თავგანწირუ-
ლება გაკლიაო.
„ჰმ! არა, შენმა მზემ, შენს ავხორცობას თავს გადავაყოლებ!‒
ფიქრობდა სახლუცესი, ოჰ, რა საშინელებაა ქალს რომ ვნებიანობა
შეიპყრობს, მაშინ დედოფალი და მოახლე ორივენი ერთნაირად
სულმდაბალი და გულცბიერი ხდებიან“.

***
განთიადი ახლოვდებოდა. დღის ნაქეიფარ-ნაფუსფუსევი სასახ-
ლის ხალხი ძილის მყუდროებას მისცემოდა. მხოლოდ მთავარი
ფხიზლობდა მოლოდინში. მისთვის მაიზერის თავი უნდა შემოეტა-
ნათ ბახვა და ძიკი ფაღავებს. შურისგებით აცახცახებული და გაბორ-

291
ოტებული მთავარი ადგილს ვერ პოულობდა. ყური კარებისკენ ეჭი-
რა, აი, გაისმა დერეფანში მძიმე ნაბიჯის ხმა. მთავარი შედგა, სული
განაბა.
კარი ნელა გაიღო და მთავრის საწოლში ბახვა და ძიკი შემოვიდ-
ნენ. მათ ადამიანის ფერი არ ედოთ. ბახვას რაღაც შეხვეული ეჭირა
ხელში. მთავრის თვალები სწორედ ამ შეხვეულს მიაჩერდა.
ბახვამ ერთი კალთა გადახადა შეხვეულს. გამოჩნდა მაიზერის
წარკვეთილი თავი. მთავარმა უმალ თვალი აარიდა. თავზარდაცე-
მული იდგა ერთ ხანს, თითქოს მხოლოდ ახლა შეიგრძნო თავისი
ნაბრძანების საშინელი სიმძიმე. ზურგი შეაქცია ფაღავებს.
‒ ორივე აქ დარჩებით გათენებამდე. ოთახში არავინ შემოუშვათ
და ნურც თქვენ გახვალთ. ადრე დილით შეუგზავნეთ დედოფალს მი-
სი მიჯნურის თავი, ‒ უბრძანა მთავარმა ფაღავებს და ისე გავიდა
ოთახიდან, მათკენ არ მიუხედავს.
გათენდა. მზემ მთის მაღალ მწვერვალებს ცეცხლისფერი ისრები
ჰკრა, დედოფლის სარკმელში შეიჭრა.
„რა იქნა ამდენი ხანი სახლუცესი? რად იგვიანებს?“ ‒ ფიქრობდა
ლოგინში წამომჯდარი, მთელი ღამის უძინარი დედოფალი. უცებ აჩ-
ქარდა, სასთუმალთან დადგმულ ჭიქას ხელი გადაუწია, პაწია ვერ-
ცხლტარიანი დანის წვერი შემოჰკრა და ჭიქა ააწკრიალა ‒ იაგუნ-
დისას ამცნო შემოსულიყო. ახალამდგარი იაგუნდისა უცებ გაჩნდა
დედოფალთან.
‒დილა მშვიდობა დედოფალს!
‒მშვიდობას ჩემი გული ვეღარა გრძნობს, ჩემო იაგუნდისა, მაგ-
რამ მაინც უნდა ავდგე. აწი, ალბათ, სახლუცესიც შემოვა.
დედოფალმა ლოგინიდან თეთრი ფაფუკი ფეხები გადმოაწყო,
იაგუნდისამ წინდები ჩააცვა. ოქრომკედით აკერილ მწვანე ხავერ-
დის ქოშებში ფეხები შეადგმევია. სახალვათო კაბა მიართვა.
‒ ჯერ ღვთის მადლით სამაგისო არაფერი მომხდარა და ტყვი-
ლად გულს ნუ იშფოთებთ, დედოფალო.
‒ რაც მოხდა, ისიც კმარა. ამ სახლუცესმა რად დაიგვიანა?
‒ რა მოგახსენოთ. მთავარი კი დავინახე ახლა იქეთ მიბრძანდე-

292
ბოდა და სახლუცესის არა ვიცი რა,
– მთავარი რატომ ამდგარა ასე ადრე?
– არ ვიცი, წუხელიც ხშირად მესმოდა მისი სადგომის კარის
ხმა...
დედოფლის ოთახის კარებს გარედან უხეში ხმაურით წიხლი
ჰკრა ვიღაცამ.კარები გაიღო და ძუკუ ფაღავას მორდუმ, ნესტორ
ლორიამ ვერცხლის ლანგარზე დადებული მაიზერ გელოვანის თავი
შემოიტანა და დედოფლის ლოგინის წინ სკამზე დადგა.
‒ძმებმა ფაღავებმა მოგართვეს, დედოფალო, ‒ თქვა ფერდა-
კარგულმა ლორიამ და უცებ გავარდა გარეთ.
დედოფალი თვალს არ უჯერებდა, თავზარდაცემული დაცქერო-
და ერთხანს მისი საყვარელი მიჯნურის თავს, მერე გაერკვა თუ არა
მწარე სინამდვილეში, ერთი საზარლად შეჰკივლა და მოჭრილ ხე-
სავით დაეცა ძირს. იაგუნდისას გულშემზარავმა კივილმა მთელი
სასახლე შეაშფოთა. გაბოროტებულმა ლანგარს ხელი დაავლო. გა-
რეთ გავარდა, ცოფიანივით აივანი გაირბინა. მიქიას კარები წიხ-
ლით შეაღო, ლანგარი ოთახში შედგა და მიაძახა: „აი, შენი კარგი
ძმების მოძღვნილი საჩუქარი“.
შეშფოთებულმა მიქიამ უკანასკნელი ღონე მოიკრიბა, ლოგინი-
დან წამოიჭრა, სინამდვილის საშინელებამ ჯოჯოხეთის ხმით და-
აწივლა, მოკვეთილ თავს დასწვდა, გულში ჩაიკრა და კოცნა დაუწ-
ყო.
თავზარდაცემული ლეიხათუნი ევედრებოდა მაიზერის თავის-
თვის ხელი გაეშვა, მაგრამ თავდავიწყებამდი მისული მიქია გამწა-
რებული ვედრებით ემუდარებოდა:
‒ ბიცოლა! ჩემო ბიცოლა, ნუ, ნუ მომაშორებ ამ უბედურ თავს. მე
და ეს ერთად დაგვმარხე, დედაშვილობას, ჩემო ბიცოლა, ჩემო დე-
და, ჩემო პატრონო... მაიზერ, მაიზერ! ჩემო გმირო, ჩემო სიცოც-
ხლე, ჩემო სიკვდილო! მე და შენ აწ ერთად ვიყოთ, ერთად დავიმარ-
ხოთ!..
ლეიხათუნმა ვეღარ გაარკვია ‒ მიქიას კვლავ დაკივლება უნ-
დოდა, თუ ღრმად ამოსუნთქვა, რომ მკერდი ზევით აიწია თუ არა,

293
უცებ ისევ ძირს დაეშვა და თითქოს მართლა ერთად დამარხვისთვის
განემზადაო, მაიზერის თავს უსიტყვოდ შეაცივდა.
იაგუნდისა მაიზერის მხლებლებისკენ წივილ-კივილით გაქან-
და.
‒ გაიღვიძეთ! ადექით! თქვენი კარგი ბატონი დაღუპეს! შედით,
ნახეთ, მოჰკლეს უწამებლებმა! – ქაქანებდა შეშლილივით იაგუნ-
დისა.
შეშფოთებულმა მხლებლებმა ბატონის ოთახს მიაშურეს. საზა-
რელმა სურათმა წარმოუდგენელი თავზარი დასცათ უთავო მაიზერი
დაკვეთილი სისხლის ტბაში ესვენა.
სვანები მთელ სასახლეში ნადირებივით აფორიაქდნენ. მთა-
ვარს ეძებდნენ მოსაკლავად.
გუშაგებს ნაბრძანები ჰქონდათ მაიზერის მხლებლები გაეკო-
ჭათ. მაგრამ მათ მთავრის ბრძანება არ შეასრულეს.
მთავარი და დიდებულნი შიშმა შეიპყრო.
ონი ონიანმა და ბააკა გორდეზიანმა პირდაპირ მთავრის ოთახს
მიაშურეს.მთავრის ოთახს მხოლოდღა ბახვა და ძიკი ფაღავები
ეცავდნენ.
‒ ვინ არის მოღალატე?! სად არის მოღალატე?! ‒ჰყვიროდნენ
ონი და ბააკა.
‒ ბევრს ნუ ჰყვირით, სვანებო! ‒ შეუყვირა გულადად ძიკიმ.
‒ შენ ხარ მოღალატე? ‒დაუყვირა ბააკამ და მივარდა ძიკის, მაგ-
რამ ძიკიმ საგვერდული მახვილი იშიშვლა და მოუქნია ბააკას. ბა-
აკას მდევის ოდენა მკლავი ელვის სისწრაფით სწვდა ძიკის და
მკლავი ისე გადაუგრიხა, რომ ძვალი ყავარივით გადაუმტვრია, საგ-
ვერდული გამოსტაცა, კედელთან მიიმწყვდია და ორპირიანი მახვი-
ლი მუცელში ისე ჩასცა, რომ ხერხემალი გაუნგრია, კედელს შეერ-
ჭო და ზედ მიაჭედა ძიკის სხეული.
უკანიდან ის იყო ბახვას მახვილი ბააკას უნდა სცემოდა, რომ
ონის მოქნეულმა ფოლადმა მახვილიანი მარჯვენა ხის ყლორტივით
ჩამოკვეთა. ბააკა სწრაფად მობრუნდა. ცალმკლავ მოკვეთილ ბახ-
ვას მეორე მკლავიც ჩამოსხიპა.

294
გააფთრებული ონი მთავრის საძებრად გაეშურა, მაგრამ ხმა-
ლაღმართული დადიანი თვითონ შემოეგება სვანს. დერეფანში სა-
შინელი ჩახაჩუხი გაჰქონდა ფოლადს, ისმოდა ხვნეშა, მძიმე სხე-
ულის კედელზე შეხეთქვა, მძიმე სუნთქვა, გინება.
‒ არ გაგიშვებ ცოცხალს!
‒ დაყარე იარაღი!
მთავარი და ონიანი აქ რომ ერთმანეთს ებრძოდნენ, ამ დროს
ბააკა მიქიას ოთახში შეჭრილიყო, მაგრამ რა დაენახა მაიზერის
თავზე დამკვდარი ქალი, უკან დაეხია თავზარდაცემულს, ხელი არ
ეხლო ბატონის თავისათვის და მოკლულის ტანი გაეტაცა. ახლა იგი
ცხენზე იჯდა, ნაბადში გახვეული მაიზერის ტანი წინ ედო და ონის უხ-
მობდა მთელი ხმით.
ონის და მთავარს რამდენიმე ადგილას დაეჭრათ ერთმანეთი და
მაინც ფეხზე იდგნენ, ბრძოლას განაგრძობდნენ. ონის ესმოდა ბა-
აკას ძახილი, ფანჯრიდან ხედავდა ბააკას გარშემო ამხედრებულ
სვანებს და ლეჩხუმელებს, რომლებიც წასასვლელად შემზადილნი
აქეთ-იქით იხედებოდნენ, ყოველ წამს ელოდნენ ‒ მთავრის ჯარის-
კაცთა გამოჩენას და აი გამოჩნდნენ კიდეც ისინი. ეს ონიმაც დაინა-
ხა. იცოდა მრავალთაგან დაჭრილი ვერ გაუმკლავდებოდა მათ და
თავისიანებსაც დაღუპავდა, უცებ ისკუპა და ფანჯრიდან გადახტა.
სვანებმა დაინახეს თუ არა ონი, ორმა ცხენოსანმა აქეთ-იქიდან ჩა-
უქროლა, აიტაცეს და იმავ წუთს სვანთა და ლეჩხუმელთა გუნდი
ეზოდან გაქრა...
სისხლისაგან დაცლილი მთავარი ფანჯრის რაფაზე დაყრდნობი-
ლი ძლივს იკავებდა თავს, რომ არ წაქცეულიყო. ზიზღითა და დაცინ-
ვით უყურებდა მოლაშქრეებს.
‒ მოღალატეებო.. – წაილუღლუღა, მეტი ვერაფერი თქვა და
გულწასული ფანჯრის რაფაზე გადაეკიდა.

ფაქა გელოვანის სასახლის უბედურება ენით აუწერელი იყო.


გამწარებულ მშობლებს ნათესავებმა მიცვალებულის დახედვის სა-
შუალება არ მისცეს. არ უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ მაიზერის გვა-

295
მი უთავოდ იყო მოსვენებული. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამო-
ირკვა, რომ მიქიას უკანასკნელი თხოვნა ლეიხათუნს აუსრულებია
‒ მიქიას საფლავში ჩაატანეს მაიზერის თავი. ფაქა და როდამი ისე
განშორდნენ წუთისოფელს, რომ ეს მათთვის დიდად სააუგო საქმე
არ გაუგიათ.
დანიშნულ ჭირის დღეს ხალხის შეყრილობა აღშფოთებული მწუ-
ხარებით შეხვდა. დადიანის ვერაგული მოქმედება ყველას ბრაზსა
და შურისძიებას ჰგვრიდა.
ამ ამბით დიდად შეწუხებულმა მიტროპოლიტმა არსენი ცაგა-
რელმა გადაწყვიტა დასაფლავების დღეს დასწრებოდა, გაუბედურე-
ბული მშობლებისათვის ღრმა თანაგრძნობა გამოეცხადებია, მიცვა-
ლებულისათვის თავისი ლოცვა-კურთხევა მოეღო, გამწვავებული
მდგომარეობისათვის ცოტა რამ მშვიდობის სიტყვა შეებედა.
თავშიშველი ფაქა საყელოგახსნილი, უსარტყელოდ, შავად და-
ძაძული კუბოს თავთან გლახაკივით იჯდა და მთელი გვარეულობა
სამგლოვიარო ჩაცმულობით თავს ადგა.
იქით როდამი იჯდა თმაგაშლილი და სახედაკაწრული. გარშემო
ნათესავები უდგნენ უბედურ დედას.
მიცვალებულის ფერხთით შეიარაღებული იდგნენ მაიზერის
თავგანწირული მოყმენი: ონი ონიანი და ბააკა გორდეზიანი.კუბოს
ქვეშ პატივაყრილად ეყარა ძვირფასი იარაღი მაიზერისა.
სასახლის აივანზე სამგლოვიარო შავი დროშები ფრიალებდნენ.
კიბის ძირში მაიზერის შავად დაძაძული ცხენი მგლოვიარე მსახურს
ეკავა.
კუბოდან ეზოს ჭიშკრამდე ოთხპირი მოზარეები იდგნენ და გული
შემზარავი ხმით „ვაი-ვაის“ გაიძახოდნენ.
საეკლესიო ზარების რეკვამ მოტირალის მოსვლა აუწყათ. მიც-
ვალებულის დარბაზში შეშმაშურდნენ. კარებში მიტროპოლიტი ცა-
გარელი და მისი კრებული გამოჩნდა. ფაქა გაოცებამ შეიპყრო ‒ არ
მოელოდა ესოდენ თავხედურ კადნიერებას.
ფაქა სავარძელში შეირყა, შეტორტმანდა. მიტროპოლიტი მიც-
ვალებულს თავს დაადგა, შენდობის მიცემით ჯვარის სახე გადასახა

296
და ის იყო ფაქასკენ პირის მობრუნება დააპირა, რომ ფაქა რაღაც
დაუძლეველი შთაგონებით იქვე კუბოს ქვეშ დაყრილ იარაღს მის-
წვდა, მაიზერის იარაღს, უკეთესი მახვილი აიტაცა, შურისძიების
ტალკვესმა უკან დაუხეველი ცეცხლი გამოსცა და გააფთრებულმა
მამამ მიტროპოლიტს შესძახა:
‒ რისთვის მოხველ აქ, შე ვერაგოო ‒ და მახვილი გულში ჩასცა.
მიტროპოლიტი ძირს დავარდა. სიტყვის უთქმელად სული განუ-
ტევა.

***
ენკენისთვის უხვად გავსებულ კალთას ხალხის სიმრავლე და-
უზარებელი ხალისით მისეოდა და ბეღელ-მარნის ასავსებ ჭირნა-
ხულს ჭიანჭველებივით ეზიდებოდნენ.
‒ ჰეი, ბიჭო თედო! შეუბი აწი ხარები, თორემ გვაგვიანდება, ხომ
ხედავ, ეს ძირდალოცვილი რა ხვავიანი შეიქნა და თუ არ აუჩქარეთ,
ვეღარ მოვასწრებთ სახლში გაზიდვას,‒ გასძახა იორდანემ სიმინ-
დის სატეხად მიმდგარ თავის ვაჟს, რომელმაც დავალებული მალე
შეასრულა, ტაროებით დამძიმებული ურემი ააჭრიალა და შინისკენ
გაემართა.
‒ ძაან მოსავალია წრეულს, დაილოცა ღვთის სამართალი, ‒
გადმოსძახა იორდანეს იქვე მოსაზღვრე მეზობელმა ექვთიმემ, რო-
მელიც მოტეხილ ტაროებს ხვავზე ისროდა.
‒აბა, აბა, დაილოცა ღვთის სამართალი, და ძაან არის სწორედ,
თუ ღმერთმა ან კაცმა დაგვანება მშვიდობიანად მოხმარება.
‒ იმე, აბა რა ღმერთი გაწყრება, შე კაცო.
‒ ეჰ, შე დალოცვილო, ერთი წუთის არის ადამიანის ავკარგი.
ხომ შეხედე, ჩვენს ბატონს რა მოუვიდა. სახლში ჯდომისა და გლო-
ვის მეტი არაფერი უქნია იმ კაცს და არ დააყენა იმ ოჯახამოსაგდებ-
მა დადიანმა, დეიმირონა, დეინათესავა და მერე ოსმანა თათარი-
ვით ყელი გამოჭრა. ამბობენ, თავიც კი არ ჩაყოლია მის საძვალე-
შიო.

297
‒ ჰო, ამბობენ კი. ეჰ, საძაგელი საქმე ქნა მაგ ოჯახდასაქცევმა,
მარა არ შერჩება, იცოდე.
‒ ეე, შერჩება თუ არა ეს სიკეთე, კაცი კი მოსპო და აწი ილაპარა-
კეთ, რამდენიც გინდათ.
‒ ჰო, ჰო, ღმერთი და კაცი ორივე დაელაპარაკება ავის მქნელს
და სასწორ-ჩარექს ხელში დააკავებიებს. გესმის თუ არა! შენ გახ-
სოვდეს ჩემი ნათქვამი, თუ იმ დადიანს საარაკო საქმე არ მოუვიდეს,
მისმა ბოროტებამ შინ და გარეთ ქვეყანა ააგანგაშა, გაგონილა
ამისთანა? ასე უდანაშაულოდ კაცის სიკვდილი და ამოგდება ვის გა-
უგონია?
‒არა, დანაშაული კი ქონია იმ ნათელდამდგარსაც მარა, ეს ნა-
მეტანი იყო. ხუმრობა საქმე კი არ არის, შე კაცო, დედოფლის ლო-
გინის შეგინება. ჰოდა, ეს რომ გაუგო, არ აპატივა, შე დალოცვილო,
მთავარი კი არა, ჩვენ ვერ ვითმენთ, ჩვენს ჩიჩია ქალებს რომ ვინმე
რამეს წოუფუჩუნებს და დადიანი მოითმენდა ამას?
‒ არ მოითმენდა რა, მისი უნამუსო ცოლი მას შეენახა პატიოს-
ნად და სხვის სამაცთურო გზაჯვარედინზე ნუ გააჩერებდა.
– მაგიც მართალია, მარა ამ მიტროპოლიტის სიკვდილი კი მაგა-
ნაც ნამეტანი ქნა, მე არ გამიგონია, რომ საქრისტიანოში ეს ვისმე
ექნას. შე კაცო, ქრისტეს მოციქულად ითვლება, თორემ ჩვენი უბრა-
ლო დიაკონი კი არ იყო.
‒ღმერთმა ნუ გაჩვენა, ჩემო ძმაო, შვილის სიმწარე, თორემ
ქრისტეს მოციქულს კი არა, თვითონ ქრისტეს მოკლავ, თუ ჩაგივარ-
და ხელში.
‒ ბატონო, მიტროპოლიტი რა შუაში იყო?
შორიდან საყვირის ხმა მოისმა. იორდანე შეჩქვიფდა, მოტეხილი
ტარო ხვავზე გადაისროლა და ექვთიმეს მიმართა:
‒ კაცო, ექვთიმე, გესმის?
‒ ქე, რავა არ მესმის.
‒ აბა, დააკვირდი თუ კაცი ხარ, სალხინო ხმა არის თუ საურვა-
ლი?
ექვთიმემ ყური მიუგდო.

298
‒ ეე, არ უნდა იყოს კაი ამბავი, ჩემო სახლიკაცო, და რა გვეშვე-
ლება, აღარ ვიცი! ‒თქვა ექვთიმემ შეშფოთებლო.
‒ ვითამ?
‒ იმე, რაღა თქმა უნდა, გლახა ხმაზე აყვირებენ. შენ ქე იყივლე
მაინც წეღან მამალივით და.
ყანის თავში სასოფლო შარაგზიდან ხევისთავი ღობეს მოადგა
და გადმოიძახა:
‒ იორდანე! ექვთიმე! ციხეზე გიბარებენ, თავყრილობაა. ყველა-
ნი უნდა წამოხვიდეთ, ვისაც მიწვდეთ, ყველას დაუძახეთ, აბა ჩქარა!
ხომ გესმით ბუკის ხმა!
‒ კაცო, მეიცა! ‒ მიაძახა ექვთიმემ და ამბის გამოსაკითხად ორი-
ვე ხევისთავისკენ გაეშურენ.
‒ რა ამბავია, კაცო? ‒რაზე გვიძახით და რისი საყვირია?
‒უბედურების და ცოდვის კითხვის.
‒ მაინც რა, შე კაცო?
‒ გელოვანისთვის დადიანს ომი გამოუცხადებია.
‒ რას ამბობ, კაცო! ‒გაგვწყრომია ღმერთი და ეს არის.
‒ ასეა, ჩვენი საშველი არ გაუჩენია ღმერთს.
‒კი მარა აქით მოკლა ისეთი საარაკო მტრობა-ღალატი ჩაიდინა
და კიდევ რას ერჩის, – მიმართა იორდანემ.
‒ რას ერჩის და ეს თუ შვილის სიკვდილმა გაამწარა, ის‒ ბიძა-
მისის, მიტროპოლიტის სიკვდილმა!
‒ ასეა და ახლა ჩვენი ვალია, ვისაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ყვე-
ლამ პასუხი უნდა გავცეთ, თორემ თუ შემოვიდნენ, მარტო გელო-
ვანს კი არ ერჩოლებენ. ხომ იცით, მტერი რომ სოფელ-ქვეყანას
თავს დაესხმის, ბრუნდება და მართალს აღარ არჩევს.
– ეს მართალია, მართლა გეშველა, მარა ჩვენც რა უნდა ვქნათ!
ამდენმა შფოთიანობამ წაიღო ილაჯი და მეტი აღარც შეგვიძლია, –
ამბობდა შეწუხებული ექვთიმე.
– ძლივს თათრისგან შევისვენეთ და ეს დადიანი რამ ატეხა? ‒
წამოილაპარაკა იორდანემ.
‒ შე დალოცვილო, მიტროპოლიტის სისხლი ხომ გვმართებს?‒

299
მიუნაცვლა ექვთიმემ.
‒ არაფერიც არ გვმართებს! ‒სიკვდილს სიკვდილი ეკადრება.
‒ ეს მითხარი, ბატონის კაცო, დაბეჯითებით ამბობენ, რომ არ აგ-
ვცდება ლაშქრობაო? – კვლავ შეეკითხა ხევისთავს სამწუხარო ამ-
ბით დაბნეული ექვთიმე და ხევისთავმა რომ გადაჭრით დაუჭეშმა-
რიტა, ორივე ხელები შუბლზე იტკიცა:
‒ ვაი, სოფელ-ქვეყანა დაღუპულა! ამ ჭირნახულის სახლში შე-
ტანა მაინც მოგვესწრო. თუ იცი, დაძრულია ჯერ იმათი ლაშქარი?
‒ რა თქმა უნდა. შუა გზა გამოვლილი აქვთო.
‒ იმე, რას ამბობ, კაცო!
– ღმერთმანი.
‒ ჰოდა, გაგვწყრომია ღმერთი და ეს არის.
‒ქურდულად უნდოდათ დაგვსხმოდნენ თურმე, მაგრამ ერთ
მადლიან კუხალაშვილს უცნობებია ბატონისათვის.
‒კუხალაშვილს? ეს მეგრელია, არა?
‒ ჰო, მეგრელია, მაგრამ ბატონისაგან რაღაც ნასიკეთვარი ყო-
ფილა თურმე და იმანაც ამ სიკეთით გადაუხადა.
‒ ბევრი არიან, ნეტავი?
‒ბევრიო, ხომ იცი, ოდიშარნი ლაშქარმრავალნი არიან,
‒ ეს მითხარი, შენი ჭირიმე, თუ იცი, ბატონი რას ამბობ?
– დიდად შეწუხებულია. მე ხომ დაღუპული კაცი ვარო, მარა ჩემ-
მა უბედურებამ სოფელ-ქვეყანაც გამოიტანიაო და ყველაზე უფრო
ეს მაწუხებსო.
‒თუ ასეა, ცოტა თავი შეეკავებია იმ დალოცვილს და ის უკეთესი
იქნებოდა.‒ ჩაიბურტყუნა საყვედურით ექვთიმემ.
‒შერიგება არ მოხერხდება ნეტავი? ‒ შეეკითხა იორდანე.
– არა მგონია. მიტროპოლიტის სისხლი წინ გვიძღვისო, ‒უბრძა-
ნებია დადიანს და იმ სისხლში უნდა ჩავ‒ახრჩო ფაქას ოჯახიო.
‒ აი ჩაიხრჩო ჯოჯოხეთის ფისის ტბაში მისი ძე და მომავალი, –
მიაწყევლა იორდანემ.
‒ ბატონები სად არიან ახლა? – შეეკითხა ექვთიმე.
‒ფაქასთან.

300
‒ყველა?
‒ მთელი გვარეულობა და ხალხის თავ-თავი კაცები. ასე გასინ-
ჯეთ, ბეჟან ყიფიანსაც კი გაუგია საღაციდან და ისიც მოვიდა.
– ოჰო, ეს კარგია. გულად კაცს ამბობენ ძალიან.
‒ მდევივით იბღვირება და ყველაზე მეტ გულთამამად ის არის.
‒აღარ დაბერდა ეგ კაცი? მე ასე ვიცი, ფაქაზე უფროსი ის არის
ბევრად.
‒ რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრად ფაქიზე უკეთ არის.
‒ ფაქა ამდენმა უბედურებამ დაჩაგრა, თორემ ჯერ ადრე იყო მი-
სი მოტეხა.
‒ თუმცა ძაან რიხიანად ამხნევებს ყველას, მაგრამ..
‒ ჰო, რაო? რას ამბობს, თუ ღმერთი გწამს?
‒ სახლიკაცებმა მოახსენეს, რომ ბრძოლის ველი ჩვენ გვანდეო,
და შინა მარაგიანობა და სოფელ-ქვეყნის წესრიგის ბრძანებულობა
შენ განაგეო, მარა მაგარი უარი სტკიცა.
‒ ჰო, რაო?
‒ ლეჩხუმის ხმალი უჩემოდ ქარქაშიდან არ ამოვა და ჩემი მიზე-
ზით გამოწვეული ომის სისხლი უჩემსისხლოდ არ დაიღვრებაო.
იორდანეს და ექვთიმეს ორივეს ცრემლები მოერიათ და ზეცად
აპყრობილი ხელები დადიანის საწყევრად აღმართეს, ხევისთავი
განშორდა, სისწრაფით ყანიდან ყანაში გადარბოდა და ხალხს თავ-
ყრილობისკენ მიუწოდებდა. ხოლო ორბელის ციხის მაღლობიდან
მომწოდებელი საყვირის ხმა კვლავ გულშემზარავად გამოისმოდა.
ეს ხმა მთელ სოფელს სასიკვდილო ქრუანტელად ტანში უვლიდა და
ყველა ერთი აზრით გამოკვეთილი სიტყვებით თითქო საზარელ საყ-
ვირს ეპასუხებოდნენ:
‒ ვაი, ქვეყანას უბედურს!
– ვაი, თავო და ქვეყანავ!
‒ ქრება მშვიდობიანობის კერა.
‒ ვაი, ცოლო და შვილო.
‒ ღმერთო, როდის დაასვენებ ამ ცოდვილ ქვეყანას. ‒ასე კვნეს-
და და შფოთავდა ხალხი.

301
***‒
დეკემბრის მიწურული იყო. ქოხების სახურავებიდან სქელი
კვამლი ამოდიოდა. ზევიდან თოვლის თეთრი ფთილები ისე უხვად
ცვიოდა, რომ ფეხი კოჭამდე იფარებოდა და სოფელიც სიჩუმე მყუდ-
როებას მოეცვა. ყველა გრძნობდა, რომ თოვლის სიუხვე ბარაქია-
ნად აპირებდა სოფლის დარაგვას და იორდანეც ფიქრობდა, ხვალ
ტყისკენ კარგი სამარხილე გზა იქნებაო და, სახლის ლაფარქვეშ
ჯირკვზე ჩამომჯდარი, შეშის მოსატანად მარხილს იმარაგებდა
იქ სიცივით მოკუტულმა ძაღლმა თავი მაღლა ასწია და ზანტად
დაიყეფა. იორდანემ ჭიშკრისკენ მიიხედა და ეზოში შემოსული სტუ-
მარი დაინახა. ძაღლს შეუტია, ჩააჩუმა და სტუმარს წამოუდგა.
‒მობრძანდი, მობრძანდი, მძახალო! გაის ამ დღეს მოგვსვლია
შენი თავი და კიდევ ათასჯერ, – მიესალმა იორდანე თავის ვაჟის სი-
მამრს.
‒შენც რომ ყოველთვის მშვიდობით დამხვედროდე, ჩემო მძახა-
ლო, – უპასუხა სტუმარმა. საპატიო მოყვარე პაპუნა ბახსოლიანი
მთელმა ოჯახმა სიხარულით მიიღო. მამაკაცები შუაგულ სოხანეში
გაჩაღებულ ცეცხლს შემოუსხდნენ და ქალები სადილის სამზადი-
სისთვის აფუსფუსდნენ.
დადიანს და გელოვანთა შორის შებრძოლების შემდეგ მეოთხე
თვე არ იყო კიდევ გასული და მის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი მძახ-
ლები ერთმანეთის მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ამჯერაც კვლავ სის-
ხლშეუშრობელი ლაშქრობის ამბებზე გადავიდნენ.
‒ მადლობა უფალს, რომ კვლავ ცოცხლები შევხვდით ერთმა-
ნეთს, ჩემო მძახალო!
‒ ჭეშმარიტად, მძახალო, ჭეშმარიტად. მაგის იმედი ვიღას ჰქონ-
და, მაგრამ მართალი ნათქვამი ყოფილა: ქარიშხალი ყველა ხეს
ვერ წააქცევსო. მარა ვაი, ამ დარჩენასაც, ჩემო მძახალო! ხალხის
უკეთესი, სანაშენო ნაწილი მივაწყვიტეთ და ბოლოს მოგებული ომი
მოღალატის ხელით წავაგეთ და ამ წაგებით საუკუნოდ შევირცხვი-
ნეთ ყოველი წესი და ადათი, ნამუსი და ქუდი. ერთი სიტყვით, მთელ
დუნიაზე თავი აღარსად გამოგვეყოფა.

302
‒ ჰოო, მაგისთანა უნამუსო სირცხვილი ჯერ კაცს არ უქნია.
‒ ჰოდა, იფიქრე შენით! აწი ის უნდა იბატონოს ხალხმა ფუი,
ამისთანა ქვეყანას და ამისთანა ლაჩარ ხალხს!
‒ რას იზამ, მძახალო! მაგ დასაგმობი წესი თუ სამართალი ჯერ
ვერ მოიშორა სოფელ-ქვეყანამ. აბა, რა ჭკუა და სამართალია, რომ
ყოველი გამარჯვებული თუ გამძლავრებული ჩვენ გაძვალტყავე-
ბულ ქედზე გვეჯდეს, და იმის გაგება კი არ გვაქვს, რომ ყოველი გა-
მარჯვებული გამარჯვებულობით მარტო არ დაფასდების, თორემ
ამის გაგება რომ მოგვცა, მაშინ მაგისთანა მზაკვრებს და მოღალა-
ტეებს საბატონო სავარძელსაც არ დაუდგამდით და ამით ხარბი და
მოშურნე პირებიც აილაგმებოდნენ, მაგრამ ძალადობის და დაბეჩა-
ვების გამმაგრებელი იარაღი ყოველთვის ხალხის უგუნურება ყო-
ფილა და აწიც ეგრე იქნება.
‒ მართალი თქმაა სწორედ, ‒ დაუმოწმა პაპუნამ. – მაინც რა
ჰქნა მაგ ურწმუნო კაცმა, ჰა! დაივიწყა ღმერთიც და კაციც!
‒ იმე, იმე, ბატონო, რასაც ეს შენი სიძე კაცი მაშინდელ ამბებს
მოყვება, თმა ყალყზე დამიდგება, ჩემი სულის ცხონებამ. რაღაცა
უბედურად ოჯახების აწყვეტა-აფორიაქებას დაესწრო მაშინ თედო,
მარა რათ გინდა! საფლავში აღარ მოგასვენებს კაცს მაგ ამბები.
‒ ჰმ! მეც იქ არ ვიყავი, მძახალო! იმ წყეულის ლაშქრის კაცად
ვიყავი.
‒ ბეჟანის?
‒ ჰო! ცხონებულმა ფაქამ რაც რჩეული მოლაშქრეები იყო, ყვე-
ლა იმ ურწმუნო ყიფიანს ჩააბარა და მის წინამძღოლობის ქვეშ ვი-
ყავით ყველა.
‒ვაგლახ, სირცხვილო, რომ თქვენც ცუდად მოქცეულხართ,
რომ მის მუხთალ სიტყვას გაყევით.
– არა, მე თუმცა სასახლეში გამომაგზავნეს რაღაცაზე და რომ
დავბრუნდი, საქმე გაფუჭებული დამხვდა.
‒ ჰოდა, სხვებმა რად დაისხეს თავსლაფი.
‒ ხომ მოგეხსენება ბატონო, ლაშქრის კაცის ამბავი. ქარქაშიდან
ამოღებული მახვილია, მეტი არაფერი. სითაც ხელს გადაიქნევ, იქ-

303
ეთ უნდა გადაგყვეს და ან კიდევ ვინ იფიქრებდა, თუ გულში ასეთი
მზაკვრული ფიქრი ედო და ასე სამარცხვინოდ გვატარა იქეთ-აქეთ
იმ იუდამ და როდესაც მივხვდით, რომ საქმე ღალატში იყო, მერე კი
გამოვიღეთ ხელი და მოსაკლავად თვითონ მას ვეძებდით, მარა გვი-
ანღა იყო. მთელი მურ-ცაგერის სიმაგრეები მტერს გადასცა და ურ-
დოები სასახლეების შესასევად აქეთ წამოვიდა. და ორბელის წვერ-
ზე შებრძოლების დროს, ის იყო რომ საგელოვანო მამაკაცის ჩიჩხვი
აღარ დასტოვეს – იქ მოუნდათ საშინელი შებრძოლება. ვინც დავ-
რჩით, სასახლეებს მოვაშურეთ, რომ შესევისაგან გადაგვერჩინა,
მაგრამ იმდენი დაგვესხნენ, რომ ვეღარაფერი ვქენით. მთელ საგე-
ლოვანოს კარგი მასპინძელივით თვითონ შეუძღვა ბეჟანი. ერთმა
საცოდავმა გამდელმა, მოგეცათ ლხენა, იმათ საქმე უყო. აიღო ერ-
თი ხონჩა ცხელი ღადარი, ორ ჯარისკაცს სახეში მიაყარა და ორივეს
თვალები წამოაყრევია. თუმცა ისიც მუცელგამოფატრული დასტო-
ვეს საწყალობელი, მაგრამ ეს სასწაული მაინც ქნა იმ სულცხონე-
ბულმა.
‒ცხონდა მისი შემქმნელ-მშობელი. ქალს უჯობნია კაცებისთვის.
‒ ოო, კაცმაც ძაან საქმე ქნა ფაქას სასახლეში.
– ვითამ?
‒ მოგეცა ლხენა! როდესაც ფაქის სასახლეს შეესივნენ, საყარაუ-
ლოს პირველ შესავალთან ერთი შეიარაღებული ბრგე ვაჟკაცი და-
უხვდათ, რაზმს ვიღაცა უღმერთო აფაქიძე უძღვოდა და მიმინოსა-
ვით მიეჭრა და შესძახა: შენც გელოვანი ხარო? გელოვანი არა და
გელოვანის ერთგული ვაჟკაცი კიო‒ რიხიანად უპასუხა დამხთურმა
თვარაძემ და ხელდახელ ეცა, ხმალი წაართვა და მისი ხმლითვე შუ-
აზე გასჩეხა. ამას მეორე მიჰყვა და ისიც აკუწა, მაგრამ მერე მთელმა
ბრბომ შეარღვია გალავნის კარები და საზარელი ამბები დატრიალ-
და. მთელი საგვარეულოს ქალი და ბავშვი ორ ოჯახში იყო თავშეფა-
რებული ‒ ფანასა და გურჯისას, და უბედურებაც ეს იყო სწორედ,
რომ ყველა ერთად გაჟლიტეს.
‒დიდი ქალბატონი დგებუაძის ქალი რას შვრებოდა, თუ იცი?
დიდი ქალბატონი გულზე ხატმისვენებული კარებშ შემოხვდათ

304
და უთხრა:‒ ჩვენ ხატსა და სარწმუნოებას ხანდახან თათრებიც ეკ-
რძალოდნენ ხოლმეო და როგორ დავიჯერებ, შვილებო, რომ თქვენ
ეს ხატი შეურაცხყოთო.
‒ რა კარგად უთქვამს ცხონებულს. მერე რა უთხრეს?
‒ ჩვენ ხატსა და სარწმუნოებას კი არ ვდევნით, გელოვანთა საგ-
ვარეულო უნდა მოვსპოთო, რადგან ჯვარის და სარწმუნოების მდევ-
ნელი თქვენა ხართო, მიტროპოლიტ არსენის წმიდა სისხლით შეს-
ვრილიო, და აბა, ის სისხლი გაძლევთ ამ პასუხსო, და მის ხატსვე
დააკლეს ნათელდამდგარი.
‒ ოჰო-ჰო-ჰო! რა ურჯულოება მოვინახეთ ჩვენი თვალით, თქვე-
ნი ჭირიმე! – შფოთავდა იორდანე. ‒ ერთი სანაშენო ბარტყი მაინც
შეგვეხიზნა ვინმეს, რომ ეს ჩვენი სოფელ-ქვეყნის მამშვენებელი
გვარი მთლად არ გადაშენებულიყო... ფუი, ჩვენს კაცობას!
‒ იმე, ვინ იფიქრებდა ამას, თუ ასეთ სამარცხვინო მტრობას ჩა-
იდენდნენ.
‒ვაგლახ, ვაგლახ, ‒ ამბობდა იორდანე გულის ტკენით და მძა-
ხალი კვლავ ამბავს განაგრძობდა.
‒ ომის ამბავი როგორც გვემცნო, ბეჟანი იმავე დღეს სასახლეში
გაჩნდა. თურმე წინასწარ იცოდა ყველაფერი და შეურჩია დრო, რომ
უკეთესი სიმაგრე და თავკაცობა ხელთ ეგდო და ბატონების აზრი და
მოქმედებაც გაეგო, მდგომარეობა დაეზვერა და უნდა გეყურები-
ნათ, როგორ ყველაზე იმედიანად და რიხით ფაფხურობდა. ბატონს
კიდევაც გაუკვირია და თქვა: რაც მოურაობიდან გადავაყენე, მერე
ორჯერ მეტად აღარ ყოფილა ჩემთანო, ახლა ყველაზე თავგამოდე-
ბით ის იქცევაო და რამ გამოუცვალა ხასიათი, საკვირველიაო. ამა-
ზე ალმასხანმა უპასუხა: ალბათ განდგომით ვერაფერი ისარგებლა
და ისევ სიახლოვე ირჩიაო.
– ასე იცის მზაკვარმა და მოღალატემ ‒ დადიანისგან მოღალა-
ტის ვერცხლი აიღო და გელოვანთან ერთგულების სახით გამოც-
ხადდა.
‒ ახლა კი გამოჩნდა ყველაფერიმარა მაინც ვინ! იფიქრებდა
ამას! მამა-პაპათაგან ამათი წყალობით სულდგმულობდა, მათი მო-

305
ნათლული და მირონცხებული იყო, გაუწყრა მირონის მადლი მას და
მის ცოლ-შვილს და ამ საძაგლობას თუ იზამდა, ამის მარჩიელობა
ვის შეეძლო?
‒ამბობენ, სვანეთის მოურავობიდან რომ დაითხოვეს, მერე
აღარ იყო კაი გულით მაგათზე და ხშირად ემუქრებო და გელოვანე-
ბის გვარსო. აისრულა კიდეც ქადილი მაგ ღმერთგამწყრალმა. და-
დიანს თავადობა მიუცია და მამული სადაც გინდა, იქ აირჩიეო.
‒არ მოახმაროს ძელჭეშმარიტის მადლმა, ‒ გამოსძახა ბუჯერ-
თან მდგომმა იორდანეს ცოლმა.
‒ რომელი სასახლე აურჩევია მერე, თუ იცი? შეეკითხა სიმამრს
თედო.
‒ ლაშხეთში, შკედის სასახლე.
‒ოჰო! ციხე-გალავანში შებრძანებულა? ‒ შეიკვირვა იორდანემ,
‒ დიდება შენ, ღმერთო, არ გეკადრება, რომ ბოროტებს ყოფა-ცხოვ-
რებას უძლიერებ.
‒აქ ყოფნა ვერ გაუბედნია – იქაურ გათავხედებულ ხალხს ვერ
შევეგუებიო,‒ უთქვამს, და არც თუ ისე დადიანი მისძალებიაო, იმას
აქაურობა ურჩევნია საკუთრად, რა თქმა უნდა, და ამიტომ ბეჟან ყი-
ფიანის საბატონოდ სვანეთი გამოუცხადებია.
‒ კარგათ უქნიათ. მხეცის საბუნაგოდ ისევ იქ სჯობია. აქეთ
ღმერთმა ნუღარ ჩამოიყვანოს, ის ქვეყნის მტერი და ამომგდები!
‒ ვინ დაუშლის. ხომ იცი, ავკაცს ყველგან გზა გახსნილი აქვს.
‒ ეეჰ, ჩემო მძახალო! – ამოიოხრა იორდანემ, ცრემლები ახა-
ლუხის კალთით მოიწმინდა და ისე თქვა: – ადამიანები ამას ჩავდი-
ვართ, ტყის ნადირებს რაღა გაუწბილოთ! უნდა გამოგიტყდე, ამაზე
ბევრჯერაც მიფიქრია, და დაჯერებულიც ვარ, რომ ბევრში ნადირი
გვჯობია. ნადირი თავის დღეში თავის ჯიშს არ ერჩის. ხომ გაგვიგო-
ნია: მგელი მგლის ტყავს არ დახევსო, ამაზეა ნათქვამი და კაცი კი
კაცის მტერია, თავის ჯიშს არ ინდობს, მუხანათური გულით ერთი მე-
ორესთვის სიკეთე და კეთილი ცხოვრება გვეშურება და ერთმანეთს
სისხლისაგან ვცლით. მე და ჩემმა ღმერთმა, რომ საძაგლები ვართ.
‒ ეჰ, რაც იყო და მოხდა, ეს არის, მარა აწი მაინც იქნეს მშვიდო-

306
ბა და მოსვენება, ბატონო ჩემო!
‒ შე დალოცვილო, მშვიდობას ვინ გვაცლის! ვინმე ხარბსა და
ბოროტს კიდევ ასტკივდება კბილი, წამოაწვება სისხლი თვალებში,
დაებდღვნება დათვივით ვინმეს და შუაში ეს უდანაშაულო ადამია-
ნები გამოვიჭყლიტებით. ყველას გაბატონების სურვილს და აღვი-
რაწყვეტილობას ეს უდანაშაულო ხალხი უნდა შევეწიროთ. რის-
თვის, ბატონო! რა დავაშავეთ! ოღონდ მშვიდობიანად დაგვაყენონ
და არც ერთი გვინდა და არც მეორე. ამ ჭადსა და ლობიოს უბატო-
ნოდაც მოვიწევთ და შევჭამთ.
ქალებმა პურ-მარილით ავსებული სუფრა მამაკაცებს წინ დაუდ-
გეს. პატარძალმა ხელისაბანი წყალი მიართვა და პურმარილის შე-
სახებად ხელი წააბანია.
შუაჭამა იქნებოდა, რომ იორდანემ ღვინით სავსე კათხა აიღო,
ომის მსხვერპლთა შესანდობარი თქვა, კათხას პურზე თავი წაუქცია,
შესვა და მძახალს გადასცა.
შესანდობარი ღვინო სუფრის კრებულთაგან უკლებლივ შეისვა
და ომის ფხიზელი თვალით მეთვალყურე პაპუნა ბანხოლიანი სკამ-
ზე შეირხა, ულვაშები გაისწორა, თავი ასწია და ამბავი ასე დაიწყო:
‒ამხელა კაცი მოვყრილვარ, აგერ ორმოცი წლის დაღი, თქვენც
მხედავთ, შუბლზე მატყვია და ამისთანა საკვირველების არც მომ-
სწრე ვარ და არც გამგონე, რაც გურჯ გელოვანის ასულმა მუშთარმა
ჩაიდინა.
– ჰოო, მართლა, მაგას ყველა ამბობს დასტურ, და შენ თვითონ
მაყურებელი ხომ არ ხარ მაგ ამბის?
‒ იმე, გეკადრება! მაყურებელი ასე, რომ ჩემს თვალწინ მოხდა
ყველაფერი და, შენი სახის მადლმა, რომ გამახსენდება, თავრეტი
მესხმის.
‒ აბა, რახან ასეა, სარწმუნოებას გაფიცებ, დაწვრილებით მოყე-
ვი, ‒ თხოვა იორდანემ და ყველანი სმენად ქცეული პაპუნას მიაჩერ-
დნენ.
‒ ამ ჩემს სიძე-კაცსაც ეცოდინება, რომ განთიადის ჟამს დაესხენ
ოჯახებს და ისე გაატიალეს ყველაფერი, რომ ვერაფერი ვუშველეთ,

307
რადგან ფაქას სახლი უკვე პირველად გაანადგურეს, ჩვენ გურჯის
სახლს მივეშველეთ, რათა ერთი-ორი ბავშვი მაინც გადაგვერჩინა,
მაგრამ იმ დროს მივედით, როდესაც ზღუდის კარი შეეგლიჯათ,
მცველები დაეხოცათ და კარიბჭესთან შეიარაღებული მუშთარი
შებმოდა.
‒ შეება ხელდახელ, ჰა?
‒იმე, შეება და მეტი არა!
‒ ქალი რომ იყო, ჩანდა? პირსაბურავით იყო?
‒ საქმეც მაგ იყო, რომ ჩანდა, და ამ ანგელოზის სახეს ვეფხისე-
ბური გააფთრება შერეოდა და ნამდვილი გარისხებული ანგელოზის
შესახედაობა ჰქონდა სულგანათლებულს.
‒უჰ-უჰ-უჰ! ‒ ჩაიქვითქვითეს ქალებმა.
‒რავა გაუმწარებია სახლობის ამოწყვეტას საწყალობელი! ‒ ჩა-
ილაპარაკა იორდანეს ცოლმა და ცრემლები კაბის კალთით მოიწ-
მინდა.
‒ ჰმ! გაამწარებდა აბა! ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ასეთი ასაბი-
ის პირწმინდად ამოწყვეტა! ‒ გაეპასუხა ცოლს იორდანე და მერე
მძახალს შეეკითხა: ვინ იყო ასეთი არაწმინდა სული, რომ იმას შეებ-
რძოლა?
‒ ფაღავა, მაგრამ ღვთის მადლით ორივე მხრები თხილის წნე-
ლებივით ჩამოჰკვეთა და იქვე წააქცია. ფაღავას მერე ვიღაც ფერ-
ფეტა ლაშქრის კაცი მიიჭრა და ხელდახელ დაჭერა მოუნდომა, მაგ-
რამ ისიც მოკლა. ასე ღვთის სასწაულად იბრძოდა ანგელოზი ადა-
მიანი, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, რომ ადამიანის ბედისწერასო ეშ-
მაკიც თან ახლავს და ანგელოზიც. და სწორედ ამ დროს ეშმამ მიავ-
ლინა ვიღაც ურწმუნო შელია და გველურად დამიზნებული ხმალი
შიგ შუბლში შემოკრა. თავგაჩეხილი ქალი უსულოდ დაეცამიწაზე.
‒ არ გაიხაროს და არ გაიმრავლოს მისმა გვარმა და ჩამომა-
ვალმა, ‒დაწყევლეს აღშფოთებულმა ქალებმა შელია.
‒ ამინ! ამინ! – დასტური მისცეს მამაკაცებმაც.
‒და ისე გათავდა თქვენი მტერი და დუშმანი, როგორც ის გათავ-
და. თუმცა ის ბოროტი სული მეციხოვნე გოგებაშვილმა იქვე ლუკმა-

308
ლუკმა აკუწა, მაგრამ იმ ანგელოზის დაღუპვას რაღას უშველიდა.
‒ კი, მაგრამ ამ დროს თქვენ ყურების მეტს არაფერს აკეთებ-
დით? ვაი, ვაგლახ, ჩემო სიჭაბუკევ, სად იყავი?
მართალი თქმაა თქვენი საყვედური, მძახალო, მაგრამ ახლა ჩე-
მიც მოისმინეთ: ფაქას სახლში, აი, ამ ზედაშის მადლმა, თავი არ და-
მიზოგავს, არც მე და არც სხვას, და ორი მომხთური კიდევ მივაწვინე
მე ცოდვილმა, მაგრამ გურჯის მუშთარის მოქმედებამ ისე განგვაც-
ვიფრა, რომ გამოგიტყდები, ერთ ხანს მის ცქერას მოუნდით ზოგი-
ერთები და მერეა და, ხომ მოგეხსენებათ, წაგებული და დაზარალე-
ბული მხარე იხტიბარწამხდარია ყოველთვის და კბილი ისე აღარ
უჭრის, მაგრამ მუშთარის სიკვდილით გამწარებულმა მაინც საკმა-
ოდ გავიბრძოლეთ და ბოლოს, შენც წახდი, მეც წამახდინეო, ისე
მოგვივიდა! ჩვენიც ბევრი ეყარა დახოცილი და იმათიც. მაგრამ გა-
მარჯვება ხომ მაინც დუშმანის იყო. ბეჟან ყიფიანის მოღალატეობით
ციხე-სიმაგრენი აღებული ჰქონდათ და ვისაც ებრძოდნენ, იმათი
ერთი ბარტყიც აღარ დასტოვეს და ჩვენ ან რაღა გვეთქმოდა და ან
რაღა შეგვეძლო ‒ ომის ემმამ წინ გადაგვირბინა და ნაბიჯი მოგვიჭ-
რა.
– საწყალო ქალიშვილო, რა საქმე გიქნია! ‒ ჩააქნია თავი იორ-
დანემ და მერე მძახალს შეეკითხა: – გახსოვს, მძახალო, მუშთარზე
გამოთქმულ შაირს რომ მღეროდნენ ჭაბუკები?
‒ როგორ არა!
– შენ თუ გახსოვს, ბიჭო? შეეკითხა იორდანე უმცროს შვილს ‒
ხუბუკას, ‒ შენ იცი შაირების დასწავლა.
‒მახსოვს ცოტა.
‒აბა, თქვი მამაშვილობას.
ახალგაზრდა ხუბუკა შეინძრა, შესწორდა, ახლად ამოთოშილ
ულვაშზე ხელი გადაისვა და შაირის ერთი ნაწყვეტი თქვა:

ლხინს რომ ისე შნო არა აქვს,


თუ არ იქნა შუშპარი,
ღმერთო, ცოლად მათხოვიე

309
გურჯის ქალი მუშთარი.

მძახლებმა უხალისოდ გაიღიმეს და მუშთარის შესანდობელი


დალიეს.
‒აბა, ასე, ყოველთვის თქვით საწყალობელზე, იმღერეთ და მო-
იხსენიეთ სოფლის მშვენება და გმირულად გარდაცვლილი, ნა-
თელდამდგარი ადამიანი, შვილებო.
ორიოდე თვის წინ მომხდარი და ნახული ამბებით ჯერ კიდევ გუ-
ლაჩუყებული მასპინძლები მძახლის ნაამბობმა კვლავ დააღონა,
სუფრას ხალისიანი იერი დაეკარგა და სადილი ნაღვლიანი სიჩუმით
დამთავრდა.

310
ნაწილი II
დეკემბრის მიწურულში მთელი სვანეთი ყინვას მოექარგა. სარ-
კესავით მოსიპულ აშარის გზაზე ლუმბაამოჭედილ ცხენთა ფეხის
ხმა ხუნდების რაჩხარუჩხივით ისმოდა. ომგადახდილი ბეჟანი მხო-
ლოდ ახლა უბრუნდებოდა სვანეთს. იგი აქამდე დადიანთან იყო
ოდიშში. დადიანმა დახმარების ჯილდოდ თავადობა უბოძა, გელო-
ვანთა ციხე-გალავანით შემომტკიცებული შკედის სასახლე და მთე-
ლი ლაშხეთის მთა და ბარი, ყმა და მამული, რის გამო განდიდე-
ბულმა ბეჟანმა ძველ ქოხში მისვლა აღარ იკადრა, პირდაპირ შკე-
დის სასახლეში მიბრძანდა. იმ დღესვე ბრძანება გასცა, რომ დედა-
მისი დიგორნან დევდარიანის ქალი და შვილები ტაიბუხ და რანბა-
ლადი მასთან გადმომკვიდრებულიყვენ. ცოლი კი აღარ იკადრა,
სვანური წესით დაწუნება-მიტოვების სახსრად ძველი სახლ-კარი მი-
უსაკუთრა და თვითონ ახალ სასახლეში ახალ ცხოვრებას შეუდგა.

***
‒ ეჰე-ჰე, ჩვენი ბრალი! ‒ წამოიძახა მაჩუბში გაჩაღებულ ცეც-
ხლის წინ მჯდარ ონი ონიანის სტუმრად შემოსულმა მეზობელმა და
ყალიონი გააბოლა.
‒ რა იყო, ბესი? შენც ხომ ის არ გახვნეშებს, რაც მე?
‒ალბათ, ასე იქნება.
‒ მაინც რა?
‒ ის, რომ ცუდი მაკვლიერი მოგვსვლია ამ საახალწლოდ და რა-
ვა იქნება ჩვენი საქმე, აღარ ვიცი!
‒ ახალ ბატონზე ამბობ?
‒ ჰო, აბა ვიზე?

311
‒ სწორედ რომ მეც მაგაზე ვფიქრობდი, მაგრამ არაფერია, ბესი
ჩემო, თუ ის ცუდი მაკვლიერია, ჩვენც ცუდი მასპინძელი ვიქნებით.
ცუდი საქმე ჯერ არავის შერჩენია. თუ ღმერთი არ ბჭობს, კაცი მაინც
ზრახვობს, რომ ცუდს ცუდით მიეზღოს, ‒ უპასუხა ონიმ, მუგუზლებს
მაგრად შეუჩუჩხურა და განაგრძო: ‒ როგორც ამ ცეცხლში ეს მუ-
გუზლები ვეღარ იხარებენ, ვერც ხალხში ‒ ხალხის შემწუხებლები.
‒ რა ვიცით, შე კაცო, იქნება კი არ იქნეს ცუდი ბატონი. სხვა რომ
არაფერი, გლეხურ პირობებში გაზრდილი კაცია, ბევრი სისაწყლის
და სიღარიბის გამონარები და ეგებ უფროც შეიწყნაროს საწყალი
ხალხი.
‒ იიჰ! უცხოდ გცოდნია! ნაშიმშილევი კაცის ბატონობა მშიერი
მგლის ბატონობას უდრის. იმის მუცელი გაძღომას ვეღარ იგებს და
მოხარშულს და უხარშავს ერთნაირად მიირთმევს.
გარედან ძაღლის ყეფა მოისმა. მაჩუბში ბეჟანის გამოგზავნილი
სვანი შემოვიდა, ერთმანეთს სალამი მისცეს და სტუმარს ცეცხლის-
პირს ჩამოსაჯდომი ჯირკვი შეთავაზეს.
– რა ამბავია თქვენკენ, ბუჭუ? ‒ შეეკითხა ონი.
‒ თქვენც გაიგებდით, რაც ამბავია. ახალი ბატონი მოგვივიდა და
შენთან გამომგზავნა, რომ დიდი საქმეები მაქვს და მნახვო.
ონი სრულიად არ მოელოდა ამას, რადგან ბეჟანმა კარგად
იცოდა, რომ ის გელოვანთა ერთგული კაცი იყო და თავის სახლში
არ მიიხმობდა და თუ მიიხმობდა, ალბათ, რაიმე სამტრო ღალატური
ზრახვებით და ამიტომ ამ დაბარებას ეჭვის თვალით შეხედა და მო-
სულს ჰკითხა:
‒ გელოვანების საღალატოდ რომ მიდიოდა, მაშინ რატომ არ
მიხმო, ახლა რომ მიბარებს?
‒ მაშინ ქე იცოდა, რომ შენისთანები მოღალატედ არ გამოადგე-
ბოდა და მიტომ.
‒ ჰოდა, ახლაც იცოდეს, რომ მოღალატეს და ცუდ კაცს ვერასო-
დეს ვერ გამოვადგები.
‒აჰ, შე კაცო! არ ვარგა. მუქარა და შეტოქება აღარ გვარგია, ‒
შესძახა ორივე სვანმა.

312
– არც ვმუქრობ და არც ვეტოქები, ვიდრე ჩემ მშვიდობიან კერი-
ას არავინ შეეხება და მაშინ მე ვიცი.
‒ მუქარა ეს არის, შე კაცო, მეტი რაღა იქნება!
‒ არა, ჩემო ძმაო, მე არავის არ ვემუქრები. წადი და ასე მოახ-
სენე, რომ ჩემს შენთან მარტო მოსვლას შეიძლება ხალხმა ცუდი
თვალით შეხედოს-თქვა და ჩემი ნახვა თუ უნდა, ამ ორ დღეში ხალ-
ხის თავშეყრას აპირებს და იქ ვიახლები და რაც სათქმელი აქვს, იქ
მითხრას, ხალხის წინ, ხალხის გასაგონად.
‒ ეს მართალია, – თქვა ბუჭუმ, ‒ ხალხის თავშეყრას ახალი
წლის მეორე დღეს აპირობს. იმ დღისთვის ყველა დაბარებული
ვართ. ასე გასინჯე, ქალები და ბავშვებიცო და ამისთანა არაფერი
გამკვირვებია, ეს თავის დღეში არავის უნახავს ჩვენში.
‒ თავის დღეში არც ბატონი გვინახავს ჩვენში მაგისთანა, მაგრამ
ახლა ვნახეთ.
‒ოჰ, ნეტავი ჩვენ, რა ამბავს გვეტყვის: მე ვარ თქვენი ბატონ-
პატრონიო. ნემსაძეების ტყვე და სხვიშვილიო. ეხ, ამისთანა სიცოც-
ხლესაც კი რა ვუთხრა! ‒ ჯავრობდა ბუჭუ.
– რა ვქნათ, ასე გვიყო ჩვენმა ბედმა და უნდა დავემორჩილოთ,
– დაანუგეშა ბესიმ და თან ამოიხვნეშა.
‒ ეე, ბესი, ბესი! ვერ ამბობ კარგად. ბედის დამორჩილება გლა-
ხაკების წესია, ჩემო ბესი, ადამიანი თავისთვის ბედი თვითონ უნდა
იყოს, ‒ უთხრა ონიმ.
‒ იჰ, შენ კი ხარ,შე დალოცვილო, მაგრამ ყველას კი არ შეგვიძ-
ლია ვიყოთ.
– ყველას შეგიძლია, თუ გზა და კარის მაჩვენებელი გეყოლათ.
‒ ჰოდა, ამასაც კაცი უნდა. თორემ ჩვენ რომ მისი შეხედვა გვი-
ხარია, ისე გაიხარა მისმა გომბეშო დედამ.
‒ ჰო, მართლა, რას შვრება დევდარიანის ქალი ‒ დიგორხანი?
თუ შეიფერა თავადური ქალბატონობა?
‒ ოი, დასწყევლოს ღმერთმა და შეაჩვენოს მისი ბოროტი სული.
სანამ ბეჟანი მოვიდოდა, სულ გიჟივით მღეროდა და მხიარულობ-
და, ბაყაყივით აფჩენდა იმ ბოროტ ხახას. ახლა მის შვილს ჩასჩიჩი-

313
ნებს: შვილო, უდიერი და წინააღმდეგი არ დაინდო, დილეგები არ
კმარა და ახალი გააკეთებინე, თორემ ვიცი, გულხარბი ხალხი შენი
შურით ვეღარ ისვენებსო.
‒ ჰოდა, ბესის რომ კითხო, ბევრი გაჭირვების გამონარებიაო და
შეიძლება არ იქნეს ცუდი ბატონო, და ხომ გესმის? კაი ბატონი ახ-
ლავე დილეგებს აფართოებს, რომ მეტი ტყვეები ჩაალპოს შიგ. რას
იტყვი ამაზე? ‒ შეეკითხა ღიმილით ონი.
– ბესის, ალბათ, დაავიწყდა ის ამბები, რაც მის მოურავობის უკა-
ნასკნელ წლებში დაგვადგა. მოურავობის დროს თუ ტყავს გვაძრობ-
და, ბატონობის დროს ჩვენ ძვლებსაც არ დაინდობს, ამას რა ბევრი
ლაპარაკი უნდა!
‒ ძველი ცოლი აღარ იკადრა, ჰა?
‒აჰ, იქეთ მიხედვას აღარ კადრულობს. ალბათ, ახალ ცოლს ით-
ხოვს.
‒ დედამისი ამბობს: აწი მეფის ქალს ითხოვს ჩემი შვილიო.
‒ თუ მეფის თხასო? ‒ დასცინა ონიმ.
‒ იჰ, შე კაცო, თხას კი არა, ცაში ვარსკვლავებს ეთამაშება კაცი!
‒ ჰა-ჰა! ‒ გადიხარხარა ონიმ. ‒ წამხდარხარ ვაჟკაცი!
‒ ჩემი სიწამხდრე არაფერი უნდა ამას. გადიდკაცდნენ და ეს
არის.
‒ რა ვუყოთ მერე! თუ ღირსია, ღმერთმა შეარგოს, მაგრამ რავა
იტყვი, არის ღირსი?
‒ იჰ, არის თუ არა, ქე კი არის და!..
‒ ნუ გეშინია! ჩვენცა ვართ, არ შეშინდე!
‒ შიში რას გამიკეთებს!
‒ ჰო, ასე უნდა. არაფერმა არ უნდა შეგაშინოს და არც გაგაკვირ-
ვოს.‒ აბა, არაყი მოუტანეთ ბუჭუს და ცოტა ჭირს გადაიყრის გული-
დან.
ონის დამ პატარა ხელდოქით არაყი მოუტანა, ორ-ორი კათხა
ყველამ გადაკრა და ბუჭუც ონის პასუხით წავიდა თუ არა, კარებში
დევლეთ გაბლიანი შემოვიდა.
‒გამარჯობა სტუმარსა და მასპინძელს! ‒ მიესალმა მათ ახალ-

314
შემოსული.
‒ ოო, გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს, დევლეთ, ძალიან მწყუროდა შე-
ნი ნახვა და კაი ქენი სწორედ, რომ მოდი. მინდოდა მომელოცნა ახა-
ლი ბატონის მოსვლა.
– ეჰ, ახლა მივხვდი, ადამიანი მიტომ იბადება თურმე ტირილითა
და ვაი-ვაგლახით, რომ ქვეყანაზე მოსვლა და გაჩენა მართლა სატი-
რალი ყოფილა. რა მოხდა, კაცო, ეს და რა მოგვევლინა! ნემსაძეე-
ბის ტყვე და სხვიშვილი დადიანმა ბატონად დაგვასვა. ამაზე მეტი
ხალხის აგდება შეიძლება!
‒ ასეა, ჩვენი ჯაგლაგი კისერი რომ ყველაფერს იტანდეს, სხვისი
რა ბრალია! შენ მართლა გადაგაყენა მოურავობიდან?
‒ რომ მოვიდა, მეორე დღესვე. არ ეყო ბატონური სულგრძელო-
ბა!
‒გადაგიხადა მაგიერი. ხომ გახსოვს, ცხონებულმა ბატონმა რომ
შერისხა, მოურავობიდან გადაყვანა და მამულის მოვლა შენ ჩავაბა-
რა, რა სამუქრო სიტყვები ჩაიბურდღუნა მაშინ?
რავა არ მახსოვს!‒ ჩაიბურდღუნა და კიდეც აასრულა. მეტი რა
გინდა!
‒ ჰოდა, შენც სამაგიერო მიგიღო.
‒ იჰ, ამას ვინ ჩივის. ნეტავი მეტს არ მიზამდეს თორემ. ახლა ონი,
ხომ იცი, ხელოსნებმა ჩამოგვიარეს და გვამცნეს, რომ ახალწლის
მეორე დღეს ბეჟანს გამოსაცხადებელი საქმეები აქვს და ყველამ
ლალხორაზე უნდა შეიყარათ თავიო.
‒კი, ვიცი, მეც მაცნობეს.
‒ ჰოდა, ისიც გავიგე, რომ შენზე რაღაც ჩაკრულ-ჩამოკრულად
ულაპარაკნიაო.
‒ ჰო, რაო?
‒ ჯერ უკითხავს, ონი ხომ არაფერს თავხედობსო. მაგრამ უთ-
ქვამთ, თავხედობს კი არა, სიკვდილს ძლივს გაღარჩა და ჯერაც
კარში არ გამოსულა. გელოვანებზე მართლა აცვია ძაძა-ფლასე-
ბიო? გელოვანებზე კი არა, მის ცოლზე აცვიაო და გელოვანების ჯავ-
რი არაფერი აქვსო, მისი გელოვანი ის იქნება, ვინც იწამებს და უერ-

315
თგულებსო. ჰოო, თუ ჭკუა აქვს, ასე იზამსო, თორემ ისე, ძაფზე კი-
დია მისი საქმეო. დადიანმა ყველაზე უფრო სადააჯოდ ის მიბრძანა,
რომ ონი ონიანი ხელ-ფეხშეკრული უნდა გამომიგზავნოვო და ჩემი
სასჯელი უნდა ვაჭამოო. მაგრამ ჯერჯერობით მე გადავარჩინე და
თუ ჭკუით იქნება, აწიც არაფერი უჭირსო, თორემ ხომ იცით, ვისთან
გაქვსო დღეიდან საქმეო ‒ ბეჟან ყიფიანთან, რომლის შიშით მთა და
ბარი ზანზარებსო. კაცის გაქრობა ჩემთვის ჭიის გასრესააო. მაგრამ
ამავე დროს მე ნასიკეთვარის დავიწყებაც არ ვიციო. მე მინდა, ის
კაი კაცობა გადავუხადო, რაც სულწაწყმედილ ფაქას განრისხების
დროს ჩემ მიმართ გამოიჩინა და ჩემი ჩამორთმეული მოურავობა
მან არ აიღოო. ეს მე მახსოვს და არ დავივიწყებო და მეორე კაი კა-
ციც მახსოვს ‒ დევლეთ გაბლიანი, იმის სიხარბესაც არ დავივიწყე-
ბო. ეს ჩემზე უთქვამს.
‒ ოჰო! დაუწყია მუქარა უმწიფარ ბატონს! მერე, მერე? ‒ დამცი-
ნავად ეკითხებოდა ონი.
‒მერედა ხალხისგან გარცამის მიღებაც გაუგია და ეთქვამს: ჩემს
სამტროდ შეფიცეთ ერთმანეთს თუ დადიანისო. მერე ამაზე გუშინ
სამი კაცი გაუგზავნეთ და შეუთვალეთ. რომ დიდი მადლობელი
ვართ, რომ ონის საერთგულო სიტყვებით დადიანთან გილაპარაკ-
ნია-თქო. ამის ხმა სვანეთში შენი მობრძანებაშიც მოაღწია-თქო. წა-
უმატეთ ტყუილები, მეტი რა გზა იყო. დათვი რომ მოგერიოს, ბაბა
დაუძახეო, ხომ გაგიგონია. და აქ ხმამ ხალხში შენი მოწონება და
მადლიერობა გაახმაურა-თქო და აწიც იმედი გვაქვს, რომ სადადია-
ნო განაჩენისთვის სასვანო კაცს არ გაგვიმეტებ-თქო. რაც შეეხება
ჩვენგან გარცამის მიღებას, ეს სახელდებულად ერთის წინააღმდეგ
არ იყო მიღებული, მხოლოდ როდესაც უთავოდ და უუმფროსოდ
დავრჩით, მაშინ შევშინდით, გარეთულ თავდამსხმელ ვინმეს შიგნი-
დან კარი არავინ გაუღოს-თქო და ჩვენი ჩვეულებრივი წესით საერ-
თო სიფრთხილისათვის წინასწარი საურთიერთო სიმტკიცე გარცა-
მის ძალქვეშ დაფიცებით მივიღეთ, რომ ჩვენ გამცემს და მოღალა-
ტეს ერთობლივი პასუხი გავსცეთ, და ამას ხომ არც შენგან მოვე-
ლით და არც დადიანისგან-თქო.

316
‒ მერე რა გიპასუხათ?
‒ კარგიო. ამისთანა ფიცი შეიძლება კიდევ დაგვჭირდესო.
‒ აბა, მეც მიტომ მიხმო, ალბათ, რომ მომამადლოს დადიანთან
დახარჯული მისი ნაწყალობევი სიტყვები.
– გიხმო თუ?
‒ კი. იმაზე იყო ახლა ბუჭუ.
‒ მერე არ მიხვალ?
‒ არა.
‒ რატომ, შე კაცო! რა მიზეზი შეუთვალე?
‒ არ მინდა ცალკე შენი ნახვა–მეთქი, რადგან შესაძლებელია
ამან ხალხის თვალში რაიმე უნდობლობის იჭვი გამოიწვიოს-მეთქი
და ამიტომ ყრილობის დღეზე ლახორაზე გიახლები-მეთქი.
‒ ჰო, კარგად ქე შეგითვლია, მაგრამ მაინც რომ ეწყინოს იმ და-
უნდობელს?
‒ თუ ეწყინება, მწყერს შევუწვავ!
‒ ხომ იცი, ონი, ჩვენ ყველაზე მეტად შენ გიფრთხილდებით, შე-
ნისთანა ავის და კაის გამრჩევი კაცი აღარავინ გვყავს და უდიერობა
ქე უნდა შევაჩეროთ ცოტა ხანს და მერე ღმერთი მიგვახვედრებს,
რაც აჯობებს იმას.
‒ არა, ამ ჩემს პასუხში არაფერი უდიერობა არ არის. აბა ასე, ჩე-
მო დევლეთ! შენ ყიფიანი გემუქრება, მე ‒ დადიანი და ვნახოთ ვის
რა მოგველი!

***
კალანდობა დღეს მთელი ლაშხეთის მოსახლეობას ხელოსნებ-
მა ჩამოუარეს და ბექანის ბრძანება აუწყეს, რომ ახალი წლის მეორე
დღეს ლახორაზე გარცამის მიღებისათვის ურწყული არავინ იქნეს,
თორემ ვინც ამით ფიცს დააკლდება, ის ცალი ხარით დაიბეგრებაო.
მამაკაცები მიხვდნენ, თუ რა ძლიერი ფიცის და ბრძანების წინაშე
უხდებოდათ დგომა და ცოლების ლოგინს გამოეყვნენ.

317
ახალი წლის მეორე დღეს, ლაშხეთის ლახორად წოდებულ ჩიხა-
რეშის მოედანზე ხალხმა ორარშინიანი თოვლი კალოსავით გატ-
კეპნა.
სასახლისკენ მიმართული ხალხის თვალები ახალ ბატონს და
ახალ განაჩენს მოელოდა. მხლებლებით გარშემორტყმულ მდევი-
სოდენა ბეჟანს ძლივს მოატარებდა დიდი თეთრი ბედაური. გვერ-
დით უფროსი ვაჟი, ტაიბუხი ამოსდგომოდა და ხვადი დათვივით იყუ-
რებოდა.
დადიანისაგან ნაჩუქარი შავი ლეკური ნაბადი ბეჟანს გვერდზე
მოეგდო. მოპარსულ ნიკაპს ჭაღარა ულვაშები იქით აქეთ მგლის კუ-
დებივით ჩამოშვებოდა და ყინვით შეთოშვილი ცვარ-ცვარა წვეთავ-
დნენ. მრისხანე, მსხვილ თვალებს ლომივით აბრიალებდა, ცხენი
ხალხის შუაგულში შეიყვანა, შემაღლებულ ადგილზე შეაგდო და
ხალხს რიხიანად გადასძახა:
– გამარჯობა სვანებს!
‒ გაუმარჯოს ბეჟანს! ‒ უპასუხა ხალხმა.
ბექანმა მრისხანე თვალები გადაატრიალა და გვერდში მდგომ
მის ახლად დანიშნულ მოურავ მურზაბეგ ჯანხოთელს გადახედა.
მურზაბეგიც იმწამსვე მიხვდა ბატონის გულის წყრომის მიზეზს
და ხალხს მიმართა:
‒ ხალხო, ზრდილობა და წესი ისწავლეთ, თორემ არ შეიძლება
ასე მთა და ბარის გასწორება. აქ თქვენ მოგესალმათ დიდი დაიანის-
გან გათავადებული ახალი ბატონი და არა ბეჟანი. გაუმარჯოს ბა-
ტონს ‒ ასე უნდა პასუხი! ‒ დააბოლოვა სათქმელი ახალმა მდო-
ურავმა.
ხალხმა მოურავის ნათქვამი ზანტად და გულისტკენით გა-
იმეორა.
‒ გაუმარჯოს ახალ ბატონს! გაუმარჯოს ახალ ბატონს!
და ბეჟანიც დამშვიდდა.
‒ სვანებო! თქვენი უგუნურობა და გაუზრდელობა თქვენი ბრალი
არ არის. ეს ყველაფერე თქვენი ქალაჩუნა ბატონების ბრალია,
რომლებიც, მადლობა ღმერთს, მოგშორდათ და ამქვეყნად აღარ

318
არიან. მაგრამ ეს არაფერია. რაც იმათგან დაგაკლდათ, იმას მე გას-
წავლით და თუ ჩემსა და დადიანის მიმართ წესიერი ერთგულები იქ-
ნებით, ჩვენც თქვენი მწყალობელი ვიქნებით... რას იტყვით ამაზე?
‒ ბეჟანმა მზვერავი თვალით ხალხის სახეები შეათვალიერა.
ხალხი წუთიერმა მდუმარებამ მოიცვა. აღარ იცოდნენ პირველი
სიტყვა, პირველი პასუხი რომელ მათგანს გაეღო.
ბეჟანიც მიხვდა, რომ ხალხი პირველი სიტყვის გამღებს ეძებდა
და მისმა თვალებმა ნიშანში ონი ონიანი ამოიღო.
‒ ონი! ‒ მიმართა ბექანმა, ‒ ალბათ, შენს სიტყვას უცდის ხალხი
და რას იტყვი? შეგიძლიათ თუ არა ჩემი ერთგულება? გსურთ თუ არა
დადიანის და ჩემი წყალობა?
ონიმ თავი მაღლა აიღო, ახალ ბატონს შეხედა და მშვიდად უპა-
სუხა: – ამას რა კითხვა უნდა, ბატონო! ვინც ჩვენი ერთგული და კარ-
გის მქნელი ყოფილა, მისი ერთგული ყოველთვის ვყოფილვართ და
აწიც ვიქნებით.
– კეთილი და პატიოსანი. ჭკვიანი კაცი ჭკვიან პასუხს გასცემს,
რა თქმა უნდა, ‒ თქვა ნასიამოვნებმა ბეჟანმა,‒ მაგრამ რომელიმე
მხარეს რომ ამაში იჭვი არ შეგვეპაროს ერთმანეთზე, ამის სადასტუ-
როდ ჯობია მივიღოთ ჩვენებური წესით დაურღვეველი მტკიცედ საყ-
რდნობი გარცამი. ვინც ამაზე უარს იტყვის ის, რა თქმა უნდა, მოღა-
ლატეა და დიდი დადიანის განჩინებით გახურებულ შანთს გადაყლა-
პავს.
ხალხი შეირხა, შეიშმუშნა და პასუხის ნაცვლად მხოლოდ ფეხე-
ბით თოვლის ჯეგა და ხრაშუნი ისმოდა. სულ არ ფიქრობდენ ასეთი
პირობით ფიცში ჩათრევას და ამან გული ატკინა ყველას. ბეჟანმა
კვლავ განაგრძო:
‒ მე დღეს ქალებითა და ბავშვებით ამისთვის მოგიწოდეთ, რომ
ერთობლივი ფიცი და ნდობა მივიღოთ. თქვენ არ გეგონოთ, რომ
ძლიერი ფიცის წინაშე მარტო თქვენს ქალებსა და ბავშვებს ვაყენებ-
და. ამის სადასტუროდ, აი, გაიხედეთ ჩემი რანბალადის თანხლებით
დედაჩემიც მობრძანდება წმიდა სამების ხატით გულზე მირქმული
და ტაიბუხი ხომ გვერდში მიდგას და ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივ-

319
იღოთ ფიცი გარცამის გამოთქმული სიტყვაა და ძლიერებით.
ხალხმა მოედნისკენ მიიხედა და დაინახა, რომ ფაქა გელოვანის
სახლის ნადავლი ‒ ყურანივით შავი, რქებმოჭედილი ხარები ბეჟა-
ნის დედას მარხილით მოაჩოჩებდა, წინ რანბალადი მოუძღოდა,
გვერდით მოძღვარი მოუყვებოდა და უკან მხლებლები დარაზმუ-
ლიყვნენ.
‒ აბა შენ რას იტყვი, ონი? გრწამს თუ არა ფიცი? ‒ კვლავ მიმარ-
თა ბეჟანმა.
‒ ფიცი როგორ არ მრწამს, ბატონო!
‒ მერე, მერე შეგიძლიათ ასეთი საწინდრის გაღება?
იმდენად, რამდენადაც შენ შეგძლებია, ბატონო. აი, დედაშენიც
მოგიხმია, შვილებიც. მაშ, ჩვენ ტოლად და სწორად გინდათ მი-
იღოთ ფიცი და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენც ვერ გავექცევით.
– ოო, მაშ როგორ გგონიათ! ბეჟან ყიფიანი ყოველთვის დაიფი-
ცებს ერთგულებისათვის და იგულდიდებს ორგულისათვის.
‒ პატიოსანი სიტყვაა.‒ ჩვენც ეგრე გახლავართ, ბატონო.
‒ აბა, ასე! ყველანი თანახმა ხართ ჩემს სიტყვა-სურვილზე?
ხალხი ისევ ონი ონიანს მიაჩერდა. სვანები მზად იყვნენ ონის
სიტყვას შეკედლებოდნენ.
‒ თანახმა ვართ, ბატონო. ‒ მძიმედ ამოისიტყვა ონიმ და ხალ-
ხმაც ერთობლივ დაიძახა:
– თანახმა ვართ, ბატონო! თანახმა ვართ, ბატონო!
და ის იყო ქალბატონ დიგორხანის მარხილი ბექანის წინ შედგა.
მხლებლებმა ნებიერები შეაჩერეს.
ბეჟანიც ცხენიდან ჩამოხდა და დედის წინ გაჩერდა.
‒ მამაო! ‒ მიმართა მღვდელს ბეჟანმა, ‒ ხალხსა და მე გვსურს,
ჩვენი ერთმანეთის ერთგულება ძლიერი გარცამით განვამტკიცოთ
და ამ წესის ასრულება, რა თქმა უნდა, შენ გევალება. ხოლო ჩვენი
სამების ხატი, კვირიკეს და შალიანის მოხმობით ოთხმოცი წლის
წმიდანად ქცეული დედიჩემის გულს მიარქვი და ფიცი ისე მიგვაღე-

320
ბინე. თუ ახალგაზრდა ქალებს შორის ურწყული ვინმე ურევია, მა-
მაკაცებმა საგვერდული მახვილებით ზღუდე გააკეთეთ, რომ ფიცი
ზღუდის გადაღმა მიიღონ და სატის სიწმიდე არ შეურაცხყონ.
ბეჟანმა ფიცის წესრიგი გასცა თუ არა, ზოგიერთი ახალგაზრდა
ქალი განცალკევებით გადადგა, მამაკაცებმა მახვილები ამოიღეს.
და მათ შორის თოვლით დამძიმებული ნიადაგი შიშველი ფოლადე-
ბით გადავიჯნეს.
მღვდელმა ოლარი გაიკეთა, ხატის მსახურთ გულზე მიკრდნობი-
ლი სამების ხატი ჩამოართვა, ქალბატონ დიგორხანს გულზე მიარ-
ქვა და მცირე ლოცვის შემდეგ გარცამი დაიწყო.
‒ დიდება თქვენ სამებაო, ერთ არსებაო და კვირიკე და შალი-
ანო! მე თქვენ გეხვეწებით, თქვენ მამა ღმერთს შეევედრეთ, რომ იმ
მხარეს, რომელიც თქვენ განაჩენს არ დაემორჩილება და თქვენ
ფიცს გასტეხს, საშველს ნუ მისცემთ, სანამდე იმდენი ოქროს რქო-
სანი თეთრი ხარი მსხვერპლად არ შემოგწიროთ, რამდენიც ციდან
წვიმა ჩამოდის, რამდენიც ტყეს ფოთოლი ასხია, ზღვაში ქვიშა არის,
სანამდე თორმეტი ქრისტეს მოციქული მწირველად არ იშოვოს, სა-
ნამდე იერუსალიმიდან მოტანილი თორმეტი ჯორის საპალნე პური
სეფისკვერად არ გამოაცხოს, სანამდე სეფისკვერის გამოცხობათ
ღვთისმშობელი არ მოიყვანოს, სანამდე ასი ცხენის საპალნე კახუ-
რი ღვინო ზედაშედ არ მოგიტანოს, ვაჟების მაგივრად გველი და ბა-
ყაყი აშობით მის ძესა და მომავალს. წინ წასვლა უნდოდეს, უკან
გაგზავნეთ, მარჯვნივ წასვლა უნდოდეს, მარცხნივ გაგზავნეთ. მე
რომ მიწაზე ქუდს დავანარცხებ, ასე დაანარცხეთ მისი ყოფა და
ცხოვრება, პირუტყვი, ძე და მომავალი, ვინც ყიფიანებსა და ჩვენ შო-
რის იორგულოს, ერთმანეთი არ გაიტანოს, ეს ძლიერი ფიცი უარ-
ყოს და თქვენზე შემოვედრებული განაჩენი გააწბილოს. ამენ, ამენ
და კირიალეისონ
‒ ამენ! ამენ და კირიალეისონ, ‒ დაამთავრა ხალხმა მღვდლის
მიერ ჩაძახებული ფიცი სიტყვები და ყველამ ქუდი მიწას დაანარცხა.
გულზე ხატმისვენებული წმინდანი დიგორხანი ბაყაყივით მწვა-
ნე თვალებს იქეთ-აქეთ აცეცებდა და დამჭკნარი წარბები სიხარულ

321
ით უცმაცურებდა.
ფიცი გათავდა. ხალხი დაიშალა. სურვილმიღწეული ბატონი
თავმოქაჩული ბედაურით, დედის მარხილს ამაყად მიუყვებოდა და
მოულოდნელი უნდომი ფიცის მიღებით ხასიათდამძიმებული ხალ-
ხი კი სიცივით კანკალებდა.
გაგულდიდებული ბექანი მალე საპატიო და სასახელო მოყვრე-
ბის შეძენის სურვილმა შეიპყრო და იმ ზამთარშივე მოციქულად
გამზადებულ სვანებს ოჯახებთან სამოყვრო შეკვეთის სანიშნოდ სა-
მი ტყვია გადასცა და გაისტუმრა.
პირველს ევალებოდა რაჭის დიდ თავად მერაბ იაშვილისაგან
მისი ასულის ‒ დარეჯანის ‒ ბეჟანის სამეუღლეოდ გამოთხოვა, მე-
ორეს ‒ ბაწი ლაიშხულთან, რომლის ასული ქუქია, ტაიბუხისთვის
სურდა, მესამეს ფაჯა რეჩქიანთან, რომლის ასული სიდეხანი რანბა-
ლადისთვის უნდოდა.
მოციქულებმა სამოყვრო ოჯახებს კარებში ქურდულად ტყვიების
შეგდებით მოყვრობის სურვილი ამცნეს.
სამოყვრო ოჯახებმა ოჯახური თათბირი გამართეს და ასეთ თავ-
ხედი გამძლავრებულის მტრად გადაქცევას ისევ მოყვრობა ამჯობი-
ნეს და მშვიდობიანობის დაცვის საზვარაკოდ გაღებულ ასულთა
უდასტუროდ მოციქულებმა ბეჟანთან თანხმობის სიტყვა წაიღეს და
მალე ბექანის სასახლეში სამივე მამა-შვილის ქორწილი გადაიხა-
დეს.

***
იორდანეს და პაპუნას წინასწარმეტყველება ‒ კიდევ ასტკივდე-
ბა ვისმე კბილიო, მალე ასრულდა.
დადიანის ასეთმა ვერაგულმა მოქმედებამ ისედაც მასზე უკმაყო-
ფილო მეფე იმერეთისა დიდად აღაშფოთა. იმას ისიც შერდა, რომ
ოდიშის სამთავრო სამურზაყანოთი გაფართოებულიყო და თუ ახლა
ლეჩხუმ-სვანეთიც დადიანმა დაიუფლაო, მერე, ალბათ, მეც შემომი-

322
ტევსო, და იმერეთს ლეჩხუმის ასაღებად მოუწოდა.
მარტის ბოლო რიცხვებში იმერეთის და ოდიშის ხმლები ლეჩხე-
მის საცილოდ აკენწლავდნენ. შემოდგომით გადარეცხილი ნაომა-
რი ნიადაგი კვლავ სისხლით შეიღება და საბოლაო გამარჯვება ისევ
დადიანს ხვდა. ამრიგად ორჯერ ბრძოლით აღებულ მხარეს ოდიში
კიდევ მეტი რიხით და უფლებამოსილების გრძნობი დაეპატრონა.
ზაფხულის მუწუხი დღით დაღლილ იორდანეს როგორც კი შემო-
ესმა შაბათის მწუხრის რეკვა, პირჯვარი გადაიწერა, თოხნას ხელი
უშვა და შინისაკენ გაემართა.
შინ დაღონებული შვილი დახვდა. მან იმერეთის მოლაშქრეების
შეტევის დროს ცალი ხელი დაჰკარგა. გულმოშხამული მამა მოწყე-
ნილ შვილს მიუჯდა.
‒ რას მოგიწყენია, ბიჭო! ცალხელა ბევრი ქვეყანაზე, მარა პუ-
რის ჭამას ახერხებენ. ჯერ შეუჩვეველი ხარ და ამიტომ გეუხერხუ-
ლება ასე, თორემ რომ შეეჩვევი, ფარცაგს იზამ. გული არ წაიხდინო,
მხნედ იყავი!
‒ ეჰ, მამაჩემო! რაღამ უნდა გამამხნევოს ნახევარი კაცი.
‒ ნუ გეშინია. კაცის უსამართლობაში ღვთის სამართალიც გა-
მოერევა ხოლმე და გაჩნდება რამე საშველი.
ამ დროს ეზოში ვიღაც შემოვიდა.
‒ ვინ ეშმაკია? — ჩაილაპარაკა იორდანემ და სტუმარს მიაშ-
ტერდა.
‒დადიანის ხელოსანია ‒მიუგო შვილმა.
‒ ჰოო, სასიკეთოდ არ იქნება მოსული, რაღაცას თხოულობს.
‒ რაღა ეშმაკებს ითხოვა, რაც აღარაფერი გვაქვს.
‒ მაგას ვინ კითხულობს.
ხელოსანმა სალამი მისცა.
‒ გადღეგრძელოს ღმერთმა, თუ ცუდის მთქმელი არაფრისა
ხარ.
‒იჰ, კარგი ჩვენთვის ღმერთს არ გაუჩენია.
‒დაბრძანდი, დაბრძანდი და ჩვენს სიავკაცეს რომ ღმერთს არ
ვაბრალებდეთ, კარგი იქნება.

323
‒ იმე, შე დალოცვილო, დადიანზე არაფერი თქვაო, მოხელეზე
არაფერი თქვაო, გამძლავრებულზე არაფერი თქვაო და თუ ღმერთ-
ზეც არაფერს ვიტყვთ, აბა, რავა დავიხრჩოთ ასე უსიტყვოდ? ვის და-
ვაბრალოთ ამდენი უსამართლობა?
‒ თქმას რა ჭკუა აქვს, ‒ჩაერია საუბარში იორდანეს ცალხელა
შვილი.
‒ რას ამბობ, შვილო, ‒უთხრა იორდანემ შვილს, ‒არ იცი, რომ
ქვეყანა თქმით შენდება და თქმით იქცევა? ქრისტე ღმერთს რომ არ-
აფერი ეთქვა, არც არაფერი გამოუვიდოდა. მარა რომ თქვა და ჩაა-
გონა ცოდვილ ხალხს ღვთიური ნათქვამი, ყველამ დაიჯერა და
ქვეყანაზე ქრისტეს რჯული მოეფინა.
‒ მოეფინა, თვარა ბევრი რამე გააკეთა!
‒ეს რა მისი ბრალია! ხომ გაგიგონია: კაი მთქმელს კაი გამგონე
უნდაო და ჩვენ რომ ვერ გავიგოთ, ჩემო შვილო, და ვერც
შევითვისოთ, რა ქრისტეს ბრალია. ქრისტეს ის კი არ უთქვამს
მეფისა და დადიანისათვის, ხალხი გაწყვიტეთო, შეაწუხეთ და
ხალხის ნაოფლარი თქვენ მარტოდ თქვლიფეთო.
‒მეტი თქმა რა გინდა, ყველაფერ ბოროტებაში ხელი შეუწყო,
რაც უნდოდა, ის ქნა და ქე ბრძანდება მის ტახტზე, ვერც ღმერთი უბე-
დავს რამეს და ვერც კაცი.
‒უბედავს კი არა, ახლა შაირებიც გამოუთქვეს და ახლა ასე იხსე-
ნიებენ, ‒ჩაილაპარაკა ხელოსანმა.
იორდანემ ახედა და შხამიანი კილოთი შეეკითხა:
‒ ეგება მართლა?
– იმე, ისე მართლა გეშველა შენც და მეც.
‒ რაო, კაი საქმე ქნაო?
– რა ვიცი, კაი ქნა თუ ავი, კარგად კი იხსენიებენ.
– მაინც რაო ნეტავი? – შეეკითხა ცალხელა მეომარი, – წაკარი
სადმე ყური?
‒ წავკარი კი არა, ზეპირად ვიცი.
‒ არა, თუ ღმერთი გწამს!
‒ ღმერთმანი.

324
‒ ჰო, რაო? თქვი, ხელ-ფეხს გაფიცებ,
ხელოსანმა ჩაახველა, სათქმელად ხმა ჩაიწმინდა და დაიწყო;

ოდიშისგან გაეგზავნა
მეფეს ჩქარი მალები,
თავის ტვინი უმძიმდათ
მთავრის შენათვალებით:

თუ რომ რამე გაწყენიეთ,


დამაწერეთ ვალები.
ოქრო-ვერცხლით მაზღვევინეთ,
მოჭედილი ლალებით,

მზეჭაბუკი, მოყმენი
ქორ-მიმინოს თვალებით,
ალმასივით ციმციმა,
შავ-თვალ-წარბა ქალებით,

დარახტული რაშები
ფერხთა ვერცხლის ნალებით,
თოფხანების საწყობნი
გავსებული რვალებით,

მაგრამ ვიცი თქვენთან არ მაქვს


არაფერი ბრალები.

– ჰა-ჰა-ჰა! ეს მართალი უთქვამს. რა ხელი აქვს იმერეთს ჩვენზე?


– თქვა იმერლების მოძულე დასახიჩრებულმა მეომარმა,
– დადიანს კი, შვილო?
‒ არც იმას
‒ ჰოდა, ორივე ღმერთმა შეაჩვენოს.
‒ ამენ! ამენ! –მიაძახეს შვილმა და ხელოსანმა.
‒ ეს ყველაფერი კაი მარა, შენ „ამენს“ რათ აღარ იტყვი? რა გნე-
ბავს? რას გვევალები?

325
‒ ახლად გაწესებული გადასახადია. მოსახლეზე ორი ვარია და
ათი კვერცხი.
– რაო?! ნურას უკაცრავად, და მაგ პასუხით ჩემს კარზე ახლა გა-
გიბედავს და აწი აღარავინ გაბედოს!
‒ იმე, ასე დაგვბეგრეს და რა ვქნათ?
‒ არა, ბიძია, მაგისთანა საუკაცრაულო გადასახადით ჩემი მამა
არ დამცირებულა და პაპა და მე ვინ მიბედავს მაგას! მაგ მოჯალაბის
სახელდებული გადასახადია და მეც მოჯალაბეთ გინდათ გამხა-
დოთ? ნურას უკაცრავად!
‒ მე რა ვქნა! ასე მიბრძანეს! მე თვითონ გადავიხადე.
‒ძაან ცუდად გიქნია! ამითია რომ სოფელ-ქვეყანას გასტეხთ,
ერთობლივ ძალას გაბზარავთ და გაბზარული ხარი აღარ რეკავს
კარგად.
‒ იმე, შე დალოცვილო! ამდენ მუქარას და სასჯელს ვეღარ გავუ-
ძელით და ჯანდაბას იმათი თავი. ორი ქათამი და ათი კვერცხი არც
მე წამახდენს და არც დადიანს ააშენებს ღვთის მადლით.
‒ მართალია, მართალი.‒ დაუმოწმა ხელოსანს იორდანეს ცალ-
ხელა შვილმა.
‒ ჰაი, ჰაი, რა ბრიყვები ხარო! რავა. თქვენ გგონიათ, მე დაჯაბ-
ნებით ვამბობ ამას? ორი წიწილა ქორსაც ბევრჯერ წაუღია, მაგრამ
საქმე ისაა, რომ მოჯალაბის სამარცხვინო ბეგარას არ დავიდებ კი-
სერზე, ეს ყველამ იცოდეს.
‒ კი, ბატონო, შენი ნებაა, მაგრამ ასეთ უარს ცუდი თვალით უყუ-
რებენ და არ ვარგა.
‒ რას მიზამენ მეტს! მაგათ რომ ნამუსი და სამართალი უვარგო-
დეთ, ჩემს ოჯახს სულაც არ უნდა ახდევინებდნენ გადასახადს, რომ
მათი წყალობით ვეფხვივით ბიჭი უხელოდ მიგდია აგერ.
იორდანეს ცრემლებით თვალები აემღვრა, მაგრამ ახალგაზ-
რდებს რომ არ შეემჩნიათ, პირი მიიბრუნა, ქამრიდან ქისა ამოიძ-
რო და ყალიონის კეთება დაიწყო.
ხელოსანი წამოდგა, გამოემშვიდობა და გაწბილებული წავიდა.
დიახ, ხელოსანი წავიდა, მაგრამ მეორე დღეს იორდანეს კარზე

326
კარზე სამი მოგადასახადე მოხელე გაჩნდა და დავალებული ბე-
გარა უფრო მკვახედ და გადაჭრით მოითხოვეს.
– ბატონო, რას მიწყრებით? თუ ასე გაწყრა ღმერთი და დადიანს
ისე გაუჭირდა, რომ ქათამსა და კვერცხსა გვთხოვს, ქათმის მაგიერ,
ბატონო, აი აგერ ორი წლის ვერძი მყავს და ის მიართვით.
‒ იცი თუ არა, რომ დადიანი მურში ბრძანდება ახლა?
‒ კი ვიცი, ბატონო.
‒ მაშ ისიც იცოდე, რომ ეს შენი უდიერობა ხვალვე მოეხსენება.
‒ ბატონო, უდიერობა რას ჰქვიან! წიწილის ნაცვლად ორი წლის
ვერძს გაახლებთ და რას მერჩით.
‒ დადიანს შენი წყალობა არ ეჭირვება.
‒ ვინ შეგკადრებს, ბატონო. აგრე ბრიყვიც არა ვარ.
მოხელეები მიუხვდნენ იორდანეს, რომ საქმე გადასახადის სი-
ძუნწეში კი არ იყო, არამედ მის მდაბალ და სამარცხვინო ხარისხოვ-
ნებაში და ეს სათაკილოდ მიჩნეული ბეგარა უნდოდა ვერძის გაცე-
მით შეეცვალა, მაგრამ გლეხის ასეთ თავხედობას მოხელეებიც
მკაცრად შეედავენ.
‒ მოხუცო! ბევრს ნუ ლაპარაკობ! ჩქარა დავალებული ბეგარა
ჩაგვაბარე.
‒ ყელში რომ დანა გამომისვათ, მაგ არ შემიძლია, ბატონო!
‒ რისთვის, კაცო? რამ გადაგრია?
‒ მე კვერცხის და მექათმის სახელით თავს ვერ დავიბეგრავ.
‒ ყველამ გადახადა, მარტო შენ არ გეკადრება?
‒ მათი ნებაა. კაცია და გუნება.
‒ ინანებ!
‒ რაც გენებოთ, ის მიქენით.
‒ იმუქრები კიდეც? დადიანის რქენას ხომ არ ფიქრობ? ‒ სიცი-
ლით დააყარეს სიტყვები.
‒ არა, ბატონო, დადიანის სარქენი რქები რომ მე არა მაქვს, ამას
ამას ჩემი შუბლიც გრძნობს და თქვენი პატიოსანი თავიც და რაღას
დამცინით!
‒ არაფერია! ეს შენი თავხედობა პირადად დადიანთან გაგებინ-

327
ებს პასუხს და მაშინ თქვი: რაც გენებოს, ის მიქენითო.
ნაწყენმა მოხელეებმა იორდანეს ეზო დასტოვეს და ყოველივე
მეორე დღესვე მურში მობრძანებულ მთავარს მოახსენეს და განუ-
მარტეს, თუ ზოგიერთი გლეხი როგორი უკადრისი გულით შეხვდა
ასეთ დაბეგვრას.

***
‒ ქალო! საითა ხარ? ‒ გასძახა იორდანემ ბოსტანში გასულ
ცოლს.
‒ აქა ვარ, აქ! რა გინდა?
‒ გადმოდი აქით ჩქარა.
იორდანეს ცოლმა ბოსტნის მარგვლას თავი მიანება, სახლის-
კენ წამოვიდა, მაგრამ ეზოში რომ დადიანის ქეშიკები დაინახა,
გულზე ლახვარივით მოხვდა და სახლში იმ დროს შევიდა, როცა
ქმარი წელზე ქამარს ირტყამდა ღა წასასვლელად ემზადებოდა.
‒ რა იყო? რა ამბავია?!
‒ დადიანის კაცებია.
‒ რა გვინდაო?
‒ დადიანი მურში გიბარებსო.
‒ რისთვისო?
‒ მაგას გეტყვიან ახლა! ალბათ გუშინწინდელი ამბავია — ისევ
ქათმები და კვერცხები.
‒ იჰ! მიგვეცა, შე კურთხეულო, და ამდენი დავიდარაბა არ აგე-
ტეხა.
‒ გაჩუმდი! გაჩუმდი! არავინ გკითხავს შენ... შენ გაზრდა იცი
ქათმების, თორემ მოხმარება კი არა.
‒ ჰოდა, შენ იცი აბა ბევრი, რომ ჩიტის კვერცხზე შფოთი და ზვავი
უნდა ასტეხო.
‒ აბა, რავა გინდა! უშფოთოდ არაფერი არ კეთდება. გამოიხედე

328
კარგად მაგ თვალებში.
‒ ჰო, ბატონო, ჰოდა, ამ სიბერის დღეზე კაი პურის ჭამას მოგვას-
წრებენ.
‒ შენ დარდი ნუ გაქვს. ოჯახს მიხედე. ახალგაზრდები რომ მო-
ვიდნენ, გააფრთხილე, რომ მუშაობას ხელი არ ააღონ. და მე არა-
ფერი მიჭირს, მივალ, ვნახავ, ერთმანეთის სათქმელს ვიტყვით და
დავბრუნდები, აბა რა იქნება! ქურდობა არ მიქნია და მკვლელობა!
კარებში გასული იორდანე დადიანის მოხელეებს შეუერთდა და
მურისკენ გასწიეს.
მურის კლდეზე გაშენებულ ციხე-სასახლის წინ ხალხი ფუსფუსებ-
და და ყველა ხმა დაწეული კრძალულებით ლაპარაკობდა.
მთავრისთვის კალმახის ტაბუცუნს უწყენინებია, მუცლის აშლი-
ლობა მუცელად გადაქცევია და ტკივილებით შეწუხებული ლოგი-
ნად იტანჯებოდა.
იორდანემ და მისმა წამყვანმა ქეშიკებმაც მიუწიეს და იორდანეც
იქ მიიყვანეს, სადაც იორდანეს თანამოაზრე კვერცხით და ქათმით
დაბეგვრაზე უარმყოფელი შვიდი გლეხი გაეჩერებიათ.
– გამარჯობა, იორდანეს! ‒ მიაძახეს გლეხებმა.
‒ გაგიმარჯოთ. მაგრამ აქ რისთვის გარჯილხართ, თქვენც ქათ-
მის ხორცზე ხომ არ დაგპატიჟეს?
‒ ჰოო, მიგვიხვდი, იორდანე, მიგვიხვდი. იმიტომ რომ, ალბათ,
შენც მისათვის ხარ მოპატიჟებული. შემწვარ კვერცხებსაც მოგვარ-
თმევენ თურმე.
‒ ჰო, ყელის ჩასატკბარუნებლად კარგია კვერცხიც, არა? აჰა, ჰა-
ჰა! ვაგლახ, თავო და ცხოვრებავ!
იორდანე და მისი დამხვდური გლეხები მარტო დატოვეს და იქვე
ხის ჩრდილქვეშ მჯდომარენი ერთმანეთს გამოეხმაურნენ.
‒ რავა ფიქრობ, იორდანე! ასეთ სამარცხვინო დაბეგვრას და-
ემორჩილება კაცური კაცი? ‒ შეეკითხა იორდანეს ერთი გლეხი.
‒ შე კაცო! ესეც თუ საკითხავად გაქვს, მაშინ აქ რაღა გინდოდა!
ორი ქათმის გადახდა კი არ დაგავსებდა.
‒ ჰო, ასეა სწორედ!

329
‒ მე არაფრით არ დავთანხმდები და თქვენი თქვენ იცით.
‒ იმე! დათანხმება რომ გვდომოდა, შენი თქმის არ იყოს, აქ რა-
ღა გვინდოდა! მაგრამ გულს ის მიხეთქავს, რომ ეს დაგლახავებული
ხალხი კარებში მიეგება და უარის უთქმელად მიართვა და მარტო
ჩვენისთანა თითო-ოროლა კაცის უარს რა შეუძლია!
‒ აბა, შე დალოცვილო, ყველა რომ ერთნაირი ვიყოთ, მაშინ მო-
დავე აღარ გვეყოლება, მაგრამ ხომ იცით, ერთი მართლის მთქმე-
ლი ათას მტყუანს სჯობიანო. რა ვუყოთ, რომ დაჯაბნილ ხალხს მოქ-
მედებაც ჯაბანი აქვს! აგერ ნახევარი წლის განმავლობაში ორი
ლაშქრობა გადაგვხვდა, სისხლის გუბეები ჯერ კიდევ არ ამომშრა-
ლა და რა გასაკვირია, რომ იხტიბარწამხდარი ხალხი დათმობაზე
მიდის, ოღონდ კი შინ მშვიდობიანად დატოვე და კვლავ უარესი არ
უქნა. მაგრამ ჩვენ, რაკი ამ კარებამდე მოვედით, ქედის მოხრა აღარ
გვმართებს, ეს ხომ ულვაშის მოპარსვა იქნება!
– ოჰ! მამინ ღმერთმა აქედან ცოცხალი ნუ წაგვიყვანოს, ‒თქვა
ერთმა.
‒ ამენ! ამენ! ‒ მიაძახეს დანარჩენებმაც.
სამდივნოს კარებიდან ვიღაც გამოდგა, დაბარებულ გლეხებს
მოუხმეს, წამოდგნენ, კალთები შეისწორეს, ცხვირი მოიხოცეს და
სამდივნოსკენ გაემართნენ.
‒ ისედაც ავადმყოფ მთავარს თქვენმა უდიერობის ამბავმა კი-
დევ მეტად გამწვავა ავადმყოფობა. რა ამბავია? რა მოხდა?
შებრძოლებას ხომ არ უპირებთ დადიანს, ვაჟბატონებო? ‒ მიმართა
მრისხანე დივანბეგმა იორდანეს და მის ამს ანაგებს.
‒ აბა მაგის თქმას როგორ იკადრებ, ბატონო, — შეეპასუხა იორ-
დანე, ‒ ლეჩხუმმა რაც იბრძოლა და რაც სისხლი დაღვარა, ჯერ იმის
სამგლოვი ცრემლის დენა არ დაგვისრულებია და ახალ შებრძოლე-
ბას ვიფიქრებთ, ან გავბედავთ, ან შევკადრებთ? არა, ბატონო, მაგ-
რამ ხალხს რომ ცოტა გული ემუნათება, ამას ვერ დაგიმალავ.
‒ ჰო, რაო? რისთვის? რა ვაწყენიეთ?!
‒ აი ამ... ქათმების და კვერცხების საქმე, ბატონო.
‒ ჰო, რა?

330
‒ ის, ბატონო, რომ ძაან სამარცხვინო გადასახადია ქათამი და
კვერცხი ჩვენ სოფელ-ქვეყანაში. ეგ, ბატონო, მოჯალაბის სახელდე-
ბული ბეგარა და მოჯალაბის სახელს ხალხი არ მიიღებს, ბატონო.
მოჯალაბეს კაი გვარის გლეხი თავის დღეში მოყვრად არ იკადრებს,
ბატონო, და ჩვენი დამდაბლება ან დადიანისთვის რა საჭიროა და ან
მის მოხელეთათვის, გვიკვირს სწორედl
‒ ჰააა! მაშ, გეტყობა, თავადობა გნებავს, ვაჟბატონო!
‒ არა, ბატონო. თავადობა მას არ მოახმარეთ, ვისაც ჰქონდა, და
მე ღმერთმა მაშოროს. ჩვენი თავადობა ჩვენი მშვიდობიანი თოხია,
თუ ვინმე დაგვანებებს.
– ჰოო, კარგი, კარგი. გავიგე, რაც გინდა. თქვენ რას იტყვით, ჯა-
მაათნო? – შეეკითხა დანარჩენებს დივანბეგი.
‒ ჩვენც იმას, რაც იორდანემ მოგახსენათ, ბატონო!
‒ ოო, კეთილი და პატიოსანი რაკი ქათამი და კვერცხი არ გეკად-
რება თქვენისთანა წათავადებულ თუ გათამამებულ გლეხებს, მაშ
აწი ვეცდებით თითო ხარით და თითო ძროხითაც დაგბეგროთ.
გლეხებმა ერთმანეთს გადახედეს და წყენა ერთმანეთს უსიტ-
ყვოდ გადასცეს.
‒ რას ატრიალებთ მაგ თვალებს! ‒ შეჰყვირა დივანბეგმა. ‒ მაშ,
მართლა თავადობა ხომ არ გინდათ დადიანისაგან! თქვენ გევალე-
ბათ ყოველი დავალდებული აღასრულოთ, თუ არა და სასტიკი და
ულმობელი სასჯელი მოგელით. იცით თუ არა?
‒ ვიცით, ბატონო.
‒ მერე?!
‒ რაც ღმერთს ნებავს, ის იქნება!
‒ მაშ, ღმერთს ისიც ნებავს, რომ დადიანის სადგომში მიბრძან-
დეთ.
დივანბეგმა ხელები ერთმანეთს შემოკრა და ფარეშები შემო-
ვიდნენ.
‒ რაც საბრძანებელია, შენ გვიბრძანე და დადიანთან რა გვრჯის,
ესე ხელცარიელი ვიახლოთ
‒ წაიყვანეთ მთავრის ოთახში ‒ უბრძანა მსახურებს და რამდე-

331
რამდენიმე წუთის შემდეგ რვავე გლეხი მთავრის კარებთან
მდგომ შეიარაღებულ მცველებს გადასცეს.
‒ შენ რაღა გინდა სეხნია ჩემო, აქ? ‒ შევკითხა იორდნე დადია-
ნის ოთახის კარებთან გაშტერებულ მზარეულ სენნიას.
‒ გარისხული ვარ მეც, იორდანე, გარისხული.
‒ შენ რაღასთვის, კაცო! კაი-კაი საჭმელების კეთების მეტი არა-
ფერი დაგიშავებია.
‒ ვინ გიჯერის. მაინც რაო? დადიანის ავად გახდომა შენი ბრა-
ლიაო.
‒ იმეე, რატომაო?
‒ კალმახის ტაბუცუნს მოხარშვა აკლდაო.
‒ მერე უმს და უხარშავს შეხედვა უნდა და ნუ შეჭამდა. რას გიპი-
რობენ ახლა?
‒ არ ვიცი. ბატონთან მივყავართ ყველა და რასაც გვიბრძანებენ,
ის იქნება
‒ აჰ, არ იფიქროთ, გლეხიკაცის გაჩენაში ღმერთი ერიოს,‒ თქვა
გაჯავრებით იორდანემ.
‒ მართალია... სწორედ რომ მართალი თქვი. თორემ ასე უგანა-
ჩენოდ მიტოვებული როგორ ვეყოლებით, ‒ დაუმოწმა სეხნიამ.
‒ ნუ ჩქარობთ, განაჩენს დადიანისაგან მალე მივიღებთ, ‒ წა-
უხუმრა ერთმა.
დადიანის ოთახის კარი გაიღო და იორდანეს, მის ამხანაგებსა
და სეხნია მზარეულს დაუძახეს. გლეხები ავადმყოფის ოთახში შე-
ვიდნენ. ოთახი ისეთი იყო, რომ მის დამნახავს უსათუოდ უსიამოვ-
ნება უნდა ეგრძნო. მწოლარე დადიანის წინ იდგნენ შემოსილი
მღვდელი, დიაკონი, ოდიშის რამდენიმე თავადი და მოხელე, რო-
მელთაც ხელში ანთებული სანთლები ეჭირათ. მღვდელმა ახლად
შესულებს მოუწოდა.
‒ შვილებო, ხომ ხედავთ, თქვენი დიდი ბატონი რა მძიმედ ავად
ბრძანდება. ხომ ძალიან სამწუხაროა ეს თქვენთვის?
‒ რა თქმა უნდა, ბატონო. ღმერთს შეთხოვე, მალე განიკურნოს
და კარგად ბრძანდებოდეს, — თაყვანისცემით უპასუხეს გლეხებმა.

332
‒ დიახ, დიახ, რომ ღმერთს უნდა შევთხოვოთ, შვილებო, და
თქვენი ლოცვა-ვედრება განსაკუთრებით შეიწირების უზენაესისა-
გან,
და მღვდელმა იორდანეს მოკიდებული სანთელი თითზე მიაწე-
ბა. ყველანი მღვდელთან მივიდნენ და იმანაც ანთებული სანთელი
თითით თითზე მიაწება.
მღვდელმა რომ სანთლების თითებზე მიწებება დაასრულა, დი-
აკვანმა ღორის ბაგირი მიაწოდა. მღვდელმა შესაწირად გამზადე-
ბულ მსხვერპლებს ბაგირი კისრებზე ჩააბა თუ არა, იორდანეც მიხ-
ვდა ამ სააუგო ადათს და მღვდელს შეოცებით შეეკითხა:
‒ მამაო, რას გვიპირებ?!
‒ სუუ, შვილებო, ‒ ხმადაწეულად მიუჩურჩულა მღვდელმა, თან
ბაგირი გაფსკვნა, — თუ თავების მოკვეთა არ გინდათ, მე რაც გით-
ხრათ, უსიტყვოდ მომყევით. მე რაც თქვენთვის სჯობიან, იმას გირ-
ჩევთ. მოთმინება, შვილებო, მოთმინება.
სახტად დარჩენილი გლეხები მიხვდნენ, რომ მღვდლის ნათქვა-
მი მართალს ჰგავდა. გასაქანი გზა აღარ ჩანდა. მაგრამ თავმოყვა-
რეობა არ ისვენებდა, შფოთავდა. გლეხებმა მაინც ხმა ვერ ამოიღეს,
რადგან იცოდნენ, რომ სიცოცხლეს გამოასალმებდნენ.
‒ აბა, შვილებო! სამგზით შემოუარეთ ჩვენი მოწყალე მთავრის
სარეცელს და ევედრეთ ღვთის განგებას, თქვენი შეწირვით გამო-
ვისყიდოთ მაგის სიცოცხლე და განკურნება.
თითებზე სანთლებანთებული და კისერზე ბაგირწაფსკვნილი შე-
წირულები მთავრის სარეცელს თავჩაქინდრულები უვლიდნენ.
‒ აბა, შეჩერდით ახლა და მთავრის ფერხთით დაიჩოქეთ, ‒ მი-
მართა მღვდელმა.
შეწირულებთან ერთად მაყურებლებმაც. დაიჩოქეს და მღვდელ-
დიაკვანმა ლოცვას აუმაღლა.
‒ უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩვენისაო, ‒დაიწყო მღვდელ-
მა, ‒ შემოგვიწირავს ჩვენი მთავრის სასიმთელოდ, ჩვენი მთავრის
სასიცოცხლოდ ეს ცხრა სული კაცისა და შეიწირე მის თავი თავის
მაგიერად, ტანი ტანის მაგივრად, ხელი ხელის მაგიერად, ფეხი ფეხ-

333
ის მაგიერად და აგრეთვე სული სულის მაგიერად. დიდება სულ-
გრძელებასა შენსა, უფალოო. ამენ!
დაასრულა წესი მღვდელ-დიაკონმა გალობის ღაღადისით და
დაჩოქილები წამოდგნენ.
მთავარი ნებივრად შეირხა ლოგინში.
– სალაყაია! სარგუნებელი. არ დაგავიწყდეთ! ‒ უბრძანა თუ არა
მთავარმა ლეჩხუმის ახალ მოურავს, იმწამსვე ფირფიტაზე დახვეუ-
ლი ძაფი მოიტანა და გლეხების წინ გაჩერდა.
‒ შვილებო! ‒ დაიწყო გაფითრებულმა მღვდელმა, ‒ ამ ფირფი-
ტაზე ცხრა ნაწყვეტი ძაფი ახვევია. ერთს აქვს სამი ნასკვი, რვა უნას-
კვოა. რომელ თქვენგანსაც უფალი სამნასკვიანს არგუნებს, ის სამ-
ღვთო შეწირულების სახით მონასტრის საუფლო გლეხად შეირიც-
ხების, რვა უნასკვოთა მიმღები, უდიერობისა თქვენისა მეოხებით
დღესვე წარგზავნილი იქნება ოდიშის დიდი მთავრის მონათა სამ-
ყოფელში.
საცოდავი სანახავი იყვნენ ფეხქვეშ ნიადაგგამოცლილი გლეხე-
ბი, რომელთაც კრიჭა შეკროდათ და ხმას ვერ იღებდნენ.
მოურავმა ძაფის თავები საარჩევნოდ მიაწოდა. გლეხებმა და-
კოჟრილი ხელები ძაფის შესახებად გამოიწიეს.
სამნასკვიანი ძაფის ღერმა ღვთის ხვედრ შენაწირად ორდანე
ჰყო, რომელსაც შინ დაბრუნების უფლებაც ჰქონდა. ხოლო იორდა-
ნეს რვა ამხანაგი იმ დღესვე ოდიშისკენ უნდა გაერეკათ.
მსხვერპლნი მთავრის ოთახიდან დაძრეს, კარებთან ანთებული
სანთლით დიაკონი დახვდათ, ღვთისადმი საზვარაკოდ თმები შე-
ურუჯა და კართან მდგომ მცველებს გადასცა.
რამდენიმე წუთის შემდეგ შეიარაღებული მცველები გლეხებს
ოდიშისაკენ მიერეკებოდნენ, რათა შემდეგ ოსმალო ვაჭრებისათ-
ვის მიეყიდათ.
ბრაზით განტვირთული მთავარი კი მასთან მყოფი უბრძანებდა:
– სანთელ-საკმეველის სუნმა მომგუდა, კარი მოაღეთ. ყველანი
გადით. სად არის ის ტუტუცი ექიმი გეგეჭკორი?
გეგეჭკორი ელვის სისწრაფით მთავრის წინ გაჩნდა.

334
‒ რა გნებავს, დიდო მწყალობელო? ‒ დაშაქრული ხმით ჰკითხა
გეგეჭკორმა.
‒ აწი რომ მოვრჩე, შენ დაიჩემებ?
– ღვთის სადაო საქმე მომიწყვე, მთავარო, და რაღა მეთქმის.
‒ აღარ დაიკვეხნო, ‒ ღიმილით ამბობდა მისუსტებული მთავა-
რი.
‒ ოღონდ შენ მეყოლე კარგად და აქიმობაზე სულ ავიღებ ხელს,
ბატონო.
‒ სუუ! აღარ დაიკვეხნო იცოდე. ხომ იცი, რომ ახლავე უკეთ
ვგრძნობ თავს!
‒ ღმერთმა ინებოს.
‒ სუუ! აღარ დაიკვეხნო.
‒ ბატონო, არასოდეს არ დამიკვეხნია, ღმერთზე უკეთესი აქიმი
ვარ-მეთქი.
‒ საკვირველია, წუთიდან- წუთამდე უკეთა ვხდები.
‒ დიდება და თაყვანისცემა ღვთის ძლიერებას. მიუწვდომელ
არს განგება მისი.
‒ მეძინება კიდეც, მყუდროება დაიცავით.
და მთავრის ოთახის ახლოს ვგონებ ჩიტებსაც კი აეკრძალათ
ფრენა და ხმიანობა.

***
ის იყო მზის გადაცურებას ორი ადლიღა აკლდა, რომ დადიანის
თავსშემონავლები იორდანე მთელი დღის უსმელ-უჭმელი, შეურაც-
ხყოფილი, სირცხვილის ყლაპვით ღრანჭშეკრული, ტანმილეწილი,
სახეგაფითრებული ძლივს შეფაცფაცდა ეზოში. სახლის კარები შე-
აღო, წელიდან ღვედი მოიხსნა, შორს გადისროლა და სასომიხდი-
ლი ლოგინზე გაიშხლართა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ეზო-გარემოში მოფუსფუსე ცოლმაც
საქმისაგან მოიცალა ‒ დიდი შეკვრა სათორნე ფიჩხი თორნესთან
დააგდო და თვითონ სახლში შევიდა.

335
‒ უი! შენ ქე მოდი, კაცო?! მადლობა ღმერთს! მე გული მისკდე-
ბოდა, რომ დაიგვიანე, ფარსაგი არაფერი მეგონა,‒ მიუთვალა სიტ-
ყვა გახარებულმა ცოლმა, მაგრამ თვალდახუჭული იორდანე ხმას
არ იღებდა.
‒ რა იყო, ბეჩა! რას გიბარებდნენ ის ურწმუნოები?
ცოლმა რომ პასუხად კვლავ მდუმარება მოიღო, ლოგინთან მი-
ირბინა.
‒კაცო! გძინავს, თუ რა არის
იორდანემ ისე ზანტად და დაზარებით გაახილა თვალები, თით-
ქოს ყველასი და ყველაფრის დანახვის რცხვენიაო.
‒ რა მოგივიდა, კაცო? ხმას რომ არ იღებ, ენა ხომ არ ამოგჭრეს?
იორდანემ პასუხის ნაცვლად თვალები დახუჭა.
‒კაცო, თქვი რამე! ნაღვინევი ხომ არა ხარ, ან ხომ არაფერი
გტკივა?
კვლავ არ მიიღო პასუხი.
‒ ოი, დიდება შენდა, ღმერთო! რა მოუვიდა ამ კაცს? ‒ წამოიძახა
ცოლმა და გარეთ გავარდა, შვილებს და რძალს მიაშურა.
– შვილებო! მოდით, მოდით. დაანებეთ მუშაობას თავი, რა
დროს საქმეა?
შვილებმა და რძალმა ყანა მიატოვეს და დედისკენ გამოეშურ-
ნენ.
‒ რა იყო, დედა? რა მოგვივიდა?
‒ მამა ცუდადაა...
შეშფოთებული ჭირისუფალი ოთახში შევარდა.
‒ მამა! რა მოგივიდა? რა გტკივა? მამა! აბა მე შემომხედე, არ გე-
ცოდები შენი ცალხელა ხუბუკა? მითხარი რამე!
‒ მამა, მე შემომხედე. აბა, თუ მიცანი? მე ვარ შენი რძალი ტასიე.
‒ ვა, შე უბედურო, რა მოგივიდა ასეთი, რომ აღარავინ აღარ გინ-
და. ამოიღე, კაცო, ხმა და გვითხარი, რამ შეგაჭირვა ასე და რა გაწ-
უხებს? ‒ ჩასძახოდა შეწუხებული ცოლი.
მაგრამ იორდანე ხმას არ იღებდა. დაღამდა. აღშფოთებული
ცოლ-შვილი ცალმაგის პირს შეგროვილიყო, იორდანეს შველაზე

336
თათბირობდნენ.
‒ არაფერი არ არის, შვილებო, იმის მეტი, რომ დამფრთხალა და
ამას წირვისა და თავშემოვლების მეტი არაფერი უშველის, ‒ თქვა
იორდანეს ცოლმა.
‒ ჩემი აზრით, ზეთის კურთხევა სჯობია ყველაფერს, ‒ წარმოთ-
ქვა თავის აზრი თედომ.
‒ კაცო, ზეთის კურთხევას თუ შვიდი მღვდელი არ დაესწრო, ისე
არაფერი ძალა არა აქვს და ასე უცებ შვიდ მღვდელს სად წაუყაროთ
თავი? არა და დაგვიანებაც არ ვარგა, ერთი რომ ხმა გავარდება და
თავი მოგვეჭრება და ხუმრობა კი არ არის, ოჯახს რომ გადარეულო-
ბის სახელი შეერქმევა, მერეა და უწამლობაში გადარეულობაც უფ-
რო შეეძლება და მერე შეიძლება ვეღარაფერმაც ვეღარ უშველოს.
‒ თქვა ხუბუკამ თავის აზრი თუ არა, სიტყვა რძალმა ჩამოართვა.
‒ მართალს ბრძანებ. ჩემი დედამთილის ნათქვამი ყველაფერს
სჯობია. წადი ახლავე, თედო, ‒ მიმართა ქმარს, ჩქარა მღვდელი
მოიყვანე, მისი ლოცვა-კურთხევით და აიაზმის სხურებით თავზე
ვერძსა და წისდედალას შემოვავლებთ და აბა ნახავთ, ხვალ, ღვთის
შეწევნით, რა კარგად იქნება!
ყველა დაეთანხმა რძლის ნათქვამს და მღვდელთან წასასვლე-
ლად წამომდგარმა თედომ თქვა:
‒ არა, ეს ყველაფერი მოუხდება, რა თქმა უნდა, და მორჩება კი-
დეც, მაგრამ საკვირველი ის არის, რამ უქნა და რა მოუვიდა ამ კაცს.
‒ შეიძლება ისეთი განჩინება რამე გამოუცხადეს ბეგარის გა-
დუხდელობაზე, რომ მისმა ჯავრმა დაადუმა. ‒ უპასუხა ხუბუკამ.
‒ მაგას გავიგებთ ხვალ, არაფერია,‒ თქვა თედომ და მღვდლის
მოსაყვანად გასწია, ხოლო ცოლი და ნალაშქრი შვილი იორდანეს-
თან შებრუნდნენ, ტასია კი სახლ-კარის მილაგ-მოლაგებას შეუდგა.
‒ მამა! მამა! ‒ წამდაუწუმ ჩასძახოდა, არ ასვენებდა ხუბუკა.‒ მა-
მა, ამოიღე ხმა და გვითხარი, რა გაწუხებს, რა მოგივიდა, თორემ
თავს აღარ ვიცოცხლებ. მე შენი იმედით ვცოცხლობ, მამა, და შენ
რას მიპირობ.
‒ გაგვეცი, კაცო, ხმა! ‒ ეუბნებოდა ცოლი, მაგრამ იორდანე მხ-

337
ოლოდ განცვიფრებულ თვალებს მიაშტერებდა ხოლმე, ‒ ვაი შენი
ცოდვა, შე უბედურო! ღირსი კი ხარ ყველაფრის, რომ ორ ქათამს და
ათ კვერცხს გადააყოლე შენი თავი! – ჩაილაპარაკა გულმოკლულ-
მა ცოლმა.
კერიისკენ წავიდა, ჩაჯდა. ამ დროს თედოს მოყვანილმა
მღვდელმა მხნე და იმედიანი ხმით შესძახა:
‒ მშვიდობა სახლსა ამას!
‒ მშვიდობა არ მოგეშალოს შენ და შენ მაკურთხებელს, – მი-
უნაცვლა დიასახლისმა. – სად არის ჩვენი ავადმყოფი?
‒ აქეთ, აქეთ, ბატონო, — მოისმა მიბნელებული კუთხიდან ხუ-
ბუკას ხმა.
სანამ მღვდელი. ავადმყოფისაკენ ფეხს გადადგამდა, მანამ ტა-
სიამ ჟინჟღილას მოუკიდა და მღვდელს ავადმყოფთან მიუძღვა.
‒ რასა იქ, ჩემო იორდანე? რამ შეგაწუხა, რამ შეგაშფოთა, შვი-
ლო? შენი და ჩემი ხნის კაცი სოფლის ამაოებამ აღარ უნდა გაგვაკ-
ვირვოს, აღარ უნდა აღგვაშფოთოს. აბა მითხარი, შვილო, რა გაწუ-
ხებს? ჰა? გტკივა რამე, თუ სხვა რამ გაწუხებს?
იორდანემ თითქოს მოინდომა რაღაცის თქმა, ტუჩები აუჩიფჩიფ-
და, მაგრამ ხმა ვერ გამოსცა და თვალები ისევ დახუჭა.
მღვდლის ცდებმა რომ სასურველი შედეგი ვერ მიიღო, შემდეგ
ღვთისადმი ლოცვა-შენაწირს მიმართეს.
იორდანეს ჯალაბმა თავთავის მოვალეობა დაინაწილა: სანთლე-
ბით რქებაჩირაღდნებული ვერძი ხუბუკას ეკავა, წისდედალა ტასი-
ას, სააიაზმე წყლის ჭურჭელი იორდანეს ცოლს და სანთელ-საკმე-
ველით აბოლებული საცეცხლური თედოს.
მღვდელმა ნელი ხმით დაიწყო:
‒ უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩვენისაო, შემოგვიწირავს მო-
ნისა შენისა იორდანეს სასიმთელოდ, სასიცოცხლოდ, სასარგებ-
ლოდ და შეიწირე თავი თავის მაგიერად, ტანი ტანის მაგიერად!
უკანასკნელმა სიტყვებმა თითქო იორდანეს დაოკებული სის-
ხლი გაალღო, გაათბო და ააფეთქაო ‒ ლოგინიდან წამოიჭრა და
მხეცური გაბრაზებით შეჰყვირა:

338
‒ გამშორდით იქით! გამშორდით ყველა! არ მინდა არა.
‒რისთვის, შვილო, რისთვის?! ჩვენ შენთვის ვლოცულობთ, ჩვენ
შენ გვიყვარხარ, შვილო, და დაგვიჯერე, რაც გითხრათ, ‒ ამშვიდებ-
და მოძღვარი, მაგრამ გააფთრებული იორდანე მშიერი არწივივით
მივარდა რძალს ხელებში, წისდედალა გამოგლიჯა, თავი წააცალა
და კედელს მიანარცხა. მერე ღვთისადმი მსხვერპლ-ზვარაკის შემ-
წირველ ხუბუკას ეცა, თოკით დაკავებული ვერძი ფეხქვეშ მოიგდო
და ისე მოუგრიხა კისერი, რომ ორ წუთში მოახრჩო.
შეშინებული მღვდელი და დამფრთხალი ჯალაბი ბუჯერთან მი-
იმალენ. იორდანე კი არ ისვენებდა.
‒ მომშორდით ყველა! მძულს ცა და მიწა, მძულს მზე და მთვარე!
მძულს ჩემი ოხერი თავი ‒ ეს ლაჩარი იორდანე, ეს წისდედალა
იორდანე! ოოჰ! მძულხარ, მძულხარ, იორდანე! და გამშორდი შენც,
შე საზიზღარო! შე წისდედალავ! შე, თავშემონაკლებო საქონელო!
გამშორდი! გამშორდი..
მოთენთილ-მოწყვეტილი იორდანე სოხანეზე გაიშხლართა.
წაქცეულ იორდანეს ცოლ-შვილი მიუბრუნდა, რძალმა ჟინჟღი-
ლი ისევ აანთო და რომ დახედეს, მართლა დარწმუნდნენ, რომ იორ-
დანეს უკვე ყველა შეუძულებია და შეშინებულმა ცოლმა მღვდელს
მიაძახა:
‒ მამაო, მამაო! გვიშველეთ! ზიარება ეგებ მოასწროთ, ვიღუპე-
ბით ნამდვილად.
მაგრამ ვიდრე მღვდელი წმიდა ზიარების ნაწილებს გულიდან
მოიღებდა. და შვილი საზედაშეს მოიტანდა, იორდანემ აღარ მოით-
მინა და თითქოს საგულისწყრომო ნაბიჯით მათ ზიარებას გაასწრო
და გადაემკვიდრა იქ, სადაც. „არა არს არცა სულთქმა, არცა ურვა,
არცა სიმძიმილი“.
იორდანეს ვერ გაუგეს ვერც ოჯახმა და ვერ მოძღვარმა, თუ რა
ჯოჯოხეთის ცეცხლით გარუჯული დაბრუნდა შინ. შეიძლება კიდევ
დაეძლია სიკვდილისათვის, რომ მის ოჯახს იმის განმეორება არ მო-
ეხდინა მისი ლოგინის წინაც, რაც მას დამართეს დადიანის ლოგინ-
თან.

339
ორი დღის შემდეგ, დადიანის მოხელეებმა იორდანეს სიკვდილი
რომ გაიგეს, ღვთის სასწაულად ჩასთვალეს. დადიანს სიხარულით
ახარა აქიმმა:
‒ მოლოცვა და სიხარული შენდა, მთავარო!
‒ რაო? რა მოხდა?
‒ საკვირველება, სასწაული გვეუწყა, ბატონო! იმ ცხრა თავშე-
მოვლებულ შენაწირთაგან ერთი, სწორედ საეკლესიო შეწირული,
იმ დღესვე მიუღია უფალს.
‒ რას ამბობ! ‒ სიხარულით შეიოცა დადიანმა, ‒ დანარჩენი?
‒ იმათი ჯერ არაფერი ვიცით, მაგრამ უგუნურთა საჩვენებელ მა-
გალითად ესეც კმარა.
‒ დიდება უფალს! ახლა მაინც გაიგონ, რომ ჩემი წინააღმდეგი
ვერ გაიხარებს.
‒ ჭეშმარიტად! აწ ვეღარ გაბედავენ ბეგრის უარყოფას, ვეღარ
იტყვიან ქათმის და კვერცხის გადახდა არ გვეკადრებაო.
‒ ოჰ, რა კარგი ამბავი თქვი... გმადლობ, შენ უფალო, რამეთუ
ძალსა მატებ ძლიერებას ჩემსა... მართლა, შენ ხომ გახსოვს, გეგეჭ-
კორო, რომ გითხარი, როგორც კი შეწირულთა შეწირვა მოხდა, იმ-
წამსვე უკეთესობა ვიგრძენი.
‒ დიახ, ბატონო, ბრძანეთ ‒ იმწამსვეო.
‒ აბა, გეგეჭკორო! კარგის მთქმელს კარგი საჩუქარი უნდაო, იტ-
ყვიან, და რა გაჩუქო ახლა?
‒ შენი წყალობა ყოველივე ფასდაუდებელია ჩემთვის, დიდო ბა-
ტონო, დიდო მთავარო!
თვალებ გაფართოებული, სახეგაღიმებული გეგეჭკორი მწყერის
დასაჭერად გამზადებულ მიმინოსავით უყურებდა დადიანს.

***
დრომ ყოველივე დასძლია... სოფელ ჩიხარეშის ერთ ლამაზ ად-
გილზე გაზაფხულიდან დაწყებული მთელი მოსახლეობა ქვა და
კირს, სილას და ხე-ტყეს ეზიდებოდა. ახალ ბატონს ბეჟანს ხალხზე

340
ბატონობისა და ძლიერების განსამტკიცებლად მის სახელობაზე
საყდრის აშენების ბრძანება გაეცა. საყდრის საშენი მასალა და
შრომა ხალხს ღვთისადმი შესაწირის სახით უფასოდ უნდა გაეღო.
მკაცრსა და სწრაფ ბრძანებას საყდარი მალე აეშენებინა და და-
დიანის გამოგზავნილი მხატვარი უკანასკნელ სურათს ამთავრებდა.
ორი მუშა სვანი საყდრის ეზოში დასასვენებლად დამჯდარიყო
და ერთი მეორეს ეუბნებოდა:
‒კაი ხატებს კი გვიხატავს საყდარში დადიანის გამოგზავნილი
კაცი, კაი მოუვიდეს მას და მის დადიანს.
‒ რაო? რას ხატავს?
‒ რას ხატავს და ბეჟანს და მის ცოლ-შვილს.
‒ ეჰეე! რას ამბობ, შე კაცო! ცოტა ცოდვა კიდევ მიიმატოს და მე-
რე მთლად მამა-ღმერთად გამოაცხადოს მისი თავი და ის იქნება ბა-
რემ.
– თუ გაახსენდა, მაგასაც იზამს.
‒ დამანებე თავი, თუ ღმერთი გწამს!
‒ იმე! ასეა და რას იზამ!
‒ რას ვიზამ და არაფერს. შევიდეს და მაგისთანა ხატებზე თვი-
თონ იწეროს პირჯვარი და სოფელ-ქვეყანას კი მაგისთანა ხატები არ
უყვარს.
‒ ძალად შეაყვარებენ!
‒ ვერა, ვერ შეაყვარებენ!
‒ ნუ ლაპარაკობ, თუ კაცი ხარ მაგისთანა მხეცი წინათაც ბევ-
რჯელ ყოფილა. იცოცხლე, ხალხს მასზე პირჯვარი უწერია, არ გაგი-
გონია, ძალა აღმართს ხნავსო?
‒ ეს რაა! ძალადობას ყველაფერი შეუძლია, თორემ ისე, არავინ
შეიყვარებს მაგ ძაღლთაპირს. სასიკეთო ადამიანების სისხლი ჯიხ-
ვის ყანწებით აქვს შესმული, მაგის სისხლი დალიონ ძაღლებმა.
‒ ჰოდა, ასეა. ოღონდ საქმით ნურაფერს შეკადრებ და ისე მაგ
შენ დახავსებულ გულის საბუდარში, რაც გინდა, ის იფიქრე, რა და-
აკლდება მაგითი!
‒ არაფერია, მაგისთანა უდიერებს ღმერთი დააკლებს. ცოდვა-

341
მადლის სასწორ-ჩარექი ჩვენზე უკეთესს უპყრია ხელში.
‒ ვის?
– ვინც არის ჩვენ ზევით მეთვალყურე და სამართლიანი.
‒ვერ ყოფილა კარგი მეთვალყურე, თორემ ასე უთვალყუროდაც
არ მიგვაგდებდა.
‒ შენ ნუ იცი ასეთი ღვთის სალავათი, შე უბედურო, თორემ შენც
მოგეკითხება პასუხი თავის დროზე!
‒ ეეჰ, ამაზე მეტი რაღა მომეკითხება, ძმაო. სხვისთვის ვმუშაობ
და ჩემთვის მშიერი ვარ.
სვანები რომ ასეთ საუბარში იყვნენ, ის იყო მხატვარმაც დავალე-
ბული სამუშაო დაამთავრა, გარეთ გამოვიდა და ხელის საბანი წყა-
ლი მოითხოვა.
მოსაუბრე სვანები კი მხატვრობის დასათვალიერებლად საყ-
დარში შევიდნენ და ერთი მეორეს მხატვრობის შინაარსს უხსნიდა:
‒ აი, ხომ იცანი, ეს თვითონ ბეჟანია, ეს მისი ცოლი‒ იაშვილის
ქალი, ეს მისი შვილი ტაიბუხი, ეს ტაიბუხის ცოლი ‒ ქუთია, ეს ბეჟა-
ნის დედა ‒ სულწასაწყმედი დიგორხანი, ესენი ‒ რანბალად და მისი
ცოლი სიდეხან. ესენი კი აღარ ვიცი, ვინ არიან
‒ ასე მაგრად შეიდგა ვითომ ფეხი?
‒ როგორც ჩანს. ხომ ხედავ, ღმერთსაც შეეცილა საყდარ-სალო-
ცავზე.
‒ ვაი ჩვენი ცოდვა!
‒ ეეჰ, ვაი და ვაი! სალხინო სათქმელი აღარაფერი გვაქვს ხომ
და ეს არის, ‒ და ხმა დაწეული მუნათით საყდარს განშორდნენ.

***
თეთნულდის შეუვალ, მრისხანე გადმოხედვას ფეხქვეშ გარ-
თხმოდა სოფელ უშგულის პატარა კალთა და ქვეშიდან საქონლის
გამხმარი ნაკელით დანთებულ ცეცხლის კვამლს სანთელ-საკმევე-
ლივით უფუვლებდა.

342
საძოვრად გაშვებულ საქონელს მწყემსი ბავშვები ასდევნებოდ-
ნენ და თავთავის საქონელს უთვალყურებდნენ, შორიდან სიმღერა
მოისმა.
ბავშვები შეჩქვიფდნენ. წლობით მიყრუებულ ბეჩავ უშგულის-
თვის იშვიათი იყო ხოლმე ვისიმე მხიარული ხმით შემოჭრა.
მწყემსმა ბავშვებმა აქეთ-იქით ციმციმი დაიწყეს ‒ უნდოდა მიმ-
ხვდარიყვნენ, საიდან მოისმოდა სიმღერა. სახეზე სიამოვნება აღე-
ბეჭდათ: სიმღერის ხმა მოახლოვდა.
დროთა მსვლელობაში ბეჟანის სიავკაცეს ხალხი ისე დაემორჩი-
ლებინა, რომ მასზე შესაქებელი შაირიც, შეუთხზავთ, რომელიც
ხალხის სასიმღეროდ ქცეულა.
ხალხს ეს აღარ აკვირვებდა, თითქოს აღარ ეჩოთირებოდა: პი-
რიქით, ვისაც კი მღერა შეეძლო, ყველა იზეპირებდა, ყველა მღერო-
და ამ შაირს.
‒ ხალხი გამარჯვებულის წინ ლაჩარია, ეს დასაბამიდან ცნობი-
ლია და ჭკვიანმა კაცმაც ამით უნდა ისარგებლოს, ‒ იტყოდა ხოლმე
ბეჟანი და მძლეობის და მრისხანების ორპირიანი მახვილიც მუდამ
გალესილი, მუდამ მზად ეპყრო.
ახლაც ბეჟანს ორი აზრი დაბადებოდა: ლაშხეთსა და უშგულს
შორის იშვიათ სანადირო ადგილებში ჯიხვსა და არჩვზე ენადირნა,
შემდეგ უშგულს სწვევოდა, საუკეთესო საქონლით დაებეგრა და ნა-
შოვნით და ნანადირევით ოჯახს სიხარულით დაბრუნებოდა.
ბეჟანმა თავის ამალით სოფლის განაკიდე მთის ძირში დაიბანა-
კა და იქიდან უშგულს მოციქულები გაუგზავნა და დაავალა, ყოველ-
წლიურად კომლზე თითო მსხვილფეხა საქონელი გადაიხადეთ, თო-
რემ ჩემთან წინააღმდეგობას რაც პასუხი მოელის, ეს თქვენც კარ-
გად გეცოდინებათო.
ამ ამბით შეშფოთებულმა სოფელმა მათ უფროსად ცნობილ ბურ-
დუხანს მიაშურა.
ბურდუხანი უშგულის მოსახლეობას დიდ ჭკვიან კაცად მიაჩნდა
და იმის უკითხავად და ნებადაურთველად არაფერს არ აკეთებდა.
ის იყო სოფლის მამამთავარი. ხალხის მიტანილმა ამბავმა თეთრ-

343
წვეროსანი ბურდუხანი დიდად შეაწუხა, თავი ჩაქინდრა და დიდხანს
ფიქრობდა.ხალხიც მას მისჩერებოდა, პასუხს ელოდა და პასუხი
რომ გვიანდებოდა, ხალხმა შეკითხვა შებედა.
‒ მახვში! მოციქულები გვიცდიან. რა პასუხი გავცეთ, გვითხარი!
ბურდუხანმა თავი მაღლა ასწია.
‒ რა უნდა გითხრათ! ხომ იცით, ავსული კაცი რომ თავს დაგეს-
ხმის, ან უნდა შეაკვდე, ან უნდა დაემორჩილო. რომ შევაკვდეთ, ხა-
რიც ოხრად დაგვრჩება და ძროხაც, მეორედ აღარ დავიბადებით.
ამიტომ სჯობია, ხალხის სამშვიდობოდ, მგელს საძღომი გადაუგ-
დოთ.
‒ მაშ, რა ვქნათ? ‒ კვლავ შეეკითხა ხალხი.
‒ მიეცით ბეგარა. პირველი ჩემი რქებმაღალი ნიშა ხარი გამო-
იყვანეთ და მიგვარეთ.
ხალხი დაიშალა. ყველამ თავთავის საქონელს მიაშურა და ბურ-
დუხანის მიბაძვით ყველამ რჩეული საქონელი გაიღო.
‒ გადასახადი საქონელი ბატონის წინ მირეკეს.
‒ ეს არის მარტო? ‒ ჰკითხა ხალხს ბეჟანმა.
‒ მოსახლეზე ერთი სულიო, ბატონო, და მეტი არ გამოვიდა.
‒ჰო, კარგი! გაისად ორი იყოს.
ნათქვამმა ხალხს თავზარი დასცა. მაგრამ ულმობელი ბატონის
წინაშე უსიტყვო მდუმარებით იდგნენ, ერთმანეთის გადახედვაც კი
ვერ გაებედნათ.
‒ შენ ვისი ხარ, ბიჭო? – შეეკითხა ბეჟანი მწყემს ბიჭს.
‒ დედასი.
‒ შენი დედა ვინ არის?
‒ თეთნულდ!
‒ შენი სახელი?
‒ ლახვიშგეზალ.
‒ წადი და უთხარი შენს პატრონს, რომ მე ბატონს მივყავარ-თქო
და ახლავე დაბრუნდი, გესმის?
‒კი.
‒ მაშ, გასწი და ახლავე მოდი.

344
ბავშვი დედასთან გაიქცა, ბატონის ნათქვამი გადასცა.

***
მხარ-თეძოზე წამოწოლილი ბეჟანი თითქო მწვანე მოლის სიფა-
ქიზეს გასცქეროდა, მაგრამ სულ სხვაზე ფიქრობდა.
ხოლო სვანები ბატონის სადილის თადარიგში ერთი მეორეს ეხ-
ლებოდნენ. დასაკლავებს კლავდნენ, პურს აცხობდნენ და არაყს
ამარაგებდნენ.
‒ ჩქარა, ჩქარა! თორემ ამ დაგვიანებაში ეგებ კიდევ რამე მო-
იფიქროს, მოგვთხოვოს და ხომ მთლად დავიღუპებით ‒ აფრთხი-
ლებდნენ ერთმანეთს და სადილის მოჩქარებით ცხვირ-პირს იმ-
ტვრევდნენ.
‒ გერგმან! ‒ დაუძახა ბეჟანმა ერთ უშგულელ სვანს, რომელიც
იქვე სხვებთან ერთად იდგა.
‒ასგო, ისგვამი!
‒ ის პატარა მწყემსი ბიჭი ვისი შვილია?
‒ არ ვიცი, ბატონო! ის და დედამისი მთის შენაწირნი არიან, და
ისე კი ჩვენ ბურდუხანთან არიან სასხვიშვილოდ. ეს ბიჭი მწყემსად
ჰყავს და დედამისი მცხობლად.
‒კარგი ბავშვია! მწყემსებში განირჩევა.
‒ კი ბატონო, ძალიან მახალოზი ბიჭია.
‒ რამდენი წლის იქნება, თუ იცი?
‒ არ ვიცი, ბატონო, მგონი თორმეტის, ან ცოტა მეტის, კაი ხანია,
რაც ეგა და დედამისი ბურდუხანთან არიან.
‒ როგორ! თქვენმა ბურდუხანმა შინაყმები დამიწყო?
‒ არა, ბატონო, შინაყმები რა ჩვენი საქმეა და ან ვინ მოგვცა მა-
გის წელი, მაგრამ ეგ უპატრონო დედა-შვილი კარს მოგვადგა და,
რა თქმა უნდა, არც ერთ ჩვენგანს არ შეგვეძლო მაგათი რჩენა და
სოფელმა ისევ ბურდუხანს ვთხოვეთ, მას მიეღო. მასაც არ უნდოდა,
მაგრამ სოფლის თხოვნას ვეღარ გაექცა და სოფელიც იმათ სარჩოდ

345
და ულუფად მოსახლეზე ნახევარ ბათმან ქერს შეპირდა და სწორედ
იმ წელიწადს ისეთი დაუნდობელი ამინდი დადგა, რომ ჩვენი თეთ-
ნულდი ყოველ კვირაში სეტყვით იფარებოდა. ხალხი შიშმა აგვიტა-
ნა — ასეთი ამინდებით შიმშილობა აუცილებელი ხდებოდა და გა-
დავწყვიტეთ მთისთვის შესაწირი მიგვერთმია, გარისხებული გული
ისევ გაეთბო და მოსავლიანობისთვის კარგი ამინდი დაეჭირა. სო-
ფელმა თავი მოიყარა, ბურდუხანს განზრახული აზრი გადავეცით და
რჩევა ვთხოვეთ. ბევრი ვისარჩლეთ და ვითათბირეთ, თუ რა შესაწი-
რი მიგვერთმია მისი თვის, მაგრამ ვერ გამოვკვეთეთ და ისევ ბურ-
დუხანმა განაცხადა, სოფლის თხოვნა დიდია მთისადმი და შესაწი-
რიც დიდი გვმართებსო. სოფელმაც ერთხმად დავიგრიალეთ: კაცის
სული, კაცის სული შევსწიროთო!
სვანმა ბატონს უგულოდ სმენა შეამჩნია და შეჩერდა:
ბეჟანი განგებ არ იმჩნევდა, რომ ყურს უგდებდა, აგდებული გა-
მოხედვით თვალი მეორე მხრით მიეპყრო, მაგრამ გერგის გაჩუმება
აღარ იამა და მიაძახა:
– მერე, მერე?
გერგისაც ეს უნდოდა. და რაკი დარწმუნდა, რომ ბატონს მისი სა-
უბარი ნებავს, ახლა უფრო ხალისით განაგრძო:
‒ მერე, ბატონო, ისევ ბურდუხანი შეგვეკითხა: აბა რომელს შე-
გიძლია ასეთი შესაწირი გაიღოთო. ყველა წავხდით, სიტყვა პირზე
შეგვაშრა. ბოლოს ერთმა ვიღაცამ დაიძახა: ბურდუხანს შევთხო-
ვოთ, მისი სხიშვილები შევსწიროთო. კი მოგეხსენება, ბატონო,
ხალხმა რაკი უმტკივნეულო გამოსავალს მიაგნო, უკან ვეღარაფე-
რი დაახევინებდა. ერთხმად შევთხოვეთ ბურდუხანს და ისიც, რა
თქმა უნ. ვეღარ გვეურჩა და დანიშნულ დღეს შესაწირები მთას მივ-
გვარეთ, აი, იმ ჩვენს თეთნულდს.
‒ მერე რა ჰქენით?
‒ რა ვქენით, ბატონო, და მთის ძირში დიდი ცეცხლი დავანთეთ,
შესალოცი ხმიადები გამოვაცხვეთ, მსხვერპლად რქებმაღალი შავი
ხარი დავკალით, მოვილოცეთ და შემდეგ ღვთისა და კაცის საამო
ლხინი გადავიხადეთ.

346
‒ შენაწირებს რა უყავით?
‒ სახელები გამოუცვალეთ. დედას დარჯანი ერქვა და მთის სა-
ხელი თეთნულდი დავარქვით და შვილს მუშნი ერქვა და ლახვიშგე-
ზალ დავარქვით..
‒ მეტი არაფერი?
‒ მეტი ის, ბატონო, რომ დედა-შვილს, ევალება მთელი სიცოც-
ხლე ღვთისა და სიწმინდის სამსახური.
‒ აბა როგორ?
‒ მთელი მათი სიცოცხლე ისე წმიდად უნდა გაატარონ, რომ არც
ერთმა ხორციელი ფიქრი გულში არ გაიტაროს, ქალთან და კაცთან
არაფერი სცოდონ და წელიწადში სამჯერ სოფლის მირთმეული ტაბ-
ლები სამსხვერპლო ადგილზე უნდა მიიტანონ, ერთი დღე და ღამე
ჩვენი სოფლის სასიკეთოდ უსმელ-უჭმელად უნდა ილოცონ. შემდეგ
მიტანილი შენაწირი ნახევარი თვითონ უნდა ჭამონ და ნახევარი
მთის ანგელოზს დაუტოვონ:
‒ მეტი?
შეყოყმანდა, აღარ იცოდა, ეთქვა და გაებედნა. ყველაფერი, თუ
აღთქმის წესი და ამბავი დაუმთავრებლად შეეწყვიტა.
‒ ჰო, მეტი არაფერი? ‒ კვლავ შეეკითხა ბეჟანი და გერგიმაც გა-
დაწყვიტა სათქმელი ეთქვა.
‒ მეტი ის, ბატონო, რომ ჩვენი აღთქმის ძალით მათ სიცოცხლე-
ში ჩვენი სოფლიდან ფეხის გადადგმის ნება არა აქვს და როდესაც
შენს ჭირს წაიღებენ და დაიხოცებიან, იმ სამსხვერპლო ადგილზე
უნდა დავმარხოთ. ეს იყო და ეს, – დაამთავრა გერგიმ და ამით აგ-
რძნობინა ბატონს, შეწირული ბიჭის აქედან წაყვანა არ შეიძლებაო.
‒ენა დაიმოკლე, თორემ ხომ იცი, თავხედების ლაგამი როგორი
ვიცი.
‒ რასაც კი მივხვდებით, ყველა ვცდილობთ, რომ შენი რისხვა არ
დავიმსახუროთ და რასაც არა და ზოგი შენც უნდა გვაპატიო, დიდო
მწყალობელო ბატონო, ‒აწუწუნდა შემფრთხალი სვანი.
‒ ჰმ! გაპატიოთ! გაპატიოთI პატიება, ვიცი მე, რა დროს უნდა...
მწყემსმა ბიჭმა რათ დაიგვიანა ამდენი?

347
‒ ალბათ, შენდა საახლებლად ემარაგება, ბატონო!
‒ემარაგება, თორემ ზუბუნო არ წამოისხას. რამდენი მარაგი უნ-
და! ერთი ცხვრის ტყავი ექნება, მოიცვამს და გათავდა.
‒ ჯერ მაინც არ გახლავს საჩქარო, ბატონო, სადილის მარაგში
ვართ და მანამდე ყველაფერი მოესწრება.
‒მე თქვენს სადილს არა ვჭამ
‒ რა დავაშავეთ, ბატონო, ასეთი სარისხავი!
ბეჟანი გაბრაზებულ თვალებს ატრიალებდა და სათქმელს აღარ
ამბობდა.
თავზარდაცემულ გერგის სიტყვა ჩაუწყდა, ნანობდა, რადა ვთქვი
შეწირულთა ამბავი, ეს ხომ ბურდუხანის საქმე იყო და მე რას ვატაკ-
ტაკებდი ამ მოუთმენელ ენასო.
მოურავმა მურზაბეგ ჯანხოთელმა გაფითრებული გერგი განზე
გაიხმო და უთხრა:
‒ ხომ გაიგონე: მე თქვენს სადილს არ ვჭამო?
‒ იჰ, რავა არ გავიგონე, შე კაცო!
‒ ჰოდა, ისიც ხომ იცი, ეს თქმა რამოდენა რისხვას ნიშნავს და
იცოდეთ, მთელი სოფელი დაიღუპებით. ხომ იცით, ეგ რომ იტყვის,
გათავდა, იმას შემოსარები გზა-კარი აღარ აქვს. მაგის მუქარა
ღმერთს ვერ მოუგერიებია და აბა თქვენ რა შეგიძლიათ?!
‒ იჰ! ‒ მაგ რავა არ ვიცით, შე დალოცვილო.
‒ თუ იცი, მაშ წადი ახლავე და ის მწყემსი ბიჭი მოგვარეთ, თო-
რემ ინანებთ და მეც ძალიან შევწუხდები, მაგრამ ვეღარც მე გიშვე-
ლით, ვერც თქვენი თეთნულდი და ვერც თვით ღმერთი.
‒ ბატონო, რა ამდენი ამბავი გაქვთ ამ დაკარგულ ბიჭზე? რა ეშ-
მაკის თვალზე შეხედეთ ასე! ჩვენი შვილი კი არ არის, რომ მისი შე-
ლევა გვეზარებოდეს. ვიღაც მოთრეულის შვილია, ავიყვანთ და მი-
ვართმევთ, მარა შენაწირი რომ არის, ამის გამოწირვისთვის ხომ
იცი, ღმერთი არც ჩვენ გვეტყვის მადლობას და არც ბატონს.
‒ მაგის თქმა არ გაგივათ. ვისაც შეწირვა შეუძლია, იმას გამო-
წირვაც შეუძლია. გათავდა და გადიარა.
‒კარგი, ბატონო, წავალ და შეიძლება უარსაც არ ამბობენ და ბი-

348
ჭმა ისე რამესთვის დაიგვიანა, ვინ იცის!.
გერგი ჩქარი ძუნძულით ბურდუხანისკენ გაიქცა.
შვილისაგან მიტანილი ამბით თავზარდაცემულმა თეთნულდმა
ბურდუხანის წინ დაიჩოქა და შეევედრა, ჩემი შვილი ბატონის ბრჭყა-
ლებისაგან იხსენიო. შეწუხებული ბურდუხანი ამშვიდებდა.
‒ ჯობს, შენ იახლო, შეევედრო, ეგებ ქვის გული დედის საცო-
დაობამ გაუღოს როგორმე, თორემ ჩემი წასვლა, მე მგონი, საქმეს
უფრო წაახდენს, ‒ ურჩევდა ბურდუხანი.
‒ არა, მახვში! შენ პატივს გცემს უეჭველად. შენ მთელი სოფლის
თავი და უფროსი ხარ, უხუცესი და უბრძანესი კაცი, იძულებული შე-
იქმნება პატივი დაგდოს.
მწყემსი ბიჭი ლახვიშგეზალ დედის ტანჯვას ისე უცებ გამოეცვა-
ლა, რომ ბავშვის უმანკო გამომეტყველების იერი შურისძიების ბრა-
ზად შეცვლოდა და აცახცახებული დედას მიკვროდა.
‒ ჰმ! იმასთან სუყველა ერთია, ჩემო შვილო! ‒ მწარე ამოხვნე-
შით უპასუხა ბურდუხანმა, ‒ ის მგელი და ნადირია, ჩემო შვილო,
თორემ ადამიანი კი არა.
‒ ის თუ მგელია, მე ტყვია ვიქნები, მახვში ‒ წამოიძახა ლახვიშ-
გეზალმა ბრაზმორეული ბავშვური სითამამით.
‒ სუუ! ხმა ჩაიკმიდე! რა დროს შენი ასეთი თავხედური სიტყვაა,
შვილო, ანგელოზი ხარ! ‒ უცბად ჩააჩუმა დედამ ბატონის უსუსური
მოპირდაპირე. ამ დროს კარებში გერგი შემოვიდა.
‒ რას აგვიანებთ ამ ბიჭს ამდენი ხანი! გაიხედეთ, რა ამბავს ათე-
ვს მაგის გულისთვის და მთელი სოფელი ხომ არ გინდათ გადააყო-
ლოთ მაგ ბიჭს?
ამ სიტყვებმა თეთნულდის ფეხქვეშ თითქო დედამიწა დასანგრე-
ვად შეურყიაო, გააფთრებული ვეფხვივით ზე წამოიჭრა და გერგის
მივარდა:
‒ რაო, რაო? შე უღმერთო, როგორ ადვილად ლაპარაკობ მაგ
სიტყვებს! ნუთუ არ იცით, დედა რა არის შვილისთვის. ნუთუ აღარ
მოგეწყინათ ჩვენი წვალება ‒ ხან ღმერთს გვწირავთ და ხან კაცს,
ხან მთას და ხან ბარს! რაკი აგრეა, მე ჩემს შვილს არავის არ მივცემ,

349
არავის საბრძანებელი და გასაჩუქებელი მე ეს არა მყავს და რაც
გინდათ, ის მიყავით.
‒ რათ გინდა თავიც დაღუპო და ჩვენც! ‒ შეეპასუხა გამწარებულ
დედას ბეჟანისაგან შეშინებული გერგი.
‒ ღვთისადმი შეწირულს, ვიცი, სიკვდილით ვერ შეგვეხებით. უნ-
და იცოდეთ, რომ ჩვენი უკმაყოფილო სულები ღვთისა და მთის ან-
გელოზის წინაშე თქვენი დასმენით წარვდგებით და სხვა სასჯელის
არ მეშინია, ყველაფერს ავიტან, მხოლოდ ჩემს შვილს ნუ მომაშო-
რებთ.
‒ შენთან ერთად ჩვენც დავისჯებით და უბედურება სწორედ ეგაა.
‒ არა! ჩემს დანაშაულს არავის არ გაგიზიარებთ.
‒ ეეჰ! რა უბედურებაში ჩავარდით თქვენ არ იცით, ხალხნო! ‒
მიმართა გერგიმ, ‒ ყიფიანმა ეს არის გამოაცხადა, თუ იმ მწყემს
ბიჭს არ მიუყვანთ, ისე მე თქვენს სადილს არ ვჭამო. და ეს ხომ იცით,
როგორი რისხვის წინამძღვარია ჩვენებურად. მერეა კიდევ და ბურ-
დუხანზე ძლიერ გამწყრალად ლაპარაკობს: თქვენმა ბურდუხანმა
შინაყმები დამიწყოო! ასე თქვა, აბაა! და რავა გინდათ ახლა!
– თეთნულდი! — დაიწყო ბურდუხანმა, ‒ თუ ჩემს ლიტონ სიტ-
ყვას არ დაიჯერებ, წავიდეთ და ჩვენ განგებიან მეზისზე შემოგფიცავ,
სადაც უგონიერესი და უგრძნეულესი გველის ჭკუა-გონება ყველა-
ფერს ხვდება, ყველაფერს გულისხმობს, რომ შენი შვილის წართმე-
ვა ჩემთვის იგივე ჩემი საცოდავი სულის წართმევაა, ჩემ თვალთა
დათხრაა, რადგან ჩემი გოლახსანის შეზრდილი ძმაა, ჩემი გაზრდი-
ლი და სოფლის ანგელოზად შეწირული და მერე კიდევ თავის სიკე-
თით ჩემს გულში შვილივით ჩამჯდარი და ჩაბეჭდილი, მაგრამ რა
ვქნა, რა შემიძლია უარი ვთქვა, ჩვენც გაგვატიალებს და ბიჭსაც წა-
იყვანს. შენ თუმცა წეღან გვისაყვედურე, ‒ თქვენი შეწირულების-
თვისო, მაგრამ მე კი ერთადერთ იმედად მაგ მიკავია ხელში. ამი-
ტომ თორმეტი კაცი გამოერჩიეთ სოფლიდან ახლავე, ‒ მიმართა
ხალხს, ‒ იახელით, აუხსენით ჩვენი მდგომარეობა, მოახსენეთ და
თხოვეთ, რომ სოფელ-ქვეყანას ღვთის წყრომის ქვეშ ნუ დაგვაბამს,
ნუ გაგვწირავს, თორემ როგორც ჩვენთვის აღარ ვიქნებით, აღარც

350
თქვენთვისა-თქო და ეს ერთი ტლუ მწყემსი არ ღირს ამად-თქო...
გესმით, თუ არა? შეგიძლიათ, ასე მოიქცეთ?
‒ შეგვიძლია, მახვში! შეგვიძლია,
რამდენიმე წუთის შემდეგ. თორმეტი კაცი- ბეჟანის წინ მუხლებზე
დაჩოქილიყო და თხოვდა დაგვიტოვე შეწირულიო.
‒ ჰოო, მაშ ასე, თქვენ ღვთის გეშინიათ და ჩემი არა! კარგი მურ-
ზაბეგ! ‒ დაუძახა ბექანმა მურზაბეგს და იმწამსვე მურზა ბატონის
წინ გაჩერდა. მურზას ბატონმა ბეჭზე ხელი დაადო და სათიბის კი-
დისკენ გაემართა, ხალხს განშორდა იქ კარგა ხანს ილაპარაკეს და
შემდეგ დაბრუნებულმა ბატონმა თორმეტ მოციქულს უთხრა:
‒ თქვენმა ბურდუხანმა მე ‒ ბეჟან ყიფიანს მოციქულობა გამი-
მართა, არა! კარგი და პატიოსანი. მურზაბეგ! წაყევი ამათ! მათ ბურ-
დუხანთან ჩემი სიტყვა მიიტანე და ჩქარა პასუხი მომახსენე.
მურზა კუდის მელიასებური ქნევით გაჰყვა თავზარდაცემულ მო-
ციქულებს და ყველანი ბურდუხანთან მივიდნენ.
– მობრძანდი, ბატონის მოურავო, მობრძანდის ყოველთვის
მშვიდობით და კარგი ფეხით მოგვსვლიხარ, ჭკვიანო და პატიოსანო
კაცო! — შეხვდა მოსულს ნაძალადევი ცბიერი სიხარულით ბურდუ-
ხანი.
‒ შენც მშვიდობით დამხვედროდე, ყოველთვის.
‒სხვა? ბატონი ხომ არაფერს გვიწყრება? რაც კი შეგვეძლო,
მგონი, შევასრულეთ ყველაფერი მათი ბრძანება და...
‒ ჰო, კი, ისე არ ბრძანდება მაინცდამაინც უმადური, მაგრამ ამ
ბიჭის თაობაზე კია გაჯავრებული.
‒ ბატონო, მაგ ბიჭის თავსა და ბოლოს თვითონ ეს მოციქულები
მოგახსენებდნენ, ღვთისადმი შეწირულნი არიან და კი მოგეხსენე-
ბათ, ამათი აღარც გაცემა შეგვიძლია და აღარც გაგდება. ესენი
მთელ მათ სიცოცხლეში ღვთის მსახურად ითვლებიან.
‒ ჰოდა, აი სწორედ მაგაზე დამაბარა, რომ რაკი ჩემზე მეტად
ღვთის გეშინიათო, აწი მე ვიცი, თქვენი შეშინება როგორ უნდაო. და
მიკვირს, რათ შვრებით ამას! ხომ იცით, რომ მაგის მტრობას უშგუ-
ლი კი არა, მთელი სვანეთი ვერ გაუძლებს და ერთი ბიჭისთვის ასეთ

351
უბედურებას რათა სტეხთ! შეწირულიო, რომ ამბობთ, რა ვუყოთ მე-
რე! რისიც შეწირვა შეგეძლოთ, იმის გამოწირვაც შეგიძლიათ.
ღმერთს ხომ სამშვიდობოდ მიართვით ეს შენაწირი? ახლაც სამშვი-
დობო მდგომარეობა მოითხოვს და აქ შეწირეთ. ასეა, ჭკვიან ხალხს
მიხრა-მოხრა უნდა ჰქონდეს. სადაც ჯობია, იქ უნდა შეწირო და სა-
დაც არა და გამოწირო, მაგრამ ბატონი, იცით რას თხოულობს? სა-
ნამ თვითონ ბურდუხანი არ მომიყვანს იმ ბიჭს და მისი ხელით მე არ
შემომწირავს და თავს არ შემომავლებს, მანამ მე უშგულიდან არ
მოვდივარო და ჩემს ფეხის სიმძიმეს რამდენ ხანს გაუძლებს უშგუ-
ლის ზურგი, მაგსაც მალე გაიგებთო. ჭკვიანი კაცი ხარ, გამიგონია,
ბურდუხან, შენი ჭირიმე, და თვითონ მიხვდები, ეს თქმა რა თქმა
არის.
‒ მიმხვდარიც ვარ, ბატონო ჩემო, შეხედულიც და საკვირველე-
ბით ტვინდაბნეულიც. ჯერ ქვეყანაზე კაცს არ სმე ნია ასეთი არც სა-
მართალი და არც უსამართლობა, რომ ღმერთს გამოწირე შეწირუ-
ლი და მე შემომწირეო, მაგრამ რაკი ჩვენს თავზე მოხდა ასეთი საკ-
ვირველება, ახლა უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ არც მარტო ჩვენ ნე-
ბა-სურვილზეა საქმე დამოკიდებული. მაგ ბიჭს დედა ჰყავს აგერ, აი
ის დედაკაცი! იმასაც აქვს თავის შვილზე უფლება და ვკი ხოთ, რას
იტყვის.
‒ ეგ ჩემი საქმე არ არის. თქვენ იცით და იმან, ‒ მოუჭრა სიტყვა
მურზამ, ‒ მაგრამ მეც უნდა გაგაფრთხილოთ, რომ პასუხის დაგვია-
ნება ბატონის გულს ახელებს და თუ სამუქრო თოფის გასროლამ პა-
სუხს დაასწრო, მერე საშველი აღარ იქნება. – ხომ ხედავთ, ორმოცი
შეიარაღებული მგელივით ვაჟკაცები აგერ გვახლავან, ხუთი ამდენი
ცენას დავსტოვეთ და უშგულს თვალის დახამხამების ხანს ნაცარტუ-
ტად აქცევენ.
თავზარდაცემული თეთნულდი ამ ამბავს ისე მოეხრუკა, დაელია,
რომ კატისოდენად მოკრუნჩხული კუთხეში ჩამჯდარიყო, ლაპარაკს
ყურს უგდებდა და კანკალებდა. ფიქრობდა და აზრობდა თავის გულ-
ში, როგორ მოქცეულიყო ‒ და რა გზა ენახა შვილის გამოხსნისათ-
ვის. სწუხდა უშგულისთვისაც, რომელმაც უთვისტომო ვინმე შეიკე-

352
დლა და, ასე თუ ისე, თავისებური გაგებით თავშესაფარი მისცა.
„ბურდუხანმა ჩემზე მოუთითა... უკანასკნელი სიტყვა მაშ მე მე-
კუთვნის? ‒ ფიქრობდა თეთნულდი და ტანში მდუღარე ესხმოდა. ‒
რა უნდა ვთქვა? შვილს ვერ დავსთმობ, ვერ შეველევი... ოო, არ შე-
მიძლია... მაგრამ უშგულს რომ დაღუპვას უქადიან? არც ეს შემიძ-
ლია! მაშ რა ვქნა? რა გზა გამოვნახო ისეთი, რომ არც შვილი დამე-
ღუპოს და არც უშგული?
გარედან სამუქრო თოფის ხმა მოისმა. თეთნულდმა საზარლად
შეკივლა. ბურდუხანს მივარდა. ხალხი ღელავდა, შფოთავდა. თეთ-
ნულდი ბურდუხანს ევედრებოდა:
‒ უშგულის დაღუპვის მიზეზად ჩემს შვილს ვერ გავხდი! უშგული
ჩვენი კერაა, უშგული ჩვენი პატრონი დედ-მამაა და უშგულის თავ-
შემოვლებულად გაგვიშვით აქედან, დაგვრჩით მშვიდობით და შეგ-
ვწირეთ ახალ კერპს, ახალ ბატონს, მხოლოდ ორნივ ერთად, ორნივ
განუშორებლად, ჩვენ ხომ უერთმანეთოდ ვერ ვიცოცხლებთ. ბურ-
დუხან მახვში, ბურდუხან მამა! ბურდუხან პატრონო! არ დაგვაშორო
ერთმანეთს და თქვენი გამოწირვის ცოდო ჩემს კისერს დაადეთ, მე
მას ჩემი ცრემლებით მოვიბან, ჩემი ლოცვებით დავადნობ,‒ ვედრე-
ბით ეხვეწებოდა ბურდუხანს სულით ხორცამდე გამწარებული დე-
და.
ბეჟანისათვის არც თუ ისე საჭირო და აუცილებელი იყო მოწონე-
ბული მწყემსი ბიჭი. მის სახლში ფარეშანი და მსახურნი ათეულო-
ბით ირეოდნენ ერთმანეთში უსაქმოდ და უწესრიგოდ, მაგრამ ბე-
ჟანს ამით მხედველობაში ჰქონდა მისდამი ხალხის მორჩილება გა-
ნემტკიცებია, ურჩობა მოეტეხა და პირუტყვიდან ადამიანის სულამ-
დე დაებეგრა, დაემორჩილებინა. მით უმეტეს, რაკი ამ სურვილიდან
გამომდინარე სიტყვა თქვა, მოთხოვნილება მისი გამოამჟღავნა, ახ-
ლა ამის გაწბილება მისი სიტყვის და ბრძანების გამსუბუქება პატი-
ვაყრა და დამცირება იქნებოდა და ამიტომაც მისმა მუქარით გასრო-
ლილმა ტყვიამ მთელი უშგული შეაძრწუნა, შეაშფოთა და სამ-
კვდრო-სასიცოცხლო განკითხვის წინ დააყენა.
‒ მოურავო! ‒ მიმართა ძალზე აღშფოთებულმა ბურდუხანმა და

353
გრძელ, ჭაღარა წვერზე ხელი ჩამოისვა, ‒ იახელი ბატონს და მო-
ახსენე, რომ სასჯელს დამნაშავეებს ანიჭებენ და ჩვენ რა დაგვიშა-
ვებია, აღარ ვიცით. საქონელი გვიბრძანა და რჩეულები მივარ-
თვით, სადილი დაგვავალეთ და ოთხი სული ხარი და ფური დავკა-
ლით, ერთი კაცის სული გვიბრძანა და ჩვენ ორი მიგვირთმევია. მე-
ტი რა ვქნათ! უცხო კაცი მობრძანდი და ცოტა ხანს ლაპარაკს შევყე-
ვით და რა იფიქრა, რომ საბოლოო უარს შევბედავდით? მაგრამ
შენთან თუ რამე ვთქვით, ეს თვითონ იმ საწყალი უპატრონო დედა-
შვილის შეცოდებით, რომ არ იფიქრონ, უშგულს მათი შელევა უხა-
რიაო, ‒ შეატრიალა აზრი ბურდუხანმა.
‒ მე კი ვიახლები, მარა მისმა რისხვამ თუ აიწყვიტა, მერე აღარც
ისე ადვილი დასაბამია.
‒ ბატონო, რისთვის აიწყვიტა! ყოველ საქმეს, თავის სათქმელი
პასუხი აქვს და ჩვენც გვინდოდა ჩვენი პასუხი გვეთქვა.
‒ კი, ეს მართალია, მაგრამ ხომ იცი, ძნელია მასთან ლაპარაკი.
ყოველ სხვის ნათქვამს ეჭვით უყურებს და ხშირად სხვისი საწყრომი
ჩემს კისერზე გადადის და მეც ვერიდები. ხომ გახსოვთ, რა რისხვით
გამომისტუმრა ახლა თქვენთან? ‒ მიმართა მოციქულებს.
‒ რაო? რისთვის ‒ შეეკითხა ხალხს ბურდუხანი.
‒ რა ვიცით. შენი მომხრეობა შეწამა და მისთვის შერისხა, რა ვი-
ცი, მერეც რას მიზამს, შეიძლება სულ დამითხოვოს მოურავობიდან
და კაი მოგებული კი წავალ აქედან. ბატონს ჯოგი და კაცის სულები,
უშგულს მადლი და მშვიდობა და მურზას კიტრი და ბოლოკი.
ბურდუხანი მიხვდა მოურავის ჩაკრულ-ჩამოკრულს და გაეპასუ-
ხა: ‒არა, ბატონო, არც დათხოვით ვინმე დაგითხოვს და არც კიტ-
რით არავინ გაგიშვებს...
‒ მივდივართ? ‒ იკითხა მურზამ და ბურდუხანს გადახედა, მაგ-
რამ ბურდუხანის თვალები ამ დროს თითქო უაღრესი დამნაშავის
სინანულით თეთნულდის მთას მიშტერებოდნენ.
ცრემლად ანაკადებული თეთნულდი თავის შვილთან ერთად კა-
რიბჭესთან შედგა, წაღმა დატრიალდა, ბურდუხანის ოჯახი და მთე-
ლი უშგული დალოცა. უწყინარ და სათნო დედა-შვილს ქალები და

354
ბავშვები ტირილით და ვაებით გამოეთხოვენ, განსაკუთრებით წუხ-
და ბურდუხანის ცოლ-შვილი.
ხალხი ბატონისკენ დაიძრა. გრძნობდნენ, რომ საშიშროება დაძ-
ლეულიყო, მაგრამ რას გრძნობდა ახალი სამსხვერპლოსკენ მიმა-
ვალი დედა-შვილი, ეს ყველასთვის ძნელი სათქმელ-ამოსაცნობი
იყო.
ბურდუხანი, რომლის მისვლა და დამორჩილება ყველაზე მეტი
მნიშვნელობის იყო ბეჟანისათვის, კბილებდამძვრალი მგელივით
წარდგა ბატონის წინ, მძიმე სალმით მუხლის წინ დაუჩოქა, კალთაზე
ემთხვია, მერე წამოდგა და მოახსენა:
‒ ბატონის წყალობა არ მოეშალა საწყალ უშგულს და შენი
დღეგრძელობით ვიხარეთ!
‒ ჰოდა, თქვენც კარგად ყოფნა, თქვენც! შენა ხარ ბურდუხანი?
‒ მე გახლავარ, შენი ჭირიმე!
‒ მაშ, მე და შენ დღეს შესარიგებელი პური ერთად უნდა ვჭამოთ
და ვნახოთ, როგორ შეიღირსები.
‒ ბატონო, რომ არ წავჩხუბებულვართ, რა გვაქვს შესარიგებე-
ლი! რა მსჯის საამისოდ, ბატონო, რომ ცის სიმაღლეს შევედავო!
რაც გვიბრძანე, ყველაფერი შევასრულეთ, ყველაფერი რჩეული
მოგართვით. ერთი კაცის სული გვიბრძანე და ჩვენ ორი მოგართვით
აგერ, ბატონო, ‒ გაიშვირა ხელი დედა-შვილისკენ, ‒ და მეტი რა
ვქნათ, ბატონო! მეტი ამ საცოდავ უშგულშიაც არაფერი მოიპოვება.
მოურავი რაღაც აფაცურდა. გერგიც აიყოლია და ბატონის წინ
კეცზე ახჩოლებული სანთელ-საკმეველი დადგეს.
მურზამ ბურდუხანს გადახედა. ანიშნა, რომ მის მოვალეოს შედ-
გომოდა. სახეგაფითრებულმა ბურდუხანმა ტანთ ზანტად შეარხია,
დედა-შვილს ხელი მოკიდა და საჯვარცმო ნაბიჯები, ბატონის წინ მი-
იყვანა. ბატონი მოლზე გაფენილ ნაბადზე მორთხმულიყო, მშიერი
სვავივით თვალებია. ატრიალებდა და თვითეულის მოქმედებას გვე-
ლურად აკვირდებოდა.
ბურდუხანმა დაიწყო: ‒ ღმერთო ძლიერო! ცაო და ქვეყანავ! იყა-
ვით მოწამე ჩვენი პირობის, ჩვენი აღთქმის და ჩვენი შეწირვის. ბა-

355
ტონს თავს ვავლებთ ორი კაცის სულს, საწინდრად ვაძლევთ ერ-
თგულებისთვის, მას ჰყავდეს, ვიდრე არ გამოვისყიდით. ასი თეთრი
ჯორით, ორას ქორ-მიმინოთი, თამარ მეფის ხელით ქმნული. ჯუბა-
ჩით, დავით აღმაშენებლის ხმლით და წმიდა გიოორგის რაშით.
‒ ვინც ეს ფიცი დაარღვიოს, ბატონის წინაშე იორგულოს, რის-
ხავდეს მაღლა ღმერთი და ძირს ბეჟანი ‒ დაამატა მოურავმა.
‒ ამენ! ‒ დაიგრიალა ხალხმა და დედა-შვილმა ბატონს ირ-
გვლივ შემოუარა. ბურდუხანმა და მოურავმა მოკიდებული სანთლე-
ბით ორივეს თმები შერუჯეს და შეწირვაც ამით დამთავრდა.
იქვე, გვერდით, სუფთა მინდორზე ხადილი გაეშალათ და მთე-
ლად მოხარშულ მსუქან ძროხას, მადისაღმძვრელი ოხშივართ
ასდიოდა.

***
უშგულის ნადავლით კმაყოფილი ბექანი და მისი მხლებლები მე-
ორე დღის სამხრობის ჟამზე უკვე ლაშხეთის მიწაზე მხიარულად მო-
ერეკებოდნენ საქონლის ჯოგს და თეთნულდს და ლახვიშგეზალს.
გოლიათი ბეჟანი უკან მოდიოდა და სიამოვნებით გაჰყურებდა
თავის ნადავლსა და ნაშოვარს.
‒ მურზაბეგ! ‒ დაიძახა ბეჟანმა.
ასგო, ის გვამი! ‒ უცებ მიუნაცვლა პასუხი მურზამ, ცხენს ნაბიჯის
ასაჩქარებელი ლაგამი ჩაჰკრა და ბატონის გვერდით გაჩნდა.
– როგორ იტყვი, მურზა? თუ შეგვირიგდება ჩემი ქალბატონი,
იაშვილის ქალი ამ მისართმევებით?
‒ რა თქმა უნდა, ბატონო. ასეთი მისართმევით ღმერთსაც კი შე-
ირიგებს კაცი.
ბეჟანმა ჩაიცინა და დაამატა:
‒ საქონელთან ერთად კაცის სულებიც კარგებია.
‒ოო,ბატონო, დედა-შვილი ერთიერთმანეთზე უკეთესია.
ცეცხლს აკვესებს იმ ბიჭის თვალები. დედასაც ეტყობა, მშრომელი

356
დედაკაცია. მთელი ჩვენი სადილი იმის გაკეთეული იყო თურმე გუ-
შინ. რეა.
‒ რას ამბობ! ‒ შეიკვირვა ბეჟანმა.
‒ შენი რისხვა არ მომეცეს.
‒ არ გამიკვირდა! უშგულელებმა ხორცის გარეცხვაც კი არ იცი-
ან და ასეთ ჩამჟავ-ჩამწვანილებული ვინ გააკეთა-თქო, მიკვირდა.
სადაურია ნეტავი ეს დედაკაცი?
‒ არ ვიცი, ვკითხე და იმისთანა სიტყვა მითხრა, რომ შემრცხვა
და გავჩუმდი.
‒ რა იყო? შეგაგინა?
‒ არა, ბატონო!
‒ აბა რა გითხრა?
‒ იმისთანა ქვეყნის სახელი თქვა, რომ ვერ მივხვდი. ეტყობა,
სვანეთსა და ლეჩხუმს გარდა, ოდიშსა და კახეთს გარდა, კიდევ ყო-
ფილა ქვეყნები.
‒ ჰო, ეს არ იცოდი აქამდე?
‒ არა, ბატონო, არ ვიცოდი, ჰო, რაჭა კი ვიცი კიდევ.
‒ ჰო, აწი იცოდე რომ ბევრია ქვეყანა: გურია, იმერეთი და კიდევ
სხვა.
‒ მერე რათ არ ვიცით იმათი სახელებიც?
‒ იჰ, ბრიყვო! რათ და იმად, რომ ყველას კი არ ჰქვიან სახელი,
ზოგი უსახელო ქვეყანაა.
‒ მერე რას გავიგებთ იმათსას?
‒ დაარქმევენ აწი სახელებს, აბა რას იზამენ, და გავიგებთ მერე.
არა, შენ ეს მითხარი, რა გითხრეს ჩვენმა კაცის სულებმა ‒ რა ქვეყ-
ნისა ვართო?
‒ შავ ზღვასა და დიდ მთას შორის რომ ედემია, იქიდან ვართო!
– ჰოო, ვიცი ვიცი, ‒ თითქო მიხვდა ბექანი, ისე დაუმოწმა მოუ-
რავს და ნამდვილად კი გულში მოურავზე უფრო გაუკვირდა.
‒ შენ იცი, კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი, მაგრამ მე რომ არა-
ფერი ვიცი, ის მაწუხებს...
‒ შენი საყოფი შენც იცი და მეტი რა გინდა, მღვდლობა თუ დიაკ-

357
ვნობა?
‒ მღვდლობას და დიაკვნობას ვინ მაღირსებს მარა, ისე კაი-კაი
ამბების ცოდნაც კაია.
ბეჟანი ყურს აღარ უგდებდა მის ლაპარაკს. ცოლი თუ შემირიგ-
დებაო, იმას ფიქრობდა.
‒ მაშ, ქალბატონი შეგვირიგდება შენი ფიქრით?
– რა თქმა უნდა, ბატონო. მაგ საწყალ ქალს რომ იმ ოხერ ცხვრის
ტყავს გავხდით და ცოტა რიგიანად ჩავაცვამთ, მგონი ლამაზიც იქ-
ნეს მაშინ.
ბეჟანმა გულიანად ჩაიქირქილა.
‒ შე სულელო, თუ ლამაზი იქნა, შეიძლება კარშიც გააგდოს.
‒ რატომ, ბატონო?!
‒ მიტომ, შე სულელო, რომ ლამაზი მსახური ქალები ბატონებს
გვიყვარს, თორემ ქალბატონებს კი არა.
– ვაი ჩემი ცოდვა! ‒ შემოიკრა შუბლზე ხელი მოურავმა, ‒ ამას
მართალს ბრძანებ და კიდეც დავიღუპე კაცი და ის არის.
‒ რატომ?
‒ იმიტომ, რომ როგორც ფილდიქარის ამბავი დამბალდა, ისე ეს
დამბრალდება და კვლავ გამირისხდება და რა მეშველება!
‒ ოჰ! ნუ სულელობ! ფილდიქარის საქმე სულ სხვა იყო.
‒ რა სხვა იყო, ბატონო. ამისთანა ლამაზი გოგო შენი ბატონის
სამსუნაგოდ მოიყვანე, თორემ ჩემი ერთგულებისთვის კი არაო. აუ
მიბრძანა მაშინ და ასე მეტყვის ახლაც.
‒ ნუ გეშინია. ქალბატონის ასეთ რისხვას მე მოგაშორებ. ასეთ
რისხვას მოკლე ფეხები აქვს. შენ მხოლოდ სხვაში იყავი რიგიანი და
ერთგული.
‒ იჰ! სხვაში რა ღმერთი გამიწყრება და რავა რამეს დავაშავებ,
მაგრამ ამ საქმეში კი ნამეტანი უჭკუო ვარ. როგორც კი ვნახავ ლა-
მაზ გოგოს, იმწამსვე შენთვის საქმის გაჩარხვას შეუდგები და ქალ-
ბატონის რისხვა კი მავიწყდება მე სულელს, ‒ შეაბრალა თავი მა-
ჭანკლობაში დახელოვნებულმა მოურავმა.
‒ ნუ გეშინია. შენს შეჩვეულ ხელობას არ უღალატო, ღმერთი არ

358
გაგიწყრეს და ჩემ გარდა ვინ რას გაგიბედავს. თაფლად იქცე, თითს
ვერავინ დაგაწებს. შენ ხომ იცი, რომ მარტო მამულის მოურავად
არა მყავხარ, ლამაზების ამომრჩევ მოურავადა. აბა შენ იცი, არავინ
შეგაშინოს.
‒ შეშინებით ვერავინ შემაშინებს, ‒ თავმომწონედ თქვა მურზამ
და ულვაშში ეშმაკურად ჩაიცინა.
‒ რა ვიცი, კი შეანელე ახალ-ახალი ვარდების მოყვანა და რა
მოხდა, არ ვიცი! ხომ არ გგონია, რომ მოვხუცდი, ოთხმოცი წლის კი
ვარ, მარა ოცი წლის ქალს კიდევ მოვახუცებ. ხომ გესმის, ჩემზე გა-
მოთქმულ შაირებს ტყუილა კი არ მღერის ხალხი. მე არც ვხუცდები
და არც ვკვდები და რად დამიძვირე ვარდები, შე მამაძაღლო!
‒ ბატონო, გლახებს თუ ჩამოვყობით, აწი არ ვიცი და კარგები
აღარავინ დაგრჩა და რა ჩემი ბრალია,‒ გაეხუმრა მოურავი, რად-
გან კარგად იცოდა, რომ როდესაც ამ საკითხს შეეხებოდნენ, მხო-
ლოდ მაშინ შეეძლო ბატონთან თამამი და თითქმის ამხანაგური კი-
ლოთი ხუმრობა.
‒ მამაძაღლო! შენ უარესი ხარ. ყოველ სოფელში ხუთ– ხუთი
საყვარელი გყავს.
‒ ისინი ყველა შენი გამონაცვალია, შენი რისხვა არ მომეცეს, და
შენ ხომ ერთი თვის შემდეგ, მზეთუნახავი რომ იყოს, ის მოგეწყინე-
ბა, აღარ გინდა და მე კი ექვსი წელია ორი მიყვარს და კიდევ ბევრი
წელი გაივლის, რომ ისინი მეყვარებიან.
‒ არა, მე შენსავით ცხენის ბუზი არა ვარ, რომ აღარ მოვშორდე.
სიხარული ახალშია, თორემ ძველებში ჩემს ცოლს ვინ სჯობია?.

***
‒ ვახშმობამ მოაწია და ჯერ კიდევ არა ჩანან, ‒ ჩაილაპარაკა ბე-
ჟანის მეუღლე დარეჯან იაშვილის ქალმა.
‒ ხვაშა! ‒ დაუძახა მოახლე ქალს.
ხვაშა დაძახების უმალ ქალბატონთან გაჩნდა.
‒ კიდევ არ ჩანან, ჰა?

359
‒ არა, ბატონო, მაგრამ ჯერ არ არის მომსვლელი მგზავრისთვის
დაგვიანებული.
‒ ჰო, ალბათ, ჯერ ვერ მოათავეს. ხალხის რბევა და აწიოკება მან
და მისმა პატიოსანმა მოურავმა.
‒ ოოჰ! ღმერთმა დასწყევლოს ის და მისი მოურავობა. რამდენი
ადამიანი იღუპება ბატონთან მისი ჩასმენით.
‒ იჰ, ჯანდაბას მაგათი თავი! შენ ეს მითხარი.. ის წყეული გოგო
რას შვრება?
‒ რომელი გოგო, ბატონო?
‒ ქალბატონი ფილდიქარი. არ ფიქრობს წასვლას? ამაზე მეტად
არაფრად აგდებს ჩემს სიტყვას?
‒ ის წავიდა, ბატონო, კიდეც
‒ როდის?
‒ აი ახლა, კარგად რომ დაღამდა. დღისით წასვლის მრცხვენია
ასე სირცხვილეული სახითო და რომ დაღამდა, მერე გიახლა.
‒ ჯანდაბამდის გზა ჰქონია მაგ მოღალატეს.
‒ ჯანდაბაში კი არა, ქალბატონო, ჩინებულ ბედნიერებაში გიახ-
ლა.
‒ როგორ?
‒ სვინჩი დევდარიანმა წაიყვანა ცოლად, ბატონო!
‒ ხუმრობ თუ მართლა. ამბობ?
‒ შენს თავს ვფიცავ. თვითონ მოვიდა, ჩაუნაგირებული ცხენი
მოართვა, შესვა და წააბრძანა. ასეა, ქალბატონის ჭირიმე. ზოგიერ-
თებს ავხორცობა სამღვთო მოქმედებად ეთვლებათ,
‒ ღმერთმა შეარცხვინოს მისი აზნაურობა.
‒ ბატონო, ქონებისა და წყალობისათვის კიდევ უარესებს ჩადიან
და სვინჩის რაღა გაეწბილება.
‒ როგორ! რა ქონება ბატონის ერთი ნათრევი გოგო?
‒ ჰო, ბატონო, მაგრამ ბატონებმა თრევასთან ერთად სხვა წყა-
ლობაც იციან.
‒ როგორ? გეტყობა, შენ რაღაც ახალი ამბები იცი.

360
‒ რა მოგახსენო. ვიღაცეები რაღაცას ავენაობენ და ტყუილია თუ
მართალი, არ ვიცი.
‒ ვერ იტყვი მერე! რას ღეჭავ მაგ სიტყვებს! ‒ ცოტა ცხარედ შეს-
ძახა ქალბატონმა.
‒ რა ვქნა, ქალბატონო. ხომ მოგეხსენება: დაშინებულმა ძაღ-
ლმა ცხრა წელიწადს ჯირკს უყეფაო. ისეა ჩემი საქმეც. წინათა ვთქვი
რაღაც იმ შეჩვენებულ ფილდიქარზე და იმოდენა უსიამოვნება მოჰ-
ყვა, რომ კინაღამ შენ და ბატონი გაიყარენით და მთელი სასახლე
ამის აურზაურმა მოიცვა, და მე რომ შენ არ გაგემართლებიე, მურზა-
ბეგ მოურავი მოკვლას მიპირებდა. შენი სახის მადლმა, მე ამას არ
ვსტყუოდე.
‒ ჰოდა, რა გაწუხებს! კიდევ ასე იქნება. ვინ გაგიბედავს ხელის
ხლებას. მურზაბეგს ნუ ჰგონია, რომ ჩემს ქარიშხალს გადარჩენილი
იყოს. იმასთან კიდევ მაქვს ანგარიშები გასასწორებელი და ვნა-
ხოთ, როდემდის ეყოფა მისი მიეთმოეთობის ძალა და ფარისევლო-
ბა?
ქალბატონი გაჩუმდა. მოახლეს მიაჩერდა. სათქმელს თხოვდა.
‒ მოგახსენებენ, ქალბატონო, სვინჩი დევდარიანის დიდ მზი-
თევს შეპირდა ბატონიო.
‒ რას ამბობ!
‒ შენმა სიცოცხლემ.
‒ არ მეკვირვება, ‒ შენი ბატონისგან ყველაფერი ცუდია მოსა-
ლოდნელი.
გარედან ძაღლების ყეფა მოისმა.
‒ იჰ! ალბათ, ბატონი მობრძანდა! — შეკრთა მოახლე.
‒ გადი, გაიგე...
ხვაშა უცებ გავარდა გარეთ. მისი ნათქვამით ხასიათაშლილმა
დარეჯანმა კი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა. აღარ იცო-
და, რა ექნა. დალაგებული ფიქრის უნარიც კი აღარ ჰქონდა.
‒ რა თქმა უნდა, არ მეკვირვება, ‒ განიმეორა წეღანდელი ნათ-
ქვამი დარეჯანმა, ‒ მაგ უბადრუკი ხომ ბოროტების სარეცელია. ბო-
როტება მაგაზე წევს, მაგაზე ისვენებს, მაგაზე ხარობს, მაგის ცოდვი-

361
ლიან სულში სატანას და ბელზებელს გამარჯვების ფერხული აქვთ
გაბმული... ოოო, თავო ჩემო. აღარ ვიცი, რით გიშველო, რით და-
გაღწიო სახლსა და ამა ბოროტებისას!.. ოო, როგორ შევკადრო
მშობლიურ პატივს და კრძალულებას, თორემ ჩემი მშობლები რა
ცუდი ხსენების ღირსნი არიან ჩემგან სად და ვის ხელში ჩამაგდესი
ბედშავი ქალი! ოთხმოცი წლის გაბოროტებულ ბეხრეკს გული ისე
გასცოფებია, რომ უნდა ყოველი ქალი გამოხრას, გამოსძიძგნოს და
კვლავ მშიერი დაბორიალებს. მე კი... მე კი, ოცდახუთი წლის ყმაწ-
ვილი ქალი მესამე ცოლის სახელს ვატარებ. და კიდევ... კიდევ რამ-
დენ რას ვიტან!
თითქო ვიღაცას შესჩიოდა გაშმაგებული ყმაწვილი ქალი და პა-
სუხი რომ ვერავისგან მიიღო, წამოდგა, ერთი მძიმედ ამოიოხრა,
დალალები უკან გადიგდო, დასაწოლად გაშლილ სარეცელთან მი-
ვიდა და თავით ბალიშებში ჩაეფლო.

***
მოწიფებული მთვარის შუქით მოვერცხლილ ამაყ ლეხუდციხი-
სათვის ბუნებას თვალი მიეპყრო და თითქო მის შესაქებელ ლოცვას
თხზავდა და გუნდრუკს უკმევდა.
ხშირად ხვნეშა-ხეთქებით ავარდნილი მდინარე ცხენისწაყლი
ახლა მშვიდი ჩურჩულით ესალმებოდა და სადღაც შორს გამგზავრე-
ბული უკან ლოცვას სტოვებდა თუ წყევას, არავინ იცოდა.
სასახლიდან ჩამოსასვლელი ჭიშკრის გზა სპარსული ნოხივით
დაფენილ შკედის ჭალას და მდინარე, ცხენისწყლის პირს უერთდე-
ბოდა.
ჭიშკრიდან ერთი ცხენოსანი ქალი გამოვიდა და უკან მიმყოლმა
ქვეითმა კაცმა დაწეული ხმით მიაძახა:
‒ ჩვენ ხომ ჯერ ზევით ‒ მარტვიშისკენ უნდა წავიდეთ და იქ შევ-
ჩერდეთ. სადაცაა ბატონიც მოაღწევს და თუ რამე წყალობას გვიპი-
რებს, მოგვცემს და ის იქნება. თორემ მერე მის ქალბატონთან ჩემი

362
მტერი. მიბრუნდეს რაიმე წყალობისათვის.
ქალმა ცხენს ლაგამი უჩვენა და მარტვიშის ჭალისკენ გაემარ-
თა...
‒ რავა ფიქრობ, ფილდიქარ? მოგვცემს რამეს ვითომ? ‒შეეკით-
ხა გზაში სვინჩი.
‒ რა ვიცი, მე ასე მიბრძანა, რომ უშგულის დასარბევად მრატო
იმისთვის მივდივარ, რომ შენი სამზითვოდ საჩუქარი საქონელი ჩა-
მოვრეკოვო. შაბათს, დაღამების ჟამს შენ და სვინჩი მარგვიშის ჭა-
ლის ბოლოში დამხვდით, რომ აქეთ ქალბატონმა თვალი და ყური
არაფერს მოკრას. და იქ მოგცემ შენს ხვედრ საქონელს და გარე-
კავთ შენს ახალ მოსახლეობაშიო და თუ მაგ ბავშვი ბიჭი გამოდგაო,
მერე მიწებსაც გაჩუქებო.
‒ ოოი, ღმერთო, შენს მადლს. თუ მოძულებული არ გყავარ, ბიჭი
აშობინე ჩემს ფილდიქარს, ‒ ღვთისადმი შევედრებულად თქვა
სვინჩიმ..
‒ მაგრამ ჩემი დავიწყება თავის დღეში არ გაბედოო, მალ-მალე
გნახავო.
‒კი ბატონო, მობრძანდება და ითამამებთ პატარა ხანს, რა მოხ-
დება ამითი.
ზევიდან მომავალთა ხმაური მოისმა.
‒ მგონი ისინი არიან, ‒ თქვა სვინჩიმ.
‒ კი. ბატონის ხმა ვიცანი, ‒ დაუმოწმა ფილდიქარმა.
‒ აბა, ჩამოხტი, შენი ჭირიმე, და ისე დავხვდეთ, ‒ მოეფერა
ქალს ნასიამოვნები სვინჩი; ქალი ცხენიდან ჩამოსვა თუ არა, ბეჟანი
და მისი ჯოგი ერთად მოხმაურდნენ.
მთით გალაღებული პირუტყვები გაგულდიდებულად ქშუოდნენ,
ერთმანეთს. ერკინებოდნენ და გამომეკი ბიჭებიც გაფაციცებით
თვალყურს ადევნებდნენ. აქა-იქ მოურავი ჯანხოთელიც შესძახებ-
დათ ხოლმე:
‒ აბა, ბიჭებო, ფრთხილად მარჯვედ საქონელი არ დაგებნათ,
თორემ...
‒ ოოო, სგავ ლაგვყედად შვიდობდ ფუსნი გუურ მაგ –შესძახა

363
სვინჩი დევდარიანმა. და მოსულები. ბატონ-ყმიანად სამაგიერო პა-
სუხით ახრიალდნენ:
‒ ოო, სიი შვიდობდი ხარდ.
‒ შეჩერდით, ბიჭებო! ‒ უბრძანა ბეჟანმა.
მთვარის აქათქათებულ შუქზე კარგად არჩევდნენ ბატონის მი-
თითებულ საქონელს სვანები. ბეჟანი საქონელს სვინჩის და ფილ-
დიქარს უთვლიდა.
‒აბა, ხომ ოცდახუთი სულია? ‒ იკითხა ბატონმა.
‒კი ბატონო, სწორედ ოცდახუთია.
‒ აბა, ეს ფილდიქარის ნამსახურობის საჩუქარი იყოს, ჩემო
სვინჩი, და გასწი, გარეკე შენ ჟახუნდერში ისე, რომ ქალბატონმა არ
გაგვიგოს, თორემ მერე მეც შენ უნდა მოგთხოვდე, მეტი საშველი არ
იქნება.
სვანები სიცილით აროხროხდნენ და სვინჩის და ფილდიქართან
ერთად იმათაც ფარისევლური მადლი შესწირეს და გულში კი ყვე-
ლას ეშურებოდა.
‒ ჯამზუროს ღერმათდ! ის გვი ჟურ ნომა ოგვაჟომყენა მაგ ჭირა-
ალ შვანარს.

***
მთელი ზაფხული ბეჟანის სასახლის სალაპარაკო მასალად უშ-
გულიდან ჩამორეკილი საქონელი, თეთნულდი და ლახვიშგეზალ
იქცა.
‒ საიდან იშოვეს ამ გლახა უშგულელებმა ამდენი კარგი საქონე-
ლი და ასეთი სასიკეთო კაცის სულები.
‒ შე კაცო, ნურც ასე დააუკანასკნელებ იმ კაცებს. იქაური ადა-
მიანი არ ვარგა, თორემ საქონელი უშგულმა ყოველთვის კარგი
იცოდა.
‒ ჰოდა, მეც მაგას ვამბობ. ადამიანი მაგათზე უკეთე რა გინდა ‒
დედაც და შვილიც ღვთის შვილად იკადრებიან.

364
‒ შენ ისე ლაპარაკობ, თუ გინდ, მართლა უშგულელები იყვნენ
ისინი.
‒ აბა სადაური არიან?
‒ სადაური და მე რა ვიცი. სასხვიშვილოდ ჰყოლია მახვში ბურ-
დუხანს და მე რა ვიცი, სიდან არიან
‒ ოსეთიდან მოყვანილი იქნებიან.
‒ კაცო, ნუ იტყვი მაგისთანა უაზროს, თუ ღმერთი გწამს!
‒ ჰო, რა იყო? რა ვთქვა ამისთანა?
‒ აბა, ოსი რითი სჯობია უშგულელს?
‒ ჰო, მაგას მართალს ამბობს ერთი შესწვი და მეორე წასცხეო,
‒ ისეა მაგათი საქმე.
‒ ჰოდა, აბა რაღას ამბობ.
‒ ოსური თუ იციან ნეტავი?
‒კაცო, რატომ ეცოდინებათ ოსური ხომ გითხარი, რომ ოსები არ
არიან.
‒აბა ქართული იციან?
‒ არც ქართული.
‒ აბა რა ეშმაკი იციან?
‒ სვანური.
– შე კაცო, უშგულში მოსვლამდე მათ ქვეყანაში რა ენაზე ლაპა-
რაკობდნენ?
‒ ეს აღარ ვიცი.
‒ ის ქალი, მგონი, დიდ ქალბატონს მიუჩინეს მოსამსახურედ?
‒ კი
‒ ბიჭი?
‒ ბიჭი ბატონის ფარეშებში ჩარიცხეს და გასაწვრთნელად ტაი-
ბუხს ჩააბარეს.
‒ ხომ ატყობ, თუ კაცი ხარ, რომ იმას საფარეშო არაფერი სცხია.
‒ კი, კაი ბიჭია სწორედ.
‒ რამდენი წლის არის ნეტავი?
‒ თორმეტისო.
‒ არ შეიძლება.

365
‒ რატომ?
‒ თხუთმეტისას ჰგავს.
‒ რა ვიცი, თვითონ ასე თქვა და დედამისი ასე ამბობს და მე არ
დავსწრებივარ მის დაბადებას.
‒ ამას არაფერი დასწრება არ უნდა, რომ ის თორმეტი წლის არ
იქნება.
‒ შენ რაღაც სხვანაირ ხმაზე ლაპარაკობ.
‒ რა ხმაზე, შე კაცო, კარგია-თქვა და მეტი ხნის იქნებათქო..
‒ ზესიძედ ხომ არ ეგუმანები?
‒ შენ ენას ყველაფერი კარგი უყივლია.
‒ როგორ! მისცემ ქალს, მართლა რომ გთხოვოს? ‒ შეეკითხა
გულიანად კვირია თაფუს.
‒ რას შეიკვირვე! რატომ არ უნდა მივცე, ოქროსავით ბიჭია.
– კი, მაგრამ უთვისტომო და გადმოკარგული ვინმე რათ გინდა
სიძედ?
‒ სწორედ რომ მაგისთანაა ჩემთვის საჭირო. ერთადერთი ქა-
ლის პატრონი ვარ, თვისტომიც ჩვენ ვიქნებით მისი და სისხლ-ხორ-
ციც, ყოველ წუთს მისიანებში გაქცევაზე არ ექნება. გული და გვეყო-
ლება საკუთრად.
‒ ოჰოო, ამას მართლა ჭკვიანად ამბობ, მაგრამ ხომ იცი, ჩემო
თაფუ, რომ ის ბატონისთვის მოყვანილი ჩოჩორია და აბა შენთვის
ვინ მოაცლის! გირჩევნია, გაჩუმდე, თორემ ამას რომ ბატონმა ყური
მოჰკრას, იცოდე, მის ცოდვილიან დილეგში გიკრავს თავს.
‒ იჰ! დამეთხოვე, თუ ღმერთი გწამს! შენთან ვხუმრობ, თორემ
სხვასთან როგორ ვიტყვი!
მოსაუბრე სვანებს შორის ლახვიშგეზალმა გაიარა. სვანებმა
ცნობისმოყვარე თვალი აღარ მოაშორეს. ლახვიშგეზალი უკვე
ახალ ტანისამოსში გამოწყობილი ერთიორად დამშვენებულიყო.
– ლახვიშგეზალ, მოდი აქ, ‒ დაუძახა კვირიამ.
‒ მე ლახვიშგეზალ აღარ მქვია.
‒ რატომ?
– ბატონმა სახელი გამომიცვალა.

366
‒ მართლა?! რა დაგარქვა მაგიერი?
– ბესიკი.
‒ უჰუ! ეს უკეთესი სახელია. დედაშენს?
‒ იმასაც.
‒ იმას რაღა დაარქვეს?
‒ გულთმისანი.
‒ ოჰო, კარგია. როგორ მოგწონს ჩვენი ქვეყანა?
‒ კარგია.
‒ უშგული გერჩია, თუ აქ?
ბესიკმა გულისწყვეტით გაიღიმა, პასუხი არ გაუცია, ისე გაშორ-
და სვანებს.
სვანებმა მწკვრელავი თვალი გააყოლეს.
‒ მართლა ცოდვაა საფარეშოდ, ‒ კვლავ განიმეორა თაფუმ.
– არა, აბა, კეისრობას მისცემენ! ‒ მოუჭრა სიტყვა კვირიამ.

***
ეზოში გამობრძანებული ბექანი ხის ძირში დიდ ქვაზე ჩამომჯდა-
რიყო, მის წინ მოურავი ჯანხოთელი იდგა და რაღაც საქმეებზე ლა-
პარაკობდნენ.
ცოტა იქით, ჩრდილშეფარებით გულთმისანი იჯდა და ქალბატო-
ნის საკერავს საქმობდა. ბატონი რომ დაინახა, არ იამა. ერიდებო-
და. რატომღაც და იმწამშივე წამოდგა, მოკრძალებით გაუარა და სა-
სახლისკენ გასწია.
მოურავმა მუშტრის თვალით გახედა და ბატონს წაუხუმრა.
‒ ხომ არაფერს ფიქრობს ნეტავი, ასე რომ ჩაგვიქროლა წინ?
‒ ეჰ, სილბო გამოლეულია და ხომ იცი, ძვლები არ მიყვარს..
‒ ხანდახან, ბატონო კაი ძვალი გლახა ხორცს ქე სჯობია. პირს
იბურავს და იფუთნება, მაგ ძაღლიშვილი, თორემ რომ ჩააკვირდე-
ბი, საოცარი ლამაზი იქნებოდა თავის დროზე და ზოგიერთ ახალ-
გაზრდებს ახლაც სჯობია.

367
– კი, მართალი ხარ, გუშინწინ უცებ თვალი შევავლე: ლეჩაქმოხ-
სნილი, თმას ივარცხნიდა, პირი და ყელი უჩანდა და ისეთი იყო... უნ-
და გამოვტყდე, რაღაცამ გულში გამიღიღინა... კარგი იყო... და შენ
რაღას იტყვი ამაზე?
– მე იმას, ბატონო, რომ სხვაგან ძებნას მოძებნილს მოვკიდოთ
ხელი, ის არ ჯობია?
‒ ჰო, ერთ-ორ იჯრაზე არა უშავს რა და მეტი კი რა მოგახსენო.
‒ ეს იმიტომ, ბატონო, რომ ცა და ქვეყნის ქალები საბან-ბუმბუ-
ლად გხურავს და მოყირჭებული ბატონი აღარავის რამედ აგდებ,
თორემ მაგის მწიფე მაყვალივით თვალები ცეცხლის გამჩენია კა-
ცისთვის.
‒ ახლა მასაც ჰკითხე, ეგებ მას კი არ უჩენ ცეცხლს.
‒ საქმეც ეგაა, ბატონო, რომ ქალები მოთილისმებული გყავს,
ოცდახუთი წლის ვაჟკაცთან ყოფნას შენთან ყოფნა ურჩევნიათ და
მიტომაც არის, რომ ცა და ქვეყანა იმის კითხვაშია: რა თილისმა
აქვს ამ ადამის ხნის კაცს ისეთი, გვასწავლეთ და ფასს გავიღებთო.
მოურავმა კარგად იცოდა ბატონის ხასიათი, ბეჟანი ასეთ შექებას
აღტაცებაში მოჰყავდა ხოლმე და ახლაც ისე ტკბილად ხითხითებდა,
რომ სიამოვნების ცრემლით თვალები აევსო;
‒ ვერ გასწავლით ვერაფერ ფასად-თქო. უთხარი, ვინც გითხრას,
‒ ეუბნებოდა მურზას.

***
ბეჟანის ორი დიდი კოშკიანი ზღუდის გადაღმა, ხავერდივით გა-
ფენილ მწვანე სათიბის კიდეზე წისქვილი რახრახებდა. მის წინ მე-
წისქვილე სვანი გამოსულიყო, წისქვილის ორომტრიალისთვის
თვისი ფიქრები შეეერთებია და წისქვილის კარის ნაგერალაზე გა-
რინდული ჩამომჯდარიყო.
‒ გამარჯობა შენი!.. ჰეი! არ გესმის? ‒ დაუძახა მისულმა და ხე-
ლი წაჰკრა კისერში.

368
‒ ოჰ, ბურდახარ? შენ გიშველოს ღმერთმა, რომ მოდი. ნამეტანი
მომეწყინა მარტო და ამ ოხერმა ფიქრებმაც შემაწუხა. სიზმრების არ
იყოს, ნეტავი არც ეს ფიქრები გაუჩინა ღმერთს.
‒ ღმერთს ჩვენისთანებიც რომ არ გაეჩინა, უკეთესს იზამდა, მაგ-
რამ რა გაეწყობა... არ გათავდა საფქვავი?
‒ გათავება ჯერ რა დროსია.
‒ ნეტავი შენ, რომ აგერ ქათამივით მიყუჟულხარ და ჩვენთან რა
ამბები ხდება, იმას არ ხედავს
‒ რაო, რა მოხდა? – მეტი რა მოხდებოდა. ლალხორაზე დღეს
თავშეყრილობა იყო და ახალი გადასახადები გამოგვიცხადეს.
‒ ვინ?
‒ ტაიბუხმა და მურზაბეგმა. ისინი არიან ხომ ბეჟანის ბუკსაყვი-
რები.
‒ მერე? რა გადასახადებიო?
‒ რა გადასახადები და იმისთანა ჩვენ მტერს.
‒ მაინც რა, შე კაცო! ვეღარ იტყვი?
‒ ამიერიდან, ვინც ცოლს ითხოვს, იმან ბატონს ერთი ძროხა უნ-
და მიართვას და ქალის ასაბიამ კი ერთი ღორიო, აგრეთვე ვინც
მოკვდება, იმის ოჯახმა ერთი ცხვარი, სამი ქსანი თაფლის სანთელი
და სამი ქსანი მარილი. ამას გარდა, სამოურავო ჯილდოდ ყოველმა
მოსახლემ მურზაბეგს უნდა მივართვათ თითო კვიდოლა პურის
მარცვალი და თითო შოლტი საქალამნო ხარის ტყავი. ძროხის რომ
იქნეს, ვაი შენი ბრალი.
‒ რას ამბობ, კაცო! ძველი გადასახადიც გადაგვხდება და ესეცო?
‒ აბა რავა გგონია! ძველს ვინ მოგაშორებს?
‒ დავღუპულვართ და ეს არის.
‒ სწორედ რომ ასაყრელ საქმეს გვიპირებენ, მაგრამ რას იზამ,
ეს ყველაფერი მაგ არაწმიდა მურზას საქმეა. ისე ჩაიგდო ხელში ბა-
ტონის ნდობა, რომ რაც უნდა ურჩიოს, ყველაფერზე ითანხმებს. ხომ
იცი, ბატონის ხარბი გული: ოღონდაც შემოსავალი მოემატოს და
ცოლ-შვილს გაყიდის.
‒ მერე ხალხმა არაფერი თქვა, შე კაცო?

369
‒ ეჰ, ერთი შენც, ბავშვივით ლაპარაკობ. ხალხს ვინ აძლევს
თქმის უფლებას! ხალხს სიკვდილით და დარბევით რომ დააშინებ,
მერე ის ენას ჩაიგდებს, დაგლახაკდება და ყოველ უღმერთო და უნა-
მუსო დასაქმებაზე უკანდაუხევლად მიდის. ხალხი! ხალხი რა გგო-
ნია შენ? ხალხი ვიღაც ერთი-ორი თავზე ხელაღებულების დასაყ-
რდენი ყავარჯენი ვართ და უღვთოდ მოსაქნევი პირმოლესილი რკი-
ნა. აი ამის მაგალითი ხომ წინ გვიძევს. ნემსაძეების შეხიზნულმა
ტყვემ რა გვიქნა. დღეს ორი სიტყვა საწყალ დევლეთ გაბიანს დას-
ცდა, რომ ასეთი ამბავი ხალხის დარბევაა და დასარბევი ჩვენ არა-
ფერი დაგვიშავებიაო და იმწამსვე ეს ნათქვამი მურზამ გაბერა, გა-
აბოროტა ბატონს დასასმენად მიუთრია და თან დაამატა, რომ ეს
ყოველთვის ჩვენი წინააღმდეგიაო... და ის იყო ქეშიკები გაგზავნეს,
მოიყვანეს საწყალი, გალავნის კარებთან მხრები გაუქაჩეს და ორი-
ვე ყბა ჭობოსანით ისე ჩამოაღლიტეს, რომ სისხლის წურწურით ორ-
მა კაცმა ძლივს წაიყვანა.
‒ როდის მოხდა ეს, კაცო?
‒ აი ახლა, ამ წუთში.
‒ უჰ, შე კაცო! რა უბედური ამბები მითხარი. ფუი, ასეთ ცხოვრე-
ბას.
‒ ასეა, ასე ჩვენი ცხოვრება და რა უნდა ჰქნას კაცმა, აღარ ვი-
ცით! რაღაც ჭორებს ქე ამბობენ, მაგრამ ღმერთმა იცის მართალია,
თუ ისიც ჩვენ საბრიყვოდ მოჩმახული.
‒ რაო? რას ამბობენ?
‒ რაო და, ვითომ გელოვანთა კიაპი უნდა იყოს სადღაც დარჩე-
ნილი. ხალხი ეძებს და მის მისაშველებლად კავშირდებაო. მარა ეს
არავისთან დაგცდეს, თორემ ენას ამოგჭრიან იმწამსვე, ხომ იცი!
– ოჰ, შე კაცო, დაცდენით როგორ დამცდება, მაგრამ მაგას რა
დამაჯერებს. იმათი გამდელები და ბებრები აღარ დასტოვეს გაუწ-
ყვეტლად და საფესვოს როგორ დასტოვებდნენ!
‒ ჩვენ რა ვიცით ღვთის განჩინების!.. ხდება ხანდახან სასწაული
და კაცისაგან განწირულს და გამეტებულს ღვთის კალთა გადაეფა-
რება ხოლმე, ისე რომ ცოდვილი თვალი ვეღარ ამჩნევს.

370
‒ შენს პირს შემწვარი ქათამი, ჩემო ბურდა. რაგინდ ზაბუნი და
ცუდი იქნეს იმათი ფესვი, ამათზე უკეთესი მაინც იქნება.
‒ მართალია, კარგად ამბობ, მარა ერთი კია: რასაც მეტ გაჭირ-
ვებაში ჩაგვყრიან და მეტ ბოროტებას იზამენ, მით უფრო გაღრმავ-
დება მძულვარება ჩვენს გულში და ნელ-ინელ საწუწნელ სისხლს
ერთად გამოუშვებთ ბარემღაც.
‒ ეჰ, რა შეგვიძლია!
‒ ვა, შე კაცო! შენ ამ წისქვილის დოლაბის ხრიალის მეტი არა-
ფერი გესმის და არც იცი არაფერი.
‒ ნეტავი ასე იყოს, თვარა...
‒ ხალხის მძულვარებას გველთან წოლა გერჩიოს კაცს.
‒ იჰ! სიმძულვარეც უწესო ვიცით და სიყვარულიც.
‒ ეგაც მართალია, მაგრამ სხვა რომ არაფერი, იმ სირცხვილს
სადღა წაუვა ხალხი, რომ ვიღაც გადმოკარგული სხვიშვილის ჩამო-
მავლობა უცებ ნემსაძეების ტყვეობიდან გამოხტა და ბატონ-პატრო-
ნად კისერზე დაგვახტა. მაგათ ამბავს რომ ბაბუაჩემი ჯაშა მოყვება,
პირჯვარს დაიწერ კაცი და იტყვი: ზღაპრად ნათქვამი ამბავი ყველა-
ფერი მართალი ყოფილაო.
‒ კი, მეც გამიგონია მათი ამბები, ‒ დაუმოწმა მეწისქვილემ.
‒ ბაბუაჩემი კრიალოსანივით ჩამოთვლის მაგათ ამბებს, ვინ რა
ყოფილა და ვის რა უქნია: ბეჟანის ბაბუა ზაალი ქართლ-კახეთის მე-
ფეს გაურისხავს თურმე იმისთვის, რომ ვიღაც ბერუაანთ კიკოს თავს
დასხმია და ორი ქალი გაუუპატიურებია. გლეხს ეს არ დაუთმია, მე-
ფეს პირადად ხლებია და თავის პირით მოახსენა თურმე, რაც ზაალ-
მა ქვეყნად შესარცხვენი საქმე უყო. ამ ამბით მეფე დიდად განრის-
ხებულა და უბრძანებია, ეს თავგასული აზნაური დაიჭირეთ და შარ-
ვალჩახდილი სამეფო სამსაჯულოს წარუდგინეთო. ეს ამბავი რომ
ზაალმა გაიგო, ახტა და დახტა ეს შეჩვენებული და რაღაცნაირად ამ
ჩვენს სვანეთში ჩამოხტა თურმე. აქ ჩიხარეშელ ნემსაძეებს მიეხეტა
კარზე და ერთმა მათგანმა, მარტოხელა ჯაბა ნემსაძემ შეიკედლა
თავის სახლში. იმ ჯაბას ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა თურმე ‒
ზაბუნი და უვარგისი და ის ცოლად მისცა. ზესიძედ დამკვიდრდა.

371
იმასთან ეყოლა ბეჟანის მამა კვირია, კაცი მეტად ზაბუნი და მამის
შეუფერებელი. ზაალი მალე მოკვდა და კვირია გლახას ცოლად უთ-
ხოვეს ეს – შეჩვენებული დევდარიანის ქალი და ეყოლა მასავით
ქოფაქი ბეჟანი. ამან თურმე დაიწყო აზნაურული ყოყოჩობა, ხალხის
განდგომა და უკადრისობა და გელოვანის სასახლეში ხშირი ხლება.
ფაქას მამის მონათლული ყოფილა და ისინიც ყურადღებას აქცევ-
დნენ და სწყალობდენ მაგ დაუნდობელს. ცოლადაც მათსას გაზრდი-
ლი ქალი იასახარი მიათხოვეს და ბევრი წყალობაც გაატანეს, მარა
ცხონებულმა ვეღარ გაუძლო თურმე ბეჟანის უდიერობას. სულ იმას
აყვედრიდა თურმე, ნამოახლი ხარ და როგორ მეკადრებიო და კი-
დეც მოკვდა მალე. მერე უთხოვია გადაღმა სვანეთში ქავშუბ ქურ-
დიანის ქალი და იმისგან ყავს ორივე ‒ ტაიბუხი და რანბალადი, მაგ-
რამ რომ გადიდკაცდა, მერე ჩვენც ვიცით ‒ ერთი ღამეც აღარ იკად-
რა იმის ცოლობა და მიატოვა მის ძველ გაპარტახებულ მამულში და
მაგივრად როგორი ქალი ითხოვა, იმასაც კი ვხედავთ ‒ მზე და
მთვარეს სჯობია. შვილებს კიდე როგორი მოყვრები უშოვა, ესეც ვი-
ცით. მაგ ცოდვილიანი პერანგს ფაქას ოჯახით იცვამდა, ხალხში იმა-
თი წყალობით გაერია, მაგრამ ნასიკეთარის როგორი გადახდა
სცოდნია, იმასაც შევხედეთ. იმათ ამომწყვეტ მახვილად გადაიქცა,
მათ ავლადიდებას დაეპატრონა და დღეს ხალხის განაძრობი ტყა-
ვით მოსირმულ ქალმანს იცვამს. აი, იმ ქოხიდან გამოსულმა დევმა.
ქნა ეს, ჩემო ძამია! ‒ გაიშვირა ხელი ბურდამ იმ სახლისკენ, რო-
მელსაც სვანები დღესაც „ზაალი შეერის“ უწოდებენ. “
‒ ასეა, ასე! ბედის პერანგი მარტო იღბლიანებს დაჰყვებაო, ნათ-
ქვამია.
‒ მაგისთანა ბედის პერანგი ცეცხლმა დამიწვას, თუ ჩემი ბედი და
ბედნიერება ყველას სტანჯავს, ყველას აწუხებს. და ყველა შემიძუ-
ლებს.
‒ ეგეც მართალია და ყველაზე უფრო მართალი სწორედ, ‒ და-
უმოწმა მეწისქვილემ.
ორივე წამოდგა და წისქვილში საფქვავის დასახედავად შევიდ-
ნენ.

372
***
‒ ამდენმა საცოდაობის ჩადენამ თუ თქვენ არ დაგეტყვათ, აღარ
ყოფილა, არც ღმერთი და არც სამართალი, და წყეულიმც იყოს ყვე-
ლაფერი,‒ ამ ლაპარაკით ჩიარა აივანზე დედამთილის წინ ბეჟანის
ცოლმა ‒ იაშვილის ქალმა დარეჯანმა და დედამთილმაც შეკვირვე-
ბულად ზურგიდან მიაძახა:
‒ რა იყო, ჩემო რძალო? რასთვის გულდიდობ აგრე?
რძალი პასუხისთვის შეჩერდა.
‒ ჩემი გულდიდობა აბა რა მოსატანია აქ, ბატონო! მე კი არ
ვგულდიდობ, ქალბატონო, ვგულშიშობ, რომ ხალხს ყოველდღე
ისეთ საშინელებას უვლენთ, რომ ლამის არის საცოდავობით ცას კი-
დე ჩამოსტყდეს და თავს დაგვეცეს. ნეტავი ეს ერთი ბალღი არ გამ-
ჩენოდა ამ ცოდვის სამყოფელში საშიშრად და სავალალოდ, თორემ
სხვა ყველაფერი ცეცხლსა და ნიავს წაუღია.
‒ ჰმ! კარგი ქალობაა, თუ შვილის ყოლას ეგრე წუხარ. აბა, ეგ რა
სათქმელია, შვილო?
‒ ბატონო, როგორ არ არის სათქმელი ქვეყნის ცოდვით დატ-
ვირთული ვართ და აბა, რა სიკეთეს უნდა მოელოდეს ჩემი შვილი?
‒ ნეტა რა მოხდა საამისო აღსაშფოთებელი, რათ არ იტყვი?
– ჰმ! რა მოხდა? ნეტა ერთი გენახათ, ჩვენი გალავნის კარიბჭეზე
რომ გაბიანი გააჩერეს და ორივ ღაწვები ჭობოსნით ისე ჩამოქლი-
ბეს, რომ გატყაულ კვერნასავით სისხლით იცლებოდა!
‒ კიდეც ვნახე და კიდეც ეგრე მოუხდება იმ ოხერ-მუდერგსა! აბა,
როგორ ეგონა, ჩვენი ურჩობა და უდიერობა განა ეგრე ადვილ გასა-
ბედავია! ჩემს შვილს რომ არ ექნა ეგრე, მე ვიქმოდი, მაგ საძაგლებ-
მა, მაგ ძაღლის ლეკვებმა ლამის შურით აგვიკლონ! მე დიდად მაწუ-
ხებს, ჩემო რძალო, რომ თავადის ასული ხარ და არა გაქვს სრულე-
ბით თავადური გოროზი თავმოყვარეობა. აბა, როგორ გებრალება
ურჩი და უდიერი ვირები!
‒ ასეთი თავმოყვარეობა აზნაურებისთვის დამითმია, ქალბატო-
ნო.
დედამთილი აპილპილდა.

373
‒ უკაცრავად, ჩემო რძალო! აზნაურად ვიღას ახსენებ აქ? შენი
ქმარი რომ უკვე დიდი თავადია, აბა ნახე ერთი წყრთა ეტრატის ქა-
ღალდზე სამგზით ბეჭედდასმული დადიანისგან ბოძებული დიდი
თავადობის საბუთი და მერე გადმოგვკარი მაგ უმართებულო ეკლის
წკეპლები. და თუ ჩემს აზნაურის ქალობას მაყვედრი, ამაზედაც გი-
პასუხებ, რომ ჩემი შთამომავლობა, ნურას უკაცრავად და, არც ზო-
გიერთ უდღეურ თავადზე ნაკლებია და ნურც გუშინდელი გამოჩეკი-
ლი აზნაურები გგონია ვისმეს. დევდარიანების დიდი აზნაურობა
რომ დიდი ნაბუქოდონოსორ მეფის დროიდან მომდინარეობს, ეს
ჩვენმა კარის მოძღვარმა ლაზარემაც კარგად იცის და იმას ჰკით-
ხეთ, თუ გინდათ, და რაღას გვკიცხავ, შვილო!
‒ აბა რა მოსატანია, ქალბატონო, შენი კიცხვა აქ და ან თავადო-
ბა თუ აზნაურობა, ორივ წყალს წაუღია. მე მაშფოთებს მხოლოდ ის
გარემოება, რომ შენი შვილის ამოდენა უკეთურებანი ოდესღაც სეტ-
ყვასავით თავს დაგვატყდება და წაგვლეკავს, ‒ ამ სიტყვებით იაშვი-
ლის ქალმა პირი იბრუნა და თავის სადგომში შევიდა.
დედამთილმა უკანიდან თვალი გააყოლა, უმადურად ხელი ჩააქ-
ნია და იქვე მდგომ გულთმისანს მიმართა:
‒ ნეტა რაღა უნდა ამ ქალს, ვერ გამიგია! მზეთუნახავივით კოშ-
კში გყავს წამობრძანებული და ამას წუნობს, თუ რა უნდა მეტი! აბა,
სინჯოს და ხალხის უდიერობას ლაგამი გახსნას და მაშინ ნახავს, სა-
დაც დააბრძანებენ. დამიხედეთ მაგ ბრიყვს და ტუტუცსა, როგორ
ალა-ალა ლაპარაკობს, როგორ განუსჯელ-განუჭვრეტელია. ვიცი,
ვიცი, მაგ ქალბატონს რომ ჩვენი ახლო წარსულის აზნაურობა ეთა-
კილება და ახლად მოპოვებულ დიდ თავადობას დაცინვით ექცევა
და უმნიშვნელო მიზეზებით რაღაცეებს მიედ-მოედება და უპატივცე-
მულო ქართულით გვლანძღავს და გვაძაგებს... ჰმ! აბა, მაგას ვინ
მისცა იმის განჭვრეტის, აწონ-დაწონის უნარი, თუ ჩემმა შვილმა რა-
ოდენ გმირობით მოიპოვა თავადობაც და პირველობაც. მხოლოდ
ჩემს შვილს შეეძლო გელოვანის გვარეულობის შეტოქება და შებ-
რძოლება, დიახ, მხოლოდ ჩემმა შვილმა მოსპო ისინი, რომ იმათი
ნატამალი მთხოვრაშაც კი არსად დასტოვა და მაგას ასეთი საგმირო

374
საქმე არაფრად მიუჩნევია.. ‒ ამოიქაქანა ბრაზმორეულმა და მუდამ
იჭვიანობით შეპყრობილმა ასი წლის მოხუცმა, მაგრამ ჯერ კიდევ
მხნედ და სრულ მეხსიერებაში მყოფმა ბეჟანის დედამ და გულთმი-
სანს უბრძანა:
‒ გულთმისანl ბურნუთი გამომიტანე, თორემ ისე უბრალოდ ვე-
ღარაფერი დამამშვიდებს აწი მე.
გულთმისანი უცებ ოთახში შეტრიალდა, საშინლად გაფითრე-
ბულმა ერთი ისეთი ვაებით ამოიგმინა, თითქო მთელი ქვეყნის ვა-
რამი გულიდან აღმოხდაო და ქალბატონს ბურნუთის კოლოფი გა-
უტანა.
ქალბატონმა ბურნუთი ცხვირის ნეშტოებში ისე ხარბად შეიყნო-
სა, რომ ცხვირის ცემინებას დასასრული აღარ მიეცა.
მოულოდნელად მის წინ ბეჟანმა გამოიარა. მიხვდა, რომ დიდ
ქალბატონს რაღაც სწყენია და ბურნუთი მიუღია. ბეჟანმა იცოდა დე-
დის ჩვეულება, ყოველი წყენის მოსაქარვებლად და გასართობ სა-
შუალებად ბურნუთი ჰქონდა მიღებული. დედის წინ შეჩერდა და
ჰკითხა:
‒ დედაჩემო! გაწყენია ვინმემ, თუ რა არის?
‒ შენი ბრიყვი ცოლის წყალობით საამო რა მექნება, შვილო! ‒
და გაბრაზებულმა ქალბატონმა საკმაოდ ვრცლად ჩააკარაბადინა
რძლის დასმენის ტიბიკონი და კიდევ მეტს იტყოდა, რომ ცხვირის
ცემინებას ხელი არ შეეშალა.
‒ ხვაშა! ‒ მოისმა იაშვილის ქალის ხმა.
ხვაშა დაძახების უმალვე ქალბატონთან გაჩნდა.
‒ ხვაშა! ღვთის გულისათვის, ბავშვი ნუ გაგყავთ ხშირად აქედან,
თორემ მამამისის სახლის ყოველ ყურეში, ხომ ხედავ, როგორი სა-
შინელებანი უნდა იხილოს და შეითვისოს. დღეს რაც აქ საშინელება
მოხდა უბადრუკი გაბიანის წვალებით. ის რომ ჩემმა შვილმა ნახოს,
თავი უნდა მოვიკლა., ხომ ხედავთ, ჩემს დედამთილს, როგორც
თვითონ არის ვერაგი და უკეთური, ეგრე მისი შვილი გაუზრდია და
თუ ჩემი შვილიც მაგათი ბუნების მქონე იქნება, ღვთისმშობელსა
ვსთხოვ, რომ დაასაკებამდე არ მიაღწიოს. ყოველმა მოყვარულმა

375
და პატიოსანმა დედამ ის მკერდი მახვილით უნდა გაიფატროს, რო-
მელიც ადამიანთა ასეთი მწვალებლის ძუძუს მწოვებელი გამოდგე-
ბა. კარებში განრისხებული ბეჟანი შემოვიდა.
‒ რას კაპასობ, იაშვილის ქალო? ერთი მიბრძანე, დედაჩემთან
რა სადაო გქონდა? თუ მაგ ვირების მომხრე და მესვეური ხარ, შენც
იმათთან მიბრძანდი და იქედან მედავე, თორემ ამ ჩემს სახლში რას
მედიდგულები! შენ. მართლა ხომ არ გიკვირს შენი თავადის ქალო-
ბა? შენ თუ იცი, რომ თქვენზე უკეთეს თავადს ბევრს ვუკმიე საკმევე-
ლი და კიდევ ბევრს ვუკმევ.
‒ მხოლოდ ბოროტებს შეუძლიათ, რომ ჩემი უბოროტო სიტყვა
და აზრი ეგრე გაიგონ, ეგრე შესცვალონ.
‒ ხმა ჩაიწყვიტე! თუ შეიფერებ, გაგადედოფლე, თორემ სადაც
გნებავს, იქ მიბრძანდი! შენზე უკეთესი ცოლები მივმარხე და ვგო-
ნებ, შენც ისე მოგიხდეს. მალე.
ქმრის გამხეცებული სახით და ხმით გულათრთოლებულმა და-
რეჯანმა ხმა ჩაიკმიდა. ხოლო ბეჟანი დედისკენ გაბრუნდა.
‒ დედაჩემო! რამდენჯერ გთხოვე, ნუ ერევით ქალები ჩემს საქ-
მეებში-მეთქი. თუ ძაფი და ნემსი აღარა გაქვთ, საქსოვ-სართავი აი-
ღეთ და თავი მით შეიქციეთ
‒ რა მოხდა, შვილო! საამისო მე არაფერი დამიშავებია, მხო-
ლოდ და მხოლოდ შენი ცოლის დიდ სალაგათს პატარა მუნათი შევ-
კადრე, ეს იყო და ეს. ამისათვის მაბჭობ აგრე?
აივნის ბოლოში მდგომ ხვაშას და გულთმისანს. ყველაფრი ეს-
მოდათ და დიდი ქალბატონის მკრთალი შეტუქსვა ისე ესიამოვნათ,
თუნდა შესაფერი სასჯელიც მიეღოს.
‒ საწყალი ჩემი ქალბატონი, რა კეთილი რამეა. ხომ გესმოდა,
წეღან რასაც მეუბნებოდა? ‒ უთხრა ხვაშამ გულთმისანს.
‒ როგორ არა! მესმოდა ყველაფერი და იკურთხონ მისი აღ-
მზრდელი მშობლები, რა ქრისტიანული სული მაგისთვის შთაუდ-
გამთ.
‒ ნამეტანი კეთილია. სწორედ. მე ისე მექცევა, თითქო მისი ტო-
ლი და სწორი ვიყო. ხანდახან კიდეც ძლიერ შევწუხდები ხათრითა

376
და მორიდებით.
‒ ხედავ, იმ გაბიანის საცოდაობით როგორი აღშფოთებულია.
მაინც რა საშინელი უღმერთოებით მოექცენ იმ საცოდავს?
– ოო, ეგ რა არის, ჩემო გულთმისან. რამდენი უარესი დედა-
შვილს უქნია, ენა ვერ მოთვლის. მახსოვს, ერთხელ დიდი ქალბა-
ტონის ოხრად დასარჩენი მოვერცხლილი ლაგამი დაიკარგა და
იმის გულისთვის შვიდ კაცს გახურებული შანთი ააღებინა ‒ არა შენ
მოიპარავდი, არა შენაო. მერე აღმოჩნდა, რომ ლაგამი ცხენის ბა-
გას უკან გადავარდნილიყო და იქ იპოვეს და ეს უდანაშაულო ხე-
ლებდამწვარი შვიდი კაცი – ორი თვე ხელებშეხუთული ტკივილე-
ბით იტანჯებოდა. ჩემს ქალბატონს კი ასეთი უღვთოობა ვერ აუტა-
ნია. ის კი არა, უბრალოდ მოწყენილს რომ დამინახავს, შეწუხებუ-
ლი შემეკითხება: რას მოგიწყენია? ხომ არავინ გაწყენინაო? და უნ-
და გითხრა, ჩემი სალოცავი მზე და მთვარეც ეგ არის.
‒ აბა ჩემი ქალბატონი ხომ მზად არის ‒ შამფურზე ამაგოს. მას
ნახევარი დღე სძინავს და ღამე აღარ ეძინება და ჩემი ჩიჩინითა და
ძახილით იქაურობას იკლებს: ქალო, გაიღვიძე! გოგო, ხმა გამეც!
ზღაპარი რამე მომიყევი, თორემ ისე, ხომ იცი, არ დამეძინებაო. ცო-
ტა რომ თავს მოვიყრუებ, მოდგება საშინელ წყევლა-კრულვას: აი,
შენ დაიძინე უკუნითი უკუნისამდე. აი, ვინ ოხერი მომითრია ჩემმა
შვილმა ეს ძილისგუდაო. აი, ამოვარდეს ის უშგული, შენი გამოცე-
მისთვისაო. ბოლოს აიღებს და მომაყოლებს თავქვეშ დამაგრებულ
კარგა მოზდილ ქვის კენჭებს და როდესაც ის გამოელევა, ხან თავის
ქოშებს და ხანაც პატარა სკამსაც. ამ ვაი-ვაგლახით უნდა წამოვდგე,
ფერხთით დაუჯდე, განთიადამდე ფეხებზე ხელი უსვა, ვეზღაპარო,
ვეყბედო, განთიადისას ჩაეძინება და მე კი უნდა წამოვდგე და მის
გაღვიძებამდე ათასი რამ დასაქმებული მზად უნდა დავახვედრო.
დღე არის და შენც მხედავ, რაც დღეში ვყავარ. ერთი წუთით არ შე-
მასვენებს, რომ არაფერი დამასაქმოს. და საქმეს არ ვჩივი, ტყვილა
ყოფნა სულ არ შემიძლია. ფიქრები თვალის ჩინს მივსებს და საქმია-
ნობაში კი ისე გაიფრენს ეს დიდი დღე, რომ ვეღარც კი ვამჩნევ, მაგ-
რამ ყველაზე მეტად ის მაწუხებს ხოლმე, რომ ერთი წუთით საშუალ-

377
ებას არ მაძლევს შვილს ხმა გამოვსცე. როგორც თვალთაგან მივე-
ფარები, იმწამსვე მომაძახებს და წამომაყვედრის: ახლა შენ შვილ-
თან იყავი, ალბათ, და რა გაქვს ამდენი სალაპარაკო იმ უშგულელ
მუტრუკთანაო. აბა, გაგიგონია, ჩემო დაო, რომ დედას შვილთან სა-
ლაპარაკოც არა ჰქონდეს და საალერსოც. გუშინწინ მთხოვარა ჯამ-
ბულათა მოვიდა. მე კი იმ დროს ეზოში მსხლის ძირში ვიჯექი და
ქალბატონის ნაბრძანებ წინდასა ვქსოვდი. ჯამბულათა მოვიდა და
აქვე დაეგდო და რაღაცას როშავდა, ყური არ მიგდია ‒ არ მიყვარს
ხოლმე მისი ლაზღანდარი. ქალბატონი კი აივნიდან გადმომდგარი-
ყო და მომაძახა: აბა რომელი ქალბატონი შენა მყავხარ, რომ უცხო-
ებთან დაბრძანდე და იმასლაათოო. საკვირველია, ღმერთმანი. თუ
არ მინახავს, გამიგონია მაინც კი, რომ ქალბატონებში დიდი ღვთი-
ურ ლმობიერება არისო, ვიდრე გულჩაჟანგებულ, პატივმოყვარე
ვაჟბატონებშიო და ეს რა ტიალ სახლში არის გაზრდილი და გამოშ-
ვებული, აღარ ვიცი.
‒ ოოო, შენ რა იცი, რა ბოროტი გულის ქალია ეს ღვთისაგან შეჩ-
ვენებული. როდესაც ბატონის მოღალატეობით მთელი ლეჩხუმ-სვა-
ნეთის უკეთესები გასწყვიტეს, ქალბატონმა მაშინ წითელი ატლასის
კაბა ჩაიცვა და განუწყვეტლივ მღეროდა და ღიღინებდა თურმე. რო-
დესაც დადიანისგან თავადობა და სვანეთის მამული ებოძათ, მაშინ
სამეტანი სიხარულით თელენჯის ქარები აუტყდა, მთელ ტანზე და
სახეზე წითელი ბატონებივით ჰფენდა ხოლმე და მთელი სამი თვე
ლოგინიდან ვეღარ წამოდგა, მაგრამ მერე რაღაც უბედურად ისევ
გამორჩა ეგ შეჩვენებული.
‒ ასეა, გეთაყვა! მაგისთანა გამომწვარი კაპუეტები მათუსალას
გამძლეობისა არიან. ნეტა, რამდენი წლის იქნება, თუ იცი?
‒ ასზე მეტისო, ამბობენ და მაგისი ნამდვილი ქორონიკონი ვიღა
ეშმაკს ემახსოვრება.
‒ რას ამბობ!
‒ მისი შვილი?
‒ ოთხმოცზე მეტისო.
‒ საკვირველი საქმეა! არც ერთი არ ჰგავს მაგ ხნოვანებისას.

378
‒ მართალია! ხომ ხედავ, დიდი ბატონი რა ამბავშია? ყოველ სო-
ფელში ორ-ორი საყვარელი ჰყავს.
‒ ფუჰ! წაწყდა მაგის სული.
‒ შენ ძალიან გადაურჩი, ჩემო დაო. ასეთი ურჩობა ჯერ ქალს არ
შესწევია მაგისგან.
‒ რა? ცუდი კი არაფერი შემიბედავს. აი, ამ ჯვარზე დავიფიცე, ‒
გადაიწია გულისპირი თეთნულდმა და ჯვარი გამოაჩინა, რომ თუ
ხელს მახლებ, იმწამსვე ქალბატონებს მოვახსენებ და მე კი იმ მო-
დიდებულ ცხენისწყალში გადავვარდები-მეთქი. უნდა გითხრა, არ
ვიცი, რა იყო მიზეზი: შიში გამხელისა თუ სიბრალული უდანაშაულო
ადამიანის დაღუპვისა, მაგრამ ეს კია, რომ მას აქეთ ერთი სიტყვა
აღარავის რამე გაუბედნია. პირიქით, ბატონი ყოველთვის თვალს
მარიდებს და ეტყობა, ძლიერაც ვეჯავრები.
‒ არა, ჩემო დაო! მაგ საქმეში კარგად დაგრჩა დიდი ქალბატო-
ნი... თორემ ბატონი ისე გაბრაზებული იყო იმ ერთ ხანს შენზე, რომ
გადაწყვეტილი ჰქონდა დადიანთან სააღდგომო საძღვნოდ გაეგზავ-
ნე. მაგ ხომ ყოველ საშობოდ დიდ ძღვენებს უგზავნის დადიანს. სა-
შობოდ ხარის და ძროხის ჯოგს და სააღდგომოდ ოცდაათამდე კაცის
სულს.
‒კი, ვიცი. ჩემი თვალით ვნახე!
– ჰო, ხომ გახსოვს, შარშან სააღდგომოდ ოცდაათამდე რჩეული
გოგო-ბიჭი გაგზავნა და იმათთან სწორედ შენც გაგზავნიდა, მაგრამ,
ღმერთთან სწორი ჯობს, რომ მაშინ კარგად მოიქცა ეგ უკეთური
ქალბატონი.
‒ ჰო, რაო? რა ქნა?
– იმე, რავა რა ქნა! რომ გაიგო შვილის ასეთი განზრახულობა,
აქაურობა კინაღამ აიკლო და შვილს უთხრა, ამ ჩემს დაუძლურების
დროს ეს ერთი ადამიანი ვიპოვე ისეთი, რასაც გულში ვნატრობდიო,
და თუ ეს ჩემთვის მოგიშორებიაო, ჩვენი ციხის წვერზე ავალ, იქე-
დან სოფელ-ქვეყნის გასაგონად ჩემს ჯოჯოხეთურ წყევლა-კრულვას
სეტყვასავით თავს გადმოგაყრი და მეც გადმოვხტები და მიწას და-
ვაკვდებიო. ასეთმა მუქარამ ბატონიც შეაშინა, იცის, დედამისის

379
უტეხი და უკმეხი სიტყვის ამბავი. რასაც იტყვის, თვალების დათხრას
რომ ელოდეს, მაინც შეასრულებს. და ამიტომ იძულებული გახდა
დაეტოვებინე, ჩემო გულთმისან. ჰოდა, დადიანთან მექათმედ გაგ-
ხდიდნენ და მუდამ დღე ქათმებთან და ბატებთან გამყოფებდნენ.
‒ ეს არაფერია, ჩემო ხვაშა. ზოგიერთ ქალბატონ-ვაჟბატონთან
ყოფნას ბევრად სჯობია ქათმებთან და ბატებთან ყოფნა. ბატონობის
ღირსეულად მოხმარებას დიდი ადამიანობა უნდა, რაც ჩვენდა სავა-
ლალოდ იშვიათია. ამიტომ ზოგიერთი უღირსი თავის ბატონობას
მხოლოდ სხვების წვალებაში ავლენს და ამით ხელქვეითთა და მათ
შორის მძულვარება მკვიდრდება. აი, თუნდა, ჩვენს ბატონს რომ და-
უმკვიდრებია ამ ბეჩავ და უბადრუკ მხარეში. თუმცა, უსამართლობა
სად არ თარეშობს, თითქო დედამიწა ამის სარბიელადღა ქცეულა,
მაგრამ ამ მხარეში რომ ცოდვის ტბა დუღს, ისეთი მე ზღაპარშიც არ
გამიგონია.
– ოჰ, საყვარელო, რა კარგი ლაპარაკი იცი და რა მართალი
თქვი ყველაფერი, გაგიხაროს ღმერთმა მაგ მოსიტყვე ენა.
‒ ასეა, ჩემო ხვაშა, და რაც ახლა შენ მიამბე, მე ეს კარგა ხანია
ვიცი, მაგრამ ჩემი ბედის მეტალკვესე, ალბათ, სხვაგვარად კვესავს
და შენც მხედავ, რომ ჯერაც აქა ვარ, მაგრამ თუ ჩვენი ბატონი კვლა-
ვაც თათართათვის მისასყიდელ ფურად გამგზავნის, ეს ჩემი სიტყვე-
ბი ხშირად მოიგონე და ვინც შეგხვდეს, ყველას უთხარი.

***
მაისის დამლევს მთელი ლაშხეთი ულიშობას დღესასწაულობ-
და. ულიშობა ლაშხეთის განსაკუთრებული დღესასწაული იყო და
განსაკუთრებული ხალისითაც დღესასწაულობდნენ, ზეიმობდნენ,
მხიარულობდნენ, მასპინძლობდნენ, თუ ვინმე მოკეთე-მოყვარე
ჰყავდათ, სტუმრად იწვევდნენ.
იხდებოდა არაყი. იკვლებოდა საკლავი. იკაზმებოდა ბედაურები:

380
სასროლად, საჭენებლად. მარაგდებოდა მშვილდ-ისრები: სასრო-
ლად, საჯირითოდ.
ნათელმა დილამ საზეიმო დღე მზის ოქროს ღვართქაფში გაბანა
და მით ლაშხეთის ლამაზ ბუნების მკერდზე აღტაცებული ხალისია-
ნობას ფერხული გააბმევინა.
სოფელ მახაშის თავში დიდი მთის მწვერვალზე სამდღეოდ აშე-
ნებულ სამლოცველოს მყუდრო მიდამო მოლოზნებად არჩეული
ხალხის ფუსფუსს ეხმაურებია.
სამლოცველოს ხატის გამომსვენებელ მოლოზნებად წოდებული
ხალხი წინ ღამით ამოსულიყო და ყოველგვარეულობისა თუ თემის-
თვის მიჩენილ ადგილს გვიდნენ და ასეფთავებდნენ. შემდეგ მისუ-
ლი მცხოვრებლები თავთავის ადგილს იკავებდნენ.
მდინარე ცხენისწყლის გაღმა-გამოღმა შარაზე ხალხის განუწ-
ყვეტელი დენა იყო, ყველა ულიშობის სამლოცველო მთის მწვერვა-
ლისკენ მიეშურებოდა. ეს ერთადერთი დიდი დღესასწაული იყო ამ
ხალხისთვის, სადაც ქალი და კაცი, ბატონი და ყმა ერთად თავს იყ-
რიდნენ და გათანაბრებული ჩვეულებითა და მხიარულებით ქვეყნის
წინ თავს იჩენდნენ ხოლმე თავისი ცოდნითა და ზნეობით: ცხენოს-
ნობით, მშვილდისრობით, ჭიდაობით, ცეკვა-ფერხულით, სიმღე-
რით, ჭიანურით და არაყის შესმით.
სამლოცველოში სადღესასწაულო ლოცვა გათავდა. ყველამ უხ-
ვად ავსებულ სუფრას მიაშურა. ყველანი ფეხზე დგომით მოელოდ-
ნენ ბეჟანის დაბრძანებას.
ბეჟანი დაბრძანდა, ხოლო მოურავ მურზაბეგ ჯანხოთელმა გამო-
აცხადა:
‒ დაბრძანდით! იმხიარულეთ, ისიამოვნეთ, მაგრამ თუ ვინმე
თქვენგანი დღესასწაულის სიამოვნებას შეაფერხებს, შეგვაწუხებს,
მან ბატონის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს ერთი ცალი საუკე-
თესო ხარი და ამ ჩვენი ძლიერი სალოცავისთვის ხუთი ქსანი თაფ-
ლის სანთელი.
‒ იყოს ბრძანება შენი! ‒ გაიხუმრა ხალხმა და ყველანი სუფრებს
შემოუსხდნენ.

381
უკვე მზის გადახრას ეტყობოდა, რომ ნახევარზე მეტ დღეს გაევ-
ლო და სალოცავიდან დაბრუნებული ხალხი ‒ ზოგი ძალზე მთვრა-
ლი და ზოგი ზარხოში სულ შკედის ჭალაზე შეგროვილიყო. ცოტა შე-
მაღლებულ ადგილზე ყიფიანთა ქალბატონები დაბრძანებულიყვნენ
და მოვარჯიშეთა შეჯიბრების დაწყებას ისწრაფოდენ.
ბეჟანმა ქალბატონების გვერდით თავის ლურჯა შეაჩერა, შკედის
ჭალის გარემოს გეზელ ქორივით გახედა და დაიგრგვინვა!
‒ აბა ჩქარა! გამართეთ მარულა!..
ხალხმა ნაბრძანები მყის აითვისა, სამარულე წესრიგის დამყა-
რებას შეუდგა.
‒ ბესიკ! აქ მოდი! ‒ მოესმა ბესიკს ბატონის ხმა თუ არა, იმწამსვე
ბატონის წინ გაჩნდა.
‒ აბა, ჩემი მხრით შენ იქნები შეჯიბრში და ხალხის მხრით კი ყვე-
ლა, ვინც მოიპრიანებს. მაგრამ, ხომ იცი, ბატონს დამარცხებული არ
უყვარს.
თავაზიანი თავის დახრით ბესიკმა ბატონის დავალება იკისრა.
ბატონი ცხენიდან ჩამოხდომას დაეპირა თუ არა, იქიდან და აქე-
დან ხალხი შემოეხვია, ზოგმა ცხენის ლაგამი დაიკავა, ზოგმა ფეხი-
დან უზანგი წააძრო, ზოგმა კიდევ რა და ასეთი მორჩილი მსახურე-
ბით ცხენიდან ჩამოსვეს.
‒ ბესიკ! შენ ამ ჩემს ლურჯაზე შეჯდები, მაგრამ ხომ იცი, თავმომ-
წონე ბედაური არ შეარცხვინო, კარგად მოიხმარე, იცოდე.
ბესიკმა აღვირს ხელი წაავლო თუ არა, ვეფხვისებური სისწრა-
ფით უნაგირს მოახტა, თამამად გადახედა ხალხს და დაიძახა:
‒ აბა, ვისაც გინდათ, ჩადექით ჩემ გვერდით!
ხალხი რამდენიმე წუთით გაუბედაობის სიჩუმემ შეიპყრო.
‒ გაჩერდი, ბიჭო! რა შენი საქმეა ბატონის გამოწვრთნილ ვეფ-
ხვთან შეტოქება! ‒ წაულაპარაკა დაბალი ხმით მამამ ფედი ნემსა-
ძეს, რომელმაც მარულაში გაყოლა მოინდომა და მამის ასეთმა შე-
ნიშვნამ ვაჟკაცის შემტოქებლად აღგზნებული გული შეაკრთო.
‒ ვინც მარულაში გამარჯვებული დარჩება, მას წყალობა-ჯილ-
დოდ მიეცემა ბატონის ლურჯა ცხენი.‒ ასეთია ბატონის ბრძანება.‒

382
გამოაცხადა რიხიანად მოურავმა.
ასეთმა ჯილდომ მთელი ხალხის გული ერთნაირი ნდომით აღავ-
სო. თითოეულს ეგონა, ძვირფასი ჯილდოს გმირად თვითონ გახდე-
ბოდა.
‒ ბიჭო! თუ გაქვს თავის იმედი, ჩემი თქმით კი ნუ დაიშლი, ‒ ისევ
გადაულაპარაკა მამამ ფედი ნემსაძეს.
‒ წეღან ისეთი სიტყვები მითხარი, რომ საუკუნოდ გული წამიხ-
დინე და...
‒ არა, მე ის კი არ ვიცოდი, ჯილდო თუ იყო და ახლა თუ რამე შე-
გიძლია, ეცადე.
ხალხიდან მხედართა დენა დაიწყო და მალე ოცდახუთამდე მხე-
დარი შეჯგუფდა.მიუდგომელი მეთვალყურენი ხალხისგან აირჩია
და წრე და ადგილიც დაინიშნა.
დაერაზმნენ მხედრები, ტოკავდნენ. ბედაურები, ღელავდნენ მა-
ყურებლები.
– აბა, გასწით! გაფრინდით! ‒ დაიძახა ხელმძღვანელმა და
მხედრებმაც მიუშვეს სადავე, დააქანეს ბედაურები.
მხედრებმა ნახევარ მანძილს უკვე მიაღწიეს, რომ ხალხში ბუტ-
ბუტი ასტყდა.
ბატონის ცხენი ჩამორჩა... შერცხვა ბესიკი... ხედავ, ყველაზე წინ
ფედი ნემსაძეა. მაგრამ ამ დროს ბესიკმა ცხენს მათრახი გადაუჭირა
და ლურჯა გაფრინდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ დანიშნულ ადგილზე მიღწეული ბესიკი
და ლურჯა უკან ჩამორჩენილებს გამარჯვებულის გულის ტოკვით
გამოჰყურებდნენ.
ხალხმა ნაძალადევი სიხარულით მიულოცა ბატონს გამარჯვება.
‒ ასეა, დედას რომ კვიცი წინ წაუხტება, მგელი შეჭამსო, ხომ გა-
გიგონია. ‒ ესაყვედურებოდა ფედი ნემსაძეს მამა, ‒ ხომ გითხარი,
ბატონის შვიდი წლის ნაწვართნია ის მამაძაღლი ბიჭი და ამ წვრთნა-
ში თუ რამე შეეშლებოდა, ბევრი ძმარიც სდენია ცხვირიდან, მაგრამ
ბოლოს მაინც გამოიწვრთნა და სხვაზე მეტად გასწავლულდა და ახ-

383
ლა შენ მოუნდომე წინ გასწრება! ვერ მოგართვეს ხაჭაპური, ჩემო
შვილო!
‒ იჰ! რა ვუყო ახლა! ჩემზე უკეთესებს გაასწრო, მაგრამ თავს არ
იკლავენ და მე რას მაქნევიებ.
‒ არაფერსაც არ გაქნევიებ, მაგრამ არ მიყვარს, თავშეკავებას
რომ თავხედობა გაუსწრებს.
‒ უფრო გაგასწრო ჯოჯოხეთში შენმა სულმა მაგ ენა მწარე პირი-
დან, რავარც შენი ბრალია ყველაფერი: მინდოდა და შენმა მწარე
ენამ გამწყვიტა და აღარ მინდოდა და შენი ნაძალადევი რჩევით გა-
მაბედვინე და კიდევ მე მაბჭობ?
ის იყო მამა-შვილის უკმაყოფილება ისე ღრმავდებოდა, რომ შე-
იძლება ხელდახელ სცემოდნენ ერთმანეთს, რომ უცებ მოურავის
ხმა მოისმა და ყველანი სასმენად გაყუჩდა:
‒ ახლა იწყება მშვილდისრობა! ვინც გამარჯვებული დარჩება,
ბატონიშვილი ტაიბუხი წყალობად აძლევს მის მოვერცხლილ
მშვილდ-ისარს. ხოლო დამარცხებულნი სადანაშაულო ჯარიმად ბა-
ტონის მისართმევად გადიხდიან ორი წლის დეკეულს.
ხალხი სდუმდა. ყურს უგდებდნენ ‒ ბატონები მშვილდისრობის
მოპირდაპირობას ვის დაავალებდნენ.
‒ ბესიკl ‒ დაუძახა ბატონმა ბესიკს. ‒ ეს მადლიერი ცხენი ამიე-
რიდან შენია.
ბესიკმა წყალობისათვის მადლობა გადაუხადა.
მამის გვერდით მჯდომმა ტაიბუხმა ბეჟანის ნებართვით ბესიკი
ახალი დავალებით აღჭურვა.
‒ ბესიკ! მე რაშიაც მიწვრთნიხარ, იმაშიაც შენ გავალებ მოპი-
რისპირება იკისრო. თუ არ ვცდები, საუკეთესო მეისრე ხარ და ვნა-
ხოთ.
მოურავმა ჯანხოთელმა ბესიკზე დაკისრებული მოვალეობა ხმა-
მაღლა გამოაცხადა. ხალხი შეშმაშურდა. უცებ ორმოცზე მეტი მეის-
რე გამოერჩია. გამოვიდნენ, დაირაზმნენ.
არჩეული კაცები საქმის მოწყობას შეუდგნენ. თითოეულ მეისრეს
განსაკუთრებული ნიშნით აღნიშნული ათ-ათი ისარი ჩააბარეს.

384
ცხრა მიზანისათვის უნდა მოეხვედრებინათ და ერთიც მეთვალყუ-
რეთათვის დაებრუნებიათ.
შკედის ჭალის შუაგულში დიდი ბაკი იყო შემოკავებული.
ერთი არჩეულთაგანი მის კარებთან მივიდა, ყავარჯენი აატკაცუ-
ნა, კარი მოაღო და უცებ ათი შველ-არჩვი დამფრთხალი გამოცვივ-
და.
ლამაზმა ცხოველებმა ხალხის დანახვაზე თვალები დაქაჩეს, ყუ-
რები დაცქვიტეს. ბოლოს დაფეთებულნი აქეთ-იქით გაიქცნენ, მაგ-
რამ წინასწარ შეკრულმა წრემ გასაქანი აღარ მისცა.
‒ ისროლეთ! ‒ მოესმათ მეისრეებს ტაიბუხის ხმა თუ არა, ისრე-
ბი გველებივით ასისინდნენ და რამდენიმე წუთის ადამიანთა გასარ-
თობ მსხვერპლებს ზოგს უკვე სიცოცხლის ნიშანწყალი სულ გაჰ-
ყროდა და ზოგნი ისრებით შემსჭვალულნი სასიკვდილოდ ქელავ-
დენ.
არჩეულმა კაცებმა ოსრების ნიშნების გადათვალიერება დაას-
რულეს და გამარჯვება ტაიბუხს მიულოცეს.
‒ განა შენგან გაწვრთნილის ისარი მიზანს ასცდებოდა, დიდო
ბატონის ძეო! – მოახსენეს შექებით ტაიბუხს მიმლოცავებმა. და-
ჯილდოებულ ბესიკზე ხალხი ალაპარაკდნენ, აქებდნენ, კვირობ-
დნენ.
უკვე საღამო ახლოვდებოდა და ხალხს სადღესასწაულო შექცე-
ვა-თამაში დასრულებული ეგონა. ის იყო, დაშლაზე ფიქრობდნენ,
რომ მოურავის ხმა კვლავ გაისმა:
‒ ქალბატონმა იაშვილის ქალმა ბრძანა: რომელიც ქალი ისეთ
მომაჯადოვებელ ჭიანურს დაუკრავს და დაამღერებს, რომ მით ჩემი
ქმრის ყურშას სმენას მიიპყრობს და მას განუწყვეტელ ყეფას ცოტა
ხნით შეაწყვეტინებსო, მას ჯილდოდ დედიჩემისაგან ნამზითევ ქა-
თიბს ტანთ ჩავაცვამ და დედამთილის ნაჩუქარ ოქროს ჩაფრასტებს
გულზე ჩამოვკიდებო.
ქალბატონის ნაბრძანების გამოცხადებამ ხალხი კიდევ მეტად
აღიტაცა და უცებ რხევა და ფუთფუთი ასტყდა. ქალებმა თავსაფრები
შეისწორეს და თავჩაღუნული მორცხვობით საასპარეზო ადგილზე

385
ხუთი მანდილოსანი გამოჩნდა.
ხალხმა აღტაცების ღიმილი ესროლა მათ.
პირველი ხვედრი ჭიანურის ამღერებისა სახელგანთქმულ მე-
ჭიანურე ქალს მანზუფარსა ხვდა.
განუწყვეტლად მაყეფარი შავი ყურშა, რომლის ხმით თავმობეზ-
რებული ხალხი მუდამ ჩუმი წყევლით წაიბუტბუტებდა ხოლმე, და-
ეკურთხე შენს პატრონსო, იქვე გაეჩერებიათ.
მეჭიანურე მანზუფარმა საკმაო სითამამით აიღო ჭიანური, ააწ-
ყო, გაუს-გამოუსვა გაფისული მშვილდი, ააკვნესა ჭიანური და შიგ
სვანური სიმღერები შეხამებულად ჩაურთო. მაგრამ ყურშამ თავისი
უხამსი ყეფა ერთი წუთით არ შეაჩერა.
დაკვრის განსაზღვრული დრო გათავდა. მეჭიანურე შეაჩერეს.
დამკვრელები ერთმანეთს ცვლიდნენ, მაგრამ ბეჟანის ყურშას
ისე არ მოსდიოდა გაჩუმება აზრად, როგორც მის პატრონს თვის
ძლევამოსილებაზე უარის თქმა.
‒ რა ეშმაკი ყოფილა ქალბატონი ისეთი სანაძლეო დასდო, რომ-
ლის მოგება კაცს არ შეუძლია, ‒აჩურჩულდა ხალხი.
‒ მის ქათიბ-ჩაფრასტებს აბა ასე ადვილად შეელეოდა!
‒ჩვენც რა სულელები ვართ. როგორ ვერ მივხვდით, .რომ
მგლის შესაჭმელ ქოფაკს მღერა და ჭიანური კი არა, მისი მდევი ბა-
ტონის შიში და წყრომა ვერ აჩუმებს. — ჩაერივნენ მესამენი.
ჭიანურით შეჯიბრი მეხუთე ქალით თავდებოდა.
თვრამეტი წლის ტანშეღერებულ, მწყაზარ ასულს ეტყობოდა, უკ-
ვე ვარდობის ხანა დადგომოდა და თავის დასრულებულ სიმშვენიე-
რეს მალე კიდევ მეტი წარმტაცი სრულყოფილობით გამოავლენდა.
მაყურებელთა გროვა დაიბნა. ვეღარ ერკვეოდნენ მუსიკისთვის
მიეპყრათ სმენა, თუ ასულის სიმშვენიერეს ჩაჰკვირვებოდენ, ხარბი
ცქერით შეესვათ, შეეწუწნათ მათ წინ მოვლენილი ქალის იშვიათი
სილამაზე. ქალმა ჭიანურის აწყობა სხარტად და სწრაფად დაასრუ-
ლა, თავი მაღლა აიღო და ჭიანურის და ქალის ხმები ერთმანეთს
მომჯადოებლად ჩაექსოვენ. მუსიკის ზეგავლენით დატყვევებული
ხალხი, თითქო უსულო ქმნილი, ერთ წერტილზე გაიყინა.

386
ასულმა იდუმალი შეგრძნებით თვისი სიძლიერე იგრძნო და მღე-
რისა და დაკვრის კილო კიდევ მეტი მუსიკალების ხერხით შეცვალა
და ყურშამაც ყეფა შეწყვიტა. კუდის ქნევით ქალთან მივიდა, ჩაცუც-
ქდა და ისეთი მოთვინიერებული სიამის თვალით მიაჩერდა, რომ
მაყურებელნი დიდად განაცვიფრა. მუსიკამ ქადებულ ჯილდოს მი-
აღწია. ასულმა ქალბატონის ქათიბ-ჩაფრასტები მიიღო.
დანარჩენი ქალები შურით გულჩათაკრულები ერთმანეთს უსიტ-
ყვოდ მიაჩერდნენ. საავხორცოდ ამძვინებული ყიფიანები ერთმა-
ნეთს ასწრებდნენ:
‒ ვისია ეს გოგო?
‒ ონი ონიანის, ბატონებო! ‒ მოახსენებდენ ბატონებს, მაგრამ ეს
მისამართი არც ერთისთვის სასიამოვნო არ გამოდგა, რადგან იცო-
დენ, რომ ონი ონიანის ერთადერთი ქალი, ასმათი საბატონე ლუკ-
მად არავის შეერგებოდა და ამან მამა-შვილი ცუდ ხასიათზე დააყე-
ნა. ის იყო კიდეც ღამდებოდა, რომ მოურავმა ჯანხოთელმა ზეიმი
დასრულებულად გამოაცხადა.
შინისკენ მიმავალი ხალხი მხოლოდ ორ პიროვნებაზე მილაპა-
რაკობდა. ესენი ბესიკი და ასმათი იყვნენ.
‒ ნეტავი ონის! რა გამარჯვებული და ნასახელევი ქალიშვილი
მიუვა ამაღამ, ‒ თქვა ერთმა.
‒ რატომ თვითონ ონი არ იყო ამ ლხენაში დღეს? ‒ იკითხა ერ-
თმა შორეულმა სტუმარმა.
ონი გლოვობს და ამგვარ კარობას და ლხინობას აღარ ერევა.
‒ ვის გლოვობს?
‒ რომ ჰკითხო, გეტყვის, ცოლსო. მაგრამ ნამდვილად კი მაიზე-
რის გლოვაშია.
‒ შე კაცო, ამ ხნის გლოვაც არავის გაუგონია.
‒ ოო, მაგ რომ იმასთან გაბედო, კარში გამოგაგდებს.‒ საგ-
ლოვს დრო ვერ შველისო, ‒ამბობს.
‒ რათ ფარავს მერე გლოვას?
‒ ჰმ! ბეჟანმა რომ გაუგოს, გელოვანებს გლოვობსო, ‒ ქვეყანა-
ზე არ დააყენებს.

387
‒ ჰოო, მაგ მართალია, და ისიც მართალია, რომ იმ ბატონის ბე-
სიკიც კარგი ჭაბუკია.
‒ ნეტავი მას, ვისიც სიძე ის იქნება, ‒ დაუმატა მესამემ.
‒ ოჰ! რა მოხდა, კაცებო! რაც უნდა იყოს, მაინც უშგულის სატ-
ყვეოდან მოთრეული სხვიშვილია.
ასეთი საუბრით მიდიოდნენ გზაზე ახალგაზრდა სვანები.

***
ზაფხულის გავარვარებული მზე ჩასასვლელად ემზადებოდა. ბე-
სიკი მაღლა ციხის სარბენზე ასულიყო და იქ ბატონის იარაღს სწმენ-
დდა, ასუფთავებდა.
ფიქრებით გარინდულმა ბესიკმა უცებ ღრმად ამოისუნთქა. ია-
რაღს ხელი უშვა, ზურგით ციხის კედელს მიეყრდნო, სივრცეს გახე-
და და რომ დაინახა, ანთებული მზე ჩადისო, უცებ წამოილაპარაკა:
‒ ოჰ, მზეო! ალბათ, ვერც შენ ხედავ ახლა ასმათს, თორემ რო-
გორ იფიქრებდი მაგ მთის გადაღმა გადავარდნას, მასთან განშორე-
ბას... ოოჰ, ასმათ, ასმათ! რა ვქნა, რომ ტყვე ვარ, უფლებააყრილი,
უიარაღო მონა-მოხეტიალე, სხვიშვილი, სხვისი სატყვეოს ტუსაღი.
‒ ბესიკ! ოოო, ბესიკ! — მოესმა ქვევიდან მძლავრი ძახილი.
‒ რა იყო? აქა ვარ!
‒ ტაიბუხი გიბრძანებს.
‒ ახლავე. ნაბრძანებს ვათავებ და ვიახლები.
ბესიკი რამდენიმე წუთის შემდეგ ტაიბუხის წინ იდგა და ბრძანე-
ბას ელოდა.
‒ ბესიკ!
– ბატონო!
‒ იცი, რა წყალობა-სიკეთეს გიწყობ ბატონთან?
‒ რას, ბატონო?
– ცოლის თხოვის ნება მოგცეს.
‒ სად მცალია ცოლის საძებრად, ბატონო! – გაიღიმა ბესიკმა.

388
– არა, მოძებნით და არჩევით ჩვენ მოვძებნით და აგირჩევთ
მთელ სვანეთში უკეთესს ქალს, იცოდე! მიხვდი ხომ, ვინ იქნება ეს
ქალი?
‒ ვერა, ბატონო!
‒ ონი ონიანის ქალი‒ ასმათი.
ბესიკი შეწრიალდა.
‒ დიდი მადლობელი გახლავარ, ბატონო, მაგრამ...
‒ ჰო, რა მაგრამ?
– რა ვქნა, ბატონო! ჩემს მოვალეობას ცოლიანობას ვერ დავუთ-
მობ.
‒ რა მოვალეობაზე ლაპარაკობ?
‒ მე რომ ცოლ-შვილს მოვეკიდო, ბატონის სამსახურს მოვაკ-
ლდები და ეს მე არ შემიძლია.
‒ არაფერია. ბატონსა და შენ მე შეგათანხმებ.
‒ არა, ბატონო. მე ცოლიანობის ხასიათზე ისედაც არ გახლავარ.
‒ რას სულელობ, ბიჭო! შენი ცოლიანობის დრო და ჟამი ახლა
არის და ასეთ სიკეთეზე რომ კაცს უარი ეთქვას, მე ჯერ არ გამიგო-
ნია. მე მაგ საქმეზე ონისთან კაცი უკვე გაგზავნილიც მყავს.
ბესიკს გული ყელში მოებჯინა. აღარ იცოდა, ტაიბუხის წინადა-
დებისთვის თავი რით დაეღწია. ასე უცებ მეტი ვერაფერი მოიფიქრა
და ვითომ ბატონის სამსახურად ხლება არჩია, ვინემ ასმათის ცო-
ლად თხოვნა, იმ ასმათისა, რომელმაც ულიშობის დღეობის აქეთ
მისი გული და გონება შეიპყრო, დაიმონა და უცნაური გზნებით და-
სუსხა.
კარებში ფარეში შემოვიდა და ბესიკს აუწყა, დიდი ბატონი გიბა-
რებსო. ბესიკს თითქო მოჭერილი თოკი შეხსნესო, ისე მოეშვა, სუ-
ლი ამოითქვა, რაკი ტაბუხის წინადადების უხერხულობას დროით
განშორდა.
‒აბა, ბესიკ! კარგად იფიქრე ამ საქმეზე. ღმერთი არ გაგიწყრეს
და მართლა უარი არ თქვა და ისე ტყუილა, სამედიდურო უარი, პირ-
ველად კიდეც შეშვენის ახალგაზრდას, – მიაყოლა ტაიბუხმა უკანი-
დან და ბესიკიც ნაბრძანებ ადგილისკენ გაეშურა.

389
აივანზე სავარძელში ჩაბრძანებული ბეჟანი ჩვეულებრივი მკაც-
რი შესახედაობით გამოიყურებოდა. გრძელი და თეთრი ულვაშები
ყურებამდე უწევდა, თეთრივე გრძელი წარბები თვალის ბეწვებამდე
ჩამობურდული, თითქო მეორე წვერულვაში იყო. დიდი ცხვირი, ოთ-
ხკუთხი ფართე შუბლი და წითელი ძარღვებით მიმოხაზული ცისფე-
რი, მსხვილად აგორებული თვალის კაკლები მუდამ მრისხანე ქა-
რიშხლის გამომეტყველებას აძლევდა მის სახეს.
‒ რას მიბრძანებ, ბატონო?
‒ ოჰ, ბესიკი ხარ?
‒ გახლავარ, ბატონო!
‒ სად იყავი აქამდი? იარაღს ვფერავდი, ბატონო!
‒ მერე ამდენ ხანს. მოუნდი, შე კაცო?
‒ არა, ბატონო, ის კარგა ხანია გავათავე, მაგრამ მერე ტაიბუხ-
თან გახლდი და იქიდან აქ გიახელი.
‒ ტაიბუხთან რა გინდოდა?
‒ მიბრძანა და ვიახელი.
‒ რაო? რა მინდაო?
‒ არაფერი, ბატონო, ისე რაღაც გაიხუმრა.
‒ შენ თუ იცი, ბიჭო, რომ ცოლი უნდა შეგრთო?
‒ რა ჩემი საქმეა, ბატონო, ცოლი!
– რას ამბობ, ბიჭო? ცოლი შენხელა ვაჟკაცის საქმეა, აბა ვისი?
ხომ იცი, ისეთ ქალს გითხოვ, რომ შენისთანა ცოლი სვანეთში სხვას
არ ჰყავდეს და არც მოყვარე ეყოლება შენისთანა ვინმეს. იცი ვინ
არის? ონი ონიანის ქალიშვილი მინდა გითხოვო, თუ არ ითავხედა
თავისებურად და უარი არ გვითხრა. ხომ იცი, ეს ბევრგვარად მოსაზ-
რებული საქმეა: ერთი რომ მისთანა გოგოს სვანეთის მიწაზე ფეხი
არ დაუდგამს და მეორე, ხომ იცი, ონის ამგვარი მოახლოვება ჩვენ-
თვის საჭიროა, მისი მეტი გაერთგულებით ხალხის გულსაც მოვი-
გებთ. ქრისტეს ჯვარივით უყვარს ხალხს ეგ მამაძაღლი და შენ რომ
მისი სიძე იქნები, მაშინ მისი გულიც ჩვენი იქნება.
‒ არა, ბატონო, რა ჩემი საქმეა ცოლი, ‒ შეჰკადრა პასუხი კვლავ
ხაფანგში გაბმულმა ბესიკმა.

390
‒ შენ ხომ ის არ გეთაკილება, რომ თითქო ონიანთან ზესიძედ
გაგიშვა? არა, მაგის ნუ გეშინია, მე მინდა აქ მოგიყვანო ცოლი და
როგორც ჩემი შვილები, ისეთ რიგ პატივსა და უფლებაში მეყოლე-
ბით.
‒ არა, ბატონო, მე ჩემი სიტყვა ახლა შენს შვილსაც მოვახსენე,
რომ ჩემი საქმე ცოლის თხოვა ჯერჯერობით არ არის.
‒ ჩემს შვილს რა მოახსენე?
‒ აი ამ საქმეზე მიბრძანა იმანაც, ბატონო, ახლა.
ბეჟანს თვალები აემღვრა, წარბები შეჭმუხნა და შეკკირვებით
უთხრა:
‒ ჩემი შვილის საქმე არ იყო ამ საქმეში ჩარევა! იმან მისი პირა-
დი მხლებელ-ფარეშთა საქმე განაგოს და ჩემსას ვინ ეკითხება!
‒ ბატონო, ეკითხება კი არა, კაციც დაუსაქმებია და გაუგზავნია
ონისთან კიდეც.
ბესიკის ნათქვამმა სამიჯნუროდ აღტყინებულ-გამზადებული
მხცოვანის ზრახვა იმ წუთშივე ეჭვიანობის ნემსებით დაჩქმიტა და
ვით შეურაცხყოფილმა ბებერმა ლომმა პირი დააღო და ისეთი საზა-
რელის ხმით დაიყვირა, რომ მთელმა სასახლემ შიშის ზანზარი მი-
იღო და ყველანი დამფრთხალი კურდღლებივით კუნჭულებში მი-
იმალ-მოიმალნენ, რადგან მრავალგზის ნაცადი იყო ყველა, ასეთ
ყვირილს თუ რა განურჩეველი რისხვა მოჰყვებოდა ხოლმე.
‒ სად არის ტაიბუხი! ახლავე მოვიდეს! ‒ ყვიროდა მამა და მზად
იყო შვილის სიცოცხლე მოესპო, მაგრამ მამის ულმობელობის კარ-
გად მცოდნე შვილი მყის სასახლეს განშორდა და ვიდრე მამას
აღელვება გაუნელდებოდა, მთაში დარჩენა არჩია.

***
იმ წლის უიშობის დღესასწაული ბეჟანს, ტაიბუხს და ბესიკს დიდ
სავიზო მოვლენად ექცათ.
იმ დღიდან ბეჟანს და ტაიბუხს აღარ მოუსვენიათ. ორივენი სულ
იმის ფიქრში იყვნენ, როგორ მოეგდოთ ხელში ასმათი. მაგრამ ონი
ონიანის რიდით ვერც ისეთ გაბედულებამდე მიდიოდნენ ავხორცი

391
ბატონები და ამიტომ საშუალების, გზის და ხიდის მაძიებელ მამა-
შვილს ერთი და იგივე აზრი მოსვლოდა, ერთი საშუალებისთვის მი-
ემართა. მაგრამ სწორედ ამ გზაზე მარცხად წააწყდნენ ერთმანეთს
და მამაშვილს შორის კინაღამ უბედურება დატრიალდა.
ხოლო გულწრფელი უცოდველობით შეყვარებული ბესიკი
გრძნობდა, რომ ის ამ საქმეში ერთი უიარაღო რაინდი იყო, რადგან
თუ ითხოვდა, მისი მეუღლე ბატონების ლუკმა უნდა გამხდარიყო და
ამ შეურაცხყოფას თუ ღირსეულ პასუხს გასცემდა, თვით მსხვერ-
პლად შეეწირებოდა. ამიტომ, იძულებული იყო, თავის წმინდა
გრძნობის წინაშე გონების ცივი და მდუმარე კედელი აღემართა.
‒ შენ სიკვდილისთვის არა გცალიან, შვილო. შენ უკვე მრავალ-
გზით ხარ მკვდარი და იკმარე ამდენგზით სიკვდილი. შენ ხომ იცი,
შვილო, რომ სამომავლო სიცოცხლის მებრძოლ თესლად ხარ მო-
წოდებული, თორემ იმ არაწმიდა ხალხის ავხორცობის სარბიელზე
რა შენი საქმეა ირბინო. ყველას გზა მიეცი და თვითონ ეძიონ სამე-
ძაო და საავხორცო დედაკაცები, ‒ ეუბნებოდა გულთმისანი.
‒ არა, დედაჩემო, ნუ შიშობ მაგას. მე კარგად მესმის ჩემი მდგო-
მარეობაც და მოვალეობაც. სასიკვდილო ომიც რომ გამომიცხა-
დონ, მაშინაც არ დავთანხმდები, გფიცავ!
‒ასე, შვილო! ონი ხომ ჩვენი ერთადერთი საიმედო პირია, მაგა-
თი მეშვეობა ჩვენ არა გვჭირია, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც
აქამდე არა, არც აწი უნდა იცოდნენ. მათი მრუშობის სიბილწემ მთე-
ლი სოფელ-ქვეყანა შესვარა და ახლა ერთი ოჯახია სიწმინდით და
ნამუსიანობით დაცული და იმასაც უნდათ ჩვენი საშუალებით მის-
წვდნენ! მანამდის არ გაიხაროს მაგათმა ძემ და მომავალმა. და
მრწამს, რომ არც გაიხარებს. სადაცაა მაგათი მრუშობის შხამი დაღ-
ვრილ ცოდვებს აადუღებს და ვაცალოთ, შვილო!
სასახლეში ყველა ბესიკის დაცოლებაზე მიეთმოეთობდა და უფ-
რო კი ტაიბუხისადმი ბეჟანის განრისხებაზე.უკმაყოფილების მიზეზი
და ხასიათი ყველასთვის მისახვედრი შეიქნა და დაინტერესებულნი
იყვნენ, აბა ბოლო როგორი იქნებაო.
წისქვილის წინ გაჩერებულ მეწისქვილესთან რომ ფქვილის ამ-

392
ოსატანად სასახლის ხაბაზი ბურდა მივიდა, მეწისქვილე მისვლის
უმალ შეეკითხა:
‒ მართალი გამოდგა, ბატონს რომ განუზრახავს?.
‒ რა?
‒ ონის ქალიშვილი ბესიკს უთხოვოს.
‒ მართალი, მაგრამ ძაან უარიც უტკეციათ.
‒ ვის?
‒ ორივეს.
‒ რას ამბობ, შე კაცო! რაო? რა მიზეზი უთქვამთ?
‒ ძალიან ჩინებული და ჭკვიანური,
‒ მაინც რა, შე კაცო, ვერ იტყვი?
‒ სანამდე ბატონის კარზე ვარ, მანამდი ცოლისთვის არ მცალია
და არც ვითხოვო.
ჭკვიანი ბიჭია, იცის, რომ მისი არ იქნება და ის სხვებსავით თავ-
ლაფდასხმას ვერ მოითმენს.
‒ ონის რა უთქვამს?
‒ ონის ძალიან უთაკილებია, უთქვამს: რა გამიჭირდა ამის ფასი,
რომ ერთადერთი საყვარელი შვილი სასხვიშვილოდან მოყვანილ
დაკარგულს არ მივცეო.
‒ ააშენოს ღმერთმა, ორივეს მართალი უთქვამს, მაგრამ საქმე
ისაა, უარის თქმა თუ გაუვიდათ. ბატონმა თუ მოინდომა, არც ერთს
კითხავს და არც მეორეს და ასეც იქნება. სხვას ვის კითხავს ამგვა-
რებს, რომ მაგათი უარი იპრიანოს!
‒ არა, უკაცრავად! არც მასეა საქმე! ხომ იცი, რომ როგორც სვა-
ნეთის საბატონოში ბეჟანი ბეჟანობს, ისე საგლეხოში ონი
ონიანობს. ამიტომ, ბეჟანი ისე ვაგლახად შემოტევას ვერ გაუბე-
დავს, თორემ ეს რომ ასე არ იყოს, აქამდე შეუტევდა. იცის, რომ ონი
ხალხის მაგარი ძვალია და რა ჯანი აქვს, ანგარიში უნდა გაუწიოს.
აი, რაშია საქმე.
‒ რა ვიცი, ამ ხალხს კი არ უწევს ანგარიშს და ხან დილას გვაძ-
რობს ტყავს და ხან საღამოს.
‒ არაფერია. ასეთი დილა-საღამოებიც შემოელევა და ვნახოთ.

393
‒ დილა-საღამო ჩვენ უწინ შემოგველევა, შე დალოცვილო, და
იმათ ხომ ხედავ ‒ მისი და დედამისის ხნის სვანეთში ხე და ქვა აღარ
არის, მაგრამ მშიერი ორბივით ატრიალებენ თვალებს. ასე იცის
სქელ-სქელმა ხაჭაპურებმა და თბილმა საბან-ბუმბულმა.
‒ იმ საბან-ბუმბულს გამოაცლიან როდესაც იქნება.
‒ როდესაც იქნება ქეც მოკვდებიან, შე კაცო, მაგრამ ჩვენ რა მე-
რე? მისი უდიერი შვილები დაბრძანდებიან მის ადგილზე და ჩვენს
ტანზე რომ ტყავი აღარ დახვდებათ, მერე ძვლებს შეხრავენ და გა-
თავდება ამითი.
‒ არც მაგრეა საქმე.
‒ ეჰ, შენ იმ ხმაზე ლაპარაკობ, ვითომ რაიმე იმედს ელოდე.
‒ ველი, აბა როგორ გგონია!
‒ საიდან, შე კაცო! ლეჩხუმელებმა დიდი ხანია დედაბრის ლეჩა-
ქი დაიხურეს თავზე და მათ გამწყვეტს და გამჟლეტს საუდიეროდ
კვერცხსა და კვახს უგზავნიან და ჩვენ მარტო რა შეგვიძლია. ერთა-
დერთი კაცური კაცი გვყავს ჩვენი ონი ონიანი და იმანაც ისე მოიფ-
რთხნა კერიის პირას, რომ სულს აღარ ითქვამს და ჩემისთანას და
შენისთანას რა შეგვიძლია! ბეჟანის ერთი დაცხინკვება კმარა, რომ
ცხრა მთას იქეთ გადაგვისროლოს.
‒ არა ხარ მართალი, ჩემო ძმაო. ჩვენისთანეებსაც შეგვიძლია
ბედის სამდურავს თითო ქვა ვესროლოთ. მოვა დრო, რომ ლეჩხუ-
მიც თავის სათქმელს იტყვის და სვანეთიც. ადამიანის სიავეს მოკლე
ფეხი აქვს.
‒ იმედი ღმერთმა ნუ მოგიშალოს, ჩემო ბურდა, მარა ერთი ჩვენი
ტყვეების ამბავიც მითხარი ახლა. რას აბრალიან და საჭმელს თუ აწ-
ვდიან?
‒ საჭმელს დღეში თითო მომცრო ქერის პურს, ჭინჭრის სამარ-
ხოს და წყალს.
‒ დაბრალებით რას აბრალებენ?
‒ ბატონის ღალატს.
‒ რანაირად? რაში უღალატესო?
‒ გადაღმა სვანეთთან მოლაპარაკებას აწარმოებთო, რომ ლაშ-

394
ხეთ-ჩოლურ-ლენტეხთან შეერთებით ბატონს ბატონობა წაართვა-
თო.
‒ იჰ! რანაირად, შე კაცო? ეს სვანეთს კი არა, მგონი თათრის
ხონთქარსაც არ შეუძლია! ეს ვიღაცას მტრული დასმენაა, მეტი არა-
ფერი.
‒ ჰო, შეიძლება ასეც იყოს, — სიტყვა მოუჭრა ხაბაზმა, მაგრამ
დაინტერესებული მეწისქვილე მაინც არ ეშვებოდა.
‒ აბა, თუ ამ უბედურებს ეს დაუმტკიცდათ, დაღუპვა მოელით და
ეს არის..
‒ რას ლაპარაკობ, შე კაცო! დამტკიცებას ვინღა უცდის! ხომ ნა-
ხე, ის საკირე რომ ავაგიზგიზეთ გუშინ!
‒ მერე?
‒მერე და იმათთვის არის ის დანთებული. ხვალ დილით ათივე
ტყვეს საკირეში უპირებენ ჩაყრას და ჩაწვას.
‒ ეეჰ! ამისთანა გაიგონა ჩვენმა მტერმა! ღმერთო, გძინავს თუ
სადა ხარ, შე დალოცვილო!
‒ დაჩაგრულის შველის დროს ღმერთს ყოველთვის ეძინა და ახ-
ლაც ძინავს.
‒ ოხ, რა საცოდაობაა, შე კაცო!.. ოჰ, ისეთი მადლიანი წინამ-
ძღოლი მაინც ვინმე გამოგვიჩნდებოდეს, რომ ავიყაროთ მთელი
სვანეთი და გადავლაგდეთ სადმე მშვიდობიან უდაბნოში. რა თქვი
კაცო, ეს! ნამდვილი ამბავია?
‒ ნამდვილი, აბა რავარი სახუმრო სათქმელია, შე კაცო, ასეთი
უბედურება!
‒ იმე, იმე, იმე! რა ეშველებათ საწყლებს!
‒ ვინ იცის! იმათი ბედი შეიძლება კიდევ მუშაობდეს. ვნახოთ!..
‒ ეჰ, შენც ილაჯს არ გაიწყვეტ, შე დალოცვილო! იმათ, ბედს მი-
უყვანია ის უბედურები საკირის პირზე და ეს არის.
‒აწი რაღა დროს ბედზე ლაპარაკია! გადაღმიდან რამდენია, თუ
იცი?
‒ რავა არ ვიცი. გადაღმა სვანეთიდან სამია. ერთი მათგანი უშ-
გულელი ბურდუხანის შვილი გელახსანია. სამი ლაშხელი ბიჭია, შე-

395
ნც იცი, ორი ჩალურელი და ორიც ლენტეხელი.
‒ ვაი, ვაი, საცოდაობას!
‒ ახლა ადექი, თუ კაცი ხარ და ერთი კვიდოლა ფქვილი უნდა
მომცე.
‒ რათ გინდა? დღეს არ წეიღე? ხვალინდელ ცოდვის დღის ტაბ-
ლებს ხომ არ გაცხობინებენ!
‒ თაკარა მაგათ პირს! საყმო საცხობს ამაღამ მოვილევ და საბა-
ტონოს ხვალ გამოვაცხობ, თორემ ვერ ვასწრებ ხოლმე ყველას ერ-
თად გამოცხობას და რა უნდა ვქნა! შხამად წაერგოთ ის ჩემი ნამ-
ცხვარი ჩვენი ბატონების ცოდვილიან მუცლებს.
დაღონებული მეწისქვილე წისქვილში შევიდა, საფქვილე ფქვი-
ლით აუვსო, ხაბაზს ზურგზე მოჰკიდა, გაისტუმრა და თვითონ. და-
ფიქრებული წისქვილის კართან ჩამოჯდა და ჩიბუხის წევა დაიწყო.

***
შუაღამე იქნებოდა, რომ ბურდა ხაბაზმა უცებ ცხელ-ცხელ ნამ-
ცხვარს ხელი წამოავლო, ბუჯერქვეშ გადანახული არაყით სავსე
დოქი აიღო და მალულად კარებში გავიდა.
ბურდა დილეგის ყარაულებს მიუახლოვდა და ჩუმად მიუჩურჩუ-
ლა: ‒ მე ვარ ბურდა, სხვა არ გეგონოთ. აი, თქვენ საწყლებო, არყით
პირი გაისველეთ, თორემ მარტო აქ ყოფნა არ გეყოფათ. აი ცხელ-
ცხელი კუპატიანებიც ზედ დააყოლეთ. ეს დოქი რომ დასცალოთ, აი
აქ დილეგის წინ დადგით და ისევ მე მოვირბენ და წავიღებ, თორემ
ეს რომ გამიგონ, ხვალ დილამდე მომკლავენ.
‒ ოოო, შენ მოგეცა ჩვენი მადლი. ტყვეების არ იყოს, არც ჩვენ
მუცლებშია რამე. ‒ერთხმად მიუჩურჩულა ოთხმა ყარაულმა. მიტა-
ნილი აღტაცებითი ჩამოართვეს და ხარბად დაეწაფენ ცხელ კუპატი-
ან პურებს და მაგარ არაყს. ხოლო ბურდა ხაბაზი ისევ თავის ბუჯერ-
კერიას დაუბრუნდა. ცხობა გაათავა, ნამცხვარი მიალაგ-მოალაგა
და ის იყო, მთელი სასახლეც ძილის სიმშვიდით სუნთქავდა, რომ

396
ბურდამ დაკაპიწებული სახელოები გაისწორა. ტანსაცმელი ხელით
ჩაიბერტყა, გარეთ გავიდა, კარების წინ გაჩერდა.
‒ უჰ, რა ლუსკუმო ღამეა, ეს დალოცვილი, მაგრამ მგონი ასეც
ჯობია. ‒ თქვა და სატყვეო დილეგისკენ გასწია.
ბურდას ძლიერ ეშინოდა, რომ ყარაულები კვლავ ფხიზლები არ
დახვედროდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის მიტანილ არაყს დიდი
თანაგრძნობა გაეწია მისთვის. ოთხივე ყარაული შეხმატკბილებუ-
ლად ხვრინავდა.
ბურდას სიხარული ცას მისწვდა, მაგრამ ცოტა კიდევ შედგა, და-
აკვირდა და სინამდვილე რომ საეჭვო აღარ იყო, ნაბიჯი საპყრობი-
ლესკენ გადადგა და ცარიელ დოქს რომ ფეხი წაჰკრა, უცებ დაიხა-
რა, მარცხენა ხელით აიღო და მარჯვენით დილეგში ჩასაძრომ ხვრე-
ლის თავზე დადებული ურდული ფრთხილად გადასწია, სარქველი-
ვით დახურული თავი ასწია და საიდუმლოების გამომცემი ხმით ჩას-
ძახა:
‒ აბა, ბიჭებო! თავს უშველეთ! ამოდით ჩქარა და წყნარა!
სივიწროვით ერთმანეთზე იხვებივით მიხურხლული ტუსაღები
უცებ შეშმაშურდნენ, მაგრამ ვერ გაერკვენ.
‒ არ გესმით? გელახსან! მე ვარ ბურდა, თქვენ საშველად მოსუ-
ლი და ჩქარა ამოდით, არ შეშინდეთ!
ბურდას მეორედ გამოხმაურებამ ტუსაღები მყის გამოარკვია და
ამოძრავდნენ.
‒აბა, ბიჭებო, პირველი მე ავალ, თუ ხიფათი გველის, ჯერ მე და
მერე თქვენ, ‒ მიაძახა გელახსანმა და დილეგის ხვრელში თრითი-
ნასავით ამოსრიალდა, მას დანარჩენებიც მიჰყვა და რამდენიმე
წუთში ყველანი ბურდას წინამძღოლობით იქ იდგნენ, სადაც ბურდას
მათთვის საგზალი ჰქონდა დამარაგებული.
‒ აბა, აიღეთ ეს თქვენი საგზალია, ყველა უშგულისკენ, იცოდეთ!
თორემ აქეთ გზა-კვალს მოგიძებნიან. მშვიდობით იარეთ, ძმებო!
ტყვეებმა ნამწყვდევი მიმინოებივით ფრთები შეიბერტყეს, ერთი
შეინძრენ, შეიშმუშნენ და ნიავივით გაჰქრნენ.
მეორე დღეს ამ ამბით ბეჟანის სასახლეში ჯოჯოხეთის ქარიშხა-

397
ლი ამოვარდა და არავინ უწყიდა ეს საშინელი ქარტეხილი ვის შთან-
თქავდა.ვერავითარმა ცდამ ტყვეთა გაპარვის საიდუმლოება ვერ
აღმოაჩინა.
ბეჟანმა სადანაშაულო განაჩენი დილეგის ოთხი ყარაულის მი-
მართ დაადგინა: გაპარულ ტყვეთა ნაცვლად ისინი უნდა ჩაეწვათ სა-
კირეში. სასახლეში დიდი და პატარა ‒ ყველა ღელავდა.
მხოლოდ ხუთი პიროვნება ‒ ბეჟანი, ტაიბუხი, რანბალადი, დიდი
ქალბატონი დიგორხანი და მოურავი მურზაბეგი აივნის მოაჯირზე
ქვის სვეტებივით მიმდგარიყვნენ და დასასჯელების გამოსვლას
ელოდებოდნენ.
ზღუდის კარები გაიღო და მცველებმა ოთხი ბრალდებული გამო-
იყვანეს. ერთმა ბრალდებულთაგანმა მოაჯირისკენ აიხედა, ბატო-
ნების. ნიშგებითმა გამომეტყველებამ ბრაზით აავსო და შესძახა:
‒ ბეჟან ყიფიანო! გაზღვევიოს ღმერთმა ჩვენი ასე უსამართლოდ
დაღუპვა.
მამა-შვილმა წარბები შეიჭმუხნა. გაბრაზდნენ სვანის ასეთი გა-
ბედულების გამო. მაგრამ პასუხი არ გასცეს, დუმილი ირჩიეს. ხო-
ლო დიგორხანმა იფეთქა თოფის წამალივით.
‒ ჩემი შვილის ორგულებს ეგრე მოუვათ ყველას! აბა, როგორ
გეგონათ, თქვე ძაღლის ლეკვებო! წადით, ჩაიწვით, ჩაიფერფლეთ,
თქვე საძაგლებო, თქვე ძაღლებო, თქვენა!
‒ ძაღლზე უარესო ძუ მგელო! ‒ ასძახეს სვანებმა.
დიგორხანი მთლად აენთო, გაცეცხლებული შვილს მიუბრუნდა:
‒ ხომ გესმის, რაებს ბედავენ! და ესენი რომ ცოცხლები დარჩე-
ნილიყვნენ, ხომ ცოცხლად დაგვჭამდნენ!.. იჰ! იგეც თქვენ! ატლიკი-
ნეთ ცეცხლი, მაგ ოხერი ენები!
მსხვერპლები უკვე გაატარეს, ხოლო ყიფიანები კვლავ მდუმა-
რენი იდგნენ და გაჰყურებდნენ. მოურავი ჯანხოთელი მოჩქარებუ-
ლი ნაბიჯით აივნიდან ჩამოვიდა და მსხვერპლებს გაუსწრო, წამების
წესიერი აღსრულების თვალყურისათვის საკირის წინ დაუხვდა.
განწირულთა შთანმთქმელ სტომაქად ანთებული პირმოღებუ-
ლი საკირე ისე ვარვარებდა, ელავდა, რომ ძნელი გამოსაცნობი

398
იყო, სიბრალული აღშფოთებდა თუ მსხვერპლთა მიღების სურვი-
ლი აბოროტებდა.
მსხვერპლებს, რაღაც მწვირიანი მჩვრებით თვალები აუხვიეს და
ბორკილების ჩხარაჩხურით ჯალათებმა საკირეში გადაუძახეს.
ამის შემდეგ ჭკუაზე შემცდარი ბურდა ხაბაზი მცხოვრებლებს
მოსვენებას აღარ აძლევდა, სახლებს ქვებს უშენდა და ეძახოდა: გა-
მოდით! საკირე ჩავაქროთო.

***
ბეჟანის სასახლის ზღუდის ერთ კედელს დიდი შამბნარი ფარავ-
და. შამბნარის კიდეზე, პატარა ტყემლის ძირას ხშირად განცალკევ-
დებოდნენ გულთმისანი და ბესიკი. ახლაც ამ ტყემლის ძირას მჯდა-
რი დედა-შვილი რაღაცას დიდი სიფრხილითა და დაწეული ხმით
ლაპარაკობდა.
‒ რა ცუდი ადგილი აგირჩევიათ დედა-შვილს სამუსაიფოდ, ‒
მოესმათ ჯამბულათის ხმა.
‒ მაშ, კარგ ალაგს ჩვენთვის ვინ მოაცლის, ჩემო ჯამბულათ! ‒
უპასუხა გულთმისანმა.
‒ ფიქრი არ არის! მოაცლის, მოაცლის ზევით განგება და ქვევით
მისივე სასწაული. არ შეიძლება, რომ ცუდი ტაროსი კარგი ამინდით
არ შეიცვალოს, ‒ თავისებური იმედიანობით მიულაპარაკა ჯამბუ-
ლათმა, სალამი მისცა და თვითონაც მათთან ჩაიმუხლა და მოიკა-
ლათა.
‒ ახალს რას იტყვი? ‒ შეეკითხა ბესიკი.
‒ არაფერს იმის მეტს, რომ დამპალი სხეული განკვეთას თხოუ-
ლობს და საამისო ნეშტერიც ილესება. დანარჩენი ჩემი აზრი ყველა-
ფერი იცით და ყოველი წუთისთვის მზად უნდა იყოთ.
‒ მოლოდინს ბოლო აღარ უჩანს და...
‒ ჰაა! შენს ყმაწვილურ აჩქარებას თავი შეუკავე, თორემ ყველა-
ფერი უბედურებით დამთავრდება.
‒ ვიცი.
‒ მაშ, რაღას ლაპარაკობ! დედას ყური უგდე და როდესაც მაგის

399
ხმა მოვალეობისკენ მიგითითებს, შენი ჭკუა-გონება და ძარღვი ვაჟ-
კაცობისა მაშინ უნდა აამოქმედო და მანამდე კი იყავი ისე, როგორც
ერთ ფარებს და მონას შეეფერება,
‒ გულთმისან! ‒ მოისმა ვიღაცის ძახილი.
– რა იყო? ‒ გაეხმაურა გულთმისანი.
‒ დიდი ქალბატონი გეძახის.
მოსაუბრენი იმ წამსვე დაიშალნენ და იქეთ-აქით წავიდ-წამო-
ვიდნენ.
რამდენიმე წელმა განვლო მას აქეთ, რაც სახელებგამოცვლილი
დედა-შვილი ყიფიანის სასახლეში მსახურად არიან. ისინი ისე შეეჩ-
ვიენ იქაურობას, თითქო იქ აღზრდილნი და დაბადებულნი იყვნენ.
გულთმისანმა არათუ მისი ყოვლად უჯიათი და მრისხანე ქალბატო-
ნის ნდობა და ყურადღება დაიმსახურა, არამედ მთელი სასახლე
აფასებდა მის სათნოებას განუსაზღვრელ მოთმინებას, კარგ ჭრა-
კერვას და შრომისმოყვარეობას.
გულთმისანი ავი ქალბატონის ნება-სურვილს მართლაც რომ
გულთმისანივით აუღებდა ხოლმე ალღოს და საავოდ გაღებულ
პირს განრისხების საბაბს არ აძლევდა.
ამიტომ იყო, რომ ხშირად იტყოდა ხოლმე ეს რისხვიანი დედაკა-
ცი: ეს ქალი რომ არ ამჩენოდა, აქამდე ამ მხეც მოსამსახურეთაგან
გული გამისკდებოდაო. სწორედ გულთმისანივით წინასწარ მიმიხ-
ვდება, რაცა მსურს და წინასწარ გამიკეთებსო,
დავაჟკაცების ხანში მყოფი ბესიკი ხომ ბუნების მადლიან სიუხ-
ვეს ვაჟკაცის სრულყოფილ ქანდაკებად ჩამოესხა. ბატონების ყოვე-
ლი დავალებულის ბეჯითად და თავმდაბლობით შემსრულებელი
იყო, ამიტომ ბატონების ყურადღება და მადლიერობა იქამდე მიიპ-
ყრო, რომ ფარეშის მდაბალი ღირსება ციხე-იარაღის გამგებლობით
შეუცვალეს და აღმატებული აზნაურივით საპატიო ადგილი ეკავა.

400
***
‒ ოო, ზურაბს გამარჯობა და კაი დღე! რას მოგიწყენია, კაცო?
‒ ეჰ, ამისთანა კაი დღე შენს მტერს, ჩვენ ახლა რომ გვაქვს.
‒ რა იყო, რა მოგივიდა?
‒ მეტი რაღა იქნება შე კაცო, ჩვენი ბატონის ცხენი, დადიანის ნა-
ჩუქარი, მთაში დაიკარგა და ბატონი ყველას დახოცვას გვიპირებს.
‒ რაო, თქვენ რას გერჩით?
‒ წადი და ჰკითხე! თუ არ მოგინახავთო, მოსახლეზე თითო კაცის
სულით დაგბეგრავთო და ყველას იმ ცხენის მაჩუქებელთან წაგე-
კავთო, რომ თათრების მეძაღლედ გაგყიდოთო. რა უბედურება
ვქნათ, აღარ ვიცი, ‒ შეწუხებით შეჩივლა ზურაბმა უკან მოწეულ ონი
ონიანს.
‒ მერე რისი გეშინია. სადმე მიმალული იქნება ის მგლის არჩივი,
მოძიეთ კარგად და მონახავთ,
‒ ძებნით ნამეტანიც ვეძიეთ. ეს ერთი კვირაა გადავყევით, მარა
ვერსად ვერ ვნახეთ. ახლაც მთიდან მოვდივარ და რანაირად მივი-
დე იმ ღვთის რისხვასთან აღარ ვიცი
‒ ნუ გეშინია, შე კაცო. რავა წამხდარხარ!
‒ იჰ, ნუ წახდები შენ! კაცთან რომ გვქონდეს საქმე, სხვაა და მაგ
კაცი კი არ არის, კაცისმჭამელი მდევია.
‒ ნუ გეშინია, წამოდი. მეც მასთან მივდივარ და ვნახოთ რამდენ-
ზე გააღებს მის მდევის ხახას...
ონისგან გულგამაგრებული ზურაბი ბატონის სასახლისკენ გა-
ემართა. მაგრამ ეზოს მიახლოვებისას რომ ბეჟანის მართლა მდევუ-
რი ყვირილი მოესმა, კვლავ წახდა და ონის მიუბრუნდა:
‒ თუ ღმერთი გწამს, გამიშვი. შინ წავალ და რაც მოსავალია, იქ
მიქნას, თორემ ასეთ გულგაფიცხებულზე ერთ ლუკმად არ ვეყოფი.
‒ კაცო, ხომ არ გადირიე! შენ გარდა, კიდევ რამდენი კაცია წალ-
კოტში, ყველას ხომ ვერ გადაყლაპავს! წამოდი, ნუ გეშინია.
გაბრაზებულ ბატონს ორივე მორჩილი სალმით ეახლნენ.
‒ რა ქენი, შე ვირო? ‒ მიმართა შემრისხავი ხმით ზურაბს ბეჟან-
მა.

401
‒ ვერაფერი, ბატონო.
ჰატ! შე წაწყმედილო და გაფუჭებულო! არ გინდათ, რომ მონა-
ხოთ, ალბათ თქვენ თვითონ ხართ ქურდები, მაგრამ სად წამიხ-
ვალთ. თქვენ რომ გეკადრებათ, ისე დაგრჩებით!
‒ დაწყნარდი, ბატონო. რატომ წუხდებით ასე. ‒ მიმართა ონიმ.
‒ რას ლაპარაკობ, შე კაცო? მე შენ ჭკვიანი კაცი მგონიხარ და
ჭკვიანის სიტყვას შენი ნათქვამი არა ჰგავს. რა დავკარგე, არ იცი?
დადიანის ნაჩუქარი წმიდა გიორგის რაში. გესმის თუ არა? მაშ,
თქვენი ბახები ხომ არ გგონიათ.
‒ ვიცი, ბატონო, მაგრამ მე იმაზე მოგახსენებ, რომ მოიძებნება
უეჭველად, არ დაიკარგება.
‒ დაკარგული არ არის! ერთი კვირაა მაძებრები მთა და ბარს
ჩხრეკენ და ვერ იპოვეს?
‒ ბატონო, იცის კაი ჯიშის ცხენმა ჯოგს განშორება და სამარტოო
ადგილის შეკედლება და შეიძლება ასეთ ადგილზეა სადმე და ამას
კარგი მაძებარი უნდა, თორემ გამოუცდელი ვერ მიხვდება.
ონის ხერხიანმა ლაპარაკმა ბატონის ყვირილი ოდნავ შეანელა.
‒ არა მგონია. მე ვფიქრობ ლეჩხუმელებმა მომპარეს.
‒ აჰ, არა, ბატონო, ლეჩხუმელი კაცი მაგას ვერ გაბედავდა. თუ
შეჯდება და იმ ცხენით საიქიოს გაიპარება, არ ვიცი და აქ ვერ დაგ-
ვემალება.
‒ თუ ღმერთმა ქნა და ნადირისგან შეჭმული არ არის, რა თქმა
უნდა, კაცი იმის მოპარვას ვერ გაბედავდა, ‒ წამოიყრანტალა ზუ-
რაბმა.
‒ ჰატ, შე ვირო, რაებსა ბედავ! – დაიყვირა ბეჟანმა და ზურაბსაც
ენა მუცელში ჩაუვარდა. ‒ რომელი ნადირი იცი, შე მამაძაღლო,
ისეთი, რომ დადიანისეულ რაშს შესაჭმელად მიუდგეს და მო-
ერიოს?! დაიკარგე აქედან, შე უტვინო!
– არ იცის, ბატონო, მეტი და რა უნდა ქნას. ჩვენ ახლა ასეთ ნათ-
ქვამს კი ნუ უგდებთ ყურს, ბატონო, და რაც ჯობია საქმისთვის, ის გა-
მოვარჩიოთ.
‒ მეტი რა უნდა გამოვარჩიო. ეს ერთი კვირაა თითქმის, რომ მთ-

402
ელი ლაშხეთი და ორივე ჩემი შვილი საძებრად წასული არიან, მაგ-
რამ ხომ ხედავ, ყველა ცარიელი ბრუნდება უკან. მეტი რა უნდა ვქნა!
მე და დედაჩემი ხომ ვერ წავალთ საძებრად!
‒ ჩემი აზრით თითო-თითოდ უნდა წავიდნენ საძებრად, ბატონო,
თორემ როდესაც ორი კაცი ერთად არის, ერთმანეთის იმედი აქვთ,
ერთმანეთსაც იქცევენ და გულდასმით ძებნა-თვალიერს ორივე
ხელს აკლებს. ამიტომ აწინდელი გაგზავნილი მაძებრები თითო-თი-
თოდ წავიდნენ და რომელიც იპოვის, ის ცოტა ჯილდოს წყალობი-
თაც წავახალისოთ, ‒ ღიმილით დააყოლა ონიმ.
‒ ჯილდოდ ის არ ეყოფათ მაგ ღორებს, რომ სასჯელი აეხდებათ!
თუ ვერ ნახეს, მოსახლეზე თითო კაცის სული სათათრეთში გასა-
ყიდლად წაერთმევათ, ხომ იცი?
– ო, მაგას შენგან არ მოველოდი, ბატონო!
‒ ოო, ონი! მაგაზე ერთი სიტყვა არ მითხრა!
‒ აბა, სვანებო! დაისახეთ ყველამ, ვინ რა გზით წავა საძებნელად
და დღესვე გასწიეთ. საგზალი ყველამ კარგად წაიღეთ, რომ შიმში-
ლით შინ დაბრუნება არ მოიჩქაროთ და ყოველი ტყე და ველი გულ-
დასმით ათვალიერეთ და არ შეიძლება, არ მოინახოს. მე მეტი არა-
ფერი შემიძლია და მპოვნელს ერთ კაი სატევარს ვაჩუქებ და ხვალ
დილიდან საძებრათაც გავსწევ.
ონის სიტყვამ ბეჟანის სახეზე მოულოდნელი ღიმილი გააელვა,
მაგრამ მერე ისევ შეიკრა შუბლი.
‒ ახლა მეც მომეცა პოვნის იმედი და ვნახოთ! — თქვა ცივად.
სტავრანიშის მთის ერთ მიყრუებულ ადგილზე უკაცურობას შეჩ-
ვეული ტყის ფრინველები ვიღაც კაცის ლანდსა და მოძრაობას და-
ეფრთხო და ზევიდან ჩალესილ თავდაღმართზე რომ მეორე კაციც
ამოცოცდა, ფრინველებმა კიდევ მეტი შეოცებული ჭახჭახი ასტეხეს
და ის იყო დამხვდურმა მისულს მიუხედა და, გამარჯობა ჯამბულათ-
სო, მიაძახა მისულმა თუ არა, დამხდურმაც გაუმარჯოს ონისო, უპა-
სუხა და ცხენისგან მოხრულ ჯაგნარის პირას ჩამოჯდნენ.
‒ კინაღამ შემეშალა, ძლივს მოგაგენი
‒ რომ შეგაგვიანდა, მეც შევფიქრიანდი.

403
‒ ლეჩხუმიდან არავინ გაჩნდა ჯერ?
‒ არა, და მგონი ახლა იმანაც მოუწიოს. სხვა რა ამბავია ბეჟანის
საბატონოში?
‒ ჩვენს მტერს უარესი.
‒ ჰა-ჰა-ჰა! მაინც?
‒კბილმტკივანი დათვივით ბორგავს.
– არა უშავს, გაუძლებს მისი გული.
– არა, მაგაზე მარტო არ გვაჯერებს, თორემ კაი დაგემართოს,
‒ აბა რაო?
‒ მთელ ლაშხეთს კომლზე თითო კაცის სულით დავბეგრავ, თუ
არ მომინახავთ იმ ცხენს და დადიანს თათრებთან გასაყიდლად გა-
ურეკავო.
‒ ჰა-ჰა-ჰა, დალოცა ღმერთმა, კაი მადა გახსნია.
‒ არა, ავი ბევრი გამიგონია, მაგრამ მაგნაირი კი არა. ახლა რომ
მისთვის გაყურებია, იტყვი: ან მდევის მუცლიდან გამოსულა, ან ვე-
შაპისო.
‒ ისეა მაინც. დედამისის მუცელში ნამყოფს, იცოდე, ვეშაპის მუ-
ცელში ნამყოფი აჯობებს. ეგ დედაკაცი რომ ახლოპინდება, ნამ-
დვილ ჯოჯოხეთის საფრთხობელა მგონია.
‒ საწყალი იაშვილის ქალი. ყველაზე უფრო საცოდავი ის არის.
რა ღვთისნიერი ქალი ვის ხელში ჩავარდა. წაწყდა მისი მამის სული.
‒ ეჰ, ასეა ქალის ბედი და რას იზამს, სამშვიდობო აიაზმად მაგათ
ხმარობენ.
‒ არ ვიცი, კაცია და გუნება, თორემ მთელი ქვეყნის პატრონად
რომ გამხადონ, მე ჩემს ასმათს მაგისთანა ბედის არჩივად არ გავი-
მეტებ სწორედ.
‒ შენ ვერ გაიმეტებ და მან კი გაიმეტა. ხომ იცი, მძლავრი
მძლავრს ეძებს, რომ კიდევ უფრო გამძლავრდეს. შენ თქვი, ეგერ
ამაზე ადრე ქართლის მეფემ რა ქნა? ე, მზესავით მირონცხებული ქა-
ლიშვილი თურმე თათრის ურჯულო მეფეს მიათხოვა, რომ ამით სიმ-
ძლავრე მომატებოდა.
‒ ჰოო, მაგ კიდევ საქვეყნო საქმისთვის შვილის გაწირვაა და ია-

404
შვილის გაწირული კი მისი საკუთარი, უძღები გულისთვის გამეტე-
ბაა.
ქვევიდან ტოტების შერჩევა მოესმათ, მთის კალთის ბოლოდან
ვიღაცა მოფოფხავდა, ლაპარაკი შესწყვიტეს, ყური დაუგდეს.
‒ ის უნდა იყოს, ‒ თქვა ონიმ.
‒ მეც ასე მგონია, ‒ დაუმოწმა ჯამბულათმა და მოსალოდნელმა
მგზავრმაც მათკენ გამოაპირდაპირა.
მოსული და დამხთურნი სიხარულით სახე გაბრწყინვებულნი ერ-
თმანეთს ძმური სალამით შეხვდნენ და სამივე ნორჩი ბალახით მო-
ხავერდებულ დიდი ხის ჩრდილქვეშ ჩამოჯდა.
‒ ოჰ, მადლობა ღმერთს, რომ გზა სისწორით ამიღია, ‒ თქვა
ახალმა მოსულმა ლეჩხუმელმა ბააკა გორდეზიანმა და, იქვე თო-
კით მიბმულმა ბეჟანის ცხენმაც ბალახის ძოვას პირი. მოაშორა, თა-
ვი მაღლა ასწია და მოსაუბრეების მიჩერებით ქვიქვირჩამოგდე-
ბულმა ისე ჩაიხვიხვინა, თითქო სხვის გასაგონად ხმამაღლა ვიხ-
ვინს ისიც ერიდებაო.
გორდეზიანმა ცხენს თვალი მიაპყრო და ონის შეეკითხა:
‒ შენია ეს მშვენიერი ცხენი?
‒ არა.
‒ მაშ?
‒ ჯამბულათის ტყვე არის.
‒ რანაირად?
‒ მაგის გამოტაცებული მზეთუნახავია.
‒ მერე, აქ რამ მოგაყვანიათ?
‒ გაჭირვებამ.
‒ გაჭირვება ამის აქ ჩამოყვანა უფრო იქნებოდა. ამ ფხნეკში რამ
ჩამოგაყვანიათ ამხელა ბედაური?
‒ ჯამბულათს კითხე.
‒ ქურდობა ხომ არ დაიწყეთ? ‒ უხუმრა ბააკამ.
‒ კაცო, რა უნდა გვექნა, აბა! ჩვენი ერთმანეთის ნახვა და მო-
ლაპარაკება ხომ აუცილებელი იყო და თუ ასე ეშმაკობით არაფერს
მოვიმიზეზებდი, ისე ჩემი სადმე ფეხის გადადგმა და ან ჩემთან ვინმ-

405
ესი მოსვლა შეუძლებელი გახდა. სადაც უნდა წავიდე და ან ჩემთან
ვინმე მოვიდეს, ყიფიანების მზვერავები ეშმასავით დამდევენ, სად
მიდიხარ? რა საქმის თვის? ვინ იყო შენთან მომსვლელი და რა უნ-
დოდაო. და ბოლოს ეს მოვიფიქრე: დავასაქმე ჯამბულათს ეს ცხენი
ამ ადგილზე მიემალა და შემდეგ ამის ძებნის მიზეზით ჩვენც გვეხე-
ტიალნა და შენც დღეისთვის აქ დაგვებარებინე. მადლობა ღმერთს,
ეს განზრახული ჯერჯერობით კარგად მოგვარდა. მაგრამ ბეჟანის
ვაი-ვაგლახი კი მთელ სვანეთს იკლებს.
‒ ჰო, გადარეული იქნება, რა თქმა უნდა.
‒ ნათოფარი დათვივით იგლიჯება და კომლზე თითო კაცის სუ-
ლით დაბეგვრას გვეჩემება.
‒ იზამს.
‒ რა დაუშლის. დადიანთან გაგრეკავთ თათრებთან მისაყიდა-
დო.
‒ მანამდი არაფერი ჭამა მისმა პირმა. ‒ წაიბურდღულა ჯამბუ-
ლათმა.
‒ აღარ მოგესწრება მაგ ამბავი-თქო, ‒ დაამატა ბააკამ.
‒ მაგრამ უნდა იცოდე, მთელი სვანეთი შიშის ზარით ატანილია
და მაძებრებით მთელი მთა და ტყე ავსებული. მე გუშინდლამდე შო-
რიდან ვუგდებდი ყურს და გუშინ რომ მივედი, დავაიმედე, რომ მო-
პარვას შენი რისხვის შიშით ვერავინ ვერ გაბედავდა-მეთქი და ისე
მიმალულს, სადაც უნდა იქნეს, მოძებნით-მეთქი. და რაკი მოძებნა
მეც თავს ვიდევი, ძალიან იამა. ჰგონია, რომ მართლა მისი სიამოვ-
ნებისთვის დავეძებ.
– კი მაგრამ, რომ ღმერთი გაწყრეს და თავზე ვინმე წამოგვად-
გეს, რა უნდა ვთქვათ?
‒ არაფერი. მაძებრები ვართ, ცხენი ვნახეთ და მოგვყავსო,
ვთქვათ. და შენც თქვი, რომ მეც ცხენი მაკლია და იმის საძებრად
წამოვედი-თქო.
‒ ახლა თუ რამე საგზალი გაგაჩნიათ, გაშალეთ ამ ღვთის კალ-
თაზე, თორემ მე საცუცქნელი, გუშინ შემომელია და დღეს გვარიანი
მომშეული გახლავართ, ‒ მიმართა ჯაბულათმა და ონიმ და ბააკამ-

406
აც თავთავის პარკებიდან საგზალი ამოალაგეს და მადიანად შეექ-
ცნენ.
ჭამის დროს გორდეზიანმა მათ მოპირდაპირებით თეთრად მო-
კიაფე ლამაზი ნაპრალის მკერდი დაინახა და ონის შეეკითხა:
‒ რა არის, ისე თვალმომჭრელად რომ კიაფობს?
‒ ჰოო, მაგაზე ძველისძველი ამბავია თქმული.
‒ მაინც რა?
‒ ოჰ, გრძელი ამბავია. სად არის ახლა მაგის დრო.
‒ სწორედ, რომ ამ დროს სათქმელი ამბავია, ‒ ჩაილაპარაკა
ჯამბულათმა.
‒ აბა, თუ კი ასეა, მეც ვიტყვი, ‒ თქვა ონიმ და ამბავი ასე დაიწყო:
‒ ერთ უკუღმართ დროს თურმე ჩვენს ქვეყანას კაცი ვინმე ბაღათუ-
რი, მრისხანე და ულმობელი, თავს დაესხა და დიდისგან დიდი უბე-
დურება დაატრიალა. გაწყვიტა ხალხი, გაანადგურა სამყოფ-საბა-
დებელი და გული მისი მაინც არ სცხრებოდა. ბოლოს შეჭირვებული
ხალხი შეკითხვითა და შეაჯებით ეახლა თურმე და მოახსენა: რას
გვთხოვ და რა დაგვიშავებიაო? ბაღათურს უპასუხნია: ვიდრე გათი-
ლისმებულ საქართველოს უკვდავ სულს არ მაპოვნინებთ, მანამ მე
თქვენი ქვეყნიდან ჩემს მახვილს არ გავიტანო. ამ თქმას ბარის ხალ-
ხი შეუშინებია და იმათაც მთისკენ მიუსწავლებიათ: ეგ სული მთაში
იმალებაო. ბაღათურს რომ ეს მოუსმენია, გადუკრავს შოლტი რა-
შისთვის და ჩვენს მთებში გამოქცეულა. ბევრი იარა თუ ცოტა, აი,
აქამდეც მოუღწევია და ის იყო, თურმე გათილისმებული სული მზე-
თუნახავად გადაქცეულა და იმ ადგილს მზის წყაროზე პირს იბანდა
და იმ მოკიაფე კლდის გულზე თავის ალმასის მახვილს პირს ულე-
სავდა თურმე, რომ განრისხებული ბაღათური თავს წამოდგომია.
მზეთუნახავი იმწამს მიმხვდარა, რომ ბარს გაუცია და წყენის სიბ-
რაზით ცეცხლის ცრემლები გადმოსცვენია, უცებ მახვილი მალული
სახით მკერდქვეშ ჩაუდევს და ბაღათურს მზის თვალებით მიშტერე-
ბია. ბაღათურს თურმე მზეთუნახავი ხილვამ მოულბო და მოფერე-
ბულად ეკითხებია:
‒ ვინა ხარ, ლამაზო ქალო?

407
‒ მე ქვეყნის ამოცანა ვარო. – უპასუხა თურმე.
‒ მერე აქ რა გინდაო?
‒ უკვდავ სულს მაღალ ჰაერზე ვალამაზებო.
ბაღათური მზეთუნახავის სიკეთემ მოუთმენლობით აღანთო
თურმე და ბინძური ხელი მისკენ მიმართა.
მზეთუნახავი უკან დაიხია თურმე და შეეკითხა:
‒ ვინა ხარ და რა გინდა ჩემგანო?
‒ მე მძლეთა მძლე ბაღათური ვარ, რომელსაც შენი სიმშვენი-
ერით ზიარება მომწყურებიაო.
‒ მაშ, ჯერ ფეხზე მემთხვიე და მერე მე პირზე გაკოცებო.
მოთილისმებული ბაღათური მუხლებზე დაეცა ხებზე კოცნა რომ
დაუწყო, მზეთუნახავმა გულისუბეში მიმალული მახვილი ამოიღო
და ზურგიდან ისე ჩასცა, რომ ბაღათური მერე ფეხზე აღარ წამომ-
დგარა. გამარჯვებული მახვილი იმ მოკიაფე კლდის გულში შეძვრა
და მიიმალაო. მშვენიერი და უკვდავი მზეთუნახავი კი ერის სააიაზ-
მო ნამად იქცაო და მტერთაგან შეგინებულ საქართველოს დროგა-
მოშვებით გასაპატიოსნებლად ეპკურებაო. და დღესაც ამ კლდის პი-
ტალოს გამვლელი სვანები წმინდა ადგილად თვლიან და ჟამსა გავ-
ლისას პირჯვარს გადისახავენ, იარაღის პირს იმ პიტალოს გაუსვა-
მენ და ეტყვიან: წმიდაო მახვილო ალმასისაო, ჩვენს იარაღსაც შე-
ნებრ გაუმარჯვეო. ასე გაგვიგონია, ჩემო ბააკა, ეს ამბავი და რო-
გორც გინდა ისე დამიჯერე, ‒ დაამთავრა ონიმ გაგონილი თქმულე-
ბა და ბააკამაც ნასიამოვნები სახით უპასუხა:
– რატომ არ დაგიჯერებ რა! ამ გაგონილით არის, რომ ხალხი ვი-
გებთ პატარ-პატარა წარსული ყოფა-ცხოვრების ვითარებას, თორემ
ისე რას გაიგებს ჩვენისთანა კაცი. კაი ამბავი იყო სწორედ, მაგრამ
ის რაღა არის, ქვაყორით ამაღლებული რომ ჩანს იქეთ? ‒ კვლავ
იკითხა მეორე ადგილზე თვალმიპყრობილმა ბააკამ.
‒ იმას კი ხალხისვე თქმულებით დიასახლისის საწყევარას ეძა-
ხიან.
‒ რატომო?
‒ რატომო და შეხედე, ზევით მწვერვალზე რომ ნანგრევი ჩანს,

408
იქ ერთ დროს დიდი საყდარი დგმულა. იმ საყდარში შესვლის ნება
ქალებს არ ჰქონიათ. და აი, იმ შენს საკითხავ ადგილზე გაჩერდე-
ბოდნენ თურმე და იქ ლოცულობდნენ. ერთ ბედნიერ დღეს ჩვენი
თამარ მეფე სვანეთს სწვევია და აქ სალოცავად ამოსულა. ამოსულა
და დაუნახავს, რომ ერთი დიასახლისი იქ დგას და ლოცულობს გაკ-
ვირვებული თამარ მეფე მისი ფეხით მისულა იმ ქალთან და უკით-
ხავს: საყდარი ზევით არის და შენ ამ სიშორეზე რომ ლოცულობ, რა-
ტომ იქ არ შეხვალო? დიასახლისს მოუხსენებია, რომ ის წმიდა ად-
გილია, ბატონო, და ქალებს არა გვაქვს ნება სიწმიდის სახლში შე-
ვიდეთო. ეს ამბავი თამარს ძლიერ სწყენია და ქალისთვის უბრძანე-
ბია: აბა, გამომყევიო და პირდაპირ საყდარში შეუძღვა თურმე. ეს
ამბავი სვანებს ძალიან გაკვირვებიათ და კიდეც სწყენიათ, მაგრამ
აბა რას გაბედავდენ. ლოცვის შემდეგ უბრძანებია, ამიერიდან არა-
ვინ გაბედოს ქალებს საყდარ-სალოცავში შესვლა აუკრძალოსო,
თორემ ქალებს განგარიდებთო. ამით, რა თქმა უნდა, სვანები შეში-
ნებულან. ის დიასახლისის გასაჩერებელი მიწა დაუწყევლია და მას
და მის ლაშქარს თითო-თითო ქვა ყველას უსვრია და ამნაირად დი-
ასახლისის საწყევარა უთვალავი ქვით ჩაუქოლავთ.
‒ აბა, თამარ დედოფლის დანაწყევლობით დარქმევია დიასახ-
ლისის საწყევარა?
‒ ჰოდა, მას მერე, აქ რომ სვანი გამოივლის, აუცილებლად იმ
ადგილს ქვას ესვრის და მიტომ არის, რომ მაგის ქვების სიმრავლე
ყოველ წლობით მატულობს... ასე გახლავს ეს ამბავი, მაგრამ მგონი
ნამეტანი ზღაპრობია ქე მოგვივიდა.
‒ კარგი ზღაპარი გლახა სინამდვილეს ჯობიაო და სწორედ ეს ამ-
ბებიც ჩვენი ცხოვრების სინამდვილეზე მეტად საამო იყო.
‒ მაგრამ აწი ჩვენს საამო ამბავსაც შეუდგეთ, ‒ მიმართათ ჯამბუ-
ლათმა. და საიდუმლო საქმისთვის თავშეყრილნი ისეთ ხმადაწეულ
ლაპარაკზე გადავიდენ, რომ მარტო მათ ყურთა სმენას წვდებოდა
და ბოლოს ცოტა ხმამაღლა ლეჩხუმელმა ბააკამ დაამთავრა!
‒ ლეჩხუმის ნაფიქრი სიტყვა გითხარი, ჩემო ძმაო, ეს არის და
თუ შენი მხარე ამაზე არ დათანხმდება, მერე მეტი ღონე არ არის, შე-

409
ჭირვებული ხალხი იმერეთის მეფესთან სააჯოდ მიდის, რომ დადია-
ნის მწვალებლობისგან თავი დაისსნას. მოლაპარაკება ამით გათავ-
და თუ არა, ჯამბულათმა კვესს. ცეცხლი გააფრქვევია, ქილის თავი-
დან საკმევლის ფინჩხები მოკიდებულ აბედს სამღვთო კმევისთვის
დააყარა, ხელის მაჯები ერთმანეთს გადააქილიკეს და ამგვარად
საკმევლის ბოლზე გაჩერებით დაჩოქილებმა ერთმანეთს გამტანო-
ბის დაურღვეველი ფიცი მისცეს.
ფიცის დამთავრების შემდეგ ცა და მიწა სიფრთხილით მიმოათ-
ვალიერეს და რა დარწმუნდნენ, რომ ამ საიდუმლო მოვლენას ძირს
მარტო ბეჟანის ცხენი ხედავდა და ზევიდან მზის ტახტწალკოტად
გაწმენდილი ცა, ერთმანეთს დაემშვიდობნენ. გორდეზიანი ლეჩხუ-
მისკენ გაემართა, ონი და ჯამბულათი განთავისუფლებულ ტყვე ცხე-
ნის გაძღოლით ბეჟანის სასახლისკენ გაეშურნენ.

***
დაღამებული იყო, რომ მთელი სასახლე ბეჟანის ცხენის ნახვით
ხარობდა და ფორიაქობდა.
‒ ონი, შენ ქენი ასეთი სიკეთე? – შეეკითხა გახარებული ბექანი.
‒ არა, ბატონო. ამ გლახაკმა გვაჯობა ყველას.
‒ ვინ?
‒ ჯამბულათამ, ბატონო. ამას ენახა და სადილობის ხანს წინ შე-
მომახვედრა.
‒ რას ამბობ! ‒ გაიკვირვა ბეჟანმა და ჯამბულათს მიუბრუნდა, ‒
ჯამბულათ! შენ შეძელი ასეთი სიკეთე?
‒ რა ვიცი, ბატონო, მე კი ვნახე და.
‒ სად ნახე?
‒ ლანქორის ძირში იყო, ბატონო. კაი ბალახს ჩაეტყუებია. ისეთი
ალაგია, რომ მისით ამობრუნება აღარ უხერხდებოდა საწყალს და
დიდი წვალებით ამოვიყვანე.
‒ კარგი, კარგი და ამის სამაგიერო წყალობას მიიღებ. ბესიკ!‒

410
დაიძახა ბეჟანმა.
‒ ჯამბულათს იაშვილის ნაჩუქარი ჩემი მოვერცხლილი ქამარი
აჩუქე, თორემ ონის ნაჩუქარ სატევარს მის კანაფის სარტყელზე ხომ
ვერ დაიკიდებს! — შეახსენა ონის დანაპირები.
– კი, ბატონო, შენი ნაწყალობევი ქამრით რომ მესტუმრება, სა-
ტევარს მე ჩამოვკიდებ და შენს ცხენზე კი უნდა ილოცოს მერე.
‒ საჩოხე შალი მე მიწყალობებია, ‒ დააფჩინა პირი დიგორხან-
მა.
– ღმერთმა მიცოცხლოს შენი და შენი ცხენის თავი, ‒ შესწირა
მადლობა ჯამბულათმა.
ბეჟანმა ანთებული ჟინჟღილები მოითხოვა. ეზოში ცხენის და-
სათვალიერებლად გაბრძანდა და ცხენს ახედ-დახედა.
‒ მოუკლია მგონი? – თქვა.
‒ რა მოაკლებიებდა, ბატონო, ბალახის წიაღში იყო, – მოახსენა
ჯამბულათმა.
‒ ახ, შე სულელო, რა ჯავრი მაჭამე! ‒ მოუალერსა ცხენს ბეჟანმა
და კისერზე ხელი დაუცაცუნა. ‒ აბა, ამაღამის ჭამა-სმა შეგვერგება.
კარგ გუნებაზე ვარ და ვახშამს დაუჩქარეთ! ‒ უბრძანა ბექანმა მსა-
ხურებს და რამდენიმე საათის შემდეგ სმა-ჭამით მოტანჯული ბექანი
ლოგინში მსუქანი ტახივით გორავდა და მეზღაპრეებს მოითხოვდა.
‒ ვინც ამაღამ ყველაზე უკეთეს ზღაპარს მეტყვის და ტკბილად
დამაძინებს, იმას ერთ კაი ძროხას ვაჩუქებ! ‒ ბრძანა ბატონმა და
რამდენიმე წუთის შემდეგ სამი მოზღაპრე ბეჟანის ლოგინის წინ
ზღაპრებს ამბობდა.
მეზღაპრეებმა რომ ზღაპრები ჩამოათავეს, საბოლოო ზღაპარი
ჯამბულათამ დაიწყო.
‒ ჯამბულათ! გაგიტკბა საჩუქრები?
‒ გამიტკბა, ბატონო!
‒ შენ რა იცი ზღაპრების?
‒ რა ვიცი, ბატონო, მე კი ვიტყვი და!
‒ ჰა-ჰა-ჰა! აბა, მოყევი.
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნება, ბატონო, და იყო

411
ერთი ხარი, რომელსაც ღმერთმა ისეთი სიდიდე-ახოვანება მიანი-
ჭა, რომ ნახევარი ხმელეთი საწოლად უნდებოდა და ნახევარი ზღვა
სასმელად.
‒ ეს მე ვყოფილვარ სწორედ, ‒ წამოიძახა ბეჟანმა.
‒ გამოჩნდა და გამოფრინდა იმხელა ორბი, ‒ განაგრძო ჯამბუ-
ლათმა, რომ ხარს თავზე დაეცა, მარჯვენა ბეჭი ააცალა და მთა და
ბარი გადაიფრინა.
‒ ეს ჩემი ტაიბუხი ყოფილა! ‒ კვლავ წამოიძახა ბეჟანმა.
ორბმა რომ ერთ შიშველ მთას მიაწია, დიდი სეტყვა და ქარიშხა-
ლი ატყდა და დაინახა, რომ შუაგულ შიშველში ერთი ვეება თხა გა-
ჩერებულა. ცუდი ტაროსით შეშინებული უთვალავი ჯოგი მის ყბის
ქვეშ გადასაწვიმებლად ისე შეფარებულიყო, რომ ერთი წვეთი წვიმა
აღარ ეცემოდათ. ორბი აფრინდა, დაფრინდა და ხარის ბეჭიანად
თხის რქებს დააფრინდა, ზედ ბუდე გაიკეთა, მაგრამ თხას არაფერი
გაუგია. ცუდმა ტაროსმა რომ გადაიარა, სოველი ტანი შეიბერტყა ამ
დროს ირეკლა ხარის ბეჭმა და ცხრა მთას იქეთ გადავარდა.
‒ ეს თხა ჩემი რამბალადია!
‒ გადასროლილი ბეჭი დედამიწას ისე მაგრა მოხვდა, რომ სა-
მოცდაათ დამხრობაზე მიწა გახეთქა და შიგ ისარივით ჩაეფლო.
ერთ კიდეზე გამოჩენილ ბეჭის ძვალს ტურა მიეჩვია, გამოხვრა და-
უწყო და იმაზე გაშენებულმა სოფელმაც საშინელი ნძრევა-ზანზარი
დაიწყო. ხალხს სოფლის დანგრევის შეეშინდა და მიზეზის ძებნა და-
იწყეს. სოფელი ტურას წააწყდა, მაგრამ ტურას ვერაფრით მოერივ-
ნენ.
‒ ეს ჩემი მოურავი მურზაბეგია! ‒ თავმომწონედ შეადარა ბეჟან-
მა ტურას თავის მოურავი.
‒ ამ ამბით შეწუხებული სოფელი რომ დიდ ბჭობა-თათბირში
იყო, ამ დროს შეხედეს, რომ ერთმა უზარმაზარმა ქალმა გამოიარა.
ქალს ბეჭზე ხუთი წლის შვილი შეესვა და ხელში ტარ-კვირისთავით
ძაფსა ძახავდა. სოფელი ქალთან სააჯოდ მივიდა, ტურა ბეჭის ხვრას
როგორ მოვაშოროთო. ქალი ნაჩვენებ ადგილისკენ გაყვა, ტარ-
კვირისთავი გაისროლა და ტურა იქავე მოკლა. მაგრამ, როცა მოკ-

412
ლულ ტურას გატყავება მოუნდომეს, იმხელა იყო, რომ გადაბრუნე-
ბა ვეღარ მოუხერხეს და სოფელმა დახმარება ისევ ქალს შესთხოვა.
ქალმა ჯილდოდ ტურის ტყავი შვილის საქუდედ მოითხოვა. სო-
ფელსაც მეტი რა ღონე ჰქონდა, ჯილდოზე დათანხმდა. ქალმა ტუ-
რას წიხლი კრა, მეორე გვერდზე გადააბრუნა, მარჯვენა ცერი ტყავს
გაკრა და მთელ ტანზე ტყავი გადააცალა.
‒ ეს დედაჩემი ყოფილა! ‒ კიდევ წამოიძახა განდიდებით გულ-
ხარბიანმა ბეჟანმა.
‒ ქალმა ოთხთარგიანი ქუდის გამოჭრა მოინდომა, მაგრამ
შვილს რომ თავზე შემოაზმანა, იმ სისხო თავი ჰქონდა, რომ მეოთხე
ნაჭერი დააკლდა და ქუდი აღარ გამოვიდა.
‒ ეს დადიანი ყოფილა! ‒ წამოიძახა ბექანმა და ჯამბულათმაც
ზღაპარი სადასასრულო სიტყვებით ჩააშაირა: ელასა მელასა, ოქ-
რო მეკიდა ყელასა, ამ ზღაპრის მაყურებელთ, ძილი გაამოთ ყვე-
ლასა.
‒ გაათავე?
‒გავათავე, ბატონო და რომელი მათგანი უფროსი ყოფილა და
ან ზღაპარი ვისი სჯობია ეს შენ გამოიცანი. ‒ მოახსენა ჯამბულათმა
და თუმცა ზღაპრის უკეთესობა ჯამბულათის ზღაპარსა ხვდა, მაგრამ
ზღაპრის ხარი, ორბი, თხა, ქალი, ქალის ტარ-კვირისტავი, ტურა და
ქალის ხუთი წლის ვაჟი რომელი უფროსი იყო, ეს კი ვერც ერთმა
ვერ გამოიცნო და ოთახი იქ მყოფი სვანების სჯითა და როხროხით
აივსო.

***
‒ გამარჯობა, ჯამბულათ!
‒ გაგიმარჯოს! ‒ უპასუხა გზაზე ჩამჯდარმა მათხოვრულად ჩა-
ძინძულმა ჯამბულათმა და დინჯად ზე ახედა. ‒ ოჰ, სვინჩი ხარ?
‒ მურზაბეგ ჯანხოთელს იცნობ ხომ?
‒ ვიცნობ მგონი და კარგად არ ვიცი.
‒ შკედისკენ ხომ არ წასულა დღეს?

413
‒ გაიარა მგონი და კარგად არ ვიცი.
‒ ეჰ შენისთანა შტერი ვარ, რომ შენ გეკითხები.
‒ იყავი, რა, ვინ გიშლის.
‒ გაიწი იქით რას დაგდებულხარ ამ შუაგულ შარაზე და გამ-
ვლელ-გამოვლელს ფეხებში ებლანდები.
‒ ვებლანდები! მერე შენ რა გინდა, რომ ვებლანდები! ქვებიც
ხომ გებლანდება ფეხებში, მაშ ისინიც აიღე და ისროლე აი იმ მთის
გადაღმა.
‒ გააჩერე მაგ ოხერი ენა პირში, – შეუტია ცოტა გაგულისებულ-
მა სვინჩი დევდარიანმა და გზა განაგრძო.
ჯამბულათმა უკანიდან გახედა და დამცინავი ხმით ოდნავ ჩა-
იხითხითა:
‒ შენი ენა რომ ოხერზე უარესიც არ იყოს, შენ პირში ერთ წუთს
არ გაჩერდებოდა, ‒ ჩაილაპარაკა თავისთვის, გაჯავრებულ თეთრ
წვერზე თითები ჩამოისვა. ‒ ეჰ, ჰე, ჰე. რას მერჩი, წუთისოფელო! ‒
ამოიქოთქოთა და რამდენიმე წუთში ონი ონიანიც თავს წამოადგა.
‒ გამარჯობა შენი! ძალიან ადრე გამომზევრებულხარ. ჯერ შორს
არის მზე.
‒ დავუცდი.
ონიმ ჩაიხითხითა.
‒ მაშ კარგი! ამ ადგილს არ მოშორდე და თუ ლეჩხუმიდან ვინმე
გაჩნდეს, ჩემი სახლი კარგად მიასწავლე, გაისტუმრე და შენ კი ისევ
აქ დამხვდი. გესმის?
‒ მესმის რა, ქართულს ამბობ ხომ! როგორ არ მესმის.
‒ ქუდის ნიშანს ყურადღება მიაქციე. ხომ იცი, ასეთი სიფრთხი-
ლე არასოდეს არ ყოფილა საჭირო. ერთი ზედმეტი სიტყვა არ უნდა
დაგვცდეს.
‒ ვიცი, ძმაო, ვიცი. და შენც უნდა იცოდე, რომ ჩემს სიტყვას ჩემი
აზრი და გონება მაშინ აახმაურებს ხოლმე, როდესაც საჭიროა და
ისე კი საღლაბუცო საუბარი გლახაკისთვის საჭიროა ხოლმე, რომ
ხალხთან ერთგვარი ნაცნობობა და სიახლოვე ვიქონიო და ამის-
თვის არის, რომ ხშირად ვღლაბუცობ დროგადასულ უცოლოსავით,

414
ზოგჯერ ვლაზღანდარობ, უნიჭო ჭაბუკივით.
‒ არა, მე კი ვიცი შენი ამბავი, მაგრამ ახლა ისეთ მიწურულში
ვართ, რომ ერთი ფოთლის ურიგო დროს შერხევასაც შეუძლია მთე-
ლი ჩვენი ქვეყნის აოხრება.
‒ ვიცი, ვიცი. მე, ჩემო ონი, ოც წელზე მეტია, რაც სიმართლის
მალვას და ზოგჯერ სიმუნჯესაც შევეჩვიე და ახლა, რაღა დროს ჩემი
აჩქარებაა. სიჩუმეში და მოთმინებაში ვშთანთქე მთელი ჩემი წარ-
სული და სიჩუმითა და მოთმინებით ვეგებები მომავალსაც, ვნა-
ხოთ... წადი, ნუღარ გვიანობ.
ონიმ პირი იბრუნა და მთისკენ გაეშურა. ჯამბულათი კი ისე ჩაით-
რია წარსულისა და მომავლის შეჯამების ფიქრმა, რომ არც ის უგ-
რძვნია, თუ მზის მადლიანი სხივები ტანში რა სითბოთი და სინაზით
ჩაეფინა და არც ის, რომ ადამიანი თავზე წასდგომოდა.
– გამარჯობა შენი, ბაბუ!
‒ ჯამბულათმა თავისებური სიდინჯით მიუხედა, კარგად ახედ-
დახედა და მერე უპასუხა:
‒ გაგიმარჯოს, ბიძია. ონი ონიანის სოფელი თუ იცი, რომელია?
‒ ონი ონიანის? რომელი ონის?
‒ რომელიც გყავთ სვანებს ‒ დიდი ონი, მოლაშქრე ონი,
‒ ოო, იმის სოფელი, აი, ის არის, ბიძია. ამ შარაგზას რომ დაად-
გები, ჯიქურ იქ მიგიყვანს. ვისთან მიდიხარ იმ სოფელში?
‒ თვითონ ონისთან.
‒ ოო, კარგ კაცთან წამოსულხარ. რა საქმე გაქვს?
‒ ცხენი დამეკარგა. მომპარა ვიღაც ჩემი ცოდვით სამსემ და
მითხრეს, ონი გაგიგებს ყველაფერ ვითარებას.
‒ რანაირად?
‒ რანაირად და ქურდის გუმანი აქით მაქვს. აქეთ უნდა იყოს წა-
მოყვანილი.
‒ თუ მასეა, მაშინ ყველაფერი შეუძლია. ქურდობას დიდად სდევ-
ნის ონი.
‒ ვიცი. კარგ კაცად ამბობენ ძალიან.
‒ ოო, სასვანო ქვეყანაში იმის ფასი კაცი არ არის, ნამუსის და ვა-

415
ჟკაცობის პატრონი კაცია, მაგრამ რა უნდა ქნას ორბის ფრთებქვეშ
პატიმარმა.
– ამას ვიზე ამბობ, ბაბუ?
‒ აი იმ იუდა კაცზე, ხალხს რომ ასე უცხვირპიროდ დაეპატრონა
და ყოველ დღე ზურგიდან საქალამნე ტყავს აძრობს.
‒ ბეჟან ყიფიანი, არა?
‒ ჰო, ჰო, წყეულიმც იქნა მისი სახელი ღვთისა და კაცისგან.
– ონი და ის როგორ არიან ერთმანეთში?
‒ ჰმ!.. ონი... ონი როგორც გველი ისე სძულს და ონის კიდევ
გველზე უარესად.
‒ მერე კარგია, რომ ონის ასე, მშვიდობიანად აყენებს ქვეყანაზე
‒ რას იზამს, ხალხის ნება-სურვილმა მოთხოვა მაგ ცოდვილი-
ანს, იმ დროიდან, ოდეს საგელოვანო მამულს დაემკვიდრა, ონი
ონიანის უგულებელყოფა არავის ძალედვას, უკეთუ იგი არ ჩაიდენს
ყიფიანისა და ხალხისავე საორგულო დანაშაულს. პირობაში ისიც
მოხსენებულია, რომ ლაშქრობის საჭიროების ჟამს, ხალხის მიერ
მოლაშქრეობის მეთაურად ონი ონიანი უნდა იქნეს, რა თქმა უნდა,
ყიფიანის მორჩილებასა შინა მყოფი და ამიტომ არის, რომ სვანეთის
მიწაზე კიდევ არის ცოცხალი მაგისთანა კაცი, თორემ დანარჩენი ხე-
ირიანი აღარავინ არის. ზოგი მალულად მოსპო და ზოგიც ცხადად.
‒ გადასახადებით ძლიერ აწუხებს ხალხს?
‒ ჰმ! ასჯერ აქვს საქალამნე ტყავი ხალხის ზურგიდან ამძვრალი.
‒ სიღარიბეს განიცდის თუ არა ხალხი?
‒ შვილო, შიათ და სწყურიათ, შიშველ არიან და ტიტველ და ამას
რა ბევრი განცდა უნდა?
‒ მაგ კარგი საქმეა. მითამ და რატომ?
‒უჭკუო და გულხარბი ბატონის საფლავის გამჭრელი ბარი და
ნიჩაბი მაგით ყალიბდება, ბაბუა. შევიწროებით მომდურავი ხალხი
წმინდა წყლის შესმას ბოლომდე არ დაგანებებს, სათავეს აგიმ-
ღვრევს.
— უმჰუ! შენ კაი ბიჭი ყოფილხარ, გეტყობა, და ფრთხილად იარე
ამ დაუნდობელ ქვეყანაში, შვილო.

416
‒ მე კი მაფრთხილებ, მაგრამ შენ რატომ მელაპარაკები უცხოს
უცხო უდიერი ბატონის შესახებ ეგეთი სასალავათო სიტყვებით? ხომ
შეიძლება დანდობილი სიტყვის ნამუსი გაგიცე?
‒ ჰოო, მართალი ხარ, მაგრამ მეც მართალი ვარ, ბიძია.
‒ აბა რითი?
‒ იმითი, რომ ე მაგ შენს ქუდზე უტყუარ ნიშანს ვხედავ შენი დან-
დობისას. ე მაგ ჯვარად გამოსახულ თეთრად აქარგულის საიდუმ-
ლოებას ჩემთან მამაშვილური კავშირი აქვს და მე სანამ სახეზე შეგ-
ხედავდი, მანამ შენს ქუდს შევხედე, შვილო, და ყველაფერს მით მივ-
ხვდი.
‒ ჩემს ქუდზე მხოლოდ ის ნიშანია, რაც ყველა ქრისტიანს უყ-
ვარს ‒ ჯვარის გამოსახულება. რა არის აქ სხვა ამოსაცნობი!
– არაფერი, შვილო, ღმერთმა დაგიფაროს კეთილად შენი ამო-
საცნობიც და შენი საიდუმლოებაც... შენ ლეჩხუმელი ხარ, შვილო,
ალბათ?
‒ მე ლეჩხუმელი ვარ, მაგრამ შენ ვინ ხარ?
‒ მე? არც მე ვიცი, ვინა ვარ, შვილო, რაც გავჩენილვარ, ასე კარ-
დაკარ ვეთრევი და ვისი ვარ, ვინ ვარ, არც მე ვიცი და არც სხვამ.
‒ სახელი და გვარი?
‒ სახელი ჯამბულათი და გვარის კი რა მოგახსენო.
‒ როგორც არ იცი შენი გვარი?
‒ იმე! რომ ვიცოდე, რაზე დავმალავ გვარის და ჯიშის ტარების
უფლება ძაღლებსაც აქვს და მე რისთვის დავმალავ, შე კურთხე-
ულო.
‒ საკვირველია!
‒ ასეა, ჩვენს ცხოვრებაში კიდევ მეტი საკვირველებანი სუფევს,
მაგრამ... ეს მითხარი, ბიძია, რა სოფლიდანა ხარ?
‒ ორბელის თემიდან.
‒ რა გვარისა ხარ?
‒ მახარობლიძე.
ჯამბულათმა კვლავ ახედ-დახედა.
‒კეთილი. ჩამოჯექი აგერ, შვილო. ცოტა ხანს მუხლი შეასვენე

417
და პატარა კიდევ წავილაპარაკოთ. ‒ მეც მიკლია ჩემს სიყმაწვილე-
ში ლეჩხუმში და ძლიერ მიამება, იქაურს რომ შევხვდები ხოლმე.
ბევრ საამო და სანეტარო ამბავს მომაგონებს იქაურების შეხვედრა.
აი, აგერ მოიწიე, ამ ქვაზე ჩამოჯექი, ბიძი, თორემ შორიდან ლაპა-
რაკი ფარცაგ აღარც კი მესმის.
ახალგაზრდა მგზავრმა ხათრი აღარ გაუტეხა და ქვაზე ჩამოვა.
‒ წუხელი სად იყავი, ასე ადრიანად რომ მოუწიე?
‒ წუხელი ცოტა ხანს ლანქორს შევისვენე, თორემ ისე არსად არ
გავჩერებულვარ.
‒ ძაან გივლია. ღამე კი არა, დღეც სახიფათოა იმ უღრან ტყეთა
და ღრეთა სვლა.
ჯამბულათი ისე გაიტაცა ლეჩხუმელთან საუბარმა, რომ სიტ-
ყვაძვირობის საჭიროება და სიფრთხილე თითქო და ივიწყდაო და
საუბარი კვლავ განაგრძო:
‒ მე ასე გამიგონია, დადიან-გელოვანის ომის დროს მახარობ-
ლიძეები თითქმის სულ მთლად ამოსწყვიტეს და მადლობა აქვს
უფალს, რაკი კიდევ ყოფილხართ დარჩენილი ჩიჩხვი.
‒ მართალია, გაგვწყვიტეს, მაგრამ ორი კომლი კიდევღა ვფუჟუ-
ლობთ.
‒ გამრავლოთ, შვილო, ღმერთმა. რომლის შვილი ხარ, ბიძია?
‒ ეჰ, მამა არც კი მახსოვს.
‒ სახელი ხომ იცი?
‒ სახელი როგორ არ ვიცი. გახა რქმევია ცხონებულს.
‒ მერე რითი მომკვდარა?
‒ რითი და თუ გაგიგონია, ბატონის რძალ გურიელის ქალს რომ
ლაჯანურში თავი დაუხრჩვია, მაშინ იმას გაჰკიდებია საშველად,
მაგრამ ვერც იმისთვის უშველია და თვითონაც დამხრჩვალა ცხონე-
ბული.
‒ ჰოო, კი გამიგონია, როგორ არა.
ჯამბულათს უეცრად კისერში ნერწყვი გადასცდა და ისეთი ცუდი
ფერი დაადგა, გაიგუდა, სული ვეღარ მოითქვა და ის იყო, უნდა
დამხრჩვალიყო, რომ შეშინებული ახალგაზრდა მივარდა, ბეჭებში

418
ხელი სტაცა და მაგრად შეანჯღრია.
‒ ბაბუ! რა იყო? რა მოგივიდა?
‒ წყალი! ‒ ძლივს ამოიძახა ჯამბულათმა და იმედმოცემული
ახალგაზრდა იქვე გზის პირად მოჩანჩქარე წყაროს მივარდა, წელი-
დან ტყავის მათარა მოიხსნა, წყლით აავსო და მოხუცს დაალევინა.
ჯამბულათი მოცოცხლდა. საიმედო ფერი დაუბრუნდა, შუბლზე
ხელი გადაისვა და ახალგაზრდას მიმართა:
‒ ჯერ არ დამტოვო, მამაშვილობას, და წასვლის დროს მე თვი-
თონ გეტყვი. ნუ გეშინია, მე შენს ნაბიჯს ურიგოდ არ გადავეღობები.
იმან შენს მოსვლას რამდენიმე ხელის შემოკვრით გაასწრო. მთაში
წავიდა ცხენის ჩამოსაყვანად. მალე ჩამოვა, არ დაიგვიანებს.
– იმას კი ეყოლება რაშივით ცხენი.
მოცოცხლებულმა ჯამბულათმაც ხალისიანად უპასუხა:
‒ იცოცხლე! მაგარია, როგორც მთის გული და სწრაფი, ვით მი-
მინო.
‒ რა ფერია?
‒ სამგლოვი ფერის, ვით მის პატრონს შეჰფერის.
‒ შავი?
‒ ჰო, იმას ხომ მაიზერ გელოვანის დაკარგვის შემდეგ ფერქცეუ-
ლი აღარაფერი ჩაუცვამს, სულ შავად არის შემოსილი.
‒ მერე ბეჟანის არ ეშინია?
‒ რათა, შვილო! ონი ხომ ქვრივი კაცია და ქვრივს აბა ვინ ეტ-
ყვის, ჭრელაჭრულა ჩაიცვიო. პირიქით, ხომ გაგიგონია: ვის უნა-
ხავს, ვის ასმია ქვრივი თეთრ პერანგოსანიო. ეს ხალხში საძრახია.
‒ მართალი ბრძანებაა!
‒ ეს მითხარი, ჩემო ბიძია. ნათელდამდგარი მამიშენის სიკვდი-
ლის შემდეგ ვინღა გპატრონობდათ ქვრივ-ობლებს?
‒ პატრონობით, რომ ღმერთს დაეცლია, იცოცხლე, ჩვენ ბატონი
გვყავდა, მაგრამ როდესაც იმ ჯილაგამოსაგდებმა დადიანმა გაწყვი-
ტა, მერე ჩვენც სიღარიბე და გაჭირვება დაგვეპატრონა, მაგრამ ასეა
თუ ისე, ღვთის მადლით, პურ-ღვინო მაინც არ გვაკლია. დედაჩემი
კიდევ ჯეელად არის და ოჯახს კიდევ მისი თავიანობა უძღვის.

419
‒ ძმები, დები თუ გყვანან?
‒ ერთი ძმა და ერთი და. დაც დაქმარშვილიანებულია და ძმაც
დაცოლშვილიანებული.
‒ შენ აბა უმცროსი ხარ?
‒ დიახ, ცხონებული ბატონიშვილის ძუძუს მოზიარე. შენი სახე-
ლი?
‒ გელა.
ჯამბულათმა თითქო რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ უცებ შედ-
გა და თავისთვის წაიბუტბუტა:
‒ არა, ჯერ ჩემი საფლავიდან ამოღება ნაადრევია ‒ და კვლავ
ხველა და ცრემლი მოერია.
ახალგაზრდა მგზავრი შეშინდა, ფეხზე წამოდგა. ფიქრობდა,
კვლავ რომ ისეთმა სულის ხუთქვამ მოუაროს, შეიძლება კიდეც
მოკვდეს და ვინმემ ხიფათი მომდოსო და წასვლა დააპირა.
ჯამბულათმა უცებ ღონე მოიკრიბა და ამღვრეული ხმით უთხრა:
‒ მოიცა, შვილო! ჩემი სიკვდილის ხომ არ გეშინია? მე ჯერ არ
მოვკვდები. ხომ მხედავ აგრე დაგლახაკებულს, მაგრამ სიცოცხლეს
ჩემსავით მეფეც არ შეჰხარის. მე ჯერ ბევრი რამა მაქვს სანატრელი,
მოსასწრები და გასაკეთებელი და კიდეცა ვგრძნობ, რომ არ მოვ-
კვდები... დიახ, რომ აგრე ვაგლახად არ მოვკვდები.
‒ ეჰ, მაგ ხომ ჩვენს ნება-სურვილზე არ არის, ბაბუ!
‒ მე კი მგონია, რომ არის და...
‒ ეგრე რომ იყოს, თავის დღეში არ მოკვდება კაცი, რომელი გი-
ჟი ისურვებს სიკვდილს!
‒ სიკვდილს რომ არ ისურვებს, სიცოცხლის სურვილი უნდა
ჰქონდეს კაცს ისეთი უტეხი ძლიერებით, რომ ვაგლახად მოქნეულ-
მა არ უნდა წაგაქციოს, ბიძი, თორემ ისე რა გინდა რა სურვილით
სიცოცხლე მატლსაც კი უნდა, მაგრამ ადამიანი მატლსა და ჭიაღუა-
ზე ძლიერი და გონიერია და მას მეტიც მოეთხოვება.
‒ შენთან ლაპარაკი კარგი ჭკუის მასალაა ჩემისთანა ყმაწვილი
კაცისთვის, მაგრამ ჩემს საქმეს არ ეგუება, თუ არ ავიჩქარე და მშვი-
დობით ბრძანდებოდე. დაბრუნებისას თუ ასე მექნა გზა, ეგებ კიდევ

420
შევხვდეთ ერთმანეთს, ‒ დაემშვიდობა გელა მოსაუბრე-მოხეტია-
ლე გლახაკს და წასვლას დაადგა.
‒ ეე, მიდიხარ?
‒ აბა რა ვქნა, ბატონო, საქმე მაჩქარის და აქ გაჩერებაც არ ვარ-
გა. ვინ იცის, ეს შარაგზა ვის შემახვედრებს!
‒ ღმერთმა ხელი შეგიწყოს, ჩემო შვილო, მაგრამ ჩქარა მოშო-
რება კი გულს რაღაც რეჩხად მოხვდა. კი ნუ გაგიკვირდება, შვილო.
არის ხშირად, რომ მოხუცს ახალგაზრდა მიიზიდავს, ახალი გაცნო-
ბილი ძველზე უფრო შეგიყვარდება. შეიძლება ასე მოხდა ჩვენ შო-
რისაც.
– მეც ეგრე, ბაბუ, გული მწყდება, რომ ჩქარა გშორდები. შენი
ლაპარაკი, ხმა, გამოხედვა, მთელ ძარღვებში რაღაც შეუცნობელი
ღრიალით ჩამდის და მთელი ტანი მებურძგლაბა. ალბათ იმიტომ,
რომ ქადაგის მეტყველება და შესახედაობა გაქვს.
‒ თუ გლახაკის?
– არა ბაბუ, გლახაკის შენ არაფერი გცხია. მშვიდობით იყავი,
‒ შენც მშვიდობით იარე, შვილო, და ჩვენისთანა მოხუცს და
ყმაწვილს, ალბათ, კიდევ შეგახვედრებს ბედისწერა და დანაშთენი
მაშინ ვამცნოთ ერთმანეთს.
ყმაწვილი კაცი ნაჩვენებ შარას გაუდგა, მაგრამ რაღაც შეუცნო-
ბელი მიმზიდველობა თუ უმწეოს სიბრალული მალიმალ მოხუცისა-
კენ ახედვინებდა და ამჩნევდა, რომ მოხუცის თვალი არა თუ მიჩე-
რებოდა, ცრემლსაც უკმევდა. ეს მით უფრო აკვირვებდა გელას
ცნობისმოყვარე ხასიათს და მრავალგვარი იჭვიც აღუძრა, აი თუნდა
საიდუმლო ამხანაგობის ნიშნის ცნობამ.
„რა ვქნა! რას სალოსობს ეს მოხუცი? საიდან იცნო ეს ჩვენი თეთ-
რი ყაითნის ჯვარის სახე? ღმერთო, ხიფათს ხომ არაფერს გადავეკი-
დე!“ ‒ ფიქრობდა გელა და სწრაფი ნაბიჯით ონი ონიანის სახლის-
კენ მიეშურებოდა.
ღობეზე მიბმული ყორანივით შავი ბედაური თავხედურად
ფრთხვენდა და ბორგავდა. მთაში გალაღებული ცხოვრების შემდეგ
ღობეზე მიბმას ვეღარ ეგუებოდა. განებივრებული პირუტყვი ახლოს

421
არავის იკარებდა, არც დასაჭერად, არც დასაურებლად, არც უნაგი-
რის შესადგმელად და არც შესაჯდომად. ამიტომ ამ ცხენის, რომელ-
საც პატრონი ცხენ-ყორანას ეძახდა, სამსახური თუ დაჭერა ონის უხ-
დებოდა ყოველთვის და მოყვარული პატრონიც ძვირფას ცხენს დი-
დი ალერსით უვლიდა.
დღესაც ჯამბულათის შეხვედრის შემდეგ აღარაფერს აღარ შე-
უჩერებია ონი, ისე აიჭრა მთაში და როგორც კი დაინახა ცხენ-ყორა-
ნამ, იმწამსვე ხვიხვინით მიაშურა პატრონს. შეყვარებულმა პატ-
რონმაც მიალერსებით შუბლზე აკოცა და წინ გაძღოლით შინისაკენ
წამოიყვანა. ონი ისევ ჯამბულათთან შეჩერდა.
‒ არავინ გაჩნდა ჯერ დაბლიდან?
‒ კი, მოვიდა და მაგარი ბიჭიც არის ეტყობა.
‒ ვინ არის, არ ჰკითხე?
‒ გელა მახარობლიძე.
‒ ჰოო, ვიცი, ჩვენი ნიშნის მარწმუნებელია. ძალიან სანდო და
მარჯვე ბიჭია.
‒ ეტყობა, ჩვენი ამხანაგობის საიდუმლო ნიშანი ქუდზე აქვს ამო-
ქარგული. როგორც კი ავხედ-დავხედე და ის ნიშანი შევამჩნიე, რა
თქმა უნდა, მივხვდი ყველაფერს და გამოსაცდელად ბევრიც ველა-
პარაკე, მაგრამ შენც არ მომიკვდე ‒ ვერ დავაცდენიე ერთი საეჭვო
სიტყვა. ეტყობა, კაი ხელის გამოწვრთნილია, თორემ ისე ახალგაზ-
რდაა.
‒ იმე! რათ გიკვირს? ხომ იცი, რომ ლეჩხუმელი მესაიდუმლე
ძმები ბააკა გორდეზიანის გამოწვრთნილია და მაგისთანა თავიანი
და ჭკვიანი კაცი ლეჩხუმში ცოტა მოინახება. ღმერთო, შეგცოდე და
ცხონებულ ფაქას ბუშად ქე ამბობენ, მაგრამ შენ როგორ იტყვი?
‒ ცილისწამების ცოდვა მათ კისერს იყოს. ნამდვილი დედამისს
ეცოდინება.
‒ აბა, ჯამბულათ! მე წავალ ახლა და ცოტა ხნის შემდეგ შენც წა-
მოხვალ ჩემსას, მაგრამ ჩემთან შემოსვლამდე შენ შენებურად ჯერ
ჩემს მეზობლებში შეიარე, იხუმრე, იღლაბუცე და ბოლოს ჩემთან
შემოხვალ და იმ ბიჭისგან მოტანილ ლეჩხუმურ ამბებს თავიდან ბო-

422
ლომდე გავეცნოთ და როგორც აჯობოს, ისე მოვიქცეთ.
‒კარგი და პატიოსანი.
ის იყო, ონი შინ მივიდა, რომ ქალიშვილმა და დამ ამბავი დაახ-
ვედრეს, ვიღაც ცხენდაკარგული ლეჩხუმელი ახალგაზრდა მოვიდა
და შენ გეხვეწება, ეგებ მომანანიოსო.
‒ სულელი ყოფილა ვიღაცაა, ‒ უთხრა მათ ვითომდა ნაწყენი კი-
ლოთი ონიმ.
‒ რატომ? ‒ შეეკითხა და.
‒ მე ქურდების მეთაური კი არა ვარ!
‒ არა, მაგნაირ საწყენად კი არ უთქვამს, შე დალოცვილო. ის ამ-
ბობს, ვიცი აქეთ არის ჩემი ცხენი წამოყვანილი და მითხრეს, ონის
ყველაფერი შეუძლია სვანეთში და თუ მომანახვიებს, ერთ საპალნე
კარგ ღვინოს მოვართმევო.
‒ საით არის?
‒კარაპანში სძინავს.
‒ წადი და გააღვიძე,‒ დაავალა დას ონიმ. რამდენიმე წუთის შემ-
დეგ ლეჩხუმელი ახალგაზრდა და ონი კალოს პირზე იჯდნენ და და-
ბალი ხმით ლაპარაკობდნენ.
‒ ჩემი აზრით, შენს ნამდვილ გვარს არ უნდა ამჟღავნებდე და
არც ლეჩხუმლობას ამბობდე. შენ უნდა გეთქვა ან ოდიშლობა, ან
იმერლობა, და რაღაცა და ვიღაცა გვარი დაგესახელებია.
‒ არა, არ შეიძლებოდა. მე აქ ბევრი სვანი მიცნობს და ასეთი მა-
ლუობია რომ ვინმემ შემამჩნიოს, მაშინ ხომ ყველა რაღაც იჭვს აი-
ღებს და საქმე გაფუჭდება.
‒ ჰოო, თუ ასეა, რა თქმა უნდა. ახლა ჩვენ მოგვივა ერთი მაწან-
წალა ხუმარა თუ მათხოვარა ჯამბულათი და იმის აზრთან შეთანხმე-
ბით გამოვკვეთოთ სამომავლო მოქმედება.
‒ როგორ! გზაში ვნახე ერთი მაგდაგვარი კაცი, ის ხომ არ არის?
‒ ჰო, გინახავს, მითხრა.
‒ მერე იმას რა შეუძლია?!
‒ რა შეუძლია? ჰმ! ჭკუა და გამორჩევა შეუძლია. და თუ დასჭირ-
და და მისი ჩაჟანგული წვერები გაიფერთხა, ზოგიერთ გულად ვაჟ-

423
კაცს თხებივით აირეკავს წინ.
‒ მე გამაკვირვა იმ კაცმა. შეხედავ და მათხოვარი გლახაკია და
დაელაპარაკები და ბრძენიც არის და ვაჟკაციც.
‒ მართალია. დიდი ჭკვიანი და გამოცდილი კაცია, მაგრამ გულ-
დაჩაგრული კაცია რაღაცათი საწყალი.
‒ ვინ არის და სადაური?
‒ არავინ არ ვიცით.
‒ იმე, აბა ციდან ხომ არ ჩამოვარდებოდა ასე უთვისტომოდ!
‒ ჩვენში ეს ექვსი თუ შვიდი წელია რაც არის და სადაურია, არა-
ვინ იცის და მგონი არც თვითონ.
– ბატონო, ამ წლების წინ საიდან მოვიდა, ეს მაინც აღარ იცით?
‒ ეს როგორ არ ვიცით. გადაღმა სვანეთიდან ჩამოვიდა.
‒ მერე ვისთან ბინადრობს?
‒ ყველასთან და რომ მოსწყინდება, მერე ყიფიანისას მივა, კარ-
გად გამოისვენებს და მერე ისევ სოფელ-სოფელ ჩამოუყვება.
– ყიფიანს გველივით აძაგებს და იქ რა უნდა?
‒ მაგ ყველას აძაგებს. მწარედ მაგინებელი ენა აქვს და არც არა-
ვის მოერიდება და არც არავის სწყინს. წარმოიდგინე უყვარს ყვე-
ლას. თვით ყიფიანებიც ისე შეეჩვიენ მის მწარე ენას და ლანძღვა-
გინებას, რომ დაუძახებენ ხოლმე და თვითონვე მოთხოვენ: აბა
ოღონდ გაგვაცინე და ვისაც შენ გინდა, იმას დასცინე და აგინეო.
ეგაც ჩამოყვება და იაშვილის ქალის მეტს ყველას დალანძღავს და
დასცინებს. ერთხელ ბეჟანმა ჰკითხა თურმე: უმცროს ქალბატონზე
რატომ არაფერს ამბობო? და მაგას უთქვამს: მეცოდება და მიტომო.
რატომ გეცოდებაო? შენი ცოლი რომ არის მიტომო.
გელამ გულიანად გაიცინა. ‒ ეს კი ძალიან უთქვამს სწორედ.
ამის შემდეგ ონი წამოდგა, კარაპანიდან სამუნელი გამოიტანა
და ცხენის დაურებას შეუდგა.
გელამ, როგორც უმცროსს შეფერის, თავაზიანა და ონის ცხენის
დაურების ნება გამოთხოვა, მაგრამ ონიმ ცხენ-ყორანას თვისება
აუხსნა.
‒კარგი მეჯინიბე ქე აურჩევია მაგ დალოცვილს! ‒გაიკვირვა სტ-

424
უმარმა.
ჭიშკრისკენ ვიღაცის ძაღლი შეეგება ყეფით.
‒ ოჰ! საწყალი ჩვენი ჯამბულათია, მობრძანდი, მობრძანდი, შენ
მოგვსვლიხარ გაისათაც, ჩემო ჯამბულათ, ‒ გამოეგება მასპინძლუ-
რი ხალისით ონი და ჯამბულათმაც უჩვეულო გაბრწყინებული სახით
სალამი მისცა.
თავშეყრილი შეთქმულები ის იყო საქმიან ლაპარაკზე გადას-
ვლას აპირებდნენ, რომ დარბაზიდან ონის ქალიშვილი ასმათი ჩა-
მოვიდა. პატარა სუფრა გამოიტანა, ჯამბულათს სალამი მისცა და
ხელის დაბანა შეთავაზა.
‒ სადილს გვიპირებ? ‒ შეეკითხა ონი ქალიშვილს, ‒ კეთილი და
პატიოსანი, მაგრამ ლეჩხუმელი კაცის საკადრისი სადილი რომ არ
გვექნება, ესეც ვიცი.
‒ ღარიბი პური და კეთილი გულიო, მამა.
‒ ჰოო, ესეც მართალია.
ქალმა ყველას ხელი წააბანია, წყლის ოხარო იქვე გვერდით
მიდგა, სუფრა სტუმრებს წინ დაუდგა და მკვირცხლი ტანის მოხდე-
ნილი მოძრაობით ისევ დარბაზისკენ გატრიალდა.
გელა შეშმაშურდა, შეირხა, ახალი წაბანილი სველი ხელები
თვალებში ამოისვა, ეგონა, რომ მთელი ქვეყანა მასავით ცეცხლში
იწვოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ასმათი სუფრაზე პურის თხელთხელ
შოთებს ალაგებდა, მალე ამას ფართე ხაჭაპურები, სულგუნი, ქერის
არაყით სავსე ხელდოქი და ხის კათხები მოაყოლა.
კარაპანის კედლით და პანტა მსხლით მოჩრდილული მწვანე მო-
ლი სუფრის მადლიანობას ხავერდივით გაგებოდა. გულუხვი მას-
პინძელი ქალიშვილს სუფრის მოსამატზე მიუთითებდა:
– აბა, შვილო, შენ წახვალ ახლა და სუფრის მოსამატს რამეს
მოგვიმზადებ, ‒ მიასწავლა საქმე ონიმ, რომ სამალავი სალაპარა-
კო თავისუფლად შესძლებოდათ.
ასმათი მამის დავალების ასასრულებლად წავიდა და სტუმარ-
მასპინძელნი პურობას და უბნობას ერთად შეუდგნენ.

425
‒ თქვენ ორნი ამიერიდან იცნობდეთ ერთმანეთს, რომ ერთი სუ-
ლი და გული გქონდეთ და ერთი საქმისთვის იყოთ თავშეწირულნი,
რაც ერთმა იცით ჩვენი მოქმედების აზრი, ის მეორემ უნდა იცოდეთ
და ორივეს ღმერთმა გაგიმარჯოთ და გამარჯვების სადღეგრძელო
შენს სახლში დაგველიოს. წითელი ღვინით, ლეჩხუმელო! ‒ დალია
სადღეგრძელო ონიმ და კათხა ჯამბულათს გადასცა. გელამ შეკვირ-
ვებით შეხედა ჯამბულათს და ღიმილით უთხრა:
‒ თუ ასე იყო, რაღას. მეიგავარაკებოდი, შე დალოცვილო. მე
თავი დასაკარგავში მეგონა და შენი ყოველი სიტყვა ჩემი გამცემი.
‒ მართალია, შვილო, ბევრი გითხარი და, რა თქმა უნდა, სხვა
დროს ასე არ მოვიქცეოდი, მაგრამ ახლა, რაკი დაგროვილი ჩირქის
მენეშტრეები უკვე გასაკვეთად ვგროვდებით, ათასგვარმა სიხა-
რულმა და მოგონებამ შემიპყრო და კი გელაპარაკე ბევრი, მაგრამ
ეს საქმეს არ წაახდენს და შენ კი გაგიმარჯოს ღმერთმა და შენი გან-
ზრახულობის მოლაშქრედ სასიქადულო კაცი გამომდგარიყო, ‒
დალია ჯამბულათმა სულუქცევრად კათხა არაყი და გელას გადას-
ცა.
‒ გაუმარჯოს ლეჩხუმელს! ამას შესვამ და რაც სათქმელი გაქვს,
იტყვი, თორემ აწი შემოვა ვინმე და მიმალ-მომალული ბუტბუტი არ
ვარგა, ან ბრიყვს დააეჭვებს და ან ჭკვიანს.
‒ ღმერთმა თქვენც გაგიმარჯოთ, ბატონებო. ის დღე მოსწრებო-
დეს, რომ ჩვენი სახელოვანი გამარჯვება ხალხის ექვსი იმედისთვის
მიმელოცნოს: ონი ონიანისთვის, ბააკა გორდეზიანისთვის, გეგი
ლიპარტელიანისთვის, ბადრი რატიანისთვის, მახვში ბურდუხანის-
თვის და ჯამბულათ უთვისტომოსთვის.
‒ აგაშენა ღმერთმა!
‒ გაგიმარჯოს ღმერთმა! ‒ გელამ კათხა გადაკრა და ჯამბულათს
მიუბოდიშა:
‒ უკაცრავად, ბიძი, ამ სიტყვაზე, მარა შენ ხომ მითხარი, დღეს,
უგვარო ვარ, უთვისტომოვო?
‒ კი, ჩემო ბიძია. დასტურ რომ მშვენიერად თქვი და აგრე მშვე-
ნიერად თქვი ისიც, რაც საქმიანი სათქმელი გაქვს.

426
‒ ჩემო ბიძია. გელამ იქაურობას გადახედა, არავინ იყოსო, და
დაიწყო:
‒ თქვენც მოგეხსენებათ, რომ არ არის ლეჩხუმის არც ერთი სო-
ფელი, სადაც ბააკა გორდეზიანის შეთქმულობის მეყავარჯნენი ჩა-
საფრებულნი არ იყვნენ ჩვენი საიდუმლო კავშირის სახით ჩვენი
წმიდა ჯვრის სახელს არ ატარებდნენ. და დიანისგან ხალხის მიმართ
უმღვთო და უჯერო გადასახადებმა ხომ ხალხი ულუკმოდ და უპე-
რანგოდ გახადა. ასე გასინჯეთ, ბოლოს კვახის გადასახადიც კი დაგ-
ვადეს, აქაო და თქვენში კარგი კვახი სცოდნია, დედოფალს მოეწო-
ნა და თითო მოსახლე ათ-ათი კვახით დაბეგრეს. პურ-ღვინით ხომ
ვეღარ შევაჯერეთ ვერც დადიანი და ვერც მისი დაწუწკებული მოხე-
ლეები. ამას გარდა, თითო მეკომურზე ახალი გადასახადი შეგვაწე-
რეს, თითო კათხა თოფის წამალი, თორმეტი ცალი ცხენის ნალი,
ოცი დამხრობა თოკი, ხუთი ადლი ლაინი და ერთი ქსანი ფოლადი.
ესენი მაინც უნდა გადიხადო, თუ გინდ -ცოლ-შვილიც გასაყიდლად
გაგიხდეს. კი მოგეხსენებათ ასეთი, თან მძიმე და თან სააუგორ გა-
დასახადი ჩვენში ჯერ ხალხს არც ჰქონია და არც გაუგონია. ამას და-
უმატეთ სოფელ-ქვეყნის იმ საუკეთესო ხალხის განადგურების მო-
გონება, რომლის დროს ლუკმას ცრემლით ვასველებთ და ისე
ვჭამთ და მაშინ დამიჯერებთ, რომ ბააკა გორდეზიანის სააჯანყო
ხმას ხალხი აღდგომის საგანთიადო რეკვასავით მოელის. გაფერი-
ლი იარაღი ქარქაში აღარ ჩერდება და დაჩქარების მოთხოვნილება
დღითიდღე იზრდება. ლეჩხუმის ხალხში ვიღაცას მოწოდებული
სიტყვა გადმოვარდა: ვითომ გელოვანთა მიმალული ფესვი კვლავ
არსებობსო. იგი ახლა მემკვიდრეობის საჭეს კვლავ აიღებსო ხელთ.
ამ ამბავმა ხალხში იმედით და სიხარულით გაიელვა და სინამდვი-
ლის გაგებამდე მოთმინება აღარ გვყოფნის. ჩვენი სურვილია, ამბო-
ხების პირველი მეხი ბეჟანის თავზე აფეთქდეს ორი რამ მოსაზრე-
ბით: პირველ იმისთვის, რომ მიეზღოს მოღალატეს ღალატისათვის
და განადგურებისთვის ‒ განადგურება. მეორე იმ მოსაზრებით, რომ
ბეჟანის წაქცევით დადიანს გამოვაცლით სვანების ძალას და ოდი-
შიდან შემოტევას როგორმე გაუძლებთ რაკი ლეჩხუმ-სვანეთის მაჯა

427
ერთმანეთს ძმური სიმტკიცით გადაეჭდობ-გადაექილიქება, ყოვე-
ლი შემოსასვლელი სიმაგრე კლდის გულივით შეგვიძლია გავამაგ-
როთ. აი ეს გახლავთ ჩვენი ხელმძღვანელი ბააკას დანავალები
სათქმელი და აწი პასუხს თქვენგან მოველი.
ონიმ და ჯამბულათმა ერთმანეთს ისე შეხედეს. თითქო პასუხის
თქმას ერთმანეთს სთავაზობდნენ.
‒ აბა, ონი ახლა შენ გვითხარი სვანეთის ამბავი. გყავს თუ არა
საიმედო გამყოლი ხალხი? ‒ მიმართა ჯამბულათმა.
‒ მყავს. გადაღმა სვანეთის მეთაურნი, — ბადრი რატიანი და
ბურდუხან მახვში უტყუარი იმედებით არიან ხალხისგან აღჭურვი-
ლი. ყოველი წუთით სააჯანყო საყვირის ხმას მოელიან. აგრეთვე
ჩოლურ-ლენტეხი გეგი ლიპარტელიანის მაჯაზეა მიხორცებული.
ხოლო ლაშხეთის ერთსულოვანი დარაზმულობა ხომ ჩემს ხმას წმი-
და გიორგის ხმასავით მოელის და შენც კარგად იცი, ჯამბულათ,
რომ მოთმინების ჯაჭვი წკიპზეა. ასეა და ასე ირწმუნეთ ჩემი სიტ-
ყვაც. ‒ დაამთავრა სათქმელი ონიმ და ორივე ჯამბულათს მიაჩერ-
და.
‒ მაშ ახლა ჩემი თქმის რიგია. შენ თქვი, ჩემო ლეჩხუმელო, წე-
ღან, ვიღაცასაგან მოწოდებული სიტყვა გადმოვარდა, რომ გელო-
ვანთა მიმალული ფესვი კვლავ არსებობს, და იგი ახლა მემკვიდ-
რეობის საჭეს კვლავ აიღებს ხელთო. თქვი, ამ ამბავმა ხალხში იმე-
დის და სიხარულის იერით გაიელვაო. მართალია. ეს ვიღაცა მე ვარ
და ეს მოწოდებული სიტყვაც ჩემი სიტყვაა. მემკვიდრე იმ მშვენიერი
ხალხისა გვყავს, შვილო. ღირსეული და შესაფერი თავის გვარისა
და მამისა, მაგრამ ამის ცხადყოფა, სახალხოდ გამოცხადება ცარიე-
ლი სიტყვით არა მსურს, რადგან ეს საქმემ და ქმედობამ უნდა გამო-
ამჟღავნოს და საქმე კი, ჩემი აზრით, შემდეგნაირად უნდა მოეწყოს
‒ პირველი: ხვალ ბეჟანის სასახლეში უნდა მოიკლას მისი მოურავი
მურზაბეგ ჯანხოთელი, კაცი, საზიზღარი, ხალხის შემჭივრებელი. ეს
იქნება პირველი ნიშანი სასახლის სინათლის ჩაქრობის. შემდეგ
ხომ მის გასვენებას და ჭირის დღეს დიდი ამბით გადიხდიან, რა თქმა
უნდა, ყიფიანების და სწრებით. აი ამ დროს ჩვენმა შეფიცულმა ლაშ-

428
ხელებმა უნდა იცოდნენ, რომ იმ დღეს გამოჩნდება გელოვანთა მემ-
კვიდრე და ჩაიდენს იმას, რისიც ვალდებულია და თქვენც ყველა
მზად იყავით მის მისაშველებლადა-თქო. რას ჩაიდენს და ვინ ჩაი-
დენს, ეს მხოლოდ იმ წუთმა უნდა გვამცნოს.
– კარგი ნაფიქრებია, ‒ მოუწონა ონიმ ისე, თითქო პირველად
ესმოდა ეს აზრი.
‒ ახლა მოვიფიქროთ, ვის დავავალოთ ჯანხოთელის მოკვლა.
ამ ნაბიჯს დიდი სიფრთხილით უნდა გადადგმა. ხომ იცით: რაც თავ-
ში საფუძვლიანად ვერ მოეწყობა, იმას არც ბოლო აქვს სახეირო.
გელას თვალები უჩვეულოდ აღინთო და უფროსებს მიმართა: ‒
პატივი დამდეთ და მაგ საქმე მე დამაკისრეთ.
‒ კი, შვილო, მაგრამ ხომ გაგიგონია ჩვენებური ნათქვამი: ადგი-
ლის კურდღელს ადგილისვე მწევარი უნდაო. და ასეთ საქმესაც ად-
გილის კაცი უნდა და შენ ხომ უცხო ხარ, შვილო, გზა არ იცი და კვა-
ლი.
‒ შენ შეიძლება არც იცნობ ჯანხოთელს, – უთხრა ონიმ.
‒ როგორ არა! ბევრჯერ მინახავს ლეჩხუმში.
‒ ეგ მარტო არ კმარა, ბიძი, ‒ უპასუხა ჯამბულათმა.
‒ მაშ რა? სასახლე მიჩვენეთ, საით არის და მერე მე ვიცი.
‒ სასახლის ჩვენება ადვილია, მაგრამ შენ რა იცი სასახლეს სიგ-
რძით შეუხვიდე თუ სიგანით. ასეთი საქმის მომქმედმა ადგილის ყო-
ველი კუთხე უნდა იცოდეს, თორემ უმისოდ მარცხი აუცილებელია.
ამიტომ ამ საქმის მოგვარება და აწონ-დაწონა მე მაცალეთ. ამ საღა-
მოს მე სასახლეში შევალ, ჩვეულებრივ მივიარ-მოვიარ. საქმეს ავ-
ხედ-დავხედავ და ზეგ სადილობამდე ყველაფერს გაცნობებთ. მანამ
კი შენ ხმა გაავრცელე, რომ ვითომ ეს ახალგაზრდა ცხენის საძებ-
რად არის მოსული და მეზობლებს დაავალე, რომ ვინც მონახავს სა-
პოვნელ ჯილდოდ ერთ საპალნე ღვინოს აძლევს-თქო. და ხომ იცი,
ერთი საპალნე ღვინისთვის კისერს მოიტეხენ.
‒ ტყუილი მოტეხა შერჩება, თორემ კი. რაც არაფერი გვაკლია,
რას მონახავენ! ‒ იხუმრა ონიმ.
‒ რა მენაღვლება. იჩერჩეტონ რამდენიც უნდათ.

429
ხუმრობამ ყველა გააცინა, თათბირის საბოლოო აზრი ჯამბულა-
თის სიტყვით დაესკვნა და ასმათმაც სუფრის მოსამატად ერთი დიდი
თეფში სვანური მშვენიერი თასმუჯაბი გამოიტანა.
მოსამატი დიდი ხალისით მიირთვეს, თითო კათხა არაყი კვლავ
დააყოლეს და ჯამბულათი წასასვლელად წამოდგა.
‒ რას იჩქარი, ბატონო, სადილი ფარცაგ არ მოათავეთ! ‒ თავა-
ზიანად მიმართა ასმათმა ჯამბულათს.
‒ სამაგიეროდ შენს ქორწილზე მოვითავებ ხელს, ჩემო ბიძია.
‒ ჩემი ქორწილი შორს არის. რატომ? მამას ვერ მოვშორდები.
‒ არც შენ გკითხავთ და არც მამას. ხომ იცი, შენ სალეჩხუმო ქა-
ლი ხარ და თუ მალ-მალე ასეთ თასმუჯაბს გამიკეთებ, იქეთ გაგაქა-
ნებთ. ჰა, რავა იტყვი, ბიჭო, შენ? ‒მიუბრუნდა გელას ჯამბულათი. ‒
ხომ არ დაგვიწუნებს ლეჩხუმელი კარგი ბიჭი ამ ქალს? შეხედე, რა
სიკეთის სახე აქვს!
გელა შეწმაწურდა, გაღიმებული პირისახე ცეცხლივით აენთო
და პასუხი ვერაფერი თქვა.
‒ ჰეე, ბიჭო, შენ ისე წითლდები, რომ ასმათმა საქარცეცხლო სე-
ნი არ ჩაგისახოს გულში!
ჯამბულათი იქვე მიყუდებულ მუჯუროს მისწვდა, დაიბჯინა, მას-
პინძლებს და გელას გამოემშვიდობა და ბეჟანის სასახლისკენ გას-
წია. ჭიშკართან ჯამბულათს მეზობელი სვანები შემოხვდნენ.
‒ საით გაგიწევია, ჯამბულათ?
‒ არც მე ვიცი. ხომ იცით, ჩემი ამბავი: სადაც დამიღამდება, ჩემი
სახლ-კარიც იქ არის. ვიარ და ვნახოთ სადამდე მიუწევ, ვისი კერიის
ნამცხვარი მხვდება ამაღამ.
‒ ღმერთმანი, შენისთანა ბედნიერი კაცი ქვეყანაზე არ არის, ‒
უთხრა ერთმა.
‒ რითი?
‒ არც ხნავ და არც თესავ და შენოდენა ხაჭაპურებს კაცი არა
ჭამს. ამას სჯობია რამე!
– ღმერთმა შემარგოს. თუ გშურს, შენც ამომიდექი გვერდში და
ერთად ვიაროთ, ჩემო ძმაო.

430
ამ ხუმრობით ჯამბულათი მოსაუბრეებს განშორდა, თავისი გზა
შეუხრელი სისწორით ნიშანში ამოიღო და დაღამების ჟამს უკვე ყი-
ფიანს ეწვია.
ჯამბულათი ბევრი ალაყბეს და ახუმრეს იმ ღამეს. კარგი ვახშმით
პირი ჩაიტკბარუნა და დასაწოლად რომ მიდიოდა, ბეჟანს გაუხუმრა:
‒ ღამე მშვიდობის, ბატონო. მანამდე ღმერთმა გაცოცხლოს, სა-
ნამ ჩემთვის კარგი მასპინძლობა შეგეძლოს.
და ჯამბულათი თივით სავსე საბძელში დასაწოლად წავიდა.

***
‒ უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, გარდმოხედე შენ-
გნით ამაღლებულსა სახლსა ჩემსა და დააცხრე ენა ბოროტთა და
ზრახვანი ეშმაკეულთა, რომელთა სწყურიათ აღგაფო სახლი ესე მა-
ვედრებელი შენდამი, უფალო! ‒ ცოტა ხმაამაღლებით ლოცულობ-
და ბეჟანის დედა, ქალბატონი დიგორხანი. ამ დროს გარედან ბეჟა-
ნის შეშფოთებული ხმა მოესმა:
‒ ვის გაუწყრა ღმერთი! ვინ ქნა ეს შეცოდება! ვინ ჩაიდინა ასეთი
სიმუხთლე! თქვით, ვინ უბადრუკმა მოიქნია ასეთი მახვილი.
მლოცველი ქალბატონი შეკრთა, ლოცვა შეწყვიტა, პატარა სარ-
კმლის ჭუჭრუტანასთან მივიდა და გარეთ გაიხედა. მაგრამ რაკი ვე-
რავინ დაინახა, კარებისკენ მიუბრუნდა და ის იყო კარი შემოაღო
მსახურმა ქალმა გულთმისანმა.
‒ ოჰ, გულთმისანი ხარ?
‒ მე გახლავარ, ბატონო.
‒ რისი ხმაური ისმის გარედან?
‒ უჰ, უბედურების, ბატონო.
‒ რაო? რა იყო?!
‒ მურზაბეგ ჯანხოთელი მუცელგამოფატრული გდია ზღუდის კა-
რიბჭესთან. ქალბატონი დაიბნა, უცებ ვერ გაერკვა.
‒ როგორ თუ მუცელგამოფატრული?
‒ სულ გაფატრული აქვს მუცელი, ბატონო, და ნაწლავები გარეთ

431
გადმოცვენილი.
‒ როგორ მოჰკლეს თუ?.
‒ მოჰკლეს, ბატონო.
‒ ოოო, უფალო, დამიხშე სასმენელი ჩემი, რამეთუ აღარ შფო-
თავდეს სული ჩემი ასეთი უსჯულოების სმენითა... ჩემი შვილი იქ
არის?
‒ იქ ბრძანდება, ბატონო.
– რა თქმა უნდა, მოთმინება დაკარგული იქნება. მსგავსი ერ-
თგული აღარ დაგვშთენია.
‒ დიდი აღშფოთებულია, ბატონო. დამნაშავე ხომ შეიპყრეს?
‒ ვერა, ბატონო.
‒ ვაი ჩემს თავს! რატომ?
‒ ვერ იპოვეს ჯერ.
‒ ჰა-ჰა-ჰა! ‒ ჩაიქირქილა ქალბატონმა და ასადგომად წამო-
იწია.
‒ ამაყენე! ‒ უბრძანა გულთმისანს და მომხდარი უბედურების
დასახედავად წაბრძანდა.
ცხედართან ხალხი შეგროვილიყო. ვითომდა ყველა სწუხდა,
ყველა თავში ხელს იცემდა. ხოლო ბეჟანი უჩვეულო გაფითრებით
იქვე დიდ ქვაზე ჩამომჯდარიყო და გაშფოთებული სახით მომხდარი
ამბის ირგვლივ ფიქრით დაფათურობდა, საიდუმლოების კუნჭუ-
ლებს ჩიჩქნიდა, შესავალ კარიბჭის გასაღებს ეძებდა.
‒ ეს რა ამბავია, შვილო ბეჟანl ‒ მიაძახა დიგორხანმა, ‒ ჩანს
გველი ჩვენ საძირკველ ქვეშ დაბუდებულა და დიდი სიფრთხილე
გვმართებს აწი, შვილო, დიდი! ‒ მიაძახა აღელვებულმა დიგორხან-
მა ბეჟანს, მერე მიცვალებულს მიუბრუნდა და ვაებით მიმართა: ‒
ჩვენი ერთგულებისთვის მოგკლეს, სულცხონებულო, უცილოდ,
მაგრამ სამაგიერო შურს ჩვენც ერთგულად ვიძიებთ. იცოდე, რომ
ამიერიდან აღიგვება დედამიწის ზურგიდან ის და მისი შთამომავ-
ლობა, ვინც. ჩემს სახლს ეგეოდენი მტრობა შეჰბედა.
ჩაფიქრებულ-ჩამწარებული ბეჟანი დედის ხმამ გამოარკვია წა-
მოდგა, ხელი მოკიდა.

432
‒ დამშიდდი, დედაჩემო! როგორც დღემდე ვერ გაუხარია ჩემს
მოღალტეს, ვერც აწი გაიხარებს. ხალხნო! აიღეთ ცხედარი და შესა-
ფერ ალაგს დაასვენეთ.

***
სილამაზით განთქმული ფილდიქარი კალოზე გაფიცხებულ პუ-
რის მარცვალს ჩიტებისა და ქათმების შესევისგან იცავდა და ხში-
რად შიშველი ფეხითაც შედგებოდა ზედ და აურევდა ხოლმე.
იქვე მის გვერდით დარბოდა და თამაშობდა ბეჟანის სახლიდან
მუცლით წამოყვანილი ექვსი-შვიდი წლის ვაჟი ციოყი, რომელსაც
დედა ალერსიანად ენას უჩლექდა ხოლმე და აქეზებდა:
‒ ციოყ! ლახტუულ, ხიად, ისგვა მუს, ლახტუულ, ისგვა მაზიგ დე-
დეს!
პატარა ციოყიც ისე თავგამეტებით დაიწყებდა ძახილს, თითქო
იმედი ჰქონდა, გააგონებდა.
‒ მამა ვოო, მამა! დედედ აღერ ლოქ, აღერ.
სვინჩი ორი დღეა, რაც ბატონის სასახლეში წავიდა. გუშინვე უნ-
და ჩამოსულიყო, მაგრამ დღესაც რომ არ ჩანდა, ფილდიქარი ცოტა
ფიქრმა და შიშმა შეიპყრო.
ფილდიაქარს ხშირად ესმოდა ამ ბოლო დროს მოკეთეებისაგან,
ბეჟანისა და მისი ერთგული ოჯახების სამტროდ ლეჩხუმ-სვანეთი
რაღაცას ამზადებსო, და ქმრის ყოველი სადმე წასვლა და დაგვიანე-
ბა სადარდოდ ჰქონდა გადაქცეული და მეტადრე ახლა, როცა იმ
ყურმოკრული ამბების გადასაცემად წავიდა ბატონთან და მოურავ-
თან. რაც აქა-იქ ბატონის საწინააღმდეგოდ გაიგო, ერთ ჯამში დააგ-
როვა, ნახევრად თავის აზრით შეთხზულიც მიუმატა და საერთგულო
და საგამცემო კიდობანს მისამატად წაუღო.
„საკვირველია, ღმერთმანი, რა მოუვიდა ამ კაცს! ‒ფიქრობდა
ფილდიქარი, ასეთ დროს რამ გააჩერა ორი დღეს აგერ სამხრობის
ქამია და კიდევ არა ჩანს... ვაითუ სასახლეში რაიმე ცუდი მოხდა..

433
ყვავი და კაჭკაჭი სულ ამას ჩხავის და რა ვიცი, რა იქნება. ეჰ, ღმერ-
თმა დასწყევლოს ხალხის ენა, თითქო მართლაც გულთმისანიაო. ან
თავს მოჰკრავს თვალს, ან ფეხს და ნაგუმანევი აზრიც აქა-იქ აჩურ-
ჩულდება და ეს არის სწორედ, რომ მაშინებს. სადღაც რაღაცა ამბა-
ვია, ალბათ, და ხალხის ყნოსვას ეს არ გამოეპარა, თორემ აქამდის
რატომ არ ამბობდნენ ასეთ რამეებს!.. ოოჰ, ღმერთო და დიდო მთა-
ვარანგელოზო ლაშხეთისა, შენ მოსპე ისე ჩვენი უმცროსი ქალბა-
ტონი იაშვილის ქალი, როგორც ჩემი სასახლეში მისვლა იმან მოს-
პო, თორემ ავირბენდი და ყველაფერ ამბავს გავიგებდი. რა უნდა
ვქნა! იჰ! გასკდეს გულზე მაგ წყეული. მე ხომ მაინც ჩემი ვქენი: ბევ-
რი ვისიყვარულე ჩემს ბებერ ბატონთან, ბევრი ვიღლაბუცე. ჩემო-
დენა ქონება მეორე ქალს სამთილოზე არ მიჰყოლია, ჩემი ციოყი
გამოვაჭედიე, კაი აზნაურის ცოლიც გავხდი და კი ვარ ბედნიერად
და კარგად. ჩემ ციოყზე ყველა მეუბნება, იაშვილის ქალის ნამცხა-
დევ შვილს შენი ნამალევი შვილი სჯობიანო. წყალგაღმა არ მიშობ,
მაგრამ სამაგიეროდ ჩემი ბატონი წყალგამოღმა გამოდის და შენ
წყალგაღმა იგულდიდე და იკაპასე. იჰ! გასკდი
ასეთი ფიქრებით გარემოცულმა ფილდიქარმა საოჯახო-საქმეე-
ბიც მოილია: პურის მარცვალი აცხრილა და უკვე კიდობანშიც ჩაყა-
რა. პირუტყვები საჩიხეში შეუშვა, ძროხები მოწველა, ბავშვი მიაძი-
ნა, კერიას ცეცხლი შეუნთო და სავახშმიო პურის ცხობა დაიწყო.
კარგა ხნის დაღამებული იყო, რომ სვინჩიმ კარი შემოაღო და
ცოლს მიაძახა:
‒ ხომ ცოცხლები ხართ?
‒ იჰ! აბა რა იქნება! როგორ! ცუდი ამბავი ხომ არაფერი მომხდა-
რა?
‒ ძალიან, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, რაღაცა დიდი უბედურება
მზადდება უსათუოდ. ეტყობა ყველას უბედურება მოგველის.
‒ შე კაცო, რა იყო? თქვი და გაათავე რაღაცაა, თორემ მე გავ-
თავდები ეს არის.
სვინჩი კერიის წინ ჯირკვზე ჩამოჯდა, შუბლიდან ოფლი მოიწმინ-
და და ცოლი გააფრთხილა:

434
‒ კარი მიხურე, არავისთან არაფერი დაგცდეს ჯერჯერობით!
‒ გადარეული კი არა ვარ, შე კაცო!
ფილდიქარმა. კარი მაგრად მიხურა და საიდუმლოს მოსასმე-
ნად მოემზადა.
‒ დავიღუპეთ, ბეჩა ფილდიქარ! ჩვენი მოკეთე და მეთვალყურე,
ჩვენი ციოყის ნათლია მოგვიკლეს.
– უი, ჩემს თავს უბედურს! ‒ მიაძახა შეშფოთებულმა ფილდი-
ქარმა და ლოყებზე ხელები შემოიკრა.
‒ სუუ! გაჩუმდი, შეიძლება მწუხარების ნებაც არა გვაქვს. რა ვი-
ცით, საიდანაა მოქნეული ეს სიკვდილის მახვილი. შეიძლება თავიც
სატირლად გაგვიხდეს.
ფილდიქარმა უცებ თავი შეიკავა და ქმარს ამბის გამოკითხვა და-
უწყო:
‒ როგორ, კაცო! რანაირად მოხდა და ვინ გაბედა ბატონის ასეთი
ხელდებული კაცის სიკვდილი, გამაგებინე?
‒ რა გაგაგებიო, რაც არაფერი ვიცი.
‒ როგორ თუ არ იცი?
‒ მკვლელი ვერ შევისწარით.
‒ როგორ მოხდა ეს ამბავი?
‒ სწორედ იმ ალაგას, სადაც ხალხის დასჯა ხდებოდა ხოლმე.
‒ ყიფიანის კარიბჭესთან?
‒ ჰო,
‒ მერე, რავა ვერ გაიგეთ, ვინ იყო.
‒ ვინ იცის, ვინ იყო! ეჭვი და გუმანი ბევზეა მიტანილი და ნამდვი-
ლად არავინ არ იცის ჯერ.
‒ შე კაცო, თვალი მაინც ვერავინ მოჰკრა ასეთი უბედურების ჩა-
დენას?
‒ თვალი კი მოუკრავს გლახა ჯამბულათს და კიდევ მორთო ყვი-
რილი და ვაი-ვაგლახი, მარა მისწრებით ვეღარავინ მივუსწარით.
‒ მერე, იმ გლახას ვერ შეუცვნია, ვინ იყო?
‒ რას შეიცნობდა ბებერი გამოჩერჩეტებული კაცუკა.
‒ არა, ყაბალახით ყოფილა შეფუთნული და ტანზე მგლის ტყავი

435
ჰქონია მოცმული.
‒ მერე საით წავიდაო? ეს მაინც ვერ გაიგო იმ ოხერმა.
‒ ცხენისწყლის პირისკენ გაიქცაო.
‒ რა იარაღით არის ის უბედური მკვდარი?
‒ უბედურებაც ეგ არის: მისივე სატევრით!
‒უი, დედა! რას ამბობ! რანაირად უნდა მომხდარიყო ეს?
‒ ჯამბულათი რას ამბობს ამისას?
‒ ჯამბულათი ამას ამბობს, მურზა რომ ზღუდის კართან მივიდა
და შიგნით შესვლას აპირებდა, ამ დროს მივარდა ვიღაც პირშეხვეუ-
ლი კაცი, უცებ ქარქაშიდან სატევარი ამოაძრო და შიგ მუცელში. გა-
მოურიაო.
‒ მერე, ისე რავა გაუჩერდა? ვერაფერი წინააღმდეგობა გაუწია-
ო?
‒ რაღას გაუწევდა! ეს ისე უცებ მომხდარა, რომ სანამდე ის გა-
მოერკვეოდა, მანამ მუცელი ერთი თეძოს თავიდან მეორემდე გა-
მოეფატრა და მთელი წელები გარეთ გადმოუყარა. როგორც ის
გლახაკი ამბობს, ისე მოულოდნელად მივარდნია ის წყეული, რომ
უცებ მოუსწრია ყველაფერი. მხოლოდ მუცლის გამოფატვრის შემ-
დეგ წაურთმევია საწყალს ერთი წართმევა სატევარი და ის შეჩვენე-
ბული მარცხენა მკლავში დაუჭრია, მაგრამ ისევ უცებ წაურთმევია
და ის იყო ყელიც გამოუჭრია.
‒ მერე რანაირად გაიგეთ თქვენ?
– იმე! ისეთი ყვირილი შექნა ჯამბულათმა, რომ გვეგონა მთელ
სასახლეს ცეცხლი გაუჩნდაო. გავცვივდით ბატონყმიანად ყველა და
ვნახეთ, რომ ის საწყალობელი ფეხებს ასავსავებდა და ჯამბულათი
იქვე ყვიროდა და ბღაოდა: ‒ უშველეთ! მეპატრონეთ! მკვლელს და-
ეწიეთ, არ წაგივიდეთო. ვაფრინეთ მდევრები, მაგრამ ჩემს წამოს-
ვლამდე არაფერი ცნობა არ იყო და აწი რა იქნება, რა ვიცი. მე, რა-
ვარც შეღამდა, მაშინათვე წამოვედი, შემეშინდა ‒ ცოლ-შვილი არა-
ვინ ამიხანჯლოს-თქო.
‒ იჰ! ჩვენ ვინ რას გვერჩის?
‒ იმას გვერჩიან, რომ სადაც ეს გაბედეს, აწი ბატონის ერთგულ-

436
ებს არავის არ გაახარებენ.
‒ ვაი ჩვენი ბრალი! რა უნდა ქნას კაცმა და საით მიდგეს, აღარ
იცი: ბატონის ერთგული თუ ხარ, ხალხს სძულხარ, და თუ ორგული
‒ ბატონს. სითაც გავიქეცი, იქეთ წავიქეციო, ისეა ჩვენი საქმე, ბა-
ტონი ძაან შეწუხებული იქნება?
‒ ოჰ, ნამეტანი.
‒ ის არ შეიწევს ამ სირცხვილს. სამაგიერო ყველას მიეზღვება.
– რა თქმა უნდა! დიდი უბედურებას დაატრიალებს. იმას სის-
ხლის ღვრა ნათვლა-ქორწილად მიაჩნია და ნახავს ხალხი, რა დღე
დაადგება. საწყალი მურზაბეგი ყბადაღებული ჰყავდა ყველას, მაგ-
რამ ძვირად დაუჯდებათ ეს საქმე.
‒ ღმერთმა ისეთი დღე დააყენოთ, რომ სულ ქვა-ქვა– ზედ და-
ედუღებიოს მაგ ოხრებისა და ვირებისთვის. ჩვენს მეზობლებს ჩვენი
სიხარბით თვალები ეთხრებათ და ბატონზე და რაღა იქნებიან!
‒ ეჰ, რა იფიქროს კაცმა, აღარ ვიცი.
‒ ჩვენ რა უნდა ვიფიქროთ
‒ შენ ის იკითხე, რომ ბატონის ერთგულებას გვაბრალებენ.
‒ იჰ, ეს რა საფიცავია. მწყალობელი და კაის მქნელი ბატონიც
საერთგულოა და ყმაც.
‒ ხალხის მაბეზღრობას გვაბრალიან თურმე.
‒ აბა, ჩემი მოკეთე-მწყალობელის ცუდი დავმალო? ამას არც
ღმერთი მომთხოვს და არც კაცი.
‒ თხოულობენ და რას იზამ.
‒ შენ ისე ლაპარაკობ, თითქო ჩვენი მტრების ნათქვამი მიგესმი-
ნოს.
‒ მე კი არ მომისმენია, მაგრამ ეს ასეა ყოველთვის, რომ მტრის
ნათქვამს მოკეთეებიც იგებენ და...
‒ თუ ნათქვამს დავუჯერებთ, ბევრი ცუდი ენა დადის, მართალია,
მაგრამ არც ყველაფერია დასაჯერი. ვნახოთ. ხვალინდელი დღე
გაგვითენდება ღვთის მადლით და კიდევ გავიგებთ რამეს.
‒ ხვალ დილაადრიან სასახლეში უნდა წავიდე. საქმეები დამავა-
ლეს და ხომ იცი, ასეთ დროს გამოჩნდება კაცის ავკარგი და ერთგ-

437
გულება. ვინ იცის, ბატონი ისეთი კაი თვალით მიყურებს, რომ შეიძ-
ლება იმ ცხონებული მურზაბეგის ადგილი მე ჩამაბაროს.
‒ ჰოოი, საყვარელო! მაგ დღეს რომ მოვესწრებოდე, მერე რაღა
მიჭირს!
სვინჩის ღიმილი მოერია.
‒ შენც პატარა ქალბატონი იქნები მაშინ...
‒ რა! ცხონებული ნათლიაჩვენის ცოლზე უფრო მე არ დამშვენ-
დება მოურავის ცოლობაც და ქალბატონობაც თუ! ის ვერ იფერებდა
საწყალი ვერაფერს და მე ქე მაინც ვიცი ქალბატონობა და დიდკა-
ცობა როგორ უნდა. რომ დავბრძანდები ტახტზე და გავიჩენ მოსამ-
სახურეების გროვას, იმათ ვაჩვენებ მაშინ სეირს, თუ ჩემს ნებაზე არ
იქნებიან.
‒ რას იზამ?
‒ ვინც ჩემი სიამის არ იქნება, ყველას ბატონთან დავასმენ!
‒ იჰ! ჯერ მოგვესწროს მაგ დღე და მერე ვილაპარაკოთ.
‒ თუ ჩვენი ბატონი კარგად გვეყოლა, მაგას მე მოვახერხებ.‒ ბა-
ტონმა ჩემი სათხოვარის გაწბილება არ იცის.
‒ ოჰ, შენ შემოგევლე, ჩემო ფილდიქარ. შენი სიმარჯვეც და მო-
ხერხებულობა ახლა გამოგიჩდება, შენი ჭირი. შეეყაროს შენს სვინ-
ჩის.
ცოლ-ქმარი ისე გაიტაცა მოურავობის სურვილმა, რომ საყვარე-
ლი ნათლიის გლოვა-მწუხარება სულ გადაავიწყდათ.
‒ ეს მითხარი შენ, ტაიბუხ და რანბალად სად არიან?
‒ სად იქნებიან იმ დროს საკალმახედ ჰყავდათ ბიჭები წაყვანი-
ლი და შინ არ იყვნენ, მარა, რომ მოვიდნენ და ეს ამბავი დახვდათ,
კბილმტკივანი დათვივით აყვირდენ და დამნაშავეს ძებნით იქაურო-
ბა აიკლეს.
– დიდმა ქალბატონმა რა ქნა?
‒ ის ყველაზე უფრო გადირია.
‒ იაშვილის ქალი?
‒ იმის თვალი არ დაგვინახავს, ამბობდნენ, ციხეში ჩაიკეტა თა-
ვის ბავშვიანათო.

438
‒ ცოცხალი არ გამოიყვანოს ღმერთმა იქედან!
‒ ხვაშას და გულთმისნის მეტს არავის ღებულობსო.
‒ ჰო, ისინი არიან მისი მოენეები. კიდეც იმათ შეაძულეს მტერიც
და მოყვარეც, მაგრამ დარჩება მარტო იმ ორი დედაბრის ამარა.
‒ გულთმისანს საწყალს იმდენად არაფერი ეკითხება მაინცადა-
მაინც, ის მისი ქალბატონის ვაი-ვაგლახს ვეღარ ასდის და უმცრო-
სისთვის ვინ მოაცლის. ავადაც არის საწყალი და ძლივს დაფაცფა-
ცობს. ღმერთმა კეთილი მისცეს, მე ძაან ვემადლიერები, ყოველ-
თვის ყურადღებას მაქცევს და რაც შეუძლია, პატივს მცემს. დღეს
დილით იმისთანა ჭრელი წინდები მაჩუქა ციოყისთვის, რომ ნამდვი-
ლი საბატონოა.
ფილდიქარი უცებ მოალბო ქმრის სიტყვებმა.
‒სად გაქვს მაჩვენე!
‒ აქ ჩავიდევი საღაცა, თუ არ დავკარგე იმდენ უბედურებაში.
სვინჩიმ ყველა ჯიბე მოჩხრიკა და როგორც იქნა, ახალუხის კალ-
თის ჯიბეში იპოვა და ფილდიქარს გადასცა.
‒ იჰ! იმას უშველოს ღმერთმა, მართლა რა კარგია, არაფერია,
ამის სამაგიერო პატივს მეც ვსცემ. სხვა თუ არა, მოურავის ცოლი
რომ გავხდები მაშინ, ‒ ჩაიხუმრა ფილდიქარმა.
‒ ჰო, შენ კი ნუ ხუმრობ და ახლა გამოგიჩნდება როგორი გაჩალ-
ხული, სარისტიანი ქალი ხარ და ან ჩვენი ბატონის გუნებაში რა ფა-
სიანი წონა გაქვს.
‒ მაცალე, მაცალე. შენ დარდი ნურაფრის გაქვს. ჩვენთვის რომ
არ ისიკეთოს, მისი შვილისთვის მაინც იფიქრებს,
‒ შე ქალო, ეს მის შვილად კი არ წერია, ჩემს შვილად წერია, —
წყენით თქვა სვინჩიმ.
‒ კი, შენს შვილად წერია, აბა, კი არავინ გართმევს, მაგრამ იმან
ხომ იცის, რომ მისი შვილია.
‒ ნეტავი არც იმან იცოდეს და არც სხვამ. ბავშვმა რომ გაიგოს,
ეგება შევძულდე მერე.
‒ ოჰ, რას ამბობ. ან როგორ გაიგებს და ან როგორ შეძულდები
შენს გაზრდილს და შენს ნასათუთევს. აქ არა ვარ მე! ეგ რომ გამი-

439
ბედოს, სად წამივა მერე. საცხოვრებიდან გავაგდებ და იხეტიალოს
ჯამბულათივით.
‒ ოხ, შენ შემოგევლოს ჩემი თავი, რა ქრისტიანი სული შენ გიდ-
გია, ჩემო ჭკვიანო.
სვინჩი საკოცნელად წაეპოტინა. ეშხში მოსული ფილდიქარი
უცებ მარიფათიანად წამოდგა, ვახშმის სუფრა გაშალა და მწუხარე-
ბა შენელებული მურზას ნათლიდედა და ნათლიმამა ვახშამს მადია-
ნად ჩაუსხდნენ და კვლავ მოურავობის ხელში ჩაგდების ირგვლივ
ბჭობდნენ და თათბირობდნენ.

***
მოურავის დასაფლავების დღეს ხალხის თავმოყრა და ქელეხის
სამზადისი იყო. ჩამოსარიგი ულუფის ხვედრისთვის მთელი ოჯახები
ბავშვიან-მოხუციანად აშლილიყვნენ და მიცვალებულისას შეგრო-
ვილიყვნენ. მიცვალებულის დასაფლავებას ყველა მოუთმენლად
ელოდა, რომ დროით სუფრას შემოსხდომოდნენ და შინ წასაღები
ულუფაც მიეღოთ.
მოტირალმა ხალხმა დენა დაიწყო. ქალების წივილ-კივილი,
ღაწვების ხოკვა, კაცების შუბლში ხელების ტკაცუნი, მოზარეების
ვაი-ვაის ბან-მოძახილი ყურთასმენას ახშობდა.
ხალხის მოლოდინის ყურადღება ბატონების მობრძანებისკენ
იყო მიპყრობილი.
‒ ჩემი ფიქრით ბატონებს დააგვიანდათ და რა უნდა იყოს მიზე-
ზი? ‒ შეეკითხა ერთი სვანი მეორეს.
‒ ალბათ, კიდევ ეძებენ ჩამოსახრჩობ ხალხს.
‒ შე კაცო, რაღას ეძებენ მეტს. ერთი კაცის მაგივრად, ოცი კაცი
ჰყავს დასაღუპავად გამზადებული და აღარ კმარა!
– ეე, როგორ ლაპარაკობ, შე დალოცვილო! კმარება და საზომი
რაღა იცის სისხლში ხელდაბანილმა კაცმა. პირიქით, ასე ადამიანო-
ბაზე ხელაღებულ კაცს ისე მოსწყურდება თურმე სისხლით შესვრი-
ლი ცოდვების ჩადენა, როგორც მე და შენ კაი ნათავედი არაყი.

440
‒ მაგას მართალს ამბობ, მაგრამ ერთს იქეთ ყველაფერს დასას-
რული აქვსო, ჩემო ძმაო, და ეგებ მაგის ცუდ ხასიათობასაც მიეცეს
დასასრული. ეს ძაან გასაფრთხილებელი წვენი შეახვრეპია ვიღაცა
იყო მამაცხონებული და ეგებ გამოიცვალონ ცუდხასიათობა.
‒ მაგათ ცუდხასიათობას მარტო სიკვდილი დაასრულებს.
‒ სიკვდილით რა მოკლავს ჯერ. ხედავ, მაგ ხნის კაცი შავ ზღვას
აქეთ არ იქნება... და კიდევ ხვადი დათვივით გამოიყურება და სო-
ფელ-სოფელ თითო-ოროლა საყვარლები კიდევ ჰყავს, შარშან მთე-
ლი ხალხი ჟამმა და კორძმა გაანახევრა და მაგის ახლოს გარებაც
ვერ გაბედა. ტყვილი ნათქვამი კი არ ყოფილა: ავი კაცის სახადსაც
ეშინიაო.
‒ მაგის სასიკვდილე სახადი რკინამ უნდა გამოსჭედოს, თორემ
ისე ჩვენი საშველი არ არის.
‒ ეჰ, მაგისთანა რკინა სვანეთს კი არა, ღმერთს არ ექნება. ვინ
გაბედავს ჩვენში მაგისთანა მერკინეობას.
‒ რომ გაბედოს, რას იზამ?
‒ რას ვიზამ და იმ კაცის მზე და მთვარეზე ვილოცებ და მისი ჭირ-
ვარამის მტირთველი ვიქნები.
‒ გამოგიჩნდებათ აბა, ჩემო ეზია.
‒ შენ ისე ლაპარაკობ, შე კურთხეულო, რომ თითქო ღვთისგან
ნაზრახი სიტყვა მოგსმენოდეს.
– ერთი ღვთისგან ნაზრახი სიტყვა და საქმე ხომ მოვისმინეთ,
რომ ეგ ძაღლი ისე ძაღლურად ჩაკლა ვიღაც კურთხეულის ხელმა,
რომ თითქო მართლა ღვთისგან გამოგზავნილი კაცი იყო. რაც ჩასა-
დენი იყო, ისე ჩაიდინა, რომ ჩიტმა, კაჭკაჭმაც ვერ დაინახა.
‒ დანახვით კი დაუნახავს გლახა ჯამბულათს, მაგრამ რა გამო-
ვიდა, ვინ იყო, კაცმა არ იცის და ეგერ ოცი უდანაშაულო კაცი ტყუ-
ილ-უბრალოდ იღუპება.
‒ თუ ეს საქმე დანაშაულად ჩაითვლება, მაშინ არა თუ ის ოცი კა-
ცი, ან ის ვიღაცა მკვლელი, არამედ მთელი ხალხი და თითოეული
ჩვენგანი დამნაშავე ვყოფილვართ და გაგვწყვიტონ ბარემღაც ყვე-
ლა და ის იქნება.

441
– იჰ! რატომ, შე კაცო! ყველა რა შუაში ვართ?! ‒ შეიოცა ეზიამ.
‒ ჩემო ეზია, ეგ საქმე ვინც ჩაიდინა, იმას ჩაადენია ხალხის კვნე-
სის და მძულვარების ხმამ, რომელიც ყოველი კერიის ძირიდან გა-
მოდიოდა და ერთ დიდ ქუხილად გროვდებოდა.
‒ ჰოო, ამას კი მართალს ამბობ სწორედ, ‒ დაუმოწმა ეზიამ.
‒ მაგის თავხედობა იქამდეც კი მივიდა, რომ ონი ონიანის დატ-
ყვევება გაბედა, რომელიც ხალხის გამოჭედილი ძვალია და რო-
მელსაც ხალხი ისე უყურებს, როგორც კარგი მეომარი თავის საიმე-
დო იარაღს. ამით ხალხთან დადებული პირობაც დაარღვია და ნა-
მუსიც.
– ჰოდა, მიტომაც სტაცა ხელი ყველაზე უწინ.
‒ იმას ვერ სტაცებდა ხელს და მისი ცოდვილიანი დილეგის ვირ-
თხად ვერ გახდიდა, მაგრამ მიიტყუა და მას რომ ჩვევია, ისე ღალა-
ტით შეიპყრო. თორემ სცოდნოდა, რომ ამას ბატონი გაბედავდა, ნა-
ხავდი მაშინ მის სეირს,
– შეცდა ძალიან. არ უნდა მისულიყო.
‒ რომ არ მისულიყო, მაშინ უფრო იფიქრებდა, რომ დამნაშავეა
და მემალებაო. ამიტომ მივიდა ალალ-მართალი გულით და მაინც
დაიჭირა. რა საფუძველი აქვს მაგ უღმერთოს, რომ ამ საქმეში ონი
ონიანის ხელი ურევია?
‒ ის საფუძველი, რომ ონის უკითხავად ხალხი ცხვირს არ დააცე-
მინებს.
‒მერე რა ვუყოთ? ეგებ ამ საქმეში სულ გარეშე ვინმე მოქმედებს,
მურზაბეგს ცოტა ჰყავდა მტერი?
‒ შენ თვითონ არ თქვი, შე კურთხეულო, წეღან, რომ თუ ეს და-
ნაშაულობად ჩაითვლება, მერე ყველა ჩვენგანი ვართ დამნაშავეო?
– კი. მაშ ყველა ჩვენგანი დაგვიჭიროს და დაგვხოცოს.
‒ ამდენი არც სატყვეო ადგილი აქვს და არც ჩამოსახრჩობი თო-
კი.
ასე ესაუბრებოდა ცეცხლივით ანთებული. გადაღმელი სვანი სუ-
მა ბურდოვანი ლაშხელ ეზიას. სუმა ბურდოვანი ლეჩხუმსა და გა-
დაღმა სვანეთს შორის მარილს ეზიდებოდა ხოლმე და საიდუმლო

442
შეთქმულობის ნიშანი დიდი სიყვარულით და სიამაყით ჰქონდა
ქუდზე აკერილი და ხალხში მარილთან ერთად ამბოხების სიტყვასა
და აზრსაც არიგებდა და ავრცელებდა. ახლაც გადაღმა წასაღები მა-
რილი მურზაბეგის საჭირისდღეოდ გამოართვეს და თვითონაც ჭი-
რის დღეს დაესწრო და აქაც არ სცხრებოდა და ჩუმსა და მშიშარა
ეზიას ისეთი შთაგონებით შთაბეჭდა თავში საამბოხო სიტყვები,
რომ მოქმედების და გაბედულების ცეცხლი იმასაც მთელ ტანში ჩა-
ეღვარა.
ხალხი რაღაც შეინძრა, შეფაცურდა. ეზოს კარებში ბეჟანი, ტა-
იბუხი, რასბალადი და მრავალი მხლებელ-ფარებში გამოჩნდა.
ბატონებმა დარახტული ცხენები სახლის წინ შეაჩერეს. მხლე-
ბელ-დამხვთურნი ლაგამ-ავქანდის დაწევა-ჩამორთმევისთვის ერ-
თმანეთს ეცილებოდა.
სვანური ზარი და მკივანი ქალების შემზარავი ხმები ბატონების
დანახვაზე გაათკეცდა.
ბეჟანი შვილების თანხლებით ცხედართან მივიდა.
‒ შენ სამარეში ისე არ გაგიშვებ, ვიდრე შენს ცხედარს საშურის-
ძიებო სისხლით არ შევღებავ, ‒ თქვა ფიცი ბექანმა, ‒ ეს სისხლი შენ
სამარეში ჩასაყოლი საბან-ბუმბული იქნება.
თავზარდაცემული ხალხი ისე შეშფოთებულად შეიშმუშნა, თით-
ქო მწველი ნაღვერდალი გადააყარესო, ყველა გარეთ გამოიბუზა
და ერთმანეთს უჩურჩულებდა:
‒ კაცო, იცი რას აპირებს თურმე?
‒ რაო? რას?
‒ ყველა ტყვე მაგ წაწყმედილის საფლავზე უნდა მიიყყვანონ და
იქ თავები მოჰკვეთონო.
‒ ოჰ, რას ამბობ, შე კაცო? ონი ონიანიც?
‒ ყველაზე უწინ ის თურმე.
– ოი, ოი, ოი, რა ამბავია, შენი ჭირიმე! ასეთი უცნაური საქმე თა-
თარს არ უქნია კახეთ-იმერეთისთვის.
ასე ლაპარაკობდა ჩუმად და ქურდულად შეშინებული ხალხი,
რომ ბატონებს და მათ დამქაშებს თვალი და ყური არ მოეკრათ. და-

443
ტყვევებულთა ნათესავ-მახლობელნი აქა-იქ მიმალულნი ჩუმად იც-
რემლებოდნენ.
შეიარაღებული მხლებლებით შემორკალული ბატონები განსა-
კუთრებულ ადგილზე დაბრძანებულიყვნენ და ხალხისკენ იბღვირე-
ბოდნენ.
ფრჩხილამდე შეიარაღებული, ბეჟანის პირადი თავსმდგომი
მცველი ბესიკი აცრემლებულ ხალხს არწივის თვალებით მისჩერე-
ბოდა. დიდმა ბატონმა რანბალადს რაღაც გადაულაპარაკა.
‒ ბატონი ბრძანებს, რომ მიცვალებულის გასვენების დრო არი-
სო! ‒ გამოაცხადა რანბალადმა.
ხალხში ჩუმი დრტვინვა შეიქნა. ყველას თავთავის სამწუხარო
ამბავი ატირებდა, მაგრამ ტირილი მიცვალებულზე გადაჰქონდათ.
ეზოს გადაღმა, შარაგზაზე, შეიარაღებული მცველებით გარშე-
მორტყმული, ხუნდებ-თოკებით დაქაჩული ტყვეები გამოჩნდნენ.
ონი ონიანი მეთაურივით წინ მიუძღოდა და ამხანაგებს ამხნევებ-
და:
‒ ნამუსმაღალი კაცისთვის ნაძრახ სიცოცხლეზე უფრო საყვარე-
ლი სახელოვანი სიკვდილია, მაგრამ სიკვდილი ჯერ ჩვენგან შორს
არის!
ონის ვიღაცა მიუახლოვდა და ცხედართან ნათქვამი სიტყვები ბა-
ტონისა უცებ მიუჩურჩულა.
‒ვნახოთ! – მკვეთრად უპასუხა ონიმ და ამასობაში მურზაბეგის
ეზოდან გამოსვენებული ცხედარი განწირულ ტუსაღებს შეუერთეს.
საყდრისკენ მიმავალი გზა ხალხით გაიჭედა. ბორკილებით დამ-
ძიმებული ტყვეები ძლივს მიაბიჯებდნენ.
ბატონები ცხედარს ახლოს მიყვებოდნენ, ის იყო საყდარსაც უახ-
ლოვდებოდნენ და ტყვეთა სამკვდრო-სასიცოცხლო ჟამიც რეკის
სათვალავს ათავებდა.
ონიმ გასაფრენად მომზადებული ორბივით გადმოხედა და იმედ-
წარკვეთილ ამხანაგებს შესძახა:
‒ არ შეშინდეთ, ბიჭებო! სიცოცხლის წუთები კიდევ წინ გვიძევს!
‒ და ცეცხლისმფრქვეველი თვალები ბესიკს მიანათა.

444
ყიფიანებს რაღაც შეუცნობელმა შეგრძნებამ ტანში მეხივით დაჰ-
კრათ და ბეჟანმა გვერდით მიმყოლ ბესიკს. შეგვირვებით ჰკითხა:
– რაო, რას თავხედობს ის ვირი?!
მაგრამ ბესიკის სახის გამომეტყველებამ ბატონი კიდევ მეტად
შეაკვირვა. ბესიკმა ბოკვერწართმეული ვეფხვის სიბრაზით თვა-
ლებში ჩახედა და ელვისებური სისწრაფით ამოღებული ორპირიანი
მახვილი ორბეჭშუა ტარამდე ჩასცა.
‒ აი, ესა თქვა, ბეჟან ყიფიანო!
როცა მრისხანებით თავაწყვეტილმა ტაიბუხმა ბესიკისთვის სა-
მაგიერო მახვილი გააელვა, ბესიკმა განზე გახტომით აიცდინა და
უკან ჩამდგარმა გელა მახარობლიძემ ტაიბუხს ხერხემალი შუაზე
გადაუჭრა და, განრისხებული მახვილი მკერდამდე შეაცურა. ძმის
მისაშველებლად მოტრიალებულმა რანბალადმა გელას მახვილით
მიაშურა, მაგრამ გააფთრებულმა ბესიკმა უსწრო, მოქნეული მახვი-
ლით თავი შუაზე გადაუპო და რანბალადი იქვე ჩაიჩოქა.
‒ არ გადარჩეს გველის წიწილი! – დაიყვირა გელამ და წაქცეუ-
ლი რანბალადი ლუკმა-ლუკმა აკუწა.
მოულოდნელი ამბით დამფრთხალი ხალხი აირია, მიცვალებუ-
ლი ძირს დააგდეს. სვინჩიმ, ფილდიქარმა და ბატონის სხვა დამქა-
შებმა გადასარბენი ადგილი რომ ვერ მონახეს, ღობე-ყორე ხტომით
უშველეს თავს. ხოლო ჯერ კიდევ გამოურკვევლობაში მყოფი ხალ-
ხის უმრავლესობა თითქო კვლავ რაღაცას მოელოდა, სიხარულსა
და საკვირველებას ვეღარ ერკვეოდა. ხალხის ასეთი მდგომარეობა
ისევ ონი ონიანის მკვეთრმა ხმამ შეანელა.
‒ სვანებო! ‒ მიმართა შემაღლებული ადგილიდან, ისევ თოკ-
ბორკილებით შებოჭილმა ონიმ. ‒ მომილოცავს თქვენი მტანჯველი
უღირსი ბატონის მოშორება! ამიერიდან იმათზე ბნელი და ხარბი სა-
მარე იმძლავრებს და ჩვენთან კი ის დგას, ვისაც ველოდით. უშგუ-
ლის სასხვიშვილოდან მოყვანილი ლახვიშგეზალ, ბეჟანის თავშე-
მონავლები, მისი ნაფარეშევი ბესიკი ჩვენი ბატონის ცხონებული მა-
იზერ გელოვანის შვილი შმაგია. იმან დღეს იძია შური არა მარტო
მისი გვარეულობის ამომწყვეტთან, მოღალატესთან, არამედ ხალხ-

445
ის მტანჯველთან, ლეჩხუმ-სვანეთის გამანადგურებელთან. ამიტომ
თუკი სიკვდილით ვინმე დაისჯება, ამის პირველი ღირსი ესენი იყ-
ვნენ.
‒ სად არის ჩვენი გლახა ჯამბულათი?! ‒ დაიძახა აღტაცებაში შე-
სულმა ონიმ.
ჯამბულათი ბესიკის ზურგს ამოფარებოდა. ბესიკმა ხელი მოკი-
და და წინ წამოაყენა.
‒ აი, ეს არის, ‒ განაგრძო ონიმ, — ჩვენი შმაგის ბედისწერის
ლამპარი, მისთვის თავდადებული ერთგული მოკეთე, მისი ძიძის
ქმარი ლეჩხუმელი გახა მახარობლიძე! აი ეს არის მთელი ამბოხე-
ბის მოსაქმე ხელი და ფეხი და მკვლელი ჩვენი ბინძური მოურავისა.
ვიღაცამ ხალხიდან იყვირა:
‒მამა! ჩემი მამა ყოფილა!
‒ ეს ვინ არის, სვანებო, იცით თუ არა? ეს ჩვენი ჯამბულათის შვი-
ლია და იმავე დროს ლეჩხუმის ხალხის გულის ცემა. და ამის სახით
ჩვენთან ერთად დგას ლეჩხუმის ხალხიც. ამიტომ დალოცოს ღმერ-
თმა ჩვენი მეთაური, გახა მახარობლიძე, და მისი შვილი, ჩვენი
ძმადნაფიცი გელა!
‒დალოცოთ ღმერთმა!გაუმარჯოთ ღმერთმა,‒დაიგრიალა თან-
დათანობით გამორკვეულმა ხალხმა.
‒ გამიშვით, ჩემს მამასთან. მამა, მამა!
გელა მახარობლიძეს ხალხმა გზა მისცა და მამა-შვილი ერთმა-
ნეთს მკლავებით გადაეჭდნენ.
‒ მამა! მამა! მე ვარ, შენი შვილი, შენი გელა!
‒ ვიცი, შვილო, ვიცი ‒ ძლივს თქვა აღელვებულმა მამამ, ‒ რამ-
დენიმე დღეა გხედავ, შვილო, და ადამიანის ნაცვლად მგლის ხასია-
თი დავიკავე, რომ მამაშვილურ ქალაჩუნა გრძნობას არ ჩავეთრიეთ
და ამით საქმისთვის ჩრდილი არ მიგვეყენებია.
მამა-შვილის შეხვედრამ მთელი ხალხი ააცრემლიანა.
გახამ აფორიაქებული ძალ-ღონე ძლივს მოიკრიბა და ცრემლია-
ნი თვალებით ხალხს მიმართა:
‒ აი, ჩემო შვილებო და ძმებო! მე ეს შევძელი, რომ რაღაც განგ-

446
ებიანმა წინაგრძნობამ გადამარჩენინა თურმე ეს ერთადერთი ფეს-
ვი იმ გვარისა, რომლის დაღუპვას თქვენც ძლიერ სწუხდით. ვეცადე,
ვიძრწოლე, ვითვალთმაქცე, რომ სადღეისო მოსახდენი მომხდარი-
ყო. მოხდა კიდეც, მადლობა აქვს უფალს და ახლა ეს ჩემი გაზრდი-
ლი თქვენთვის ჩამიბარებია და როგორც ღირსად დაინახოთ, ისე
მოეპყარით. თუ ბატონობის ღირსი იქნეს, აბატონეთ, და თუ ყმობი-
სა, იყმეთ.
‒ სვანებო! შესწირეთ მადლი და დალოცვა ჩვენს ჯამბულათ
გლახას! ‒ დალოცოს ღმერთმა ჩვენი ჯამბულათი! დალოცოს
ღმერთმა მის გულში ჩამარხული ლეჩხუმელი გახა მახარობლიძე‒
კვლავ გადმოსძახა დიდად აღტაცებულმა ონიმ და ზღაპრული საკ-
ვირველებით შეპყრობილი ხალხიც გადმოძახებულს უცვლელად
ამოიძახოდა.
‒ აბა, დაგლიჯეთ, ძმებო, ხუნდებ-ხაჯალურები! ‒ მიაძახა გახამ
და მთელი ხალხი მიესია და დახუთულ ტყვეთა სხეული თოკების და-
კუწვით და ხუნდებ-ხაჯალურის დამსხვრევით გაანთავისუფლეს.
ახლადმოვლენილ შმაგის მისი გვარეულობის მოკეთენი ისე
კოცნიდნენ და ეხვეოდნენ, თითქო საიქიოდან მოსულიყოს. ხოლო
ბორკილებისაგან განთავისუფლებულმა ონიმ მხრები შეარხია,
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მიცვალებულებს თავს დაადგა.
‒ ყიფიანებო! ამიერიდან თქვენს პატიოსან მოურავს თქვენ ესაბ-
ნეთ. სვანეთის მზე და მთვარე თქვენს საფლავებს არასოდეს არ მი-
აშუქებს. სამაგიეროდ ხალხის წყევლა-კრულვა შავლუსკუმო სიბნე-
ლედ დაგეუფლებათ. სვანებო! ‒ მიმართა ონიმ. ‒ მურზაბეგის სამა-
რე გააფართოვეთ, გაადიდეთ და მოყვარული ბატონ-ყმანი ერთად
ჩააწყვეთ.
შანგებით შეპყრობილი ხალხი საფლავის გაფართოებას დაუზა-
რებლად შეუდგა.
– ახლა წავიდეთ, ჩვენს ტანჯულ ქალბატონს მისი წვალებით აღ-
ზრდილი შვილი-სასხვიშვილოს ლანვიშგეზალ და ყიფიანების თავ-
შემონავლები ნაფარეშევი ბესიკი, გათავადებული შმაგი გელოვა-
ნად ჩავაბაროთ.

447
‒ ეს ხომ იცით, ვინ არის?
‒ ეს არის ბოროტი დიგორხანისგან წვალებული ჩვენი ქალბა-
ტონი მზია გურიელის ქალი.
განცვიფრებული და გაკვირვებული ხალხი ერთი ხმით ახნმიან-
და:
‒ წავიდეთ! წავიდეთ! მოულოცოთ და წყეულ დიგორხანს შანგე-
ბა და ქვა და ლოდი მივაყაროთ.
‒ მაგრამ ერთი პირობით! — განაგრძო ონიმ. ‒ იაშვილის ქა-
ლის სიკეთე და სათნოება არ დავივიწყოთ, ქალებზე და ბავშვებზე
მავნებელი ხელის აწევით ვაჟკაცობა არ შევირცხვინოთ. იმათ უნდა
გამოეცხადოთ, რომ დარეჯან იაშვილის ქალი, ქუთია ლაიშხულის
ქალი და სიდეხან რეჩკიანის ქალი ‒ შვილებით თავიანთ სათავი-
სახლოში მშობლებს დაუბრუნდნენ. ხოლო დიგორხანი ‒ ენებოთ
მათთან წაიყვანონ და ენებოთ ოდიშის მთავარს სვანეთისგან უკა-
ნასკნელ ფეშქაშად გაუგზავნონ. ხალხში სიცილი ატყდა.
‒აბა რას იტყვით, სვანებო? ‒ მიმართა ხალხს ონიმ.
‒ ჩვენ შენ შემოგყურებთ ჩვენ შენ გიჯერებთ! შენ სითაც წაგვიძ-
ღვები, იქეთ წაგყვებით! ‒ გაისმა ხალხის საერთო ამოძახილი და
ონის წინამძღოლობით ყველანი შკედის სასახლეში მზიასთან წა-
ვიდნენ.

***
ლეჩხუმის მოურავი ლოლუა და ორი მისი მხლებელი ოდიშის
მთავრის სასახლისკენ დაფეთებული სისწრაფით ცხენებს მიაგელ-
ვებდნენ. ეს დაღამებული იყო, რომ ლოლუამ დაოფლიანებული
ცხენი მხლებელთ გადასცა და თვითონ მთავართან წარდგა.
მთავარს არ მოეწონა ლოლუას შეფრთხალებული სახე. მოუ-
რავს ისედაც ძალზე გამხდარი სახე მთლად გაფითრებოდა და გვერ-
დზე მოხრილი, მაღალი, ყავარივით თხელი ცხვირი სულ მოქცეოდა.
‒ რა ამბავია, ლოლუა? არ მოგელოდი! ‒ მიმართა დადიანმა.
‒ მოულოდნელი უბედურება მოხდა, მთავარო!

448
‒ რაო! რა იყო?! ‒ შეიკვირა ყველამ.
‒ ბეჟან ყიფიანი თავის შვილებით და მოურავ ჯანხოთელით მოკ-
ლეს.
‒ რაო?l რაო?l ‒ განცვიფრებით შეეკითხნენ ყველანი.
‒ ხუმრობ თუ მართალს ამბობ?l ‒ მიმართა გაოცებულმა დადი-
ანმა.
‒ მართალს, შენმა სიცოცხლემ. ასეთ ხუმრობას რა მსჯის, ბატო-
ნო!
– ვინ გაბედა მერე ასეთი გასაბედავი?
‒ ვინ იცის, ბატონო! მოგახსენებენ, სადღაც მთებში გელოვანთა
ნაშიერი იზრდებოდა და ის უნდა იყოსო.
‒ შეუძლებელია! ‒ ბრძანა დადიანმა.
‒ მოჩმახულია! — დაუმატა ემუხვარმა.
‒ ვინც უნდა იყოს, ერთი კაცი ამას ვერ გაბედავდა, ‒ წარმოთქვა
ჩიჩუამ.
‒ ასე კი მოხდა, ბატონებო, ასეთია ხმებიც და აწი რა გამოირკვე-
ვა, ეს ჯერ არ ვიცით. ‒ მოახსენებდა ლოლუა.
‒ მაინც თქვი, რანაირად მოხდა ეს საქმე! ‒ უთხრა დადიანმა.
‒ ჯერ სამი დღის წინათ ჯანხოთელი მოჰკლეს, ბატონო,‒ დაიწყო
ლოლუამ.
‒ ვინ მოჰკლა ჯანხოთელი? ‒ სიტყვა გააწყვეტია დადიანმა.
‒ არ იცოდნენ, ვერ გაეგოთ. მუხთლურად მოჰკლა ვიღაცამ ზედ
ყიფიანის ზღუდის კართან.
‒ მერე, მერე?
‒ მერე, ბატონო, ჯანხოთელის დასაფლავების დღეს სამივე მამა-
შვილიც მიაკლეს.
‒ ყიფიანების მკვლელები ხომ იციან?
‒ მოგახსენებენ, ბატონო, რომ თვით განსვენებული ბეჟანი და
მისი შვილი რანბალადი იმ გელოვანს მოუკლავსო და ტაიბუხი ვი-
ღაც მახარობლიძესო.
‒ ლეჩხუმში რა ამბავია? ‒ შეეკითხა ჩიჩუა.
‒ ჯერჯერობით მშვიდობა, ბატონო.

449
‒ შენ როდის წამოდი ლეჩხუმიდან?
‒ მე გუშინ გიახელი, ბატონო. მეტი რა იცი?
‒ რაც არ მოგახსენეთ, მეტი არაფერი. ქურდულად ჩამოვიდა ერ-
თი სვანი და იმან მოგვითხრო ესეთი საზარელი ამბავი, მეც იმწამსვე
იქაური საქმეები მივაწყვ-მოვაწყვე, ყოველგვარი შემთხვევისთვის
განკარგულება დავტოვე და შემდეგ შენდა მოსახსენებლად აქეთ
გამოვეშურე. ახლა, ჩემ შემდეგ შეიძლება კიდევ რაიმე ცნობები მი-
იღეს მურში.
‒ მე კი მგონია, ახალი ცნობებისთვის საჭიროა კაცის გაგზავნა.
‒ ბრძანა დადიანმა.
‒ აუცილებელია, ‒ დაუდასტურა ჩიქოვანმა.
‒ ჩემი აზრით კი მოურავ ლოლუასაგან ახლა ლეჩხუმის მიტოვე-
ბაც შეუძლებელია, ‒ თქვა ჩიჩუამ.
‒ შენ რას იტყვი ამაზე, ლოლუა? ‒ შეეკითხა მკვახედ დადიანი.
‒ მე, რა თქმა უნდა, როგორც მიბრძანებ, ისე მოვიქცევი, მაგრამ
მე მგონი ჯობიან, რომ ჯერ ახალი ცნობები გავიგით და შემდეგ ამის-
და მიხედვით გამოკვეთილ უფლება-განკარგულებას მიბოძებთ და
მეც უფრო მეტი ძალითა და სითამამით გიახლებით.
‒ დამიძახეთ ქოცო კუხალაშვილს! – ბრძანა უცებ დადიანმა და
რამდენიმე წუთის შემდეგ ჩოხა-ახალუხში გამოწკეპილი ქოცო კუ-
ხალაშვილი მთავრის და დიდებულის წინაშე იდგა და სალეჩხუმო
დავალებებს ღებულობდა. დაავალეს, ლეჩხუმ-სვანეთის სულისკვე-
თება გაიგოს, საჩქაროდ დაბრუნდეს და სასახლეს აცნობოს ყოვე-
ლივე. ხოლო განსაკუთრებით დაავალეს, გაეგო, ვინ იყო ის თავხე-
დი მეამბოხე, საიდან გაჩნდა.
შუაღამე იყო, რომ კუხალაშვილს სწრაფი სვლით ცხენი უკვე შე-
ეხურებია და ლეჩხუმის მიმართულებით საჩქარო გზას ღვედის ტყის
გზა-ვიწრობით მიიკაფავდა.
ზაფხულის დარიანი დღე ურავის მთის გულს მიჯნურიკით დაუფ-
ლებოდა. მრავალგვარ ფრინველთა ხმები სმენის დამატკბობლად
ამუსიკებულიყო და აქა–იქ გადმოხეთქილი ჩანჩქერი თავისუფლე-
ბის ლხენით შხუოდა.

450
ნადირთა ფორიაქი და შლაგუნი საშიშროებას იწვევდა. ხოლო
უღრანი ტყე სულგანაბული გარინდულიყო და არავინ უწყოდა, ირ-
გვლივ ისეთი ხმაური სმენას უტკბობდა მას, თუ მყუდროებას უშფო-
თებდა.
ტყის ერთ ბილიკზე რამდენიმე- ცხენოსანი და ქვეითი ისე დაზან-
ტულად მიბოგინებდნენ, თითქოს მთელი ქვეყნის ჭირ-ვარამი ზურ-
გზე აკიდებიათ და ჭაპან-წყვეტით მიათრევენო.
‒ სვინჩი! ღვთის გულისათვის შეგვასვენე აი იმ პატარა მინდორ-
ზე, თორემ ეს არის, ცხენიდან ჩამოვარდები, ‒ უთხრა სასოწარკვე-
თილი ხმით სვინჩი დევდარიანს დიგორხანმა და სვინჩიმაც ქალბა-
ტონის ცხენს ნაჩვენებ მინდვრისკენ მიახვევია,
‒ გესმით! ‒ გასძახა უკან მიმყოლებს სვინჩიმ, ‒ აქ კარგი შესას-
ვენებელი ადგილია და ქალბატონსაც აღარ შეუძლია მეტი. აქ და-
ვისვენოთ და ცოტა კიდეც წავიხემსოთ რამე.
‒ ჰო! ჰო! ეს კარგი თქვი სწორედ, ‒ უპასუხეს თანამგზავრ სვა-
ნებმა და ყველამ პატარა მინდვრისკენ მიუხვია.
‒ ვაი, ვაააო, ჩემი ცოდვა ‒ ამოიგმინა ცხენიდან ჩამომხდარმა
დიგორხანმა და სვინჩის შეეკითხა: ‒ სვინჩი! მდევრებისგან ხომ არ
ვიქნებით საშიში, თუ იცი?
‒ არა, ბატონო! დევნა რათ ეჭირვებოდათ. უდევრად ხელში
ვყავდით და რაც უნდოდათ, იმას გვიზამდნენ, მაგრამ არა, პირიქით,
ონიმ და ბესიკმა ისე ჩაგვაბარეს თქვენი თავი, თუ გინდა დიდი მო-
კეთეები ყოფილიყვნენ.
დიგორხანმა ერთი მწარედ ამოიგმინა და გულშემზარავი სვანუ-
რი მოთქმა-გოდება დაიწყო. მოთქმის ყოველი წინადადების დასას-
რული ლოყებზე ხელების ღონივრად შემოკვრით და ფრჩხილებით
ჩამოკაწვრით მთავრდებოდა. მხლებლებიც ქვითინებდნენ. ბოლოს
კარგა ხნის ვაებით მისუსტებული დიგორხანი მიჩუმდა. სხვებმაც
იყუჩეს, თითქოს დაგროვილი გლოვა-ვაებაც ყველამ გადმოანთხია.
სვინჩის თაოსნობით საგზალი მოიძიეს და პურის ჭამას შეუდგნენ.
მგზავრები ისევ მალე აებარგნენ და გზა რ ჭისკენ განაგრძეს, სადაც
გაუბედურებული მოყვრის გადმოხვეწილი ჯალაბობისთვის დიდი

451
იაშვილის სახლს უნდა ენავსაყუდლა.
გზადაგზა დადუმებული ქალბატონების მხოლოდ უსიტყვო ხვნე-
შა და ვაი მოისმოდა.
უკან ჩამორჩენილი ორი ქვეითი სვანი საუბარს განაგრძობდა.
‒ იმისთანა საარაკო საქმე მოხდა, რომ სიზმარში მგონია ჩემი
თავი.
‒ აბა, აბა, მეც მაგაზე ვფიქრობდი ახლა. მაგ უბედურებს რავა
ნამოჭვარი კვერცხივით გაუსკდათ ცოდვა.
‒ აბა! მისი მტერი და მკვლელი მისი პურ-მარილით გააზრდევია
ღმერთმა. სასწაულია, აბა რა არის!
‒ იმის ხმა, რომ გელოვანთა ფესვი სადღაც იმალება და იზრდე-
ბაო, კარგა ხანია, თუ გახსოვს, რომ გაისმა.
‒ მაგ რავა არ მახსოვს, შე კაცო, მაგრამ ამას ვინ იფიქრებდა, თუ
ეს ბატონის ფარეში ბესიკი იყო.
‒ რო იტყვიან: შუბი ხალთაში არ დაიმალებაო, ისე კი იყო მაგის
საქმეც. ეტყობოდა, რომ არ იყო საფარეშო კაცი და ნაძალადევი
ხერხით მაინც ფარეშობდა თურმე.
‒ დედამისის არ იყოს. ამდენი ხანი რატომ ერთხელ არავინ შე-
ატყო, რომ იმისთანა გაზრდილობის ქალი მოახლედ კი არა, ქალ-
ბატონად არავის ჰყავდა, მაგრამ ბეცი და უაზრო ვყოფილვართ და
ეს არის.
‒ ეეჰ, ახლა ვამბობთ ასე, თორემ აქამდე ვის შეეძლო ეფიქრა.
თუ მკვდრები ცოცხლად იზრდებოდნენ და საქმობდნენ და გლახა
ჯამბულათა ამხელა საიდუმლოების მოძღვარი იყო.
‒ არა, შე კაცო, მარტო იმით მაინც რათ ვერ მოვიფიქრეთ, რომ
პირწავარდნილი მამაა.
‒ ეგ კი მართალია, მარა ამდენს ვინ იფიქრებდა, ან მკვდარზე და
ან უშგულიდან ჩამოთრეულ სხვიშვილზე. რას ვეძებდით, ვიღაცას
გავდა.
‒ იჰ! ასე კი მოხდა ეს სასწაული და ვნახოთ ფარეშობას შეჩვეუ-
ლი როგორი ბატონი გამოდგება. ვაითუ ვეღარც მოიხმაროს.
‒ ეს არაფერია, მაგრამ მე იმის მეშინია, რომ მაგ ძაღლებთან გა-

452
ზრდილი თვითონაც ძაღლი არ იქნეს.
‒ თუ იქნება, მაგის წამალიც კაი თქვა ჯამბულათმა, ხომ გახ-
სოვს? ‒თუ ბატონად ივარგებს, იბატონეთო, თუ არა და იყმეთო.
‒ ჰო, ეს მართლა კარგად თქვა, მარა ერთიც არის: ბატონობას
ყველა მოიხმარს. ეჰ, შე კაცო, რავა უსაფუძვლოდ ლაპარაკობ ხან-
დახან მოხმარება მარტო იმაში კი არ არის, ბეჟანი რომ სვავივით
ფართო-ფართო ლუკმებს ყლაპავდა და ხალხს კისრიდან სისხლს
გვიღებდა.
‒არა, მაგას არ იზამს. სხვა რომ არა იყო რა, მაგას მომხდარი
მაგალითი ვეღარ გააბედვინებს. ეგ არაფერია, მაგრამ რაც მოხდა,
ეს მარტო ამითი არ ჩაივლის.
– აბა, რა უნდა იქნეს?
‒ რავა რა უნდა იქნეს! დადიანი ამას ასე ადვილად დათმობს
– აბა რა უნდა ქნას? ქვეყანამ იცის, რომ სვანეთი დასაბამიდან
გელოვანის ყოფილა და ღმერთმა კიდევ მისი გახადა და დადიანს
ვინ ჰკითხავს!
‒ ვინ ჰკითხავს და ის, რომ ბესიკი ლეჩხუმის დაბრუნებასაც ფიქ-
რობს თურმე და მაშინ დადიანი შეფუცხუნდება.
‒ ოჰ! ჯანდაბა მაგათ თავს და მაგათ შეფუცხუნებას. ახლა თუ კი-
დევ რამე ორომტრიალი მოხდა, მერე აღარ ყოფილა ჩვენი. საშვე-
ლი და ის არის.
წინა მგზავრებმა ჩამორჩენილ მოსაუბრეებს გადმოსძახეს:
– რა მოგივიდათ, კაცებო, სად ჩამორჩით! ამ უღრან ტყეში ერ-
თმანეთს არ დავებნათ!
მოსაუბრეებმაც ხმა მისცეს, ნაბიჯს აუჩქარეს და დაწინაურებუ-
ლებს დაეწიენ.

453
***

ოდიშის მთავრის სასახლე მღელვარებას შეეპყრო.


ყიფიანების დაღუპვის ამბავი თავს დასტრიალებდა სასახლეს და
შიშის ზარს სცემდა.
დადიანი ვერ ისვენებდა, სულ თვალწინ ედგა და უდანაშაულო
საგვარეულოთა გაწყვეტა-განადგურება. აშინებდა ბესიკის გამოჩე-
ნა, აშინებდა შურისძიება და შემკრთალ-შეშფოთებული წამოიძა-
ხებდა ხოლმე:
‒ ტყუის! ტყუის! უეჭველია, რომ ვიღაც ნაბიჭვარია და უნდა ქვე-
ყანას თავი მემკვიდრედ მიასაღოს, მაგრამ ვერაფერს გახდება. საქ-
მე მხოლოდ მით გათავდება, რომ სვანებისავე ხელით ჩავახრჩობ იმ
თავხედს.
ამ გამოურკვეველი ამბის გარშემო დიდებულებიც ბევრგვარად
მსჯელობდნენ და ლეჩხუმში საგანგებოდ გაგზავნილი ქოცო კუხა-
ლაშვილი რომ ჯერ კიდევ არ ჩანდა, მთავრის და დიდებულების გუ-
ლის წყრომას ეს კიდევ მეტად აღრმავებდა.
საღამო ჟამი იყო, რომ ვიღაც სვანურ ჩოხა-ახალუხსა და ქუდში
გამოწყობილი ცხენოსანი სასახლის საქეშიკოს მიადგა და სასახ-
ლეში შესვლის ნება ითხოვა.
– დიდ მთავარს მოახსენეთ, რომ სვანეთის აზნაური სვინჩი -დევ-
დარიანი წარმოგზავნილი გახლავარ დიდ ქალბატონ დიგორხანის
მიერ ბევრი სათქმელითა და მოსახსენებლით დავალებული,– და-
აბარა მსახურთ სეინჩმა.
სვანეთის აზნაური სვინჩი დევდარიანი დიდი პატივით მიიღეს.
ყიფიანებო ლეჩხუმ-სვანეთში საქნევ ფარ-ხმალად ჰყავდა დადიანს
და გასაკვირვალია, რომ ასეთ დროს დიგორხანისგან გამოგზავნი-
ლი ნამდვილი მოამბე სვინჩი დევდარიანი სასახლისათვის ფრიად
სასურველი მისაღები სტუმარი გახდა.
კაცმა რომ თქვას, ყიფიანების სიკვდილი იმდენად აღმაშფოთე-
ბელი არ იქნებოდა დადიანისათვის, რომ აქ გელოვანის სახელი არ
გარეულიყო.

454
რამდენიმე წუთის შემდეგ სვინჩი დადიანის დარბაზისკენ მიჰყავ-
დათ მსახურთ. მთავარმა ახედ-დახედა და მკვეთრი ტილოთი შე-
ეკითხა:
‒ აბა, სვანო, რა ამბავს იტყვი!
სვენჩი დაიბნა, დიდხანს პასუხი ვერ გასცა და ჯიბეში რაღაცას
ძებნა დაუწყო და ძლივს ძლივობით დაჭმუჭნილ ქალალდს მიაგნო
და ამოიღო.
‒ მე რა ვიცი შენი საკადრისი ამბავი, მთავარო და ხონთქარო. ეს
ქალალდი ბეჟანის დედამ, დიგორხანმა გაახლა და აქ იქნება ჩვენი
უბედურება სრულიად ჩაწერილი. ‒ კრთოლვით თქვა სვინჩიმ და
წერილი მთავარს მიართვა. მთავარმა მდივანბეგს უბრძანა და მან
კითხვა ხმამაღლა დაიწყო:

„უსტარსა ამას მიუწერ ღვთივ ამაღლებულს და უძლიერეს მთავარს


ოდიშისას დადიანს!
შენ მიერ წყალობით ხელდებულ ოჯახსა ჩემსა ეშმაკეულ სულთა კრე-
ბული თავს დაესხა და ფრიად საშინელებითა ზესკნელის რისხვის კალთა
ჭეშმარიტად რომ მთისოდენა ლოდებით თავს დაგვაბერტყა, ხოლო ქვეს-
კნელიდან აღმოხდა საშინელი ჯოჯოხეთის საყვირის ხმა და წარიღო შვი-
ლი და შვილიშვილნი ჩემი ‒ ყიფიანები და ამით მოაკლდა შენს ყოვლად
კურთხეულ კარიბჭესაც სამი დევგმირი.
ეგეოდენ უბადრუკებასა შინა მყოფი გაძევებული ჯალაბობა ვშთენილ-
ვართ რძლისა ჩემისა მშობლებთან იაშვილთანა რაჭას, ვშთენილვართ უყ-
მოდ და უმამულოდ, უნივთოდ და უგანძეულოდ. გოდება ჩვენი ცასა ხედვას
უხშობს და დეღამიწას სმენას.
შემოგვედრებთ რა სამებითა, ერთ არსებითა და მრავალ მოწამებითა
კურთხეულსა ტახტსა შენსა, გემუდარებით, გთხოვთ და გევედრებით, რა-
თა ნუგეშჰყო ცხოვრება ჩვენი, რომელთა დაგვეხშო ცხოვრებისა და ძლი-
ერების კარიბჭე და სამაგიეროდ აღგავოთ დედამიწის ზედაპირიდან ბეჟა-
ნის საყმოსა და სამფლობელოში მოვლენილი სატანა-სამოელთა კრებუ-
ლი, რომელთა გულღვარძლიან-ობა ვეღარ იტევს კარგად სიძულვილსა
და გარემოცულნი ბელზებელისა სიბოროტითა აღაშფოთებენ და მოაკვდი-
ნებენ ყოველთა კეთილთა და გონიერ ძესა კაცთასა.
მე, ვითარცა დედასა, ვალად მაქვს გამცნო სვანთა წესი და ადათი ღვ-

455
თივ დადებული უცილოებითა, რამეთუ ვიდრე მახვილი შენი არ მოაკვდი-
ნებს ჩემი სახლის მტერთა და მოშურნეთა, მანამ ბეჟანი და ძენი მისნი ვერ
შევლენ სამოთხისა კარსა. ვიდრე არ აიღების საშურისძიებო სწორი სის-
ხლისა ერთი ბარძიმის ნაცვლად სამოც და ათი ბარძიმი, მანამ სვანურისა
წესით იგინი ტყვე არიან საფლავისა, მონა იმიერ სოფლისა და გლახაკნი
ხალხთა შორის სახელისა.
უსტარსა ამა შემავედრებელსა ხელს ვაწერ რძლებითა და შვილიშვი-
ლებითა უბადრუკებასა შინა მყოფი დიგორხანი“.

დამყარებული სიჩუმე მთავარმა დაარღვია


‒ შენ სვანეთიდან ხარ? ‒ შეეკითხა მთავარი.
‒ კი, ბატონო.
‒აბა, თქვი, რაც იცი!
– დაგვიღუპეს ჩვენი დიდი უღური და იმედი, უკვდავი და უბერე-
ბელი გმირი ბეჟანი და მისი გარდაქეშანი შვილები, ჩვენო დიდო
მთავარო.
‒ ვინ გაბედა ამის ჩადენა?
‒ უშგულიდან ჩამოთრეულმა ბიჭმა, ბატონო!
‒ ვინ არის ეს ბიჭი?
‒ რა ვიცით, ბატონო პატარა ბიჭობისას უშგულის სასხვიშვილო-
დან ჩამოათრია ბატონმა და ვინ იცის, ვინ არის.
მთავარმა აღტაცებული ღიმილით დიდებულებს გადახედა.
‒ გესმიი? მე რასაც ვამბობდი, ხომ მართლდება რა თქმა უნდა,
ვიღაც დაკარგული ნაბიჭვარია. სახელი რა ჰქვია?
‒ აქამდე ბესიკს უძახოდით და...
‒ მაშ ნამდვილად იცი, რომ უშგულელია ის ბიჭი?‒ კვლავ შე-
ეკითხა მთავარი, რომ მისი სურვილის დასტური კვლავ მიეღო. ყვე-
ლანი სმენაგამახვილებულნი ვინჩის მისჩერებოდნენ.
– რავა არ ვიცი, ბატონო, ჩემ თვალწინ გაიზარდა ის შეჩვენებუ-
ლი ბატონის პურ-მარილით. ბატონის ფარეშად ეგდო და დედამისი
დიდი ქალბატონის მოახლედ.
‒დედაც ჰყავს?!
‒კი, ბატონო.

456
‒ რა ჰქვიან? ‒ მკრთალი ხმით შეეკითხა მთავარი. თითქო წი-
ნასწარი გრძნობა საწყენს უქადდა.
‒აქამდე გულთმისანს ვუძახოდით, ბატონო, და. ახლა, რაც ეს
უბედურება მოხდა, მერე გურიელის ქალი მზია დაარქვეს.
მთავარს ცივმა ჟრუანტელმა მთელ ტანში დაუარა.
‒ კიდევ ვინ არის ამ საქმის მონაწილე?
‒ ჩვენებური მოლაშქრეთა მეთაური, შეჩვენებული ონი ონიანი
და ლეჩხუმელი მახარობლიძეები.
‒კიდევ ვინ?
‒ კიდევ ვიღაც ნაყარ-ნუყარი ბიჭები: გაბიანები, ნემსძეები, ხა-
ბაზები, მეწისქვილეები და ასეთი ოხრები და უკაცური კაცები.
– კიდევ? ‒ უაზროდ გაიძახოდა მზიას ხსენებით დაბნეული მთა-
ვარი.
‒კიდევ... არავინ, ბატონო.
‒ ხალხი?
‒ ხალხი... პატიოსანი ხალხი არავინ არ ურევია და უპატიოსნო
კი ბევრი, ბატონო.
ჰო... „ბევრი“... კარგი და პატიოსანი. საამისო პასუხს ლეჩხუმ-
სვანეთი თავის დროზე მიიღებს, რადგან თავის დასაკლავი დანა
თვითვე გაულესავთ, აწ ბრალს ვერავის დასდებენ, ‒ წარმოთქვა
მთავარმა და მდუმარე დიდებულთ გადახედა
მსახურმა კარი შემოაღო და მოახსენა:
‒ ლეჩხუმიდან მალიადმსრბოლი გუგავა გეახლა და თქვენთან
ხლებას თხოულობს.
‒ ახლავე მოიყვანე.
მსახურმა მალე გუგავა შემოიყვანა.
‒ ვისგან ხარ წარმოგზავნილი? ‒ შეეკითხნენ გუგავას.
‒ მურის ციხის მცველთაგან, ბატონო!
‒ რაო? რა ამბავიაო?
‒ სვანეთი გვემუქრებაო, ბატონო, და დაწვრილებით ამ წერი-
ლით გეუწყა ყოველივე, ‒ წერილი გადასცა.
მდივანბეგს წაკითხვა უბრძანეს.

457
„სამწუხარო ამბებით იძულებულნი ვაუწყებთ მთავარსა და დიდე-
ბულთ, რომ ყიფიანებზე ნახმარი მახვილი უკვე ლეჩხუმსაც დაემიჯნა და
ჭეშმარიტმა ცნობამ გვაუწყა, სვანეთი ილაშქრებს ლეჩხუმზეო და ლაშ-
ქრის სარდლები არიან: ონი ონიანი, ბადრი რატიანი, გეგი ლიპარტელიანი
და უშგულის უხუცესი ბურდუხანი. ამათ აუყვანიათ ბატონად სადღაც
შთენილი და მალულობასა შინა მყოფი ძე მაიზერ გელოვანისა შმაგი, აქა-
მომდე ბესიკად წოდებული, რომელიცა ჭეშმარიტად შმაგი არს თურმე, სი-
ფიცხითა თვისითა და დევგმირობითა საკვირველითა.
უნდა გაუწყოთ ისიც, რომ შენგან წარმოგზავნილი კაცი ქოკო კუხალაშ-
ვილი პატიმრობასა შინა იმყოფება, ვინაიდან შენ მიერ გამოგზავნილი ქა-
ღალდი ჩამოართვეს და სადღაც უცნობ დილეგში გამოჰკეტეს.
ველით ბრძანებასა და მსწრაფლ დასაქმებასა შენსა მურის ციხის
მცველნი და მეთაურნი“.

დარბაზში წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ეს წამი თითქო


საუკუნის სიმძიმეს უდრიდა.
ყველამ იგრძნო, რომ საამბოხოდ გამზადებული ბუკის ხმა აყვი-
რებულა და თუ მარჯვედ არ მიეშველნენ, მალე ბუკს ნაღარაც მოჰ-
ყვებოდა და საშიშარ ქუხილად გადაიქცეოდა.
‒ბიჭოს! იმერული სტუმრობა აღარ არის ხუმრობა,‒ ისე ყოფი-
ლა ეს ჩვენი ახლად გამოჩეკილი გელოვანის საქმეც, – განკვეთა სი-
ჩუმის ფარდა ჩიჩუამ.
‒ რაღა დროს ხუმრობაა, შე დალოცვილო! სადაცაა მეამბოხე-
მეშფოთენი თავს წამოგვადგებიან, ‒ შეეპასუხა მხცოვანი ბედიანი.
მთავარმა იწყინა.
– წამომადგებიან, მათმა მზემ, თორემ ნაბიჭვარა ბესიკმა ლეშ-
კაშის ციხეს წიხლი არ მიკრას, რას იზამს. რა შეუძლია! ლეჩხუმი.
ისე არ გასულელდება, რომ სვანეთს მიემხროს და თუ მიემხრობა,
ორივეს ერთად მივწკეპლავ და გათავდება ამითი. ჰო, მეტი რა მოხ-
და, ბედიანო?
‒ არა, მე ისე მოგახსენე, ის კუხალაშვილი რომ დააკავეს, ჩემი
ფიქრით, ლეჩხუმი მიმხრობილიც ყოფილა და გათავებულიც, –
კვლავ უჩქმიტა ბედიანმა.

458
‒ჰო, ლეჩხუმელო! კუხალაშვილი სად დაატყვევეს?
‒ჯერ თქვეს, ბატონო, ლეჩხუმელმა დაატყვევესო, მაგრამ გზაში
გავიგე, რომ სვანებს დაუტყვევებია სარეწკელაზე გავლის დროს.
‒სვანებს რა უნდოდათ-სარეწკელაზე?
‒ ლენტეხებელები ჩამოპარულან და იქ არის თურმე რამდენიმე
კაცი ჩასაფრებულა, ხალხის მიმოსვლა დააფრთხეს, ჩხრეკენ, იჭე-
რენ ყველას თურმე.
‒ მერე როგორ მოხდა ეს? მურის მეციხოვნენი რაღას აკეთებ-
დით, თუკი ასეთ დროს სვანთა მიმოსვლას ლაწუნდალას ბილიკი არ
ჩაუკეტეთ! მურის ციხის კარებთან თქვენი გდება რას მიკეთებს, თუ-
კი მის ხერხემალზე მტრის მიმოსვლას ვერ შეაკავებთ! ნუთუ არ
იცით, რომ ლაწუნდალა მურის ციხის ხერხემალია და ლეჩხუმ-სვა-
ნეთ შორის აღმართული ალაყაფის, მოურავო ლოლუა, გეტყობა
კარგად გქონია დაყენებული საქმე.
‒ ბატონო, როგორც ჩანს, ეს ყოველივე ჩემ შემდეგ მომხდარი
ამბებია.
‒ დიახ, ეს იმან იცის, კარგად დაყენებული მდგომარეობა რომ
დაგიტოვებია.
მოურავი ლოლუა გამხმარი ყავარივით იდგა, ხმას არ იღებდა.
‒ ყიფიანების დაღუპვაზე რას ამბობს ლეჩხუმის ხალხი?‒ მიუბ-
რუნდა ისევ გაბრაზებული მთავარი გუგავას.
‒ ყველა დაღონებულია, ბატონო.
‒ შენ, დევდარიანო, როდის წამოდი სვანეთიდან?
– მე, შენი ჭირიმე, ცხონებული ბეჟანის ჯალაბობას ვახლდი. ისი-
ნი მივიყვანე რაჭაში და მერმე აქეთ გამომაგზავნეს და დიდი გზა მო-
მიხდა გამოსარები.
‒ რომელი გზით მოდი?
‒ ჯერ ქუთაისითი და მერე ხომ-ქალაქით, ბატონო!
‒ ყიფიანების დაღუპვის დროს შენ სად იყავი?
‒ იქ გახლდი, ბატონო. ჩემ თვალწინ მოხდა ყველაფერი.
‒ ბარაქალა, მარჯვედ ყოფილხარ!
‒ მარჯვედ კი ვიქნებოდი, იმ ჩემი ცოდვით სავსე ხალხს რომ გავ-

459
ეშვი, მარა რას ვიზამდი. ერთს ასი დამეწია და გამაკავეს, არ გამიშ-
ვეს.
‒ აბა, თქვი დაწვრილებით, როგორ მოხდა.
‒ როგორ, ბატონო, და ჯერ ოთხი დღით ადრე ვიღაცამ მოურავი
მოუკლა ისე ნამალევად, რომ კაცმა ვერ გაიგო, ვინ იყო, თურმე ერ-
თი ჯამბულათ გლახა დამათხოვრობდა ეს რამდენიმე წელია ჩვენში
და ის ყოფილა. მერე დასაფლავების დღეს, რასაკვირველია, ბატო-
ნებიც მობრძანდნენ. მიცვალებულის გასვენებას ყველა გავყევით,
რა თქმა უნდა, და დიდ ბატონს გვერდის გამყოლად ის შეჩვენებული
უშგულელი ბიჭი ახლდა და უცებ იძრო საგვერდული მახვილი, ალ-
ბათ, წლობით ნალესი და ნამარაგი და ერთი ჩაკვრით დიდი ბატონი
მოკლა. იმის გვერდში ერთი ლეჩხუმელი მახარობლიძე იდგა თურ-
მე და ის შეჩვენებული ჯამბულათის შვილი ყოფილა და იმ წუწკმა
ტაიბუხს ჩასცა ზურგში და ისიც იქვე მოკვდა. ამის სამაგიერო ხელ-
გამოღებისთვის რანბალადი ორივემ მოჰკლა და გათავდა ამით, ბა-
ტონო!
‒ ბარაქალა თქვენს ჭკუას. სულ „თურმე, თურმე“ და მეტი ვეღა-
რაფერი გაიგეთ, თქვე საძაგლებო!
‒ რაფერ უნდა გაგვეგო, ბატონო, თურმე ჩვენ გვატყუებდა ყვე-
ლა და ვინ რა იყო, არ ამჟღავნებდნენ და ეშმაკი ღმერთმა დალახ-
ვროს, რას მივხვდებოდით!
‒ მეც ვიცი, რომ ვერაფერსაც ვერ მიხვდებით, თქვე უბადრუკე-
ბო!
სვინჩის მთავრის, მრისხანე კილო თავზარსა სცემდა, ლაპარაკი
სულ აერია და თუ აქნამდე შესვლა ახარებდა, ახლა გამოსვლამდე
ერთი სული ჰქონდა.
‒ მერე ასეთი ამბავი რომ მოხდა, ხალხმა რა ჰქნა?
‒ ხალხი შეშინდა, ბატონო, ამ უცნაური ამბით და ღობე-ყორეს
მოედო.
‒ ალბათ პირველი შენ.
‒ არა, შენი რისხვა არ მომეცეს. არა თუ მე.... შენთან ბოდიშს
ვიხდი ამ უკაცრაულ ხსენებაზე და თვით ჩემმა ცოლმაც ამოაძრო

460
ვიღაცას საგვერდული მახვილი და ის იყო მახარობლიძე უნდა მო-
ეკლა, მარა ჩემი ცოდვით სავსე ხალხი ეცა იმასაც ხელებში და და-
აკავეს, თორემ თავსაც ისახელებდა საწყალი და მეც მასახელებდა.
‒ ონი ონიანი სად იყო ამ დროს?
‒ ოი, ის უფრო დასწყევლოს ღმერთმა და შეაჩვენოს. იქ იყო ბაწ-
რით შეკრული.
‒ რათა?
‒ მოურავის სიკვდილის მონაწილეობა ბრალდებოდა აშკარად
და ეს საქმეებიც მისი მოწყობილი უნდა იყოს ყველა ფერი.
‒ მერე?
‒ მერე, ბატონო, ის და ცხრამეტი კაცი კიდევ სხვა თოკებ-ხუნდე-
ბით დაძაგრული მოურავის საფლავზე მიგვყავდა და იქ უნდა დაგვე-
ხოცა ყველა და რომ ღმერთს ექნა და ცოტა კიდევ დაგვცლოდა მეტი
არაფერი იყო საჭირო, დავხოცდით ყველას და ეს უბედურებაც აგ-
ვცდებოდა, მაგრამ დაგვასწრეს იმ ურჯულოებმა.
‒ უნდა ითქვას, რომ აქ არც ისე შემთხვევითი ამბები ყოფილა,
როგორც გვეგონა, ‒ თქვა ჩიჩუამ.
‒ეჭვს გარეშეა, ‒ დაუმატა აფაქიძემ.
‒ ჰო, ვნახოთ! ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია სინამდვილის გამორ-
კვევამდე, ‒ უპასუხა საშიშარი ქარიშხლით შეშფოთებულმა მო-
ავარმა და კვლავ სვინჩის მიმართა: ‒ ყიფიანების მამულს ვინ ეპატ-
რონება ახლა?
‒ ის მოღალატე ბიჭი, ბატონო, ბესიკი და დედამისი.
‒ ონი ონიანი სად ბრძანდება?
‒ რა ვიცი, მე ბესიკთან დავტოვე და...
‒ ონიანი მოხუცებული უნდა იყოს ახლა... სადა აქვს ამდენის თა-
ვი?
– არა, ბატონო! ორმოცდაათი წლის კაცი თუ იქნება, მეტი არა,
მაგრამ ისეა, როგორც მგელი.
‒ იცით, ვინ არის ეს თავხედი სვანი? ‒ მიუბრუნდა მთავარი დი-
დებულებს,‒ მაიზერ გელოვანს რომ განუშორებლად ახლდა აქ.
ჟღალ ჩოხას რომ იცვამდა ყოველთვის. კარგი მსროლელი და მეხ-

461
ლე იყო.
‒ აჰ! ის არის?! ის როგორ არ ვიცი. მე ისიც გამიგონია, რომ მა-
იზერის დიდი მოყვარული და ერთგული იყო.
‒ სვანო, ‒ მიუბრუნდა სვინჩის მთავარი, ‒ ბეჟანთან როგორი
განწყობილებით იყო ონიანი?
‒ კარგად, ბატონო. ბატონის ბრძანებას ისე არავინ არ ასრულებ-
და და ეს რა ვიცოდით, თუ გულში იუდა უჯდა იმ ოხერსა და მუდრეგს.
‒ ეს ყველაფერი სვანების ჭკუის ნაყოფია, თორემ ის სალაშქრო
მეთაურად და მეტოქედ კი არ უნდოდა ბეჟანს და სულ გაქრობა უნ-
დოდა მისი, მაგრამ თქვენს უჯიათ მოთხოვნილებას ვეღარ დააღწია
თავი და აი ახლა რა გამოვიდა?
‒ შენი ბრძანება ყველაფერი მართალია, მთავარო და მწყალო-
ბელო, მაგრამ ჩვენს უჭკუობას აწი რაღამ უნდა უშველოს!
‒ გადით, დანაყრდით და იმ თქვენს ახალ ბატონებს ჩვენ გავ-
სცემთ პასუხს, ‒ ბრძანა მთავარმა.
შიშითა და კრძალვით აბუზული სვანი და ლეჩხუმელი გარეთ გა-
ვიდნენ.

***
დეხვირის ციხის მეციხოვნემ და ლეჩხუმის შეთქმულთა ხელ-
მძღვანელმა ბააკა გორდეზიანმა მოხერხებულად ხმა გაავრცელა,
სვანეთი ლეჩხუმის თავდასხმას აპირებს იმ მოსარებით, რომ ლეჩ-
ხუმზე დადიანის განმტკიცებული ძალა-უფლება მოსპოსო. ხალხში
ამ ამბავმა ჩუმი კმაყოფილება და სიხარული ჩაღვენთა.
– კაცო, ამ სამარცხვინო გადასახადებს და ოდიშელების წარა-
მარა კარზე მოდგომას მაინც გადვურჩებოდეთ, თორემ კაცურ გადა-
სახადს გაუძლებს კაცი როგორმე. მამაჩემს არ ახსოვდა და პაპა-
ჩემს, რო კვერცხის და კვახის ბეგარა გვეხადოს. ეს დადიანს კი არა,
მის მეჯინიბეს არ ეკადრება, ‒ შესჩივოდა ერთმანეთს ორი ლეჩხუ-
მელი გლეხი.

462
‒ ეს სულ იმ მუცელმშიერი მოხელეების საქმეა, იცოდე, თორემ
დადიანი რავა იკადრებს ამას! ‒ უპასუხა მეორემ.
‒ იჰ, შე კაცო! მარტო მოხელეების საქმე რავა იქნება? ვერ ხე-
დავ, რომ აუარებელ კვახებსა და კვერცხებს გვათრევიებენ ცხენე-
ბითა და ხარებით! აქაო და დედოფალს. უყვარსო, მისი მუცელი გა-
ხეთქოს ღმერთმა.
‒ არ გახეთქა, თორემ ამდენ კვახსა და კვერცხს აქამდეც უნდა
გაეხეთქა. საქმე ისაა, ჩემო ივანე, რომ ვერც სხვა გადასახადებს გა-
ვუძლებთ, თუ ასე გასტანა. თუ ყურს მიგდებ, გეტყვი ჩემს საგადასა-
ხადო ვითარებას: სულ მაქვს ათი ქცევა სახნავ-სათესი მიწა და ორი
ქცევა მაღლარი ვენახის. შარშან, ღმერთის წინაშე, ქე მომივიდა
ოთხმოცი დორა ღვინო და ას გორომდე პური და სიმინდი. და რომ
იკითხო ჩვენს სოფელში, ყველა კაი მოსახლეს მეძახიან, მაგრამ რა
დარჩა აქედან ამ კაი მოსახლეს, ახლავე გეტყვი: ხუთი გორო გა-
დარჩეული ფქვილის პური, ორი საპალნე ღვინო; სამოცი კვერცხი,
ათი სანაქებო თეთრი კვახი ‒ სადადიანო გადასახადად წაიღეს.
ოთხი გორო სიმინდი, სამი ბათმანი ლობიო, ერთი წლის გასუქებუ-
ლი ბურვაკი და სამი დორა ღვინო მეციხოვნე კრებულისთვის საციხ-
ვრად წაიღეს. ორი ბათმანი სასეფისკვერე პური, ერთი დორა საზე-
დაშე ღვინო, ორი კათხა თაფლი და ერთი ქსანი თაფლის სანთელი
საეკლესიო კრებულისთვის წაიღეს და შენი მოძულებული მოვკვდე,
თუ ახლა ისე არ მქონდეს საქმე, რომ ახლობამდე მეყოფა თუ არა
მჭადი და ლობიო, ვიცოდე. ჰოდა, იმაზე მოგახსენებდი. სხვა რომ
არა იყო რა, თუ რამე ცვლილება მოხდა, ამ გადასახადებს მაინც
შეგვიმცირებენ და ესეც რომ არ იყოს, ბატონო, ადგილის ბატონს
რასაც მივსცემთ, ისევ ადგილზე მაინც იხარჯება და ცოტ-ცოტა ხელს
ყველა მევითბობთ და ახლა, ბატონო ამ ჩემს მოწეულ პურს ოდიშის
გობზე ტკიცინ-ტკიცინი გაუდის და მე პიტნა და ნიახური.
‒ მართალი ბრძანება სწორედ, მარა ამ გელოვანის ბარტყის გა-
მოჩენას რომ ამბობენ, გჯერა ვითამ?
‒ მე რავა არ მჯერა. ჩვენი გახა მახარობლიძე თან ახლავს თურ-
მე და დედამისი გურიელის ქალიც ცოცხალი ყოფილა და ამ აშკარა

463
სინამდვილეს სად წაუვალთ, შე კაცო. ყიფიანი იმ გელოვანს მოუკ-
ლავს თურმე.
‒ საკვირველი ამბავია სწორედ.
‒ თუ გახსოვს, ცხონებულმა ფაქამ იცოდა თქმა ‒ მაღლა ღმერ-
თი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსაო ‒ წუთისოფელს ეუბნე-
ბოდა ხოლმე... ისე მოხდა ეს ამბავიც სწორედ. კაცს ეგონა, მოის-
პნენ, მაგრამ ღვთის კალთა დაფარებული ჩიჩხვი მაინც დარჩენილა
სადღაც..
‒ დიდება ღვთის განგებას. ყველაფერს ვიფიქრებდი და ამას.
არა.
‒ ასეა, კაცი ბჭობს და ღმერთი სწონისო.
‒ ღმერთმა ისე მიუწონოს, როგორც მისი დედის გულს უნდო-
დეს. ის დღე მოგვესწროს, რომ ჩვენი გამწყვეტი და ტყავის გამძრო-
ბი აქედან თხებივით გაირეკოს. საწყალი მამაჩემი, მათ ომში რომ
არ მომკვდარიყო, კიდევ ჯეელად იქნებოდა.
‒ ჰმ! ჩემი ძმა კიდევ ცხონებული, ტოლი არ ჰყავდა ჩვენს სო-
ფელში.
‒ ღმერთო, შენს მადლს, თუ მაგათი აქედან წასვლა მოგვასწრო.
ღმერთო, შენ გაუმარჯვე იმ საწყალს ობოლს.
‒ გაუმარჯვებს იცოდე. რახან ღმერთი სანთელს არ ჩააქრობს, ის
სინათლესაც გამოსცემს.
‒ ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე უნდა გამოგიტყდე, ისე გამი-
ჭირდა, რომ ცოტა ხანს ამ ამბებს ვუცდი, თორემ სადღაც უნდა გადა-
ვიკარგო.
‒ გადაკარგვა რას გიშველის?
‒ იმე, შე დალოცვილო, რომ გაგიჭირდება კაცს, რას არ იზამ!
შენ რომ შენს გაჭირვებას მოყევი, ახლა ჩემიც მოისმინე: შენ კარ-
გად იცი, რომ წელებზე ფეხს ვიდგამთ და დღე და ღამე ვმუშაობთ,
მარა კი იცი, მიწამცირე კაცი ვარ და მაინც წელი ვერ წამოვიდგი და
მთელ სოფელში ყველაზე მცირემოსახლე მე ვარ. შარშან ოდიშში
მაგათი ღალის წაღებამ ცალი ხარი ისე გამილახა, რომ უდანოდ მო-
მიკვდა და დავრჩი ცალი ხარის ამარა. იმის მაგიერად, რომ მათი

464
სათრევით დაზარალებულისთვის ცოტა სარფა მოეცათ და გადა–
სახადი შეემცირებიათ, შარშანწინდელზე უფრო მეტი მარშან გადა-
მახდევინეს.
‒ რას ამბობ?!
‒ შენი სახის მადლმა. სამი საპალნე ღვინო მომივიდა და ერთი
მაგათ წაიღეს, თუთხმეტი გორო პური მომივიდა და სამი მაგათ წა-
იღეს, ორმოცი გორო სიმინდი მომივიდა და ათი მაგათ წაიღეს და
დანარჩენი, რამერუმე გადასახადებში, მეტი რომ ვერაფერი მონა-
ხეს, ერთი დეკეული მყავდა, ახსნეს და წაიყვანეს და დავრჩით მთე-
ლი ოჯახი ცივ ქვაზე. შენ კარგად იცი, ხუთი სული ვართ ოჯახში და
რამ უნდა გვარჩინოს! აგერ, ორი თვეა უკვე, რომ სიმინდის მარ-
ცვალს ჯამჯამა ვსესხულობ და გაჭირვებულად სულს ვიპურებთ.
‒ უკეთესს გეტყვი: ამ წლის გადასახადს კიდევ მეტად გვიდიდე-
ბენო.
‒ რას ამბობ, შე კაცო?!
‒ შენი სახის მადლმა, თვითონ მოურავი ლოლუას ნათქვამი
მითხრეს.
‒ არა, არა, შეუძლებელია ასე ცხოვრება, და ღმერთო, მოსახდე-
ნი დროით მოახდინე ბარემღაც, ამაზე უარესი მაინც ხომ აღარაფე-
რი იქნება.

***
მურის ციხის შესავალთან რაღაც აფორიაქებულ ხასიათზე მყო-
ფი ხალხი გროვდებოდა. როგორც გამოირკვა, ბააკა გორდეზიანის
მოხერხებით აქ იკრიბებოდა მთელი ლეჩხუმის ციხე-სიმაგრეთა მე-
თაურები, რომელთა თათბირს წინასწარი გეზი უნდა მიეცა სვანეთი-
დან მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად, ვიდრე დადიანის
ბრძანებას მიიღებდნენ. მაგრამ, გორდეზიანი და მისი თანამესაი-
დუმლე მეციხოვნენი გულში სულ სხვას ფიქრობდნენ და საქმეს
სხვაგვარად ჩარხავდნენ. თათბირი დაიწყო. მურის, ობელის და
ლეშკაშის მეციხოვნეებმა განაცხადეს, რადგან ჩვენ ვიმყოფებით

465
სვანეთიდან შემოსასვლელ კარებში, რითაც პირველი საშიშროე-
ბის წინაშე ჩვენი ციხესიმაგრესია, ამისათვის მცველთა და მებ-
რძოლთა გაძლიერებული რაზმები ამ ადგილებში უნდა ჩავაყენო-
თო.
ლაილაშის და ჭყვიშის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ‒ ჩვენც
იგივე საშიშარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან რაჭის ერის-
თავი გელოვანთა მოყვარე ნათესავია და შესაძლებელია, რაჭით
გზა მისცეს და სვანები აქედანაც შემოგვეჭრანო. ამიტომ საჭიროა
იმ მხარეთა გამაგრებასაც დიდი ყურადღება მიექცესო.
ხვამლის სიმაგრეთა მეთაურმა კახიძემ განაცხადა, თქვენ ყვე-
ლამ უწყით, რომ ქვედა ლეჩხუმის მტერთან პირველი შემხვედრი
მკერდი ხვამლია. მართალია, სვანეთი იმ მხარეს არ უდგება, მაგ-
რამ ჩვენ რა ვიცით რომ სვანეთს იმერეთშიც არა ჰყავს ვინმე ძლი-
ერი მოკეთე-მომშველებელი, რათა თავს დაგგესხას და საქმე გაგ-
ვიჭიროს, ამისათვის აუცილებლად მიმაჩნია იმ სიმაგრის გაძლიე-
რებით დაცვაო.
‒ ასე თუა, ბატონებო, ორპირი ზედა ლეჩხუმის ერთერთი შემო-
სასვლელი სიპ კლდეთა კარ-მიდამოა, ‒ დაიწყო ორპირის სიმაგ-
რეთა უფროსმა, ბარაქელა გორგასლიძემ, ‒ თუკი რაჭის და იმერე-
თის მხრით საფრთხე საფიქრალია, იმ შემთხვევაში საჭიროა ორპი-
რიც განსაკუთრებული ძალით იქნეს გამაგრებული, ვინაიდან ორ-
პირის ჩარბზე გაშენებულ უსახელოს მოსახლეობას მარტო არ შე-
უძლია იკისროს მისი ასეთ დროს დაცვა-გამაგრება.
ყველასგან წარმოთქმულ აზრთა მოსმენის შემდეგ ბააკა გორ-
დეზიანმა შემდეგი პასუხი თქვა:
‒ თქვენ ყველანი ისე ლაპარაკობთ, თითქო მთელი ძალაუფლე-
ბა და მოწინააღმდეგის დაპირისპირება ჩვენ ხელთ იყოს და ნამდვი-
ლად კი ჩვენი ვალდებულებაა უცადოთ დადიანის იმ პასუხს, რომე-
ლიც უნდა მოიტანოს ჩვენმა გაგზავნილმა კაცმა გუგავამ და, რა
თქმა უნდა, ამობრძანდება ალბათ ამისთვის წასული ლეჩხუმის მო-
ურავი ლოლუაც. და ჩვენ ამ დღევანდელ თავშეყრას და თათბირს
მხოლოდ ის მიზანი აქვს, რომ გადავწყვიტოთ ‒თუ გაწყრა ღმერთი

466
და დადიანის განკარგულებამდე თავს დაგვესხნენ, აი მაშინ რო-
გორ უნდა მოვიქცეთ, როგორ არ შევრცხვეთ არც მტერთან და არც
მოყვარესთან. თორემ ისეთი სამზადისი, როგორიცაა მოლაშქრეე-
ბის გამოწვევა, რაზმების გაძლიერება, ციხეთა გამაგრება და სხვა
ამგვარები, რა ჩვენი საქმეა! ამის უფლება არა გვაქვს ჩვენ, ვიდრე
არ გვიბრძანებენ. ვინ იცის, შეიძლება დადიანი არც აპირებს გელო-
ვანის წინააღმდეგობას და გვარეულთა მამულს უბრძოლველად
უთმობს. ეს ყველაფერი უნდა გავიგოთ, და გაგებამდე კი უნდა მო-
ვიცადოთ. და თუ ვინიცობაა ჩვენი თავისამარა დავრჩით, მაშინ
თქვენი თქმული და მოხსენებული მართალია, ყველამ თავთავის სა-
დარაჯოზე თავთავის მახლობელი სოფლები უნდა დავაყენოთ
გორდეზიანს კიდევ არ ჰქონდა თავის სათქმელი დამთავრებუ-
ლი, რომ ოდიშიდან დაბრუნებული, მოურავი. ლოლუა და გუგავა
შემოვიდენ.
დამხდურთა კრებული ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, ლოლუ-
ას პირით ხომ დადიანის ბრძანებას მოელოდნენ.
ხოლო ლოლუას ასეთი შეკრება საშიშარ, მდგომარეობად ეჩვე-
ნა და შემკრთალებულად შეეკითხა მათ:
‒ რისთვის შეკრებილხართ?
კრებამ შეკრების მიზანი, არსებული მდგომარეობის ხასიათი,
კრებაზე თქმული და ნააზრევი — ყოველივე გააცნო და მოახსენა.
ლოლუამ თქმულით და მოსმენილით ცოტა გული დაიმშვიდა,
წვერზე ხელი ჩამოისვა და დადიანისგან, დაკისრებული აზრი და
ბრძანება გადასცა შეკრებილთ.
‒ სვანეთის ასეთი თავხედური მოქმედებით ჩვენი დიდი მთავარი
ძალზე გაჯავრდა. ვერ წარმოუდგენია, თუ მასთან ყოველთვის მშვი-
დი და მორჩილი ლეჩხუმიც იმ ველურ სვანებს მიბაძავს. ამისათვის
თქვენდა საცნობად და ლეჩხუმელთა საუწყებლად დავალებული
მაქვს მოგახსენოთ, რომ მთავარს გადაწყვეტილი აქვს ლეჩხუმი
თავდამსხმელთაგან დაიცვას. მაგრამ ოდიშის სახელოვანი ლაშქა-
რი მხოლოდ მაშინ დაიძვრის მოსაშველებლათ, თუ ჩვენს მთავარს:
ჭეშმარიტი ცნობებით გაუწყებთ, მოწინააღმდეგე მართლა გელოვა-

467
ნია და არა სხვა ვინმე, ყალბი მეშფოთეო. ყალბ მეშფოთეს თვით
ლეჩხუმის ადგილობრივი ძალაც ეყოფა, რომ ცხვირი მიამტვრიოს.
ჩვენ ვფიქრობთ, ომი თუ მართლა დადიანთან უნდა, მაშინ ოდიშზე
თავდასხმას უნდა ამბობდეს, აქაური ცნობებით კი ამბობენ, ლეჩ-
ხუმს ემუქრებაო.
‒ იმე, ესეც ახირებულია, თქვენმა მზემ! ‒ წამოიძახა ლაილაშის
ციხის უფროსმა ლაშხმა. ‒ ლეჩხუმს ვინ რას გვერჩის! ნადავლზე
დავას ნადავლის უფალთან ამცხადებენ ხოლმე, თორემ თვით ნა-
დავლი რა შუაშია!
ლაშხის ნათქვამი ლოლუას გარეშე ყველას მოეწონა, რადგან
მათი ნაგრძნობის ამოლაპარაკება იყო. ხოლო ლოლუამ იგრძნო,
რომ ნათქვამში წინასწარ ზრახულ ხრიკს მიუხვდნენ და ლაპარაკის
ძაფი გაუწყდა, სიტყვებს ძებნა დაუწყო. მან კარგად იცოდა, რომ და-
დიანი ლეჩხუმის საპირადო გულშემატკივრობით ხმალს ქარქაში-
დან არ ამოიღებდა. ლოლუას გვერდული ნათქვამი და მიმადლებუ-
ლი წყალობა ყველას გულზე რეჩხად მოხვდა: თუ დადიანთან ეპი-
რება ომს, მაშინ ოდიშს დაემუქრებოდაო.
და ლოლუამ თავის შეკითხვა დადიანისთვის განსაკუთრებით
მაშფოთებელ მოვლენაზე გადაიტანა:
‒ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ის ვიღაც ბესიკი მართლა
გელოვანია?
‒ დარწმუნებული ვართ! ‒ ერთხმად მიაძახა ხალხმა.
‒ რა საბუთით? რა წყაროდან?
‒ იმ წყაროდან, ბატონო, რომ მისი ძიძის ქმარი და ჩვენი მეზო-
ბელი მახარობლიძე, რომელიც ყველას მკვდარი გვეგონა, ის არა
თუ ცოცხალი აღმოჩნდა, არამედ მთელი შეთქმულების ხელმძღვა-
ნელი და ყიფიანის მოურავის მკვლელი გახლავთ.
‒ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ის მახარობლიძე მართალს
ამბობს?
‒ დარწმუნებული ვართ, რომ ის ლეჩხუმს არ მოატტყუებს და აგ-
რეთვე მოგახსენებენ, ის ბესიკი მთლად მამის მსგავსება არისო.
‒ მეტი არაფერი?

468
‒ მეტი ის, რომ დედამისიც თანვე ჰყავსო
‒ რა იცით, რომ დედამისია? ნახეთ ვინმემ თქვენგანმა.
‒ არა, მაგრამ ამბობენ.
‒„ამბობენ“... რამდენ რას ამბობენ, მაგრამ ყველაფერი უნდა
ვირწმუნოთ?
‒ მაგასაც შემოერება, ბატონო. გავაგზავნოთ ისეთი კაცი, რომ
დედაც იცნოს, შვილიც და მახარობლიძეც, ‒ თქვა ერთმა.
‒ რომელი თქვენგანია ასეთი მცნობი?
ყველა გაჩუმდა. ლოლუას იამა. ეგონა, ხალხს სათქმელი მოვუ-
ჭერიო, მაგრამ უხერხული სიჩუმე ბააკა გორდეზიანის წამოლაპა-
რაკებამ დაარღვია.
‒ გურიელის ქალს და მახარობლიძეს მოხარშულს ვიცნობ. ისი-
ნი რომ დაიკარგენ, მე მაშინ ოცდახუთი წლის ვაჟკაცი სასახლეში
ვიყავი. მაგრამ შვილს კი ვერ ვიცნობ, თუ მამას არ ჰგავს და მამამი-
სის მსგავსს კი ჰაერში ლანდს ვიცნობ,
‒ მართლა ამბობ? ‒ შეეკითხა ლოლუა.
‒ მართლა, შენმა სიცოცხლემ.
‒ ძლიერ კარგი და პატიოსანი. ჩვენთვის ხომ აუცილებელი სა-
ჭიროა ვიცოდეთ, ‒ დაიწყო ლოლუამ, ‒ მოწინააღმდეგის პირდაპი-
რი აზრი. აუცილებელი საჭიროა ვიცოდეთ, რას ფიქრობს მართლა
ის კაცი. შეიძლება იმ კაცმა ყიფიანების დახოცით გაათავა ბრძოლა
და მაშინ ამას სხვაგვარი პასუხი უნდა. და თუ ლეჩხუმთან ჩხუბი და
სისხლის ღვრა უნდა, ამას კიდევ სხვაგვარი. ამისათვის საჭიროა
ავირჩიოთ ჩვენ შორის სამი გამოცდილი და საიმედო კაცი და გავ-
გზავნოთ ლაშხეთში იმ კაცთან მოსალაპარაკებლად. ჩემი აზრით,
ეს ფრიადი სისწრაფით უნდა მოხდეს, რადგან დიდად საჭიროა, რომ
ვიცოდეთ, თუ რა ხალხთან გვაქვს საქმე.
ამას ყველა დაეთანხმა.
‒ გორდეზიანო! შენ არ აგცდება ეგ ამბავი, რადგან ბატონსა და
ყმას ყველას ნაცნობხარ. ‒ ხუმრულად გასძახა გორდეზიანს ლო-
ლუამ.
‒ მართალია, ბატონო, მართალი! ‒ ერთხმად დაუმოწმა ყველამ

469
და ამით სურვილმიღწეულ გორდეზიანსაც გულზე მოეშვა.
გორდეზიანს ამ კრება-თათბირით ორი რამ ჰქონდა მხედველო-
ბაში. პირველი ის, რომ ომისათვის სამარაგო სახე ისე ჩამოეყალი-
ბებიათ, რომ იმ დროისათვის ყოფილიყოს გამოსადექი, თუ ლეჩ-
ხუმ-სვანეთს დადიანთან ბრძოლა მოუხდებოდა და ამიტომ იყო,
რომ გორდეზიანის მოხერხებით ეს კრება მეტწილად მის შეთქმულ-
თა პირებისაგან შედგებოდა, გეგმაც მათ სასარგებლოდ და დარაზ-
მულობა დადიანის საღალატოდ. მეორე ის, რომ მოეხერხებინათ
როგორმე ნალხის ნება-სურვილით დასაქმებული გორდეზიანი სვა-
ნეთში მოციქულად და მდგომარეობის გამოსარკვევად წარგზავნი
ლიყო და ამით საშუალება მისცემოდა, რომ უკანასკნელი სამოქმე-
დო სახე შმაგის, გახას და ონის თანაზიარობით შეემუშავებინა, რად-
გან საამისო საშუალება სხვაგვარად არ ხერხდებოდა იმ საშიშრო-
ებით, რომ სვანებთან კავშირი დადიანის მომხრეებს არ დაესაჯათ.
მდგომარეობას კიდევ უფრო ის ართულებდა, რომ ლეჩხუმსა და
სვანეთს შორის მიმოსვლა დადიანის მოხელეთაგან აკრძალული
იყო.
თენდებოდა, რომ მურიდან გამგზავრებული მოციქულები ბააკა
გორდეზიანი, ცაგერის მღვდელმთავრის საპატიო უხუცესი მღვდე-
ლი ონოფრე მდივანი და ჭყვიშის ციხისთავი ქარსელაძე აშარის
გზავიწროს სიფრთხილით მიუყვებოდნენ და თითოეული მათგანის
ღრმა რწმენით სახალხო კეთილდღეობის მოსაგვარებლად ლაშ-
ხეთში მიიჩქაროდენ.

***
ონი ონიანის საომარი განკარგულებით სვანეთის მიუვალი მთა-
ნი და კლდენი კიდევ მეტ შეუვალად გადაიქცა.
ლეჩხუმის და სამეგრელოს მოსაზღვრე მთის ძირები და მწვერ-
ვალები უკვე გაძლიერებული რაზმების მცველობით ჩაიკეტა და
სოფლებში ომის თაობირი და სამზადისი გაჩაღდა.
სამეგრელოდან დაბრუნებულმა სვინჩიმ დიდის წვალებით და

470
ხრიკებით დააღწია თავი საყარაულო ადგილებს და, როგორც იქნა,
შინ მშვიდობით მივიდა. სახლში ცოლმა სვანეთის ამბები დაახვედ-
რა.
‒ შენ რაც წადი, ათჯერ მაინც მოგაკითხეს იმ ცოდველიანი ბესი-
კის კაცებმა.
– რაო? რა გვინდაო?
‒ გაუგიათ, რომ დადიანთან ყოფილხარ.
‒ავავაიიი, ჩემი ცოდვა! ‒ წამოიყვირა თავზარდაცემულმა სვინ-
ჩიმ და ორივე ხელები შუბლზე შემოიკრა. ‒ დავღუპულვართ და ეს
არის!
‒ ჰოო, ასე მოგიხდება! რას მიდიოდი და რა შენი საქმე იყო და-
დიანებთან სიარული! წყეული იაშვილის ქალი ქვეყანაზე არ გვაყე-
ნებდა და ახლა რომ დასჭირდა, დადიანთან გაგაგზავნა. ეს იმიტომ,
რომ ჩვენი დაღუპვა სდომია, თორემ შენ გარდა კიდევ ახლდენ სვა-
ნები და ისინი გაეგზავნა, ანდა მისი რაჭველები, ‒ დააბჭო სვინჩი
ცოლმა.
‒ ეჰ, შე ქალო იაშვილის ქალი არაფერ შუაში იყო ამ საქმეში.
‒ აბა ვინ?
‒ვინ და საწყალმა დიგორხანმა შემიხმო მასთან და მენდო,
მთხოვა, შემევედრა, შენ მეტი ნათესავი და ერთგული მე აღარავინ
შემრჩაო და შენ უნდა იკისრო დადიანთან ჩემი წიგნის წაღებაო.
‒ შენ ნათესაობას აქამდე არ კადრულობდა და რომ გაუჭირდა,
ახლა დაიწყო ნათესაობა?
‒ ჰო, შე ქალო, ჰო! დამანებე ერთ წუთს ლაპარაკი და მერე რაც
გინდა, ის თქვი! მე იმან ამ საქმისთვის. იმისთანა საჩუქარი მომცა,
რომ მე კი არა, ბაღათურ გმირი რომ ცოცხალი იყოს, ის ვერ იტყოდა
იმაზე უარს.
ჰო, რაო? რა საჩუქარიო?
‒ რაო და ასწია და ერთი ქისა თეთრი მაჩუქა.
– მერე რა უყავი? სადა გაქვს?
‒ სადა მაქვს და ხონ-ქალაქში! სად მექნება! აგერ მაქ ჯიბეში.
ამას გარდა, კიდევ დადიანთან ბევრი საქმე გავაკეთე. მტრებისათ-

471
ვის სამტრო და მოყვარისთვის სამოყვრო. მერე კიდე წამოსვლისას
იმ კურთხეულს თავი შევაბრალე, მოვახსენე, ამხელა გზის ჩქარი
სვლით ცხენი დამიდგა, ვეღარ ივლის და საჩქაროდ სვანეთში შეს-
ვლა კი საქმისთვის ძაან საჭიროა-თქო. ასწია და ხომ ხედავ, რავარი
ზედაური მოვიყვანე, აი, ეს მაჩუქა. ჩემი ცხენიც ხელში შემრჩა და
ამისთანა ბედაური ვიშოვე. გზაში კიდევ კაი ნაბადი... ხომ ხედავ,
რავარია? ეს ჩემი სიმარჯვით ვიშოვე, შინ მშვიდობით მოვედი და მე-
ტი რა მექნა, რომ მახრჩობ!
‒ იმე, რავა გახრჩობ. ისე იხარე, რავარც ეს ყველაფერი კაი საქ-
მე იყოს, მაგრამ ამის მშვიდობიან მოხმარებას რომ არავინ დაგვაც-
ლის, ბეჩა, რა უნდა ვქნათ?
‒ არაფერია. მაგის წამალსაც მოვახერხებ. ცოტა საჭმელი მაჭა-
მე და ახლავე წავალ იმათთან და ისეთ ამბებს ვეტყვი, რომ მაინც
დამასაჩუქროს.
‒ იჰ, ბეჩა! მაგისთანას თუ რამეს მოახერხებ, მაგას რა აჯობებს,
მარა...
‒ მოვახერხებ, ნუ გეშინია. კაცის ეშმაკობას ბევრი მისახრელ-
მოსახრელი სახსრები აქვს. აჰა! ეს ქისა კაი ადგილზე შეინახე, არა-
ვინ გინახოს, ‒ გადასცა ცოლს სავსე ქისა.
გახარებული ფილდიქარი უცებ დატრიალდა და სვინჩის წინ სა-
დილის ტაბაკი დადგა. დამშეული, ნამგზავრი სვინჩი ნამდვილი მგე-
ლივით ილუკმებოდა, ხოლო ფილდიქარი დიგორხანის ნაჩუქარ ქი-
სას ხსნიდა და სიხარულით აღტაცებული კისკისობდა.

***
თეთნულდმა და ლახვიშგეზალმა დიდი სიყვარული დატოვეს უშ-
გულში და ამ სიყვარულს კვლავაც აღვივებდა და აღრმავებდა ბურ-
დუხანის ცოლი მარეხი, რომელიც დაქვრივებულმა ბურდუხანმა
ითხოვა. მარეხი მზიას განუყრელი გამდელი მზისახარი გახლდათ
და ბურდუხანს თუ ეცოლა, მხოლოდ მისთვის, რომ მისი ქალბატო-
ნის და პატარა შმაგისთვის მეტი მზრუნველობა გაეწია.

472
მზია და შმაგი მართალია მოსამსახურის სახელით იყვნენ ბურ-
დუხანისას, მაგრამ მზისახარის მოხერხებული მოქმედებით ისინი
მეტ ბატონურ პატივში იყვნენ, ვიდრე ოჯახის პატრონები. მარეხმა
ქმარი დააჯერა, რომ მზია მისი დისშვილი იყო და ისე სუსტი და
ავადმყოფი, რომ თუ ყანა-სათიბის მუშაობას დავაკისრებთ, აუცი-
ლებლად მოკვდებაო. ამიტომ ოჯახური მსუბუქი საქმეები ჰქონდა
დავალებული და უფრო მეტად ჭრა-კერვა და მატყლის სტვა. მასთან
მთელ სოფელს მიჰქონდა შესაკერავად ჩოხა-ახალუხი და კიდევ
სხვას თუკი რამეს იშოვნიდნენ. ხოლო ერთი ხნოვანების შმაგი და
გელახსანი საქონელს მწყემსავდნენ.
როდესაც უშგულელებმა მზიას და შმაგის მსხვერპლად შეწირვა
გადაწყვიტეს, მზიას და მის გამდელს ეს არ წყენიათ, რადგან ამით
სოფლის პატივიც ემატებოდათ და გაძევებითაც ვეღარ გააძევებ-
დნენ.
თუმცა ყიფიანმა შმაგი ლაშხეთში წამოიყვანა, მაგრამ ამით უშ-
გულელებმა მაინც არ გასწყვიტეს მასთან მისვლა და ნაცნობობა, და
განსაკუთრებით თანშეზრდილმა გელახსანმა, შმაგის ისევ შერქმე-
ულ სახელს ‒ გვიშგვა ლახვიშგეზალს უწოდებდნენ.
როდესაც შეთქმულებას საფუძველი უნდა ჩაყროდა, მაშინ ჯამ-
ბულათი უშგულში წავიდა, ბურდუხანი ინახულა მარეხის თანდას-
წრებით წლობით დამარხული საიდუმლოება სვანურ ფიცქვეშ გაან-
დო. შემდეგ ჯამბულათმა და ბურდუხანმა მთელი გადაღმა სვანეთი
შემოიარეს და თითო-ოროლა საიმედო გასანდობი ამხანაგი ყოველ
სოფელში გაიჩინეს, რომ ყიფიანების უდიერი ბატონობა მოეშორე-
ბიათ და ვინმე რიგიანი თავი და პატრონი გაეჩინათ.
იმის შემდეგ, რაც შეთქმულების იჭვით ბურდუხანის შვილი გე-
ლახსანი და მისი ამხანაგები ყიფიანებმა დაატყვევეს და საკირეში
ჩაწვას უპირებდნენ, გადაღმა სვანებს აეკრძალათ გადმოღმა სვა-
ნეთზე გზად გავლა და თუ ვინმე გაბედავდა და შეისწრებდნენ, აპა-
ტიმრებდნენ და ვიდრე ჭირისუფლები შეფასებული საქონლით არ
გამოისყიდნენ, მანამ დილეგებში ტყვეობით სტანჯავდნენ.ხოლო
საგადასახადო მარიობისთვე რომ მოაწევდა, ტაიბუხი, რანბალადი

473
და მოურავი ჯანხოთელი დიდი რაზმით წავიდოდნენ და ხალხს შე-
წერილ გადასახადს ხარებით, ცხენებით, ძროხებით და ცხვრებით
ახდევინებდნენ.
როდესაც ყიფიანები დახოცეს, მაშინ გახა მახარობლიძე კვლავ
უშგულის ხელმძღვანელ ბურდუხანს ეწვია და მომხდარი ამბავი
აუწყა.მეორე დღესვე გადაღმა სვანეთის სოფლებისკენ გასწიეს და
ეს ამბავი ყველას აუწყეს: შმაგი გელოვანის სიცოცხლე და მონაქმე-
დარი გამოამჟღავნეს და დადიანთან სამომავლო ომისთვის ხალხი
დარაზმეს.
საშურისძიებო სისხლის აღების მოწონებით შმაგიმ სვანებში დი-
დი სახელი დაიმსახურა და ამით აღტაცებული სვანები მისაშველებ-
ლად მზად იყვნენ. ლაშქრის წინამძღოლებად ბურდუხანი და ბადრი
რატიანი აირჩიეს. ხოლო გახა მახარობლიძე, მზისახარი და მისი გე-
რი გელახსანი შმაგი გელოვანისკენ გამოეშურნენ.
ცენის დაღმართს რომ ჩამოუდგნენ, გახა მახარობლიძეს ბევრი
რამ გაახსენდა თავის წარსულიდან და განსაკუთრებით კი ის, რაც
მათ წინ მდებარე ბილიკზე შეემთხვათ და მზისახარს შეეკითხა:
‒ მზისახარს თუ გახსოვს ეს ადგილი? აბა გაიხსენე, რა მოგვივი-
და აქ?
‒ რა ვიცი, შენი ჭირიმე! უგზო-უკვლო ბრმებივით მოგყავდით
ყველა და სად რამდენი ხიფათი გვხვდებოდა, ვინ მოსთვლის და გა-
იხსენებს იმას,
‒ რა იყო? მომიყევით, ‒ თხოვა დაინტერესებულმა გელახსანმა.
‒ აი, ჩვენ რომ ლეჩხუმიდან გამოპარულები მოვდიოდით, მაშინ-
დელი ამბავია.
‒ ოო, ძალიან მინდა ეს ამბავი დაწვრილებით ვიცოდე. რანაი-
რად მოხდა ეს ამბავი და რანაირად მოახერხეთ, ან როგორ გაბე-
დეთ!
‒ გაბედვით, რაკი ქალბატონმა გაბედა და გადაწყვიტა თავის
ქმრის ოჯახს და სოფელ-ქვეყანას გაყროდა, მე რაღა მეთქმოდა. ხა-
ტის წინ ფიცით მიბრძანა, რომ თუ მის გადაწყვეტილებაში არ მივეშ-
ველებოდი, შვილსაც დაგიკარგავთ და ა. თავსაც მოვიკლავო და მა-

474
გისთანა ღვთაება ქალის დაღუპვა ხუმრობასაქმე კი არ იყო, ეს ისე-
თი ქალი იყო, ჩემო შვილო, რომ მეფე და მთავარი ყველა თავრეტ-
დასხმული ბორგავდნენ. მაგის მოწონებით, მაგრამ უკაცრავად!
ვაგლახად ვერავინ შებედავდა,თვალი შეევლოთ.
‒ რა გადაწყვეტილება ჰქონდა?
‒ იქაურობის განშორება და განდგომა უცნობ და მიუვალ ად-
გილზე.
‒ რისთვის? რა მოხდა ასეთი?
‒ რისთვის და ქმარმა უდანაშაულოდ ცილისწამების მუნათი შეჰ-
კადრა და შვილის ჩამორთმევას უპირებდა და თვითონ დედ-მამას-
თან გაგზავნას. ასეთმა შეურაცხ-შელახულმა თავმოყვარეობამ და
დედის უმაღლესმა გრძნობამ გადააწყვეტინა მძიმე ჯვარი კისრად
ეღო, გრძნეული სულივით გაუხილავებულს შვილიც გაეტაცნა და
თვითონაც მოწყვეტოდა თავის მხარეს, ფუფუნებით ცხოვრებას და
შეკედლებოდა ისეთ მხარეს, სადაც თავის დღეში ნაცნობსა და თა-
ვისიანს ვერ იხილავდა. ეს ზრახვა მე და მზისახარს გაგვანდო, რი-
თაც დიდად ძნელგასაბედავი დავალების წინ დაგვაყენა. ორ ცეც-
ხლშუა ჩავვარდი, აღარ ვიცოდი, რა მექნა. დავმორჩილებოდი მის
ნება-სურვილს, მაშინ ხომ ჩემი ნებითვე უნდა გამოვთხოვებოდი
ოჯახს და მთელ ჩემს სოფელ-ქვეყანას. არადა, ისეთ აღშფოთებულ
ხასიათზე იყო, რომ ვატყობდი ‒ თავსაც იმეტებდა და შვილსაც,
შვილს, რომელიც ჩემს შვილებს მერჩია. გავამხელდი ჩემს ბატო-
ნებთან და ხომ იცით, დანდობილი საიდუმლოს გაცემა საუკუნოდ
კაცური კაცის სახურავ ქუდს შემისვრიდა, ვაჟკაცის ნამუსს დამისა-
მარებდა და ასეთ სიცოცხლეს ხომ ჩვენში სიცოცხლეს აღარ ვეძა-
ხით და ამას ისევ ვარჩიე, გამეწირა თავი, დავდგომოდი უკვალო და
უსინათლო გზა-ბილიკს და ან გადამერჩინა როგორმე ჩემი გაზრდი-
ლი და დედამისი ამ მდგომარეობიდან, ანდა ჩავმკვდარიყავი სადმე
ჩუმად, უსახლგვაროდ და ეს ჩემი ნამუსიანობა თუ უნამუსობა, ჭკუა
თუ უჭკუობა, დანდობილი ერთგულება. თუ ორგულობა — მხოლოდ
ჩემი სამარისთვის მეამბნა, ის გამეხადა ჩემი ნამოქმედარის გამ-
ბჭობად. ამრიგად რაღაცა ღვთის ჩაგონებით დავემორჩილე ქალბა-

475
ტონის ბრძანებას და ისეთ მიუფსკრულებულ სამყოფ ალაგად, რო-
გორც მას სურდა, უშგული ავირჩიე. ერთ ლუსკუმო ღამეს, ჩემო ბი-
ძია, დავიჩოქეთ სამთავემ ხატის წინ და ერთმანეთს და-ძმობა და
ერთმანეთის გატანა შევფიცეთ, ჩავსვი გოდორში ჩემი საყვარელი
გაზრდილი და უკან ქალბატონი და მზისახარი გამომყვენ. მადლობა
ღმერთს, რომ მოდიდებულ ლაჯანურს სამეტყველო ენა არ ჰქონდა,
თორემ ყველას გაგვცემდა. დავყარეთ მდინარის პირზე ზოგიერთი
ჩვენი ტანსაცმელი და აღარ მახსოვს, მგონი კიდევ რაღაც, რომ
ამით ჩვენი დაღრჩობა ეფიქრათ. ნამდვილად კი ლეხერით სვანე-
თის გზას გამოუდექით. ბევრი რამ გასაჭირი გადაგვხვდა გზაში, ჩე-
მო ბიძია. ადამიანის და ნადირის თანაბრად გვეშინოდა. ნადირი
შეგვჭამდა და ადამიანი გაგვცემდა, მაგრამ ყველაზე უარესი იყო, აი
ის ხიფათი, რაც ამ ალაგს შეგვემთხვა.
‒ რა იყო ასეთი, ისიც მითხარი?
‒ რა იყო და აქ რომ მოვაღწიეთ, საშინელი დაღლილები ვიყა-
ვით. მე უფრო მიჭირდა ჩემი გოდრით თუ ქალებს მათი ფუთებით,
აღარ იცოდა კაცმა.
‒ ჰოო, ახლა გამახსენდა, ‒ მიაძახა მზისახარმა, ‒ აქ იყო ის შეჩ-
ვენებული მგელი?
‒ აქ იყო სწორედ.
მზისახარმა ნაცნობ ადგილს თვალი გადაავლო და პირჯვარი გა-
დაიწერა:
‒ დაილოცა შენი ადგილობა, ისე მშვიდობით რომ გადაგვარჩი-
ნე და გაგვისტუმრე.
‒ მერე, მერე, ბიძაჩემო?
‒ მერედა, აქ რომ მოვედით, იმ კორტოხზე აგერ რომ არის, ჩა-
მოვდგი გოდორი, ჩვენც ჩავიმუხლეთ, შევისვენეთ და ერთი კვირის
გამხმარ პურს ხვრა დავუწყეთ, ბავშვს კი გოდორში ეძინა. უცებ იმ
ბუჩქებიდან შეჩვენებული კურდღელი გამოშპა, გადაევლო ამ გო-
დორს თავზე და თვითონ დამფრთხალი სადღაც წაშავდა, მაგრამ ამ
გოდორმა ირეკლა თავი, დაუსხლტა ფსკერი და აი აქ, ამ ციცაბო
დაღმართში კოტრიალ-კოტრიალით წავიდა დაბლა.შეიქმნა ქალებ-

476
ის წივილ-კივილი: გახა, გვიშველე, გახა, გვიშველეო... მიმოვიხედე
და ხომ ხედავ, ფეხის მოსადგამი არსად აქვს. ისევ ვიფიქრე, მოსა-
რები მხარე მოუნახო და ვათვალიერებ კლდის აგებულებას, რომ
შევხედე, კლდის ძირში ჩაგორებულ გოდორს უშველებელი მგელი
თავს დაადგა. ახლა კი მეტად და საშინლად გავმწარდი და უცებ მო-
ვისაზრე, რომ მეც იმ გოდორივით დავგორდე და თუ ცოცხალმა ჩა-
ვაწიე, ვნახოთ, შეშინდება მგელი და გაიქცევა, თუ ხელდახელ ომი
დაგვირჩება. მივედი უცებ იმ ადგილას, სადაც გოდორი იდგა. დავ-
წექი და წავედი წისქვილის ქვასავით ტრიალ-ტრიალით და ჯიქურ
გოდორთან და მგელთან დავარდი. ამ ამბავმა მგელი დააფროთხო
და ისე გაიქცა, რომ ალბათ იმ ადგილზე თავის დღეში აღარ გაივლი-
და, მაგრამ ახლა ამოსვლა არ გინდა? მე სახე დაფხრეწილი, თავგა-
ტეხილი სისხლში ვარ მოსვრილი, მაგრამ ეს კი არაფერია, მე ის მა-
წუხებს: რა გზით ავიყვანო ბავშვი გზამდე. ხომ ხედავ, რანაირი შე-
უვალი სიპია. ისევე ამოვყვირე და ვანიშნე ამათ, ქვევიდან რომ უკან
გაბრუნებულიყვნენ და მეც იმ ღელე-ღელე გავყვებოდი დავაკებას
და იქნებ სადმე ალალბედზე შეგვეყარა თავი. მართლაც ასე მოხდა.
იმ სერს რომ ბოლო მოვუარე, ამოვიხედე ზევით და დაღმართში ესე-
ნი მოდიოდნენ. როგორც იქნა შევიყარეთ თავი ერთად, გამოვუდე-
ქით ისევ ამ ბილიკს და ის იყო შუაღამე იქნებოდა, რომ თქვენს სოფ-
ლამდე მოვაწიეთ.
‒ ბავშვს ხომ არაფერი დაუშავდა?
‒ ბავშვს ახლაც აჩნია ბეჭის თავზე მგლის ნაკბენი დაღი, მაგრამ
ამას ვინღა ჩიოდა.
‒ რას ამბობ! მგლის ნაკბენია ის დაღი?
‒ კი.ხომ შეგიმჩნევია?
‒ როგორ არა.
‒ ჰო, იმ დღის დაღია ის. გოდორს დიდი თავშლით ჰქონდა თავი
მოკრული და იმას რომ კბილებით აგლეჯდა, ალბათ, მაშინ მოხვდა
საწყალს კბილი და ბევრიც იტირა და იჭყივლა, მარა რაღაც ბედად,
ჭრილობის უებარი წამალი მრავალძარღვა ბალახი ვნახეთ, მოვ-
სრისეთ, დავადექით ნაკბენ ადგილზე და სამ დღეში მოურჩა.

477
‒ ჰოო, იმ თავშალმა გადაარჩინა ის მაშინ, თორემ შენ ვეღარც
ჩაუსწრებდი დაუმტვრეველს და დაუგლეჯელს. კლდისგანაც იმან
უშველა და მგლისგანაც. მაგრად იყო გადაკრული და ისე უცებ ვერც
კლდემ შემოაცალა და ვერც მგელმა, ‒ თქვა მოგონებით ცრემლებ-
მორეულმა მზისახარმა.
‒ მართალია. იმ თავშალმა დიდი სიკეთე გვიყო.
‒ ეჰ, ნეტავი სახლში გაგეხსენებია ეს ამბავი და ეს ადგილი: ერთ
ჩხირ წმიდა სანთელს მაინც წამოვიღებდი და აქაურობას დაუნთებ-
დი, რომ ჩემი შმაგი კლდისა და მგლის წერა არ გახდა.
‒ შე დალოცვილო, გახა რომ არ ყოფილიყო, ვერც კლდეს გადა-
ურჩებოდა და ვერც მგელს და აწი გახას დაუნთოთ სანთელი, უკე-
თესი არ არის! ‒ იხუმრა გელახსანმა.
‒ მერე, მერე, ბიძაჩემო? რომ მოდით ჩვენს სოფელში, რა ჰქე-
ნით? ვისთან მიდით?
‒ ვისთან და ვისიც სახლი უფრო გვეახლოვა. ეს იყო ზურაბშეერ
გერგი, მარა ნამეტანი ღარიბი იყო საწყალი. მის სახლში ცხვირის
შეყოფა არ შეეძლო კაცს. ხუთიოდ დამხრობა ქვის ხოხოლაში ერ-
თად ცხოვრობდნენ. ერთი უღელი ხარი, ორი ცხვარი, ერთი ღორი
და ხუთი სული ადამიანი ისე იყვნენ ერთმანეთზე მიხორხვილი, რომ
კერია ძლივსღა გაემართათ. საქონლის ორთქლი და გამხმარი ნა-
კელის კვამლი ისე აბოლებულიყო ერთმანეთში, რომ გეგონებოდა,
საცაა სახლი აფეთქდებაო. ამისთვის რომ თავი დაგვეღწია, ვირჩი-
ეთ კარაპანში მოვთავსებულიყავით. ორი კვერი ქერის პური მოგ-
ვცეს, მარა ძნელი გასარჩევი იყო, უკაცრაული პასუხია, ხარის ნეხვი
იყო და ძაღლის კურკლი, მაგრამ რადგან თბილი იყო, ჩვენ მაინც
ტკბილად გიახელით. გათენდა დილა თუ არა, შეიქნა სოფლელების
მისვლა-მოსვლა და ისე გაკვირვებულად გვათვალიერებდნენ და
გვკილავდნენ, როგორც უცხო ქვეყნიდან მოსულ ფრინველებს თუ
ნადირებს. ცხადი იყო, რომ ქალებიც და ბავშვებიც ყველას ძალიან
მოეწონათ. სწორედ ორი წლის იყო მაშინ შმაგი და შენც იმოდენა
დაგვხვდი, პაწაწინა ობოლი. დედაშენი ‒ ცხონებული ახალი გარ-
დაცვლილი იყო. ეს ჩვენგან დაფეთებული ხალხი მათ უფროს კაცთ-

478
ან ‒ მამაშენთან გაქცეულა და უთქვამს, ასეთი უცხო ხალხი ჯერ უშ.
გულს არ სტუმრებიაო. ბურდუხანმა მასთან დაგვიბარა და წავედით.
ძალიან კარგად მიგვიღო და გამოგვკითხა: ვინ ხართ, რა ქვეყნის და
სად მიემგზავრებითო. ჩვენ სათქმელი პა-სუხი ასე გვქონდა გამოკ-
ვეთილი: ჩვენ ვართ იამანეთის ქვეყნიდანმეთქი.
‒ სადაა ეს ქვეყანა? – შეეკითხა გელახსანი.
‒ სადაა და ეძიე შენ! რა ვიცი, სადაა.
გვლახსანი ნათქვამს მიხვდა და ბევრი იცინა.
‒ ჩვენმა ავმა ბატონმა ჩვენი თავი თათრებს მიყიდა-მეთქი და
თათრებთან წასვლას ვარჩიეთ აქ გამოვპარულიყავით და თქვენი
ჭირი და ლხინი გაგვეყო-მეთქი.
– თქვენ რა ხართ ერთმანეთის? ‒ შეგვეკითხა მამაშენი,
– ეს ქალი და არის ჩემი-თქო, მზისახარზე ვუთხარი და ეს მეორე
ქალი ჩვენი დისწულია და ეს ბავშვი ამის შვილი-მეთქი.
‒ ვინ არის თქვენი ბატონი? — შეგვეკითხა კიდევ.
‒ იამანეთის ქვეყნის ატონ-პატრონი სერესკელი-თქო.
‒ ჰოო, ‒ შეიფერა მამაშენმა, ‒ სერესკელი- მეც გამიგონია. სა-
ით არის ეს ქვეყანა?
‒თეთრ ზღვასა და შავ ზღვას შუა, ‒ ვუპასუხე მე.
‒ ჰოო, აბა ვერ მოგვაგნებს, კაი შორს ყოფილა, მადლობა
ღმერთს. ‒ თქვა ბურდუხანმა და ჩვენი სანახაობის. თვის შეგრო-
ვილ ხალხს შეეკითხა: ‒ რავა ფიქრობთ ახლა? რა მოუხერხოთ ამ
ხალხს?
‒ ჩვენ რა უნდა ვიფიქროთ. ჩვენი სიღარიბის ამბავი შენც კარ-
გად იცი. ჩვენთვის არა გვაქვს საჭმელი და სარჩენი, რისი იმედით
უნდა მივიმატოთ! ‒ უპასუხა ხალხმა და ჩვენმა გულმაც უიმედობის
კანკალი დაიწყო.
‒ აბა ასე მოქცევაც არ შეიძლება. კარზე მიმდგარს ნადირსაც არ
გააგდებს ნამუსიანი კაცი, არამც თუ ამ სიშორიდან ჩვენ იმედადწა-
მოსულ ხალხს, ‒ უთხრა მამაშენმა და ჩვენც ღვთის საპყრებივით
შევსცქეროდით მის იმედიან სიტყვას,‒ თუ იზამ სიკეთეს, ამ სირ-
ცხვილიდან გამოგვიხსნი და შენ შეიკედლებ, კაი იქნება და ჩვენ არ-

479
აფერი არ შეგვიძლიაო, ‒ დაუმატა ხალხმა, თავის ნათქვამს.
ნამუსიანში ბურდუნახმაც ბევრი აღარ იფიქრა, ხალხს თანხმობა
განუცხადა და ჩვენ კი სახლში შეგვიძღვა და გვითხრა:
‒ ჩემი სახლი შრომის, სახლია. ყველამ ვიშრომოთ და რაც გვექ-
ნება, არ მოგაკლდებათო.
‒ ჩვენც შრომის ხალხი ვართ, ‒ ვუპასუხე მე, ‒ ვიშრომებთ და
თავს არ შეგაძულებ-თქო, ‒ ასე უბრალოდ და ალალბედურად მოხ-
და ჩვენი უშგულელებთან შესახლკარება, ჩემო გელახსან.
‒ ეჰ, კარგი ამბავი იყო სწორედ. ‒ თქვა ნასიამოვნებმა გელახ-
სანმა, მაგრამ წარსულის მოგონებით გატაცებული გახა აღარ
სცხრებოდა და კვლავ სათქმელს განაგრძობდა:
– კიდევ უკეთესი ის მოხდა, ჩემო ნაფიცო ძმისშვილო, რომ ეს
სასიკეთო ქალი მამაშენმა ცოლად მთხოვა, ოჯახი გაგიმშვენიერათ
და ჩემი ქალბატონის და გაზრდილის საიდუმლო ნავთსაყუდელიც
მით გაამაგრა.
‒ ჰოო, ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ამ საქმის. ჯერ ერთი ის,
რომ მამიჩემის ოჯახი მთელ უშგულში ყველაზე უკეთესად აქციეს და
მეორეც ის, რომ მაგისთან ერთად მეც წერა-კითხვა მასწავლეს და
ათასი რამე გაზრდილობა. ოჯახი თავიდან ბოლომდე გაგვიპატიოს-
ნეს.
‒ ასე, ჩემო შვილო! მამაშენი ჭკვიანი კაცია და ყველაფერი ხე-
ირითა და დოვლათით გამოსდის.
‒ შენ რატომ მიატოვე უშგული, ბიძაჩემო?
‒ იმიტომ, შვილო, რომ უშგულში ვისთვისაც ვიყავი, ის აღარ და-
აყენეს იქ და მე რაღა მინდოდა.
‒ მანამდე ხომ სულ უშგულში იყავი?
– მხოლოდ მუშაობის ალოზე. ზამთრობით კი გადაღმა სვანეთში
დავხეტიალობდი ვითარცა მთხოვარა და ნაძალადევი ხუმრობით
ვართობდი და ვეცნობოდი ხალხს. მერმე, ჩემი გაზრდილი რომ იმ
მხეცმა კაცმა წიწილასავით მოიტაცა, მეც ნახევარი წლის შემდეგ
ლაშხეთში გადმოვხეტიალდი და დღემდე აქ ვმათხოვრობდი და
ვლაზღანდარობდი. ჩემს ქალბა ტონს და გაზრდილს კრუხი ქათამი-

480
ვით თავს დავტრიალებდი და ყოველი გათენება და დაღამება ჩემს
კისერზე უდიდეს სიმძიმეს სტოვებდა, მაგრამ იმედი მაინც ვერ წა-
მიქცია.
‒ ბეჟანმა რომ მმაგი წამოიყვანა, შენ სად იყავი მაშინ, აღარ მახ-
სოვს!
‒ გადაღმა სვანეთში. ერთი თვის უკან რომ დავბრუნდი, ეს ამბა-
ვი დამხვდა.
‒ რას იზამდი, მაშინ აქ რომ ყოფილიყავ? შენც შემოევლებოდი
ბეჟანს თავზე და წაჰყვებოდი?
‒ არა. რატომ?
‒ არ ივარგებდა, ასე ყველა ერთმანეთზე აკიდებული შეიძლება
ვინმეს დავესაზრეთ.
‒ ეს კაი ამბავი მომასმენინე, მაგრამ ერთი ეს გამაგებიე, შენი
ჭირიმე: ეს საკვირველი ამბავი რომ ასე არ მომხდარიყო, ხომ ჩემ-
ტოლა კაცად უნდა დარჩენილიყო უშგულში ასეთი დიდი კაცის შვი-
ლი?
‒ რა თქმა უნდა.
‒ ჰოდა, მერე ხომ დაღუპული იქნებოდა?
‒ ჰო, ასე ვთქვათ.
‒ ძალიან მიკვირს, რატომ ქნა ქალბატონისთანა ჭკუიანმა ქალ-
მა ეს!
‒ დიდ ადამიანებს დიდი თავმოყვარეობა აქვთ, ჩემო შვილო!
‒ რა თავმოყვარეობაა ეს, რომ ბატონის შვილი ყმად და მწყემ-
სად გახადო.
‒ ის ჩემო ბიძია, რომ ნამუსშენახული მწყემსი უნამუსო ბატონს
სჯობია.
‒ მე კი მგონია, შმაგი თუკი ოდესმე გაიგებდა ამ ამბავს, დედას
ძალიან საყვედურს ეტყოდა.
‒ ლეჩაქშერცხვენილ აუგიან დედას კიდევ მეტ საყვედურს ეტყო-
და, მაგრამ სინათლის შუქი გზას არ კარგავს, ხომ ხედავ, ცამ ღრუბ-
ლები გადიყარა და მზე ისევ მზედ გამოჩნდა.

481
***
სვინჩი რომ კარგად დანაყრდა, ადგა, ჩოხის კალთები აი-აპიწა
და შმაგისკენ გასწია.
ცოლმა გააფრთხილა: ‒ სიტყვა-პასუხი ფრთხილად დახარჯე და
დიდხანს ნუ დაიგვიანებ, თორემ ჯავრი გადამრევს.
‒ შენ რა გიჭირს. თუ მომკლეს, ქონებას ბევრს გიტოვებ, იხარჯე
და იცხოვრე.
‒ რამ გადაგრია! რათ უნდა მოგკლან?
‒ რა ვიცი, შენ ასე მაშინებ და...
‒ არაფერსაც არ გაშინებ. ჯერ არც არავინ მოუკლავთ და არც
არავინ დაუტყვევებიათ და რაღა შენზე ასწევენ ცოდვილიან ხელს.
‒ რაც ღმერთს უნდა, ის იქნება, თუ ცუდი უნდათ, აქაც მომაგნე-
ბენ. მაგათთანა ყაჩაღებს სად უნდა დავემალო. მხოლოდ ფიცს კი
გაძლევ, ღმერთო ძლიერო, რომ თუ ამგზობით მშვიდობით გადა-
მარჩენ, ამიერიდან არაფერი საშოვნელისთვის მაცთურობა აღარ
ჩავიდინო, ‒ ხელაპყრობით თქვა სვინჩიმ და წავიდა.
‒ ფრთხილად, იცოდე, ფრთხილად.
‒ ვიცი, ვიცი, ჩემო ფილდიქარ. საქმეს ავხედ-დავხედავ და რო-
გორც მდგომარეობა მიჩვენებს, ისე ვიტყვი და ვასიამოვნებ იმ ჩემი
ცოდვით სავსეებს.
საღამოს შებინდება იყო, რომ სვინჩი ჯერ კიდევ ყიფიანთა ლან-
დებით მოცულ სასახლეში მივიდა და იმ დარბაზში შეიყვანეს, სადაც
შმაგი, მზია, ონი და ოთხი თანამოაზრე სვანი დამჯდარიყვნენ და
საქმეზე თათბირობდნენ.
‒ ჰოო, მშვიდობა შენს მოსვლას სვანეთის აზნაურო! ‒ მიეხუმრა
შმაგი.
‒ მშვიდობა არ მოგიშალოს ჩემმა სალოცავმა, ‒ უპასუხა სვინ-
ჩიმ მოსაწყლებული ხმით.
‒ შენი სალოცავი ახლა დადიანია, მგონი, და კარგია, თუ მშვი-
დობას არ მოგვიშლის, ‒ გადაჰკრა ხუმრობით შმაგიმ.
‒ ჰოი, დასწყევლოს ჩემმა სალოცავმა და ამოაგდოს მისმა სა-
ლოცავმა, მე მისი მადლიერი არ ვიყო.

482
‒ რატომ, შე კაცო! ვერ დაგასაჩუქრა, ალბათ, ყიფიანებივით?
‒ უჰ, შენი ჭირიმე, ან ყიფიანები რას მასაჩუქრებდნენ, ჩემი დღე
და წუთისოფელი მათ სამსახურს გადავყევი, იმათ დაეკურთხა კატე-
ბი!
ყველამ სიცილი ატეხა, რაც სვინჩის დიდად იამა.
‒ ტყუილია თუ, ასეა, შენი რისხვა არ მომეცეს.
‒ არა, შენ ეს გვითხარი, რა გაწყენია დადიანმა სვანეთის სახე-
ლოვან აზნაურს?
‒ ჩემი წყენა არაფერია, მარა, თუ შენი თავი კარგად გვეყოლა,
მის წყენასაც მაჩვენებს ღმერთი.
‒ ჰოო, ეკლის გლეჯა სხვისი ხელით გინდა?
‒ სხვა კი არ ხარ და ჩვენი ხარ აწი, შენი ჭირიმე. რაკი ღმერთმა
შენი თავი თავად და პატრონად მოგვივლინა, აწი ისე მოგვიხმარე
ყველა, რავარც შენთვის აჯობოს. სირცხვილს არ გაჭმევთ.
‒ ოდიშს გაუგულდიდებიხარ, გეტყობა, ’ წაეხუმრა ონი.
‒ მათი ამპარტავანი ენა ვის არ გააგულდიდებს. ვაი ჩემი ცოდვა,
რომ იარაღი არაფერი მქონდა, თორემ თავსაც გავწირავდი, ჩემს
გულდიდობასაც ვაჩვენებდი დადიანს. მაგრამ უიარაღო კაცი რას
ვიზამდი!
‒აჰაა! უყურეთ სვინჩის, რა გავაჟკაცებულა, ‒ გადიხარხარა
ონიმ.
‒ რა გაწყენია, კაცო, ასეთი? ‒ ჰკითხა შმაგიმ.
‒ მეტს რას მაწყენიებდა აყვირდა, ავაივაგლახდა და მითხრა:
წადი და ის თქვენი ვიღაცა ნაბიჭვარა ბესიკია, იმას უთხარი, ლეშკა-
შის ციხეს წიხლი არ მიკრაო. ამაზე მეტს რას მაწყენინებდა?
ნათქვამმა წუთიერი უსიამოვნო სიჩუმე დაამყარა.
‒ ვნახოთ! ‒ ყრუდ ჩაილაპარაკა შმაგიმ და სათაკილო ნათქვამი
დადიანისა შანთივით ჩაეჭდო თავში.
‒ ჩვენ არ დაგვიჩემებია და ტყვილა რათ გვაქეზებს? ‒დაუმატა
ონიმ.
‒ გვაქეზებს კი არა, ისე გვემუქრება, რომ მისი მოსმენა კაცს
აღარ შეუძლია. ისე ამოვსწყვეტ ლეჩხუმ-სვანეთსო, რომ ერთ ბავშ-

483
ვსაც არ დავტოვებო, ‒ განაგრძო სვინჩიმ.
‒ რაც ამოსწყვიტა, ჯერ იმის პასუხი აგოს და ახალი საშიშროე-
ბით ვეღარავის შეაშინებს ის არაწმიდა, ‒ თქვა ნაწყენმა. მზიამ და
ვინჩის მიმართა: ‒ ის ბოროტი, ალბათ, ჩვენი სიცოცხლის გაგონე-
ბამ სასიკვდილოდ დაკოდა და სასიკვდილოდ დაკოდილები საში-
შარნი აღარ არიან. რაც უნდა, ის თქვას. ჩვენ არავისი არ გვეშინია.
შიში ჩვენი ნაცნობი აღარ არის. მას ეშინოდეს მხოლოდ, ვისიც წარ-
სული საშიშროების შავი ლანდებითაა გარემოცული.
‒ კიდეც ეშინია, თქვენი რისხვა არ მომეცეს. მისი ყვირილი და
გადარევა სულ შიშის იყო, აბა, გულადობის კი არა.
‒ შენ რისთვის იყავი დადიანთან... მე დამასმინე თუ შშაგი? – შე-
ეკითხა ონი.
‒ ეჰ, თქვენი ჭირიმე! ნუ მეხუმრებით მაგისთანა ხუმრობით, —
ვინ გეხუმრება?
‒ აბა, სად მაქვს, თქვენი დასმენის ქინჩი. დაგასმევდით კი არა
და ისე მოვუყევი იმ სულწაწყმედილების ცოდვილიანი ამბები, რომ
ყველამ გაკვირვებით თვალები დაპრაწა, არაფერი აღარ დავმალე.
მოვახსენე, ღალატის შეწამებისთვის რომ გელახსანი და მისი ამხა-
ნაგები დაიჭირა და საკირეში ჩაწვას უპირებდა და იმათ ნაცვლად
რომ მათი ყარაულები ჩაწვეს. გაბიანს რომ ერთი სიტყვისთვის ჭო-
ბოსნით ყბები ჩამოაღლიტეს, შანთით ხალხის გასამართლება, გა-
დასახადებით დარბევა და გაძვალტყავება, ონის და მისი ამხანაგე-
ბის საფლავზე დახოცვის განაჩენი, რაც დიდებულმა ჩვენმა მთავა-
რანგელოზმა ვერ შეასრულებინა. ესენი ყველაფერი ისე ჩამოვთვა-
ლე, როგორც კაი ზღაპარი და ათასი კიდევ სხვა.
‒ მერე რა თქვეს? ‒ შეეკითხა ონი.
‒ ბევრმა გაიკვირვა და ბევრმა მოიწონა. დადიანმა კი ასე თქვა,
ეს ყველაფერი სვანების მხეცობის ბრალიაო, თორემ ონიანს ბეჟანი
სიკვდილით დასჯას უპირებდა, მაგრამ თქვენ რომ თავი გამოიდე-
ვით და ათასნაირი პირობის წიგნი ჩამოართვით, ისიც იძულებული
გახდა, დაეთმო ხალხის სურვილისათვის და ბოლოს ასეთი სიკე-
თით გადაუხადეთო. ამას გარდა, ძველი სისხლიც მართებია ონის.

484
‒ თუ ასეა, ძველი ანგარიშების დროც ეს არის დადგა და გავ-
სწორდეთ-თქო, უთხარი, ჩემო სვინჩი. შესული კაცი ხარ ახლა მას-
თან და შეიძლება კიდევ შეგხვდეს წასვლა.
‒ ოი, ისე წასულა წაღმა ჩემი იქ გამგზავნი, მე აწი ოდიშისკენ ფე-
ხი გადავდგა.
‒ ვინ იყო შენი გამგზავნი?
‒ ვინ და ის შეჩვენებული დიგორხანი. რაღაც წიგნი გამატანა.
‒ რაო, რა მისწერა?
‒ იმისი რა ვიცი, რა ეწერა დავხიე და ხონ-ქალაქში ცეცხლში
ჩავწვი.
‒ აბა რაღასთვის მიდიოდი?
‒ იმისთვის, რომ ჩვენთვის რაც სჯობდა, ისეთი ამბავი მიმეტანა
დადიანისთვის.
‒ მერე რითი გადარიე ისე მთავარი?
‒ მე კი არ გადავრიე და ჩემს ჩასვლამდე ლეჩხუმიდან ჩასულიყ-
ვნენ მოხელეები და მათი ნათქვამით გაბრაზებული დამხვდა.
სვინჩის ყალბი და მლიქვნელი ლაპარაკით გაბეზრებულმა მზი-
ამ საუბარი სხვაზე გადაიტანა.
‒ ქალბატონები ხომ კარგად მიიყვანე იაშვილისას?
‒ კარგად, ბატონო, მაგრამ იმ ტარტაროზმა დიგორხანმა შეგ-
ვჭამა: შენი წყევლა-კრულვის მეტი პირიდან არაფერი ამოსდიოდა.
‒ აბა, სალოცავი ჩვენ არაფერი გვიქნია მათთვის და მეტს რას
იტყოდნენ საბრალონი.
სვინჩი შეცბა.
‒ იაშვილის ქალის ბავშვმა პატარა ზაალმა ხომ კარგად იმგზავ-
რა? ხომ არ შეწუხდა გზაში?
‒ არა, ბატონო. ყველაზე უფრო მარჯვედ ის იყო.
‒ მადლობა ღმერთს.
მზიას ასეთმა გულმტკივნეულობამ სვინჩი გააკვირვა. "თუ ასე
გებრალებოდათ, რაღაზე გასწყვიტეთო“, ‒ გაიფიქრა გულში, მაგ-
რამ მერმე ასე გადაჭრა: ეტყობა სინანულს გრძნობს, რომ ასეთი
უსამართლობა ჩაიდინესო. და რომ კიდევ მეტი გულის ტკივილი

485
გამოეწვია, ქალბატონს ცრუ სიტყვებით მიუფარისევლა:
‒ შენი ძალიან მადლობელი იყვნენ, ქალბატონო, და არც მათ
წყევლაში გირევდნენ საწყალობლები.
მაგრამ აქაც არ გასჭრა სვინჩის მოსაზრებამ.
‒ ჩემი შვილის მაწყევარი ჩემი მაწყევარია, მაგრამ მე ეს არ მაკ-
ვირვებს, ჩემო სვინჩი. მათ უბედურების. სიღრმეს ჩემი თვალები ძი-
რამდე ჩაჰყურებს, მაგრამ ჩემი შმაგის საგვარეულო უბედურების
სიღრმე რომ უფრო შორს მიდის ამას ვერაფერი ბეჟანები და ტაიბუ-
ხები ვერ ამოავსებენ და ვქნათ. რა ვქნათ, რომ მემკვიდრეში შურის-
ძიების სისხლი არ ისვენებს და როდესაც ჩემი შვილის სისხლის დუ-
ღილს მათგან წამებული ხალხის აღშფოთებაც ემატებოდა, პასუხიც
ასეთ საზარლობამდე მივიდა. და ამას გრძნობდა მხოლოდ საბრა-
ლო იაშვილის ქალი და ბევრჯერაც გაბედა მართალმთქმელობა:
ამდენი საშინელების ჩადენა როდესაც იქნება ჩვენც საშინელებით
დაგვსეტყვავსო. მაგრამ ვინ უჯერებდა საბრალოს. პირიქით, წამე-
ბის ჯვარზე აკრავდნენ ხოლმე ტანჯულთა სიბრალულისთვის.
‒ მართალია, ბატონო! მეც ბევრჯერ გამიგონია მისგან ასეთი
სიტყვები, ‒ დაუმოწმა ონიმ, ‒ და სწორედ მისი წყალობით იყო,
რომ მთელი ჯალაბი ისე მშვიდობიანად გავისტუმრეთ, თორემ მისი
საზიზღარი დედამთილი რისიც ღირსი იყო, კი ვიცოდით, უმცროსი
რძლები ხომ არც წყალი იყვნენ და არც ღვინო, ვერც ავს იგებდნენ
და ვერც კარგს, რასაც მათი ქმარ-მამამთილი იმოქმედებდნენ, ყვე-
ლაფერი კარგი და პატიოსანი ეგონათ.
– სწორედ მართალი ბრძანება შენი ბრძანება. ‒ ემოწმებოდა
სვინჩი ყველას, რომ ამით მათი გული და ყურადღება მოეგო.
მსახურმა კარი შემოაღო და მოახსენა: ლეჩხუმიდან გამოგზავ-
ნილი მოციქულები მოვიდნენ ბააკა გორდეზიანის მონაწილეობი-
თო.
ბააკა გორდეზიანის სახელის გაგონება საკმაო იყო შმაგისა და
ონისთვის, რომ სტუმრებს აღტაცებული იმედიანობით კარებში მი-
გებებოდნენ.
‒ მობრძანდით, ბატონებო, მობრძანდით, მაგრამ თქვენისთანა

486
საპატიონი სამტროდ მობრძანებულხართ თუ სამოყვროდ ეს კი
აღარ ვიცით,‒ ვითომ ორჭოფული სიტყვა შეახვედრა შშაგიმ.
‒ ჩვენ გეახელით მხოლოდ მტერმოყვრობის გამოსარკვევად,
ბატონიშვილო. ‒ პასუხი გასცა გორდეზიანმა და თვალი ისე ჩაუკრა,
რომ აგრძნობინა, საჭიროა ფრთხილი და თავდაჭერილი ლაპარა-
კიო მამა ონოფრესთან.
გორდეზიანმა სვინჩი შეამჩნია, გულზე რეჩხად მოხვდა და და-
ურიდებლად თქვა:
‒ ამ ფლიდ სვანს რა უნდა აქ!
სვინჩი შეძრწუნდა, დაიბნა და უკან-უკან ხევით უსიტყვოდ და
უპასუხოდ გარეთ გავიდა.
‒ მეც ასე ვთქვი, რომ მაგ არც ერთი მხრისთვის დასანდობი არ
არის, მაგრამ ამან არ დამიჯერა, ‒ შმაგიზე თქვა ონიმ.
‒ იჰ! რას ამბობთ რა შეუძლია საწყალს იმის მეტი, რომ მაგის
სიტყვას არც მტერი იჯერებს და არც მოყვარე. .
– ბატონო, დადიანი კი ძაან დაუჯერებია და.
‒ დიახ, დიახ, ყოვლად უკეთური და მყრალი ენა აქვს, თურმე,
შვილო. ‒ თქვა მამა ონოფრემ.
‒ დადიანმა თუ მაგისთანეებს დაუჯერა, ბევრსაც მოიგებს,‒ დამ-
ცინავი ღიმილით თქვა შმაგიმ.
‒ ღმერთმა ბევრი მისცეს მაგისთანა მთქმელი და მრჩეველი, ‒
წაილაპარაკა მზიამ და სტუმრები დასასხდომად მიიწვია.
ბაკამ მოხერხებულად შეძლო, რომ ის და ონი გაწცალკევებულ
კუთხეში დამსხდარიყვნენ და სათქმელი გადაეცა:
‒ ონი! მე თუ შმაგი დღემდე მინახავს, მღვდელთან არ დაგცდეს,
ან თუ ლეჩხუმთან რაიმე კავშირი გაქვთ. შმაგიმ მხოლოდ ისა
თქვას, რომ ლეჩხუმი რადგან ჩემი სამამაპაპო მამულია, თავს ვეს-
ხმით მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი საკუთარი მამული დადიანისგან
დავიბრუნო-თქო. ეს იმ მოსაზრებით მინდა ვქნათ, რომ დადიანს
ლეჩხუმის იმედი არ დავუკარგოთ და თუ იარაღით შეგვებრძოლება,
სწორედ ამ დროს უნდა უღალატოს ზურგიდან ლეჩხუმმა, წინიდან
სვანეთი დაჰკრავს.

487
‒კარგი აზრია, ‒ მოუწონა ონიმ, ‒ ქარსელაძე ხომ ჩვეანი კა-
ცია?
‒ ჩვენია. ყოვლად სანდო და საიმედო კაცი,
ონი წამოდგა, შმაგი გარეთ გაიხმო, ბააკას ნათქვამი გადასცა
და შემობრუნდნენ თუ არა, საქმეზე ლაპარაკიც გაიხსნა.
‒ მამაო! პირველი თქმის უფლება და პატივი შენია,‒ მიმართა
გორდეზიანმა ონოფრე მღვდელს.
მღვდელი წამოდგა, პირჯვარი გამოისახა და დაიწყო:
‒ სამებაო და ერთარსებაო, სამას სამოცდახუთო წმიდაო გიორ-
გი, თქვენ შემოგვედრებთ, რათა კუთხეულ ჰყოთ თქმული ჩვენი კაც-
თა შორის მშვიდობისათვის და ააშორეთ ომის ცეცხლსა და მახ-
ვილს დიდებულნი და მდაბიონი, რჩეულნი და გლახაკნი.
ონოფრეს ლოცვა-კურთხევას ყველა ფეხზე წამოუდგა. პირჯვარი
გადიწერეს და სათქმელს ჩაუსხდნენ.
‒ რაოდენ სასიხარულოა, შვილო, ყველა ქრისტიანეთათვის შე-
ნი გვარის ფესვის აღდგენა, იმოდენად უნდა ვეცადოთ, შეწევნითა
ღვთისათა, რომ ეს მოულოდნელი მოვლენა ყველასათვის მშვიდო-
ბიანად ჩატარდეს, — დაიწყო მღვდელმა, ასეთთა მოვლენათა წი-
ნაშე ბოროტთა ენანი ამეტყველდებიან ხოლმე ეშმაკთა შთაგონე-
ბით, რათა აღიღოს ძმამან ძმასზე მახვილი და სოფელსა ამას მოუვ-
ლინონ ჯოჯოხეთებანი სატანისა და სამოელისა. ამიტომ ჩვენ — წა-
მოგზავნილ სარწმუნოთა კაცთა გვევალება დიდის მთავრისა და-
დიანისა ბრძანებითა, რათა ვცნოთ ზრახვანი შენი მისდამი მიმარ-
თული და ამით ნათელყოფილ იქმნეს თქვენ შორის დადებული გზა-
ნი ცხოვრებისანი, ვიეთთაგანვე ეკალ-ნარითა მოსარგავად განმზა-
დებული. მეჩვიდმეტე საუკუნისა წლებსა შიგან ვდგევართ, რაც კა-
ცობრიული გონება ჩვენი დიდი მოძღვრის მაცხოვარის ღვთაებ-
რიობის სიტყვის გულის ხმამყოფელნი ვართ, რომლის უდიდესი
სიტყვაა: არა, აღიღოს ძმამან ძმასა ზედან მახვილიო და მე მრწამს,
ჩემო სულიერო შვილებო, რომ ამ სიტყვას თქვენ დაიცავთ ქრისტეს
მიმართ უმაღლესი რწმენითა და სასოებითა და მთავარსა და თქვენ
შორის აღადგენთ მშვიდობიანობის სფეროსა! ‒დაასრულა მამა ონ-

488
ოფრემ თავის სიტყვა.
‒ ჩვენი სათქმელიც ეს არის, ‒ დაენაცვლა ქარსელაძე, ‒ და-
დიანისა ბრძანების ძალით მოურავმა ლოლუამ წარმოგვაგზავნა
თქვენთან, რომ გამოვარკვიოთ, თუ რას ფიქრობთ დადიანის მი-
მართ?
‒ დადიანს ცნობა აქვს თურმე მიღებული, გელოვანი ლეჩხუმს
თავდასხმას უპირებს და ამით დადიანს ომს უცხადებსო, და სწორედ
ამის სინამდვილე უნდათ გაიგონ პატიოსანი მოპირდაპირისგან, ‒
განაცხადა გორდეზიანმა.
‒ დადიანთან ომი მე ჯერ არ მიფიქრია იმდენად, რამდენადაც
ჩვენ შორის სადაო საკითხი გარკვეული მგონია. ჩემი საგვარეულო
მამულის ერთიღა მემკვიდრე მე ვშთენილვარ და დრო არის, დადი-
ანმა მასზე დაუფლებული ხელი აიღოს და თუ არა, მაშინ რაღა თქმა
უნდა, დავას ფარი და ხმალი გადაწყვეტს. მე მეტი სათქმელი არაფე-
რი მაქვს. ‒ უპასუხა შმაგიმ და ფართო ბეჭები შეარხია.
მოციქულებმა იგრძნეს, პასუხის ძარღვი თუ რაოდენ ურყევი, უც-
ვლელი, გაბედული და გამოკვეთილი იყო და გაიფიქრეს, რომ ნათ-
ქვამისთვის შემოსარები ეპოვათ და პასუხი ეყოთ. შესავალი კარი
ისევ მამა ონოფრემ მონახა.
‒ ჩემო სულიერო შვილო! ‒ მიმართა მზიას, შენ, როგორც დე-
დას ამ ძვირფასი და ღირსეული შვილისას და ქალს, როგორც მშვი-
დობიანობის მოყვარულს, ვალად გადევს, იმოქმედო შვილზე და
მოსალოდნელი შფოთი და აღრეულობა მშვიდობიანობით შეცვა-
ლო და როგორც ქრისტიანებმა ყოველგვარი შურისძიების ცეცხლი
დავთრგუნოთ.
მზიას ფერფლგადაფარებულ თვალებში ანთებულმა ნაპერ-
წკლებმა მზის სხივებივით გაიელვა, ამდენი ხნის მონის და მოახლის
აფარებული ნიღაბი რაღაც გრძნეულებამ ჩამოხსნა და სახემ ამაყი
იერი მიიღო.
‒ შენ რასაც ბრძანებ, ეს შენი მოვალეობაა, როგორც სულიერი
მამის და ქრისტეს ოლარის მატარებლის, ‒ დაიწყო მზიამ, ‒ მაგრამ
ჩემი მოვალეობა შენს შეხედულებას გასცილდა და ჩემთა სავალა-

489
ლოდ სულ შორი-შორს ვდგავართ. ადამიანთა ვერაგობამ თვით
ქრისტეს ღვთიური მოთმინებაც უილაჯო გახადა და სათნოების მქა-
დაგებელს შოლტები მოაქნევია; ღვთის პირით სიყვარულის მღაღა-
დებელს წყევლა-კრულვა ათქმევინა და ნუ გაგიკვირდება, თუ ჩვე-
ნებრ მიწიერმა ცოდვილებმა მტერს პასუხი მოვთხოვოთ. ისეთ
მტერს, რომელმაც სრულიად უდანაშაულო გვარეულობა მოსპო.
და ვითარცა ავაზაკნი აღგავა დედამიწიდან, და თვით კი ვითარცა
ნადირი ტყისანი ხალხთა ზედა თარეშობს. მე მრწამს, რომ ეგეოდენ
მწვალებელთა და გარეწართა მიმართ აღება მახვილისა ღვთის მი-
ერ შეგვენდობის და მე ჯოჯოხეთის წამებით გამოზრდილ შვილს ვა-
ლად ვდებ, იმ ბოროტების მამამთავარს პასუხი აგებინოს, ანდა ჩემს
შვილობაზე ხელი აიღოს. ამით მე ჩემი სათქმელი გავათავე და უბ-
რალო მრავალმეტყველება საქმეს არ შესცვლის.
მოციქულები დუმდნენ. მამა ონოფრემ იგრძნო, რომ მდგომა-
რეობის ზღუდეს ვეღარ სწვდებოდა და ცუდ ხასიათზე დადგა.
ონის გორდეზიანმა თვალით ანიშნა, რომ მასაც ეთქვა რამე და
ის იყო ონოფრემაც მიმართა და თხოვა:
‒ ონი! შენ დაგვეხმარე, შვილო. შენებრ ერთგულს და უფლება-
მოსილ კაცს უეჭველად ბევრი რამ გეკითხვის ამ სახლში და თქვი
რამ სათქმელი კეთილი და გულისხმიერი.
– ჩემი სათქმელი მხოლოდ ის არის, რომ ბევრი წელია, რაც ჩემს
საყვარელ მაიზერზე ჩაცმული აი ეს ძაძები ტანს მიმძიმებს და სულს
მიხუთავს და ამ ძაძებს მხოლოდ მაშინ დავყრი და განვიძარცვავ,
ოდეს მის მაგიერ შურს ვიძიებ, ‒ რკინის სიმაგრით უპასუხა ონიმ.
ეს სიტყვები მამა ონოფრეს გულზე მოხვდა.
‒ გახა, ჩემო სულიერო შვილო, ‒ მიმართა უშგულიდან დაბრუ-
ნებულ გახას, ‒ ეს რა ეშმაკეული ზრახვანი დაუფლებია ეგეოდენ
შვენიერებითა აღვსილ ხალხს! ვიტიროთ, ვივალალოთ ჩვენ უბად-
რუკებმა, რათა სასწაულმან ზეცისამან განკურნოს პყრობილნი
სტომაქნი ეშმაკთაგან ცთუნებული. თეთრწვერა გახამ ორჭოფუ-
ლად გაიღიმა და უპასუხა:
‒ ჩვენ საკმაო მანძილი გავიარეთ ტირილითა და ვალალით, მა-

490
მაო, და აწ კი ფრიად მომწიფებული დრო დადგა, რომ ყოვლად უპა-
ტიო სნო მტერმა იტიროს და ივალალოს.
მამა ონოფრე ფრიად შემაძრწუნებელმა მწუხარებამ მოიცვა,
თხელი თეთრი წვერი საცოდავად უქიცქიცებდა და ნერვიულად
იმეორებდა:
‒ფუი, ეშმაკს! განვედი ჩვენგან, სატანავ!
‒ შმაგი! ჩემო ციხე-ქალაქის შვილო! ჩემო დაუძლეველი მწუხა-
რების ფესვო! ‒ წამოდგა ფეხზე ონი და მიმართა. შმაგის, ‒ მე ჩემი
კაცური ნამუსი და მეგობრული პირი ჯერ მაიზერთან არ შემისრუ-
ლებია და აქამდე ეს მაწვალებდა... ახლა კი, შენც ხედავ, დრომ და
გარემოებამ კარი გაგვიღო და ცით გადმონაძახები საგვარეულოთა
სული „წორის“ ასაღებ კარიბჭეზე მიგვიწოდებს და ვინც ამ კარიბჭე-
ზე გადაგეღობოს, ასწიე და მახვილი გულში ჩაეცი! არ შეგაშინოს
არაფერმა, ‒ დაასრულა ონიმ თუ არა, შმაგი გადაკოცნა.
აცრემლიანებულმა მზიამაც თავი ვეღარ შეიკავა, შვილი გულში
ჩაიკრა და უთხრა:
‒ მამიშენის სისხლი და დედიშენის ცრემლები შენი მშველელი
ჩირაღდანი იყოს, შვილო!
‒ ახლა თქვენ შეგიძლიათ, ‒ მიმართა გახამ მოციქულებს, ‒ და-
დიანს ამცნოთ, რომ თუ სალეჩხუმო მადა პირიდან არ გამოგიღია,
ომის მახვილი მოლესილია-თქო, მორჩა და გათავდა!
ამ ამბით გაწბილებულ ონოფრე მოძღვარს გახას ნათქვამი ვგო-
ნებ აღარც კი გაუგონია.
დაღლილი ონოფრე მღვდელი სვანურმა არაყმა ისე მიბანგა და
მიაგდო, რომ დადიან-გელოვანის ომი მის გულზეც რომ მომხდარი-
ყო, ვერაფერს გაიგებდა. ამით შმაგის და მის თანამოაზრეებს საშუა-
ლება მიეცათ კარჩაკეტილ ციხეში ჩამჯდარიყვნენ და იქ ომის წეს-
რიგი საბოლოოდ ჩამოეყალიბებიათ.
– ჯერ მოვისმინოთ გადაღმა სვანეთისას გახა რას გვეტყვის, და
მერმე აქეთ დაუყვეთ, ‒ განაცხადა მზიამ, რომელიც თათბირის
ხელმძღვანელ დედად აირჩიეს.
‒ მე არაფერი საეჭვო და საჭოჭმანო უკან არ დამიტოვებია, ბატ-

491
ონებო. მთელი ხალხი საომარი სამზადისით უკვე მზად არის და რა
წამს აქედან ონი ონიანის ცნობა ბადრი რატიანს და ბურდუხანს მი-
უვათ, იმწამსვე ლაშქრის ერთი ნაწილი აქეთ წამოვა და მეორე იქეთ
საოდიშო საზღვარზე დადგება.
‒ ახლა გადმოღმა სვანეთის მაგიერი სიტყვა ონიმ გვითხრას, ‒
კვლავ განაცხადა მზიამ.
‒ გადმოღმა სვანეთი, თქვენც კარგად იცით, რომ ყველაზე მე-
ტად საიმედოა. გადმოღმა სვანეთმა გასცა ასეთი ამბოხების ხმა
იქეთ-აქეთ და იგულისხმება, რომ ამ შემთხვევაშიც იპირველებს, ‒
განაცხადა ონიმ.
‒ მაშ, ახლა საწყაული ლეჩხუმით უნდა შეივსოს. რას გვეტყვით
დადიანისგან სისხლში გაბანილ ლეჩხუმისას? ‒ მიმართა მზიამ
ლეჩხუმელებს. ბააკამ გაიღიმა და თქვა:
‒ თუმცა ონი ბრძანებს, რომ მისი სათაოსნო სვანეთი იპირვე-
ლებსო, მაგრამ ვეჭვობ, რომ ამ საქმეში პირველობა ლეჩხუმმა სვა-
ნეთს დაუთმოს. რამდენათაც ამ შემთხვევაში ლეჩხუმი სხვაზე მე-
ტად მკერდდასისხლიანებულია, იმდენად თავშეუკავებელი სურვი-
ლი აქვს დასისხლიანებელი დაასისხლიანოს. დანარჩენს ჩემი
ძმადნაფიცი – მამუკა ქარსელაძე მოგახსენებთ.
‒ ჩვენ მთელი ლეჩხუმის ციხე-სიმაგრეთა გუშაგნი და მეთაურნი
საიდუმლო ფიცით ვართ ბააკა გორდეზიანთან შეთანხმებულნი და
როდესაც საჭირონი ვიქნებით, მასთან დავირაზმებით. აგრეთვე
ხალხისგან დიდი ხანია საერთო სიტყვა და დიდი თანაგრძნობა მი-
ღებულია. ამგვარად, ლეჩხუმი საიმედო ფარ-ხმლად გვიგულე, ბა-
ტონიშვილო.
‒ ახლა მხარეთა და სიმაგრეთა დანაწილება გამოვკვეთოთ. რო-
მელი ნაწილი რომელი მიმართულებით იმოქმედებს და ამ ნაწი-
ლებს ვინ უხელმძღვანელებს, უწინამძღვრებს.
ყველა დუმდა. ეტყობოდათ პირველი აზრის გამოთქმას ერთი-
მეორეს სთავაზობდნენ.
– ონი, ადგილმდებარეობის გაგება და სამეთაურო ხალხის ცნო-
ბა შენ მეტი გაქვს და თქვი შენი აზრი,‒მიმართა კახა მახარობლი

492
ძემ.
‒ დიახ, რომ მეც ასე ვფიქრობდი, ‒ დაუმატა გორდეზიანმა.
‒ თუმცა ეს აზრი და წესრიგის სახე ერთი და ორი დღის აწონ-და-
წონილი არა მაქვს, მაგრამ ჩემს ნათქვამში თუ რამე ცთომილი და-
ინახოთ, თქვენი ვალია, პირუთვნელად მამხილოთ და გამისწო-
როთ, ‒ დაიწყო თავმდაბლობით ონიმ, ‒ ჩვენ ვიცით, რომ ლეჩხუმ-
ში ისეა მოწყობილი საქმე, რომ ჩვენს იქ ჩასვლას ადგილობრივნი
სიჩუმით შეხვდებიან. ამიტომ ჩვენ უნდა დავაჩქაროთ, ვიდრე და-
დიანის ლაშქარი ლეჩხუმს დაეპატრონებოდეს, ჩვენ უნდა დავას-
წროთ, თორემ უამისოდ, რა თქმა უნდა, საქმე გაგვიძნელდება. ჩვენ
ვიცით, რომ დადიანი ამ საქმეს უბრძოლველად არ დათმობს და ამ
შემთხვევისთვის ადგილ-სიმაგრეებისთვის მზად უნდა იქნეს შემდე-
გი საიმედონი. პირველი: ჭყვიშ-ლაილაშის სიმაგრეთათვის გოგინა
ლაშხი და ეს ჩვენი მამუკა ქარსელაძე. მეორე: ორბელ-ლეშკაშის
ციხეთათვის ბერიკა ბახსოლიანი და დათიკა გოგებაშვილი. ამ ცი-
ხეებს თვით შმაგი უნდა დაეუფლოს. მესამე: ხვამლის კლდეკარის
სიმაგრისთვის ბებურა ჯოხიძე, მეოთხე: ორპირის კარების გუშაგთა
მეთაურად ბარაქელა გორგასლიძე. მეხუთე: ქულბაქის სიმაგრი-
სათვის მაზნია თვარაძე და ზალიკა გასვიანი. მეექვსე: ლუხვანო-ზა-
რაგულასთვის ქრისტესა და გოგი საღინაძეები. მეშვიდე: სარეწკე-
ლას შემოსასვლელ ყელში ლენტეხელები გეგი ლიპარტელიანის
მეთაურობით. მერვე: დეხვირის ციხე-სიმაგრისათვის ბააკა გორდე-
ზიანი. მეცხრე: ხოლო მთავარი სიმაგრე მურ-ცაგერისა... აქ უცბად
მზიამ ხელი ასწია და მომხსენებელი შეაჩერა:
‒ მურ-ცაგერის ციხე-სიმაგრეს მე ვერავის დავუთმობ. მაგ სიმაგ-
რეში მე და ჩემი ბურდუხანი და გახა უნდა ჩავდგეთ. ყველას გან-
ცვიფრების ფერმა გადაურბინა.
‒ ქალბატონო, ‒ მიმართა ონიმ. ‒ ყველაზე ძნელი და საშიშარი
ადგილი აირჩიე. პირველი და მთავარი საიერიშო ადგილი ეგ არის,
მცველნი და მეთაურნი, გარდა სამი კაცისა, სულ ოდიშლები არიან.
‒ სწორედ, რომ მეც მისთვის ავირჩიე. დადიანისთვის პირველი
ლახვარი ჩემი შეხვედრა უნდა იქნეს. მაშინ მიხვდება, ვიღაც ნაბიჭ-

493
ვართან აქვს საქმე, თუ ჩემს შვილთან.
ონიმ თავაზიანად გაიღიმა და მოახსენა:
‒ არჩეულში შემეცილე, მაგრამ პირველობა შენ გეკუთვნის და
დამითმია, ჩვენო საკვირველო ქალბატონო!
‒ შენ კი, ჩემო ონი, იქ უნდა იქნე განუყრელად, სადაც ჩემი შმა-
გი.
‒ იყოს ბრძანება შენი... ამ ხელმძღვანელებმა დიდი სიფრთხი-
ლით უნდა შეამარაგონ სალაშქრო რაზმებად თავთავის ადგილ-სი-
მაგრის მახლობელი მცხოვრებნი, რადგან თავისი კერიის ახლოს
უფრო გამწარებულად იბრძვის კაცი. სვანეთის ლაშქარი მურ-ცა-
გერში და ორბელ-ლეშკაშში თექვსმეტ მარიამობის თვეს უნდა ჩა-
მოვიდეს. და ალბათ მცირე გაბრძოლების შემდეგ მეციხოვნენი მათ
ადგილს დაგვითმობენ. თუმცა, მოურავი ლოლუა იქ ბრძანდება,
მაგრამ ყველაზე ჩქარა ალბათ ის გაიქცევა და ციხეში სვანთა გუშა-
გებითა და მებრძოლებით ჩვენი ქალბატონი ჩადგება, ამავე დღეს
შმაგი და მე ლაშქრის მეორე ნაწილით ორბელ-ლეშკაშის ციხეებს
ლეხერის გზით ვესტუმრებით. იქ იმედი გვაქვს დამხდურთა ნება-
ყოფლობით უბრძოლველად ჩავდგებით. ამ წუთიდან უნდა ეცნო-
ბოს, რა თქმა უნდა, დადიანს, სვანთა უამრავი ლაშქრით მურ-ცაგე-
რის ციხე-სიმაგრენი დაიპყრო მზია გურიელის ქალმა და ორბელ-
ლეშკაში მისმა შვილმა შმაგი გელოვანმა-თქო და სწორედ მისი სა-
კადრისი საამო მისართმევიც ეს იქნება. ამ ცნობის შემდეგ უეჭვო
საქმეა, რომ წამოილაშქრებს და უნდა ვეცადოთ, რომ სარეწკელამ-
დე უწინააღმდეგოდ მოვიდნენ და იქ კი ზურგიდან ჩამცემი მარაგი
ჩასაფრებული უნდა გვეყოლოს, ხოლო ცაგერიდან სვანები დაებ-
რდღვნებიან და მრწამს, საქმე იმით გათავდება, რომ ლეჩხუმის სა-
ხელს დადიანი თავის დღეში აღარ ახსენებს. ხოლოდ საშიში ის
არის, რომ ხვამლის მთით არ შემოგვეპარონ და ამიტომ იქეთური
სიმაგრენი. დიდად უნდა იქნენ დაცულნი. ყველა ეს განზრახვა მით
ხდება ადვილმოსაწყობად, რომ ლოლუას თვალში ისე გამოჩნდება,
ვითომ დადიანის საკეთილდღეოდ ვამაგრებთ და როდესაც საჭირო
დღე დაგვიდგება, მაშინ კი ჩვენი იქნება.‒ეს გახლდათ ჩემი მოსახ-

494
სენებელი და თუ სწორი მოსაზრებულობა დავაკელი, ის თქვენ უნდა
შეასწოროთ.
– ჩემი აზრით, მთელი ამ მოხსენებულის განწესრიგება მოსაწო-
ნია, ‒ თქვა შმაგიმ და ყველანი ერთხმად დაეთანხმენ. მხოლოდ გა-
ხამ დაამატა:
‒ მთელ ლაშქარს ფიცი უნდა მივაღებინოთ, რომ არც ერთი ფინ-
ჩხა ხალხის სარჩო-საბადებელი არ იქნეს მათგან ხელშეხებული,
თორემ თარეშით და ძარცვა-რბევით ხალხის მდგომარეობასაც გა-
ვაფუჭებთ და თავსაც შეგაძულებთ.
‒ რა თქმა უნდა! მაგისთვის ფიცთან ერთად სასჯელსაც განვაწე-
სებთ, – უპასუხა ონიმ, ‒ მაშ ასე, ხვალ დილით ბურდუხანთან მისი
შვილი გელახსანი გაბრუნდება, ჩვენს ცნობებს გადასცემს და იქე-
დან საჩქაროდ აცნობებენ ბადრი რატიანს, რომ ჩვენთან უნდა იქნენ
ცამეტ მარიამობის თვეს. თოთხმეტს აქ შეისვენებენ, თუთხმეტს აქე-
დან გავალთ და თექვსმეტს ან ჩვიდმეტს პირველ გასათამაშებელ
თავდასხმებს მოვახდენთ. დრო საკმაო გვაქვს. დღეს პირველი მა-
რიობისთვეა, მოვასწრებთ ყველაფერს.
– ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ახლა ხალხის სალბუნზე და მათ
მოთხოვნილ ულუფაზედაც ილაპარაკეთ, ‒ ხერხიანად მიმართა
გორდეზიანმა.
‒ ჰო, მაგაზე ცოტაოდენ კილოკავი ლაპარაკი წინათაც მქონდა
ბატონიშვილთან, მაგრამ დასრულებული სახით არ მილაპარაკნია,
რადგან შენს ნახვამდე და ხალხის აზრის ცნობამდე ნაადრევი იყო
ამაზე ლაპარაკი. ახლა კი უკეთესია შენ გვითხრა, თქვენებური ხალ-
ხის ნება-სურვილი რა არის, ‒ უკანვე შეთავაზა სათქმელის დაწყება
ბააკას ონიმ.
‒ მე ამას ვიტყვი, ლეჩხუმის ხალხი დიდად მოსურვებულია, და-
დიანის ბატონობა კისრიდან გადაიგდოს და გელოვანი განმტკიც-
დეს. მაგრამ ისიც ვიცით, რატომ? დადიანის უსაზღვრო გადასახა-
დებმა ხალხი გააღატაკა და უნამუსო მოპყრობამ დაჩაგრა, დააბეჩა-
ვა და ახლა თუ ცოტა შეღავათი არ მიენიჭათ, ისე კი მოგეხსენებათ
დაშინებული ხალხის ამბავი – დადიანს ხელმეორედ თავს აღარ შე-

495
აკლავს. ამიტომ იმათი მოთხოვნილება ასეთია: პირველ ყოვლისა,
ხუთი წლით შესვენება. ყოველგვარ გადასახადებით, საუკუნოდ
მოსპობა. დადიანისგან შემოღებული კაცის სულების ყიდვა-გაყიდ-
ვისა და აგრეთვე თავზე შემოვლების წესისა და ვალდებულებისა,
მოსპობა მამაპაპეულ მიწა-წყლის ჩამორთმევის და ხალხის ბოგა-
ნოდ დატოვების; საუკუნოდ მოსპობა ისეთი სამარცხვინო ბეგარის
ხალხზე დაკისრების, როგორიც არის: ქათმის, კვერცხის, კვახის და
ლაინის, ამ ხალხის სურვილი და აჯა ეს არის და, რაღა თქმა უნდა,
ვინც ამას მიანიჭებს, იმისთვის კიდეც იბრძოლებენ და კიდეც თავს
გასწირავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმათი ფიქრია, იმერეთის
მეფეს სააჯოდ ეახლონ და მის კალთას შეეფარონ.
განიმეორა სტავრანიშის მთაზე განმტკიცებული ფიცის და თათ-
ბირის დროს ნათქვამი სიტყვები გორდეზიანმა და ირგვლივ სიჩუმემ
ფრთები დაუშვა. ბააკას სიტყვები შმაგის წინ რკინის პალოსავით
დაისვა. წინადადების გაზომ-განჭვრეტამ და პასუხის მოსმენის სურ-
ვილმა თითქოს ციხის კედლებიც, სმენად გარინდა. გახა, ონი და
ბააკა მოუთმენელი გულისცემით მოელოდნენ ხასიათშეუშფოთე-
ბელ უზაკველ დასტურს იმ პიროვნებისგან, რომლისთვის კისრად
ნადები მძიმე ჯვარი დიდი ვაი-ვაგლახით მოეტანათ და უნარიანი
ქედმაღლური გამძლეობით კვლავ ახალი ბრძოლისკენ მკერდმოშ-
ვერილნი მიიჩქაროდენ.
ამ სამ მებრძოლს შმაგი და ხალხი ცხოვრების გაუმჯობესების გა-
ნუყრელ მცნებად დაესახა, ვინაიდან შმაგის უფლების აღდგენასთან
ერთად ხალხის ტანჯული ცხოვრებაც უნდა შეცვლილიყო და ამით
შმაგის კეთილდღეობაც ხალხისგანვე განმტკიცებულიყო. ამ ორ
მხარეთა შორის შესათანხმებელ მოვლენებს თუ რომელიმე ეურჩე-
ბოდა, ორივე ერთად იღუპებოდა, ხალხი უშმაგოდ და შმაგი უხალ-
ხოდ. ასე ეგონა ამ სამ შეთქმულს და ასე ფიქრობდნენ ძალთა გან-
წყობილებაზე და ამიტომ იყო, რომ მაგის ჩაფიქრებამ და პასუხის
შეგვიანებამ ისინი არასაამოდ შეიჭვიანა, მაგრამ შმაგის პასუხიც
მოისმინეს.
‒ ამაზე ონისთან ნათქვამი მაქვს, რომ მე თუ ხალხის დახმარებ-

496
ამ რამე მომცა, მეც ხალხს სამაგიერო უნდა მივცე, მაგრამ უნდა გა-
მოგიტყდეთ, მთლად ასე გადაკვეთით და გადაჭრით არ მიფიქრია,
‒ თქვა შეფიქრიანებულმა შმაგიმ და დედას გადახედა.
‒ შენ ფიქრი და გადაჭრა აღარ გესაჭიროება, შვილო, რადგან
თვით ხალხსვე გადაუჭრია თავისი ხვედრი-ულუფა.
‒ და მერე რა უპასუხოთ, ქალბატონო? ‒ შეეკითხა ონი.
‒ ის რაც მათი სურვილია. ჩვენ ხომ უხალხოდ უძალონი ვართ და
მაშ ძალას უფლებაც აქვს თავისი ხვედრი მოითხოვოს. სხვაგვარად
ჩვენ არც შეგვიძლია მოვიქცეთ.
‒ შმაგი, შენ რას იტყვი ქალბატონის ბრძანებაზე? ‒ შეეკითხა
საქმიანი გამომეტყველებით და გადამჭრელი კილოთი ონი.
‒ რა თქმა უნდა, დასტურს.
‒ ოჰ, დაილოცოს შენი მშობელი დედა! გაგიმარჯოს მაღალმა
ღმერთმა! დაგანებოს შენი მამაპაპეული ღმერთმა ‒ მიაყარა ყვე-
ლამ მადლიერი ლოცვა და ქალბატონს მიმართეს:
‒ ქალბატონო, საქმე საჩქაროა და პირობის ქაღალდი შენ უნდა
დაგვიწერო. ყველაფერი ისე უნდა გამოიყვანო, როგორც მოგახსე-
ნეთ.
მზია უცებ წამოდგა, ციხის კუნჭულში მიდგმულ სკივრს თავი ახა-
და, ეტრატის ქაღალდი, ჭვარტლისგან გაკეთებული მელანი და ბა-
ტის ფრთის კალამი ამოიღო, ტახტზე მოირთხნა და მუხლზე დადე-
ბით წერა დაიწყო:

„სამებაო და ერთარსებაო, მპყრობელო და მფარველო ხილულთა და


არა ხილულთა, შენი ძლიერების ქვეშ შემოფარებული დევნული და ტან-
ჯული კაცთაგან, დამცირებული და განკიცხული მტერთაგან შმაგი მაიზე-
რის ძე გელოვანი ვდებ ამა ეტრატსაზედა აღნუსხულ პირობასა ლეჩხუმ-
სვანეთის ხალხის მიმართ, რომელმაც მიმიწოდა მისდამი კეთილ განწყო-
ბილებად, რათა თავისუფალ ვყო დღეიდან ვიდრე ხუთ წლამდე ყოველივე
საბატონო გადასახადისაგან და აგრეთვე ამიერიდან მოსპობილ იქნეს და-
დიანის შემოღებული ფრიად სამარცხვინო ბეგარანი ქათმით, კვერცხით,
კვახით და ლაინის სახით დაკისრებული და აღიკვეთოს გლეხის სამამაპა-
პო მიწაწყლიდან განდევნა, კაცის სულების ყიდვა-გაყიდვა და საშენაწირ-

497
ოდ თავშემოვლება, ამის სამაგიეროდ ლეჩხუმ-სვანეთის საგელოვანო
გლეხობა ვალდებული ხდება ღვთისა და კაცის წინაშე, რათა ერთი ძალით
შეებრძოლოს დადიანის გამძლავრებას და აღდგენილ იქნეს შმაგი მაიზე-
რის ძე გელოვანი მის სამამაპაპო მამულსა ზედა მემკვიდრედ და პატრო-
ნად“.

მზიამ დაწერილი ხმამაღლა წაიკითხა. შინაარსი ყველამ მოიწო-


ნა. შმაგი წამოდგა, გვერდული მახვილი ამოიძრო, მისი წვერით
მარჯვენა ნეკის წვერი გაიკვეთა და მით მოხაზული ხელის მოწერა
უტყუარი სიბეჯითით განამტკიცა.
შმაგის ასეთმა დასანდობარი წესით მოქცევამ ხალხის მესვეუ-
რები აღაფრთოვანა.
‒ რაკი ჩვენმა მომავალმა ბატონმა ასეთი უტყუარი პირობის ნი-
შანი გაიღო, ახლა ჩვენი ვალია ჩვენივე სისხლით განვამტკიცოთ
ხალხის თანხმობა, ‒ თქვა ონიმ და მანაც ნეკიდან გამოშვებული
სისხლით თავის სახელი და გვარი მიაწერა.
ხოლო გახამ, ბააკამ და მამუკამ, რადგან წერა არ იცოდნენ, ნე-
კებიდან გამოშვებული სისხლით პირობის ბოლოს ჯვარი დაუსვეს.
მზიამ კი კვლავ ბატის ფრთის კალამი აიღო და დასრულებულ პირო-
ბის წერილს მიაწერა: „პირობასა ამა ეტრატსა ზედა დაწერილს თან-
ხმობის ხელს ვაწერ და ვადასტურებ შმაგი გელოვანის დედა, მზია
გურიელის ასული...“
ურთიერთ შორის დასანდობარი წესი დასრულდა. ციხის კარი
გაიღო და სამომავლო ბრძოლისთვის გარკინებული შეთქმულნი
მოსასვენებლად დაიშალენ.

***
ის იყო დედამიწის მომხიბვლელ სილამაზეს მზე გულდაწყვეტილ
სიზანტით შორდებოდა და გოლიათი მთების მწვერვალებს გადაღმა
გადავარდნას ლამობდა, რომ ონის ქალი ასმათი ოჯახის მილაგ-მო-
ლაგებას მორჩენოდა, კალოს კიდეზე მიგდებულ კევრზე ჩამომჯდა-

498
რიყო და სახეზე ეტყობოდა, რაღაც საბედისწერო საკითხზე ფიქ-
რობდა, რაღაც აწუხებდა: „შეიძლება ამ ომის პირველი შესაწირი ის
იქნეს... შეიძლება შორიდანაც ვეღარ მოვჰკრა აწ თვალი. ოოჰ, არ
შემიძლია... მამასთან მე კარგი სათქმელი მაქვს. ვეტყვი, რომ მე
საპყარი არა ვარ, რომ ასეთ საერთო საქმეს ჩამოვრჩე, რა ვუყოთ,
რომ ქალი ვარ. თუ გული მერჩის, ქალობა რას დამიშლის. ქალბა-
ტონიც ქალია ხომ, ვაჟკაცივით მარაგობს თურმე... არა, როგორც
მოვა მამა, უნდა ვუთხრა, შევთხოვო, შევევედრო, რომ ნება დამ-
რთოს, თორემ სულ ერთია, მე მაინც ავიწყვეტ და ჩვენს ლაშქარს
ავედევნები“. ‒ ამას ფიქრობდა ასმათი, რომ ონიმ. ეზოში ცხენი შე-
მოაგელვა, ჩამოხდა, ცხენი ღობეს მიაბა, ქალიშვილისკენ გაემარ-
თა და ჰკითხა:
‒ როგორა ხართ? ხომ არაფერი წამხდარა? ან საომარი საგზლის
პური თუ გაეცით?
‒ კი. იყვნენ და ორი კვადოლა პურის ფქვილი მივეცით. ისე ყვე-
ლაფერი კარგად არის.
‒ ოხ, შენი ჭირი შენს მამას. შენ თუ შინ მეგულები, ოჯახის ავ-
კარგის არ მეეჭვება. საქონელს მოუარე?
‒კი. ყველაფერი მოვილიეთ მე და მამიდაჩემმა და ახლა მარტო
ვიჯექი და რაღაცას ვფიქრობდი.
‒ რაო? რას ფიქრობ, შენი ჭირი შენს მამას? გათხოვებას ხომ არ
აპირობ? ‒ გაეხუმრა მამა და ორივენი კევრზე ჩამოჯდნენ.
‒ გათხოვებას, მამა, თავის დღეში არ ვიფიქრებ და მგონი არც
სიცოცხლეს, თუ ის არ შემისრულე, რაც მინდა.
‒რა არის ასეთი?
‒ რაც მინდა!
‒ რა გინდა?
‒ ოდიშართა ომში წასვლა.
ონიმ გაიღიმა.
‒ ჰო, რას იცინი, მამა?
‒ შე ბრიყვო, ხომ არ გგონია, რომ ომში ჭიანურის საკრავად მივ-
დივართ?

499
‒ ეხ, მამა, სასაცილოდ რათ მიღებ! მაგ აღარ ვიცი, რატომაც მი-
დიხართ!
‒ თუ იცი და რაღად კვიატობ?
‒ იმად, რომ ერთ კაცს არაფერში არ ჩამოუვარდები და რათ არ
უნდა წამოვიდე?
‒ ყმაწვილური ქადილია:
‒ თუ ქადილია, ძალაც შემწევს ქადილის, მამა, გეფიცები დედის
საფლავს.
‒ დამიჯერე, რომ ყმაწვილური ქადილია. ქალების ლაშქრობას
სვანები ვერ შემოვიღებთ. გაგვამასხარავებენ, შვილო.
‒ ქალბატონი რომ მოდის?
‒ ოო, იმის წამოსვლას საქმე. საჭიროებს და შენსას კი ‒არა.
‒ ასეთი საქმე თითოეულ ლაშქრის კაცს საჭიროებს.
‒ მერე შენ?
‒ მეც ერთი მოლაშქრე ვიქნები და შენ სიცოცხლეს ვიფიცავ,
რომ სირცხვილს არ გაჭმევ.
‒ სირცხვილი შეიძლება არ მაჭამო, მაგრამ სიმწარეს კი,
‒ სიმწარეს რითი? მომკლავენ თუ?
‒ მოგერიდებიან.
‒მე ისეთი სიზმარი ვნახე, რომ სიკვდილის ჩემგან ეშინოდეს.
‒ სიზმრებით მარჩიელობის დრო ახლა არ არის. სიზმრების და
ზღაპრების მოყოლა როდის არის ტკბილი, იცი? ზამთრის დიდ ღამე-
ში, როცა გაჩაღებულ თბილ კერიას მიუსხდებით. ახლა კი სხვა დრო
და ჟამი გვიდგია, შვილო, წინ.
‒ მამა! როგორი დროც უნდა იყოს, მე ომში მივდივარ. ‒ ისეთი
გარკინებული კილოთი თქვა ქალმა, რომ მამა გაოცდა, სახეში ჩა-
აშტერდა და შერბილებულად უთხრა:
‒ მიკვირს რამ აგაჩქარა, შვილო, ასე?
‒ მამა! მამა, გაფიცებ შენს წმიდა საფიცარს, შენს ძმათნაფიც მა-
იზერის სულს, რომ ნუ მაწვალებ, სიცოცხლეს. ნუ. გამიმწარებ და
დასტური მომეც.
‒ ოო, რა თავხედი ხარ ხანდახან,‒ თავშეკავებული წყენით უთხ-

500
ხრა მამამ.
‒ რატომ, მამა?
‒ მიტომ, რომ მტკივანი ადგილი ჩქმეტას ვერ იტანს და შენ მე
მტკივან ადგილზე შემეხე ახლა. მაგ, საფიცარს, ეგრე ვაგლახად უნ-
და წამიკრა ხელი?
‒ ოხ, ნამეტანი ხარ, მამაჩემო.
‒ რატომ ვარ, შვილო, ნამეტანი? მე ბევრჯერ და ბევრი რამ მით-
ქვამს შენთვის ჩემი და მაიზერის დამოკიდებულებისა
‒ და ძალიან მწყენია, თუ ნათქვამით ამაზე მეტი ვერ გაიგე. ამი-
ტომ ერთხელ კიდევ გეტყვი ზოგიერთ რამეს და კარგად ჩაიბეჭდე:
გულში: მეც შენსავით ერთი შვილი ვიყავი და შვიდი წლის რომ გავ-
ხდი, დედა მომიკვდა და საწყალმა მამაჩემმა იმავე წელს ბატონებ-
თან წამიყვანა მაიზერის სახელდებულ ფარეშად, რომ ამით უკეთეს
აღზრდილობაში ჩავეყენებინე. იმედი არ გაუცუდდა. ცხონებულმა
ბატონებმა ისე მიმიღეს, რომ მაიზერში არ მარჩევდნენ. შენ რომ წე-
რა-კითხვა გასწავლე, შვილო, და დიდი ქალბატონის ნაჩუქარი ერთ
სოფლად ღირებული „ვეფხისტყაოსანი“ ეგერ სკივრში რომ გვიძევს
და შიგ წერებული ზეპირად ვიცით ორივე მამა-შვილმა, ეს იმათი
წყალობაა, თორემ ვინ ჩვენ და ვინ წიგნი და წერა. როდესაც კარის-
მოძღვარმა მაიზერს წიგნის სწავლა დააწყებია, სულგანაბულმა
ქალბატონმა როდამმა უბრძანა, ჩემთვისაც ისე ესწავუბია, რო-
გორც ბატონიშვილისათვის. და ჩვენ კი გვითხრა: თუ ორივენი კარ-
გად ისწავლით, ყოველი თვის ბოლოს ორივენი საჩუქარს მიიღებ-
თო და თუ რომელიმე იზარმაცებთ, არც ერთი არაფერს მიიღებთო,
ამიტომ ორივენი ერთმანეთს ვშველოდით და თვის ბოლოში უსა-
ჩუქროდ არ ვრჩებოდით. წიგნის სწავლამ, ჩემო შვილო, მე ავ-კარ-
გის გამოცნობა მასწავლა და კაცური კაცობის ნამუსი გამაცნო. მე
და მაიზერი ერთი ხნისანი ვიყავით, მითქვამს შენთვის. და როდესაც
თვრამეტ-თვრამეტი წლისანი გავხდით, წავედით და საყდრის ძლი-
ერების წინაშე ერთმანეთს ძმობა შევფიცეთ. ეს რომ დიდ ქალბა-
ტონს გაეგო, ესიამოვნა თურმე, დამიბარა სადგომში და მღვდლის
წესით შვილობილად მომიკიდა და ძუძუზე კბილი დამადგმევია და

501
ცხონებულმა ფაქამ კი აზატობა მიბოძა და იმ დღიდან ჩემს კარიბჭე-
ზე ხალხური ბეგარა და გადასახადი აღარ გადატარებულა, ვიდრე
ყიფიანი არ დაგვეუფლა. მაიზერისთვის ყოველ ჭირსა და ლხინში
განუყრელი ვიყავი და მით ყველა უკეთესთა შორის პატივცემულიც.
აზნაური ყრუაშვილის ქალი ცოლად მითხოვეს, მზითევით დიდმა
ქალბატონმა დაასაჩუქრა და მით ოჯახი გამიპატიოსნეს. მართა-
ლია, მაიზერს მე ვახლდი, მაგრამ მე სხვები მახლდნენ. ჩემს სახლში
ორი თუ სამი მომუშავე მსახური ყოველთვის მყვანდა და ოჯახში
არაფერი მაკლდა. როდესაც ღმერთი გაწყრა და მაიზერმა ცოლი და
შვილი დაკარგა, მაშინ მე მარტო ვყავდი მისი გულის კართა შემღე-
ბად და შიგ ჩამხედავად. როდესაც კიდევ ღმერთი გაწყრა და ოდი-
შის დედოფალს მაიზერთან ნამალევი შვილი დინა გაუჩნდა, ამის მე-
საიდუმლეც მე ვიყავი. როდესაც მთლად ღმერთი გამიწყრა და და-
დიანმა მაიზერი მოკლა, ‒ ონის თვალები ცრემლებით აევსო და
ლაპარაკი ცოტა ხნის შემდეგ განაგრძო, ‒ იმის შემდეგ ჩამიქრა ყო-
ფის და სიცოცხლის სინათლე და ამ ბნელში მყოფს საბრალო დედა-
შენიც მომიკვდა და დედის და მამის მოვალეობა მდგომარეობამ მე
დამაკისრა.
‒ მიკვირს, მამა, ცოლი რატომ არ ითხოვე კიდევ?
‒მაიზერის დაკარგვის შემდეგ საქორწინო სიხარულისთვის გუ-
ლი აღარ გულობდა, შვილო. ჰო, იმას ვამბობდი: როდესაც ყიფიანე-
ბის მოღალატეობის მეოხებით გელოვანებმა დადიანთან ბრძოლა
წააგეს და მთელი საგვარეულო გაწყვიტეს, მე მაშინ დედაშენი ახა-
ლი დასაფლავებული მყავდა და თვითონ საორმოცო ხურებით შეპ-
ყრობილი ლოგინად აქ ვიწექი. ვკვდებოდი თურმე და არაფერი არ
გამიგია. როდესაც მოვჯობინდი, ეს ამბავი მითხრეს და კვლავ ისეთი
უბედურება შემემატა, რაღა თქმა გინდა, შვილო, რომ მწუხარების
ცეცხლმა სულ გადამწვა, გამანადგურა და დავრჩი ძაძებით დამძი-
მებული და ნაღვლით ავსებული უბედური ნაკაცარი. ამის შემდეგ სი-
ცოცხლის მიზეზად შენ გამიხდი. მაგრამ კიდევ მეტად ის რომ, რო-
დესაც ამ მწუხარების ტანჯვით ლოგინად ჩავარდნილი სასიკვდი-
ლოდ ვგმინავდი, ამ დროს საკვირველ მოლანდებად მომევლინა

502
გლახაკის სახით დაბეჩავებული რაოდენიმე წლებით მკვდრად მიჩ-
ნეული ლეჩხუმელი გახა მახარობლიძე, რომელმაც ეს საკვირვე-
ლება ამბავი გამანდო, მაიზერის შვილი შმაგი ცოცხალიაო და მით-
ხრა: თუ ნამუსი გივარგა, ახლა დაამტკიცებო და საქმის სამსახურად
სადაც ქურდულად დაგჭირდეს, ქურდულად იმოქმედეო და სადაც
ნამცხადევად, იქ კი ვაჟკაცურადო. და აი, ამის შემდეგ არის, ჩემო
შვილო, რომ ქურდულად ვმოქმედებდი, ვიდრე დღემდე და დღეს კი
საქმე ვაჟკაცობას დაუპირისპირდა და ვაჟკაცობაზე გადავედი და
თუკი ერთადერთი ჩემი ქალიშვილიც საადროვოდ ივაჟკაცებ, ამაზე
როგორ შეგედავები, მაგრამ ვშიშობ, ქალობაც დაკარგო და ვაჟკა-
ცადაც ვერ გამოდგე.
‒ რატომ ფიქრობ ასე?
– მიტომ, შვილო, რომ ქალის გული სათუთია და ომს და ბრძო-
ლას სიაფთრე და გულქვაობა უნდა. შენ არ იცი ომის საშინელება.
‒ ის ხომ ვიცი, რომ უსამართლობას უნდა შევებრძოლო და ეს
ბრძოლის ძალასაც მომცემს.
– ეჰ, მე კი სულ სხვაგვარად მინდოდა ლაპარაკის მიზეზი დამემ-
თავრებია და...
‒ მერე ვინ გიშლის, მამა, ვუთხრათ ერთმანეთს, რაც სათქმელი
გვაქვს.
‒ მე ის სათქმელი მაქვს, ჩემო შვილო, რომ ომი კი არ არის შენი
საქმე, მე რაც გითხრა, დამიჯერე და გესმოდეს კარგად: ხომ გახ-
სოვს, რომ ჩემი სურვილი და რჩევა ყოველთვის ის იყო, რომ კარ-
გად შეგითვისებია. ქალბატონის ნაჩუქარი წიგნის ნათქვამი აზრები
და დარიგება. ის წიგნი, ხომ იცი, შვილო, რომ ჩვენი ქვეყნის უკვდა-
ვი სიკეთეა და ხომ გესმის, როგორ გვასწავლის ნასიკეთვარს რა სი-
კეთით გადახდა უნდა და მეგობარს სამაგიერო სამსახური და თავ-
დადება. ხომ გახსოვს, ტარიელს რომ ისეთი მეგობრები არ გაჩე-
ნოდნენ, როგორიც იყო ასმათი, ფრიდონი და ავთანდილი, ტარი-
ელს ტირილის მეტი არაფერი არ გამოუვიდოდა. ვისაც მეგობრის
გატანა არ შეუძლია, ის ცეცხლში დასაწვავია. ჩვენი სამეგობროდ
მისაშველებელი, შვილო, ახლა ორი რამ არის: ბეჟანისგან გატანჯუ-

503
ლი ხალხი და დადიანისგან დაღუპული მზია და შმაგი. ამ დროს რა
არის საჭირო? ვინ რა უნდა ჰქნას? რა თქმა უნდა, სადაც ხმალია სა-
ჭირო, იქ მამაკაცი და სადაც დაუკაცურებული სოფელ-ქვეყნის მი-
ხედვა და გამხნევება, იქ დედაკაცი. ამისათვის, რა თქმა უნდა, შენც
შენს ადგილზე დარჩები, ხალხის მოსიყვარულე კერას არ ჩააქრობ
და სადაც გელოვანთა ფესვი ნახო, ყველას ეძმე და ენათესავე. და
რომ ჩემი ოჯახიც არ გაქრეს, შესაფერი ქმარიც მოიძიე, შვილო,
ცოცხლებსაც ღირსეული პატივი ეცი და მიცვალებულებიც არ და-
ივიწყო. ამას იმიტომ გეუბნები, რომ ომის კარებში ვდგავარ და ვინ
იცის, ეგების საანდერძო თქმის დროც არის და ამ სათქმელის საუნ-
ჯეც შენა ხარ, შვილო, ჩემთვის.
‒ შენ ისე მელაპარაკები, მამა, რომ თითქო ჩვენ შორის თქმის
დრო თავდებოდეს.
‒ არა, შვილო, მაგრამ ასეთ დროს ფრთხილობ კაცი.
– ჰოდა, სწორედ საფრთხესა და საშიშროებაში ‒ ხამს მოყვარე
მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდადო, და შენზე უკეთესი მოყ-
ვარე მე არა მყავს და გელოვანსაც ახლა ეჭირვებოდა მოკეთე-მე-
გობარი.
‒ მე ხომ გითხარი, მოკეთეობა აქვე შეგიძლიათ ქალებს ერთმა-
ნეთის მიშველებით, გამხნევებით და ოჯახების მოვლით-მეთქი.
‒ არა, მამა! არ შემიძლია! შენ როგორც წახვალ, მე თავს მოვიკ-
ლავ, ‒ ქალს გულშემზარავი ტირილი ამოსკდა.
‒ ასმათ! ნამეტანს ბრიყვობ მამაშვილობას, ამას არ მოველოდი
შენგან.
‒ რაც გინდა, ის მითხარი. მე კი დედიჩემის საფლავს გეფიცები,
რაცა ვთქვი, ავასრულებ.
‒ რას?
‒ თავს მოვიკლავ.
ყრუ გულის ტკივილით შეფიქრიანებულმა ონიმ ლამაზად გაწო-
ლილი მთის მწვერვალს თვალი ისე მიაბჯინა, თითქო ასმათის საბე-
დისწერო განაჩენი იქ უნდა ამოიკითხოსო. ონი არ იყო ასმათის
ცრემლებს ნაჩვევი და ამან მეტად შეაწუხა.

504
‒ არ ვიცი ღმერთმანი, ‒ წამოილაპარაკა თავისთვის.
– შეიძლება დიდ სისულელეს ჩავდივარ, მაგრამ...
‒ ნებას მაძლევ, არა? ‒ სიხარულით დაუმთავრა სათქმელი ას-
მათმა და ფეხზე წამოიჭრა.
‒ ჰო... ოხ, ჩემო კარგო მამავ! შენ შემოგევლოს ჩემი თავი, ჩემო
მამავ, ჩემო დედავ, ჩემო სალოცავო! ‒ და ხელმოხვეულმა ასულმა
გატაცებით გადაკოცნა მამა.
ონი ონიანი არც თუ ისე გაუგებელ კაცად ითვლებოდა. იმ დროში
გლეხთა შორის პირველთაგანი იყო, მაგრამ ბევრ თავადსაც სჯობ-
და: იმას იმდენად სჭარბობდა ბუნებრივი სიკეთე, რომ ბატონის კარ-
ზედაც სწორედ მით მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება. „ვინც
რომ ბუნებრიობით არ აღვსილა სიკეთითა და მარტო ხელოვნური-
თა აღავსებენ, იგი უბადრუკ არს. ონი სრულყვია ბუნებას და ყოვე-
ლივეს კეთილგონიერებით ითვისებს“ ‒ იტყოდა ხოლმე მღვდელი
ონის ქებას. გარეგნულ სიკეთესთან ერთად ონის ხასიათის თვისე-
ბებიც სიკეთიანი ჰქონდა: გონიერი, თავაზიანი, მოყვარული ბუნე-
ბის ბავშვი ისე ითვისებდა ყოველ სწავლებას და დასაქმებულ გასა-
კეთებელს, რომ ბატონსა და ყმას ‒ ყველას თავი შეაყვარა. როდე-
საც დროის მიხედვით განსწავლული ონი მგლოვიარობით მოცული
ოჯახში ჩაიკეტა, თავის მოვალეობად დაისახა დაობლებული პატა-
რა ასმათის გაწვრთნა-განსწავლა.
ასმათი მამისებური ნიჭით და სილამაზით დაჯილდოვებული გო-
გონა გამოდგა. იგი სულიერად დაძაბუნებულ ონის ფეხზე წამომყე-
ნებელ ყავარჯნად შეიქნა. ონიმ მთელი თავისი ცოდნა-გაგება გა-
მოიღო და ქალიშვილი ისე კარგად გაწვრთნა წერა-კითხვის სწავ-
ლებით, მხედრული წესების შესწავლით, კარგი ცხენოსნობით, ‒ ნა-
დირობით, ჭიანურით, სიმღერა-თამაშით, ზრდილობით და მეოჯახე-
ობით, რომ არათუ უბრალო მდაბიოთა ოჯახი, თვით ფაქის ოჯახიც
თავს მოიწონებდა ასეთი სასიამოვნო ასულით.
ასმათს სვანები ნადირობის ქალღმერთს ეძახდნენ ხუმრობით,
რადგან სანადიროდან ცარიელი არასოდეს არ დაბრუნდებოდა.
ჯიხვი, არჩვი და შველი მისი სახალისო საკლავები იყვნენ, ხოლო

505
დათვისა და მგელის შეუპოვრობით ყველას აოცებდა და ალბათ
თვით დათვსა და მგელსაც. „ვეფხისტყაოსანი“ ხომ მათი ოჯახის სა-
თაყვანებელი იყო. ისე ზეპირად იცოდა მამა-შვილმა, რომ თუ რამე
სხვის არგასაგებ სათქმელად სურდათ, ერთმანეთს „ვეფხისტყაოს-
ნის“ შაირით აგებინებდნენ. ონის თავის გათლილი ჭადრაკით ასმა-
თი ისე ევარჯიშნა, რომ კარგი მოჭადრაკე ონი ძნელადღა უგებდა
ქალს.

***
შმაგისაგან ახლად დაპყრობილ სასახლეში დიდი მოძრაობა
იყო.თითოეული მოლაშქრე მთელი ომის საპასუხისმგებლო მოვა-
ლეობას თითქო თავის კისერზე მარტო გრძნობდა და საქმიანობდა.
ლეჩხუმში მიმავალი სვანთა ლაშქარი მხოლოდ ონი ონიანის
მოსვლასღა უცდიდა.
მალე ლაშქარს ონიც მიესალმა და ხალხში ჩურჩულმა და გან-
ცვიფრებამ გაიელვა.
ონის მრავალწლობით ნათრევი სამგლოვი ძაძა განეძარცვა და
საპატიო ტანისამოსით გამოწყობილ-შეიარაღებულს ისეთი რაინ-
დული იერი მიეღო, თითქო მკვდრეთით აღდგენილა და საზეიმოდ
მოსულს გვერდის მამშვენებლად რჩეულ ბედაურზე მჯდომარე ასუ-
ლი თანვე წამოეყვანა.
ცხენიდან ჩამომხდარმა ონიმ ასმათს ხელში ხელი მოკიდა. მზი-
ასთან მიიყვანა, დააჩოქა და მოახსენა:
‒ ქალბატონო! რადგან ღმერთმა ვაჟი არ მომცა, ნუ გამრისხავ,
თუ ომის და შენდა სამსახურად ეს ქალი მოგართვი.
‒ ოოო, ეს დიდი და ლამაზი მსხვერპლია, ჩემო ონი.‒ უპასუხა
აღტაცებულმა მზიამ და მთის ყვავილივით ტანღერა ლამაზი ასმათი
სიყვარულით გადაკოცნა, ‒ შენ აწი ჩვენი ლაშქრის ანგელოზი იქ-
ნები, ჩემო ლამაზო ქალო. ‒ მიუალერსა მზიამ მოკრძალებით თავ-
დახრილ ასმათს, მყის ბრძანება გასცა და ქალი მის გვერდით მდგომ
მებრძოლად განაწესა.

506
მალე შკედის ჭალის მოხავერდებულ მკერდზე განერთხა ლაშქა-
რი სვანთა და დედა-შვილმაც იქ ყარა წილი: აშორის გზით მიმავალ
ლაშქარს წინ უძღოდა შავად ჩაცმული, შავ ცხენზე მჯდომარე გუ-
რიელის ქალი მზია, რომელსაც გვერდს უმშვენებდა სიცოცხლით
სავსე სვანის ქალი ასმათი და ლაშქართა უხუცესნი და ხელმძღვა-
ნელნი: ბადრი რატიანი, გახა მახარობლიძე და უშგულის თაოსანი
კაცი ბურდუხანი. ხოლო ლანქორის გზით მიმავალ მეორე ნაწილს
წინამძღოლობდა შმაგი და ონი ონიანი.
ჩვიდმეტი მარიობისთვე ლეჩხუმის მშრომელმა ხალხმა ღვთის-
ნიერ მუშაობაში დააღამა. ახლა ყველანი ქანცმილეულნი მშვიდო-
ბიანი ძილის ქვეშ მიმყუდროებულიყვნენ..
შუაღამე იყო, რომ აღშფოთებულმა ბუკის განგაშმა ყველას ძი-
ლი დაუფრთხო.
– ეე, ივანე! გესმის, ბიჭო, რა ამბავია? – გამოეხმაურა ლოგინი-
დან სოლომანა მძინარე ძმა ივანეს.
‒ მესმის, მესმის და კაი არაფერი გვჭირს, ხმაზე ეტყობა.
‒ ჰოდა, უბედურებაც ეგაა. ნამდვილად გელოვანია.
‒ რა იცი, ეგებ დადიანია.
‒ ორივეს ღმერთმა დაუმარცხოს.
‒ ეჰ, გელოვანს რას ერჩი, შე კაცო, თავისას ეძებს.
‒ მაგას ვტირი მეც. იმის თავისას ძებნაში ჩვენ დავიკარგებით და
ეს იქნება.
‒ არაფერია. გულს ნუ წავიხდენთ. ღმერთია მოწყალე.
საყვირის განგაშით გამოღვიძებული გლეხები რომ ასე ესაუბრე-
ბოდნენ ერთმანეთს, იმ დროს მურის ციხის ძირას იერიშმიმტან სვა-
ნებს მზია უბრძანებდა:
‒ წინ მე, გვერდით ასმათი და გახა, მარჯვნივ და მარცხნივ ბილი-
კებით ბადრი და ბურდუხანი, მიმყოლ ლაშქარს დინჯი და მაგარი სა-
დავე...
ასეთმა უეცარმა თავდასხმამ, ციხის ირგვლივ რკალის შემორ-
ტყმამ და სვანების გოლიათურმა ყიჟინამ მეციხოვნენი უცებ დააბ-
ნია და, პირველ ყოვლისა, ბუკის განგაში ასტეხეს.

507
ციხის შესავალ კარებს მზია და მისი თანამიმყოლნი მიადგნენ,
უსისხლოდ კარის გაღებას და დამორჩილებას მოითხოვდნენ. ამით
შეურაცხყოფილმა ოდიშელებმა პასუხი სროლით გასცეს. მზიამ
ბრძანება გასცა სროლითვე ეპასუხნათ. გუშაგთა ერთი ნაწილი სა-
ხელდახელო შებრძოლებაზე გადავიდა და ის იყო ოდიშელის მახ-
ვილს მზია შუაზე უნდა გაეჭრა, რომ ასმათმა მახვილს მახვილი აუკ-
რა, მზიას ააშორა. მომქნევს გახა მახარობლიძე გასაჩეხად მივარ-
და, მაგრამ მზიამ დაიკივლა:
‒ ოოჰ! გახა. პირველი სისხლი ჩვენგან არ დაიღვაროს!
გუშაგებმა ქალის ხმა შეიცვნეს თუ არა, შედგნენ.
‒ ოჰ, ქალი ყოფილა! – კინაღამ შევრცხვით, ‒ წამოილაპარაკეს
ოდიშელებმა და გახას მოქნეული ხმალიც ძირს დაეშვა, რომ გორ-
დეზიანთან შეფიცულმა ციხის გუშაგმა სანდო გუგავამ შიგნიდან კა-
რი გააღო და გასაღები მზიას მიართვა.
‒ სანდო! შენც მოღალატე ხარ?! ‒ შეჰყვირა გაბრაზებულმა
ოდიშელმა ჯიშკარიანმა და გუგავა იქვე გასჩეხა.
‒ ოდიშელო! რა გინდა ჩვენგან და რას გვევალები?‒ შეეხმაურა
გახა და მისმა მოქნეულმა ჯიშკარიანი მოჭრილ ხესავით წააქცია.
სისხლის დანახვამ მებრძოლთ მამაცობის სული ჩაუდგა, ციხე-
სიმაგრეს ეკვეთნენ. ფიცხელი გაბრძოლებით ციხე აიღეს კიდეც,
ლოლუა და მისი თანამშრომელნი დააპატიმრეს და მსხვერპლთა
გვამები საყდარში გადატანით პატივჰყვეს.
ხოლო ლაშქარმცირე შმაგიმ და ონიმ სხვაგვარ ხერხს მიმარ-
თეს: დაისის მყუდროება იყო, რომ ორბელში მომავალმა შმაგის
ლაშქარმა ცხიმალის ტყეს მოუწია. ტყეში აქა-იქ ცეცხლი დაანთეს,
დატოვეს და თვითონ ცხიმალის ძირში დაბანაკებულმა ორბელის
მეციხოვნე ბახსოლიანს წინასწარ ამბის საიდუმლოდ მცნობელი სა-
მი სვანი გაუგზავნეს. მაგრამ მცირე გაუგებრობამ კინაღამ მდგომა-
რეობა გაართულა. საქმე ის გახლდათ, რომ ორბელის ციხის უფრო-
სი ბახსოლიანი იმ დღეს დადიანის მოურავ ლოლუას მურში დაება-
რებინა და მის ადილზე გუშაგი ჭაბუკიანი დაეტოვებინა. სვანებმა
რომ ციხის უფროსი მოიკითხეს, ჭაბუკიანმა ინახულა, მას ბახსოლი-

508
ანი ბაკას განდობილ საიდუმლოებას ჯერ არ განდობოდა და სვანებ-
მა კი შეცდომით ბახსოლიანთან სათქმელი ჭაბუკიანს აცნობეს,
რადგან ის ციხის უფროსი ბახსოლიანი ეგონათ.
‒ ციხის უფროსი შენ ბრძანდები? ‒ შეეკითხა ჭაბუკიანს უფროსი
სვანი.
‒ მე გახლავარ.
‒ მაშ ჩვენ შენთან გამოგზავნილი კაცები ვართ ამაგი გელოვა-
ნისაგან, ამაღამ ერთმანეთს მშვიდობიანად შევხვდეთო.
‒ როგორ?
‒ მოდის დიდი ლაშქარით და შენთან გასაფრთხილებლად გა-
მოგვგზავნა, რომ ერთმანეთზე იარაღი არ ვიხმაროთ და მისი მას ჩა-
აბაროთ. ჭაბუკიანი ვერ გაერკვა.
‒ სადაურს ამბობთ, ვერ გავიგე.
‒ ეეხ, შე კაცო, რავა ვერ გაიგე! ბააკა გორდეზიანს არაფერი უთ-
ქვამს შენთვის?
‒ რა უნდა ეთქვა?
‒ არ ვიცი, რა უნდა ეთქვა? ეგებ ვიცი, მაგრამ შენ რას ამბობ,
მითხარი.
‒ ჩვენი ძმურად თავშეყრა და დადიანის მძლავრობის აქედან გა-
ძევება.
‒ ეე, ჩემო ძმაო, მაგ საქმე არც ისე ადვილია, თორემ აქამდე ვი-
ზამდით. მაგრამ თქმა და მოქმედება, ხომ იცით, რომ ერთნაირი წო-
ნის არ არის. დადიანი ისეთ მუქარას გვითვლის ოდიშიდან, რომ თუ
ვინმეს ჩემი განდგომა გაგიბედავთ, ქვას ქვაზე დავადუღებო.
‒ არ გეშინია მისი მუქარის.
– ჩვენ გვეშინია, ჩემო ძმაო.
‒ მერე რამ წაგახდინათ ასე?
‒ ჰმ! რამ და ორხელ გაწყვეტა-განადგურებამ და ახლა კვლავ
მუქარამ და რისხვამ.
‒ მერე ამაზე მეტს აღარას ფიქრობთ?
‒ ვფიქრობთ, ძმაო, ვფიქრობთ. ამაზე ბევრი ბჭობა და თათბირი
გვიცდია, მაგრამ ძნელი გასაბედავი საქმე ჯერაც ვერ გადაგვიწყვე-

509
ტია.
‒ რატომ მერე?
‒ მიტომ, რომ კატის ეჟვნის შემბმელი თაგვი ძნელი საპოვნელი
ყოფილა. ხომ იცი, ძმაო, წარსულის სიმწარე მომავალს გვავიწყებს.
წარსულში დანთხეული სისხლით შესვრილი კალთა ჯერაც არ შეგ-
ვშრობია და აღარ შეგვიძლია ამდენი ვაი-ვაგლახი და ჩვენდა გა-
ურევლად ვისაც რა უნდა, ის ქნას, ღმერთმა ხელი მოუმართოს.
‒ მე მიკვირს შენი ლაპარაკი.
‒ რათ გიკვირს, ძმაო, ხომ გითხარი ყველაფერი.
– აბა ისევ დადიანის უღმერთობა გირჩევნიათ?
‒ ეეჰ, ღმერთი... ღმერთი, ჩემო ძმაო, არც ერთსა ჰყავს და არც
მეორეს და ჩვენ რომ ვინმე რამეს გვკითხავდეს, არც ერთი გვირჩევ-
ნია და არც მეორე.
‒ რატომ?
‒ მიტომ, რომ ბატონი ყველა ბატონია.
‒ აბა, სულ უთაოდ და უუფროსოდ ტყეში ნადირები არ არიან და
ჰაერში ფრინველები და ადამიანს აღარ გვინდა ვინმე წესის და რი-
გის მოთავე?
‒ ჰოდა, ბოლოს თავიც იმ მოთავის იქნება და ფეხებიც და ჩვენ
კი აღარც თავი შეგვრჩება და აღარც ფეხები.
‒ ტყუილია ეგ ამბავი.
‒ მე ისე ვიცი, ჩემო ძმაო, და ასეც გამიგონია და თქვენი არ ვიცი.
‒ თუ იცი, ისიც უნდა იცოდე, რომ რისიც მიცემა შეგიძლია, იმის
წართმევაც.
‒ ეგ უფრო ტყუილი ამბავია.
‒ რატომ?
‒ მიტომ, რომ ძნელი საქმეა.
‒ არაფერი ძნელი არ არის. აბა
‒ თუ არ არის, გადააგდე დადიანი.
‒კაცო, მაგას არ გეუბნებით! დადიანის გადასაგდებად მოვდი-
ვართ აბა, შენი კი არა.
‒ რაღა მოდიხართ, შე დალოცვილო, ერთს გადააგდებთ და მეო-

510
რეს დააბრძანებთ.
– კაცო, შენ ვერ გაიგე მგონი ჩვენი ქართული. დადიანთან კვერ-
ცხების და კვახების გზავნა არ მოგეწყინათ?
‒ მერე?
‒ მერე! მერე და ეს სამარცხვინო ბეგარა მაინც მოგშორდებათ
კისრიდან.
‒ მერე რა გამოვიდა, ძმაო, ის კვახს მახდევინებს და მეორე ხა-
ჭაპურს გადამახდევინებს. ასეა, ვაის გაყრილი უის შეეყარაო, ხომ
გაგიგონია.
‒ არა, უკაცრავად, იმან კი იცის, რა გადაახდევინოს ხალხს.
‒ ჰო, კი, მოგეცა სიცოცხლე, მაგ ყველამ იცოდეს, მაგრამ გადუხ-
დელობა კი არავინ.
‒ იჰ, შე კაცო, არ გეკადრება მთლად ასე ბრიყული ლაპარაკი.
აბა, რაღასი ბატონი იქნება, თუ არც გადაგვახდევინა და არც არაფე-
რი ქნა.
‒ ჰოდა, რაღას გვაბრიყვებ, ჩემო სვანო. ხომ ვიცით, რომ ერ-
თსაც მიცემია უნდა, მეორესაც და ჩვენ რაღა თავს გვახეთქიებთ.
‒ აბა რავა გინდათ?
‒ ჩვენ კიდევ სხვაგვარად ვფიქრობთ, ჩემო ძმაო.
‒ რას ფიქრობთ?
‒ იმერეთის მეფესთან სააჯოდ წასვლას.
‒ რას ეაჯებით?
‒ რას და ამ სულთამხუთავისგან დაგვიხსნას.
‒ დადიანისგან?
‒ ჰო, შენი ვერაფერი გამიგია.
‒ რატომ, კაცო?
‒ წეღან თქვი, ბატონი არ გვინდაო და ახლა ამბობ, ბატონზე
დიდთან სააჯოდ მივდივართო.
‒ მართალი ხარ, მაგრამ ხომ გაგიგონია: მგლის პირიდან გაქ-
ცეული დათვს კარზე მიადგაო.
‒ მერე ასე საქმობს თქვენი ჭკუაც?
‒ აბა რა ვქნათ! შენ თვითონ თქვი, რომ უთაოდ და უპატრონოდ

511
სოფელ-ქვეყანა არ ვარ ვაო და მართალი თქმაც არის, ჩვენც ვი-
ცით, რომ უპატრონო კუთხე ყველას საცილო ულუფაა და ამან დაგ-
ვაფიქრა ჩვენც და ვფიქრობთ, ბარემღაც ისეთ პატრონს შევევრდო-
მოთ, რომელსაც სამტერმოყვრო ძალა ორივე შერჩენია. თორემ გე-
ლოვანები როდესაც იყვნენ, რა ძალა გამოიჩინეს იმ სულცხონებუ-
ლებმა! ვერც თავი დაიცვეს და ვერც ჩვენ დაგვიცვეს და იფიქრე შე-
ნით, ახლად გამოჩენილს რა ძალა ექნება.
სვანმა ნათქვამი იუკადრისა და წყენის კილოთი უთხრა:‒აბა,
რაკი აგრე გგონია, ლეჩხუმელო, ამ ციხეს გვერდი გაუარე, ცხიმა-
ლის ტყეს გახედე და იქედან დაინახავ ჩვენს ძალას.
ჭაბუკიანი ნათქვამმა შეაკვირვა, ციხეს გვერდით გაუარა და უკა-
ნა მხრიდან რომ ცხიმალის ტყეს გახედა, შეჩქვიფდა და უკან მიმ-
ყოლ სვანებს მიუბრუნდა:
‒ ეს რა ამბავია?
‒ ცეცხლია. მთელი ლეხერის ტყე ვიდრე ლოკარემდე სულ ასეა
აჩირაღდნებული.
‒ დაგიღუპავართ და ეს არის! ტყეს გვიწვავთ, კაცო?
‒ თქვენი ტყის დაწვა ჩვენ. რას გვარგია, მაგრამ ხომ იცით, რომ
ლაშქარს საგზლის შეთბობაც უნდა და ხელის მოთბობაც. აბა რა
გვექნა!
‒კაცო, რა ხელის მოთბობაა ეს! ათას ადგილს ჭიაკოკონა და-
გინთიათ, ეს ტყეს დაღუპავს.
‒ რა უნდა ვქნათ, ჩვენი ლაშქრის სიმრავლეს არც ეს ყოფნის და
ლაშქრობის დროს, ხომ იცით, ტყეს კი არა, კაცს აღარ ზოგავენ.
‒ ბატონო, თუ ამდენი ხართ, მაშ მთელი სვანეთი აჭრილხართ
ჩვენ თავდამსხმელად და ეს არის.
‒ ასე გახლავს, მაგრამ თქვენ მაინც ასე ამბობთ, რომ ახალ გა-
მოჩენილს რა ძალა ექნებაო და ვნახოთ. ჩვენ კი გვინდოდა ლეჩხუ-
მისთვის სიკეთე გვექნა, მაგრამ რაკი არ ისურვეთ და ჩვენს თავს
ოდიშელები გირჩევნიათ და მეფესთან სააჯოდ წასვლაც, აწი ჩვენ
ვიცით. აბა წავიდეთ! – მიმართა გაბრაზებულმა მოციქულმა მიმ-
ყოლ სვანებს და წასასვლელად პირი ისეთი მრისხანებით იბრუნეს,

512
თითქო მუქარის ქარიშხალს ციხის კედლებს დასანგრევად აყრიდ-
ნენ.
მცირე მანძილი ჰქონდათ სვანებს გავლილი, რომ მურიდან დაბ-
რუნებულმა ბახსოლიანმა ციხის კარებთან ცხენი შეაჩერა და ჩა-
მოხდა.ჭაბუკიანი იმწამსვე მივარდა, განზე გაიხმო და აღშფოთე-
ბულმა მისი და სვანების მოლაპარაკება ყოველივე გადასცა.
ელდანაცემმა ბახსოლიანმა სვანებს საჩქარო მდევრები და-
ადევნა და მოსალაპარაკებლად დაბრუნება თხოვა. ხოლო ციხის
გუშაგნი და მსახურნი ერთად შეკრიბა, შეთქმულთა აზრი გადასცა,
როდესაც ბახსოლიანმა შმაგის მიერ გაცემული პირობის შინაარსი
გადასცა მეციხოვნეებს, ხალხი ამ დაპირებულით დაიშაქრა. უკან
მობრუნებულ სვანებს საერთო დადგენილებით შმაგის მისართმე-
ვად ციხის გასაღები გადასცეს. სვანებმა ციხის გასაღებიც აღტაცე-
ბული სიხარულით შმაგისთან წაიღეს.
განთიადის ჟამი იყო, რომ შმაგი ლეშკაშის ციხის ძირთან იდგა,
ციხეს წიხლი ჰკრა და იქვე მდგომი მდგომთ მიმართა: ‒ ვინ ეახლე-
ბა ახლა დადიანს და მოახსენებს, რომ ნაბიჭვარა ბესიკმა ლეშკაშის
ციხეს წიხლი გიკრა-თქო?
‒ მე, ბატონო! ‒ დაასწრო ყველას ზამბახიძემ და იმწამსვე სა-
ოდიშოსკენ დადიანის გულის სატკენად გასწია.
„უჰუ! ეს მაინც მომესწრო, რომ ამ ცუდი ამბით დადიანს გული
ვატკინო, ‒ ფიქრობდა და ბუტბუტობდა გზად მიმავალი ზამბახიძე,
‒ შეგვჭამე და შეგვაწუხე, მაგრამ გაგიჩნდა სამაგიერო კბილის მატ-
ლი... მაგას ქინჩში ეტყობა, რომ ლეჩხუმში დადიანს აღარ გაგახა-
რებს. ოო, ღმერთმა შენ გაგახაროს საგელოვანო მიწაზე, თუ ეს სი-
კეთე ხალხს გვიყო!“ ასე ფიქრობდა გზადაგზა ზამბახიძე და მთვა-
რის სასახლეში იმ დროს მიაწია, ოდეს მურ-ცაგერის აღების მომ-
ხსენებელი მისულიყო, ლაშქარი გამოსასვლელად მარაგობდა და
დადიანი გაცოფებულს დამსგავსებოდა. ზამბახიძე მოამბის სახით
მთავარს წარუდგინეს.
‒ შენ რაღას მორბოდი, ზამბახიძე?
‒ გელოვანმა გაახლოთ ჩემი თავი, დიდო მთავარო!

513
‒ რაო? რას გვიბრძანებს, ბატონი?
‒ რა მოგახსენო, ბატონო, ფარცაგ ვერც კი გავიგე მისი ნათქვა-
მი.
‒ მაშ რას მორბოდი?
‒ რომ არ გხლებოდი, თავს მომკვეთავდა და ჩემი ცოლშვილის
საცოდაობაში ჩავარდებოდა.
‒ რა დროს შენი ოხერი ცოლ-შვილია, შე საძაგელო. თქვი რა
ჰქნა და რა დაგაბარა!
‒ ბოდიში მომითხოვია, ბატონო და ლეშკაშის ციხეს წიხლი გიკ-
რა.
‒ მერე, ამისთვის მორბოდი, შე ძაღლის ლეკვო?
‒ თავს მკვეთდა, ბატონო და რა უნდა მექნა.
‒ რასთვის გკვეთდა?
‒ დადიანს თუ ჩემს დანაბარებს არ მიუტანო.
‒ რა დაგაბარა, შე ძაღლის ლეკვო, რატომ არ იტყვი.
‒ რომ მოგახსენე, ის იყო ბატონო: დადიანს იახელ და მოახსენე,
რომ ნაბიჭვარა ბესიკმა ლეშკაშის ციხეს წიხლი გიკრაო, და მარ-
თლაც ასე ქნა იმ ტუტუცმა.
ეს სიტყვები ისე მიმკრთალებულად განიმეორა ზამბახიძემ,
თითქოს ხალხის გატანებულ ნიშგებას შეპარებულად უკმევსო. და
მართლაც, ამ სიტყვებმა ისე აწყენია დადიანს, რომ ეგონა ლეჩხუმი-
დან გამოსროლილი შურდული. პირდაპირ გულში მოხვდაო, თვა-
ლებგადმოქაჩვით ზამბახიძეს შეჰყვირა:
‒ მერე ვინ მოგცა შენ ამხელა გაბედულება, რომ ამის სათქმე-
ლად ჩემთან წამოსულხარ!
‒ რა მექნა, ბატონო! რომ არ გხლებოდი, ის მომკლავდა და გუ-
შინდელ სიკვდილს ბარემღაც დღეის ვირჩიე. მაგრამ მე ვიცი, რომ
შენი ღვთიანი თვალი ჩემს სიმართლეს დაინახავს და ჩემს გარის-
ხვას არ იკადრებს, ‒ მოიკრიბა გამბედაობის ძალ-ღონე ზამბახიძემ
და შესაბრალისი სიტყვებით მრისხანების ქარიშხალს თითქო მკერ-
დით წინ გაუწვაო. მაგრამ ამით მთავრის გული ვერ მოიგო.
‒ დამიძახეთ გეგეჭკორს და უგულავას! ‒ ბრძანა მთავარმა და

514
ყველას საშიშროების ჟრუანტელმა ტანში დაურბინა. ალბათ, მიხ-
ვდნენ, ზამბახიძეს რა მოელოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ წამების დოსტაქარნი გეგეჭკორი და
უგულავა მთავრის წინ იდგნენ და ბრძანებას ელოდნენ.
‒ აბა, დოსტაქარნო, ზამბახიძეს ამოსჭერით ის ენა, რომლითაც
ეგეოდენ საკადნიერო ამბავი მოიტანა. გესმით თუ არა!
‒ გვესმის, დიდო მთავარო!
თავზარდაცემულმა ზამბახიძემ გასაქცევად კარებს მიაშურა.
‒ არ გაუშვათ მაგ ენამწარე! ‒ მიაძახა მთავარმა და შეპყრობილ
ზამბახიძეს დოსტაქრებმა პირი დააღებიეს, კბილებშორის სოლი შე-
უყენეს, რკინის პწკალით ენა ამოუქაჩეს და ბასრი ლახვარით ძი-
რიანად ამოსჭრეს.
სადოსტაქრო მწვალებლობა რომ დასრულდა, გამძვინვებულმა
მწვალებელმა ნიშგებით მიაძახა:
‒ ზამბახიძე! წადი ახლა და მაგ შენი ენა იმ ნაბიჭვარას მწვადად
შეუწვი და შენს გვარსა და ჯილაგს კი ყველას შენსავით გაუმასპინ-
ძლდები! გესმის თუ არა? ‒ უთხრა მთავარმა, მაგრამ გონებამიხ-
დილ წვალებულს აღარაფერი ესმოდა.
‒ აიღეთ, გაათრიეთ აქედან ეს ოხერი! მაშ როგორ გეგონათ! ვი-
ღაც ნაბიჭვრების და დედაკაცების სახუმაროდ გავიხდიდი თავს!
აბა, კიდევ გამოგზავნონ ასეთი მოამბენი და ყველა შესაფერ პასუხს
მიიღებს.‒ მრისხანებდა მთავარი.

***
‒ აბა, ლაშქრო, ღვთივ კურთხეულო და ვაჟკაცობით სახელოვა-
ნო! ‒ მიმართა დადიანის საომრად გამზადებულ ლაშქარს სარდალ-
მა ჩიჩუამ, ‒ პირველ ნაწილს გევალებათ უფლისწულის დემურის და
სარდალ-მოურავ ემუხვარის წინამძღოლობის ქვეშ ლომგულობა
და გამარჯვება. თქვენ უნდა გადალახოთ ხვამლის მთის უდიერი შე-
უვალობა ორბელ-ლეშკაშის სიმაგრეთა დაპირისპირებით, სადაც
თურმე ბინადრობს ვიღაც ბესიკი თავის უწვრთნელ-უგბილ სვანთა

515
ლაშქარით. ჩვენ საიმედო ცნობებით ვიცით, რომ თვით ლეჩხუმის-
გან არავითარი წინააღმდეგობა არ მოგველის, პირიქით, ჩვენ და
ლეჩხუმი ერთი აზრი და ერთი განზრახვით ვებრძვით უკადრის თავ-
ხედს და ისინი უკვე ჩვენ შესაერთებლად ირაზმებიან. მაგრამ გზა-
დაგზა სვანთა მუხთლურად ჩასაფრებას უნდა გაუფრთხილდეთ, არ-
სად გვიყენონ, გზა არ მოგვიჭრან. ხოლო თქვენ ‒ მეორე ნაწილი
განწესებული ხართ ჩვენი დიდი მთავრის ბრძანების და ჩემი ხელ-
მძღვანელობის ქვეშ. თქვენ მოგინდებათ ღვედის გზის გადალახვა
მურ-ცაგერის მიმართულებით, სადაც ჩვენ ციხე-სიმაგრეს ვიღაც
დედაკაცი დაპატრონებია. არ მოგაკლოთ ღმერთმა ძალა, სიმხნევე
და გამბედაობა, ‒ დაამთავრა ლაშქრისადმი მიმართვა ჩიჩუამ თუ
არა, მთავარმა განაგრძო:
‒ მართალია, თქვენ გევალებათ ჩვენ უდიდეს მოძულე ვიღაც ნა-
ბიჭვარასთან უკადრისი ომი და ბრძოლა, მაგრამ ის კიდევ მეტად
საუკადრისოა, რომ ასეთი უღირსი ვინმე ბატონობას ლამობს და
ამით შეურაცხგვყოფს. ამისათვის ჩვენი მოვალეობაა, რომ ასეთი
სამარცხვინო დამამცირებელი მდგომარეობა ქვეყანას ავაცილოთ
და ის ვიღაც თავხედი ბესიკი და მისი უგბილი სვანები ერთი მოქნე-
ვით გავანადგუროთ. ასეთი მოვლენების წინ მრავალგზის მყავხართ
ნაცადი და ახლაც მრწამს, რომ მასახელებთ. ლაშქართა სიმცირე ნუ
შეგაძრწუნებთ, ვინაიდან ლეჩხუმის მოურავ ლოლუასი და ციხეთა
უფროს გორდეზიანის მეთაურობით მთელი ლეჩხუმის მოსახლეობა
ჩვენ შესაერთებლად ირაზმება და როგორც კი შევალთ, ჩვენი ლაშ-
ქარიც მიიღებს მრავალრიცხოვანებით გაძლიერებას, ‒ დაამთავრა
მთავარმა სათქმელი და მით ლაშქარი შეახელფეხა.
‒ სირცხვილს არ გაჭმევთ, მთავარო! სიკვდილი ბესიკს! სირ-
ცხვილი მის სვანებს! ‒ კისკასობდა ოდიშართა მწყაზარი ლაშქარი
და მრისხანე მთავარ სიმხნევეს მატებდა.
ლაშქარი ორ ნაწილ დასარაზმავად შუაზედ გაიპო. ერთ ნაწილს
ლეჩხუმის ომში ნაცადი ჭაღაროსანი მთავარი და სარდალი ჩიჩუა
ჩაუდგა, ხოლო მეორეს ‒ ჭაბუკი მემკვიდრე დემური სარდალ-მოუ-
რავ ემუხვარის თანაზიარობით.

516
ცაგერის დაბლა რომ გზად მიმავალი მგზავრი ორ კლდეთა შო-
რის გამოქვაბულ კარებს ჩაუვლის, ნამარნევის მონასტრის სამყუდ-
როვო ადგილს აუცილებლად შეამჩნევს. აქ გაფენილ მწვანე მინ-
დორზე ანკარა წყარო ისე მოსრიალობს და კლდის კარებიდან მო-
იპარება, თითქო მონასტრის ცხოვრებას ვერ შეგუებია, კარჩაკე-
ტილ მარტოობას გაქცევია და კალაპოტის გადამლახველ აქ შინე-
ბულ ცხენისწყლის შესაერთებლად მიეშურებაო.
ოც მარიობისთვეს დილაადრიან ამ მონასტრის ბერმონაზონთა
კრებული დაჭრილ მეომართა საპატრონოდ ემზადებოდა. ბერმონა-
ზონი აბელის დიაკონმა სეხნიამ ცნობა მიუტანა, ოდიშის ლაშქარი
სადაცაა მოუწევსო და სვანებიც უკვე დასახვედრად ჩაისაფრნენო.
ბერებმა სამზადისს აუჩქარეს: ანაფორის კალთებს წელზე იკაპი-
წებდნენ, პარკებში ჩაწყობილ შესახვევ სუფთა ჩვრებს და მალამოს
მხარ-იღლიით იკიდებდნენ და სისხლის დენის შემჩერებელ ბალახ-
ბულახს ამზადებდნენ.
‒ აბა, სეხნია! შენ ერისკაცად უნდა შეიმოსო. ვინძლო მეტი რამ
გააკეთო. ხომ გესმის! ‒ უბრძანებდა ბერმონაზონი აბელი მის დი-
აკონ სეხნიას, – კიდევ იცი რა? მეც ჩემი ყმაწვილობის ნაშთი დამბა-
ჩა მომიტანე. თახჩაში, ძევს გაწმენდილი. ვინ იცის, შეიძლება ვინმე
უკეთურისგან კეთილი დავიხსნათ,
პატარა ხანს უკან ჩოხა-ახალუხში გამოწყობილმა სეხნიამ მო-
ოქვრული თათრული დამბაჩა მოართვა. აბელმა დამბაჩა კარგად
შეათვალიერა და ანაფორის ქვეშ სარტყელში ჩაირჭო, თავის თეთრ
ჯორს ცხოველი სიმარჯვით მოაჯდა, იქითაქეთ გვერდებში ქუსლებ-
ზე მიკრული დეზები ჰკრა, ბერების კრებულთ წინ გაუძღვა და ისეთი
რიხით და ჭაბუკური იერით გადასძახა თვის დიაკონ სეხნიას: აბა,
ბიჭო სეხნია, აღიღინდი ძველებურათო, რომ კაცს ეგონებოდა, გუ-
შინდელი მხცოვანება დღეს დილით განუძარცვავს და სიჭაბუკით
შემოსიაო.
სეხნიაც შეწმაწურდა, ულვაშზე ხელი გადისვა და ჩაიმღერ-
ჩაიშაირა:
თუ ბერობას მიპირებდი,

517
აზნაურად რათ გამხადე,
თუ მაბერე, ბერობაში
ანაფორა რათ გამხადე,

აბელმა ჩაიცინა და სიმღერითვე უპასუხა:

აზნაურად ვერ ივარგე,


ბერობაში იავხორცე,
მონასტერი შეგვიბილწა
ესიკიას სიავხორცემ.

აბელისა და სეხნიას ამგვარ საამო ღიღინქვეშ გატვრინული ბე-


რები შავი ყორნებივით ბრძოლის ველისკენ მიეშურებოდნენ.

***
‒ მადლობა ღმერთს, ეტყობა ლეჩხუმი ჭკვიანად არის, გზა მშვი-
დობიანად გამოვიარეთ. რაც გათენდა, მერე ხომ სალეჩხუმო მიწა-
წყალზე ვართ, რომ რაიმე ცუდს ფიქრობდნენ, ასე უწინააღმდეგოდ
არ გამოგვიშვებდნენ და არც ოყურეში დაგვხვდებოდა ისეთი მად-
ლიერი პურ-მარილით, მაგრამ ცხადია, რომ ეს მარტო სვანების
თავხედობაა, ‒ ბრძანა მთავარმა.
‒ მართალსა ბრძანებთ, მთავარო! ‒ დაუმოწმა ჯაიანმა. მთავარ-
მა გვერდულად გახედა სარდალ ჩიჩუას. მისი სიჩუმე და უდასტურო-
ბა არ იამა და გულში მიჩქმალულმა იჭვმა რაღაც მწვავედ შეუფარ-
თხალა სული.
‒ აქ, სადღაც ცხონებული ბეჟანის სახუნდარი უნდა, იყოს, არა?
‒ იკითხა მთავარმა.
‒ კი ბატონო, მის ძირში ვართ, ‒ მოახსენა აფაქიძემ.
‒ რატომ ჰქვიან ეგ სახელი? – იკითხა ჯაიანმა.
‒ იმიტომ, რომ ჩვენ და გელოვანს ომი რომ გვქონდა, ეს ადგი-
ლი დაუძლეველ სიმაგრედ იყო მოწყობილი. წარმოიდგინე, აი, იმ

518
მთის მწვერვალზე ხუთ-ექვსადლიანი ხის მორები ჰქონდათ გამ-
წკრივებული და როგორც კი ამის ძირში გამოვივლიდით, მწვერვა-
ლიდან გადმოუშვებდნენ და ძირს ერთიანად მიგვაჟლეტდნენ აი,
ხომ ხედავ, როგორი სიპი და გადმოქანებული კედელი აქვს აქედან
გადმოშვებული მორები თავშეუკავებელი სისწრაფით დაგვესხმო-
და თავს და განუკითხავად მოგვსპობდა. ამას გარდა, მთელი ეს ტყე,
აი, იქეთ რომ ხედავ, სულ ავსებული იყო ჩასაფრებულებით და
გვერდმესარები გზები კი ყველგან დახშული გვქონდა. ერთი სიტ-
ყვით, ეს ადგილი და სიმაგრე გელოვანისთვის ოჯახურ კარებად ით-
ვლებოდა და ამ სიმაგრის ხელმძღვანელად, რაღაც ბედად, ბეჟან
ყიფიანი ჰყავდათ და აი, ბეჟანთან შეთანხმება მოვაწყეთ და მოხდა
ისე რომ სრულიად უბრძოლველად ეს მთავარი კარები შევტეხეთ
და ასეთმა მოულოდნელმა შესვლამ მასპინძელს თავრეტი დაასხა
და ვერავითარმა გაბრძოლებამ ვეღარ უშველა. ხომ იცი, ახლა თუ
ჩვენი მთავარი ჭარმაგი ლომია, მაშინ ჭაბუკი ვეფხვი იყო და კი იცი,
ვეფხვის სიფიცხეს ვეღარ უძლებდა ვერაფერი.
ასეთი შედარებით ნასიამოვნებმა მთავარმა ჩაიღიმა და ცალი
ბეჭი შეათამაშა. ფაღავამ კვლავ თავისი ამბავი გააგრძელა:
‒ დიახ, იმას მოგახსენებდით: აქ, აი, იმ მაღლობზე, ტყის თავში
გამოქვაბულია და ბეჟანს სახუნდრად ის გაეხადა. იქედან, როგორც
მიმინო, ისე დასცქეროდა ყველაფერს და ბრძანებას ისე იძლეოდა.
აი ამიტომ დაერქვა ბეჟანის სახუნდარი.
‒ მაშ, ახლაც აქ უნდა დავბანაკდეთ, ‒ ბრძანა მთავარმა და ცხე-
ნი შეაჩერა, ‒ რაკი ეს ადგილი მშვიდობიანად დაგვხვდა, აწი საეჭვო
ადგილები ბევრი აღარაფერი გვიძევს წინ.
ყველანი დუმდნენ. პასუხი ვერავინ შებედა. ხუმრობა საქმე ხომ
არ იყო დადიანის ნათქვამის გასწორება. მრავალგზისი გამოცდი-
ლებით იცოდნენ, რომ გამსწორებელს და შემბედავს თვითონვე მი-
წასთან ასწორებდა ხოლმე.
დადიანი ცხენიდან არ ჩამოსულა და სარდალ ჩიჩუას კიდევ
გვერდულად გახედა, უნდოდა სახის მეტყველი იერით მაინც დაეჭი-
რა მისი პასუხი, მაგრამ ჩიჩუამ თავი მოიყრუა და და ცხენიდან ჩამო-

519
ხდა. მთავარსაც მხლებლები ეახლნენ და ჩამოსვეს.
– მაშ, სანამ ლეჩხუმურ ხაჭაპურებს ვესტუმრებოდეთ, მანამ აქ
უნდა დავნაყრდეთ, არა? ‒ გაიხუმრა უკბილოდ მთავარმა და თავი-
სი დიდებულებით მინდორზე გაფენილ ნაბდებზე მოირთხა.
ლაშქარიც მყის შედგა და ცხენ-ჯორებზე აკიდებული სალაშქრო
საგზალი ჩქარი ფაციფუცით მათ წინ ლაგდებოდა.
მთავარი და მისი თანამიმყოლნიც დუმდნენ. ეტყობოდა, რომ
ყველა ომთან მიბჯენილ უკანასკნელ ნაბიჯზე ფიქრობდა და გად-
მოდგმული ნაბიჯები ცთომილი იყო თუ უცთომელი, ამის თქმას ვე-
რავინ ბედავდა, რადგან რჩევა-თათბირი მთავარს არ უყვარდა და
მის დამოუკიდებელ მოქმედებას მუნათს ვერავინ შებედავდა, მაგ-
რამ ფიქრიდან დასიტყვებულმა აფაქიძემ თავი ვეღარ შეიკავა და
შეკადრა:
‒ ერთი რამ კი ძლიერ მაკვირვებს, ბატონებო! აქედან მურ-ცაგე-
რამდე ერთი არბენაა და თუ მართლა იმდენი ურდოები ჰყავს იმ ბე-
სიკს, როგორც ამბობენ, სადღაა მერე? მაინცადამაინც ვიდრე ციხის
კარებს არ შევუტეხთ, მანამ არ გვეჩვენებიან! რა ომია ასეთი ცრუ
ქადილის ომი! აღარ ვიცი!
‒ ასე გახლავს. ეგონა მისი ფახიფუხით შეგვაშინებდა, მაგრამ,
ალბათ, მიხვდა, რომ ყველას შეშინება არ შეიძლება! ‒ თქვა მთა-
ვარმა თუ არა, ირგვლივ გადახედა და როცა დაინახა, კვლავ ყველა
დუმდა და განსაკუთრებით სარდალი ჩიჩუა, გულმა ისევ ცუდი უქა-
და და ჩაფიქრდა. როგორც ჩანს, ამათ რაღაც არ მოსწონთ, მაგრამ
რა?.. ჰმ! ბოლოს მიხვდა და ნაფიქრალი გამოამჟღავნა:
‒ ოყურეშმა პურ-მარილით მიგვიღო, ლუხვანო და ზარაგულა
რაღაც მორცხვობს და დეხვირი ჩაფიქრებული გადმოგვყურებს!..
შენ როგორ იტყვი, სარდალო?
‒ შენს შორსჭვრეტას არაფერი დაემალება, მთავარო. ღვთივ
მიხვედრილი აზრია, მაგრამ აქამდე რისთვის არ ვიფიქრეთ! ‒ თა-
ვაზიანად უთხრა მოსახვედრი სიტყვა ჩიჩუამ და გულში კი გაიფიქ-
რა: მხოლოდ შენებრ უჭკუოთა ხვედრია გვიანღა თითზე კბენაო.
მაგრამ მთავარს ისე ემწუხრა ჩიჩუას პასუხის დაბოლოება, რომ

520
ფიქრის დამთავრებაც აღარ აცალა, ისე მკვახედ უპასუხა:
‒ მისთვის, რომ ფრთხალი იჭვი მხდალისაა.
‒ ფრთხილი იჭვი კი გონიერისა და მეც სწორედ ამ აზრით მოგახ-
სენეთ, თორემ მხდალობა რა შესაკადრებელია.
‒ ბატონებო, ასე არ ბრძანებდით, დეხვირს ყველაზე მეტად სა-
იმედო გორდეზიანის ხელი ფარავსო? და რამ შეგიტრიალათ ასე
ალმაცერად აზრი და შეხედულება! რა არის ჯერჯერობით ან საეჭვო
და ან საფრთხილო! ‒ ჩაერია ლაპარაკში დადიანის საამებლად ფა-
ღავა. მაგრამ დადიანის გული ორჭოფულ აზრს ისე გაეკაწრა, რომ
ყოველ წუთში მისი თვალები დეხვირის ციხისკენ ელავდნენ და ფა-
ღავას სიტყვები არც კი გაუგონია.
ჩიჩუა და ჩიქოვანი წამოდგნენ. ჭამის წინ ხელის გასაბანად
წყლის პირისკენ გაიარეს.
‒ გინახავს, ბატონო, ამგვარი კაცი? ‒ ეუბნებოდა ჩიქოვანი ჩი-
ჩუას, ‒ სასაცილოა, სხვა რომ არა იყო რა. ახლა ფიქრობს და ში-
შობს და წინასწარ მოსაზრების თავი კი არა აქვს და სხვას არ უჯე-
რის.
‒ ბატონო, მოსაზრების გამომხმობი ჭკუის ტალკვესია და კარ-
გად მოგეხსენება, რომ მაგისთვის ასეთი ტალკვესი არც აქამდი გა-
ჭედილა და არც აწი გაიჭედება. საკვირველია, სარდალს მეძახის და
ლაშქრის უბრალო კაცის უფლება არა მაქვს. წამოვედით ქაშანის
აქლემებივით თავაღერილნი, მაგრამ რისთვის! თუ ამაზე მეტად
არავინ გვებრძვის, რაღას მოვლაშქრობდით და თუ გვებრძვიან,
მოგვიტყუეს უეჭველად და ეს არის, მაგრამ ამის თქმის გაბედვას ვინ
იკისრებს მაგ თავქარიანთან. მზვერავთა წინასწარ გამოგზავნა რომ
მოვახსენე, კინაღამ სამოსელი შემოიგლიჯა. ვერ გაიგე, რომ ვინც
გავგზავენთ, ყველა დაიჭირეს და აქ ყველა მეციხოვნე მეგრელი და
ლოლუა დატყვევებულნი არიანო.
‒ მისებრ ჭკვიანური მიზეზი მოუყვანია.
‒ ჩვენ შორის კი დარჩეს და უნდა გითხრა, ლეჩხუმში რომ კი-
სერს მოიტეხდეს, ახი და ალალი კი იქნება მაგაზე. რაც უსჯულოება
მაგან იქ ჩაიდინა, თათარსა და ლეკს არ უქნია ჩვენში.

521
‒ ჰმ! ქალი და ბავშვიც კი არ დაინდო და მგონი ახლაც ეგრე ფიქ-
რობს.
მოსაუბრენი ხელის დაბანის შემდეგ ისევ მთავართან მიბრუნ-
დნენ და სადილისთვის გაშლილ პურ-მარილს მიუსხდნენ.
რამდენადაც ლაშქარი გამგელებული მადით ილუკმებოდა, იმ-
დენად ბატონები უმადოდ და უხალისოდ შეექცეოდნენ.
ტყიდან უეცრად თოფმა დაიჭექა. ჩიჩუა ყველაზე უწინ წამოიჭრა.
თოფებმა კვლავ დაიჭექეს, გამოსროლილი მიზანს არ ცდებოდა.
ოთხი ჯარისკაცი და მეთაური ჯაიანი წაიქცნენ. ცხენს ამოფარებული
დადიანი აღშფოთებული ყვიროდა:
‒ მუხთლური შეხვედრაა! მოღალატური ჩასაფრებაა! სირცხვი-
ლი ასეთ მტერს!
ლაშქარი დაფრთხა, აირია.
მთავარმა ყიფიანის სახუნდართან მისვლა და თავშეფარება მო-
ინდომა, მაგრამ აღარ ეგებოდა. ტყვია სწორედ იქედან მოწვოდა.
‒ გაისროლეთ! ‒ ყვიროდა მთავარი.
‒ დამშვიდდი, მთავარო. ეს უბრალო კენწლაობაა, მეტი არაფე-
რი, ‒ ამშვიდებდა ფაღავა.
‒ ოჰ, კაი კენწლაობაა, შენმა მზემ. ხალხი გაგვიწყვიტეს.
გაბრაზებული ჩიჩუა მთავარს მივარდა და გაბედულად შესძახა:
‒ მთავარო! სარდლობა შენ ინებე და მე ლაშქრის კაცად ჩამაყე-
ნე!
მთავარი გაოცდა, გაწყრა.
‒ რა თქვი, ჩიჩუა? შენც მიღალატე?!
‒ შენ მე სარდლის უფლებას არ მანებებ. ჩემს უფლებებში იჭრე-
ბი. შენი უადგილო ბრძანებები საქმეს მიფუჭებენ. ამიტომ მე ჯარის-
კაცად ვდგები. გვიბრძანე!
გაბრაზებული ჩიჩუა ლაშქრისკენ გატრიალდა.
მთავარი წახდა. იგრძნო თავისი შეცდომები. ლაშქარში მყოფი
რამდენიმე თავადი და ბატონიშვილები მიცვივდნენ.
‒ მთავარო, ჩიჩუა სარდლობას თავს ანებებს, რათ ერევი მის
უფლებებში?

522
შეწბილებულმა მთავარმა ფაღავას უბრძანა:
‒ დაეწიე, არ გაუშვა, თორემ ჩემს წინაპართა საფლავებს ვფიცა-
ვარ, ვესვრი.
მთავარმა და დადიანებმა ჩიჩუა მოაბრუნეს.
‒ ჩიჩუა! რა დროს ასეთი დიდგულობაა. ამას შენგან არ მოვე-
ლოდი, ‒ ხმაშერბილებულად მიმართა მთავარმა.
– მე საქმის ერთგულება კადნიერებას მმატებს, მთავარო!
‒კარგი, როგორც გინდა, ისე იმოქმედე, მაგრამ პასუხიც შენ უნ-
და აგო.
‒ კარგია! სხვის წამხდარ საქმეზე პასუხი შენ უნდა აგო, ჩიჩუა! ‒
წაილაპარაკა სარდალმა, ადგილს მოსწყდა და რამდენიმე წუთს
შემდეგ ლაშქარი მოაწესრიგა.
ტყიდან თოფები კვლავ ატკიცინდნენ.
დადიანის ლაშქარმაც მკაცრად უპასუხა, მაგრამ მიზანს ტყე ეფა-
რებოდა და ტყე კი მიზანს არ აცდენდა.
სროლა გაძლიერდა. უსაფრო და უსიმაგრო ჩიჩუამ უმწეობა იგ-
რძნო. ლაშქარი საგრძნობლად დაზარალდა, სარდალმა განიზრახა
წინ წაწეულიყვნენ და ტყეზე ეიერიშნათ.
ბრეკს ამოფარებულმა მთავარმა მოიხმო ფაღავა, მხეიძე, ქოცო
და ბეკმულ დადიანები, რომელთაც თოფ-დამბაჩების მტენელი მო-
ლაშქრეები უკან უდგნენ და დავალებას სწრაფად ასრულებდნენ.
ტყეზე იერიშის მიტანის განზრახვა ტყის მებრძოლებმა უგრძვნეს
და ტყვიები სეტყვასავით გამოუშვეს.
ჩიჩუამ ლაშქარი უკან დახია. მაგრამ მოულოდნელ წინააღმდე-
გობას წააწყდნენ: ლუხვანოს და ზარაგულას უკვე დაესწრო დასახე-
ვი გზის გადაჭრა და მგლებივით ჩასაფრებულები სიჩუმეში საბ-
რძოლველ კბილებს ილესდნენ.
სარდალმა ლაშქარი შეაყენა. იქით-აქეთ მდუმარებას კრიჭა შე-
ეკრა და ჩიჩუა თავის გუმანს ეკითხებოდა: თუ სამტროდ მოსულან,
თოფის წამალი რად არ ფეთქს და თუ სამოყვროდ, რად გვეკრძალ-
ვიან? რა თქმა უნდა, ეს მშვიდობიანი შეკითხვით უნდა გამოირკვეს.
ჩიჩუამ სამი კაცი აარჩია და სამოციქულო დასაქმებით რაზმთან

523
გაგზავნა.
მოციქულებმა მალე პასუხი მოიტანეს: ჩვენ ბააკა გორდეზიანის
პაემანითა ვართ მოსული და იმას ვუცდით, მეტი არაფერი არ ვიცი-
თო.
ჩიჩუა ჩაფიქრდა.
‒ იფიქრე რამე, სარდალო! ყოყმანის დრო აღარ არის! — მი-
მართეს მებრძოლებმა ჩიჩუას,
— ეს გორდეზიანი მტერს წარმოადგენს ჩვენთვის თუ მოყვარეს,
ესეც რომ არ ვიცით, რა უნდა ვიფიქროთ! ‒ პასუხი გასცა სარდალმა
და ის იყო წყალგაღმით მრავალრიცხოვანი ხალხი შეამჩნიეს.
‒ ეს გორდეზიანია უეჭველად, ‒ თქვა ერთმა. გორდეზიანის
ლაშქარმა ცხენისწყალი გამოაპო, დადიანის ლაშქრის გასწვრივ
რკალი გააკეთა და ლუხვანო-ზარაგულას ფრთას გადაეჭდო.
შუაში მომწყვდეული ოდიშელები ჯერ კიდევ ვერ გამორკვეუ-
ლიყვნენ, საიერიშო რკალი იყო თუ მიმშველებელი და მთავარი მის
თანმხლებ თავადებს ეკითხებოდა:
‒ ესენი ვინ უნდა იყვნენ? მოყვრულად მზრახველნი თუ მტრუ-
ლად მოიერიშენი?
‒ ეს ჩვენი ბააკა გორდეზიანი უნდა იყოს, მბრძანებელო, მოგ-
ვეშველა უთუოდ, ‒ მოახსენა ფაღავამ.
მთავართან მცირე მანძილით დაშორებული ჩიჩუა ორჭოფულ
მდგომარეობაში იყო.
მოციქულები იმავე წინადადებით გორდეზიანთან გაგზავნა. ავ-
კარგის გამომრკვევი წუთები ჰაერს ხუთავდა, ქმედობის უნარს ადუ-
ნებდა.
იმ დროს, როდესაც ბააკა გორდეზიანის მხარე ტყიდან გამოცე-
მულ ნიშანს უცდიდა, ჩიჩუას გაგზავნილი მოციქულები ჩქარი ნაბი-
ჯით ბააკასკენ მიიჩქაროდნენ.
სულთქმაშეკავებული ბრძოლის ველის სიჩუმე სანიშნოდ გამო-
ცემულმა ბუკის ხმამ შეაკრთო, გარს შემორტყმული რკალი ელვის
სისწრაფით აფეთქდა და სროლის ჭახაჭუხმა ყურთასმენა დაჰფარა.
ომის ცთუნების სახერხო სცენას საიდუმლოების ფარდა აეხადა.

524
ოდიშელებმა დაინახეს, რომ ალყაშემორტყმულნი იყვნენ.
ჩიჩუამ ბრძანება გასცა სახელდახელო შეტაკებაზე იერიშით გა-
დასულიყვნენ. სარდალს იმედი ჰქონდა მეგრელთა სისწრაფე და
სიჩაუქე ლეჩხუმ-სვანელთა სიზანტეს კისერზე გადაურბენდა,
რკალს გაარღვევდა.
ბრძოლა გაღრმავდა. მოპირდაპირეთა რკინა-ფოლადის ჯახუნ-
მა ჰაერი სატანის საზეიმო ხმაზე აატრიალა.
‒ ეს ტყის მდევი ვინღაა? ‒ შესძახა გაწერელიამ ლიპარტელიანს
და ხმალი მოუქნია. ლიპარტელიანს ხმალი ვერ მისწვდა, მოქნეული
ასცდა. მეორედ მოქნევა კი ლიპარტელიანმა დაასწრო და ბეჭის
თავზე დარტყმული ხმალი მუცლამდე დაიყვანა.
‒ახლა ხომ მიხვდი, ვინცა ვარ! — დასძახა ძირს დავარდნილ
მეომარს და უცებ სხვებს მიეძალა.
იქეთ მეორე მხარეს ბააკა გორდეზიანს ხმალამოღებული ბაკ-
მულ დადიანი მიმინოსავით მივარდნოდა, მაგრამ ოდიშელის ფიცხი
მერანი ორი ნაბიჯით მიზანს გასცდა და მოქნეული ხმალი გორდეზი-
ანს ასცდა. ცხენები ორივემ კვლავ შეატრიალეს და მოქნეულმა
ხმლებმა მხოლოდ ერთმანეთი დაკბინეს.
‒ დამნებდი, ლეჩხუმელო! ‒ დაუყვირა ბაკმულმა.
‒ ვითომდა რატომ, ბატონო!
ჰაერში ხმლებმა გველურად დაისისინა, გორდეზიანის მკლავის
სიგრძემ გაიმარჯვა, ბაკმულის ბეჭიდან მოცელილმა. მკლავმა ძირს
მოადინა ზღართანი. მხედარი ცხენიდან გადავარდა, ხოლო გორდე-
ზიანს ჩახმახშემართული დამბაჩით თოდრია მივარდა. გორდეზიანი
უცებ მიხვდა, რომ დამბაჩის ამოღება გვიანი იყო და ხმლის მიწვდე-
ნა საეჭვო. სითამამით მიაგდო ცხენი და მარჯვენა მკლავში სწვდა
თოდრიას და თავი შუაზე გადაუჩეხა.
მეგრელების ერთ პატარა ჯგუფს ოცი ლეჩხუმელი კლდის ძირში
მიემწყვდიათ. მიმშველებელმა მხედარმა ცხენი იმ დროს მიაგდო,
როდესაც მეოცე ლეჩხუმელს უტევდნენ და გააფთრებული მეგრე-
ლის გასროლილმა დამბაჩამ ხმალამოქნეული მხედარი გულგან-
გმირული ცხენიდან გადმოატრიალა და ამრიგად ოცი მებრძოლი

525
ლეჩხუმელის გვამს მეოცდაერთე, ბადრი რატიანის გვამიც მიემა-
ტა.ხელჩართულმა შეტაკებამ საზარელი სახე მიიღო.
ტყიდან თოფები კვლავ ახმაურდა. გამოსროლილი ტყვიები,
მტერ-მოყვარეს ვეღარ არჩევდა.
უცებ ქედმაღლურად თავაღერილი ბედაური შეკრთა, შეძიგძიგ-
და და ჩაიკეცა. სარდალი ჩიჩუა საყვარელი ცხენის ზურგს მყის მო-
შორდა, მაგრამ სახუნდარი მაინც თავისას არ იშლიდა, ერთხელვე
აკვიატებულ მიზანს ტყვიებს ახლიდა. ჩიჩუა ფეხის კუნთში დაიჭრა
და შიგ განარბენი ტყვია იქვე წაქცეულ ცხენის მუცელში მიიმალა.
‒ არა მიშავს. ფეხის კუნთის ჭრილობა ხმალს ვერ დამაგდები-
ნებს!‒ ჭრილობაზე ყაბალახი წამიჭირეთ! ცხენი ახლავე! ‒ ბრძა-
ნებდა გალომებული სარდალი.
თანმხლებელმა ცხენი დაუთმო, ჭრილობა შეუკრეს, უნაგირზე
შესვეს და სარდალმა მსწრაფლ ბრძანება გასცა, სროლა გაეძლიე-
რებიათ.
სროლის ტკაცანი, ხმლების წკრიალი, მეომართა ყიჟინა და დაჭ-
რილთა ვაგლახი გაისმოდა გარშემო.
დაკოდილი სარდალი არ სცხრებოდა, სხვადასხვა მიდგომით
ახალსა და ახალ ხერხს მიმართავდა და ლაშქარს რიხიანად განა-
გებდა, მაგრამ ბეჟანის სახუნდარიდან ვიღაც მიზანს არ აცდენდა.
ახლაც იქიდან წამოსულმა თითქო მოჯადოებულმა ტყვიამ სარდა-
ლი ჩიჩუა თეძოში დასჭრა და ცხენიდან გადმოაგდო.
‒ სად არის ჩიქოვანი? ‒ დაიძახა ჩიჩუამ, ‒ ჩემი მოვალეობა მან
აიღოს!
მაგრამ ამ დროს მძიმედ დაჭრილი ჩიქოვანი სისხლისაგან იც-
ლებოდა.
ომის ასეთმა გამწვავებამ მთავარს მოფიქრების და თავშეკავე-
ბის უნარი წაართვა, საფრიდან გამოიჭრა და გიჟივით ყვიროდა:
‒გამომყევით! ისროლეთ! მოუქნიეთ! სჩეხეთ! და ამგვარი
აღელვებით მიმყოლი მცირე რაზმით ბექანის სახუნდრისკენ გაეშუ-
რა. სახუნდარმა სროლა შეაჩერა. ამით გათამამებული მთავარი უკ-
ვე ტყეში შეიჭრა, მაგრამ ტყის მეომარმა სვანებმა უყელეს და ვიდრე

526
სახუნდარს მიუწევდენ, მთავარსა და მის რაზმს ორმწკრივად ალყა
შემოარტყეს. მთავარმა ხიფათის სიძნელე იგრძნო და მრისხანებით
გამძვინვარებულმა შეჰყვირა:
‒ შედექით! ვის უბედავთ, რეგვენებო!
‒ ვის და შენისთანა ავს! ‒ შეჰყვირა გეგი ლიპარტელიანმა.
მთავრის მიმყოლმა მეომრებმა დაინახეს, რომ გააფთრებულ
ალყას ვერ შეაკავებდნენ და ფარ-ხმალი დაჰყარეს.
ტყვექმნილ მთავარსა და მის მიმყოლთ მცველთა სიმრავლე შე-
მოერტყა და სახუნდარის ძირში მიიყვანეს.
ლაშქარში უცებ ხმამ გაიელვა: ჩიქოვანი და სარდალი ჩიჩუა და-
იჭრნენ, მთავარი და მისი რჩეულნი დაატყვევესო.
ბრძოლის აღგზნებულ ცეცხლს უცებ ალი დავარდა და იხტიბარ-
წამხდარი ხალხი დაჭრილ სარდალთან მიიჭრა.
– სარდალო! შენს სიტყვას ველით, როგორ მოვიქცეთ?
ჭრილობისგან დიდად შეწუხებულმა სარდალმა ძლივს უპასუხა:
‒ შეჩერდით!.. ომი წაგებულია!
სარდლის უკანასკნელმა სიტყვამ ბრძოლის ველზე გრძნეულის
ფრთებით გაიელვა.
ბრძოლის ასპარეზი ერთბაშად დაწყნარდა, მაგრამ დაჭრილთა
კვნესა-გოდების ხმა კი უფრო მკაფიოდ გაისმა.
ბეჟანის სახუნდარის ხვრელიდან მზია, ასმათი და გახა გამოვიდ-
ნენ.
გამარჯვებულის იერით გეგი ლიპარტელიანი მზიას წარუდგა:
‒ დიდო ქალბატონო, დატყვევებული მთავარი შენს განეჩანს
ელოდება.
ძნელი იყო იმის თქმა, თუ მიწაზე მდგომი მთავრის მდგომარეო-
ბა უკეთესი იყო თუ მიწაზე დავარდნილი მეომრებისა, რომელთაც
შეგრძნების უნარი დაეკარგათ და სულის და ხორცის შემწუხებელ
მოვლენებს აღარ გრძნობდნენ. მთავარი ვერ ბედავდა თვალი გაეს-
წორებია მზიასათვის, მაგრამ ბოლოს ცნობისმოყვარეობამ სძლია
და ქალს შეხედა. იცნო, უნდოდა ეთქვა, მართლაც ის გრძნეული დე-
დაკაცი ყოფილაო, მაგრამ ნაფიქრები მხოლოდღა თავში ჩარჩა და

527
შეურაცხყოფით გაჩანაგებული მიწას დააშტერდა.
მზიამ ერთი გადახედა და ლიპარტელიანს მკვახე ბრძანება გა-
დაუგდო:
‒ ლენტეხის ციხის პატიმრად ჰყავით!
მერე ასმათისა და გახას თანხლებით დაჭრილთა მოსავლელად
გაეშურა.
მთავარი კი ამ დროს ცოცხლად დარჩენას ნანობდა.

***
ნამარნევის მონასტრის ბერთა კრებული დაჭრილთა და მიცვა-
ლებულთა შორის მეღამურებივით დაფარფატებდა. საწამლე არკე-
ბი გაეხსნათ, ჭრილობებს ბანდნენ და უხვევდნენ.
დაჭრილები მომვლელებს ღვთაებასავით მიშტერებოდნენ და
შესაბრალისად ევედრებოდნენ:‒ ღვთის გულისათვის გვიშველეთ!
მოგვხედეთ! ქრისტიანები ვართ!
‒ვინც უნდა იყოთ, ჩვენთვის სულ ერთია, ყველას თანაბრად გემ-
სახურებით, შვილებო. თქვენც ღმერთს შეევედრეთ და მისი განგე-
ბით ყოველივეს აიტანთ, – ეუბნებოდა იოანე ბერი დაჭრილ მეგ-
რელს და თანვე ჭრილობას უხვევდა.
‒ ეჰ, მამაო! ღმერთის ვედრების მეტი ჩემს სიცოცხლეში არაფე-
რი მიქნია, მაგრამ...
‒ მაინც წამოდი ძმათა საკლავად, შვილო, არა?
‒ ეს წამოსვლა ჩემი მოგონილი კი არ არის, მამაო.
‒ არ უნდა წამოსულიყავი, შვილო თათარზე კი არ მიდიოდი.
‒ მერე რა გამოვიდოდა! სხვები წამოვიდოდნენ.
‒ არც სხვები უნდა წამოსულიყვნენ.
‒ ჩვენი ნებით კი არ წამოვსულვართ, მამაო... მეგრელ გლეხს
რა აქვს გასაყოფი ლეჩხუმელ გლეხთან... ძალამ და შიშმა წამოგ-
ვიყვანა.
‒ მართალი ხარ, შვილო, ‒ უთხრა დაჭრილს ბერმა, შეხვევა გა-
ათავა და მეორე დაჭრილს მიეშველა.

528
‒ მამაო, არ მიმატოვოთ მამაშვილობას. ღამდება მგონი და
მგლები დამჭამენ! ‒ მიაძახა დაჭრილმა.
‒ არა, შვილო, მგლებს რა უნდა თქვენთან. ახლავე საკაცეებს
მოიტანენ და ყველას ჩემს მონასტერში წაგიყვანთ. იქა გვაქვს მზად
დაჭრილთათვის სამყოფელი.
‒ დაგლოცოს ღმერთმა.
იქით პატარა ჩირგვის ძირში მზია და ასმათი ჩიქოვანის კვნესას
წააწყდნენ.
‒ აბა, გახა, მოიტა წამალ-სახვევი, ჩქარა, ‒ მიაძახა გახას მზიამ
და ჩიქოვანს ჭრილობა მოუნახეს. ზურგში ჰქონდა მახვილი ჩაცემუ-
ლი.
‒ მუხთლურად დამჭრეს... უკანიდან მომეპარნენ...‒ ნაწყვეტ-
ნაწყვეტ ამბობდა ჩიქოვანი.
‒ ბედს ნუ ემდური, ბატონო, ‒ ანუგეშა გახამ, ‒ ჭრილობა ისეთი
მსუბუქია, რომ ერთ კვირაში მორჩება.
– ოოჰ, რისი მსუბუქი, ძმაო, ახლა ბარძაყი ნახე! შუაზე მაქვს გა-
ფატრული.
გახამ ბარძაყსაც დახედა. ‒ ნუ შიშობ, ბატონო, ესეც მსუბუქი
ჭრილობაა.
‒ მანდილოსნებთან ნუ შემარცხვენ, თუ ძმა ხარ, ბარძაყზე შენ
მომიარე.
‒ მეომარს ჭრილობა შეშვენის და დედაკაცს მისი მოვლა. აქ სა-
რიდალი არაფერია, ბატონო, ‒ თავაზიანად ეუბნებოდა მზია, ხე-
ლებში ხელს ჰკიდებდა, ასმათს უბრძანებდა, შუბლიდან მონადენი
ოფლი ხელმანდილით მოეწმინდა დაჭრილისათვის. ამასობაში გა-
ხამ ჩიქოვანს ჭრილობა შეუხვია.
მოჯალავრეებმა საკაცე მოიტანეს. ჩიქოვანი მონასტრისკენ გა-
ისტუმრეს, მომვლელები სხვების მისაშველებლად გაქანდნენ.
‒ აქეთ, აქეთ, ღვთისნიერო ხალხო! — მიაძახა მათ ვიღაცამ.
სამივენი მისკენ გაეშურნენ. ჩიჩუა სისხლის დენას დაესუსტებია
და გული უღონდებოდა. ვიღაც მოლაშქრე თავს ადგა, მაგრამ ვერა-
ფერს შველოდა.

529
მზიამ საწამლე პარკიდან რაღაც ბალახი ამოიღო, ხელით მოს-
რისა, ჭრილობებს დაადო, სისხლის დენა ჩქარა შეჩერდა. სახვევი
გაუკეთეს და სანამ მოჯალავრეები მოვიდოდნენ, დაჭრილი მოცოც-
ხლდა და მალე ნამარნევისკენ გაისტუმრეს.
შავად ჩაცმული მზია ყველას მონაზონი ეგონა და მისი ასეთი უბ-
რალოებით ქცევა არც არავის აკვირვებდა, მაგრამ ასმათი კი ყვე-
ლას აოცებდა. „ახალგაზრდა, ლამაზი, ტანადი, ვინ უნდა იყოს?“ —
ფიქრობდნენ დაჭრილი მეომრები და სისხლის დენით მისუსტებული
გული მისი მოვლით და ხელის შეხებით სიამით შეუტოკდებოდათ.
‒ იკურთხოს შენი მშობელი, რა მარჯვე და ტკბილი ხელი გაქვს,
‒ ეუბნებოდა ერთი დაჭრილი.
‒ ვინა ხარ, ასეთი ღვთისნიერი, ჩემო დაია? ‒ ჰკითხა მეორე
დაჭრილმა.
‒ მონასტრის მხევალი გახლავარ.
‒ კურთხეული მონასტერი ყოფილა ის დალოცვილი.
‒ შელია, ბერად ხომ არ გინდა შედგე? ‒ გამოსძახა კვნესით
ელიავამ.
‒ ეს ოხერი ფეხი რომ არ დამჭროდა, ახლავე გავიქცეოდი.
‒ ასეთ ხუმრობაზე რომ ასმათი სიმორცხვით წითლდებოდა,
მზია მშვიდი ღიმილით ეუბნებოდა:
‒ იხუმრონ, შვილო, იხუმრონ. ეგებ ჭრილობებს ესალბუნოს.
მოვლა გაათავეს.
‒ აბა, გახა, – მიმართა მზიამ. ‒ ახლა ტყისკენ გავსწიოთ, არავინ
დაგვრჩეს უპატრონოდ და მოუვლელი.
ის იყო ტყის პირთან რომ მივიდნენ, ტყიდან ბერი აბელი და მისი
დიაკონი სეხნია გამოვიდნენ.
‒ როგორ არის ტყის საქმე? ‒ შეეკითხა მათ მზია.
‒ ყველა მოვლილ-ნაპატრონევია, ბატონო. სადაცაა საკაცეებზე
დაადებენ და მონასტრისკენ გასწევენ, ‒ უპასუხა სეხნიამ თუ არა,
მზია იცნო და აბელ ბერს გადახედა. აბელი ერთ წუთში საშინლად
გამოცვლილიყო. მისი თეთრი წვერი და პირისახე ერთფერად ქცე-
ულნი კრძალულებით თრთოდნენ. და ბეჩავი თვალები უსიტყვოდ

530
რაღაცას მეტყველებდნენ.მზიამ იგრძნო, რომ მის წინ რაღაც საკ-
ვირველი ამოცანა იდგა და უცებ ვერ გარკვეულიყო.
აბელმა მზიასკენ ნაბიჯი გადადგა და ვით ღვთაებას ისე შეჰღაღა-
და: ‒ მომილოცავს, საკვირველო ქალღმერთო, სიცოცხლეც და გა-
მარჯვებაც.
ვამეხი დიდად შეეცვალა დროთა სვლას და მონასტრულ პირო-
ბებს. მისი სილამაზე, სიმკვირცხლე, ვაჟკაცური ლაზათი და რიხია-
ნობა ბერის და ბედის ბეჩაობას ისე დაეჩრდილა, რომ წლოვანობა-
ზე ბევრად ხნიერი ჩანდა, მაგრამ აწმყოს მაინც წარსულთან მსგავ-
სება კვლავ იმდენად შერჩენოდა, რომ მზია თანდათან გამოერკვა
და ბოლოს გაოცებულმა შესძახა:
‒ ვამეხი ხომ არა ხარ?!
‒ დიახ, ვამეხი ბედშავი ვამეხი, ქალბატონო, ბერად აღკვეცილი
ვამეხი, ‒ ბერი მზიას მუხლებთან დავარდა.
ათრთოლებული მზია დაიხარა, ფეხზე წამოაყენა, შუბლზე აკოცა
და ძლივს უთხრა:
‒ ვამეხ, ჩვენ ხომ ამიერიდან და-ძმა უნდა ვიქნეთ!
‒ დროთა და გარემოების შესაფერი განაჩენია, ქალბატონო!
წუთიერი სიჩუმე ჩამოვარდა. ორივენი ღელავდნენ და ამ შეხ-
ვედრით რომელი მეტი კმაყოფილი დარჩა, ძნელი გასაგები იყო.
სიჩუმე სეხნიამ დაარღვია:
‒ ჩემი ქალბატონის ჭირიმე, მე ვეღარ მიცანი?
მზია მიაჩერდა.
‒ აიდა, რავა დავღუპულვარ კაკალი კაცი, ქალბატონო! შენი ერ-
თგული ესიკია ვეღარ მიცანი?
მზია ესიკიას გურულმა კილომ და გამოცოცხლებულმა სახემ გა-
მოარკვია და სიხარულით მიაძახა:
‒ ახ, ჩემო ესიკა, შენა! მოდი, ჩემო ძმობილო და ერთგულო,
აბა,რა მომაფიქრებინებდა ამდენ საკვირველებას,‒ და გახარე-
ბულმა მზიამ ესიკა გადაკოცნა.

531
***
დაღამდა, მაგრამ საშინელმა დღემ ღამეც ისეთი ლუსკუმო წამო-
ანთხია, რომ თვალთან თითს ვერ მიიტანდა კაცი. ფეხშეჩვეული ად-
გილის ხალხი საკაცეებს მაინც სიფრთხილით და სათუთად მიეზიდე-
ბოდა და თუ რომელიმეს ფეხი დაუცდებოდა და ჯალავერი შეინ-
ჯღრეოდა, დაჭრილები კვნესა, ვაებით იხვეწებოდნენ: „წყნარა, თუ
ღმერთი გწამთ... ფრთხილად, თუ ძმა ხართო“.
საკაცეების ქარავანი ერთი მეორეს მისდევდა. უკან მიყვებოდ-
ნენ გამარჯვებულნი, მაგრამ მძიმე მსხვერპლით შეწუხებულნი მზაა,
ასმათი და გახა. მთელი დღე ომის ქარცეცხლით დაპყრობილი მზი-
ას გული და გონება იმაზე საფიქრათაც ვეღარ იცლიდა, რომ ლეჩ-
ხუმის მეორე კალთაზედაც ასეთივე სიკვდილის წვიმა იყო, რომლი-
სათვის მთავარი პასუხისმგებელი შმაგი იყო. ხანდახან რომ გონე-
ბის არეში შმაგის ლანდი ელვასავით გაურბენდა, უცებ ომის ახმაუ-
რებული რისხვა უქრობდა უწყვეტდა და ასე წამდაუწუმი ანთებით
და ჩაქრობით დედის გული ისეთ გამოუცნობ გულისცვალებას გა-
ნიცდიდა, რომელზედაც ფიქრი, შეჩერება არ შეეძლო. მაგრამ ახ-
ლა, ამ საშინელ ღამის სიბნელემ, შიგ ჩანთხეულმა დაჭრილთა
კვნესა-ვაებამ, ცხენთა ფლოქვების ხმაურმა და აქა-იქ მეკალავრეე-
ბის შეძახებამ „მარჯვეთ, ბიჭებოო“, მზიას მწარე ფიქრების საშუა-
ლება მისცა. ქალი უნაგირზე ისე შეკრთა, შეწრიალდა, თითქო ჯო-
ჯოხეთის შავმა ფრთებმა თავს ცეცხლი დააბერტყაო და გულამ-
ღვრეულმა გახას გადაულაპარაკა:
‒ ჩვენ კი გამარჯვებული გვგონია ჩვენი თავი, მაგრამ ჩემი შმაგი
რა დღეშია, რა ვიცით!
‒ იქეთ სულ არ მეშინია, ქალბატონო!
‒ ეჰ, რა ვიცი. თუ მურში არაფერი საიმედო ამბავი დაგვხვდა, მე-
რე საჭიროა რამდენიმე მეომრით ამაღამვე ორბელში გადავიდეთ,
თუმცა დიდად დაღლილნი კი არიან, მაგრამ... ‒ ჩაფიქრდა. ‒ გან-
საკუთრებით კი შენ ძალიან საჭირო ხარ იქ, ჩემო გახა.
‒ თუ მიბრძანებ, ახლავე დაეწინაურდები.
‒ დიდი სიკეთე იქნება, ალბათ, ჩვენს ამბავსაც შენ მიიტან.

532
‒ ბიძაჩემო, შენ. იქაური ხარ ხომ? – შეეკითხა ასმათი.
‒ ოდესღაც ვიყავი, ბიძი, მაგრამ ახლა ცოტა გადაჩიქორთულე-
ბული ვარ და რავა იქნება ჩემი საქმე, აღარ ვიცი.
‒ რატომ?
‒ იმე ცოლი ვეღარ მიცნობს ახლა და შვილი და უნდა ვეფიცო
ყველას: მე ისა ვარ, რომ ვიყავი-თქო, თუ რა ვქნა აღარ ვიცი.
ქალები გახას ნათქვამმა გააცინა.
‒ აბა, ჩემო გახა, გასწიე და ჩემი თქმა შენ აღარ გინდა, როგორც
ჯობდეს, ისე მოიქეცი. თუ ოდიშელები იქეთაც გაჩდნენ და მათ შო-
რის დემურიც იქნეს, შმაგის შეახსენე, რომ ფრთხილად მოექცეს, მი-
სი სისხლი არ დაღვაროს. რაც უნდა იყოს მამამისის ნათლულია და
მისი დის ძმა. ხომ იცი, დინა ვისი შვილია! დიახ, ყველაფერი არ უნ-
და დაივიწყო კაცმა, თორემ ადამიანური სამართალი ბოლოს ჩვენ
დაგვაბჭობს.
გახამ ცხენს მათრახი გადაუშოლტა და ომგადახდილი ორმოც-
დათხუთმეტი წლის კაცი შეუპოვარი ჭაბუკივით მეორე საქარცეც-
ხლო ომის ველისკენ გაეშურა.
მზია ოდნავ დამშვიდდა, მაგრამ ასმათს კი გული რაღაცამ უსია-
მოვნოდ ჩაუნაღვერდლა. ალბათ მამის დარიგება გაახსენდა და მა-
საც უნდოდა საფრთხეში მყოფ გელოვანს გახასთან ერთად მიშვე-
ლებოდა, მაგრამ რა უნდა ექნა, ქალბატონს ხომ ვერ მიატოვებდა
და ისე კი არავინ არ ავალებდა მისთვის ამ ფრიად აღგზნებულ სურ-
ვილს.
შუაღამე იქნებოდა, რომ გახამ ორბელის ქედი გადაიარა და თა-
ვის სოფელს უახლოვდებოდა. აღტაცებამ გულისცემა აუჩქარა, ხე-
ლები ისე უთრთოდნენ, რომ აღვირს და მათრახს ძლივსღა იჭერდა.
„თუმცა ეს წკვარამი ღამე არაფეს მაჩვენებს, ‒ ფიქრობდა გახა,
მაგრამ მაინც ვგრძნობ, რომ შენ მკერდზე ვარ, ჩემო სოფელ-ქვეყა-
ნავ, ჩემო ოცდახუთი წლით მიტოვებულო ლაჯანა, ცოლ-შვილო,
ოჯახო. შემინდევ, რომ უდანაშაულოდ მიგატოვე და გაგექეცი, შე-
მინდევ, რომ შენს ნიადაგს ჩემი მაჯის ღონე და ოფლი მოვაკელი და
კეთილი თესლის ჩაყრით გულს აღარ გივსებდი“.‒ფიქრობდა გახა

533
და ბოლოს ხმა შემაღლებით წამოიძახა:
‒ შემინდევ, შემინდევ, მშობელო ქვეყანავ და საყვარელო ოჯახ

ცრემლებმა ფათქაფუთქით ცვენა დაუწყო. მალე დაინახა, რომ


ახალჭალის ერთ პატარა ჯარგვალში მოთავსებული კარღია სამ-
ღებროში ისევ ისე ბჟუტავდა ცეცხლი, როგორც ამ ოცდახუთი წლის
წინათ დატოვა.
სამარისებურმა სიჩუმემ გააკვირვა, რადგან შმაგი და ვისი ლაშ-
ქარი კიდევ აქ ეგულვებოდა და ცხენი. სამღებროს წინ შეაჩერა.
‒ გამარჯობა, ძმობილო! ‒ სალამი შეუგდო გარედან ცეცხლის
პირს მჯდომარე სამღებროს პატრონს.
‒ღმერთმა გაგიმარჯოს, ვიღაცა ხარ, ძმაო, მარა ბალა ის
არის,რომ მშვიდობა. ჩვენთან სამყოფი აღარ აქვს!
‒ რავა? რა იყო?
‒ იმე, ღმერთი შენ მტერს გაუწყრა, ომი რომ არის, არ გაგიგია?!
‒ მერე საით არის, თუ იცი?
‒ იქით და აქით ყველგან.
‒ აქეთ საით?
‒ დაბლა, ორპირში. ის ოჯახამოსაგდები დადიანი მოდისო და
ჩვენები არ უშვებენ აქეთ.
‒ჰმ! მშვიდობით იყავი. შენ რისი გეშინია მერე! იჯექი ცეცხლთან,
აბოლე ყალიონი და ღებე ლაინები.
გახამ ცხენი შეახელფეხა და ორპირისკენ მწევარივით გაკურ-
ცხლა.
დღე რომ ყოფილიყო, გახას დანახვით, ალბათ, მისი სოფელი,
მისი მოვლილი დიდი მაღლარი ვენახი, ხეხილი და მიწაწყალი გან-
ცვიფრებით და გახარებით ენას ამოიდგამდნენ და მიაძახებდნენ:
„გახა, დაბრუნდი, დაბრუნდი მხოლოდ და შეგვინდვია ყოველივე!..“
მეორე ხაზის ხელმძღვანელმა სარდალმა ემუხვარმა უფრო მეტი
სამხედრო სიფრთხილე გამოიჩინა, ვიდრე მთავარმა: გზადაგზა
მზვერავები დააწინაურა და მალიმალ ცნობებს აწვდიდნენ, რომ გზა
მშვიდობისა იყო.

534
როდესაც ხვამლის მთის ძირში მთელი კდედაღმართის ხალხი
ოყურეშივით პურ-მარილით დახვდნენ, ამან კიდევ უფრო სარწმუ-
ნოდ ჰყო ლეჩხუმის ხალხის მშვიდობიანობა.
– ეტყობა ხვამლის მთა ჩვენთვის დარობს, ბატონიშვილო. ‒ უთ-
ხრა პურ-მარილით ნასიამოვნებმა ემუხვარმა დემურს, ‒ და იმ ვი-
ღაც ბესიკის თავხედობა მართლაც ისეთი გამოდგა ჭეშმარიტად,
როგორც მთავარი ბრძანებდა. ასეა, მაგისთანა არამკითხე მოამ-
ბეს, რა თქმა უნდა, თვითონ ხალხი მიბერტყავს და მიაგდებს.
‒ მაშ ცუდუბრალოდ გამოვიარეთ ამდენი მთა-ბარი? ‒შეეპასუხა
დემური.
‒ ღმერთმა ჰქნას. თუკი უომრად, რაცა გვსურს, ხელში დაგვრჩე-
ბა, ამას რა სჯობია. ომსა და ხოცვა-ჟლეტას ასეთი მშვენიერი პურ-
ღვინო არ გვირჩევნია? და ეს გამოსეირნება კი ჩავთვალოთ სალაშ-
ქრო შესაქცევ ვარჯიშად. ეს საჭიროა ხანდახან.
ასე საუბრობდა ემუხვარი ახალგაზრდა მემკვიდრესთან. ისინი
ორბელ-ახალჭალის გზას ადგნენ.
‒ დაღამებას მიუსწროთ მგონი ორბელში. არა, აფაქიძე? ‒ შე-
ეკითხა მშვიდობიანობაში დარწმუნებული ემუხვარი.
‒ვგონებ ბევრს არაფერს დავაკლებთ და კარგიც იქნება, რომ
ორპირი დღისით გავიაროთ, თორემ ღამით ცოტა სახიფათოა იმაზე
გავლა.
– როგორ, ამაზე ცუდია, რაც გამოვიარეთ? ‒ იკითხა დემურმა.
‒ გაცილებით! იქ ადამიანის ხელ-ფეხთან ერთად კატის ბრჭყა-
ლებიც უნდა გქონდეს კაცს, რომ ღამე მასზე სვლას გადარჩე და
კლდის ციცაბოდან მდინარე ლაჯანურის გაჯავრებულ შხუილს თავს
არ დაასკდე.
‒ მაშ, ცოტა გაუჩქაროთ, თორემ მართლა ხომ კატის ბრჭყალებს
ვერ გამოვისხამთ, ‒ უთხრა დემურმა და ჯარი მეტ აჩქარებულ
სვლაზე გადაიყვანეს.
ალპანაში რომ მივიდნენ, მზვერავთა ცნობამ იქაც სრული მშვი-
დობიანობა აუწყა, რადგან მზვერავებმა ორპირის კლდეთა შიგნით
შესვლა ცუდი გზების შიშით და ბუნების მკაცრი სანახაობით აღარ

535
მოისურვეს და ორპირის დაბლა მზვერავები მართალნი იყვნენ, რომ
სრული სიმშვიდე ჩანდა.
ორპირი... სწორედ რომ შესაფერ სახელს წარმოადგენს მისი ბუ-
ნებრივი აღნაგობისათვის. ორპირის იქით და აქეთ ამართული ვე-
ებერთელა გვერდებშეხრული კლდეები კბილებდაკრეჭილი ლომე-
ბივით გადმოჰყურებს მის ძირში ვიწრო კალაპოტით შევიწროებულ,
ხმაურითა და შხუილით დაქანებულ მდინარე ლაჯანურს და ამ ბუმ-
ბერაზობის კალთაზე მფოფხავ კაცს რომ დაინახავთ, შესაბრალისი
გეჩვენებათ.
ორპირის სიმაგრეში შემოსულ მტერს მხოლოდ ორი შესავალ-
გასავალი კარები ხვდება. პირველი შედის ალპანის დასასრული-
დან, მეორე გადის ჭილეშის დასაწყისიდან. და თუ ეს კარები შიგნით
შესულ მტერს დამხთურმა ალპანიდანაც გადუჭრა და ჭილებიდანაც
დაუხშო, მტერი უკვე რკინის გალიაში ჩაკეტილივით რჩება. ამიტომ
ონი ონიანის მოქმედების მთელი აზრი და ხერხიც ამაზე იყო დამყა-
რებული და ეს კარგადაც მოახერხა: მტერი გამოვლილი გზის მშვი-
დობიანობით დაინდო და ორპირი გატენილ ყუმბარასავით განამზა-
და: ლაშქრის ერთი ნაწილით ჭილეშიდან ორპირის გამოქვაბულამ-
დე პიტალო კლდეზე გახაზული ბილიკი გადაკეტა. გამოქვაბულში
შმაგი და მისი თანამიმყოლნი ჩააყენა და ჭილეში გორგასლიძეს ჩა-
აბარა. ხოლო თვით ონი სოფელ საირმეში დაბანაკდა, რომ ალპა-
ნიდან ორპირში შემოტყუებულ ოდიშელებისათვის უცებ უკან დასა-
ხევი გზა გადაეჭრა, ორპირის კარი დაეხშო.
თუ ამას შესძლებდნენ, მაშინ ხომ მტერს გასაქანი აღარ. ეძლეო-
და და ამის შესაძლებლობას თვით ხალხის ერთსულოვნება აადვი-
ლებდა.
საღამოს შებინდება ახლოვდებოდა, რომ დემურის ლაშქარმა
ალპანა გამოიარა და ორპირის შესავალ კარებში ისე შელაგდნენ,
თითქო კლდისპირი ქათმის საკენკივით ყლაპავდა, და ვიწრობში
გამწკრივდნენ, მაგრამ მეტად საფრთხილო ბილიკებზე ნელი
სვლით. ვიდრე შმაგის გამოქვაბულს მიაღწევდნენ, ღამემ დღის სი-
ნათლე უკვე სავსებით ამოსწურა.

536
დაწინაურებული სამი ქვეითი მზვერავი გამოქვაბულში ჩამ-
სხდარ მეომრებს წააწყდნენ.
– ვინა ხართ? ‒ გამოსძახა გამოქვაბულმა.
‒ ოდიშელი სტუმრები ვართ.
‒შედექით! სათქმელი მოისმინეთ და მერმე გვესტუმრეთ, ‒ უთ-
ხრა გამოქვაბულის კარებში გამოსულმა შმაგიმ.
მზვერავები შედგნენ. სიბნელეში ფეხის სადგამ ნიადაგს ვეღარ
არჩევდნენ, იქეთ-აქეთ ფეხი უცდებოდათ და შმაგის კაცებმა გააფ-
რთხლეს:
‒ აქეთ გამოიწიეთ, თორემ მანდ რომ ერთი ნაბიჯი დაგიცდეთ,
უფსკრულს უმალ ესტუმრებით, ვიდრე ჩვენ.
მზვერავებმა გამოქვაბულისკენ მიიწიეს, ცეცხლის მბჟუტავ შუქი-
დან შეიარაღებული მოლაშქრენი გაარჩიეს, მაგრამ უკვე გვიანღა
იყო.
‒ ახლავე იარაღი აიყარეთ! ‒ მიმართა შმაგის კაცმა.
‒ ცუდად გიცვნიხარ, ვიღაც ბრძანდები! ‒ შეუტია სვანს მაღალ-
მაღალმა მზვერავმა ნესტორ ბეჭვაიამ.
‒ თავს წააგებთ, თუ გაგვიძალიანდებით! ‒ გააფრთხილა შმა-
გიმ.
‒ რათ გვინდა შერცხვენილი თავი, თუკი შენისთანა ცხვირმოუ-
ხოცავ ბაღანასთან იარაღს ავიყრით. მეგრელები ვართ, ლეჩხუმე-
ლო, თურქები არ გეგონოთ!
‒ მომწონს შენი სითამამე, მეგრელო! ‒ ვერ დაფარა აღტაცება
შმაგიმ.
‒ არც შენი დახვედრაა დასაწუნი! ‒ შესძახა ბეჭვაიამ და ხმალი
იშიშვლა. არც სვანებს ეძინათ. შეიქნა ფოლადის საშინელი ჩახაჩუ-
ხი. ციცაბო ნაპირზე მდგარ ოდიშელებს სამოძრაო ადგილი არა
ჰქონდათ, ვერც ვერაფერს ხედავდნენ სიბნელეში. ორი მათგანი
ვაჟკაცურად შეაკვდა გამოქვაბულში ჩასაფრებულთ. ბრძოლის
დროს გული მხოლოდ ერთს ეუბნებოდა: იარაღს მხოლოდ
მკვდრებს თუ აგვყრით. ბეჭვაიამ რა შეატყო, რომ ერთი ვერ გაუმ-
კლავდებოდა ათ ჩასაფრებულს, გაქცევა არჩია, რათა ცნობა მიეტა-

537
ნა და ოდიშელთა წინმავალი ლაშქარი შეეჩერებია.
სვანები ფრიად განაცვიფრა ოდიშელების სიმამაცემ. შმაგი მა-
შინვე მიხვდა, რომ ისინი დადიანის ლაშქრის მზვერავები იყვნენ.
ტყუილად კი არ უქებენ მეგრელებს მეომრობასო, გაიფიქრა ნასია-
მოვნებმა და გაქცეულ მესამე მზვერავს კაცები დაადევნა, რათა
ცოცხლად შეეპყროთ, შემდეგ ბრძანება გასცა, დახოცილთა გვამე-
ბი მოფარებულ კლდეში შეემალათ, რათა ყვავ-ყორნებს არ დაეძიძ-
გნათ.
გვირაბის გუშაგებმა ბეჭვაიას გაქცევისთანავე ბუკები ააგანგა-
შეს. ბუკების ბღავილს თოფ-დამბაჩების ბათქაბუთქი მოჰყვა. მდი-
ნარე ლაჯანურის შხუილი ოხვრა-ვაებად გადაიქცა, კლდეებმა ანა-
რეკლი ხმები ზათქით და ზარით გამოსცეს და მთელი ორპირის ყა-
ლიბი მდევების ზღაპრულ სამყოფელს დაემსგავსა.
ბეჭვაია კი ამ დროს ქაჯივით მიხტოდა კლდე-ღრეში. არაფერს
ხედავდა წკვარამში, მაგრამ გულს მიჰყავდა წინ და ფეხს ერთხელაც
არ უღალატნია. მალე გაუღიმა ბედმა: წინ თავისი ლაშქრის ხმაური
შემოესმა.
‒ შეჩერდით! შეჩერდით! მოამბე მოვდივარ! ბეჭვაია ვარ, ნესტო-
რის ‒ დაიძახა გულამომჯდარმა ბეჭვაიამ და მეწინავე ცხენოსანთა
წინ დაეცა ღონემიხდილი.
‒ რა ამბავი მოგვიტანე, ბეჭვაია? ‒ ჰკითხა მზვერავს სარდალმა
ემუხვარმა.
‒ ცუდი, სარდალო.
– თავსლაფი დაგესხა!
‒ დამესხა... ღირსი ვარ, ბატონო.
‒ თქვი, რა ამბავია, ნაჭყებია და კობახია სად არიან?
‒ მტერს შეაკვდნენ, ბატონო,
‒ საუკუნო ხსენება მათ! ‒ ქუდი მოიხადა ემუხვარმა, გისმენ, ბეჭ-
ვაია! ‒ ახლა ცოტა შერბილებული ხმით მიმართა სარდალმა მზვე-
რავს და თვალით ანიშნა თავის კაცებს ფეხზე წამოეყენებიათ ბეჭ-
ვაია.
უმალ ორი ცხენოსანი დაქვეითდა და მზვერავს მხრებში შეუდგ-

538
ნენ, წამოაყენეს.
‒ დაჭრილი ხომ არა ხარ, ბიჭო! ‒ ჰკითხა სარდალმა.
‒ არა, ბატონო... გელოვანის ლაშქარი აგერ ყურის ძირში ყოფი-
ლა ჩასაფრებული და ჩვენ ბრმებივით წავადექით მათ სამყოფელს.
შემოგვიტიეს, მაგრამ არც ჩვენ შევირცხვინეთ თავი. ნაჭყებია და
კობახია მკერდით აღუდგნენ, რათა მე დავსხლტომოდი და ამბავი
მომეტანა. მტერი ისეა ჩასაფრებული კლდე-ღრეში, სანამ თავზე არ
წაადგები, ვერ დაინახავ.
‒ ბევრნი არიან? ‒ ჰკითხა ემუხვარმა.
‒ ისეთ სიმაგრეებში არიან ჩამსხარნი, ერთი კაცი ასს გააფუ-
ჭებს, სარდალო!
ემუხვარი ჩაფიქრდა.
‒ ამაღამ ალპანაში შევიცადოთ, ‒ მიუბრუნდა სარდალი უფ-
ლისწულ დემურს. ‒ ხვალ, განთიადისას შეუტიოთ მტერს.
‒ სწორი აზრია! ‒ მისცა პასუხი დადიანმა.

***
ემუხვარი, როგორც სარდალი, სხვების თვალში იხტიბარს არ
იტეხდა, თორემ ყველაზე მეტად ის გრძნობდა, რომ გამოუვალი
საფრთხის წინაშე იდგა. „გამოსავალი გზა ცაგერისკენ სვლაა. თუ
იქ გავიმარჯვეთ, მერმე აქ რაღა შეუძლიათ?“ ‒ ფიქრობდა ემუხვარი
და ბილიკის ვიწროებს სიფრთხილით მიუყვებოდა. წინიდან ძახილი
მოისმა:
‒ საქვეითოა, საქვეითო და ცხენებს ჩამოუხდით!
ცხენოსნები სულ ჩამოხდნენ და ცხენებს წინ გაძღოლით ბილიკ-
ზე მიატარებდნენ.
‒ მარცხნით მიიწიეთ, მარცხნით! მარჯვნივ წყლის ნაპირისკენ
გადასავარდნია! ‒ აფრთხილებდნენ წინანი უკანათ.
‒ გაგრძელდა ეს ოხერი გზა, თუ რაა! წეღან უფრო ჩქარა გამო-
ვიარეთ, ‒ ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ დემურმა.
‒ ეს იმიტომ, ბატონიშვილო, რომ წეღან უფრო გულმშვიდად მო-

539
ვდიოდით და ახლა, ჩანს, ცოტა შეშფოთებულხართ, რაც ძლიერ
საწყენი არის, ვინაიდან სულიერად მშვიდნი ყოველთვის მეტად გო-
ნიერნი არიან, ‒ პასუხი ჰყო ემუხვარმა, მკლავში ხელი მოკიდა ბა-
ტონიშვილს და გზის მიყოლით ლაპარაკი განაგრძო:
‒ ასეთი მოვლენანი ომიანობას თან ახლავს ყოველთვის, ზოგ-
ჯერ სახიფათო, ზოგჯერ კიდევ უარესი, მაგრამ ამან არ უნდა შეგვა-
შინოს. ხომ უწყი, რომ შუაგულს გამოსასვლელი კიდურიც აქვს. ჩვენ
უნდა ვეცადოთ მხოლოდ, რომ სულიერი სიმშვიდე არ დავკარგოთ.
‒ სულიერად მშვიდნი აქ არ წამოვიდოდნენ.
‒ რატომ, უფლისწულო?
‒ რა გვინდოდა აქ? რას ვერჩით იმ კაცს? ის თავისას ეძებს და
ჩვენ რა გვინდოდა ამ საჯიხვე კლდეთა შორის, აღარ ვიცი!
ემუხვარი დემურის სამართლიან თმას გაუჩუმდა. მაგრამ უკანი-
დან მეორეს სიტყვები მოესმა:
‒ არა გვიშავს! ოდიშართა სისწრაფეს და ფეხმარდობას კლდენი
ვერ შეაფერხებენ, ბატონიშვილო, და სადაც ფეხი ვერ ფეხობს, იქ
ფრთანი ესხმით და ისე მიმოქრიან ხოლმე.
ეს გახლდათ საოდიშოში გამოჩენილი კაცი უჯგუშ გამსახურდია.
ემუხვარმა აფაქიძეს მიმართა:
‒ შენ როგორ იტყვი, აფაქიძე?
აფაქიძემ ჩაიცინა და ისე თქვა:
‒ გამსახურდიას ხომ არ ჰგონია, რომ საჩონგურე სამღერლად
მივდივართ!
‒ არა, ბატონო, გამსახურდიას ჩონგურის ხერხთან ხმლის ხმა-
რების ხერხიც ესმის.
ამ ლაპარაკში უკვე ბილიკის გავლაც გაეთავებიათ. მარქაფი
ცხენები შეაჩერეს და დემურს და ემუხვარს შესაჯდომად ავქანდს
უწევდნენ, რომ საიდანღაც თოფმა უსიამოვნოდ დაიჭექა.
‒ სიდან უნდა იყოს? ‒ მიუბრუნდა ბატონიშვილი ემუხვარს.
‒ დაბლიდან არის. მართალია, ‒ დაუმოწმეს სხვებმაც.
‒ რა მოხდა? ახლა არ გამოვიარეთ აქ, რომ სრული სიმშვიდე
სუფევდა? ალბათ, თვალასახვევი ცთუნების მშვიდობა იყო.‒ჩაილა-

540
აპარაკა ემუხვარმა და უნაგირზე მარჯვედ შესწორდა. ხოლო ლაშ-
ქარი ერთად შეჩოჩქოლდა და მერე გაინაბა, სარდლის ხმას ელო-
დებოდნენ.
‒ გავსწიოთ, შევხვდეთ, გადავთელოთ, ვიღაცა არის, ‒ დაიჭექა
უტეხი ხმით ემუხვარმა და ლაშქარიც დაიძრა.
დაბლიდან სროლა გახშირდა. ემუხვარის ბრძანებით სროლით-
ვე უპასუხეს, მაგრამ ღამის უკუნეთი სიბნელე თითქო მფარველი
კალთით გადაჰფარვოდა მიზანს.
ემუხვარის ლაშქარი მიმპარავი სიჩუმით წინ მიიწევდა, ვიდრე
წყვდიადმა სვანები და ოდიშელები ერთი მეორეს არ შეაჯახა.
ემუხვარმა ლაშქარი უკან დასწია. ორივე მხრით სამარისებური
სიჩუმე ჩამოწვა.
ამ ავბედით გაყუჩებას თანდათან განთიადის ნათელი ოვალი
თითქო გამცემლად უახლოვდებოდა, რომ ძმათა საკლავად ჩასაფ-
რებულები დღის სინათლეზე გამოეჩინა.

***
ონი ონიანს თავის სამოქმედო პირველი ნაწილი უკვე შეესრუ-
ლებია: როგორც კი დემურის ლაშქარი ორპირის ვიწრობში შემო-
ლაგდა, ონის იმწამსვე მზვერავმა მდგომარეობა აუწყა. და უცებ
ლაშქარი დასძრა, საირმიდან, ალპანაში ჩამოსხა და ორპირის შე-
სასვლელი ყელი დაიკავა, ხოლო ზედა გასავლელი კარები შმაგის
მიერ გარკინებულიყო და ამის შემდეგ ადვილი წარმოსადგენია, თუ
რა გამოუვალ მდგომარეობაში მოემწყვდა ოდიშართა ლაშქარი.
ის იყო განთიადმა ოდნავ თვალი გაახილა თუ არა, ონის საბრძა-
ნებელი თოფებიც ამეტყველდნენ. მოპირდაპირე ბანაკმაც მყის უპა-
სუხა და ბრძოლის გუმანმა სადღაც ჰაერში კაცთა დაუნდობლობის
შავი ფრთები ნიშგებით ააფარფატა. ემუხვარი ბრძანებას იძლეოდა:
‒ ესროლეთ მაგ დაუნდობლებს!

541
‒ არც ერთი ტყვია უმიზნოდ არ გაისროლოთ! ‒ იძახდა ონი,
ემუხვარს კარგი საფარი არგუნა ბედმა. კლდეს ქიმი გვერდუ-
ლად გამოეწია და სარდალს, უფლისწულს და მათ მიმყოლთ კედე-
ლივით აფარებოდა.
ჯარისკაცებმაც საფარი კონცხები მოიძიეს; კლდეთა ნაპრალებს
კატებივით შებრჭყალებოდნენ, სასროლები მოიმარჯვეს და ტყვია-
წამალი უზოგავად ააფეთქეს, მაგრამ შუადღის გული რომ შეიქნა,
შმაგი და მისი ლაშქარი ემუხვარს ზურგიდან მოექცა და სამკვდრო-
სასიცოცხლო ჟამმაც აჩქარებული რეკვა დაიწყო.
გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი სარდალი პატრუქივით უსიტ-
ყვოდ იწვოდა, გულის გამალებული ცემა შიგნიდან ცხენის ტორს ემ-
სგავსებოდა, გაფითრებულ სახეზე ჭროღა თვალები უიმედოდ ტრი-
ალებდნენ და მაღალი, გადმოკინწული ცხვირი ნესტოებგაფართოე-
ბული უკრთოდა. სახეს ეტყობოდა, რომ უკანასკნელი აზრის და გა-
დაწყვეტილების თქმისთვის გაბედულებას იკრებდა:
‒ შენი სიცოცხლის ჯავრი რომ არ მქონდეს, უფლისწულო, ბრძო-
ლით სიკვდილს ამ ჩემს მკერდს უნანებლად შევაჯახებდი, მაგრამ
სამთავროსადმი მოვალეობა მაკისრებს, რომ მთავრის მემკვიდრის
სიცოცხლე, რითაც მომიხერხდება, მით უნდა შევინარჩუნო.
‒ როგორ? ‒ შეეკითხა დემური.
‒ იარაღი უნდა დავყაროთ!
დემური უპასუხოდ დუმდა. საქმე ამ ზომამდე მისული არ ეგონა.
სროლა ძლიერდებოდა და კლდის კედლებიდან მოწყვეტილი
მეომართა და ცხენთა გვამები ხის მორებივით მდინარე ლაჯანურში
ცვიოდა.
‒ თქვენ რას იტყვით, მებრძოლნო და საპატიო თანამიმყოლნო?
‒ შეეკითხა ემუხვარი მათ ახლოს მდგომთ.
‒ მეტი საშველი არ არის, ‒ მოესმა საერთო თქმა სარდალს და
ამ ხმამ თითქო დემურიც გამოაფხიზლა.
‒ მაშ, ომის წაგების მიზეზი მე ვარ? — მიმართა გაფითრებულმა
დემურმა.
‒ არა, ბატონიშვილო! შენ კი არა, მხოლოდ შემთხვევითი მოუ-

542
ლოდნელი მდგომარეობა, რომლის გამოსწორება არც შენ სიკ-
ვდილს და არც ჩემსას არ ძალუძს.
‒ თუმცა ომის სასწორ-ჩარექი სამართლიანად გადაიხარა, მაგ-
რამ... დამარცხებულის სახელი მაინც მძიმე სატვირთველია, ‒
გულჩათხრობილად თქვა დემურმა და ემუხვარის წინადადებას დას-
ტური მისცა.
ომის მსაჯთა უკანასკნელმა სიტყვამ მყის ლაშქარში გაიელვა და
ოდიშელების ბუკი დამორჩილების სანიშნოდ მოთქმა-გოდების ხმა-
ზე აგანგაშდა, თოფებმა ტკაცანი შეწყვიტეს და სამშვიდობო ამბის
მიმტანი კაცები გელოვანთან წარგზავნენ.
დიდ დროს არ გაუვლია, რომ დემურისა და ემუხვარის წინაშე
ქუდმოხდილი გახა მახარობლიძე, ბარაქელა გორგასლიძე, ორბე-
ლის მეციხოვნე ბახსოლიანი და მათი მიმყოლნი მოწიწებით იდგნენ
და შმაგის შემოთვლილ სამშვიდობო სალამს მოახსენებდნენ.
მტერმოყვრული ლაშქრები ერთპიროვნულად ზედა ლეჩხუმის-
კენ დაიძრენ, მათ წინ შმაგის ლაშქარი უძღოდა და უკან ონი ონია-
ნის ლაშქარი მიუყვებოდა. ოდიშართა ლაშქარი ლაბადაშის ტყეში
მოათავსეს, დემური სოფელ ლაჯანის ციხეში ჩაკეტეს, სარდალ
ემუხვარს და ონი ონიანს ლენტეხის ციხის პატიმარ დადიანთან მო-
ლაპარაკება და საბოლოო შეთანხმება დაევალათ.

***
სანადავლოდ ლეჩხუმს წამოსული სვინჩი დევდარიანი ჩინებუ-
ლად დატვირთული მიდიოდა შინისკენ, რომ ლენტეხის ციხის ძირს
მისულს კიდეც დააღამდა და ყარაულებმაც შეაჩერეს, რადგან იმ
გზაზე მგზავრთა მიმოსვლა დადიანის იქ ტყვეობის გამო აკრძალუ-
ლი იყო.
ამ გარემოებამ სვინჩის თავზარი დასცა. რა ქნას? როგორ მოიქ-
ცეს და რა მოიფიქროს, რომ ფონს გასასვლელი საშუალება მონა-
ხოს და ნადავლი ხელუხლებლად შინ მიიტანოს.
‒ ვინა ხარ? ‒ შეეკითხა ყარაული.

543
‒ მე ვარ, შე კაცო, სვინჩი დევდარიანი, ვერ მიცანი?
‒ დაღამდა, ხომ ხედავ, და მისი ბრალია, ვეღარ ვარჩევთ ერთმა-
ნეთს. შენ საით მიდიხარ? ხომ იცი, ამ გზაზე მიმოსვლა აკრძალუ-
ლია და ვერ გაგიშვებთ.
‒ შე კაცო, მაგ რავა არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი ნებით კი არ მოვდი-
ვარ, შმაგიმ გამომაგზავნა, დადიანი უნდა ვინახულო, დანაბარები
სამოციქულო საქმე საიდუმლოდ უნდა მოვახსენო და პასუხი ხვალ
საღამომდე შმაგის მივუტანო.
‒ ჰოო, ეს სხვა საქმეა, მარა ამის დამაჯერებელი ნიშანიც უნდა
გქონდეს რამე.
სვინჩის მოფიქრებისთვის პასუხის შეჩერება ვერც კი შეამჩნიეს,
რომ უცებ მოისაზრა და უთხრა:
‒ შე კაცო, აბა უნიშნოდ რავა წამოვიდოდი.
და ზურგიდან ტყავის დიდი ხალთა მოიხსნა, ბრძოლის ველზე
დახოცილთა ანაცალი ვერცხლის ყაწიმები და ორი მოოქვრილი
დამბაჩა ამოიღო და უჩვენა.
‒ აი ესენი დატყვევების დროს მთავარს ახსნეს. ეს დამბაჩები ერ-
თი წინ ჰქონდა გაკეთებული და მეორე უკან წელზე. ახლა შმაგიმ ასე
მითხრა: ამათ რომ აჩვენებ, იმწამს დაგიჯერებს, რომ ჩემი კაცი ხარ
და ყველაფერ პასუხს გეტყვისო. ამ იმედით მეც წამოველი, აბა რა
უნდა მექნა.
‒ ჰო, ნიშნად, შე კაცო, ამდენი ძვირფასი განძი კმარა!
სვინჩის სიამოვნების ელვამ ტანში დაუარა, რადგან დარწმუნდა,
რომ სიცრუის პირველი ნაბიჯი დამაჯერებელი სახით გამოუვიდა და
ტანში შეთამამებული სიამით შეანძრია.
ყარაულ სვანებს ნივთები საშინლად მოეწონათ და მინდორში
დანთებული ცეცხლის შუქთან დიდხანს თვალხარბად ათვალიერეს.
‒ ოხო, ჰო, ჰო, რა დაყურსული ოქრო-ვერცხლია, შენი ჭირიმე!
‒ თქვა ერთმა.
‒ ესენი ერთ სოფლად ეღირება, ალბათ, არა, სვინჩი? ‒ დაუმატა
მეორემ.
‒ რა თქმა უნდა, შე კაცო. მარტო ის რათ ღირს, რომ მთავრის ნა-

544
ქონია, ‒ პასუხი მისცა სვინჩიმ, მაგრამ ახლა სულ აზრი აწუხებდა,
სულ სხვა მასალის გამოკვეთაზე ფიქრობდა და ყარაულების ლაპა-
რაკი მხოლოდ ხელს უშლიდა, მაგრამ იძულებული იყო ყოველ მათ
სიტყვას სიფრთხილით მოქცეოდა. არა, მთავართან შესვლას კი
ახერხებს, მაგრამ რა უნდა უთხრას მთავარს? რისთვის მივიდა მას-
თან და რა საქმე აქვს? ხომ იკითხავს ამას? და საამისო მასალა ჯერ
ვერ შეეკრიბა, ვერ მოეფიქრებია და რაღაც დაბნეული თვალით
იქაურობას ათვალიერებდა.
‒ კაცო, თქვენ ორი კაცი ყარაულობთ მარტო ამისთანა დიდ
კაცს?
‒ არა, შე კაცო, ათი კაცი კიდევ აგერ წვანან ციხის იქითა მხარეს.
‒ მერე ასე უნდა? ყარაულები უნდა იწვნენ, თუ ფხიზლობდნენ და
ყარაულობდნენ?
‒ ცოტა ზედმეტი არაყის დალევა მოუვიდათ და მიიძინეს. რას
გვიშლის იმათი ძილი!
სვინჩის რაღაც იამა და კვლავ იქით-აქეთ თვალიერება დაიწყო.
‒ იმ ხის ძირთან რა მოჩანს შავად? მავნე ვინმე არ შემოგეპაროთ
ამ ღამეში, — გააფრთხილა ვითომ.
‒ არა, ის იმ ყარაულების თოფებია მიყუდებული.
‒ იმ სათიბში ცხენებია მარტო, თუ კაცებიც?
‒ არა, მარტო ცხენებია. ბალახობენ.
‒ მერე უნაგრები სადა გაქვთ?
‒უნაგრები ზოგი ეგერ აწყვია და ზოგიც ზედვე ადგია ცხენებს სა-
ეგებიო შემთხვევისთვის.
– ჰოო, ესეც კარგია, ‒ მოუწონა სვინჩიმ.
‒ გეგი ლიპარტელიანი სად არის ახლა?
‒ აქ არის. ეგერ, საყარაულო ჯარგვალში წევს.
‒ მერე იმასაც ძინავს?
‒ ახლა მიწვა ისიც. ნამეტანი დაღლილია და ცოტა ხანს შეისვე-
ნებს, მადლია.
‒ ჰო, მართალია. დიდი თავგადასავალი გამოიარა.
‒ აბა მომეცით აწი ესენი და წამიყვანეთ ჩვენს დიდ ტყვესთან, ‒

545
ღიმილით უთხრა სვინჩიმ, ნივთები ჩამოართვა, ისევ ხალთაში ჩა-
აწყო. მალე სვინჩი პატიმართან წაიყვანეს.
სვინჩის რომ ყარაულებმა ნელიად კარი შეუღეს და შიგ შეუშვეს,
მთავარი ნერვიულად ბოლთასა სცემდა. მან შესული შეამჩნია თუ
არა, უცებ ჰკითხა:
‒ ვინა ხარ შემოსული?
‒ შენი მონა მორჩილი, სვანეთის აზნაური სვინჩი დევდარიანი.
‒ ვინ სვინჩი დევდარიანი?
‒ ამას წინაზე, ბატონო, შენ სასახლეში რომ გახლდი, ყიფიანე-
ბის ქალბატონებისგან გამოგზავნილი.
‒ მერე ახლა ვინ გამოგაგზავნა?
‒ ახლა ჩემით გიახელი დიდი წვალებით და მოხერხებით, ჩვენო
დიდო ბატონო.
‒ მერე რისთვის წვალობდი?
‒ ეგებ რამე დახმარება შევძლო მე საწყალმა-თქვა და გიახელი.
– ეჰ, შენ დასახმარებელს შველა აღარ ეგების, ჩემო-დევდარი-
ანო.
– ვინ იცის, ბატონო. ამისთანა დროს ჩემისთანა უბრალოს მეტი
შეუძლია მოახერხოს, ვიდრე ბრალიანს. აბა, ბატონო, ახლა რომ
ვინმე დიდი კაცი მოსულიყო, ის კი ვერ შეძლებდა აქ შემოსვლას,
მაგრამ მე ქე მოვახერხე და, ვინ იცის, ეგებ აწიც რამე მოვახერხო
შენი სამსახური ღვთის შეწევნით.
‒ რაღა უნდა მემსახურო სვანების სამარცხვინო ტყვესა და მო-
ნას, ჩემო პატიოსანო კაცო, ‒ შეურბილდა დადიანი.
‒ ვინ იცის, ბატონო, იქნებ ღმერთი შეგვეწიოს.
– რაში უნდა შეგვეწიოს? გაქცევა მე არ შემიძლია და არც ვიკად-
რებ ამას და ისე, რაც ღმერთს ნებავს, აღსრულდეს. ვინ იცის, ეგებ
ჩემმა შვილმა არ აპატიოს ასეთი თავხედობა.
‒ ოოხ, ‒ ამოიხვნეშა სვინჩიმ, ‒ მეც მაგის იმედი მქონდა, შენი
რისხვა არ მომეცეს, მაგრამ უბედურებაც ეგ არის სწორედ, რომ შე-
ნი შვილიც დამარცხდა.
ელდანაცემ მთავარს ეს სიტყვა გახურებული შანთივით ჩაერჭო

546
ტვინში და ძალა არ ეყო ეკითხნა, მდგომარეობა დაწვრილებით გა-
ეგო.
სვინჩიც მიხვდა, რომ ტყვეს გულში ცივი მახვილი ჩასცა და შეც-
ბუნებული გაჩუმდა. ციხის ჩაშავებული ცივი კედლებიც გულშავად
გამოიყურებოდა და ნაღვლიანი, შავი სიჩუმე მოამბის ალაპარაკე-
ბას, მის ნათქვამს მოელოდა.
მთავარმა რამდენჯერმე დააპირა ეკითხა: ჩემი შვილი ცოცხა-
ლიაო? მაგრამ გამბედაობა არ ყოფნიდა. არაო, რომ უთხრას, მაშინ
რაღა უნდა ქნას მან? მის პატიმრობას საიმედო ყავარჯნად ისღა
შთენოდა, რომ ყოველ წუთს გამარჯვებული შვილისგან ციხის კარე-
ბის შემოლეწვას ელოდა და ახლა ერთი შეკითხვის პასუხმა საბო-
ლოო იმედის ძარღვი უნდა გადასჭრას! „დემური მკვდარია?“ გაჰ-
კრავდა ფიქრის მოეჭვე ბრჭყალი ტვინში და მთელ ტანს ჯოჯოხეთის
ნიშანს აძლევდა.
‒ ისე სხვა საშიშარი კი არაფერია, ღვთის მადლით, მხოლოდ ეს
არის, რომ დატყვევებულია და ეს რავა გეკადრათ ან მამას და ან
შვილს იმ უშგულელი სხვიშვილისგან, თორემ ისე ვინ რას გაუბე-
დავს, ‒ დააყოლა სვინჩიმ.
მთავარი მოცოცხლდა.
‒ მართალს ამბობ?
‒ მართალს, ღვთისა და შენი სახის მადლმა.
ეს თქმა თითქმის გამარჯვებას უდრიდა მამისათვის, მაგრამ ერ-
თი მაინც მწარედ ამოიგმინა:
‒ ვაგლახ, მე! ‒ და აცახცახებული ხელი შუბლზე გადაისვა, უნ-
დოდა აღშფოთებით გახურებული შუბლი ხელით გაეგრილებია.
‒ ახლა, ბატონო, თუ შენი ნებაც იქნება, ჩემი ფიქრით ყველა-
ფერს აჯობებს აქედან შენი გაპარება.
მთავარს სვინჩის უკანასკნელმა ამბავმა დაავიწყა წეღანდელი
მისი პასუხი: გაქცევა არც შემიძლია და არც ვიკადრებო და უყოყმა-
ნოდ გასცა პასუხი:
‒ რანაირად, ჩემო კეთილო კაცო? აქ მე არავინ არ მყავს ისეთი,
რომ ჩემთვის ეგეოდენ იზრუნოს და მე კი ასეთი ჭაბუკური მოქმედე-

547
ების ფრთები მხცოვანებისა და დარდისგან დაკვეცილი მაქვს უკვე.
‒ ეგ არაფერია, ბატონო. თუ ისე იქნება შენი თანხმობა, მე მყავს
აქ ორი საიმედო მარჯვე ბიჭი, რომლებიც ახლა შენ საყარაულოდ
დგანან და იმათ დავპირდეთ შენს მოწყალებას და იმედი მაქვს მო-
ახერხებენ. კარგი დროა ძალიან, ბატონო, ყარაულები, ორის გარ-
და, ყველანი დამთვრალან და მკვდრებივით ძინავთ, გზები სულ თა-
ვისუფალია, ადამიანის ჭაჭანება არ არის.
‒ გეგი ლიპარტელიანი?
‒ ისიც მთვრალი ძილად არის მივარდნილი. მხოლოდ, ბატონო,
კი მოგეხსენებათ, სვანებს ძაან გვიყვარს შოვნა-შეძენა და იმ ბიჭე-
ბის მისაცემი ისეთი რამე მოვახერხოთ, რომ უარის თქმა გულმა
აღარ დაანებოთ. კი მოგეხსენებათ შოვნისთვის ყველაფერს ბედავს
კაცი. ზოგი ახლა მივცეთ, ზოგიც დავპირდეთ.
‒დაპირებით, რაც ითხოვონ, დაპირდი და აუსრულებ, მაგრამ ახ-
ლა მისაცემი ამათ მეტი თან არაფერი არა მაქვს, ‒ წელიდან სარ-
ტყელი მოიხსნა, გადასცა და უთხრა: ‒ აჰა, ჩემო დევდარიანო, სარ-
ტყელი, რომელსა აქვს შვიდნი იგი სფერონი ცისანი და მრავალნი
თვალნი პატიოსანნი.
სვინჩიმ სარტყელი მოწიწებით ჩამოართვა და ჩოხა-ახალუხის
ქვეშ შემოირტყა.
‒ და კვლავ ბეჭედი თვალითა ძვირსაღირალითა დამძიმებულ
და შვიდთა მთავართა ყოფილი სამკაული, ‒ და მთავარმა თითიდან
ბეჭედიც წაიძრო და სვინჩის გადასცა, რომელმაც უბიდან ძველი მე-
შის საფულე ქისა ამოიღო, ბეჭედი შიგ ჩადო და ისევ უბეში შეინახა.
‒ კარგი, ბატონო, კარგი, ამ თავში ამას იკმარებენ და დანაშთენ-
ზე გვენდობიან, აბა რავა იქნება!
‒ ჰო, ეს შენი საქმეა, როგორ მოაგვარებ და დაპირებულის გა-
დამხდელი მე ვიყო, რა თქმა უნდა. და შენ კი რაც გეკუთვნის, ეს მე
ვიცი და ჩემმა მთავრულმა ღირსებამ.
‒ ოჰ, ბატონო, ნეტავი შენი თავი გადამირჩეს მშვიდობით და იმ
ოხრებს სირცხვილი ვაჭამოთ და თუ რამე მაქვს, იქეთ გავიღებ ყვე-
ლაფერს. ახლა, ბატონო და ხონთქარო, ამ ნივთებს, როდესაც საჭი-

548
რო იქნება, მაშინ გადავსცემ იმ ბიჭებს და როგორც კი მარჯვე დროს
იხელთებენ, იმწამსვე შენთან შემოვლენ და გასწიეთ, ენდევით, გაჰ-
ყევით, შიში არაფრის გექნეს, ბატონო. მე კი აწი გავალ, თორემ მე-
შინია, იჭვი არავინ აიღოს, ან გარეთული მდგომარეობა არ შეიცვა-
ლოს.
‒ ძლიერ კარგი, ჩემო კეთილო დევდარიანო, შენ რჩევას მე
აღარ გავექცევი და თუ ცოცხალი დავრჩი, საშვილიშვილოდ გაგა-
ბედნიერებ.
‒ ოოჰ, შენი თავი გადამირჩინოს მშვიდობით ჩვენმა მთავარან-
გელოზმა. ‒ დალოცა სვინჩიმ, ხალთა ზურგზე მოიდო და მელური
სიფრთხილით გარეთ გამოვიდა. ციხის კარებთან ჯაბა და მიქე დახ-
ვდნენ.
‒ გეტყობა, ქვეყნის საქმეები შენთვის მოუნდვიათ, თორემ რა
გქონდათ ამდენი სალაპარაკო, ‒ უთხრა. ყარაულმა ჯაბამ სიფ-
რთხილითა და ხმადაწეული ხმით.
‒ სალაპარაკო კიდევ ბევრი მქონდა, მაგრამ ვეღარ მოვასწარი,
ნამეტანი მეჩქარება. ლაშხეთში შესატანი ამბებით : თავი მაქვს დამ-
ძიმებული და იმდენი უნდა ვირბინო, რომ ხვალ დილას უსიკვდი-
ლოდ იქ უნდა ვიქნე.
‒ ბედნიერი კაცი ხარ ჭეშმარიტად.
‒ ეჰ, რითი, შე კაცო.
‒იმე, რავა რითი, შე დალოცვილო, ყველა ბატონთან გაცნობი-
ლი კაცი ხარ და, რა თქმა უნდა, გამორჩენაც ბევრი გექნება.
‒ გამორჩენაც ბევრი აქვს და ქონებაც, ამას რა ბევრი ლაპარაკი
უნდა, თორემ მეც არა ვარ მეორე მაგისთანა მოსახლე, მაგრამ ხომ
იცი, მაგნაირ მოხერხებულ კაცს მისდღემჩი არაფერი დააკლდება,
‒ დაუმატა სიხარბით შეძრწუნებულმა მიქემ.
‒ ასეა, ღმერთი რომ ჭკუას დააყოლებს კაცს, იმის საქმე წაღმაა
მერე წასული და რას უზამ. ღმერთიც მას სწყალობს და კაციც. ‒ და-
ადასტურა ჯაბამ და ამით სვინჩიმაც განზრახულის გასაღები მო-
იმარჯვა და ჯაბას და მიქეს ხმადაწევით უთხრა: – გამორჩენა და გა-
კეთება თუ გინდათ, ისეთ საქმეს მოგიხერხებთ ორივეს, რომ საშვი-

549
ლიშვილოდ გაკეთდეთ და გაბედნიერდეთ.
ყარაულებს უცებ თვალები სიამოვნებით აღენთოთ და ჯაბამ
დამტკბარი ხმით უპასუხა:
‒ რა უნდა იყოს ამისთანა, თვარა!
‒ არის ისეთი საქმე, რომ სიკეთითა და წყალობით ყელამდე აივ-
სებით.
‒ იმე, თქვი, შე კაცო, ბარემღაც, რა არის ასეთი? ‒ შეეკითხა და-
ინტერესებული მიქე.
‒ შემომფიცეთ, რომ არც გამცემთ და საქმესაც გააკეთებთ და მე-
რე გეტყვით, ისე არ შეიძლება.
‒ შე კაცო, ეგებ ვერ გავაკეთოთ რაცხა და წინდაწინ რაფერ შე-
მოგფიცოთ, ‒ თქვა ჯაბამ.
‒ ჰო, ეს მართალია, მერე ხომ გაგვიტყდა ფიცი და ეს სახუმრო
საქმე კი არ არის, ‒ დაუმატა მიქემ.
‒ მე ბევრი ლაპარაკის დრო არა მაქვს. წეღან რაც განძი გაჩვე-
ნეთ, ის ხომ გახსოვთ? იმე, იმას რა დაგვავიწყებს! ჰოდა, ის ნივთე-
ბიც თქვენი იქნება და კიდევ დადიანის ბევრი წყალობა, თუ მას რაც
ნებავს, იმას შეუსრულებთ, გესმით თუ არა?
‒ გვესმის კი, მარა რა არის, ჯერ ეს გვითხარი, შე კაცო,
‒ თქმით მაშინ ვიტყვი, თუ შესრულების იმედს მეტყვით.
‒ სიხარულით შევასრულებთ, თუ შევძელით... მარა...
‒ რასაც ვერ შესძლებთ, იმას არც გეტყვით, თქვე დალოცვილე-
ბო. უბრალო საქმე არ არის მარა, ისეთი კი, რომ თქვენ ორს ადვი-
ლად შეგიძლიათ შეასრულოთ.
ჯაბა და მიქე ჩაფიქრდნენ. სვინჩიც მელიასავით გაინაბა. ფიქ-
რობდა: „თუ ქნეს, ხომ კარგი, თორემ მე რას ვკარგავ. ჩემი ნაშოვნი
დამბაჩები და ყაწიმებიც მე შემრჩება და დადიანის ქამარი და ბეჭე-
დიც. თუ ცოცხალი გადარჩა და მისი ნივთები მომაკითხა, მოვახსე-
ნებ, რომ ყარაულებმა პირი გატეხეს და ნივთების მოსაბრუნებლად
შენთან შემობრუნებაც კი აღარ მაცალეს, ისე გამომაძევეს-თქო. თუ
ამ ციხიდან ცოცხალი გასვლა არ უწერია, მერე ხომ ვინ ხორციელი
გაიგებს და მთლად შემრჩება ყველაფერი, მაგრამ მე ჩემს აზნაურ-

550
ულ პატიოსნებას არ ვაკადრებ, რომ რაც მოსახერხებელი იქნება,
არ მოვახერხო, მარტო ის რათ მიღირს, რომ იმ ნაფარეშევი ბიჭის
შესარცხვენად და შესარისხავად ამ ჭვარტლიანი ციხიდან ეს არწივი
გამოვაფრინო“, ‒ ასე ფიქრობდა სვინჩი და ჩაფიქრებულ ჯაბას და
მიქეს შეეხმაურა: ‒ ხომ დააკვირდით იმ ნივთებს, რა ოქრო-ვერ-
ცხლით დაჯაჭული და გატყლაპულია?
‒ იჰ, რავა არ დავაკვირდით, შე კაცო! — უპასუხა მიქემ, მერე
ჯაბას მიუხედა და ამოხვნეშით უთხრა:
‒უბედურება კია იმათი დაკარგვა.
‒ თქვი, კაცო, რა საქმეა? ეგებ შევძლოთ რაცხაა.
‒ შესძლებთ, რა თქმა უნდა.
‒ მაშ გვითხარი.
‒ ფიცი?
‒ კაცო, რაზე დავიფიცოთ! ხატი არ არის და ჯვარი, საყდარი და
სალოცავი.
‒ ხატი ისეთი ძლიერი მაქვს აგერ, დიდება მის სახელს, რომ
მთელ სვანეთში არ არის ისეთი ძლიერი ძელჭეშმარიტი.
‒ ეგება მართლა?!
‒ ძმობას გეფიცებით.
– მერე სადა გაქვს?
‒ აგერ გულის ჯიბეში. მგზავრობის დროს სულ თან ვატარებ,
ვლოცულობ და მიტომაც არის, არ მეშინია არაფრის და ყოველთვის
შინ მშვიდობით ვბრუნდები.
‒ რა ხატია?
‒ მიქელ-გაბრიელ მთავარანგელოზის, დიდება მის სახელს!
‒ არა, ძელჭეშმარიტისო, წეღან თქვი?
‒ შე კაცო, ეს აღარ იცი, აბა რისი ქრისტიანი ხარძელჭეშმარიტი
მიტომ ჰქვია, რომ ამსიგძე სახელი ჰქვია: მიქელგაბრიელ მთავა-
რანგელოზი. მიხვდი ხომ?
‒ ჰო, კი, ახლა მე მივხვდი და აქამდე არ მცოდნია, უნდა გამოვ-
ტყდე, ‒ თითქო მიხვდა მიქე.
– ჰოო, მაგ მართლა ძაან ძლიერი ხატი გქონია, დიდება მის ძლ-

551
იერებას! ‒ მოიწონა ჯაბამ.
‒ ოო, სულ მთლად ნაწილებითაა სავსე.
‒ ოხო, ესეც შენი იღბლიანობის საქმეა.
‒ გვაჩვენე როგორია? ‒ შეეხვეწა მიქე.
‒ რას სულელობ! საჩვენებელი რაა, ის კი არ არის, წეღან რომ
დამბაჩებს ათვალიერებდი.
‒ მაინც ხომ უნდა ამოიღო დაფიცებისთვის?
‒ დაფიცებისთვის ამოღება ცოდვა არ არის.
‒ ამოიღოს? ‒ შეეკითხა მიქე ჯაბას და ჯაბაც დაფიქრებულად მი-
აშტერდა და ზანტად თქვა:
‒ ამოიღოს.
სვინჩიმ დინჯად შეარხია ტანი, უბისკენ ხელი წაიღო და მოწიწე-
ბით ამოიღო მისი ძველი მეშის საფულე ქისა, რომელშიაც თავის
სადგისი და თასმა ედო და წეღან მთავრის მიცემული ზურმუხტის
დიდთვალიანი ბეჭედი. და ისე აღაპყრო თვალები ზეცად, თითქო
ღრმად მორწმუნე პატრიარქს ხელში ბარძიმ-ფეშხუმი უპყრიაო და
დაიწყო ფიცის სიტყვები, რომელსაც ჯაბა და მიქე შიშით და მოწიწე-
ბით იმეორებდნენ:
‒ ვინც ამ ხატზე ფიცის მიღება გასტეხოს, ამ ხატმა, ამისმა მად-
ლმა არ აღირსოს სამგზავროდან მშვიდობით დაბრუნება, ოჯახის
სიცილ-მხიარულება, პურ-მარილით სახლის გაპოხიერება, არ
იდედლოს მის სახლში დედალმა, არ იმამლოს მამალმა, თაგვმა,
მღილმა, ჩიტმა, კაჭკაჭმა შეუჭამოს ყანაში გაღებული თესლი და
მარცვალი, ვერ იშოვოს ლუკმა-პური ვერც სესხად, ვერც ფასად და
ვერც უფასოდ, სჭამდეს მის ძესა და მომავალს სახესა და სახსრებსა
უკურნებელი კეთროვანება, უკვნესდეს ოჯახის ჯანი და სძულდეს
სოფელქვეყანას, ამენ.
ფიცი გათავდა. სვინჩიმ პირჯვარი გადისახა, მისგან ახლად შეთ-
ხზულ ხატს ჯერ თვითონვე ემთხვია და მერე ფიცმიღებული ჯაბა და
მიქე ამთხვია. კვლავ პირჯვარი გადიწერა, ხატი ჯიბეში ჩაიდო და სა-
იდუმლოებას გაენდო.
– რადგან საქმე სიჩქარეს მოითხოვს, ამიტომ ბევრი ლაპარაკის

552
დროც არა არის, ‒ დაიწყო სვინჩიმ, – და მოკლედ გეტყვით ყველა-
ფერს: საქმე ისაა, რომ თქვენ ორმა კაცმა ამაღამ ამ ციხიდან დადია-
ნი უნდა გააპაროთ და ჩაიყვანოთ ოდიშის სასახლეში. ამის შემდეგ
თქვენი ბედი წაღმა დატრიალდება. ქონებისა და ავლადიდების გარ-
და, აზნაურობასაც გაძლევთ.
ჯაბას და მიქეს თავზარი დაეცათ და ერთმანეთს შეშინებული
თვალებით გადახედეს.
‒ აზნაურობა რაღად გვინდა, ჩვენს ქვეყანაში თუ აღარ გვემყო-
ფება! ‒ ჩაიბურდღულა ჯაბამ.
‒ რატომ არ გემყოფებათ?
‒ რატომ?
‒ იმე, ამას რა ამდენი კითხვა უნდა!
‒ ჰო, თქვი რატომ?
‒ იმიტომ, რომ დადიანის გამპარებელი თუ გელოვანმა მის საბ-
რძანებელში შემოუშვა, მერე მთლად გლახა ყოფილა და ის არის.
– გელოვანს ვინ ჰკითხავს! თქვენ არ იცით, რომ დადიანს ხელ-
მეორე ლაშქარი უცდის ოდიშში აფხაზეთის მომატებით და მთავარი
ჩავა თუ არა, მეორე დღესვე ისეთი ამბით უპირებენ თავდასხმას,
რომ მაშინ ნახავს მაგ უშგულელი ტყვე ბიჭი და მისი მოშაირე ონი
ონიანი, რაც ვაჟკაცები არიან.
‒ ჰოო, მასე თუა, შეიძლება გაბედოს კაცმა.
‒ აბაა! თქვენ რა იცით, რა ამბები ხდება ქვეყანაზე. მე ტყვილ-
უბრალოდ კი არ დავდივარ იქეთ-აქეთ. არც მოცლილი ვინმე გეგო-
ნოთ და არც ფეხები მექავება, მაგრამ ვიგებ და ვაკეთებ ქვეყნის საქ-
მეებს.
‒ შენ რას იტყვი, მიქე? ‒ შეეკითხა ჯაბა.
სვინჩის ჯაბასგან ასეთი გადუწყვეტელობის კილოთი კითხვა არ
მოეწონა და თავშეკავებული წყენით მიმართა:
‒ როგორ! ასეთი ძლიერი ფიცის მიღების შემდეგ კიდევ საკით-
ხავად და საჭოჭმანოდ გაქვს საქმე. მასხრად ხომ არ იგდებთ ღმერ-
თსაც და კაცსაც.
‒ არა, შე კაცო, ისე ვკითხე უბრალოდ და რა გახდა ამითი?

553
‒ ამდენი ლაპარაკის დრო აღარ არის. ხომ ხედავთ, ერთმა ყა-
რაულმაც რომ დაგვასწროს გაღვიძება, მორჩა და გათავდა ‒ საქმე
წახდა.
‒ა რა, შე კაცო, მაგენი დილამდე ვერ გაიღვიძებენ სიმთვრალით
და დაღლილობით.
‒ ისე გგონია, ზოგიერთმა ნამთვრალევმა მალე იცის გამოფხიზ-
ლება.
– კარგი, ბატონო, მაგრამ ასეთ მძიმე საქმეს რაკი გვავა ლებ, სა-
ამისო გზა და კარიც შენ უნდა გამოგვირჩიო, ‒ მიმართა დავალებუ-
ლით შეფრთხალებულმა და დაპირებულით დახარბებულმა ჯაბამ.
‒ გზა და კარი გამორჩეულია და ეს არის. ხომ ხედავთ, ამათ ყვე-
ლას მკვდრებივით ძინავთ, დაუნგრებული ბედაურები ეგერ სათიბ-
შია, მე ახლა თქვენ საჩუქრებს ჩაგაბარებთ და როგორც კი წავალ,
იმწამსვე გამოიყვანეთ ციხიდან, შესვით ცხენზე და გაუდექით გზას,
რაც შეიძლება სიჩქარით და სისწრაფით. გზები ამას დაბლა ყველ-
გან თავისუფალია. თუ კარგად იარეთ, დილამდე სალეჩხუმო მიწა-
წყალს გასცილდებით და მერე საფათერაკოც აღარაფერი გექნე-
ბათ, პირდაპირ ოდიშის მიწა-წყალზე იქნებით. ამის შემდეგ, ცოტას
შეიცდით სასახლეში და როდესაც დადიანი ლეჩხუმს ისევ დაიბრუ-
ნებს, მაშინ გამდიდრებულნი და გააზნაურებულნი ოჯახებს დაუბ-
რუნდებით. მეტი რა გინდათ! ამისთანა ღვთის მოწყალება ჯერ კაცს
არ ღირსებია, ჩემო ძმებო, და რა გაქვთ საეჭვო და საყოყმანო!
სვინჩის მჭევრმეტყველებამ თუ ქადებულის სურვილმა ჯაბა და
მიქე ორივე დაიმორჩილა, ყაწიმები და ორი დამბაჩა ჩამოართვეს,
მიქე სათიბში ცხენების მოსამზადებლად გადავიდა, ჯაბამ ციხის კა-
რები შეაღო და სვინჩიმ კურდღლის სისწრაფით შინისკენ მოჰკურ-
ცხლა.
ცას ბინდბუნდი სახიდან გაეძრო და მოვარსკვლავებული პირით
დედამიწისთვის მკრთალი სინათლე დაეფინა.
ციხეს იქით, პატარა ჯარგვლიდან ვიღაც თოფიანი კარებში გად-
მოდგა, თვალები ირგვლივ მიმოავლო და სამარისებურ სიჩუმეში
ციხის კარების ფრთხილი ჭრიალი მოესმა. „ალბათ, ტყვე მთავარს

554
წყალი ან რაიმე დაჭირდა“,– გაიფიქრა თოფიანმა, დაკვირვების
თვალი და ყური უფრო გაამახვილა და დაინახა, რომ ციხის მეორე
გვერდს ორმა შავმა ლანდმა ჩაუარა და სათიბისკენ გაეშურა.
თოფიანი ჯარგვლის კარებიდან ფეხაკრეფით გამოვიდა, ყარაუ-
ლებს ჩაუარა და რომ ნახა მინდორზე გაშხვლართული მცველები
ისე ხვრენდნენ, თითქოს ცოლის ნამზითვ საბაწ. ბუმბულში წვანანო,
გული ბრაზით აევსო. მაგრამ თავი შეიკავა, გვერდი ჩაუარა და ცი-
ხის კარს მიაშურა. ცარიელი ციხის კარებს უაზროდ პირი დაებჩინა.
ელდანაკრავმა ციხისთავმა გეგი ლიპარტელიანმა სათიბისკენ გას-
წია, როცა სამი ლანდი ცხენებზე შეჯდომას ეშურებოდა.
‒ შედექით! ‒ დაიღრიალა გეგიმ.
ძნელი გასარკვევი იყო ამ წუთში დადიანისთვის რომელი სჯობ-
და: ლიპარტელიანის „შედექი“ თუ სვინჩის „გასწიე“. მაგრამ ის კი
ცხადი იყო, რომ ტყვეობისგან თავის დაღწევის აღვირაწყვეტილმა
სურვილმა მთავარს უკან აღარ მიხედვია, გულაფართხალებულმა
ჯაბას და მიქეს გადაულაპარაკა: არ შეშინდეთ, გავსწიოთო და სამ-
თავემ ცხენები დასძრა თუ არა, გეგის თოფმაც იჭექა და შეუბრალე-
ბელი ხელით გაცემული ტყვია დადიანს მარცხენა ბეჭის ქვეშ მიეჭ-
დო და გაქცეული ტყვე ცხენიდან უსულოდ ძირს გადმოაგდო.
თავზარდაცემული ჯაბა და მიქე დაიბნენ, გასასვლელ ადგილს
ვეღარ მიაგნეს და უბის ყორეზე გადასახტომად ცხენები ყალყზე შე-
აყენეს თუ არა, გეგი იქვე არყის ხის ძირზე მიყუდებულ თოფებს მი-
ვარდა, გაქცეულებს უკანიდან ზედიზედ დაუშინა და ჯაბა და მიქეც
მთავარს მოუწვინა.
ლიპარტელიანის გაცოფიანებულმა რისხვამ მძინარე ყარაუ-
ლებს თავზარი დასცა და გონებადაბნეულნი ერთმანეთში ის უაზ-
როდ აირივნენ.
გეგი კვარის ჩირაღდნით პირველ მსხვერპლთან მივიდა. დარ-
წმუნდა, რომ უძღები გული მთავრისა სამუდამოდ გაჩერებულიყო,
ცოტა კიდევ იქით გაიარა და ჯაბა და მიქეც სულს ლევდენ, თქმა ვე-
ღარაფრის მოასწრეს. ხოლო მცირე მანძილით გავლილ სვინჩის
სროლის ხმა რომ მოესმა, შეკრთა, იგრძნო, რომ ეს მისი რჩევა-მო-

555
ხერხების უშუალო პასუხი იყო, ნაბიჯს აუჩქარა, ათასმა საშიშარმა
ფიქრმა გონება აუმღვრია და გულის გააფთრებულმა ძგერამ სულ-
თქმა გაუძნელა. „ვაი, თუ დადიანი მოჰკლეს. ‒ გაუელვა თავში
სვინჩის, ‒ მერე ჯაბა და მიქე თუ გადარჩნენ, გაწყრა ღმერთი, ხომ
გასცემენ მას და განუკითხავად ამიკლებენ... არა, შეიძლება გაას-
წრეს და მერე ნახოს იმ ცოდვილიანმა ბესიკმა მისი სირცხვილი და
ყელის გამოჭრა. სადღა გაოყოფს თავს. მე არაფერში არ გამირიეს,
კაცად არ ჩამთვლეს მან და მისმა მოლაქლაქე-მოშაირე ონიმ და
გამინაპირეს, მაგრამ ეს მაინც ხომ ვქენი ‒ მის ერთ ციხეს თავსლა-
ფი დავასხი, სასიქადულო ტყვე გამოვაცალე და ცარიელი, პირღია,
ციხე მათ ჰქონდეთ! მე კი კაი-კაი განძებით ჩემს ფილდიქარს გულს
გავუხარებ. ხუმრობა საქმე კი არ არის დადიანის ნაქონი ქამარი და
ბეჭედი ‒ ბესიკის მთელ ლაშქრად ღირს.
...უჰუ! ესეც იმათ.
ასე ფიქრობდა სვინჩი და მელასავით მიძვრებოდა ისეთი ბილი-
კებით, რომელზედაც მეტი იმედი ჰქონდა არავინ შეხვდებოდა.
ემუხვარი და შმაგი საბოლოო შეთანხმებაზე საუბრობდნენ. და-
დიანს ლეჩხუმზე ხელი უნდა აეღო. ემუხვარმა ეს წინადადება უყოყ-
მანოდ მიიღო და ის იყო ლენტეხის ციხეში დაპატიმრებულ დადიან-
თან უნდა წასულიყო, რომ ლიპარტელიანის გამოგზავნილი მოამბე
მოვიდა და მომხდარი ამბავი აუწყა.
მთავრის ასეთ პირობებში სიკვდილი მზიამ და შმაგიმ სასირ-
ცხვილოდ მიიჩნიეს, ონიმ სამართლიანად, ხალხმა სასწაულად და
ოდიშელმა დიდებულებმა შეურაცხყოფად.
‒ ონი, ღვთის გულისთვის ახლავე იახელი და უფლისწული დე-
მური სამტყვეოდან პატივით გადმოიყვანე! ‒ უბრძანა მზიამ და იმ-
წამსვე ტყვე მემკვიდრეს ტყვეობა ახსნეს და ბინა მათთან დაუდეს.
მზიამ თუმცა არც ერთი მთავრის დიდებული არ ინახულა, მაგრამ
როდესაც უთხრეს, რომ მარტოდ მჯდომარე ახალგაზრდა დემური
მამის სიკვდილით ცრემლობდა, თავი ვეღარ შეიკავა და დედური
გრძნობით გამთბარი შევიდა, შუბლზე აკოცა და ანუგეშა:
‒ მიიღე ჩემი გულწრფელი ნათქვამი სარწმუნო დამაჯერებლად,

556
რომ სადაც კი შესაძლებელი იყო, არ მინდოდა სიბოროტისთვის ბო-
როტებით გვეპასუხნა, მაგრამ, ალბათ, ბედისწერა კაცთაგან დაუძ-
ლეველია და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ამიერიდან განგე-
ბას ვთხოვ, შვილო, რომ შენი ოჯახის ყოველი წარსული უსამარ-
თლობაში სამართლიანობით და გონიერი მორჭმულობით გამოგეს-
ყიდოს და სიცოცხლე და ცხოვრება კვლავ გაგიღიმებს!
ალბათ დემურის ყმაწვილურ გაუბოროტებელ ჩვილ გულს მე-
ტად ესაჭიროებოდა, სწყუროდა დედობრიული გრძნობიერებით
მოპყრობა, რომ მზიას ასეთმა მოქცევამ უცებ ცრემლები შეუჩერა,
აჩუყებული გული დაუწყნარა და ორივე ხელზე ამბორი უყო.
‒ აწ მაინც, აწ მაინც დამყარდეს, კეთილო დედავ, ჩვენ შორის
მშვიდობა და მეც შენ შვილად მიმიღე.
დემურის ამ სიტყვებმა მზია უფრო მეტად მოხიბლა. კიდევ მეტი
დამშვიდებული ალერსით მიმართა:
‒ ამიერიდან შენ და ჩემი შმაგი ძმები იქნებით, შვილო, ერთმა-
ნეთის გამტანი და კეთილშობილი მეზობლები.
მზიამ შვილს მოუწოდა.
შმაგის და დემურის ბაგენი ერთმანეთს შემარიგებელ ამბორი-
სათვის ნაძალადევი კრთოლვით შეეხო და გულში ჩაღვრილი სიმ-
წარენი არც ერთმა ენას სასიტყვოდ არ მისცა.
დემურსა და შმაგის შორის მალე საბოლოო მშვიდობის პირობა
დადო, ლეჩხუმი დადიანის მეხარკეობისაგან განთავისუფლდა.

***
ქანცგამოლეული ლეჩხუმ-სვანეთის ნალაშქარი ხალხი თავ-თა-
ვის კერას უბრუნდებოდა და ამ მდგომარეობას მხოლოდ სტავრინი-
შის მთის მწვერვალზე გამოთარჯული და შკედის კოშკში განმტკიცე-
ბული პირობა უმსუბუქებდათ. მაგრამ მზისახარის მდგომარეობას
კი ვერაფერი ვერ ამსუბუქებდა, რადგან წარსული ცხოვრების კვან-
ძმა ისეთ გზაჯვარედინზე დააყენა, რომ ერთი მხრით, ნდომა-სურვი-
ლი და მეორე მხრით, მოვალეობა იქით-აქეთ აქანავებდა და სითაც

557
ნაბიჯს გადადგამდა, ეგონა ორივე მხრით თითქო მახვილით ფეხები
ეკვეთებოდა.
‒ ოოჰ! ვაი, ამ წასვლას და უი დარჩენას, ‒ ჩაილაპარაკა. თავის-
თვის მზისახარმა და თან რაღაც ბოხჩას ალაგებდა, ‒ რა ვქნა, რა-
ნაირად შევძლო ჩემი ქალბატონის მოშორება, ამ ათასგვარ არევ-
დარეულ მდგომარეობაში მისი მიტოვება? თან ამ სინათლიანი
ცხოვრებიდან იმ ჯოჯოხეთის ქვეყანაში დაბრუნება? მაგრამ ბურდუ-
ხანის ამოდენა ნასიკეთვარის დაწისვლა და დაგმობა როგორ შევ-
ძლო? ეს ხომ სიავ-სიკეთის დაუფასებლობა, გაუგებელის უმადური
მოპყრობა იქნება და მე ხომ გამეგება ‒ ნასიკეთვარის მოგონება რა
ტკბილი და მადლიანია! მაშ რარიგ შევძლო, ბურდუხანი ასე თავ-
ლაფდასხმული გავისტუმრო და უთხრა ‒ უშგულის ჯოჯოხეთში
აღარ შემიძლია დავბრუნდე და ქალბატონის სამოთხეში ვრჩები-
თქო?
ასეთ კითხვების ქვეშ იხრუკებოდა მზისახარი, რომ ბურდუხანმა
კარი შემოაღო.
‒ რას შვრები? ‒ შეეკითხა ცოლს.
‒ ბარგს ვალაგებ. ‒ უპასუხა მზისახარმა და თვალებზე მომდგა-
რი ცრემლები შეიმშრალა.
‒ ჰო, ასე, შენი ჭირიმე, ასე და ხვალ ადრიანად უნდა გავსწიოთ,
თორემ მალე გზები თოვლისგან გაკავდება და მიტოვებული ოჯახი
დაგვეღუპება.
ასე არხეინად გააფრთხილა ბურდუხანმა მზისახარი და ის რა
იცოდა, თუ უშგულში დაბრუნების მზადება ადუღებულ ქვაბში ხარ-
შავდა მზისახარს. კარები კვლავ გაიღო და შმაგი და მზია შემოვი-
დენ.
‒ რას შვრებით? – იკითხა მზიამ.
‒არაფერს, ბატონო, ხვალისთვის ვემარაგებით, ‒ მოახსენა
ბურდუხანმა.
‒ ბურდუხან! მე ასე ვფიქრობ, რომ ჩემი და შენი სიშორე ორთა-
ვესთვის ძნელი მოსათმენია და მოვახერხოთ ისე, რომ საბოლოოდ
განვამტკიცოთ ჩვენი სიახლოვეც და სიყვარულიც, ‒უთხრა შმაგიმ.

558
‒ სიყვარულს ამაზე მეტს გულიც ვეღარ დაიტევს, ბატონო, და სი-
ახლოვე კი... მოგეხსენებათ, ოჯახი დიდი ხანია მიტოვებული გვაქვს
და თუ აწიც არ მივხედეთ, დავივსებით, შენი ჭირიმე!
‒ არა, ბურდუხან, მე მინდა შენ და მზისახარი, ჩემი ძმადშეზრდი-
ლი გელახსანით ლეჩხუმს გადმოსახლდეთ და სადაც აირჩევ ჩემს
მამულში მიწა-წყალს, იქ დაგამკვიდრებთ და ვიმეზობლოთ მამაშ-
ვილური გატანით.
ბურდუხანი არ მოელოდა ასეთ წინადადებას, ამიტომ პსუხი უცებ
ვერ მისცა.
‒ თანახმა ხარ თუ არა? – შეეკითხა შმაგი და გულაძგერებული
მზისახარი თრთოლვით უცდიდა ბურდუხანის პასუხს.
‒ ამისთანა სიკეთეზე ვინ არ იქნება თანახმა, ბატონო, მაგრამ...
ამ „მაგრამის“ ქვეშ ბურდუხანის გული და გონება თითქო შუაზე
იხლიჩებოდა და რაღაც უხილავი და ხილული ძალა იქით-აქეთ ეზი-
დებოდნენ, ეს მქაჩავი ძალა ერთი მხრით ძველი სამამაპაპო უშგუ-
ლი იყო, სადაც, მართალია, მკაცრი ბუნებისაგან შექმნილი პირობე-
ბით ჯერ ადამიანს შიმშილ-სიცივე და ღატაკი ცხოვრება ვერ დაეძ-
ლია, მაგრამ მამა-პაპათა საძვალე იყო. ხოლო მეორე მხრით გონე-
ბის თვალი ლეჩხუმისკენ მიისწრაფოდა, რომლის უხვი კალთა
მშრომელი მაჯისთვის ცხოვრების დაუშრეტელი წყარო იყო, და ეს
წყარო ეგეოდენ მიმზიდველი გამოდგა, რომ ბურდუხანიც მიიზიდა,
შმაგის თანხმობის მადლობა შესწირა და მალე ლეჩხუმში გადმო-
სახლებულ ბურდუხან ხარძიანს ლეჩხუმელებმა ხარძიანის მაგივ-
რათ სვანიძე შეარქვა და ამგვარად სვანეთს გაშორებული ხარძია-
ნები დღემდე სვანიძეების წამიერად სვანეთს აქეთ მრავლობენ.

***
შემოდგომის მთვარიანი ღამე სთველისთვის მოჭაპანწყვეტე
ხალხს თანაგრძნობით უშუქებდა ოღროჩოღრო გზა-ბილიკებს და
დღე-ღამის გაერთიანებული მუშაობით გატაცებული ხალხი ურმის
ზანტი ჭრიალით და ხარების შესაფხიზლებელი „იში-იშის“ შეძახე-
ბით ღამის მყუდროებას კვეთდა და არღვევდა.

559
დიახ, რომ ომის ქარცეცხლს გადარჩენილი ხალხი საღამიო
ძილს გაქცევია და გამცდარ დღეებს ხარბად ინაზღაურებს, წლის
სარჩო-საბადებელს ურმით ეზიდება, მაგრამ ასმათსაც რომ არ ძი-
ნავს, ეს რაღას მიზეზია? ის ხომ ქალბატონის მყუდრო ოთახში წევს
და შორიდან მოჭრილი ურმის ჭრიალი და მუშის ჯიში-იშის“ წამოძა-
ხება ხომ არ უფრთხობს ძილს? არა მგონია. მისი მუდამ უდარდელი,
მშვიდი ძილი ასეთ გარეშე ხმაურს სხვა დროს არ დაუფრთხია და
ახლა რა მოუვიდა, რომ უძილობით გაშფოთებულს მალიმალ გვერ-
დის ბრუნება უნდა, მაგრამ ამისიც ერიდება, რომ მისი უმართებუ-
ლო შმაშურით ქალბატონი არ გააღვიძოს. მაშ რათ არ ძინავს? ხომ
არაფერი ტკივა? არა. იმან ჯერ ავათმყოფობის სიმწარე არ იცის. ის
მთის ჯეირანივით მუდამ კისკისა, ჯანსაღი და ხალისიანია. მაშ?
ორი-სამი დღის შემდეგ ის და ონი სვანეთში უნდა წავიდნენ, ამდენი
ხნით მიტოვებულ ოჯახს უნდა მიხედონ და სვანეთს წასვლა ხომ არ
ეზარება ასმათს? ლეჩხუმის ყურძნის და მრავალფეროვანი სთვე-
ლის მიტოვება? არა. იმას ოჯახი და მეოჯახეობა იმდენად უყვარს,
რომ სთველი ვერ დაავიწყებს შინას. მაშ, ეგოდენ კეთილგანწყობი-
ლებით შეთვისებული ქალბატონის მოშორება ხომ არ უმძიმს? კი,
მართალია, ქალბატონი ძლიერ შეუყვარდა, შეეჩვია, მაგრამ სიყვა-
რულით ხომ მამაც დიდად უყვარს და რატომ უნდა არჩიოს ქალბა-
ტონთან ყოფნა? მაშ რა? რა აწუხებს ყმაწვილ ქალს ასე იდუმალ გან-
ცდებით, რომ სადაცაა გათენდება და ერთი წუთითაც კი არ მიძინე-
ბია, ლოგინის სირბილე სიმაგრედ გადაქცევია და ყოველ წუთს უნ-
და გვერდი იბრუნოს. წარსული ომის ლანდები ხომ არ აშფოთებს?
პირიქით, იგი ამით კმაყოფილია. ომით სახელი გაითქვა და ლაშ-
ქარმა ომის ზღაპარი უწოდა. მაშ რა? ამ დროს კარს გარედან შმაგის
ხმა მოისმა.
‒ დედაჩემო!
მზია უცებ გაერკვა ძილს და მიაძახა:
‒ რა იყო, შვილო? რა დროს შენი მღვიძრობაა?!
‒სანადიროდ წამსვლელთათვის სწორედ რომ მღვიძრობის
დროა. ‒ დედაჩემო, მანდ დაშნა არის ჩემი და მომეცი.

560
მზიამ დაშნა გადასცა და გააფრთხილა:
– ფრთხილად ყველაფერში, შვილო, ფრთხილად და ბევრს ნუ
დაიგვიანებთ.
შმაგის ხმამ ასმათის მთელ ტანს ტკივილების შემაჩერებელი
ნექტარივით დაუარა და დამშვიდდა. დამშვიდდა, მაგრამ რატომ?
პირველი ნაკადი ხომ არ იყო გრძნობის უმაღლესი ჩქერისა? არა.
ასმათი კარგა ხანია გრძნობდა, რომ საიერიშოდ განწყობილი
გრძნობა მისი სათუთი გულის კარიბჭესთან განუშორებლად რეკდა.
‒ ასმათ შვილო, გძინავს? ‒ ხმა გამოსცა გამოფხიზლებულმა
მზიამ.
‒ არა, ქალბატონო, მძინავს კი არა, ძლიერ გაჯავრებულიცა ვარ
მამაჩემზე.
‒ რისთვის, შვილო?
‒ სანადიროდ თუ მიდიოდენ, რატომ მეც არ წამიყვანეს არც ერ-
თზე ნაკლები მონადირე არა ვარ.
‒ მოერიდენ, შვილო, ალბათ, შენს დაღალვას.
‒ ნადირობა მე არ მღალავს, პირიქით, მახალისებს და მახა-
რებს.
მზია გაჩუმდა. ასმათმა სურვილს თავი ვერ შეუკავა, წამოდგა,
ქალბატონთან მივიდა და ხელებზე კოცნა დაუწყო.
‒ ჩემო ღვთაება ქალბატონო, დამეხმარე, გამიშვი სანადიროდ.
‒ რაღა დროის არის, ქალო. დაწყნარდი.
‒ ჩემო ქალბატონო, მე შენს სახელზე გამიშვი და აბა ვნახოთ,
ვინ მეტს ინადირებს.
მზიას ტკბილად გაეცინა.
‒ ჩემო ქალბატონო, დამეხმარე, შენ შემოგევლე. მამა შენს
ბრძანებას უარს ვერ შეკადრებს, ‒ აიწყვიტა მოთმინების სიმი ას-
მათმა.
მზია გასაძახებლად წამოდგა. ასმათი სიხარულით ლოგინში
ტოკავდა.
‒ აი, შე ეშმაკის ფეხო, შენა! თუ მარტო ქადილი შეგრჩა, იცოდე
ორივე ყურებს აგიწევ, ‒ეხუმრებოდა მზია და კარებთან დასაძახებ-

561
ლად მიდგა.
‒ შმაგი, შვილო!
– რა იყო, დედაჩემო?
‒ ის იყო, რომ ვინც უკეთესი მონადირეა, იმას შინ სტოვებთ და
ძლიერ გაჯავრებულია შენზე და ონიზე.
‒ მართლა, ასმათ? გვიჯავრდები? ‒ შემოსძახა გარედან.
‒ შენ არა, შენ არა, და მამას კი, ‒ გაეპასუხა ასმათიც და ლოყე-
ბის ცეცხლიანებამ ლამის თვალები დაუწვა და თითქო შესაგრილებ-
ლადო ხელები დაიფარა.
‒კარგი, კარგი. თუ კარგ საჩუქარს გაიღებ, ვთხოვ ონის და წა-
გიყვანთ.
ასმათმა ორიოდე წუთის შემდეგ მამის ნებართვა მიიღო, გახარე-
ბული ქალი ლოგინიდან მერცხალივით გადმოფრინდა, უცებ მოემ-
ზადა და ის იყო საგანთიადო კრებული ცაზე თვალს ხუჭავდა, რომ
მონადირე კრებულთა შორის ასმათი უზადო თვალივით ჩადგა და
საჯიხვე ცეკურისკენ გაემართნენ.
‒ აწი დროა, მომრეკავი ბიჭები წინ გაუშვათ, ‒ უთხრა ონის ნა-
დირობაში ცნობილმა ლეჩხუმელმა გოგინა ჩაჩხიანმა, როდესაც სა-
ჯიხვე ცეკურის მთას ძირში მიადგნენ.
‒ ადგილის კაცი შენ ხარ, ჩემო გოგინა, და როგორც ჯობდეს, ისე
გვიწინამძღვარე.
‒ მე ასე მახსოვს, შენც ბევრჯერ ყოფილხარ აქ.
‒ ვყოფილვარ, მაგრამ მას აქეთ ბევრმა დრო-ჟამმა გაიარა ჩემ-
სა და ცეკურს შორის, ჩემო ძმაო, და დამავიწყდა ყველაფერი.
‒ მაინც რამდენი ხანია?
‒ ცხონებული ბატონების დაღუპვის შემდეგ მე ლეჩხუმში ფეხი
აღარ დამიდგამს და აღარც სადმე მინადირნია. ახლა ვნახოთ, გა-
მოვსცდი თავს, თუღა ვარგივარ.
‒ შენ რომ არ ივარგო, აგერ ქალიშვილი გვყოლია ისეთი მონა-
დირე, რომ ის გასახელებს.
‒ რას დამცინი, ბიძია! ‒ შეეპასუხა შეწითლებული ასმათი,
‒ დაცინვას ჯვარი დავწერე, ბიძია, და რასაც შენზე ამბობენ, თუ

562
ყველა მართალია, კიდეც მეშინია რომ სანაშენო მთლად არ გაგვიწ-
ყვიტო, ჩემო ბიძია საყვარელო, თორემ ხომ იცი, მადლობას ვერ
გეტყვით.
გოგინას ნათქვამს ყველა სიცილით გამოეხმაურა და ოთხი
ახალგაზრდა მცოდნე ბიჭი საჯიხვე მთისკენ მომეკავად დააწინა-
ურეს.
ცოტა ხნის შემდეგ მონადირეებმაც სახუნდარს მიუწიეს და გო-
გონამაც ჩვეულ წესებს მიმართა.
– აქ, ბატონიშვილო, ცხონებული ბაბუაშენის ფაქას სახუნდარია
და აქ დგომა შენ გეკუთვნის, ‒ მიმართა გოგინამ შმაგის და შემდეგ
მარცხნით მდებარე საფარისკენ წავიდა, ‒აქ, ეს ადგილი რჩეულ
მონადირეთათვის იყო განწესებული და ახლა კი აღარ ვიცი, მამას
მივაკუთვნოთ თუ ქალიშვილს?
‒ ქალიშვილს, ქალიშვილს! ‒ წამოიძახა შმაგიმ და ონის სიცი-
ლით გადახედა.
‒ მართალი ხარ, ბატონიშვილო, მაჯობებს უსაცილოდ.
‒ ქალიშვილო, მაშ შენი ადგილი აქ არის და მოქმედების წესებს
მერე აგიხსნით ყველას.
გოგინა ახლა მარჯვნით წავიდა.
‒ აქ, ეს ადგილი სტუმართა და საპატიოთა საფარია. მობრძანდი,
ონი, ეს ადგილი შენია! ‒ გოგინა ონის იქით მარჯვნით მდებარე მე-
ოთხე საფრისკენ წავიდა და თქვა: ‒ აქ უწვრთნელ მხლებელთა სა-
კუთვნებელი საფარია. უჭვრიტონ და ისწავლონ. აბა, ბიჭებო, ეს ად-
გილი თქვენია...
დაამთავრა ადგილების მიჩენა გოგინამ თუ არა, ყველა ერთად
შეჯგუფა. ბერიკაცმა გრძელ, ჭაღარა წვერზე ხელი ჩამოისვა და დინ-
ჯი ხმით დაიწყო :
‒ ახლა მომისმინეთ ამ საკვირველი მთის აგებულობის ამბავი
და აქ სახმარი ხერხები: ამ მთის კურთხეული ადათი ის არის, რომ
თავის კარჩაკეტილ ოჯახში გვიზრდის ბევრისგან ბევრ ჯიხვს და
სხვაგან წასასვლელი გზა-კარი კი მათთვის არ მიუცია. ამ ბილიკებს
ხომ ხედავთ, აი კლდეს რომ წელზე თოკივით მიუყვება, ეს მომრეკა-

563
ვების საცალფეხო გზაა. ისინი ამ სახიფათო გზით წავლენ და მთას
უკან ზურგში მოექცევიან. იქ ჯიხვების დიდ ნაწილს მიუვალი კლდის
ნაპრალთა შორის ბუდე-სამყოფი დაუდევს და იქ მრეკავები ყავარ-
ჯენის ტკაცანს ასტეხენ. დამფრთხალი ჯიხვები მოწყდებიან თავიანთ
სამყოფს და მეტი გზა არა აქვთ, აქეთ უნდა გამოსწიონ. მაგრამ მარ-
ჯვნით ვერ წამოვლენ, რადგან ის მხარე მრეკავებს აქვს გაკავებუ-
ლი, ამიტომ მარცხენა მხარეს მიასკდებიან, გამოსწევენ აქეთ და
ამიტომ არის საჭირო პირველი საფარი უკეთესი მსროლელის ხელ-
ში იყოს. თუ მას გადურჩება, მაშინ მეორე არ გაუშვებს, თუ მეორე-
საც დასძლევს, მესამე და თუ მესამეც იფათერაკებს, მაშინ მეოთხე
მიეშველება და საქმეც ამით გათავდება. გათავდება იმიტომ, რომ
აქედან გაქცეული ჯიხვი რაკი ამ კედელს გასცილდება და იქეთურ
ნაპრალებს მივარდება, მერე მისი ხელში ჩაგდება აღარ შეიძლება,
რადგან კიდეც რომ მოკლა, ისეთ ადგილებში გადავარდება, ფრინ-
ველის მეტი ვერაფერი მიუდგება და რაღა აზრი აქვს ასეთ მოკვლას
და ამიტომ აკრძალულიც არის. მაშ ასე. პირველი მსროლელი ქა-
ლია, მეორე ბატონიშვილი, მესამე ონი და მეოთხე მხლებელნი. აწი
ხმის ამოღებაც აღარ შეიძლება. ხომ იცით, მათი ყარაული როჭო
როგორი ყურმახვილია, ის თუ ერთი აჭახჭახდა, მერე გაფუჭდება
ჩვენი საქმე.
‒ ეს როჭო რა დივანბეგია ასეთი, რომ მისი ასე გეშინიათ? ‒
შენიშნა ერთმა ახალგაზრდამ, რომელსაც პირველად უხდებოდა სა-
ნადიროდ ყოფნა.
‒ სუუ! ხმადაბლა ილაპარაკე, ჩემო ბიძია! ‒ გააფრთხილა გოგი-
ნამ. ‒ როჭო ის დივანბეგია, ახალგაზრდა კაცო, რომ ისინი და ჯიხ-
ვები განუყრელად შეკავშირებული არიან ერთმაეთზე.
‒ რაო, რა აკავშირებთ? ‒ გაუკვირდა ახალგაზრდას.
‒ ის აკავშირებთ, რომ თუ როჭომ ჯიხვებს საზამთრო საკვებად
საბუდნარებში თივა არ დაუმზადა, შიმშილით დაიხოცებიან.
‒ იმე, რას მეხუმრები. მთლად ასე ხამი კი არა ვარ, მართლა.
‒ არ გეხუმრები, ღვთის მადლმა.
‒ ურმით ეწიკება თუ მარხილით? ‒გაუქირდა ნათქვამი გოგინას.

564
– მისი მარხილ-ურემი მისი ნისკარტია და კიდეც მით ეწირება.
‒ ჰოდა, ბევრიც გამოუვათ.
‒ შენმა გაზრდამ, შენ საბძელ-კარაპანში რომ იქნება, იმაზე მე-
ტი.
‒ იმე, იმე, რა ბებია ყოლიათ ეს როჭო ამ ჯიხვებს, გადავირიე
სწორედ.
‒ ის ბებიაა, ჩემო ბიძია, რომ სამაგიეროდ, იმან თუ ზამთარ ჯიხ-
ვების ცურცლით არ იკვება, ისიც შიმშილით მოკვდება.
‒ დიდება შენდა, ღმერთო, რა გავიგონე ეს!
ახალგაზრდას ასეთმა გაოცებამ ყველა გააცინა და გოგინამაც
ღიმილით განაგრძო:
‒ ჰო, ასეა და ამიტომ როჭო ჯიხვების თავდადებული ყარაული
და მთხრობელია. ხომ გაგიგონია, ჩემო ბიძია, პატარავ, საით მიდი-
ხარო და საიდანაც დიდს გამოველიო. მისთვის მთხრობლობს, სა-
იდანაც სამაგიეროს გამოელის.
‒ რავა? ლაპარაკიც იცის?
‒ მისი ლაპარაკი და თხრობა ის არის, რომ როგორც კი შეამ-
ჩნევს ადამიანის ჭაჭანებას, ასტეხს ისეთ ჭახჭახს და ალიაქოთს,
რომ ჯიხვიც იმწამს მიხვდება, რომ მტერი კარს მოდგომია და დამ-
ფრთხალნი თავის საშველად გადაცვივდებიან. თვითონ ჯიხვსაც
აქვს თავის შეყნოსვით გაგება ადამიანის მოახლოვების, მაგრამ
როჭო, როგორც მფრინავი და იშვიათი სმენის მქონებელი, უფრო
შორიდან იგებს.
‒ რანაირი თვალადია ე კუდიანი სულდგმული?
‒ რუხი ფერისაა, თითქმის დედალი ინდაურისოდენა.
‒ საჭმელად ვარგა?
‒ იმე! საუკეთესოა. იშვიათი სიმსუქნე იცის და ნამეტანი გემოი-
ანი ხორცი.
‒ ერთი მაჩვენა ნეტავი.
‒ რას სულელობ, ბიჭო! გინდა, რომ იმის მხილებამ საქმე გაგვი-
ფუჭოს. ხომ გესმოდა, რაც გითხარი!
‒ თუ თვალი შევავლე, მოვკლავ და მერე რაღას გვამხელს.

565
‒ ნურას უკაცრავად და მისი მოკვლა არც ეგრე ადვილია. საში-
ნელი ეშმაკი და მოხერხებული ფრინველია. ისე მაცთურად გაგიტ-
ყუებს, რომ თვითონაც დაგიძვრება ხელიდან და ამით ჯიხვებსაც
აგაცდენს.
‒ როგორ გამიტყუებს, ჯადო ხომ არა აქვს. ვესვრი და მოვკლავ.
‒ ძალიან ძნელია.
‒ ჰოდა, თუ ასეა, ჯადო ჰქონია და ეს არის. უცოდინარი მონადი-
რის პასუხით ყველამ სიცილთ ჩაიქირქილა და გოგინამაც საქმიანი
კილოთი მიმართა:
‒ აბა, ახლა იმ სალოცავ ქვასთან მივიდეთ, ნადირობის ანგე-
ლოზს შევთხოვოთ, რომ სახლში გაწბილებულ-ხელცარიელი არ
დაგვაბრუნოს და მერე სიჩუმე და თავთავის მიჩენილ ადგილზე ჩა-
საფრება.
გოგინა დიდი შავი ქვისკენ წაუძღვა მათ, ყველამ ქუდები მოიხა-
და, ქვის ძირში დაიჩოქეს და ნადირთა ანგელოზს გამარჯვება შეღა-
ღადეს.
ლოცვა გათავდა თუ არა, ყველანი ნაჩვენებ ადგილებზე ჩადგენ,
მხოლოდ გოგინა მეთვალყურე სარდალივით მეოთხე საფარს იქით
ძველ მუხასავით აიმართა. „თუ ყველა შერცხვა და ჩემამდე დაუს-
ხლტათ, აქ ან ჩემი შეხედვა შეაშინებთ, ან თოფის“, ‒ ფიქრობდა
გოგინა და გასიპული კლდის მიფლეთ-მოფლეთილ მკერდს დაკ-
ვირვებით და დინჯად ათვალიერებდა.
საფარში ჩამსხდარი მონადირეებიც კისერგადაწეულები ასჩე-
რებოდნენ ჯიხვთა აკვნის ბუმბერაზობას და თითოეული მათგანი
გულში თავის გამარჯვებას ნატრობდა. მხოლოდ მამის გული პირვე-
ლობას ასულს უთმობდა და შმაგი კი ასე ფიქრობდა ‒ თუ მის თვალ-
ში არ დამამცირებს, რა თქმა უნდა, ასმათის გამარჯვება მირჩევნია
შმაგიმ ფიქრის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ ასმათის პირდა-
პირ კლდის ალესილ კიდეზე ჯიხვი გამოჩნდა, ისეთი სისწრაფით
მიხტოდა, თითქო დახელოვნებული ჯამბაზი სამ-ოთხ ადლიან ნახ-
ტომებს აკეთებსო. მყის თოფთა ჩახმახები ერთი სურვილით შე-
იმართა, ნიშანში იღებდნენ, მაგრამ ჯიხვის სწრაფი მოწყვეტა, ერთი

566
ადგილიდან მეორეზე რწყილივით მისკუპება ნიშანში ამოღებას
აღარ აცლიდათ.
ასმათმა შეამჩნია, რომ ჯიხვის ნახტომები შიშველ კლდეს ათა-
ვებდა და ბალახით შემოსილი კლდის ფერდზე უნდა გადამხტარიყო
და მონადირე ქალმა კარგად იცოდა, რომ ჯიხვის ფეხები მინდვრისა
და ბალახის სირბილეს ვერ ეგუება. მისი ფეხისგულის ხორხი მარტო
კლდეზეა მარჯვე, ბალახი კი ეკვრის, ხელს უშლის და ბოლოს ხი-
ფათშიაც აგდებს.
ასმათის ალღო გამართლდა. ჯიხვი წამს შეჩერდა, ბალახიან ად-
გილს ეჭვის თვალით გადახედა თუ არა, ქალის თოფმაც იგრიალა
და სათბილოში დაჭრილი ლამაზი ცხოველი კლდის კედლიდან მოს-
ხლეტილი ტრიალ-ტრიალით ძირს წამოვიდა.
ასმათმა ელვის სისწრაფით თოფი გატენა, კლდისკენ აიხედა და
შეამჩნია, რომ კლდის სერის ხერხემალზე ხარჯიხვი ყელმოღერე-
ბით გადმოიყურებოდა. ალბათ სანახტომო გზას არჩევდა. ქალის
თოფმა კვლავ ტკეცა მოადინა და მკერდშენგრეული ხარჯიხვის ვე-
ებერთელა რქებმა ისეთი ხრიგინ-ხრიგინი ასტეხა, თითქო კლდეს
გული შეუნგრიაო და ძირს ხეთქა მოადინა.
ხარჯიხვის დანახვა და სროლა ისე მოასწრო ასმათმა, რომ კა-
ცებს არც კი შეუმჩნევიათ და ყველა საშინლად გაკვირდა.
სერზე კვლავ ორი ჯიხვი გამოჩნდა. ეტყობოდა, დედა-შვილი
იყო. დედა მარდად და მარჯვედ ხტოდა, შვილს კი, ალბათ, ჯერ კი-
დევ გაუმაგრებელი ფეხისგულები ჰქონდა, რომ ფეხის მიმაგრება
უჭირდა. ახლაც ასმათის თოფმა კვლავ ყველას დაასწრო და იყო
სხვების თოფებიც დაიცალა, მაგრამ შეამჩნიეს, რომ დედა ჯიხვი
პირველმა ნასროლმა გადმოატრიალა, ხოლო უმცროსი ჯიხვი სა-
ცოდავად ხტოდა, მიფართხალობდა, რომ ქალმა თოფის გატენა
ისევ ყველას დაასწრო და ტყვიით განგმირულ ძირს დავარდნილ
დედას შვილიც თავზე დაეცა.
‒ ერთი ჩვენსკენაც გამოუშვი, ქალო, რა მოგივიდა! ‒ გაბრაზე-
ბით დაუყვირა ერთმა მონადირემ, მაგრამ ქალი თოფს ამზადებდა
და ხმას არ იღებდა.

567
სერზე შვიდი ჯიხვი გამოემწკრივა, წინ დიდი რქოსანი ხარჯიხვი
ამაყი სარდალივით მოუძღოდათ.
უკანიდან ყავარჯნების ტკაცანიც მოისმა, ეტყობოდა მრეკავებმა
მორეკა დაასრულეს.
ასმათს თოფი მზად ჰქონდა. მსწრაფლ ჩაიჩოქა და ისე გაისრო-
ლა. წინამძღოლი ჯიხვი ამხანაგებს უმწეოდ მოწყდა და სერზე ანა-
რეკლით შორს გადმოვარდა.
‒ დანარჩენი თქვენ! ‒ დაუძახა ღელვით დაღლილმა ქალმა და
თოფი ძირს დაუშვა.
ასმათისგან განთავისუფლებულ ექვს ჯიხვს სამმა საფარმა სამ-
კვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადა და მთიდან დასისხლიანებუ-
ლი სხეულით ძირს ვარდებოდნენ.
ნადირობა დასრულდა. გახარებული მონადირენი გამარჯვებას
ერთმანეთს ულოცავდნენ. ხოლო ასმათით განცვიფრებული გოგი-
ნა ქალს მიაშტერდა და შემქები იერით უთხრა: ამიერიდან მე ჩემს
თავს მონადირეს აღარ ვუწოდებო.

***
ბერი აბელი და სეხნია დიაკონი ორბელის მწვერვალზე რომ
ავიდნენ, ჯორები შეაჩერეს და მაღლობიდან ბუნების სილამაზეს გა-
დახედეს.
სეხნიას მეტად ესიამოვნა და თავისთვის ჩაილაპარაკა:‒ ოჰ,
მადლობა ღმერთს, თვალმა გასაქანი სივრცე ნახა! იმ მონასტრის
გამოქვაბულმა სწორედ, რომ ხედვის იერი დაგვიხშო.
აბელი კი ორბელის ციხის მაღლობი ბუნების აგებულებას კარგა
ხანს მდუმარებით მიშტერებოდა და კარგად ამჩნევდა, რომ ციხე გა-
საფრენად მომზადებული ორბივით გამოიყურებოდა, მის ძირში
გართხმული მდინარე ლაჯანური ავი დედაკაცის მშფოთვარე ხმით
მიქაქანობდა და ასხის მთის თოვლყინულით შეკირული მწვერვალი
ცალი თვალით მისკენ იცქირებოდა.
‒ ასეთი ბუნების თვალადობა მართლაც რომ თვალსაც ახალის-

568
ისებს და გულსაც, ჩემო ესიკ-სეხნია, მაგრამ ბედმა ჩვენმან რადგან
მონასტერს შეგვაყუდა, რას იზამ, თვალიც უნდა დავიხშოთ და გუ-
ლიც.
‒ ეჰ, შე დალოცვილო, ცოცხლად გამითხარე სამარე და რა ვუყო
‒ ოჰ, შე ცოდვილო! შენ ბევრი არაფერი მოგიკლია თავისთვის,
საბეროც ბევრი იმსუნაგე და საეროც.
‒ეჰ, ბატონო! ასე ჩამციებიხარ და რა ვიმსუნაგე ამდენი. ბოლოს
და ბოლოს ხუთ ქალთან ვცოდე. ნაძალადევი ბერი ვიყავი, ბატონო,
თორემ...
‒ სუუ! მერე რა ვუყოთ!
‒ იმე, ვეღარ მეითმინა ამ მონასტერზე ძალად მიჯაჭვულმა ცოდ-
ვილმა გულმა და რა მექნა, ბატონო!
‒ სუ, გაჩუმდი! შეგარცხვინა ღმერთმა!
‒იმე, რათ შემარცხვინა, ბატონო, რაც მე ლაზარე ბერმა მაგ
ცოდვის გამოსყიდვისთვის მალოცა, თუ ლოცვა და სინანული სადმე
მისაღებია, არა თუ ჩემსას, ყველა იმ ბერის ცოდვასაც გამოისყიდის
და თუ არაფერია, მოგებული მაინც მე ვრჩები.
‒ ნუ სულელობ, გაჩუმდი!
‒ აბა, ბატონო, შენი სიყვარულის მე ვერაფერი გამიგია. დაკარ-
გე, შე დალოცვილო, სიყვარულის ქალღმერთი და ბერად შედექი,
იპოვნე და ისევ ბერობა! რა გამოვიდა?
– მაშ შენი მატრონია ხომ არ გგონია?
– იმე, მატრონია რავა მგონია, ბატონო, მარა, საქმე თუ ამაზე მე-
ტად წინ ვერ წაიწევს, ღმერთი შენს მტერს გაუწყრა, ან პოვნა რაღად
მინდა და ან უპოვნელობა.
‒ ის აღგზნების გენია იმ ასაკის დრო და ჟამმა წარიღო, რომე-
ლიც მე განმეძარცვა უკვე და ახლა მხოლოდ წმინდა, მაღალი
გრძნობით პატივისცემა მასულდგმულებს მისდამი, ჩემო ბრიყვო,
და ამას შენ ვერ მიხვდები და რა გიყო.
‒ იმე, ამას რა ბევრი მიხვედრა უნდა, ბატონო: კაცი რომ დაბერ-
დება, იმას ჭამა და ძილი უყვარს, მეტი აღარაფერი.
აბელმა გაიცინა: ‒ მერე შენ რაღა ხარ?

569
‒ იმე, შენი ჭირიმე, შენზე ხუთი წლით უმცროსი. —
‒ ვაი დედაშენს! ლომი რომ წაიქცა, მელამ წიხლი მიაყოლაო,
ისეა.
ასე შეხუმრებული საუბრით მიყვებოდა შეხუმრებული ბატონ-ყმა
ორბელის ციხისკენ მიმავალ შარაგზას. ისინი მზიას დაებარებია რა-
ღაც სამონასტრო საქმისთვის.
ციხე-სიმაგრეს მცველები აღარ გუშაგობდნენ, რადგან შინ
ყველა მოყვრულად შეერთებოდათ და გარეთ მტერი აღარ ეგულე-
ბოდათ, ამიტომ ციხეს ოჯახური მდგომარეობის სახე და ელფერი მი-
ეღო და ბერებმაც ეზოში ჯორები თავისუფლად შეაბაკუნეს.
‒ მადლი და დიდება დღევანდელ დღეს ასეთი სტუმრებისთვის,
‒ სიტყვა შეაგება მზიამ და ცრემლმორეული სიხარულით მიიღო მი-
სი მიწის შვილები.
‒ სიხარული და კეთილცხოვრება ღვაწლსა შენსას, ქალბატონო!
‒ დაუნაცვლა აბელმა და სიყმაწვილის მოგონების ლანდი და ფერ-
ფლი ერთმანეთს საამბოროდ ეკმია.
‒ეს ჩემი შვილია, ძვირფასო სტუმრებო, ‒ და მზიამ, იქვე მდგო-
მი შმაგი სტუმრებს მიაგება.
‒ გისურვებთ, ძვირფასო, რომ საგვარეულო ფესვის ხედ მაგარი
გამომდგარიყოს.
კარგად რომ ახედ-დახედა ბერმა და მაიზერის ცხოვლად გან-
მეორება ნახა, რაღაცამ ძარღვებში ახლად ჩაურბინა, მთელი წარ-
სული მოგონება თვალწინ გადაეშალა და გული ორ ნაფლეთად გახ-
ლიჩა: ერთს არ სიამოვნებდა მაიზერის მსგავსი სახე და მეორეს სი-
ამოვნებდა როგორც მზიას ნაშობი, მზიას პირჯვრის საწერი შვილი.
ჩვეულებრივი სალამ-ქალამის შემდეგ სტუმრები გარეთულ სა-
ნახაობაზე გამოასეირნეს ‒ ვამეხს და ესიკას ციხეთა სიმაგრეებს
აჩვენებდნენ. გაღმიდან მოპირდაპირებულ ლეშკაშის ციხეზე უთი-
თებდნენ.
‒ რა ბუნებრივი სიმაგრე და სილამაზეა, ‒ თქვა სეხნიამ.
‒ ასე თუ ვიტყვით, ლეჩხუმი მთლიანი ბუნებრივი ციხესიმაგრეა.
ამას კოშკები არც კი ესაჭიროება.

570
‒ გაიხედე ორპირისკენ, როგორი კრიჭაშეკრული გამოიყურება,
‒ წაეპასუხა აბელი.
‒ ზოგი ადგილი ხომ ჩვენებურს წააგავს? ‒ მიმართა მზიამ.
‒ წააგავს, მაგრამ უნდა ითქვას, ეს უფრო გოლიათურია, ‒ პასუ-
ხი ჰყო აბელმა და დიდი ხის ძირში დასხდნენ, სხვებმა კი იქით გა-
ისეირნეს, ლაჯანურისკენ გადაკიდულ კლდის ნაპირზე შეჩერდნენ,
ერთმანეთს გატაცებით ომის თავგადასავალს უამბობდნენ და მით
მზიას და ვამეხს თავისუფალი საუბრის დრო მიეცათ.
‒ საკვირველია, ვამეხ, როგორ გახდი ნამარნევის ბერმონოზ-
ვნად?
‒ საკვირველება შენს იქეთ აღარ მიდის, ქალბატონო.
‒ მართალია. ჩემი ცხოვრება უცნაური ქარცეცხლით შეიმსჭვა-
ლა, მაგრამ შენ რაღამ მიგიყვანა ამ ანაფორამდე.
‒ შენმა დაკარგვამ, შენმა გლოვამ, ‒ ძლივს თქვა გაფითრე-
ბულმა ბერმა და დაბეჩავებულ სახეზე ერთი გაელვებით ძველმა
იერმა გადაურბინა და მზიაში მიმქრალ ფერფლის ბულულებს თით-
ქო სული შეუბერაო და მზიას თვალწინაც უეცრად იელვა გურიის
მთავრის საოცნებო ბაღმა, იქ განცდილმა გრძნობის ცეცხლმა,
მგოსნის ულმობელად მოშთობამ და ტანში სინანულის ჟრჟოლამ
ჩაურბინა.
‒ ეეჰ, თუ ასეა, რაღა გითხრა. ჩემი უნებლიეთი შეცოდებაა და რა
ვქნა, ‒ შეთრთოლებული ხმითა თქვა მზიამ.
‒ არა, შენი კი არა, ბედის, ქალბატონო. ხომ იცი, ბედია მაყივნე-
ბელიო, თორემ არც შენი და არც ჩემი დანაშაულია. ‒ გაამხნევა სი-
ნანულით ათრთოლებული ქალი ვამეხმა და განაგრძო: ‒ შენი და-
ღუპვის ჭეშმარიტება რომ დაბეჯითებით გამოირკვა, მე უბედო კაცი
აქ ვიყავი. ჩემი ესიკათი მოსული შენს სახილველად. მაგრამ რაკი
ასეთი უბედურება თავს დამატყდა, მე ამ მხარეს ვეღარ მოვშორდი,
სადაც უფრო შეიძლებოდა შენი ბედის საბოლოო გამორკვევა. აბა,
მე ამის შემდეგ საერო ფერხულში რაღა ნიადაგი მქონდა და საბე-
როდ უდაბნოს ბერთა კრებულს ჩერქეზის სახით გამოვეცხადე,
ქრისტეს სარწმუნოების მიღება და მონათვლა ვითხოვე და იმათაც

571
ფრიადის სიხარულით მიმიღეს. ესიკა აღარ მომშორდა საწყალი და
ორივემ ახალი მონათვლა და ახალი ქრისტიანობა მივიღეთ და აღ-
ვიკვეცეთ ბერმონოზნებად. დიდი ქრისტიანული ღვაწლი და თავდა-
დება დამდო ესიკამ, თორემ უმაგისოდ ჩემი სიცოცხლის ძაფი დღემ-
დე ვერ მოსწვდებოდა, შენ შემდეგ ბევრი ცხოვრებისგან გადმონ-
თხეული შხამი შემასვა სიცოცხლემ, მაგრამ შენი საგვარეულოს ისე
ბარბაროსულად განადგურებამ მეტად შემაწუხა. ჩემი იდუმალი
ფიქრებით ამ მოვლენას შენი უღვთოდ დაღუპვის პასუხად ვთვლი-
დი, და ამის დასაბამ მიზეზად ჩემს უბადრუკ თავს, და მითხრა უფრო
მძიმე იყო ურვა ჩემი და ამ მრავალი ხნის მოგონებათა ქვეშ ტან-
ჯულს ერთ კურთხეულ დღეს შენი ყმა, ბააკა გორდეზიანად ხმობი-
ლი, მეახლა და ესე ყოველი საიდუმლო ვით ბერმონოზანს აღსარე-
ბის სახით გამანდო, ამ ამბის გაგებამ, გარდა დაუძლეველი მხცო-
ვანებისა, ყოველი მტკივნეული ადგილი განკურნა ჩემში... დიახ, და
სხვა რომ აღარა ძალმედვა დაგხმარებოდი, ბრძოლის ველისკენ
უბრალო მკურნალის სახით გამოვემართე. ომის დამთავრების შემ-
დეგ ყოველდღე სადღესასწაულო მოვლენად ვზრახვობდი გხლებო-
დი, მაგრამ ვიდრე შენ მიერ საქმისთვის მოწოდების ხმა არ მომესმა,
ვერ ვიკადნიერე.
‒დიახ, მონასტრის მდგომარეობაზე მინდა მოგელაპარაკო, მაგ-
რამ ამაზე შემდეგ, ‒ მზიას გაახსენდა ამდენი ხნის საფიქრად და
სარკვევად ქცეული შემთხვევა, რომელიც დღედაღამ მოსვენებას
არ აძლევდა და მიმართა: ‒ ახლა კი მინდა გკითხო: ვისთან და სად
იყავი ჩამომხტარი იმ დროს, აი წეღან რომ თქვი, როდესაც ჩემი ნახ-
ვა გსურდა?
‒ ოო, ძლიერ მწარე მოსაგონებელს შეეხე, ქალბატონო, ‒ ვა-
მეხმა მუბლზე მომდგარი ოფლი ხელმანდილით მოიწმინდა და და-
იწყო: ‒ მე მაშინ ჩემდა სავალალოდ ვიღაც ხოსია ყრუაშვილის
კარს ვესტუმრე და ჯოჯოხეთისგან გადმოხეთქილი მთელი ცეცხლის
ალქაფიც იმ ოჯახში დამასკდა თავზე. მე მაშინ ყრუაშვილის ხელით
მზისახარს მოკლედ ჩაქარაგმებულ უსტარსაც ვუგზავნიდი, რომ გა-
მეგო მისგან ჩემი იქ მოსვლა ხომ არაფერ ჩრდილს მოგაყენებდა და

572
მთავარ უბედურებასთან ერთად სავალალოდ ისიც გამიხდა, რომ ის
წერილი მიიღე, თუ არ მიიღე, დღესაც არ ვიცი, და თუ მიიღე, ხომ
არავის წინაშე დააშავა რა?
‒ დიახ, მივიღე და სწორედ ის წერილი გადაიქცა კიდეც ჩემი ჯო-
ჯოხეთის გზად, ‒ ნაღველჩაქცეული ხმით თქვა მზიამ.
‒ როგორ! ის მზისახარზე იყო მიწერილი, ხომ არავის ჩაუვარდა
ხელში?
‒ ის არა.
‒ მაშ?
‒ მისი საპასუხო წერილი... ჩემი წერილი.
‒ მე შენი წერილი არ მიმიღია.
‒ალბათ, უბედურებაც მით გაინასკვა ჩემთვის, დღემდე გამოურ-
კვევლად შთენილი. წერილმა როგორღაც თავის გზაკარი დაკარგა
და შენამდე ვერ მოაღწია.
‒ მაშ? მკვდარი ყრუაშვილის ჯიბეში ნახეს.
‒ რას მეუბნები!
‒ დიახ, წერილი დაუსათაურებელი და დაუბოლავებელი იყო ‒
უსახელგვაროდ. ქმარმა უეჭვოდ მიიჩნია, რომ დადიანთან საპასუ-
ხო მინაწერი იყო. თავმოყვარეობა შელახული ქმრის გულის წყრო-
მამ საშინელი ხასიათი მიიღო, აუტანელი. განაჩენი მომაპყრო:
შვილთან ყოფნის უფლება ამხადა, ვით მეძავ დედაკაცს და მარტოს
დედ-მამასთან მაბრუნებდა. გამოსავალი გზა ცეცხლის ალით ჩამე-
კეტა. დაუმსახურებელმა სასჯელმა და უცოდველის თავმოყვარეო-
ბამ ჩემსა და არსებულ პირობებს შორის გაბმული თოკი გამაწყვე-
ტია, ავიღე ხელში ბავშვის განსწავლისათვის ნაგულისხმევად სახა-
რება და „ვეფხისტყაოსანი“, გახა მახარობლიძე და ჩვენი მზისახა-
რი, ვით შენ ესიკა, დასაყრდენ ყავარჯნად გამოვიყოლე, მოვიპარეთ
საცილოდ გამხდარი ჩემი შმაგი და გავსწიეთ ისეთ მხარეს, სადაც
ნაცნობ-ნათესავს ვერ ვიხილავდით. ხოლო ნაკვალევი ისეთი დავ-
ტოვეთ, რომ უთუოდ წყალში დამხრჩვალად უნდა ეფიქრათ. ღმერ-
თმა ხელი მით შემიწყო, რომ სწორედ ისეთ ზღაპრულ მხარეში მოვ-
ხვდი, რომ ჩემს ქვეყნად ყოფნას არყოფნის სახე მივეცი. მას აქეთ,

573
ჩემო ვამეხ, რაც გადამხდა, რაც ავიტანე, ამის თქმა აღარ შემიძლია.
მაგრამ შედეგი უკეთესი მით გამოვა, რომ საგვარეულოთა აღდგე-
ნისათვის ერთი ძარღვი მაინც გადამირჩენია და ამისათვის მე ჩემს
ტანჯულ წარსულ საყვედურით აღარ მიუხედავ. პირიქით, დიდება და
თაყვანისცემა მას, რომ დედის გრძნობამ იმდენი შემაძლებიან, რომ
შვილს მაინც სასიცოცხლო კერია კვლავ დავანთებინე და უმსგავსო
და უნამუსო მტრისთვის სამაგიერო პასუხი მიმაზღვევინა. თუმცა
ამით მე ჩემს კარიბჭეზე საკმაო ცოდვებით დატვირთულმან შემოვა-
ბიჯე და ჩემი კაბის კალთებს მრავალ უდანაშაულო ადამიანთა სის-
ხლით დამძიმებულს დავათრევ, მაგრამ ვეცდები, ჩემი მხურვალე
ლოცვით და ქველმოქმედებით შევამსუბუქო იგი.
მზიამ დამძიმებული გული ნათქვამით ოდნავ შეიმსუბუქა, მაგ-
რამ სამაგიეროდ უნებლიეთ ვამეხის გული და გრძნობა თითქო გა-
ხურებულ რკინაზე დააკრა და სულთქმაშეხუთულმა ძლივსღა თქვა:
‒ მაშ მე, მაშ მე, ვყოფილვარ სათავე ყველა ამ უბედურებისა?!
‒ შენ რათა, ვამეხ! შენ აკი თქვი წეღან: ბედია მაყინვებელიო. და
თუ ეს ასეა, უნდა ვიწამოთ, რომ ორივენი უდანაშაულონი ვყოფილ-
ვართ, მაგრამ ღვთისადმი აღვლენილ ლოცვას მაინც ნუ დავაც-
ხრობთ.
‒ ჩამქრალ ბედის ქურას ლოცვა ვეღარ აღანთებს, ‒ სასოწარ-
კვეთით თქვა ვამეხმა.
‒ ყმაწვილური გრძნობის დროგადასულ ხეზე დაძმური მეგობ-
რობა დავამყნოთ და მით შევავსოთ გულის სამუნათო ადგილები.
ვამეხი ქვასავით სდუმდა და ძნელი გასაგები იყო მზიასაგან და-
სამშვიდებლად ნათქვამ სიტყვებს უგდებდა ყურს, თუ იმ უკუღმართი
ბედის წერილზე ფიქრობდა, რომლის შესახებ მზია ელაპარაკა და
რომლის მოსმენამ ისედაც დაცალიერებული სიცოცხლე მთლად ია-
ვარყო.
მზიამ დაასრულა თავის აზრის თქმა და ვამეხის პასუხს ელოდა
და ალბათ ვამეხიც იტყოდა პასუხს, რომ იმ დროს ვამეხის მისასალ-
მებლად არ მისულიყვნენ გახა, ონი, ასმათი და მზისახარი. ამათ ჯერ
არ ენახათ სტუმრები და ახლა ხვდებოდენ ერთმანეთს. მოკრძალე-

574
ბული მზისახარი ყველაზე უკან იდგა. მზიამ აბელ ბერს უცხონი გა-
აცნო..
– მამაო აბელ! ეს ჩემი მამა და მფარველი გახა მახარობლიძეა,
ეს ჩემი თავდადებული ონი ონიანი, ეს ჩვენი ომის საკვირველება,
მეომარი ონის ასული ‒ ასმათი. ეს ჩემი წმიდა კანდელი, ჩვენი მზი-
სახარი ვერ იცანი? ‒ წამოსცდა მზიას და ვერცთუ იმათ შეიკავეს თა-
ვი და მიჩრდილული წარსული ფურცელ-ფურცელ მიცურავდა და ბე-
რიც ღონეს კარგავდა, თვალთ უბნელდებოდა, სიტყვის თქმის ღონე
რაღაცამ წარკვეთა და გულწასული მზისახარის წინ დავარდა.
საშინელმა აღშფოთებამ შეიპყრო ყველა. რაც რომ მოსაბრუნე-
ბელი საშუალება იცოდნენ, ყველაფერს მიმართეს, მაგრამ აბელი
ვეღარ მოაბრუნეს. მის სახეზე აღბეჭდილი გამომეტყველება უსიტ-
ყვოდ ღაღადებდა ბედის ნამდურავს, ცხოვრებისადმი უმადურობას,
მზია მუხლებზე დავარდა და გაციებულ შუბლზე ამბორით უკანას-
კნელ ბოდიშსა და სინანულს ატანდა.
შეშფოთებული დამსწრენი გამწარებულ ესიკას ეკითხებოდნენ.
‒ რა იყო, კაცო? რა მოუვიდა? რა ავადმყოფობა ჰქონდა ასეთი
ბასრი და ულმობელი, რომ ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო?
‒ გულის ჭია ჰქონდა ჩემს პატრონს და ის ღრღნიდა დიდი ხანია,
‒ ეუბნებოდა თავზარდაცემული მტირალი ესიკა.
ესიკას ეს სიტყვები მზიას მდუღარესავით ჩაესხა თავში, უცებ
მიცვალებულის ხელებს მოშორდა, ფეხზე წამოდგა და ისეთი თვა-
ლებით გადახედა ესიკას, რომ ესიკაც მიხვდა-მზია უსიტყვოდ ეუბნე-
ბოდა: მიგიხვდი, რაც გულის ჭიაზე ამბობ. ჩემო ესიკა და კარგადაც
თქვი, რომ მე ვარ ეს ცოდვილი ჭია, მე უბადრუკი დედაკაციო.
გამწარებული ესიკას ბღავილი იქაურობას იკლებდა.
აბელ ბერის უკანასკნელმა საპატივცემულო დღეებმა განელო.
ნამანევის მონასტრის კრებულთა დაჟინებით მოთხოვამ მზიას სა-
შუალება არ მისცა მის საყდარში, მის ახლოს დაესაფლავებინა, რომ
მით ორ ქალს საშუალება ჰქონოდა ობოლი საფლავისთვის ერთს
სიყვარულის ცრემლები ეფრქვია და მეორეს სიბრალულისა.
აბელი მონასტრის დაუსრულებელ მყუდროებას გაქრისტიანებუ-

575
ლი ჩერქეზის სახელით შეაკედლეს. ხოლო მზიამ აბელის სულის სა-
ოხად ცაგერი ნამარნევის სამონასტრო მამულად აღიარა.
მზისახარი, ეს დაუშრეტელი ერთგულებისა და სიყვარულის წყა-
რო, როგორც კი დადიანსა და მაგის შორის ომი დასრულდა, ლეჩ-
ხუმში ჩამოვიდა და ქალბატონს ფარვანასავით თავს დასტრიალებ-
და, ოჯახის გამშვენება-გაძლიერებაზე ზრუნავდა, ბურდუხანი და გე-
ლახსანიც შემოდგომის სთველსა და მუშაობაში ჩააბა, სადადიანოდ
დამუშავებულ გელოვანთა ყანა-ვენახების მოსავალს შმაგის ბე-
ღელ-მარანში ეზიდებოდნენ და ამგვარად შემოდგომის სახალისო
შრომას ყველა მხიარულად ეწეოდა, მაგრამ შმაგი თითქო ამ საერ-
თო ფერხულს განდგომოდა, გულჩათხრობილი მუშაობა-მეოჯახეო-
ბას გულგრილად ეპყრობოდა და განმარტოებით უგუნებოდ დაიბუ-
ზებოდა, ეს მზისახარს შეუმჩნევლად არ დარჩა და ერთ დილას მზი-
ას შესჩივლა;
‒ ქალბატონის ჭირიმე, ვერ ამჩნევ, რომ შმაგი რაღაც ნაღვლიან
ხასიათზეა და რათ არას კითხავ?
‒ ვამჩნევ, როგორ არა და მიზეზი კიდეც ვკითხე, მაგრამ არაფე-
რი მითხრა და ხუმრული ხერხით პასუხი ბანზე ამიგდო. ჩემი ფიქ-
რით, თუ რამ საკრძალავია, შენ უფრო გეტყვის, ვიდრე მე და შენ
რომ კითხავდე მიზეზს და ზრახვას, უკეთესია. ახლა სად არის?
‒ ციხის ჩრდილშია, მარტოდმარტო.
‒ ონი?
‒ ონი მარანშია. ყურძენს სწნეხავს და იქ არის. იმათი საქმეც
ახირებულია, შენ ნუ მომიკვდები. დიდი ხანია წასვლას აპირებენ,
მაგრამ შმაგი ნებას არ აძლევს.
‒ საკვირველია, ღმერთმანი. აბა, სულ ხომ ჩვენ არ გადაგვყვე-
ბიან. თავის ოჯახსაც უნდა მიეპატრონოს ის კაცი. მერეა და თვით
ჩვენი იქაური სახლისთვისაც საჭირონი არიან, რომ ათასგვარი აშ-
ლილ-დაშლილი მდგომარეობა ცოტა წესიერებაში მოიყვანოს.
‒ რა ვიცი, წეღან კი მარანში ეუბნებოდა ონის: თუ ჩემი სიკვდი-
ლი არ გინდა, ჯერ წასვლა არ გამიმხილო. გამოვიდა იქედან თუ
არა, ვიშით და ვაით ჩრდილში დაეშვა.

576
‒ მზისახარ, გეთაყვა, უეჭველად ახლავე წადი და როგორმე ათ-
ქმევინე, რა აქვს სავიშო.
ეტყობოდა რომ მზისახარი რაღაცაზე უკვე იჭვნაკრავი იყო, მაგ-
რამ ქალბატონს რომ არ შეემჩნია, ლაპარაკი აღარ განაგრძო და
გარეთ გავიდა. მარტოდ დარჩენილმა მზიამ კი ერთი ამოიხვნეშა და
თავისთვის ჩაილაპარაკა: „ღმერთო ჩემო, თითქო სხვა სადარდო
და საფიქრალი არ კმაროდეს, რომ ამ კაცმა კიდევ სხვა მომიმატა“.
ციხის კედელზე ზურგმიყრდნობით ჩამჯდარი შმაგი რაღაცას ჩა-
ფიქრებოდა და ფერმითეთქვილი ჩარბებს იკვნეტდა. „რა ვქნა, რო-
გორ მოვიქცე? ‒ ფიქრობდა იგი, ‒ მას რომ უთხრა? არა, არ ივარ-
გებს. დედაჩემმა რომ უარი თქვას. მერე ის ხომ სამუდამოდ გულდა-
კოდილი და შეურაცხყოფილი დარჩება და დედას კი რა ვქნა, რომ
ვერ ვეურჩები, ისედაც დასჯილი, უყველაფრო ახლა მეც დავსაჯო?
მე ვხარობდე და დედა ტიროდეს! უჰ! არ შემიძლია. სხვა რომ არა
იყო რა, ასეთი ჭკვიანი დედის ურჩის სახელი და დამედება. ყველა
დედა ხომ ერთი არ არის... მაგრამ რა უნდა ვქნა? ონის რომ ვუთ-
ხრა? აჰ, ის ხომ დედიჩემის წინააღმდეგ საჭმელს არ შეჭამს... ისევ
ყველას მზისახარი სჯობს. ჭკვიანი, აზრიანი მოლაპარაკე, დედაჩე-
მის კეთილისმრჩეველი... კი, უეჭველად მზისახარს გავენდობი, თო-
რემ დედაჩემთან ამაზე პირისპირ დალაპარაკება ძნელია და არც
შემიძლია. რომ ვაწყენიო, მანაც მაწყენიოს, ამით ხომ ჩვენ სათუთ
განწყობილებას ჩრდილი მიადგება და დაჩრდილული ყვავილი ხომ
ვეღარ ხარობს. დიახ, უეჭველად მზისახარს გავენდობი. მაგრამ...
ის, ის ხომ არ იურჩებს?.. არა, როგორ შეიძლება... ასე მძლავრად
ნაფეთქები ტალკვესის ცეცხლი განა შეიძლება თავის მიზანს ასცდე-
სარა, არ შეიძლება, ეს ხომ უცეცხლო და უტალკვესო პაწია გულე-
ბის საქმე არ არის. ჩემი გული ხომ ახლა იმ მთისოდენა ტალკვესია,
რომელიც ნაპერწკლებს ისვრის. არა! მე მისი აღგზნებული გულის
ცემა ბევრჯერ შორეული შეგრძნებით დამითვლია და მის წამწამთა
ხამხამის ქვეშ ლამაზი თვალის მარცვლებზე სიყვარულის უანბანო
სტრიქონები წამიკითხავს“. უდასტურებდა შმაგი თავის თავს, რომ
სარკვევსაძიებლად წასული მზისახარი თავს წაადგა და მიულერსა.

577
‒ შენ შემოგევლოს შენი გამდელი, რათა ხარ ეგეთ უგუნებოდ,
რომ კაცს აღარ ეკარები და გარე-გარე დადიხარ. ხომ არაფერი
გტკივა?
‒ ეჰ, სატკივარი სჯობია ზოგიერთ უტკივარ წამებას,‒ ჩაილაპა-
რაკა შმაგიმ და მზისახარს ადგილი უჩვენა, ‒ აქ მო, დაჯექი, მზისა-
ხარ.
მზისახარი მუხლებთან კრუხივით მიუჯდა.
‒ რაო, რას დარდიანობ, გენაცვალოს ჩემი თავი?
‒ დიდი ხანია მაწუხებს ერთი საქმე, მაგრამ ახლა ნამეტანი მო-
მერია.
‒ რა საქმეა ასეთი, რად არ იტყვი მერე? ვინ იცის, ეგებ ემაგ სა-
დარდო უდარდოდ ვაქციოთ, ‒ გაუადვილა გაგება მოწყურებულმა
მზისახარმა.
‒ შენ თუ მოინდომებ, მაგასაც შეიძლებ, ჩემო მზისახარ, მაგ-
რამ...
‒ მაგრამ რა? რატომ ფიქრობ, რომ არ მოვინდომებ?
მზისახარს ეჭვის ბრჭყალმა კვლავ გაჰკრა გულის წვერზე და ნა-
ძალადევი ხუმრლი ჰანგით ჰკითხა: ‒ კითხვა აუგი არ არის და ხომ
არავინ შეგყვარებია, ბატონიშვილო?
‒ ჰმ! ჩემი წამებაც ეგაა სწორედ. ‒ გულუბრყვილოდ უპასუხა
შმაგიმ.
‒ დედაშვილობას, მართალი თქვი.
‒ გეფიცები, რომ მართალს გეუბნები.
– მერე რა გაწუხებს? უარის სათქმელად ვინ გაგიმეტებს, შვილო,
წმიდა გიორგივით მშვენიერ ვაჟკაცს.
‒ მე მგონია დედაჩემი.
‒ დედაშენს სამართლიანი მიზეზი თუ არ ექნა, ისე უგანაჩენო გა-
ნაჩენი იმან არ იცის,
‒ მიზეზი ყველაფერს მოუხერხდება, თორემ ისე არაფერი სამი-
ზეზო არა აქვს.
‒ ვინ არის, შვილო? იმ კარგ დედას გაფიცებ, მითხარი ბარემ.
‒ ასმათი, მზისახარ, ასმათი, ‒ ვეღარ შეიკავა მოზღვავებული

578
გრძნობის ნამქერი შეყვარებულმა ვაჟკაცმა, საიდუმლოების წყა-
როს მარტივად სათავე გაუხსნა და ანკარა ჩანჩქერი გამზრდელის
წინ გადმოადინა, მზისახარი შედგა, ჩაჩუმდა.
‒ გეტყობა, ეს ამბავი არც შენ გიამა.
‒ მე რატომაც არა, შვილო, მაგრამ გამოგიტყდები, რომ შენთვის
უკეთესი მერჩია.
‒ ასმათს რას უწუნებ?
‒ არაფერს, მშვენიერი ქალია, მაგრამ შენთვის ახლა ისეღი მოყ-
ვარეა, შვილო, საჭირო, რომელიც ოჯახს გაგიძლიერებს და ქვეყა-
ნაში წინ წაგწევს.
‒ მერე ვინ გყავს ასეთი?
‒იმე, თვალი კი დამიდგეს როგორ თუ ვინ მყავს! ათასი გამოჩე-
ნილი თავადია. ამბობენ, იმერეთში გაძლიერებულ სოლომონ აბა-
შიძეს მზესავით ქალი ჰყავს თურმე და ვინც იყო, კიდეც მითხრა,
რომ ამ საქმეს ადვილად გავჩარხავო.
‒ ტყუილი ჩმახვაა. მე არც მზე მინდა და არც მთვარე. ჩემთვის
ასმათი ყველაფერია.
‒ შენ ერთი თქმულების ხელს ასრულებ, ჩემო შვილო,
‒ რას?
‒ მეფეს ვინმე წაუვიდა, კუჭაიძეს მიუვიდაო. აი, ასე მოგდის სწო-
რედ შენც.
‒ ვინც მიყვარს, ჩემი მეფეც ის არის და ყმაც, სიცოცხლეც და სიკ-
ვდილიც.
‒ არა, შვილო, გული ნუკი მოგდის, კი არ გიშლი, შვილო, ამ ჩემი
თქმით, მაგრამ რაკი შენი აზრი მითხარი, მეც ჩემსას ვამბობ. კიდევ
გეტყვი, რომ შენთვის ახლა ასე უთვისტომოსავით დარჩენილის-
თვის უფრო გამაღონიერებელი მოყვარე იყო საჭირო.
– რას ამბობ, მზისახარ! დაგავიწყდა ყველაფერი? ამაზე მეტი გა-
მაღონიერებელი მოყვარე ვინ გინდა იშოვო, რაც ონიმ ჩვენ გვიყო.
ჩვენ რაც ვქენით, ეს ყველაფერი ონი და გახა იყვნენ, თორემ მე და
დედაჩემს მარტო რა შეგვეძლო და ან შენ ფიქრსაც კი ვერ შევბედავ-
დით ასეთ საქმისთვის.

579
‒ მართალია, შვილო, მაგრამ ონი რომ ონად გვყავდეს და კიდევ
სხვა მოყვარე მოყვრად, ის არ ჯობია?
‒ ჩემთვის მაგათ არავინ არ სჯობია.
‒ ღმერთმა კარგი ქნას, შვილო.
‒ ჰმ! როგორ ბავშვური ნაფიქრები გამომივიდა ახლა ეს, ‒ ჩა-
ილაპარაკა თავისთვის მზისახარით გაჯავრებულმა შმაგიმ.
‒ რა?
‒რა და, ის, რომ მე შენი იმედი მქონდა და შენ ყველაზე უარესი
ყოფილხარ. დედაჩემთან მთქმელად შენ არ ვარგებულხარ.
‒ ის დედაშენი მომიკვდეს, თუ დაშლით დავუშალო და ისე კი ამ
ჩემს აზრს როგორც შენთან ვამბობ, ისე მასთან განვიმეორებ. ხომ
იცი, შვილო, გულწრფელად ნათქვამი აზრი ნათელი და სუფთაა,
მთქმელისაგან მსხვერპლად გაღებული და კარგი გამგონისაგან
დასაფასებელი. მე როგორ შემიძლია შენზე აზრი გულწრფელად
არა ვთქვა, რაგინდ მუნათი რამე მომელოდეს.
– ეტყვი დედაჩემს?
‒ რა თქმა უნდა. სხვისგან ნათქვამს ჩემგან სჯობია.
‒ აბა წადი. ხომ იცი, მე დედიჩემის ჭკუას და სიყვარულს ვემორ-
ჩილები და მითხოვე ამით არ ისარგებლოს და მტრული მახვილი
გულში არ ჩამცეს. ხომ იცი, ონის ხვალ წასვლა აქვს აკვიატებული
და დედაჩემმა თხოვოს, რომ დაიცადოს.
მზისახარი მდუმარედ წამოდგა.
‒ მზისახარ, ჩემს თავს გაფიცებ, რომ ეს ამბავი შენ და დედაჩემს
გარდა სულიერმა არავინ გაიგოს. გესმის?
‒ როგორ არ მესმის! ‒ მიმავალმა მზისახარმა თავისთვის წა-
იბუტბუტა: ‒ ნეტავი თავისით არავინ გაიგებდეს, თორემ მე რავა
შემჭამს ძაღლები, რომ ენას დავაცდენიო ასეთი შენი საწყენი ამბა-
ვი.
მეტად შეწუხებული მიდიოდა ქალბატონთან მზისახარი.
„ჰმ! ასეა, ახტუნეს და არიკავეს ერთად ეს ცეცხლმოკიდებული
ახალაჭრა ქალი და ვაჟი. ეს ომიო, ეს ნადირობაო, ეს სთველი და
ამას ეს მოყვა. ამას მე დიდი ხანია მიგრძნობდა ეს სამიწე გული, მაგ-

580
რამ რა უნდა მექნა. თქმას ვერ ვბედავდი, რომ ცეცხლის მბერავად
არ ვქცეულიყო, გაუხსენებელი გასახსენებლად არ გამეხადა და და-
ხედეთ, თურმე ცეცხლი უთქმელობაშიც ანთებულა“.
ასე ბრაზობდა თავის ფიქრებში მზისახარი, რომ მზიას ოთახში
შევიდა და დაინახა მზია აივანზე ასმათს ახალ კაბას უკერავდა, აზო-
მებდა, უსწორებდა და თან კერვაშიაც იხმარებდა, აჩვევდა, უხსნი-
და, ავარჯიშებდა.
‒შენ რომ სვანეთში ჩემთან გევლო, ახლა კარგი ჭრა-კერვა და
ხელსაქმე გეცოდინებოდა, მაგრამ არაფერია, ისეთი ნიჭიერი ხარ,
ჩემთან რომ მეორედ ჩამოხვალ, მაშინ ყველაფერს მალე გასწავლი,
‒ ეუბნებოდა მზია.
‒ ოჰ, ის სასახლე შავი ჭირივით გვძულდა მე და მამაჩემს, თო-
რემ შენთან ყოფნას რა აჯობებდა ჩემთვის, ბატონო.
– თუმცა დიდი ქალბატონი ‒ ის უბადრუკი, იმის ნებას არც კი
მაძლევდა, რომ სხვებისთვის რამე მესწავლებია, ან შემეკერა.
ღმერთმან შაქრად ახსენოს საწყალი ხვაშა, იმას ჩუმად ვასწავლე
ღირკილოს გამოსკვნა, თორემ იმ შეჩვენებულს რომ გაეგო, ორი-
ვეს თითებს დაგვჭრიდა ალბათ. ჩემს შმაგის წიგნი და წერა რომ უშ-
გულში არ ესწავლა, იქ ვინ გაბედავდა მაგას. მაგრამ ღვთის მოწყა-
ლებით, ნიჭიც ხელს უწყობდა და ცამეტი წლის რომ შეიქნა, „ვეფხის-
ტყაოსანი“ და სახარება ზეპირად იცოდა და რაც ყიფიანებთან ჩა-
მოგვიყვანეს, მერმე სულ მალვით კითხულობდა. მაგრამ, როდესაც
დავაჟკაცდა და ციხე-იარაღის მოვლა ჩააბარეს, მერე როგორც კი
იშოვიდა დროს, ავიდოდა ციხის ზედა მწვერვალზე და იქ კითხუ-
ლობდა, საშინლად უყვარს მწიგნობრობა, დედა ენაცვალოს.
‒ იმაზე მეტად საყვარელი რაღა იქნება, ბატონო, ცხონებული შე-
ნი დედამთილის ნაჩუქარი „ვეფხისტყაოსანი“ მე და მამაჩემს მთელ
ჩვენ მოსახლეობას გვირჩევნია.
‒ ოო, დიდი კმაყოფილი ვარ მამაშენის, რომ შენთვის ასე კარ-
გად შეუსწავლებია წერა-კითხვაც „ვეფხისტყაოსანიც“ და სხვა ბევ-
რი რამ სიკეთე.
‒ მამაჩემი ამქვეყნიური ღმერთია ჩემთვის, ქალბატონო.‒მაგ-

581
რამ ისიც ვიცი, რომ მამაჩემის ყველა ეს სიკეთე შენი კურთხეული
ოჯახის წყალობა იყო, იქ გაიზარდა და იქ ისწავლა თურმე ყველაფე-
რი.
‒ არა, შვილო, იქ სხვებიც ბევრნი გაიზარდნენ, მაგრამ ონისთა-
ნა არც ერთი არ გამოსულა.
‒ უკერე, უკერე! ‒ წაიბუტბუტა ოთახში შესულმა მზისახარმა, ‒
ერთი ათი კიდევ უყიდე და შეუკერე. გაიგე, რომ კაბებს მარტო აღარ
გჯერდება.
და აივნისკენ გასასვლელ კარებს მიადგა, მზიას მოხერხებულად
ანიშნა შემოსულიყო. მზიამ ასმათს გასაკერავები დაავალა, იქვე
დატოვა, თვითონ შემოვიდა, კარები მიხურა და მზისახარს მიუჯდა.
‒ აბა, რას მეტყვი ახალს, მზისახარ?!
‒ საკვირველს და საზღაპროს.
‒ მაინც?
‒ შმაგის ასმათი მოსწონს.
მზიამ გაიღიმა.
‒ მერე რაა აქ საზღაპრო და საკვირველი? რომელ ყმაწვილ კაც-
საც ასმათისთანა მშვენიერი ქალი არ მოეწონება, ის გულმკვდარი
და გლახაკი იქნება.
‒ იმე, შე დალოცვილო, უბრალოდ კი არ მოსწონს, ცოლად უნ-
და.
‒ აბა, ონის ქალთან ხომ ვერ იმეძავებს და შეურაცხყოფს.
‒ ჰოდა, აბა, კარგად ყოფილა საქმე. იმას ერთადერთი შენი ეკ-
რძალვის და ერიდება, თორემ ისე გადაწყვეტილი აქვს.
‒ ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მაგისთანა ჭკვიანი და ფოლადი-
ვით ქალი ოჯახის ძლიერებაა.
‒ ჰოდა, კაი დაგემართოს. სწორედ ასეთი პასუხი უნდა შენს
შვილსაც, რომ მოვახსენო.
– როგორ! შენ რაღაც გემჟავება მგონი ეს ამბავი.
‒ იმე, ღმერთი შენს მტერს გაუწყრა, მემჟავება კი არა, კიდეც ძა-
ან მემწარება, მარა თქვენს მხარმოქცეულობას რა უნდა ვუშველო.
‒ რატომ?

582
– მიტომ, რომ მე მინდოდა კარგი მოყვრების შეძენით ეს ახლად
ფეხადგმული ოჯახი გამაგრებულიყო, გალამაზებულიყო, ამაღლე-
ბულიყო, თორემ სვანების მოყვრობა ბეჟანის ფარეშობის დროსაც
კი შეგეძლოთ, შე დალოცვილო.
‒ მაგის თქმაში სცდები, ჩემო მზისახარ.
‒ დიდება შენდა, ღმერთო! ‒ გადაიწერა პირჯვარი გაკვირვებით
მზისახარმა ‒ რატომ ვცდები და რა შეუფერებელი რამ მოგახსენე?
‒ აი, რაც ახლა თქვი.
– მიკვირს და გამკვირვებია, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ.
– შენ დაგავიწყდა ვგონებ, ჩემო მზისახარ, რომ მთელი ჩვენი
მოყვარე-ნათესავები სულ თავად-აზნაურთაგან შედგებიან, მაგრამ
აბა, მითხარი, რომელი მათგანი მოგვეშველა ამ ჩვენს ჯოჯოხეთის
ცეცხლში? გაიხსენე, რომ ყველამ კარები ჩაიკეტა და იქედან მერ-
ცხლებივით იჭვრიტებოდნენ. ხალხმა კი მერცხლის ნაცვლად ორ-
ბის ბრჭყალები გამოისხა და ჩვენი აღდგენისთვის თავი გასწირა.
‒ თავისთვის გასწირეს, შვილო, თავი, თავისთვის.
‒ აბა რისთვის?
‒ მისთვის, რომ დადიანის მძიმე უღელი კისრიდან გადაიგდეს,
ხუთი წლით თავი გაიაზატეს და მის შემდეგაც რაღაც ნამცეცებით უნ-
და რომ უსუსურად გაუფროსონ.
‒ მიკვირს, ღმერთმანი, გლეხის ქალი ხარ და გლეხებისადმი
ასეთი უმადურობა არ გეკადრება, – ღიმილით უთხრა მზიამ.
‒კარგი, ბატონო, ღმერთმა კეთილი და ბედნიერი ქნას ეს საქმე,
მაგრამ ვაი, რომ ვერც თავს ვხედავ საამისოს და ვერც ბოლოს.
‒ ჰა-ჰა-ჰა, თავს რომ ვერ ხედავ, მეც გატყობ, ჩემო კეთილო,
მაგრამ თუ ვიცოცხლეთ, ბოლოს უეჭველად დავინახავთ, რომ ეს
საქმე არც ისეთი სათაკილოა, როგორც შენ ფიქრობ და ამიტომ, მი-
უხედავად შენი წინააღმდეგობისა, მე მაინც შენ გატან შმაგისთან გა-
დასაცემად ჩემს ნება-სურვილს, ჩემს ლოცვა-კურთხევას, შესაფე-
რია, რომ შენგან მოისმინოს პირველი სახარელი სიტყვა შენგან
ნაწვავ-ნადაგავმა შვილმა.
მზისახარი თავჩაღუნული დუმდა და ვინ ვერ შეატყობდა მისი ქა-

583
ლბატონის ასეთ განაჩენზე დიდ შეწუხებას.
‒ ჰა? ძაან მიჯავრდები, ჩემო გამზრდელო, ჩემო საყვარელო
მზისახარ? არაფერია, მალე შევრიგდებით.
‒ არა, შვილო, ჯვარი დაგწერე! შენთან გაჯავრებას რა მსჯის!
მაგრამ ერთი თაგვის არაკს რომ ასრულებთ, ის კი მაწუხებს.
‒ რაო? თაგვს რა მოუვიდა?
– ის რომ საყდარში მღვდელს ევლოგიაზე მიეპარა იმ ფიქრით,
რომ ფრინველად გადავიქცევიო.
‒ მერე?
‒ მერე შეჭამა და დაიძახა: არწივ, არწივო. მაგრამ არწივის მა-
გივრად მეღამურად გადიქცა და აღარც ფრინველებმა მიიღო ის სა-
ცოდავი და აღარც თაგვებმა მიიკარეს...
‒ ჰა-ჰა-ჰა! მერე რა გინდა ამით თქვა?
– ის რომ, თუ ამ გზა-კვალით იარეთ, ვეღარც ითავადებთ და ვე-
ღარც იგლეხებთ, ჩემო ბატონიშვილო.
მკითხველმა ნახა, რომ ცოტა დრო დაჭირდა მზიასთან საქმის გა-
მორკვევას, მისი აზრის გამოთქმას, მაგრამ შმაგისთვის დრო მაინც
ხანგრძლივი გამოდგა და მოლოდინის შფოთვამ მოთმინება სულ
დაუკარგა. წამდაუწუმ მზისახარის მოსასვლელ მხრისკენ იხედებო-
და და ფიქრობდა: „ოჰ, რაა ამდენს რომ იგვიანებს? ალბათ, დედა-
ჩემი ჯავრობს, მღელვარებს და ვერ მიატოვა... ოჰ, ღმერთმანი აღარ
ვიცი, რა უნდა ვქნა. თუ უნდათ, რომ ცხოვრება შემაძულონ, ეს
გრძნობაც დამიტყვევონ, თორემ მე ვიცი, რომ სხვაგვარად ჩემი სი-
ცოცხლე არ შეიძლება... დღეს რომ ონიმ მითხრა: ხვალისთვის წას-
ვლა გადავწყვიტეო, მე მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემი სიცოცხლის დღე-
ები უკვე ჩამოთვლილიყო და გულმა სამგლოვიარო რეკა გამოს-
ცა... და ნუთუ დედაჩემს შეუძლია ასე უგბილად გამწიროს?.. მაშ,
ყველაფერი მრუდე და ცბიერი ყოფილა ქვეყნად. არა, არა, ვიცი
რომ დედა ვერ დამთმობს. დედაჩემი ხომ დედის მაღალი გრძნობით
სულდგმულობს და მაშასადამე, შვილის გულიდან გამოცემული
სამგლოვი რეკვის ხმა საიდუმ ლო შეგრძნების ძალით მის ყურთას-
მენასაც მისწვდებოდა უეჭველია და... დედა... დედაჩემი არ გამწი-

584
რავს, მაგრამ მზისახარი რათ იგვიანებს?. ნუთუ დაობენ, ღელავენ,
სარჩლობენ და ვერ გადაწყვიტეს სიკვდილ-სიცოცხლე მათი სალო-
ცავი შვილისა?.. ოოჰ“ ‒ ამოიოხრა ხმამაღლა, ციხის ძირში მიწვა,
თვალებზე მკლავი გადაიფარა და დუმდა, რომ უცებ მზისახარის ხმა
მოესმა და შემკრთალი წამოჯდა.
– ნუ ფეთავხარ, შვილო, მეტი სიდინჯე გმართებს.
‒ რაო? რა იყო? ‒ განრისხდა დედა?
მზისახარმა გაიღიმა.
‒ განრისხდა კი არა, შვილო, როგორც ჩანს ასმათის მომწონე-
ბელი შენზე მეტად ის ყოფილა. დიდად ესიამოვნა და დედაშვილური
ლოცვა-კურთხევა შემოგითვალა.
‒ ხუმრობ, თუ მართალს ამბობ, მზისახარ?
‒ მართალს ვამბობ, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ და დედიშენის
დღეგრძელობას.
უცნაური და ფეთიან-შლეგიანია საზოგადოდ ეს შეყვარებული
ხალხი. „ჰოც“ და „არაც“ ‒ ორივე აშმაგებთ და აღელვებთ, ორივე
აშფოთებთ და აცეცხლებთ და შმაგიც თუ დედის სურვილის გამორ-
კვევამდე შმაგობდა, დედის ნებართვის მიღების სიხარულმა. კიდევ
მეტად გააშმაგა, ერთ ხანს უსიტყვოდ აღაგზნო, ბოლოს მზისახარს
მოეხვია და მადლობის და სიხარულის ნარევ კოცნას და ცრემლებს
ერთად აფრქვევდა.
‒ ჩემო კეთილო მზისახარ, ჩემო საყვარელო გამზრდელო, მით-
ხარი, რომელი ერთი ნასიკეთვარი მოგიზღო, ჩემო მეორე დედავ? კ
და ღონემიხდილი მინდორზე გაწვა, მზისახარის კალთაზე თავი მიდ-
გა, ოდნავ გული დაიმშვიდა თუ არა, დედის ნათქვამი სიტყვა-სიტ-
ყვით განამეორებია.
‒ ოჰ, ჩემო ღვთაება დედავ, შენი ყოველი თქმა და მოქმედება
ყოველთვის სათნო და სამართლიანია.
‒ კმარა აწი. ადექი და დედა ნახე.
– კი, სითაც შენ წამიძღვები, ჩემო მზისახარ.
რამდენიმე წუთის შემდეგ სიხარულით გულგავსებული შმაგი
დედამისს უსიტყვო მადლობით ხელებს უკოცნიდა, ცრემლმორეუ-

585
ლი დედაც ლოცავდა კოცნიდა და უალერსებდა.
‒ ახლა დავმშვიდდეთ შვილო და გამაგებინე, ონიმ იცის თუ არა
ამ საქმის რამე?
‒ არა.
‒ ქალმა?
‒ არც ქალმა.
‒ შვილო აბა მარტო ჩვენი განაჩენი არ კმარა ამ საქმისთვის.
‒ დედაჩემო! ‒ ამოიდგა ენა შმაგიმ, ‒ ასმათის ნება-სურვილის
შოვნა ჩემზე იყოს, ამაში ნურავინ ჩამერევა და ონისთან კი როგორც
ჩვენებური წესია, ისე თქვენ მიგზავნეთ სარძლოს მთხოვნელი კაცი.
მაგრამ საქმე საშუროა მით, რომ ონი ხვალისთვის ფიქრობს წას-
ვლას.
‒ მზისახარ, გეთაყვა, წადი და გახა მომიყვანე.
მალე თეთრწვერა გახა ბატონების წინაშე იდგა და ცნობისმოყ-
ვარე ჭკვიანი თვალებით ხან ერთს შეხედავდა, ხან მეორეს, რომ
მათგან სათქმელი აზრი თქმამდე ამოეცნო, მაგრამ რადგან ვერ
იგულთამხილავა, ისევ შეკითხვა არჩია:
‒ რას მიბრძანებთ, ბატონებო?
‒ დედაჩემო, უთხარი! ‒ მიმართა დედას შმაგიმ.
‒ დიახ, გახა ჩემო! როგორც ჩვენმა უერთგულესმა მახლობელ-
მა, პირველ ყოვლისა, შენ უნდა გაიგო ეს ამბავი, რომ გვსურს ონი
ონიანს მისი ასმათი ჩემი შმაგის სამეუღლეოდ გამოვთხოვოთ და
ონისთან ამის თქმას და შუამდგომლობას შენ გავალებთ, როგორც
ჩემი მაგის გამზრდელს და მპატრონებელს.
გახამ თავშეკავებული გაკვირვებით გაიღიმა და შმაგის მიმარ-
თა: ‒ გლეხის ქალის ნაწოვებმა ძუძუმ ხომ არ გაფიქრებია გლეხი-
კაცის მოყვრობა, ჩემო სასოება?
‒ და ბევრმა კიდევ სხვამ, ჩემო გახა.
‒ იკურთხოს შენი მშობელი.
‒ მაშ, წახვალ ხომ? ‒ შეეკითხა მხიარული სახით მზია.
– გიახლები, ბატონო. ცუდ ამბავს მიუტან თუ!
და გახა მყის ონისკენ გაემართა, წარბებშეჭმუხვნილი მზისახარი

586
მდუმარედ იდგა, ხოლო შმაგი თავისთვის ფიქრობდა: გახა რომ
ონის თანხმობას მოიტანს, ასმათს მერე ვეტყვიო.
ასმათი კი, რადგან ხვალ წასვლას ფიქრობდა, საკერავის გათა-
ვებას აარიდა და აივნის მყუდრო კუთხეში დამჯდარს შმაგიზე ფიქრი
არ ასვენებდა. ასმათს ყყველაზე მეტად დილით სვანეთში წასვლა
აწუხებდა. „ნეტავი, თუ შევძლებ უშმაგოდ სიცოცხლეს, ოჯახის მოვ-
ლას, ხალისს და საქმიანობას? ‒ ფიქრობდა ქალი. ‒ არა. როგორც
თევზს უწყლოდ სიცოცხლე არ შეუძლიან, ალბათ, ისე მე უშმაგოდ.
ამხელა მთები უნდა იქნეს ჩვენ შორის ჯოჯოხეთის კედლად აყუდე-
ბული. ოჰ, წყალსა და ცეცხლსაც კი წაუღია ის მთები. ვაკე რომ
იყოს, ალბათ, შევძლებდი სვანეთიდანაც მომეღწიოს ხედვა და
ჭვრეტა. უჰ, რა საშინელებაა. ნეტავ სვანეთი მაინც გაეხადათ მუდ-
მივ საცხოვრებლად. მაგრამ, ალბათ, აღარ უყვართ იმ ბოროტი სუ-
ლების ნამყოფ-ნადგომი... ოჰ, რომ იცოდე, მამაჩემო, რა ჯოჯოხეთ-
ში მიგყავარ, ან შენ შმაგის. შენ რომ იცოდე, ჩემი გული როგორ შე-
იწირე გულად, რომ ქვა გედოს – ანდამატად გადაგეცმევა. შენ რომ
იცოდე, ჩემი გული როგორ დასეტყვე, მზის სხივებად იქცევი და ჩემს
გულზე დაცვენილ სეტყვას იმით გაალღობ, მაგრამ რომ არ იცი, რა
უნდა ქნა! რას ვჩმახავ, ‒ მავიწყდება ის, რომ ყვავი ვარდსა რას აქ-
ნევს, ანუ რა მისი ფერიაო. მაგრამ, მაშ, რატომ იცის ისეთი ტკბილი
გადმოხედვა, ისეთი ტკბილი გაცინება, ისეთი დიდი ყურადღება? რა-
ტომ? რატომ? შენც ხომ არაფერს ფიქრობ? თუ ფიქრობ, რათ არას
მეტყვი?.. ოოჰ, სიყვარულს თუ ეგეოდენი ტანჯვა შეუძლია, მაშ სი-
მძულვარემ რაღა უნდა ჰქნას, აღარ ვიცი ღმერთმანი“,– ასე ფიქ-
რობდა გაწამებული ქალი, რომ აივანზე ქალბატონი გაბრძანდა და
საკერავს დაუხედა.
‒ მშვენიერად გაგიკეთებია, გეთაყვა.‒ აი ახლა, ეს ღიღები მის
ჩაყოლა დააკერე და კაბა გათავებული იქნება,
მზიამ დინჯად პირი მოიბრუნა და ისევ შმაგისთან შებრუნდა.
‒ გახა კიდევ არ მოსულა? ‒ იკითხა.
‒ არა და რატომ დააგვიანდა მიკვირს, ‒ სწუხდა შმაგი.
‒ ალბათ, აქამდე სიხარულს და გაკვირვებას მოუნდა და აწი პას-

587
უხს იტყვის, ‒ დამცინავად გაიხუმრა მზისახარმა და სანამ პასუხს მი-
იღებდა, ის იყო გახამ კარი შემოაღო.
‒ აბა, გახა, როგორი შუამავალი გამოდექი, გვითხარი,‒ ღიმი-
ლიანი სახით მიმართა მზიამ.
‒ ბევრი ვერაფერი, ‒ მოღუშულად ჩაილაპარაკა გახამ.
‒ მზისახარს კი ეგონა, რომ სიხარულით გადირეოდა კიდეც, ‒
წყენით თქვა შმაგიმ.
‒ როგორ! სასიძოს ხომ არ გვიწუნებს ‒ ჩაუკრა ისევ მზისახარ-
მა.
‒ ეჰ, ნუ ხუმრობ ერთი შენც, ‒ შეუბუზღუნა გახამ. —
‒ მაშ რაა? ‒ შეეკითხა მზია.
სმენისთვის განაბულნი ყველანი გახას მიშტერებოდნენ.
‒ახალგაზრდული ბრიყვული ნაფიქრებიაო და მე ბრიყვულ მოქ-
მედებაში შმაგის მხარს ვერ დავუჭერო, ‒ წარმოთქვა ძლივს გახამ.
‒ რითია ბრიყვული ნაფიქრებიო? – შეეკითხა ქალბატონი.
‒ რა მოგახსენო, ასე კი ამბობს და.
‒ მეტი რა თქვა?
‒ მეტი არაფერი. მხოლოდ ეს სიტყვები დამაბარა შენიან.
‒ მერე ამდენი ხანი, შე კაცო, მარტო ამ ორი სიტყვის თქმას მო-
უნდით? — წყენის კილოთი უთხრა გაფითრებულმა შმაგიმ.
‒ ლაპარაკით, ბატონო, მე ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ მან ამის
მეტი არაფერი თქვა და მე რა უნდა მექნა!
‒ მაშ უარი? ‒ ძლივსა თქვა შმაგიმ.
‒ როგორც ჰგავს.
‒ არაფერია. ნათქვამია: პირველი შემოკვრით ხე არ წაიქცევაო.
მოიფიქრებს, განსჯის და თავის სათქმელს კიდევ იტყვის, ‒ იმედია-
ნად გაამხნევა შეწუხებული შვილი მზიამ.
– ჰო, მეც ასე მგონია, — დაუმატა გახამ, – ხომ მოგეხსენებათ,
ბატონო, რომ ასეთ საქმეში ქალის პატრონს უფრო მეტი სიფრთხი-
ლე მართებს და არც ის ეძრახვის, რომ ასეთ უღირს ბედს უცებ ვერ
გაერკვეს და შესაფერი პასუხი მაშინვე ვერ გასცეს. ხუმრობა საქმე
კი არ არის, ჩვენისთანა კაცისთვის ასეთი ბედის კარზე მოდგომა.

588
ვაცალოთ ცოტა. მასაც ეგრე ვუთხარი: კარგად მოიფიქრე, კარგად
ასწონ-დაწონე და საბოლოო სათქმელი მერე ვთქვათ-მეთქი.
კარებში მსახური შემოდგა.
– ბატონებო! რაჭის ერისთავის წინმავალი გეახლათ და მოგახ-
სენათ, რომ მამიდაშენი პირიმზე და მისი მეუღლე ბარიმ ერისთავი
შენი ნახვის სურვილით აღტაცებულნი დიღი ამალით მობრძანდები-
ანო.
მზია სიხარულის ელდამ შეაკრთო და ხმამაღლა შესძახა:
‒ რას მეუბნები! ნუთუ პირიმზე! პირიმზე! პირიმზე! გული ვეღარ
იტანს ამოდენა სიხარულს.
შმაგი ფეხზე წამოიჭრა და მსახურს შეეკითხა:
‒ სად ბრძანდებიანო?
‒ ეს არის, ბატონო, აღმართს ამოუდგენ და სადაცაა შემობრძან-
დებიანო.
შმაგი მისაგებებლად გავარდა. მთელ სახლში ჟრუანტელმომ-
გვრელი ფუსფუსი და აღტაცება შეიქნა. მზია კანკალით ტანს ვეღარ
იკავებდა, მზისახარი და ასმათი ამშვიდებდნენ, ჭიქით წყალს ასმევ-
დნენ.
ეზოში ორი გლეხი ერთმანეთს ელაპარაკებოდა.
‒ საცოდავი პირიმზე. დადიანის მუხთლობის შემდეგ, აღარ ყო-
ფილა მის მშობელ ლეჩხუმში.
‒ ალბათ, მოხუცებულიც იქნება საბრალო.
‒ რა თქმა უნდა. თუმცა ხანი კი არა აქვს დიდი, მაგრამ მისი თა-
ვისახლობის უბედურების მომსწრეს სულიც რომ დგმია, ისიც საკ-
ვირველია.
‒ რამდენი წლისაა, ახლავე გეტყვი: ის და ჩემი და ნატალიე ერთ
ღამეს დაბადებული არიან და ნატალიე ახლა ორმოცდაათი წლის
ქალია.
‒ არაფერი! შუახნის ქალი ყოფილა.
‒ მართალია, მაგრამ ამბობენ, თავისახლობის დაღუპვის შემ-
დეგ უდაბნოს მონოზანს დაემსგავსაო.
‒ აფსუს, რა ქალი იყო!

589
‒ სწორედ რომ მართლა პირიმზე იყო.
‒ კიდევ კაი, რომ ეს ერთი ჩხირი მაინც არ დაუქრო ღმერთმა და
ეს მოესწრო საწყალს.
ჭიშკარმა ჭრიალი მოიღო და ეზო ხალხით და ცხენებით დამშვენ-
და, გალამაზდა, გაცოცხლდა. პირიმზე ცხენიდან ჩამოსვეს და ძმის
განსახიერებულ ძმისწულის სახეს ხვევნა-კოცნით ვეღარ მოაშო-
რეს. ხელებმოხვეული მამიდა შმაგიმ დედასთან წაიყვანა, მაგრამ
მზიას და პირიმზეს შეხვედრა ყველასათვის ამაზრზენი შეიქნა. წარ-
სულის შავბნელი ლანდები და განახლების საკვირველი სინამდვი-
ლე ერთი მეორეს გადაეგრიხა და ტანჯული დედაკაცების ძარღვებ-
მაც ვეღარ გაუძლო, ორივენი გულწასულები მზიას სადგომში გაიყ-
ვანეს, იქ აბრუნებდნენ და შველოდნენ.

***
შემოდგომის დილა ჩართვილული ბალახით და ჩაყვითლებული
ფოთლებით ჩაფარდულიყო. სამი დღის სასიამოვნოდ ნაპურმარი-
ლევი რაჭველები ამდგარიყვნენ და პირს იბანდნენ ‒ საუზმისათვის
მადას იფხიზლებდნენ.
‒ ბიძაჩემო! ‒ მიმართა ერისთავს შმაგიმ, ‒ თუ შენი ნება იქნება,
ზევით, ციხის მწვერვალის სარბენ ფარღიაზე საუზმე ავატანიოთ, სი-
ცივის არ შეგეშინდეს, მზის ცეცხლით გამთბარია და მშვენიერ გადა-
სახედავი მწვერვალი მადას გაგვიცხოველებს.
‒ მადა ისედაც კარგი გვაქვს, ჩემო საყვარელო, მაგრამ ისე კარ-
გი იქნება.
ერისთავს ქალბატონებისგან გახა ეახლა და მორჩილად მოახ-
სენა, რომ მათთან შებრძანებულიყო. შმაგი ხმობის მიზეზს მიხვდა,
გულმა ცის ელვასავით ჩამოუკვესა და ბარძიმი დედამისის ოთახის
კარებამდი მიაცილა.
მზიას და პირიმზეს შმაგის თხოვნით იმ დილით მოელაპარაკ-
ნათ, რომ ონის ნებართვის მოგვარება ბარძიმს ეთავა და შესვლის-
თანავე ქალბატონებმა მდგომარეობა გააცნეს.

590
‒ მერე ასე წახდა ჩვენი საქმე, რომ გლეხს ქალს ვთხოვთ და
უარს გვეუბნება? ‒ შეიკვირვა ერისთავმა.
‒ არა, ბატონო, საშეურაცხმყოფო უარი არ უთქვამს იმ კაცს,
მაგრამ, როგორც ჩანს, ყმაწვილური აჩქარების სურვილები ჰგონია
და, რა თქმა უნდა, ფრთხილობს, ‒ განუმარტა მზიამ.
‒ჰო, რომ თქვას კაცმა, ჭკვიანური სიფრთხილე კია.
‒ დიახ, ბატონო.
‒ მერე როგორ მოვიქცეთ ახლა?
‒ დიდი კრძალულებით გთხოვა შენმა ნათლულმა, რომ მოიხმო
ონი და მოელაპარაკო.
‒ მერე მეც რომ უარი მითხრას, ქალბატონო, ხომ შევრცხვით.
‒ მე ასე ვფიქრობ, რომ შენ სიტყვას ღირსეულ სიმტკიცედ მიი-
ღებს და შესაფერადაც დააფასებს. კვლავ უღრმესად ვბოდიშობ,
ასეთგვარი შებედვისათვის, მაგრამ რა ვქნა, ბატონო. შმაგი ისე შემ-
სჭვალულია მაგ ქალის ტრფობით, რომ ფრიადი შიში მიპყრობს,
უსიამოვნო რამ შედეგი არ მოჰყვეს. შენ კარგად უწყი, რომ ჩვენებრ
მოქარბუქე ბედის ტუსაღთ დიდი ალმასის ბედი არ გვიჭრის და ნუ
გამირისხდები, თუ ამ დავალებით შენ წინაშე ეგეოდენ ვკადნიერდე-
ბი.
– ეე, მაგას რათ ბრძანებ, ჩემო რძალო! უძლურებამან თუ მო-
ფარხმალედ აღარ მყო, სიტყვა და ენა მაინც ჩვენ ხელთ არის, ხომ
იცით, რაჭველები მესტვირე ხალხი ვართ და, ალბათ, იმ სვანსაც მო-
თაფლავს მესტვირის ენა-შაირი, ‒ გაიხუმრა ერისთავმა.
‒ ისე ქალი ყოვლადი ღირსებებით აღსავსეა. ვერ დაიჯერებ, თუ
უბრალო ოჯახს ეგეოდენ ღირსეულ ქალის აღზრდა შეეძლო.
‒ რატომ? ონი ხომ უწვრთნელთა შორის არასოდეს არ ითვლე-
ბოდა. ტკბილმოსაგონებელ ჩემს მაიზერს ძმადშეზრდილი ჰყავდა
და თავის რიგიანობით ყველა განსაკუთრებულ პატივს ცაპყრობ-
დით.
‒ ქალის თვალტანადობა როგორ მოგწონს, ეს თქვი მართალი?
‒ შეეკითხა ქმარს ქალბატონი პირიმზე.
‒ ჩემი ფიქრით, უნაკლო მშვენიერებაა. ამიტომ იყო, გუშინ რომ

591
ეს ამბავი რაღაც გაკვრით მითხარი, არ გამეკვირვა. ასეა, პატიო-
სან ალმასის თვალს ქოხში ნახავ თუ სრა-სასახლეში, ორგანვე
თვალს გჭრის ის ტიალი. და ასევე ითქმის ჩვენი ცოდვით სავსე მან-
დილოსნებზეც, ‒ კვლავ გაიხუმრა ერისთავმა.
– შენ ის უნდა გენახა, ბატონო, ბრძოლის ველზე. ისეთი დინჯი,
მოფიქრებული და ნაცადი გმირის საზრიანობა გამოიჩინა, რომ უნ-
და ითქვას, ის ომი ნახევრად მაგის მოგებულია.
‒ არა, ეჭვს გარეშეა, რომ უნაკლო ქალია, თუ მხედველობაში არ
მივიღებთ, რომ გლეხის შვილია.
– ბატონო, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თავადებისგან მე ვერავითარი
გულთბილი თანაგრძნობა ვერ ვნახე. ქვეყნისოდენა ჯოჯოხეთის
ქარცეცხლი ამოღებული მახვილით გავიარეთ და ერთი ხმა, ერთი
თანაგრძნობა არც ერთისგან არ მოგვსმენია. ხალხმა კი, ხომ ხედავ,
რა გვიყო. ამიტომ მე იმათი მოყვრობა არც მამცირებს და არც მაწუ-
ხებს. კი მოგეხსენებათ, რომ ვინც კარგია, იგი უდიდგვაროდაც ვარ-
გია და უვარგისი კი გვარიშვილობის უბადრუკებაა.
‒ მართლაც რა საკვირველი ამბავია აქაური თავადების მიერ
ისეთი მდუმარე განდგომილება. რა იყო მიზეზი, თუ იცი?
‒ არაფერი არ ვიცი იმის მეტი, რომ გარდაფხაძეს უთქვამს: ხარი
ხომ არ ვარ, სხვის გაძლიერებას ჩემი ძალა შევალიოო. დადიშქე-
ლიანს: თავში არავინ მკითხა და სუფრის ბოლო მე არ მიყვარსო. ჩი-
ქოვანს: ქვავ, აგორდი და მე ნუ მეცემიო. ახვლედიანს: ჩემი ურგები
ქოთანი ქვას და საჭამადე ძაღლსო. აი ეს გახლავთ იმათი გაღებუ-
ლი თანაგრძნობის ქართული.
‒ ჰმ! კარგი ქართული დაუხარჯავთ სწორედ.
‒ დიახ, ბატონო, მხოლოდ ეს გაიღეს ჩვენთვის.
‒ სასირცხო საქმეა, ‒ ჩაილაპარაკა ბარძიმმა.
‒ ახლა, გენაცვალოს ჩემი თავი, ჩვენ იქეთ გავალთ და ონი აქ
დაიბარე და მოელაპარაკე, ვიდრე საუზმეს ჩაუსხდებოდეთ, ‒ ურჩია
ცოლმა.
‒ კი ბატონო!
ქალბატონები აივანზე გაბრძანდნენ, მზისახარის პირით ონი ერ-

592
ისთავთან დაიბარეს და შმაგი სტუმრებთან ნაძალადევად მასლაა-
თობდა, რადგან გულისყური აქეთ ჰქონდა მიმართული, სადაც მისი
და ასმათის ბედი წყდებოდა.
ხანგრძლივი მგლოვიარობით დაჩაჩანაკებული ონი სვანური წე-
სით აღებულმა სისხლმა გაამხნევა და ომის შემდეგ ძველებურ იერს
და ხალისიანობას დაუბრუნდა, მაგრამ ახლა ერისთავის წინაშე
მოღრუბლული სახით წარდგა, სალამი მოახსენა.
‒ დაბრძანდი, ონი! შენ ჩვენდამი ფეხზე დგომა, ერთგულება და
ძმური თავგანწირულება საკმაოდ გაღებული გაქვს და ახლა ჩვენი
სურვილია ყველაფერი ეს ჩვენ შორის ნათესაური კავშირით დავაგ-
ვირგვინოთ და მე მიკვირს შენ რა გაქვს ამის საწინააღმდეგო?
ონი ადრევე მიხვდა, რომ ამისთვის მოუხმობდა ერისთავი და მი-
ტომ მოღუშულიყო.
‒ ის, ბატონო, რომ შენთან დიდ ბოდიშს ვიხდი და ყმაწვილის
ბრიყვული საქმეა.
‒ რისთვის გგონია, რომ ბრიყვულია?
‒ მისთვის, ბატონო, რომ მე შმაგის ამაღლებისთვის მიბრძოლ-
ნია და ახლა როგორ შემიძლია მის დამდაბლებაში გავერიო.
‒ რატომ ფიქრობ, რომ შმაგი ამით დამდაბლდება?!
‒ ეს შენ უკეთ უწყი, ბატონო, და მე რაღასთვის მცდი!
‒ ღმერთს ჩემსას ვფიცავარ, წმინდა გულით გელაპარაკები.
ჩვენ უკვე გამოვარკვიეთ, რომ მაგისთვის შენი მოყვრობა დამდაბ-
ლება არ არის.
‒ ღმერთი შენ მტერს გაუწყრა, ბატონო. ამას რა დიდი გამორ-
კვევა უნდა, რომ დიდი მოყვარე დიდი ამაღლებაა კაცისთვის და ყვე-
ლაზე მეტად სწორედ ამ ახლად დაბადებული ოჯახისთვის არის სა-
ჭირო ასეთი მოყვრით ამაღლება და გამაგრება. და აბა, ერთი მიბ-
რძანეთ, ვინ რას იტყვის, რომ მაგან ონიანის ქალი ითხოვოს? და-
დიანი მაინც. ნაბიჭვარის სიმდაბლით იხსენიებდა და ჩემი ქალი
რომ ითხოვოს, მაშინ კიდევ მეტს იტყვის ხალხი. და ან მე, ბატონო,
ან მე როგორ შევკადრო ცხონებული ფაქას და მაიზერის საფლავებს

593
ონიანის მოყვრობა! ეს ხომ გათავხედებული მდაბიოს ზეხტომა იქ-
ნება, და ზემაღლის ქვეჩოქვა. მე კი შმაგის ზემაღლობისთვის მიბ-
რძოლნია და ახლა ქვეყანას ის უნდა ვათქმევინო, რომ მე ჩემი პი-
რადი განდიდებისთვის ვქენ ის, რაც მოვიმოქმედე? არა, არ მინდა,
ბატონო. ეს მეც ისე დამამცირებს, როგორც შმაგის. სირცხვილეულ
ამაღლებას, გულხარბობას ჩემი შეჩვეული სიმდაბლე მირჩევნია.
მაპატიე, დიდო ბატონო, გულგახსნილად მართალი ნათქვამი.
‒ სწორედ რომ მაგ შენი წვრთნილი სიმდაბლეა, რომ შენ გამაღ-
ლებს, ჩემო ონი, და ასეთი კაცის მოყვრობა, გარწმუნებ, ჩვენს
მწვერვალს არ დაამდაბლებს. პირიქით, მე გთხოვ, პატივი დამდო,
შენი მოყვრობით შმაგი კვლავ მეტად, გაამაგრო, ჭკვიანი და გონივ-
რული დახმარებით გამოუცდელ ყმაწვილს ცხოვრების უღელი შეუმ-
სუბუქო. თორემ ტყუილი ჩმახვაა ‒ ასმათს შენ ვეღარ გაგატანთ და
ჯობს პირველი სამოყვრო ამბორი მე და შენ გავიღოთ.
ერისთავი წამოდგა, ონის სანებართვო ამბორისთვის მიუახ-
ლოვდა.
‒ ონი, პატივი დამდე. უარი არ მითხრა, იცოდე!
ერისთავის გადაჭრით ნების მოთხოვნამ ონი ზრდილობისა და
დათმობის ჩიხში მიამწყვდია, თავაზიანად წამოუდგა და მოახსენა.
‒ რაკი ასეა, შვილი დასაკლავადაც რომ მომთხოვოთ, ვერ გე-
ურჩებით, მაგრამ...
‒ მაგრამ ბედნიერ ქალ-ვაჟს გზას ნუ შეუკრავთ, არა? მათ დას-
კვნა – დასტური გათავებულია!
‒ ღმერთმა ქნას, რომ ეს დასკვნა ორივესთვის აღორძინების ჩი-
რაღდანი იქნეს.
ბარძიმ ერისთავმა და ონი ონიანმა ერთმანეთს სამოყვრო ამბო-
რი უყვეს და ხელჩაკიდებული ონი ქალბატონებს მიჰგვარა,
კმაყოფილმა ქალბატონებმა ეს ამბავი მზისახარის პირით შმა-
გის აცნობეს, აღტაცებული შმაგი ასმათის ასაფეთქებლად გაიქცა.
ასმათი ამ დროს თავის საყვარელ თოფს წმენდდა. შმაგიმ კრძალუ-
ლი სითამამით მკლავში ხელი მოკიდა და თვალებში ჩახედა,
‒ ასმათ, იცი რა გითხრა?

594
ასმათი შედგა, მკლავში ხელის მოკიდება ეუცხოვა, იგრძნო,
რომ მისი ბედის ჩანგი რაღაც ამღერებას აპირებდა, მაგრამ ვერ ერ-
კვეოდა, დუმდა, ფიქრობდა, ელოდა. შმაგისაც ენაზე მომდგარი
სათქმელი კბილებში შეუჩერდა და ერთი წუთის შემდეგ კვლავ გა-
ნიმეორა.
‒ ასმათ, იცი რა გითხრა? ბიძაჩემმა ბარძიმმა და მამიდაჩემმა
პირიმზემ დედიჩემის და მამიშენის თანხმობით შენი და ჩემი შეუღ-
ლება-ცოლქმრობა დაასკვნეს.
ქალი შეკრთა, ცეცხლივით აენთო.
‒ რას აბობ?
‒ შენს სიყვარულს ვფიცავარ და შენ ხომ იცი, რომ მიყვარხარ?
ჰა? ასმათ, მითხარი?
ასმათს მეომარი ქალის სითამამე სადღაც გაუქრა და მორცხვო-
ბით შეკდემებულმა თანხმობის ნიშნად ძლივს თავი დაუქნია.
‒ შენც ხომ გიყვარვარ? მითხარი, ონის გაფიცებ.
ასმათმა კვლავ უსიტყვოდ თავი დაუქნია,დიდი ხნის დანთებული
ცეცხლს ბევრი სულის ბერვა აღარ დასჭირდა და სიყვარულისგან
ანთებული კოცონის ალი ცამდე აიჭრა...
რამდენიმე წუთის შემდეგ ონი და შმაგი ერისთავს და მის ამალას
ციხის მწვერვალზე სასაუზმოდ მიუძღვებოდნენ. ციხის მაღლობი-
დან მიდამოს გადახედეს. მთელი ლაჯანურის ხეობა შემოდგომის
წილით ისე გატენილიყო, თითქო ხაბაზს თონეში ჩაუნთია და სახა-
ბაზო კვამლით იგუდებაო,
‒ რა მშვენიერი სანახაობაა,‒ თქვა ბარძიმმა,
‒ ეს ნისლი ბევრი ვერაფერი სანახაობაა მაინცდამაინც ‒ წა-
იხუმრა რაჭველმა ჯაფარიძემ.
‒ ჰოო, ეს ნისლი შემოდგომის ფიქრი და კაეშანია, ხომ იცით? ‒
განუმარტა ერისთავმა.
‒ ქვე რა ეშმაკი აფიქრებს?!
‒ საშემოდგომო გაძარცვა და ზამთრის მოახლოვება. აი, რო-
გორც მე. ‒ კვლავ განმარტა სამოცი წლის მიჯნას მიახლოვებულმა
და გულის მანკით დაუძლურებულმა ბარძიმ ერისთავმა.

595
‒ ნაადრევი მუნათი ისმის შენგან, ბიძაჩემო.
– ეე, ტყუილი კვეხნა-ქადილია, ჩემო ბიძი. ცალი ფეხი უკვე ყინუ-
ლეთის ძირს მივაბჯინე, თორემ შენს ციხეს ამ დილის საუზმისთვის
კი არ უნდა ვწვებოდე, არამედ მარიობის თვის სროლისთვის უნდა
ველებოდე, მაგრამ უძლურებამან ჩემმან ადრევე დამაშთო მე და
ამით მოვალეობასაც ჩამომაშორა. ხოლო ორივე ძე ჩვენი მეფის
კარს დგომით იგივე ურგებნი გახდნენ თვისთა მახლობელთათვის
და ესეც მანაღვლიანებს, მაგრამ დროთაგან წარმოშობილ გარე-
მოებას ვერ გაექცევი კაცი.
ქალბატონებს შუაში ასმათი ჩაეყენებიათ და ციხის ფარღიაზე აბ-
რძანდნენ. ერისთავმა ლაპარაკი შეწყვიტა, ფეხზე წამოუდგა და მხი-
ას თხოვნით ყველანი სუფრას შემოუსხდნენ:
მადიანი სმა-ჭამა მალე დასალოცავ სასმისებზე გადავიდა და
სუფრამ ზარხოშის სახე მიიღო.
ბარძიმ ერისთავმა თავი მაღლა აიღო, მიდამოს თვალი მიმოავ-
ლო და ბუნების სანახაობამ სათქმელი აღუძრა. კათხას ხელი მოკი-
და და ახლად დაწინდულ სასძლო-სასიძოს მიმართა:
– აქედან გადახედვა და მიდამოთა ცქერა იმ გაზაფხულის მწვერ-
ვალს მაგონებს, ოდეს ჩემი სიყმაწვილის გუმანი აქ ფრენდა, ხალი-
სობდა, რაყიფობდა, მაგრამ წარვიდა ესე ყოველი, ვითა სიზმარი
ღამისა და ახლა გაძარცულს ყვავილოვანი ხანითა და საყვარელ
მოყვარეთა საგვარეულოთი მხოლოდ გულსატკივარი და სულის სა-
ვიზო მოგონებანიღა მშთენიან. მაგრამ გულს ის ენუგეშა, რომ საბ-
რალო დედაშენის ფერხთა გულიდან ნადენი სისხლი და მამიდაშე-
ნის ტანჯვის ცრემლები იქ შორს, სადღაც განგებას მის წმიდა საკურ-
თხევლისადმი სანთელ-საკმეველად შეუწირავს და მით შთამომავ-
ლობის აღსადგენად ერთი კანდელი კვლავ აღგანთო. ამიტომ მე
ჩემს გულწრფელ ვედრებას აღვავლენ იმ ჩვენთვის შეუცნობელი და
უხილავი განგებისადმი, რომელმანც უძღები გულის საიერიშოდ
ხალხს შეგაკავშირა და დახშული კარი უფლებისა ზღაპრულად
გაგაღებინა. აღორძინდით, ჩემო საყვარელო ძმისწულო, და დედა-
შენის უმწიკვლო ლოცვა მანათობელ ლამპარად გიძღოდეს მუდამ.

596
ერისთავის ნათქვამმა სადღეგრძელომ მხიარული სუფრის კრე-
ბულთა გულები ააჩუყა, წამიერად სუფრას სამარისებური სიჩუმე
დაეუფლა. მაგრამ სიჩუმე ისევ ერისთავმა დაარღვია!
– გამარჯობით შენთანა ვარ, ჩემო ახალო მძახალო, ‒ და სასმი-
სი ონის გადასცა.
‒ ახლა ერთი რამ მინდა შევბედო გურიელის ქალს, ‒ მიმართა
ერისთავმა.
‒ბრძანეთ, ბატონო, ‒ სიტყვა მიუნაცვლა მზიამ.
‒ მსურს შენი ნება-სურვილით, პირველ სალხინო მოვლენად
დღევანდელი დღე ვაქციოთ, აიხადოთ მრავალწლოვანი გლოვის
ლეჩაქი და სუფრაზე მხიარული ხმები ავახმიანოთ.
‒ შენს ბრძანებას ურჩობა არ შეჰფერს, ბატონო! ‒მრავალჟამს
გილხენია სვემორჭმულობით.
‒ აბა, მოყმენო, მომყევით, ‒ რიხიანი იერით გადასძახა ერის-
თავმა და სუფრა ქართული სიმღერებით დაიშაქრა.
ამრიგად, საუზმის სუფრა სანიშნო სადილით შეიცვალა და დი-
ლას დაწყებულმა ლხინმა საღამომდე გასტანა.

***
ცხოვრების საცალფეხო ბილიკებზე ნაწვალებმა მზიამ ოჯახს
კვლავ ყოფა-ცხოვრების სული შთაბერა, ისევ აღორძინების გზაზე
შეაყენა და უკვე მომაგრებული ოჯახის ზრუნვა შვილსა და რძალს
გადასცა.
შმაგის დაცოლიანებამ მალე სახლს ბავშვები აუხმიანა, გადაშე-
ნებული გვარის სიცოცხლემ ფეხი აიდგა და მოხუცებით დართვი-
ლულმა მზიას გულმაც უკანასკნელი სიხარულის გამღერება იგ-
რძნო. მაგრამ მზიას ხშირად ეწვევდა ხოლმე წარსულ დროთა დანა-
ტოვარი საკაეშნო ფიქრები, რის მიზეზით ოჯახის მხიარულ გან-
ცხრომას გასცილდებოდა და სამარტოო აივანზე მჯდომარე ჩაღრმა-
ვებული ფიქრით მოცული ცარიელ სივრცეს ისე გასცქეროდა, თით-
ქო ვიღაცის სახეებს ხედავსო.

597
‒ რათ იცი, გენაცვალოს შენი ბებერი გამდელი, რომ ოჯახის
ასეთ მხიარულ ყოფას მიატოვებ და აივნის მარტოობას მოაშურებ?
‒ შენიშნა ერთხელ უკვე წელში მოკაკულმა მზისახარმა აივანზე ჩა-
ფიქრებულ ქალბატონს და კვლავ შეეკითხა:
‒ რას ფიქრობ? რას მიჩერებიხარ?
‒ შორეულ ლანდებს, ჩემო მზისახარ, შორეულ ლანდებს! რაც
საკვირველი დარაზმულობით მიჰქრიან და მიელავენ ჩემს თვალთა
წინ.
‒ მერე, რა ვუყოთ, გამდელი გენაცვალოს! მადლობა ღმერთს,
სასირცხო შიგ არაფერი გამოერევა და რა გაწუხებს.
‒ სამწუხარო და საშიშარი ხომ კი ბევრი, და მწუხარების ფიალას
ესეც მივსებს, ჩემო მზისახარ!
მზისახარმა პასუხი ვეღარ ჰყო, კარგა ხანს დუმდენ და ბოლოს
თავისთვის ისევ მზიამ ჩაილაპარაკა.
‒ საწყალობელი ვამეხი... მე რომ კვლავ არ მოვვლენოდი, ახ-
ლაც ცოცხალი იქნებოდა.
‒ არა, შვილო! იმას ეტყობოდა, რომ სასიცოცხლო ელფერი შენ-
თან მოსვლამდე დაჰკარგოდა.
‒ არა, მე კი მგონია კვლავ ცოცხალი იქნებოდა.
‒ მერე რა გამოვიდოდა, შვილო! იმას ისიც ეტყობოდა, რომ სი-
ცოცხლის ხალისი აღარა ჰქონდა და უხალისო სიცოცხლე ხომ მძიმე
ლოდის ზიდვაა, მეტი არაფერი.
მზიამ კი ხელები თვალებში ამოისვა, თავდახრილი მდუმარებით
სიბერით დამზრალ თვის ხელებს დააშტერდა და მოაგონა გაზაფხუ-
ლისებურად სწრაფად გავლილ ცხოვრებას რომ უკვე ფერადი ყვა-
ვილები დასცვენოდა, ოდესღაც რაყიფტრფიალთა მაყივნებელ ყვა-
ვილოვან ბაღს ზამთრის დამზრობი ყინვა დაუფლებოდა, დაუბრუნე-
ბელ გზაზე ჩამორჩენილი სიცოცხლის ქურა მისთვის ცეცხლის ალს
აღარ ბერავდა. მოაგონა და ღრმად ამოოხვრით თავისთვის ჩაილა-
ლაპარაკა:
‒ მაშ, ყველას ცხოვრების ბოლო მხოლოდ დამახინჯებით თავ-
დება? ესღა მარტო?

598
‒ რა, შვილო?
‒ სიბერე და სიკვდილი, მზისახარს
‒ მერე რა ვუყოთ, შვილო! ეს ყველას თავზე გარდუვალია. ასეა
დასაბამიდან.
ძალიან ცუდად და მტრულად! რათა, შვილო? იმიტომ, რომ ბევ-
რი რამ. დაუკლია სიცოცხლის შემომქმედს თვისი შემოქმედების
სრულყოფისათვის. რაღად გვაძლევდა პირველად, რასაც გვართმ-
ევს ბოლოს.
‒ნუ, შვილო! ღმერთს ჩვენ ვერ დავუწუნებთ თავის განჩინებას.
ნუ სცოდავ, შენი სულის ჭირიმე!
ეზოდან უცებ ცელქი ჟრიამულის ხმა მოისმა. მზიამ გვერდზე თა-
ვი მოიღო, ეზოს გადახედა. დაინახა მხცოვანების ყინვით დამზრალ-
დატვირთული სამი მებრძოლი ‒გახა, ონი და ბააკა. უღონოებით მი-
ხდილნი მზეს გაცხუნებოდნენ და შმაგის ბავშვების თამაშობას ხალ-
ისით შესცქეროდნენ.
ხის ქვეშ, ჩრდილში სიხარულით აღსავსე შმაგი იწვა და ისე ტკბი-
ლად იღიმებოდა, რომ ეტყობოდა, მისი გული აღარ შმაგობდა და
ასმათის მზრუნველობით ოჯახი ტკბილსასვენებელ ნავსაყუდლად
ქცეოდა.
ამ სურათის ხილვამ მზიას წინა წუთებში განცდილი გულის წვა
ახალი განცდებით აუვსო. ზღვა სიხარულით გაჰყურებდა იგი ცხოვ-
რების ფეთქვას.

599
შენიშვნები

„უპასუხა ჯავარიანად“ ‒ჯავარი ძვირფასი თვალია, კერძოდ მარ-


გალიტი, „უპასუხა ჯავარიანად“ ფიგურალურად ნიშნავს მოხდე-
ნილ, ლამაზ პასუხს.

„ამბარჩა“‒ ფარღული, მანიაკი (ჩუბინაშვილი)

„ყანაოზი“‒ აბრეშუმის ქსოვილი.

„მიტროპოლიტი“ ‒(ეკლ.) მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა


(მღვდელმთავართა) უმაღლესი წოდება.

„ენა დაშვრების, მსმენელთა ყურნიცა დაღალდებიან“‒ ვარიან-


ტია „ვეფხისტყაოსნის“ 31-ე სტროფის მეორე ტაეპისა, რაც ასე უნდა
იკითხებოდეს: „ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდები-
ან“. აქ სიტყვა „დავალება“ დაღალვას, დაქანცვას ნიშნავს.

„სხვა სხვისა ომსა ბრძენია“ — რუსთაველის ცნობილი აფორიზ-


მი. იხ. „ვეფხისტყაოსნის“ 350-ე სტროფი (საიუბ. გამოცემა).

„უმრწემესი“ — მრწემი — უმცროსი, ‒უმრწემესი მეტად უმცრო-


სი.

„კულაოზობა“ — „კოლაოზი“ ‒ეტიკი, გზის მაჩვენებელი. „შე


დალოცვილო, ნახატური ხომ არ დაგემართა“. აქ სიტყვა „ნახატუ-
რი“ ნაწარმოებია სიტყვა „ხატიდან“ და ნიშნავს „ხატის ამბავი ხომ
არ მოგივიდა“, „ხატმა ხომ არ დაგცადაო“ (მეგრულის მიხედვით).

600
„ალექსანდროულის სამდორიანი ქვევრი“ ‒„ალექსანდროული“
ერთ-ერთი ქართული ღვინის სახელია, „დორა“ თიხის ჭურჭელია და
სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ზომისა იყო. კერძოდ, ლეჩხუმში
ერთი დორა 72 გირვანქას უდრიდა

„კაბისტონი“‒ ყურძნის ერთგვარი ჯიში, კაბისტონი თეთრი ყურ-


ძენია და ადრე შემოდის.

„შენ ოთხზე იარა შენმა მომსპობმა“-ო ‒ასე მიმართავს დასაკ-


ლავ ხარს ოჯახის დიასახლისი ანასტასი. ოთხზე სიარული აქ ფიგუ-
რალურად წყევლაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანასტასი სიკვდილს
უსურვებს არასასურველ სტუმრებს და ვითომდა საფლავში აყო-
ლებს მათ დაკლულ (ოთხში ამოღებულ) ნიშა ხარს. „ოთხზე სიარუ-
ლის“ შესახებ დაწვრილებით იხ, თედო სახოკიას„ქართული ხატო-
ვანი სიტყვათქმანი“.

„მალიადმსრბოლი“‒ ძვ. „ჭენებით მავალი“ (საბა), პირი, რომე-


ლიც იგზავნებოდა შორეულ ადგილას სასწრაფო დავალებით.

„სევდა რამე შემოჰყრია, სამკურნალო არა სჭირსა“. ‒იხ. „ვეფ-


ხისტყაოსნის“ 352-ე სტროფი, სადაც ეს ტაეპი შებრუნებითაა წარ-
მოდგენილი. „სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია“.
როგორც ჩანს, რომანის ავტორი ზეპირად იშველიებდა რუსთავე-
ლის სტრიქონებს.

„იერუსალიმის“- დამახინჯებული ფორმაა. ქრისტიანთა მთავარი


სალოცავი ადგილი. ამჟამად შედის პალესტინაში.

„ხვადაბუნი“ — ხოდაბუნი.

„ედემი — ზღაპრული ქვეყანა, ბაღი, სამოთხე. (ბიბლიის მიხედ-


ვით).

601
„ქუნცახი“ — ქურდი, ბაცაცა. „კლირწიანი“ — „წირპლიანი“
(ალავ.)

„სუფრაყაშუმი“ — მაგიდაზე გადასაფარებელი, ლურჯი სუფრა.

„გლისპობა“ „გლისპი“.- ძვ. „ოდეს გულის-წყრომასა ვერ დაით-


მენს“ (საბა) — ანჩხლი, კაპასი.

„უგბილი“ — ურჩი, რეგვენი. „ბინული“ — წყარო, ნაკადი, „შეთ-


ქი“ — თავსხმა წვიმა.

„იობის საშინელი თმენით“ — იობი — ებრაელთა ერთერთი მა-


მამთავარი, რომელმაც დიდი ტანჯვა გადაიტანა.

„ტიბიკონი“ (ტიპიკონი)- ღვთისმსახურების წესი ეკლესიისათ-


ვის.

„მიეთმოეთობა“ — ე. ი. მიდებ-მოდებას თავი გაანებოსო. მიეთ-


მოეთობს — ვინც აბდაუბდას ლაპარაკობს.

„სახლუცესი“ – შემოკლებული ფორმა ტერმინის „სახ. ლთუხუ-


ცესი“, რაც მთავრის კარზე მოხელეთა უფროს, გამრიგეს ნიშნავდა,

„ვარდავარ? – უარდაუარ, უარესად და უარესად

„სალავათი“- „რჯული, სარწმუნოება „სალავათს“ აღავლენს, ე.ი.


ლოცულობს.

„შენცა გინდა, მეცა მიწდა განუყრელად შენი ხლება“ — ეს სიტ-


ყვები არის „ვეფხისტყაოსნის“ 1095-ე სტროფის მე-3 ტაეპის ვარია-

602
ნტი და წარმოადგენს ავთანდილის პასუხს ფატმანის სამიჯნურო წე-
რილზე. ახალ გამოცემებში ეს ადგილი ასე იკითხვის „შენცა გინდა,
მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება“.

„ბზინდარი, ზინდარი, ზიხართ ჯო მეჯინიბე,- ცხენის შემკაზმელი


მსახური (განმარტ. ლექს).

„თაბაგთი“ - ანგარიში, მოსაზრება, წესი.

„უწამებლებმა“ -(უწამებელი). ურწმუნო, არაფერი რომ არ სწამს.

„ჩიჩხვი“ (მამაკაცის ჩიჩხვი არ დატოვეს) — ფესვი (მეგრ.


ლეჩხ.).

„ბუჯერი“ (გამოძახა ბუჯერთან მდგომმა ცოლმა), ხის სკამი, რო-


მელზედაც დგას ცომის გობი (ლეჩხ. დიალექტი),

„გარცამი“ (ხალხისაგან გარცამის მიღებაც გაუგია) ფიცი; სალო-


ცავი, საფიცარი ადგილი » ლაგარცეი

„ურწყული“ — გარცამის მიღებისათვის ურწყული არავინ იქნეს


უწმინდური.

„მოჯალაბე“.- „ ბატონის ოჯახში მყოფი შინამოსამსახურე.

„ცალმაგი“- აღშფოთებული ცოლ-შვილი ცალმაგის პირს შეგ-


როვილიყო— შენობის წინ გადმოხურული, სადაც დროებით ინახა-
ვენ პირუტყვის საკვებს.

„მახვში“ — სვანურად თავკაცი, უფროსი, ქორა მახვში — სახ-


ლის უფროსი და სხვ.

603
„ზუბუნო“ — კაცის მოკლე ტანსაცმელი, ჩოხის ქვეშ ჩასაცმელი
(განმ. ლექს.)

„მეზისი [მეზისზე შემოგფიცავ] – მეზირი მოწიწაურებული გვე-


ლი, რომელსაც მიაწერდნენ ოჯახის კეთილდღეობას და ბარაქს.

„ოო, სგუ ლაგხედად შიდობთ, – ოო, სიი შიდობდუ ხარი“,


– ჯამზურას ღერთემ ისგვი ჟურ ფორმაა, იგჟოზეეწა ჭირაალ ში-
ნარს“.
„ოო, მშვიდობა თქვენს მოსვლას! - „ოო, შენც მშვიდობით იყავი?
დაგლოცოს ღმერთმა! შენი წყალობა არ მოშლოდეთ საწყალ
სვანებს.

„ასაბია“- მხლებელი, თანამდგომი, მხარე. „ქსანი“ (სამი ქსანი


თაფლის სანთელი)

„ჭობოსანი“ — ორივე ყბა ჭობოსანით ჩამოაღლიტეს, საბა გან-


მარტავს: „ჭობოსანი — ძვალთ საფხეკი ქლიბივით“.

„კიაპი“ (კიაფი) -ოდნავი ნათება, ნათლის შორიდან კრთომა.


ტექსტის მიხედვით „გელოვანთა კიპი“ – გელოვანთა გამონაკ-
რთომს, ნარჩენს უნდა ნიშნავდეს.

„ულიშობა“ (მაისის დამლევს მთელი სვანეთი უიშობას დღესას-


წაულობდა) ულიშა, სვანეთის ერთ-ერთი ეკლესია (ლაშხეთის თემ-
ში), სადაც გაზაფხულზე იმართებოდა დღესასწაული და ულიშობა
ეწოდებოდა.

„დამხრობა“ — სამოცდაათ დამხრობაზე მიწა გახეთქა — მანძი-


ლის ერთეული

604
„ტარ კვირისთავი“ (ტარ-კვირისთავით-ძაფსა წახავდა“) — ტარი
და კვირისთავი.

„ფარცაგ“ („თორემ შორიდან ლაპარაკი ფარცაგ აღარც კი მეს-


მის“) – ფარსაგი – რიგიანი, კარგი,

„ვფუჟულობთ“ („ორი კომლი კიდევღა ვფუჟულობთ“) ვფუჟუ-


ლობთ — ე. ი. ძლივსძლივობით ვარსებობთ, ვბოგინობთ.

„დაურვება“ („ცხენი არავის ეპარებოდა დასაურებლად“) — ცხენის


გასუფთავება, გაწმენდა. ე. ი. ცხენი არავის იკარებდა გასაწმენდად,
მოსავლელად.

„კარაპანი“ - სახლის უკედლო დერეფანი.

„სამუნელი“ („კარაპანიდან სამუნელი გამოიტანა და ცხენის და-


ურებას შეუდგა“) — ცხენის, ხარისა და მისთ. საწმენდი კბილებიანი
ხელსაწყო.

„ოხარო“ (წყლის ხარო იქვე გვერდზე მიდგა) — წყლის ჭურჭელი


ხისა, შუაში ამოღრუტნული.

„ჩირქის მენეშტრები“ (დაგროვილი ჩირქის მენეშტრეები ერთად


ვგროვდებით...) ნეტარი (ნესტარი) — სადოსტაქრო დანა, მენეშტრე
ვინც გაჰკვეთს სადოსტაქრო დანით. ტექსტში ფიგურალურად
საუბარია აჯანყების მომწიფებაზე, რომელსაც მენეშტრეებად (დოს-
ტაქრებად) მოევლინებიან შეთქმულნი.

„ლაინი“ შინაური წესით დამზადებული თხელი ბამბის ქსოვილი,


უპირატესად მუქ ლურჯად შეღებილი (განმარტ. ლექს), შეღებილი
ნარმა (საბა).

605
„თასმუჯაბი“ — (თამუჯაბი) — სვანური წესით დამზადებული მო-
ხარშული ყველი.

„მუჯურო“ (მუჯირი) — რკინაწამოცმული ხის ჯოხი, მთაში სასია-


რულოდ (განმარტ. ლექს).

„ციო, ლახტუულ, ხიად ისგვა მუს, ლახტუულ, ისგვა მაზიგ დედეს!


— მამა! ვოო, მამა! დედედ აღერ ლოქ აღერ“ — ციოყ, დაუძახე, გე-
ნაცვალე, მამაშენს დაუძახე შენი ჭირი შენს დედას! — მამა, მამა!
დედამ მოდიო!
„სამთილო“ (ჩემოდენა ქონება მეორე ქალს სამთილოზე არ მიჰ-
ყოლია) (სადედამთილო-სამამამთილო) ქმრის ოჯა (მ. ალავ.).

„სარისტიანი“ — მოხდენილი, ლამაზი, შნოიანი.

„ნათავედი არაყი“ – თავანკარა არაყი, პირველად გამოღებული


არაყი.

„შარშან მთელი ხალხი ჟამმა და კორძმა გაანახევრა“ ჟამი, ქა-


მიანობა — ჭირი (ჭირიანობა), კორძი — კვანძოვანი ამონაზარდი
ადამიანის სხეულზე („ღლითა და საზარდულთა ჯირკვალი“ — სა-
ბა),

„ხაჯალური“ (აბა დაგლიჯეთ, ძმებო, ხუნდები — ხაჯალურები“)


— ხაჯალური „სატანჯი იარაღი ჯაჭვისა, მეტწილად სამეგრელო —
სვანეთში იყენებდნენ გლეხების დასასჯელად:

„რავა ნამოჭვარი კვერცხივით გაუსკდათ ცოდვა“ — მოჭვა იგი-


ვეა, რაც კრუხი (დიალექტებში); ნამოჭვარი კვერცხი კრუხის ნაჯდო-
მი კვერცხი, საიდანაც საცაა უნდა გამოტეხოს წიწილამ.

606
„სწორი“ (წორი) — სვანურად სისხლის საფასური.

„უღური“ — ღურა — სიკვდილი (მეგრ.) უღური მოუკლავი, უკ-


ვდავი.

„საგვერდული მახვილი“ -გვერდზე დასაკიდებელი მახვილი.

„მაგრა ღმერთი არ გასწირავს...“ „ვეფხისტყაოსანი“. 952-ე სტრ.

„ბაღათურ გმირი“ – ყველა ნიშნით კავკასიური ნახევრად მითო-


ლოგიური გმირი ბაყათარი.

„ქაშანი“ („ქაშანის აქლემებივით თავისუფალნი“) -- შანი ქალა-


ქია სპარსეთში.

„ბრეკი“ — („ბრეკს ამოფარებული“) იგივეა, რაც ბრეგო და ნიშ-


ნავს პატარა გორაკს, ბექობს.

„მოჯალავრე“ ჯალავარი საკაცე, მოჯალავრე საკაცის მზიდავი.

„ბალა“ — უბედურება, ჭირი, ვაგლახი (შდრ. ხათაბალა).

„რომ ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია“, „ვეფხისტყა-


ოსნის“ 1090-ე სტროფის პირველი ტაეპის ოდნავ სახეცვლილი ვა-
რიანტია.

607

You might also like