You are on page 1of 180

1
კატარინა მასეტი

ტიპი
მეზობელი საფლავიდან

შვედურიდან თარგმნა: გიორგი გაბუნიამ

2
1
ვინ მოიგონებს მიცვალებულებს,
ან ვინ იზრუნებს მათ უფლებებზე,
ვინ მოუსმენს მათ,რა აწუხებთ,
ან რა ედარდებათ,
ან მათ ყვავილებს ვინღა მორწყავს?

ძალიან საინტერესო ქალი ვარ – ავადმყოფი და მარტოხელა ქა-


ლი, რომელიც საკუთარ გრძნობებში ვერ გარკვეულა. ვინ იცის, სავ-
სემთვარეობისას საერთოდაც რად გადავიქცევი?!
სტივენ კინგი, ალბათ, წაგიკითხავთ, არა?
ახლა ჩემი ქმრის საფლავთან გაპრიალებულ მუქმწვანე ძელ-
სკამზე ვზივარ და ეს საფლავის ქვა ნერვებს მიშლის.
ერთი ჩვეულებრივი, სადა ქვაა, რომელსაც ასევე სადა შრიფტით
მხოლოდ და მხოლოდ მისი სახელი აწერია: „ერიან ვალინი". სულ
ესაა, მეტი არაფერი.
აი,ასეთი მარტივი წარწერაა, შეიძლება ითქვას, მოკრძალებუ-
ლიც. ერიანი თვითონაც ასეთი ადამიანი იყო – მიუხედავად იმისა,
რომ ოდნავადაც არ ავადმყოფობდა, ნარწერაც წინასწარ შეარჩია
და „ფონუსის“1 თეთრ არქივშიც წინასწარ დატოვა მითითებები.
აბა, როგორ მოგწონთ მისი საქციელი? მე კი მშვენივრად მესმის,
ამით რის თქმაც უნდოდა: „სიკვდილი სასიცოცხლო ციკლის სრუ-
ლიად ბუნებრივი ნაწილი“.
ჩემი ქმარი ბიოლოგი იყო, ყოჩაღ, ერიან! მადლობის მეტი რა
მეთქმის!
სასაფლაოზე ყოველდღე დავდივარ სამსახურიდან შესვენების
დროს. შაბათ-კვირასაც ერთხელ მაინც აუცილებლად შემოვივლი
ხოლმე. თუ წვიმს, ცელოფნის საწვიმარს ვიფარებ, რომელიც სხვა
დროს პატარა პაკეტით დაკეცილი დამაქვს. გულის შემაღონებლად
უშნო რამეა, დედაჩემის კარადაში ვიპოვე.
ამ სასაფლაოზე ზუსტად ასეთივე საწვიმრით ბევრი დადის.

1 ფ ო ნ უ ს ი -დამკრძალავი ბიურო შვედეთში( შენიშვნები ეკუთვნის მთარგმნელს)

3
აქედან მინიმუმ ერთი საათი ფეხს არ ვიცვლი ხოლმე. ძალიან მი-
ნდა, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილი მწუხარება დამეუფლოს. სულ
მგონია, რომ თუ ძალიან მოვინდომებ, გამომივა კიდეც. სიმართლე
გითხრათ, თავი ოდნავ მაინც უარესად რომ ვიგრძნო, ძალიან გამი-
ხარდება. ნეტავ, შემეძლოს, ნამდვილი, მდუღარე ცრემლით ვტი-
როდე და წამდაუწუმ ცხვირსახოცით ვიმშრალებდე თვალებს. ამის
ნაცვლად საკუთარ თავს ხშირად გვერდიდან ვუყურებ, ნეტავ რამ-
დენად დამაჯერებლად ვტირი-მეთქი.
ძალიან მეუხერხულება, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ აქ ძირითა-
დად ერიანზე ბოღმის ნთხევაში ვატარებ დროს:
– დამპალო მოღალატევ, თავს რატომ არ გაუფრთხილდი?
ალბათ, ზუსტად ასე გრძნობს თავს ბავშვი,რომელსაც თორმეტი
წლის თუთიყუში მოუკვდა. რას ვიზამთ...
ძალიან მაკლია ერიანის სიახლოვე, ჩვენი საერთო ყოველ-
დღიური ცხოვრება – ჩემს ტახტზე წამომჯდარი აღარავინ ფურ-
ცლავს გაზეთებს; სამსახურიდან დაბრუნებულს ცხელ ყავას არავინ
მახვედრებს; ფეხსაცმელების კარადაც თითქოს ცარიელია ერიანის
რეზინის ჩექმების გარეშე;
კროსვორდის შევსებისას თუ არ ვიცი, „რა ჰქვია ორასოიან მზის
ღმერთს", ვმარჩიელობ ან სულაც ვტოვებ ამ სიტყვას;
ჩვენი საწოლის ერთი ნახევარი ყოველთვის გასწორებულია;
არც არავინ მომიკითხავს, თუ მანქანა დამეჯახება და შინ არ დავ-
ბრუნდები; ტუალეტსაც არავინ ჩარეცხავს, თუ, რა თქმა უნდა, თვი-
თონ არ ჩავრეცხე.
მოკლედ, ვზივარ სასაფლაოზე და უნიტაზის ხმებზე ვფიქრო
Weird enough for jou, Stephen?2
სასაფლაოზე უცნაური რაღაც მემართება – გადაყრუებულ,
ძველმოდურ კომედიანტს ვემსგავსები და რაღაც-რაღაცეების ქვეც-

2შენთვისაც საკმაოდ უცნაურია, არა, სტივენ? (ინგლ)

4
ნობიერიდან განდევნას იუმორით ვცდილობ, ხან ვიწყევლები კი-
დეც. სხვა რაღა დამრჩენია – ამჟამად საკუთარი ქვეცნობიერი სისუ-
ლელეების ქექვაზე მნიშვნელოვანი საქმე მაინც არა მაქვს
სანამ ერიანი მყავდა, ის მაინც ვიცოდი, ვინ ვიყავი. შეიძლება
ითქვას, რომ მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს განვსაზღვრავდით, რაც,
რასაკვირველია, ცოლქმრული ურთიერთობის უპირველესი დანიშ-
ნულებაა.
ახლა ვინ ვარ?
ახლა სრულიად შემთხვევით ხალხზეა დამოკიდებული ჩემი
„განსაზღვრა“: ვიღაცისთვის ამომრჩეველი ვარ, ვიღაცისთვის – ფე-
ხით მოსიარულე, გადასახადების გადამხდელი, მომხმარებელი,
რესურსი ან უძრავი ქონების მფლობელი; ან სულაც – არც ისე შთამ-
ბეჭდავი მკერდის, მოთხვრილი ტამპონების და მშრალი კანის ნაკ-
რები.
საკუთარი თავის შესაცნობად, რა თქმა უნდა, ისევ შემიძლია
ერიანს მივმართო. ჩემი ქმარი სიკვდილის შემდეგაც კი მეხმარება
ამ საქმეში.
ერიანი რომ არ არსებულიყო, მომაწებებდნენ იარლიყს: „გაუთ-
ხოვარი გოგონა, ასაკით 30 +“ (ეს გამოთქმა გუშინ ჟურნალში ამო-
ვიკითხე და თმა ყალყზე დამიდგა).
სამაგიეროდ, ახლა ერიანის წყალობით „ჯერ კიდევ ახალგაზ-
რდა, უშვილო ქვრივი“ მქვია. რა ტრაგიზმია! პირდაპირ გულის მომ-
კვლელი! დიდი მადლობა, ერიან!
უნდა გამოვტყდე, რომ სულ ოდნავ, მაგრამ რაღაც უცნაურად
დამწყვიტა გული. დაიკრიფა გულზე ხელები და მოკვდა!
არადა, დეტალურად გვქონდა დაგეგმილი უახლოესი და შორეუ-
ლი მომავალი – ვერმლანდში ნავებით სეირნობით დაწყებული და
მომგებიანი საპენსიო დაზღვევით დამთავრებული!
ალბთ, თვითონ ერიანსაც დასწყდა გული. რას არ მიედ-მოედო:
ტაი-ჩი, ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი, უქოლესტერინო ცხი-
მი... „და მერე რა ხეირი ნახა?" – გადაყრუებული კომედიანტი საძაგ-
ლად იმანჭება...საშინლად ვბრაზდები. რა უსამართლობაა, ერიანი

5
ასეთ სიკვდილს არ იმსახურებდა! ჩემი ჭკვიანი და სათნო ერიანი.
მთელი ხუთი თვეა, კაცთან არ ვწოლილვარ და ზოგჯერ ფეხებშუა
რაღაც მიღიტინებს. თავი ნეკროფილი მგონია.
ერიანის საფლავის გვერდით ერთი საფლავია სრულიად გულის
ამრევი და წარმოუდგენლად ვულგარული საფლავის ქვით. თეთრ
მარმარილოზე ჩახუჭუჭებული ოქროს ასოებით წერია მიცვალე-
ბულთა სახელები; ქვა გაძეძგილია ანგელოზებით, ვარდებით, ჩიტე-
ბით, დატალღულ ლენტებზე ამოკვეთილი დევიზებით... ყველაზე სუ-
ლელური კი თავის ქალისა და ცელის გამოსახულებაა. ეს კიდევ
არაფერი – ეს „შედევრი“ ისეა ჩაფლული მცენარეებში, რომ თავი
ტყეში გეგონება. ზედ კაცისა და ქალის სახელები და დაბადების
წლები აწერია. თითქმის ტოლები ყოფილან.
გულის ამრევი ქვის ჭირისუფალს პირველად რამდენიმე კვირის
წინ მოვკარი თვალი. დაახლოებით ჩემი ასაკის კაცი იყო, მყვირალა
ფერის ქურთუკი ეცვა და ამერიკულ ყაიდაზე ჩამოეფხატა ყურებიანი
კეპი წარწერით: „მეტყევეები". დიდი მონდომებით უჩიჩქნიდა მიწას
თავისივე ხელით დარგულ მცენარეებს.
ერიანის საფლავთან კი ერთი მცენარეც არ იზრდება. თვითონ
ვარდის ბუჩქზეც კი, ალბათ, ცივ უარს მეტყოდა, ამ სახეობისთვის
სასაფლაოს ბიოტიპი სრულიად შეუფერებელიაო.
მეტყევე სისტემატურად, რამდენიმე დღეში ერთხელ მოდის სა-
საფლაოზე, დაახლოებით თორმეტი საათისთვის. თან ყოველთვის
ახალი ნერგები და სასუქი მოაქვს. თავისი საქმიანობით ისე ამა-
ყობს, გეგონება, პლანტატორია და თავისი მამულის მოვლა ძალიან
სიამოვნებსო.
მახსოვს, ბოლოს რომ შევხვდი, ძელსკამზე გვერდით ჩამომიჯდა
და შეფარვით მითვალთვალებდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
უცნაური სუნი ასდიოდა და მარცხენა ხელზე მხოლოდ სამი თითი
ჰქონდა.

6
2

ვერ ვიტან ამ ქალს! რას უზის აქ? რას მიკეთებს?


მის გამოჩენამდე მოვასუფთავებდი ხოლმე საფლავს, ჩამოვჯდე-
ბოდი სკამზე და მშვიდად ვუბრუნდებოდი შეწყვეტილ ფიქრებს; რა-
ღაც ისეთს ვეძებდი,რაც კიდევ ცოტა ხნით კიდევ ამომასუნთქებდა.
კიდევ ერთ-ორ დღეს გამაძლებინებდა. ფერმაში იმდენი საქმეა,
ფიქრისთვის ვის სცალია – მარტო საქმეზე თუ არ იფიქრე, ისეთ სი-
სულელეს ჩაიდენ, რომ გამოსასწორებლად ორმაგი მუშაობა მოგი-
წევს. მაგალითად, ტრაქტორით შემთხვევით ქვას თუ გადაუარე,
უკანა ხიდი დაელეწება. ან კიდევ ძროხა მოიჭეჭყავს ძუძუს,თუ ჯი-
ქანზე სპეციალური ლიფის ამოცმა დაგავიწყდება.
სასაფლაო ერთადერთი ადგილია, სადაც ვისვენებ, თუმცა, აქაც
არა ვარ მთლად დარწმუნებული, რო ასე უქმად ჯდომით დროს ტყუ-
ილად არ ვკარგავ. სანამ თავს ჩამოჯდომის უფლებას მივცემ, ჯერ
ყველაფერს მოვაწესრიგებ და მივალაგებ ხოლმე.
ახლა კიდევ ეს ქალი გამოტყვრა საიდანღაც!
ვიტრინაში წლობით გამოკიდებულ, გახუნებულ სურათს გავს:
გახუნებული ქერა თმა, უფერული სახე, თითქმის თეთრი წამწამები
და წარბები... ან რა ტანსაცმელი აცვია – რას უგავს, მხოლოდ ცის-
ფერი ან კრემისფერი. კრემისფერი ადამიანია, რა! ფუ, ამის ქალო-
ბას რა ვუთხარი! რამე მაინც წაეთხაპნა სახეზე, ან ბრჭყვიალა სამ-
კაული ჩამოეკიდებინა! მიანიშნოს მაინც ხალხს, რომ თვითონაც
ადამიანია და მისთვის სულერთი არ არის, რა თვალით შეხედავენ.
არა, რას ამბობთ! ზის თავისთვის და თითქოს გეუბნება: სულ ფეხებ-
ზე მკიდია, რას ფიქრობთ ჩემზე, მე არავინ არ მაინტერესებს!
მე კი მომწონს, როცა ქალი მიმზიდველად გამოიყურება, თით-
ქოს გეძახის, მოდი, ნახე, რა მაქვსო.
ქალებს სულ ხასხასა ფერის პომადა უნდა ესვათ, თასმებით შეკ-
რული მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელებით დაკაკუნობდნენ და
ამოყრილი ძუძუებიც უნდა უჩანდეთ. რა მნიშვნელობა აქვს, პომადა

7
გაეთხაპნება ტუჩებზე თუ კაბა შემოეხევა სავსე თეძოებზე, ან რამდ-
ენ მძივს ჩამოიცვამს კისერზე – კარგი გემოვნება ყველას კი არა
აქვს! მთავარია, ეტყობოდეს, რო სულითა და გულით ცდილობს ქა-
ლობას. ჩემდა უნებურად თითქმის მიყვარდება ხოლმე სიბერეშეპა-
რული ქალები, ზედ რო ეტყობათ, რამდენს ჩალიჩობენ, ოღონდ კი
ყურადღება მიიქციონ; განსაკუთრებით მაშინ, თუ გრძელი ხელოვ-
ნური ფრჩხილები და ქიმიური საღებავისგან დამწვარი თმა აქვთ და
ქუსლებმორყეულ ფეხსაცმელებზე დგანან. ეგრევე მინდება, რო ჩა-
ვეხუტო, ვანუგეშო, მოვეფერო.
რა თქმა უნდა, სინამდვილეში ასე არასოდეს ვიქცევი. ქალებს
მაინცდამაინც ხშირად ვერც ვნახულობ, სადმე ბანკში ან ფოსტაში
თუ შევხვდები, ჩემთან ფერმაში კი ვეტერინარის და ძროხების... რა
ქვია იმას... ხო, ორი „დამმაკებლის“ გარდა ქალი არ ჭაჭანებს. ორი-
ვეს რეზინის გრძელი, ლურჯი წინსაფრები უკეთიათ, უხეში რეზინის
ჩექმები აცვიათ, თავზე რაღაც აქვთ წაკრულიდა ხელში ხარის სპერ-
მიანი კათეტერი უჭირავთ. საქმეს რო მორჩებიან, ჩემთან ერთად ყა-
ვის დასალევადაც კი არ რჩებიან... თუმცა, ისე ვამბობ, თითქოს მე
მქონდეს მაგათთვის ყავის მოდუღების დრო
დედაჩემი ბოლო წლებში სულ მეჩხუბებოდა, ხალხში გადი და
ვინმე გოგო იშოვეო. გეგონება, ეს გოგოები სადმე ერთად ყრიან,
თან ყველა ეგრევე თანახმაა, შენ უბრალოდ მიხვალ და ერთს აირ-
ჩევ, როგორც ნადირობისას: სეზონი დაიწყება, თოფს აიღებ, ნახ-
ვალ, ერთ კურდღელს მოკლავ და სახლში წამოათრევ.
სანამ მე გავიგებდი, დედაჩემმა უკვე იცოდა, რო კიბო ნელ-ნელა
ჭამდა შიგნიდან და სულ მალე მარტო დამტოვებდა. ყველაფრის კე-
თება მე მომიწევდა. მხოლოდ ფერმაში მუშაობას არ ვგულისხმობ –
ყველაფერის გარეშე დავრჩებოდი, რაზეც მთელი ამდენი წელი დე-
და ზრუნავდა: თბილი სახლი, სუფთა ლოგინი, ყოველ მეორე დღეს
სუფთა სამუშაო კომბინეზონი, გემრიელი საჭმელი, ცხელი ყავა და
ახლად გამომცხვარი ფუნთუშები; ან თუნდაც შეშის დაპობა,
ცეცხლის დანთება, კენკრის დაკრეფა, სარეცხის რეცხვა... რომელი

8
ერთი ჩამოვთვალო... ამ ყველაფერზე, რისთვისაც ახლა დრო არ
მყოფნის ხოლმე, დედაჩემის წყალობით, ადრე არასოდეს მიწევდა
ფიქრი. მოკლედ, ახლა კომბინეზონი ნაკელის და ამძაღებული
რძის სუნით ყარს, თეთრეული სულ ჭუჭყიანია, სახლი – მუდამ გა-
მოყინული; ერთ ფინჯან ცხელ წყალში „ნესკაფეს“ თუ ჩავიყრი ხოლ-
მე. სულ ეგაა. ხო, კიდევ ყოველდღე მიკროში გაცხელებული „სკა-
ნის" სოსისებს ვხეთქავ.
დედაჩემი ყავას რო გამომიტანდა, სინზე, ვითომ შემთხვევით,
გაზეთსაც შემოდებდა ხოლმე, თანაც – პაემნების გვერდზე გადაშ-
ლილს. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რო რომელიმე განცხადებას თვი-
თონ ეხმაურებოდა, ურეკავდა ქალებს, მაგრამ პირადად მე არასო-
დეს არაფერს მეუბნებოდა.
აბა, რა იცოდა, რო წავიდა ის დრო, როცა უამრავი გოგო დიდი
სიამოვნებით მიჰყვებოდა ცოლად „მიმზიდველ უცოლო ფერმერს“.
სადღაა ეგრე! გოგოები ქალაქში გაიხვეტნენ, ბაღის მასწავლებლე-
ბად ან სანიტრებად მუშაობენ, მანქანის ხელოსნებზე ან მაღაზიის
გამყიდველებზე თხოვდებიან და უკვე იმას ფიქრობენ, ოჯახების-
თვის კერძო სახლები როგორ იყიდონ, ზაფხულობით ჩამოდიან
ხოლმე, თან თავიანთი კაცები და „კენგურუში" ჩამოკიდებული ბავ-
შვები მოჰყავთ. რჩებიან ასე ერთი-ორი კვირა მშობლების ძველ
კარ-მიდამოში და შეზლონგებზე გაწოლილები მზეს ეფიცხებიან.
კიდევ ერთი გოგოა, კარინა. სკოლაში დამდევდა ხოლმე. ისე,
ყველას აძლევდა, ძალიან თუ შეეხვეწებოდნენ. ჰოდა, ეს კარინა ახ-
ლაც ჩაიმალება ხოლმე მაღაზიაში, თაროების უკან (მაღაზია ჯერ კი-
დევ ღიაა ზაფხულობით, მაგრამ ალბათ ერთი-ორ ზაფხულზე მეტს
ვერ გაატანს), მერე უცებ გამოხტება თავისი სამალავიდან, თითქოს
შემთხვევით შემეჩეხაო, და დამიწყებს დაკითხვას, ცოლი ხო არ მო-
გიყვანია, ბავშვები ხო არა გყავსო; მე ქალაქში ვცხოვრობ, ჩემს კაც-
თან, სტეფანთან ერთად, რომელიც „დომუსის“ საწყობში მუშაობსო,
– ამას ისეთი კმაყოფილი ხმით მეუბნება, თან ისეთი თვალებით მი-
ყურებს, თითქოს ცრემლები უნდა ვაღვარღვარო და მუხლებში ჩა-
ვუვარდე, ამისთანა გადასარევი შანსი რო გავუშვი ხელიდან. ერთი

9
მაგისიც!..
იქნებ ამ კრემისფერ ქალსაც ჰყავს ბებერი მშობლები სადმე სოფ-
ელში და ზაფხულობით ეგეც სხვებივით წამოგორდება ხოლმე მზე-
ზე, როცა მშობლებს სტუმრობს. რას მოვისვენებ, ერთი-ორი კვი-
რით რო დაიკარგოს აქედან! თუმცა, ზაფხულში სასაფლაოზე სი-
არულის დრო საერთოდ არა მაქვს, თუ, რა თქმა უნდა, არ წვიმს და
ამის გამო კომბაინს არ ვაჩერებ.
ახლა ერთი იმ საფლავის ქვას შეხედეთ, ეს ქალი სულელივით
რო მიშტერებია! ეგ რანაირი ქვაა?! გეგონება, მიწის მზომელმა და-
აგდო აქ, ნაკვეთის საზღვარი რო მოენიშნაო!
ჩვენი საფლავის ქვა დედაჩემმა შეურჩია მამას. მეტისმეტი კია,
მაგრამ ეგრევე ეტყობა, რამხელა სიყვარულითაა არჩეული. დიდ-
ხანს არჩევდა, კატალოგებიც კი მოატანინა სახლში, ყოველდღე
ახალი აზრი უჩნდებოდა. ბოლოს ყველაფერი ერთად გააკეთა.
„ერიანი" – ეგ ნეტა მამამისია, ძმაა თუ ქმარი? ამდენად თუ იწუ-
ხებს თავს, რო ყოველდღე მოვიდეს და შტერივით უყუროს საფლა-
ვის ქვას, ერთი ყვავილის დარგვა რა დიდი ამბავია?

რა თქმა უნდა, ჭრილობა


ისევ უნდა შეხორცდეს,
და საათსაც ისევ სჭირდება მომართვა,
(ღამის ორზე ისრები უხერხულად რომ არ გაიყინონ)...
ფანტომური ტკივილები ისევ დაივლის მოკვეთილ კიდურებში..

დღეს სრულიად მოულოდნელი რაღაც მოხდა.


შემოდგომის ცივი და უღრუბლო დღე იდგა. როგორც ყოველ-
თვის, შესვენებაზე სასაფლაოს მივადექი. მეტყევე ძელსკამზე იჯდა

10
და ისე მიბღვერდა, თითქოს მის სამფლობელოში შევიჭერი და
სიმყუდროვედავურღვიე.ხელებიმიწით ჰქონდა დასვრილი, რასაკ-
ვირველია, უკვე მოესწრო ყოველდღიური მიწათმოქმედებითი ჟი-
ნის დაკმაყოფილება... საინტერესოა, ცალ ხელზე სამი თითი რატომ
აქვს? ძელსკამზე ჩამოვჯექი და იმაზე ფიქრი დავიწყე,მე და ერიანს
როგორი შვილები გვეყოლებოდა. ერიანი, ალბათ, მისთვის გან-
კუთვნილი დეკრეტული შვებულების ნახევარს აიღებდა და ნამდვი-
ლი პროფესიონალივით შეუდგებოდა ათასნაირი საფენისა და კენ-
გურუ-ჩანთების შესახებ ხმამაღლა მსჯელობას. ბავშვს ალბათ ცურ-
ვასაც ასწავლიდა.
მთელი ხუთი წელი ვცხოვრობდით ერთად და ამ ხნის განმავლო-
ბაში არასოდეს გვიჩხუბია. მხოლოდ მე თუ ავუწევდი ხმას, ისიც ძა-
ლიან იშვიათად. როგორც წესი, რაღაცას წავიდუდლუნებდი ხოლმე
ჩემთვის. ამაზე მეტად სიტუაცია თითქმის არასოდეს დაძაბულა.
თუმცა, ეს ჩემი კი არა, ერიანის დამსახურება იყო. ერიანი, საერ-
თოდ, არავის არ ეჩხუბებოდა, ძალიან თავაზიანად დაგისაბუთებდა
საკუთარ აზრს, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... სანამ კამათი არ მოგბეზ-
რდებოდა და არ დანებდებოდი.
მახსოვს, მისი ასეთი საქციელით წყობიდან გამოსულმა ერთი-
ორჯერ ბავშვივით გავიგიჟე თავი – ავეჯს ფეხებს ვურტყამდი, ოთა-
ხიდან გავრბოდი და კარებს ვიჯახუნებდი. ერიანი ამას ვითომ ვერ
ამჩნევდა. ბოლოს და ბოლოს მომბეზრდა და შევწყვიტე ასეთი უაზ-
რო საქციელი – მივხვდი, რომ ამით ისევ ერიანის უპირატესობას
ვამტკიცებდი.
ერთხელ გაზეთი დავხიე და ერიანს ქაღალდის „ბომბები“ დავუ-
შინე. ეს იმიტომ, რომ იმ გაზეთს თითქმის მთელი შაბათი დავუთ-
მეთ. როგორც წესი, მე და ერიანი საგაზეთო სტატიებზე ოჯახურ დის-
კუსიებს ვაწყობდით – კულტურის სფეროს ხომ ცალკე განხილ-
ვასჭირდებოდა, იმის მიუხედავად, ეს კულტურული მოვლენები
ჩვენს ქალაქში ხდებოდა თუ სადღაც დასაკარგავში; იუმორისტულ
გვერდებზე „გულიანად“ ვიცინოდით და საღამოს წვეულებისთვის
გაზეთში გამოქვეყნებული რეცეპტის მიხედვით მზეზე გამომშრალი

11
პომიდვრის კერძსაც აუცილებლად ვამზადებდით. გამუდმებით ისე-
თი გრძნობა მქონდა, თითქოს, სანამ ჩვენ გაზეთს ვკითხულობდით,
ნამდვილი ცხოვრება სადღაც ფანჯრებს მიღმა მიედინებოდა და
თვალსა და ხელს შუა ქრებოდა... ჰოდა, ამიტომაც, ერთ მშვენიერ
დღეს გამოვგლიჯე გაზეთი ხელიდან და შეტევაზე გადავედი. იმავე
წამს ერიანის თაფლისფერ თვალებში ისეთი შეშფოთება ამოვიკით-
ხე, რომ არჩევანის წინაშე დავდექი: ან მთელი ძალით უნდა ჩამერ-
ტყა რამე თავში, ან უნდა ავტირებულიყავი.
რა თქმა უნდა, გულამოსკვნით ავქვითინდი. ყველაზე სამწუხა-
რო მაინც ის იყო, რომ ერიანი რეალურ სამყაროსთან გაცილებით
ახლოს იყო – სანამ მე იმ გაზეთის მეორე ნაწილს ვკითხულობდი, ის
თავის მწვანე რეზინის ჩექმებში გამოწყობილიყო და ბინოკლით აკ-
ვირდებოდა ჩიტებს.
– ჰო, რა თქმა უნდა, შენ სინამდვილეს ყოველთვის ბინოკლით
უყურებ ხოლმე, – წავუსისინე მე. მეჩვენებოდა, რომ ერიანს სულ
უფრო ნაკლებად ესმოდა ჩემი, რადგან თავადაც არ მესმოდა საკუ-
თარი თავის.
ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ ერიანმა ვითომ სხვათა შო-
რის რაღაც სტატია მომაჩეჩა პრემენსტრულური სინდრომის შესა-
ხებ და ხელზე მეგობრულად მომეფერა. ძალიან მომინდა, ის გაზეთი
თავზე გადამეხია მისთვის, მაგრამ სანამ მე გონს მოვედი, მას უკვე
თავისი ველოსიპედი გამოეყვანა და ეზოდან გამქრალიყო.
თავიდან მიყვარდა ერიანი. ჰეგზამეტრებით ვუწერდი სასიყვა-
რულო წერილებს, რაზეც სულ ეღიმებოდა. ის კი არა, ხეებზეც დავ-
ძვრებოდი, ჩიტის ბუდეებისთვის სურათები რომ გადამეღო; ყინუ-
ლივით ცივ წყალშიც ვმდგარვარ გაუნძრევლად, ფეხებზე წურბელე-
ბი რომ მომკვროდა, როცა ერიანს თავისი კვლევებისთვის წურბე-
ლები სჭირდებოდა.
ამ ყველაფრის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ერიანი ძალიან სიმ-
პატიური მამაკაცი იყო. მომწონდა მისი თბილი, მოყავისფრო ელ-
ფერი, მაღალი და უნაკლო სხეული, ლამაზი, დაკუნთული მკლავე-
ბი, ძლიერი ხელები, არასოდეს რომ არ ჩერდებოდნენ, მომწონდა,

12
როცა ვამჩნევდი, სხვა ქალები როგორ ჩუმ-ჩუმად უცქეროდნენ და
გაოცებისგან ყბა უვარდებოდათ, როცა მის გვერდით ჩემისთანა შე-
უხედავ ქალს დალანდავდნენ.
თქვენ ეგრე კი ნუ გგონიათ! მიყურეთ და მომბაძეთგოგოებო! კაც-
ის დათრევაც ამას ჰქვია!
რა სისულელეა! არც კი ვიცი, როგორ „დავითრიე". საერთოდ,
სიმპატიური ბიჭები მუნიციპალური სამსახურის მიერ შერჩეულ, კო-
მუნალურ ბინაში გაკრულ შპალერზე მეტ ყურადღებას არასოდეს
მაქცევდნენ.
ერიანის შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა. შემამჩნია თუ არა (მა-
შინ ბიბლიოთეკის ცნობათა ბიუროში ვმუშაობდი და მას ინგლისუ-
რენოვანი ზოოლოგიური ჟურნალების ძებნაში ვეხმარებოდი), ერ-
ტყობა, მაშინვე მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მე „მისი ქალი" გავხდე-
ბოდი – ერთადერთი ქალი, რომელსაც მთელი დარჩენილი ცხოვ-
რება ამჯობინებდა ყველა სხვა ქალს (დაახლოებით ისევე, როგორც
„ფიელრევენის“3 პროდუქციას ამჯობინებდა ყველა სხვა დანარ-
ჩენს).
თავიდან მეჩვენებოდა, რომ გამოცდას მიწყობდა, როგორც ხა-
რისხის კონტროლის სამსახური – საქონელს. მცდიდა ყველგან და
ყველაფერში: ტყეში, საწოლში, კინოში, კაფეშიც კი. ერთი სიტყვით,
„ეკლები" ვერ აღმომიჩინა. ჩვენი შეხედულებები წყვილი საქსოვი
ჩხირივით გადასარევად შეეწყო ერთმანეთს და ჩვენც ვტკბებოდით
ჩვენი საერთო „ნაქსოვის“ ცქერით.
მერე დავქორწინდით და, შეიძლება ითქვას, რომ შვებით ამოვი-
სუნთქეთ – სიმწიფის ატესტატი უკვე აღებული გვქონდა და შემდეგ
ეტაპზე გადავდიოდით.
ის იყო, საბავშვო ეტლების მაღაზიასთან შეჩერება და ნაზად გა-
ღიმება დაგვჩემდა, რომ ერიანი სრულიად მოულოდნელად დაიღუ-
პა. სატვირთო მანქანა დაეჯახა დილაადრიან, როცა ველოსიპედით
სოკოს შესაგროვებლად მიდიოდა. თურმე პლეერით ჩიტების გალ-

3 სპორტულ-ტურისტული საქონლის მწარმოებელი ცნობილი ფირმა

13
ობას უსმენდა, ალბათ, სატვირთო მანქანის ხმა ვერ გაიგონა და
გზის სავალ ნაწილზე გადავიდა, ან კიდევ მანქანის მძღოლს ჩაეძი-
ნა.
ერიანისგან ახლა მხოლოდ ეს მოკრძალებული საფლავის ქვაღა
დარჩა. საშინლად ვბრაზდები, ასე რომ დამტოვა... არც კი უკითხავს
ჩემთვის... ვეღარასოდეს გავიგებ, სინამდვილეში როგორი ადამია-
ნი იყო...
ჩანთიდან ბლოკნოტი ამოვიღე (პატარა, მაგარყდიანი ბლოკნო-
ტია, ზედ უსაზღვროდ ლურჯი ზღვა და იალქნიანი ნავი ახატია) და
შიგ ლამაზი ასოებით ჩავწერე:
„რა თქმა უნდა, ჭრილობა ისევ უნდა შეხორცდეს და საათსაც ისევ
სჭირდება მომართვა“..
პოეტობაზე პრეტენზია სულაც არა მაქვს. უბრალოდ, ვცდილობ,
რეალობა სურათებად აღვიქვა. ეს უკვე ჩვევად გადამექცა. თითქმის
ყოველდღე ვწერ, ისევე, როგორც სხვები ჩამოწერენ ხოლმე გასა-
კეთებელი საქმეების სიას, რამე რომ არ დაავიწყდეთ. არ ვაპირებ,
ვინმეს წავაკითხო, ისევე, როგორც სიზმრებს არ ვუყვები სხვებს. სა-
კუთარ ცხოვრებაში გარკვევას ყველა თავისებურად ცდილობს.
იმ დღეს მეტყევე ჩუმ-ჩუმად მითვალთვალებდა.
„ჰო, მიყურე ახლა და გეგონოს, რომ ნამდვილი ოჯახის ქალი
ვარ, თან ამ ბლოკნოტში მთელი კვირის მანძილზე დახარჯულ
ფულს ვითვლი", – გავიფიქრე ჩემთვის.
ჩემს მუდმივ კალამს თავსახური ჩამოვაცვი (აბა, როგორ, ჩემი
ბრწყინვალე აზრები აუცილებლად ნამდვილი, ხარისხიანი მელნით
უნდა დაიწეროს! რა ბედნიერებაა, ასეთი კარგი კალამი რომ მაქვს)
და სწორედ ამ დროს დედა-შვილმა ჩაიარა, გოგონა დაახლოებით
სამი-ოთხი წლის იქნებოდა. იქვე, ერთ-ერთ საფლავთან შეჩერ-
დნენ, მეტყევის მშობლების საფლავის გვერდით.
ბავშვს ახალთახალი, ჭყეტელა ვარდისფერი სარწყავი დიდი მო-
წიწებით ეჭირა ხელში, თითქოს სამეფო გვირგვინი ყოფილიყო. დე-
დამ ყვავილებს ჭრაჭუნა ქაღალდი შემოხსნა და ჭრელ ვაზებში გა-
დაანაწილა. გოგონა კი ამასობაში საფლავის ქვას დასტრიალებდა

14
და თავისი ძვირფასი სარწყავით იქაურობას რწყავდა. უცებ დაფე-
თებულმა პირზე იტაცა ხელი, თვალები გაუფართოვდა და წამოიძა-
ხა:– დედიკო! ქვას დავასხი წყალი! ბაბუა გაგიჟდება!
გამეღიმა და ჩემდა უნებურად მეტყევეს გავხედე.მისი ღიმილი...
არ ვიცი, რა სიტყვებით აღვწერო მისი ღიმილი,ასე ხომ მხოლოდ
საპნის ოპერებში ამბობენ:
„ეს ღიმილი რაღაც სასწაული ძალით ასხივებდა მზის სინათლეს,
ველური მარწყვის არომატს, ჩიტების ჭიკჭიკს, ზღვის ზედაპირზე მო-
თამაშე ათინათს, ასე სწორედ მე მიღიმოდა, მიღიმოდა, როგორც
საოცრად ამაყი პატარა ბავშვი, დაბადების დღეზე ლამაზ საჩუქარს
რომ გაჩუქებს“.
კარგა ხანს სულელივით გაკრეჭილი ვიჯექი. შემიძლია დავიფი-
ცო, რომ ჩვენს შორის რაღაცნაირი ელვა გაკრთა, აი, სწორედ ისე-
თი, ფიზიკის მასწავლებელი რომ გვაჩვენებდა ხოლმე ექპერიმენ-
ტის დროს. არ მახსოვს, ეს ყველაფერი სამ საათს გაგრძელდა თუ
სულ რაღაც სამ წამს.
უცებ ორივემ ერთად შესაშური სინქრონულობით მივატრიალეთ
თავი, თითქოს ერთსა და იმავე თოკზე ვიყავით გამობმულები და ერ-
თდროულად მოგვქაჩეს.
მზეს ღრუბელი გადაეფარა. გაუნძრევლად ვიჯექი და თვალწინ
შენელებული კადრივით მიტრიალებდა მისი ღიმილი.
ჩემს საუკეთესო და ერთადერთ დაქალს, მერტას რომ მოეყოლა
ეს ამბავი, აუცილებლად ვიფიქრებდი, როგორც ყოველთვის, ახ-
ლაც აზვიადებს, არ შეუძლია, არ შეალამაზოს-მეთქი.
ძალიან კი მშურს მერტას ეს თვისება. მე კი ყველაფერს სხვანაი-
რად ვხედავ, სხვანაირად მესმის... მაგალითად, ჩვილი ბავშვის სი-
ცილს იმით ვხსნი, რომ გაზები გამოუშვა და შვებით ამოისუნთქა; ჩა-
მოვარდნილი ვარსკვლავი აუცილებლად წყობიდან გამოსული ხე-
ლოვნური თანამგზავრი მგონია; ჩიტებიც მხოლოდ იმიტომ გალო-
ბენ, რომ საშიშროების მოახლოებას გრძნობენ და თანამოძმეებს
აფრთხილებენ; იესო ქრისტე, ალბათ, საერთოდ არ არსებობდა;
სიყვარული კი, სხვა არაფერია, თუ არა ბიოლოგიური ჯიშების გამ-

15
რავლების მოთხოვნილება, რომელიც აუცილებლად გულისხმობს
გენეტიკურ ვარირებას. ასე რომ არ იყოს, მდედრები დამოუკიდებ-
ლადაც მშვენივრად გამრავლდებოდნენ.
რასაკვირველია, მშვენივრად მესმის, რომ ქალებსა და მამაკა-
ცებს შორის მართლაც ძლიერი მიზიდულობა არსებობს. კვერცხუჯ-
რედი სადღაც ჩვენს შიგნით დაცურავს და სულმოუთქმელად ელის
სწორედ იმ ერთადერთ სპერმატოზოიდს, რომელმაც უნდა გაანაყო-
ფიეროს. მთელი ეს მექანიზმი ავტომატურად მაშინ ამუშავდება, რო-
გორც კი კვერცხუჯრედი საჭირო ადგილს იპოვის.
თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, სპერმატოზოიდების
პატრონს ასეთი ღიმილი თუ ექნებოდა! ჩემი კვერცხუჯრედი აცახ-
ცახდა, ათამაშდა, აცეკვდა და მთელი მონდომებით გამოსცემდა
სიგნალებს: „აქეთ! აქეთ!"
ლამის დავუყვირე, მოისვენე-მეთქი.
თავი ოდნავ მივატრიალე და თვალი მისი სამთითა ხელისკენ გა-
ვაპარე. სამივე თითს გამწარებით უჭერდა „ვოლვოს" გასაღებს.
უსახელო თითისა და ნეკის ადგილას პრიალა კანი გადაჰკვრო-
და. ხელები მიწითა და მანქანის ზეთით ჰქონდა მოთხვრილი,ხელის
მტევნებზე კი ვენები დაჰბერვოდა. უცებ მომინდა, მისი ხელები და-
მეყნოსა და გადაჭრილი თითები ენით ამელოკა.
ღმერთო ჩემო! სასწრაფოდ უნდა გავიქცე აქედან! ნუთუ ასე
ემართება უკაცოდ დარჩენილ ყველა ზრდასრულ ქალს?
წამოვხტი, მთლად გაყინული ხელი ჩანთას დავავლე და ჭიშ-
კრისკენ მიმავალ უახლოეს ბილიკს სირბილით გავუყევი, გზადაგზა
საფლავებსა და ცოცხალ ღობეებს ვახტებოდი.

4.

ბუღალტერია სულ მივუშვი. მგონი ფერმას მალე მაგრად დაერ-


ხევა. ჩემი ბრალია – ქაღალდებს გულს ვერ ვუდებ. მეჩვენება, რომ

16
მამაჩემის ძველ კარადაში ბომბი წიკწიკებს და მალე აფეთქდება.
ბომბი კოოპერატიული ბანკიდან მიღებული ქაღალდია, ანგარიში,
რომლითაც მატყობინებენ, რომ კრედიტი ამოვწურე და ჩეკებს ვე-
ღარ გამოვწერ. ამის გამო სამუშაო საათებში ტელეფონსაც კი არ
ვპასუხობ იმის შიშით, რომ ბანკიდან რეკავენ.
ფულსა და დოკუმენტებში ვერასოდეს ვერკვეოდი. სამაგიეროდ,
დედაჩემს ეხერხებოდა ეს საქმე. დაჯდებოდა კარადასთ და ლუღ-
ლუღებდა რაღაცას, შიგადაშიგ მომიტრიალდებოდა, სათვალის ზე-
მოდან გადმომხედავდა და მარტივ შეკითხვებს მისვამდა:
– სათესლე მასალა გვეყოფა? ვეტერინარს ფული გადაუხადე?
მე ისღა დამრჩენოდა, პირდაპირ მეთქვა, რამდენი ფული მჭირ-
დებოდა. დანარჩენზე თვითონ ზრუნავდა.
ზედმეტი შეკითხვები არ უყვარდა. მაშინაც კი არაფერი უკით-
ხავს, როცა ჩემ მაშინდელ გოგოს, ანეტს, ოქროს სამაჯური ვუყიდე.
ანეტი ტვინს მიჭამდა, რო იცოდე, ნაქსოვი სამაჯურები როგორ მომ-
წონსო. ეგ ლამის ერთადერთია, რაც მის შესახებ მახსოვს.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დედაჩემმა გადაწყვიტა, საქმის-
წარმოება რომელიმე კანტორისთვის მიგვენდო. წვეთოვანი ედგა,
თავის ფეხით ტულეტშიც კი ვერ გადიოდა, მაგრამ მაინც ასეთ რამე-
ებზე ფიქრობდა. ღამის ქოთანს რო მოითხოვდა, ძალიან უხერხუ-
ლად გრძნობდა თავს. ასეთ დროს მე სასწრაფოდ მოწევას მოვიმი-
ზეზებდი და გარეთ გავდიოდი ხოლმე. ასეთ დღეში იყო და როგორ
ვეტყოდი, კანტორის დასაქირავებელი ფული არა გვაქვს, რძის ფასი
თანდათან ეცემა-მეთქი.
სხვათა შორის, მაგ კანტორებს ახლა სხვა რაღაც ქვიათ, რაღაც
უფრო სოლიდური, თანამშრომლებს კი თავი ლამის ბირჟის მაკლე-
რები გონიათ. მოკლედ, იქ მისვლა ჭირის დღესავით მეზარება.
დედაჩემს ყველაზე მეტად ის უშლიდა ნერვებს, ავადმყოფობის
გამო საწოლს რო იყო მიჯაჭვული და ვეღარაფერს აკეთებდა. ქი-
მიოთერაპიამ სანთელივით ჩამოადნო, მაგრამ საავადმყოფოდან
დაბრუნებულს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მეუბნებოდა: „შემირ-
ცხვეს თავი, რა დროს ეს იყო! მაპატიე, შვილო...“

17
ფუ, ეს კრემისფერი ისევ მოეთრა! სხვა საქმე არა აქვს? ნაღდად
დედიკოს ხუთოსანაა! ალბათ, სადმე სულელურ ადგილას მუშაობს
და ბანკირის ცოლობაზე ოცნებობს! ისე, თვითონაც მაგრად გავს
კოოპერატიული ბანკის თანამშრომელს!
ისე მათვალიერებდა, თითქოს ხელმოუწერელი ჩეკი ვყოფილი-
ყავი. მერე ღრმად ამოიოხრა და ყვავილებიანი ჩანთიდან ბლოკნო-
ტი ამოიღო. კალამს ფრთხილად მოხსნა თავსახური (ნაღდად მუდ-
მივი კალამი იქნება, არ მეგონა, ასეთები კიდევ თუ ჰქონდა ვინმეს,
რაც ბურთულიანი კალამი გამოიგონეს) და წერა დაიწყო, ძალიან
ნელა და ყურადღებით.
რა თქმა უნდა, ცნობისმოყვარეობა მკლავდა: ვინაა ეს ქალი,
საფლავთან რო ზის და ბლოკნოტში რაღაცეებს ინიშნავს. ალბათ,
ითვლის, რამდენი ქმარი გაისტუმრა საიქიოში. უცებ შემომხედა და
ჩაიფხუკუნა, შეამჩნია, რო ვაკვირდებოდი. ასეთი დამცინავი შემო-
ხედვისთვის შური რო მეძია, წარმოვიდგინე, როგორი სასაცილო
იქნებოდა ნეილონის პარიკსა და აჟურულ წინდებში. თასმებზე შე-
საკრავი კორსეტიც კი ჩავაცვი, საიდანაც ფქვილივით თეთრი და სა-
ცოდავი ძუძუები უჩანდა. ჯანდაბას, უფერული წარბები არ შევუღებე,
ეს სულელური სოკოებიანი ქუდიც დავუტოვე.
ეს საცოდაობა ისე ნათლად წარმოვიდგინე, რო ვერც კი მივ-
ხვდი, როგორ მივუტრიალდი და ყურებამდე გაკრეჭილი მივაშტერ-
დი.
უცებ გადმომხედა და სანამ ისევ სერიოზულ სახეს მივიღებდი,
საპასუხოდ გამიღიმა.
არა, რაღაც მომეჩვენა! ნუთუ ეს ისევ ის ქალია?
ნუთუ ამ „კრემისფერს“, ამდენ ხანს ტუჩებმოკუმული რო იჯდა და
საფლავის ქვას თვალს არ აშორებდა, ასე გაღიმება შეეძლო?
რა ღიმილი იყო?! პატარა ბავშვივით, საზაფხულო არდადეგები
რო ეწყება ან კიდევ პირველი ველოსიპედი რო აჩუქეს. იმ პატარა
გოგოსავით, გვერდით საფლავზე ვარდისფერი სარწყავით ხელში
რომ დაფუსფუსებს.
ერთმანეთს მივაშტერდით, თითქოს უცნაურმა სინათლემ გაგვაშე-

18
შა. რა ჯანდაბა იყო? რა უნდა მექნა– გვერდით მივჯდომოდი და გა-
ვლაპარაკებოდი: „აქ ხშირად მოდიხართ ხოლმე?.. სასაფლაოზე
ბევრი ხალხია...აქაური სამლოცველო როგორ მოგწონთ?"
მერე, თითქოს დენი გამოგვითიშეს, ზურგი შევაქციეთ ერთმა-
ნეთს.
ცოტა ხანს ისე გაუნძრევლად ვიჯექით, თითქოს ძელსკამი და-
ნაღმული ყოფილიყო. მე გულის გადასაყოლებლად, გასაღებებს ვა-
თამაშებდი ხელში.
მისკენ თვალი გავაპარე და შევამჩნიე, რო ხელზე მომშტერებო-
და. ადრე, როცა ხელზე მიყურებდნენ, ეგრევე ჯიბეში ვიკრავდი
ხოლმე... რამდენიმე წელი დამჭირდა, რო გადავჩვეოდი. არც ახლა
დავმალე ხელი.
„Three-finger, Benny, that’s me babe.Take it or leave it"4
ჰოდა, ადგა და „გაიარა",. ისე გარბოდა, თითქოს ჩემი სამთითა-
თი ვუპირებდი ჩქმეტას. ასე რამ გააცოფა ნეტავი?
ეტყობა, ჩემში „ბენი-ტანგო-კავალერმა“ გაიღვიძა და ამის შე-
ეშინდა.
სულ ასე ხდებოდა ხოლმე ადრეც, როცა გოგოებს დავდევდი.
იქით მივდიოდი, საითაც ჩემი „ვაჟკაცი“ მიმითითებდა, „ვაჟკაცს" კი
გოგოებზე ეკეტებოდა ჭკუა და მეც მას ვუჯერებდი, ზაფხულობით
პარკში ვეგდე, ზამთრობით – რომელიმე სოფლის დისკოთეკაზე.
ზოგჯერ კაი დიდ მანძილსაც გავდიოდი ასეთ ადგილებამდე მისაღ-
წევად. დიდი არაფერი, ჩვეულებრივი სკოლების ფიზკულტურის
დარბაზები იყო, უბრალოდ, პარასკევობითა და შაბათობით ტრი-
ალა ფერად ნათურებს კიდებდნენ, ზედ ჭრელ-ჭრელ ქაღალდებს ახ-
ვევდნენ და მუსიკოსებს ქირაობდნენ. დანარჩენ დღეებში დღისით
აქ ბავშვებს ფიზკულტურა უტარდებოდათ, საღამოობით კი „სიფხიზ-
ლის საზოგადოების" სხდომები იმართებოდა. ქალაქის დისკოთე-
კებზე არასოდეს ვყოფილვარ და საამისო მიზეზებიც მქონდა: ჯერ
ერთი, ძალიან ჩამოვრჩი მოდას, მაგალითად, სხვებივით კეპს უკუღ-

4 ეს მე ვარ, სამთითა ბენი, თუ არ მოგწონს, გაიარე

19
მა არ ვიხურავდი; თანაც არც გოგოებთან ჩაუხუტებლად ცეკვა-
ხტუნვა მეხატებოდა მაინცდამაინც გულზე. მე ჩახუტება უფრო მინ-
დოდა. ძალიან მომწონდა უცნობი გოგოსთვის წელზე ხელის შემოხ-
ვევა და საცეკვაო მოედნისკენ წაპროწიალება. რაღაცით ლატარიის
თამაშსაც გავდა ეს საქმე, ოღონდ მოგებული სულ მე ვრჩებოდი.
გოგოებს ისეთი სასიამოვნო სუნი ასდიოდათ, რომ ჭკუას ვკარგავ-
დი. მაინც რა ლამაზები იყვნენ! ყველა ეგრევე მიყვარდებოდა და
ცეკვის მერე გასაშვებად ვერ ვიმეტებდი. არანაირი სურვილი არ
მქონდა, მუსიკის ხმა გადამეფარა და მათთან ლაპარაკი გამება. მე
მარტო ის მინდოდა, მათთან ერთად თვალებდახუჭულს მეტრიალა
და მათი გადასარევი სურნელი მეყნოსა.
არასოდეს მომსვლია აზრად, რო უფრო მეტის მიღწევაც შემეძ-
ლო – გიმნაზიაში სწავლის ბოლო წელს ისეთი ბიჭი ვიყავი, გოგო-
ებს რო მოსწონთ და მის სახელს მერხებზე რო აწერენ ხოლმე. სამ-
წუხაროდ, ფერმის გამო მაინცადამაინც ბევრი დრო არ მრჩებოდა
გოგოებისთვის. წლები კი ისე შეუმჩნევლად გავიდა, რო ვერ მივ-
ხვდი, პოპულარობა როდის დავკარგე.
არადა, თავიდან მართლა არა მიშავდა. ცეკვისას ცოტა მოუქნე-
ლი კი ვიყავი, მაგრამ გოგოები რაღაცნაირად ახერხებდნენ ფეხის
აწყობას. ზოგიერთი ისე აყვებოდა რიტმს, რო თავი ცაში მეგონა, სი-
ამოვნებისგან დავფრინავდი. ცეკვასა და ცეკვას შორის შუალედებ-
ში გოგოები ჩუმ-ჩუმად მათვალიერებდნენ, მე კი ვიდექი და ვიკრი-
ჭებოდი და ერთხელაც არ მიკითხავს მათთვის: აქ ხშირად მოდიხარ
ხოლმე?.. ან: შენი საყვარელი ჯგუფი რომელია?.. რაღაც ამ საღამოს
აქ ბევრი ხალხია, არა? ნორმალური ბიჭი ასე მოიქცეოდა. ასეთი
უაზრო ლაყბობის წინააღმდეგი არც მე ვარ, პირიქით, ცოტა ადნობს
ხოლმე ყინულს, მაგრამ არ მეხერხება და რა ვქნა?! ამიტომაც ზოგი
გოგო ერთი-ორი ცეკვის მერე ხელიდან მისხლტებოდა და თავის
ადგილს უბრუნდებოდა – იმ კედელს, სადაც საერთოდ გოგოები იდ-
გნენ ხოლმე. თუმცა, უმეტესობა მაინც აგრძელებდა ჩემთან ცეკვას.
ერთხელაც პირი გავაღე და ძლივს ამოვღერღე:
– რა განიჭებს ბედნიერებას? (სანამ იმ გოგოსთან ვცეკვავდი, ბე-

20
ვრი ვიფიქრე ამ კითხვაზე).
– რას მანიჭებს? – დაიჭყივლა გოგომ.
– ბედნიერებას... რა განიჭებს-მეთქი... კაი, დაიკიდე! –და საშინ-
ლად აჭარხლებულმა ჩემი პარტნიორი სასწრაფოდ გოგოების კუთ-
ხეში მივდენე.
ამაზე უარესიც დამმართნია. ერთხელ ერთ გოგოსთან ზედიზედ
ხუთჯერ ვიცეკვე. უბრალოდ, გადასარევი სუნი ჰქონდა. ხოდა, მეხუ-
თე ცეკვის მერე დავიხარე და ყელში ვუსუნე. რა თქმა უნდა, არც მა-
შინ დავფიქრებულვარ, რას ვაკეთებდი.
გოგო ეგრევე უკან გახტა. მგონი, ვამპირი გეგონე. უცებ წარმო-
ვიდგინე, ჩემი ფლუორინიანი კბილები ვამპირის ეშვებად როგორ
გადაიქცეოდა და თავი ვეღარ შევიკავე – სულელივით გავიკრიჭე.
გოგომ ბოროტად დამისისინა, შეტრიალდა და წავიდა.
მერე შემთხვევით იმ გოგოს უკან აღმოვჩნდი ფოიეში.
– ვინ იყო ის „ტანგო-კავალერი"? – ჰკითხა დაქალმა.
– გათიშული მთვრალი იყო. ერთი სიტყვაც არ უთქვამს, გამო-
თაყვანებულივით იცინოდა.
„ტანგო-კავალერი"... ამ სიტყვას თითქოს აბრეშუმის პერანგისა
და სულის შეხუთვამდე მძაფრი ოდეკოლონის სუნი ასდის.
ტანგო-კავალერი ბენი! – ხო, ტანგო-კავალერი ბენი თავისი მა-
ნიაკის ღიმილით ხალხს აფრთხობს! ეს „კრემისფერიც“ ხო მაგიტომ
გაიქცა...
მოიცა... თვითონაც რო გამიღიმა?!

5
დღე დღეს მისდევს...
სახეები ირეკლება გაბზარულ სარკეებში.
ინსპექტორებიც სიხარულით გაჯარიმებენ...
ჩემს ბლოკნოტში შემოდგომისდროინდელი ჩანაწერების კითხვი-

21
სას ვხვდები, რომ მაშინ აშკარად დეპრესიაში ვიყავი, თანაც ნამ-
დვილ კლინიკურ დეპრესიაში.
სამსახურის ბუფეტში შესვენებებზე ლამის ისტერიკაში ჩავარ-
დნამდე ვხუმრობდი და ძალიან მსიამოვნებდა, ჩემი თანამშრომლე-
ბი სიცილით რომ იხოცებოდნენ. მეჩვენებოდა, რომ ცხოვრება ისევ
თავის კალაპოტში ჩადგა და ყველაზე მეტს თვითონ ვხალისობდი.
სახლში ნავაჭრით დატვირთული ვბრუნდებოდი, საოჯახო საქ-
მეებიც საკმარისად მქონდა – ახლად ნაყიდი ბოსტნეულის ნატურ-
მორტებს ვაწყობდი დანიური კერამიკის ლანგარზე, ოთახის მცენა-
რეებს ვრწყავდი; დიდი მონდომებით შერჩეულ, ზომიერად გიჟურ
საოპერო არიას ბოლო ხმაზე ვრთავდი; სააბაზანოში კანდელაბრს
ვანთებდი და, სანამ მის სითეთრეში არომატული ლამპიდან ლავან-
დის მათრობელა სურნელი იფრქვეოდა, აბაზანას ვიღებდი.
იმ შემოდგომაზე მხოლოდ ავტობიოგრაფიებსა და მრავალტო-
მიან ფენტეზის ჟანრის რომანებს ვკითხულობდი, რაც საუკეთესო
შემთხვევაში, ნარკოტიკივით მოქმედებდა – თითქოს სხვა სამყა-
როში გადავყავდი.
სამწუხაროდ, ყველა წიგნი ადრე თუ გვიან მთავრდებოდა და მეც
ჩაძირული გემიდან სასწაულებრივად გადარჩენილი და თავიდან
ფეხებამდე გაწუწული მგზავრივით აცახცახებული ვიწექი დივანზე.
ეს წიგნები გამუდმებით ერთსა და იმავე კითხვას მიჩენდნენ: „ბო-
ლოს და ბოლოს, რისთვის ცოცხლობ? რაში ხარჯავ ამ ისედაც
რთულ, ამოუცნობ და ხანმოკლე ცხოვრებას?“
ყოველ ღამით ნაირ-ნაირი პასუხი მესიზმრებოდა. ერთ-ერთ სიზ-
მარში ქალღმერთიც კი ვიყავი; ჩემს გარშემო უცნაური შუქ-ჩრდი-
ლები ტრიალებდა, ჩემი ფეხის თითებიდან კი სიცოცხლე მოედინე-
ბოდა: მსხვილტოტება, ხვიარა მცენარეებისა და პუტკუნა ჩვილი
ბავშვების სახით.
იყო დღეები, როცა მეჩვენებოდა, რომ თოვლჭყაპში ვიდექი და
მთელ დროს ავტობუსის მოლოდინში ვატარებდი. სწორედ მაშინ სა-
პენსიო ფონდში შენატანი გავზარდე და ანდერძი შევადგინე, რახან
ერიანმა „ფონუსის“ თეთრი არქივი აირჩია, მე რით ვარ ნაკლები,

22
ამაში მაინც მივბაძავ-მეთქი. ასეთ დლღეებში სხვადასხვა ქვითრე-
ბისთვის ცალ-ცალკე საქაღალდეებს ვადგენდი, ყუთებს ვყიდულობ-
დი, რომ ტანსაცმლის კარადა რაღაცით გამევსო, და ძველ სლაი-
დებს ჩარჩოებში ვსვამდი, თუმცა, ეს სლაიდები გულზე არასოდეს
მეხატრებოდა.
საკმაოდ ხშირად ვონანისტობდი. ჩემს ფანტაზიებში სულ უხეში,
წვერგაუპარსავი და ხელებდაკოჟრილი კაცები ჩნდებოდნენ. თუმ-
ცა, სახე არც ერთს არ ჰქონდა, მხოლოდ გაუპარსავ ნიკაპებს ვხე-
დავდი.
ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში მერტა იყო, ჩე-
მი მაშველი რგოლი. გრიგალივით შემოიჭრებოდა ხოლმე სააბაზა-
ნოში და ბილეთებს მანამ მიფრიალებდა ცხვირწინ, სანამ აბაზანი-
დან არ ამოვეთრეოდი, სანთელს არ ჩავაქრობდი და კინოში არ გავ-
ყვებოდი. მერე ჩემს ბინაში, დივანზე წამოწოლილები ვლაყბობდით
ათას წვრილმანზე, ცხოვრების აზრის ჩათვლით; და ყველაფერს,
მათ შორის მერტას დარტყმული უფროსის ბოლოდროინდელ გა-
მოხტომებსა და ქალების შესახებ ნეტარი ავგუსტინეს მოსაზრებებს,
მიწასთან ვასწორებდით.
მერტას ახლად გამომცხვარი პურის, ძვირფასი სუნამოსა და სი-
გარების სურნელი ასდიოდა. მართალია, მერტა თავის ვნების ობი-
ექტთან, ვინმე რობერტთან „ერთ ჭერქვეშ“ ცხოვრობდა, მაგრამ
ხშირად, როცა ხსენებული ვაჟბატონი საიდუმლოებით მოცულ მო-
რიგ მივლინებაში მიემგზავრებოდა, მე და მერტა ერთ ბოთლ თეთრ
პორტვეინს ვცლიდით და ის ჩემს დივანზე იძინებდა ხოლმე. ასეთი
საღამოების შემდეგ ახალგაღვიძებულები, თმაგაჩეჩილები და სახე-
დასივებულვბი ცოტას წავიკინკლავებდით კიდეც. მერტა ერიანის
საშინაო ხალათს იცვამდა (ხელი არ მომიბრუნდა, რომ გადამეგ-
დო). სულ ვნანობდით, რომ ლესბოსელები არ ვართ. ხშირად მიფიქ-
რია, მერტასნაირ ადამიანთან მშვენივრად ვიცხოვრებდი-მეთქი;
მერტა კი ხშირად აღიარებდა, რობერტის ატანა ჩემს შესაძლებლო-
ბებს აღემატებაო.
ერთ საღამოს მოვუყევი, როგორ შევხვდი იმ მეტყევეს და რა მო-

23
მაჯადოებელი ღიმილი ჰქონდა, მერტა სწრაფად წამოჯდა, საჩვენე-
ბელი თითი გაილოკა, მაღლა აიშვირა და გახარებულმა შესძახა:
– აქ რაღაც მოხდება!

6
მარტოდმარტო, უცოლშვილოდ ცხოვრება უფრო ასატანია, რო-
ცა ფერმერი ხარ და რამდენიმე ჰექტარ სახნავ მიწასთან ერთად
ტყეც გაქვს მოსავლელი.
ნეტა ვისთვის ვაშენებ ამ ტყეს? ოცდაათი წელი მაინც უნდა, მასა-
ლად რო ივარგოს, ან სახნავ მიწებს ირგვლივ ხეებს რო ვურგავ,
ემანდ, ნიადაგი არ გამოიფიტოსო, ეგ ვიღასთვისაა?! სათიბში დამ-
ხმარეც არავინა მყავს.
რძის ყოველთვიური ანალიზის შედეგებს ჩავუჯექი: შედეგები
თვიდან თვემდე სულ უფრო უმჯობესდება – წველადობა მატულობს,
ბაქტერიების რაოდენობა იკლებს. უკვე დავგეგმე, როგორ გავაუმ-
ჯობესებ ნაკელის შენახვის პირობებს; ბოსელი გავარემონტე; რძის-
თვის ახალი რეზერვუარი ვიშოვე; ორხიდიანი ტრაქტორიც ვიყიდე.
ძალიან კი არ მჭირდებოდა, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში რაღაცა მაინც
ხო უნდა შემეცვალა უკეთესობისკენ.
ვიცი, მაგარი უაზრობაა, მაგრამ საღამოობით სულ უფრო მეტ-
ხანს ვრჩები გარეთ და ვსაქმიანობ. ადვილი კი არაა გამოყრუებულ
სახლში მარტო ჯდომა. მეჩვენება, თითქოს რაღაც განსაკუთრებუ-
ლი სუნი დგას – იქაურობა ნელ-ნელა ნადგურდება, ლპება.
ერთ დღესაც ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა, ქალაქში გავვარ-
დი, დიდი სიგარის ფორმის შავი რადიომიმღები ვიყიდე და სამზა-
რეულოს მაგიდაზე წამოვჭიმე.
იმ დღიდან მოყოლებული, საღამოობით, სახლში შემოსვლის-
თანავე რადიოს რომელიმე სარეკლამო არხზე ვრთავ და ბოლო
ხმაზე ვაღრიალებ. რადიოდან გამოსული ხალისიანი ხმები მარწმუ-

24
ნებს, რომ სადღაც მაინც ჩქეფს სიცოცხლე და მისი ერთი საცოდავი
ნაკადული ჩემ გაქუცულ სამზარეულოშიც აღწევს. ერთი ძველის-
ძველი, სადენიანი ყავისფერი რადიომიმღებიც მაქვს. ხელი არ მო-
მიბრუნდა, რომ გადამეგდო – მამაჩემმა აჩუქა დედაჩემს ქორწი-
ლის დღის აღსანიშნავად, ძალიან დიდი ხნის წინათ, 50-იან წლებში.
ხმას ბოლომდე ჩავუწევ ხოლმე და ასე ჩართულს ვტოვებ, ჩემ კატას
უყვარს გამთბარ რადიოზე წოლა.
ტანსაცმელს სარეცხ მანქანაში განურჩევლად ვყრი, ჰოდა, ყვე-
ლაფერი რაღაცნაირ ჭუჭყიან ნაცრისფრად გადაიქცა. ზოგჯერ
„ლანდის" მეორე ნაწილს ვათვალიერებ, სადაც სოფლელები რაღა-
ცას დურგლობენ, სახლის პარმაღებს ალამაზებენ, შინაური ძეხვის
რეცეპტებს უზიარებენ მკითხველებს. სულ არ მკიდია ეს მაგათი
პარმაღები! თუ არ გაალამაზე, ბებიამაგათისამ, ისე ბინძური ჩექმე-
ბის გასახდელად და ლუდის ცარიელი ბოთლების დასაყრელად არ
გამოდგება, აი! ძეხვს კიდევ, სახლში რო არ იწვალო, ორ წამში იყი-
დი „კონსუმში“.
ვერც მაცივრის გამოწმენდას ვაბამ თავს. არადა, შიგ იმდენი ამ-
ძაღებულ-აყროლებული რამე ყრია, რო მალე, ალბათ, თავისი ფე-
ხით გაიქცევიან გარეთ. დედაჩემის გაკეთებულ ჯემით სავსე ქი-
ლებს, თვითონვე რო დააკრა წარწერები, იმსისქე ობი ადევს ზემო-
დან...
მაგათი გადაყრა ისე მენანება, თითქოს დედაჩემს ვაგდებდე სახ-
ლიდან.
რა თქმა უნდა, სულ თავისუფლად შემეძლო, რამე საღამოს კურ-
სებზე მევლო და „ხალხში გავსულიყავი". ისე, სოფლის მეურნეთა
კავშირის კურსები არ იქნებოდა ცუდი: „ააყვავე შენი ფერმა", აქაუ-
რებმა ეგრევე სხვა სახელით რომ მონათლეს: „ჩააყვავე შენი ფერ-
მა".
ერთი-ორჯერ წავედი კიდეც მაგ შეხვედრებზე და ზუსტად იგივე
ხალხი დამხვდა, ვისაც ისედაც ვხვდებოდი ტრაქტორების მაღაზია-
ში და მეურნეთა კავშირის საშობაო ქეიფებზე.
თუმცა, ქეიფებზე ცოლებთან ერთად მოდიოდნენ ხოლმე, მეც მათ

25
ცოლებთან ვცეკვავდი და ხელებსაც გემრიელად ვუთათუნებდი.
ზოგჯერ ეს ქალები ისე ვნებიანად ახვნეშდებოდნენ და ისე მონდო-
მებით იქნევდნენ უკანალს, რო მათი ქმრებისკენ უხერხულად ვაპა-
რებდი მზერას. დაღამებისას კაცები ცალკე გავდიოდით და სასმელს
ვისხამდით ხახაში; მერე იწყებოდა ძველი ანეკდოტები გლეხის გო-
გოზე და მოხეტიალე ვაჭარზე – სოფლელმა ტურფამ რა უპასუხა
მუტრუკს და ეგეთები... ზოგჯერ გულაჩუყებულები შევჩიოდით ერ-
თმანეთს: მიწას ვამუშავებთ და რა მერე? არც არაფერი – ვირის
თავ-ფეხი...
ქეიფის ბოლოს ცოლიანები თავიანთ ქალებს ეცეკვებოდნენ,
უცოლოები კი კარში ვიდექით და მდინარეების დაბინძურებაზე ან
ევროკავშირზე ვკამათობდით. ბოლოს ყოველთვის გამოჩნდებოდა
ვინმე ფერმერი, ვისაც ფხიზელი ცოლი დააჩქარებდა, ხვალ დილით
ადრე ვარ ასადგომი, საავადმყოფოში მორიგეობაზე დამაგვიანდე-
ბაო. ჰოდა, მეც ჩავუჯდებოდი მანქანაში და სახლთან ჩამომსვამ-
დნენ. თუ ძალიან მთვრალი არ ვიყავი, რომელიმე ქალზე ვიწყებდი
ფიქრს, ვისაც იმ საღამოს კაი გემრიელად ვუთათუნე ხელები, მაგ-
რამ ამას იქით არასოდეს წავსულვარ: არ მავიწყდებოდა, რო მშე-
ორე დილით ექვსზე უნდა ავმდგარიყავი; თანაც მაგდენი ფული სად
მქონდა, რო ვინმე შემცვლელი დამექირავებინა ფერმაში.
„მორჩა, ყველანი თავიანთ ლამაზ პარმაღებიან სახლებში გაიკ-
რიფნენ“, – ვფიქრობდი ჩემთვის, – „მძინარე ბავშვებს საბნებს შე-
მოუკეცავენ, ხვალ კი ცოლი თავის საყვარელ ქმარს მაგარ ყავას
მოუდუღებს, გონზე რო მოიყვანოს; ცომს მოზელს, ძეხვს გააკეთებს.
მე? მე რა ჩემი ფეხებისთვის ვცხოვრობ?“
ნაღდად არ მრცხვენია და ვაღიარებ, რო ერთ-ერთ „გაცნობის
სააგენტოში“ წერილი გავგზავნე, ჩემთვის ერთი ფილიპინელი გო-
გოს არჩევა მინდოდა. მაგრამ კატალოგში რაღაცა ძუნძგლიანი,
უხარისხოდ დაქსეროქსებული შავ-თეთრი ფოტოები რო ვნახე, კი-
ნაღამ გული ამერია. გავიფიქრე, ნეტა ის კრემისფერი მოჩვენება
რას იტყოდა, ამ კატალოგით ხელში რო დავენახე-მეთქი. ასე ცუდად
არასდროს არ ვყოფილვარ.

26
7

ავტოსადგომის მრიცხველები,
ვარგისიანობის ვადა,
სესხის დაფარვის ბოლო ვადა –
მეტასტაზები საზოგადოების სხეულზე...

ერთხანს ერიანის საფლავზე სიარული შევწყვიტე. თავს ვიმარ-


თლებდი, აცივდა და ქვაზე ჯდომით საკვერცხეების ანთება დამემარ-
თება-მეთქი.
– არა უშავს, გავრისკოთ, – მპასუხობდნენ საკვერცხეები, – იმ
მეტყევესთან შეხვედრა ძალიან გვინდა!
ერთხელაც, ბიბლიოთეკის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვი-
სას, წამოვხტი და სასაფლაოსკენ გავქანდი.
მეტყევე, რა თქმა უნდა, იქ არ დამხვდა. სხვათა შორის, არ ვიყავი
დარწმუნებული, რომ ვიცნობდი, უცებ სხვა ტანსაცმლითა და სე-
რიოზული სახით რომ დამხვედროდა.
აი, მის ღიმილს კი ათასიდან ამოვიცნობ.
ძალიან შემეცოდა ჩემი გარუჯული, ლამაზი და სათნო ერიანი –
მე, მისი ცოლი, მის საფლავთან ვიჯექი და სხვა კაცზე ვფიქრობდი!
თუმცა, ადგილები რომ გაგვეცვალა, დარწმუნებული ვარ, ერიანიც
გამცვლიდა – ფრინველებზე ბინოკლით დაკვირვებაში გაიყვანდა
დროს.
ჯერ კიდევ დაქორწინებამდე გადამიყვარდა. ჩემი გრძნობები
ისევე შეუმჩნევლად გაქრა, როგორც ნარუჯი სხეულიდან. თუმცა ხე-
ლახლა გარუჯვა ყოველთვის შეიძლება, გრძნობებს კი იმავეს ვერ
მოუხერხებ. ასე რომ, ქორწილამდე სასოწარკვეთილი ხშირად ვიმ-
ტვრევდი ხელებს და რაღაც შორეულზე, მიუწვდომელზე ვფიქრობ-
დი, რის განცდაც – ყოველ შემთხვევაში, ერიანთან – არასოდეს მო-
მიწევდა. მაშინ გულს ვუწყალებდი მერტას. ვისხედით და ლამის
ვედროებით ვსვამდით ჩაის დილის ოთხის ნახევრამდე.

27
– ხომ არ შეიძლება, სამუდამოდ შეყვარებული იყო, არა? რასაკ-
ვირველია, შეყვარებულობის განცდა ძალიან მალე იცვლება სიყვა-
რულით, რაც უფრო სანდო და გამძლე გრძნობაა. სიყვარული თა-
ვისთავად გულისხმობს თბილ მეგობრობას და სექსსაც, ასე არ
არის? – ვწუწუნებდი გაუთავებლად. ახლა მიკვირს, მერტას გული
რომ არ ერეოდა ჩემს სიტყვებზე. სხვათა შორის, მერტა ის ადამი-
ანია, ვისაც სიყვარულის შესახებ ფსიქოთერაპიული წიგნები საპირ-
ფარეშოში უყრია, რომ საჭიროების შემთხვევაში ფურცლები ამოი-
ხიოს და შესაბამისად გამოიყენოს.
– საკუთარი თავის დარწმუნება ცოტა გიჭირს, არა? – აუღელვებ-
ლად მეკითხებოდა მერტა და სიგარილების ბოლში გახვეული
თვალს არ მაშორებდა. მერტას ცხოვრებისეული პრინციპი ასე
ჟღერს: „მიჰყევი გულისთქმას!”
– ერიანი უნაკლო ადამიანია! – ჯიუტად ვამტკიცებდი მე.
– სტანდარტების სამმართველოს დასკვნის საფუძველზე ხარ ასე
დარწმუნებული? – ქირქილებდა მერტა, – ტესტირების შედეგად 25-
დან 35-მდე ასაკობრივ კატეგორიაში აღიარებულია საუკეთესო მა-
მაკაცად! დარწმუნებული ხარ, რომ ეგ შენი ერიანი ნამდვილი ადა-
მიანია? ხომ არ შეგიმოწმებია, იქნებ ბატარეებზე მუშაობს? იცი, რო-
გორ უნდა შეამოწმო: თუ ყურებიდან ბატარეების ზუზუნი გესმის...
ამ საუბრიდან არ გასულა დიდი ხანი, როცა ძვირფასმა რობერ-
ტმა მერტას მანქანა გაყიდა და აღებული ფულით მადაგასკარში გა-
ემგზავრა. მერტა, რა თქმა უნდა, თან არ წაუყვანია. ჩემი მეგობარი
ერთხანს ცხვირჩამოშვვბული დადიოდა, მერე თავს მოერია და რო-
ბერტი სასტიკად შეიძულა, შიგადაშიგ კი წაუტირებდა ხოლმე, მაგ-
რამ თავგადაკლული მუშაობდა და რობერტის სიძულვილისთვის
რამდენიმე წუთიღა რჩებოდა, ისიც ძილის წინ. როცა გარუჯული და
გალამაზებული რობერტი დაბრუნდა, მერტამ სულ რაღაც სამ კვი-
რაში ისევ გულში ჩაიკრა.
ამ შემთხვევამ ერთ რამეში საბოლოოდ დამარწმუნა: თუ გაურ-
კვეველი მომავალი რობერტისნაირ ალტერნატივას მიმზადებდა,
რასაკვირველია, ერიანის შემთხვევაში საჭოჭმანო არც არაფერი

28
დამრჩენოდა.მაშინ გადავწყვიტე,„ბედნიერი გათხოვილი ქალი"
გავმხდარიყავი· პირველი რამდენიმე თვე გაცვეთილი ფლოსტების
წყვილივით ვუხდებოდით ერთმანეთს: თანაბრად ვიყოფდით საში-
ნაო საქმეებს, კოლეგებს წვეულებებზე ბერძნული „დომესტიკათი"
და ნამდვილი ბულგარული ბრინზით ვუმასპინძლდებოდით, მე-
ორად ავეჯს ერთად ვღებავდით და ერთმანეთისთვის გაზეთებიდან
საინტერესო სტატიებსაც ვჭრიდით.
თუმცა, საწოლში ასეთი უღრუბლო ცხოვრება სულაც არ გვქონ-
და, მაგრამ ამას, როგორც წესი, ჩემს უსიხარულო ბავშვობას ვაბრა-
ლებდით. ერიანი პატიოსნად ცდილობდა, აღვეგზნე, სულ ცოტა ნა-
ხევარ საათს მაინც მეფერებოდა, მაგრამ მე მაინც ზუმფარის ქა-
ღალდივით მშრალი ვრჩებოდი და სექსიც „ჭრიალა“ გვქონდა.
ერიანს წესიერად არც კი ვიცნობდი. არა, განა რამეს მიმალავ-
და: საკმარისი იყო, დაინტერესება გამომეხატა, რომ საოცარი მონ-
დომებით მესაუბრებოდა ყველაფერზე, თავისი პოლიტიკური სიმპა-
ტიებით დაწყებული და დედამისის ქალიშვილობის გვარით დამთავ-
რებული. მაგრამ... როგორც ზოგჯერ გაზეთებში წერენ: „სურათზე
აღბეჭდილ ადამიანებს არაფერი აქვთ საერთო სტატიაში გადმოცე-
მულ ფაქტებთან". ერიანიც თითქოს რაღაც ნაჭუჭში იყო გამოკეტი-
ლი. მეც,ბოლოს დაბოლოს, ხელი ჩავიქნიე, აღარაფერს ვეკითხე-
ბოდი.
დიდად არც თვითონ იწუხებდა თავს შეკითხვებით, და თუ მაინც
მკითხავდა რამეს, შუბლზე ეწერა, რომ ამას ზრდილობის გამო აკე-
თებდა. ბოლოს და ბოლოს, ხელი ჩავიქნიე და აღარ ვპასუხობდი.
ვატყობდი, რომ არც ეს ანაღვლებდა დიდად.
ყველაზე მეტად მაშინ „ვერთიანდებოდით", როცა ჩვენს მეგობ-
რებზე ან საერთო ნაცნობებზე ვლაპარაკობდით, რომლებიც ხან-
გრძლივი საოჯახო თერაპიების მიუხედავად, მაინც დაშორდნენ ერ-
თმანეთს. ძალიან გვსიამოვნებდა მათი შეცდომების დეტალურად
აღწერა და გაანალიზება, რის შემდეგაც არცთუ იშვიათად აღმოვ-
ჩნდებოდით ხოლმე ჩვენს საუცხოო საწოლში და მეც ჩვეულებრივზე
ნაკლებად „ვჭრიალებდი“.

29
მაგრამ არასოდეს, ერთხელაც კი არ მომხდარა, რომ საკვერცხე-
ებში ჟრუანტელს დაევლოს, როცა ერიანი მონდომებით მეფერებო-
და ეროგენულ ზონებში...
სასაფლაოს ძელსკამიდან მანამ არ წამოვმდგარვარ, სანამ უკა-
ნალი ლამის ზედ არ მიმეყინა. მეტყევე არ გამოჩნდა (ერთი ამას და-
მიხედეთ!). არც შემდეგ ორ მისვლაზე დამხვედრია იქ.
მესამე ჯერზე, როცა უკვე წასვლას ვაპირებდი, სასაფლაოს ჭიშ-
კართან შემეფეთა. ხელში პლასტმასის კალებით გაწყობილი ნაძვის
გვირგვინი და სანთლის ფარანი ეჭირა. ჰო, რა თქმა უნდა, დღეს ხომ
ყველაწმინდის დღეა! თავი ბებერი მასწავლვბელივით დამიკრა,
თითქოს თვალებით მეკითხებოდა: „აბა, გოგონი, თქვენი ფარანი
რა უყავით?“
იმწამსვე მერტა და მისი ძვირფასი გამახსენდა. ნუთუ მათი ურ-
თიერთობაც ასე დაიწყო? როცა უნებლიეთ მიდიხარ იქ, სადაც არც
კი გიფიქრია წასვლა, ფეხები და საკვერცხეები სულ გიჟდებიან და
აღარ გემორჩილებიან?
პლასტმასის ყვავილებიანი გვირგვინი! წარმომიდგენია, ერიანი
როგორ გახალისდებოდა! კი, სიცილი ნამდვილად უყვარდა.
შემდეგ კვირას სასაფლაოზე არ წავსულვარ. ფეხები და საკვერ-
ცხეები როგორმე უნდა დამეწყნარებინა, თორემ სასაცილო მდგო-
მარეობაში ჩამაგდებდნენ.
ამასობაში, ცოლს ახლად გაცილებულმა ჩვენმა მთავარმა ბიბ-
ლიოთეკარმა, ულოფმა, ვახშამზე დამპატიჟა. ახლადგახსნილ ინ-
გლისურ პაბში წავედით. მფლობელებს საუკეთესო დიზაინზე პრე-
ტენზია კი ჰქონდათ, მაგრამ აშკარად აჭარბებდნენ – ასეთი ინტე-
რიერი ნამდვილ ინგლისურ პაბებში 30-იანი წლების შემდეგ არ ყო-
ფილა, ულოფს ბიჭურად შეკრეჭილი შეჭაღარავებული თმა საყვარ-
ლად ჩამოეშლება ხოლმე შუბლზე, როცა აღელვებულია; ელეგან-
ტურად ჟესტიკულირებს გრძელთითება, თეთრი ხელებით. ეტყობა,
ეს ჩვეულება იმ დროიდან გამოჰყვა, როცა სორბონაში სწავლობდა.
ცხვრის ხორცი შევუკვეთეთ, მე ღვინოს ვსვამდი, ულოფი კი –
მუქ ბელგიურ ლუდს. ჩვენი საუბრის პირველი თემა სწორედ ეს ლუ-

30
დი იყო. საუბრისას ულოფი შუბლზე ჩამოშლილ თმას ელეგანტუ-
რად ისწორებდა.
მერე ლაკანსა და კრისტევაზე ვისაუბრეთ, რასაც გრეგორიანუ-
ლი საგუნდო მუსიკა მოჰყვა. ბოლოს ჩემთან ავედით და ვიჟიმავეთ.
არა უშავდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საუკუნეა, კაცთან არ ვწო-
ლილვარ.
საკვერცხეები არც ამჯერად შემტოკებია.
როცა საწოლიდან ავდექით, შხაპი მივიღეთ და ბოთლში ჩარჩე-
ნილი „პერნო" ბოლომდე დავლიეთ, ულოფმა თავისი შვილების
ფოტოები მაჩვენა და მიამბო, უმცროს გოგონას როგორ უსწორებ-
დნენ მოღრეცილ კბილებს. მერე ატირდა... როგორც იქნა, წავიდა
და, მგონი, ორივემ შვებით ამოვისუნთქეთ.
რამდენიმე დღე არ გამხსენებია ჩემი მეტყევე. მგონი, გაგიჟებუ-
ლი საკვერცხეების დამშვიდების კარგ მეთოდს მივაგენი – შიგადა-
შიგ საყვარელი უნდა გაიჩინო, რომ სისტემამ ნორმალურად იმუშა-
ოს, მეტყევის მიმართ ინტერესი სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩვე-
ულებრივი „ნაკლებობის" სიმპტომი: მაგალითად, ფრჩხილების
აქერცვლას ორგანიზმში ვიტამინის ნაკლებობა იწვევს. საკმარისია,
ცოტა ხანს საფუარის აბები სვა და ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტს
დაუბრუნდება.

მაგარი გოიმი ვარ ‒ გოიმების ჩემპიონი შვედეთის მასშტაბით.


ჩემგან ფიტულს გააკეთებენ და სკანსენში გამოფენენ. ამას ყოველ-
თვის ვგრძნობ, როცა ქალაქში ვარ ან ტელევიზორს ვუყურებ. მეოცე
საუკუნეში არ უნდა დავბადებულიყავი, ყოველ შემთხვევაში, ამ სა-
უკუნის ბოლოს ვერაფრით ვერ შევეწყვე – ვერც შეხედულებებით და
ვერც გარეგნობით.
სოფლელი ვარ. ტანზეც ის მაცვია, რასაც სახელდახელოდ ვირჩევ

31
„ჰალდენის“ კატალოგიდან და რაც ფოსტით მომდის. 36 წლისა უკ-
ვე ბერბიჭად ვითვლები და ჩემს სოფელში ეს ბუნებრივია. ახლა ქა-
ლებიც ნაკლებად მიყურებენ. მას მერე, რაც სკოლაში ჩემპიონატი
მოვიგე შუბის ტყორცნაში, ყველაფერი უკან-უკან წავიდა... ოცი წე-
ლი გავიდა უკვე! ღმერთო, სად გაქრა ის წლები? მთელი ჩემი ახალ-
გაზრდობა ჟურნალების კითხვას შევალიე.
მარტო ტანსაცმლის გამო არა ვარ გოიმი – ჩემს გარდა სოფელ-
ში უამრავი ადამიანია, ვინც ჩემნაირად იცვამს, მაგრამ თავს გოიმე-
ბად სულაც არ გრძნობენ, ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვიქ-
ცევი გონებაჩლუნგივით, თითქოს ხალხში თავის დაჭერა არ ეიცო-
დე. თუმცა, რა გასაკვირია – ზოგჯერ ისე ხდება, რომ ძროხების გარ-
და ვერავის ველაპარაკები.
აი, მაგალითად, გუშინწინ: ყველაწმინდის დღე იყო, წესად მაქვს
ამ დღეს საფლავზე გასვლა. ჩვიდმეტი წლის ვიყავი, მამა რო მომიკ-
ვდა, და მას მერე მე და დედაჩემი ამ დღეს მამას საფლავზე აუცი-
ლებლად ვანთებდით სანთელს. დედა გირჩებიან ან პლასტმასის
კალებიან გვირგვინს ყიდულობდა, რადგან ხელოვნური ყვავილე-
ბი უფრო გამძლეა – ჩვენ ხომ სასაფლაოზე სირბილის დრო არც ისე
ხშირად გექონდა, ახლა დედაჩემიც იქვე წევს და ერთ ასეთ გვირ-
გვინს ისიც იმსახურებს.
სასაფლაოს ჭიშკართან „კრემისფერს“ შევხვდი, მომეჩვენა, რომ
შეშფოთებული მიყურებდა, თითქოს „ტანგო-კავალერის“ მომაჯა-
დოებელი ღიმილის ეშინოდა... მკაცრად გავხედე, თავი დავუქნიე
და გვერდით ცივად ჩავუარე.
მაგრამ მერე...
ვიღაცამ სიფათში თითქოს მთელი ძალით ჩამცხო, მეწყინა, რო
ნავიდა! რამდენი კვირაა, ჩემს თავს ვუმტკიცებ, ძელსკამზე მარტო
ჯდომას და ფიქრს არაფერი მირჩევნია-მეთქი, მაგრამ იმ წუთას ისე
მომინდა, რო ჩემ გვერდით მჯდარიყო! მომინდა, გამეგო, სასაფლა-
ოდან სად მიდიოდა!
ავდექი და მოშორებით ავედევნე. ხალხი გაკვირვებული მიყუ-
რებდა, რადგან ხელში გვირგვინი და საფლავიდან წამოღებული ფა-

32
რანი მეჭირა, თანაც, როცა მეჩვენებოდა, რო „კრემისფერი" უკან
მოხედვას აპირებდა, მანქანებს ვეფარებოდი.
ლამის ნახევარი ქალაქი უკანმოუხედავად გადაიარა ფეხით და
ბიბლიოთეკაში შევიდა.
ასეც ვიცოდი! ზუსტად ეგეთი ტიპია, არავინ რო არ აძალებს და
მაინც გაუთავებლად რო წიგნებს კითხულობს, თანაც სქელტანიანე-
ბს, წვრილშრიფტიანებს და უსურათოებს.
შესასვლელთან ვიდექი და აღარ ვიცოდი, რა მექნა, გოიმების
ჩემპიონი კი ვარ, მაგრამ იმდენი მაინც მესმის, რო ბიბლიოთეკაში
გვირგვინით და სასაფლაოს ფარნით შესვლა უხერხულია. წარმო-
ვიდგინე, როგორ ჩამოვკიდებდი გვირგვინს ქუდსაკიდზე, ფარანს
მისაღებში შემოვდებდი და ცნობათა ბიუროში ვიკითხავდი, აქ ერთი
კრემისფერი გოგო ხო არ დაგინახიათ-მეთქი.
ვიდექი და ვფიქრობდი: „იქნებ, სულაც მალე გამოვიდეს, ხელში
ალბათ ერთი დღის საგზალი და სქელი წიგნებით გატენილი უზარ-
მაზარი პარკი ეჭირება...
მაგრამ რამდენ ხანს უნდა ველოდო? უკვე ეჭვის თვალით მიყუ-
რებს ხალხი. ახლა გოიმების ჩემპიონი მომაჯადოებლად გაიღიმებს
და საფლავის ფარანს თავაზიანად აიქნევს: „აი, შემომხედეთ, სრუ-
ლიად უვნებელი ვარ! უბრალოდ, ცოტა ხნით გამომიშვეს გარეთ, ნუ
გეშინიათ!"
უცებ შევტრიალდი და კისრისტეხით გავვარდი სასაფლაოსკენ.
რა თქმა უნდა, ახლა უფრო გამოშტერებულები მიყურებდნენ:
„სად მირბის ეგ გადარეული? ხელში რა უჭირავს, გვირგვინი? რა
ხდება? მკვდარი რა იქნა?“
ჯანდაბას მაგათი თავი!

33
9

მე სიზმრად ვაშლის ყვავილებს ვხედავ,


შენ კი კალათებს ეზიდები, ვაშლით დატვირთულს.
დაგეკითხები, განა ვიცით, რა არის ვაშლი?”

– შენ რაღა გიშლის ხელს, – მრავალმნიშვნელოვნად მკითხა


ლილიანმა. ლილიანი ჩემი თანამშრომელია, ბიბლიოთეკაში მუ-
შაობს. ყოველთვის მირჩევნია, როგორმე თვალი ავარიდო, როცა
ქუსლების საქმიანი კაკუნითა და იღლიაში ამოჩრილი გაურკვევე-
ლი საქაღალდეებით მოდის ჩემკენ. სულ წრიალებს და სულ საქმია-
ნი სახე აქვს, სულ დაღლილია და ხელებიც სულ დაკავებული აქვს,
თან დადარაჯებულია – თუ შეამჩნია, რომ ვინმე სიამოვნებით მუშა-
ობს, აუცილებლად ჩაუშხამებს.
– ჰო, რა გიშლის ხელს? – ამოიოხრა ლილიანმა და კენზოს შარ-
ფი გაიკვანძა, – საღამოობით ხომ თავისუფალი ხარ. შეგიძლია აქ
იჯდე და კარიერაზე იზრუნო.
ეს ისეთი ტონით მითხრა, თითქოს მაყვედრიდა, ამხელა ქალი
ხარ და ოჯახი კი არა გყავსო. შეიძლება ითქვას, რომ ქალურ ამბებ-
ში ნამდვილ შტრეიკბრეხერად გამომაცხადა.
ეგ დამპალი ეგა! არადა, რამდენჯერ მოსულა ჩემთან და მხარზე
თავჩამოდებულს უთხოვია, შენ ხომ ოჯახი არა გყავს, საღამოს ან
კვირადღეს ჩემ მაგივრად იმუშავეო.
სულ ახლახან დამნიშნეს ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილე-
ბის უფროსად. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ბოლო წლებში ბავშვე-
ბისთვის ათას რამეს ვიგონებდი: ზღაპრის საათს, საბავშვო წიგნე-
ბის ფესტივალს, ბავშვების ნახატების გამოფენას... ფრუ ლუნდმარ-
კი, რომელიც ჩემამდე ხელმძღვანელობდა საბავშვო განყოფილე-
ბას, უკვე საპენსიო ასაკში იყო და ამიტომ ნახევარ შტატზე გადას-
ვლა მოისურვა. საბავშვო ლიტერატურაზე ერთობ დრომოჭმული
შეხედულებები ჰქონდა, სამუშაოსადმი ინტერესიც კარგა ხნის წინ
დაეკარგა და მაინცდამაინც აღარ გვეჩხირებოდა თვალში – დროის

34
უმეტეს ნაწილს ქვედა სართულზე, წიგნსაცავში ატარებდა. ფრუ
ლუნდმარკს ძალიან უხაროდა, რომ მისი ჩამკვდარი განყოფილება
გამოვაცოცხლე (თუმცა, წესით, ეს სულაც არ მევალებოდა), და ყვე-
ლანაირად ხელს მიწყობდა. მე კი იმიტომ ვირჯებოდი, რომ სინამ-
დვილეში ბავშვებს ვაღმერთებ.
თუმცა, ვცდილობ, ამას ვერავინ მიხვდეს. მართლაც არ არის
ამის აღიარება ადვილი, მით უმეტეს თითქმის 35 წლის უშვილო ქვ-
რივისგან. საკმარისია, ვინმეს ბავშვი კალთაში ჩავისვა, რომ მთე-
ლი ჩემი მდედრობითი გარემოცვა – მერტას გარდა – ჩემდამი სიბ-
რალულით ივსება.
ამ სიამოვნებას მათ არავითარ შემთხვევაში არ მივანიჭებ. ისინი
ხომ ძალიან ამაყობენ იმით, რომ უშვილოები არ არიან, მიუხედა-
ვად იმისა, რომ შვილები მძიმე ტვირთად მიაჩნიათ; ოჯახის ფსიქო-
ლოგებთან დაიარებიან ან ქმრებს დაშორდნენ და იძულებულნი
არიან, ქანცის გაწყვეტამდე იმუშაონ, ეკლესიის ვირთხებივით სიღა-
რიბეში რომ არ ამოხდეთ სული. არასოდეს ბეზრდებათ წუწუნი, რომ
ბავშვების გამო ღამეებს ათენებენ; რომ მათი შვილები ერთმანეთს
ეჩხუბებიან, მანქანებში გული ერევათ ან გაკვეთილებს ცუდად სწავ-
ლობენ... გამუდმებით წუწუნებენ, რომ რძე, ბუცები და ცხენოსნობის
გაკვეთილები საშინლად გაძვირდა... და რომ დღეს დროზე ადრე
უნდა წავიდნენ სამსახურიდან! აბა, როგორ: პელეს სიცხე აქვს, ანა-
პია კბილის ექიმთან არის მისაყვანი, დღეს „მორიგე მშობლები"
არიან ან მშობელთა კრებაზე გარბიან...
– შენ რა გიჭირს, შეგიძლია, რამდენიც გაგიხარდება, იმდენ ხანს
იმუშაო! რა ბედნიერი ხარ! – მეუბნებიან ხშირად.
ასე რომ, ჩვევად მექცა ღამღამობით სამსახურში დაბრუნება და
ყველასგან მალულად მუშაობა. ვგიჟდები ბავშვების ჭრელ-ჭრელ
ნახატებზე; ზღაპრის საათსაც იმიტომ ვაწყობ, რომ ჩუმ-ჩუმად ვუთ-
ვალთვალო ბავშვებს, ყურებდაცქვეტილები და პირდაღებულები
როგორ მისმენენ – თითქოს პატარა ყვავილები იყვნენ და ზღაპრულ
მზეს ეფიცხებოდნენ.

35
ერთი სიტყვით, ბავშვებთან მიმართებაში ნამდვილი ვუაიერისტი
ვარ.
ცუდია, რომ ჩვენ, უშვილოებს, ბავშვებისადმი ჩვენი სიყვარუ-
ლის ღიად გამოხატვა არ შეგვიძლია. ეს „ნამდვილ მშობლებს" აღი-
ზიანებთ: „რომ იცოდე, ზოგჯერ როგორ გვინდება, კედელზე ტვინი
მივასხმევინოთ“, – ამოიოხრებენ ხოლმე.
ალბათ, თავიანთი შვილებისათვის მხოლოდ და მხოლოდ კარგი
უნდათ.
ჰო, ვიცი, ვიცი: ჩემი ბიოლოგიური საათი სულ უფრო ხმამაღლა
წიკწიკებს, შვილები არც მერტას ჰყავს, რადგან მისი საყვარელი
შეცდომის ხელახლა დაშვებას არ აპირებს, ისედაც უჭირს სხვადას-
ხვა დედიკოებთან გაკეთებული სამი შვილის რჩენა. მერტამ ერ-
თხელ ეშმაკურად ჩაიცინა და მითხრა, მშობლებს მშობლობა უნ-
დააუკრძალო, სანამ შვილების დაფასებას არ ისწავლიანო,ჩვენ კი
ნამდვილად ვაფასებთ, თუმცა, ჩვენ ბავშვის ნარწყევით მოსვრილი
მანქანა არასოდეს გაგვიწმენდია,
– აი, მე, მაგალითად, განყოფილების უფროსად ვერასდროს ვერ
ვიმუშავებდი, – განაგრძო ლილიანმა, – სახლში კვირაში ერთხელ
მაინც ხდება რაღაც კატასტროფა და სანამ უმცროსი ჯარის ასაკს არ
მიაღწევს, ალბათ, მანამდე მოსვენება არ მეღირსება... შენ ახლა
ხელფასსაც მოგიმატებენ და ჩვენსავით მათხოვრული შემოსავალი
აღარ გექნება; არც სწავლის კრედიტების გასტუმრება მოგიწევს
მთელი სიცოცხლე. მე კი „წონის კონტროლის" წევრობის ფულიც კი
არა მაქვს, თუმცა ეს დიდად არც მადარდებს: ნორმალურ საჭმელს
ვერ ვჭამ და რა გამასუქებს. შენ, ალბათ, ულოფის რეკომენდაციით
დაგაწინაურეს, არა?
დაუჯერებელია, ერთ წუთში ამიხსნა ლილიანმა, რომ თურმე ჩე-
მი ბრალია, მის ბავშვებს საჭმელი რომ არა აქვთ; სამსახურშიც მხო-
ლოდ იმიტომ დამაწინაურეს, რომ უფროსთან ვიწექი. ყოჩაღ, ლი-
ლიან! ასე, არა?! კი, ბატონო! აბა, ვნახოთ, კვირაობით როგორ ვი-
მუშავებ შენს მაგივრად!

36
ბიოლოგიური საათი ასე წარმომიდგენია: უზარმაზარი მაღვიძა-
რა ორი დიდი ზარით, რომელთაც ჩაქუჩი მთელი ძალით ურტყამს
და შთამომავლობის ქვეყნად მოვლინების სურვილით ანთებულს
საწოლიდან წამოგახტუნებს. საინტერესოა, ამ მაღვიძარას თუ აქვს
რაიმე ისეთი ფუნქცია, რომელიც ცოტა ხანს ხელახლა ჩაძინების სა-
შუალებას მოგცემს და მერე ისევ გაგაღვიძებს. მადლობელი ვიქნე-
ბი, ასეთი რამე თუ იარსებებს.
როგორც ჩანს, ჩემმა ბიოლოგიურმა საათმა ჩემ შემთხვევაში
ცოტა აურია: იმ მეტყევეზე პერვერსიული რეაქცია მაქვს, თუმცა ვხ-
ვდები, რომ საქმე საქმეზე თუ მიდგება, თავისნაირ პატარა „მეტყე-
ვუკების" მთელ ინკუბატორს გამიკეთებს. წარმომიდგენია, პატარე-
ბი როგორ მოიმარჯვებენ ნიჩბებს და იხვის ჭუკებივით გაჰყვებიან
უკან.
ხვალ 35 წლის ვხდები, რასაკვირველია, ხვალ დილით საწოლში
ყავას არავინ მომართმევს – მერტა თავის ძვირფასთან ერთად კო-
პენჰაგენშია; მამაჩემს დაბადების დღეები არასოდეს ახსენდებოდა,
ეს საქმე ჩვენს ოჯახში დედას ევალებოდა; დედაჩემს კი... ჰო, დედა-
ჩემს მაშინაც ახსოვდა და ახლაც არ ავიწყდება დაბადების დღეები,
ის კი არა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ შუაღამისას წამოხტება საწოლი-
დან და ვიღაცის დაბადების დღეს სრულიად უადგილოდ აღნიშნავს,
განყოფილების მედდები მიყვებიან დედაჩემის ამბებს.
სამსახურში, ალბათ, ყველა სულმოუთქმელად ელოდება ჩემგან
სადღესასწაულო ტორტს. აბა, ისე ვინ მაჩუქებს კერამიკის ქოთანს,
რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაში
იყიდიან შეგროვილი ფულით.
ერიანი ყოველთვის არაინტიმურ, მაგრამ გემოვნებიან და პრაქ-
ტიკულ საჩუქრებს მიძღვნიდა: ლამაზ ტოსტერს ან უსაფრთხოების
ჩაფხუტს ველოსიპედისათვის... ერთხელ ნორვეგიული ნაქსოვი რე-
იტუზიც მაჩუქა. თუმცა საწოლში ყავა არასდროს მოურთმევია, რად-
გან მიაჩნდა, რომ ჩვენს ძვირფას საბნებს უნდა მოვფრთხილებო-
დით.

37
10

მოსავალი უკვე ავიღე. წელს ტყეში მუშაობას არ ვაპირებ. შეიძ-


ლება, სულ ცოტა წავიმუშაო, ხეები გავსხლა, ახლა ის დროა, ტექნი-
კა შევაკეთო, ნაკელის შესანახ მოედანზე ცემენტი ხელახლა დავას-
ხა და ფარეხი გადავღებო.
მოკლედ, ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ მთელ დღეებს უსაქმურად
ვატარებ: ბოსლიდან დაბრუნებისთანავე სამზარეულოში ტახტზე წა-
მოვგორდები და ჭერს მივშტერებივარ. აბა, ფანჯარაში ყურებას ხომ
არ დავიწყებ – ჩემი გასაკეთებელი საქმეები გამეჩხირება თვალში.
ზოგჯერ „ლანდს“ ვკითხულობ, თანაც ისე დაწვრილებით, რომ ერ-
თწინადადებიან განცხადებებსა და ადგილობრივ დამატებაში გა-
მოქვეყნებულ ნეკროლოგებსაც კი არ ვტოვებ. ხოდა, ამის მერე საქ-
მის დაწყებას რა აზრი აქვს – მალე მაინც ძროხების მოწველის დრო
მოვა და ვერ მოვასწრებ.
ამ სოფელში ბოლო ხუთი წელია, ორად ორი ფერმერი ვცხოვ-
რობთ, მე და ბენგტ-იორანი. ბენგტ-იორანმაც მამამისის საქმე გააგ-
რძელა, ჩემსავით. საღამოობით ლუდს ვსვამდით ხოლმე ერთად და
გეგმებს ვაწყობდით, ძროხები ერთად ვაბალახოთ და ერთობლივი
ფერმა ავაშენოთო; მაგრამ ბენგტ-იორანის სიძემ, რომელიც კომუ-
ნაში ეკონომისტად მუშაობს, ყველაფერი დაიანგარიშა და გამოაც-
ხადა, ეგ საქმე წამგებიანი იქნებაო. მერე ბენგტ-იორანი ტურისტუ-
ლი მოგზაურობების მოყვარულ ვიოლეტს შეხვდა. ბენგტ-იორანს
სულ პლაჟზე მოსეირნე, ბანჯგვლიანმკერდიანი და ოქროსჯვრიანი
მაჩოები ელანდებოდა, ჰოდა, ეჭვიანობით გადარეულმა გაყიდა
მეწველი ძროხები და თავის ცოლს აედევნა. სამაგიეროდ, სახორცე
საქონელი მოაშენა. ახლა, სანამ ბენგრ-იორანი აქეთ-იქით და-
მოგზაურობს, მის მეურნეობას ერთი ქალაქელი ტიპი უვლის. ზამ-
თარში ბენგტ-იორანი ცოტა ფულს თოვლის საწმენდი მანქანით
შოულობს. მოკლედ, ერთმანეთს იშვიათად ვნახულობთ.

38
გასულ შემოდგომას, სანამ დედაჩემის ავადმყოფობას გავიგებ-
დი, ყოველ საღამოს გამომყავდა მანქანა და სტუმრად დავდიოდი
იმათთან, ვინც ჯერ კიდევ სოფელში ცხოვრობდა. ასაკოვანი სოფ-
ლელები ყავაზე მეპატიჟებოდნენ და დაწვრილებით მიყვებოდნენ,
ესა და ეს გვაწუხებსო; ახალგაზრდებს კი არასოდეს ეცალათ – ან
ბავშვებს აძინებდნენ, ან სამზარეულოს დარაბები ჰქონდათ შესაღე-
ბი. თუმცა, როცა ვინმე ნათესავი ქალი ან დაქალი ჩამოუვიდოდათ
სტუმრად, აუცილებლად დამიძახებდნენ ხოლმე პარასკევს საღა-
მოს დროის გასატარებლად, ვჭამდით ცხენირემის ხორცს, ერთი-
ორს გადავხუხავდით და ზოგჯერ ვცეკვავდით კიდეც. მოკლედ, ად-
რე თუ გვიან, გოგოსთან მარტო ვრჩებოდი და ძალიან მთვრალი თუ
არ ვიყავი, მე და ის გოგო სადმე მივდიოდით და ერთად ვიძინებდით,
ამაზე შორს კი საქმე არასოდეს წასულა.
ამ შემოდგომაზე მანქანა ერთხელაც არ გამომიყვანია, ვინმეს-
თან სტუმრად რო წავსულიყავი. სამაგიეროდ თვითონ მოდიან ჩემ-
თან. სიფათებზევე აწერიათ, რო „კარგ მეზობლად“ მთვლიან, თუმცა
შეიძლება მე მეჩვენება რაღაცები.
წინა დღეებში ქალაქში ვიყავი, ბანკში მქონდა საქმე და ის „კრე-
მისფერი“ შემეფეთა. ბიბლიოთეკაში შედიოდა. ხელში წიგნები ვერ
დავუნახე და უცებ ვიფიქრე, ხო შეიძლება, აქ მუშაობდეს-მეთქი ერ-
თი სიტყვით,როცა ჩემი საქმეები მოვაგვარე და ქუჩაში გამოვედი,
აღმოვაჩინე, რომ ჩემდა უნებურად ფეხებს ბიბლიოთეკის მინის კა-
რებისკენ მივყავდი. მაგარია, არა?
შიგნით, მინის ჭერიან შენობაში, ერთ ადგილას მივეყინე, ცოტა
ვნერვიულობდი; ის კი არა, ქურთუკსაც კი დავსუნე, ბოსლის სუნი
ხო არ ასდის-მეთქი.
მერე „კრემისფერი" დავინახე, დახრილი იდგა, პატარა ბავშვს
ელაპარაკებოდა და წიგნში რაღაცას უჩვენებდა. ორივე გულიანად
იცინოდა.
დაუფიქრებლად მივვარდი და მხარზე ხელი დავადე. შუბლშეკ-
რულმა ამომხედა. ჩემ დანახვაზე დაიბნა და, ცოტა არ იყოს, დაფ-
რთხა. არც მე ვიყავი ნაკლებად დაბნეული.

39
– ხო, გამარჯობა... ისა... რამე წიგნი თუ გაქვთ... იმაზე... მეფუტ-
კრეობაზე? – ძლივს ამოვღერღე და შევეცადე, ჩემი გულის გასახეთ-
ქი, უაზრო ღიმილი არ ამკვროდა სიფათზე.
– წესით, რაღაც უნდა გვქონდეს... ჰო, სულ დამავიწყდა, გამარ-
ჯობა! – ცივად მომიგდო, – ცნობათა ბიუროში იკითხეთ, მე ახლა
შესვენება მაქვს!
გოიმების ჩემპიონმა ძალ-ღონე მოვიკრიბე და გადამწყვეტი ნა-
ბიჯი გადავდგი:
– ხო არ... სასაფლაოზე ხომ არ გაგვევლო ერთად?
ქალმა კარგა ხანს მიყურა და ბოლოს მკითხა:
– ყველა ქალს მანდ ეპატიჟები სოლმე? – და საზაფხულო არდა-
დეგებით აღფრთოვანებული პატარა ბავშვივით გამიღიმა.
იმ წუთში მეხსიერებაში გარღვევები დამემართა, მაგრამ ერთი
რამე ნამდვილად მახსოვს: თავს ისე თავისუფლად ვგრძნობდი,
თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით.
„კრემისფერმა” ქურთუკი აიღო და ერთად გავედით ბიბლიოთე-
კიდან. მაშინ მისი სულელური სოკოებიანი ქუდიც კი ლამაზად მეჩ-
ვენებოდა. რაღაც რესტორანში შევედით, მაგრამ აზრზე არა ვარ, რა
ვჭამეთ, რა დავლიეთ ან რაზე ვილაპარაკეთ. ხო, ერთი მაინც გამახ-
სენდა, როცა მე ფულის გადასახდელად გავიწიე, „კრემისფერს” თა-
ვი არ გამოუდია:
– დიდი მადლობა, დღეს 35 წლის გავხდი და ამას შენგან საჩუქ-
რად მივიღებ.
ორ რამეს მივხვდი ერთბაშად:
მგონი, სხვა საჩუქრებს არც ელოდა.
მგონი, ეს ქალი შემიყვარდა.
მართალია, შიგნით, გულში, არაფერს გაუტკაცუნია, მაგრამ ასე
მეგონა, გაშიშვლებულ სადენებს ჩავეხუტე და დენმა დამარტყა-
მეთქი.

40
11

კალენდარი გადაივსო
უპატრონო დღეობებით და
დაპირებული სავსუმთვარეობით.
არჩევანი ახლა შენზეა.

ბიბლიოთეკაში ერთ პატარა გაბრაზებულ გოგონას ველაპარა-


კებოდი, ვარწმუნებდი, რომ ფიფქია სულაც არ იყო დებილი
– რა უაზრობაა! თავისი დედინაცვალი როგორ ვერ იცნო, როცა
ვაშლი მიუტანა? – ვერ ისვენებდა ბავშვი. მერე ორივეს გაგვეცინა.
უცებ ვიღაცამ მხარზე დამადო ხელი. ის იყო, გავიფიქრე, სიკვდი-
ლის მსახვრალი ხელი მომწვდა-მეთქი, რომ ჩემი მეტყევე დავინახე.
როგორც ყოველთვის, ახლაც ის ჭყეტელა ქურთუკი ეცვა, მაგრამ,
მადლობა ღმერთს, კეპი მოეხადა და ქერა თმა შუბლზე ჩამოშლო-
და, გაბრაზებული რაღაცას ლუღლუღებდა, თითქოს მსაყვედურობ-
და. თავიდან მეგონა, მლანძღავდა, საფლავს ცუდად უვლიო; მხო-
ლოდ კარგახნის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც წიგნს ეძებდა.
– ცნობათა ბიუროში იკითხეთ, მე ახლა შესვენება მაქვს, – მი-
ვუგდე ცივად.
სახეზე შევატყვე, რომ შეცბა. მერე მკითხა, სასაფლაოზე ხომ არ
გამომყვებოდიო.
ბავშვი ლამის მოკვდა ცნობისმოყვარეობისგან.
უცებ გამიელვა, რომ აქ რაღაც სხვა ხდებოდა და აქამდე ყველა-
ფერს არასწორად ვიგებდი.
ერთი სიტყვით, გავყევი, ერთად ვისადილეთ. დაუჯერებელი რა-
ოდენობის რაღაც ჭარხლიანი კერძი ჭამა, თან პურსაც აყოლებდა
და რძესაც კარგა უზრდელურად ხვრეპდა. თუმცა, მე ეს სულაც არ
მაწუხებდა
– ვიჯექი და მისი ღიმილით მოგვრილ სითბოში ვნებივრობდი.
დაჟინებით მიყურებდა. კეპის გარეშე არც ისე გასაწყლებული და

41
მობერებული ჩანდა, პირიქით, ძალიან ბუნებრივი იყო. თმაც რა-
ღაცნაირი საყვარელი და სასაცილო ჰქონდა.
დიდი მონდომებითა და ხალისით ვისაუბრეთ. თქვენ წარმოიდ-
გინეთ, კრისტევა და ლაკანი ერთხელაც არ გვიხსენებია – რამდენა-
დაც მახსოვს, ჩვენი საუბრის ძირითადი თემები მიწის ნაკვეთები,
ცემენტის სხვადასხვა თვისება, წმინდა პეტრეს ეკლესია, სხვადას-
ხვა ბურღულეული და ფეხის ფრჩხილები იყო. ჩემი ისე გადასარე-
ვად ესმოდა, რომ ვიფიქრე, აზრების კითხვა შეუძლია-მეთქი. მაგა-
ლითად, როცა ვუთხარი, იუბილარი ვარ-მეთქი, რაღაცნაირად გა-
მოიცნო, რომ არც ერთი საჩუქარი არ მოურთმევიათ ჩემთვის.
– აბა, ახლავე! ახლავე-მეთქი! – გამოაცხადა, კეპი დაიხურა და
ლამის ძალით ჩამაცვა ქურთუკი. მერე სირბილით მიმაფრიალა
„დომუსთან” და საჩუქრების არჩევას შეუდგა. არც უკითხავს, რა მინ-
დოდა, უბრალოდ, მითხრა, როცა მე რაღაცას შევარჩევ, შენ თვალე-
ბი დახუჭეო. სამივე სართული მოვიარეთ, ბოლოს იქვე კაფეში დავ-
სხედით და ნამცხვრები შევუკვეთეთ.
მან საგულდაგულოდ შეფუთული საჩუქრები მაგიდაზე გადმოა-
ლაგა და მომლოდინე მზერა მომაპყრო. სრულიად გულწრფელად
გახარებული ვეცი ფუთებს,მოუთმენლად ვახევდი ქაღალდს და ში-
გადაშიგ ვყვიროდი:
‒ ვაიმეეეე! რა საჭირო იყო?! რატომ შეწუხდი?!
პირველ სართულზე მიკიმაუსებიანი საყურე, პეპლის ფორმის
საპონი და იისფერი გრძელი წინდები ეყიდა, მეორე სართულზე ‒
წითელი ბურთი, პლაკატი, რომელზეც გამოსახული იყო უშველე-
ბელ ნიჟარაში მდგარი შეყვარებული წყვილის შავი სილუეტები
ამომავალი მზის ფონზე, და ისეთივე უგემოვნო კეპი, როგორსაც
თვითონ ატარებდა, ოღონდ – უწარწერო.
ბოლო საჩუქარი ტუჩის გარმონი იყო.
– დაკვრა იცი? – მკითხა.
თავი გავაქნიე.
– ძალიან კარგი, არც მე. ეგრეც ვიცოდი, რომ რაღაც საერთო
მაინც გვექნებოდა! – გამიღიმა.

42
მერე მესამე ნამცხვრისკენ გაიწია და უცებ გაშეშდა: მაჯის საათს
დახედა და წამოიყვირა:
– უნდა გავიქცე! სახლში დამაგვიანდა! – წამოხტა, მაგიდაზე
ახოხოლავებული ქაღალდები და ფუთები იატაკზე მოაბნია და კის-
რისტეხით გაქანდა ესკალატორისკენ. კი ესკალატორზე დადგა თუ
არა, მომიტრიალდა და მთელი ხმით იყვირა:
– რა გქვია?
ძალიან სულელურად ვიგრძენი თავი, როცა მთელი ხმით ვუკივ-
ლე: – დეზირეეეეეეეეეე!
იქვე მდგარ კლიენტებს ლამის ურიკებში ჩაუცვივდათ ყბები.
– რა თქვიიიიი? – მომესმა ესკალატორის მხრიდან, თუმცა, თა-
ვად მეტყევე უკვე აღარ ჩანდა.
– შენ კიდევ, ალბათ, კონკია ხარ... ფრთხილად, ბროლის ქოში
არ გაგძვრეს, – ჩავიდუდღუნე ჩემთვის.
ბიბლიოთეკის ბუფეტში ცერად დამიწყეს ყურება: ჯერ ერთი, სამი
საათის დაგვიანებით გამოვცხადდი და, მეორეც – სადღესასწაულო
ტორტი არ მივიტანე.

12

ძალიან ძვირად დამიჯდა. არა, საჩუქრებზე არ ვამბობ – მოწვე-


ლის დროს საათ-ნახევრით გადავაცილე. ძროხები უკვე ღმუოდნენ,
სალაფავი რომ მოეთავებინათ, ნაკელში დაეწყოთ გორაობა. დაბა-
ნა რო დავუპირე, გაჯორდნენ. მოკლედ, გამაწვალეს. საღამოს, რო-
ცა თეფშებს ვრეცხავდი, უცებ გამახსენდა, რამხელა სისულელე ჩა-
ვიდინე – პენიცილინით ახლად ნამკურნალები ძროხის რძეც საერ-
თო რეზერვუარში ჩავასხი, რაც იმას ნიშნავდა, რომ იმ დღის ნაწვე-
ლი მთლიანად უნდა გადამეღვარა; რძის ქარხნისთვის რაიმეს ჩასა-
ბარებლად კი დამატებით რამდენიმე საათს მემუშავა... აღარაფერს

43
ვამბობ ზარალზე – რამდენიმე ათასი კრონა ვიზარალე (არადა, ფუ-
ლი როგორ მიჭირს!), არა უშავს! ეს დღე ამად ნამდვილად ღირდა.
ასეთი შეცდომა 15 წლისამ დავუშვი ერთხელ, მაშინ საოჯახო
საქმეებს დედა აგვარებდა, მე სკოლის მერე ძროხების მოწველა მე-
ვალებოდა. მაშინ იყო, მათემატიკაში სერიოზული გამოცდისთვის
რომ ვემზადებოდი და თავში სულ ერთი თეორემა მიტრიალებდა.
მოკლედ, ჩემი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ძალიან გავერთე.
მამაჩემი ამბობდა ხოლმე: ფერმერი სულ ყურადღებით უნდა
იყოს, პილოტივით, თორემ ან ტრაქტორს შეუვარდება ან ძროხის
რქაზე წამოეგება, ან კიდევ ელექტროხერხით ბარძაყს გამოიბ-
რდღვნისო.
იმ დღეს 700 ლიტრი რძე გადავღვარეთ. მამაჩემმა სიმწრისგან
წვიმის წყლით სავსე კასრში დურთა თავი, თუმცა, საყვედური არ
უთქვამს... მთელი ცხოვრება თავს იდანაშაულებდა, ოთხი წლისამ
ნაჯახს რომ შევუშვირე ხელი და თითები დავკარგე.
მათემატიკაში კარგი ნიშანი კი მივიღე, მაგრამ ეგ რა დიდი ბედე-
ნა იყო. მამის სიკვდილის შემდეგ გიმნაზიაში5 სწავლა მაინც ვეღარ
გავაგრძელე – ფერმის მოვლა ავიღე ჩემს თავზე. დედაჩემი წინააღ-
მდეგი იყო, მირჩევნია, ფერმას თავი დავანებოო, ამბობდა. არადა,
ეს მისი ფერმა იყო, მემკვიდრეობით ერგო. საბოლოო გადაწყვეტი-
ლება ზაფხულის ერთ ღამეს მივიღე, როცა დავინახე, როგორ იჯდა
ხეს ჩახუტებული დედაჩემი ეზოში და სათიბ მინდვრებს მიშტერებო-
და.
ძალიანაც მიხაროდა. თავს ნამდვილ კაცად ვგრძნობდი, როცა,
ჩემი ყოფილი ამხანაგები გამომივლინენ. ეზოში ტრაქტორით შე-
მოვგრიალდებოდი, ფეხზე რკინით დაჭედილი ჩექმები მეცვა და დი-
დი კაცივით საღეჭ თუთუნს ვიფურთხებოდი. ბაბუაჩემი მეხმარებო-
და, დედაჩემის მამა. მერე, ბაბუაც რომ მოკვდა, ჩემმა ამხანაგებმა
ნელ-ნელა დამივიწყეს. მოსაბეზრებელია, აბა, რა,მე სულ სადღაც
ვმუშაობდი, როცა ისინი სტუმრად მოდიოდნენ და სულ საკლავის

5შვედეთში სავალდებულო განათლება ცხრაწლიანია, შემდგომი ეტაპია 2-3 წლიანი


სწავლება, რომელსაც გიმნაზია ჰქვია

44
სუფთა წონაზე და საქაღალდე ხე-ტყის ფასებზე ვლაპარაკობდი. ხო-
და, მობეზრდათ. მათი ძალიან კარგად მესმის.
აბა, ყურადღებით, ბენი! ძროხები შეამოწმე, რომელიმე ხო არ
ატეხილა! არც ერთი არ უნდა გამოგეპაროს! ბოსელი უნდა გაწმინ-
დო, სანამ ფუნა გამხმარა და გამაგრებულა! ვეტერინარს უნდა და-
ურეკო! ხო, ხვალ ბანკში დარეკვაც არ დაგავიწყდეს! ბუღალტერიაც
მისახედი გაქვს! შეშა შემოგელია, ბენი!..
სახლში ნამდვილი საყინულე დამხვდა. ბოსელში რომ გავვარ-
დი, ღუმლის დანთება დამვიწყებია. ესე იგი, შხაპში კარგა ხანს ვერ
შევაღწევდი. ხვალ დილით, სანამ ბოსელში შევალ, შეშა უნდა დავ-
ჩეხო. შხაპს დილის წველის შემდეგ მივიღებ. აბა, როგორ, ქალაქში
უნდა წავიდე და „კრემისფერს“ შევხვდე. ფუ, შენი! გამახსენდა, რომ
ხვალ ძროხების დამმაკებელი და ვეტერინარი დამადგებიან თავზე,
თან წინასწარ არ ვიცი – რომელ საათზე. ჯანდაბა!
ვერც საჭმლის ყიდვა მოვასწარი. იმ ძველ კონსერვის ქილაში
ერთი თევზი კიდევ გდია, მაგრამ ახლა ეგ რო შევჭამო, ბოტულიზმს
ავიკიდებ და ისე მოვკვდები, „კრემისფერი“ ვერც კი გაიგებს. ისიც
კი არ იცის, რა მქვია. ალბათ, ძალიან გაუკვირდება, რო აღარ გა-
მოვჩნდები. ხო, მაგრამ მე ხო ვიცი მისი სახელი; თუმცა, მთლად ბო-
ლომდე არ ვიცი.
ხრაშუნა პურზე ცოტა კარაქი გადავისვი, ტელეფონების წიგნი
გადმოვიღე და „ვალინების" ძებნას შევუდექი. რვა „ვალინი“ ვიპო-
ვე, მაგრამ ყველა – კაცი, მარტო ერთი დ. ვალინი იყო, კოფერდის-
ტგატანზე. წესიერად ვერ გავიგე, რა დამიყვირა, რა მქვიაო, მაგრამ
ნამდვილად „დ”-ზე იწყებოდა სახელი. ხოდა, მხოლოდ ჩემნაირ გო-
იმების ჩემპიონს შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად, უცნობ ადამი-
ანთან დარეკოს და იკითხოს:
– თუ შეიძილება, „დ“-ზე რო იწყება სახელი,იმ ქალს სთხოვეთ!
არა უშავს, პარასკევს წავალ ქალაქში – ზუსტად შესვენების
დროს დავუმიზნებ.
ფუ, შენი! პარასკევს რძის ხარისხის შესამოწმებლად კონტრო-
ლიორი უნდა მოვიდეს! ჯანდაბა!

45
დილით ტახტზე მიგდებულს გამომეღვიძა, ხელში ნახევრად შეჭ-
მული ბუტერბროდი მეჭირა და სულელივით ვიღრიჯებოდი.

13

მხედარი ცხენმა ძირს დაანარცხა,


ტოტემის სვეტებს გაუჩნდა ჭია,
ორთქლის მანქანას ხელახლა იგონებენ –
მხოლოდ აისი არ იცვლება, მარად იგივე.

სახლში მივედი თუ არა, ფეხსაცმელები გავიხადე, დივანზე ავხტი


და კედლიდან ერიანის საყვარელი კეთე კოლვიცის რეპროდუქცია
– ნახშირით დახატული არაქათგამოცლილი, მტირალა ქალი– ჩა-
მოვგლიჯე, მისს ნაცვლად კი ნიჟარაში ჩახუტებული შეყვარებული
წყვილის პლაკატი გავაკარი.
მერე ტანსაცმელი გავიხადე, მიკიმაუსიანი საყურეები გავიკეთე,
იისფერი წინდები ამოვიცვი და ყინულივით ცივი გლოგით სავსე ჭი-
ქით საკუთარი თავი ვადღეგრძელე.
მერე მთელი საღამო ასე გამოწყობილი ვიჯექი, არაფერზე არ
ვფიქრობდი და დიდი მონდომებით ვცდილობდი, ტუჩის გარმონზე
ხალხური სიმღერა „შვრიის ყანა" დამეკრა. ბოლოს სააბაზანოში შე-
ვედი, ცხელ წყალში კარგა ხანს ვინებივრე, წითელი ბურთით ვითა-
მაშე და პეპელა-საპნითაც მოვეფერე საკუთარ სხეულს.
ასე რომ, მშვენიერი იუბილე მოვიწყვე.
ჩამეძინა თუ არა, ტელეფონმა დარეკა. ნეტავ ჩემი ნომერი სად
იპოვა-მეთქი, გავიფიქრე უცებ. მეტყევე კი არა, მერტა რეკავდა კო-
პენჰაგენიდან. დაბადების დღე მომილოცა და დაგვიანებული მო-
ლოცვისთვის ბოდიში მომიხადა. მერტა და რობერტი პოლიციე-
ლებს დაეკავებინათ. მერტამ უფრო დაწვრილებით მოყოლა ვერ

46
მოასწრო, საერთოდაც, განყოფილებიდან რეკავდა. მე დაბნეული
ვპასუხობდი, რაც მერტას, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია:
– ესე იგი, აღსრულდა? – მერტას საოცარი წინათგრძნობა აქვს
ყველა საქმეში, საკუთარი საქმის გარდა.
– იმ ტიპს შევხვდი, მეზობელი საფლავიდან! – ჩამეცინა.
მერტა ცხოვრებაში პირველად დამუნჯდა. მერე იქიდან რაღაც და-
უყვირეს დანიურად და ყურმილი დაკიდა.
ხუთშაბათს ჩემი მეტყევე ბიბლიოთეკაში არ მოსულა. იმ დღეს
კატალოგის ყუთი გამივარდა ხელიდან; შემთხვევით ძალიან მნიშ-
ვნელოვანი ფაილიც წავშალე კომპიუტერში.
მეტყევე არც პარასკევს გამოჩნდა. შესვენებაზე მიკიმაუსიანი სა-
ყურეები მოვიხსენი. ლილიანმა სიცილით მირჩია, ეგ საყურეები არ
გიხდება, ბოდიში, ასე პირდაპირ რომ გეუბნები, მაგრამ შენს სტილ-
ში არ ჯდებაო. მეც გავუცინე და ავუხსენი, ერთმა ბავშვმა მაჩუქა,
„ზღაპრის საათზე“ რომ მოდის-მეთქი.
თითქმის სიმართლე ვუთხარი.
დაახლოებით სამ საათზე ულოფმა ტელეფონის ყურმილი გამო-
მიწოდა: – ფრეკენ ვალინს სთხოვენ. მგონი, შენ იგულისხმები.
მუცელი საშინლად ამიწრიალდა, აკანკალებული ხელით ძლივს
ჩამოვართვი ყურმილი.
– დეზირე ვალინი გისმენთ.
– დეზირეე? – ჩემი სახელი უცნაურად, ცოტა სოფლურად გაწე-
ლა. დანამდვილებით ვიცოდი, რომ ის იყო, მის ხმას უკვე ვცნობდი.
– ხო, ბენი ვარ. საერთოდ, ბენი მქვია, ბენი სოდერსტრომი. შემ-
თხვევით მოვარტყი, ის გვარი მახსოვდა, საფლავის ქვიდან, „ვალი-
ნი“.
– ჰო...
– ხვალ შემხვდები? სასაფლაოს შესასვლელთან, პირველ საათ-
ზე.
– ჰო, – მეტის თქმა ვერც ამჯერად მოვახერხე. რა მჭევრმეტყვე-
ლი ვარ, არა?! გაგიჟდები კაცი!
სიჩუმე ჩამოვარდა.

47
– „შვრიის ყანას“ ვუკრავ უკვე, – ძლივს ამოვღერღე.
– ძალიან კარგი, მაშინ ტუჩის გარმონი წამოიღე და მეც მასწავ-
ლე!
– სასაფლაოზე დაკვრა შეიძლება?
– არა მგონია, მკვდრებმა რამე გვისაყვედურონ.‒მერე წავალთ
და რამეს შევჭამთ. ორი დღეა, კუჭი მიხმება.
– მეც!
– ხოდა, ნახვამდის! – და ყურმილი უცებ დაკიდა. ულოფი გამომ-
ცდელად მიყურებდა. აბა, რა იქნებოდა, ისეთი საუბარი მოისმინა.
მერე ნაღვლიანად გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა. ცოტა რამე მა-
საც უნახავს ცხოვრებაში და დაბნეული, შეყვარებული გოგოების
ამოცნობა კარგად ეხერხება.
უცებ დისკეტების ყუთი გამივარდა ხელიდან და როცა ასაღებად
დავიხარე, მეც იატაკზე გავიშხლართე. მერე ისტერიული სიცილი
ამიტყდა.

14

სუფთა წინდები ვერ ვიპოვე და წყალსაქაჩიც მაინცდამაინც მა-


შინ გაიჭედა. ასე რომ, ცხელი წყალი არ მქონდა. როცა სასაფლაოს-
თან ათი წუთის დაგვიანებით მივქანდი, ვიცოდი, რომ ძროხების სუ-
ნად ვყარდი.
ზოგჯერ, როცა სოფლის მაღაზიაში შევდივარ, მავიწყდება, რო
აყროლებული სამუშაო კომბინეზონი მაცვია, სანამ არ შევამჩნევ,
როგორ მერიდებიან. ეტყობა, ჰგონიათ, რომ გაზებს ვერ ვიკავებ –
დღეს ხომ ბევრმა არც კი იცის, ბოსელში როგორი სუნი დგას.
მისი იისფერი წინდები იმ პალტოს ქვეშ თვალშისაცემი იყო.
– ფერმერი ვარ და ძროხის სუნით ვყარვარ, – გამარჯობის მა-
გივრად მივახალე, – ოცდაოთხი მეწველი ძროხა მყავს და კიდევ

48
წლიური ნამატი, – ამის მოყოლა წინა შეხვედრაზე ვერ მოვასწარი,
– ხო, და კიდევ ცხვრებიც მყავს ცოტა, – ცხვარივით გავიკრიჭე,
ფრთხილად გავხედე და ცოტა მოშორებით დავდექი, ქარს ჩემი
მყრალი სუნი რო არ მიეტანა.
გაშტერებული მიყურებდა, მერე უცებ სახეზე ის სასწაული, ზაფ-
ხულის დღესავით ნათელი ღიმილი გადაეფინა
– წლიური ნამატი რას ნიშნავს?
პირდაპირ საცურაო აუზზე ავედით. გზაში „წლიური ნამატის“
მნიშვნელობაც ავუხსენი. სულელური ლურჯი საცურაო ტრუსები ვი-
ქირავე, ერთჯერადი შამპუნი ვიყიდე და შხაპში წესიერად გავიხეხე
ყველაფერი. ერთმანეთს აუზთან შევხვდით. ძლივს ვიცანი – თით-
ქმის უფერო თმა, სულ ჩამოშვებულს რო ატარებდა, ახლა დასველე-
ბოდა, შეეკრა და კოხტად აეწია უკან.
საცურაო კოსტუმი, რა თქმა უნდა, კრემისფერი ეცვა. გამხდარი
იყო, თითქმის ძვალი და ტყავი. პატარა, ქლიავისხელა ძუძუები რო
არა, 14-16 წლის ბიჭი გეგონებოდათ. თუმცა, ეს სიგამხდრე ავად-
მყოფური მაინც არ იყო, რაღაცით მწევარ ძაღლს გავდა. ხელებსაც
ისე ლამაზად ამოძრავებდა – მოჯადოებულივით ვუყურებდი, რო-
გორ მიხატავდა ჰაერში იმას, რაზედაც იმ წუთას მელაპარაკებოდა.
უცებ გამახსენდა, რომ ყოველთვის მყვირალა ფერები და ამო-
ბურცულ-დაბერილი ფორმები მომწონდა, კაი ხელის მოსაკიდებე-
ლი. გავიფიქრე, ამის პატარა ძუძუებს, როდესმე თუ მეღირსება, ალ-
ბათ, მარტო თითის წვერებით თუ შევეხები-მეთქი.
ადრე ერთი კოლი მყავდა და იმავე ჯიშის, ასევე სუფთა სისხლის
ძაღლთან დავუპირე შეჯვარება. ჩემმა კოლიმ არაფრით არ მოისურ-
ვა ეს საქმე, ლამის კედლებზე გავიდა. ხოდა, ერთხელაც, გავიხედე
და რას ვხედავ? – მშვიდად, წყნარად იდგა და ლაბრადორისა და
მწევარის ნაჯვარ ძაღლს დიდი სიამოვნებით აძლევდა.
არა, არ ღირს ამისთანა რამეებზე ფიქრი.
აუზი ერთი-ორჯერ გადავცურეთ, მერე ველოსიპედებზე შევეჯიბ-
რეთ ერთმანეთს ტრენაჟორების დარბაზში და ბოლოს კაფეში ნამ-
ცხვრები შევუკვეთეთ.

49
მთელი ეს დრო გაუთავებლად ვლაპარაკობდით – უფრო სწო-
რედ, ის ლაპარაკობდა.
უცებ, შუა ლაპარაკში, ვიგრძენი, რომ ტერფით წვივზე შემეხო და
სიტყვა შუაზე გამიწყდა, თავგზა ამებნა. აუზიდან ბავშვების ჭყივილი
ისმოდა, ყურებში რაღაც საშინლად მიგუგუნებდა და ბოლოს იძუ-
ლებული გავხდი, მუხლებზე პირსახოცი გადამეფარებინა. ფეხის
თითებით კაი ხანს ვითამაშეთ; მთელი ძალით ვცდილობდი, მის-
თვის სულ სახეში მეყურებინა და სხვაგან არ შემეხედა. თუმცა, მარ-
ტო მის ტუჩებს ვხედავდი, უფრო სწორედ, ტუჩების მოძრაობას და
საერთოდ არ მესმოდა, რას ლაპარაკობდა.
მოულოდნელად ჩემი აკანკალებული სამთითა ხელი აიღო და
გადაჭრილ კუნძებს ტუჩებით შეეხო.
გაქვავებულივით ვიჯექი.
– ჩემთან წავიდეთ, – გამომიცხადა უცებ.
ჰოდა, ავდექით და წავედით მის კრემისფერ-თეთრ ბინაში.
ეს დღე სიკვდილამდე არ დამავიწყდება.
მან კარი გააღო, საცურაო ჩანთა ერთ კუთხეში მოისროლა, ქურ-
თუკი – მეორეში, მერე მოტრიალდა, ცისფერი მაისური გაიძრო და
თავი გვერდზე გადახარა.
სასწრაფოდ ვეცი ჯინსებს, თუმცა, მანამდე იქაურობის შეთვა-
ლიერება მაინც მოვასწარი... კინაღამ გული შემიწუხდა – თავი ქა-
ლაქის მთავარ ბიბლიოთეკაში მეგონა... აბა, როგორია, ბიბლიო-
თეკაში სექსი!
– ეს შენი წიგნის თაროები ნერვებს მიშლის, – ძლივს ამოვღერ-
ღე.
– პირველად მესმის ასეთი რამე, – გაეცინა და ნაიარევზე ისევ
მაკოცა.
მერე ორჯერ შეუსვენებლად ვიჟიმავეთ. თითქოს რა, არაფერი
განსაკუთრებული, მაგრამ ვერ ვჩერდებოდით. აი, მაგალითად,
მთელი სიჩქარით გაქანებულ ექსპრესს ხო ვერ ჩაუხტები და გააჩე-
რებ.

50
მესამე ჯერზე ყურში ჩავჩურჩულე: „ახლა ძაღლებს ვგავართ: ერ-
თმანეთს გადავებით და სანამ ვინმე ერთ ვედრო წყალს არ გადაგ-
ვასხამს, ვერ დავცილდებით!“
მერე ასე გადაბმულებმა ოთახებში ვიძრომიალეთ. მერე კვერ-
ცხი და ძეხვი შეწვა, ისე რომ, არ გამომიღია, უკან ვედექი. წინსაფა-
რი თვითონ ჩამოიცვა და მე ზურგსუკან შემიკრა.
მერე შხაპშიც ასე შევვარდით – რაღაც გადაშენებულ რვაფეხა ცხ-
ოველს ვგავდით. ის კი არა, გაზეთების საყიდლად წასვლაც კი მოგ-
ვინდა, ზეწარი შემოვიხვიოთ და ისე ჩავიდეთ, ხალხი დავაფრთხო-
თო. მოკლედ, ცოტა წავივარჯიშეთ და ის იყო, ზეწარს ვირგებდით,
რო დეზირემ თვალები აატრიალა და იქვე, ხალიჩაზე ჩაიკეცა. რა-
ღაცა სისულელეები ილაპარაკა, ძუძუებზე რაღაცა წითელი ლაქე-
ბიო, მოკლედ, ვერაფერი ვერ გავიგე.
იმ დღეს საათზე დახედვა არ დამჭირვებია, საბედნიეროდ,
ბენგტ-იორანი შევიპირე და საღამოს ძროხები მოუწველავი არ დამ-
რჩებოდა. მაგრამ ხვალინდელი დღეც ხო გათენდებოდა... ამ ქალ-
თან დაშორება კი ერთი წუთითაც არ მინდოდა, ხოდა, ვთხოვე, ახლა
ჩემთან წავიდეთ-მეთქი.
მეოთხე ჟიმაობაზე ვიგრძენი, რო შიგნიდან მთელი ძალით მი-
ჭერდა. ისეთი ძლიერი კუნთები ჰქონია, იქ, ქვემოთ, რო კაი მწვე-
ლავი გოგოს ხელისგულებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. არც ვა-
ციე, არც ვაცხელე და რასაც ვფიქრობდი, ეგრევე ვუთხარი, მოური-
დებლად.
ცხვირით ცხვირზე გამეხახუნა და ჩაიბუტბუტა: – როგორ ფიქ-
რობ, როდესმე ძროხის წველას ვისწავლი?

51
15

ვინ რად იქცევა სიყვარულისას:


მტრედად, გაზელად, კატად ან სულ
ფარშევანგად. მე კი რა ვარ? –
ათრთოლებული, გამჭვირვალე,
სველი მედუზა.
შენი მედუზა?
მე და ერიანი ერთად ვკითხულობდით „სიყვარულის ხელოვნე-
ბას" ,ერთმანეთს ათასნაირი ზეთებით ვზელით და სხვადასხვა პო-
შიც ვდგებოდით. ერთხელ ყველაზე უცნაურ პოზაც ვცადეთ, „კრენ-
დელი" ერქვა. მოკლედ, ორგაზმის იმიტირება ხშირად მიწევდა. უნ-
და ვაღიარო, რომ ამას ერიანის გასახარად სულაც არ ვაკეთებდი –
უბრალოდ, ზოგჯერ მეტის ატანა აღარ შემეძლო, ერიანი ხომ არაფ-
რით არ დაყრიდა ფარ-ხმალს, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევ-
და. მეცნიერებაშიც ასეთი იყო: რაღაც ჰიპოთეზას წამოაყენებდა და
სანამ არ დაამტკიცებდა, ვერ ისვენებდა.
სადღაც წაიკითხა, ქალებს ორგაზმის შემდეგ მკერდზე წითელი
ლაქები უჩნდებათო. მე კი თოვლივით თეთრი ფერი არასოდეს მეც-
ვლებოდა. ერიანი ამას ძალიან განიცდიდა და მზად იყო, ყველაფე-
რი თავიდან დაეწყო. მე თავს პიგმენტების ნაკლებობით ვიმართლე-
ბდი, ერიანი კი პიგმენტაციასა და ნერვულ აღგზნებას შორის არსე-
ბულ განსხვავებაზე ლექციას მანამ მიკითხავდა, სანამ გადაღლილს
არ ჩამეძინებოდა.
ბოლოს ჩემთვის დავასკვენი, რომ ეროტიკული მგრძნობელობა
მაკლდა.
თურმე, რა მწარედ ვცდებოდი!
ქალების გასახდელიდან რომ გამოვედი და მოცურავეებს გადავ-
ხედე, ჩემი მეტყევე ვერ შევამჩნიე – მე ხომ მის მოუქნელ სიარულსა
და იმ უშნო ყურებიან კეპს ვიყავი მიჩვეული. უცებ ცხვირწინ ამესვე-

52
ტა – ნაქირავები ტრუსები ეცვა, თეძოები – თხელი, ბეჭები კი ფარ-
თო ჰქონდა, დაკუნთულ მკლავებზე დაბერილი ვენები აჩნდა. გარუ-
ჯულ სახესა და ხელებს თუ არ ჩავთვლით, მთელი სხეული თეთრად
უქათქათებდა. სველი, მონაცრისფრო-ქერა, დახუჭუჭებული თმა ახ-
ლა ოქროსფრად უბრწყინავდა.
არ გამომპარვია, შეწუხებულმა როგორ დაიფარა მუხლებზე
პირსახოცი, როცა კაფეში წვივზე ფეხის თითებით მივეფერე.
საკვერცხეებმა ნამდვილი რევოლუცია მომიწყვეს. ჰოდა, სას-
წრაფოდ ჩემთან გავაქროლე ჩემი მეტყევე.
დაუჯერებელია, მაგრამ ეს ნამდვილად მე ვიყავი –დეზირე ვალი-
ნი: საკუთარ ბინაში მამაკაცთან ერთად ვერთობოდი. არაფერი შეც-
ვლილა, მე ისევ ის დეზირე ვარ, პირადი ნომერი, მართვის მოწმობა
და თანდაყოლილი ნიშნებიც იგივე მაქვს, რაც იმ დილით. თუმცა,
მაინც სხვა ადამიანად ვგრძნობ თავს. ეტყობა, პიროვნების გაორე-
ბა დამემართა, – ასეთ შემთხვევებზე გაზეთების საკვირაო დამატე-
ბებში წერენ ხოლმე.
ამ კაცმა უბრალოდ თავბრუ კი არ დამახვია – თავი მომახრახნა
(პირდაპირი გაგებით!), მხრებიდან მომხსნა და საჰაერო ბუშტივით
თოკგამობმული დამაჭერინა ხელში. ამასობაში კი ჩემი ტანი უცნაუ-
რად იგრიხებოდა და იკლაკნებოდა. რამდენ საათს ვიყავი ასე, აღარ
მახსოვს. ჩემი საბრალო ერიანი მხოლოდ მაშინ გამახსენდა, როცა
მკერდი წითლად დამეფოთლა.
როცა სასიყვარულო აქტის სხვადასხვა სტადიაზე რამეს ვკითხუ-
ლობ, მთქნარება მიტყდება. კაცმა რომ თქვას, ყველგან ერთსა და
იმავეს წერენ... მაგრამ როცა ამ აქტში თავად ვმონაწილეობ, რიხ-
ტერის სკალით ცხრაბალიანი მიწისძვრა იწყება. ეს რომ მახსენდე-
ბა, იმწამსვე მინდება სექსი.
საღამოსკენ უკვე ორივე დაწითლებულ-დასივებულები ვიყავით
და აქა-იქ რაღაც-რაღაცეები ლამის დაგვაცვდა. უცებ გამომიცხადა,
ჩემთან უნდა წამოხვიდეო და მეც დაუფიქრებლად ჩავიგდე ჩანთაში
კბილის ჯაგრისი და შამპუნი. ღამის პერანგი არ წამიღია, სამაგი-
ეროდ, დაბადების დღეზე ნაჩუქარი კეპი დავიხურე.

53
დიდი ჯაბახანა მანქანა ჰყავს, ნახევრად სატვირთო. ლამის ნახე-
ვარი ტონა ჯართის გადაბარგება მოგვიხდა, მის გვერდით სავარ-
ძელზე რომ ჩავკვეხებულიყავი. გზად ბენზინგასამართ სადგურთან
გავჩერდით და ყველი და ფრანგული პური ვიყიდეთ. მეტყევემ ხელი
იქით გაიშვირა, სადაც პრეზერვატივები იყიდებოდა, მაგრამ მე თავი
გავაქნიე და დაორთქლილ მინაზე სპირალი დავუხატე, რომელიც
ჯერ კიდევ ჩემშია და ერიანს მაგონებს...
უკვე ბნელოდა, როცა ფერმას მივადექით, ასე რომ, ეზო წესიე-
რად ვერ დავათვალიერე. ირგვლივ სიმშვიდის მომგვრელი, რაღაც-
ნაირი სოფლური სუნი იდგა.
დიდი ძველი სახლი წითლად შეეღებათ. ბენიმ მისაღებში შემიყ-
ვანა და თვითონ საღამოს შემოვლაზე ბოსელში გაქანდა.
სახლშიც ისეთივე სუნი იდგა – რა დასამალია და, არც მთლად
სასიამოვნო: რაღაც საშუალო ამჟავებული რძის, ობისა და ძაღლის
სველი ბეწვის სუნს შორის.
სამწუხაროდ, ამ სახლის გაცნობა მარტოდმარტოს მომიხდა,
არადა, იმ წუთას ძალიან მჭირდებოდა ბენის მშრალი, თბილი და
თითებგადაჭრილი მარცხენა ხელი, ხელი, რომელსაც ჩავეჭიდებო-
დი... აქ ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ნამდვილად იმ ვულ-
გარული საფლავის ქვის მეპატრონის საცხოვრებელ სახლში აღ-
მოვჩნდი.
სამზარეულოთი დავიწყე: ჭერში დღის ნათურიანი ჭაღი ეკიდა,
შიგ მკვდარი ბუზებით. კედლებს რაღაც გაურკვეველი ფერი ედო,
როგორც ჩანს, ბოლო ორმოცდაათი წელი არავის მოსვლია აზრად
მათი გადაღებვა. გარდა ამისა, ბუზებსაც გვარიანად მოესვარათ და,
რაც მთავარია, ჯვარედინი ტექნიკით ნაქარგი ტილოებით მოეფი-
ნათ იქაურობა: შხამიანი ნარინჯისფერი ყვავილები ყავისფერ ქოთ-
ნებში, კნუტები, ნიბლიები და სოფლის წითელი სახლები... ზოგიერ-
თი „შედევრის“ ქვეშ ამის მსგავსი სიბრძნეებიც კი ეწერა:
„სისუფთავე და წესრიგი! დავიჭიროთ თადარიგი!" ფანჯრის რა-
ფაზე ერთრიგად ეწყო ქოთნები, შიგ ჩარგული ისეთივე ცოცხალი

54
ოთახის მცენარეებით, როგორიც ის ყვავილები იყო, ორმოცდა-
ათიანი წლების შავ ლარნაკში რომ ჩამჭკნარიყვნენ. სამზარეულოს
ტახტზე ჭუჭყიანი ქეჩა ეფარა, ზედ დალაქავებული ჩაის ტილო ეგ-
დო... უზურგო სკამებზე ყავისფერყვავილებიანი ბალიშები ეყარა...
ძველისძველი მაცივრის თავზე (აი, ისეთის, საერთო გარნიტურში
რომ არ არის ჩამონტაჟებული და მომრგვალებული კიდეები რომ
აქვს) ფაიფურის ფეხსაცმელში ლურჯი ნაჭრის ვარდი და სიძველის-
გან ლამისის გამჭვირვალედ ქცეული პლასტმასის კატა ეწყო. ყვე-
ლი მაცივარში შევდე. მაცივარი, რა თქმა უნდა, თითქმის ცარიელი
იყო და საშინლად ყარდა.
მერე ფრთხილად გავედი მეორე ოთახში, კარებთან უშველებე-
ლი შავი ტრანსფორმატორი იდგა, ლამის წელამდე მწვდებოდა. კე-
დელზე მუქი მწვანე ფერის, რელიეფურად ამობურცული შპალერი
გაეკრათ, გეგონებოდა, იქაურობას ხავსი მოსდებიაო. მოყანყალე-
ბულ ტახტზე სხვადასხვა ფერის ხელით შეკერილი საბნები ეფინა.
ოვალურსარკიან კარადაზე დიდი ტელევიზორი იდგა; ოთახის ინტე-
რიერს შეადგენდა ასევე 50-იანი წლების ოთხკუთხა სავარძელი,
„ლანდის“ ძველი ნომრებით დამძიმებული ჟურნალების მაგიდა და
ისევ ნაქარგი შედევრები კედლებზე... ერთიც ჩარჩოში ჩასმული
მალსმრომის რეპროდუქცია: „სოფლის გალავანი".
ჩამეცინა და გავიფიქრე, საკულტო პოსტმოდერნისტული კაფეს-
თვის ზედგამოჭრილი ადგილია-მეთქი. ასეთი სახლი სადმე, ესტო-
ნეთში რომ მენახა, გული ამიჩუყდებოდა და ეგზოტიკურად მომეჩ-
ვენებოდა.
ტუჩები მითრთოდა, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ გამცინებო-
და, ხოლო როცა საძინებელში შევედი და არეულ საწოლზე ჭუჭყის-
გან გაშავებული თეთრეული დავინახე, სიცილის სურვილი საბო-
ლოოდ გამიქრა.

55
16

საქონლის სუნი რო არ შემეტანა, სახლში სარდაფიდან შევიპარე


და შხაპი ქვემოთ მივიღე. ამ აბაზანას არ ვიყენებ ხოლმე, რადგან აქ
შხაპი ცოტა ხელშესავლებია, თან ისეთი ჩაბინძურებული, რო... ისე,
მთელ სახლსაც არ აწყენდა დასუფთავება, მაგრამ ამდენი დრო სად
ჯანდაბაში მაქვს...
დედაჩემი დღე-ღამეში ათ საათს მუშაობდა, მე თხუთმეტს ვმუშა-
ობ, მაგრამ სისუფთავისთვის დრო მაინც არასდროს მრჩება. ვაღი-
არებ, რომ დედაჩემის გარდაცვალების მერე ჩემი სახლიდან გახე-
ხილ-გაკრიალებული კაფელი შინ გამომცხვარ ფუნთუშებთან და გა-
გაუთოებულ თეთრეულთან ერთად გაქრა.
სანამ შხაპს ღიღინ-ღიღინით ვიღებდი, ჩემ კრემისფერ შეყვარე-
ბულზე ვფიქრობდი, თავისი ნაზი ხელებით როგორ შლიდა სუფრას,
როგორ აწყობდა მაგიდაზე დამარილებულ ცხვრის ხორციან რუ-
ლეტს (დედაჩემის დროს რო სულ გვქონდა სახლში), დაბრაწულ
პურს, ჩაცივებულ „პილსნერს“ და შაქრის ფხვნილში ამოვლებულ
ვაფლის ხვეულებს.
ძალიან კი გავუტიე ოცნებებში: ასე სახელდახელოდ ვაფლის
ხვეულებს აბა როგორ გამოაცხობდა?! თუმცა, ვაფლის ხვეულებს
ვინ ჩივის, პროდუქტებიც კი არ ამოულაგებია ჩანთიდან და არც
ჩაიდნის დადგმით შეუწუხებია თავი. მე რომ შევედი, თაროსთან
იდგა ხელებჩამოშვებული და წიგნებს მიშტერებოდა.შე საბრალო,
მანდ საინტერესო რა უნდა იპოვო – მთელი თარო მარტო ჩემი ძვე-
ლი სახელმძღვანელოებით, დედაჩემის წიგნებით („კითხვის წრეში"
რო უცვლიდნენ ერთმანეთს ქალები) და ფერმერთა კავშირის ჟურ-
ნალის ბოლო 15 წლის ნომრებითაა გამოტენილი.
გუნება წამიხდა. მის ბინაში მთლად საღ გონებაზე ვერ ვიყავი,
მაგრამ მაინც კარგად დამამახსოვრდა, ორი უზარმაზარი კედელი
სულ წიგნის თაროებით რო იყო დაფარული.
– ამაღამ ძილისწინ წასაკითხ წიგნს ხო არ ეძებ? რა გირჩევნია,
„ქიმიის კურსი საშუალო სკოლისათვის" თუ ფერმერთა კავშირის

56
ჟურნალის 1956 წლის ნომრები? სხვათა შორის, იმ წელს მეღორეო-
ბაზე ძალიან საინტერესო რაღაცეებს წერდნენ, – ვიხუმრესავით.
დაღლილმა გამიღიმა, მაგრამ სულ სხვანაირად, ისე არა, მე რო
მომწონს.
სამზარეულოში გავედით. მე ჩაიდანი დავდგი და მაგიდაზე ჭიქე-
ბი დავაწყვე. კრემისფერმა კი ძველი ჟურნალი გადაშალა.
ცოტა უცნაური კი იყო, ასე რო იჯდა და მელოდა, როდის მოვემ-
სახურებოდი. უცებ ალაპარაკდა:
– უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული და „დაგენს ნიუჰეტერ-
ში” გამოქვეყნებულ ორაქტიკული საკითხების ტესტებსაც ადვილად
ვუმკლავდები, მაგრამ არ ვიცოდი, თვითმტვირთავი მანქანები და
ძროხის ბიუსტჰალტერები თუ არსებობდა.
რა უნდა მეპასუხა? მთლად კარგად ვერც კი მივხვდი, რას გუ-
ლისხმობდა. მაგიდაზე საპურე დავდგი. მანაც დაუფიქრებლად აი-
ღო პურის ნაჭერი და განაგრძო:
– შენ კი ამ ყველაფერში ძალიან კარგად ერკვევი, ყოველდღე
გიწევს მუშაობა და შენთვის ეს ნივთები ისეთივე ჩვეულებრივი
რამეა, როგორც ჩემთვის – ლაკანის თეორიები.
– ვისი თეორიებიო? ლაკონის? ეგ ის ტიპია, „ალფა ლავალში“
რომ მუშაობდა, არა? აი, ისა, სეპარატორი რო გამოიგონა.
ახლა კი მივხვდი, რაზეც მიმანიშნებდა, უნდოდა, თავი სულე-
ლად არ მეგრძნო: მერე რა, რო წიგნები არა მაქვს და არც წესიერი
განათლება მიმიღია, სამაგიეროდ, არის რაღაცეები, რაშიც თვი-
თონ ვერ ერკვევა...
მოკლედ, რა... ხასიათი წამიხდა· ვინ ოხერია, მოეთრა აქ და მაწ-
ყნარებს, არა უშავს, ჩემნაირი რო არა ხარო. ეტყობა, წყენა შემატ-
ყო, ცოტა მორიდებით შემომხედა და განაგრძო:
– იმის თქმა მინდოდა, რომ ახლა აქ, ჩემს ადგილას ვინმე
გრძელნაწნავებიანი გოგო უნდა იჯდეს, რომელიც გეტყოდა: ბენი,
ძროხის ბიუსტჰალტერის ახალი მოდელები ნახე? ისე, ახალი თვით-
მტვირთავი ხო არ გვეყიდა, „კრუნე 2004“... მე შენს საქმიანობაში
არაფერი არ გამეგება.

57
– ეგეთი გოგო რო მდომოდა, როგორმე მოვახერხებდი პოვნას,
– შევაწყვეტინე, – მაგალითად, „ლანდში" განცხადებას გამოვაქ-
ვეყნებდი: „გავიცნობ ქალს, ტრაქტორის მართვის მოწმობით. გა-
რეგნობას მნიშვნელობა არა აქვს". მაგრამ რას ვიზამთ, ახია ჩემზე;
სასაფლაოზე რო ვეძებდი ქალებს, აბა, რა მეგონა? ხო,მართლა,
ძროხის მოწველა როდის გასწავლო?
დეზირეს სახეზე ისევ ის ზაფხულის დღესავით ნათელი ღიმილი
გადაეფინა:
– რით ვივარჯიშო?
რა თქმა უნდა, მივუხვდი, რასაც გულისხმობდა, და ვავარჯიშე კი-
დეც. მერე ლოგინამდე ძლივს მივბობღდით. თეთრეულის გამოცვ-
ლის თავი ალღარ მქონდა, ისე, კი გავიფიქრე.
შუაღამისას გამეღვიძა. დეზირე საწოლში წამომჯდარიყო და და-
ფეთებული სულს ძლივს ითქვამდა.
– ერიან, შენა ხარ? – უცნაური ხმით მკითხა და გაოფლილი თი-
თები მხარზე შემახო.
– ნუ გეშინია,შენ გვერდით ვარ, – წავჩურჩულე და მანამ ვეფერე,
სანამ არ დაწყნარდა. მერე ჩემი სამი თითი ტუჩებზე მიიდო, ამოიოხ-
რა და ჩაეძინა.

17

მოხერხებული ფეხსაცმელი და
საიმედო კომპასი ვერაფერს მიშველის,
თუკი არ ვიცი, რუკა როგორ დავიჭირო.

გამეღვიძა. ბენი მთელი მონდომებით მიწნავდა თმას. მომეჩვე-


ნა, რომ ჯერ ისევ შუაღამე იყო. ძილიდან გამოყოლილი კოშმარი
თვალწინ მიტრიალებდა: დამესიზმრა, თითქოს ერიანი მაშველ ჟი-
ლეტს მაცმევდა. ვცდილობდი, მეთქვა, ნიჟარით გადავცურავ, არ

58
მჭირდება-მეთქი, მაგრამ როცა მიმოვიხედე და ნაპირი ვერ დავინა-
ხე, შეშინებულმა კივილი მოვრთე.
ბენიმ გადამატრიალა და ახლა მეორე ნაწნავის კეთებას შეუდგა.
‒ ცოტა უნდა გაგალამაზო. მართალია, დლეს დილის წველა გა-
აცდინე, მაგრამ მაინც, – ბენის თმა სველი ჰქონდა და საპნის სუნი
ასდიოდა.
– მომწყდი თავიდან! – დავუყვირე ხრინწიანი ხმით, – მომშორ-
დი შენი ძროხებიანად! ჯობია, ყავა „ოლე“ და კრუასანები მომართვა
საწოლში და „დაგენს ნიუჰეტერის” კულტურის გვერდები მოაყო-
ლო! მერე თუ გინდა, მიბრძანდი და სოფლის მეურნეობის ახალ ამ-
ბებს უსმინე, ან ჯანდაბამდე გზა გქონია!
ბენიმ ნაწნავები შემიერთა და იმსისქე რეზინით შემიკრა, ველო-
სიპედის საბურავი გეგონებოდა.
– ხვალ ასე უნდა წახვიდე სამსახურში. ხო, ბინძურ ჩექმებსაც
გათხოვებ, კოჭლობით შეხვალ და შენს თანამშრომლებს საქონლის
ჩლიქების მოვლაზე გაესაუბრები.
– კოჭლობით სიარულს რაც შეეხება, სხვა გზა არცა მაქვს. ფე-
ხებშუა ისე დამისივდა ყველაფერი, რო მომიწევს, – მივუგე მე.
– აბა, რა გეგონა, აწყვეტილი ხარის რო არ შეგეშინდა?! – კმა-
ყოფილებით აღნიშნა ბენიმ.
სამზარეულოში ჩავედით. მე ცოტა წინადღის პური წავციცქნე,
ბენიმ კი იმდენი ვაშლის პიურეიანი ცხელი ფაფა შენთქა, რომ გა-
მიკვირდა, ნეტავ სად ეტევა ამდენი-მეთქი. მერე მკითხა, პურის გა-
მოცხობა თუ იციო. ხუმრობით ვუპასუხე:
– უი, რას ამბობ! არ ვიცოდი, პურს საერთოდ თუ აცხობდნენ! მე
მეგონა, ხეზე იზრდებოდა, უბრალოდ, მიხვალ და დაკრეფ, თუ ფუ
ნთუშები გინდა, ცოტა ადრე უნდა მიხვიდე, კარგად დამწიფებული კი
ბატონებად იქცევა.
ბენიმ გაიცინა, თუმცა, ცოტა უხალისოდ. მერე თავისი კარ-მიდა-
მოს დასთვალიერებლად წამიყვანა, ერთი სული ჰქონდა, ჩემთვის
ყველაფერი ეჩვენებინა. მეც მორჩილად წავყევი, თავს ვუქნევდი და

59
„რა კარგია, რა გადასარევიას" მეტს არაფერს ვამბობდი. თუმცა
გულწრფელი ვიყავი: ბენის ფერმა ულამაზეს, ბორცვებიან ადგილას
მდებარეობს და შემოდგომის მიწურულს ოქროსფერი ფოთლები სა-
ოცრად ამშვენებს იქაურობას. საშემოდგომოდ გადახნული მიწის
შავ ბელტებს ნისლი ადგა.
აქა-იქ კი წითელი კენკრა გამოკრთებოდა. დედაჩემი ამისგან
უგემრიელეს ჟელეს ამზადებდაო, ამიხსნა ბენიმ... სილოსით სავსე
უზარმაზარი ცელოფნის პარკები კოხტად ჩაემწკრივებინა ბეღელს
უკან. მერე ბოსელში შევედით. მაძღარი, გაზულუქებული ძროხები
არაბუნერივად დიდები მომეჩვენა. რა გასაკვირია, ნამდვილ ძრო-
ხებს ხომ არც ისე ხშირად ვხედავ. რა თქმა უნდა, მაშინვე ხბოების
სადგომისკე გავქანდი და ულამაზეს, შვლისთვალება ხბოებს ჩემი
თითების წოვის უფლებაც კი მივეცი. ამასობაში ბენიმ თავი გამო-
იდო, ნაკელის გამწმენდი ახალი მოწყობილობები უნდა გაჩვენოო.
ღმერთო, ნუთუ მართლა ეგონა, რომ ამგვარი მოწყობილობები ძა-
ლიან მაინტერესებს?!
ცხვარი ჯერ ისევ საძოვარზე ჰყავდა გაშვებული, მაგრამ უცებ გა-
მომიცხადა:
– არა, უშავს, მალე ჩვენს ფერმაში დავაბრუნებთ.
მოიცა, მოიცა, როგორ თქვა? „ჩვენს ფერმაშიო“?!
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც სხვა ადამიანის სიზ-
მარში ამოვყავი თავი. ნუთუ ეს მართლა მე ვარ? ნუთუ მე ვაბამ ამ
ოცდაოთხი მეწველი ძროხის პატრონ სიმპატიურ ფერმერს? (ხო,
წლიური ნამატი კინაღამ დამავიწყდა). მე ხომ ასეთ თავგადასავალს
ნამდვილად არ ვეძებდი, პირიქით, კარგა ხნის წინ შევეგუე აზრს,
რომ ბოლომდე შინაბერად დავრჩებოდი და სრული მარტოობისგან
თავის დასაღწევად ბევრი-ბევრი ერთ კატას ვიყოლიებდი. ხო, კიდევ
შიგადაშიგ, ძალიან იშვიათად, საყვარლებიც მეყოლებოდა, ჰორ-
მონალური ბალანსი რომ არ დამრღვეოდა.
როგორც მერტა იტყოდა, „ძალიან გადავაჭარბე". შეიძლება ით-
ქვას, ოცდაოთხი ძროხით მეტი მომივიდა.

60
თუმცა,ბენისთვის ეს არ მითქვამს, ისე ამაყობდა თავისი ძროხე-
ბით, რომ მომერიდა.
მერე შინ დაბრუნება მომინდა, ცოტა არ იყოს, ცუდად ვიგრძენი
თავი. ერთ დღე-ღამეში საკმარისზე მეტი ჯვარედინი ნაქარგები და
ნაკელის საწმენდი მოწყობილობები ვნახე-მეთქი, გავიფიქრე ჩემ-
თვის. გარდა ამისა, ჩემი გადაქანცული ქვედა ნაწილები ცხელ აბა-
ზანას საჭიროებდა, მე კი „დაგენს ნიუჰეტერის“ წაკითხვა, სუფთა,
თეთრ ლოგინში წოლა და ბალახების ჩაის დალევა მინდოდა,
თანაც, ცოტა ფიქრი და აზრზე მოსვლა მჭირდებოდა.
მაგრამ სანამ ამ ჩემი აზრების მისთვის გასაგებ ენაზე გამოხატ-
ვას მოვახერხებდი, ბენიმ მაცივრიდან ერთი კილო გაყინული ხორ-
ცის ფარში გამოიღო, გადმომიგდო და სერიოზული გამომეტყველე-
ბით მკითხა, სადილად ხორცის გუფთები ხომ არ გვეჭამაო. ჯერ გა-
ყინულ ხორცს შევხედე, მერე – ბენის, მერე – ისევ ხორცს და ისევ –
ბენის. ბოლოს სრულიად უადგილოდ წამოვყრანტელე:
კულტურული შოკის სტადიაში ვარ და ცოტა ხნით ჩემს ჩვეულ გარე-
მოში უნდა დავბრუნდე-მეთქი.
ბენიმ ისე დაკვირვებით შემომხედა, რომ მეგონა, მგრძნობიარე
გრძელი საცეცებით გადაუარა ჩემს სახეს. ვერაფერს იტყვი, სხვისი
განწყობის ამოცნობა ნამდვილად ეხერხება. ეს თვისება მართლაც
რომ საჭიროა, მით უმეტეს, თუ ოთხფეხა, უტყვ არსებებთან მეგობ-
რობ.
უცებ სახიდან მომაჯადოებელი ღიმილი გაუქრა და ცივად მით-
ხრა:– მანქანით წაგიყვან. კვირაობით აქ ავტობუსი არ დადის
ერთი სიტყვით, ქალაქამდე ორმოცი კილომეტრი მანქანით მა-
ტარა, მერე ნაჩქარევად მომეფერა ქუდზე და მანქანიდან გადმომ-
სვა, საღამოს წველისთვის ეჩქარებოდა.
როცა კარი გავაღე და თვალი მოვავლე ჩემს ბინას, სადაც გუშინ
ყველაფერი თავდაყირა დავაყენეთ, განწყობა შემეცვალა და სას-
წრაფოდ კარისკენ გავიქეცი. იქნებ ჯობდა, გაყინული ფარშისთვის
მომეხერხებინა რამე და ასე ბენის ღიმილი შემენარჩუნებინა-მეთ-
ქი?

61
თუმცა, მეეჭვება, ოდესმე გუფთების გაკეთება მოვახერხო. უბე-
დურება ის არის, რომ მე და ერიანი ვეგეტარიანელები ვიყავით, მი-
სი სიკვდილის შემდეგ კი მხოლოდ ნახევარფაბრიკატ გუფთებს
ვჭამ. მას შემდეგ, რაც ცალკე ვცხოვრობ, სახლში გაკეთებული გუფ-
თები თვალით არ მინახავს.
თავის დროზე დედაჩემი აბა, იმას როგორ დაუშვებდა, მის პაწა-
წინა დეზირეს ნიჭიერი ხელები ცხიმიან ფარშში გაესვარა. ახლა კი
გვიანია, ძალიანაც რომ ვთხოვო, მაინც ვერაფერს მასწავლის. ბო-
ლოს მის სანახავად რომ მივედი, ექთანი ვეგონე, კარინს მეძახდა
და მეჩხუბებოდა, ყავა რატომ არ მომიტანეთო... სახლში შევბრუნდი
და აბაზანაში წყალი მოვუშვი.

18

არა, განა ვერ მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. შევატყვე,
რომ ფერმის დათვალიერება ისევე აინტერესებდა, როგორც ჩემი
კუჭის მოქმედების ამბები.
ისე, ზრდილობიანი ყოფილა, შიგადაშიგ ჭკვიანურ კითხვებსაც
მისვამდა. თუმცა მაინც ეტყობოდა, რომ ინტერესით ნამდვილად არ
კვდებოდა.
თავს კი ვირწმუნებდი, დეზირეს ბიბლიოთეკაში რო წავეყვანე და
თაროებზე მიკრული ასოების ან კატალოგების სისტემის მნიშვნე-
ლობა აეხსნა, მეც ასევე არ დამაინტერესებდა-მეთქი, თუმცა არაფე-
რი გამომდიოდა – წიგნები მაინც წიგნებია, ამხელა კარ-მიდამოს-
თან რა მოსატანია.
მერე გაყინული ფარში გადავუგდე და იმწამსვე მივხვდი, რამხე-
ლა შეცდომა დავუშვი.
არადა, უნებურად მომივიდა. ჩემ გარშემთ ყველა ასე ცხოვრობს:
კაცები თავიანთ ქალებს ნანადირევი ცხენირმებით ამარაგებენ და
წარმოდგენაც კი არა აქვთ, როგორ და რანაირად გადაიქცევა ეს ნა-

62
ნადირევი სადილად. არც აინტერესებთ – მათი საქმე მარტო ხორ-
ციანი წვნიანის ხვრეპაა. ხოდა, მეც ვიფიქრე, სანამ მე ხბოების სად-
გომს მივხედავ, დეზირე ცოტა საჭმელს გააკეთებს, კარგად დავნაყ-
რდებით და ჭამის შემდეგ, საღამოს წველამდე, ცოტა ხნით წამო-
კოტრიალებასაც მოვასწრებთ-მეთქი. დეზირემ კი ისე დახედა პა-
კეტს,თითქოს ცხვირწინ გაყინული ფუნა ედო, მერე უცებ სახლში
დაბრუნება მოინდომა... მოკლედ, მივქარე.
ქალაქამდე ჩუმად ვიარეთ. მას მთელი გზა ჩემ კისერზე ედო ხე-
ლი და შიგადაშიგ თმაზე მეფერებოდა, თითქოს თითებით მებოდი-
შებოდა: შენი წყენინება სულაც არ მინდოდა, არ გეგონოს, რომ
ამით ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა.
საღამოს ბენგრ-ორანთან და ვიოლეტთან წავედი სტუმრად.
– შენთან უცხო გოგო დავინახეთ... – ცნობისმოყვარეობა ვერ
დამალა ვიოლეტმა.
ბენგტ-იორანმა თვალი ჩამიკრა, მეგობრულად გამკრა მუჯლუ-
გუნი და ეშმაკური ღიმილით გამიყვანა გვერდზე, გეგონებოდა, ეს-
ესაა, პორნოს ერთად ვუყურეთო. ხო, ისე, რა დასამალია და ადრე,
სანამ ვიოლეტს მოიყვანდა ცოლად, ერთად მართლა ვუყურებდით
პორნოებს.
– ქალაქელია? – ბენგტ-იორანი რატომღაც დარწმუნებულია,
რომ ქალაქელი გოგოები სულ ატეხილები არიან, გამომწვევი, შუ-
აში ჩახსნილი შავი ტრუსები აცვიათ და, როგორც კი კაცთან ოთახში
მარტო აღმოჩნდებიან, ეგრევე ფეხებს გადაუშლიან. მეცინება, ჩვე-
ნი ქალაქი აბა რა ისეთი დიდია... თანაც, ამ ბენგტ-იორანის დაიკო
იყო, ქეჩოში ხელი რო ჩამავლო და თივის ზვინზე მიმაგდო. მე თოთ-
ხმეტი წლის ვიყავი, ის – ჩვიდმეტის; ჩემთვის პირველი იყო (და იმ
გოგოსთან – უკანასკნელიც). მერე კაი ხანს მეშინოდა მისი და ვე-
მალებოდი. გამომწვევი და ჩახსნილი კი არა, ტრუსები საერთოდ არ
ეცვა. ბენგტ-იორანის დაიკომ მალე ოთხი შვილი გააჩინა და სუმოს
მოჭიდავესავით გასივდა...
– კი, ქალაქელია. სასაფლაოზე ვიპოვე. ვიპოვე კი არა, შემთხვე-
ვით შევხვდი.

63
– ხო, ცოტა უფერული კია, – გაიხუმრასავით ბენგტ-იორანმა,
მაგრამ მაშინვე მოკეტა, რადგან ვიოლეტმა თვალები დაუბრიალა.
– სასაფლაოზე? – სიტყვა ჩამოართვა ქმარს, – ოხ,ბენი, ყოველ-
თვის რაიმე უჩვეულო უნდა მოიგონო ხოლმე!
არ ვიცი, საიდან მოიტანა ვიოლეტმა, რომ უჩვეულო კაცი ვარ,
ნეტავ ამისთანა რა განსაკუთრებული გამიკეთებია. ალბათ, ის ქე-
იფი არ ავიწყდება – ცოტა შევთვერით და ერთმანეთს გული გადა-
ვუშალეთ.
მაშინ ვუთხარი, ბენგტ-იორანმა კარგი არჩევანი გააკეთა, შენ
რო მოგიყვანა ცოლად, სოფლელობიდან ცოტათი მაინც გამოიყვან-
მეთქი. ფუ, ეს რამ მათქმევინა, დღემდე მრცხვენია, რო მახსენდება!
– ერთი შეხედე, – სლოკინ-სლოკინით ვუხსნიდი ვიოლეტს, – აქ
ხალხი ერთობა, ეგ კიდევ მუდოსავით ზის.
– ბევრი დალია და ცუდადაა, – ცივად მომიგდო ვიოლეტმა. მარ-
თალიც აღმოჩნდა: ბენგტ-იორანმა მაშინვე იასამნის ბუჩქს დაარ-
წყია...
– უბრალო გუფთების გაკეთებაც კი არ იცის, მარტო წიგნების
კითხვა და ვიღაც ლაკონის თეორიებზე ლაპარაკი ეხერხება, – და-
ვიწუწუნე მე. ვიფიქრე, ყველაფერს თავიდანვე გადმოვალაგებ, მე-
რე რომ არ ეგონოთ, ყავაზე და ვაფლის ხვეულებზე დავპატიჟებ ან
მალე ნიშნობა გვექნება-მეთქი. ეგღა მაკლია!
– გუფთების გაკეთება არ იცის?! – წამოიძახა ვიოლეტმა და კმა-
ყოფილებით გადახედა მაგიდას, რომელზეც ტაშტისხელა ჯამი იდგა
მადის აღმძვრელად დაბრაწული გუფთებით, – ხო, მართლა, გად-
მოგიღო?
– ჩემი რჩევაა, ბენი, – ბენგტ-იორანმა ისევ ეშმაკურად გადმომ-
ხედა, – ცოტა გაიჯეჯილე და მორჩა! არ შეცდე და უღელში არ გაყო
თავი!
ბენგტ-იორანის წრეში წარმოუდგენელია, კაცს ისეთი ქალი მო-
ეწონოს, ვინც გუფთის კეთება არ იცის, ცოლად მოყვანაზე ხო ლაპა-
რაკიც ზედმეტია.

64
მერე, როცა ვიოლეტმა საკუთარი ხელით დაკრეფილი ლინგუ-
ნის საწებლიანი თეფში გადმომიდგა, ლამის მეც ბენგტ-იორანის აზ-
რზე დავდექი.

19

მძულს მარტოობა.
უხმო წუთები ეწნის წვერზე მადნება.
ჩემს ოთახში მზის სხივზე მხოლოდ
მტვერი ბრჭყვიალებს.
ჩემი ბინის ფანჯრები სამოთახიანი ბინებით შემოსაზღვრულ
ეზოში გადის. ეს რაიონი დაახლოებით ოცი წლის წინ გააშენეს, მა-
შინ დარგული ხეები ახლა უკვე ჩემს ფანჯრებამდე აღწევს, ქვიშის
სათამაშო მოედნებზე კი იშვიათად თუ გამოჩნდება ვინმე. ბავშვები,
თხუთმეტი წლის წინ რომ თამაშობდნენ აქ, კარგა ხნის წინ გადავიდ-
ნენ და შუახნის მშობლები მარტონი დატოვეს. აქ სულ წესიერი, გა-
წონასწორებული და წყნარი ხალხი ცხოვრობს, ზედმეტად არ შეგა-
წუხებენ.
ასე რომ, ჩემს ეზოში ყოველთვის სრული სიჩუმეა. ფანჯრები სამ-
ხრეთით გადის და ხის ჟალუზებიდან შემოსული მზის სინათლე ჩემს
თეთრ ტახტებს ზოლებად სერავს. ძალიან იშვიათად კიბიდან ნაბი-
ჯების ხმა მესმის ხოლმე. მე ბოლო სართულზე ვცხოვრობ. ფანჯარას
რომ ვაღებ, აივნიდან ერიანის დარგული ფიკუსის ფოთლების შრი-
ალი მესმის. თუმცა, ძალიან მცივანა ვარ და ფანჯარას მალევე ვხუ-
რავ, ის კი არა, გათბობა უკვე ბოლომდე მაქვს ჩართული – ტემპე-
რატურა 23 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს.
თეთრშალითიან ტახტზე წოლა და დასერილი მზის სხივებით
ტკბობა მიყვარს. ზოგჯერ ხელს მაღლა ავიშვერ და მზის სხივებს თი-

65
თებს „ვასერინებ”. ბინაში სრული სიჩუმეა, მაცივრის ხმასა და შე-
მოდგომის სუსხს სასწაულით გადარჩენილ ბუზს თუ არ ჩავთვლით,
ფანჯარას გამეტებით რომ ეხლება.
რასაკვირველია, მშვენივრად მესმის, რომ ბენისთან არაფერი
გამომივა.
ამაზე ფიქრიც არ ღირს. ეს იგივეა, სადმე სამხრეთ ქვეყანაში,
შვებულების უკანასკნელ დღეს, უზარმაზარი ხეების ჩრდილში ნება-
ნება წრუპავდე „რეცინას”,აქ ცხოვრებასა და მუშაობაზე ოცნებობ-
დე, თავს ტერასიანი პატარა თეთრი სახლის დიასახლისად წარმო-
იდგენდე და არც იმას ივიწყებდე, რომ დაახლოებით ხუთ საათში უჟ-
მურ წვიმიან ამინდში „არლანდასთან“6 იყურყუტებ, მეორე დღეს კი
სამსახურში ქაღალდებით გადატენილ მაგიდას დააცხრები და ამ შე-
ნი შვებულებიდან მხოლოდ გარუჯული კანი შეგრჩება. ისიც ერთ-
ორ კვირაში ჩაირეცხება აბაზანაში და მორჩა.
თუმცა, ბენიზე მაინც ვოცნებობ... იმ ჩვენს სიცელქეს რა დამავიწ-
ყებს. არა, რაღაცნაირად, ალბათ, მაინც შესაძლებელია ამ ყველაფ-
რის შენარჩუნება! მაგალითად, ტანსაცმლის კარადაში ჩავამ-
წყვდევდი, სანამ სამსახურიდან დავბრუნდებოდი. აი, როგორც იმ
საკულტო ფილმშია, ანტონიო ბანდერასი რომ თამაშობს.
ვცდილობ, წარმოვიდგინო, მისი ცხოვრების სტილს როგორ მო-
ვერგებოდი, თუმცა არაფერი გამომდის.
არ მეგონა, თითქმის ჩემს თანატოლ შვედ კაცთან, რომელიც
სულ რაღაც ორმოცი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს ჩემგან,
კულტურულ შოკში თუ ჩავვარდებოდი. ზოგჯერ მგონია, ვინმე მორ-
წმუნე მუსულმანს უფრო ადვილად შევეწყობოდი, ვიდრე ბენის.
წარმომიდგენია შავგვრემანი, სევდიანთვალება, გამხდარი მა-
მაკაცი, რომელიც იძულებული შეიქნა, პოლიტიკური თავშესაფარი
ეთხოვა შვედეთში; აქ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ, სპარსული
პოეზიის კრებულებით სავსე ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს; დღი-

6 აეროპორტი სტოკჰოლმში

66
სით დამლაგებლად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ თავის სამ-
შობლოში უმაღლესი განათლება მიუღია; საღამოებს კი თავის პო-
ლიტიკურ თანამოაზრეებთან ან თანამოკალმეებთან ერთად ატა-
რებს სიგარეტის კვამლით გაბოლილ კაფეებში. ჩემს წარმოდგენა-
ში ჩვენ ერთად დავდივართ სახალხო კინოთეატრებში7 და დაუვიწ-
ყარი შავ-თეთრი ფილმებით ვტკბებით. მე მის კულტურას თანდათან
ვეცნობი, მის ლექსებს შვედურად ვთარგმნი და ქუჩაში შემოწირუ-
ლობებს ვაგროვებ დიქტატორის წინააღმდეგ საბრძოლველად. მა-
სავით მეც ლამაზ ხალიჩებზე ვზივარ და უცხო სანელებლებით შეზა-
ვებულ გემრიელ კერძებს მივირთმევ...
სამაგიეროდ, სრულიად წარმოუდგენელია ბენის ამაზრზენ სამ-
ზარეულოში გუფთების კეთება და მისი ოცდაოთხი ძროხის მონობა
მთელი ცხოვრება! ან თუნდაც ჩაბინძურებული საშხაპის წმენდა,
წყლის გასაცხელებლად ღუმლის გახურება და „ლანდში" დაბეჭდი-
ლი სტატიების განხილვა! საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ
ეს ყველაფერი მე უნდა ვაკეთო!
მოკლედ, ცოტათი რასისტი ვარ, მაგრამ ერთობ უცნაური.
ამგვარი ფიქრების მიუხედავად, რამდენიმე დღე ტელეფონთან
ვიჯექი და თითებს ვიმტვრევდი. ზოგჯერ იმიტომ, რომ არავინ რეკავ-
და; ზოგჯერ იმიტომ, რომ მე ვერ ვბედავდი დარეკვას. თინეიჯერი-
ვით ვგრძნობდი თავს და ეს დამამცირებელი შეგრძნება როგორმე
რომ მომეშორებინა თავიდან, საღამოობით შინ აღარ ვრჩებოდი.
სამსახურში საჭიროზე მეტ დროს ვატარებდი, კინოში დავდიოდი,
დაუოჯახებელ კოლეგებთან ერთად ბარიდან ბარში დავეხეტებოდი.
გაოცებული კოლეგები ხშირად მეუბნებოდნენხ, უჩვეულოდ ხა-
ლისიანი და მეგობრული გახდიო. ჰოდა, მართლებიც იყვნენ!
შემოდგომის მოქუფრულმა ამინდმა ჟალუზებიდან შემოსული
მზის სხივებით ტკბობის სიამოვნებაც წამართვა. ნაცრისფერ დღეებ-
ში ჩემს ბინაში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც დანტისტის მისაღებ-

7სახელმწიფო დისტანციაზე მყოფი კინოთეატრების სისტემა შვედეთში, სადაც


არაკომერციულ კინოს აჩვენებენ და ბილეთები უფრო იაფია

67
ში. ამ საცოდაობას მხოლოდ ბენის მიერ დაბადების დღეზე ნაჩუქა-
რი პლაკატი ახალისებდა – ნიჟარაში მდგარი შეყვარებულები მზის
ამოსვლის ფონზე.
იმ დღეებში ბენი საათში ერთხელ მაინც მახსენდებოდა.
ბიბლიოთეკაში უკვე მთელი მონდომებით ვკითხულობდი „ლან-
დის" ნომრებს, რაც ლილიანს არც გამოჰპარვია და არც გაოცების
ხმამაღლა გამოხატვას მორიდებია დიდად. მოვატყუე, კომუნის და-
ვალებით ნაკელის გასუფთავების შესახებ რაღაც სტატიას ვეძებ-
მეთქი.
ულოფიც ზოგჯერ კითხვით სავსე თვალებით მიყურებდა, თუმცა
ყოფნიდა იმდენი ჭკუა, რომ არაფერი ეკითხა.
ერთ მშვენიერ დღეს კი უცნაურად ავიხირე შესვენებაზე საჭმე-
ლად იმ კაფეში წასვლა, სადაც ძირითადად ემიგრანტი მამაკაცები
დადიან ხოლმე. ჩემი დაჟინებული მზერა არაადეკვატურად აღიქვეს
და რამდენიმე ისეთი სულელური დიალოგის გამართვა მომიწია,
რომ გახსენებაც არ მინდა. თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რა საეჭ-
ვო მიზნებით (უფრო სწორედ, იდიოტური მიზნებით) მივედი იმ კაფე-
ში, დღემდე მრცხვენია.
უშინაარსო დღეები წაეწყო ერთმანეთს და ისევ დეპრესიაში ჩავ-
ვარდი. მერტა ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო. მარტოობისგან გაგი-
ჟებული მთელ ღამეებს აბაზანაში ვატარებდი, წყალში იმდენ ხანს
ვიწექი, სანამ კანი მთლად არ გამიფითრდებოდა და დამინაოჭდე-
ბოდა. ბიბლიოთეკიდან ფენტეზის იაფფასიანი რომანებით სავსე
პარკებს ვეზიდებოდი. პეპლის ფორმის საპონს კი მანამდე არ მო-
ვეშვი, სანამ ხელებში არ შემომადნა.
როგორ მოხდა, რომ ასე კარგად დაწყებული ურთიერთობა ასე
საშინლად დამთავრდა?
როგორც ჩანს, ეს შეკითხვა ბენისაც აწუხებდა, რადგან ერთხე-
ლაც კი არ შემხმიანებია.

68
20

დეზირესთან დასარეკად ყურმილს ვიღებდი, მაგრამ ნომრის აკ-


რეფის მაგივრად, გაშტერებული ველოდებოდი, როდის შეწყდებო-
და ზუმერი. ხომ გამომიცხადა, კულუტურული შოკი დამემართა და
მარტო ყოფნა მჭირდებაო. ხოდა, მის ზარს მთელი სამი დღე ველო-
დი. ბოლოს და ბოლოს, გავბედე და მე თვითონ დავურეკე, მაგრამ
ყურმილი არავინ არ აიღო.
მერე ერთ ძველ ღია ბარათს, რომელსაც „გისურვებ გამოჯან-
მრთელებას" ეწერა, დეზირეს მისამართი დავაწერე, მარკაც დავაკა-
რი და... დავხიე.
ერთი პირობა ისიც კი გავიფიქრე, მოდი, ქალაქში წავალ და ბიბ-
ლიოთეკაში შევუვლი-მეთქი. მერე მივხვდი, რო ნამეტანი იქნებოდა
ამასობაში ამინდი თანდათან სულ უფრო გაუარესდა. ცხვრის ჩა-
მორეკას მთელი ორი დღე მოვუნდი. კიდევ კარგი, მეზობლის ცამე-
ტი წლის ბიჭი მომეხმარა. წელს ცხვრებს დიდხანს მოუწიათ საძო-
ვარზე დარჩენა და ისეთი დაკუნთულები იყვნენ, კაი სპორტსმენს
რო შეშურდება: ღობეებს თავისუფლად ახტებოდნენ და შველივით
სწრაფად დარბოდნენ. ხორცკომბინატში რო ჩამებარებინა, ვერა-
ფერ ხეირს ვერ ვნახავდი, თითო ცხვარში დიდი-დიდი მაკდონალ-
დსში ერთ წასვლაზე სამყოფი ფული მოეცათ. თვითონ რო დამეკლა,
არც ამას ექნებოდა აზრი; მართალია, ბებერი ნილსონი მომეხმარე-
ბოდა, მაგრამ ამ კუნთებად ქცეულ ხორცს მაინც ვერაფერში გამო-
ვიყენებდი. მოკლედ, მე და მეზობლის ბიჭი იმ ჭყაპში გამწარებულე-
ბი დავრბოდით და თან ყელის ჩაფხრეწამდე ვიგინებოდით. უფრო
მეტად ბიჭი იგინებოდა – ცხვრებს სულFuck you უძახა.
ვერ ვხვდები, რა ჯანდაბად მინდა ეს ცხვრები. თავის დროზე დე-
დაჩემმა იყიდა რამდენიმე ცხვარი. მაშინ რაღაც თექის კურსებზე
დადიოდა და მატყლს ამისთვის იყენებდა. კიდევ ისეთ გემრიელ მო-

69
შუშულ ცხვრის ხორცს აკეთებდა ლობიოთი და კარტოფილით, თი-
თებს ჩაიკვნეტდი. აზრად არ მომსვლია, ეს მაინც მესწავლა. თუმცა,
არც იმაზე მიფიქრია, რო დედა როდესმე მომიკვდებოდა.
ხოდა, დედაჩემის ცხვრებია და ამიტომ ვერ ველევი, ჯერ ისიც
ვერ მომინელებია, რო მისი სიკვდილის მერე გადავყარე მისი სათ-
ვალეები, წამლის კოლოფები, ქსოვის ჟურნალები და კაბები, ჯერ
კიდევ დედაჩემის სუნი რო შერჩენოდათ... ახალი გარდაცვლილი
იყო, რომ მოულოდნელად მისი ოთახის დალაგება მომიხდა. ძალი-
ან კი განვიცადე – აბა, წინასწარ ვინ გამაფრთხილებდა, რო ასეთი
რამის გაკეთებდა მომიწევდა. ხოდა, ყველაზე ადვილი გამოსავალი
მოვძებნე, ყველაფერი ერთად მოვხიკე, ძველ ჩემოდნებში ჩავალა-
გე და სხვენში ავიტანე. მის ოთახში არაფერი შემიცვლია, მარტო
თეთრეული გამოვცვალე. ფანჯრის რაფაზე ქოთნით ლამაზი, მოიის-
ფრო ყვავილები იდგა... ახლა, რა თქმა უნდა, ყველა გახმებოდა, ყუ-
რადღება აღარ მიმიქცევია...
ეს კულტურული შოკი რაღა ჯანდაბაა?
თითქმის მთელი დღე ქალაქში ვიყავი, რაღაც საქმეები მოვაგვა-
რე. ყველგან დეზირე მელანდებოდა, კოოპერატივშიც, რკინეულო-
ბის მაღაზიაშიც და რძის ქარხანაშიც!
ბენგტ-იორანი ზედიზედ ორი საღამო მოდიოდა ჩემთან, ეტყობა,
ჩემი ქალაქელი გოგოს ნახვა უნდოდა.
– არ ვიცი, არა მგონია, კიდევ წამოვიყვანო ჩემთან, – გამოვუც-
ხადე ერთხელაც. გაკვირვებისგან კინაღამ ენა გადაყლაპა. ხოდა,
ძალიანაც კარგი, ეგონოს, რო ქალებს ერთხელ ვხმარობ და მერე
ვაგდებ. აბა, იმას ხო არ მოვუყვები ბენგტ-იორანს, რო დეზირე ძა-
ლიან მენატრება და ღამ-ღამობით ტელეფონთან ერთად მძინავს.

70
21

უფალს ეახლნენ ქერუბიმები,


შემკრთალნი ერთობ,
„რა აუგიათ სალამითსა და სულამითს,
იხილე, ღმერთო!"

საქარიას ტოპელიუსი „ზამთრის ქუჩა“8

მერტა კოპენჰაგენიდან დაბრუნდა. დღის ბოლოს სამსახურთან


დამხვდა ლუდის ბოთლებით სავსე პარკითა და სუვენირით: თოვ-
ლიან მინის ბურთში მოთავსებული შეყვარებული წყვილით (პლას-
ტმასის, რა თქმა უნდა). ჩემთან ავედით, ჩაი დავაყენეთ და ტახტებზე
წამოვწექით.
როცა ვთხოვე, ამიხსენი, კოპენჰაგენში ასეთი რა ჩაიდინეთ-მეთ-
ქი, პასუხს თავი აარიდა.
– რა დროს ჩემზე ლაპარაკია! ახლა შენ ხარ მთავარი გმირი!
მეც ავდექი და მთელი იმ კვირის სრულიად უცენზურო ანგარიში
ჩავაბარე. მერტასთვის ამბების სხვანაირად მოყოლას აზრი არა
აქვს, მაინც ჩაგეძიება და ბოლომდე დაგცინცლავს ყველა უსირ-
ცხვილო წვრილმანს.
არაფერი დამიმალავს, არც ის ვულგარული საფლავის ქვა, არც
გოიმური კეპი, არც ნაქარგი „შედევრები“, არც მკვდარი ბუზები და
არც ხავსიანი შპალერი.
– არ მესმის, რას მიედ-მოედები, ჩაიქირქილა მერტამ, – ასეთი
გამრთობი გიპოვია და ინტერიერის დეტალებზე მეწუწუნები! სულ
ფეხებზე არ გკიდია ნაქარგი ტილოები? სხვათა შორის, ისიც უნდა
გაითვალისწინო, რომ თვითონ კი არ მოუქარგავს, უბრალოდ,
მშობლების ხსოვნას სცემს პატივს. შენ რა, სულელურად გჯეროდა,
რომ შვედი სოფლელები ლარსონის9 სახლებში ცხოვრობენ?

8 საქარიას ტოპელიუსი (1818-1898)- შვედურენოვანი ფინელი მწერალი


9 ცნობილი შვედი მხატვარი

71
მერტას სიტყვებზე დავფიქრდი. როგორც ჩანს, მართლა კარლ
ლარსონის ნახატებივით წარმომედგინა სოფლის სახლები: უშვე-
ლებელი სამზარეულო, ღუმელში აბრიალებული ცეცხლით, კედ-
ლებზე სპილენძის ქვაბებით, ჭერში კი, შინ გამომცხვარი, შუაში გახ-
ვრეტილი პურეული ჰკიდია. მერტამ ზუსტად ათიანში მოარტყა და მე
თავის მართლება ვცადე:
– კარგი რა, მერტა. მშვენივრად გესმის, რომ ინტერიერი არა-
ფერ შუაშია. უბედურება ისაა, რომ ჩვენ რადიკალურად განსხვავე-
ბული ცხოვრების სტილი გვაქვს. ჩემს სახლში ჯვარედინი ტექნიკით
ნაქარგი ტილო ვერასოდეს მოხვდება და, არა მგონია, ბენიმ კეთე
კოლვიცის რეპროდუქცია ჩამოკიდოს! გემოვნებაზე არ ვსაუბრობ!
მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ!
– ეს ნიჟარაში ჩამხტარი შეყვარებულები რატომღა გაიკარი? –
ჩამჭრელი კითხვა მესროლა მერტამ.
– იმიტომ რომ, ბენიმ ისე გამახარა... – ჩავიბუტბუტე.
მერტამ კმაყოფილებით დააქნია თავი და მე ისევ შეპასუხება
ვცადე
– ჰო, მაგრამ, აბა წარმოიდგინე, როგორ ვზივარ პატარა სკამზე
და ფეხებშუა ვედროგაჩრილი როგორ ვწველი ძროხას!
– შენ მანდ სამუშაოს საძებნელად წაბრძანდი? – აღშფოთდა
მერტა, – ამ კაცთან ისეთი სექსი გქონდა, ასი წელი რომ არ გქონია!
და სანამ ერთად იყავით, გულიანადაც ხარხარებდი. აბა, გაიხსენე,
იმ ფრინველების მინისტრთან, შენი ქმარი რომ ერქვა, თუ განგიც-
დია მსგავსი რამ?! ჰოდა, ბუზის განავალს ჩივი?! რა ლაჩარი ხარ!
რისა გეშინია? მიდი და ისიამოვნე! თუ ის გირჩევნია, საძინებელში
შეკეტილი შენი ქათქათა საბნის ქვეშ იმალებოდე მთელი ცხოვრე-
ბა?!
– რა ვქნა, როგორ მოვიქცე? წარმოდგენა არა მაქვს, ბენი რა
ჭკუაზეა. ერთხელაც არ შემხმიანებია!
მერტამ თავისივე ნაჩუქარი თოვლიანი შეყვარებულები გამომი-
წოდა:

72
– ახლა მოკიდებ ხელს ამ სათამაშოს, ნახევარფაბრიკატ გუფ-
თებსა და ლუდს იყიდი და ხვალ საღამოს სიურპრიზს მოუწყობ, გა-
საგებია? პირველი ნაბიჯი ხომ იმან გადმოდგა, ჰოდა თუ გინდა, რომ
ამ ურთიერთობიდან რამე გამოვიდეს, შენი ჯერია! თუ გინდა, ჩემს
მანქანას გათხოვებ.
უცებ სულამითი და სალამითი გამახსენდა, საქარიას ტოპელიუ-
სის ლექსიდან „ზამთრის ქუჩა“. ეს ლექსი ბავშვობიდან მიყვარს,
თუმცა, ადრე აზრი ნაკლებად მესმოდა. დედაჩემის დახმარებით ზე-
პირად ვისწავლე და ისიც დიდის ამბით დამაყენებდა ხოლმე მაგი-
დაზე და საზეიმოდ მაკითხებდა თავისი მარად დაღლილი სტუმრე-
ბის წინაშე.
ლეგენდის მიხედვით, სალამითი კაცი იყო, სულამითი – ქალი.
სხვადასხვა ვარსკვლავზე ცხოვრობდნენ.იმდენად უყვარდათ ერ-
თმანეთი, რომ ერთმანეთთან მისაღწევად ვარსკვლავებისგან კოს-
მოსში ხიდის შენება დაიწყეს. უცებ წარმოვიდგინე, ბენი საქმეში ჩა-
ხედული კაცივით როგორ მონდომებით აშენებდა ვარსკვლავების
ხიდს, მე კი ამასობაში მისკენ მივიწევდი, ვარსკვლავიდან ვარ-
სკვლავზე ვხტებოდი, თითქოს ეს ვარსკვლავები ოკეანეში მოცურა-
ვე ყინულის ნაგლეჯებიაო...
მერტას რჩევებს ყოველთვის არ დაეჯერება, მაგრამ რაც მთავა-
რია, ყოველთვის აქტიურობისკენ მომიწოდებს. მეორე საღამოს დი-
დი კალათა ლუდით, გაყინული გუფთებით, კარტოფილის მზა სალა-
თითა და მაღაზიაში ნაყიდი ნამცხვრით გავავსე, თოვლიანი შეყვა-
რებულები ოქროსფერ ქაღალდში შევფუთე და მერტას მანქანით ბე-
ნის ფერმისკენ ავიღე გეზი.
დავაკაკუნე, მაგრამ არავინ მიპასუხა, თუმცა, კარი ღია იყო და
სამზარეულოში სინათლე ენთო, ასე რომ, თამამად შევედი. ჭურ-
ჭლის ბაკანთან მდგარი სულელურ სარეკლამო არხზე მომართული
რადიო მთელი ხმით ღრიალებდა. სასწრაფოდ სხვა ტალღაზე გა-
დავრთე, მეზღვაურებისთვის ამინდის პროგნოზს გადმოსცემდნენ,
და დიდი შემართებით შევუდექი იქაურობის დალაგებას. ფოჩებიან

73
ფარდებს მალე შევაჩვიე თვალი და თავი ბავშვივით ვიგრძენი, თით-
ქოს სახლობანას ვთამაშობდი. მაგიდიდან ფაფაშემხმარი თეფში
ავიღე და ბაკანში ჩავდე, სადაც უკვე ეგდო ერთი ლანგარი.
მერე კარადებში ჭურჭელი და დანა-ჩანგალი ვიპოვე, მუხის კა-
რადიდან მოქარგული გადასაფარებელი გამოვიღე, სუფრა გავშა-
ლე და ზეთიან ტაფაზე გუფთების შეწვას შევუდექი. როცა სარდაფი-
დან ბენის ნაბიჯების ხმა მომესმა, ნამდვილი „დეჟა ვუ“ დამემართა:
ეს ხომ უკვე მოხდა-მეთქი, გავიფიქრე.
– რა ჯანდა... – სამუშაო კომბინეზონში ჩაცმული ბენი სამზარეუ-
ლოს კარში ქანდაკებასავით გაშეშდა. მერე ტანსაცმელზე აკრული
თივა ჩამოიფერთხა, ჩემკენ გამოქანდა და ისე ჩამეხუტა, კინაღამ
ნეკნები დამამტვრია.
– გუფთები? – ჩაეცინა ბენის, – რაო, ახლა არ მითხრა, მე თვი-
თონ შევწვიო!
– იმედი ნუ გექნება, რომ ყოველდღე მოგართმევ, – ძლივს ამოვ-
ღერღე და ბენის ბოსლის სუნით აყროლებულ ნარინჯისფერ ქურ-
თუკში ჩავრგე ცხვირი.

22

გუფთები უკვე ყელში კი ამომივიდა, რადგან ვიოლეტმა გუფთე-


ბით სავსე უზარმაზარი თასი გამომატანა და მთელი სამი დღე მაგის
მეტი არაფერი მიჭამია, მაგრამ დეზირესგან მაინც ძალიან მესია-
მოვნა – ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს მოიფიქრებდა.
იმ ღამეს დეზირე ჩემთან დარჩა და თეთრეულს რო ვცვლიდი,
მითხრა, მენსტრუაცია მაქვს და იმედია, ლოგინს არ დაგისვრიო.
როგორმე გადავიტან-მეთქი, გავუღიმე.
ძალიან მომეწონა დეზირეს პირდაპირობა, რაღაცნაირად შინაუ-
რულად მითხრა. რიგით, შემთხვევით საყვარელთან, აბა, რომელი
ქალი გაიქცევა, როცა თვიური ეს-ესაა დაეწყო. ამ სიტყვებით თით-
ქოს მაგრძნობინა, რომ მე მისთვის ჩვეულებრივი საყვარელი არ ვი-

74
ყავი და ლოგინში კოტრიალს სულაც არ ჩქარობდა და რომ მხო-
ლოდ ამისთვის არ მოსულა ჩემთან.
რა დასამალია და, მინდა, რო დეზირემ თეთრეულზე ლაქა დამი-
ტოვოს, სამახსოვროდ. ამისთანა გარყვნილებას ალბათ რამე ლა-
თინური სახელი ექნება, საწოლში რამდენიმე საათს ვილაპარაკეთ.
ისეთი ბედნიერები ვიყავით, რომ ენას ვერ ვაჩერებდით, ყველა სიტ-
ყვა მახსოვს.
– ერთი კაი, ნამდვილი კულტურული შოკი უნდა მოგიწყო! ჯერ
სადა ხარ, დამაცადე! ჩავიცვამ ხალხურ ტანსაცმელს – ყვითელ
შარვალს და ორბორტიან პერანგს ვერცხლისფერი ქამრით. შენ ჟი-
ლეტისთვის მატერიას დაართავ, მე კი კვირაობით ეკლესიის წინ
გაბღენძილი ვივლი, ცერებს ჟილეტის ღილკილოებში გავიყრი და
ფერმერებთან ამინდზე და მოსავალზე ვილაპარაკებ. იცი, რას და-
მიძახებენ? – დიდ ბენის! შენ კიდევ ხმის ამოღების უფლებაც არ გექ-
ნება და შენთვის იქვე, სადმე კუთხეში მოადუღებ ყავას ეკლესიის
მრევლისთვის.
– ისე, ოცდაოთხძროხიანი ფერმის მეპატრონე ასი წლის წინ,
ალბათ, მდიდარი გლეხი იქნებოდა, არა, ბენი?
– აბა, რა! თან მარტო მდიდარი კი არა, ალბათ, თემის წარმომა-
დგენლადაც მე ამირჩევდნენ და ეკლესიის მცველადაც. მეყოლებო-
და ბევრი მოსამსახურე ბიჭი, პანღურების ამოსარტყმელად; და კი-
დევ – ბევრი ლამაზი გოგო, ტრაკზე საჩქმეტად. სოფლელები დიდ
ბენისთან რჩევის საკითხავად მოვიდოდნენ და შემეხვეწებოდნენ,
სოფლის თავკაცი გახდიო. ამ ყველაფრის მაგივრად კი მოწამლულ
ვირთხასავით დავწრიალებ ამ მანქანებს შორის და იმის დროც კი
არა მაქვს, რო მიწათმოქმედთა საბჭოს შეხვედრებზე ვიარო.
– ასეთი შეძლებული ფერმერი ითხოვდი ერთი გაძვალტყავებუ-
ლი გოგოს ხელს, რომელსაც მზითევად ერთი ზანდუკი წიგნების
გარდა არაფერი მოყვებოდა?
– არავითარ შემთხვევაში! რა თქმა უნდა, ცოლად მეზობელი
ფერმერის გასივებულ ქალიშვილს, ბრიტას შევირთავდი, მამულები

75
რომ გამედიდებინა. მაგრამ, შენ არ იდარდო, ქალაქელ ძვალტყა-
ვას მოსამსახურედ ავიყვანდი, ღამღამობით სამზარეულოს დივანზე
ვიკოტრიალებდი მასთან და ბავშვებს გავუკეთებდი; ბავშვების სარ-
ჩენ ფულს სულ პატიოსნად გადავუხდიდი და იმ ბავშვებს მწყემსე-
ბად დავიყენებდი. სულ ფეხებზე მკიდია, გასივებული ბრიტა რას იტ-
ყოდა.
– კი მაგრამ, ერთ დღესაც ის შენი ძვალტყავა მოსამსახურე მო-
ხეტიალე მუსიკოსთან, ემილთან ერთად რომ გაქცეულიყო, შენ რა-
ღას იზამდი?
– მაშინ ბენი მის შვილებსაც გააპანღურებდა და უფრო ახალგაზ-
რდა მოსამსახურეს იშოვიდა სამზარეულოს ტახტზე საგორაოდ.
დეზირემ ბალიში ჩამცხო თავში და ნამდვილი ომი გავაჩაღეთ.
ბოლოს დავნებდი, თორემ ისეთ დღეში ჩავვარდებოდი, ცივი შხაპი
თუ მიშველიდა.
დეზირემ ძლივს მოითქვა სული:
– შენი ტახტზე საკოტრიალებელი მოსამსახურე არასოდეს არ
გავხდები! გასაგებია? ან ჩემისთანა მოსამსახურე რაში გამოგადგე-
ბოდა, არც პურის ცხობა ვიცი, არც თეთრეულის გამოხარშვა, არც
საკლავის შიგნეულის გაწმენდა. ფერმერის ცოლები, ალბათ, თავი-
სი ხელით უნდა ჭრიდნენ გოჭებს ყელს და ცხელ-ცხელი სისხლისგ-
ან რაიმე საზიზღარ კერძს ამზადებდნენ, არა? ფუ!..
– არ ვიცი, სასაკლაოდან უკვე დასუფთავებული ხორცი მოგ-
ვდის.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
– ხო, მაგრამ აი, შენ რომ თქვი, ღამღამობით შევიპარებოდი,
სამზარეულოს ტახტზე ვიკოტრიალებდი და ბავშვებს გავუკეთებ-
დიო, – ისეთი ხმით თქვა დეზირემ, თითქოს თავისთვის ლაპარა-
კობდა, – ასეთ რაღაცეებს რომ ლაპარაკობ, ძალიან მინდები. მარ-
თალია, ტამპონი მიკეთია, მაგრამ მაინც აშკარად ვგრძნობ, რომ ჩე-
მი ბიოლოგიური საათი გადარეულივით წიკწიკებს.
მუცელზე გადავტრიალდი და ამოვიოხრე:

76
– გეყოფა, თორემ ამ ზეწარს მალე პატარა ბალიშის პირებს გა-
ვაჩენინებ!
დეზირეს ჩაეძინა, ტუჩებით ისევ ჩემს გადაჭრილ თითებს ეხებო-
და.

23

შინ ვრეკავ.
„ნომერი, რომელიც თქვენ აკრიფეთ,
არ არის რეგისტრირებული
ავტომოპასუხესაც კი არ დარჩა რამე სათქმელი.

ჩვენი ურთიერთობა მიხვეულ-მოხვეულ ბილიკზე სიარულს


ჰგავს, თუმცა, არავინ გვავალდებულებდა ამ გზაზე შედგომას.
ორივე ობლები ვართ: ბენი – „დე იურე”, მე – „დე ფაქტო“.
დედაჩემი უკვე ხუთი წელია, თავშესაფარში ცხოვრობს და თით-
ქმის ვეღარ მცნობს. მამაჩემთან ვიზიტებს კი თავად ვერიდები, რად-
გან ვგრძნობ, რომ მისთვის ზედმეტი ვარ; ჩემი სტუმრობითაც კი
ხელს ვუშლი, გულითად საუბარზე რომ არაფერი ვთქვა. მამა მთე
ლი ცხოვრება გაურბოდა გულითად საუბრებს – „ქალივით ჭორა-
ობას“. ეს სიტრყვათშეთანხმება მის ლექსიკონში მოიცავდა სახლს,
ბავშვებს, სამზარეულოს, ტანსაცმელს, ინტერიერსა და ყველა-
ფერს, რასაც პირობითად შეგვიძლია „გრძნობები" ვუწოდოთ;
„ქალივით ჭორაობაში“ შედიოდა ხელოვნებაზე, რელიგიასა და
ლიტერატურაზე საუბრებიც... განსაკუთრებით მაინც ქალის სხეულ-
თანვ დაკავშირებული თემები სძულდა: მისი თანდასწრებით ამ თე-
მების განხილვა ფაქტობრივად ყველას გვეკრძალებოდა. ერთი
სიტყვით, მამაჩემი მაიორი იყო და სამხედრო საქმის გარდა არაფე-
რი აინტერესებდა – ხელსაყრელ მომენტს იხელთებდა თუ არა, მა-
შინვე თავის პოლკში გარბოდა.

77
ხანდახან მის სექსუალურ ორიენტაციაშიც მეპარებოდა ეჭვი. სა-
ძაგლობაა ასეთი აზრები საკუთარ მამაზე, მაგრამ მასთან მამაშვი-
ლური სიახლოვე არასოდეს მიგრძვნია, ამგვარი ფიქრების გარდა
უცნაური კითხვებიც მომდიოდა თავში, მაგალითად, სხვა ბავშვების
მსგავსად მეც მაინტერესებდა, ჩემი მშობლები „იმას“ როგორ აკე-
თებდნენ; ბავშვები თავიანთი და-ძმების რაოდენობის მიხედვით ას-
კვნიან, ამდენჯერ გაუკეთებიათ „ისო“. ვეჭვობ, მამაჩემს „ის“ ერ-
თხელ მეტად გაეკეთებინოს, ყოველ შემთხვევაში – დედაჩემთან!
ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე, ასეთ სისულელეებზე აღარ მე-
ფიქრა და იმითაც დავკმაყოფილებულიყავი, რომ ჩემმა მშობლებ-
მა, ჩემდა საბედნიეროდ, იმ ერთხელ მაინც მოახერხეს რაღაც.
ადვილი მისახვედრია, რომ დედაჩემის ერთადერთი საქმიანობა
ჩემზე ზრუნვა იყო. მისთვის ის ნანატრი თოჯინა ვიყავი, რომელზეც
ძალიან დიდხანს ოცნებობდა, ამიტომაც მთელი სიმძაფრით ვუყ-
ვარდი.
დედაჩემი მდიდარი ოჯახიდან იყო. ბაბუაჩემს ომის წლებში კონ-
სერვების ფაბრიკა ჰქონდა და მელიისა და ციყვის ხორცის კონსერ-
ვებს უშვებდა ქილებზე წარწერით „გარეული ცხოველის ხორცი“. მა-
მაჩემი ამ ოჯახისთვის არც ისე სასურველი სიძე იყო; დედაჩემის და-
ქალები იმასაც კი ჭორაობდნენ, ცოლად იმიტომ შეირთო, რომ
აზარტულ თამაშებში დადებული ვალები გაესტუმრებინაო. ცოტა ძვ-
ელმოდურად ჟღერს, მაგრამ ძალიან ჰგავს სიმართლეს... თუმცა
რაღა ძველმოდურად, აზარტული მოთამაშეები მარტო XIX-XX სა-
უკუნეების მიჯნაზე კი არ იკლავდნენ თავს მონტე-კარლოს კაზინო-
ებთან... მამაჩემი კი საოცრად აზარტულია – ვაი იმის ტყავის ბრა-
ლი, ვინც „ბინგო-ლოტოს“ ეთერში გასვლის დროს დაურეკავს!
ჩემს ბავშვობაში დედა თმას ქერად ილებავდა და სპეციალური
ხელსაწყოთი იხვევდა, რომელსაც „Carmen Curles" ერქვა. თით-
ქმის ორმოცი წლისა გათხოვდა, მე კი ორმოცდაორი წლისამ გამა-
ჩინა. არასოდეს უმუშავია, მთელი ცხოვრება დიასახლისი იყო. დე-
ზირე დედამ დამარქვა. ფრანგული სიტყვაა და „ნანატრს“ ნიშნავს.

78
რა თქმა უნდა, ორიგინალური სახელია და იდეაში გამართლებუ-
ლიც, მაგრამ სკოლის ასაკში საშინლად მძულდა, რადგან ჩემი სკო-
ლელები სულ მაწვალებნდნენ და დაცინვით „დესირეს“ მეძახდნენ.
ვოცნებობდი ჩვეულებრივ სახელზე, ვთქვათ, „კიტიზე“ ან „პამელა-
ზე“. ალბათ, ყველა ბავშვი, რომელსაც სახლში ლამის მსოფლიოს
მერვე საოცრებასავით ეპყრობიან და საკუთარ თავზე გაზვიადებულ
წარმოდგენებს უქმნიან, ჩემსავით ჯოჯოხეთად იგონებს სკოლის პე-
რიოდს.
ერთი სიტყვით, ჩემი მშობლების ქორწინება, შეიძლება ითქვას,
ფორმალური იყო. ისინი ერთ ჭერქვეშ, უზარმაზარ, მუხისპარკეტიან
ბინაში ერთად, მაგრამ ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებ-
ლად ცხოვრობდნენ. სახლში ოთახები დედაჩემის გემოვნებით იყო
მოწყობილი, მამაჩემი თავის სამხედრო ქუდს თუ ჩამოკიდებდა შე-
მოსასვლელში, ეგ იყო და ეგ. ჩემი თანდასწრებით არასოდეს უჩხუ-
ბიათ; ალბათ, არც მაშინ, როცა შინ არ ვიყავი. მამა ჩვენთან სადილ-
ზეც კი არ რჩებოდა – ძირითადად თავის პოლკში ჭამდა. მე და დედა
ზაფხულობით სხვადასხვა პანსიონატში ვისვენებდით, მამა კი, რა
თქმა უნდა, სულ „მანევრებზე" იყო და არ ეცალა.
ჩვენთან სტუმრები იშვიათად მოდიოდნენ. ათასში ერთხელ დე-
დას თუ ეწვეოდნენ დაქალები ბრიჯის სათამაშოდ; ან კიდევ მამა მო-
იპატიჟებდა თავის კოლეგებს მეუღლეებითურთ: გულის შემაღო-
ნებლად მოსაწყენი პირველ-მეორე-მესამე კერძიანი სადილები, მა-
დეირა – ბროლის ფუჟერებში, სპეციალურ პორტსიგარებში ჩაწყო-
ბილი გრძელი სიგარეტები, მოსამსახურეები და ასე შემდეგ... ამ
წვეულებებზე ჩემს მოვალეობაში მხოლოდ სტუმრებთან მისალმება
შედიოდა.
სპეციალურად ამ შემთხვევისთვის ნაყიდი ხავერდის კაბიდან გა-
მოჩრილ გაძვალტყავებულ-ჩამომხმარ კიდურებში ჩაკარგულს
ლოყებღაჟღაჟა ბიძიები ზურგზე მიტყაპუნებდნენ ხელებს და, როცა
ხველა ამიტყდებოდა, მზრუნველად აღნიშნავდნენ, ჰაერზე გაიყვა-
ნეთ ეს ბავშვი, იქნებ ცოტა ფერზე მოვიდესო.

79
ასეთ დღეებში დედა ჩვეულებრივზე უფრო მეტად იხვევდა თმას.
ჩემს დღეში არ მინახავს, მშობლები ერთმანეთს შეხებოდნენ, ხელ-
კავის გამოდებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია·
ამის შემხედვარეს საიდან უნდა მცოდნოდა, ნამდვილი ქორწინე-
ბა რას ნიშნავს? ან რა გასაკვირია, ჩემი და ერიანის ურთიერთობა
იდეალურად რომ მეჩვენებოდა? არც ისაა უჩვეულო, ერიანს გულით
რომ არ ვგლოვობდი. ქმარი გინდ გყოლია, გინდ არა. ამის მიხედ-
ვით მხოლოდ იმას განსაზღვრავ, სადილად რამდენი კატლეტი იყი-
დო. ქმრის ყოლას სხვა არც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. – აი,
ასეთი ცოდნა გამომყვა ოჯახიდან.
ბენისნაირ უშუალო ადამიანთან ურთიერთობისთვის მზად ამი-
ტომაც არ აღმოვჩნდი. არის დღეები, როცა ბენი ჩემს პირად სამყა-
როში დაუპატიჟებლად იჭრება, ეს კი ნერვებს მიშლის და მასთან
შეხვედრების სურვილს მიკარგავს. ერიანთან მსგავსი არაფერი
ხდებოდა. მას სრულიად აკმაყოფილებდა ასეთი ცხოვრება: ის თა-
ვისთვის, მე – ჩემთვის.
თუმცა, სხვანაირი დღეებიც ხშირია...

24

ცოტა მეხამუშება მისი სახელი – დეზირე. ზედმეტად ფაქიზი, გა-


დაპრანჭული და მეტიჩრულია. თვითონ დეზირეც ხო ასეთი მეგონა
თავიდან, ამიტომაც ახალი მეტსახელი მოვუგონე – კიბორჩხალა.
მისთვის ზედგამოჭრილია: პატარა და უსუსური, მაგრამ საცეცები-
ანი არსება, რომელიც რბილ ნაწილებს ჯავშანქვეშ მალავს!
სიმართლე რო ვთქვა, დეზირე ცოტა უცნაური ადამიანია და ხში-
რად არც ისე კარგად მესმის მისი,
ერთხელ ჩემი მშობლების იმ ფოტოს, მე რო ძალიან მიყვარს,
დაჟინებით მიაშტერდა. ამ სურათზე საცურაო კოსტუმებში გამოწყო-

80
ბილი ჩემი მშობლები კლდეზე წვანან და მზეს ეფიცხებიან; ერთმა-
ნეთთან ჩახუტებულებს და კაშკაშა მზის სხივებისგან თვალებმოჭუ-
ტულებს სახეზე ბედნიერი ღიმილი უთამაშებთ.
კიბორჩხალას აზრით, ამ მეტისმეტად ინტიმური ფოტოს ასე გა-
მოსაჩენ ადგილას გამოფენა უხერხულია.
– შენი მშობლები არიან, ბოლოს და ბოლოს. არასოდეს გიფიქ-
რია, რომ მეტისმეტად... როგორ გითხრა, მეტისმეტად გამომწვევად
არიან ამ სურათზე? სირცხვილია...
სირცხვილიაო, წარმოგიდგენიათ?!
კიბორჩხალას სულ სცივა. როგორც არ უნდა გავახურო ღუმელი,
ვერ თბება. მაშინ, როცა მე მაისურშიც კი მცხელა, მას სქელი სვიტე-
რი და წინდები აცვია. ბედნიერია, როცა ჩემი ძლიერი ხელებით
თმაზე ვეფერები. სიამოვნებისგან მოკუნტული ჩემთან ახლოს გემ-
რიელად მოკალათდება და მთლად გასაცოდავებულ, მიტოვებულ
კატის კნუტს ემსგავსება, რომელმაც ესესაა თავისი ნამდვილი პატ-
რონი იპოვა.
თუმცა, უმწეო და სხვებზე დამოკიდებული ქალისულაც არ არის.
პირიქით, თავნებაა. მაგიჟებს მისი მოულოდნელი გადაწყვეტილე-
ბები – უცებ დამირეკავს და შემატყობინებს, რო ჩემთან შესახვედ-
რად ვერ მოვა, რადგან ძველ მეგობართან ერთდ კინოში მიდის. ხო-
ლო როცა მე არ მცალია და მასთან ქალაქში გასვლის დრო არა
მაქვს, აუღელვებლად გამომიცხადებს: არა უშავს, შემდეგ კვირაში
შევხვდებით ერთმანეთს. ერთხელაც არ წამოცდენია: არა უშავს, ბე-
ნი, მე თვითონ მოვალ შენთან.
მინდა, დავუახლოვდე. ზოგჯერ ისიც კი მინდება,ზედ მივიბა თო-
კით და სულ გვერდში მყავდეს. თუმცა, კარგად მესმის, რო კიბორ-
ჩხალას სულ კი არა, დროდადრო ვჭირდები და ამიტომ ბევრს ვერც
ვითხოვ. უხ, როგორ მიშლის ნერვებს! რა იქნება, ერთხელ მაინც
რო დატრიალდეს სახლში და რამე გააკეთოს, სულ ერთხელ, რა! ან
ძროხების მოწველაში მომეხმაროს, ან მაგრძნობინოს მაინც, რო
ჩემი საქმეები ფეხებზე არ ჰკიდია! რა ვქნა, მე ასე მასწავლეს და ასე

81
ვიცი, რო ქალი მამაკაცის მარჯვენა ხელი უნდა იყოს და ყველაფერ-
ში ეხმარებოდეს, თუმცა რას ვიზამ, თავზემოთ ძალა არაა – ხო არ
ვაიძულებ, ფუნთუშები გამომიცხვე-მეთქი.
უბრალოდ, თავის შეკავება მიჭირს, როცა გაზეთში ცხვირჩარ-
გულს ვუყურებ, მე კი ამ დროს ცხენივით დავრბივარ აქეთ-იქით და
ვმუშაობ.
ისე, კაცმა რო თქვას, ორცოლიანობა საუკეთესო გამოსავალი
იქნებოდა: ცოლად ვიოლეტსაც მოვიყვანდი და კიბორჩხალასაც.
ვიოლეტი სამზარეულოში იტრიალებდა, ფარდებს შეკერავდა და რა
ვიცი... კიბორჩხალას კი საძინებელ ოთახში დავსვამდი. უხ, როგორ
მიყვარს, გულზე რო მომეხუტება და ჩუმად ახითხითდება, ამ სიცი-
ლისთვის რას არ გავაკეთებ... ჩემი ჯილდოა, ნამდვილად!
ძველ პარკში ერთი ატრაქციონი იდგა, თუ მძიმე უროს მთელი
ძალით ჩაცხებდი, სოლი მიწაში ღმად ჩაესობოდა და ზარი აწკრი-
ალდებოდა.
დეზირეს სიცილი ამ ზარის წკრიალივითაა. მართალია, მისი აწ-
კრიალება არც ისე ხშირად გამომდის, მაგრამხანდახან მაინც ვა-
ხერხებ. წკრიალით ვგრძნობ, როდის აჩვენებს ატრაქციონის სკალა
უმაღლეს ქულას. ხან კი ისე ვიმარჯვებ, რო სულ ვლეწავ მაგ შენს
ატრაქციონს.
ვიოლეტი თავისი ბენგტ-იორანივით მეც ნამდვილ კაცად
მთვლის, როცა ორხიდიან ტრაქტორს მოვაჯდები, ან კომბინეზონში
გამოწყობილი და მხარზე ელექტროხერხგადებული ტყეში მივდი-
ვარ. კიბორჩხალასთვის კი ყველაფერი პირიქითაა. ჩემი „ახირებუ-
ლობა” აღაგზნებს, მაგრამ საშინლად აღიზიანებს, როცა თავზე ჩაფ-
ხუტს ვიმხობ და პირში ჩვენებურ თამბაქოს, სნუსს, ვიტენი
ერთი მაცოდინა, ექიმებს ისეთი სასწაულის მოხდენა თუ შეუძ-
ლიათ, რო კიბორჩხალას კრემისფერი სათუთი სული ვიოლეტის
დიდძუძუებიან და მარჯვეხელება სხეულში გადანერგონ?!

82
25

ჩემს აწეწილ ცხოვრებას


ასე დავახარისხებ:
ეტიკეტებს დავაკრავ
მრავალ საქაღალდეს და
არქივში გავანახილებ.

დღეს ისეთი უსიამოვნო რაღაცა მოხდა, რომ მის ყველა გახსენე-


ბაზე ციებიანივით მაკანკალებს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფრუ ლუნდმარკი სამსახურში არ
მოვიდა. კარგა ხანი გავიდა, სანამ მის არყოფნას შევამჩნევდით.
როგორც წესი, იგი ყველაზე ადრე მოდის სამსახურში, პალტოსა
და ბეწვით გაწყობილ ქუდს თავის ოთახში ჰკიდებს და სარდაფში მი-
იპარება, სადაც...თუმცა, დანამდვილებით არავინ იცის, იქ რას აკე-
თებს, განყოფილებაში ყველას გვგონია, რომ კატალოგებს აწესრი-
გებს და ახალ და ძველ, უკვე გადასაყრელ წიგნებს ახარისხებს,
თუმცა არაფერს ვეკითხებით; თან იმის გამო, რომ ჩვენზე მაღალი
თანამდებობა უკავია, მისი საქმიანობის საჭიროებაში ეჭვის შეტანას
ვერ ვბედავთ. ხოლო ფრუ ლუნდმარკი სულ უფრო მეტ დროს ატა-
რებს სარდაფში, საბავშვო განყოფილების საქმეებს კი,მისი წერი-
ლობითი ნებართვის საფუძველზე, მე და ბრიფტ-მარი ვაგვარებთ.
ფრუ ლუნდმარკის არყოფნა მხოლოდ შუადღისას, შესვენების
დროს შევამჩნიეთ. ის ხომ სულ ერთსა და იმავე ადგილას, ფანჯა-
რასთან ზის და სულ ერთსა და იმავე საჭმელს, კეფირიან მუსლის
მიირთმევს, თან ბიბლიოთეკების სამმართველოს რომელიმე კატა-
ლოგს ფურცლავს ხოლმე, ერთადერთი, რაც მის სასადილოში ყოფ-
ნაზე მიანიშნებს, ფურცლების შრიალი და ფრუ ლუნდმარკის სუნ-
თქვაა, ისიც მხოლოდ სამარისებულ სიჩუმეში თუ ისმის.
ამ ადგილას, როგორც წესი, 12:01-დან ზუსტად 12:55-მდე ზის,
მერე დგება, კეფირიან ჯამს ჯერ რეცხავს, მერე ჭურჭლის საშრობში

83
დგამს და თვითონ ტუალეტში შედის. მისი კუჭის მოქმედების მიხედ-
ვით საათს გაასწორებ კაცი. თანამშრომლები ამ თემაზე ხშირად
ვხუმრობთ – განა რომელს გვაქვს ფრუ ლუნდმარკისნაირი საჭ-
მლის მომნელებელი სისტემა ასე საათივით აწყობილი.
უკვე ყველა მივეჩვიეთ, რომ ფრუ ლუნდმარკი ფაბრიკის საყვი-
რივით ზუსტად მუშაობს: ის რომ სასადილო ოთახის კართან გამო-
ივლის, ჩვენ პავლოვის ძაღლებივით ნერწყვის გამოყოფა გვეწყება.
ის კი არა, ზოგჯერ მისი ასთმური სუნთქვის გაგონებაზეც ჭამა გვინ-
დება. მას შემდეგ, რაც კეფირიან მუსლის ბოლომდე შეისრუტავს და
ჭურჭლის გასარეცხად წამოდგება, ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ
შესვენება დამთავრდა. ჩვენც, ისე რომ საათსაც არ დავხედავთ, ჭო-
რაობას ვამთავრებთ და სამუშაოს ვუბრუნდებით.
გუშინ სასადილოში არ გამოჩენილა. არც ხელმძღვანელობა გა-
უფრთხილებია, ავად ვარ და გამათავისუფლეთო. განყოფილებაში
ამ თემაზე მთელი ორი წუთი ვილაპარაკეთ – რაც აქ ვმუშაობ, ფრუ
ლუნდმარკზე სალაპარაკოდ ამაზე მეტი დრო არც არასოდეს დაგვი-
ხარჯავს. შეიძლება ითქვას, ჩვენი გზები არასოდეს გადაკვეთილა,
მასთან არც გვითანამშრომლია და არც გვიკამათია. თავს ნამდვი-
ლად არ ვარიდებთ, შიგადაშიგ ამინდსა და სამუშაო საათებზე ვე-
ლაპარაკებით ხოლმე; არ ვიცი, რატომ, მაგრამ ტრადიციულად ფუ-
ლის შეგროვების საქმესაც, როცა რომელიმე თანამშრომელს იუბი-
ლე ან ძეობა აქვს, ან სულაც ბიბლიოთეკიდან მიდის, ყოველთვის
ის იღებს თავის თავზე. გასაკვირია, მაგრამ საჩუქრების არჩევაში
ნამდვილი დიდოსტატია: თითქოს განსაკუთრებულს არაფერს არ-
ჩევს, მაგრამ ზუსტად ისეთ საჩუქრებს ყიდულობს, რომ ადრესატის
გემოვნებას ბოლომდე აკმაყოფილებს. ასე რომ, სრულიად დამსა-
ხურებულად დავუთმეთ ის ორი წუთი მის ადგილსამყოფელზე
ფიქრს. მერე დავასკვენით, ეს ჩვენი პრობლემა არ არის და აჯობებს,
საკუთარ პრობლემებსა და საქმეს მივხედოთო.
ფრუ ლუნდმარკი სასადილოში არც დღეს გამოჩენილა. ამჯერად
მთელი სამი წუთი დავუთმეთ ამ თემაზე საუბარს, ბოლოს, სხვა რომ
ვერაფერი მოვიფიქრეთ, ულოფს ვკითხეთ, რაიმე ხომ არ იციო.

84
ულოფმა მხრები აიჩეჩა, ეგ კი არა, იმაზეც კი არა მაქვს წარმოდგე-
ნა, რას საქმიანობსო. ულოფს ერთხელ უკითხავს კიდეც, ფრუ ლუნ-
დმარკს კი ლამის ნახევარდღიანი მოხსენება წაუკითხავს პასუხად.
– საშინლად გაწითლდა, როცა ვკითხე, – გვიამბო ულოფმა, –
იმწამსვე გაიქცა, სააღრიცხვო ჟურნალი მომირბენინა და დაწვრი-
ლებით ამიხსნა, რა უპირატესობა ჰქონდა მის მიერ შემუშავებულ
წიგნების გადახარისხების სისტემას. იძულებული გავხდი, მეთქვა,
კბილის ექიმთან მაგვიანდება-მეთქი. კამათს არც ჰქონდა აზრი,
როგორ უნდა დამემტკიცებინა მისთვის კომპიუტერის უპირატესო-
ბა? თავისი სააღრიცხვო ჟურნალი ყველაფერს ურჩევნია.
ბიბლიოთეკის სამუშაო რეჟიმი ფრუ ლუნდმარკის გაუჩინარების
გამო ნამდვილად არ დარღვეულა. საბავშვო და საყმაწვილო განყო-
ფილებებს ხომ ისედაც საკმაოდ ხშირად მარტო ვართმევ თავს; უკვე
კარგა ხანია, ფრუ ლუნდმარკი ამ საქმეში სრულ თავისუფლებას მა-
ნიჭებს. უფრო სწორად, გულახდილად ვიტყვი: ამ საქმეში თავი მას-
ზე უფრო კომპეტენტური მგონია და მისი ჩარევა, ალბათ, საშინლად
გამაბრაზებს. ასე რომ, ჩემთვის განყოფილებაში ამ ქალის ყოფნა-
არყოფნას ძველ ავეჯზე მეტი მნიშვნელობა არა აქვს, რომელსაც
ქონების მორიგი ჩამოწერისას უფასოდ მოვაშორებდი ბიბლიოთე-
კიდან.
სახლში მაინც დავურეკე. ავტომოპასუხემ მამცნო, თქვენ და-
უკავშირდით ინეს ლუნდმარკს, ამჟამად მას ტელეფონთან მოსვლა
არ შეუძლიაო.
– ინეს! ინეს! დეზირე ვარ, ინეს! – რამდენჯერმე ხმამაღლა ჩავ-
ძახე ყურმილს, იქნებ სადმე ახლოსაა და ყურმილს არ იღებს-მეთქი,
თუმცა, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ჩემი ხმა ესმოდა. დარწმუნ-
ებული არც იმაში ვიყავი, რომ მასთან შენობით ლაპარაკის უფლება
მქონდა. ადრე სახელით არასოდეს მიმიმართავს.
ჩემგან მოწყალების და ნამდვილად არ დადგება. ასეთ სიტუაცი-
ებში ნაკლებად აქტიური ვარ. წესითა და რიგით, ლილიანს უნდა შე-
ეწუხებინა თავი და თანამშრომლის ბედით დაინტერესებულიყო.
თუმცა მას მხოლოდ ხელების მტვრევით წუწუნი შეუძლია: მის მიერ

85
ნათქვამი „რაღაც უნდა ვიღონოთ", როგორც წესი, ჩვენ, დანარჩენ
თანამშრომლებს გვეხება, რადგან თვითონ არაფრის მაქნისია. სა-
ბოლოო ჯამში, ბრიტ-მარი (ხუთი შვილის დედა, რომელსაც ყველა-
ზე ცოტა დრო აქვს), თუ აღმოჩნდება ერთადერთი გულისხმიერი
ადამიანი, რომელიც მართლა გააკეთებს საქმეს.
ულოფის მონაყოლმა, როგორ მოიშორა თავიდან კბილის ექიმ-
თან დაგვიანების საბაბით საწყალი ფრუ ლუნდმარკი (თუ ინესი...
ინესი დავუძახო? ინესი... ჰმ!), რომელიც მთელი მონდომებით უხ-
სნიდა თავისი სისტემის პრინციპებს, გული მომიკლა; მუცელში რა-
ღაც ტკივილის მსგავსი ვიგრძენი; თითქოს გულისრევის შეგრძნე-
ბაც კი გამიჩნდა.
ულოფს ვთხოვე, ლუნდმარკთან წასასვლელად გამათავისუფ-
ლე-მეთქი. ულოფმა, აქამდე შეშფოთებას რომ არ იმჩნევდა, თავი
დამიქნია და შვებით ამოისუნთქა. მოკლედ, წავედი.
ფრუ ლუნდმარკი ქირით ცხოვრობდა ერთ ძველებურ, ჩაშავებუ-
ლი აგურის სახლში. მარმარილოს ფილებით მოპირკეთებული სა-
დარბაზოს ნიშები, სადაც ერთ დროს, ალბათ, ქანდაკებები იდგა, ინ-
გლისური გინებებით აეჭრელებინათ.
ფრუ ლუნდმარკმა პირველივე ზარზე გამიღო მუქი ყავისფერი,
ლაქწასმული ხის კარი. სულ ერთი წამით შეყოყმანდა, მერე შიდა
დამცავი ჯაჭვი ახსნა და ოთახში შემიძღვა.
– გამარჯობა, ინეს! – მივესალმე და ნაძალადევად გავუღიმე, –
როგორ ხარ? თანამშრომლები ცოტა შევშფოთდით.
ქალმა რაღაც ჩაიბუტბუტა, ხელი მისაღები ოთახისკენ გაიშვირა
და მეც მორჩილად შევყევი უზარმაზარ, გაყინულ ოთახში, სადაც
მთელი ორი კედელი საარქივე კარადებს ეკავა. წარმოგიდგენიათ,
სწორედ რომ საარქივე კარადები იყო!
– მარტო... ცხოვრობ? – ვკითხე. აბა იმას ხომ არ ვკითხავდი, ჰერ
ლუნდმარკს სად მალავ-მეთქი.
– სამოციანი წლებიდან მოყოლებული გაუთხოვარ ქალებსაც
„ფრუ"-ს ეძახიან, – მკაცრად და ცივად მითხრა ინესმა, – თუ არ

86
ვცდები, ეს ტრადიცია თავის დროზე „დაგენს ნიუჰეტერის" წამოწყე-
მა იყო, თუმცა შეიძლება, არასწორად მახსოვს და ეს ჯანდაცვის სა-
მინისტროს ინიციატივა იყო, მარტოხელა დედები უხერხულ მდგო-
მარეობაში რომ არ ჩაეგდოთ.
რა უნდა მეპასუხა? ხომ ვერ ვეტყოდი, ვის რაში ადარდებს, ფრუ
ბრძანდები თუ ფრეკენი-მეთქი?
– მთლად კარგად ვერ ვგრძნობდი თავს, – განაგრძო უცებ, –
იმედია, მაპატიებთ. მალე გამოვმჯობინდები.
მაპატიებთო? ეგ როგორ? კი, მაგრამ, სამსახურში არ უნდა და-
ერეკა? ბიულეტენი ან ექიმის ცნობა მაინც ხომ უნდა წარედგინა?
რამდენადაც ვიცი, ადრე არასოდეს უავადმყოფია. შესაძლოა, არც
კი იცის, რომ ასე უბრალოდ, რამდენიმე დღე სახლში ჯდომა და მერე
ბოდიშის მოხდა საქმეს ვერ შველის? თუმცა, რა ჩემი საქმეა,მე ხომ
აქ ადმინისტრაციის წარმომადგენლად არ მოვსულვარ.
სიჩუმე ჩამოვარდა.
– არქივში რას ინახავ? – ისე, სხვათა შორის ვკითხე.
ფრუ ლუნდმარკი ფანჯარას დაჟინებით მიაჩერდა. ფანჯრებზე
ორმოცდაათიანი წლების სტილის, თეთრი და გახუნებულ ფირუზის-
ფერზოლებიანი ჟალუზები ეკიდა.
– შენ კარგი გოგო ხარ, – მიპასუხა დიდი ხნის შემდეგ, – ბევრად
უკეთესი, ვიდრე თავად გგონია. ამიტომ, თუ გინდა, გაჩვენებ.
ჰოდა, მაჩვენა.
ორი საათის შემდეგ კისრისტეხით ჩამოვირბინე კიბეები. ცრემ-
ლებს ძლივს ვიკავებდი. ვინმესთან სასწრაფოდ უნდა მელაპარაკა
და პირველად მოხდა, რომ „ვინმე“ მერტა არ იყო. მერტასთვის ფრუ
ლუნდმარკის იდეალური საჭმლის მომნელებელი სისტემის ამბები
არაერთხელ მომიყოლია.
სატელეფონო ჯიხური მოვძებნე და ბენის დავურეკე.

26

87
ჩემს ერთ-ერთ ჰოლანდიურ ძროხას მარცხენა ფეხის ჩლიქები
დისნეის მულტფილმის პერსონაჟივით დაუგრძელდა. მეშინია, გან-
გრენა არ დაეწყოს. სინდისი მაწუხებს – სულ მგონია, რო ჩლიქების
ლპობას ძროხის ფუნაში დიდი ხნით დგომა იწვევს. მამაჩემი ყო-
ველთვის დიდი მზრუნველობით უვლიდა ძროხების ჩლიქებს და
ექიმი რო მოდიოდა, გვერდიდან არ სცილდებოდა, სხვა საქმეებში
კი მე ვენაცვლებოდი. მე ვინ ჩემი ფეხები ჩამენაცვლება? მთელი ეს
დრო, სანამ მოსავალს ვიღებდი, ერთი წუთით არ დამვიწყებია ჩლი-
ქები, სულ ვფიქრობდი, ექიმს დავურეკავ-მეთქი, მაგრამ დარეკვა
რაში მარგია, რო მოვა, ხო უნდა მივეხმარო... არადა მაგდენი დრო
რო არა მაქვს? თანაც თავი სხვა სისულელეებით მაქვს გამოტენილი
და საქმის კეთებაში ხელი მეშლება. დეზირემ კარგად უნდა შეიგ-
ნოს: მისმა ზაფხულის დღესავით ღიმილმა ჩემი საუკეთესო ძროხა
დააკოჭლა.
ბოლოს და ბოლოს, ექიმი გამოვიძახე და ერთ საღამოს საქმეს
შევუდექით. კარგა ხანს ვიმუშავეთ. ის იყო, მოვრჩით და ყავაზე დავ-
პატიჟე, რო დეზირემ დარეკა.
სამზარეულოს კარი მივხურე, ექიმს რო არ გაეგონა ის ერთი-
ორი ტკბილი სიტყვა, დეზირესათვის თქმას რო ვაპირებდი, მაგრამ
დეზირეს სალაპარაკოდ არ დაურეკავს, გულამოსკვნილი ზლუქუ-
ნებდა:
– ახლავე უნდა მოვიდე და დაგელაპარაკო, – ძლივს მოახერხა
ამ სიტყვების თქმა, – რომელი ავტობუსით მოვიდე?
ჟრუანტელმა დამიარა; რა არ ვიფიქრე: ცუდადაა ჩემი საქმე, ახ-
ლა მოვა და ყველაფერს თავზე დამამხობს, ყელში ამომივიდა შენ-
თან ურთიერთობა, მეტი აღარ შემიძლიაო. მერე დავრჩები მარტო
ჰოლანდიური ძროხების ჩლიქების ანაბარა. ჩემი ცხოვრებაც ისევ
ისეთი მოსაწყენი გახდება, უკუნითი უკუნისამდე!
სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე. თავზე ჭუჭყიანი, გაურ-
კვეველი ფერის ნაქსოვი ქუდი მეხურა, ქუდიდან ძუნძგლიანი და კაი

88
გვარიანად შეთხელებული თმა მომიჩანდა. ეს მე ვარ? ბოლოს რო-
დის ჩავიხედე სარკეში? გასაკვირია, დეზირეს რო არ დაეზარა და
თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან სალაპარაკოდ! მაგარი გოგო ყოფი-
ლა!
ავტობუსების განრიგი ჩამოვურაკრაკე და საქმეების დასამთავ-
რებლად ბოსელში დავბრუნდი. ძროხები მოვწველე და ის იყო, სი-
ლოსი უნდა შემეტანა, დეზირეც გამოჩნდა: სოკოებიანი ქუდი ყურებ-
ზე ჩამოეფხატა და ხელები ჯიბეებში ჩაეწყო. გზადაგზა, ძროხები რო
თავს გაუქნევდნენ, შეშინებული აქეთ-იქით ხტოდა.
ურიკას ხელი გავუშვი და მშვილდივით დაჭიმული დაველოდე.
მოვიდა, ჩამეხუტა და ლოყა ჭუჭყიან კომბინეზონზე მომადო:
– რა კარგია, რომ ასეთი ნორმალური ხარ! საშინელი ქუდი გა-
ხურავს, – ისეთი ხმით მითხრა, თითქოს მეუბნებოდა, საყვარელო,
არ გესმის, ჩვენს საყვარელ სიმღერას უკრავენო.
შემიძლია დავიფიცო, რო იქაურობა განათდა. აი, ისე, შემოდგო-
მაზე, საღამოობით, თივის საშრობებს რო გამორთავ და ნათურებში
ძაბვის მომატება იქაურობას გაანათებს, შენ კი უცებ მიხვდები, რა
კარგია ბევრი შუქი! მაგარია!
მივხვდი, რო ჩემთან საჩხუბრად არ იყო მოსული.
სახლში შევედით, ჩაი დავლიეთ და ვეტერინარისთვის ნაყიდი
ფუნთუშების ნარჩენებიც ზედ მივაყოლეთ. დეზირე დაწყნარდა და
თავისი თანამშრომლის ამბავი მიამბო.

27

საკუთარი სიცოცხლიდან ამოვიზარდე.


დროა, რაიმე სხვა მოვსინჯო,

89
თუნდაც ეს „სხვა" მეორადი იყოს

ინესს არქივის კარადები ერთი გაუქმებული პოლკისგან უყიდია


სამოცდაათიან წლებში. მთელ ოც წელიწადს ავსებდა ამ კარადებს
საქაღალდეებით.
თავდაპირველად თავისი საგვარეულოს შესახებ აგროვებდა ინ-
ფორმაციას და მეშვიდე თაობამდე წარმატებითაც გამოუვიდა. რო-
გორც მივხვდი, ეს გატაცება სწორედ ასე დაწყებულა.
თუმცა, კარგა ხნის გარდაცვლილი ადამიანებით არ დაკმაყო-
ფილდა და თავისი მეზობლების, კოლეგებისა და ძველი ნაცნობების
შესახებ დაიწყო საქაღალდეების შედგენა. მეგობრები საერთოდ არ
ჰყოლია.
– არასოდეს დამჭირვებია მეგობრები, – მოკლედ მომიჭრა ინეს-
მა, – ზედმეტი ხლაფორთი და თავის ტკივილია, მეტი არაფერი. მე-
გობრები თავისუფლებას გართმევენ!
ინესს ახლოს მდებარე პროდუქტების მაღაზიის გამყიდველზე,
სახლმმართველსა და ფოსტალიონზეც კი შეედგინა საქაღალდეები,
თუმცა, შიგ ბევრი არაფერი იყო.
– მათზე ინფორმაციის მოპოვება ძალიან ძნელია, – მომიბოდი-
შასავით, – ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პირდაპირ ვუთვალთვალებ
ადამიანებს, ზოგჯერ კი საჭირო ინფორმაციას მილოცვებისა და ნეკ-
როლოგების გვერდებიდან ვიღებ, თუმცა, სახლში არავისთან მივ-
დივარ.
– პირდაპირ უთვალთვალებ? – ჩავეკითხე.
– არასოდეს შეგიმჩნევია, არა? – კმაყოფილებით ჩაეღიმა ინესს.
– რაო? რა უნდა შემემჩნია?
– არა, კი არ ვჯაშუშობ! – განაგრძო ინესმა, – სხვების ცხოვრე-
ბაში ჩარევის არავითარი სურვილი არა მაქვს, ჩემი მიზანი არც ვინ-
მეს განადგურებაა და არც დახმარება. არც ჩემ მიერ შეგროვილი ინ-
ფორმაციის გამოყენება მიფიქრია. მე ისეთ ინფორმაციას ვაგრო-
ვებ, რაც სხვას არავის აინტერესებს. ერთ ადვოკატს მოველაპარაკე,

90
ჩემი სიკვდილის შემდეგ მთელ არქივს წაუკითხავად გაანადგურე-
ბენ... თუ გინდა, შეგიძლია, შენი საქაღალდე დაათვალიერო, –
პლასტმასის მწვანე უჯრა გამოსწია და იქიდან საკმაოდ სქელი საქა-
ღალდე ამოიღო, – დაჯექი! – ისე მიბრძანა, თითქოს ძაღლი ვყოფი-
ლიყავი, და საქაღალდე მაგიდაზე გადამიშალა.
თვალში პირველად შავ-თეთრი ფოტოები მომხვდა, მე – ბიბ-
ლიოთეკაში, მე – ქუჩაში, მე – საკუთარ აივანზე. აივნის ფოტოები
ქვემოდან და, სავარაუდოდ, მოპირდაპირე ქუჩიდან იყო გადაღებუ-
ლი, სამსახურის ფოტოებს კი ხარისხზე ეტყობოდა, რომ შორიდან
და ჩუმად გადაეღო, მერე კი გაედიდებინა.
– ფოტოების გასამჟღავნებელი მოწყობილობები სააბაზანოში
მიდგას, – ამაყად ამიხსნა ინესმა.
საქაღალდეში ვიპოვე ჩემი ყოველდღიური (დღევანდელი დღის
ჩათვლით) სამუშაო გრაფიკი, ცირკულარები, პროფკავშირების ოქ-
მები და ჩემ მიერ ხელმოწერილი უწყისები. ერთ პატარა რვეულში,
წარწერით „ტანსაცმელი", ინესს შესაშური სიზუსტით ჩამოეთვალა
ჩემი საყვარელი ფერები და ქსოვილები, შიგადაშიგ ერთი-ორი შე-
ნიშვნაც ჩაერთო იმის თაობაზე,რომელ დღეს რა მეცვა – „საშობაო
წვეულება: წითელი ნაკეცებიანი ქვედაბოლო, გრძელსაყელოიანი
კოფთა, ჟაკეტი; „15 მაისი: მუქი ლურჯი სვიტერი. დიდი ზომის, სავა-
რაუდოდ, გარდაცვლილი მეუღლის ნაქონი“, იქვე იყო წასაკითხად
გატანილი წიგნების სია და რამდენიმე ქვითარი პროდუქტების მა-
ღაზიიდან, სადაც ჩვეულებრივ დავდივარ ხოლმე.
– შენი ქვითრებია. როგორ ფიქრობ, საზიზღრობაა, რომ ფოტო-
ებს დაუკითხავად გიღებდი და მაღაზიაში შენს დანატოვარ ქვით-
რებს ვკრეფდი?
არა, არ არის საზიზღრობა-მეთქი, მტკიცებას ვერ დავუწყებდი.
განსაკუთრებით ახლა, როცა თავი გვერდზე გადაეხარა და ბეღურა-
სავით წვრილი თვალებით მომჩერებოდა
საქაღალდიდან დიდი თეთრი ცხვირსახოცი ამოვიღე. ნაცნობი
სურნელი ასდიოდა. ინესი გაწითლდა:

91
‒ ჰო, შენი ცხვირსახოცია! საერთოდ, სხვის ნივთებს არ ვიპარავ
ხოლმე, მაგრამ შენი სუნამოს დადგენა მინდოდა. „დომუსის" სუნა-
მოების განყოფილებაში ვიარე ამის გასარკვევად. ხომ ნამდვილად
კელვინ კლაინის „eternity”-ია?
– კი, მაგრამ, მთელი ეს ინფორმაცია რაღაცაში მაინც ხომ უნდა
გამოიყენო? ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ შეაგროვე, რომ
მასალების დაარქივება გიყვარს? რომანის დაწერას ხომ არ აპი-
რებ? – ეს იდეა იმ წუთას გამიჩნდა. სადღაც წამიკითხავს, ამ მეთოდს
ბევრი მწერალი იყენებსო.
– არავითარ შემთხვევაში! – აღშფოთდა ინესი, –რომანები ისე-
დაც თავზესაყრელია. მაგრამ... ჰო, ზოგჯერ... ცოტათი თქვენი ცხოვ-
რება გამისინჯავს, აი, როგორც კაბებს ისინჯავენ მაღაზიაში. როცა
თავიდანვე იცი, რომ ამ კაბებს ნამდვილად არ იყიდი, მაგრამ მაინც
გინდა, საკუთარი თავი რაღაც ახალში დაინახო.
ზოგჯერ აივანზე ვჯდები და წარმოვიდგენ, რომ დეზირე ვარ: ად-
რეული გაზაფხულის დღეა, შენს აივანზე ვზივარ, ძველი ჟაკეტი მაც-
ვია და შენი სოკოებიანი ქუდი მახურავს, კიდევ შენს საყვარელ ორ-
ცხობილებს ვახრამუნებ, შენ რომ თითქმის ყოველდღე ყიდულობ.
თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ სწორი, ქერა თმა მაქვს და
ასაკით ოცდაათზე ოდნავ მეტის ვარ.
რასაკვირველია, ამგვარი გარდასახვისთვის წინასწარ ვემზადე-
ბი, მაგალითად, ორცხობილებს ვყიდულობ, ის კი არა, ერთხელ
სულმა წამძლია და კინაღამ „eternity”-ის პატარა ფლაკონი ვიყიდე.
ასე ვზივარ ჩემთვის და ვფიქრობ, ხვალ რა ჩავიცვა, გრძელი მწვანე
ქვედაბოლო თუ ჯინსის შარვალი და სვიტერი? დაქალთან ერთად
ვისადილო თუ სასაფლაოზე წავიდე? ვფიქრობ „ჩემს" გარდაცვლილ
ქმარზეც. ხომ იცი, ხშირად ვხედავდი, როცა შენს წასაყვანად მო-
დიოდა ბიბლიოთეკაში. თუმცა, არ გეგონოს, როლში ძალიან შევ-
დიოდე. შენი ნამდვილი გრძნობები სულ არ მაინტერესებს.
– ჩემი საქაღალდე რა სქელია, – ძლივს ამოვღერღე,‒ვხედავ,
ლილიანზე ამდენი ინფორმაცია არ შეგიგროვებია.

92
– ლილიანის ცხოვრება ნაკლებად მაინტერესებს. ისე, ზედაპი-
რულად დავკვირვებივარ ხოლმე. მხოლოდ რამდენჯერმე დაიმსა-
ხურა ჩემი ყურადღება, ისიც მაშინ, როცა სხვის როლში ვყოფილ-
ვარ. ბოლოს და ბოლოს, დაბადების დღის საჩუქარი მასაც ხომ უნდა
ვუყიდოთ!
საჩუქრები! ახლაღა ჩავწვდი ფრუ ლუნდმარკის საჩუქრებთან
დაკავშირებულ საიდუმლოს, – აი,შენ კი ჩემთვის ძალიან საინტე-
რესო ტიპი ხარ,– განაგრძო ისევ, – ჩემსავით შენც დაკვირვება უფ-
რო გიყვარს, ვიდრე მოვლენებში უშუალოდ მონაწილეობა, თუმცა,
შენ ალბათ ფიქრობ, რომ ყველაფრის არქივში მოსათავსებლად
მოთმინება არ გეყოფა. არა უშავს, ყველაფერი წინ გაქვს,
დაწყებითი სკოლის მასწავლებელივით მელაპარაკებოდა, თან
თითქოს მამშვიდებდა, არა უშავს, საყვარელო, არ იდარდო, მალე
გაიზრდები და შენც ჩემსავით გააფრენო. თუმცა, საიდან მოვიტანე,
რომ ინესი აფრენს?
– შეგიძლია, რამე ისეთი მითხრა ჩემს ცხოვრებაზე,რაც მე თვი-
თონ არ ვიცი? – ვკითხე უცებ.
– შემიძლია, – მიპასუხა ინესმა, – მაგრამ არ გეტყვი. თაღლი-
თობა გამომივა და საშიშიც შეიძლება აღმოჩნდეს. ეს სამეცნიერო
ფანტასტიკას დაემსგავსება, როცა ვინმე წარსულში ერთი მცირე დე-
ტალის შეცვლას ცდილობს და ამით მთელ აწმყოს თავდაყირა აყე-
ნებს.
მოკლედ, არ ვიცი... თუმცა, გარწმუნებ, მე იშვიათად ვიზომებ
ხოლმე შენს ცხოვრებას, თანაც სულ ცოტა ხნით, როგორც ტანსაც-
მელს. მერე კი ისევ გაუცვეთავს გიბრუნებ უკან.
ერთმა ფინელმა მეცნიერმა ასე განმარტა სიტყვა „ნორმალური“:
„ეს არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ცუდადაა გასინჯულ-გამოკ-
ვლეული". ჰოდა, ვინა თქვა, რომ ადამიანების ცხოვრებაზე ასეთი
დაკვირვება ჩიტებზე დაკვირვებაზე მეტი სიგიჟეა? ინესი ჩემზე გიჟი
სულაც არ არის. ვერც იმას ვიტყვი, რომ გაბოროტებული ან სენტი-
მენტალურია, პირიქით, პრაქტიკული, მიზანმიმართული და უსაზღ-
ღვროდ პოეტური ადამიანია.

93
– ეგ შენი ახალი კაცი... – წამოიწყო ისევ ინესმა, – ჯერ გაურ-
კვევლობაში ვარ... ან საერთოდ არ გამოგადგება, ან შენი ერთა-
დერთი კაცი გახდება.
– ბენიზე ამბობ? ინეს, გთხოვ, მითხარი, ბენისთან როგორ მო-
ვიქცე? – ვკითხე მოუთმენლად,
– მე რომელი მრჩეველი მნახე? – იუარა ინესმა,

28

იმ წუთიდან, როცა ჩემთან მოვიდა და თავისი თანამშრომლის


ამბის მოყოლა დაიწყო, რაღაცნაირად შეიცვალა; არ ვიცი, როგორ
ავხსნა: თვალებს უფრო ხშირად აღებდა, ვიდრე პირს.
საერთოდ, დეზირე ყოველთვის ძალიან ბევრს ლაპარაკობდა.
მეც რა მქონდა საწინააღმდეგო – ამდენი სიჩუმით ისედაც გამოყ-
რუებული ვუსმენდი და ყველაფერი, რასაც მიყვებოდა, საინტერე-
სოდ მეჩვენებოდა.
თუმცა, ზოგჯერ ისიც მიფიქრია, ნუთუ არ შეუძლია, ერთხელ მა-
ინც ისე გადაიტანოს რაღაც ამბავი თავის ცხოვრებაში, რომ ამაზე
არ ილაპარაკოს-მეთქი. ეტყობა, ასე ინელებდა მომხდარ ამბებს –
გადასაყლაპად წინასწარ ამზადებდა ლუკმებს და კბილებმორყეუ-
ლი პენსიონერივით პატარა ნაჭრებად ჭრიდა.
სხვათა შორის, ზოგიერთი ამას ფოტოაპარატით აკეთებს. ერ-
თხელ, ბავშვობაში დედაჩემის ბიძაშვილთან, ბირგიტასთან ერთად
მთელი სამი დღით გეტებორგში წავედით დასასვენებლად. ბირგიტა
სულ ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა, ყველაფერს იღებდა: პარკებს,
პორტს, ატრაქციონებს, სასეირნო ნავებს, ტრამვაის ვაგონებს... გე-
გონებოდა, თუ სურათი არ გადაუღო,ისე არაფერი არ მოეწონებაო.
იმავე ზამთარს ჩვენთან მოვიდა სტუმრად. მოგზაურობაც გავიხსენ-

94
ეთ, თან ბირგიტას ფოტოალბომი დავათვალიერეთ, აღმოჩნდა, რო
ძვირფას დეიდაჩემს, რაც სურათებად არ გადაეღო, აღარაფერი ახ-
სოვდა, სასტუმროს რესტორნის ერთი შებერტყილი ოფიციანტი ყუ-
რებს რო ამოძრავებდა, ისიც კი დავიწყებოდა. წარმომიდგენია,
ბირგიტასთვის ფოტოფირის გაფუჭება, ალბათ, ერთი თვის სიცოც-
ხლის დაკარგვას უდრის. ისე, რა დასამალია და, ფოტოგრაფობა
არც ისე კარგად გამოსდიოდა.
რა ვქნა, ჩემი კიბორჩხალა ასეთია – ყველაფერზე უნდა ილაპა-
რაკოს. მართალია, ეს დიდად არ მაწუხებს, მაგრამ გააჩნია, სად –
აი, ლოგინშიც რო არ აჩერებს ენას, ეს კი მიშლის ცოტა ნერვებს.
თან ისე მეფერება, რო ჭკუიდან გადავდივარ, და თან ლაქლაქებს.
ყველაზე მეტად მაინც ის მაღიზიანებს, რო ხშირად ზუსტად იმაზე
ლაპარაკობს, რასაც იმწუთას ვაკეთებთ:
„მმმ... საინტერესოა, იღლიები თუ ითვლება ეროგენულ ზონე-
ბად? თუ, უბრალოდ, შენი მოფერება მსიამოვნებს?.. იცოდი, რომ ნი-
ვერის ჰერცოგინიამ სპეციალური რუკა დახაზა, მის საყვარლებს
წელსქვემოთ ადვილად რომ გაერკვიათ ყველაფერი და მეტი სია-
მოვნება მიენიჭებინათ მისთვის."
თვითონ ასეთ სისულელეებს მელაპარაკება, მე კი სათქმელი
არაფერი მაქვს და ვუსმენ ხოლმე. ეს ყველაფერი იმ დღეს შეიცვა-
ლა, როცა ის არქივებიანი ქალი მოინახულა. იმ საღამოს ისეთი
დაღლილი ჩანდა, რო არაფრის თავი არა ჰქონდა. მთხოვა, უბრა-
ლოდ შენთან დავწვები და დავიძინებო. მერე ხმის ამოუღებლად გა-
იხადა ტანსაცმელი, ლოგინში შეძვრა და ჭერს მიაშტერდა. მეც
გვერდით მივუწექი. ხელებს ვერ ვიმორჩილებდი.
ზოგჯერ მეჩვენება, რო მის სხეულს ზეპირად ვსწავლობ, თითქოს
ერთხელაც იქნება, გაქრება. ყველაფერი ვისწავლე უკვე: ლავიწის
ძვალთან პატარა ფოსოები, პატარა, სწორი ფეხის თითები, მარცხე-
ნა ძუძუს ქვეშ ხალი და ქერა ღინღლი იღლიებში. თვალებახვეულ-
საც კი არავისში არ შემეშლება, გამორიცხულია! სულ ოდნავ აპრე-
ხილი ცხვირითაც ვიცნობ. სასაცილოა, მაგრამ დეზირეს თავი შე-
უხედავი ჰგონია. მე წარმოდგენა არა მაქვს, ლამაზია თუ მახინჯი და

95
ეს არც მადარდებს. ისეთია, როგორიც არის და მორჩა.
იმ საღამოს ერთი სიტყვა არ დაცდენია. არ ვიცოდი, რა მექნა, იმ-
დენ ხანს ვეფერებოდი, რო წესით, სხვა რამეზე გადასვლის დრო
იყო უკვე. საერთოდ, თვითონ მაგრძნობინებს ხოლმე... უცებ ღრმად
ამოიოხრა, ხელის ერთი აკვრით ბეჭებზე დამაგდო და ხელები გულ-
ზე დამაკრეფინა, მერე თვალები დახუჭა და უხმოდ დაიწყო თამაში.
ამბობენ, მარტოხელები პარიკმახერთან, კბილის ექიმთან და
პედიკურის გასაკეთებლად მხოლოდ იმის გამო დადიან, რომ ვინ-
მეს შეხება იგრძნონო. დეზირე ასე არასოდეს მომფერებია – არა,
ეროგენული ზონები არაფერ შუაშია. კარგა ხანს არც კი შეხებია
მათ. ლამის ვიტირე. დეზირე კი ნამდვილად ტიროდა, ხელზე მისი
ცრემლები ვიგრძენი და, როცა რაღაცის თქმა დავაპირე, პირზე თი-
თი დამადო:
– ჩუ! საკუთარ სიცოცხლეს ვიზომებ!
იმ წუთში ეს სიტყვები სრულიად ბუნებრივი და გასაგები მეჩვენა,
როგორც ზღაპრებშია ხოლმე.

29

შენი თითები თითქოს ძერწავენ


ჩემს მხრებს და ძუძუებს,
მჩუქნი ტერფებს და ბიბილოებს
და პატარა ციყვს ფეხებშუა.

სახეზე ორგან ამჩნევია ნაყვავილარი – ყვრიმალზე და ტუჩებ-


თან. დღეს სამსახურში იშვიათი გამოცემების ინტერნეტში ძიებისას
უცებ აღმოვაჩინე, რომ კლავიატურას ვეფერებოდი, თითქოს ბენის
ნაყვავილარი სახე იყო. თვალები დავხუჭე, გზადაგზა კლავიშებს
შორის ჩაღრმავებებში ვჩერდებოდი. მერე თვალები გავახილე და
საკუთარ ხელებს ისე მივაჩერდი, თითქოს ცხოვრებაში პირველად

96
ვხედავდი. ეს გამხდარი თეთრი თითები კარგად იცნობენ ბენის კის-
რის მალებთან ამოსულ თმას, ლავიწის ჩაღრმავებას და მის მკლა-
ვებზე დაბერილ ვენებს... ჩემი თითები რამდენჯერ ჩაჰყოლიან ბენის
მკერდს ჭიპთან ამოზრდილი თმისაკენ...
შეგრძნებები ისე გამიმძაფრდა, რომ ლამის ყველაფერს ფიზიკუ-
რად აღვიქვამ. ვხვდები, რომ საკუთარ თავზე კონტროლს თანდა-
თან ვკარგავ. ჩემთვის ბევრს უთქვამს, მას მერე, რაც მოწევა მივა-
ტოვეთ, ჩაის არომატიც შევიგრძენით, ნაღების გემოც და გაზაფხუ-
ლის სურნელებით ტკბობაც შევძელითო, როგორც ჩანს, ჩემს ნე-
ირონებს ზუსტად იგივე დაემართა: უცებ აღმოვაჩინე, რომ საოცრად
რბილია სკამი, რომელზეც ვზივარ და აბრეშუმივით ნაზია ზეწარი,
რომელზეც ვწევარ; ზეწრის ხახუნი ტუჩებზე ბუმბულის გადასმის
მსგავს შეგრძნებას მიჩენს, თუ ასე გაგრძელდა, ჩემს დანახვაზე გამ-
ვლელები მალე, ალბათ, საფეთქელთან თითს დაიტრიალებენ.
მერტას დავურეკე და მოვუყეგი, როგორ ვეფერებოდი კლავია-
ტურას. ჩემმა მეგობარმა ჰასუხად უცნაური, მტრედის ღუღუნისმაგ-
ვარი ხმა ამოუშვა, თითქოს კმაყოფილების ნიშნად, თქმით კი მხო-
ლოდ ის მითხრა, ფრთხილად იყავი, არ გიჩივლონ, სამსახურის აპა-
რატურაზე სექსუალურ ზეწოლას ახდენსო.
ერიანთან თანაცხოვრებისას დავიჯერე, რომ არა ვარ ვნებიანი
ქალი. ამ აზრს მშვიდად შევეგუე, უფრო მეტიც, სიამაყის გრძნობაც
გამიჩნდა, რომ ჩემი ამ თვისებით სხვა, ნაკლებად მოაზროვნე და
ცხოველურ ინსტინქტებს აყოლილ ადამიანებზე მაღლა ვიდექი. სუ-
ლელურად მეჩვენებოდა და ნერვებს მიშლიდა გაზეთების საკვირაო
დამატებებში გამოტანილი სექსუალური რჩევები: აქა და აქ მოეფე-
რეთ, აქა და აქ შეუყავით ენა და ა.შ. პიდაპირ მაცოფებდა, შიგადა-
შიგ რომ ჩაურთავდნენ: „ასე შეინარჩუნებთ თქვენი პარტნიორის
სიყვარულს“, თითქოს სააბაზანოს კედლების კაფელით მოპირკე-
თებას გასწავლიდნენ. განა ეფექტური რჩევების წინააღმდეგი ვარ,
უბრალოდ, „სიყვარულზე" ნუ ილაპარაკებენ! სიყვარულის ქურუმო-
ბა შორს ჩემგან, რაციონალიზმი და ეფექტური გადაწყვეტილებები
კი სამსახურშიც ყელამდე მყოფნის.

97
ერიანი ჩემი პასიურობის მიზეზებს მშვენივრად აცნობიერებდა
და სიამოვნებით თამაშობდა ტემპერამენტიანი ქმრის როლს, რო-
მელსაც ცოლზე მეტად „უნდა”. ჩემი გულგრილობით, ფაქტობრიე-
ად, მის პოტენციას ვზრდიდი. წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდე-
ბოდა, ვნებისგან გამხეცებულს შუა ოთახში, ნოხზე რომ წამომექ-
ცია. დარწმუნებული ვარ, ვერაფერს მოახერხებდა. ახლა, ამ გამოც-
დილებით და ამ გადასახედიდან, ვხვდები, რომ ერიანიც ვერ იყო მა-
ინცდამაინც ვნებიანი კაცი, არასოდეს, ერთხელაც კი არ გამოუჩე-
ნია ისეთი ბავშვური მოუთმენლობა, როგორითაც ბენი მხვდება
ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვი-
ნახავს, ბენი მართლა პატარა ბიჭივითაა, მთელ კვირას ნაგროვები
ჯიბის ფულით მაღაზიის ვიტრინაზე ცხვირმიბჯენილი მოუთმენლად
რომ ელოდება მაღაზიის გახსნას. ჩვენი პაემნების განმავლობაში
ბენიმ ჩემი სხეული ისე შეისწავლა, სანტიმეტრი არ გამოუტოვებია!
ზოგჯერ მეჩვენება, რომ საქმეში მეექვსე გრძნობაც კი ჩართო. ხან-
დახან ისეთ ხალებს აღმომიჩენს, თვითონ რომ არასოდეს შემიმჩნე-
ვია; ხან მუხლის სახსარს მიყნოსავს; ხან უბრალოდ გაუნძრევლად
წევს და საათობით მიყურებს ძუძუს კერტებზე, თითქოს ცხოვრებაში
პირველად ხედავსო.
ცოტა ბრაზდება, როცა მე მეცინება, და თავს იმართლებს, ჯიქნე-
ბის შეფასება პროფესიული ჩვევააო... ვხვდები, რომ მართლა სი-
ამოვნებს ჩემთან და ცდილობს, მეც მასიამოვნოს.
თავიდან, როცა ბენიმ ჩემი სხეულის შესწავლა დაიწყო, ცოტა
გავღიზიანდი და ცინიკურად მივახალე, მანქანა ხომ არა ვარ, ტექ-
დათვალიერებას რომ მიწყობ-მეთქი, სინამდვილეში კი თავი სულე-
ლურად ვიგრძენი და, ჩემდა უნებურად, ძალიან შემრცხვა. არ ვიცი,
ზუსტად როდიდან, მაგრამ ერთხელ მეც მომინდა მისი „შეცნობა" და
მას მერე ჩვენ უამრავჯერ „აღმოვაჩინეთ" ერთმანეთი. ამას ისე მი-
ვეჩვიე, რომ ჩემი ხელები ბენის გარეშე ვეღარ ძლებენ.
ზოგჯერ, როცა ბენის ტუჩებს ვუყურებ, საშინლად ვწითლდები –
მახსენდება, ეს ტუჩები სად იყვნენ და რას აკეთებდნენ. დაუჯერებე-
ლია – ეს ყველაფერი ჩემს თავს ხება:განა მე არ ვიყავი, არც ისე დი-

98
იდი ხნის წინ სექსი, სხვა ვიტამინების მსგავსად, მხოლოდ და მხო-
ლოდ ტონუსის ამწევ საშუალებად რომ მიმაჩნდა?!

30

უმეტესად ჩემთან ვართ – მოუცლელობის გამო ქალაქში ხში-


რად ვერ გავდივარ, თუმცა ზოგჯერ დეზირეს ბინაშიც ვხვდებით ერ-
თმანეთს. იქაურობა გულზე დიდად არ მეხატება. ყველაფერი თეთ-
რია: კედლები, ხალიჩები, ის უშნო კი ავეჯი კი ლითონის კარკასებ-
ზეა აწყობილი. თავი საავადმყოფოში გეგონება. როცა დეზირე სამ-
ზარეულოში რაღაც ბალახების წვნიანს ხარშავს (მაგ სუპებისგან
მუცლის შებერვის მეტს ვერაფერს გამორჩები), სულ მგონია, რო ვი-
ღაცა თავს შემოყოფს და მეტყვის: „თქვენი რიგია, ექიმი გელოდე-
ბათ!“
ოთახის კუთხეებში უზარმაზარი მცენარეები დგას, სულაც შეიძ-
ლება – ხელოვნური. ეს არც გამიკვირდებოდა, აქაურობა ისედაც
ისეა მოწყობილი, თითქოს ვინმე მძიმე ალერგიით დაავადებული
ცხოვრობდეს.
ერთადერთი, რაც ცოტა აცოცხლებს ამ ბინას, ჩემი ნაჩუქარი
პლაკატია, დიდი სულელური პლაკატი კია... ისე, რა საყვარელია
დეზირე, ნაგავში რო არ გადაუძახა.
დედაჩემის ნაქარგი სურათებიც ხო არ მეჩუქებინა მისთვის? მე
მაინც ბევრი მაქვს. დედაჩემი მთელი ორმოცდაათი წლის განმავ-
ლობაში კვირაში ერთს მაინც ქარგავდა, მერე მეზობლებსა და ნა-
თესავებს ურიგებდა. სოფელში, ვისთანაც არ უნდა მივიდე სტუმ-
რად, ყველგან დედაჩემის ბეჯითი ხელით შესრულებული ნამუშევ-
რებია გამოკიდული. მაინც იმდენი დამრჩა, რო ჩემი სახლის კედ-
ლებს მთლიანად დაფარავს – სხვენში ერთი დიდი ზანდუკი სულ ნა-
ქარგებითაა გამოტენილი.

99
დეზირეს არც ტელევიზორი აქვს და, რა თქმა უნდა, არც ვიდეო.
ამიტომაც მნიშვნელოვანი თამაშების დღეებში მასთან არ მივდივარ
ხოლმე. არა, პირდაპირ კი არ ვეუბნები, ვიგონებ, ვითომ „ბუღალ-
ტერიას უნდა მივხედო" ან რამე. ერთხელ შუა თამაშის დროს თავზე
დამადგა. სხვა რა გზა მქონდა, კბილების ჭრიალით მოვშორდი ტე-
ლევიზორს და მამაჩემის ქაღალდებით გაძეძგილ სამუშაო მაგიდას
მივუჯექი. ხოდა, ძალიანაც კარგი ვქენი: თურმე, რას გადავრჩენილ-
ვარ?!
მაგიდა სავსე იყო ბანკის გაფრთხილებებით, ასე და ასე გიზამთ,
გიჩივლებთ, სესხს დროზე თუ არ დაფარავთ, გადახდის ბოლო ვადა
გავიდა, მრავალჯერ გაგაფრთხილეთო და ასე შემდეგ. მთელი ღამე
გავათენე, ძლივს მოვახერხე ყველაფრის მოწესრიგება. დეზირე
ნამდვილად ჩემი მფარველი ანგელოზია და ამას თვითონ ვერც კი
ხვდება!
მაგარია, როცა შენ ფინანსურ ქაღალდებს არჩევ წარბაწეული,
მუხლებზე კი ქალი გიზის და უსირცხვილოდ გხმარობს. ასეთი დამ-
ხმარე თუ გეყოლება, გახდები მაგარი ბუღალტერი, აბა რა... არადა,
ყოველთვის კი არა მაქვს ამდენი თამაშისა და ღლაბუცში ღამეების
თევის თავი – დილაუთენია უნდა ავდგე და ფერმას მივხედო.
ერთხელ ვკითხე, ტელევიზორი რატო არა გაქვსმეთქი. ჩემთან
ყოველთვის გაფაციცებული უყურებს, განსაკუთრებით – რეკლამას.
ყველაზე მეტად ის რეკლამები უყვარს, ბუთხუზა ბავშვები თავიანთ
სითხეგაუმტარ პამპერსებს რო გვიჩვენებენ; კიდევ ისინი, გოგოები
ჰიგიენურ საფენებზე ისე რო ლაპარაკობენ, გეგონება, უცოდველი
კრავის სისხლით განიწმინდეს ისედაც უმანკო სულები! ასევე თვა-
ლებგაფართოებული უყურებს ყველაფერს – თაბაშირის ფიგურების
კოლექციონერ პენსიონერებზე გადაცემით დაწყებული და შუაღა-
მის დეტექტიური სერიალებით დამთავრებული, რომლის ფინალ-
შიც, როგორც წესი, ვიღაცამ მანქანით უნდა გადაუაროს გვამს. კი-
ბორჩხალას შეუძლია ტელევიზორის წინ, ხალიჩაზე ჩემთან გორა-
ობის პარალელურადაც უყუროს სერიალს.
– ხომ ხედავ, ვერ ვშორდები! – მიპასუხა, – ჩემნაირ ადამიანს არ

100
შეიძლება, ტელევიზორი ჰქონდეს!
ერთადერთი, რასაც ვერ იტანს, სპორტია. სპორტული გადაცემის
დაწყებისას ეგრევე ან მოუთმენლად ცმუკვას იწყებს, ან რაიმე გუ-
ლისამრევი ლექსების კრებულს ამოქექავს თავისი ყვავილებიანი
ჩანთიდან (ამ ჩანთას გვერდიდან არ იშორებს და ერთი-ორი წიგნი
სულ უგდია შიგ); ან ყველაფერს აკეთებს, რომ ტელევიზორს მომ-
წყვიტოს. ის კი არა, ერთხელ ბიორკლოვენისა და მუდუს ორთაბ-
რძოლისას, ისე, რო ტელევიზორისთვის თვალი არ მომიშორებია,
ზედ გადამაჯდა და შემოვეუპატიურე.
ერთი-ორჯერ ვიდეოთეკიდან ფილმიც ვიქირავეთ. უფრო სწო-
რედ, სულ ორ-ორ ფილმს ვქირაობდით, აბა, კიბორჩხალასთან შე-
თანხმება არ გინდა? – ჩემ არჩეულ ფილმზე ის თავის ყვავილებიან
ჩანთაში მიძვრება, მე კიდევ იმისებზე მეძინება.
როგორც ბაბუაჩემი იტყოდა, მე და დეზირე ერთმანეთს ისე ვუხ-
დებით, როგორც „ფუნა და მწვანე შარვალი“, არადა, არ მინდა მას-
თან დაშორება. რაც იქნება, იქნება... ვნახოთ!

31

ნიჩაბი და ვედრო შენთვის დამითმია,


მაგრაშ ქვიშის პასკებს თვითონ გამოვაცხობ

ზოგჯერ ვეკითხები, ბიბლიოთეკიდან რაიმე ხომ არ წამოგიღო,


რახან შენ იქ მისასვლელად არ გცალია-მეთქი. განზრახ სულელი-
ვით იკრიჭება და მპასუხობს:
– წიგნები სულ ერთნაირია, გინდა ერთი წაგიკითხავს და გინდა
– ათასი, ჰოდა, ის ერთი შარშან წავიკითხე და მეტი აღარ მინდა!
ხანდახან კინოში შევდივართ ხოლმე. როცა ჰგონია, რომ თავისი
გაიტანა და „პოლიციის აკადემიის“ ღმერთმა იცის მერამდენე სე-
რიაზე შემიტყუებს, სრულიად მოულოდნელად „პიანინოზე" შემყავს.
ცოტა ხანს შენწუხებული უყურებს. ეროტიკული სცენების დროს ფე-

101
ხებშუა მიფათურებს, მერე კი ყურში მეჩურჩულება:
– შენი გულისთვის სპორტის სიახლეებს ვერ ვუყურებ! ზუსტად
ახლა იწყება!
გარეთ გამოვდივართ და ისე ღრიალებს, რომ ხალხი გაოცებუ-
ლი მოგვშტერებია.
– ძველად ხალხი ასეთი სულელი სულაც არ იყო! იმდენი ჭკუა
ნამდვილად ჰქონდათ, რომ ნორმალური პორტი აეშენებინათ და
პლაჟებზე პიანინოები არ დაეყარათ!
ერთადერთხელ შევათრიე თეატრში, ავანგარდისტული, მოკლე
სცენებად დაყოფილი მძიმე პიესა იყო თანამედროვე, ქალაქური
ცხოვრების სიცარიელეზე. ბენის წუწუნი ზარივით ისმოდა გასუსულ
დარბაზში.
– იფ, ბოლოს ასე მაშინ ვისიამოვნე, როცა „პონგო და 101 დალ-
მატინელი" ვნახე! – ხმამაღლა გამომიცხადა ფოიეში და გამომწვე-
ვად შემომხედა.
– განზრახ მაბრაზებ! – შევუტიე ბისტროში, სადაც სპექტაკლის
შემდეგ შევედით, – ვინ გეუბნება, სულელი ხარ და აღქმის უნარი
არა გაქვსო?! რატომ არ ცდილობ გამიგო, რომ მეც მაქვს ჩემი სამ-
ყარო, რომელიც შენსაზე არანაკლებ საინტერესოა! მე ხომ არ გი-
ლანძღავ მაგ შენს კომბაინებს?
– სამაგიეროდ, მე არ გაიძულებ ჩემი კომბაინების საათობით ყუ-
რებას! – უკმაყოფილოდ ჩაიბურდღუნა ბენიმ.
ერთმანეთისთვის მეტი არაფერი გვითქვამს. მაგრამ შურის საძი-
ებლად ბენიმ რაღაც ამაზრზენ „ტრაქტორების ტურნირზე" წამიყვა-
ნა. უზარმაზარი ტრაქტორები ერთმანეთს სიმძიმეების გადაადგი-
ლებაში ეჯიბრებოდნენ, მაგრამ ამას ვინ ჩივის, შემოდგომის სუფთა
ჰაერს დიზელის საშინელი გამონაბოლქვით წამლავდნენ. ერიანი
ნამდვილად აღშფოთდებოდა და კრიტიკული სტატიების მთელ სე-
რიას გამოაცხობდა ამ თემაზე. თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი, ამ
სიტყვის ყველანაირი გაგებით, ბენიმ ცხვირამდე ჩამოიფხატა კეპი,
უხეშად რომ ვთქვა, ფეხებზე დამიკიდა და სხვა მისნაირ კეპიან კა-
ცებთან კარბურატორებზე დაიწყო ლაპარაკი

102
მერე სახლში დავბრუნდით და გიჟური სექსი გვქონდა.
– ნუთუ მხოლოდ ეს გვაკავშირებს? –ვეწუწუნები მერტას.
– რას ჰქვია „მხოლოდ ეს“? – კითხვაზე კითხვითვე მპასუხობს
ჩემი მეგობარი.
ყველაზე მეტად სექსის შემდეგი წუთები მიყვარს, როცა დამშვი-
დებულები და მოთენთილები ერთმანეთში გადახლართულები ვწე-
ვართ. ხშირად ერთმანეთის გამოსაცდელად ათასნაირ ტესტს ვიგო-
ნებთ.
– როგორ მოიქცეოდი, სადმე აწყვეტილი ხარი რო შეგხვედრო-
და? – მეკითხება ბენი.
– ხუთმეტრიანი ნახტომით ღობისკენ გადავფრინდებოდი, მაგ-
რამ გადაძრომას ვერ მოვასწრებდი, გული წამივიდოდა და ხარი ნა-
კუწებად მაქცევდა.
– არ მჯერა! პირიქით, შენ იქით მივარდებოდი ხარს და მკაცრად
გაარფთხილებდი, საზოგადოებრივ ადგილებში ქალზე თავდასხმა
არ გაბედოო, და შენ კი არა, ხარს წაუვიდოდა გული, – მპასუხობს
ბენი.
– შენ რას იზამდი, სადმე ძალიან მაღალი დონის წვეულებაზე
უცებ რომ შეგემჩნია, რომ შარვლის უბე გახსნილი და რაღაც-რაღა-
ცეები გადმოგდებული გაქვს? – ვეკითხები მე.
– მოვკიდებდი ამ ჩემ რაღაცეებს ხელს, დავუძახებდი ხალხს და
ხმამაღლა გამოვაცხადებდი, შვედეთის ნუდისტური საზოგადოების
წარმომადგენელი ვარ და საზოგადოების გასავითარებლად ფული
გაიღეთ-მეთქი... – სხაპასხუპით მეუბნება ბენი, – არა, სინამდვილე-
ში, ალბათ, უბეს ჩუმად შევიკრავდი, შიგ მაგიდის გადასაფარებელს
მოვიყოლებდი და მთელ ჭურჭელს იატაკზე ჩამოვყრიდი; მერე უბე-
ზე გადასაფარებელმობმული და სულელივით გაკრეჭილი, კარის-
კენ ზურგით წავიდოდი, გადასაფარებელს ფეხს წამოვდებდი, კიბეზე
დავგორდებოდი და ორივე ფეხს მოვიმტვრევდი... შენ რას იზამდი,
წიგნის მაღაზიაში სხვაგან ნაყიდი წიგნით რომ შესულიყავი და გამ-
ყიდველს ქურდობა დაებრალებინა, ეს წიგნი ჩვენგან მოიპარე
– ჯერ ისტერიკული სიცილი ამიტყდებოდა, მერე ხელახლა გადა-

103
ვიხდიდი და იმავე წიგნის კიდევ სამ ეგზემპლარს ვიყიდდი. თან ვეტ-
ყოდი, ისეთი გადასარევი წიგნია, ყველა ჩემს მეგობარს უნდა ვაჩუ-
ქო-მეთქი, მერე ყურებამდე გაწითლებული მაღაზიიდან გამოვიქეო-
დი და ოთხივე წიგნი, რა თქმა უნდა, დახლზე დამრჩებოდა.
ერთ რამეზე ნამდვილად შევთანხმდით: თუ ბენი გოიმების ჩემ-
პიონია კაცებში, მაშინ მე ფრუ გოიმად ნამდვილად გამოვდგები. ასე
რომ, ჩვენს ფიტულებს ნამდვილად სკანსენის ერთ-ერთ ვიტრინაში
გამოფენენ.

32

ზამთარში ფერმის საქმეებისგან ცოტას ვისვენებ ხოლმე. შეშა-


საც შემოდგომაზე ვიმარაგებ, მაგრამ ნოემბერში იმისთანა ჭყაპი და
ტალახი იყო, რო ტყეში წასვლას აზრი არ ჰქონდა, თავს ვიმშვიდებ-
დი, არა უშავს, მუშაობას მაინც ვერ მოვახერხებდი-მეთქი. საშინ-
ლად ციოდა, სუსხიანი ქარი ქროდა და გადაუღებლად წვიმდა, სიცი-
ვე უკვე ძვალ-რბილში ატანდა.
ამასობაში უსაქმურობისგან თავმობეზრებულს ძალიან მომინ-
და, ჩემი ძველი სახლისთვის მიმეხედა. არა, პარმაღის ხის ჩუქურ-
თმებით მორთვა არც მიფიქრია, სახლში ისედაც იმდენი რამეა ხელ-
შესავლები. მოკლედ, რა...
ამასწინათ ტელევიზორში მოვისმინე, 50-იანი წლებიდან შემორ-
ჩენილ ბენზინგასამართ სადგურებს აღარ დაანგრევენ და კულტუ-
რულ ძეგლებად გამოაცხადებენო, ბენზინგასამართი სადგური თუ
ძეგლია, ჩემი სასტუმრო ოთახიც ძეგლი გამოდის! დედაჩემს, კაცმა
რომ თქვას, სახლის მოწყობა და ინტერიერის განახლება მაინცდა-
მაინც არ აინტერესებდა; სისუფთავეს კი ნამდვილად იცავდა, მაგ-
რამ ყველაფერს ისე ინარჩუნებდა, როგორც მისი მშობლების დროს
იყო. და კიდევ, ყველა ნივთს ინახავდა, რაც მამაჩემთან ერთად ჰქ-

104
ონდა ნაყიდი. მეც მას დავემსგავსე. ერთადერთი ოთახი, რომელიც
თავის დროზე ცოტა ჭკუაზე მოვიყვანე და ჩემს გემოზე მოვაწყვე, ჩე-
მი ოთახი იყო. ეს ჯერ კიდევ მანამდე მოვახერხე, სანამ მთელი ფერ-
მის საქმეები მე დამაწვებოდა მხრებზე.
დაახლოებით 17 წლისა ვიყავი და მიქროდა. ბებიაჩემისდროინ-
დელი ყავისფერი შპალერი შავად გადავღებე, საწოლს ვეფხვის ტყა-
ვივით ზოლიანი საბანი გადავაფარე და კედლებზე ერთი-ორი პუდე-
ლივით ხუჭუჭა როკერის პლაკატი გავაკარი; პლაკატებთან ერთად
ტიტველი გოგოს სურათიც ჩამოვკიდე, რომელსაც ტანზე ლურჯი
პასტით საქონლის აქნის სქემა ეხატა. მაშინ სიგიჟემდე მომწონდა
ეს ყველაფერი, მაგარია, არა?! კარინაც მეუბნებოდა, ძალიან მაგა-
რიაო. ზაფხულის ერთ საღამოს, როცა ჩემებიმთელი ღამით სადღაც
წავიდნენ, კარინა ჩემთან შემოვაპარე და ტანზე ტუშით ზუსტად ისე-
თი სქემის დახატვა მოვუნდომე. ორივე კაი მაგარი მთვრალები ვი-
ყავით, რაღაცა ისეთი დავლიეთ, რო ძლივს გადავრჩით, ამბობენ,
აბრმავებსო. მერე ლოგინზე კარგა ხანს ვიკოტრიალეთ და ის ჩემი
საბანი სულ გავათახსირეთ. დედაჩემს საყვედურიც კი არ უთქვამს,
უხმოდ აიღო და გადააგდო. აი, ასეთი ქალი იყო, ზედმეტ შეკითხვას
არ დაგისვამდა.
მალე როკერების პლაკატები ჩამოვგლიჯე და ტრაქტორებისა
გამოვაკარი. შპალერის გადასაღებად კი ვერა და ვერ მოვიცალე.
დეზირემ მითხრა ერთხელ, ამ კედლებს რო ვუყურებ, თავი აკლდა-
მაში მგონიაო. ხოდა, სწორედ მაშინ მომივიდა აზრად სახლის გარე-
მონტება. დეზირეს ჩემ ცხოვრებაში შემოსვლამ ჩემში დიდი მეოჯა-
ხის ინსტინქტები გააღვიძა, ამიტომაც ავჩქარდი. არადა, ცოტა
ფრთხილად უნდა მემოქმედა. სულ მალე გაირკვა, რომ დანაღმულ
მინდორზე გავსულვარ...
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ჩემ ოთახში ტრაქტორების
პლაკატებიც ჩამოვხსენი და ლამაზი, ყვავილებიანი შპალერი გავა-
კარი; მერე კატალოგით გამოწერილი თეთრი, ფოჩებიანი ფარდები
ჩამოვკიდე, აი, ისეთები, ლამაზი ზონრებით შუაზე რო იყოფა და
აქეთ-იქით იკვრება; კედლები კი დედაჩემის ნაქარგი ყვავილებით

105
მოვრთე. ამ ყველაფრის კეთებას ერთ კვირა მოვანდომე. ვიცოდი,
იმ კვირაში დეზირე ჩემთან მოსვლას ვერ მოახერხებდა. ჰოდა,
როცა მესტუმრა, პირდაპირ საძინებელ ოთახთან მივიყვანე, კარი
დიდის ამბით გავუღე და საზეიმო ხმით რაღაცა დავიყროყინე.
დეზირემ კარგა ხანს ათვალიერა იქაურობა და ბოლოს სხვათა
შორის აღნიშნა:
– ჰო, არა უშავს... ლამაზია.
დავიბენი, ასეთ პასუხს არ ველოდი. მეგონა, შემაქებდა, რა კარ-
გად გაგიკეთებია, რა ყოჩაღი ხარ, ასეთ საძინებელმი დიდი სიამოვ-
ნებით დავწვებიო.
მან კი ერთადერთი სანუგეშო რამ მითხრა, აქაურობა უფრო ნა-
თელი გახდა და ოთახიც უფრო დიდი ჩანსო,
– ხო ლამაზია, არა? – მაინც არ ვყრიდი ფარ-ხმალს.
აი, ეგ კი არ უნდა მეკითხა. დეზირეს ტყუილები არ უყვარს, ათას-
ჯერ შემიმჩნევია, სხვისი გულის მოსაგებად პატარა ტყუილსაც კი არ
იტყვის. ახლაც მომახალა, რა თქმა უნდა, ოთახი შენი გემოვნებით
მოაწყვე და არა ჩემითო.
– რაო, იმის თქმა გინდა, რო შპალერის საყიდლად თან უნდა წა-
მეყვანე? – წამოვაყრანტალე უცებ, სანამ თავის შეკავებას მოვას-
წრებდი.
წამოვაყრანტალე და მივხვდი, რო მაგრად მივქარე – ასე უხეშად
და პირდაპირ არ უნდა მეკითხა.
– არა, რატომ, სულაც არ იყო სავალდებულო, – მიპასუხა გულ-
გრილად და ტელევიზორი ჩართო. საინფორმაციო გამოშვება იწყე-
ბოდა.
მთელი საღამო ჩამშხამდა. გამოშვების დროს წავკამათდით კი-
დეც. დეზირე დიდი მემარცხენეა, მთლად ღვინისფერი წითელი თუ
არა, ჟოლოსფერი მაინც. მე კი, როგორც მეწარმე (თავი მცირე მე-
წარმედ მიმაჩნია), მეწარმეების ინტერესებს ვიცავდი. რახან დეზი-
რე ჩემზე გაცილებით გამოცდილი მოკამათეა, კუთხეში ადვილად
მიმიმწყვდია და იქამდე მიმიყვანა, რო საერთაშორისო მსხვილი კა-
პიტალის დაცვაც კი დავიწყე;

106
ბოლოს, იმისთანა რაღაცეებს ვიცავდი, რისი დაცვაც ადრე აზ-
რად არ მომივიდოდა. ნერვებმოშლილმა ეკოლოგებს დავუწყე გი-
ნება, მაგათ რა ესმით, აზრზე არ არიან არაფრის, ტყეების გაჩეხვას
ხელს რო უშლიან-მეთქი. დეზირე გაცეცხლდა, შენ თვითონ არა
ხარ აზრზე, რას ნიშნავს ბუნებრივი გარემოს განადგურება და
რესურსების ამოწურვაო. ჩვენი კამათი იქამდე მივიდა, რომ ლამის
მსხვილი ფირმის, „საკნის” სატვირთო მანქანების დაწვა დავაბრა-
ლე.
ძალიან კარგად ვხვდებოდი, რო მთელი ეს აყალმაყალი სინამ-
დვილეში საძინებელი ოთახის შპალერს მოყვა. ნერვები ეშლება –
არ იცის, უნდა თუ არ უნდა ჩემი სახლის საქმეებში ჩარევა.
პირველად დავიძინეთ ერთ საწოლში ისე, რო სექსი არ გვქონია.
თუმცა, ხელი კი გადავხვიეთ ერთმანეთს.

33

მიყვარს სადა და უბრალო ფორმები –


თითქშის მიმქრალი ფერები;
ყვავილებით მოჩითული ველი კი,
ცოტა არ იყოს, მაღიზიანებს.

ძალიან გამიჭირდა სიცილის შეკავება, როცა ბენის ახალი ფარ-


დები დავინახე. „ქარწაღებულებში" რომ კაბებია, ზუსტად ისეთი ფო-
ჩები ჰქონდა. მერე ნაქარგები შევამჩნიე. ბენი ისე ამაყად გაჯგიმუ-
ლიყო, რომ ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე და გუნება წამიხდა.
არავითარი სურვილი არ მქონდა, მისი სახლის დიზაინზე საკუ-
თარი აზრები მეფრქვია. ასე ხომ პირდაპირ ვაგრძნობინებდი, ამ
სახლში აზრს მეც უნდა მეკითხებოდნენ-მეთქი. არადა, ჯერჯერობით
ასეთი პრეტენზიები ნამდვილად არა მაქვს

107
მერე ტელევიზორის ყურებისას ვიჩხუბეთ. თავიდან მიხაროდა,
კამათში ადვილად რომ ვუგებდი, ჩემს მიერ დაგებულ მახეებში უცებ
ებმებოდა, მაგრამ ბოლოს ლამის ვიტირე – ისეთი სულელური კლი-
შეებით იცავდა თავს, რომ მასზე წარმოდგენა დამეკარგა. განა არ
ვიცი, რომ ბენი სულაც არ არის ერთუჯრედიანი არსება და ისეთ რა-
ღაცეებში ერკვევა, რაზედაც მე წარმოდგენა არა მაქვს. თუმცა, იმა-
საც ვხვდები, რომ სხვადასხვა პლანეტებზე ვცხოვრობთ.
ზოგჯერ მშვიდობიანადაც ვახერხებთ დავის მოგვარებას. თუმცა,
საკამათო მართლაც რომ ბევრი გვაქვს. მაგალითად, ერთმანეთის
ჩაცმის სტილი თავიდანვე არ მოგვეწონა.
ერთ დღეს ბენი „დიანას მოდის მაღაზიის" პარკით ხელში გამო-
მეცხადა. ეს ის მაღაზიაა, სადაც შუახნისა და ხანდაზმული ქალბატო-
ნებისთვის (მთელი ცხოვრება მდივნებად რომ უმუშავიათ) მკაცრი
მუქი ლურჯი ფერის კოსტუმები, სიფრიფანა პიკანტური შარფები და
გოფრირებული, ბრჭყვიალა სადღესასწაულო კაბები იყიდება. ვერ
ვიტან ასეთ კაბებს, ბისერები შორიდან ეგზემის გამონაყარს მაგო-
ნებს. მე და მერტა ამ მაღაზიის ვიტრინასთან სპეციალურად ვჩერ-
დებით ხოლმე და კარგადაც ვხალისობთ.
– ფასდაკლება იყო და გიყიდე, – ამაყად გამომიცხადა ბენიმ, –
მიდი, გახსენი!
პარკში არც კოსტუმი იდო და არც საღამოს კაბა; უარესი – რაღაც
თინეიჯერული ქვედაბოლო, ამაზრზენი იისფერი ვარდებითა და
ფოსფორის ფერი ფოთლებით! კედელზე თუ ჩამოვკიდებდი, რო-
გორც ავანგარდული ხელოვნების ნიმუშს, თორემ სახალხოდ ჩაც-
მას, ალბათ, ვერასოდეს შევძლებდი!
– იცი... ჩემს სტილში ნაკლებად ჯდება, – შევეცადე, რაც შეიძლე-
ბა, რბილად მეთქვა, თუმცა, ბენის რას გამოაპარებ, იმწამსვე მიხ-
ვდა ყველაფერს. ჰოდა, მეც აღარ მოვრიდებივარ და მთელი სიმარ-
თლე პირში მივახალე; ეგღა მაკლია, ეგონოს, რომ ვეპირფერები:
– ჰო, საშინელებაა...
ალბათ, ჯობდა, რომ მეპირფერა.
– რა ჯანდაბაა, სულ წყალში დამხრჩვალი გვამივით გამოიყურე-

108
ბი, – გამოსცრა ბენიმ და ქვედაბოლო ისევ პარკში ჩატენა, – მაინც
დაიტოვე! ბოლოს და ბოლოს, დახევ და ფანჯრების საწმენდ ტი-
ლოებად გამოგადგება.
– რაო, გვამიო?! – ასეთი შეურაცხყოფა ვეღარ ავიტანე, – არ
მჭირდება ეგ შენი ძვირფასი საჩუქარი! თვითონ წაათრიე, იქნება
ოდესმე ფანჯრების გაწმენდა მოგაფიქრდეს! ისე, ბოსელშიც გამო-
გადგება, ასეთ მშვენიერებას ნეხვის სუნიც კი ვერაფერს დააკლებს!
ერთხანს ზიზღით სავსე თვალებით შევცქეროდით ერთმანეთს.
მერე ბენიმ ხელები ზურგსუკან გადაიჭდო, დივანზე ჩამოჯდა და კბი-
ლებში გამოცრა:
– ჩემზე სუსტებს არ ვცემ! ეგღა მაკლია! არ ვცემ-მეთქი! სამაგი-
ეროდ, აი, რას ვუშვრები, – ბენიმ ხელი მკრა, დივანზე დამაგდო,
ბამბის მაისური შემომახია და კმაყოფილმა დაამატა, – გახდილი
უფრო ლამაზი ხარ! ყოველ შემთხვევაში, იმის გარეშე, რასაც შენ
ტანსაცმელს ეძახი! ფუ, გული მერევა,ის შენი სულელური სოკო-
ებიანი ქუდი რო მახსენდება!
ამასობაში იარლიყს შევავლე თვალი, საჩუქარში 300 კრონა გა-
დაუხდია, საკმაოდ დიდი ფასია ბენისნაირი არცთუ ისე მდიდარი კა-
ცისთვის, გადავწყვიტე, ვალში არც მე დავრჩენოდი, ვფიქრობდი,
ქალაქში სასეირნოდ რომ წავალთ, სამასკრონიან ტანსაცმელს მეც
ვუყიდი, ოღონდ აუცილებლად ჩემი გემოვნებით, და აბა ვნახოთ, თუ
არ მოეწონება-მეთქი. მოკლედ, შესარიგებლად ასეთი დიპლომა-
ტიური ხერხი მოვიგონე; თან შურისძიების საშულებასაც მივცემდი.
კარგა ხანს ვიბოდიალეთ სავაჭრო ცენტრში. ბოლოს და ბოლოს
ბენის, როგორც ყოველთვის, გაახსენდა, რომ თავის ძროხებთან აგ-
ვიანდებოდა. მე კი ამასობაში „მალბერის“ ფირმის პერანგები შე-
ვათვალიერე, კვერცხის ნაჭუჭისფერი და თამბაქოსფერი წვრილი
ზოლებით. მომეწონა, სწორედაც რომ დაამშვენებდა დასასვენებ-
ლად გამოსულ ფერმერს.
– ეგეთებს შეკვეთით ვყიდულობ, 99 კრონად სამ ცალს. ბოსელ-
ში მაცვია! – ცივი წყალი გადამასხა ბენიმ.
კიდევ ერთი შევარჩიე, ფრანგული სტილის პერანგი, რომელიც მკ-

109
ერდამდე ჩახსნილი უნდა ატარო.
– ეგეთი პერანგით კაცებში მაგარ პოპულარობას ნამდვილად
მოვიპოვებ, – დაიჭიხვინა ბენიმ.
მთელი ეს დრო მწევარი ძაღლივით მექაჩებოდა მყვირალა ფე-
რის, ჭყეტელა ორნამენტებიანი პერანგებისკენ; ასეთივე ფერის
ჰალსტუხების დანახვაზე თვალები სიხარულით ენთებოდა; კიდევ
რაღაც უცნაური პიჯაკები მოსწონდა, ასეთები, ალბათ, 10 წლის წინ
იყო მოდაში ჰოლივუდში. „გამოსასვლელი“ ტანსაცმელი კი რატომ-
ღაც ისეთი მოსწონდა, სუტენორებს რომ აცვიათ ხოლმე. სამუშაო
ტანსაცმელს მაღაზიაში არ ყიდულობს, პირდაპირ კატალოგიდან
ირჩევს და ხარჯებსაც ფერმის ანგარიშზე წერს.
ბოლოს ისეთივე მოკლემკლავიანი მაისური ვუყიდე, როგორიც
მე მქონდა, და ბენი უდიდესი კმაყოფილებით დამპირდა, ნაკელის
მანქანას რომ გავრეცხავ, აუცილებლად გამოვიყენებო,

34

– შეიძლება, შენი უჯრები გადავქექო? – მკითხა დეზირემ. დასა-


მალი არაფერი მაქვს და ამიტომაც იოლად დავთანხმდი. დიდი-დი-
დი, ძველი პორნოჟურნალი ეპოვა, რა მოხდა მერე?
თუმცა, დეზირემ პორნოჟურნალზე უარესი – ჩემი მეცხრე კლა-
სის ატესტატი იპოვა. ჩემი ოთხიანების და ხუთიანების თვალიერე-
ბისას, ყბა ლამის ქლიავისხელა ძუძუებამდე ჩამოეწელა. მერე აღ-
შფოთებულმა წამოიძახა:
– ასეთი კარგი ნიშნები გქონია და როგორ არ შერცხვათ შენს
მშობლებს, სწავლა რომ არ გაგაგრძელებინეს. თუმცა, ახლაც არ
არის გვიან, ათასი საშუალება არსებობს, სახელმწიფო სტიპენდი-
ები, სპეცსასწავლებლები, სახალხო უმაღლესი სკოლები...‒მოკლ-

110
ლედ, ენა არ გაუჩერებია. მთელი ამ დროის მანძილზე, რაც დეზირეს
ვიცნობ, ყველაზე მაგრად იმ წუთში გავბრაზდი! ისე მომინდა, ერთი
მაგრად მეთხლიშა იმ კრემისფერ სახეში, რო სულ სისხლით მოთ-
ხვროდა ცხვირ-პირი. თუმცა, ჩვენ სანათესაოში კაცები ქალებს არა-
სოდეს არ სცემენ. განა იმიტო, რო ჯენტლმენები არიან, არა, უბრა-
ლოდ, ეშინიათ, საჭირო მუშახელი არ დააზიანონ.
მიუხედავად ამისა, ძალიან მომინდა, დეზირე ერთი მაგრად მი-
მებეგვა – რომელი მუშახელი ეგ მიგდია!
თუმცა, თავი შევიკავე, ქურთუკი მხრებზე მოვიხურე და უსიტ-
ყვოდ გავვარდი გარეთ. ბოსელში შევიარე. ერთმა ძროხამ ახლახან
ხბო მოიგო და ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა ფეხზე დადგომას, საწყალი
ძროხა მთელი ძალით ცდილობდა. ისე შემეცოდა, რო აკანკალებუ-
ლი ხელით მოვეფერე გაოფლიანებულ ბეწვზე. ბოლოს და ბოლოს
მოახერხა ადგომა და ბანცალით მივიდა ბაგასთან. გვერდით დავუ-
დექი, შუბლი ფერდზე მივაბჯინე და ვუჩურჩულე:
– გამაგრდი! არ წაიქცე! არ წაიქცე!
მერე შინ შევბრუნდი. ფრეკენ „ნანატრი“ დამცინავად დაიჭყანა
და ცივად მითხრა:
– შეგეძლო სარდაფში გამოგეცვალა სამუშაო ტანსაცმელი! ჰო,
იმას გეუბნებოდი, რომ სახალხო უმაღლესი სკოლები...
– რაებს ბოდავ?! შენი აზრით, ფერმა უნდა გავყიდო, არა?! – და-
ვუღრიალე გამწარებულმა, – არა მგონია, შენ მიმიხედო აქაურო-
ბას, სანამ მე სახელმწიფო კრედიტზე უზრუნველად ვიცხოვრებ! იქ-
ნებ ფიქრობ, რომ ძროხებს თან წავიყვან და საერთო საცხოვრე-
ბელში დავაბინავებ!
დეზირე მიტკალივით გაფითრდა.
– არ მესმის, რატომ გაგიჟდი, – ჩაიბუტბუტა შეცბუნებულმა, –
მთავარია მონდომება, თორემ სწავლისსაშუალება ყოველთვის მო-
იძებნება. მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ნიჭიერი ხარ. თუმ-
ცა, როგორც ვხედავ, სურვილი არა გაქვს. ასე რომ, მოვრჩეთ ამაზე
ლაპარაკს! აზრი არა აქვს.
– სურვილი? – უარესად ავღრიალდი მე, – მაშ, სურვილი, არა?

111
სურვილიო! მერე, მერე რას მიპირებ? ხუთი-ექვსი წელი ვისწავლო
და ისედაც დაგროვილ ვალებს კიდევ სწავლის ნახევარმილიონიანი
კრედიტები დავუმატო?! მერე რა ექნა, ბიბლიოთეკარად ვიმუშაო,
თაროებს შორის წინ და უკან ვიარო და ჩემი მაღალი ნიშნები ვჭამო
თუ?.. და, საერთოდ, სად ჯანდაბიდან იცი, ჩემმა მშობლებმა რა „უფ-
ლება" მომცეს და რა არა?!
დეზირე ჩუმად იჯდა და ნიშნების ფურცელს თვალს არ აშორებ-
და. უცებ ფურცელი ხელიდან გამოვგლიჯე, დავხიე და ნაგლეჯები
თავზე გადავაყარე. გიჟივით ვიქცეოდი.
– სინამდვილეში შენ სულ ფეხებზე გკიდია ჩემი „სურვილები“! –
ვუღრიალე ისევ, – შენ მარტო საკუთარი თავი გადარდებს! ჰოდა,
წადი და მოძებნე ვინმე, ვისთანაც იმ შენ ლაკონზე ილაპარაკებ და
ვინც შენი ბიბლიოთეკარი დაქალების წინაშე არ შეგარცხვენს. აზ-
რზე არა ხარ, რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს ფერმა!
არც ის იცი, მე რა მინდა სინამდვილეში! ერთი დამხმარე მჭირ-
დება ფერმაში, ვინც ახალნამშობიარებ ძროხებს დროზე დაალევი-
ნებს წამალს, ფეხზე წამოდგომა რო შეძლონ!
უკვე მთელი ხმით ვღრიალებდი. დეზირე წამოდგა.
– რა გაყვირებს? ვის ეჯიბრები? – მხოლოდ ეს მითხრა და გარეთ
გავიდა. გავიგონე, როგორ დაქოქა მანქანა; მერე გამაყრუებელი
სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ დეზირეს სიტყვები გამოეკიდა ჰაერ-
ში.

35

წყალზე ნაკვალევს რომ არ ტოვებს


მე ის ქალი ვარ...
სკოლის ფოტოზე ჩემს სახელს ვერ მოიგონებენ...
ჩემი ოქროს საყურე კი სახელმწიფოს დარჩება,
როცა მოვკვდები.

112
ჩემს სიცოცხლეში არასოდეს ვყოფილვარ ასე საშინლად.
არადა, როგორ მიხაროდა! მისმა ატესტატმა, რომელიც ცურვის
წრის დიპლომსა და მოტორის სქემას შორის ვიპოვე, კიდევ ერ-
თხელ დამარწმუნა, რასაც აქამდეც ვხვდებოდი. თითქმის ყველა-
ფერში ხუთები ჰყავდა: შვედურში, მათემატიკაში, ინგლისურში...
ორად ორი ოთხიანი ვიპოვე: რელიგიის ისტორიასა და შრომაში.
ერთი სიტყვით, ძალიან წარმატებული მოსწავლე ყოფილა. მით უმე-
ტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სწავლისთვის ძალიან ბევრი
დრო არასოდეს ჰქონდა. მთელი ბავშვობა ხომ ლამის მოსამსახურე
ბიჭივით ამუშავებდნენ ფერმაში. ახლა ვხვდები, რატომაც მიწევდა
ასეთ გააფთრებულ წინააღმდეგობას, როცა მაღალი კულტურით
„ვკვებავდი" – როგორც ჩანს, პროვოკაციად აღიქვამდა‒ თვითო-
ნაც მშვენივრად ხვდება, რომ ბევრის მიღწევა შეეძლო; რომ სინამ-
დვილეში ძალიანაც სჭირდებოდა ეს ყველაფერი. ჰოდა, სწორედ
ამიტომ არ მნებდებოდა, არ აღიარებდა, რომ არასწორი არჩევანი
გააკეთა თავის დროზე.
მაინც არ ველოდი მისგან ასეთ რეაქციას. ვერაფერი ვუპასუხე.
მე ხომ მხოლოდ მისი უფრო ახლოს გაცნობა მინდოდა, იქნებ გვე-
პოვა კიდეც ის რამდენიმე ვარსკვლავი, რითაც ჩვენ შორის ხიდს
გავდებდით (როგორც იმ ლექსშია).
ბენისგან გაქცეულს საკუთარი თავი ისე შემეცოდა, რომ ცხარე
ცრემლებით ავტირდი. მეგონა, რომ არასწორად გამიგო.
სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა. გამთენიისას, დი-
ლის 6 საათზე, როცა უკვე მეთოთხმეტე ჭიქა ჩაის ვსვამდი, უცებ გა-
მიელვა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. ბავშვობიდან ვიყავი
წარმატებებსა და ოქროს ვარსკვლავებს შეჩვეული; დედაჩემიც გა-
მუდმებით მაქებდა. ჰოდა, ამ ბეჯითმა და ნიჭიერმა დეზირემ ბენის
სოფლური სიბნელის განათლების ლამპრით გაფანტვა გადაწყვი-
და... საიდან უნდა მცოდნოდა, მისმა მშობლებმა ამ ყველაფერში რა
როლი შეასრულეს, რას სთხოვდნენ, რას უშლიდნენ და რის უფლე-
ბას აძლევდნენ? მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ბენის მშობლები მათი
ვაჟის მიერ ლამის ორანჟერეად ქცეულ სასაფლაოზე განისვენებენ.

113
უცებ საშინლად მომენატრა დედაჩემი. მისი ნახვის სურვილმა
ცოტათი მამაც კი მომანატრა. გამახსენდა ჩვენი უზარმაზარი მუხის
მაგიდა, რომელთანაც დედას ძალიან სასაცილო აქცენტით ხმამაღ-
ლა ვუკითხავდი ინგლისურ წიგნებს. დედამ ინგლისური არ იცოდა,
მაგრამ ყოველ ზაფხულს აუცილებლად მიშვებდა ინგლისში. ხოლო
როცა პირველად ცხოვრებაში ბორძიკ-ბორძიკით დავუკარი მო-
ცარტის სონატინა, დედამ თავი ვერ შეიკავა და აქვითინდა. ჯერ კი-
დევ ვერ გადაეწყვიტა, ვინ უნდა გამოვსულიყავი: ცნობილი პიანის-
ტი თუ ნობელის პრემიის ლაურეატი.
საბოლოოდ, ბიბლიოთეკარი გავხდი: დაბალი ხელფასითა და
რამდენიმე ათასიანი გასასტუმრებელი სასწავლო კრედიტით. ზო-
გადი განათლება კი ძალიან კარგი მაქვს. ფორტეპიანოზე აღარ ვუკ-
რავ, მაგრამ სამაგიეროდ ტუჩის გარმთნზე შემიძლია „შვრიის ყანა“
შევასრულო. ერთი სიტყვით, იდეალურად შევეფერები დიდი და გა-
უთლელი ბენის მოძღვრის ამპლუას.
მეორე დღეს ტელეფონის ზარებს არ ვპასუხობდი. ხან იმის მეში-
ნოდა, ვაითუ ბენი რეკავს-მეთქი, ხან –კიდევ უარესის, ვაითუ, ბენი
კი არა, სხვა ვიღაც რეკავს-მეთქი. საბოლოოდ ყველაფერს ზურგი
ვაქციე, სამდღიანი შვებულება ავიღე და მამაჩემს შევატყობინე, უნ-
და გესტუმრო-მეთქი.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეასედი წამის სიზუსტით იხ-
სენებენ, ბავშვობა როდის დაამთავრეს და დიდები გახდნენ. მაგა-
ლითად, მერტა ბავშვობიდან იმ მომენტში გამოვიდა, როცა დედა-
მისს მეზობლის წითურთმიან კაცთან ლოგინში შეუსწრო. ეს თავად
მიამბო. მერტა ერთადერთია მთელ თავის სანათესაოში, ვისაც წი-
თური თმა აქვს.
მე კიდევ იმ სამი დღის განმავლობაში დავამთავრე ბავშვობა.
არა, რაიმე საოჯახო საიდუმლოსთვის სულაც არ ამიხდია ფარდა
(საიდუმლო ოდესმე რომ არსებულიყო ჩვენს ოჯახში, უკვე კარგა
ხნის დაფარული იქნებოდა მარადიული ყინულით). არც რაიმე მო-
ულოდნელი მომხდარა. მამა „ჩემს პატივსაცემად“ უხალისოდ დარ-
ჩა შინ და მოჰყვა გაუთავებელ წუწუნს, რა საძაგელ მოსამსახურეებ

114
უგზავნის სააგენტო. ერთხელაც კი არ უკითხავს ჩემი ამბები; დედა-
ზეც მხოლოდ ეს თქვა:
– ძალიან კარგად არის ახლა იქ. რა უჭირს. მე სადა მაქვს აქეთ-
იქით სირბილის თავი; შენი იმედი კი ვერ ექნება!
ცდები, მამაჩემო, სწორედაც რომ უნდა ჰქონდეს ჩემი იმედი. ამ
დღეებში აუცილებლად მოვინახულებ, ხელზე მოვეფერები, რომ
დავრწმუნდე, ისევ ისეთი ხელები აქვს თუ არა, ჩემს ბავშვობაში
რომ ჰქონდა.
სამი დღე დავდიოდი დედაჩემთან. საკმაოდ ბევრს და ხალისით
მელაპარაკებოდა, თუმცა მისი ნათქვამიდან აზრი ერთხელაც ვერ
გამოვიტანე. თითქოს ტვინი გაფუჭებულ კომუტატორად გადაქცე-
ოდა, რომელიც სულ შეცდომით აერთებს სატელეფონო ხაზებს. ერ-
თხელაც გამიღიმა და მკითხა:
– რაო, პატარავ, გაკვეთილი გიცდება?
უკანა გზაზე, მატარებელში ვფიქრობდი, ანკეტაში „უახლოესი
ნათესავების“ გრაფა თავისუფლად შემიძლია ცარიელი დავტოვო;
და ახლაც, სრულიად შემთხვევით, მატარებლის ტუალეტის ნაც-
ვლად სხვა კარი რომ შევაღო და სიბნელეში გადავვარდე, ვერ ვიტ-
ყვი, რომ ამ დანაკარგით სამყარო დიდად შეიცვლება.

36

რამდენიმე დღე ზედიზედ გიჟივით ვმუშაობდი და სახლში შეს-


ვლისას ფეხს ვითრევდი, ტელეფონის ხმა რომ არ გამეგონა. ის კი
არა, ტყის საჩეხადაც კი წავედი, თუმცა ამ საქმეს საერთოდ მარტო
არ ვაკეთებ ხოლმე. განა ერთი და ორი მინახავს, არასწორი მიმარ-
თულებით წაქცეული ხის ქვეშ რომ მოყოლილან და ძლივს გამო-
ბობღებულან ტყიდან გადამტვრეული ფეხით, არა, ამ საქმის მარტო
კეთება არ შეიძლება, მეც რო ეგრე დამემართოს, გაზეთში ნეკროლ-

115
ოგის დამწერი ნეტავ ვინ იქნება-მეთქი, გავიფიქრე და გრძელი
ნეკროლოგი წარმოვიდგინე, ქვეშ ჩემი 24 ძროხის სახელებითა და
ნომრებით.
თუმცა, მთლად ეგრე უბედური და ყველასგან დავიწყებულიც
არა ვარ. მაგალითად, შობისწინა დღეებში ათმა ოჯახმა მაინც
მთხოვა, შობას ჩვენთან ერთად შეხვდიო, პირველები, რა თქმა უნ-
და, ჩემი ნათესავები იყვნენ, მაგრამ ძალიან შორს ცხოვრობენ და
მშვენივრად იციან, რო ჩემ ძროხებს სტუმრად ვერ წავიყვან; ჩემი
თანასოფლელებისგანაც მივიღე მოწვევა; ერთი ბებერი უშვილო
ცოლ-ქმარია, ჩემი მშობლების ძველი მეგობრები. წარმომიდგენია,
მე რო მივიდე, რა სიხარულით მიმიღებენ, პირდაპირ გაგიჟდებიან;
რა თქმა უნდა, არც ბენგტ-იორანსა და ვიოლეტს დავავიწყდი. პირი-
ქით, დაჟინებით მთხოვეს, ჩვენთან მოდიო, და მართლაც მათთან
წავედი; არც მინანია – ვიოლეტმა სუფრა გაშალა, არნახული!
კიბორჩხალაზე ფიქრს გავურბოდი, მაგრამ სულ თვალწინ მედ-
გა, როგორ ვრთავთ ნაძვის ხეს ერთად და მაღაზიაში ნაყიდ ნახე-
ვარფაბრიკატებს პირდაპირ პლასტმასის პაკეტებიდან ვჭამთ!
მე და დედაჩემი ნათესავებს ყოველთვის ჩვენთან ვეპატიჟებო-
დით. წინა შობაც ერთად ვიზეიმეთ, დედამ ექიმისგან ნებართვა
აიღო, დეიდა ასტრიდი და ჩემი დეიდაშვილი ანიტა მოვიდნენ და
თან უამრავი საჭმელი მოიტანეს. სულ თერთმეტნი ვიყავით. ყვე-
ლამ ვიცოდით, რო დედაჩემისთვის უკანასკნელი შობა იყო, მაგრამ,
ყველაფრის მიუხედავად, მაინც კარგად მოვილხინეთ. ანიტა რაი-
ონის საავადმყოფოში მედდად მუშაობს, ადრე რამდენიმე წელი
შვეიცარიაში ცხოვრობდა, ჰოდა, მოხსნა გუდას პირი და ჯერ იქაურ
ამბებზე გვაცინა, მერე ჩვენი ბავშვობა და მთელ სანათესაოში მომ-
ხდარი ყველა კურიოზი გაიხსენა. მერე ბიძია გრეგერმა რო ევერტ
ტობის10 პაროდია ისე შეასრულა, სიცილით დავწყდით, მიუხედავად
იმისა, რომ ადრეც უამრავჯერ გვქონდა მოსმენილი; მერე დედაჩემ-
მა ეშმაკური ღიმილით გამოაცხადა, ახლა ახალგაზრდები მარტო

10 შვედი მწერალი, მხატვარი, მომღერალი, ცნობილი იყო იუმორისტული სიმღერებით

116
დავტოვოთო. ახალგაზრდებში, რა თქმა უნდა, მე და ანიტა ვიგუ-
ლისხმებოდით, ხოდა, ვიჯექით დილის ხუთ საათამდე, ვწრუპავდით
კონიაკს, შიგადაშიგ სიდრსაც ვაყოლებდით და ანიტა მიყვებოდა,
ცოლიანი შვეიცარიელი ექიმისგან დაორსულებულმა როგორ გა-
იკეთა აბორტი.
წელს სახლის მორთვას არ ვაპირებ. მოღუშული ვზივარ სამზა-
რეულოს მაგიდასთან და იქაურობას ვათვალიერებ.
დედაჩემს ძალიან დაწყდებოდა გული. აქაურობა ნელ–ნელა
ნადგურდება, მიტოვებული სახლი გეგონება... ან კიდევ ნაშების
ასაყვანად რო აქვთ ხოლმე კაცებს ბინები. მართალია, კარი გამოვ-
ცვალე და ვერანდაც გადავღებე, მაგრამ სახლში საიდან რა დავიწ-
ყო და რა მოვუხერხო, აზრზე არა ვარ. ჩემი ოთახის მორთვაზე ვცდი-
ლობ, არ ვიფიქრო, მთლად რო არ შეეჭამა ჭუჭყს, ცოტათი დავალა-
გე სახლი, მაგრამ სანტაკლაუსებიანი გირლანდები და გახამებული
ხელსახოცები ნამეტანია... არადა, დედაჩემი ყოველ შობას ალამა-
ზებდა სახლს...
დედაჩემის მეგობარმა ბებრებმა საშობაოდ პლასტმასის ქოთან-
ში ჩარგული ორი ყვავილი და ერთი დიდი ყუთი შოკოლადი „ალა-
დინი" მაჩუქეს, ალბათ, გაახსენდათ, რო ზაფხულში მინდორი გავუ-
თიბე. მე თვითონ კი რამდენიმე იაფფასიანი წითელი სანთელი ვი-
ყიდე, სახლში სასანთლეები მოვძებნე და ყველა ოთახში მოვამ-
წკრივე. მგონი აქაურობა ისე საშინლად აღარ გამოიყურება. ტელე-
ვიზორი სამზარეულოში გადმოვათრიე, თუმცა, არც კი ვუყურებდი –
იდგა თავისთვის კუთხეში და რაღაც სადღესასწაულო უაზრობებს
გადმოცემდა.
შობამდე ორი დღით ადრე, საღამოს ათ საათზე კიბორჩხალამ
დამირეკა:
– მე ვარ... შეიძლება, შობას შენთან შევხვდე?
– აბა რა! რა თქმა უნდა, ჩემთან უნდა შეხვდე! – ვუპასუხე სას-
წრაფოდ.
მეორე დღეს ქალაქში წავედი და ჩემთან წამოვიყვანე.

117
37

ჩვენ ვართ დათვები, მეგობარო, მურა თათებით


მოვკალათდებით ბუნაგებში და ზაფხულს ვნატრობთ,
თავს არ ვიწუხებთ კაცის ბედზე ფიქრით დათვები
უღრან ტყეეებზე, თეთრ ღამეზე ფიქრები გვართობს.

გარეთ კი ბნელა, სუსხიანი ბობოქრობს ქარი


მომიწექ გვერდით - ჩემი სითბო გაიზიარე
ძრწის მონადირე და სუნსულებს მელია ტყეში
მე გეხუტები, მათბობს შენი ბეწვი – უხეში.

მერტამ და მისმა ძვირფასმა რობერტმა საშობაოდ თავისთან მი-


მიწვიეს. იმ კაცს მერტა მოფერებით ხან რობერტინოს ეძახის, ხან –
ბობის, ხან კიდევ „დამპალს“, გააჩნია, იმ მომენტში თვითონ რას
გრძნობს მის მიმართ ან მისი საყვარელი რა ოინს მოუწყობს.
წლის რობერტი მუქ თმას წინ ივარცხნის, შეთხელებული ადგი-
ლები რომ დაიფაროს, და ისეთი მიმზიდველია, რომ მაღაზიის ვიტ-
რინებში გამომდგარ მანეკენებსაც კი მოხიბლავს (არ ვხუმრობ!). და
თანაც სულ მაგრძნობინებს, რამე რომ იყოს, ჩემს მიმზიდველობას
შენზედაც გამოვცდიდიო...
ჩემმა კოლეგებმა, გაუთხოვრებმა, ქმარგაცილებულებმა და
მარტოხელა დედებმა, გადაწყვიტეს, ქალაქგარეთ სახლი ვიქირა-
ვოთ და შობას ერთად შევხვდეთო. სხვებთან ერთად მეც დიდი ენ-
თუზიაზმით ავიტაცე ეს იდეა, მით უმეტეს, რომ გლოგით გამომ-
თვრალ რობერტინოსთან ყურყუტის პერსპექტივა სულაც არ მხიბ-
ლავდა.
ქალაქში ჩემი კოლეგებისა და მათი ბავშვებისთვის საშობაო სუ-
ვენირების საყიდლად გავედი და შინ ბენისთვის შერჩეული საჩუქ-
რებით გატენილი პარკით დავბრუნდი. კარგა ხანს ვერ ვხვდებოდი,
რომ ყველაფერს მხოლოდ ბენისთვის ვყიდულობდი. თავს ვირწმუ-
ნებდი, რომ ჩემი ჭკუამხიარული თანამშრომლებისა და მათი ბავშ-

118
ვებისთვის ვირჯებოდი, თან სულ იმაზე ვფიქრობდი, ნეტავ ეს საჩუ-
ქარი ბენის როგორ მოეწონებოდა-მეთქი. ბოლოს, ვეღარ მოვითმი-
ნე, დავურეკე და ვკითხე, შეიძლება, შობას შენთან ერთად შევხვდე-
მეთქი. ბენის პასუხი ერთსიტყვიანი იყო – „კი"... მე მგონი, ორივენი
ერთნაირად დაბნეულები ვიყავით. ყურმილი დავდე თუ არა, ტირი-
ლი ამივარდა. რატომღაც სულ სიბნელეში ჩაკარგული ვაგონის ღია
კარი მელანდებოდა.
მეორე დღეს მე და ბენი სავაჭროდ ხალხით გადაჭედილ „დომუს-
ში“ წავედით, მერტამ თავისი ძველი „პრინცესების რეცეპტების წიგ-
ნი“ მათხოვა და მეც იქიდან შერჩეული რეცეპტების მიხედვით შევუ-
დექი პროდუქტების ყიდვას: კარამელის ბურთულები, ბურბუშელა,
„ყალბი ბატი" – ღორის ნეკნებითა და სატენით და ქაშაყი რუსულად.
კიდევ ერთი-ორი კერძის მომზადებასაც ვაპირებდი, მაგრამ გადა-
ვიფიქრე, რადგან პროდუქტების განყოფილებაში კალცირებული
სოდა, საჭირო მწვანილები და ცხიმმოუხდელი რძე ვეღარ ვიპოვე,
ბენის ძალიან უნდოდა ლაბა, მაგრამ რეცეპტის მიხედვით ამ კერძს
ღორის თავი სჭირდებოდა და ბენიმაც ხელი ჩაიქნია; მერე ღვიძლის
პუდინგი აიჩემა, თან მიმტკიცებდა, ამას კი არა, „ხბოს გულისცემა-
საც" ადვილად გავაკეთებო (ხბოს ფილტვებისა და გულისგან). სანამ
მე ეგზოტიკური სანელებლების თაროებთან ვტრიალებდი და კალ-
ცირებულ სოდას ჯიუტად ვეძებდი, ბენი გაუჩინარდა და ცოტა ხანში
პარკით ხელში დაბრუნდა, თან არაფრის დიდებით არ მაძლევდა
შიგ ჩახედვის უფლებას. ბოლოს ბენისთან წავედით.
სამზარეულოში ნათურები ავანთეთ, წინსაფრები ავიფარეთ,
„პრინცესების რეცეპტების წიგნი" ტელევიზორს მივაყუდეთ და საქ-
მეს შევუდექით.
მშვენიერი კარამელის ბურთულები გამოგვივიდა. მართალია,
მათთვის პატარა ფორმების ყიდვა დაგვავიწყდა, მაგრამ ბენიმ თავი
გამოიდო და წიგნში აღწერილი რჩევების მიხედვით თვითონ გაამ-
ზადა ფორმები. არომატული ცომი ბენის „საფირმო ფორმებში"
ფრთხილად ჩავასხით და უზომოდ კმაყოფილები დავრჩით. სამა-
გიეროდ დიდი ვერაფერი ბურბუშელა გავაკეთეთ.

119
– ცომს ზედმეტად თუ ავთქვეფთ, ბურბუშელები დასკდება, – გა-
მაფრთხილა ბენიმ და მაღვიძარა ორ წუთზე დააყენა.
აქამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ როცა საქმე
გრძელ ნაჭრებად დაჭრამდე და მერე მათი რთულ ნაწნავებად ჩახ-
ლართვამდე მივიდა, მთელი შრომა წყალში ჩაგვეყარა.
– ერთი ეგ პრინცესა მომართვით და გაჩვენებთ, როგორ უნდა
ნასკვების გაკეთება! – ღრიალებდა ბენი.
ამასობაში მე მედგრად ვებრძოდი ღორის ნეკნებიან „ყალბ
ბატს" და ჩემს უუნარობას კულინარიული ძაფისა და ნემსების უხა-
რისხობას ვაბრალებდი, სიმართლე რომ ვთქვა, კულინარიული წა-
რუმატებლობები სულ უფრო ნაკლებად გვაღელვებდა, რადგან ში-
გადაშიგ გლოგს ვყლურწავდით. ამას გარდა, გაცხარებული კამათი
გავაჩაღეთ, ამ კონტექსტში რომელი იყო უფრო ყალბი: საბრალო
ღორის ნეკნები, რომელთაც არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ „ბა-
ტად“ წოდებულიყვნენ, თუ კიდევ უფრო საბრალო ბატი, რომელსაც
სულაც არ უთხოვია, ჩემი სახელი რაიმეს დაარქვითო. მე ღორის
ნეკნების მხარეზე ვიყავი, ბენი კი ბატს იცავდა.
ძალიან ლამაზი ქაშაყი გამოგვივიდა. ცოტათი ნიკი დე სენ ფა-
ლის ნამუშევრებს წააგავდა – ეს მხატვარი საღებავებს თაბაშირში
ურევდა და მერე თოფით ისროდა. მისი ადრეული ნამუშევრები სწო-
რედ ასეა შექმნილი.
თორმეტის ნახევრისთვის სამზარეულო ბოსელს დაემსგავსა. ბე-
ნის არც ეს ადარდებდა დიდად. აქ უკეთესი სუნი დგასო, გამოაცხა-
და ტახტზე წამოწოლილმა და დაიძინა, თავს ძალა დავატანე, რომ
საქმეები მომემთავრებინა. იმ საღამოს პირველად გავიგე, რას ნიშ-
ნავს იყო ნამდვილი, სამაგალითო დიასახლისი.
ბენი საწოლამდე მივათრიე. ისეთი გალეშილი იყო, რომ თავისი
ფეხით ვერ მივიდოდა, თუმცა, მეც მთვრალი ვიყავი და, ალბათ, სა-
მაგალითო, ოჯახური საქმეებით დაქანცული დიასახლისის იმიჯს
გვარიანად ვარცხვენდი. კიბეზე აყვანისას ხელებიდან დამიცურ-
და,გაბრაზებულმა რაღაც წაიდუდღუნა, მაგრამ მაშინვე ჩაეძინა და
დაწყნარდა, საწოლზე დავაწვინე, მის გვერდით მეც მოვკალათდი

120
და მთვრალი მზერა ყვავილებიან შპალერს მოვავლე. თქვენ წარ-
მოიდგინეთ, ახლა სენტიმენტალური გრძნობებიც კი მომერია და
სამეჯლისო კაბის მსგავსი ფარდები რაღაცნაირად მესიმპატიურა.
როგორც ჩანს, ასეც შეიძლება: ჩვენ ჩვენს ვარსკვლავებზე
ვცხოვრობთ, საუკეთესო მეგობრები ვართ და როცა მარტოობა
სულს გვიხუთავს, ერთად მშვენიერ დროსაც ვატარებთ. ჰო, ნამდვი-
ლად შეიძლება ასე ცხოვრება!

38

შობა დილით ჩუმად გავიპარე ბოსელში, დეზირე რო არ გამელ-


ვიძებინა. ძროხებს „ოსანა“ ვუმღერე, უფრო სწორედ, მესამე ხმა ამ
სიმღერიდან – ეს ერთადერთია, რაც საკმაოდ კარგად გამომდის.
მერე ვიფიქრე, მოდი, ჩემს კიბორჩხალას სიურპრიზს მოვუწყობ
და საწოლში ფაფას მივართმევ-მეთქი, მაგრამ ვინ დაგაცადა: დეზი-
რეს ამასობაში გაუღვიძია და ჩემ საიდუმლო პაკეტებშიც ჩაუხე-
დავს, აი, იმ პაკეტებში, მისგან მალულად რო გავავსე პროდუქტე-
ბით, სანამ ის იმ რაღაცნაირ სოდასა და რძეს თუ ნაღებს ეძებდა.
მოკლედ, იმ პაკეტებში პლასტმასის ქილით ბრინჯის ფაფას, საშო-
ბაო ნამცხვრებსა და ლუტფისკს11 ვმალავდი, მოკლედ, კიბორჩხა-
ლას ამასობაში ფაფაც გაეცხელებინა, სუფრაც გაეშალა და ზედ წი-
თელ სანთლებთან ერთად ყვავილებიც დაეწყო.
–მესმის, რომ ჩემი მზარეულობის იმედი არა გაქვს, – მითხრა
დეზირემ, – დამაცადე, სულ სურათები უნდა გადავუღო შენს მომზა-
დებულ ბურბუშელებს და აბა, გაბედე და საყვედური მითხარი! ყვე-
ლას ვანახებ, რა ხელმარჯვეც ბრძანდები. მადლობა თქვი, რომ ამ
საღამოს თურქული ბარდის წვნიანის ჭამა მოგიწევს!

11 თევზის სახეობა, ტრადიციული სკანდინავიური საშობაო კერძი

121
ვისაუზმეთ, თბილად შევიფუთნეთ და ტყეში წავეხეტეთ ნაძვის
მოსაჭრელად. რა თქმა უნდა, აქაც ვიჩხუბეთ. მე მობრეცილ, ახალ-
გაზრდა ნაძვს ვეძებდი, რომლისგანაც საფიცრე მასალა არასოდეს
გაიზრდებოდა, დეზირეს კი დისნეის მულტფილმებში ნანახის მსგავ-
სი კოპწია ნაძვები მოუნდა. ბოლოს და ბოლოს ერთი ისეთი მახინჯი
ხე ვიპოვეთ, რო დეზირეს შეეცოდა და გადაწყვიტა, თან წავიღოთო,
ასე რომ, ორივე კმაყოფილი დაერჩით.
სახლში ყველაფერი თავდაყირა დავაყენე, მაგრამ ნაძვის ხის სა-
თამაშოები ვერ ვიპოვე. დედაჩემი სულ მნიშვნელოვან საოჯახო
ნივთებზე მელაპარაკებოდა, მაგრამ ამ მნიშვნელოვან ნივთებს სად
ინახავდა, ერთხელაც არ წამოსცდენია. ჰოდა, სხვა რა გზა გვქონდა,
თვითონ გავაკეთეთ ყველაფერი: ფოლგის ქაღალდისგან გირლან-
დები გამოვჭერით, ჩემი ძველი პინგ-პონგის ბურთები სულ პრო-
დუქტების მაღაზიაში ნაყიდი საქონლის ეტიკეტებითა და „ლანტმა-
ნენიდან“ ამოჭრილი სურათებით გავალამაზეთ, ბოლოს ნაძვზე რე-
ზინებით ჩამოვკიდეთ თითქმის ჩამწვარი სანთლები და წვერზე ჰო-
კეის გუნდისToronto Maple Leaf-ის გერბიც დავამაგრეთ.
– ხედავ, განათლება რა სასარგებლო რამეა, –ფრთხილად წა-
მოიწყო დეზირემ (იმ დიდი სკანდალის თემას ორივე ვარიდებდით
თავს) და გირლანდებზე მიმითითა, – ეკლესიის საკვირაო სკოლაში
ვისწავლე მათი კეთება.
– მერე, რაზე ჩამოკიდებდი მაგ შენ გირლანდებს, ჩემი საკუთარი
ტყე რომ არ მქონოდა? – არ შევარჩინე. ამის მეტი ამ თემაზე არც
გვითქვამს არაფერი.
მერე ვისადილეთ. „რუსული ქაშაყი" კერძზე მეტად ეზოში ახლად
დახვავებულ კომპოსტს გავდა, თუმცა, სუნი კარგი ჰქონდა, ისევე
როგორც „ყალბ ბატს".
ბურბუშელები ჯერ გარეთ გავიტანეთ და გნომებს დავუდგით,
თუმცა, ცოტა რო დავფიქრდით, ეგრევე უკან შემოვიტანეთ და სა-
ნაგვეში ჩავუძახეთ. გნომებს ეგ რო გაესინჯათ, გადარეულები ბო-
სელს გადამიწვავდნენ. მერე ლუტფისკიც გადავყარეთ. რა დასამა-
ლია და, ლუტფისკი არც მე მიყვარს და არც დეზირეს.

122
თურმე დეზირეს „ოსანას“ მეორე ხმა ცოდნია და იმაზე დავიწყეთ
ფიქრი, პირველი ხმა საიდან მოგვეყვანა,
– რამე რო იყოს, ეგ პირველი ხმა ერთად ხო არ გაგვეკეთებინა,
– ვუთხარი და ეგრევე ბოსელში გავიქეცი, დეზირეს დაჭყანული სა-
ხე რო არ დამენახა.
ვიცი, ცოტა გადავაჭარბე. ვინ მექაჩებოდა ენაზე, ჩვენ ხო შევ-
თანხმდით, მომავალზე არ ვილაპარაკოთო. რა მინდოდა?! ახია
ჩემზე!
საღამოს წველის შემდეგ საჩუქრებიანი პარკები ნაძვის ხის ქვეშ
დავაწყვეთ და ერთმანეთს შევეჯიბრეთ, ვინ პირველი გახსნიდა. თა-
ვიდან პატარ-პატარა საჩუქრებით დავიწყეთ: მე პლასტმასის ქაქი
ვაჩუქე, შენს საავადმყოფოსავით სტერილურ ბინას მოუხდება-მეთ-
ქი. დეზირემ განგსტერული შლაპა და ჰალსტუხის შესაკრავი ქინ-
ძისთავი გადმომცა ზედ დოლარის გამოსახულებით, შენს ფულიან
ძმაბიჭებში ატარეო
ჩემგან მეორე საჩუქარი უზარმაზარი ხელთათმანები იყო, სამა-
გიეროდ კი მაგიდის თამაში მივიღე, სახელად – „მოჩვენებების კოშ-
კი". თითქოს პირი შევკარით, რომ არც ერთი საჩუქარი „ოჯახური"
არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე მაინც გავბედე, ერთი განსაკუთრე-
ბული რაღაცა მეჩუქებინა: ვერცხლის ჩარჩოდან დეიდა ასტრიდის
ფოტო ამოვაბრძანე და სანაცვლოდ ჩემი მე-9 კლასში გადაღებული
სურათი ჩავსვი.
– ეგ, კაცმა რო თქვას, მე სულაც არა ვარ, მაგრამ შენ, მგონი, ეგ
უფრო გიყვარს.
– არა უშავს, ახლა ისეთ რაღაცას გაჩუქებ, რაც მაინცდამაინც არ
შეგეფერება, მაგრამ რა ვიცი, იქნებ მოგეწონოს, – დეზირემ გუნარ
ეკელოფის12 სქელი ტომი ამოაძვრინა, ალალბედზე გადაშალა, ცე-
რად გამომხედა და წაიკითხა: „სიყვარულითა და სიკვდილით სავსე
ბუნება ირგვლივ შემოგჯარვია"...

12 პოეტი, შვედური მოდერნიზმის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი

123
თავი ძლივს შევიკავე, რო არ მეთქვა, ეგ წიგნი კოჭლი მაგიდის
გასამაგრებლად ნაღდად გამომადგება-მეთქი. დეზირემ კარგად
იცის, რო ვალში არ დავრჩები, როგორც კი ჩემ „გაკულტურულებას"
შეეცდება, მაგრამ უცებ გავიფიქერე, ამ წიგნის ჩუქებით თავის ნა-
წილს მიძღვნის-მეთქი და ენა ჩავიგდე. გადავწყვიტე, ღამღამობით,
ძილის წინ ჩავხედავ მაგ წიგნს, რა დამიშავდება-მეთქი, თუმცა, თავ-
ში თუ დამეცა, დაშავება მერე ნახე. კაი, ბენი, გეყოფა ახლა, ნუ გა-
უტიე!
დეზირეს ვაკოცე და „მოჩვენებების კოშკი" ვითამაშეთ. ნამდვი-
ლი შობა მოვიწყვეთ, ბავშვებივით გავიხარეთ.
თამაშის წესების მიხედვით, ოთახებში უნდა გეძრომიალა, საში-
ნელებებს შებრძოლებოდი, განძი შეგეგროვებინა და სანამ საათი
თორმეტს ჩამოკრავდა, იქიდან გამოგესწრო. რა არ გადავიტანე:
ხან ურჩხულები დამაცვივდნენ თავზე, ხან მფრინავმა ხმლებმა დამ-
ჭრეს, უძირო ჭაშიც ჩავვარდი და შხამიანმა ობობებმაც დამკბინეს...
სამაგიეროდ, საიდუმლო გასასვლელები და ჯადოსნური ელექსირე-
ბი ვიპოვე შიგადაშიგ. დეზირე სულ „ცარიელი ოთახის“ კარტს ირ-
ჩევდა და თითო ჯერზე თითო ნაბიჯით მიიწევდა წინ. საბოლო-
ოდკოშკიდან მარტო მე გამოვაღწიე ცოცხალმა, თუმცა, განძის წა-
მოღება ვეღარ მოვახერხე
– რა იყო, წაგება სულ არ გეხერხება? – აწუწუნდა დეზირე.
– თუ გინდა, უკან დავბრუნდები და შენი გულისთვის უძირო ჭაში
ხელახლა ჩავხტები, – შევთავაზე გულწრფელად.
– არა, თამაში რა შუაშია, – ჩაილაპარაკა დეზირემ,– უბრალოდ,
ჩემი ცხოვრებაც ასეთია, ერთი ცარიელი ოთახიდან მეორეში გა-
დავდივარ.

124
39.

ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებთ – ზამთრის დასასრულს


გამოვბობღდებით – შემცივნული ორი დათუჩა,
რა მათრობელა სურნელი აქვს მაინც გაზაფხულს
თაფლსაც ვიგემებთ, ველურ ფუტკრებს თუ გადაურჩა,

ამ სადღესასწაულო დღეებში მე და ბენი თითქოს შევთანხმდით,


რომ რამდენიმე დღით გარე სამყაროსგან იზოლირებულები ვიქნე-
ბოდით. მთელი დღეები ფერმიდან ცხვირი არ გაგვიყვია და არც ტე-
ლეფონის ზარებს ვპასუხობდით. ერთხელ, როცა გზიდან მოახლო-
ებულმა მანქანამ ფარები შემოგვანათა, სამზარეულოში შუქი ჩავაქ-
რეთ და სიბნელეში ჩახუტებულები ვისხედით, სანამ ვიღაც კარზე
აკაკუნებდა.
გვეჩვენებოდა, რომ გარესამყაროდან ჭუჭრუტანითაც კი რაღაც
უწმინდური ძალა შემოაღწევდა ან კარადებიდან ჩონჩხები გადმოც-
ვივდებოდა. საბოლოოდ მაინც ის მოხდა, რისიც ასე გვეშინოდა.
„უწმინდური ძალა" პირველად ბენის მეგობრის, ბენგტ-იორანი-
სა და მისი ცოლის, ვიოლეტის სახით გამოგვეცხადა. სწორედ ისეთ
დროს დაგვაცხრნენ თავს, როცა ბენი ბოსელში იყო და მშვენივრად
იცოდნენ,რომ ვერსად დაიმალებოდა. ბენიმ სტუმრები შემოიპატი-
ჟა და სანამ შხაპს მიიღებდა, მე დამიტოვა. ერთი სიტყვით, თავიდან-
ვე დაიძაბა სიტუაცია.
ვიოლეტმა თავისი საშობაო სუფრიდან მორჩენილი საჭმელები
მოიტანა, თანაც იმდენი სახეობის, ქალაქის მთავარ რესტორანს
რომ შეშურდებოდა.
– ხო, ბენიმ მითხრა შენზე, საჭმლის კეთებაში მთლად ხუთიანი
არ ეკუთვნისო, – დამცინავად ჩაიქირქილა ვიოლეტმა და პლასტმა-
სის ქილაში ჩარჩენილ ბრინჯის ფაფას მრავალმნიშვნელოვნად გა-
დახედა.
გავბრაზდი! ესე იგი, ჩემზე ჭორაობდა! ყველაზე სამწუხარო ის
იყო, რომ ბენის მეგობრებს ვერაფრით გავუმასპინძლდებოდი, თუ

125
არ ჩავთვლით ტაფაზე დარჩენილ ორ კინკილა კარამელის ბურთუ-
ლასს... უკვე შეჭმული „ყალბი ბატით“ ტრაბახს ხომ არ დავიწყებ-
დი... ვიოლეტმა დაუკითხავად გამოაღო ჭურჭლის კარადა და იქაუ-
რობა ისე მოქექა, თითქოს საკუთარ სახლში იყო. თან ენას არ აჩე-
რებდა, წელს გადასარევი კონსერვები გამომივიდაო.
– ალბათ, „ლანდის" მომავალ ნომერში მთელ გვერდს დაგით-
მობენ ასეთი წარმატებისთვის, – ვალში არც მე დავრჩი, რასაკვირ-
ველია, მიხვდა, რომ დავცინოდი.
ბენგტ-იორანს, როგორც ჩანს, სულ სხვა რამ აწუხებდა. ხმას არ
იღებდა, გაშტერებული მიყურებდა, ვნებიანად მიღიმოდა და ტუჩებს
ილოკავდა. ეს ვიოლეტს, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია და სულ
უფრო იბოღმებოდა. როცა ცხელი წყლისგან ერთიანად აჭარხლე-
ბული ბენი სამზარეულოში შემოვიდა და უცოდველად გაგვიღიმა,
იქაურობა უკვე სიძულვილით იყო სავსე. მან შემოსვლისთანავე იყ-
ნოსა ყველაფერი და სიტუაციის განმუხტვას შეეცადა:
– ვიოლეტ! რა კარგი გოგო ხარ! როგორ გამახარე! ვგიჟდები
შენს საჭმელზე. დეზირესთან სულ გაქებ, ათასჯერ მითქვამს, ხორ-
ცის გუფთებს ვიოლეტისნაირად ვერავინ ბრაწავს-მეთქი!
რაღა მაინცდამაინც გუფთები გაახსენდა! გაცეცხლებულმა ვიეჭ-
ვე, რომ ბენიმ სპეციალურად ახსენა ეს ოხერი გუფთები და ის შემ-
თხვევა მომაგონა, როცა მზა გუფთება მოვუტანე მსხვერპლშეწირე-
ის ნიშნად.
– რა კაციც ხარ, გუფთებიც ისეთი გერგება! – ჩავილაპარაკე
ძლივს გასაგონად. გაოგნებულები მომაჩერდნენ.
ბენგტ-იორანი გაიკრიჭა, ეტყობა, იფიქრა, ესეც ჩემსავით გადაკ-
რულშიაო, მერე მათარა ამოიღო და მანიშნა, ხომ არ დალევო. ვი-
ოლეტმა დემონსტრაციულად მომაქცია თავისი მასიური ზურგი და
ღუმლიდან გაცხელებული კერძი გამოიღო. ბენი მთლად დაიბნა,
უხერხულობისგან აღარ იცოდა, რა ექნა. ეგ მოღალატე, ეგა!
სუფრას მივუსხედით. ბენი ისე თქვლეფდა საჭმელს, გეგონებო-
და, წინა შობიდან მოყოლებული არაფერი უჭამიაო, თან გაუჩერებ-
ლად ხუმრობდა, დეზირე დამემუქრა, ვახშმად თურქული ბარდის

126
ბარდის წვნიანს მოგიხარშავო, ვიოლეტი თანაგრძნობის ნიშნად
უქნევდა თავს, ბენგტ-იორანი კი ცდილობდა, ჩემი არყის ჭიქა შეევ-
სო. ბოლოს, როცა ჭიქას ხელი დავაფარე, ბენგტ-იორანმა არაყი
ზედ გადამასხა და გაიქაჩა, ახლავე აგილოკავო.
უსიტყვოდ გამოვგლიჯე ხელი. ბენი ახლა იმის მოყოლას შეუდ-
გა, კარამელის ბურთულების მომზადება როგორ გაუჭირდა, რაზე-
დაც ვიოლეტს თვალები ლამის შუბლზე აუვიდა:
– როგორ, საჭმელს შენ აკეთებდი?
სანამ ვიოლეტი კიდევ რამის თქმას მოასწრებდა, ტელეფონმა
დარეკა. იმწამსვე ჰოლში გავვარდი.
რაიონის საავადმყოფოდან რეკავდნენ.
– დეზირე ვალინი ბრძანდებით? თქვენი ნომერი ჩვენმა ერთ-ერ-
თმა პაციენტმა მოგვცა. ძალიან გთხოვათ, მოინახულოთ, თუ შეძ-
ლებთ, რასაკვირველია. მნახველთა მიღების საათებს ნუ დაელო-
დებით. 34-ე განყოფილება, მე-6 პალატა, ერთადგილიანი. ოღონდ
ჯერ განყოფილების მთავარ ექიმს უნდა დაელაპარაკოთ. სამწუხა-
როდ, პაციენტის მდგომარეობის შესახებ ტელეფონით ინფორმაცი-
ის გაცემა აკრძალული გვაქვს...
– სახელად რა ჰქვია? – ჩავძახე ყურმილში.
– უი, ეგ არ მითქვამს? პაციენტის სახელია მერტა ოსკარსონი.
გუშინწინ დააწვინეს. გადავცე, რომ ინახულებთ?
– დიახ, ახლავე მოვდივარ, – ჩავჩურჩულე ყურმილში და სამზა-
რეულოში დავბრუნდი.
– ბენი, მანქანას მათხოვებ? მერტა საავადმყოფოში დაუწვენი-
ათ.
არ ვიცი, დამიჯერეს თუ არა. არც მაინტერესებდა. ბენის ჯაბახანა
დავქოქე და გავქანდი.

127
40

– არა, არა, მე არაფერს ვამბობ, – ჩაილაპარაკა ვიოლეტმა.


მშვენივრად მივხვდი, რასაც „არ ამბობდა“: აბა, რა წესია, ადგე და
სტუმრები ასე უბოდიშოდ მიატოვო? თან როგორი სტუმრები – ხალ-
ხი შეწუხდა, გამოიპრანჭა, საჭმელ-სასმელიც თან მოიყოლა... თუმ-
ცა, რა უნდა მოკითხო ქალს, რომელმაც გუფთების კეთებაც კი არ
იცის...
ბენგტ-იორანი უკვე გატრეტილი მთვრალი იყო დათავისთვის
ბურტყუნებდა:
– ეგეთ ქალებს ჭკუა უნდა ასწავლო, ერთ ადგილზე უნდა მოსვა,
ერთი-ორი შემოულაწუნო, ეგეთებს ეგ უხდებათ; ახლა ალბათ თა-
ვის სახლში გელოდება, როდის ეახლები და ბოდიშს მოუხდი.
ბენგტ–იორანმა ტუჩები გაილოკა და ვიოლეტს ისეთი მუჯლუგუ-
ნი უთავაზა, რომ ლამის სკამიდან გადმოაგდო. ბოლოს ერთმანეთს
გადაეხვივნენ და წავიდნენ. მგონი, ვიოლეტი ერთადერთი იყო,
ვინც ამ საღამოს რაღაცას გამორჩა: ბენგტ-იორანის დაქოქვა არც
ისე ადვილია, მაგრამ მესამე ჭიქის მერე ვიოლეტს საქმე უადვილ-
დება ხოლმე.
სტუმრები წავიდნენ, მე კი უაზროდ ვიჯექი, დაბნეოლი და გამოშ-
ტერებული. სად გაიქცა? მართლა ვინმე დააწვინეს საავადმყოფო-
ში? ვიცი, რომ ბენგტ-იორანისა და ვიოლეტის ატანა არც ისე ადვი-
ლია, მაგრამ ერთხელ საღამოს კინოდან გამოსულებმა ბარში შევი-
არეთ და დეზირემ თავისი მეგობრები გამაცნო – კინაღამ გული ამე-
რია.
არა, უზრდელები კი არ იყვნენ! პირიქით, სულ ზრდილობად იღ-
ვრებოდნენ! საწყალი სოფლელი გოიმისთვის გასაგები რო ყოფი-
ლიყო, შემთხვევით წამოცდენილ ოთხმარცვლიან სიტყვებს ეგრევე
ორმარცვლიანებად თარგმნიდნენ. ერთმა ტიპმა, უნივერსიტეტში
რო ასწავლიდა და BMW ჰყავდა, მხარზე ხელი დამიტყაპუნა და
მითხრა, სულ მინდოდა, ფიზიკურად მეშრომა, სხეულის გაკაჟებას
უწყობს ხელს, თანაც თქვენ ხომ უამრავ შეღავათს იღებთ მთავრობ-

128
ისგანო... მერე, სხვათა შორის ისიც მკითხა, კარგ ხორცს ხო ვერ მა-
ყიდინებო? ერთმა ცქნაფა ბიბლიოთეკარმა ქალმა კი იკითხა, სულ
მაინტერესებდა, გლეხები ზამთარში რას აკეთებენო. როდის, ძრო-
ხები ზამთრის ძილს რო იწყებენ-მეთქი, წავუსისინე და ამით სიტუ-
აცია ძალიან დაიძაბა.
ეგეთი რაღაცეები მართლა ნერვებს მიშლის. წაიკითხავენ რა-
ღაც სულელურ სტატიებს საღამოს გაზეთებში, აქაოდა, სკონეელი
გლეხები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენო და, ჰგონი-
ათ, არიქა, გლეხებისაა ეს ქვეყანა, დღეს მაგათ ყველაზე მეტად ულ-
ხინთო.
– კი მაგრამ, იმას როგორღა ახსნით, რომ ყოველდღე უამრავი
გლეხი კოტრდება? ოც წელიწადში შვედეთში გლეხი საერთოდ
აღარ დარჩება! – ვცდილობ ავუხსნა, მაგრამ ისინი უკვე სხვა თემაზე
ჭორაობენ და ეს შენი გლეხები სულ ფეხებზე კიდიათ.
საიდან მოიფანეს, რო გვილხინს? ეგ კი არა, წითელ წიგნში უნდა
შეგვიყვანონ, როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა, მშვე-
ნივრად ვიცი, რატომაც ხდება ასე და ერთი სული მაქვს, ამათაც გა-
ვაგებინო, მამაჩემს შეეძლო ერთი ლიტრი რძის ფასად თავის ტრაქ-
ტორით მაღაზიამდე მიხრიგინებულიყო და შოკოლადი ეყიდა. მე
რო იგივე ტრაქტორი გამოვიყვანო, ხუთი ლიტრი რძის ფასი დამიჯ-
დება. რძის ახლანდელი ფასი დიდად არ განსხვავდება ოცი წლის
წინანდელისგან, სამაგიეროდ, შოკოლადისა და დიზელის ფასები
გაიზარდა მაგრად.
ფერმაში დამხმარე მუშის აყვანის ფული ბოლოს როდის მქონ-
და, უკვე აღარც კი მახსოვს. მაინტერესებს, ის ვაჟბატონი, BMW-ს
რო დააქროლებს და გაიძახის, ფიზიკური შრომა ძალიან მომწონ-
სო, რა ჭკუაზე დადგებოდა, კვირაში 90 საათი რო ემუშავა, თანაც
ყოველდღე, შობასაც კი.
ცუდი ისაა, რო არც კი გაცდიან რაიმეს ახსნას, თუმცა ძალიან
კარგად იცი, რა და როგორ უნდა აუხსნა. თუ ხმას ამოიღებ, ღიმი-
ლით გადახედავენ ერთმანეთს და ჩაილაპარაკებენ, შეგვჭამეს ამ
გლეხებმა, სულ როგორ წუწუნებენ, ხან გახშირებულმა წვიმამ გაგვ-

129
იფუჭა კარტოფილი, ხან კიდევ – გვალვამო.
მე და დეზირეს ამაზე არ გვილაპარაკია, ყოველ შემთხვევაში, იმ
დღიდან მოყოლებული, როცა დეზირემ ჩემი ატესტატი იპოვა, ვერ
ბედავს, მკითხოს, რატომ არ ვანებებ ამ საქმიანობას თავს, თუმცა,
ალბათ, ძალიან უნდა. მეც არა მაქვს ახსნის თავი. თუ ჩემს საქმეს
შევეშვები, მაშინ ფერმიდან უნდა გადავიდე, მე კი ვალებით ვარ გა-
მოტენილი და მეტი არაფერი მაბადია.
თავის დროზე მაგრად მივქარე, მილიონიანი კრედიტი ავიღე,
ფერმას თანამედროვედ მოვაწყობ-მეთქი. ახლა აქაურობა სულაც
რო გავყიდო, მილიონს ვინ ოხერი მომაშავებს. ჰოდა, სხვა სამუშაო-
საც ვინ მომცემს, ვალები რო დავფარო? თუმცა, შეიძლება, მარტო-
ხელა მამაკაცების საერთო საცხოვრებელში ვიცხოვრო და იმაზე ვი-
ჩალიჩო, რო კომუნის მომხმარებელთა კონსულტაციების განყოფი-
ლება ვალების ჩამოწერაში დამეხმაროს... ფუი, შენი!..
თანაც, თუ გავყიდი, „დიდი ბენი" აღარ ვიქნები... ან საერთოდ რა
მერქმევა, ვინ ვიქნები?
არა! არა და არა! მირჩევნია, მაზუთიანი ფრჩხილებით ვიარო და
ერთი ფარეხი მქონდეს, შედუღების აპარატითა და მაღალწნევიანი
მანქანის რეცხვით! არც ჟურნალებზე ხელმოწერას გავაუქმებ, სულ
გამოვიწერ „შინაურ ცხოველებს” და „ლანტსმანენს" მანამ მექნება
ორი ტრაქტორი: „ჯონ დირი" და „ვალმეტი", თივის საპრესი, ნაკე-
ლის გამანაწილებელი მანქანები და ხე-ტყის საზიდი ამწე, სანამ სა-
სამართლოს აღმასრულებელი მთელ ქონებას აუქციონზე არ გამი-
ყიდის.
თუ „ჯონ დირს" წამართმევთ და ძალით ჩამაცმევთ შარვალ-კოს-
ტუმს, თავი ტრანსვესტიტი მეგონება.
თუმცა, მე და დეზირე ძალიან ვცდილობთ, ამ თემაზე არ ვილაპა-
რაკოთ. ერთხელ მკითხა, ძროხების გარდა ამ მამულში სხვა არაფე-
რია ისეთი, რისთვისაც თავის შეწუხება ღირსო? ეტყობა, რაღაც სუ-
ლელური ბალახბულახის მოყვანას გულისხმობდა, დღეს ერთა-
დერთი ფულიანი საქმე იარაღით, ნარკოტიკებითა და სექსით ვაჭ-
რობაა-მეთქი, ვუპასუხე.

130
ჰოდა, მაშინვე დავაწყვეთ გეგმები, როგორ გადაგვეკეთებინა
ჩემი ფერმა ორიგინალურ სექსკლუბად, დეზირემ სახელიც კი მო-
უგონა – „სოფლური გარყვნილებების კლუბი", რეკლამა ასეთი
გვექნებოდა:
„მობრძანდით და იხილეთ, როგორ აკეთებენ ამას ცხოველები!
რეზინი აღგაგზნებთ? მობრძანდით და იხილეთ, როგორ ანაყოფიე-
რებს რეზინის ჩექმებსა და წინსაფარში გამოწყობილი ინსემინატო-
რი ძროხებს! დაჯავშნეთ ბაგა ვერცხლის ქორწილის რომანტიკული
ღამის აღსანიშნავად! სადომაზოხიზმი სექსუალურ ცხოვრებას გაგი-
ხალისებთ: ძროხის საბელებით დააბით და გაშოლტეთ ერთმანეთი!
და, ბოლოს, ექსკლუზივი: მხოლოდ ჩვენთან – დაუვიწყარი სექ-
სდარტყმა! გვეწვიეთ და იჟიმავეთ ელექტროსადენებიანი ღობის
ქვეშ!
მე და დეზირეს ასე დაგვჩემდა: რაიმე სადავო საკითხზე ჩამო-
ვარდება თუ არა სიტყვა, ეგრევე ხუმრობაში გადაგვაქვს და საკამა-
თო აღარც არაფერი რჩება.
მაინც სად ჯანდაბაში გაიქცა?

41

დაღვრილი რძე შენ რამდენჯერ ამიმშრალე,


შენი სიცილით უთვალავჯერ გამათბე კიდეც,
მაგრამ სანაცვლოდ მე ვერაფერს გაგიკეთებ.
შენი ფანჯრები ჩაბნელებულა, გასაღებიც სადღაც დავკარგე.

მერტას შობის წინადღეს რომ შევხვდი, წიგნებში ჩახატული პა-

131
ტარა გოგუცუნების მსგავსად ასწითლებოდა ლოყები, თვალები უბ-
რწყინავდა და გულში ბრჭყვიალა პარკები ჩაეკრა.
ახლა კი ფსიქიატრიული საავადმყოფოს საღებავგადაცრეცილ
წითელ სკამზე ჩემ წინ იჯდა მომჩვარული, ასაკში შესული ქალი, ხე-
ლები უღონოდ ეყარა კალთაზე,ხელისგულები ამოეტრიალებინა,
ცხვირწინ ჩავუცუცქდი და ხელები მოვხვიე. მერტამ ნიკაპი მხარზე
ჩამომადო და პირდაპირ კედელს მიაჩერდა·
კარგა ხანს ჩუმად ვისხედით.
– რა ჩაიდინა იმ შენმა ვაჟბატონმა? – ბოლოს და ბოლოს ამოვ-
ღერღე. წარმოდგენაც კი მიჭირდა, ამჯერად რა მოიმოქმედა იმ ნა-
ძირალამ. აქამდეც არაერთხელ გაუმწარებია ჩემი დაქალი, თუმცა
მერტა ყოველთვის შესაშური მოთმინებით იტანდა ყველაფერს.
არაფერი მიპასუხა. ძალიან გრძელი პაუზის შემდეგ, როგორც
იქნა, მოსწყვიტა თვალი კედელს და შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა:
– რა აზრი აქვს ცხოვრებას? ვის რაში სჭირდება სიცოცხლე? და-
ვიღალე! – და ისე შემომხედა, თითქოს რაღაცაში მე მდებდა
ბრალს.
რა უნდა მეთქვა, ასეთ კითხვებზე საერთოდ მიჭირს ხოლმე ნორ-
მალური პასუხის გაცემა.
– ჩემი მოსვლა მაინც არ გაგიხარდა? ხომ გინდოდა?
– მე? მე აღარაფერი აღარ მინდა!
იმ დღის შემდეგ ყოველდღე მივდიოდი მერტას სანახავად და სა-
ათობით ვიჯექი მასთან. ბოლოს და ბოლოს, ხელს მაინც არ ვუშლი-
დი, თითქმის არ ველაპარაკებოდი, მხოლოდ შიგადაშიგ ვეკითხე-
ბოდი, თავს როგორ გრძნობ-მეთქი, რაზედაც სულ ერთი პასუხი
ჰქონდა: „მანქანაში ყველაფერი წითელს მინთებს და გახეული ჯი-
ბიდან უკანასკნელი კრონაც გამომივარდა".
მეოთხე დღეს სახეზე რაღაც ღიმილისმაგვარი დააჩნდა და მო-
მიყვა, ერთხელ როგორ შეავსო რაღაც ტესტი სათაურით, „რამდე-
ნად მიდრეკილი ხართ თვითმკვლელობისკენ". ერთი სიტყვით, საკ-
მაოდ გრძელი ტესტი ყოფილა, დაახლოებით ასეთი შეკითხვებით:
„ფიქრობთ თუ არა, რომ სიცოცხლეს აზრი არა აქვს? ყოველთვის

132
/ხშირად/ზოგჯერ“.ან კიდევ – „გრძნობთ თუ არა თავს უსარგებ-
ლოდ? გამუდმებით/თითქმის ყოველთვის /ხშირად".
– ამ ტესტის შემდეგ აუცილებლად გაგიჩნდებოდა თვითმკვლე-
ლობისკენ მიდრეკილება! – თქვა მერტამ ღიმილით და მომეჩვენა,
რომ წამიერად ისევ იმ ძველმა მერტამ გაიღვიძა მასში. მერე კი მოხ-
სნა გუდას პირი და ყველაფერი მიამბო.
თურმე დაახლოებით ნახევარი წლის წინ რობერტმა მერტას
მოსთხოვა, ექიმთან წასულიყო და სტერილიზაცია გაეკეთებინა,
სპირალს მერტა ვერ ჩაიდგამდა, თავდაცვის სხვა ხერხები კი რო-
ბერტისთვის იყო მიუღებელი. მერტა დიდხანს ეწინააღმდგებოდა,
მაგრამ ბოლოს მწარე წამალივით გადაყლაპა შეურაცხყოფა, შე-
ეგუა იმ აზრს, რომ რობერტს დამატებითი ალიმენტების გადახდის
არანაირი სურვილი არ ჰქონდა და რაკი მერტას მასთან ურთიერ-
თობა უნდოდა, ასეთ დათმობაზე უნდა წასულიყო.
შობის წინა ღამეს ვიღაც ქალს დაურეკავს და რობერტთან და-
ლაპარაკება უთხოვია. საუბრის შემდეგ რობერრტს რაღაც მოუმი-
ზეზებია, ტყავის ქურთუკი მოუცვამს და სახლიდან გასულა.
წასულა და აღარ დაბრუნებულა. შობას მარტო დარჩენილი მერ-
ტა მაინცდამიანც არ შეშფოთებულა, თავის საყვარელს მეტისმეტად
კარგად იცნობდა და ისიც იცოდა, რომ პოლიციაში დარეკვა და ავ-
ტოკატასტროფებზე ფიქრით გულისხეთქვა არ ღირდა. ჰოდა, მორი-
გი გამოხტომის მოლოდინში, საგულდაგულოდ ემზადებოდა.
რამდენიმე დღეში რობერტი ვიღაც პატარა გოგოსთან ერთად
გამოეცხადა. ეს გოგო რაღაცნაირი ნაღვლიანი და ცოტა მოუხეშავი
ეჩვენა მერტას. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ მიხვდა, რომ გოგო ხუ-
თი თვის ორსული იყო.
თურმე, ნუ იტყვით და, რობერტს ცხოვრებაში პირველად ნამ-
დვილი დიდი სიყვარული სწვეოდა და მზად იყო, ჟანეტისა და მომა-
ვალი ბავშვისთვის თავი გადაედო. ახლა მერტასთან მომავალი
მშობლების კურსებიდან შემოევლოთ, ძველი მეგობრობის ხათრით
მანქანას ხომ ვერ მათხოვებ, ჟანეტის ნათესავებთან, ქალაქგარეთ
წასვლას ვაპირებთო.

133
რობერტი ისე მსუბუქად, მეგობრულად ელაპარაკებოდა მერ-
ტას, თითქოს ნათესავი ან ძველი სკოლის ამხანაგი ყოფილიყო,
არადა, ლამის თორმეტწლიანი რომანი აკავშირებდათ ერთმანეთ-
თან.
– თავს დავდებ, რომ მისთვის ძველი მეგობრის მეტი მართლა
არაფერი ვიყავი იმწუთას, – მწარედ ჩაილაპარაკა მერტამ.
– კი მაგრამ, ბავშვები ხომ ისედაც საკმარისად გყავს, – უთქვამს
მერტას რობერტისთვის.
– არა, მერტა, შენ ამას ვერ გაიგებ, – მშვიდად მიუგო თურმე კაც-
მა, – შენ ხომ თვითონ გადაწყვიტე, ბავშვები არასოდეს იყოლიო.
ასე რომ, შენ ვერ გაიგებ, როგორი დაუოკებელი სურვილი უჩნდება
მამაკაცს, სასურველ ქალთან ბავშვი გააჩინთს, თუკი, რა თქმა უნ-
და, ასეთს იპოვის.
მერტამ მანქანა ათხოვა, უფრო იმიტომ, იქაურობას სასწრაფოდ
რომ გასცლოდნენ...
სამსახურში მიმავალს ხელები მიკანკალებდა.
ერთ კვირაში მერტა გამოწერეს. ჩემს სამზარეულოში იდგა და
სადილისთვის ხახვს ჭრიდა:
– ჩემს საკუთარ ცხოვრებაზე გადაღებულ ფილმში სტატისტად
ვგრძნობ თავს. როლიც კი არა მაქვს, სადღაც უკანა პლანზე ვარ,
ბრბოს ვთამაშობ, ან კიდევ ბატალურ სცენებში ერთ-ერთ ჯარის-
კაცს... არა, კიდევ უარესი: ხალხის ხმაურს ვახმოვანებ. თუმცა, წინა
პლანზე ვიღაცა ნამდვილად არის, მაგრამ მე ვერ ვხედავ, კონკრე-
ტულად ვინ.
ამ ბოლო დროს მერტას ასეთი უცნაურობა დასჩემდა: არც ბო-
დიშს იხდის, გაუგებრად რომ ლაპარაკობს და არც რაიმეს ახსნას
ცდილობს, იმ დღესაც მოულოდნელად ისეთი რაღაც გააკეთა, რომ
სული შემეხუთა:
დანით თითი გადაისერა. ერთხანს იდგა და ღრმა ჭრილობიდან
ამოხეთქილ სისხლს თვალს არ აშორებდა, მერე ბენის ნაჩუქარ სუ-
ლელურ პლაკატს მოჰკრა თვალი. ადგილიდან მოსწყდა, ტახტზე აძ-
ვრა და გაჭრილი თითი პლაკატზე გამოსახულ ქალს თვალზე ჩამო-

134
უსვა, თითქოს ეფერებაო. ნიჟარის ქალი სისხლიანი ცრემლებით
ატირდა.

42

დეზირემ ქალაქიდან გამოღწევა ვეღარ მოახერხა, ჩემთვის მან-


ქანა რო დაებრუნებინა – მეგობარს ვერ მოვშორდებიო, გამომიც-
ხადა. დილიდან საღამომდე საავადმყოფოში იჯდა, საღამოობით კი
მუშაობდა. სხვა რა გზა მქონდა, ქალაქში ავტობუსით წავედი მანქა-
ნის წამოსაყვანად. მანქანა დეზირეს სახლის წინ იდგა. ეზოში შევე-
დი და მისი ბინის ფანჯრებს ავხედე. ჟალუზები დაეხურათ... ჩვე-
ულებრივი, ნაჭრის ფარდებიც კი არა აქვს. ტელეფონს არ პასუხობ-
და, არც ავტომოპასუხე ჩაურთავს.
ხუთი დღე მისგან არაფერი მსმენია. ფერმის საქმეებთან დაკავ-
შირებული ყველა საბუთი ლამის ზეპირად ვისწავლე. საბუთები კი,
იცოცხლე, ოხრად მომდიოდა, საფოსტო ყუთის დაცლას ძლივს ვას-
წრებდი. ისიც კი გავიფიქრე, დეზირე როდესმე თუ დაბრუნდება, ქა-
ღალდის გროვებში ჩამარხულ ჩემს გაცივებულ გვამს აღმოაჩენს-
მეთქი. ჰოდა, ადგება და ჩემს საფლავზე ისეთივე უაზრო ქვას და-
მიდგამს, როგორიც მის ქმარსა აქვს, თვითონ კი ახალი მსხვერ-
პლის ძებნას შეუდგება იქვე, სასაფლაოზე. ძალიან მინდოდა, დეზი-
რეზე გავბრაზებულიყავი, გულზე მაინც მომეშვებოდა და სხვა თუ
არაფერი, მშვიდად დავიძინებდი.
არ ვიცოდი, მართლა მიმატოვა თუ ნამდვილად რაიმე საპატიო
მიზეზის გამო დროებით გაუჩინარდა. ნეტა ბენგტ-იორანი რო აღმო-
ჩენილიყო ასეთ სიტუაციაში, მეც ასე გადავყვებოდი თან? სამსახურ-
ში ვითხოვდი, საღამოობით მამუშავეთ-მეთქი და მთელ დღეებს სა-
გიჟეში გავატარებდი? და ნუთუ საერთოდ ვერ გამოვნახავდი დროს,
რო დეზირესთვის დამერეკა?

135
არა, ბევრი ვეცადე, მაგრამ ასეთი რამის წარმოდგენა მაინც ვერ
შევძელი. ისე, ბენგტ-იორანს სულიერი ავადმყოფობა როგორ უნდა
დაემართოს, სადა აქვს მაგას სული? ელექტროხერხით ლობოტომი-
აც რო ჩაუტარო, მაინც არაფერი შეეტყობა. და კაცმა რო თქვას, არც
ისეთი გადაფსკვნილი მეგობრები ვართ, უბრალოდ, ბავშვობიდან
ერთად ვართ და ეგაა. ახალი მეგობრების შესაძენად კი, აბა, სად
მცხელა.
ხო, „ნერვებს“ რო ახსენებენ, მეც ჩემი სოფლის მოხუცების არ
იყოს, ასე ვამბობ: რატომ არ მოაჭრეს თავი ფსიქოლოგიის გამომ-
გონებელს, ახლა ხო პრობლემები აღარ გვექნებოდა-მეთქი. ნერვე-
ბი! ფუი! რა ნერვები, რის ნერვები! სულ ზარმაცების მოგონილია ეგ
თქვენი ნერვები, საქმის კეთება რო ეზარებათ და თავს იმართლე-
ბენ.
ეგ რო კიბორჩხალასთვის მეთქვა, ერთს ამომცხებდა ფეხებშუა,
ტახტზე დამაგდებდა და მომდგებოდა, რა ხეპრე და შეუგნებელი ხა-
რო. ეჭვიც არ მეპარება, არ დაეზარებოდა.
ბოლოს და ბოლოს დარეკა. შეშფოთებული ხმა ჰქონდა. მეც და-
ვიძაბე:
– რა იყო, მოხდა რამე? – შეშფოთებულმა ვკითხე.
– ვერ არის საქმე მთლად კარგად.
„ნუთუ აი ახლავე, ტელეფონით დამახვევინებს?“, – გავიფიქრე
და, სანამ კიდევ რამეს იტყოდა, სხაპასხუპით მივაყარე:
– პარასკევს 37 წლის ვხდები. სადმე ერთად ხო არ გავიდეთ? ვი-
ცი, რო ახლა შამპანურის ხასიათზე არა ხარ, მაგრამ იქნებ ცოტა
ლუდი მაინც დაგველია? პარასკევს რამე მნიშვნელოვანი ხო არა
გაქვს დაგეგმილი? – საშინლად ვღელავდი, – თუ გინდა, პატარა
წვეულება მოვაწყოთ, დიდი ვერაფერი თარიღია, მაგრამ მაინც...
დეზირე ცოტა გახალისდა და გადაწყვიტა, წვეულებას თვითონ
მოგიწყობ, წინა დღით მოვალ, დილით საწოლში ყავაც რო მოგარ-
თვაო. სიხარულისგან კინაღამ ავწკმუტუნდი: ჩემი დეზირე ბრუნდე-
ბა!
სასაფლაოზე ხშირად ვზივარ და ვფიქრობ, ნეტა როდის დამთა-

136
ვრდა ჩვენი ურთიერთობა – მაშინ, როცა ბენგტ–იორამი და ვი-
ოლეტი მოცვივდნენ ჩვენთან თავიანთი საჭმელ-სასმლიანად თუ ჩე-
მი დაბადების დღის წვეულებაზე? თუმცა, დამთავრებით მთლად არ
დამთავრებულა ყველაფერი, მე და კიბორჩხალა ერთმანეთს ისევ
ვხვდებით, მაგრამ თითქოს ვიღაცამ ჟანგბადი გადაგვიკეტა.
ყველაფერი გადასარევად დაიწყო. დაბადები დღის წინა საღა-
მოს რაღაც სისულელეებზე გაუჩერებლად ვილაქლაქეთ, გულის
წასვლამდე ვიცინეთ და კიბორჩხალას მოტანილი შამპანური ვწრუ-
პეთ, რომელსაც თითქოს საფუარგარეული ჭიანჭველმჟავას გემო
ჰქონდა. მერე კიბორჩხალა სამზარეულოში შეძვრა, კარი მიიხურა
და დიდხანს იწრიალა იქ. როგორც მივხვდი, რაღაც საჩუქარს მიმა-
ლავდა საგულდაგულოდ. მთელი ღამე ხელი არ გამიშვია მისთვის,
თითქოს ზღვაში ვიხრჩობოდი, ის კიდევ მაშველი რგოლი იყო.
დილით, როგორც ყოველთვის, მაღვიძარამ გამაღვიძა, კიბორ-
ჩხალას გავხედე. ხო დამპირდა, საწოლში ყავას მოგართმევო. შენც
არ მომიკვდე, ღრმად ეძინა.
კარგა ხანს ვიწექი, ფრჩხილებს ვიკვნეტდი და ვფიქრობდი,
ფრთხილად ხო არ გავაღვიძო, ისე, რო ვერც მიხვდეს და ეგონოს,
ჩემით გამეღვიძაო. მაღვიძარა დავქოქე და ხელახლა ავაწკრიალე,
თან ბებერი ტუბერკულოზიანივით ხმამაღლა ამოვახველე. კიბორ-
ჩხალას არ გაღვიძებია. რა გასაკვირია, ის ხომ დილის ათზე იწყებს
მუშაობას, მე კი ექვსზე.
დილის წველის დროს ნახევარი საათით გადავაცილე. ბოსელში
შესულს ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში, გუშინდელი მომჟავო
შამპანურიც ყელზე მადგა. მოწველის დრო რო გადაუცდათ, ამან
ძროხები მთლად გააგიჟა და ჩვეულებრივზე მეტად ჯიუტობდნენ, ის
კი არა, ერთმა კაი ღონივრად მირქინა ფეხში. ამან სულ მთლად წა-
მიხდინა გუნება.
სახლში შევბრუნდი და სასწრაფოდ საშხაპეში შევვარდი. იქიდან
გამოსულმა კი თვალი სამზარეულოსკენ გავაპარე.
შამპანურის ბოთლში ის „მჟავა" ცოტა კიდევ ესხა. სრული სიჩუმე
იდგა. კიბორჩხალას ჯერ ისევ ეძინა.

137
რა თქმა უნდა, ძალიან მიხაროდა, მართლა მიხაროდა, რო ისევ
ჩემთან იყო. ჰოდა, არ მესმის, რა საჭირო იყო, საძინებელ ოთახში
რო ავედი ტანსაცმლის გამოსაცვლელად და ხმაური ავტეხე, ველო-
დებოდი, კიბორჩხალა როგორ მოიქცეოდა.
– დამწვარი ხორცის სუნი მცემს! შემთხვევით სადმე ახლომახ-
ლო რომელიმე დიდმოწამეს ხომ არ წვავენ კოცონზე? – თეთრეუ-
ლიდან თავი არ გამოუყვია, ისე გამომძახა. მერე საათს გახედა და
ჩემზე გადმოიტანა მზერა.
– მაინც არაფერს არ ველოდი, – ჩავიბურდღუნე ჩემთვის.
– რაო, რაო? – ცისფერ თვალებში გაბრაზება გაუკრთა და უფე-
რული წამწამები ააფახურა, მერე თავის ნატურალური ბამბისგან შე-
კერილ ტანსაცმელს ეცა და სასწრაფოდ ჩაიცვა, – კი, ბატონო, რა-
ხან არაფერს არ ელოდი, ზუსტად მაგას მიიღებ – არაფერს!
ეგ რა ჯანდაბაა! ნუთუ ისევ მე ვარ დამნაშავე? სამზარეულოში
უსიტყვოდ გავედი. კიბორჩხალაც გამომყვა, ფეხსაცმლის ჩაცმა
არც უფიქრია, პირდაპირ მოტყაპუნებდა ცივ იატაკზე, ფეხშიშველი.
ყავადანი ავიღე, ონკანს შევუშვირე და წყალი მოვუშვი. ონკანმა
ერთი დაიხრიალა და წყლის მაგივრად ჰაერის დიდმა ნაკადმა გა-
მოხეთქა. ჯანდაბა, ეს ოხერი წყალსაქაჩი ისევ გაფუჭდა! სასწრა-
ფოდ უნდა მივხედო, მანამდე კი სანტექნიკოსი გამოვიძახო.
კიბორჩხალამ ცერად გამომხედა და მაცივარი გამოაღო.
– ყავას ვერ დავლევთ, საქაჩი გაფუჭდა!
– მაშინ ლუდით და ტორტით ვისაუზმოთ! – გამიცინა კიბორჩხა-
ლამ.
ისეთი გაცოფებული ვიყავი, რომ მისი გუნება-განწყობები სულ
არ მადარდებდა. როგორ ვერ ხვდება, რომ ფერმაში წყლის გადა-
კეტვა მარტო უყავოდ დარჩენას არ ნიშნავს – 24 ძროხა თავის ნამა-
ტიანად წყურვილით დაიხრჩობა!
– რაო? ლუდიო? რამდენიმე ასლიტრიანი კასრითაც რო მქონ-
დეს, საქმეს მაინც ვერ უშველის, შვედი ძროხები რატომღაც ლუდს
არ სვამენ! გამიმართლა, რო ჩემთან ხარ, დამხმარე მჭირდება. სა-
ნამ სანტექნიკოსი მოვა, მე თვითონ უნდა ვცადო შეკეთება. ახლავე

138
უნდა გავიდეთ და მივხედოთ, – შევეცადე, რაც შემეძლო, თავაზია-
ნად მეთქვა.
დეზირემ შემომხედა, ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. მე უკვე
ქურთუკი მოვიცვი.
– აი, შენ ეს ჩაიცვი, – ვუთხარი და ჩემი ტყავის ქურთუკი გადა-
ვუგდე, – დედაჩემის ბოტები მოძებნე, მანდ სადმე, ტანსაცმლის კა-
რადაში უნდა იყოს. ჰე, გაინძერი, რას ელოდები?
– არაფერს! – მომიგდო გაბრაზებულმა, – მე ჩემი სამსახური მე-
ლოდება! შენ კიდევ ხელზე მოსამსახურედ ვინმე სხვა მოძებნე!
კამათის დრო არ იყო, თავქუდმოგლეჯილი გავვარდი წყალსაქა-
ჩისკენ. ცოტა ხანში გავიგონე, როგორ დაქოქა დეზირემ მანქანა.
ლამის ორი საათი ვეწვალე წყალსაქაჩს, მაგრამ ვერაფერი მო-
ვუხერხე. დამხმარე მჭირდებოდა. სახლში შევირბინე სანტექნიკოს-
თან დასარეკად. სამზარეულოს მაგიდაზე რაღაც ღორის ძეხვის
მსგავსი იდო და კიდევ რაღაცა მოყავისფრო, საჭმელზე უფრო ფუ-
ნას რო ჰგავდა. კარგად რო დავაკვირდი, მივხვდი, ხორცის რულეტი
და უხეიროდ გაკეთებული შოკოლადის ნამცხვარი იყო. მაგიდაზე
ბარათიც დამხვდა:
„ბენი, შენ ნამდვილი იდიოტი ხარ! მეც იდიოტი ვარ. ნამცხვარი
შეჭამე და რამდენიც გაგიხარდება, იმდენი იმუშავე, მაგრამ თუ შეძ-
ლებ, ამ საღამოს შვიდის ნახევრამდე აუცილებლად მოდი ჩემთან.
პატივს თუ დამდებ და სამუშაო სპეცფორმას გამოიცვლი, მადლობე-
ლი ვიქნები. სადმე გავიდეთ და შენი დაბადების დღე აღვნიშნოთ.“
ისეთი დაქანცული ვიყავი, რო არ გამხარებია, ერთ-ორ საათს წა-
ვუძინებ-მეთქი, გავიფიქრე. ტორტის ნაჭერი და ხორცის რულეტი
ლამის ძალით შევჭამე, ტახტზე დავწექი და სანამ ჩაძინებას მოვას-
წრებდი,სანტექნიკოსმა ეზო სიგნალით აიკლო. ფუ, შენი! დაღლილ-
დაქანცული ისევ წამოვხტი. წყალსაქაჩის შეკეთებას რამდენიმე სა-
ათს მოვუნდით, ამასობაში კი საღამოს წველის დრო მოვიდა.
შვიდის ნახევარზე ცოცხალმკვდარი, მაგრამ დაბანილ-დავარ-
ცხნილი ჩავეგდე მანქანაში. მუცელში შოკოლადის ტორტის და რუ-
ლეტის ნაჭრები მიწრიალებდა.

139
დილიდან მოყოლებული სხვა ლუკმა არ ჩამსვლია პირში. იმე-
დია, სადმე ისეთ ადგილას წამიყვანს, სადაც კაი სისხლიან ბიფშტექ-
სებს აკეთებენ „ბერნეზის" სოუსში, უძილობა და შიმშილი – აი, რამ
გამოიწვია ის, რაც იმ საღამოს მოხდა.

43

ჯადოსნური ოქრო, შენ რომ გამოგიწოდე,


მზის სინათლეზე გამხმარ ფოთლებად იქცა...
და შენ გაოცებით შემომაცქერდი

ვერ ვიტყვი, სანამ მერტას ვუვლიდი საავადმყოფოში, ბენი სულ


გადამავიწყდა-მეთქი. უბრალოდ, დროებით თავიდან მოვიშორე.
ერთბაშად ამდენს ვერ გავუძლებდი.
ყოველთვის, როცა დამოუკიდებლად ვერ ვახერხებ რაღაცეებში
გარკვევას, მერტასთან გავრბივარ ხოლმე. ახლაც ერთი სული
მქონდა, მისთვის ყველაფერი დაწვრილებით მომეთხრო, მაგრამ
თავი შევიკავე – მერტას თავისი სადარდელიც ეყოფა. ეგ მართლა
დამპალი რობერტინო რომ მახსენდება, მზად ვარ, ყველა მამაკაცი
საკუთარი ხელებით მივახრჩო.
ჩემი ცხოვრება იმ დღეებში თითქოს ერთ წერტილში გაიყინა:
მერტასთან ვიჯექი, ვმუშაობდი და მეძინა. შიგადაშიგ ვფიქრობდი
კიდეც. ვერავინ დამარწმუნებს, რომ დეპრესია გადამდები დაავადე-
ბა არ არის.
ბოლოს, ვეღარ მოვითმინე და ბენის დავურეკე. თავისი დაბადე-
ბის დღე რომ მიხსენა, ამ უცნაური ბურანიდან თითქოს გამოვფხიზ-
ლდი – გამახსენდა, ჩემს დაბადების დღეზე რა დღესასწაული მო-
მიწყო. შამპანური, ვარდები და ბენის საყვარელი ხორცის რულეტი
ვიყიდე. კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ სპეციალურ მაღაზიაშიც შევი-

140
არე და ჩემთვის სამუშაო კომბინეზონი შევიძინე. ბენი, რა თქმა უნ-
და, იფიქრებს, რომ კომბინეზონი მას ვუყიდე, სინამდვილეში კი გა-
დავწყვიტე, შიგადაშიგ ფერმის საქმეებში მივეხმარო, თუმცა, ვიცი,
რომ ძალიან გამიჭირდება. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენს ქალაქში
გასტროლებზე ჩამოსულ „რიგოლეტოზე“ ორი ბილეთიც შევუკვე-
თე. ეს ჩემი საყვარელი ოპერაა და ვერ წარმომიდგენია, როგორ შე-
იძლება ვინმეს არ მოსწონდეს. ერთი სიტყვით, სრული წონასწორო-
ბა აღვადგინე: ერთ მხარეს სამუშაო კომბინეზონი, მეორე მხარეს –
ოპერა.
კომბინეზონი ჩუმად შევაპარე სახლში და ბენის გარდერობში
დავკიდე; ნახევრფაბრიკატიდან კი რაღაც ტორტის მსგავსი გავაკე-
თე სახელდახელოდ, თუმცა ტორტი შეფუთვის ნახატზე უკეთ გამო-
იყურებოდა, ვიდრე სინამდვილეში გამომივიდა. გადაწყვეტილი
მქონდა, დილაადრიან გავაღვიძებ, ყავასა და ტორტს საწოლში მი-
ვართმევ, ვუმღერებ და ოპერის ბილეთებს ავუფრიალებ-მეთქი.
ვარდები გრილ ადგილას დავდგი, რომ არ დამჭკნარიყო. მერე შამ-
პანური გავხსენით და ტახტზე ემბრიონის პოზაში მოვკალათდით.
მეჩვენებოდა, რომ სიამის ტყუპები ვართ. ადრე ვერც კი წარმომედ-
გინა, რომ ასე ახლოს შეიძლება მიხვიდე ადამიანთან, თუ სისხლის
მიმოქცევის სისტემა არ გაქვს მასთან საერთო. არაჩვეულებრივი
ღამე იყო.
დილა კი ისევ ცუდად დაიწყო – გაღვიძება დამაგვიანდა. როცა
თვალი გავახილე და მივხვდი, რაც დამემართა, ძალიან შემრცხვა.
ბენი საძინებელში დაწრიალებდა, ზურგი დემონსტრაციულად მო-
ექცია ჩემკენ, ამ ზურგზე კი თითქოს დიდი ასოებით ეწერა: „დღეს
ჩემი დაბადების დღეა, მაგრამ მაინც წაქცევამდე უნდა ვიმუშაო, ზო-
გიერთებს კი ლოგინიდან ადგომა ეზარებათ!“ და ცოტა ქვემოთ, უფ-
რო წვრილი შრიფტით: „ყავა რომ ყავაა, ისიც არავინ მაღირსა!"
– შენგან მეტს მაინც არაფერს ველოდი! – ჩაილაპარაკა ბენიმ.
სიბრაზისგან სახეზე ალმური მომეკიდა. მე ხომ თავი ლამის მისი
ტყუპისცალი მეგონა. ასეთ სირცხვილს ვერ გავუძლებდი. გაცეც-
ხლებულმა მივახალე, ჰოდა, ვერც ვერაფერს მიიღებ-მეთქი (სამუ-

141
შაო კომბინეზონის გარდა აქ ჩემ მიერ მისი სამუშაოს გულწრფელი
აღიარება და უანგარო დახმარების სურვილიც იგულისხმებოდა).
სამზარეულოში ჩამოსული ცოტათი დავმშვიდდი და მაცივრიდან
ტორტი გამოვიღე. ამასობაში ბენიმ ტყავის ქურთუკი ჩაიცვა და თავ-
ხედურად მიბრძანა, წამომყევი და მომეხმარეო. ესეც არ იკმარა და
დამცინავად მომიგდო, ძროხები ლუდს არ სვამენო.
როგორც კი ბენი სახლიდან გავარდა, კომბინეზონი მანქანაში
ჩავჩურთე, ღამით გაყინული ვარდები ნაგავში მოვისროლე და ცო-
ტა ხანს სამზარეულოს მაგიდასთან დავჯექი სულის მოსათქმელად.
ამ საქმეს ასე ვერ დავტოვებდი, როგორმე გამოსავალი უნდა მეპო-
ვა. ბოლოს ბარათი მივწერე.
საღამოს რვის თხუთმეტ წუთზე გამომეცხადა თმაზე ჟელეწასმუ-
ლი და დაბნეულმა გამიღიმა. ჩემი გეგმები სულ ჩაიშალა – ვფიქ-
რობდი, ჯერ ცოტას ვაჭმევ, მერე კიდევ ცოტას დავილაპარაკებთ
ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომ „რიგოლეტოს" აღსაქ-
მელად უკეთ მოვამზადო-მეთქი, მაგრამ ვეღარაფერი მოვასწარი.
კისრისტეხით გავცვივდით თეატრში. ის-ის იყო, ბენის დაბადების
დღე მივულოცე, რომ ორკესტრმა უვერტიურის დაკვრა დაიწყო. ბე-
ნიმ თავი დამიქნია და სიბნელეში პროგრამას ჩააჩერდა.
ყველა ოპერა არც მე მიყვარს, მაგალითად „ღამურას" ისეთი
უაზრო სიუჟეტი აქვს, რომ ამ ოპერის თავიდან ბოლომდე ყურება ძა-
ლიან მიჭირს, კომპაქტდისკზე გაცილებით უკეთესი მოსასმენია, აი,
„რიგოლეტო" კი სულ სხვა საქმეა – ყველაფერია აქ: ნამდვილი
სისხლი და ვნებები, ცოდვა და უცოდველობა, საღი აზრისთვის სრუ-
ლიად მიუღებელი სიყვარული და, რაც მთავარია, მუსიკა! მუსიკა,
რომელიც თავს მეცხრე ცაზე გაგრძნობინებს. იმ საღამოს ჩემთვის
ჯილდას სასიკვდილოდ განწირულმა სიყვარულმა ფსიქიატრიულში
გამომწყვდეული მერტა მომაგონა. ბოლო სცენის დროს, სადაც
ჯილდა თავს სწირავს ჰერცოგისათვის, ის კი თავის ახალ საყვარელ-
თან ერთად დგას და იცინის, თავი ვეღარ შევიკავე და ავქვითინდი.
სიმწრისგან ფრჩხილები ხელისგულებში ღრმად ჩავირჭვე. როცა
შუქი აანთეს, სახეზე ცხვირსახოცი ავიფარე. იმედი მქონდა, ბენი გა-

142
მიგებდა.თურმე სულ ტყუილად ვღელავდი, ბენის ღრმად ეძინა. სა-
ვარძელში გადაწოლილიყო, პირი დაეღო და ხმადაბლა ხვრინავდა.
სანამ ვაღვიძებდი, ყველა ჩვენ გვიყურებდა.
ასე დასრულდა ჩვენი იმღამინდელი გართობა, უხმოდ მივედით
მანქანასთან, ჩემთან დარჩი-მეთქი, არც კი შემითავაზებია, ვიცოდი,
რომ მეორე დილით 6 საათზე უნდა წამომხტარიყო საწოლიდან.
მანქანაში რომ ჩავსხედით, ხელი ლოყაზე მომადო და ღიმილით
მითხრა:
– ჰა, ბარი–ბარში ვართ?
თავი ვეღარ შევიკავე და გადაჭრილ თითებზე ვაკოცე.

44

რა თქმა უნდა, აქედან არაფერი არ გამოვა! არ გამოვა-მეთქი!


აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი.
მარტო ჩემი ფერმა კი არ მიშლის ხელს. წარმომიდგენია, დაღ-
ლილი, მთლად გათოშილი როგორ შემოვდივარ სახლში, იქ კი ჩემი
კიბორჩხალა უკვე ეკლებზე ზის და ცხვირწინ ოპერის ბილეთებს
მიფრიალებს. სადმე სხვაგან კი არ დამპატიჟებს, მაინცდამაინც
ოპერაში უნდა გამომჭიმოს! მთელი პირველი მოქმედება მუცელი
ისე მიბუყბუყებდა, რო გული მისკდებოდა, იმ გასიებული დაშნიანის
ჩხავილს არ გადავაჭარბო-მეთქი. არადა, რას გაჰყვიროდა – გეგო-
ნებოდა, ძროხებს მოერეკებაო. კიბორჩხალამ არ იცის, როგორ გა-
უმართლა, რო ჩამეძინა, თორემ მართლა საქვეყნოდ მოვჭრიდი
თავს, ჩემ აზრებს სულ ხმამაღლა გადმოვაფრქვევდი და უარესად
შევარცხვენდი. განა მომერიდებოდა.
თუმცა, როგორც მივხვდი, დეზირე სულაც არ ფიქრობდა, რო ძა-
ლიან გაუმართლა. თითქმის არ არსებობს ისეთი რამე, ორივეს სულ
ოდნავ მაინც ერთნაირად რო მოგვწონდეს. პოლიტიკაზე საერთოდ

143
აღარ ვლაპარაკობთ. პირველ შეჯახებას რა დამავიწყებს. ყველა-
ფერი იმით დაიწყო, რო ერთი საგაზეთო წერილი ვაჩვენე, ნახე რა
მაგარია-მეთქი, და გაბრაზებულმა მომაძახა, ფაშისტი ხარო, ზურგი
შემაქცია და დაიძინა. ასეთი რაღაცეები ამის მერეც ბევრჯერ მოხდა.
ჰოდა, ჭკუა ვისწავლეთ, როცა ტელევიზორში რამე ისეთს ამბობენ,
რაზედაც განსხვავებული აზრი გვაქვს, გაღიზიანებულები ერთმა-
ნეთს ზურგს ვაქცევთ ხოლმე.
დეიდა ასტრიდი ნამდვილად დაასკვნიდა, ზოდიაქოს ნიშნებით
ვერ ეწყობით ერთმანეთსო. მაგას ხო აინტერესებდა ეგეთი რამეები.
მე და დედაჩემს სულ გვეცინებოდა მის ბრძნულ დარიგებებზე, ასე
და ასე უნდა მოიქცეთ, როცა თქვენი ზოდიაქოს სახლში იუპიტერი
შემოდისო. ერთხელ გაზეთიდან ამოჭრილი სტატია წავუკითხე, სა-
დაც ამტკიცებდნენ, ყველა დღევანდელი ჰოროსკოპი არასწორია,
რადგან რომაული კალენდარი, რომლითაც მათი შედგენა დაიწყეს,
თითქმის ერთი თვით აცდა დროსო. დეიდა ასტრიდი ისე დაიბნა, რო
მე და დედას ძალიან შეგვრცხვა. დაიბნეოდა, აბა რა იქნებოდა? –
მთელი ცხოვრება ეგონა, ძლიერი, სათნო და გულკეთილი კურო ვა-
რო და უცებ გაირკვა, რო თევზები ყოფილა.
კიბორჩხალაც კითხულობს ჰოროსკოპებს, მაგრამ უფრო გასარ-
თობად:
– ორი დღით ადრე რომ დაბადებულიყავი, მეოცნებე, ხელოვნე-
ბით გატაცებული ნატურა იქნებოდი, ადამიანი, რომელიც დღევან-
დელი დღით და ცხოვრებით ტკბება, – ნიშნის მოგებით მომახსენა
ერთხელ, როცა ჰოროსკოპი წაიკითხა. ეს ისეთი ტონით მითხრა,
რო აშკარად იგულისხმა, მაშინ უკეთესი ადამიანი იქნებოდიო.
– ხო, მაგარია მეოცნებე ფერმერი, რომელიც დღევანდელი
დღით არსებობს... სულ მალე გაკოტრდება ან ტრაქტორს ჩაუვარ-
დება, – არც მე დავრჩი ვალში, ისე, კაცმა რო თქვას, მარტო ზოდია-
ქოს ნიშნებს თუ დააბრალებ, თორემ მართლა გაუგებარია, ერთმა-
ნეთისკენ რა ჯანდაბა გვექაჩება. ხო სულ ვძიძგილაობთ, მაგრამ მა-
ინც ერთად ვართ. ერთი კაი მკითხავი ნამდვილად ჭირდება ამ საქ-
მის გარკვევას. შეიძლება, ყველაფერი იმის ბრალია, რო ვენერა მა-

144
რსთან ერთად მეთორმეტე სახლშია, ან კიდევ რაღაცა ამისთანა სი-
სულელე ხდება. არ შეიძლება ეს ხაზები და წრეები ისე დალაგდეს,
რო გამხდარ კიბორჩხალებზე აღარ ვიფიქრო და ბედს ვეწიო კაი ჯა-
ნიან სოფლელ გოგოსთან, საოჯახო საქმე სპეციალურ კურსებზე რო
უსწავლია?
მაშინ კიბორჩხალაც იპოვიდა ვინმე თხისწვერიან კაცს, ზაფხუ-
ლობით შვებულებას რო აძლევენ და სახლში სართულებიანი წიგ-
ნის თაროები უდგას.
ისევ ვხვდებით ერთმანეთს იმ დათარსული დაბადების დღის
შემდეგ, მაგრამ ისე ვიქცევით, თითქოს ერთმანეთისა გვეშინია და
რაღაც შეუძლებელს ვცდილობთ.
– მართალია, ზაფხულში შვებულებას მე არავინ მომცემს, მაგ-
რამ ერთი-ორი დღე რო მქონოდა, ლოფონტენში სიამოვნებით წა-
ვიდოდი სათევზაოდ. შენ ეგ, ალბათ, არ გაწყობს, არა? – ვეკითხები
კმაყოფილი.
– აჰ, არა, რა თქმა უნდა! ავინიონის ავანგარდისტული თეატრის
ფესტივალი მირჩევნია, ივლისში. ფრანგულად თამაშობენ სპექტაკ-
ლებს, – სამაგიეროს მიხდის დეზირე.
ვცდილობთ, ერთმანეთი დავაჯეროთ, რო უკვე დროა, სახლებში
წავიდ-წამოვიდეთ, სანამ წვეულება მთლად მოსაწყენი არ გამხდა-
რა, სანამ რაღაც ცუდი მოხდება. სულ არ მინდა, კიბორჩხალას ვაწ-
ყენინო, მაგას მირჩევნია, ეს დარჩენილი თითებიც ძირში დავიჭრა.
მაგრამ, არა მგონია, დეზირეს ეგ ესმოდეს. საშინლად ვერ ვიტან,
როცა ჩამოთვლას იწყებს, რა საზიზღრობები გაუკეთა იმ ვიღაც რო-
ბერტმა მის დაქალს, მერტას. ამ დღეებში ისე მოუხშირა ამ ამბების
მოყოლას, თითქოს მეც მადანაშაულებს, სინამდვილეში თითქოს
იმის თქმა უნდა, ყველა კაცი ერთნაირიაო.
ზოგჯერ ვპასუხობ, არა, მთლად ასე არ იქნება, ეტყობა შენმა და-
ქალმა გამოიწვია-მეთქი, რაზედაც კიბორჩხალას ისტერიკა ემარ-
თება.
– მე ხო არა ვარ ასეთი, – ვიმართლებ თავს, – შენ გგონია, ჩვენ
მაგარი ეგოისტები ვართ და ქალებს ვიყენებთ...მაგრამ მარტო იმი-

145
ტომ, რო მეც კაცი ვარ, სხვების დანაშაულს ჩემ თავზე ვერ ავიღებ!
აი, შენ მაგალითად, ხო ნამდვილად თეთრი ხარ, მაგრამ ხო არ იღებ
შენ თავზე თეთრი რასის მიერ სხვა რასების მიმართ ჩადენილ სა-
ძაგლობებს?
ამის პასუხად მეუბნება, მე არ მითქვამს, რო შენ და რობერტი ერ-
თი ხართ და რატო თვლი თავს ვალდებულად, დაიცვაო – ბოლოს
და ბოლოს, მერტა არასოდეს უცემიაო, – ჩაურთავს უცებ. და მე ისევ
შერცხვენილი ვდგავარ; ვიცი, რამდენი კაცი სცემს ცოლს, იმათ მა-
გივრად მრცხვენია. მოკლედ, ასეთი კინკლაობა არაფერს არ
ცვლის.
ამის შემდეგ ნათქვამი და ჯერ კიდევ უთქმელი სიტყვები ნაღმე-
ბად იქცევა და ამ მინდორზე, სადაც თავიდან გადასარევად ვეწყო-
ბოდით ერთმანეთს, თამაში სახიფათო ხდება.
თუმცა, ბოლომდე გულახდილი რო ვიყო საკუთარ თავთან, სი-
ნამდვილეში ჩემი უბედურება სულ სხვა რამეა, და ამას დედაჩემის
სიკვდილის შემდეგ რაც დრო გადის, უფრო უკეთ ვხვდები.
მინდა, მინდა კი არა, მჭირდება ისეთი ქალი, რომელიც სახლს
მიმიხედავს. რაც უნდა,ის უქნია, თუნდაც გაყინული გუფთებითა და
ნახევარფაბრიკატი ტორტებით ამომივსოს მუცელი; ფარდების მა-
გივრად რაღაც ჩხირები ჩამოკიდოს და ისეთი ტანსაცმელი ეცვას,
რომელიც ათი კაცის გამონაცვალს ემგვანება... მოკლედ, ყველა-
ფერზე თანახმა ვარ, ოღონდ კი ცოტა მაინც შეიწუხოს თავი და სახ-
ლი სახლს დაამსგავსოს, ამაზე კიბორჩხალა მიპასუხებდა, გაყინუ-
ლი გუფთების ყიდვა და გაცხელება თვითონაც მშვენივრად შეგიძ-
ლია და შიშველიც არ დადიხარო – მაგრამ მე სხვა რამე მინდა.
ახლა ასეა ჩემი საქმე: ვჭამ, შიმშილით რო არ მოვკვდე, და ტან-
საცმელსაც იმიტო ვიცვამ, პოლიციაში რო არ წამიყვანონ ხულიგ-
ნობისთვის.
მალე, ალბათ, ამაზედაც არ ვიდარდებ, რადგან ფერმას დავკარ-
გავ და თავშესაფარში მომიწევს ცხოვრება. აქაურობა ისედაც თავ-
შესაფარს ემსგავსება ნელ-ნელა, სახლის ამას აღარაფერი უგავს.
ჯანდაბა!

146
არ ვიცი, როგორ მოვარჯულო აქაურობა. ლოგინში კოტრიალის
პრობლემა არა მაქვს, როგორმე უმაგისოდაც გავძლებ (ადრეც მო-
მიხერხებია და ახლა რატომ ვერ უნდა მოვახერხო) – თუმცა, საკუ-
თარ სახლში თავს რო უსახლკაროდ ვგრძნობ, ეგ უკვე ნამეტანია.
არა მგონია, კიბორჩხალას უნდოდეს ჩემი დახმარება ან იქნებ არ
შეუძლია?

45

აღარაფერი არ მაბადია – სულ გავღარიბდი,


ორიოდე დაჟანგული ლურსმანი და მარწუხი შემრჩა.

ჩემი ცხოვრება თითქოს ორ ნაწილად გაიხლიჩა. ინეს ლუნ-


დმარკი ნაადრევ პენსიაზე გავიდა, მე კი საბავშვო განყოფილების
მართვა მთლიანად ჩემს თავზე ავიღე. თავით გადავეშვი საქმეში,
დავგეგმე საბავშვო თეატრალური კვირეული, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებთან მოლაპარაკებები დავიწყე,
კულტურის დაფინანსება რომ გაეზარდათ, რის შედეგადაც კინაღამ
პარტიულ სიაში ჩამრთეს. მგონი, საკმაოდ კარგი რეპუტაციაც შე-
ვიქმენი, – ყველა იდეების გენერატორად მთვლიდა, რომელიც, ამა-
ვე დროს, საქმის გამკეთებელიცაა. ათასგვარ ფესტივალსა და კურ-
სებზე მგზავნიდნენ და ჩვენი კომუნის ერთი გავლენიანი ჩინოვნიკი
ლამის შევიპირე, საბავშვო ფილმების ფესტივალის მოსაწყობად
ფული გამოეყო. მოგვიანებით გამოირკვა, რომ თურმე იმ კაცს ჩემი
ფესტივალი დიდად არ აინტერესებდა, სრულიად მოულოდნელად
შემომთავაზა, კვირის ბოლოს პოლონეთში ფესტივალზე წავიდე-
თო. მისმა მდივანმა დამირეკა და მკითხა, დარწმუნებული ხართ,
რომ სასტუმროში ერთ ნომერში იცხოვრებთო. ჰოდა, მაშინვე ყვე-
ლაფერი გასაგები გახა, აი, თურმე რას ნიშნავა ის „მეგობრული“ ჩა-

147
ხუტებები და მოფერებითი სახელები. როცა პასუხი მოვთხოვე, თა-
ვის მართლებას მოჰყვა, ბიუჯეტის დაზოგვა მინდოდა, თანაც, ჩვენ
ხომ თანამედროვე ადამიანები ვართო; მერე ისიც მოაყოლა, მდი-
ვანმა არასწორად გამიგო, დიდი ჭორიკანა ვინმეა და სამსახურიდან
დავითხოვო... ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ საბავშვო
ფილმების ფესტივალი ჩაიშალა.
ამ საქმეს ბოლომდე ვეღარ ჩავეძიე, ამით მხოლოდ მდივანს შე-
ვუქმნიდი პრობლემებს. მოკლედ, ასეთებთან ვერაფერს გახდები,
ამ ვაჟბატონებს თავის დაცვა კარგად ეხერხებათ. თუმცა, არა მგო-
ნია, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზე პატარა თავგადა-
სავლის მოწყობა ნდომებოდა – რამდენჯერმე დამირეკა, რაღაცე-
ებს მიედ-მოედო და ცოტა წაუტირა კიდეც. მე ყველაფერი ბენის ვუ-
ამბე, მანაც იმწამსვე შემომთავაზა, ხელოვნურ ულვაშებს მივიწებებ
და გამოგონილი სახელით კომუნაში მუშაობას დავიწყებო.
ეს ერთ-ერთი იმ იშვიათ გამონაკლისთაგანი იყო, როცა ბენი ჩე-
მი სამსახურის ამბებით დაინტერესდა – მგონი, ცოტა იეჭვიანა.
უბედურება ის არაა, რომ იმ ჩინოვნიკმა თვალი დამადგა. არც
ის, რომ ფესტივალი ჩაიშალა. წლების მანძილზე კარგად შევიგნე,
რომ მამაკაცებთან ურთიერთობისას ცოტა თავშეკავებული უნდა
ვიყო. არ მესმის, რატომ, მაგრამ ჩემნაირი ქალები მამაკაცებს მა-
ინც მოსწონთ. თავიდან ეჩვენებათ, რომ ერთი სათუთი არსება ვარ,
მაგრამ როცა ხვდებიან, რომ არც მთლად ასე მარტივადაა საქმე, მა-
შინვე გამოცანად ვიქცევი მათთვის და, რასაკვირველია, ცდილო-
ბენ, ამომხსნან. მოკლედ, ასეთი შემთხვევები ადრეც ხშირად მომ-
ხდარა.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ იმ ნაძირალას ცოლი ჩემი თანამშრო-
მელია. მან, რასაკვირველია, არაფერი იცის – პრინციპში, არც არა-
ფერი მომხდარა, – მაგრამ ერთხელაც ამ ქალის სიტყვებს მოვკარი
ყური ბიბლიოთეკის ბუფეტში:
– ბავშვები გაიზარდნენ და ჩვენთან აღარ ცხოვრობენ, ჰოდა, მე
და სტენს უფრო მეტი დრო გვრჩება ერთმანეთისთვის. ნეტავ სტენს
შვებულებას მისცემდნენ, მაეირაზე თაფლობის თვეს მოვიწყობდით

148
ჩვენი ქორწილის დღის აღსანიშნავად! მე და ჩემი სტენი...
მსგავსი სიტყვები ამ ქალისგან მრავალჯერ მომისმენია.
იმ ღამით კი მისი ძვირფასი სტენი მე მეფიცებოდა სიყვარულს
ტელეფონით.
ეს ის დრო იყო, როცა ქმრების თემა აქტიურად განიხილებოდა
ჩვენთან. ყველაზე მეტს მაინც ლილიანი წუწუნებდა თავის ქმარზე:
– მიდიხარ სახლში სამსახურიდან, დაქანცული, ათი საათი ფეხ-
ზე იდექი, ციბრუტივით ტრიალებდი,ის კიდევ სამზარეულოს მაგი-
დასთან ზის, გაზეთი საუზმის ნარჩენებზე გადაუშლია და მეკითხება,
სადილად რა გვექნებაო. და თან სულ უნდა ანუგეშო, რადგან ხან
ლოტოში ვერ მოიგო ვერაფერი, ხან სამსახურში ვიღაც იდიოტს ეჩ-
ხუბა... თანაც გამუდმებით იმაზე წუწუნებს, რომ თმა სცვივა. თუ ავა-
დაა, ჩაიკეტება თავის ოთახში და თავისთვის ოხრავს, მე და ბავშვე-
ბი კი მშვიდად ვართ და, რაც გაგვიხარდება, იმას ვაკეთებთ.
– რას ამბობ! ჩემი სტენი მაგას არასოდეს იკადრებს! სულ ცდი-
ლობს, ჩემს მდგომარეობაში შევიდეს, ჰოდა, რომ არ შემაწუხოს,
თითქმის სულ სამსახურში საუზმობს...
აი, ასეთ საუბრებს ვისმენდი გაუთავებლად, რაც საშინლად მიშ-
ლიდა ნერვებს. დარწმუნებული ვარ, ერთ დროს ეს ქალებიც იმავეს
გრძნობდნენ, რაც ახლა მე ბენისკენ მექაჩება მთელი ძალით. არც
ისე პატარა ვარ, რომ თავი დავიმშვიდო, ჩვენ ასეთი რამ არ დაგვე-
მართება-მეთქი... მით უმეტეს, რომ უკვე ვერა გვაქვს საქმე კარგად.
ჰოდა, ამიტომაც გაიხლიჩა ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად: მძიმე,
მაგრამ სახალისო სამუშაო, რის წყალობითაც მთელი დღე დაკავე-
ბული ვარ – და დანარჩენი დრო, რომელსაც სულ უფრო მეტად ვუთ-
მობ ფიქრებს.
ვინ არ მიტრიალებს თავში: სტენი, ლილიანის ქმარი, რობერტი-
ნო, ერიანი... და... ბენი...
განა რამხელა მსხვერპლის გაღება შემიძლია? ბოლოს და ბო-
ლოს, რა ჯანდაბა მინდა?
მსხვერპლს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის გავიღებ. მეც სწო-
რედ მასთან წავედი.

149
46

სულ უფრო იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს. თავისი მეგობრის


მანქანას ვეღარ თხოულობს (ეტყობა, იმ ქალმა გაყიდა), ასე რომ,
ან მე უნდა წამოვიყვანო ჩემი მანქანით, ან კიდევ თვითონ უნდა გა-
მოყვეს ავტობუსს. ავტობუსი კი დღეში მხოლოდ ერთხელ,8-ის ნახე-
ვარზე გამოდის. ცხრის ნახევრისთვის ჩემამდე ჩამოაღწევს, მე კი-
დევ ათი საათისთვის ვიძინებ ხოლმე.
თვითომ რო მოვინდომო დეზირეს წამოყვანა, რვამდე მაინც ვერ
გავაღწევ სახლიდან, ჰოდა, რა განსხვავებაა, მაინც გვიანი გამო-
დის. თუ ქალაქში მასთან დავრჩი, დილის ხუთზე უნდა ავდგე.
ჰოდა, აბა რაღა გამოდის? – ერთი საათი ან საათნახევარი, კვი-
რაში ერთი-ორჯერ. აღარ ვთვლი იმ კვირებს, როცა დეზირე მივლი-
ნებაშია.
არადა, სულ ცოტა, ორი დღე ხო მაინც უნდა გავატაროთ ერთად,
რო უფრო სერიოზული რაღაცისთვის დაგვრჩეს დრო. სანამ შემო-
სასვლელში დგას და პალტოს იხდის, ხო არ მიახტები და ჰკითხავ:
„ჰა, რას იტყვი, მომავალში როგორ მოვიქცეთ?"
დასვენების დღეები სულ დამავიწყდა; ზოგჯერ მთელდღეს რჩება
ჩემთან. ჰოდა, სწორედ მაგ დროს გვიტყდება ჩხუბი და დავიდარაბა,
ან კიდევ ძალიან ვცდილობთ, არ ვიჩხუბოთ, რაც ვერაა მთლად სა-
სიამოვნო რამე.
მაინც მენატრება ეს დღეები – ბოლო სამი კვირაა, დასვენების
დღეებზე არ გამოჩენილა, ხან კონფერენციაზე იყო, ხან ბებოსთან,
ხან სადღაც ჯანდაბაში. მგონი, ის დროა, ისევ სასაფლაოზე დავუ-
ნიშნო შეხვედრები.
ერთხელ სოფელში ერთ ქეიფზე წავიყვანე. მოკლედ, მორიგი
ცდა ჩავატარე რა. დეზირე და ვიოლეტი ერთმანეთს ცივად შეხ-
ვდნენ, თუმცა დანარჩენმა სოფლელებმა, ძირითადად – ორმოცდა-
ათს გადაცილებულმა ხალხმა, კარგად მიიღო. რამდენიმესთან ისე-
თი სერიოზული სახით ლაპარაკობდა, შემეშინდა, წასაკითხი წიგნე-
ბის სიას ხო არ ურჩევს-მეთქი.

150
თუმცა, აღმოჩნდა, რომ სოფლის ისტორიაზე ლაპარაკობდნენ.
მოკლედ, ორივე მხარეს აინტერესებდა ეს საკითხი და ყველაფერმა
მშვიდად ჩაიარა, თანაც, ხო ვიცი, ჩემს მეზობლებს ძალიან გაუხარ-
დებათ, მე თუ პატრონი გამომიჩნდება. ყველა ვიშვიშებს, როგორც
კი უკანასკნელი ფერმა დაიხურება, ჩვენი სოფელიც მოკვდება და
ქალაქის ერთ უბრალო გარეუბნად გადაიქცევაო.
იმ საღამოს უხასიათოდ ვწრუპავდი ლუდს და ვფიქრობდი, რა
მეშველება, ჩემი ფერმა რომელიმე დამპალი კომპიუტერული ფირ-
მის თანამშრომლების დასასვენებელ სახლად რო გადააკეთონ-
მეთქი.
კვირა საღამოს დედაჩემის ძველმა მეგობრებმა, დეიდა ალმამ
და ძია გუნარმა ყავაზე დაგვპატიჟეს.
– უი, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხებ მოსვლას. ხვალ სამ საათზე
უფსალაში მივფრინავ! – გამოაცხადა დეზირემ.
ფუიიი!
ზოგჯერ, როცა ფერმაში მარტო ვარ, ასეთი აზრები მაწუხებს: სა-
მი გზა მაქვს და სასწრაფოდ რომელიმე უნდა ავირჩიო.
პირველი: შევეცადო, დეზირე დავითანხმო, თავის ბარგი-ბარხა-
ნიანად ჩემთან გადმოსახლდეს. ვიცი, რომ ეს არასოდეს არ მოს-
ვლია აზრად და ალბათ, ძალიან გაღიზიანდება, რო შევთავაზო.
მეორე: ფერმა გავყიდო, ქალაქში გადავიდე და უფსალადან დაბ-
რუნებულ დეზირეს ცხელი ყავა დავახვედრო. აი, ეს კი მე არ მომ-
სვლია აზრად.
და მესამე: სიმართლეს თვალი გავუსწორო, დეზირე ტყუილად
არ ვაწვალო და ერთი ნორმალური ქალი დავითრიო, რომელიც
კვირაში სამ საათზე მეტს გაატარებს ჩემთან.
კიდევ მეოთხე ვარიანტიც მაქვს, ყველაზე ცუდი – ბერბიჭად
დარჩენა.
აი, იმ ბოსესავით, აქაურები ნილსონის ბიჭს რო ეძახიან, თუმცა
რაღა დროს მაგის ბიჭობაა, უკვე 46 წლისაა. მშობლების სახლში,
დედასთან ერთად მარტო ცხოვრობს, რამდენიმე სული სახორცე სა-
ქონელი ჰყავს და ნახევარ განაკვეთზე მუშაობს სოფლის მაღაზიაში.

151
ერთი დიდი სატელიტური ანტენა დაიყენა, პორნოარხები ჩართო
და შიგადაშიგ ფრინველებზე ნადირობს, სხვა არაფერი აინტერე-
სებს. ზოგჯერ რაღაც მიზეზს მოიგონებს და ჩემთან შემოივლის
სტუმრად, ორ-სამ საათს მაინც რჩება და თუ ისე მოხდა, რო ამ დროს
დეზირეც ჩემთანაა, ბოსეს მანქანის დანახვაზე ორივენი ძალიან
ვწუხდებით.
არა, მე ბოსეს დღეში არ ჩავვარდები! ეგღა მაკლია, 53 წლის რო
გავხდები, „სოდერსტრომების ბიჭი" მეძახონ... არ მოხდება ეგ ამბა-
ვი! მაგრამ დრო ისე ჩქარა გადის...
შეიძლება, დეზირე ჩემს შიშს გრძნობს... ხვდება, რომ მისგან რა-
ღაცას ველოდები და ცხვირს იბზუებს, მაწვალებს – ჩემთან სერიო-
ზული ურთიერთობა არ უნდა. ჩემს პატარა კიბორჩხალას, ალბათ,
თავის მჩქეფარე ქალაქურ ცხოვრებაში მარტო დარჩენის ჯერ კიდევ
არ ეშინია.
ყოველთვის, როცა დეზირესთან ერთად ლოგინში ვწევარ, რაც
სულ უფრო იშვიათად ხდება, გული ლამის გამისკდეს. ვგიჟდები დე-
ზირეს ქათქათა თეთრ კანზე, სითბოზე და დახვეწილ მანერებზე:
– თუ ნაადრევად მოვკვდი, შენი ბრალი იქნება. ხო იცი, სტატის-
ტიკის მიხედვით უცოლო კაცები ცოლიანებზე ადრე კვდებიან! –
ვაფრთხილებ ხოლმე და სანამ ის ათასნაირად იგრიხება, ოღონდ
პასუხს თავი აარიდოს, ვერც კი ხვდება, რომ ბოლო მოქმედების ზა-
რი უკვე დარეკეს.

47

ფინიშის ხაზის გადაკვეთა სულაც არ მინდა,


არ მინდა ვინმეს ვეჯიბრებოდე,
და რატომაა საამაყო, თუკი შეძლებ და თამასას გადაახტები,
როდესაც მის ქვეშ წელგამართული გავლა არავის ეამაყება.

152
რა თქმა უნდა, თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს ზრდილობის გამო
მივადექი სტუმრად. თან ტიტების საკმაოდ ძვირად ღირებული თა-
იგული და უგემრიელესი „დარჯილინგის" ჩაი მივიტანე.
კარი ოდნავ შეაღო, დამცავი ჯაჭვი არც მოუხსნია.როცა დაინახა,
რომ მე ვიყავი, ჯაჭვი ახსნა და უხალისოდ შემიშვა ოთახში. დაბნეუ-
ლი უფრო ჩანდა, ვიდრე დაბღვერილი; ისეთ ადამიანს ჰგავდა,
სტუმრების მისაღებად რომ არ სცხელა.
– გამარჯობა, ინეს! – გავუღიმე, – რამდენი ხანია, არ შევხვედ-
რივართ. როგორა ხარ?
– ვითომ რატომ მეკითხები? – გაიკვირვა ქალმა, – დავიჯერო,
ძალიან გაინტერესებს?– თუმცა ხმაში დაცინვა არ გამორევია.
როგორც მივხვდი, ინესი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, ტყუ-
ილი ლაყბობისთვის არც ერთი ზედმეტი წუთი რომ არ ემეტებათ სა-
კუთარი ისედაც ხანმოკლე ცხოვრებიდან. ჰოდა, მეც მიუკიბ-მოუკი-
ბავად,პირდაპირ საქმეზე გადავედი:
– რატომაც არ მაინტერესებს, შენზე ბევრი ვიფიქრე. მაინტერე-
სებს, თუ როგორ აღიქვამ სიცოცხლეს და რამდენად ჭკვიანი ხარ.
არ ვიტყოდი უარს, ცოტა სიბრძნეს მეც თუ გამინაწილებდი.
– ჰოო? – მომლოდინედ გაწელა ინესმა.
– თავის დროზე შენ არჩევანის გაკეთება მოგიხდა. იგივე მეც მა-
ლე მომიწევს. მაინტერესებს, რა ძალამ გიბიძგა იმისკენ, რომ საკუ-
თარ ცხოვრებაში უშუალო მონაწილეობას სხვების ცხოვრების და-
არქივება არჩიე. გესმის, რას გეკითხები?
უცებ ინესს ლოყებზე ორი ძლივს შესამჩნევი წითელი ლაქა და-
აჩნდა, მერე წამოდგა, სამზარეულოს კარადის ზედა თაროდან
ძველმოდური ბროლის ლარნაკი გამოიღო და ტიტები შიგ ჩააწყო.
ჩუმად ვუთვალთვალებდი, ლარნაკის ჩამოსაღებად პატარა სკამზე
როგორ შედგა. ბოლოს ისევ შემობრუნდა, ჩამოჯდა, სათვალე მო-
იხსნა და გაღიზიანებული მზერა მომაპყრო.
– რატომ გგონია, რომ ასარჩევად მქონდა საქმე? საიდან დაასკვე-
ნი, რომ „საკუთარ ცხოვრებაში უშუალოდ მონაწილეობის" შანსი
ოდესმე მქონია? ჩემი მშობლები მისიონერები იყვნენ ტანზანიაში,

153
ასე რომ, მე გაუთხოვარმა დეიდამ გამზარდა, სხვათა შორის, დიდი
ფეთხუმი და უწესრიგო ქალი იყო!
უნივერსიტეტში საბიბლიოთეკო საქმის ფაკულტეტზე რომ ჩავა-
ბარე, უცებ ჩემთვის მანამდე სრულიად უცხო, მათრობელა თავი-
სუფლება გამოვცადე. ანუ საშუალება მომეცა, სისტემაში ყველაფე-
რი ისე დამელაგებინა, როგორც მომესურვებოდა. თუმცა, შემეძ-
ლო, რაღაც მაინც ამერჩია – ჩემი ცხოვრება სხვისი მსგავსი, მეორა-
დი მაინც ყოფილიყო, მაგალითად, ფაიფურზე ხატვის კურსებზე მევ-
ლო და დანარჩენებივით, ტურისტების ჯგუფთან ერთად მემოგზა-
ურა. ერთი სიტყვით, მსგავსი პერსპექტივები არასოდეს მხიბლავდა.
ჰოდა, ოცდაჩვიდმეტი წელიწადი ბიბლიოთეკაში ვიმუშავე. შენ ძა-
ლიან კარგად იცი, რომ „მეგობრები" და „ახლობლები" არასოდეს
მაინტერესებდა. ხომ გესმის, რასაც ვგულისხმობ?
– ინეს, ახლა სახლიდან თუ გამაგდებ, მივალ ჩემს ბინაში და
შენს სახელზე საქაღალდეს გავხსნი.
ინესს ჩაეღიმა.
ამის შემდეგ თითქმის ერთ საათს ვილაპარაკეთ: ინესმა ჩემი მო-
ტანილი „დარჯილინგი“ დააყენა, თითო ფინჯანი დავლიეთ, დაიწუ-
წუნა, ერთჯერადი პაკეტის ჩაისგან არაფრით განსხვავდებაო.
– შენგან რჩევა კი არ მჭირდება, – განვაგრძე მე, – უბრალოდ,
უცხო თვალით მინდა შეხედო ჩემს ცხოვრებას. მით უმეტეს, შენი
თვალები ყველაფერს ამჩნევს. რას გულისხმობდი, როცა მითხარი,
ბენი ან საერთოდ უვარგისია, ან კიდევ შენი ერთადერთი მამაკა-
ციო?
ინესი წამოდგა, არქივის კარადასთან მივიდა და ჩემი საქაღალ-
დე გამოიღო.
– სულ სამჯერ მოვახერხე თქვენზე დაკვირვება; ბოლოს შობის
წინა დღეებში გაკვირდებოდით, სანამ ამ საქმეზე საბოლოოდ ავი-
ღებდი ხელს. უვარგისობაზე ლაპარაკი რაღა საჭიროა, თავისთავად
ცხადია, რას ვგულისხმობდი: ისე აცვია, რომ... ადამიანი ხომ თავის
გარეგნულ იერს თვითონ ირჩევს, გაცნობიერებულად ან გაუცნო-
ბიერებლად. მოკლედ, მე მეორე ვარიანტი უფრო საინტერესოდ მე-

154
ჩვენება: მე თქვენში საოცარი გრძნობა დავინახე. შენი გარდაცვლი-
ლი ქმარი სასიამოვნო ადამიანი იყო, თუმცა მისი გამოჩენისას შენ
მუშაობის უნარს არასოდეს კარგავდი, ხელიდან არაფერი გივარდე-
ბოდა და არც კი ცდილობდი, თანამშრომლებისთვის დაგემალა,
რომ იცნობ. ერთი სიტყვით, დიდად არ გაღელვებდა. ამ მეორე კაცს
კი ლამის უზრდელურად ექცეოდი. ისიც იდგა და და უსიტყვოდ ით-
მენდა ყველაფერს. მეტი რა გითხრა, ასეთ რაღაცეებში უფრო
ღრმად ვერ ვერკვევი. თუმცა, მსგავსი სიტუაციები ადრეც მინახავს
და ვიცი, რომ ეს ყოველთვის დროებითია, – ბოროტი კმაყოფილე-
ბით დაამატა ბოლოს.
– აკი, ერთადერთი შესაძლებელი მამაკაციაო? –ვკითხე ნირწამ-
ხდარმა.
– ეგ იმიტომ გითხარი, რომ შენ თვითონ ძალიან სხვანაირი გახ-
დი. ჩემს დღეში მსგავსი არაფერი მინახავს. ახლა კი, ბოდიშს გიხდი,
მაგრამ ძალიან ბევრი საქმე მაქვს.
ინესმა წასვლამდე თავისი უახლესი პროექტი მაჩვენა. რეკლა-
მების შეგროვება დაუწყია, სპეციალურ შემოთავაზებებზე გამოხ-
მაურებებს აგზავნიდა, კონკურსებში მონაწილეობდა და შედეგებს
არქივში აგროვებდა.
– თუმცა, სასტიკად მეჯავრება, როცა წერილებში მწერენ: „ძვირ-
ფასო ი. მარია ლუნდმარკ", – ცივად ამიხსნა.
ინესმა იცის საკუთარი თავის ფასი და ვაი მისი ტყავის ბრალი,
ვისაც რაიმე შეეშლება მასთან. წესრიგი ხომ აუცილებელია!

48

„რა ჯანდაბაა, რატო არ გამოგვდის არაფერი?" – ვფიქრობდი იმ


დღეს, როცა კიბორჩხალას ლამის გალურჯებამდე ველაპარაკე ტე-
ლეფონით. ჰოდა, ველაპარაკე და ამასობაში ატეხილ ძროხას ვერ
მივაქციე ყურადღება. ორი ზრდასრული, თითქმის ერთი ასაკის ადა-

155
მიანი... სახლი, ქალაქთან ახლოს... ორივე ვმუშაობთ. ხო შეგვეძ-
ლო, ერთად გვეცხოვრა, ცოტა სახლისთვის მიგვეხედა... ბავშვები
გაგვეჩინა, ყოველღამე ერთად დაგვეძინა და კვირაში სამ საათზე
მეტხანს ვყოფილიყავით ერთად?
ეს სურათი მე თვითონ ისე ცოცხლად წარმომედგინა, რო აქამდე
რაც წინააღმდეგობა გვქონდა და რაზედაც სულ კისრები წავიმ-
ტვრიეთ, ერთი ხელის მოსმით ქრებოდა. ერთხელაც ავდექი და ჩემ
წილ საქმეს შევუდექი: ჩემი ჭკუით სახლის გადაკეთება დავიწყე.
სახლი საკმაოდ დიდი მაქვს: დიდი სამზარეულო, სასტუმრო
ოთახი და შემოსასვლელი; ორი საძინებელი მეორე სართულზე და
სხვენი, რომლის საცხოვრებელ ოთახად მოწყობა სულ ადვილად
შეიძლება. კიდევ, შეიძლება, დეზირეს კაბინეტად გადავაკეთოთ...
ახლა მანდ დედაჩემის საქსოვი დაზგის მეტი არაფერი დგას, რამდე-
ნი ხანია, არც კი შევსულვარ. საძინებელი ოთახი ჩვენთვის, დედა-
ჩემის ოთახი კი – ბავშვისად გადაკეთდება... დეზირეს უშნო წიგნის
თაროებსაც როგორმე სადმე ჩავაკვეტებდი.
მერე დათვლა დავიწყე, დეზირესთვის მანქანის საყიდლად ფუ-
ლი თუ გვეყოფოდა. თუ თავის ბინას გაყიდის და ქირის გადახდა
აღარ მოუწევს... მთელ განაკვეთზე მუშაობის დრო აღარ ექნება,
პირველი ბავშვი რო გაგვიჩნდება, სულ დაანებებს თავს.., ან ნახე-
ვარ განაკვეთზე გადავა. სოფელში საბავშვო ბაღი არა გვაქვს...
თუმცა, ხო შეიძლება, ძიძად ვიოლეტი ავიყვანოთ?
აი, ასეთ რამეებზე ვფიქრობდი და ვაღიარებ, ამ ფიქრებმა ძალი-
ან მიშველა, ცხოვრება გამილამაზა, სანამ ისევ გიჟივით შევუდგე-
ბოდი სამუშაოებს. ამ ანგარიშებმა ისე გამიტაცა, რო კიბორჩხალა
სულ გადამავიწყდა. ერთ დღეს, მაშინ როცა ბავშვებისთვის თეატ-
რალურ ფესტივალს ამზადებდა, ვთხოვე, სერიოზული სალაპარაკო
მაქვს-მეთქი და ისიც არც მთლად დიდი ხალისით მოვიდა ჩემთან
ავტობუსით. შეზლონგზე მოვათავსე, მოვათრიე ჩემი ქაღალდები,
ნახაზები და გამოთვლები და მოვხსენი გუდას პირი.
არაფერი არ უკითხავს. კითხვას ვინ ჩივის, ხმაც არ ამოუღია.
მარტო მაშინ შეიცხადა, როცა ნახევარ განაკვეთზე მუშაობას, ბავშ-

156
ვის გაჩენას და ძიძად ვიოლეტის აყვანას მივადექი. მოყოლა დავამ-
თავრე თუ არა, ოთახში წამიერად სამარისებური სიჩუმე ჩამოვარ-
და.
მერე დეზირე ისე ალაპარაკდა, ერთი ჩემი დედალი ძაღლი გა-
მახსენდა, დამწყვდევისას გაგიჟებული კედლებზე რო ადის.
ახლაც მიჭირს დეზირეს ნათქვამი სიტყვების დავიწყება. თურმე,
ნუ იტყვით და არ შეუძლია იმის „ვიზუალიზება“ (ხო, ეგ სიტყვა
თქვა), რო მთელ დარჩენილ ცხოვრებას ზაფხულობით ჩემთვის მინ-
დორში ყავის და საჭმლის ტარებაში გაატარებს და ჩვენს მომავალ
შვილებსაც თვითონ ატარებს პანსიონატში. კიდევ თქვა, ჩემი სამსა-
ხური ყოველთვის მიყვარდა, წელებზე ფეხს ვიდგამდი, იმისთვის
რო მიმეღწია, რაც ახლა ვარო... კიდევ, – ნახევარგანაკვეთიანი
ბიბლიოთეკარის ხელფასი მანქანის შენახვას არ ეყოფა და იძულე-
ბული გავხდები, შენ გემათხოვრო, თმის შეჭრა თუ მომინდებაო. და
კიდევ, მირჩევნია აბორტი გავიკეთო, ვიდრე ვიოლეტი ძიძად დავი-
ყენოო.
ეს სიტყვები რო თქვა, მივხვდი, ჩემი საქმე ცუდადაა, ყველაფერი
დამთავრდა-მეთქი. დეზირეს ენა აღარ გაუჩერებია: მეტი რაღა გინ-
და, ისედაც ხო კარგად ვართ, სად გეჩქარება, დავიცადოთო.
ამას ისიც მოაყოლა, მამების დეკრეტში გასვლა ძალიან მნიშ-
ვნელოვანიაო; მე მინდა, რომ ზაფხულობით შვებულებაში წასვლა
შემეძლოსო... აღარ მიკითხავს, სადმე თუ გინახავს, ჩემნაირი ფერ-
მერი რო შვებულებას იღებდეს, ბავშვს უვლიდეს და ზაფხულობით
ისვენებდეს-მეთქი. პასუხის გაცემის თავი აღარ მქონდა და ძველი
სათამაშოსავით ყველაფერზე თავს ვუქნევდი,
მეორე დღეს დამირეკა და ბოდიში მომიხადა, მეტისმეტი მომი-
ვიდა, პრემენსტრუალური სინდრომის ბრალია, შაბათს საღამოს
რაიმე გემრიელს გავაკეთებ და ერთად ვისადილოთო.ასეთი რაღა-
ცა ადრე არ გაუკეთებია. ჩემი პატარა კიბორჩხალა! ვერც კი ხვდება,
რომ ყველაფერი დამთავრდა. ასე პირდაპირ ვერ ვეტყვი, უნდა მო-
ვემზადო.

157
49

ფრთხილად მოვიზიდავდი,
ბადეს მოვხვევდი;
გავწმენდდი, ძვლებს გავაცლიდი
და გემრიელად შევექცეოდი...
– მაგრამ ხელიდან გამისხლტა
ეს წყეული – სიყვარული.

სამხედროები ამ მდგომარეობას „სრულ საბრძოლო მზადყოფ-


ნას" ეძახიან, როცა გასროლისთვის მზად უნდა იყო და ფხიზლად გე-
ჭიროს თვალი, მტერი ზურგიდან რომ არ მოგეპაროს.
რამდენიმე კვირაა, მე და ბენი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში
ვართ, თუმცა მტერი ვინაა და საიდან დაგვარტყამს, ჯერ ვერ გაგ-
ვირკვევია.
რაღაც ისეთი მოხდა, რასაც დასასრულის დასაწყისს უწოდებენ.
და ნეტა როდის დაიწყო ეს „დასასრულის დასაწყისი"? შეიძლება
ითქვას, რომ იმ დღესვე, როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით.
უფრო კონკრეტულად, ეს იმ დღეს მოხდა, როცა ბენიმ სახლის
გარემონტების ესკიზები გადამიშალა და ეკონომიკური გათვლები
წარმომიდგინა, როგორ უნდა გამეყიდა ჩემი და ერიანის ბინა და სა-
მუშაოზე უარი მეთქვა, ან უკიდურეს შემთხვევაში, ნახევარ განაკ-
ვეთზე მემუშავა.
ლამის გავიგუდე, ფსიქიკური ასთმის შეტევა დამემართა. პირდა-
პირ სახეში მომახეთქა ის სინამდვილე, რომელსაც ასე მონდომე-
ბით ვარიდებდი თავს. რა თქმა უნდა, „ჩვენზე“ ბევრი მიფიქრია, მაგ-
რამ ჩემი ფიქრები ძირითადად „გრძნობებს" და ჩვენს განსხვავებუ
ლობას უტრიალებდა. ნეტავ ეს „გრძნობები" გამოცდას თუ გაუძ-
ლებს?.. თუ ვერა – მაშინ საცხოვრებლის საკითხი თავისთავად და-
კარგავს აქტუალობას.
ვაღიარებ, საკუთარი თავი უნებურად დავარწმუნე იმაში, რომ ბე-
ნი, ერთხელაც იქნება, მიხვდება, რომ მერძევეობაში დიდი ვერაფე-
რი ხეირი ყრია, ფერმას თავს დაანებებს და სადმე ტრაქტორების ფი-

158
რმაში დაიწყებს მუშაობას-მეთქი (ძრავებში ხომ გადასარევად ერ-
კვევა). სადმე ქალაქთან ახლოს ვიშოვით ბინას. თუ მაინცდამაინც
მოინდომებს თავისი საგვარეულო ფერმის შენარჩუნებას, შეუძლია,
დროებით გააქირავოს.
გულის სიღრმეში ვხვდებოდი, რომ თავს ვიტყუებ და ეს საქმე ასე
ადვილად არ მოგვარდება... რა დამავიწყებს, ბენი როგორ გაცოფ-
და, როცა მისი ატესტატი ვიპოვე. თუმცა, როგორც ვთქვი, ამ პრობ-
ლემაზე ფიქრს თავს ვარიდებდი. ჰოდა, ბენი კუდაქიცინებული ლეკ-
ვივით მომიცუნცულდა და ეს ყველაფერი, პირდაპირი გაგებით,
კალთაში ჩამიდო.
მოთმინების ფიალა მაშინ ამევსო, როცა ვიოლეტის ძიძად აყვა-
ნა შემომთავაზა. პირდაპირ, მიუკიბ-მოუკიბავად გადმოვულაგე ჩე-
მი მოსაზრებები. ძალიან კარგად მესმოდა, რომ მომაკვდინებელ
დარტყმას ვაყენებდი, მაგრამ სწორედ ის მომენტი იყო, როცა ყვე-
ლაფერი ცხადად და გარკვევით უნდა მეთქვა. თუმცა ხიდების საბო-
ლოოდ დაწვა სულაც არ მიფიქრია. ძალიან თბილად და რბილად
დავუწყე ახსნა, მოდი, ჯერ დავიცადოთ, ურთიერთობა გავაღრმა-
ვოთ, განვსაზღვროთ, რა გვჭირდება, მერე ამ საჭიროებებიდან პრი-
ორიტეტები გამოვყოთ და ჩვენი პრიორიტეტები ერთმანეთს მოვარ-
გოთ... ერთი სიტყვით, საოჯახო თერაპევტის მონოლოგი გამომივი-
და. მინდოდა, სხვა ლიანდაგზე გადამეყვანა. მაგალითად, ხომ შეიძ-
ლებოდა, ჩემთან ერთად მოგზაურობა და მსოფლიოს ნახვა მონდო-
მებოდა – ამის შესაძლებლობა ადრე არასოდეს ჰქონია. ან კიდევ,
ბავშვებთან ურთიერთობით დამტკბარიყო, დეკრეტული შვებულება
აეღო და ამით ჩემი კარიერისთვის შეეწყო ხელი.
თითქოს ყველაფერში მეთანხმებოდა, მაგრამ პირიქით კი მოხ-
და – ჩვენ-ჩვენს სამყაროებში შევიკეტეთ და ერთმანეთისთვის ერ-
თი მტკაველი მიწის დათმობაც არ მოვისურვეთ.
რაღაცით სპორტულ შეჯიბრებას დაემსგავსა ეს ყველაფერი, ბე-
ნი ნამდვილ სოფლელ ბიჭს თამაშობდა, ერთი ისღა აკლდა, პირდა-
პირ იატაკზე ეფურთხებინა საღეჭი თუთუნი და დანებით ეჩხუბა ვინ-
მესთან. მე კიდევ, კულტურული, კეთილშობილი, კარიერისტი ქალ-

159
ბატონი გავხდი – ნამდვილი სამი კ-ს პრინციპის განსახიერება, თუმ-
ცა, მეოთხესაც დავუმატებდი – „კრეტინი“!
უფსკრულებზე ხიდების აგების ნაცვლად ერთმანეთის გადაჩეხ-
ვას ვცდილობდით. ალბათ, ჯერ კიდევ გვქონდა სასწაულის იმედი.
მე ველოდი, რომ ერთხელაც გამომიცხადებდა, ჩემში სულიერმა
საწყისმა გაიღვიძაო – ის კი, ალბათ, ელოდა, რომ ერთ მშვენიერ
დილას რაღაც სასწაულებრივი ძალით გამომეზრდებოდა ტანზე დი-
ასახლისის წინსაფარი. დათმობას არც ერთი არ ვაპირებდით – ისე-
თი ძალით ვექაჩებოდით თოკის ბოლოებს, რომ ნებისმიერ წუთს შე-
იძლებოდა გამწყდარიყო და ბნელ უფსკრულში გადავცვენილიყა-
ვით. ეს ორთაბრძოლა ძირითადად გაცხარებულ კინკლაობაში გა-
მოიხატებოდა – ასეთი სკანდალები ჩემს დღეში არავისთან მქონია.
ბოლოს უკვე ერთადაც აღარ ვწვებოდით. ფიზიკური სიახლოვე
სიამოვნების ნაცვლად ტანჯვას მგვრიდა.
ჰოდა, რაღა დარჩა? ასეთ პირობებში ერთად მშვიდად ჯდომაც
აღარ შეგვეძლო – სულ საკუთარი ბარიკადების გამაგრებაზე ვფიქ-
რობდით.
ყველაფერი იქ დამთავრდა, საიდანაც დაიწყო – სასაფლაოზე.
ერთ დღესაც გავედით და ჩვენ-ჩვენი საფლავების დასუფთავებას
შევუდექით.
უცებ ბენიმ მკითხა:
– როგორ გგონია, როდესმე მე და შენ ერთი ქვის ქვეშ ჩაგვაწვე-
ნენ?– და ნაღვლიანი მზერა მომაპყრო.
ბენის მშობლების ქვას გადავხედე და გამაჟრჟოლა:
– გააჩნია, რომელ ქვას გულისხმობ.
– შე კიდევ არა მგონია, – მოკლედ მოჭრა ბენიმ.
ერთბაშად მივხვდი, რომ ბენი უკვე „ჩვენზე" აღარ ფიქრობდა –
არც „ახლა“ და არც „მომავალში“. სადღაც რაღაც ძალიან მეტკინა.
ჩვენი ნაცადი გამაყუჩებელი საშუალება ვცადე – ვიხუმრე:
– რაც უნდა მოხდეს, შენ ჩემთვის ყოველთვის იქნები „ტიპი მე-
ზობელი საფლავიდან". ნამდვილი ბულვარული რომანის სათაური-
ვით ჟღერს: „ტიპი მეზობელი ვილიდან“‒აი, ისეთ გადასარევ ტიპე-

160
ბზე, წიგნის მთავარ გმირ ქალთან ერთად რომ გაიზარდა. ქალი ვერ
ხვდება, რა გადასარევი მეზობელი ჰყავს, სანამ ვიღაც ქალაქელი
მაჩო არ შეაცდენს და არ მიატოვებს.
ბოლოს ქალი ისევ შინ ბრუნდება და ერთგულად მომლოდინე
მეზობლის მკლავებში აღმოჩნდება... არ ვიცი, როგორ იქნება ჩვენი
საქმე, მაგრამ ერთი კია, სიხარულით დავუბრუნდები ჩემს ტიპს მე-
ზობელი საფლავიდან, როცა ამის დრო მოვა. შენ დაგიბრუნდები,
ბენი!
დაგიბრუნდები და ისე გადავხლართავთ ერთმანეთში ჩვენს თი-
თებს, რომ ვეღარ გავარჩევთ, რომელი შენია და რომელი – ჩემი.
მპირდები, რომ ერთგულად დამელოდები?
ბენის კარგა ხანს ხმა არ ამოუღია.
– თუ შევძლებ, არ დაგელოდები! ამასობაში ნაპოვნ ცოლებსა და
ქმრებს რა ვუყოთ? რა იცი, რა მოხდება?
– ყველა დავივიწყოთ, ბენი! მთავარი მე და შენა ვართ, და რა
მნიშვნელობა აქვს, ამ ცხოვრებაში თუ ვერ შევძლებთ ერთად ყოფ-
ნას...
– თუ ვინმე ქალი ჩემგან ღირსეული კაცის შექმნას მოინდომებს,
მე ხელს არ შევუშლი... და ბოლომდე მასთან ვიქნები.
ძალიან დიდხანს ვისხედით ჩუმად.
– მოდი, საერთოდ ნუ შევხვდებით, რა! ასე აჯობებს! – თქვა ბო-
ლოს ბენიმ.
იმწუთას მადლიერი ვიყავი, რომ ამ გადაწყვეტილებას მაინც მო-
აბა თავი და ესეც ჩემი გასაკეთებელი არ გახდა. თუმცა, ვერ
ვხვდებოდი, რომ განაჩენი საბოლოო იყო და დავეთანხმე.
ბენი წამოდგა და ხელზე ხელი მომიჭირა. საფლავებს შორის ვი-
დექით ჩახუტებულები. ძალიან დიდხანს, ალბათ, ნახევარ საათს მა-
ინც. ბოლოს ვუთხარი:
– მოდი, ორმოცდაათი წლის შემდეგ ისევ აქ შევხვდეთ!
– ნახვამდის! – ნაღვლიანი ხმით დამემშვიდობა ბენი და წავიდა.
ცოტა ხანს კიდევ დავრჩი და ბოლოს მეც შინ წავედი.

161
50

ვერასოდეს ვერ გავიგებ, დეზირე მიხვდა თუ არა, რომ იმ დღეს,


სასაფლაოზე სულაც არ ვხუმრობდი. ან თუ მიხვდა, რა იფიქრა. ისე,
მე მგონი, ჩემთან ურთიერთობის გაგრძელებას კიდევ დიდხანს მო-
ახერხებდა–სამსახურში ვირივით იმუშავებდა ყოველდღე, კვირაში
რამდენჯერმე კი ჩემთან მოვიდოდა ერთი-ორი საათით, სოფელში
დაისვენებდა. უცნაურია, მაგრამ სწორედ მე, რომელიც მუდამ მათ-
ხოვარივით ქუდმიშვერილი ვეღრიჯებოდი დეზირეს ყველაფერზე,
ეგ ამბავი ვითავე და წერტილი დავუსვი ჩვენს ურთიერთობას. ყო-
ველ შემთხვევაში, მე ეგრე მეჩვენება. ალბათ, ასე ცხოვრება აღარ
შემეძლო, თუმცა, ძვირად დამიჯდა, ძალიან გამიჭირდა.
როგორც კი სასაფლაოდან დავბრუნდი, რეზინის ჩექმები გავიძ-
რე, მისაღებ ოთახში შევვარდი და კარადიდან ბლოკნოტი და კალა-
მი გამოვიღე. მერე ისევ გარეთ გავვარდი და მთელი მამული შემო-
ვირბინე, თან ყველა გასაკეთებელ საქმეს ბლოკნოტში ვიწერდი.ყუ-
რებში ბოლო ხმაზე ჩართული რადიოს ყურსაცვამები გავირჭვე –
გადასარევი რამეა, ტვინის გამოლაყება თუ გინდა. მოკლედ, გამო-
ვიდა, რო დღეში სამი რაღაცა უნდა გამეკეთებინა (ჩვეულებრივი სა-
მუშაოს გარდა): მაგალითად, ნაკელის საყრელ მოედანზე ბეტონის
დასხმა, ახალი წაყალსაქაჩის მოწყობა და ა, შ.
ავდექი და დავიწყე კეთება. მოკლედ, იმდენი საქმე დავიყარე
თავზე ტკივილის გასაყუჩებლად, რო ადგილობრივი გაზეთების
კითხვის დროც კი აღარ მრჩებოდა. წესიერად ეგეც კი არ ვიცოდი,
კვირის რომელი დღე იყო. ყოველ დილით ექვსის ნახევარზე გავ-
დიოდი სახლიდამ და საღამოს ათ საათამდე საქმეებში ვიყავი ჩაფ-
ლული.
სახლში შემოვდიოდი და ზოგჯერ საწოლამდე ვერც მივდიოდი,
ისე ვითიშებოდი. ზოგჯერ ისიც კი არ მახსოვდა, საჭმელი ვჭამე თუ
არა.
საგაზაფხულო თესვამდე ამ დღეში ვიყავი. ძროხები თუ გამოჩ-
ნდებოდნენ, ერთს მაგრად ამოვკრავდი დაჭედილქუსლებიანი ჩექ-

162
მით. ერთი ძროხა ისე გაგიუჟდა, რო სუ მათრახით ვცემე. მადლობა
მითხრან, რო ასე კარგად ვუვლი.
ისევ ის აპათია არ დამწყებია, რაც კიბორჩხალას გაცნობამდე
მჭირდა, მაგრამ სამაგიეროდ, ვფიქრობდი, თუ ამ ფერმის გამო ის
დავთმე, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო, ბარემ ავდგები და
ყველაფერს შევწირავ-მეთქი.
მერე გართობის დროც დამიდგა. შაბათ საღამოს ფერმიდან გას-
ვლა ერთ-ერთ სავალდებულო საქმესავით იქცა ჩემთვის: გავდიოდი
და ბაზარს ვსწავლობდი (აი, როგორც სასოფლო-სამეურნეო მანქა-
ნების ბაზრობაზეა). ჯერ პარიკმახერთან მივედი და ვთხოვე, ეს თმა
როგორმე მომირჯულე-მეთქი, მერე სუფთა ჯინსი და პერანგი ჩავიც-
ვი, ძველი ტყავის ქურთუკი მოვიხურე და წავედი. ბარიდან ბარში
დავეთრეოდი და გოგოებს ვაბამდი. უკვე სულ ფეხებზე მეკიდა, ჩემ-
ზე რას იფიქრებდნენ, ხოდა ბევრად უფრო მიმართლებდა, ვიდრე
მაშინ, ტანგოს კავალერობას რო ვაწვებოდი.
ერთ-ორ გოგოს სახლშიც კი წავყევი, თუმცა – მხოლოდ თითო-
ჯერ, მეორედ აღარ მივსულვარ. ვერ ვიტყვი, რო ეგ გოგოები ცოტა
მაინც მამშვიდებდნენ – ჩემთვის ყველა ერთნაირი იყო. თუმცა, უნ-
და ვაღიარო, ამ ქალებთან შეხვედრებით უფრო მაგარ დეპრესიას
გადავურჩი. იმაში მაინც ვრწმუნდები, რომ ამ ქვეყანაზე სხვა ქალე-
ბიც არსებობენ.
მერე, საგაზაფხულო სამუშაოები რო მოახლოვდა, ამასაც დავა-
ნებე თავი. დღეში 18 საათს ვმუშაობდი და ერთ დილას, როცა გადა-
ქანცულს საქვაბეში გული წამივიდა, მივხვდი, რო ასე გაგრძელება
აღარ შეიძლებოდა. შვიდი კილო დავიკელი და კუჭის წყლულიც გა-
მიჩნდა. ეგ მაინც რო მომეგვარებინა, ანიტას დავურეკე. ისიც არ
დამზარდა და საღამოს მომადგა. ჩემ დანახვაზე პირზე ხელი შემო-
ირტყა.
– კაი რა, არ გვინდა ახლა ლაპარაკი, – არ დავაცადე რაიმეს
თქმა, – წამლები თან გაქვს?
ერთ კვირაში ანიტამ შვებულება აიღო:
– საავადმყოფოში ყველას გაუხარდება, ზაფხულში თუ არ აიღებ

163
შვებულებას, მერე დედაჩემის ოთახში დაბინავდა. მოხარშულ თევ-
ზსა და დიეტურ წვნიანებს მაჭმევდა, ჩემი მუცელი რო დაეწყნარები-
ნა, და თერთმეტ საათს ტრაქტორზე ჯდომისაგან ატკივებულ ზურგს
მიზელდა. მაცივარი პროდუქტებით გაავსო, ყველაფერი დამირეცხა
და სახლიც დამიკრიალა, სამზარეულოში ფარდები ჩამოკიდა და
ბოსელშიც მომყვებოდა, როცა საცდელი წველა მქონდა. საღამოო-
ბით იჯდა და ქსოვდა, მე კიდევ ამასობაში სოფლის გაზეთს ვკითხუ-
ლობდი. თავიდან მაინცდამინც ბევრს არ ვლაპარაკობდით. ასე მე-
გონა, ორი აბი ძლიერი გამაყუჩებელი გადავყლაპე და თავის ტკი-
ვილი ნელ-ნელა ჩამიცხრა. ბოლოს სულ ოდნავღა ვგრძნობდი ტკი-
ვილს. უკვე აღარც მაწუხებდა.
მესამე კვირას ამბების მოყოლა დავუწყე. ანიტას ბევრი არაფერი
უთქვამს, უბრალოდ თავს მიქნევდა და საქსოვს თვალს არ აშორებ-
და. ჰოდა, ძალიანაც კარგი, კიბორჩხალას შესახებ თავისი აზრების
ფრქვევა რო დაეწყო, გავცოფდებოდი.
მეოთხე კვირას ჩემს საძინებელში გადმოსახლდა. სასწაული არ
მომხდარა, ანიტა უფრო აბანოს ჰგავდა – როცა ჭუჭყისგან იხრჩობი
და ძვლებში გტეხავს, აბანო კარგი რამეა. კარგია, მაგრამ გასაგიჟე-
ბელი – არა.
დეზირესთან ერთხელაც არ დამირეკავს, არც სასაფლაოზე წავ-
სულვარ. ჩემი მშობლები მაპატიებენ.
რაც ჩვენ დავშორდით, ერთი-ორჯერ მოხდა ისე, რო ღამით ტე-
ლეფონმა დარეკა. ვიცოდი, ვინც რეკავდა და ყურმილი არ ამიღია.
რო ამეღო, ეგრევე მასთან გავქანდებოდი.

51
ეს წუთები ისე უნდა
დავღეჭო და გადავყლაპო,
როგორც მწარე წამლის აბები.
მთავარია, არ ვიფიქრო,
კიდევ რამდენი დამრჩა

164
ყველა თვითონ ვიქმნით ჯოჯოხეთს იმისგან, რაც ყველაზე მე-
ტადვძულს. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ხალხებისთვის ჯოჯოხეთი
მარადიული ცეცხლი იყო, ჩრდილოელებისთვის კი – მარადიული
სიცივე და სიჩუმე.
მეც ჩემი ჯოჯოხეთი მოვიწყვე; კინოფირივით ვატრიალებ ყველა
შეცდომას, რაც კი ოდესმე ჩამიდენია და ყველა შესაძლებლობას,
რაც კი ოდესმე ხელიდან გამიშვია.
ერთი კვირის შემდეგ, რაც სასაფლაოზე ერთმანეთს დავემშვი-
დობეთ, მივხვდი, რომ ბენი არ ხუმრობდა. ერთ საღამოს დავურეკე,
ვცდილობდი, ხავსს ჩავჭიდებოდი, მაგრამ მან ყურმილი არ აიღო.
მივხვდი, განზრახ არ მპასუხობდა, განზრახ გახდა მიუწვდომელი.
სწორედ მაშინ დავიწყე ჩემი ჯოჯოხეთური ფილმის გაუთავებ-
ლად ტრიალი. პირველად ის დღე ვნახე, როცა სახლის გადაკეთების
გეგმები მაჩვენა. ამ ფილმის ყურებისას, თითოეულ ჯერზე მეჩვენე-
ბოდა, რომ ჩემი ხმა სულ უფრო სულელურად ჟღერდა – მულტფილ-
მის პერსონაჟი იხვივით ვჩხაოდი სისულელეებს. მართალია, ვეუბ-
ნებოდი, ერთმანეთს უნდა დავუთმოთ-მეთქი, მაგრამ სინამდვილე-
ში ხომ მხოლოდ მისგან ვითხოვდი დათმობას. სხვადასხვა გამოსა-
ვალს ვთავაზობდი, თუმცა, ყველა შემთხვევაში ბენი რჩებოდა წა-
გებული (მე ხომ მასზე თითქმის არ ვფიქრობდი). ერთი წამით არ
შემპარვია ეჭვი იმაში, რომ რახან მე ვიყავი სურვილის ობიექტი, არ-
ჩევანის უფლებაც მხოლოდ მე მქონდა. სულ რაღაც ერთი-ორი კვი-
რის წინ არ ვიცოდი, თვითონ რაღა მინდოდა, რა შემეძლო მსხვერ-
პლად შემეწირა. ალბათ, არც არაფერი.
ხომ მითხრა ინესმა, სხვანაირი გახდი, ადრე ასეთი არასოდეს
მინახავხარო. თურმე რაღაც განსაკუთრებული გრძნობა დაუნა-
ხავს, რომელიც მე რატომღაც ვერ შევამჩნიე. ჰოდა, ამ გრძნობამ
მთელი ძალით ჩამცხო კეფაში და სამსახურიდან ორკვირიანი შვე-
ბულება ამაღებინა.
ავადმყოფობის გამო სახლში არასოდეს დავრჩენილვარ. იო-
გურტი, პური და კვერცხი ბლომად ვიყიდე და შინ წამოვლასლასდი.
სახლიდან არ გავდიოდი, გარერობიდან ქურთუკი გამომქონდა და

165
ისევ უკან ვკიდებდი, ვიჯექი და დღეში უთვალავჯერ ვუყურებდი
ჩემს ჯოჯოხეთურ ფილმს.
ის ორი კვირა საშინელ მოგონებად დამრჩა. სიბრაზე მომივლი-
და; კი მაგრამ, ბენიმ ხომ არაფრის დათმობა არ მოისურვა. მე უნდა
მეცხოვრა მასთან, ძალიან მალე თავი უნდა დამენებებინა სამსახუ-
რისთვის და იმდენად უნდა შევგუებოდი მისი ცხოვრების სტილს,
რომ ვიოლეტისთვის ჩემი ბავშვების აღზრდის უფლება მიმეცა.
ვერაფერი ვერ გავიხსენე – თუნდაც ერთი რამ,რაც ბენიმ გაიღო
მსხვერპლად – თუმცა, როგორ არა, საძინებელი ოთახი ხომ მოაწ-
ყო, მაგრამ რად გინდა, თვითონ გადაწყვიტა. ჯიუტი! თავდაჯერებუ-
ლი! მომთხოვნი!
იმ საღამოს ისევ დავურეკე – მინდოდა, გამელანძღა. ისევ არ მი-
პასუხა დამპალმა!
მერე სარკესთან მივბოდიალდი და საკუთარ ნამტირალევ სახეს
მივაშტერდი. ჩემნაირი გარეგნობის ხალხს ტირილი ნამდვილად არ
ალამაზებს – აბა, რა სანახავია უფერული წამწამები და დასივებულ-
დაწითლებული სახე. საშინლად მახინჯი ვიყავი – სხვა ვერავინ და-
ინახავდა ჩემში იმას, რაც ბენიმ დაინახა და მეც დამანახვა. ბენიმ
მზეთუნახავად მაქცია ერთ დროს, ახლა კი ჯადოს ძალა გაუვიდა.
იმ საღამოს ისევ დავურეკე, რომ აქვითინებულს მისთვის მოწყა-
ლება მეთხოვა. თუმცა, აღარ დავუცადე, სანამ მიპასუხებდა, და თვი-
თონ დავკიდე ყურმილი. ეგღა მაკლია, სტენივით ვიღრიალო ტელე-
ფონში!
მეტად აღარ დამირეკავს. თუმცა, განწყობილების ცვალებადობა
დამჩემდა. ზოგჯერ ვიჯექი და ასეთ კადრებს ვამონტაჟებდი ჩემთვის:
ბენი მეტყევეების კეპით... ბენი ხმამაღლა ხვრეპს წვნიანს... ბენი
ამაზრზენ, რეაქციონისტულ იდეებს აყრანტალებს დიალექტზე...
უცებ სხვანაირ მონტაჟს ვიწყებ: ბენის სახეს პროჟექტორი ანა-
თებს.., ბენი თავისი ფერმის კიბეზე დგას და იცინის... ბენი პარმაღზე
ზის, თმას ქარი უფრიალებს, კალთაში კატა უზის... ბენის დაკუნთუ-
ლი მკლავები თივის უზარმაზარ ზვინს დგამენ. ფილმის ყურებისას
ისევ ვერ ვიკავებდი ცრემლებს და გაუთავებლად ვჯღაბნიდი რაღა-

166
ცეებს ჩემს ლურჯ ბლოკნოტში. იმის მიხედვით, თუ როგორ განწყო-
ბაზე ვიყავი, ვრთავდი ან ვთიშავდი ტელეფონს იმ ერთადერთი ზა-
რის მოლოდინში, რომელსაც, ვიცოდი, ვეღარასოდეს გავიგონებ-
დი.
მეჩვენებოდა, რომ ერთ საათში მეტისმეტად ბევრი წუთი იყო და
ეს წუთები წარმოუდგენლად ნელა გადიოდა. დაჟინებით ვუყურებდი
საათს. იოგურტსაც კი ძლივძლივობით ვჭამდი. ერთხელ ცხვირზე
ხელი წავიჭირე და სამი კვერცხი უმად გადავყლაპე, რადგან მომეჩ-
ვენა, რომ სხეული გამომეფიტა. დანარჩენ დროს მხოლოდ ბულიო-
ნით ვიკვებებოდი.
ასე ცუდად არასოდეს ვყოფილვარ, ერიანის სიკვდილის შემდე-
გაც კი. იმის თავიც არ მქონდა, რომ ამის გამო სინდისის ქენჯნა მეგ-
რძნო. ერიანი საერთოდ ამომეშალა მეხსიერებიდან.
მხოლოდ მერტას შეეძლო ჩემი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა,
მაგრამ ახლა თვითონ იჯდა პანსიონატში, სადღაც სმოლანდში. თა-
ნაც, მასთან შედარებით, რაც მერტას გადახდა თავს, ჩემი უბედურე-
ბა რა მოსატანია.
მერტას ჯოჯოხეთი გაცილებით ღრმა იყო, თუკი საერთოდ შესაძ-
ლებელია ჯოჯოხეთის სიღრმის გაზომვა. ჰოდა, მერტას უბედურება-
ზეც ვტიროდი შიგადაშიგ.
ორ კვირაში თავს სამსახურში დაბრუნების უფლება მივეცი. თა-
ნამშრომლებს ეგონათ, საშინელი გრიპი გადავიტანე. ჩემი ავად-
მყოფობის ცნობა მხოლოდ ულუფმა ნახა და მითხრა, თუ გინდა, და-
ვილაპარაკოთო. მივხვდი, რომ მინდოდა, მაგრამ მაინც შევიკაეე
თავი.
სამუშაოში თავით გადავეშვი. ყველაფერი კარგად წავიდა. თავს
ნორმალურად მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი, როცა საქმეებით დატ-
ვირთულს არც ერთი თავისუფალი წუთი არ მრჩებოდა. როგორც კი
სახლში ფეხს შევდგამდი, ან მარტო ვსადილობდი, სახის მიმიკურ
კუნთებს ვეღარ ვაკონტროლებდი, თითქოს კონსტრუქტორისგან
იყო აწყობილი და ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა ნაწილებად დაშ-
ლილიყო. რასაკვირველია, ღამ-ღამობით არ მეძინა, ვიწექი თვალ-

167
ებდაჭყეტილი და ვიხსენებდი ყველაფერს, რაც არ გამომივიდა, რაც
შემეშალა. ყოველი ღამე ერთმანეთს ჰგავდა. სულ უფრო მეტი შეც-
დომა მაგონდებოდა.

52

ამასწინებზე ქალაქში გავედი და დეზირე შემხვდა, პირველად


მას შემდეგ, რაც დავშორდით. უკვე თბილოდა და დეზირე ვიღაცა
ჭაღარათმიან, გამხდარ კაცთან ერთად ღია კაფეში იჯდა. ერთმა-
ნეთს თვალებში შესციცინებდნენ. მაგიდაზე კაი ბლომად წიგნები
დაეხვავებინათ. ისე ახლოს ჩავუარე, რო დავინახე სულ ზემოთა
წიგნი ინგლისური იყო. ხო, აბა რა?! დეზირეს ღია ცისფერი ჟაკეტი
ეცვა. პომადაც წაესვა. თმა ცოტა გაზრდოდა და დახუჭუჭებოდა. ჭა-
ღარათმიანი იცინოდა.
სიამოვნებით მოვუნგრევდი ყბას. დიდი ჩმორი ვინმე იყო. დეზი-
რეს ამ კაცისთვისაც რომ ზაფხულის დღესავით ღიმილით შეეხედა,
ეგრევე შევვარდებოდი და მაგრად ვცემდი. თუმცა, არა, არ დამჭირ-
და ჩხუბი.
შემდეგ ჯერზე ანიტას გამოვუშვებ ქალაქში, ჩემ საქმეებში უკვე
ისე კარგად გაერკვა, რო ყველაფერს მომიგვარებს.
როცა ანიტას შვებულება დაუმთავრდა, ჩემთვის არც უკითხავს,
ისე გადავიდა ნახევარ განკვეთზე. ისევ ერთად ვცხოვრობდით. მა-
ლე ტრაქტორის ტარება ვასწავლე და სილოსის დამზადებაში მეხმა-
რებოდა. ის კი არა, ველოსიპედებით პატარა ექსკურსიებსაც ვაწ-
ყობდით; პარასკევობით ანიტა ღვინოს ყიდულობდა და ერთ ვიდეო-
კასეტას ქირაობდა.
პირველი კასეტა, რაც ანიტამ მოიტანა, „პოლიციის აკადემია"
იყო.როგორც კი მარტო ვრჩებოდი, ეგრევე ყურსაცვამებს ვიკეთებ-
დი და ბოლო ხმაზე ვუსმენდი მუსიკას.

168
თავში კი „ახალი“ დეზირეს სახე მიტრიალებდა – მაკიაჟი გაუკე-
თებია, ლამაზად აცვია და საზოგადოებაში გამოსული კაცები ახვე-
ვია, აი, ისეთები, ინგლისურ წიგნებს რომ კითხულობენ. ხო მიიღო,
რასაც ეძებდა!
თუმცა, მეც ხო მივიღე.
ნეტავ ჩემზე თუ ფიქრობს როდესმე. ან რისი თქმა უნდოდა, როცა
დაშორების შემდეგ ღამღამობით მირეკავდა ხოლმე. ალბათ, მაგ-
რად გამლანძღავდა.
როგორ მომინდა, გვერდით მივჯდომოდი და მეთქვა, პომადა და
ახალი ჟაკეტი ძალიან გიხდება-მეთქი. ის, ალბათ, გამიღიმებდა.
ახია ჩემზე, თვითონ ავირჩიე ეს გზა. ახლა ყველაფერი ისეა, რო-
გორც მე მინდოდა, ფერმაც შევინარჩუნე და ოჯახიც მყავს – ანიტაა
ჩემი ოჯახი. რა ვუყოთ, ასე გამოვიდა. ანიტა კი სულაც არაა ყველაზე
ცუდი ვარიანტი.
კიბორჩხალასგან ხომ ვერც კი წარმომედგინა იგივე. ის ჩემში
რაღაცა ველურ გრძნობებს აღვიძებდა. თუმცა, აღვიძებდა კი არა,
ახლაც აღვიძებს – სრულიად უცნობი კაცისთვის უცებ თავ-ყბის დან-
გრევა ხო მომანდომა. სხვათა შორის, მაგ „სიყვარულით ქორწინე-
ბების" დიდად არასოდეს მჯეროდა. აი, ისეთების, სადღაც დისკოთე-
კაზე რო იწყება, გალეშილები ქალის ძუძუებს რო ეწებებიან. მერე
მაგ ძუძუებს თუ ასაკი და ოჯახური მდგომარეობა არ უშლის ხელს,
იწყება ჩვეულებრივი დაწყვილების რიტუალები: კინო, სადილები
ნათესავებთან, IKEA-ში სიარული და დასვენება როდოსზე, ამის მე-
რე უკვე, შეგიძლია, ადგილობრივ ეკლესიაში დრო დათქვა და ყვე-
ლაფერი ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგება, სანამ ერთ მშვენიერ
დღეს, ოჯახის ფსიქოლოგის რჩევა არ გახდება საჭირო.
ალბათ, იმ დროსაც ასე ხდებოდა, როცა შვილისთვის საცოლეს
მშობლები არჩევდნენ. კაცებმა ზუსტად იცოდნენ, რო წესიერი ცო-
ლი შეხვდებოდათ და ისღა დარჩენოდათ, ნელ-ნელა შეჩვეოდნენ ამ
ქალს, სხვას მაინც ვერ ეღირსებოდნენ. დედაჩემი, ალბათ, ანიტას
ამომირჩევდა·
მე მგონი, მე და ანიტას კარგად გვესმის ერთმანეთის, ჩვენი საუ-

169
კეთესო წლები უკვე გამოვიარეთ და რომანტიკისთვის აღარ გვცხე-
ლა. ერთმანეთს ვჭირდებით, რო ნაცნობების თითით საჩვენებელ,
დასაცინ შინაბერად და ბერბიჭად არ ვიქცეთ.
– აი,ეს უკვე სულ სხვა საქმეა, – გამოაცხადა ვიოლეტმა, როცა
ანიტა გავაცანი. ბენგტ-იორანი ადრეც იცნობდა.
გარეთ გავვარდი და მთელი ძალით დავცხე მუშტი კედელს. თუმ-
ცა, მალევე დავმშვიდდი და უკან შემოვედი.
ანიტა სულაც არაა მოსაწყენი ან სულელი ქალი, მაგრამ ისე ვე-
რასოდეს გამაცინებს, როგორც კიბორჩხალა მაცინებდა. ანიტა ყო-
ველთვის მომწონდა და ყოველთვის კარგად ვეგუებოდი. თუმცა, არ
შემიძლია, ასე ერთბაშად ავდგე და შევიყვარო, ეგ იგივეა, ახლა სა-
ოპერო არიების შესრულება რო დავიწყო. არ გამომივა და მორჩა.
ანიტა არც არასოდეს მკითხავს, თუ გიყვარვარო. სიყვარულით,
შეიძლება, კატები, მარწყვის ნაყინი და იბიცაზე დასვენება გიყვარ-
დეს. მერე ერთხელაც აღმოჩნდება, რომ ერთადერთი ადამიანი უნ-
და „შეგიყვარდეს", სანამ ეს სიყვარული არ დამთავრდება და ვინმე
სხვას არ მოძებნი. მოკლედ, რაღაცა ბავშვური თამაშივით სულე-
ლური რამეა.
ერთი ძველი ანეკდოტი მახსენდება: წეროების არსებობის არ
მჯერა, თუმცა, ერთი წერო კი მყავს ნანახიო.
შეიძლება ითქვას, რო სიყვარულის არ მჯერა, მაგრამ გამომიც-
დია. როცა უძილობა მაწუხებს, ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემს სიყვა-
რულს შანსი არ დავუტოვე. იმდენი ვერ მოვიფიქრე, რო ყველაფერ-
ზე მაღლა სიყვარული დამეყენებინა.
ზოგჯერ მეჩვენება, რო ჯერ კიდევ არ ვგდგავარ მიწაზე მყარად...
იმედია, როდესმე მოვახერხებ ამას, როცა ოჯახის შექმნაზე ვიწყებ
ფიქრს, სულ კიბორჩხალა მელანდება – კიბორჩხალას გამხდარი
თეთრი სხეული, მუცელი რო წინ წამოსწევია და ჩემ ბავშვს ატა-
რებს... რა სიამოვნებით გავხდებოდი მისთვის ასე სანატრელი ბავ-
შვის მამა.
გადასარევად მესმის იმ ხალხის, ვისაც უცხოპლანეტელებთან
შეხვედრის შემდეგ თავში ყველაფერი აერია. უცხოპლანეტელები

170
ხო ვერაფრით ვერ ჩაჯდებიან ჩვენ წარმოდგენებში სამყაროს შესა-
ხებ, ჰოდა უნდა დაივიწყო, თავიდან გამოიბერტყო, რო არ გაგიჟდე.
დამიჯერეთ, კიბორჩხალას თავიდან ამოვიგდებ, ისე დავივიწყებ,
რო საბოლოოდ ისიც აღარ მემახსოვრება, სადაა ბიბლიოთეკა.

53

უსასრულობამდე დროს წაიღებს,


თუ გახეთქილი საპნის ბუშტების გამთელებას
ცდილობ ამაოდ,
ან თვალდახუჭულ თოჯინას, გინდა,
ღიმილმა ბაგე გაულამაზოს.

ერთხელ დამესიზმრა, რომ ფეხსაცმელების მაღაზიაში ვიყავი


დიდი ფასდაკლების დროს. ერთ-ერთ დახლზე, დიდ დახვავებულ
გროვაში ძალიან ლამაზი, თასმებიანი ლურჯი ზამშის ფეხსაცმელი
ვიპოვე. მარჯვენა იყო. მოვიზომე. სინამდვილეში გაჩხინკული,
თეთრი ფეხები მაქვს, მაგრამ სიზმარში ვხედავდი, ჩემი მარჯვენა
ფეხი უცებ როგორ შეივსო, მზეზე გარუჯულივით ბრინჯაოსფერი
გახდა და ცერიც ნამდვილი ბალერინასავით ლამაზი გამიხდა. და-
ვიწყე მარცხენა ცალის ძებნა. ბოლოს ძალიან პატარა ზომა ვიპოვე,
5 წლის ბავშვს რომ მოერგებოდა. გამყიდველმა გულგრილად ამიხ-
სნა: – ხდება ხოლმე. თუ გნებავთ, აიღეთ, თუ არა და გაიარეთ. ეგ
ერთადერთი წყვილიღა დაგვრჩა.
ეს როგორ? სხვადასხვა ფეხსაცმელი უნდა მეყიდა? და მეორე
ფეხის ნახევარი გადამეხერხა? დაღონებული გამოვედი მაღაზიიდან
და ამ დროს გამეღვიძა, როგორც კი ბენიზე ვიწყებდი ფიქრს, თავს
ვაიძულებდი, ამ უცნაურ სიზმარზე მეფიქრა.
ჩემი რეაბილიტაციის კურსის ერთ-ერთი ნაწილი გარეგნობის

171
შეცვლა იყო. თავიდან იმით დავიწყე, რომ ჩაწითლებული თვალე-
ბის დასაფარად წამწამებზე ცოტა ტუში წავისვი და თვალების ირ-
გვლივ გაჩენილი შავი წრეები პუდრით შევითეთრე. მერე პომადაც
წავისვი და შევამჩნიე, რომ მამაკაცების ყურადღება მსიამოვნებდა.
ყოველ ჯერზე, როცა კი ვინმე ოდნავ სხვანაირად შემომხედავდა,
თითქოს ბენიზე შურს ვიძიებდი: აბა, შემომხედე! ხომ ხედავ, დადიან
ამქვეყნად კაცები, ვისაც მე ვუნდივარ, ჰოდა, რამდენიმე ხელი ლა-
მაზი ხასხასა ფერის ტანსაცმელიც ვიყიდე, უფრო საკუთარი თავის
დასარწმუნებლად, რომ ჯერ კიდევ ვცოცხლობდი. უნდა ვთქვა, რომ
საკმაოდ კარგად გამომდიოდა,
მაისში ბიბლიოთეკამ ლუნდში გამაგზავნა ორკვირიან კურსებ-
ზე. ლუნდიდან კოპენჰაგენში გავემგზავრე და იქაურ გლიპტოთეკა-
ში შევიარე. ვესტიბიულში გამოეფინათ ნიობეს ქანდაკება (თავისი
უამრავი შვილით), ფოტოაპარატი თან მქონდა და ყველა შესაძლო
რაკურსით გადავუღე ფოტოები. მერე რამდენიმე საათს ვიარე რო-
მის იმპერატორებისა და მათი ცოლების ბიუსტებით სავსე დარბა-
ზებში. ჩვენი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეებში მათი გამოსახულე-
ბები უფრო მკვეთრი და რეალისტური ხდება, თითქმის ფოტოგრა-
ფიასავითაა, შეგიძლია, ადამიანის გარეგნობის ცვლილებას დააკ-
ვირდე – ბავშვობიდან სიბერემდე.
ნეტა როგორი ვიქნები 50 წლის შემდეგ? ან ბენი როგორი იქნე-
ბა?
საკუთარ თავს აღვუთქვი, რომ აუცილებლად შევხვდები ბენის,
როცა 80 წლის გავხდები. ეჭვი მეპარება, ბენიმ ამ შეხვედრაზე უარი
მითხრას.
შვებულება ირლანდიის დასავლეთ სანაპიროზე გავატარე. იქ აკ-
ვარელის კურსებზე დავდიოდი. მთელი დღეები კლდიან ნაპირთან
ვისხედით და თოლიების ჭყივილში ვცდილობდით, წყალზე მზის
სხივების თამაში დაგვეჭირა. ამერიკელმა და-ძმამ საშობაოდ ვის-
კონსინში დამპატიჟა. კაცი კოლეჯის მასწავლებელი იყო – ისეთი
ტიპი, ვისთან ერთადაც სიამოვნებით იქნებოდი ჩუმად.
ბალიგეარეს ერთ პატარა, ძველ ბარში ზუსტად ბენისნაირი მაცივ-

172
არი აღმოვაჩინე. თუმცა, ახლა იქნებ ბენის აღარც უდგას ის მაცივა-
რი სამზარეულოში, იქნებ უკვე ყველაფერი შეიცვალა.
ერთხელ, სულ ერთადერთხელ, ვითხოვე მანქანა და სოფელში
წავედი, იქით, სადაც ბენის ფერმაა.
თავს ვირწმუნებდი, ჟოლოს შესაგროვებლად მივდივარ-მეთქი.
გზად ბენი და მზეზე გარუჯული, შავთმიანი ქალი დავინახე. ისინი ვე-
ლოსიპედებით მოსეირნობდნენ, საჭმლის კალათები საჭეებზე და-
ემაგრებინათ. მე მანქანაში ვიჯექი, და, რა თქმა უნდა, მათ არ შევუმ-
ჩნევივარ. ბენი იმ ქალს რაღაცას უხსნიდა და მინდვრებზე უთითებ-
და. თმა სხვანაირად შეეჭრა და უფრო გარუჯულიყო. ბედნიერი ჩან-
და.
ქალი მოსაწყენი ტიპი ჩანდა. მაშინვე ვიფიქრე, ალბათ, ვი-
ოლეტთან დაქალობს-მეთქი, მერე იმაზეც დავფიქრდი, ნეტავ ამ
ქალთანაც იმავეს თუ აკეთებს საწოლში, რასაც ჩემთან აკეთებდა-
მეთქი. გული მომეწურა, სახლამდე ძლივს მივაღწიე და მტკიცედ გა-
დავწყვიტე, რომ იქ აღარასოდეს წავიდოდი.
მერტა ნელ-ნელა ჩვეულ ფორმაში დგებოდა – ყოველ შემთხვე-
ვაში, გარეგნობა გამოუსწორდა. თუმცა, ჩემი ბავშვობისდროინ-
დელ ერთ სათამაშოს მახსენებდა, ყვითელ იხვს, რომელიც პატარა
გასაღებით იქოქებოდა და ფეხებგაჩაჩხული სასაცილოდ ყიყინებ-
და. ერთხელაც დაქოქვა ზედმეტი მომივიდა, გასაღები გადატყდა და
ჩემი სათამაშო სამუდამოდ გაჩერდა, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი,
რატომ აღარ მუშაობდა, გარედან ხომ ისევ ისეთი შესახედავი
იყო,არც კი შეცვლილა.
მერტასაც გადაუტყდა გასაღები.
მაგრამ სათამაშო იხვებსა და ადამიანებს შორის ის განსხვავე-
ბაა, რომ ადამიანებს გატეხილი ნაწილები დროთა განმავლობაში
უხორცდებათ. მერტამ ვიღაც სავარძელს მიჯაჭვული, ინვალიდი კა-
ცი გაიცნო, რომელსაც თურმე კოლისტომია გადაუტანია და თან სა-
შინლად ანჩხლი, პრეტენზიული ხასიათი აქვს.
– ჰო, ეგრეა, – მითხრა მერტამ, – სამაგიეროდ, ნამდვილად ვი-
ცი, რომ ვერსად გამექცევა.

173
იმ კაცის ცხოვრებაში მერტას გაცნობის შემდეგ თავგადასავლე-
ბი დაიწყო. მერტა ხომ ღრმად იყო დარწმუნებული, ინვალიდებს
ჩვენზე არანაკლები შესაძლებლობები აქვთო, ჰოდა, ჩაავლო ამ თა-
ვის კაცს ხელი და მთებში სასეირნოდ წაიყვანა. ციცაბო აღმართზე
სავარძელი ამოტრიალდა. კაცმა მერტას ლამის აგინა, მან კი, ვი-
თომც აქ არაფერიაო, ტანსაცმელი შეისწორა და ის საწყალი ისევ
გზას გაუყენა.
სექტემბერში ბიბლიოთეკაში „ზღაპრის საათი" განვაახლე. ერ-
თი ქერათმიანი, თაფლისფერთვალება ბიჭი სულ მოდიოდა, პირ-
ველ რიგში ჯდებოდა და ზღაპრების თავისებურ გაგრძელებებს მთა-
ვაზობდა. ბიჭის მამა კედელთან ამაყად იჯდა, თუმცა, ცოტა უხერხუ-
ლად კი გრძნობდა თავს. ერთხელაც ზღაპრის საათის შემდეგ დარ-
ჩნენ, საუბარი გამიბეს და ბოლოს საკონდიტროში ერთად წავედით.
მამას ანდერში ჰქვია და ბიჭთან ერთად მარტო ცხოვრობს. იმ დღი-
დან მოყოლებული ხშირად ვხვდებოდით, ექსკურსიებს ვაწყობდით,
მუზეუმებში დავდიოდით და საღამოობით ვახშამზეც ვეპატიჟებო-
დით ერთმანეთს, ანდერში ისტორიკოსია და ზოგჯერ ისე მსუბუქად
და სასაცილოდ ყვება ისტორიულ მოვლენებს, რომ აღარ ვიცი, და-
ვუჯერო თუ არა. თუმცა, გადასარევად მართობს, ბევრს მაცინებს
ხოლმე.
თავს ვირწმუნებ, ანდერში თანდათან მიყვარდება-მეთქი.
ერთ დღეს, როდესაც სამივე პარკში ვსეირნობდით, ანდერშის
პატარა ბიჭმა, დანიელმა ტირილამდე მისული ხმით გამოგვიცხადა,
არწივები ძალიან მეცოდებიანო.
– რატომ გეცოდება? – ჰკითხა მამამ.
– იმიტომ, რომ პატარა ბუდეებში ვერ ეტევიან.
და მაშინ მივხვდი, რომ ანდერში კი არა, სინამდვილეში დანიე-
ლი მიყვარდა.
ოქტომბერში ერთი ჩვეულებრივი სასწაული მოხდა: მაღაზიის
ვიტრინაში ლურჯი ზამშის შესაკრავებიანი ფეხსაცმელი დავინახე.
დავინახე და ვიცანი. საწრაფოდ ვიყიდე, იქვე ჩავიცვი, შინ წამოვე-
დი, ყურმილი ავიღე და დავრეკე.

174
54

მეგონა, სასწაულებით ვერასოდეს გამაკვირვებდი.


სასწაულები, ეს ხომ ჩემი პროფესიაა.
მე ამით ვცხოვრობ.
თუმცა, სასწაულს თურმე სხვაგან უნდა ელოდო –
მოგეპარება და ბეჭებზე დაგიტყაპუნუბს.

ანიტას ნიშნობა უნდოდა, რაზედაც სულ ეპასუხობდი:


– არ გამოვა ეგ საქმე! მე ხომ მარცხენა ხელზე უსახელო თითი
არა მაქვს, ნიშნობის ბეჭედს ვერ გავიკეთებ.
ბოლოს თავის დაძვრენას შევეშვი, ანიტა ნამდვილად დამსახუ-
რებულად ითხოვდა ნიშნობას.
ოქტომბრის ერთ საღამოს, ბოსლიდან სახლში შემოვედი თუ
არა, კიბორჩხალამ დარეკა. ანიტა სამზარეულოში იდგა და ტაფაზე
ღორის ხორცს აშიშხინებდა. რადიო ბოლო ხმაზე ღრიალებდა. აქე-
დან ვერ ვილაპარაკებდი, საძინებელში ავედი.
– გისმენთ.
– შეგიძლია, ჩემთან მოხვიდე? ახლავე! არა, განსაკუთრებული
არაფერი მომხდარა, უბრალოდ, რაღაც უნდა გითხრა.
– ახლავე? არა, ამ საღამოს ვერ მოვახერხებ. ხვალ რო იყოს? –
ვცდილობდი, აღელვება არ დამტყობოდა, არადა, გული ამოვარ-
დნაზე მქონდა.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
– არა, ან ამ საღამოსვე მოხვალ, ან არასოდეს.თუმცა არ მეწყი-
ნება, უარს თუ მეტყვი. მართლა არ მეწყინება.
– ნახევარ საათში მანდ ვიქნები, – ვუპასუხე სასწრაფოდ.
ანიტას არ უკითხავს, უცებ რა საქმე გამოგიჩნდა ქალაქშიო, არა-
და, დარწმუნებული ვარ, აინტერესებდა. მე ხომ ყოველთვის ვეუბნე-
ბი, სად მივდივარ.
ქალაქამდე მთელი გზა არაფერზე არ ვფიქრობდი, საჭეზე თი-
თებს ვაკაკუნებდი და ვცდილობდი, ფიქრები თავიდან ამომეგდო.

175
დეზირემ აუღელვებლად გამიღო კარი და იმ მოუხერხებელ
თეთრ სავარძელში დამსვა. ისევ ძველ დეზირეს გავდა, მაგრამ მა-
ინც სულ ოდნავ სხვანაირი იყო. ნეტა ვისი გულისათვის დაიწყო მა-
კიაჟის ხმარება? როგორც ყოველთვის, ახლაც კრემისფერი ტანსაც-
მელი ეცვა – ჯინსი და მაისური, მაგრამ ფეხზე, ჰოი, საკვირველებავ,
ელეგანტური, შესაკრავებიანი ლურჯი ფეხსაცმელი ჩაეცვა.
პირისპირ დამიჯდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ბავშვია და
გულში ითვლის, სანამ ცივ წყალში გადახტებაო: ერთი, ორი, სამიი-
ი...
კარგა ხანს ჩუმად ვისხედით. მერე უცებ ორივე ერთად ავლაპა-
რაკდით.
უხერხულად გავიღიმეთ. დეზირემ შემომხედა –ასეთი სიყვარუ-
ლით სავსე თვალებით იშვიათად შემოუხედავს ჩემთვის. არა, ასეთი
მზერა ნამდვილად არ მახსოვს.
– ორმოცდაათი წელი ვერ მოვითმენ, თუმცა ნამდვილად ასე ვა-
პირებდი, – დაიწყო დეზირემ, – არ ინერვიულო. შენთვის ცხოვრე-
ბის დანგრევას არ ვაპირებ. თუმცა, შენთან ერთი სათხოვარი მაქვს
და არ ვიცი, საიდან დავიწყო.
– როგორ და ხუმრობაში გაატარე. დაგავიწყდა, როცა მე სერიო-
ზულად მინდოდა ლაპარაკი, შენ სულ ხუმრობაში გადაგყავდა, –
ვუთხარი. მიხვდა, რო მეტისმეტად მწარე საყვედური გამომივიდა.
არადა, არ იყო საჭირო, თავის დროზე მეც კაი გვარიანად ვაშაყი-
რებდი. სასწრაფოდ უნდა გამოვასწორო ეს შეცდომა.
– ამ ბოლო დროს რაიმე საინტერესო ხომ არ წაგიკითხავს? – ეს
კითხვა ჩვენი ძველი, კარგად ნაცადი ხერხი იყო, რომელსაც ხში-
რად ვიყენებდით. დეზირე მიპასუხებდა, „შოპენჰაური“ ან რაღაც
ამის მსგავსიო, მე კიდევ „ფანტომის საშობაო წიგნს“, ან რაღაც ეგე-
თს დავუსახელებდი. მერე კიდევ ერთმანეთს ვადარებდით. „შოპენ-
ჰაუერს“ შესანიშნავად აქვს დამუშავებული მსოფლმხედველობის
საკითხი!“ – „ხო, მაგრამ ფანტომს მაინც უფრო ლამაზი ნიფხავი აც-
ვია!“ ასეთმა ხუმრობებმა ადრე ბევრჯერ გადაგვარჩინა, როცა უკვე
ბეწვის ხიდზე ვიდექით. ზოგჯერ კიდევ ასეთი სისულელეების დახმა-

176
რებით სრულიად სერიოზულ თემებზე ვლაპარაკობდით.
– ამ დღეებში ერთი ფრანგული სამეცნიერო კვლევის შესახებ წა-
ვიკითხე, – დაიწყო დეზირემ, – საექსპერიმენტოდ აიყვანეს მამაკა-
ცები, ჩააცვეს ახალი თეთრი მაისურები, ამ მაისურებში დააძინეს
მთელი ღამე, რომ ზედ კაცების ოფლის სუნი შერჩენოდა. მერე მო-
იყვანეს ქალები, დააყნოსვინ ეს მაისურები და სთხოვეს, ამის მი-
ხედვით აირჩიეთ, რომელი კაცია თქვენთვის ყველაზე საინტერე-
სოო. აბსოლუტურად ყველა ქალმა აირჩია ის მამაკაცი, რომლის
იმუნური სისტემა ზუსტად შეესაბამებოდა მათსას. სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, რომელთანაც ყველაზე ჯანმრთელი ბავშვი ეყოლებო-
დათ.
– ესე იგი, შენ ჩემი იმუნური სისტემა მოგეწონა და არა ქონება?
– რა ვიცი, რა ვიცი... – დეზირე გაჩუმდა, თითქოს გულში ისევ
განაგრძობდა თვლას.
– ჰოდა, სწორედ ეგ მინდოდა, მეთხოვა. ყოველთვის მინდოდა,
თუმცა, არ ვიცი – რატომ. მიმიხვდი? ბავშვი მინდა შენგან. არა, მო-
იცა, ჯერ ბოლომდე მათქმევინე! მე არ გთხოვ, რომ ყველაფერი თა-
ვიდან დავიწყოთ. უბრალოდ, მინდა ჩემი ბიოლოგიური საათი და-
ვაწყნარო, თორემ მეტი აღარ შემიძლია. მინდა ჩემს პატარა კვერ-
ცხუჯრედს, სიმწიფისგან რომ ლამის გასკდეს, ერთი შანსი მისცე,
სულ ერთადერთი შანსი. გპირდები, შენ ვერაფერს ვერ შეამჩნევ.
– შენ რა, თავში რამეს ჩამარტყამ და სანამ გონზე მოვალ, გამაუ-
პატიურებ? – გაკვირვებისაგან ყბა ჩამომივარდა.
– არა, უბრალოდ, გთხოვ, კიდევ დაწვე ჩემთან, – დეზირემ სე-
რიოზულად შემომხედა, – ახლა კარგი დროა, კვერცხუჯრედი მზა-
დაა. სხვა კაცი არ მინდა, აუცილებლად შენ უნდა გააკეთო ეს საქმე.
ჩემს საკვერცხეებს მხოლოდ შენზე აქვთ ასეთი რეაქცია.
როგორც იტყვიან, მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა.
‒ გპირდები, მეტად აღარ შეგაწუხებ, თუ შენ არ მოგინდება, რასაკ-
ვირველია. თუ არაფერი გამოგვივა – რაც ძალიან არ მინდა – არა
უშავს, თავს დავიმშვიდებ, რომ მაინც ვცადე; და ორივეს შეგვეძლე-
ბა, ჩვენ-ჩვენი გზით წავიდეთ და სიცოცხლის ბოლომდე უსაზღვროდ

177
ბედნიერები ვიყოთ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, – დეზირემ
ჩემი ბეჭდისკენ გამოაპარა თვალი. მე არაფერი არ მითქვამს.
– ყოველ შემთხვევაში, ბავშვს გადასარევი იმუნური სისტემა ექ-
ნება, – ჩაიბუტბუტა დეზირემ, – მაპატიე! რა დროს ხუმრობა იყო. მე
მართლა სერიოზულად გთხოვ. უკვე გადავწყვიტე, რომ მამის გრა-
ფაში „უცნობს" ჩავწერ. გეხვეწები, არაფერი არ მითხრა! რა თქმა უნ-
და, ამაზე ბევრი არ მიფიქრია და თანაც კიდევ ბევრი რამე უნდა გა-
ვითვალისწინო, ვიცი! ამიტომაც გაძლევ ზუსტად ერთ საათს მოსა-
ფიქრებლად, ამასობაში მე სახლიდან გავალ, – დეზირე წამოხტა,
ნაჭრის ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ დაიძრა.
– თუ აქ არ დამიხვდები, ჩემთვის ყველაფერი სრულიად გასაგე-
ბი იქნება. თავს იმით დავიმშვიდებ, რომ რაც შემეძლო, გავაკეთე და
საკვერცხეებს ვურჩევ, რომელიმე სხვა მამაკაცთან მიახლოებისას
დაიწყონ ხტუნვა... მე მაინც ყოველთვის მემახსოვრები, როგორც
ჩემი საუკეთესო მეგობარი, ვისთან ერთადაც თამაში ყველაზე კარ-
გად გამომდიოდა. თუმცა, ალბათ, იშვიათად მომაგონდები.
დეზირე ისე გავარდა ოთახიდან, რომ ვერაფრის თქმა ვერ მო-
ვასწარი.
წარმომიდგენია, როგორი სანახავი ვიყავი იმწუთას. ალბათ, და-
საკლავად გამზადებულ ძროხას რო გამაყუჩებელს გაუკეთებენ,
ისეთი სიფათი მქონდა.
მივიხედ-მოვიხედე. ჩემი ნაჩუქარი ნიჟარიანი პლაკატი ჩამოეხ-
სნა, სამაგიეროდ აკვარელებით დახატული კლდეებისა და ზღვის
სურათი და კიდევ ერთი გადიდებული ფოტო ეკიდა, რომელზედაც
ვიღაც მსუქან ქალს ბავშვები ესეოდნენ.
ამ უაზრო წინადადებას თუ დავთანხმდები, მეც იმავეს გავუკეთებ
ანიტას, რაც იმ რობერტინომ გაუკეთა მერტას. არა, ამას ვერ ვიზამ!
59 წუთი ვიჯექი და გადაჭრილი თითები პირში მედო. მერე უცებ
ტვინი გამოვრთე და გონება ავტოპილოტზე დავაყენე.
დეზირემ პარკი ჰოლში დააგდო და ოთახში შემოირბინა. თავი-
დან ვერ დამინახა, უკვე ბნელოდა, მე კი ნათურა არ ამინთია. დეზი-
რემ შუქი აანთო და ჩემს დანახვაზე ისე ატირდა, რომ ტუში სულ ლო-

178
ყებზე ჩამოედღაბნა.
– არ გეგონოს, რო შენა ხარ მთავარი! ახლა ჩემს პირობებს მო-
უსმინე· პირველი: „მამა უცნობია" არ გამაგონო. ეგღა მაკლია, ჩემი
ბიჭი შენ ჩაგიგდო ხელში! ხო ვიცი, მკვდარი ენების სპეციალისტად,
სირისტიან დოცენტად გამიზრდი! მეორე: სამი ცდა უნდა მომცე,
ზღაპრებში ყოველთვის სამი ცდა აქვთ ხოლმე. კიდევ ორჯერ მო-
ვალ შენთან, ხვალ და ზეგ. ამასობაში სხვასთან დაწოლა არ გაბედო
და არც მე არ დავწვები სხვასთან. მესამეჯერ რო მოვრჩებით, სახ-
ლში წავალ და ერთმანეთს არ შევაწუხებთ, სანამ შენ არ დამირეკავ
და მეტყვი, რო თვიური მოგივიდა ან კიდევ ანალიზმა დადებითი პა-
სუხი გიჩვენა.
– ჰო, მაგრამ მაინც ხუთიდან ერთი შანსია, – ჩაილაპარაკა დე-
ზირემ.
– ვიცი, ვიცი, არაა ადვილი! ყველა ძროხა კი არ მაკდება ეგრევე,
– თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ხმა არ ჩამწყდომოდა, – თუმცა, შენ
პირდაპირ დასაკლავად მაინც არ გაგიშვებენ, თუ არ დამაკდი. თუ
რამე გამოგვივიდა, ბავშვს „ოსანას" პირველ ხმას ვასწავლით. თუ
არ გამოგვივა, გპირდები, რო უშენოდაც ძალიან ბედნიერი ვიქნები,
და რამდენჯერაც ბიბლიოთეკაში მექნება საქმე, იმდენჯერ მოვალ
შენს მაგიდასთან და ზურგზე მეგობრულად დაგიტყაპუნებ ხელს. ახ-
ლა შენ თვითონ მიხვდი, რამდენად ხშირად მოხდება ეგ ამბავი.
ერთმანეთს ხელები ჩავჭიდეთ და დეზირეს თეთრ საძინებელში
გავედით. აბა, მე რომელი ნობელის პრემიის ლაურეატი ვარ, რო
მოგიყვეთ, იმ ოთახში რა მოხდა.
როცა გონზე მოვედი, პირველ რიგში ის გამახსენდა, რო კიდევ
ორი ცდა მქონდა დარჩენილი. ზღაპრებში პირველი ორი ცდა არა-
სოდეს არ გამოდის კარგი, მესამე ცდაზე კი საიდანღაც ბებერი ჯა-
დოქარი ჩნდება და ზღაპრის გმირს საიდუმლო შელოცვას ასწავ-
ლის.
ყურადღებით უნდა ვიყო, ემანდ, ეგ ოხერი არ გამომეპაროს!!!

179
180

You might also like