You are on page 1of 349

მიხეილ ჯავახიშვილი

ქალის ტვირთი
რომანი

1 მკითხველთა ლიგა
I

იმ დღეს ცაც კი აჯანყდა: უცებ აიმღვრა, აფორიაქდა, ჭექა–ქუხი-


ლით ჩამოსრიალდა მთაწმინდიდან და გაწეწილ-გაშმაგებული ალ-
ქაჯივით მიაწყდა ანდრო ახატნელის სამსართულიან სახლს, ნომერ
შვიდს, რომელიც მამა-დავითის ფერდობზე იდგა.
კუდიანმა გრიგალმა ქუჩა სუფთად მოჰგავა, ნაგავი სვეტივით აი-
ტაცა, დააბორიალა და ერთი წამით ისე შესდგა, თითქო ჰფიქრობ-
და, რომელ სახლს დასჯახებოდა. შემდეგ ოდნავ უკან დაიხია, თით-
ქო მოჭიდავე მოზვერივით ფეხი მოინაცვლა, მერმე ბუხუნით ისკუპა,
იმ სახლს შეასკდა, ის ბუჩი ვეება დუჟივით შეაფურთხა, ღია ფანჯა-
რა რახუნით მიხურა, მიხურული – ლაწუნით გააღო, ზემო ბინიდან
თეთრი რამ ნაჭერი ალაფივით მოიტაცა, ისევ გარეთ გამოვარდა,
მეზობლის დაბალ სახლს გადაახტა, იქვე სადმე ავაზივით ჩასაფ-
რდა და მიყუჩდა.
ქეთო ზეზე წამოვარდა, ცალი ხელი ქაღალდებს დააფარა, მეორე
ხელი ქარის მიერ მოტაცებულ ქაღალდს დაადევნა, მაგრამ პაწია
ფურცელი მარდად გაუსხლტა, ფანჯრის რაფაზე გადახტა, იქიდან
კორიანტელს შეერია და ფრიალით გაფრინდა სივრცეში.
ქალი ფანჯარაში გადაეყუდა. ფურცელი აღარსად სჩანდა. იქვე
სადმე ჩასაფრებული მეორე ქაჯი ქეთოს გაკაპასებული ეცა თავპირ-
ში და გამძვინვებულმა შავი თმის ბულულს დაუწყო წეწვა. ქალმა
სწრაფად მიხურა ფანჯარა, ვეება სარკიან კარადასთან მივიდა და
იაპონურად მორთულ თმას ხელახლა დაუწყო ვარცხნა და შესწორე-
ბა.
სარკეში ახალგაზრდა ტანადი ქალი იდგა. მას მუქი შინდისფერი
სადა კაბა ეცვა, რომელსაც კისერზე და მაჯებზე თოვლივით თეთრი
ბელგიური არშიის საყელო და ყურთმაჯები ჰქონდა შემოვლებული,
ხოლო მკერდს ასეთივე ნაოჭებიანი ჟაბო უმშვენებდა. წვრილად ნა-
ჭედი ოქროს ძეწკვი მკერდის მარცხენა მხარეს ჩამძვრალიყო, სადაც
ოქროს საათი და უბიწო ძუძუ ეკიდა. იმ ქალმა ქეთოს მეგობრულად
გაუღიმა, თვალი ჩაუკრა და რამდენჯერმე დაუკრა თავი.
ქეთომ ყველაფერი მოუწონა: ხორბლისფერი მოგრძო სახე, სის-
ხლით სავსე წითელი ტუჩები, შიგნით მწკრივად ჩაწყობილი კრი-
ალა კბილები, ხშირი წამწამებით დაბურული დიდრონი თვალები,

2 მკითხველთა ლიგა
მათი ბნელი კამკამი, მერცხლის ფრთებივით გაშლილი წარბები,
ოდნავ კუზიანი თხელი ცხვირი, სწორი უნაოჭო შუბლი და შავი უღ-
რანი თმა, რომელიც წინ სადად ჰქონდა ავარცხნილი, ხოლო კეფაზე
– ოსტატურად შეკრული და ვეება მოოქროვილი ძვლის სავარ-
ცხლით გადაჭერილი.
შუბლიდან მოყოლებული კეფამდის კუპრივით ბნელ თმას ორი
თითის სიგანე თეთრი ნასთი ვერცხლის ზონარივით გადასწოლოდა
და ეს ნაოხუნჯარი ბუნებისა, განსვენებულ დიდედისგან გადმონაცე-
მი, ქეთოს მილიონ ქალშიც კი გამოარჩევდა. ეს ნასთი მას გაგიჟე-
ბით უყვარდა, თმის დავარცხნის დროს ყოველ ბეწვს უფრთხილდე-
ბოდა და ერთად ჰკონავდა, რათა ეს სანუკვარი ზოლი უფრო მკაფი-
ოდ გამოჩენილიყო.
ქეთო იმ ქალის ვიწროსა და გრძელთითა ნათალ ხელებსაც დააკ-
ვირდა, რომელნიც სალტესავით შემოეჭდო შუბლზე, და ყველაზე
მეტად ის ხელები მოიწონა. ზედ ორი ბეჭედი უკრიალებდა – ლალი-
სა და ზურმუხტისა, რომელნიც მწვანე და წითელი ბუზებივით დას-
წაფებოდნენ თითებს.
პაწია ყურებზე, თითქმის უჩინარს ოქროს გრძელ ძაფზე, ორი
ბრილიანტი ეკიდა, თითქო ჰაერში ორი მბრწყინავი კურცხალი გახე-
ვებულიყო, მაჯაზე კი პლატინის გველის წიწილი შემოჰხვეოდა და
ფირუზის თვალები ქეთოსთვის ჩაეშტერებინა.
ქეთოს კიდევ ბევრი სამკაული მოეპოვება, დედ-მამისა და ძმების
მიერ ნაჩუქარი, მაგრამ ჯერ არა ხმარობს, ვინაიდან გასათხოვარ
ქალს მეტისმეტი საზეიმო მორთულობა არ შეჰშვენის.
დღეს ქეთოს დაბადების ოცი წლისთავია და სადილად სტუმრები
ეყოლება. მათთვის კი ეს კაბაც და ეს სამკაულიც საკმარისია. ამას
მხოლოდ ყვავილი აკლია. ვეება თაიგულიდან მოყვითალო ვარდი
ამოიღო და მკერდზე მიიმაგრა. ახლა ყველაფერი სრულყოფილია,
და უძვირფასესი თვალმარგალიტიც რომ აისხას, ისიც კი ზედმეტი-
ვით გამოჩნდება.
ქეთევანმა ერთხელ კიდევ მოიწონა თავის–თავი, ერთხელ კიდევ
გაიღიმა ჯადოსნურად, ისევ პაწია საწერ მაგიდას მიუჯდა და რომე-
ლიღაც ფილოსოფიური წიგნი გადაფურცლა. წიგნი „იზმებით“ იყო
სავსე და ბევრი რამ სულ არ ესმოდა, ამიტომ დილას აქეთ ერთი
ფურცელი ქაღალდი გაავსო ჩანაწერებით, რომელიც წეღან გრი-
გალმა მოსტაცა. ქეთოს უნდოდა ის შენიშვნები ჯგუფის ხელმძღვა-
ნელისთვის ეკითხნა და მისგან განმარტება მიეღო. მართალია, უც-
3 მკითხველთა ლიგა
ხო სიტყვათა ლექსიკონი წინ ედო, მაგრამ იგი ისეთ ბუნდოვან და
მოკლე პასუხს იძლეოდა, რომ მას თავის მხრივ ახალი განმარტება
სჭირდებოდა.
გრიგალს ხანმოკლე შხაპი წვიმა მოჰყვა, ქეთოს ამ წიგნის კითხვა
მოსწყინდა. მის ლამაზ თავში უთავბოლოდ ირეოდა გაუგებარი
სიტყვები: „მონიზმი... იდეალიზმი... დედუქცია... ინდუქცია... ფიზი-
ოკრატიზმი““.იზმებს“ მან გარეცხილ-გაკრიალებული ჰაერი და შე-
ლის ლექსები ამჯობინა. პატარა ტომი აიღო, ფანჯარა განიერად გა-
აღო, რაფაზე ჩამოჯდა, წიგნი გადაშალა, თავის საყვარელ „მიმო-
ზას“ მოჰკრა თვალი, თითქმის დაზეპირებული ლექსი სიამით ჩა-
იკითხა და გულგალხობილმა, ცას ახედა.
ცაში კვლავ შფოთი იდგა. ღრუბლები დამფრთხალი ნახირივით
მორბოდნენ: გამალებით მოერეკებოდნენ ერთმანეთს, ურთერთს
მუჯლუგუნს უშენდნენ, მუსრავდნენ, ფხრეწდნენ, აფეთქებდნენ.
აგერ განმარტოებით ბროლის თეთრი კოშკი მოსცურავს. კოშკის
თავზე ყელმოღერებული შავი გედი წამომჯდარა... უკან პირდაღებუ-
ლი შავი ურჩხული მოსდევს... საცაა უნდა დაეწიოს... აჰა, კიდეც და-
ეწია, დაეჯახა, კოშკი დაანგრია, გედიც ჩაყლაპა და თვითონაც ჩა-
იფუშა.
ქეთოს ხიბლი გაეფანტა და უცებ შეკრთა: თოფის თუ რევოლვე-
რის ჭახუნმა შეაკრთო, რომელსაც სამი კიდევ მოჰყვა ზედიზედ. მან
ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა: ზევიდან ვიღაც კაცი მორბის,
ხელში რევოლვერი უჭირავს. აგერ შესდგა, კარის ქიმს ამოეფარა,
მდევარს ესროლა და ისევ გამოიქცა.
სალდათები ხელახლა დაედევნენ. ზოგი ხეს ამოეფარა, ზოგი
ჭიშკარს შეეკედლა. წინ აფიცერი მოუძღოდათ. ის უცებ შესდგა და
უცნობს ორჯელ ზედიზედ ესროლა.
უცნობი ირიბულად მორბოდა. ქეთოს ფანჯრის ქვეშ ერთხელ კი-
დევ ამოეფარა ჭიშკრის ქიმს, სამჯერ კიდევ დასცალა რევოლვერი,
მდევარი მიმალა და თითონაც მიიმალა.
„რა სულელი ვარ!“ – გაიფიქრა ქეთომ და ფანჯარას მოშორდა. –
ტყვია ბრმა არის და ბრალიან-უბრალოს არა სცნობს“.
ანაზდად კიბეზე ფეხის ხმა მოისმა. ვიღაც ამორბის, ზარს გამა-
ლებით რეკავს და თან აფორიაქებული ხელით არახუნებს კარს.
ქეთომ სირბილით გადასჭრა ოთახები და კარი გააღო.
ვიღაც გაფითრებული ახალგაზრდა შემოვიდა, თვითონვე ჩაკეტა
სწრაფად კარი და ოდნავ მთრთოლვარე ხმით სთქვა:
4 მკითხველთა ლიგა
–ქალბატონო, ყაჩაღი ნუ გგონივართ...ერთობის კაცი ვარ... დღეს
დილით ჟანდარმებს გამოვექეცი. ახლა სალდათები მომდევენ და,
თუ დამიჭირეს, სახრჩობელა არ ამცდება. თუ შეგიძლიანთ, დამმა-
ლეთ.
ქეთო დაიბნა, ალუღლუღდა:
– მეც ერთობის მომხრე ვარ და ამიტომ...
– სულ უკეთესი.
– სადღაც მინახიხართ...
– რა დროს ეგ არის!
– თქვენი გვარი მაინც გამახსენეთ.
– რა საჭიროა! კიბეზე ამოდიან. ჩქარა!
– მაშ მომყევით.
ქეთევანი გაიქცა, სასტუმრო ოთახი გაირბინა, თავის პაწია ოთახ-
ში შევარდა, კარადის სარკიანი კარი გააღო და იმ უცნობს უთხრა.
რომელიც უკან მოსდევდა მას;
– ჩქარა შედით და ამ კაბებში დაიმალეთ.
პასუხს აღარ მოუცადა და უკანვე გაიქცა. ზარს ხელახლა რეკავ-
დნენ. ქალმა კარი გაუღო და გაოცებული შესდგა. კიბის ბაქანზე
სრულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ქეთოს ნაცნობი სანდრო
კლიმიაშვილი იდგა. იქვე ექვსი თოფიანი სალდათი გაჭიმულიყო.
პარუჩიკმა გაუღიმა ქალს და მხედრული სალამი მისცა.
– ბოდიშს ვიხდი... ნება მიბოძეთ...
– მობრძანდით...რა მოხდა? რა ამბავია?
– ერთი კაცი გამოგვექცა და... მგონი, აქ შემოვიდა.
– აქ არავინაც არ შემოსულა.
– როგორ არა, აი კვალი. – ჩაერია ერთი სალდათი და იატაკზე მი-
უთითა, სადაც სველი ნაფეხური მოსჩანდა.
– ნუ, ეჩრები, შენი საქმე არ არის, – დატუქსა სალდათი პარუჩიკმა
და ისევ გაუღიმა ქეთოს:
– ნება მიბოძეთ ვალი მოვიხადო.
– მოიხადეთ, – ჩურჩულით მიუგო შერცხვენილმა ქალმა და გა-
მობრუნდა. პარუჩიკი და სალდათებიც შემოჰყვნენ.
ტალანში და ქეთოს მამის კაბინეტში ვერავინ იპოვეს. სასტუმრო
ოთახში ვეება ხალიჩა აგია და სველი კვალი იკარგება. სანამ თოფ-
მოღერებული სალდათები ავეჯის ქვეშ შეიხედავდნენ, სანდრომ ქე-
თოს ოთახის კარი შეაღო და იქვე შესდგა. ქეთომაც შეიხედა და, ელ-
დანაკრავი, კარის ქიმს მიეყრდნო: ის უცნობი მაგიდას მიჰყუდებო-
5 მკითხველთა ლიგა
და, ცალი ხელი ზედ დაებჯინა, მეორე ხელში რევოლვერი მოემარ-
ჯვებინა და ალმოდებული თვალებით მისჩერებოდა სანდროს.
„ვაიმე! საცაა ორივენი ასწევენ იარაღს და...“. – ქეთო უნებურად
მოშორდა კარსაც და სანდროსაც.
სანდრომ არც რევოლვერი ასწია, არც სალდათებს დაუძახა. მშვი-
დად მოტრიალდა, კარი მოიხურა და თავისთვის ჩაილაპარაკა, ისე
ჩაილაპარაკა, რომ სალდათებსაც გაეგოთ:
– აქ არავინ არის.
ვერც დანარჩენ სამ ოთახში იპოვეს ვინმე. კლიმიაშვილი ჩაფიქ-
რებული დადიოდა, მოკლე ულვაშებს იგრეხავდა და ხანგამოშვე-
ბით გულგრილად ეუბნებოდა სალდათებს:
– აქაც შეიხედეთ ...ის კარიც გააღეთ... ფრთხილად იყავით.
სანდრო ამ ბინაში მრავალჯერ ყოფილა და გაუჩხრეკავი არაფე-
რი დასტოვა. სალდათები ყველგან შეიყვანა, ყველაფერი გადააბ-
რუნებინა და მოაფათურებინა. როცა ჯარისკაცები სამზარეულოში
შევიდნენ, მან თითქო მაშინღა გაიხსენა ქეთო და უთხრა მას, თან
განზე იხედებოდა, თითქო სცხვენოდა:
– მარტო რომ დარჩენილხართ, არ გეშინიათ?
ქალიც დარცხვენილი იყო და ისიც განზე იხედებოდა.
– მარტოობა არ მაშინებს. მიყვარს კიდევაც. საცაა სხვებიც დაბ-
რუნდებიან. მართლა. დღეს ჩემი დაბადების დღეობაა და ...
– ვიცი, მახსოვს.
– იმედია, სადილად მეწვევით.
– უეჭველად გეახლებით. პატრული დამყავს და არ ვიცი როდის
მოვიცლი. ოთხი სალდათი ჭერში აცოცდა.
ხნიერი გრძელწვერა მეეზოვე ფორმაში გამოწყობილიყო და ვე-
ება ჩექმების ბრახუნით კიბეზე ამოდიოდა. თეთრი წინსაფარი შე-
მოეკრა, მკერდზე ლამბაქისოდენა ნიშანი ჩამოეკიდნა, იღლიაში ვე-
ება კორძიანი ჯოხი ამოეჩარნა. უნტერაფიცერმა მკაცრად დატუქსა:
– აქამდის სადა ჰგდიხარ? ამ სახლში „ბუნტოვშჩიკი“ დაიმალა და
შენ კი არხეინად გძინავს.
მეეზოვემ ლუღლუღით განაცხადა, რომ ის თავის მოვალეობას
პირნათლად ასრულებს: ეზოს და ქუჩას თავის დროზე ჰგვის; ჭიშკა-
რი მუდამ დაკეტილი აქვს; როცა ქუჩაში
„ბუნტი ხდება“, ისიც ქუჩაშია ხოლმე და პოლიციელებთან ერ-
თად ამ ჯოხით იცავს წესიერებას; თუ ამ სახლში საეჭვო რამ მოხდა,
მაშინვე ატყობინებს პოლიციას.
6 მკითხველთა ლიგა
ჭერიდან სალდათები ხელცარიელი ჩამოვიდნენ და მეთაურს
მისჩერებოდნენ.
ქეთოს მათი ეჭვი ეხამუშებოდა. მაგრამ კვალი ხომ ამ ბინაში შე-
მოვიდა? მაშ იმ კაცს კარი ვინ გაუღო?
– კარი ღია იყო და მე არაფერი გამიგია, არც ვინმე მინახავს, –
განგებ რუსულად უთხრა მან სანდროს, – მე ჩემს ოთახში ვიჯექი და
წიგნის კითხვაში ვიყავი გართული.
– ცხადია, რომ ამ ოთახებს გამოირბენდა... ის რა კიბეა? – იკითხა
აფიცერმა.
კლიმიაშვილი მთელი სახლის გაჩხრეკვას აპირებდა, რათა თავის
ვალი ფორმალურად მაინც შეესრულებინა, მაგრამ ფუჭი ჯაფა ეზა-
რებოდა. მოულოდნელად უნტერ–აფიცერი ჩაერია.
– ვაშე ბლაგაროდიე, ის კაცი ამ კიბეზე ჩაირბენდა, აგერ იმ კიბით
მეორე ეზოში გადავიდოდა და წავიდოდა. Ушел проклятый. – წაგვი-
ვიდა ის წყეული.
უეჭველად აგრე იქნებოდა: ორი მეზობელი სახლი მაღალი კედ-
ლით იყო გადაღობილი და იმ კედელს აქეთა მხრიდან ხელის კიბე
ჰქონდა მიდგმული. უნტერ-აფიცერს სალდათებმაც დაუდასტურეს...
– მართალია... აგრეა. წაგვივიდოდა... გაგვისხლტა.
კლიმიაშვილსაც ეს უნდოდა, მას ჰსურდა მათთვის თანხმობა მი-
ეცა და ამ სახლს გაშორებოდა, მაგრამ თქმა ვეღარ მოასწრო: სად-
ღაც შორიახლოს ისეთი დგრიალი გაისმა, თითქო მეხი ჩამოვარ-
დნილიყო.
ყველამ ყურები სცქვიტეს და მაშინვე მიხვდნენ, რომ ის მეხი ხე-
ლით იყო ნასროლი. ამგვარი მეხი იმ დღეს მეორეჯერ ჩამოვარდა.
– ისევ ყუმბარა გავარდა, – სთქვა ქეთომ.
– ისევ, – დაეთანხმა სანდრო და გატრიალდა, თან სალდათებს
მიუგდო: ზა მნოი! – მომყევით!
სალდათები სწრაფი ნაბიჯით გავიდნენ და ოთახებში ფეხის ჭუჭ-
ყი და ჩექმების მძიმე სუნი დასტოვეს.
მეეზოვე გაოცებული გაბრუნდა: დღეს მან ის კიბე ორჯელ მოაშო-
რა იმ კედელს და ვიღაცამ ორჯელვე ხელახლა მიადგა. მას სამი სახ-
ლი აბარია. ის მესამე სახლში
ცხოვრობს და იმდენი დრო და ძალა სადა აქვს, რომ სამივე სახ-
ლი დღეში ათჯერ მოიაროს.
ქეთო სანამდის იხედებოდა სასტუმრო ოთახის ფანჯრიდან, მა-
ნამ პატრული ქუჩის კუთხეს არ მიეფარებოდა. შემდეგ თავის ოთახ-
7 მკითხველთა ლიგა
ში შევიდა და უცნობს უთხრა, რომელიც არხეინად მისჯდომოდა მა-
გიდას და წიგნს ჰფურცლავდა.
– ყველანი წავიდნენ. გადარჩით. ყუმბარის ხმა გაიგეთ?
სტუმარი ზეზე ადგა. რევოლვერი დაემალნა. მის მაგიერ ხელში
წიგნი ეჭირა, ქეთოს გაუღიმა და მიუგო:
– გავიგე. შეგეშინდათ?
– რად უნდა შემეშინდეს? მეც შევეჩვიე.
– ის აფიცერი თქვენი ნათესავი ხომ არ არის? – ჰკითხა ვაჟმა.
– სანდრო კლიმიაშვილი გახლავთ. ჩემი კარგი ნაცნობია. ვაჟმა
ყურები სცქვიტა.
ქალმა ყურთა ცქვეტა შეატყო და უპასუხა:
–ახლა კი მესმის რატომ დაგვინდო. – ალბათ მე დამინდო: თქვენ
რომ დაეჭირეთ, საქმეში მეც ჩამითრევდნენ, მან კი ეს უსიამოვნება
ამარიდა და ორივენი გადაგვარჩინა.
– ეგ ის კლიმიაშვილი ხომ არ არის, ამას წინათ ძმა რომ მოუკ-
ლეს? ბოქაული იყო და ერთობამ სიკვდილი მიუსაჯა.
– ის არის, – დაუდასტურა ქეთომ. – ხომ არ იცნობდით იმ უბე-
დურს? უცნობი შეყოყმანდა და მიუგო:
– აბა საიდან მეცნობება!
– ვინ იცის, – და ქეთომ უნდობლად გაუღიმა.
– მართალია, ერთობის კაცი ვარ, მაგრამ კაცის მკვლელი არ გახ-
ლავართ.
– არც გაბრალებთ.
– ასეა თუ ისე, – მიუგო ვაჟმა, – თქვენი მადლი არასდროს არ და-
მავიწყდება. ვეცდები როგორმე გადაგიხადოთ. თქვენი გვარი და სა-
ხელი მაინც მითხარით.
– ქეთევან ახატნელი გახლავართ, თქვენა? ვაჟმა პასუხი არ გასცა
და ჰკითხა:
– მარიამ ახატნელისა რად გერგებათ?
– დედაჩემია, მამაჩემს კი ანდრო ჰქვიან.
– მართლა? ორივენი ცნობილი საზოგადო მოღვაწენი არიან. ან-
დროს შორიდან ვიცნობ. მე და თქვენი დედა კი სახალხო სახლში
ვმუშაობდით. მერე გარემოებამ ხელი ამაღებინა. არ მეგონა, რომ
მათ ხიფათს მივაყენებდი. თქვენ მგონი სამი ძმა უნდა გყავდეთ. სა-
მივეს ვიცნობ. ორს პირადად და ერთსაც შორიდან ვიცნობ. თქვენღა
დამრჩით გაუცნობელი და აჰა თქვენც გაგიცანით.

8 მკითხველთა ლიგა
– ძლიერ სასიამოვნო და უცნაური გაცნობა გამოვიდა. – მიუგო ქე-
თომ. – საცაა ჩვენიანები დაბრუნდებიან და ეს ამბავი უნდა ვუამბო,
ალბათ ისინიც გიცნობენ. მაგრამ თქვენი გვარი რომ არ ვიცი?
ვაჟი თავის ვინაობის გამჟღავნებას ხელახლა მოერიდა და ურჩია:
– სჯობს ეს ამბავი არავის უამბოთ. მე ზედმეტი არაფერი დამი-
შავდება, თქვენ კი შესაძლებელია ჩემი დამალვის გამო ხიფათს გა-
დაგკიდონ. გირჩევთ ჩემს გამოცდილებას დაუჯეროთ და ხმა არ
ამოიღოთ.
– კეთილი, დაგიჯერებთ და გავჩუმდები, მაგრამ ერთი ეს მითხა-
რით, როგორ გაატარეთ ეს ნახევარი საათი?
– სანამ სალდათები იქ მეძებდნენ, აქ მე თქვენს წიგნებს ვათვა-
ლიერებდი. მარქსისტული წიგნებიც კი გქონიათ. ვიღაცას აქა-იქ შე-
ნიშვნები ჩაუწერია.
ქალმა გაოცებით შეხედა მას და -
– ნუთუ მაგისთვის გეცალათ?
ვაჟმა შავ წვერ-ულვაშში თეთრად ჩაიღიმა და უპასუხა:
– მაშ რისთვისღა მოვიცლიდი? დრო მქონდა და გამოვიყენე. ეს
ოთახი განაპირას არის, კლიმიაშვილმა უკვე დაათვალიერა და ამი-
ტომ სალდათები აღარ შემოვიდოდნენ.
– რომ შემოსულიყვნენ?
– რომ შემოსულიყვნენ, ალბათ წიგნების სინჯვაზე ხელს ამაღე-
ბინებდნენ. ახლა კი დროა გეახლოთ. სტუმრობა გამიგრძელდა.
ძლიერ შეგაწუხეთ და გთხოვთ მაპატიოთ.
– ცოტაც მოითმინეთ. ერთი მითხარით, რატომ კარადაში არ შეძ-
ვერით?
– იმიტომ, რომ, – მიუგო ღიმილით უცნობმა, – იმიტომ არ შევძვე-
რი, რომ მართალია, თქვენს კაბებში შეძვრომა ძლიერ სასიამოვნოა,
მაგრამ ეგ არას მიშველიდა. იქიდან ძალით გამომაძვრენდნენ და
მასხრადაც ამიგდებდნენ. კიდევ კარგი, რომ მალე წავიდნენ.
„არ იკადრა. ვაჟკაცი ყოფილა“, – გაიფიქრა ქალმა და დაუმატა: –
ყუმბარის ხმა გაიგეს და იმიტომ წავიდნენ, თორემ იქნება მთელი
სახლი გაეჩხრიკათ.
– ჩემ ბედზე გავარდნილა.
– საშინელებაა, რამდენი ხალხი იღუპება! უცნობმა ღიმილით მი-
უგო:

9 მკითხველთა ლიგა
– ჯერ სად არის. აქამდის დაღვრილი სისხლი დილის ნამია და
მეტი არაფერი, მერე კი სისხლის ნიაღვარი წამოვა და მაშინ რაღას
იზამთ?
– რას ვიზამ და... მეც ჩავერევი.
– თქვენ თან სტირით და თან გინდათ სისხლის მორევში შესტო-
პოთ? ფრთხილად იყავით, თორემ ეგ ლამაზი ხელ-ფეხი დაგისველ-
დებათ.
– თქვენ ჯერ არ მიცნობთ, – იწყინა ქეთომ, – ტყუილად გგონიათ
თითქო მე გულიც დიაცისა მქონდეს. მეც ვიცი, რომ უსისხლოდ ერ-
თობა ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ მეც მოწადინე ვარ მცირე სამსახური
მაინც გავუწიო მას.
– აი ეგ მომწონს. მართლა ერთობის მომხრე ყოფილხარ, და თუ
ერთობამ ოდესმე ეგ სიტყვები გაგახსენოს, იმედია უკან არ დაი-
ხევთ.
– რა თქმა უნდა, არ დავიხევ.
– მაშ აგრე. ეგ სიტყვები არ დაივიწყოთ. ეხლა კი გეახლებით.
– ცოტაც მოითმინეთ, – შეაჩერა ქეთომ, – ჯერ გავიხედავ, ქუჩაში
ჯაშუში ხომ არ დასტოვეს.
– ნუ შესწუხდებით. ჟანდარმები და პოლიცია უეჭველად დასტო-
ვებდნენ, სამხედრო პატრულს კი სამაგისოდ არა სცალიან.
– თქვენ ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, მაგრამ მაინც... სიფრთხილეს
თავი არ ასტკივა. ქეთომ ფანჯარაში გაიხედა, ქუჩა შეათვალიერა,
მობრუნდა და უთხრა:
– საეჭვო ვინმე არავინ მოსჩანს, ქუჩა თითქმის ცალიერია.
ქალ-ვაჟის თვალები ერთმანეთს ხელახლა დაეტაკნენ. ქეთომ
ვერ გაუძლო და თვალი აარიდა, მაგრამ მაინც ხედავდა და გრძნობ-
და, რომ იმ კაცმა მჭრელი თვალები გაკვრით ხელებივით მოუსვა
სხეულზე. მამაკაცის მსინჯავი თვალი ქეთოს მრავალჯერ განეცადა.
იგი ყრმობის დროს აკრთობდა მას, შემდეგში – არცხვენდა, ახლა კი
სირცხვილს გაუგებარი შიშიც დაერთო.
ქალმა იმ ვაჟს ერთხელ კიდევ აავლო თვალი და შიშის მიზეზს
მიხვდა: ვაჟის შორიშორ ჩასხმულს შავსა და ცივ თვალებში და ვიწ-
რო ძალოსან პირზედაც კი რაღაც წყურვილი და უძირო ნებისყოფა
ეწერა – მკაცრი, დამმონებელი, უძლეველი. ეს თვალები ქეთოს
მკერდს რამდენიმე წამით მიებჯინა, და ამავე დროს იმ თვალებში
ქეთოს მკერდის ნაცვლად სხვა რამ საზრუნავიც გამოისახა.

10 მკითხველთა ლიგა
– ალბათ ეს ვარდი მოგწონთ. – ძლივს მოითქვა ქალმა შეშფოთე-
ბული სული და მკერდზე იტაცა ხელი, საცა ყვითელი ვარდი მორ-
ცხვად გამოიყურებოდა.
ვაჟმა უცებ იცვალა იერი. ფიქრი გაიფანტა, თითქოს გონს მოვი-
და, თვალებში სითბო და სინათლე ჩაიშვა და მიუგო:
– დიაღ, საუცხოვო ვარდია და... ეგ თეთრი ნასთიც ძლიერ გიხდე-
ბათ. ქეთომ ვარდი მოიძრო და გაუწოდა. ვაჟმა რამდენჯერმე უსუნა
და სთქვა:
– მაშ ნახვამდის, ქალბატონო ქეთევან. თქვენი გმირობა სიკვდი-
ლამდის დამახსოვდება. იქნება მეც დაგახსოვდეთ... ვინძლო დაგახ-
სოვდეთ. კიდევ გმადლობთ... ძლიერ გმადლობთ. მშვიდობით იყა-
ვით.
სასტუმრო ოთახში ერთი წუთით შესდგა, მარცხნივ მიტრიალდა,
თითქო აპირებდა სასადილო ოთახზე გაევლო და ეზოში ჩასულიყო,
მაგრამ ბოლოს ისევ იმ გზით არჩია გასვლა, რომელმაც ამ ბინაში
შემოიყვანა.
კარებთან ხელი მაგრად ჩამოართვა ქალს და გავიდა. ქეთომ კი-
ბემდის მიაცილა, გამობრუნდა, თავის ოთახში შევიდა, ფანჯარა გა-
აღო, მერმე მაგიდას მიუჯდა, წიგნი აიღო და ჩაფიქრდა.

11 მკითხველთა ლიგა
II

რა უცნაური ამბავი შეემთხვა! წეღან ქეთომ იტყუა და მაშინვე გა-


უმჟღავნდა: ნაფეხარმა გასცა, გაამტყუნა, მაგრამ მადლობა უფალ-
სა, რომ ბოლოს ყველაფერი კეთილად დასრულდა. ქეთო სანდრომ
იხსნა. კეთილშობილი ახალგაზრდა ყოფილა. ქეთო დაუფასებს და
მადლობას გადაუხდის. მაგრამ ის ახალგაზრდაა ვიღა არის? სად-
ღაც უნახავს და აღარ ახსენდება. თავის ვინაობას გულმოდგინედ
რად მალავდა? ძლიერი ნებისყოფა უნდა ჰქონდეს: თავთ უდიდესი
ხიფათი დასტრიალებდა, ის კი არხეინად შინჯავდა წიგნებს. ყუმბა-
რა გავარდა და იმან კი აინუნშიაც არ ჩაიგდო. ნამდვილი ერთობის
კაცია.
„რა ვქნა, ეს კაცი სადღაც მინახავს და აღარ მაგონდება. ღმერთო,
გამახსენე“. ღმერთმა მისთვის მოიცალა და უცბად გაახსენა.
შარშან ხელოსნის ქალმა მართამ, აქვე ქვემო სართულში რომ
ცხოვრობს, ქეთოს მუდარა შეისმინა და პირველ მაისს იმ ქუჩაში გა-
იყვანა, სადაც წითელი ბაირაღი უნდა აეფრიალებინათ. თითქმის
ცარიელი ქუჩა ხუთმეტ წუთში უცნაური ხალხით გაივსო. ყველანი
ისე დადიოდნენ, თითქო სეირნობდნენ და თანაც ერთმანეთს ჩურ-
ჩულით თითო-ოროლა სიტყვას ესროდნენ და თვალებით რაღაცას
ანიშნებდნენ.
უცებ ერთი ჯგუფი შუა ქუჩაში გავარდა. იმავე წუთს დროშაც აფ-
რიალდა. მარსელური აგუგუნდა, ათასიოდე ქალ-ვაჟმა იხუვლა და
იმ ჯგუფს სალტესავით შემოეკრა. მართაც გაიქცა და ხალხის შუ-
აგულში მოექცა, ხოლო ქეთო კედელს აეკრო და იქიდან უყურებდა.
დილას მან პატიოსანი სიტყვა მისცა მართას, რომ დემონსტრაციაში
არ გაერეოდა და მართას დედ-მამისა და ძმების საყვედურს ააცი-
ლებდა.
იქვე ეზოებიდან და ვიწრო ქუჩებიდან პოლიციელები, მეეზოვენი,
ცხენოსანი ჟანდარმები და ყაზახები გამოცვივდნენ და ცემა-ტყეპა,
კომბლების ჩახაჩუხი და მათრახების სივილი ატყდა.
სისხლის დანახვაზე ქეთოს კინაღამ გული შეუღონდა, მაგრამ მა-
ინც არ გაიქცა და ამ ორომტრიალს ბოლომდე გაუძლო.
ბაირაღი ირხეოდა, ვარდებოდა, მაგრამ ხელახლა სწორდებოდა
და წინ მიიწევდა. იმის გულისთვის მძაფრი ხელჩართული ბრძოლა

12 მკითხველთა ლიგა
გაჩაღდა. ნამეტან ერთი ახალგაზრდა იბრძოდა, ისე იბრძოდა, რო-
გორც გაგიჟებული, თავგამეტებით, გაშმაგებით, გავეშებით. ქეთოს
უმცროსი ძმა ნიკო და მართას ძმა ლევანიც იმ ვაჟს გვერდში უდგნენ
და გამალებით იცავდნენ ბაირაღს, რომელიც იმ ახალგაზრდამ მო-
იტაცა და ლამობდა
გადაერჩინა. ეს სამეული ხან იმალებოდა და ხან ისევ ჩნდებოდა.
ბოლოს ქეთომ ერთხელ კიდევ მოჰკრა თვალი შორიდან: ათიოდე
ვაჟმა ყაზახების წრე გამოარღვია, დასისხლიანებული ჭაბუკიც გა-
მოიტაცა, ბაირაღიც გადაარჩინეს და თვითონაც გადარჩნენ.
„ის არის, სწორედ ის ჭაბუკია!“ – უხაროდა ახლა ქეთოს, მაგრამ
მეორე მხრივ, სწუხდა, ვინაიდან ვერც მისი სახელი გაიგო და ვერც
გვარი.
შელის ლექსების წიგნში, რომელიც თვალწინ ედო, უცებ ქაღალ-
დის ნაჭერი შენიშნა. მაშინვე გამოიღო და ნაბეჭდი ასოებით დაწე-
რილი რამდენიმე სტრიქონი წაიკითხა:
„ქალბატონო, მადლს მარილი სჭირდება და მოაყარეთ. თუ ვინი-
ცობაა დამიჭირონ, მაშინვე გადაეცით მართას, რომ ვაშლები ლპება
და ეხლავე გაღმა გადაიტანონ. და თუ გადავრჩი, მაშინ ნუღარ შე-
წუხდებით. სამადლობელო ჩემზე დარჩეს. ბოდიშს ვიხდი შეწუხები-
სათვის“.
რა თქმა უნდა, იმ კაცის დაწერილი იქნება. ის გადარჩა, ქეთო კი
მაინც „შეწუხდა“. მაშინვე წამოდგა და მართას დაძახებას აპირებდა,
რომელიც იქვე ქვემო სართულში ცხოვრობდა. ახლა კი გაიგებს ქე-
თო იმ კაცის ვინაობას. მაგრამ ეს „ვაშლები“ რაღა არის? ნუ თუ ის
ვაჟი ვაშლის ვაჭარია? არა, რა საფიქრებელია! „ვაშლი... მრგვალი
ვაშლი... რა თქმა უნდა, ყუმბარა იქნება! ნამდვილად ყუმბარები იქ-
ნება!“
ქეთომ სიამით გაიღიმა. საკუთარი გუმანი მოიწონა და ისიც გა-
ეხარდა, რომ ერთობის საიდუმლოების მონაწილე გახდა. დიდი სამ-
სახურიც გაუწია: წეღან ვიღაც მეთაური გადაურჩინა და ახლა კი ყუმ-
ბარებსაც გადაურჩენს. დიდი ხანია რაც საბაბს ეძებდა გმირობა გა-
მოეჩინა და ბედმა თითონ მიუყენა კარზე. აკი უთხრა იმ კაცმა, თქვე-
ნი გმირობა სიკვდილამდე დამახსოვდებაო. ახლა მეორენაირ გმი-
რობასაც ჩაიდენს და მისი სახელი ერთობის ისტორიაში ჩაიწერება.
სასტუმრო ოთახში თავის დედას მარიამს შეხვდა, რომელიც ეს-
არის ახლა დაბრუნებულიყო ბაზრიდან. იმ დღეს მას თავი გაემეტე-

13 მკითხველთა ლიგა
ბინა და დღეობისათვის საჭირო სანოვაგის სასყიდლად მზარეულს
გაჰყოლოდა.
– გენაცვალეთ, რა ღვთის რისხვაა! – წამოიძახა მარიამმა. – თურ-
მე სოფელში აღარავის დაედგომება. წუხელ ჩვენი მამულიდან ღვი-
ნო, ქათმები და ხილი მოგვივიდა, მამაშენის ნათლულმა ლაზარემ
ჩუმად ჩამოიტანა და შემეხვეწა: არავინ გაიგოს, თორემ მეც ბოი-
კოტს გამომიცხადებენო.
– ერთობის ხანაა და უნდა მოვითმინოთ, – მიუგო ქეთომ. – მაშ
ერთობა ქორწილი ხომ არ გეგონა?
– შვილო, ეს ერთობა კი არა, ომია, უბრალოს და ბრალიანის ჟლე-
ტაა. ვინ იცის რამდენი თავად-აზნაური გაჟლიტეს. ვინც გადარჩა,
კისრის ტეხით გამორბის სოფლიდან. თურმე ჩვენი სახლ-კარიც შეჰ-
კრეს, მოჯამაგირეები წაიყვანეს და მოურავს მოკვლას უპირებენ. კი-
დევ კარგი, რომ გრიგოლმა დროზე დააღწია თავი იქაურობას და აქ
სამსახური იშოვა. ახლა მარტო მოურავმა რა უნდა ჰქნას? საქონელს
მოუაროს, ვენახს უწამლოს, ხილი მოჰკრიფოს თუ ნათესებს უდარა-
ჯოს? გლეხებმა ხილი დაუკრიფეს, საქონელი დასტაცეს და საქო-
ნელს ყანები მოაძოვინეს. განა მამაშენი ასეთი ქცევის ღირსია?
– უარესის ღირსიც არის. მამა-ჩემი ხალხის მტერია, – მიუგო ქე-
თომ.
– ეგ რა სთქვი, შვილო?!
– ამას მე კი არ ვამბობ, – შეარბილა ქეთომ, ამას ყველანი ამბო-
ბენ. მამის სახელს უკადრისად ახსენებენ: გლეხების სისხლის მწო-
ველიო, მჟავე პატრიოტიო, მეფის ლაქია, რეტროგრადი და ერთო-
ბის მტერიო.
– მერე შენ რაღას ეუბნები, შვილო?
– რა უნდა ვუთხრა? სირცხვილით ვიწვი და ვდუმვარ. ხალხში
აღარ გამესვლება.
მარიამი სკამზე ჩამოჯდა. ახლა კი ყველაფერი ცხადია. ქეთოს
თავის გულნადები ასე ნათლად ჯერ არ გადაუშლია დედისთვის. ქა-
ლი კეთილშობილთა ინსტიტუტში გამოზარდა და ეგონა: ქმრის მე-
ტი არა უნდა რაო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ქეთოს სულ სხვა რამე
სდომებია. რამდენიმე ღირსეულმა საქმრომ დაადგა მას თვალი, ქე-
თევანი კი გულგრილად არის და მგონი კიდეც ერიდება.
მარიამს და მის ქმარს ანდრიას სამი ვაჟი ჰყავთ: უფროსი – აკაკი
ნაფიცი ვექილია, საქმეც საკმაოდ მოეპოვება, მაგრამ პოლიტიკაში

14 მკითხველთა ლიგა
ჩაერია, გამოჩენილი მენშევიკია და საცაა თავს საპატიმროში ამოჰ-
ყოფს.
მეორე ვაჟი ილიკო ლოთი, სახელგანთქმული ავარა გამოვიდა.
მან ახატნელის ოჯახს საქვეყნოდ მოსჭრა თავი.
უმცროსი ვაჟი სტუდენტი ნიკო ნაძალადევში გადასახლდა, მუშუ-
რი ტანისამოსი ჩაიცვა, შრომით ხელები დაიკოჟიჟა, ერთობას და-
უკავშირდა, სოფლადაც დაეხეტება და გლეხებს აჯანყებს. ამას წი-
ნათ თავის სოფელშიც ასულა და გლეხების ხელით საკუთარი მამუ-
ლიც გაუტიალებია.
საწყალი ანდრო! საბრალო მარიამი!.. სამივე ვაჟი სამ სახელოვან
ადამიანს მოანათვლინეს: აკაკი – წერეთელს, ილიკო – ჭავჭავაძეს,
ხოლო ნიკო – ნიკოლაძეს, და მათივე სახელიც დაარქვეს, ეგონათ,
ნათლულებს ნათლიების მადლი მიეცხობათო, მაგრამ იმედი გაუც-
რუვდათ და ყველა გეგმები ჩაეშალათ. კარგა ხანია, რაც მარიამის
ოჯახში მუდმივი ომი ჩასახლდა, მშვიდობა გასახლდა და სიტკბო
სიმწარედ იქცა. კიდევ კარგი, რომ ანდრომ თავის შვილებსაც და
ძმისწულებსაც ცალკე ბინა მიუჩინა თავის მოზრდილ სახლში, თო-
რემ აქამდის ერთმანეთს დაახრჩობდნენ.
„ისევ ჩემი ბრალია, – გამოტყდა მარიამი, – საკუთარი შვილები
დავივიწყე და ხალხის აღზრდა მოვინდომე“.
მას აქეთ, რაც ერთი ვაჟი გაუსალახანდა, ხოლო მეორე მუშებს მი-
ეკედლა, მარიამი ხშირად ნანობდა იმის გამო, რომ ოჯახს გულისყუ-
რი და მზრუნველობა მოაკლო და იგი საქვეყნო საქმეს შესწირა. სა-
ზოგადოებანი – დრამატიული, წერა-კითხვისა, საქველმოქმედო, ქა-
ლების წრე, სახალხო თეატრი – ყველგან წევრად უნდა ყოფილიყო
და ყველგან უნდა შეეტანა თავის სანაქებო შრომის უნარი და სიყვა-
რული.
ქმარი ხშირად ეუბნებოდა ცოლს:
„მარო, დამიჯერე: ვინც ყველაფერს დასდევს, ის ვერაფერს მიაღ-
წევს“.
მარიამმა არ დაუჯერა. ორი შვილი რომ გააჩინა, მესამეზე უარი
სთქვა. ქმარი ეხვეწებოდა, ეუბნებოდა:
„მარო, დამიჯერე, ვინც მშობიარობაზე ხელს აიღებს, ის ბიოლო-
გიის კანონს ღალატობს და უეჭველად დაისჯება, დასნეულდება.
გარდა ამისა, ის ერსაც ღალატობს.
სტატისტიკა გვეუბნება: ორი შვილი ზარალია. ვინაიდან დედ-მა-
მაც ორი სულისგან შესდგება და ამრიგად, ორი მოკვდება და ორი
15 მკითხველთა ლიგა
დარჩება. ნამდვილად კი, ბავშვების სიკვდილიანობა, ომი და ჭირია-
ნობაც რომ ვიანგარიშოთ, ცხადი ზარალი გამოვა. სამი შვილი თავ-
ნია და ნამატი მხოლოდ მეოთხე შვილიდან იწყება“.
ამგვარ ბრძოლაში ოცდახუთი წელიწადი გავიდა. ორ შვილს მესა-
მე და მეოთხე მოჰყვა. ცოლ-ქმარი დაბერდნენ და სულიერად თით-
ქოს მარტონი დარჩნენ. „ესეც დღევანდელი შვილები! ესეც შენი ახა-
ლი თაობა – ტიროდა გულში მარიამი. – ახლა ერთობა ანდროს მოს-
დგომია და საქვეყნოდ დაათრევს ლაფში, ღვიძლი შვილები კი, არა-
თუ არ ესარჩლებიან, თვითონაც ქვა და გუნდას ესვრიან, უდიერად
ეპყრობიან“.
„ამბობენ, კვიცი გვარზე ხტისო. ტყუილია, ჭორია! სადღაა მემ-
კვიდრეობის კანონი! რა ბედენაა, რომ შვილის თვალები დედ-მამის
თვალებს დაემსგავსოს? სული და შეგნება სხვისია და უმთავრესი კი
ეს არის და არა თვალები“.
ამას ჩივის ხოლმე ანდრო და ამასვე იმეორებს ახლა მარიამიც.
მას მეტი ფიქრისა და ზრუნვისგან თავის ტკივილი დასჩემდა. აი ახ-
ლაც შემოუტია, უდროოდ შემოუტია: დღეს სტუმრები მოუვლენ და
ღირსეულად უნდა დაუხვდეს. წეღან უნდოდა ქეთოსთვის ახალი ამ-
ბავი ეამბნა: ბაზარში ყუმბარა გადააგდეს. ბოქაული და პოლიციე-
ლები დაფლითეს, უბრალო მოქალაქენიც დაჭრეს. ისეთი ვაი-ვაგ-
ლახი, სირბილი და წივილ– კივილი ატყდა, რომ მარიამს კინაღამ
გული შეუწუხდა. კიდევ კარგი, რომ იქვე ეტლი იდგა, ჩაჯდა და იმ
უბედურებას თავი ძლივს დააღწია.
მარიამმა ეს ამბავი აღარ უამბო შვილს და სამზარეულოსკენ გას-
წია.

***

იმავე სახლის ქვემო სართული ორ ბინად არის გაყოფილი. ერთი


მათგანი ბნელია და ნესტიანი, მიმსვლელ-წამსვლელმა ჭიშკარი უნ-
და გაიაროს და ეზო გადასჭრას, ვინაიდან ამ ბინას ქუჩის მხრივ კა-
რი არ მოეპოვება.
ამ ბინაში ოქრომჭედელთა უსტაბაშის განსვენებული დოვლა-
თიშვილის ობოლი ქალი– ვაჟი ცხოვრობდა.
ქეთო აქეთ მოდიოდა, მაგრამ ზემო აივნიდანვე უცნაური რამ შე-
ნიშნა და შესდგა. ეზოში ანტონის შვილი ლევანი კედელზე მიდგმუ-

16 მკითხველთა ლიგა
ლი კიბის თავზე იდგა. კედლის მეორე მხარეს ქეთოს ძმის ნიკოს
გამხდარი სახე და გახუნებული სტუდენტური ქუდი ამოცოცდა. მას
სპილენძის პირგანიერი დოქი მოჰყვა, რომელიც ლევანმა მეტად
ფრთხილად ჩამოართვა. ასევე ფრთხილად ჩამოვიდა კიბეზე და ში-
ნისკენ გამოემართა. ნიკო კი ისევ კედლის უკან მიიმალა.
ქეთომ იცოდა, რომ კედლის უკან ფარდული იდგა და მიხვდა,
რომ ნიკო იმ ფარდულის სახურავზე უნდა მდგარიყო.
მცირე ხნის შემდეგ ლევანი უკანვე გამოვიდა, ის დოქიც გამოიტა-
ნა, ზევით ამოიხედა, ქეთო დაინახა და შესდგა.
ქეთო მიუხვდა, აივანს მოშორდა, სასადილო ოთახში შევიდა,
ფარდას ამოეფარა და ისევ ეზოში გაიხედა. აქედან კედლისა და კი-
ბის თავიღა მოსჩანდა. ქეთოს ამაზე მეტი არც უნდოდა. სანახავს
აქედანაც დაინახავდა.
ერთი წუთის შემდეგ კედელზე ხელახლა მათი ამოწვდილი ხელე-
ბი გამოჩნდა და დოქი უკანვე გადაცოცდა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ
იგივე სურათი განმეორდა: ლევანს დოქი უკანვე გადმოსცეს. ცხადი
იყო, რომ იგი ცარიელი გადაჰქონდათ და დატვირთული გადმოჰ-
ქონდათ.
„ნეტა მეტისმეტად რად ფრთხილობენ? რაღა დღისით გადმო-
აქვთ? რატომ ქუჩიდან არ შემოაქვთ? ჰკითხა ქეთომ თავის თავს და
პასუხიც თვითონვე მიუგო: – დღისით იმიტომ გადმოაქვთ, რომ სა-
ღამომდის ვერ მოიცდიან. ქუჩები ჯარით და პოლიციელებით არის
სავსე და ქუჩის მხრიდან ამიტომ ვერ შემოაქვთ, ხოლო დოქს იმი-
ტომ უფრთხილდებიან, რომ შიგ „ვაშლები“ აწყვია. დიაღ, აგრეა,
ნამდვილია, მივხვდი!“ – და გახარებული ქალი სწორედ იმ დროს
ჩავიდა ეზოში, როცა ლევანი თავის ბინის აივანში შედიოდა. ქეთო
დაეწია და მორიდებით უთხრა:
– ლევან, ფრთხილად იარე. მოიტა, მოგეშველები.
– თავი დაანებე. შენი საქმე არ არის, – წაიბურტყუნდა ლევანმა
და დოქი შინ შეიტანა.
დარცხვენილ ქეთოს ლევანის დაია მართა გამოეგება. იქვე კარებ-
ში მდგარიყო და მათი ნაჩურჩულები გაეგო.
– ბედნიერი დღე მომილოცია, ქეთო. – უთხრა მან და აკოცა. მერ-
მე მოეხვია, თავის ოთახში შეიყვანა და კარი ჩაკეტა.
პატარა სუფთა ოთახი გემოვნებით იყო მორთული. ვიწრო თეთ-
რი საწოლი, უბრალო პირსაბანი, პაწია სატუალეტო მაგიდა, ზედ
მოზრდილი სარკე, პატარა ტახტი, ერთი რბილი სავარძელი, რამ-
17 მკითხველთა ლიგა
დენიმე ჩალური სკამი, და კედელში ჩატანებული განჯინა, ხოლო
განჯინაში – ოციოდე წიგნი, ჭურჭელი და რამერუმე.
მართა იმ უბანში სახელმოხვეჭილი ხელმოსაქმე იყო და თავისი
ოთახი საკუთარი ნახელავით ჰქონდა მორთული.
ფარდის ქობა, ბალიშის საფარებელი, პირსაბანისა და მაგიდის
ნაოჭიანი კალთები უწვრილესი არშიებით იყო მოხატულ-მოვლებუ-
ლი.
იატაკზე დიდი ზოლებიანი ფარდაგი ეგო, ტახტს უკან კედელზე
ერთი მოზრდილი ხალიჩა, ხოლო აქეთ-იქით ბალიშის ოდენა ორი
აბრეშუმის ხალი ეკიდა. ტახტზედაც მუქ-წითელი ნოხი ეგო, რომე-
ლიც ზურგით კედელს მიჰყუდებოდა. ზედ ორი მუთაქა და რამდენი-
მე ბალიში ეყარა. ყოველივე ეს მართას და იმის განსვენებული დე-
დის ხელით იყო მოქსოვილი, შეკერილი, მოქარგული.
– ეს რაღა არის? – იკითხა ქეთომ და კუთხეში მიმდგარ რაღაცას
ზედ-დაფარებული სუზანი ასწია. – ეს მე ჯერ არ მინახავს.
– ხელი არ ახლო! – მიაძახა მართამ და ქეთოსკენ გაიწია.
მაგრამ გვიანღა იყო. საუცხოვოდ მოკაზმულმა აკვანმა თითქო
თვითონ გადაიხადა საბურავი და მორთულ პატარძალივით გამოჩ-
ნდა.
ქეთომ გულიანად გადიკისკისა. მართამაც ჩაიცინა და უთხრა:
– ნუ იცინი, თორემ მეწყინება. მეც, ლევანიც, საწყალი დედაჩემიც
და ჩემი დიდედაც მაგ აკვანში გავიზარდენით.
– თვითონ აკვანი ძველისძველია, მაგრამ ეს რაღა არის? ესეც დი-
დედაშენმა დაგიტოვა? – და ქეთომ აკვანის მორთულობაზე მიუთი-
თა.
აკვანში პატარა ტიკინა იწვა. ზედ ატლასის არშიანი საბანი ეხუ-
რა. ხარიხაზე ორი სხვადასხვანაირი შიბაქი და ოქრომკედით მო-
ქარგული ჟოლოსფერი ხავერდის არტახები ეკიდა.
– საბანი და არტახები მე შევკერე, – მიუგო მართამ, – ეს ტიკინა კი
დედაჩემმა მაჩუქა და მითხრა: შვილო, ამ ტიკინასავით უბერებელი
დარჩი და მუდამ შენც ასე იღიმებოდეო. მაშინ ექვსი წლისა ვიყავი
და მუდამ ვიცინოდი, ახლა კი აგერ ოცდაორისა ვსრულდები და...
– და არავინ გთხოულობს, განა? – გააწყვეტინა ქეთომ. – ნუ მატ-
ყუებ.
– არ გატყუებ. ბარემ ათი მთხოვნელი მყავს, მაგრამ ყველანი ხე-
ლოსნები და პაწია ჩინოვნიკები არიან.

18 მკითხველთა ლიგა
– მესმის. ისინი ხელოსნები არიან, შენ კი გული სხვაგან მიგიწევს,
– მიუგო ქეთომ და მართა ისე შეათვალიერა, როგორც ქალი ქალს
ათვალიერებს ხოლმე.
მართაც და ქეთოც ამ სახლში დაიბადნენ, აქვე აიდგეს ფეხი და
ერთმანეთს სიყრმის მეგობრებივით შეეზარდნენ.
ქეთოს აზრადაც არ მოსვლია, რომ მართა ოდესმე მეტოქეობას
გაუწევდა. არც ახლა გაიფიქრა, მაგრამ წეღანდელი ვაჟი უნებურად
ამოლივლივდა მის თვალწინ. ვიღაცამ თუ რაღაცამ ისიც გაახსენა,
რომ ეს ქალი და ის ვაჟი ერთმანეთს იცნობდნენ და თავის თავი უნე-
ბურად შეადარა მართას, რათა სხვაობა უკეთ დაენახა, სარკისკენ გა-
იწია, შიგ ჩაიხედა და შემდეგ თვალი მართაზე გადაიტანა. გადაიტა-
ნა და შურმა და შიშმა უჩხვლიტა.
ქეთო მართაზე უფრო მაღალია, უფრო თხელი, სტილისტურად
უკეთ მოკვეთილი, უფრო ნაზი და კდემამოსილი.
მართა უფრო მკვრივია, უფრო ჩამოსხმული, თითქმის ქერა, თით-
ქმის მრგვალსახოვანი. უფრო ღრმა ლურჯი თვალები აქვს და უფრო
საზრიანი. გამოხედვაც უფრო მეტად გაშლილი და მახვილივით
პირდაპირი. თმაც უფრო ხშირი და ტალღოვანი. ყველაზე სახიფა-
თო კი ის არის, რომ მას ქეთოზე უფრო მაღალი მკერდი აქვს. უფრო
განიერი თეძოები. უფრო სანდომიანი ტუჩები და უფრო მეტი მა-
რილ-პილპილი. მაგრამ ხელ– ფეხი...
– “უკაცრავად! ჩემისთანა ხელ-ფეხის გამოკვეთას ათი თაობა
სჭირდება“ – გაიფიქრა ქეთევანმა და შურის ღელვა შეინელა.
– საწყალი მამაჩემი ძალიან ჯავრობდა: ხელოსნობას არაფერი
სჯობიაო. – განაგრძო მართამ. – მაგრამ მე და ლევანს ცალი ფეხი
სხვაგან გვედგა და ამის გამო საწყალი მამაჩემი მეტისმეტად ნაღ-
ვლობდა. მემკვიდრე არ დამრჩება და ჩემი ხელობა ვის გადავცეო.
რომ კვდებოდა, იცი რა მაჩუქა? აჰა, ნახე. – და სატუალეტო მაგიდა-
ზე მიუთითა.
ქეთომ ახლაღა შენიშნა: სარკის წინ ექვსი ნაჭერი სატუალეტო
ხელსაწყო ეწყო: პაწია სურები, კოლოფები და კაკლის ოდენა ბურ-
თები. ექვსივე ნაჭერი ლაჟვარდის მინანქრისა იყო, ხოლო ზემოდან
ოქროს აბლაბუდა ჰქონდა მოოჭვილი.
– რა მშვენიერია! – წამოიძახა ქეთომ. – ჩემსას ასჯერ სჯობია. ის
მანქანის ნაკეთებია და ათასობით იშოვება, ეს კი ერთადერთია და
ნამდვილი ოსტატის ნახელავია. რატომ აქამდე არ მაჩვენე?

19 მკითხველთა ლიგა
– აი, კიდევ – და მართამ ქვეიდან ვერცხლის სურა გამოიღო, რო-
მელიც ქართული ჩუქურთმებით და ტარიელის, ნესტანის, ავთანდი-
ლისა და თინათინის სურათებით იყო ამოჭედილი.
– რა საუცხოვოა!
– აჰა კიდევ.
და მართამ ვერცხლისავე სინი გაუწოდა. სინზე ზარნიშიანი ვერ-
ცხლის ექვსი პაწია სასმისი და ერთი შევერცხლილი ყანწი იდგა,
ზედ აქა-იქ წვრილი ლალი, ზურმუხტი და ფირუზი ეყარა.
– სულ მამაჩემის ნაკეთებია. ახლა სხვა რამესაც გაჩვენებ.
საწოლის ქვეიდან კაკლის ხის უძველესი ხარატიანი სკივრი გამო-
იღო, სახურავი აჰხადა და ჯადოქარივით ამოალაგა ძველებური ქა-
თიბი, კაბა, იალქანი, ქისები, ყამჩები დაა სამზეური, დორი და პირ-
საბურავი, სარტყელი და სუზანი. ამოალაგა და ლოგინზე გაშალა,
რომელიც საუცხოვო ხელოვნების გამოფენასავით აჭრელდა და
აკამკამდა.
აქ იყო ფერად-ფერადი ხავერდი და ატლასი, აბრეშუმი და უკვე
სახელდაკარგული ქსოვილი, ნაქარგულობა ჯვრული, ყაისნაღური,
ირიბული, სითვიანი: კემსური და ლიანდაგური, ბურცვილი და
ბრტყელობი, ოქრომკედი და ვერცხლმკედი. ეტყობოდა, რომ ამის
შემკერავებს და მქარგველებს დახვეწილი გემოვნება, უძირო უჯია-
თობა, ჩინელის მოთმინება, ფერების შეხამების ნიჭი და მასალის
ნატიფი გრძნობა ჰქონდათ.
– რა მშვენიერი პეპელაა! – და ქეთომ აბრეშუმით ნაქარგი პეპელა
აიღო.
– ფეშქაშ! – მიუგო მართამ. – დღეს შენი დღესასწაულია და ეგ სა-
ფულე ქისა სახსოვრად გქონდეს ჩემგან.
– სამაგიერო ჩემზე იყოს. – უპასუხა ქეთომ და საჩუქარი მიიღო. –
მადლობელი ვარ, ჩემო მართიკო.
მართა ნივთებს ალაგებდა სკივრში. უცებ მოტრიალდა და ჰკით-
ხა:
– მართლა, წეღან სალდათებს რა უნდოდათ თქვენსას?
– აი ეს უნდოდათ, – მიუგო ქეთომ და წერილი გაუწოდა, სადაც
ეწერა: ვაშლები ლპება და გადაიტანეთო.
მართამ წაიკითხა და გაოცებით ჰკითხა:
– ეს წერილი ვინ მოგცა?

20 მკითხველთა ლიგა
– რაკი თქვენ არ მენდობით, არც მე გენდობით. – ნიშნის მოგებით
მიუგო ქეთომ. მართა ჩაფიქრდა. შემდეგ კარი გააღო და ჩუმი ხმით
გასძახა:
– ნიკო, ლევან, აქ შემოდით. – და როცა ლევანი და ნიკო შემოვიდ-
ნენ, წერილი გადასცა და დაუმატა: – წაიკითხეთ.
იმათაც წაიკითხეს, მეტად გაოცდნენ და აღელვებით მიაყარეს ქე-
თოს:
– სთქვი, ვინ მოგცა?.. სად მოგცა?...თვითონ სადღაა?
ქეთო გახარებული და გამარჯვებული იყო: ის უკვე მონაწილეა სა-
იდუმლო საქმისა და ახლა უფრო ღრმად შესტოპავს იმ საამურ ფა-
რულ მდინარეში, რომელიც ქეთოსაც ხიბლავდა და ანდამატივით
იზიდავდა.
– გრძელი ამბავია და დაწვრილებით უნდა გიამბოთ. – უპასუხა
მან ნაძალადევი ყოყმანის შემდეგ და სავარძელში ჩამოჯდა. – მაგ-
რამ ჯერ შემომფიცეთ, რომ არავის ეტყვით, თორემ კატორღა არ ამ-
ცდება.
– ჩვენ დიდი ხანია შეფიცული ვართ და არავის არასოდეს არ გავ-
ცემთ, – მიუგო ძმამ. – აბა, გვიამბე, რაღა. ნუღარ აგვიანებ.
ქეთომ შორიდან დაიწყო. მერმე იმ უცნობის გარეგნობის აწერას
შეუდგა:
– შუა ტანისაა, მკვრივი, შავგვრემანი, კოკორი ულვაშები აქვს. ლა-
მაზია... თითქმის ლამაზია. ოცდაექვსი წლისა იქნება. შემოვიდა და
მითხრა: – ქალბატონო, მე ერთობის კაცი ვარ. დასაჭერად მომდე-
ვენ. დღეს დილით ჟანდარმებს მეტეხიდან მოვყავდი და გავექეციო.
ნიკომ ვეღარ მოითმინა და გააწყვეტინა:
– ის არის! ყოჩაღ, ჯიქო!
– ის არის, ისა!.. მაშ სხვა ვიღა იქნება? – დაუდასტურეს ლევანმა
და მართამაც. – ხელიც იმისია. აჰა, დაჰხედე...
– ნუღარ აგვიანებ. მერმე რა მოხდა? – ჰკითხა ძმამ.
ქეთომ დალაგებით განაგრძო. ერთ ალაგას ნიკომ ხელახლა შეაწ-
ყვეტინა.
– იმ აფიცერს კარგად ვიცნობ, ძმა მოუკლეს, სახლი გადაუწვეს და
ვენახი გაუკაფეს. ძალა რომ შესწევდეს, ყველას კბილებით დაგ-
ვგლეჯავდა. ის შენ გეარშიყება და შენ დაუნდვიხარ, თორემ იმ კაცს
იქვე მოაკვლევინებდა.
– რატომ აქ არ შემოვიდა? რაღა თქვენსას ამოვიდა? – იკითხა
მართამ.
21 მკითხველთა ლიგა
– ნიკო რომ გავიდა, მეეზოვემ კარი დაკეტა და ალბათ ამიტომ
ვერ შემოვიდა. – განუმარტა ლევანმა. – სთქვი, მერმე რა მოხდა?
ქეთომ ისევ განაგრძო. ლევანმა კიბის ამბავზე ჩაიცინა:
– ეგ მართალი უთქვამს იმ ჩერჩეტსა. კიბეზე ორჯელ ჩამოიღო და
ორჯელვე იმ კედელზე მე მივაყუდე, მერმე?
– მერმე ყუმბარამ გადაგვარჩინა. ის რომ არ გავარდნილიყო, შე-
საძლოა მთელი სახლი გაეჩხრიკათ და...
ამ დროს სადღაც ახლოს ერთხელ კიდევ გაისმა გრიალი.
– ისევ! – წამოიძახეს და ყველანი წამოცვივდნენ.
– შენს მარჯვენას ვენაცვალე! – შესძახა ნიკომ და გარეთ გავარდა,
თანაც ლევანს მიუგდო: – შენ აქ დარჩი. მე ამბავს გავიგებ და დავ-
ბრუნდები.
მაგრამ ლევანმა არ გაუგონა და ისიც გაიქცა. ქეთო და მართა ისევ
მარტო დარჩნენ.
– დღეს ჩემი დღეობაა და ყუმბარებით მილოცავენ. – სთქვა ქე-
თომ.
– ბარემ დაამთავრე: ეს წერილი როდის და სად დასწერა? – ჰკით-
ხა მართამ.
– სანამ დანარჩენ ოთახებს სჩხრეკავდნენ, მანამდის დაუწერია
და წიგნში ჩაუდვია, რომელსაც მე ვკითხულობდი. როცა წავიდა, მე
ის წიგნი გადავშალე და ვიპოვე. კიდევ კარგი, რომ თქვენვე მიხვედ-
რილხართ და ვაშლები გადაგირჩენიათ.
– ჩვენც გავიგეთ, რომ დღეს ის სახლი უნდა გაეჩხრიკათ, სადაც
დღემდის ვინახავდით, და დროზე მოვაშორეთ იქაურობას. ის კაციც
ალბათ ამისთვის მოდიოდა და პატრულს წააწყდა. ახლა ერთ რამეს
გეტყვი, ქეთოჯან, და კარგად დაიხსომე: თუ ეს ამბავი წამოგცდა
სადმე, ყველას დაღუპავ: იმ კაცსაც, მეც, შენს ძმას ნიკოსაც და შენს
თავსაც, ამიტომ...
– ვიცი, ვიცი, – გააწყვეტინა ქეთომ, – ეს საიდუმლოება თუნდ ჩემ-
თვის მოგინდვიათ, თუნდ სამარეში ჩაგიდვიათ. სხვა რომ არა იყოს
რა, ჩემს თავს და ნიკოს ხომ არ დავღუპავ.
– აგრე, გენაცვალოს ჩემი თავი.
– არხეინად იყავი. გიჟი ხომ არა ვარ.
– ამ ვაშლებს კი ამაღამ ან ხვალ დილით, ისეთ ქვესკნელში გა-
დაიტანენ, რომ ეშმაკიც ვერ იპოვის.

22 მკითხველთა ლიგა
– გენაცვა, მართა, ბარემ იმის გვარიც მითხარი. გახსოვს შარშან
მაისში დემონსტრაციაზე რომ წამიყვანე, იქა ვნახე. ისე იბრძოდა,
როგორც ლომი, მაგრამ გვარი არ ვიცი და უნდა მითხრა.
– რატომ თვითონ არ გითხრა? – ჰკითხა მან.
– მე რა ვიცი! ადამიანი კატორღას გადავარჩინო და მისი გვარიც
კი არ ვიცოდე? – იწყინა ქეთომ. – მე ბინას ხომ არ გეკითხები.
– იმას ბინა არცა აქვს. მაშ კარგი, გეტყვი. მეტ სახელად ჯიქი ჰქვი-
ან.
– ჯიქი? მართლა? მაშ ის იყო?
– იცი, ვინ არის?
– მთელმა ქვეყანამ იცის და რაღა მე არ უნდა ვიცოდე. „ჯიქი“ ზუ-
რაბ გურგენიძეა. ახლა კი მესმის რად წამოიძახა წეღან ნიკომ: „ყო-
ჩაღ, ჯიქო!“ მაშ მართლა ის ყოფილა. ღმერთო ჩემო, რა ბედნიერი
ვარ! მაშინ რომ მცოდნოდა, როცა ჩემს ოთახში იჯდა...
– რას იზამდი?
– აბა რა ვიცი... ალბათ... ალბათ ვაკოცებდი, ახა-ხა!
მართამ არც კი გაიღიმა. ოდნავ გაოცებულმა აჰხედა ქეთოს და
პირსახე ფანჯრისკენ მიიბრუნა. ქეთომ უხერხულობა იგრძნო და
დარცხვენით უთხრა:
– თუმცა... მგონი მაგისთანა კაცს ხვევნა-კოცნა არ ეყვარება, სა-
ამისოდ არ ეცლება. ამაზე რას იტყვი, მართა?
მართამ ახლა კი გაიცინა:
– მე ხვევნა-კოცნის მასწავლებელი კი არა ვარ, ჭრა-კერვის მასწავ-
ლებელი ვარ. ორივემ გადაიკისკისეს. მერმე ქეთომ უთხრა:
– გენაცვალე, მართა, ოღონდ ზურაბი სადმე შემახვედრე და რაც
გინდა მთხოვე. მართამ მოხერხებულად აიცდინა სათხოვარი:
– მაგას კი ვერ შეგისრულებ. აკი გითხარი, ბინა არა აქვს-მეთქი.
ათასში ერთხელ ხან სად შევხვდები და ხან სადა.
– ზოგჯერ აქაც მოდის ხოლმე, არა?
– ვინ გითხრა? ერთხელაც არ ყოფილა. ჩემი ბინა კი იმიტომ იცის,
რომ ერთხელ ამ ქუჩაში შემხვდა და ვაჩვენე.
„მიმალავს, არ მენდობა. ეშინიან“, – გაიფიქრა ქეთომ და ხმამაღ-
ლა სთქვა:
– მაშ კარგი. თვითონვე შევხვდები სადმე. მართლა, იმის წერილი
რა იქნა? მინდა სახსოვრად მქონდეს.

23 მკითხველთა ლიგა
– შენ კონსპირატორი არ ყოფილხარ. – მიუგო მართამ. – მაგისთა-
ნა წერილის შენახვა არ შეიძლება. ჩვენი, შენი და იმის დასაკლავი
დანაა. აგერ შენი წერილი.
პირსაბანის ქვემოდან სარწყული გამოიღო და შიგ ჩაახედა. ნაკუ-
წებად ქცეული წერილი საპნიან წყალში ეყარა.
– მაშ კარგი, ამას იქით მეცოდინება, – მოუწონა ქეთომ, – შენ ჩემი
მასწავლებელი იქნები, მე კი ვეცდები შენი საუკეთესო შეგირდი გა-
მოვიდე. თანახმა ხარ?
– რა თქმა უნდა, – ღიმილით მიუგო მართამ და ამ ღიმილში ეჭვი
რამ გამოაჩინა. ქეთევანი წამოდგა და -
– ახლა კი წავალ. იმედია არ მაწყეინებ და სადილად მეწვევი.
– გმადლობ, ქეთოჯან, მაგრამ...
– არც მაგრამ და არც არაფერი. – გააწყვეტინა ქეთომ. – ძალიან
მეწყინება.
– კარგი, კარგი. ამოვალ. – დაამშვიდა მართამ და ეზომდის გააცი-
ლა, თან ჰფიქრობდა:
„მჯერა, რომ თავდაბალი ქალი ხარ და მკადრულობ. იმას კი
აღარ ჰფიქრობ, რომ მე და შენი სტუმრები ერთ სუფრას ვერ მივუს-
ხდებით. ხვალ ან ზეგ მათი ბანაკი უნდა ავაფეთქოთ, შენ კი გსურს
ერთად გვაქეიფო“.
ქეთოს ჭიშკრის ჭრიალი მოესმა და კიბესთან შესდგა. ეზოში ნიკო
შემოვიდა, ქეთოსთან მივიდა და გახარებულმა უთხრა:
– რაღაც უნდა გახარო, მაგრამ სამახარობლო ოცდახუთი მანეთი
მერგება. გაიმეტე. შენი ღვიძლი ძმა ვარ და მეც გამოგადგები.
– აქ მოიცა. ახლავე ჩამოგიტან. – მიუგო ქეთომ და ჩქარი ნაბიჯით
ავიდა კიბეზე.
დღეს დილით მამამ ასი მანეთი აჩუქა და ქეთოს უამისოდაც გა-
დაწყვეტილი ჰქონდა „გაუბედურებულ“ ძმისთვის ერთი თუმნიანი
ეჩუქებინა. სამიოდე წუთის შემდეგ უკანვე ჩამოვიდა, ნიკოს ოცდახუ-
თი მანეთი ჩაუდო ხელში და უთხრა:
– ახლა მითხარი, რას მახარებ?
ნიკომ აგრეხილი ღიმილით ჩასჩურჩულა ყურში:
– ეს-არის ახლა შენი ავშაროვი ააფეთქეს. მომილოცნია. – და
მართას ბინისკენ გაემართა. მას უხაროდა, ვინაიდან ავშაროვი ჟან-
დარმი იყო.

24 მკითხველთა ლიგა
ქეთოს კი თავში ცივმა ტალღამ დაჰკრა და მთელ სხეულში ჩაურ-
ბინა. გონება დაჟინებით უკაკუნებდა: გაიხარე, გაიხარე, გაიხარეო,
გულის კუნჭულში კი ვიღაც კვნესოდა და იცრემლებოდა.
ავშაროვი დრაგუნთა კორნეტი იყო. ქეთო იმ ხნიდან იცნობდა
მას, როცა ავშაროვი კვირა-უქმე დღეობით დეზების ჟღარუნით შე-
მოდიოდა ინსტიტუტში თავის დის სანახავად და თან ალაგმული
სილაღე, მზიური ღიმილი და გიჟმაჟი ოხუნჯობა შემოჰქონდა. ხო-
ლო იშვიათ ნადიმის დროს ავშაროვს დირიჟორობა არ ასცდებოდა
ხოლმე. ინსტიტუტის უფროსი მოწაფენი და ზედამხედველი ქალე-
ბი შურით ივსებოდნენ, ვინაიდან ავშაროვის რჩეული თითქმის მუ-
დამ ქეთო გამოდიოდა. მათზე უკეთესი მოცეკვავე წყვილი ქალაქში
არ იპოვებოდა. წარმტაცი საფიგურო ვალსი, გიჟმაჟი მაზურკა, ჰუნ-
გრული ჩარდაში, კოპწია პადესპანი, ზეიმური კოტილიონი – ყველა-
ფერი ისე ჰშვენოდა ამ წყვილს, რომ მაყურებელნი თვალს არ აშო-
რებდნენ და ხშირად მქუხარე ტაშით აჯილდოვებდნენ.
მერმე ავშაროვი დიდი ხნით გაჰქრა და შარშანწინ ჟანდარმთა
როტმისტრის ლურჯი მუნდირით გამოწყობილი ხელახლა გამოჩ-
ნდა. იმ წელიწადს ქეთო და მისი კავალერი ორიოდეჯერ შემთხვე-
ვით შეხვდნენ ერთმანეთს, ხოლო შარშან ბედმა ბორჯომში შეახ-
ვედრა და მთელი ზაფხული ერთად გაატარებინა.
ქეთო დაღვრემილი ავიდა კიბეზე, თავჩაღუნული შევიდა თავის
ოთახში, უჯრიდან ავშაროვის სურათი ამოიღო, და დააცქერდა. სა-
ხელოვან მუნდირით გამოწყობილი ლამაზი როტმისტრი კადნიერი
ღიმილით შესცქეროდა ქეთოს და თითქო ეუბნებოდა: “ხედავ, რა
ვაჟი ვარ!“ მარჯვენა ხელის თითები ექსელბანდში ჰქონდა გახლარ-
თული. უკანასკნელად ქეთოს ორი კვირის წინათ შეხვდა და კვეხნით
უთხრა: „იმ ჯიქს, ზურაბ გურგენიძეს, ამ ორ კვირაში დავიჭერ, ან არა
და მომკლავენო“.
„მართალი გითქვამს, შე უბედურო, რაზე შეაკალი თავი?“
სურათი გადააბრუნა და წარწერა წაიკითხა: „როცა დამხედო, ის
საღამოც გაიხსენე, ბორჯომში 7 აგვისტოს 1904 წელს“...
ქეთომ ის საღამო გაიხსენა,ხვაშიადი რომ მოიგონა, გული აუჩუყ-
და, და იმ სურათს ცრემლის ორი კურცხალი დაეცა. მერმე ქალმა
თავი შეიბერტყა, თითქო აზრი რამ გაიფანტა, ის სურათი ოთხ ნაჭ-
რად გახია, კალათში ჩააგდო და გაიფიქრა: „მორჩა, გათავდა! მაშინ
მე ზოგი რამ არ ვიცოდი“.

25 მკითხველთა ლიგა
არ იცოდა, ახლა კი გაზეთებისა და წიგნების წყალობით გაიგო
და შეიგნო. ქეთევან ახატნელი ერთობის ტაძარში შედიოდა და ამი-
ტომ კანის ფერს იცვლიდა.

26 მკითხველთა ლიგა
III

ორიოდე კვირის წინათ ზურაბ გურგენიძე ორივე ფეხით იყო გაბ-


მული. ჟანდარმთა როტმისტრმა ავშაროვმა ათიოდე ბრალდება ჩა-
მოუთვალა: ზურაბი პარტიის ერთი მეთაურთაგანია, საიდუმლო
სტამბაც მან მოაწყო (ჯერ არ იციან სად არის, მაგრამ ის ხომ იციან
რომ არსებობს). პროკლამაციებსაც ისა სწერს და ის ავრცელები-
ნებს. ყუმბარების სახელოსნო და იარაღის საწყობიც გურგენიძის ნა-
ხელავია. ეს კიდევ არაფერი: მას, გურგენიძეს, ტერორისტების ჯგუ-
ფი ჰყავს და რაც მათ ჩაიდინეს, ყველაფერში იმანაც უნდა აგოს პა-
სუხი.
– ჩამოთვალეთ, – ღიმილით უთხრა ზურაბმა.
– ინებეთ, – მიუგო როტმისტრმა და ჩამოუთვალა: ყველა შფოთ-
სა და გაფიცვაში თქვენი ხელი ურევია. ამას წინათ ერთ დღეში რუ-
სულ პატრიოტულ ლიგას ორი მეთაური მოუკალით და მესამეს რე-
ვოლვერი ესროლეთ. პოლიცმეისტერის მოკვლაც სცადეთ. მაგრამ
შეწევნითა ღვთისათა სიკვდილს გადარჩა. რკინის გზის სახელოს-
ნოს ცეცხლი წაუკიდეთ და იმავე დღეს ერთი აგენტი მოგვიკალით.
გარდა ამისა...
– ბატონო როტმისტრო, ვითომ არა კმარა? – გააწყვეტინა ბრალ-
დებულმა, რომელიც უკვე დარწმუნდა, რომ ავშაროვმა ყველაფერი
აურია, სხვისი ნახელავიც და ზურაბისაც, მართალიც და ჭორიც, –
ერთი რამე მაინც დამიმტკიცეთ, ერთი საბუთი მაინც მიბოძეთ.
ზურაბმა და როტმისტრმა ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს.
ჯიქი ცბიერად იღიმებოდა, თითქო ამბობდა: ვერ მოგართვი, აგიც-
დაო.
ავშაროვის თვალებში კრთომა ეწერა. თითქო მიხვდა, რომ ყვე-
ლაფერი უთავბოლოდ მიაყარა, რომ აგენტების ზოგადი ცნობების
გარდა ხელთ ბევრი არაფერი ჰქონდა, და იმასაც მიხვდა, რომ ამას
პატიმარიც მიუხვდა, რომელიც თითქო დასცინოდა მას: ის რკინასა-
ვით შეიკუმშა, თითქმის დამუნჯდა, ნიადაგ იღიმებოდა და რამდე-
ნიმე სიტყვასღა იმეორებდა:
– არ ვიცი. არ ვიცნობ... არ გამიგია... იქ არც კი ვყოფილვარ...
ბოლოს როტმისტრმა უჯრიდან სამი ძველი საქმე ამოიღო ჯიქისა
და ზოგი უწინდელი ჩვენება გაახსენა.

27 მკითხველთა ლიგა
– მაგ ძველისძველ საქმეებს ხელახლა იწყებთ? – ჰკითხა ზურაბ-
მა. – რა უფლებით? რომელი კანონის ძალით?
– არა, ხელახლა არ ვიწყებ. მაგრამ აქ ბევრი ისეთი რამე სწერია
თქვენზე, რომელიც...
– რომელიც არ დამიმტკიცდა, – დაასრულა მის ნაცვლად პატი-
მარმა, – თორემ კატორღას არ ამაცდენდით.
– შეწევნითა ღვთისათა, ახლა მაგასაც გაჩვენებთ. – დაემუქრა
ჟანდარმი. – ახლა კი სხვა რამეც გბრალდებათ: სამჯერ იყავით გა-
დასახლებული და სამჯერვე გამოიპარეთ.
– რაც მართალია, მართალია, – დაეთანხმა პატიმარი. – სამჯერ
ვიყავი გადასახლებული და სამჯერვე გამოვიპარე.
– რად გამოიპარეთ?
– იმიტომ, რომ... იქაურ სუსხიან ჰავას აქაური სჯობია.
„კიდეც დამცინის“, – გაიფიქრა როტმისტრმა და ისევ ახალ მასა-
ლას დაუბრუნდა:
– ამას წინათ თქვენს ბინაზე, კომიტეტის სხდომა შესდგა.
– რომელ ბინაზე? რომელ ქუჩაზე? – მშიერივით ეცა ზურაბი ამ
ცნობას.
როტმისტრმა ქაღალდებში ჩაიხედა და ამოიკითხა: „გურგენიძეს
საკუთარი ბინა არა აქვს“. შერცხვა და გზას გადაუხვია:
– რატომ მუდმივი ბინა არა გაქვთ?
– იმიტომ, რომ ღარიბი კაცი ვარ და ქირას ვერ ვიხდი.
– მაშ სადა გძინავთ?
– ქუჩაში, ბაღში, სხვის ეზოში.
– რა გაცინებსთ?
– ერთი ანეკდოტი გამახსენდა და იმაზე ვიცინი.
ანეკდოტის გახსენებაზე ავშაროვმა ყურები სცქვიტა და გაიღიმა,
ვინაიდან თვითონაც სახელოვანი ანეკდოტისტი იყო და თითქმის
ყოველდღე თავის პირქუშ უფროსს ახალ– ახალ ანეკდოტებით ამ-
ხიარულებდა.
– აბა მიამბეთ.
– ორი მაწანწალა დაიჭირეს და მოსამართლეს წარუდგინეს, – და-
იწყო ჯიქმა, – ერთ მათგანს მოსამართლემ ჰკითხა: „შენ სადა ცხოვ-
რობ?“ – „საცა დამიღამდება“. -
„მუდმივი ბინა სადა გაქვს?“ – „მუშტაიდში“, „შენ სადღა ცხოვ-
რობ?“ – ჰკითხა მოსამართლემ მეორე პატიმარს, მან უპასუხა: „ნაპ-

28 მკითხველთა ლიგა
როტივ ნემუ, გასპადინ სუდია – მაგის პირდაპირ, ბატონო მოსამარ-
თლევ“.
ავშაროვმა ჯერ გადიხარხარა და რამდენჯერმე გაიმეორა:
– ნაპროტივ ნემუ! ნაპროტივ ნემუ! დიდებულია! მშვენიერია!
მერმე თავის ექსელბანდები გაახსენდა, სახეზე სიმკაცრე აისახა და
სუსხიანად უთხრა:
– მაშ თქვენც მაწანწალა ყოფილხართ და კატორღა გერგებათ.
– აგრე იყოს. მაშ პროკურორს გადაეცით ეგ საქმე და სასამარ-
თლო მიმისჯის. – მზაკვრული ღიმილით დაეთანხმა ზურაბი.
ჟანდარმი მიუხვდა, რომ ყველაზე მკაცრი მსაჯული თვით იონი-
ნიც კი ვერ გაამტყუნებდა გურგენიძეს მაწანწალობაში და უკან და-
იწია.
– უკაცრავად! თქვენ გინდათ ძალიან ადვილად გადარჩეთ. ვერ
მოგართვით. სასამართლო რად გინდათ? გამოტყდით, ყველაფერი
აღიარეთ და დღესვე გაგიშვებთ.
ზურაბმა გულიანად ჩაიცინა და პასუხი არ გასცა. ავშაროვი მიხ-
ვდა, რომ ბალღური სიტყვა წამოსცდა და „აღიარება“ აღარ უხსენე-
ბია.
კიდევ დიდხანს აწვალეს ერთმანეთი. ჟანდარმმა ჯიქისა ახალი
ვერაფერი გაიგო. სამაგიეროდ ზურაბმა გაიგო ყველა საბუთი და
თავდაცვის ფანდიც გამოხლართა: „სჯობს დაკითხვა რამდენიმე
დღით გადავადებინოო“, – იფიქრა ჯიქმა. “სჯობს გადავდო. უკეთ
უნდა მოვემზადო“, – გაიფიქრა ავშაროვმაც და გურგენიძეს უთხრა:
– ჯერ ესეც გვეყოფა. მეტეხში გაგგზავნით. იქ ბევრი თავისუფალი
დრო გექნებათ და მოიფიქრეთ. გირჩევთ გულწრფელობა გამოიჩი-
ნოთ.
– მე მუდამ გულწრფელი ვარ, – მიუგო თითქმის გახარებულმა ზუ-
რაბმა. გულში კი ჩაიცინა და გაიფიქრა: „მამა გიცხონდა! ეჰ ნაკმაზი
თქვენს ქათმებს დაუყარეთ! ჯერჯერობით ბედი მწყალობს: ჭკუათ-
ხელი და გამოუცდელი ვინმე ყოფილხარ“.
„ამას სხვანაირად უნდა მოვუარო, – გაიფიქრა როტმისტრმაც, –
ძალიან მოხერხებული, ძალიან ჭკვიანი და მეტად გამოცდილი ვინ-
მე ყოფილა“, – და თან ნანობდა, რომ აჩქარდა: გურგენიძის საქმე
შესწავლის მაგიერ ზერელედ გადაათვალიერა, დაკითხვის გეგმა
არც კი შეადგინა და ნაჩქარევად ჩაება ბრძოლაში, რომელიც თავი-
დანვე წაგებული ეჩვენა.

29 მკითხველთა ლიგა
თუმცა – არა უშავს რა! – ხელახლა აღიჭურვება და ამასაც ისე შეჰ-
ბოჭავს, როგორც მრავალი სხვაც შეუბოჭია.
იმავ საღამოს მან ეს საქმე პოლკოვნიკს მოახსენა, რომელიც ორ
კვირას ავად იყო და მხოლოდ იმ დღეს გამოჩნდა სამსახურში. მან
გაოცებით აჰხედა როტმისტრს, რომელსაც დიდ საქმეს არ ანდობდა
ხოლმე, და მკვახედ ჰკითხა:
– ვინა? ჯიქი? გურგენიძე? ეგ საქმე ვინ მოგანდოთ?
– თქვენმა თანაშემწემ, ბატონო პოლკოვნიკო.
– ჩემი თანაშემწე... – და გულში დაასრულა: „ჩემი თანაშემწე ორი
თვის ჩამოსულია და შენსავით გამოუცდელია“. – ხოლო ხმამაღლა
დაურთო: – არა მგონია, რომ ჯიქზე უფრო სახიფათო მტერი გვყავ-
დეს, ამიტომ, თუ ვინიცობაა, კატორღას თავი დააღწიოს, თეთრი
დათვების ბუნაგში მაინც უნდა დავკარგოთ.
– აგრე, ბატონო პოლკოვნიკო. დავკარგავთ. უეჭველად თეთრ
დათვებს გავუგზავნით.

***

ზურაბმაც იცოდა, რაც მოელოდა და ის ორი კვირა სავსებით გა-


მოიყენა: მეტეხიდან ყველა საჭირო ძაფები გააბა, კვალი წაშალ-წა-
მოშალა, თავდაცვის გეგმა შეადგინა და, შესაფერისად აღჭურვილი,
მეორე დაკითხვას ელოდებოდა. ის ციხეშიც კი ვერ ისვენებდა: მთე-
ლი დღეობით საკნებში დადიოდა, გამოსადეგ მომხრეებს პოულობ-
და, ჯგუფებად ჰკრავდა, ლექციებს უკითხავდა, ყველაფერში ეხმარე-
ბოდა, დისკუსიებსაც მართავდა და განუწყვეტლივ იბრძოდა. ებ-
რძოდა მენშევიკებს, ფედერალისტებს და ციხის გამგეს და ზედამ-
ხედველებსაც კი, რომელნიც დიდი ხანია იცნობდნენ და ისე გაუში-
ნაურდნენ მას, რომ უარს ვეღარ უბედავდნენ და ნებსით თუ უნებუ-
რად თითქმის ყველაფერში ემორჩილებოდნენ.
ერთხელ გარედან ცნობა მოუვიდა: დასაკითხავად ხვალ დილით
წამოგიყვანენ და იმ სახლის ჭიშკარი, სადაც ოქრომჭედლის დოვ-
ლათიშვილის სახელოსნო იყო, ღია იქნებაო. თუ იმ ეზოში შევარ-
დნას მოასწრებ, ჭიშკარი მაშინვე დაიკეტება შიგნიდან და ეზოში მე-
გობარი დაგიხვდებაო.
მეორე დღეს დილით მართლა ორი ახოვანი გრძელწვერა ჟან-
დარმი მოვიდა მეტეხში. გურგენიძე მოითხოვეს, ეტლში ჩასვეს და

30 მკითხველთა ლიგა
წამოიყვანეს. ზურაბი განგებ მარჯვენა მხარეს დაჯდა. ერთი ჟან-
დარმი გვერდით ჰყავდა, მეორე კი პირისპირ ჩაუჯდა.
ქუჩებში ხალხი ფუტკარივით ირეოდა. ეტლი სიონს გამოსცდა და
ოქრომჭედელთა ქუჩაზე ამოვიდა. ზურაბი მოშვებული იყო და თით-
ქო სთვლემდა, ნამდვილად კი შორიდანვე მოჰკრა თვალი ფიცრულ
ჭიშკარს და ყარაჩოღულად გამოწყობილ ლევან დოვლათიშვილს,
რომელიც ერთი წუთის შემდეგ იქვე ეზოში შევიდა და კარი ოდნავ
ღია დასტოვა. ეტლიც თითქმის მაშინვე გაუთანასწორდა იმ ჭიშ-
კარს.
ანაზდეულად ეტლი შემსუბუქდა. ჟანდარმებს პატიმარი თვალ-
წინ გაუქრათ. მხოლოდ წინა სკამზე მჯდომარე ჟანდარმმა დაინახა,
რომ პატიმარი ეზოში შევარდა და კარი მოიხურა.
დაფეთებული ჟანდარმები ეტლიდან გადმოცვივდნენ, ვეება რე-
ვოლვერები იშიშვლეს და იმ კარს ეცნენ, მაგრამ იგი ურდულით აღ-
მოჩნდა დაკეტილი.
ზურაბმა და ლევანმა პაწია ეზო გადასერეს და ხელკიბის საშუა-
ლებით დაბალ კედელზე აცვივდნენ, თან ის კიბეც აათრიეს და მე-
ორე ეზოში ჩავიდნენ, უკნიდან კი კარის ბრახუნი და ყვირილი მოს-
დევდათ:
– გააღეთ! დაიჭირეთ!
მაგრამ არც გამღები იყო ვინმე და არც დამჭერი. არყით გალე-
შილი მეეზოვე მეორე სახლის პაწია ფიცრულში ეგდო და მომაკვდა-
ვივით ხრიალებდა.
ნაშველი და მშველელი მაშინვე დაშორდნენ.

***

ერთი საათის შემდეგ ზურაბმა ყველაფერი იცოდა, რაც ქალაქში


ხდებოდა. მან ისიც გაიგო, რომ იმ დღეს ხელისუფლების მუხლის
ძალა ყუმბარებით უნდა გაესინჯათ, ხოლო ერთი საათიც რომ გავი-
და, რევოლვერით შეიარაღებული გურგენიძე მამადავითის უბანში
გაჩნდა, რათა ესოდენი შრომით და ხიფათით შეძენილი იარაღი გა-
დაერჩინა.
გზადაგზა სამი ამხანაგის ბინაში შეიხედა, მაგრამ შინ არც ერთი
არ დაუხვდა. ბოლოს ისევ ლევანისკენ გაემართა და უცაბედად კლი-
მიაშვილის პატრულს წააწყდა.

31 მკითხველთა ლიგა
ახლა გურგენიძე ძალუა ნინოს ოთახში ზის და დაღამებას
ელოდება. ეს ოთახი ხელმარჯვეც არის და სახიფათოც. ნინოს
შვილი რაჟდენი მეტეხში ზის და ამ ბინის ხელახლად გაჩხრეკა
აზრად არავის მოუვა. სამაგიეროდ ოთახი ეზოს ბოლოშია, მას
მეორე კარი არა აქვს და სხვა ბინებიდან იგი ხელისგულივით მოს-
ჩანს.
ზურაბმა მცირე ეზო თავჩაღუნულმა გადასჭრა, რაჟდენის ოთახ-
ში შევიდა და, სანამ ძალო ნინოს სალამს მისცემდა, მანამდის ფან-
ჯრიდან უკანვე გაიხედა და ორსართულიან აივნებს შეავლო თვალი.
აივნებზე არავინ იყო. მერმე მიტრიალდა და დიასახლისს გადაეხ-
ვია, რომელიც შუა ოთახში იდგა გაოცებული.
– გამარჯვება, ძალუავ!
– შვილო ზურაბ.. საიდან გაჩნდი? ციდან ჩამოვარდი თუ ქვესკნე-
ლიდან ამოძვერი?
– მეტეხიდან გამოვვარდი და შენი რაჟდენისგან მოკითხვა მოგი-
ტანე. ზის, წევს, სძინავს, დასეირნობს და სუქდება, მეტი რაღა გინ-
და?
– შვილო, ღმერთმა შენი მტერი გაასუქოს ისე, როგორც ის სუქდე-
ბა. დაჯექი და ნამდვილი ამბავი მიამბე.
დაჯდა და უამბო: რაჟდენს პროკლამაციების აწყობისთვის სამი
წლის ციხე ან სამუდამო გაციმბირება მოელის, მაგრამ ზურაბი დე-
დას ასე ანუგეშებს:
– რაჟდენს სახიფათო არაფერი სჭირს. თუ ისინი არ გამოუშვებენ,
ერთობა გაიმარჯვებს და გამოუშვებს.
– ამ ექვს თვეში მე კი ჩემი დამემართა და მერე რა იქნება, ეს არა-
ვინაც არ იცის. – შესჩივლა მარტოდ დარჩენილმა დედაბერმა. –
აღარც გასაყიდი დამრჩა რამე და აღარც მუხლი მიჭრის, რომ ამ სი-
შორეზე სამ დღეში ერთხელ მაინც მივუტანო რამე.
– გამხნევდი, ძალო. მოგეშველებით, გაგიტანთ, ოღონდ ახლაც
მიშველე და მერე არხეინად იყავი. ლევან დოვლათიშვილის ბინა
ხომ იცი?
იცის, მაშ ახლავე წავიდეს და ლევანს ან იმის დას მართას უთ-
ხრას, რომ ვაშლები ლპება და ახლავე გადაიტანონ.
– რა ვაშლები? რის ვაშლები, შვილო?
– ეგ შენი საქმე არ არის. წადი, უთხარი და პასუხი მომიტანე. აბა,
ჩქარა! ნუღარ აგვიანებ! ჩქარა-მეთქი!

32 მკითხველთა ლიგა
შავი მანდილი თვითონვე მოახვია დედაბერს, ორივე ხელი
მხრებში წაავლო, აივანზე გაიყვანა და კარი მიუხურა.
ამდენი თავგადასავლით დატვირთული ზურაბი უცებ მოდუნდა.
ჯერ გაიარ-გამოიარა, მერმე ტახტზე მიწვა, თავი მუთაქაზე მისდო
და ჩასთვლიმა. შემდეგ უცებ გაახილა თვალები და მაშინვე წამო-
ვარდა. ტახტზე ლევანი და ნიკო ისხდნენ და ამხანაგის გაღვიძებას
უცდიდნენ.
– გამარჯვება, ნიკო! – თვალების ფშვნეტით მიესალმა ჯიქი.
– გაგიმარჯოს, ზურაბ! რასა იქმ, როგორა ხარ?
ერთმანეთი დაჰკოცნეს, მოიკითხეს და ახალი ამბები გამოჰკით-
ხეს. ლევანმა ნიკოს წეღანვე უამბო ზურაბის გამოქცევა. ნიკო ჯერაც
ვერ დამცხრალიყო. გახარებული დადიოდა. ოთახში, თხელ ულვა-
შებს იწიწკნიდა და იძახოდა:
– ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილხართ. ორივეს ლომის გული გქონი-
ათ. ადრევაც ვიცოდი რა ბიჭებიცა ხართ, დღეს კი საბოლოოდ დავ-
რწმუნდი და უფრო მეტად შეგიყვარეთ.
– კარგი რაღა, ეგ შადრევანი გააჩერე. – მოუჭრა ლევანმა და უწეს-
რიგოდ გაფანტული შავი წვერი თითებით ჩაივარცხნა, რაიც იმის ნი-
შანი იყო, რომ მეგობრის სიტყვები ეამა.
არც ზურაბს ეწყინა, მაგრამ არ გაამჟღავნა.
– ვაშლებისას რას მეტყვით? – ჰკითხა მან. – რატომ აქამდის არ
მეუბნებით?
– შენ არხეინად იყავი, – მიუგო ლევანმა, – ერთიც არ არის ჭიანა-
ჭამი. მალე ისეთ ალაგას შევინახავ, რომ მგონი მეც ვეღარ ვიპოვო.
– ყოჩაღ, კინტოვ! – შეაქო ზურაბმა.
– ისევ კინტოს მეძახის. – ეწყინა ლევანს. – რამდენჯერ გითხარი,
მამალი ყარაჩოღელი ვარ-მეთქი. კინტო კი დედალია, ხელმრუდე,
გაუტანელი, ფლიდი, გარყვნილი და ლირწი.
– კარგი, კარგი. დამავიწყდა. მაპატიე. – დაამშვიდა ზურაბმა და
შავი ხშირი წვერი ძმურად მოუთელა. – ახლა მითხარით, ამ ერთ
კვირაში რა მოხდა?
ლევანმა და ნიკომ ერთმანეთს აღარ დაცალეს;
– ტერორი გახშირდა, – სთქვა ლევანმა.
– ეს ტერორი არ არის, ამას რევოლუცია ჰქვიან, – გაუსწორა ზუ-
რაბმა. – გახშირებულ ტერორს საერთო აჯანყება მოსდევს.
– მექრთამე პოლიცმეისტერს ვიღაცეებმა ხელახლა ესროლეს.
თვრამეტი კაცი დაჭრეს. რუსის პატრიოტები შირინკინთან მივიდნენ
33 მკითხველთა ლიგა
საჩივლელად და გვემუქრებიან, ჩვენც იარაღით გამოვალთ და გაგ-
ჟლიტავთო. – დაუმატა ნიკომ.
– ეგ ძველი ამბავია. ფეხებსაც ვერ მოგვჭამენ.
– ქალაქის საბჭოში სხდომა იყო. ერთობა მოითხოვეს.
– სულელები არიან. ახლა ჩვენ დემოკრატიული რესპუბლიკაც კი
არ გვაკმაყოფილებს და ეგენი ერთობისთვის იბრძვიან? მაგრამ
ამას თავი დავანებოთ. ეს მითხარით: ამ ყუმბარების ბათქაბუთქს
რა მოჰყვა?
– ბაზარში ორი კაზაკი მოჰკლეს და ერთი მეეზოვე დასჭრეს.
– ავლაბარში ბოქაული და ორი პოლიციელი დაიჭრა.
– ვერაზე აგენტი და ბოქაული დაფლითეს.
– ზარბაზნით ვნადირობთ ჩიტებზე, – ჩაილაპარაკა ზურაბმა, –
მათ რევოლვერი და ბებუთიც ეყოფათ“. დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხე-
ლად აქვთ ხორცი ნადირთა მცირეთა“. მაგრამ ჯერ ესეც კარგია,
ესეც საჭიროა. ჩვენი ბიჭები ივარჯიშებენ, გაიწვრთნებიან.
„ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურ-
თალსა მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა“. დეე ინტელიგენ-
ციამ იწუწუნოს, ჩვენ კი ჩვენი საქმე ვაკეთოთ.
– წეღან მითხრეს, როტმისტრი ავშაროვი ააფეთქესო.
– მართლა? ძალიან დაუშავებიათ. – სთქვა ზურაბმა. – თავისს
საქმეში ნამდვილი ფინაჩი იყო. ახლა ჩემ საქმეს რუნიჩს ან ცისს გა-
დასცემენ და, თუ დამიჭირეს, წაგებაში დავრჩები. მაგრამ ეს არაფე-
რია. გეხუმრებით. ახლა მიამბეთ, სოფლიდან რა ისმის?
ზურაბმა ისე გამოწურა ორივენი, რომ სათქმელი აღარაფერი შე-
არჩინა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წვრილმანის გარდა მას
ადრევე გაეგო ყველაფერი, ვინაიდან მეტეხის ციხეშიც ისე ჟონავდა
ყოველივე ამბავი, როგორც წყალი ქვიშაში.
– საოცარი კაცი ხარ. – უთხრა ლევანმა ზურაბს. – ქვესკნელში
რომ ჩაგაგდონ, იქაც კი ფოსტა-ტელეგრაფს გამართავ და აქაური ამ-
ბები მაინც ჩვენზე მეტი გეცოდინება.
– აგრეა, მართალია. – დაუდასტურა ნიკომ. – საერთოდ კი ამ
ორიოდე კვირაში მეტისმეტი სისხლი დაიღვარა.
ზურაბმა გაოცებით გადაჰხედა მას და ჰკითხა:
– რას ჰქვიან მეტისმეტი?
– მე მინდოდა მეთქვა მეტად ბევრი და არა მეტისმეტი. – გაისწო-
რა შეცდომა ნიკომ.
– ან მეტად ბევრი რაღა არის?
34 მკითხველთა ლიგა
არც ეს სიტყვა ივარგებს. – დაუწია ხმას ნიკომ. – ძალიან ბევრი
იყოს.
– გამაგებინე, ძალიან ბევრი რაღას ნიშნავს? – არ ეშვებოდა ზუ-
რაბი.
– კაცო რას ჩამაცივდი! – წამოიძახა სტუდენტმა. – მე მინდოდა
მეთქვა: ბევრი სისხლი დაიღვარა, მორჩა და გათავდა!
ზურაბმა ნიკოს ნიკაპში წაავლო ხელი, თავი გადაუხარა, თვალებ-
ში ბურღივით ჩაუყარა ეჭვით და სუსხით მოდებული თვალები და
უთხრა:
– არც ბევრი უნდა გეთქვა, არც ძალიან ბევრი, არც მეტად ბევრი
და არც მეტისმეტი. როცა მტრის სისხლზე ვლაპარაკობთ, ასეთი
სიტყვები სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ. უმთავრესი მაინც ის არის,
რომ გახურებული ბრძოლის დროს შენს ხმაში სინანული ისმის.
– ალბათ მოგეჩვენა. – დამნაშავესავით მიუგო ნიკომ და თავი გა-
ინთავისუფლა. – რა დროს სინანულია!
– ვითომ მომეჩვენა? – და ზურაბმა ახლა ლევანზე გადაიტანა თა-
ვის მბურღავი თვალები.
– ამხანაგებო, თქვენი გული ხომ არ შედრკა?
– არა, კაცო, გელანდება-მეთქი!.. რა დროს სინანულია! – მიაძა-
ხეს ორივემ. – გზის სამი მეოთხედი დავლიეთ და ახლა შევდრკე-
ბით?
ზურაბმა კიდევ მოუჩხრიკა თვალები და -
– ძალიან კარგი. – უთხრა დამშვიდებულმა. – მჯერა, რომ ალალი
გულით ლაპარაკობთ. მაგრამ ერთხელ კიდევ გეუბნებით: თუ სული
მოგიდუნდეს, თუ გული გაგილხვეს, მაშინვე მითხარით და ან
მოგარჩენთ, ან ძმურად დავშორდებით ერთმანეთს, თუ არა და
ღალატი გამოვა და საქმესაც დავღუპავთ და ჩვენც დავიღუპებით.
ნიკომ და ლევანმა საბოლოოდ დაამშვიდეს ზურაბი და ეჭვი გა-
უფანტეს.
მან რამდენჯერმე გადასერა ოთახი, მერმე შესდგა და გრძნობით
წარმოსთქვა:
– “ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს. ერთი
ზღვიდან მეორემდე ერთ ფიქრსა ჰფიქრობს... თავისუფლებავ, შენ
ხარ კაცთა ნავთსაყუდარი. შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის წმინდა
საფარი“. მართალია, პოეტი ამ გუნდრუკს ეროვნულ თავისუფლებას
უკმევდა, მაგრამ იგი ჩვენც გამოგვადგება. ახლა მე კატორღას და-

35 მკითხველთა ლიგა
ვაღწიე თავი და ისე მიხარია, რომ ლამის ჟანდარმებს მიუვარდე და
მივულოცო. მაგრამ...
„რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია“.
– სთვი რაღა, რა გინდა! – წამოიძახა ლევანმა საერთო დუმილის
შემდეგ. – რა სიბნელე, რის სიბნელე?
– ნუ თუ ვერ მიმიხვდით? თქვე ოხრებო, ვაის გამყარეთ და ვუის
შემყარეთ? ბიჭებო, ციხიდან გამომიყვანეთ და სამაგიეროდ შიმში-
ლით უნდა მომკლათ? უსინდისო ყოფილხართ!
– ვაი ჩემს თავს! – წამოიძახა ლევანმა და წამოხტა. – რა ბედოვ-
ლათები ვყოფილვართ, ახლავე წავალ და ... აქვე ახლოს ერთი ჩემი
ძმაბიჭი ცხოვრობს. იქნება სამიოდე მანეთი ჰქონდეს ზედმეტი.
– დაიცა. – გააჩერა ნიკომ, სტუდენტურ პიჯაკის ჯიბიდან ოცდახუ-
თიანი ამოიღო და ზურაბს გადასცა.
– ყოჩაღ, ნიკუში! თუ ჩვენს სალაროში თაგვები არ დარბიან,
ხვალვე დაგიბრუნებ. – უთხრა ზურაბმა და ნინოს მიუბრუნდა: – ძა-
ლო, აქედან 15 მანეთი შენთვის დახარჯე, რაჟდენიც მოასულიერე,
ხუთი მანეთი ხურდა მე მიწყალობე და დანარჩენი ხუთი მანეთისა
ორი ბოთლი ღვინო და რამერუმე მოგვიტანე. ჩქარა, თორემ სული
მიმდის. – მერმე ამხანაგებს მოუბრუნდა და თქვა: – როცა კუჭი სავ-
სეა, ტვინიც უკეთ მუშაობს და მკლავიც უკეთა სჭრის ხოლმე. ახლა
გამოტყდი, ნიკუში, ეს ფული ვის წააგლიჯე?
– ჩემს დას გამოვართვი. ვუთხარი, სამახარობლო მერგება-მეთქი.
ჯერ ფული მომცა და მერე ვახარე: შენი ავშაროვი ყუმბარით ააფეთ-
ქეს-მეთქი.
– როგორ თუ შენი ავშაროვი? – გაოცდა ზურაბი.
– ავშაროვი ქეთოს ეარშიყება. – განმარტა ნიკომ. – არა გამოუდის
რა, მაგრამ მაინც დასდევს.
ზურაბი ჩაფიქრდა. გაიარ-გამოიარა და თითქო თავისთვის
სთქვა:
– შარშან ერთად ვნახე ბორჯომში და დღესღა გავიგე, რომ შენი
და ყოფილა. ვაი დედასა! მაგისთანა ქალი ჟანდარმმა უნდა წაიყვა-
ნოს?
– ცოდოა. – დაუდასტურა ლევანმა.
– დღეს პირადად მე ისეთი მადლი დამდო, რომა...
– ვიცით, გვიამბო. – გააწყვეტინა ზურაბს ნიკომ. – ქეთო შეგნებით
ჩვენსკენ მოიწევს, მაგრამ ორივე ფეხი ისევ თავის კლასში რჩება.

36 მკითხველთა ლიგა
– მერე, შენ რაღას მიკეთებ? – მიუბრუნდა მას ზურაბი. – ძმა ხარ
და უნდა უშველო. ის ფეხებიც ამოაღებინე და ჩვენს ბანაკში ჩაად-
გმევინე.
– ნიკოჯან, იცი რას გეტყვით? – ჩაერია ლევანი. – მოდი შენ და
ზურაბი დანათესავდით. ისეთი სიძე გეყოლება, რომ ვარანცოვსაც
კი შეჰშურდება.
– ნუ ლაზღანდარობ. – შეუტია ზურაბმა. – ყველაფერს კი ნუ ამას-
ხარავებ ხოლმე.
– ვაა, ისე გითხარით, რაღა! გაგეხუმრეთ. – თავი იმართლა ლე-
ვანმა და შერცხვა.
– სადაური ხუმრობაა, სად მე და სად ახატნელის ქალი? ნამდვილ
რევოლუციონერს ჯერ უფლება არა აქვს დაოჯახდეს. თითონ ყაზა-
ხებს თავი შეაკლას, ან კატორღაში წავიდეს და ცოლ-შვილი სიმში-
ლით დახოცოს? სადაური ვაჟკაცობაა!
– გეხუმრები-მეთქი, რაღა! ეს ერთი მივქარე და მეტს აღარ
გაკადრებ. მეც ბევრი ლამაზი გოგო დამდევს, მაგრამ შორს მიჭი-
რავს. მაინც... – და ლევანმა ზურაბს ცბიერი ღიმილით დაადო თითი
მკერდზე. – მაინც თავს მოვიჭრი, თუ ეს ვარდი იმის ნაჩუქარი არ
იყოს.
– ეს ვარდი? ეს ვარდი ერთ ბიჭს გამოვართვი ქუჩაში, მიუგო ზუ-
რაბმა და წარბიც კი არ შეიკრა.
– არა მჯერა, ნუ მატყუებ, დღეს რა გევარდება! დასაჭერად დაგ-
დევენ და შენ ვარდზე ჰფიქრობდე? არა-მეთქი!
– ვარდს თავი დავანებოთ. – მიუგო ზურაბმა. – შენ ეს მითხარი,
ლევან, საკვირაო სკოლაში ისევ დადიხარ?
– დავდივარ, მაშა!
– რას გასწავლიან?
– იმას, ცაში რა ამბავი ხდებაო, მზე და მთვარე როგორ ტრიალე-
ბენო.
– ახლა მეც გამიგონე რა გითხრა. მზეს და მთვარეს გზა არ აერე-
ვათ, ისევ უწინდელივით იტრიალებენ, ჩვენ კი სჯობს რევოლუციის
ტრიალზე ვიფიქროთ. ერთ პატარა სტამბას და იარაღის საწყობს
ვერ მომიწყობ?
– რატომ ვერ მოვაწყობ? მაშ რის ხელოსანი ვარ?
– აი ამხანაგიც ასეთი უნდა! მოდი, მოიფიქრე და საქმესაც შეუდე-
ქი.
– ჩოხ იახში. მოვიფიქრებ და გეტყვი.
37 მკითხველთა ლიგა
შემდეგ ზურაბმა ორივე ამხანაგს თითო კვირის საქმე დაავალა,
ორივეს მკაფიო დარიგება მისცა და ასე დაასრულა:
– ხვალ საღამოს დეპოს მუშები მოვაგროვოთ და ერთი თათბირი
გავმართოთ. მიდექ– მოდექით და ჩვენი პარტიელები მოაგროვეთ.

38 მკითხველთა ლიგა
IV

ანდრო ახატნელის სასტუმრო ოთახი თავის პატრონივით მოძვე-


ლებულიყო. დიდრონი ყვავილებით მოსურათებული შპალერი უკვე
გახუნებულიყო და წითელ-ყვითლად გამოიყურებოდა. კედელზე ან-
დრიას ნათესავებისა და მეგობრების ოციოდე ფოტოსურათი მოს-
ჩანდა, ხოლო ცოტა ზემოთ შვიდი მოზრდილი და მცირე სურათი
ეკიდა აქაური მხატვრებისა: გიგო გაბაშვილის, ზანკოვსკის, ზომე-
რის, ბაშინჯაგიანის, მრევლიშვილის და ფოგელისა, თვალის ერთი
გადავლებითაც სჩანდა, რომ სურათები ერთიანი გარკვეული გემოვ-
ნებით კი არ იყო შერჩეული, არამედ მხატვრების სახელი იყო ნაყი-
დი, რათა მნახველი დარწმუნებულიყო, რომ ეს ოჯახი ყველა მაშინ-
დელ ცნობილ მხატვარს იცნობდა და აფასებდა.
სტილს დანარჩენი მორთულობა და ავეჯეულიც არღვევდა. მუქ-
წითელს, გაცვეთილს, განიერსა და დაბალ სავარძლებს მოდერნის
სტილის პაწია მაგიდა მოექციათ შუაში, რომელიც ნაგაზებით გარე-
მოცულ შეშინებულ გოშიასავით გამოიყურებოდა. კედლებსაც ამ-
გვარი უხეში სკამები მიჰყუდებიყვნენ, ზოგი მუხისა და ზოგიც ხავერ-
დისა. ამ ოთახში ორი ნივთი იყო ამ ავეჯეულზე უფრო ლამაზი და
ფასიანი: ვეება შავი როიალი და უზარმაზარი თავრიზული ხალიჩა,
რომელიც იატაკის ნახევარზე მეტს ჰფარავდა და სურათებთან ერ-
თად ბუნების კანონს არღვევდა: რაც უფრო ძველდებოდა, მისი ფა-
სიც უფრო და უფრო მატულობდა.
იმ ძველებურს, უხიაკსა და მოუხეშავ სავარძლებში ერთი ხნიერი
და ორი შუახნის მამაკაცი იჯდა.
მასპინძელი ანდრო ახატნელი შუაში იყო მოქცეული. იმდენად
მოსული, განიერი და საფუძვლიანი კაცი იყო, რომ იფიქრებდით: ეს
მძიმე სავარძლები და მუქ-წითელი ხალიჩით დაფენილი მკვრივი
ტახტი სწორედ მის წონა-სიგანეზე გამოუჭრიათო.
ანდროს ისეთივე დიდი ალაგები ეჭირა საგუბერნიო სამმართვე-
ლოში, სათავადაზნაურო საკრებულოში და საადგილმამულო ბან-
კში. სადაც მან მეტად დიდი გავლენა და ზედამხედველი კომიტე-
ტის თავმჯდომარის სავარძელი შეიძინა. მას მუდამ და ახლაც წი-
თელზორტიანი, საბეჭურიანი შავი სერთუკი ეცვა და ზედ ვლადიმე-

39 მკითხველთა ლიგა
რის ორდენი ეკიდა, რომელსაც ზევიდან ბარივით შეკრეჭილი თეთ-
რი წვერი და გრძელი ულვაშები დასცქეროდნენ.
ახატნელი სამოცი წლისა შესრულდა, მაგრამ ჭაღარა თმისა და
წვერ-ულვაშის გარდა ყველაფერი შუახნის ადამიანისა ჰქონდა:
მკვირცხლი შავი თვალები, რომელნიც ნიადაგ შიგნით იხედებოდ-
ნენ; ხშირი, შავი, თითქმის გადაბმული წარბები, ღაჟღაჟა წითური
ლოყები და სწორი უნაოჭო შუბლი, რომელიც, მისი მეგობრების აზ-
რით, ფრიად განსწავლულსა და გამობრძმედილ ჭკუას მალავდა.
ანდრია ენამოკლე კაცად ითვლებოდა. მას ძლიერ უყვარდა დაკ-
ვირვება, მოსმენა და კითხვაც, მაგრამ საკუთარ აზრს სიტყვიერად
მეტად იშვიათად ამჟღავნებდა. თავის სიცოცხლის ნახევარი სათა-
ვადაზნაურო საკრებულოს დეპუტატად გაატარა, მაგრამ საზოგადო
კრებას მისი სიტყვა იშვიათად მოესმინა. ათასში ერთხელ მოკლედ
და მკაფიოდ იტყოდა თავის აზრს და მერმე ხანგრძლივ გაჩუმდებო-
და. „ივერიას“ წელიწადში ორიოდე წერილს აწოდებდა და თან რე-
დაქტორს ფიცს ართმევდა, რომ მისი ფსევდონიმი „არაგველი“ არ-
სად გაჟონავდა.
ახლა ახტანელი გულმოდგინედ უგდებდა ყურს კომერსანტს ია-
კობ წვერაძეს, რომელიც ანდრიას მდგმური იყო და ზემო სართუ-
ლის მეორე ნახევარში იდგა. მას შუა ბაზარში ჰქონდა კანტორა და
ხუთიოდე მოსამსახურე ჰყავდა, რომელნიც ნიადაგ პროვინციაში
დადიოდნენ, რაღაცას ყიდულობდნენ, რაღაცას ჰყიდდნენ, მოვალე-
ებს დასდევდნენ, თამასუქებს სცვლიდნენ. მოხელეებს ქრთამავ-
დნენ, მუშტარსა და პატრონსაც ატყუებდნენ და ზოგჯერ თვითონაც
ტყუვდებოდნენ.
წვერაძე დიდი ფირმების რწმუნებული იყო და საკუთარ თანხასაც
ატრიალებდა. მის ხელში ასნაირი საქმე და ამდენივე საქონელი
ბრუნავდა: ფქვილი, თივა, შაქარი, რკინეული, ცემენტი და ქერი,
დაზღვევა და ტრანსპორტი, ვადაგასული თამასუქები და მამულე-
ბის დაგირავება, იჯარა და ურთულესი საბანკო ოპერაცია – ყველგან
ფეხი ედგა მას, ყველაფერს ასწრებდა და თითქმის ყოველი საქმე
ხელისგულზე ოქროს მცირეოდენ მტვერს მაინც უტოვებდა.
იმავე დროს წვერაძე საზოგადო საქმესაც ეტანებოდა: ყველგან
წევრად ეწერა, საწევრო გადასახადი ერთი ათად შეჰქონდა,
ჟურნალ-გაზეთებიც მოსდიოდა, პოეტებსაც ეხმარებოდა, სამ ნა-
თესავ სტუდენტს ზრდიდა, წვრილ ვაჭარ-მეურნეთა კავშირს აარ-

40 მკითხველთა ლიგა
სებდა, ეხმარებოდა, ამხნევებდა და გამალებული ებრძოდა სომ-
ხებს.
– ქალაქი სულ წაიღეს, ბატონო, წაიღეს! ახლაც შესჩივლა წვერა-
ძემ ახატნელს და ჩამოუთვალა: იქ ახალი სახლი ააშენეს, აქ ქარ-
თველისგან მიწის ნაჭერი შეიძინეს, გაღმა ორი სახელოსნო კიდევ
ააგეს, გამოღმა კიდევ სამი მაღაზია გახსნეს, ვერაზე ქართველის
ბაღი დაიგირავეს და სირაჯხანაში ღვინის ახალი ფირმა გააჩინეს.
გააჩინეს, მაგრამ არც ჩვენა ვართ გულხელდაკრეფილი. – და თი-
თებზე ჩამოუთვალა ყველა საქმე, სახლი, იჯარა, ბოსტანი და მიწის
ნაჭერი, რომელიც მან და მისმა მეგობრებმა იმ კვირაში ზოკებსა და
აქაურ სომხებს გამოსტაცეს.
ანდრიამ წვერაძის საჩივარს საკუთარი საჩივლელი დაუმატა.
არამიანცმა, მანთაშევმა და მათმა ბანაკმა ბორჩალოში, კახეთში და
სხვაგანაც უზარმაზარი მამულები შეიძინეს, ხოლო გადაგვარებულ-
მა ქართველმა თავადებმა ამის საღირალი ოქრო ათიოდე წელიწად-
ში გაფლანგეს. სომხები მარტონი როდი არიან: რუსის მთავრობამ
საგლეხო ბანკი გახსნა, ისიც უამრავ მამულს ყიდულობს აქ და რუ-
სის გლეხებს ასახლებს.
– საცაა ჩვენივე სამშობლოში უცხო ხალხად გამოგვაცხადებენ და
ყველას მოჯამაგირედ დაგვიყენებენ, – მწარედ დაასრულა ანდრიამ.
– დიდებული ბრძანებაა, სრული სიმართლეა. – დაუდასტურა წვე-
რაძემ მასპინძელს და ქერა ულვაშები შეისწორა.
– მაგრამ თქვენ, ვინც საქმის ხალხი ხართ, არ უნდა შეშინდეთ, –
გაამხნევა ახატნელმა ვაჭარი. – იცოდეთ, რომ ეროვნული ვაჭრობა-
მრეწველობაც და სასოფლო მეურნეობაც ისეთივე პატრიოტული
საქმეა, როგორც ჩვენი მწერლობა, ხელოვნება, მეცნიერება, მამუ-
ლისთვის სიკვდილი, შვილების იდეალური აღზრდა და ყოველი
სხვაგვარი სასარგებლო მოღვაწეობაც. ჩვენ განუყრელი მოკავშირე-
ნი ვართ: თქვენ წართმეული ქალაქები უნდა დაგვიბრუნოთ, ჩვენ კი
მამული უნდა შევინარჩუნოთ. – ანდრიამ იყუჩა და მერმე დაუმატა:
– ეჰ, ჩემო იაკობ, ჩვენ გეგმას ვქმნით, მიტო კი იღიმება, – და ანდრი-
ამ მხარზე ხელი დაადო თავის ძმისწულს, რომელიც მეორე მხრი-
დან ეჯდა და ულვაშებში იღიმებოდა.
– კაცი ბჭობდა, ღმერთი კი იცინოდაო, – მიუგო დიმიტრიმ, – მაგ
საქმეს თქვენზე უკეთ რევოლუცია შეასრულებს. ეროვნულ დავას და
სიძულვილს მხოლოდ სოციალიზმი მოსპობს.
ანდრიამ უნდობლად ჩაიქნია თავი და ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა:
41 მკითხველთა ლიგა
– ნეტარ არიან მორწმუნენი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.
დიმიტრი წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ახლა ბიძისა და
ძმისწულის მსგავსება წეღანდელზე უკეთ გამოჩნდა.
დიმიტრის გრძელი სერთუკი და შავი ზოლებიანი შალვარი ეცვა.
ჟილეტის ამონაჭერი თითქმის ყელამდე სწვდებოდა, რომელსაც შა-
ვი ყელსაბამი „პლასტრომი“ და ბამბასავით თეთრი საყელო ჰფა-
რავდა. ძმისწული თავისი ბიძის სიმაღლისა იქნებოდა, ოდნავ უფ-
რო თხელი იყო და მხრებში გასწორებული. შავი წვერ-ულვაში ან-
დროსავით ჰქონდა შეკრეჭილი, ხშირი წარბებიც – გადაბმული. ხში-
რი და გრძელი თმა – უწესრიგოდ აბურძგვნილი. ოქროს სათვალეე-
ბი იმდენად პატარა მოსჩანდა მის ცხვირზე, რომ ლაპარაკის დროს
უფამფალებდა და ხშირად უვარდებოდა. იგი სერთუკის გადასაკეც-
ზე წვრილი ძეწკვით იყო დაბმული და ამიტომ ჩამოვარდნის შემდეგ
არხეინად ქანაობდა ჰაერში, პატრონი კი საუბრის დროს ამას არც კი
ამჩნევდა და ლაპარაკსა და კამათს განაგრძობდა.
ბიძამ და მისმა ძმისწულმა დავა აღარ გააღრმავეს. უკვე მობეზ-
რებული ჰქონდათ და ერთმანეთს ახალს ვეღარაფერს ეტყოდნენ.

***

დიმიტრი ექიმი იყო. უნივერსიტეტი ათიოდე წლის წინათ დაას-


რულა და ახატნელების საერთო სახლის მეორე სართულში დასახ-
ლდა.
პირველ ხანებში ავადმყოფი შემთხვევით თუ შეიხედავდა მის ბი-
ნაში. ის არც კი ეძებდა პაციენტებს, ვინაიდან მარტოხელა იყო, ბი-
ძის ოჯახში იკვებებოდა და მამულიდან შემოსული ფული მუდამ
თავსაყრელი ჰქონდა.
ახალგაზრდა ექიმი ჰგრძნობდა, რომ მას საკმაო სწავლა არ მო-
ეპოვებოდა და ამიტომ ლამობდა დანაკლისი შეევსო. თავდაპირვე-
ლად ის ბაქტერიოლოგიას ჩაუჯდა, რომელიც თავიდანვე შეიყვარა.
ყველაზე მეტად ის უჩინარი მიკრობების თეორიამ გაიტაცა. პასტე-
რის მიერ გაკვრით გამოთქმული აზრი ვირთხებზე ღრმად ჩაუჯდა
და ამ გზას ბეჯითად გაჰყვა. მეცადინეობისთვის ულტრა-მიკროსკო-
პი და მრავალი სხვა ხელსაწყო სჭირდებოდა. მისმა ბიძამ ერთხელ
კიდევ დაიცალიერა ჯიბე, დამატებითი სესხი აიღო ბანკიდან და დი-

42 მკითხველთა ლიგა
მიტრის კაბინეტის და ლაბორატორიის მოწყობაზე სამი ათას მანე-
თამდის დახარჯა.
დიმიტრი გატაცებით შეუდგა წითელასი, ყალასმედის, ცოფის,
ყვავილის, მალტიური ციებისა და იმ სნეულებათა კვლევა-ძიებას,
რომელთა მიკრობების დანახვა ან სულ არ შეიძლებოდა, ან მხო-
ლოდ ულტრა– მიკროსკოპით შეიძლებოდა. ის მალე დარწმუნდა,
რომ თვალით სანახავი ქვეყნიერების უკან უზარმაზარი უჩინარი
სამყარო იმალებოდა, რომელსაც სიცოცხლის დასაბამი იდუმალება
ეპყრა ხელთ.
დიმიტრის ორივე გზით სიარული აღარ შეეძლო: ან ბიოლოგად
გადაქცეულიყო, ან გატკეპნილ გზას გაჰყოლოდა: ისევ ექიმად დარ-
ჩენილიყო და პრაქტიკას გამრავლებისთვის ეზრუნა. მან ერთი წე-
ლიწადი იყოყმანა და მეორე გზა აირჩია, თანაც არც ზოგიერთ სა-
რეკლამო ხერხს მოერიდა და მალე პაციენტების რიცხვი ერთი-
ორად მომრავლდა.
უწინ დიმიტრი არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდა, მაგრამ არც ან-
დრიას გეზის მორჩილი იყო. ერთ ხანს კიდეც სეპარატისტობდა,
მაგრამ თანდათან დადინჯდა. სამშობლოს სრული დამოუკიდებ-
ლობა ოცნებად მოეჩვენა, ფედერალისტებს მიეკედლა, მთავარ კო-
მიტეტშიც კი შევიდა და პოლიტიკას უამრავ დროს და ფულს სწი-
რავდა. ანდრომ მრავალჯერ ურჩია თავის შვილებსაც და ძმისწუ-
ლებსაც, რომ პოლიტიკისთვის თავი დაენებებიათ. მაგრამ მალე
დადუმდა, ვინაიდან მიხვდა, რომ პოლიტიკამ ირგვლივ ყველანი და
ყოველივე ორგანიულად გაჟღინთა და მას ჰაერთან ერთად ისუნ-
თქავდნენ და სასმელთან ერთად სვამდნენ.
აქამდის დიმიტრი უფრო ძველ თაობას ებრძოდა და პარტიას
მარცხნივ ეწეოდა, ახლა კი მას ათჯერ მეტად ანარქისტები აწუხებ-
დნენ, რომელნიც უცხოეთიდან ჩამოვიდნენ, მარცხენა მხრიდან
მოუარეს მას, მარჯვნივ მიაგდეს და მამულიშვილურ საქმეს უფსკრუ-
ლისკენ მიაქანებდნენ.
მაგრამ ყველაზე მეტად სოციალ-დემოკრატებმა გაუჭირეს საქმე.
სანამ მათ „მესამე დასი“ ერქვათ, სადაო ბევრი არაფერი ჰქონდათ,
მერმე კი „უცხო სული ჩაიდგეს“ და კლასობრივი ბრძოლა და მატე-
რია ყოვლის დასაბამად გამოაცხადეს.
იმ დღეს დიმიტრის და მის მეგობრებს ცხარე სხდომა ჰქონდათ.
მრავალ საზრუნავს ახალი საზრუნავი დაერთო: ბაქოში, ნახჭევანსა
და ერევანში სომხებმა და თათრებმა ერთმანეთის სისხლი დაღვა-
43 მკითხველთა ლიგა
რეს და ახლა საქართველოშიც ლესავდნენ ხანჯლებს. მათ შუღლს
საჯაროდ ყველანი „შეითანს“ აბრალებდნენ, პარტიაში კი მიტო
სხვანაირი გეზის გატანას ლამობდა. დღევანდელ სხდომაზე მან
გახსენა მეგობრებს, რომ დაშნაკების გაჩენამდის კავკასიაში შედა-
რებითი საერთაშორისო მშვიდობა არსებობდა.
„დაშნაკები ჩვენც გვედავებიან მამულს და თათრებსაც, – ამბობ-
და დიმიტრი, – ისინი ჯერ თათრებს დაეჯახნენ, მერმე კი ჩვენც შე-
მოგვიტევენ. თუ მათი ხელით ანთებული ცეცხლი საქართველოსაც
მოედო, ცეცხლს ცეცხლივე უნდა დავუხვედროთ და მაუზერს მაუზე-
რი. ამას ჩვენი ხალხიც, მთავრობაც და მთელი კავკასიაც დაგვიდას-
ტურებენ და ისტორიაც სავსებით გაგვამართლებს. გარწმუნებთ, ამ-
ხანაგებო, რომ ეს მუქარაც საკმარისია. სისხლის ღვრა მაშინვე გა-
თავდება და დაშნაკები ისევ თავიანთ ქერქში დაეტევიან“.
ამ სიტყვამ ჟრიამული გამოიწვია.
„რომელი ისტორია?.. ნუ თუ მთავრობის დასტურისა არ შეგ-
რცხვებათ?.. ეგ არის თქვენი სოციალიზმი?.. ეგ ხომ შენი ბიძის ან-
დრიას პროგრამაა!“ – მიაყარეს ორატორს აქეთ– იქიდან.
დიმიტრის ყველაზე მეტად უკანასკნელი რეპლიკა ემწვავა. ვინაი-
დან მისმა მთქმელმა სიმართლე კოჭებამდის გააშიშვლა. დიმიტ-
რის თვითონაც გაუკვირდა: პირად საუბარში ის დაჟინებით ებრძო-
და ბიძას. ეუბნებოდა: „ქართველ-თათრების კავშირი ერთობას სა-
ერთაშორისო ბრძოლის სისხლში დაახრჩობს და ყველას დაგვღუ-
პავსო“. ახლა კი მოუფიქრებლად გაიმეორა ანდროს გეზი და მეგობ-
რებში გაოცება და აღშფოთება გამოიწვია. ექიმს უნდოდა თავი
ემართლებინა, ნათქვამი შეერბილებინა და კიდეც წამოიძახა რამ-
დენჯერმე:
„მეგობრებო, მომითმინეთ... დამაცადეთ“.
მაგრამ ვიღაცამ აღარ დააცადა და იქვე ახლოს, ორასი ნაბიჯის
მანძილზე, სწორედ ამ დროს დააჭექა ყუმბარა, რომელმაც ფანჯრე-
ბი შეაზანზარა და დამსწრენიც წამოშალა. ყუმბარის დგრიალს ხში-
რი სროლა მოჰყვა.
სხდომა შესწყდა. თავმოყრით ყოფნა მეტად სახიფათო იყო და
კრება ნელ– ნელა დაიშალა.
დიმიტრიმ შორი გზით მოუარა, მამადავითის აღმართზე ამოვი-
და და ავაშაროვს შეეფეთა.

44 მკითხველთა ლიგა
ეს სამგვაროვანი ჟანდარმი – ავშაროვი, ავშარაშვილი, ავშარიან-
ცი – ახატნელის ოჯახში ქეთომ შემოიყვანა, რომელსაც ამის გამო
ძმებმაც და ბიძაშვილებმაც სიცოცხლე ჩაუმწარეს.
ეს ამბავი ანდრიამ გაიგო და მიტოს უთხრა:
„მიტო, შენ შენი ბინა გაქვს და ჩემი ოჯახის საქმეში ნუ ერევი. ვი-
საც მინდა, იმას მოვუშვებ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ავშა-
როვი პატიოსანი კაცია და ამიტომ“...
„ავშაროვი ჟანდარმია: – გააწყვეტინა დიმიტრიმ.
„მე არც ცრუმორწმუნე ვარ და არც მხდალი, – მიუგო ანდრომ. –
ჟანდარმი თქვენთვის ჯოჯოხეთის მოციქულია, ჩემთვის კი სულ
სხვა ვინმეა. ის სდარაჯობს ჩვენს ძილს, ჩვენს ნაშრომს, ჩვენს სი-
ცოცხლეს, საკუთრებას, კანონს და კულტურას“..
„კანონს და კულტურასაც?“ – წამოიძახა დიმიტრიმ.
„დიაღ, კულტურასაც, – დაუდასტურა ანდრომ, – რამდენჯერ მით-
ქვამს, ჩემი ნიკო შენზე და აკაკიზე უფრო ლოღიკურად მოიქცა-მეთ-
ქი: მან დედ-მამაზე და საკუთრებაზედაც ხელი აიღო და თავის ხატს
გაჰყვა. მუშების უბანში გადასახლდა და მუშურად ცხოვრობს. შენ კი
გინდა ყველაფერი შეინარჩუნო და ამავე დროს შენი ქონებისა და
სიცოცხლის ერთგული დარაჯი მთავრობა კი მოჰკლა. ან ერთი გზა
აირჩიე, ან მეორე“.
„მესამე გზაც არსებობს“.
„ტყუილია, თქვენი ნაჭორალია! – აუწია ხმას ანდრიამ. – ღმერ-
თმა ნუ მოგასწროს, მაგრამ შესაძლოა მოესწრო და დარწმუნდე,
რომ ეგ გზა თვითმპყრობელობის პირობებში რეალობა კი არ არის,
არამედ ფანტაზიაა, ლანდია, ავი მოჩვენებაა და მეტი არაფერი. ეგ
ტკბილი სიზმარი თითების კვნეტით და კბილთა ღრჭენით დას-
რულდება-მეთქი“.
„დამშვიდდი, ბიძაჩემო, ავშაროვი შენი სტუმარია და მე იმასთან
ხელი არა მაქვს“.
ეს საუბარი სამი თვის წინათ მოხდა. მას აქეთ დიმიტრი ავშაროვს
აღარ შეჰხვედრია და აღარც ავშაროვი გამოჩენილა ანდრიას ოჯახ-
ში. წეღან კი როტმისტრმა მიტოს გზა გადაუჭრა ქუჩაში, ხელი ჩამო-
ართვა და ჰკითხა:
– ჯიქი ხომ არსად შეგხვედრიათ?
– მგონი მეტეხშია. – მიუგო გაოცებულმა ექიმმა.
– მეტეხში მყავდა, მაგრამ დღეს გამექცა.

45 მკითხველთა ლიგა
– ღმერთმა ხელი მოუმართოს! – გაიცინა ექიმმა. – რომ კიდეც მე-
ნახა, განგებ გზას აგირევდით.
– უკაცრავად, მე დამავიწყდა, რომ თქვენც ერთობისტი ხართ, –
დაცინვით მიუგო ავშაროვმა და გაშორდა, – მშვიდობით ბრძანდე-
ბოდეთ.
მცირე ხნის შემდეგ მეორე და მესამე ყუმბარამ იფეთქა. იმ დროს
დიმიტრი მეგობართან იყო და იქ უთხრეს, ავშაროვი ააფეთქესო.
ახლა დიმიტრი ჰფიქრობდა, ეთქვა თუ არა ანდროსთვის ეს ამბა-
ვი? არ უთხრა. ქეთოს დღეობა იყო და არ უნდოდა ანდრია შეეწუხე-
ბინა, რომელსაც ავშაროვი პატიოსან კაცად და ხელსაყრელ სასი-
ძოდ მიაჩნდა. არა, არც ქეთომ უნდა იცოდეს, თორემ დღესასწაუ-
ლი ჩაჰშხამდება.

***

იმ დღეს არც ანდრიას პირმშო შვილი აკაკი გამოსულა გამარჯვე-


ბული. იმას ვერაზე ჰქონდა სხდომა. იქაც მძაფრად დაეტაკა ერთმა-
ნეთს ორი ჯგუფი. მცირე ჯგუფი
დაჟინებით მოითხოვდა ბრძოლის გამძაფრებას, დაუნდობლო-
ბას, იერიშების გახშირებას.
უმრავლესობა ყოყმანობდა, აკაკი ამ ჯგუფის გეზს იზიარებდა,
მაგრამ წესად ჰქონდა მწვავე კამათში არ ჩარეულიყო და მომრიგე-
ბელ შუამავლის როლი შეესრულებინა.
– მუშები და გლეხობის მცირე ნაწილი უეჭველად გამოგყვება,
მაგრამ ეს საკმარისი არ არის. – ამბობდა იმ დღეს სევასტი. – ჯარი
მთავრობის მხარეზეა და რამდენიმე ბატალიონიც საკმარისია, რომ
ჩვენი დიადი საქმე ნაადრევად ჩაახჩონ. ჩვენ დანამდვილებით ვი-
ცით, რომ გენერალი გრიაზნოვი, შირინკინი და ძმანი მათნი ოცნე-
ბობენ: სანამ ერთობა სუსტია, ნეტა მანამდის შემოგვიტევდნენო.
გრიაზნოვს ზოგი ჩვენი ამხანაგიც ემხრობა, ნებსით თუ უნებლიედ
იმის საქმეს აკეთებს და პროვოკატორის როლს ასრულებს.
მარცხენა ფრთა უცებ წამოიშალა. ატყდა ყვირილი და ჟრიამუ-
ლი:
– უსინდისობაა! საზიზღრობაა! შენ თვითონ ყოფილხარ პროვო-
კატორი: სევასტი ლამობდა სიტყვა დაესრულებინა, მაგრამ არ და-
აცალეს:

46 მკითხველთა ლიგა
– გაჩუმდი, აღარ გვინდა! ბოდიში მოიხადე!
– სევასტი ცხარე კაცია. საქმეს გაგვიფუჭებს, – ჩასჩურჩულა ღიმი-
ლით მეზობელს აკაკიმ და გრძელი წითური წვერი მოიწიწკნა.
ჟრიამული დიდხანს გაგრძელდა. იგი შორეულმა ქუხილმა შეს-
წყვიტა. თედომ მაშინვე გამოიყენა ქუხილი.
– ნუთუ ამ ქუხილმაც ვერაფერი შეგაგნებინათ? – წამოიძახა მან. –
ის ყუმბარა ჩვენი ამხანაგის ნასროლია. იქნება ის დაფლეთილი ან
აჩეხილი ჰგდია ქუჩაში, თქვენ კი მას პროვოკატორს უწოდებთ.
გრცხვენოდეთ!
– გრცხვენოდეთ! გრცხვენოდეთ! – მიაყოლეს სხვებმაც.
უმრავლესობას მართლა შერცხვა. სევასტიმ ბოდიში მოიხადა,
მაგრამ მაინც დაურთო:
– მე ქედს ვიხრი იმ გმირის წინაშე, მაგრამ მაინც ვიტყვი, მეასე-
ჯერ ვიტყვი, რომ ყოველი ამგვარი აქტი კომიტეტის ნებართვით უნ-
და ხდებოდეს. ეს დადგენილება მრავალჯერ გამოვიტანეთ, მაგრამ
თქვენ არ გვემორჩილებით და აუტანელ დღეში გვაყენებთ. თქვენ
ნაადრევი ომი გამოუცხადეთ მთავრობას. სისხლიც უხვად იღვრება,
პასუხი კი ჩვენ მოგვეთხოვება.
– ვინ თქვენ? – მიაძახა თედომ.
– პარტიისა და კომიტეტის უმრავლესობას, – მიუგო სევასტიმ.
– უმრავლესობა თქვენ კი არა, ჩვენა ვართ, – მიაყარა უმცირესო-
ბამ.
ამან ძველი დავა განაახლა. სევასტი და სხვებიც ამტკიცებდნენ:
ვინაიდან პარტიის უმრავლესობა საქართველოში ჩვენ გვემხრობა,
ამიტომ უმცირესობა ჩვენ უნდა გვემორჩილებოდესო.
თედო და მისი ჯგუფი არ უთმობდა: საქართველოს სოციალ-დე-
მოკრატიული პარტია არ არსებობს. ჩვენ მცირე ნაწილი ვართ რუსე-
თის საერთო პარტიისა, რომელიც
ერთადერთი უზენაესი პატრონია თქვენიცა და ჩვენიცა. ვინაიდან
იქ, რუსეთის მთავარ კომიტეტში, უმრავლესობა ჩვენ გვეკუთვნის,
მაშ ცხადი ყოფილა, რომ იმ კომიტეტს ჩვენთან ერთად თქვენც უნ-
და ემორჩილებოდეთო.
– ამიტომ პარტიის მთავარი ხელმძღვანელობის ნამდვილი წარ-
მომადგენელი ჩვენა ვართ და არა თქვენ. თქვენ აქაური უმრავლესო-
ბა დაგიხვევიათ ხელზე. მაგ საბუთს ძალა მხოლოდ მაშინ ექნება,
როცა რუსეთის პარტიას გამოეთიშებით და საქართველოს სოციალ-
დემოკრატიულ პარტიას დააარსებთ. ინებეთ, გაჰბედეთ!
47 მკითხველთა ლიგა
– ინებონ! გაჰბედონ! – მხარი მისცა თედოს რამდენიმე ამხანაგმა.
– ვერა, ვერ გაჰბედავენ. ეს ხომ ღალატი იქნება იმ საერთო საქმი-
სა, რომელსაც ერთად აშენებდნენ რუსი და ქართველი, უკრაინელი
და სომეხიც, თათარიც და ბელორუსიც. არა, უმრავლესობა ამ ანკესს
არ წამოეგება.
კამათის დროს ერთი ამხანაგი შემოვიდა და სასიხარულო ამბავი
მოიტანა:
– ამხანაგებო, მომილოცნია: ჯიქი ჟანდარმებს გამოექცა. თედოს
ჯგუფი გახარებული წამოცვივდა:
– ყოჩაღ, ჯიქო! გაუმარჯოს! ვაჟკაცია, ვაჟკაცი!
– ყოჩაღ, ყოჩაღ! – ცალი ყბით დაუმატეს სხვებმაც, ხოლო აკაკიმ
ისევ ჩასჩურჩულა მეზობელს:
– ბედოვლათი ჟანდარმები ყოფილან. ხელახლა აგვირევს საქ-
მეს, ინტრიგანია, მოუსვენარი, ბელადობას იჩემებს.
– გრცხვენოდეს, აკაკი! – წამოიძახა უცებ თედომ. – ზურაბის გა-
მოქცევა ძალიან გწყენია.
აკაკის თავის წვერით წითელ-ყვითელი ფერი დაედო. გაშრა,
აირია და ლუღლუღით იკითხა:
– რათა, თედო, რას მერჩი?
– ვისზე სთქვი ინტრიგანიაო?
– ინტრიგანი კი არა, ინტრიგებია მეთქი. – მოეჭიდა აკაკი ორიო-
დე ასოს და ფონს გავიდა.
– მე ვთქვი, პარტიაში ინტრიგებია მეთქი.
– ვიცი, შენი ნათქვამი კარგად გავიდე. – თავის ჩაქნევით მიუგო
თედომ.
– გარწმუნებ, თედო, ვერ გაგიგია.
თავჯდომარემ ეს მცირე ამბავი გაუგებრობად ჩასთვალა და კამა-
თი წეღანდელ კალაპოტში ჩააყენა.
აკაკის არავინ დაუჯერა და თვითონაც იცოდა, რომ არავინ დაუჯე-
რა და ამის გამო ძლიერ სწუხდა და ნათქვამს ნანობდა, მაგრამ გვი-
ანღა იყო სინანული. პირმოღუშული იჯდა ბოლომდის, მსხვილი წი-
თელი თითებით წითურ წვერულვაშს აწვალებდა და ამით თავის სუ-
ლიერ ქოთქოთს ამჟღავნებდა.
თედო ვეღარ ითმენდა. უნდოდა ჯიქის სანახავად წასულიყო, მაგ-
რამ ამ დროს შორიდან მეორე ყუმბარის ხანგრძლივი გუგუნი მოის-
მა. სხდომა ხელახლა წამოიშალა.

48 მკითხველთა ლიგა
– აგერ მეორე პროვოკატორი!...– წამოიძახა თედომ და დაცინვით
გადაიხარხარა: ოხო– ხო!
– ნუ იცინი, თედო. – თავის ქნევით მიაწოდა აკაკიმ. – ორი ყუმბა-
რის საპასუხოდ ორასი ზარბაზანი არ დაგვიშინონ.
– ნუ გეშინიან, შენ მუდამ დარჩები. – ირიბული ღიმილით დაუბ-
რუნა თედომ. სხვებმაც გაიღიმეს, ხოლო აკაკი უარესად გაწითლდა
და გაჯავრდა, მაგრამ ჯავრი უკანვე ჩაიბრუნა და გაჩუმდა: ყველა
მიხვდა, თუ რა შხამით იყო გაჟღენთილი თედოს ისარი: აკაკი შვი-
ლი იყო ანდრია ახატნელისა, რომელმაც არა ერთხელ იხსნა ის გან-
საცდელისაგან. ყოველი დამსწრე ორჯერ და სამჯერ იყო დაპატიმ-
რებული, ნაცემი, დამშეული, სამსახურიდან დათხოვნილი, გადასახ-
ლებული, ზოგი მათგანი დღესაც მშიერ-მწყურვალი დაძრწოდა და
სადღაც ჯურღმულში იმალებოდა, ხოლო აკაკი მხოლოდ ერთხელ
მიიყვანეს მეტეხში და ანდრიასი და ავშაროვის წყალობით იმავე
დღეს გამოუშვეს და ბოდიშიც კი მოიხადეს.
კამათი გაგრძელდა. იგი მესამე ყუმბარამ მოსხიპა, რომელმაც იქ-
ვე ახლოს დაიჭექა. ყუმბარის ქუხილს თოფ-რევოლვერების ჭახა-ჭუ-
ხი მოჰყვა.
– ამხანაგებო, დინჯად და თითო-თითოდ დავიშალნეთ, – განაც-
ხადა თავმჯდომარემ. – სხდომის გაგრძელებას აზრი აღარა აქვს.
ზედმეტი სითამამე გვავნებს. მაგრამ ნურავის ჰგონია, თითქო დღე-
ვანდელ სხდომას ჩვენი საერთო ბანაკი დაერღვიოს. პირიქით, ჩვე-
ნი ენერგია და სიმტკიცე დღე– დღესავით მატულობს. დეე ჩვენი ში-
ნაური დავა შინვე დარჩეს, გარეთ ნუ გავიტანთ და მტერს ნუ გავახა-
რებთ. მაშ წავიდ-წამოვიდეთ და ჩვენს წმინდა მიზანს უფრო მეტი
მხნეობით და უჯიათობით ვემსახუროთ.

49 მკითხველთა ლიგა
V

აკაკი სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა, თითქმის ცარიელი ქუჩა ში-


შით და ძრწოლით იყო გაჟღენთილი. თავჩაღუნული და მობუზული
მგზავრები თითქმის მირბოდნენ, მხოლოდ მოწაფენი მიდიოდნენ
ნაძალადევი ლაღობითა და სითამამით. ვაჭრებს მაღაზიები და-
ეკეტნათ. აქა-იქ დარაბები ოდნავ გაეღოთ და შიშნარევი თვალებით
შიგნიდან იყურებოდნენ.
ჭავჭავაძის ქუჩის კუთხიდან გოლოვინის პროსპექტზე უცებ გამო-
სულმა სამხედრო პატრულმა მგზავრებს გზა გადაუჭრა და ჩხრეკა
დაუწყო.
აკაკის ახლა ზაფრანის ფერი დაედო! უბეში ახალთ-ახალი პროკ-
ლამაცია ედო, რომელიც წეღან სევასტიმ გადმოსცა. მას წესად
ჰქონდა დადებული: არც შინ და არც ჯიბეში არასოდეს არაფერი სა-
ხიფათო რამ არ შეენახა, და დღემდის ამ წესს
პირნათლად ასრულებდა, ახლა კი ეშმაკმა გააბრიყვა და დაჰღუ-
პა, აკაკიმ შიში აილაგმა, მარსელიოზის ღიღინი დაიწყო და თავჩა-
ღუნულმა განაგრძო სიარული, ვინაიდან უკან დაბრუნება აღარ შე-
იძლებოდა.
– ხელი ასწიე! – მიაძახა მას ერთმა სალდათმა და უკვე ჯიბეებზე
მოუფათურა ხელები.
ამ დროს აკაკიმ პატრულის მეთაურს კლიმიაშვილს მოჰკრა თვა-
ლი და გახარებულმა დაუძახა:
– ბატონ სანდროს ჩემი უღრმესი სალამი!
– ბატონ აკაკის ვახლავართ!
– კაცო, ამ სირცხვილს გადამარჩინე. ყაჩაღი ხომ არა ვარ, რომ
საქვეყნოდ მჩხრეკავთ.
– თავი დაანებე, – უბრძანა სანდრომ სალდათს და აკაკის უთხრა;
– მიბრძანდით, ბატონო აკაკი, მიბრძანდით, გთხოვთ თქვენს დედ-
მამას და ქალბატონ ქეთოსაც მოკითხვა გადასცეთ.
– რაღა მოკითხვა უნდათ! – ღიმილით და ხელგაშლით მიუგო აკა-
კიმ. – დღეს ქეთოს დღეობაა, მობრძანდით და პირადად მიულო-
ცეთ. – ერთი უწინდელი დროც გავიხსენოთ და ძველებურად ქართუ-
ლად ვიქეიფოთ.
უცებ უკნიდან სალდათის ყვირილი მოესმა:

50 მკითხველთა ლიგა
– სტოი, სტოი! – შესდექი, თორემ გესვრი!
აკაკიმ მიიხედა და თედო დაინახა, რომელიც თურმე უკნიდან
მოსდევდა. სალდათი აკაკის ხელაწეულ ამხანაგს გულმოდგინედ
სჩხრეკავდა. აკაკის ზარმა გაუელვა სანდროსათვის ეთქვა, რომ თე-
დო არ გაეჩხრიკათ, მაგრამ ენა დაება, თითქოს შერცხვა ეღიარები-
ნა, რომ ის ტლანქი და ჭუჭყიანი მუშა მისი მეგობარი იყო.
სალდათმა თედოს რაღაც ქაღალდები ამოუღო უბიდან, თვითონ
თედო კლიმიაშვილს მიუყვანა, ის ქაღალდებიც გადასცა და მოახსე-
ნა:
– რუსულს არა ჰგავს და იქნება თქვენ წაიკითხოთ.
აკაკიმაც დაჰხედა იმ ფურცლებს და ის პროკლამაცია იცნო, რომე-
ლიც თვითონაც ედო ჯიბეში. იცნო და სათქმელი მოამზადა, მაგრამ
თქმა დაუგვიანდა, სამიოდე წამით დაუგვიანდა.
კლიმიაშვილმა აკაკის ერთი გადმოჰხედა და ისე გაუღიმა, თითქო
რაღაცას ეკითხებოდა, მაგრამ დროზე ვერ მიიღო პასუხი და სალ-
დათს მიუბრუნდა:
– ეს კაცი კომენდანტს მიუყვანე და ეს პროკლამაციებიც გადაეცი.
მარშ!
თედომ აკაკის უცნაურად გაუღიმა, რამდენჯერვე უცნაურადვე ჩა-
უქნია თავი და სალდათს გაჰყვა, რომელმაც თოფი მხარზე გაიდო
და პატიმარი წინ გაიგდო.
– მაშ გელოდებით, – მიაძახა აკაკიმ კლიმიაშვილს და ჭავჭავაძის
ქუჩას აჰყვა, თან სინდისის ქეჯნა და ნაოჭებად ქცეული შუბლი წამო-
იღო.
„რას ნიშნავს თედოს უცნაური ღიმილი და თავის ქნევა?“ – ჰკით-
ხა მან თავის-თავს და თვითონვე უპასუხა: – საყვედურს და... მუქა-
რას, ვითომ შემეძლო გადამერჩინა? მგონი შემეძლო, უეჭველად შე-
მეძლო, მაგრამ განზრახ ხომ არ მიქნია? ეშმაკი დამაჯდა ენაზე და
სამიოდე წამით დამაგვიანა. მაშინ მაინც მეთქვა რამე, როცა სან-
დრომ შემომხედა. გადავარჩენდი, დავიმადლებდი. ახლა კი მთელ
ქალაქს ჭორს მოსდებენ და საყვედურით თავს მომაბეზრებენ. ეჰ,
რაც მოხდა, მოხდა! გვიანღაა სინანული და ვიში!
მართლა გვიანღა იყო სინანული. უცებ ხიფათი გაახსენდა, უბი-
დან პროკლამაცია ამოიღო, ნაკუწ– ნაკუწად აქცია, აქა-იქ მიაბნია და
გული დაიმშვიდა: “ამას რაღა წაკითხვა უნდა! ზეპირად ვიცი, რაც
ეწერება“.

51 მკითხველთა ლიგა
და რამდენიმე წუთის შემდეგ მარსელიოზის ღიღინით მეშვიდე
ნომრიან სახლს მიადგა, სადაც თვითონაც ჰქონდა ბინა და მისი
დედ-მამა და ძმებიც ცხოვრობდნენ.

***

აკაკი, მისი ბიძაშვილი გრიგოლი და უმცროსი ძმა სტუდენტი ნი-


კო თითქმის ერთად ავიდნენ ანდრიასთან და იქ მყოფთ გამარჯვება
უსურვეს.
გრიგოლი ოცდახუთმეტი წლისა იქნებოდა, შუა ტანისა, მკვრივი,
ბელტივით მოჭრილი, ჯაგართმიანი, მოკლეკისრიანი, სოფლის
მზისგან და ქარისგან გარუჯული. ის ორიოდე თვის წინათ ჩამოსუ-
ლიყო ქალაქში, ახლაღა დაეწყო წვერის პარსვა და ამიტომ მის გა-
ნიერ სახეს ორი ზოლი ემჩნეოდა: ზევით – ჩამუქებული, დამწვარი,
ქვეით კი უფრო სუფთა და ღია ფერისა. ის აგრონომი იყო, სწავლა
რომ დაასრულა, მაშინვე სოფელში დასახლდა, ახატნელთა საერ-
თო გავერანებული მამული იჯარით აიღო და ათიოდე წელიწადში
ხელახლა ააყვავა. მაგრამ ერთობამ მოუსწრო, იქაურობაზე ხელი
ააღებინა და პირი ქალაქისაკენ აქნევინა. აქ გრიგოლმა თავის ბიძის
ანდრიას შეწევნით შინამრეწველობის კომიტეტში სამსახური იშოვა
და ახალა სოფლის დაწყნარებას ელის, რათა ხელახლა დაუბრუნ-
დეს მამულ-დედულს, რომელიც ჯერჯერობით ოდნავ დაზიანებუ-
ლიყო.
ნიკო მორიდებით დაჯდა კუთხეში და გაზეთის კითხვას შეუდგა.
ისიც ამ ოჯახისა იყო, ისიც ამ სახლში დაიბადა, აქვე აღიზარდა და
ქვემო სართულებში – ძმასთან და ბიძაშვილებთან ხშირად მოდი-
ოდა, დედ-მამის ბინაში კი ამ უკანასკნელ ხანს იშვიათად ამოდიო-
და და თავი სტუმარსავით ეჭირა, ნამეტან კი პოლიტიკურ საუბარს
ერიდებოდა, ვინაიდან იგი მუდამ უსიამოვნო კინკლაობით თავდე-
ბოდა.
ნათესავებმა ყუმბარებზე და დახოცილთა ვინაობაზე ჩამოაგდეს
საუბარი, მაგრამ დანამდვილებით არავინ იცოდა ვინ იყო და რამ-
დენი იყო დაჭრილ-დახოცილი.
– ნიკო, შენ გეცოდინება: ვინ მოაწყო დღევანდელი ჟლეტა? –
ჰკითხა დიმიტრიმ.
– მე რა ვიცი? – ჩაიბურტყუნა ნკომ.

52 მკითხველთა ლიგა
ყველამ ღიმილით გადაჰხედეს ერთმანეთს და ერთი წუთით დუ-
მილი ჩამოწვა. მერმე აკაკიმ ხელების ფშვნეტით და ტკბილი ღიმი-
ლით ჰკითხა წვერაძეს:
რასა იქმ, იაკობ? ამ ერთ კვირაში რამდენი ფქვილი გაჰყიდე, რამ-
დენი მატყლი იყიდე და რამდენი სომხის სახლი დაიგირავე?
– ეჰ, ბატონო, – თავდაბლად მიუგო მან, – სომხებთან ჯიბრი რა
ჩემი საქმეა? თუ გაიგეს, მართალი ეგონებათ და სამ დღეში გამა-
კოტრებენ. ისევ იმათი წყალობით მიდგა სული და მადლობის მეტი
არაფერი არ მეთქმის.
– ვიცით, გიცნობთ, ლამის ერთმანეთი დასჭამოთ. აქამდის კიდეც
დასჭამდით, მაგრამ საერთო მტერი გაგიჩნდათ, პროლეტარიატმა
შემოგიტიათ და ამიტომ გახდით სოლოლაკელთა მადლიერი, არა?
ეხე-ხე! ვიცით, ვიცით! – და აკაკიმ მას ლაზღანდარულად მოუცაცუნა
ხელი.
– რასა ბრძანებთ, ბატონო აკაკი! ქართველ ვაჭრებს სოლოლაკე-
ლებთან სავაჭრო საქმე გვაკავშირებს, თორემ სხვა მხრივ...
– კარგი, კარგი, ნუ კი გეწყინა, – გააწყვეტინა აკაკიმ, – ჩვენ და
თქვენ ჯერ სადავო არაფერი გვაქვს. ჯერ საერთო მტერი გავანადგუ-
როთ, ჯერ ბიუროკრატია და ფეოდალები მოვსპოთ და მერმე თქვენ
მოგიბრუნდებით, ეხე-ხე! ვხუმრობ, ჩემო იაკობ! არ დამიჯერო! ეხე-
ხე!
– იაკობს მართლა ხუმრობა გონია, – ჩაურთო გრიგოლმა და საქა-
ნელა სკამში გაიჭიმა, – ნამდვილად კი აკაკიმ ალალი სიმართლე
უთხრა.
დიმიტრიმ ხმამაღლა გადიხარხარა. ანდრიამ გაიღიმა.
წვერაძეს უნდოდა რაღაც ეთქვა და გამოშვერილი თითი ჰაერში
შერჩა. მას ჯერ ვერ გადაეჭრა, აკაკი მართლა გაეხუმრა, თუ ხუმრო-
ბაში სიმართლე ჩაურია. აკაკიმ აღარ დააცადა და მიაძახა:
– ჰა, არ მოგატყუოს! ჩვენს პარტიულ პრესას და პროკლამაციებს
ყველაფერი კი არ უნდა დაუჯერო. კაი მთქმელს კაი გამგონი უნდაო.
ჩვენც ვიცით, რომ მუშას მხოლოდ კაპიტალის წყალობით შეუძლიან
იარსებოს. რუსეთში სოციალიზმი ორიოდე საუკუნის შემდეგაც
ძლივს განხორციელდება, სანამდის კი თქვენისთანა განათლებული
ვაჭარ– მრეწველი ასი-ათასობით დაგვჭირდება. უთქვენოთ ჩვენ
ისევე ვერ გავძლებთ, როგორც თევზი უწყლოდ.
ახლა გრიგოლმა გადიხარხარა და რამდენიმე სიტყვა მიაწოდა:
– ესე იგი, პოლიტიკა შენ და ეკონომიკა მაგას, არა?
53 მკითხველთა ლიგა
– დიაღ, სწორედ აგრეა. – ჩამოართვა აკაკიმ. – ჩვენ ვაჭრობა-
მრეწველობას ახლოსაც არ გავეკარებით. სამაგიეროდ კომერსანტს
პოლიტიკა არ ესმის და არც აინტერესებს. ეს უმთავრესად იურისტე-
ბის საქმეა.
– ესე იგი, შენისთანა ადვოკატების საქმეა, არა? – ისევ გააწყვეტი-
ნა გრიგოლმა და ჰკითხა: – მუშებს რაღა დაუტოვე?
ნიკომ გაზეთის კითხვა შესწყვიტა და გაოცებით გადმოჰხედა აკა-
კის. ფანჯარასთან მდგომმა დიმიტრიმ გაიცინა და ჩაურთო:
– თხის პატრონს თხის კუდიც ეყოფა.
აკაკი თითქო შეკრთა, მაგრამ მაშინვე ხელთ იგდო თავის თავი,
გრძელი წითური წვერი მოიფოცხა და უპასუხა:
– მუშებს თავი დაანებეთ, მუშები თქვენი სახსენებელი არ არიან.
ჩვენ და მუშები მუდამ მოვრიგდებით. ყველა პარტიას შტაბიც ჰყავს
და ლაშქარიც.
– ვინ არის შტაბისტი და ვინ არის ლაშქარი, ეგ ზურაბ გურგენიძე-
საც ჰკითხე. იქნება ნიკომაც გვითხრას რამე. – ღიმილით მიუგო დი-
მიტრიმ.
ნიკომ არაფერი უპასუხა.
– ეგეც ჩვენი შინაური საქმეა და მომრიგებელი არა გვჭირდება.
ჩვენ სხვა რამეზე ვლაპარაკობდით. – მოუჭრა აკაკიმ და ისევ წვერა-
ძეს მიუბრუნდა: – დღეს მებრძოლნი ასე არიან დალაგებულნი: ცალ
მხარეს მუშები, გლეხები და პროგრესიული ინტელიგენცია სდგას,
მეორეზე კი მეფის ბიუროკრატიას, მემამულეებს და თავადაზნაუ-
რობას მოუყრია თავი. ბურჟუაზიაც ამ მეორე ბანაკის წინააღმდეგ
სდგას.
– მე რომელ ბანაკში მომაქციე? – ჰკითხა გრიგოლმა.
– შენ ცარიზმის დამხობის მომხრე ხარ, ნაციონალ-რევოლუციო-
ნერი ბრძანდები, მაგრამ...
– მაგრამ?
– მაგრამ ამავე დროს მემამულეც და რეაქციონერიც ბრძანდები.
– ის მამული ყველას გვეკუთვნის, – მიუგო გრიგოლმა და წამო-
იწია, – მე ყველას საიჯარო ფულს გიხდით, პირადად შენ წელიწად-
ში სამოც თუმანს მართმევ, წლეულს გლეხები ამიჯანყდნენ, დიაღ,
შენ და ნიკომ ამიჯანყეთ, შემოსავალი მომისპე და ამავე დროს შენს
წილსაც მოითხოვ. მაშასადამე შენ მემამულეცა ხარ და უარესიც. შენ
ჩემი ხელით სცარცვავ გლეხებს და პირადად ჩემს ნაოფლარსაც მი-

54 მკითხველთა ლიგა
ირთმევ. ნიკო კი პატიოსანი რევოლუციონერი გამოდგა. მან ამ სახ-
ლზედაც აიღო ხელი და მამულსაც თავი დაანება.
დიმიტრიმ ნიკოს ბულულივით აპენტილ შავ თმაზე ხელი გადა-
უსვა და გრიგოლის ნათქვამი თავის ჩაქნევით მოიწონა, აკაკიმ კი
უპასუხა:
– ნიკო სულელურად მოიქცა. თავის წილი იმასაც უნდა გამოერ-
თმია შენთვის და ერთობის საქმეზე დაეხარჯნა.
ნიკომ ახლა კი ამოიღო ხმა:
– ყველას კარგად ესმის ვინც არის სულელი, მე თუ შენ. გრიგოლს
შემოსავლის წყარო ჩვენვე დავუშროთ და იჯარაც მოვთხოვოთ? სად
არის შენი სანაქებო პრინციპი და იურიდიული საბუთი?
ანდრიამ სავარძლის სახელურზე თითი ააკაკუნა. ეს იმის ნიშანი
იყო, რომ მას ამგვარი უდიერი კილო არ მოეწონა. შვილები და ძმის-
წულები მიუხვდნენ და თავი აილაგმეს.
– დაიცა, გრიგოლ, ნუ ავღელდებით, – ისე განაგრძო აკაკიმ, თით-
ქო ნიკოს სიტყვები არ გაეგონოს და გრიგოლს ახლოს მიუჯდა. – ეს
ძლიერ საინტერესო და ძლიერ რთული იურიდიული პრობლემაა.
იგი რამდენიმე მხრიდან უნდა გავჩხრიკოთ.
დინჯად გაჩხრიკა და დაუმტკიცა, რომ მას, აკაკის, უფლება აქვს
მემამულეებს გლეხები აუჯანყოს და თვითონ კი არ დაზარალდეს;
რომ სხვების მამული გლეხებს დაურიგოს და თავის წილი კი რაღაც
მანქანებით შეინარჩუნოს; რომ ყველა მემამულე მხოლოდ იმიტომ
არის უცილობლივ ერთობის მტერი, რომ ის მემამულეა, ხოლო აკა-
კის შეუძლიან – მარტო აკაკის შეუძლიან და სხვა არავის – ერთობის
მონაწილეც იყოს და მამულის შემოსავალიც შეინარჩუნოს. რომ
გრიგოლი ერთობის
„მომხრეა“, მაგრამ ის მოჯამაგირე გლეხებს ამუშავებს.
– ყველას სიცილი წასკდა, გრიგოლმა კი წყრომით წამოიძახა:
– შენ არც იურისტი ყოფილხარ და არც სოციალისტი.
– მაშ ვინ არის? – მაშინვე წამოიძახა დიმიტრიმ.
– შენ გენიალური მეტაფიზიკოსი, კაზუისტი და კაბალისტი ხარ.
შენ რომ სოციალისტობაზე ხელს აიღებდე და ხონში ან ხაშურში და-
სახლდებოდე, იქაურებში პირველი აბლაკატი იქნებოდი. იულიოს
კეისარმა სთქვა.....
– ვიცით რაცა სთქვა, – გააწყვეტინა აკაკიმ, – ქალაქში მეორე ალა-
გს ისევ სოფელში პირველობა მირჩევნიანო. შენ პირველი კაცი იყა-

55 მკითხველთა ლიგა
ვი სოფელში, მაგრამ გამოგაგდეს, მე კი მეასე ვარ ქალაქში და ესეც
მეფოყა.
ანდრია გაუნძრევლად იჯდა, თითქო სთვლემდა და ხანგამოშვე-
ბით ცბიერად იღიმებოდა.
ამ დროს თავის ოთახიდან ქეთო გამოვიდა და თან ბედნიერი ღი-
მილი და ისეთი სინათლე გამოიტანა, თითქო ფანჯრებს უცებ ხა-
ვერდის ფარდები ჩამოხსნესო. ძმებმაც და ბიძაშვილებმაც მხიარუ-
ლება დაუხვედრეს: დღეობა მიულოცეს, დაჰკოცნეს და საჩუქარი მი-
ართვეს.
მამამ დილას ათი თუმანი აჩუქა და ახლა განმეორებით აკოცა.
გრიგოლმა მძივებით მოქარგული ატლასის ჩანთა მიართვა.
აკაკიმ შოკოლადით სავსე ბროლის ლარნაკი მოუტანა, რომელიც
ფანჯრის რაფაზე იდგა.
რაფის მეორე ნახევარი ვეება თაიგულს ეჭირა, რომელიც წვერა-
ძეს მოეტანა.
დიმიტრიმ „ვეფხისტყაოსნის“ ძვირფასი გამოცემა მიართვა, რო-
მელიც როიალზე იდო, ხოლო მის გვერდით დობროლიუბოვის და
ჩერნიშევსკის ტომები ეწყო, რომელნიც ნიკოს ქეთოსთვის ეშოვნა.
ქეთო როიალთან დაჯდა, სახურავი აჰხადა და ცალი ხელით კლა-
ვიშებს აცოდვილებდა და ამავე დროს ხელის ჩანთას სინჯავდა, რო-
მელიც გრიგოლმა აჩუქა.
– როგორც ვატყობ, ქეთოს ყველაზე მეტად გრიგოლის ნაჩუქარი
მოეწონა, – სთქვა დიმიტრიმ.
– მშვენიერია. – მიუგო ქეთომ. – ასეთი რამე მაღაზიაში არ იშოვე-
ბა.
– რა თქმა უნდა, არ იშოვება. – დაუდასტურა გრიგოლმა. ახლა მა-
ღაზიებში მხოლოდ მანქანით ნაკეთები უშნო და უსულო სტანდარ-
ტული საქონელი აწყვია.
– ჩანთას კი სული აქვს? – ჰკითხა აკაკიმ.
– მთქმელს გამგონი უნდა, აკაკი. – მიუგო გრიგოლმა. – „სული“
ფიგურალური სიტყვაა და არა თეოლოგიური. ყველა ლამაზი და იშ-
ვიათი ნივთი ხელით არის ნაკეთები. ხელოსანი ზოგჯერ ხელოვანია
და რასაც აკეთებს, სულით და გულით აკეთებს.
– მაგალითად?
– მაგალითად, ძველებური იტალიური ვიოლინოები, ძველებური
ხელსაქმე, ძველებური იარაღი, ოქრომჭედელთა ნახელავი, ზოგი-
ერთი ქსოვილი და სხვა რამეც. ერთხელ მაინც შეიხედეთ მუზეუმში,
56 მკითხველთა ლიგა
ძველებურ ოჯახში და თვალნათლივ დარწმუნდებით. რაღა შორს
წავიდეთ. ჩვენი მდგმურის დოვლათაშვილის კოლექცია გასინჯეთ
და გაოცდებით.
– შენი მასწავლებლის მართასი?
– დიაღ, ანტონის შვილის მართასი.
გრიგოლი რომ ქალაქში ჩამოვიდა და შინამრეწველობის კომი-
ტეტში დაიწყო სამსახური, იქ კურსების მსგავსი რამ დაუხვდა, რომე-
ლიც მან ერთი-სამად გააფართოვა და მართა ხელსაქმის მასწავ-
ლებლად მიიწვია.
– ოდესღაც ქართული ხელოსნობა მთელ წინა-აზიაში იყო და გან-
თქმული და მისი სახელი ევროპაშიც კი გავიდა, – ამბობდა გრიგო-
ლი. – ეს პუშკინმაც კი იცოდა და ქართულ ფოლადს ქება უძღვნა.
განთქმული იყო აგრეთვე ქართული სამართებელი და ხელსაქმე.
დიდი მწერალი პიერ ლოტი სწერს: ქალმა საუკეთესო ქართული რი-
დე მოიბურაო. მეორე მწერალი ოსკარ უაილდი და ალექსანდრე დი-
უმა აქებენ ჩვენებურ სირიფს, ჩაფარიშს და საერთოდ ხელსაქმეს.
1812 წელს რუსეთის ფინანსთა მინისტრი გურიევი კავკასიის მთა-
ვარმართებელს სწერდა: მთელ აზიაში საუკეთესო ძვირფას ხელ-
საქმედ ქართული ხელსაქმე ითვლება და მას გასატანი ბაჟი დაადე-
თო. ახლა კაპიტალმა ის ესთეტიკური ქვეყანა დაანგრია. მანქანებმა
ხელოსნობა თითქმის სულ მოგვისპო.
– ძალიან კარგი უქნიათ, – მიაწოდა აკაკიმ.
– შენთვის უცხოსი ყველაფერი კარგია და ჩვენებური კი ცუდია. –
მიუგო გრიგოლმა. – შენ იმასაც კი არ აქცევ ყურადღებას, რომ ხე-
ლოსანიც და საქარხნო მუშაც ორივე მუშაა, მაგრამ ხელოსანი თავი-
სუფალია, კაპიტალისტურ ქარხანაში მუშა კი მანქანის მონაა.
ამან ფიცხელი კამათი გამოიწვია. ნიკო იმ აზრს ანვითარებდა,
რომ სოციალიზმი მუშას თავისუფალ მოქალაქედ აქცევსო, ხოლო
ახლანდელი ხელოსანიც მუშასავით კაპიტალის ყმა არისო.
ანდრო მათს საუბარს ყურს უგდებდა და გრიგოლს თანხმობის
ნიშნად თავს უკანკურებდა.
– მაშ მანქანა უნდა მოვსპოთ, არა? – ჰკითხა ბოლოს აკაკიმ.
– სულაც არა, – მიუგო გრიგოლმა, – მანქანა თავის საქმეს აკეთებს
და მას ვერავინ აღუდგება წინ. მაგრამ უცხოელნი რომ მანქანებით
იყვნენ აღჭურვილი და ჩვენ კი მხოლოდ სათითე და ხელეჩო გვეჭი-
როს, რა თქმა უნდა, ჩვენ მათი ყმები გავხდებით. ჩვენ საკუთარი
მრეწველობა უნდა გავიჩინოთ და ამავე დროს შინამრეწველობაც
57 მკითხველთა ლიგა
გავავითაროთ, რომელსაც საერთო სახალხო მეურნეობაში ათჯერ
უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე ზოგს ჰგონია.
– ჩვენ მრეწველობის განვითარებას ხელს არ ვუშლით, – განაცხა-
და აკაკიმ.
– რა თქმა უნდა, უშლით. – მიუგო გრიგოლმა, – გაუთავებელი გა-
ფიცვა კაპიტალს აფრთხობს. განა ჭიათურა ასე უნდილად უნდა მუ-
შაობდეს? უცხოელებმა საქართველოში სულ რამდენიმე მილიონი
მანეთი შემოიტანეს და ლამის უკანვე წაიღონ. აკი კიდეც გაიტანეს.
მანთაშევმა და ნობელმა თავიანთი ქარხნები ბათომიდან ეგვიპტე-
ში გადაიტანეს. ეს სულ თქვენი საქმეა, გაუთავებელი გაფიცვების
შედეგია. ამის გამო რამდენიმე ათასი მუშა მშიერი დარჩა. მათ ორი
მილიონი წლიური შემოსავალი დაჰკარგეს.
– მუშებს შენი სარჩლობა არა სჭირდება-მეთქი. – გააწყვეტინა
აკაკიმ.
– შენც ტყუილად იჩემებ მუშებს, აკაკი, – განაგრძო გრიგოლმა, –
ნუ გავიწყდება, რომ ინგლისელი მუშა, რომელიც ჩვენებურ მუშას
პროფესორად გამოადგება, იქაურ ბურჟუაზიას ენდობა და საარჩევ-
ნო ხმას უმთავრესად მას აძლევს ხოლმე.
ნიკომ ვეღარ მოითმინა და ჩაილაპარაკა:
– მალე ვნახავთ ვინ გახდება პროფესორი, აქაური მუშა თუ ინ-
გლისელი.
– კარგი, გრიგოლ, – მიუგო აკაკიმ, – ვთქვათ ბათომში გადავაჭარ-
ბეთ და ქარხნები გადავატანინეთ, მერე რა?
– ერთი დახე, გადავაჭარბეთო! – ჩაულაპარაკა ნიკო დიმიტრის. –
აქ გაჩაღებული ომია და რა არის საკვირველი, რომ ორიოდე ბურჟუა
დაფრთხეს და გაიქცეს?
– არც მე მიკვირს. – უპასუხა მიტომ.
– მერმე ისა, რომ თქვენ ეროვნულსა და უცხო კაპიტალს ერთმა-
ნეთში არ არჩევთ, – უსაყვედურა გრიგოლმა აკაკის.
ნიკომ გესლიანად გადიხარხარა და წამოიძახა:
– ახლა კი თავის შოვინისტურ-კაპიტალისტურ ჭაობში შეტოპა და
ვეღარ გამოვა!
გრიგოლმა ეს რეპლიკა თითქო ვერ გაიგო და ისევ აკაკის უხსნი-
და, რომ ეროვნული კაპიტალი სისხლია, რომელიც შინვე დატრი-
ალდება, ხოლო უცხოელთა კაპიტალის მოგება გარეთ გავა და ერი
სისხლისგან დაიცლებაო. გარდა ამის, უცხო კაპიტალს საშინელი
ხიფათიც მოსდევსო, და მაგალითიც დაასახელა: სომეხმა კაპიტა-
58 მკითხველთა ლიგა
ლისტებმა ტფილისში რამდენიმე მილიარდი აგური დააგროვეს და
ამ საბუთით ჩვენი დედაქალაქი დაიჩემეს, ხოლო ჩვენს მიერ აქ
დაღვრილი ზღვა-სისხლი ანგარიშში აღარ შედისო.
– აკი ვამბობ, ამ კაცს რევოლუციისა და სოციალიზმისა არაფერიც
არ ესმის მეთქი! – წამოიძახა ნიკომ და წამოხტა. – ჩვენ კაპიტა-
ლიზმს სრულ მოსპობას ვუპირებთ, ეს კი გადმომდგარა და გვარი-
გებს: სომხების კაპიტალი განდევნეთ, ნობელ-როტჩილდებისა ჯერ-
ჯერობით დასტოვეთ, იქნება ჩვენ მათი ნასუფრალი გვერგოსო, ხო-
ლო ქართველი ვაჭრუკანები ნობელივით გაგვისუქეთო. ისევ თავის
რაშზე შეჯდა და ვეღარავინ გააჩერებს მეთქი!
ისევ ანდრიამ გააჩერა: მისმა თითმა კაკუნი დაიწყო და მოსაუბ-
რენი აიძულა საუბრის კილო და საგანი გამოეცვალნათ.
ამას წინათ ახატნელები თეატრში იყვნენ და იბსენის „ხალხის
მტერი“ ნახეს. ყველამ აღიარა, რომ დიდმა არტისტმა ლადო მეს-
ხიშვილმა, მიუხედავად სიბერისა, შტოკმანის როლშიც თავის უდი-
დესი კულტურა, შინაგანი ტემპერამენტი და კლასიკური პლასტიუ-
რობა გამოაჩინა.
მერმე სხვა ახალი პიესებიც გაიხსენეს, რომელიც ერთობამ გააჩი-
ნა და აფრთოვანებით მოიხსენეს მუდამ ახალგაზრდა ბრწყინვალე
ვასო აბაშიძე, მისი სმენა-დაზიანებული ნაცოლარი და უხვი მად-
ლით მოსილი მაკო, მათი გიჟმაჟი ქალი ტასო და უბადლო
„ხანუმა“ ნატო გაბუნია. პოლიტიკა თითქო დაივიწყეს, მაგრამ ამ
ქალბატონმა მალე ჯერ ნაჩვრეტში შემოჰყო თავი, მერმე კარი გა-
აღო და ბოლოს ისევ მოსაუბრეთა შუაგულში დაბრძანდა.
– მე ევროპა დავიარე და გავოცდი, – ამბობდა გრიგოლი, – ქალი
ბატებს აძოვებს და დილიდან საღამომდის თავჩაღუნული ჰქსოვს,
ტრამვაის ან რკინის გზის ვაგონში შეიხედავ და იქაც ჰქსოვენ. სადმე
ბაღში ასობით თამაშობენ ბავშვები, ხოლო მათი ძიძები და დედები
სხედან და ჰქსოვენ, ჰკერავენ, ჰქარგავენ. ყველა ევროპელი იმის
ცდაშია, რომ ყოველი წუთი და საათი ასარგებლოს, აქ კი ისევ აღმო-
სავლეთი სუფევს, რომელსაც საათის მნიშვნელობა ჯერაც ვერ გა-
უგია. ამ საათმა და დროს გამოყენებამ შეჰქმნა ის სახელოვანი ევ-
როპული კულტურა, რომელიც ჩვენც გვენატრება, მაგრამ მას შესაძ-
ლოა ათასი წლის შემდეგაც ვერ დავეწიოთ. რა არის ის სანაქებო
კულტურა? იგი უამრავ საუკუნეში დაგროვილი ნაოფლარია, იგი
ასიოდე თაობის მიერ შედედებული ენერგიაა, რომელსაც ზანტი, გა-
ნებივრებული ქართველი ვერც ასწონავს დ ვერც გაზომავს. ჩვენ
59 მკითხველთა ლიგა
გვარწმუნებენ, თითქო ევროპაში მხოლოდ მუშა და გლეხი მუშაობ-
დეს, ბურჟუაზია კი დარდიმანდობდეს და მათს ნაოფლარს ჰფლან-
გავდეს. ტყუილია, ჭორია, უსაქმო რანტიე ათი-ათასში ერთიც
ძლივს იქნება, ეგ მხოლოდ გამონაკლისია და არა კანონი.
– ნამდვილ მეშჩანურ-ბურჟუაზიულ ფილოსოფიას გვიქადაგებს. –
ჩაილაპარაკა ნიკომ, რომელიც ხანგამოშვებით ტოკავდა და თავს
ძლივს ილაგმავდა.
ქეთომ ნიკო ღიმილით და თავის ჩაქნევით გაამხნევა. ქალი ყურს
აღარ უგდებდა წვერაძეს, რომელიც გვერდით მოსჯდომოდა და სა-
არშიყო სიტყვებს ჩასჩურჩულებდა.
გრიგოლი ახლა კი მიუბრუნდა ნიკოს და ბრაზით უთხრა:
– თქვენ ყველაზე მეტად ყველაზე უფრო მშრომელი გლეხი და
მშრომელი მოქალაქე გძულთ. ერთ მათგანს ბობოლა დაარქვით,
მეორეს კი მეშჩანინი.
– დიაღ, აგრეა, – დაუდასტურა ნიკომ და გასწორდა, თითქო საბ-
რძოლველად მოემზადაო, – მაგრამ ისინი მშრომელნი კი არა, მუქ-
თახორები არიან.
– მე კი მოგახსენებ, რომ კულტურის ქონებრივ-მორალურ საფუძ-
ველს სწორედ ისინი ჰქმნიან და არა მუშები და ბანკირები.
– კულტურას ყველა თანაბრად ჰქმნის თავთავის დარგში: ბურჟუ-
აც, მუშაც, გლეხიც და მოქალაქეც. – ჩაერია აკაკი.
– საქმე ეგ არ არის, – განაგრძო გრიგოლმა, – საქმე ის არის, რომ
თქვენ ახალნაირი არისტოკრატული სული ჩაიდგით და ახლანდელ
არისტოკრატებზე უფრო მეტად გლეხი და მეშჩანინი შეიძულეთ.
– ჩვენს არისტოკრატობას თავი დაანებე. სულ ერთია არ დაგიჯე-
რებენ. – ნერვიულად გააწყვეტინა ნიკომ. – შენ მრავალჯერ გიქია სა-
ერთოდ ევროპა და კერძოდ იქაური ფერმერი, მეშჩანინი, მათი ფე-
ხისალაგები, მათი სიფხიზლე, შრომის მოყვარეობა, მომჭირნეობაც
და სისუფთავეც. სადავო მანდ არაფერია. ჩვენ მართლა ჩამოვრჩით
ევროპას, არა ათასი წლით, მაგრამ მაინც ჩამოვრჩით. მაგრამ ჩვენ
მტკიცედ გვჯერა, რომ სოციალიზმის წყალობით დრიგინდრიგინით
დავეწევით. უმთავრესი მაინც ის არის, რომ შენ მდიდარ გლეხობას
და მეშჩანობას ესარჩლები. გვეუბნები, ყველაზე მეტს ისინი შრომო-
ბენო. საეჭვოა, რომ აგრე იყოს, მაგრამ ვთქვათ დაგეთანხმე. მერე
რა? შესაძლებელია, რომ ზოგი ბანკირი, ზოგი მრეწველი და ზოგი
ვაჭარიც ყველაზე მეტს მუშაობდეს. მერმე რა მეთქი? საქმე ეგ კი
არაა, საქმე ის არის, შენი შეძლებული გლეხობა და შენი საყვარელი
60 მკითხველთა ლიგა
მეშჩანები ორი უმთავრესი ბურჯია დღევანდელი წყობილებისა,
მართალია თუ არა?
– სრული სიმართლეა. – დაუდასტურა გრიგოლმა. – მერმე რა?
– მერმე ისა, რომ შენ სწორედ მაგ ბურჯებს ეყრდნობი, ესე იგი
კერძო საკუთრებას იცავ. ჩვენ კი სწორედ მაგას ვუმიზნებთ. – მიუგო
ნიკომ და წამოდგა. – შენი პროგრესისტობა მხოლოდ ის არის, რომ
გინდა მაგ დამპალ შენობას მესამე ბურჯიც შეუდგა.
– რომელი?
– ახლავე მოგახსენებ. ორბელიანებს და დადიანებს თითოს ასსა-
მოცი ათასი დესეტინა მამული აქვთ, რომელიც მათ არც კი დაუთვა-
ლიერებიათ და არც მისი საზღვრები იციან. ამგვარი მუქთახორები
ჩვენს პაწია საქართველოს უზარმაზარ წურბელებივით სწოვენ. ეს
ნამდვილი ფეოდალიზმია და ამას ვერავინ უარჰყოფს. რას გვთავა-
ზობ შენ ამის ნაცვლად? გლეხებმა ეს მამულები გამოისყიდონო,
არა?
– დიაღ, უნდა გამოისყიდონ. – დაუდასტურა გრიგოლმა.
– ეს მამულები მათ ასჯერ მაინც გამოისყიდეს. აკმარეთ, ამყო-
ფეთ! – აუწია ხმას ნიკომ. – მაგრამ თქვენ სოფელს მაინც თავს არ
დაანებებთ. თქვენ გინდათ იქ კულტურული როლი შეასრულოთ.
– დიაღ, აგრეა. – ამაყად მიაწოდა გრიგოლმა.
– თქვენ გინდათ, რომ თავადაზნაურობამ მუქთახორობაზე ხელი
აიღოს, ცოდნითა და კაპიტალით შეიარაღდეს და ევროპელ მემამუ-
ლედ გადაიქცეს. ეს ხომ ილია ჭავჭავაძის პროგრამაა, რომელსაც
შენ გვიქადაგებ ხოლმე.
ილიას ხსენებაზე ანდრიამ თვალები გაახილა, გრიგოლმა კი ნი-
კო გააფრთხილა:
– ამ ოჯახში სანამ ილიას სახელს ახსენებდე, მანამდე პირი გა-
მოირეცხე ხოლმე.
– მე ილია მხოლოდ იმისათვის ვახსენე, რომ ის მესამე ბურჯი და-
მესახელებინა, რომელსაც შენ ეჭიდები, მაგრამ იგი ხავსია და არა
ბურჯი, ლანდია, რომელსაც ერთობა მალე გაჰფანტავს, დიაღ, ცეც-
ხლითა და მახვილით გაჰფანტავს!
– გეყოფათ! გაათავეთ! – სთქვა ანდრიამ და ხმაში დაეტყო, რომ
ამგვარი კილო და სიტყვები ემწარა. – – დღევანდელ დღეს მაგისთა-
ნა კამათი არ შეჰშვენის.
ოჯახის მეთაურს ურჩობა არავინ გაუწია.

61 მკითხველთა ლიგა
ანდრო თავის კაბინეტში გავიდა. აკაკი აღელვებულ უმცროს ძმას-
თან მივიდა და უთხრა:
– ყოჩაღ, ნიკო, შენ რომ არ გეთქვა, მეც სიტყვა-სიტყვით მაგასვე
ვეტყოდი, საკვირველი მაინც ის არის, რომ შენი მასწავლებლისგან
უმთავრესი ხერხი აგრე მალე გისწავლია: წვრილმანს ნაგავსავით გა-
დაჰყრის და მაშინვე უმთავრეს ღერძს ჩაავლებს ხოლმე ხელს. სამ
წუთში გააშიშვლე ჩვენი გრიგოლი და მისი კლასობრივი სარჩული
დაგვანახვე.
ნიკომ აღარ ჰკითხა აკაკის, რომელ მასწავლებელს ჰბაძავდა. მან
კარგად იცოდა, რომ მისი ძმა ზურაბ გურგენიძეს ჰგულისხმობდა,
რომელიც არა ერთხელ უხსენებია ირიბული ღიმილით, მაშასადამე
ახლაც დასცინოდა, ნიკოსაც დასცინოდა და ზურაბსაც. ნიკოს ძლი-
ერ ჰსურდა თავისთავადი ყოფილიყო, აკაკის და სხვებს კი ზურაბის
ჩრდილად მიაჩნდათ.
აკაკიმ მას წყენა შეამჩნია, მკლავში ხელი წაავლო დ ჩაუღიმილა:
– ნუ კი გეწყინება, ბიჭო, ეგ კარგი რამე გისწავლია ზურაბისგან,
სხვამხრივ კი შენ მხოლოდ ნიკო ახატნელს ჰგევხარ და მეტს არავის.
ყველამ იცის, რომ შენ ზურაბზე უფრო ნაკითხი ხარ, იმაზე უფრო
მეტი ტემპერამენტიცა გაქვს და იმაზე უკეთესი ორატორიცა ხარ.
მაგრამ... მაგრამ – აკაკიმ თითები ააცმაცუნა და დაასრულა: – მაგ-
რამ ზურაბი მარტო მუშებს ემყარება და შენისთანა ინტელიგენტს
გზას არ მისცემს. ეს ჩვენში დარჩეს. ჩემი ძმა ხარ და ამიტომ გეუბნე-
ბი ასე გულახდილად. სხვაფრივ კი ზურაბს უღრმეს პატივსა ვცემ და
ყოველგვარ გამარჯვებას ვუსურვებ. ჩემი ნათქვამი იმასაც გადაეცი
და დაუმატე: თუ ვინმემ ჩემზე ცუდი რამ უთხრას, არ დაუჯეროს,
ჭორს არ აჰყვეს. ზურაბი ჭკვიანი კაცია და ვიცი, რომ არ დაიჯერებს,
მაგრამ მაინც... ისე გეუბნები... ვინ იცის...
აქ რომ საქმე გაიკეთა, ახლა გრიგოლს მიეკრო და ჩასჩურჩულა:
– ჩვენი ნიკო მეტისმეტად აფორიაქებული კაცია და არ ვიცი რა
ვუყო, ბევრი სისულელე წამოროშა, მაგრამ ყურადღებას ნუ მიაქცევ.
გაიზრდება და დადინჯდება.
მერმე ქეთოს წვერაძე ჩამოაშორა, განზე გაიყვანა და დაბალი
ხმით უთხრა:
– კაცო, იაკობ, ალბათ შენც შეამჩნევდი, რომ გრიგოლი ალთას
მიიწევს და ნიკო კი ბალთას, ორივეს უკიდურესობა უყვარს. რა თქმა
უნდა, არც ერთს დაეჯერება და არც მეორეს. კიდევ რაღაც უნდა
მეთქვა... ჰო,მართლა: ამ თვის „ხარკი“ არ გადაგიხდია და რას იტ-
62 მკითხველთა ლიგა
ყვი? კომიტეტს ათასი საქმე აქვს და უფულობის გამო თითიც ვერ გა-
უნძრევია.
– ახლავე მოგართმევთ, – მიუგო წვერაძემ და თავისი ბინისკენ
გასწია. ქეთო ნიკოსთან მივიდა და უთხრა:
– შენ ძალიან კარგად უპასუხე გრიგოლს. მეტის ღირსიც იყო. მა-
გის აზრები მეტისმეტად რთულია. ერთმანეთს არ ეგუება. ნამდვი-
ლი შოვინისტია, კაციჭამიაა. შენ კი მოკლედ და ნათლად გააშუქე
ყველაფერი. მამაჩემი აქ რომ არ ყოფილიყო, მეც ჩავერეოდი კამათ-
ში. შენი ნაჩუქარი წიგნი ერთ კვირას მაინც მეყოფა, სამადლობელო
ჩემზე იყოს. ახლა ეს მითხარი: ავშაროვი მართლა მოუკლავთ?
– აგრე სთქვეს. რა იყო, ხომ არ დაგენანა?
ქეთოს წამწამები აუკანკალდა, შუბლზე ხელი მოისვა და
მთრთოლვარე ხმით უპასუხა:
– არ ვიცი... ნუ მეკითხები... კარგი კაცი იყო.
– ჟანდარმი და კარგი კაცი? არა გრცხვენიან? – უსაყვედურა ძმამ.
– მე მინდოდა სხვა რამე მეთქვა ...
– ვიცი რაც გინდოდა გეთქვა: ავშაროვს ლამაზი თვალები და კოხ-
ტა ულვაშები ჰქონდა, ხომ?
– გეყო, გაჩუმდი, თორემ ვიტირებ. უსინდისოვ! – და გულაჩუყებუ-
ლი ქალი თავის ოთახში შევარდა.
– შენ, ჰეი, მარქსიძევ! – დაუძახა ნიკოს გრიგოლმა. – ქეთოც შენ
რჯულზე ხომ არ გადაიყვანე?
– თუ შეგიძლიან, შენს ჭკუაზე დააყენე. – მიუგო ნიკომ.
– ქეთო ჩვენია, ხელი არ ახლოთ. – ჩაერია დიმიტრი, – ჩვენს წრე-
ში დადის და გირჩევთ ხელი აიღოთ.
– როგორ იშლება ეს ოჯახი! – თავის ჩაქნევით სთქვა გრიგოლმა.
– მარქსიც ამბობს: რაც ოჯახია, სახელმწიფოც ის არისო. ახლა ყვე-
ლა ოჯახი იშლება და მასთან ერთად სახელმწიფოც ირღვევა. სო-
ციალიზმი გოგირდმჟავასავით შლის საზოგადოებას.
მას აღარავინ უპასუხა.
დაბრუნებულმა წვერაძემ აკაკი ტალანში გაიხმო და ხელში ფუ-
ლი ჩაუდო. მერმე დიმიტრიც გაიხმო და იმასაც ოცი თუმანი გადას-
ცა.
– მენშევიკებსაც აძლევ? – ჰკითხა მიტომ.
– მაშ რა ვქნა, ბატონო? – დარცხვენით მიუგო იაკობმა, – ეგენიც
ერთობის ხალხია. ამ ორ პარტიას როგორმე გავუძლებ, მაგრამ ახ-

63 მკითხველთა ლიგა
ლა ანარქისტებმა და ესერებმაც დამადეს ხარკი და არ ვიცი რა ვუ-
ყო.
– ეგ სალახანები კინწისკვრით გააგდე და შენი თავი მარტო ჩვენი
პარტიის წევრად გამოაცხადე. თუ კიდევ შეგაწუხონ, ან მე დამიძახე
და ან აკაკის. დანარჩენი ჩვენ ვიცით და იმათა.
– აგრე ვიზამ, ჩემო ბატონო, თუ იმ ხალხს მომაშორებთ, თვეში
ათ-ათ თუმანს მოგიმატებთ.
– კარგი, აგრე იყოს, – დაამშვიდა მიტომ ვაჭარი და უნებურად შე-
ურიგდა იმ გარემოებას, რომ აკაკი მონახევრედ გაუხდა, მაგრამ მას
მეტი მონაწილე არა ჰსურდა და ამიტომ მზად იყო არამკითხე პარ-
ტიებისთვის მაუზერიანი ბიჭები მიეგზავნა მოსალაპარაკებლად.
ქეთო ხელახლა გამოვიდა თავის ოთახიდან და ნიკოს სთხოვა
ქვეით ჩასულიყო და მართა ამოეყვანა.
ახლავე ამოვიყვან, – მიუგო ძმამ და საჩქაროდ გავიდა.

64 მკითხველთა ლიგა
VI

საათის ექვსზე თოვლივით თეთრსა და სავსე სუფრას ახატნელის


მთელი გვარეულობა და რამდენიმე სტუმარი მიუსხდა. ლხინის სა-
ბაბი ქეთევანი სუფრის თავზე დააბრძანეს. მარცხნივ და მარჯვნივ
ორი გასათხოვარი მეგობარი მიუსვეს – ელო შაბურიშვილი და ლე-
ლი ჯორჯაძე.
ანდრია სუფრის ბოლოს დამჯდარიყო და გვერდით თავის მეუღ-
ლე მარიამი მოესვა, რომელიც შავი ხავერდის კაბით გამოწყობილი-
ყო. დიასახლისი სიბერეს ჯერ არ იმჩნევდა. სპილენძისფერ თმაში
შეპარული თეთრი ბეწვები შორიდან არა სჩანდა. ალმასების ძველე-
ბური მანიაკი, ასეთივე საყურეები და ოთხიოდე ძვირფასი ბეჭედი
მის მკერდზე და ხელებზე დილის ნამივით ეყარა.
გრიგოლის მეუღლე ანიკო ქმარს ჰგავდა: მისებრ მკვრივი, მისებრ
შავგვრემანი, პირსავსე, მზისგან დამწვარი, ვადაგასულ კაბით გა-
მოწყობილი, სოფლურ ცხოვრებისგან გასადავებული და ფოფოდია-
სავით მორცხვი, რომელიც მოულოდნელად დიდებულთა შორის
აღმოჩნდა. ის ობოლი იყო, მცხეთის წმინდა ნინოს დედათა მონას-
ტერში აღიზარდა და ზეპირად იცოდა საღმთო სჯული, უთვალავი
ლოცვა და საეკლესიო გალობა. ქალაქში იშვიათად ჩამოდიოდა. ძმა
ადრე მოუკვდა და მისი მამული მზითევში დარჩა, რომელიც ამჟა-
მად გლეხებმა დაიჩემეს.
ანიკოს მცირე რამ ოქრო-ვერცხლეული და თვალი პატიოსანიც
მოეპოვებოდა, რომელიც სოფლიდან გამოქცევის შემდეგ ლომბარ-
დში დააგირავეს და ამის გამო გრიგოლის მეუღლეს ფუნჩულა თი-
თებზე იმ დღეს მარტო ნიშნობის სადა ბეჭედიღა კრიალებდა მორ-
ცხვად.
აკაკის მეუღლე თამარი გვერდით მისჯდომოდა ანიკოს, თითქო
იმისთვის მისჯდომოდა, რომ მათი სხვაობა უფრო აშკარად გამო-
ჩენილიყო. მაღალი და გამხდარი ტანი სწორედ ეჭირა, შეუსვენებ-
ლივ ტიტინებდა, ხშირად და უსაბამოდ იცინოდა, დიდს უსწორმას-
წორო კბილებს აელვებდა, ნაცრისფერ წვრილ თვალებს მოუსვენ-
რად აცეცებდა და განივრად გაპენტილ ქერა თმას სიცილის დროს
ისე არხევდა, თითქო ყოველმხრივ ქარი უბერავდა.

65 მკითხველთა ლიგა
წვერაძე გრიგოლისა და აკაკის შუა იჯდა, მას თავის ალაგი ქეთოს
გვერდით მიაჩნდა, მაგრამ იქ სხვები დასვეს და ამის გამო ოდნავ გა-
ბუტული იყო და უგემურად ილოღნებოდა.
აქა-იქ შორეული ნათესავებიც მოსჩანდნენ, ზოგი ჩინოვანი და
ზოგიც უჩინო, რომელიმე ჩოხოსანი და რომელიმე მუნდიროსანი,
ზოგი ჩიხტიკოპიანი და ზოგიც ევროპულად ჩაცმული.
სუფრას ორი თეთრჩოხიანი მსახური დასტრიალებდა, ერთი ან-
დრიასი და მეორე დიმიტრისა.
კუთხეში მეორე პატარა სუფრა გაეშალნათ და იქ წვრილფეხობა
და ძიძები დაესხათ.
ნიკომ თითქმის ძალით ამოიყვანა მართა, გვერდით მოისვა, თვი-
თონვე უწყობდა თეფშზე საჭმელს და ჯიქის ამბავს უამბობდა. მარ-
თა სმენად იყო ქცეული და საჭმელს თითქმის პირს არ აკარებდა.
მას უხერხულად მიაჩნდა მარტო ამოსულიყო იმ ოჯახში, სადაც მის
ძმას ძლივს კადრულობდნენ, ვინაიდან ლევანი არც საკმაოდ განათ-
ლებული იყო მათთვის, არც საკმაოდ სუფთა და არც საკმაოდ
ზრდილობიანი.
ლევანი ამ უბანში საუკეთესო ხელოსნად მიაჩნდათ და ამ სახ-
ლსაც უვლიდა. რაც კი იყო შესაკეთებელი – ელექტრონი, წყლის მი-
ლი, სახურავი თუ სხვა რამ წვრილმანი, მუდამ ლევანი უნდა მოეწვი-
ათ, რომელმაც მთვარის გაკეთების გარდა ყველა ხელობა იცოდა.
სამაგიეროს ახატნელები საჩუქრებით და რამდენიმე ჭიქა ღვინით
უხდიდნენ. ლევანმა თვითონაც იცოდა თავის ალაგი და ახატნელებ-
თან სხვანაირ ურთიერთობას სიყრმიდანვე გაურბოდა. ეს ალაგი
ლევანს მისმა მამამ ანტონმა მიუჩინა, რომელიც ხშირად ჩასჩიჩი-
ნებდა ანდაზას: თხა თხას უნდა ეტანებოდეს და ბატი ბატსაო.
სულ სხვანაირად შეეზარდნენ ერთმანეთს ქეთო და მართა. მათს
დაახლოებას მარიამიც ხელს უწყობდა. ის ადრე დაობლებულ მარ-
თას ქეთოს მიერ ნატარებ კაბაკუბას აცმევდა, ზოგჯერ წვრილმანსაც
უყიდდა და იმ წარმოდგენებზედაც დაჰყავდა, სადაც თვითონაც თა-
მაშობდა ხოლმე. ხელოსნის ქალი წარმოდგენის ბოლომდე კული-
სებში ტრიალებდა, მარიამს საპირფარეშოში ემსახურებოდა, მერმე
ეტლს მოუძებნიდა და გამოჰყვებოდა.
ბავშვობაში მართა მთელ დღეს ახატნელთა ოთახებში ტრი-
ალებდა და ქეთოს ერთსა და იმავე დროს მეგობარიც იყო და მოახ-
ლეც. აქვე სვამდა, აქვე სჭამდა და თავის ბნელ ბინაში მხოლოდ და-
საძინებლად ჩადიოდა. აქვე ისწავლა მან წერა-კითხვა, ზემოურთა
66 მკითხველთა ლიგა
ზრდილობა, სიტყვა-პასუხი და მიხვრა-მოხვრა, რომელიც ყველა-
ფერში ახლაც მკაფიოდ ემჩნეოდა. შემდეგში ქეთო ინსტიტუტში მი-
აბარეს, ხოლო მართა მარიამმა ჭრა-კერვის სკოლაში შეიყვანა, რო-
მელსაც ეკატერინე გაბაშვილი ხელმძღვანელობდა. იმ ხნიდან ორი
მეგობარი დიდი ხნით დაშორდა ერთმანეთს, ხოლო მას აქეთ, რაც
ერთობის სიო მეშვიდე სახლშიც შემოიჭრა და საცაა გრიგალად უნ-
და ქცეულიყო, ქეთომ ხელახლა მიიახლოვა ნამეგობრალი და ახლა
გულში კიდევაც ამაყობდა იმის გამო, რომ ხელსაქმის მასწავლებე-
ლი საზეიმო სუფრაზე თავის ნათესავებს გვერდით მოუსვა.
გრიგოლი, დიმიტრი და აკაკი თამადობას ერთმანეთს სთავაზობ-
დნენ. სწორედ ამ დროს გაიღო კარი და ორი ახალი სტუმარი შემო-
ვიდა. სანდრო კლიმიაშვილს მოზრდილი თაიგული ეშოვნა, რომე-
ლიც ქეთოს მიართვა, ხელი ჩამოართვა.
მას წვერულვაშიანი, გრძელთმიანი, დაუვარცხნელი, მაღალი და
გამხდარი სტუდენტი მოჰყვა, რომელიც კარებში შესდგა და იქიდან-
ვე შემოსძახა ლექსი:
ახატნელებო, უჩემოდ ვით ილხენთ, ვითა მღერითა! შუქურაული
ელიზბარ თამადად დასვით კერითა
სუფრას ქებულსა დაგიმშვენთ გალობით, ლექსით, ჟღერითა იყა-
ვნ კურთხეულ მარადის ჩემით, ქეთევნით, ბერითა. ელიზბარს მხი-
არული შენაძახებით და ჟრიამულით მიეგებნენ:
– ვინც მოვიდა გაუმარჯოს!.. ნაფიც თამადას სალამი!.. მოიტანა
ლექსი, ცრემლი და ზამბახი!
შუქურაულს მართლა მაღალღერიანი ზამბახი ეჭირა, რომელიც
დიდის მოწიწებით მიართვა ქეთოს და დაუმატა:
– სულითა და გულით მიძღვნილი მცირედიც შეიწირების. ან კი
ჩემისთანა ღატაკს რა მოეთხოვება! წინ მარტი მიჩანს და უკან აპრი-
ლი.
– შენ სადღეისოდ ლექსს შემპირდი და გინდა ერთი ყვავილით
გადარჩე? ლექსი სად არის მეთქი? – ჰკითხა ქეთომ.
– ერთობამ ლექსის წერა გააუქმა. – თავი იმართლა სტუდენტმა.
– დაიწყო გოდება! – ჩაილაპარაკა ნიკომ.
– ცრემლი ნომერი პირველი. – ჩაიცინა აკაკიმ.
ახალმოსულებმა დედაკაცებს ხელი დაუკოცნეს, გასათხოვარ ქა-
ლებს და მამაკაცებს კი მხოლოდ ჩამოართვეს და დასხდნენ.
– აბა, ელიზბარ, დალიე და დაგვალევინე.

67 მკითხველთა ლიგა
ელიზბარს არც ერთ სუფრაზე თამადობა არ ასცდებოდა. მესუფ-
რენიც ხშირად ჰპატიჟობდნენ და ამიტომ თითქმის მუდამ მთვრა-
ლი დადიოდა. ის ახლაც ნასვამი მოვიდა. რომ დაჯდა, მაშინვე ხი-
ზილალა გადაიღო, ღვინო დაისხა, წვერ-ულვაშზე გადაისვა ხელი
და წარმოსთქვა:
– აბა, ეგ ჭიქებიც ისე გაავსეთ, როგორც ეს გულია სავსე უიმედო
სიყვარულითა. – სთქვა და ქეთოს გადაჰხედა. – ბატონებო, ამ ოჯახს
იმ მომღერლის ამბავი დაემართა, რომელიც ხმას მეტისმეტ ძალას
ატანდა და არა გამოსდიოდა რა. ბოლოს ჭკუა მოიკრიბა, თავის
ხმით იმღერა და მას აქეთ ხალხის საყვარლად გადაიქცა. ანდრო
ახატნელის უფროსი ძმისწული, აი ეს ჩვენი საყვარელი გრიგოლი,
ორბელიანს მოანათვლინეს, გრიგოლის ცხონებულ მშობლებს ეგო-
ნათ, ორბელიანის მადლი დაჰყვებაო. დიმიტრიც ნეტარხსენებულ-
მა ყიფიანმა მონათლა. მაგრამ ორივენი ისე ჰგვანან თავიანთ ნათ-
ლიებს, როგორც მე დავემსგავსე შოთას. უპატიოსნეს ანდრიას შვი-
ლებიც – აკაკი, ნიკო და ილიაც – ისე ჰგვანან თავიანთ ბუმბერაზ
ნათლიებს, როგორც ჩემი თითი ჰგავს იალბუზს.
ყველამ გაიცინა. გალანძღული აკაკი და ნიკოც იღიმებოდნენ,
რადგან ელიზბარისგან ამაზე უარესიც გაეგონათ და მოეთმინათ.
თამადამ განაგრძო:
– მარტო ეს ერთადერთი ქალი არ მოანათვლინეს ვინმე ცოცხალ
დიდებულს. ხმას ძალა აღარ დაატანეს და ქეთევანი დაარქვეს. მაგ-
რამ, ბატონებო, ამ ქალს განსვენებული ქეთევან წამებულის სახელი
უფრო მეტ ვალს აკისრებს, ვიდრე ნიკოს – მისი ცოცხალი ნათლი-
ისა.
– მაშ ვისაც ისტორიული სახელი არა ჰქვიან, მას არავითარი ვა-
ლი არ ეკისრება, – მიაწოდა ნიკომ და ყველანი გააცინა.
– შენ ისტორიულ სახელების იდუმალ ძალას ვერასოდეს ვერ შე-
გაგნებინებ. – აუკრა სიტყვა თამადამ და, რა გაიხსენა წმინდა ნინო,
თამარ მეფე და საერთოდ ქალის როლი ქართველი ერის ცხოვრება-
ში, ისევ ქეთოს მიმართა: – შენ შავი გედივით ზიხარ ბროლის ციხე-
ში და გირჩევ ასეთ დარში გარეთ არ გამოხვიდე, თორემ ლაფში
ფეხს გაისვრი და ვეღარ გაისუფთავებ, სული დაგიმდაბლდება და
ვეღარ აიმაღლებ, ერთობის სენი შეგეყრება და ვეღარ განიკურნები.
ქეთოს ეუცხოვა: მან იმ დღეს ღრუბლებში მაღალი კოშკი და ზედ
შემჯდარი შავი გედი დაინახა, ახლა კი ელიზბარსაც იგივე სურათი
მოელანდა.
68 მკითხველთა ლიგა
– შავი გედი... ბროლის ციხე... შიგა ზის ქალი ეთერი, ყელიც მო-
უღერებია... მშვენიერი პოეტური შედარებაა, – ჩაურთეს აქეთ-იქი-
დან, თამადა კი განაგრძობდა:
– ეგ ზამბახი მკაცრ ქვიშნარში ვერ იხეირებს. შენც მაგ ყვავილი-
ვით მაშინვე გახმები და გვიანღა იქნება ცრემლთა დენანი.
– ცრემლი ნომერი მეორე, – ჩაილაპარაკა აკაკიმ, ხოლო ქეთომ,
ნიკომ და მართამ ერთმანეთს გადაჰხედეს და ჩუმი სიცილი ასტე-
ხეს, რომელიც თამარის ხარხარმა ჩაახშო.
თამადა სიცილის მიზეზს მიუხვდა.
– ვიცი, რატომ იცინით, შავი გედი კოშკის ქვემო სართულში ჩამო-
ვიდა, უკვე კარებში დგას, გარეთ გამოსვლას აპირებს და ის კი არ
იცის, რომ ფრთებსაც მოსტეხენ და მოღერებულ კისერსაც მოუგრე-
ხენ. ბატონებო, მე პოეტი ვარ და მიწისძვრის შორეული გუგუნი მეს-
მის. ღმერთო, იმ კოშკს ნუ დაგვინგრევ! ღმერთო, ქეთევანს იმ კოშ-
კიდან ნუ გამოიყვან! ახლა ქეთოს ბრძოლის კიჟინი ესმის და ვაჟკა-
ცივით უძგერს გული.
ერთობისტები ქალებსაც ატყუებენ, თანასწორობას სთავაზობენ.
შავო გედო, ჩემო ბედო, შენ მაინც ნუ მოტყუვდები. ჩვენი გათანას-
წორება მარტო მაშინ შეიძლება, როცა ქალი გავაჟდება და ვაჟი კი
გაქალაჩუნდება. მათ არ იციან, რომ ორივენი წააგებენ. ქეთევან ქა-
ლო, ფრთხილად იყავი მეთქი, თორემ ეგ აბრეშუმის ფრთები და-
გეწვება და გედის კისერიც მოგწყდება. შენი გიშრის თმა შუაღამესა-
ვით გაწოლილა და ზედ ეგ თეთრი ნასთი ირმის ნახტომივით გაშ-
ლილა. ფრთხილად იყავი მეთქი, თორემ ეგ უცხო ნასთი მალე გაგი-
შავდება ან ეგ შავი თმაც გაგითეთრდება. ხალხის ყოველი თაობა
იმისათვის მუშაობს, რომ რამდენიმე რჩეული გამოზარდოს. ქეთევა-
ნი ერთი რჩეულთაგანია და მას უფლება არა აქვს ბროლის კოშკი-
დან გამოვიდეს და თავი თვისი სათელავად მისცეს ქუჩასა.
– ახლა კი გაუწყრა ღმერთი! – ჩაილაპარაკა ნიკომ.
– ღმერთს ნუ ერჩი, ის თქვენი მწყალობელია, – მიუბრუნდა ნიკოს
ელიზბარი. – თქვენ მუდამ ღვთის გმობაში ხართ, ღმერთი კი მარ-
თლა გაგვიწყრა და თქვენი მოკავშირე გახდა. თქვენ ახალ ტაძრებს
უნდა უგებდეთ მას, წირვას უნდა უწირავდეთ, უნდა ადიდებდეთ და
სანთლებს უნთებდეთ, ვინაიდან ის თქვენი მფარველია, თქვენი
დამხმარეა, თქვენ კი გმობთ და უდიერად იხსენებთ მას, უმადურნო!
– სიცილი რომ შეწყდა, თამადამ განაგრძო: – ერთობისა ყველაზე
მეტად პოეტებს და ქალებს უნდა ეშინოდეთ. აკაკი და ნიკო ისეთ
69 მკითხველთა ლიგა
დროს გვიმზადებენ, რომ ერთ საკოცნელ ხელსაც ვეღარ ვიპოვით.
ზოგს მელანში ექნება გასვრილი, ზოგს ცეცხლში ექნება დამწვარი
და ზოგსაც კოჟიჟი ექნება დაყრილი. ახლა შენი თვალები, ქეთევა-
ნო, აგერ იმ შავი ლამპარივით კამკამებს, კუთხეში რომ გინთიათ,
ხოლო კოშკიდან გამოსვლის შემდეგ ზეთი გამოგელევა და სიხარუ-
ლის ციმციმიც ჩაგექრობა. მამაკაცს ხუთი გრძნობა აქვს, ქალს კი მე-
ექვსეც მოეპოვება. ჩვენ, მამაკაცები, უსიყვარულოდ როგორმე გავ-
ძლებთ, ხოლო ქალს რომ სიყვარული მოუკლათ, იმის კაბის მეტი
ხელში აღარაფერი შეგრჩებათ.
თამადას აქეთ-იქიდან ჩუმ რეპლიკებს აყრიდნენ. ხმამაღლა ბევრ
ვერაფერს უბედავდნენ, ვინაიდან ანდრია ელიზბარის მფარველი
იყო და სიამით სავსე მისი თვალები ხშირად სუსხიანად დაცოცავ-
დნენ სუფრაზე. მიუხედავად ამისა, აკაკიმ ვეღარ მოითმინა და ჩა-
იბურტყუნა:
– ახლა კი დაიღუპა სოციალიზმი.
– შენ მაინც თავი დაანებე სოციალიზმს, აკაკი! – ჩაუღრინა ელიზ-
ბარმა. – ღმერთმა შენისთანა სოციალისტი მოგვიმრავლოს. შენი
სოციალისტობა ის არის, რომ მუდამ მარსელიოზას ღიღინებ, ისე
ღიღინებ, რომ შენი წვერ-ულვაშის გარდა არავისაც არ ესმის.
საერთო სიცილმა მისი უკანასკნელი სიტყვები შთანთქა, თამა-
დამ კი კარგა ხანს იყუჩა და გრძნობით წამოიძახა:
– ქეთევან ქალო, შენი თვალები ორი სველი ჭანჭურია!
– ჩემს თვალებს თავი დაანებე, რას ჩააცივდი! – გააწყვეტინა სი-
ამისგან ალეწილმა ქეთომ.
– მეც მაგის ნატვრაში ვარ, მეც მინდა სამუდამოდ მივანებო თავი.
– მიუგო ელიზბარმა, – მაგრამ თვითონ შენი თვალები არ მანებებენ
თავს და არ ვიცი სად დავემალო.
აკაკის ცოლმა თამარმა „მრავალჟამიერი“ დაიწყო. სხვებიც მოეშ-
ველნენ და ქეთოს ერთად შეასხეს ხოტბა.
მერმე ქეთომ „მადლობელი ვარ“ დაიწყო და ძლიერი და სუფთა
ხმით სუფრა დაატკბო.
თამადამ არავის არ აწყენინა და ყველასათვის იპოვა საქებარი
სიტყვა და შედარებანი: მარიამის სადღეგრძელოს გამო ღვთისმშო-
ბელი და მისი წილხვედრი ივერია გაიხსენა. მასპინძელი ანდრია
მოციქულს შეადარა, რომელმაც აფხაზეთი და კოლხიდა გაანათლა.
თამარის გახსენებაზე, რა თქმა უნდა, ოქროს ხანა მოიგონა. ანიკოს
ისტორიული პარალელი ვერ უპოვა და სამონასტრო აღზრდა, თავ-
70 მკითხველთა ლიგა
მდაბლობა, დედობა და სათნოება მოუწონა. გრიგოლი ცამდის ას-
წია, დიმიტრის და აკაკის წითელი „ბაქტერიები“ აღმოუჩინა და იმე-
დი გამოსთქვა, რომ ორივენი მალე განიკურნებოდნენ, ხოლო ნიკო
თავისებურად გაალაზღანდარა, ბოლოს უიმედოდ ჩაიქნია ხელი და
სთქვა:
– რახან ანდრია ახატნელის შვილს კურტანი აუკიდნია, სჩანს
მართლა მეორედ მოსვლის დღე გვიდგება და ყველამ თავის თავს
უნდა უშველოს.
– მე კურტნითაც ვიცხოვრებ და არ შემრცხვება, ზოგი კი სხვასა
ჰკიდია კურტანივით და არა სცხვენია, – მიუგო ნიკომ და ელიზბარი
გააწითლა, რომელსაც არავითარი სარჩო არ ებადა, არც შრომობდა
და მაინც უდარდელად ცხოვრობდა.
ქეთომ ელიზბარს პასუხის გაცემა აღარ დააცადა და „გაფრინდი
შავო მერცხალო“ დასძახა. ანდრია შეღონებული იჯდა.
როცა თამადამ სადღეგრძელოთა ერთი თალია მოიარა, სუფრაზე
უკვე ტკბილეული ჩამოატარეს და ხილიც მოიტანეს. ელიზბარი
ძლივსღა იდგა ფეხზე და მსმენელი რომ აღარა ჰყავდა, თითქმის
მარტო თავის თავს ელუღლუღებოდა:
– მყინვარის წვერზე შემჯდარი ჭოტი სამშობლოს ისე დაჰკივის,
თითქოს სასიკვდილო ეტლსა სწერდეს. მაგრამ.....
ჩვენ შხამიანი ვართ ჯიანჭველა
და ვინც ჩაგვყლაპავს, მოიწამლება...
– მშვენიერება პოეტის მეექვსე გრძნობაა და მეშვიდეც მოეპოვე-
ბა. ეს გახლავთ მარადიული წყურვილი ვარსკვლავზე აფრენისა.
ნამდვილი მგოსანი მუდამ მშიერია, მწყურვალი და გაავებული. თვი-
თონაც არ იცის რას ეტანება და რა უნდა პოეტი მუდამ მთვარეს შეს-
ცქერის და ცაში დაჰქრის, თქვენ კი ქვემძრომნი ხართ და მიწაზე და-
ხოხავთ...
ჩემი ხალხი გულში მიზის, მეც იმ ხალხის სულში ვზივარ შემიყვა-
რა, შევიყვარე, ისიც ღირს და მეცა ვღირვარ.
– თქვენ კი ერთობისტებო, რასაც თქვენა მთხოვთ, არა მაქვს: რა-
ცა მაქვს, ის თქვენ არ გინდათ...
– თქვენ გარეთ მტერს დაუყენეთ თვალი და შინ კი ჩვენივე თავს.
– ჩვენივე თავს კი არა, შენისთანა ზუბრებს დავუყენებთ თვალს –
ჩაუჩურჩულა მართას ნიკომ და მათ სიცილს ქეთოს სიცილიც ჩაეხ-
ლართა.
ელიზბარმა ნიკოს ჩანართი ვერ გაიგო და განაგრძო:
71 მკითხველთა ლიგა
– პოეტი ის არის, ვინც ხალხს ანთებული სანთელივით ჩაუდგება
სულში.
– ზოგი კი ჭრაქივით ჩაუდგება და სულს აუყროლებს. – ისევ უჩ-
ხვლიტა ნიკომ და იმ კუთხეში ხითხითმა ამოხეთქა.
ელიზბარმა ვერც ახლა გაიგო და სუფრას ერთი ტაეპიც მიუგდო:
სასახლე იმ ქოხსაც ჰქვიან,
საცა დასახლდეს მგოსანი. ხმალი რომ დაგვიჩლუნგდება, კალამი
გასჭრის ფხოსანი.
– ყური მიგდეთ, კაენის და აბელის პრობლემა მუდამ ცოცხალია
და ჯერაც არ გათავებულა.
– მე კაენი ვარ და ეგ აბელი. ჩქარა უშველეთ, თორემ მოვკლავ! –
ჩაილაპარაკა ნიკომ და კვლავ სიცილი გამოიწვია.
– საწყალი აბელი! ისევ მე უნდა მივეშველო. – ჩაურთო ქეთევან-
მა. ელიზბარი მიხვდა, რომ იმას დასცინოდნენ და ნიკოს გადაუგ-
დო:
– შენი ჭკუისა არც აქამდის მომეკიდა რამე და არც ამას იქით მო-
მეკიდება.
– ოღონდაც! – მაშინვე ჩამოართვა ნიკომ. – კედელს ცერცვი არ
მოეკიდება.
ეს სიტყვები ყველამ გაიგო და სიცილი ასტეხეს. ანდრიამაც ყური
მოჰკრა და შუბლზე კოპები დაილაგა.
– შენ ერთი საკუთარი აზრიც არ მოგეპოვება, სულ სხვის ნაწერსა
და ნათქვამს იმეორებ და სხვის მიერ გატკეპნილ შარა გზაზე დადი-
ხარ, – შეუბრუნა თამადამ, – მე კი ბეწვის ხიდზე დავაჭენებ რაშსა
და...
– სამფეხა რაშს დააჭენებს. – განმარტა ქეთომ და ელიზბარი შიგ
გულში დასჭრა. მან თავი ჩაიქნია და მოწამებრივ კილოზე სთქვა:
– ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული ქეთოს ეკუთვნოდა, მაგრამ
ახლა ქართველი ხალხისთვის მიმიცია, ხორცი კი თქვენია და აჰა,
სჯიჯგნეთ და ჰკორტნეთ, უწმინდურნო და ლაზღანდარებო!
– თქვენს გულს რა ვუყო, მწნილად ჩავდო თუ ჩირად გავახმო? –
ჰკითხა ქეთომ და მის კისკისს სხვების ხარხარი დაერთო.
ელიზბარმა იარაღი დაჰყარა. წელმოწყვეტილი დაჯდა და ქეთე-
ვანს აჩუყებული ხმით უსაყვედურა:
– შენც მიღალატე? შენც დამცინი?
– არა, არა! ისევ შენი ერთგული ვარ, ისევა! – გადმოსძახა ქალმა.

72 მკითხველთა ლიგა
– აღარა მჯერა. ახლა კი ცხადია, რომ ბროლის კოშკიდან გამო-
სულხარ და ტლაპოში შეგიტოპნია. ბედი სამაგიეროს გიზღავს. მა-
ლე დაისჯები... ეგ ნასთი გაგიშავდება, ეგ შავი ბულული გაგითეთ-
რდება. ატირდები, აკვნესდები, გაგახსენდები, მაგრამ გვიანღა იქნე-
ბა თითზე კბენანი.
ელიზბარმა თავი ხელებში ჩაიგდო და მიყუჩდა. ზოგს მოეჩვენა,
თითქო პოეტი ჩუმად ტიროდა. ყველა გაჩუმდა და სუფრაზე მკვდა-
რი დუმილი გაწვა.
– ელიზბარ, – დაარღვია სიჩუმე აკაკიმ, – ერთი გვითხარი, შე კაი
კაცო, ახლა სადა ცხოვრობ? ბინა სადა გაქვს?
ელიზბარი სდუმდა, ანდრიას თითი მაგიდაზე აკაკუნდა და მისმა
ცივმა თვალებმა სუფრა მოირბინეს. აკაკის კითხვაზე ყველამ გაიღი-
მა, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ ელიზბარი იმალებოდა და ხში-
რად იცვლიდა ბინას. მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ მას არავინაც არ
დასდევდა და ამიტომ მისი მალვა-სირბილი სასაცილო ხდებოდა.
მართა ჩუმად გაპარულიყო.

***

უცებ სასტუმრო ოთახში დუდუკის და დოლის ხმა გაისმა და კა-


რიც ფართედ გაიღო. ყველამ იქით მიიხედეს და ანდრიას ვაჟი ილი-
კო დაინახეს, რომელსაც ჩოხაზე ხავერდის სუფრა მოესხა ანაფორა-
სავით, თავზე ქაღალდის ქვაბივით რაღაც ჩამოეფხატნა, მათრახს
საცეცხლურივით იქნევდა და ბურტყუნით შემოდიოდა:
– ქეთევანსა ჩვენსა რომელიცა რომა უფალსა ჩვენსა შევევედ-
როოოთ.
– უფალო შეგვიწყალეეე, – მიაძახა უკნიდან ოთხმა ახალგაზრდა
ჩოხოსანმა და ყველანი ქეთევანს შემოეხვივნენ.
– და იდღეგრძელოს და გაიხსენოს სასუფეველსა თვისსა, უფლი-
სა მიმართ ვილოცოოოთ.
– უფააალო შეგვიწყალეეე.
გონება-დაბნეული ქეთევანი მორცხვად იღიმებოდა და ნათესა-
ვებს შესცქეროდა. ანდრიამ პირსახე ხელებში ჩაიმალა და გახევდა.
ქალები, აკაკი, მიტო და ნიკოც ნაძალადევად იღიმებოდნენ და მას-
ხრობის გათავებას ელოდნენ. გრიგოლი, მისი მეუღლე და ელიზბა-
რი შუბლშეკრულნი ისხდნენ. ჭავჭავაძის ნათლული კი ისევ ჰბოდავ-

73 მკითხველთა ლიგა
და, მისი ავარა მეგობრებიც ისევ გალობდნენ. მერმე ილიკომ სა-
ოხუნჯო სამოსელი მოიგლიჯა და დაიძახა:
– შემოიტანეთ!
ახლა ხუთი კინტო შემოვიდა. ყოველ მათგანს ვეება თაბახი ედგა
თავზე. ზედ ყვავილებით მორთული უამრავი ხილი ეყარა და რამ-
დენიმე სანთელი ენთო.
– ჩვენს ქეთევანს გაუმარჯოს! – დაიძახა ილიკომ და ათმა ახალ-
მოსულმა სამჯერ დაიღრიალა:
– გაუმარჯოს!
– ღმერთმა ბედნიერება, სიხარული და თორმეტი ქალ-ვაჟი მი-
ანიჭოს!
– მიანიჭოს!
დუდუკმა ტუში დაუკრა.
ქალებმა სუფრა მიალაგეს, ხოლო კინტოებმა მოძღვნილი თარ-
ფები ზედ დააწყეს, განზე გადგნენ და ულვაშების გრეხას შეუდგნენ.
მარიამმა ხუთი თუმანი გამოიტანა, კინტოებს დაურიგა და გაის-
ტუმრა. ილიკო ხელში ეცა დედას და შეეხვეწა:
– დედილო, გარეთ ხუთი ფაიტონი გველოდება და თუ ათი თუმა-
ნი არ მოგიცია, აქვე თავს მოვიკლავ.
– სადა მაქვს, შვილო!
ილიკომ რევოლვერი იძრო და საფეთქელზე მიიდო. დედამ ხელ-
ში ხელი სტაცა და მეორე ოთახში გაიყვანა. სანამ ახალმოსულნი ქე-
თოს ეარშიყებოდნენ და მის სადღეგრძელოს სვამდნენ, ილიკომ
ათი თუმანი მიიღო, უკანვე შემობრუნდა და შესძახა:
– სუფრა აალაგეთ! ლეკური!
მედუდუკენი შიგნით შევიდნენ და ლეკური დაუკრეს.
ქალები ხელახლა ეცნენ სუფრას და ნახევრად მიალაგეს. ავარებ-
მა ტაში დაჰკრეს და სხვებიც აჰყვნენ, ვინაიდან იმათაც იცოდნენ,
რომ ილიკო სანამდის არ მოისვენებდა, მანამ სუფრაზე არ იცეკვებ-
და.
ილიას ნათლული მარდად ახტა სუფრაზე, ჩოხის კალთები აიკე-
ცა და თაბახებსა და ბოთლებს შუა ჩამოუარა, მერმე გადაბრუნებულ
თეფშზე შეხტა და ფეხი გაუსვა.
– ტაშტუშ! ტაშტუშ! – ჰკიოდნენ მისი ავანჩავანები და ტასს ფეხის
წვერებთან უკრავდნენ.

74 მკითხველთა ლიგა
სწორედ იმ დროს, როცა ილიკო თითის წვერებზე იდგა, კარებში
ლურჯმუნდირიანი როტმისტრი ავშაროვი და ვეება თაიგული გა-
მოჩნდა.
ჟანდარმი ყველაზე ადრე ილიკომ დაინახა:
– ჩემს სიძეს გაუმარჯოს!
ოთხმა ამხანაგმა მაშინვე შესწყვიტა ტაში და შესძახა:
– გაუმარჯოს!
ავშაროვის გამოჩენამ ყველანი წამოშალა, ხოლო ილიკოს შენა-
ძახმა ყველანი დააბნია და გააშეშა. ნამეტან კი წვერაძეს და კლიმი-
აშვილს გაუკვირდათ.
როტმისტრიც შეკრთა, მაგრამ კრთომა მაშინვე გაიფანტა, ოდნავ
აიჩეჩა სწორე მხრები და თავდახრით სთქვა:
– მაგას, რომ ვეღირსებოდე, ჩემზე ბედნიერი ვიღა იქნებოდა!
მერმე დეზების ჟღარუნით გაემართა ქეთოსკენ, მეტად დაბლა
დაუკრა თავი, მეტად ზრდილობიანად ჩამოართვა ხელი და თაიგუ-
ლი მიართვა.
ავშაროვი ოცდაათი წლისა ძლივს იქნებოდა – შუა ტანისა, საკმა-
ოდ ჩასუქებული, პირთეთრი, ქერა თმა-ულვაშიანი, დედის მხრივ
პირწავარდნილი ჩრდილელი. მას ისე სწორედ დაჰქონდა ოდნავ
დამძიმებული სხეული, რომ მისი მაყურებელი იფიქრებდა, ალბათ
ვაჟური კორსეტი აცვიაო.
სანამ როტმისტრი დიასახლისებს ხელს უკოცნიდა, უცებ გამოფ-
ხიზლებული ელიზბარი და ნიკო უკან-უკან წავიდნენ და ისე გას-
ხლტნენ აივანზე, რომ მათი წასვლა თითქმის ვერავინ შეამჩნია.
ავშაროვმა ყველას ჩამოუარა, ყველანი მოიკითხა და ანდრიას და
მარიამის შუა დაჯდა, რომელმაც ქეთოს ალაგი გამოაცვლეინა და
გვერდით მოისვა.
– ჩვენ ხელს აღარ შეგიშლით. – პრანჭვა-გრეხით მიმართა ილი-
კომ ავშაროვს. – ბელვიუში ცუგრუმელა გოგოები გველოდებიან.
– სირცხვილია, შვილო, – ჩაილაპარაკა მარიამმა.
– მიბრძანდით, ბატონო ილიკო. ქვეით ხუთი ეტლი დგას და, ალ-
ბათ, თქვენ გელოდებიან, – მიუგო ავშაროვმა და თავაზიანად დაუკ-
რა თავი.
ილიკო და მისი მეგობრები ხარხარით გავიდნენ, ის კი არავინ
იცოდა რა აცინებდათ ან ვის დასცინოდნენ.
როცა ყველანი დალაგდნენ, ავშაროვმა ლამაზი ულვაშები აიგრი-
ხა, ყველას მოავლო დიდრონი თვალები და სთქვა:
75 მკითხველთა ლიგა
– ჩემმა მოსვლამ ყველანი გაგაოცათ. თუ გნებავთ თქვენი გაოცე-
ბის მიზეზს მე თვითონვე მოგახსენებთ.
ახატნელები ხელახლა გაოცდნენ, ხოლო ქეთომ უთხრა:
– თუ იცით, გვითხარით.
– ყველას მოკლული გეგონეთ და იმიტომ გაოცდით.
– რასა ბრძანებთ! ჩვენ არაფერი გაგვიგია! – წამოიძახეს ქალებმა
და ანდრიამ.
– არც თქვენ გაგიგიათ? – იკითხა ავშაროვმა და ქეთოს, დიმიტ-
რის და აკაკის შეჰხედა.
– არა, ბატონო, პირველად გვესმის, – ყველას მაგიერ უპასუხა აკა-
კიმ.
– მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობს. – განაგრძო როტმისტრმა. –
დღეს ორნაირი უბედურება დამემართა. ჯერ ერთი რომ დილას ის
ყაჩაღი ჯიქი გამექცა.
– მართლა? – წამოიძახა აკაკიმ. – ზურაბ გურგენიძე გაგექცათ?
– დიაღ, ზურაბი გამექცა. ხომ იცნობთ, ბატონო აკაკი?
არა, ბატონო, – მიუგო აკაკიმ. – ვიცი ვინც არის, სხვაფრივ კი არც
ვიცნობ და არც მინდა ვიცნობდე.
ავშაროვმა ულვაშებში ცბიერი ღიმილი აისახა და განაგრძო:
– გამიწყრა ღმერთი და მეც ქუჩაში გამოვედი. მეგონა, იქნება
ჯიქს სადმე წავაწყდე მეთქი. თურმე ტერორისტები ამდევნებიან.
ერთ ალაგას რამდენიმე პოლიციელი იდგა. მივედი თუ არა, უცებ მე-
ხივით დაიჭექა, ის საწყლები დაფლითა და მეც წამაქცია. მერმე
გონს მოვედი და აი თქვენი მონა-მორჩილი ახლა ტკბილად გესაუბ-
რებათ და იმედი მაქვს შინ უვნებლად დავბრუნდე.
– მაშ მოგილოცავთ, არტემ ივანიჩ, გულწრფელად მოგილოცავთ,
– უთხრა ანდრიამ ავშაროვს და ხელი ჩამოართვა.
დანარჩენებმაც მიულოცეს – ზოგმა გულწრფელად, ზოგმა ცალი
ყბით, და საუბარი გაჰყვა ხელისუფალთა ჟლეტას, გლეხთა მოძრა-
ობას, გაფიცვის გახშირებას, ქვეყნის აღრევას და ტახტის რყევას,
რომელსაც ისეთი საზარელი შედეგი უნდა მოჰყოლოდა, რომ მისი
გათვალისწინება არავის არ შეეძლო.
აკაკი წამოდგა და ავშაროვს მიმართა:
– მაპატიეთ ბატონო. საქმე მაქვს და უნდა გეახლოთ.
მას დიმიტრი და რამდენიმე ნათესავიც გაჰყვა. დანარჩენნი სას-
ტუმრო ოთახში გავიდნენ და ყავა იქ მოითხოვეს.

76 მკითხველთა ლიგა
ქეთომ როიალს სახურავი აჰხადა და შტრაუსის ხმოვანი ვალსი
დაუკრა, როცა გაათავა, ავშაროვი გვერდით მიუჯდა და მიულოცა:
– მშვენიერია, საუცხოვოა. განა სოციალიზმის თეორიის შესწავ-
ლას ის არა სჯობს, რომ მუსიკა და სიმღერა შეისწავლოთ?
– რა იცით, რომ სოციალიზმის თეორიას ვსწავლობ? – გაოცებით
ჰკითხა ქეთომ.
– მე ყველაფერი უნდა ვიცოდე, ნამეტან კი პირადად თქვენი
ცხოვრება მაინტერესებს.
– რა მიზეზია?
– თითქო არ იცოდეთ, – და ავშაროვმა ყურში ჩასჩურჩულა: – ის
მიზეზია, რომ უშენოდ აღარ მეცხოვრება.
ქეთომ განზე გაიწია და უთხრა:
– კმარა. მაგაზე ნუღარაფერს მეტყვით.
– კეთილი, მაგრამ მაინც გირჩევთ ახალგაზრდების წრეს თავი
დაანებოთ, რომელიც თქვენი ბიძაშვილის დიმიტრის ბინაზე იკრი-
ბება ხოლმე.
ქეთომ გაოცებით შეჰხედა როტმისტრს. მან გაიღიმა და განაგ-
რძო:
– აკი გითხარით, მე არაფერი გამომეპარება-მეთქი. თქვენ რომ
დაგემართოთ რამე, მე თავს მოვიკლავ.
– აკი გთხოვეთ...
– უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი, ამისთანას აღარაფერს გეტყვით.
მართლა, წეღან თქვენს უმცროს ძმას ნიკოს მოვკარი თვალი. მეც ვი-
ცი, რომ სოციალ-დემოკრატია, მაგრამ აგრე აშკარად რად გამირ-
ბის? ისევ ნაძალადევში ცხოვრობს?
– არც კი ვიცი სადა ცხოვრობს.
– მგონი ნიჭიერი ყმაწვილია და ძალიან მენანება. იქ სულ ადვი-
ლად დაიჭერენ. აქ მაინც ცხოვრობდეს. აქ ნაკლები ხიფათი მოელის
და თვითონაც ბევრს ვერას გაჰბედავს.
– რომ ვურჩიო, მაინც არ დამიჯერებს.
– თქვენს მშობლებს უთხარით და იქნება იმათ მაინც დააჯერონ.
ის პოეტი შუქურაული კი ტყუილად გამექცა. მას არავინაც არ ერჩის.
ჰბოდოს რამდენიც უნდა, ცენზორის ხელს მაინც ვერსად წაუვა. ჯერ
ავლაბარში იმალებოდა, მერმე კობის ქუჩაზე გადმოვიდა, ახლა კი
ღამეს დიდუბეში ათევს ხოლმე. იმ სიშორეზე რას დაეხეტება.
– მაშ ელიზბარისთვის თვალყური გიდევნებიათ.

77 მკითხველთა ლიგა
– თვითონვე აგვაღებინა ეჭვი, ნუ სულელობს. თავისუფლად იც-
ხოვროს და ეჭვი გაგვიფანტოს.
როტმისტრმა ოთახის მეორე კუთხისკენ გაიხედა. იქ საუბარი იყო
გამართული. წვერაძე ახატნელს ყურს არ უგდებდა და მოშურნე
თვალი აქეთ ეჭირა. კლიმიაშვილი გულდასმით უგდებდა ყურს, მაგ-
რამ ისიც ქეთოსკენ იცქირებოდა.
ავშაროვის და სანდროს თვალები ერთმანეთს შეხვდა. პარუჩიკმა
მაშინვე დაუთმო ჟანდარმს და თვალები დაბლა დახარა.
– ერთი მითხარით, ქეთევან, აგერ ის ვაჟი რა გვარია? – ჰკითხა ავ-
შაროვმა და თვალით ანიშნა კლიმიაშვილი.
– კლიმიაშვილი.
– კლიმიაშვილი? – გაოცდა ავშაროვი. – კლიმიაშვილი ეგ არის?
– დიაღ, ეგ არის. რად გაგიკვირდათ?
– ახლა კი მესმის.
– მე კი არაფერიც არ მესმის.
– ეხლავე გაიგებთ. – მიუგო ჟანდარმმა და ხმას დაუდაბლა. – მე
ვიცი, რომ ეგ ახალგაზრდა გეარშიყებათ, მართალია თუ არა?
– თქვენ რაღაც სხვანაირად მელაპარაკებით. – იწყინა ქეთომ. –
ბარემ ქაღალდი მოიტანეთ და ოქმი შეადგინეთ.
– არა მეთქი. რა დროს ხუმრობაა! ვთქვათ არ გეარშიყებათ, მაგ-
რამ ხომ მოსწონხართ?
– ვთქვათ მოვწონვარ, მერმე რა?
– მერმე ისა, რომ დღეს თქვენ და მაგან ამ ბინაში ზურაბ გურგენი-
ძე დამალეთ,– უცებ მიახალა ავშაროვმა და თვალებში ჩააშტერდა.
– თქვენს ოთახში დამალეთ, მე დანამდვილებით ვიცი. უარი არას
გიშველით. თუ გნებავთ, ყველაფერს დაწვრილებით აგიწერთ.
ქალს ჟრუანტელმა ჩაურბინა ტანში.
გონებაარეული, თავჩაღუნული და ფერწასული, თავის თავს ებ-
რძოდა და ლამობდა მიხვედრილიყო, ასე მალე ეს ამბავი საიდან
გაეგო ავშაროვს და ახლა რა პასუხი გაეცა მისთვის. ბოლოს ძალა
მოიკრიბა, თავი ასწია და შხამნარევი ღიმილით ჰკითხა:
– მაგისთვის მოხვედით? მაგიტომ მომიტანეთ თაიგული? ავშა-
როვი აილანძა:
– ღმერთმანი არა. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არა მეთქი, პირი-
ქით, პირიქით! მე იმისთვის მოვედი, რომ გაგაფრთხილოთ. ხიფათი
მოგელის და მინდა გადაგარჩინოთ. ყური დამიგდეთ და ადვილად
დარწმუნდებით. სალდათების ჩვენებიდან ცხადად მოსჩანს, რომ
78 მკითხველთა ლიგა
ჯიქი თქვენს ოთახში დაიმალა, რომ კლიმიაშვილმა სალდათები
ოთახში არ შეუშვა. მან ყუმბარის გავარდნა მოიმიზეზა, ეს სახლი არ
გაჩხრიკა და პატრული წაიყვანა. თქვენ ვიღაც უწინდელი ბებერი
მზარეული გყოლიათ, რომელსაც სამადლოდ ინახავთ, ის ხატს და
ღმერთს ფიცულობს: იმ დროს სამზარეულოს კარებში ვიჯექი და
ყოვლად შეუძლებელია, რომ ვინმე გამოსულიყო აივანზე და მე არ
დამენახაო. მაშასადამე, ჯიქი ამ ბინიდან არსად გასულა. მე არც კი
გეკითხებით, მართლა დამალეთ ის კაცი თუ არა. მე იმისთვის მოვე-
დი, რომ დაგარიგოთ: თუ ვინიცობაა დაგიბარეს და გკითხეს, არამც
და არამც არ გამოტყდეთ, თორემ თქვენს თავსაც დაღუპავთ, კლიმი-
აშვილსაც და ამ ოჯახსაც გააუბედურებთ. ახლა ხომ დარწმუნდით,
რომ შესაძლოა თქვენი გულისთვის მეც დავიღუპო. მე ჩემი სიცოც-
ხლე თქვენ ჩაგაბარეთ. შესაძლებელია გამცეთ, წამოგცდეს სადმე,
რომ მე დაგარიგეთ...
– არა, არა! არასოდეს! – მხურვალე ხმით გააწყვეტინა ქეთომ. –
არავისაც არ ვეტყვი, არავის.
– კლიმიაშვილს თქვენი გადარჩენა უნდოდა და იმიტომ დამალა
გურგენიძე. ალბათ, ისიც ჩემს დღეშია, ალბათ იმასაც უყვარხართ
და ამიტომ გასტეხა ფიცი. ახლა ჩემი
ჯერი დადგა. ფიცი მეც გავტეხე, მეც სიყვარულმა გამატეხინა და
იმედი მაქვს, რომ... ნუ მაწვალებთ... ნუღარ მტანჯავთ, – და ავშა-
როვმა პირსახე ისე ახლოს მიიტანა ქეთოსთან, რომ ქალმა თავის
კისერზე მისი თბილი სუნთქვა იგრძნო.
ქეთო გაბრუებული იჯდა. ყველაფერი ერთად მოაწვა: ეჭვი, სიბ-
რალული, მადლობა და სინანული იმის გამო, რომ დღეს ამ კაცის
სურათი დახია და გულის კუნჭულში მიჩქმალული ხსოვნაც კი ამოიგ-
ლიჯა.
„ამ კაცს ძლიერ ვუყვარვარ, ეს უეჭველია. – ჰფიქრობდა ქეთო. –
თვითონაც ღირსია სიყვარულისა. მეც მიყვარდა, თითქმის მიყვარ-
და, მაგრამ ამ მუნდირმა ერთმანეთი დაგვაშორა... არა მეთქი, არა!
ჭირიანსავით შემაჩვენებენ, აღარავინ მიმიკარებს... ოჰ, ღმერთო ჩე-
მო! არა მეთქი!“
და „არას“ თქმის მაგიერ მოუფიქრებლივ წაავლო ხელი ავშარო-
ვის აქსელბანდს და ჰკითხა;
– ამას ვერ მოიხსნით? ავშაროვი შეკრთა .
– მესმის, თქვენს თვალშიც კეთროვანი ვარ. ვფიქრობდი მაზრის
უფროსობა მიმეღო.
79 მკითხველთა ლიგა
– განა სულ ერთი არ არის?
– თითქმის სულ ერთია. ახლა მაზრის უფროსებსაც ბეღურასავით
ხოცავენ. თქვენი იმედი რომ მქონდეს ... სიტყვას რომ მომცემდეთ...
– არა, არა! – შიშით წამოიძახა ქეთომ და წამოდგა. – არ შემიძლი-
ან. ჯერ ადრეა.
„ჯერ ადრეამ“ ავშაროვს იმედი გაუღვიძა. ისიც წამოდგა და
სთქვა:
– მაშ კიდევ იფიქრეთ.
– ვიფიქრებ, – ადვილად მიუგდო ქეთომ და სულიერი ფორიაქის
დასამალავად თავის ოთახში გავარდა, ხოლო ავშაროვი მოსაუბრე-
თა ჯგუფს შეუერთდა, რომელსაც ახატნელი აჯერებდა, რომ რუსის
ჯარი მალე დაამარცხებს იაპონელებს, ტახტიც მალე მომაგრდება
და რუსეთი უცებ მოიგლეჯს წითელ აჩრდილს.
ავშაროვი საუბარში არ ჩაერია, ვინაიდან ჟანდარმი იყო და უც-
ხოსთან პოლიტიკურ საუბარს მოხერხებულად გაურბოდა.

80 მკითხველთა ლიგა
VII

იმ ზაფხულს სააგარაკოდ არც ერთი ახატნელი არ წასულა. ყვე-


ლაზე მეტად გრიგოლს მიუწევდა გული სოფლისაკენ, მაგრამ გლე-
ხები უარესად გაანჩხლებულიყვნენ და ამიტომ აქ აღარ მიესვლებო-
და, ხოლო დიმიტრი და მათი ბიძაშვილები საკუთარსა და ერთობის
საქმეებს შეებოჭათ და ყველანი ქალაქის სიცხეში იხარშებოდნენ.
იმ საღამოს ქეთევანი მარტო გამოვიდა შინიდან და მართას ფან-
ჯარა ქუჩის მხრივ დაუკაკუნა. შიგნით ბნელოდა. პასუხი არავინ გას-
ცა. ქეთოს ეწყინა: მიტინგზე ერთად უნდა წასულიყვნენ. მაშ მართას
აღარ მოუცდია და მარტო წასულა!
დღეს დილით ქეთომ ყური მოჰკრა: საღამოზე ქალაქის გამგეო-
ბის დარბაზში მიტინგი გაიმართებაო და მართას შეეხვეწა, ერთად
წავიდეთო, მართამ ისეთი პირი აჩვენა, თითქოს არაფერი სცოდ-
ნოდა. ქეთო არ მოეშვა. მას დაჟინებით ჰსურდა ერთ ნამდვილ მი-
ტინგს მაინც დასწრებოდა.
ამას წინათ არტისტულ კლუბში პოლიტიკური ბანკეტი გამართეს,
აკაკიმ, გრიგოლმა და დიმიტრიმ ქეთოც წაიყვანეს. გაბმულსარკია-
ნი ვეება დარბაზი დარჩეულ ინტელიგენციით გაიჭედა. ყველა ორა-
ტორებს სერთუკი ან სმოკინგი ეცვათ და მათი კილოც – თავაზიანი,
ეზოპისებური, დავარცხნილი და მოლოკილი – სათანადოდ იყო შე-
ფარდებული.
მათ ირიბულად მოითხოვეს კონსტიტუცია, ერობა, ომის შეწყვე-
ტა, ბიუროკრატიზმი დაჰგმეს და იმედი გამოსთქვეს, რომ ტახტი
მათს ღაღადებას შეისმენდა და თავისუფლებას მოწყალებასავით
მიართმევდა. დიმიტრიმაც ილაპარაკა და, სხვათა შორის, საქარ-
თველოს ავტონომია ახსენა. აკაკიმ ინგლისური პარლამენტი, რვა
საათის სამუშაო დღე, პრესის, სიტყვის, კავშირებისა და გაფიცვის
თავისუფლება მოითხოვა, ხოლო ავტონომია დაჰგმო და მქუხარე
ტაში მოიხვეჭა.
სხდომა რომ გათავდა, გრიგოლმა გადაჰკრა აკაკის:
– მომილოცნია. ავტონომიის დაგმობის გამო ყველა სოლოლა-
კელმა და რუსის მოხელემ ტაში დაგიკრა.
აკაკი ამნაირ გესლს უკვე შეჩვეული იყო და გრიგოლს მხოლოდ
გაუღიმა, ნიკოც იქ ყოფილიყო და იმან უპასუხა:

81 მკითხველთა ლიგა
– ეგ რა საბუთია! მაგის გამო აკაკის მეც ტაში დავუკარი. ავტონო-
მია პირწავარდნილი ნაციონალიზმია და ერთობას სათავეში დაჰ-
ღუპავს. საქმე ეგ არ არის. საქმე ის არის, რომ თქვენ, ინტელიგენტე-
ბი, ერთობის მაჩანჩალები ხართ. თქვენი დღევანდელი სხდომა თა-
ვითბოლომდის ბოდიშის მოხდა იყო და მეტი არაფერი. მშრომელი
ხალხი ერთობას ყოველ დღე სისხლით რწყავს და ზრდის, თქვენ კი
რედინგოტები და თეთრი ხელთათმანები ჩაგიცვამთ, სარკიან დარ-
ბაზში მოგიყრიათ თავი და ირიბულად ტიტინებთ: ერობა, ბიუროკ-
რატია, კონსტიტუცია და კუდმოკვეცილი უფლებაო. დღეს არც ერთი
თამამი სიტყვა არ ითქვა, ვერც ერთმა ვერ ივაჟკაცა, ვერავინ გაგვი-
ტაცა და ერთი წამითაც ვერ აგვიდუღა სისხლი. მაჩანჩალები ხართ
მეთქი, მაჩანჩალები!
– აგრეა, მართალია! – წამოიძახა ქეთომ.
სჯობდა დღეს ხმაც არ ამოგეღო, – მიუბრუნდა ნიკო აკაკის. – ყვე-
ლას კადეტი ეგონე.
– ხომ გაგიგონია: საცა მიხვიდე იქაური ქუდი დაიხურეო, – იმარ-
თლა თავი აკაკიმ.
– სულელური ანდაზაა. – მიუგო ნიკომ. – მაშინ, მონასტერს რომ
ეწვიო, ანაფორა უნდა ჩაიცვა, ბერებს ხელზე უნდა ემთხვიო და სულ
„უფალო შეგვიწყალე“ იბურტყუნო.
ქეთომ გადიკისკისა და დაუმატა:
– თურქებში რომ გაერიოს, თავზე დოლბანდს დაიხურავს, ილალ-
ლას შესძახებს, თითებს ხნით შეიღებავს, თანაც დაიმკლავებს და
მუჭით შესჭამს ფლავს. ახახა!
გოლოვინის პროსპექტი გადასჭრეს და მამადავითის აღმართს შე-
უდგნენ. გრიგოლი ძლიერ იყო ნაწყენი და არ ისვენებდა.
– ყური მიგდეთ. – სთქვა და ყველანი შეაჩერა, – ერთი რამე ვერ
გამიგია და უნდა გამაგებინოთ. მარქსისტების, სოლოლაკელი ვაჭ-
რებისა და ჭეშმარიტი რუსების პროგრამები არაფერშიც არა ჰგავს
ერთმანეთს, ხომ მართალია?
– აგრეა... მართალია... – დაუდასტურა სამივე ძმამ.
– მაშ გამაგებინეთ, რად ემტერებით ავტონომიას თანაბრად ყვე-
ლანი? თქვენს შორის უცნაური ნათესაობა გაჩნდა, არაბუნებრივი,
ერთნაირი გეზი დამყარდა. აქ რაღაც იდუმალი ამბავია და ვერ გამი-
გია. თქვენ მეუბნებით: ეროვნული საკითხი ტაქტიკური საკითხი
არისო. ზემოხსენებულ ჯგუფებს და პარტიებს არც ერთი ტაქტიკური
საკითხი არ აერთიანებს და რაღა ამ საკითხმა შეგაერთათ? ეს ერთი,
82 მკითხველთა ლიგა
მეორეც ისა, რომ რვა საათის სამუშაო დღე პრინციპულ საქმედ მიიჩ-
ნიეთ და ოთხმოცი მილიონი არარუსის ბედი კი ტაქტიკად აქციეთ?
გრიგოლთან და მიტოსთან ერთად ქეთოც აღელვებული იყო. ავ-
ტონომიის ირგვლივ ატეხილი კამათი ასჯერ მაინც ჰქონდა მოსმენი-
ლი და წაკითხული, კერძო საუბარში ზოგჯერ თვითონაც ჩარეულა
და ის მაინც ვერ მოენელებინა, რომ „მცირე ერების ყოფნა-არყოფ-
ნის საქმე სადღაც კუნჭულში მიეჩქმალნათ და მკვდარი ფორმულის
ალალბედზე მიეგდოთ“.
– დიაღ, გამოყოფა მკვდარი ფორმულაა, თვალის ასაბმელი ფან-
დია. – ახლაც გაიმეორა გრიგოლმა. – თუ არა გჯერათ, მიპასუხეთ:
როცა რევოლუცია გაიმარჯვებს და ერის თვითგამორკვევაზე მიდგე-
ბა საქმე, თქვენ რას ურჩევთ ხალხს, რა მოითხოვოს მან: ერობა, სე-
პარაცია, ავტონომია თუ დოზანა?
აკაკის და ნიკოს ყველაფერზე მზად ჰქონდათ პასუხი, ამას კი არ
მოელოდნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ. გრიგოლმა დაბნეულო-
ბა შეატყო და გაუმეორა:
– მითხარით, მაშინ რას იტყვით, მცირე ერების ბედს რა კონკრე-
ტულ ყალიბში ჩამოასხამთ-მეთქი?
დიმიტრი გაოცდა. ეროვნულ საკითხს გულმოდგინედ სწავლობ-
და, ათასი რამ ჰქონდა წაკითხული და ათი ათასი მოსმენილი, მაგ-
რამ ასეთი საბუთი ჯერ არ გაეგო.
„უეჭველად გამოვიყენებ წერილშიო“, – გადასჭრა მან და აკაკის
უთხრა:
– პასუხი მიეცი.
აკაკიმ სახელდახელო პასუხი მოიგონა:
– შენ გგონია ძლიერ თავსამტვრევი კითხვა მოგვეცი? შენც არ მო-
მიკვდე, ჩვენ მაგაზე კისერი არ მოვიტეხოთ. დრო ბევრი გვექნება.
დავსხდებით, ვიფიქრებთ და ისე გადავჭრით, რომ არავისაც არ ვაწ-
ყენინებთ.
– გულწრფელი პასუხია და მომწონს, – გაეხარდა გრიგოლს, – მაშ
შენც მიდასტურებ, რომ ეროვნულ საკითხს მერმეღა გადასჭრით. ერ-
თი რამეც ცხადია: თქვენ სიტყვა „ავტონომია“ ისე შეაძულეთ შეუგ-
ნებელ ხალხს, რომ მერმე მაგ სიტყვას ვეღარც კი ახსენებთ და ჩვენ-
თვის ერობასაც ძლივს გაიმეტებთ.
– თვითონვე ინანებენ. – ჩაურთო დიმიტრიმ. – თუ ამათ გაიმარ-
ჯვეს, მაშ ხელისუფლებაც ამათ დარჩებათ და ძალაუნებურად სა-
ერობო ჩინოვნიკის როლს დასჯერდებიან.
83 მკითხველთა ლიგა
– გიცნობთ ვინცა ხართ, – ბრაზიანად განაგრძო გრიგოლმა. – ფი-
ნეთს რომანოვებმა მისცეს ავტონომია, თქვენ კი წაართმევთ და გუ-
ბერნიად გადააქცევთ.
ნიკომ გულიანად გაიცინა, აკაკიმ შეაწყვეტინა:
– გენერალი ბობრიკოვი გავიწყდება, გრიგოლ.
– ბობრიკოვი სეპარატისტებს ებრძვის, – მიუგო გრიგოლმა, – ბო-
ლოს და ბოლოს მთელმა კაცობრიობამ იცის, რომ თქვენ ცენტრა-
ლიზმის მომხრენი ბრძანდებით, მართალს ვამბობ თუ არა?
– ერთადერთი სიმართლე წამოგცდა, – დაუდასტურა ნიკომ.
– ამ სიმართლეს მეორედ უდავო სიმართლე მოსდევს, – სთქვა
გრიგოლმა, – მე ცხელ ყინულს ან შავ სინათლეს უფრო ადვილად
წარმოვიდგენ, ვიდრე ცენტრალისტურ– სოციალისტურ სახელმწი-
ფოში თავისუფალ მცირე ერების არსებობას და ყოველმხრივ განვი-
თარებას.
– აკი ვამბობ, რომ ამ კაცს და ჩემ ჩექმას სოციალიზმი თანაბრად
ესმის-მეთქი, – წამოიძახა ნიკომ, – მარქსიზმი და ცარიზმი ერთმა-
ნეთში აურია.
– გაჩუმდი, შე ლაწირაკო, თორემ ყურებს დაგაგლიჯავ! – მიაძახა
გრიგოლმა და მიიწია. აკაკი შუაში ჩაუდგა.
– სირცხვილია, ქუჩაში ვართ. რას იტყვიან!
გრიგოლი გატრიალდა და სასამართლოს ქუჩისკენ წავიდა. ნიკოც
გამობრუნდა და ქვეით დაეშვა.
– დაუჯერებელია, რომ განათლებული ხალხი უწინ ამნაირად გა-
ანჩხლებულიყო ქუჩაში,
– ჩაილაპარაკა დიმიტრიმ.
– მამას არაფერი უთხრათ, – სთქვა მაშინ აკაკიმ და საუბარი დას-
რულდა.

***

ახლა ქეთო მართას ბნელ ფანჯარასთან იდგა და ამ საღამოს და


ამ საუბარს იგონებდა. იგონებდა და ჰფიქრობდა: რად მოატყუა მარ-
თამ? რატომ არ წაიყვანა იმ მიტინგზე, იმ ნამდვილ მიტინგზე, სა-
დაც (ასე უთხრეს დილით) აშკარად მოითხოვენ რესპუბლიკას და
ლაპარაკია ავტონომიაზედაც იქნებაო. „მარტო კი ვერ წავალ? –

84 მკითხველთა ლიგა
ჰკითხა მან თავის თავს და თავქვე დაეშვა. ვაჟთა პირველ გიმნაზიის
წინ ეტლი შეჰხვდა. გააჩერა, ჩაჯდა და უთხრა:
– განოვის ქუჩაზე წამიყვანე.
ხუთი წუთის შემდეგ ეტლმა ერევნის მოედანი გადასერა და განო-
ვის ქუჩისკენ შეუხვია. უცებ ეტლი გააჩერეს. თეთრად ჩაცმული ქე-
თო ზეზე ადგა და წინ გაიხედა. ქუჩა ყაზახებით და პოლიციელებით
იყო სავსე.
– რა მოხდა? რატომ არ მიშვებთ?
– გთხოვთ უკანვე გატრიალდეთ.
– გამატარეთ მეთქი.
– გთხოვთ მეთქი!
ანაზდად იქვე შენობიდან ყრუ გრიალი მოისმა თოფისა, მას მე-
ორეც, მეოცე და მეასეც მოჰყვა. მეეტლემ ცხენებს შოლტი დაუშინა,
გამოაბრუნა და ჭენებით წამოიყვანა. ყოველ მხარეს დაფეთებული
ხალხი მოსჩანდა. უთავბოლოდ მორბოდნენ, ერთმანეთს ასწრებ-
დნენ, აქცევდნენ და ზედ გადარბოდნენ. ახლა სროლა მკაფიოდ ის-
მოდა. ეტყობოდა, რომ ყაზახებს გარეთაც აეტეხათ სროლა. ქეთოს
ეტლი პუშკინის ქუჩით მიჰქროდა.
– გააჩერე! ჩამომსვი! – ყვიროდა ქეთო და მეეტლეს თავნება
ბალღივით ეჭიდებოდა მხარში.
– რამ გაგაგიჟა, ქალო! – შემოსძახა მეეტლემ და ცხენები დააოთ-
ხა.
ქეთოს უნდოდა ჩამომხტარიყო, უკანა მხრიდან გასულიყო განო-
ვის ქუჩაზე და მართასთვის ეშველნა. „ალბათ ნიკოც იქ არის, ლევა-
ნიც და თავს ხომ ვერ დავანებებ, ძმას და მეგობრებს ვერ ვუღალა-
ტებ.
ეტლი უცებ შესდგა. მეეტლე წინ გადავარდა. ქეთო მკერდით მი-
აწყდა კოფოს, მერმე გასწორდა და ძირს გადმოხტა. ერთი ცხენი
დაჭრილიყო, ქვაფენილზე ეგდო და ფართხალებდა.
ქეთო ტროტუარისკენ გაიქცა და პირქვე დამხობილ კაცს წააწყდა.
ახლა კი დაივიწყა, ძმაც, მეგობარიც და, შიშით და გადარჩენის ალ-
ღოთი შეპყრობილი, ქვეით ბაზრისკენ გატრიალდა.
თოფის ხმა ფეხდაფეხ მისდევდა. რამდენჯერმე ტყვიის ზუზუნიც
მოესმა. ქვეით რომ ჩავიდა, მარცხნივ შეუხვია და შიში ნელ-ნელა
დაუცხრა. იქიდან ისევ გოლოვინის პროსპექტზე ამოვიდა და
თხლად მიმავალ ხალხს ყური მიუგდო. უმეტესობა თითქმის სირბი-
ლით მოდიოდა. ზოგნი ერთმანეთს ეკითხებოდნენ რა მოხდაო, მაგ-
85 მკითხველთა ლიგა
რამ მოპასუხე არავინ იყო. მათ მარტო ის იცოდნენ, რომ დარბაზში
თავმოყრილ უიარაღო ხალხს ყაზახებმა თოფი დაუშინეს და უამრა-
ვი ქალი და ვაჟი გაჟლიტეს.
ქეთო ნელი ნაბიჯით შეუდგა აღმართს და თავის სახლს რომ მი-
ადგა, უკნიდან ეტლი დაეწია. ცხენები ხვნეშით შესდგნენ. სიბნელის
გამო ქეთომ შიგ მჯდომნი ჯერ ვერ იცნო. ეტლიდან ზედიზედ ზუ-
რაბ გურგენიძე და ლევანი გადმოხტნენ, რომელმაც მაშინვე ჩას-
ჩურჩულა ქეთოს:
– ქეთოჯან, მართას და ნიკოს ცოტაოდენი სისხლი გამოადინეს
და დიმიტრი გააფრთხილე, ნურც შენ შეშინდები, რაღა.
– რა დაემართათ?
– აკი გითხარი, ოდნავ დასჭრეს მეთქი. ხმა-კრინტი არ დასძრა,
არავინ გაიგოს, აბა შენი გულის სიმაგრე გვიჩვენე და ყარაჩოღელებ-
ში ჩაგწერავ.
აჩვენებს, უეჭველად აჩვენებს. მართალია, ქეთოს ჯერ არც მოკ-
ლული და არც დაჭრილი ვინმე უნახავს, მაგრამ ეს არაფერია. სამა-
გიეროდ გაჭრილი თითის სისხლი მრავალჯერ უნახავს და გული არ
შეჰღონებია.
ქეთო მარდად ავარდა მეორე სართულზე, მძაფრად ჩამოჰკრა ზა-
რი, – ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ ჩამოჰკრა, ფეთიანივით შევარდა დი-
მიტრის კაბინეტში და სხაპასხუპით მიახალა:
– მიტო, ისინი დასჭრეს... ორივენი დასჭრეს და ჩქარა უშველე.
– ვინ დასჭრეს?
– აკი გითხარი, ნიკო და მართა დასჭრეს მეთქი.
– სთქვი, სად არიან?
– აქვე არიან. ეტლით მოიყვანეს. აბა ჩქარა!
და უკანვე გაიქცა. დიმიტრიც ფეხდაფეხ მისდევდა. იქვე კიბეზე
მართა დაუხვდათ. ზურაბი იღლიაში შესჯდომოდა და ფრთხილად
მოჰყავდა. ქალს ფითრის ფერი ედო, მარცხენა ხელი მათრახივით
ეკიდა და სისხლი თქრიალით ჩამოსდიოდა. მან ოდნავ გაიღიმა და
სთქვა:
– არა მიშავს რა. საიმისო არაფერია, ნიკოს უშველეთ.
დიმიტრის უნდოდა ქვეით ჩასულიყო და ნიკო ამოეყვანა, მაგრამ
ზურაბმა არ დაანება:
– თქვენ მართა შეიყვანეთ, ნიკოს კი მე და ლევანი ამოვიყვანთ.
მართას ახლა მიტო მიეშველა, შინ შეიყვანა, ტყავის სკამზე დას-
ვა, საკინძი გაუხსნა, სისხლში ამოვლებული ზედატანი გაჰხადა და
86 მკითხველთა ლიგა
იარას დაჰხედა, ტყვიას ფერდი გაეკაწრა, იდაყვის ზევით მკლავში
მოხვედროდა და მეორე მხარეს გამოსულიყო. ექიმმა მკლავი გასინ-
ჯა და რამდენჯერმე ჰკითხა:
– გტკივა თუ არა?
მართამაც რამდენჯერმე უპასუხა:
– არა მტკივა.
– მაშ გადარჩენილხარ. ძვალი არ დაზიანებულა. ორ კვირაში ისე
მოგირჩება, თითქო სულ არაფერი დაგშავებოდეს.
ლევანმა და ზურაბმა ნიკო შემოიტანეს და ტყავის გრძელ სავარ-
ძელზე დაასვენეს. ისედაც გამხდარ სტუდენტს ყბები ჩავარდნოდა,
მკვდრის ფერი დასდებოდა, პირი ეღმიჭებოდა და ჩუმი ხმით ჰკვნე-
სოდა.
დიმიტრიმ სისხლში მოსვრილი შალვარი აუკეცა და ფეხი გაუსინ-
ჯა. ნიკო ტკივილს ვერ გაუძლო და შეჰყვირა. მიტოს ოდნავ ფერი ეც-
ვალა, ვინაიდან იმის ძმას კოჭი ჰქონდა გატეხილი და შესაძლო იყო
დაკოჭლებულიყო.
ქეთომ ზურაბი შეათვალიერა. მას ლურჯი საზაფხულო ხალათი
ეცვა, ხშირი გრძელი თმა თავზე უწესრიგოდ ეყარა. ახლად გაპარსუ-
ლი მკრთალი სახე კუშტებივით ჰქონდა შეკრული. ხშირი აბურძვნი-
ლი წარბები ერთად შეჰყრილიყვნენ და მრისხანედ აზღარბებუ-
ლიყვნენ.
ზურაბმაც შეჰხედა ქეთევანს, თითქო ახლაღა იცნოო, ოდნავ გა-
უღიმა და ქადილით ჩაიქნია თავი.
– თქვენც იქ იყავით? ზურაბმა არ უპასუხა.
– ბევრი სისხლი დაიღვარა?
– იმდენი დაღვარეს, რომ სანაზღაუროდ მთლად თავიანთი სის-
ხლიც არ ეყოფათ. აგრეა, არ ეყოფათ. დრო მოვა და ვანანებთ.
ქეთომ თვალებში შეხედა და შეშინდა.
ზურაბმა სისხლიან ხელებზე დაიხედა, მაშინვე გატრიალდა და
პირსაბანში ჩაირეცხა, თან დროგამოშვებით ისე იქნევდა თავს,
თითქო ვიღაცას ემუქრებოდა.
დიმიტრიმ სწრაფად გადაიცვა თეთრი ხალათი, ლევანი დოსტაქ-
რის მოსაყვანად გაჰგზავნა, მოსამსახურეს სისხლის მოწმენდა და-
ავალა, ორივე დაჭრილს თითო ტაშტი შეუდგა, ბამბა, არტაშანი და
სპირტი გამოიღო, ქეთო და ზურაბი მოიშველია და ჯერ მართას
მკლავს მიადგა.

87 მკითხველთა ლიგა
სანამ მოწითალო იატაკზე დაღვრილი სისხლი არ მოსჩანდა, ქე-
თოს უბრალო აღტკინების მეტი არაფერი ემჩნეოდა, მერმე კი, როცა
თეთრი თასი წითლად შეიღება, ქეთომ ტანში ჟრუანტელის რბენა,
სიცივე და სისუსტე იგრძნო.
ნიკო იქვე გვერდით იწვა. ის წამოწეულიყო. კისერი მოეღრიცნა
და ლამობდა მკერდ-შიშველი მართა დაენახა. ქეთომ ძმას გადაჰხე-
და. საწადელს მიუხვდა, წინ ამოეფარა და თვალი ზურაბზე გადაი-
ტანა. გურგენიძეს მართას მკლავი ეჭირა, ხოლო ვნებით ამწვარი
თვალები იმის მოზრდილსა და თეთრ ძუძუებზე დაებჯინა.
ქეთომ იგრძნო, რომ თავბრუ ესხმოდა და ცალი ხელით ზურაბს
დაეყრდნო მხარზე. გურგენიძემ თითქო არაფერიც არ იგრძნო და
მართას მკერდს მოხიბლულივით დააცქერდა.
– ქეთო, დაასხი... დაასხი-მეთქი, რა დაგემართა?
ქეთოს ეს სიტყვები თითქოს ჯურღმულიდან მოესმა: სპირტით
სავსე ბოთლი ხელიდან გაუშვა, წატორტმანდა და დროზე წამომ-
დგარ ზურაბს მკლავზე მიესვენა.
– ეგღა მაკლდა! – წამოიძახა ექიმმა და ზურაბს მიაძახა: – მაგ ხა-
ლიჩაზე დაასვენეთ, ყურები დაუსრისეთ, საკინძი გაუხსენით. სა-
ფეთქლები დაუზილეთ და ეს წამალი ასუნებინეთ.
ნიშადურის სპირტი მიაწოდა და თვითონ ისევ მართას მკლავს
დაუბრუნდა.
ქეთომ თავის ლოგინში გაახილა თვალები და დედის თვალებს
წააწყდა, რომელთაც სიამით დაიწყეს ციმციმი. იქვე გრიგოლის ცო-
ლი ანიკო და აკაკის ცოლი თამარი იდგნენ. იმათაც გაუღიმეს ქეთოს
და წაიჩურჩულეს:
– მადლობა უფალსა... მოსულიერდა.
მარიამმა მათ კარზე ანიშნა. ორივენი ფეხაკრეფით გავიდნენ და
კარებიდან ქეთოს თითო ღიმილი კიდევ აჩუქეს.
დედამ თავის ქალს თმაზე ხელი გადაუსვა, შუბლზე აკოცა და ჩას-
ჩურჩულა:
– ნურაფერზე ნუღარ იფიქრებ. დამშვიდდი და ჩაიძინე. მეც აქ
ვიქნები, ხომ არაფერი გინდა, შვილო? მურაბიანი წყალი დალიე.
ქეთომ ერთი ჭიქა მოტკბო და მომჟავო წყალი დალია და იკითხა:
– ისინი როგორ არიან, დედილო?
– ძალიან კარგად არიან, შვილო. ორივენი ორი კვირაში წამოდგე-
ბიან.
– სადა წვანან?
88 მკითხველთა ლიგა
– მართა თავის ოთახშია, ნიკო კი მიტოსთან დავტოვეთ. შენ იმა-
თი დარდი ნუ გექნება, ნურც იფიქრებ. თვალები დახუჭე, ჩემო ჩიტუ-
ნია და არხეინად დაიძინე.
– კარგი, დედი, დავიძინებ.
და თვალები მილულა, მაგრამ ძილს კარგა ხანს ებრძოდა. მარ-
თას შიშველი მკერდი და ზედ მიბჯენილი ზურაბის თვალები ელან-
დებოდა და თან ჰფიქრობდა: „ნეტავი კაბა სად გამხადეს, აქ თუ ქვე-
ით? ჩემი მკერდიც ნახა თუ არა ზურაბმა? და თუ ნახა... მერმე რაო,
მართა ხომ ჩემზე უფრო თეთრია? თვითონ ზურაბიც ჩემსავით შავ-
გვრემანია, მაგრამ მეც და მართასაც... მგონი მართასაც... ღმერთო
ჩემო, რა ტუტუცი ვარ! ვინ მე და ვინ თავზეხელაღებული უსახლკა-
რო გურგენიძე, რომელსაც საცაა დაიჭერენ და ციმბირში დაალპო-
ბენ!“.

***

მეორე დღეს ქეთომ გვიან გაიღვიძა. მაშინვე წამოხტა, შიშველი


ფეხები მართას მიერ მოქარგულ ხავერდის ჩუსტებში ჩაჰყო, ფანჯა-
რა გააღო და სარკიან კარადის წინ შესდგა. თეთრ ოთახში დილის
სიგრილე შემოვარდა, იქაურობა მოირბინა, ყველაფერი დაჰსუნა და
მოაფათურა.
ქეთომ წელამდე ჩამოიშვა თეთრი პერანგი და სარკიდან გამომ-
ზირალი ნახევრად შიშველი ქალი გულდასმით გასინჯა. კისერი –
ზომიერად სავსე და მაღალი. ბეჭები და მხრებიც – სწორი და სავსე.
ძუძუებიც მსხლის მსგავსი, მკვრივი, მოქნილი და ზომიერად მოზ-
რდილი. მაშ რა მოხდა? რად შეეპარა შიში? არაფერიც არ მომხდა-
რა. არა, ქეთო არ შეშინებულა. მართა მას მეტოქედ არც კი მიაჩნია.
სხვადასხვა ჯიშისა არიან, მორჩა და გათავდა! მართა რომ გათხოვ-
დება, თავის განსვენებულ დედას დაემგვანება – ფეხმოკლეს, ჩასუ-
ქებულს, დიდმუცლიანს და ბაჯბაჯას, ქეთო კი პირწავარდნილი დი-
დედა იქნება – სიბერეშიც ზომიერად სრული, ზომიერად მაღალი,
გრძელთმიანი, თეთრნასთიანი და მაღალფეხიანი. შესაძლოა მარ-
თა დროებითი გასართობი იყოს ზურაბისათვის. ამაზე მამაკაცს
ხელს ვერ ააღებინებ. ქეთო კი სამუდამო მეუღლე იქნება და მათ
სიყვარულს ცხრა უღელი კამეჩიც ვერ გასწყვეტს.

89 მკითხველთა ლიგა
გარდა ამისა, თუ ქალ-ვაჟმა მკვიდრი ბუდე არ გაიჩინა, ერთი მე-
უღლე მარცხნივ გაფრინდება და მეორე კი მარჯვნივ. რას შეიტანს
ამ ბუდეში ზურაბი? არაფრისგან არაფერს. რას შეიტანს მართა?
რამდენიმე მოქარგულ-მოქსოვილ ჩვარს, ესე იგი: არაფერს არაფე-
რი მიემატება და არაფერი გამოვა.
ქეთო კი... მარტო ქეთო დაუხვედრებს მორთულ ბინას, თვალ-
მარგალიტს, უამრავ თეთრეულს, ჭურჭელს, მამულს, ათას ოქროს
და ისეთ საზოგადოებას, რომელიც მის ქმარს იძმობს, წინ წასწევს
და დიდ გზაზე დააყენებს.
ასე ჰფიქრობდა ქეთო სანამდის, მანამ მოახლე ტანთ აცმევდა და
თმას უვარცხნიდა. იმ დღეს მან სულ თეთრი ჩაიცვა, ბეჭდები და
სამკაული ბლომად გაიკეთა, ცხელ-ცხელი შოკოლადი დალია, ერ-
თხელ კიდევ ჩაიხედა ჯიბის სარკეში და ჯერ ძმის სანახავად ჩავი-
და.
ნიკო დიმიტრის საწოლ ოთახში იწვა და წიგნს კითხულობდა.
დაი რომ დაინახა, გახარებულმა გაიღიმა, ხელში ორივე ხელი ჩას-
ჭიდა, ლოგინზე დაისვა და აღელვებული ხმით უთხრა:
– მარტო შენ გებრალები, ქეთო...
– მაგას რად ამბობ, ნიკო? განა კარგად არ გივლიან?
– ძალიან კარგად მივლიან, მაგრამ ზედ შხამს ატანენ: აგრე გინ-
და, ახია, იქ რა მიგათრევდაო.
– რატომ მე არ მომიცადეთ?
– მართამ მე და ლევანი. განგებ აგვაჩქარა. შენი წაყვანა არ უნდო-
და... ეშინოდა, არაფერი დაემართოსო.
„ეშინოდა, ზურაბს არ შეხვდესო“, – თავისთვის გაიფიქრა ქეთომ
და ნიკოს ჰკითხა:
– რა მოხდა, როგორ მოხდა?
– საქმეც ის არის, რომ ჩვენი მხრივ ბევრი არაფერი მომხდარა.
ვერ მოვასწარით. მიტინგი რომ დავიწყეთ, ვიღაც შემოვარდა და მო-
ითხოვა, ახლავე დაიშალენითო. თავმჯდომარემ უარი მიახალა და
არც ჩვენ დავნებდით. უცებ ყაზახები შემოცვივდნენ და პირისპირ
დაგვახალეს თოფები. „დაწექით“! – მოგვაძახა ზურაბმა და ჩვენც
სკამებში ჩავწექით. ვინც გაიქცა, უარესი დღე დაადგა.
– ზურაბი როგორღა გადარჩა?
– მოტყუებით გადარჩა. თავი მოიექიმა, გამოვიდა, ჩვენც გამოგ-
ვიყვანა და... დანარჩენი შენც იცი.
ქეთომ შუბლზე ხელი დაადო და უთხრა:
90 მკითხველთა ლიგა
– სიცხე გქონია. ლაპარაკი გაწყენს – და ასადგომად წამოიწია.
– ნუ წახვალ, ნუ! – შეეხვეწა ძმა და ისევ ხელში ეცა. – ალბათ მარ-
თას სანახავად მიდიხარ. მომიკითხე, სიყვარულით მომიკითხე... იშ-
ვიათი ადამიანია, ჭკუიანი, გულკეთილი, შრომის მოყვარე და ერ-
თგული.
– ვისი ერთგულია, შენი?
– ნიკომ ღიმილით აჰხედა და განუმარტა:
– საქმისა და ამხანაგების ერთგულია.
– მეტი არაფერი?
– ჯანსაღია და... ეშხიანი.
– ეშხიანიც არის და ლამაზიც. – დაუმოწმა ქეთომ.
– ჰო, ლამაზიც არის.
– მე რომ ვაჟი ვყოფილიყავი, უეჭველად შევიყვარებდი.
– გინდა გამომტეხო?
– რაღა გამოტეხა გინდა. დიდი ხანია ვიცი. თვალი მიჭრის და ვხე-
დავ. მე რა დამემალება!
– რაკი გცოდნია.....
– სთქვი, რაღას მიმალავ! – გაამხნევა დამ... – თუ გიყვარს, დაგეხ-
მარები. უთხარი რამე? აგრძნობინე? რა გიპასუხა?
ნიკო წამოჯდა, თვალები აუკამკამდა და მთრთოლვარე ხმით შე-
ეხვეწა დას:
– მაშ დამეხმარე და რაც გინდა მთხოვე... ყველაფერს შეგისრუ-
ლებ... ყმად დაგიდგები...
მართა მიყვარს, გაგიჟებით მიყვარს. აღარც ძილი მაქვს და აღარც
ჭამა-სმა. ბევრჯელ ვაგრძნობინე, მერმე გამოვუტყდი და ვუთხარი....
– რა გითხრა? რა გიპასუხა?
– ეშინიან, არა სჯერა, სად მე და სად შენაო. ახლა მუშას ყველა
ეარშიყება, მერმე კი ისევ შენს გვარეულობას დაუბრუნდები და მე კი
გავუბედურდებიო.
– არ უთხარი ცოლად შეგირთავო?
– ეგეც ვუთხარი, მაგრამ არც ამან გასჭრა. იქნება არ გამეყარო,
მაგრამ აღარ გეყვარები და ესეც მეყოფაო.
– სხვა ხომ არავინ უყვარს?
– ვერ შევამჩნიე. ვითომ ვინ უნდა უყვარდეს?
– მე რა ვიცი. განა ცოტანი არიან? – და დუმილის შემდეგ დაურ-
თო: – ზურაბი ხომ არ მოსწონს?

91 მკითხველთა ლიგა
ნიკო ხელახლა დაეშვა ბალიშზე, ჩაფიქრდა და იმედდაკარგული-
ვით უპასუხა:
– არ ვიცი, არაფერიც არ ვიცი. ერთმანეთს იშვიათად ხედავენ...
ძლიერ თავდაჭერილად იქცევიან... ვერაფერიც ვერ შევამჩნიე...
– მაგას მე შენზე უკეთ გავიგებ. ერთი სიტყვით, მე და შენ კავშირი
შევკარით. თუ მეც დამჭირდეს დახმარება, იმედია, არც შენ დაიწევ
უკან.
– ყმად დაგიდგები მეთქი.
– მართას ვეტყვი, რომ დღეში ერთხელ მაინც დაგხედოს. შენ კი...
შენც ვაჟკაცს უნდა დაემგვანო. ჩვენ, ქალებს, ქალაჩუნა და დავრდო-
მილი მამაკაცი არ გვიყვარს. შენ თავს დაჰხედე რასა ჰგევხარ. უფრო
სუფთად ჩაიცვი, შენს თავს უკეთ მოუარე. დალაქს დავიბარებ. წვე-
რი გაიპარსე და თმაც გაიკრიჭე. აბა, კარგად იყავი. ჰო, მართლა, კი-
ნაღამ დამავიწყდა, მინდოდა დედასთვის მეკითხა და ვეღარ მოვას-
წარი: წუხელის რომ გული წამივიდა, კაბა აქ ხომ არ გამხადეს?
– კაბა არ გაუხდიათ, მკერდი კი გაგიღეღეს.
– ვინ მასულიერებდა?
– ზურაბი. დიდხანს ეწვალა, მაგრამ ვერ მოგასულიერა. მაგას
რად მეკითხები?
– არაფრად. მაშ ყოჩაღად იყავი და ვინძლო საწადელს მიაღწიო.

***

ზურაბ გურგენიძემ ლანდივით გადასჭრა ახატნელის ეზო და


დოვლათაშვილის ბინაში შევიდა. მან წინდაწინვე იცოდა, რომ შინ
მარტო მართა დაუხვდებოდა და ამიტომ პირდაპირ იმის ოთახისკენ
შეუხვია. ხელახვეული მართა მაგიდასთან იჯდა და ცალი ხელით
რაღაცას ცოდვილობდა. კარი რომ შემოაღეს, ზეზე ადგა, მაგრამ ზუ-
რაბმა მოასწრო და -
– ნუ ადგები, ნუ, – ორივე ხელი მოჰხვია. ისევ დასვა, გვერდით მი-
უჯდა და მზრუნველობით ჰკითხა:
– როგორა ხარ?
– ძალიან კარგად.
– მკლავი ხომ არა გტკივა? სიცხე ხომ არა გაქვს?

92 მკითხველთა ლიგა
– არც მტკივა და არც სიცხე მაქვს. დღეს დიმიტრიმ არტაშანი გა-
მომიცვალა და მითხრა: ყველაფერი თავის რიგზე მიდის, ოღონდ
ხელი არ შეაწუხო და ნურც აღელდებიო.
– ჩემთვის მაგაზე უარესი რაღა იქნება! – სთქვა ზურაბმა და და-
ღონდა.
– არ მესმის.
– ვეღარ გაკოცებ, ვერც მოგეხვევი, თორემ აღელდები და გაწყენს.
მართა გაწითლდა. მერმე გაუღიმა და პირსახე მიუშვირა.
– მე შემიძლიან ჩემ თავს ძალა დავატანო და არ ავღელდე.
– მართლა? მაგას რა სჯობია! – და მათმა კოცნამ სანამდის გასტა-
ნა, მანამ სული არ შეუგუბდათ.
მერმე წითლად ალანძულმა ქალმა ვაჟის მკლავი მოიშორა, სკამი
მოშორებით გასწია და -
– ეს ერთიც გვეყოფა, – უთხრა. – მეტი აღარ შეიძლება. ორივეს
გვავნებს. ერთი მითხარი, წუხანდელი ხოცვა-ჟლეტისა რა გამოირ-
კვა?
– ამბობენ, ოცდაათი კაცი მოჰკლეს და ასიოდე დასჭრესო. ამ
რიცხვს ოდესმე სამიოდე ნოლს მიუმატებთ და ვალს გადავუხდით...
იქნება ოთხიც და ხუთიც მივუმატოთ. ერთმანეთის ხორცს დავაგლე-
ჯინებთ, გაჩენის დღეს ვაწყევლინებთ. ნეტა იარაღი მაინც გვქონო-
და. მაშინ ამას მაინც ვიტყოდით: ბრძოლა მოვიხადეთ და დავმარ-
ცხდით. ქალაჩუნები არიან, უბადრუკი ქალაჩუნები! ხელცარიელ
ხალხს დაერივნენ და აჯობეს. ეგ ლაჩრული ვერაგობა ძვირად და-
უჯდებათ მეთქი!
– ჩვენი ნაცნობი ამხანაგი ვინ მოგვიკლეს, ვინ დაგვიჭრეს?
– ჯერ არ ვიცი. ორიოდე საათის შემდეგ მეცოდინება. – მიუგო ზუ-
რაბმა და მართას გადაჰხედა. – ფერი წაგსვლია. აგაღელვე. სჯობს
სისხლის ამბები გავათავოთ.
– წუხელ სად გეძინა?
– რაჟდენთან.
– რომელ რაჟდენთან?
– ასოთამწყობთან. გუშინ დილით ისიც გამოვაშვებინე და თე-
დოც. თედომ თავის დაპატიმრების ამბავი მიამბო. თურმე აკაკის
ადვილად შეეძლო განსაცდელისგან დაეხსნა, მაგრამ მოერიდა. ამა-
საც სათვალავში ჩავუწერთ. ეს კაცი თავისას არ იშლის და ისევ პრო-
ვოკატორებს გვეძახის. ჩემი გამოქცევაც სწყენია. ინტრიგანია და
ისევ აგვრევსო. ეს ადრევეც ვიცოდი, ორიოდე თვის წინათ კვალის
93 მკითხველთა ლიგა
არევა მოინდომა და ნიკოს დააბარა: ზურაბს ჩემი სიყვარული და პა-
ტივი გადაეციო. მაგრამ მე რას მომატყუებენ! ყველანი ხელის გულ-
ზე მყვანან. წუხელის ქუჩაში შემხვდა და კინაღამ გადამეხვია, მერმე
ისეთი ქათინაურები მომაყარა, რომ სხვა ვინმე აუცილებლივ მოტ-
ყუვდებოდა. ამისთანა მეგობრებს აშკარა მტერი მირჩევნიან.
– შენ ეს მითხარი, რაჟდენი და თედო ვის გამოაშვებინე?
– ისევ კნეინა ამილახვარმა გვიშველა. თურმე იმასაც გაუგია, რომ
ავშაროვი ქეთოს თხოულობს და კარგი ფანდი უხმარია: ქეთოს დე-
და მარიამი წაუყვანია და ავშაროვი ხუთ წუთში მოულბიათ. შუა
ოთახში შესდგა, იფიქრა და წაიჩურჩულა: – ქეთოს დედა მარიამი
ძლიერ გამოგვადგება, ქეთოს რომ...
– ქეთოს რომ ავშაროვს მიათხოვებდნენ, არა? – დაასრულა მარ-
თამ.
– ვითომ არ მიათხოვებენ?
– დედ-მამას ძლიერ უნდა, ძმები კი ამოღებული ხმლებით ეომე-
ბიან.
– თვითონ ქეთო რას ამბობს?
– ყოყმანობს. სულ ჩვენსკენ მოიწევს, ერთობას უნდა ვემსახუ-
როო. აბა რა იმის საქმეა? პეპელასავით დაიწვება.
– ცალი ფეხით რომ შემოვუშვათ, ვითომ რა მოხდება? ერთმა-
ნეთს თვალი თვალში გაუყარეს.
მართამ თავი დახარა და უპასუხა:
– იქნება გამოგვადგეს, მაგრამ იქნება ავშაროვმაც გამოიყენოს.
ქალს ქმარზე უფრო მახლობელი არავინა ჰყავს, ჩვენ კი ქეთოს-
თვის...
– მესმის. გავიგე, – აღარ დააცალა ზურაბმა. – ჭკუიანი ქალი ხარ
და იმიტომ მიყვარხარ.
ამ დროს კარი გაიღო და ოთახში დილასავით ქორფა ქეთევანმა
შემოიხედა. შემოიხედა. შემოიხედა და სახეზე სიხარული გაეშალა.
– შემოდი, ქეთო, შემოდი, – შეიპატიჟა მართამ.
– მობრძანდით, ქალბატონო ქეთევან, მობრძანდით, – მიეგება
ზურაბი და მაგრად ჩამოართვა ხელი. – ჩემს მხსნელს და მფარ-
ველს ასი ათასი ვაჟკაცით ვახლავარ. წუხანდელი ღამე როგორ გა-
ატარეთ? გახსოვთ გული რომ წაგივიდათ?
– ისღა მახსოვს, რომ გული მიმდიოდა, მერმინდელი კი არაფე-
რიც არ მაგონდება, – მიუგო ქეთომ და მართას გვერდით მიუჯდა.
შენ როგორ ხარ, მათიკო?
94 მკითხველთა ლიგა
– ძალიან კარგად.
ზურაბი ისევ ქეთოს მიუბრუნდა:
– ეგ ყურები ბევრი გისრისეთ, მაგ ლოყებზე სილებიც კი გიტყაპუ-
ნეთ, ოხოხო, მაგრამ ვერ მოგასულიერეთ. მერმე ზევით აგიყვანეს
და გონს იქ მოგიყვანეს. გახსოვს თქვენს ოთახში რომ მითხარით,
სისხლისა არ მეშინიანო? ახლა რას იტყვით?
– იმას ვიტყვი, რომ სისხლს მეც შევეჩვევი.
– არც აგრე ადვილია, – მიუგო ზურაბმა, – ერთი მითხარით, ქათ-
მის დაკვლას შესძლებთ?
– რა ჩემი საქმეა! – სიცილით შესძახა ქეთომ.
– მაშ, ვერც კაცს გაიმეტებთ მოსაკლავად და ვერც ბარიკადაზე ახ-
ვალთ.
– ეგ სულ სხვა საქმეა. ავალ კიდეც და თოფსაც დავცლი.
– თოფის გასროლა კი შეგიძლიანთ?
– ჩემმა ძმებმა მასწავლეს. ერთხელ ყვავი მოვკალი. ახახა!
– ჩემზე გაჯავრებული ხომ არა ხარ? – სიჩუმის შემდეგ ჰკითხა
მართამ.
– ძალიან, – მიუგო ქეთომ. – რატომ არ წამიყვანე?
– ჩვენ რა ხეირი ვნახეთ, რომ შენც ჩამეთრიე? მადლობის მაგი-
ერია? ქეთომ ხელი მოჰხვია და მიუგო:
– გეხუმრები. ვინ იცის, იქნება მეც დავეჭერი, ან მოვეკალი, სამა-
გიეროდ ერთ ნამდვილ მიტინგს მაინც ვნახავდი.
– ძალიან გინდათ? – ჰკითხა ზურაბმა.
– მინდა, მაშა! რევოლუციის გუგუნი მხოლოდ შორიდან მესმის
და იმის ალსაც შორიდან ვხედავ. რა სიცოცხლეა ჩემი სიცოცხლე?
ვზივარ, ვწევარ, დავდივარ, ვიცვამ, ვჭამ, ვკითხულობ, ვიძინებ, ვიღ-
ვიძებ, განა ეს არის სიცოცხლე?
– გიყვართ, უყვარხართ, გათხოვდებით, შვილებს გაიჩენთ და გა-
მოზრდით, განა არ გეყოფათ? – გაუთავა სურათი ზურაბმა.
– ამას ზურაბ გურგენიძე მეუბნება? – გაუკვირდა ქეთოს.
– ამას მამა თქვენი ანდრია გეუბნებათ. ყველგან ამას ქადაგობს, –
მიუგო ზურაბმა.
– მამაჩემს თავი დაანებეთ. ზუბრია და ვეღარ მოარჯულებთ.
– მაშ გათხოვება არ გინდათ?
– თუ ჩემი ჭკუისა შემხვდება, რატომაც არ მინდა!
– შორიდან ყური მოვკარი, ქეთევანს ხუთიოდე მთხოვნელი ჰყავ-
სო. ნუთუ იმ ხუთში თქვენი ჭკუისა არც ერთი არ გაერია?
95 მკითხველთა ლიგა
– არც ერთი არ გარეულა. ყველანი მეშჩანები არიან.
– თქვენ კი გმირი გენდომებათ. გმირები კი მანჯურიაში ათასო-
ბით არიან და მალე დაბრუნდებიან.
– ბატონო ზურაბ, ნუ დამცინით, თორემ ამატირებთ.
– ახლა კი მიგიხვდით: ბომბისტი გენდომებათ.
– ნუ დამცინით მეთქი!
– კმარა. ხუმრობა გვეყოფა, – სთქვა ზურაბმა და წამოდგა, – ახლა
კი მესმის, ძალიან კარგად მესმის, რაღა სიტყვა გავაგრძელოთ:
თქვენც ერთობის სული ჩაგდგომიათ და ის სული საქმეს დაეძებს.
ნუ გეწყინებათ ათასში ერთხელ ოხუნჯობა მომინდება ხოლმე და
მეც ჯავრს ვიქარვებ. თქვენი გულის ნადები ძალიან კარგად მესმის
მეთქი. ერთი ეს მიბრძანეთ: მგონი თქვენი ძმები ერთობის საქმეში
ურევიან და რატომ თქვენც არ ჩაგითრევენ?
– იმიტომ, რომ ჩვენი დედ-მამისა ეშინიანთ და მეტისმეტად მიფ-
რთხილდებიან. კიდეც დამცინიან: ერთი შავი გედი გვყავს, ბროლის
ციხეში დავამწყვდიეთ და გარეთ აღარ ვუშვებთო.
– შავი გედი? საუცხოვო სახელი დაურქმევიათ. – წამოიძახა ზუ-
რაბმა და ქეთევანი თავით-ფეხებამდის ჩაათვალიერა. – ეგ სახელი
ვინ მოგიგონათ?
– შუქურაულმა. იცნობთ თუ არა?
– შუქურაშვილს ვინ არ იცნობს! – ღიმილით მიუგო ზურაბმა. – გუ-
შინწინ მეოცე ბინა გამოიცვალა. ლანდს ემალება. ნამდვილი სირაქ-
ლემაა. ძილის დროს იმალება და სხვა დროს კი ქალაქის ქუჩებს
სცვეთავს. სახელი კი მშვენიერი მოუგონია: შავი გედი...
ბროლის ციხე... „შენც ხომ იცი ბროლის ციხე როგორ ცამდის მა-
ღალია, შიგა ზის ქალი ქეთინო, ყელიც მოუღერებია!. გედივით მო-
უღერებია. ჩინებული სურათია, ლამის მეც დავიჯერო, რომ შუქუ-
რაული მართლა პოეტია.
– ისევ დამცინით?
– ღმერთმა დამიფაროს! ბარბაროსი ნუ გგონივართ. ბროლის ცი-
ხეში ჩამჯდარ შავ გედს დავცინო! რა ბრძანებაა! – და თითქო სინა-
ნულით დაურთო: – ნეტა იმდენი მეცალოს და კალამიც იმდენად
მიჭრიდეს, რომ შავი გედის პოემა დავწერო. ნამდვილად კი მეც და
ჩემი ამხანაგებიც შავ პროზას ვწერთ.
– ტყუილია! – გააწყვეტინა აღფრთოვანებულმა ქეთომ. – თქვენ
უდიდეს წითელ პოემას სწერთ შავ დედამიწაზე.

96 მკითხველთა ლიგა
– მაგას დროება გამოარკვევს, – მიუგო ზურაბმა და ჩალის ქუდი
დაიხურა, – ვინ იცის ეგ პოემა თუ პროზა როგორ დაიწერება და რო-
გორ დასრულდება.
– მე მჯერა, რომ მშვენივრად დაიწერება და გამარჯვებითაც დას-
რულდება, – მტკიცედ მიაძახა ქეთომ.
ზურაბმა გაოცებით გადაჰხედა მას და გაიფიქრა: „ცოდო არ არის,
რომ ეს ქალი ავშაროვს დავუთმოთ? ჩვენც გამოგვადგება“. მერმე ახ-
ლოს მივიდა, მაგრა ჩამოართვა ხელი და ღრმა გრძნობით უთხრა:
– გმადლობთ, ჩემო ქეთევან, მაგ იმედიან სიტყვისათვისაც გმად-
ლობთ. მე სიცოცხლე მმართებს თქვენი და, თუ საქმემ მოიტანა, მუ-
დამ მზად ვარ სამაგიერო გადაგიხადოთ, მგონი წეღან გაწყენინეთ
და დაივიწყეთ, გულიდან ამოიგდეთ. მშვიდობით იყავით. მართა,
შენც მშვიდობით იყავი. მალე ისევ გნახავ და ეგ ხელიც გაჯანსაღე-
ბული დამიხვედრე.
კარს რომ ხელი წაავლო, ქეთომ მიაძახა:
– ბატონო ზურაბ, ავშაროვს ერიდეთ!
– თვითონაც მერიდოს! – დამუქრებით გადმოუგდო ზურაბმა და
გავიდა.

***

ქეთო და მართა მარტო დარჩნენ.


– გენაცვალე, მათიკო, ძალიან შეგეშინდა?
– თუ ვინმემ გითხრას არ შემშინებიაო, ნუ დაუჯერებ, – მიუგო მე-
გობარმა, – არც გული წამსვლია, არც ყვირილი ამიტეხია, მაგრამ მა-
ინც შემეშინდა.
– დაჭრილი და მოკლული რამდენია?
– ამბობენ ასზე მეტი იქნებაო.
ქეთო ბრაზმა მოიცვა. კარგა ხანს შფოთავდა, ჯალათებს სწყევ-
ლიდა, ემუქრებოდა და მზად იყო რომელიმე მეთაურისთვის ყუმბა-
რა ესროლნა.
მართამ მოლურჯო თვალებით გაუღიმა და ჰკითხა:
– ვითომ გაბედავ?
– რატომ არა?
– ყველას გაუბედავ?
– ვინც უნდა იყოს, გაუბედავ?

97 მკითხველთა ლიგა
– ავშაროვსაც გაიმეტებ?
– რატომ არ გავიმეტებ?
– იმიტომ რომ ... ავშაროვი ჩვენი დიდი მტერი არ არის.
– მართლა? აგრე ამბობენ? – და ქეთოს ხმას სიხარულის იერი და-
ეტყო.
– ნამდვილად აგრე ამბობენ. ზოგჯერ გამოსადეგი კაციც არისო.
მართამ ქეთოს თვალებში სიამის ნაპერწკლები შეამჩნია, მცირე
ხანს იყუჩა და ჰკითხა:
– აღარ გეშვება?
– ჩემი დღეობის შემდეგ ორჯელ კიდევ მოვიდა. ერთხელ დავემა-
ლე და მეორეჯელ შინ არ დავუხვდი, ყვავილებს და შოკოლადსაც
ხშირად მიგზავნის. ამას დასასრული აღარ აქვს და არ ვიცი რა ვუყო.
– ან შენ რაღად წვალობ, ან იმას რად აწვალებ, – ჩუმი ხმით ურ-
ჩია მართამ. – ან თავიდან მოიშორე, ან უფრო მეტად დაიახლოვე.
რაღას აჭიანურებ? კარგად გცნობია ვინც არის და ახალს რაღას გა-
იგებ?
– ძალიან კარგად ვიცნობ. ძლიერ კარგი კაცია. არაფერიც არ აკ-
ლია. საკმაოდ განათლებულიც არის. რუსეთში დიდი მამული ჰქო-
ნია, სამსახურშიც ძლიერ აფასებენ, მაგრამ სწორედ ეს სამსახური
და მისი მუნდირი ჩაგვიდგა შუაში. ის სხვანაირ სამსახურს ვერ შოუ-
ლობს, მე კი სანამდის არ გავყვები, მანამ პატიოსან საქმეში არ ჩად-
გება, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ძველი ქვეყანა ინგრევა და რაღა
იმის ერთგულ დარაჯს ავეკიდო! მე ახალი თაობის ქალი ვარ და ქმა-
რიც ჩემი ჭკუის მეყოლება.
– რასაკვირველია, აგრე სჯობია, მაგრამ პირუკუღმაც ხდება ხოლ-
მე. ხომ შეიძლება, რომ სხვანაირ ოჯახში გათხოვდე და ერთობას
იქიდანაც ემსახურო?
ქეთო მიუხვდა და შეშფოთდა.
– მაგას რას მეუბნები, მართა! თუ ქმრის წინაშე გულწრფელი ვიქ-
ნები, მაშინ ცხოვრება ჯოჯოხეთად გადამექცევა, თუ არა და მუდამ
თავი უნდა ვიკატუნო, ნიღაბი უნდა ავიფარო და სული ჭუჭყით გა-
ვივსო. ნუთუ შენც ამას მირჩევ, მათიკო?
– მე არაფერსაც არ გირჩევ. მე მარტო იმას ვამბობ, რომ ერთობას
ბევრი დიდებულის ცოლიც ეხმარება.
– მე ისევ კაცის მოკვლა მირჩევნიან, – მიუგო ქეთომ.
– ეგ პიტალო სიტყვაა, ჩემო ქეთუნი. შენ სისხლის დამღვრელი
არა ხარ. აბა რა შენი საქმეა! მართალს ვამბობ თუ არა?
98 მკითხველთა ლიგა
– მართალს ამბობ, – გამოუტყდა ქეთო.
– მაშ რაღა დაგრჩა? ხალხში გაერიო და „გაუმარჯოს“ იძახო, ან
პოლიციელს თვალები უბრიალო? ეს ხომ ყველას შეუძლიან.
– მაშ შენ მირჩევ...
– მე არაფერსაც არ გირჩევ მეთქი, შენი ძალღონე შენვე გაზომე
და იმის მიხედვით მოიქეცი. მე მუდამ ასე ვიქცევი. რაც არ შემიძლი-
ან, იმას არც ხელს მოვკიდებ.
– ეგ ხომ აგრეა, მაგრამ ერთი მითხარი, ზურაბი დღეს შენთან
პირველად იყო? მართამ ეჭვიანად გადახედა ქეთოს, იყუჩა და ჰკით-
ხა:
– მაგას რად მკითხავ?
– არც არაფრად. ისე გკითხე.
– პირველად იყო, – უპასუხა მართამ და განზე გაიხედა.
– ისევ უბინაოდ არის?
– აბა რა ვიცი.
უხერხული დუმილი ჩამოწვა. ქეთო საბაბს ეძებდა ნიკოზე გადაე-
ტანა საუბარი და კიდეც იპოვნა:
– ნიკო მიტოს ოთახში წევს, რატომ არ დახედავ?
– წავიდეთ, მოვიკითხოთ, – მიუგო მართამ და წამოდგა.
– მე არა მცალიან. ძალიან მეჩქარება. მარტო შენ ადი და გაართე.
ხომ იცი რა რიგ უყვარხარ.
მართამ არა უპასუხა რა და ისე შეხედა, თითქოს სურდა მის სახე-
ზე უფრო მეტი წაეკითხა.
– ცოდოა, იტანჯება, – ჩუმი ხმით დაუმატა ქეთომ.
– გითხრა რამე? – ჰკითხა მართამ.
– მე თვითონვე მივხვდი.
– იქნება იმის ტანჯვის მიზეზი სხვა ვინმეა.
– შენა ხარ მეთქი. ეს-არის ეხლა ვნახე და ორიოდე სიტყვა წამოს-
ცდა. საწყალი ბიჭი სულ ჩამოხმა. სულ შენზე მელაპარაკება. ცოდოა
მეთქი.
– მე რა ვქნა, რა ვუშველო? – მხრების აჩეჩვით ჩაილაპარაკა მარ-
თამ. – მე ნიკოს ტოლი არა ვარ.
– რატომ არა ხარ? საუკეთესო მეგობრები ხართ. ჩვენს ოჯახს
მოსწყდა და ერთობას გადაეგო. ერთი გზა გაქვთ და ბარემ ბოლომ-
დის ერთად იარეთ.
მართამ პირი აარიდა და ხმას აღარ იღებდა. ქეთომ გაიფიქრა:
„ამას ზურაბი უნდა უყვარდეს და ნიკოს იმიტომ იწუნებს. მეც მარ-
99 მკითხველთა ლიგა
თასავით მოვიქცეოდი. ჩემი ძმა გურგენიძეს ვერ შეედრება. მაგრამ
ზურაბი? ნუ თუ იმასაც უყვარს მართა? შესაძლოა უყვარდეს, მართა
ლამაზიც არის, ეშხიანიც და ჭკუიანიც – და უცებ ერთმა აზრმა ელვა-
სავით გაჰკრა: – იმისთვის ხომ არ მირჩია მართამ ავშაროვს მივ-
თხოვდე, რომ თავიდან მომიშოროს და ზურაბი საბოლოოდ დაიჩე-
მოს? ნუ თუ მართლა შევაშინე? ასე უცბად შევაშინე?“ – და წეღანდე-
ლიც გაახსენდა: სანამ ზურაბი ქეთოს ელაპარაკებოდა, მანამ მართა
პირქუშად იყო და მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ გამოცოცხლდა.
„არა, ჩემო მათიკო, მე არც შენი მეტოქე ვარ და არც ავშაროვს მივ-
თხოვდები“, – გადასჭრა მან და წამოდგა.
– მაშ ნიკოს დაჰხედე, თორემ ძლიერ მოწყენილია, – სთქვა და
ოთახიდან გავიდა.

100 მკითხველთა ლიგა


VIII

– მამა-ჩვენი თავსა გვჭრის, საქვეყნოდ გვარცხვენს! – ანჩხლად


წამოიძახა ყავარჯენზე დაბჯენილმა ნიკომ და კოჭლობით განაგ-
რძო სიარული. ის ჯერ არ იყო საბოლოოდ განკურნებული და ისევ
აკაკის ბინაზე ცხოვრობდა. სტუდენტი ჭრილობისა და ხანგრძლივი
უძრაობის გამო უწინდელზე მეტად გამხდარიყო და უარესად გაკა-
პასებულიყო.
ახალი ფორიაქი ანდრო ახატნელის ახალმა წერილმა გამოიწვია,
რომელიც იმ დღეს დაიბეჭდა „ივერიაში“.
ოთახში ნიკოს გარდა აკაკი, დიმიტრი და ქეთო ისხდნენ და ისი-
ნიც შფოთავდნენ. აკაკიმ თავის ცოლი და გრიგოლიც დაიბარა. ორი-
ვენი თითქმის ერთად შემოვიდნენ. მათ მარიამი და ანიკოც შემოჰ-
ყვნენ. ისინი დაბარებული არ იყვნენ და ამიტომ მათი მოსვლა ნი-
კოს და აკაკის არ ესიამოვნათ.
– რა ამბავია, რა მოხდა? – იკითხა გრიგოლმა.
– მამა-ჩვენს ახალი ეპისტოლე დაუწერია და უნდა წავიკითხოთ, –
მიუგო აკაკიმ, – დასხედით და მოისმინეთ.
ყველანი რომ დალაგდნენ, აკაკიმ განაცხადა:
– წერილის ავტორი ისევ ფსევდონიმს ამოჰფარებია: „ვინმე ახა-
ლი“ ანდრო ახატნელი უნდა იყოს და სხვა არავინ. სულ რომ არაფე-
რი მოეწერა, მაინც გამოვიცნობდით. ახლა ამგვარი არქაიზმები
მარტო ჩვენს პატივცემულ ანდრიას შერჩა: „მოკითხვას გით-
ვლისთ“, „რამეთუ“, „ძმასა ჩემსა უუუნეტარესსა“, – “ჰამბავი ჰავლა-
ბარსა შინა მომხდარი“...
– გლახა ჭრიაშვილივით ნუ გასჭიმავ. არა მცალიან. – გააწყვეტინა
გრიგოლმა. – თუ კითხულობ, წაიკითხე.
– წერილს სათაურად „ჩვენი გეზი“ აქვს. – განაგრძო აკაკიმ. ახლა
ნიკომ გააწყვეტინა:
– რატომ ღმერთი არ გაიცინებს! მამა-ჩვენიც კი გეზს აძლევს
ხალხს! გრიგოლმა თვალებით რისხვა შეასხა ნიკოს და გააჩუმა.
აკაკი კითხვას შეუდგა. კითხულობდა მანჭვით, თავისქნევით,
თვალების თამაშით, დამცინავი ღიმილით და რეპლიკებით: “ჰმ!..
ერთი დახე!.. დიდებულია!.. შესანიშნავია!“

101 მკითხველთა ლიგა


წერილის ავტორი შეშინებული იყო და მკითხველსაც აშინებდა.
სოციალისტები რუსის მუჟიკს სულაც არ იცნობენ. ის ერთობას სტი-
ქიურ „ბუნტად“ გადააქცევს და ყველაზე ადრე ერთობის მეთაურებს
შემუსრავს და ასი თაობის მიერ დაგროვებულ კულტურას ნაჯახით
და ცეცხლით გაანადგურებსო. რუსეთის ბედს თვითონ რუსები გა-
დასჭრიან და ამ საქმეში ქართველები ფინიებივით განზე უნდა ვიდ-
გეთ, თორემ ყველაზე მეტად ჩვენისთანა პაწია მეტიჩარას მოჰხვდე-
ბაო. საქართველოს ავტონომიაც მეტად სახიფათოა, ვინაიდან ალ-
ბათ ჩვენი ბედი თავაგლეჯილ დემაგოგებს ჩაუვარდებათ ხელში და
იქნება მათ შაჰ-აბაზი და თემურ-ლენგიც კი მოგვანატრონო.
ნიკომ ნერვიულად ჩაიხითხითა და ლოგინიდან სკამზე გადაჯდა.
ავტორს პარლამენტარული წყობილებაც აფრთხობდა. ას-ხუთი
წლის წინათ რუსის ბიუროკრატიამ 1783 წელს დადებული ხელშეკ-
რულება მოსპო და საქართველო სამუდამოდ შეიერთა. ახლა ზოგნი
ამ ხელშეკრულების აღდგენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ სჯობს იგი სა-
მუდამოდ დავივიწყოთ. ამჟამად ჩვენი საზრუნავი მარტო ის უნდა
იყოს, რომ ერობა გვიბოძონ და ჩვენი დედა-ენის უფლება აღადგი-
ნოონ. ვინ მოგვცემს ამას? – კითხულობდა ახატნელი და პასუხსაც
იძლეოდა: რუსეთის დემოკრატია ისეთი უზარმაზარი და მოუხეშავი
ვინმე იქნება, რომ ჩვენი ხმა მას ვერ მისწვდება, ჩვენს ჩივილსა და
უფლებას ვერც გავაგონებთ და ვერც შევაგნებინებთ.
პარლამენტს ჩვენისთანა საქმე ათასობით ექნება და ამიტომ ეს
უთავბოლო ურჩხული ჩვენთვის სულაც ვერ მოიცლისო. სამაგიე-
როდ ახლა კი მეფისა და ათიოდე მინისტრის კარი მუდამ ღია გვაქვს
და საკმარისია ათასი დეპუტატის ნაცვლად „ჩვენი უუუზენაესი ბა-
ტონი და უუუსაყვარლესი იმპერატორი“ დავაჯეროთ და ერთგულე-
ბა დავუმტკიცოთ, რომ ერობაც გვიბოძოს და დედა-ენის უფლება-
ნიც დაგვიბრუნოსო.
– გათავდა. – განაცხადა აკაკიმ, თან წითელ წვერზე მოისვა ხელი,
მსმენელთა გუნება თევზისებური თვალებით გასინჯა და დაუმატა:
– რედაქცია აცხადებს: ავტორს არ ვეთანხმებითო.
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა. ყველანი ერთმანეთს შესცქეროდ-
ნენ და პირველ სიტყვას ელოდნენ. სიჩუმე დიმიტრიმ დაარღვია:
– თქვით რამე. გრიგოლმა უპასუხა:
– პირველი სიტყვა იმისია, ვინც თავი მოგვიყარა.
– მე იმისთვის დაგიძახეთ, რომ ეს წერილი წაგვეკითხა, – ხელახ-
ლა ამოიღო ხმა აკაკიმ და ნიშნად გაჩუმებისა თვალი უყო ნიკოს,
102 მკითხველთა ლიგა
რომელიც მოუსვენრად ცმუტავდა. მან აკაკის აზრი არ შეიწყნარა,
რომელიც ამას ნიშნავდა: დედა აქ არის, ყველაფერს ნუ ვიტყვით,
გადავდოთო. ნიკომ არ შეიწყნარა და წინდაწინვე მიღებული გადაწ-
ყვეტილება სავსებით გადმოშალა:
– ჩვენ იმისთვისაც დაგიძახეთ, რომ ამ წერილზე მსჯელობა გაგ-
ვემართა.
– და დაგვედგინა რამე, არა? – ჰკითხა გრიგოლმა.
– უეჭველად, – დაუდასტურა ნიკომ, მერმე ჩაახველა, წამოდგა და
ისე აუწია ხმას, თითქო მიტინგზე ყოფილიყო: – რევოლუციის ტალ-
ღა დღე-დღისით მატულობს, ხალხის რისხვა მთელ ქვეყანას აყრუ-
ებს, ნიკოლოზის ტახტი ირყევა და საცაა დაინგრევა, მამა-ჩვენი კი
ხალხს აწყნარებს და ურჩევს: ტახტის წინ დაიჩოქეთ, შეევედრეთ,
იქნებ მეფემ წყალობა მოიღოს და ერობა გვაჩუქოსო. ეს პირწავარ-
დნილი ღალატია, ვერაგობაა, შავრაზმელობაა! მამა-ჩვენი ჭეშმარი-
ტი რუსების ბანაკში გადასულა, გოროდცევის და ვოსტორგოვის
ძმად გამხდარა და საქვეყნოდ გვარცხვენს. მთელმა საქართველომ
იცის, რომ ჩვენი ოჯახი ერთობის ოჯახია. ზოგი მებრძოლია და ზო-
გიც თანამგრძნობი, მამა– ჩვენმა კი შავი დროშა აღმართა, გზა გა-
დაგვიჭრა და საქვეყნოდ თავი მოგვჭრა. ჩვენ ამას ვერ მოვუთმენთ,
ვერ გავჩუმდებით. დუმილი მამა-ჩვენს უფრო მეტად წააქეზებს და
ამილახვარ-აბდუშეილს დაგვინათესავებს. ეს ჩირქი ყველას მოგვე-
დო და მისი ჩამორეცხვა მთელი ოჯახის საქმეა. მე ჩემი ვთქვი და
ახლა სხვამ ილაპარაკოს.
ნიკომ ლაპარაკი დაასრულა და ჩამოჯდა.
– ბარემ გვირჩიე, – მიაწოდა გრიგოლმა, – რა ვქნათ, როგორ მო-
ვიქცეთ?
ნიკომ აკაკის გადაჰხედა. ეგონა, დანარჩენს ის იტყვისო, მაგრამ
აკაკი განზე იხედებოდა და ცხვირსახოცით ოფლს იხოცავდა. ნიკომ
ცოტა ხანს კიდევ მოუცადა, მერმე ხელახლა წამოდგა და დაასრუ-
ლა:
– უნდა გავემიჯნოთ, საერთო წერილი დავწეროთ, ჩვენი გულის
წყრომა გამოვთქვათ, სასტიკად გავკიცხოთ, ყველა გაზეთში დავბეჭ-
დოთ და...
– და ისევ ერთ ოჯახში დავრჩეთ? – გააწყვეტინა გრიგოლმა. –
ისევ ერთ სუფრაზე დავსხდეთ ხოლმე?
– არა მეთქი! სრული ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ! – წამოიძახა
ნიკომ. – აღარც ხმა გავცეთ, აღარც მივეკაროთ, აღარც...
103 მკითხველთა ლიგა
უცებ ენა ჩაუვარდა და თვალებიც გაუშტერდა: ღია კარებში თეთ-
რკიტელიანი ანდრო იდგა, რომელიც თავის შვილებს მრისხანედ
ათვალიერებდა.
მარიამმა ქმარი ვერ შეამჩნია, ხელები აიფარა პირსახეზე და ამო-
იკვნესა:
– დამიდგეს თვალები! ბოიკოტი! ეგ რა სთქვი, შე პირშავო?
ოთახი თითქოს ზამთრის სუსხით გაივსო. ზოგი წამოდგა, ზოგი
შეიშმუშნა, ზოგი გახევდა. ხმას აღარვინ იღებდა. ყველა სდუმდა, ეს
დუმილი ყველას ყელში ეკუმშებოდა და სულს უხუთავდა. ანდრია კი
ისევ იქ იდგა, ისევ სდუმდა და ხელს ბარივით წაწვეტილ წვერზე ის-
ვამდა. ბოლოს ოთახში შემოვიდა და ხმაც ამოიღო:
– ნუ შფოთავ, მარიამ... დროებამ მოიტანა. შვილები მამას ასა-
მართლებენ... განაგრძეთ, შვილებო, განაგრძეთ... მე ხელს არ შე-
გიშლით... არც თავს გავიმართლებ.
დინჯად გადასჭრა ოთახი, ფანჯარას მიადგა და გარეთ გაიხედა.
იქ სანახავი არაფერი ჰქონდა. აქ დაბერდა და ყველაფერი ხელის
გულზე ედო. ტროტუარს გამხმარი ბალახი არშიასავით მოსდებო-
და. ჩანგრეულ ქვაფენილზე აქა-იქ რიყის ქვა ეყარა. პირდაპირ ერ-
თსართულიანი სახლი ისე იდგა, თითქო საცაა თეძოზე უნდა მიწო-
ლილიყო.
ანდრიამ თითქო იცოდა, რომ შვილებსა და რძლებს მისი დუმი-
ლი სასტიკად აწამებდა, რომ დუმილს მისი ყვირილი და ფეხთა
ბრახუნი ერჩივნათ, რომელიც აქამდის ჯერ არავის გაეგო, თითქო
იცოდა ეს და ხმას აღარ იღებდა, თითქო ისიც იცოდა, რომ ვერც სხვა
ვინმე დასძრავდა კრინტს, და ამ წამებას განგებ აგრძელებდა. ტან-
ჯვას უმატებდა და თვითონაც იტანჯებოდა.
თამარამ აპენტილი წითური თმები შეისწორა, დიდრონი კბილე-
ბით ბრალიანივით გაუღიმა აკაკის და წასვლა ანიშნა. ორივენი ად-
გნენ და ფეხაკრეფით გაიპარნენ.
ანიკო უმიზეზოდაც ტიროდა ხოლმე და ახლაც ქურდულად იც-
რემლებოდა. მარიამიც მზად იყო ატირებულიყო.
გულხელდაკრეფილი დიმიტრი ბიძის ზურგს მისჩერებოდა.
გრიგოლს თავი ხელებში ჩაემალა. მას თითქო სცხვენოდა, რომ
ნიკო დროზე არ გააჩუმა, რომელიც არაფერს იმჩნევდა, კოკორ
წვერ-ულვაშს იწიწკნიდა და გაზეთს ათვალიერებდა.

104 მკითხველთა ლიგა


ქეთომ მამა შეიბრალა: წამოდგა, გვერდით ამოუდგა, მკლავში
მკლავი გაუყარა და პაწია ხელი ბანჯგვლიან მთრთოლვარე ხელზე
გადაუსვა.
მარიამმა შვილს მიჰბაძა: ის მეორე მხრიდან ამოუდგა ქმარს და
მხარზე ხელი დაადო. მერმე ჩუმი ხმით უთხრა:
– ანდრო, დაწყნარდი. ვერაფერსაც ვერ გაგიბედავენ. უდროოდ
შემოხვედი. უშენოდაც გავაჩუმებდით... მე და გრიგოლი გავაჩუმებ-
დით. აქ რა გინდა?.. წამო, წავიდეთ.
ანდრია მოტრიალდა. ყველას თვალი მოავლო და თქვა:
– ვინც თავი მოგიყარათ, ის უკვე გაპარულა. ნუ შეგრცხვებათ, ისევ
შეგროვდით, ისევ იმსჯელეთ და, – მწარე ღიმილით დაასრულა: –
და განაჩენიც შემატყობინეთ.
და ოდნავი ტორტმანით გავიდა. მარიამი და ქეთო ხელგაყრილი
გაჰყვნენ.

***

როცა ყველანი გავიდნენ, ნიკო მაგიდას მიუჯდა, წინ ქაღალდი


დაილაგა და აკანკალებული ხელით მსხვილი ასოებით დასწერა:
„ზუბრი“. მერმე ცოტა კიდევ იფიქრა და დაიწყო: „კატკოვ-პობედ-
ნოსცევს და შავრაზმელ ამილახვრებს ობერ– ხულიგანი „ვინმე ახა-
ლი“ მიემატა. ეს ფსევდონიმი უწინ ასე იწერებოდა: „ახა-ლი“, ახლა
კი ავტორმა „ვინმე“ მიუმატა, ტირე წაშალა და სირაქლემას დაემ-
სგავსა, რომელიც პაწია თავს ბუჩქებში ჩაჰყოფს ხოლმე და ჰგონია,
ვერავინ დამინახავსო. მაგრამ ყველამ იცნო საბანკო და სათავადაზ-
ნაურო საკრებულოს მოღვაწე და რეაქციის ერთგული მუნდირიანი
მსახური, რომელიც ვერც პროლეტარიატს მოატყუებს და ვერც ერ-
თობის გამარჯვებას შეაფერხებს“.
მკაცრი, დაუნდობელი წერილი გამოვიდა. იგი რისხვით იწყებო-
და და მუქარით თავდებოდა: ერთობა ზუბრებს ერთი მოქნევით შე-
მუსრავს და მათ ხსენებას მტვერსავით აღგვისო.
ნიკომ წერილი ჯიბეში ჩაიდო, ქუდი დაიხურა, ყავარჯენი აიღო
და წასასვლელად მოემზადა. ამ დროს ქეთო შემოვიდა.
– სად მიხვალ, ნიკო?
– მივდივარ. აღარ დავბრუნდები.

105 მკითხველთა ლიგა


– ჯერ ფეხი არ მოგრჩენია. სიარულში გაგისივდება და დაკოჭ-
ლდები, არ გაბედო. ხომ არ გაგიჟდი?
ნიკო მოშლილივით დაეშვა სკამზე:
– აქ აღარ დამედგომება.
– მამას საშინელი გულის-ფრიალი აუვარდა. გაფითრებული წევს
და ძლივსღა ლაპარაკობს.
– ნეტა სულაც აღარ ადგებოდეს, ჩვენს შერცხვენას ბოლო მოეღე-
ბა.
– რას ამბობ, ნიკო! რაც უნდა იყოს, მაინც მამაა.
– შენც იმის ბახალა ყოფილხარ. არც მწვადსა სწვავ და არც შამ-
ფურსა.
– გაჩუმდი, დაწყნარდი. ერთობა სულაც არ მოითხოვს, რომ შვი-
ლებმა დედ-მამა საქვეყნოდ ლაფში ამოსვარონ.
– სწორედ მაგას მოითხოვს, სწორედ მაგასა! – ფიცხად მოუჭრა
ძმამ. – თუ ერთობის ნამდვილი შვილი ხარ და მშობელმა გზა მო-
გიჭრა, არც ის უნდა დაინდო და მოსისხლესავით მოიშორო, დიაღ,
აგრეა! უნდა მოიშორო მეთქი! თუ არა და ნურავის ატყუებ. შენც მჟა-
ვე ლიბერალი ყოფილხარ და მეტი არაფერი.
ქეთო გაოცებით ისმენდა ნიკოს ულმობელს, გაცეცხლებულ სიტ-
ყვებს და ფიქრობდა:
„ჩემი ძმა ჯერ კარგად არა მცნობია. ბრმა ფანატიკოსი ყოფილა.
თუ ვინიცობაა გარემოებამ მოითხოვა, არც მე დამინდობს, ყველა-
ფერს გამიბედავს, ყველაფერს მაკადრებს. ერთობის ღალატისათ-
ვის ჩამოხჩობა რომ გადამიწყვიტონ და ჯალათი ვერ იშოვნონ, თვი-
თონ აიღებს თოკს და სახრჩობელამდის თმებით მიმათრევს“.
– ეს შავრაზმელების სახლია მეთქი! – აღარ ცხრებოდა ნიკო. – წა-
ვალ და აქ ფეხს აღარ შემოვდგამ.
– ნუ წახვალ მეთქი. მართაც ამ სახლში ცხოვრობს, – ცბიერი ღი-
მილით გაახსენა ქეთომ. – ისევ ნაძალადევში რომ გადახვიდე, მარ-
თას ათასში ერთხელაც ძლივს შეხვდები და... მართლა, შენი საქმე
როგორ მიდის? მართა რას გეუბნება?
– არაფერს. რა დროს ეგ არის! დაბმული ვარ და ვეღარსად გავ-
სულვარ, – მოუფონა კილოს სტუდენტმა.
– სჯობს არც გახვიდე. ავშაროვმა მირჩია, ნუ გაუშვებთ, თორემ
ნაძალადევში არ მოერიდებიან და მაშინვე დაიჭერენ. აქ კი ანდრია
ახატნელის კალთას ამოეფარებაო.

106 მკითხველთა ლიგა


– მეც სწორედ მაგ შავრაზმულ კალთას ვერიდები, მაგრამ მარ-
თლა უნდა დაგიჯერო: სანამ სულ არ მოვრჩები, მანამდის... მეტი რა
გზა მაქვს! იქნება მართლა დავკოჭლდე. ახლა კი ეს წერილი მართას
ჩაუტანე და უთხარი ზურაბს გადასცეს.
ქეთომ ყურები სცქვიტა:
– იცის ზურაბი სადა ცხოვრობს?
– იცის... იპოვის...
– მითხარი სად ვიპოვო და მე თვითონვე გადავცემ.
– გაგიძნელდება.
– ვიპოვი მეთქი.
– საჭირო არ არის მეთქი. მართას მიეცი. დღესვე გადასცემს.
ქეთომ წერილი ხელის ჩანთაში ჩაიდო და ეზოსკენ დაეშვა. კიბე-
ზე რომ ჩადიოდა, ეზოში თვალი მოჰკრა მართას, რომელიც ჭიშ-
კრისკენ მიდიოდა.
– მართა, დაიცა, საქმე მაქვს. – და როცა დაეწია, წერილი გადასცა
და უთხრა: – ნიკომ დამაბარა, მართამ ეს წერილი დღესვე ზურაბს
გადასცესო.
მართამ უნდობლად შეჰხედა და ჰკითხა:
– ჩემზე გითხრა თუ ლევანზე?
– შენზე მითხრა.
– მე რა ვიცი ზურაბი სადა ცხოვრობს?
– აგრე კი მითხრა და, დანარჩენი შენ იცი.
– ლევანს გადავცემ, იქნება იმან იპოვოს. – მიუგო მართამ და ჭიშ-
კრისკენ გაემართა.
ქეთო ზევით ავიდა, თავის ოთახში შევიდა, ფანჯარაში გაიხედა
და მართა დაინახა, რომელიც ნელი ნაბიჯით ავიდა კუთხემდის და
ფრთხილად მოათვალიერა ქუჩები. მერმე ქვემო კუთხეში ჩამოვი-
და, იქაურობაც მოჩხრიკა და ისევ გამობრუნდა. ახატნელის სახლს
რომ მოაღწია, თავის ოთახის ფანჯარასთან შესდგა და ოდნავ და-
აკაკუნა.
ორიოდე წუთის შემდეგ ჭიშკრიდან ვიღაც გამოვიდა და თავჩაღუ-
ნული შეუდგა აღმართს. ქეთომ მისი პირსახე ვერ შეამჩნია, მაგრამ
მოყვანილობაზე და სიარულზე ზურაბი იცნო. და, გულაჩქროლე-
ბულმა, სანამდის გააყოლა თვალი, მანამ გურგენიძე მიიმალებოდა.
მართმა ზევით აიხედა, ქეთო დაინახა და თავჩაღუნული შებრუნ-
და ეზოში.

107 მკითხველთა ლიგა


„ახლა კი ცხადია, – გადასჭრა გულდამწვარმა ქეთომ. – ზურაბს
მიმალავს. ნუ თუ მართალია? არა მგონია ... არა-მეთქი! იქნება მარ-
თასთან ჟინს იკლავს, ცუღლუტობს... ერთობის საერთო საქმეს აკე-
თებენ და შესაძლოა ამაზე მეტი არაფერიც არა ხდება, მე კი ბოღმა
მახრჩობს... შური მკლავს... ღმერთო დიდებულო, ეს რა მემართე-
ბა!“
ოთახი გაიარა, სარკეში ჩაიხედა, წვერაძის წერილს დაავლო ხე-
ლი, რომელიც მუშტაიდში გასასეირნებლად ეპატიჟებოდა, შორს
მოისროლა იგი, ისევ ფანჯარას მიადგა და გარეთ გაიხედა.
მის პირდაპირ ერთსართულიანი მოღრეცილი სახლი იდგა, რო-
მელსაც წინ ხის მაღალი მესერი ჰქონდა. იმ სახლის ეზოდან მიწით
დატვირთული ურემი გამოვიდა. ვიღაცამ უკნიდან ჭიშკარი მოუკეტა
და ისე გაჰყვა მესერს შიგნიდან, თითქო ხალხს ემალებოდა. ერთ
ადგილას ისევ ერთი წამით გამოჩნდა და სახლს მიეფარა.
ქეთომ ლევანი ივნო და გაუკვირდა. იმ ფიცრულში რა საქმე აქვს
ლევანს? რას დაეძებს? რასა სთხრის? ამას წინათ ქეთო შუაღამისას
დაბრუნდა შინ და იმ სახლის ეზოდან გამოსული ლევანი დაინახა,
რომელიც მაშინვე გაბრუნდა და უკანვე შევიდა. მესამე დღეს ქეთომ
ჰკითხა: „ლევან, გუშინწინ შუაღამისას იმ ეზოში რა გინდოდა?“ –
„მე? არც არაფერი, – უარზე შესდგა ლევანი. – მოგლანდებია“.
ახლაც მოელანდა? არა, აქ რაღაც ამბავია. ქეთო უეჭველად გაი-
გებს, მშვენიერი საზვერავი ალაგი აქვს და გაუგებარი არ გადაურჩე-
ბა. იქნება ამ გზამ ზურაბთან მიიყვანოს? თუ არა და ახალ რამეს მა-
ინც მიაგნებს და ერთხელ კიდევ შეიხედავს ერთობის იდუმალებაში,
რომელსაც ზურაბი, მართა, ნიკოც და ლევანიც ცხრაკლიტულივით
უკეტავენ.
ახალგაზრდა ქალი უცნაურმა მოუსვენრობამ მოიცვა, რაღაც აწუ-
ხებდა, რაღაც უნდოდა, რაღაც წყენას გრძნობდა, მაგრამ თვითონაც
ვერ გაერკვია, რად შეაშფოთა ასე ძალუმად მართას ტყუილმა?
ლიპერტის „კულტურის ისტორიას“ დაავლო ხელი, საქანელა
სკამზე ჩამოჯდა და გადაფურცლა, მაგრამ ხუთი ოდე წუთის შემდეგ
ისევ გადასდო და ბაირონის ლექსების ტომი აიღო, რომელიც ამას
წინათ ავშაროვმა გამოუგზავნა. მან ზეპირად იცოდა ის წერილიც,
რომელიც იასამნის სუნით იყო გაჟღენთილი და ახლაც წიგნში
იდო“. ნუთუ თქვენი ნახვა არასოდეს აღარ მეღირსება? – ეწერა ვარ-
დისფერ საუცხოვო ქაღალდზე – შარშან თქვენი გულის კუნჭულში
პაწია ალაგი მეჭირა, წრეულს კი ვიღაცამ თუ რაღაცამ იქიდანაც გამ-
108 მკითხველთა ლიგა
დევნა. მას აქეთ გამალებით ვებრძვი ჩემს თავს და ვლამობ თქვენი
ღვთაებრივი სახე დავივიწყო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ჩემო თვალის
სინათლევ! ჩემს ტანჯვას დასასრული არ უჩანს. მგონი თქვენც უნდა
იყოთ დარწმუნებული, რომ მე გაგიჟებით მიყვარხართ, და თუ არ
გეზიზღებით, თუ ოდნავ მაინც გესიამოვნებათ ჩემს გვერდით ყოფ-
ნა, შემატყობინეთ, სად და როდის გავატაროთ ერთად თუნდაც ერ-
თი საათი, ერთადერთი საათი. თქვენს უღრმესად პატივცემულ
ოჯახში მოსვლას ვეღარ ვბედავ, ვინაიდან თქვენი ძმები და ბიძაშ-
ვილები შეჩვენებულსავით გამირბიან და ჩემს თავმოყვარეობას
სთელავენ. მე არა ვძრახავ მათ. ისინი თავიანთ რწმენას ემსახურე-
ბიან, მაგრამ მეც ჩემი რწმენა გამაჩნია და მეც ერთგულად ვემსახუ-
რები მას“.
ქეთომ ავშაროვს პასუხი არ გასცა. ახლა ის წერილი მეხუთეჯერ
ჩაიკითხა და სიბრალული იგრძნო, რომელიც თანდათან უღვივდე-
ბოდა, შემდეგ წვერაძის წერილი გაახსენდა და ბრაზი მოერია.
„ბრიყვი, მოუხეშავი, ვაჭრუკანა! მუშტაიდში გავიაროთო! ნოქრებისა
და ლაქიების ბაღისკენ მპატიჟობს. ამაზე უკეთესი ალაგი ვერ მო-
უძებნია“.

***

ამ დროს წვერაძე ანდროს კაბინეტში იჯდა და ახატნელს ეუბნე-


ბოდა:
– სამი ათას მანეთზე მეტი ვერ მოგიხერხეთ, ძველი ვალიც რომ
მივუმატოთ, სულ თექვსმეტი ათას ხუთას ექვსი მანეთი გამოვა. აი
ამ თამასუქზე მომიწერეთ ხელი... ძალიან გაჭირდა, მეტისმეტად
გაჭირდა... ერთობამ აღებ-მიცემობა სულ დასცა. საქონელი აღარ
მოდის, გზაში რჩება, ლპება, იბნევა, ზოგჯერ ნახევარს იპარავენ.
გაფიცვა გაფიცვას მოსდევს. – ფული წინ დაუდო და განაგრძო: –
დათვალეთ. სწორედ სამი ათასია. თქვენი შვილი ილიკო მეტად
ძვირად გიზის. მაგის ქეიფს, ქალებსა და ყომარს მანთაშოვიც ვერ
გაუძლებს, ახლა ჩემი ხარჯიც მატულობს. ოცდახუთმეტისა
შევსრულდი და დროა ოჯახი გავიჩინო. მარტოხელი ხომ არ დავ-
ბერდები.

109 მკითხველთა ლიგა


ანდრო ფულის თვლაში იყო გართული, მაგრამ წვერაძის უკანას-
კნელი სიტყვები გონებაში შერჩა, და როცა დათვლილი ათთუმნია-
ნები უჯრაში ჩაალაგა, იაკობს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– საცოლე უკვე აირჩიეთ?
– მე კი ავირჩიე, მაგრამ...
– ვინ არის?
– ერთი ვინმეა... ძლიერ განათლებული, კეთილშობილი და ლა-
მაზი, – ფორხილით მიუგო იაკობმა და მოულოდნელად გაუბედა: –
რაღა დასამალია, პატივცემულო ანდრო: თქვენი ქეთო მომწონს, მე-
ტად მომწონს.
– იმასაც მოსწონხართ? – ცივად ჰკითხა მამამ, რომელმაც ადრევე
იცოდა, რომ წვერაძე ოდესმე ქალსა სთხოვდა მას.
– ჯერ არ ვიცი.
– არც მე ვიცი.
– რასაკვირველია, არ გეცოდინებათ. მაგრამ, მე მაინც მინდა წინ-
დაწინვე გავიგო, – წაილუღლუღა იაკობმა და იგრძნო, რომ საქმე ბო-
ლოდან დაიწყო.
– ჯერ ქეთოსთვის უნდა გეკითხათ და მერმე ჩემთვის, – მიუგო ან-
დრიამ და თავისთვის გადასჭრა: „არ გაჰყვება. ქეთოს გული ვერ მო-
უგია და სურს მე დამიხმაროს“.
იაკობმა აღარც დახმარება სთხოვა, აღარც თანხმობა და მოკლედ
მოსჭრა:
– მართალი ბრძანებაა, პატივცემულო ანდრო, ჯერ ქეთოს უნდა
დავკითხებოდი. ადვილი საქმე არ გახლავს... ხუთი-ექვსი ახალგაზ-
რდა დასდევს და ამიტომ ძალიან გამიძნელდება.
– კარგ გასათხოვარ ქალს ათიც დასდევს, უხეიროს კი არც ერთი, –
ღიმილით მიუგო ანდრიამ და წამოდგა. – ახლა თქვენ იცით და ქე-
თომ. ცდა ბედის მონახევრეა.
– აგრეა, სრული სიმართლეა. მშვიდობით ბრძანდებოდეთ...
– ნახვამდის, ჩემო იაკობ. გმადლობთ. ღმერთმა მაგ საქმეშიც გა-
მარჯვება მოგანიჭოს.
– მეც მადლობელი ვარ, – მიუგო თავის თავზე გაბრაზებულმა და
ბრაზს ახალი სირცხვილი დაერთო: ანდრიას მეათეჯერ მიართვა
ფული, ვერც თანხმობა გამოჰგლიჯა შვილის მითხოვებაზე და მად-
ლობაც გადაუხადა.
„რისთვის გადავუხადე მადლობა? სულელი ვარ და იმიტომ გადა-
ვუხადე“.
110 მკითხველთა ლიგა
უნდოდა შინისკენ გაბრუნებულიყო, მაგრამ სწორედ ამ დროს
როიალის სუსტი ხმა მოესმა და ანდროს სასტუმრო ოთახში შეიხე-
და.
როიალთან კლიმიაშვილი იდგა – კრიალა ჩექმებიანი, დიაგონა-
ლის შარვლიანი, თეთრი კიტელით გამოწყობილი, სუფთად გაპარ-
სული, სანიმუშოდ ჩასხმული, ლამაზი და ახალგაზრდა მხედარი,
რომლის მსგავსი წვერაძეს უნებურად შიშს, რიდსა და პატივს
ჰგვრიდნენ ხოლმე.
ქეთომ კარებში გაჩერებული სტუმარი შენიშნა, პირი აარიდა და
ისე ძლიერ აათამაშა კლავიშები, რომ წვერაძემ ვერც სალამი გაუბე-
და, არც შევიდა, ცივად გაბრუნდა და თავის ბინისკენ გასწია.

***

იაკობი რომ გავიდა, ქეთომ როიალს სახურავი დაჰხურა, მობრუნ-


და და კლიმიაშვილს ჰკითხა:
– ის დილა ხომ გახსოვთ, ჩვენი ბინა რომ გაჩხრიკეთ?
– ძალიან კარგად მახსოვს, – ღიმილით მიუგო სანდრომ და ჩა-
მოჯდა, – იმ დღეს პირველად გავტეხე ფიცი.
– რად გასტეხეთ?
– თქვენი გულისთვის გავტეხე. ის კაცი რომ დამეჭირა, თქვენც ჩა-
გითრევდნენ და მკაცრად დაგსჯიდნენ.
– რა უმადური ვარ! – წამოიძახა ქეთომ და ორივე ხელი გაუწოდა.
– აქამდე მადლობაც კი არ გადაგიხადეთ.
სანდრომ მაჯებში სტაცა ხელები და ორივე ხელზე დაეკონა. მათ-
მა სილბომ, სითბომ და სურნელმა ახალგაზრდა ვაჟი გააბრუა. ალ-
მოდებული ტუჩებით ხან თითებს უკოცნიდა, ხან ხელის გულს, ხან
ხელის ზურგს, ერთი ხელიდან მეორეზე გადადიოდა, ისევ პირველს
უბრუნდებოდა, მერმე მაჯებს დაეწაფა და ტუჩები თანდათან
მკლავზე ააცოცა.
ცხელი ჟრჟოლა ქეთოსაც მოედო. ხელებს თავისკენ ეწეოდა, თან
ისევ ანებებდა, თითქო ეუბნებოდა: „აჰა, კიდევ დაჰკოცნეო, კიდევ,
კიდევ“, – და იმავე დროს გაუბედავად ჩასჩურჩულებდა:
– კარგი... კმარა... გეყოფა.

111 მკითხველთა ლიგა


სანდრომ უცებ ქალის მკლავები მობღუჯა და მის პირისახეს მი-
ეტანა. ქეთომ თავი ჩაღუნა, გაუსხლტა, სწრაფად ადგა და სუსხია-
ნად უთხრა:
– კმარა მეთქი, დინჯად დავსხდეთ და დინჯად ვისაუბროთ, თო-
რემ... – მერმე მოშორებით ჩამოჯდა და ჰკითხა: – იცით იმ დღეს ვინ
გადაარჩინეთ?
– საიდან მეცოდინება! – მიუგო სანდრომ იმ ხვადის კილოზე, რო-
მელსაც საწადელი უდროოდ შეაწყვეტინეს.
– ვინმე ჯიქი გაგიგონიათ?
– ჯიქი? გურგენიძე?
– დიახ, ზურაბ გურგენიძე იყო. არა გჯერათ?
სანდრო გაოცებული შესცქეროდა. მერმე თავი გააქნია და დაჯე-
რებით უთხრა:
– ალბათ მეხუმრებით, თორემ, ჯიქს აქ რა უნდოდა?
– ის იყო მეთქი. მაინც არა გჯერათ?
– მაინც არა მჯერა.
– დანამდვილებით გეუბნებით. იმ დღეს ჟანდარმებს გამოექცა
და თქვენ შეგეფეთათ.
სანდრო საბოლოოდ გამოფხიზლდა. სწრაფად წამოდგა, გაიარ-
გამოიარა, მერმე შეჩერდა და ამღვრეული ხმით სთქვა:
– მართლა ის იყო?.. მაშ ის იყო? რომ მცოდნოდა, გეფიცებით
თქვენივე ოთახში გავაგორებდი.
– მაგას რას ამბობთ, სანდრო!
– დიახ, აღარც თქვენ მოგერიდებოდით და თქვენს ლოგინს იმ
მხეცის სისხლით შევღებავდი.
– სანდრო, გონს მოდით! რა დაგემართათ? გურგენიძე და მხეცი?
– დიახ, ყაჩაღია, ყაჩაღია მეთქი! ამას წინათ უფროსი ძმა მომიკ-
ლა... ბოქაული იყო.
– ვიცი, აკი მიამბეთ.
– ახლა დანამდვილებით გავიგე, რომ ამ საქმეში გურგენიძის ხე-
ლი ერია...
– გურგენიძემ მოჰკლა?
– არც მაგრე დახურდავდება, რომ საკუთარი ხელით დაღვაროს
სისხლი, მაგრამ იმან მოაწყო, იმან ჩააგონა, იმან უბრძანა.
– არ მოგატყუონ.

112 მკითხველთა ლიგა


– არა მეტთი! ის არის. ნამდვილად ის არის! ნეტა მცოდნოდა, ნე-
ტა მცოდნოდა! არ დავინდობდი, აღარც თქვენ მოგერიდებოდით.
გამალებული დავეძებ და ვერ მიპოვნია. ოჰ, ნეტა მცოდნოდა!
კლიმიაშვილი ვეღარ ისვენებდა: ტოკავდა, შფოთავდა, ხან ჯდე-
ბოდა, ხან დგებოდა და ჩქარი ნაბიჯით დადიოდა.
ქეთო გაჩუმდა. ის გრძნობდა, რომ დარიგება უალაგო იქნებოდა.
მერმე დრო შეურჩია და ჰკითხა:
– იცით თუ არა, რომ ჯიქის გადარჩენის ამბავი ავშაროვმაც გა-
იგო? სანდრო შედგა.
– არა, არ ვიცი. საიდან გაიგო? ნეტა ვინ ეტყოდა?
– იმავე დღეს გაიგო. სალდათებს და ჩვენს ბებერ მზარეულს გა-
მოჰკითხა და მიხვდა, რომ გურგენიძე ჩემ ოთახში დაიმალა. თქვენ
კი იმიტომ დამალეთ, რომ მე გადაგერჩინეთ. მაგრამ იცოდეთ, ეს
ამბავი ავშაროვს არავისთვის არ უთქვამს.
– არ ვიცი უთქვამს თუ არა. ის კი ვიცი, რომ სამსახურში ძლიერ
დამაქვეითეს. საუკეთესო გრენადერთა პოლკიდან საყარაულო ბა-
ტალიონში გადამიყვანეს.
– გეფიცებით, რომ ეგ ავშაროვის ბრალი არ არის. იმას ხმაც არ
ამოუღია. ავშაროვი ძლიერ კარგი კაცია.
– თქვენი ავშაროვი ძლიერ დაგეშილი მეძებარია.
– მეძებარი? ხომ არ იჭვიანობთ? – ჰკითხა ქალმა და ცუღლუტი
ღიმილით გაუღიმა.
– არ დაგიმალავთ, ქეთევან. თქვენ ავშაროვს სწყალობთ, მად-
ლიანი თვალით უყურებთ და, საკვირველი არ არის, რომ შური მახ-
რჩობდეს.
– ავშაროვი ნამდვილი რაინდია, ნამდვილი ვაჟკაცია. – უარესად
გააღიზიანა ქეთომ.
– ჟანდარმი და რაინდი?! – წამოიძახა აფიცერმა.
– ვითომ აფიცერი ჟანდარმს რით სჯობია? კლიმიაშვილი ნაკბე-
ნივით წამოხტა;
– შეურაცხყოფასაც მაყენებთ? რა დაგიშავეთ, ქეთევან?
– ჟანდარმს ცოლის შერთვა მაინც შეუძლიან.
– აფიცერს კი არ შეუძლიან?
– ეს ბრძანება თქვენც გეცოდინებათ: ახალგაზრდა აფიცერმა
ხუთი ათასი მანეთი უნდა შეიტანოს ხაზინაში „რევერსად“, რომ
იმის ცოლ-შვილი მშიერი არ დარჩეს. ზოგ ახალგაზრდა აფიცერს
ხუთი ათასი კი არა, ხუთასიც არ მოეპოვება. მართალია თუ არა?
113 მკითხველთა ლიგა
კლიმიაშვილი მოჭრილივით დაეშვა სკამზე და სიჩუმის შემდეგ
მშვიდად მიუგო:
– ჩემდა საუბედუროდ სრული სიმართლეა... სწორედ დროზე გა-
მახსენეთ... დიახ, აგრეა: მე დიდხანს ვერ შევირთავ ცოლს და ამას
იქით ვერც გაგიბედავთ... ძალიან მოხერხებულად გამიფანტეთ იმე-
დი.
ქეთო ზეზე წამოიჭრა და -
– გრცხვენოდეს, სანდრო! – წამოიძახა. – მე მაგისთვის ხომ არ
გითხარით... აზრადაც არ მომსვლია... მე გათხოვებას არ ვაპირებ...
ჯერ სულ სხვა მიზანი მაქვს და ტყუილს ვერ გეტყვით, ვერ დაგაი-
მედებთ... მე მაინც მუდამ თქვენი მადლიერი ვიქნები. მუდამ...
მუდამ. – უცებ მოეხვია, მხურვალედ აკოცა შუბლზე და თითქმის
გაიქცა. – ნუ დამძრახავთ, ნუ გამიწყრებით, ახლა წადით და
ბედნიერი იყავით. – დაასრულა მან თავის ოთახის კარებში და მი-
იმალა.
ზეამდგარი გაშტერებული კლიმიაშვილი ერთ ხანს შუბლზე
ხელს ისვამდა, თითქოს ქალის კოცნით დამწვარ ალაგს იამებდა და
რეტს იფანტავდა. მერმე თავი ჩაქინდრა და გალახულივით გავიდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ქეთო ისევ ნიკოსთან ჩავიდა. ნიკო და
მიწით მოთხუპნული ლევანი ცხარედ საუბრობდნენ. ქეთო რომ და-
ინახეს, უცებ გაჩუმდნენ და მოუთმენლად მიაჩერდნენ. ქალმა პასუ-
ხი აღარ დაუგვიანა:
– იცი რისთვის ჩამოვედი? სანდრო კლიმიაშვილს ხომ იცნობთ?
– ძალიან კარგად ვიცნობ, – მიუგო ნიკომ. – ობერ-ხულიგანია.
– რომელია? – ჰკითხა მას ლევანმა.
– ისიც ქეთოს ეარშიყება, – უპასუხა ნიკომ. აფიცერია. ხუთიოდე
დარჩეული ამხანაგი დაგვიპატიმრა. თედოც იმან დაიჭირა, ამას წი-
ნათ ქეთოს ოთახში ზურაბი რომ შეაგდო და გადაარჩინა, არ გახ-
სოვს?
– ჰოო, ის არის? ამ სახლში მინახია რამდენჯერმე, რაღა! მერმე
რა?
– მერე ისა, რომ, – ფრთხილად დაიწყო ქეთომ, – კლიმიაშვილი
ამბობს, ჩემი ძმის მოკვლაში ზურაბიც ურევიაო.
– მერმე რა მინდაო.
– მერმე ისა, რომ გამალებული დაეძებს, სადაც შემხვდება, იქვე
მოვკლავო. ნიკომ და ლევანმა ერთმანეთს გადაჰხედეს.

114 მკითხველთა ლიგა


– კარგი და პატიოსანი, – სთქვა ლევანმა. – თუ დავაცალეთ, მოჰ-
კლას და შეერგოს.
– მაგიტომ კი არ გითხარით, რომ დაუშავოთ რამე, – შეშფოთდა
ქეთო. – ხელი არ ახლოთ!
– თქმა შენი საქმე იყო, დანარჩენი კი ჩვენი საქმეა, – მოუჭრა ნი-
კომ.
– მე მხოლოდ იმისთვის გითხარით, რომ ზურაბი გააფრთხი-
ლოთ.
– აგრე ვიზამთ. იმ აფიცერს კი ხელსაც არ ვახლებთ. არხეინად
იყავი. – უთხრა ლევანმა და ნიკოს თვალი ჩაუკრა.
– ტერორისტები ხომ არა ვართ, რომ პატიოსანი ხალხი ვხოცოთ.
– დაუმატა ნიკომ. – ზურაბს გავაფრთხილებთ, რომ ერიდოს.
– მეც ეგ მინდოდა, – მიუგო ქეთომ და დამშვიდებული გამოვიდა.

115 მკითხველთა ლიგა


IX

სექტემბრის დამლევია. საღამოჟამია. ქალაქი ქარვის ბურუსში


სთვლემს. აღმოსავლეთით ცას მკრთალი ლაჟვარდი დასდებია, და-
სავლეთით კი ვარდი და ალი ლივლივებს. მეტად მაღლა ღრუბლე-
ბი თეთრი და წითელ-ყვითელი ბატებივით სძოვენ ცას.
მთაწმინდის ქედი უბნითურთ უკვე ჩრდილში ჩაწოლილა, ხოლო
გაღმა მხარეს მზისთვის ოქროს მკერდი გაუღეღია, რომელზედაც
უამრავი ალმოდებული ფანჯარა კრიალებს.
ამ დროს ტფილისი მშვიდად სთვლემს. დღისით იგი თითქო
სხვისთვის ცხოვრობს, საღამოთი კი საკუთარი თავიც ახსენდება და
მარტო თავისთვის ზრუნავს, ფიქრობს, დარდობს, იცინის და ტკბე-
ბა.
საღამოს ჟამს ყუმბარებს იშვიათად ისვრიან, პოლიციელებსაც
თითქმის აღარ ხოცავენ და არც სადემონსტრაციოდ გამოდიან. ამ
დროს ქალაქელები მხოლოდ სადილობენ, ისვენებენ, მკვდრებს
მარხავენ და ბავშვებს დაასეირნებენ. თავისთავად დამყარებული
დაუწერელი ზავი რამდენიმე საათს გრძელდება, მერმე კი ქალაქს
ისევ სამხედრო წესის უჟმური დააწვება და შიში და კაეშანი შეუხუ-
თავს სუნთქვას. მაშინ ამ უმხიარულეს ქალაქში ფრთამოტეხილი სი-
ხარული ძლივს დახოხავს ხოლმე, ხუნდებში ჩაჭედილი სიცილი
დამხჩვალივით ხრიალებს ყანყრატოში, ხოლო ცხრაკლიტულში
მომწყვდეულ აზრს მაჭარივით აუწევია სარქველი და საცაა იფეთ-
ქებს, იფეთქებს და წყვდიადსა და დუმილს ცეცხლოვან შუშხუნასა-
ვით გაჰკვეთს.
საღამოსჟამს ქეთომ კარი გამოაღო, ქვეით დაეშვა და შემდეგ სა-
სამართლოს ქუჩისაკენ შეუხვია.
ახალგაზრდა ქალს ოქროსფერი ინგლისური სადა კოსტიუმი ეც-
ვა. თეთრ საყელოს და გულისპირს წითელი ყელსაბამი უმშვენებდა.
თავზე თხელი პანამური შაპო ეხურა, რომელზედაც ხელოვნური
ალუბალი და მწვანე ფოთოლი ეყარა. ცალ ხელში მძივებით მოქარ-
გული ჩანთა ეჭირა, ხოლო მეორეში აბრეშუმის მაღალტარიანი
ქოლგა ჰქონდა და იმ ქოლგას მხიარულად მოაბაკუნებდა.
ქეთო გარეთაც მუდამ მხიარული იყო და მის მიხვრა-მოხვრაში,
თვალების ციმციმში და ტუჩებზედაც ახლაც უმიზეზო სიხარული

116 მკითხველთა ლიგა


ეწერა. მან შორიდანვე შეამჩნია ჭაღარაშერეული მსუქანი პოლიცი-
ელი, რომელიც წელიწადში ორჯელ ახატნელებსაც ეწვეოდა ხოლ-
მე, ახალ წელიწადსა და აღდგომას ულოცავდა, უკვე ნასვამი უფრო
მეტად ითვრებოდა და იმ სახლიდან თითო მისვლაზე ათიოდე მა-
ნეთი მიჰქონდა. ქუჩაში ყოველ ახატნელს და „პატიოსან“ მოქალა-
ქესაც შორიდანვე ეჭიმებოდა, ცოტაოდენსაც აცილებდა და ზოგჯერ
კიდეც იკითხავდა: „კაკ პოჟივაეტე, ვაშე როდიე?“
ახლა ის პოლიციელი კედელს აჰკვროდა, თვალებს მოუსვენრად
აცეცებდა, ყველა გამვლელს ეჭვიანად შესცქეროდა და მარჯვენა ხე-
ლით რევოლვერს აწვალებდა ბუდეში. ქეთო რომ დაინახა, თითქო
გაეხარდა, გაუღიმა. “ჩესტი“ გაუკეთა, რამდენიმე სიტყვით მიესალ-
მა და შემდეგ შიშნაჭამი თვალები ისევ სხვებზე გადაიტანა.
აგერ ფანჯარაში ორი ბალღი ზის. ქეთომ მინა დაუკაკუნა, გაუცი-
ნა, გააცინა, ენა გამოუყო და წავიდა. ვიღაც დედაბერი ლასლასით
მოათრევს კალათას.
– დედი, არ გინდა გიშველო? – შესთავაზა ქეთომ და კალათის
ყურს დასწვდა.
– ღმერთმა გიშველოს, შვილო, – ჩიფჩიფით მიუგო დედაბერმა
და სანამ კუთხემდის მივიდოდნენ, მანამდის „ლამაზი ქალი“ ოც-
ჯერ მაინც დალოცა და შეაქო.
ქეთო ჭავჭავაძის ქუჩაზე გავიდა და ქვეით დაეშვა. ნარნარად მო-
დიოდა, ფეხებსა და ქოლგას მკაფიოდა მოაბაკუნებდა და ყველას
და ყველაფერს შეჰხაროდა: უცნობ მგზავრებს, მოთამაშე ბალღებს,
პრიალა ფანჯრებსაც, კოტრიალა ძაღლებსაც, სულიერსა და უსუ-
ლოსაც. შესცინოდა ყველას და თვითონაც არ იცოდა რად იყო იმ
დღეს ამ რიგად გულღია და მხიარული, არც ის იცოდა სად მიდიოდა
და რაღა იმ დროს გამოვიდა ქუჩაში.
მისი ღიმილი საპასუხო ღიმილს იწვევდა: ქალებისა და ბავშვების
მხრივ – უმანკოს და მიამიტსა, ხოლო მამაკაცების მხრივ – ვნებიან-
სა და ცინიკურს. ზოგი მათგანი ქეთოს ისე მიაბჯენდა ხოლმე თვა-
ლებს, თითქო აშიშვლებდა და მის სხეულს თვალებით და ხელებით
ელამუნებოდა.
ახალგაზრდა ქალს სცხვენოდა და ცდილობდა უცნობ მამაკაცები-
სათვის არ გაეღიმნა, მაგრამ პირქუშობაც ბევრ ვერაფერს შველოდა.
ზოგი მამაკაცი არ უღიმოდა, სამაგიეროდ ხარბი თვალებით სინჯავ-
და მას და ზოგჯერ ისე ჟინიანად აედევნებოდა ხოლმე, რომ ახალ-

117 მკითხველთა ლიგა


გაზრდა ქალი იძულებული ხდებოდა ან გზა აექცია, ან ვინმე ნაც-
ნობს გაჰყოლოდა, ან რომელიმე მაღაზიაში დამალულიყო.
ყველაზე მეტად აფიცრები თავხედობდნენ, უფრო მეტად კი დრა-
გუნები დასდევდნენ.
ქეთოს ახლაც გაახსენდა მართა. როცა ორივენი ერთად მიდიოდ-
ნენ ხოლმე ქუჩაში, მართა არავისაც არ უღიმოდა, არც თვალს აყო-
ლებდა ვინმეს, ისიც სანდომიანი ქალი იყო, მაგრამ ისეთ პატივს
სდებდა თავის თავს, რომ ადევნებას იშვიათად უბედავდნენ.
„მაინც არ მესმის – ხშირად გაუფიქრია ქეთოს და ახლაც გაიფიქ-
რა: – პრანჭია არა ვარ და არც განგებ ვილამუნებ მამაკაცებს, მაშ რა
მაქვს იერსა და მიხვრა-მოხვრაში იმგვარი რამე, რომ მამაკაცები ბუ-
ზებივით მოიწევენ? – და ამგვარ ფიქრში გართული ახალგაზრდა ქა-
ლი ლამობდა თავჩაღუნული ევლო, თვალებში სუსხი ჩაეღვარნა და
პირიც მაგრა მოეკუმნა, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ ბუნებას თავისი
გაჰქონდა: იმის თავი ისევ ზევით მიიწევდა და ტუჩების კუთხეში და
თვალებში თავშეკავებული ღიმილი ეშლებოდა.
მარცხნივ გოლოვინის პროსპექტის კუთხეში არაქელოვის სახლი-
დან „კარმენის“ დუეტი ისმოდა. ვიღაცამ ორჯელ-სამჯერ შესძახა:
„ხელახლა, ხელახლა!“. დონ ხოზემ და კარმენმა რამდენჯერმე და-
იწყეს და ძლივს დაასრულეს. ამ უშველებელ სახლში, სხვათა შო-
რის, შეძლებული საოპერო არტისტებიც ცხოვრობდნენ, რომელნიც
ახლა საოპერო სეზონისთვის ემზადებოდნენ.
მათ დუეტში ტაქტის შეშლა ქეთომაც შეამჩნია, გაიღიმა, მერმე
შილოვის მაღაზიის უშველებელ ვიტრინებს მიადგა და იქ გამოფე-
ნილ მანეკენებს და საუცხოვო საკაბე ქსოვილებს დააცქერდა. ხან-
გრძლივი თვალიერების შემდეგ ერთი მოლურჯო ინგლისური მა-
უდის ნაჭერი აირჩია, მაგრამ შიგნით არ შევიდა და გადასწყვიტა მე-
ორე დღეს დედაც მოეყვანა, რომელსაც დახვეწილი გემოვნება ჰქონ-
და და ფულიც მოეპოვებოდა.
ქალმა პირი იბრუნა, ერევნის მოედნისკენ გაუხვია და შორიდანვე
ელიზბარ შუქურაულს მოჰკრა თვალი. პოეტი ბარბაცით მოდიოდა
და მისი დაუვარცხნელი გრძელი თმა და ბანჯგვლიანი სახე ნათ-
ლად განარჩევდა მას მგზავრებში.
შუქურაულმა დაინახა ქეთო და ხელგაშლილი მიეგება ლექსით:
ქეთო ქუჩაში დამიხვდა, მესროლა თვალთა ისარი. გული მაშინვე
მიმიხვდა, მითხრა: რომ ვეძებ, ის არის.

118 მკითხველთა ლიგა


– გამარჯვება, ელიზბარ! რა ბედნიერი ხარ, რომ შეგიძლიან მუ-
დამ ექსპრომტით ილაპარაკო. – უთხრა ქეთომ და ხელი ჩამოართვა.
– ისევ უგზო-უკვლოდ დაეხეტები?
ელიზბარმა ღრმა სევდით უპასუხა:
– დავეხეტები ამ ქვეყნად ვით ჭირიანი ნაგაზი. დაჭკნა, გახუნდა,
ღიმილი, ჩაქრა სულისა ნაფაზი. ნუღარ მაწამებთ, ამიშვით, გატე-
ხეთ რკინის ყაფაზი, გადავიკარგო ტყე-ღრეში, ვრბოდე ვით ავი ავა-
ზი.
ზეცა დროებამ წამართვა, მიწაც ფლიდობით მომტაცა, მომწოვა
ვითა ობობამ, სატანას კლანჭებს გადამცა, მასწავლა ცბიერობანი,
წითელ-ყვითელი ჩამაცვა.
სჯობს დავიძინო, გავბრუვდე, ან მოვკვდებოდე ნეტამცა.
– რა მოგდის, ელიზბარ, რა გემართება? – ჰკითხა გუნებაშეც-
ვლილმა ქეთევანმა. – რა გატირებს, რა გტანჯავს?
– ერთსაც გეტყვი და გაიგებ. – და მწუხრის ხმაზე უთხრა:
სწირავდა სიონს კათალიკოზი, გალობდნენ ჩახრუხ და რუსთავე-
ლი, ჰყვაოდა მცხეთა, სინა, ნიქოზი, კარნუს გრგვინავდა დიდი მხარ-
გრძელი. წმინდა თამარი ლოცავდა ლაშქარს ნიკოფსიიდან დარუ-
ბანდამდის. სახელი მისი ეწერა ლაშარს, ჩინეთს, მაღრიბსა, მის-
რით-ბასრამდის, იწოდა მუშკი და საკმეველი.
ახლაც კი მესმის ხმა დიდებისა. თრთოდა ორგული, კათაკმევე-
ლი. ახლაც კი ვხედავ ღიმილს დებისას. მორჩა, განიბნა, გაჰქრა ყო-
ველი, ვეღარ გამოჩნდეს დღეს რუსთაველი. ახლა ჩვენვე ვართ კა-
თაკმეველი. დაიწვა მუშკი და საკმეველი.
აღარც მეტეხი, აღარც სიონი. ლანდი განიბნა, მოკვდა მიონი.
აღარც ქულაჯა, აღარც ბუხარი, აღარც სახელი, მაშინ მქუხარი.
დარჩა ბრმა თვალი, ცრემლი მდუღარი, გული დამპალი, სული
მწუხარი.
– მაგრე მწარედ რამ აგატირა, რამ შეგაშინა-მეთქი? – ხელახლა
ჰკითხა ქეთომ და ელიზბარი უკანვე გააბრუნა. – წავიდეთ, თორემ
ხალხი მოგროვდა.
– იმან ამატირა, რომ თამარის და რუსთაველის ხალხი იღუპება. –
მიუგო დუნე ხმით პოეტმა და თავი ჩაჰქინდრა. – რა ენა წახდეს,
ერიც დაეცეს. ყური მიუგდე ამ ხალხის ლაპარაკს: საქართველოს დე-
დაქალაქში ქართული სიტყვა თითქმის აღარ ისმის.

119 მკითხველთა ლიგა


– სამაგიეროდ ქართული დანარჩენ საქართველოში ისმის, – მი-
უგო ქეთევანმა. – ვთქვათ ტფილისი ქართული ქალაქი აღარ არის,
მეტი ხომ არაფერი მომხდარა?
– უარესი ხდება, ქეთევან, უარესი. – სასოწარკვეთილ კილოზე ჩა-
მოართვა სიტყვა შუქურაულმა. – საზარელი მიწის-ძვრაც მზადდება,
რომელსაც პოეტი და ზოგი პირუტყვი წინდაწინვე ვგრძნობთ ხოლ-
მე. დანარჩენი კი ლექსად გითხარი.
– მაგაზე ტყუილად ვლაპარაკობთ, – უპასუხა ქალმა, – ასჯერ
გვქონია საუბარი და ერთხელაც ვერ შევთანხმებულვართ. მე ყველა-
ფერს იმედიანად შევცქერი. რაც კი ხდება, ყველაფერი უკეთეს მომა-
ვალს გვიმზადებს. შენ კი უიმედობას შეუპყრიხარ და შენი განკურნე-
ბა მხოლოდ დროს შეუძლიან. ახლა ამას თავი დავანებოთ, შენ ეს
მითხარი, ჟანდარმებს კიდევ ემალები?
– მაშა! – გაოცებით წამოიძახა ელიზბარმა. ქეთომ გულწრფელად
გაიცინა.
– რას იცინი?
– სასაცილოა და იმიტომ ვიცინი. ღამღამობით იმალები, სხვა-
დასხვა ბინაში იძინებ, დღისით კი მუდამ შუა ქალაქში დადიხარ?
– მე დანამდვილებით ვიცი, რომ მხოლოდ ბინაზე დამიჭერენ.
– ქუჩაში კი ვერ გაგიბედავენ, არა? ახა-ხა! ავშაროვმა ყველა ბინა
ჩამოთვალა, საცა კი ცხოვრობდი, და ისიც იცის, სადაც ახლა ცხოვ-
რობ.
– ანდე, აკი გითხარი მითვალთვალებენ მეთქი, – წამოიძახა პო-
ეტმა.
– იმიტომ გითვალთვალებენ, რომ ეჭვი აღუძარი. გირჩევ მაგ კუ-
კუმალულობაზე ხელი აიღე, ერთ ალაგას დასახლდი და ეჭვს გა-
უფანტავ.
ელიზბარი ჩაფიქრდა, ეჭვის თვალით გადაჰხედა ქეთოს და ჰკით-
ხა:
– ავშაროვმა ხომ არაფერი დაგავალა?
– სწორედ ის დამაბარა, რაც ახლა გითხარი.
– სხვა რამე ხომ არ დაგავალა?
ქეთო გაწითლდა, მაგრამ შუქურაულის ნაბოდვარი ხუმრობაში
ჩაატარა და სიცილით მიუგო:
– როგორ არა, დამავალა: ელიზბარი დამაჭერინეო.
– შენ თითქო ხუმრობ, ნამდვილად კი სიმართლე გათქმევინე.

120 მკითხველთა ლიგა


– ტუტუცი ვინმე ყოფილხარ, თავხედო! რეგვენო! აქედან გამეცა-
ლე! – უცებ იფეთქა ქეთომ და თვითონვე გაეცალა: პოეტი პირდაღე-
ბული დასტოვა და სწრაფი ნაბიჯით გადასჭრა ქუჩა.
ქეთო შეღონებული მიდიოდა და ფიქრობდა: „ღმერთო ჩემო, რა
ბრიყვი, რა კადნიერი ყოფილა! ავშაროვის ჯაშუშად გამხადა! უზ-
რდელი! რეგვენი!“
ბარიათინსკის ქუჩის კუთხეში ხალხი მოგროვილიყო და ქვეით
იცქირებოდა. იქვე პოლიციელი ტრიალებდა და უნდილად ურჩევდა
ხალხს: „დაიშალენით... გაიარეთ“.
ქეთოც შეერია ხალხში და წინ წასდგა. ქვეიდან აღმართზე პირვე-
ლი ავტომობილი ამოდიოდა, რომელიც პრინც ნაპოლეონს ჩამოე-
ტანა ქალაქში. ავტო ხრიალებდა, სჭექდა, დაჭრილი ნადირივით მი-
ხოხავდა, წარამარად ჩერდებოდა და იფურთხებოდა. შოფერი ხში-
რად ჩამოდიოდა, ავტომობილს წინიდან მოღუნულ რკინას უკეთებ-
და დინგივით და იმ დინგს მთელი ძალ-ღონით ატრიალებდა. მიყუ-
ჩებული ავტო ხელახლა ახრიალდებოდა, მყრალ ბოლს გამოუშვებ-
და, რამდენჯერმე დააცემინებდა ცხვირს, გაიჭინთებოდა და ტა-
ატით წამოვიდოდა, მაგრამ მალე ისევ შეჩერდებოდა და ახალ სა-
ფანელსა და დინგის ტრიალს მოითხოვდა.
– კამეჩები მოაშველეთ! – დაიძახა ვიღაცამ.
– ცეცხლი შეუკეთეთ!
– ფალია დააყარეთ!
– ჟესტი მიაბით, ჟესტი!
ვიღაცა ავარამ დაჭყლეტილი თუნუქის სანავთე მოარბენინა, ავ-
ტოს მიეპარა და უკნიდან მიაბა კანაფით. ხალხში ჟრიამული ატყდა
და როცა ავტო ხელახლა დაიძრა და თუნუქი წრიპინ-რახრახით გაჰ-
ყვა მას, ჟრიამული როყიო ხარხარად იქცა და ავტოს ბაზრული
ოხუნჯობა და სტვენა მიაყარეს. ავტომობილი ხელახლა გაჩერდა.
დრაგუნთა პოლკოვნიკი პრინცი ნაპოლეონი, რომელიც აქამდის
გაფშეკილი იჯდა ავტოში და თითქო არაფერს ამჩნევდა, უცებ ძირს
ჩამოხტა, რაღაც წაიბუტბუტა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა სასახლის-
კენ.
სანამ შოფერი ავტომობილთან წვალობდა, ვიღაცამ უპატრონო
ძაღლი დაიჭირა, ავტოს თუნუქი მოხსნა და ძაღლს მიაბა. მერმე გა-
უშვეს და ღრიალით დააფრთხეს:
– ეს ნიკოა, ეს კი იმის ტახტია, – განმარტა ვიღაცამ.
– ჰარიქა, მაკაკი მოვიდა!
121 მკითხველთა ლიგა
– გაიქე, თორემ იაპოშკა დაგეწევა!
ძაღლი დაიძრა და, უკნიდან თუნუქის ჟღარუნი რომ მოესმა, სირ-
ბილს უმატა, მერმე გაგიჟებული გაიქცა და თუნუქიც გაიტაცა.
ქეთოც გამხიარულდა და ისევ თავის გზას გაჰყვა. მერმე ისევ შუ-
ქურაული გაახსენდა და გულში წამოიძახა: „მაწანწალა! უბადრუკი!“
მაგრამ ბრაზი უკვე შენელებულიყო.
„დევნის კვიატი ხომ არა სჭირს, – იკითხა ქალმა და იქვე გადას-
ჭრა: – უეჭველად აგრე იქნება, თორემ როგორ გამიბედავდა! ამას
იქით ახლოსაც აღარ მივიკარებ. ზოგი ჭირი მარგებელია. ან რა
მაქვს საერთო ფარნაოზის დროინდელ ადამიანთან? არაფერი, სუ-
ლაც არაფერი“.
სასახლის მხრიდან ყაზახთა ასეული მოჰქროდა. ყველა მათგანს
ღია-წითელი ჩოხა ეცვა, შავი ბოხოხი ეხურა და ზურგზე თოფი ეკი-
და. ნასუქალი შავი ცხენები გაქანებული ჩორთით მოჰყავდათ. თვი-
თონაც რჩეული ახალგაზრდები იყვნენ და რიხით და ფახით მოდი-
ოდნენ. შუაში საუცხოვო ლანდო მოექციათ, შიგ ორი შავი რაში ება.
ახოვანი
შავწვერა მეეტლე თავს ძლივს უჭერდა. ლანდოში მეფის-ნაცვა-
ლი ვარანცოვ-დაშკოვი და მისი მეუღლე ისხდნენ.
არავინ სალამი არ მისცა მათ. ეტლმა და მხლებელთა ასეულმა
თქარათქურით გაიარეს. უკნიდან სტვენა, უკადრისი ოხუნჯობა და
სიცილი მიაყოლეს.
სასახლის აქეთა კარს წინ ორი შიშველ-ხმლიანი წითელი ჩოხა
ყაზახი იდგა გუშაგად. პარასკევი იყო და ის დღე ვარანცოვის მეუღ-
ლის სადარბაზო დღედ ითვლებოდა. მოდარბაზენი დიდი ხანია წა-
სულიყვნენ, დიასახლისსაც სადილი გაეთავებინა და სასეირნოდაც
გამოსულიყო, ყაზახები კი მაინც გაჭიმული იდგნენ და ერთმანეთს
თვალებში ჩაშტერებოდნენ.
მეორე კარის წინ თუთიყუშივით ჩაცმული, წვერულვაშ გაპარსუ-
ლი, მსუქანი მეკარე იდგა. ოქრომკედით მოქარგული და წითელ-
ყვითლად აჭრელებული მოსასხამი კოჭებამდე სწვდებოდა. გაშეშე-
ბული იდგა მეკარე და ყველა გამვლელს სუსხიანი თვალებით ზო-
მავდა.
ქეთომ სასახლის ქუჩა ჩაიარა და თამამშევის ქარვასლაში შევი-
და. მისმა რძალმა თამარამ აქ საუცხოვო ცხვირსახოცები იყიდა და
ქეთოსაც ურჩია.

122 მკითხველთა ლიგა


ქარვასლის ქვემო სართულს ოთხივ მხრივ ვიწრო ტალანი ჰქონ-
და მოვლებული. ტალანის აქეთ-იქით ასზე მეტი სახელდახელო
ღია დახლი იყო. თვითეულ დახლში ოციოდე თუმნის წვრილმანი
ეყარა და ორი ნოქარი იდგა. ერთი მათგანი ვაჭრობდა, მეორე კი
მუშტარს იჭერდა, ხოლო ყველანი ერთად სულ იმას ლამობდნენ,
რომ მეზობლის ხმა ჩაეხშოთ, მუშტარი წაერთმიათ და მაქსიმუმი
ევაჭრათ. ამის გამო ქარვასლაში ისეთი წეწვა-გლეჯა და კალთების
ხევა იყო, ისეთი ყაყანი იდგა, რომ მას მხოლოდ ევროპული ბირჟა
გაუწევდა ქიშპობას.
ქეთო მაშინვე ჟრიამულის და შეხლა-შემოხლის მორევში მოექცა.
არც კი ეკითხებოდნენ რას ეძებდა, რის ყიდვა უნდოდა. ყოველ
მხრივ კრაზანებივით მიესივნენ და ყრუსავით ჩასძახოდნენ:
– აქეთ მობრძანდით, აქეთა! აი ღილები, პირველი სორტის ღი-
ლები!
– ერთი ნახეთ რა ჩულქებია, რა ჩულქებია, პა-პა-პა!
– აბა, ლენტები, კრუჟევები, ზორტი და ზონარი! ვაჰ-ვაჰ-ვაჰ!
– აქეთ მოიხედე, ლამაზო, აქეთა!
– არ მოგატყუოს მაგ არამზადამა, ბარიშნაჯან!
ქეთომ იქაურობას ძლივს დააღწია თავი, თოფნაკრავივით გამო-
ვარდა ქუჩაში და გადასწყვიტა თავის მეგობრის შაბურიშვილის სა-
ნახავად წასულიყო, რომელიც ავჭალის ქუჩაზე ცხოვრობდა.

***

ღია მსუბუქი ვაგონები მარდად დარბოდნენ. ქეთომ თავისი ვაგო-


ნი იპოვა, მაგრამ იგი უკვე გავსილიყო. ერთ სკამზე იქითა მხარეს
თავისუფალი ალაგი შეამჩნია და საფეხურზე ახტა. ამ დროს ვაგონი
დაიძრა და სწრაფად წავიდა. სანამ ქეთო ვაგონში შევიდოდა, მეორე
მხრიდან ვიღაც კინტო ამოხტა და იმ ალაგზე დაჯდა. ვატმანმა
თითქო განგებ ააჩქარა. ვაგონი პუშკინის ქუჩით მისრიალებდა თავ-
ქვე. ცალი ხელით ჩამოკიდებულ ქეთევანს ფერი ეცვალა. მთელ სხე-
ულში ჟრჟოლა აუვარდა და ხელმაც კანკალი დაუწყო.
უცებ იმავე საფეხურზე უკნიდან ვიღაც ფარაჯიანი გლეხი ახტა და
მისი მარჯვენა მძლავრად მოეხვია ქეთოს წელს. ქალმა შვება იგ-
რძნო, უკან მიიხედა, გაოცდა, მაინც მადლობა გადაუხადა ღიმილით
და ისევ მობრუნდა.

123 მკითხველთა ლიგა


– შავი გედი ისე ძლიერ შეშინებულა, რომ ვერც კი მიცნო, – მო-
ულოდნელად ჩასჩურჩულა ქალს იმ გლეხმა.
ქეთომ ხელმეორედ მიიხედა და გაოცებულმა შესძახა:
– ჯიქი ყოფილხარ? ეგ წვერ-ულვაში...
– სუ, გაჩუმდით! სახელს ნუ მეძახით. წვერი კი საჭირო იყო და
ამიტომ ისევ გავუშვი, – ჩასჩურჩულა ზურაბმა. – ახლა მე ტიმოთე
მქვიან.
– ტიმოთე ჰქვიან, იხი-ხი! – ჩუმად ჩაიცინა ქეთომ. – მაშ კარგი.
იცით, ტიმოთე, რამდენი ხანია რაც თქვენი ნახვა მინდოდა და ვერ-
სად შეგხვდით. – შესჩივლა ქალმა.
– ერთი თვეც არ არის, რაც ერთმანეთი ვნახეთ.
– განა ერთი თვე ცოტა არის? უფრო ადვილია ვარანცოვის ნახვა,
ვიდრე თქვენი პოვნა.
– რა თქმა უნდა. ის ერთ ალაგას ზის, მას ორი კორპუსი ჯარი, უამ-
რავი პოლიცია და ჟანდარმები იცავენ, მე კი უსახლკაროდ დავეხე-
ტები და თვითონაც არ ვიცი სად დამიღამდება და სად გამითენდე-
ბა.
– მე კი სწორედ მაგისთანა ცხოვრება მენატრება, – უთხრა ქეთომ.
– არც მე გავურბივარ, მაგრამ.....
ზურაბმა სიტყვა ვეღარ დაასრულა. უცებ ბაზარში შორიახლოს
ცეცხლის ალმა ერთი წამით გაიელვა, იქაურობა მოლოკა და მაშინ-
ვე მეხმაც დაიჭექა. ირგვლივ ყოველივე შეზანზარდა.
ვატმანმა ისე ძლიერ მოსწია მუხრუჭი, რომ მგზავრები წინ წაც-
ვივდნენ. რამდენიმე ქალმა შესწივლა. ერთი მათგანი ქათამივით
აკაკანდა.
ქეთომაც უნებურად შესძახა „ვაიმე“ და გადმოხტომა დააპირა,
მაგრამ ზურაბმა არ გაუშვა: ძალით აიტაცა, ვაგონში შეაგდო და ვატ-
მანს მიაძახა, რომელიც გარეთ იხედებოდა:
– გარეკე, შე სულელო, რას უყურებ!
ვაგონი თითქმის განახევრდა. შიშისაგან გზა-აბნეული მგზავრები
კისრის ტეხით გადახტნენ ვაგონიდან. სამაგიეროდ სხვები ამოცვივ-
დნენ. ვაგონი დაფეთებულივით მოსხლტა და იმავე წამს აქეთ-იქე-
დან თოფისა და რევოლვერის ჭახაჭუხი ატყდა.
ქეთომ ყაზახებს მოჰკრა თვალი. ერთი მათგანი ჩამჯდარიყო და
ბოძს მიჰყუდებოდა. პირსახე სისხლით ჰქონდა შეღებილი, თითქო
წითელი ნიღაბი აუფარებიაო.
მეორე ყაზახს ცხენი დასწოლოდა და ფართხალებდა.
124 მკითხველთა ლიგა
მესამე პირქვე წაქცეულიყო, ქვაფენილს ფხაჭნიდა და ლამობდა
ამდგარიყო. უპატრონო ცხენი ჭიხვინით დარბოდა.
თავზარდაცემული ხალხი უგზო-უკვლოდ გარბოდა.
ვაგონი ორბელიანთა უბნამდის ჩასრიალდა და ისე გეზად მოუხ-
ვია მარცხნივ, რომ კინაღამ გადატრიალდა. თოფის ხმა გახშირდა,
მაგრამ იგი უკვე ყრუდ ისმოდა.
– სამშვიდობოს გავედით. ახლა ნუღარ გეშინიანთ, – უთხრა
გლეხმა მთრთოლვარე ქეთოს, თან გვერდით მიუჯდა, სახრე ლა-
ჯებში ჩაიდო და თუშური ქუდი შეისწორა.
– ღმერთო ჩემო, ის ყაზახები... სისხლი... – ამოიკვნესა ქეთომ.
– სუ მეთქი! აკი შემპირდით, სისხლს შევეჩვევიო.
– შეგპირდით, მაგრამ ძნელია, ზურაბ... მათე... ჰო, მართლა, ტი-
მოთე... ღმერთო ჩემო, რა რიგ ავრეულვარ!
– ასეთ დროს ნამდვილი ერთობისტი კაჟივით უნდა გამაგრდეს.
აბა შემომხედეთ. მგონი არაფერი მეტყობა.
ქეთომ მოღიმარე გლეხს აჰხედა და წაიბუტბუტა:
– მართლა არაფერიც არ გეტყობათ, ბედნიერი ხართ. აი მეც დავ-
მშვიდდი. მაგრამ იმ ყაზახებს მაინც კანთიელად ვხედავ.
– დაივიწყეთ მეთქი. ჰო, წეღან იმას ვლაპარაკობდი: ჩემისთანა
ხეტიალი შორიდან გენატრებათ მეთქი, – განაახლა ზურაბმა ათიო-
დე წუთის წინათ შეწყვეტილი საუბარი, – სინამდვილეში კი ერთ კვი-
რასაც ვერ გაუძლებთ. თქვენ ნაზი ვარდი ხართ და მაშინვე დაჭკნე-
ბით.
– თუ კი მართა უძლებს...
– მართა არ იმალება, ის აშკარად ცხოვრობს, – მიუგო ზურაბმა.
– არც მე დავიმალები. იმის ოდენა საქმეს კი მეც მოვერევი.
– ერთობის საქმეში მართა რკინაა, მუნჯია, თქვენ კი... – და ისე
ჩასჩურჩულა ყურში, რომ ვაჟის ტუჩები ქალის ყურს შეეხო: – თქვენ
კი ნაზი ვარდი ხართ მეთქი.
ორივენი ისედაც ერთმანეთზე იყვნენ მიკრული, ხოლო ზურაბის
ტუჩებმა ქალს ყური აუწვა და პირსახეც აულანძა. ქეთომ ხმა გაკმინ-
და და კარგა ხანს განზე იხედებოდა. მერმე ისევ მიუბრუნდა და
ჰკითხა:
– ახლა სად მიდიხართ?
– ერთი ამხანაგი უნდა დავმარხოთ. გუშინწინ სახიფათო საქმეზე
გავგზავნეთ და ფარაონებმა მოგვიკლეს.
– მეც წამიყვანეთ, – შეეხვეწა ქეთევანი.
125 მკითხველთა ლიგა
– წამობრძანდით, მაგრამ იცოდეთ, შესაძლებელია იქ მათრახი
დატრიალდეს და სროლა ატყდეს.
– მეც ეგ მინდა! – წამოიძახა ქეთომ. – საბოლოოდ შევეჩვევი.
ზურაბმა გაიცინა:
– მათრახი მოგინდათ? ქეთოსაც გაეცინა:
– მე ის კი არ მინდა, რომ მათრახი მომხვდეს.....
– მაშ სხვას მოჰხვდეს და თქვენ კი წეღანდელივით სეირს უცქი-
როთ?
– არც ეგა.
– მაშა?
ქეთო დაიბნა და შერცხვენილმა მიუგო:
– მე მინდა ბრძოლაში ჩავერიო, რომ ყველას ზურგი აგვიწვან და
ჩვენც თავპირი დავამტვრიოთ მათ.
– რით, ამ რბილი თათებით? – და ზურაბმა თეთრ ლაიკის ხელ-
თათმანში გახვეულ ხელს თავისი ღონიერი ხელი მოუჭირა.
– განა ჩვენს ვაჟებს იარაღი არა აქვთ?
– კბილი კბილისა წილ და თვალი თვალისა წილ. – მიუგო ზურაბ-
მა. – მაგრამ კანტიკუნტად მომხდარ შეჯახებაში ძალა დაგვექსაქსე-
ბა და ამას ვერიდებით. ახლა ერთობა მაქსიმალურ ძალღონეს აგ-
როვებს და მალე გენერალურ ბრძოლას გავმართავთ. ჯერ კი მათ-
რახებსაც ვითმენთ, დაპატიმრებასაც და სისხლსაც.
– კარგი მოთმენაა, ღმერთმანი, – გაიღიმა ქეთომ. – დღეში საქარ-
თველოში ათ მონარქისტს მაინცა ჰკლავთ.
– ეგ მხოლოდ რეპეტიცია გახლავთ, პრემიერა კი მერმე იქნება,
ისეთი რამ იქნება, რომ...
მაშ მოდიხართ?
– მოვდივარ, მაშა!
– მაშ ჩამოვიდეთ.
ვაგონიდან ჩამოვიდნენ და ვიწრო ქუჩისაკენ შეუხვიეს. ზურაბმა
უბის წიგნაკი ამოიღო, სადაც მოკლული მუშის მისამართი ეწერა.
– ეგ რა არის? – ღიმილით ჰკითხა ქეთომ და წიგნაკში შენახულს
დამჭკნარ ვარდზე მიუთითა. – ვისია? ვინ გაჩუქათ?
– ქალის ნაჩუქარია, – ცბიერი ღიმილით უპასუხა ზურაბმა.
– მეც ვიცი, რომ ქალისა იქნება. ისიც ვიცი ვინ გაჩუქათ.
– მაშ გამოიცანით.
– მართას ნაჩუქარი იქნება.
ზურაბმა ნაძალადევად გაიცინა და უთხრა:
126 მკითხველთა ლიგა
– ძლიერ ახლოს კი მივედით. რამდენიმე ნაბიჯიც რომ გადავ-
დგათ, იმ ქალის კარს მიადგებით.
ქეთოს საამურად აუჩქროლდა გული. ალანძული თავი ძირს დაჰ-
ხარა და ჩუმად ჰკითხა:
– როდის იყო... როდის გაჩუქეს?
– სამ თვეზე მეტია.
ქეთო სწორედ ასეთ პასუხს მოელოდა. დიაღ, სამ თვეზე მეტი გა-
ვიდა მას აქეთ, რაც პირველად შეხვდა ზურაბს და რაც ეს ვარდი აჩუ-
ქა. ის დღე გაახსენდა და მღელვარე ხმით ჰკითხა:
– ნუთუ იმ ქალმა იმოდენა ადგილი დაიჭირა თქვენს გულში, რომ
იმის ნაჩუქარ ვარდს სამ თვეს ინახავთ?
– სამ წელიწადსაც შევინახავ... უფრო მეტსაც.
ქეთოს დასცხა, ჩანთიდან იასამნისფერი აბრეშუმის ცხვირსახო-
ცი ამოიღო და შუბლზე გადაისვა. ზურაბი იმ ცხვირსახოცს მისწვდა,
გამოართვა, რამდენჯერმე დაჰსუნა და გაბრუებულმა უთხრა:
– იასამნისფერი... სუნიც იასამნისა. თავბრუ დამასხა. შუქურაუ-
ლის ნიჭი რომ მქონდეს, ახლავე ლექსს გამოვთქვამდი.
– სხვისი ლექსი მაინც მითხარით. ორივენი შედგნენ.
ზურაბმა ხანმოკლე დუმილის შემდეგ მკაფიოდ და ოდნავ
მთრთოლვარე ხმით წარმოსთქვა:
„გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში მე და შენ რომ ერთად
ვრბოდით? ნეტა იმ დროს!.. სიყვარულის
მეტს არაფერს ჩვენ არ ვგრძნობდით. შენ მოსწყვიტე ქორფა ვარ-
დი, გადმომიგდე საყვარელსა და მითხარი: “ჩემო გიჟო, ჩემ სახსოვ-
რად გქონდეს ესა“. ან შენ მაშინ რა იცოდი, ან შენ გიჟმა რა იცოდა,
რომ იმ ვარდზე ადრე შენი სიყვარული დასჭკნებოდა“.
ცოტა ხანს მდუმარენი იდგნენ. მერმე ისევ წავიდნენ. ქეთომ
თითქოს თავისთვის გაიმეორა:
– ან შენ გიჟმა რა იცოდა, რომ იმ ვარდზე ადრე შენი სიყვარული
დასჭკნებოდა... ნუ თუ მართლა აგრე ადრე სჭკნება სიყვარული?
– არ ვიცი... მე ჯერ არა მყვარებია... დღევანდლამდის არავინ
მყვარებია.
– ვითომ? დავიჯერო? – და პასუხი რომ არ მიიღო, თავის ცხვირსა-
ხოცს მიეტანა: – დამიბრუნეთ.
– არ მოგცემთ, ესეც ჩემს უბეში დარჩება, – მიუგო ზურაბმა და
ცხვირსახოცი უბის ჯიბეში ჩაიდო.
– ინებეთ, – დაეთანხმა ქეთო, – მაგრამ სამაგიეროს მოვითხოვ.
127 მკითხველთა ლიგა
– ჰო, მართლა... აი ინებეთ.
ზურაბმა ქაღალდში გახვეული ახლადნაყიდი ილია ჭავჭავაძის
ლექსების წიგნი გახსნა, ქიმიური ფანქარი ამოიღო და წააწერა: „ან
შენ გიჟმა რა იცოდა, რომ იმ ვარდზე ადრე შენი სიყვარული დას-
ჭკნებოდა. ზურაბი“.
– ინებეთ, მაგრამ გახსოვდეთ: როცა ამ წიგნს გადაშლით, მე გა-
მიხსენეთ ხოლმე. ქეთომ წიგნი ჩამოართვა და ჰკითხა:
– ილიას ლექსები გიყვართ?
– ლექსებიც მიყვარს, პოემებიც და მოთხრობებიც. ილიას „განდე-
გილი“ მსოფლიო ლიტერატურის პირველ რიგში ჩაგდება.
– საკვირველია. მაგას კი არ მოველოდი, – გაუკვირდა ქეთოს. –
ილია ჯერ შეაჩვენეთ, ახლა კი პირველ რიგში ჩააყენეთ.
– ნუ გიკვირთ, – მიუგო ზურაბმა. – ილია პოლიტიკოსიც არის. ამ
მხრივ ჩვენს შორის გარდუვალი უფსკრულია. ზოგჯერ პოეტი და პო-
ლიტიკოსი ერთმანეთს ებრძვიან ხოლმე, მაგალითად...
და ზურაბმა მოკლედ და ნათლად აუხსნა ქეთოს გარეგნული გა-
ორება ბალზაკის, ანატოლ ფრანსისა და ილიასი. ბალზაკი მტკიცე
როიალისტი იყო, მაგრამ თავისი რომანებით რევოლუციის საქმეს
აკეთებდა. ანატოლ ფრანსი პირუკუღმა იქცევა: მას სოციალისტად
მოაქვს თავი, მაგრამ თავის რომანებსა და მოთხრობებში მხოლოდ
სალონს, ბერსა და ბურჟუას გვიჩვენებს, მუშის და გლეხისა კი ხსენე-
ბაც არ მოეპოვებაო. ილია ავტორია „კაკო ყაჩაღის“, „გლახის ნაამ-
ბობის, „აჩრდილის“, „მუშისა“ და „პარიზის კომუნისა“. და ამავე
დროს კაპიტალის აყვავებას გვიქადაგებსო.
– ჩვენ თაყვანს ვცემთ სამივე მწერალს, როგორც მწერალს, – და-
ასრულა ზურაბმა, – და გაშმაგებით ვებრძვით სამთავ პოლიტიკურ
სოციოლოგიურ მოძღვრებას, და ამ მხრივ ჩვენ ისევე ვერ მოვრიგ-
დებით, როგორც ცეცხლი და ნავთი ვერ მორიგდებიან. – ზურაბმა
მარქსი და ენგელსი დაიმოწმა და ბოლოს ჰკითხა: – ახლა ხომ გა-
იგეთ?
– ახლა კი გავიგე, მიუგო ქეთომ და თითქო შვება იგრძნო. იმიტომ
იგრძნო, რომ ეს თემა – ილიას ვინაობა – ახატნელების ოჯახში გა-
უთავებელ დავას იწვევდა. ანდრია, აკაკი და ნიკო სხვადასხვა მხრი-
დან ეროვნულ კარჩაკეტილობას და უკიდურეს პატრიოტობას უსაყ-
ვედურებდნენ მას, მაგრამ ერთმანეთშიც ვერ რიგდებოდნენ: ან-
დრია სავსებით იზიარებდა ილიას სოციოლოგიას, ხოლო ნიკო და
აკაკი ამავე სოციოლოგიისთვის მზად იყვნენ ჯვარს ეცვათ იგი, სა-
128 მკითხველთა ლიგა
ბოლოოდ კი მას მოღვაწეობას წყალში ჰყრიდნენ და „განდეგილ-
საც“ თან ატანდნენ.
დიმიტრი ორ წყალს შუა იყო გახირული: ცალი ყბით ესარჩლებო-
და და მეორე ყბით ჰგმობდა.
მარტო გრიგოლი იყო ილიას ბრმა მიმდევარი და მზად იყო მის-
თვის სისხლიც კი დაეღვარნა. “ერთ იოტსაც არ დავთმობ, – ამბობ-
და გრიგოლი. – ილია მთლიანია და ურღვეველი ვითარცა რკინის
ბურთი. მე არც „დიმიტრი თავდადებულს“ დავთმობ და ვერც „პარი-
ზის კომუნას“ ჩამოვაშორებ მას, რაც არის, არის, მორჩა და გათავ-
და!
ზურაბმა თითქო ქეთოს ნაფიქრი წაიკითხაო: იყუჩა და დაასრუ-
ლა:
– ამგვარი გაორება, რასაკვირველია, მხოლოდ ფორმალურია,
ნამდვილად კი იგი დიალექტიკურად არის შეკრული, ამიტომ საბო-
ლოოდ ილია ჭავჭავაძე მეტად მთლიანი და განუკვეთელი პიროვნე-
ბაა: ლიბერალია, პროგრესისტია.
ამასობაში ის პაწია სახლიც იპოვეს, რომელსაც ეძებდნენ.
ცხედარი უკვე გაესვენებინათ, ქუჩის ბოლოს სასაფლაოსკენ მიმა-
ვალი ხალხი მოსჩანდა და სამგლოვიარო გალობის გუგუნიც მოის-
მოდა: „მსხვერპლად დაეცით ავბედით ომში“.
ქალაქი თავდებოდა და გორაკები და ოღროჩოღრო იწყებოდა.
– წეღანდელი სისხლი დაგავიწყდათ? – ჰკითხა ქეთოს ზურაბმა.
ქალმა ღიმილით მიუგო:
– სულ დამავიწყდა.
– დღეს საღამოს ცხრა საათზე ქალების ერთ წრეს სხდომა ექნება.
გინდათ თუ არა თქვენც დაესწროთ? – ჰკითხა ზურაბმა.
– რასაკვირველია მინდა, – გაეხარდა ქეთოს.
– სასაფლაოზე მე და თქვენ ერთმანეთს უეჭველად დავშორდე-
ბით, ამიტომ ახლავე მითხარით, ცხრა საათზე სად იქნებით?
– აქედან ჩემს მეგობართან ელო შაბურიშვილთან წავალ და იქ
მოგიცდით. ავჭალის ქუჩაზე ცხოვრობს, N 80.
– აგრე, სწორედ ცხრა საათზე მომელოდეთ, მოვალ და წაგიყ-
ვანთ. ახლა კი თქვენ წინ წადით, აჩქარდით.
– რათა?
– წადით-მეთქი. აგერ იმ კაცთან პატარა საქმე მაქვს და ახლავე
დაგეწევით.

129 მკითხველთა ლიგა


და ერთი მაღალი, გამხდარი, ქერა კაცი ანიშნა, რომელიც ხალხს
ჩამორჩენოდა, მოშორებით გორაკზე მესერთან აყუდებულიყო, პირ-
სახეზე გაზეთი აეფარებინა და ვითომ კითხულობდა.
ქეთო წინ წავიდა. მიდიოდა და დროგამოშვებით უკან იხედებო-
და, როცა იმ უცნობს საკმაოდ დაშორდა, ერთხელ კიდევ მოიხედა
და დაინახა: ზურაბმა გზას გადაუხვია, მცირე აღმართი აირბინა და
ჯიბეში ხელჩაყოფილი, მტკიცე ნაბიჯით გაემართა იმ კაცისკენ.
უცნობმა უცებ დაკეცა გაზეთი, ზურაბს ზურგი შეუბრუნა და სწრა-
ფი ნაბიჯით წავიდა. მალე უკან მიიხედა და რა დაინახა, რომ ზუ-
რაბმაც ნაბიჯს მოუხშირა, თვითონაც აჩქარდა, მერმე თავდაღმა გა-
იქცა და ხევხუვში მიიმალა.
– ვინ იყო? რად გამოუდექით? რად გაგექცათ? – ჰკითხა ზედიზედ
ქეთომ, როცა ზურაბი დაეწია.
– ახრანკის აგენტია. წეღან ამედევნა. ერევნის მოედანთან გზა-
კვალი ავურიე. ახლა აქ მიპოვა. რაკი ერთი ვიცანი, ამას იქით აღარ
ამედევნება.
– მხდალი ვინმე ყოფილა.
– მაშ ვაჟკაცი ჯაშუშად დადგება?
– რა თქმა უნდა, არ დადგება, – დაუდასტურა ქეთომ, – ალბათ მა-
ლე პოლიციას მოიყვანს და თქვენს დაჭერას მოინდომებს.
– სულ ერთია. პოლიცია უიმისოდაც აქ დაგვიხვდება. ახლა კი
სჯობს ერთმანეთს დავშორდეთ, გირჩევთ საფლავთან ახლოს არ
მიხვიდეთ, თორემ ორომტრიალის შუაგულში მოექცევით და ინა-
ნებთ. თუ ცხრა საათზე არ მოვედი, ავშაროვთან მიკითხეთ და იქ
დაგიხვდებით, – ღიმილით დაამთავრა ზურაბმა და მოშორდა.

***

კუკიის სასაფლაოს გზებზე და ბილიკებზე უამრავი ხალხი მოს-


ჩანდა, რომელიც ზევით გორაკებისკენ მიემართებოდა. ქეთომ შე-
სასვლელთან მოზრდილი თაიგული იყიდა, ხალხს გაჰყვა და მალე
უშველებელ ჯგუფს მიადგა, რომელიც საფლავის ირგვლივ შეკრები-
ლიყო. უნდოდა ახლო მისულიყო, მოკლული გმირი ენახა და მისი
კუბო ყვავილივით შეემკო, მაგრამ გზა ვერ გაიკვლია და თაიგული
ერთ მაღალ მუშას გადასცა, რომელიც კუბოსკენ მხნედ იკვლევდა
გზას. მაღლა აწეულმა ქეთოს თაიგულმა ერთ ხანს იარა ხალხში და

130 მკითხველთა ლიგა


შემდეგ მტრის ტყვიით განგმირულ მკერდზე დაესვენა. კუბო ყვავი-
ლებით, დაფნით, კვიპაროსით და განიერი წითელი ბაფთებით იყო
შემკული, რომელზედაც ერთობის ლოზუნგები და მწვავე მუქარა
ეწერა.
ქეთოს იქ ყოფნა ეხამუშებოდა, მას ყოველ მხრივ ათვალიერებ-
დნენ.
ირგვლივ მხოლოდ კოჟიჟიანი ხელები, მუშური პირსახე და სამუ-
შაო ტანისამოსი მოსჩანდა. ეტყობოდა, რომ ხალხი ქარხნებიდან
და სახელოსნოებიდან პირდაპირ აქეთ წამოსულიყო.
ქეთოს მშვენიერი ტანისამოსი, ლაკის ფეხსაცმელი, მისი
ძვირფასი შაპო და ხელთათმანები იმ უბრალო ხალხსაც ეხამუ-
შებოდა. ახატნელის ქალიშვილი გრძნობდა, რომ ის უცხო იყო
უცხოთა შორის და არ იცოდა როგორ გაჰშინაურებოდა მათ და რო-
გორ მოელბო მათი თვალები, სადაც ამ ჟამად უნდობლობა და გა-
ოცება ეწერა. “თავი და თავი ის არის, – გაიფიქრა მან, რომ მეც მარ-
თასავით უბრალოდ ჩავიცვა და ამათთან ერთად მწარე ოფლი ვღვა-
რო“.
ნიკომ მოულოდნელად თავის დას მოჰკრა თვალი, ხალხის ჯგუ-
ფი გამოარღვია და ჰკითხა ქეთოს:
– შენ აქ რა გინდა?
– მეც ის მინდა, რაც შენ გინდა, – მიუგო დამ.
– ტანისამოსი მაინც გამოგეცვალნა. – უსაყვედურა ხალათიანმა
სტუდენტმა. – იქნება დაგემართოს რამე და ჩვენიანები ისევ მე და-
მაბრალებენ. აქ ნუ დგეხარ. აგერ იმ ბექობზე ადი და იქიდან არ და-
იძრა. თუ მოხდეს რამე, მაშინვე მოჰკურცხლე.
– როგორ არა! – იწყინა ქეთომ. – გაქცევა სხვას ურჩიე, მე კი ფეხ-
საც არ მოვიცვლი.
– აგრე იყოს, – გაუღიმა ძმამ, – ნუ გაიქცევი, მაგრამ ნურც აქ დარ-
ჩები. წადი მეთქი. იმ ბექობიდან ყველაფერს დაინახავ.
– ეგეც მართალია, – დაეთანხმა ქეთო და ბექობისაკენ გატრიალ-
და.
შერჩევა თავისთავად მოხდა: აქა-იქ მაღლობებზე ფრთხილი და
დედალი ხალხი დალაგდა, საფლავთან კი მამაცები მოგროვდნენ.
კუბოს ოციოდე პოლიციელი მოჰყვა, ახლა კი ცხენოსანი კაზაკე-
ბის რაზმიც გამოჩნდა.
მოდიან... მოვიდნენ, – ჩაირბინა ყველგან ჩურჩულმა, მაგრამ თო-
ფის სროლას, ხმალთა ტრიალსა და მათრახების სივილს შეჩვეული
131 მკითხველთა ლიგა
ხალხი ახლა აღარ შედრკა, ვინაიდან ადრევე იცოდნენ, რომ კაზაკე-
ბი აქაც დაუხვდებოდნენ და ამიტომ საფლავზე მხოლოდ დაგეშილი
და გულმაგარი ბიჭების სამიოდე ასეულიღა დარჩა. დანარჩენები კი
ფეხაკრეფით გაიკრიფნენ და მატურებსა და ბუჩქებს შეაფარეს თა-
ვი.
კაზაკებმა საფლავის უკან შეაჩერეს ცხენები და ხალხსა და კუბოს
ზევიდან დააცქერდნენ. პოლიციელები უფრო წინ დალაგდნენ. უბ-
ნის ბოქაული მოუსვენრად დარბოდა და ხელქვეითებს ჩუმ ბრძანე-
ბას ურიგებდა.
– გადაეცით ერთმანეთს, – ელვასავით ჩაირბინა ხალხში ჩურ-
ჩულმა, – გადაეცით ერთმანეთს კომიტეტის ბრძანება: თუ ვინიცო-
ბაა მოხდეს რამე, იარაღი არავინ იხმაროს, თორემ პროვოკატორად
ჩავთვლით და აქვე გავათავებთ.
– გადაეცით ერთმანეთს... გადაეცით ერთმანეთს.
ყველას ერთ წუთში გადასცეს და ყველამ სამორჩილოდ მიიღო
იგი.
– ამხანაგებო! – მოესმა უცებ ქეთოს ზურაბის მტკიცე და დინჯი
ხმა.
ქეთომ ქვეით გაიხედა და ერთ მაღალ მატურზე შემდგარი ზურა-
ბი იცნო. უკნიდან მას სვეტი და კვიპაროსი ჰქონდა ამოფარებული,
ხოლო ირგვლივ მუშების მოზრდილი ჯგუფი ეხვია.
– ამხანაგებო! ნათქვამია: ის რკინა სჯობს იმ რკინასა, რომელიც
გასჭრის რკინასა. ორი რკინა უხსოვარ დროიდან სჭრის ერთმანეთსა
და საცაა ერთ-ერთი უნდა გადატყდეს. ერთ მებრძოლს უკვე მუხლი
უკანკალებს. ის თანდათან უკან იხევს და გაავებულ ლომს დაობებუ-
ლი პურის ნაჭრებს უყრის, ჰგონია, მოვატყუებ და დავამშვიდებო,
მაგრამ ლომი სისხლიან ხორცზეა გაზრდილი და პურს არ გიახლე-
ბა. ბრძენს ისიც უთქვამს: კარგი ხარი და კარგი მუშა საღამო ხანს მუ-
შაობას მოუმატებენო. საღამომ უკვე მოაღწია, მებრძოლნი განძვინ-
დნენ და საცაა იმ ერთის მზე აგერ ამ მზესავით ჩაესვენება. ხვალ
დილით კი თქვენი მზე ამოვა, მზე სიმართლის, თანხმობის, ძმობი-
სა და შრომისა, მზე მცხუნვარე, ჯიგრის ფერი, გამფანტველი ბნე-
ლისა, შემმუსვრელი ყველა ქვემძრომთა და მაცოცხლებელი ყველა
ჩაგრულთა, ყველა დევნილთა, ყველა მშრომელთა. იმ სანატრელსა
და აუცილებელ დილას თითქმის ყველანი მოესწრებით. ვეღარ იხი-
ლავს მას მხოლოდ დახუჭული თვალები ამ უბედური გმირისა, ამ კუ-
ბოში რომ ჩაგიჭედიათ და ვერ ეტევა. მაგრამ ის ბედნიერიც არის
132 მკითხველთა ლიგა
იმიტომ, რომ მისი ხსოვნა ყველამ გულში ჩავისახლეთ, მაგრამ ის
იმდენად დიდია, რომ ვერც იქ ეტევა.
ამ დროს ბოქაულმა რევოლვერი დასცალა ზევითკენ. პოლიციე-
ლებმაც ჭახაჭუხი ასტეხეს დაა ხალხს დაერივნენ. ყაზახებმა მათრა-
ხები მოიმარჯვეს და ცხენები დამფრთხალ ხალხზე მიაგდეს. ატყდა
რამდენიმე ქალისა და ჭირისუფალთა კივილი.
– შესდექით! ნუ შეშინდით! ნუ გარბიხართ! – დასჭექა მატურიდან
ზურაბმა.
ქეთომ ზევიდან დაინახა: ლევანი ზურაბს მისწვდა და რაღაცას
ეხვეწებოდა, ყელს უწევდა.
– მომშორდი მეთქი! – მიაძახა ზურაბმა. – ხალხნო, შესდექი! ნუ
გარბიხართ მეთქი!
ლევანი მატურზე ახტა, ზურაბი ხელის-კვრით ჩამოაგდო და თვი-
თონაც გადმოჰყვა. მას მაშინვე ოთხიოდე მუშა შემოეხვია. ზურაბი
გაძალიანდა, მაგრამ იღლიებში შეუსხდნენ და ძალით შეიტაცეს
ბუჩქებში.
წეღანდელი ჯაშუში, ზურაბს რომ აედევნა, ისევ გამოჩნდა. ჯერ
დარბოდა, მერმე ბოქაულს ეცა, ზურაბი დაანახვა და რაღაცას ეჩი-
ჩინებოდა.
ბოქაულმა ორი პოლიციელი გაიყოლა და იქით გაიქცა, საითაც
ჯაშუშმა მიუთითა. ნიკომ, თედომ და რაჟდენმა გზა გადაუჭრეს მათ:
– თავი დაანებეთ, თორემ სისხლი დაიღვრება, – ურჩია ბოქაულს
სტუდენტმა, – ხომ იცით, რომ უსისხლოდ არ დაგნებდებათ.
– შენ ვიღა ხარ? – წამოიძახა ბოქაულმა. – დააპატიმრეთ! – მიაძა-
ხა პოლიციელებს და მეორე მხარეს გაიქცა.
ყაზახები ცხენებს ბუჩქებში და სასაფლაოს ქვებზე დააქროლებ-
დნენ და ვისაც კი მიუსწრებდნენ, მათრახს უჟაპუნებდნენ და გაქცე-
ვას აიძულებდნენ.
ცხედარს და ახალ საფლავს ასიოდე გულმაგარი კაციღა შერჩა.
სამუდამო ორმოს გარშემო რკინის გუნდივით შეკრულიყვნენ და
დაღუპულ თანამებრძოლს რისხვისგან შედედებულ სიჩუმითღა
უგებდნენ ანდერძს, მერმე კუბოს სახურავი დააჭედეს, სამარეში ჩა-
უშვეს და მიწის მიყრას შეუდგნენ.
ქეთომ მართაც დაინახა. ყაზახთა ასისთავმა ცხენი მიაგდო მას-
ზე, მათრახი აღმართა და მიაძახა:
– გაიქეცი, თორემ მოვიდა!

133 მკითხველთა ლიგა


მართამ ქვეიდან აჰხედა მოძალადეს, ხმა არ გასცა და ჭირისუ-
ფალთა გუნდისკენ გაემართა.
– გაიქეცი მეთქი! – მიაძახა ყაზახმა, ცხენი მიატრიალა და ზურ-
გზე მათრახი გადაუჭირა.
ქალი აიკლაკნა, მაგრამ მაინც არ გაიქცა.
– რა გინდა ჩემგან, მხეცო! ნადირო!
ასისთავმა ერთი კიდევ დაჰკრა და პოლიციელს უბრძანა:
– ესეც დააპატიმრე! მართა მაშინვე წაიყვანეს.
ქეთო განძვინდა. ალმოდებულივით დაეშვა ბექობიდან, მალე
დაეწია მართას და გვერდში ამოუდგა. მისდევდა, ქვითინს ძლივს
იმაგრებდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისროდა:
– ახლა კი მესმის. მესმის რატომ ხოცავენ... დანდობის ღირსი არც
არიან: სისხლი, მხოლოდ სისხლი და მეტი არაფერი... მხეცები ყო-
ფილან მეთქი, მხეცს კი მხეცურად უნდა მოექცე.
– გაჩუმდი, არ გაიგოს. – მიუგო მართამ და პოლიციელზე უყო
თვალი, რომელიც მას მისდევდა:
– გაიგოს, რას დამაკლებს! ... სისხლი მეთქი! ... მხეცებო!... ნადი-
რებო! პოლიციელს ქართული არ ესმოდა და ამიტომ ქეთოს ვერა-
ფერს უბედავდა.
ბუჩქების უკან ორმოციოდე პატიმარი იდგა. მათ ხუთი რევოლვერ
ამოღებული პოლიციელი სდარაჯობდა. ქეთომ პატიმრებში ნიკოც
დაინახა და გაშეშდა. ბრაზი დაავიწყდა და იმასღა ფიქრობდა, მარ-
თა და ნიკო რა გზით გადაერჩინა. დიდხანს არ უფიქრია, უცებ იმ პო-
ლიციელს მიადგა, რომელიც სხვებზე უფრო ხნიერი იყო, ცალი
ხელთათმანი გაიხადა და პოლიციელს უთხრა:
– ორი პატიმარი უნდა გაუშვათ. სამაგიეროს აი ამით გადაგიხ-
დით. – და თავის თითზე ანიშნა, რომელზედაც მომსხო ალმასი კრი-
ალებდა.
პოლიციელს თვალები აუპრიალდა. ცოტა მოიფიქრა და ჰკითხა:
– ვინ... რომელი?
– აგერ ის ქალი და ის ვაჟი. ქალს მართა ჰქვიან, ვაჟს კი ნიკო, – და
თვალებით ანიშნა.
– მართა და ნიკო რომელი ხართ? – დაუძახა პოლიციელმა პატიმ-
რებს. – მომყევით! ბოქაული გიბრძანებს.
და სამივეს წინ წაუძღვა. როცა ყველანი ბუჩქნარს მიეფარნენ, ქე-
თომ ბეჭედი მოიძრო და პოლიციელს გადასცა.

134 მკითხველთა ლიგა


– Ну, с богом! ღმერთი იყოს თქვენი შემწე. – დაულოცა გზა პოლი-
ციელმა და უკანვე გაბრუნდა.

***

მართა, წავიდეთ მეთქი, – მეხუთეჯერ ურჩია სასაფლაოზე ნიკომ


თავის ამხანაგს, – ფაიტონით წაგიყვან.
– არ წამოვალ მეთქი, – მეხუთეჯერვე შეუბრუნა ქალმა.
– შენს ზურგზე სისხლმა გამოჟონა. იმ მხეცს უწყალოდ დაუკრავს
მათრახი.
– არა მიშავს რა. მომირჩება და არ კი დამავიწყდება. აგერ ლევა-
ნიც: აქ მო, ლევან! რას აპირებ? რას დარბიხარ? იმ ხალხს როგორ
ვუშველოთ?
– აქეთ-იქით გაიქეცით და ხალხს დაუძახეთ. – ბრძანების კილო-
ზე მიუგო ლევანმა. – ჩვენც პატიმრებში ჩავერიოთ და ოცის მაგიერ
ორასი და ორი ათასი გავხდეთ. ბრალიანსა და უბრალოს ვეღარ გა-
არჩევენ და ყველას გამოუშვებენ. აბა, ნიკო, წინ გაიქეცი და გაისარ-
ჯე.
ყაზახებმა და პოლიციელებმა პატიმართა ჯგუფი რკალში მოაქ-
ციეს და წამოიყვანეს. მაგრამ თანდათან თვითონაც რკალში ექცევი-
ან. დაფანტული ხალხი ნელ-ნელა ისევ თავს იყრის, ყაზახებს გარ-
შემო ერტყმის და,მხნე ჟრიამულით მოსდევს.
ერთი მუშა სახეზე ასულა და ისე ჰკივის, რომ შორეულ უბნებშიც
კი ისმის:
– დაბრუნდით! მოგროვდით! გვიშველეთ!
მოშორებით, მატურების შუა, ზურაბი, თედო და რაჟდენი ჩამდგა-
რან. ეს ნარჩენია თავისთავად შედგენილი შტაბისა. დანარჩენი წევ-
რები შემსრულებლად გადაიქცნენ და სირბილით დაიფანტნენ. და-
ბალი, მოკლეფეხება, მაგრამ მკვრივი, თითქმის მსუქანი, გრუზა, ქო-
სა და მარდი დეპოს მუშა თედო ზურაბს არ უთმობს:
– უნდა დავცხოთ მეთქი! – ფიცხობს ის და ამ აზრს ხელთა ქნევი-
თაც ასაბუთებს – ამათ ორიოდე ყუმბარა და ოციოდე რევოლვერიც
ეყოფათ, თხებივით გავფანტავთ!
– არა მეთქი! – მტკიცედ მოუჭრა ზურაბმა. – უკვე გადაჭრილია.
ხალხი, პატიმრები და ყაზახები ისე აირივნენ ერთმანეთში, რომ
ყველას ერთად დავხოცავთ. მაშ რაც გადავწყვიტეთ, წადი და შეას-

135 მკითხველთა ლიგა


რულე. ეგ ყუმბარები კი სხვა დროს დაგვჭირდება. ან ვინ გითხრა, წა-
მოიღეო.
– ვაი დედასა! – მწარედ შესძახა თედომ და მოშაო მუშტი განიერ
მკერდზე ჩაიბაგუნა. მერმე გატრიალდა, სასაფლაო ქვებზე ჯიხვი-
ვით გადახტა რამდენჯერმე და მიიმალა.
– შენ რაღას ელი? – ჰკითხა ზურაბმა ასოთამწყობს რაჟდენს და
იქვე მდგომს ორ ჭაბუკზედაც ანიშნა. – რატომ ესენიც არ მიდიან?
– თავს ვერ დაგანებებთ, – უპასუხა რაჟდენმა, – ე მანდ არა დაგი-
შაონ რა. ხომ იცი, რომ შენზე ნამდვილი ნადირობაა გამართული.
– მაშ ერთად წავიდეთ. – მიუგო გურგენიძემ და ყველანი მალე შე-
ერივნენ ხალხში, რომელიც სწრაფად მატულობდა.
– წრეში შევიდეთ! მომყევით! – შესძახა ერთ ჯგუფს ლევანმა და
დარაჯების ჯგუფი შეარღვია.
– სად მიხვალ? – ჰკითხა მას პოლიციელმა და ხელი სტაცა.
– მეც ამათი ვარ, რაღა! ერთად ვიყავით და ერთად წავალთ.
– რახან აგრე უნდა, გაუშვი. – გადმოსძახა ბოქაულმა.
– მეც ამათთან ვიყავი!.. მეცა! მეცა! – გაისმა ყოველ მხრივ და
ერთ წუთში პატიმართა რიცხვმა სამჯერ იმატა.
ყაზახებმა და პოლიციელებმა წრე უნებურად გასჭიმეს.
– მეც აქა ვარ, მეც, – წარამარად ისმოდა აქეთ-იქიდან და პატი-
მართა გუნდი თანდათან მატულობდა.
– მოდით! ... მიემატენით!.. – აქეზებდნენ გაუბედავებს ნიკო, მარ-
თა, თედო და მრავალი სხვაც. – ნუ გეშინიანთ, მერმე ჩვენც მოგემა-
ტებით.
შორიდან კი უკვე რამდენიმე მხრივ მოისმის კივილი:
– ხალხნო, გამოდით! გვიშველეთ! მოგროვდით!
უცებ მართამ მძლავრი მაღალი ხმით დასძახა სიმღერა“:
– აღსდექ, ამხედრდი...
მას რამდენიმე ხმა მიეშველა და ერთი წუთის შემდეგ მთელი ქუ-
ჩა აღფრთოვანებით გუგუნებდა:
„აღსდექ, ამხედრდი, ტანჯულო ხალხო, ბედით წყეულო, ტყვევ
სიმშილისა! უკანასკნელი ბრძოლა იწყება და ხალხის ბედიც მით გა-
დაწყდება. საერთაშორისო ძმობა-კავშირით კაცობრიობა აგვიყვავ-
დება“.
– დაიჭით! დააპატიმრეთ! – წარამარად ისროდა დაფრთხალი
ბოქაული, მაგრამ აღარც დამჭერი იყო და არც ის იცოდნენ, რომელი
ერთი დაეჭირათ.
136 მკითხველთა ლიგა
ბოქაული მიხვდა, რომ მან „უწესობის“ ჩასაქრობად გამოგზავ-
ნილმა, უარესი დემონსტრაცია გამოიწვია, მიხვდა და უიმედოდ ჩა-
იქნია ხელი... ახლა იმასღა ლამობდა, რომ ათასი კაცი ორი ათასად
არ გამხდარიყო და ყველა ორი ათასი პატიმრად არ ქცეულიყო. ლა-
მობდა, მაგრამ ამ ზღვაში თვითონაც ნაფოტივით ლივლივებდა და
უკვე იმას ფიქრობდა, თუ როგორ გასულიყო ნაპირს და საკუთარი
თავი, სახელი და ალაგი როგორღა გადაერჩინა.
როცა ვიწრო ქუჩა პატიმრებით გაივსო პირთამდე, ხალხმა უცებ
იხუვლა და ექვსას– შვიდასი კაცი პატიმრად გადაიქცა. ყაზახები და
პოლიციელები დაიქსაქსნენ და ვეღარც ერთმანეთს პოულობდნენ
და ვეღარც ეშველებოდნენ.
ამასობაში ნამდვილი პატიმრებიც დაიქსაქსნენ და ხალხში აი-
რივნენ. ყაზახთა ასისთავმა ბოქაული ძლივს იპოვა და შორიდანვე
შესძახა:
– ნამდვილი პატიმრები სად არიან?
– მე რა ვიცი სად არიან?
მერმე ერთმანეთს დაუახლოვდნენ და აჩურჩულდნენ:
– პასუხს თქვენ აგებთ.
– მე კი არა, თქვენ აგებთ.
– მგონი სჯობია ხელცარიელი წავიდეთ, ვითომც არაფერი მომ-
ხდარიყოს.
– რა თქმა უნდა, რომ აგრე სჯობია.
– არც კი მესმის, რისთვის დავაპატიმრეთ?
– არც მე მესმის. მარტო ერთმა ილაპარაკა და ისიც წაგვივიდა.
– თქვენ რა იცით ის ერთი რამდენად ღირდა! – ოხვრით სთქვა
ბოქაულმა და ბრძანება გასცა, რომ პოლიციელები ერთად მოგრო-
ვილიყვნენ.
– და როცა ხელცარიელმა პოლიციელებმა მარცხნივ გაუხვიეს და
ყაზახებმა კი მარჯვნივ, ხალხში მხიარული ჟრიამული და შეძახილი
გაისმა:
– არ გაუშვათ! დაიჭირეთ! მეტეხში გაგზავნეთ!

***

– ნიკო მართას არ მოშორებია. ახლა მართა მაღლობზე იდგა და


ვიღაცას ეძებდა. ნიკო მიუხვდა და -

137 მკითხველთა ლიგა


– ზურაბი წავიდა, – უთხრა, – გაათავა და წავიდა. დროა ჩვენც წა-
ვიდეთ. ავჭალის ქუჩაზე რომ ჩამოვიდნენ, ნიკომ ფაიტონს დაუძახა.
– ხომ იცი, რომ არ მიყვარს, – სთქვა მართამ და ფეხით წასვლა
დააპირა.
– ვიცი, მაგრამ ზურგზე სისხლი გეტყობა და სირცხვილია.
ეტლში ჩასხდნენ და წამოვიდნენ. მართა დამშვიდებული იყო,
თითქო არაფერიც არ მომხდარიყოს, სტუდენტი კი წეღანდელივით
ფორიაქობდა, თავით-ფეხებამდის თრთოდა და განუწყვეტლივ ლა-
პარაკობდა. მართა განზე იხედებოდა, თითქმის ყურს არ უგდებდა,
და მაშინღა მიიხედა ნიკოსკენ, როცა მან სთქვა:
– ზურაბი ყოვლად უვარგისი ორატორია. კამეჩივით იცოხნება. –
და გაოცება რომ შეატყო მართას, უფრო ფიცხად დაუმატა: – არც
დიქცია უვარგა, არც სიტყვების კონსტრუქცია, არც ხმის მოდულაცია
და არც შთაგონების იერი. დამიჯერე, ყალბი ორატორია მეთქი.
– მე დავას არ ვაპირებ, – ისე ცივად მიუგო მართამ, რომ ნიკომ ხმა
გაკმინდა და შინ მისვლამდის ერთი სიტყვაც აღარა სთქვა.
მართამ იარის შესახვევად დიმიტრისთან შეიხედა, მაგრამ შინ არ
დაუხვდა. ნიკომ ქეთო იკითხა, მაგრამ არც ის დაბრუნებულიყო.
– მაშ დედას, თამარას, ან მოახლეს დავუძახებ, – უთხრა ნიკომ.
– არ მინდა, ნუ შეაწუხებ, – მიუგო მართამ და შინისაკენ გასწია.
ნიკო უარის ნამდვილ მიზეზს მიუხვდა: მართა მათ არ ენდობო-
და. მას არ უნდოდა, რომ ვინმე მათგანს ნამათრახალი ენახა და ეს
ამბავი მთელ უბანში გაევრცელებინა.
სტუდენტმა დიმიტრის კაბინეტში წამალი და არტაშანი მოსძებ-
ნა, მართასკენ გაემართა და ისე შევიდა, რომ კარი არც კი დაუკაკუნა.
და მას არ უნდოდა, რომ ვინმე მათგანს ნამათრახალი ენახა და ეს
ამბავი მთელ უბანში გაევრცელებინა.
სტუდენტმა დიმიტრის კაბინეტში წამალი და არტაშანი მოსძებ-
ნა, მართასკენ გაემართა და ისე შევიდა, რომ კარი არც კი დაუკაკუნა.
მართას ზედატანი უკვე გაეხადნა და სისხლიან ბეჭს სარკეში იშინ-
ჯავდა. ნიკო რომ დაინახა, სახე ალის-ფერად აეწვა, ზედატანი მკერ-
დზე აიფარა და სუსხით ჰკითხა:
– დაუკითხავად შემოსვლას ვინ შეგაჩვია?
– მაპატიე, მართა, – წაილუღლუღა ნიკომ, – ძალიან ვჩქარობდი
და დამავიწყდა.
– თუნდაც გეჩქარებოდეს, მე რა?

138 მკითხველთა ლიგა


– აი, წამალი მოგიტანე . ბეჭზე სისხლი დაგდის და შეგიხვევ. ნუ
გრცხვენიან. განა ამხანაგები არა ვართ?
– ჰო, მაგრამ...
მაგრამ მართას ეჩქარება. დიდუბეში პროკლამაციები უნდა გა-
იტანოს და იქიდანაც ზოგი რამ უნდა წამოიღოს. ბეჭი ეწვის და სის-
ხლი წვეთებად ჩასდის წელში. ამას წინათ მართა ხელში რომ დას-
ჭრეს და დიმიტრიმ მუცლამდე რომ გააშიშვლა, ნიკომ მაშინაც ტიტ-
ველი დაინახა და მართას ეს არც იმდენად ეხამუშა, როგორც მანამ-
დის ეგონა. “მაშ ჩემი მკერდის მნახველს ბარემ ბეჭსაც ვაჩვენებ“ –
გაიფიქრა მან, ნიკოს გაუღიმა და რბილად უთხრა:
– კარგი, შემიხვიე, მაგრამ... – და აღარ დაასრულა.
მართა სკამზე ჩამოჯდა, პერანგის ლურჯი ზორტები ჩამოუშვა და
თეთრი სავსე ბეჭები გაიშიშვლა.
– მხეცი... პირუტყვი, – ბუტბუტებდა ნიკო და სისხლიან ბეჭს სვე-
ლი ბამბით უბანდა, – შენისთანა ლამაზი როგორ გაიმეტა?
– ნიკო, ეგენი არ იყოს...
– რატომ არ უნდა იყოს? ბალღობიდანვე მიყვარხარ და თქმაც
ვერ გაგიბედო?
– ჩვენ ამხანაგები ვართ... რა დროს სიყვარულია!
– ამხანაგები სულ ადვილად გადაქცეულან ცოლ-ქმრად და ისევ
ამხანაგებად დარჩენილან.
– უწინ მაგისთანა ხუმრობა არ იცოდი.
– ხუმრობა? მაშ ჩემი ხალასი სიყვარული ხუმრობა გგონია? მარ-
თავ... ჩემო მათიკოვ!
მათრობელი ტიტველი მხარბეჭით მოხიბლულმა და ქალის იმ
მწვავე სურნელით გაბრუებულმა, რომელიც ყოველ მამაკაცს აღელ-
ვებს ხოლმე, უცებ ორივე ხელი მოჰხვია მართას და მის კისერს ხარ-
ბად დააკვდა ტუჩებით. მართამ გაიბრძოლა, მაგრამ ნიკო ვერ მო-
იშორა. მერმე ორივე ხელი უკან აიქნია, თმებში მისწვდა, ხელიდან
გაუსხლტა, ერთ წუთში გადაიცვა ზედატანი და ცივად სთქვა:
– დაჯექ... დროა მოვილაპარაკოთ.
შერცხვენილი ნიკო მოშლილივით დაეშვა სკამზე და თავი ხე-
ლებში ჩაიმალა.
მართაც ალეწილი იყო. მან ჩამოშლილი ხშირი თმა აიკრიფა, ნი-
კოს თავთ დაადგა, მხარზე ხელი დაადო და წყნარი ხმით დაიწყო:
– დამშვიდდი და ყური დამიგდე. მე კარგა ხანია შეგატყვე, რომ
შენ სხვანაირად დამიწყე ცქერა. შეგატყე და მას აქეთ გერიდებოდი.
139 მკითხველთა ლიგა
– ალბათ იმიტომ მერიდებოდი, რომ შენი ღირსი არ ვიყავი, – უკ-
ბინა ნიკომ.
– აი, ხომ ხედავ: ახლაც იგესლები, ახლაც ამპარტავნობ. შენ ამხა-
ნაგობაც, პარტიაც და სიყვარულიც ამპარტავნობას დაუმორჩილე.
წეღან ჩვენი ცოლქმრობა ახსენე. მე ხუმრობა მეგონა, ახლა კი მარ-
თლა ვხედავ, რომ ზოგჯერ თავდაბლობა ამპარტავნობაზე უარესი
ყოფილა. სად ახატნელი და სად ანტონ ხელოსნის შვილი, რომე-
ლიც თითქმის სამადლოდ გაიზარდა თქვენს კარზე!
– მართავ, ნუ თუ არა გჯერა, რომ შემიყვარდი?
– მჯერა, მაგრამ ერთ რამეს გეტყვი და ნუ გეწყინება. შენ მოუსვე-
ნარი და აფორიაქებული ჭაბუკი ხარ და ამიტომ...
– რასაკვირველია, ზურაბი ჩემზე უფრო დინჯია. – გააწყვეტინა
ნიკო და წამოხტა. – ჩემზე უფრო მტკიცეა, უფრო შეუპოვარია, მე
ჯერ ჭაბუკი ვარ, ის კი უკვე ვაჟკაცია.
– ზურაბს ჯერ თავი დაანებე, – განაგრძო მართამ, – შენ მოუსვენა-
რი და ამპარტავანი ხარ– მეთქი და ამიტომ არა მჯერა, ჩვენი ცოლ-
ქმრობიდან მკვიდრი რამ გამოვიდეს.
– თუ მართლა პირდაპირი ქალი ხარ, ბარემ გამოტყდი და სთქვი:
შენ იმიტომ არ მინდიხარ, რომ ზურაბი მიყვარს-თქო. – ფიცხად შე-
უტია ნიკომ. – გამოტყდი მეთქი, აშკარად აღიარე და გაათავე.
– ისე ჩამციებიხარ, თითქო დანაშაული ჩამედინოს. – ღიმილით
უპასუხა ქალმა და მცირე დუმილის შემდეგ დაუმატა: – დიაღ, ზურა-
ბი გაგიჟებით მიყვარს და იმასაც ვუყვარვარ.
– ახა-ხა! – გესლიანად გაიცინა სტუდენტმა. – ზურაბს ისე უყვარ-
ხარ, როგორც აქამდის ასიოდე ქალი ჰყვარებია.
– ნუ სტყუი!
– კვირაში ორ ქალს იცვლის.
– სტყუი მეთქი!
– თუ ვტყუი, წადი და შენივე თვალით დარწმუნდი. წეღან ქეთო
სასაფლაოზე მიაცილა და ამაღამ ქალების კრებაზედაც ერთად მი-
დიან, შენ კი არაფერიც არ გითხრა. როცა ზურაბის ვინაობას კარგად
გაიგებ, ჩემი ნათქვამი გაგახსენდება, მაგრამ გვიანღა იქნება. ახლა
კი მშვიდობით იყავი, – მედიდურად დაასრულა ნიკომ და კარი მი-
იჯახუნა.
„მაგრამ გვიანღა იქნება, ესე იგი ჩემი იმედი ნუღარ გექნებაო. აი
კიდევ ერთი ნიმუში ნიკოს ამპარტავნებისა და მისი ცუდმედიდური

140 მკითხველთა ლიგა


სიყვარულისა. – გაიფიქრა გაშეშებულმა მართამ. – დამშხამა და წა-
ვიდა“.
და მოშხამული მართა ნელა დაეშვა სკამზე. დიდხანს იჯდა გაშ-
ტერებული, იჯდა და ზურაბისა და ქეთოს ურთიერთობას იგონებდა.
სჩხრეკდა და უფრო მეტად იტანჯებოდა. მერმე საზაფხულო პალ-
ტო გადაიცვა, უბე-ჯიბე ახალთახალი პროკლამაციებით აივსო, ჩა-
ლის შაპო დაიხურა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
უკვე ბნელოდა, როცა ნასაქმარი მართა შინ დაბრუნდა. დაბრუნ-
და, ფანჯარას მიუჯდა და ხელსაქმეს შეუდგა. მუშაობდა და დროგა-
მოშვებით ფანჯრის წინ მავალ მგზავრებს ერთი ახედვით ათვალიე-
რებდა.
შუაღამემ მოატანა. მართა ისევ მუშაობდა.
მამლებმა იყივლეს. მართას შუქი ჩაექრო და მაინც იქვე იჯდა.
მეორეჯერ იყივლეს. მართა ფანჯარას მიყრდნობოდა და
სთვლემდა. ეტლის რახუნი რომ მოისმა, მართამ ფრთხილად გაიხე-
და ფანჯარაში და უცხო მამაკაცი რომ იცნო, შვებით ამოიოხრა, სი-
ამით გაიღიმა, საჩქაროდ გაიხადა, თეთრ ლოგინში ჩაგორდა და მა-
შინვე ჩაიძინა.
მეორე ოთახში კი ნაბრძოლევი ლევანი ხვრინავდა.

141 მკითხველთა ლიგა


X

ზურაბმა დანაპირები შეასრულა და ქეთო ნადირაანთ უბნისკენ


წაიყვანა. ერთ ალაგას ქალმა წაიბორძიკა და სთქვა:
– რა ბნელა! უეჭველად წავიქცევი.
– თუ ნებას მომცემთ... – ჰკითხა ზურაბმა და გაუბედავად წაავლო
ხელი მკლავში.
– მომეშველეთ, თორემ კისერს მოვიტეხ.
ზურაბს ჯერ არც ერთი ქალისთვის არ წაევლო ხელი მკლავში, ახ-
ლა კი ხუთივე თითი ჩასჭიდა და წაიყვანა. ჯერ შეჩვეული არ იყო,
ნაბიჯი ნაბიჯს ვერ ააყოლა და ამიტომ ერთმანეთს ეხეთქებოდნენ.
მიხლამოხლაში ქალის მკვრივი ძუძუ რამდენჯერმე მოჰხვდა ზუ-
რაბს ხელის ზურგზე და მთელი სხეული აუწვა, სისხლი აუდუღა.
– თქვენმა დღევანდელმა სიტყვამ ყველანი აღტაცებაში მოგვიყ-
ვანა. – თქვა ქეთომ.
– სამაგიეროდ ჩემი საქციელი დასაგმობია. ყაზახებს გავექეცი.
– ტყუილს ნუ ამბობთ. გორაკიდან ყველაფერი დავინახე. თქვენმა
ამხანაგებმა მოგიტაცეს, – ძალით წაგათრიეს.
– მაინც დამნაშავე ვარ. არ უნდა გავყოლოდი.
– მაშ ყაზახებისთვის თავი უნდა შეგეკლათ და უიარაღო ხალხის
სისხლიც დაგეღვრეინებინათ? – ჰკითხა ქეთომ. – თქვენ თვითონ არ
გამოაცხადებინეთ, იარაღი არავინ იხმაროსო?
– მართალია.
– მაშ რა უნდა გექნათ? ცხვარივით რომ დანებებულიყავით, შეგ-
ბოჭავდნენ და ავშაროვთან მიგიყვანდნენ. ნუ თუ ეს გინდოდათ?
– მართალი ხართ მეთქი. ამხანაგებს რომ არ გავყოლოდი, დამი-
ჭერდნენ და ქარაფშუტული ვაჟკაცობა გამომივიდოდა. მართა კი
მართლა ვაჟკაცურად მოქცეულა. ყაზახს არ გაჰქცევია. ორჯერ დაუკ-
რავთ მათრახი და მაინც ძვრა არ უქნია ალაგიდან.
– ეგეც დავინახე გორაკიდან. – სთქვა ქეთომ.
– ისიც და ნიკოც დაუპატიმრებიათ, მაგრამ ისევ გამოუშვიათ.
– ვიცი, მაშინვე გამოუშვეს. – დაუმატა ქეთომ და ის კი აღარ უთ-
ხრა, ვისი წყალობით გაუშვეს.
ამასობაში ღრმა არხს მიადგნენ, რომელიც ქუჩის გარდიგარდმო
გაეთხარნათ.

142 მკითხველთა ლიგა


– აქ არხია. არ ჩავარდეთ. – გააფრთხილა ზურაბმა. – აბა, ისკუ-
პეთ.
– არ შემიძლია, ჩავვარდები.
– მაშ ხელით გადაგიყვან. მეტი გზა არ არის. ქეთომ ჩაიცინა და -
– როგორ გადამიყვანთ? – ჰკითხა.
– აი, როგორ, – მიუგო ვაჟმა და უცებ ცალი მკლავი წელზე მოჰ-
ხვია, მეორე ხელი მუხლებში ჩაავლო, ასწია, მკერდზე მიიკრა, არხს
გადააბიჯა და მცირე ხნით შედგა, თითქო ძალას იკრებდაო.
ქეთო უნებურად მოეხვია კისერზე და გაინაბა.
– არ წაიქცეთ. – ჩასჩურჩულა ყურში ქალმა.
– არ გაინძრეთ... ალე ჰოპ!
და როცა ტვირთი გადაიტანა და ფეხზე დააყენა, ვაჟმა და ქალ-
მაც სინანული იგრძნეს იმის გამო, რომ ის თავბრუდამხვევი სიტკბო
მეტად ხანმოკლე გამოდგა და ახლა მხოლოდ მისი ლანდიღა შერ-
ჩათ სისხლში. ორივენი საამურ თრთოლვას გრძნობდნენ და ხმა-
ამოუღებლივ მიდიოდნენ .
– რა ღონიერი ყოფილხართ! – სთქვა ქეთომ. – ბალღივით ამიტა-
ცეთ... ზურაბმა ჩუმად ჩაიცინა.
– მართლა, კინაღამ დამავიწყდა, – თითქო ახლაღა გაახსენდა ქე-
თოს. – ავშაროვს გაუგია, რომ იმ დღეს ჩემს ოთახში დაგმალეთ. ყვე-
ლაფერი დაწვრილებით მიამბო.
– და ალბათ გთხოვათ: გაჩუმდით, თორემ ორივეს დაგვიჭერენო,
– ქეთოს მაგიერ დაასრულა ზურაბმა: – გამოვიცანი თუ არა?
– გამოიცანით, სწორედ აგრე მითხრა, – მიუგო გაოცებულმა ქე-
თომ. – იმ კაცს არაფერი დაემალება, – და დუმილის შემდეგ დაუმა-
ტა: – როგორც ვხედავ, ვერც თქვენ დაგემალებათ.
– ახალი მტერი გამჩენია. – სთქვა ზურაბმა, – თქვენმა მეგობარმა
კლიმიაშვილმა ჯერ გადამარჩინა და ახლა თურმე მოსაკლავად
დამდევს, მაგრამ თითონაც მიფრთხილდეს. ვინ იცის ვინ ვის დაას-
წრებს.
– ნუ თუ მოსაკლავად გაიმეტებთ? – ჰკითხა შეშინებულმა ქალმა.
– თუ თვითონ გამიმეტა, მეტი რა გზა მაქვს, მეც უნდა გავიმეტო.
– ღმერთო ჩემო, მე ორივესთვის სიკეთე მინდოდა და ნიკოს და
ლევანს იმიტომ ვუამბე, ახლა კი ვხედავ, რომ შესაძლოა ჩემმა ფუქ-
სავატობამ სისხლი გამოიწვიოს.
– დაწყნარდით, ჩემო კეთილო ქეთევან. აკი გითხარით: თუ იმან
არა დამიშავა რა, არც მე დაუშავებ რამეს.
143 მკითხველთა ლიგა
ამასობაში გზა დაილია.
ზურაბი ერთ ჭიშკართან შედგა და სიბნელიდან ამომძვრალ უც-
ნობ ვაჟს პაროლი უთხრა.
– ხვალ გათენდება.
– ნამდვილად გათენდება, – მიუგო უცნობმა და გზა დაუთმო, –
ამხანაგო, ზურაბ, მიბრძანდით, საღამო მშვიდობისა.
– გაგიმარჯოს, ამხანაგო.
ზურაბმა და ქეთომ ოდნავ განათებული ეზო გადასერეს, ხუთსა-
ფეხურიანი კიბე აიარეს და ქალებით სავსე ოთახში შევიდნენ.
კედელზე პაწია ლამფა ეკიდა და ისე მკრთალად ანათებდა, რომ
მეორე კუთხეში მჯდომ ადამიანს ვერ იცნობდით.
იატაკზე დაგლეჯილი ფარდაგი ეგდო. ხმელ ტახტზე და რამდე-
ნიმე სკამზე ოციოდე ქალი იჯდა. ზოგი მათგანი კედელს აჰკროდა.
მათ შორის ხუთიოდე მამაკაციც ერია. მეორე ოთახის კარი ღია იყო
და იქიდანაც ათიოდე ქალ-ვაჟი იყურებოდა.
კოლენკორით გადაფარებულს უბრალო მაგიდაზე, რამდენიმე
ბოთლი ლუდი და ლიმონათი იდგა. თეფშებზე დოში, პური, ყველი
და ძეხვი ელაგა. სუფრა ჯერ ხელუხლებელი იყო. იგი უფრო საბა-
ბად გაეშალნათ, რათა პოლიციისთვის ეთქვათ, თუ ვინიცობაა იგი
ამ ჯურღმულს მოაგნებდა: დღეობა გვაქვს და მოვილხინეთო.
სუფრის თავზე ერთი ჭაღარა კაცი იჯდა. ზურაბი და ქეთო რომ
შევიდნენ, მან განზე გაიწია და სთქვა:
– აქეთ მობრძანდით, ამხანაგო ზურაბ!
სხვებმაც მიიწ-მოიწიეს, ტახტზე ორი ალაგი გამოსჭრეს და ზურა-
ბი და მის მიერ მოყვანილი და მათთვის უცნაური ქალი დასხეს.
ქეთომ ჟაკეტი გაიხადა, პანამაც მოიხადა და ძვირფასი სამკაული
და თეთრი ნასთის ზოლი გამოაჩინა, რომელსაც ყველანი დააცქერ-
დნენ. მან მაშინვე შეამჩნია, რომ ზურაბს დიდი პატივით დაუხ-
ვდნენ, ქეთო კი აქაც იუცხოვეს და ალმაცერად გაჩხრიკეს. მან წე-
ღანდელივით იხამუშა მათი გაშტერებული თვალები და გადას-
წყვიტა შემდეგში მდაბიო ხალხში არც ერთი სამკაული აღარ აესხა
და აღარც ძვირფასი კაბა ჩაეცვა. ამიერიდან ქეთოც მუდამ მდაბიო
ხალხში ივლის და მათებრ მდაბიურად იცხოვრებს. “თორემ თავი-
ანთ წრეში არ გამრევენ და ვერც ნდობას მოვიპოვებ“.
ხნიერმა კაცმა კრებას რამდენიმე სიტყვით მიმართა და განაცხა-
და:

144 მკითხველთა ლიგა


– დღეს ორი მოხსენება უნდა მოგვესმინა. ამხანაგ დავითს პირ-
ველყოფილი კომუნიზმი უნდა ეამბნა, ზურაბმა კი უფრო სადღეისო
საგანი აირჩია – ქალის როლი დღევანდელ მოძრაობაში. დავითი
ბოდიშს იხდის: ქალაქიდან სასწრაფო საქმეზე წავიდა და ვერ დაეს-
წრება. ამიტომ ვთხოვთ ამხანაგ ზურაბს... თუ ზედმეტი დრო მოეპო-
ვება, იქნება ინკებზედაც გვიამბოს რამე.
ზურაბს წეღანდელი ფარაჯის მაგიერ საზაფხულო ხალათი ეცვა.
ის მაგიდას მიუჯდა და თავდაბლად განაცხადა:
– მე ეგ თემა არ შემიმზადებია, მაგრამ მაინც ვეცდები ცოტა რამე
გიამბოთ.
ერთ წუთს იყუჩა, ნათელი შუბლი მოისრისა, ტევრ თმაზე გადაის-
ვა ხელი და დინჯი ხმით დაიწყო. მოკლე შესავლის შემდეგ მან მსმე-
ნელებს დალაგებით და მარტივად უამბო ცხოვრება ინკებისა, რო-
მელთაც სამხრეთ ამერიკაში საუცხოვოდ მომართული სახელმწიფო
და ცივილიზაცია შეჰქმნეს. მათი რელიგია – მზის თაყვანისცემა –
ქრისტიანობაზე უფრო ნათელია, უფრო მარტივი და უფრო ადამია-
ნური. მათი ხელოვნება – კერამიკა, ქსოვილები და შენობების ნან-
გრევები – ახლაც აოცებს კაცობრიობას.
ქალაქ კუსკოში დარჩენილი ქვის რამდენიმე სვეტი ათას-ათას
ფუთს იწონის. ინკებს ზეკაცური მოთმინება, შეუპოვრობა და მხნე-
ობა ჰქონიათ. – და ზურაბმა რამდენიმე მაგალითი დაასახელა: – პე-
რუს ერთ-ერთ პროვინციაში წყალსადენი იყო. იგი მთის ტბებიდან
გამოუყვანიათ. მისი სიგრძე ექვსას ვერსამდე იქნება, ესე იგი ტფი-
ლის-ბაქოს მანძილზე მეტი ყოფილა, არხს სიღრმე და სიგანე არ-
შინ-ნახევარი აქვს. მთელი არხი თლილი ქვისგან არის შეკრული.
ინკებს არც ცემენტი ჰქონდათ და არც გაჯი. მიუხედავად, ამისა, ქვე-
ბი ისე ოსტატურად გაუთლიათ და შეუკრავთ, რომ წყალი არსად არ
ჟონავდა.
ინკებს არც მექანიკური ხელსაწყო ჰქონიათ, არც რკინა, არც ფო-
ლადი მოეპოვებოდათ და არც მუშა-საქონელი ჰყოლიათ. ამიტომ,
ცხადია, რომ ეს ქვები შორეული მთებიდან ზურგით უზიდნიათ, სპი-
ლენძის წერაქვით მოუჭრიათ და იმავე წერაქვით უთლიათ.
პერუში მრავალი უგრძესი დაკლაკნილი გვირაბი მოიპოვება. ისიც
წერაქვით არის ნაშენები. მაგრამ საოცარია, როგორ გაუკვლიეს გზა,
როგორ მისცეს სწორი გეზი? მათ დღევანდელი რთული გეოდეზიუ-
რი ხელსაწყო არა ჰქონდათ. მაშასადამე მაშინდელმა ინჟინრებმა

145 მკითხველთა ლიგა


რაღაც იდუმალი ხერხი იცოდნენ, რომელიც თან ჩაუტანიათ საფ-
ლავში.
პერუ ესპანელებმა დაიპყრეს და იქაურობა გააშიშვლეს, გაცარ-
ცვეს და მიწასთან გაასწორეს. დარჩა მხოლოდ უამრავი ნანგრევი,
რომელიც იმას გვიმოწმებს, თუ რა ბრწყინვალე კულტურის შექმნა
შესძლებია კოლექტიურ შრომას და რა ბარბაროსულად დაუნგრევია
იგი კაპიტალისტურ წყობილებას.
შემდეგ ზურაბმა იმ ხალხის სოციალური პოლიტიკური წყობილე-
ბა უამბო და მას პირველყოფილი კომუნიზმი უწოდა.
ყოველ მშრომელ გლეხს ერთი ნაჭერი მიწა ჰქონდა მიჩენილი,
მაგრამ ის მისი მესაკუთრე არ ყოფილა. იგი მხოლოდ სახელმწიფოს
საკუთრებას შეადგენდა. მიწისა და წყლის სარგებლობის წესრიგი
დაწვრილებით იყო შემუშავებული და მას ყველანი ზუსტად და პირ-
ნათლად ასრულებდნენ. მოსავლის ნაწილი, მჭამელის კვალობაზე
ზუსტად გამოანგარიშებული, გლეხს რჩებოდა, დანარჩენს კი სა-
ხელმწიფოს აბარებდნენ, რომელსაც უამრავი საწყობი ჰქონდა ხორ-
ბლეულის, ხილის, ქსოვილისა და ყველაფრისა, რაც კი იმ ქვეყანაში
მოდიოდა და რასაც კი მუშა და ოსტატი ჰქმნიდა.
მოუსავლობის დროს ხალხი ამ საწყობიდან იკვებებოდა. იქ იმ-
დენი დოვლათი იყო დაგროვებული, რომ ხალხს რამდენიმე წელი-
წადს ეყოფოდა. ამოდენა მარაგის წყალობით, რაც გინდ მოუსავ-
ლობა ყოფილიყო, შიმშილი მაინც არ ყოფილა და ვერც იქნებოდა.
არისტოკრატების გარდა მთელი მოსახლეობა თანაბრად ცხოვრობ-
და. ყველას ჰქონდა საცხოვრებელი მინიმუმი, ავადმყოფს და ინვა-
ლიდს მუდმივი დახმარება ეძლეოდა, ხოლო წარმოება სასტიკ კონ-
ტროლს ექვემდებარებოდა.
ყოველი საზოგადო საქმე – გზა, ხიდი, არხი, შენობა და ამგვარი
რამე – ბეგარით კეთდებოდა. ბეგარაზე უარს ვერავინ გაბედავდა.
მაშინდელი ესპანელები სწერენ: იქაური ხალხი ევროპელებს
სულ არა ჰგავსო. ევროპელები საშინელმა გადასახადმა და ფეოდა-
ლების ბეგარამ წელში გაწყვიტა და მონად აქცია, პერუანელები კი
შრომის უნარით, სიხარულით და სასიცოცხლო ხალისით არიან გაჟ-
ღენთილიო. მიუხედავად ამისა – განაცხადა ზურაბმა – აქაურ მშრო-
მელ ხალხს არისტოკრატია ჰყავდა, რომელიც მან ვერ მოიშორა კის-
რიდან. პერუანელები მორჩილი ხალხია, მეტისმეტად მორჩილია
და უბედურებაც სწორედ ეს არის: როცა ესპანელებმა პერუ დაიპ-

146 მკითხველთა ლიგა


ყრეს, ხალხი ისევე ადვილად დაემორჩილა მათ, როგორც საკუთარ
არისტოკრატიას ემორჩილებოდა.
ბოლოს ზურაბმა ინკების წესწყობილებას მოსაწონი მოუწონა,
დასაწუნი დაუწუნა, იგი მომავალ კომუნიზმს შეადარა, მარქსის და
მორგანის, ენგელსისა და მაკ-ლენანის ნაწერიდან ნაწერიდან რამ-
დენიმე ალაგი დაასახელა და განაცხადა: ინკებსაც და აცტეკებსაც
ჩრდილო-ამერიკელ ინდოელების ბედი მოელის. ევროპულმა ცივი-
ლიზაციამ, ესე იგი კაპიტალიზმმა, იქაური ხალხი თითქმის სულ
მოსპო. მათი უკანასკნელი მემკვიდრენი მოძრავ მუზეუმებში დაჰ-
ყავთ და ხალხს აჩვენებენ. გადაშენების გზაზე დამდგარი ხალხი
სხვაგანაც მოიპოვება. ისინიც განწირული არიან და მათი გადარჩენა
მხოლოდ და მხოლოდ სოციალიზმს შეუძლიანო.
ზურაბმა დაასრულა და წყალი მოსვა. აქეთ-იქიდან რამდენიმე
შეკითხვა მისცეს. მან საფუძვლიანი პასუხი გასცა და მეორე თემაზე
გადავიდა.
აქამდის მომხსენებელი გამოცდილ ლექტორს ჰგავდა, რომელიც
თავიდანვე ორივე ხელით იპყრობს ხოლმე თავის საგანს და რო-
მელსაც დინჯად და უბორძიკოდ მიჰყავს იგი, ახლა კი ლექტორი
შთაგონებულ მოქადაგედ გადაიქცა. მისი დინჯი პათოსი თანდათან
ნიაღვარივით მოასკდა, ის ბნელი და მცირე ოთახი დღევანდელო-
ბისადმი მძულვარებითა და ხვალინდელობისადმი უღრმესი რწმე-
ნით გაავსო. წეღანდელ ლექტორს ახლა მაღალი ტრიბუნა, ცხენის
საჭენებელი მოედანი და ასი-ათასი მსმენელი სჭირდებოდა, ცხადი
იყო, რომ ზურაბი მას რამდენიმე წუთში დაიპყრობდა, რკინის ნა-
ჭერსავით შეჰკრავდა და კარიბჭეს შეანგრევინებდა.
მაგრამ ასპარეზი და ასი ათასი მსმენელი არსად იყო. ზურაბიც
ხედავდა ამას და ამიტომ თავის გრძნობა ნებისყოფას დაუმორჩილა
და ალაგმული მერანივით წააყვანინა. მომხსენებელი სხვასავით
ლამაზ სიტყვებს არ ჰკინძავდა, გარეგნულ სამკაულს ერიდებოდა,
ორატორულ ორნამენტს გაურბოდა და მსმენელთა გრძნობას რწმე-
ნის ძალით და სადა სიტყვებით უფრო ღრმად სწვდებოდა და სავსე-
ბით იმორჩილებდა. ყველაზე მეტ შთაბეჭდილებას მისი დინჯი,
შთაგონებული კილო და ის შინაგანი ცეცხლი ახდენდა, რომელიც
უალოდ ღვიოდა ნაღვერდალივით და მსმენელსაც ედებოდა.
მან მატრიარხატის ეპოქიდან დაიწყო, შემდეგ მონობისა და ფე-
ოდალიზმის ხანაზე გადავიდა, ბოლოს კაპიტალისტურ ეპოქაში
გადმოვიდა და რამდენჯერმე დაიმოწმა მარქსი, ლენინი.
147 მკითხველთა ლიგა
გაბატონებულ კლასს ქალი მუდამ მონობაში ჰყავდა. ის მხოლოდ
სიტკბოების წყარო და ჯიშის გამგრძელებელი ქარხანა იყო და მეტი
არაფერი.
აღებ-მიცემაში ქალი და ჩვეულებრივი ნივთი თანაბრად გადი-
ოდა.
მაჰმადიანობამ ქალი შავ სუდარაში გაჰხვია, ქრისტიანობამ კი
მრუშობის წყაროდ დასახა და შეაჩვენა.
საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ ქალს ფორმალური თანასწო-
რობა მიანიჭა, ბურჟუაზიამ კი ესეც გააუქმა და სახეცვლილი მონობა
აღუდგინა. მან საშინელი უღელი დაადგა ქალს: იმის ბიოლოგიურ
თავისებურებას ანგარიში არ გაუწია და უმძიმეს მუშაობაში მამაკაცს
გაუთანასწორა. იქაური ქალი მტვირთველად მუშაობს – ხუთფუთი-
ან ტომრებს ეზიდება, ის ქვესკნელში ჩადის, მაღაროს სთხრის, დღე
და ღამეს მინდორში ასწორებს.
დეგენერატი ნიცშე ზოგ გადარეულს ახალი წინასწარმეტყველი
ჰგონია, ნამდვილად კი მისი მოძღვრება ქალს უწინდელზე უარეს
ხუნდებს უმზადებს.
ახლა ზოგი გზააბნეული ჭაბუკი ავადმყოფ ჭაბუკს ოტო ვაინინ-
გერს აჰყოლია, რომელსაც ქალთმოძულეობაში მხოლოდ შოპენჰაუ-
ერი, იეზუიტნი და საჭურისნი თუ შეედრებიან.
ყველაზე საოცარი ის არის, რომ ამგვარ შავრაზმულ აზრს ყველა-
ზე ხშირად ის ხალხი იმეორებს, ვინც დღედაღამ ღვთისმშობელს,
ჟანა დარკს, წმინდა ნინოს, თამარ მეფეს, და ქეთევან წამებულს
ლოცულობს.
– ქალის როლი პოლიტიკურ ისტორიაში დასაბამიდანვე მოსჩანს,
თუნდაც ივდითი გაიხსენეთ. ნაბუხოდონოსორის სარდალმა ოლო-
ფერნმა ებრაელთა ერთ ქალაქს ალყა შემოარტყა. ვინმე მანასეს
მზეთუნახავმა ქვრივმა ივდითმა თავი გასწირა: მტრის ბანაკში გავი-
და, ოლოფერნი მოხიბლა და დანებდა. როცა ოლოფერნმა გული
იჯერა და ჩაიძინა, ივდითმა მისივე მახვილით მოჰკვეთა თავი და
გამოიპარა. უმეთაურო ლაშქარმა ებრაელებს ვეღარ გაუძლო და გა-
იქცა. სად არის დედააზრი ამ ლეგენდისა? ივდითმა თავისი უბიწო
სახელი და მშვენიერი სხეული საბილწავად მისცა მტერს და სამა-
გიეროდ სამშობლო ქალაქი და მშრომელი ხალხი იხსნა. – სთქვა
ზურაბმა და ქეთოს დააცქერდა, რომელიც მოხიბლულივით იჯდა
და თავის ახალ მეგობარს და მასწავლებელს თვალს არ აშორებდა.

148 მკითხველთა ლიგა


– ესე იგი, მიზანი თვითონ მიზანია, საშუალება კი თითქმის არა-
ფერია, – განაგრძო ზურაბმა. – ვისაც ჩვენი მიზანი ღრმად სწამს და
ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი, ის არავითარ საშუალებას არ მოერი-
დება და ყველაფერს გასწირავს.
ივდითის მსგავსი გმირი ისტორიაში მრავალი მოიპოვება და
ორატორმა გაიხსენა მონა ვანა, დიმიტრი თავდადებული, ჟანა დარ-
კი, ხევის ბერი გოჩა, მოვალეობისათვის ათიოდე სხვა თავგანწირუ-
ლიც და ეს მაგალითები ასე განმარტა:
– თავისთავადაც ცხადია, რომ ისინი ჩვენი გმირები არ არიან.
მათ საკუთარი კლასობრივი მიზანი ჰქონდათ და ამ მიზნის საკურ-
თხეველზე თამამად სწირავდნენ თავიანთ სიცოცხლეს. ჩვენც ჩვენი
კლასობრივი მიზანი გვაქვს და ამ მიზანს უკვე მრავალმა მილიონმა
შესწირა პირადი ბედნიერება, სიყვარული, მიწიერი სიტკბოებაც და
სიცოცხლეც.
შემდეგ მრავალი წამებული დაასახელა, ქალების სახელი და გმი-
რობა დაწვრილებით აღნიშნა და ოდნავ აუწია ხმას:
– ახლა დეკაბრისტების ცოლები გაიხსენეთ. სიმდიდრე-ფუფუნე-
ბაში აღზრდილი ქალი თავს ანებებს თავის წრეს, მეგობრებს, ნათე-
სავებს, კულტურულ გარემოს, ნებაყოფლობით გამოდის შეჩვეულ
სასახლიდან, იხდის ძვირფასს სამოსელს და კატორღელ ქმარს მის-
დევს, იქ ბნელ ქოხში სახლდება, ხამ ტანისამოსს იცვამს, თვითონვე
რეცხავს, თვითონვე ჰკერავს, თვითონვე ხარშავს და ქმართან ერ-
თად ოცდაათ წელიწადს უმძიმეს უღელს და რკინის ბორკილს ეზი-
დება. ქრისტეს მოსავი ამგვარი ქალები წმინდანად ჩარიცხეს, მაშ
ესენიც ხომ ახალნაირი წმინდანები და წამებულნი არიან, და მათი
სახელი კაცობრიობის ხსოვნაში უკუნითი უკუნისამდე დარჩება. უკ-
ვდავთა რიგში დგანან ტრეპოვის მკვლელი ვერა ზასულიჩი და სენა-
ტორის ქალიშვილი – ალექსანდრე მეორის მკვლელობის მონაწილე
სოფიო პეროვსკი, რომელიც სანაქებო ვაჟკაცივით ავიდა სახრჩობე-
ლაზე.
ზურაბმა კიდევ რამდენიმე ამგვარი მაგალითი დაასახელა და და-
ასრულა:
– ქალს მხოლოდ სოციალიზმი იხსნის კაპიტალისტურ ტყვეობი-
დან, მას მხოლოდ ჩვენ ამოვიყვანთ მაღაროდან, მხოლოდ ჩვენ
მოვხსნით ხუთფუთიან ტვირთს, მხოლოდ ჩვენ მოვსპობთ როსკი-
პობას. ყოველნაირ ჩაგვრას, ქალის ნაშრომის მითვისებას, ჩვენ გა-
ვახორციელებთ ნამდვილ თანასწორობას, და ჩვენ და მხოლოდ
149 მკითხველთა ლიგა
ჩვენ გადავაქცევთ ქალს ნამდვილ დედად, ცოლად, დად და მეგობ-
რად. ამხანაგო ქალებო! საამისო ჟამი დგება. რუსული ბასტილია
ირღვევა და საცაა ჩამოინგრევა. მხოლოდ ერთი იერიშიც, ერთი
მძლავრი შეტევაც და გამარჯვებაც თქვენს ხელთ იქნება.
ოდნავ ფერმიხდილი ზურაბი დაჯდა. აქა-იქ ტაში გაისმა, მაგრამ
თავმჯდომარემ სუსხიანად ჩაახშო იგი. აფრთოვანებული ქალები
წამოცვივდნენ, ზურაბს შემოეხვივნენ, ხელს ართმევდნენ, მეგობრუ-
ლად უღიმოდნენ და მადლობას უხდიდნენ.
– მშვენიერია... საუცხოვოა... დიდებულია...
ქეთო ალაგიდან არ დაძრულა. ისევ მოჯადოებულივით იჯდა და
თავის ჯერს ელოდა. მას არ უნდოდა სხვებივით საერთო აფრთოვა-
ნებაში ჩაერთო თავისი სათუთი გრძნობა, არ უნდოდა იგი დაეხურ-
დავებინა და უფერულ ექნა. მისი ჯერი მაშინ მოვიდოდა, როცა ზუ-
რაბი გააცილებდა მას და წეღანდელივით სადმე ბნელ ქუჩაში მარ-
ტო დარჩებოდნენ. ქეთო იქ გადაუხდის მადლობას, მადლობას გა-
დაუხდის და კიდევ რაღაცას ეტყვის...
ჰო, მართლა: რას ეტყვის ქეთო ზურაბ გურგენიძეს? ის ჯერ ჰკით-
ხავს: რად დააშტერდა ზურაბი მას სწორედ მაშინ, როცა ივდითზე
ლაპარაკობდა? რად მიუბრუნდა მას მაშინაც, როცა დეკაბრისტების
ცოლები და სოფიო პეროვსკი გაიხსენა?
„მგონი ზურაბი მეკითხებოდა თვალებით: ვისი როლი უფრო გე-
ხერხება, ქეთო: ივდითის, პეროვსკისა თუ დეკაბრისტის ცოლისა?
ივდითისა – სახელოვანი ჩირქია, პეროვსკისა – სახელოვანი სიკვდი-
ლია, დეკაბრისტის ცოლისა – სახელოვანი წამებაა. მაშ რომელი
სჯობია? რომელს უფრო მოვერევი?“ – ჰკითხა ქეთომ თავის თავს
და პასუხი ვერ გასცა. მერმე აბეზარი აზრის გასაფანტავად და გასაგ-
რილებლად აივანზე გამოვიდა და სიბნელეში გაიარ-გამოიარა.

***

ზურაბი გვიან გამოვიდა.


– ქალბატონო ქეთევან.....
– აქა ვარ.
ზურაბმა მკლავში ხელი გაუყარა, კიბეზე ჩამოიყვანა და უთხრა:
– თავი ძლივს დავაღწიე. ვუთხარი, მეტად საჭირო საქმე მაქვს-
მეთქი და წამოვედი.

150 მკითხველთა ლიგა


– რა საჭირო საქმე გაქვთ? – ქალური ცბიერებით ჰკითხა ქეთომ.
– შავი გედი უნდა გავაცილო. ესეც ხომ საქმეა?
– გზას მეც ვიპოვი, – არა ცხრებოდა ქალი.
– არხზე ვინღა გადაგიყვანდა? – მოუჭრა ზურაბმა. ქეთომ პასუხის
ნაცვლად სხვაგან გადაუხვია:
– გახსოვთ თუ არა, ერთხელ რომ გითხარით: თქვენც პოეტი
ხართ და უდიდესი წითელ პოემას სწერთ-მეთქი?
– მახსოვს.
– დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მაშინ მართალი მით-
ქვამს, მართლა დიდი პოეტი ყოფილხართ.
– ღმერთმანი არ ვიცი, თქვენი ნათქვამი ვიწყინო თუ ქათინაურად
მივიჩნიო.
– მე შუქურაულს ხომ არ გადარებთ? – მიუგო ქეთომ. – შესაძლე-
ბელია ერთი რითმაც არა გქონდეს დაწერილი და მაინც დიდი პო-
ეტი იყო. მე მხოლოდ შთაბეჭდილებისა და გატაცების ძალას ვგუ-
ლისხმობ. აქაც და სასაფლაოზედაც დიდი შთაგონებით და უღრმე-
სი რწმენით ლაპარაკობდით. ყოველი თქვენი სიტყვა დამწვარივით
ჩამრჩა გულში. მე არ მეგონა, რომ ამავე დროს ესოდენ სიდინჯეს და
ჩაგონების უნარს გამოიჩენდით. თქვენისთანა ორატორი ჯერ არ მი-
ნახავს.
– მე კი მეგონა, რომ სიდინჯეს ნაკლად ჩამითვლიდით. – მიუგო
ზურაბმა. – ქალებს, სტუდენტებსა და პოეტებს აფორიაქებული პა-
თოსი უყვართ.
– მე პირადად ქადაგად დაცემული ორატორი არ მომწონს. ჩალა-
სავით აგაპრიალებს და მაშინვე ჩაგაქრობს. მაგრამ საქმე ეს არ
არის. ერთხელ გაკვეთილის დროს ჩვენი ინსტიტუტის მღვდელს
ვკითხე: ჩემ მოძმეს რომ სასიკვდილო ხიფათი მოელოდეს და მე
რომ ივდითივით მოვიქცე და დავიხსნა, ეს საქციელი ცოდვაში ჩა-
მეთვლება, თუ მეპატიება-მეთქი? მღვდელი გაწითლდა. მერმე
მკითხა: თავი უნდა მოსჭრა ვინმეს? მე მივუგე: ვთქვათ საქმე უსის-
ხლოდ გავათავე. ერთი ღამე რა დიდი საქმეა-მეთქი!
– მართლა აგრე უთხარით? – გაუკვირდა ზურაბს.
– მართლა აგრე ვუთხარი, ფიქრით კი სხვანაირად ვფიქრობდი.
იმან მიპასუხა: ივდითივით თავის განწირვა მარტო მეფისთვის და
სამშობლოსთვის შეიძლებაო. მერმე ინსტიტუტის გამგე ქალმა და-
მიბარა, ფუქსავატობისთვის გამკიცხა და კიდეც დამსაჯა.

151 მკითხველთა ლიგა


– თქვენა სთქვით, სხვანაირად ვფიქრობდიო, – უთხრა ზურაბმა.
– მაშასადამე ივდითი გმირად არ მიგაჩნიათ.
– როგორ არა, მაგრამ მაგ როლს პირადად მე ვერ შევასრულებ-
დი... ძალიან გამიძნელდებოდა.
– რა უფრო ძნელია, შენს მტერს დანებდე, თუ თავი მოსჭრა მას? –
მოურიდებლად ჰკითხა ზურაბმა.
ქეთომ იგრძნო, რომ გაწითლდა. მცირე ხანს იყუჩა და ჩუმად მი-
უგო:
– ორივე ძნელია, – და სწრაფად დაუმატა: – დეკაბრისტის ცოლი-
ვით ციმბირში წასვლა უფრო ადვილია.
– აგრეა, – მაშინვე დაეთანხმა ზურაბი. – მაგრამ უფრო ადვილია
მტერს ცოლად გაჰყვე, ქმარს თავი არ მოსჭრა, შენს მიზანს იქიდან
სხვანაირი ხერხით ემსახურო, და განუზომელი სარგებლობა მოუტა-
ნო მას. აგრეა თუ არა?
– რა თქმა უნდა, რომ აგრეა, – დაუდასტურა ქეთომ და მოუფიქ-
რებლივ ჰკითხა: – რატომ აქამდის ცოლი არ შეირთეთ?
– რა მეჩქარება! სულ ოცდაექვსი წლისა ვარ, მეტისა კი არა, ნამ-
დვილი მიზეზი მაინც სხვა რამ არის. ჩემისთანა ადამიანი შეწი-
რულს ჰგავს. ის სანამდის მარხულობს და ფეხშიშველი დადის, მა-
ნამ იმის ხატს ზვარაკს არ დაუკლავენ.
– ახლა თქვენ ამ მხრივ მართლა შეწირულს ჰგევხართ, მერმე კი
შესაძლებელია ზვარაკად გადაიქცეთ.
– სწორედ რომ აგრეა, – მოუწონა ზურაბმა. – თუ დამიჭირეს, ზვა-
რაკად მაქცევენ. ჩვენ თვითონვე ავართვით ჩვენივე თავს უფლება
დაქორწინებისა. თუ დაგვიჭირეს, კატორღა არ აგვცდება. განა ჩვენი
პირადი ტანჯვა არ გვეყოფა, რომ ცოლ-შვილის დარდიც არ მოვიმა-
ტოთ?
– მაშ სიყვარული? – გაუბედავად ჰკითხა ქეთომ.
– სიყვარული უზენაესი პირადი ბედნიერებაა, ეგ ჩვენ ვიცით, მაგ-
რამ მკვიდრი სიყვარული საჩვენოდ არ არის გაჩენილი და მაგის-
თვის არც ჩვენა გვცალიან. დღეს აქა ვართ, ხვალ ციმბირში, ზეგ ცი-
ხეში და მაზეგ სადმე ჯანდაბაში გვიკრავენ თავსა.
– სიყვარული-მეთქი?
– საცა რა ხილიც შეგვხვდება, იმას მოვკრეფთ და გიახლებით.
– დამპალსაც მიირთმევთ ხოლმე?
– ბედი ზოგჯერ დამპალსაც მოგვიყრის ხოლმე. ჩვენ ვცდილობთ
დამპალს მოვერიდოთ და ჯანსაღი ხილი ავარჩიოთ. მაგრამ... ბო-
152 მკითხველთა ლიგა
ლოს და ბოლოს იმას შევჭამ ხოლმე, რაც ხელთ მომხვდება. ახლა
ხომ ხედავთ რა პირდაპირი კაცი ვყოფილვარ. პატივსა გცემთ და
ამიტომ არაფერსაც არ გიმალავთ.
– პატივს მცემთ და ამიტომ განგებ ცდილობთ თქვენი თავი შემა-
ზიზღოთ, – ნაწყენ კილოზე ჩაილაპარაკა თავჩაღუნულმა ქალმა და
ნაბიჯს მოუხშირა.
ამასობაში არხს მიადგნენ. ზურაბმა წეღანდელივით გადაიყვანა
ქეთო, მაგრამ მაშინდელივით ერთი წუთითაც არ შემდგარა, არც
„ალეჰოპ“ დაუძახია და აღარც ქეთო მოჰხვევია კისერზე. ზურაბმა
ცივად აიყვანა, ცივად გადასვა და გზაც ცივად განაგრძეს. წეღანდე-
ლი ცეცხლი ორივეს ვიღაცამ თუ რაღაცამ ჩაუქრო.
– ჩემ მეგობრად გთვლით და ამიტომ არაფერიც არ დაგიმალეთ-
მეთქი, – გაახსენა ზურაბმა.
– მეგობრად მთვლის... ისევ მეგობარი! – უფრო მწარე კილოზე
ჩაიბურტყუნა ქეთომ და დადუმდა.
– ყური მიგდეთ, – დაიწყო ზურაბმა და მკლავზე ხელი მიატანა.
ქეთომ მკლავი გამოსტაცა და დაწინაურდა. ზურაბი დაეწია, ალა-
პარაკდა და მის კილოს უფრო მეტი სილბო და გულწრფელობა და-
ეტყო.
გურგენიძე საყვედურს საყვედურზე აყრიდა: ქეთოც ჩვეულებრივი
ინტელიგენტი გამოდგა. ისიც ვულგარული აზროვნების ტყვე ყოფი-
ლა: ქეთომ უნდა შეიგნოს, რომ ზურაბი და მისი მეგობრები არც ბე-
რად შემდგარან და არც იმ ხალხს ჰგვანან, ვინც ათასი წინაპრის საქ-
მეს ასრულებს: იბადება, მწიფდება, ცოლს ირთავს, შვილებს აჩენს,
ჰკვებავს, დღედაღამეს ასწორებს, უსამართლობის უღელს მშვიდად
ეზიდება და მშვიდადვე კვდება. ხალასი სიყვარული ზურაბსაც სწყუ-
რიან, კიდეც შეუძლიან, მაგრამ -
– მაგრამ რა დროს ეგ არის! – ეუბნება ზურაბი.
„აგრეა, მართალია! – გულში ეთანხმება ქეთევანი. – რა დროს ეგ
არის! ესენი დედამიწას აზანზარებენ, ხალხი ბაბილონის ტყვეობი-
დან გამოჰყავთ. მთელ რუსეთს ცეცხლი უკიდია, ხალხი სისხლისგან
იცლება, ბასტილია ინგრევა და მის ალაგას თავისუფლებას და ბედ-
ნიერებას ისეთ ძეგლს აუშენებენ, რომელიც სიზმარშიც კი არავის
მოლანდებია. მე კი – ღმერთო ჩემო, რა რიგ დავკნინდი! – მე კი ამ
კაცისგან დაყუდებულის უმანკოებას მოვითხოვ“.
– თქვენ ჩვენს ცხოვრებას ვერც კი წარმოიდგენთ, – განაგრძო ზუ-
რაბმა, – ჩვენზე ასი ათასი მონადირე ნადირობს. ნადირი სოროს
153 მკითხველთა ლიგა
მოსძებნის, თავის ბუნაგში შეიხიზნება და გადარჩება, ჩვენ კი ბუნა-
გიც არას გვიშველის. ზოგჯერ მაწანწალას ბედიც კი შემშურდება
ხოლმე. ის თავშესაფარში შაურს გადაიხდის და არხეინად დაიძი-
ნებს, ჩვენ კი ძილში ცალი თვალი გახელილი გვაქვს და ყოველ დღე
კატორღას და სახრჩობელას მოველით. მე თავს არ გაბრალებთ.
ამას აზრადაც ნუ გაიტარებთ. მე მხოლოდ მინდა შეგაგნებინოთ,
რომ ასეთ თავგანწირულსა და გავარდნილ ადამიანს უბიწობა არ
მოეთხოვება.
– მართალია, მართალი! – გამოტყდა ქეთო და ზურაბს თვითონვე
გაუყარა მკლავში ხელი. – მაპატიეთ, დაივიწყეთ. მე ქარაფშუტა ქა-
ლი ვარ და მეტი არავინ.
– არა, ქეთევან, ტყუილად ნუ იდებთ ბრალს. – ანუგეშა ზურაბმა
და ხელზე ხელი გადაუსვა. – თქვენ ქარაფშუტა კი არა ხართ, არა-
მედ...
– არამედ?
– არამედ ქალი ხართ, ნამდვილი ქალი ხართ, მორჩა და გათავ-
და!
ქეთომ თანახმაა: მორჩეს და გათავდეს! ასეთ სისულელეს აღარ
წამოროშავს. ამაზე ხმასაც ნუღარ ამოიღებენ, ახლა კი-
– ახლა დროა მიამბოთ: ვინა ხართ? საიდან ხართ? ამ მხრივ
თქვენი ვინაობისა არაფერიც არ ვიცი.
კეთილი და პატიოსანი. სულ ადვილი საქმეა. ზურაბი თავის
ცხოვრება-ვინაობასაც უამბობს.
– მე ბორჯომში დავიბადე, – დაიწყო ზურაბმა, – ალბათ თქვენც
გეცოდინებათ, რომ ბორჯომის უზარმაზარი მამული უწინ ავალიშ-
ვილებისა იყო, მერმე რომანოვებმა დაიჩემეს. დიდძალი ფული და-
ხარჯეს, რკინის გზა გაიყვანეს და დიდ კურორტად აქციეს.
– ვიცი, ვყოფილვარ – გააწყვეტინა ქეთომ.
– მეც ვიცი, რომ ყოფილხართ, – მიუგო ზურაბმა. – თქვენ და ავშა-
როვმა შარშანდელი ზაფხული იქ გაატარეთ. მეც რამდენიმე დღით
ამოვედი და ორიოდეჯერ თვალი მოგკარით. ვისაც თქვენი სახე და
ეგ თეთრი ნასთი ერთხელ მაინც უნახავს, იმას არასოდეს არ და-
ავიწყდებით. მხოლოდ ის არის, რომ თქვენი გვარი არ ვიცოდი.
ზურაბის მამა საუკეთესო ზეინკალი იყო. ბორჯომის მამულს ემ-
სახურებოდა და შინაც მუშაობდა. იშვიათად შეჰხვდებოდა ისეთი
საქმე, რომ ვერ დაეძლია. ზურაბი იქაურ ოთხკლასიან სკოლაში
სწავლობდა და თავიდანვე მასწავლებელთა საყვარელ მოწაფედ
154 მკითხველთა ლიგა
ითვლებოდა. ხუთზე ნაკლები არც ერთი ნიშანი არ მიუღია. გარდა
ამისა, თავის ტოლებში საუკეთესო მოკრივე, მოჭიდავე, მოცურავე
და მომღერალი იყო.
სკოლა რომ დაასრულა, დირექტორმა ქალაქში ჩამოიყვანა და...
– სასულიერო სასწავლებელში მიმაბარა, – სიცილით სთქვა ზუ-
რაბმა. ქეთომაც ჩაიცინა.
– მართლა რომ სასაცილოა, – სთქვა ზურაბმა. – ან მე ან ჩემს
დედ-მამას რა გვესმოდა! მათ კიდეც უხაროდათ: შვილი მღვდელი
გამოგვივაო, ოხო-ხო!
იქიდან სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს. პირველად იქ შეხ-
ვდა ზურაბი კობას – იოსებ ჯუღაშვილს, სტალინს. გაუგონია თუ არა
ქეთოს ეს სახელი?!
– რასაკვირველია გამიგონია. ნეტა გამაცნობდეთ! – ინატრა ქე-
თომ.
– თუ ერთად შევხვდით სადმე სამივენი, რა თქმა უნდა, გაგაც-
ნობთ, – დაჰპირდა ზურაბი.
– სემინარიელებს „წითელი ჭირი“ ისე ჰქონდათ მოდებული, რო-
გორც ცეცხლი ჩალას. სხვებიც იყვნენ მარქსიზმით ალმოდებული,
მე კი მაშინვე კობა ვამჯობინე, უფროს ძმასავით მივეკედლე და ჩემი
ბედიც მას მივაბარე. ახლაც იმის მოწაფე ვარ, თვალი იმან ამიხილა,
იმან გამომზარდა, იმან გამომჭედა და დღესაც იმის ხელმძღვანე-
ლობით ვმუშაობ. იმის სიტყვა ჩემთვის კანონია. საჭიროებამ რომ
მოითხოვოს და გვითხრას, თვალდაუხუჭავი გადავცვივდებით
კლდეზედა. ასეთი კაცი თავის გზას უბრალოდ არ დალევს. თუ დას-
ცალდა და ფათერაკს გადაურჩა, ქვეყანას შეაზანზარებს და მსოფ-
ლიო ისტორიას ცეცხლით და ფოლადით დაწერილ ფურცელს და-
უმატებს.
– რა აფრთოვანებით ლაპარაკობთ! – გააწყვეტინა ქეთომ. – ნუთუ
მართლა მაგისთანა კაცია? საიდან იცით? რამ გათქმევინათ ეგ გაბე-
დული სიტყვები?
ზურაბი შედგა, ოდნავ დაიბნა, მერმე თამამად და ღრმა რწმენით
უპასუხა:
– გაბედულად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ დანამდვილებით ვიცი,
დიაღ, ვიცი მეთქი! მწიგნობრული ცოდნით კი არა, მე რწმენით ვიცი,
ალღოთი ვიცი, გუმანით მივაგენი. დამიჯერეთ, აგრეა მეთქი.
– ეგ წინასწარმეტყველებაა და მეტი არაფერი. – გაუბედავად მი-
აწოდა ქეთომ.
155 მკითხველთა ლიგა
– თუნდაც აგრე იყოს, მერმე რაო? – წამოიძახა ზურაბმა.
– როცა გაგიმართლდებათ, მაშინ დავიჯერებ.
– მაშინ ბალღებიც დაიჯერებენ. – ისე ჩაილაპარაკა ზურაბმა,
თითქო სწყენოდა, რომ ქეთომ ახლავე არ დაუჯერა. მერმე ცოტა
ხანს იყუჩა და განაგრძო: – ჩემი ნათქვამი დაიხსომეთ. იქნება ოდეს-
მე გაგახსენოთ. ჰო, იმას მოგახსენებდით: ბერები დაფაცურდნენ,
თვითონაც ჯაშუშობდნენ, ყველგან დაძვრებოდნენ მეძებრებივით
და ბევრი მოწაფეც აქციეს ჯაშუშად. კობა მარქსის ნაწერებს უკვდა-
ვების წყაროსავით დაეწაფა, ბერები კი ლამობდნენ ჯვრით და სახა-
რებით მოვერჯულებინეთ. რიტორიკით, ღვთისმეტყველებით, ლო-
გიკით და სოფიზმით ისე გამოგვწოვეს სული და გული, როგორც
ობობა გამოსწოვს ხოლმე ბუზს. მართლა, იცით თუ არა რას უშვრება
ობობა ბუზს, საზამთროდ რო ინახავს ხოლმე?
– ჰკლავს, – მაშინვე უპასუხა ქეთომ.
– რომ მოჰკლას, ბუზი დალპება, ან გახმება და დაიშლება. არა
გცოდნიათ. ობობა ბუზს რომელიღაც ძარღვს უპოვის ხოლმე და და-
უდუნებს. ბუზი ცოცხალ-მკვდარი გდია და არც ლპება და არცა ხმე-
ბა. ჩვენც ასეთი დღე დაგვმართეს. მე ბერებმა დროზე მიშველეს:
რაკი დამატყეს რომ მაინც ცოცხალი ვიყავი, არც აცივეს, არც აცხე-
ლეს და ქუჩაში გამაგდეს. ჩემზე უფრო ადრე კობა დაითხოვეს. ამას
ყვითელი ბილეთი ერქვა. სწავლისა და სამსახურის კარი სამუდა-
მოდ დაგვიკეტეს. დანარჩენი თქვენც გეცოდინებათ.
– მე არაფერიც არ ვიცი. – მიუგო ქალმა. – მერმე რა დაგემართათ?
– არაფერიც არ დამმართვია. მამა მომიკვდა, დედა ბორჯომის
წყლის ქარხანაში მუშაობს, მე კი მათს უდიდებულესობას მსოფლი-
ოს ერთობას ვემსახურები. სამჯერ გადამასახლეს და გამოვიქეცი.
ამასობაში გერმანულ ეკლესიას მიუახლოვდნენ. ქეთოს უნდოდა
ზურაბის თავგადასავალი და ინტიმური ცხოვრება გაეგო: როგორ
შეჰკრეს კობამ და ზურაბმა ერთობის ლაშქარი? როგორ ბეჭდავენ
საიდუმლო გაზეთს? სად შოულობენ იარაღს, ფულსა და ყუმბა-
რებს? ვინ ხოცავს ერთობის მტრებს? ვის გამოაქვს განაჩენი? რო-
გორ ატყუებენ პოლიციას და ჯაშუშებს? რანაირად გადასჭრიან მო-
მავალში ეროვნულ საკითხს? რა საქმეს ასრულებენ მართა, ნიკო და
ლევანი? რა იქნა ის იარაღი, რომელიც ნიკომ და ლევანმა გადამა-
ლეს?

156 მკითხველთა ლიგა


კიდევ ბევრი რამე ჰქონდა გასაგები, მაგრამ აღარ დასცალდა. ზუ-
რაბი უცებ შესდგა და ქუჩის კუთხეს დააკვირდა. ვერის ხიდისა და
მიხეილის ქუჩების ჯვარედინზე რაღაცას მოჰკრა თვალი და სთქვა:
– იქ პატრული დგას და ყველას სჩხრეკავს. თქვენ ხელს არ გახ-
ლებენ. ჰეი, ძმობილო, – შესძახა მეეტლეს, – ეს ქალი მშვიდობით
მიიყვანე შინ, თორემ ხვალ გიპოვი და პასუხს მოგთხოვ. მშვიდობით
იყავით, ამხანაგო ქეთევან.
– მობრძანდით, – უპასუხა მეეტლემ. ქეთოს „ამხანაგო“ ეამა.
– როდისღა გნახავთ? სად გნახავთ? – ჰკითხა მან და ამხანაგ ზუ-
რაბს ხელი ხელში ჩაუდო.
– აბა რა ვიცი. არც ბინა მაქვს და არც კანცელარია. თუ ბედს სწა-
დიან, სადმე შეგვახვედრებს. – მიუგო ზურაბმა და ეტლში ასვლა უშ-
ველა.
ქეთოს უნდოდა ეთქვა: რაკი მართასთან მოდიხართ, ბარემ ჩემ-
თანაც ამოიხედეთო, მაგრამ ვეღარ გაუბედა და ამის მაგიერ უთხრა:
– ზოგჯერ ჩვენს ქუჩაზედაც დადიხართ ხოლმე. კარი დამიკაკუ-
ნეთ. მე გამოვალ და გავისეირნოთ. ზევით მიყრუებული ადგილებია
და ვერავინ დაგედევნებათ.
– კეთილი, აგრე ვიზამ, ჩემო... ჩვენო ივდითო, – ღიმილით მიუგო
თანხმობა ზურაბმა და სწრაფად დაშორდა.

***

თბილი შუაღამე იყო. სხვა დროს შუაღამისას დიდ ქუჩებში უამრა-


ვი ხალხი ირეოდა, ირგვლივ სიცივე და მხიარული ჟრიამული იდგა
და ქალაქს უთვალავი თვალი ყვითლად ჰქონდა დაჭყეტილი. ახლა
კი სამხედრო პატრულებს ხალხი შიგნით შეერეკათ, სიცილი მოეკ-
ლათ, ქალაქი დაპყრობილ ციხესავით დაეუფლათ და ის თვალებიც
დაეხუჭებინათ.
ქუჩაში გავლას მხოლოდ ის ბედავდა, ვისაც ჯიბეში გენერალ-გუ-
ბერნატორის საგანგებო ნებართვა ედო. ისინიც თავჩაღუნული მი-
დიოდნენ, თითქოს მირბოდნენ და რამდენიმე აბაზი მზად ჰქონ-
დათ ხელში, რათა მგლებივით ხარბი ყაზახებისთვის მიეგდოთ და
შინ უვნებელი მისულიყვნენ.

157 მკითხველთა ლიგა


ვერის ხიდზე ქეთოს მეორეჯელ შეუჩერეს ეტლი, ვინაობა გამოჰ-
კითხეს, ხელის ჩანთა გაუჩხრიკეს და გამოუშვეს. აღმართზე ცხენები
ნაბიჯით წამოვიდნენ.
– ქეთო! – დაიძახა უცებ ვიღაცამ და ეტლში ამოხტა. – დაიცა! გა-
აჩერე! ქეთომ თავისი ძმა ილიკო იცნო, მაგრამ მაინც შეეშინდა:
– რა ფეთიანი ხარ! კინაღამ გული გამიხეთქე, აქ რა გინდა?
– შენ თვითონ რა გინდა? ჩქარა ჩამოდი.
ტროტუარიდან მეორე ვინმე წამოვიდა. ქეთომ ავშაროვი იცნო,
რომელსაც მუნდირი მოსასხამით დაეფარნა.
– ქალბატონო ქეთევან, ახლა კი ვეღარსად წაგვიხვალთ. თანახ-
მად სამხედრო წესისა, დაპატიმრებული ბრძანდებით: ეტლიდან ჩა-
მობრძანდით და მომყევით, – უთხრა მან ქეთევანს და მკლავში ხე-
ლი წაავლო.
– სად მიგყევართ? თავი დამანებეთ!.. არ წამოვალ! – გაუძალიან-
და ქეთო, მაგრამ ორმა ვაჟკაცმა ძალით ჩამოიყვანა. ილიკომ ეტლი
გაისტუმრა, ავშაროვმა კი ქეთევანი ტროტუარზე გადმოიყვანა, ბე-
ქობისკენ მიუთითა და უთხრა:
– თქვენ ჩვენი ტყვე ბრძანდებით და ამ ციხეში უნდა დაგამწყვდი-
ოთ. თქვენი ბროლის კოშკი ამაღამ ეს იქნება.
ქეთომ განათებულ კარს შეჰხედა და ელექტრონის ასოებით გაშუ-
ქებული ორი სიტყვა წაიკითხა: „ბელ ვიუ“.
– შანტანში რა მინდა, – შესძახა მან. – გამიშვით! სირცხვილია!
ხვალვე მთელი ქალაქი აყაყანდება!
– ჩემთან ერთად შესვლა რა სირცხვილია! ვერც ვერავინ გაიგებს,
– მიუგო ილიკომ და წელზე ხელი მოჰხვია.
ქეთო უძალიანდებოდა, ეხვეწებოდა, მაგრამ ამაოდ. თითქმის ძა-
ლით აიტაცეს კიბეზე და ისე შეიყვანეს გრძელი ტალანის ცალ გვერ-
დზე ჩამწკრივებულ ერთერთ ლოჟაში, რომ ერთი ლაქიის გარდა
არავისაც არ დაუნახავს:
– აკი გითხარით, ვერავინ გაიგებს-მეთქი, – დაამშვიდა ქეთო
ძმამ.
– ხომ დაინახეთ, რომ ლოჟებში სხვა ქალებიც სხედან. – დაეხმა-
რა ილიკოს ავშაროვი. – ქმრები თანა ჰყავთ და ვისი უნდა ეშინო-
დეთ?
– ამათ ქმრები ჰყავთ, მე კი გასათხოვარი ვარ. – უნდილადღა
შფოთავდა ქეთო და თან სიხარული ეპარებოდა იმის გამო, რომ ასე
მოულოდნელად გაუღეს აკრძალული კარი და შანტანში ძალით შე-
158 მკითხველთა ლიგა
იყვანეს. შეიყვანეს კი არა, შეათრიეს, დიაღ, შეათრიეს. მართალია,
თან ძმა ახლავს, მაგრამ თუ გაიგო ვინმემ, ხვალვე მაინც ყბად აიგ-
დებენ და ისეთ ღრიანცელს ასტეხენ, რომ ქუჩაში აღარ გამოესვლე-
ბა.
„ეჰ, რაც არის, არის! რაკი ფეხი შემოვდგი, უნდა კიდეც ვიგემო“, –
გაიფიქრა მან და წითელი ფარდის ნაჩვრეტში ცალი თვალით გა-
იხედა.
ვეება დარბაზის ცალ მხარეს წითელი ფარდებით აფარებული
ათიოდე ლოჟა ამაღლებულიყო, ხალიჩებით დაფენილსა და ტრო-
პიკული მცენარეებით მორთულს სვეტებიან დარბაზში სამოციოდე
მაგიდა იდგა. ყოველ მაგიდას სამი ან ოთხი მამაკაცი ეჯდა. აქა-იქ
შანსონეტები და გარედან მოსული ფეხსუსტი ქალებიც მოსჩანდნენ.
სამხედრო მუნდირები, ჩოხა, სერთუკი, სმოინგი, ვიზიტკა, რედინ-
გოტი და სამოქალაქო მუნდირები ერთმანეთში არეულიყო. ლაქიე-
ბი ფრაკით გამოწყობილიყვნენ, იღლიაში თეთრი ხელსახოცი ამოე-
ჩარნათ და ზოგი ცარიელი ხონჩით და ზოგიც სასმელ– საჭმელით
დატვირთული, მაგიდების შუა მარდად და სხლეტით დადიოდნენ.
დარბაზში ნელი ჟრიამული იდგა. ალაგ-ალაგ დინჯი სიცილი ისმო-
და. ყველანი ვახშმობდნენ, სვამდნენ და საუბრობდნენ.
დარბაზის ბოლოს ფარდაჩამოშვებული ესტრადა მოსჩანდა.
ქეთომ იქაურობას გადაჰხედა, რამდენიმე ნაცნობს მოჰკრა თვა-
ლი და შეშინებული დაჯდა სკამზე.
ავშაროვმა ქეთოს მენიუ გადმოაწოდა და შესთავაზა:
– რაც გნებავთ, აირჩიეთ. აქ ჩიტის რძეც კი იშოვება. ქეთო უარზე
შედგა:
– მე არაფერიც არ მინდა. ახლავე გავიქცევი.
ბოლოს ავშაროვმა ლაქიას საუზმე, ქამა-სოკო, შემწვარი ორაგუ-
ლი, მოხრაკული ხოხობი, სუკი, არაყი, ღვინო და შამპანური შეუკვე-
თა და ქეთოს დამშვიდებას შეუდგა.
ილიკომ ფარდა გადახსნა, დარბაზის წინაშე შინაურულად გაიჭი-
მა და ნაცნობ– მეგობრებს ხელით ანიშნა სალამი.
ქეთო ხელახლა შეშინდა და კუთხეში გაინაბა.
უცებ ორკესტრმა კეკვოკი დაუკრა და დარბაზი ზანგური მოტივით
გაიჟღინთა. დარბაზის ბოლოს ლურჯი ფარდა გაიხსნა და სცენაზე
წითური ხანშიშესული ქალი გამოვარდა. მას ერთი ზანგი მამაკაცი
მოჰყვა.

159 მკითხველთა ლიგა


ქალს ვეება მკერდი და საჭიდაო მკლავები შიშველი ჰქონდა, მოკ-
ლე კაბა სქელ მუხლებამდე სწვდებოდა. თავზე ყვავილებით სავსე
კალათის მსგავსი შაპო ეხურა, ხოლო ხელში უწვრილესი წითელ-
ბაფთიანი შავი ჯოხი ეჭირა. ქალი ალბათ სირინოზს გამოსახავდა:
მკვრივად გაწკეპილ კაბაზე თავით-ბოლომდის ვერცხლისფერი მძი-
ვები ეყარა, რომელიც თევზის ქაცვს ჰგავდა და თვითონ ქალმაც,
ძლიერ წაკუზულმა, თევზისებური რხევით დაუარა სცენას.
ხუჭუჭთმიან ზანგს ჭრელი ამერიკული შალვარი და ასეთივე ჭრე-
ლი ფრაკი ეცვა, მაღალი ცილინდრი ეხურა და ხელში იმასაც ბაფ-
თიანი შავი ჯოხი ეჭირა. ისიც წაკუზულიყო და ქალის გავას კისერ-
გაწვდენილი მისდევდა.
ქალმა ტანის რხევას მოუხშირა. კბილებდაკრეჭილი ზანგი ქალს
თითქმის ზედ ასკდებოდა.
ქეთომ პირი იბრუნა და წაიბუტბუტა:
– რა საზიზღრობაა! ეს სად მომიყვანეთ?
– ყველაფერს უნდა შეეჩვიოთ, ჩემო კეთილო ქეთევან, – ურჩია
ავშაროვმა.
– რას ამბობ, ქალო! – გაოცდა ილიკო. – მართლა არ მოგწონს? ნუ
კი ეხუმრები. მთელ ქვეყანაზე განთქმული წყვილია. მადამ ჰოპკინ-
სია, ჰოპკინსი! ის ზანგი კი ვითომ იმის ქმარია.
– ეს ისეთი ქმარია, რომელიც ცოლს აცმევს, გახდით კი სხვები
ჰხდიან, – განმარტა ავშაროვმა და გადიხარხარა.
ქეთომ ისე აჰხედა მას, თითქო ვერა სცნობდა და სუსხიანად უთ-
ხრა:
– თუ მაგისთანა სიბილწე ერთხელაც წამოგცდენიათ, მაშინვე წა-
ვალ აქედან. აქამდის თქვენგან მაგგვარი რამ არაფერი გამიგია.
ავშაროვი წამოხტა და ქალის ხელს ეცა:
– მეა კულპა, მეა კულპა! დამნაშავე ვარ და დამსაჯეთ. ოღონდ ეს
ერთი მაპატიეთ და მერმე ნუღარ დამინდობთ.
ქეთოს ავშაროვის გულწრფელობა ეამა. ხელი საკოცნელად გა-
უწოდა და უთხრა;
– ეს ერთიც მიპატიებია, მეორეჯელ კი მართლა აღარ დაგინ-
დობთ და სალამსაც აღარ მოგცემთ.
ამასობაში ლაქიამ უშველებელი თაიგული, ჭურჭელი და საუზმე
შემოიტანა, ყველაფერი მოწიწებით დაალაგა და ფეხაკრეფით გავი-
და.

160 მკითხველთა ლიგა


ქეთოსაც მოჰშივებოდა. სამივენი ჭამას შეუდგნენ. ილიკომ და ავ-
შაროვმა სამ სამი არაყი გადაჰკრეს და მერმე ღვინოს შეუდგნენ, ქე-
თოს კი ერთი ჭიქა ტკბილი მუსკატი დაალევინეს და თან მსუბუქი
საუბარი გააბეს დარზე, ქალების მოდაზე, ახალ ქორწინებაზე და
ისეთ წვრილმანებზე, რომელიც დამშეულ კუჭსა და ოდნავ შეზარ-
ხოშებას ესაბამება ხოლმე.
დარბაზიდან უწმაწური სიმღერა ისმოდა ნახევრად შიშველი ქა-
ლისა, რომელიც კუპლეტსა და კუპლეტს შუა ცეკვავდა და ისე მაღლა
ისროდა ფეხებს, რომ ბარკლებიც კი უჩანდა, ვიღაც მთვრალი აფი-
ცერი დაჟინებით უყვიროდა:
– Подними выше, выше! – უფრო ზევით ასწიე ფეხი, ზევით, ზე-
ვით!
ამასობაში ლაქიამ ქამა მოიტანა, ქამას ორაგული მოაყოლა და
ორაგულს სუკი და ხოხობი დაურთო.
მოვახშმენი მადიანად სჭამდნენ, დროგამოშვებით ცივს შუშხუნა
შამპანურს ატანდნენ და ერთმანეთის სადღეგრძელოს სვამდნენ.
ცხელი თევზისა და ხორცის სინოყივრე ნელ-ნელა სხეულში უჯდე-
ბოდა მათ, იგი სასიცოცხლო ძალას უმატებდა, სისხლშიც ჟონავდა
და უდუღებდა, ხოლო შამპანური აბრუებდა, საამურ ნისლში ჰხვევ-
და და მუხლებს უდუნებდა.
ესტრადაზე ცეკვას სიმღერა მოსდევდა და სოლო სიმღერას ქა-
ლების გუნდი სცვლიდა. ბოლოს იაპონურად ჩაცმული ტამბოველი
გეიშა გამოვიდა და მორცხვად დაიწყო ტიტინი, მერმე კი კიმანო მო-
იგლიჯა, თითქმის გაშიშვლდა და ურცხვობაში ყველას გადააჭარბა.
ქეთომ იმ ქალს გაჰხედა, კულისებში ნაცნობ კაცს მოჰკრა თვალი
და გაოცებულმა ჰკითხა ილიკოს:
– კოტე მესხს აქ რა უნდა?
– სამხატვრო ნაწილის გამგეა. არ იცოდი?“ – უპასუხა ილიკომ.
ქეთომ ჯერ არ იცოდა. მას გული დასწყდა იმის გამო, რომ მთარ-
გმნელი და გამოჩენილი არტისტი მესხი მაგრე რიგად დახურდავე-
ბულიყო, და ეს აზრი ხმამაღლა გამოსთქვა.
– ქართული თეატრი გაკოტრებულა და მაშ რა ქნას? – თქვა ილი-
კომ.
– საცა ფულია, ყველანი იქ გროვდებიან: არტისტიც, პოეტიც, მეც-
ნიერიც, ქალიც, ვაჟიც, მაწანწალაც და მილიონერიც, – დაუმატა ავ-
შაროვმა.
– ეგ ბურჟუაზიის ბატონობის შედეგია, – უპასუხა ქეთომ.
161 მკითხველთა ლიგა
– და თქვენ იმიტომ ჩაერიეთ ერთობაში, რომ ბურჟუაზიული ჯო-
ჯოხეთი დაანგრიოთ და სოციალისტური სამოთხე აგვიშენოთ? აგ-
რეა თუ არა? მიპასუხეთ რაღა! – ჩააცივდა ქალს ავშაროვი.
ქეთოს უცებ ივდითი გაახსენდა. “მან ოლოფერნი მოატყუა, მაშ
თავის მოკატუნებაც სცოდნია. რა ივდითი ვიქნები, თუ ფერს ვერ შე-
ვიცვლი და ცბიერობას ვერ მოვახერხებ?“
– გაიფიქრა მან და ისე უპასუხა, რომ იმის ხმაში ბეწვის ოდენა
ბზარიც კი არ გაისმა.
– ეგ სხვა ვინმეს ჰკითხეთ, მე კი დღევანდელი ჯოჯოხეთი ხვა-
ლინდელ სამოთხეს მირჩევნია.
– ვითომ? – უნდობლად ჩაილაპარაკა როტმისტრმა.
– უფრო მეტსაც მოგახსენებთ, იმავე ხმაზე განაგრძო ქეთომ, –
ერთ დროს მაგათმა ქადაგებამ მეც მომხიბლა, მაგრამ დროზე გავა-
ხილე თვალები და დავრწმუნდი, რომ ახლა სამოთხეში ვცხოვ-
რობთ.
– ყოჩაღ, ქეთო! – წამოიძახა ილიკომ. – ახლა კი ნამდვილად მიყ-
ვარხარ!
ავშაროვმა კი ყურები სცქვიტა, ულვაშები მოიწმინდა და მო-
ულოდნელად მიახალა ქეთოს:
– მაშ დღეს გურგენიძეს რად გაჰყევით სასაფლაოზე? – მიახალა
და მჭრელი თვალები გაუყარა.
„გამაგრდი! არ გამოტყდე!“ – ჩასძახა ვიღაცამ ქეთოს. ქალმა
თვალს თვალი დაუხვედრა, ჯერ გაოცება აისახა სახეზე და მერმე
დაცინვით მიუგო:
– საუცხოვო ჯაშუშები გყოლიათ! საქმე მშვენივრად გქონიათ
მოწყობილი! ავშაროვი შეკრთა.
– მე ნამდვილად ვიცი, ნამდვილად ვიცი-მეთქი! – წამოიძახა მან
ნაძალადევი სიმტკიცით.
ქეთომ ჟანდარმის ხმას ბზარი შეატყო და თითქმის გულწრფელი
სიცილი ამოუშვა:
– ნამდვილად იცის, ახა-ხა! ალბათ საკუთარი თვალით დამინახა,
იხი-ხი! ჟანდარმი საბოლოოდ დაიბნა.
– საკუთარი თვალით არ მინახავს, მაგრამ... ის აგენტი იშვიათად
ტყუვდება ხოლმე.
ქეთო მაშინვე მიხვდა, რომელი აგენტი „ტყუვდება იშვიათად“,
და ხმაში წეღანდელზე მეტი სიმტკიცე ჩაიღვარა.
– ის აგენტი ალბათ ჩემს გვარსაც მოგახსენებდათ.
162 მკითხველთა ლიგა
ავშაროვმა სცადა ქეთოს მღელვარება ქათინაურით დაეშოშმინე-
ბინა და ღიმილით მიუგო:
– გვარი არ უთქვამს, თქვენი გარეგნობა კი ფოტოგრაფიული სი-
ზუსტით ამიწერა, და მითხრა: იმისთანა ლამაზი ჯერ არ მინახავსო.
მაგრამ ღიმილმა ქეთო ვერ მოჰხიბლა.
– და ისიც მოგახსენათ, რომ იმ ქალს შავ თმაში თეთრი ნასთი
ჰქონდაო, აგრეა თუ არა?
– დიაღ, ეგეც დაუმატა.
– მაშ მე ქუჩაში თავშიშველი მივლია! – წამოიძახა ქეთომ. – ნუ თუ
ასეთი სისულელე დაიჯერეთ?
– მართალი რომ მოგახსენოთ, მაშინვე ეჭვი შემეპარა. – წაილუღ-
ლუღა როტმისტრმა.
– ბარემ გამოტყდით, რომ აგენტს თეთრი ნასთი სულაც არ უხსე-
ნებია და თქვენვე მოიგონეთ.
– რაც მართალია, მართალია, – დაუდასტურა ავშაროვმა და გა-
იცინა.
– რას იცინით! არა გრცხვენიათ? რას ვიფიქრებდი, რომ მაგ ჟან-
დარმულ ხერხს მეც მაკადრებდით! – უთხრა ნაწყენმა ქეთომ და
თითქმის ზურგი შეაქცია. – რა საძაგლობაა!
ავშაროვი ქეთოს წინაშე ორივე მუხლზე დაეცა, ხელებში ეცა, თან
უკოცნიდა და თან ემუდარებოდა:
– მაპატიეთ, დაივიწყეთ. ბრიყვი ვარ. აღარ ვიზამ. გაუთლელი
რეგვენი ვყოფილვარ. გეხვეწებით, მაპატიეთ-მეთქი.
ქეთო ჯერ უძალიანდებოდა, ხელებს არ აძლევდა, მერე თანდა-
თან მოლბა, ხელებიც დასთმო და თან ეუბნებოდა:
– ეს ერთიც მიპატიებია... დავივიწყებ, მაგრამ იცოდეთ: თუ ერ-
თხელ მაინც გაიმეორეთ, ახლოსაც აღარ გამეკაროთ.
– პროშტი! აკოცე, აკოცე! – წამოიძახა დამთვრალმა ილიკომ და
ქეთოს ეცა, რომელსაც ილიკოს მიერ წაქეზებული ავშაროვი უკვე
ეტანებოდა. – სიძევ, აკოცე-მეთქი! გაბედე! – და ქეთოს ორივე ხელი
დაუჭირა.
ავშაროვი ტუჩებში დაეწაფა ქალს და სული შეუგუბა.
ქეთო ჯერ ფართხალებდა, მერმე გაინაბა და, სული რომ მოით-
ქვა, პირსახე ხელებში ჩაიმალა და მიყუჩდა. არავინ იცოდა, ტირო-
და თუ სიტკბოებას ინელებდა.

163 მკითხველთა ლიგა


ავშაროვმა და ილიკომ გაბრუებული ქეთო თითქო დაივიწყეს. ჭი-
ქები აავსეს, ხელი ხელს გაუყარეს, ბრუდერშაფტი დალიეს, ურთერ-
თი დაჰკოცნეს და ლაპარაკში „შენ“ – ობაზე გადავიდნენ.
ავშაროვმა ილიკოს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და ერთხელ კიდევ
აკოცა. ილიკომ თანხმობის ნიშნად თავი ჩაუქნია, ჩოხის კალთები
აიკეცა, ფარდა გადასწია, ლოჟის ხარიხაზე ახტა და დარბაზს გადას-
ძახა:
– ამხანაგებო, მოვდივარ და დამიხვდით!
მისი ძმაბიჭები დარბაზის კუთხეში ქეიფობდნენ, გაიგეს თუ არა
მოძმის ყივილი, მაშინვე წამოცვივდნენ და მოაძახეს:
– ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!
ლოჟის ქვემოთ ყაზახის აფიცრები ვახშმობდნენ. ილიკომ ისკუპა
და აფიცრებს თავზე გადაევლო. იატაკზე რომ დახტა, ციბრუტივით
მოტრიალდა, გაოცებულ ყაზახების წინაშე ბოდიში მოიხადა და ამ-
ხანაგებისკენ გაემართა.
დარბაზში მქუხარე ტაში ატყდა.
ქეთოს თავზარი დაეცა. ძმის „მოვდივარ“ რომ გაიგო და გადაწეუ-
ლი ფარდა რომ დაინახა, ისე შერცხვა, თითქოს უცაბედად გაეშიშ-
ვლებინოთ, სწრაფად მოტრიალდა და ისე დაიღუნა, თითქო მაგი-
დის ქვეშ მიძვრებოდა.
ავშაროვმა სწრაფად შესწია ფარდები და ქეთოს უთხრა:
– ძვირფასო ქეთო, ნუ აღელდებით. არავინაც არ დაგინახათ.
– ტყუილი ნუგეშია, ძალიან ბევრმა დამინახა. ახლა ისიც იციან,
რომ მე და თქვენ ამ კოლოფში მარტონი დავრჩით, ვაი სირცხვილო!
რა ვერაგულად მოექცა ილიკო! ამ ჭუჭყიან დარბაზში ძმამ შემო-
იყვანა, თორემ მარტო ავშაროვი ვერც კი გაუბედავდა ამ სამარცხვი-
ნოში მოეპატიჟებინა. ძმამ მოტყუებით მოიყვანა და უღალატა: თვი-
თონ გაიქცა და ქეთო მთვრალ მამაკაცს მიაჩეჩა. თვითონ ქეთოც
მთვრალია, მაგრამ არც იმდენად დაუკარგავს გონება, რომ ამაყად
ვერ გასწორდეს და კადნიერ ჟანდარმს მტკიცედ ვერ უთხრას:
– ბატონო არტემ, დროა წავიდეთ.
– მარტო ჩვენ ვერ წავალთ, – ეტყვის ავშაროვი, – თქვენი ძმა ძა-
ლიან მთვრალია და თავს ვერ დავანებებთ. მე მოვიყვანე და ისევ მე
უნდა წავიყვანო. ან რა გეჩქარებათ? ათიოდე წუთის შემდეგ ყველა-
ნი უნდა გავიდეთ.

164 მკითხველთა ლიგა


ესეც მართალია. ილიკოს თავს ვერ დაანებებენ. უცებ ელექტრონ-
მა თვალი დაახამხამა და ანიშნა, რომ ათ წუთში შუქი უნდა ჩამქრა-
ლიყო.
ქეთო უღონოდ დაეცა სკამზე. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ავ-
შაროვმა უცებ დაიჩოქა, ქეთოს მუხლებზე მოეხვია, აქვითინდა და
ამოიკვნესა:
– როდემდის... როდემდის უნდა მაწამოთ?.. რას მერჩით? რა და-
გიშავეთ? შარშანდელს აქეთ რა მოხდა, რად მომიშორეთ? შემიბრა-
ლეთ... მაკმარეთ... თავს მოვიკლავ. მეტი აღარაფერი დამრჩენია.
ქალს თავზარი დაეცა. ატირებული ვაჟკაცი ჯერ არ ენახა და ახლა
შეძრწუნებული შესცქეროდა. მუხლებზე და ხელებზე თბილი ცრემ-
ლი იგრძნო, გული აუჩუყდა, ავშაროვს ქერა თმაში თითები ჩაუყარა
და ნელ-ნელა მოუალერსა.
როტმისტრი ხელებსა და ფეხებს ხარბად უკოცნიდა და ბუტბუ-
ტებდა:
– ოჰ, ჩემო ერთავ!.. ჩემო თვალის სინათლევ!.. ჩემო საუნჯევ!
ტანჯვა მაკმარე და მითხარი... მითხარი, რომ ჩემი ხარ... რომ შენც
გიყვარვარ.
ქეთომ ორივე ხელით გადაუწია თავი ავშაროვს, თვალებში ჩაჰხე-
და და მთრთოლვარე ტუჩები მიუშვირა.
ქეთევანს იმ წამს ივდითი აღარ გახსენებია.
დარბაზში კი ძმაბიჭების ლოთური შეძახილები და მხიარული
ჟრიამული ისმოდა. ხუთნი იყვნენ, ტოლნი იყვნენ.
ხუთნი იყვნენ და მთელ ქალაქს აზანზარებდნენ.
ხუთნი იყვნენ და ხელისუფალნი ფეხქვეშ ჰყავდათ გაფენილი.
ხუთივეს სასიცოცხლო ხალისი სიჭარბისგან ყელში აწვებოდა. არ
იცოდნენ რაზე დაეხარჯნათ და როგორ მოენელებინათ. უქმი ცხოვ-
რება და უქმი სმა-ჭამა მხნეობის აუზს პირთამდე უვსებდა, გასვლით
კი ვერსად გადიოდა და სარქველს ხეთქავდა. მათი ძალღონის ნაწი-
ლი ქალებში, ქეიფში და ქაღალდის თამაშში იხარჯებოდა, დანარ-
ჩენი კი ფორზე გამოდიოდა და ისეთ ცეტობაში მჟღავნდებოდა, რო-
მელიც ზოგ მოქალაქეს აცინებდა და ზოგს აშფოთებდა.
ქუჩაში რომ გაივლიდნენ ხოლმე, ხალხი ფრთხებოდა. ვინც გზას
არ მისცემდა, მათრახს გადაუჭერდნენ. შეღავათს მარტო ქალებსა
და ბავშვებს აძლევდნენ.
თუ ფული ჰქონდათ, ერთი-ათად ეხარჯებოდათ, თუ არა და ვაი
იმას, ვინც ნაღდს მოსთხოვდა.
165 მკითხველთა ლიგა
ყველაზე უკეთ ამ ხუთეულს მეძავი ქალები, პოლიციელები, სა-
უკეთესო მეეტლენი, რესტორატორები და ლაქიები იცნობდნენ. მათ
ხშირად ენახათ მათი ხმლის კამკამი, ხშირად გაეგოთ მათი ომახია-
ნი შეძახილი და რევოლვერის ბათქაბუთქი.
ძმაბიჭებს ყველაზე მეტად ოხუნჯობა და ვინმეს გამასხარავება
უყვარდათ. ვინც აჰყვებოდა, ის ადვილად გადარჩებოდა, ვინც ურ-
ჩობას გაუწევდა, ის დიდხანს ნანობდა.
უწინ ტრამვაის ცხენიან ვაგონს ხშირად შეახტებოდნენ ხოლმე,
მგზავრებს ჩამოჰყრიდნენ, ვაგონს მარცხნივ ან მარჯვნივ ულიანდა-
გო ქუჩაში რახარუხით შეაგდებდნენ და მას საქეიფო დუქნად გადა-
აქცევდნენ: საიდანღაც გოგოები, ღვინო,
ჭურჭელი, საუზმე და ბიჭი გაჩნდებოდა და ის ქუჩა სიმღერით და
ღრიალით ივსებოდა. თუ რომელიმე მგზავრი მოეწონებოდათ, ვა-
გონში შეითრევდნენ და ზედიზედ ორიოდე ბოთლს ჩაასხამდნენ
ხახაში. ვინ იყო თავზეხელაღებული, რომ უარი ეთქვა, ან მათი საქ-
ციელი გაეკილნა!
მალე იმ უბნის ბოქაული გაჩნდებოდა ხოლმე. ბოქაულებმა კარ-
გად იცოდნენ ამ ავარების ხასიათი, იცოდნენ, რომ ძალის გამოყენე-
ბა სისხლით გათავდებოდა, და ამიტომ პოლიციელებს არ მოიყვან-
დნენ, მარტონი მოვიდოდნენ, სმაში აჰყვებოდნენ, გაუცინებდნენ,
გააცილებდნენ და ხვეწნა-მუდარით მოიშორებდნენ თავიდან.
მაგრამ შარშანდელს აქეთ ელექტრონის ტრამვაი გაიყვანეს და
ავარებს ამგვარი გასართობი თავისთავად გაუთავდათ.
ერთხელ მათ ვერის საქეიფო ბაღში ერთმა ლაქიამ აწყენინა.
ილიკომ მას ხუთადლიანი თოკი მოსთხოვა.
„რისთვის გნებავთ, ბატონო?“ – ჰკითხა ლაქიამ.
„შენი საქმე არ არის. ახლავე იშოვე და მოიტანე“.
ლაქიამ მოუტანა. ხუთივენი ეცნენ, ის თოკი ფეხებზე მოაბეს და
იქვე კაკლის ხეზე თავდაყირა ჩამოჰკიდეს. ლაქიამ ყვირილი მორ-
თო. უამრავი ხალხი მოცვივდა, მაგრამ ახლოსაც ვერ მიუდგნენ. ძმა-
ბიჭები ხანჯალამოწვდილი იდგნენ და, ვინც ახლო მივიდოდა, გა-
მოფაშვას ემუქრებოდნენ. ამ ავარებს იქაური ლაქიები და რესტო-
რატორებიც კარგად იცნობდნენ, და ისევ ნაცადი ხერხი სცადეს:
მათს წინაშე პირქვე დაემხნენ, ძველი ნისია აპატიეს და შეჰპირდნენ
უფასოდ სამჯერ კიდევ გაქეიფებთო. ამის შემდეგ ილიკომ ხეზე მიბ-
მული თოკის ბოლო ხანჯლით ჩასჭრა და ის კი აღარ იანგარიშა,
რომ ის საწყალი ძლიერ მაღლა იყო ჩამოკიდებული. ლაქია თავზე
166 მკითხველთა ლიგა
დაეცა და სამუდამოდ გასულელდა. ბევრმა ასეთმა ცელქობამ ჩაუ-
არა „ბრწყინვალე“ ოხუნჯებს, მაგრამ კოკა ბოლოს მაინც წყალზე
გაუტყდათ.
ერთ ღამეს საზაფხულო კლუბში ნაცნობ აფიცრებთან ფიცხი ლა-
პარაკი მოუვიდათ. უცებ ხუთივემ რევოლვერი იშიშვლა და ცის დაც-
ხრილვას შეუდგა. მერმე იმ აფიცრებს იარაღი მოსთხოვეს, თან უყ-
ვიროდნენ:
„რა უფლება გაქვთ, რომ კლუბში შეიარაღებული შემოდიხართ?
საცაა სისხლი უნდა დაღვრილიყო, მაგრამ ერთმა მოხუცებულმა
გენერალმა აფიცრებს უთხრა:
„ცელქი ყმაწვილები არიან და ნუ აჰყვებით, გადით და იარაღი მე-
კარეს ჩააბარეთ“.
„მაშ იმათაც ჩააბარონ“, – მოითხოვეს აფიცრებმა.
ყველანი დათანხმდნენ. გავიდნენ და იარაღი მეკარეს ჩააბარეს.
აფიცრები ისევ კლუბში შემობრუნდნენ, ავარებმა კი თავიანთი
იარაღი უკანვე მოითხოვეს, მერმე დანარჩენიც მოიტაცეს, ეტლებში
ჩასხდნენ, ერთერთ ბაგრატიონს შინ მიადგნენ, ის იარაღი ფეხქვეშ
დაუყარეს და მოახსენეს:
„რუსის ჯარი იარაღაყრილია. ახლა გთხოვთ ივერიის ტახტზე აბ-
რძანდეთ და იმეფოთ. ჩვენ მეფეს მიხეილ პირველს გაუმარჯოს!“
მთავარმართებელმა გალიცინმა ეს კი ვეღარ მოითმინა და ხუთი-
ვე „მხსნელი საქართველოსი“ რუსეთში გადაასახლა. მაგრამ ერთი
წლის შემდეგ გალიცინის მომდევნო მეფის-ნაცვალმა ვარანცოვ-
დაშკოვმა ხუთივე ახალგაზრდა შეიწყალა და უკანვე დააბრუნა.
იმ შანტანშიც ისე არ შევიდოდნენ, რომ დავიდარაბა არ აეტეხ-
ნათ. ახლაც ორომტრიალის სუნი დააყენეს: მოვახშმე მეზობლებს
წაეკიდნენ და ხანჯლებზე იკრეს ხელი. შანტანის პატრონი რვაფუ-
თიანი სხირტლაძე, ბოქაული და ზოგნი სხვანიც შუაში ჩაუდგნენ და
მტრის შებრალებას ემუდარებოდნენ. ბოლოს მტრის ლაშქარმა გაქ-
ცევა ამჯობინა და მიიმალა. ამის შემდეგ ძლევამოსილმა ხუთეულმა
ისკუპა და ესტრადაზე ავარდა: ორკესტრმა დაუკრა. ავარებმა ჩოხე-
ბი აიკეცეს, შუადაშუა ხუთი ქალი ჩაიყენეს და ჟივილ-კივილით კეკ-
ვოკი ჩამოუარეს. მათ შორის მადამ ჰოპკინსიც ერია. მისი ზანგი
„ქმარი“ ყოველ ღამ სწორედ დროზე ხდებოდა უქეიფოდ და შინ
მიდიოდა. ახლაც ავად გამხდარიყო და ცოლის გაცილება ილიკოს-
თვის მიენდო.

167 მკითხველთა ლიგა


ყვირილ-ბრახუნის დროს ელექტრონიც ჩაქრა. სტუმრები უკვე
გაკრეფილიყვნენ. ავშაროვმა ახლო მიიკრა ქეთევანი და წამოიყვა-
ნა.
ავარები და მათი ქალებიც გადიოდნენ. ამ დროს მეტრდოტელმა
ილიკოს შიშნარევი ხმით შესძახა შორიდან:
– ბატონო, სხირტლაძემ შემოგითვალათ: დღევანდელი ცხრა თუ-
მანი მაინც გადაიხადეთო და უწინდელი ვალი კი დარჩესო.
– ესეც ჩასწეროს, – მიუგო ილიკომ.
– არა შვრება, ბატონო, არ ჩავწერო.
– მაშ დაიხსომოს. – მიუგო ილიკომ და ყველანი სიცილ-ხარხა-
რით გამოვიდნენ.
ავშაროვი და ქეთო შორიახლო მისდევდნენ. ვერის დაღმართისა
და ყორღანაანთ ქუჩის კუთხეში, ზემელის აფთიაქის ქვემოთ, ჭუჭ-
ყიანი სასტუმრო იდგა, რომელიც საბეჭურიან პრაპორშჩიკს ეკუთ-
ვნოდა. წინამავალი ვაჟები და ქალებიც სიცილ-კისკისით შევიდნენ
იმ სასტუმროში.
– ილიკო საცაა გამოვა და მოვუცადოთ. – უთხრა ქეთომ ავშაროვს.
– ხვალ შუადღეზე ადრე არ გამოვა, – მიუგო ავშაროვმა და გაიცი-
ნა.
„რა მიამიტი ვარ!“ – გაიფიქრა ქეთომ და იგრძნო, რომ სირცხვი-
ლისგან ლოყები აეწვა.
იქვე კუთხეში ცარიელი ფაიტონი შეხვდათ. როტმისტრმა მეეტ-
ლეს სახურავი ააწევინა და, როცა ჩასხდნენ, ქალს წელზე ხელი მოჰ-
ხვია და ჩასჩურჩულა:
– მაშ ჩემი ხარ, ჩემი. ხვალვე მოვალ და შენს დედ-მამას მოველა-
პარაკები.
– ნუ, ნუ იზამთ. – ძლივს ამოიჩურჩულა ქეთომ. – ცოტა კიდევ მო-
ვიცადოთ, მოვიფიქროთ.
– ჩემო ღვთაებავ, საფიქრებელი რაღა დაგრჩა? – ჰკითხა შეშინე-
ბულმა საქმრომ.
– ბევრი არაფერი, მაგრამ მაინც... ორიოდე კვირაც დამაცადე...
მოვისაზრებ-მეთქი. რა თქმა უნდა, საჭიროა მოისაზროს. დღევან-
დელმა ვახშამმა, თავბრუდამხვევმა შამპანურმა, ტკბილმა ბუტბუტ-
მა და ცხარე ხვევნა-კოცნამ ქეთოს რაღაც დაუწვა, რაღაც მოუკლა და
რაღაც გაუცოცხლა. ერთობა, ივდითი, ზურაბი, მართა – ყველანი
დაშორდნენ, განისლოვანდნენ, ყველამ დაჰკარგა სითბო, სისხლიც,

168 მკითხველთა ლიგა


ხორციც და ყოველი მათგანი უგრძნობელ, ხელშეუხებელ და უჩინარ
მცნებად გადაიქცა.
ახლა მარტო ავშაროვი იყო თბილი მეგობარიც და ცხადი სის-
ხლხორციანი სინამდვილეც, რომელსაც ქეთო კიდეც ჰგრძნობდა,
კიდეც უსმენდა და კიდეც ემორჩილებოდა. ეს მორჩილება უცნაურ-
საამური რამ იყო. იდუმალმა სიხარულმა და სიტკბოებამ გაუჟღინ-
თა ძვალ-რბილი და საღი გონება დაუხშო, მოსაზრების უნარი მო-
უდუნა, მაგრამ სადღაც კუნჭულში მიკუნჭული ვინმე მაინც ჩასჩურჩუ-
ლებდა სუსტად და ბუნდოვნად: „ზურაბი... ივდითი... დეკაბრისტის
ცოლი... ერთობა“.
ქეთო თითქო ლამობდა ეს „ვინმე“ გაეღვიძებინა, წინ წამოეწია
და მხოლოდ იგი ექცია უზენაეს დამრიგებლად და მსაჯულად, მაგ-
რამ ღონე აღარ შესწევდა. “ავშაროვმა დაგათრო, მოგხიბლა, გაგაბ-
რუა. ჯერ ნუ შეჰფიცავ. ჯერ გამოფხიზლდი და მოისაზრე, თორემ...
თორემ... თორემ...“
და ვერ იქნა, ვერ გადასჭრა, თორემ რა დაემართებოდა, ეს „თო-
რემ“ რას უქადიდა, რას უმზადებდა მას, საწყალ ქეთოს, რომელიც
იღუპებოდა და მხსნელი არსად მოსჩანდა.
ეტლი ახატნელის სახლის წინ შედგა. ორივენი ჩაბნელებულ კი-
ბეზე ფეხაკრეფით ავიდნენ და მეორე ქალი ვერ შეამჩნიეს, რომე-
ლიც ქვემო სართულის ფანჯარასთან იდგა და ისინი რომ იცნო, გა-
ხარებული გატრიალდა.
კიბე რომ დალიეს, ერთმანეთს ერთხელ კიდევ გადაეხვივნენ,
ღვინით და ალერსით დამთვრალმა ქეთომ საქმრო ძალით მოიშო-
რა და ზარი დარეკა.
ავშაროვი კი ქურდივით დაეშვა კიბეზე.

169 მკითხველთა ლიგა


XI

მეორე დღეს მოახლემ ფანჯრის დარაბა გააღო და ქეთო გააღვი-


ძა. გარედან შემოვარდნილმა მზის შუქმა თეთრი ოთახი გააბრწყინა
და ქეთოს ახამხამებული თვალები ხელახლა დაახუჭვინა. თავი ნის-
ლით და ტკივილით ჰქონდა დამძიმებული. მას თავდაპირველად
ავშაროვის ალერსი გაახსენდა, რომელიც ფაიტონში და კიბის თავ-
ზე განიცადა. მერმე მოგონება დაკეცილ მთლიან სურათივით გაეშა-
ლა ბოლოდან და ერთმანეთს მოჰყვა წითელი კოლოფი შანტანში,
ურცხვი ცეკვა, ილიკოს ნახტომი, ავშაროვის ტირილი, ცხარე ხვევნა-
კოცნა და ზურაბი, რომელიც ნისლში ლივლივებდა და ძლივსღა
მოსჩანდა.
„ვაი მე, ეს რა დამემართა? ნუ თუ ავშაროვს პირობა მივეცი? – და
ვერ იქნა, ვერ გაიხსენა, მისცა თუ არა პირობა. – თუმცა რა შუაშია პი-
რობა! განა ის უფრო უარესი არ არის, რომ შანტანში ბევრმა დამინა-
ხა, ალბათ ჩემი გვარიც გაიგეს, ილიკოს ძმაბიჭებმა მიცნეს და დღეს
მთელ ქალაქს მოსდებენ: ქეთო ახატნელი და ჟანდარმი ავშაროვი
წუხელის შანტანის ლოჟაში იყვნენ ჩაკეტილნი და თითქმის იქ გა-
ათენესო“. მაშ იქნება სჯობდეს, რომ პირობა მიცემული ჰქონდეს,
თორემ სირცხვილისაგან ხალხში თავს ვეღარ გამოჰყოფს. ქეთოს
უნდოდა თავისი ავშაროვის სიტყვა-პასუხი და საქციელიც დაწვრი-
ლებით აღედგინა, რიგზე დაელაგებინა, ანალიზი მოეხდინა და შემ-
დგომი ყოფაქცევის გეგმაც შეედგინა, მაგრამ ბურანი ვერ გაჰფანტა
და აღარც მოახლემ დააცალა:
– დროა აბრძანდეთ, ქალბატონო. თორმეტის ნახევარია და შე-
საძლოა ვინმე სტუმარი მოვიდეს.
– დღეს რა დღეა?
– კვირა დღეა. დიდი ქალბატონი და ბატონი ეკლესიაში ბრძან-
დებიან და საცაა დაბრუნდებიან.
პატარა ქალბატონს ჩაცმა უშველა, კორსეტი შეუკრა, თმა და-
უვარცხნა და გავიდა, ქეთოც მალე გაჰყვა. სასადილო ოთახში შოკო-
ლადი, ყურძენი და მოხარშული კვერცხები დაუხვდა.
ეზოს მხრივ აივანზე ნიკო გამოჩნდა. მამა შინ არ ეგულებოდა და
იმიტომ შემოვიდა. მისი შხამიანი წერილი, საიდუმლო გაზეთში და-
ბეჭდილი, ანდრიასაც მიუვიდა და მწვავედ დასჭრა. მამამ რომ ავ-

170 მკითხველთა ლიგა


ტორის ვინაობა გაიგო, შვილი დასწყევლა და ისეთი გულისფრიალი
აუვარდა, რომ სამ დღეს ლოგინიდან ვეღარ წამოდგა, და როცა წა-
მოდგა, ყველამ შეატყო, რომ სამ დღეში ოდნავ გახდა, წელშიც ოდ-
ნავ მოიხარა, წვერ– ულვაში უფრო მეტად გაუთეთრდა და სახეც შე-
სამჩნევად დაუშუპდა.
ნიკო დღეს პირქუშად იყო. დას სალამიც კი არ მისცა. უსიტყვოდ
მიუჯდა მაგიდას და ჩუმად ჰკითხა ქეთოს:
– წუხელის საბოლოოდ ვინ დაიპყარი, ზურაბი თუ ავშაროვი? ქე-
თომ უგუნებოდ მიუგო:
– ორივენი.
– შენ ვიღამ დაგიპყრო?
– ორივემ.
– ქეთო, მე არ გეხუმრები.
– არც მე გეხუმრები.
– ქეთო, ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩვენ პირობა დავდეთ ერთმა-
ნეთს ვუშველოთ? – და პასუხი რომ არ მიიღო, ხმას უფრო დაუწია: –
წუხელის მართა გამომიტყდა: ზურაბს გაგიჟებით ვუყვარვარ და მეც
მიყვარსო.
ქეთომ ფინჯანი დადგა და ძმას შეჰხედა.
– ამაზე რას იტყვი? – ჰკითხა ძმამ და ნერვიულად შეუდგა თითე-
ბის მტვრევას და ტკაცუნს.
– მართლა მაგრე გითხრა ? ზურაბს გაგიჟებით ვუყვარვარ და მეც
მიყვარსო?
– სიტყვა-სიტყვით გითხარი, სწორედ მაგრე მითხრა.
– ალბათ სიყვარული გაუცხადე და ამიტომ გამოგიტყდა.
ნიკომ არა უპასუხა რა და თითების წვალებას უმატა, ქეთომაც
იყუჩა და ნაღვლიანად განაგრძო:
– მეც ვიცი, რომ ერთმანეთი უყვართ. ზურაბი ხშირად მოდის
ხოლმე მართასთან. მართალია, ერთობის საქმესაც აკეთებენ, მაგ-
რამ ისიც ცხადია, რომ სხვა საერთო რამეც მოეპოვებათ. ზურაბი
რომ მართაზე ლაპარაკობს, იმის ხმაში სითბოს და აფრთოვანებას
ვგრძნობ ხოლმე. მართალია, მე და შენ პირობა დავდეთ, რომ ერ-
თმანეთს ვუშველოთ, მარგამ არა გამოვიდა რა. ორივენი დავმარ-
ცხდით. ზურაბი აშკარად ამბობს: მე ცოლს არ შევირთავო. მართა-
ლია, ზურაბი ძლიერ მომწონს...
– იქნება კიდეც გიყვარს?

171 მკითხველთა ლიგა


– რა დასამალია, თითქმის მიყვარს... თითქმის-მეთქი, მაგრამ
მართასავით ხასად ხომ არ დავუდგები!
– მართასავით?! – წამოიძახა ნიკომ და გველნაკბენივით წამოხ-
ტა.
– მაშ რა გეგონა? რახან ერთმანეთი ჰყვარებიათ და ჯვარდაუწე-
რელნი არიან, მაშ მართა ზურაბის ხასა ყოფილა და მეტი არაფერი.
– ჯვრისწერა ცრუმორწმუნეობაა, მღვდლების მიერ მოგონილი
ხრიკია, – წამოიძახა ძმამ.
– თუნდ აგრე იყოს. ეგ საბუთი ჩემს აზრს ადასტურებს, – ულმობ-
ლად მოუბრუნა ქეთომ. – რახან ეგ „ხრიკი“ არა სწამთ, მაშ ცხადია,
რომ არც ჯვრისწერას მოუცდიდნენ და სიყვარულს ბოლომდე დაიყ-
ვანდნენ.
ეს სიტყვები სტუდენტს ცივი მახვილივით ჩასწვდა გულში.
წუხანდელი ღამეც ამ შხამიანმა აზრმა გაატეხინა და ახლაც უწ-
ყალოდ აუწვა სისხლი. ნიკო მოჭრილი ტოტივით დაეშვა სკამზე.
ვაჟური სიამაყე ლაფში ჩაუგდეს და ამის გამო ისე მწვავედ სცხვენო-
და, რომ დასაც ვეღარ გაუსწორა თვალი და პირი კუთხისკენ მიიბრუ-
ნა.
„მართლა გულით მიყვარს მართა თუ, მისივე თქმისა არ იყოს, ამ-
პარტავნობასა და ცუდმედიდობას შევუპყრივარ!“ – მეოცეჯერ გა-
იფიქრა მან და ვერც ახლა გადასჭრა. სამაგიეროდ ქეთოს გადაეჭრა
და არც დაუმალა:
– მე არა მჯერა, ნიკო, რომ მართა ნამდვილად გიყვარდეს. ერთო-
ბის სამსახურმა და საერთო იდეამ შეგაკავშირათ, თორემ სხვაფრივ
შორიშორს დგეხართ.
– ზურაბი და შენ კი სულ ახლო დგეხართ, შენ ნუ მომიკვდები! –
ჩაუგესლა ნიკომ და პასუხს აღარ დაუცადა: – მაშ სატრფო შენც წაგ-
სვლია ხელიდან. მენანები, ძალიან მენანები. გამაგებინე, ახლა რა-
ღას აპირებ?
ქეთო რას აპირებს? აბა რა იცის. თავი ბურუსით აქვს სავსე და
ჯერ ვერ გაუფანტავს. ნიკომ მას უარესად დაუხლართა აზრიც და
გონებაც. ერთი რამე მაინც გაახსენდა ნათლად და მკაფიოდ: „მე
ცოლს ვერ შევირთავ“, – უთხრა წუხელის ზურაბმა, თან ირიბულად
ივდითის როლი შესთავაზა ქეთოს, და ისიც გააგებინა, რომ შენთვის
დეკაბრისტის ცოლის როლი ივდითობაზე უფრო ძნელი იქნებაო.
იკისრებს თუ არა ქეთევანი ამ როლს, ეს მერმე გამოჩნდება, ის კი
უდაოა, რომ ზურაბი მეტად პატიოსანი კაცი ყოფილა, ქეთოს აშკა-
172 მკითხველთა ლიგა
რად აგრძნობინა: შესაძლოა მე დავიღუპო და ნუ ამეკიდებიო. მის
მაგიერ ვინმე სხვა რომ ყოფილიყო, ქეთოს გულსა და ნდობას ბო-
ლომდე გამოიყენებდა და შედეგს აინუნშიაც არ ჩააგდებდა. მაშ ზუ-
რაბის საქმე გამორკვეულია: ამას იქით ქეთო გურგენიძეს თავის მას-
წავლებლად და საუკეთესო ამხანაგად მიიჩნევს და სხვა რამ გრძნო-
ბას ძირ-ფესვიანად ამოიგდებს.
ახლა მართა... საწყალი მართა! ეს ქალი ბავშვობიდანვე შეიზარ-
და და ნუთუ ახლა გზას გადაუღობავს და ხელიდან გამოჰგლეჯს სა-
ბედოს, რომელიც, ვინ უწყის, რა ფასით და რა წამებით ერგო ბე-
ჩავს? ალბათ ქალწულობაც კი შესწირა. ის მაინც ცხადია, რომ ზურა-
ბი და მართა ერთმანეთს ერთობის ჯაჭვით გადაებნენ და ხელი-
ხელჩართულნი კატორღისკენ ან სახრჩობელასკენ მიდიან. ახლა ქე-
თო შუაში ჩაუდგეს, ერთმანეთს დააშოროს და ზურაბს მართას მა-
გიერობა გაუწიოს? ვერა, უღელს ვერ გაუწევს, დავარდება. მაშ მარ-
თას დაჩაგვრა ავი რამ ყოფილა, იგი ორივე ქალს გააუბედურებს და
ერთობასაც ავნებს.
„ღმერთმა ორივეს მშვიდობის გზა მოგცეს, ორივეს წადილი შე-
გისრულოს და ბედნიერების წყარო ნუ დაგილიოს, – მხურვალედ
ლოცავს თავის გულში ზურაბს და მართას ქეთევანი და თავის თავ-
ზე კი ფიქრობს: – მე კი სხვა გზას დავადგები. ალბათ ასე ეწადა
ბედს. მაშ შესრულდეს ნება მისი“.
ახლა კი ქეთევანს ბურუსიც გაეფანტა, გარკვეული აზრიც ჩამოუ-
ყალიბდა და თითქოს თავის-ტკივილიც დაუცხრა.
– შენზე რას მეტყვი, ქეთინო? – ხანგრძლივი დუმილის შემდეგ გა-
ახსენა ძმამ. პასუხის მაგიერ ქეთომ თავის მხრივ ჰკითხა:
– შენ ეს მითხარი, შეიძლება თუ არა ქალი თავის პარტიულ-კლა-
სობრივ მტერს მისთხოვდეს, ერთობას იქიდანაც ემსახუროს და ამ
მიზნით თავის ქმარიც გამოიყენოს?
– რატომ არ შეიძლება? – მაშინვე მიუგო ძმამ. – ვინ მოსთვლის
რამდენი მაგისთანა ამბავი მომხდარა.
– ხომ შეიძლება, რომ მაგალითად თუნდაც ივდითი დავასახე-
ლოთ?
– მშვენიერი მაგალითია – დაუდასტურა ნიკომ.
„მართამაც მითხრა, ზურაბმაც დაასახელა და ახლა ძმაც ადასტუ-
რებს, მაშ ავშაროვის ცოლობა ერთობის ღალატში არ ჩამეთვლება“,
– გაუელვა აზრმა ქეთოს და მთლად მის არსებას საამური სიმშვიდე
მოედო.
173 მკითხველთა ლიგა
– შენზე რას მეტყვი-მეთქი, ქეთინო? – კვლავ გაახსენა ნიკომ. –
რას აპირებ?
ქეთომ ბრალიანი ღიმილით გაუღიმა და ჩურჩულით მიუგო:
– ვთხოვდები.
– ვის მისდევ?
– ავშაროვს.
– რა დროს ხუმრობაა!
– სულაც არა ვხუმრობ!
ნიკომ ხელი დაჰკრა მაგიდას და წამოხტა:
– ნუ ხუმრობ-მეთქი!
– მე ხუმრობის გუნებაზე არა ვარ.
– მას... მაშ გვიღალატე? აგრე ადვილად გადაგვიდექი?
– ნიკოჯან, ღალატი აზრადაც არა მქონია. ახლა არ იყო, რომ და-
მიდასტურე: შესაძლოა მტრის ბანაკში შეიპარო და ერთობას იქაც
გამოადგეო?
– რაო? ჟანდარმი სიძედ უნდა დამიყენო?
– რახან მე ვკისრულობ ავშაროვის ცოლობას, შენც იმის ცოლის
ძმობა იკადრე, – მშვიდად შესთავაზა ქეთომ.
მაგრამ დის სიმშვიდემ სტუდენტი ვერ დააცხრო.
– შენ ერთობა ლამაზ მუნდირზე და კოხტა ულვაშებზე გასცვალე
და გინდა, რომ ეგ სიბილწე ერთობის სამსახურში ჩაგითვალონ? –
სათეატრო კილოზე წამოიძახა სტუდენტმა. – ვის ატყუებ?
სწორედ ამ დროს ზარი აწკარუნდა. ნიკოს არ უნდოდა მამას შეჰ-
ხვედროდა და სხაპასხუპით დაასრულა:
– მაშ კარგი, ადრე თუ გვიან მწარედ ინანებ, მაგრამ გვიანღა იქნე-
ბა თითზე კბენანი. წადი, მოგვშორდი და ძმადაც ნუღარ ჩამთვლი. –
სთქვა და ოთახიდან თითქმის სირბილით გავარდა.
„აი პირველი მწარე ნაყოფი, რომელიც ამ გზაზე მერგო, ეს ერთი
და სხვა ათასი იქნება, – გაიფიქრა ქეთომ და ცრემლი ძლივს შე-
იბრუნა. – ალბათ ნიკოსავით შემაჩვენებენ აკაკი, თამარი, გრი-
გოლიც, დიმიტრიც, შუქურაულიც, კლიმიაშვილიც, წვერაძეც და ბევ-
რი შორეულ-მახლობელი ნათესავი და მეგობარიც. ღმერთო მიშვე-
ლე“!
ამასობაში მარიამი შემოვიდა, ქეთოს შუბლი დაუკოცნა, გვერ-
დით მიუჯდა და უთხრა:
– სიონის ხატი გწყალობდეს, შვილო, – მერე იყუჩა და მეგობრულ
კილოზე ჰკითხა: – დილის სამ საათზე საიდან დაბრუნდი?
174 მკითხველთა ლიგა
„სულ ერთია, ან ილიკოსაგან გაიგებს, ან სხვისაგან“, – გაიფიქრა
ქეთომ და მოურიდებლად უპასუხა:
– შანტანიდან დავბრუნდი.
– ეგ რანაირი ხუმრობა გისწავლია, შვილო?
– არა, დედა, არ გეხუმრები. წუხელის გაღმიდან მოვდიოდი. ვე-
რის დაღმართზე ილიკომ და ავშაროვმა ძალით ჩამომიყვანეს ფა-
იტონიდან და ძალით შემათრიეს შანტანში.
– უიმე, დამიდგეს თვალები! – ესღა წამოიძახა მარიამმა და გახევ-
და.
– სამაგიეროდ უნდა კიდეც გაგახარო: ავშაროვს სიტყვა მივეცი, –
დაასრულა ქეთომ და დედას გაოცებულ თვალებში შეჰხედა.
შარშანდელს აქეთ მარიამი ორ ცეცხლზე იწვა. ანდრიას და ილი-
კოს ავშაროვი სასურველ სიძედ მიაჩნდათ, სხვებს კი მისი ხსენებაც
კი ეზარებოდათ. ახლა საქმე საქმეზე მიდგა და მარიამს ან წყენა, ან
სიხარული უნდა გამოეჩინა, და ყველაზე ძნელი ეს არჩევანი იყო და
მეტი არაფერი. სანამ დედის სახეზე ორნაირი გრძნობა იბრძოდა,
ქეთომ აღარ დააცადა და ჰკითხა:
– მითხარი რაღა, გეწყინა თუ გეამა?
– აბა, რა ვიცი, შვილო, – ძლივს ამოიღო ხმა მარიამმა. – აბა რა
ვიცი. წავალ და მამაშენს ვკითხავ – და ქმრის კაბინეტისაკენ ოდნავი
ბაჯბაჯით გაემართა.
„მაშ იქიდან გახარებული გამოვა. სამი მოსარჩლე მაინც მეყოლე-
ბა“, – გადასჭრა ქეთომ და თავის ოთახისკენ წავიდა. იქ ხან წიგნს
დაავლო ხელი და ხან ხელსაქმე აიღო, მაგრამ გული არაფერზე მი-
უვიდა და ისევ უსაქმოდ ჯდომა და ფიქრი ამჯობინა.
ანაზდად ზარმა გამოაფხიზლა და იმავე წუთს უმიზეზო მოუსვენ-
რობამ მოიცვა. წამოდგა, და თვითონაც არ იცოდა რად წამოდგა,
რამ შეაფორიაქა, სისხლიც რამ აუჩქროლა. მაშინვე კარს ეცა და ყუ-
რი მიუგდო. მიუგდო და შფოთვა გრიგალივით მიასკდა.
„ღმერთო ჩემო, ის არის, ისა!“
დიაღ, ის არის, ნამდვილად ავშაროვია, ქეთოს სახვალიო ქმარია.
რა თქმა უნდა, რომ ქეთოს სათხოვნელად მოვიდოდა. მაშ ერთობა-
ზე დანიშნული ქეთევანი ჟანდარმს უნდა გაჰყვეს?! მაშ საცაა იმ
ოთახში უნდა გავიდეს და აშკარად განაცხადოს, ავშაროვის ცოლო-
ბა მინდაო?! არა, ეს რაღაც უჟმურია, ავი რამ ლანდია!
მართალია, წეღანაც ქეთომ ნიკოსაც უთხრა და დედასაც: ავშა-
როვს სიტყვა მივეციო, მაგრამ ეს ხომ აზრი იყო და მეტი არაფერი?
175 მკითხველთა ლიგა
და თუ ავშაროვმაც გაახსენა, ქეთო ბოდიშს მოიხდის და ეტყვის: „ეს
ერთი მაპატიეთ და მეტს აღარ ვიზამ. მე გაგეხუმრეთ, თქვენ კი მარ-
თალი გეგონათ და შეწუხდით“.
ავშაროვი ალბათ ხვევნა-კოცნასაც გაახსენებს. მერმე რაო? ყვე-
ლას რომ მისთხოვდეს ქალი, ვისაც ერთხელ-ორჯელ მოეხვია, ზო-
გიერთს ოცი ქმარი მაინც გაუჩნდებოდა. არა, არა, ქეთო ავშაროვს
ცოლად არ გაჰყვება! იმ ოთახში არც კი გავა, არც კი დაენახვება,
არა-მეთქი!
– შვილო, რატომ არ გამოდიხარ! – ეკითხება მარიამი ლოგინზე
პირქვე დამხობილ ქეთოს. – რა გატირებს, გენაცვალოს დედაშენი!
მითხარი, რა იყო, რა მოხდა? აკი წეღან მახარე, აკი შენც კარგ გუნე-
ბაზე იყავი?
– დედი... დედილო! – ამოიკვნესა ქეთომ და დედას ქვითინით ჩა-
ეკრა მკერდში.
ამგვარი ცრემლით მხოლოდ სამიოდე წლისა ტიროდა მარიამის
შვილი, ახლა კი ოცი წლისა გახდა და ალბათ ბავშვობა გაიხსენა,
ალბათ ქალწულობას ეთხოვება, ალბათ წინდაწინვე გლოვობს
უმანკოების დაკარგვას და ტკბილი ლანდების სიკვდილს.
– მითხარი, რა დაგემართა-მეთქი?
– დედი... დედილო... მე თვითონაც არ ვიცი...
თავი დაანებე, დედი, ნუღარ ეკითხები. რომ კიდეც გითხრას, მა-
ინც ვერ გაიგებ, ვერ მიუხვდები. ქეთომ თვითონაც არ იცის რამ აა-
ტირა. იდუმალი რამ მოაწვა და ცრემლი დააღვრევინა.
აჰა, კიდეც გათავდა. ქეთომ ცრემლი შეიშრო და უკვე მზად არის
ბრმა ბედს ბრმად დაემორჩილოს. ახლა კი წადი, დედი, წადი სიძე
გაართე, ქეთინოც ახლავე გამოვა.
მარიამი გავიდა, ქეთო კი ძალდატანებით წამოდგა, სარკესთან
მივიდა და გაოცდა: იმ ერთ დღეში ან ერთ საათში პირისახე გა-
ეფურჩქნა, ლოყები აუწითლდა, თვალები გაუგანიერდა, თითქო ავი
ალით აეწვაო, კუპრივით შავ თმაში ჩაწოლილი სანუკვარი ნასთიც
უფრო მეტად გაუთეთრდა და უწინდელზე უფრო მკაფიოდ აუკამკამ-
და.
თვალები შეიშრო, თმა და კაბა შეისწორა, ნაძალადევად გამხნევ-
და და მტკიცე ნაბიჯით გავიდა სასტუმრო ოთახში, სადაც მას კმაყო-
ფილი დედ-მამა, გაბადრული საქმრო და უშველებელი თაიგული
ელოდა.

176 მკითხველთა ლიგა


სრული ფორმით გამოწყობილი ავშაროვი ქეთოს დეზების ჟღა-
რუნით, ბედნიერი ღიმილით და თაიგულით მიეგება, მოწიწებით
აკოცა ხელზე, ყვავილები მიართვა და წინასწარ აწყობილი სიტყვე-
ბი დაულაგა, უთხრა:
– თქვენი პატივცემული დედ-მამის წინაშე უკვე მოვიხადე ბოდიში
და ახლა თქვენც გეხვეწებით დანაშაული მაპატიოთ. წუხელის მე და
ილიკო ნასვამი ვიყავით, თორემ შანტანში შეპატიჟებას როგორ გა-
კადრებდით! დიაღ, დამნაშავე ვარ-მეთქი, მაგრამ ამავე დროს ის
ლოჟა წმიდა ალაგად მიმაჩნია, ვინაიდან სწორედ იქ ვპოვე ის უდი-
დესი ბედნიერება, რომელიც საფლავშიც კი ჩამყვება.
ქეთოს ავშაროვის საზეიმო კილო ეხამუშა. საქმროს პასუხი არ
გასცა, ყვავილები მკერდზე მიიკრა და მამას რიგ-რიგად მიუშვირა
ლოყები. ანდრომ მხურვალედ დაკოცნა და გულაჩუყებულმა უთხრა:
– შვილო, მარტო შენ გამახარე... სიბერე მარტო შენ გამიხალისე.
ახლა შენ იცი... ვინძლო ოჯახი და გვარი არ შემირცხვინო. მერმე
დედა გადაეხვია და ვეღარ მოშორდა. შემდეგ მარიამმა ცხვირსახო-
ცი მიიდო სახეზე და სასადილო ოთახში გავიდა. ანდრომ გაიარ-გა-
მოიარა და ისიც თავის კაბინეტში შესხლტა.
საცოლე და საქმრო მარტონი დარჩნენ. ავშაროვი ახლოს მიუჯდა
ქეთოს, ხელი ჩამოართვა, ზედ მეორე ხელით მოუალერსა, გუნება
და სიზმარი გამოჰკითხა და რამდენჯერმე ჩაურთო:
– რა ბედნიერი ვარ, რა ბედნიერი ვარ!.. ჰო, მართლა: გინდათ თუ
არა დღევანდელ დღიდან „თქვენობ“-ობას თავი დავანებოთ?
– თუ გნებავთ...
– გნებავთ კი არა, გნებავს-თქო.
– აგრე იყოს. თუ გნებავს, ამიერიდან „შენ“-ობით ვილაპარაკოთ,
– ყოყმანით მიუგო ქეთომ.
– ჰო, იმას ვამბობდი: როდის ვიქორწინოთ?
– როცა მოისურვებთ.
– მოისურვებ, და არა მოისურვებთ, – ერთხელ კიდევ გაუსწორა
საქმრომ და განაგრძო: – მაშ მოდი ჩვენს ბებრუცანებს ნურც მაგაში
დავეკითხებით და ახლავე გადავწყვიტოთ. მე საქმის გაჭიანურება
მეჯავრება.
– მეცა.
– ამიტომ სჯობს ორიოდე კვირაში გავათაოთ.
– მეც აგრე მსურს.
– მაშ გადაჭრილია. დედ-მამას მტკიცედ დაუხვდი, არ დაუთმო.
177 მკითხველთა ლიგა
მერმე საქმრომ თავის ახალი ბინა აუწერა, რომელიც ქეთოს გე-
მოვნებაზეა ზედგამოჭრილი . ახსოვს თუ არა ქეთოს, შარშან ბორ-
ჯომში რომ გამოჰკითხა ავშაროვმა?
– ძალიან კარგად მახსოვს.
ავშაროვმაც დაიხსომა და გუშინ სწორედ ასეთ ბინას წააწყდა.
მისმა მეგობარმა ჟანდარმმა ორი თვის წინად ცოლი შეირთო და ის
ბინაც მაშინ მოაწყო. ახლა ვარშავაში გადაჰყავთ და არ უნდა, რომ
ავეჯეული თან ათრიოს. ის თანახმაა ყველაფერი იმ პირობით და-
უთმოს ავშაროვს ნისიად, რომ ვალი ერთ წელიწადში გადაუხადონ
ნაწილ– ნაწილად.
– ძლიერ ხელსაყრელი პირობაა, აგრეა თუ არა?
– ძალიან კარგია, – დაუდასტურა ქეთომ.
– საწოლი ოთახი ვარდის-ფერია, სასტუმრო – თეთრი, სასადილო
– ყავისფერი, კაბინეთი
– სისხლისფერი, ავეჯეულობა კი -
– არა ავეჯეულობას არ აგიწერ. დედა წამოიყვანე და შენივე თვა-
ლით ნახე.
– უეჭველად მოვალთ.
– ჰოდა, მეტი რაღა დარჩა? ჭურჭელი, კაბა-კუბა, საცვალი და
თეთრეული? ამას ერთ კვირაშიც დაგიმზადებენ. რასაც ვერ მოას-
წრებენ, თანდათან გიყიდიან, თანახმა ხარ?
ქეთო ყველაფერს ეთანხმება, ოღონდ მალე გათავდეს და ახალ
ცხოვრებას შეუდგეს.
მარიამმა სახელდახელო სუფრა გაშალა. ზედ ყველაფერი აწ-
ყვია: ხიზილალა, ხმელი თევზი, ცივი სუკი,ხილი, ნამცხვარიც, ყავაც,
მწვანილიც, ჭაჭის არაყიც და კახური ღვინოც. ახატნელები და მათი
სიძე ჩუმად სჭამენ, ჩუმი ხმით საუბრობენ და ერთმანეთს სადღეგ-
რძელოებით აბედნიერებენ.
ავშაროვმა მოითხოვა, რომ ჯვარი ორი კვირის შემდეგ დაეწერ-
ნათ. ამან დავა გამოიწვია, ბოლოს ორივე მხარემ დასთმო და გა-
დასჭრეს ქორწილი ოც ოქტომბერს გადაეხადნათ.
საუზმე რომ გაათავეს, ანდრომ სიძეს მკლავში ხელი გაუყარა და
თავის კაბინეტში შეიყვანა, რათა მზითევზედაც მორიგებულიყვნენ,
ქეთო კი თავის ოთახში დაბრუნდა, საქანელაში ჩაწვა, ორივე ხელი
მოიჭირა თავზე და ლამობდა იმ ერთი დღე-ღამის ამბავი აეწონა,
ხვალინდელობაც გაეზომნა, გზა-სავალის თავი და ბოლო მოეძებნა
და ერთმანეთზე გადაებნა. მაგრამ ამ ბნელ გვირაბში დილანდელი-
178 მკითხველთა ლიგა
ვით დაიბნა და გზა– კვალი აერია. ფიქრები წიწილებივით ეფანტე-
ბოდა. ქეთო თავს უყრიდა მათ და ცდილობდა ერთად შეეკრა, მაგ-
რამ ვერ ერეოდა და თანდათან იღლებოდა. ბოლოს უძილობით და
მრავალი განცდით დათენთილმა ქალმა ვეღარ გასძლო, ბურანს
მისცა თავი და ჩაიძინა.
ნახევარი საათის შემდეგ ავშაროვმა შემოიხედა და, მშვიდად მი-
ძინებული საბედო რომ დაინახა, მარიამს თითი დაუქნია, იმ ოთახ-
ში შეიყვანა, მთვარესავით გაიბადრა, ქეთოს დაუჩოქა, ხელზე ემ-
თხვია და ფეხაკრეფით გავიდა.

***

იმ დღეს ქეთო ლოგინში იწვა. არაფერიც არა სტკიოდა, მაგრამ


არც ზეზე ყოფნა ეხალისებოდა. მას ერთად თავმოყრილი ნათესავე-
ბის ყაყანი და კილვა აშინებდა და მათი მხრივ ისევ ცალ-ცალკე გა-
კილვა ერჩივნა.
ყველაზე ადრე აკაკის და გრიგოლის მეუღლენი შემოვიდნენ. თა-
მარა ქეთოს ბალიშთან დაიხარა, თავის წითური თმა აპენტილ მატ-
ყლივით დააყარა სახეზე, სწრაფად აკოცა სამჯერ და უთხრა:
– ქეთო, შე უსვინდისოვ, მე რაღას მიმალავდი? არა გრცხვენიან?
მონასტერში გაზრდილმა ანიკომაც გადაჰკოცნა და მონოზნურად
დალოცა.
– გენაცვალოს ჩემი თავი, ქეთოჯან. მხურვალედ მოგილოცავ და
უფალსა ჩვენსა ვსთხოვ გაკურთხოს მადლითა თვისითა და ბედნი-
ერ გყოს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! – უთხრა და
ცრემლი მოიხოცა.
ორივენი მიუსხდენ და გუნება გამოკითხეს. თამარ სხაპასხუპით
ლაპარაკობდა და სხვას აღარ აცლიდა. ქეთო თავდაჭერით უსმენდა
და ცივად უჭრიდა: „არა... დიაღ... ვიცი... არ ვიცი“ ანიკო ხმას არ
იღებდა.
– ავშაროვის დედაზე ამბობენ, განათლებული დედაკაცი უნდა
იყოსო. მაგრამ „უნდა იყოსს“ შემოწმება სჭირდება. ზოგ დედამ-
თილს ჯოჯოხეთი სჯობია. მე გამოცდილი ვარ და დამეჯერება.
„გამოცდილ“ თამარს ერთი დღეც არ ეცხოვრა თავის დედამთილ-
თან და ქეთომ ვერ გაიგო, სად გამოსცადა ეს ჯოჯოხეთი. თამარმა
ბევრი რამე სთქვა ირიბულად და ბოლოს პირდაპირ უთხრა:

179 მკითხველთა ლიგა


– გენაცვალეთ, სადაური გათხოვებაა! თუ ერთმანეთში მოსვლა-
მოსვლა აღარ გვექნება, თუნდ აქ გათხოვილხარ და თუნდ ციმბირში
გადაკარგულხარ.
– ძალო ანიკო, ავშაროვის ბინაზე რომ ავად გავხდე, არც შენ მინა-
ხულებ? – ჰკითხა ქეთომ გრიგოლის მეუღლეს.
– ქაა, ეგ რა საკითხავია! – გაოცდა ანიკო. კარგად ყოფნაშიც თავს
მოგაბეზრებ და ავად რომ გახდე...
ქეთომ აღარ გაათავებინა: ლოგინში წამოიწია, ანიკოს გადაეხვია
და რამდენჯერმე აკოცა!
– მაგას რა უშავს! – თავი იმართლა თამარამ. – არც აქ დასძრახავს
ვინმე და არც სოფელში, ჩვენ კი მთელი საქართველო გვიცნობს და
ყველგან თავი მოგვეჭრება.
ქეთომ ვეღარ მოითმინა და ცივად უთხრა:
– ძალო თამარავ, ჩემთვის ფრჩხილსაც კი ნუ გაიკაწრავთ, თორემ
თავის მოჭრა რა სახსენებელია!
– გენაცვალეთ, მოგვეჭრა და გათავდა! ავშაროვი ჩვენი სიძე ხდე-
ბა.
– მაშ რას მირჩევ, არ მივთხოვდე? – ოდნავი დაცინვით ჰკითხა ქე-
თომ.
– გენაცვალეთ, რაღა დროსია! შენ და შენს დედ-მამას სიტყვა მი-
გიციათ და ჩვენ ვინღა გვეკითხება!
– მეც აგრე მგონია. თქვენ მართლა არაფერიც არ გეკითხებათ, –
მოურიდებლად მიუგო ქეთომ და სახე კედლისკენ მიიბრუნა.
თამარა გაიბუტა. ცოტა ხანს იყუჩა, მერმე ადგა და ხმაამოუღებ-
ლივ გავიდა. ქეთომ ცრემლიან კილოზე უთხრა ანიკოს:
– ხომ ხედავ, ძალო, მილოცვას ვიღა ჩივის, გაბედნიერებაც კი არ
მისურვა.
– იჰ გენაცვალოს ჩემი თავი! შენ არხეინად იყავი და მართლა
გაბედნიერდი, თორემ დანარჩენი ვისი რა საქმეა? – მიუგო ანიკომ
და კიდევ მიუალერსა: თმები შეუსწორა, შუბლზე ხელი გადაუსვა.
რამდენიმე გასამხნევებელი ამბავი უამბო და საკუთარიც დაურთო:
– ვინ იცის გრიგოლს ვინ არ შეუჩნდა, ჩემზე ეუბნებოდნენ, შენი
ტოლი არ არისო და მეც ჩამაცივდნენ, გრიგოლი მფლანგველი კაცია
და მზითევს ერთ წელიწადში გაგინიავებსო, მაგრამ მადლობა
უფალსა, რამდენიმე თვეში დაჭკვიანდა. რაც მე გრიგოლის ხელში
ბედნიერება მინახავს, ღმერთმა იმის ნახევარი გიბოძოს და შენს

180 მკითხველთა ლიგა


ბედს ძაღლიც არ დაჰყეფს. შენ სული დაიმშვიდე, თორემ დანარჩე-
ნი თავისთავადაც დალაგდება.
– ძალო, ძია გრიგოლი რაღას ამბობს? – ჰკითხა უკვე დამშვიდე-
ბულმა ქეთომ.
– გრიგოლი თვითონვე გეტყვის.
მალე გრიგოლი და დიმიტრიც ამოვიდნენ.
– რაც მართალია, მართალია. არჩევანს ვერ მოგილოცავ, გაბედ-
ნიერებას კი წრფელი გულით გისურვებ. – უთხრა უფროსმა ბიძაშ-
ვილმა გრიგოლმა და შორიახლოს ჩამოჯდა.
– მეც გისურვებ. – ცივად დაუმატა მეორე ბიძაშვილმა და ზურ-
გშექცეულმა ქეთოს წიგნებს დაუწყო ფურცვლა, რომელიც მაგიდაზე
ეწყო.
– გმადლობთ. ცივად მიუგო ქეთომაც და ხმა გაიკმინდა. ხან-
გრძლივი და უხერხული სიჩუმე გრიგოლმა დაარღვია:
– ქართულ ოჯახს ვერ ააშენებ. – და მერმე ძმას მიუბრუნდა: – შენ
რას იტყვი, მიტო?
– ვერ ააშენებს. – დაუდასტურა ექიმმა და არც კი მობრუნდა.
– თურმე იმისთვის გაგვიზრდია, რომ... – ისევ დაიწყო გრიგოლმა
და მცირე დუმილის შემდეგ დაასრულა: – ვერც კი გავიგე, ჩვენი სიძე
ვინ არის: რუსია, ქართველია, სომეხი თუ გერმანელი.
– ის კი ვიცი, რომ ქართველი არ არის, სხვაფრივ კი სულერთია
ვინც უნდა იყოს. – ისევ ამოიღო ხმა დიმიტრიმ. – ერთი ქალი ჩვენ
გვაკლდება და სხვა ვიღაცას ემატება, მორჩა და გათავდა! ნეტა ჟან-
დარმის მუნდირი მაინც არა სცმოდა.
– პანაშვიდს მიხდით? ამისთვის ამოხვედით? – ამოიკვნესა ქე-
თომ და ბალღივით ატირდა.
ახლა კი ჩაერია ანიკო, რომელიც მანამდის მუნჯი ლალასავით
იჯდა მოშორებით:
– დროა გაბრძანდეთ. სჯობდა სულაც არ ამოსულიყავით. ქალის
გულისა რა გესმით, რომ ამ უმანკო კრავს ჯალათებივით დასდგომი-
ხართ და უწყალოდ აწამებთ, გადით– მეთქი!
ორივენი კარისკენ იხევდნენ და დასჯილი ბალღებივით ბუტბუ-
ტებდნენ:
– რას ვიფიქრებდით რომა... ჩვენგან არ უნდა ეწყინოს... რა მუტ-
რუკები ვართ!
– გადით-მეთქი!

181 მკითხველთა ლიგა


ანიკომ კარი მიხურა, ქეთოს მოუბრუნდა და ხელახლა შეუდგა
მულის დამშვიდებას, გამხნევებას და სანუგეშო ამბების თხრობას.
ანიკოს ილიკო მიეშველა: ისე შემოვარდა, თითქოს იმ სახლს ცეც-
ხლი მოჰკიდებოდა და კარებშივე მორთო ყვირილი:
– ჩემს დაიკოს მზეგრძელობა, დღეგრძელობა და ბედნიერება
დაეკვებოს! შემოვდგი ფეხი, გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი კვა-
ლი ანგელოზისა! გაუმარჯოს! – და ხვევნა– კოცნით სული შეუგუბა.
ულოცავდა, ლოცავდა, მასხრობდა, კიდეც აცინებდა, თითონაც იცი-
ნოდა და ლაღობდა.
– ისეთ ლეკურს დავუვლი, რომ ეშმაკებიც კი დასკდებიან შურითა,
ისეთ მაყრიონს მოგიყვან, რომ თამარ მეფესაც არ ეყოლებოდა. მე
შენს ქორწილში ვიქეიფებ და მერმე ჩემს ქორწილში გაქეიფებ. მაშა!
– მართალს ამბობ თუ მეხუმრები? – ჰკითხა დამ.
– მეყო რაც ვიხუმრე. – უხუმრად მიუგო ძმამ. – მაგრამ ჯერ არავის
უთხრა, თორემ საზარელი აყალმაყალი ატყდება.
– რად ატყდება? განა ვის ირთავ?
ილიკო გაკერპდა, მაგრამ ქეთომ შეჰფიცა, არავის ვეტყვიო და ათ-
ქმევინა:
– სახელად ლიდა ჰქვიან. ისე ცეკვავს, რომ პეტიპას გაახუნებს.
– ბარემ გვარიც მითხარი.
– გვარად მადამ ჰოპკინსია.
ქეთო დაიბნა. არ იცოდა, მართალს ეუბნებოდა ილიკო თუ ეხუმ-
რებოდა.
– რაო? წუხელის შანტანში რომ ვნახე, ის არის? – ჰკითხა და თვა-
ლებში მიაჩერდა.
– დიაღ, ის არის. რამ გაგაოცა? ქეთომ გადიკისკისა:
– რა ოხუნჯი ვინმე ხარ! მადამ ჰოპკინსი პეტიპას მეტოქე კი არა,
ყასაბის მეტოქეა! ყასაბისა! არა მჯერა. ხუმრობ-მეთქი!
ახლა ილიკო შესცქეროდა გაოცებული:
– რის ყასაბი, რა ყასაბი! გესმის რას ამბობ?
– შენ კი გესმის რასა სჩადი? – შეუბრუნა დამ. – ანდრია ახატნე-
ლის შვილმა შანსონეტი უნდა შეირთოს?
– მაშ ანდრიას ქალიშვილი ჟანდარმს უნდა მისთხოვდეს?
– გაჩუმდი-მეთქი! – წამოიძახა ქეთომ და წამოიწია. – ავშაროვს
და იმ გომბიოს ერთმანეთს ადარებ?! არ გახსოპვს ავშაროვმა წუხე-
ლის იმ წითურ გომბეშოზე რა გითხრა? იმას ზანგი ქმარი აცმევს და

182 მკითხველთა ლიგა


გახდით კი სხვები ჰხდიანო. ნამდვილად კი მგონი იმ ზანგსაც შენი
საცოლე აცმევს და აჭმევს, გაიგე რა გითხარი?
– ადელი პატიოსანი ქალია, – წაილუღლუღა ილიკომ.
– რაო, პატიოსანიო?! – შეშფოთდა ქეთო და, დედა რომ დაინახა,
მაშინვე გაჩუმდა.
ამ დროს მარიამი შემოვიდა. ორივემ ხმა გაკმიდა. დედამ შვი-
ლებს თვალი მოავლო და ჰკითხა:
– რაზე ლაპარაკობდით?
– ჩემს გათხოვებაზე ვლაპარაკობდით. – გადაასხვაფერა ქეთომ.
– მარტო ილიკომ და ძალო ანიკომ მომილოცეს, დანარჩენი ნათესა-
ვები კი კრუხებივით აიფხორნენ. აკაკი არც კი ამოვიდა.
ილიკომ დუმილის ნიშანი მისცა დას და კარებში გაიძურწა.
– უნდა მოითმინო, შვილო, – ანუგეშა დედამ.
– მოვითმენ, დედი, კიდევ ბევრ რამეს მოვითმენ.
საღამო ჟამს ქეთო წამოდგა, სასტუმრო ოთახში გავიდა, როიალს
მიუჯდა და რამდენიმე მოკლე პიესა დაუკრა. უცებ წვერაძე შემოვი-
და, თავდაბლა მისცა სალამი და უთხრა:
– ქალბატონო ქეთევან, მუდამ რომ სხვებისთვის უკრავთ, ერ-
თხელ ჩემთვისაც დაუკარით, რაღა!
– რა გნებავთ დაგიკრათ, ბატონო იაკობ?
– ბაიათი დაუკარით.
ქეთომ გაიღიმა და ცალი თითით ცალხმოვანი ბაიათი დაუკრა.
წვერაძე მოუსვენრად დადიოდა. ქეთომ თვითონაც იცოდა და დედა-
მაც გააფრთხილა, რომ იაკობი მის თხოვას აპირებდა: „ბაიათი მხო-
ლოდ შესავალია. იაკობი სათქმელს ამზადებს. ბაიათს რომ გავათა-
ვებ, მაშინვე მეტყვის“, – გაიფიქრა მან და დაასწრო: სიმების წვალე-
ბა უცებ შესწყვიტა, ტრიალა სკამზე მიბრუნდა და სტუმარს მიახა-
ლა:
– ბატონო იაკობ, თქვენც მომილოცეთ.
– რა მოგილოცოთ?
– ვთხოვდები.
იაკობი უხეშად მოტრიალდა და გაშტერდა. მერმე კრიჭა ძლივს
გაიხსნა და წაილუღლუღა:
– ვინ... ვისზე?
– ავშაროვზე ვთხოვდები, – მაშინვე მიაწოდა ქალმა.
– მე... მე რაღას მეუბნებით?
ქეთომ გულიანად გაიცინა და ჰკითხა:
183 მკითხველთა ლიგა
– თქვენც გინდოდით? გულთამხილავი ხომ არა ვარ, რატომ აქამ-
დის არ მითხარით?
– იმიტომ არ გითხარით, რომ ვერ გაგიბედეთ. ეჰ, სჩანს ბედი არა
მქონია, – და წვერაძემ უიმედოდ ჩაიქნია ხელი.
აღებ-მიცემაში და კომბინაციებში იაკობს ბედიც სწყალობდა და
კადნიერებაც ჰყოფნიდა, ხოლო ერთ უძლურ ქალს რამდენიმე სიტ-
ყვაც ვერ გაუბედა. დიდხანს ფიქრობდა, ემზადებოდა, და „მე რაღას
მეუბნებით“ მაშინღა წამოროშა, როცა ქეთომ დაასწრო და უთხრა:
ავშაროვზე ვთხოვდები და მომილოცეთო.
იაკობს თავისი ნაროშვალისა თვითონვე შერცხვა, ქეთოს არც მი-
ულოცა, აღარც უთხრა რამე, ზურგი შეაქცია და გავიდა.
ქეთოს კი თან ეცინებოდა და თანაც ენანებოდა.
მალე მართაც შემოვიდა, ქეთოს ღიმილით შეჰხედა თვალებში
და ჰკითხა:
– მართალია?
– მართალია, მათიკო, მართალი, – მიუგო ქეთომ მეგობარს,
მაშინვე თავის ოთახში შეიყვანა, სკამზე დასვა, თვითონაც გვერდით
მიუჯდა და განაგრძო: – ჩემს თავზე რაღაც ამბავი ტრიალებს და
ვერ გამიგია, საბედნიეროა თუ საუბედურო. გახსოვს ერთხელ რომ
მითხარი: შესაძლოა მტრის ოჯახში ცხოვრობდე და ერთობას
იქიდანაც უშველოო? ახლა მეც სწორედ მაგ დღეში ვარ და არ ვიცი
შევძლებ თუ არა ტვირთი პირნათლად ვზიდო ბოლომდის.
– აბა რა გითხრა, ჩემო ქეთო. – მცირე მოფიქრების შემდეგ უპასუ-
ხა სიყრმის მეგობარმა. – ახლა ეგ ტვირთი თითქმის ყველას ჰკიდია:
პატარას და დიდსაც, ქალსა და ვაჟსაც, გლეხსაც და მუშასაც. ზოგი
ბოლომდის მიიტანს, ზოგიც დავარდება. გააფთრებულ ომში ვართ
და ამიტომ ბევრი მებრძოლი წაგვექცა და კიდევ ბევრი წაგვექცევა.
ვინც თავის ძალა ტვირთს კარგად შეუწონა, ის უეჭველად პირნათ-
ლად ივლის და ბოლომდე გაიტანს, ვინც არა და, ადვილად დამარ-
ცხდება და, შესაძლოა, კიდეც ინანოს.
სულმოკლე მალე გატყდება, გულმაგარი კი ჯალათს ხელსა
ჰკრავს და სახრჩობელაზე თვითონვე ავა. შენ პატარაობიდანვე გიც-
ნობ და ისიც ვიცი ვინა ხარ და რა შეგიძლიან. გაფრთხილებ: ერთო-
ბის სამსახურში ყოფნა მეტად სახიფათო საქმეა. თითქმის ყველას
შეუძლიან ქუჩაში გავიდეს, აკრძალული სიმღერა იმღეროს და და-
იძახოს, – „ერთობას გაუმარჯოს! ძირს ჯალათები!“, მაგრამ სამეფო
ტახტი მარტო ამით არ დაინგრევა. ამაზე უფრო სახიფათო საქმეც
184 მკითხველთა ლიგა
არსებობს და შენც გაგიზრახავს სწორედ ამნაირ საქმეში ჩაერიო.
თუ გაგიგეს, ვაი შენი ბრალი!
– მე მშიშარა ქალი არა ვარ, – გაახსენა ქეთომ.
– მეც ვიცი, რომ გულადი ხარ, მაგრამ გულადობა სხვა არის და
სიმტკიცე კიდევ სხვა არის. შენ კი თავდაპირველად სიმტკიცე გჭირ-
დება, მერმე – სიფრთხილე, შემდეგ – გამძლეობა, და ბოლოს –
თვალთმაქცობა გინდა.
– პირველიც მომეპოვება, მეორეც და მეოთხეც: – მტკიცედ განაც-
ხადა ქეთომ. მართა ერთხანს თავის ჭკუიანი თვალებით დააკვირდა
ქეთოს და მერმე ჰკითხა:
– სად, რაში და როდის გამოსცადე?
– ყველგან და ყველაფერში ვცადე.
– თვალთმაქცობა გიცდია? – უნდობლად ჰკითხა მართამ და გა-
უღიმა.
– მეგობრებთან არ მიცდია, სხვებთან კი კიდეც მიცდია და კიდეც
გამიმარჯვია. – ღიმილითვე უპასუხა ქეთომ და დაუმატა:
– ეს მძიმე ტვირთი შენცა გკიდია და ჩუმად მიათრევ, არცა სჩივი
და არც იდრიკები. მართამ ჩაიღიმა და უპასუხა:
– მე ჩემი გითხარი, დანარჩენი კი შენ იცი. გულით და სულით გი-
სურვებ პირად ბედნიერებასაც და მაგ ტვირთის დაძლევასაც.
– გმადლობთ, ჩემო მათიკო, გმადლობ.
მეგობრებმა ერთმანეთს აკოცეს, მერმე მართამ უთხრა:
– გუშინ ის ბეჭედი ტყუილად მიეცი. პოლიციას უიმისოდაც და-
ვაღწიეთ თავი.
– ვიცი, მეც იქ ვიყავი. ბეჭედი კი ერთობის ჭირის სანაცვლო იყოს.
იმისთანა ათი კიდევ მექნება. იცი, იქიდან სად წავედი?
ქეთომ ყველაფერი უამბო მართას: ზურაბის მოხსენებაც, გამოცი-
ლებაც, გზადაგზა გამართული საუბარიც, შანტანში მომხდარი ამბა-
ვი და ბოლოს სთქვა:
– დღეს დილით ნიკომ ძლიერ გამლანძღა. საწყალი ბიჭი! ძალიან
იტანჯება.
მართა მიუხვდა. ორთავემ იცოდა რაც სტანჯავდა სტუდენტს, მაგ-
რამ არც ერთმა ხმა არ ამოიღო.
იმ დილას ქეთომ ზურაბი თავის გულში მართას დაულოცა, ახლა
კი სინანულმა თუ სხვა რამ გრძნობამ გაჰკრა. მან მოისურვა, რომ
ზურაბის გულში არც ერთი ქალი არ ყოფილიყო. არც მართა, არც
ნინო და არც ელო. მარტო იმ ფიქრმაც კი მწვავედ გაჰკაწრა ავშარო-
185 მკითხველთა ლიგა
ვის საცოლეს, რომ შესაძლო იყო ზურაბი სხვას რგებოდა, მაგრამ ამ
აზრისა შერცხვა, თავი შეარხია, თითქო იგი მოიშორაო, და გა-
იფიქრა:
„ღმერთო, რა სულელი ვარ! რა ხარბი ვყოფილვარ!“

186 მკითხველთა ლიგა


XII

ლევანი, რაჟდენი, თედო, მართა და ნიკო ტრამვაის ვაგონიდან


გადმოვიდნენ და ისე გაშორდნენ ერთმანეთს, როგორც უცნობები.
ლევანი რკინიგზის საბარგო სადგურისკენ გაემართა. თედო შო-
რიახლოს გაჰყვა. ნიკომაც იქვე საბაჟოსკენ შეუხვია. მას მართა აე-
დევნა. რაჟდენი მარტო დარჩა და ხალხით, დროგებით და ეტლე-
ბით სავსე მოედანზე დაიკარგა.
თედო ლევანს ადევნებს თვალყურს, მართა – ნიკოს, რაჟდენი კი
ოთხივეს.
ნიკოს ნოქარივით აცვია: ღია ფერის ვიწრო პიჟაკ-შალვარი, გახა-
მებული ქაღალდის საყელო, ზედ ვარდისფერი ყელსაბამი, თავზე –
იაფი ჩალის შაპო, ხელში – წვრილი შავი ბამბუკის წკეპლა და საერ-
თო იერიც – მსუბუქი, კოპწია, ნოქრული. ნამდვილად აგრეც არის:
დღეს ნიკო წვერაძის ნოქარია. ჯიბეში სათანადო მოწმობაც მოეპო-
ვება. წვერაძეს უცხოეთიდან საქონელი მოუვიდა და მისმა ნოქარმა
უნდა გამოისყიდოს.
ნიკო ჯერ კანტორაში შევა, თავის რიგს მოუცდის, სამიოდე თუ-
მანს საბაჟო ხარჯს გადაიხდის, იქვე დიდ საწყობში შევა და ვიღაც
მწვანე-სირმიან მოხელეს მიადგება. ის ქვითარს გულდასმით გა-
უსინჯავს, ნიკოს ვება საწყობის ბოლოში გაიყვანეს და წვერაძის სა-
ქონელს უპოვნის. მას ორი სხვა მოხელე მიეშველება და იწყება სა-
ქონლის ჩხრეკა და ნოქრის გამოკითხვა.
– საიდან მოდის საქონელი?
– ლაიპციგიდან. – უპასუხებს ნოქარი და ბამბუკის წკეპლას უდარ-
დელად ათამაშებს.
– რა საქონელია?
– სახელოვანი გენერლების, მწერლების და მეცნიერების სურა-
თებია.
– გენერლებისა? მაშ ბისმარკიც იქნება.
– ბისმარკიც არის, მოლტკეც, სუვოროვიც და კუროპატკინიც.
– კუროპატკინიც? – გაოცებით ჰკითხა მოხელემ.
– როცა ეს სურათები შეგვიკვეთა მუშტარმა, მაშინ კუროპატკინი
ძალაში იყო, ახლა კი შეძულებულია და მაგის ვაჭარი უეჭველად
იზარალებს. კისერიმც მოუტეხია! რა ჩვენი საქმეა!

187 მკითხველთა ლიგა


ოთხივე ყუთს საბაჟო მუშებმა თავი აჰხადეს და აქეთ-იქიდან სა-
ნიმუშოდ რამდენიმე ცალი გამოიღეს. სრული სიმართლეა: ლიტოგ-
რაფიული სურათებია და მეტი არაფერი. მრგვალად დახვეულ მუყა-
ოს გარედან სურათი აქვს მოხვეული, ხოლო სურათს უბრალო ქა-
ღალდი აქვს გადაკრული.
– კეთილი და პატიოსანი, – სთქვა ბოლოს უფროსმა მოხელემ, –
შეგიძლიან წაიღო.
„ჩერჩეტები! – გაიფიქრა ნიკომ. – ერთი მაინც გახიეთ, გაშალეთ
და შიგ „პროლეტარს“ და „ვპერიოდს“ იპოვნით“.
უეჭველად იპოვნიან, მაგრამ გახევას ოდნავი ეჭვი მაინც სჭირდე-
ბა. საეჭვო კი სულაც არაფერია.
საბაჟოს მუშებმა ოთხივე ყუთი ქუჩაში გამოიტანეს, იქვე დააწყეს
და უკანვე შებრუნდნენ. რაჟდენმა დროგი მოაყენა, ზედ დაალაგეს
და სადგურისკენ დასძრეს. ორასი ნაბიჯის მანძილზე ლევანი და ხუ-
თი მძიმე ყუთი ელოდა. ისიც დატვირთეს და გზას გაუდგნენ. დროგს
შორიახლო ლევანი და რაჟდენი გაჰყვნენ, სხვები კი ისე გაჰქრნენ,
რომ ერთმანეთს არც კი დალაპარაკებიან. აღარც ლევანი და რაჟდე-
ნი ლაპარაკობდნენ. ერთმანეთისთვის თითქო უცხონიც იყვნენო:
ლევანი დროგს ასიოდე ნაბიჯით მიუძღოდა წინ და გზას ზვერავდა,
რაჟდენი კი უკან მისდევდა და ისიც ფრთხილად ათვალიერებდა
მგზავრებს.

***

იმავე ღამეს ლევანმა ზურაბი ნაძალადევში იპოვა და მოკლედ


უთხრა;
– ჩვენ რომ ვიცით, მზად არის. წამო გაჩვენო.
ნახევარი საათის შემდეგ ორივემ მამადავითის აღმართი აიარეს
და იმ პაწია სახლს მიადგნენ, რომელიც ახატნელთა სახლის პირდა-
პირ იდგა. ხის ჭიშკარს რომ მიაღწიეს, ზურაბმა მას ხელი ჰკრა.
– დაკეტილია. – ჩუმი ხმით უთხრა ლევანმა. – მუდამ დაკეტილი
იქნება და გარეშეს თვალს აუბამს, ჩვენ კი სხვა გზით ვივლით. მომ-
ყევი.
ახატნელის სახლის წინ ნავთის ფარანი იდგა და მიდამოს ოდნავ
ანათებდა. მისი შუქი რამდენიმე ხის ბურვილში იკარგებოდა და იმ

188 მკითხველთა ლიგა


პაწია სახლს ისე მკრთალად სწვდებოდა, რომ სიბნელეში მისი ლან-
დიღა მოსჩანდა.
ლევანმა ზურაბი ზევით აიყვანა და მარცხნივ ვიწრო ორღობეში
შეუხვია.
– ვერაფერს ვერა ვხედავ. – ჩაიჩურჩულა ზურაბმა.
– ხელი მომეცი, – მიუგო ლევანმა და ხელში ხელი წაავლო, ბრმა-
სავით ატარა, ისევ მარცხნივ შეუხვია და იმ ეზოში შეიყვანა, სადაც
უნდა შესულიყვნენ. მთვარემ მუქი ღრუბლები გაფხრიწა და იქაუ-
რობა გულდასმით მოათვალიერა.
– ხომ გახსოვს, რომ ამ ალაგას აგურის კიბე იყო? – ჰკითხა ამხა-
ნაგს ლევანმა.
– მახსოვს. სარდაფის კიბე იყო.
– იყო და აღარ არის. ახლა აქეთ წამოდი. ხომ გახსოვს, რომ ამ
სახლს ორი კარი ჰქონდა? ახლა ერთიღა დარჩა. აბა შევიდეთ.
კარი შეაღეს და ოდნავ განათებულ მოზრდილ ოთახში შევიდნენ.
ახალმოსულებს მართა, ნიკო, თედო და რაჟდენი დაუხვდნენ.
– გამარჯვება, ამხანაგებო! – მიესალმა მათ ზურაბი და ოთახს
თვალი მოავლო.
ხის კედლები და ჭერი კირით იყო შეღებილი. აგურის იატაკზე
ერთ კუთხეში ხის ტახტი იდგა. ზედ ფარდაგი ეგო და ლოგინი ელა-
გა. წინ უბრალო მაგიდა და ოთხი ტაბურეტი ედგა. იქვე კედელზე
თუნუქის პირსაბანი ეკიდა. აგურის განიერ ბუხარში პრიმუსი შიში-
ნებდა. ზედ მოზრდილი ლურჯი ჩაიდანი დუღდა. ბუხრის გვერდით
ერთი დაგლეჯილი ჩემოდანი ეგდო, სადაც ალბათ იმ ოთახის
მდგმურის მთელი ავლადიდება ეყარა.
– ამ სასახლეში როდის გადმოსახლდი? – ღიმილით ჰკითხა რაჟ-
დენს ზურაბმა.
– წუხელ გადმოვედი.
– დედა-შენი?
– ძველ ბინაზე დარჩა.
– გუშინ რომ პროკლამაცია გამოგიგზავნე, ააწყე თუ ვერ მოასწა-
რი?
– წუხელივე ავაწყე ახალ სტამბაში და წუხელივე დავბეჭდე.
– აბა სტამბა მაჩვენეთ.
– იპოვე და ნახავ, – მიუგეს ერთხმად ლევანმა და რაჟდენმა.
– ერთად არის.
– კარი გარედან აქვს თუ შიგნიდან?
189 მკითხველთა ლიგა
– შიგნიდან აქვს. აი აქვეა, ამ ოთახშია. ვინც იპოვნის, რაც უნდა,
ის მომთხოვოს. ხელოსანი ვარ და გავუკეთებ. – ცბიერი ღიმილით
შესთავაზა ლევანმა.
– ერთი საათია რაც ვეძებთ და ვერ გვიპოვნია. – ჩაურთო თედომ.
– მაშ დავიწყოთ, – სთქვა ზურაბმა და ჯერ ბუხარი გასინჯა გულ-
მოდგინედ.
ბუხარი ბუხარს ჰგავდა. წლეულს ჯერ არ აენთოთ და ამიტომ იგი
სუფთად მოეგავათ და ჭვარტლიც ჩამოეწმინდათ. მხოლოდ კედლი-
სა და დიდი ფილაქნის კიდურებში
დარჩენილიყო ნაცარი.
– თქვენც მიშველეთ, რაღა! – მიმართა ზურაბმა ამხანაგებს. – ლე-
ვანი მპოვნელს კარგ საჩუქარს დაჰფირდა.
– ტყუილად ვეძებთ, ვერ ვიპოვით, – უპასუხეს აქეთ-იქიდან და
ყველანი მეხუთეჯერ შეუდგნენ კედლების კაკუნს, იატაკის რახუნსა
და საცოდავი ავეჯეულის ჩხრეკას. ჩემოდანი და ტახტიც გამოსწიეს,
პირსაბანიც ჩამოიღეს და სტამბის გზა-კვალს მაინც ვერ მიაგნეს.
ლევანი და რაჟდენი დოინჯშემოყრილი იდგნენ, საგონებელში
ჩავარდნილ ამხანაგებს ამაყი ღიმილით ადევნებდნენ თვალყურს
და თანაც დასცინოდნენ:
– მაგ პირსაბანში ჩაძვერი და შიგ სტამბაში ჩავარდები.
– ბარემ იატაკიც აშალეთ, კიბეც მოიტანეთ და უეჭველად იპოვ-
ნით.
– ბარემ ლამფა ჩამოშალეთ, იქიდან ჭერში ადით, ჯერ პირდაპირ
იარეთ, იქიდან მარცხნივ გაუხვიეთ, მერმე მარცხნივ დაეშვით, შემ-
დეგ აღმადაღმა ივლით, ოღროჩოღროს გადასჭრით, ცხრა მთას გა-
დალახავთ, ცხრა ზღვას გადასცურავთ, ცხრა ძმას იპოვნით და გზას
ისინი გასწავლიან, ოხო-ხო! – იცინოდა ლევანი, რომელმაც ამ იატა-
კის ქვეშ ეს ცხრაკლიტული სტამბა შექმნა და ამდენ ხალხს მისი კა-
რიც კი ვერ ეპოვნათ.
– მაშ თითი მოღუნეთ და გასწავლით. – უთხრა ბოლოს ლევანმა.
– აჰა, მომიღუნავს. – – დამორჩილდა ზურაბი და თითი მოღუნა. –
ფეშქაში კიდევ სხვა იყოს.
ლევანმა თუნუქის ლამფა ჩამოიღო, ბუხრის გვერდით დადგა,
თვითონ ბუხარს ეცა, ჩაიდანი გადმოდგა, პრიმუსიც განზე გადგა, ნა-
პირებიდან ნაცარი გამოგავა და მარცხენა კუთხიდან ერთი გარუჯუ-
ლი აგური გამოიღო, რომელიც სხვა აგურებისაგან არაფრით არ გან-
სხვავდებოდა. ის აგური ოდნავ აწვებოდა ფილაქნის ერთ კუთხეს,
190 მკითხველთა ლიგა
რომელიც აგურის გამოღების შემდეგ განთავისუფლდა. ახლა ლე-
ვანმა იმ კუთხეს ჩაავლო ხელი, ფილაქანი ასწია, გამოიღო და მოზ-
რდილი შავი ხვრელი გამოაჩინა, რომელიც ურჩხულის დაღებულ
ხახას ჰგავდა.
– ბიჭოს!.. ყოჩაღ!.. ოსტატიც ასეთი უნდა! – მოისმოდა გაოცებუ-
ლი ამხანაგების ჩურჩული.
– ახლა მომყევით . ნუ შეშინდებით. აქ მკვიდრი კიბეა და არ ჩა-
ვარდებით. რაჟდენ, შენ ლამფა ჩააქრე და მართას უშველე, – სთქვა
ლევანმა, თან სანთელი აანთო და ურჩხულის ბნელ ხახაში ჩაძვრა.
მას ზურაბი ჩაჰყვა, ზურაბს მართა და სხვებიც მიჰყვნენ. რკინის ხვე-
ულმა კიბემ ყველანი წყვდიადით მოცულ სარდაფში ჩაიყვანა. ლე-
ვანმა სანთელი ზევით ასწია, თითი კედლისაკენ აიშვირა და ამხანა-
გებს უთხრა:
– იმ ნაჩხვლეტს ხომ ხედავთ, ეს მილი საკვამლეში ადის და იქი-
დან სუფთა ჰაერი ჩამოდის. იქაურობას შმორი მაინც ვერ მოვაშორე
და მგონი არც მოშორდება.
– მაგას ვინა ჩივის! შენ დანარჩენი გვაჩვენე.
– რასაც აქ ხედავთ, ჯერ აგერ იმ უწინდელ კარიდან შემოვიტა-
ნეთ, – სთქვა ლევანმა და თითი მეორე კედლისკენ გაიშვირა, – მერ-
მე ის კარი ამოვაშენეთ და გარედან რომ კიბე ჰქონდა, ის ადგილიც
მიწით ამოვავსეთ. ახლა ნახეთ და ისიამოვნეთ. აი აქ იარაღი აწყვია,
რომ არ დაჟანგდეს, ნავთში და ზეთში ვინახავთ, რაღა.
და სანთლით გაუშუქა მოზრდილი თუნუქები, კალათები, ყუთები
და ხის კასრები, სადაც მრავლად ელაგა ყუმბარები, ყველა ჯურის
რევოლვერები, თოფები, ვაზნები, კაპსულები, ბიქფორდის დახვეუ-
ლი პატრუქები და აქაური ხმლები, ხანჯლები და ბებუთებიც.
– სულ რამდენი მოგროვდა? – ჰკითხა ზურაბმა.
– ას ოთხმოცი აქაური ყუმბარაა, ორმოცი მაკედონურია, ას ოცი
რევოლვერია, ორასამდე თოფია და ამდენიც ხმალ-ხანჯალი იქნება,
– პატაკივით მოახსენა ლევანმა.
– დღეს რომ მიიღეთ, იმიანად თუ უიმისოდ?
– იმიანად, მაშა!
– ას კაცზე ერთი თოფიც არ მოვა, – მწუხარე ხმაზე ჩაილაპარაკა
ზურაბმა.
– არც ორასზე მოვა და არც ხუთასზე, – ჩაურთო თედომ, – ერთი
რომ დაიძახო, მთელი ხალხი ერთი კაცივით წამოდგება.

191 მკითხველთა ლიგა


– ყველას სად გავწვდებით! – მიუგო ჩაფიქრებულმა გურგენიძემ.
– ხმალ-ხანჯალი ყველას აქვს, მაგრამ ახლანდელ შაშხანას და ზარ-
ბაზანს კაჟიანი თოფი და ხანჯალი უნდა დავუხვედროთ? – ცოტაო-
დენი იყუჩა და მტკიცე ხმაზე დაუმატა: – მეტი გზა არ არის, მაინც
უნდა დავუხვედროთ... რაცა გვაქვს, ის უნდა დავუხვედროთ... ერთი
თოფიც რომ არა გვქონდეს, კბილებით, მუშტით, კეტით და ქვით და-
ვუხვდებით.
– ჯარი თანდათან იხრწნება, უამრავი სალდათი მოგვიდგება, –
გაამხნევა ზურაბი თედომ.
– მეც მაგის იმედითა ვარ. – მიუგო გურგენიძემ. – რაც ძალა და
ღონე გვაქვს, ყაზარმას და იარაღს უნდა შევალიოთ. შენ რაღას გვაჩ-
ვენებ, რაჟდენ?
– აი ჩემი სტამბა, – უპასუხა ასოთამწყობმა და ლევანს სანთელი
გამოართვა. – აი ამერიკული საბეჭდი მანქანა... ესეც კასა ... ესეც მა-
გიდა, ესეც წვრილმანი და დღევანდელი ჩემი ნამუშევარი.
მაგიდაზე რამდენიმე დასტა ახლადდაბეჭდილი პროკლამაცია
ეწყო. ზურაბმა ერთი დასტა აიღო და ისე დაუწყო კითხვა და სინჯვა,
როგორც შეყვარებული სინჯავს ხოლმე სატრფოს სურნელოვან
ცხვირსახოცს. ბოლომდე ჩაიკითხა და რაჟდენს ჰკითხა:
– ქაღალდი კიდევა გაქვს?
– მაქვს, მაშა!
– მას ხუთასიც მიუმატე.
– ისევ კობას დაწერილია? – ჰკითხა მართამ ზურაბს და დაბეჭ-
დილ პროკლამაციაზე უჩვენა.
– კობასია, მაშ ვისი იქნება?
რაჟდენმა მანქანა ფეხით აამუშავა, თანაც მას ოთხად გაჭრილ
სუფთა ფურცლებს აწვდიდა და დაბეჭდილს იქვე აწყობდა. ქაღალ-
დი ოდნავ შრიალებდა, მანქანა ნელ ხმაზე ჩახუნობდა.
– ნათქვამია, ჩაროზს ბოლოს მიირთმევენო. – უთხრა ნიკომ ზუ-
რაბს და იქით გაიყვანა. – ეს საჩუქარი ბოლოსთვის შეგინახე. აჰა,
დატკბი.
– ბიჭოს, ესეც მოასწარით? შე არამზადავ, აქამდე რაღას მიმა-
ლავდი? – წამოიძახა ზურაბმა და ხარბად დასტაცა ხელი უცხოეთი-
დან მოსულ გაზეთ „პროლეტარს“.
– აბა, თქვენც მიშველეთ, – სთქვა ლევანმა და ყველანი დიდ გრო-
ვას ეცნენ. იმ ხვეულებს ხევდნენ, სურათებს ცალკე აწყობდნენ და
ჟურნალებს ცალკე ალაგებდნენ.
192 მკითხველთა ლიგა
ზურაბი კიბეს ეცა, ზევით ოთახში აცოცდა, ლამფა აანთო და თავ-
დაპირველად ცეცხლით დაწერილს ლენინის წერილს დაეწაფა. ხარ-
ბად კითხულობდა და თვითონაც ცეცხლი ეკიდებოდა.
– ზურაბ, შენც გესმის რამე? – ჰკითხა უცებ მართამ და, პასუხი
რომ არ მიიღო, მხარზე ხელი დაადო და ხელმეორედ ჰკითხა: – გეს-
მის-მეთქი თუ არა?
ზურაბს არაფერიც არ ესმოდა. მართას ამოსვლაც კი ვერ გაიგო.
ახლა კი თავი ასწია და დაბნეულივით ჰკითხა:
– რა იყო, რა მოხდა?
– აბა ყური დაუგდე, შენც ხომ არაფერი გესმის?
ზურაბმა სმენა გაამახვილა და მცირე ხნის შემდეგ მიუგო:
– რაღაც ჩუმი გუგუნი მესმის.
– ჩვენი საბეჭდი მანქანის გუგუნია. – წარბშეკვრით სთქვა მარ-
თამ. – ამ იატაკზე ქეჩა და ფარდაგი უნდა დავაგოთ. თორემ შესაძ-
ლებელია სწორედ ამ გუგუნმა გაგვცეს. ხვალ ჩემ ხალიჩებსა და
ფარდაგებს მოვიტან და დავაგებ.
– საჭირო არ არის. სად ეს ქოხი და სად ხალიჩები! ამას ორიოდე
თუმნის ქეჩაც ეყოფა და ამ ღატაკ ოთახზედაც ზედგამოჭრილი იქნე-
ბა.
ურჩხულის ბნელი ხახიდან ზედიზედ თედო, ნიკო და ლევანიც
ამოძვრნენ. მალე რაჟდენმაც გაათავა ბეჭდვა და სარდაფიდან ამო-
ვიდა. ზურაბმა მათ ლენინის წერილი გადაუთარგმნა და დაწვრილე-
ბით განუმარტა. ლენინი ნათლად და გადაჭრით მოითხოვდა, რომ
ძლიერი აგიტაცია გაეწიათ ბულიგინის სათათბიროს წინააღმდეგ,
რომ ამ აგიტაციას საფუძვლად დასდებოდა ასეთი ლოზუნგები: შეი-
არაღებული აჯანყება, რევოლუციური ჯარი, სარევოლუციო მთავ-
რობა, გავრცელება ამ მთავრობის პროგრამისა: რომ ამ აგიტაციასა
და შეიარაღებული ბრძოლის ირგვლივ მხოლოდ ის ელემენტები შე-
მოეკრიბნათ, ვინც ამ ლოზუნგებს იზიარებდა, და რომ დაუნდობ-
ლივ გაეშიშვლებინათ და დაედაღნათ ბურჟუაზიული თეორია შესა-
ხებ შეთანხმებისა, და მუშათა კლასიც სათანადოდ გაეფრთხილები-
ნათ.
მეგობრები სულგანაბული უსმენდნენ ზურაბს და ხანგამოშვებით
ორიოდე სიტყვას აწოდებდნენ:
– აგრეა... მართალია...
– ისე ნათლად ვხედავ მაგ გეზს, თითქოს ხელის გულზე მედოს.
– ნამდვილი საბრძოლველი ლოზუნგებია.
193 მკითხველთა ლიგა
– კალამში ვენაცვალე მაგის დამწერსა!
კითხვა და საუბარი რომ გაათავეს, ყველანი სახელდახელო სუფ-
რას მიუსხდნენ, რომელსაც ცოტაოდენი ღვინო, ყველი, ხმელი თევ-
ზი, ძეხვი დ ცხელ-ცხელი ჩაი ამშვენებდა. ერთმანეთის სადღეგრძე-
ლო დალიეს, ერთობას გამარჯვება უსურვეს და ადრე დაიშალნენ,
ვინაიდან ყოველ მათგანს ქუჩაში ჩხრეკა და რიჟრაჟზე ადგომა
ელოდა.
ეზოში თითო-თითოდ გადიოდნენ.
– ზურაბ, შენ შორი გზა გაქვს გასავლელი, – უთხრა მას რაჟდენმა.
– ძალიან სახიფათო დროა და სჯობს აქ დაიძინო, მე კი ამ ღამეს
ისევ დედა-ჩემთან გავათენებ.
ზურაბმა უარი უთხრა.
– დარჩი, ზურაბ. – ურჩია მართამაც და ცხელი მთრთოლვარე ხე-
ლი ისე მაგრად მოუჭირა, რომ თითები ატკინა.
– კარგი, დავრჩები, – დაეთანხმა ზურაბი, და ყველანი რომ გა-
ვიდნენ, ისევ გაზეთების კითხვას შეუდგა.
ნახევარი საათის შემდგე შუაღამის სიჩუმე კარის ფრთხილმა კა-
კუნმა დაარღვია. მუდამ საფრთხეში ყოფნით და დაპატიმრების მო-
ლოდინით აშლილი ზურაბი შეკრთა, ზეზე აიჭრა და მისი მარჯვენა
უნებურად ეცა რევოლვერს. მაგრამ გურგენიძე მაშინვე მიხვდა, რომ
სახიფათო არაფერი იყო. ამ კაკუნს წეღანაც ელოდა, მაგრამ გაზე-
თის კითხვამ გაიტაცა და დაავიწყა. მაინც ხელი არ მოაშორა რე-
ვოლვერს, ლამფა ჩააქრო, ფეხაკრეფით გადასჭრა ოთახი და მეორე
ხელი ურდულს დაადო. კაკუნი განმეორდა: ერთხელ ძლიერ დაჰ-
კრეს, ხოლო პაუზის შემდეგ ორჯელ ზედიზედ და ნელა დააკაკუნეს.
ზურაბმა თამამად გასწია ურდული და შალ-მოხვეული მართა მკერ-
დზე მიიკრა.
– უშენობამ დამადნო, – მხურვალე კოცნის შემდგე ჩასჩურჩულა
ქალმა, – ორ კვირაში ერთხელ მაინც მოგეხვეოდე ხოლმე.
– მეც შენს დღეში ვარ, მათიკო, გენაცვალოს ზურაბი, – მიუგო ვაჟ-
მა და ორიოდე წუთის შემდეგ მართა ტახტზე დასვა.

***

ნიშნობის დღიდან ანდრო ახატნელის ოჯახი მოუსვენრობამ მო-


იცვა.

194 მკითხველთა ლიგა


ბანკებში ანდროს ამოწურული ჰქონდა კრედიტი. მან ვეღარც წვე-
რაძეს შეუბედა და ძალაუნებურად მევახშეებს მიადგა კარზე, რო-
მელთაც ოცდაათ წელიწადს ებრძოდა პრესაში, მიადგა და მამასის-
ხლად სამიოდე ათასი მანეთი ძლივს იშოვა.
მარიამმა ილიკო ყველაზე პატარა ოთახში გადაასახლა და მისი
მოზრდილი ოთახი სამკერვალო სახელოსნოდ აქცია. ხუთი მკერვა-
ლი ქალი დილით-საღამომდე ქეთოს კაბებს, საცვალსა და თეთრე-
ულს სჭრიდა და ჰკერავდა. ქეთოს აღარ ასვენებდნენ, წამდაუწუმ
უძახოდნენ, გაუთავებლივ ატოლებდნენ და სარკის წინ ატრიალებ-
დნენ.
ანიკოც იმ ოთახში აღამებდა დღეს. მართაც დღეში ორიოდე სა-
ათით ამოდიოდა და იმ საქმეს თავის გემოვნებას და გამოცდილე-
ბას უმატებდა. მხოლოდ თამარი და მისი ქმარი აკაკი ერიდებოდნენ
ქეთოსაც და იმ ოთახსაც. აკაკი რამდენიმე დღის შემდეგ მაინც შეჰ-
ხვდა თავის დას, თავი ვეღარ მოარიდა, წინ გაუჩერდა, რამდენჯერ-
მე გააქან– გამოაქნია ხელები და იმდენჯერმე უთხრა:
– აბა რა გითხრა... მასწავლე, რა გითხრა... რა გითხრა-მეთქი?
– შენი ჭირი მე, ნურაფერსაც ნუ მეტყვი, ისევ ესა სჯობია, – მოუჭ-
რა დამ და მოშორდა.
მარიამი და ქეთო თითქმის ყოველ დღე გადიოდნენ ქალაქში.
უამრავი სასყიდელი ჰქონდათ და უფრო მეტად დონერ-ლეიცის,
ცინდელის, ალშვანგისა და დოროჟნოვის მაღაზიებში ტრიალებ-
დნენ. დედა-შვილი ამ მაღაზიების მუდმივი მუშტრები იყვნენ და მა-
თი პატრონები და ნოქრები ნამეტან ახლა უხვდებოდნენ მათ ქლე-
სური ღიმილით და ჭარბი თავაზიანობით. სკამებს მიართმევდნენ,
უამრავ საქონელს აჩვენებდნენ და ნავაჭრს შინ თვითონვე უგზავ-
ნიდნენ.
მალე საერთო გაფიცვა დაიწყო და ქეთოს ბევრი რამე დარჩა შე-
საკვეთელი და სასყიდელი. იმ დღიდან სამი მკერვალი სულ აღარ
მოდიოდა. აღარც მართა მოსჩანდა. ორი მკერვალი დროგამოშვე-
ბით ამოდიოდა, მაგრამ ისინიც ღელავდნენ და მალიმალ უკანვე
გარბოდნენ.
თეთრ საქორწინო კაბას პირადად მადამ ჟანი უკერავდა. იმ დღეს
ქეთო დასატოლებლად უნდა მისულიყო მასთან და შინიდან თერ-
თმეტ საათზე გავიდა. მამადავითის ქუჩაზე რომ დაეშვა, უცებ შორი-
დან დაინახა ავშაროვი, რომელიც ჩაფიქრებული ამოდიოდა თავაღ-
მა. რამდენიმე დღის წინათ მან ძვირფასი საჩუქარი მიართვა ქე-
195 მკითხველთა ლიგა
თოს: ოქროსგან ჩამოსხმული სამაჯური ტიტველი ქალ-ვაჟის სხე-
ულებისაგან შესდგებოდა, რომელნიც ურცხვად გადახლართულიყ-
ვნენ.
– გენაცვალეთ, რა სალდათური გემოვნება ჰქონია! – ცალკე უთ-
ხრა ქეთოს მარიამმა. – შორს სადმე შეინახე და მახლობელსაც არ
აჩვენო, თორემ თავი მოგვეჭრება.
დედასაც რომ არაფერი ეთქვა, იმ სამაჯურს არც ქეთო გამოაჩენ-
და. ახლა ავშაროვმა მაშინღა შეამჩნია ქეთო, როცა ქალი ზედ მიად-
გა მას.
– რას ჩაფიქრებულხარ? ხომ არაფერი მოხდა? – ჰკითხა ქეთომ
საქმროს. როტმისტრმა ორივე ხელი დაუკოცნა მას და მჭმუნვარედ
მიუგო:
– ამაზე მეტი რაღა მოხდებოდა: რკინისგზელთა გაფიცვა საერ-
თო პოლიტიკურ გაფიცვად გადაიქცა.
– ეგ ხომ მეც ვიცი.
– ამას საშინელი შედეგი მოჰყვება. გუშინ ქალაქში კიდევ რამდე-
ნიმე ალაგას ისროლეს ყუმბარები. ველიამინოვის ქუჩაზე პოლიციე-
ლი დასჭრეს. ნაძალადევში რკინისგზის მემანქანე მოჰკლეს, რო-
მელმაც გაფიცვა დაარღვია. ვერაზედაც ერთი აგენტი მოგვიკლეს.
წუხელის ყარსის გზაზე სამხედრო მატარებელი ლიანდაგიდან გა-
დაგვიგდეს და რვა ყაზახი დაგვიჭრეს და მოგვიკლეს. ამგვარი საზა-
რელი ამბები თითქმის ყოველ დღე ხდება და აღარ თავდება. ხელი-
სუფლება დამბლადაცემულია. არავინ აღარ იცის როგორ მოიქცეს.
ზოგი ალთას მიიწევს და ზოგი ბალთასა. რევოლუცია იმარჯვებს და
ყველა ჩვენთაგანი თაგვის სოროს დაეძებს.
– ბედოვლათები ხართ და სოროს იმიტომ დაეძებთ. – მიახალა
უცებ ქეთომ და თავის ნათქვამის მძაფრი კილო თვითონაც გაუკვირ-
და. – მაშ არ იცით როგორ მოიქცეთ? მე ქალი ვარ და მაინც ვიცი.
ერთ დროს თითქოს ვაჟკაცები იყავით, ახლა კი გაქალაჩუნდით და
ამიტომ ვიღაც ჯიქი, ვიღაც ტოგო, ვიღაც კუროკი და ძმანი მათნი კი-
დევაც გამასხარავებენ. დროა გონს მოხვიდეთ და ისე დასცხოთ,
რომ მეორეჯერ თითიც ვეღარ გაანძრიონ. თუ არა და ეს ველური ოხ-
ლოსი ყველაფერს გაანადგურებს და ჩვენც დაგვხოცავს. აგერ კიდევ
ერთი ნაყოფი მათი სამართლისა, – და ქეთომ თითი ქუჩის მეორე
მხარეს გაიშვირა, სადაც ფეხით და ეტლებით ამოდიოდნენ სოფლი-
დან გამოქცეული მღვდელი და აზნაურები თავიანთი ცოლ-შვილით,
ბავშვებით, ხურჯინებით და მაფრაშებით დატვირთულნი, – ეს უერ-
196 მკითხველთა ლიგა
თგულესი ლაშქარია მეფისა და კულტურისა, რომელიც საუკუნოე-
ბით დაგროვილ ქონებას და ბუდეს თავს ანებებს და ცხვრის ფარა-
სავით გამორბის. თქვენ კი შებრძოლების მაგიერ გულხელი დაგიკ-
რეფიათ და ბურტყუნებთ: არ ვიცით რა ვქნათო.
ავშაროვი გაოცებული უსმენდა თავის საცოლეს. ქეთომ უკანას-
კნელ დროს „ძირფესვიანად გამოიცვალა აზრი“ და ეს ცვლილება
პირველად იმ ღამეს გამოაჩინა შანტანში, რომელმაც ისინი საბო-
ლოოდ შეაკავშირა. მას აქეთ ქეთომ ავშაროვს იმგვარივე აზრი
ორიოდეჯერ კიდევ გაუმეორა, მაგრამ ასეთი სიმტკიცე ერთხელაც
არ გამოუჩენია. “დასცხეთ“ – ეს ხომ გოროდცევის, გენერალ გრიაზ-
ნოვისა და „ჭეშმარიტი რუსების“ ლოზუნგი იყო!
მაშ ქეთოც ამ გზით მიდენილა, წითელი დროშა დაუგმია და
თეთრს მიჰკედლებია.
ავშაროვი თავის დანიშნულს გამოჰყვა. ქეთოს ჯერ ეხამუშებოდა
ჟანდარმთან ერთად გამოჩენილიყო ქუჩაში. ამას წინათ ავშაროვმა
ახატნელები ოპერაში დაჰპატიჟა. ოთხალაგიანი ლოჟა ეყიდნა. ქე-
თო თავის დედ-მამას ძალდატანებით გაჰყვა და ისე იჯდა საქმროს
გვერდით, თითქოს ვიღაცას ემალებოდა.
იმ ლოჟას უამრავი ლორნეტი და ბინოკლი დაუმიზნეს და ახალ
დანიშნულებს გულმოდგინე მუშტარივით სინჯავდნენ. ქეთომ ან-
ტრაქტის დროს ცნობისმოყვარეთა ბრბოს თავი დააღწია და თეატ-
რის ფოიეში გავიდა. მუნდირით გამოწკეპილი საქმრო დეზების ოდ-
ნავი ჟღერით გაჰყვა მას და ხალხს მედიდურად ათვალიერებდა,
თან ისე მოსწონდა თავი, თითქო ყველას ეუბნებოდა: სანაქებო ვაჟ-
კაცი ვარ და ასეთი მზეთუნახავი ამიტომ დავიუფლეო. მაგრამ
ხალხს ფოიეში უფრო უდიერად ეჭირა თავი და ქეთოს მოურიდებ-
ლად ათვალიერებდნენ, თანაც იმის თეთრი ნასთის, შავი თვალწარ-
ბისა და მოხდენილი ტანადობის გამო თითქმის პირში ესროდნენ
ხოტბას და აღტაცებას.
ყველაზე უარესი მაინც ის იყო, რომ ქეთო რამდენიმე წუთში პი-
რისპირ ათიოდე ნაცნობს, მეგობარს და ნათესავს შეჰხვდა და ვე-
ღარ გაარკვია, ვისთვის რანაირი სალამი მიეცა და ვის წინაშე რანაი-
რად დაეჭირა თავი. ავშაროვის მუნდირმა ყველანი გამოცვალა.
ზოგმა ქეთოს დამცინავი ღიმილით გაუღიმა, ზოგმა გაოცებით შეჰ-
ხედა, ვინ ცივი სალამიც ძლივს გაიმეტა და ვინ თვალიც კი მოარი-
და. ქეთო თვალცრემლიანი დაბრუნდა, ლოჟის უკანა კუთხეში გა-

197 მკითხველთა ლიგა


ინაბა და საქმროსთვის „ჰო-არას“ მეტი ერთი სიტყვაც ვეღარ იპოვ-
ნა.
ავშაროვი მიზეზს მიუხვდა და ასე ანუგეშა საცოლე:
– ნუ გწყინს, ჩემო ძვირფასო. მალე შეგვეჩვევიან. გარდა ამისა,
ჩვენც გვყავს კეთილშობილი საზოგადოება, რომელიც თქვენს სანა-
ქებო ინტელიგენციას არც განათლებაში, არც ქონებაში და არც ჩა-
მომავლობაში დაუვარდება. აი მაგალითად...
მაგალითები წეღანაც უჩვენა და ახლაც დაუმატა: აგერ, იმ ლოჟა-
ში გუბერნატორი ბარონი რაუშ ფონ-ტრაუბენბერგი და მისი უპატი-
ოსნესი და უგანათლებულესი მეუღლე ბრძანდებიან.
აი ჟანდარმთა სამმართველოს გამგე პოლკოვნიკი ბეზგინი და მი-
სი მეუღლე – ზრდილობით და ენების ცოდნით განთქმული.
პარტერის პირველი რიგი თითქმის ცარიელია. იგი დრაგუნთა
აფიცრებს აქვთ აბონემენტით დაჩემებული, რომელნიც ახლაღა მო-
დიან, ვინაიდან დროზე მოსვლა მათ „შოკინგ“-ად მიაჩნიათ. ავშა-
როვს მათ შორის ბევრი მეგობარი შერჩა.
აგერ კიდევ რამდენიმე გამოჩენილი მოხელე და აფიცერი: ბარო-
ნი ნოტბეკი, გრაფი სეგური, აზნაური ნახიმოვი (“ნუ ეხუმრები, სახე-
ლოვანი ადმირალის ნახიმოვის ბადიშია“).
აგერ კიდევ რამდენიმე პოლკოვნიკი, „სტატსკი სოვეტნიკი“, კორ-
ნეტი, როტმისტრი და კაპიტანი, რომელნიც ქეთოს თავიანთ ოჯახში
სიამოვნებით მიიღებენ და სათანადო პატივსაც მიუძღვნიან.
ქეთოს არც ახლა უნდოდა საჯაროდ მიჰკერებოდა ავშაროვის
მუნდირს და ამიტომ საქმროს მისი სამსახური გაახსენა.
– რა დროს სამსახურია! იქაც აღარაფერი კეთდება. ჩვენც გავიფი-
ცენით. რა სხვაზე ნაკლები ჩვენა ვართ! – ხუმრობით მიუგო საქმრომ
და ქეთოს გამოჰყვა.
დანიშნულები გოლოვინის პროსპექტზე ჩავიდნენ და ერევნის
მოედნისკენ გაემართნენ.
ოქტომბრის თბილი მზიანი დარი იდგა. მოლურჯო, რბილი და
ხმელი ჰაერი თითქო გამდნარი ქარვით გაჟღენთილიყო. გაფიცვის
გამო ყველა დარაბები დაკეტილი იყო. ქუჩაში აღარც ეტლი მოსჩან-
და და არც ტრამვაის ვაგონები. უსაქმობის გამო დიდი– პატარაც გა-
რეთ გამოსულიყო, განიერი ტროტუარები გაევსო და ქვაფენილზე-
დაც გადაღვრილიყო. ხმალ-თოფში ჩამჯდარმა დრაგუნთა ესკად-
რონმა ნელი ნაბიჯით ჩაიარა, ხალხი არ ეპუებოდა და ნასუქარ ცხე-
ნებს ისე მოურიდებლად ეხლართებოდა ფეხებში, თითქო ხელი-
198 მკითხველთა ლიგა
სუფლებას ეუბნებოდა: თქვენი დღენი დათვლილია და ვერ შეგვაში-
ნებთო. წინ მიმავალთა ესკადრონის მეთაურმა და ავშაროვმა ერ-
თმანეთს გაუღიმეს და მხედრული სალამი მისცეს.
ესკადრონს ოთხი სამთო ზარბაზანი მოჰყვა, რომელმაც ხალხი
ზღარბივით აბურძნა და აქა-იქ დრტვინვა გამოიწვია.
– ზარბაზნები აქამდისაც უნდა გამოეტანათ. – უთხრა ქეთომ საქ-
მროს. – აქა-იქ ოციოდეჯერ რომ დაგექუხებინათ, თაგვის სოროს
თქვენ მაგიერ ესენი მოსძებნიდნენ და არც ამდენი სისხლი დაიღ-
ვრებოდა.
– რას იზამ, ვარანცოვი ლიბერალობს და სჯერა, რომ მისი გაუთა-
ვებელი მოწოდებანი და ქადაგებანი ტერორისტებს კრავად აქცევს,
– ჩასჩურჩულა ქეთოს ავშაროვმა.
– ვინც მგლის თავზე სახარებას კითხულობს, იმას და იმის ფარა-
საც მგლები შესჭამენ. დროა ასეთი მწყემსი თავიდან მოვიშოროთ.
– სუ, გაჩუმდი, თორემ... – და ჟანდარმმა მახლობელი მგზავრები
შიშით აათვალიერა.
პირველ სავაჟო გიმნაზიასთან ხალხში შუქურაული გამოჩნდა.
პოეტი თვალმიბნედილი იყო და ბრმასავით მოსდევდა ოცნებას. ქე-
თოს რომ გაუთანასწორდა, უცბად თვალი გაახილა, შეშინებულმა
გაუღიმა და გაბურძგვნილი თავი ოდნავღა ჩაუქნია. ქეთომ ზედაც
არ შეჰხედა და უცნობივით გაუარა.
– მაგ საცოდავ პოეტს რაღას ერჩი? რატომ სალამი არ მიეცი? –
ჰკითხა ავშაროვმა. საცოლემ ნამდვილი მიზეზი დაუმალა და მიუგო:
– მე თავის ჩაქნევა სალამად არ მიმაჩნია. ვისაც ვუნდივარ, ის
ღირსეულ სალამს მომცემს, ვისაც არა და, სჯობს სულაც აღარ ვიც-
ნობდე.
სწორედ ამ დროს მართას შეეფეთნენ. ისიც დაიბნა და იმანაც
ოდნავ დაუკრა თავი. ქეთომ უკმეხად შეიკრა წარბები, გაოცებით გა-
დაჰხედა მართას და არც იმას აკადრა პასუხი.
– ეგ ქალი და შენ სადღაც მინახიხართ ერთად. – გაახსენა ავშა-
როვმა. – მაგას რაღაზე უწყრები?
– სცდები, ჩემო კეთილო. სულაც არ ვიცნობ. ალბათ შესცდა, ან
სხვა ვინმეს მისცა სალამი. – დინჯად უპასუხა ქეთომ.
„ყოჩაღ, ქეთინო! შენი თავის პატივი გცოდნია და ალბათ ჩემ სა-
ხელსაც ღირსეულად შეინახავ“. – გაიფიქრა ავშაროვმა და ქეთომ
მის თვალში ერთი-ორად იმატა.

199 მკითხველთა ლიგა


სასახლის ქუჩაზე, საკომისიო მაღაზიის წინ, ხალხი იდგა და ვე-
ება ვიტრინაში გამოფენილს სანებივრო და ხელოვნების ნივთებს
ათვალიერებდნენ.
– ერთი შეხედე, რა მშვენიერი სურათია! – წამოიძახა ავშაროვმა
და საღებავით შესრულებულს მოზრდილ სურათზე მიუთითა, რომე-
ლიც ვიტრინის შუაგულში იდგა. – ეს ქალი რა ძლიერა გგავს! თით-
ქო ამის მხატვარს შენ დაუხატიხარ. შენი თეთრი ნასთიღა აკლია და
მეტი არაფერი.
„ივდითი“ – წაიკითხა ქეთომ ქაღალდის ნაგლეჯზე წარწერა და
სურათს დააკვირდა, რომელიც ჟურნალში ენახა ოდესღაც. ხორშა-
კით ამწვარ ქალს თავზე და მხრებზე კუპრივით შავი თმა კულულე-
ბად ეყარა და ზედ ებრაული წოწოლა ქუდი ეხურა. ცალ ხელში სის-
ხლიანი მახვილი ჰქონდა, მეორეში კი ოლოფრენის გრძელწვერიანი
მოჭრილი თავი ეჭირა. ივდითის ლამაზ სახეზე და ღრმა თვალებში
შურისძიებით გამძღარი სიმკაცრე ეწერა.
ქეთო თავის პორტრეტს მოხიბლულივით შესცქეროდა.
– სთქვი, მოგწონს თუ არა? – მესამეჯერ ჰკითხა საქმრომ.
– საუცხოო სურათია, – ძლივს ამოიღო ხმა ქეთომ.
– მაშ აქეთ წამოდი, – უთხრა ავშაროვმა და ქეთო ქარვასლის
ეზოში შეიყვანა.
გაფიცვის გამო მაღაზიები დაკეტილი იყო. ზოგი პატრონი მაინც
იქვე სადმე ტრიალებდა და შემთხვევით ჩამოვარდნილ ლუკმას
ელოდა, ავშაროვმა იმ მაღაზიის უკანა კარი დააკაკუნა, მინის უკან
პატრონი გამოჩნდა და, ლურჯი მუნდირი რომ დაინახა, მაშინვე გა-
უღო კარი და სტუმრები მაღაზიის უკანა ოთახში შეიპატიჟა, თან სკა-
მები მიართვა და მოწიწებით ჰკითხა:
– მიბრძანეთ, რა გნებავთ?
– ივდითის სურათი მაჩვენეთ.
ვაჭარი მაღაზიაში შეცუნცულდა, ერთი წუთის შემდეგ მოოქრო-
ვილ ჩარჩოში ჩასმული სურათი გამოუტანა, მოშორებით მიაყუდა
კედელზე და ქეთოს ქლესურად ჩაუღიმილა.
– თქვენი პორტრეტია, ნამდვილი თქვენი პორტრეტია. სხვა
დროს ამ სურათს პატრონი ორმოც თუმნადაც არ მისცემდა, ახლა კი
გაუთავებელი გაფიცვების გამო ძლიერ გაუჭირდა და თხუთმეტად
იძლევა. – მერმე ღრმად ამოიოხრა და ჩურჩულით იკითხა: – ბატო-
ნო პოლკოვნიკო, ხალხის წამებას ბოლო როდის მოეღება? – და პა-

200 მკითხველთა ლიგა


სუხი რომ არ მიიღო, ცბიერი ღიმილით უთხრა: – თქვენი ქალბატო-
ნისთვის ერთი მშვენიერი რამეცა მაქვს და, თუ ნებას მიბოძებთ...
– მაჩვენეთ, – მოკლედ მოუჭრა ავშაროვმა.
ვაჭარი ისევ მაღაზიაში შეცუნცულდა, მალე სიასამურის პალან-
ტინი გამოუტანა და თან ასეთივე მუფთა, შაპო „პარადიზი“ და მო-
ოქროვილი ფეხსაცმელიც გამოაყოლა.
– ამის მსგავსი ჩვენს ქალაქში არაფერი იშოვება. – აჩურჩულდა
მაღაზიის პატრონი. – ვიღაც აქტრისა წასვლას აპირებს და საჩქა-
როდ ჰყიდის, ცოლ-შვილს გეფიცებით, რომ ამის ფასი, სულ ცოტა,
ორასი თუმანია, მაგრამ ძალიან ეჩქარება და სამოც თუმნად ჰყი-
დის. სულ ახალთახალია. ერთხელაც არ არის ნატარები. გირჩევთ
ახლავე იყიდოთ, თორემ მერმე ბევრს ინანებთ.
– შენ რას იტყვი? – ჰკითხა საცოლეს ავშაროვმა. – მე ბეწვეულისა
არაფერიც არ მესმის. მოგწონს თუ არა?
მოსწონს თუ არა ეს სიასამური? აბა რა საკითხავია. ქეთოს პალან-
ტინი კისერზე აქვს მოხვეული. იგი თითქმის მუხლამდე სწვდება. შა-
ვი განიერი შაპო უკვე თავზე ხურავს, ზედ ფასკუნჯის ფერადი ჯიღა
ერთი მტკავლის სიმაღლეზე ასვეტილა და ცისარტყელასავით კამ-
კამებს. ქალის გრძელი და ნათალი თითები მოუსვენრად დაცოცავს
ბეწვეულში. ხან ზედა პირს უალერსებს, ხან შიგა ჰყოფს, სიამით
ელამუნება და მისი საამური სილბოთი და თვალწარმტაცი ჭავლით
ტკბება. მერმე მან მოოქროვილი ფეხსაცმელი ჩაიცვა, ორივე ხელი
თბილ მუფთაში შეჰყო და სარკის წინ გაჩერდა. სარკეში წეღანდელი
უბრალოდ ჩაცმული „ბარიშნას ნაცვლად ახლა ნამდვილი „გრან
დამა“ იდგა – ივდითივით მკაცრი, ამაყი და მშვენიერი.
– მითხარი, ღირს თუ არა სამოცი თუმანი? – ერთხელ კიდევ გაახ-
სენა ავშაროვმა.
– ორჯელ მეტიცა ღირს, – მიუგო ქეთომ და მომხიბლავი ღიმი-
ლით გაუღიმა სარკეში მდგომ „გრან დამას“, რომელმაც ისეთივე
ღიმილით უპასუხა მას.
სანამ ქეთო იმ ქალს ემანჭებოდა. მანამ ავშაროვმა რამდენიმე
სიტყვა ჩასჩურჩულა ვაჭარს და ქაღალდის ნაგლეჯზე ორი მისამარ-
თი დაუწერია, თავისი და ქეთოსი.
– ერთ საათში მოგართმევთ. – უპასუხა ვაჭარმა და მაღაზიაში გა-
ვიდა.
– ჩემო ქეთუნი, ეგ ძველი და სხვა ახალი. მშვიდობით გაცვითე. –
მიულოცა ავშაროვმა და ხელზე დაეკონა.
201 მკითხველთა ლიგა
– გმადლობ, ჩემო არტემ. – მიუგო ქეთომ და გაპარსული ლოყები
სწრაფი კოცნით დაუკოცნა. ნაყიდი ნივთები მაღაზიის პატრონს და-
უტოვეს გამოსაგზავნათ და ეზოში გამოვიდნენ.
– მე ჩემი თავი ჯერაც ვერ დამიჯერებია, რომ შენ ოთხი დღის შემ-
დეგ ჩემი ცოლი გახდები. – უთხრა ფიქრში წასულმა ავშაროვმა.
– ვერც მე წარმომიდგენია, უცნაურია, საოცარია.
– ამბობენ, დიდ ბედნიერებას დიდი უბედურება მოსდევსო.
– არტემ, ნუ მაშინებ, გაჩუმდი.
– დედა-ჩემისგან დეპეშა მომივიდა რკინისგზა აღარ მუშაობს,
მაგრამ მაინც მოვდივარ და იქნება ქორწილში ჩამოგისწროთო. ალ-
ბათ გემით ჩამოვა.
– ღმერთსა ვთხოვ, რომ მშვიდობით ჩამოსულიყოს.
ამგვარ საუბარში პეტრე დიდის ქუჩაზე გავიდნენ და მადამ ჟანის
სახელოსნოს მიადგნენ. ქეთო გამოეთხოვა და დააპირა მადამ ჟან-
თან საქორწინო კაბის დასატოლებლად ასულიყო, საქმრომ ერ-
თხელ კიდევ დაუკოცნა ხელები და ჟანდარმერიისაკენ გატრიალდა,
რომელიც იმავე ქუჩის ბოლოში იყო მოთავსებული.
სანამ ავშაროვს მოშორდებოდა, ქეთომ მანამდის ორი მხცოვანი
ტანადი კაცი შენიშნა, რომელნიც მათკენ მოდიოდნენ. ერთი მათგა-
ნი წვერგაპარსული იყო. ხშირი მოგრძო თეთრი ულვაშები ჰქონდა,
სქელ ჯოხზე ეყრდნობოდა და კოჭლობით მოდიოდა. მეორე კი იმა-
ზე უფრო ხნიერი, უფრო მოსული იყო და პატრიარქს ჰგავდა. თოვ-
ლივით თეთრი წვერი განიერ მკერდზე ხშირად და განივრად ეყარა.
ხშირთმიანი გათეთრებული თავი ოდნავ უკან ჰქონდა გადაწეული
და დიდრონ თვალებს ოდნავ სჭუტავდა.
ნეტა ქეთო ერთი წუთით უფრო ადრე დაშორებოდა ჟანდარმს!
მას უნდოდა ამ ბებრებს როგორმე გასხლტომოდა, მაგრამ დაიგვი-
ანა. დიდმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა უკვე გაუღიმა მას, ხოლო მე-
ორე მწერალმა ანტონ ფურცელაძემ სწორედ იმ დროს მიაძახა, რო-
ცა ქეთომ კარის ყურს მოავლო ხელი:
– დაიცა, ქეთო, სად მიეჩქარები?
წერეთელი ქეთოს ძმის აკაკის ნათლია იყო, ხოლო ფურცელაძე
ჭავჭავაძის შემდეგ საადგილ-მამულო ბანკის გამგეობის თავმჯდო-
მარედ აერჩიათ და ანდრო ახატნელთან ერთად მუშაობდა. უწინ
ორივენი ხშირი სტუმრები იყვნენ ახატნელისა, მაგრამ შემდეგ
სტუმრობა თანდათან შეანელეს და ბოლოს სულაც შესწყვიტეს.

202 მკითხველთა ლიგა


ფურცელაძემ ქეთოს ხელი ჩამოართვა, ხოლო აკაკიმ ორივე ლო-
ყა დაუკოცნა და თავის ნელი ტკბილი ხმიტ ჰკითხა:
– ერთი მითხარი, ეს ჟანდარმი ვინ არის, ხელზე რომ გკოცნიდა?
ქეთოს სიწითლემ აჰკრა.
– ავშაროვია.
– მე გვარს რ გეკთხები.
ვერა, ქეთინო, პასუხს, ვერ გაექცევი ნათლია-მგოსანი გეკითხება,
ის ჟანდარმი შენი რა არის, რომ გასათხოვარ ქალს ხელს გიკოცნი-
დაო?! მეტი ზა არა გაქვს, უნდა უპასუხო, და ქალმაც ჩურჩულით უპა-
სუხა.
– ჩემი დანიშნულია.
უპასუხა და თავში ალმური აუვარდა.
– დანიშნული? – გაოცებით იკითხა აკაკიმ და დუმილის შემდეგ
დაუმატა: – ანდრიამ და მარიამმა თანხმობა მოგცეს?
– დიაღ, მოგვცეს.
– გლახები ყოფილხართ – წყენით სთქვა აკაკიმ, თან ხელი ჩაიქ-
ნია და მოშორდა.
– სამწუხარო ამბავია, ძლიერ სამწუხარო ამბავია, – დაუმატა ან-
ტონმაც და კოჭლობით გაჰყვა აკაკის. თავლაფდასხმული ქეთო კი
თვალცრემლიანი და ალეწილი შევარდა იმ კარებში.

203 მკითხველთა ლიგა


XIII

ქეთო ორ საათზე დაბრუნდა შინ. კიბეზე რომ ამოდიოდა, გრიგო-


ლის ბინიდან ანიკომ გამოიხედა და უთხრა:
– აქ მო, ქეთო. შენი საჩუქრები შეცდომით აქ შემოიტანეს და მეც
მივიღე. ახლა ყველანი დაესივნენ და სინჯავენ. რა მშვენიერი, რა
საუცხოვო რამ არის! იმ მხატვარს ნამდვილად შენ დაუხატიხარ. გე-
ნაცვალე მაგ თვალებში, დაღვრემილი რათა ხარ? ხომ არაფერი შე-
გემთხვა?
ქეთომ არა უპასუხა რა და ოთახში შევიდა. სასტუმრო ოთახში
თითქმის ყველა ახატნელებს მოეყარათ თავი. ნიკო საქანელა სკამ-
ში გაწოლილიყო და დამცინავი ღიმილით შესცქეროდა თამარს,
რომელსაც ქეთოს პალანტინი მოეხვივნა, ხელები მუფთაში ჩაეწყო,
განივრად გაპენტილ თმაზე მაღალჯიღიანი შაპო ძლივს დაემაგრე-
ბინა და კუთხით-კუთხემდის პრანჭვით დადიოდა. ქეთო რომ დაინა-
ხა, უცებ მოიძრო ყველაფერი, მაგიდაზე დაყარა და ხარხარით გა-
ვარდა.
შუბლმოღუშული ქეთო პირდაპირ მაგიდისკენ გაემართა და თა-
ვის ნივთებს დაავლო ხელი. მაგრამ ამ დროს გრიგოლმა უკნიდან
მოჰხვია ხელები და უთხრა:
– არ გაგიშვებ. ჩემი ბინიდან რომ ნაწყენი გახვიდე, შენს ქორწილ-
ში მეც არ მოვალ და უარესად გეწყინება.
– თუ არ მაპატია, მეც არ მივალ, – გაისმა ხმა ოთახში, – და თუ მა-
პატია, ისეთ ლექსს ვუძღვნი და ისეთ თამადობას გავწევ, რომ მთაწ-
მინდამ ზანზარი დაიწყოს.
ქეთომ მიიხედა და ელიზბარი დაინახა, რომელიც მარაოს პალ-
მის უკან ატუზულიყო, ხელში ბოთლი და ჭიქა ეჭირა და გამოსვლას
ვერ ბედავდა.
ქეთოს მალე ავიწყდებოდა დარდი. ახლაც უცებ მოეწმინდა სახე,
პოეტს ჟუჟუნა თვალებით გაუღიმა და ჰკითხა:
– მაშ დანაშაულს აღიარებ?
ელიზბარი საფარიდან ბარბაცით გამოვიდა. ბოთლი მაგიდაზე
დადო, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, თავი ჩაღუნა. მცირე ხანს
იფიქრა და ბორძიკით წარმოსთქვა:

204 მკითხველთა ლიგა


დამნაშავე ვარ ვით ამბოკარი, გამომიტანე მკაცრი სასჯელი, თუ
გინდ დამიხშე ცისკრისა კარი, მარად მარგუნე ურვა მტანჯველი. მაგ-
რამ იესომ ხომ აპატივა იმ ავაზაკსა, ვინც შეიწყალებს, თვითონც
ცხონდება, მონას სათნო ჰყოფს, გახდის აზატსა, და ჩვენც მუდმი-
ვად მოგვაგონდება.
– ვაშა, ვაშა! – წამოიძახა გრიგოლმა და ტაში დაუკრა.
სანამ ელიზბარი ქეთოს თითებს ეტანებოდა და სასინანულო
სიტყვებს ებურტყუნებოდა, მანამ ნიკო თავისებურად ამასხარავებ-
და პოეტს:
– ნეკის სიგრძე ლექსიც კი ვერ უთქვამს ახალი ქართულით. და
თითებზე ჩამოთვალა: – ამბოკარი, ცისკარი, ურვა, ავაზაკი, შემიწყა-
ლე, ცხონდები, იესო, სათნო მყავ, აზატი. სულ რვა სტრიქონში ცხრა
მკვდარი სიტყვა გაურია.
– მე ხუთას სიტყვაში ხუთ უცხო სიტყვასაც არ გავურევ. – შეუღრი-
ნა ელიზბარმა. – შენ კი ოცდახუთ სიტყვას იტყვი და სამ ქართულ
სიტყვასაც ძლივს ჩაურევ.
– მაგალითად? – მიაწოდა ნიკომ.
– აჰა, ინებე, – და იმანაც თითებით ჩამოთვალა: – პროლეტარია-
ტი ბოიკოტს, საბოტაჟს, მანიფესტაციას, დემონსტრაციას და რევო-
ლუციას მოახდენს. კაპიტალის, ლატიფუნდიების, ფაბრიკების, რენ-
ტისა და ბანკების სოციალიზაციას, მანიციპულიზაციას, ნაციონა-
ლიზაციას გამოაცხადებს და მექანიზაციას, ტელეფონიზაციას, სის-
ტემატიზაციას, სტატისტიკაციას, მობილიზაციას განახორციელებს.
მათი სიცილი ზემო სართულში აიჭრა. ყველაზე ხმამაღლა ქეთომ
გაიცინა და ელიზბარსაც მხოლოდ ეს უნდოდა. მაგრამ ქეთოს უცებ
აკაკის „გლახები ყოფილხართ“ გაახსენდა და გულმა ჩქმეტა დაუწ-
ყო. სირცხვილისაგან ხელახლა ალანძული სახე ხელებში ჩაიმალა,
იდაყვები მაგიდაზე დააბჯინა და პაექრობას ყური აღარ მიუგდო.
ნიკო და პოეტი ხელახლა შეიბნენ, სტუდენტმა მწარედ უკბინა:
– შენისთანა პოეტი საქართველოში ჩეჩქივით ჰყრია. გოგებაშვი-
ლიც კი გაჯობებს. რა პოეტი ხარ! ლექსებს არც კი გიბეჭდავენ.
– აბა რა გითხრა, ნიკუში! შენც კარგად იცი, რომ მე ენამოჭრილი
იადონი ვარ, ჩემს ლექსებს ცენზორი არ უშვებს. ეშინიანთ და იმი-
ტომ არ მიბეჭდავენ.
– შენი ეშინიანთ? ოხო-ხო! გაიგე, ბიჭო, გაიგე, რომ ტყუილად იმა-
ლები, არავინაც არ გეძებს.

205 მკითხველთა ლიგა


– შენც გინდა გამაბრიყვო და დამაჭერინო, მაგრამ ვერ მომატყუ-
ებ. გეუბნები, ეშინიათ მეთქი. ლუდოვიკ მეთოთხმეტეს ყველაზე მე-
ტად მწერლებისა ეშინოდა. ამბობდა, შვიდიოდე მწერალს შეუძლი-
ან რევოლუცია მოახდინოსო. მისი ნათქვამი ლუდოვიკ მეთექვსმე-
ტის დროს გამართლდა, ვინაიდან საფრანგეთის დიდი რევოლუცია
სწორედ მწერლებმა მოახდინეს.
ნიკომ ხელახლა გადიხარხარა და განუმარტა:
– იმ რევოლუციის შემზადებაში მწერალ დალამბერს, დიდროს,
მონტესკიეს, რუსოს, ვოლტერს და სხვებსაც წილი მიუძღვით. ერ-
თობასაც თავის მწერლები ჰყავს და ნიკოლოზს მართლა ეშინიან
იმათი, მაგრამ გამაგებინე, შენ ვისი ტიკი-ტომარა ხარ?
– ვინ არის თქვენი ერთობის პოეტები? ილია და აკაკი?
– აკაკიმაც უმღერა ერთობას, – მიუგო ნიკომ, – ილიამ კი შენი სა-
ნატრელი საქართველო ფეხქვეშ გასთელა. გაიხსენე „კაცია ადამი-
ანი“, „ბედნიერი ერი“ და მრავალი ამგვარი.
– შენი ჭირიმე, ილიას ნუ გამახსენებ, – შეეხვეწა ელიზბარი, – ნამ-
დვილი ქართველი არასოდეს არ დაივიწყებს, რომ მან ქართულ ან-
ბანს ხუთი ცოცხალი ასო მოსჭრა.
ახლა კი ნიკოს გარდა გრიგოლმა და ანიკომაც გაიცინეს.
– გეუბნები, შენ ქართლოსის დროს უნდა დაბადებულიყავი მეთ-
ქი! – შესძახა ნიკომ. – კისერს მოვიჭრი, თუ შენ ახლაც ქართული ქო-
რონიკონით არა სწერდე.
– აგრე ვწერ, აი, დარწმუნდი, – დაუდასტურა პოეტმა და ჯიბიდან
წერილი ამოიღო, – დღეს დილით მივწერე ჩემს პაპას, მაგრამ მარ-
კის ფული ვერ ვიშოვე და ამიტომ ვერ გავგზავნე.
ნიკომ წერილი გამოართვა და ხმამაღლა წაიკითხა:
„ჩშე წელსა: ღვინობისთვესა: ივ დღესა: უკვდავო პაპაჩემო: ლონ-
გინოზ: კულავ: ურვითა: დიდითა: განპატიჟებულვარ: და ჯოჯოხე-
თისებრ: ცეცხლსა: შინა: ვიწვი: რამეთუ:“
– ბიჭოს! არც ერთი შესვენების ნიშანი არ მოსჩანს. ყოველ სიტ-
ყვას ორი წერტილი მოსდევს, ოხო-ხო! იხი-ხი!
– აგრე უნდა-მეთქი, უვიცო ურწმუნოვ! ქართველთა ღმერთი დღე-
საც აგრე სწერს. – ჟინიანად წამოიძახა პოეტმა და ერთი ჭიქაც გა-
დაჰკრა.
– ჭკუა ხომ არ შეგითხელდა? – ჰკითხა გაოცებულმა ნიკომ. – რო-
მელი ღმერთი?

206 მკითხველთა ლიგა


– ის ღმერთი, რომელიც ვარძიაში ცხოვრობს და რომელმაც ქარ-
თულის მეტი სხვა ენა არ იცის. – სასოებით წარმოსთქვა პოეტმა.
ანიკომ პირჯვარი გადაიწერა, ნიკომ კი გაიფიქრა, ხომ არ შეირ-
ყაო, და აღარ გაიცინა. იყუჩა და ფრთხილად ჰკითხა:
– ექიმ მიხეილ გედევანიშვილს ხომ არ იცნობ?
– ფსიქიატრი შენა გჭირდება.
– ვიღაცამ მითხრა, ელიზბარი კალიგრაფიას სწავლობსო. მართა-
ლია თუ არა? – არ უსვენებდა ნიკო.
– ვსწავლობ კი არა, კიდეც შევისწავლე. ერთი წელიწადი ვივარჯი-
შე და მთელი ქალაქი გადავაბრუნე, მაგრამ ერთი მანეთის საქმეც
ვერ ვიშოვნე.
– კალიგრაფობას სჯობს ცოლი შეირთო და ათიოდე ერთგული
ქართველი გაგვიზარდო, – ურჩია გრიგოლმა.
– ის ქალი შეირთე, მე და შენ რომ ვიცით, – გაუღიმა ნიკომ, – შე-
ირთე და შენი ჭკუის შვილებს დაგიზრდის.
ელიზბარმა ამოიოხრა და ერთი ჭიქა ღვინო კიდევ დალია, ნარ-
ჩენი წურწურით ჩამოექცა წვერზე და იატაკზედაც დაიღვარა.
“იმ ქალის“ გაგონებაზე ქეთომ თავი ასწია, გამოცოცხლდა და ნი-
კოს ჩააცივდა:
– რომელ ქალზე ამბობ? სთქვი რაღა, ვინ არის?
– ვუამბო? – ჰკითხა ნიკომ ელიზბარს.
– ახლა სულ ერთია. – მიუგო პოეტმა, უიმედოდ ჩაიქნია ხელი, მა-
გიდასთან ჩამოჯდა და პირსახე ხელებში ჩაჰყო.
ქეთომ მისი „ახლა“ ასე გაიგო: რახან ქეთო მითხოვდება, ახლა
რაც გინდა, ის უამბეო.
– ოდესღაც ელიზბარს ერთი ქალი მოეწონა, – დაიწყო ნიკომ და
წამოდგა, – არც კი გაუცვნია. იყო მხოლოდ „შორით ბნედა, შორით
კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა“, – და მეტი არაფერი. სადაც
შეჰხვდებოდა, შორიდან აედევნებოდა და მიბნედილი მისდევდა. ამ
დევნა-ოხვრაში ექვსიოდე თვე გავიდა. ქალმაც შენიშნა და ერთხელ
თვითონვე გაუბედა: მოტრიალდა, გაუღიმა, რაღაც გამოჰკითხა და
წაიყვანა. სადღაც რესტორანში შესულან და კარგად უვახშმიათ. კი-
დევ კარგი, რომ ილიკო შესწრებია და დანახარჯი გადაუხდია.
ელიზბარმა ის ქალი გააცილა. ქალმა შინ შეიპატიჟა, სკამზე დასვა
და უთხრა, ახლავე მზად ვიქნებიო, თვითონ კი შირმას მიეფარა და
ხუთიოდე წუთის შემდეგ დაუძახა, მობრძანდით, მზად გახლავარ-
თო. ელიზბარი ვერ მიხვდა, რისთვის იყო ის ქალი შემზადებული.
207 მკითხველთა ლიგა
მაინც შეიხედა და გაოცებული შედგა: ქალი გაშიშვლებულიყო და
ლოგინში ჩაგორებულიყო. “რაღას უცდით, გაიხადეთ რაღა!“ – უთ-
ხრა ქალმა. აღშფოთებულმა ელიზბარმა უკან დაიწია და არტისტი-
ვით შესძახა:
„Встань, оденься и сопротивляйся, подлая!“ – ადექი, ჩაიცვი და გა-
მიძალიანდი, არამზადავ! იმ ქალს სიცილი აუტყდა, ელიზბარი კი
გაცრუებული და გაბრაზებული გამოიქცა.
იქ მყოფთაც სიცილი წასკდათ. ქეთო გულიანად კისკისებდა, თან
ლამობდა სიცილი შეემაგრებინა, მაგრამ ვერ მოახერხა, მერმე სა-
ჩუქრებს დასტაცა ხელი და შინისკენ გაიქცა. პირმოღუშულმა ანიკომ
ივდითის სურათი ხატივით მიიყუდა მკერდზე და ქეთოს გაჰყვა.
– ჰა? როგორაო? – ვეღარ დამშვიდდა გრიგოლი და მკაფიოდ და
ხაზგასმით გაიმეორა რამდენჯერმე: „Встань, оденься и
сопротивляйся, подлая!“ მშვენიერია! შესანიშნავია! ზედგამოჭრი-
ლია! შე კაი კაცო, თუ მართლა მაგისთანა ხარ, როგორ მოერეოდი
ქეთოსა! ყაჩაღანა ქალია. ფეხის ჩვრად გაქცევდა, ნაბადსავით მოგ-
თელავდა და სანაგვეზე გადაგაგდებდა. ოხო-ხო! И сопротивляйся,
подлая!“ ოხო-ხო!
– ახლა მეორე ამბავი გიამბო, – უთხრა ნიკომ გრიგოლს. – მოს-
კოვში ერთმა მედროგე მუჟიკმა ჩვენი ელიზბარი მაგრად მიჰბეგვა.
ორივენი მოსამართლესთან წაათრიეს “რომელია ნაცემი? – იკითხა
მოსამართლემ. – მე ვცემე მაგას, – განაცხადა ელიზბარმა. – სრული
სიმართლეა, მაგან მცემა. – დაუდასტურა გახარებულმა და გაოცე-
ბულმა მუჟიკმა. მოსამართლემ ორივეს შეჰხედა და ელიზბარს უთ-
ხრა: – თავპირი თქვენა გაქვთ ახვეული, მაშ ნაცემიც თქვენ იქნებით.
– არა-მეთქი, მაგან ერთიც ვერ დამარტყა. კიბიდან ჩამოვვარდი და
თავპირი ამიტომ მაქვს შეხვეული. – სრული სიმართლეა, – დაუდას-
ტურა ახმახმა მედროგემ და აკვნესდა. – ამ მხეცმა კინაღამ მომკლა.
ნეკნები ჩამიმტვრია და ფილტვები დამიხეთქა. გთხოვთ ციხეში ჩას-
ვათ, თორემ მოუკლავს არ გამიშვებს. – აგრეა, სრული სიმართლეა, –
დაუდასტურა ელიზბარმაც. – გთხოვთ ჩვენი ნათქვამი ზუსტად ჩას-
წეროთ ოქმში და არც განჩინებაში დაივიწყოთ“. მსაჯულმა ელიზ-
ბარს ორი თვის პატიმრობა მიუსაჯა, სამაგიეროდ ელიზბარმა გან-
ჩინების პირი ჩაიდო ჯიბეში და ახლაც ყველას აჩვენებს და გვეუბნე-
ბა: მე თავმოყვარეობამ მათქმევინა ტყუილი, იმას კი მიწიერმა ანგა-
რიშმა ათქმევინაო. რეალურად კი იმ მუჟიკს ელიზბარის ცემა შერჩა,
ამან კი პროტოკოლის ამონაწერი წამოიღო და ციხეც იგემა.
208 მკითხველთა ლიგა
– ყოვლად უვარგისი საბუთია. – განმარტა გრიგოლმა. – ეს მაგა-
ლითი პირადად ელიზბარს ახასიათებს.
– მეც მაგას ვეუბნები და ვერ დავაჯერე. მეც იმ მუჟიკივით მოვიქ-
ცეოდი. რაკი ჩემი მოპირდაპირე თვითონვე იდებს ბრალს, თუნდა
ციმბირშიც წასულა და თან ოქმის თორმეტი პირიც წაუღია. შენ კი,
ელიზბარ, მიწიერ ცხოვრებაშიც პოეტი ხარ-მეთქი, ესე იგი ბედოვ-
ლათი ხარ და მეტი არაფერი. ელიზბარმა თავი ასწია და ღიმილით
სთქვა:
– დიაღ, პოეტი ვარ, მერმე რაო? კარლოს მეხუთეს უთქვამს: მე შე-
მიძლიან უამრავი ესპანელი გრანდი შევქმნა, ხოლო მხატვრის ტი-
ციანის ტოლს მარტო ღმერთი გააჩენსო.
– ნუ იგრიხები, ელიზბარ, – ურჩია ნიკომ.
– ახლა ყველანი ვიგრიხებით, – მიუგო პოეტმა. – ხომ იცი, რომ
ხვლიკის მოჭრილი კუდი დიდხანს იგრიხება ხოლმე.
– ვიცი, მინახავს. მერმე რა?
– ჰოდა, ჩვენი ახლანდელი თაობა თავის უზარმაზარ წინაპრის
მოჭრილი კუდია და ამიტომ იკლაკნება. – ელიზბარ, პირზე რძე
ძლივს შეგშრობიათ და უკვე დაბერებულხართ, – უთხრა გრიგოლმა.
– ჩვენი ხალხიც დაბერდა და მეც ადრე დავბერდი. – უპასუხა
ელიზბარმა და ოდნავ გამოცოცხლდა. – დამიჯერეთ-მეთქი: ჩვენი
გაჭაბუკება მხოლოდ „ვაჟკაცთა ორდენს“ შეუძლიან.
– ისევ დაიწყო! – გააწყვეტინა ნიკომ და ხელჩაქნევით გავიდა
ოთახიდან. ელიზბარს ერთი მსმენელი მაინც შერჩა და საყვარელ
რაშს მოაჯდა:
– აბა ჩვენს ისტორიას გადაჰხედეთ. საქართველო მაშინ წამოი-
წევდა ხოლმე, როცა ხალხს სათავეში ვაჟკაცები ედგნენ. უდიდესი
ვაჟკაცები იყვნენ ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, გიორ-
გი ბრწყინვალე, დიდი ალექსანდრე, დიდი მოურავი და ერეკლე მე-
ფე ვაჟკაცობის კულტით არის გაჟღენთილი „ვეფხისტყაოსანი“,
„ამირანდარეჯანიანი“ და ოციოდე ამგვარი კლასიკური ნაწარმოები.
ვაჟკაცური სულით სუნთქავენ გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანები,
ილია, აკაკი, ვაჟა და ყაზბეგი... უწინდელი პოეტი ფრთოსან მერანზე
იჯდა და ვარსკვლავებს ესაუბრებოდა, ახლანდელი კი დავარდნილ
უჯიშო ჯორზე შემჯდარა, ცალ ხელში მისი კუდი დაუჭერია და მე-
ორე ხელით იმავე ჯორს უკმევს საკმეველსა.
გრიგოლი უნდობლად იღიმებოდა, მაგრამ დავა ზედმეტად მიაჩ-
ნდა და მხოლოდ ჰკითხა:
209 მკითხველთა ლიგა
– ვაჟკაცობის ორდენი რაღა არის? – ამ ორდენმა ყველა ვაჟკაცი
უნდა შეაკავშიროს და ყველა გლახაკი გაავაჟკაცოს.
– ვაჟკაცობა რაღა არის?
ელიზბარმა დაწვრილებით განუმარტა: ვაჟკაცი თავდაპირველად
გულადი მეომარი, კეთილშობილი და პატიოსანი უნდა იყოს. მას
ღრმად უნდა სძულდეს ტყუილი და მატერია, ხოლო სული, სინიდი-
სი, სამშობლო, ქალი და მჭრელი ხმალი კერპად უნდა გაიხადოს.
– შრომა დაგავიწყდათ – მიაწოდა გრიგოლმა.
– შრომა? – გაუკვირდა პოეტს – შრომა რა სახსენებელია!
შრომა ვაჟკაცს დააკნინებს, მატერიას შეაყვარებს და ძუნწობას
შეაჩვევს. შრომისათვის მაღალ ღმერთს მუშა და გლეხი გაუჩენია“.
მუშა უნდა მუშაობდეს, მეომარი მეომრობდეს“.
– უკაცრავად, ელიზბარ! „დონ-კიხოტი“ წაგიკითხავთ? – ჰკითხა
გრიგოლმა და, პასუხი რომ არ მიიღო, ზეზე ადგა და დაუმატა: –
მობრძანდით, სადილი მზად გახლავთ. მართალია, ის ჩემისთანა
მუშის ოფლით არის ნაშოვნი, მაგრამ ეს არაფერია. მუშა უნდა მუშა-
ობდეს, ელიზბარი მეომრობდეს, ოხო-ხო! ხომ გაიგეთ, რითმა გამო-
მივიდა. მაშ მეც პოეტი ვყოფილვარ. აბა, მობრძანდით, ვაჟკაცო
ელიზბარ. ანიკო, სტუმარს საუკეთესო ღვინო მოართვი!

***

სალდათების პატრული სასახლის ქუჩას გამოსცდა. პატრულის


მეთაური კლიმიაშვილი იქაურობას აშტერდება და ხალხის გუშინ-
დელ იერს რაღაც ცვლილებას ამჩნევს. გაფიცვა დღე-დღისით მძაფ-
რდება. ქალაქში პურისა და წყლის მეტი აღარაფერი იშოვება. ხალ-
ხიც თანდათან იღუშება, ბრაზი გუბდება, გულიდან პირისახეზე ამო-
დის და რისხვის ნაოჭებში საფრდება. გუშინ ქუჩაში ერთი მოღიმა-
რეც კი არ მოსჩანდა. ხალხს ისეთი იერი ჰქონდა, თითქო საცაა უნდა
ეხუვლა, სასახლეს უნდა მისკდომოდა და ყუმბარასავით აფეთქებუ-
ლიყო, ახლა კი აქა-იქ ღიმილი გამოკრთის და სასახლის პირდაპირ
სიცილმაც კი ამოხეთქა. მოქალაქენი ჩურჩულებენ და ურთერთს რა-
ღაც სასიხარულო ამბავს უამბობენ. სანდროს გულში და სახეზე კი
ჭმუნვა მატულობს: რახან ხალხი ხარობს, მაშ სხვა ვინმეს ეწყინოს,
რაკი გაღმელი იცინის, ალბათ გამოღმელმა უნდა იტიროს.

210 მკითხველთა ლიგა


ყველაზე უცნაური ის არის, რომ გუშინ ერთად სამი კაციც კი ვერ
მოიყრიდა თავს. ნება არ ჰქონდათ და იშვიათად ჰბედავდნენ, ახლა
კი სამ-სამიც გროვდება და ხუთ-ხუთიც. რაღაცას კითხულობენ, ცხა-
რედ ბაასობენ, ხელებს იქნევენ და პატრულის დანახვაზე ნელ-ნელა
იშლებიან. რამდენი ხანია, რაც გაზეთები აღარ გამოდის, ესენი კი
დაბეჭდილ რაღაცას კითხულობენ. ცხადზე უცხადესია, რომ პროკ-
ლამაცია იქნება. ნუთუ ეს ბრბო იმდენად გათავხედდა, რომ აშკა-
რად, შუა ქალაქში, სასახლისა და კომენდატურის გვერდით...
– თავისუფლებას გაუმარჯოს! – მოისმა ამ დროს ვიღაც ქალის
კადნიერი ყვირილი.
– მომყევით! სირბილით! – შესძახა კლიმიაშვილმა და მოზრდილ
ჯგუფისკენ გაიქცა, რომელიც ქაშვეთის წინ მოგროვილიყო.
– გაუმარჯოს! – გაუბედავად მისცა მას ხმა სამიოდემ.
– მოდიან! – დაიძახა ვიღაცამ და ის ჯგუფი ნაქორალი ქათმები-
ვით გაიფანტა. დარჩა მხოლოდ ორი ქალი და ხუთიოდე ვაჟი, რო-
მელთაც ფეხიც არ მოიცვალეს.
– სანდრო, თავისუფლებას გაუმარჯოს! – ერთხელ კიდევ შესძახა
ქეთომ და მოულოდნელობით დაფეთებულ კლიმიაშვილს დაბეჭ-
დილი დეპეშები მიაჩეჩა ხელში. – აჰა, წაიკითხეთ!
– ქალბატონო ქეთევან... ეს რა ამბავია? – ჩაიბურტყუნა სანდრომ
და უნებურად ჩამორთვა დაბეჭდილი ფურცელი.
– წაიკითხეთ, წაიკითხეთ-მეთქი! მეფის მანიფესტია. მანდ ყვე-
ლაფერი სწერია: თავისუფლება სიტყვისა, კრებისა, შეკავშირებისა
და ხელუხლებლობა პიროვნებისა. გაუმარჯოს!
– გაუმარჯოს! – მისცეს ხმა მართამ, ნიკომ, ლევანმა, რაჟდენმა
და რამდენიმე უცნობმა.
ეს ამბავი ახატნელთა ოჯახში აკაკიმ მოიტანა, სხაპასხუპით უამ-
ბო ყველას და საჩქაროდ გაიქცა გაღმა, სადაც პარტიის კომიტეტი
დღედაღამ მუშაობდა. შინ ანდრიასი, მარიამისა და ბალღების მეტი
აღარავინ დარჩა. ყველამ საჩქაროდ ჩაიცვა და ქვეით დაეშვა.
კლიმიაშვილმა ხელში მიჩეჩებულ დეპეშებს თვალი გადაავლო
და წაილუღლუღა:
– მაინც მიკვირს... ანდრია ახატნელის შვილი ბრძანდებით, ქალ-
ბატონო ქეთევან, და ასეთი ხმით ყვირით ქუჩაში, ხალხსაც აგრო-
ვებთ და...

211 მკითხველთა ლიგა


– კიდევ ბევრჯერ დავიყვირებ და მთელ ქალაქსაც მოვაგროვებ. –
გამომწვევი კილოთი შეაწყვეტინა ქეთომ. – თქვენმა მეფემ მომცა ეს
უფლება და ვსარგებლობ, თქვენ კი ნება არა გაქვთ ამიკრძალოთ.
– მე დარწმუნებული არა ვარ. ახლავე გავიგებ და დავბრუნდები.
მომყევით! – მიუგო აბნეულმა კლიმიაშვილმა და პატრული იქვე კო-
მენდატურისკენ წაიყვანა. მივიდა, გაიგო და გამობრუნდა, მაგრამ
ხალხის სიხარულში აღარ ჩარეულა.
ქეთო რომ აქეთ მორბოდა, ქვემო სართულიდან უკანვე აბრუნდა,
თავი სამზითვო წითელ აბრეშუმს მოზრდილი ნაჭერი მოაჭრა და
უბეში ჩაიდო. ახლა ის ნაჭერი უბიდან ამოიღო, შაპოს მოახვია, თავ-
ზე დაიხურა, ნაჭრის გრძელი ბოლოები მხრებზე და მკერდზე გაიშა-
ლა და, წითლად შემოსილი, საოპერო თეატრისკენ გაემართა. თავა-
წეული მიდიოდა ამაყად და ხანგამოშვებით ჰეროლდივით უცხა-
დებდა ჯერ კიდევ მერყევსა და უნდობარ ხალხს:
– მოგროვდით! შუა ქუჩაში გადადით! ნუღარ გეშინიანთ! თავი-
სუფლებას გაუმარჯოს! და მისი შეძახილის პასუხიც ხალხის მხრივ
თანდათან ძლიერდებოდა:
– გაუმარჯოს! თვითმპყრობელობა გათავდა! მოგვილოცავს!
– მართლა თამამი ყოფილხარ. – დროგამოშვებით ამხნევებდა
მას მართა, რომელიც გვერდით მისდევდა და თვითონაც დინჯი სი-
ხარულით იყო გაჟღენთილი. – ყოჩაღ, ქეთო! ყოჩაღ, ქეთო!
უცებ ლევანი შუა ქუჩაში გადავიდა და შესძახა:
– გადმოდით! ნუღარ გეშინიანთ! მოგროვდით!
ლევანს რაჟდენი, მართა, ნიკო, ქეთო და ოციოდე სხვაც მიუდგა,
ხალხი კი იხევ შიშით და უნდობლობით იყო შეპყრობილი, არა სჯე-
როდათ, ცხადი სიზმარი ეგონათ, არც კარგად ესმოდათ. ისევ განზე
დგომა, მოცდა და ჩურჩული ერჩივნათ:
– პროვოკაცია იქნება-მეთქი.
– დამიჯერე, ხაფანგს გვიგებენ.
– ჯერ მოვიცადოთ, ვნახოთ რა იქნება.
ქეთომ შორიდანვე დაინახა ქვევით მიმავალი ორი თეთრწვერო-
სანი, ტანადი და მხცოვანი – იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც თავი-
სი დღენი ქართული ენის დარაჯობას შეალია და თავის სახელ-
მძღვანელოებზე რამდენიმე თაობა აღზარდა. მას მეორე პედაგოგი
ნიკო ცხვედაძე მოსდევდა, რომელიც თითქმის მათხოვრობით აშე-
ნებდა მომავალ უნივერსიტეტს და ჯერჯერობით მას გიმნაზიას

212 მკითხველთა ლიგა


უწოდებდა. ესენიც ანდრიას მეგობრები იყვნენ და ქეთოსაც იცნობ-
დნენ.
ცხვედაძემ წითელში გახვეული ქალი დაანახვა იაკობს, რაღაც
უთხრა მას და ქეთოს თითი დაუქნია. მოულოდნელობით გაოცებუ-
ლი იაკობი შედგა.
ქეთოს ახლაც შერცხვა. მან თავი ჩაღუნა და, თითქო ვერ იცნოო,
ნელი ნაბიჯით წავიდა ოპერისკენ.
ახლა გრიგოლი შეეფეთა.
– ქეთო, ეგ რა ამბავია? – გაოცებით ჰკითხა მან და განზე გაიყვანა.
– ასე აშკარად მიეკედლე ერთობას? ავშაროვს უარი შეუთვალე?
– რად უნდა შემეთვალა უარი?
– ნუ თუ არ გესმის რას სჩადიხარ? – უწყალოდ სტუქსავდა გრიგო-
ლი. – არც მაგდენი ქარაფშუტობა ვარგა. წითლად შემოსილხარ
თურქის ქალივითა და შუა ქუჩაში დადიხარ. ნუ თუ ისიც დაივიწყე,
რომ ზეგ ქორწილია და ავშაროვის ცოლი უნდა გახდე? თუ ერთობის
მედროშეობა გინდოდა, ჯერ ავშაროვზე უნდა აგეღო ხელი, თუ არა
და, აბა რასა ჰგავს ეგ საქციელი. ხომ იცი, რომ შენი არჩევანი არ
მომწონს, მაგრამ ვერც მაგ ორპირობას მოგიწონებ. სირცხვილია, ახ-
ლავე მოიხსენი, მოიხსენი-მეთქი!
გრიგოლმა გონებადაფანტულ ქეთოს საკუთარი ხელით მოხსნა
წითელი მანდილი, რომელიც იქვე მდგომმა მართამ ჩამოართვა.
– მე მიბოძეთ, მე მჭირდება. – უთხრა მან გრიგოლს, ის ნაჭერი ნი-
კოს წკეპლას მიაბა, წითელ დროშად აქცია, მაღლა ასწია და ისევ
შუა ქუჩაში გადავიდა. იმ დროშის ირგვლივ ხალხი თანდათან მატუ-
ლობდა.
ხალხის უმეტესობა მაინც ტროტუარებზე დადის, რაღაცას ელის,
ერთმანეთს ფრთხილად სინჯავენ და თანდათან იჯერებენ, რომ
სიზმარი თვალნათლივ უცხადდებოდათ: აღარც ყაზახები მოჰქრიან
ხმალდახმალ, აღარც სალდათები ისვრიან თოფებს და აღარც რე-
ვოლვერ-ამოღებული პოლიციელები მორბიან. დრომ ნაბიჯს უმატა.
ხალხი თანდათან ფხიზლდება, თამამდება და წეღანდელი ჩურჩუ-
ლის ნაცვლად ახლა ნელი გუგუნი და ხმამაღალი სიცილი გაისმის.
ყველგან ხშირდება და უკვე თვალსა სჭრის წითელი ფერი: წითელი
ბაფთი, წითელი ყელსაბამი, ყელსახვევი, ცხვირსახოცი, კაბა, ხალა-
თი და მრავალნაირი წითელი ნიშანი გამარჯვებული ერთობისა.
ზოგი ნაცნობ-მეგობარი ერთმანეთს ეხვევა, ზოგნი კიდეც ჰკოცნი-
ან და ერთი მეორეს სიცილით და გაოცებით ეკითხებიან:
213 მკითხველთა ლიგა
– გამაგებინე, სიზმარია თუ ცხადი?
– ნუთუ მართლა თავისუფალი მოქალაქე ვარ?
– ვერ იქნა, ჩემი თავი ვერ დავაჯერე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს,
მოქალაქეთა კრება გავმართოთ, რომ მეც შემიძლიან იმ კრებაზე გა-
მოვიდე და თავისუფლად ვილაპარაკო პოლიტიკაზე.
ვიღაც ოხუნჯი ხმამაღლა იძახის:
– თავისუფლებას გაუმარჯოს! – და თან მეგობრებს ეუბნება: – აბა
ვნახოთ, დამიჭერენ თუ არა. – მას არავინ აპატიმრებს. – თავისუფ-
ლებას გაუმარჯოს!.. – ყვირის ის უფრო ხმამაღლა და თანაც უკვირს,
რომ არავინ კისერში არ წაჰკრა და პოლიციაში არ წაათრია. მას
გამბედაობა ემატება: – ბიჭოს! ეს რა ამბავია? მართლა თავისუფა-
ლი ვყოფილვარ? – და ისე ბღავის, თითქოს მტკვრის გაღმელს ეძა-
ხოდეს: – თავისუფლებას გაუმარჯოს-მეთქი! გაუმარჯოს! გაუმარ-
ჯოოოს!
არც ერთი პოლიციელიც აღარ მოსჩანს. სალდათებიც წაიყვანეს,
მხოლოდ ყაზახებსა და დრაგუნებს დაჰყავთ დინჯად ცხენები და
იმათაც ნელ-ნელა ეფანტებათ შიში და სიფრთხილე. აღარც ისინი
ისვრიან და აღარც ესენი ხვრეტენ და ჰფლეთენ მათ საძაგელი ყუმ-
ბარებითა. აგერ იქ, შუა ქალაქში, გურულ კილოზე მონაქცევი მარსე-
ლური ისმის. წეღანდელ მცირე ჯგუფს ასიოდე კაცი მომატებია. წი-
თელდროშიანი მართა თამამად გასძახის მოძახილს. დრაგუნებსა
და ყაზახებს ეს საფრთხობელა სიმღერა ესმით, ამაზე უფრო საფ-
რთხობელ წითელი ფერსაც მრავალად ხედავენ, მაგრამ ისე არხეი-
ნად მიდიან, რომ გეგონებათ, არც არაფერი ესმით და არც არაფერს
ხედავენო. ზოგჯერ ერთმანეთს ორიოდე სიტყვას ჩასჩურჩულებენ,
ოდნავ ჩაიღიმებენ და ცალი თვალით ელამივით სჩხრეკენ ყველას
და ყველაფერს.
გოლოვინის ფართე ქუჩას წინიდან, უკნიდან და გვერდებიდანაც
მდინარეებივით შესდის უთვალავი ხალხი. მთაწმინდა, ვერა, სო-
ლოლაკი, შუა ბაზარიც და აბანოს უბანიც კი მას მოასკდა.
ზურაბი თავის მეგობრებს შეხვდა და ნიკოს რაღაც განკარგულება
მისცა. ნიკო საოპერო თეატრში შევარდა, და იქაურები დააფრთხო:
– ახლავე გამოიტანეთ რაც კი წითელი ფერის რამერუმე მოგეპო-
ვებათ. ჩქარა, ერთობის კომიტეტი გიბრძანებს!
კომიტეტის სახელს თილისმური ძალა მისცემია და ათიოდე წუ-
თის შემდეგ თეატრის წინა აივანი წითელი ქსოვილებით და წითე-
ლი ხალიჩა-ფარდაგებით ირთვება.
214 მკითხველთა ლიგა
წითელდროშოვანი ჯგუფიც აივანზე ავიდა. მართამ სახელდახე-
ლო ბაირაღი იმ აივნიდან გადმოშალა და თვითონაც გადმოეყუდა.
დარცხვენილი ქეთო შორიახლოს მიჰყვა მას და იმ აივნის სვეტს
ამოეფარა. ფართე აივანი თანდათან ხალხით ივსება. აქ არიან ყვე-
ლა პარტიის ცნობილი წევრები, მეთაურები, ყველაფრის მცოდნე
რეპორტიორები და ყველგან მყოფი ჯაშუშები, რომელნიც ჯერ ვე-
რავის გამოეცნო და ვერ გაემხილებინა.
ზურაბი და გაღმიდან დაბრუნებული აკაკი ერთად გამოვიდნენ
აივანზე.
– დამიჯერე, სრული გამარჯვებაა-მეთქი. – ეუბნებოდა ზურაბს
აკაკი.
– მე კი გეუბნები, მხოლოდ დასაწყისია-მეთქი გამარჯვებისა. –
მიუგო ზურაბმა და ირონიულად გაახსენა: – მგონი ჩვენს პროგრამა-
მინიმუმში დემოკრატიული რესპუბლიკა უნდა ეწეროს.
– ვინ იცის პროგრამაში რა არ გვიწერია. – ხელჩაქნევით უპასუხა
აკაკიმ. – ბრძნული ქართული ანდაზაც გაიხსენე: გაღმა გაედავე, გა-
მოღმა დაგრჩებაო.
– დაგრჩება და არხეინად მოისვენეო, აგრეა განა!
– ეგ მერმე გამოჩნდება.
აივანზე ატუზულმა ქეთომ ნაცნობ ხმებს მოჰკრა ყური, მოტრი-
ალდა და -
– ზურაბ! – დაუძახა. – გამარჯობა! თავისუფლებას მოგილოცავ!
– გაგიმარჯოს, ქეთო. ძალიან გიხარიან?
– მიხარიან, მაშა! განა შენ კი გეწყინა?
– წყენა რა სათქმელია. მეც მიხარიან, მაგრამ...
– ბიჭოს, ეს რა ამბავია? – გააწყვეტინა აკაკიმ. – მე მეგონა თქვენ
ერთმანეთის ცნობაც კი არა გქონდათ, ნამდვილად კი „შენ“-ობითაც
ლაპარაკობთ?
– “შენ“-ობით სიხარულმა აგვალაპარაკა, – მიუგო ქეთომ, – ცნო-
ბით კი იმ დღიდან ვიცნობთ, როცა ზურაბი მეტეხიდან გამოიქცა.
აკაკი, ის დღე გახსოვს თუ არა? ახლა კი აღარ დავმალავ და ვიტყვი:
იმავე დღეს ზურაბს პატრული დაედევნა. ზურაბი ჩვენს სახლში შე-
მოვარდა.
– ვიცი, ვიცი. – გააწყვეტინა აკაკიმ. – შემოვარდა, ეზო გადასჭრა,
კიბით ავიდა კედელზე, მეორე ეზოში ჩახტა და მიიმალა.
ქეთომ გადიკისკისა.

215 მკითხველთა ლიგა


– ახა-ხა! ძალიან კარგად გცოდნია. ეზოში კი არ ჩახტა, ჩემ ოთახ-
ში შემოვარდა, ჩემ ოთახში-მეთქი! იქ დავმალე და იმ დღიდან დავ-
მეგობრდით.
ის ამბავი ქეთომ გაოცებულ აკაკის სხაპასხუპით უამბო და ისიც კი
დაუმატა, რომ ეს საიდუმლოება ავშაროვმაც გაიგო და არ გასცა.
– ქალო, გაჩუმდი თორემ გაიგებენ და შენს ავშაროვს სასტიკად
დასჯიან. – სისინით ურჩია აკაკიმ.
– მართლა, მეც უნდა მოგილოცო. – ავშაროვის სახელის გაგონე-
ბაზეღა გაახსენდა ზურაბს. – ზეგ ქორწილი გქონიათ.
ისედაც ალეწილი ქეთო ცეცხლივით აენთო. ავშაროვის გახსენება
წეღანაც ეწყინა, ახლა კი საჯაროდ ულოცავენ! ისიც ვინ? ზურაბი,
ზურაბ გურგენიძე ულოცავს!
ვიღაცამ აკაკი განზე გაიყვანა.
– ნუ, ზურაბ, ნუ მომილოცავ. – ამოიკვნესა ქეთომ და ხელები სა-
ხეზე აიფარა . – შენ მაინც ნუ მომილოცავ.
– რატომ, ქეთომ, რატომ არ უნდა მოგილოცო?
– მაგას ნუ მკითხავ... დღევანდელმა ამბავმა ისე ამრია, რომ არც
კი ვიცი, ავშაროვს ეკლესიაში გავყვები, თუ დავემალები სადმე.
ამ დროს აივანზე გამოსულმა საოპერო ორკესტრმა ისე მძლავ-
რად დაიწყო მარსელური, რომ მთელი ქუჩა შეკრთა. ხალხმა იხუვ-
ლა და თეატრის ირგვლივ შეგროვდა. მალე ის ნაწილი ქუჩისა პირ-
თამდე აივსო და მახლობელ ქუჩებშიც გადავიდა. ქუდმოხდილი
ხალხი სასოებით ისმენდა აკრძალულ ჰიმნს და თვითონაც შთაგო-
ნებული მღეროდა – ზოგი ქართულად, ზოგი რუსულად და ზოგიც
ფრანგულად. მღეროდა ყველა – დიდი, პატარა, ქალი და ვაჟი, რუ-
სიც და ქართველიც, სომეხიც და თურქიც.
ჰიმნი რომ გათავდა, აივანზე ვიღაცამ მძლავრი ხმით დაიძახა;
– თავისუფლებას გაუმარჯოს!
რამდენიმე ათასმა აფრთოვანებულმა კაცმა სამჯერ იგრიალა: –
გაუმარჯოს! ორკესტრმა ორჯერ კიდევ დაუკრა მარსელური და ხალ-
ხმაც ორჯერ კიდევ იმღერა.
– ამხანაგებო და მოქალაქენო! – გადმოსძახა ამ დროს ხალხს აკა-
კიმ. – თავისუფალი ხალხის პირველ თავისუფალ მიტინგს გახსნი-
ლად ვაცხადებ.
მქუხარე ტაშმა და „გაუმარჯოს“ ყვირილმა კარგა ხანს ხმა ვეღარ
ამოაღებინა ორატორს. ესოდენ უზარმაზარ აუდიტორიას და თავი-
სუფალ სიტყვას შეუჩვეველი აკაკი ძლიერ ბორძიკობდა და სიტ-
216 მკითხველთა ლიგა
ყვებს ისე ფრთხილად ეძებდა, თითქო ბრმა ყოფილიყო და გზას
ჯოხით იკვლევდაო. მისი უნდილი კილო და ფრთხილად შერჩეული
სიტყვები ზურაბს და მის მეგობრებს ბრაზსა და ჟრჟოლას ჰგვრიდა.
ხალხი კი სულგანაბული ისმენდა, ვინაიდან ის ჯერ ამასაც არ იყო
შეჩვეული. დროგამოშვებით ხალხში ტაში და აფრთოვანებული ყვი-
რილი იფეთქებდა ხოლმე.
აკაკის შემდეგ ესერმა, ფედერალისტმა, დაშნაკმა, უპარტიო დე-
მოკრატმა და კიდევ ერთმა სოციალ-დემოკრატმა ილაპარაკეს. ყვე-
ლა ორატორს სასიხარულო ფორიაქი ახრჩობდა და ამიტომ მათი
ნათქვამი მხოლოდ გამარჯვებულთა აფრთოვანებით იყო გაჟღენ-
თილი და ხვალინდელობასაც მხოლოდ რამდენიმე ზოგადი სიტყვა
გამოსახავდა: „არ დაიქსაქსნეთ... ერთობა არ დაარღვიოთ... შემ-
ჭიდროვდით და კვლავაც ერთად იარეთ!“
შეხმატკბილებული კილო მარტო ზურაბმა დაარღვია. მან მხო-
ლოდ ამხანაგებს მიმართა და მოქალაქენი არ გაიხსენა.
– ამხანაგებო! – ისე ძლიერად გადასძახა მან აივნიდან, რომ მისი
ხმა არტისტულ თეატრთანაც კი მკაფიოდ გაიგეს. – ამხანაგებო!
დღეს თქვენი გამარჯვების დღესასწაულია და მოილხინეთ,
იზეიმეთ, ისე გაიცინეთ, რომ თქვენი ხარხარი პეტერბურგმაც კი გა-
იგოს, მაგრამ იცოდეთ, რომ დღევანდელი დილა ათი ათასმა სის-
ხლიანმა და ბნელმა ღამემ გაგვითენა. ეს უქმე იმდენი სისხლით და
ცრემლით არის მორწყული, რომ მას შავი ზღვის კალაპოტიც კი ვერ
დაიტევს, ამიტომ ჩვენი პატიოსნება მოითხოვს, რომ მტარვალთა
მიერ წამებული ის უთვალავი ლაშქარი მადლობით გავიხსენოთ.
ორკესტრმა რევოლუციონერთა სამგლოვიარო მარში დაუკრა,
ხოლო ზურაბმა ქუდი მოიშვლიპა და დაიწყო:
Вы жертвою пали в борьбе роковой, ყველამ მას მიჰბაძა. ქუდმოხ-
დილი ხალხი სასოებით მღეროდა გულაჩუყებული: Вы жертвою
пали в борьбе роковой, Любви беззаветной народа, Вы отдали все,
что могли за народ, За труд его,честь и свободу.
სიმღერა რომ მისწყდა, ზურაბმა განაგრძო:
– ამხანაგებო! ამ უდიდეს გამარჯვებას მეც გილოცავთ, მაგრამ
ტყუილად გითხრეს ზოგიერთმა, თითქოს იგი ზემოურებს ებოძები-
ნოს თქვენთვის. მუშისთვის და გლეხისთვის მათ ტყვიისა და მათ-
რახის მეტი არაფერიც არ უბოძებიათ.
– მართალია! – შესძახა ზურაბის გვერდით მდომმა მართამ და
აქეთ– ქიდანაც ამოსძახეს: – აგრეა! მართალია!
217 მკითხველთა ლიგა
– ეს გამარჯვება ნიკოლოზს დასისხლიანებული ხელებით და
კბილებით გამოვგლიჯეთ. გაიხარეთ-მეთქი, მაგრამ ნურც იმას და-
ივიწყებთ, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი
გამარჯვებისა და მიზნისა, რომელსაც კიდევ ზღვა სისხლი და ცრემ-
ლი შეეწირება.
– ეგ რა საჭიროა! – ჩაიბურტყუნა აკაკიმ. – ხალხი დაფრთხება და
გაიქცევა.
– გაჩუმდი, აკაკი! – ჩაუსისინა ნიკომ. შენისთანა ხალხი დაფ-
რთხება, ჩვენისთანა კი აქვე დარჩება.
– თავისუფლების ღირსი მხოლოდ ის არის, – განაგრძო ზურაბმა,
– ვინც მოსურნეა უფრო მეტად გააფართოვოს და იარაღით დაიცვას
იგი უამრავი მტრისაგან, რომელიც აგრე ადვილად ვერ მოინელებს
მუშა-ხალხის გამარჯვებასა.
სისხლისა და იარაღის გაგონებაზე ზოგი მოქალაქე მართლა
დაფრთხა.
– წამო, ძმაო, წამოდი, თორემ ისევ სროლა ატყდება.
– საცაა ეს კაცი ყუმბარას გადმოაგდებს.
– წამოდი, დამიჯერე, გვატყუებენ! – ისმოდა აქა-იქ ჩურჩული და
ქუჩა დიაცთაგან იცლებოდა.
ზურაბი კი აფრთხილებდა ხალხს, რომ მონაპოვარის განხორციე-
ლება და შენარჩუნებაც გააფთრებულ ბრძოლას გამოიწვევსო, რომ
ქვესკნელის ბნელი ძალები ახლავე თავს მოიყრიან და ამ კუდმოკვე-
ცილ თავისუფლებასაც შემოუტევენ, რომ მშრომელთა ერთადერთ
მოსარჩლე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას უფრო შორეული და
უფრო ძნელი მიზანი აქვს დასახული, რომელსაც მებრძოლი პრო-
ლეტარიატი უდგა დარაჯად. ის უმთავრესად ნაძალადევშია, ამი-
ტომ – ამიტომ, ამხანაგებო, ახლა ნაძალადევისკენ გავწიოთ და იმ
ლაშქარს შევუერთდეთ, რომელმაც თვითმპყრობელობას ბოლო
მოუღო. ეს მანიფესტი მან გამოჰგლიჯა მეფეს და შემდეგშიც ის იქ-
ნება ერთადერთი და საუკეთესო დამცველი რევოლუციისა და სო-
ციალიზმისა... მაშ გაუმარჯოს მუშათა პარტიას!
– გაუმარჯოს! – მისცა ხმა პირთამდე სავსე ქუჩამ.
– გაუმარჯოს რევოლუციას!
– გაუმარჯოს!
– გაუმარჯოს სოციალიზმს!
– გაუმარჯოს!

218 მკითხველთა ლიგა


უცებ ზურაბის გვერდით ჟანდარმის ლურჯი მუნდირი გამოჩნდა
და აივნიდან თეთრი ექსელბანდები გადმოეფინა. ავშაროვმა მაღ-
ლა ასწია ხელი და სანამდის ეჭირა იგი, მანამ „გაუმარჯოს“ გუგუნი
არ შენელდა.
– ბატონებო! – შესძახა მან გაბზარული ხმით და მანამდის მოიცა-
და, სანამ სრული სიჩუმე არ ჩამოვარდა. – ბატონებო! მათი იმპერა-
ტორობითი უდიდებულესობის ნაცვალი გრაფი ვარანცოვ-დაშკოვი
ყველას მეფის უზენაეს წყალობას გილოცავს და ღრმა რწმენას გა-
მოსთქვამს, რომ თქვენ ღირსი ხართ ამ წყალობისა, რომ თქვენ გო-
ნივრულად გამოიყენებთ მას და იმ საზღვარს არ გადასცილდებით,
სადაც თავისუფლება თავდება და უწესოება იწყება. ამ უზარმაზარი
ქუჩის შეკვრა დიდ არევდარევას იწვევს და ამიტომ გთხოვთ, ბატო-
ნებო, ეს ქუჩა დასცალოთ და შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება
სხვაგან სადმე განახორციელოთ, გაუმარჯოს ამ უფლების მომნიჭე-
ბელს, ჩვენს სათაყვანებელ ხელმწიფე იმპერატორს, ურააა!
სამარისებურმა სიჩუმემ უფრო მეტი შეურაცხყოფა მიაყენა „სა-
თაყვანებელ იმპერატორს“, ვიდრე ასნაირმა უშვერმა ლანძღვამ,
რომელიც ყველას პირზე ეკერა.
ავშაროვს თითი აწეული შერჩა. მან მაშინვე გაიფიქრა, რომ ამ
უტაქტობისთვის სასახლეში სუსხიანად გაჰკიცხავდნენ მას. ხალხის
მრისხანე სიჩუმით და თავის უალაგო შეძახებით შეშინებულ-გაწით-
ლებულმა როტმისტრმა მკვახედ ჩაიბურტყუნა:
– ხალხი მუდამ უმადურია.
– ხალხი მუდამ მადლიერია, – მოესმა მას უკნიდან, – მაგრამ ის
მხოლოდ იმის მადლიერია, ვინც ამის ღირსია.
ავშაროვი მოტრიალდა. მის წინაშე გურგენიძე იდგა, იდგა და
იღიმებოდა. ჟანდარმმა ამ ღიმილში ცხადი დაცინვა, გამოწვევა და
ზავთი ამოიკითხა. მერმე თვითონაც გაიღიმა, გაუბედავად გაუწოდა
ხელი და გაბზარული ხმით ჰკითხა:
– ჯიქი!.. თქვენც აქა ხართ?
გურგენიძემ ავშაროვის ხელი თითქო ვერ შეამჩნია, საკუთარი ხე-
ლები წელზე დაიწყო და უპასუხა:
– მე აქ უნდა ვიყო და აქ გახლავარ, თქვენ კი თამამად მოქცეულ-
ხართ, სხვის ბანაკში დაუკითხავად შემოჭრილხართ.
ავშაროვი წეღანდელზე უარესად აილეწა.

219 მკითხველთა ლიგა


– მთელი რუსეთი ჩემი ბანაკია. – გოროზულად მიუგო და თითის
ქნევით დაუმატა: – ნუ გავიწყდებათ, რომ მაგ კისერზე ას-მეორე მუხ-
ლი გკიდიათ, რომელიც ამნისტიას არ გაუბათილებია.
– ესე იგი, რვა წლის კატორღას მემუქრებით, არა? ეს მე და ესეც
თქვენა, აბა სცადეთ. – მიუგო ზურაბმა და იმ ალაგზე ბოძივით ჩაერ-
ჭო.
ჟანდარმმა უძალო ბრაზით გაზომა ჯიქი და უცებ გატრიალდა.
გატრიალდა და ქეთოს შეეფეთა, რომელიც იქვე იდგა და ამ საუ-
ბარს თვალყურს ადევნებდა.
– შენც აქა ხარ? – უკმეხად ჰკითხა საქმრომ თავის დანიშნულს. ქე-
თომ წარბები შეიკრა და პასუხი დაუგვიანა:
– ეგ სადაური კილოა, არტემ! გინდა სხვისი ჯავრი ჩემზე ამოიყა-
რო?
– მაპატიე, ჩემო ძვირფასო. – უცებ შეიცვალა კილო ავშაროვმა და
საცოლე ფოიეში შეიყვანა. – წუხანდელი ღამე ზეზე გავათენე და ახ-
ლაც ათასი საქმე მელოდება. ამ ჭუჭყიან ბრბოში რამ გაგრია? წავი-
დეთ, აქაურობას მოვშორდეთ.
– არ წამოვალ. თავი დამანებე.
ავშაროვს ქეთოს გაჭირვეულებისა შეეშინდა და სცადა ეს შიში
თავისავე სასარგებლოდ გამოეყენებინა.
– გენაცვალე, მე ძალას არ გატან. თუ გინდა დარჩი, მთელი ქალა-
ქი მოიარე და რასაც ნახავ, საღამოზე მიამბე. მაგრამ ფრთხილად
იყავი და ჩემ სახელსაც გაუფრთხილდი. – ტკბილად უთხრა, ხელი
დაუკოცნა და კიბეზე დაეშვა.
ქეთო უარესმა ბრაზმა მოიცვა, მაგრამ თავი აილაგმა, უკანასკნელ
ხანს მან შეაჩნია, რომ ავშაროვი ლამობდა ქეთო ინფორმატორად
გამოეყენებინა. ერთხელაც არ შეხვედრია მას, რომ ფრთხილად არ
გამოეკითხა: ვის შეხვდა მისი საცოლე? ვინ რა უთხრა? ვინ რას აპი-
რებს და ვინ რას ფიქრობს? და იმდენად გაკადნიერდა, რო ერთხელ
კიდეც ურჩია: შენს ნაცნობ-მეგობრებს ფრთხილად გამოჰკითხე ამ-
ბები და ყველაფერი მიამბეო, და თანაც დაუმატა: „ამიერიდან შენც
ჩემი მარცხისა და გამარჯვების მონაწილე ხარ და ყველაფერში უნ-
და დამეხმაროო“. ქეთო გამწარდა, მაგრამ მაშინაც მოერია თავის
რისხვას და ახლაც დინჯად გადასჭრა: „ივდითობაც ის არის, რომ
ჩემს ოლოფერნს ყველაფერი დავტყუო და სამაგიერო კი არაფერიც
არ დავუთმო“.

220 მკითხველთა ლიგა


უცებ კიბის თავზე კლიმიაშვილი გამოჩნდა და უკანვე ჩატრიალ-
და. ამავე დროს ქეთოსთან ლევანი მივიდა და ჩასჩურჩულა:
– ქეთო, აივანზე გადი და სანამ არ გეტყვი, მანამდის ზურაბი
აქეთ არ გამოუშვა, თორემ... აბა, ჩქარა!
ქეთო მიუხვდა. სანდრო ზურაბს კიბეზე ელოდება. ლევანს ხმა
ოდნავ უთრთოდა და მარჯვენა ხელი ახლაც ჯიბეში უდევს, მაშასა-
დამე...
ქეთო აივნისკენ გაიქცა და კარებშივე შეხვდა ზურაბს, რომელიც
ფოიეში შემოდიოდა.
– დაიცა ზურაბ... აქეთ მოდი... რაღაც უნდა გითხრა, – სხაპასხუ-
პით მიაყარა ქეთომ და ზურაბი ისევ აივანზე გაიყვანა. – ფრთხი-
ლად იყავი... აქ კლიმიაშვილი ტრიალებს და...
– მაჩვენე, სად არის? – და ზურაბმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და ფოი-
ესკენ გაიწია. ქეთომ ორივე ხელი სტაცა მკლავში და უთხრა:
– ნუ გახვალ-მეთქი. ხომ გახსოვს რაც დამპირდი: თუ თვითონ
არაფერი დამიშავა, არც მე დავუშავებო.
– მახსოვს. შენი ხათრი მაქვს და შეგისრულებ. აგერ იქ დავდგეთ.
– და ქეთო კედელთან მიიყვანა. აქ უშიშრად იყო ზურაბი. მოულოდ-
ნელად ვეღარაფერს დააკლებდნენ. თუ საქმე დასწრებაზე მიდგე-
ბოდა, აივანზე გამოსულ კლიმიაშვილს უფრო ზურაბი დაასწრებდა.
– ლევანი იქ არის და თვალყურს ადევნებს. – შეატყობინა ქეთომ.
– შემოგითვალა, ცოტა მოიცადე, ჯერ ნუ გამოხვალო.
– კეთილი, აგრე ვიზამ, ნუ კი გეგონება, რომ იმისი მეშინოდეს.
– ვიცი, რომ არ გეშინიან, მაგრამ ნურც იმას დაივიწყებ, რომ იმან
გადაგარჩინა. ახლა მეტეხში იქნებოდი.
– მეც მაგიტომ ვერიდები. – მიუგო ზურაბმა და კარს თვალს არ
აშორებდა. არც ჯიბიდან ამოჰქონდა ხელი.
– ახლა სხვა რამეც უნდა გითხრა. – განაგრძო უკვე ჩურჩულით ქე-
თევანმა. – გუშინ დანამდვილებით გავიგე, რომ ავშაროვს ვიღაც პა-
ტიმარი „არწივი“ გამოუტეხია და უთქმევინებია, რომ ვიღაც ჟან-
დარმის მოკვლაში ვიღაც „ტოგო“ და ვიღაც „ფოცხვერიც“ რეულან
და იმათი გვარებიც დაუსახელებია.
– მართლა? – შეშფოთებით წამოიძახა ზურაბმა. – ის არამზადა
არწივი კი არა, ყბედი კაჭკაჭი ყოფილა.
– ზურაბ, ის ბიჭები გააფრთხილე, თორემ დღეს ან ხვალ დაიჭე-
რენ. გააფრთხილე და შენც გაფრთხილდი.

221 მკითხველთა ლიგა


– რა თქმა უნდა, გავაფრთხილებ. გმადლობ ქეთევან, ყველანი
გმადლობთ. იმათაც გავაფრთხილებ და მეც ფრთხილად ვიქნები.
სანამ ქეთევანი ზურაბს აფრთხილებდა, ლევანმა კიბეზე კლიმი-
აშვილი გააფრთხილა. მან რაჟდენი იპოვნა და მასთან ერთად კიბის
ბაქანზე მოუსვენრად მომლოდინე კლიმიაშვილს პირისპირ მიადგა.
მიადგა და უთხრა:
– თქვენ მგონი კლიმიაშვილი უნდა იყოთ.
– შენ ვინ ხარ, რომ მეკითხები? – უკმეხად მიუგო მან და ორივენი
თავით-ფეხებამდის ზიზღით ჩაათვალიერა.
– აგრე გინდა ვილაპარაკოთ? – ჰკითხა ლევანმა და ხმაში ფოლა-
დი ჩაიღვარა. – ბაშ უსტა. თანახმა ვარ. ახლა ყური მიგდე რას გეტ-
ყვი. მეც ვიცი აქ რისთვის მოსულხარ. თუ არ გინდა, რომ შენს უფ-
როს ძმას გაგაყოლოთ, ახლავე აქედან გაიკრიფე.
– რაო? მემუქრები?
– შენც გვემუქრები და ჩვენც გემუქრებით, რაღა! აბა, სალაპარა-
კოდ აღარ გვცალიან. ახლავე დავბრუნდებით და თუ აქვე დაგვიხ-
ვდი, სეტყვასავით დაგიშენთ ტყვიას და ქრისტე ღმერთიც ვეღარ გა-
დაგარჩენს... – უთხრა ნიკომ, გატრიალდა, ფოიეში ავიდა და უკან
მოიხედა. კლიმიაშვილი თავჩაღუნული ჩადიოდა კიბეზე.
– დროა წავიდეთ. – უთხრა ერთი წუთის შემდეგ ლევანმა ზურაბს.
– ღმერთო ჩემო, რამდენი მტერი გყოლია! – ჩასჩურჩულა ქეთომ
ზურაბს და უკან გამოჰყვა. – რომელ ერთს უნდა გადაურჩე?
– ლევან, გაღმა კობას ხუთი ათასი კაცი მაინც უნდა გავუყვანოთ.
– ხუთი ათასსაც გავუყვანთ და ათი ათასსაც.
ქუჩაში რომ გავიდნენ, ისევ კლიმიაშვილს მოჰკრეს თვალი. მოშო-
რებით იდგა ტროტუარზე, ტუჩებს იკვნეტავდა და ზურაბს ავი თვა-
ლით უბღვერდა. ხალხი თანდათან ლაგდებოდა. წითელი დროშე-
ბი დახშირდა. ყველაზე წინ მართა, თედო და ნიკო იდგნენ. ზურაბი,
ლევანი და რაჟდენიც გვერდით ამოუდგნენ, ერთობის სიმღერა დას-
ძახეს და დაიძრნენ. ქეთო ტროტუარს დაადგა და ისიც იმ ტალღას
გაჰყვა. გზადაგზა ხალხი ასობით და ათასობით ემატებოდა.
ნაძალადევის ვეება მინდორი ხალხით იყო გაჭედილი. აქა-იქ წი-
თელი ბაირაღები ფრიალებდა. შუაში საჩქაროდ მოტანილი მაგიდა
იდგა და ალბათ მეათე ორატორი ლაპარაკობდა. ახლად მოსულ
გაღმელებს სასიხარულო ჟრიამულით დაუხვდნენ:
– გაუმარჯოს! ვაშააა!

222 მკითხველთა ლიგა


მოწინავე წითელი დროშა ახლა ზურაბს ეჭირა. მის მიერ მოყვა-
ნილი ლაშქარი იმ ზღვაში შთაინთქა. თვითონ ზურაბი და მისი მე-
გობრები ტრიბუნას მიეკედლნენ. ის ორატორიც აფრთოვანებით
იმეორებდა სხვების ნათქვამს:
– თვითმპყრობელობა მოკვდა. მონარქია დარჩა. ამიერიდან ჩვენ
მონარქიის დამხობა უნდა მოვითხოვოთ. მაგრამ რა გზით უნდა ვი-
აროთ ამ მიზნისკენ? აქ გვითხრეს, მონარქიის დამხობაც მარტო ია-
რაღით და სისხლით შეიძლებაო. მოქალაქენო, ამოდენა სისხლი
გვეყო! აღარ გვინდა იარაღი! ძირს სისხლი! ძირს იარაღი!
ხალხში ტაში გაისმა.
ორატორს ვიღაცამ კალთა ჩამოსწია და მაგიდიდან ჩამოახტუნა.
იმავე წამს იმის ალაგას შუა ტანის შავგვრემანი ახალგაზრდა ვაჟი
აისვეტა.
– თქვენ ერთი უვარგისი ჩვეულება გჭირთ და პირდაპირ უნდა
გითხრათ. ვინც უნდა გამოვიდეს და რაც უნდა სთქვას, თქვენ სიხა-
რულით და ტაშით ეგებებით. როცა გეუბნებიან, თავისუფლებას გა-
უმარჯოსო, თქვენ ტაშს უკრავთ. ვინმე დაიძახებს, რევოლუციას გა-
უმარჯოსო, და თქვენც ტაშს უკრავთ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ რო-
ცა გეუბნებიან, იარაღი აღარ გვინდაო, თქვენ იმასაც ტაშის ცემით
უხვდებით. რომელ რევოლუციას შეუძლიან უიარაღოდ გაიმარ-
ჯვოს? ან რა რევოლუციონერია ის, ვინც იძახის, ძირს იარაღიო?
ვინც ამას ამბობს, ის ალბათ ტოლსტოველია და არა რევოლუციო-
ნერი, და ვინც უნდა იყოს ის, მაინც ხალხისა და რევოლუციის მტე-
რია.
ხალხში ჩოჩქოლი ატყდა და აქა-იქ კანტი-კუნტად გაისმა: „ვინ
არის?.. რა გვარია?.. როგორ მტკიცედ ლაპარაკობს!.. ნამდვილი ია-
კობინელია!“.
– რა არის ნამდვილი გამარჯვებისათვის საჭირო? – იკითხა კობამ
და უღრმესი რწმენით გაჟღენთილი პასუხიც თვითონვე მიუგო. –
კარგად შეიგნეთ და დაიხსომეთ: ამისათვისაც თავდაპირველად ია-
რაღია საჭირო, მერმე ისევ იარაღი, და მესამეც – იარაღი და ისევ ია-
რაღი.
და ოთხჯერ განმეორებული „იარაღი“ ისე იყო ნათქვამი, რომ იგი
ყველას ოთხი ლურსმანივით ჩაეჭედა თავში.
კობამ ეს მოკლე სიტყვა იმ დღისთვის საკმარისად მიიჩნია და
ტრიბუნიდან ჩამოვიდა, თან ხალხის მქუხარე და ხანგრძლივი ტაში

223 მკითხველთა ლიგა


გაჰყვა. ყველაზე მკაფიოდ ზურაბის, მართასი და მათი მეგობრების
ტაში ჰქუხდა.
ზურაბმა მოიხედა და ქეთევანი დაინახა, რომელიც პაწია ხელე-
ბით გამალებული უკრავდა ტაშს.
– ხომ აგისრულდა სურვილი? – ჰკითხა მან ქეთოს. – ჩვენი კობა
ხომ დაინახე?
– დავინახე და ახლაც ვხედავ, – მიუგო ქეთომ.
– დღეს ყველგან მარტო „ვაშა“ და „გაუმარჯოს“ ისმის, კობამ კი
ათიოდე სიტყვაში მზესავით გააშუქა ერთობის შემდგომი გზა. – უთ-
ხრა ზურაბმა. – მაგას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. მაგის სიტყვა და
საქმე ერთი და იგივეა. ერთს იტყვის, სხვისას ასსა სჯობია. ისე ნათ-
ლად, მკაფიოდ და ისე ზუსტად ჩამოასხამს აზრს, რომ ყველა გაი-
გებს და სამუდამოდ დაიხსომებს. გახსოვს თუ არა, ქეთო, რა გითხა-
რი კობაზე იმ საღამოს?
– მახსოვს. შენ მითხარი, გუმანით მივაგენი, ალღოთი ვიციო.
– ჰო და, ჩემი ნათქვამი კარგად დაიხსომე. მართლა, წეღან რომ
მითხარი... ლევან, აქ მო, „ტოგო“ და „ფოცხვერი“ თუნდ ქვესკნელში
მიპოვნე და ახლავე აქ მომგვარე.
– ორივენი აქ არიან. აგერ იქ დავინახე. ახლავე მოგიყვან. – მიუგო
ლევანმა და ხალხში მიიმალა.
ქალაქს ბინდი აწვებოდა, როცა რამდენიმე ათეული ათასი მოქა-
ლაქე იოსებ ჯუღაშვილის მეთაურობით სიმღერითა და აფრიალე-
ბული დროშებით მიადგა მეტეხის ციხეს. ყველანი მთელი დღის უს-
მელ-უჭმელი იყვნენ. მაგრამ აფრთოვანებამ სიმშილიც დაავიწყა
მათ და დაღლილობაც ჩაუხშო. ციხის ძირში ხალხს სალდათები გა-
დაეღობნენ. ვიწრო ქუჩები ისე გაიჭედა, რომ განძრევაც კი უძნელ-
დებოდათ. ციხის ლანძვიან ფანჯრებში ათ-ათი თავი და ამდენივე
გამოშვერილი ხელი მოსჩანდა. პატიმრები ხელებს იქნევდნენ, მღე-
როდნენ და ძლიერი ხმით ყვიროდნენ:
– გამოგვიშვით!.. კარები შემოამტვრიეთ!.. ძირს ჯალათები!.. თა-
ვისუფლებას გაუმარჯოს!
პასუხად ქვევიდან გაბმული კივილი ისმოდა:
– გამაგრდით!.. ცოტაც მოითმინეთ!.. ხვალ გამოვაშვებინებთ,
ხვალე ! მშვიდობით! ხვალამდის!

224 მკითხველთა ლიგა


XIV

მეორე და მესამე დღეს ქეთო შინიდან აღარ გაუშვეს, საქორწილო


სამზადისმა ახატნელების სახლი დედაბუდიანად ააფორიაქა. ან-
დრომ და მარიამმა საზეიმო ქორწილის გამართვა დაიჟინეს. ავშა-
როვის ახალი ბინა საამისოდ არ ვარგოდა. არც ანდრიას ბინა იყო
საკმარისი, ამიტომ მან წვერაძეს ერთი დღეღამით ჩამოართვა ხუთი
ოთახი, ორივე ბინა გააერთიანა და თითო ბინაში თითო სუფრა გა-
აშლევინა. მას ამგვარი გაორება სუფრის სხვა მხრითაც მოსწონდა.
ვინაიდან ჟანდარმების გვერდით ჯდომა და ქეიფი ბევრს ეთაკილე-
ბოდა, ამიტომ ანდრომ თავის კიდობანი სამ დღისთვის ორ ოჯახად
გაჰყო: წმინდანნი ანდროს ბინაში უნდა მისხდომოდნენ სუფრას,
ხოლო უწმინდურნი წვერაძის ბინაში უნდა გაკრეფილიყვნენ.
ორი მზარეული და რამდენიმე ლაქია „ლონდონის“ სასტუმრო-
დან მოიწვია, ჭურჭელი „ორიანტმა“ ასესხა. ყველაზე ძნელი საშოვა-
რი სანოვაგე იყო. გაფიცულ ქალაქში ჩუმ– ჩუმად თითო მუჭა რამე-
რუმეს ძლივს პოულობდნენ, ხოლო სამოციოდე სტუმრის საჭმლის
შოვნა არავის არ შეეძლო გარდა ყოვლის შემძლე „კომიტეტისა“,
რომელსაც ახატნელის სახლში აკაკი წარმოადგენდა.
სწორედ ქორწილის დღეს აკაკი პარტიული საქმეების გამო მცხე-
თას თუ მუხრანს აპირებდა წასულიყო, ნამდვილად კი არსადაც არ
მიდიოდა. მუხრანი მხოლოდ საბაბი იყო იმისა, რომ ჟანდარმის
ქორწილს არ დასწრებოდა და მამის რისხვასაც გასცლოდა, ნიკო
მოურიდებლივ ილანძღებოდა და კიდეც იმუქრებოდა: თუ ქორწილ-
ში მოვალ, თან ყუმბარას მოვიტანო, ხოლო აკაკიმ გაცლა ამჯობინა
და საბაბიც გამოიგონა.
მაგრამ თვრამეტ ოქტომბერს მანიფესტმა აზრი შეუცვალა. აკაკი
უწინდელზე მეტად გალხვა, იდილიურ გუნებაზე დადგა და ჭაბუკი-
ვით გამხიარულდა. მას მოეჩვენა, თითქოს იმის სავექილო ფრაკსა
და ავშაროვის მუნდირს შორის უწინდელი მანძილი ერთიათად შე-
მოკლებულიყო, და როცა ისიც გაახსენდა, რომ მას შეეძლო უწმინ-
დურთა სუფრაზე დამჯდარიყო და ავშაროვს სულაც არ მიჰკარებო-
და, ის თვითონვე ავიდა მარიამთან და ჰკითხა:
– დედი, მაშ ვერაფერი იშოვე? მაშ ახატნელებმა მშიერი ქორწი-
ლი უნდა გადაიხადონ?

225 მკითხველთა ლიგა


– შევრცხვებით, შვილო, შევრცხვებით. – შესჩივლა მარიამმა. –
რამდენი ვეჩიჩინე სიძეს გადავდოთ-მეთქი, მაგრამ არა შვრება.
– ნუ გეშინიან, დედილო, – ანუგეშა შვილმა და მხარზე ხელი მო-
უსვა. – ახატნელის გვარს არ შევარცხვენინებთ. განა მე „კომიტეტი“
არა ვარ? შენ სია შეადგინე და ფული მოამზადე, დანარჩენი კი ჩემი
საქმე იყოს. ყველაფერს აქვე მოგართმევენ. მაგრამ ხმა– კრინტი არ
დასძრა, თორემ...
– რას ამბობ, შვილო! ერთი სულიერიც არ გაიგებს. აი სიაც და აი
ფულიც. გენაცვალოს დედაი! ჭირში უნდა გამოგვადგე, შვილო თო-
რემ ლხინში ყველა გამოგვადგება.
ამ დროს ანდრო შემოვიდა. ერთი კვირის წინათ „დეისტვიტელნი
სტატსკი სოვეტნიკობა“ მიიღო და ახალი მუნდირის წითელი სარჩუ-
ლი ორივე სამკუთხიან გადმოსაკეცზე ყაყაჩოსავით უღვივოდა. მი-
უხედავად ამისა, ანდრო დაღვრემილი იყო, ვინაიდან სიძეს შეპირე-
ბული ათი ათასი მანეთის ნახევარიც ვერ უშოვნა და, გარდა ამისა,
საქორწილოდ ხმელი პურიც კი არ ეგულებოდა.
– აკაკი, მამაშენმა მაინც უნდა იცოდეს, მართალია თუ არა? –
ჰკითხა შვილს მარიამმა.
– რასაკვირველია, უნდა იცოდეს. – დაეთანხმა აკაკი.
– გიხაროდეს, ანდრო, აკაკი ყოველნაირ სასმელ-საჭმელს გვიშო-
ვის, რაც კი ქორწილში დაგვჭირდება.
ანდროს შუბლზე ნაოჭები გაეხსნა და ულვაშებში ღიმილმა ჩაურ-
ბინა:
– მართლა? როგორ? საიდან?
– კომიტეტის წევრია და... მაგრამ კრინტი არსად დასძრა.
– ზოგი ჭირი მარგებელია. – ჩაილაპარაკა ანდრომ, იქვე ჩამოჯდა
და აკაკის იმ დღის შთაბეჭდილებანი გამოჰკითხა.
– დღეს რევოლუცია დასრულდა. – ამშვიდებდა შვილი შეშინე-
ბულ მამას, თან ბოლთას სცემდა, წითურ წვერზე ხელს ისვამდა და
თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა. – ამიერიდან ჩვეულებრივი
პარლამენტარული ბრძოლა გაჩაღდება. თუ მთავრობა მანიფესტს
პირნათლად შეასრულებს, ყველაფერი დაწყნარდება და ცხოვრება
თავის კალაპოტში ჩადგება. ახლა მთავრობას ორი მხრიდან მო-
ელის ხიფათი – მარჯვენა მხრიდან და მარცხენა მხრიდანაც. ბი-
უროკრატია ეცდება კონსტიტუციას თავფეხი ჩამოაჭრას და კუდიღა
დასტოვოს. ბოლშევიკებმა კი შესაძლოა საქმე აჯანყებამდე მიიყვა-
ნონ. თუ დამარცხდნენ, ვაი ჩვენი ბრალი, და თუ გაიმარჯვეს, ვუი
226 მკითხველთა ლიგა
ჩვენი ბრალი. ძველ ქვეყანას ძირფესვიანად ამოაგდებენ. წინ წყა-
ლი და უკან მეწყერი! ამის გამო შავებს არავინ ჩაიცვამს. მაგრამ ბი-
უროკრატიას ლიბერალებსაც თან მოაყოლებენ და მერმე ჩვენი ჯე-
რიც დადგება. ისე ნათლად ვხედავ ამ სურათს, თითქო ხელის გულ-
ზე მედოს. აქამდის ერთი მტერი გვყავდა, ახლა კი ორი გვეყოლება
და შესაძლოა შუაში გამოგვჭყლიტონ.
ანდროს იმედი მიეცა: რევოლუცია გათავდაო. მაშ ბანკის საქმეც
გამოსწორდება, გამოხიზნული მემამულენი ისევ სოფელს დაუბრუნ-
დებიან, თავადაზნაურებზე ნადირობა შეწყდება და ყველგან მამა-
პაპური მშვიდობა დამყარდება. მას უკვე დაავიწყდა, რომ ხვალ ავ-
შაროვისთვის ხუთი ათასი მანეთი უნდა მიეცა. წეღანვე გადაწყვეტი-
ლი ჰქონდა: საერთო გაფიცვას მოიმიზეზებდა და ნაღდის ნაცვლად
თამასუქს მისცემდა. მაგრამ მას ერთი სადარდელიც აწვალებდა ახ-
ლა დრო იხელთა და იმის დაშოშმინებაც მოინდომა.
– შვილო, ჩემი პირმშო შვილი ხარ და ქორწილში რომ არ გამოჩ-
ნდე, ყველას თავი მოგვეჭრება. ნიკო თუნდ ყოფილა, თუნდ არა, შენ
კი არავინაც არ დაგიჯერებს, რომ საქმე გქონდა და ვერ მოიცალე.
– დაწყნარდი, მამილო. – მშვიდად მიუგო აკაკიმ. – ავშაროვის
სუფრას ვერ მივუჯდები, მეორე სუფრას კი თამადობასაც გავუწევ.
– აგრე ჰქენიმ, შვილო, ეგეც საკმარისია. კარგად მოგიფიქრებია,
ავშაროვი ბევრჯელ დაგვჭირდება და ნუ აწყენინებ.
„ბევრჯელ დაგვჭირდება“ ის იდუმალი საბაბი იყო, რომელმაც
აზრი შეაცვლევინა აკაკის და რომელიც ანდრომ ორი სიტყვით გა-
აშიშვლა.
მარიამი ქეთოს ოთახში შებაჯბაჯდა და ქეთოც გაახარა:
– ქეთუნა, აკაკი საქორწილო სასმელ-საჭმელს შოულობს და ქორ-
წილშიც აქ იქნება. მაგრამ ერთი სიტყვაც არ წამოგცდეს სადმე, თო-
რემ ხომ იცი...
ნახევარი საათის შემდეგ თამარა ქარივით შემოიჭრა, ქეთოს სა-
ხეს თავის აფურთვნილი თმები გადააფარა, რამდენჯერმე აკოცა და
სხაპასხუპით მიაყარა:
– გენაცვალე, ქეთუნი! საამისო რა მოხდა, რომ თითქმის აღარ მე-
ლაპარაკები? შენს ქორწილშიც ვიქნები, ლეკურსაც დავუვლი, სიმ-
ღერასაც გეტყვი და იმდენ სასმელ– საჭმელს მოგიტანთ, რომ ასმა
ხარბმა სტუმარმაც ვერ გაათავოს. გამიცინე, გენაცვალოს თამარი,
გამიცინე! აი აგრე! კიდევ, კიდევ-მეთქი! იხი-ხი! ახა-ხა!

227 მკითხველთა ლიგა


ქეთომ ის ორი დღე შინ გატარა. ახალი სამოსლის დატოლებას,
მზითვის დათვლას და ჩალაგებას დასასრული აღარა ჰქონდა. მისი
გული ნიადაგ ქუჩისკენ მიიწევდა. ყოველ საათში ერთხელ მაინც
ჩარბოდა ქვემო სართულებში და ახალ ამბებს აგროვებდა. აკაკი,
მართა, ლევანი და ნიკო ერთხელაც ვერა ნახა, ისინი დღე-ღამეს ქუ-
ჩაში და კომიტეტებში ასწორებდნენ. ქეთომ მაინც გაიგო, რომ მე-
ფისნაცვლის სასახლეს სამოცდაათი ათასი კაცი მიადგა წითელი
დროშებით და მოითხოვეს, რომ პოლიტიკური პატიმრები გამოეშ-
ვათ, სოფლებიდან ეგზეკუცია გამოეყვანათ და სამხედრო წესიც გაე-
უქმებინათ. მეფისნაცვალს შემოეთვალნა:ე გზეკუციას მაშინ გამო-
ვიყვან და სამხედრო წესსაც მაშინ გავაუქმებ, როცა ხალხი დამ-
შვიდდება, ხოლო პატიმართაგან სამოცდათორმეტ კაცს დღესვე გა-
მოვუშვებთო, დანარჩენს კი როცა პეტერბურგი მიბრძანებსო.
ქეთომ ისიც გაიგო, რომ მანიფესტს „მიქელ ანგელოზის კავშირი“
ფეხზე დაეყენებინა. თურმე მისიონერთა ეკლესიაში მღვდლის გო-
როდცევის მეთაურობით ყველა ნაძირალი და „ჭეშმარიტი რუსი“ იყ-
რიდა თავს და შფოთავდა: ებრაელებმა და“ტუზემცებმა“ ჩვენს მე-
ფეს მანიფესტი მოტყუებით გამოჰგლიჯეს, ყველა ვიგინდარა კი-
სერზე დაგვაჯდა, რუსეთს უკვე იყოფენ, სამშობლო გვეღუპება და
იარაღით და სისხლით უნდა ვიხსნათო, თანაც თურმე სალოსურად
ჰკიოდნენ: „მართლმადიდებელნო, წამოდექით!“ თქვენი მეფე მო-
გიწოდებთ და სამფეროვანი დროშის ქვეშ მოიყარეთ თავი, რათა
წმინდა რუსეთი ვიხსნათ, თორემ დგება დღე ჩვენის აღსასრულისა!

***

ჯვრის წერის დღე რომ დადგა, თორმეტ საათზე ახატნელის ოჯა-


ხს ერთხელ კიდევ ეწვია ავშაროვი და თან თავის დედაც მოიყვანა.
მოსამსახურემ ორივენი სასტუმრო ოთახში შეიწვია და თვითონ მო-
სახსენებლად გავიდა.
ავშაროვის დედა ქერა, მეტად სრული და ბეცი დედაკაცი – ორ-
მოცდაათი წლისა იქნებოდა. მან ოქრონარევი კუს ლორენტით დაკ-
ვირვებით დაათვალიერა სურათები, თითებით გასინჯა ხალიჩა,
როიალის ფირმაც წაიკითხა და შვილს უთხრა:

228 მკითხველთა ლიგა


– G’est pas male, – ამას არა უშავს რა. – და სურათებზე, როიალზე
და ხალიჩაზე მიუთითა. – mais le resta – დანარჩენი კი...– და ათვა-
ლისწუნებით ჩაიქნია ხელი.
ანდრო, მარიამი და ქეთო თითქმის ერთად გამოვიდნენ. მასპინ-
ძელმა ახალმოსულ სტუმარს მოწიწებით დაუკოცნა ხუთბეჭდიანი
მსუქანი ხელები, მარიამი და გალინა სიგიზმუნდოვნა სიყრმის მე-
გობრებივით გადაეხვივნენ და ერთმანეთს ორივე ლოყა დაუკოცნეს,
ამ დროს ქეთომაც გამოანათა და დედამთილისკენ ღიმილით და
მტკიცე ნაბიჯით გამოემართა. ქალბატონმა გალინამ ისიც გულში
ჩაიკრა, ისიც სამჯერ გადაჰკოცნა. მერმე ლორნეტი მოიმარჯვა, იგი
თითქმის ზედ მიადო რძალს და ცხენსავით გაუსინჯა ყველაფერი:
თმა, პირსახე, მკერდი, ტანი და ფეხებიც. უსინჯავდა და ნაჭერ-ნაჭე-
რად ისროდა ფრანგულად:
– Charmante! Deliciuse! Tres gantille! – მშვენიერია... საუცხოვოა...
ძლიერ ლამაზია. ღმერთო ჩემო, რა თვალებია, რა ტუჩებია, რა კი-
სერია, რა ტანია! ნამეტნავ კი ეს მომხიბლავი თეთრი ნასთი ამშვე-
ნებს. ნეტა ვიცოდე, საიდან გამოერია?
– დედისაგან გამომერია. – უპასუხა ქეთომ, რომელსაც დედამთი-
ლის მოურიდებელმა ჩხრეკა-ძიებამ ბრაზი მოჰგვარა.
ყველანი ჩამოსხდნენ. დედამთილს ის თეთრი ნასთი არ ასვენებ-
და:
– ბუნებამ საოცარი ცუღლუტობა იცის ხოლმე, მაგალითად: მე ერ-
თი საჯდომი ჯიშიანი ცხენი მყავს. კუპრივით შავია, მაგრამ მთელი
შუბლის აყოლებაზე, ნესტოებიდან ფაფარამდის, თოვლივით თეთ-
რი ისარი აქვს გადაკრული.
– ჩემსავით, – ღიმილით მიაწოდა ქეთომ.
– დიაღ, თქვენსავით. – მაშინალურად დაუბრუნა დედამთილმა
და მაშინვე გონს მოვიდა:
– მე, რა თქმა უნდა, ცხენს არ გადარებთ.
– უკვე შემადარეთ და გაათავეთ, – ჩაურთო ქეთომ. დედამთილმა
მისი ჩანართი ალბათ ვერ გაიგო და დაასრულა:
– თქვენ ხომ ცხენი არა ხართ.
– მეც იმედი მაქვს, ქალბატონო, იმედი მაქვს, რომ ცხენი არა ვარ.
დედამთილმა ერთხელ კიდევ შეათვალიერა ლორნეტით და უთ-
ხრა:
– j’espere, que vous n‘etes mechante, n’est ce pas? – მე იმედი მაქვს,
რომ თქვენ ავგული ქალი არა ხართ, აგრეა თუ არა?
229 მკითხველთა ლიგა
– Non, madame je ne suis pas du tout mechante. – არა ქალბატონო,
სულაც არა. ამაში მალე დარწმუნდებით. – სიცილით წამოიძახა ქე-
თომ, დედამთილს ხელი დაუკოცნა და თანაც
გაიფიქრა „ეს გაკვეთილი დაისწავლე და იცოდე, რომ მე შენი და-
საბრიყვებელი ქალი არა ვარ“.
დედამთილმა რძალს შუბლზე აკოცა და გულაჩუყებით სთქვა:
– ამიერიდან თქვენ ჩემი შვილი იქნებით. მე არტემის მეტი არავი-
ნა მყავს... მარტო ორნი დავრჩით... ჩემზე მეტად უბედური არავინ
მეგულება.
ანდრიას მძახლის ტირილისა შეეშინდა და სცადა მისი ცრემლი
სათავეშივე მოეჭრა;
– ნუ შეწუხდებით, ქალბატონო. ჩვენი ქეთევანი ძლიერ გულკეთი-
ლი ქალია და იმედია არასოდეს არ გაწყენინებთ. დარწმუნებული
იყავით, რომ არტემსაც გააბედნიერებს. ახლა ეს მიბრძანეთ: რკი-
ნის-გზა აღარ მუშაობს და ქალაქამდე როგორ მოაღწიეთ?
ავშაროვის დედამ უცებ გამოიდარა და თავისი მგზავრობა ხალი-
სით უამბო. ადესიდან ბათომამდე ნაღმოსანით ჩამოვიდა. მართა-
ლია, სხვა დროს ქალს სამხედრო გემზე არ აუშვებდნენ, მაგრამ ახ-
ლა ამას აღარ დაგიდევენ. ბათომში მან ხუთი დღე იცადა და ბო-
ლოს „სანკულოტების“ კომიტეტი მოატყუა: გვარი გამოიცვალა,
იტირა და თავი შეაბრალა. უთხრა, ტფილისში შვილი მყავდა, ვიღაც
ჟანდარმი მოუკლავს, ხვალ ან ზეგ ჩამოახრჩობენ და წამიყვანეთ,
ერთხელ მაინც კიდევ ვნახოვო. კომიტეტმა შეიბრალა, თავის ვაგონ-
ში ჩასვა და გამოისტუმრა. ახატნელთა მძახალი უზომოდ გახარებუ-
ლი იყო იმის გამო, რომ ერთობას ნემსი უჩხვლიტა, რომელიც მან
ვერც კი იგრძნო.
– ახა-ხა! – იცინოდა ქეთოს დედამთილი. – საცა სიმართლე არა
სჭრის, იქ ტყუილს უნდა გააჭრევინო. ახლანდელი იაკობინელები
სულ აგრე იქცევიან და ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ.
ქალებმა ქალური ბაასი გააბეს, ავშაროვმა კი სიმამრი კაბინეტში
გაიყვანა და უთხრა:
– ამას წინათ ქალბატონ მარიამს შევპირდი, ჯვარს ქაშვეთის ეკ-
ლესიაში დავიწერ-მეთქი, ახლა კი მოულოდნელი გარემოება მოით-
ხოვს, რომ ჯვარი ალექსანდრე ნეველის მისიონერთა ეკლესიაში
დავიწერო.
მოულოდნელი გარემოება ის იყო, რომ ავშაროვს მისმა ლურ-
ჯმუნდირიანმა მეგობრებმა უსაყვედურეს, ჯვარს ქართულ ეკლესია-
230 მკითხველთა ლიგა
ში რატომ იწერო, და ერთი მრისხანე ამბავიც შეატყობინეს: ჭეშმა-
რიტი რუსები ლიბერალად გთვლიან და სჯობია იმათ ბუდეში – მი-
სიონერთა ეკლესიაში დაიწერო ჯვარი, უხვი შეწირულება მიართვა,
ორიოდე სიტყვით თავი მოუქონო და ეჭვი გაუნელო, თორემ მამა
გოროდცევს ძალა ემატება და იმის რისხვას ვერ გადაურჩებიო.
ანდრომ მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– საცა გნებავთ, იქ დაიწერეთ ჯვარი. ჩემთვის სულ ერთია, მაგ-
რამ ჩემი შვილები და ნათესავები მისიონერთა ეკლესიაში არ წა-
მოვლენ და ძლიერი უხერხულობა შეიქმნება:
– რატომ არ წამოვლენ?
– იმიტომ არ წამოვლენ, რომ ის ეკლესია პოლიტიკურ კლუბად
გადაიქცა. ავშაროვს ეს კი აღარ გაეთვალისწინებინა. ცოტა მოიფიქ-
რა და სთქვა:
– ჩემ მეგობრებს ქართული ეკლესია ეჩოთირებათ, ამიტომ, იო-
ანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიაში მაინც დავიწეროთ ჯვარი.
– აგრე იყოს. – მაშინვე დაეთანხმა ანდრია. – ახლა ერთი პატარა
საქმე მეცა მაქვს. ბანკები დაკეტილია და შეპირებული ხუთი ათასი
მანეთი ვერ მოგიხერხეთ. თამასუქს მოგართმევთ.
– აგრე იყოს. – დაეთანხმა სიძეც და ორივენი ისევ ქალებთან გა-
ვიდნენ.
მარიამმა სტუმრებს ყავა შესთავაზა, მაგრამ მძახალი მტკიცე
უარზე შედგა. ეს პირველი დარბაზობა იყო და იგი ხუთმეტ წუთს არ
უნდა გადასცილებოდა. ერთმანეთს რომ ემშვიდობებოდნენ, ქალ-
ბატონმა გალინამ სთქვა:
– Je ne voulais pas derranger res colombes – არ მინდოდა ეს გვრიტე-
ბი შემეწუხებინა და ამიტომ „ორიანტ“-ში ვიშოვე ოთახი. ნახვამ-
დის, ჩემო კეთილნო! ნახვამდის, ჩემო პაწიავ!
ნახევარი საათის შემდეგ მარიამი და ქეთო შინიდან გამოვიდნენ
და ავშაროვის დედას დარბაზობა გადაუხადეს.

***

იმავე საღამოს იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის ეზოში მოზ-


რდილი ჯგუფი იდგა ნეფიონისა და დედოფალს ელოდა. ჟანდარ-
მთა და დრაგუნთა აფიცრები საზეიმო ფორმით იყვნენ გამოწყობი-
ლი. ავშაროვს და მის თანამოსამსახურეებს ექსელბანდებით შემკუ-

231 მკითხველთა ლიგა


ლი ლურჯი მუნდირი ეცვათ, ვერცხლმკედის განიერი სარტყელი ერ-
ტყათ და კრაველის დაბალი შავი ქუდი ეხურათ, რომელსაც დაბა-
ლივე თეთრი ჯიღა ამშვენებდა. ყოველ მათგანს მხრებზე ხალვა-
თად გახსნილი ნაცრისფერი მოსასხამი ესხა და ხელზე თეთრი
ხელთათმანი ეცვა. ხმალი და რევოლვერი მათი განუყრელი სამკაუ-
ლი იყო, რომელიც იმ ხანაში ხშირად ამოდიოდა ბუდიდან. აფიცრე-
ბის გარდა იქვე მახლობლად რამდენიმე ქალი და ვაჟიც ტრიალებ-
და. ავშაროვი ქალაქელი იყო და თავის ქორწილში ზოგი ნათესავი
გაიხსენა, რომელნიც მანამდე მივიწყებული ჰყავდა.
ნეფიონს დიდხანს არ უცდია. ყორღანაანთ ქუჩაზე ათიოდე თეთ-
რჩოხიანი ცხენოსანი გამოჩნდა. შუაში თეთრცხენიანი ლანდო მო-
ექციათ და თქარათქურით მოსდევდნენ. ლანდოს და ამალას წინ
ილიკო მოუძღოდა – ისიც თეთრცხენიანი და თვითონაც თავით– ფე-
ხამდის თეთრ ჩოხა-ახალუხსა და თეთრ მესტებით გამოწყობილი.
დიდი ხანია, რაც ქალაქელებს სოფლათღა დარჩენილი ცხენოსანი
მაყრიონი აღარ ენახათ და ახლა ილიკომ აჩვენა, აჩვენა და ზოგი
გააოცა, ზოგიც გაახარა.
ლანდოს და ცხენოსან ამალას ათიოდე დარჩეული ეტლი მოჰყვა.
ამ ეტლებიდან ანდრიასი, მარიამისა და ნიკოს გარდა ქეთოს ყველა
მახლობელი ნათესავი და მეგობარი გამოვიდა. აკაკი თავჩაღუნული
გადმოიპარა და ყველაზე ადრე შეიძურწა ეკლესიაში.
თამარა ბალღივით გადმოხტა, კინაღამ წაიქცა და სიცილით და-
ედევნა აკაკის. გრიგოლმა თავის ცოლი ანიკო ზეიმურად ჩამოიყვანა
ეტლიდან და ნელი ნაბიჯით შეიყვანა ეკლესიაში.
ლანდოს ცალი მხრივ ავშაროვი დაუხვდა. მეორე მხრივ მისი მეჯ-
ვარე, ჟანდარმთა პოლკოვნიკი ბეზგინი. ავშაროვმა მოწიწებით მის-
ცა ხელი თავით ფეხის-წვერამდის თეთრებში ჩაცმულსა და თეთრი-
ვე აიროვან ლეჩაქით მობურვილ ქეთოს, რომელსაც ბინდბუნდში
ოდნავ უჩანდა პირსახის ნაკვთები. ნეფემ დედოფალს ხელი ხელში
წაავლო და ეკლესიაში შეიყვანა. მეჯვარემ ბეზგინმა ქეთოს დო-
ბილს ელო შაბურიშვილს მკლავი შესთავაზა და ნეფე-დედოფალს
ფეხდაფეხ მიაყოლა. ავშაროვის მაყრები ოდნავ აჟღარუნებდნენ
დეზებს, ხოლო დანარჩენნი ლამობდნენ ერთმანეთისთვის გაეს-
წროთ, დედოფლის პირსახე გაესინჯათ და იქვე ჩურჩულით და-
ედოთ მსჯავრი.
ეკლესია უამრავი სანთლით კაშკაშებდა. მგალობელთა მოზრდი-
ლი გუნდი საზეიმო საგალობლით უხვდებოდა მათ.
232 მკითხველთა ლიგა
ანალოგზე ხატი და ჯვარი ასვენია. ნეფე-დედოფალი მის წინაშე
გაჩერდნენ და გახევდნენ. მაყრიონი, ნათესავები და ცნობისმოყვა-
რენი რკალივით შემოერტყნენ მათ და გულდასმით დაუწყეს სინჯვა.
მარიამს დაჟინებით სურდა იმავე აირის პირბადე ჩამოეფარებინა
ქეთოსთვის, მაგრამ მან არ ინდომა.
– თეატრალურია, აღმოსავლურ-ფეოდალურია. – განაცხადა მან
და უპირბადოდ წამოვიდა.
დაე ყველამ გასინჯოს ქეთო ახატნელი, რომელსაც შემდგომ ერ-
თი საათისა თავის გვარი ჩამოერეცხება და ავშაროვის გვარი დაედა-
ღება. მაშ გულმოდგინედ გაუსინჯეთ და გაუჩხრიკეთ თვალ-წარბი,
შუბლი, ტუჩ-კბილიც, ტანიც და ფეხებიც, მას თქვენი მსჯავრისა არ
ეშინიან, ვინაიდან თვითონაც კარგად იცის თავის სილამაზეც, ნაკ-
ლიც და ფასიცა. მას მხოლოდ ის ენანება, რომ ლეჩაქი თავზე კოკო-
შივით შეუკრეს და შუაღამისებური თმა და ზედ ირმის ნახტომივით
გადავლებული თეთრი ნასთი დაუმალეს. აქეთ-იქიდან ღიმილი
მოსჩანს და აფრთოვანებული ჩურჩული გაისმის. ქეთო თითქოს
არავის ხედავს: თავაწეული დგას და პირდაპირ შესცქერის წმინდა-
ნებისაგან შეკრულ კანკელს, მაგრამ მის უძრავ თვალებში სიამაყეს-
თან ერთად რაღაც მწუხრიც ჩაღვრილა.
ოქრომკედიან ანაფორით შემოსილი მღვდელი გამოვიდა და
წირვას შეუდგა. მგალობელთა გუნდი გალობს. ჩურჩული თითქმის
შეწყდა. მღვდელმა ნეფე– დედოფალი აზიარა, მერმე თითებზე ნიშ-
ნობის ბეჭდები გაუკეთა, თითო ანთებული კელეპტარი მისცა, ხელი
ხელს მიაცემინა, თვითონაც ჩასჭიდა მათ ხელი და ანალოგის ირ-
გვლივ სამჯერ შემოატარა. გუნდმა „ისაია მხიარული“ დასძახა.
ჯვრის წერა დასრულდა. ნეფე-დედოფალს ყოველ მხრივ ეხვევი-
ან და გაბედნიერებას ულოცავენ. ქეთოს ახლა კი აშკარად უკოცნიან
ხელს. მორჩა. გათავდა! ქეთო ახატნელი ამიერიდან ქეთევან ავშა-
როვისა იქნება. ის საბოლოოდ შეება ივდითის უღელში და ბოლომ-
დის უნდა ზიდოს იგი.

***

მეფე-დედოფალი ერთად ჩასხეს ლანდოში. ცხენოსანმა მაყრებ-


მა მაშხალები აანთეს, გარს შემოეხვივნენ და ყველანი გაქანებული
თოხარიკით წამოვიდნენ. მათ ყვავილებით მორთული ოციოდე ეტ-

233 მკითხველთა ლიგა


ლი გამოჰყვა. შიგ მსხდომნიც საუკეთესოდ მორთულიყვნენ და ყო-
ველ ფაიტონში მოზრდილი თაიგული მოსჩანდა.
მაყრებმა ახატნელის სახლთან შეაჩერეს ცხენები, მარდად ჩა-
მოსკუპდნენ, სადავენი ბიჭებს მიუგდეს და ყველაზე ადრე აცვივ-
დნენ კიბეზე. ყველას ილიკომ აასწრო. მას კარებში მარიამი მიეგე-
ბა. მისგან სამახარობლოდ ღვინით სავსე ვერცხლის თასი და მშვე-
ნიერი ბაღდადი ერგო. მახარობელმა ღვინო დალია, თასი სამახ-
სოვროდ შეანახვინა და ბაღდადი მკლავზე მოიხვია.
ქუჩა იმ უბნელებით გაივსო. ყველა წინ მოიწევდა, რათა ნეფე-დე-
დოფალი ენახა. ავშაროვმა ხელი მისცა ქეთოს და ცნობის მოყვარე-
თა ბრბო ძლივს გაარღვია.
შესასვლელ კარებში ორი მაყარი საპატიო გუშაგივით გაჭიმული-
ყო. მათ ხმლები გაეშიშვლებინათ და კარის თავზე გადაეჯვარები-
ნათ. ნეფე-დედოფალმა ამ კამარაში გაიარა. კიბის ყოველ ბაქანზე
ასეთივე წყვილი იდგა. მარიამი, მადამ გალინა და ანდრია შინ და-
უხვდნენ. ცოლ-ქმარი სასიხარულო ცრემლით მონამეს, მერმე მორ-
თულ სავარძლებში დააბრძანეს და თვითონაც იქვე დასხდნენ.
ნამდვილი მხურვალე მილოცვა ახლა დაიწყო. მოწესედ თვითონ
ანდრო დადგა. სტუმრები ნეფე-დედოფალთან რიგ-რიგად მიჰყავდა
და მათს წოდება-ვინაობას ასახელებდა. ხვევნა-კოცნას და ხელზე
მთხვევას დასასრული არ უჩანდა.
ავშაროვის მაყრები – აფიცრები და ჟანდარმები განზე იდგნენ.
ანდრო არც იმათ ივიწყებდა, თავისიანებს აცნობდა და გულმოდგი-
ნედ ცდილობდა ეს შორეული და უცხო ბანაკები ერთად შეედუღები-
ნა და ავშაროვთან დანათესავება ამ ხერხითაც გაემართლებინა.
მაგრამ მას ოდნავი წუხილი ეტყობოდა, ვინაიდან მისი შვილები და
ძმისწულები არა სჩანდნენ. მან რამდენჯერმე შეიხედა ოთახში და
ვერც ერთი ვერ იპოვნა. ის ჰგრძნობდა, რომ იმის და მარიამის მარ-
ტოობას ყველანი ამჩნევდნენ, და მის გამო უარესად შფოთავდა. ეს
შფოთი ოდნავ ანიკომ შეანელა. ის თავაზიანად მიესალმა ავშა-
როვს, იმის დედას, მათს ნათესავ-მეგობრებს და ქეთოს უკან მიუჯ-
და. მერმე დიმიტრი და გრიგოლი შემოვიდნენ, ნაძალადევად თბი-
ლი სალამი მისცეს და ახლა ნაცნობ-ნათესავებს, ქეთო დაჰკოცნეს
და ხალხში გაერივნენ.
ანდროს გულს მოეშვა, მაგრამ მაინც ვერ მოისვენა: ის შვილს
ელოდა, პირმშო შვილს აკაკის ეძებდა. იმის ნაცვლად თამარი გა-
მოჩნდა. ის გაქანებული ჩაეხვია ქეთოს, ძლივს მოშორდა მას, სწრა-
234 მკითხველთა ლიგა
ფად ჩამოართვა ხელი სიძეს, უმიზეზოდ გაიცინა და მარიამს ამოე-
ფარა.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ზეზე იდგა. მათ ესოდენი ხვევნა-კოცნა
და ხელის ჩამორთმევა მობეზრდათ, მაგრამ ამას არ იმჩნევდნენ.
ყველას უღიმოდნენ, საპასუხო მადლობას უხდიდნენ და დროგამოშ-
ვებით ისევ სხდებოდნენ, მაგრამ ახალ-ახალი სტუმრების გამოჩენა-
ზე ისევ ზეზე დგებოდნენ, ისევ ნაძალადევად იღიმებოდნენ და და-
ზეპირებულ სიტყვებს იმეორებდნენ.
ილიკო მამას ეხმარებოდა: თავის ნათესავები რიგ-რიგად შემოჰ-
ყავდა და ახალ-ახლის საძებნელად მიდიოდა. ბოლოს აკაკიც და-
აჯერა, თითქმის ძალით მოიყვანა და ბოლომდე მოჰყვა.
– ჩემო ქეთინო, ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ. – უთხრა მან დას,
ორივე ლოყა დაუკოცნა და მერმე ავშაროვს გაუწოდა ხელი.
– ჩვენს სიძეს ყველამ ვაკოცეთ და შენც აკოცე, აკოცე-მეთქი!
ავშაროვმა და აკაკიმ ერთსა და იმავე დროს მიიწიეს და ერთმა-
ნეთს თითო ცივი კოცნა უთავაზეს. აქა-იქ ხითხითი გაისმა. ილიკომ
ტაში დაუკრა და წამოიძახა:
– ვაშა! გაამოს!
ხითხითი მოურიდებელ სიცილად გადაიქცა. ქეთომ ჩაიკისკისა.
ავშაროვი გაწითლდა.
– სალახანავ! – ჩაუსისინა აჭარხლებულმა აკაკიმ ილიკოს და თავ-
ჩაღუნული გავიდა ოთახიდან.
ილიკომ დაქირავებულ ტაპიორს ნიშანი მისცა. მან ორივე ხელი
ასწია, ათივე თითი მძლავრად დაჰკრა როიალს და ავსტრიულმა
მარშმა – „ორთავიანი არწივის ქვეშ“ – ახატნელის სახლი მხნეობის
აღმძვრელი ხმებით გაავსო. როცა იქ მყოფთა ნერვები სამარშოდ
დალაგდა და ზოგის ფეხებმა შეუმჩნეველი ტოკვა დაიწყო, ტაპიორ-
მა მარში შესწყვიტა, მცირე ხანს მოიცადა და გლინკას საზეიმო მა-
ზურკა დაუკრა. მძაფრმა, შფოთიანმა რითმმა ყველას გული აუფო-
რიაქა. სტუმრებმა კედლებისკენ მიიწიეს, ოთახიდან ზედმეტი ავეჯი
გაიტანეს, ხალიჩა კუთხეში მიჰკეცეს და ერთ წუთში საცეკვაო ასპა-
რეზი გააჩინეს. ხანშიშესულნი სასადილოში გავიდნენ და ჩაის მიუს-
ხდნენ. თეთრჩოხიანი ილიკო ოთახის შუა გავიდა და შესძახა:
– Monsieurs, engagez vos dames! – ბატონებო, ქალბატონები მოიწ-
ვიეთ!
მერმე ქეთოს დობილს ელო შაბურიშვილს წინ გაეჭიმა, მოწიწე-
ბით დაუკრა თავი, ხელი მისცა და სიძეს მიმართა:
235 მკითხველთა ლიგა
– პირველი წყვილი თქვენა ხართ. ალონ! მაზურკა ჟენერალ!
ავშაროვმა აღარ დააყოვნა, ქეთოს ხელი ხელში ჩაავლო და დე-
ზების ჟღარუნით წაიყვანა. მათ ახლად ჯვარდაწერილი სტუდენტი
ვაჩნაძე, მისი ლამაზი ცოლი ლელი ჯორჯაძე და შვიდიოდე სხვა
წყვილი გაჰყვა. ტაპიორი იგრიხებოდა და ხელ-ფეხის გარდა თავს,
მხრებსა და წელსაც კი იშველიებდა. ილიკოს მესტების სრიალი ჟან-
დარმებისა და აფიცრების დეზების ჟღარუნში და ჩექმების ბრახუნ-
ში სულ აღარ ისმოდა. ეს პოლონური გიჟმაჟური ცეკვა ისევე იყო დე-
ზებზე და მაგარქუსლიან ჩექმებზე გამოჭრილი, როგორც ლეკური
იყო ჩუსტ-მესტიანთათვის მოგონილი. ილიკომ კარგად იცოდა, რომ
ამ ცეკვაში მას სხვები დასჩაგრავდნენ, მაგრამ მაინც არ მოერიდა,
ვინაიდან მას იმ საღამოს ყველაზე მეტად ნეფე-დედოფლის გამარ-
ჯვება უნდოდა.
ავშაროვიც გამოჩენილი მოცეკვავე იყო, და კიდეც დირიჟორობდა
ხოლმე. ყველაზე მეტად მას მაზურკა უხდებოდა და ილიკომ ამი-
ტომ დაიწყო საღამო ამ ცეკვით. სტუმრები მაინც გაოცებულნი იყ-
ვნენ ილიკოს სიმკვირცხლითა და სიმარდით, რომელიც ყველაზე
მეტად ლეკურში უნდა გამოჩენილიყო.
დირიჟორის კარნახით მოცეკვავენი ორ ჯგუფად გაიყვნენ და ერ-
თმანეთის პირდაპირ შედგნენ კედლებთან. ავშაროვმა სოლო-ნომე-
რი შეასრულა. ქეთომ მასთან ერთად უკანასკნელად სამი წლის წი-
ნათ იცეკვა ინსტიტუტში. დრაგუნი ავშაროვი მაშინ უფრო ლაღი
იყო, უფრო მკვირცხლი და უფრო მოქნილი. ახლა კი ოდნავ სისრუ-
ლეში შესულიყო და სიდინჯე მომატებოდა. მან ქეთო ოთხჯერ ჩა-
მოატარა ოთახში, რამდენიმე ფიგურა მხნედ და მოხდენილად შეას-
რულა და თავის ალაგას გაჩერდა. ნეფე-დედოფალი ფიცხელი ტა-
შით დააჯილდოვეს. მაზურკა სანამდის გაგრძელდა, მანამ ყოველი
წყვილი სოლოს შეასრულებდა. შემდეგ ერთხელ კიდევ ჩამოუარეს
ერთად და დაიშალნენ.
წვერაძის ბინაც სტუმრებით ივსებოდა. იქით ისეთი ხალხი შედი-
ოდა, ვინც ევროპული ცეკვა არ იცოდა, ვინც მხოლოდ საქეიფოდ მო-
სულიყო და ვინც ჟანდარმებთან ერთად სუფრაზე ჯდომას თაკი-
ლობდა.
ქეთო ისევ თავის ალაგას იჯდა. წეღან მაზურკამ ოდნავ შეაფიცხა
და გამოაცოცხლა, მერმე კი ხელახლა დაღონდა. ავშაროვი ცოლის
სევდიანობას ამჩნევდა და იგი დაღლილობა ეგონა.

236 მკითხველთა ლიგა


– მეც დავიღალე, – ჩასჩურჩულა მან ქეთოს, – კიდევ კარგი რომ
მოლოცვა გათავდა.
ქეთომ ხმა არ გასცა და კმაყოფილება განიცადა იმის გამო, რომ
მისმა ქმარმა მისი დარდი დაღლილობად მიიჩნია. მან რამდენიმე
თავისუფალი წუთი იხელთა, თავის გულში ჩაიხედა და სცადა მოწო-
ლილი დარდის სათავე გაეგო, მაგრამ ვერ მიაგნო, და მხოლოდ ალ-
ღო ჩასჩურჩულებდა რაიმეს ავსა და შხამიანს.
უცებ კარებში პოეტი ელიზბარი გამოჩნდა და ისევ მიიმალა.
ილიკომ ხელი წაავლო მას და ნეფე-დედოფალთან თითქმის ძა-
ლათ მიიყვანა. იმ დილას მან თუმნიანი მიუგდო შუქურაულს და უბ-
რძანა აბანოში წასულიყო, თმა და წვერი გაეკრიჭნა, საყელო გამო-
ეცვალნა და მადათოვის კუნძულზე ერთი დღე-ღამით ახალი მუნ-
დირ-შალვარი ექირავნა. ახლა სტუდენტი ელიზბარი დავარცხნი-
ლი, განახლებული და ფერწასული იდგა ქეთოს წინ და საპანაშვიდო
ხმით ულოცავდა. მერმე პირველად დასწვდა მთრთოლვარე ტუჩე-
ბით ხელზე და ავშაროვს ახედა. მან ზედმეტი თავაზიანობით ჩამო-
ართვა ელიზბარს ხელი და პოლკოვნიკ ბეზგინს უთხრა:
– ბატონო პოლკოვნიკო, ეს სტუდენტი ის პოეტია, რომელიც ერ-
თობას ემტერება, პოლიტიკას გაურბის და მაინც გვემალება.
– მართლა? ძლიერ სასიამოვნოა, ძლიერ. – მან შუქურაულს ღო-
ნივრად ჩამოართვა ხელი და ჰკითხა: – ისევ ხშირ-ხშირად იცვლით
ხოლმე ბინას?
თავზარდაცემულმა პოეტმა ხმა ვეღარ იპოვნა. მის მაგიერ ავშა-
როვმა უპასუხა სიცილით:
– სამი დღის წინათ კუკიიდან მთაწმინდაში გადმოსახლდა, ახა-
ხა!
– მაშ ერთ რჩევას მოგცემთ. – მიუბრუნდა პოლკოვნიკი პოეტს. –
დღეს თავისუფლად იქეიფეთ, ხვალ კი ისევ გამოიცვალეთ ბინა და
ერთ ალაგას სამ დღეზე მეტს ნუ დარჩებით, თორემ უეჭველად და-
გაპატიმრებთ, ოხო-ხო!
– მთელ სიცოცხლეს ბინის ცვლაში გაატარებს.
– გაგიჟებული კვიცივით ირბინოს, იხი-ხი! – ჩაურთეს სხვა ჟან-
დარმებმაც და როყიო ხარხარი ასტეხეს.
– ბატონებო, მე ელიზბარს თავდებად ვუდგები, – ჩაერია ილიკო,
– მას არაფერიც არ დაუშავებია.
– ვიცით, ყველაფერი ვიცით. – მიუგო ბეზგინმა. – მაგრამ რახან
გამალებით იმალება, ალბათ დამალვის მიზეზიც ექნება.
237 მკითხველთა ლიგა
ელიზბარი უმანკოსავით იღიმებოდა და ხმას არ იღებდა. უცებ
ისე აიჩეჩა მხრები, თითქო უნდოდა ეთქვა, აბა რა გითხრათო, და
დუნე ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
ტაპიორმა ჩუმი ვალსი დაუკრა. გიჟური მაზურკის შემდეგ „დუნა-
ის ტალღამ“ მშვიდი რიტმული გუნება შეაპარა ყველას.
ახლა ბეზგინმა მიიპატიჟა ქეთო. ავშაროვმა ელო გაიყვანა. მათ
თამარი და სხვებიც გაჰყვნენ და ათიოდე წყვილი ქალ-ვაჟი თავდა-
ვიწყებული დატრიალდა ოთახში, როგორც ზოგჯერ ტკბილ სიზმარ-
ში სცურავენ ხოლმე ჰაერსა და მორევში.
აფიცრები და ჟანდარმები ისევ დეზებს აჟღარუნებდნენ და ჩექ-
მის ქუსლებს ერთმანეთზე აბაკუნებდნენ. ილიკო და მისი ჩოხოსანი
მეგობრები კვლავ ჩუმად დასრიალებდნენ. ტაპიორმა „დუნაის
ტალღები“ „ფაუსტის“ ვალსით შესცვალა, რომელსაც შტრაუსის
ვალსი მოაყოლა.
ილიკომ ბეზგინს ქეთო ჩამოართვა და დამსწრეთ საუკეთესო სა-
ფიგურო ვალსი აჩვენა. ყველანი შეჩერდნენ და და-ძმას შესცქეროდ-
ნენ, რომელნიც საოცარი სიმსუბუქით, სინარნარით და კოპწიაობით
ტრიალებდნენ. ცხადი იყო, რომ ეს წყვილი ვალსის ცეკვაში საფუძ-
ვლიანად დაგეშილიყო და ერთ არსებად ქცეულიყო. ჯილდოდ და-
ძმას საერთო აფრთოვანებული ტაში და ქება დააყარეს.
მცირე შესვენების შემდეგ ვალსს პადესპანი, კადრილი, პადეკატ-
რი და ცხარე ჩარდაში მოჰყვა. ქეთოს აღარ ასვენებდნენ. ყველანი
რიგში ჩაეწერნენ, ყველანი ლამობდნენ დედოფალი მოეტაცნათ და
თავიანთი ხელოვნება მასთან ერთად გამოეჩინათ. ცეკვამ ქეთოს
სევდა გაუქარწყლა. სახე აელანძა, თვალები გაუბრწყინდა და თვი-
თონაც აიშალა.
– ლეკური! ლეკური! – მოითხოვეს აქეთ-იქიდან.
კუთხეში დუდუკი ადუდუნდა, დოლი მძაფრად აკაკანდა. ტაში ქუ-
ხილით აჰყვა. ილიკომ ჩოხის სახელოები აიკეცა, ხელები ფრთები-
ვით გაშალა, ქარიშხალივით მოირბინა ასპარეზი, ქეთოს წინ შედგა
და დაბალი სალამი მისცა. ალეწილი ქეთო მაშინვე გამოვარდა. და-
ძმა ორი თეთრი პეპელასავით დაჰქროდა ოთახში. მათი სიტურფით
და სიმკვირცხლით აღტაცებულმა სტუმრებმა ტაშის ხმაურს უმატეს.
უცებ წრეში ერთი მაყარი გამოხტა, ქეთო ილიკოს ჩამოაშორა და
თვითონ მოიტაცა. ერთი წუთის შემდეგ ორი მაყარი გადმოხტა, პირ-
ველი მაყარი გათიშეს, ქეთო შუაში ჩაიყენეს და ტყვედ აქციეს. ქალი
მარდად უსხლტებოდა მათ, მაგრამ ყველგან მათს გაშლილ
238 მკითხველთა ლიგა
ფრთებს აწყდებოდა. ბოლოს მაინც გაუსხლტა და ორს ახალ მაყარს
შეეფეთა. დუდუკი დაიღალა, ტაშის ძალაც შესუსტდა. ქეთოს არ უნ-
დოდა შთაბეჭდილება შეენელებინა და დროზე გასხლტა წრიდან,
თან მქუხარე ტაში და ქება-მილოცვა გაიყოლა, ყველაზე მეტად ჟან-
დარმები და აფიცრები იყვნენ აღტაცებული.
ტაპიორმა ხელახლა დაუკრა ვალსი. ასპარეზი ხნიერებს დაუთ-
მეს. ანდრომ ქეთო გაიწვია, ილიკომ თავის მძახალი გალინა გაიყვა-
ნა, ბეზგინმა მარიამს მოხვია ხელი. მათ ორჯერ მძიმედ მოიარეს
წრე და სიცილ-ღიმილით დაიშალნენ. ახალგაზრდობამ „ვაშა“ და
ტაში მიაყოლა.
შუაღამეს სტუმრები ორივე ბინაში გაშლილ სუფრას მიუსხდნენ
და ქართულ თავაშვებულ ლხინს შეუდგნენ.

***

შუაღამე გადასულია. მართა, ზურაბი, ლევანი, თედო და რაჟდენი


მართას ოთახში სხედან და ერთობაზე საუბრობენ. ძალებს სთვლი-
ან, წვრილმანსაც ანგარიშობენ და ოდნავ მჭმუნვარედ არიან: გუშინ-
წინდელი მანიფესტის გამო „მიქელ ანგელოზის კავშირი“ და მთე-
ლი ბნელეთი აფორიაქებულიყო, გაერთიანებულიყო და განეზრახა
ხვალ ჯარისა და პოლიციის მფარველობით ერთობისთვის ქუჩები
წაერთმია და თვითონ გაბატონებულიყო.
– თუ ქუჩა წაგვართვეს, ყველაფერს წაგვართმევენ, – ამბობდა თე-
დო. – მანიფესტისგან აღარაფერი შეგვრჩება.
– თუ ბედოვლათობა გამოვიჩინეთ, უმაგისოდაც აღარაფერი შეგ-
ვრჩება. – ნელი ხმით მიუგო ზურაბმა, რომელიც იმ საღამოს ნაღ-
ვლიანად იყო და საუბარში თითქმის არ ერეოდა. მართამ რამდენ-
ჯერმე სცადა ზურაბის უგუნებობის მიზეზი გაეგო, მაგრამ გული ვერ
გაუხსნა და ამიტომ თვითონაც პირქუშობა დაეტყო.
– მაშ ქუჩა რომ წაგვართვან...
– ვერ წაგვართმევენ. – გააწყვეტინა ზურაბმა. – რა დასაჯერებე-
ლია! ერთი დღით ვუთმობთ. ხვალ კონტრ-დემონსტრაციას არ გავ-
მართავთ, მაგრამ მერმე რაღას იზამენ? მე სხვა რამე მაწუხებს: ახ-
ლა მაგაზე უარესი ხიფათი გაგვიჩნდა. ციხე შიგნიდან ტყდება. მანი-
ფესტმა მენშევიკები მოადუნა, გააბრიყვა და დააჯერა, თითქო მთე-
ლი ძალ-ღონე სახელმწიფო სათათბიროს უნდა შევალიოთ და ძა-

239 მკითხველთა ლიგა


ლაუფლება იმის საშუალებით უნდა მოვიპოვოთ. უკვე ჩურჩულებენ:
ხიდი გავდოთ, ბიუროკრატიას ხელი გავუწოდოთ, იარაღი დავყა-
როთ, თორემ მონაპოვარსაც წაგვართმევენო.
– ეგ ლაჩრობაა!.. ღალატია!.. უსინდისობაა! – მიაყარეს თედომ,
რაჟდენმა და ლევანმა.
– ესე იგი, ხულიგნებს ქუჩაც და იარაღიც ჩვენვე უნდა დავუთმოთ?
– აღშფოთებით წამოიძახა თედომ.
– ტყუილია-მეთქი. ერთ ნაბიჯსაც არ დავუთმობთ. – დაამშვიდა
ზურაბმა ამხანაგები და კვლავ ზემო სართულს მიაპყრო სმენა.
იქიდან როიალის განუწყვეტელი ჟღარუნი, საზანდრის მოთქმა,
დუდუკის ბუტბუტი, შეძახილები, ცეკვის ბრაგუნი და სიმღერა მოის-
მოდა. ფანჯრები ღია იყო და ამიტომ მკაფიოდ ისმოდა: „ნეტავი გო-
გო მე და შენ“, „გაფრინდი შავო მერცხალო“, „ თავო ჩემო ბედი არ
გიწერია“, „წაიყვანეს თამარ ქალი“, „თამარის დროშა გაშალეს“,
„მრავალჟამიერი“ და ბევრი ამგვარი ხალხური და რატილის მიერ
გადმოკეთებული სიმღერა, ხოლო მომღერალთა შორის მძაფრად
განირჩეოდა საუცხოვო მოძახილი ვანო სარაჯიშვილისა, რომელიც
ხანგამოშვებით სოლო-სიმღერებსაც – „ურმულს“, „ოი მარი“ -ს „სან-
ტა ლუჩიას“-ს და საოპერო არიებსაც მღეროდა. მას ტაშით და „ვა-
შას“ ძახილით აჯილდოვებდნენ.
ოთახში ნიკო შემოვიდა და აფორიაქებულმა წამოიძახა:
– ეს კი მეტისმეტია!
– რა იყო? რა მოხდა? – მიაყარეს აქეთ-იქიდან.
– საძაგლობა მოხდა, საზიზღრობა მოხდა. ჩემმა პატიოსანმა
ძმამ აკაკიმ ავშაროვს ბედნიერება მიულოცა და თურმე... თურმე ერ-
თი გემოიანად ჩაპროშტა.
ოთახში ხარხარმა ამოხეთქა. ბოლოს ნიკომაც ჩაიხითხითა. მარ-
ტო ზურაბს არ ეცინებოდა. შუბლშეკრული იჯდა და ამხანაგებს შეს-
ცქეროდა.
– ღალატია, მაშ რა ჯანდაბაა!.. – წამოიძახა ნიკომ.
– ეს-არის ახლა ღალატზე ვლაპარაკობდით.
– ხიდი გასდო... იარაღი დაჰყარა... ღალატია-მეთქი!.. ზურაბ, შენ
რაღას გაჩუმებულხარ? გვითხარი რამე.
ზურაბი ახლა განზე იცქირებოდა, თითქო სიწითლეს მალავდაო.
მცირე ხანს კიდევ იყუჩა და სთქვა:
– აბა რა გითხრათ, ამხანაგებო, ერთობის რღვევა იწყება. აკაკის
ამბორი უჩემოდაც სწორედ შეაფასეთ. ეს კოცნა სიმბოლურია, ის-
240 მკითხველთა ლიგა
ტორიულია, ჩვენი გათიშვის მიჯნაა, იუდას ამბორია. დღევანდელ
დღიდან აკაკი საბოლოოდ მოგვწყდა, მე იმის იმედი არც უწინ მქო-
ნია. მაგრამ ნუ შევშინდებით. გულს ნუ გავიტეხთ. კააკის ერთი მუჭა
ხალხი გაჰყვება, უმთავრესი ლაშქარი კი ისევ ჩვენ დაგვრჩება. მე
ზოგის ღალატს ადრევეც მოველოდი, ამიტომ ეს ამბავი მეც მეწყინა,
მაგრამ არ გამკვირვებია.
უცებ კარი დააკაკუნეს. ყველანი განგაშმა მოიცვა. ზოგმა იარაღზე
იტაცა ხელი. ნეტა ვინ მოხეტიალდა ამ დროს? ვის რა საქმე აქვს
მართასთან? ზემო სართული ჟანდარმებით არის სავსე და ნუთუ...
არა, შეუძლებელია, დაუჯერებელია! ეს ბინა კი არ არის, ეს ნამდვი-
ლი ხაფანგია. თუ მოაგნეს, ვერც ერთი ვერ გაუსხლტება. ვაჟები და-
ჭიმული იდგნენ და მზად იყვნენ თავიანთი სიცოცხლე და თავისუფ-
ლება ძვირად დაესვათ მტრისთვის, მაგრამ ჟანდარმების მაგიერ კა-
რი ანიკომ შემოაღო და იქვე შედგა.
ზურაბი ადგილიდან არც კი დაძრულიყო, ჯიბეში ხელი ჩაეყო და
შეკუმშული იჯდა. უცნობი ქალი რომ დაინახა, მხიარულად გადი-
ხარხარა და ჯიბიდან ხელი ამოიღო. სხვებმაც გაიცინეს და ახალმო-
სულს შეაჩერდნენ. მას მართა მიეგება.
– ქეთო თქვენ და ლევანს გეხვეწებათ, ათი წუთით მაინც ამოდი-
თოდა გვირგვინი დამილოცეთო. – უთხრა ანიკომ დაბალი ხმით
მართას. – ჩვენები წვერაძის ბინაში არიან. ჟანდარმები იქ ერთხე-
ლაც არ შესულან და არც შევლენო.
– მე კი არა მპატიჟობს? – ჰკითხა ნიკომ.
– თქვენზე თქვა, სულ ერთია არ ამოვაო.
– ვერც მე ამოვალ. – მიუგო მართამ.
– ვერც მე. – დაუმატა ნიკომ. – ეს რა აზრი მოსვლია?
ანიკო გატრიალდა და ოთახიდან გავიდა. ათიოდე წუთის შემდეგ
ხელახლა შემოვიდა და ორი ბიჭი შემოიყვანა. სამივენი მძიმედ იყ-
ვნენ დატვირთული. კალათებიდან ღვინო, შამპანური, ქათმები,
მწვადი და მრავალნაირი შემწვარ-მოხარშული ამოალაგეს და მაგი-
დაზე დააწყეს.
– თქვენც მიირთვით, – ამბობდა ანიკო, – ქეთოს გვირგვინი და-
ულოცეთ, ისეთ გუნებაზეა საწყალი, რომ ლამის იტიროს. დამაბარა:
თუ ამაზედაც უარი სთქვეს, ახლოსაც ნუღარ გამეკარებიანო.
ამხანაგებმა ერთმანეთს თვალებით გამოჰკითხეს, როგორ მო-
ვიქცეთო და პასუხი არ გასცეს. ქეთოს წყენა არ უნდოდათ. გარდა
ამისა, გაფიცვის გამო ყველანი მშივრები იყვნენ და ამიტომ მო-
241 მკითხველთა ლიგა
ულოდნელ ვახშამს ხელის კვრა ვერ გაუბედეს. მარტო ნიკომ ამოი-
ღო ხმა:
– ძალო, ყველა დუქანი და მაღაზია დაკეტილია და სასმელ-საჭ-
მელი სად იშოვეთ? – ჰკითხა მან ანიკოს.
– აკაკიმ გვიშოვნა. – მიუგო მან. – აკაკი კომიტეტია და რა გაუძ-
ნელდებოდა!
მეგობრებმა ერთმანეთს გაუღიმეს და არც ახლა ამოიღეს ხმა.
ანიკო და ლაქიები გავიდნენ. მართამ სუფრა გაშალა. მშიერი ამხა-
ნაგები მადიანად შეუდგნენ სმა-ჭამას და ქეთოს ბედნიერება უსურ-
ვეს.
– არა მჯერა, – სთქვა ნიკომ – არა მჯერა, რომ ჩემი დაიკო გაბედ-
ნიერდეს. სადაც სულიერი ნათესაობა არ არის, იქ ბედნიერებას რა
უნდა! ქეთო თავის თავს ატყუებს და ბოლოს მწარედ ინანებს.
– მეც გავაფრთხილე, მაგრამ არ დამიჯერა, – ჩაურთო მართამ და
სუფრის გაშლას შეუდგა.
ერთი საათის შემდეგ ნიკომ შამპანური გახსნა. კორპი ტკაცუნით
ამოვარდა და ბოთლი შიშინით დაიცალა ჭიქებში. მეგობრებმა
პირმსუსხავი სასმელი პირველად სცადეს და განაჩენიც გამოუტანეს:
– კარგია... მართლა ბურჟუაზიული სასმელია... მეტისმეტად ნა-
ზია... მშვენიერია, მაგრამ კახურს მაინც ვერ შეედრება.
ანაზდად აკაკიც შემოვიდა. კარი არც კი დააკაკუნა. სურთუკი გაეხ-
სნა, ხელები შალვრის ჯიბეებში ჩაეწყო, უწინდელზე უფრო მეტად
გაწითლებულიყო და ოდნავ ბარბაცებდა. ყველამ სმა-ჭამა შესწყვი-
ტა და გაოცებით შეხედა მას. ზურაბმა სკამი მიატრიალა და აკაკის
ზურგი შეაქცია.
– ამხანაგებს გაუმარჯოს! – შესძახა ნაძალადევი სილაღით აკა-
კიმ.
არავინ ხმა არ გასცა. მარტო მართა წამოდგა და დაუპატიჟებელ
სტუმარს სკამი მიუდგა. აკაკის ფერი ეცვალა. არც კი დაჯდა. მცირე
ხანს იყუჩა და ალუღლუღდა:
– რა ამბავია?.. რა მოხდა?..
პასუხი უმცროსმა ძმამ ნიკომ გასცა:
– ამაზე მეტი რა უნდა მომხდარიყო? თავი მოგვჭერი, საქვეყნოდ
შეგვარცხვინე. ხვალვე მთელი ქალაქი გაიგებს.
– რით შეგარცხვინეთ? ავშაროვს რომ ვაკოცე? – იკითხა აკაკიმ.
ნიკო ზეზე წამოხტა:

242 მკითხველთა ლიგა


– განა ეს საკმარისი არ არის? – მაგიდას მუშტი დაჰკრა და ხმას
აუწია: – ღალატია! იუდას ამბორია! – იყუჩა და დაიყვირა: – იუდას
ამბორია-მეთქი! გაიგე რა გითხარი?
– ნუ ყვირი, თორემ ჟანდარმები გაიგებენ და ჩამოვლენ. – ღიმი-
ლით მიუგო აკაკიმ. – ილიკომ მომატყუა: ჩვენს სიძეს ყველამ აკოცა
და შენც უნდა აკოცოო. ამ დროს ავშაროვმაც მოიწია საკოცნელად
და... მაგრამ ამას თავი დავანებოთ. მე თავს არ ვიმართლებ.
– ეგღა გაკლია, რომ თავი გაიმართლო. – გააწყვეტინა ნიკომ. –
შენ მაგ კოცნით ხიდი გასდე, მაგრამ იცოდე, რომ მაგ ხიდს ჩაგიტე-
ხავთ და ყველას უფსკრულში ჩაგყრით.
– აგრე იყოს. – მშვიდად მიუგო ძმამ. – მაგრამ იმას კი ვიტყვი,
რომ...
აკაკი იმას იტყვის, რომ გუშინწინ დროება ყირამალა შეტრიალ-
და, რომ პარტიამ იარაღი აღარ უნდა იხმაროს, მაგრამ არც უნდა
დაჰყაროს, რომ მთავრობა დაფრთხალია და იძულებული იქნება
მანიფესტი განახორციელოს. რომ ჯარი მაინც მეფის ერთგულია და,
თუ საქმე სისხლის ღვრაზე მიდგა, ერთობა დამარცხდება და ახლან-
დელ მონაგებსაც წააგებს.
– კმარა!.. გვეყოფა!... გავიგეთ!.. – შეაწყვეტინეს აქეთ-იქიდან.
მარტო ზურაბი იჯდა მდუმარედ და ზურგშექცეული.
– შენ რაღას იტყვი, ზურაბ? – გაუბედავად ჰკითხა მას გაწბილე-
ბულმა აკაკიმ.
– რაც სათქმელი იყო, ყველაფერი ამათ გითხრეს. – უპასუხა ცი-
ვად გურგენიძემ და არც კი მიბრუნდა.
– მაშ კარგი. ამაზე სხვაგან მოვილაპარაკოთ. – სთქვა აკაკიმ და
მის ხმაში მუქარა გაისმა.
– ვნახოთ უმრავლესობა ვის მიემხრობა.
– ხვალ-ზეგ ზღვა სისხლი უნდა დაიღვაროს, ეს კი ისევ უმრავლე-
სობას ებღაუჭება. – მიაყოლა ზურაბმა კარებში გაძურწულ ვექილს
და მცირე ხნის შემდეგ დაუმატა: – ნუ შედრკებით-მეთქი. ამხანაგე-
ბო! რევოლუციის ბედს იარაღში ჩამჯდარი, შეუპოვარი ბრძოლა გა-
დასწყვეტს.
– აგრეა!.. მართალია... – დაუდასტურეს მეგობრებმა და მალე და-
იშალნენ.

243 მკითხველთა ლიგა


***

განთიადმა მოატანა, ჟანდარმები ბეზგინის მეთაურობით ადრე


წავიდნენ. მძახალი გალინა გრიგოლმა გააცილა სასტუმროში, ისევ
დაბრუნდა, სიძეს და ქეთოს გამოემშვიდობა და დასაძინებლად წა-
ვიდა. მას დიმიტრიმ მიჰბაძა. აკაკი და თამარი ჩუმად გაიპარნენ.
აფიცრებიც დაშლილიყვნენ. ანდრია თავს აკანტურებდა. მარიამი
სთვლემდა და მხოლოდ წვერაძის ბინაში გაისმოდა ახალგაზრდე-
ბისა და ჩოხოსნების ჟრიამული, სიმღერა, ცეკვა და ხშირი ხრინწია-
ნი შეძახილები.
– გენაცვალე, დროა ჩვენც წავიდეთ. – უთხრა ავშაროვმა დაღ-
ლილ ქეთოს და წამოდგა.
ყველანი წამოიშალნენ. ქეთოს თვალებზე ცრემლი მოერია. უცებ
დედას გადაეხვია და აქვითინდა. მერმე მამას მიეკრო და იმის განი-
ერ მკერდზედაც იტირა. ისევ დასვეს, წყალი დაალევინეს და ძლივს
დაამშვიდეს, მერმე წამოდგა და თავის დაობლებულ ოთახში შეიხე-
და. უნდოდა იმ ოთახსაც გამომშვიდობებოდა, მაგრამ ისევ გული
ამოუჯდა და აღარ შევიდა. ოთახი თითქმის დაეცარიელებინათ. ზო-
გი რამე უკვე გადაეტანათ ავშაროვთან, ზოგს კი ალბათ ხვალ წაიღე-
ბენ.
ავშაროვმა ქეთოს საზაფხულო პალტო ჩააცვა, მკლავში ხელი გა-
უყარა და კიბისკენ წაიყვანა. მეორე ბინაში ქეიფი შესწყდა.
– მიჰყავთ... წაიყვანეს... წაგვართვეს! – წამოიძახეს იქაურებმა და
კიბეზე გამოცვივდნენ.
ქეთომ იქით გაიხედა და უცხო ქალს მოჰკრა თვალი, რომელიც
მას გაფაციცებით დააშტერდა. ქეთოს ის ქალი სადღაც ენახა, მაგ-
რამ ვეღარ გაიხსენა.
– მშვიდობით, ხვალამდის! თავი არ დააჩაგვრინო! ყოჩაღად და-
უხვდი! – ეუბნებოდნენ ქეთოს ახალგაზრდები და რიგ-რიგად უკოც-
ნიდნენ ორივე ხელს.
ქეთო ამ ხალხში წვერაძეს და კლიმიაშვილს ეძებდა, მაგრამ არც
ერთი არ მოსულიყო.
უცებ იმის ხელს ელიზბარი დააკვდა და თბილი ცრემლით მოუნა-
მა. ქეთომ სევდიანი ღიმილით დახედა სტუდენტის თმას და სანამ-
დის არ გამოართვა ხელი, მანამ თვითონ ის არ მოშორდა.

244 მკითხველთა ლიგა


ცოლ-ქმარი ეტლში ჩაჯდა და ყველას უკანასკნელი სალამი მის-
ცეს. უცებ ქეთოს შანტანის ესტრადა, თევზის ქაცვიან კაბაში ჩამ-
ჯდარი მადამ ჰოპკინსი და მისი ლირწი, ურცხვი, ვნებიანი ცეკვა გა-
ახსენდა. “ის არის, ის უნამუსოა!“ – გაიფიქრა მან, იქვე მდგომ ილი-
კოს დაუძახა და ყურში ჩასჩურჩულა:
– ვინც ჩემ ქორწილში ის უნამუსო მოიყვანა, თვითონ ისიც უნამუ-
სო ყოფილა. ილიკო, შენ ნამდვილი სალახანა ყოფილხარ.
პასუხად ილიკომ ხმამაღლა გაიცინა და დაიკოს ხელი დაუკოცნა.
ავშაროვმა ქეთოს სიტყვები გაიგო, იმანაც გადაიხარხარა და მეეტ-
ლეს მიაძახა:
– გასწი, გარეკე!
ნამძინარევმა მოახლემ კარი გაუღო მათ, ცოლ-ქმარი კადნიერი
ღიმილით შეათვალიერა, ორივეს ზედა-სამოსელი ჩამოართვა და
ქეთოს საწოლ ოთახში შეჰყვა, რათა ტანსაცმლის გახდაში ეშველნა.
– წადი დაიძინე. – უკმეხად უთხრა მოახლეს ავშაროვმა.
ის მაშინვე გავიდა ოთახიდან, ცოლ-ქმარი მარტო დარჩა. ქეთომ
ადრევე იცოდა რაც მოელოდა და ადრევე შეურიგდა ზღუდის გადას-
ვლას, მაგრამ როცა ალმოდებულ მამაკაცს პირდაპირ შერჩა, ქალმა
უცებ ძრწოლა იგრძნო და მოინდომა ის წუთი ერთი დღით ან რამ-
დენიმე საათით მაინც გადაედო.
ქმარი ვეღარ იცდიდა. ქეთოს მუდარა თითქოს არც კი ესმოდა.
სწორედ ამ დროს მეორე ოთახში ტელეფონის მძაფრი წკარუნი
გაისმა. ავშაროვი შეკრთა, მაგრამ ყური არ ათხოვა და ჩექმების
გახდას შეუდგა. ტელეფონი არ ცხრებოდა და საგანგებო ნიშნებს
იძლეოდა. ავშაროვს მეტი გზა არა ჰქონდა: ლანძღვა–ბურტყუნით
გავიდა მეორე ოთახში და ქეთოს იქიდან მისი ხმა მოესმა:
– მესმის... მე გახლავართ, ბატონო პოლკოვნიკო... ახლავე წამო-
ვიდე? ეს-არის... ახლა დავბრუნდით და... ხომ გესმით რა დღეში
ვარ... ერთი საათის შემდეგ გეახლებით... ნუთუ არ შეიძლება უჩე-
მოდ ითათბიროთ? – უცებ მას კილო გადაუტყდა და მორჩილ– ბრა-
ზიანი ხმით დაასრულა: რაკი აგრეა, გემორჩილებით, ათ წუთში
მანდ ვიქნები.
ქეთომ ჩუმად ჩაიცინა და შვებით ამოისუნთქა...
შენელებული ქმარი კი ფაციფუცით იცვამდა და ბრაზიანად ბუზ-
ღუნებდა:
– უსირცხვილო! არამზადა! სწორედ ახლა მოუნდათ!

245 მკითხველთა ლიგა


***

ქეთო ტელეფონის წკარუნმა გააღვიძა. საჩქაროდ წამოხტა, შიშ-


ველი ფეხები ხავერდის მოქარგულ ჩუსტებში ჩაჰყო და მეორე
ოთახში გავიდა.
– მესმის... არტემ, შენა ხარ? მე ძალიან კარგად მეძინა... შენ რასა
იქმ? ნუ თუ სულ არა გძინებია?
ქმარმა შეატყობინა, რომ მან არც კი იცის რომელ საათზე დაბ-
რუნდება, რომ დღეს „პატრიოტების“ მანიფესტაცია იმართება, რომ
შესაძლებელია არეულობა მოხდეს და ამიტომ ურჩია ქუჩაში არ გა-
სულიყო.
მოახლემ დარაბები გააღო და ოთახებში ოქტომბრის თბილი მზე
შემოუშვა. მერმე ქეთოს ჩაცმაში მიეშველა და ირიბული ღიმილით
უთხრა:
– საწყალი ბატონი! რა უდროოდ დაუძახეს!
ქეთომ ცივი დუმილით უპასუხა. მოახლის ლაზღანდარობა არ
მოეწონა და გადასწყვიტა მოახლისთვის თავიდანვე მისი კუთვნი-
ლი ადგილი მიეჩინა.
მას ეკა ჰქვიან. მისი ქმარი სადღაც პაწია რესტორანში ლაქიად
მუშაობს. მათ ორი შვილი ჰყავთ. ორივენი სოფელში იზრდებიან,
მათი მშობლები კი ლუკმას იკლებენ, რათა საჭირო ავეჯეული შე-
იძინონ და ქალაქში ბინა გაიჩინონ. მაშინ ეკა სამსახურს თავს და-
ანებებს, შვილებს ჩამოიყვანს და მხოლოდ ოჯახზე იზრუნებს. აქამ-
დე ცოლ– ქმარი ბათომში მუშაობდა. ეკა იქაც მოახლედ იყო და სა-
ცაა სამი თვე შესრულდება, რაც ავშაროვთან დადგა.
საცაა სამი თვე შესრულდებაო. ქეთოს კი ეგონა არტემმა ეს მოახ-
ლე სამი დღის წინათ დაიქირავა. ახალგაზრდა ქალბატონმა ახლა
უფრო გულდასმით შეათვალიერა თავისი ფარეში და გულში ჩხვლე-
ტა იგრძნო, ეკა ახალგაზრდა დედაკაცია – დაბალი, შავტუხა, ფუნ-
ჩულა, სუფთა, მკვირცხლი და ეშხიანი.
ამას წინათ მარიამმა ქეთო ასე დაარიგა: ამ ქვეყნად უმანკო საქ-
მრო არ არსებობს, ამიტომ შენს ქმარს ნურც კი ჰკითხავ, ვინ და რამ-
დენი ქალი ჰყავდა მას საცუღლუტოდ. შენ მხოლოდ იმას ეცადე,
რომ ჯვრისწერის შემდეგ რკინის ჯაჭვით მიიბა ქმარი და აღარავის
დაუთმოო.

246 მკითხველთა ლიგა


ქეთომ ეს უდედოდაც იცოდა და არც თავმოყვარეობა ანებებდა
მას, რომ ქმრის სასიყვარულო თავგადასავალი გამოეძია. მას ისიც
ჰქონდა გაგონილი: მამაკაცი იმდენად წუწკია, რომ მოახლესაც კი არ
იწუნებს და ცოლს მისივე ლოგინში ღალატობსო. მაშ ნუ თუ... ნუ თუ
არტემი შინ მაინც არ აილაგმავდა თავს? ნუ თუ ამ შეტრუსულ ფუნ-
თუშას იკადრებდა?
ქეთომ რამდენჯერმე თვალი თვალში გაუყარა ეკას. ის კი თვალს
არიდებდა და შეუსვენებლივ ტიტინებდა თავის ქმარ-შვილებზე, ნა-
თესავებზე და მომავალზე. მერმე ყავა გამოიტანა და ქეთოს თავთ
დაადგა.
– რამდენი წლისაა შენი ქმარი? – ჰკითხა ქეთომ.
– ორმოცდაათისაა, ქალბატონო, სნეულია, ბეჩავი კაცია. თვეში
ორხელ ძლივს ვხედავთ ხოლმე ერთმანეთს.
ახლა ქეთომ ღრმად ირწმუნა, რომ ავშაროვს ეკა ნაგემები ჰყავდა.
ირწმუნა და გულის ტკივილმა უმატა. ის ლამობდა ეს ავი ფიქრი თა-
ვიდან ამოეგდო, ვინაიდან იგი თვითონ ქეთოს და იმის ქმარსაც ამ-
ცირებდა, ჩირქსა სცხებდა.
უცებ ვიღაცამ დასჩხავლა მას: -
– ქეთო, სულელო!
ქალმა უკან მიიხედა და გალიაში დამწყვდეული თუთიყუში და-
ინახა, რომელმაც ორჯერ კიდევ დაუმატა:
– ქეთო, სულელო! ქეთო, სულელო! ეკამ გულიანად გაიცინა.
– ვისია, ვინ დაასწავლა? – ჰკითხა მოახლეს გამხიარულებულმა
ქეთომ.
– დილას ვინცხა სტუდენტმა მოგიყვანა საჩუქრად და მითხრა, ამ
ჩიტსაც ქეთო ჰქვიანო.
– მიუგო ეკამ და იმ სტუდენტის გარეგნობა აუწერა.
ქეთომ მაშინვე გამოიცნო ელიზბარ შუქურაული და გაიღიმა. ად-
გა, თუთიყუშს მოუალერსა, გულის ჯავრი გადაიყარა და თავის ახა-
ლი ბუდე მოიარა. სანამ ავშაროვი ამ ბინას თავის მეგობარ ჟანდარ-
მისაგან შეიძენდა, რომელიც ვარშავაში გადაიყვანეს, მანამ მან მა-
რიამს და ქეთოს აჩვენა იგი და მათგან დასტური მიიღო. ახალი ამ
ბინაში მხოლოდ მარიამის მიერ ნაყიდი საწოლი ოთახის ავეჯეული
და ქეთოს თეთრეული, კაბა-კუბა, ჭურჭელი და უამრავი სასარგებ-
ლო და უსარგებლო ნივთი იყო, რომელიც გუშინვე გადმოეტანათ
და ჯერაც არ დაელაგებინათ.

247 მკითხველთა ლიგა


ავშაროვს ივდითის სურათი თავის კაბინეტში ჩამოეკიდნა. იგი
ბინდიან მხარეს ეკიდა და ამის გამო ივდითი უფრო ლამაზი და უფ-
რო ცოცხალი მოსჩანდა. ქეთომ სიამით დაათვალიერა იგი, გაუღიმა
და გაიფიქრა „ჩემმა ქმარმა ჯერ არ იცის, რომ მას ორი ივდითი
ჰყავს, ერთი მკვდარია და მეორე ცოცხალი. არ იცის და ნურც ეცოდი-
ნება“.
ქეთო მარტო იყო. მან სცადა არტემის საწერი მაგიდის უჯრები
გამოეღო, მაგრამ ყველა დაკეტილი აღმოჩნდა, ქეთოს ორი გა-
საღები ჰქონდა თავის საწერ მაგიდისა, რომელიც ახლა საწოლ
ოთახში იდგა. ოთხი უჯრა არც ერთ გასაღებს არ დანებდა, მეხუთე
კი მიუდგა და გაიღო. უჯრაში რამდენიმე საქმე იდო. ქეთომ არც კი
ამოიღო. ზემო საქმე გადაშალა და გაფაციცებით დაუწყო კითხვა.
უცებ გურგენიძის გვარს და მის ზედმეტ სახელს „ჯიქს“ მოჰკრა
თვალი და შეკრთა. ბაქო ატყობინებდა ტფილისს: გურგენიძე აქ
ყოფილა და უკანვე წამოსულაო. ამასვე სწერდნენ ბათომიდან და
ქუთაისიდანაც. აქვე იყო ჩაკერებული რამდენიმე ოქმი, ცნობა და
ერთი ჩაუკერებელი ფურცელი, რომელზედაც რამდენიმე შენიშვნა
ეწერა ფანქრით: „ჯიქმა სასაფლაოზე ვიღაც ლამაზი ქალი მოიყ-
ვანა... ჩვენს აგენტს მოსაკლავად დაედევნა... აღმაშფოთებელი სიტ-
ყვა წარმოსთქვა“... აგენტი ჩიოდა: ჯიქს ორჯელ კიდევ შევხვდი, მაგ-
რამ მიცნო და მაიძულა დავმალულიყავიო. იქვე ოდნავ გასარჩევი
ასოებით ეწერა: „ფოცხვერი გვეხმარება. ასი მანეთი მივეცით და სა-
მასს კიდევ შევპირდით“.
ქეთოს მაშინვე ვინმე პატიმარი „არწივი“ გაახსენდა, რომელსაც
ავშაროვისთვის ეთქვა, ჟანდარმის მოკვლაში „ტოგო“ და „ფოცხვე-
რიც“ მეხმარებოდნენო. ქეთომ ეს ამბავი ოთხი დღის წინათ ზურაბს
გადასცა, რომელმაც მიტინგის დროს ორივე გააფრთხილა ნაძალა-
დევში, ახლა კი აღმოჩნდა, რომ ის „ფოცხვერი“ ავშაროვის ჯაშუში
ყოფილა. აქ გარკვევით სწერია: „გვეხმარება“, გასამრჯელოც მიუცი-
ათ და კიდევაც შეჰპირებიან. მაშ ცხადია, რომ ზურაბს დიდი ხიფა-
თი მოელის.
ქეთომ ზოგი სტრიქონი ვერც კი გაარჩია, ზოგს მხოლოდ თვალი
გადაავლო და ბოლოში გარკვევით მიწერილი ორი სტრიქონი წა-
იკითხა. ეწერა: “ბეზგინმა ბრძანა, ჯიქს მანამდის ნუ დააპატიმ-
რებთ, სანამდის სტამბისა და იარაღის საწყობის კვალს არ მივაგ-
ნებთ, ხოლო დოვლათაშვილის ბინას მკაცრი თვალყური ადევნე-
თო“.
248 მკითხველთა ლიგა
ქეთოს ელდა ეცა. მაშინვე დაჰკეტა უჯრა და გადასწყვიტა შინ წა-
სულიყო და ზურაბი ვინმეს პირით გაეფრთხილებინა. მაგრამ ახლა
ალბათ არც მართა დაუხვდებოდა შინ, არც ანიკო, და არც ლევანი.
ესეც რომ არ იყოს, ქეთოს ურჩევნიან უშუალოდ ზურაბთან დაიჭი-
როს საქმე. ახლა ზურაბი ალბათ ქუჩაში იქნება. მანიფესტის შემდეგ
თითქმის აღარ იმალება. მაგრამ ასეთ დროს შინიდან გასვლას საპა-
ტიო საბაბი სჭირდება, თორემ ქმარი დასტუქსავს ქეთოს და პირ-
ველსავე დღეს ჩაუმწარებს.
ქეთოს დედ-მამა და ნათესავები საღამოზე უნდა მოსულიყვნენ.
წეღან ქმარმა ტელეფონით უთხრა ქეთოს: დედაჩემი უქეიფოდ გამ-
ხდარა და ახლა ნუ ელოდებიო. “მაშ მე თვითონ უნდა მოვიკითხო
ჩემი დედამთილი. – გაიფიქრა ქეთომ. – მარტოა და ალბათ წყლის
მიმწოდებელიც არ ეყოლება“. ეს ხომ ქმრის განკარგულების დარ-
ღვევა არ იქნება. სახიფათო მხოლოდ გოლოვინის პროსპექტია. ქე-
თო მას ერთ წუთში გადასერავს, ასიოდე ნაბიჯს გაირბენს და დე-
დამთილთან შევა „ორიანტ“-ში. თუ ზურაბს არ შეხვდა, იქიდან მარ-
თას ამოუვლის და გააფრთხილებს.
მაშ გადაჭრილია. ეკა, ტანისამოსი ჩააცვი. შაპო „პარადიზი“ არ
უნდა სადღეისო არ არის. მეტისმეტად საზეიმოა არც სიასამურის პა-
ლანტინი სჭირდება. თითქმის ცხელა და ამიტომ საზაფხულო პალ-
ტოც ეყოფა. ამ პალტოს ლურჯი ქოლგა მოუხდება და ისიც მოარ-
თვი.
ათიოდე წუთის შემდეგ ქეთო გოლოვინის პროსპექტზე უამრავ
ხალხში შეერია, რომელსაც ფართე ტროტუარები გაევსო და ვეღარ
იძვროდა. გზა პოლიციას შეეკრა და მეფისნაცვლის სასახლისკენ
აღარავის უშვებდა. ქუჩაში ცხენოსანი ჟანდარმები და კაზაკები და-
დიოდნენ.
ალექსანდრეს ბაღში მთელი როტა დაბანაკებულიყო. ვერის
მხრიდან ორიოდე ათასი მანიფესტანტი მოდიოდა. წინ საეკლესიო
ბავრაყები, მეფის სურათი და ხატები მოჰქონდათ. გვერდით და
უკან დრაგუნები და კაზაკები მოსდევდნენ. ბრბო ნელი ნაბიჯით მო-
იწევდა და გალობდა: „აცხონე უფალო ერი შენი და აკურთხე სამ-
კვიდრებელი შენი“. ავშაროვი ჟანდარმების ნახევარ-ესკადრონს მი-
უძღოდა. თეთრ ცხენზე გაჭიმული იჯდა და ხალხს მედიდურად და
მუქარით გადმოსცქეროდა. ქეთომ ზურგი შეაქცია მას, ძლივს გაარ-
ღვია ხალხი, „პურ-ღვინოს“ და კლასიკური ქუჩის კუთხეში შეჩერდა.
პირველი გიმნაზიის იქით აღარავის უშვებდნენ. ხალხში ქეთომ თა-
249 მკითხველთა ლიგა
ვის მეგობრებს ლელი ჯორჯაძეს და მის ქმარს ვაჩნაძეს მოჰკრა
თვალი და შორიდან გაუღიმა. უნდოდა მისულიყო, მაგრამ გზა ვე-
ღარ გაიკვლია.
უცებ მას აკაკის ხმა მოესმა, რომელიც იქვე იდგა და ზურაბს ცხა-
რედ ელაპარაკებოდა. ზურაბი ხმას არ იღებდა და მოახლოვებულ
მანიფესტანტებს უყურებდა. მერმე მოიხედა, ქეთო დაინახა და ღი-
მილით მოესალმა:
– ქალბატონ ქეთოს ვახლავარ.
– ოხ, ქეთო, შენც აქა ხარ? – მოაძახა აკაკიმაც. ქეთომ პასუხიც კი
ვერ მოასწრო.
– ჩქარა აქაურობას მოვშორდეთ, თორემ სისხლი დაიღვრება. –
სთქვა აკაკიმ და გაიწია. – ხულიგნები მეტისმეტად გათამამდნენ.
მაგრამ გვიანღა იყო. იმოდენა ხალხის გარღვევას ათი წუთი მა-
ინც უნდოდა. ნაპირ– ნაპირ მოდენილი პატრიოტები ხალხს ქუდის
მოხდას უბრძანებდნენ, უშვერი სიტყვებით აგინებდნენ და საცემრა-
დაც კი ეტანებოდნენ.
ქეთომ ერთხელ კიდევ მიიხედა ბაღისკენ, სადაც სალდათები ჩა-
საფრებულიყვნენ და კლიმიაშვილი დაინახა. იმანაც მოჰკრა მათ
თვალი და მოუსვენრად ატოკდა. მან ალბათ ზურაბიც დაინახა და
ამან შეაშფოთა შურისმაძიებელი.
ქეთომ ზურაბი არ გააფრთხილა, ვინაიდან მიხვდა, რომ სანდრო
ამოდენა ხალხში ზურაბს ვერაფერს გაუბედავდა. მანიფესტანტებმა
უკვე გაიარეს და მათი ბოლო ახლაღა გასცდა ქეთოს. ის ქმარს
ემალებოდა, ზურგი მისკენ ჰქონდა შექცეული და გიმნაზიელთა
ჯგუფს შესცქეროდა, რომელიც იქვე კლასიკური ქუჩის კუთხეში
იდგა. მათ შორის მან სამიოდე ნაცნობს მოჰკრა თვალი. ყველაზე
წინ მისი შორეული ნათესავი მერვეკლასელი ამირეჯიბი იდგა.
უცებ პროცესიიდან ვიღაც მოხელე გამოვარდა, ამირეჯიბს მუშტი
გაჰკრა თავში. ქუდი გადმოაგდებინა და ხრინწიანი ხმით მიაძახა:
– ქუდი მოიხადე, შე საძაგელო, მეფის ორგულო!
თავმოყვარე ჭაბუკმა მეფის ერთგული მოხელე მეტისმეტი
სიმკაცრით დასაჯა: რევოლვერი იშიშვლა, ჩინოსანს შუბლში და-
უმიზნა და ესროლა. მოხელემ ხელები აიქნია და გულაღმა დაეცა
მიწაზე.
ხალხი ისე შეკრთა, თითქოს მას ერთი გული ჰქონდაო. ამირე-
ჯიბის ნასროლი ყველას ენიშნა, იარაღიანსაც და უიარაღოსაც, ქე-
თომ ერთი წამით მოიხედა უკან და თავის ქმარი დაინახა. მან ცხენი
250 მკითხველთა ლიგა
მოატრიალა, ნაგანი იძრო, ქეთოს მხარეს მოიშვირა და ექვსჯერ
დასცალა ზედიზედ.
ქეთომ შეჰკივლა და იგრძნო, რომ ზურაბმა უკნიდან ორივე ხელი
მოჰხვია, მოაწვა და ყურში ჩასძახა:
– მიდით, მიაწექით! ჩქარა!
ხალხით გაჭედილი ქუჩა რამდენიმე წამში ბრძოლის ველად იქ-
ცა. ბაღიდან სალდათები გამოცვივდნენ, იქვე გაიშალნენ და ტყვია
ააზუზუნეს. კაზაკებმა და დრაგუნებმა ცხენები მოატრიალეს, ხმალი
იშიშვლეს და იერიშით წამოვიდნენ.
მანიფესტანტები გაჩერდნენ და აირივნენ. მერმე იხუვლეს, „ბოჟე
ცარია ხრანი“ დაიწყეს და ბრძოლის ველს გასცილდნენ.
უქუდო აკაკი ტროტუარიდან ქვაფენილზე ჩახტა და ხელების ქნე-
ვით გაემართა მიმავალ ბრბოსკენ, თან ჰყვიროდა:
– არ მესროლოთ! თქვენიანი ვარ!.. ბოჟე ცარია ხრა-ნი-ი-ი-ი...
ის ბრბოს კუდს შეეხიზნა, სასახლემდის მიჰყვა, მერმე მარჯვნივ
აუხვია და თითქმის სირბილით გასწია შინისკენ.
ქეთო სხვებს აწვებოდა და ძლივს იძვროდა ალაგიდან. მას ზურა-
ბი აწვებოდა და ჩასძახოდა:
– არ წაიქცე, თორემ ვეღარ ადგები და გაგჭყლეტენ.
ირგვლივ სრესა, ჟლეტა, კივილი და ზარი იდგა. უკნიდან ხმლის
ჩახუნი და თოფ–რევოლვერის ჭახუნი მოისმოდა. ქეთომ ორ გვამს
გადაალაჯა. წინ ლელის შაპო და მისი ქმრის სტუდენტური ქუდი
მოსჩანდა, უცებ ორივე გაჰქრა.
– ლელი მოჰკლეს! – შეჰკივლა ქეთომ და ერთი წუთის შემდეგ
იმის გვამს დაადგა ფეხი. მისი მეგობარი ფართხალებდა და ლამობ-
და ამდგარიყო.
– ლელი! ლელი, შე უბედურო!
ქეთო დაიღუნა, უნდოდა ეშველნა, მაგრამ ზურაბმა ძალით გა-
იტაცა.
– არ წაიქცე, თორემ შენც დაიღუპები! მიდი! გაიქეცი! – და თით-
ქმის გონწასული ქალი
„პურ-ღვინო“ -ს ეზოში შეაგდო.

***
ზარდაცემული ხალხი უგზო-უკვლოდ გარბის, ყველანი იქ აფარე-
ბენ თავს, სადაც რაიმე ხვრელი მოიპოვება. ვიღაცამ სანაგვე ყუთს

251 მკითხველთა ლიგა


ხუფი ახადა, შიგ ჩაძვრა და ისევ დახურა. თმაგაწეწილმა ქალმა მუშ-
ტებით შეამტვრია ფანჯარა, ხელები დაისისხლიანა და გადაძვრა.
მას ათიოდე ქალ-ვაჟი მიჰყვა ცხვრის ფარასავით.
– ლელი! ლელი!
– გაჩუმდი, ქეთევან! რა გაყვირებს! იქნება ცოცხალია და გადარ-
ჩეს. – ამშვიდებდა მას ზურაბი და ბალღივით მიარბენინებდა “პურ-
ღვინოშიც“ წივილ-კივილი და ალიაქოთი იდგა. მისი პატრონი მამი-
ნაიშვილი ფეთიანივით დარბოდა და ჭურჭელს აგროვებდა. ზურაბ-
მა ქეთო ერთი წამითაც არ შეასვენა, რესტორანი გადაასერინა, მარ-
ცხნივ მოუხვია და აგურის კიბეზე დაეშვა. ორი ლამფა ვეება სარ-
დაფს ძლივს ანათებდა. აქ არ შეიძლებოდა დამალვა. ოციოდე კაცი
სირბილით მორბოდა. უკნიდან მათ თოფის გრიალი მისდევდა.
– გაიქეცი! ჩქარა! ჩქარა!
ახლა ზურაბი ქეთოს გვერდით ამოუდგა, მკლავში გაუყარა და
ისევ გააქცია. ერთ ალაგას მარცხნივ შეუხვიეს, ისევ კიბეს წააწ-
ყდნენ. ისევ ქვევით დაეშვნენ და ბნელ ჯურღმულში ჩავიდნენ. ზუ-
რაბი ასანთით იკვლევდა გზას. მან ერთი გადარაზული კარი შენიშ-
ნა, შეაღო იგი და ვიწრო გვირაბში შეიხედა. შიგ ძველი ავეჯეული,
თივა და ლეიბები ეყარა. ზურაბი მიხვდა: ზემო სართულში „მუხრა-
ნის სასტუმრო“ იყო და ეს გვირაბი მისი საწყობი უნდა ყოფილიყო.
უცებ იქვე ახლოს რამდენჯერმე გავარდა თოფი და მისი ხმა ზარ-
ბაზნის გრიალივით გაისმა.
– ზურაბ, მოდიან!
– ჩქარა შემოდი!
ქეთო შეიყვანა, კარი მიიხურა, გზა ასანთით გაიკვლია და ლეიბე-
ბის მაღალ გროვას მიადგა. კარის უკან სირბილი და ყვირილი გაის-
მა. ზურაბი და ქეთო ოთხით ავიდნენ ზვინზე, ღრმად შეცოცდნენ
გვირაბში და რბილ ლეიბებზე მიწვნენ. ჰაერი თივის სუნით, სიმყრა-
ლით და ნოტიოთი იყო შეხუთული.
მცირე ხნით სრული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც შემზარავმა კი-
ვილმა გაფხრიწა.
– მიშველეთ!
კივილი თოფის გრიალმა მოსხიპა.
– ზურაბ, მეშინიან. – წაიჩურჩულა ქეთომ და ორივე მკლავით მო-
ეხვია მას. – მოდიან... დაგვხოცავენ... მიშველე...
– სუ, გაჩუმდი! დამშვიდდი!

252 მკითხველთა ლიგა


ქეთოს ცახცახი აუვარდა. მთელი ტანი უძაგძაგებდა, ზურაბს
მკვრივად ეკვროდა, მკერდში ეხუტებოდა და კბილებს აკაწკაწებდა.
ზურაბს ცალ ხელში რევოლვერი ეჭირა, ხოლო მეორე ხელს ქეთოს
თმაზე უსვამდა და ამშვიდებდა:
– დაწყნარდი... ნუ გეშინიან... მე აქა ვარ და ხელსაც ვერ გახლე-
ბენ...
– შენ ჩემი მფარველი ხარ, ჩემი ერთგული მეგობარი... შენთან
ერთად არაფრისაც არ მეშინიან. – ბუტბუტებდა ქეთო და თანდათან
მშვიდდებოდა.
თითქო ირგვლივაც მშვიდობა დამყარდა. აღარც თოფის გრიალი,
აღარც შემზარავი კივილი. ზურაბი და ქეთო მაინც ჩახუტებული წვა-
ნან და ხმას აღარ იღებენ.
ოჰ, რა სიცხეა! რა თავბრუდამხვევია თივის სურნელი! რა მხურვა-
ლეა ქალ-ვაჟის სუნთქვა და რა ტკბილია ეს ჟრჟოლა! ორივეს უდუღს
სისხლი, სული ეხუთებათ და წეღანდელი კივილი, გრიალი და
ძრწოლაც ამ უცხო სიხარულში იძირება.
– ნუ, ზურაბ, ნუ იზამ... ვაჟკაცი ხარ, მოითმინე.
მაგრამ ზურაბი სწორედ იმიტომ ვერ ითმენს, რომ ის ნამდვილი
ვაჟკაცია.
– არ მინდა... თავი დამანებე... არ მინდა-მეთქი! – ბუტბუტებდა
ქეთო, თან ხელს ჰკრავდა ზურაბს, თანაც კისერზე ეხვეოდა და თა-
ვისკენ იზიდავდა მას.
– წუხელის შენი ქორწილი იყო.
ქეთომ ორივე ხელი მოჰხვია, მხურვალედ აკოცა და ცხარედ უთ-
ხრა:
– ზურაბ, ყური მიგდე. წუხელის გავთხოვდი, მაგრამ... მაგრამ ჩემ
ქმარს არ დავნებებულვარ... გესმის, რა გითხარი? შენ პირველი
ხარ... პირველი და ნამდვილი. გარდა ამისა, შენს მეტი არც ვინმე
მყვარებია და არც ახლა მიყვარს.
მათ არ იცოდნენ, რამდენ ხანს გაგრძელდა მათი ტრფიალი. არც
ის იცოდნენ, რა მოხდა ზევით და წეღანდელი საზარლობა რით
დასრულდა, უცებ სადღაც შორს ყრუ ხმაურობა გაისმა. ორივემ სუ-
ლი განაბა და სმენა გაილესა. სარდაფში ხალხი დადიოდა, სალდა-
თური ჩექმების ბრახუნი თანდათან მოახლოვდა. ზურაბი მიხვდა:
მთელ სარდაფს ჩხრეკავდნენ და საცაა აქაც უნდა შემოსულიყვნენ.

253 მკითხველთა ლიგა


– გაინაბე, ხმა არ დასძრა. – უთხრა მან ქეთოს და ლეიბი გადაა-
ფარა. თვითონაც თივაში ჩაძვრა, ლეიბი დაიხურა და მხოლოდ თვა-
ლები, ცხვირ-პირი და რევოლვერი გამოჰყო.
კარი გაიღო. ფარანმა მთელი გვირაბი გაანათა. ზურაბმა სალდა-
თებისა და ჟანდარმების ჯგუფში კლიმიაშვილი და ავშაროვი იცნო.
– რომელი ხარ? ახლავე გამოდი, თორემ გესვრით. – დაიძახა უნ-
ტერმა და შემოვიდა. ყველას მზად ეჭირა იარაღი.
– კარგად გასინჯე. – უთხრა უნტერს კლიმიაშვილმა. – მე ჩემის
თვალით დავინახე, რომ ის არამზადა ამ სახლში შემოვარდა.
„არამზადა“ ზურაბმა არჩია სულ ჩამალულიყო, და თუ მოაგნებ-
დნენ, მაშინღა წამოჰყოფდა თავს და სიცოცხლეს ძვირად გასწირავ-
და.
ორმა სალდათმა უწესოდ მიყრილ ავეჯეულში გზა ძლივს გაიკ-
ვლია. იქაურობა მოჩხრიკეს, ლეიბების გროვაზედაც ამოცოცდნენ,
აქა-იქ ხიშტიც წაჰკრეს და უკანვე გაბრუნდნენ.
– იქ არავინ არის. – თითქო შორიდან მოესმა ზურაბს. ერთი წუ-
თის შემდეგ მან თავი ასწია. ფეხის ხმა თანდათან შორდებოდა. მან
ქეთოსაც გადაჰხადა ლეიბი და უთხრა:
– ქეთო, შენი ქმარი და კლიმიაშვილი იყვნენ. მე მეძებენ. ახლა
არხეინად იყავი. ყველაფერი გათავდა.
– უჰ, სული შემეხუთა.
– წამო, კარში დავდგეთ. იქ მეტი ჰაერია.
ხელების ფათურით ჩამოვიდნენ, გვირაბიდან სარდაფში გამო-
ვიდნენ და ოდნავ სული მოითქვეს.
– ჰო, მართლა, კინაღამ დამავიწყდა. – გაიხსენა ქეთომ ზურაბის
„საქმე“ და დაწვრილებით უამბო ფოცხვერის ამბავი.
– დავიჯერო? მართლა აგრე ეწერა? ფოცხვერი გვეხმარებაო? ფუ-
ლიც მიუციათ? შენ თვითონ წაიკითხე? – ზედიზედ მიაყარა თავზარ-
დაცემულმა ზურაბმა.
– წავიკითხე-მეთქი. ზურაბ, გენაცვალე, იმ ფოცხვერს ერიდე.
– ჰოი, მოღალატევ, უბედურო! სჯობს ის ვერაგი თვითონვე მერი-
დოს. ურჩევნიან ქვესკნელს სადმე დამემალოს.
ქეთომ მეორე მინაწერიც უამბო. ზურაბი ამ ამბავმა გააოცა:
– მაშ მართას ბინასაც თვალი დაადგეს? ორივე ცნობა ძლიერ სა-
სარგებლოა ჩვენთვის. მითხარი, ქეთინო, მადლობა როგორ გადაგი-
ხადო?

254 მკითხველთა ლიგა


– გიყვარდე, ისე გიყვარდე, როგორც მე მიყვარხარ. ამაზე მეტი
არაფერიც არ მინდა. – მიუგო ქეთომ.
ზურაბმა მხურვალე კოცნით უპასუხა და უთხრა:
– ცოტა ხნით უკანვე შედი. მე აქაურობას დავათვალიერებ და ახ-
ლავე დავბრუნდები.
ზურაბმა ქეთო ისევ გვირაბში შეიყვანა და მოშლილ სავარძელში
ჩასვა, თვითონ კი ასანთით გაიკვლია გზა და სიბნელეში მიიმალა.
ქეთოს ეგონა, ერთი საათი მაინც გავიდაო. ზურაბი მალე დაბრუნდა,
ქეთოს ხელი გაუყარა მკლავში და წაიყვანა. მიხვეულ-მოხვეული
გზებით და კიბეებით ატარა, ბოლოს ზემო სართულში აიყვანა და
ქეთოს უთხრა:
– ეს მაჭავარიანის სასტუმროა. პატრონი მიცნობს და იქნება დაგ-
ვმალოს. მაგრამ იცოდე, მე და შენ ერთმანეთს არ ვიცნობთ.
ამ დროს გრძელი ტალანის ბოლოში თვითონ მაჭავარიანიც გა-
მოჩნდა. სწრაფად მოდიოდა დაღვრემილი და ლაქიას რაღაც გან-
კარგულებას აძლევდა. ზურაბი რომ დაინახა, გაოცდა, ნაბიჯს უმატა
და შორიდანვე ჰკითხა:
– შენც აქა ხარ? გადარჩი? რასა ჰგევხარ? მაგოდენა მტვერი სად
დაგდებია? ეს ქალი ვიღა არის?
– არც კი ვიცნობ. – მიუგო ზურაბმა. – კიბეზე შემხვდა და ამომყვა.
მითხარი, შენს სასტუმროს კიდევ მოელის ხიფათი?
მაჭავარიანმა შუბლში ხელი იტკიცა და ცრემლნარევი ხმით მი-
უგო:
– რაღა ხიფათი, ძმაო! ამაზე მეტს რაღას გვიზამენ? გაგვცარცვეს.
აგვიკლეს. ერთ ქალს ბეჭედი ვერ წააძვრეს და თითი მოსჭრეს.
– ქვეით რა ხდება?
– მაგას ნუ მკითხავ. საშინელი ჟლეტა მოხდა. უთვალავი ხალხი
დახოცეს. ქუჩები ჯარით არის სავსე. გირჩევ არ გახვიდე. საღამომ-
დის ან დილამდის აქ დაიმალე, თორემ ვერ გადაურჩები. აბა, მომ-
ყევი.
– მე შინ უნდა წავიდე. – სთქვა ქეთომ. – გთხოვთ გზა მაჩვენოთ.
ზურაბმა წეღან იმიტომ იტყუა, რათა ქალისთვის ჩირქი არ მოეც-
ხო, ახლა კი იძულებული გახდა დამუნჯებულიყო და ხელიც არ ჩა-
მოერთმია იმ ქალისთვის, ვინც წეღან თავის უმანკოება შესწირა მას
– უსახლ-კაროს, ღარიბ-ღატაკს, ბორჯომელი მუშის შვილს და ნადი-
რივით დევნილს ერთობის მიმდევარს.

255 მკითხველთა ლიგა


ქეთო სასტუმროდან გიმნაზიის ქუჩაზე გავიდა და ზევით აუხვია,
მაგრამ მოდარაჯე სალდათმა შორიდანვე დაუქნია ხელი და მიაძა-
ხა:
– არ შეიძლება! უკანვე დაბრუნდი!
ქეთო გამობრუნდა, გოლოვინის პროსპექტზე ჩამოვიდა და იმ ად-
გილას მოუხვია მარცხნივ, სადაც ორიოდე საათის წინათ სროლა და
ჩეხვა დაიწყო. ქუჩა ბანაკად იყო ქცეული. ახლომახლო სახლებში
ჯარი დაბინავებულიყო. იქ შეხიზნული ხალხი ჯგუფ-ჯგუფად გამოჰ-
ყავდათ, უკვე გაძარცულებს ხელმეორედ სჩხრეკდნენ და საკომენ-
დატოში ჰგზავნიდნენ. სალდათმა ქეთოს გზა გადაუღობა და მიაძა-
ხა;
– შესდექ! ვინა ხარ? საით მიდიხარ?
– მე ჟანდარმთა როტმისტრის ავშაროვის ცოლი ვარ.
– პასპორტი მაჩვენე.
– მე პასპორტი არა მაქვს.
– მაშ ჟანდარმებთან გაგგზავნი. ისინი გამოარკვევენ. მომყევი.
ქეთო შეკრთა. იქ მისი ქმარი გაიგებს, რომ ქეთომ ურჩობა გაუწია,
შინიდან გამოვიდა და ამ ორომტრიალში მოჰყვა. უცებ შორიახლოს
კლიმიაშვილს მოჰკრა თვალი და სალდათს უთხრა:
– რა საჭიროა, რომ იმ სიშორეზე მგზავნი? აგერ ის პარუჩიკი მიც-
ნობს და გთხოვ იმასთან მიმიყვანო.
სალდათმა დაუჯერა და წინ გაუძღვა.
ვიღაც თმაგაწეწილი გოგონა დაფეთებული დარბოდა, ხან ვინმე
ქალს აწყდებოდა, ხან მამაკაცს ეჭიდებოდა კალთაში და შესჩიოდა:
– ძალო, დედა მომიკლეს... ძია, დედა მომიკლეს.
გოგონამ ქეთოსაც ჩასჭიდა პაწია ხელი კალთაში, ცრემლიანი
თვალები შეანათა და შეჰღაღადა:
– ძალო, დედა მომიკლეს, მიშველე!
ქეთოს ცრემლი წასკდა. უნდოდა ის ბავშვი დაეკოცნა, დაემშვიდე-
ბინა და იქაურობას მოეშორებინა, მაგრამ ახლა გოგონა სხვა ვინმეს
მივარდა და იმასაც შესჩივლა:
– ძია, მიშველე, დედა მომიკლეს.
აქა-იქ დახოცილი ქალები და ვაჟები ეყარნენ. ტროტუარზე სის-
ხლის გუბეები იდგა. მეეზოვენი და მეკურტნენი საკაცეებით ეზიდე-
ბოდნენ გვამებს და ფურგონში ჰყრიდნენ. უცებ ქეთომ თავის მოკ-
ლული მეგობარი ლელი და მისი ქმარი დაინახა, წეღან რომ წაიქ-
ცნენ და ხმამაღლა შეჰკივლა.
256 მკითხველთა ლიგა
– წამო, წამოდი! – შეუტია მას სალდათმა. აქ თქვენი მეგობარი
ბევრი ჰყრია და ყველას ვერ გამოიტირებ. გასწი-მეთქი!
ქეთოს თავრეტი ესხმოდა. ძალ-ღონე მოიკრიბა, კრიჭა შეიკრა,
თითქმის დახუჭა თვალები და ბარბაცით მივიდა კლიმიაშვილთან,
რომელიც ცივი სალამით მიეგება:
– აქ რა გინდათ? საიდან მოდიხართ?
– სანდრო მე იქ ვიყავი... აგერ იმ სასტუმროში ჩემი შორეული ნა-
თესავი ყიფიანი ცხოვრობს... დიმიტრი ყიფიანის შვილს არტისტს
კოტე ყიფიანს ხომ იცნობ? ერთი წუთით შევიხედე, მოვიკითხე და ეს
უბედურებაც სწორედ იმ დროს დაიწყო.
– სწორედ იმ დროს დაიწყო, როცა თქვენ აგერ იმ კუთხეში იდე-
ქით და გურგენიძეს ესაუბრებოდით. – ცივი ღიმილით გაუსწორა
სანდრომ. – ერთი მითხარით, თქვენ და ჯიქი სად დაიმალენით? ახ-
ლა სად არის?
ქეთო ყურებამდის გაწითლდა და ალუღლუღდა:
– მე რა ვიცი სად არის!.. მას აქეთ არ მინახავს... მე ყიფიანთან ვი-
ყავი-მეთქი.
– მაგოდენა მტვერიც იქ დაიდეთ? – დამცინავი ღიმილით ჰკითხა
სანდრომ და დაუმატა:
– ახლა რა გინდათ ჩემგან?
– ამ სალდათს არა სჯერა, რომ მე ავშაროვის ცოლი ვარ.
– მე ვადასტურებ, რომ ეს ქალი მართლა ავშაროვის ცოლია. –
უთხრა კლიმიაშვილმა სალდათს და უბრძანა: – გააცილე.
– გმადლობ, სანდრო. – ერთხელ კიდევ წაილუღლუღა ქეთომ და
გამობრუნდა. მობრუნდა და მაღალ ქერა კაცს წააწყდა, რომელიც
უკან ედგა და ყურს უგდებდა. წააწყდა და შეკრთა. მათ ერთმანეთი
იცნეს. ქერა კაცი ავშაროვის აგენტი იყო. პირველად ქეთომ ეს კაცი
მოკლული მუშის დამარხვის დროს ნახა სასაფლაოზე, და ისიც გაახ-
სენდა, რომ ზურაბმა მაშინ იფრინა ის და ღრმა ხევში შეაგდო. ახლა
ამ კაცმა ქეთოს გაოცებული თვალები აადევნა და ალბათ არა სჯე-
როდა, რომ ეს ქალი ავშაროვის მეუღლედ გადაქცეულიყო.
სალდათმა ქეთო სამშვიდობოს გამოიყვანა და უკანვე გაბრუნდა.
ავშაროვი ჯერ არ მოსულიყო. ქეთომ ტანისამოსი გამოიცვალა,
პირსახე დაიბანა, ეკა გაისტუმრა, საქანელაში ჩაწვა და ახლაღა იგ-
რძნო, თუ რაოდენად დაღლილიყო და აფორიაქებულიყო სულიე-
რად და ხორციელადაც. თვალები მილულა, მოეშვა და ჩუმი ხმით
ატირდა.
257 მკითხველთა ლიგა
ამ სამიოდე საათში ქეთოს უამრავი რამ გადახდა: ქმრის საიდუმ-
ლოება გაიგო და გასცა; ქმარს ურჩობა გაუწია და ქუჩაში გავიდა. იქ
მისმა ქმარმა უიარაღო ხალხს ტყვია დაუშინა. ქეთოს მეგობარი და
მისი ქმარი ნადირივით მოჰკლეს. იქვე უამრავი უდანაშაულო ხალხი
დახოცეს. ქეთო მელიასავით შეძვრა სოროში და იქ მოულოდნელად
ზურაბის საყვარლად გადაიქცა. სანდრომ ქეთო ტყუილში დაიჭირა
და იქნება წეღანვე უთხრა ავშაროვს, რომ ქეთო და ზურაბი ერთად
შეცვივდნენ ეზოში, ან შესაძლოა ხვალზეგ უთხრას და ქეთოს ახლა-
ვე დააკარგვინოს ქმრის ნდობა. დასწყევლოს ღმერთმა, ის ქერა ჯა-
შუში საიდანღა გამოტყვრა?!
„ღმერთო ჩემო, ივდითობა რა ძნელი ყოფილა! ამ როლს დღეს
შევუდექი და დღესვე მეფუშება ყველაფერი“.
ზარის წკარუნმა ქეთო შეაკრთო და ფიქრი გაუფანტა. საჩქაროდ
წამოხტა, თვალები მოიწმინდა, ძალ-ღონე მოიკრიბა, ქმარს ღიმი-
ლით შეეგება, გადაეხვია და ნაწყენი ხმით უთხრა:
– არტემ, არა გრცხვენიან? აქამდის სადა ხარ? ამდენმა ლოდინმა
გული გამიწვრილა.
– ქეთო, სულელო! – დასჩხავლა მას ამ დროს თუთიყუშმა.

258 მკითხველთა ლიგა


XV

ქეთო გულის ფანცქალით ადევნებდა თვალყურს თავის ქმარს.


სამსახურიდან დაბრუნებულ ავშაროვს გაფაციცებით შესცქეროდა
ხოლმე თვალებში და ლამობდა იქ ამოეკითხა: გაიგო თუ არა მან ქე-
რა ჯაშუშისგან, რომ ის ლამაზი ქალი, რომელიც ზურაბმა სასაფ-
ლაოზე მიიყვანა, მართლა ქეთო იყო? იცის თუ არა მან, რომ ქეთო
იმ საზარელ ხოცვა-ჟლეტის დროს ზურაბმა გადაარჩინა? მიხვდა
თუ არა ჟანდარმი, რომ ქეთო იმის საწერ მაგიდას და მუდამ გაბე-
რილ პორტფელს თაგვივით სუნავდა, სჩხრეკდა და თან თავის ნა-
ცოდვილევის ნამცეცა კვალსაც კი შლიდა, რათა საიდუმლო საქმეებ-
ში დაგეშილ ავშაროვს ეჭვი არ გაჰფაჩუნებოდა.
ყველაზე საშინელი მაინც პირველი ღამე იყო. ქმარს მოეჩვენა,
თითქო ცოლის უმანკოება ვიღაცას მოეპარნა მისთვის, მოეჩვენა და
თავის თავიც და ქეთოც ლამის ჯვარს აცვა. ქეთომ თავისი თავი
მხეცთა მომთვინიერებელს შეადარა, რომელიც განძვინებულ ლო-
მის გალიაში ჩავარდა. მან გრძნეულება მოიკრიბა, მრავალნაირი
ეშმაკობა გამოიყენა და ალერსით, გაბუტვით, დაცინვით, ცრემლით
და მრავალი მოგონილი და ნამდვილი საბუთით დაუმტკიცა ქმარს,
რომ მისი იჭვი უსაფუძვლო იყო. ავშაროვი ხან ცეცხლმოკიდებული-
ვით დარბოდა და იმუქრებოდა, ხან ქეთოს საწოლის წინ იჩოქებდა,
ტიროდა, ემუდარებოდა და ამავე დროს თანდათან ლბებოდა და
უჯერებდა.
ის ღამე უძილოდ გაათენეს. მას აქეთ ავშაროვს ამაზე ერთი სიტ-
ყვაც აღარ უთქვამს, მაგრამ მღრღნელი ეჭვი აქამდისაც არ გაჰფან-
ტოდა. ზოგჯერ დიდხანს იჯდა ხოლმე დაღვრემილი, ერთ წერ-
ტილს ჩაციებული. ქეთო არ ასვენებდა მას: თავთ დასტრიალებდა,
ეხვეოდა, უცინოდა, ეხუმრებოდა, სადმე ჰპატიჟობდა, მრავალი ხერ-
ხით უქარვებდა სევდას და თან ლამობდა დაღვრემის მიზეზი გაეგო,
მაგრამ მისი ქმარი გულჩათხრობილი იყო და თავის ბოღმას დაღ-
ლილობას და სამსახურს აბრალებდა.
მას შემდეგ ორიოდე თვე გავიდა. ავშაროვი თითქო დაცხრა.
დღეს დილით კიდეც შესჩივლა ქეთოს: ოქტომბრის მანიფესტმა სა-
სურველი ნაყოფი არ გამოიღოო. პირიქით, არეულობამ უფრო იმა-
ტა. ხალხმა თავი აიგლიჯა, ქუჩა დაიპყრო და უწინდელზე მეტი ბრა-

259 მკითხველთა ლიგა


ზი ჩაიგუბა. მთელი რუსეთი ორ ბანაკად გაიყო. შეძლებულთა ნაწი-
ლი მთავრობას შემოეხიზნა, რომელმაც ნაძირალებიც კი შეიერთა
და რუსეთის ყველა ქალაქში და სოფლადაც ებრაელებს და „კრა-
მოლნიკებს“ უხვად გამოადინა სისხლი, მაგრამ ერთობელებმა მა-
ლე მოიკრიფეს ძალა და ტახტს უწინდელზე უფრო კადნიერად მი-
აწვნენო.
– მარტო აქაურ ამბებს ჩამოვთვლი: – უთხრა ავშაროვმა ქეთოს
და ჩამოუთვალა: – ახალი საერთო გაფიცვა მხოლოდ დასაწყისია
საერთო აჯანყებისა, რომელიც რამდენიმე დღეში იფეთქებს, რკი-
ნის გზა მრავალ ალაგას მოშალეს, უამრავი ერთგული ხალხი დაგვი-
ხოცეს, ჯარი უარესად გაგვიხრწნეს. საიდუმლო სტამბამ ერთი-ორ-
ჯელ უმატა მუშაობას. აქამდის კონსტიტუციას მოითხოვდნენ, ახლა
კი ამასაც აღარ სჯერდებიან, დამფუძნებელ კრებას და რესპუბლი-
კას მოითხოვენ. მიტინგებს ბოლო აღარ უჩანს. გაზეთებმა აღვირი
წაიგდეს და ქვეყანა სულის ასამღვრეველი წერილებით წალეკეს.
დეზერტირობა საშინლად გახშირდა და აღარც ახალ სალდათს
გვაძლევენ. გურია ხომ სულ ჩამოგვშორდა. ჩვენი ხალხი გამორეკეს
და ყველგან საკუთარი ხელისუფალნი აირჩიეს. იქ ნამდვილი და-
მოუკიდებელი რესპუბლიკა დამყარდა. გრიაზნოვმა ძლივს დააჯე-
რა ვარანცოვი, რათა დამსჯელი რაზმი გაეგზავნა და გურულები
ცეცხლით და მახვილით დაემშვიდებინა, მაგრამ საქმეში თქვენი ბე-
დოვლათი თავადაზნაურობა ჩაერია და გადაადებინა.
„ბედოვლათის“ გაგონებაზე ქეთომ შუბლი შეიკრა. ქმარმა შეამ-
ჩნია და ხმა არ ამოაღებინა.
– დიაღ, ბედოვლათია მეთქი. წითლებმა თავადაზნაურობა აიკ-
ლეს, გამორეკეს, უამრავი გაჟლიტეს, ისინი კი შურისძიების მაგიერ
იხვეწებიან, გლეხებს ხელი არ ახლოთ, თვითონვე მორჯულდები-
ანო. გაგიკვირდა? ნუ გიკვირს. ქართველმა თავადაზნაურებმა თავი-
ანთი ქონების და სიცოცხლის დასაცავად ეგრეთ წოდებული შავი
რაზმი შეადგინეს, რომელსაც ერთობამ წითელი რაზმი დაუპირდა-
პირა. რა ხდება ეხლა? ყველაზე განათლებული და გავლენიანი ნა-
წილი თავადაზნაურობისა დაჟინებით მოითხოვს, შავი რაზმი დაშა-
ლეთ და წითელი კი დარჩესო. ესე იგი: დეე ერთობის ლაშქარმა
სხვისი მამული დაიჩემოს და თავადაზნაურობა აიკლოს, იმათ კი
ხმის ამოღებაც არ გაბედონ. დამიჯერე, თქვენი თავადაზნაურობა
გადაგვარდა, გაიხრწნა, იმაზე უარესის ღირსია, რაც მას დაემართა.

260 მკითხველთა ლიგა


– მართალს ამბობ, არტემ. – ნაძალადევი ღიმილით დაუდასტუ-
რა ქეთომ.
– თევზი თავიდან აყროლდებაო. – განაგრძო არტემმა. – ერთ
დროს ილია ჭავჭავაძე საქართველოს უგვირგვინო მეფედ ითვლებო-
და. მერმე მეფობა სოციალ-დემოკრატიამ ჩამოართვა. ჩვენ გვეგონა,
თავადაზნაურობა და ინტელიგენცია გონიერებას მაინც შეინარჩუ-
ნებდა. თურმე მოვტყუვდით. ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ ჭავჭავა-
ძეს ხმა ამოუღია და იცი რა უთქვამს?
– არ ვიცი.
– თუ მთავრობამ გურიაში ჯარი გაგზავნა, მთელი საქართველო
უნდა ავშალოთ და აჯანყებულთა სათავეში მეც ჩავდგებიო. ამის
შემდეგ ქართველებისაგან რას უნდა ველოდოთ? ყველანი სეპარა-
ტისტები ხართ. და ფეხი რომ დაგვისხლტეს, მაშინვე ჩამოგვშორ-
დებით.
ქეთომ პროტესტი განაცხადა, მაგრამ ქმარმა სათავეშივე გააწყვე-
ტინა:
– მაგას თავი დავანებოთ. სულ ერთია ვერ დამაჯერებ. შენც იცი,
რომ ამას წინათ სეპარატისტებმა ევროპაში იაპონიის ფულით გემი
„სირიუსი“ და ხუთი ათასი თოფი იყიდეს, ფოთის მახლობლად გად-
მოტვირთეს და იმოდენა იარაღი ხალხს დაურიგეს. განა ეს ღალატი
არ არის?
ქეთო გაცხარდა:
– გრცხვენოდეს, არტემ. შენც ჭორს აჰყოლიხარ. იარაღი რუსის
რევოლუციონერებსაც შემოაქვთ, მაგრამ ისინი მოღალატედ არ ჩა-
უთვლიათ. ტყუილია, თითქო ის იარაღი იაპონიის ფულით ყოფი-
ლიყოს ნაყიდი. ახლა ყველამ იცის, რომ ფედერალისტების პარი-
ზის კომიტეტმა მილიონერ ზუბალაშვილს ექსპროპრიაცია უყო და
იარაღი იმ ფულით იყიდა.
– შენ საიდან იცი?
– დიმიტრიმ მითხრა. იმან შენზე უკეთ იცის.
– დიმიტრი ფედერალისტების მთავარი კომიტეტის წევრია და
ჩემზე უკეთ ეცოდინება.
– იმისი წევრობისა არაფერი გამიგია, – სცადა ქეთომ თავის ნათ-
ქვამის მიჩქმალვა.
– ნუ მიმალავ, ჩემზე უფრო მეტი გექნება გაგონილი, – ღიმილით
მიუგო ქმარმა, – ნუ შეკრთი. ძმის საიდუმლოების დამალვა დასაძ-

261 მკითხველთა ლიგა


რახისი არ არის. შენ სხვა რამეს მიმალავ და დახმარების მაგიერ
საქმეს მიფუჭებ ხოლმე.
– რა დაგიმალე?! – შეშფოთდა ქეთო.
– ძალიან ბევრს მიმალავ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ღალატი
კი მაინც ღალატია. თქვენ, ქართველებმა, ომის დროს ზურგში ჩაგვე-
ცით მახვილი. კმარა, საუბარი გადავდოთ. სამსახურში მიგვიანდება.
ერთი რამ არის მაინც ცხადი: მგონი ვიღუპებით.
– ხელი გაანძრიეთ, ვაჟკაცობა გამოიჩინეთ და არ დაიღუპებით. –
დაარიგა ქეთომ თავის ქმარი და კარებამდის მიჰყვა.
– წუხელის „ფოცხვერი“ მოგვიკლეს. – გაკვრით სთქვა ავშაროვმა,
თან შეჩერდა და ქეთოს თვალი თვალში გაუყარა.
ქეთოს სახე აელანძა და გაწითლდა:
– ვინ იყო ფოცხვერი? – ჰკითხა ბოლოს მან.
– ვითომ არ იცი?
– არა... არ ვიცი, – ლუღლუღით მიუგო ცოლმა.
– ერთობის გამოჩენილი ტერორისტი იყო.
– ერთობის ტერორისტი? მაშ რათა სთქვი, მოგვიკლესო?
– იმიტომ ვთქვი, რომ... რაღა დასამალავია, რომ არ მოეკლათ
დღეს ან ხვალ შენს მეგობარს გურგენიძეს დაგვაჭერინებდა.
ქეთო უარესად აირია და გაწითლდა.
– არტემ, გურგენიძე ჩემს მეგობრად რად მიგაჩნია?
– იმიტომ მიმაჩნია, რომ გაციმბირებას გადაარჩინე.
– მეტი არაფერი? – ძლივს ჰკითხა ქეთომ და თვალები განზე წა-
იღო.
– ამაზე მეტი რა გინდა?
ქეთომ შვებით ამოისუნთქა, მხრები აიჩეჩა და ჩაილაპარაკა:
– უცნაური ხუმრობა გცოდნია. გურგენიძე მას აქეთ არც კი მინა-
ხავს.
– მაპატიე, მართლა გაგეხუმრე – დაამშვიდა ქმარმა. – ერთ რამეს
მაინც გეტყვი: ზურაბის ნამდვილი ვინაობა რომ იცოდე, თავზარი
დაგეცემა. შენ რა იცი ვინ არის შენი ზურაბი.
„არტემი წყვდიადში აფათურებს ხელებს, – გაიფიქრა გახარე-
ბულმა ქეთომ, როცა მარტო დარჩა, – მაგრამ ცხადია, ზურაბი უფრო
დიდი მოღვაწე ყოფილა ვიდრე აქამდე მეგონა. “შენ რა იცი ვინ არის
შენი ზურაბიო“. ჩემ ქმარს კი ოდნავი ეჭვი შეჰპარვია. ფრთხილად
იყავი, ივდითო!“

262 მკითხველთა ლიგა


პირველად ქეთო მხოლოდ ერთი უჯრის გაღებას ახერხებდა. ავ-
შაროვი იმ უჯრაში წვრილმანის გარდა თითქმის აღარაფერს ინა-
ხავდა. გურგენიძის საქმე სადღაც გააქრო, ან მეორე უჯრაში გადას-
დო, ან სამსახურში წაიღო. ქეთომ დანარჩენ უჯრებს ბევრი უტრი-
ალა, მაგრამ ვეღარ გააღო. სამი დღის წინათ ავშაროვი განთიადზე
დაბრუნდა. ქეთომ რომ გაიღვიძა, იმის ქმარი შუა ძილში იმყოფებო-
და. სკამზე გადაკიდებულ შალვარს ფოლადის ძეწკვი ება, რომელ-
საც ხუთიოდე გასაღები ეკიდა. ქეთო ფრთხილად წამოდგა, პაწია
უჯრიდან ცვილის ნაჭერი ამოიღო, ჩუმად ამოსწია ძეწკვი და გულის
ფანცქალით შეუდგა საქმეს. სამიოდე წუთის შემდეგ მას ხუთივე გა-
საღების ყალიბი მზად ჰქონდა. იმავე დღეს ყალიბები ზეინკალს მი-
უტანა, რომელმაც გუშინ საღამოს ქეთოს ხუთი გასაღები ჩააბარა.
ქეთომ რომ ქმარი გაისტუმრა, სასტუმრო ოთახში დაბრუნდა,
ფანჯარა გამოაღო და სანამდის ადევნა თვალი ავშაროვს, მანამ
სულ არ მიიმალებოდა. ქეთო მარტო დარჩა. მისი დედამთილი რუ-
სეთს გაბრუნდა. დილით არც სხვა ვინმე მოვიდოდა. შინ მარტო ეკა
იყო. ის კი ფეხაკრეფით დადიოდა, მოულოდნელად ჩნდებოდა
ოთახში და ისე იქცეოდა, თითქო ქეთოს ხაფანგს უგებდა.
ამას წინათ ქეთომ საკაბე აჩუქა. საკაბეს ნაცვამი ფეხსაცმელი,
საცვალი და ბევრი წვრილმანიც დაუმატა. ეკა მადლიერი იყო და
ახალგაზრდა ქალბატონს ერთგულებას ეფიცებოდა, მაგრამ ქეთოს
მაინც შიში დარჩა გულში.
საცაა ეკა ბაზარში უნდა წასულიყო. ქეთომ ვეღარ მოითმინა, ეკას
წასვლას აღარ მოუცადა. მას ეწადა ახლავე გაეგო, მიუდგებოდა თუ
არა ქურდულად ნაშოვნი გასაღები იმ უჯრებს. ფეხაკრეფით შევიდა
კაბინეტში და სცადა. ხანმოკლე ჩხაკუნის შემდეგ ყველა უჯრები გა-
აღო, გამოსწია, ჩაიხედა, მაშინვე დაკეტა და ისეთი ალანძული გა-
მოვარდა იქიდან, თითქო სამარცხვინო საქმეში დაეჭირათ. უჯრები
სავსე იყო საქმეებით, წერილებით, სურათებით და წვრილმანით,
რომელსაც მერმე წაიკითხავს, გასჩხრეკავს და გამოუძიებელს არა-
ფერს დასტოვებს.
ქეთო სასადილოში გავიდა და საუზმეს მიუჯდა. უცებ შიდა აივან-
ზე მაღალმა ქერა კაცმა ამოჰყო თავი. ქეთო შეკრთა, გვერდზე გა-
დაიხარა და მიიმალა. ქერა კაცი სამზარეულოში შევიდა. ქეთოს გუ-
ლი აუფანცქალდა. მას გაახსენდა, რომ ამას წინათ ერთ მთვარიან
ღამეს მან იმ აივნიდან გადაიხედა დავ იმ კაცს მოჰკრა თვალი, რო-
მელმაც ეზო გადასერა და ალაყაფის თაღში მიიმალა. ქეთომ მაშინ
263 მკითხველთა ლიგა
ის უცნობი ამ ქერა ჯაშუშს მიამსგავსა და გადასჭრა: ის არის თუ სხვა
ვინმეა, ალბათ ეკას საყვარელია. გადასჭრა და შიშით და მოლოდი-
ნით ახლაც გული გაუწვრილდა.
მალე ეკა შემოვიდა და მოახსენა:
– ქალბატონო, ერთ კაცს თქვენი ნახვა უნდა.
– ვინ არის? რა გვარია?
– არ ვიცი.
ქეთომ არ დაუჯერა. “იცის, იცნობს, მაგრამ მიმალავს“.
– იქ შემოვიდეს. – უთხრა მან მცირე მოფიქრების შემდეგ და სას-
ტუმრო ოთახში გავიდა.
ქერა კაცი დინჯი ღიმილით შემოვიდა და შუა ოთახში გაჩერდა.
ყავის-ფერი მოთელილი შაპო და ორივე ხელი წელზე დაიწყო, დი-
ასახლისს თავდაბალი სალამი მისცა და სთქვა:
– ნება მობოძეთ...
– დაბრძანდით. – ნება მისცა ქეთომ, თვითონ კი ზეზე დარჩა და
ცივად ჰკითხა: – ვინ ბრძანდებით? რა გნებავთ?
ქერა კაცი დინჯად დაეშვა სავარძელში. თავი დაღუნა, შაპო ხე-
ლებში აათამაშა, მერმე ქეთოს ახედა და ღიმილით ჰკითხა:
– განა ვერ მიცანით?
ქეთოს მისი ცინიკური ღიმილი, მისი კითხვა და მისი იერიც კად-
ნიერებად მოეჩვენა, მაგრამ მაინც მტკიცე ხმით მიუგო:
– არ მაგონდებით... მგონი არსად არ მინახიხართ.
– პირველად ერთმანეთი სასაფლაოზე ვნახეთ. – გაახსენა მან და
შემდეგ ვიწრო ტუჩებიდან ღიმილი აღარ მოიშორა. – იქ გურგენიძემ
მიგიყვანათ, ის თქვენს ქორწილშიც გახლდათ. ის და მისი მეგობრე-
ბი მართა დოვლათოვთან ისხდნენ. თქვენ უამრავი საჭმელ-სასმე-
ლი ჩაუგზავნეთ და აქეიფეთ. შამპანურიც კი აგემინეთ, ეხე-ხე!
ღმერთო ჩემო, თქვენ ფერი გეცვალათ. ლამის წაიქცეთ. ვფიცავ
ღმერთსა და ჩემს ცოლ– შვილს, რომ თქვენი წყენა აზრადაც არა
მქონია. გთხოვთ დაბრძანდეთ და გულმშვიდად მომისმინოთ. არ-
ხეინად ბრძანდებოდეთ, არც მე გაწყენინებთ და ნურც თქვენ მაწყე-
ნინებთ. დაბრძანდით-მეთქი, თორემ მეც ავდგები. – და მართლა
წამოდგა.
– ნუ სწუხდებით, დაბრძანდით. – უკვე მშვიდი ხმით უთხრა ქე-
თომ და თვითონაც ჩამოჯდა. ახლა მას მუხლები აღარ უთრთოდა.
განაბული იჯდა, ყურს უგდებდა, დაფანტულ გონებას იკრებდა და

264 მკითხველთა ლიგა


ლამობდა ისეთი რამ მოეგონა, რომ ის კაცი ქუდმოგლეჯილი გავარ-
დნილიყო იქიდან და იმ ქუჩაზე გავლაც კი აღარ გაებედნა.
ქერა კაცი ხელახლა ჩამოჯდა და უფრო გაბედულად ალაპარაკ-
და.
– სასაფლაოდან რომ დავბრუნდი, ავშაროვს ყველაფერი მოვახ-
სენე, მაგრამ თქვენი ვინაობა დავუმალე. ძალიან კარგად ვიცოდი
ვინც ბრძანდებოდით, ისიც ვიცოდი, რომ ავშაროვს ძლიერ მოსწონ-
დით და ამიტომ მოვალეობას ვუმტყუნე და ორივენი დაგინდეთ.
არც ის მითქვამს მისთვის, რომ ქორწილში გურგენიძეს და მის მე-
გობრებს საჭმელ-სასმელი ჩაუგზავნეთ. უფრო მეტსაც მოგახსე-
ნებთ: მე მოვალე ვიყავი გურგენიძე დამეპატიმრებინა, მაგრამ არ
მინდოდა თქვენთვის ბედნიერი დღე ჩამეშხამებინა და ამიტომ და-
ვინდე.
– ვითომ აგრეა? მართლა ნება გქონდათ დაგეპატიმრებინათ? –
ცბიერი ღიმილით ჰკითხა ქეთომ, რომელსაც საიდუმლო შენიშვნა
გაახსენდა: გურგენიძე ჯერ არ დააპატიმროთო.
ქერა კაცი განზე იხედებოდა, მაგრამ იმავე დროს ქეთოს თვალებ-
საც ხედავდა. ახლა მან გაოცებით შეხედა მას და ჰკითხა:
– თქვენ საიდან იცით?
– რა ვიცი? – მაშინვე დაუხვედრა ქეთომ პასუხიც და თვალებიც.
– საიდან იცით-მეთქი, ვაპირებთ თუ არა ამჟამად გურგენიძე და-
ვაპატიმროთ?
– მე არაფერიც არ ვიცი. – აუკრა გულგამაგრებულმა ქეთომ, – ჩემ-
თვის სულ ერთია, გინდ დააპატიმრეთ, გინდ არა.
– არა, ქალბატონო, სულ ერთი არ არის. მე ყველაფერი ვიცი. –
დაჯერებით შეჰკადრა ჯაშუშმა.
– რა იცი? რას მაშინებთ! – მტკიცედ დაუხვდა ქეთო და ბრინჯაო-
საგან ჩამოსხმულ ბელფორის ლომის ქანდაკებას დაავლო ხელი,
რომელიც წინ ედო.
ჯაშუშმა ქეთოს ხელს თვალი დაადგა და ღიმილით მიუგო:
– ღმერთმა დამიფაროს, სულაც არ გაშინებთ. ის კი ვიცი, რომ იმ
დღეს გურგენიძემ გადაგარჩინათ, რომ თქვენ მასთან ერთად სამ სა-
ათს იმალებოდით ჯურღმულში, რომ ორივენი ერთად იწექით თივა-
ში და... ამაზე მეტს აღარაფერსაც არ გეტყვით.
– კმარა! – გააწყვეტინა ქეთომ და სწრაფად წამოდგა.
ქერა კაციც წამოდგა. მან მოწიწებით მოიხარა კისერი და მშვიდი
ხმით მოახსენა:
265 მკითხველთა ლიგა
– მაპატიეთ ქალბატონო, თუ მიბრძანებთ, ხმასაც აღარ ამოვი-
ღებ. ახლავე გეახლებით... ყოყმანის შემდეგ ქეთო ხელახლა დაეშვა
სავარძელში. მან ისევ წაავლო ხელი
ბრინჯაოს პაწია ქანდაკებას, უცებ მიანება თავი, მერმე ორივე ხე-
ლი აიფარა სახეზე და ამოიკვნესა:
– საწყალი ქალი დაიბრიყვეთ... შეურაცხყოფაც კი მომაყენეთ...
– ღმერთმა დამიფაროს! – გულწრფელად წამოიძახა ქერამ. – რო-
გორ შეიძლება! რა ბრძანებაა! აზრადაც არ მომსვლია, თითქო იმ
სარდაფში უკადრისი რამ ჩაგედინოთ, თითქო თქვენი ქალური
უმანკოება გურგენიძისთვის დაგეთმოთ, თითქო ქმრისთვის ხუთი
გასაღები მოგეპარნოთ და მის საიდუმლო საქმეებში ხელებს აფა-
თურებდეთ. რა ბრძანებაა! როგორ შეიძლება! ამას როგორ იკად-
რებდით!
– ღმერთო ჩემო, რა საძაგლობაა!
– რასაკვირველია, საძაგლობაა! – მიეშველა ქერა. – მართალია,
ორივენი თივაში და მტვერში ამოვლებული ახვედით სასტუმროში,
მაგრამ ეს არაფერსაც არ ნიშნავს. იმ დღეს კლიმიაშვილისთვის
გითქვამთ, კოტე ყიფიანთან ვიყავიო, ქმარს კი ესეც დაუმალეთ. კო-
ტე ყიფიანი თქვენი ნაცნობია, ეს სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ ის
იქ არა ცხოვრობს, ეხე-ხე. დიაღ, იქ არა ცხოვრობს-მეთქი. ესეც ჩვენ-
ში დარჩეს, ქალბატონო, დიაღ, ჩვენში დარჩეს. მე სხვა რამეც ვიცი,
მაგრამ ჯერ ესეც გვეყოფა.
– მითხარით, რა გინდათ, და რისთვის მოხვედით? – ჰკითხა ქე-
თომ მოთვინიერებული ხმით.
– თქვენი სიკეთის მეტი არაფერიც არ მინდა. – ქლესურად მიუგო
გახარებულმა აგენტმა.
– მე ერთი საწყალი კაცი ვარ. ხვალ ან ზეგ მომკლავენ. ქვრივი და
სამი ობოლი დამრჩება. მე მორწმუნე გახლავართ და ამ ქვეყნად
ყველაზე მეტად ჩემი შვილები მიყვარს. მათ სცივათ, შიანთ, სწყუ-
რიანთ და გამკითხველი კი არავინა ჰყავთ. ჩემს სამსახურს ძაღლიც
კი არ იკადრებდა.
– ცოტა ხანს მომითმინეთ. – გააწყვეტინა ქეთომ და მეორე ოთახ-
ში გავიდა. იქიდან მალე დაბრუნდა, ერთი დასტა წითელი თუმნია-
ნები გამოუტანა, ხელში ჩასჩარა და უთხრა:
– თქვენს ცოლ-შვილს ჩააცვით, დაახურეთ და აჭამეთ.

266 მკითხველთა ლიგა


– გმადლობთ, ქალბატონო, გმადლობთ. – თავდახრით იმეორებ-
და ქერა, მერმე უცებ დაიხარა და თავის ულვაშები ჯაგარივით უჩ-
ხვლიტა ქეთოს ხელს.
ქეთომ ზიზღი აისახა სახეზე და ხელი გამოსტაცა. ქერამ ირიბუ-
ლად ჩაიცინა და უთხრა:
– სასაფლაოზე თქვენ მშვენიერი ბეჭედი აჩუქეთ პოლიციელს.
ჩემთვის რომ გეჩუქებინათ, ჩემს საწყალ ცოლს მივართმევდი, იმან
კი მეორე დღესვე გაჰყიდა და მას შემდეგ ლოთობას უმატა.
ქეთომ საჩქაროდ წაიძრო თითიდან ლალის ბეჭედი, წითელი ბუ-
ზივით რომ ეჯდა ხელზე. გამოწვდენილ ხელში ჩაუგდო ქერას და
დასძინა:
– გეყოფათ, დროა მიბრძანდეთ.
– რასაკვირველია, მეყოფა. მეტიც მომივიდა. ამას იქით აღარ შე-
გაწუხებთ, ჩემი იმედი იქონიეთ, ქალბატონო. თუ ჩემი თავი დაგ-
ჭირდეთ, ეკას პირით დამიბარეთ და მაშინვე გეახლებით. ნუ მომე-
რიდებით, ამიერიდან ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. გმადლობთ...
გმადლობთ. – ნაწყვეტ-ნაწყვეტად ლუღლუღებდა აგენტი და უკან-
უკან იხევდა.
ქერა კაცი სამზარეულოში შევიდა. ქეთომ თვალი გააყოლა და გა-
იფიქრა: „ცხადია, რომ ეს კაცი ეკას საყვარელია. საქმე ერთად გა-
ჩარხეს და ამავე დროს აგენტია ჩემი ქმრისა,
რომელსაც ღალატობს, ახლა მაგის ხელში ვარ და ვინ იცის, რა
დღეში ჩამაგდოს. ღმერთო, მიშველე!“

***

ქერა კაცი მალე გამოვიდა სამზარეულოდან და კიბეზე დაეშვა.


მას ეკა გამოჰყვა, რაღაც უთხრა, მერმე ქეთოსთან შემოვიდა და სა-
ბაზრო ფული მოითხოვა. ქეთომ მოსამსახურეს ფული მისცა, ბა-
ზარში გაისტუმრა, კარი ჩაუკეტა, მერმე სწრაფი ნაბიჯით შევიდა კა-
ბინეტში და ერთი უჯრა გამოაღო. შიგ წერილები, სურათები და მრა-
ვალი წვრილმანი აწყვია. ქალს ეშინიან ხელი ახლოს, ეშინიან ვით
ნადირს ხაფანგისა. ალბათ ავშაროვს ნიშანი აქვს დადებული. კიდევ
იმიტომ ყოყმანობს, რომ სხვის გულში ჩახედვას შეჩვეული არ არის.
ეშინიან იმგვარს არაფერს წააწყდეს, რომელმაც შესაძლებელია ქა-
ლური თავმოყვარეობა შეულახოს და ანანოს.

267 მკითხველთა ლიგა


„ცოლის და ქმრის საიდუმლოება ცეცხლია. – უთქვამს ქეთოს-
თვის მარიამს. – თუ გაქექა, ორივეს დასწვამს, დაამცირებს, ანა-
ნებს“.
ახლა ქეთოსთვის ეს საოჯახო დარიგება განყენებული უხორცო
რამეა. მას გონებით ესმის მისი აზრი, მაგრამ მის სიმართლეს ვერა
გრძნობს. ვერა, ვერ მოითმენს. ეს წერილები უნდა წაიკითხოს, ყვე-
ლაფერი უნდა გაიგოს, ცეცხლი უნდა გაქექოს. დეე დასწვას! რა ბე-
დენაა! სამაგიეროდ სიმართლეს მიაგნებს და იმასაც გაიგებს, ვინ
იყო და აქამდის როგორ ცხოვრობდა მისი ქმარი.
ქეთო გაფაციცებით ათვალიერებს რუსეთიდან მონაწერს თავის
დედამთილის წერილებს. ათიოდე წერილში სულ ერთი და იგივე
სწერია: გალინა ჯერ არ დაბერებულა, მას ბევრი მთხოვნელი ჰყავს,
მაგრამ შვილის ხათრით არ თხოვდება. ის მამულს გადაეგო და დი-
ლით-საღამომდის მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ მამულს რაც შეიძ-
ლება მეტი შემოსავალი გააგდებინოს და შვილის მადა დააცხროს.
შვილი ურჩევს დედას და ისიც ასრულებს: გლეხებს მკაცრად ეპ-
ყრობა, ერთი შაურის შეღავათსაც არ აძლევს და ურჩებს დაქირავე-
ბული ჩანჩების მათრახით და იარაღით ელაპარაკება. დედა შვილს
რუსეთში მდიდარ საცოლეს უმზადებს და იმავე დროს ურჩევს, სა-
ნამ ოჯახის უღელს დაიდგამდე, მანამდის იცხოვრე, იქეიფე, მაგრამ
ზომას არ გადასცდეო.
აჰა ის წერილიც, რომელსაც ქეთო გამალებით ეძებდა. ჯერ ავშა-
როვს გარკვევით არ უთქვამს თავის ცოლისთვის, რამ აიძულა ის
დრაგუნთა საპატიო მუნდირი ჭუჭყიან ლურჯ მუნდირზე გაეცვალნა?
მეტად აღშფოთებული და შეშინებული დედა სწერს შვილს: „მე არა
მჯერა, რომ შენ სახაზინო ფული გაგეფლანგოს. არც ისა მჯერა, რომ
დანიშნული ქაღალდით გეთამაშნოს. ისიც ჭორი იქნება, თითქო ვი-
ღაც შანსონეტს ჩემი შვილისთვის ოქროულის მოპარვა დაებრალე-
ბინოს. ამ ჭორებს სათავეშივე უნდა დავაჭრათ ფრთები. ამას დიდი
ფული დასჭირდება. გამალებული ვაგროვებ, ვსესხულობ და ათიო-
დე დღის შემდეგ მანდ ვიქნები. ნუ გეშინიან, ვინაიდან გუბერნატო-
რი სვეჩინი, ჟანდარმთა პოლკოვნიკი პასტრულინი და თვით მთა-
ვარმართებელი გალიცინიც კარგად გვიცნობენ და დაგვეხმარები-
ან“.
კმარა, გამოირკვა! ახლა ქეთომ ყველაფერი იცის. მისი ლამაზი
ოლოფერნი ქურდი და ჯიბგირი ყოფილა.

268 მკითხველთა ლიგა


– ქეთო, სულელო! – დაუძახა ამ დროს მეორე ოთახიდან თუთი-
ყუშმა.
„ოღონდაც, რომ სულელი ვარ. – დაეთანხმა ქეთო. – ადრევე უნ-
და მცოდნოდა, რომ
ჭუჭყიან მუნდირს ისევ ჭუჭყიანი კაცი ჩაიცვამდა. ახლა კი გვიან-
ღაა თითზე კბენანი“.
თქმა არ უნდა, რომ გვიანღაა, მაგრამ ქეთო ხომ ივდითია და მი-
ზანიც საშუალებას ამართლებს. მართლა ამართლებს? ამას წინათ
ამის გამო ნიკოს და გრიგოლს ცხარე კამათი მოუხდათ. გრიგოლი
ამტკიცებდა, რომ მარქსისტებმა ეს ფორმულა იეზუიტებისაგან და
ურჯუკებისაგან ისესხესო. ნიკომ ღიმილით მიუგო:
„გრიგოლ, მოდი ერთი წუთით დაუჯერებელი რამ წარმოვიდგი-
ნოთ. ვთქვათ, რომ შენი ეროვნული მიზნის მისაღწევად გარემოებამ
შენი ცოლ-შვილის სიცოცხლის გაწირვა მოითხოვა. მითხარი, გაიმე-
ტებ თუ არა?“
გრიგოლმა დაუფიქრებლივ უპასუხა:
„საკუთარი ხელით გამოვჭრი ყელს“. ნიკომ გაიცინა და უთხრა:
„მაშ მიზანს საშუალება გაუმართლებია. მაშ შენც მარქსისტი,
იეზუიტი და ურჯუკი ყოფილხარ“.
ყველამ ნიკოს დაუჭირა მხარი და გრიგოლიც გამოტყდა, რომ პო-
ლიტიკოსი უკიდურეს შემთხვევაში არაფერს არ უნდა მოერიდოსო.
არც ქეთო მოერიდა. ზნეგახრწნილ ავშაროვს გაჰყვა და ორ თვეში
ერთობას უკვე დიდი სამსახური გაუწია. ახლაც ბევრ რამეს გაიგებს
და ზურაბს გადასცემს. გათხოვებამდის ქეთომ ქმრის უზნეობისა
არაფერი იცოდა. არტემი შეუყვარდა, თითქმის შეუყვარდა და ამი-
ტომ გაჰყვა. ვითომ? ნუთუ აგრეა? მართლა ამიტომ გაჰყვა თუ იმი-
ტომ, რომ ერთობისთვის სამსახური გაეწია? ამას წინათ ქეთომ საკუ-
თარი თავი გააბა ხაფანგში:
„თუ ქმარი მიყვარს, მაშ რაღად ვღალატობ და რაღად ვღუპავ?“ –
იკითხა მან და ვინაიდან პასუხის გაცემა მეტად გაუძნელდა, ამიტომ
თავი მოიტყუა და ასე დაიმშვიდა:
„ერთობაც მიყვარს და ქმარიც“. მან ახლაც ძალით მოიშორა ეს
კითხვა. რა ვუყოთ, რომ იმის ქმარმა ოდესღაც გამოუცდელობის გა-
მო რაღაც იცუღლუტა? ასეთი მარცხი ბევრს ახალგაზრდას ემართე-
ბა და არტემსაც დაემართა. რამდენიმე წლის წინად რაღაც მოხდა
და გათავდა. ეს არაფერია. ქეთო როგორმე დაივიწყებს. ახლა კი უმ-
თავრესი ის საქმეებია, რომელიც დანარჩენ უჯრებში აწყვია. მაგრამ
269 მკითხველთა ლიგა
სანამ საიდუმლო საქმეებს წაიკითხავდეს, მანამ იმ წერილებს გადა-
ავლებს თვალს, იმავე უჯრაში რომ ალაგია. წერილების დასტა აბ-
რეშუმის ძაფით არის შეკრული. შიგ მრავალნაირი ქაღალდი მოს-
ჩანს: ვარდისფერი, მოწითალო, იასამნისფერი, მოყვითალოც და
ცისფერიც. ქეთომ ალალბედზე ვარდისფერი წერილი ამოიღო.
ვიღაც ლენა ტიროდა: არტემ, მე შენ ყველაფერი შემოგწირე, შენ
კი ვერაგულად მიღალატეო.
მეორე წერილში ვიღაც მარგო ჩიოდა: ჩემმა ქმარმა ღალატი შე-
მამჩნია და სიცოცხლე ჩამიმწარა, შენ კი სწორედ ახლა დამემალეო.
ვინმე შანსონეტი ადელი ავშაროვთან ერთად გატარებულ ღამე-
ებს იგონებდა და ისეთ ინტიმურ სურათებს ასწერდა, რომ სირცხვი-
ლისაგან ალეწილმა ქეთომ წერილი უკანვე ჩააგდო. მერმე ისევ
ამოიღო, ბოლომდე ჩაიკითხა, თარიღს დახედა და გაშტერდა: ცხა-
დი იყო, რომ ავშაროვს ჯვრის დაწერამდის სამი დღით ადრე ადელ-
თან გაეტარებინა ღამე და ახლა ის ქალი ლამობდა საყვარელი და-
ებრუნებინა, თანაც ქეთოს დასცინოდა:
შენი ცოლი ჯერ გამოუცდელია სიყვარულში და სანამ ისწავლი-
დეს, ისევ ჩემთან ივლიდეო.
ქეთოს ხელები აუკანკალდა. მან გაფაციცებით დაუწყო ძებნა
ადელის წერილებს. რამდენიმე ადრინდელი წერილი წაუკითხავად
გადასდო და ერთი პაწია წერილი ჩაიკითხა, რომელიც ორი კვირის
წინათ იყო დაწერილი. ამ წერილიდან ცხადად სჩანდა, რომ ქეთოს
ქმარს იმ ხანებში რამდენიმე საათი კიდევ გაეტარებინა ადელთან,
რომელიც ახლა აუწყებდა მას: ჩემმა გარყვნილმა ნავმა ამდენი ხე-
ტიალის შემდეგ ბედნიერ ნავსაყუდელს მიაღწია. მოუსვენარი კაფე-
შანტანური ცხოვრება მეყო. რამდენიმე დღის შემდეგ ქურდულად
ვთხოვდები და გემუდარები დამივიწყო და ჩვენი უწინდელი სიყვა-
რული არსად გაამჟღავნო, თორემ სამუდამოდ დამღუპავო. რამდე-
ნიმე უსირცხვილო მინაწერის შემდეგ ბოლოს ეწერა: „სამუდამოდ
შენი ალისფერი ადელი“.
„წუწკო! ბილწო! გარყვნილო არტემ!“ – გულში წამოიძახა ქეთომ,
სწრაფად შეჰკრა წერილები, უჯრა დაჰკეტა და ჩუმი ხმით ატირდა.
ისე ატირდა, თითქოს იგი ვინმეს საჯაროდ გაელახოს. ქეთო ტირო-
და და თან ლამობდა აქოთებული გრძნობა დაეცხრო და მხოლოდ
და მხოლოდ გონებას აჰყოლოდა, რათა მოღალატე ქმარს მომზა-
დებული დახვედროდა. ძალ-ღონე მალე მოიკრიფა, გაშმაგებული

270 მკითხველთა ლიგა


გული თითქმის აილაგმა და ქმრის ღალატს საკუთარი ღალატი შე-
ადარა.
ქეთო თვითონვე იყო საკუთარი თავის მოსამართლეც, დამცვე-
ლიც და ბრალმდებელიც.
„მე ზურაბი მიყვარს, არტემს კი – ვიღაც ადელი. მაშ ამ მხრივ ბა-
რიბარში ვყოფილვართ. მაგრამ მე ერთხელ ვუღალატე, შემთხვე-
ვით და უნებურად, ის კი შეგნებულად მღალატობს. მას აქეთ მე ზუ-
რაბი აღარც მინახავს, ხოლო ჩემი ქმარი იმ კახპას იქნება ახლაც ეხ-
ვევა“.
ამ სურათმა ელვასავით გაურბინა თვალწინ და გული შეუტრუსა.
„მარტო მე ძალა არ შემწევს ეს ხლართი გავხსნა. – გაიფიქრა მან.
– ზურაბი უნდა მოვიშველიო“.
ზურაბი მოუსმენს და ალბათ ჰკითხავს: „სანამ გიშველიდე, ერთ
რამეს გკითხავ და მიპასუხე: „გიყვარს თუ არა ავშაროვი?“
ქეთოს შეეშინდა. ბოლოს და ბოლოს ვინ უყვარს მას, ზურაბი თუ
არტემი? ან იქნება ზურაბიც და ქმარიც? შეუძლებელია! ტყუილია!
ქეთო მეძავი ხომ არ არის, რომ ვიღაც ადელსავით ერთსა და იმავე
დროს რამდენიმე მამაკაცი უყვარდეს! არა! მას მხოლოდ ზურაბი
უყვარს და მეტი არავინ. ავშაროვს კი მხოლოდ შეეჩვია, დიახ, მან
მხოლოდ შეიჩვია და მეტი არაფერი.
ოჰ, ნეტა ზურაბი ამ ორ თვეში ერთხელ მაინც შეხვედროდა ქე-
თოს! მათი სიყვარული უფრო მეტად განმტკიცდებოდა, ფესვებს
მოიმაგრებდა, ურღვეველი გახდებოდა. მაგრამ სჩანს გურგენიძე სა-
სიყვარულოდ ვერ იცლიდა: ხან ბაქოში იყო, ხან ქუთაისს მიეშურე-
ბოდა, ზოგჯერ ბათომს დახედავდა და ზოგჯერ სოფლადაც დადი-
ოდა.
ქეთომ მას ნიკოს პირით რამდენიმე ცნობა შეუთვალა და სცადა
პირადად ენახა გურგენიძე, მაგრამ ნიკომ უპასუხა, არ ვიცი სადა
ცხოვრობსო, და თავიდან მოიშორა. მას აქეთ ქეთო მწვავე მოლო-
დინმა მოიცვა. ეგონა, თვითონვე გამიხსენებს და ხმას მომაწვდისო,
მაგრამ ზურაბს ჯერ არ ეწადა გაწყვეტილი ძაფი ხელახლა გადაება
და მისი ერთგული ქეთო ერთხელ მაინც ენახა.
არა, ქეთოს არტემი არ ჰყვარებია, ახლა კი კიდევაც ეზიზღება.
ზნედაცემული, გარყვნილი ვინმე ყოფილა და განა ღირს ამ სალახა-
ნასათვის იტიროს და გული გაიბოროტოს? რა თქმა უნდა, არა
ღირს. ამიერიდან ერთ კურცხალსაც არ ჩამოაგდებს, აღარც მოუ-

271 მკითხველთა ლიგა


ალერსებს, არც გვერდით მიუწვება, დეე ალისფერ ადელთან წაეთ-
რიოს და იქ დაცხრეს, თუნდ გაგიჟდეს, თუნდაც დადნეს.
წაეთრიოს, მაგრამ ვინ არის ეს ალისფერი ადელი? ქეთო ხელახ-
ლა ეცა უჯრას. აქ წეღანვე მოჰკრა თვალი ფოტო-სურათებს. მთელი
დასტა ამოიღო, ქალების სურათები ამოარჩია და ხარბად შეუდგა
სინჯვას და წარწერების კითხვას.
ეს ის ლენაა, რომელმაც ავშაროვს „ყველაფერი შესწირა“. ნამ-
დვილი მოჭიდავეა: სქელი, ვულგარული, გაცვეთილი და ურცხვად
მოპრანჭული.
აი, ის მარგოც, ქმარმა რომ ღალატი შეამჩნია და სიცოცხლე ჩაუმ-
წარა. ჯმუხი, პაწია, შავი და ნამძუვნარი კატასავით გამხდარი, მას
რომანტიული მიჯნურისა ოდნავი იერიც კი არა აქვს.
აი მესამე, მეოთხეც და... და ქეთოს მადამ ჰოპკინსის სურათი ხე-
ლიდან გაუვარდა. აი თურმე ვინ ყოფილა ალისფერი ადელი! შან-
სონეტი ადელი! ილიკოს საცოლე და ავშაროვის საყვარელი, ერთსა
და იმავე დროს ორის, ხუთისა და ხუთმეტის დედალი. ახლა მისი
„გარყვნილი ნავი“ ვიღაცამ შეიცურა. ადელი ქურდულად თხოვდება.
მისი მთხოვნელი მასზე უფრო მეტად უნდა იყოს გარყვნილი და სუ-
ლელი.
„ღმერთო დიდებულო, ნუ თუ ილიკო ბრიყვდება? – იკითხა ქე-
თომ. – აგრეა, უეჭველად აგრე იქნება. ერთხელ გაკვრით მითხრა,
მაშინ არ დავუჯერე. ხუმრობა მეგონა. მაგრამ სჩანს იმ ძუკნას იმდე-
ნად მოუხიბლავს მართლა სულელი, მართლა ავარა და მართლა
ზნეწამხდარი ჩემი ძმა, რომ მან გაჰბედა და ის უნამუსო ჩემს ქორ-
წილშიც კი მომგვარა. ალბათ ილიკოს არ ეცოდინება, რომ ადელი
არტემის საყვარელია, თორემ თავმოყვარეობას არ შეილახავდა,
სისხლის აღრევას არ მოითმენდა“.
სანამ დრო აქვს, ქეთომ ილიკოც, თავის დედ-მამაც და საკუთარი
თავიც უნდა იხსნას საქვეყნო შერცხვენისაგან.
უცებ მან მაგიდაზე რამდენიმე საქმე შენიშნა, რომელიც იმის
ქმარს დავიწყებოდა. ქეთომ ორი მათგანი გადასინჯა, მესამეც გადა-
ფურცლა, გურგენიძის სახელს მოჰკრა თვალი, რამდენიმე სტრიქო-
ნი წაიკითხა და დარეტიანებული დაეშვა სკამზე. ეგონა თვალმა
მიმტყუნაო და ხელმეორედ ჩაიკითხა, ძაფით შეკერილს ზურაბის
საქმეში ერთი ფურცელი ხელმეორედ ჩაიკითხა. ძაფით შეკერილს
ზურაბის საქმეში ერთი ფურცელი იყო ჩადებული, რომელზედაც
რამდენიმე შენიშვნა ეწერა. ეს შენიშვნები ქეთოს ადრევე ჰქონდა
272 მკითხველთა ლიგა
წაკითხული. იქ ეწერა: ჯერჯერობით გურგენიძე არ დააპატიმროთ
და მართა დოვლათოვის ბინას თვალყური ადევნეთო. ახლა კი ავშა-
როვს საკუთარი ხელით მიეწერნა: „გურგენიძეს ხელი აღარ ახლოთ.
დიდ სამსახურს გვიწევს“.
არა, თვალს არ უმტყუნია. სწორედ ასე ეწერა: დიდ სამსახურს
გვიწევსო. ქეთოს ჟრუანტელმა ჩაურბინა, მერმე ცახცახი აუვარდა.
ამგვარი მაგალითი მრავალჯერ მომხდარა: ერთობის მეთაურებშიც
კი აღმოჩენილა პროვოკატორი. პარტიაში ათიოდე წელიწადს უმუ-
შავნიათ, მეტად საგმირო საქმენიც ჩაუდენიათ, უსაზღვრო ნდობა
მოუპოვებიათ, შემდეგ ყველა ამხანაგები გაუციათ და ყველაფერი
დაუნგრევიათ.
„ზურაბიც... ნუ თუ ზურაბიც! არა, არა მეთქი! შეუძლებელია! და-
უჯერებელია! ჩემი ქმარი ხაფანგს მიგებს. მან ანკესი გადმომიგდო.
ახა-ხა, სულელო, ტუტუცო! სულელი ის არის, ვისაც მე ვგონივარ სუ-
ლელი. წეღანვე მომამზადა. მითხრა: შენ რა იცი შენი გმირი ზურაბი
ვინ არის. როცა გაიგებ, თავზარი დაგეცემაო“.
აჰა, გაიგო. მერე რა, ვითომ მოტყუვდა? სასაცილო ფანდია. ამ ფი-
ნაჩურ ხაფანგს ბრმაც კი დაინახავს. ქეთომაც თვალნათლივ დაინა-
ხა, თანდათან ცახცახი დაუცხრა და სულიერ ცაზე ღრუბლის ერთი
ნაგლეჯიღა დარჩა: ფოცხვერის ღალატიც ქაღალდის იმავე ფურ-
ცელზე ეწერა და მართალი გამოდგა. მაგრამ... ვითომ მართალი გა-
მოდგა? ვინ გამოიძია? ვინ შეამოწმა? იქნება ავშაროვმა ის საწყა-
ლიც ამ ფანდით მოაკვლევინა? მაგრამ შესაძლებელია ფოცხვერი
მართლა მოღალატე ყოფილიყო და, მაშასადამე, ჩაწერილი შენიშ-
ვნაც მართალი ყოფილა. თუ აგრეა, მაშინ არც ის არის დაუჯერებე-
ლი, რომ ზურაბიც... დიახ, ზურაბიც... ჰოი საძაგელო, საზიზღარო
ჟანდარმო, ეს რა შხამი ჩაუწვეთე შენს ცოლს ქეთოს?! ის უკვე მოწამ-
ლულია. მან დღესვე უნდა იპოვნოს ზურაბი, დღესვე უნდა გაიგოს
სიმართლე, უნდა გაიგოს და ეს ჭორი გაჰფანტოს, თორემ შესაძლე-
ბელია მთელ ქალაქს მოედოს და ზურაბმა თავი ვეღარ გაიმარ-
თლოს.
სანამ ეკა დაბრუნდებოდეს, ქეთო ქაღალდებს თავის ალაგას აწ-
ყობს, უჯრებს ჰკეტავს, სწრაფად იცვამს ტანისამოსს და ცარიელ
ოთახებში დიდხანს დადის ამღვრეული, მოწამლული, ფერწასული.
ეკა რომ ბრუნდება, ქეთო რაღაც დარიგებას აძლევს მას და საჩქა-
როდ გადის შინიდან.

273 მკითხველთა ლიგა


– ქეთო, სულელო! ქეთო სულელო! – მისდევს მას უკნიდან თუთი-
ყუშის ყრანტალი.

274 მკითხველთა ლიგა


XVI

ანდრომ ყველანი ერთად მოიწვია საუზმეზე, შვილებიც და ძმის-


წულებიც. ქეთო მიპატიჟებული არ იყო. შემთხვევით შემოვიდა,
თითქმის ცივად მიესალმა ყველას და დაღვრემილი მიუჯდა სუფ-
რას.
მისი მამაც დაღვრემილი იყო. სანამ საუზმეს შემოიტანდნენ, ან-
დრო მოუსვენრად დაბორიალებდა და დროგამოშვებით ისე ოხრავ-
და, თითქოს უმძიმეს სათქმელს ამზადებდა. არავინ იცოდა, რა კავ-
შირი აწუხებდა სამოქალაქო გენერალ ახატნელს.
ამას წინათ ანდროს სოფელში „მისდა დაუკითხავად“ ასი ყაზახი
ასულიყო, იქაურობა აეკლოთ, ორი გლეხი დაეჭირათ. ერთი მოეკ-
ლათ, თორმეტი თავიკაცი დაეპატიმრებინათ, ანდროს კუთვნილი
ღალა აეკრიფნათ, „სრული წესრიგი დაემყარებინათ“ და მეორე სო-
ფელში გადასულიყვნენ. ამის გამო ანდრო არა სწუხდა. არც სიხა-
რულს ამჟღავნებდა. მხოლოდ ამბობდა, ვინც კანონი დაარღვია, პა-
სუხიც იმან აგო, მორჩა და გათავდაო. მაგრამ ბობოქარ ერთობას
ფიქრადაც არ მოსვლოდა გათავებულიყო. ყოველგვარი „თავისუფ-
ლება“ ჩვიდმეტ ოქტომბერს გამოგლეჯილი, მან ძირფესვიანად გა-
მოიყენა, რათა ძალ-ღონე მოემრავლებინა და საბოლოო იერიში-
სათვის მომზადებულიყო, ანდროს ესეც აწუხებდა, მაგრამ მან თა-
ვის შვილებსა და ძმისწულებს სხვა რამისთვის დაუძახა. საუზმის
დროს ხმა არ ამოუღია, ცოტას სჭამდა, ისევ ოხრავდა, თავჩაქინ-
დრული იჯდა და საუზმის გათავებას მოუსვენრად ელოდა. სმა-ჭამა
რომ გათავდა, ანდრომ წვერზე ხელი მოისვა და ბორძიკით დაიწყო:
– შვილო, ჩვენს მამაპაპურ მამულს მეორე მხრიდანაც გაუჩნდა
ხიფათი. თქვენც იცით, რომ იგი დაგირავებულია და პირველ იან-
ვრისათვის დიდი თანხა უნდა შევიტანოთ ბანკში. ამას როგორმე
მოვიშორებ, ვადას გადავადებინებ, მაგრამ უბედურება ის არის, რომ
კერძო უვადო თამასუქები მაქვს გაცემული, რომელნიც ნოტარიუ-
სისთვის გადაუციათ საპროტესტოდ. ახლა მწადიან თქვენი რჩევაც
მოვისმინო, როგორ მოვიქცეთ?
– ვის მიეცით თამასუქები? – ჰკითხა გრიგოლმა.
წვერაძეს, ავშაროვს, რახმანოვს, პეტროსიანს და ცეიტლინს. –
უპასუხა ანდრომ და თითები აატკაცუნა.

275 მკითხველთა ლიგა


– მევახშეთა დიდი კრებული შეუდგენია. – ჩასჩურჩულა ნიკომ
აკაკის და ჩაიცინა.
– სულ რამდენია?
– ოცდაათი ათასია. – ჩუმი ხმით მისცა ცნობა ანდრომ.
– პასუხს ვინ აგებს? – ოდნავ აუწია ხმა გრიგოლმა.
– პასუხს ეს საერთო სახლი და ჩვენი საერთო მამული აგებს. –
უფრო მეტად დაუწია ხმას ანდრომ.
– ბიძა-ჩემო, – წამოიძახა გრიგოლმა, – ჩემთვის, მიტოსთვის და
ჩემი ცოლ-შვილისთვის ყელი გამოგიჭრიათ.
გრიგოლს სისხლი აუვარდა თავპირში. მრგვალ მუშტს ოდნავ
ურახუნებდა მუხის მაგიდას და ცხარედ ჩიოდა: მისი ბიძა თავის
ძმისწულების მზრუნველი იყო და საბოლოო ანგარიშის გასწორების
დროს ხუთმეტიოდე ათასი მანეთი ვალი დაედო. მამულისა და სახ-
ლის დაგირავების დროს გრიგოლმა და დიმიტრიმ სრული რწმუნე-
ბა მისცეს ანდროს, რომელმაც ბანკიდან ფული გამოიტანა და ძმის-
წულების ძველ ვალს ათიოდე ათასი კიდევ მიუმატა. ახლა მას ის
რწმუნება ხელახლა გამოუყენებია, ოცდაათი ათასი კიდევ უსესხნია
და ეს ფულიც მარტო თვითონ დაუხარჯავს.
– რას გვიშვრები, რაზე გვღუპავ, ბიძა-ჩვენო?! ოთხი ათასი თუმა-
ნი საიდან უნდა გადაგვიხადო?– ეკითხებოდა გრიგოლი და გაშმაგე-
ბული დარბოდა ოთახში. – გაგვაგებინე, რას აპირებ? რა იმედს გვაძ-
ლევ?
დიმიტრი გაფითრებული იჯდა და პასუხს ელოდა.
ანდრომ იმედის მიცემის მაგიერ სუფრაზე თითი ააკაკუნა და წა-
ილუღლუღა:
– ქეთოს გათხოვება ხუთმეტი ათასი დაგვიჯდა.
ყველანი ქეთოს დააშტერდნენ. ქეთოს შერცხვა, თვითონაც არ
იცოდა რად შერცხვა. გაწითლდა და თავჩაღუნულმა წაილაპარაკა:
– რა ჩემი ბრალია...მე არაფერიც არ მითხოვნია.
– შენი რა ბრალია, შვილო. – დაამშვიდა მამამ. – შენმა ქმარმა კი
ჩვენც გვიმტყუნა და თვითონაც ჭკუა წააგო: ათასთუმნიანი თამასუ-
ქი წვერაძეს ექვსას თუმნად მიუგდო, რადგან შენ წვერაძე დაიწუნე,
ამიტომ ის ჩვენი მოსისხლე მტერი გახდა. ჩემს თამასუქებს ყიდუ-
ლობს და განიავებას გვიპირებს.
– კეთილი, ბიძაჩვენო, მაგრამ ჩვენ რად ვიჭყლიტებით შუაში? –
კვლავ წამოიძახა გრიგოლმა. – ხუთმეტი ათასი ქალის გათხოვება
დაგიჯდათ, ხუთმეტი ათასი ილიკომ გაფლანგა...
276 მკითხველთა ლიგა
– მე არ მახსენო! – დაიძახა უცებ ილიკომ და ფერწასული წამოხ-
ტა. – არ მახსენო-მეთქი, თორემ სისხლს დავღვრი. მე არაფერიც არ
გამიფლანგავს. ჩემზე სულ არაფერი დახარჯულა. დროა ჩემი წილი
მეც მოვითხოვო. მეც მომბეზრდა უთავბოლო ხეტიალი.
მინდოდა ცოლი შემერთო, მაგრამ ნება არ მომცეს. იმ ქალს ამ
სახლში არ შემოვუშვებთო. რაკი აგრეა, ნებადაურთველად შევირ-
თავ. თუმცა რაღა დაგიმალოთ, გუშინ ჯვარი დავიწერე და გავათავე.
– ვაიმე, – ამოიკვნესა მარიამმა, რომელმაც თავის და ანდროს სა-
ხელით ნება არ მისცა ილიკოს ის ქალი შეერთო.
– ბინა უნდა მოვაწყო, ვალი უნდა გავისტუმრო. – განაგრძო აფო-
რიაქებულმა ილიკომ. – თუ ხვალ შუადღემდის ხუთი ათასი არ ჩაგი-
ბარებიათ, ვიღაცას მოვკლავ, ამ სახლს გადავწვავ და მეც თავს მო-
ვიკლავ, – და ისტერიულად გაიმეორა: – თავს მოვიკლავ– მეთქი!
ყველანი შიშით და გაოცებით შესცქეროდნენ ილიკოს, ბოლოს
ნიკომ ჰკითხა:
– ვინ შეირთე, ბიჭო? ბარემ ეგეც გვითხარი...
– ვინა და პეტიპას მეტოქე, სახელოვანი ადელ ჰოპკინსი შევირთე,
მაშა! უბრალო ვინმე ნუ გგონია.
– წყალი! დედას გული შეუწუხდა! – წამოიძახა ქეთომ და კინაღამ
თვითონაც გული წაუვიდა.
ორმა საშინელებამ – გაღატაკების ხიფათმა და მადამ ჰოპკინსის
დანათესავებამ – ყველას თავზარი დასცა. მხოლოდ ნიკო იღიმებო-
და გულგრილად. მარიამის გულყრამ ყველანი წამოშალა. ყველაზე
ადრე ნიკო წამოვარდა და წყალს ეცა.
ანდრომაც წამოიწია, მაგრამ გულზე ხელი იტაცა და ისევ სკამზე
დაეშვა. ალიაქოთმა იმატა. შეწუხებული მარიამი თავის ოთახში გა-
იტანეს. ანდროს აკაკი და ილიკო მიეშველნენ, წამოაყენეს, იღლიებ-
ში შეუსხდნენ, კაბინეტში შეიყვანეს და ტყავგადაკრულ ტახტზე მი-
ასვენეს.
ნახევარი საათის შემდეგ გონსმოსულ მარიამს მშვიდად ჩაეძინა.
ანდრო ისევ ჰბორგავდა. დიმიტრი იქვე ეჯდა და უვლიდა. ანდროს
შვილებმა და გრიგოლმა სასტუმრო ოთახში მოიყარეს თავი. ჩუმად
ისხდნენ, ფეხაკრეფით დადიოდნენ და სათქმელს ვეღარ ამბობ-
დნენ. ბოლოს გრიგოლმა ჰკითხა ილიკოს:
– შენი ცოლი რამდენ ხანს მოღვაწეობდა შანტანში?
– ცხრა წელიწადს. – მიუგო ილიკომ და ზღარბივით აიშალა. – მა-
გას რად მეკითხები? – პასუხს აღარ მოუცადა, უცებ ხანჯალზე გაიკ-
277 მკითხველთა ლიგა
რა ხელი და შესძახა: – ვინც ჩემ ცოლზე ცუდს იტყვის, ასო-ასო ავ-
ქნი! ფრთხილად-მეთქი, თორემ... – ყველას ავი თვალით გადახედა,
მერმე მოსხლტა და საჩქაროდ გავიდა შინიდან.
„უაზრობა იქნება ილიკოს ვუთხრა, რომ მაგის ადელი აშკარა მე-
ძავია, რომ ის ჩემ ქმარსაც ჰყვარობდა, რომ მას ათასობით ჰყავდა
კურო – ზოგი მხოლოდ ერთი ღამით, ზოგი ერთი კვირით და ზოგიც
ორი თვით. ვაი სირცხვილო! ვაი წაბილწულო ოჯახო!“ – გაიფიქრა
ქეთომ და ფანჯარას მიადგა.
– ყველაფერი ინგრევა: სახელმწიფოც, საზოგადოებაც, ოჯახიც
და გვარიც. – მწუხარებით ჩაილაპარაკა გრიგოლმა. – შვიდ საუკუნე-
ზე მეტია, რაც ჩვენს მამულ-დედულს თავს ვევლებით. ამ ხანში მას
ათასი სული ახატნელი მაინც გამოუზრდია. ახლა კი ანდრო ახატნე-
ლის ხელში უნდა გაიყიდოს?! არ შეიძლება! ვერ დავიჯერებ!
ხმა არავინ გასცა. ყველას ბოღმა აწვებოდა და არავინ იცოდა, რა
გზით აეცილებინათ ავი ხიფათი, რომელიც უკვე კარს ურახუნებდა
მათ. მხოლოდ ნიკო დარჩა უდარდელი. დაუდევრად გაწოლილიყო
საქანელაში და დამცინავად იღიმებოდა.
ქეთო ფანჯარაში იხედებოდა. უცებ მოღრეცილი სახლის იქით,
ხედვიდან ვინმე კაცმა ამოჰყო თავი და იქაურობა მოათვალიერა. ქე-
თომ მაშინვე იცნო ზურაბი, გაოცებული ამოეფარა ფარდას და გურ-
გენიძეს თვალი დაადგა. „იმ ხევში რა უნდა, რას ეძებს? ვის უთვალ-
თვალებს?“ – იკითხა მან და თავის მეგობარს თვალი აადევნა.
მცირე ხნის შემდეგ თავჩაღუნულმა ზურაბმა ფართო ვერანი ეზო
დინჯად გადმოსერა და გვერდელა სახლს შეაფარა თავი. ქეთოს მა-
შინვე გაახსენდა ლევანი, რომელიც ოთხიოდე თვის წინათ იმ ეზოში
ცოდვილობდა, გაახსენდა და გონების მთელი ძალ– ღონე მოიკრი-
ფა იმის გასაგებად, თუ რა უნდა ყოფილიო იმ სახლში? „ალბათ იმ
ქოხში ბინა გაუჩინეს ზურაბს“. – თითქმის მიაგნო სიმართლეს ივ-
დითმა და დამცირება იგრძნო: რატომ ერთხელ მაინც არ დაიბარა
ზურაბმა ქეთო? თუ ოდნავ მაინც მოსწონს მას, მაშ რაღად ერიდება?
რისთვის დასჭირდა მას ნიკოს შუამავლობა? ნუ თუ ის ნეტარება,
რომელიც მათ ბნელ გვირაბში განიცადეს, ზურაბმა მეორე დღესვე
დაივიწყა? ქეთო იმ სამიოდე საათს სამარემდის მიიტანს, ზურაბმა
კი... ჰოი ვერაგო, უმადური მამაკაცნო! ვაი იმ ქალს, ვინც მოგენდო-
ბათ. თუ ზურაბი ქეთოს შეხვდა სადმე, ალბათ თავს გაიმართლებს:
ერთობას გადავეგე, ვეღარ მოვიცალეო. ვითომ ერთი საათითაც ვე-
ღარ მოიცალა? ტყუილია! ჭორია! ნამდვილი მიზეზი სხვა ვინმეა.
278 მკითხველთა ლიგა
მართავ! შე უმადურო, შენ გადაეღობე გზაზე შენს კეთილისმყო-
ფელ ქეთოს, შენ მოხიბლე ზურაბი. მაგრამ რა თილისმით შეჰბოჭე?
რით მოაჯადოვე? სულიერი ნათესაობით?
არა, ქეთოს არა სჯერა. მარტო საერთო რწმენა და საერთო საქმე
რა საკმარისია! ალბათ სხეულიც სხეულმა იცნო და სისხლიც
სისხლს მიუდგა.
ქუჩის გადაღმა იმ სახლის ორ ფანჯარას უცებ თეთრი ჩითის
ფარდები ჩამოეფარა.
„ალბათ ზურაბი მარტოა. – გაიფიქრა ქეთომ. – მაგრამ იქნება
მართაც იქ არის?“ ნიკო გვერდში ამოუდგა ქეთოს და ჰკითხა:
– რას დაღონებულხარ? ახატნელების გაჭირვება შენც გეწყინა?
– მე ჩემი ქმრის მაგიერ მრცხვენიან. – მიუგო დამ. – ის ათი ათასი
მანეთი ჩემი მზითევი იყო, მან კი მე არა მკითხა რა და თამასუქები
ნახევარ ფასში მიუგდო წვერაძეს.
– სჯობს სულ დაივიწყო.
ქეთომ არაფერი უპასუხა, მცირე ხნის შემდეგ გადაღმა ქოხზე მი-
უთითა და შეცვლილი ხმით ჰკითხა:
– ნიკო, აგერ იმ სახლში ვინა ცხოვრობს?
– მე რა ვიცი? – მიუგო ძმამ და მის ხმას შფოთი დაეტყო. – რად
მეკითხები? რა მოხდა? იქ ხომ არავინ დაინახე?
– არავინაც არ დამინახავს.
– მაშ რათა მკითხე?
– რა ვქნა, რას ჩამაცივდი?
– მე კი არა, შენ ჩამაცივდი. აქამდე არ გიკითხავს და რაღა ახლა
მეკითხები?
ქეთო ფანჯარას მოშორდა და საბოლოოდ დარწმუნდა. რომ იმ
სახლში ზურაბი ცხოვრობდა.
მან ნიკო მეორე ოთახში გაყვანა და ჩუმად ჰკითხა;
– ზურაბზე ხომ არაფერი გაგიგია?
– არაფერი, რა უნდა გამეგო?
– სულ არაფერი გაგიგია? – ჩააცივდა ქეთო.
– არაფერი-მეთქი.
– იმაზე ცუდს ხომ არაფერს ამბობენ?
– რა უნდა სთქვან, ქალო? რა ირიბულად მეკითხები?
– საიმისო არაფერია. ხმა დადის ინტრიგანიაო, – მარდად გადა-
უხვია ქეთომ.

279 მკითხველთა ლიგა


– ეგ ხომ ძველისძველი ამბავია. შურიანი ხალხი არ გამოილევა.
ზურაბი მედგრად იბრძვის, ზოგ ვინმეს ლაშქარი წაართვა და ამი-
ტომ ჭორიკანაობენ. მეტი არაფერი?
– მეტი არაფერი, – მიუგო დამ და მოიშორა.
ქეთო უცებ ზურაბის ნახვის წადილმა შეიპყრო. ახლავე წავა, ერ-
თხელ კიდევ მოელაპარაკება და საბოლოოდ გაიგებს, ვინ არის ქე-
თო ზურაბის გულში, საყვარელი თუ ჯაშუში? დიაღ, სწორედ ისე
ჰკითხავს:
„სთქვი ზურაბ, გიყვარვარ თუ არა?“ – „მიყვარხარ“. – ცალი ყბით
ეტყვის ზურაბი. „შენი სიყვარული ეგ არის? ორ თვეში ერთხელაც
არა მნახე, არც მოკითხვა შემომითვალე“. ვნახოთ რას იტყვის ზურა-
ბი. არა-მეთქი, – ქეთო თავს არ დააჩაგვრინებს მართას. აგრე ადვი-
ლად არ დაუთმობს მას გურგენიძის თავს. რაც გინდა მოხდეს, ახლა-
ვე გამოარკვევს ყველაფერს. ეყო ამდენი ლოდინი!

***

იმ სისხლიანი დღის შემდეგ, როცა ქეთომ ზურაბს ქმრის საიდუმ-


ლოება უამბო, გურგენიძემ დაუყოვნებლივ მოშალა დროებითი ბუ-
დე თავის ჯგუფისა, რომელიც ხან რაჟდენთან და ხან მართასთან
იკრიბებოდა. ყველანი დაიქსაქსნენ, თავიანთ თავს თვალი დაად-
გეს, რათა გაეგოთ, ადევნებდა თუ არა მათ „ახრანკა“ თვალყურს.
ყველაზე მეტად რაჟდენი მოიბუზა. ასე ურჩია ზურაბმა და იმანაც
თავი მოიმკვდარუნა.
ლევანი დაიკარგა. მან სამიოდე ჯგუფი შეჰკრა ხელოსნებში და
შინ კვირაში ერთხელ ბრუნდებოდა ერთი საათით.
ნიკოც ხელახლა მოსწყდა ახატნელთა სახლს.
მართა მარტო დარჩა. მან მალე შეამჩნია, რომ მას ლანდივით
დასდევდნენ. მართამ ეს აინუნშიც არ ჩააგდო და, თითქო არაფერი
იცისო, უწინდელზე უფრო გულმოდგინედ მოჰკიდა ხელი შეგირდებ-
სა და ხელსაქმეს. ერთ ხანს მხოლოდ სკოლაში დადიოდა, ხოლო
დანარჩენ დროს შინ იჯდა, მუშაობდა და თავის მეთვალყურეს თვი-
თონაც ჩუმად ადევნებდა თვალყურს. ერთი თვის შემდეგ მართას
ეგონა: მათ ამ ქუჩაზე ხეტიალი მოჰბეზრდათ და თავი დამანებესო.
ზურაბიც მიიმალა. იმ ორ თვეში მართა მხოლოდ ორჯერ დაიბა-
რა, მაგრამ არავითარი ახალი საქმე არ დაუვალებია, პირიქით, რაც

280 მკითხველთა ლიგა


ებარა, იმაზედაც ხელი ააღებინა და ანუგეშა: როცა თავს დაგანებე-
ბენ, მე თვითონ შეგატყობინებ. ჯერ კი ჩრდილში ჩადექი და მოით-
მინეო. მართა ჩრდილში ჩააყენა, თვითონ კი უფრო ღრმად ჩაძვრა
ჯურღმულში და უწინდელზე უფრო ხშირად ჩააწყო ნაღმები. ზურა-
ბი მიიმალა, მაგრამ მართას უბანს მაინც ვერ მოშორდა. იქ ჰქონდა
მას სტამბაც, საწყობიც და ბინაც, იქ იყო თავფეხიანად მიბმული და
იქაურობას ვერ მოსწყდებოდა.
იმ ორ თვეში ზურაბს ახატნელების ქუჩაზე ერთხელაც არ გაუვ-
ლია. იმ ნაჭერს მიწისას, სადაც მოღრეცილი სახლი იდგა, უკნიდან
ხევი ჩაუდიოდა. ზურაბი ხევ-ხევ უვლიდა და მხოლოდ იმის გამო
სწუხდა, რომ ის სახლი და მისი ეზოც ახატნელთა სახლის ზემო
სართულიდან მოსჩანდა. გურგენიძე ფრთხილობდა და ერიდებოდა
ის ალაგი დღისით გაევლო ხოლმე. მაგრამ საქმე მუდამ არ ნებდე-
ბოდა და მას ზოგჯერ დღისითაც მიიყვანდა ახალ ბინაზე და იქიდა-
ნაც დღისით გამოიყვანდა ხოლმე.
იმ დღეს რაჟდენი თითქმის რიჟრაჟზე შესხლტა იმ სახლში, მარ-
დად ჩაცურდა ხვრელში და გაზეთის აწყობას შეუდგა.
ზურაბი შუადღის შემდეგ მოვიდა. მან საკუთარი გასაღებით გა-
აღო კარი, შიგნიდან ჩაკეტა, ჩითის თეთრი ფარდები ჩამოუშვა და
ისიც ბუხარში ჩაძვრა. გურგენიძემ ახალი წერილი ჩაუტანა რაჟ-
დენს. ნახევარ საათში უკანვე ამოძვრა, ბუხარში ფილაქანი გაასწო-
რა, ზედ პრიმუსი ააშიშინა, ჩაიდანი შესდგა, მერმე მაგიდას მიუჯდა
და კორექტურის გასწორებას შეუდგა. მან რამდენიმე წერილი გაას-
წორა და ბოლოს საკუთარი წერილის კითხვა დაიწყო.
ზურაბი სწერდა: ოქტომბრის მანიფესტი ჯერ არ გაცივებულიყო,
როცა მთავრობა სამზადისს შეუდგა. მან შავი რაზმები შეადგინა, ჯა-
რი „გაწმინდა“, აფიცრები შეარჩია, კამარილია მოაწყო. სათათბი-
როს დიდი ძალა არ ექნება. დეპუტატების საკრებულოს უფლება
აქვს ითათბიროს, მაგრამ ნება არა აქვს ძირითად კანონებს გადას-
ცდეს. მას ზემოდან სახელმწიფო საბჭო დასცქერის, რომელსაც შე-
უძლიან ყოველი მისი დადგენილება გააუქმოს, თუ იგი არ მოეწონა,
ხოლო ორივეს თავით-ფეხამდის იარაღში ჩამჯდარი მთავრობა ად-
გია, რომელსაც სულ ადვილად შეუძლიან ყურმოჭრილ ყმებად აქცი-
ოს ისინი, და თუ ურჩობას გაუბედავენ, უბრალო მსახურივით დაით-
ხოვოს და უფრო მორჩილ ხალხს მიიწვევს. გურგენიძის აზრით თავ-
დაპირველად საჭირო იყო დამფუძნებელი კრების მოწვევა და ძვე-
ლი ძირითადი კანონების განიავება, ხოლო ამ საქმის შესრულება
281 მკითხველთა ლიგა
მხოლოდ გამარჯვებულ აჯანყებას შეეძლო. დასასრულ ავტორი აფ-
რთოვანებით მოუწოდებდა ხალხს იარაღი აესხა, დარაზმულიყო,
წითელ დროშას გაჰყოლოდა და გადამწყვეტ ბრძოლაში ჩარეული-
ყო, რომელიც საცაა უნდა დაწყებულიყო.
გურგენიძემ თითქმის ბოლომდის ჩაიკითხა წერილი. უცებ კარი
დააკაკუნეს. ზურაბი შეკრთა, წამოხტა, რევოლვერზე იკრა ხელი,
ფეხაკრეფით მივიდა ფანჯარასთან და ფრთხილად გაიხედა გარეთ.
იქ არავინ მოსჩანდა. ზურაბს თითქმის გაეფანტა კრთომა. მტერი
რომ მოსულიყო, თავდაპირველად ალყას შემოარტყამდა. მაშ კერ-
ძო ვინმე იქნება.
კარი უფრო გაბედულად დააკაკუნეს. ცხადია რომ არც ზურაბის
ამხანაგია. მათ სამჯერ უნდა დააკაკუნონ მაგრად, ეს ვიღაც კი უთავ-
ბოლოდ არაკუნებს.
– რომელი ხარ?
ქეთომ ზურაბის ხმა იცნო და მთრთოლვარე ხმით მიუგო გარე-
დან:
– ზურაბ, მე ვარ... ქეთო ვარ... კარი გამიღე.
გურგენიძემ კარი გაუღო, ქეთო შემოუშვა, ისევ მიუკეტა და ცივად
დააყარა:
– მარტო ხარ? როგორ მომაგენი? ვინ მოგასწავლა?
ქეთო გაშეშდა. მას ეგონა, ზურაბი გადაეხვეოდა, სიხარულით ცას
დაეწეოდა, მან კი სალამიც არ აღირსა და სუსხიანი ხმით განაგრძო:
– სთქვი რაღა? როგორ მომაგენი-მეთქი? ვინ მოგასწავლა? რას
გაჩუმებულხარ? ქეთო აიმრიზა. ჯერ კარგა ხანს იყუჩა და მერმე ნაწ-
ყენი ხმით ჰკითხა:
– სალამსაც არ მაღირსებ?
– რა დროს ეგ არის! გეკითხები, როგორ მომაგენი-მეთქი?
– თუ სალამის ღირსიც აღარა ვარ, უკანვე გავბრუნდები. შეწუხები-
სათვის კი ბოდიშს ვიხდი.
– დაიცა. ვერ წახვალ. კარი დაკეტილია. აქ მო, აი აქ დაჯექი და
ყური დამიგდე.
მკლავში ხელი წაავლო, ტახტზე დასვა, თვითონ გაიარ-გამოიარა,
მერმე გვერდით მიუჯდა, ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– ჩემო ქეთინო, ნუ გწყინს, ნუ მიჯავრდები. ჩვენი ამბავი რომ
გცოდნოდა, არც მოხვიდოდი და არც გეწყინებოდა.
ზურაბმა მოკლედ უამბო: ახლა გაცხარებული სამზადისია. რამ-
დენიმე დღეში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დაიწყება და რა
282 მკითხველთა ლიგა
საკვირველია, რომ ზურაბმა ვერ მოიცალა. არც ახლა სცალიან, სა-
ცაა უნდა წავიდეს, ამხანაგები ელოდებიან.
– მაშ წავალ. მშვიდობით იყავი. – ცივად მიუგო ქეთომ და წამოდ-
გა.
დაიცა-მეთქი, ქეთინო. ჯერ უთხარი, გზა ვინ მოგასწავლა. ზურაბი
ამან შეაწუხა და სანამდის არ გაგიშვებს, მანამ ამას არ გაიგებდეს.
– ამ ეზოში რომ შემოდიოდი, მე იმ ფანჯარაში ვიყურებოდი და
დაგინახე. – და თავიანთ სახლზე მიუთითა.
ზურაბი თითქმის დამშვიდდა. მან შვებით ამოისუნთქა და ჰკით-
ხა:
– ეზოში საიდან შემოხვედი?
– ერთი საათია რაც ამ სახლს გარშემო ვუვლი. ბოლოს ხევში ჩა-
ვედი და იქიდან ამოვედი.
– ხომ არავინ გითვალთვალა?
– ნუ გეშინიან, სულ ირგვლივ ვიხედებოდი. ფრინველსაც კი არ
დავუნახივარ. დაწყნარდი-მეთქი. დანამდვილებით ვიცი, რომ მე
თვალს არ მადევნებენ. – დაამშვიდა ქეთომ ზურაბი და ხელზე ხე-
ლი დაადო.
– არა მჯერა. გული სხვას მეუბნება. შენი ქმარი დაგეშილი მეძება-
რია და იცის, რომ ჩვენს ჯგუფთან რაღაც კავშირი გაქვს, რომ სამუ-
დამოდ არ ჩამოგვშორებიხარ და, მაშასადამე, ჯაშუშს მოგიჩენდა.
– მართალია, მომიჩინა, მაგრამ ის ჯაშუში მოვისყიდე და ხელში
ჩავიგდე. – გამოუტყდა ქეთო ზურაბს და წეღანდელი ამბავი უამბო.
ქერა ჯაშუშის ხსენებაზე გურგენიძე უარესად შეშფოთდა:
– ეგ რა გიქნია, ქეთო!
– ხელთა მყავს-მეთქი, ზურაბ.
– შენ კი არა გყავს. – გააწყვეტინა მეგობარმა. – იმას ჰყოლიხარ
ხელში, შე საწყალო, შენა. სანამ ფულსა და ბეჭედს მისცემდი, რა-
ტომ მე არა მკითხე.
ქეთომ დრო იხელთა და ზურაბი საყვედურით გაავსო. ქალმა მას
უბიწოება შესწირა, ზურაბი კი დაიკარგა და მას აქეთ ერთხელაც არ
გამოჩენილა. ქეთოს გაგიჟებით შეუყვარდა გურგენიძე და იმის გარ-
და სხვა არავინა ჰყავს.
– შენ ხარ ჩემი ნამდვილი ქმარიც, ჩემი ძმაც და ჩემი ერთად-ერ-
თი მეგობარიც. შენ კი... გრცხვენოდეს... არც კი შემიბრალე... ერთხე-
ლაც არ გამიხსენე.

283 მკითხველთა ლიგა


ზურაბმა გულაჩუყებულ ქეთოს მკლავები მოხვია, ცრემლიანი სა-
ხე დაუკოცნა და შეცოდება აღიარა:
– მე ვტყუი, ვტყუი-მეთქი... ჩემი ბრალია. დამნაშავე ვარ და მაპა-
ტიე...
– თუ შენც გიყვარვარ, გაპატიებ...
– რაც მოხდა, დაივიწყე...
– თუ შენს თავს კვირაში ერთხელ მაინც მაჩვენებ, ყველაფერს და-
ვივიწყებ... ჩემო ზურაბ. ჩემო მტანჯველო ზურიკო.
დიდხანს ისხდნენ ჩახლართულნი. მერმე ქეთო გაძალიანდა და
აბუტბუტდა:
– დაიცა... არ შეიძლება... არ მინდა-მეთქი... მაგისთვის არ მოვ-
სულვარ... ახა, ღმერთო ჩემო!..
ქეთოს დიდხანს ჰყავდა ზურაბი მკლავ-ჩახვეული. თმებს უჩეჩავ-
და, ჰკოცნიდა და მაძღარ კატასავით ხრუტუნებდა:
– ბრაზიანო... ბუტიავ... კიდევ გამაჯავრებ?.. კიდევ დამემდურე-
ბი? კიდევ დამეკარგები? – და უცებ უნებურად წამოსცდა: – ზურაბ,
ნუ თუ მართას ჩემზე მეტად უყვარხარ?
მართას ხსენებაზე ზურაბმა სახე შეიჭმუხნა და ქეთოს მკლავებს
თავი დააღწია. ქეთომ ხელი სტაცა და დამნაშავესავით შეეხვეწა:
– ზურაბ, ნუ გამიწყრები. ამას იქით იმის სახელსაც კი აღარ გაგახ-
სენებ. ეს ერთი წამომცდა და მაპატიე, დაივიწყე.
ზეზე ამდგარმა ზურაბმა ქალს დახედა. გულაღმა მწოლარე ქე-
თოს შიშველი მუხლები უჩანდა. პაწია ფეხებზე ლაქის ფეხსაცმელი
უკრიალებდა, ხოლო გამოქანდაკებული წვივები და მუხლის თავები
სახიან შავ წინდებში ჰქონდა გამოწკეპილი. ზურაბმა მის სხეულს
თვალი ააყოლა და სალტესავით გადავლებულ თეთრ ნასთს დააც-
ქერდა:
„ლამაზია, მაცდურია, – გაიფიქრა მან, – მეტად მგრძნობიარე,
ვნებიანი, ამავე დროს მსუბუქია, მიამიტი. ის კი...“ და აზრი აღარ
დაასრულა: მართამ შორიდანაც გადასწია სასწორი.
ზურაბს ქეთო იშვიათად აგონდებოდა, მართა კი მუდამ თან
სდევდა, მისი სახე წინ ედგა, მისი ნახვა სწყუროდა, მართას დინჯმა
ჭკუამ, მუდამ სწორმა ხასიათმა, უზადო ერთგულებამ, დაუზარლო-
ბამ და ბავშვობიდანვე შესისხლხორცებულმა რწმენამ ისე ღრმად
შეიდუღა ზურაბი, რომ მას უმართოდ ცხოვრება ვერც კი წარმოედგი-
ნა. „ის ჩემი მეუღლეა და სამუდამო მეგობარი, ეს კი გზაზე შემხვდა

284 მკითხველთა ლიგა


და საყვარლად გადამექცა. ესეც მიყვარს, მაგრამ ქეთო დროებითია,
სადღაც დამივარდება, ჩამომშორდება და თავის გზით წავა“.
გურგენიძეს თავის ორგულობა და ღალატი გულს უკაწრავდა.
აქამდის ეგონა, იმ ჯურღმულში მომხდარი ამბავი უნებური ცდუნება
იყო და აღარ გამეორდებაო, ახლა კი თითქო რწმუნდებოდა, რომ
მართას გარდა ეს ქალიც ჩაექსოვა მას და ისე ღრმად გამოება ფეს-
ვივით, რომ იმის ამოსაგლეჯი ძალა აღარ ეყოფოდა. მართას ზურა-
ბის ერთგულებაში ეჭვი არ შეჰქონდა, ქეთო კი თავის ხასობას უკვე
შეეგუა და ახლა იმასღა ემუდარებოდა ზურაბს, რომ მას ხელი არ ეკ-
რა მისთვის და კვირაში ერთხელ მაინც ენახა.
– და თუ ამის ღირსიც არა ვარ, თუ სულ არ გიყვარვარ, სამუდა-
მოდ ჩამოგშორდები და ვეცდები გულიდან ამოგიგდო.
მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა და ამ სიჩუმეში ნელი შორეული
კაკუნი გაისმა. ზურაბი ჩაფიქრებული იდგა, ქეთომ კი სმენა გაიმახ-
ვილა და ჩუმს რიტმიულ ჩახუნს მიუგდო ყური.
– ზურაბ, გესმის?
– რა იყო? რა უნდა მესმოდეს? – ჰკითხა შემკრთალმა ზურაბმა.
– აბა ყური დაუგდე, ქვეიდან რაღაც ხმაურობა ისმის, თითქო რა-
ღაც მანქანა მუშაობდეს.
– ქვეით მანქანას რა უნდა? მოგეჩვენა... ალბათ აქვე მეზობლად
ხმაურობენ.
– აბა ყური მიუგდე.
– არა-მეთქი.
ზურაბს მოუსვენრობა დაეტყო. ქეთოს გვერდით მიუჯდა, თეთრი
ნასთი ჩამოუშალა, მიუალერსა და ჰკითხა:
– მაშ ქმარი აღარ გიყვარს?
– განა როდის მიყვარდა, რომ ახლა აღარ მიყვარდეს?
– მართასთვის გითქვამს, ძალიან მომწონსო. – გაახსენა ზურაბმა.
– მომწონდა... ძალიან მომწონდა. – მიუგო ქეთომ ხანგრძლივი
ყოყმანის შემდეგ. – გარდა ამისა, ჩემს დედ-მამასაც უნდოდა და მეც
აზრად მქონდა თქვენთვის სამსახური გამეწია, მაგრამ... ჩემი ქმარი
სულ სხვა ვინმე გამოდგა... მრცხვენიან, ვერ გეტყვი.
– ბარემ დაასრულე. – მიაწოდა ზურაბმა და ლამობდა მანქანის
ხმაურობა ლაპარაკში ჩაეხშო. – მიამბე, მე რას მიმალავ!
– არამზადაა, ჯიბგირია... ახლავე მღალატობს! – და ქეთომ ცრემ-
ლიანი ხმით უამბო ავშაროვის წარსული და ადელის ამბავიც.

285 მკითხველთა ლიგა


– საწყალი... საბრალო ქეთინო. – შეიცოდა ზურაბმა. – სიცოცხლე
თავიდანვე ჩაგმწარებია. მაგრამ ეს არაფერია. გაფრთხილდი, თო-
რემ შესაძლებელია ამაზე უარესი დღე დაგადგეს. გათხოვება რომ
დააპირე, მართამ გაგაფრთხილა და ჩემი აზრიც გადმოგცა. მან გით-
ხრა, მეტად ძნელი ტვირთი აგიკიდნია და იქნება დავარდეო.
– მახსოვს. მე ჯერ სასინანულო არაფერი მაქვს... თუმცა... იქნება
მაქვს, მაგრამ სანამ შენა მყევხარ, მანამ ყველაფერს მოვითმენ.
– კეთილი, ჩემი იმედიც იქონიე, მაგრამ იცოდე, შენი მოსვლა
პირველი და უკანასკნელი იყოს.
– მაშ სადა გნახო? – სასოწარკვეთილმა შესძახა ქეთომ.
– მაგას მე თვითონ შეგატყობინებ ხოლმე, ახლა კი ეს სახლი სა-
მუდამოდ დაივიწყე და აქეთ არც კი მოიხედო, არც სადმე ახსენო,
თორემ...
ზურაბმა ვეღარ დაასრულა. უცებ ბუხარში ყრუ რახუნი გაისმა.
გურგენიძე დაკბენილივით წამოვარდა. ქეთოც წამოხტა და გაფით-
რდა. რახუნი უფრო მკაფიოდ განმეორდა.
– რახუნი ბუხარში გაისმის. – ჩუმად სთქვა ქალმა და ბუხარს ეცა.
მერმე ზურაბს გადმოხედა, გაუღიმა და დაასრულა: – მესმის, მიგიხ-
ვდი. ლევანი რომ მუშაობდა, ფანჯრიდან დავინახე და მაშინვე ვი-
ფიქრე, აქ რაღაც ამბავია-მეთქი!
– აქეთ მოდექი, რა შენი საქმეა! – ჩაიხრიალა გაჯავრებულმა ზუ-
რაბმა და ქეთო მკვახედ გაიყვანა განზე გურგენიძე მიხვდა, რომ და-
მალვა ამაო იქნებოდა. მაგიდიდან სწრაფად მოხვეტა კორექტურა,
ბუხრიდან პრიმუსი გამოდგა, ფილაქანი გასწია, რაჟდენს გასწორე-
ბული ფურცლები მიაჩეჩა და ბრაზიანად ჩასჩურჩულა:
– ბედოვლათო! უშნოვ! ვეღარ მომიცადე?!
პასუხი აღარ დააცალა, ფილაქანი კვლავ შესწია, პრიმუსიც შეს-
დგა. ხელები უკან დაიწყო და პირსუსხიანმა რამდენჯერმე ჩამოიარა
ოთახი. მერმე მოღიმარე ქეთოს მიადგა და სთქვა:
– რაც არის, არის. რაღა დაგიმალო: აქ პატარა სტამბა გავმართე
და... რას იცინი, ქალო?!.
– შენზე მეცინება. – მიუგო ქეთომ და ორივე მკლავით კისერზე ჩა-
მოეკიდა. – ისე დაფაცურდი, თითქო ქურდობაში დამეჭირე, რად მი-
ჯავრდები? ნუ თუ არ მენდობი? ნუ მიმალავ, ნუ ხარ მაგრე გულჩახ-
ვეული... იმედი მქონდა, ზურაბი პარტიაში შემიყვანს– მეთქი, შენ
კი...

286 მკითხველთა ლიგა


– რა დროს ეგ არის! რა შენი საქმეა პარტიაში ყოფნა! – გააწყვე-
ტინა ზურაბმა და ქეთოს მკლავებს გაუსხლტა.
– თუ კი მართას შეუძლიან...
– მართას ნუ ედრები. მართა ხუთი წელიწადია მუშაობს. ის გამ-
ძლეა, დაგეშილია, ერთგულია.
– ორგული არც მე ვარ, – წყენით წამოიძახა ქეთომ. – მე მართაზე
უფრო სახიფათო საქმეს ვაკეთებ. მაშ რას მერჩი, რატომ მჩაგრავ?
– დაწყნარდი, ქეთინო. – მოლბა უცებ ზურაბი. – დაჯექი და ყური
მიგდე, შენ მართალს ამბობ, მაგრამ...
ქეთო მართალს ამბობს, მაგრამ საქმეს მეორე მხრიდანაც უნდა
შეხედოს. ქეთო ჟანდარმის ცოლია. მან თავის ქმარს ხაფანგი და-
უგო, მაგრამ შესაძლებელია იმ ხაფანგში ნადირზე უფრო ადრე თვი-
თონ მონადირე გაებას. ქეთოს ტყუილად ჰგონია თითქო მას ის ქერა
ჯაშუში გადმოებიროს.
– ნუ დაუჯერებ-მეთქი. ის ორ ძროხას სწველის. უბრალო რამეზე
არ გაგცემს, მაგრამ ბირკივით აგედევნება და როცა დიდ ნადირს მი-
აგნებს, ისეთ დროს დაგცხებს, როცა არაფერსაც არ მოელი.
– ალბათ დიდი ნადირი შენ იქნები. – ჩაურთო ქეთომ და შეშინე-
ბულმა წამოიძახა: – ღმერთმა დაგიფაროს! უწინამც მიწა გამისკდეს
და შიგ ჩამიტანოს! უწინამც მზე დამიბნელდეს!
ქეთინოს მზის დაბნელება ვეღარას უშველის. სჯობს ახლავე და-
უჯეროს ზურაბს და მის დარიგებას ოდნავაც არ გადაუხვიოს, თო-
რემ...
ზურაბმა მრავალი დარიგება მისცა ქეთოს და ბოლოს ჰკითხა:
– ჰო, მართლა: ახალი ხომ არაფერი გაგიგია?
ქეთო შეყოყმანდა. სანამ ზურაბს მოაგნებდა, მანამ გადაწყვეტი-
ლი ჰქონდა ის ამბავი შეეტყობინებინა, რომელმაც დილას თავზარი
დასცა, მერმე თანდათან დაწყნარდა, მოიფიქრა და გადასწყვიტა
ზურაბისთვის არაფერი ეთქვა. გადაჭრილი ჰქონდა: ჯერ ჩემ ქმარს,
„ჩემ აგენტს“ და მეგობრებს ფრთხილად გამოვკითხავ და მერმე გა-
რემოების მიხედვით მოვიქცევიო. მან არ გაითვალისწინა ზურაბის
კითხვა და ფორხილით უპასუხა:
– ახალი?.. არაფერი... საიმისო არაფერია. ზურაბმა ყოყმანი შე-
ატყო და -
– რას მიმალავ! მითხარი, რა იცი?
– არაფერი-მეთქი... საიმისო არაფერია. – წაილუღლუღა ქეთომ.

287 მკითხველთა ლიგა


– შენს ქმარსაც აგრე ელაპარაკები ხოლმე? – გაუღიმა ზურაბმა. –
აკი ამბობდი, ისე ვიტყვი ტყუილს, რომ ეშმაკიც ვერ შემატყობსო,
ახლა კი ბალღიც კი შეგატყობს, რომ რაღაც ამბავი იცი და მიმალავ.
ქეთომ უცებ გაჰბედა და სხაპასხუპით დაიწყო:
– ჩემ ქმართან ისე ვტყუი ხოლმე, რომ წარბსაც არ შევიხრი, მაგ-
რამ შენ... ვერა, შენ ვერ მოგატყუებ, ვერაფერს ვერ დაგიმალავ. ყუ-
რი მიგდე, ჩემო ზურაბ. აქ მო, დაჯექი... საქმე ის არის, რომ ჩემი ქმა-
რიც მატყუებს. წეღან მართალი სთქვი, ხაფანგს გიგებსო. დღეს ერთ
ხაფანგს წავაწყდი, მაგრამ ვერ მივართვი, ვერ გამაბა. სხვა ჩემ მაგი-
ერ უეჭველად
გაებმებოდა, მე კი ის ხაფანგი შორიდანვე დავინახე. და... ჯერ
თავზარი დამეცა, მერმე კი გამეცინა... დიაღ, გამეცინა.
– გამაგებინე, რა მოხდა?
– ის მოხდა, რომ... სათქმელადაც არა ღირს, მაგრამ რაკი დავიწ-
ყე, ბარემ სულ გიამბობ. დღეს დილით არტემს თავის მაგიდაზე
რამდენიმე საქმე დაავიწყდა.
– განგებ დაავიწყდა. – ჩაურთო ზურაბმა.
– რა მალე მიხვდი. – გაეხარდა ქეთოს. – შენი ძველი საქმეც იქ
იყო. გადავშალე და ის ფურცელი წავიკითხე, სადაც ეწერა: მართას
ბინას თვალი ადევნეთო, ზურაბს ჯერ ნუ დააპატიმრებთო და...
ფოცხვერი ჩვენი აგენტიაო. მართლა, ჯერ ეს მითხარი, ფოცხვერის
ღალატი კარგად შეამოწმე?
– მე აქ არ ვიყავი და მაგისთანა საქმეში არც ვერევი. ის კი მაინც
იცოდე, რომ ჩვენი ბიჭები ტყუილუბრალოდ არავის გაიმეტებენ. მე
დღეს დილით დავბრუნდი და გავიგე: თურმე ფოცხვერისთვის თვა-
ლი უდევნებიათ და სწორედ მაშინ მიუსწრიათ, როცა ის წუპაკი და
შენი ქერა ჯაშუში „ახრანკის“ საიდუმლო ბინაში ტკბილად კურკუ-
რებდნენ. ფოცხვერი იქვე გაუთავებიათ, შენი აგენტი კი ფანჯარაში
გადამხტარა და მიმალულა.
– მაშ ავშაროვის წერილობითი შენიშვნა ფოცხვერზე მართალი
ყოფილა? – ჰკითხა ფერმიხდილმა ქალმა.
– ჩანს მართალი ყოფილა. ახლა სთქვი, ახალი რა გაიგე?
– ახალი?. .ახალი ის არის, რომ ჩემს ქმარს იმავე ფურცელზე მი-
უწერია: გურგენიძეს ხელი არ ახლოთ, დიდ სამსახურს გვიწევსო.
აჰა, გითხარი და გავათავე. – და ქეთომ ისე ამოიხვნეშა, თითქო
ზურგიდან ვეება ლოდი ჩამოეგდო. ცოტა ხანს იყუჩა და ზურაბს შე-
ხედა.
288 მკითხველთა ლიგა
ზურაბი არც კი შეინძრა, თითქო არც შეკრთა და არც გაოცდა. მან
ღიმილით შეხედა ქეთოს და დინჯი ხმით ჰკითხა:
– მერმე?
– მერმე არაფერი. საქმე იქვე დავდე და შენ საძებნელად წამოვე-
დი.
ზურაბი სდუმდა და ისევ იღიმებოდა, ქეთოს კი უკვირდა: რატომ
არ მეკითხება, მისი ღალატი დავიჯერე თუ არაო? უკვირდა და ამ
კითხვას კარგა ხანს ელოდა, თანაც აღტაცებაში მოდიოდა თავის
საყვარელი მეგობრის სიდინჯით და დუმილით. უცებ ფიცხლად მო-
ეხვია მას, თან ჰკოცნიდა და თან ეუბნებოდა:
– შენ კი გენაცვალე, ზურაბ... თავს შემოგევლოს შენი ქეთინო... ნუ
დამიღონდი. შენი ღალატი ერთი წამითაც არ დავიჯერე.
– ვითომ? მართლა? – თითქო თავისთვის ჩაილაპარაკა ზურაბმა.
– ქეთო მოგიკვდეს, თუ ვტყუოდე. აბა მოიფიქრე: მე რომ დამეჯე-
რა, ნუ თუ წეღან დაგნებდებოდი და ამდენს გიალერსებდი? ნუ თუ...
– კარგი, მჯერა. – გააწყვეტინა ზურაბმა და თვითონაც მოეხვია. –
მჯერა-მეთქი... გმადლობ ქეთინო, გმადლობ, ახლა კი დავრწმუნდი,
რომ მართლა ერთგული მეგობარი ყოფილხარ, რომ ნამდვილად
გყვარებივარ და არც არასოდეს მიღალატებ. მაგრამ...
მაგრამ ზურაბს ისევ ის აშინებს: ქეთოს ბადეს ეთამაშება. ერთხე-
ლაც იქნება, ის ბადე თავს შეიკრავს და ქეთოსაც, ზურაბსაც და მათ
მეგობრებსაც შიგ მოიყოლებს. ზურაბი ერთხელ კიდევ შეეხვეწა ქე-
თოს მეტად ფრთხილად ყოფილიყო, მრავალი რჩევა– დარიგება
მისცა და დაასრულა:
– შენს ქმარს კი იმასვე მივუზღავ, რაც მან მომიზღო. ახლა კი წა-
დი და ამ სახლის გზა– კვალი სამუდამოდ დაივიწყე. მშვიდობით
იყავი. მალე მოგიკითხავ... კარგი, გეყოფა... სული შემიგუბდა.
ანაზდად სამჯერ ზედიზედ დააკაკუნეს კარი. ქეთო ძლიერ შეკ-
რთა. ზურაბმა წაიბურტყუნა:
– ყველას ახლა მოუნდა მოსვლა. ან მართა იქნება, ან ნიკო. – და
კარი გააღო. ორივენი შემოვიდნენ ოთახში, მართაც და ნიკოც.
წეღან ნიკომ ქეთოს თვალი აადევნა. ფანჯრიდან და მიხვდა, რომ
ქეთომ ზურაბის ახალ ბინას მიაგნო. მან ჯერ განიზრახა დასწეოდა
ქეთოს და გზაკვალი აერივნა, მაგრამ მერმე ვერაგულმა აზრმა გა-
უფუჩუნა და მაშინვე მართას ბინისკენ დაეშვა. მართა შინ არ დაუხ-
ვდა. ნიკო ისევ ზემოთ ამოვიდა და ორჯელ კიდევ ჩავიდა. მართა
რომ დაბრუნდა, ნიკომ უთხრა:
289 მკითხველთა ლიგა
„მართავ, წამო ზურაბი ვნახოთ. ქუთაისიდან დღეს დილით უნდა
დაბრუნებულიყო და ახლა იქ იქნება“.
„იმის ნახვა მეც მინდა, საქმე მაქვს, – უპასუხა ქალმა, მაგრამ იქ
მისვლა სახიფათოა. ზურაბი გაჯავრდება“.
– წამო. პასუხს მე ვაგებ.
მართამ დასთმო. ორი კვირა იქნებოდა, რაც ზურაბი არ ენახა, და
მასთან ყოფნა მოსწყურდა. ნიკოს გამოჰყვა და ახლა გაშტერებული
იდგა კარებში. წეღან რომ ნიკოს ეთქვა მისთვის იმ საიდუმლო
ოთახში ქეთო დაგიხვდებაო, მართა არც დაიჯერებდა და არც გა-
მოჰყვებოდა, ახლა კი ორივე ქალი ფერწასული იდგა და არც იცოდ-
ნენ სად დაემალნათ შემკრთალი თვალები და რა ეთქვათ ერთმანე-
თისათვის.
– გამარჯობა, ზურაბ! – მიესალმა ირიბული ღიმილით ნიკო. – რა-
სა იქმ, როგორა ხარ?
– მართა რად მოიყვანე? დღისით რად მოხვედით? – ცივად ჰკით-
ხა ზურაბმა.
– მართას მოსვლა გეწყინა? – უკბინა ნიკომ. – რახან ქეთოს შეუძ-
ლიან მოვიდეს, მგონი ჩვენც უფლება უნდა გვქონდეს...
– ქეთომ ერთი დააშავა და შენ ორი. – გააწყვეტინა ზურაბმა. – ქე-
თომ თვითონ მომაგნო. დიდი საქმე ჰქონდა, მან არ იცოდა, რომ აქ
მოსვლა სასტიკად ავკრძალე, შენ კი იცოდი, არც დიდი საქმე გაქვს
და აქ სულ სხვანაირმა ზრახვამ მოგიყვანა.
– მაგაზეა ნათქვამი: ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო. ბარემ
უბრალოდ ვთქვათ: ხელი შეგიშალეთ, ეს არის და მეტი არაფერი.
ზურაბს მეხით აევსო თვალები. ნიკოს პირისპირ მიადგა და უნ-
დოდა მკვახე რამე ეთქვა, მაგრამ ნიკომ დაასწრო:
– ჩემო ზურაბ, ხუმრობა არა გცოდნია. ნუ გვიწყრები. მართას ბრა-
ლი არ არის. წესი მე დავარღვიე. საქმე მქონდა, მაგრამ სჯობს გა-
დავდოთ. მართა, წავიდეთ.
მას უნდოდა ქეთო ზურაბისთვის დაეტოვებინა, თვითონ კი მარ-
თა წაეყვანა, ნუგეში ეცა და მისი გული მოეგო. ეგონა, ახლა ზურაბის
ღალატი მართამ საკუთარი თვალით ნახა და მას სამუდამოდ ჩამო-
შორდებაო, მაგრამ ზურაბმა მართა არ დაანება:
– შენ ქეთო წაიყვანე, მართა კი აქ დარჩება.
ქეთო მაშინვე გაემართა კარისკენ, მართა კი ტახტზე ჩამოჯდა.
ელდანაცემი ნიკო თავის დას გამოჰყვა.

290 მკითხველთა ლიგა


ზურაბი და მართა მარტო დარჩნენ. თავჩაქინდრული, პირმოღუ-
შული ვაჟი სწრაფი ნაბიჯით დადიოდა ოთახში. მას თითქო დაავიწ-
ყდა, რომ მისი საყვარელი მეგობარი იქვე იჯდა და მისგან ნუგეშსა
და წეღანდელი სიტყვების განმარტებას ელოდა: „ქეთომ თვითონ
მიაგნო, დიდი საქმე ჰქონდაო“. ბოლოს ზურაბმა მოიხედა და და-
ინახა: მართას პირსახე ხელებში ჩაემალნა და ჩუმად ტიროდა. ვაჟი
გაოცებული შესდგა. რას იფიქრებდა, რომ ცეცხლსა და გრიგალში
ნაწრთობ მართას ტირილი შეეძლო? ისიც რისთვის და რატომ?
თქმა არ უნდა, რომ იჭვიანობამ აატირა, მაგრამ რა დროს იჭვია.
ზურაბი მართასთან მივიდა, გვერდზე მიუჯდა, ცალი ხელი მოხ-
ვია და მეორე ხელი კი თმაზე გადაუსვა.
– დამშვიდდი, მათიკო... დაწყნარდი, გენაცვალოს ზურაბი. მარ-
თამ პირსახე მკერდზე მიაყრდნო და ცრემლით დაუსველა.
– დამშვიდდი-მეთქი. ყველაფერს გიამბობ.
ნახევარი საათის შემდეგ მართა დამშვიდებული და დაჯერებული
წავიდა.

291 მკითხველთა ლიგა


XVII

– გათავდა, აღარ არის. – სთქვა ლევანმა და ზურაბს ოთხი ბულ-


დოგის რევოლვერი დაუდო მაგიდაზე. მას რაჟდენი, თედო და მუშე-
ბი შემოჰყვნენ და მაგიდა ვაზნებით და თოფებით გაავსეს.
ზურაბმა წყენით და გაოცებით ახედა მათ და თითქო თავისთვის
ჩაილაპარაკა:
– ამაზე მეტი აღარ არის?
– – აღარ არის. გათავდა. სულ გადმოვიტანეთ.
– ერთმა მუშამ უნდობლად გაიღიმა და სთქვა:
– მაშ ამით უნდა გავიდეთ ბრძოლის ველზე? ამით უნდა დავა-
მარცხოთ ნიკოლოზი? მაშ ამაზე მეტი აღარაფერი გვაქვს?
– როგორ არა გვაქვს: მტკიცე რწმენა გამარჯვებისა და ლომის გუ-
ლი. განა არ გვეყოფა? – უპასუხა ზურაბმა და ცბიერი ღიმილით ერ-
თი სასარგებლო ტყუილი დაურთო: – ოცი ამდენი გუშინ დავარი-
გეთ.
მაგიდაზე და სკამებზე ბერდანის და სანადირო თოფები, ხელით
ნაკეთები ყუმბარები და ძველისძველი რევოლვერები ეყარა. უმეტე-
სი წილი ამ იარაღისა მუზეუმებს თუ გამოადგებოდა. ზურაბის ამხა-
ნაგებმა მაინც არ დაიზარეს და მამადავითის უბნიდან ნაძალადევ-
ში გადმოზიდეს.
მთელი ღამე ეზიდებოდნენ. ზოგი თვითონ მოიტანეს, ზოგი ვირს
აჰკიდეს. ლევანს მენახშირის ტანისამოსი ეცვა და პირისახეც ნახში-
რით ჰქონდა შეთხუპნული. რაც წუხელის და დღეს დილით მოიტა-
ნეს, მუშებმა მაშინვე მიიღეს, დანარჩენსაც ეზოში უცდიან ამჟამად...
ხალხი მზად იყო გინდ წერაქვით, კეტით, შამფურით გასულიყო სა-
ომრად და ამიტომ ლევანის არსენალსაც სიხარულით დაიტაცებდა.
– მაშ ამაზე მეტი აღარაფერი გვაქვს? – მაინც ჰკითხა ზურაბმა
ლევანს.
– რაც არის, ეს არის რაღა! ახლა ზარბაზანი სად გიშოვო? – წა-
მოიძახა ლევანმა.
– დამიჯერეთ და ზარბაზანსაც გიშოვით. – სთქვა თედომ და მა-
გიდაზე გადმოიხარა. – ზურაბ, გეუბნები, არსენალზე მივიტანოთ-
მეთქი იერიში.

292 მკითხველთა ლიგა


– თედო, ნუ დაიჟინე, – ურჩია ზურაბმა. – აკი გითხარი, გადაჭრი-
ლია-მეთქი. არსენალის აღება მხოლოდ ჯარს შეუძლიან. საცაა ჩვე-
ნი ერთგული საპიორთა ბატალიონი ჩამოვა განჯიდან და მაშინ არ-
სენალსაც, სასახლესაც და შტაბსაც ავიღებთ. ჯერ კი ის უნდა შევი-
ნარჩუნოთ, რაც უკვე დავიპყარით. რკინისგზა მეფის სამკვდრო-სა-
სიცოცხლო ძარღვია, იგი მტრის ყელია-მეთქი. ჩვენ რკინის კლანჭე-
ბი ჩავჭიდეთ ყელში და ხელი აღარ უნდა გავუშვათ, თორემ დავმარ-
ცხდებით. მტერი უკვე ფართხალობს. იმანაც იცის ფასი ამ ყელისა
და ამიტომ დაქსაქსა ჯარი, ამიტომ დააბანდა იგი რკინისგზების გა-
ყოლებაზე. საერთო გაფიცვამ დამბლა დასცა ბიუროკრატიას, მაგ-
რამ ის ერთხელ კიდევ წამოიწევს და კიდევ შეეცდება თავი დააღწი-
ოს სიკვდილს. ის სოროში შეძვრა, გაინაბა, გაფაციცებით ემზადება
და საცაა შემოგვიტევს. ჩვენც მზად გახლავართ და უნდა დავუხ-
ვდეთ. ახლა ეს იარაღიც დაარიგეთ, ამხანაგებო, და ცოტა ხანს მო-
ისვენეთ. საღამოზე ისევ დაბრუნდით და ყველას თავის საქმეს მი-
ვუჩენთ.

***

ქალაქი ისევ იწვა სიბნელეში, როგორც მკვდარი – კუბოში, იგი


თითქოს ხიფათს ემალებოდა. უთავბოლო თეთრი საბნის ქვეშ შემ-
ძვრალიყო, ცოცხალმკვდარივით განაბულიყო და საბედისწერო გა-
ნაჩენს ელოდა, რომელიც აჯანყებულ მოსკოვში ბარიკადებზე იწე-
რებოდა.
ზენა ქარი ზანტად დალასლასებდა ქუჩებში და ქალაქს ბურუსსა
და ნამქერს აყრიდა.
იმ ღამეს თედო ცხრა შეფიცულ ძმას გამოუძღვა. იმათაც იცოდ-
ნენ, რომ ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქით ერთობის ეტლი ცეც-
ხლით და მახვილით იჭედებოდა, იცოდნენ და საერთო სამსხვერ-
პლოზე ცხრა ცხელი გული და ცხრა ლიტრა თბილი სისხლი მიჰქონ-
დათ.
ისიც იცოდნენ ძმადნაფიცებმა, რომ იმ ღამეს ან ხვალ დილით
შავბნელ მაჯლაჯუნას რკინისგზისთვის პირველი ტორი უნდა დაეკ-
რა და თავისი კლანჭმოჭერილი ყანყრატო გაენთავისუფლებინა.
მაგრამ არავინ იცოდა, საიდან და რა ალაგს შემოუტევდნენ პირვე-
ლად: სადგურს, დეპოს, გრძელ საცალფეხო ხიდს თუ რკინის გზის

293 მკითხველთა ლიგა


მოკლე ხიდს, რომელსაც ქვეშ ნაძალადევის გზა გაუდიოდა. თედოს
გუნდი ამ ხიდის სადარაჯოდ გამოგზავნა ზურაბმა და უთხრა: „ყვე-
ლაზე დიდი ხიფათი თქვენ მოგელით. ფრთხილად იყავით, ძმებო,
თვალი არ მოხუჭოთ, თორემ თქვენც დაიღუპებით და ერთობასაც
დააზარალებთ“.
გუნდი ხიდზე გავიდა. ხიდი ვეება თეთრი ტილოსავით გაჭიმული-
ყო. კარგა ხანია რაც მატარებელს აღარ გაევლო, აღარც დარაჯს გა-
მოეტანა ცოცხი და ამიტომ ნათოვლი ხელუხლებლივ იდო. იგი მხო-
ლოდ ხიდის ორივე ყურში იყო დაგვილი და ხელახლა დათოვლი-
ლი. ეტყობოდა, რომ აქ სხვა გუნდი იდგა სადარაჯოდ, რომელსაც
ნაცვალისთვის აღარ მოეცადნა და ადრე წასულიყო.
თედომ ხიდის ყოველ კუთხეში ორ-ორი შეფიცული დააყენა. თვი-
თონ კი სიარულს და მიდამოს თვალიერებას შეუდგა. მას სამხედრო
სამსახური არ გაევლო და გუშაგობის წესრიგი არ შეესწავლა, მაგრამ
მაინც თავისებურად ანგარიშობდა, სწორედ ანგარიშობდა: მტერი
ლიანდაგის მხრივ არ მოგვადგება, შორიდანვე დავინახავთ. ვერც
ნაძალადევიდან მოგვეპარება. იქ მხოლოდ მოყვარე და თანამებ-
რძოლი ცხოვრობს. იგი ჩაკეტილი ციხეა და სანამ მტერი იქ გაჩნდე-
ბოდეს, ჯერ ჩვენს გვამზე უნდა გადაალაჯოსო. დარჩა მხოლოდ ქა-
ლაქის მხარე და ავჭალის ქუჩიდან მონავალი მოკლე ქუჩა, რომე-
ლიც ხიდის ქვეშ გადიოდა და ნაძალადევის შუაგულში შედიოდა.
უწინ ეს ქუჩა ოდნავ მაინც იყო განათებული, ახლა კი წყვდიადში იწ-
ვა და არ სჩანდა, რა ხდებოდა იქ და ვინ მიდიოდ-მოდიოდა. ხიდის
ყოველ კუთხეში თითო მკრთალი ლამფა ენთო. მათი შუქი ოციოდე
ნაბიჯის მანძილს ძლივს სწვდებოდა და ქუჩაში მავალ მგზავრს
ლანდივით აჩენდა.
– რომელი ხარ? – უყვიროდა დროგამოშვებით იმ ლანდებს შუა
ხიდზე მდგომი თედო და თოფს იმარჯვებდა.
– მე ვარ... ჩვენა ვართ... ერთობის ხალხი ვართ. – ისმოდა ქვევი-
დან ყრუ ამოძახილი.
– გაიარეთ. – ნებას აძლევდა თედო და ლანდებიც ხიდის ქვეშ
უჩინარდებოდნენ, რათა მეორე მხარეს ერთი წუთით კიდევ გამოჩე-
ნილიყვნენ და ისევ სიბნელეში დაკარგულიყვნენ.
– თედო, იქით და აქეთ ორას ნაბიჯზე თითო გუშაგი უნდა დავაყე-
ნოთ. – უთხრა რაზმის მეთაურს ზეინკალმა დათიკომ, როცა მან
გვერდით გაუარა.
– რა საჭიროა. – ჩაიბურტყუნა თედომ და უკანვე გაბრუნდა.
294 მკითხველთა ლიგა
დათიკო ნასალდათარი იყო და გუშაგობაც იცოდა, მაგრამ ეგონა,
თედოს ჩემზე უკეთ ეცოდინება, ალბათ, გარემოებას უწევს ანგარიშს
და რა საჭიროა მის საქმეში ჩავერიოო.
– ეგონა და ხმა აღარ ამოიღო.
ნიავქარი ქარბუქად იქცა და სიცივემაც იმატა. ზოგ შეფიცულს ნა-
ბადი ესხა, ზოგს მჩატე პალტო ეცვა. შიშველი ხელები ეყინებოდათ.
თოფები მოაჯირზე მიაყუდეს და ლამობდნენ ხელების ქნევით და
ფეხების ბარტყუნით გამთბარიყვნენ. შუაღამემ რომ მოატანა, თე-
დომ ძმადნაფიცებს ჩამოუარა და უთხრა:
– ამხანაგებო, რა საჭიროა ყველამ რომ ვიფხიზლოთ და ღამე გავ-
ტეხოთ. ხვალაც მთელი დღე ზეზე უნდა ვიყოთ. გავილახებით და
აღარ ვივარგებთ. ამიტომ სჯობს ორმა რიგ-რიგად იფხიზლოს, და-
ნარჩენებმა კი ორიოდე საათს მაინც მოატყუეთ თვალი.
– აგრე სჯობია... აგრე იყოს, – დაუდასტურეს მას და დაფაცურ-
დნენ.
იქვე ცოცხი ეგდო. ალბათ წეღანდელ გუშაგებს ეშოვნათ. თოვლი
მიჰგავეს. ზოგი ჩაჯდა, ზოგი მიწვა. ყველანი მოიბუზნენ და ნაბად-
პალტოში ჩაიძირნენ. ზოგმა თავი ხიდის მოაჯირს მიადო, ზოგმა ჩა-
იძინა და ზოგმაც ჩასთვლიმა.
პირველი რიგი ფხიზლობისა თედომ და რაჟდენმა იკისრეს. შო-
რიშორ დადგნენ და წყვდიადს ამაოდ ჩააშტერდნენ. იქ წეღანდელი
ლანდებიც აღარ სჩანდა. ბევრი დრო გავიდა თუ ცოტა, თედო და
რაჟდენი ერთმანეთისკენ წამოვიდნენ და შუა ხიდზე შეხვდნენ.
– იცი რას გეტყვი? – უთხრა თედომ. – მოდი ფიცი დავდოთ.
– აკი დავდეთ: ყველანი დავიხოცნეთ და დამარცხების სირცხვი-
ლი არა ვჭამოთ.
– სხვანაირ ფიცს გეუბნები.
– სთქვი. თუ ქვესკნელში აპირებ ჩასვლას, იქაც ჩამოგყვები.
– მე სხვა რამე მინდა, – განაგრძო თედო, – გული ავ რამეს მეუბნე-
ბა. კაცნი ვართ, საომრად გამოვსულვართ და ვინ იცის... შესაძლებე-
ლია...
– მესმის, გავიგე. – გააწყვეტინა რაჟდენმა და დაბალ თედოს ზე-
ვიდან გადაჰხვია მკლავი.
– შესაძლებელია ხვალინდელი დღე აღარ გაგვითენდეს, მერმე?
– მერმე ისა, რომ შენცა და მეცა დედისერთები ვართ და... თუ ვი-
ნიცობაა რამე დაგვემართოს, ი საწყლებს ჩვენი კუბო მაინც მიუტა-
ნონ.
295 მკითხველთა ლიგა
– მაგას რას ამბობ, თედო!
– ვინ იცის... კაცნი ვართ-მეთქი, საომრად გამოვსულვართ და...
– აგრე იყოს. ეგ ფიციც დაგვიდვია. ხელი მოიტა.
და როცა ერთმანეთს ძმურად ჩაეხვივნენ და ხელიც ძალუმად ჩა-
მოართვეს, რაჟდენმა ჩუმად ჩაიცინა და უთხრა:
– თედოჯან, ჯვარი გეწეროს, მაგრამ თუ შენ მოგკლეს და მე გა-
დავრჩი, შენი კუბო აქვე, ბორჯომში უნდა ავიტანო, მაგრამ თუ მე
მომკლეს, შორი გზის გავლა დაგჭირდება, გურიაში უნდა ჩამიტანო.
– ნუ შეწუხდები, ჩაგიტან. – მიუგო თედომ. – მაგრამ იცოდე, შე-
საძლებელია რკინისგზა ჯოჯოხეთის მოციქულებმა იგდონ ხელთ
და... ურემი დაგვჭირდება.
– ურემიც რომ ვერ ვიშოვო, ზურგით გატარებ.
– მეც ზურგით გატარებ. მაგრამ იცოდე, რაჟდენ: ფიცი მტკიცეა და
იმის გამტეხმა...
– იმის გამტეხმა პირშავად იაროს, იყოს წყეული მარად ჟამს და
დედის რძე შხამად ამოუვიდეს.
– ამინ! – ერთხმად დაბეჭდეს ძმადნაფიცებმა და საუბარი სხვა-
გან გადაიტანეს. ბევრი დრო გავიდა თუ ცოტა, უცებ ნაძალადევიდან
მამლის ყივილი მოისმა.
– დროა ერთ საათს ჩვენც მოვატყუოთ თვალი, – სთქვა თედომ და
ორი ამხანაგი გააღვიძა. ისინი ზლაზვნით გაემართნენ საგუშაგოს-
კენ, ხოლო რაჟდენი და თედო მათ ალაგას დასხდნენ, მოაჯირს მი-
ეყუდნენ და მაშინვე ბურანში შეცურდნენ.
– ფიცი არ დაგავიწყდეს, – ჩაიბურტყუნა თედომ და ერთი წამით
გაახილა თვალები.
– არც შენ დაგავიწყდეს, – მიუგო რაჟდენმა, თოფი ლაჯებში ჩა-
იდო და მალე თავის კანტური დაიწყო.
ქალაქი ღრმა ძილშია. იგი ნისლში გახვეულა და ირგვლივ ერთი
მთაც აღარ მოსჩანს. აღარც ჩამუნი ისმის. ქარბუქი ჩადგა. ხიდის
ქვეშ ნიავი ხან სისინებს, ხან ჩურჩულებს, ხანაც დედაბერივით ჩიფ-
ჩიფებს. გუშაგები დიდხანს დგანან და სიბნელეს აშტერდებიან,
დრო თითქო ყავარჯნებით მიდის და არ ეჩქარება, გუშაგებს კი რუ-
ლი ერევათ, თვალები ებლიტებათ.
დგომას ჯდომა სჯობია, ისინი გულში ფიცულობენ, რომ არ ჩა-
იძინებენ, მაგრამ დასხდებიან, დასხდებიან და არ ჩაიძინებენ. ერ-
თმა მეორეს მიჰბაძა და ორივენი ჩაცუცქდნენ, ჩაცუცქებას ჯდომა

296 მკითხველთა ლიგა


სჯობია, ჯდომას კი წოლა სჯობია. წოლას თვლემა მოსდევს. თვლე-
მას ძილი სჯობია.
ხიდზე აღარავინ ამჩნევს, დრო მერანივით მიჰქრის თუ კვლავ ყა-
ვარჯენით მიეთრევა.
ნისლში გახვეულ ქალაქს მკვდარივით სძინავს. ირგვლივაც
მკვდარი დუმილი ჩაწოლილა. ახლა ნიავიც აღარ სისინებს. ხიდ
ქვეშ კი რაღაც ჩურჩულია, თითქო შეთქმულნი ჩიფჩიფებენო.
ქვეიდან თეთრ ბექობზე შავი გველი მოსცურავს ზლაზვნით, თავი
ხიდისყურში ამოჰყო, იქაურობა გველურად მოათვალიერა, მერმე
უკანვე ჩაცურდა და წყვდიადში მიიმალა.
იქ რაღაც ამბავია, აქ კი ყველას სძინავს. ერთი მათგანიც აღარ
ფხიზლობს, რომ ზეზე აისვეტოს, ერთი დააჭექოს თოფი და თვითო-
ნაც დაიქუხოს: „ამხანაგებო, თვალი გაახილეთ! სიკვდილი გვეპარე-
ბა!“
ძილი ტკბილია. მაშვრალს მძიმე ძილი აქვს და მისი სიზმარიც
ტკბილია. ახლა ხიდის ორივე ბექობზე მრავალი შავი მცურავი მო-
ცოცავს.
ნეტა რომელიმე ძმადნაფიცს სიზმარში ავი რამ მოელანდოს, ნე-
ტა მაჯლაჯუნა მაინც დააწვეს და გააღვიძოს.
სიკვდილი კვლავ მოცოცავს.
ავდარში ძილი მაგარია, ხოლო სიზმარი საამურია.
ჰეი, შეფიცულნო, წამოდექით, ზე წამოცვივდით! ხელი თოფებს,
ჩახმახები შეაყენეთ, თორემ...
თორემ მტერი ამოცოცდა. ხანჯლებიც ამოუწევიათ, ჩახმახებიც
შეუყენებიათ... აჰა წელში გასწორდნენ... თოფები დაგიმიზნეს და...
და უცებ ოციოდე თოფმა იგრიალა. მერმე ხანჯლები იშიშვლეს
და მიეშვნენ. ავდარში ძილი ტკბილია, სიზმარიც საამურია.

***

– ამხანაგებო, ახლა ხომ დარწმუნდით, რომ სიმართლე ჩვენს


მხარეს იყო, – თამამად ამბობდა აკაკი კომიტეტის სხდომაზე. – მად-
ლობა უფალსა, რომ ქალაქში აჯანყება სათავეშივე ჩააქრეს უსის-
ხლოდ.
– უსისხლოდ? მადლი უფალსო? – მიაძახა ზურაბმა.

297 მკითხველთა ლიგა


– თითქმის უსისხლოდ. ხიდზე რვა კაცი მოგვიკლეს. ბაზარში ერ-
თი სახლი დასწვეს და აქა-იქ ასიოდე მგზავრი დახოცეს. მაშ შორის
ჩვენი ხალხი ოციც ძლივს იქნება. მე და ჩემი ამხანაგები მაშინვე
ვამბობდით, აჯანყება დაგვღუპავს-მეთქი.
– საჯაროდ კი არ ამბობდით, ბნელ კუთხეში ჩურჩულებდით. – წა-
მოიძახა რაჟდენმა, რომელიც იმ ღამეს იმ ხიდზე სასწაულებრ გა-
დარჩენილიყო.
აკაკიმ რაჟდენს ათვალისწუნებით გაუღიმა, პასუხი არ აკადრა და
განაგრძო:
– ჩვენ ვამბობდით, ჯარი არ მოგვემხრობა, უამისოდ კი აჯანყება
უეჭველად დამარცხდება, ხოლო ამას რეაქცია მოჰყვება და ოქტომ-
ბრის მანიფესტიც ქაღალდზე დარჩება. პარტიის უმრავლესობა
ჩვენს გეზს იზიარებდა, მაგრამ უმცირესობამ მაინც თავისი გაიტანა.
– გვითხარი, რით გაიტანა? – დამცინავი ღიმილით ჰკითხა რაჟ-
დენმა.
– ჟინით გაიტანა. – უდიერად მიუგო აკაკიმ.
– მაგისთანა ჟინს მამაცობა და თავდადება ჰქვიან, – ჩაილაპარაკა
ჯიქმა.
აკაკი შეკრთა, მერმე ისევ გაუტია. ის ამტკიცებდა, რომ ახლა
თაღლითობის გზას უნდა დავადგეთ, ყველა დემოკრატიულ პარტი-
ას შევუერთდეთ და ოქტომბრის მანიფესტი გაერთიანებული ძალ-
ღონით გადავარჩინოთო.
– თავდაპირველად მანიფესტი კი არა, რევოლუცია უნდა გადა-
ვარჩინოთ, – ისევ შეუსწორა ზურაბმა.
აკაკი ბრაზისგან გაწითლდა. მან თავი ვეღარ დაიჭირა და ან-
ჩხლად შესძახა:
– ზურაბ, შენ მაინც ჩუმად უნდა იყო!
– ვითომ რატომაო? – ტეტიასავით ჰკითხა ზურაბმა.
– იმიტომ, რომ ყველაფერი შენი ბრალია. ის უბედური ხალხი შენ
გააბრიყვე, შენ დააჯგუფე, შენ აგვიჯანყე, შენ დაამარცხებინე და
ამიტომ, საცა სამართალია, პასუხი უნდა გაგებინოთ, ბრალდებუ-
ლის სკამზე უნდა დაგსვათ.
– მამა გიცხონდა! – დინჯი ღიმილითვე მიახალა ზურაბმა. – ალ-
ბათ, პროკურორიც შენ იქნები.
ზურაბის მომხრენი წამოცვივდნენ და ცხარე შეხლა-შემოხლა ას-
ტეხეს.

298 მკითხველთა ლიგა


– მხდალებო! მოღალატენო! იუდებო! რევოლუციის გამყიდველ-
ნო! – ფიცხდებოდნენ ჯიქის მომხრენი. ყველაზე მეტად რაჟდენი
სდუღდა, რომელსაც თედოს გვამი შინ მიესვენებინა და აქ იმის მა-
გიერ მოსულიყო. თავმჯდომარემ მეშუღლენი ვერ დაამშვიდა და
ზურაბს ისე გადმოხედა, თითქო ეხვეწებოდა: მიშველე, შენ მაინც
გააჩუმეო. ჯიქმა ხელი ასწია და თავის მეგობრებს უთხრა:
– ბიჭებო, აკაკის ხელს ნუ უშლით. რაც უფრო მეტს ილაპარაკებს,
უფრო მეტ სისულელეს იტყვის.
აკაკის რამდენიმემ დაუჭირა მხარი. ახლა უფრო თამამად ლაპა-
რაკობდნენ, აჯანყებას უაზრობას უწოდებდნენ, მას მარტო ბოლშე-
ვიკებს აწერდნენ, დამარცხებასაც მარტო მათ აბრალებდნენ, მწა-
რედ ჰკბენდნენ, საყვედურით ავსებდნენ, თვითონ კი უკან იხევდნენ
და პილატესავით ხელს იბანდნენ. მწარე სიტყვამ და შეხლა-შემოხ-
ლამ იმატა.
ბოლოს გურგენიძე წამოდგა. ხალხი მაშინვე დამშვიდდა და
ოთახში სრული სიჩუმე გამეფდა.
– ამხანაგებო, მე იძულებული ვარ ერთი წუთით თავმჯდომარის
მაგიერობა გავსწიო. ყველამ გაოცებით შეხედა გურგენიძეს, მან კი
იყუჩა და დაასრულა:
– ამ ერთ კვირაში მრავალი ამხანაგი დაგვიხოცეს და კომიტეტის
ერთი საუკეთესო წევრიც მოგვიკლეს. ჩვენმა დაუვიწყარმა ძვირფას-
მა თედომ თავი შეაკლა მტერს და ახლა მისი გვამი რაჟდენის ოთახ-
ში ასვენია. ამხანაგებო, გთხოვთ ზეზე ადგეთ და თედოსი და ყველა
თავდადებულის ხსოვნას ხანმოკლე დუმილით მაინც უძღვნათ პა-
ტივი.
ყველანი წამოდგნენ, ერთ წუთს თავჩაქინდრული იდგნენ და, რო-
ცა ისევ დასხდნენ, ზურაბმა განაგრძო:
– ბატონმა აკაკიმ, დიაღ, ბატონმა აკაკიმ თავის წესს უღალატა.
მან ბევრ ვინმეს და ბევრ რამეს უღალატა, მაგრამ ჯერ წესის ღა-
ლატს მოგახსენებთ. აქამდის საქანელასავით შუაში იჯდა და არხეი-
ნად ქანაობდა. ახლა კი სულ მარჯვნივ გადახტა, ერთობის წრესაც
კი შორს გადასცდა და ისეთი რამ წამოროშა, რასაც ზოგიერთი მხო-
ლოდ გულში ჰფიქრობს, ხოლო აკაკის ის ფიქრი ენაზე მოახტა და
ურცხვი როსკიპივით გააშიშვლა ის. მას უხარიან: მადლობა უფალსა,
რომ აჯანყება სათავეშივე ჩააქრესო, უსისხლოდ ჩააქრესო.
– ცოტა სისხლი დაიღვარა და ეს მიხარიან, – ამოიკნავლა აკაკიმ –
მაშ ბევრი სისხლი რომ დაღვრილიყო და ჩვენ გაგვემარჯვნა, თქვენ
299 მკითხველთა ლიგა
დარდისგან თავი უნდა მოგეკლათ, – დაგესლა ზურაბმა აკაკი და თა-
ვის გზას გაჰყვა: – ამხანაგებო, მოდით იკლიკანტურ ხრიკებს თავი
დავანებოთ და თავდაპირველად დავადასტუროთ, რომ ჩვენი მარ-
ცხი აკაკის და ჩვენს მოსისხლე მტრებს თანაბრად უხარიანთ, მაშა-
სადამე...
– მაშასადამე, აკაკიც იმ ბანაკისა ყოფილა. – დაასრულა რაჟდენ-
მა.
– დიახ, პირი იქით უქნია, იქით მიდის, – სთქვა ზურაბმა და განაგ-
რძო: – აკაკიმ მოზრდილი ჯგუფის აზრი გამოსახა. მათ ჰგონიათ,
ბოლშევიკები უკვე დამარცხდნენ და დროა ანგარიში გავუსწორო-
თო, ამიტომ გათამამდა ბატონი აკაკი და მხოლოდ ამიტომ წამო-
როშა კადნიერი სიტყვები. მაგრამ სტყუის ვაჟბატონი აკაკი! ჩვენ
ჯერ არ დავმარცხებულვართ! – მტკიცედ დაიძახა ზურაბმა და მაგი-
დას ისე დაჰკრა მუჭი, თითქოს შიგ ლურსმანი ჩაარჭოო.
– აგრეა! მართალია! არც დავმარცხებულვართ და არც დავმარ-
ცხდებით! – მიაყარეს აქეთ-იქიდან.
– რაღა დასამალავია, – განაგრძო ზურაბმა, – ჩვენი მოსკოველი
ამხანაგები დამარცხდნენ და ამან ზოგი ვინმე ფსიქოლოგიურად
მოადუნა. მტერმა ჩვენი ქალაქი ხელთ იგდო და ახლა რკინისგზას
მიჰყვება, მაგრამ როგორ მიჰყვება? გენერალი ალიხანოვი ცეცხლით
და მახვილით მიიწევს წინ და იმასაც ცეცხლით და მახვილით უხ-
ვდებიან. მთელი საქართველო ისევ ჩვენს ხელშია. მტერს ჯერ რკი-
ნისგზაც არ დაუპყრია სავსებით და თქვენ კი გვირჩევთ, იარაღი დავ-
ყაროთ, თავს ვუშველოთ და კონსტიტუცია მაინც გადავარჩინოთ.
სირცხვილი იმათ, ვინც ამას გვირჩევს!
– სირცხვილი! სირცხვილი! – წამოიძახეს აქეთ-იქიდან.
– ვინც ამას ამბობს, ის მხდალი ვინმეა, ის მოღალატეა და უნდა
ჩამოგვშორდეს!
– აგრეა! მართალია!
– ვაჟბატონი აკაკი აქამდის ხმას არ იღებდა, აჯანყებას თითქო
მხარსაც კი უჭერდა, მხოლოდ თავის კანკურით უჭერდა მხარს. ახლა
კი გამომდგარა თოფითა და ჯინჯილითა, გამომდგარა და მეუბნება,
დამნაშავის სკამზე უნდა დაგსვაო. ბატონო აკაკი, გირჩევთ მეორე-
ჯერ აღარ მიჰქაროთ და შინიდან თავი აღარ გამოჰყოთ, თორემ
ისეთ სკამზე დაგსვამთ, რომ იქიდან ნიკოლოზი და მისი უთვალავი
ლაშქარიც ვეღარ აგაყენებს.

300 მკითხველთა ლიგა


ზურაბის მომხრენი ისეთი მუქარა-ყვირილით წამოცვივდნენ,
თითქო უნდოდათ აკაკი მაშინვე დაესვათ იმ სკამზე. ზურაბმა თვი-
თონვე დაამშვიდა ის ჯგუფი.
თავმჯდომარემაც ამოიღო ხმა, ხოლო გაფითრებულმა აკაკიმ
ლუღლუღით განაცხადა:
– აქ ჩემი პიროვნების ხელუხლებლობა უზრუნველყოფილი არ
არის. შეურაცხყოფაც კი მომაყენეს, ამიტომ, სჯობს თავი დაგანე-
ბოთ.
ესა სთქვა და ტრაგიკული ნაბიჯით გაემართა კარისკენ, თან გეს-
ლიანი ქვა და გუნდი გაიტანა.
– მიბრძანდი! კალთებს არ შემოგახევთ! წინ წყალი და უკან მეწ-
ყერი!
ზურაბი განაგრძობდა: მოსკოვისა და ტფილისის მარცხი ერთო-
ბის დასასრული კი არ არის, გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ წინ გვიდევ-
სო. რომ მთავრობა ისევ გამარტოვებულია და მის მხარეზე გადასუ-
ლი ერთი მუჭა პასიური ვაჭრუკანები და ინტელიგენცია სათვალავში
ჩასაგდები არ არისო. რომ მშრომელი ხალხი კლდესავით სდგას და
წინამძღოლებს შესცქერის.
– თუ წინამძღოლები შედრკებიან და იარაღს დაჰყრიან, ლაშქა-
რიც მაშინვე დაიშლება და, ვინც ბრძოლის ველს პირველი გაექცევა,
პროლეტარიატი მას სამარცხვინო ბოძზე გააკრავს და წყევლა-
კრულვით მოიხსენიებს.
ორატორმა მახლობელი და შორეული წარსულის წამებულნიც
დაიმოწმა, მომავალი თაობანიც მოიშველია და დაასრულა:
– მაშ ნუ შედრკება ჩვენი გული, ამხანაგებო! კამათი გვეყოფა. გა-
რეთ გაშმაგებული ბრძოლა გრძელდება, ჩვენ კი მტრის სისხლის
დაღვრის მაგიერ ზღვა-სიტყვას ვღვრით. ჩვენც გავიდეთ გარეთ,
ჩვენც ჩავდგეთ თავთავიანთ ალაგას და პირნათლად ჩავაბაროთ ან-
გარიში მომავალ ისტორიას. და ახლანდელ მებრძოლთა ლაშქარს.
ზურაბი არასოდეს ენახათ ესოდენ აღელვებული და გაფითრებუ-
ლი.
– აგრე! ყოჩაღ, ზურაბ! გამოირკვა! აღარ გვინდა! გავათავოთ! –
შესძახეს აქეთ-იქიდან. – წავიდეთ და ჩვენ ჩვენი ვალი მოვიხადოთ!
ვინც წეღან ყოყმანობდა, ახლა ისიც აფრთოვანდა, მხოლოდ სა-
მიოდე კაცი იღიმებოდა უნდობლად: გურგენიძემ შეამჩნია ცინიკუ-
რი ღიმილი და ისეთი თვალით გადახედა, რომ მათ უცებ მოსხიპეს

301 მკითხველთა ლიგა


ურცხვი ღიმილი, თვალებში უმანკოება ჩაიღვარეს და ჭერსა და კედ-
ლებს მიაბჯინეს.
ზურაბმა თითი ასწია და განაცხადა:
– რაჟდენის ბინაზე თედოს პანაშვიდია დანიშნული. თათბირსაც
იქვე გავმართავთ და მონაწილეობას მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვი-
საც ჯერ იარაღი არ დაუყრია.
ეს სთქვა ზურაბმა და კარისაკენ გაემართა. ყველა მიხვდა, რომ
ჯიქმა თათბირი განგებ გადაადებინა. იარაღდაყრილნი იქ ვეღარ
მოვიდოდნენ.

***

მეორე დილას რაჟდენის ბინიდან უბრალო კუბო გამოიტანეს,


ურემზე დაუდეს და ვერისკენ გაემართნენ.
– ამხანაგებო, ჩამოგვშორდით, საჭირო აღარა ხართ, – უთხრა
გლეხურად ჩაცმულმა ზურაბმა კუბოს გამყოლთ.
ურემს მარტო ზურაბი და რაჟდენი შერჩნენ. იმასაც გლეხური ტა-
ნისამოსი ეცვა, ხელში სახრე ეჭირა. ორი გამხდარი ხარი ტაატით
მიაგორებდა ურემს. ხევის გაღმა ღრმა თოვლი იდო. ამ დროს ამ
გზაზე ჩვეულებრივ შეშისა და საახალწლო აღალი შემოდიოდა
ხოლმე, ახლა კი ერთი ურემიც არ მოსჩანდა. ირგვლივ დუქნებიც მი-
ეკეტნათ. ქალაქი შიგნითაც და აქაც თითქო გლოვაზე იდგა.
საბურთალოში ურემს ორმა „სტრაჟნიკმა“ უყელა გზა და მეურმე-
ებს პასპორტი მოსთხოვეს. ზურაბმა ორი პასპორტი აჩვენა. ახლა ქა-
ლაქიდან გასვლის ნებართვა მოითხოვეს. ჯიქმა „ნებართვაც“ მისცა:
ჯიბიდან ვერცხლის მანათიანი ამოიღო და ხელში ჩაუდო.
სამშვიდობოს რომ გავიდნენ, უცებ დიდუბეში რაღაცამ დაიჭექა.
მეგობრებმა გაღმა გაიხედეს, ჰაერში ავარდნილი კვამლი დაინახეს
და ერთმანეთს გაოცებით გადახედეს.
– ზარბაზანია, – ისე სთქვა რაჟდენმა, თითქო ეშინოდა, არავინ
გამიგოსო, და უფრო ჩუმად დაუმატა: – ერთობას ანგრევენ.
– იმ სახლს ანგრევენ. – დაუმატა ზურაბმა.
„იმ სახლში“ იმართებოდა ხოლმე კომიტეტის სხდომა. გზა გო-
რაკზე გადიოდა და აქედან ის სახლიც მოსჩანდა და ჯარის გუნდიც.
იმ გუნდის შუაგულიდან ისევ ცეცხლის ენა და კვამლის ვეება ბურთი

302 მკითხველთა ლიგა


გამოვარდა და სამიოდე წამის შემდეგ ხელახლა მოისმა გრიალი.
ზარბაზნის ქუხილს შორეული ტკაცატკუცი მოჰყვა თოფისა.
ზურაბი აპირებდა ურემს თეთრ დუქნამდე მიჰყოლოდა, ახლა კი
უცებ გადასჭრა უკანვე დაბრუნებულიყო.
– აბა რაჟდენ, მშვიდობით ივლიდე, ფრთხილად იყავი... მალე
დაბრუნდი. – მერმე გზის ნაპირს დასწვდა, თოვლი გაჰქექა, ერთი
მუჭა მიწა აფხიკა, კუბოს დააყარა, ორივე ხელი მოხვია, შუბლით მი-
ეკრო და ამოიქვითინა:
– მშვიდობით, ძმაო თედო, მშვიდობით... ვინ იცის... – სათქმელი
აღარ დაამთავრა და მიყუჩდა. ორიოდე წუთის შემდეგ კუბოს მო-
შორდა, ხელი ჩაიქნია და თავჩაქინდრული გაბრუნდა ქალაქისაკენ.
გუშინ დედამ უთხრა რაჟდენს. ზურაბმა თედო ჩუმად გამოიტირა,
როცა ყველანი წახვედითო. რაჟდენმა თითქო არ დაუჯერა, ახლა კი
საკუთარი თვალით ნახა ზურაბის ცხარე ცრემლი, საკუთარი ყურით
გაიგო მისი ქვითინიც და მაინც ძლივს დაიჯერა. „მაშ კარგად არა
მცნობია ზურაბი“, – გაიფიქრა მან და ურემი დასძრა.
მეათე დღეს ეს ურემი ბორჯომში შევიდა და ქოხმახების უბანში
ერთ პაწია ფიცრულს მიადგა. გაბურძგვნილმა და მოთენთილმა
რაჟდენმა კარს სახრე მიუკაკუნა და გარეთ გამოსულ დედაბერს
ჰკითხა:
– დედი, მელანო შენა ხარ?
– მე ვარ, შვილო, რა გინდა? – და ურემზე დადებული კუბო რომ
დაინახა, თითქო მიხვდა, რაც უნდოდა ამ კაცს და კარის ქიმს მიაწ-
ყდა. მერმე გულზე ხელი იტაცა, თვალები აახამხამა და თითქმის
ჩურჩულით იკითხა:
– ის რა არის?.. შვილო, მითხარი, ის რა არის-მეთქი?
– ეს ის არის... კუბოა... ოღონდ ნუ იტირებ... გენაცვალე, დედი, ნუ
იტირებ-მეთქი, – სლუკუნით მიუგო რაჟდენმა და დედაზე უფრო ად-
რე თვითონ ატირდა.
– შვილო თედო! – გაისმა მაშინვე დედის სასოწარკვეთილი კივი-
ლიც.

***

თავადაზნაურთა საკრებულოს დარბაზი პირთამდე სავსეა. უკანა


რიგებში უცენზო ინტელიგენციას მოუყრია თავი. ორივე მახლობე-

303 მკითხველთა ლიგა


ლი ოთახიც გაჭედილია, ორივე კარი ღია არის და იქიდან კისერგა-
მოწვდენილი ხალხი გულდასმით უგდებს ყურს ორატორს. პირველ
რიგში მაღალჩინოსანი გენერლები, კამერჰერები და კამერიუნკრები
სხედან. მათ ახოვანი მოხუცი გენერალ-ადიუტანტი თავადი ამილა-
ხორი მეთაურობს. ზის ოქროს ხმალზე დაყრდნობილი და, როცა
დემოსი აჩოჩქოლდება ხოლმე, გენერალი ოდნავ შეინძრევა, უკან
მოიხედავს, ოდნავ წამოიწევს და ისე შეუბღვერს ხალხს, თითქო ზე-
ადგომას და ხმლის გაშიშვლებას აპირებსო. მასთან ერთად დანარ-
ჩენი გენერლები და პოლკოვნიკებიც უკან იხედებიან და ისე აბრია-
ლებენ თვალებს, თითქო ემუქრებოდნენ: ახლა ჩვენა ვართ გამარ-
ჯვებული, თქვენ კი უკვე დამარცხდით და გირჩევთ, გაჩუმდეთ, თო-
რემ თავებს დაგაყრევინებთო.
დარბაზის ბოლოს წითელი მაუდით გადაფარებული გრძელი მა-
გიდა სდგას, მაუდის ოქრომკედიანი არშია აქვს მოვლებული და
კუთხეებშიც ოქროს ფოჩები ჰკიდია. თეთრ– ატლასისებური კედლე-
ბიდან იმპერატორები დასცქერიან ხალხს. დარბაზის ორ კუთხეში
ორი ძველი ქართული დროშა ასვენია და იქვე ოქროთი მოვარაყებუ-
ლი ნიშნები მოსჩანს ძალაუფლების და სასჯელისა: სამეფო გვირ-
გვინი, ორთავიანი არწივი, კანონთა კრებული და ლამაზი რომაული
კონა როზგისა.
მეორე რიგში ორი მეთაური ზის შავი რაზმისა. მაღალი, ლამაზი
შავჩოხიანი აბდუშელიშვილი და მეტად სრული თავადი გიორგი
ამილახორი. ეს სხდომა მათი თაოსნობით არის მოწვეული. შავ
რაზმს პირისპირ წითელი რაზმი დაუდგა და ეს ორი ძალა დღეს თუ
ხვალ ერთმანეთს უნდა დაეჯახოს. ორივეს არსებობა ამას იქეთ
აღარ შეიძლება. ან შავი, ან წითელი. ახლა შავი რაზმი დახმარებას
მოითხოვს. მას იარაღი და ფული სჭირდება.
ეს ძნელი საქმე ანდრო ახატნელს უკისრია. სდგას თავმჯდომა-
რის ახლოს და ასაბუთებს:
– ბატონებო, რუსეთში და საქართველოშიც ორი ძალა ებრძვის
გაშმაგებით ერთმანეთს: მშვიდობა და ძალმომრეობა, კანონი და
თვითნებობა, კერძო საკუთრება და სოციალიზმი. ხელისუფლება
თითქმის გამარტოვდა. რა თქმა უნდა, თავადაზნაურობაც პირნათ-
ლად ასრულებს თავის მოვალეობას წინაშე „უსაყვარლესი მეფისა“,
მაგრამ დადგა დრო, როდესაც ის ბრძოლის ასპარეზზე იარაღით უნ-
და გავიდეს და საკუთარი თავი, საკუთარი ოჯახი და საკუთარი მა-
მულ-დედული დაიცვას.
304 მკითხველთა ლიგა
– უწინ ბატონყმობა იყო, მაგრამ ჩვენში ნამდვილი ბატონყმობა
არ ყოფილა. თავადი უმცროსი ძმების მეთაური იყო და მათთან ერ-
თად იზიარებდა ჭირსაც და ლხინსაც. მხოლოდ ამნაირი მამაშვი-
ლობის და ძმური სიყვარულის წყალობით გადავარჩინეთ ქართვე-
ლი ხალხიც და ჩვენი კულტურაც.
– ახლა ის დაუნდობელი მტერი უნდა მოვიშოროთ, რომელიც შიგ
ოჯახში შემოგვეჭრა. ბატონებო, მთავრობა გვეუბნება, თქვენც გაან-
ძრიეთ ხელი, თქვენს ოჯახსა და მამულ– დედულს თქვენც უპატრო-
ნეთ, მარტო ჩვენი იმედით ნუ ხართო, თორემ... თორემ...
ორატორს უცებ ხმა ჩაუწყდა. ფეხზე მდგომი ხალხი შუა გაიპო და
დარბაზში ილია ჭავჭავაძე გამოჩნდა. მთელი დარბაზი შეირხა და
ყველანი ახალმოსულს მიაჩერდნენ. თითქმის დაბალი, მაგრამ სრუ-
ლი, თითქმის სამოცდაათი წლის მოხუცი შუაგარღვეულ ხალხში
დინჯად მოდიოდა და თან მოჰქონდა თავისი სანაქებო დარბაის-
ლობა, ჟამთა ცვალებადობაში უკვე მინელებული დიდება. კარგა ხა-
ნია რაც ეს კბილგაცვეთილი ბებერი ლომი თითქო სამუდამოდ შე-
იხიზნა ბუნაგში. აღარც მისი ბუხუნი ისმოდა, აღარც მისი კლანჭი
სჩანდა. მხოლოდ ერთხელ კიდევ დაიბუხუნა მან ამას წინათ. გური-
ის ასაკლებად მძვინვარე გენერალ ალიხანოვს ჰგზავნიდნენ. ჯარი
უკვე სადგურზე იყო გასული. მაშინ განაცხადა ილიამ ამავე დარბაზ-
ში: ალიხანოვის გაგზავნაზე ხელი უნდა ავაღებინოთო, თუ არა და –
ყველამ თავი უნდა დავდოთო. ვარანცოვ-დაშკოვს ეთქვა, თუ ჭავჭა-
ვაძეც კი აჯანყებას გვემუქრება, სჩანს მართლა საერთო აჯანყება
მოგველისო, და დასარბევად გასული ჯარი უკანვე დააბრუნა.
მერმე მებრძოლ გურულების დამხმარე კომიტეტი დაარსდა.
ილიამ მას ასი მანეთი შესწირა. რამდენიმე დღის შემდეგ ეს ფული
უკანვე დაუბრუნეს და შემოუთვალეს: ხალხის მტრისგან დახმარე-
ბას არ მივიღებთო.
ილია წაბარბაცდა, თითქო კეტი დაჰკრესო. მერმე ვინ? შინაურებ-
მა დაჰკრეს, ერთობამ დასჭრა, რომელსაც მან მთელი სიცოცხლე
შესწირა. მას აღარ ესმოდა, რა ხებოდა ირგვლივ. „ერთობა“ ერის
ერთობა ეგონა და ეს სიტყვა ჭაბუკობიდანვე ეწერა იმის დროშაზე.
მართალია, იმანაც კარგად იცოდა, ხალხის ახალი მესვეურები კლა-
სობრივ ერთობას ჰგულისხმობდნენ, მაგრამ ის კი აღარ ეგონა, რომ
ამ აზრს ასე მძაფრად მოეჭიდებოდნენ და ფსკერამდე დაიყვან-
დნენ. “რუსეთი ინგრევა“, ამბობდა ილია – და ყველა ჩაგრულმა ერ-
მა თავის თავს უნდა უშველოს. მართალია, ჩვენი გამოცალკევება ხე-
305 მკითხველთა ლიგა
ირს არ დაგვაყრის, მაგრამ ერთ მუჭა ხალხს არ შეუძლიან ეს უზარ-
მაზარი იმპერია გადაარჩინოს და ამიტომ ისღა დაგვრჩენია, რომ
კლასობრივი ბრძოლა გადავდოთ, მხარი მხარს მივცეთ, მჭიდრო
შინაური ერთობა დავამყაროთ და ხალხი გადავარჩინოთ. მას სხვა-
ნაირი გზა ვერც კი წარმოედგინა, სინამდვილე კი სულ სხვა გზით მი-
დენილიყო.
სასაცილოა! უკბილო ოხუნჯობაა! ბედის დაცინვაა! და რათა მის
გულში არავის ჩაეხედნა და ცრემლნარევი „ოხუნჯობა“ არ ამოეკით-
ხა. ილიამ კარი ჩაიკეტა და ერთ კვირას არავინ მიიკარა. მერმე თით-
ქო დამშვიდდა, მაგრამ იმ დღიდან ხშირად ახსენებდა ხოლმე გა-
დაკვრით „უმადურ თაობას“ და ზოგჯერ კი ნაღვლიანად იმეორებდა
თავისივე „ლოცვის“ ორ უკანასკნელ სტრიქონს:
„... რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე – არ იციან, ღმერთო, რას იქმნან!“
ერთხელ მან თავის თავს უთხრა: ვიღაც-ვიღაცეები გამალებით
ცდილობენ ხალხს ჩემი თავი მტრად მოაჩვენონ და შემაჩვენონ. დუ-
მილი დასტურის ნიშანია. რად მოვაკვლევინო ნაადრევად ჩემი თა-
ვი? რად დავასახიჩრებინო ჩემი ვინაობა? სანთელ– საკმეველი თა-
ვის გზას იპოვის და ადრე თუ გვიან სიმართლე გაიმარჯვებს, მაგრამ
ნაადრევად რად დავამარხვინო ჩემი სახელი? ხალხი არც მაგდენად
ბრმა არის, რომ მტერი და მოყვარე ვეღარ გაარჩიოს და მისთვის
თავდადებული ცოცხლად დამარხოს.
გარეთ სამკვდრო-სასიცოცხლო ომი იყოს და ბრძოლაში დაბერე-
ბული ილია კი სდუმდეს?! არასგზით! არასოდეს! ის კიდევ გაინა-
ვარდებს ნაჩვევ ასპარეზზედ, კიდევ მოიქნევს მრისხანედ ტორს და
ვაი იმას, ვისაც იგი მოხვდება.
მაშინ ილიამ დრო იხელთა და გურულებისკენ მოქნეულ ხიშტს
თავის განიერი მკერდი მიუშვირა, მიუშვირა და აარიდა. ახლაც
იმისთვის მოსულიყო, რომ ერთხელ კიდევ დაექუხნა და ეთქვა: მეც
გეახელით, ვინაიდან ჯერ ცოცხალი გახლავართ და ხმლის მოქნე-
ვაც შემიძლიანო.
ხალხის უმეტესობა ზეზე წამოუდგა. ილიამ სალამი მისცა მას და
წინა რიგში გავიდა. დასაჯდომი ალაგი არსად იყო. ერთმა პატივის-
მცემელმა თავის სკამი მიართვა და თვითონ კარებთან გაჩერდა.
ილია დაჯდა, ხელები მკერდზე დაიკრიფა და ახატნელს მიაჩერდა.
გაფითრებული ანდრო უკან დასახევ გზას ეძებდა, მაგრამ იგი ად-
რევე მოიჭრა, ვინაიდან უკვე ყველაფერი გადმოალაგა და ახლა დას-
306 მკითხველთა ლიგა
კვნაღა უნდა გამოეტანა. ყველამ იცოდა, რომ ანდრო ერთ დროს
ილიას ერთგული მიმდევარი იყო, მაგრამ უკანასკნელ დროს გადა-
უდგა მას და ახლა მათი გზების გაყრა აშკარად უნდა გამოჩენილი-
ყო.
ჭავჭავაძის მოსვლამ კრების თავმჯდომარე კამერიუნკერი ბაგრა-
ტიონიც შეაკრთო, ის ილიას გამოჩენიდანვე ფეხზე ადგა, ჯერაც არ
დამჯდარიყო და ანდრიას თვალებით სთხოვდა, სიტყვა გაეგრძე-
ლებინა.
ახატნელმა ძალა ვეღარ მოიკრიფა და ბორძიკ-ლუღლუღით გა-
ნაგრძო:
– იმას მოგახსენებდით, ბატონებო, რომ ქართველ ხალხს ჩვენს
მაგიერ ვერავინ გაუწევს მეთაურობას და ამიტომ ჩვენი არსებობა
ჩვენვე უნდა დავიცვათ. მტერი იარაღით მოგვადგა კარზე და ჩვენც
იარაღითვე უნდა დავუხვდეთ. მთავრობას ჩვენთვის არა სცალიან-
მეთქი. ამიტომ ჩვენს თავს ისევ ჩვენვე უნდა ვუპატრონოთ-მეთქი
და ქართლის თავად-აზნაურთა რაზმი ფულით, იარაღით და გამოც-
დილი აფიცრებით უნდა გავაძლიეროთ.
ახატნელი დაჯდა. დარბაზში ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. –
სიტყვა ვის ნებავს? – იკითხა თავმჯდომარემ და ოთხიოდე კაცს გა-
დახედა, რომელნიც ადრევე ჩაწერილიყვნენ.
ყველამ უარი განაცხადა. ანდრიას მომხრეთ არ უნდოდათ ილიას
მძიმე უროს ქვეშ მოქცეულიყვნენ, სხვები კი პირველ სიტყვას ილიას
უთმობდნენ. ილიაც მიხვდა, რომ მთელი დარბაზი მას ელოდა, ცო-
ტა ხანს კიდევ იყუჩა და თითი ასწია.
– სიტყვა თავადს ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის, – გამოაცხადა ბაგ-
რატიონმა. დარბაზში ტაშმა იგრიალა.
დარბაზის ბოლოს ხალხში ჩაჭედილმა გურგენიძემ მხრებით გა-
იკვლია გზა და წინ წაიწია. ის პირველად მოსულიყო აქ. იმ დილას
ნიკოსგან შეეტყო იმ სხდომის ამბავი და ვერ მოითმინა, თავი ხი-
ფათს შეუშვირა. მან კარგად იცოდა ქართლის თავადაზნაურობის
ძალა და ამბობდა: თუ მათ იარაღი და ფული მისცეს, დანარჩენი
თავადაზნაურობაც აჰყვება და მთავრობა ადვილად შეჰკრავს ათია-
თასიან ლაშქარს, რომელიც გლეხებს შემუსრავსო. სანამ ახატნელი
ლაპარაკობდა, ზურაბი თავჩაქინდრული იჯდა და ჩუმად აკრაჭუ-
ნებდა კბილებს. ჭავჭავაძის მოსვლა ყველაზე მეტად მას გაეხარდა.
ზურაბს იმედმა გაუფუჩუნა, იქნება ეს საქმე ახატნელს ამან ჩაუფუ-

307 მკითხველთა ლიგა


შოსო. გარდა ამისა, გულით და სულით ეწადა სახელოვანი მწერალი
და განთქმული ორატორი ენახა და მისი ლაპარაკიც მოესმინა.
ილია წითელ მაგიდასთან გავიდა, წყნარად მოავლო თვალი
დარბაზს და დაიწყო:
– ბატონებო! ერი მრავალ მხრივ ჰგავს ცალკეულ ადამიანს, ზოგ-
ჯერ რაიმე სენი ერთსაც და მეორესაც მოარულივით შეუჩნდება და
მანამდის ებრძვიან ხოლმე მას, მანამ არ მოინელებენ, მთელ მსოფ-
ლიოში ისეთ ერს ვერ იპოვით, რომ ოდესმე შფოთი არ აეტეხნოს,
მთავრობას არ შეჰბრძოლებოდეს და ცხოვრების შეცვლა არ მოეთ-
ხოვნოს. ახლა ეს სენი ჩვენს სამშობლოსაც შეეყარა, იმიტომ შეეყა-
რა, რომ კანონი ცხოვრებას ჩამორჩა, სინამდვილემ დაძველებული
წესწყობილება უკან ჩამოიგდო და მისი გადაკეთება მოითხოვა.
ილიას სუფთა ბოხი ხმა ჰქონდა და მის ხმაში ბეწვის ოდენა ბზა-
რიც არ ისმოდა. მეტად დინჯად, მკაფიოდ და უფორხილოდ ლაპა-
რაკობდა. ყოველ სიტყვას მსმენელს უდაო კანონსავით უნერგავდა.
უკანასკნელ დროს ილია იმ აზრისა იყო, რომ პეტრე დიდის შემ-
დეგ რუსული კანონი სინამდვილეს მუდამ წინ უსწრებდა და მხო-
ლოდ ახლაღა ჩამორჩაო. ეს აზრი ახლაც გაიმეორა, მერმე ოქტომ-
ბრის მანიფესტი გაიხსენა და განაცხადა:
– ამ მანიფესტის წყალობით კანონი ცხოვრებას დაეწევა და კიდე-
ვაც გაუსწრებს. მხოლოდ ზოგიერთი გულფიცხი და სულსწრაფი მო-
ითხოვს, ცხოვრებას თავზე გადავახტეთ და ათასი წლის საქმე
ათიოდე წელიწადში მოვათავოთო. მაგრამ, ბატონებო, სულსწრაფ
ხალხს თავი დავანებოთ, ვინაიდან ისინი თავიანთ თავსა და თავი-
ანთ საქმესაც თვითონვე ამოიჭამენ, ჩვენ კი ჩვენს საქმესა და სიტ-
ყვას ეს დედააზრი უნდა ჩავუგდოთ ბალავრად: ერი მარადიული ფე-
ნომენია, რევოლუცია კი დროებითი ქარტეხილი გახლავთ. იგი მო-
ულოდნელად მოგვასკდა, ზოგი რამ დაანგრია, ზოგი ვინმე დააზა-
რალა და მალე გაჰქრება. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი
დარჩებიანო. დღეს თუ ხვალ ქარიშხალი ისევ ჩავარდება, ერი კი
დარჩება და თავის მეთაურებს მკაცრად მოსთხოვს ანგარიშს. ნათ-
ქვამია, ყველა ჩვენი სიტყვა და საქმე საიქიოს იწერება და ერთიც იქ-
ნება, პასუხს გვაგებინებენო. ბატონებო, უცოდველი არც მე გახლა-
ვართ, მაგრამ გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ საიქიოს სამსჯავ-
როზე უფრო მეტად სააქაო მსჯავრი მაშინებს. ამ მსჯავრისგან სიკ-
ვდილიც კი ვერ გვიხსნის. მკაცრი ისტორიკოსი ჩვენს მადლსაც და
მატლსაც სასწორზე დასდებს და პირუთვნელ
308 მკითხველთა ლიგა
განაჩენს გამოგვიტანს. ზოგიერთს ალბათ, იმ უცნობი შორეული
ისტორიკოსისა სულაც არ ეშინიან. იმ ვაჟბატონებს მოვახსენებ,
რომ ისტორიკოსი-მსაჯული ცოცხალია და დაუღალავადაც მუშაობს,
ალბათ მკითხავთ, ვინ არის, სად არისო? ის მსაჯული ხალხია, ერია,
და იმ ერში ჩვენც ვურევივართ.
დილით-დილამდის ერთმანეთს ვქექავთ, ვწონავთ და განაჩენიც
გამოგვაქვს. ბატონებო, განგებას თავად-აზნაურთათვის დიდი უფ-
ლება მიუცია და დიდი ვალიც დაუდვია. ვისაც მეტი ერგო, იმას მე-
ტიც მოეთხოვება. რაც სხვას ეპატიება, ჩვენ არ გვეპატიება, რაც
სხვას არგებს, ის ჩვენ არ შეგვერგება. რად მოგახსენებთ ამას? ამას
იმად მოგახსენებთ, რომ ბატონმა ახატნელმა წამლის მაგიერ შხამი
მოგვაწოდა.
ამის გამგონე წინა რიგი შეირხა. გურგენიძემ ვეღარ მოითმინა და
წამოიძახა:
– მართალია!
– მართალია! შხამია! – დაიყვირეს უკანა რიგებში და მძლავრი
ტაში დააყოლეს.
– მაშ ვინ უნდა გვიპატრონოს? – მიაწოდა ილიას ერთმა გენე-
რალმა.
– ჩვენ თავს ჩვენვე უნდა ვუპატრონოთ, – უპასუხა ორატორმა და
განაგრძო: – მთავრობა ფულსა და იარაღს გვაწვდის. ასე მიაწვდიან
ხოლმე მახვილსაც და ოქროსაც იმ ავაზაკს, ვინც ღვიძლი ძმის მოკ-
ვლას კისრულობს.
– აგრეა! მართალია! – კვლავ იხუვლა დარბაზმა.
– მაგრამ, ბატონებო, ჩვენ უფროს ძმად მოგვაქვს თავი, უფროსი
კი იმად არის უფროსი, რომ შორს გაზომოს და ადრევე დაინახოს ის
ღვარძლი, რომელიც იმის ნათესაობას მოსდევს. რის მაქნისია ის მე-
ბაღე, ვინც ყვავილს დასთესავს და ლენცოფას კი მოიყვანს? პატივ-
ცემულ ბატონ ახატნელს გულწრფელად ჰგონია, სურნელოვან ყვა-
ვილს ვთესავო, ის კი არ იცის, რა სისხლიანი ეკალნარი ამოუვა. აბა
ერთი თაბაუთი გავწიოთ და ამ თავითვე ვიკითხოთ, რას გააკეთებს
მემამულეთა ლაშქარი? მეტი რა საქმე ექნება: გლეხობას დაერევა,
აიკლებს, შემუსრავს და ზღვა სისხლსა და ცრემლს დაღვრის. მერმე
რაღას იქმს? მერმე დაიშლება და ყველა მოლაშქრე თავის სოფელს
დაუბრუნდება. იქ პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს ხელსისხლია-
ნი მოძალადე და მისი მსხვერპლი – ქვრივი, ობოლი, ნაცემი და და-
კოდილი გლეხები. რას ეტყვიან ისინი ბატონს? რა პასუხს გასცემს
309 მკითხველთა ლიგა
ბატონი იმ გაავებულსა და უბედურ ხალხს? რაღა პირით უნდა შეხე-
დონ ერთმანეთს? მათ სიკვდილამდე უნდა იცხოვრონ მეზობლად
და ისევ ურთერთი უნდა სჭამონ და ხოცონ. რომელი თქვენთაგანი
გაუძლებს ამგვარ ცხოვრებას? ვერავინაც ვერ გაუძლებს. ჩვენ იძუ-
ლებული გავხდებით მამაპაპეულ მამულ-დედულს და საფლავებს
თავი მივანებოთ, სამუდამოდ გამოვიქცეთ და აქაც მტერს შევეყარ-
ნეთ. ნუ, ბატონებო, ამ საშვილიშვილო დანაშაულს ნუ ჩავიდენთ,
ათასი წლის კერას ნუ მოვიშლით, თორემ მომავალი თაობანი შეგ-
ვაჩვენებენ. მე ვიცი, რა გაჭირვებაშია მემამულე, მაგრამ მოთმინე-
ბის გარდა მეტი რა გზა დაგვრჩენია! სჯობს პურით და ყველით გა-
ვიტანოთ ჩვენი თავი, ვიდრე სამუდამოდ გადავეკიდნეთ ერთმა-
ნეთს და ხალხში მისასვლელი გზა მოვიჭრათ. სჯობს ორიოდე წე-
ლიწადიც მოვითმინოთ და მერმე მოძმე გლეხობას თამამად გავუყა-
როთ თვალი თვალში, ვიდრე ჩვენი ერთობის ფუძე მოვარღვიოთ,
გლეხობა უპატრონოდ დავტოვოთ, ჩვენ კი იქაც ფესვები დავიგლი-
ჯოთ და ქალაქურ მიწაზედაც ვერ ვიხაროთ. მაშ ეგ იარაღი რომ
აგისხიათ, რა ოხრად გინდათ?! ახალი კი არა, ძველიც თავში ახა-
ლეთ იმას, ვინც დაგირიგათ. სისხლის დაღვრა არ გაბედოთ-მეთქი,
თორემ მწარედ ინანებთ და გვიანღა იქნება თითზე კბენანი. გეუბნე-
ბით, მტერი შხამს გვაწვდის-მეთქი, და ვაი იმას, ვინც მას
წამლად მიიჩნევს და ჩამოართმევს. ბატონებო, მე ჩემი მოგახსე-
ნეთ და დანარჩენი თქვენ იცით.
ილიამ სიტყვა დაასრულა და დინჯი ნაბიჯითვე გაემართა კარე-
ბისკენ იმ მსაჯულივით, რომელიც განაჩენს გამოიტანს და მაშინვე
თავის ოთახისკენ გაბრუნდება ხოლმე.
კენჭის ყრა არ ყოფილა და კრებაც მაშინვე დაიშალა, ვინაიდან
სალაპარაკო აღარაფერი ჰქონდათ.

310 მკითხველთა ლიგა


XVIII

ზამთრის ღამეა. ზურაბი დანჯღრეულ მაგიდას მისჯდომია და სა-


გაზეთო წერილს სწერს. მხრებზე მსუბუქი პალტო წამოუსხამს და
ფეტრის გაცვეთილი შაპო ყურებამდის ჩამოუფხატია. გარეთ ჰყი-
ნავს. ბუხარში ცივი ქარი შხუის, ხრიალებს, სისინებს.
გურგენიძეს გაყინულ თითებიდან ხშირად უვარდება კალამი. ის
ხელებს იფშვნეტს, უბერავს, ფეხებს იატაკზე აბაკუნებს, ვითომ
თბება და ისევ სწერს. ზურაბი გესლსა და რისხვას უთვლის იმ
მხდალთა და ორგულთა, ვინც უკვე დაჰყარა იარაღი და ერთობის
მტრებს ელაქუცება, ეჩურჩულება.
წერილს წეღანდელი დინჯი პათოსი და ლოღიკური ძალა დააკ-
ლდა. ავტორი ამას ჰგრძნობს, თავს ძალას ატანს, ხშირად შლის და-
წერილს, ხელახლა იწყებს და ლამობს უკვე შეთხელებული დუღაბი
ხელახლა განამტკიცოს, მაგრამ ვეღარ ახერხებს: აზრები ცალცალკე
ჰყრია, შედეგი მიზეზს გაურბის, წვრილმანი სხვილმანობს, სხვილ-
მანი წვრილმანდება და წერილის ღერძიც თითქო მრუდდება.
ეს ქეთოს ბრალია: წეღან ერთხელ კიდევ შემოუვარდა მოულოდ-
ნელად და ზურაბი გააბრაზა. მან ქალი მკვახედ დატუქსა და კინა-
ღამ გააგდო, მაგრამ ქეთოს ცრემლმა და ცხარე კოცნამ გული მოულ-
ბო, რისხვა სიტკბოზე შეაცვლევინა.
ქეთომ ზურაბს რამდენიმე ახალთახალი ცნობა და უამრავი ცხა-
რე საყვედური მოუტანა. გურგენიძე შეგირდივით იმართლებდა
თავს, არ მეცალაო. მაგრამ შეყვარებულ ქალისთვის „არა მცალია“
ჩინური ანბანივით გაუგებარი იყო და ამიტომ სანამდის არ მოისვე-
ნა, მანამ არ დარწმუნდა, რომ ზურაბის სიყვარული არ შენელებუ-
ლიყო, და პატიოსანი სიტყვა მისცა მას, სანამ შენ თვითონ არ დამი-
ბარებ, მანამ აღარ მოვალო. მერმე უთხრა:
„აქ ყვავიც კი გაიყინება. რატომ ცეცხლი არ გინთია?
„მეტისმეტად ბევრი შეშა მაქვს და მეშინიან არ გამომელიოს“. –
ღიმილით მიუგო ზურაბმა.
„ალბათ კიდეც გეშივება. – უთხრა ქეთომ და, პასუხი რომ არ მი-
იღო, ჩანთაში ჩაიყო ხელი და განაგრძო: – ცოტა ფული მაქვს და...“
„არ მინდა, არ გაჰბედო!“ – გააწყვეტინა ზურაბმა.

311 მკითხველთა ლიგა


ქეთოს ხელი ჩანთაშივე გაუშეშდა. გაოცებული შესცქეროდა ზუ-
რაბს და ლუღლუღებდა:
„რატომ არ გინდა? რად გეწყინა? – მერმე მწვავე აზრმა გაჰკრა და
მწარედ წამოიძახა: – მაშ მე მარტო საყვარელი ვყოფილვარ და მე-
ტი არაფერი?“
„ეგ რა წამოგცდა, ქეთო! ჩვენ საყვარლები კი არა, სამუდამო მე-
გობრები ვართ“.
„მაშ უარი რად მითხარი? „არ გაჰბედო“ რას ნიშნავს? ჩემი მეგო-
ბარი ერთობისთვის იყინებოდეს, მშიერ-მწყურვალე იყოს და ნებას
არ მაძლევდეს დავეხმარო?“
„კარგი, ქეთინო, კარგი“ – დაამშვიდა ზურაბმა. – უცაბედად წა-
მომცდა და ნუ გამიწყრები.
ქეთომ ორი ოცდახუთ-მანეთიანი დაუდო მაგიდაზე, ერთხელ კი-
დევ მოეხვია და წავიდა. ზურაბმა წერა განაგრძო. მერმე რაჟდენი
მოვიდა და ახლა ამან შეაწყვეტინა. ლაპარაკში ხანი გავიდა. შემ-
დეგ რაჟდენი ბუხრის ხვრელში ჩაძვრა. გურგენიძემ ფილაქანი გაას-
წორა და ისევ საქმეს შეუდგა.
ზურაბი მოუსვენრად იყო. წერილი თავით-ბოლომდე ჩაიკითხა,
ყველაფერი ამოშალა, რაც ქეთოს წასვლის შემდეგ დასწერა, მერმე
თავი ხელებში ჩაიდო, ხელები მაგიდას დააყრდნო და ჩაფიქრდა.
გულში ეჭვის მატლი შეეპარა და ღრღნა დაუწყო. ნუ თუ ერთობა
მართლა დამარცხდა? ბევრი სალდათი გადაუდგა მთავრობას. ია-
რაღი გაიტაცეს და ერთობას მიუდგნენ, მაგრამ ჯარი, გუშინ რომ
ყოყმანობდა, საბოლოოდ ერთგული დარჩა მთავრობისა. მან იმ-
ძლავრა, რკინის გზა დაიბრუნა, ქალაქებსა და დაბებს შეერია და
დაკარგულ სახელს და ძალაუფლებას ცეცხლითა და მახვილით იბ-
რუნებდა. მებრძოლნი დაიქსაქსნენ, მცირე რაზმებად დაიყვნენ და
შუა ზამთარში მთასა და ღრეს შეაფარეს თავი.
თევზი თავიდან ყროლდება. მენშევიკებმა მაშინვე ასტეხეს ყვი-
რილი: იარაღი არ უნდა ამოგვეღოო. „დამარცხებული მაშინაც კი
სტყუის, როცა ის ზეცამდის მართალია“.
აჯანყების გუშინდელი მტერ-მოყვარენი მარტო შიშველ სინამ-
დვილეს უწევდნენ ანგარიშს და ბრმად ემონებოდნენ მას, როგორც
გაჭყლეტილი ემონება ხოლმე უზარმაზარ ლოდს, ხოლო ზურაბი
და მისი მეგობრები უსაზღვრო რევოლუციური ნებისყოფით გატე-
ნილნი, ახლაც გაშმაგებულნი იბრძოდნენ, რათა ავი სინამდვილე

312 მკითხველთა ლიგა


მოედრიკნათ, თავიანთ უღელში შეებათ და ახალი სანატრელი სამ-
ყარო შეექმნათ.
„გვღალატობენ, მირბიან, მარტოს გვტოვებენ“. – ჰფიქრობდა ბუ-
რანში შესული ზურაბი და თან ჰგრძნობდა, რომ ამ საზარლობის
ასახვისათვის მას წერილში სიტყვა არ ეყო და რომ ამგვარი სიტყვე-
ბი სულაც არ არსებობდა.
რამდენიმე დღის უძილობით დათენთილმა ჯიქმა ჯერ ჩასთვლი-
მა, მერმე ჩაიძინა და სიზმარში შესცურა.
ქეთო და მართა უდაბნოში მოშორებით დგანან ერთმანეთისაგან.
შუაში ზურაბი ჩამდგარა. ქეთო საზღაპრო დედოფალივით მორთუ-
ლა და ზურაბს უცინის, ხელს უქნევს, აქეთ წამოდიო. მართა კი იგივ
მართაა: უბრალოდ აცვია, ოდნავ მიბრუნებულა და ნაღვლიანად შე-
მოსცქერის ზურაბს, თითქო ეკითხებოდეს, წამომყვები თუ მარტო
წავიდეო. ზურაბი ფართხალობს, ხან ქეთოსკენ მიიწევს და ხან მარ-
თას ეტანება. მას სურს ორივე დაიჭიროს, ორივე ჩაიხუტოს, ორივე
დაიჩემოს, მაგრამ ორივენი გაურბიან და უსიტყვოდ მოითხოვენ, ან
მე ამირჩიე, ან ისაო. ზურაბი წვალობს, ისევ აქეთ-იქით დარბის და
ემუდარება, ნუ გაიქცევით, ამ უდაბნოში მარტოს ნუ დამტოვებთო.
ქალები გაებუტნენ. უცებ ფრთები გამოიბეს და კისკასით ლაჟვარ-
დოვან სივრცეში მალე ქორის– ოდენაღა მოსჩანდნენ, მერმე მერ-
ცხლად გადაიქცნენ და ბოლოს ცის სიღრმეში მიიმალნენ. ზურაბი
გულდამწვარი იდგა და ბალღივით სლუკუნებდა. უცებ ცა ჭვარტლი-
ვით გაშავდა, ჩამოწვა, საზარლად დაიჭექა და ზურაბს თავზე ჩამო-
ენგრა.
„მიშველეთ!“ – დაიკვნესა მან, მყისვე თვალები გაახილა, წამოხ-
ტა, და გონს მაშინღა მოვიდა, როცა მკერდზე რამდენიმე რევოლვე-
რი დაადეს.
– არ გაინძრეთ, თორემ ახლავე გაგათავებთ! – ყორანივით დას-
ჩხავლა მას ავშაროვმა და ლულა ზედ საფეთქელზე მიადო.
იარაღაყრილი ზურაბი მაგიდასთან დგას და დინჯი ღიმილით
ათვალიერებს ჟანდარმებს და პოლიციელებს, რომელნიც იქაურო-
ბას აქოთებენ. მათ კარი და ორივე ფანჯარა უცებ შემოუნგრევიათ
და უხარიანთ იმის გამო, რომ ესოდენ დიდი ნადირი უსისხლოდ
შეჰბოჭეს.
ავშაროვი თავდაპირველად ხელნაწერს ეცა, პირველი ფურცელი
ჩაათვალიერა და გესლიანად ჩაიხითხითა:

313 მკითხველთა ლიგა


– ეს თქვენი ყელის გამოსაჭრელი დანა გახლავთ. ზოგი ახლაც გა-
მექეცით. მერმე ყველა ფურცლები აკრიფა და ორს ოცდახუთ-მანე-
თიანს დააფრინდა.
აი სად ყოფილა! ამასაც ვეძებდი. აქ უყურეთ! – და ზურაბს ფუ-
ლის კუთხეში ნიშანი აჩვენა. – „ა. ა“. – არტემ ავშაროვი. – ჟანდარმე-
ბი ჭირივით გძულთ, მაგრამ იმათ ცოლებს ჰყვარობთ და იმათი ფუ-
ლით ცხოვრობთ, განა!
ზურაბმა გაიცინა და მიუგო:
– მე რომ თქვენ მაგიერ ვყოფილიყავი, ჩემი ცოლის საყვარელს
აქვე გავათავებდი.
– თქვენ პროვოკატორი ხართ, ბატონო გურგენიძევ, თქვენ გინ-
დათ სისხლი დამაღვრევინოთ, რომ კატორღაში თქვენ მაგიერ მე
მაკვრეინოთ თავი, მაგრამ ვერ მოგართვით! მე აქვე დავრჩები,
თქვენ კი ყულფში შეგაძვრენთ, ან არადა ცოცხალს დაგალპობთ!
– კმარა, თქვენი საქმე შეასრულეთ, ხოლო ეგ ფული დამალეთ,
თორემ ისევ თქვენ მოგეჭრებათ თავი. – ცივად მოუჭრა ზურაბმა და
ანგრეულ ტახტზე ჩამოჯდა.
ავშაროვმა ბრაზიანად გაიარ-გამოიარა, ისევ ზურაბის წინ შეჩერ-
და და ურჩია:
– ტყუილად ნუ გვაწვალებთ. ხომ იცით, რომ უთუოდ ვიპოვით.
ამიტომ სჯობს თქვენვე გვითხრათ, სტამბა სადა გაქვთ:
– ავლაბარშია, – უპასუხა გურგენიძემ.
– მაშ წავიდეთ და გვაჩვენეთ.
– სანამ კარგად არ გამოვიძინებ, მანამ არსადაც არ წავალ. – მი-
უგო ზურაბმა.
მას იმედმა გაჰკრა: დილამდის დავიძინებ, მერმე კი ჟანდარმებს
სანამდის ვახეტიალებ ავლაბარში, მანამ ჩემი მეგობრები ყველა-
ფერს დამალავენო!
– სულელი ხომ არა გგონივართ? – სთქვა ავშაროვმა და თავისია-
ნებს მიაძახა: – იატაკი აჰყარეთ! სტამბა აქ უნდა იყოს.
– „გათავდა“! – გაიფიქრა გურგენიძემ, თან ხელი გამხმარ პურის
ნაჭერს დაავლო. მაგიდაზე რომ ეგდო და მადიანად დაუწყო ჭამა.

***
ქეთომ გვიან გაიღვიძა, მატინე მოისხა, პირი დაიბანა და საუზმეს
შეუდგა. მისი ქმარი ჯერაც არ მოსჩანს. სრული ერთი თვეა, რაც ქუ-

314 მკითხველთა ლიგა


თაისსა და ბათომში მუშაობს: ერთობას ანგრევს, ხალხს აპატიმ-
რებს და მძვინვარებს. ეხლა ქეთო თავისუფლად ცხოვრობს. გუშინ
დეპეშა მიიღო ქმრისგან, აქ ერთ კვირას კიდევ დავრჩებიო. მიიღო
და ის საღამო გამოიყენა: ზურაბს ეწვია და ერთხელ კიდევ შეჰფიცა,
შენს ბინაში აღარ მოვალო.
ეკამ სუფრა აალაგა. ქეთომ თუთიყუშს გაუცინა:
– თუთო, როგორა ხარ?
– ქეთო, სულელო! – ჩაუყრანტალა ფრინველმა.
გარეთ ეტლი გაჩერდა. ქეთომ ფანჯრიდან გაიხედა და თავის ქმა-
რი დაინახა, რომელიც სწრაფად გადმოხტა. მისი მხლებელი ჩაჩანი
ეტლის კოფოზედ დარჩა.
ავშაროვი პირმოღუშული შემოვარდა, პორტფელი სკამზე დააგ-
დო და უკმეხად უთხრა ეკას, რომელიც ოთახს ჰგვიდა:
– წადი, სამზარეულოს მიხედე და ჯერ ნუ დაბრუნდები.
ქეთოს არც აკოცა, არც ხმა გასცა, ხელები უკან დაიწყო და მკვახე
ნაბიჯით აბორიალდა ოთახში. სამსახურში მარცხი რომ შეემთხვეო-
და ხოლმე, შინ სევდიანი დაბრუნდებოდა, ქეთოს შესჩივლებდა და
იმისგან ელოდა ნუგეშს და რჩევა-დარიგებას, ახლა კი გაბრაზებუ-
ლი დაალაჯებდა და საჩხუბრად ემზადებოდა. ქეთო მაშინვე მიუხ-
ვდა და თვითონაც მოემზადა. ფანჯარასთან ჩამოჯდა, ნებისყოფა
მოიკრიფა და მცირე დუმილის შემდეგ თამამად ჰკითხა:
– რა მოხდა? ხომ არაფერი შეგემთხვა?
ავშაროვი შედგა, პაპიროსი ამოიღო, მთრთოლვარე ხელებით მო-
უკიდა ცეცხლი, ერთი გააბოლა და ქეთოს დააშტერდა. ხანგრძლივ-
მა დუმილმა და ქმრის მბურღავმა ფოლადისებურმა თვალებმა
ქალს ნებისყოფა მოუდუნა. მან მაშინვე მოაშორა თვალები, მხრები
აიჩეჩა და ფანჯარაში გაიხედა.
ქმარი ცოლს პირდაპირ დაუჯდა, ცალი ხელი მაჯაში წაავლო, მე-
ორე ხელით სახე მოუბრუნა და გაყინული ხმით ჰკითხა:
– მართალი მითხარი, შეხვდი თუ არა გურგენიძეს მას აქეთ, შენს
სახლში რომ დამალე?
– არ შევხვედრივარ, – მტკიცედ მიუგო ცოლმა.
– არც ერთხელ?
– არც ერთხელ.
ქმარმა პორტფელიდან ილია ჭავჭავაძის წიგნი ამოიღო, გადაშა-
ლა, ჯიქის ხელით მინაწერი ლექსი უჩვენა და უთხრა:

315 მკითხველთა ლიგა


– აი თარიღიც, სწორედ იმ დღეს დამარხეს მუშა და შენც სწორედ
იმ დღეს წაგიყვანეთ შანტანში. გახსოვს, თუ არა, მე რომ გითხარი,
დასაფლავებას შენც დაესწარი-მეთქი. შენ ცივი უარი მომარტყი. ახ-
ლა რას იტყვი?
– ბევრს არაფერს. – გაიღიმა ქეთომ. – მაშინ შენ მხოლოდ ჟან-
დარმი იყავი და ამიტომ...
– მესმის, გავიგე, – გააწყვეტინა ავშაროვმა და თვითონვე დაასრუ-
ლა: – მაშინ შენ ერთობის მონა-მოსამსახურე ბრძანდებოდი და ამი-
ტომ მოვალე იყავი ჟანდარმისათვის ტყუილი გეთქვა, მაგრამ როცა
ჩემი ცოლი გახდი და ოცდაერთ ოქტომბერს... ჩვენი ქორწილის მე-
ორე დღეს... მე რომ სამსახურში დამიძახეს და შენ კი სასეირნოდ
გახვედი... – ავშაროვი თითქო იხრჩობოდა. საყელო შეისწორა და
ხრიალით დაასრულა:
– იქ პურ-ღვინოს სარდაფში...
– ტყუილია! – წამოიძახა გაფითრებულმა ქეთომ.
– ხმაშივე გატყობ, რომ სტყუი, მაგრამ სჯობს გაჩუმდე, ვეღარ მო-
მატყუებ. შენი საზიზღარი ღალატი გვიან გავიგე, თორემ... შენ გით-
ქვამს, ყიფიანის ოთახში დავიმალეო. ესეც ტყუილია. ყიფიანი იმ
სასტუმროში არა ცხოვრობს. იმ დღიდან შენ გურგენიძეს საყვარ-
ლად დაუდექი.
– ტყუილია, ტყუილი. – ძლივსღა ამოიკვნესა ქეთომ და ხელები
სახეზე აიფარა.
– მაგასაც ახლავე გაიგებ. ტყუილს მე ვამბობ თუ შენა, – ულმობ-
ლად განაგრძო ავშაროვმა. – შენ ორნაირად მჭრიდი თავს, როგორც
ქმარს და როგორც მეფის მსახურს. სუსტმა და გამოუცდელმა ქალმა
ჩემი მოტყუება განიზრახე და ისიც კი ვერ იანგარიშე, რომ შენ შე-
გირდათაც კი არ გამოდგებოდი. ღალატი რომ შეგატყვე, მაშინვე ხა-
ფანგი დაგიგეთ და კიდეც გაგაბით. წუხელ ორ საათზე საწყალი ივან
ივანიჩი მომიკლეს. შენც იცნობდი მას, ქერა, მაღალ კაცს, ფული და
ბეჭედი რომ აჩუქე. აი შენი ნაჩუქარი ბეჭედი და ფული.
ავშაროვმა ის ბეჭედი სახეში მიახალა, თვითონ კი ახალ პაპი-
როსს მოუკიდა, დიდხანს იყუჩა და მერმე ჰკითხა:
– იცი საწყალი ივან ივანიჩი ვინ მოჰკლა? აბა საიდან გეცოდინე-
ბა! მეც ეს-არის ახლა გავიგე. შენმა ძმამ ნიკომ და მისმა მეგობარმა
ლევან დოვლათაშვილმა მოჰკლეს. დიაღ, მათ მოჰკლეს. მაგრამ
სად წამივლენ! ორივეს მალე ჩამოვკიდებ ორთაჭალაში. შესანიშნა-

316 მკითხველთა ლიგა


ვი ოჯახიშვილი კი ყოფილხარ. ჩემი ცოლი მკვლელის და აღმოჩ-
ნდა.
ქეთოს ელდა ეცა. მთელ ტანში ჟრუანტელმა ჩაურბინა. ფართედ
გახელილი თვალებით შესცქეროდა ქმარს და გრძნობდა, რომ ძა-
ლას ჰკარგავდა და თვალზე მომდგარ ცრემლს ძლივსღა უჭერდა
თავს.
– შენ რამდენიმე დიდი საქმე ჩამიფუშე და კინაღამ სამსახური
დამაკარგვინე. – განაგრძო ქმარმა. – მე მაინც ვითმენდი და სტამბას
ვეძებდი. შენ, როგორც მოღალატეს და ჯაშუშს, სახრჩობელა მოგე-
ლის, ხოლო როგორც კვალის მიმტანს საჩუქარი გერგება. იგი წუხე-
ლის ჩვენ მაგიერ ზურაბმა გიბოძა, უკანასკნელად გიბოძა და შენც
უკანასკნელად გადაუხადე ხვევნა-კოცნის ფასი. კმარა! გათავდა! ვაი
სირცხვილო! ახალგაზრდა ლამაზი ქალი საყვარელს თითო მოს-
ვლაში ხუთ თუმანს უხდის. კმარა-მეთქი! აი შენი ხუთი თუმანი! – ავ-
შაროვმა ქეთოს გუშინდელი ფულიც სახეში მიახალა და წამოხტა. –
ახლა შენი ზურაბი ჩვენს ჯურღმულში ზის და შენ გელოდება. სტამ-
ბაც იქ არის. ადე, ჩაიცვი!
მაშ ზურაბი დაუჭერიათ, სტამბაც აღმოუჩენიათ, ნიკოც კაცის
მკვლელი გამხდარა! ქმარმა უთხრა: კვალის მიტანისათვის საჩუქა-
რი გერგებაო. მაშ ქეთო გამცემი ყოფილა. უნებური გამცემი! მას სის-
ხლი გაეყინა, თავზარდაცემული წამოდგა, კალთიდან ბეჭედი და
ფული ხალიჩაზე ჩაუცვივდა. ქეთომ არც კი დაინახა. უნდოდა რაღაც
ეთქვა, დაეყვირნა, მაგრამ ხმაც ვერ ამოიღო, ხელები თვალებზე აი-
ფარა და ისევ სკამზე დაეცა. მისი ქმარი კი განძვინებული დააბო-
ტებდა და ამბობდა:
– ჩაიცვი... ჩქარა ჩაიცვი-მეთქი და წამომყე.
ქეთომ ვერ გაიგო, რად უნდა ჩაეცვა, სად უნდა წაჰყოლოდა.
– ჩაიცვი-მეთქი, თორემ აგრე ჩაუცმელს წაგიყვან. – დაემუქრა
ქმარი.
– სად უნდა წამიყვანო, არტემ? – ძლივს ამოიღო ხმა ქეთომ.
– ამას რა გაგება უნდა! დაპატიმრებული ხარ, როგორც მეფის მო-
ღალატე და ერთობის ჯაშუში.
ქეთო თითქო ახლაღა გამოფხიზლდა. ქმრის ნათქვამი თითქო
ესმოდა და არც ესმოდა. ყურით ესმოდა და გონებით კი არა სჯერო-
და. განცვიფრებული შესცქეროდა ქმარს და განმარტებას ელოდა.
ავშაროვმა აღარ დააყოვნა და განუმარტა:

317 მკითხველთა ლიგა


– რამ გაგაოცა! მოღალატე ხარ და პასუხი უნდა აგო. მაშ თავს
რომ მჭრიდი და მეფეს ღალატობდი, რა გეგონა? აქაო და ჟანდარ-
მის ცოლი ვარ, ამიტომ ღალატს მაპატიებენ და საჩუქარსაც მომცე-
მენო?! ჩაიცვი-მეთქი!
– არტემ, გონს მოდი. ჩემი ღალატი შენს გარდა ჯერ არავინ იცის.
ახლა გაიგებენ და თავი მოგეჭრება.
– სამაგიეროდ ჩემს ერთგულებასაც გაიგებენ. ვინც მეფის მოღა-
ლატეს ხელს აფარებს, ის თვითონაც მოღალატეა. სულ ერთია, მე
შენი ქმარი აღარა ვარ. მაშ შენი დანაშაულის მოზიარე რად უნდა
გავხდე? შენ ჭკუათხელი ხარ და მეც სულელი გგონივარ. სცდებით,
ქალბატონო. ჩაიცვი-მეთქი, თუ არა და მაგრე წამომყევით, აბა, ჩქა-
რა! – უდიერად შესძახა ავშაროვმა და ხალიჩიდან ფული და ბეჭედი
აკრიფა.
ქეთო უცებ მუხლებზე დაეცა, ფეხებზე მოეხვია ქმარს და ცრემ-
ლით შეჰღაღადა:
– არტემ, რას მიშვრები? შემიბრალე, მაპატიე... იქ ნუ წამიყვან,
ჯალათების ხელში ნუ ჩამაგდებ.
მას შორეთში სახრჩობელა ელანდებოდა, რომელზედაც თვითონ
ქეთო ეკიდა. ამ სურათმა ახლავე შეჰზარა და ცრემლი და ვაება
ამოჰგლიჯა.
ავშაროვი შეუნძრევლად იდგა, დემონური ღიმილით დასცქერო-
და ზევიდან და ამბობდა:
– ქალბატონო, ტყუილად სწუხართ... გაათავეთ. ვინც მე არ შემიბ-
რალა, იმას არც მე შევიბრალებ... ადექით, თავს ნუ იმცირებთ-მეთ-
ქი.
ქეთო უცებ წამოდგა, თავი შეარხია, ცრემლი მოიწმინდა და მტკი-
ცე ხმით სთქვა:
– თქვენ მართალს ამბობთ. ნურც თქვენ შემიბრალებთ. ჩემი მუ-
დარა უკანვე მიმაქვს... სამუდამოდ დაივიწყეთ. ახლავე მზად ვიქნე-
ბი.
დაფაცურდა, პაწია ჩემოდანში საცვალი, ოდეკოლონი, ცხვირსა-
ხოცები, სავარცხელი, საპონი და ამგვარი წვრილმანი ჩაჰყარა, თბი-
ლი პალტო ჩაიცვა, შაპოც დაიხურა და სთქვა:
– მზად გახლავართ, წავიდეთ.
ავშაროვი თავჩაღუნული იჯდა. ქეთოს ხმა რომ გაიგო, თავი ასწია
და ცრემლმორეული თვალებით ახედა. მერმე ღრმად ამოიოხრა, წა-

318 მკითხველთა ლიგა


მოდგა, ტალანში პალტო ჩაიცვა და ცოლს თუ ნაცოლარს გამოჰყვა,
რომელმაც წინ გაუსწრო და კარი გააღო.
– ქეთო, სულელო! – მიჰყვა შორიდან თუთიყუშის ჩხავილი.
ეტლში რომ ჯდებოდა, ქეთომ ნიკოს და ლევანს მოჰკრა თვალი,
რომელნიც ალაყაფს ამოჰფარებოდნენ და გაფაციცებით იყურე-
ბოდნენ. ქეთო შეკრთა. უნდოდა მათთვის დაეყვირა რამე, უნდოდა
გაეფრთხილებინა, მაგრამ გვიანღა იყო.
გამოვიდა თუ არა ავშაროვი, იმათაც გამოჰყვეს თავი და ზედი-
ზედ ორჯელ გავარდა რევოლვერი. ჟანდარმი ზურგით კედელს მი-
აწყდა, იმანაც იძრო რევოლვერი და ესროლა. ავშაროვს მხლებელი
მიეშველა. ეს ამბავი ისე სწრაფად დატრიალდა, რომ ქეთომ ესღა
დაიხსომა: ავშაროვი ტროტუარზე პირქვე გაიშოტა. ლევანი გულაღ-
მა ეგდო და წამოდგომას ლამობდა. ჩაჩანი ნიკოს დაეწია და ხან-
ჯლით სჩეხავდა. ქეთო უცებ გაჩნდა ტროტუარზე, უცებ გადაალაჯა
თავის ქმარს და ძმისკენ გაიქცა კივილით“
– ნიკო! მიშველეთ! ნიკო!
დამ დაიგვიანა. სისხლში მოსვრილი ნიკო უსულოდ წაიქცა. ქე-
თომ სასოწარკვეთით შეჰკივლა და ძმის გვამზე უგონოდ დაეცა.

***

მეტეხის ციხეში „ბედნიერი დღეა“.


უფროსი ზედამხედველი ჟურბა – მრისხანე, ღონიერი, შავგვრემა-
ნი უკრაინელი დიდ ეზოში გამოდის და ბოხი ხმით იძახის:
– მგალობელნი გამოუშვით!
აქა-იქ აივნებზე და პოლიტიკურთა კორპუსშიც უმცროსი ზედამ-
ხედველნიც ჰყვირიან:
– მგალობელნო გამოდით!
აქეთ-იქიდან მგალობელნი გამოდიან. ყველანი პოლიტიკური პა-
ტიმრები არიან. მათ შორის ერთი მორწმუნეც არ ურევია. მიუხედა-
ვად ამისა, გუნდში ყველა ხალისით ჩაეწერა, ვინაიდან გალობა მხო-
ლოდ იმის საბაბია, რომ კვირაში სამჯერ ჩაკეტილ საკნებიდან გა-
მოვიდნენ, ორიოდე საათით ურთერთს ჭირი და ლხინი გაუზიარონ,
ქალაქში დასაბარებელი გადასცენ, ერთმანეთს რჩევა-დარიგება
მისცენ და საეკლესიო გალობაში ჩუმი ხმით მარსელური ჩაურთონ,

319 მკითხველთა ლიგა


ხოლო სავსე ხმით „შავო მერცხალო“, „შვიდნი გურჯანელნი“, ცანგა-
ლა და სუფრული დასძახონ.
მგალობელნი სკოლის პაწია ოთახში ვარჯიშობდნენ. ერთხელ
ჟურბამ გარედან ყური მიუგდო. მგალობლებმა მეთვალყურე შეამ-
ჩნიეს და იმ დღეს მარსელური აღარ იმღერეს, სამაგიეროდ სუფრუ-
ლი ცანგალა შესძახეს. ბოლოს ჟურბამ ვეღარ მოითმინა, შიგნით შე-
ვიდა და იკითხა: „ერთი მითხარით, ქართველები ლოცულობთ
ხოლმე ეკლესიაში თუ ცეკვავთ?“ პასუხად ხარხარი ასტეხეს. ჟურბა-
მაც გაიღიმა და უთხრა: “მე თქვენი სიმღერისა არაფერი მესმის. რაც
გინდათ, ის იმღერეთ, მაგრამ რევოლუციონური არაფერი გამაგო-
ნოთ, თორემ... „. და ვეება შავი თვალების ბრიალით გავიდა.
მგალობლებმა მალე მოიყარეს თავი ეზოში. ბოლოს მათი ლოტ-
ბარი გურგენიძეც გამოჩნდა. ზედ თიხის-ფერი კატორღელთა ტანი-
სამოსი ეცვა – მის ტანზე გამოჭრილი და საგანგებოდ შეკერილი.
თავზე თუშური ქუდი ეხურა, რომელიც მან ბრძოლით მოიპოვა ჟურ-
ბასგან. ფეხებით რვაგირვანქიან ბორკილს მოაჟღარუნებდა, გუშინ
რომ დაადებინეს მჭედელს. შავი ხშირი წვერ-ულვაში სუფთად ჰქონ-
და შეკრეჭილ– დავარცხნილი, ხოლო მეტად ხამი საყელოს ქვეშ სა-
კუთარი თეთრი მიტკლის პერანგი უჩანდა, რომელიც მართას ხე-
ლით იყო შეკერილი.
მუდამ პირქუშ ჟურბას ლაზღანდარობა არ უყვარდა. ახლა კი ვე-
ღარ მოითმინა, მოღიმარე ზურაბს თვითონაც გაუღიმა და სთქვა:
– ასეთ ნეფეს გარეთაც ვერ ნახავთ. აბა წავიდეთ.
პაწია კარი გასაღებით გააღო, ვიწრო ტალანი გაიარა, მეორეც გა-
აღო, ხუთმეტიოდე საფეხურიან კიბეზე ჩავიდა და გუნდი ჟამისგან
შეჭმულ ეკლესიაში შეიყვანა, რომელსაც საძირკველი მეექვსე საუკუ-
ნეში ჰქონდა ჩაყრილი, ხოლო კედლები მეცამეტეში ჰქონდა განახ-
ლებული.
გუნდს ოთხი ზედამხედველი მოჰყვა. ჟურბამ პატიმრები მათ და-
უტოვა და თვითონ ისევ გარეთ გავიდა. სანამ მგალობელნი მრა-
ვალჯერ ნახულ გაცრეცილ კედლებს ათვალიერებდნენ და ერთმა-
ნეთს ეჩურჩულებოდნენ, მანამ ჟურბაც დაბრუნდა. უკან თავჩაღუნუ-
ლი მართა მოსდევდა. მართას მისი მოწმე, მღვდელი და დიაკვანი
მოჰყვნენ.
ხელსაქმის მასწავლებელი მგლოვიარედ იყო გმირულად თავდა-
დებულ ლევანზე, ნიკოზე და საკატორღოდ გამზადებულ ზურაბზე
და ამიტომ შავი აბრეშუმის სადა კაბა ჩაეცვა, თმაც უბრალოდ და-
320 მკითხველთა ლიგა
ევარცხნა, და მხოლოდ თოვლივით თეთრი საყელო და თეთრი სა-
მაჯურები თითქო იმას ადასტურებდა, რომ მართას ჩაშავებულ ცაზე
შორეული ბედნიერების ლანდი რამ გამოჩენილიყო.
სანამ მღვდელი საკურთხეველში იმოსებოდა, ხოლო დიაკვანი
ფეხსაგებ ხალიჩას გაშლიდა და ზედ ანალოგს დასდგამდა, მანამ
კედელზე მიყრდნობილი მართა სევდიანად შესცქეროდა ზურაბს
და ლამობდა მისი შავი მომავალი ფსკერამდე გაეზომნა და აეწო-
ნა. მან კარგად იცოდა, რომ უჯიათი და ჯუღა ზურაბი გინდ ქვის სეტ-
ყვას გაუძლებდა, მაგრამ მან ისიც იცოდა, რომ ციმბირი პატიმართა
ძვლებით იყო მოფენილი, და ამიტომ მისი გული ახლავე თრთოდა,
ახლავე ჰკვნესოდა.
მღვდელმა მართა მიიხმო და ანალოგთან დააყენა. მერმე ზურა-
ბი გამოიწვია და მართას გვერდით მიუყენა. ვაჟმა ქალს მხარი
მხარს მიადო, ხელი ჩამოართვა და მაგრა მოუჭირა. მართამაც ამით-
ვე უპასუხა და ორივეს თბილმა საამურმა ჟრჟოლამ ჩაურბინა.
მღვდელი სწირავდა, დიაკვანი დავითნს კითხულობდა, გუნდი სა-
გალობელს გალობდა. წმინდანები კედლებიდან მჭმუნვარედ იყუ-
რებოდნენ.
მღვდელმა ქალ-ვაჟს ოქროს ბეჭდები უკურთხა, გამოუცვალა და
ლიტანია შემოატარა. გუნდმა „ისაია მხიარული“ იგალობა. წირვა
გათავდა.
მართა და ზურაბი ცოლ-ქმრად ითვლებიან.
მღვდელი საკურთხეველში შედის. დიაკვანს ფეხსაფენი და ანა-
ლოგი მიაქვს. ზურაბი და მართა ისევ წინ დგანან და რაღაცას
ელიან. მგალობელნიც გახევებულან და ისინიც
რაღაცას ელიან. გაოცებულ-ნაღვლიანი წმინდანებიც ისე გამოს-
ცქერიან ცოლ-ქმარს, თითქო ისინიც ელიან, ახლა რაღა მოხდებაო.
ხავს-მოდებული ეკლესია ხანგრძლივმა დუმილმა მოიცვა. იგი ჟურ-
ბას მძიმე ჩექმებმა დაარღვია. უფროსი ზედამხედველი ცოლ– ქმარ-
თან მივიდა, ზურაბს თითიდან ბეჭედი მოხსნა (ტუსაღს ჩიტის ბწკა-
ლის ოდენა ოქროც კი არ უნდა ჰქონდეს) და მართას გადასცა. მერმე
გაიცინა და როყიო ხმით წამოიძახა:
– რას ჩაფიქრებულხართ! ერთი აკოცეთ ერთმანეთს და თავის
გზით წადით. აბა, გაჰბედეთ, რაღა.
მართას თითქო ხელი ჰკრესო. უცებ გადაეხვია ზურაბს და გაბმუ-
ლი ქვითინი ამოუშვა. ჯიქმა ორივე ხელი მოხვია და პირისახე მარ-

321 მკითხველთა ლიგა


თას ხშირ თმაში ჩაიმალა, თან ხელს უსვამდა ბეჭებზე და ჩუმად
ეუბნებოდა:
– ჩემო მართავ... ჩემო მათიკო... გეყო, დამშვიდდი.
ზოგი ტუსაღი ცრემლს იხოცავდა. დანარჩენნი მჭვუნვარედ შეჰყუ-
რებდნენ წმინდანებს. ისინიც ისევ აქეთ იცქირებოდნენ და კვლავ
ელოდნენ, ეხლა რაღა მოხდებაო.
დასასრულიც ჟურბამ მოახდინა. ზურაბს მხარში ხელი წაავლო
და გასწია. ცოლ-ქმარი მაგრად ჩახლართულიყო. ჟურბამ ორივე ხე-
ლი კისრების შუა გაუყარა, ერთმანეთს დააშორა და სიცილით
სთქვა:
– გეყოფათ. დანარჩენი თორმეტი წლის შემდეგ მოხდება ციმ-
ბირში. და პირზე-ხელებაფარებული, აცახცახებული მართა გარეთ
გაიყვანა.
წმინდანები ახლა გაოცებით შესცქეროდნენ ერთმანეთს, თითქო
ეკითხებოდნენ: გახსოვთ, რომ ჩვენს დროში ასეთი ამბავი მომხდა-
რიყო?
პატიმრებიც გაოცებული გამოდიოდნენ ეკლესიიდან. არც იმათ
ეგონათ, რომ ზურაბს თვალებში ცრემლი მოეპოვებოდა.

***

ჩემო ერთადერთო, დაუვიწყარო, სამუდამო მეგობარო!


ეს ხუთი სიტყვა დიდხანს ვეძებე და ძლივს ვიპოვნე. მინდოდა
დამეწერნა „ჩემო ერთავ, ჩემო თვალის სინათლევ, სანატრელო, უძ-
ვირფასესო“, მაგრამ საკუთარი თავის მოტყუება ვეღარ გავბედე და
ისევ გულწრფელობა ვამჯობინე. ახლა შენ სხვისი თვალის სინათ-
ლე ხარ და სანატრელ და ძვირფას მეუღლედ სხვა ვინმე აგირჩევია.
მაგრამ ამას ქვეით დავუბრუნდეთ, ახლა კი სჯობს შორიდან დავიწ-
ყო.
იმ საშინელმა ამბავმა კინაღამ მეც გადამიტანა. ყველაფერი თან-
დათან გამახსენდა და იმ საზარლობის მონელებაში ეს გარემოება
დამეხმარა. მართას უკვე ყველაფერი უამბნია შენთვის და მე აღარ
გავიმეორებ. ორი რამე მაინც მუდამ თვალწინ მიდგა და მგონი საფ-
ლავშიც ჩამყვება. მე ახლაც ცხადლივ ვხედავ ჩემს საწყალ ძმას ნი-
კოს და იმის მკვლელ ჩაჩანს. ნიკო მოხრილი სდგას და თავპირს ხე-
ლებით იფარავს, ჩაჩანი კი უწყალოდ უჩახუნებს ხანჯალს. იმის

322 მკითხველთა ლიგა


პრიალს ახლაც ვხედავ, მისი ჩახუნი ახლაც ყურებს მატკივებს. საბ-
რალო ლევანს ტყვია გულში მოხვედრია და უცებ გარდაცვლილა. მე
ისიც მახსოვს, რომ ჩემს ქმარს ზედ გადავახტი და ნიკოსკენ გავიქე-
ცი. მერმე წყვდიადში ჩავვარდი და ყველაფერი დაიკეტა. გათავდა.
ამ სისხლიანი სურათის გარდა მეორე ამბავიც მზარავს. ჩემმა
ქმარმა დამაპატიმრა და სატუსაღოში მივყავდი. საბრალო ლევანმა
და ნიკომ შური იძიეს და ის კი არ იცოდნენ, რომ მეც გადამარჩინეს.
საბრალონი თურმე ცალ-ცალკე დაესაფლავებინათ. ეს რომ გავიგე,
სანამდის ვჟინიანობდი, მანამ ჩვენიანებს არ მოვტეხავდი. მართაც
დავითანხმე. ლევანის ნეშთი გადმოვასვენეთ და ნიკოს გვერდით
მოვუწვინეთ.
ერთი რამეც მაწვალებს. ჩემმა ქმარმა რომ მითხრა, გაპატიმრებ
და წამომყევიო, უცებ მოვტყდი, სულმოკლეობამ მომღუნა, ჩემ
ქმარს მუხლებზე მოვეხვიე და ხვეწნა დავუწყე. კიდევ კარგი, რომ
მან დიდსულოვნება ვერ გამოიჩინა და არ მაპატია, თორემ უარესად
დავიტანჯებოდი. მან დამცინა, გამათახსირა. ამან თავმოყვარეობა
გამიღვიძა და ჩემი ადამიანური ღირსება გამახსენა. მაგრამ ეს ნაგ-
ვიანები აფეთქება ჩემს დამცირებას მაინც ვერ მავიწყებინებს. მე
იმის ფეხქვეშ ვეგდე, ვტიროდი და ვეაჯებოდი. ვაი სირცხვილო!
მართა არასდროს, არასოდეს ჩემებურად არ მოიქცეოდა. ორ
თვეს იყო დაპატიმრებული. ვირთაგვებით, სიბნელით, შიმშილით
აწამეს და ორი სიტყვაც ვერ დააძვრევინეს. თურმე პირისპირ წაგიყე-
ნეს და ისიც ვერ ათქმევინეს, რომ ერთმანეთს იცნობდით. მეტი გზა
აღარა ჰქონდათ და გამოუშვეს. ეს რომ მიამბო, ჩემი შერცხვენა გა-
მახსენდა. გული ამიჩუყდა, გულში ჩავეხუტე და დიდხანს ვიტირე. აი
რანაირად დამტკიცდა, რომ მართა სხვაა და მე სხვა ვარ. მე მანამ-
დისაც ვიცოდი, რომ მართა შენი ღირსი იყო... ვიცოდი-მეთქი, მაგ-
რამ მხდალი ვიყავი, ჩემივე თავს ვუმალავდი და მეშინოდა გამოვ-
ტეხილიყავი, იმიტომ მეშინოდა, რომ მიყვარდი (ახლაც მიყვარხარ,
უწინდელზე მეტად მიყვარხარ) და არ მინდოდა, არ შემეძლო შენზე
ხელი ამეღო (არც ახლა მინდა, არც ახლა შემიძლიან, მაგრამ არ ვი-
ცი რა ვქნა და ეს უბედური თავი რომელ ქვას ვახალო).
გონს რომ მოვედი, დიდხანს ვათვალიერებდი იმ ოთახს, სადაც
ვიწექი, მაგრამ ვერ ვიცანი. არც რაიმე გამახსენდა. წინ ერთი ხნიერი
დედაკაცი მეჯდა. შავები ეცვა და ჭაღარა ხშირად ერია. საწყალი დე-
დაჩემი ვერც კი ვიცანი, რა მალე გათეთრებულიყო!

323 მკითხველთა ლიგა


მომეხვია და ატირდა, თან მეუბნებოდა: „დედაშენი ვარ, შვილო,
დედაშენი. ნუ თუ ვერ მიცანი?“
მაშინღა გამახსენდა, რომ დედა მყავდა. მაინც ვერ ვიცანი. მერმე
სხვებიც მოდიოდნენ, სხვადასხვა დროს მოდიოდნენ. თვალხილუ-
ლი ვიყავი და მაინც ვერა ვცნობდი. გონს თანდათან მოვდიოდი.
ყველაზე ადრე სამი მოკლული გამახსენდა. მერმე შენ მოგიგონე.
მომაგონდა უკანასკნელი საღამო, ის ხანმოკლე ტკბილი საღამო,
რომელმაც ესოდენ ხანგრძლივი სიმწარე გამოიწვია.
სუნთქვა და ლაპარაკი მიძნელდებოდა. ათას სისულელეს ვბო-
დავდი, ვიკრუნჩხებოდი და მაციებდა. გახსოვს თუ არა ჩემი სუფთა
პირისკანი? ახლა წითლად ამელეწა. გახსოვს თუ არა ჩემი ანკარა
კრიალა თვალები? ამემღვრა და გუგები გამიდიდდა. ერთხელ შუქუ-
რაულმა მითხრა, შენი პირი მარწყვის წვენით მოგირწყავსო. ახლა
ის ტუჩები, შენ რომ გაგიჟებით გიყვარდა, გამეცრიცა, დამეღმიჭა და
თოვლივით თეთრი ნასთიც გამინაცრისფერდა.
ჩემი ბიძაშვილი მიტო ექიმია. ლამის თან გადამყვეს. ნელ-ნელა
მასულიერებს და მეფიცება, მალე უწინდელივით დამშვენდებიო.
ვიცი რომ მატყუებს, მაგრამ თან მინდა დავიჯერო, ამიტომ მეც ვატ-
ყუებ ჩემს თავს და იმ დღეს ვნატრულობ, რომ ერთხელ კიდევ დაგე-
ნახო, ერთხელ კიდევ ჩაგეკონო, მაგრამ, ღმერთო ჩემო, რას არ წა-
მოროშავს ხოლმე ავადმყოფი ქალი, ხელნაკრავი სნეული ქალი,
სატრფო რომ წაართვეს და დავრდომილი რომ მიაგდეს. მე ნატვრი-
სა და ბოდვის მეტი აღარაფერი დამრჩენია და ამიტომ ნება მაქვს
ზოგჯერ მაინც დავივიწყო ხოლმე მართა და შენი თავი ჩემად მივიჩ-
ნიო, ან ჩემი თავი უწინდებურად მართას მოზიარედ წარმოვიდგი-
ნო.
ამ რამდენიმე ფურცელს ორ დღეს ვწერ და მთელ წერილს ალ-
ბათ ერთ კვირას მოვუნდები. თავი მტკივა, თავბრუ მესხმის, უძილო-
ბა მაწუხებს და ძლივსღა დავდივარ. დღეს უკეთესობა დამეტყო და
წერას ვაგრძელებ.
სანამ სულ მოვიდოდი გონს, მანამ დედას ვკითხე, ვის ოთახში
ვარ-მეთქი. დამიმალა. ჩვენს სახლს რემონტს უკეთებენ და დრო-
ებით დავიშალენით, მე და შენ ცალკე დავსახლდითო. მეც დავუჯე-
რე. თურმე ნუ იტყვი, მატყუებდა. საქმე სულ სხვანაირად ყოფილა.
ერთხელ შენც გიამბე, რომ საწყალ მამაჩემს უამრავი ვალი დააწვა.
ჭაბუკობიდანვე სულ ამას ჩიჩინებდა: ხელმომჭირნედ იყავით. მა-
მაპაპეულ ქონებას ნუ ჰფლანგავთ, ხუთ მანეთს რომ იშოვით, ოთხი
324 მკითხველთა ლიგა
დახარჯეთ და ერთი შეინახეთო. ახლა კი გამოირკვა, რომ თვითონ
ანდრია მუდამ უკუღმა იქცეოდა, ხუთის ნაცვლად თუმანს ხარჯავდა,
საკუთარი მამაპაპეულიც გაჰფლანგა და ძმისწულების ქონებაც თან
მიაყოლა. დაწვრილებით არ ვიცი, რა მოხდა, როგორ მოხდა, ის კი
ვიცი, რომ ერთ უბედურ დილას ყველანი მშრალზე დავრჩით. ბანკმა
თავის ვალი გაინაღდა, ვაჭარმა თავის წილი წაიღო, ხოლო ვიღაც
არამიანცმა ჩვენი მამაპაპეული მამულიც დაიჩემა და აქაური სახ-
ლიც წაგვართვა. ამას წინათ გრიგოლი გვეწვია. დაჯდა და იმოდენა
ვაჟკაცმა ქალივით იტირა. აქამდის პატრონი ვიყავი, ახლა კი არამი-
ანცმა მოჯამაგირედ მიმიღო, ჩემივე მამულ-დედულის მოურავად
დამაყენა და მე მადლობაც კი მოვახსენეო. მეორე დღეს გრიგოლი
სოფელს დაბრუნდა, რომ ყაზახების ხელით იქაურობა საბოლოოდ
დაემშვიდებინა და გლეხები ორმაგი იჯარის უღელში შეება.
ეს ამბავი სატირალიც არის და სასაცილოც. სასაცილო ის არის,
რომ მამაჩემი და წვერაძე მუდამ ამას გაჰკიოდნენ: ჰარიქა, გაისარ-
ჯენით, სომხებს ხელიდან ერთი სახლიც წავგლიჯოთო, ბოლოს კი
ზედმეტი ათასი მანეთისთვის არსობის პრინციპი დასთმეს და საკუ-
თარი სახლ-კარიც გასწირეს. მართალია, ეს ჩვენი მოძღვრების გა-
მართლებაა, მაგრამ რა ბედენაა! ჩვენი მოძღვრების სიმართლემ
ნუგეში ვერა მცა, ვერ დამამშვიდა. გრიგოლს რომ ცრემლი მოერია,
მე ბღავილი ავტეხე. ჩემო ზურაბ, ამას მარტო ჩემს დასუსტებას ნუ
მიაწერ. ეს რომ მახსენდება, ახლაც ცრემლი მომაწვება ხოლმე. ტყუ-
ილად კი არ მითხარი ერთხელ: სიტყვით ჩვენი ხარ, სისხლში კი მა-
ინც გვაროვნული სიამაყე და საკუთრების თაყვანისცემა გიდუღსო.
მაშინ ფიცხელი კამათით გიპასუხე. სანამ ყველაფერი მქონდა, არ
დაგიჯერე, ახლა კი თითქმის ყველაფერი დავკარგე და შევიგნე, რომ
შენ ცამდის მართალი იყავი. ტყუილად კი არ უთქვამთ: სანამ გაქვს,
არ აფასებ, როცა დაგეკარგება, მაშინღა დააფასებო.
დიაღ, მუდამ ბურჟუა ვყოფილვარ, მაგრამ ნუ გგონია ვნანობდე,
რომ ერთობას ავყევი, რომელმაც ახალნაირი სული ჩამბერა, გონე-
ბა გამიხსნა და შენი თავიც მაშოვნინა. სულ ერთია, ჩვენი მამულ-
დედული მაინც ხელიდან წაგვივიდოდა, მე რა მხსნელი ვიყავი მი-
სი? ამას ჩემ ყოფაქცევასთან არავითარი კავშირი არა აქვს და ამი-
ტომ ამ მხრივ სასინანულოც არაფერი მაქვს. მე სხვა რამეს ვნანობ.
ამას მერმე მოგწერ, ახლა კი მიტოს ხმა მესმის. დედას რაღაცას
ეჩურჩულება. მე მიმალავენ, ისევ მიმალავენ, ყველაფერს მიმალა-
ვენ. დედა ტირის.
325 მკითხველთა ლიგა
მიტომ წერა-კითხვაც ამიკრძალა. ახლა ამ წერილს მოჰკრა თვა-
ლი, დამტუქსა, გამსინჯა, უკეთესობა დამატყო, მერმე უვნებელი ჭო-
რები მიამბო და წავიდა. მის მიერ მოტანილი ამბავი დედას ძლივს
დავცინცლე. ჩემი ძმის ილიკოს პარპაშს თურმე ბოლო მოეღო. მისი
ძმაბიჭები რუსეთში გადაასახლეს. დედაჩემი ვარანცოვთან მისულა,
უტირნია და პატიოსანი სიტყვა მიუცია, ამიერიდან ჩემი შვილის
ხმასაც კი აღარ გაიგებთო. ვარანცოვს შეუწყნარებია და ილიკო და-
ურჩენია. ჩემმა გიჟმა ძმამ ერთი კვირაც ძლივს გასძლო. გუშინწინ
ვიღაც ქალს გაჰყოლია და ბინაში მიუცილებია. ქალს ერთი ოთახი
ჰქონია და იმ ოთახში ერთი გერმანული ნაგაზი ჰყოლია. ძაღლი ქა-
ლის ქმრის ერთგული დარაჯი ყოფილა. ილიკო რომ ქალს მოეხ-
ვია, ნაგაზმა თურმე ყეფა ასტეხა და ილიკოზე მიიწია. ილიკო მაშინ-
ვე მოშორდა. ქალს უთხრა, ძაღლი გარეთ გაიყვანეო. ქალმა უარი
უთხრა, ძვირფასი ძაღლია და მომპარავენო. ილიკო ვეღარ ითმენს
და ქალს ეტანება. ძაღლი კი ბრაზობს, არ აცლის და ზედ ებობღე-
ბა. ბოლოს ილიკომ გაჰბედა და, უღელტეხილზე რომ ავიდა, ძაღ-
ლმა სწორედ იმ დროს ჩაუჭირა კბილები ბარკალში და მწარედ ააბ-
ღავლა. ახა-ხა! ახლაც გიჟივით მეცინება.“გაიცინე, შვილო, გარგებს,
გაიცინე!“. – მეუბნება დედა და თვითონ კი ტირის.
სატირალი მერმე მომხდარმა. ძაღლმა თურმე კბილები არ გაუშ-
ვა, გამწარებულმა ილიკომ რევოლვერი იძრო და იქვე გაათავა.
ტყვიამ იატაკი გახვრიტა და ქვემო სართულში ბალღი დასჭრა. ატ-
ყდა წივილ-კივილი, რასაკვირველია, პოლიციაც მოვარდა. ყველაზე
მეტად თურმე ის ქალი შეწუხებულა. ხვალ ჩემი ქმარი დაბრუნდება,
ყველაფერს გაიგებს და მომკლავსო. იმ ქალს რა დაემართა, ეს არ
ვიცი, ილიკო კი დღეს დილით მატარებელში ჩასვეს და რუსეთისკენ
უკრეს თავი. თურმე მხიარული მიდიოდა, იქნება ჩემმა ადელმა ახ-
ლა მაინც დამანებოს თავიო. მაგრამ დახე მის უბედურებას! ადელი
ბარგიბარხანით გასულა სადგურზე, ბირკივით მიჰკრობია ქმარს და
თან გაჰყოლია. ისე წავიდა ჩვენი რძალი, რომ ერთხელაც არ გვნახა.
ბევრჯელ გვეწვია სადარბაზოდ, მაგრამ ჩემიანებს არ მიუღიათ.
დედა ტირის, მე კი ისევ მეცინება. მე ვიცი, რომ ეს ამბავი უცხო
რამ სოლივით ჩაერჭო ჩემ სევდიან წერილში, მაგრამ რა ვქნა, სიცი-
ლი მომწყურდა და მინდოდა შენც გამეცინებინე. გარდა ამისა, ჩემი
მახლობლების ამბებს გწერ და ამ მასხრის მასხრული დასასრულის
აწერას თავი ვერ ავარიდე.

326 მკითხველთა ლიგა


დიმიტრი მთაწმინდის უბანში დარჩენილა, მარტო ექიმობით ირ-
ჩენს თავს და ბედის მადლიერია იმის გამო, რომ ცოლი არ შეირთო.
არჩევნების დროს დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ ფედერალისტი არ
აურჩევიათ და ამის გამო გულგატეხილია. ხშირად ამბობს: ქარ-
თველმა ხალხმა სოციალ-დემოკრატები ამჯობინა და რაც მოიგოს,
მერმე ნახოსო.
სამაგიეროდ აკაკი სიხარულით ცას ეწევა. ახლა სახელმწიფო სა-
თათბიროს დეპუტატია და ისე იბერება, რომ პრემიერ-მინისტრი გე-
გონება, თანაც მოურიდებლივ ამბობს: ჩვენ თავიდანვე ვიცოდით,
ბოლშევიკები რას მოქმედებენ, ახლა ისინი ციხეში და ბნელ სორო-
ში ჰყრიან, ჩვენ კი ხალხმა დეპუტატებად აგვირჩია და ქვეყნის სვე-
ბედი ჩაგვაბარაო. ერთხელ მეტისმეტად გათავხედდა და შენ ავად
მოგიხსენია. მე ვუთხარი:
„აკაკი, რამდენიც უნდა ილაპარაკო, ზურაბი მაინც პროლეტარია-
ტის გმირი იყო და გმირივე დარჩება, შენ კი მუდამ ღობემძვრალა
იყავი“.
„შენ მაინც გაჩუმდი. შენოდენა სისულელე ჯერ არც ერთ ქალს არ
ჩაუდენია. განა ზურაბი და რაჟდენი შენ არ დააჭერინე? საწყალი ნი-
კო და ლევანი შენი მეოხებით არ დახოცეს? სტამბაც შენი ქარაფშუ-
ტობის წყალობით არ იპოვეს? ხალხი მხოლოდ შენზე ლაპარა-
კობს“, – მომიჭრა ჩემმა ძმამ და წამოდგა, – „მართალია, მთელი ქა-
ლაქი მხოლოდ შენზე ლაპარაკობს“. – დაუდასტურა თამარამ და ამ-
რეზილი გაჰყვა თავის ქმარს. მე უარესად გავხდი. რამდენიმე დღეს
ვტიროდი. აკაკი რომ პეტერბურგს მიდიოდა, გამოსამშვიდობებ-
ლად შემოიხედა, მაგრამ დედამ არ შემოუშვა. ძლიერ კარგადაც მო-
იქცა, თორემ თავლაფდასხმულს გავისტუმრებდი.
შენც იცი, აკაკი რა კაცია, ამას წინათ კი ისეთი სიხარბე და ისეთი
სიყვარული გამოუჩენია საკუთრებისა, რომ მისი ამხანაგებიც კი
შეშფოთებულან. საწყალი მამაჩემი რომ სულთმობრძავი იწვა, აკაკი
თურმე მაშინაც კი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და ბოლოს პირში
უთხრა: „ადრევე უნდა ჩაძაღლებულიყავი, ამოდენა მამული და ეს
სახლი შეგვრჩებოდაო“. მიტომ და გრიგოლმა გარეთ გააგდეს, ილი-
კომ კი თურმე სილაც აჭამა . მამაჩემი საშინლად აღელვებულა, გუ-
ლის-ცემას უმატნია და საღამო ჟამს სული განუტევებია, ამასაც
დიდხანს მიმალავდნენ. ახლა აკაკი პეტერბურგშია, გაუთავებლივ
ყბედობს იქ და ჰგონია, ქვეყანა ავაშენეო. ნეტა სამუდამოდ იქ დარ-
ჩებოდეს.
327 მკითხველთა ლიგა
წარმოიდგინე. ვაჭრუკანა წვერაძეს ჩემი დაქვრივება ძლიერ გახა-
რებია. თურმე უთქვამს: თუ ახლაც მომეწონა, არაფერს დავიშურებ,
მოვარჩენ და შევირთავო. ეს რომ ადრევე გამეგო, სულაც არ შემო-
ვუშვებდი. მაშინ კი თამამად შემოვიდა, წინ დამიჯდა და ცხენივით
დამიწყო სინჯვა და ჩხრეკა. ცოტა ხანს ილუღლუღა, ალბათ, დამი-
წუნა და წავიდა.
გახსოვს თუ არა კლიმიაშვილი, შენ რომ ჩემ ოთახში შემოგაგდო?
ისიც მეწვია, მანაც გამჩხრიკა, იმანაც დამიწუნა და წავიდა. რაღაც
გმირობა ჩაუდენია, მგონი ბლომად დაუხოცნია ერთობის ხალხი და
ამიტომ ისევ გრენადერთა პოლკში დაუბრუნებიათ და კაპიტნობა
მიუციათ.
შუქურაულიც მეწვია, ყველაზე პატიოსნად ის მოიქცა. დაჯდა, შე-
მათვალიერა, თავი ჩაჰქინდრა და ატირდა. მერმე სლუკუნით მით-
ხრა: „ქეთევან, აკი გეუბნებოდი, ბროლის კოშკიდან ნუ გამოხვალ-
მეთქი, არ დამიჯერე და ახლა რა ვქნა, რა გიშველო?“ მე მადლობა
გადავუხადე და ვუთხარი: „თუ რამე შეგიძლიან, შენივე თავს უშვე-
ლე“. მას ძლივს შეუგნია, რომ ლექსს საქართველოში ჯერ პოეტი არ
უცხოვრებია და გადაუჭრია ისევ მოსკოვში დაბრუნდეს, სწავლა და-
ასრულოს და, თუ მანამდე მოვუცდი, მე შემირთოს. მე გამეცინა.
„ნუ იცინი, შენი გულისთვის კინაღამ ტყვია დავირტყი“, – მითხრა
მან გულწრფელად. ტყვიის და სისხლის გახსენებაზე კანკალი ამი-
ვარდა. მან შემატყო და გამანთავისუფლა:
„მე ძალას არ გატან, თუ არ გინდივარ, პირობას ნუ მომცემ. მო-
იფიქრე, მაგრამ თუ მერმის ამ დრომდის არ გათხოვილხარ და თა-
ნახმა იქნები, შეგირთავ-მეთქი. ამაზე მეტი რა გინდა?“
თვალებზე ცრემლი მომერია და მივუგე: “მაგაზე მეტი არაფერი
არ მინდა. გმადლობ, ჩემო ელიზბარ, გმადლობ. მშვიდობით, გენაც-
ვალოს ქეთინო, მშვიდობით“.
ხელები დამიკოცნა და წავიდა. თქმა არ უნდა, რომ მე ელიზბარს
ცოლად არ გავყვები, მაგრამ მაინც მადლიერი ვარ, რომ გულწრფე-
ლად შემიბრალა, არც ჭირში გადამიდგა, ნუგეში მცა და გამამხნევა.
მას შემდეგ ერთხელაც აღარ მოსულა. აღარც სხვები მოდიან. ნა-
თესავებმაც დამივიწყეს. ჩემმა ნაცნობ-მეგობრებმა თითქო შემაჩვე-
ნეს, ცოცხალი დამმარხეს.
ერთი კვირა იქნება, რაც მეტი მომჯობინება დამეტყო. თავის ტკი-
ვილმა იკლო და ძილიც მომივიდა. სახეზე სიწითლე თითქმის აღარ
მეტყობა და პირიც მისწორდება. ექიმებმა მონად გამიხადეს და მეც
328 მკითხველთა ლიგა
სავსებით დავნებდი. მე და დედა გავმარტოვდით. ისევ მთაწმინდის
უბანში ვცხოვრობთ. ჩვენი პაწია ბინა მთელ ქალაქს გადასცქერის.
საღამოობით დედაჩემი ეტლში ჩამსვამს ხოლმე და ქალაქში მასე-
ირნებს. დღისით ფართე აივანზე დავდივარ. იქიდან ჩვენი ნასახლა-
რი და ის პაწია სახლიც მოსჩანს, სადაც შენთან ერთად რამდენიმე
ბედნიერი საათი გამიტარებია და სადაც ბოლოს უბედურება დაგა-
ტეხე. ზოგჯერ იმ ქოხს ერთ საათს დავცქერი ხოლმე ზევიდან და
ვფიქრობ, რა მოხდა? რად მოხდა? ვისი ბრალია?
ჩემთვის ხშირად უთქვამთ, ოდნავ ფუქსავატი ქალი ხარო. სრუ-
ლი სიმართლეა. ზოგი მამაკაცი მაქეზებდა კიდევაც. მეუბნებოდნენ,
ზომიერი ქარაფშუტობა ქალს ძლიერ ამშვენებსო. მეც ავყვებოდი
ხოლმე. ზოგჯერ განგებაც ვიგიჟიანებდი თავს. ის ახალგაზრდები
(იმათში ავშაროვიც ერია) თვითონაც ჭკუათხელნი იყვნენ და მეც მა-
სულელებდნენ. მათ მხიარულება და ფუქსავატობა ერთმანეთში
ვერ გაერჩივნათ. ნუ გგონია თითქო ყველაფერს სხვას ვაბრალებდე.
სულაც არა. პირიქით, ყველაფერი ჩემი ბრალია და მეტი არავისი.
ფუქსავატი ხალხი, ალბათ, მართასაც ეხვია, მაგრამ არ აჰყვა, შორს
დაიჭირა და უმწიკვლოდ გადარჩა. ერთხელ გრიგოლმა მითხრა:
ყველა იმ ალაგის ღირსია, სადაც თვითონ დაჯდებაო, და ხალხური
ანდაზაც გამახსენა: რაც მოგივა დავითაო, ყველა შენივე თავითაო.
ამ ანდაზების სიმართლე ახლაღა გავიგე. ახლა მესამე სიბრძნეც
მახსენდება: ურემი რომ გადატრიალდება, გზა მაშინვე გამოჩნდე-
ბაო. ურმის გადატრიალებამ სიბრძნე მასწავლა, მაგრამ როდემდის
მეყოფა იგი, ეს მე თვითონაც არ ვიცი. „ზოგი ჭირი მარგებელია. ჭკუ-
ას ისწავლიო“. – მითხრა ერთხელ მიტომ. მართალია, ადამიანი ერ-
თსა და იმავე ალაგას მეორეჯერ აღარ წაიქცევა, მაგრამ სამაგიეროდ
ყოველი ნაბიჯი წასაქცევი ალაგია და ამიტომ ნურავინაც ნუ დაიფი-
ცებს, ამას იქით აღარ წავიქცევიო. მაგრამ ამას თავს ვანებებ და უმ-
თავრეს მიზეზს ვუბრუნდები.
რა მქონდა საერთო ავშაროვთან? არაფერი. მაშ რად გადავები იმ
კაცს? იმისთვის გადავები, იმისთვის გავწირე ჩემი ახალგაზრდობა,
რომ ერთობისთვის სამსახური გამეწია. კეთილი, მაგრამ რაღა ეს
გზა ავირჩიე? იმიტომ ავირჩიე, რომ უკეთესი არ დამანებეთ, არ მენ-
დეთ, ხელთ ეს გზაღა დამრჩა და მეც გავყევი.
ერთ დროს ხმაც კი დაუყრიათ, ქეთო თავის ქმრის ჯაშუშიც იყო
და ზურაბი იმან დააჭერინაო. რა სისულელეა! რა საზიზღარი ჭო-
რია! ამ ცილისწამებამ კინაღამ თავი მომაკვლევინა. შენ და მართამ
329 მკითხველთა ლიგა
დროზე გადამარჩინეთ. შენ შემოგითვლია მეტეხიდან, მტკნარი სი-
ყალბეა და არ დაუჯეროთო. მართა რომ ციხიდან გამოვიდა, მთელი
ქალაქი დაიარა, ყველგან გააფთრებით გამომესარჩლა და ეს ჩირქი
მგონი საბოლოოდ ჩამომრეცხა. გმადლობთ, მეგობრებო! ეს მად-
ლიც ჩემზე იყოს, იგი სამუდამოდ დამახსომდება და ოდესმე გადა-
გიხდით. მაგრამ ჩემმა ქარაფშუტობამ მეტად ბევრი მსხვერპლი შე-
იწირა და ამას სიკვდილამდე არ დავივიწყებ. მე არც შენი და არც
მართას რჩევა დამავიწყდება. გათხოვებას რომ ვაპირებდი, მართამ
თავის მხრივ და შენი მხრივაც გამაფრთხილა: მეტად მძიმე ტვირთი
აგიკიდნია, შესაძლოა დავარდე და ერთხელ კიდევ იფიქრეო. მე არ
დავუჯერე, ჩემ ძალას ვენდე და თვალდახუჭული გადავეშვი მორევ-
ში, რომელმაც დამახრჩო. ჯერ ცოცხალი ვარ, მაგრამ იმ მორევიდან
ჯერაც არ გამოვსულვარ. უღონოდ ვფართხალობ და ზოგი რამე
დღესაც ვერ გადამიჭრია. ერთი რამე კი მკაფიოდ და სამუდამოდ გა-
დავჭერი: მე აღარა მჯერა, თითქო ყოველი მიზანი ყოველ საშუალე-
ბას ამართლებდეს.
ამას წინათ ქალაქში ჩამოსული გრიგოლი მეწვია. ცოტა ხნის შემ-
დეგ მართაც მოვიდა. მე მიზანზე და საშუალებაზე ჩამოვუგდე სა-
უბარი. ბევრი რამე ვთქვით და უამრავი მაგალითი დავასახელეთ.
მართა ამბობდა უზენაეს მიზანს ყველაფერი უნდა შეეწიროსო.
გრიგოლმა უთხრა:
„ეგ იეზუიტების ცბიერებაა, აფრიკული მორალია, უკეთ რომ
ვთქვათ, მორალის სრული განადგურებაა“.
მართამ თავისებური დინჯი ღიმილით ჰკითხა:
„ბატონო გრიგოლ, გახსოვთ თუ არა, დოსტოევსკი რომ ამბობს:
„კაცობრიობის ცხონება ბავშვის ერთ ცრემლადაც არა ღირს“.
„მახსოვს. ეგ მეორე უკიდურესობაა:, – მიუგო გრიგოლმა.
„იქნება იმაშიც დამეთანხმოთ, – განაგრძო მართამ, – რომ ომის
დროს ყოველგვარი ზნეობა იჩაგრება და ხალხი მორალურად ქვე-
ითდება. სამკვდრო-სასიცოცხლო ომის დროს ზნეობრივი ნორმები
აღარ არსებობს. შხამი, მოტყუება, საომარი ეშმაკობა, მოსყიდული
მკვლელი, ერთი სიტყვით, ყველა საძაგლობა და საშინელება შეწ-
ყნარებულია“.
„სამწუხაროდ, მართალია“. – დაეთანხმა ჩემი ბიძაშვილი.
„იქნება ისიც მართალი იყოს, რომ ხალხის მორალი ერის ან კა-
ცობრიობის იდეალთან და ყოფნა-არყოფნასთან შედარებით სულ
არაფერია, ან თითქმის არაფერია“.
330 მკითხველთა ლიგა
„ეგეც მართალია“, – ისევ დაეთანხმა გრიგოლი.
„ახლა ვთქვათ ვიღაც მტარვალი ქართველ ხალხს სრულ მოსპო-
ბას უპირობს. ვთქვათ მას ცოლად ქართველი ქალი ჰყავს. მან ქმარს
უჯაშუშა, უღალატა, გასცა და ერი გადაარჩინა. რა დავარქვათ იმ
ქალს, იმ ჯაშუშსა და მოღალატე ქალს?“
„გმირია, გმირთა-გმირია! მთაწმინდის სიმაღლის ძეგლი უნდა
დავუდგათ!“– წამოიძახა გრიგოლმა და ივდითის სურათისკენ გაიშ-
ვირა ხელი, რომელიც იქვე კედელზე ეკიდა, – რაღა შორს წავიდეთ.
აი გმირი ივდითი, გმირთა-გმირი ივდითი!“
„მაშასადამე, ივდითობა რელიგიასაც კი გაუმართლებია. მაშასა-
დამე საქმე ის ყოფილა, ვის გაუწია სამსახური ივდითმა, ოლოფერნს
თუ თავის ტომს. მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ ივდითმა იმავე ხერ-
ხით სოციალიზმს გაამარჯვებინა? – ჰკითხა ცბიერი ღიმილით მარ-
თამ. – მაშინ რაღას იტყვით?“
გრიგოლი თითქო მოულოდნელად კედელს მიაწყდა: გაშრა, ჩა-
ფიქრდა და მერმე მიუგო:
„თუ მიზანი გამართლებულია, მაშინ საშუალებაც გამართლებუ-
ლია, მაგრამ მხოლოდ თავისუფალ ერს აქვს უფლება სოციალიზმზე
იზრუნოს. ჯერ ერი და მერმე სოციალიზმი“.
„აი, სად გავიყარენით. – სთქვა მართამ. – თქვენ ეროვნული თავი-
სუფლება თავისთავადი გგონიათ. თქვენი იდეალი აქ თავდება.
თქვენს ხელში სოციალური ჩაგვრა და უსამართლობა უცვლელი
დარჩება. სოციალიზმი თქვენ ეროვნული ყოფის ნაწილად მიგაჩნი-
ათ.
„უეჭველად აგრეა. – დაუდასტურა გრიგოლმა. – ერი უზენაესი არ-
სია, სოციალიზმი კი მდაბალი ანგარებაა და მეტი არაფერი“.
მართას სიწითლემ გადაჰკრა, რომელიც აღელვების ნიშანი იყო.
„ძლიერ სცდებით, ბატონო გრიგოლ. – უპასუხა მან. – მოანგარე
ის კი არ არის, ვინც ყველაფერს ჰქმნის და მაინც მშიერია, შიშველი
და მწყურვალე, მოანგარე ის ერთი მუჭა ხალხია, ვინც მშრომელი კა-
ცობრიობა დაიმორჩილა და ახალნაირი მონობა დაამყარა, ვინც
ყველაფერი დაიჩემა და ხალხს კი ძონძები, შიმშილი და ხუნდებიღა
დაუტოვა.
სოციალიზმი უზენაესი და უსპეტაკესი იდეალია. კაცობრიობას
მისი მსგავსი ჯერ არაფერი მოუგონია. იგი უმშვენიერესი სიმარ-
თლეა ამ ქვეყნად. ის მყინვარის წვერამდის აამაღლებს ხალხს ზნე-
ობრივად, ფიზიკურად და გონებრივადაც. თქვენ სოციალიზმი ერის
331 მკითხველთა ლიგა
ქვემდებარე ნაწილად მიგაჩნიათ. არც ეგ არის მართალი. პირიქით,
სოციალიზმი ასჯერ უფრო მეტია, ვინაიდან იგი ყველა დაჩაგრულ
ერსაც და მთელ მშრომელ კაცობრიობასაც გაანთავისუფლებს“.
„ნეტარ არიან მორწმუნენი“, ჩაილაპარაკა გრიგოლმა გაცვეთილი
სიტყვებით და მალე წავიდა.
გრიგოლი რომ წავიდა, მართამ თითქო ჩემ გულში ჩაიხედა: მო-
მეფერა, თმაზე ხელი გადამისვა და გამამხნევა:
„ეგ ავი ფიქრი მოიშორე, შენ არაფერსაც არ გაბრალებთ. რა შენი
ბრალია, რომ ავშაროვმა გაჯობა და უბედურება დაატრიალა. დამ-
შვიდდი, ნუღარ შფოთავ“.
მე უწინაც ვიცოდი, ახლა კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მართა
დიდსულოვანი ქალია. ჩემი ქარაფშუტობის გამო ერთადერთი ძმა
მოუკლეს, შენც დაგაპატიმრეს და სტამბაც დაიღუპა, ის კი საყვედუ-
რის მაგიერ გულწრფელად მამართლებს და მამხნევებს. მამხნე-
ვებს, მაგრამ შენს ამბავს არ მატყობინებს. ერთხელ თუ ორჯელ
ვკითხე და მიპასუხა: ზურაბს თორმეტი წლის კატორღა მიუსაჯესო.
კინაღამ გული წამივიდა, მაგრამ თავი იმით ვინუგეშე, რომ ჩამოხ-
რჩობას გადარჩი. მერმე ვკითხე, შენ რაღას აპირებ-მეთქი? არაფერ-
საო, მიპასუხა. მე აღარ მოვეშვი. მან პირი მიიბრუნა და მითხრა:
„რას უნდა ვაპირებდე! როგორც აქამდის ვცხოვრობდი, ამას იქი-
თაც ისე ვიცხოვრებ“.
თურმე დამიმალა, მაგრამ არა ვძრახავ. ყველას თავის ხვედრი შე-
ერგოს. მართა რომ წავიდა, უცებ მოვდუნდი და შავმა ნაღველმა შე-
მიპყრო. კედლიდან ივდითის მკაცრი სილამაზე მაშტერდებოდა. მე
თვალი თვალში გავუყარე მას და ფიქრებს გავყევი. უცებ მწვავე წა-
დილი ვიგრძენი, რათა ივდითის სურათი გადამებრუნებინა, ან სხვა-
გან სადმე დამემალნა, ან დანით დამეჭრა. ავდექი, გავიარე, თვალი
მოვაშორე, მაგრამ მაინც ვერ მოვიშორე. ივდითი თან დამდევდა, მი-
სი თვალები გულს მიბურღავდა, წინ მიმიძღოდა, თითქო მამხელ-
და, თითქო დამცინოდა. რაღაცას მაყვედრიდა. რომ ვეღარ გავუ-
ძელ, დედას დავუძახე და ვუთხარი:
„დედი, ეს სურათი მომაშორე: .
„რათა, შვილო, რას გერჩის?“
„მომაშორე -მეთქი, თორემ ნაკუწ-ნაკუწ ვაქცევ“.
„ახლავე, გენაცვალოს ჩემი თავი, ახლავე“.

332 მკითხველთა ლიგა


სკამი მიიდგა, სურათი ძლივს ჩამოიღო, აივანზე გაიტანა, იქ მი-
აყუდა და პირი კედლისკენ უყო, მე კი თითქოს შვება ვიგრძენი და
თანდათან დავწყნარდი.
ახლა რაღა დამრჩენია? რით გავიმთელო გატეხილი სახელი?
რით გავუფანტო ხალხს საზარელი ეჭვი? დიდხანს ვიფიქრე და ჩვე-
ნი საუბარი გამახსენდა. გამახსენდა შენი მოხსენება, გმირ ქალებზე
რომ ლაპარაკობდი, გამახსენდა ივდითი და დეკაბრისტების ცოლე-
ბი. ივდითობა ჩამეფუშა, მაშ ზურაბს ციმბირში გავყვები-მეთქი. ამ
აზრმა მუხასავით გაიდგა ფესვები და სულ გამავსო. ჯერ მინდოდა
საამისო კანონის გასაგებად ვინმე ვექილთან წავსულიყავი, მაგრამ
მოვერიდე. არ მინდოდა ვეცნე ვინმეს და ჩემი
ზრახვა გამჟღავნებულიყო. ვიფიქრე და ერთხელ პროკურორს
ვეწვიე. სანამ მდივნის ოთახში ვიცდიდი, კარი გაიღო და პროკურო-
რის ოთახიდან მართა გამოვიდა. მან ვერ დამინახა. ელდანაკრავმა
მივიბრუნე პირი და გავხევდი.
„შებრძანდით“, – მითხრა მდივანმა.
მე რაღაც ვიცოდვილე და ერთი წუთის შემდეგ ფრთხილად მივი-
ხედე. მართა გასულიყო. პროკურორი თავაზიანად დამიხვდა. მე ჩე-
მი ვინაობა არ დავუსახელე და მაშინვე ვუთხარი:
„ჩემი მოახლის საქმროს თორმეტი წლის კატორღა მიუსაჯეს.
ახირებულა, ჯვარი უნდა დავიწერო და თან გავყვეო. ბევრი ვეცადე,
მაგრამ ხელი ვერ ავაღებინე. ბოლოს შევპირდი, კანონებს გავიგებ-
მეთქი, და ახლა ამისთვის გეახელით“.
„ქალბატონო, გირჩევთ ხელი ააღებინოთ. დიდ მადლს უზამთ, –
მიპასუხა კანონის დარაჯმა, – მას კვიატი შეჰყრია და მკურნალობა
სჭირდება. მაგისთანა ცოლები მუდამ ნანობენ ხოლმე“.
„დეკაბრისტების ცოლებმაც ინანეს? „ – უნებურად ვკითხე მე.
„დიაღ, მე ღრმად მწამს, რომ იმათაც ინანეს, მაგრამ გვიანღა იყო
სინანული. საოცარი ის არის, რომ უკანასკნელ დროს ამგვარი ცო-
ლები ძლიერ გამრავლდა. წეღან რომ ქალი გავიდა აქედან, ისიც მა-
გისთვის იყო მოსული. ცნობილ სოციალ-დემოკრატს გურგენიძეს
მისთხოვდა. გუშინ დაიწერეს ჯვარი და... ქალბატონო, რა გემართე-
ბათ?
გონს იმავე ოთახში მოვედი. პროკურორი წყალს მაპკურებდა, ყუ-
რებს მისრესავდა და მარიგებდა:
„ციმბირში გადასახლება რა თქვენი საქმეა! ციმბირი კი არა,
მკურნალობა გჭირდებათ. გონს მოდით... თორმეტი წელიწადი უნდა
333 მკითხველთა ლიგა
იცადოთ, თეთრი დათვის ბუნაგში უნდა დაბერდეთ. გურგენიძე სათ-
ქვენო არ არის. არც თქვენ გამოადგებით. ის ქალი კი, გუშინ რომ შე-
ურთავს, რკინას ჰგავს და გაუძლებს. მაშ აგრე, ჩემო ქალბატონო.
ისევ დედათქვენს შეაფარეთ თავი და არხეინად იცხოვრეთ“.
შეშინებულმა შევხედე, ხომ არ მიცნო-მეთქი. მან წამომაყენა,
დამსვა, წყალი დამალევინა და განაგრძო:
„შორიდან გიცნობთ. განსვენებული ავშაროვის ქვრივი ბრძანდე-
ბით“. პროკურორის მდივანს მივყავდი. ლასლასით მივდიოდი, კე-
დელს ვებღაუჭებოდი.
გრძელი კიბე ძლივს დავლიე, ეტლში ჩავჯექი და ჩვენს კიბეზე
ძლივს ამოვედი. იმ დღეს ყველაფერი დამიშრა: ახალი გმირობაც,
შენი ცოლობის იმედიც და სასიცოცხლო ნიშატიც. წინ შავი ფარდა
ჩამომეფარა და უკან უმწარესი მოგონებაღა დამრჩა. შიგ რამდენიმე
წვეთი სიტკბოც ურევია, მაგრამ იმის ნატამალსაც ვეღარა ვგრძნობ.
ასე მეგონა, თითქოს სულ დამიცარიელდა და ბალღამით გამევსოო.
დიდხანს ვეგდე თვალდახუჭული და ღონემიხდილი, რაღაც მინდო-
და, რაღაც მაწვალებდა. მერმე მივხვდი და დედას ვთხოვე, ივდი-
თის სურათი მომიტანე-მეთქი.
„აქ მოიტა“, – ვუთხარი მას, როცა სურათი ოთახში შემოიტანა. მე
ტახტზე ვიჯექი. სურათი ტახტზე მივაყუდებინე და დედას მკვახეთ
მივმართე:
„რაღას უცდი წადი, შენს საქმეს მიხედე“.
გაოცებული დედა ფეხაკრეფით გავიდა. მე მაკრატელი ავიღე, ივ-
დითს ელვარე შავ თვალში დავატაკე და დავატრიალე. მერმე მეორე
თვალიც გამოვთხარე და უცებ ისეთი შვება ვიგრძენი, თითქო ბალ-
ღამისაგან დავცლილიყავი და ისევ უწინდელი სუფთა სისხლით გავ-
სილიყავი. მერმე ივდითს საუცხოვო ცხვირი ამოვაჭერი, შემდეგ ვარ-
დის კოკორივით წითელ-ლამაზი ტუჩები ჩავაჭერი და ჩემსავით და-
გონჯებული, დაკუწული სურათი ბრახუნით გადავაგდე იატაკზე.
მას აქეთ ათიოდე დღე გავიდა. ამ წერილს თითქმის ერთ თვეს
ვწერ და ვერ გამითავებია. უკანასკნელ ათ დღეში საოცრად მოვკეთ-
დი, ფერი დამედო, მუხლი გამიმაგრდა, ცოტ-ცოტას ვკითხულობ,
ხელვსაქმობ და სასეირნოდ მარტო გავდივარ.
დედაჩემი მეუბნება, ამ სიცხეს თავი გავაცილოთ, ბორჯომი საბო-
ლოოდ გამოგაკეთებსო, მაგრამ მე სანამდის არ წავალ, მანამ ერ-
თხელ კიდევ არა გნახავ. გუშინ მართამ მითხრა, ზურაბს კატორღაში
ერთ კვირაში გაჰგზავნიანო. მეც იმ დღეს ველოდები, სადგურზე გა-
334 მკითხველთა ლიგა
მოვალ და შორიდან მაინც დაგინახავ. მერმე მე ჩემი სიყრმის მეგო-
ბარს და მეტოქეს ვუთხარი:
„მათიკო, შენ და ზურაბს ჯვარი დაგიწერიათ და ღმერთმა ხელი
მოგიმართოთ. გულწრფელად გისურვებთ ბედნიერ ცხოვრებას,
მომრავლებას...“
მართა ატირდა. ხელები სახეზე აიფარა და უხმოდ ტიროდა. მე
ხელი მოვხვიე და ვანუგეშე:
„მართალია, თორმეტი წელიწადი უნდა იცადოთ, მაგრამ შესაძ-
ლებელია ზურაბს ვადა შეუმოკლონ, ან ციხიდან გამოიქცეს, ან მანი-
ფესტი გამოვიდეს, ან ერთობამ გაიმარჯვოს“.
თორმეტი წელიწადი! ღმერთო დიდებულო, ეს ხომ სიცოცხლის
ნახევარია! შენ მაშინ თითქმის ორმოცს მიაღწევ, მართა კი ოცდა-
ხუთმეტისა შესრულდება. შენ კატორღა დაგადნობს, მართას კი შიმ-
შილი და უქმრობა დააჭკნობს. ვაი, თქვენ, უბედურნო! თქვენი წამე-
ბა რომ წარმოვიდგინე, მართას გვერდით მივუჯექი და მეც ავტირ-
დი. მილოცვა და სიხარული გლოვად გადაგვექცა. გული რომ ვიჯე-
რეთ, ცრემლი მოვიწმინდეთ, გავჩუმდით და საერთო კაეშანს ვინე-
ლებდით.
უცებ ერთმა აზრმა ამკრა ალივით: „მართა რომ ავად ყოფილიყო
ან ადრევე გადაესახლებინათ, ახლა ზურაბის ცოლი მე ვიქნებოდი
და იმ გოლგოთაზე მე უნდა ავსულიყავი. მაგრამ ავიდოდი? გავუძ-
ლებდი?“. გულმა უყოყმანოდ მიპასუხა: – „ვერ გაუძლებდი, დავარ-
დებოდი, ინანებდი“.
ამნაირმა პასუხმა შვება მომცა, თითქმის გამახარა, ივდითობამ
დამღუპა, ხოლო ეს ნაბიჯი უეჭველად ბოლოს მომიღებდა. ახლა ის
მიხაროდა, რომ ამ საზარელ უღელში ჩემ მაგიერ მართა შეება. ძა-
ლაც მეტი აქვს. ის ნამდვილად გაიტანს, მე კი მალე წავიქცეოდი. მე
ვერ დავიჯერებ, რომ მას ჩემზე მეტად უყვარდე, მაგრამ საქმე ის
არის, რომ მე მართაზე უფრო ნაზი და უფრო ნებიერი ვარ. მე ახლა-
ვე დავიღალე და გამოვიფიტე.
მართას რომ ჩემი უბედურება დამართოდა, მას ჩემსავით წვეთი
არ დაეცემოდა, გულიც კი არ შეუღონდებოდა. უფრო მეტსაც გეტყვი:
მე და შენ ერთხორც და ერთსისხლისანი ვართ, შენ და მართა კი ერ-
თხორც, ერთსისხლ და ერთრწმენისანი ხართ. მე ეს რწმენა მაკლია
და ამიტომ ჩამოგრჩით და მართასაც ამიტომ დავანებე შენი თავი.

335 მკითხველთა ლიგა


გუშინ ერთად გიტირეთ-მეთქი. ადრევაც მინდოდა ერთი რამე
მეთქვა მართასათვის, მაგრამ ვერ ვუბედავდი, ახლა კი თვითონ გა-
მიბედა: მუცელზე ხელი მომისვა, გამიღიმა და მკითხა:
„რამდენი თვისაა?“
„ექვსი თვისაა“: – ვუპასუხე და ისე შემრცხვა, თითქო მართამ მრუ-
შობაზე მომასწრო.
ერთმანეთს ისევ პირი ავარიდეთ და დავდუმდით. მართამ ჩემი
შვილის მამის ვინაობა არ იცოდა. არ იცოდა და არც მეკითხებოდა.
არც ვეტყოდი, ან ტყუილს ვეტყოდი. ჩემო ზურაბ, ჩემო ერთავ, ჩემო
თვალის სინათლევ! ეს საიდუმლოება აქამდის შევინახე და ახლა კი
გეტყვი, მარტო შენ გეტყვი: ჩემი შვილის მამა შენა ხარ, შენა-მეთქი.
გახსოვს თუ არა სტრინდბერგის „მამა?“ პიესის გმირი საშინლად
იტანჯება იმის გამო, რომ მან არ იცის დანამდვილებით, ვისი შვი-
ლია ბალღი, მისი თუ სხვა ვინმესი. დედა კი არხეინად არის, ვინაი-
დან მან გააჩინა თავის შვილი და ისიც დანამდვილებით იცის, თუ
ვისგან ეყოლა იგი. შესაძლებელია შენც დაეჭვდე, ვინაიდან იმ
დროს ჩემი ქმარი ცოცხალი იყო, მე კი ეჭვის ნატამალიც არ მეპარე-
ბა: ის შენია, შენია-მეთქი.
თუ ვაჟი დაიბადა, ზურაბს დავარქმევ, თუ ქალი გაჩნდა, გადავ-
წყვიტე, მართა დავარქვა. შენგან შვილისა და მოგონების მეტი არა-
ფერი მრჩება, სულ არაფერი, არაფერი. დედა მეუბნება, შვილი ავშა-
როვისაა და იმისი გვარი დაერქმევაო. მე ხმას არ ვიღებ, მაგრამ
მტკიცედ გადავწყვიტე იმ უბედურის გვარი არ დავარქვა, მოუნათ-
ლავს დავტოვებ და არ დავარქმევ, მაგრამ ვერც იმას ვაღიარებ საქ-
ვეყნოდ, რომ ბავშვის მამა შენა ხარ და ამიტომ ვერც შენს გვარზე
მოვნათლავ. დაე ჯერ უკანონო შვილად ითვლებოდეს, დაე შენს
დაბრუნებას უცადოს. ვინ იცის, იქნება გამარჯვებული დაბრუნდე,
იქნება ახლანდელი საშინელი კანონები შესცვალო და მეც თამამად
ვაღიარო მაშინ, რომ იმის მამა შენა ხარ და გვარით იმანაც იამაყოს.
მე მჯერა, რომ ასე მოხდება, უეჭველად ასე მოხდება, მანამდე კი ჩემ
ვაჟს შენს სულს ჩავბერავ და შენსავით მებრძოლ გმირად გავზრდი.
ჩავბერავ და გავზრდი-მეთქი, მაგრამ მეც შენი სული უნდა მქონდეს,
რომ იგი შვილს გადავცე. მე მტკიცე ფიცი დავდე, რომ აღარ გავ-
თხოვდე და მთელი სიცოცხლე ჩემ შვილს შევწირო, მაგრამ იმდენი
ძალა და რწმენა არა მაქვს, რომ შენებურად ავზარდო, ამიტომ ნი-
ადაგ შენ მოლოდინში ვიქნები. მალე დაბრუნდი და რასაც მე დავაკ-
ლებ, შენ შეუსრულე. მართას კი ნუ ეტყვი, შენი ჭირიმე, ნუ ეტყვი,
336 მკითხველთა ლიგა
რომ ის შენია და არა ავშაროვისა, ისედაც განაწამებ გულს ნუ მოუკ-
ლავ, ნუ დასტანჯავ.
ამ წერილს სანდო კაცის ხელით გიგზავნი. მან მითხრა, კატორღე-
ლებს დროგამოშვებით სჩხრეკენ და წერილებსაც ართმევენო. მე არ
მინდა, და ალბათ არც შენ გენდომება, რომ ეს წერილი დაიკარგოს,
ამიტომ აი რას გირჩევ: თუ დაატყო, რომ მას ხიფათი მოელის, მა-
შინვე დამიბრუნე, მე შეგინახავ და იქნებ ოდესმე ხელახლა წაიკით-
ხო.
გენაცვალოს ჩემი თავი, ზურაბ. ახლაც წინ მიდგეხარ და მიღიმი.
შენი მაყვალა თვალების ციმციმი მატირებს, გენაცვალე მაგ თვა-
ლებში. შენი ჭირი მე, ზურაბ, ვინძლო არ დაღონდე, გული არ გაიტე-
ხო, მაგ თვალებში კაეშანი არ ჩაიშვა. მეც ვიცი, რომ უწყალოდ გტან-
ჯავენ, ვიცი და ხშირად ვტირი ხოლმე. ახლაც გული ამიჩუყდა და ეს
წერილი ცრემლით დავასველე. ალბათ შენც ამჩნევ. ცრემლმა ალაგ-
ალაგ მელანი გაშალა, აამღვრია. კმარა! წერილი მეტისმეტად გა-
მიგრძელდა. მაშ მშვიდობით იყავი. არც მე მწამს ღმერთი, მაგრამ
მოვდუნდი და ამიტომ ხშირად ვეაჯები მას, რომ წამება შეგიმოკ-
ლოს, ჯანსაღად გამყოფოს, მალე დაგაბრუნოს და გაგამარჯვები-
ნოს!
მაშ მშვიდობით, ჩემო ნუგეშო!
მშვიდობით, ჩემო ერთავ! ნახვამდის, ჩემო თვალის სინათლევ!
უფლება აღარა მაქვს, მაგრა მაინც გკოცნი, ისევ ქურდულად
გკოცნი მაგ თვალებში. ახლა მარტო მართასი ხარ, მაგრამ იქნება ეგ
თვალები მაინც დამითმოს.
ათასჯერ გენაცვალოს ქეთინო, ისევ შენი და მხოლოდ შენი. ქე-
თინო.

***

ქეთო და მართა სადგურზე იყვნენ და ახლა ავჭალის ქუჩით უკან-


ვე მოდიან. მართამ საიდუმლოდ გაიგო, რომ პატიმართა ეტაპი ბა-
ქო-ციმბირისკენ დღეს წავაო და იმ ეტაპში ზურაბი და რაჟდენიც
ურევიაო. ორ ქვრივს იმედი აქვს ეტაპს შეხვდეს და შორიდან მაინც
გაუღიმოს.
მართას ადრევე ჰქონდა გადაჭრილი ზურაბს თან გაჰყოლოდა.
მას შეეძლო სანამდე მოეცადნა, მანამ ზურაბს საბოლოოდ დანიშ-

337 მკითხველთა ლიგა


ნულ საკატორღო ციხეში ჩაიყვანდნენ, შემდეგ პირდაპირ იქ წასუ-
ლიყო და იქვე სადმე დასახლებულიყო. ეს უფრო იაფად დაუჯდე-
ბოდა და თვითონაც ნაკლებ დაიტანჯებოდა. მაგრამ მას გაგონილი
ჰქონდა, რომ ტუსაღის მგზავრობა კატორღაზე უფრო საზარელი
არისო, და ამიტომ გადასჭრა ზურაბს კვალდაკვალ გაჰყოლოდა და
მრავალ საეტაპო საპატიმროში ყოფნის დროს გარედან დახმარებო-
და მას.
მართა ადევე მოემზადა. რაც ზედმეტი ჰქონდა, სულ გაჰყიდა:
ლოგინი, ავეჯეული, ნაქსოვ-ნაქარგი, ჭურჭელი და ყველაფერი, რაც
ძნელი სატარებელი იყო. ქეთომ ადრევე გაიგო, რომ მართა ზედმეტ
ნივთებს ჰყიდდა, და ერთხელ მოულოდნელად ეწვია, საუკეთესო
ნაქარგი, ნაქსოვი, აკვანი და ამგვარი ნივთები გადაარჩია, ერთიო-
რად გადაუხადა, ორასი მანეთი ცალკე მისცა და უთხრა:
– მეც მინდა შენ და ზურაბს დაგეხმაროთ. ნუ თაკილობ, განა ჩვენ
მეგობრები არა ვართ? ჯერ ეს ფული იმყოფინე. მერმე მისამართი
შემატყობინე და თვეში სამიოდე თუმანსაც მოგაწოდებ.
მართამ მართლა ითაკილა, მაგრამ რა გაიხსენა ზურაბი, მისი
შემზარავი მომავალი და ფულის ძალა, შეყოყმანდა და მოლბა. სა-
ჭირო იყო ზურაბის გამოკვება, თორემ სახაზინო ულუფა უცილობ-
ლივ დააჭლექებდა, საჭირო იყო ქრთამის დარიგებაც, რათა ზურა-
ბისთვის წვრილ-წვრილი შეღავათი მიეცათ, ამისთვის კი საჭირო
იყო ფული, ისევ ფული, ძალიან ბევრი ფული. და თუ ზურაბი გაქცე-
ვას მოინდომებდა, ფული ციხის კარის საუკეთესო გასაღებად გა-
მოდგებოდა.
მართამ თავმოყვარეობა დასთმო, სიყრმის მეგობარს ზურაბის
ცდუნებაც კი აპატია, მხურვალე მადლობა გადაუხადა მას და სთხო-
ვა ნიკოს საფლავთან ერთად ლევანის საფლავისთვისაც თვალი და-
ეჭირა. იმ დღეს, როცა ზურაბი უნდა გაეგზავნათ, ქეთო სადგურზე
გაჰყვა მართას, ბარგი საბაგაჟოს ჩააბარეს და ახლა ზურაბის დასახ-
ვედრად მიდიოდნენ.
უცებ შორს, ქუჩის მოსახვევში, ხალხი აჩოჩქოლდა. აქეთ-იქით
გარბოდნენ, იმალებოდნენ, ქუჩას აცარიელებდნენ. ვაჭრები დარა-
ბებს ჰკეტავდნენ. ეტლები უკანვე
ბრუნდებოდნენ. ქუჩა სალდათებმა ააფორიაქეს. თოფმომარჯვე-
ბულ მცირე გუნდს ქუჩა სიგანეზე დაეჭირა, წინ მოიწევდა და ხალხს
თოფის დამიზნებით, ყვირილით და მუქარით ჰფანტავდა:

338 მკითხველთა ლიგა


– დარაბები მიხურეთ! ფანჯრები დაჰკეტეთ! დაიშალენით, სხვა
ქუჩაზე გადადით! ჩქარა, თორემ გესვრით!
შეშინებული ხალხიც ყველაფერს ჰკეტავდა, გარბოდა, იმალებო-
და. ქეთო და მართა გამოქცეულ ხალხს ჩამორჩნენ და მალე მთელი
ეტაპი დაინახეს. ასიოდე თოფმომარჯვებულ სალდათს შუაში პატი-
მართა მოზრდილი გუნდი მოემწყვდია და სადგურისკენ მიჰყავდათ.
სალდათები გაფაციცებით იხედებოდნენ გარშემო და მზად იყ-
ვნენ ურჩი და საეჭვო მგზავრი იქვე გაეთავებინათ. ყავისფერტანი-
სამოსიანი კატორღელები წინ მოდიოდნენ და ბორკილებს ისე მო-
აჟღარუნებდნენ, რომ მათი ხმა ორას-სამასი ნაბიჯის მანძილზე ის-
მოდა. ყველა პატიმარს ზურგზე ყუთი ან ბოხჩა ეკიდა, სადაც კანო-
ნით ნებადართული მცირე რამ ხაბაკ-ხუბაკი ელაგა.
– აგერ ზურაბი. – უთხრა მართამ ქეთოს. – პირველ რიგში ჩაუყე-
ნებიათ. გვერდით რაჟდენი მისდევს!
მართას თავის კატორღელი ქმარი რამდენჯერმე ენახა მეტეხში,
უკვე შესჩვეოდა მას და ამიტომ თითქმის აღარ ღელავდა. ქეთოს კი
ფერი ეცვალა და ჟრჟოლა აუვარდა. ეს ქოთნისმსგავსი ქუდი, ეს
ტომრისებური საკატორღო ტანისამოსი, ეს ბოხჩა და ეს სქელი, მძი-
მე და ცივი ჯაჭვი რომ დაინახა, შეძრწუნდა და გაშეშდა. ზურაბმაც
დაინახა ისინი, შავ წვერ-ულვაშში თეთრად გაუღიმა შორიდან და
სალამის ნიშნად ხელი მაღლა ასწია.
– გაბრუნდით-მეთქი! – მეორეჯელ შესძახა მათ წინმავალმა აფი-
ცერმა და რევოლვერი დაუმიზნა.
მართამ ხელი სტაცა ქეთოს, უკანვე გააბრუნა და უთხრა:
– წამოდი, თორემ ამისთანა მხეცისგან ყველაფერს უნდა მოელო-
დე.
ისევ სადგურისკენ მოდიოდნენ, ხანდახან უკან იხედებოდნენ და
ამაყად მიმავალ ზურაბს სევდიანად უღიმოდნენ.
სადგურში რომ მივიდნენ, ტუსაღები ხანდახან უკან იხედებოდნენ
და ამაყად მიმავალ ზურაბს სევდიანად უღიმოდნენ.
სადგურში რომ მივიდნენ, ტუსაღები მარჯვნივ შეაბრუნეს. შორს
ცალკე ორი სატუსაღო ვაგონი იდგა. მათი ფანჯრები რკინის ლან-
ძვით იყო შეჭედილი. ვაგონებს გარშემო სალდათების ახალი რაზმი
ეხვია, რომელსაც ტუსაღები ბაქომდის უნდა მიეცილებინა. ტუსაღე-
ბი ფიცრულ ბაქანზე ჩაამწკრივეს. იმ აფიცერმა, რომელიც მათ მო-
უძღოდა, ახალი რაზმის მეთაურს სია გადასცა, მერმე ტუსაღების
გუნდს ჩამოუარეს, დასთვალეს და მწკრივად შეიყვანეს ვაგონებში.
339 მკითხველთა ლიგა
ოციოდე ნაბიჯის მანძილზე ბაქანი გარდიგარდმო სალდათებს
გადაეღობათ, ისინი ხიშტებითაც კი ძლივს უჭერდნენ თავს მშობ-
ლებსა და ნათესავებს, რომელნიც წყევლითა და გოდებით მიიწევ-
დნენ ტუსაღებისკენ და ჰკიოდნენ:
– მშვიდობით, შვილო! მშვიდობით, ძმაო! მშვიდობით, მამავ!
რამდენიმე დედაბერი თმას იგლეჯდა, ზოგნი ისე მოსთქვამდნენ,
თითქო მათი შვილები და ძმები სამარეში ჩაასვენესო, ზოგნი კი ჩუ-
მი ხმით ქვითინებდნენ.
ქეთო და მართაც იცრემლებოდნენ. ქეთოს მოეჩვენა, თითქო
ასიოდე სულს ერთად მარხავდნენ და მათი ჭირისუფალნი ერთხმად
ტიროდნენ.
ზურაბმა ერთხელ კიდევ მოიხედა, გაუღიმა, ერთხელ კიდევ აუქ-
ნია ხელი, „მშვიდობით, მათიკო! მშვიდობით, ქეთო! მშვიდობით,
ამხანაგებო!“ – გადმოსძახა ვაგონის კიბიდან და მიიმალა.
„მშვიდობით! მშვიდობით! ყოჩაღად!“ – მოესმა ქეთოს აქეთ-იქი-
დან ზურაბის ამხანაგების ხმა, თვითონ კი ყელში ქვითინი უხრია-
ლებდა და ამიტომ ერთხელაც ვერ გასძახა “მშვიდობით“. უცებ მან
კლიმიაშვილს მოჰკრა თვალი, რომელიც მოშორებით იდგა და ამ
სურათს გულგრილად ათვალიერებდა. იმანაც დაინახა ქეთო და წა-
მოვიდა. ქეთომ ძალა მოიკრიბა, ქვითინი ჩაიხჩო, ცრემლი შეიშრო
და კაპიტანს ღიმილით დაუძახა:
– ბატონო სანდრო, სწორედ დროზე გამოჩნდით.
– ქალბატონო ქეთევან, თქვენ რაღა გინდათ აქ? – ჰკითხა კაპი-
ტანმა და ხელზე ემთხვია:
– სულ გამოკეთებულხართ, უწინდებურად დამშვენებულხართ.
– სანდრო, გენაცვა, უნდა დამეხმაროთ. ერთი ჩემი მეგობრის ქმა-
რი მიჰყავთ. საწყალი თავს იკლავს. მეც გამოვყევი. მეგონა, დავეხმა-
რები, ერთხელ კიდევ ვაჩვენებ-მეთქი ქმარს, მაგრამ არ გვიშვებენ.
– ადვილი სამსახურია. მომყევით. – მიუგო კლიმიაშვილმა და წინ
გაუძღვა. ქეთო და მართაც მიჰყვნენ. სალდათებმა კაპიტანს და ქა-
ლებს გზა მისცეს.
კლიმიაშვილმა ეტაპის მეთაურს სამხედრო სალამი მისცა, რამ-
დენიმე სიტყვა უთხრა და ისევ ქეთოს მიუბრუნდა:
– ახლავე აჩვენებენ.
ქეთოს შეეშინდა. საცაა ტუსაღის გვარსა და სახელს ჰკითხავდნენ.
გურგენიძის სახელის გაგონებაზე კლიმიაშვილი გაცოფდებოდა,
ამიტომ სწრაფად წაავლო მას ხელი, განზე გაიყვანა და უთხრა:
340 მკითხველთა ლიგა
– სანდრო, მარტო ნუ დამტოვებთ, შინამდის მიმაცილეთ.
– დიდი სიამოვნებით. – გაეხარდა კაპიტანს.
– მაშ იქ სადმე მომიცადეთ. – და ქეთომ სადგურისკენ უყო თვა-
ლი.
– აგრე იყოს. – მიუგო კლიმიაშვილმა და გაბრუნდა.
ქეთომ შვებით ამოისუნთქა. ვაგონის კიბეზე ზურაბი ჩამოდიოდა
– მოღიმარე, დინჯი და თითქოს უდარდელი. მართას ჩაეკონა, ლო-
ყები, კისერი, ყურები დაუკოცნა და აღარ მოშორდა. მერმე ქეთოს
მოუბრუნდა, ხელი ჩამოართვა და ისე გადახედა მართას, თითქოს
ეკითხებოდა, შენ რას მეტყვიო. მართამ იგრძნო და ცრემლნარევი
ხმით უთხრა:
– აკოცე, ნუ გრცხვენიან.
ზურაბმა ქეთოს უფრო ცივად აკოცა, ქეთოს გული დასწყდა, მაგ-
რამ არ შეიმჩნია.
– ზურაბ, ქეთომ მე და შენ დიდი მადლი დაგვდო. – სთქვა მარ-
თამ. – ბევრი რამ გვიყიდა. ფულიც ბლომად მომცა, თვეში სამ თუ-
მანს შემპირდა და მითხრა, თუ ზურაბი გაქცევას დააპირებს, მომწე-
რეთ და კიდევ დაგეხმარებითო.
ზურაბს სახე გაუბრწყინდა. ქეთოს ერთხელ კიდევ აკოცა და უთ-
ხრა:
– ძმა ძმისთვისა, შავი დღისთვისაო. მე იქ დამდგომი არა ვარ.
ისევ მალე გნახავთ. ამისთვის კი თავდაპირველად ფულია საჭირო.
ამხანაგების იმედიცა მაქვს. იქნება თქვენი მოშველება არც კი დამ-
ჭირდეს, მაგრამ თუ დამჭირდა, იმედი მექნება, რომ დროზე მომეშ-
ველებით. შენი წერილი მივიღე, ქეთინო, დღეს ან ხვალ უკანვე მო-
გიტანენ. იმ წერილმა სული ამიფორიაქა. თითქმის გავიზეპირე. მე
ადრევაც ვიცოდი და კიდეც გითხარი, რომ ადრე თუ გვიან დაგვივარ-
დებოდი, შენ ჩვენი ჯიშისა არა ხარ, მაგრამ შენისთანა მეგობრები
რომ არა გვყავდეს, ჩვენი საქმე ორთავ ფეხზე დაკოჭლდებოდა.
თურმე ჩემ დაპატიმრებას და იმ უბედურებას შენ იბრალებ და ძლი-
ერ დარდობ.
– ჩემი ბრალია, – გააწყვეტინა ქეთომ.
– დამშვიდდი, მე არაფერსაც არ გაბრალებ.
– ჩემი ბრალია-მეთქი. – სასოწარკვეთით წამოიძახა ქეთომ. – მე
უდიდესი დანაშაული ჩავიდინე და არ მეპატიება.
– განზრახ რომ ჩაგედინა, არავინაც არ გაპატიებდა, უნებური შეც-
დომა კი ბრალად არ დაგედება – ანუგეშა ზურაბმა. – კიდევ ბევრი
341 მკითხველთა ლიგა
რამე მაქვს სათქმელი, მაგრამ არ დამაცლიან, საცაა ერთმანეთს
დაგვაშორებენ. ჰო, მართლა: მიზან-საშუალებაზე დავა გქონიათ.
მოკლედ მოვჭრი: მე მართას აზრს ვიზიარებ. დრო რომ მქონდეს კი-
დევ ზოგ რამეს დავუმატებდი. მე და მართას სალაპარაკო თითქოს
აღარაფერი გვაქვს. გუშინაც ვნახეთ ერთმანეთი და გზაშიც ხშირად
შევხვდებით, შენ კი, ჩემო კეთილო ქეთინო, ვაჟის გაჩენას ახლავე
მოგილოცავ.
სამივემ გაიცინა. ზურაბმა ქეთოს ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და
განაგრძო:
– უთუოდ ზურაბი დაარქვი და ჩემებურად გამოზარდე. მაგრა ქე-
რა არ გააჩინო, შენსავით შავგვრემანი გამოიყვანე. მე და მართა მა-
ლე დავბრუნდებით და მოგინათლავთ.
– აგრე იყოს. – დაეთანხმა ქეთო სიცილით. – ახლა შენზე ვილაპა-
რაკოთ. შენს ავ ბედზე მეც ბევრი ვიფიქრე. დაგტანჯავენ, ჯვარზე გა-
გაკრავენ. ეს აიღე, შეინახე. ვინ იცის რა დროს გამოგადგეს. – და ქე-
თომ ზურაბს თეთრი აბი ჩაუდო ხელში.
ზურაბმა დახედა და გაოცებულმა ჰკითხა:
– ქინაქინი ხომ არ არის?
– არა, ის არის... დარიშხანია. იქნება დაგჭირდეს-მეთქი.
ზურაბმა ჩაიცინა, აბი დაფშვნა, ვაგონის ქვეშ ჩააბნია და ქეთოს
უსაყვედურა:
– აკი გითხარი, ჩვენი ჯიშისა არა ხარ-მეთქი. შხამი მტრისას
იყოს. რა ჩვენი საქმეა! ვინც თავს იკლავს ის ჩვენი ოჯახისა არ ყო-
ფილა.
– იქნება მეტისმეტად გაუჭირდეს-მეთქი, ამიტომ მოგიტანე! – თა-
ვი იმართლა ქეთომ.
– ჭირს მხოლოდ ლაჩარი ემორჩილება, ჩვენ კი თვითონ ჭირს ვი-
მორჩილებთ. ეს აქამდისაც უნდა გცოდნოდა, ქეთინო.
– გეყო, ვაგონში შედი. – მკვახედ გააწყვეტინა ზურაბს სალდათმა,
რომელიც გვერდით ჰყავდა მიჩენილი.
– მაშ მშვიდობით, ჩემო მართავ. შენც მშვიდობით იყავი, ქეთო.
სიმტკიცე გამოიჩინე, ბედს ნუ დაეჩაგვრინები, ნუ მოდუნდები, თო-
რემ შვილსაც უნდილს გამიზრდი და ძლიერ მაწყენინებ, – გაამხნევა
ქეთო იმან, ვისაც თვითონ ესაჭიროებოდა გამხნევებაც და ნუგეშიც.
„თორემ შვილსაც უნდილს გამიზრდიო“. ამის გაგონებაზე მარ-
თამ ორივენი გაოცებით შეათვალიერა. ამ ორაზროვანმა სიტყვებმა,
უნებურად რომ წამოსცდა, ზურაბიც შეაკრთო. მაგრამ მას აღარ ეცა-
342 მკითხველთა ლიგა
ლა. სწრაფად აკოცა ორივეს, გატრიალდა და ვაგონში შევიდა. ქეთო
წითლად აილეწა. მის სახეზე სირცხვილმა სქლად გამოჟონა. მან
თვალი მოარიდა მართას და, თვალცრემლიანი, ჩქარი ნაბიჯით წა-
მოვიდა. ჩაფიქრებული მართა კვალდაკვალ მოსდევდა.
ბაქანზე კლიმიაშვილი და შუქურაული იდგნენ. მომავალ ქეთოს
დამცინავი ღიმილით უცდიდნენ, პოეტი უცებ გატრიალდა და ხალ-
ხში შეერია, კლიმიაშვილმა კი ქეთოს გზა გადაუჭრა და ცივად უთ-
ხრა:
– ქალბატონო ქეთევან, თქვენ თურმე გურგენიძის კოცნა გდომე-
ბიათ და ჩემი დახმარება ამიტომ გინდოდათ?
ქეთომ შუბლი შეიკრა და იმავე კილოზე მიუგო:
– დიაღ, ბატონო სანდრო, სწორედ მაგიტომ მინდოდით.
– მაშ რაც თქვენზე მითხრეს, ყველაფერი მართალი იქნება.
– აგრეა, ბატონო სანდრო, ყველაფერი მართალი უთქვამთ, მერმე
რა გნებავთ?
– მეტი არაფერიც არ მინდა. მშვიდობით იყავით.
– მშვიდობით ბრძანდებოდეთ.
კაპიტანი გატრიალდა და დეზების ჟღარუნით წავიდა.
– გაიგე? – ჰკითხა ქეთომ მართას, რომელიც იქვე იდგა და ამ მოკ-
ლე დიალოგს ყურს უგდებდა.
– გავიგე. ხომ არ გეწყინა? – ჰკითხა მეგობარმა.
– არა, კიდევაც გამეხარდა. ამას იქით ახლოსაც აღარ გამეკარება.
საპატიმრო ვაგონები სამგზავრო მატარებელს მიაბეს.
მართა ერთ-ერთ ხმელ ვაგონში შევიდა და თავის ალაგზე დაჯდა.
ქეთოც შეჰყვა და გვერდში მიუჯდა. ზარი ორჯერ ჩამოჰკრეს. მე-
გობრებს კიდევ ბევრი რამ ჰქონდათ სათქმელი, მაგრამ თითქოს ახ-
ლა დაავიწყდათ ყველაფერი. კონდუქტორმა გაიარა და დაიძახა:
– ვინც აცილებთ, დროა გავიდეს.
ქეთო და მართა წამოდგნენ.
– მშვიდობით, მართავ, – სთქვა ქეთომ და გადაეხვია. – მშვიდო-
ბით, მათიკოვ... ჩემო მართავ...
– მშვიდობით ქეთო... ჩემო ძვირფასო... ერთადერთო. ორივემ
ერთმანეთს ცრემლით დაუსველა სახე.
– გზაში ფრთხილად იყავი... არ გაცივდე... არაფერი მოგპარონ.
ზურაბს გაუფრთხილდი.
– ბუტბუტებდა ქეთო და წამოსვლას აღარ აპირებდა. მართას
თითქმის ძალით მიჰყავდა მეგობარი.
343 მკითხველთა ლიგა
– შენც ფრთხილად იყავი. აგერ მესამეჯერ ჩამოჰკრეს ზარი.
– მომწერე ხოლმე.
– არხეინად იყავი... ხშირ-ხშირად მოგწერ. მართლა, კინაღამ, და-
მავიწყდა. დღეს დილით ზურაბისგან შენთვის წერილი მომივიდა.
ისეთ ფაცაფუცში ვიყავი, რომ კინაღამ თან გავიყოლე.
ქეთომ უკონვერტო წერილი ჩამოართვა, ხელის ქისაში ჩაიდო და
ბაქანზე ჩამოვიდა. მატარებელი შეუმჩნევლად დაიძრა. მართა ფან-
ჯარაში გამოჩნდა. ქეთო ერთხანს მატარებელს მისდევდა, მართას
ცხვირსახოცს უქნევდა და თან სატუსაღო ვაგონებს ადევნებდა
თვალს, ეგონა ზურაბი ერთხელ კიდევ დამენახვებაო. მაგრამ ზურა-
ბი და სხვანიც მაგრად იყვნენ ჩაკეტილი და აღარ სჩანდნენ, აღარც
მათი ხმა ისმოდა.
მატარებელმა სვლას უმატა. ორი ცხვირსახოცი ერთხანს კიდევ
ფრიალებდა თეთრად. მერმე მართაც, მისი ცხვირსახოციც და მატა-
რებელიც მიიმალა. ივდითი მარტოდმარტო დარჩა.
ქეთომ თავის ცხვირსახოცი თვალებზე მიიფარა და ყელში მოწო-
ლილ ქვითინს შეებრძოლა. მერმე უკან გამობრუნდა, ბაქანი ბო-
ლომდე დაიარა, ისევ უკან წამოვიდა და დიდ დარბაზში შევიდა. იგი
ხალხით იყო სავსე. ზოგი სადილობდა, ზოგი რაიმე სასმელს სვამ-
და. ქეთო ცარიელ მაგიდას მიუჯდა, წერილი ამოიღო და კითხვას
შეუდგა.
„ჩემო კეთილო ქეთინო. – სწერდა ზურაბი. – შენმა გრძელმა წე-
რილმა ძლიერ გამახარა. ციხეში გრძელი პასუხის დაწერა შეუძლე-
ბელია და ამიტომ მოკლედ მოვჭრი. ჩვენი ამბავი შენთვის, ჩემთვის,
მართასთვის და ზოგი სხვებისთვისაც უბედურად დასრულდა. ივდი-
თობა არ გაგიმართლდა. შენ რომ ჩემთვის დაგეჯერებინა და კვალი
არ მოგეტანა, ამდენი უბედურება არ დატრიალდებოდა. მაგრამ
ამას თავი დავანებოთ. ეხლა ბრალიანისა და უბრალოს ძებნა აღა-
რაფერს გვარგებს. იწერები: უეჭველად კიდევ გნახავო. ოცნებამ
აქამდისაც ბევრი გავნო და არც ამას იქით გამოგადგება. კატორღი-
დან ათასში ერთიც ძლივს გამოიქცევა ხოლმე, ეს ბედნიერება მეც
რომ მეწვიოს, ქალაქში მაინც ვეღარ დავბრუნდები. აქ ყველანი მიც-
ნობენ და მალე დამიჭერენ. ჩემი ასპარეზი დიდი სამრეწველო ქა-
ლაქია. იქ ათი-ათასობით მეყოლება ამხანაგი მუშა და უფრო ადვი-
ლად დავიმალები. გარდა ამისა, ჩვენი მართა სამუდამო მეგობრად
გადამექცა. ახლა ის ჩემი ცოლია. გახსოვს თუ არა, ერთხელ დეკაბ-
რისტების ცოლებზე რომ ვლაპარაკობდით. მართა ჩემი გულისთვის
344 მკითხველთა ლიგა
რკინის უღელში შეება და სამარემდის გასწევს მას. აი, გმირთა-გმი-
რი ვინ ყოფილა, შენ კი... შენც გინდა მსხვერპლი გაიღო, ჩემს დაბ-
რუნებას მოუცადო, მაგრამ ვისთვის რა საჭიროა? მე ნართაული ლა-
პარაკი არ მიყვარს და გულახდილად გეტყვი: მართას რომ ერთხელ
ვუღალატე, ესეც ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის და მას იქით ღა-
ლატი აზრადაც აღარ მომივა. მაშ რად უნდა მიცადო? ნუ, ქეთინო,
ნუ მომიცდი, თავს ცოცხლად ნუ დაიმარხავ. შენი მსხვერპლი ტყუ-
ილუბრალოდ დაიკარგება და ჩვენს შვილსაც კი ზარალის მეტს
არას მოუტანს. მთხოვნელი ბევრი გყოლია: პოეტი შუქურაული, კა-
პიტანი კლიმიაშვილი, ვაჭარი წვერაძე, სხვაც ბევრი გამოგიჩნდება.
გულწრფელად გირჩევ, ვინმე მათგანი მოიწონო, თბილი ბუდე გა-
იჩინო და ბარტყები მოამრავლო. დღესაც მეგობრად მეგულები და
ამიტომ გირჩევ, თორემ პასუხსაც არ მოგწერდი.
მე რამდენჯერმე მითქვამს შენთვის, ჩვენი ჯიშისა არა ხარ და
სადმე დაგვივარდები– მეთქი. სანამ ავშაროვს მისთხოვდებოდი, ეს
აზრი მართას პირითაც შემოგითვალე. აკი კიდევაც დავარდი. გირ-
ჩევ, ეგ ერთიც იმყოფინო, თორემ მეორე მარცხს ვეღარ გაუძლებ და
თან გადაჰყვები. შენვე მწერ: კერძო საკუთრებისადმი სიყვარული
ვერ მოვიშორეო. ეს სხვისობის და ჩვენიანობის ტალკვესია და ადა-
მიანი ამ ტალკვესით გამოიცდება. გარდა ამისა, შენვე აღიარებ, რომ
ციმბირში ვერ წამოგყვები, სადმე შუაგზაზე წავიქცევიო და მიხარიან
კიდევაც, რომ შენ მაგიერ ამ უღელში მართა შეება. მე არც მართას
მსხვერპლი მახარებს. მაგრამ ის კი მიხარიან, რომ შენ მაგიერ მარ-
თა მომდევს. რაკი ორივეს გაგვხარებია, მაშ ყველაფერი რიგზე ყო-
ფილა.
თუ შვილი მართლა ჩემგან გეყოლოს და მე დამემგვანოს, დაპი-
რება შემისრულე და ჩემებურად აღზარდე. ვინ იცის, იქნება ბედმა
მართლა დამაბრუნოს და თქვენი თავი მშვიდობიანად მაჩვენოს.
მადლობას მაშინ გადაგიხდი, ეხლა კი იმისთვისაც დიდ მადლობას
გიხდი, რომ მართას დაეხმარე. ფულის გზავნასაც შეჰპირებიხარ. ნუ,
ქეთინო, ჯერ ნუ შეწუხდები. როცა დაგვჭირდება, მართა მოგწერს და
მაშინ გამოგზავნე.
მშვიდობით, ჩვენო კეთილო მეგობარო. გისურვებ, რომ ძველი
სიავე მალე დაგვიწყებოდეს და ახალ გზაზე მრავალზე უმრავლესი
ბედნიერება გენახოს.
შენ მიერ მოწერილი წერილი მართას დავუბრუნე. მე მასთან და-
სამალავი აღარაფერი მაქვს. წაიკითხავს და დაგიბრუნებს:
345 მკითხველთა ლიგა
შენი ერთგული მეგობარი ზ უ რ ა ბ ი“.
ქეთოს ზურაბის წერილი მაგიდაზე დაუვარდა. ერთხანს გახევე-
ბული იჯდა. აღარც ხალხის ჟრიამული ესმოდა, აღარც ვინმეს ხე-
დავდა. მერმე წვერაძე და ელიზბარი ეცა თვალში. ორივენი შორიახ-
ლოს ისხდნენ და ლუდს სვამდნენ. ორივენი ქეთოს უცქეროდნენ,
ურცხვად იღიმებოდნენ და ალბათ მასზე ლაზღანდარობდნენ. უცებ
წვერაძემ ქეთოს ზურგი შეაქცია, შუქურაულს ხელი წაავლო და ისიც
იქით მიაბრუნა და თან ხელი ჩაიქნია, თითქოს ამბობდა: ამისთანა
ქალზე ლაპარაკიც კი არა ღირსო.
ქეთოს თითქო წუმპე შეასხესო: ზე წამოხტა, წერილი დაჭმუჭნა
და იმ დარბაზიდან ალმოდებული გამოვარდა. ხან ვის დაეჯახა, ხან
მას წაჰკრეს მუჯლუგუნი, მაგრამ არაფერს იმჩნევდა და თითქმის
მირბოდა. მოედანზე რომ გამოვიდა, პირველივე ეტლში ჩაჯდა და
მიაძახა:
– პირდაპირ გასწი.
მეეტლემ ცხენები გარეკა. ქეთო ეხლაც არავის ხედავს გარდა შა-
ვი უფსკრულისა. იგი წინ მიუძღვის და ქეთოს თავისკენ მიაქანებს.
მაშ ასე: ყველაფერი გათავდა. ბეწვის ხიდიც ჩაწყდა და ივდითი
ჯურღმულისკენ მიჰქრის, საკუთარ სამყაროს დაშორდა და ვერც მე-
ორე ნაპირს მიეკედლა. ელიზბარი, სანდრო და ნათესავები მოღა-
ლატედ და ჯაშუშად სთვლიან მას და ჭირიანსავით გაურბიან, ხო-
ლო ზურაბი და მართა სამუდამოდ დაშორდნენ და ურჩევენ, შენც
დაგვივიწყე, ნუღარ გაგვიხსენებო. ზურაბს ქეთოს დახმარებაც კი
აღარ უნდა. მაშ იმანაც ზურგი შეაქცია.
რასა სწერს ზურაბი? შენ რომ კვალი არ მოგეტანა, ამდენი უბედუ-
რება არ დატრიალდებოდაო, ეს იგი – ამდენი სისხლის დაღვრა და
გაციმბირებაც შენი ბრალი არისო. სხვებიც ამას აბრალებენ ქეთოს.
ალბათ სანდრომ და ელიზბარმა არ დაიჯერეს, წეღან კი ქეთოსი და
ზურაბს ხვევნა და ცრემლი დაინახეს და საბოლოოდ დარწმუნდნენ.
ამიტომ შეაქციეს ზურგი, ამიტომ გაამასხარავეს და ამიერიდან ალ-
ბათ სალამსაც აღარ გაიმეტებენ.
„მართა გმირთა-გმირია... მართა ჩემი ცოლია... მართას აღარ ვუ-
ღალატებ... მაშ რად უნდა მიცადო?“ მართლაც და ქეთომ რად უნდა
უცადოს? მისი მსხვერპლი წყალწასაღებია, სასაცილოა. ვის რად უნ-
და? ვის რას არგებს?“
– ქალბატონო, საით წავიდე? – ეკითხება ქეთოს მეეტლე.

346 მკითხველთა ლიგა


ქეთოს არ ესმის და ზურაბის წერილს მისდევს. იგი დაჭმუჭვნილი
უდევს ხელში, მაგრამ მას აღარც კი ახსოვს რა უყო, მაგიდაზე დას-
ტოვა, გადააგდო სადმე, თუ ხელის ქისაში ჩაიდო.
– ქალბატონო, საით წავიდე-მეთქი?
ქეთომ არც ეხლა უპასუხა, ეტლი შეაჩერა, მეეტლეს მანეთიანი
მისცა, ფეხით წავიდა და თვითონაც არ იცოდა, რად ჩამოვიდა და
საით მიდიოდა. „მთხოვნელი ბევრი გყოლია..
.სხვაც ბევრი გამოჩნდება“. – გაახსენდა მას წერილის ერთი ალა-
გიც. ქეთომაც იცის, რომ ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდება, მაგრამ...
რაო, რა ურჩია ზურაბმა? ბუდე გაიჩინე და ბარტყები მოამრავლეო,
ახა-ხა! გაიჩინოს, მოამრავლოს... მშვენიერი დარიგებაა!
უეჭველად გაიჩენს, ნამდვილად მოამრავლებს, თორმეტს მაინც
გაიჩენს და თაიგულებივით გარშემოიხვევს.
ქალმა მიმოიხედა და კუკიის ხიდი დაინახა. ჰო, მართლა, აგერ იმ
სახლში სანდრო კლიმიაშვილი ცხოვრობს.
წეღან ერთმანეთს აწყენინეს. სანდრომ ქეთოს ვარამისა არაფე-
რიც არ იცის და ამიტომ მიახალა მწარე სიტყვები – არც ქეთომ და-
უთმო და ერთმანეთს ამიტომ დაემდურნენ. ეხლა ქეთო სურვილმა
შეიპყრო სანდრო ენახა და გაუგებრობა გაეფანტნა. მყისვე ავიდა კი-
ბეზე და ზარი დარეკა. კარი მოახლემ გაუღო. შიდაკარიდან სან-
დროს დედამ გამოიხედა და ისევ მიიმალა. მერმე თვითონ სანდრო
გამოვიდა და გაოცებული შედგა კარებში.
– ნუ გიკვირთ. მომისმინეთ და აღარ გაგიკვირდებათ. – ბრალიანი
ღიმილით უთხრა ქეთომ.
კლიმიაშვილმა ორივე ხელი საზაფხულო კიტელის ჯიბეებში ჩა-
იწყო და არც კი მიესალმა, არც შინ შეიპატიჟა.
– მე წეღან გაწყენინეთ. გაუგებრობა მოხდა და მინდა გაგაგები-
ნოთ, რომ...
– ქალბატონო, ტყუილად შეწუხებულხართ. – ცივად შეაწყვეტინა
სანდრომ. – მე არაფერიც არა მწყენია.
– გაუგებრობა მოხდა-მეთქი...
– არავითარი გაუგებრობა არ მომხდარა. ტყუილად შეწუხებულ-
ხართ-მეთქი.
– საჭიროა მოვილაპარაკოთ, თორემ...
– არა-მეთქი.
– მაშ... მაშ მშვიდობით ბრძანდებოდეთ.
– მშვიდობით იყავით. – დაასრულა სანდრომაც და კარი მიუკეტა.
347 მკითხველთა ლიგა
ერთხანს ქეთო გაშტერებული იდგა ბაქანზე, მერმე გამოტრიალ-
და და ლასლასით დაეშვა კიბეზე. სანდრომ ქეთოს ბოდიშიც კი არ
მოისმინა. მაშ აქაც ყველაფერი გათავდა, აქაც უკანასკნელი ძაფი
გაწყდა. კიდევ რას იწერება ზურაბი? ჰო, მართლა:
ზურაბი იწერება, მართას არაფერს ვუმალავ და შენი წერილი
იმას დავუბრუნეო. მართა იმ წერილს წაიკითხავდა და შეიტყობდა,
რომ ქეთოს შვილის მამა ზურაბია და არა ავშაროვი. ქეთო ზურაბს
ეხვეწებოდა, მართას ნურაფერს ეტყვიო. მან მაინც არ დაინდო და
გასცა. ვაი, სირცხვილო! ამას იქით ქეთოს შვილი აღარ უნდა. საოცა-
რი ვინმე ყოფილა მართა. ქეთოს არაფერი აგრძნობინა და ეს წერი-
ლიც უკანასკნელ წუთს გადმოსცა.
ქეთომ თვითონაც არ იცოდა რად და როგორ გაჩნდა მტკვრის ნა-
პირას. იდგა გახევებული და მღვრიე ზვირთებს თვალებს ადევნებ-
და. არა-მეთქი, ქეთოს შვილი აღარ უნდა. მუცელს მოიშლის, მოიშო-
რებს, დაახრჩობს, თუმცა... განა მუცლის მოშლაზე უფრო ადვილი
არ არის, რომ აქვე... ეხლავე... თვითონაც და შვილიც...
ვიღა დარჩა საზრუნავი? ვიღა ჰყავს მზრუნველი? აღარავინ...
რაღა დარჩა ამ ქვეყნად? აღარაფერი. ყოველივე მორჩა და გა-
თავდა. მაშ ეხლავე, აი აქვე... ორივ ერთად, შვილიც და დედაც.
„ღმერთო, მაპატიე“. ერთი... ორი... სამი!
ჰაერში კაბამ გაიფრიალა და გარღვეულმა ზვირთებმა მყისვე შე-
იკრეს თავი.

1936

348 მკითხველთა ლიგა

You might also like