You are on page 1of 3

გული-გამთქმელი

დიახ, სიმართლეა! ავად ვიყავი, ძალიან ავად. მაგრამ რატომ თვლით, რომ ჩემს გონებაზე
კონტროლი დავკარგე, რატომ ამბობთ, რომ გავგიჟდი ? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ჩემს გონებას
სრულიად ვაკონტროლებ? ნუთუ უთუო არა არის რომ შეშლილი არ ვარ? ნამდვილად, ჩემმა
ავადმყოფობამ ჩემი გონება, ჩემი შეგრძნებები, გრძნობები გააძლიერა. განსაკუთრებით
გაძლიერდა ჩემი სმენა. ისეთი ხმების მოსმენა დავიწყე, რომელიც აქამდე არასდროს გამეგო. მე
მესომდა ხმები სამოთხიდან და მესმოდა ხმები ჯოჯოხეთიდან.
მომისმინე! მომისმინე! მოგიყვებით რაც მოხდა, ნახავ როგორი ჯანმრთელია ჩემი
გონება.
შეუძლებელია ავხსნა როგორ შემოვიდა ეს იდეა ჩემს თავში პირველად.
უბრალოდ მიზეზი არ მქონდა იმის რაც გავაკეთე. მე მოხუცი არ მძულდ, მეტიც მე ის
მიყვარდა.მას ჩემთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია.მე არც მისი ფული მინდოდა, მე
ვფიქრობ, რომ ყველაფერი მისი თვალის ბრალი, რომელიც ასე ძალიან ჰგავდა სვავის თვალს,
იმ საზიზღარი ფრინველის თვალს, რომელიც უცდის და უყურებს სხვა ცხოველების სიკვდილს,
ამის შემდეგ მიწაზე ეშვება და ლეშს ნაწილებად გლეჯს და ჭამს.როდესაც მოხუცმა სვავის
თვალით შემომხედა ცივმა შეგრძნებამ შიშისგან ზურგში გამცრა. ჩემი სისხლიც კი ჰაიყინა,
საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მოხუცი უნდა მომეკლა და ეს თვალი სამუდამოდ დამეხუჭა!
ესეიგი თვლი რომ შეშლილი ვარ ? შეშლილს არ შეუძლია დაგეგმოს, მაგრამ უნდა
გენახეთ მთელი კვირა მოხუცის მიმართ მეგობრული, მოსიყვარულე და თბილი ვიყავი.
ყოველ ღამით დაახლოვებით თორმეტ საათზე მე ჩუმად მის კარებს ვაღებდი, როდესაც
კარი საკმარისად განიერად გაიღებოდა შემდეგ ხელს ვყოფდი, შემდეგ თავს. ხელში ნაჭერ
გადაფარებული სანათი მეჭირა, რომ მოხუცს სინათლე არ დაენახა. ასე ვიდექი იქ ჩუმად,
შემდეგ სანათიდანდან ოდნავ ვწევდი ნაჭერს, რომ პატარა სინათლის სხივი მიმენათებინა
მოხუცის თვალზე , შვიდ ღამეს ვაკეთებდი ამ ყველაფერს შვიდ გრძელ ღამეს, ყოველ შუა
ღამეს. თვალი ყოველთვის დახუჭული იყო ეს კი შეუძლებეს ხდიდა, რომ ჩემი საქმე
შემესრულებინა. ეს ყველაფერი მოხუცის მკვლელობის გამო არ ხდებოდა ეს ყველაფერი მისი
თვალის გამო იყო, მისი თვალის.
ყოველ დილით მე მის ოთახში შევდიოდი, მეგობრული თბილი ხმით ვეკითხებოდი
როგორ ეძინა. ის ვერც კი ხვდებოდა, რომ ყოველ ღამით თორმეტ საათზე მე მის ოთახში მას
ვაკვირდებოდი, როცა ეძინა.
მერვე ღამეს ჩვეულებრივზე ფრთხილი ვიყავი როდესაც კარები გავაღე.აქამდე
არასდროს მიგრძვნია ჩემი ძალა ასე ძლიერ. ახლა უკვე ჩემს ძალებში დარწმუნებული ვიყავი.
მოხუცი იწვა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რომ მე მის კარებთან ვიყავი.უცებ ის
ლოგინში გაინძრა, იფიქრებ, რომ შემეშინდა მაგრამ არა. მის ოთახში სრული სიბნელე იყო
გამეფებული. ვიცოდი, რომ ის კარის გაღებას ვერ დაინახავდა. ფრთხილად გავაგრძელე კარის
შეღება შემდეგ ოთახში თავი შევყავი ამის შემდეგ ხელი რომელშიც სანათი მეჭირა, უცებ
მოხუცი წამოჯდა და დაიყვირა "ვინ არის მანდ"??!
მე მაინც ჩუმად ვიდექი, მთელი საათის განმავლობაში არც კი განძრეულვარ და არც მისი
ხმა გამიგია მთელი ამ დროის განმავლობაში.ის უბრალოდ იჯდა და ისმენდა. შემდეგ ხმა
გავიგონე მოხუცის ხმადაბალი ქვითინი შიშისაგან . ახლა ზუსტად ვიცოდი, რომ ის ლოგინზე
ძალიან შეშინებული იჯდა. ისიც ვიცოდი, რომ მან ჩემი იქ ყოფნის შესახებ იცოდა, მას მე იქ არ
დავუნახივარ არც რაიმე ხმა გაუგონია უბრალოდ გრძნობდა, რომ მე იქ ვიყავი მან ზუსტად
იცოდა რომ იქ მისი სიკვდილი იდგა.
ნელა ძალიან ნელა ნაჭერი ავხადე სანათს და სინათლე ზუსთად სვავის თვალს დაეცა!
თვალი გახელილი იყო ფართოდ გახელილი! და ძალიან გავცოფდი, როდესაც ის პირდაპირ მე
მიყურებდა. მე მოხუცის სახეს ვერ ვხედავდი, მხოლოდ თვალს ლურჯ თვალს რომელიც სისხლს
მიყინავდა.
გითხარით, რომ ჩემი სმენა არაბუნებრივად გაძლიერდა ? ახლა შემეძლო gamego
სწრაფი, ძლიერი, დაბალი ტონალობის ხმები მათ შორის იყო ეს საათის წიკწიკის მაგვარი
ხმა, ეს მოხუცის გულის ცემა იყო. ვცდილობდი ჩუმად ვმდგარიყავი, მაგრამ ხმა უფრო და უფრო
ძლიერდებოდა და მოხუცის შიშიც ნამდვილად უფრო ძლიერი ხდებოდა და რაც უფრო
ძლიერდებოდა გულის ცემის ხმა მით უფრო მეტად ძლიერდებოდა და უფრო მტკივნეული
ხდებოდა ჩემი ბრაზიც.ეს უკვე მეტი იყო ვიდრე სიბრაზე, ამ წყნარ ღამეს ოთახის სიბნელეში
და სიჩუმეში ჩემი სიბრაზე შიშად გარდაიქმნა, გულის ცემა იმდენად მკვეთრი და ხმამაღალი
გახდა, რომ შემეშინდა ვიღაც აუცილებლად გაიგებდა.დრო დადგა ! მე ოთახი გადავკვეთე
ყვირილით "მოკვდი! მოკვდი! " მოხუცმაც შიშისგან ძლიერად დაიყვირა, დავეძგერე მას და
ლოგინის ზეწარი ძლიერად შემოვახვიე მის თავზე. მისი გული მაინც ფეთქავდა.მაგრამ
ვიღიმოდი რადგან ვიცოდი, რომ წარმატებასთან ახლოს ვიყავი.კიდევ რამდენიმე წუთი არ
წყვეტდა მისი გული ფეთქვას მაგრამ საბოლოოდ შეწყვიტა.მოხუცი მკვდარი იყო. ზეწარი
მოვხადე და მის გულს ყური მივადე, არანაირ ხმას არ გამოსცემდა. კი ის უთუოდ მკვდარი იყო,
მკვდარი როგორც ქვა. მისი თვალი პრობელმას აღარ წარმოადგენდა!
ასე რომ თქვენ ამბობთ, რომ მე შეშლილი ვარ ? უნდა გენახათ როგორ მოწიწებით
ვმალავდი მის სხეულს, რომ არავის ეპოვნა.პირველად მას თავი მოვაჭერი, შემდეგ ხელები მერე
უკვე ფეხები.ძალიან ვფრთხილობდი, რომ ერთი წვეთი სისხლიც არ დაცემულიყო
იატაკზე.შემდეგ იატაკიდან 3 ფიცარი ამოვიღე და იქ ჩავყარე გვამის ნაწილები, შემდეგ
ფიცრები ისე ჩავაჭედე უკან, რომ ვერც ვერავინ მიხვდებოდა მათ ვინმე შეეხო.
როცა სამუშაო დავასრულე გავიგონე, რომე კარებთან ვიღაც მოსულიყო. გამთენიის ოთხი
საათი იყო მაგრამ მაინც ბნელოდა.არც კი მეშინოდა კარის გაღების.კარებთან სამი კაცი იდგა,
სამი პოლიციელი.რომელიღაც მეზობელს მოხუცის ტირილი გაუგონია და პოლიციას
გამოუძახა.ეს სამი პოლიციელი კი აქ იმისთვის იყვნენ, რომ შეკითხვები დაესვათ და სახლი
დაეთვალიერებინათ.
მე პოლიციელებს შემოსვლა ვთხოვე და ავუხსენი, რომ ტირილი რომელიც მეზობელმა
გაიგონა ჩემი იყო რადგან ცუდი სიზმარი ვნახე, ხოლო მოხუცი სახლში იყო ის მეგობრის
სანახავად უცხო ქვეყანაში იყო წასული.მათ მთელი სახლი დავათვალიერებინე და ვეუბნებოდი
შეეძლოთ ეძებნათ მთელი გულისყურით.საბოლოოდ ისინი მოხუცის ოთახში შებიყვანე, მეტი
ეშმაკობისთვის მათ ვთხოვე დამსხდარიყვნენ და გვესაუბრა ცოტახანს.
ჩემმა მანერებმა პოლიციელები დაარწმუნა, რომ მე არაფერ შუაში არ ვიყავი და ჩემი
მოყოლილი ამბავი ნამდვილი იყო. ასე რომ მათ ჩემთან განაგრძეს საუბარი ძალიან
მეგობრული ტონით.მაგრამ მე ვცდილობდი რომ მალე წასულიყვნენ, თავი მტკიოდა და
ყურებში უცნაური ხმა ჩამესმოდა.უფრო მეტს ვსაუბრობდი და ძალიან სწრაფად, ხმა თანდათან
ძლიერდებოდა და უფრო მკაფიო ხდებოდა, ისინი კი იჯდნენ და ლაპარაკობდნენ.
უცებ მივხვდი, რომ ეს ხმა მხოლოდ ჩემს თავში არ იყო და ამ დროს შიშისგან
გავთეთრდი.ხმა თანდათან უფრო გაძლიერდა.ეს სწორდ საათის წიკწიკის მაგვარი ხმა იყო
რომელიც ასე ძლიერდებოდა, რატომ არ მიდიან ეს კაცები ? უფროდა უფრო ძლიერდებოდა
ხმა, ავდექი და ოთახში სწრაფი სიარული დავიწყე. სკამი წავაქციე რადგან ხმაური გადამეფარა,
საუბრის ხმასაც ვუმატებდი, რომ ეს ხმა გადამეფარა, მაგრამ ეს კაცი მაინც იჯდნენ იღიმოდნენ
და საუბრობდნენ, ნუთუ შესაძლებელი იყო რომ მათ ეს ხმა არ ესმოდათ?
არა მათ უთუოდ ესმოდათ ეს ხმა.მათ იცოდნენ ! ახლა მათ გადაწყვიტეს ჩემთან თამაში.
უკვე ძალიან მტანჯავდა მათი ღიმილი და ეს ხმა. უფრო და უფრო იმატებდა ხმა და უცებ
მივხდი, რომ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, მათ მივუთითე იატაკისკენ და ავტირდი. "დიახ!
დიახ, მე მოვკალი ის" ჩაიხედეთ იატაკის ქვეშ და ნახავთ!
მე მოვკალი ის.მაგრამ რატომ არ წყვეტს მისი გული ცემას ?! რატომ არ ჩერდება!?

თარგმნა: ვაკო წიკლაურმა.

You might also like