You are on page 1of 273

1

რ.ჯ. პალაციო
საოცრება

მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი

2
ნაწილი პირველი

ავგუსტი

ბედისწერა ჩემს აკვანზე გადმოიხარა


და კინაღამ სიცილით მოვდა

ნატალი მერჩენტი, „საოცრება“

3
ჩვეულებრივი

ვიცი, რომ ჩვეულებრივი ათი წლის ბავშვი არა ვარ. არა, კეთე-
ბით ჩვეულებრივ რაღაცეებს ვაკეთებ: ნაყინს ვჭამ, ველოსიპედით
დავდივარ, ბურთს ვთამაშობ, იქს ბოქსი მაქვს. როგორც ჩვეულებ-
რივ ბავშვს. ეგრეა. და თავიც ჩვეულებრივი ბავშვი მგონია. შინაგა-
ნად. მაგრამ ჩვეულებრივი ბავშვის დანახვაზე სხვა ბავშვები კის-
რისტეხით არ გარბიან. ჩვეულებრივ ბავშვს თვალებგადმოკარკლუ-
ლი არავინ აშტერდება.
ჯადოსნური ლამპარი რომ მაპოვნინა და ერთი ნატვრის უფლება
მომცა, ჩვეულებრივ სახეს ვინატრებდი, არავინ რომ არ მიაქცევდა
ყურადღებას, ისეთს. ნეტავ ისე მატარა ქუჩაში, ყველა შემხვედრმა
თვალი არ ამარიდოს-მეთქი. თუმცა ერთ რამეს კი ვიტყვი: მე მგონი,
თუ ჩვეულებრივი არა ვარ, მარტო იმიტომ, რომ სხვებს არ ვგონი-
ვარ ჩვეულებრივი
ისე კი,მგონი, მივეჩვიე ჩემს გარეგნობას. თავის მოკატუნებასაც
მივეჩვიე – ვითომ ვერ ვამჩნევ, როგორ ეცვლებათ სახე ჩემს დანახ-
ვაზე. თავის მოკატუნებას ყველანი მშვენივრად მივეჩვიეთ – მეც,
დედაც, მამაც და ვიაც. თუმცა, არა, ვიას მაინცდამაინც არ გამო-
უდის. როცა ვინმე უხეშად იქცევა, ისე ბრაზობს, შენი მოწონებული.
აი, მაგალითად, საქანელებზე ვიყავით და ვიღაც უფროსმა ბავშვებ-
მა დაცინვა დამიწყეს. რაებს მეძახდნენ, კარგად არც ვიცი, ვერ გა-
ვარჩიე, სამაგიეროდ ვიამ გაიგონა და ისე დაუცაცხანა, რომ!. აი,
ასეთია ვია. მე სხვანაირი ვარ.

4
არც ვიას ვგონივარ ჩვეულებრივი ბავშვი. ამბობს, როგორ არ
მგონიხარო, მაგრამ ეგ რომ ეგრე იყოს, ყველასა და ყველაფრისგან
დაცვას ხომ არ დამიწყებდა. არც დედასა და მამას ვგონივარ ჩვე-
ულებრივი. იმათთვის არაჩვეულებრივი ვარ, მთელ ქვეყანაზე, მგო-
ნი, ერთადერთი ადამიანი ხვდება, რა ჩვეულებრივიცა ვარ: მე თვი-
თონ.
ისე, სახელად ავგუსტი მქვია. როგორი შესახედავი ვარ, არ ვიტ-
ყვი. ყველა ვარიანტში, იმაზე ცუდადაა საქმე, ვიდრე თქვენ გგონი-
ათ.

რატომ არ დავდიოდი სკოლაში

იმ კვირაში სწავლა იწყება. მეხუთეკლასელი ვარ. აქამდე ნამდ-


ვილ სკოლაში არ მივლია და ახლა შიშით სული კოჭებში მეპარება.
ბევრს ჰგონია, სკოლაში ამ ჩემი სახის გამო არ დავდიოდი, მაგრამ
არა. იმიტომ არ დავდიოდი, რომ ოპერაციებს მიკეთებდნენ. დაბა-
დებიდან მოყოლებული, ოცდაშვიდი ოპერაცია მაქვს გაკეთებული.
ყველაზე დიდი ოპერაციები მანამ გამიკეთეს, სანამ ოთხისა გავხდე-
ბოდი და არც მახსოვს. მას მერე წელიწადში ორ-სამ ოპერაციას მი-
კეთებენ (ზოგს დიდს, ზოგსაც – პატარას), თანაც, რაკი ჩემს ტოლებ-
ზე ნელა ვიზრდები და სხვა სამედიცინო საიდუმლოებებიც მჭირს,
რომლებიც ექიმებს ჯერ ვერ გამოუცნიათ, ამიტომ ბევრს ვავადმყო-
ფობდი. ახლა ცოტა მოვყოჩაღდი. ბოლო ოპერაცია რვა თვის წინ
გავიკეთე და შეიძლება, ერთი-ორი წელი აღარ დამჭირდეს.
სწავლით შინ ვსწავლობ, დედა მამეცადინებს. წინათ საბავშვო
წიგნების ილუსტრატორი იყო. ისე, ფერიებს და სირინოზებს მარ-
თლა მაგრად ხატავს, ბიჭებისთვის კი მაინცდამაინც ვერ გამოუდის.

5
ერთხელ ვითომ დართ ვეიდერი დამიხატა, მაგრამ რაღაც სოკოსა-
ვით რობოტი გამოუვიდა. სხვათა შორის, დიდი ხანია არ მინახავს,
რამე დაეხატოს. ალბათ თავის დროს მე და ვიას გვანდომებს და
აღარ სცალია.
რომ გითხრათ, სკოლაში სიარული ყოველთვის მინდოდა-მეთ-
ქი, მართალი არ ვიქნები. არა, ნდომით როგორ არ მინდოდა, ოღო-
ნდ იმ პირობით, თუ სხვა ბავშვებისნაირი ვიქნებოდი, ბლომად მე-
გობრები მეყოლებოდა, გაკვეთილების შემდეგ ვისეირნებდით და
ასე შემდეგ. ახლა რამდენიმე ნამდვილი მეგობარი მყავს. ყველაზე
ახლო მეგობარი ქრისტოფერია, მერე ზექერი და ალექსი. ერთად
გავიზარდეთ და რაკი მთელი სიცოცხლეა მიცნობენ, ჩემს სახესაც
მიჩვეულები არიან. პატარაობაში ერთმანეთთან სათამაშოდ დავ-
დიოდით, მაგრამ მერე ქრისტოფერი კონექტიკუტის შტატში, ტრიჯ-
პორტში გადასახლდა. სადაც მე ვცხოვრობ (ნორთრივერ-ჰაიტსში,
სულ მთლად ზედა მანჰეტენში), იქიდან საათზე მეტია მანქანით სა-
ვალი. ზექერიმ და ალექსმა სკოლაში დაიწყეს სიარული. ისე, სასა-
ცილოა: ქრისტოფერი გადასახლდა, მაგრამ მაინც უფრო ხშირად
ვნახულობ, ვიდრე ზექერისა და ალექსს: ახალი მეგობრები გაიჩი-
ნეს. ისე კი, შემთხვევით ქუჩაში თუ შევხვდით ერთმანეთს, მიღიმიან
და მესალმებიან კიდეც.
სხვა მეგობრებიც მყავს, ოღონდ ქრისტოფერს, ზექსა და ალექსს
ვერ შეედრებიან. აი, ვთქვათ, პატარაობაში ზექი და ალექსი ყოველ-
თვის მეპატიჟებოდნენ დაბადების დღეებზე, ჯოელი, ეიმონი და გე-
იბი კი – არასოდეს. ერთხელ ემამ დამპატიჟა, მაგრამ რა ხანია,
აღარ მინახავს. ჰო, ცხადია, ქრისტოფერის დაბადების დღეზე სულ
დავდივარ... თუმცა ეს დაბადების დღეებიც რა გახდა ასეთი!

6
როგორ გავჩნდი ქვეყნად

მიყვარს, როცა დედა ამ ამბავს ჰყვება, იმიტომ, რომ ძალიან სა-


საცილოა. არა, ანეკდოტივით სასაცილო არ არის, მაგრამ დედა ისე
ჰყვება, რომ მე და ვია ლამის სიცილით გავიფხრიწოთ.
მოკლედ, როცა დედას მუცელში ვეჯექი, არავის აზრად არ მოს-
ვლია, რომ იქიდან ისეთი გამოვიდოდი, როგორიც ვარ. ჩემამდე
ოთხი წლით ადრე დედამ ვია გააჩინა – ისე იოლად, „თითქოს პარ-
კში გაესეირნოს“ (თვითონ ასე ამბობს), ჰოდა, სპეციალური ანალი-
ზების გაკეთება არავის საჭიროდ არ ჩაუთვლია. ჩემს დაბადებამდე
ორი თვით ადრე ექიმებმა შეამჩნიეს, რომ სახეზე რაღაც მჭირდა,
ოღონდ რას იფიქრებდნენ, თუ საქმე ასე ცუდად იყო. დედას და მა-
მას უთხრეს, მგლის ხახა და კიდევ რაღაც წვრილმანებია, რამდენი-
მე „მცირე ანომალიაო". იმ ღამით, როცა დავიბადე, სამშობიარო პა-
ლატაში ორი მედდა მორიგეობდა.
ერთი – სანდომიანი და კეთილი, მეორე კი, დედას თქმით, არც
სანდომიანი იყო და არც კეთილი ჩანდა. უშველებელი ტორები
ჰქონდა და (აქედან იწყება სასაცილო ამბავი) გაუთავებლად და თან
დიდი ხმაურით უშვებდა გაზებსო. მიუტანდა დედას ყინულს და და-
აგრუხუნებდა, გაუზომავდა წნევას და დააგრუხუნებდა. დედა ამ-
ბობს, დაუჯერებელი ამბავია: ბოდიშსაც კი არ იხდიდაო! გარდა ამი-
სა, იმ ღამით დედას მკურნალი ექიმი არ მორიგეობდა და მის მაგივ-
რად ვიღაც დაქნეული ახლად გამომცხვარი ექიმი იყო პალატაში
დარჭობილი. დედამ და მამამ დუგი დაარქვეს, რომელიღაც ძველი
სერიალის მიხედვით (ოღონდ, ცხადია, ასე არ მიმართავდნენ). დე-
და ამბობს, პალატაში ყველა ნერვიულობდა, მაგრამ მამა მთელ ღა-
მეს მაცინებდაო.
მუცლიდან რომ გამოვედი, დედა ამბობს, პალატაში სამარისებუ-
რი სიჩუმე ჩამოვარდაო. დედამ ჩემი დანახვაც კი ვერ მოახერხა,
იმიტომ, რომ სანდომიანმა მედდამ იქვე დამავლო ხელი და გარეთ
გამაქანა. მამა ისეთი სიჩქარით გაედევნა, რომ ვიდეოკამერა ხელი

7
დან გაუვარდა და ნამსხვრევებად იქცა. დედა ძალიან ანერვიულდა
და ადგომა დააპირა, რომ ენახა, სად გაიქცნენ ყველანი, მაგრამ
გრუხუნა მედდამ მოხვია ის თავისი ტორები და საწოლში დააკავა.
ლამის იყო, დაკადაკა გამართეს, იმიტომ, რომ დედას ისტერიკა და-
ემართა, გრუხუნა მედდა კი უყვიროდა, დაწყნარდიო. მერე ორივემ
ექიმს დაუწყო ყვირილი. და, ამ დროს რა მოხდა? ექიმს გული წაუვი-
და! პირდაპირ იატაკზე დაენარცხა. გრუხუნა მედდამ რომ დაინახა,
ექიმს გული შეუწუხდაო, გონს მოსაყვანად წიხლები დაუშინა და გა-
უჩერებლად დაჰღრიალებდა:
– ეგ არის ექიმობა? ეგ არის ექიმობა? ადექი! ჩქარა ადექი!
და მერე, უეცრად, ერთი ისე დააგრუხუნა და ისე აამყრალა იქაუ-
რობა, რომ დედა ამბობს, ასეთს არაფერს შევსწრებივარო. მისი აზ-
რით, სწორედ ამ გრუხუნმა მოიყვანა გონს ექიმი. როცა დედა ამ ამ-
ბავს ჰყვება, ყველა მონაწილეს ასახიერებს და გრუხუნის ხმებსაც
გამოსცემს. ისეთი სასაცილოა, ისეთი, რომ რა ვთქვა!
ისე, ის გრუხუნა მედდა ძალიანაც კარგი ქალი გამოდგა. დედას
წამით არ მოშორებია. მაშინაც კი გვერდში ედგა, როცა მამა მობ-
რუნდა და ექიმებმა ჩემს მშობლებს უთხრეს, რა მძიმე ავადმყოფიც
ვიყავი. დედას ზუსტად ახსოვს, რა წასჩურჩულა მედდამ, როცა ექიმ-
მა ჩემზე თქვა, ალბათ დილამდე ვერ გაატანსო: „ყოველი ღვთისგან
შობილი სძლევს სოფელს". და მეორე დღეს (რაკი იმ ღამეს გადა-
ვურჩი) სწორედ იმ მედდას ეჭირა დედას ხელი, როცა მიმიყვანეს და
პირველად აჩვენეს ჩემი თავი.
დედასთვის, ამასობაში, უკვე ყველაფერი ნათქვამი ჰქონდათ და
ჩემს სანახავად მომზადებული იყო, მაგრამ ამბობს, როცა პირვე-
ლად დაგხედე პაწია, აზელილ სახეზე, მარტო ის შევნიშნე, რა ლამა-
ზი თვალები გქონდაო.
სხვათა შორის, დედა ლამაზია. მამაც სიმპათიური. არც ვია და-
იწუნება. თუკი გაინტერესებთ.

8
ქრისტოფერთან

სამი წლის წინ, როცა ქრისტოფერი სხვა ქალაქში გადავიდა,


მართლა საშინლად დამწყდა გული. მაშინ ორივენი შვიდი წლისები
ვიყავით. საათობით ვთამაშობდით „ვარსკვლავური ომების“ ფიგუ-
რებით და მანათობელი ხმლებითაც ვფარიკაობდით. ძალიან მო-
მაკლდა ის თამაშები.
წინა ზაფხულს ქრისტოფერს ვესტუმრეთ, ბრიჯპორტში. მე და
ქრისტოფერი სამზარეულოსკენ მივდიოდით, რამე შევჭამოთო და
ამ დროს გავიგონე, სასტუმრო ოთახში დედა ქრისტოფერის დედას,
ლაიზას, ჩემზე ეუბნებოდა, ამ შემოდგომით სკოლაში მიდისო. არა-
და, სკოლა იქამდე ერთხელაც არ უხსენებია.
– რას ამბობდი? – ვკითხე.
დედა შეცბუნდა, ეტყობა, არ უნდოდა, რომ გამეგონა.
– უნდა უთხრა, რაც მოიფიქრე, იზაბელ, – თქვა მამამ. ის და
ქრისტოფერის მამა სასტუმრო ოთახის მეორე ბოლოში ისხდნენ და
მასლაათობდნენ.
– მერე ვილაპარაკოთ, – მიუგო დედამ.
– არა, აქვე მითხარით, რას ამბობდით, – გავჯიუტდი.
– რას იტყვი, ავგი, არ გგონია, რომ სკოლისთვის მზად ხარ? –
მკითხა დედამ.
– არა, – ვუპასუხე მე.
– არც მე, – მხარი ამიბა მამამ.
– მაშ, საქმე გარკვეულია, – ვთქვი, მხრები ავიჩეჩე და დედას პა-
ტარასავით ჩავუჯექი კალთაში.
– ავგი, მე ხომ ყველაფერს ვერ გასწავლი, – განაგრძო დედამ, –
შენც ხომ იცი, როგორ მიჭირს წილადები.
– რა სკოლაა? – ვკითხე. ცოტაც და ავტირდებოდი.
– ბიჩერის სკოლა. მთლად ჩვენ მეზობლად.
– უი, ეგ ისეთი კარგი სკოლაა, ავგი! – თქვა ლაიზამ და მუხლზე
ხელი მომითათენა.
– რატომ ვიას სკოლაში არა? – ვკითხე.

9
– ძალიან დიდია, – ამიხსნა დედამ, – არა მგონია, იქ ყოფნა მო-
გეწონოს.
– არ მინდა სკოლაში, – ისეთი ხმით ვთქვი, პაწია ბავშვი რომ იტ-
ყოდა.
– რაც არ გინდა, არც უნდა გააკეთო, – მამა მოვიდა, დედას კალ-
თიდან ამიყვანა, დივნის ბოლოში დაჯდა და მუხლებზე დამისვა, –
თუ არ გინდა, არ დაგაძალებთ.
– ჰო, მაგრამ ავგისთვის კარგი იქნებოდა, ნეიტ, – თავისას აგ-
რძელებდა დედა.
– არა, თუკი არ უნდა, – მიუგო მამამ და შემომხედა, – თუკი მზად
არ არის?!
დავინახე, დედამ ლაიზას შეხედა, იმან ხელი მოუჭირა.
– არა უშავს, ხალხო, ყველაფერი გამოვა, – უთხრა დედას, –
თქვენ ხომ ყოჩაღები ხართ.
– კარგი, მერე ვილაპარაკოთ, – თქვა დედამ.
წყალი არ გაუვიდოდა, დედას და მამას დიდი ჩხუბი მოუვიდო-
დათ. მე მამას მხარეს ვიყავი. არადა, იმასაც ვხვდებოდი, რომ დედა
მართალი იყო. და, ერთიც უნდა ვთქვა: წილადებისა ნამდვილად
არაფერი გაეგება.

მანქანაში

სახლამდე დიდხანს ვიარეთ. მე უკანა სავარძელზე დამეძინა,


როგორც ვიცი ხოლმე: თავი ვიას ჩავუდე კალთაში, თითქოს ბალი-
შიაო და უსაფრთხოების ქამარს პირსახოცი შემოვაფარე, რომ არ
დამედორბლა. ვიასაც ჩაეძინა, დედა და მამა რაღაც დიდურ ამბებზე
ლაპარაკობდნენ და არ მაინტერესებდა.
არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ როცა გამეღვიძა, მანქანის

10
ფანჯარაში სავსე მთვარე მოჩანდა. იისფერი ღამე იდგა, ტრასაზე
მანქანების ნაკადს მივყვებოდით.
– სულ ასე სათბურში ხომ ვერ გვეყოლება, – ეჩურჩულებოდა
დედა საჭესთან მჯდარ მამას, – თავს ხომ ვერ მოვიტყუებთ, ხვალ გა-
ეღვიძება და ისეთი გახდება, როგორიც ყველაო. ეგ ვერ მოხდება,
ნეიტ, და უნდა მივეხმაროთ, რომ თავისი ჯვარი ზიდოს. როდემდე
ავერიდოთ ისეთ სიტუაციებს, როცა...
– ავგი სამსხვერპლო კრავივით იქნება სკოლაში... – ბრაზით მი-
უგო მამამ, მაგრამ სანამ გააგრძელებდა, სარკეში დამინახა, რომ
ვუყურებდი.
– რას ნიშნავს „სამსხვერპლო კრავი"? – ძილ-ღვიძილში ვკი-
თხე.
– დაიძინე, ავგი, – ალერსიანად მითხრა მამამ.
– სკოლაში ყველანი მე შემომაშტერდებიან, – ვთქვი და ტირი-
ლი ამივარდა.
– შვილო, – დაიწყო დედამ, მობრუნდა წინა სავარძლიდან და
ხელზე ხელი დამადო, – ხომ იცი, თუ არ გინდა, ძალით იმ სკოლაში
არავინ წაგიყვანს, მაგრამ დირექტორს ველაპარაკე, შენი ამბავი
ვუთხარი და დაინტერესდა, გამაცანიო.
– და, რა უთხარი ჩემზე?
– ვუთხარი, რა ხალისიანი ხარ, რა კეთილი და რა ჭკვიანი. და
როცა ისიც ვუთხარი, „დრაკონის მხედარი“ ექვსისამ წაიკითხა-მეთ-
ქი, გამოაცხადა, ეგ ბავშვი უსიკვდილოდ უნდა გავიცნოო.
– კიდევ რა უთხარი?
დედამ ისე გამიღიმა, თითქოს მომეხვიაო.
‒ შენი ოპერაციების ამბავი და ისიც, რომ მამაცი ხარ.
– მაშ, იცის, როგორი შესახედავიც ვარ?
‒ შარშან მონტოკში გადაღებული სურათები ვაჩვენეთ, – თქვა
მამამ, – სადაც მთელი ოჯახი ერთად ვართ. და ის მაგარი სურათიც,
ნავში რომ ზიხარ და ხელში კამბალა გიჭირავს.
‒ შენც იყავი დირექტორთან? – გული მომეწურა: მამაც გარე-
ული ყოფილა ამ ამბავში.

11
– ჰო, ორივენი ველაპარაკეთ. მშვენიერი კაცია.
– ნამდვილად მოგეწონება, – დაამატა დედამ.
უცებ მივხვდი, რომ წინასწარვე შეთანხმებულიყვნენ.
‒ მოიცათ, როდის გაიცანით? – ვკითხე.
– შარშან დაგვათვალიერებინა სკოლა, – მითხრა დედამ.
– შარშან? მაშ, მთელი წელია ამას ფიქრობთ და მე არაფერი გა-
მაგებინეთ?
– ავგი, არც კი ვიცოდით, მიგიღებდნენ თუ არა. იქ მოხვედრა ძა-
ლიან ძნელია. გამოცდები, გასაუბრებები. ვიფიქრე, რატომ ვუთხრა
და ტყუილუბრალოდ ვანერვიულო-მეთქი.
– ჰო, მაგრამ მართალი ხარ, ავგი, მაშინვე უნდა გვეთქვა, ერთი
თვის წინ, როცა გაირკვა, რომ მიგიღეს, – თქვა მამამ.
– ჰო, შეგვეშალა. უნდა გვეთქვა... – ამოიოხრა დედამ.
– მაშინ ჩვენთან რომ ქალი მოვიდა, ისიც ამ ამბავზე იყო? –
ვკითხე, – აი, ის, ტესტი რომ დამაწერინა.
– ჰო, – დედა შემცბარი ჩანდა, – ისიც.
– შენ ხომ მითხარი, აი ქიუს ტესტიაო?!
– ვიცი, მაგრამ კეთილი ტყუილი იყო, – მიპასუხა, – სინამდვი—
ლეში მისაღებ გამოცდას აბარებდი. და, სხვათა შორის, ბრწყინვა-
ლედ ჩააბარე.
– მომატყუე, არა?
‒ შენი სიკეთისთვის. მაგრამ მაინც მოგატყუე, – დედამ გაღიმება
სცადა, მაგრამ როცა ღიმილითვე არ ვუპასუხე, შეტრიალდა და წინ
გზას დაუწყო ყურება.
– და, „სამსხვერპლო კრავი“ რაღაა?
– არ უნდა მეთქვა, – მამა უკანა სარკეში მიყურებდა, – შენ არა-
ნაირად არ გეხება. მე და დედას ისე გვიყვარხარ, რომ გვინდა, ყო-
ველნაირად დაგიცვათ, ოღონდ მე ჩემებურად გიცავ, ის თავისებუ-
რად.
– არ ვივლი სკოლაში, – ვთქვი და გულხელი დავიკრიბე.
‒ შენი სიკეთისთვის გვინდა, ავგი, – ჩაილაპარაკა დედამ.
– მაშინ, იქნებ გაისად, – ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე.

12
– წელს აჯობებს, ავგი, – ამიხსნა დედამ, – იცი, რატომ? მეოთხე
კლასში დაწყებითი სწავლება მთავრდება და მეხუთეში ყველასთვის
ერთად იწყება საშუალო. ჰოდა, შენ ერთადერთი ახალი მოსწავლე
არ იქნები.
– მე ერთადერთი ვიქნები, რომელსაც ასეთი სახე აქვს.
– ხომ არ გეუბნები, არ გაგიჭირდება-მეთქი. შენ თვითონაც კარ-
გად იცი, რომ ადვილი არ იქნება, – თქვა დედამ, – მაგრამ მაინც იქ
გირჩევნია, ავგი. მეგობრებს გაიჩენ. და ათას რამეს ისწავლი, რა-
საც მე ვერ გასწავლი, – ისევ მოტრიალდა და შემომხედა, – სკოლას
რომ ვათვალიერებდით, იცი, რა ვნახეთ ლაბორატორიაში? წიწილა.
ჩვენ თვალწინ გამოიჩეკა კვერცხიდან. რომ იცოდე, რა საყვარელი
იყო! ავგი, ზუსტად შენი პატარაობა გამახსენდა... შენი დიდი, თაფ-
ლისფერი თვალები...
მიყვარს, როცა დედა და მამა ჩემს პატარაობაზე ლაპარაკობენ.
ზოგჯერ მინდა პაწია გორგალივით მოვიკუნტო და მკოცნონ და
მკოცნონ. რა კარგი იყო, პატარა რომ ვიყავი და არაფერი მესმოდა.
ოღონდ, ახლა ამით ვერ მომთაფლავენ.
–არ მინდა სკოლაში, – ვთქვი.
– მოდი, მოვრიგდეთ, – შემომთავაზა დედამ, – ერთხელ მაინც
შეხვდი მისტერ ტაკუნმენს და მერე გადაწყვიტე, რას იზამ, კარგი?
– მისტერ ტაკუნმენს? – ჩავეკითხე.
– დირექტორია, – ამიხსნა დედამ.
– მისტერ ტაკუნმენი? – გავიმეორე.
– ნახე, რა ხდება, – ღიმილით შემომხედა მამამ უკანა სარკეში,
– გვარი აქვს და რა გვარი, არა, ავგი? დედამიწის ზურგზე ნეტავ ვინ
იქნება თანახმა, მისტერ ტაკუნმენი ერქვას?
გამეღიმა, ოღონდ ისე, რომ არ შეემჩნიათ. მამა ერთადერთი
ადამიანია, რომელიც მაშინაც კი მაცინებს, როცა სულ არ მეცინება.
მარტო მე კი არა, ვისაც გინდათ, იმას გააცინებს.
‒ იცი, ავგი, იმ სკოლაში იმისთვის მაინც უნდა წახვიდე, რომ გა-
იგონო, როგორ ჟღერს დირექტორის გვარი რეპროდუქტორიდან, –
გახალისდა მამა, – ყურადღება, ყურადღება! მოგესალმებით, მისტ-

13
ერ ტაკუნმენ! – ყალბი, წვრილი ხმით ალაპარაკდა, როგორც მოხუ-
ცი ქალბატონი, – გაცნობებთ, რომ დღეს დაგაგვიანდათ. მანქანა
რამეს ხომ არ დაატაკეთ? რა კარგი სავარძლებია თქვენს მანქანაში:
ძალზე დუნდულა, უფრო სწორად – ფუმფულა, მშვენიერი დასაჯდო-
მი.
გადავიხარხარე, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მამამ ძალიან გა-
მამხიარულა. არა, უბრალოდ, გაბუტვა მომბეზრდა.
– ისე, უარესიც ხდება ხოლმე, – განაგრძო მამამ ჩვეულებრივი
ხმით, – მე და დედას კოლეჯში ერთი ლექტორი გვყავდა, გვარად
ტრაქსი.
აქ უკვე დედაც ახითხითდა.
– მართალია? – ვიკითხე.
– როზალინდ ტრაქსი, – დედამ ხელი ასწია, თითქოს ფიცს დებს,
სიმართლეს ვამბობო, – ანუ როზი ტრაქსი.
– მერე, რა მრგვალ-მრგვალები ჰქონდა! – თქვა მამამ.
‒ ნეიტ!
– რა იყო? მრგვალი ლოყები ჰქონდა-მეთქი.
დედას გაეცინა, თან თავი გადააქნია.
‒ მოიცათ, მოიცათ! – ეშხში შევიდა მამა, – რა კარგი იქნება, ერ-
თმანეთს რომ გავაცნოთ! წარმოიდგინეთ: მისტერ ტაკუნმენ, გაიცა-
ნით, მის ტრაქსი. მის ტრაქს, ეს მისტერ ტაკუნმენია. დაქორწინდე-
ბოდნენ და ქვეყნის პატარა ტაკუნმენიკოები ეყოლებოდათ.
– საწყალი მისტერ ტაკუნმენი! ავგის ჯერ თვალითაც არ უნახავს,
ნეიტ, შენ კი...
– ვინ არის მისტერ ტაკუნმენი? – მთქნარებით იკითხა ვიამ და
თავი წამოსწია.
– ჩემი სკოლის დირექტორია, – ვუთხარი მე.

14
მისტერ ტაკუნმენი

რომ მცოდნოდა, მისტერ ტაკუნმენთან ერთად ახალი სკოლის


ბავშვებსაც გამაცნობდნენ, უფრო ვინერვიულებდი· მაგრამ არ ვი-
ცოდი, ამიტომაც ხითხითის გუნებაზე ვიყავი. სულ მამას ხუმრობები
მიტრიალებდა თავში, და როცა სწავლის დაწყებამდე ორიოდე კვი-
რით ადრე მე და დედა ბიჩერის სკოლაში მივედით და შესასვლელში
მისტერ ტაკუნმენი დავინახე, რომელიც იდგა და ჩვენ გველოდა, იქ-
ვე ავხითხითდი. სულაც არ გამოდგა ისეთი, როგორიც წარმომედ-
გინა. მეგონა, სქელდუნდულებიანი იქნებოდა, მაგრამ არაფერიც!
ძალიანაც ნორმალური კაცი გამოდგა. მაღალ-მაღალი და გამხდა-
რი. ხნიერი, ოღონდ არც ისე. ჯერ დედას ჩამოართვა ხელი.
– გამარჯობა, მისტერ ტაკუნმენ, – მიესალმა დედა, – მიხარია,
ისევ რომ გხედავთ. ეს ჩემი ვაჟია, ავგუსტი.
მისტერ ტაკუნმენმა მაშინვე შემომხედა, გამიღიმა და თავი და-
მიქნია. მერე ხელი გამომიწოდა.
– სალამი, ავგუსტ, – ისე მომესალმა, თითქოს არაფერიო, – სა-
სიამოვნოა შენი გაცნობა.
– სალამი, – წავიზმუვლე, ხელი ჩამოვართვი და ფეხებზე დავაც-
ქერდი. „ადიდასის“ წითელი ბოტასები ეცვა.
– შენმა მშობლებმა ბევრი რამ მიამბეს შენზე, – ჩაიცუცქა და
იძულებული გავხდი, სახეში შემეხედა.
– რა გიამბეს?
‒ უკაცრავად, ვერ გავიგონე.
– ავგი, მკაფიოდ ილაპარაკე, – გამახსენა დედამ.
– რა გიამბეს? – ვცადე, არ მედუდღენა.
ცუდი ჩვევა მაქვს: სულ ვდუდღუნებ.
– მაგალითად, მითხრეს, რომ კითხვა გიყვარს, – მომიგო მის-
ტერ ტაკუნმენმა, – მშვენივრად ხატავ, – ცისფერთვალა იყო და
თეთრი წამწამები ჰქონდა, – და რომ საბუნებისმეტყველო საგნები
გაინტერესებს, მართალია?
– კი, – თავი დავუქნიე.

15
– აქ ორი მშვენიერი ფაკულტატიური საბუნებისმეტყველო წრე
გვაქვს, იქნებ დაგაინტერესოს, რას იტყვი?
– უ-ჰუ, – ამოვიზმუვლე, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, რას
ნიშნავს ფაკულტატიური.
– აბა, დავათვალიეროთ სკოლა?
– ახლავე? პირდაპირ უნდა წავიდეთ?
– მაშ, გეგონა, ფილმებს ვნახავდით? – ღიმილით მომიგო და წა-
მოდგა.
– რომ არ გითქვამს, სკოლაც უნდა დავათვალიეროთო? – ნაწ-
ყენი მივუბრუნდი დედას.
– ავგი... – დაიწყო დედამ.
– ყველაფერი კარგად იქნება, ავგუსტ, – თქვა მისტერ ტაკუნმენ-
მა და ხელი გამომიწოდა, – გპირდები.
მე მგონი, იფიქრა, ხელს ჩავკიდებდი, მაგრამ მე დედას ჩავკიდე.
მისტერ ტაკუნმენს გაეღიმა და შესასვლელისკენ დაიძრა.
დედამ ოდნავ მომიჭირა ხელი. არ ვიცი, რა უნდოდა ეთქვა –მიყ-
ვარხარო, თუ მაპატიეო. ალბათ ერთიც და მეორეც.
აქამდე ერთადერთ სკოლაში ვიყავი ნამყოფი, – ვიასთან, როცა
მე, დედასა და მამას საგაზაფხულო კონცერტებზე გვეპატიჟებოდნენ
ხოლმე. ჩემი სკოლა სულ სხვანაირი გამოდგა. შედარებით პატარა
იყო და საავადმყოფოს სუნი იდგა.

16
თავაზიანი მისის დიასი

მისტერ ტაკუნმენთან ერთად რამდენიმე გრძელი დერეფანი გა-


ვიარეთ. ხალხი თითქმის არ იყო და ვინც იყო, ყურადღებას არ მაქ-
ცევდა, თუმცა იქნებ იმიტომ, რომ უბრალოდ, ვერ მხედავდნენ. დე-
დას ვეფარებოდი. ვიცი, პატარასავით ვიქცეოდი, მაგრამ მეშინოდა
და რა მექნა.
ბოლოს ერთ პატარა ოთახში შევედით, კარზე „დირექტორის კა-
ბინეტი“ ეწერა. შიგნით საწერ მაგიდასთან ვიღაც ქალი იჯდა. კეთი-
ლი ჩანდა.
– ეს მისის დიასია, – თქვა მისტერ ტაკუნმენმა.
ქალმა დედას გაუღიმა, სათვალე მოიხსნა და წამოდგა.
დედამ ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– იზაბელ პულმანი, ძალიან სასიამოვნოა.
– ეს კი ავგუსტია, – თქვა მისტერ ტაკუნმენმა.
დედა ოდნავ გვერდზე გადგა და გამატარა. მერე ის მოხდა, რაც
მილიონჯერ მომხდარა. როცა მისის დიასს ავხედე, თვალი ამარიდა.
ისე წამიერად, რომ ჩემ გარდა ვერავინ შეამჩნევდა, რადგან გამო-
მეტყველება ოდნავაც არ შესცვლია. ისევ ისე თვალისმომჭრელად
იღიმებოდა.
– ძალიან მიხარია შენი გაცნობა, ავგუსტ, – მითხრა და ხელი გა-
მომიწოდა.
– სალამი, – ჩავიბუტბუტე და ხელი ჩამოვართვი, ოღონდ სახეში
არ შემიხედავს, ძეწკვზე ჩამოკონწიალებულ სათვალეზე მივშტერე-
ბოდი.
– ოჰო, რა ღონივრად სცოდნია ხელის ჩამორთმევა! – თქვა მი-
სის დიასმა. ძალიან თბილი ხელისგული ჰქონდა.
– ოჰო, რა ღონივრად სცოდნია ხელის ჩამორთმევა! – თქვა მი-
სის დიასმა. ძალიან თბილი ხელისგული ჰქონდა.
– რაც მართალია, მართალია. ხელიდან ვგერ დაუძვრები, – და-
ემოწმა მისტერ ტაკუნმენი და გარშემო ყველას გაეცინა.

17
– შეგიძლია მისის დი დამიძახო, – მითხრა მისის დიასმა. მე ახ-
ლა მაგიდას ვათვალიერებდი, – ყველა ასე მეძახის. მისის დი, ჩემი
კარადის კოდი დამავიწყდა. მისის დი, დამაგვიანდა და საშვი მჭირ-
დება. მისის დი, ფაკულტატიურის შეცვლა მინდა.
– ფაქტობრივად, აქაურობა მისის დის აბარია, – თქვა მისტერ
ტაკუნმენმა, და ჩემ ზემოთ დიდებს ისევ გაეცინათ.
– ყოველ დილას, რვის ნახევარზე, აქ ვარ, – განაგრძო მისის
დიმ; მე მიყურებდა, მე კი მის ყავისფერ ფეხსაცმელებს დავყურებდი.
ბალთებზე იისფერი ყვავილები ჰქონდა დაბნეული, – თუ რამე დაგ-
ჭირდეს, ავგუსტ, მოდი და მთხოვე.
– კარგი, – წავიზმუვლე.
– რა საყვარელი ბაიაა, – თქვა დედამ და მისის დიასის მაგიდის
თავზე, განცხადებების დაფაზე ჭიკარტით მიმაგრებული ფოტოსკენ
გაიშვირა ხელი, – თქვენია?
– არა, რას ბრძანებთ! – მისის დიასმა ისევ გაიღიმა, ოღონდ თვა-
ლისმომჭრელად კი არა, სულ სხვანაირად, – როგორ გამამხიარუ-
ლეთ! ჩემი შვილიშვილია.
– რა ლამაზია. რა ხნისაა?
– ამ სურათზე ასე,ხუთი თვისა იქნება. ახლა დიდია, რვა წლისა
ხდება.
– უსაყვარლესია, – გაეღიმა დედას, – უსაყვარლესი და ულამა-
ზესი.
– გმადლობთ, – თავი დაუქნია მისის დიასმა და თითქოს კიდევ
რაღაცის თქმა დააპირა შვილიშვილზე, მაგრამ უცებ ღიმილი ჩა-
ენავლა, – ავგუსტს ძალიან კარგად მივხედავთ, – უთხრა დედას და
შევნიშნე, როგორ შეახო ხელზე ხელი.
დედას ავხედე და მაშინღა მივხვდი, ჩემზე არანაკლებად ნერვი-
ულობდა. მისის დიასი მომეწონა, ოღონდ როცა ის თვალისმომჭრე-
ლი ღიმილი არ ეფინა სახეზე.

18
ჯეკ სადი, ჯულიანი და შარლოტი

მისის დიასის მაგიდის პირდაპირ მეორე ოთახში შემავალი კარი


იყო. მისტერ ტაკუნმენი ოთახში შეგვიძღვა და დიდ საწერ მაგიდას
მიუჯდა, თუმცა, რას ამბობდა, ყურს არ ვუგდებდი. მაგიდაზე დალა-
გებულ ნივთებს ვათვალიერებდი. მაგარი იყო: აქეთ გლობუსი ლივ-
ლივებდა ჰაერში, იქით პაწია სარკეებით აწყობილი რუბიკის კუბიკი
იდო. იქაურობა ძალიან მომეწონა. ისიც მომეწონა, რომ კედლებზე
ბავშვების ნახატები ეკიდა, თანაც ჩარჩოებში ჩასმული, თითქოს
ნამდვილი სურათებიაო.
დედა მისტერ ტაკუნმენის მაგიდის წინ, სკამზე დაჯდა. მეორე სკა-
მიც იდგა, მაგრამ მე დედას გვერდით დადგომა ვარჩიე.
– თქვენ რატომ გაქვთ თქვენი ოთახი და მისის დის – არა? –
ვკითხე დირექტორს.
– კაბინეტი რატომ მაქვს?
– თქვენ არ თქვით, აქაურობა მისის დის აბარიაო?
– აა, თურმე რატომ მეკითხები. ვიხუმრე. მისის დი ჩემი თანა-
შემწეა.
– მისტერ ტაკუნმენი სკოლის დირექტორია, – შემახსენა დედამ.
– თქვენ მისტერ ტას გეძახიან?
ჩემმა შეკითხვამ გაამხიარულა.
‒ იცით,ვინ არის მისტერ ტა? – მომიგო, – ის საცოდავი, ისა, –
სასაცილოდ, დაძაბულად თქვა, თითქოს ვიღაცას ბაძავსო.
ვერ მივხვდი, რას ამბობდა.
– არა, მისტერ ტას არ მეძახიან, – გაიქნია თავი, – მაგრამ, ეჭვი
მაქვს, ათასი მეტსახელი მექნება. რას იზამ, როცა ჩემნაირი გვარი
გაქვს, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ხომ გესმის, რას ვგულის-
ხმობ?
გადავიხარხარე, იმიტომ, რომ მშვენივრად მივხვდი, რასაც გუ-
ლისხმობდა.

19
– დედაჩემს და მამაჩემს ლექტორი ჰყავდათ, მის ტრაქსი, – ვუთ-
ხარი.
– ავგი! – წამოიძახა დედამ, მაგრამ მისტერ ტაკუნმენს გაეღიმა.
– ეგ მართლა მეტისმეტია, – თქვა და თავი გააქნია, – მაგასთან
შედარებით ჩემი გვარი რაღა სახსენებელია. მისმინე, ავგუსტ, მო-
დი, დღეს რა ვქნათ და...
– იმ სურათზე გოგრაა? – ვკითხე და მისტერ ტაკუნმენის მაგიდის
უკან ჩამოკიდებულ, ჩარჩოში ჩასმულ სურათზე ვანიშნე.
– ავგი, შვილო, ნუ აწყვეტინებ, – თქვა დედამ.
– მოგწონს? – მკითხა მისტერ ტაკუნმენმა, შებრუნდა და სურათს
ახედა, – მეც მომწონს. და, რომ იცოდე, მეც გოგრა მეგონა, სანამ იმ
მოსწავლემ, ვინც მაჩუქა, არ ამიხსნა, რაც ყოფილა. და, რა გამოდ-
გა, იცი?... მოემზადე... თურმე ჩემი პორტრეტია! ავგუსტ, გეკითხები
და მიპასუხე: ვითომ ასე ძალიან ვგავარ გოგრას?
– არა! – მივუგე, მაგრამ გულში გავიფიქრე, დიახ-მეთქი.
როცა იღიმებოდა, ლოყები სწორედაც რომ გოგრასავით ებერე-
ბოდა და ჰელოუინის გოგრა-ფარანს ემსგავსებოდა. სიცილი ამიტ-
ყდა. თავი გავიქნიე და პირზე ხელი ავიფარე.
მისტერ ტაკუნმენს ისე გაეღიმა, თითქოს ჩემი აზრები წაიკით-
ხაო.
ის იყო, კიდევ რაღაც უნდა მეთქვა, რომ ოთახში ბავშვების ხმები
შემოვიდა. გული ისე ამიჩქარდა, თითქოს მარათონი გავირბინეო,
ოღონდ მართლა, არ ვაჭარბებ. თან უნებურად ისევ სიცილი გავაგ-
რძელე.
საქმე ის არის,რომ პატარაობაში სულაც არ მეშინოდა ბავშვე-
ბის გაცნობისა, იმიტომ, რომ ის ბავშვებიც ჩემსავით პატარები იყ-
ვნენ. პატარა ბავშვებს კარგი ისა აქვთ, რომ დასაცინად საგანგებოდ
არაფერს გეუბნებიან. მართალია, ხანდახან შეიძლება რაღაც ისეთი
გითხრან, რომ გაწყენინონ, მაგრამ სინამდვილეში ვერ ხვდებიან,
რას გეუბნებიან. დიდმა ბავშვებმა კი პირიქით, მშვენივრად იციან,
რასაც ამბობენ. ამიტომ არის, რომ თავს ვარიდებ. შარშან თმაც კი
გავიზარდე: წინ თვალებს მიფარავს და რისი დანახვაც არ მინდა,

20
აღარ ვხედავ.
მისის დიასმა კარზე დააკაკუნა და თავი შემოყო.
– აქ არიან, მისტერ ტაკუნმენ, – აცნობა დირექტორს.
– ვინ არიან? – ვიკითხე.
– გმადლობთ, – უთხრა მისტერ ტაკუნმენმა მისის დიასს, – ავ-
გუსტ, ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა შენი მომავალი კლასელები
გაგეცნო. სკოლას დაგათვალიერებინებენ. ასე ვთქვათ, საქმის კურ-
სში ჩაგაყენებენ.
– არავისი გაცნობა არ მინდა, – მივუბრუნდი დედას.
მისტერ ტაკუნმენი წამში ჩემ წინ გაჩნდა და ხელები მხრებზე და-
მადო, მერე გადმოიხარა და ძალიან ალერსიანი ჩურჩულით მით-
ხრა:
– ნუ გეშინია, ავგუსტ. კარგი ბავშვები არიან, დამიჯერე.
– ყველაფერი კარგად იქნება, ავგი, – მხურვალედ ჩამჩურჩულა
დედამ.
სანამ კიდევ რამეს იტყოდა, მისტერ ტაკუნმენმა კაბინეტის კარი
გააღო.
– შემოდით, ბავშვებო, – თქვა, და ოთახში ორი ბიჭი და ერთი
გოგო შემოვიდა. არც ჩემთვის შემოუხედავთ და არც დედასთვის.
ყველანი კართან დადგნენ და მისტერ ტაკუნმენს მიაშტერდნენ.
თვალს არ აშორებდნენ, თითქოს მათი სიცოცხლე ამაზე იყო დამო-
კიდებული.
– გმადლობთ, რომ მოხვედით, ხალხო, და თანაც სკოლის დაწ-
ყებამდე ორი კვირით ადრე, – უთხრა მისტერ ტაკუნმენმა, – აბა, არ-
დადეგებზე კარგად დაისვენეთ?
სამივემ თავი დაუქნია. თქმით არაფერი უთქვამთ.
– ძალიან კარგი, – თქვა მისტერ ტაკუნმენმა, – მოკლედ, მინდა
ავგუსტი გაგაცნოთ, წლევანდელი წლიდან ჩვენთან ისწავლის. ავ-
გუსტ, ეს ჩვენი სკოლის ძველი მოსწავლეები არიან, ბაღიდან ჩვენ-
თან სწავლობენ. აქამდე სხვა შენობაში იყვნენ, მაგრამ გზადაგზა სა-
შუალო სკოლის პროგრამას ვაცნობდით, ამიტომ აქ ბევრჯერ არიან
ნამყოფები და აქაურობას ძირფესვიანად იცნობენ. ჰოდა, რაკი

21
თქვენ და ავგუსტი ერთ კლასში იქნებით, ვიფიქრე, კარგი იქნება,
სწავლის დაწყებამდევე გაიცნონ ერთმანეთი. მოკლედ, ბავშვებო,
ეს ავგუსტია. ავგუსტ, ეს ჯეკ სადია.
ჯეკ სადმა შემომხედა და ხელი გამომიწოდა. როცა ჩამოვართვი,
ცალყბად გამიღიმა, მითხრა, სალამიო, და იქვე ჩააშტერდა იატაკს.
– ეს ჯულიანია, – თქვა მისტერ ტაკუნმენმა.
– სალამი, – და აქაც იგივე გამეორდა: ხელის ჩამორთმევა, ნა-
ძალადევი ღიმილი და თვალის არიდება.
– და შარლოტი, – თქვა მისტერ ტაკუნმენმა.
შარლოტს ძალიან ქერა თმა ჰქონდა. ხელი არ ჩამოურთმევია,
შორიდან დამიქნია და გამიღიმა:
– სალამი, ავგუსტ. სასიამოვნოა შენი გაცნობა.
– სალამი, – ვუთხარი და დაბლა დავიხედე. კაშკაშა მწვანე სანდ-
ლები ეცვა.
– მოკლედ, – მისტერ ტაკუნმენმა ხელისგულები შეატყუპა,
თითქრს ნელა შემოკრა ტაში, – მინდა, ავგუსტს პატარა ექსკურსია
ჩაუტაროთ სკოლაში. მესამე სართულიდან დავიწყოთ, არა? აი, სა-
დაც თქვენი კაბინეტი იქნება. მგონი, სამას მეერთეა. მისის დიას, შე-
მახსენეთ...
– დიახ, სამას მეერთეა, – მეორე ოთახიდან გამოსძახა მისის დი-
ასმა.
– ჰო, სამასმეერთე, – გაიმეორა მისტერ ტაკუნმენმა, – მერე შე-
გიძლიათ ლაბორატორიები და კომპიუტერული კლასი დაათვალიე-
რებინოთ. იქიდან მეორე სართულზე ჩამოდით, ბიბლიოთეკა და სა-
აქტო დარბაზი აჩვენეთ. არც ბუფეტი დაგავიწყდეთ.
– მუსიკის კაბინეტი არ ვაჩვენოთ? – ჰკითხა ჯულიანმა.
– კარგი აზრია, როგრრ არა, – მოუწონა მისტერ ტაკუნმენმა, –
ავგუსტ, უკრავ რომელიმე საკრავზე?
– არა, – ვუპასუხე.
მუსიკა საჩემო საქმე არ არის, იმიტომ, რომ ყურები არ მაქვს. უფ-
რო სწორად, მაქვს, მაგრამ ჩვეულებრივ ყურებს არ ჰგავს.
– სულ ერთია, მუსიკის კაბინეტი მაინც მოგეწონება, – თქვა მის-

22
ტერ ტაკუნმენმა, – მშვენიერი დასარტყამი ინსტრუმენტები გვაქვს.
– ავგუსტ, შენ ხომ სულ გინდოდა დრამზე დაკვრა გესწავლა, –
დედა ცდილობდა, ჩემი მზერა დაეჭირა, მაგრამ თვალებს თმა მიფა-
რავდა,თანაც გაშტერებით ვუყურებდი მისტერ ტაკუნმენის მაგიდის
ფეხზე მიკრულ ძველ კევს.
– ძალიან კარგი! ჰოდა, წადით, ბავშვებო, – თქვა მისტერ ტაკუნ-
მენმა, – დაახლოებით... – დედას შეხედა, – ნახევარ საათში მობ-
რუნდით, კარგი?
დედამ, მგონი, თავი დაუქნია.
– ავგუსტ, მზადა ხარ? – მკითხა მისტერ ტაკუნმენმა.
ხმა არ გამიცია.
– ავგუსტ, მზადა ხარ? – გაიმეორა დედამ.
ახლა კი ავწიე თავი. მინდოდა დაენახა, როგორ ვუბრაზდებოდი,
მაგრამ სახეზე რომ შევხედე, მხოლოდ თავი დავუქნიე. თვითონ
ჩემზე უფრო დამფრთხალი ჩანდა.
ბავშვები გარეთ გავიდნენ, მეც უკან გავყევი.
– აბა, ჯერჯერობით, – მომაძახა დედამ ჩვეულებრივზე უფრო
წვრილი ხმით. პასუხი არ გამიცია.

ექსკურსია

მე, ჯეკ სადმა, ჯულიანმა და შარლოტმა დიდი ვესტიბიული გავ-


იარეთ და ფართო კიბეს მივადექით. სანამ მესამე სართულზე ავდი-
ოდით, ხმა არავის ამოგვიღია.
ზემოთ ვიწრო დერეფანი და ბევრი კარი დაგვიხვდა. ჯულიანმა ის
კარი შეაღო, რომელსაც “301“ ეწერა.
– აი, ეს არის ჩვენი კაბინეტი, – თქვა და ნახევრად ღია კარში ჩა-

23
დგა, – დამრიგებელი მის პეტოზა გვეყოლება. ამბობენ, დამრიგებ-
ლად არა უშავსო. მთავარია, მათემატიკა არ გვასწავლოს. გაკვეთი-
ლებზე თურმე ნამდვილი ნადირია.
– სულაც არა, – შეედავა შარლოტი, – შარშან ჩემს დას ასწავლი-
და და ამბობს, ძალიანაც ნორმალურიაო.
– მე სხვანაირად მითხრეს... მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, – მი-
უგო ჯულიანმა, კარი დაკეტა და დერეფანს გაუყვა.
– აი, ლაბორატორია, – თქვა, წეღანდელივით ნახევრად შეაღო
კარი და იქვე დადგა. სანამ ლაპარაკობდა, ერთხელაც არ შემოუხე-
დავს, მაგრამ არა უშავდა, არც მე ვუყურებდი, – სანამ სწავლა არ
დაიწყება, არ გვეცოდინება, ბუნებაში ვინ გვყავს, მაგრამ ყველას
მისტერ ჰალერი უნდა. დაბალ კლასებში გვასწავლიდა. გაკვეთილ-
ზე ზოგჯერ უშველებელ ტუბაზე უკრავს.
– ტუბა კი არა, ბარიტონია, – შეედავა შარლოტი.
– არა, ტუბაა, – და ჯულიანმა კარი მიხურა.
– ძმაო, შეუშვი, დაათვალიეროს, – წაიბუზღუნა ჯეკ სადმა, ჯული-
ანსა და შარლოტს შორის გაეკვეტა და კარი ისევ გააღო.
– შედი, ვინ გიშლის, – მითხრა ჯულიანმა და პირველად შემო-
მხედა.
მხრები ავიჩეჩე და კარისკენ წავედი. ჯულიანი აჩქარებით გა-
იწია, თითქოს შეეშინდა, შემთხვევით არ შევხებოდი.
– დიდი სანახავიც ეს არის! – შემომყვა და ალაპარაკდა, – ეს ინ-
კუბატორია, ის დიდი, შავი რაღაც – დაფაა. ეს მერხებია, ეს – სკამე-
ბი, ის ბუნზენის სანათურებია, ეს – პერიოდული სისტემაა. ეს ცარ-
ცია, ეს – ჩვარი.
– ჯულიან, იცის, ჩვარი რაც არის, – უთხრა შარლოტმა. რაღაცით
ვიას მაგონებდა.
– შენ რა იცი? მისტერ ტაკუნმენმა თქვა, სკოლაში არ უვლიაო.
– ხომ იცი, ჩვარი რაც არის? – მკითხა შარლოტმა.
ისე ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, რა მექნა ან რა გამეკეთებინა.
იატაკს ჩავშტერებოდი.
– ჰეი, ლაპარაკი შეგიძლია? – მკითხა ჯეკ სადმა.

24
– ჰო, – თავი დავუქნიე. ჯერაც არავისთვის გამესწორებინა თვა-
ლი.
– ჩვარი ხომ იცი, რაც არის? – მკითხა ჯეკ სადმა.
– როგორ არა, – წავიბუტბუტე.
– ხომ გითხარი, სანახავი არაფერია-მეთქი, – მხრები აიჩეჩა
ჯულიანმა.
– ერთი შეკითხვა მაქვს... – ვთქვი და შევეცადე, ხმა არ ამკან-
კალებოდა, – მმ.... კაბინეტი რას ნიშნავს? იქ რაღაც სპეციალური
გაკვეთილები ტარდება?
– არა, ჩვენი კლასის ოთახია, – ამიხსნა შარლოტმა და ჯული-
ანის ჩაფხუკუნებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, – დილით იქ მო-
დიხარ, დამრიგებელი სიას კითხულობს, რაც გამოსაცხადებელი
აქვს, აცხადებს და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩვენი მთავარი საკლასო
ოთახია, თუმცა მთლად საკლასო ოთახიც არ არის. მოკლედ, კლა-
სია, ოღონდ...
– მე მგონი, გაიგო, შარლოტ, – შეაწყვეტინა ჯეკ სადმა.
– გაიგე? – მკითხა შარლოტმა.
– ჰო, – თავი დავუქნიე.
– კარგი, გავიდეთ, – თქვა ჯეკ სადმა და კარისკენ წავიდა.
– მოიცა, ჯეკ, რასაც გვკითხავს, უნდა ვუპასუხოთ, – შეაჩერა
შარლოტმა.
ჯეკ სადმა თვალები აატრიალა და მობრუნდა.
– კიდევ რამე გინდა გვკითხო?
– მმ... არა, – ვუპასუხე, – უფრო სწორად კი, მინდა. ჯეკი გქვია
თუ ჯეკ სადი?
– ჯეკი სახელია, სადი – გვარი.
– იმიტომ გეკითხები, რომ მისტერ ტაკუნმენმა თქვა, ჯეკ სადიაო,
ჰოდა, ვიფიქრე...
– ჰაა! იფიქრე, ჯეკსადი ჰქვიაო? – გაეცინა ჯულიანს.
– ისე, ზოგიერთები სახელსა და გვარს ერთად მეძახიან, – მხრე-
ბი აიჩეჩა ჯეკმა, – ოღონდ რატომ – არ ვიცი. აბა, რას ვშვრებით,
მივდივართ?

25
– ახლა სააქტო დარბაზი ვაჩვენოთ, – თქვა შარლოტმა და ლა-
ბორატორიიდან პირველი გავიდა, – ძალიან მაგარია. მოგეწონება,
ავგუსტ.

სააქტო დარბაზი

სანამ მეორე სართულზე ჩამოვდიოდით, შარლოტი სარეკელა-


სავით რაკრაკებდა. შარშანდელი სპექტაკლის ამბავს ჰყვებოდა:
„ოლივერი“ დავდგით, ოლივერის როლიმე ვითამაშე, მიუხედავად
იმისა, რომ გოგო ვარო! ამ სიტყვებზე ორფა კარი შეაღო და ვეე-
ბერთელა დარბაზში შევედით. ბოლოში სცენა იყო.
შარლოტი ასკინკილით გაექანა სცენისკენ. ჯულიანიც გაედევნა
და შუა გზაზე მობრუნდა:
– წამო! – ხმამაღლა დამიძახა და ხელი დამიქნია.მეც გავყევი.
‒ იმ საღამოს ასობით ადამიანი მოვიდა საყურებლად, – თქვა
შარლოტმა და უცებ ვერ მივხვდი, რომ ისევ „ოლივერზე“ ლაპარა-
კობდა, – იცი, როგორ ვნერვიულობდი! ჯერ ხომ დიდი როლი მქონ-
და, ახლა სიმღერები! ისეთი ძნელი იყო, ისეთი, ისეთი, ისეთი, რომ
რა ვთქვა! – მე მომმართავდა, მაგრამ მზერით თითქმის არ მიმზერ-
და, – პრემიერაზე ჩემი მშობლები უკან ისხდნენ, აი, დაახლოებით,
სადაც ჯეკი დგას, მაგრამ როცა დარბაზი ჩაბნელებულია, სცენიდან
მაყურებლებს ვერ არჩევ. ვერ ვისვენებდი, სად არიან, სად არიან-
მეთქი, გავიძახოდი. ბოლოს მისტერ რეზნიკმა, შარშან სასცენო ხე-
ლოვნებას გვასწავლიდა, მითხრა, შარლოტ, გეყოფა, რა კაპრიზუ-
ლი ვარსკვლავივით იქცევიო! კარგი-მეთქი, ვუთხარი. ბოლოს, რო-
გორც იქნა, დავინახე დედაჩემი და მამაჩემი და დავწყნარდი. ერთი
სტრიქონიც კი არ შემშლია.

26
სანამ ლაპარაკობდა, შევნიშნე, რომ ჯულიანი ცალი თვალით მი-
ყურებდა. ამნაირებს მიჩვეული ვარ. ჰგონიათ, ვერ ვხედავ, რომ მი-
ყურებენ, არადა ვხვდები, იმიტომ, რომ თავს ოდნავ მაინც გადმოხ-
რიან ხოლმე. მივიხედე, ჯეკი სად არის-მეთქი. დარბაზის ბოლოში
დარჩენილიყო, გაბეზრებულს ჰგავდა.
– ყოველ წელს ვდგამთ სპექტაკლებს, – თქვა შარლოტმა.
‒ არა მგონია, სპექტაკლში მონაწილეობა მოუნდეს, შარლოტ, –
დამცინავად თქვა ჯულიანმა.
– იცი, რა, აუცილებელი კი არ არის, სცენაზე იდგე, – შარლოტმა
მე შემომხედა, – შეგიძლია განათებას მიხედო ან დეკორაციები და-
ხატო.
– მაგარი საინტერესო საქმეა! – ჩაიფხუკუნა ჯულიანმა.
– ჰო, მაგრამ რა აუცილებელია, მაინცდამაინც თეატრალური ხე-
ლოვნება აირჩიო, – მხრები აიჩეჩა შარლოტმა, – ცეკვის წრეც
გვაქვს, გუნდიც გვყავს და ორკესტრიც. ჰო, და ჩირლიდერების ჯგუ-
ფიც.
– მაგას მარტო გამოთაყვანებულები ირჩევენ, – შეაწყვეტინა ჯუ-
ლიანმა.
– ჯულიან, რა აუტანელი ხარ, – ვერ მოითმინა შარლოტმა, მაგ-
რამ ჯულიანს სიცილად არ ეყო.
– მე ბუნებას ავირჩევ, – ვთქვი.
– მაგარია, – თქვა შარლოტმა.
ჯულიანმა თვალი თვალში გამიყარა:
– საქვეყნოდ მიჩნეულია, რომ ბუნება ყველაზე ძნელი კურსია.
საწყენად არ გეუბნები, მაგრამ თუ სკოლაში არ გივლია, რატომ
გგონია, რომ მაგარი ხარ და ბუნებას გაქაჩავ? როდისმე გისწავ-
ლია? გქონია საქმე ნამდვილ მეცნიერებასთან? ნორჩი ქიმიკოსის
კომპლექტზე არ გეუბნები!
– მისწავლია, – თავი დავუქნიე.
– სწავლობდა, ჯულიან, ოღონდ სახლში, – გამომექომაგა შარ-
ლოტი.
– მასწავლებლები სახლში მოგდიოდნენ? – შეცბა ჯულიანი.

27
– არა, დედა ასწავლიდა, – მიუგო შარლოტმა.
– მასწავლებელია? – ჰკითხა ჯულიანმა.
– მასწავლებელია? – მომიბრუნდა შარლოტი.
– არა, – ვუპასუხე.
– აჰა, ნამდვილი მასწავლებელი არ ყოფილა! – ისე გაუხარდა
ჯულიანს, თითქოს საბოლოოდ გაირკვა მისი სიმართლეო, – მეც მა-
გას ვამბობ: თუ მასწავლებელი არახარ, ბუნებისმეტყველებას რო-
გორ ასწავლი?!
– ძალიანაც კარგად გამოგივა, – შემომხედა შარლოტმა.
– მოდი, ბიბლიოთეკაში წავიდეთ, – დაგვიძახა ჯეკმა; ეტყობა,
მობეზრდა სააქტო დარბაზში ყურყუტი.
– მაგსიგრძე თმა რად გინდა? – მკითხა ჯულიანმა, აშკარად შარ-
ზე იყო.
არ ვიცოდი, რა მეთქვა და მხრები ავიჩეჩე.
– ერთ რამეს გკითხავ, კარგი? – ვერ ისვენებდა ჯულიანი.
ისევ მხრები ავიჩეჩე. ახლა არ იყო, თმაზე რომ მკითხა?
– სახეზე რა გჭირს? ცეცხლში დაიწვი თუ რა?
– ჯულიან, რა საზიზღრობებს ეუბნები! – აღშფოთდა შარლოტი.
– ისეთი რა ვთქვი! ვკითხე, დიდი ამბავი. მისტერ ტაკუნმენმა
თქვა, თუ რამე დაგაინტერესებთ, ჰკითხეთო.
– ჰო, მაგრამ ნორმალური რაღაცეებიო. თანაც, ასეთი დაიბადა.
მისტერ ტაკუნმენმა ხომ აგვიხსნა. ეტყობა, არ უსმენდი.
– ვუსმენდი რომელია! მაგრამ იქნებ დაიწვა კიდევაც?!
– ნუ გაახურე, ჯულიან! – გამოსძახა ჯეკმა, – გაჩუმდი!
– შენ თვითონ გაჩუმდი, – დაუღრიალა ჯულიანმა.
– წამო, ავგუსტ, – დამიძახა ჯეკმა, – ბიბლიოთეკაში წავიდეთ.
მე და ჯეკი ერთად გამოვედით სააქტო დარბაზიდან. ორმაგი კა-
რი გააღო, გამატარა და, როცა გავდიოდი, პირდაპირ შემომხედა,
თითქოს უნდოდა, მეც შემეხედა. შევხედე და გავუღიმე. მართლა.
ხანდახან, როცა ჰა და ჰა, უნდა ავტირდე, უცებ სიცილი მინდება. ახ-
ლაც ზუსტად ეგ დამემართა. ისე გამეღიმა, თითქოს ცოტაც და ავ-
ხითხითდებიო. ვინც კარგად არ მიცნობს, ჩემი სახის მიხედვით ვერ

28
მიხვდება, რომ ვიღიმები. ტუჩის კუთხეები სხვებივით ზემოთ კი არ
ამდის, სწორ ხაზად მეწელება. მაგრამ ჯეკ სადი როგორღაც მიხვდა,
რომ გავუღიმე და თვითონაც გამიღიმა.
– ჯულიანი დებილია, – წამჩურჩულა, – მაგრამ, ძმაო, შენც უნდა
ამოიღო ხმა, – ძალიან სერიოზულად მითხრა, თითქოს ცდილობდა,
დამხმარებოდაო. თავი დავუქნიე. ჯულიანი და შარლოტიც მოვიდ-
ნენ. წამით ჩუმად ვიდექით და ჩვენ-ჩვენს ფეხსაცმელებს დავყურებ-
დით. მერე ჯულიანს ავხედე.
– სხვათა შორის, უნდა თქვა, საყოველთაოდ მიჩნეულიაო.
– რას ამბობს?
– წეღან თქვი, საქვეყნოდ მიჩნეულიაო.
– კი, აბა!
– თქვი, როგორ არა! – დამემოწმა შარლოტი, – თქვი, საქვეყნ-
ოდ მიჩნეულია, რომ ბუნება ყველაზე ძნელი კურსიაო. გავიგონე.
– მაგნაირი არაფერი მითქვამს!
– თქვენც ნახეთ, რა, საკამათო! – თქვა ჯეკმა, – წავედით.
– ჰო, წავიდეთ, – დაეთანხმა შარლოტი და უკან გაჰყვა. კიბეზე
დაეშვნენ. მეც დავიძარი, მაგრამ ჯულიანმა ერთბაშად წინ გადამირ-
ბინა. წავბორძიკდი და კინაღამ დავვარდი.
– უჰ, ბოდიში, შემთხვევით მომივიდა! – მომაძახა.
არადა, ისე შემომხედა, რომ მივხვდი, სულაც არ მოსვლია შემ-
თხვევით.

პირობითი ნიშანი

კაბინეტში რომ შევბრუნდით, დედა და მისტერ ტაკუნმენი ლაპა-


რაკობდნენ. პირველმა მისის დიასმა დაგვინახა, რომ მოვდიოდით
და თვალისმომჭრელი ღიმილით შეგვხვდა.
– აბა, ავგუსტ, რას იტყვი? მოგეწონა, რაც ნახე?

29
‒ დიახ, – თავი დავუქნიე და დედას გავხედე.
ჯეკი, ჯულიანი და შარლოტი ზღურბლზე იდგნენ. არ იცოდნენ, შე-
მოსულიყვნენ თუ საჭირონი აღარ იყვნენ.
საინტერესოა, კიდევ რა უამბეს ამ სამეულს ჩემზე, სანამ გამიც-
ნობდნენ?
– წიწილა ნახე? – მკითხა დედამ.
თავი გავიქნიე. ჯულიანმა თქვა:
– ლაბორატორიის წიწილებზე ამბობთ? სასწავლო წელი რომ
მთავრდება, ფერმაში აბარებენ.
– უუუი... – ეწყინა დედას.
– მაგრამ ლაბორატორიაში ყოველ წელს ახლები იჩეკებიან, –
დაუმატა ჯულიანმა, – ჰოდა, ავგუსტი გაზაფხულზე ნახავს.
– ძალიან კარგი, – გამომხედა დედამ, – იცი, რა საყვარლები
არიან, ავგი!
ოღონდაც ხალხში ენას არ მიჩლექდეს!
– აბა, ავგუსტ, – თქვა მისტერ ტაკუნმენმა, – ყველაფერი დაგათ-
ვალიერებინეს? მერე გამახსენდა, რომ სპორტული დარბაზის ჩვე-
ნება არ მითხოვია.
– ვნახეთ, მისტერ ტაკუნმენ, – დაამშვიდა ჯულიანმა.,
– მშვენიერია, – თავი დაუქნია დირექტორმა.
– სკოლის სპექტაკლზეც ვუამბეთ და ფაკულტატიურ წრეებზეც, –
ჩაერთო შარლოტი, – უიმე! – გაახსენდა უცებ, – სახვითი ხელოვნე-
ბის კაბინეტი რამ დაგვავიწყა!
– არა უშავს, – თქვა მისტერ ტაკუნმენმა.
– წავალთ და ვაჩვენებთ! – არ დაიზარა შარლოტმა.
– ვია რომ გამოსაყვანი გვყავს? – მივუბრუნდი დედას.
ეს ჩვენი პირობითი ნიშანი იყო – ვანიშნე, წასვლა მინდა-მეთქი.
– ჰო, მართლა, – დედამ, მგონი, საათსაც დახედა, – ბოდიში უნ-
და მოგიხადოთ. დრო როგორ გამეპარა! ჩემი გოგონა გვყავს წამო-
საყვანი ახალი სკოლიდან. დღეს მასაც ექსკურსია აქვს, – დედა არ
ტყუოდა. ვია მართლაც დღეს ეცნობოდა ახალ სკოლას. ტყუილი ის
იყო, რომ ჩვენ კი არა, მამას უნდა წამოეყვანა, თანაც მოგვიანებით.

30
– რომელ სკოლაში შედის? – წამოდგა მისტერ ტაკუნმენი.
– ფოლკნერის სკოლაში.
– ოჰო, მანდ მოხვედრა იოლი საქმე არ არის. ყოჩაღი გოგონა
გყოლიათ!
– მადლობელი ვარ, – თავი დაუქნია დედამ, – ისე, ცოტა შორი
კია. ჯერ მეტროთი უნდა იაროს 86-ე ქუჩამდე, მერე ავტობუსით –
ისტ-საიდამდე. ლამის ერთი საათი სჭირდება, თუმცა მანქანით
თხუთმეტი წუთის გზაა.
– ეგ არაფერი. ღირს მაგსიშორეს სიარული. ერთი-ორი ბავშვი
ვიცი, ფოლკნერში დადიან და ძალიან კმაყოფილები არიან ამ სკო-
ლისა, – თქვა მისტერ ტაკუნმენმა.
– დე, გვაგვიანდება, – ვუთხარი და ჩანთაზე მოვქაჩე.
ფაცაფუცით დავემშვიდობეთ ყველას. მისტერ ტაკუნმენი ალბათ
გააკვირვა ჩვენმა უცაბედმა გაქცევამ. ერთი გაფიქრება გავიფიქრე,
ვაითუ ეს ამბავი ჯეკსა და შარლოტს დააბრალოს-მეთქი, არადა, სი-
ნამდვილეში ხომ მარტო ჯულიანმა წამიხდინა გუნება. ჰოდა, ვუთხა-
რი:
– ყველანი ძალიან კარგები არიან.
– იცოდე, გელით, მოდი და ჩვენთან ისწავლე, – მისტერ ტაკუნ-
მენმა მხარზე ხელი მომითათუნა.
– კარგად, – ვუთხარი ჯეკს, შარლოტსა და ჯულიანს, ოღონდ არ
შემიხედავს. ის კი არა, ზემოთაც კი არ ამიხედავს, სანამ ქუჩაში არ
გამოვედით.
სკოლას ნახევარი კვარტალით მაინც ვიქნებოდით დაშორებუ-
ლები, დედამ რომ მითხრა:
– აბა, როგორ ჩაიარა? მოგეწონა?
– მერე, დე, გეხვეწები. შინ რომ მივალთ, – ვუთხარი.
როგორც კი შინ შევედით, ჩემს ოთახში ავვარდი და საწოლზე
დავეხეთქე. დედა, მგონი, ვერ ხვდებოდა, რა მჭირდა. ისე, ვერც მე
ვხვდებოდი. დაღონებულიც ვიყავი და თან სულ ერთი ბეწოთი ბედ-
ნიერიც. აი, ისე, სიცილ-ტირილი ერთად რომ გინდა.
ჩემი ძაღლი, დეიზი, ოთახში შემომყვა, საწოლზე ამოხტა და სახე

31
ამილოკა.
– ვინ არის კარგი ცუგა? – მოვეფერე მამას ხმით, – ვინ არის კარ-
გი ცუგა?
– ხომ კარგად ხარ, საყვარელო? – მკითხა დედამ.
ჩემ გვერდით უნდოდა ჩამოჯდომა, მაგრამ საწოლზე დეიზი გა-
დათხლეშილიყო.
– უკაცრავად, დეიზი, – დეიზის ხელი წაჰკრა და დაჯდა, – ხომ არ
გაწყენინეს, ავგი?
– არა, არა, – ვიცრუე, ოღონდ ნახევრად, – ჩვეულებრივი ბავ-
შვები არიან.
– ჰო, მაგრამ კარგად მოგექცნენ? მისტერ ტაკუნმენმა აქო და
ადიდა, ძვირფასი ბავშვები არიანო.
‒ მმ, – თავი დავუქნიე, მაგრამ ისევ დეიზის ვუყურებდი, ცხვირზე
ვკოცნიდი და ყურებს ვფხანდი, სანამ უკანა ფეხი არ გამოიქნია და
არ მომიშორა.
– ყველაზე მეტად ის ბიჭი, ჯულიანი მომეწონა, – თქვა დედამ.
– რას ამბობ, ეგ ყველაზე ცუდი ტიპია. მე ჯეკი მომეწონა. მეგონა,
ჯეკსადი ერქვა, მაგრამ უბრალოდ ჯეკი ყოფილა.
‒ მოიცა, ხომ არ მეშლება? შავგვრემანი და შუბლზე თმაჩამოყ-
რილი რომელია?
– ჯულიანი.
– და ეგ იყო, ცუდად რომ მოიქცა?
– ჰო, ეგ.
– უი, – წამით დაფიქრდა, – მაშ, ისეთი ბიჭია, დიდებთან რომ ერ-
თია და თავის ტოლებთან – მეორე?
– ჰო, ალბათ.
– მაგნაირებს ვერ ვიტან.
– იცი, რა მკითხა? ეი, ავგუსტ, სახეზე რა გჭირსო? – დეიზის
თვალს არ ვაშორებდი, – დაგეწვა თუ რა მოგივიდაო?
დედას არაფერი უთქვამს. ავხედე და მივხვდი, შეძრწუნებული
იყო.
– არა, ცუდად კი არ უთქვამს, – სწრაფად ვუთხარი, – უბრალოდ

32
მკითხა.
დედამ თავი დამიქნია.
‒ აი, ჯეკი კი მომეწონა, – განვაგრძე, – ჯულიანს უთხრა, გაჩუმ-
დები თუ არაო. შარლოტმაც უთხრა, საზიზღრობებს ნუ ეუბნებიო.
დედამ ისევ დამიქნია თავი. მერე თითები საფეთქლებზე მიიჭი-
რა, თითქოს თავი სტკივაო.
– მაპატიე, ავგი, – მითხრა ჩუმად; ლოყები უვარვარებდა.
– ეგ არაფერი, დე.
– თუ სკოლაში სიარული არ გინდა, ნუ ივლი.
– მინდა, – ვუთხარი.
– ავგი...
– მართლა, დე, მართლა მინდა, – არ ვტყუოდი

პირველი დღის ფორიაქი

რა დასამალია: სწავლის დაწყების დლეს დამფრთხალ-დაფეთე-


ბული ვიყავი, ელეთმელეთი მომდიოდა და გულგახეთქილს შიშის-
გან სული მელეოდა. ეჭვი მაქვს, დედა და მამაც ნერვიულობდნენ,
თუმცა ვითომ სიხარულით აღარ იყვნენ და შინიდან გასვლამდე მე
და ვიას სურათები გადაგვიღეს. ვიაც ხომ პირველად მიდიოდა ახალ
სკოლაში.
რამდენიმე დღის წინ ჯერაც ეჭვებში ვიყავით, დამეწყო სკოლაში
სიარული თუ არა. იმ ექსკურსიის შემდეგ დედამ და მამამ როლები
შეცვალეს. ახლა დედა ამბობდა, ნუ წავაო, მამა ამბობდა – წავიდე-
სო. მამამ მითხრა, ვამაყობ, რომ ჯულიანი ადგილზე მოსვი, ნამ-
დვილ ვაჟკაცად იზრდებიო. და მომესმა, დედას ეუბნებოდა, ახლა კი

33
მივხვდი, რომ თავიდანვე მართალი ყოფილხარო. დილით, როცა
მამამ თქვა, მე და ვია სკოლამდე გაგაცილებთ, მაინც მეტროსკენ
მიმავალ გზაზეაო, დედამ შვებით ამოისუნთქა. გაუხარდა, რომ ყვე-
ლანი ერთად წავიდოდით. მეც გამიხარდა.
მართალია, ბიჩერის სკოლა სულ რამდენიმე კვარტალის დაშ-
ორებითაა, იმ კვარტალში ერთი-ორჯერ თუ ვიქნები ნამყოფი. საერ-
თოდ, ვერიდები ისეთ ადგილებს, სადაც ბავშვები ტრიალებენ. ჩვენს
კვარტალში ყველა მიცნობს და ყველას ვიცნობ. ვიცნობ ყველა აგუ-
რს, ხესა და ტროტუარის ყველა ბზარს. ვიცნობ მისის გრიმალდის,
სულ ფანჯარასთან რომ ზის, ვიცნობ იმ ბერიკაცს, სტვენა-სტვენით
რომ გადი–გამოდის ქუჩაში. ვიცი კუთხის საფუნთუშე, სადაც დედა
ბლითებს ყიდულობს, ყავახანის ოფიციანტებსაც ვიცნობ, „საყვარე-
ლოს“ რომ მეძახიან და რამდენი დამინახავენ, კარამელით მიმას-
პინძლდებიან. მიყვარს ნორთ-რივერ-ჰაიტსის ჩემი კუთხე. ამიტო-
მაც უცნაური იყო, რომ ქუჩებს ისე მივუყვებოდი, თითქოს უცხო ად-
გილას მოვხვდი. ეიმსფორტ-ავენიუ, სადაც მილიონჯერ ვყოფილ-
ვარ, რატომღაც მთლად უცხო მეჩვენებოდა: ვიღაც უცნობი ხალხი
ტრიალებდა, ავტობუსს ელოდნენ, საბავშვო ეტლებს მიაგორებდნ-
ენ.გადავჭერით ეიმსფორტი და ჰაიტს-პლეისზე შევუხვიეთ. ვია
გვერდით მომყვებოდა, როგორც ყოველთვის, დედა და მამა ჩვენ
უკან მოდიოდნენ. როგორც კი კუთხეში შევუხვიეთ, მაშინვე დავინა-
ხეთ სკოლის წინ ზღვა ბავშვი: ასობით იდგნენ ჯგუფ- ჯგუფად, ლაპა-
რაკობდნენ და იცინოდნენ ან მშობლებთან ერთად იყვნენ, რომლე-
ბიც სხვა მშობლებს ელაპარაკებოდნენ. თავჩაღუნული მივდიოდი.
– ავგი, ხომ იცი, ყველა შენსავით ნერვიულობს, – წამჩურჩულა
ვიამ, – არ დაგავიწყდეს, დღეს აქ ყველანი ახლები არიან, კარგი?
მისტერ ტაკუნმენი მთავარ შესასვლელთან იდგა და მოსწავლე-
ებსა და მშობლებს ეგებებოდა.
უნდა ვაღიარო: ჯერჯერობით საშინელი არაფერი მომხდარა.
არავინ მაშტერდებოდა, ის კი არა, ვერავინ მამჩნევდა. ერთადერ-
თხელ ავწიე თავი და ვიღაც გოგოები დავინახე: ჩემკენ იყურებოდ-
ნენ და პირზე ხელმიდებულები ჩურჩულებდნენ, მაგრამ როცა შენი-

34
შნეს, რომ ვუყურებდი, მაშინვე თვალი ამარიდეს.
შესასვლელთან მივედით.
– აბა, მოვედით, მეხუთეკლასელო, – მითხრა მამამ და ხელები
მხრებზე დამადო.
– წარმატებებს გისურვებ. მიყვარხარ, – მითხრა ვიამ, მაკოცა და
მომეხვია.
– შენც წარმატებები, – ვუთხარი.
– მიყვარხარ, ავგი, – მამაც გადამეხვია.
– კარგად.
მერე დედამ ჩამიხუტა, მაგრამ მივხვდი, ცოტაც და ატირდებოდა,
და სულ მთლად წავხდებოდი, ამიტომ ნაჩქარევად მოვეხვიე, შევე-
დი სკოლაში და გავუჩინარდი,

საკეტები

პირდაპირ მესამე სართულზე, 301-ე კაბინეტში ავედი. კიდევ


კარგი, მისტერ ტაკუნმენმა ის ექსკურსია მომიწყო. ზუსტად ვიცოდი,
საით უნდა წავსულიყავი, თავის აწევა არც კი მჭირდებოდა. ახლა ვი-
ღაც-ვიღაცეები უკვე მაშტერდებოდნენ, მაგრამ ვითომ ვერ ვამჩნევ-
დი.
კლასში შევედი. მასწავლებელი დაფაზე ·წერდა, ბავშვები კი
მერხებს ირჩევდნენ. მერხები ნახევარწრედ იდგა და დაფას უყურებ-
და. შუა მერხი ავირჩიე, იმიტომ, რომ ყველაზე შორს იდგა და ვიფიქ-
რე, აქ უფრო გაუჭირდებათ მოშტერება-მეთქი. ისევ თავჩაღუნული
ვიყავი, შუბლზე ჩამოშლილი თმიდან მხოლოდ ფეხებს ვხედავდი.
მერხები თანდათან შეივსო, მაგრამ ჩემ გვერდით არავინ ჯდებოდა.
ერთი-ორჯერ ვიღაცეებმა დააპირეს მომსხდომოდნენ, მაგრამ ბო-

35
ლო წუთს გადაიფიქრეს და სხვაგან დასხდნენ.
– ჰეი, ავგუსტ! – ხელი დამიქნია შარლოტმა. წინა მერხზე დამ-
ჯდარიყო. მომკალით და ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოგინდეს პირ-
დაპირ მასწავლებლის წინ დაჯდომა.
– ჰეი, – ვუპასუხე და თავი დავუქნიე.
მერე შევნიშნე, რომ მისგან რამდენიმე ადგილის დაშორებით ჯუ-
ლიანი იჯდა და ვიღაცეებს ელაპარაკებოდა. ზუსტად ვიცი, რომ და-
მინახა, მაგრამ არ მომსალმებია.
უცებ ვიღაც მომიჯდა გვერდით. ჯეკ სადი იყო. ჯეკი.
– აბა, რას შვრები?! – თავის ქნევით მომესალმა.
– სალამი, ჯეკ, – ვუპასუხე და ხელი დავუქნიე, მაგრამ მაშინვე
ვინანე: რაღაც ბავშვურად გამომივიდა.
– აბა, ბავშვებო, ყურადღება! სიწყნარე იყოს, – მოგვიბრუნდა
მასწავლებელი და დაფაზე თავისი გვარი დაეწერა: „მის პეტოზა“, –
ადგილები დაიკავეთ. შემოდით, – უთხრა ორ დაგვიანებულს, რომ-
ლებიც ახლაღა გამოჩნდნენ ზღურბლზე, – აი, აქ არის ადგილი, და
იქაც. მე ჯერ ვერ მამჩნევდა.
– უპირველეს ყოვლისა, შეწყვიტეთ ლაპარაკი და...
დამინახა.
– ... ზურგჩანთები ძირს დააწყვეთ და დაწყნარდით.
წამის მემილიონედით შეცბა, მაგრამ ზუსტად მივხვდი, როდის
დამინახა. ხომ ვთქვი, მიჩვეული ვარ-მეთქი.
– ახლა სიას ამოვიკითხავ და ჩავიწერ, ვინ სად ზის, – განაგრძო
და მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა. გვერდით პლასტიკის საქაღალდეების
სამი აკურატული დასტა ედო, – როცა გამოგიძახებთ, მოხვალთ და
საქაღალდეს გადმოგცემთ, ზედ თქვენი სახელები აწერია. შიგ გაკ-
ვეთილების ცხრილი და კოდიანი საკეტია, რომლის გახსნაც არ უნ-
და სცადოთ, სანამ არ გეტყვით. საკეტის კოდი გაკვეთილების
ცხრილში წერია. გაფრთხილებთ: ზოგიერთი კარადა კლასის გვერ-
დით კი არა, დერეფნის ბოლოშია. თქვენს შეკითხვას დავასწრებ და
გეტყვით: ვერა, ვერც კარადებს გაუცვლით ერთმანეთს და ვერც სა-
კეტებს. მოგვიანებით, თუ დრო დაგვრჩა, ერთმანეთს უფრო ახლოს

36
გავიცნობთ. შევთანხმდით? შევთანხმდით.
მაგიდიდან ფურცელი აიღო და სიის ამოკითხვას შეუდგა.
– აბა, ჯულიან ალბანსი, – თქვა და კლასი მოათვალიერა.
ჯულიანმა ხელი ასწია და ვარო, თქვა.
– სალამი, ჯულიან, – მასწავლებელმა ჩაინიშნა, სად იჯდა ჯული-
ანი, მერე სულ მთლად ზედა საქაღალდე აიღო და გაუწოდა, – მოდი,
გამომართვი, – ისეთი ტონით უთხრა, იგულისხმებოდა, სისულე-
ლეები არ იყოსო, – ჯულიანი ადგა და გამოართვა, – ქსიმენა ბინი.
ყველას რიგრიგობით იძახებდა და საქაღალდეებს ურიგებდა.
სანამ ამ საქმით იყო გართული, შევნიშნე, რომ ერთადერთი ცარიე-
ლი ადგილი ჩემ გვერდით დარჩენილიყო, არადა შორიახლო ერთ
მერხთან ორი ბავშვი იჯდა. როცა მასწავლებელმა ერთი იმათგანი
ამოიკითხა – ჰენრი ჯოპლინი (იმოდენა იყო, თინეიჯერი გეგონებო-
დათ), – უთხრა:
– ჰენრი, აი, იქ თავისუფალი ადგილია. გადაჯექი, კარგი?
საქაღალდე გაუწოდა და ჩემ გვერდით მდგარ მერხზე ანიშნა. ჰე-
ნრისთვის არ შემიხედავს, მაგრამ ზურგჩანთა ისე წამოახოხა, ცხა-
დი იყო, ჩემ გვერდით დაჯდომა არ ეპიტნავებოდა. თვითონაც ისე
მოიზლაზნებოდა, თითქოს შენელებული რეჟიმი ჩაურთესო. ბო-
ლოს ჩანთა მერხზე, მარჯვენა მხარეს დააბრეხვა და თითქოს კედ-
ლით გამომეყო.
– მაია მარკოვიცი, – განაგრძობდა მის პეტოზა.
– ვარ, – თქვა ჩემგან ოთხი მერხის იქით მჯდარმა გოგომ.
– მაილზ ნური.
– ვარ, – წამოიძახა იმ ბიჭმა, წეღან ჰენრი ჯოპლინის გვერდით
რომ იჯდა. თავის მერხთან რომ ბრუნდებოდა, დავინახე, ჰენრის
ისეთი თვალით გამოხედა, თითქოს ეუბნებოდა, შე საწყალო, შენაო.
– ავგუსტ პულმანი, – თქვა მის პეტოზამ.
– ვარ, – წყნარად ვთქვი და ხელი ცოტათი ავწიე.
– სალამი, ავგუსტ, – მის პეტოზა ალერსიანად მიღიმოდა, სანამ
საქაღალდის ასაღებად მივდიოდი. იმ რამდენიმე წამის განმავლო-
ბაში, როცა კლასის წინ ვიდექი, ვგრძნობდი, როგორ ჩამესო ზურგ-

37
ში ყველას მზერა. სამაგიეროდ, როგორც კი მოვბრუნდი, ყველამ
თვალები დახარა. რომ დავჯექი, თავი შევიკავე და საკეტს ხელი არ
ვახლე, თუმცა დანარჩენები უკვე აწვალებდნენ: როცა რამეს გიკ-
რძალავენ, თავის შეკავება ძალიან ძნელია. არადა, საკეტებში მშვე-
ნივრად ვერკვევი: რა ხანია, ველოსიპედზე ვხმარობ, რომ არავინ
წაიყვანოს. ჰენრიც ცდილობდა თავისი საკეტის გაღებას, მაგრამ
არაფერი გამოსდიოდა. ბრაზი მოერია და ჩუმ-ჩუმად გინებასაც
მოჰყვა.
მის პეტოზამ კიდევ რამდენიმე მოწაფე გამოიძახა. ბოლო ჯეკ სა-
დი იყო.
ჯეკსაც რომ გადასცა საქაღალდე, მის პეტოზამ გვითხრა:
– თქვენ-თქვენი კომბინაციები სადმე ჩაიწერეთ, რომ არ დაგა-
ვიწყდეთ, მაგრამ თუ მაინც დაგავიწყდათ, რაც ყოველ სემესტრში
დაახლოებით სამ მთელ ორ მეათედჯერ ხდება, იცოდეთ, რომ ყვე-
ლა კომბინაციის სია მისის დიასთან ინახება. ახლა საქაღალდეები-
დან საკეტები ამოიღეთ და ერთი-ორი წუთი გაღებაში ივარჯიშეთ,
თუმცა მშვენივრად ვხედავ, რომ ზოგიერთები კარგა ხანია, თამა-
შობენ საკეტებით, – ამას რომ ამბობდა, ჰენრის უყურებდა, – ამასო-
ბაში ცოტა რამეს გიამბობთ ჩემზე, მერე თქვენ მიამბეთ ცოტა რამ
თქვენზე და, ჰმ, ერთმანეთსაც გავიცნობთ. შევთანხმდით? შევთან-
ხმდით.
ყველას უღიმოდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ მე ყველაზე მეტად
მიღიმოდა. მისის დიასივით გასხივოსნებული ღიმილი კი არ ჰქონ-
და, არამედ ნამდვილი, თითქოს გულწრფელად მიღიმოდა. გარეგ-
ნულად ისეთი მასწავლებელი არ იყო, როგორიც საერთოდ წარმო-
მედგინა მასწავლებლები. ალბათ მეგონა, მულტფილმ „ჯიმი ნიუტ-
რონში“ რომ მის ფაულია, იმას ემგვანებოდა და კეფაზე თმადაგორ-
გლილი ბებო იქნებოდა. არადა, სინამდვილეში მონ მოთმა მომაგო-
ნა „ვარსკვლავური ომების“ მეოთხე ეპიზოდიდან: ბიჭურად შეჭრი-
ლი თმა და ტუნიკასავით გრძელი თეთრი პერანგი.
შეტრიალდა და დაფაზე წერა განაგრძო.
ჰენრი ვერა და ვერ ახერხებდა საკეტის გაღებას და რამდენი ვინ-

38
მე გააღებდა თავისას, იმდენი მწარდებოდა. მე რომ პირველივე
ცდაზე გავაღე, მთლად გაგიჟდა. სასაცილო არ არის?! ის თავისი
ზურგჩანთა რომ არ აეყუდებინა, ხომ აქამდე შევთავაზებდი, მოგეხ-
მარები-მეთქი.

თანმიმდევრობით

მის პეტოზამ ცოტა რამ გვიამბო თავის თავზე. მაინცდამაინც სა-


ინტერესო არ იყო: გვითხრა სადაურია, როგორ ოცნებობდა მასწავ-
ლებლობაზე და ექვსი წლის წინ როგორ დაანება თავი უოლ-სტრიტ-
ზე მუშაობას, რათა ოცნება აეხდინა და ბავშვებისთვის ესწავლები-
ნა. ბოლოს გვკითხა, შეკითხვები ხომ არ გაქვთო, და ჯულიანმა მა-
შინვე ასწია ხელი.
– დიახ... – მის პეტოზამ სახელის გასახსენებლად სიაში ჩაიხე-
და, – ჯულიან.
– რა მაგარია, რომ ოცნება აიხდინეთ.
– გმადლობ.
– არაფრის, – თავმომწონედ გაიღიმა ჯულიანმა.
– კარგი, ჯულიან, ახლა შენ გაგვაცანი თავი. შემდეგ ყველანი
რიგრიგობით ილაპარაკებთ. მოიფიქრეთ, რა გინდათ, რომ დანარ-
ჩენებმა თქვენ შესახებ იცოდნენ. ორი რამ აირჩიეთ და თქვით. ერ-
თი წუთით. ბიჩერის დაწყებითი სკოლიდან რამდენი ხართ გადმო-
სული? – დაახლოებით ნახევარმა კლასმა ასწია ხელი, – კარგი, გა-
მოდის, რომ ზოგიერთები ერთმანეთს იცნობთ, სამაგიეროდ დანარ-
ჩენები ახლები არიან, ხომ? ჰოდა, შეეცადეთ ისეთი რამ გაიხსენოთ,
რაც ჯერჯერობით ნაცნობებისთვისაც არ გითქვამთ. შევთანხმდით?
შევთანხმდით. აბა, ჯულიანით დავიწყოთ და რიგრიგობით გავყვეთ.
ჯულიანი შეიჭმუხნა და თითები შუბლზე დაიკაკუნა, თითქოს გა-
მალებით ფიქრობსო.

39
– დაიწყე, როცა მზად იქნები, – უთხრა მის პეტოზამ.
– მოკლედ, ნომერი პირველიის არის, რომ...
– თუ შეიძლება, ჯერ თქვენი სახელები თქვით, – შეაწყვეტინა მის
პეტოზამ, – ასე უფრო იოლად დამამახსოვრდებით.
– დიახ. მოკლედ, ჯულიანი მქვია. პირველი ის მინდა ვუთხრა
ყველას, რომ... ცოტა ხნის წინ „ბეთლგრაუნდ მისტიკი“ მაჩუქეს ნინ-
ტენდო ვიისთვის და ძალიან მაგარია. მეორე კი – ამ ზაფხულს პინგ-
პონგის მაგიდა ვიყიდეთ.
– ძალიან კარგი, მიყვარს პინგ-პონგი, – თქვა მის პეტოზამ, –
ვინმეს შეკითხვები ხომ არა აქვს ჯულიანთან?
– „ბეთლგრაუნდ მისტიკში“ ერთი კაცი თამაშობს თუ რამდენი-
მე? – ჰკითხა მაილზმა.
– ასეთ შეკითხვებს არ ვგულისხმობდი, ბავშვებო, – თქვა მის პე-
ტოზამ, – კარგი, აბა, შენ, – ანიშნა შარლოტს, ალბათ იმიტომ, რომ
მისი მერხი ყველაზე წინ იდგა.
შარლოტი წამითაც არ შეყოყმანებულა, თითქოს ზუსტად იცოდა,
რაც უნდა ეთქვა:
– შარლოტი მქვია. ორი და მყავს. ივლისში ლეკვი მოვიყვანეთ,
სახელად ბუკი. თავშესაფრიდან გამოვიყვანეთ და ძალიან საყვარე-
ლია.
– მშვენიერია, შარლოტ, გმადლობ, – თქვა მის პეტოზამ, – აბა,
შემდეგი.

სამსხვერპლო კრავი

„სამსხვერპლო კრავი – თვინიერი ადამიანი, რომელიც უდრტ-


ვინველად მიდის სადმე და არ იცის, რომ უსიამოვნება ელოდება“.
წუხელ დავგუგლე. სწორედ კრავზე ვფიქრობდი, როცა მის პეტო-
ზამ ამომიკითხა და ჩემი საუბრის ჯერი დადგა.

40
– ავგუსტი მქვია, – ვთქვი, უფრო სწორად, წავიდუდენე.
– რაო? – იკითხა ვიღაცამ.
– ცოტა ხმამაღლა, კარგი? – მითხრა მის პეტოზამ.
– ავგუსტი მქვია, – ხმამაღლა ვთქვი და ძალისძალად ავიხედე,
– მე...მმმ... და მყავს, სახელად ვია და ძაღლი, სახელად დეიზი. და...
მმმ. მორჩა.
‒ მშვენიერია, – თქვა მის პეტოზამ, – ვინმეს შეკითხვები ხომ არ
გაქვთ ავგუსტთან?
ყველანი ჩუმად ისხდნენ.
– კარგი, აბა, ახლა შენ, – ჯეკს მიუბრუნდა მის პეტოზა.
– ერთი წუთით, მე მაქვს ავგუსტთან შეკითხვა, – თქვა ჯულიანმა
და ხელი ასწია, – თმაზე, უკან, ეგ წვრილი ნაწნავი რატომ გაქვს? პა-
დავანს რომ ჰგავდე?
მხრები ავიჩეჩე.
– ჰო, რა.
– პადავანი რაღაა? – ღიმილით მომიბრუნდა მის პეტოზა.
– „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟია, – აუხსნა ჯულიანმა, –
პადავანები ჯედაების მოწაფეები არიან.
– საინტერესოა, – თქვა მის პეტოზამ და შემომხედა, – მაშ, „ვარ-
სკვლავური ომების“ მოყვარული ხარ, ავგუსტ?
– დიახ, – თავი დავუქნიე, მაგრამ არ ამიხედავს, იმიტომ, რომ
ერთადერთი რაღაც მინდოდა: მერხის ქვეშ შეძვრომა.
– ყველაზე უფრო რომელი გმირი გიყვარს? – მკითხა ჯულიანმა.
გავიფიქრე, იქნებ ურიგო ბიჭი არ იყოს-მეთქი.
– ჯანგო ფეტი.
– დართ სიდიუსზე რას იტყვი? – განაგრძო ჯულიანმა, – მოგ-
წონს?
– კარგი, „ვარსკვლავურ ომებზე“ შესვენებაზე ილაპარაკეთ, ბი-
ჭებო, – ხალისიანად თქვა მის პეტოზამ, – გავაგრძელოთ. შენი ჯე-
რია, გისმენთ, – უთხრა ჯეკს.
ჯეკის ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ გამიგია. შეიძლება, ვერა-
ვინ მიხვდა დართ სიდიუსის ამბავს და შეიძლება ჯულიანსაც არ უთ-

41
ქვამს დასაცინად, მაგრამ „ვარსკვლავური ომების“ III ეპიზოდში,
„სითჰების შურისძიებაში", დართ სიდიუსს სითჰის ელვა სახეს უწ-
ვავს და სულ მთლად ამახინჯებს. კანგამომხმარს ისეთი სახე აქვს,
გამლღვარი გეგონება.
ჯულიანს გავხედე. მე მიყურებდა. წყალი არ გაუვა, მშვენივრად
იცოდა, რაც მითხრა.

სიკეთე აირჩიე

როგორც კი ზარი დაირეკა, დიდი ორომტრიალი ატყდა. ყველანი


წამოცვივდნენ და გასაქცევად მოემზადნენ. ცხრილს ჩავხედე: შემ-
დეგი გაკვეთილი ინგლისური იყო, 321-ე კაბინეტში. იმის გარკვევა
არ დამიწყია, ჩემი კლასიდან კიდევ ვინმე ხომ არ მოდის ინგლისუ-
რზე-მეთქი. უბრალოდ, ჯერ კლასიდან გავვარდი, მერე დერეფანი
გავირბინე და, კაბინეტში რომ შევედი, მასწავლებლისგან რაც შეიძ-
ლება შორს დავჯექი. მასწავლებელი, მაღალ-მაღალი, ყვითელწვე-
რა კაცი, დაფაზე წერდა.
ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად, სიცილ-სიცილით და ლაპარაკით შემო-
დიოდნენ. თავჩაქინდრული ვიჯექი. ძირითადად, აქაც ის მოხდა,
რაც წინა გაკვეთილზე: ჩემ გვერდით არავინ დამჯდარა – მხოლოდ
ჯეკი, რომელიც თან სხვა კლასის ბიჭებს ეხუმრებოდა. ჯეკი ისეთი
ადამიანი ჩანს, ყველას რომ მოსწონს, ბევრი მეგობარი ჰყავს და
ყველას აცინებს.
ზარი რომ დაირეკა, ყველანი მიჩუმდნენ და მასწავლებელი ჩვენ-
კენ მოტრიალდა. გვითხრა, მისტერ ბრაუნი მქვიაო და იმაზე შეუდგა
ლაპარაკს, რა უნდა გაგვევლო ამ სემესტრში. რომელიღაც მომენ-
ტში, ასე, „დროის ნაოჭსა“ და „ზღვის ეშმაკებს" შორის, შემნიშნა,
მაგრამ არ გაჩერებულა.
სანამ ლაპარაკობდა, რვეულში რაღაცეებს ვხატავდი, თუმცა ში-

42
გადაშიგ შეუმჩნევლად ვათვალიერებდი ბავშვებს. შარლოტი, ჯუ-
ლიანი და ჰენრიც ამ კლასში იყვნენ, მაილზი – არა.
მისტერ ბრაუნმა დაფაზე დიდი, ბეჭდური ასოებით დაწერა:
მ-ა-ქ-ს-ი-მ-ა!
–აბა, ყველამ ჩაიწერეთ რვეულებში, პირველი გვერდის ზედა
სტრიქონზე.
ყველამ რომ ჩავწერეთ, გვითხრა:
– ვინ მეტყვის, რას ნიშნავს მაქსიმა? იცის ვინმემ?
ხელი არავის აუწევია.
მისტერ ბრაუნს გაეღიმა, თავი დააქნია, შებრუნდა და დაფაზე
დაწერა:
მაქსიმები ‒ წესები იმის შესახებ,
რაც მართლაც მნიშვნელოვანია!

– როგორც დევიზი? – დაიძახა ვიღაცამ.


– როგორც დევიზი, – თავი დაუქნია მისტერ ბრაუნმა და დაფაზე
წერა განაგრძო, – როგორც აფორიზმი, როგორც ჩინურ „იღბლის
ნამცხვარში“ ჩაყოლებული გამონათქვამი. ერთი სიტყვით, მაქსიმა
ის არის, რაც სწორ გეზს გვიჩვენებს მაშინ, როცა მართლაც მნიშვნე-
ლოვან საკითხებზე ვიღებთ გადაწყვეტილებას.
ყოველივე ეს დაფაზე დაწერა და შემოტრიალდა.
– აბა, რა არის მართლაც მნიშვნელოვანი?
ზოგიერთებმა ხელი ასწიეს, ისიც რიგრიგობით ეკითხებოდა და
პასუხებს დაფაზე იწერდა; ოღონდ, რომ იცოდეთ, რა საშინელი
ხელწერა ჰქონდა!

ქცევის წესები. სწავლა. საშინაო დავალებები

– კიდევ? – ისე იკითხა, არც კი მოტრიალებულა, – დაასახელეთ!


– ყველაფერს იწერდა, რასაც ბავშვები ამბობდნენ.

ოჯახი. მშობლები. შინაური ცხოველები

43
ერთმა გოგომ წამოიძახა:
– გარემო!

გარემო
– დაწერა მისტერ ბრაუნმა და დაამატა:
ჩვენი სამყარო

– ზვიგენები, იმიტომ, რომ ოკეანეში მძორს ჭამენ! – თქვა ერთმა


ბიჭმა, მგონი, ნამმა, და მისტერ ბრაუნმაც ჩაიწერა:

ზვიგენები

– ფუტკრები! უსაფრთხოების ჟილეტები! ნარჩენების გადამუშა-


ვება! მეგობრები!
– კარგი, – თქვა მისტერ ბრაუნმა და ეს ყველაფერი ჩაიწერა.
წერას რომ მორჩა, ისევ მოგვიბრუნდა, – მაგრამ რაც ყველაზე
უფრო მნიშვნელოვანია, არც ერთს არ გაგახსენდათ.
ყველანი მივაშტერდით. აზრად აღარაფერი მოგვდიოდა.
– ღმერთი? – იკითხა ერთმა ბავშვმა, და მივხვდი, რომ მართა-
ლია, მისტერ ბრაუნმა „ღმერთი“ დაწერა, მაგრამ სინამდვილეში
სხვა პასუხს ელოდა. მერე აღარაფერი უთქვამს, პირდაპირ დაწერა:
ვინ ვართ ჩვენ?
– ვინ ვართ ჩვენ? – ხაზგასმით წარმოთქვა ყოველი სიტყვა, –
ვინ ვართ? ჩვენ! მიხვდით? რახალხი ვართ? რა ადამიანი ხარ? გა-
ნა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი? განა ეს არ არის ის კითხვა,
რომელსაც გამუდმებით უნდა ვუსვამდეთ საკუთარ თავს? ვინ
ვარ?... მითხარით, რომელიმემ შენიშნეთ სკოლის კართან მიკრუ-
ლი ფირფიტა? ვინმემ წაიკითხეთ, ზედ რა წერია? ერთმა მაინც?
თვალი გადაგვავლო, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო,
– ზედ წერია: შეიცან თავი შენი, – თქვა და გაგვიღიმა, – აქ სწო-
რედ იმისათვის ვართ, რათა თავი შევიცნოთ,
– მე მეგონა, ინგლისური უნდა გვესწავლა, – ჩაიფხუკუნა ჯეკმა

44
და ყველას გაგგეცინა,
– კი, ეგეც, როგორ არა! – მიუგო მისტერ ბრაუნმა, და გავიფიქ-
რე, რა კარგად გამოუვიდა-მეთქი, ისევ შეტრიალდა და ვეება, ბეჭ-
დური ასოებით, მთელ დაფაზე დაწერა:

მისტერ ბრაუნის სექტემბრის მაქსიმა,


როცა ასარჩევად გაქვს:
სიმართლე თუ სიკეთე, სიკეთე აირჩიე.

– ყველას მოგმართავთ, – თქგა და ისეგ მოგგიბრუნდა, – მინ-


და, რვეულებში ერთი ნაწილი გამოყოთ და ასე დაასათაუროთ:
„მისტერ ბრაუნის მაქსიმები“,
სანამ დავალებას ვასრულებდით, ლაპარაკს განაგრძობდა, –
პირველი გვერდის ზედა სტრიქონზე დღევანდელი თარიღი დაწე-
რეთ, დღეიდან მოყოლებული, ყოველი თვის დასაწყისში, დაფაზე
მისტერ ბრაუნის ახალ მაქსიმას დაგიწერთ, თქვენ კი რვეულებში გა
დაიწერთ. ამ მაქსიმებზე ვიმსჯელებთ და გაგარკვევთ, რა იგულის-
ხმება ამა თუ იმ მაქსიმაში. მერე, თვის ბოლოს, თხზულებას დაწერთ
– რას ნიშნავს თითოეული მაქსიმა თქვენთვის, წლის ბოლოს მაქ-
სიმების მთელი ნუსხა გექნებათ, რომლებიც მას მერეც თქვენთან
დარჩება, რაც ჩვენ დაგშორდებით.
საზაფხულოდ მოსწავლეებს ვთხოვ, საკუთარი მაქსიმები მომა-
წოდონ: ღია ბარათებზე დაწერონ და ფოსტით გამომიგზავნონ –
იქიდან, სადაც არდადეგებზე იქნებიან.
– და, გიგზავნიან? – ჰკითხა ერთმა გოგომ, რომლის სახელიც არ
ვიცოდი.
– როგორ არა! – მიუგო მისტერ ბრაუნმა, – მიგზავნიან. ის კი
არა, ზოგიერთი სკოლის დამთავრებიდან მრავალი წლის შემდეგაც
კი მიგზავნის ახალ მაქსიმებს, წარმოგიდგენიათ?
გაჩუმდა და წვერზე ხელი დაისვა.
– თუმცა, რა დროს არდადეგებია. ვიცი, ზაფხულამდე შორია და
ბევრი უნდა ვიაროთ, – იხუმრა და გაგვეცინა, – ახლა შევამოწმებ,

45
ვინ გვესწრება, მერე კი, როცა მოვრჩებით, იმ ძალზე სახალისო თე-
მებზე გესაუბრებით, რომლებიც წელს უნდა გავიაროთ... ინგლი-
სურში, – და ამ სიტყვებზე ჯეკს მიაცქერდა, ესეც სასაცილო იყო და
ყველამ გადავიხარხარეთ.
მისტერ ბრაუნის სექტემბრის მაქსიმას რომ ვიწერდი რვეულში,
უცებ მივხვდი, სკოლა თანდათან მომწონდა. ყველაფრის მიუხედა-
ვად.

სადილი

ვიასგან გაფრთხილებული ვიყავი, სკოლაში სადილად რაც ხდე-


ბა ხოლმე, ჰოდა ვიცოდი, რომ გამიძნელდებოდა. თუმცა, ასეთი გა-
საჭირი თუ დამადგებოდა, არ მეგონა. მთელი მეხუთე კლასელები
ერთად შეცვივდნენ ბუფეტში, ყაყანებდნენ, მაგიდებისკენ მიექანე-
ბოდნენ და გზადაგზა ერთმანეთს ეჯახებოდნენ. წესრიგს რომელი-
ღაც მასწავლებელი ამყარებდა და გაიძახოდა, დასხედით, ადგილე-
ბი არ დაიკავოთო, მაგრამ რას ნიშნავდა, ვერ მივხვდი. მგონი, ვერც
სხვები მიხვდნენ, იმიტომ, რომ ყველანი უკავებდნენ მეგობრებს ად-
გილებს. რომელიღაც მაგიდასთან დავაპირე დაჯდომა, სადაც მხო-
ლოდ ერთი ბიჭი იჯდა, მაგრამ მითხრა:
– ბოდიში, აქ დაკავებულია.
ვიპოვე ცარიელი მაგიდა, დავჯექი და დაველოდე, როდის მორ-
ჩებოდა ეს ორომტრიალი და როდის გამოგვიცხადებდა მასწავლე-
ბელი, რა უნდა გვექნა. ბუფეტის წესების ჩამოთვლა რომ დაიწყო,
თვალით ჯეკ სადს დავუწყე ძებნა, აბა, სად ზის-მეთქი, მაგრამ არ
ჩანდა. ბავშვები ჯერაც შემოდიოდნენ, როცა მასწავლებლებმა პირ-
ველი რამდენიმე მაგიდა გამოიძახეს – ლანგრები აიღეთ და დახ-
ლთან რიგში ჩადექითო. ჯულიანი, ჰენრი და მაილზი სადღაც ბო-
ლოში ისხდნენ.
დედამ ყველიანი ბუტერბროდი, გაუცრელი ფქვილის კრეკერები

46
და ერთი პაკეტი წვენი გამომატანა. ჰოდა, როცა ჩემი მაგიდა გა-
მოიძახეს, ადგომა არ დამჭირვებია. გავხსენი ზურგჩანთა, ამოვიღე
კონტეინერი და ნელა დავუწყე ბუტერბროდს ფოლგის შემოხსნა.
ზუსტად ვიცოდი, რომ მომშტერებოდნენ, ახედვაც კი არ მჭირდე-
ბოდა. ვიცოდი, ცალი თვალით მიყურებდნენ და ერთმანეთს მუჯლუ-
გუნებს ჰკრავდნენ. მეგონა, ამნაირებს შეჩვეული ვიყავი, მაგრამ
თურმე არა.
იქვე ახლოს, გოგოების მაგიდასთანაც, ჩემზე ჩურჩულებდნენ;
იმით მივხვდი, რომ პირზე ხელს იფარებდნენ და შიგადაშიგ მზერას
მესროდნენ.
მეჯავრება ჩემი ჭამის პროცესი. ვიცი, რა უსიამოვნო სანახაობაა.
მგლის ხახის გასასწორებლად პატარაობაში ოპერაცია გამიკეთეს,
ოთხისას – კიდევ ერთი ოპერაცია, მაგრამ სასაში ახლაც ნახვრეტი
მაქვს. თანაც, რამდენიმე წლის წინ თითქოს. ყბებიც გამისწორეს,
მაგრამ მაინც წინა კბილებით ვღეჭავ.
ვერც კი ვხვდებოდი, როგორი შესახედავი ვიყავი ჭამის დროს,
სანამ ვიღაცის დაბადების დღეზე ერთმა ბავშვმა იუბილარის დედას
ჩემზე არ უთხრა, ამასთან ჯდომა არ მინდა, იმიტომ, რომ პირიდან
სულ ნამცეცები უცვივაო. ცხადია, იმ ბიჭს აზრად არ მოსვლია ჩემი
წყენინება, მაგრამ მერე ძალიან დატუქსეს, საღამოს კი დედამისმა
დედაჩემს დაურეკა და მოუბოდიშა. იმ დაბადების დღიდან შინ რომ
მოვედი, სააბაზანოში სარკესთან დავდექი და კრეკერის ჭამა დავიწ-
ყე, რომ მენახა, როგორ ვღეჭავდი. ის ბიჭი მართალი ყოფილა. ისე
ვჭამ, როგორც კუ, თუკი გინახავთ, კუ როგორ ჭამს. როგორც რომე-
ლიმე წინაისტორიული ჭაობის ურჩხული.

47
ზაფხულის მაგიდა

– სალამი, ეს ადგილი დაკავებულია?


ავიხედე და უცნობი გოგო დავინახე. ჩემს მაგიდასთან იდგა და
საჭმლით სავსე ლანგარი ეჭირა. გრძელი, ხვეული წაბლისფერი
თმა ჰქონდა, ყავისფერ მაისურზე იისფერი პაციფიკი – მშვიდობის
სიმბოლო – ეკეთა.
– მმ... არა, – ვუთხარი.
ლანგარი მაგიდაზე დადგა, ზურგჩანთა იატაკზე დააბრეხვა, წინ
დამიჯდა და ყველიანი მაკარონის ჭამა დაიწყო.
– უჰ, – თქვა, როგორც კი პირველი ლუკმა ჩაყლაპა, – მეც შენ-
სავით ბუტერბროდი უნდა წამომეღო.
– ჰო, – თავი დავუქნიე.
– სხვათა შორის, მე ჯუნი მქვია. შენ?
– ავგუსტი.
– მაგარია, – თქვა.
– ჯუნ, – კიდევ ერთი ლანგრიანი გოგო მოგვიახლოვდა, – აქ რას
დამჯდარხარ? წამო, ჩვენთან დაბრუნდი.
– ვიწროდ ხართ, – მიუგო ჯუნმა, – მოდი, აქ დაჯექი, ხალვათო-
ბაა.
ის გოგო წამით შეცბა. მივხვდი, იმ მაგიდიდან იყო, ცოტა ხნის
წინ რომ მიყურებდნენ და პირზე ხელმიფარებულები ჩურჩულებ-
დნენ. ალბათ ჯუნიც იმ მაგიდასთან იჯდა.
– როგორც გინდა, – თქვა გოგომ და წავიდა.
ჯუნმა შემომხედა, მხრები აიჩეჩა, გაეღიმა და ყველიან მაკარონს
მიუბრუნდა.
– რა შესაფერისი სახელები გვაქვს, – თქვა ღეჭვა-ღეჭვით.
მიხვდა, რომ ვერ გავიგე, რა იგულისხმა.
– ჯუნი ხომ ივნისია, ავგუსტი კი – აგვისტო, – ღიმილით მითხრა
და თვალებგაფართოებული დაელოდა, როდის მივხვდებოდი,
– ჰო, მართლაც, – ვთქვი წამის შემდეგ.
– მოდი, საზაფხულო მაგიდა გვქონდეს, – თქვა, – აქ მარტო ის

48
ბავშვები დასხდებიან, ვისაც საზაფხულო სახელები ჰქვია. აბა,
გვყავს ვინმე, ჯული – ივლისი – რომ ერქვას?
– მაია გვყავს, – ვუთხარი.
– მაია – მაისი. ფორმალურად მაისი გაზაფხულია, – თქვა ჯუნმა,
– მაგრამ თუ აქ დაჯდომა მოუნდება, გამონაკლისს დავუშვებთ, –
ისე თქვა, თითქოს ნამდვილ გეგმას განიხილავსო, – აი, ჯულიანიც
გვყავს. თითქმის ჯულიაა, ანუ ივლისი.
გავჩუმდი, მერე ვთქვი:
– ჩემთან ინგლისურზე ერთი ბიჭია, ნამი.
– ჰო, ნამს ვიცნობ, მაგრამ ეგ რა საზაფხულო სახელია? – გაუკ-
ვირდა ჯუნს.
– რა ვიცი, – მხრები ავიჩეჩე, – ნამი ხომ ზაფხულობით ჩნდება
მინდორში.
– კარგი, იყოს, – თავი დამიქნია და რვეული ამოიღო, – მის პე-
ტოზაც დაჯდეს. გვარი პეტუნიას მიუგავს, პეტუნია კი ზაფხულის ყვა-
ვილია.
– ჩემი დამრიგებელია.
– და ჩემი მათემატიკის მასწავლებელი, – თქვა და დაიჭყანა.
რვეულის ბოლოს წინა გვერდზე სიის ჩამოწერა დაიწყო.
– აბა, კიდევ ვინ? – მკითხა.
სადილის ბოლოს უკვე კარგა გრძელი სია გვქონდა იმ ბავშვე-
ბისა და მასწავლებლებისა, რომლებიც, თუ მოუნდებოდათ, ჩვენს
მაგიდასთან დასხდებოდნენ. სახელები მეტწილად საზაფხულო არ
იყო, მაგრამ ზაფხულთან კავშირი მაინც ჰქონდა. ჯეკ სადის სახელის
ჩართვაც კი მოვახერხე,ვთქვი, გვარი ისეთი აქვს, ნაირ-ნაირ საზაფ-
ხულო წინადადებაში გამოდგება-მეთქი, მაგალითად: ჯეკი სად
არის? სად და – პლაჟზე.
ჯუნიც დამეთანხმა, გამოდგებაო.
– მაგრამ თუკი ვინმეს საზაფხულო სახელი არ ჰქვია და ჩვენთან
დაჯდომა მოუნდა, – ძალიან სერიოზულად თქვა, – დავსვათ, თუ
კარგი ტიპია, ხომ?
– კარგი, – თავი დავუქნიე, – თუგინდ მთლად საზამთრო სახელი

49
ერქვას.
– უმაგრესია! – გაეცინა და ორივე ცერი ასწია.
ჯუნი თავის სახელს ჰგავდა. გარუჯული იყო და ივნისის ფოთლე-
ბივით მწვანე თვალები ჰქონდა.

ათქულიანი სკალა

დედას ერთი ჩვევა აქვს: მეკითხება ხოლმე, როგორ ვარ ათქუ-


ლიანი სკალის მიხედვით. ეს ჩვევა მას მერე გაუჩნდა, რაც ყბის ოპე-
რაცია გამიკეთეს და ვერ ვლაპარაკობდი, იმიტომ, რომ ყბაზე მავ-
თული მქონდა შემოხვეული და პირს ვერ ვაღებდი. თეძოს ძვლიდან
პატარა ნაჭერი ჩამომახერხეს და ნიკაპში ჩამისვეს, რომ ცოტა ნორ-
მალური შესახედაობა მისცემოდა, ამიტომ რამდენიმე ადგილი ერ-
თდროულად მტკიოდა. დედა რომელიმე ნახვევზე მანიშნებდა ხოლ-
მე, მე კი თითებით ვაჩვენებდი,ძალიან მტკიოდა თუ არა.
ერთ თითს თუ ავწევდი, ესე იგი, ცოტათი მტკიოდა, ათი თითი დიდ-
ზე დიდ ტკივილს ნიშნავდა. მერე, ექიმი რომ ჩამოივლიდა, დედა
ეუბნებოდა, ყველაზე უფრო რა მაწუხებდა. ზოგჯერ ძალიან კარგად
გამოსდიოდა ჩემი აზრების წაკითხვა.
ამის მერე ყველანაირ ტკივილს ათქულიანი სკალით ვაფასებთ.
მაგალითად, თუ, უბრალოდ, ყელი ამტკივდა, დედა მკითხავს:
– ათქულიანით რამდენია?
და მეც ვეუბნები, სამი-მეთქი ან – რამდენიც არის.
გაკვეთილები რომ დამთავრდა, ქუჩაში გავედი. დედა შესასვ-
ლელთან მელოდებოდა სხვა მშობლებთან და ძიძებთან ერთად. ჩა-
მიხუტა და მაშინვე მკითხა:
– აბა, რა ხდებოდა? ათქულიანით რამდენია?
– ხუთი, – მხრები ავიჩეჩე.
დედა სახტად დარჩა.

50
– რას ამბობ, – ხმადაბლა თქვა, – რისი იმედიც მქონდა, იმაზე
უკეთესია.
– ვიას არ უნდა გავუაროთ?
– დღეს მირანდას დედა გამოიყვანს. გინდა, ზურგჩანთას წამო-
გიღებ, საყვარელო? – და მშობლებისა და ბავშვების ბრბოში დავი-
ძარით. უმეტესობა მამჩნევდა, ისინი „ჩუმად“ ანიშნებდნენ ერთიმე-
ორეს.
– იყოს, არ გინდა, – ვუთხარი.
დედამ ვერ მოისვენა და ზურგჩანთის ჩამოხსნა დამიპირა:
– რამსიმძიმეა, ავგი!
– დე! – დავუძვერი და გავუსწარი.
– ხვალამდე, ავგუსტ! – ჯუნი იყო, საპირისპირო მიმართულებით
მიდიოდა.
– კარგად, ჯუნ! – ვუთხარი და ხელი დავუქნიე.
როგორც კი ხალხს მოვშორდით და ქუჩაზე გადავედით, დედამ
მკითხა:
– ვინ იყო, ავგუსტ?
– ჯუნი.
– შენს კლასშია?
– მე ბევრ კლასში ვარ.
– შენს რომელიმე კლასშია?
– არა.
დედა ელოდა, რომ კიდევ რამეს ვიტყოდი, მაგრამ რატომღაც
ლაპარაკის გუნებაზე არ ვიყავი.
– მაშ, კარგად ჩაიარა? – დედას ეტყობოდა, მილიონი შეკითხვა
ჰქონდა დაგროვილი, – კარგად გექცეოდნენ? მასწავლებლები მო-
გეწონა?
– ჰო.
– ის ბავშვები, იმ კვირაში რომ გაიცანი? როგორ იქცეოდნენ?
– კარგად, კარგად. გაკვეთილებზე ჯეკი ჩემ გვერდით ზის.
– მშვენიერია, საყვარელო!
და ის ბიჭი, ჯულიანი გამახსენდა, დარტ სიდიუსზე რომ მკითხა,

51
მაგრამ თითქოს ასი წლის წინ მოხდაო.
– ნორმალურად.
– და, ის ქერა გოგო, რა ჰქვია?
– შარლოტი, დე,ხომ გითხარი, ყველანი კარგად მექცეოდნენ-
მეთქი.
– კარგი.
მართალი რომ გითხრათ, არ ვიცი, დედაზე რად ვბრაზობდი, მაგ-
რამ ნამდვილად ვბრაზობდი. ეიმსფორ-ავენიუ გადავჭერით. ხმა არ
გაუღია, სანამ ჩვენს ქუჩაზე არ შევუხვიეთ. მერე მკითხა:
– მაშ, ჯუნი როგორ გაიცანი, თუ შენს არც ერთ კლასში არ არის?
– ერთად ვისადილეთ.
კენჭის გორება დავიწყე, ხან ერთ ფეხს გავკრავდი, ხან – მეო-
რეს, ფეხბურთის ბურთივით დავდევდი ტროტუარზე.
– კარგი გოგო ჩანს.
– ჰო, კარგია.
– და სიმპათიური.
– ჰო, ვიცი. ისე ვართ, როგორც მზეთუნახავი და ურჩხული.
დედას პასუხს არ დაველოდე. მთელი ძალ-ღონით გავკარი ფეხი
კენჭს და სირბილით გავედევნე.

პადავანი

იმ საღამოს კეფაზე ნაწნავი მოვიჭერი. პირველმა მამამ შენიშნა.


– როგორც იქნა, – თქვა, – არასოდეს არ მომწონდა.
ვია ვერა და ვერ იჯერებდა, რომ მართლა მოვიჭერი.
– რამდენ წელიწადს იზრდიდი! – ისე თქვა, გეგონება ბრაზობდა,
– რატომ მოიჭერი?
– რა ვიცი, – ვუპასუხე.
– ვინმემ დაგცინა?

52
– არა.
– ქრისტოფერს უთხარი, ვიჭრიო?
– მე და ქრისტოფერი სადღა ვართ მეგობრები!
– რაებს იგონებ! – თქვა ვიამ, – არ მჯერა, რომ უბრალოდ ადექი
და მოიჭერი, – ბრაზით დაამატა, გავარდა და ჩემი საძინებლის კარი
კარგა მაგრად გაიჯახუნა.
საღამოს მე და დეიზი მოკუნტულები ვიწექით საწოლზე, როცა მა-
მამ შემომიარა. დეიზი ცოტათი გვერდზე გასწია და საბანზე გაიშო-
ტა.
– აბა, ავგი-დავგი, – მითხრა, – როგორი დღე იყო: კარგი თუ
ვერკარგი? – ციტატა გაიხსენა ძველი მულტფილმიდან. იმ მულ-
ტფილმში ტაქსა იყო, სახელად ავგი-დავგი ერქვა. „იბეიზე“ მიყიდა,
ასე, ოთხისა რომ ვიყავი და ერთხანს ვუყურებდით, ყველაზე ხშირად
– საავადმყოფოში. მამა ავგი-დავგის მეძახდა, მე კი – ჩემო მამი-
ლოს, როგორც მულტფილმში ეძახის ლეკვი თავის ტაქსა მამას.
– კარგი, კარგი, – თავი დავუქნიე.
– მთელი საღამო რომ ჩუმად ხარ?
– დავიღალე.
– ერთბაშად ბევრი რამე დაგატყდა, არა?
თავი დავუქნიე.
– მაგრამ, მართლა ნორმალურად ჩაიარა?
ისევ თავი დავუქნიე. თვითონაც გაჩუმდა, ამიტომ ცოტა ხანში
ვუთხარი:
– ისე, ნორმალურზე კარგადაც.
– როგორ მიხარია, ავგი, – მითხრა ხმადაბლა და შუბლზე მაკო-
ცა, ‒ მაშ, გამოდის, დედას კარგად მოუფიქრებია შენი სკოლაში
გაშვება.
– ჰო, მაგრამ თუ მომინდება, ხომ შემიძლია წამოვიდე, არა?
– აბა, რა, ხომ შევთანხმდით, – მომიგო, – ოღონდ ხომხვდები,
იმასაც გააჩნია, რატომ მოგინდება წამოსვლა. უნდა გვითხრა. საერ-
თოდ, თუ სკოლაში რამე უსიამოვნება შეგხვდება, მაშინვე უნდა გაგ-
ვაგებინო, კარგი? მპირდები?

53
– ჰო.
– ერთ რამეს გკითხავ, კარგი? დედაზე გაბრაზებული ხარ თუ რა
ხდება? მთელი საღამოა, თითქოს ებუტებიო. ავგი, ხომ იცი, შენი
სკოლაში გაშვება მეც ისევე შეგიძლია დამაბრალო, როგორც დე-
დას.
– არა, იმას უფრო ვაბრალებ. იმას მოაფიქრდა.
ამ დროს დედამ კარზე დააკაკუნა და თავი შემოყო.
– ძილის წინ შემოგიარე, – ცოტა არ იყოს, შეცბუნებული ჩანდა.
– სალამი, დედილო, – თქვა მამამ, ხელი წამომიწია და დედას-
თვის დამაქნევინა.
– გავიგე, ნაწნავი მოგიჭრია, – მითხრა დედამ და საწოლისკი-
დეზე, დეიზის გვერდით ჩამოჯდა.
– დიდი ამბავი, – ვუთხარი სწრაფად.
– როდის ვამბობ, დიდი ამბავია-მეთქი.
– მოდი, დღეს ავგი შენ დააძინე, – უთხრა მამამ და წამოჯდა,– მე
მაინც რაღაც საქმე მაქვს. ღამე მშვიდობისა, შვილო, ჩემო შვილო,
– ესეც ავგი-დავგის მულტფილმიდან იყო, ოღონდ ახლა იმის გუნე-
ბაზე არ ვიყავი, მეპასუხა, ძილი ნებისა, ჩემო მამილომეთქი, – საა-
მაყო ბიჭი მყავხარ, – და საწოლიდან წამოდგა.
დედა და მამა რიგრიგობით მაძინებენ. ვიცი, ჩემი ხნის ბავშვები
თვითონ იძინებენ და საამისოდ დედ-მამა არ სჭირდებათ, მაგრამ
ჩვენთან ასეა, რას იზამ.
‒ ვიას შეუვლი? – ჰკითხა დედამ მამას და ჩემ გვერდით წამოწვა.
მამა კართან შედგა და მოტრიალდა:
– ვიას რა სჭირს?
– არაფერი, – მხრები აიჩეჩა დედამ, – ყოველ შემთხვევაში, ამ-
ბობს, არაფერი არ მჭირსო, მაგრამ... ხომ იცი, პირველი დღე ახალ
სკოლაში და ამბები.
– ჰმ, – თქვა მამამ, მერე თითი ჩემკენ გამოიშვირა და თვალი ჩა-
მიკრა, – ბავშვებს ყოველთვის რაღაც გჭირთ, არა?
– წუთით არ მოგვაწყენენ, – თქვა დედამ.
– ჰო, არ მოგვაწყენენ, – გაიმეორა მამამ, – ღამე მშვიდობისა,

54
ხალხო.
როგორც კი კარი გაიხურა, დედამ ის წიგნი ამოიღო, რომელსაც
ბოლო ორი კვირა იყო, მიკითხავდა. გულზე მომეშვა, იმიტომ, რომ
მეშინოდა, ვაითუ „ლაპარაკი“ მოუნდეს-მეთეი, მე კი სულ არ მქონ-
და ლაპარაკის ხალისი. ეტყობა, არც დედას. უბრალოდ, გვერდებს
ფურცლავდა, სანამ იმ ადგილს არ მიაგნო, სადაც გაჩერებული ვი-
ყავით. „ჰობიტი“ ნახევრამდე გვქონდა წაკითხული.
– „შეჩერდით! შეჩერდით! – შეჰყვირა თორინმა“, – ხმამაღლა
დაიწყო კითხვა, – „მაგრამ გვიან იყო. აგზნებულმა ჯუჯებმა ისრები
სულ დახარჯეს და ბეორნის მოცემული მშვილდები აღარაფრად არ-
გოდათ“.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ უცებ ტირილი ამივარდა.
დედამ წიგნი დადო და ჩამიხუტა. ჩემი ტირილი ოდნავაც არ გაჰ-
კვირვებია.
– არა უშავს, არა უშავს, – ჩამჩურჩულებდა, – ყველაფერი კარ-
გად იქნება.
– ბოდიში, – ძლივს ამოვისლუკუნე.
– ჩშშშ, – ხელის ზურგით მომწმინდა ცრემლები, – შენ რა გაქვს
საბოდიშო...
– რატომ ვარ ასეთი მახინჯი, დე? – წავიჩურჩულე.
– არა, ჩემო პატარავ, არა...
– როგორ არა!
მთელი სახე დამიკოცნა: ირიბად ჩასმული, თითქოს დაბლა ჩა-
მოცურებული თვალები, ჩაცვენილი ლოყები, კუსავით პირი. ალერ-
სიან სიტყვებს მეუბნებოდა და ცდილობდა ვენუგეშებინე, მაგრამ
სიტყვები სახეს ხომ ვერ შემიცვლიდა.

55
მხოლოდ მაშინ გამაღვიძეთ,
როცა სექტემბერი გავა

სექტემბერში ძალიან გამიჭირდა. დილაობით ადრე ადგომას


შეჩვეული არ ვიყავი, არც საშინაო დავალებებს. დავალებები იქით
იყოს და თვის ბოლოს პირველი ჩათვლაც გვქონდა. როცა დედა მა-
მეცადინებდა, არანაირი ჩათვლა არ გვქონია. არც ის მომწონდა,
რომ თავისუფალი დრო აღარ მრჩებოდა. წინათ, როცა მომინდებო-
და, მაშინ ვითამაშებდი, ახლა კი გაუთავებლად გაკვეთილებს ვმე-
ცადინეობდი.
თავიდან სკოლაში ყოფნაც საშინელი იყო. ყოველ ახალ კლას-
ში ბავშვები მთელი ძალ-ღონით ცდილობდნენ, არ მომშტერებოდ-
ნენ. წამოსწევდნენ რვეულის ფურცელს, ამოეფარებოდნენ და ქურ-
დულად გამომხედავდნენ, ან მაშინ, როცა ეგონათ, არ ვუყურებდი.
რაც შეეძლოთ, შორიდან მივლიდნენ, თითქოს ეშინოდათ, რამე სა-
შინელი ბაცილა არ გადასდებოდათ, გეგონება, გადამდები რამე
მქონოდეს.
დერეფნებში, სადაც სულ ჭედვაა, ჩემი სახის დანახვაზე ვიღაც
ყოველთვის შეშდებოდა – ალბათ ის, ვისაც ჩემი ამბავი არ სმენია.
რაღაც ხმა ამოუვიდოდა – ისეთი, როგორსაც მაშინ გამოსცემ,
წყალში ჩაყვინთვამდე სუნთქვას რომ იკავებ – ხმადაბალი „ჰუ!“.
პირველ კვირებში ეს ამბავი დღეში ოთხ-ხუთჯერ ხდებოდა: კიბეზე,
კარადების წინ, ბიბლიოთეკაში. სკოლაში ხუთასი ბავშვია: ადრე თუ
გვიან ჩემი სახე ყოველ მათგანს უნდა დაენახა. ვიცი, ორიოდე დღე-
ში ჩემი ამბავი მთელ სკოლას მოედო, იმიტომ, რომ შიგადაშიგ ვხე-
დავდი, როგორ ჰკრავდა რომელიმე ბავშვი მუჯლუგუნს თანამ-
გზავრს, გვერდით რომ ჩამივლიდნენ ან პირზე ხელაფარებულები
ალაპარაკდებოდნენ, ახლოს რომ დამინახავდნენ. ვხვდები, რასაც
ამბობდნენ, თუმცა მირჩევნია ამაზე საერთოდ არ ვიფიქრო.
ამნაირებს განა ბოროტების გამო აკეთებდნენ: არც ერთ ბავშვს
არ დაუცინია და არ დამჭყანვია. ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ. ყვე-
ლანი ასე არ შვრებიან?! მინდოდა მეთქვა, ვიცი, რომ უცნაური შესა-

56
ხედავი ვარ. მიყურეთ, რამდენიც გინდათ,არ ვიკბინები-მეთქი. აი,
ვთქვათ, სკოლაში რომელიმე ჰუმანოიდი, მაგალითად, „ვარ-
სკვლავური ომების“ ვუკი რომ გამოჩენილიყო, მეც ხომ დავინტე-
რესდებოდი,მეც ხომ მივაშტერდებოდი! და თუ ჯეკთან ან ჯუნთან ერ-
თად ჩავუვლიდი, მეც ხომ გადავუჩურჩულებდი ერთსაც და მეორე-
საც, შეხედე, ვუკი-მეთქი. და თუ ვუკი გაიგონებდა,ხომ მიხვდებოდა,
რომ საწყენად არ მითქვამს. უბრალოდ, ფაქტი დავაფიქსირე, რომ
ვუკია.
ჩემს კლასელებს ერთი კვირა დასჭირდათ, ჩემს სახეს რომმ მის-
ჩვეოდნენ – იმათზე ვამბობ, ვისაც ყოველდღე ვხედავ კლასში. და-
ნარჩენ მეხუთეკლასელებს, რომლებსაც ბუფეტში, ეზოში, სპორტზე,
მუსიკაზე, ბიბლიოთეკაში და ინფორმატიკაზე ვხვდებოდი – ორი
კვირა.
მთელი სკოლა კი, ანუ სხვა კლასების ბავშვები, მეხუთეს გამოკ-
ლებით, ერთ თვეს მოუნდნენ ჩემს სახესთან შეჩვევას. ზოგიერთი
უკვე დიდი იყო. ზოგს გიჟური ვარცხნილობა ჰქონდა, ზოგს – ცხვირ-
ში გაყრილი საყურე, ზოგსაც – მუწუკები, მაგრამ ჩემნაირი შესახე-
დავი არც ერთი არ იყო.

ჯეკ სადი

კაბინეტში, ინგლისურზე, ისტორიაზე, ინფორმატიკაზე, მუსიკასა


და ბუნებაზე ჯეკთან ვიჯექი, ანუ ყველა გაკვეთილზე, რომლებიც ერ-
თად გვქონდა. ყველა მასწავლებელი თვითონ გვირჩევდა ადგი-
ლებს და ვიფიქრე, ან დავალებული აქვთ, მე და ჯეკი ერთად დაგ-
ვსხან, ანდა ყოვლად წარმოუდგენელი დამთხვევაა-მეთქი.
გაკვეთილიდან გაკვეთილზეც ერთად დავდიოდით. ვიცოდი, ხე-
დავდა, როგორ მაშტერდებოდნენ ბავშვები, მაგრამ არ იმჩნევდა.
თუმცა, ერთხელ, ისტორიაზე რომ მივდიოდით, ვიღაც მოხეული

57
მერვეკლასელი ჩამორბოდა კიბეზე, ორ-ორ საფეხურს ახტებოდა
და კიბის ძირას დაგვეჯახა. მე დავვარდი. ადგომაში რომ მეხმარე-
ბოდა, ჩემი სახე დაინახა და უნებურად ამოიძახა, აუჰო! მერე მხარზე
ხელი მომითათუნა, თითქოს მტვერი უნდა ჩამომბერტყოსო და თა-
ვისიანებს გაეკიდა. მე და ჯეკი, რატომღაც, სიცილით დავიხოცეთ.
– არა, რა სახე ჰქონდა! – თქვა ჯეკმა, როცა მერხებს მივუსხე-
დით.
– ჰო, ჰო, – ავყევი, – და, აუჰო, რა მაგრად თქვა!
– დაგენაძლევები, ჩაიფსამდა!
ისე ვიცინოდით, რომ მასწავლებელმა, მისტერ როშემ, შენიშ-
ვნა მოგვცა, დაწყნარდითო.
მერე შუმერების ამბავი გვქონდა წასაკითხი და როცა დავამთავ-
რეთ, როგორ გამოიგონეს მზის საათი, ჯეკმა წამჩურჩულა:
– არ გინდება ხოლმე, ყველას მაგრად მისცხო?
მხრები ავიჩეჩე:
– ალბათ. რა ვიცი.
– მე მომინდებოდა. ისე, რაღაცნაირი საიდუმლო წყლის პისტო-
ლეტი უნდა იშოვო და როგორმე თვალებთან მიიმაგრო. და როცა
ვინმე მოგაშტერდება, ადგე და სახეში მიაწუწო.
– ჰო, რამე საზიზღარი მწვანე ლორწო, – არ ჩამოვრჩი.
– არა, არა, ლოქორას წვენში არეული ძაღლის შარდი.
– ზუსტად! – ხალისით დავეთანხმე.
– ბიჭებო, – გამოგვძახა მისტერ როშემ, – ყველას არ დაუმთავ-
რებია კითხვა!
თავი დავუქნიეთ და წიგნებს ჩავაცქერდით. მერე ჯეკმა წამჩურ-
ჩულა:
– სულ ეგეთი უნდა იყო, ავგუსტ? პლასტიკურ ოპერაციას ვერ გა-
იკეთებ?
გავუღიმე და ჩემს სახეზე ვანიშნე:
– გამარჯობა! უკვე ნაოპერაციებია!
ჯეკმა ხელი შუბლზე მიირტყა და ისტერიული სიცილი აუვარდა:
– ძმაო ,მაშ, უნდა ადგე და ის შენი ქირურგი სულ სასამართლო-

58
სასამართლო ატარო! – ძლივს მოახერხა თქმა.
ამაზე მთელი ხმით ავხარხარდით და ვერა და ვერ ვჩერდებო-
დით, მას მერეც კი, რაც მისტერ როშემ აქეთ-იქით მსხდომ ბავშვებს
გააცვლევინა ჩვენთვის ადგილი და დაგვაშორიშორა.

მისტერ ბრაუნის ოქტომბრის მაქსიმა

აი, რა მაქსიმა დაგვიწერა მისტერ ბრაუნმა ოქტომბერში:

საქმენი შენნი ძეგლია შენი.

გვითხრა, რამდენიმე ათასი წლის წინ გარდაცვლილი ეგვიპტე-


ლის საფლავზე ეწერაო, და რაკი ისტორიაში სწორედ ძველი ეგვიპ-
ტის შესწავლა უნდა დაგვეწყო, თურმე ამიტომაც გადაწყვიტა, ეს
ფრაზა სწორედ დროული იქნებოდა.
საშინაო დავალებად მოგვცა, ერთი-ორი აბზაცი დაწერეთ, რას
ნიშნავს ეს მაქსიმა და რას ფიქრობთ ამაზეო.
აი, რა დავწერე:
ეს მაქსიმა ნიშნავს, რომ ადამიანებს ჩვენი საქმეებით დავახსომდ-
ებით. რასაც ვაკეთებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ქვეყანა
ზე: იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე რასაც ვამბობთ ან როგორი შესა-
ხედავები ვართ. ჩვენი ნამოქმედარი ჩვენ შემდეგაც ცოცხლობს.
ჩვენი ნამოქმედარი ისეთივე ძეგლია, როგორსაც დაღუპულ გმი-
რებს უდგამდნენ, ისეთივე პირამიდებია, როგორსაც ეგვიპტელები
უგებდნენ ფარაონებს, ოღონდ ქვისგან კი არა, იმ ხსოვნისაგან იგე-
ბა, რაც ადამიანებს შენზე დარჩებათ. ამიტომაა, რომ საქმენი შენნი
ძეგლია შენი, ოღონდ არა ქვისა, არამედ ხსოვნისა.

59
ვაშლები

დაბადების დღე 10 ოქტომბერს მაქვს. ლამაზი თარიღია: 10/10.


უფრო მაგარი იქნებოდა, ზუსტად 10 საათსა და 10 წუთზე რომ დავ-
ბადებულიყავი – გინდ დილას და გინდ საღამოს, მაგრამ რას იზამ:
შუაღამეს რომ გადასცდა, მაშინ დავიბადე, მაგრამ მაინც მგონია,
რომ მაგარი თარიღია.
საერთოდ, დაბადების დღეს შინ ვიხდი, წელს კი დედას ვთხოვე,
სტუმრები ბოულინგზე დავპატიჟოთ-მეთქი. დედას გაუკვირდა, თუმ-
ცა გაუხარდა. მკითხა, კლასიდან ვის ეპატიჟებიო. ვუთხარი, მთელ
კლასს და ჯუნს-მეთქი.
– რა ამბავია, ავგი, – თქვა დედამ.
– ყველანი უნდა დავპატიჟო, თორემ ვინმემ რომ გაიგოს, სხვები
დაპატიჟეს და მე არაო, ეწყინება, კარგი?
– კარგი, – დამყაბულდა დედა, – იმ ბიჭსაც ეპატიჟები, სახეზე რა
გჭირსო, რომ გკითხა?
– ჰო, ჯულიანიც მოვიპატიჟე, – ვუთხარი, – კარგი, რა, დე, რაღა
დროს ეგ ამბავია!
– ჰო, მართალი ხარ.
ორი კვირის შემდეგ დედას რომ ვკითხე, ვინ მოდიან-მეთქი, მით-
ხრა:
– ჯეკ სადი, ჯუნი, ნამ კინგსლი, ორივე მაქსი და კიდევ ორმა
თქვა, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ვეცდებითო.
– ვინ?
– შარლოტის დედამ მითხრა, დღის პირველ ნახევარში ცეკვა
აქვს, მაგრამ თუ დრო დარჩა, ეცდება მოვიდესო. და ტრისტანის დე-
დამ – იქნებ ფეხბურთის მერე მოახერხოსო.
– სულ ეგ არის? – ვკითხე, – ეგ ხომ... ხუთი კაცია.
– ჯერ ერთი, ხუთზე მეტია, ავგი. და მეორეც, დანარჩენებს სხვა
გეგმები ჰქონდათ.

60
სამზარეულოში ვისხედით. ბაზრიდან ვაშლი მოვიტანეთ და დე-
და პატარ-პატარა ნაჭრებად მიჭრიდა, რომ შეჭმა მომეხერხებინა.
– მაინც, რა გეგმები? – ვკითხე.
– რა ვიცი, ავგი. ცოტა გვიან მოგვივიდა მოსაწვევების დაგზავნა.
– და, რას ამბობდნენ? რა მიზეზით არ მოვალთო?
– ყველას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, ავგი, – მოთმინება და-
ეკარგა დედას, – თანაც, აბა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რა მიზეზი
თქვა. ხალხს გეგმები ჰქონდა და მორჩა.
– ჯულიანმა რა მიზეზი გითხრა? – ვკითხე.
– იცი, ჯულიანის დედა ერთადერთია, ვინც პასუხი არ გამცა, –
შემომხედა, – რაც ვაშლის ხე, ის ვაშლიო.
გამეცინა, მეგონა ხუმრობდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სერი-
ოზულად თქვა.
– ეგ რას ნიშნავს? – ვკითხე.
– არაფერს. წადი, ხელები დაიბანე და ჭამე.
დაბადების დღე ბევრად მოკრძალებული გამოვიდა, ვიდრე მე-
გონა, მაგრამ მაინც მაგარი იყო. სკოლიდან ჯეკი, ჯუნი, ნამი, ტრის-
ტანი და ორივე მაქსი მოვიდნენ. ბრიჯპორცფიდან ქრისტოფერი ჩა-
მოვიდა მშობლებთან ერთად. მერე ძია ბენი გამოჩნდა. ბოსტონი-
დან დეიდა კეიტი და ძია პო მესტუმრნენ, ბებომ და ბაბუმ კი ვერ მო-
ახერხეს: გაზაფხულამდე ფლორიდაში რჩებოდნენ. კარგი დაბადე-
ბის დღე გამოვიდა, იმიტომ, რომ ბოლოს უფროსებმა მეზობელ ბი-
ლიკზე დაიწყეს ბურთების გორება და გეგონებოდა, მართლაც ბლო-
მად ხალხი მეწვია მოსალოცად.

61
ჰელოუინი

მეორე დღეს, სადილად რომ ვისხედით, ჯუნმა მკითხა, ჰელო-


უინზე ვინ იქნებიო. რა თქმა უნდა, ამ საქმეზე წინა ჰელოუინიდან
მოყოლებული მქონდა ნაფიქრი და იმწამსვე ვუთხარი:
– ბობა ფეტი.
‒ იცი, რომ ჰელოუინზე სკოლაშიც შეგიძლია კოსტიუმით მოს-
ვლა?
– მართალს ამბობ?
– ჰო, თუ პოლიტკორექტულია.
– რა, იარაღი არ შეიძლება?
– არა, არ შეიძლება.
– და, ბლასტერები?
– ბლასტერიც ხომ იარაღია, ავგი.
– ეეჰ... – წყენით გავიქნიე თავი: ბობა ფეტს ბლასტერი უნდა
ჰქონდეს.
– სამაგიეროდ წიგნების პერსონაჟებივით ჩაცმას მაინც არ
გვთხოვენ, როგორც დაწყებით სკოლაში. შარშან „ოზის ჯადოქარ-
ში“ რომ დასავლეთის ავი კუდიანია, ის ვიყავი.
– ეგ ხომ კინოა და არა წიგნი.
– გამარჯობა! ჯერ წიგნი იყო. იცი, როგორ მიყვარს! პირველ
კლასში რომ ვიყავი, მამა ყოველ ღამე მიკითხავდა.
როცა ჯუნი ლაპარაკობს, განსაკუთრებით, როცა რამეზე ღე-
ლავს, თვალები ეჭუტება, თითქოს მზეს უყურებსო.
გაკვეთილებზე ჯუნს თითქმის ვერ ვნახულობ, იმიტომ, რომ ერ-
თად მარტო ინგლისური გვიტარდება. სამაგიეროდ, იმ პირველი სა-
დილის შემდეგ ყოველდღე ჩვენს საზაფხულო მაგიდასთან ვსხედ-
ვართ ორნი – მე და ის.
– შენ ვინღა იქნები? – ვკითხე.
– ჯერ არ ვიცი. არა, რისი ჩაცმაც მინდა,ვიცი, ოღონდ მგონი, ძა-
ლიან დებილური გამოვა. იცი, სავანა და მისი დაქალები წელს სა-
ერთოდ არ აპირებენ კოსტიუმების ჩაცმას. ამბობენ, რაღა დროს ჩვ-

62
ენი ჰელოუინიაო.
– რაო? რა სისულელეა!
– ვიცი, მართლა სისულელეა.
– მე მეგონა, არ გადარდებდა, ის გოგოები რას ფიქრობენ.
მხრები აიჩეჩა და რძე გემრიელად მოწრუპა.
– აბა, რომელი დებილური კოსტიუმის ჩაცმას აპირებ? – ღიმი-
ლით ვკითხე.
– ოღონდ არ დამცინო, კარგი? – უხერხულობისგან წარბები აწ-
კიპა და მოიბუზა, – ცალრქიანი ცხენისა.
გამეღიმა და ჩემს ბუტერბროდს დავხედე.
– აკი, არ დაგცინებო?! – გადაიკისკისა ჯუნმა.
– კარგი, კარგი, – ვუთხარი, – მაგრამ მართალი ხარ, დებილო-
ბაა.
– ვიცი, – თქვა, – ოღონდ გეტყვი, რა მაქვს მოფიქრებული: თავს
პაპიე-მაშესგან გავაკეთებ, რქას ოქროსფრად შევღებავ, ფაფარიც
ოქროსფერი იქნება... ძალიან მაგარი გამოვა!
მხრები ავიჩეჩე:
– მაშ, ადექი და ჩაიცვი. რაში გადარდებს, ვინ რას იფიქრებს!
– ანდა, იცი, რას ვიზამ? მაგას ჰელოუინის პარადზე ჩავიცვამ,
სკოლაში კი გოთი გოგო ვიქნები.
– კარგად მოგიფიქრებია, – თავი დავუქნიე.
– გმადლობ, ავგი, – გადაიკისკისა, – იცი, ყველაზე უფრო რა
მომწონს შენი? ის, რომ რაც მინდა, ყველაფერზე დაგელაპარაკები.
– მართლა? – გამეცინა და ცერა თითი ავწიე, – უმაგრესია.

63
სასკოლო სურათები

ალბათ არავის გაუკვირდება, რომ 22 ოქტომბერს სკოლის ფო-


ტოალბომისთვის სურათის გადაღებას არ ვაპირებ. ვარიანტი არ
არის. არა, გმადლობთ. რა ხანია, სურათებს არ ვიღებ. თქვენ ალბათ
იტყვით, ფობიააო. ფობია კი არა, „განწყობა არ მაქვს“. ეს გამოთქმა
ახლახან ვისწავლე მისტერ ბრაუნის გაკვეთილზე.
სურათის გადაღების განწყობა არა მაქვს. აი, ახალი გამოთქმა
წინადადებაშიც გამოვიყენე.
მეგონა, დედა შემეხვეწებოდა, როგორმე შეიცვალე განწყობა და
გადაიღეო, მაგრამ არაფერი უთქვამს. პორტრეტის გადაღებისგან
კი დავიძვრინე თავი, მაგრამ ჯგუფურ სურათს ვერ ავცდი. ფუჰ! ფო-
ტოგრაფს ჩემს დანახვაზე ისე მოექცა სახე, გეგონება, ლიმონი მო-
წუწნაო. ასიანი იფიქრა, მთელი სურათი გამიფუჭაო. თანაც, პირ-
ველ რიგში ვიჯექი და არ ვიღიმებოდი, თუმცა, რომც გამეღიმა, ვე-
რავინ მიხვდებოდა.

„ყველში თითი“

ამ ცოტა ხნის წინ შევამჩნიე, რომ მართალია, სკოლაში თანდა-


თან შემეჩვივნენ, მაგრამ შეხებით არავინ მეხება. თავიდან ვერ
ვხვდებოდი, რადგან საშუალო სკოლაში ისე არ არის, ბავშვები და-
დიოდნენ და მაინცდამაინც ერთმანეთს ეხებოდნენ. მაგრამ წინა
კვირას, ცეკვის გაკვეთილზე, რომელიც ჩემი საყვარელი საგანი არ
არის, მისის ატანაბიმ, მასწავლებელმა, გადაწყვიტა, მე და ქსიმენა
ბინი დავეწყვილებინეთ. და, ამ დროს... მანამდე არ შევსწრებივარ,
ვინმეს „პანიკის შეტევა“ მოსვლოდეს, სმენით კი ბევრჯერ მსმენია,
ჰოდა, თავს დავდებ, ქსიმენას იმ მომენტში სწორედ პანიკის შეტევა

64
დაემართა. ანერვიულდა, ფერი დაეკარგა და წამიერად ოფლად გა-
იღვარა. მერე ითხოვა, აუცილებლად უნდა გავიდე ტუალეტშიო. მი-
სის ატანაბიმაც არ დააძალა და, საბოლოოდ, ყველანი ცალ-ცალკე
გვაცეკვა.
გუშინ, ბუნების წრეზე, ერთ მაგარ ცდას ვატარებდით უცნობ
ფხვნილზე: უნდა გამოგვეცნო, მჟავა იყო თუ ტუტე. თავისი უცნობი
ფხვნილი ყველას სანთურაზე უნდა გაეთბო და დაჰკვირვებოდა, ჰო-
და, რვეულებმომარჯვებულები შემოვეხვიეთ სანთურას. ბუნების
წრეზე რვანი ვართ, აქედან შვიდნი ერთ მხარეს იჭუჭკებოდნენ, ერ-
თი კი – მე – მეორე მხარეს ვიდექი ხალვათად. ეს ამბავი შევნიშნე,
მაგრამ იმედი მქონდა, იქნებ მის რუბინმა ვერ შენიშნოს-მეთქი, იმი-
ტომ, რომ არ მინდოდა, რამე ეთქვა. მის რუბინმა, რა თქმა უნდა, შე-
ნიშნა და, რა თქმა უნდა, სათქმელიც თქვა.
– ბიჭებო, მეორე მხარეს ადგილის მეტი რა არის! ტრისტან, ნი-
ნო, იქით გადადით, – გასცა განკარგულება, და ტრისტანმა და ნი-
ნომ ჩემკენ გადმოირბინეს. ტრისტანიცა და ნინოც ყოველთვის
ნორმალურად მექცეოდნენ, ვერ დავუკარგავ; არა,ისეც არა, რომ
ჩემთან სამეგობროდ თავი მოეკლათ, მაგრამ ნორმალურად: სა-
ლამსაც მეუბნებოდნენ და ჩვეულებრივადაც მელაპარაკებოდნენ.
არც კი დაჭყანულან, როცა მის რუბინმა ჩემ გვერდით დადგომა და-
ავალა. არადა, ბავშვები, როცა ჰგონიათ, ვერ გვხედავსო, მეტწი-
ლად იჭყანებიან. მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ
ტრისტანის უცნობმა ფხვნილმა ლღობა არ დაიწყო. ტრისტანმა თა-
ვისი ფოლგა სანთურს მოაშორა. სწორედ იმ წამს ჩემმა ფხვნილმაც
დაიწყო ლღობა. წინ წავიწიე, რომ მეც მომეშორებინა ფხვნილი ცეც-
ხლისთვის, და ამ დროს, შემთხვევით, ტრისტანის ხელზე მომიხვდა
ხელი. ტრისტანმა ისე სწრაფად გასწია ხელი, რომ ფოლგა იატაკზე
დაუვარდა, ის კი არა, დანარჩენი ფხვნილებიც გადმოეყარა სანთუ-
რიდან.
‒ ტრისტან! – იყვირა მის რუბინმა, მაგრამ ტრისტანს არც თავისი
ფხვნილის იატაკზე დაბნევა ადარდებდა და არც ის, რომ ექსპერიმ-
მენტი ჩაშალა. მარტო იმას ფიქრობდა, ლაბორატორიის ნიჟარასთ-

65
ან მიერბინა და ხელები დაებანა. აი, აქ მივხვდი, რომ ბიჩერის სკო-
ლაში ჩემთან მოკარებისა ეშინიათ.
მე მგონი, ისეა, როგორც ყველში თითი „წრიპა ბიჭის დღიურში“.
იმ წიგნში კალათბურთის მოედანზე დაგდებული დაობებული ყვე-
ლის ნაჭერს არ უნდა შეეხო, თორემ მერე აღარავინ მოგეკარება.
ჰოდა, ბიჩერის სკოლაში ის დაობებული ყველი მე ვარ.

კოსტიუმები

ჩემთვის ჰელოუინი ამქვეყნად საუკეთესო დღესასწაულია. შო-


ბასაც კი მირჩევნია. კოსტიუმს ვიცვამ, ნიღაბს ვიკეთებ და ისე მივ-
დი-მოვდივარ, როგორც ჩვეულებრივი ბავშვი, ვერავინ ხვდება,
რომ საშინელი ვარ. არავინ მაშტერდება. არავინ მამჩნევს. არავინ
მიცნობს.
ნეტავ ყოველი დღე ჰელოუინი იყოს. ყველანი ნიღბებს გავიკე-
თებდით, ვისეირნებდით და ერთმანეთს მანამ გავიცნობით, სანამ
დავინახავდით, ვინ როგორია ნიღბის ქვეშ.
პატარაობაში, სადაც წავიდოდი, ყველგან კოსმონავტის ჩაფხუ-
ტი მეხურა. საქანელებზე. მაღაზიაში. ვიას სკოლიდან გამოყვანის
დროს. შუა ზაფხულშიც კი, თუმცა ისე მცხელოდა, ოფლად ვიღვრე-
ბოდი. მგონი, ორ წელიწადს ვატარებდი და მას მერეღა მოვიხადე,
რაც თვალების ოპერაცია გამიკეთეს. ასე, შვიდისა ვიქნებოდი. მერე
ჩაფხუტი ვეღარსად ვიპოვეთ. დედამ მთელი სახლი გადაატრიალა.
იფიქრა, იქნებ ბებიკონას სხვენშიაო და იძახდა, ერთი, უნდა წავიდე,
მოვნახოო, მაგრამ ამასობაში უჩაფხუტობასაც მივეჩვიე.
ჰელოუინის ყველა კოსტიუმით მაქვს სურათი გადაღებული, პირ-
ველ ჰელოუინზე გოგრა ვიყავი, მეორეზე – ვინი-პუჰის ვეფხვი, მესა-
მეზე – პიტერ პენი (მამას კაპიტან კაუჭას კოსტიუმი ეცვა), მეოთხეზე

66
– კაპიტანი კაუჭა (მამა, პირიქით, პიტერ პენი), მეხუთეზე – კოსმო-
ნავტი, მეექვსეზე – ობი-ვან კენობი, მეშვიდეზე – კლონი მეომარი,
მერვეზე – დართ ვეიდერი, მეცხრეზე – სისხლიანი აჩრდილი, აი,
რომელსაც თავის ქალასავით ნიღბიდან ყალბი სისხლი გადმოს-
დის. წელს ბობა ფეტი ვიქნები, ოღონდ ბავშვი ბობა ფეტი კი არა
„ვარსკვლავური ომების“ II ეპიზოდიდან („კლონთა შეტევა“), არა-
მედ გაზრდილი ბობა ფეტი მეხუთე ეპიზოდში – „იმპერიის საპასუხო
დარტყმაში“. სად არ ეძება დედამ კოსტიუმი, მაგრამ ჩემი ზომისას
ვერ მიაგნო, ჰოდა ჯანგო ფეტისა მიყიდა, რაკი ჯანგო ბობას მამაა
და მისნაირი აბჯარი აცვია, მერე კი აბჯარი მწვანედ შეღება. თან, რა-
ღაც უქნა ისეთი, რომ დაძველებულს დაამგვანა. მოკლედ, სულ-
მთლად ნამდვილი გეგონება. დედა კოსტიუმების ოსტატია.
კლასში ყველანი ვლაპარაკობდით, ჰელოუინზე ვინ ვინ ვიქნე-
ბოდით. შარლოტი „ჰარი პოტერის“ ჰერმიონი უნდა ყოფილიყო, ჯე-
კი – მაქცია. მომესმა, ჯულიანი იძახდა, ჯანგო ფეტი ვიქნებიო. რა
უცნაური დამთხვევაა. არა მგონია, გახარებოდა იმის გაგონება,
რომ ბობა ფეტი ვიქნებოდი.
ჰელოუინის დილას ვიამ დიდი ტირილი ატეხა რაღაცაზე. საერ-
თოდ ძალიან წყნარი და მშვიდია, მაგრამ წელს ერთი-ორი ამნაირი
ისტერიკა დაემართა. მამას სამსახურში აგვიანდებოდა და აჩქარებ-
და, მალე, ვია, მალე, წავედითო. ზოგადად, სუპერმომთმენი მამა
გვყავს, ოღონდ არა მაშინ, როცა საქმე სამსახურში დაგვიანებაზე
მიდგება. ჰოდა, ამ ჩქარა-ჩქარას ძახილში ვია კიდევ უფრო დაის-
ტრესა და ტირილს უმატა. საბოლოოდ, დედამ მამას სთხოვა, ავგი
შენ წაიყვანე და ვიას მე მივხედავო. მერე სწრაფად მაკოცა, დამემ-
შვიდობა და სანამ კოსტიუმს ჩავიცვამდი, ვიას ოთახში გაქრა.
– ავგი, წავედით, – თქვა მამამ, – შეხვედრა მაქვს, ვერ დავაგვი-
ანებ.
– კოსტიუმი რომ არ ჩამიცვამს!
– მაშ, ჩქარა ჩაიცვი. ხუთ წუთში. მე გარეთ დაგელოდები.
ავვარდი ჩემს ოთახში და ბობა ფეტის კოსტიუმის ჩაცმა დავიწ-
ყე, მაგრამ ერთბაშად, როგორღაც, აღარ მომინდა, რომ ჩამეცვა.

67
არც კი ვიცი, რატომ. იქნებ იმიტომ, რომ ბევრი თასმით იკვრებოდა
და თუ ვინმე არ მომეხმარებოდა, ვერ ჩავიცვამდი. ან იქნებ იმიტომ,
რომ ცოტათი ისევ საღებავის სუნი ჰქონდა. მოკლედ, ვიფიქრე, ამის
ჩაცმას დიდხანს მოვუნდები, მამა კი გარეთ მელოდება და თუ და-
ვაგვიანებ, სუპერმოუთმენელი გახდება-მეთქი.
ჰოდა, ბოლო წუთს სისხლიანი აჩრდილის შარშანდელი კოსტიუ-
მი გადავიცვი. მარტივი კოსტიუმია; გრძელი შავი მანტია და დიდი,
თეთრი ნიღაბი. კარში რომ გავდიოდი, კარგად-მეთქი, დავიძახე,
მაგრამ დედას არ გაუგონია.
– მე მეგონა, ჯანგო ფეტი უნდა ყოფილიყავი, – მითხრა მამამ,
როცა გავედი.
– ბობა ფეტი!
– სულერთია, – თქვა მამამ, – ყველა ვარიანტში ეგ კოსტიუმი
ჯობია.
– ჰო, მაგარია, – მივუგე.

სისხლიანი აჩრდილი

რა მშვენიერი იყო იმ დილით, კარადებისკენ მიმავალი, სკოლის


დერეფნებს რომ მივყვებოდი! ყველაფერი სხვანაირად იყო. მეც
სხვანაირი ვიყავი. საერთოდ, თავდახრილი დავდივარ და ვცდილობ
თვალში არავის მოვხვდე, დღეს კი თავაწეული მივდიოდი და აქეთ-
იქით ვიყურებოდი. მინდოდა, ყველას დავენახე. ვიღაც ზუსტად ჩემ-
ნაირკოსტიუმიანმა ბიჭმა, გრძელი, თეთრი თავის ქალიდან ყალბი
სისხლი რომ სდიოდა, კიბეზე ჩამიარა და ხელი ამიწია. მეც დავურ-
ტყი. წარმოდგენა არა მაქვს, ვინ იყო, არც იმას ჰქონდა წარმოდგე-
ნა, ვინ ვიყავი, და უცებ გამიელვა, ნეტავ მაშინ რაღას იზამდა, თუ
ეცოდინებოდა, რომ ნიღბის ქვეშ მე ვიყავი-მეთქი.

68
უკვე ვფიქრობდი, დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერ-
თი უმაგრესი დღე იქნება-მეთქი. ამასობაში ჩვენს კაბინეტს მივადე-
ქი. პირველი, ვინც დავინახე, დართ სიდიუსი იყო რეზინის ნიღბით,
სულმთლად ნატურალური რომ გეგონება, დიდი, შავი კაპიუშონითა
და გრძელი, შავი მოსასხამით. იქვე მივხვდი, ჯულიანი იქნებოდა.
ეტყობა, ბოლო წუთს შეიცვალა კოსტიუმი, რაკი ეგონა, მე ბობა ფე-
ტის კოსტიუმით მივიდოდი. ორ მუმიას ელაპარაკებოდა, ალბათ მა-
ილზსა და ჰენრის. ყველანი წამდაუწუმ კარს უყურებდნენ, თითქოს
ვიღაცის შემოსვლას ელიანო, ოღონდ, რა თქმა უნდა სისხლიან აჩ-
რდილს კი არა, ბობა ფეტს ელოდნენ.
ერთი პირობა დავაპირე, წავალ და ჩემს მერხს მივუჯდები-მეთ-
ქი, მაგრამ რატომღაც – მეც არ ვიცი, რატომ – მათი მახლობელი
მერხისკენ წავედი და ყური მივუგდე.
ერთი მუმია ამბობდა:
– არა, მაინც როგორ ჰგავს!
– განსაკუთრებით ეს ადგილი, – გაეპასუხა ჯულიანის ხმა და თი-
თები დართ სიდიუსის ნიღბის ლოყებსა და თვალებს მიადო.
– ზუსტად, – აჰყვა მუმია, – ინდიელები რომ მტრების თავებს ახ-
მობდნენ, ხომ გინახავს? ზუსტად ისეთია.
– მე მგონი, ორკს უფრო წააგავს.
– ეგრეა!
– მაგნაირი სიფათი რომ მქონდეს, – თქვა ჯულიანის ხმამ და ჩა-
იცინასავით, – გეფიცებით, ყოველდღე კაპიუშონით ვივლიდი.
– მაგაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი, – დაფიქრებით თქვა მეორე მუ-
მიამ, – და ასე მგონია, მაგას რომ ვგავდე, თავს მოვიკლავდი, ოღო-
ნდ მართლა.
– მოიკლავდი არა, ის! – შეეპასუხა დართ სიდიუსი.
– ეჭვი არ შეგეპაროს, მოვიკლავდი, – დაიჟინა იმ მუმიამ, – მაშ,
ყოველდღე სარკეში ჩამეხედა და ჩემი თავი მაგნაირი დამენახა? სა-
შინელებაა. თან, ამვლელი და ჩამვლელი რომ გაშტერდება!
– კი, მაგრამ, რაღას ელოლიავები? – ჰკითხა დართ სიდიუსმა.
‒ რა ვიცი. თავიდან ტაკუნმენმა მთხოვა, პირველ ხანებში ყურა-

69
დღება მიაქციეო, და ალბათ მასწავლებლებსაც დაავალა, ყველა
კლასში გვერდიგვერდ დასვითო, – მუმიამ მხრები აიჩეჩა; რა თქმა
უნდა, ვიცანი ეს ჟესტი, ხმაც ვიცანი. მინდოდა, იმწამსვე გამოვქცეუ-
ლიყავი კლასიდან, მაგრამ მაინც ვიდექი და ვუსმენდი, როდის
დაამთავრებდა სათქმელს ჯეკ სადი, – თანაც, სულ თან დამყვება და
რა ვქნა?
– უთხარი, შეგეშვას, – ჩაიცინა ჯ ულიანმა.
არ ვიცი, ჯეკმა რა უპასუხა, იმიტომ, რომ კლასიდან გამოვვარდი
და არც არავის გაუგია, რომ იქ ვიყავი. კიბე ჩავირბინე. სახე მივარ-
ვარებდა, კოსტიუმში ოფლად ვიღვრებოდი. მერე ტირილი ამივარ-
და და ვერასგზით ვერ ვჩერდებოდი. ცრემლებმა დამიბურა და
თითქმის ვეღარაფერს ვხედავდი, მაგრამ ნიღაბში როგორ
მოვიწმენდდი. პატარა ღრიჭოს ვეძებდი, რომ შიგ
გავუჩინარებულიყავი, ხვრელს,რომ შიგ ჩავვარდნილიყავი,
პატარა, შავ ხვრელს, რომელიც ჩამყლაპავდა.

რას მეძახიან

ვირთხას. დეფექტურს. ორკს. ფრედი კრიუგერს. იტის. დრუნჩას.


ხვლიკს. მუტანტს. რას არა! ბევრ საბავშვო მოედანზე მითამაშია და
ვიცი, რომ ბავშვები ავები არიან. ვიცი, ვიცი, ვიცი.
საბოლოოდ, მეორე სართულის ტუალეტს შევაფარე თავი. ჩემ
გარდა არავინ იყო, იმიტომ, რომ პირველი გაკვეთილი დაიწყო და
ყველანი კლასებში ისხდნენ. კაბინაში შევედი, კარი ჩავკეტე, ნიღა-
ბი მოვიძრე და არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვტიროდი. მერე მედდის
კაბინეტში ჩავედი და ვუთხარი, მუცელი მტკივა- მეთქი.

70
მართლა მტკიოდა, გეგონება წიხლი ჩამაზილესო. მედდა მოლიმ
დედას დაურეკა, მე კი თავისი მაგიდის გვერდით, ტახტზე წამომაწვ-
ინა. დედა თხუთმეტ წუთში მოქანდა.
– ავგი, საყვარელო, – მოვიდა და ჩამიხუტა.
– დე, – წავილუღლუღე. არ მინდოდა, ჯერჯერობით რამე ეკითხა.
– მუცელი გტკივა? – მკითხა და ავტომატურად დამადო ხელი
შუბლზე, სიცხე ხომ არა აქვსო.
– ამბობს, გული მერევაო, – უთხრა მედდა მოლიმ და ძალიან
ალერსიანად შემომხედა.
– და, თავიც მტკივა, – წავიჩურჩულე.
– მოწამლული ხომ არა ხარ? – შეშფოთდა დედა.
– ქალაქში ენტეროვირუსი დადის, – თქვა მედდა მოლიმ.
– ღმერთო! – შეშინდა დედა და წარბები მაღლა წაუვიდა, მერე
ფეხზე წამომაყენა, – ტაქსი გამოვიძახო თუ ივლი?
– ვივლი.
– აი, რა ყოჩაღია, – თქვა მედდა მოლიმ და კარამდე მიგვაცილა,
თან ზურგზე ხელს მითათუნებდა, – თუ გული აერია ან სიცხემ აუწია,
ექიმი გამოიძახეთ.
– ულაპარაკოდ, – დედამ ხელი ჩამოართვა, – მადლობელი ვარ,
რომ მიხედეთ.
– რა სამადლობელია, – მედდა მოლიმ ნიკაპზე ხელი მომკიდა
და სახე ამიწია, – თავს გაუფრთხილდი, კარგი?
თავი დავუქნიე და ამოვილუღლუღე, გმადლობთ-მეთქი. დედას
მთელი გზა ჩახუტებული მივყავდი. არ მომიყოლია, რა მოხდა. მერე
კი, როცა მკითხა, აბა, როგორ ხარ, შეგიძლია საღამოს ტკბილეუ-
ლის შესაგროვებლად წახვიდეო, ვუთხარი, არა-მეთქი. ძალიან შე-
წუხდა: ხომ იცის, როგორ მიყვარს კარდაკარ სიარული და „ან კან-
ფეტი ან ჯადოს“ ძახილი.
გავიგონე, მამას ტელეფონით ეუბნებოდა:
‒ იმისი ღონეც კი არა აქვს, ტკბილეულის შესაგროვებლად წა-
ვიდეს... არა, სიცხეს არ აუწევია... ჰო, თუ ხვალამდე არ გამოკეთ-
და... ვიცი, საწყალი ბავშვი... წარმოიდგინე, ჰელოუინის გაცდენა

71
უწევს. არც მეორე დღეს, პარასკევს, წავსულვარ სკოლაში. საფიქ-
რელად შაბათ-კვირაც წინ მქონდა. თუმცა, ეჭვიც არ მეპარებოდა,
რომ სკოლაში ფეხს აღარ მივადგამდი.

72
ნაწილი მეორე

რამსიმაღლეზე დავფრინავ,
ცისფერია დედამიწა,
და რას გავაწყობ.

დევიდ ბოუი, „უცნაური შემთხვევა კოსმოსში“

73
მოგზაურობა გალაქტიკაში

ავგუსტი მზეა. მე, დედა და მამა პლანეტები ვართ და მზის გარშე-


მო ვბრუნავთ. ნათესავები და მეგობრები ასტეროიდები და კომეტე-
ბი არიან და მზის გარშემო მბრუნავი პლანეტების ირგვლივ ტრი-
ალებენ. ერთადერთი ციური სხეული, რომელიც მზე ავგუსტის გარ-
შემო არ ბრუნავს, ჩვენი ძაღლი დეიზია, ისიც იმიტომ, რომ მისი პა-
ტარა, ძაღლური თვალებით დანახული ავგუსტის სახე დიდად არ
განსხვავდება სხვა ადამიანების სახეებისგან. დეიზისთვის ჩვენი სა-
ხეები ერთნაირია – მთვარესავით ბრტყელი და უფერული.
მიჩვეული ვარ ამ ჩვენს სამყაროს და არც არასოდეს შევწინააღ-
მდეგებივარ, იმიტომ, რომ მის გარდა სხვა არაფერი მცოდნია.
ვხვდებოდი, რომ ავგუსტი სხვანაირია და მოვლაც სხვანაირი სჭირ-
დება. თუ რაიმე ხმაურიან თამაშს ვთამაშობდი, ის კი იძინებდა, ვი-
ცოდი, რომ სხვა რამე უნდა მეთამაშა, იმიტომ, რომ დასვენება
სჭირდებოდა, რადგან რომელიღაც პროცედურის შემდეგ ღონე გა-
მოელია და ტკივილი აწუხებდა. თუ მინდოდა, დედას და მამას ენა-
ხათ, როგორ ვთამაშობ ფეხბურთს, ვიცოდი, რომ ათიდან ცხრა შემ-
თხვევაში ვერ მოვიდოდნენ, იმიტომ, რომ ავგუსტი ან ლოგოპედთან
ეყოლებოდათ წასაყვანი, ან ფიზიოთერაპიაზე, ან ვინმე ახალ სპე-
ციალისტთან, ანდა სულაც ოპერაციაზე.
დედა და მამა ყოველთვის მაქებდნენ, შენზე გამგები გოგო ქვე-
ყანაზე არ არისო. არ ვიცი, ასეა თუ არა, მაგრამ ის კი მესმის, რომ
საჩივლელი არაფერი მაქვს. მე ხომ მინახავს ავგუსტი ოპერაციების
შემდეგ: ციცქნა სახე შეხვეული და შეშუპებული ჰქონდა, პაწია სხე-
ულში კი მილაკები და საწვეთურები გაერჭოთ, რათა როგორმე გა-
დარჩენილიყო. როცა ხედავ, სხვას ამნაირების გადატანა უწევს, გი-
ჟი უნდა იყო, რომ ადგე და წუწუნს მოჰყვე, რატომ ის სათამაშო არ
მიყიდეთ, რომელიც გთხოვეთო ან – დედა სკოლის სპექტაკლზე რა-
ტომ არ მოვიდაო. ამას მაშინაც ვხვდებოდი, როცა ექვსისა ვიყავი.
არავის არ აუხსნია. უბრალოდ, ვხვდებოდი.

74
ჰოდა, მივეჩვიე, რომ არ უნდა ვიწუწუნო და დედა და მამა
წვრილმანებით არ შევაწუხო. მივეჩვიე, რომ ყველაფერს თვითონვე
უნდა მივხვდე: როგორ ავაწყო კონსტრუქტორი, როგორ დავგეგ
მოჩემი ცხოვრებაისე,რომ მეგობრების დაბადების დღეები არ გა-
მომრჩეს, როგორ მოვახერხო, ნორმალურად ვიმეცადინო და სწავ-
ლას არ ჩამოვრჩე. არასოდეს მითხოვია, დავალებების დაწერაში
დამეხმარეთ-მეთქი. არ დამჭირვებია შეხსენება, პროექტი გაქვს და-
სამთავრებელი ან ტესტისთვის მოემზადეო. თუ გაკვეთილზე რამეს
ვერ გავიგებდი, შინ მოვიდოდი და მანამ ვსწავლობდი, სანამ არ გა-
ვიგებდი. მე თვითონვე მივხვდი, როგორ უნდა გადამექცია წილადე-
ბი ათწილადებად: ინტერნეტში გავარკვიე. სკოლის ყველა პროექტს
თითქმის დამოუკიდებლად ვასრულებდი. როცა დედა ან მამა მკით-
ხავდნენ, სკოლაში საქმე როგორ მიდისო, სულ ვეუბნებოდი, კარ-
გად-მეთქი, მაშინაც კი, როცა მთლად კარგად ვერ მიდიოდა.მეც
მაქვს უმძიმესი დღეები, მეც ვვარდები და რაღაცეები მიშავდება,
მეც მისკდება თავი, მეც მაქვს ნატკენი და ჩალურჯებული ადგილები,
მეც მჭრის მუცელი და მეც მეუბნებიან საზიზღრობებს, მაგრამ ეს
არაფერია იმასთან შედარებით, რაც ავგუსტმა გამოიარა. სხვათა
შორის, ამას გასაპრანჭად არ ვამბობ. უბრალოდ, ვიცი, რომ ასეა.
ჩვენს პატარა სამყაროში ყოველთვის ასე იყო. თუმცა, წელს
კოსმოსში გადანაცვლებები მოხდა. გალაქტიკაში ცვლილებებია.
პლანეტები ორბიტიდან გადიან.

აგგუსტამდე

მართლა არ მახსოვს ის დრო, როცა ჩემს ცხოვრებაში ავგუსტი


არ იყო. ვუყურებ ჩემი პატარაობის სურათებს და ვხედავ, რომ დე-
დას და მამას ხელში ვყავარ აყვანილი და ბედნიერი ღიმილით იღი-
მებიან. არც კი მჯერა, რომ მაშინ ასეთი ახალგაზრდები იყვნენ: მა-

75
მამა – ნამდვილი ჰიპური მასტი, დედა კი – ბრაზილიელი მზეთუნა-
ხავი, უკანასკნელ მოდაზე ჩაცმულ-დახურული. ერთი სურათია – სა-
მი წლისა რომ გავხდი, იმდროინდელი: მამა გვერდით მიდგას, დე-
დას ტორტი უჭირავს, ზედ სამი სანთელი ანთია, ჩვენ უკან – ბებო და
ბაბუ (მამას მშობლები), ბებიკონა (დედას დედა), ძია ბენი, დეიდა
კეიტი და ძია პო არიან. ყველანი მე მიყურებენ, მე კი ტორტს ვუყუ-
რებ. იმ სურათით მიხვდებით, რომ მართლაც პირველი შვილი, პირ-
ველი შვილიშვილი და პირველი დის და ძმისშვილი ვარ. რა თქმა
უნდა, არ მახსოვს, როგორი იყო, როცა ერთადერთი ვიყავი, მაგრამ
სურათზე ყველაფერი მშვენივრად ჩანს.
არც ის დღე მახსოვს, როცა ავგუსტი სამშობიაროდან შინ მოიყ-
ვანეს. არ მახსოვს, რა ვთქვი ან რა ვიგრძენი, როცა პირველად და-
ვინახე, თუმცა ოჯახში ამ ამბავს ყველა თავისებურად ჰყვება. რო-
გორც ჩანს, დიდხანს ვუყურებდი ხმაამოუღებლად და ბოლოს
ვთქვი, ლილის არა ჰგავს-მეთქი. ლილი თოჯინა იყო, ბებიკონამ მა-
ჩუქა, როცა დედა ორსულად იყო – ისწავლე, როგორ უნდა გასწიო
უფროსი დობაო. ისეთი თოჯინა იყო, მართლა ბაიებს რომ ჰგვანან,
და მეც რამდენიმე თვეს ყველგან თან დავატარებდი, საფენებს ვუც-
ვლიდი, ვაჭმევდი. ის კი არა, მეუბნებიან, სატარებლად სათამაშო
კენგურუც კი გაუკეთეო. როგორც ჰყვებიან, ავგუსტთან პირველი
შეხვედრის შემდეგ სულ რამდენიმე წუთი (ბებიკონას თქმით) თუ
რამდენიმე დღე (დედას თქმით) დამჭირდა იმისათვის, რომ შემყვა-
რებოდა: მეკოცნა, გულში ჩამეკრა, ენამოჩლექით მელაპარაკა. მას
შემდეგ ლილის აღარ მივკარებივარ, ხსენებითაც კი აღარ მიხსენე-
ბია.

76
ავგუსტის დანახვა

ავგუსტს ვერასოდეს ვხედავდი ისეთს, როგორსაც – სხვები, ვი-


ცოდი, რომ მთლად ნორმალურად არ გამოიყურება, მაგრამ მარ-
თლა ვერ ვხვდებოდი, უცხოები რატომ ფეთდებოდნენ მის დანახვა-
ზე. უამრავი სიტყვით შემიძლია აღვწერო იმ ხალხის გამომეტყვე-
ლება. დიდხანს ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა და ვბრაზობდი ვბრაზობ-
დი, როცა აშტერდებოდნენ; ვბრაზობდი, როცა თვალს არიდებდნენ.
ვუყვიროდი ხოლმე, რა ჯანდაბად მოშტერებიხართ-მეთქი. უფრო-
სებსაც კი.
მერე, ასე თერთმეტი წლისა, ოთხი კვირით ბებიკონასთან გამიშ-
ვეს მონტოკში, სანამ ავგუსტს ყბის მძიმე ოპერაციას გაუკეთებდნენ.
შინიდან წინათ ამდენი ხნით არ წავსულვარ და, გამოგიტყდებით,
საოცარი იყო: ერთბაშად გავთავისუფლდი ყველაფრისგან, რაც მა-
ცოფებდა. არავინ გვაშტერდებოდა მე და ბებიკონას, როცა მაღაზია-
ში მივდიოდით, არავინ თითს არ იშვერდა. ვერც კი გვამჩნევდნენ.
ბებიკონა იმ ბებიების რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც შვილიშ-
ვილებს არაფერზე დაზარდებიან. რომ მეთხოვა, საგარეო კაბით შე-
ვარდებოდა ოკეანეში. თავის კოსმეტიკას მაძლევდა სათამაშოდ და
არ მიბრაზდებოდა, თუგინდ მის სახეზე მევარჯიშა მოხატვის ხელოვ-
ნებაში. ნაყინს შემაჭმევდა, გინდ ნასადილევი არ ვყოფილიყავი.
სახლის წინ, ტროტუარზე, პასტელით ცხენებს დამიხატავდა. ერთ
საღამოს, ქალაქიდან შინ რომ ვბრუნდებოდით, ვუთხარი, ნეტავ
სულ შენთან მაცხოვრა-მეთქი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. მგონი, სა-
უკეთესო დრო იყო ჩემს ცხოვრებაში.
ოთხი კვირის შემდეგ, შინ რომ დავბრუნდი, სახლს გადაჩვეული
ვიყავი. ცხადად მახსოვს: ზღურბლზე რომ გადავაბიჯე, გახარებული
ავგუსტი ჩემკენ გამოიქცა; წამის რაღაც პაწია ნაწილში ისეთი კი არ
დავინახე, როგორსაც საერთოდ გხედავდი, არამედ ისეთი, როგორ-
საც სხვები ხედავდნენ. სულ ერთი გაელვება იყო, ერთი წამი, როცა
ჩემი შინ დაბრუნებით გახარებული ჩამეხუტა, მაგრამ მაინც გავოგ-

77
ნდი, იმიტომ, რომ ასეთი არასოდეს დამინახავს. და არც ის მიგ-
რძნია არასოდეს, რაც იმ მომენტში ვიგრძენი: ის, რის გამოც თავი
შემჯავრდა. სულითა და გულით მკოცნიდა, მე კი მარტო იმას ვხე-
დავდი, ნიკაპზე დორბლი როგორ ჩამოსდიოდა. და უცებ ის ვიგრძე-
ნი, რასაც ყველა გრძნობდა, ვინც აშტერდებოდა ან თვალს არიდებ-
და: შიში. ძრწოლა. გულისრევა.
კიდევ კარგი, ეს ამბავი წამზე მეტხანს არ გაგრძელებულა: რო-
გორც კი ავგუსტის ხმადაბალი, ჭრიალა სიცილი გავიგონე, მაშინვე
ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მაგრამ კარი მაინც გაიღო.
ღრიჭოდ. და იმ ღრიჭოში ორი ავგუსტი გამოჩნდა: ის, რომელსაც მე
ვხედავდი ბრმად და ის, რომელსაც სხვები ხედავდნენ.
მთელ ქვეყანაზე ერთადერთი ადამიანისთვის შემეძლო ამის
გამხელა – ბებიკონასთვის, მაგრამ არ ვუთხარი. ტელეფონით ვერ
ვეტყოდი. ვიფიქრე, ეგებ, მადლიერების დღეს რომ ჩამოვა, მაშინ
ვუთხრა-მეთქი, მაგრამ არ გასულა ორი თვე მას მერე, რაც მონტოკ-
ში მასთან სტუმრად ვიყავი, რომ ჩემი ლამაზი ბებიკონა მოკვდა.
სრულიად მოულოდნელად. ცუდად გამხდარა და საავადმყოფოში
წასულა. მე და დედა მაშინვე გავქანდით, მაგრამ ჩვენიდან მონტო-
კამდე სამი საათის გზაა, და როცა საავადმყოფოში მივედით, ბები-
კონა აღარ იყო. ინფარქტიო, გვითხრეს. მორჩა და გათავდა.
რა უცნაურია: დღეს აქ ხარ, დედამიწაზე, ხვალ კი – არა. სად წა-
ვიდა ბებიკონა? როდისმე მართლა ისევ შევხვდები თუ ზღაპრებია,
რასაც ჰყვებიან?
ფილმებსა და სერიალებში აჩვენებენ, როგორ ეუბნებიან პაცი-
ენტის ახლობლებს საშინელ ამბებს, თუმცა ჩვენ, ავგუსტთან ერთად
საავადმყოფოებში სიარულის გადამკიდე, კარგ შედეგებს ვიყავით
მიჩვეულები. ბებიკონას სიკვდილის დღე ყველაზე მეტად ერთი რა-
მით მახსოვს: დედა იატაკზე იკრუნჩხებოდა და ხმადაბლა, გულა-
მოსკვნით ქვითინებდა ორად მოკეცილი, თითქოს ვინმემ წიხლი
ჩასცხოო. დედა ასეთ დღეში არასოდეს მინახავს. არც ის გამიგონია,
ოდესმე ასეთი ბგერები ამოეშვას. ავგუსტის ოპერაციების დროსაც
კი ყოჩაღად ეჭირა თავი.

78
მონტოკში ყოფნის ბოლო დღეს მე და ბებიკონა პლაჟზე ვისხე-
დით და დაისს გავყურებდით. პლედი გვქონდა წაღებული და ზედ
ვისხედით, მაგრამ მერე აგრილდა და შემოვიხვიეთ. ვისხედით ჩა-
ხუტებულები და ვლაპარაკობდით, სანამ ოკეანის ზედაპირზე მზის
ზოლი მთლიანად არ გაქრა. და, მაშინ იყო, ბებიკონამ რომ მითხრა,
ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილო: დედამიწის ზურგზე ყველაზე მე-
ტად შენ მიყვარხარო.
– ავგუსტზე მეტადაც? – ვკითხე.
გაეღიმა და თმაზე ხელი ჩამომისვა, თითქოს ფიქრობდა, რა პა-
სუხი გაეცა.
– ავგიც ძალიან, ძალიან მიყვარს, – თქვა ალერსიანად, დღესაც
ყურში მიდგას მისი პორტუგალიური აქცენტი და გამოკვეთლი „რ“,
– მაგრამ ავგის უკვე ბევრი მფარველი ანგელოზი ჰყავს, ისინი მიხე-
დავენ, ვია, შენ კი, მინდა იცოდე, რომ მე მოგხედავ. okay, menina
querida? და, ისიც მინდა იცოდე, რომ ჩემთვის პირველი ხარ. შენ
ჩემთვის... – ოკეანეს გახედა და მკლავები გაშალა, თითქოს უნდა,
ტალღებს გადაუსვასო, – შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ. ხომ გესმის,
ვია? Tu es meu tudo.
გავიგე. იმასაც მივხვდი, რატომ მითხრა, საიდუმლოაო. ყველამ
იცის, რომ ბებიებს ყველა შვილიშვილი ერთნაირად უნდა უყვარ-
დეთ. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ამ საიდუმლოს ჩემთვის ვინა-
ხავდი და საბანივით მათბობდა.

79
ღრიჭოში დანახული ავგუსტი

თვალები დაახლოებით ერთი დუიმით იმაზე დაბლა აქვს, ვიდრე


უნდა ჰქონდეს, თითქმის შუა ლოყებზე, დამრეცად, თითქოს ვინმემ
დიაგონალზე გაუჭრა ორი ხაზიო, თანაც მარცხენა მარჯვენაზე გაცი-
ლებით დაბლაა. თვალის კაკლები ისეთი ამობურცული აქვს, ლამის
ამოეყაროს, იმიტომ, რომ ბუდეებს სიღრმე არ ჰყოფნის და თვა-
ლებს ვერ იტევს. ზედა ქუთუთოები თითქმის სულ ნახევრად დახუ-
ჭული აქვს, გეგონება, ცოტაც და, ჩაეძინებაო. ქვედა ქუთუთოები
ისე აქვს ჩამოწელილი, თითქოს უხილავი ძაფი ექაჩება; თანაც ლა-
მის მთლიანად ამობრუნებული შიდა წითელი მხარე უჩანს. არც
წარბები აქვს და არც წამწამები. ცხვირი არაპროპორციულად დი-
დია სახესთან შედარებით და ხორციანი. თავი შეჭყლეტილი აქვს იმ
ადგილებში, სადაც ყურები უნდა ჰქონდეს, თითქოს ვინმემ უშველე-
ბელი მაშები აიღო და სახე შუაში მოუჭყლიტაო. ყვრიმალები არა
აქვს. ცხვირის აქეთ-იქით, პირამდე, ღრმა ნაოჭები დაუყვება და ცვი-
ლისებურ შესახედაობას აძლევს. ზოგიერთებს ჰგონიათ, ძლიერი
დამწვრობა აქვს მიღებული: მისი ნაკვთები, რომ შეხედავ, გამ-
ლღვარი გეგონება, როგორც შანდალზე ჩამოღვენთილი სანთელი.
ყბის გასასწორებლად გაკეთებულმა ოპერაციებმა პირის გარშემო
ნაოჭები დაუტოვა. მათგან ყველაზე შესამჩნევი დაკაბილული ნაი-
არევია, ზედა ტუჩის შუაგულიდან ცხვირამდე რომ ადის.
ზედა კბილები წვრილია და გარეთ გამოყრილი. შეუფერებლად
პატარა ყბის ძვალი და მთლად ერთი ციცქნა ნიკაპი აქვს. პატარა-
ობაში, სანამ ქვედა ყბაში ქირურგიულად არ გადაუნერგეს თეძოს
ძვალი, ნიკაპი საერთოდ არ გააჩნდა. ენა პირიდან გადმოკიდებული
ჰქონდა, რადგან ვერაფერი იჭერდა. მადლობა ღმერთს, ახლა უკე-
თესადაა. სხვა თუ არაფერი, ჭამას მაინც ახერხებს: პატარაობაში
ზონდით აჭმევდნენ. და, ლაპარაკიც შეუძლია. იმასაც მიეჩვია, რომ
ენა პირში დაიკავოს, თუმცა ამ საქმეს რამდენიმე წელიწადს მოუნ-
და. ისიც ისწავლა, რომ დორბლი არ გადმოუვიდეს: წინათ გაუჩე-
რებლად სდიოდა ყელზე.

80
ყოველივე ეს სამედიცინო სასწაულად ითვლება. პატარაობაში
ექიმებს არ ეგონათ, თუ იცოცხლებდა. და ესმის კიდევაც. ასეთი
თანდაყოლილი დეფექტების მქონე ბავშვებს, როგორც წესი, შუა ყუ-
რის პრობლემები აქვთ და თითქმის ყრუები არიან, ავგუსტს კი ჯერ-
ჯერობით საკმაოდ კარგად ესმის თავისი პაწია, ყვავილოვანი კომ-
ბოსტოსავით ყურებით.
ექიმები ამბობენ, ადრე თუ გვიან სასმენი აპარატი დასჭირდე-
ბაო, მაგრამ ავგუსტს ამისი გაგონებაც კი არ უნდა – სასმენი აპარა-
ტი მეტისმეტად შესამჩნევი იქნებაო. რა თქმა უნდა, არ ვეუბნები,
რომ სასმენი აპარატი მის პრობლემებთან შედარებით არაფერია,
იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, თვითონაც იცის.
თუმცა, მართალი რომ ვთქვა, მაინცდამაინც დარწმუნებული არა
ვარ, რა იცის ავგუსტმა და რა არა, რა ესმის და რა – არა.
ნეტავ ისეთს ხედავს ავგუსტი თავის თავს, როგორსაც სხვები ხე-
დავენ? თუ ისე მიეჩვია თავის მოკატუნებას, თითქოს არავის მზერას
არ ამჩნევდეს, რომ ეს ამბავი მართლა აღარ ანაღვლებს? ან იქნებ,
მაინც ანაღვლებს? სარკეში რომ იხედება, იმ ავგის ხედავს, რომელ-
საც დედა და მამა ხედავენ თუ იმას, რომელსაც ყველა ხედავს? ან
იქნებ სულ სხვა ავგის ხედავს, უფორმო თავ-პირის მიღმა დამა-
ლულ, თავის ოცნებაში წარმოსახულ ავგის? ხანდახან, ბებიკონას
რომ შევხედავდი, ნაოჭების მიღმა მშვენიერ გოგონას ვხედავდი,
მის ბებრულ სიარულში კი – რიო-დე ჟანეიროულ აცეკვებულ ნა-
ბიჯს. ნეტავ თუ ხედავს ავგუსტი თავის თავს ისეთს, როგორიც შეიძ-
ლება ყოფილიყო, რომ არა ის ერთადერთი გენი, რომელმაც მის სა-
ხეზე კატასტროფა მოახდინა?
ნეტავ მაკითხვინა. ნეტავ მითხრას, რას გრძნობს. ოპერაციებამ-
დე უფრო იოლად ვუგებდით. თუ თვალებს მოჭუტავდა – რაღაც უხა-
როდა. თუ პირი აეწელებოდა – გაღიზიანებული იყო. თუ ლოყები
აუთიმთიმდებოდა – ეტირებოდა. ახლა, რა თქმა უნდა, უკეთესად
გამოიყურება, მაგრამ ის ნიშნები, რომლებითაც მის გუნება-განწყო-
ბას ვაფასებდით, გაქრა. თუმცა, ცხადია, ახლები გაჩნდა. დედა და
მამა ყველა ნიშანს ხვდებიან, მე კი ჯერ მიჭირს გარკვევა. ზოგჯერ

81
კი არც მინდა ვცადო. რატომ არ შეიძლება, უბრალოდ თქვას, რასაც
გრძნობს? ახლა ხომ ტრაქეოტომური მილაკი აღარ უდგას პირში და
ლაპარაკს არ უშლის? აღარც ყბა აქვს მავთულით ახვეული. ათი
წლისაა. საჭირო სიტყვებსაც შეარჩევს. მაგრამ ახლაც ისე დავტრი-
ალებთ, თითქოს ისევ პაწია იყოს. მისი გუნების, კაპრიზების, საჭი-
როებების მიხედვით ვცვლით გეგმებს, გადავდივართ სათადარიგო
გეგმაზე, ვწყვეტთ საუბარს და ვარღვევთ დაპირებებს. სანამ პატარა
იყო – კი, ბატონო, მაგრამ ხომ უნდა გაიზარდოს! საშუალება უნდა
მივცეთ, უნდა მივეხმაროთ, უნდა ვაიძულოთ, გაიზარდოს. აი, რას
ვფიქრობ: იმდენ ხანს ვცდილობდით დაგვერწმუნებინა ავგუსტი,
ნორმალური ხარო, რომ თავი მართლაც ნორმალური ჰგონია. არა-
და, რომ არ არის?!

დამამთავრებელ სკოლაში

საშუალო სკოლაში ის მომწონდა, რომ იქაურობა სახლისგან გა-


მოცალკევებული და სხვანაირი იყო. იქ შემეძლო, ოლივია პულმანი
ვყოფილიყავი და არა – ვია, როგორც შინ მეძახიან. დაწყებით სკო-
ლაშიც ვიას მეძახდნენ. იქ, ცხადია, ყველამ იცოდა ჩვენი ამბავი.
გაკვეთილების შემდეგ დედა მაკითხავდა და ეტლში ავგუსტი ეჯდა.
ავგის დამტოვებელს იოლად ვერ იშოვიდი, ამიტომ დედას და მამას
ჩემი კლასის ყველა სპექტაკლსა თუ კონცერტზე, რეპეტიციაზე, სას-
კოლო დღესასწაულზე, კულინარიულ და წიგნის ბაზრობაზე მოჰყავ-
დათ. ავგის იცნობდნენ ჩემი მეგობრები, მეგობრების მშობლები, ჩე-
მი მასწავლებლები, სკოლის დარაჯიც კი (რამდენჯერაც დაინახავ-
და, იმდენი დაუძახებდა, ხომ მაგრად ხარ ავგიო და ხელს აუწევდა).
ავგუსტი 22-ე სკოლის განუყოფელი ნაწილი იყო.
სამაგიეროდ, საშუალო სკოლაში ავგუსტის ამბავი ბევრმა არ

82
იცოდა. ძველმა მეგობრებმა, ცხადია, იცოდნენ, ახლებმა კი – არა.
ანდა, თუ იგებდნენ, აუცილებელი არ იყო, მაინცდამაინც ჩემი გაც-
ნობისთანავე გაეგოთ. ზოგჯერ ცოტა მოგვიანებით იგებდნენ.
„ოლივია? კი, კარგი ტიპია. გაიგე, დეფექტური ძმა რომ ჰყოლია?“
ეს სიტყვა მეჯავრება, მაგრამ ავგის სულ ასე ახსენებენ. ვიცოდი,
რომ ამ სიტყვას ამბობდნენ ჩემს ზურგს უკან, როცა კი წვეულებაზე
ოთახიდან გავდიოდი ან ნაცნობებს ვხვდებოდი პიცარიაში. ეგ არა-
ფერი. მე ყოველთვის იმ ბავშვის და ვიქნები, ვისაც თანდაყოლილი
დეფექტი აქვს, ოღონდ არ მინდა, მარტო ეს იყოს ჩემი მახასიათებე-
ლი.
ამ ახალ სკოლაში ყველაზე კარგი ისაა, რომ საერთოდ არავინ
მიცნობს. მირანდასა და ელას გამოკლებით, რა თქმა უნდა. მათ კი
იციან, რომ ავგიზე ჭორაობას არ უნდა მოჰყვნენ.
მე, მირანდა და ელა პირველი კლასიდან ვიცნობთ ერთმანეთს
და, რაც ყველაზე კარგია, ერთმანეთისა უსიტყვოდ გვესმის. როცა
ვთხოვე, ვია კი არა, ოლივია დამიძახეთ-მეთქი, დამთანხმდნენ და
ახსნა-განმარტება არ მოუთხოვიათ.
ავგის მთლად პატარაობიდან იცნობენ. როცა ჩვენც პატარები
ვიყავით, ჩვენი საყვარელი თამაში ავგის ჩაცმა-დახურვა იყო: ხან
ბუმბულებიან ბოას მოვახვევდით, ხან დიდ შლაპებს დავახურავდით
და ხანაც – ჰანა მონტანას პარიკებს. ავგის, რა თქმა უნდა, მოსწონ-
და, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ თავისებურად ძალიან საყვარელი
იყო. ელა ამბობდა, ფილმ „უცხოპლანეტელში“ რომ იტია, იმას მა-
გონებსო. საწყენად კი არ იძახდა (თუმცა, ცოტათი მაინც საწყენი
იყო): ფილმში ერთი სცენაა, სადაც დრიუ ბერიმორი იტის ქერა პა-
რიკს ახურებს, ჰოდა, ჩვენც ვბაძავდით და, მაილი საირუსით აღ-
ფრთოვანებულები, ავგის ვრთავდით და ვკაზმავდით.
საშუალო კლასებში მე, მირანდა და ელა განუყრელი პატარა
გუნდი ვიყავით, სადღაც შუაში მოქცეული – სუპერპოპულარულებსა
და ყველასთვის საყვარლებს შორის: არც ჭკუის კოლოფები და არც
ჩერჩეტები, არც მდიდრები და არც ნარკომანები, არც მავნეები და
არც ზედმეტად წესიერები,არც მსუქნები და არც გამხდრები.

83
არ ვიცი, ჩვენ სამს იმიტომ მოგვწონს ერთმანეთი ასე ძალიან,
რომ ბევრი რაღაც გვაქვს საერთო თუ – რაკი ერთმანეთი მოგ-
ვწონს, ამიტომ გვაქვს საერთო ამდენი რაღაც. ოჰ, როგორ გაგვი-
ხარდა, როცა სამივენი მიგვიღეს ფრანკლინის სკოლაში! შანსები
ძალიან ცოტა იყო, რომ სამივეს მიგვიღებდნენ, მით უმეტეს, რომ
ჩვენი სკოლიდან სხვა მგონი, არავინ მიუღიათ. მახსოვს, როგორ
ვკიოდით ტელეფონში, როცა მიღების დასტური მოგვივიდა!
აი, რატომ ვერ მივმხვდარვარ, რა ხდება ბოლო დროს ჩვენ შო-
რის, როცა უკვე დამამთავრებელ სკოლაში ვართ. ამნაირს არა-
ფერს მოველოდი.

მაიორი ტომი

ჩვენ სამიდან მირანდა ყველაზე მეტად ელოლიავებოდა ავ-


გუსტს. მას მერეც დიდხანს ეფერებოდა და ეთამაშებოდა, რაც მე და
ელა სხვა თამაშებზე გადავერთეთ. როცა გავიზარდეთ, მაშინაც კი
სულ ცდილობდა, ავგუსტიც ჩაერთო ჩვენს საუბრებში, ეკითხებოდა,
რას შვრებიო, ელაპარაკებოდა „ავატარსა“ თუ „ვარსკვლავურ
ომებზე“ და „ბოუნის“ კომიქსებზე – ყველაფერზე, რაც იცოდა, რომ
ავგის მოსწონს. სწორედ მირანდამ აჩუქა კოსმონავტის ჩაფხუტი,
რომელსაც აგვგი, ფაქტობრივად, არ იხდიდა ასე, ხუთი და ექვსი
წლის ასაკში. მაიორ ტომს ეძახდა და ერთად მღეროდნენ დევიდ
ბოუის „Space Oddity“-ს. მათი საკუთარი სიმღერა იყო. სიტყვები
თავიდან ბოლომდე იცოდნენ: ჩართავდნენ აიპოდს და მთელი ხმით
აჰყვებოდნენ.
საზაფხულო ბანაკიდან ჩამოვიდოდა თუ არა, მირანდა მაშინვე
გვირეკავდა ხოლმე, ამიტომ, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, წელს რა-

84
ტომ არ შემომეხმიანა. ესემესიც კი მივწერე და პასუხი არ გაუცია.
ვიფიქრე, იქნებ ბანაკში დარჩენა ამჯობინა, რაკი ხელმძღვანელის
თანაშემწეა, ანდა, სულაც ვინმე ბიჭი მოეწონა-მეთქი.
მერე, ფეისბუკიდან გავიგე, რომ თურმე მთელი ორი კვირის წინ
ჩამოსულა. ჩათში მივწერე და ცოტა ხანს ონლაინში ვილაპარაკეთ,
ოღონდ არ უთქვამს, რატომ არ დამირეკა, რაც უცნაურად მეჩვენა.
ვიფიქრე, მირანდა ყოველთვის ახირებული იყო და ალბათ მაგი-
ტომ-მეთქი. შეხვედრაზე შევთანხმდით, მაგრამ მერე დავურეკე და
უარი ვუთხარი: იმ შაბათ-კვირას ყველანი ბებოსა და ბაბუსთან წა-
ვედით სტუმრად.
მოკლედ, ისე მოხდა, რომ სწავლის დაწყებამდე არც მირანდა მი-
ნახავს და არც ელა. პირველ დღეს კი მირანდა ისეთი გამოცვლილი
გამოცხადდა, უნდა გამოვტყდე, კინაღამ გავგიჟდი: თმა შეეკრიჭა –
მოდური ბობი გაეკეთებინა და კაშკაშა ვარდისფრად შეეღება, წარ-
მოგიდგენიათ? და უბრეტელო, ზოლიანი ტოპი ეცა, რომელიც:
ა) სკოლაში, ცოტა არ იყოს, უადგილოა.
ბ) არანაირად არ შეეფერება მის სტილს.
მირანდა საერთოდ სადად იცვამდა და უცებ ვარდისფერი თმითა
და უბრეტელო ტოპით არ მოგვევლინა?! არა, გარეგნობა რომ შეიც-
ვალა, ეგ არაფერი. ქცევითაც სხვანაირად მექცეოდა. ვერ ვიტყვი,
ცუდად-მეთქი, მაგრამ თავი როგორღაც შორს ეჭირა, თითქოს რი-
გითი დაქალი ვიყავი. ამაზე უცნაური რაღა იქნებოდა!
სადილად სამივენი ერთად დავსხედით, როგორც გვჩვეოდა,
მაგრამ დინამიკა შეიცვალა. თქმით არ უთქვამთ, თუმცა მალევე
მივხვდი, რომ ელასა და მირანდას ზაფხულში რამდენჯერმე უჩემოდ
ენახათ ერთმანეთი. ლაპარაკში ისე მეჭირა თავი, ვითომ სულაც არ
მწყენია, არადა ვგრძნობდი, სახე მივარვარებდა და ყალბი ღიმი-
ლით ვიღიმებოდი. ელას მთლად მირანდასავით არ გაერეკა, მაგ-
რამ მის სტილშიც იგრძნობოდა ცვლილებები. ეტყობოდა, წინას-
წარვე მოილაპარაკეს, ახალ სკოლაში ახალი იმიჯით მივიდეთო და
თავი არ შეიწუხეს, რომ ამ პროექტში მეც ჩავერთე. რომ არ მოგატ-
ყუოთ, მეგონა, თინეიჯერული წყენები და მეწვრილმანეობა ჩემგან

85
შორს იყო, მაგრამ ახლა, სადილობისას, ყელში ბურთი მქონდა
გაჩრილი და როცა ზარი დაირეკა და ვუთხარი, აბა, კარგად-მეთქი,
ხმა ამიკანკალდა.

გაკვეთილების შემდეგ

– გავიგე, დღეს ჩვენ მიგვყავხარ შინ.


მირანდა იყო, მერვე გაკვეთილზე ჩემ უკან მიუჯდა მერხს. სულ
დამავიწყდა, რომ წუხელ დედამ მირანდას დედას დაურეკა და
სთხოვა, გაკვეთილების შემდეგ გამოიყოლეთო.
– არა, აღარ გინდათ, – ინსტინქტურად ვუპასუხე, – დედა გამო-
მივლის.
– მე მეგონა, ავგი ჰყავდა წამოსაყვანი ან რაღაც ეგეთი.
– თურმე ჩემთან გამოვლასაც ასწრებს. ეს წუთია, ესემესი მომ-
წერა. ნუ შეწუხდებით.
– კი, ბატონო.
– გმადლობ.
ტყუილი ვუთხარი, მაგრამ ახალ მირანდას ხომ არ ჩავუჯდებოდი
მანქანაში! გაკვეთილების შემდეგ ტუალეტში შევქანდი, გარეთ მი-
რანდას დედას არ შევეჩეხო-მეთქი. ნახევარი საათის შემდეგ სკო-
ლიდან გამოვედი, ავტობუსის გაჩერებამდე სამი კვარტალი გავირ-
ბინე, M86-ში ავხტი, ცენტრალური პარკის დასავლეთის შესას-
ვლელთან ჩამოვედი და მერე – მეტროთი გავაგრძელე გზა.
– მოდი, საყვარელო! – მითხრა დედამ, რაწამს ზღურბლზე ფეხი
გადავდგი, – აბა, პირველი დღე როგორ გაატარე? უკვე ვნერვიუ-
ლობდი, სად დაიკარგნენ-მეთქი.
– პიცაზე შევირბინეთ, – დაუჯერებელია, რა იოლად გეთქმევინე-

86
ბა ტყუილი.
– მირანდა სადღაა? – გაუკვირდა, მირანდა რომ არ მყავდა მო-
წებებული.
– შინ წავიდა. ბევრი დავალება მოგვცეს.
– პირველ დღესვე?
– ჰო, პირველ დღესვე! – დავუყვირე. დედა გაოგნდა, მაგრამ სა-
ნამ რამეს იტყოდა, მივაყარე, – სკოლა კარგია, ოღონდ უშველებე-
ლი ყოფილა, კლასელებსაც თითქოს არა უშავთ, – მინდოდა, რაც
შეიძლება მეტი ინფორმაციით დამეტვირთა, რომ შეკითხვები არ
დაბადებოდა, – ავგიმ როგორ მოიარა სკოლა?
– თქვა, კარგადო.
– მაშ, რატომ არ გგონია, რომ კარგად მოიარა?
‒ როდის გითხარი, არ მგონია-მეთქი! ლმერთო, ვია, რა მოგ-
დის?
– დაივიწყე. ვითომ არაფერი გიკითხავს! – მივახალე, თავპირის-
მტვრევით ავვარდი ავგის ოთახში და კარი შევგლიჯე. ავგი თავის
პლეისტეიშენს უჯდა და არც კი ამოუხედავს. ვერ ვიტან ამ დამაზომ-
ბებელ ვიდეოთამაშებს!
– აბა, რა ხდებოდა სკოლაში? – ვკითხე და დეიზი მივწიე, რომ
საწოლზე ჩამოვჯდომოდი.
– კარგი იყო, – თამაშს მაინც ვერ სწყვეტდა თვალს.
– ავგი, შენ გელაპარაკები! – პლეისტეიშენი ხელიდან გამოვტა-
ცე.
– ჰეი! – გაბრაზდა.
– რა ხდებოდა სკოლაში?
– ხომ გითხარი, კარგი იყო-მეთქი, – მიყვირა და პლეისტეიშენი
გამომგლიჯა.
– კარგად გექცეოდნენ?
– ჰო
– არავის დაუცინია?
პლეისტეიშენი დადო და ისე ამომხედა, თითქოს წარმოუდგენ-
ლად დებილური რაღაც მეკითხოს: – ვითომ, რატომ უნდა დაეცინ-

87
ათ? – მიპასუხა. ცხოვრებაში
პირველად გავიგონე მისგან გესლიანი ლაპარაკი.
რას ვიფიქრებდი, მაგნაირები თუ შეეძლო!

პადავანმა მიწა ჭამა

არ ვიცი, იმ საღამოს ზუსტად რა მომენტში შეიჭრა ავგიმ თავისი


პადავანის ნაწნავი ან რატომ გამამწარა ასე ძალიან ამ ამბავმა. მე-
ცინებოდა, ასე რომ გიჟდებოდა ყველაფერზე, რაც „ვარსკვლავურ
ომებს“ უკავშირდება; ეს პატარა-პატარა მძივის მარცვლებჩატანე-
ბული ნაწნავი ხომ მთლად საშინელება იყო, მაგრამ რომ იცოდეთ,
როგორ ეამაყებოდა, რამდენ ხანს იზრდიდა და რა საგულდაგუ-
ლოდ; თავისი ხელით შეურჩია მძივები სოჰოს ხელნაკეთობათა სა-
ლონში. ისა და ქრისტოფერი, მისი უახლოესი ძმაკაცი, როცა ერ-
თად იყვნენ, სულ მანათობელი ხმლებით და „ვარსკვლავური ომე-
ბის“ სათამაშოებით თამაშობდნენ. ნაწნავების გაზრდაც ერთდროუ-
ლად დაიწყეს. წუხელ, როცა ავგუსტმა ნაწნავი მოიჭრა, თანაც ისე,
რომ არაფერი ამიხსნა და არც წინასწარ გამაგებინა (რაც მართლა
გასაკვირი იყო) და ქრისტოფერსაც კი არ დაურეკა, ძალიან მეწყინა,
ოღონდ არც კი ვიცი, რატომ.
მინახავს, ავგი სააბაზანოს სარკის წინ თმას რომ ივარცხნის
ხოლმე. დიდი მოწადინებით ცდილობს, ყოველი ღერი საგულდაგუ-
ლოდ დაილაგოს. თავს ხან იქით გადასწევს, ხან აქეთ გადმოსწევს
და სხვადასხვა კუთხიდან აკვირდება საკუთარ ანარეკლს, თითქოს
სარკეში რაღაც ჯადოსნური რაკურსი არსებობდეს, რომელიც სახის
პროპორციებს შეუცვლიდა.
ნავახშმევს დედამ კარზე დამიკაკუნა. ქანცგაწყვეტილი ჩანდა და

88
მივხვდი, რომ ჩემი და ავგუსტის გადამკიდე, მასაც მძიმე დღე ჰქონ-
და.
– აბა, მეტყვი, რა ამბავია? – მკითხა ალერსიანად.
– მერე, კარგი? – ვუპასუხე.
ვკითხულობდი, დაღლილი ვიყავი. იქნებ მერე გუთხრა მირან-
დას ამბავი, ოღონდ ჯერ არა-მეთქი.
– ძილის წინ შემოგივლი, – მითხრა, მერე მოვიდა და თავზე მა-
კოცა.
– დღეს დეიზიმ ჩემთან დაიძინოს, კარგი?
– როგორ არა, მერე შემოგიყვან.
– არ დაგავიწყდეს, მოდი, – ვუთხარი, როცა გადიოდა.
– აუცილებლად.
მაგრამ იმ საღამოს აღარ მოსულა. მამა მოვიდა და მითხრა, ავგი
მაინც პირველად იყო სკოლაში და დედა ცდილობს, ეს მძიმე დღე
იოლად გადაატანინოსო. მერე მკითხა, შენთან როგორ ჩაიარა პირ-
ველმა დღემო. კარგად-მეთქი. ერთი წამითაც არ მჯერაო, და ვუთ-
ხარი, მირანდა და ელა დებილურად იქცეოდნენმეთქი (ოღონდ ის
არ მიხსენებია, შინ მარტო რომ წამოვედი მეტროთი) მითხრა, და-
მამთავრებელი სკოლა მეგობრობის ყველაზე ძნელი გამოცდააო.
მერე იმაზე დამიწყო დაცინვა, „ომსა და მშვიდობას“ რომ ვკითხუ-
ლობ. რა თქმა უნდა, მეხუმრებოდა, იმიტომ, რომ ჩემი ყურით მაქვს
მოსმენილი, როგორ ტრაბახობდა, ჩემი თხუთმეტი წლის გოგო
ტოლსტოის კითხულობსო. მაგრამ მაინც ხალისობდა – მეკითხებო-
და, რა ადგილას ხარ – ომზე თუ მშვიდობაზეო. რამეს თუ წერენ, ნა-
პოლეონმა ნამცხვარი როგორ გამოიგონაო – მოკლედ, სისულე-
ლეებს იძახდა, მაგრამ მამა ხომ, ვისაც გინდა, იმას გააცინებს. და
ხანდახან ზუსტად ეგ გინდა, რომ ოდნავ გულზე მოგეშვას.
– დედაზე ნუ ბრაზობ, – დაიხარა და ძილის წინ მაკოცა, – ხომ
იცი, ავგიზე როგორ წუხს.
– ვიცი, – ვაღიარე.
– შუქი დაგიტოვო თუ ჩავაქრო? უკვე გვიანია, – თქვა და ჩამ-
რთველთან შეჩერდა.

89
– ჯერ რომ დეიზი მომიყვანო?
წამში მობრუნდა მკლავებში ასხმარტალებული დეიზიანად და
საწოლზე დამიწვინა.
– ღამე მშვიდობისა, ვია, – მითხრა და შუბლზე მაკოცა, მერე დე-
იზისაც აკოცა შუბლზე, – შენც ღამე მშვიდობისა, დეიზი, ტკბილი
სიზმრები.

ლანდი კართან

ერთხელ, ღამით, მომწყურდა და ავდექი. გზად დავინახე, ავგის


კართან დედა იდგა. ხელი სახელურზე ეკიდა, შუბლით კი ღრიჭოდ
შეღებულ კარს ეყრდნობოდა. არც შესვლას აპირებდა და არც გა-
მოსვლას: უბრალოდ იდგა კართან, თითქოს მძინარე ავგის სუნ-
თქვას უსმენსო. დერეფანში შუქი ჩამქრალი იყო, დედას მხოლოდ
ავგის ღამის ლურჯი სანათური ანათებდა. აჩრდილივით იდგა. იქნებ
ანგელოზივით? ვცადე, ისე გამევლო, არ შემეწუხებინა, მაგრამ ფე-
ხის ხმა მოესმა და ჩემკენ გამოაბიჯა.
– ავგი კარგად არის? – ვკითხე. ვიცოდი, ზოგჯერ, თუ შემთხვე-
ვით გულაღმა გადაბრუნდებოდა, ნერწყვი ახრჩობდა და ეღვიძებო-
და.
– ჰო, კარგად, – მითხრა და ჩამიხუტა. მერე ჩემს ოთახში შემი-
ყვანა, საბანი დამაფარა და მაკოცა. ავგის კართან რას აკეთებდა, არ
უთქვამს და არც მე მიკითხავს.
ნეტავ რამდენი ღამე აქვს გათეული მის კართან? და, ნეტავ ჩემს
კართან თუ მდგარა ოდესმე ასე?
‒ დღეს სკოლიდან წამომიყვან? – ვკითხე დედას და ბლითს მდნა-
რი ყველი გადავუსვი.
დედა ავგის სკოლისთვის სადილს უმზადებდა (გაუფცქვნელი ხო

90
რბლის პურს და რბილ ყველს, იმიტომ, რომ მაგარ ყველს ვერ ჭამს),
ავგუსტი სუფრასთან იჯდა და შვრიის ფაფას შეექცეოდა. მამა სამსა-
ხურში წასასვლელად ემზადებოდა. ახლა, რაც დამამთავრებელ
სკოლაში ვარ, ახალი გრაფიკით დავდივართ: მე და მამა დილით
ერთად ვსხდებით მეტროში, მერე მე ჩემს გაჩერებაზე ამოვდივარ,
ის კი გზას აგრძელებს. გაკვეთილების შემდეგ დედამ უნდა გამომია-
როს მანქანით და წამომიყვანოს.
– დღესაც დავურეკავ მირანდას დედას და ვთხოვ, ეგებ ისევ წა-
მოგიყვანონ, – მიპასუხა.
– არა, დე! – ვუთხარი სწრაფად, – შენ წამომიყვანე. ან – მეტ-
როთი წამოვალ.
– ხომ იცი, ჯერ მეტროთი შენი მარტო სიარული არ მინდა, – თქვა
დედამ.
– დე, თხუთმეტისა ვარ! ჩემხელები სულ თვითონ დადიან.
– წამოვიდეს მეტროთი, რა მოხდა, – მეორე ოთახიდან გამო-
სძახა მამამ და ჰალსტუხის სწორებით შემოვიდა სამზარეულოში,
– და, ისევ მირანდას დედამ რომ წამოგიყვანოს, ვითომ რა უშა-
ვს? – თავისას აგრძელებდა დედა.
– დიდია და მარტოც მშვენივრად წამოვა, – დაიჟინა მამამ.
დედამ ორივეს შემოგვხედა.
– რამე ხდება? – იკითხა ისე, რომ კონკრეტულად არც ერთის-
თვის არ მოუმართავს.
– გეცოდინებოდა, წუხელ რო შემოგევლო, – ვუთხარი მწარედ,
– ხომ შემპირდი, არა?
– ღმერთო, ვია! – დედას ახლაღა გაახსენდა, როგორ გადამაგ-
დო წუხელ. დადო დანა, რომლითაც შუაზე ჭრიდა ავგისთვის გასა-
ტანებელ ყურძნის მარცვლებს (მთელ-მთელი მარცვლების გატანე-
ბა სახიფათოა: საყლაპავი ისეთი პატარა აქვს, შეიძლება დაიხ-
რჩოს), – მაპატიე, ავგის ოთახში ჩამეძინა, და როცა გამეღვიძა...
– ვიცი, ვიცი, – გულგრილად დავუქნიე თავი.
დედა მოვიდა, ხელები ლოყებზე მომადო, სახე ამიწია და ჩამხე-
და.

91
– მართლა ძალიან მრცხვენია, – წაიჩურჩულა, ეტყობოდა,ალა-
ლად ამბობდა.
– კარგი, – ვუთხარი.
– ვია...
– დე, არა უშავს, – ახლა უკვე გულწრფელად ვუთხარი.
მომეხვია და მაკოცა, მერე ისევ ყურძენს მიუბრუნდა.
– მაშ, მირანდასთან რამე ხდება? – იკითხა.
– უბრალოდ, დებილურად იქცევა, – ვთქვი.
– მირანდა დებილი არ არის! – ჩაერია ავგგი.
– არის, არის! – ვიყვირე, – დამიჯერე.
– მაშ კარგი, მე წამოგიყვან, რა პრობლემაა, – გადაჭრით თქვა
დედამ, ნახევარმარცვლები დანით მოხვეტა და კონტეინერში ჩაყა-
რა, – თავიდან მაინც მაგას ვაპირებდი. ჯერ ავგის გავუვლი მანქა-
ნით და მერე შენ მოგაკითხავთ. სადღაც, ოთხის თხუთმეტ წუთზე მო-
ვალთ.
– არა! – მტკიცედ ვთქვი, სანამ დაამთავრებდა.
– იზაბელ, მეტროთი წამოვიდეს, – ვეღარ მოითმინა მამამ, – უკ-
ვე დიდი გოგოა, – სხვა თუ არაფერი, „ომსა და მშვიდობას“ კითხუ-
ლობს.
– „ომი და მშვიდობა“ რა შუაშია? – აშკარად გაღიზიანდა დედა.
– იმ შუაშია, რომ არ უნდა გაუარო და პატარა გოგოსავით მანქა-
ნით არ წამოიყვანო, – მკაცრად უთხრა მამამ, – ვია, მზად ხარ? აიღე
ჩანთა და წავედით.
– მზად ვარ, – ვუთხარი და ზურგჩანთა ავიკიდე, – კარგად, დე!
კარგად, ავგი!
ორივეს სწრაფად ვაკოცე და კარისკენ წავედი.
– მეტროს აბონემენტი მაინც თუ გაქვს? – მომაძახა დედამ.
– აქვს, როგორ არა აქვს! – მართლა გაბრაზდა მამა, – კარგი,
რა, დედი, რას ქოთქოთებ! აბა, კარგად, – უთხრა იქვე და ლოყაზე
აკოცა, – კარგად, დიდო ბიჭო, – მიუბრუნდა ავგუსტს და თავზე აკო-
ცა, – იცოდე, საამაყოდ მყავხარ. აბა, ყოჩაღად!
– კარგად, მა! შენც ყოჩაღად!

92
მე და მამამ კიბე ჩავირბინეთ და გზისკენ წავედით.
– დამირეკე, სანამ მეტროში ჩაჯდები! – ფანჯრიდან მომაძახა დე-
დამ. არც კი მივტრიალებულვარ, ისე დავუქნიე ხელი, რომ დაენახა,
გაიგონაო, სამაგიეროდ, მამა მიბრუნდა და რამდენიმე ნაბიჯიც გა-
დადგა მისკენ:
‒ „ომი და მშვიდობა“, იზაბელ, – ასძახა და ღიმილით მოუთითა
ჩემზე, – „ომი და მშვიდობა“!

გენეტიკის საწყისი კურსი

მამას წინაპრები, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან, რუსეთი-


დან და პოლონეთიდან წამოსული ებრაელები არიან. ჩვენი ბაბუს
ბებია-ბაბუა ებრაელთა დარბევებს გამოექცნენ და XX საუკუნის და-
საწყისში ნიუ-იორკში დაფუძნდნენ. ბებოს მშობლები ნაცისტებს გა-
მოერიდნენ და ორმოციან წლებში არგენტინაში ამოყვეს თავი. ბე-
ბომ და ბაბუმ ქვემო ისტ-საიდში, ცეკვებზე გაიცნეს ერთმანეთი, რო-
ცა ბებო ნიუ-იორკში ბიძაშვილს სტუმრობდა. დაქორწინდნენ, ბე-
ისაიდში (ესეც ნიუ-იორკის რაიონია) გადავიდნენ და მამა და ძია ბე-
ნი ეყოლათ.
დედასიანები ბრაზილიელები არიან. დედას დედის – ჩემი ლა-
მაზი ბებიკონას – და დედას მამის, აგოსტოს გარდა, რომელიც ჩემს
დაბადებამდე გარდაიცვალა, ყველანი (დედას დახვეწილი დეიდები,
ბიძები და ბიძაშვილები) ახლაც ზემო ლებნონში, რიოს სამხრეთით
მდებარე მოდურ გარეუბანში ცხოვრობენ. ბებიკონა და აგოსტო სა-
მოციანების დასაწყისში ბოსტონში გადავიდნენ და დედა და დეიდა
კეიტი ეყოლათ, რომელიც ძია პოტერს გაჰყვა ცოლად.
დედამ და მამამ ერთმანეთი ბრაუნის უნივერსიტეტში გაიცნეს და

93
მას მერე ერთად არიან. იზაბელი და ნეიტი: განუყრელი წყვილი.
კოლეჯის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკში გადმოვიდნენ, რამდე-
ნიმე წლის შემდეგ მე გავუჩნდი, მერე კი აგურის სახლში დაფუძ-
ნდნენ, ნორთ-რივერ-ჰაიტსში, ზემო მანჰეტენის ყველაზე ჰიპურ-
საოჯახო რაიონში.
ჩემი ოჯახის გენოფონდის ეგზოტიკური ნარევიდან არავის დას-
ტყობია რაიმე ხილული ნიშანი იმისა, რაც ავგუსტს სჭირს.
რამდენჯერ დამითვალიერებია დიდი ხნის წინათ გარდაცვლი-
ლი, რუსულთავშლიანი ნათესავების მოყავისფრო სურათები, სე-
ლის გახამებულკოსტიუმიანი გარე ბიძაშვილების, ფორმიანი ჯა-
რისკაცებისა და თმააბუებული ქალების შავ-თეთრი ფოტოები, ფარ-
თოშარვლიანი მოზარდებისა და თმაგრძელი ჰიპების პოლაროიდე-
ბი და არც ერთის სახეზე არ შემინიშნავს ავგუსტის სახის უმცირესი
კვალიც კი. არადა, მას შემდეგ, რაც ავგუსტი დაიბადა, ჩემს მშობ-
ლებს გენეტიკური ანალიზი გაუკეთეს. უთხრეს, ავგუსტს, როგორც
ჩანს, „აქამდე უცნობი სახეობის ყბა-სახის დიზოსტოზი" აქვს, რაც
მე-5 ქრომოსომაში არსებული TCOFI1 გენის ავტოსომურ-რეცესი-
ულმა მუტაციამ გამოიწვია და არტიკულაციურ-ვერტებრალური
სპექტრისათვის დამახასიათებელმა ჰემიფაციურმა მიკროსომიამ
გაართულაო. ამნაირი მუტაციები ზოგჯერ ორსულობისას ხდება,
ზოგჯერ – დომინანტი გენის მატარებელი ერთ-ერთი მშობლისგან
მიიღება მემკვიდრეობით, ზოგჯერ კი მრავალი გენის ურთიერთქმე-
დების შედეგია, შესაძლოა – გარემოს ფაქტორებთან კომბინაცი-
აში. ამას მრავალფაქტორული მემკვიდრეობა ჰქვია.
ავგუსტის შემთხვევაში ექიმებმა ერთ-ერთი „ერთნუკლეოტიდი-
ანი დელეციური მუტაცია" გამოავლინეს, რამაც ასეთი არეულობა
გამოიწვია მის სახეზე. უცნაური ის არის, რომ გარეგნულად ვერას-
გზით ვერ მიხვდები, მაგრამ ეს მუტანტური გენი ჩემს ორივე მშო-
ბელს აქვს.
და მეც.

94
პენეტის ცხრილი

თუ შვილები მეყოლება, 50%-იანი ალბათობაა იმისა, რომ დე-


ფექტურ გენს გადავცემ. ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ავგუსტს
დაემგვანებიან, მაგრამ იმ გენის მატარებლები იქნებიან, რომელიც
ავგუსტს გაორმაგებული აქვს და ამიტომაც არის ისეთი შესახედავი.
თუ ისეთ ვინმეს გავყვები, რომელსაც ასეთივე დეფექტური გენი
აქვს, 50%-იანი ალბათობაა იმისა, რომ ჩვენი შვილები ამ გენის მა-
ტარებლები და ნორმალური შესახედაობისა იქნებიან, 25%-იანი
ალბათობა იმისა, რომ ეს გენი საერთოდ არ გადაეცემათ და 25%-
იანი ალბათობა, რომ ავგუსტს დაემგვანებიან.
თუ ავგუსტი ცოლს შეირთავს და მის ცოლს ეს გენი არ ექნება,
100%-იანი ალბათობაა იმისა, რომ მათ შვილებს გენი გადაეცემა
და 0%-იანი ალბათობა იმისა, რომ ამ გენის ორმაგ დოზას მიიღებენ
(ანუ რაც ავგუსტს დაემართა), ე.ი. ამ გენის მიუხედავად, სრულიად
ნორმალური შესახედაობა ექნებათ, ხოლო თუ ავგუსტის ცოლსაც
დეფექტური გენი ექნა, მათ შვილებში ეს გენი ისეთივე ალბათობით
გამოვლინდება, როგორითაც ჩემს შვილებში.
ეს, ავგუსტთან დაკავშირებით, მხოლოდ იმას ხსნის, რისი ახსნაც
ხერხდება, მაგრამ არსებობს გენომის ორგანიზაციის მეორე ნაწი-
ლი, რომელიც ავგუსტს მემკვიდრეობით არ მიუღია: უბრალოდ, არ
გაუმართლა.
ათასი ექიმი წლობით უხატავდა ჩემს მშობლებს იქსებიან და ნუ-
ლებიან ბადეებს და ცდილობდა აეხსნა, რას წარმოადგენს გენეტი-
კური ლატარეა. გენეტიკოსები ამ ცხრილებით საზღვრავენ მემკვიდ-
რეობის მექანიზმებს, რეცესიულ და დომინანტურ გენებს, ალბათო-
ბებსა და შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იციან, მაგ-
რამ უფრო მეტი არ იციან. შეუძლიათ ალბათობა იწინასწარმეტყვე-
ლონ, მაგრამ ვერაფრის გარანტიას ვერ იძლევიან. იყენებენ ტერმი-
ნებს: „ჩანასახოვანი მოზაიციზმი“, „ქრომოსომათა გადაწყობა“ ან
„შეფერხებული მუტაცია“, რათა აგიხსნან, რატომ არ არის მათი მეც-

95
ნიერება ზუსტი. ისე კი, მე მომწონს ექიმების ლაპარაკი. მომწონს
მეცნიერთა ხმა. მომწონს, როგორ ხსნიან გაუგებარი სიტყვებით
იმას, რასაც ვერ იგებ. არადა, „ჩანასახოვანი მოზაიციზმის“, „ქრო-
მოსომათა გადაწყობისა“ ან „შეფერხებული მუტაციის“ მიღმა უთვა-
ლავი ადამიანია. უთვალავი ბავშვი, რომლებსაც დაბადება არ უწე-
რიათ. ისევე, როგორც ჩემებს.

ძირს ძველი სამყარო

მირანდამ და ელამ ზურგი მაქციეს. სამაგიეროდ, ისეთ ხალხში


გაერივნენ, სკოლის რჩეულ საზოგადოებად რომ მოიაზრება. ერ-
თკვირიანი მტანჯველი სადილების შემდეგ, როცა გაუთავებლად
ლაპარაკობდნენ იმ ხალხზე, რომლებიც არ მაინტერესებს, გადავ-
წყვიტე, საბოლოოდ დავშორებოდი. შეკითხვები არ დაუსვამთ და
ამიტომაც ტყუილების თქმა არ დამჭირვებია. უბრალოდ, ჩვენ-ჩვენი
გზით წავედით.
ისე, ცოტა ხანში კმაყოფილიც დავრჩი. თუმცა, ასე, ერთი კვირა,
ბუფეტში ფეხი არ შემიდგამს, რათა გარდამავალი პერიოდი გამეი-
ოლებინა და აღარ მომესმინა ყალბი ბოდიშები: „უი, ოლივია, ჩვენს
მაგიდასთან რომ ადგილი აღარ დარჩა!“ ამას ბიბლიოთეკაში ჯდო-
მა და კითხვა სჯობდა.
„ომი და მშვიდობა“ ოქტომბერში დავამთავრე. მშვენიერი წიგ-
ნია! ზოგიერთებს ძნელი საკითხავი ჰგონიათ, არადა სინამდვილეში
საპნის ოპერაა უთვალავი პერსონაჟით. მათ ვიღაც უყვარდებათ,
სიყვარულისთვის იბრძვიან და სიყვარულისთვის იხოცებიან. მეც
მინდა, ასე შემიყვარდეს ვინმე. მეც მინდა, ჩემს ქმარს ისე ვუყვარ-
დე, როგორც თავად ანდრეის – ნატაშა.
საბოლოოდ, ერთ გოგოს დავუდაქალდი, სახელად ელეანორს,
რომელსაც დაწყებითი სკოლიდან ვიცნობდი, თუმცა მერე სხვადა-

96
სხვა საშუალო სკოლაში ვსწავლობდით. ელეანორი ჭკვიანი გოგო
იყო – პატარაობაში ცოტა მტირალა, მაგრამ მთლიანობაში – მშვე-
ნიერი. აზრად არ მომდიოდა, რა მხიარულია (მამასავით ვერ გახარ-
ხარებს, მაგრამ ისეთებს იტყვის ხოლმე, რომ...), მას კი ვერ წარმო-
ედგინა, რა ქარაფშუტა ვარ.
როგორც ვხვდები, ძალიან სერიოზული ვინმე გეგონე. და, რო-
გორც გაირკვა, არც მირანდა მოსწონდა და არც ელა. მეტიჩრები
არიანო.
ელეანორმა თავის მაგიდასთან მიმიპატიჟა და ტვინიკოსებთან
ერთად დავიწყე სადილობა. ამოდენა ჯგუფთან წინათ ურთიერთობა
არ მქონია, თანაც ჭრელი ხალხი იყო, მათ შორის: ელეანორის შეყ-
ვარებული კევინი, რომელიც ერთ დღესაც, ასიანი, კლასის პრეზი-
დენტი გახდება; რამდენიმე ტექნარი ბიჭი; ელეანორისნაირი გო-
გოები – გამოსაშვები ალბომის რედაქტორები – და სადისკუსიო
კლუბის წევრები; და ერთი ჩუმი ბიჭი, სახელად ჯასტინი, რომელსაც
პატარა, მრგვალმინებიანი სათვალე უკეთია, ვიოლინოზე უკრავს
და რომელზეც ერთი ნახვით დავეცი.
მირანდა და ელა ახლა თავიანთ სუპერპოპულარულ სუბიექტებ-
თან დაქალობენ. როცა მათ ვხვდები, ერთმანეთს მივუგდებთ, რას
შვრებიო და გზას ვაგრძელებთ. შიგადაშიგ მირანდა მკითხავს
ხოლმე, ავგი როგორ არისო და მერე მოკითხვას შემოუთვლის. მო-
კითხვა ერთხელაც არ გადამიცია, ოღონდ მირანდას ჯიბრით კი არა,
იმიტომ, რომ ავგუსტს თავისი ცხოვრება აქვს და ამჟამად ჩვენი გზე-
ბი თითქმის არ იკვეთება.

97
31 ოქტომბერი

ბებიკონა ჰელოუინის წინა საღამოს გარდაიცვალა. მას მერე


ოთხი წელი გავიდა, მაგრამ ჩემთვის ეს დღე წლის ყველაზე სევდი-
ანი დღეა. დედასთვისაც, თუმცა ამაზე არ ლაპარაკობს. სევდამ რომ
არ დარიოს ხელი, ავგუსტის კოსტიუმის მზადებაზე გადაერთვება
ხოლმე, რაკი ყველამ ვიცით, რომ ჰელოუინი ავგუსტის საყვარელი
დღეა.
წელსაც ასე იყო. ავგუსტს ძალიან უნდოდა, „ვარსკვლავური
ომების“ პერსონაჟის, ბობა ფეტის, კოსტიუმი ჩაეცვა, ჰოდა, დედაც
შეუდგა ავგუსტის ზომის ბობა ფეტის კოსტიუმის ძებნას, არადა, ეს
ზომა, რაგინდ უცნაურად მოგეჩვენოთ, ყველგან გაყიდული აღმოჩ-
ნდა. ერთი ონლაინ მაღაზია არ დაუტოვებია, ბოლოს ი-ბეიზე იპოვა,
მაგრამ ისეთი აღმაშფოთებელი ფასი ედო, რომ ბოლოს ჯანგო ფე-
ტის კოსტიუმი იყიდა, მწვანედ შეღება და ბობა ფეტის კოსტიუმად გა-
დააკეთა. საერთო ანგარიშით, ამ შტერულ კოსტიუმს ორი კვირა მო-
ანდომა. ჩემთვის კოსტიუმი ერთხელაც არ მოუმზადებია, მაგრამ რა
სალაპარაკოა: ვის ადარდებს ეგ ამბავი!
ჰელოუინის დილას ბებიკონაზე ფიქრით გამეღვიძა და მაშინვე
ტირილი მომერია. მამა ჩამციებოდა, დაუჩქარე, დროზე ჩაიცვიო.
ამაზე კიდევ უფრო დავისტრესე და უცებ ავბღავლდი. შინ დარჩენის
გარდა არაფერი მინდოდა.
ჰოდა, იმ დილით მამამ ავგუსტი წაიყვანა სკოლაში, დედამ კი
მითხრა, დარჩიო და ერთხანს ორივენი ერთად ვტიროდით. ერთი
რაღაც ზუსტად ვიცი: რა ძალიანაც უნდა მენატრებოდეს ბებიკონა,
დედას ჩემზე მეტად ენატრება. ყოველთვის, როცა ოპერაციების მე-
რე ავგუსტი სიცოცხლეს ებღაუჭებოდა, ყოველთვის, როცა რეანიმა-
ციაში მივქროდით, ბებიკონა დედას გვერდით იყო. დედასთან ერ-
თად რომ ვიტირე, ცოტა გულზე მომეშვა. მგონი, დედასაც. მერე, რა-
ღაც მომენტში, თქვა, მოდი, „აჩრდილი და მისის მიური“ ვნახოთო –
ჩვენი ყველა დროის საყვარელი შავ-თეთრი ფილმი. დავთანხმდი,
რა კარგად მოგაფიქრდა-მეთქი. ალბათ, ამ ერთობლივი ტირილით

98
ვისარგებლებდი და დედას ყველაფერს ვუამბობდი, რაც მირანდასა
და ელასთან ხდებოდა სკოლაში, მაგრამ ის იყო, დივიდი პლეერის
წინ დავსხედით, რომ ტელეფონმა დარეკა. ავგუსტის სკოლის მედდა
რეკავდა – ავგუსტს მუცელი სტკივა და შინ წაიყვანეთო. ესეც შენი
ძველი ფილმები და გულითადი საუბრები!
როგორც კი დედა და ავგუსტი შინ შემოვიდნენ, ავგუსტი მაშინვე
სააბაზანოში გაიქცა და აღებინა. მერე ლოგინში ჩაწვა და თავზე სა-
ბანი წაიფარა. დედამ სიცხე გაუზომა, ცხელი ჩაი მიუტანა და ისევ
„ავგუსტის დედის“ როლზე გადოთთო. „ვიას დედამ“ ერთი გაიელვა
და გაქრა. არა, არ მწყენია: ავგუსტი მართლა ვერ იყო კარგად.
არც ერთს არ გვიკითხავს, ბობა ფეტის კოსტიუმის ნაცვლად სის-
ხლიანი აჩრდილის კოსტიუმი რად ეცვა. და, თუკი დედას ეწყინა,
რომ ის კოსტიუმი, რომელსაც ორი კვირა მოანდომა, ჩაუცმელი და
იატაკზე მიგდებული ნახა, არ შეიმჩნია.

ან კანფეტი ‒ ან ჯადო!

ავგუსტმა თქვა, უღონოდ ვარ და საღამოს ტკბილეულის შესა-


გროვებლად არ წავალო. საწყალი: ხომ ვიცი, როგორ უყვარს
„ანკანფეტი – ან ჯადო“ – განსაკუთრებით მას მერე, რაც გარეთ დაბ-
ნელდება. მართალია, ამ გართობის ასაკს კარგა ხანია გადავცდი,
მაგრამ მაინც გავიკეთებ ხოლმქ რამე ნიღაბს და სახლ-სახლ დავ-
ყვები, ვუყურებ, როგორ აკაკუნებს კარზე და სიხარულით ცახცა-
ხებს. ეს ხომ წელიწადის ერთადერთი საღამოა, როცა ავგუსტი ისე-
თია, როგორიც ყველა სხვა ბავშვი. ვინ მიხვდება, ვინ არის ნიღბის
ქვეშ. და ავგუსტი ალბათ სიხარულით მეცხრე ცაზეა.
საღამოს შვიდზე კარზე დავუკაკუნე.
– ჰეი, – ვუთხარი.

99
– ჰეი, – მომიგო.
არც პლეისტეიშენით თამაშობდა და არც კომიქსს კითხულობდა.
იწვა და ჭერს აჰყურებდა. დეიზი, როგორც ყოველთვის, გვერდით
ეწვა და თავი ავგუსტის ფეხებზე ედო. სისხლიანი აჩრდილის კოს-
ტიუმი დაჭმუჭნილი ეგდო იატაკზე, ბობა ფეტის კოსტიუმის გვერ-
დით.
– რას შვრება მუცელი? – ვკითხე და საწოლზე ჩამოვუჯექი.
– ისევ მერევა გული.
– მართლა ვერ წახვალ ჰელოუინის პარადზე?
– ვერა.
გამიკვირდა. როგორც წესი, ავგუსტს ავადმყოფობა არ აფრ-
თხობს: ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღეში სკეიტბორდზეც დამ-
დგარა და პირი მავთულით რომ ჰქონია აკრული, წკირით საჭმელიც
უწრუპავს. ამ ბავშვს თერთმეტი წლის განმავლობაში იმდენი ნემსი
აქვს გაკეთებული, იმდენი წამალი დალეული და იმდენი პროცედუ-
რა ატანილი, რომ სხვას საამისოდ ათი სიცოცხლე არ ეყოფოდა. და
უცებ რაღაც პატარა გულისრევამ გამოიყვანა მწყობრიდან?
‒ გინდა მითხრა, რა ხდება? – ცოტა არ იყოს, დედასავით ვკით-
ხე.
– არა.
– სკოლა?
– ჰო.
– მასწავლებლები? დავალებები? მეგობრები?
ჩუმად იყო.
– ვინმემ რამე თქვა? – ვკითხე.
– ხალხი სულ ამბობს რამეს, – მწარედ მომიგო. მივხვდი,ატირე-
ბას არაფერი უკლდა.
– მითხარი, რა მოხდა, – გავუმეორე.
და მიამბო, რაც მოხდა. თურმე გაიგონა, რომ ვიღაც ბიჭები რა-
ღაცეებს ამბობდნენ და მასხრად იგდებდნენ. სხვა ბიჭებმა რა თქვეს,
არ ადარდებდა, არც გაჰკვირვებია, მაგრამ გული იმან ატკინა, რომ
იმ ბიჭებში მისი „ახლო მეგობარი“ ჯეკ სადიც ერია.

100
ამ ბოლო თვეებში ჯეკი ერთი-ორჯერ ჰყავდა ნახსენები. მომა-
გონდა, დედა და მამა ამბობდნენ, მართლა კარგი ბიჭი ჩანსო და
უხაროდათ, ავგუსტმა ასეთი მეგობარი რომ გაიჩინა.
‒ ბავშვებმა იციან სისულელეების ლაპარაკი, – ალერსიანად
ვუთხარი და ხელი ჩავკიდე, – სინამდვილეში გულში ცუდი არაფერი
ექნებოდა.
‒ მაშ, რატომ თქვა? გამოდის, რომ ეს ამდენი ხანი თავს მაჩვე-
ნებდა, ვითომ ჩემი მეგობარია. სინამდვილეში, ეტყობა, ტაკუნმენმა
მოთაფლა, კარგ ნიშნებს ან რამეს დაჰპირდა. დაგენაძლევები, ეტ-
ყოდა, ჯეკ, თუ იმ დეფექტურს დაუმეგობრდები, წელს გამოცდებს არ
ჩაგაბარებინებო.
– ხომ იცი, რომ ეგრე არ იქნებოდა. და, შენს თავს დეფექტურს ნუ
ეძახი.
– რა მნიშვნელობა აქვს! საერთოდაც, რას მივდიოდი იმ სკო-
ლაში!
– მე მეგონა, მოგწონდა იქაურობა.
– ვერ ვიტან! – და უცებ გაცეცხლებულმა მუშტი დაუშინა ბალიშს,
– ვერ ვიტან! ვერა! ვერა! – უკვე მთელი ხმით ღრიალებდა.
ხმა არ გამიცია. არ ვიცოდი, რა მეთქვა. ნაწყენი იყო. და გამწა-
რებული.
ცოტა ხანს ვაცალე, ბრაზი გადმოეფრქვია. დეიზიმ სახეზე ცრემ-
ლები აულოკა.
– კარგი, კარგი, ავგი, – ზურგზე ხელი გადავუსვი, – იქნებ ჩაიცვა
შენი ჯანგო ფეტის კოსტიუმი და...
– ეს ბობა ფეტის კოსტიუმია! ყველას როგორ გეშლებათ!
‒ ჰო, ბობა ფეტისა, – ვცდილობდი წყნარად მელაპარაკა. მხარ-
ზე ხელი მოვხვიე, – წამო, წავიდეთ მასკარადზე, კარგი?
– მასკარადზე რომ წავიდე, დედას ეგონება გამოკეთდაო და
ხვალ სკოლაში გამიშვებს.
– დედა სკოლაში თავის დღეში არ გაგიშვებს ძალით, – ვუთხა-
რი, – მოდი, ავგი, წავიდეთ. გპირდები, ვიმხიარულებთ. და ჩემს კან-
ფეტებს სულ შენ მოგცემ.

101
აღარ გაჯიუტებულა. ნელა წამოდგა და ბობა ფეტის კოსტიუმის
ჩაცმა დაიწყო. თასმები შევაკვრევინე, ქამარი შემოვარტყი და, რო-
ცა ჩაფხუტი დაიხურა, უკვე არა უშავდა.

ფიქრის დროა

მეორე დღეს ავგიმ ვითომ ისევ აიტკივა მუცელი, რომ სკოლაში


არ წასულიყო. ცოტა არ იყოს, მრცხვენოდა, დედას რომ ვატყუებ-
დით – არადა, შფოთავდა, ნამდვილად ენტეროვირუსიაო, მაგრამ
ავგუსტისთვის პირობა მქონდა მიცემული, შენი სკოლის ამბავს არ
გავუმხელ-მეთქი.
კვირას ისევ თავისაზე იდგა – სკოლაში აღარ წავალო.
– მერე, დედას და მამას რას ეტყვი? – ვკითხე, როცა ეს ამბავი
შემატყობინა.
‒ ნათქვამი აქვთ, როცა მოგინდება, წამოდიო, – მითხრა რომე-
ლიღაც კომიქსს ჩაშტერებულმა.
– ჰო, მაგრამ შენ ხომ ის ბიჭი არა ხარ, საქმეს შუა გზაზე რომ მი-
ატოვებს?! – ვუთხარი და მართალიც იყო, – როდის მიგიტოვებია?
– აღარ წავალ.
– მაშ, დედას და მამას უნდა უთხრა, რატომაც, – შევნიშნე და კო-
მიქსი გამოვართვი, რომ შემოეხედა და ასე გველაპარაკა, – მერე
დედა სკოლაში დარეკავს და ყველანი გაიგებენ, რაც მოხდა.
– ჯეკს მოხვდება?
– ალბათ კი.
– ეგრე უნდა.
უნდა გამოვტყდე, ავგუსტი უფრო და უფრო მაკვირვებდა. თარო-
დან მეორე კომიქსი გადმოიღო და ფურცვლას მოჰყვა.
– ავგი, – ვუთხარი, – ვიღაც ორი დებილი ბავშვის გულისთვის

102
უნდა წამოხვიდე სკოლიდან? ხომ ვიცი, რომ იქაურობა მოგწონს.
იმათ ჭკუაზე ნუ ივლი და თავისას ნუ გააყვანინებ.
– აზრზე არ არიან, რომ გავიგონე, – ამიხსნა,
– ჰო, ვიცი, მაგრამ...
– კარგი, რა, ვია. ვიცი, რასაც ვშვრები. უკვე გადაწყვეტილი
მაქვს.
– ეგ ხომ სიგიჟეა, ავგი! – მოვუჭერი და მეორე კომიქსიც გამო-
ვაცალე ხელიდან, – აუცილებლად უნდა დაბრუნდე სკოლაში. ხან-
დახან ყველას ეჯავრება სკოლა. ხანდახან მეც მეჯავრება. მეგობრე-
ბიც მეჯავრება, მაგრამ ეს ცხოვრება ასეთია, აგგი. გინდა, რომ ისე
მოგექცნენ, როგორც ყველას ექცევიან? ჰოდა, ზუსტად ასე ექცევიან
ყველას! ყველანი დავდივართ სკოლაში, გინდაც ზოგჯერ გვიჭირ-
დეს იქ ყოფნა, გაიგე?
– ვია, დერეფანში რომ მიდიხარ, გზას გითმობენ, რომ შემთხვე-
ვით არ მოგეკარონ? – მიპასუხა და სათქმელი ვერაფერი ვიპოვე, –
არა, ხომ? ეგრეც ვფიქრობდი. ჰოდა, სკოლაში შენს გასაჭირს ჩემ-
სას ნუ ადარებ, კარგი?
– კარგი, მართალი ხარ, – ვუთხარი, – მაგრამ მოდი, ნუ გავე-
ჯიბრებით, ვის უფრო უჭირს სკოლაში, ავგი. ყველას ჩვენ-ჩვენი გა-
საჭირი გვაქვს გადასატანი. და, თუ არ გინდა, რომ მთელი სიცოც-
ხლე ღლაპივით გექცეოდნენ, უნდა აიტანო და სკოლაში წახვიდე.
პასუხი არ გაუცია, მაგრამ ჩემმა ბოლო სიტყვებმა, მგონი, ცოტა-
თი გონს მოიყვანა.
– იმ ბიჭებს ნურაფერსაც ნუ ეტყვი, – გავაგრძელე, – ავგუსტ, აბა,
დაფიქრდი, რა მაგარია: შენ იცი, რაც თქვეს, იმათ კი არ იციან, რომ
იცი, რაც თქვეს, გესმის?
– რაო, რაო?
– მშვენივრად გაიგე, რაც ვთქვი. თუ არ გინდა, ნუღარ დაელაპა-
რაკები და ვერ მიხვდებიან, რატომ, ხედავ? ან, შეგიძლია თავი ისე
დაიჭირო, თითქოს ისევ ეძმაკაცები, სინამდვილეში კი იცოდე, რომ
შენი ძმაკაცები არ არიან.

103
– შენც ეგრე ხარ მირანდასთან? – მკითხა.
– არა, – ვუთხარი გადაჭრით, – მირანდა ჩემს დღეში არ მომიტ-
ყუებია.
– მაშ, მე რად მასწავლი ტყუილებს?
– არაფერსაც არ გასწავლი! უბრალოდ, იმას გეუბნები, მაგ დე-
ბილებს ნერვები არ ააშლევინო-მეთქი. მორჩა და გათავდა,
– როგორც მირანდა გიშლიდა ნერვებს?
– რას გადაეკიდე ამ მირანდას? – ვერ მოვითმინე და ვუყვირე, –
მე შენს მეგობრებზე გელაპარაკები. ჩემსას თავი დაანებე,
– შენ და მირანდა როდისღა მეგობრობთ?!
– მაგას რა აქვს საერთო იმასთან, რასაც მე და შენ ვლაპარა
კობთ?
ავგუსტი ისე მიყურებდა, თოჯინას სახე გამახსენდა. იმ თავისი
ნახევრად დახუჭული, თოჯინური თვალებით მომშტერებოდა.
– ამასწინათ დარეკა, – თქვა ბოლოს.
– რაო? – ყურებს არ დავუჯერე, – და არ მითხარი?
– შენ არ გირეკავდა, – მიპასუხა და ორივე კომიქსი გამო-
მართვა, – მე დამირეკა. მოსაკითხად. რას შვრებიო. არ სცოდნია,
რომ ნამდვილ სკოლაში დავდივარ. არც კი მჯერა, რომ არ გაგიგე-
ბინებია. მითხრა, მე და ოლივია წინანდელივით აღარ ვდაქალობთ,
მაგრამ მინდა იცოდე, რომ შენ მუდამ მეყვარები, როგორც უფროს
დასაო.
გავშეშდი. თავბრუ დამეხვა. გავოგნდი. ენა ჩამივარდა.
– რატომ არ მითხარი? – ვკითხე ბოლოს.
– რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა და ისევ პირველი კომიქსი გადაშა-
ლა.
– კარგი. თუ სკოლას თავს დაანებებ, ავდგები და დედას და მამას
ვეტყვი ჯეკ სადის ამბავს, – გავაფრთხილე, – ტაკუნმენი ალბათ სკო-
ლაში გამოგიძახებს, ჯეკს და დანარჩენებს შენთვის სახალხოდ მო-
ახდევინებს ბოდიშს და ყველანი ისე მოგექცევიან, როგორც ვიღაც
საცოდავს, რომელიც იმ სკოლაში უნდა დადიოდეს, სადაც საგანგე-
ბო საჭიროებების მქონე ბავშვები დადიან. ეგ გინდა? იცოდე, რომ

104
ეგრე იქნება. და თუ არ გინდა, ადექი, წადი სკოლაში და ისე მოიქე-
ცი, ვითომ არაფერი მომხდარა. ან, თუ გინდა, მიდი ჯეკთან და ყვე-
ლაფერი უთხარი. მოკლედ, თუკი...
– კარგი, კარგი, კარგი, – შემაწყვეტინა.
– რა?
– წავალ! წავალ! – მიყვირა, თუმცა არც ისე ხმამაღლა, – ოღონ-
დაც მორჩი მაგაზე ლაპარაკს და წიგნი დამიბრუნე, კარგი?
‒ კი, ბატონო! – მივუგე, და ოთახიდან რომ გამოვდიოდი, რაღაც
გამახსენდა, – მირანდას ჩემზე არაფერი უთქვამს?
კომიქსს მზერა მოაშორა და თვალი თვალში გამიყარა.
– მითხრა, გადაეცი, რომ მენატრებაო. სიტყვასიტყვით გადმოგე-
ცი.
თავი დავუქნიე.
– გმადლობ, – ვითომ სხვათაშორის ვუთხარი, იმიტომ, რომ შემ-
რცხვა: არ მინდოდა დამენახავებინა, რა ძალიან გამიხარდა.

105
შენ ლამაზი ხარ.რა გენაღვლება, ვინ რას იტყვის
და სიტყვებიც ვერას დაგაკლებს,
ჰო, ყოველმხრივ ლამაზი ხარ
და სიტყვები ვერას დაგაკლებს

ქრისტინა აგილერა, „ლამაზი“

106
დაქნეულები

ვიღაცეები პირდაპირ მომდგომიან და უკითხაგთ, მაგ „დეფექ-


ტურთან“ რა საქმე გაქვსო. არადა, სინამდვილეში არც იცნობენ.
რომ იცნობდნენ, მასხრად ხომ აღარ აიგდებდნენ.
– იმიტომ, რომ კარგი ბიჭია! – ვეუბნებოდი, – და ნუ დასცინით.
– ანგელოზი ხარ, ჯუნ, – მითხრა ერთ დღეს ქსიმენა ბინმა, –მე
ვერ ვიზამდი, რასაც შენ შვრები.
– ასეთს რას ვშვრები?! – ალალად გამიკვირდა.
– მისტერ ტაკუნმენმა გთხოვა, დაუმეგობრდიო? – მკითხა შარ-
ლოტ კოუდიმ.
– არა. მე თვითონ მომინდა და იმიტომ დავუმეგობრდი, – ვუპა-
სუხე.
ვინ იფიქრებდა, რომ სადილად ჩემი და ავგუსტ პულმანის ერ-
თად ჯდომა სალაპარაკო გახდებოდა! ისე იქცეოდნენ, გეგონება,
რაღაც გმირობას ჩავდიოდი. არა, მაინც რა დაქნეულები არიან!
პირველ დღეს იმიტომ მივუჯექი, რომ შემეცოდა. ეგ იყო და ეგ.
აბა, დაფიქრდით: ყოვლად წარმოუდგენელი გარეგნობის ბიჭი მო-
ვიდა ახალ სკოლაში. ხმას არავინ სცემდა. ყველანი აშტერდებოდ-
ნენ. ჩემს მაგიდასთან გოგოები ჭორავდნენ. ბიჩერის სკოლაში მარ-
ტო ის არ იყო ახალმოსული, მაგრამ მარტო მასზე ლაპარაკობდნენ.
ჯულიანმა ზომბი დაარქვა და ყველამ აიტაცა. „ზომბი ჯერ არ გინა-
ხავს?“ ამნაირები წამში ვრცელდება ხოლმე. და ავგუსტმაც იცოდა.
ახალმოსულებს მაშინაც უჭირთ, როცა ნორმალური სახე აქვთ და
წარმოიდგინეთ, მისი სახის პატრონი რა დღეში იქნებოდა!
ჰოდა, მივედი და დავჯექი. დიდი ამბავი. როდემდე უნდა იძახოს
ამ ხალხმა „აჰ“ და ოჰ“, ვითომ რაღაც საოცრება ჩამედინოს, ჩვე-
ულებრივი ბიჭია. ჰო, ყოვლად უცნაური შესახედავია, მისნაირი
არავინ მინახავს. მაგრამ ჩვეულებრივი ბიჭია.

107
ჭირი

რა თქმა უნდა, მესმის, რომ ავგუსტის სახეს უნდა შეეჩვიო. უკვე


ორი კვირაა, ერთად ვსხედვართ. მსოფლიოში ყველაზე ფაქიზად
ვერ ჭამს, მაგრამ სხვა მხრივ ძალიანაც კარგი ბიჭია. და იმასაც ვიტ-
ყვი, რომ აღარ მეცოდება. შეიძლება, თავიდან იმიტომ მივუჯექი,
რომ შემეცოდა, მაგრამ ახლა სულ სხვა რამის გამო ვზივარ მასთან
ერთად. იმიტომ ვზივარ, რომ მასთან ყოფნა მეხალისება.
მეხუთე კლასში თუ რამე არ მომწონს, ყველაზე მეტად ის, რომ
ბავშვებს მეტწილად ისე უჭირავთ თავი, თითქოს გაიზარდნენ – რა-
ღა დროს ჩვენი თამაშიაო. დასვენებებზე მარტო დგანან და ლაპა-
რაკობენ. ლაპარაკით კი მარტო იმას ლაპარაკობენ, ვის ვინ მოს-
წონს, ვინ მაგარია და ვინ – არა. ავგუსტს ამნაირები არ ადარდებს.
შესვენებაზე „კვადრატის“ თამაში ურჩევნია, „კვადრატი“ კი მეც ძა-
ლიან მიყვარს. ავგუსტს „კვადრატს“ რომ ვეთამაშებოდი, იმიტომაც
გავიგე „ჭირობანას“ ამბავი. ეს გასართობი, აშკარად, წლის დასაწ-
ყისშივე მოიგონეს. ვინც შემთხვევით შეეხება ავგუსტს, 30 წამში უნ-
და მოასწროს და ხელები დაიბანოს ან ხელის მადეზინფიცირებელი
საშუალება იპოვოს, თორემ „ჭირი“ გადაედება. ისე, ზუსტად არ ვი-
ცი, რა მოგივა, თუ მართლა „გადაგედო“, იმიტომ, რომ ავგუსტს
აქამდე არავინ მიჰკარებია.
ეს ამბავი მაია მარკოვიცისგან გავიგე. გამომიტყდა, რატომაც არ
უნდა შესვენებაზე ჩვენთან ერთად „კვადრატის“ თამაში: არ მინდა,
„ჭირი“ გადმომედოსო. რა „ჭირი“-მეთქი, ვკითხე და ამიხსნა. მე
ვუთხარი, რა სისულელეა-მეთქი და დამეთანხმა, მაგრამ მაინც არ
უნდოდა, ავგუსტის მოწოდებულ ბურთს მიჰკარებოდა, თუკი მო-
ახერხებდა.

108
წვეულება ჰელოუინზე

რა მაგარია! სავანამ ჰელოუინის საღამოს წვეულებაზე დამპა-


ტიჟა.
სავანა ალბათ ყველაზე პოპულარული გოგოა მთელ სკოლაში.
ყველა ბიჭს მოსწონს. ყველა გოგოს უნდა, მისი დაქალი იყოს.
მთელ მეხუთე კლასებში პირველს მას გაუჩნდა ნამდვილი „შეყვა-
რებული“, 281-ე სკოლის მეექვსეკლასელი. თუმცა, მალევე მიატო-
ვა და ახლა ჰენრი ჯოპლინს ხვდება; ძალიანაც ლოგიკურია, იმი-
ტომ, რომ ერთიცა და მეორეც ნამდვილ თინეიჯერებს ჰგვანან.
მოკლედ, მე „პოპულარულ“ ჯგუფს არ ვეკუთვნი, მაგრამ რო-
გორღაც მაინც დამპატიჟა და ძალიანაც მაგარია. როცა სავანას
ვუთხარი, მივიღე შენი მოპატიჟება და აუცილებლად მოვალ-მეთქი,
გაუხარდა, ოღონდ იქვე მაცნობა, ბევრ ხალხს არ ვეძახი და მაინ-
ცდამაინც ტრაბახს ნუ მოჰყვები, აქაოდა დაპატიჟებული ვარო. მა-
გალითად, მაია არ დაუპატიჟებიათ. სავანამ ისიც მითხრა, კოსტიუმი
არ გინდაო. კიდევ კარგი, გამაფრთხილა, თორემ, რა თქმა უნდა,
კოსტიუმით მივიდოდი – (ცალრქიანი ცხენის კოსტიუმზე კი არ ვამ-
ბობ: ის კოსტიუმი ჰელოუინის პარადისთვის მქონდა): გოთური კოს-
ტიუმითვე წავიდოდი, რომელიც სკოლაში მეცმებოდა. მაგრამ სავა-
ნას წვეულებაზე ესეც კი არ დაიშვებოდა. ამ მიპატიჟებაში ცუდი მარ-
ტო ის იყო, რომ პარადის გამოტოვება მომიწევდა და ცალრქიანი
ცხენის კოსტიუმიც ოხრად დამრჩებოდა. აფსუსია, მაგრამ ვიფიქრე,
არა უშავს, გადავიტან-მეთქი.
მოკლედ, საქმე ასე იყო: რომ მივედი, სავანა ზღურბლზე შემომე-
გება და მითხრა:
– შენი შეყვარებული სადღაა, ჯუნ?
აზრზე ვერ მოვედი, რას მეკითხებოდა.
– ჰელოუინზე ალბათ ნიღაბიც კი არ დასჭირდება, არა? – დაუმა-
ტა და მაშინღა მივხვდი, რომ ავგუსტზე ამბობდა.
– ჩემი შეყვარებული არ არის, – ვუთხარი.

109
– ვიცი, ვიცი, გეხუმრე! – ლოყაზე მაკოცა (ის და მისი დაქალები
ერთმანეთს ყოველ შეხვედრაზე ლოყაზე კოცნიან) და ჩემი ქურთუკი
შესასვლელში, საკიდზე აისროლა. მერე ხელი ჩამკიდა და კიბით
სარდაფში ჩამიყვანა, წვეულება იქ იმართებოდა. სავანას მშობლე-
ბი არ ჩანდნენ.
ასე, თხუთმეტი კაცი იქნებოდა: სულ პოპულარული ბავშვები –
სავანას დაქალები და ჯულიანის ძმაკაცები. მე მგონი, მას მერე, რაც
იმათგან ზოგიერთები შეყვარებულები გახდნენ, ეს ორი ჯგუფი პო-
პულარული ბავშვების ერთ დიდ, სუპერჯგუფად გაერთიანდა.
არც კი ვიცოდი, ამდენი წყვილი თუ იყო. სავანასა და ჰენრის ამ-
ბავი ვიცოდი, მაგრამ ქსიმენა და მაილზი? ელი და ამოსი? ელის, ჩე-
მი არ იყოს, ჯერ არც ფორმები აქვს და არც არაფერი.
მოკლედ, როგორც არის. ხუთი წუთი არ გასულიყო, რომ ჰენრი
და სავანა თავზე დამადგნენ.
– აბა, გაგვაგებინე, რას ეტმასნები ზომბის, – თქვა ჰენრიმ.
– რამ გააზომბა, – ისე გავიცინე, თითქოს მეხუმრებოდნენ, თუმ-
ცა სინამდვილეში სულაც არ მეცინებოდა.
– იცი, რას გეტყვი, ჯუნ, – აჰყვა სავანა, – ათასჯერ უფრო პოპუ-
ლარული იქნებოდი, მაგასთან ერთად რომ არ დადიოდე. თანაც,
ერთი ამბავი უნდა გაგიმხილო: ჯულიანს მოსწონხარ და უნდა პაემა-
ნი დაგინიშნოს.
– მართლა?
– რას იტყვი, სიმპათიურია?
– მმ... კი, როგორ არა. ჰო, სიმპათიურია.
– ჰოდა, უნდა აირჩიო, ვისთან გირჩევნია ყოფნა, – ისე მელაპა-
რაკებოდა სავანა, როგორც უფროსი და უმცროსს, – ყველას მოს-
წონხარ, ჯუნ, ყველა ამბობს, რა კარგი ტიპია და გარეგნობაც რა
კარგი აქვსო. რომ მოინდომო, მშვენივრადაც დაგიმეგობრდებოდი.
დამიჯერე, მეხუთე კლასებში ბევრ გოგოს ოცნებადა აქვს ჩვენთან
დაახლოება.
– ვიცი, – თავი დავუქნიე, – გმადლობ.
– არაფრის, – მიპასუხა, – ვუთხრა ჯულიანს, მოვიდეს და ილაპ-

110
არაკოთ?
გავიხედე, საითაც მანიშნებდა და დავინახე: ჯულიანი იდგა და
ჩვენკენ იყურებოდა.
– მმ... იცი, რა, ტუალეტში უნდა გავიდე. სად გაქვთ?
წავედი, სადაც მიმასწავლა, ჩამოვჯექი აბაზანის კიდეზე, დავუ-
რეკე დედას და ვთხოვე, წამიყვანე-მეთქი.
– ხომ მშვიდობაა? – მკითხა.
– კი, ოღონდ აქ ყოფნა აღარ მინდა.
დედას აღარაფერი უკითხავს, მითხრა, ათ წუთში მანდ ვიქნებიო.
– ზარს ნუ დარეკავ, – ვუთხარი, – მობილურზე დამირეკე და გა-
მოვალ.
სანამ დედა დამირეკავდა, ტუალეტში ვიყურყუტე, მერე ისე ავი-
პარე ზემოთ, არავის დავუნახივარ, ავიღე ქურთუკი და გავედი.
ათის ნახევარი იყო. ეიმსფორტ-ავენიუზე ჰელოუინის პარადი გა-
ხურებულიყო. ხალხის ტევა არ იყო. ყველანი კოსტიუმებით იყვნენ.
ჩონჩხები. მეკობრეები. პრინცესები. ვამპირები, სუპერგმირები.
და არც ერთი ცალრქიანი ცხენი.

ნოემბერი

მეორე დღეს სკოლაში სავანას ვუთხარი, ეტყობა, ჰელოუინის


კანფეტმა მომწამლა: ცუდად გავხდი და მაგიტომ იყო, რომ მალე წა-
ვედი-მეთქი. დამიჯერა. სკოლაში მართლაც დადიოდა ენტეროვი-
რუსი და ჩემი ტყუილი სიმართლეს ჰგავდა. ისიც ვუთხარი, სხვა ვი-
ღაც მომწონს-მეთქი, რომ თავი დაენებებინა და ჯულიანისთვისაც
გაეგებინებინა, არ აინტერესებო. რა თქმა უნდა, ჩამაცივდა, მაინც
ვინ არისო, მაგრამ ვუთხარი, საიდუმლოა-მეთქი.

111
ჰელოუინის მეორე დღეს ავგუსტი არ მოსულა, და როცა გამოჩ-
ნდა, მივხვდი, რაღაც სჭირდა. სადილზე რაღაც უცნაურად იქცეოდა.
ხმას თითქმის არ იღებდა და როცა ველაპარაკებოდი, თეფშს
დაჰყურებდა. თითქოს თვალებში შემოხედვა არ უნდაო. ბოლოს ვე-
ღარ მოვითმინე:
– ავგი, ხომ მშვიდობაა? რამე ხომ არ გაწყენინე?
– არა.
– რა ცუდია, ჰელოუინზე ავად რომ გახდი. დერეფნებში სულ ბო-
ბა ფეტს დავეძებდი.
– ჰო, ავად ვიყავი.
– ენტეროვირუსი გქონდა?
– ჰო, ალბათ.
წიგნი გადაშალა და კითხვა დაიწყო. ცოტა არ იყოს, უზრდელუ-
რად გამოუვიდა.
‒ როგორ მიხარია, ეგვიპტის მუზეუმი რომ გვექნება! – ვთქვი, –
შენ არა?
თავი გაიქნია. პირში ლუკმა ედო. თვალი ავარიდე, იმიტომ, რომ
რაღაც საშინლად ღეჭავდა – თითქოს განგებ – და თვალებიც ისე
ჰქონდა დახრილი, რომ მისგან რაღაც დამამძიმებელი იმპულსები
მოდიოდა.
– შენ რა გაქვს მუზეუმისთვის გასაკეთებელი? – არ ვეშვებოდი.
მხრები აიჩეჩა, ჯინსის ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოაძვრინა და
მაგიდაზე გადმომიგდო.
ყველა მეხუთეკლასელს რომელიმე ძველეგვიპტური ნივთი ან
ნაგებობა გვერგო. მასწავლებელმა პროექტები პაწია ფურცლებზე
ჩამოწერა, აკვარიუმში ჩაყარა და ყველა ბავშვს სათითაოდ ამოგვა-
ღებინა.
ავგის ფურცელი გავშალე.
– რა მაგარია! – მგონი, ცოტა ზედმეტად აღვფრთოვანდი, მაგ-
რამ მინდოდა, გუნება გამოჰკეთებოდა, – საქარის საფეხურებიანი
პირამიდა შეგხვედრია!
– ვიცი, – წაიზმუვლა.

112
– მე კი – ანუბისი, საიქიოს ღმერთი.
– ეგ რომელია, ძაღლისთავიანი?
– უფრო სწორად, ტურისთავიანი, – შევუსწორე, – მოდი, გაკვე-
თილების შემდეგ პროექტებზე ერთად ვიმუშაოთ. თუ გინდა, ჩემთან
წავიდეთ.
ბუტერბროდი დადო და სკამის საზურგეს მიაწვა. ვერც კი აღ-
ვწერ, რა თვალებით შემომხედა.
– იცი, რა ჯუნ, – მითხრა, – მოდი, აღარ გინდა.
– რა აღარ მინდა?
‒ ნუღარ მემეგობრები. ვიცი, რომ მისტერ ტაკუნმენმა გთხოვა.
– ვერ მივხვდი, რას მეუბნები.
– იმას გეუბნები, თავს ნუღარ მომაჩვენებ-მეთქი. ვიცი, რომ მის-
ტერ ტაკუნმენი სწავლის დაწყებამდე რამდენიმე ბავშვს ელაპარაკა
და ჩემთან დამეგობრება სთხოვა.
– ჩემთვის არაფერი უთქვამს, ავგუსტ.
– როგორ არა!
– არა, არ უთქვამს.
– უთქვამს, უთქვამს!
– არა-მეთქი, არა! გეფიცები, არ უთქვამს! – ხელები ავწიე და და-
ვანახვე, რომ „ნიჩურტა“ არ მქონდა გაკეთებული. მაშინვე ფეხებზე
დამხედა. უგებიც გავიძრე, რომ დაენახა: არც ფეხის თითები მქონდა
გადაჯვარედინებული.
– კოლგოტი გაცვია! – მითხრა ნიშნის მოგებით.
– ხომ ხედავ, რომ თითები სწორად მილაგია! – დავუკივლე.
– კარგი, რა გაყვირებს.
– რაღაცეებს ნუ მაბრალებ, გაიგე?
– კარგი, ბოდიში.
– დიახაც, რომ ბოდიში უნდა მომიხადო!
– მართლა არ უთქვამს?
– ავგი!
– კარგი, კარგი, მაპატიე.
კიდევ დიდხანს ვითუხთუხებდი, მაგრამ მიამბო, რაც ჰელოუინზე

113
მომხდარა და ბრაზმაც გადამიარა. მოკლედ, გაუგონია, როგორ გა-
ჭორა ჯეკმა და რა საშინელებები ილაპარაკა მის ზურგს უკან. აი,
თურმე, რატომაც მეუხეშებოდა! და იმასაც მივხვდი, „ავად“ რატომ
გახდა.
– დამპირდი, რომ არავისთან წამოგცდება, – მთხოვა.
– სამარე ვარ, – თავი დავუქნიე, – ოღონდ შენც დამპირდი, რომ
წეღანდელივით აღარ მომექცევი.
– გპირდები, – მითხრა და ნეკი ნეკისა გავაკეთეთ.

ამ ბავშვის ნახვა 16 წლამდე აკრძალულია!

დედასთვის ნათქვამი მქონდა ავგუსტის სახის ამბავი. დაწვრი-


ლებით აღვუწერე, რანაირი შესახედავიცაა, იმიტომ, რომ ვიცი, რა
გაჭირვებით ახერხებს გრძნობების დამალვას, არადა ავგუსტი დღეს
პირველად მოდის ჩვენთან სტუმრად. დედას სამსახურში ესემესიც
კი გავუგზავნე, ხომ გახსოვს-მეთქი, მაგრამ რად გინდა! სამსახური-
დან მოსული ოთახში რომ შემოვიდა, ისე შეეცვალა გამომეტყველე-
ბა, იქვე მივხვდი: თურმე ისე არ მყოლია შემზადებული. მოკლედ,
შემოვიდა, დაინახა ავგუსტი და პირდაღებული გაშეშდა.
– დე, ეს ავგია. შეიძლება, სადილად დაგვეწვიოს?
უცებ ვერც კი მიხვდა, რა ვუთხარი.
– გამარჯობა, ავგი,– ამოღერღა ბოლოს, ‒ მმ... რა საკითხავია,
ჯუნ, თუკი დედა ნებას დართავს.
სანამ ავგი დედამისს ურეკავდა, მე ჩემსას წავჩწურჩულე:
– დე, სახე დაილაგე, რა!
ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, როგორსაც ტელევიზორში ახ-

114
ალი ამბების ყურებისას იღებს, როცა რაღაც შემზარავ მოვლენებს
გვამცნობენ ხოლმე. ჩქარ-ჩქარა დამიქნია თავი, ალბათ ვერც ხვდე-
ბოდა, რა შეძრწუნებული იყურებოდა, და ამის მერე, რაც მართალია
– მართალია: ავგის სრულიად ნორმალურად ექცეოდა.
ცოტა ხანში მე და ავგი დაგვღალა ჩვენ-ჩვენს პროექტებზე მუ-
შაობამ და დასასვენებლად სასტუმრო ოთახში გავედით. ავგიმ ბუხ-
რის თავზე ჩარიგებულ ფოტოებს დაუწყო თვალიერება და ჩემი და
მამას სურათი დაინახა.
– მამაშენია? – მკითხა.
– ჰო.
– არ ვიცოდი, თუ... რას ეძახიან?
– რასათაშორისი ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვი
ვარ.
– ზუსტად, – და ისევ შეხედა ფოტოს, – შენი მშობლები გაიყარ-
ნენ? არ მინახავს, მამაშენი გაკვეთილების შემდეგ გაკითხავდეს.
– არა, – მივუგე, – მამა საზღვაო ქვეითი ჯარის სერჟანტი იყო და
რამდენიმე წლის წინ დაიღუპა.
– უჰ! არ ვიცოდი.
– ჰო, – თავი დავუქნიე და მეორე ფოტო მივაწოდე, სადაც მამას
სამხედრო ფორმა ეცვა.
– ოჰო! ერთი, ამ მედლებს უყურე!
– ჰო, მაგარი მამა მყავდა.
– უჰ, ჯუნ, რა ცუდია!
– ჰო, მაგრად ტეხავს. ისე მენატრება, რომ...
– ჰო, უჰ, – თავი დამიქნია და ფოტო დამიბრუნა.
– შენ მოგკვდომია ვინმე? – ვკითხე.
– მარტო ბებია, ოღონდ სინამდვილეში არც კი მახსოვს.
– რა ცუდია.
თავი დაიქნია.
– გიფიქრია, რა ემართებათ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ? –
ვკითხე.
მხრები აიჩეჩა:

115
– მაინცდამაინც, არა. ალბათ ცაში ხვდებიან, არა? ბებიაჩემიც იქ
იქნება.
– მე კი ბევრს ვფიქრობ, და მგონია, როცა ადამიანი კვდება, მისი
სული მართლაც ცაში ადის, ოღონდ ცოტა ხნით. იქ ნაცნობ-მეგობ-
რებს ხვდება და ძველ დროს იხსენებენ. მაგრამ მერე, მე მგონი, სუ-
ლები იმაზე იწყებენ ფიქრს, როგორ იცხოვრეს დედამიწაზე, რა ჩა-
იდინეს კარგი და რა – ცუდი, და, მერე ისევ იბადებიან, სულ მთლად
ცინცხალ ბავშვებად.
– ჰო, მაგრამ ეგ რაღად უნდათ?
– იმად, რომ იქნებ მომდევნო ცხოვრება სწორად გაატარონ, –
ავუხსენი, – მათ სულებს შეცდომების გამოსწორების საშუალება ეძ-
ლევათ.
ჩაუფიქრდა, რასაც ვეუბნებოდი და თავი დამიქნია:
– აი, როგორც საკონტროლო რომ ხელმეორედ დაგაწერინონ,
არა?
– ზუსტად, – მივუგე, – სული იგივე რჩება, სხვა კი ყველაფერი
იცვლება.
– ისე, ეგ ამბავი ძალიან მომწონს! – გაცხარებით დამიქნია თავი,
– მართლა მომწონს, ჯუნ! მაშ გამოდის, რომ მომდევნო ცხოვრებაში
მეშველება და ამ ჩემს სახეს მოვიშორებ.
და ამ სიტყვებზე ისე გადმოკარკლა თვალები, რომ გამეცინა.
– ალბათ ეგრე იქნება.
‒ ჰე! ვინ იცის, სიმპათიურიც კი დავიბადო! – თქვა ღიმილით, –
რა მაგარი იქნება, არა? ვთქვათ, დავბრუნდი და სიმპათიური ხომ
ვარ და ვარ, თან, პლუს, სუპერკუნთა და სუპერმაღალი!
ისევ გამეცინა. რა ყოჩაღია! ყველას კი არ შეუძლია თავისი თა-
ვის დაცინვა. ესეც ძალიან მომწონს ავგიში.
– მოიხედე, ავგი, შეიძლება რაღაც გკითხო?
– მიდი, – ისე დამრთო ნება, თითქოს იცოდა, რაც უნდა მეკითხა.
შევყოყმანდი. ამ კითხვის დასმა კარგა ხანია, მინდოდა, მაგრამ
ვერ ვბედავდი.
– რა იყო? – მკითხა, – გაინტერესებს, სახეზე რა მჭირს?

116
– ჰო, რა. ოღონდ, თუ არა უშავს, რომ გკითხო.
მხრები აიჩეჩა. გულზე მომეშვა, რომ არც გაბრაზდა და არც გუ-
ნება წაუხდა.
– რა უნდა უშავდეს, – თქვა წყნარად, – მთავარი, რაც მჭირს,
ყბა-სახის ანუ დენტოფაციალური დიზოსტოზია, სხვათა შორის, იცი,
რამდენ ხანს ვიზეპირებდი! და, კიდევ რაღაც სინდრომი მაქვს, რო-
მელსაც საერთოდ ვერ გამოვთქვამ. ჰოდა, ისე მოხდა, რომ ეს ორი
რამე შეერთდა და სუპერმუტაცია წარმოქმნა, რომელიც ისეთი იშ-
ვიათობაა, რომ სახელიც კი არ ჰქვია. არ გეტრაბახები, მაგრამ, რომ
იცოდე, სამედიცინო საოცრებად ვითვლები.
გაეღიმა: – ვიხუმრე. თუ გინდა, გაიცინე.
მეც გავუღიმე და თავი გავაქნიე.
– რა სასაცილო ხარ, ავგი, – ვუთხარი.
– ჰო, ვარ, – მომიგო ამაყად, – და უმაგრესიც.

ეგვიპტური სამარხი

მთელი ერთი თვე, გაკვეთილების შემდეგ, მე და ავგუსტი ხან


მასთან მივდიოდით, ხან – ჩემთან. ერთი-ორჯერ, ავგუსტის მშობ-
ლებმა მე და დედა სადილადაც მიგვიპატიჟეს. და, როგორც ყური
მოვკარი, დედას ავგუსტის ბიძის, ბენის, გაცნობას უპირებენ.
ეგვიპტის მუზეუმის გახსნის დღეს ყველანი ძალიან ვნერვი-
ულობდით და ვფორიაქობდით. წინა დღეს თოვლი მოვიდა – იმდენი
არა, რამდენიც მადლიერების დღის წინ, მაგრამ თოვლი მაინც თოვ-
ლია.
სპორტის დარბაზი ვეებერთელა მუზეუმად გადაიქცა. ჩვენი ნამუ-
შევრები ცალ-ცალკე მაგიდებზე ელაგა. ყოველ ექსპონატს პატარა
განმარტებითი ბარათი ახლდა. ექსპონატები, მეტწილად, მაგარი გა

117
მოვიდა, მაგრამ მე თუ მკითხავ, ყველას ჩემი და ავგუსტის ნამუშევ-
რები სჯობდა. ჩემი ანუბისის ქანდაკება ნატურალური გეგონებოდა,
ნამდვილი ოქროსფერი საღებავიც კი გადავუსვი. ავგუსტმა თავისი
საფეხურებიანი პირამიდა შაქრის ნატეხებისგან ააგო. ორი ფუტი სი-
მაღლე ჰქონდა და ორი ფუტი ორზე – ძირი. თან, რაღაც სპეციალუ-
რი საღებავიც შეაფრქვია, აი, რომელიც ქვიშის ეფექტს ქმნის. ძა-
ლიან მაგარი გამოუვიდა.
ყველანი ეგვიპტური კოსტიუმებით მივედით. ზოგიერთს ინდიანა
ჯონსივით ეცვა – არქეოლოგები იყვნენ, ზოგსაც – ფარაონებივით.
მე და ავგუსტი მუმიები ვიყავით. სახეები ბინტით გვქონდა დაფარუ-
ლი, მხოლოდ ორი ნახვრეტი დავტოვეთ თვალებისთვის და ერთიც
– პირისთვის.
მშობლები ჯერ სპორტის დარბაზის წინ, დერეფანში შეგ-
როვდნენ. მერე მასწავლებლებმა ბავშვებს გვითხრეს, თქვენიანები
შემოიყვანეთო. ყოველ ბავშვს ჩაბნელებულ დარბაზში, ფარნის
შუქზე უნდა ჩაეტარებინა ექსკურსია მშობლებისთვის. მე და ავგუს-
ტი დედებს ერთად დავატარებდით. ყოველ ექსპონატთან ვჩერდე-
ბოდით, ვუხსნიდით, რა იყო და ჩურჩულით ვცემდით პასუხს შეკით-
ხვებზე. რაკი ბნელოდა, ახსნა-განმარტებისას ექსპონატებს ფარნით
ვაშუქებდით, ხანდახან კი,მეტი ეფექტისთვის, ექსპონატების დეტა-
ლებზე ლაპარაკისას, ფარნები ნიკაპქვეშ გვეჭირა. ძალიან სახალი-
სო იყო მთელი ეს წყვდიადში ატეხილი ჩურჩული და ბნელ დარბაზში
ზიგზაგურად მორიალე სხივები.
რომელიღაც მომენტში წყლის დასალევად შადრევანთან მივირ-
ბინე და სახიდან მუმიის ბინტი შემოვიხსენი.
– ჰეი, ჯუნ, – ჯეკი მომიახლოვდა; „მუმიაში“ რომ რიკ ო”კო-
ნელის აცვია, ისე ეცვა, – მაგარი კოსტიუმია.
– გმადლობ.
– მეორე მუმია ავგუსტია?
– ჰო.
– ისა... შემთხვევით ხომ არ იცი, ავგუსტი რატომ მემდურის?
– მმ... კი, – თავი დავუქნიე.

118
– მეტყვი?
– ვერა.
დაბნეულად დამიქნია თავი. ემჩნეოდა, ნერვიულობდა. ადგილ-
ზე ვერ ისვენებდა.
– პირობა მაქვს მიცემული, არავის ვეტყვი-მეთქი.
– რა უცნაურია, – ამოიხვნეშა, – აზრზე ვერ მოვსულვარ, რა უნ-
და სწყენოდა. ვერ ვხვდები და მორჩა. მიმანიშნე მაინც.
შევტრიალდი. დარბაზის ბოლოში ავგუსტი ჩვენს დედებს ელაპა-
რაკებოდა. არა, რაც ჰელოუინზე მოისმინა, არავის ვეტყოდი, მაგ-
რამ ჯეკიც შემეცოდა.
– სისხლიანი აჩრდილი, – ყურში ჩავჩურჩულე და წავედი.

119
ნაწილი მეოთხე

აი, ჩემი საიდუმლო: ძალიან მარტივია.


მხოლოც გულია, ყოვლისმხედველი.
მთავარს თვალით ვერ დაინახავ.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, „პატარა უფლისწული“

120
ტელეფონის ზარი

მოკლედ, აგვისტოში ჩვენს ავტომოპასუხეზე საშუალო სკოლის


დირექტორის, მისტერ ტაკუნმენის, შეტყობინება გაიჩითა. დედამ
თქვა, ალბათ ყველა ახალ მოსწავლეს ურეკავს და ულოცავსო, რა-
ზეც მამამ მიუგო, ასე თუ მოჰყვა, სად წავაო. მოკლედ, დედამ მის-
ტერ ტაკუნმენს დაურეკა. ყველაფერი მესმოდა, რასაც ამბობდა. აი,
რა თქვა სიტყვასიტყვით:
– გამარჯობა, მისტერ ტაკუნმენ. ამანდა სადი ვარ, მთხოვეთ და-
მერეკა და გირეკავთ. ოო, დიდი მადლობა! ძალიან სასიამოვნოა.
ერთი სული აქვს, როდის დაიწყება. პაუზა. დიახ. პაუზა. ოო, გმად-
ლობთ. რა თქმა უნდა. ხანგრძლივი პაუზა. ოოოო... უ-ჰუ-ჰუჰ! პაუზა.
ძალიან სასიამოვნოა, რომ ამას მეუბნებით. პაუზა. რა თქმა უნდა.
ოოჰ! უ-ჰუ-ჰუჰ! გრძელზე გრძელი პაუზა. მესმის, დიახ. დარწმუნებუ-
ლი ვარ, თანახმა იქნება. ერთი წუთით, ჩავიწერ... დიახ, ჩავიწერე.
დაველაპარაკები და დაგირეკავთ, ხომ? პაუზა. არა, არა. პირიქით,
მადლობელი ვარ, რომ გაგახსენდათ. ნახვამდის!
ყურმილი დაკიდებული არ ჰქონდა, რომ დავეტაკე:
– რა ხდება? რას გეუბნებოდა?
და დედამ თქვა:
– იცი, ძალიან სასიხარულო ამბავია, თან კი სევდიანი. თურმე
ერთი ბიჭია, წელს თქვენთან იწყებს სწავლას, აქამდე ნამდვილ სკო-
ლაში არ უვლია, იმიტომ, რომ შინ ამეცადინებდნენ. ჰოდა, მისტერ
ტაკუნმენი დაწყებითის მასწავლებლებს დალაპარაკებია, ვინ არის
ყველაზე კეთილი ბავშვი მეოთხეკლასელებშიო და ალბათ მასწავ-
ლებლებმა უთხრეს, რომ არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ – ისედაც ხომ
ვიცოდი – და ახლა მისტერ ტაკუნმენი გეკითხება, მქონდეს შენი
იმედი, რომ პირველ ხანებში იმ ახალ ბიჭს ყურადღებას მიაქცევო?
– ანუ უნდა დავუძმაკაცდე? – დავაზუსტე.
– დიახ, ბატონო. ასე თქვა, სკოლაში იმ ბიჭს მფარველივით ეყო-

121
ლებაო.
– ჰო, მაგრამ რაღა მე?
‒ აკი გითხარი: შენს მასწავლებლებს უთქვამთ მისტერ ტაკუნმე-
ნისთვის, ისეთი ბიჭია, არასოდეს რომ არ დაგაღალატებსო. ძალიან
მეამაყება, რომ ასე გაფასებენ...
– და, სევდიანი რატომღაა?
– რაზე ამბობ?
– შენ თვითონ არ თქვი, სასიხარულო ამბავია, თან კი სევდი-
ანიო?
– უი, ჰო, – თავი დამიქნია დედამ, – მმ... როგორც ჩანს, იმ ბიჭს
სახეზე რაღაც სჭირს... დაახლოებით ასეა. არ ვიცი, შეიძლება ავა-
რიაში მოყვა. მისტერ ტაკუნმენმა თქვა, იმ კვირაში სკოლაში გამოი-
აროს და ყველაფერს ავუხსნიო.
– სწავლა რომ სექტემბრამდე არ იწყება!
– უნდა, რომ სწავლის დაწყებამდე გაიცნო ის ბიჭი.
– მისვლა სავალდებულოა?
დედას, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა:
– არა, სულაც არა, მაგრამ ეგ ხომ კეთილი საქმეა, ჯეკ.
– თუ სავალდებულო არ არის, არ მინდა წასვლა.
– იქნებ დაფიქრებულიყავი?
– ვფიქრობ და ვხვდები, რომ მაგ საქმეში გარევა არ მინდა.
– დაძალებით ვერ დაგაძალებ, – მითხრა დედამ, – მაგრამ იქნებ
ცოტა კიდევ იფიქრო, კარგი? მისტერ ტაკუნმენს ხვალამდე არ და-
ვურეკავ, ჰოდა დილამდე მაინც იფიქრე. ჯეკ, ბოლოს და ბოლოს, რა
არის ასეთი? გთხოვეს, ცოტა დრო დაუთმე ახალ ბავშვსო...
– ეგ ბავშვი უბრალოდ ახალი ბავშვი არ არის, დე, – ვუპასუხე, –
დეფექტურია.
– რა საშინელ რამეს ამბობ, ჯეკ!
– ეგრეა, დე.
– შენ ხომ არც კი იცი, ვინ არის!
– როგორ არ ვიცი, – ვთქვი, რადგან რაწამს ლაპარაკი დაიწყო,
იმწამსვე მივხვდი, რომ იმ ბიჭზე, ავგუსტზე ამბობდა.

122
ნაყინის მაღაზიასთან

მახსოვს, პირველად ეიმსფორტ-ავენიუზე, ნაყინის მაღაზია


„კარველთან“ ვნახე, ხუთი თუ ექვსი წლისა ვიქნებოდი. მე და ჩვენი
ძიძა ვერონიკა მაღაზიის წინ, სკამზე ვისხედით, ჩემი უმცროსი ძმა
ჯეიმი კი – ეტლში, პირით ჩვენკენ. ისე ვიყავი ნაყინით გართული,
ვერც კი შევნიშნე, რომ გვერდით ვიღაცები მოგვისხდნენ.
მერე, რაღაც მომენტში, თავი მივაბრუნე, რომ ვაფლის ჭიქის
ძირში ჩამოწუწული ნაყინი ამელოკა, და მაშინ იყო, ავგუსტი რომ
დავინახე. ზუსტად ჩემ გვერდით იჯდა. ვიცი, ცუდად მოვიქეცი, მაგ-
რამ როგორც კი თვალი მოვკარი, უჰ-მეთქი, ამომხდა, იმიტომ, რომ
მართლა შემეშინდა. ვიფიქრე, ზომბის ან ვიღაც საშინელების ნიღა-
ბი უკეთია-მეთქი. მოკლედ, ცუდად გამომივიდა, და მართალია, იმ
ბიჭს არ გაუგონია, მაგრამ სამაგიეროდ, მისმა დამ გაიგონა.
– ჯეკ, წასვლის დროა, – მითხრა ვერონიკამ.
უკვე ამდგარიყო და ეტლს მიმართულებას უცვლიდა, იმიტომ,
რომ, აშკარად, ჯეიმიმაც შენიშნა ბიჭი და რაღაც ისეთის თქმას აპი-
რებდა, ყველას რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდებდა.
გველნაკბენივით წამოვხტი და გაქცეულ ვერონიკას გავეკიდე. მო-
მესმა, ჩვენ უკან იმ ბიჭის დედამ ალერსიანად თქვა, ბავშვებო,
დროა ჩვენც წავიდეთო, და მივიხედე, რომ ერთხელაც შემეხედა
ყველასთვის. ბიჭი ნაყინს ლოკავდა, დედამისი მის სკუტერს იღებ-
და, მისი და კი თვალებით მბურღავდა – ალბათ მოსაკლავად არ ვე-
ნანებოდი. იმწამსვე თვალი ავარიდე.
– ვერონიკა, იმ ბიჭს რა სჭირდა?
– ჩშშშ! გაჩუმდი! – გამიბრაზდა.
ვერონიკა როგორ არ მიყვარს, მაგრამ თუ გაბრაზდა, მტრისას!
ამასობაში, ჯეიმი, ლამის იყო, ეტლიდან გადმოვარდნილიყო: ცდი-
ლობდა, ერთხელაც შეეხედა იმ ბიჭისთვის, ვერონიკა კი გამალე-
ბით მიაქანებდა.
– ვიანიკა... – თქვა ჯეიმიმ.

123
ვერონიკამ მაშინღა ამოიღო ხმა, როცა კარგა მანძილი გავი-
არეთ.
– რა საშინლად მოიქეცით, ბიჭებო! უსაშინლესად! რანაირად
მიშტერებოდით?!
– ძალით კი არ მივშტერებოდი! – ვუთხარი.
– თავ-პირის მტვრევითაც რომ გამოვიქეცით! – დუდუნებდა ვე-
რონიკა, – ღმერთო, საწყალი ქალი! მისმინეთ, ბიჭებო! ყოველ ცის-
მარე დღეს ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისთვის,
რაც გვაქვს. გესმით?
– ვიანიკა!
– რა იყო, ჯეიმი?
– ახლა ჰელოუინია?
– არა, ჯეიმი.
– მაშ, იმ ბიჭს ნიღაბი რატომ ეკეთა?
ვერონიკამ ხმა არ გასცა. როცა რამეზე ბრაზობს, ასე იცის.
– ნიღაბი არ ჰკეთებია, – ავუხსენი ჯეიმის.
– ჩშშ, ჯეკ! – დამიცაცხანა ვერონიკამ.
– რატომ ბრაზობ, ვერონიკა? – ვერ მოვითმინე და ვკითხე.
მეგონა, უფრო გაცეცხლდებოდა, მაგრამ მხოლოდ თავი გაიქ-
ნია.
– სამარცხვინოდ მოვიქეცით, – თქვა, – დავადეთ თავი და გავი-
ქეცით, თითქოს ეშმაკი გამოგვეცხადაო, მაგრამ შემეშინდა, ჰა და
ჰა, ჯეიმი რაღაცას დააბრეხვებს-მეთქი. არ მინდოდა, ისეთი რამე
ეთქვა, რომ იმ პატარა ბიჭს გული სტკენოდა. არადა, ასე გამოქცე-
ვაც სირცხვილია. იმ ბიჭის დედა ყველაფერს მიხვდა,
– რა, ძალით კი არ მიქნია! – ვთქვი.
– ჯეკ, ხანდახან ადამიანს სულაც არ გინდა ვინმეს აწყენინო, მაგ-
რამ უნებურად გამოგდის, გაიგე?
აი, ასე ვნახე პირველად ავგუსტი ჩვენს უბანში. ყოველ შემთხვე-
ვაში, ჩემს ხსოვნაში ასეა. მას მერეც მინახავს ხოლმე: ერთი-ორჯერ
საქანელებზე, რამდენჯერმე – პარკში. ხანდახან კოსმონავტის ჩაფ-
ხუტი ეხურა, მაგრამ ვიცოდი, რაც იყო ჩაფხუტის ქვეშ. უბანში ყველა

124
ბავშვმა იცოდა, ვინც იყო. რაღაც მომენტში ყველას ნანახი ჰყავდა.
ყველამ ვიცოდით, რა ერქვა, ის კი სახელებით არ გვიცნობდა.
რამდენი დავინახავდი, იმდენჯერ ვერონიკას ნათქვამი მახსენ-
დებოდა. არადა, ძნელია. ძნელია, მეორედ არ შეხედო. ძნელია,
ნორმალურად მოიქცე.

რატომ გადავიფიქრე

– კიდევ ვის დაურეკა მისტერ ტაკუნმენმა? – ვკითხე დედას იმ სა-


ღამოს, – არ უთქვამს?
– ჯულიანი და შარლოტი ახსენა.
– ჯულიანი! ფუუჰ! ჯულიანი რამ მოაფიქრა?
– თითქოს ძმაკაცობდით?! – გაუკვირდა დედას.
– დე, ეგ როდის იყო! მაშინ ბაღში დავდიოდით. ჯულიანზე დიდი
მლიქვნელი ქვეყანაზე არ დადის. თანაც, თავს იკლავს, რომ რო-
გორმე ყველაფერში პოპულარული იყოს.
– რა ვიცი, – შენიშნა დედამ, – იმ ბიჭის დახმარებაზე კი უარი არ
უთქვამს და... რა ვქნა, არ შევაქო?
რას ვეტყოდი, მართალი იყო.
– და, შარლოტი? – ვკითხე, – შარლოტიც დათანხმდა?
– ჰო, – თქვა დედამ.
– აბა, რას იზამდა! ისეთი წესიერი და დამჯერი ბავშვია, რომ... –
შევაგებე.
– ჯეკ, რა მოგდის? – ამოიხვნეშა დედამ, – რა ყველას ეშარები?!
– ჰო, მაგრამ, დე... – დავიწყე, – შენ ხომ აზრზე არა ხარ, ის ბიჭი
როგორი შესახედავია.
– წარმომიდგენია.
– ვერა! ვერ წარმოგიდგენია! თვალით არ გინახავს! მე კი ნანახი
მყავს.

125
– და თუ ის არ არის, შენ ვინც გგონია?
– დამიჯერე, ის არის. და გეუბნები, რომ საშინელია, ოღონდ მარ-
თლა. დეფექტურია, დე. თვალები აი, აქა აქვს, – ლოყებზე ვანიშნე,
– ყურები საერთოდ არ გააჩნია, პირი კი...
ამ დროს სამზარეულოში ჯეიმი შემოვიდა და მაცივრიდან წვენის
კოლოფი გამოიღო.
– აი, თუ გინდა, ჯეიმის ჰკითხე, – შევთავაზე დედას, – ჯეიმი, ჰა,
ჯეიმი! გახსოვს ის ბიჭი, შარშან, გაკვეთილების შემდეგ პარკში რომ
შეგვხვდა? ავგუსტი რომ ჰქვია! აი, სახე რომ აქვს!
– უჰ, ის ბიჭი?! – თქვა ჯეიმიმ და თვალები დაუმრგვალდა, – მერე
ცუდი სიზმარიც რომ ვნახე! გახსოვს, დე? აი, შარშან რომ ზომბი და-
მესიზმრა?!
– მე მეგონა, საშიშ ფილმს უყურე და იმიტომ, – უთხრა დედამ.
– არა, დე, იმ ბიჭის ბრალი იყო! დავინახე თუ არა, ვიყვირე, „აა-
ა!“ და გავიქეცი.
– მოიცა, მოიცა, – მოიღუშა დედა, – ადექი და მის თვალწინ იყ-
ვირე?
– ძალით კი არ მიქნია, დე! – აზუზუნდა ჯეიმი.
– დიახაც, რომ ძალით ჰქენი, – შეუტია დედამ, – ბიჭებო, ეს რა
მესმის?! რა გულს მიხეთქავთ?! – ეტყობოდა, მართლა გულგახეთ-
ქილი იყო, – ის ხომ ჩვეულებრივი ბავშვია, თქვენნაირი ბავშვი!
ხვდებით რა დღეში ჩავარდებოდა, ჯეიმი რომ ყვირილ-ყვირილით
გაიქცა?
– ხმამაღლა კი არ მიყვირია, – შეეპასუხა ჯეიმი, – მარტო „ააა!“
ვთქვი, – ხელები ლოყებზე მიიდო და სამზარეულოში მაგიდის გარ-
შემო სირბილს მოჰყვა.
– ჯეიმი, გეყოფა! – გაუბრაზდა დედა, – მე მეგონა, კეთილი და
გულისხმიერი შვილები მყავდა.
– გულისხმიერი რა არის? – იკითხა ჯეიმიმ და მეორე წრის დარ-
ტყვმას შეუდგა.
– მშვენივრად იცი, გულისხმიერი რაც არის, ჯეიმი, – არ აჰყვა
დედა.

126
– იცი, რა მახინჯია, დე! – თქვა ჯეიმიმ.
– ჯეიმი! – დაუყვირა დედამ, – ეგ რა სიტყვებია! წაიღე ეგ შენი
წვენი და წაბრძანდი! ერთი წამით ჯეკს უნდა დაველაპარაკო.
– მომისმინე, ჯეკ, – თქვა დედამ, როგორც კი ჯეიმი გავიდა, და
მივხვდი, დიდი ლექციის ჩატარებას აპირებდა.
– კარგი, დავუმეგობრდები, – ვუთხარი და ამ სიტყვებით მთლად
გავაოგნე.
– მართლა?
– ჰო!
– მაშ, დავურეკო მისტერ ტაკუნმენს?
– ჰო, დე! ჰო, ჰო-მეთქი!
დედას გაეღიმა:
– ტყუილად არ მქონდა შენი იმედი, ყოჩაღ! საამაყო შვილი მყავ-
ხარ, ჯეკი! – და თმა ამიჩეჩა.
გეტყვით, რატომაც გადავიფიქრე. იმიტომ არა, რომ დედას ლექ-
ციის მოსმენა არ მინდოდა. არც იმიტომ, რომ ის ბიჭი, ავგუსტი, ჯუ-
ლიანისგან დამეცვა, რომელიც, ეჭვი არ მეპარებოდა, უეჭველად
გაამწარებდა. უბრალოდ იმიტომ, რომ როცა ჯეიმი ჰყვებოდა, რო-
გორ იყვირა „ააა!“ და გაიქცა, ცუდად გავხდი, ოღონდ მართლა. საქ-
მე ის არის, რომ ჯულიანისნაირ დებილებს რა გამოლევს, მუდამ იქ-
ნებიან, მაგრამ თუ ისეთი პატარა ბიჭუნაც კი, როგორიც ჯეიმია, რო-
მელიც ძალიანაც კეთილი ბავშვია, ასე სასტიკად იქცევა, გამოდის,
რომ ავგუსტისნაირ ბიჭს საშუალო სკოლაში გაძლების შანსი არ
ჰქონია.

127
ოთხი რაღაც

პირველი: მის სახეს ეჩვევი. თავიდან, ერთი-ორჯერ დამკრა, აუჰ,


ამას რა შემაგუებს-მეთქი, მაგრამ მერე, სადღაც ერთი კვირა რომ
გავიდა, უკვე ვფიქრობდი, არც ისე საშინელია-მეთქი·
მეორე: მართლა ძალიან მაგარი ბიჭია. ხუმრობაც იცის და ყვე-
ლაფერი. აი, ვთქვათ, მასწავლებელი რაღაცას ჰყვება და ამ დროს
ავგუსტი რამე სასაცილოს გადმომიჩურჩულებას: სხვას არავის ეს-
მის, მე კი სიცილით ვიფხრიწები. და, ისედაც კარგი ბიჭია. მასთან
ყოფნაც გეხალისება, ლაპარაკიც და ყველაფერი.
მესამე: მართლა ჭკვიანია. მეგონა, ყველა საგანში მაჩანჩალა
იქნება, რაკი სკოლაში არ უვლია-მეთქი, არადა ყველაფერში ჩემზე
უკეთესი ნიშნები აქვს. მთლად გაქანებული ათოსანიც არ არის, რო-
გორც შარლოტი და ქსიმენა, მაგრამ ბევრითაც არ ჩამორჩება და
თან შარლოტა-ქსიმენასავით კი არ იქცევა: თუ მართლა მჭირდება,
გადამაწერინებს კიდეც (ისე, ამ ხნის განმავლობაში მარტო ორჯერ
დამჭირდა). ერთხელ საშინაო დავალებაც გადამაწერინა, თუმცა
გაკვეთილის შემდეგ ორივეს მოგვხვდა.
– გუშინდელ საშინაო დავალებაში ზუსტად ერთნაირი შეცდომე-
ბი გაქვთ, – გვითხრა მის რუბინმა და ისეთი თვალით შემოგვხედა,
თითქოს ახსნა-განმარტებას ელისო. არ ვიცოდი, რა მეთქვა. ხომ არ
ვეტყოდი, იმიტომ, რომ ავგუსტისგან გადავიწერე-მეთქი.
მაგრამ ავგუსტმა ტყუილი თქვა და გადამარჩინა: ერთნაირი შეც-
დომები იმიტომ გვაქვს, რომ გუშინ საღამოს გაკვეთილებს ერთად
ვამზადებდითო. ჰმ! ვამზადებდით, როგორ არა!
– ერთად მეცადინეობა ურიგო არ არის, – მიუგო მის რუბინმა, –
ოღონდ დავალებები დამოუკიდებლად უნდა შეასრულოთ, კარგი?
თუ გნებავთ, გვერდიგვერდ ისხედით, ოღონდ დავალებებს ერთობ-
ლივად ნუ დაწერთ, ხომ? გასაგებია?
კლასიდან რომ გამოვედით, ვუთხარი:
– გმადლობ, ძმა ხარ.
იმან კი: – რა პრობლემაა.

128
მაგარი იყო.
მეოთხე: მას მერე, რაც კარგად გავიცანი, მივხვდი, რომ მართლა
მინდა ავგუსტთან მეგობრობა. თავიდან, რა დასამალია და, მარტო
იმიტომ ვეამხანაგებოდი, რომ მისტერ ტაკუნმენმა მთხოვა, მიხედე
და რამეო. მაგრამ ახლა მართლა მომწონს. ჩემს ხუმრობებზე ეცი-
ნება. და ვგრძნობ, ყველაფერი შემიძლია ვუთხრა. კარგი მეგობა-
რია. მთელი მეხუთე კლასები რომ ჩარიგდნენ და ასარჩევი მქონდეს
ვისთან ვიმეგობრო, ავგუსტს ავირჩევდი.

ყოფილი მეგობრები

სისხლიანი აჩრდილი? ეგ რაღა ჯანდაბაა? ეს ჯუნ დოუსონი ცო-


ტას ყოველთვის უსტვენდა, მაგრამ ახლა, მგონი, მთლად გარეკა.
მივედი და ვეკითხები, ავგუსტი რად მემდურის-მეთქი –მეგონა,
იცოდა. და, რა მითხრა? სისხლიანი აჩრდილიო! არც კი ვიცი, რას
ნიშნავს.
არადა, ძალიან უცნაურია, იმიტომ, რომ დღეს მე და ავგუსტი მე-
გობრები ვართ, ხვალ კი – ბრახ! – და ფაქტობრივად აღარ მელაპა-
რაკება. თან, აზრზე ვერ მოვდივარ, რატომ. ვეუბნები, მისმინე, ავ-
გუსტ, გაბრაზებული ხარ? რამე გაწყენინე-მეთქი? მხრები აიჩეჩა და
წავიდა. გამოდის, რომ მართლა ნაწყენი ყოფილა. ჰოდა, რაკი ასია-
ნი ვიცი, რომ საწყენი არაფერი მიქნია, ვიფიქრე, იქნებ ჯუნმა გამა-
გებინოს, რა ხდება-მეთქი. და, რა გავარკვიე? სისხლიანი აჩრდი-
ლიო! რა კარგად დამეხმარა! დიდი მადლობა, ჯუნ!
მე სკოლაში სხვა მეგობრებიც ბლომად მყავს, ჰოდა, თუკი ავ-
გუსტს მაინცდამაინც უნდა, რომ ოფიციალურად იყოს ჩემი ყოფილი
მეგობარი, კი, ბატონო, მე რა! ჰოდა, ახლა სკოლაში მეც ისე ვაიგ-
ნორებ, როგორც ის მაიგნორებს. თუმცა, ეს იგნორი ადვილი საქმე

129
არ არის, იმიტომ, რომ თითქმის ყველა გაკვეთილზე გვერდიგვერდ
ვსხედვართ.
სხვებმაც შეამჩნიეს, რომ გაბუტულები ვართ და დამიწყეს, რა
ხდება, რა ამბავიაო. ავგუსტისთვის არავის არაფერი დაუწყია. საერ-
თოდაც, თითემის არავინ ელაპარაკება, ანუ ერთადერთი ადამიანი,
ჩემ გარდა, ვისაც ეკონტაქტება, ჯუნია. ხანდახან ნამ კინგსლის გა-
მოელაპარაკება ხოლმე. და ერთი-ორჯერ მაქსებს შესვენებაზე
„ქვესკნელები და დრაკონები“ ეთამაშა. ჩვენი წესიერი და დამჯერი
შარლოტი თავს თუ დაუქნევს ხოლმე, დერეფანში რომ შეხვდება.
შეიძლება, ხალხი ისევ თამაშობს ჭირობანას მის ზურგს უკან – არ
ვიცი, ჩემთვის პირდაპირ არავის მოუყოლია. ამას რატომ ვამბობ:
ისე არ არის საქმე, რომ ბლომად სხვა მეგობრებიც ჰყავდეს და ჩემ
მაგივრად იმათ ეკონტაქტოს. ჰოდა, თუ ჩემთან დაშორება უნდა,
ისევ თვითონ დააკლდება, თორემ მე – რა!
მოკლედ, აი, როგორ არის ახლა ჩვენი ამბავი: ერთმანეთს
მარტო სკოლის თემებზე ველაპარაკებით, და ისიც, თუ სხვა გზა არა
გვაქვს. ვთქვათ, ვკითხავ, რა მოგვცა რუბინმა საშინაოდ-მეთქი და
მიპასუხებს, ან ის მკითხავს, სათლელს ვერ მათხოვებო? მეც ვიღებ
სათლელს პენალიდან და ვაძლევ. მაგრამ ზარი დაირეკება თუ არა,
ჩვენ-ჩვენს გზაზე მივდივართ.
ამ ამბავში კარგი ის არის, რომ ახლა მეტ ხალხს ვეკონტაქტები.
წინათ, როცა სულ ავგუსტის გვერდით ვიყავი, ბევრნი მერიდებოდ-
ნენ, რომ ავგუსტთანაც არ დასჭირვებოდათ დალაპარაკება. და რა-
ღაცეებსაც მიმალავდნენ, მაგალითად – ჭირობანას ამბავს. მე მგო-
ნი, ერთადერთი მე ვიყავი, ვინც ამ თამაშში არ მონაწილეობდა. ჰო,
კიდევ – ჯუნი და, შეიძლება, „ქვესკნელების და დრაკონების“ მოთა-
მაშეები. საქმე ის არის, რომ არ უნდათ ემეგობრონ, თუმცა არ ტყდე-
ბიან. ყველანი პოპულარულებთან მეგობრობაზე გიჟდებიან, ხოლო
ავგუსტი, როგორც ხვდებით, პოპულარულობისგან შორს არის. აი,
მე, პოპულარულებში გარევა რომ მოვინდომო, ცოტა ხანში იმათია-
ნი გავხდებოდი.
სამაგიეროდ, ცუდი ის არის, რომ ა) სინამდვილეში ასეც არ ვგი-

130
ჟდები პოპულარულებში გარევაზე და ბ) ძალიანაც მომწონდა ავ-
გუსტთან მეგობრობა. მოკლედ, ავირ-დავირიე. სულ ავგუსტის ბრა-
ლია.

თოვლი

ამ ზამთარს პირველი თოვლი ზუსტად მადლიერების დღის წინა


დღეს დადო. გამოაცხადეს, სწავლა არ იქნებაო და სამი დღე დასვე-
ნება გამოგვივიდა. გამიხარდა, იმიტომ, რომ ავგუსტის ამბავზე
ვდუღდი და მერჩივნა ერთი ხანი არ მენახა, რომ ცოტა ჩავწყნარე-
ბულიყავი. თანაც, თოვლიან დილას გაღვიძებაზე უფრო არაფერი
მიყვარს. მიყვარს, როცა დილით თვალს გაახელ და ვერ ხვდები, რა-
ტომ არის ყველაფერი სხვანაირი. მერე დაგარტყამს: სიჩუმეა და
იმიტომ. მანქანები არ ასიგნალებენ. ავტობუსები არ დადიან. მიირ-
ბენ ფანჯარასთან და – გარეთ ყველაფერი თეთრია: ტროტუარები,
ხეები, შენს ქუჩაზე მდგარი მანქანები, შენი ფანჯრის გარე რაფა და,
თუ ეს ამბავი სამუშაო დღეს ხდება და გაირკვევა, რომ სწავლაც არ
არის... რამხელაც გინდა გავხდე, ყოველთვის მეგონება, რომ ეს
გრძნობა მსოფლიოში საუკეთესო გრძნობაა. და არც იმ უფროსები-
ვით მოვიქცევი, თოვლში ქოლგით რომ დადიან – არასოდეს!
მამა რომ მუშაობს, არც იმ სკოლაში იყო სწავლა, ჰოდა, მე და
ჯეიმი პარკში, ჩონჩხის გორაზე წაგვიყვანა საციგაოდ. ამბობენ,
რამდენიმე წლის წინ ერთი ბიჭი ციგაობდა და კისერი მოიტეხაო,
მაგრამ არ ვიცი, მართლა მოხდა ეს ამბავი თუ იგონებენ. შინ რომ
მივდიოდით, ხის დამტვრეული ციგა დავინახე, გორის ძირას, ინდი-
ელების ქვას მიყუდებული. მამამ მითხრა, რად გინდა ეგ ნაგავიო,
მაგრამ რაღაცამ მიკარნახა, უმაგრესი ციგა გამოვიდოდა.

131
მოკლედ, მამამ ბოლოს მაინც წამაღებინა შინ და საღამომდე
იმის შეკეთებას მოვუნდი. ჩამტვრეული თამასები სუპერწებოთი და-
ვუწებე და სიმყარისთვის თეთრი წებოვანი ლენტი დავახვიე. მერე
თეთრი სპრეით შევღებე, რომელიც, ეგვიპტის მუზეუმისთვის რომ
სფინქსი გავაკეთე, იმ დროიდან შემომრჩა. როცა გაშრა, დასაჯდო-
მის შუა ფიცარზე ოქროსფერი ასოებით „ელვა“ დავაწერე და ასოე-
ბის ზემოთ პატარა ელვაც მივახატე. რა ვქნა, უნდა ვთქვა: პროფე-
სიონალის ნამუშევარი გეგონებოდათ. მამამ შემაქო: ყოჩაღ, ჯეკი,
მართლა რა მშვენიერი ციგა გამოვიდაო.
მეორე დღეს წავიღეთ „ელვა“ და ისევ ჩონჩხის გორაზე ავედით.
ამისთანა სწრაფი ციგით ჩემს დღეში არ მისრიალია – სად ის და სად
ჩვენი პლასტმასის ციგები! გარეთ დათბა, თოვლი გამკვრივდა და
დასველდა. მშვენიერი დატკეპნილი ტრასა გამოვიდა. მე და ჯეიმი
მთელ დღეს რიგრიგობით ვსრიალებდით „ელვით“. მანამ არ მო-
ვიცვალეთ ფეხი პარკიდან, სანამ თითები არ გაგვეფიჩხა და ტუჩები
არ გაგვილურჯდა. მამამ ძალისძალად წაგვიყვანა შინ.
კვირა საღამოს თოვლი განაცრისფრდა და გაყვითლდა, მერე კი
თავსხმამ მთლად წუნწუხად აქცია. ორშაბათს, სკოლაში რომ მივე-
დით, თოვლის ნასახიც აღარ იყო დარჩენილი.
წვიმდა და საზიზღარი, პირქუში დღე იყო. ჩემი გუნებაგანწყობა
ამინდის შესაფერისი იყო.
ავგუსტი რომ დავინახე, თავი დავუქნიე, გამარჯობა-მეთქი. კარა-
დებთან ვიდექით. თვითონაც დამიქნია თავი.
მინდოდა, „ელვის“ ამბავი მომეყოლა, მაგრამ არ მომიყოლია.

132
ბედი გაბედულს სწყალობს

მისტერ ბრაუნის დეკემბრის მაქსიმაში ნათქვამი იყო, ბედი გაბე-


დულს სწყალობსო. თითო აბზაცი უნდა დაგვეწერა რაიმე გაბედულ
საქციელზე, რაც ოდესმე ჩაგვიდენია და რის შედეგადაც ჩვენს
ცხოვრებაში რაღაც კარგი მომხდარა.
მართალი რომ გითხრათ, ბევრი ვიფიქრე. ალალად ვიტყვი: ყვე-
ლაზე გაბედული საქციელი, რაც კი ოდესმე ჩამიდენია, ავგუსტთან
დამეგობრება იყო, არადა ამას ხომ არ დავწერდი! ვაი და, მისტერ
ბრაუნს ნაწერები ხმამაღლა წაეკითხინებინა ან სტენდზე გაეკრა –
ხანდახან ასე იცის. ჰოდა, ავდექი და მოვბოდე, პატარაობაში ოკეა-
ნისა მეშინოდა-მეთქი. დებილობა იყო, მაგრამ სხვა არაფერი მომა-
ფიქრდა.
ნეტავ ავგუსტმა რა დაწერა. ისე, დასაწერი ბევრი ექნებოდა.

კერძო სკოლა

ჩემი მშობლები მდიდრები არ არიან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ


ბევრს ჰგონია, ვინც კერძო სკოლაში დადის, მდიდარია. მაგრამ
ჩვენ – არა. მამა მასწავლებელია, დედა – სოციალური მუშაკი. ეს
ისეთი სამსახურები არ არის, სადაც ფულში იბანავებდნენ. წინათ
მანქანა გვყავდა, მაგრამ ჯეიმი ბიჩერის სკოლის საბავშვო ბაღში
რომ შევიდა, გავყიდეთ. არც კერძო სახლში ვცხოვრობთ და არც
პარკის გასწვრივ რომ შვეიცარიანი ცათამბჯენებია, იქ. ულიფტო
ხუთსართულიანის ბოლო სართულზე ვართ და იმასაც ერთი ბებოს-
გან, დონია პეტრასგან, ვქირაობთ.

133
მოკლედ, „ბროდვეის მიღმა“ ვცხოვრობთ – ასე ეძახიან ნორთ-
რივერ-ჰაიტსის იმ კვარტალებს, სადაც ხალხი მანქანის გაჩერება-
საც კი თაკილობს.
მე და ჯეიმის საერთო ოთახი გვაქვს. ხანდახან ყურს მოვკრავ
ხოლმე, დედა და მამა ერთმანეთს რომ ეტყვიან, იქნებ წელსაც გავ-
ძლოთ უკონდიციონეროდო, ან – ეგებ ამ ზაფხულს ორ ადგილას ვი-
მუშაოო.
მოკლედ, დღეს, დიდ შესვენებაზე, ჯულიანთან, ჰენრისთან და
მაილზთან ერთად ვიდექი დერეფანში. ჯულიანმა, რომელიც ყვე-
ლამ იცის, რა მდიდარიცაა, წაიბუზღუნა:
– ჯანდაბა, შობას ისევ პარიზში უნდა წავეთრე. ამოვიდა ყელში!
– ძმაო, პარიზია, ის ხომ არ არის! – დებილივით დავაბრეხვე.
– დამიჯერე, მაგარი მოსაწყენია, – მითხრა, – ბებიაჩემს რაღაც
უაზრო ადგილას აქვს სახლი. პარიზიდან ერთი საათის სავალზეა,
მოცუცქნულ სოფელში. ღმერთმანი, იქ თუ რამე ხდებოდეს! გეტყვი,
რა პონტია: „ოო, ამას რას ვხედავთ! კედელზე კიდევ ერთი ბუზი დამ-
ჯდარა! შეხედეთ, ტროტუარზე უცნობ ძაღლს სძინავს!“
გამეცინა. ზოგჯერ ჯულიანმაც იცის ხუმრობა.
– ისე კი, წელს ჩემები ფიქრობენ, პარიზში წასვლის მაგივრად
დიდი წვეულება ხომ არ გავმართოთო. ნეტავ მართლა გავმართოთ.
შენ რას აპირებ არდადეგებზე?
– არც არაფერს, – ვთქვი.
– ბედნიერო!
‒ რა იქნება, კიდევ მოთოვოს, – ვინატრე, – ახალი ციგა მაქვს,
უმაგრესი, – და ის იყო, „ელვის“ ამბავი უნდა მომეყოლა, რომ მა-
ილზმა დამასწრო:
– მეც მაქვს ახალი ციგა. მამაჩემმა „ჰემერკერ შლემერში“ მიყი-
და, ტექნიკის ბოლო სიტყვაა.
– ციგა როგორ იქნება ტექნიკის ბოლო სიტყვა? – ჩაიცინა ჯული-
ანმა.
– რა ვიცი, რვაასი დოლარი თუ რაღაც ეგეთი კი ღირს და...
– აუჰ!

134
– ჰოდა, ავიდეთ ჩონჩხის გორაზე და გავეჯიბროთ, – შევთავაზე.
– რა გორაც ეგ არის! – ჩაიფხუკუნა ჯულიანმა.
– ღადაობ? – გამიკვირდა, – ვიღაცამ მანდ კისერიც კი მოიტეხა.
მაგიტომ ჰქვია ეგ სახელი.
ჯულიანმა თვალები მოჭუტა და ისე შემომხედა, როგორც მსოფ-
ლიოში ყველაზე დებილს.
– ჩონჩხის გორა იმიტომ ჰქვია, რომ ეგ ადგილი ინდიელების
ძველი სასაფლაოა, ძმაო, – გამანათლა, – ისე კი, ახლა ნაგვის გო-
რა უნდა ერქვას, ისეთ ბუნკერად არის ქცეული. ბოლოს რომ ვიყავი,
რა არ ეყარა: კოლას ქილები, დამტვრეული ბოთლები და რა ვიცი...
– თავი გააქნია.
– მე ჩემი ძველი ციგა დავტოვეე, – თქვა მაილზმა, – ჯღანზე ჯღა-
ნი, და ვიღაცას არ წაუღია!
– ეგებ ვინმე მათხოვარს მოუნდა ციგაობა?! – გაეცინა ჯულიანს·
– სად დატოვე? – ვკითხე.
– გორის ძირში, დიდ ქვასთან. მეორე დღეს მივედი და – აღარ
იყო. არა, დაიჯერებ? ვის რა ოხრობად უნდოდა?
– იცით, რა ვქნათ? – თქვა ჯულიანმა, – რომ მოთოვს, მამაჩემს
ვეტყვი და ვესტჩესტერში, თავის გოლფის კლუბში წაგვიყვანს. იქ
ისეთი მთებია, ჩონჩხის გორა სახსენებელიც არ არის. ჰეი, ჯეკ, სად
წახვედი?
უკვე რამდენიმე ნაბიჯი მქონდა გადადგმული.
– კარადიდან წიგნი მაქვს ასაღები, – მოვატყუე.
სინამდვილეში ვცდილობდი, რაც შეიძლება მალე გავშორებო-
დი იქაურობას. არ მინდოდა ვინმეს გაეგო, რომ ის „მათხოვარი“,
ვინც ციგა წაიღო, მე ვიყავი.

135
ბუნება

დედამიწის ზურგზე საუკეთესო მოსწავლე არა ვარ. ვიცი, რომ


არიან ბავშვები, რომლებსაც მართლა უყვართ სკოლა, მაგრამ მე
მათ რიცხვს არ ვეკუთვნი. სკოლაში რაღაც-რაღაცეები მეც
მომწონს, ვთქვათ, სპორტი და ინფორმატიკა. კიდევ – სადილი და
შესვენებები, მაგრამ პრინციპში უსკოლოდაც მშვენივრად
გავძლებდი. ყველაზე მეტად მაინც საშინაო დავალებები მეჯავრე-
ბა. თითქოს ის არ გვყოფნიდეს, გაკვეთილებზე რომ ვსხედვართ და
ძილს ვებრძვით, სანამ თავს ათასი სისულელით გვიტენიან, რომე-
ლიც ალბათ ასი წელი არ დაგვჭირდება – ვთქვათ, როგორ გამო-
ვითვალოთ კუბის მოცულობა ან რა განსხვავებაა კინეტიკურ და პო-
ტენციურ ენერგიებს შორის. ვის რაში უნდა? რაც ცოცხალი ვარ, არ
გამიგონია, ჩემს მშობლებს სიტყვა „კინეტიკური“ ეხსენებინოთ.
საგნებიდან ყველაზე უფრო ბუნებას ვერ ვიტან. იმდენს გვაწვა-
ლებენ, პირდაპირ, სასაცილოც კი აღარ არის! ეს მის რუბინიც რამ
გაამწარა! იმაზეც კი გვეშარება, რვეულებში სათაურები კარგად არ
გიწერიათო. ერთხელ საშინაოში მარტო იმიტომ დამაკლო ორი ნი-
შანი, რომ თარიღის დაწერა დამავიწყდა. სიგიჟე არ არის?!
როცა მე და ავგუსტი ვმეგობრობდით, ბუნებაში არაუშავს ნიშნე-
ბი მქონდა, იმიტომ, რომ ავგუსტი ჩემ გვერდით იჯდა და კონსპექ-
ტებს გადამაწერინებდა ხოლმე. თვითონ ისე ლამაზად წერს, ვერა-
ვის ნაწერი ვერ შეედრება – ბიჭებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ყო-
ველ ასოს ფაქიზად ხატავს: ყველა ერთი ზომისაა, მომცრო და მომ-
რგვალებული, მაგრამ ახლა ყოფილი მეგობრები ვართ და ვეღარ
ვთხოვ, კონსპექტები გადამაწერინე-მეთქი.
მოკლედ, დღეს რაღაცას ვჯლაბნიდი – ვცდილობდი, მის რუბი-
ნის ნათქვამი დამეკონსპექტებინა (საშინელი ხელწერა მაქვს) – და
უცებ მეხუთე კლასების საბუნებისმეტყველო გამოფენაზე არ დაიწ-
ყო ლაპარაკი! ყველამ სათითაოდ უნდა აირჩიოთ სამეცნიერო პრო-
ექტი და იმუშაოთო.
სანამ ამას ამბობდა, ვფიქრობდი, ახლა არ იყო, იმ ოხერ ეგვიპტ-

136
ურ პროექტს რომ მოვრჩით, რა დროს ახალი რაღაცის დაწყებაა-
მეთქი? და, ერთბაშად, თავში დამკრა: „აუუჰ! ბიჭო!“ და,„მარტო სახ-
ლში“ რომ ბიჭია,იმასავით დამემართა: ყბა ჩამომივარდა და ხელე-
ბი ლოყებზე მივიჭირე, ოღონდ ეს ყველაფერი გულში ვქენი. იქვე გა-
მახსენდა აჩრდილების ჩამოწელილი სახეები – სადღაც მინახავს, –
და საყვირლად დაღებული პირები, და უცბად, ერთმა სურათმა გამი-
ელვა, ერთმა მოგონებამ, და მივხვდი, რას ნიშნავდა ჯუნის „სის-
ხლიანი აჩრდილი“. უცნაურია, რომ მაინცდამაინც ახლა დამარტყა.
ჰელოუინზე კლასში ვიღაცას ეცვა სისხლიანი აჩრდილის კოსტიუმი.
მახსოვს, ჩემგან რამდენიმე მერხის იქით იჯდა. და, მაგონდება, რომ
მერე აღარ მინახავს.
ბიჭოოო! ავგუსტი იყო!
და, ყველაფერმა ამან ბუნების გაკვეთილზე დამკრა, სანამ მას-
წავლებელი ლაპარაკობდა.
ბიჭოოო!
ჯულიანს ველაპარაკებოდი ავგუსტზე. ბიჭოოო! ძლივს არ მივ-
ხვდი! რა დამპლურად მოვიქეცი. არც კი ვიცი, რატომ. ერთი თუ ორი
წუთი ვლაპარაკობდი. მარტო იმიტომ, რომ ვიცოდი, ჯულიანს და
დანარჩენებს დებილი ვეგონე, რაკი სულ ავგუსტთან ვიყავი, და მიტ-
ყდებოდა. არც კი ვიცი, რატომ ვთქვი ის რაღაცეები. უბრალოდ იმათ
ავყევი. აუ, რა დებილი ვიყავი! არა, ვიყავი კი არა, ვარ! არა, დებილი
ვარ! ოჰ, ღმერთო, ბობა ფეტის კოსტიუმით უნდა მოსულიყო! ბობა
ფეტის წინაშე იმ რაღაცეებს ხომ არ ვილაპარაკებდი! არა, ის იყო,
სისხლიანი აჩრდილი: იჯდა მერხზე და გვიყურებდა. გრძელი, თეთ-
რი ნიღაბი და ვითომ მოწანწკარე სისხლი. ფართოდ დაღებული პი-
რი. თითქოს ტირისო. ის იყო.
ცოტაც და, მაღებინებს.

137
მეწყვილეები

რაც ამის მერე თქვა მის რუბინმა, იქიდან ერთი სიტყვაც აღარ გა-
მიგია. ლაი-ლაი და ლაი-ლაი. საბუნებისმეტყველო გამოფენა. ლაი-
ლაი. მეწყვილეები. ლაი-ლაი – როგორც დიდები ლაპარაკობენ
ჩარლი ბრაუნის ფილმებში. თითქოს წყალქვეშიდან მოისმოდა.
ბუყ-ბუყ-ბუყბუყბუყბუყ!
მერე, უცებ, მის რუბინმა სახელების ჩამოთვლა დაიწყო: ნამი და
ტრისტანი, მაია და მაქსი, შარლოტი და ქსიმენა, ავგუსტი და ჯეკი –
ამ სიტყვებზე ჩვენკენ გამოიშვირა ხელი – მაილზი და ამოსი, ჯულია-
ნი და ჰენრი, სავანა და... მაგრამ დანარჩენი აღარ მომისმენია.
– რაო? – ვთქვი.
ამ დროს ზარი დაირეკა.
‒ არ დაგავიწყდეთ: მეწყვილეებმა ერთად აირჩიეთ სიაში პრო-
ექტი, – თქვა მის რუბინმა, როცა ბავშვებმა კლასიდან გასვლა და-
იწყეს. ეტყობა, სახეზე ისეთი ბრიყვული იერი მედო, რომ ჯულიანი
მოვიდა და მითხრა:
– მაშ, შენ და შენი გულის ვარდი მეწყვილეები ხართ? – თან ეცი-
ნებოდა.
ნეტავ იცოდეთ, როგორ მძულდა იმ წუთში!
– გვიპასუხეთ! მართვის ცენტრი ჯეკ სადს იძახებს! – თქვა, რაკი
პასუხი არ გავეცი.
– მოკეტე, ჯულიან, – საქაღალდეს ზურგჩანთაში ვტენიდი და ერ-
თადერთი რამე მინდოდა: თავიდან მომწყდომოდა.
– რა გატეხილში იქნები, მაინცდამაინც შენთან რომ მოხვდა! –
არ მეშვებოდა, – მის რუბინს უთხარი, მეწყვილის შეცვლა მინდა-
თქო. ნახავ, თუ არ თქვას, კარგიო.
– არ იტყვის, – ვუთხარი.
– სთხოვე.
– არა, არ მინდა.
– მის რუბინ, – დაიძახა ჯულიანმა, შებრუნდა და ხელი ასწია, მის
რუბინი დაფას ასუფთავებდა. თავისი სახელის გაგონებაზე მოტრია-

138
ლდა.

– არა, ჯულიან! – ჩურჩულით დავუყვირე.


– რა იყო, ბიჭებო? – მოუთმენლად იკითხა მის რუბინმა.
– შეიძლება, მეწყვილეები შევიცვალოთ? – მიამიტი იერით
იკითხა ჯულიანმა,– მე და ჯეკს რაღაც მოგვაფიქრდა საბუნებისმეტ-
ყველო გამოფენისთვის და გვინდოდა ერთად გვემუშავა...
– კარგი, მე მგონი, მოხერხდება... – დაიწყო მის რუბინმა.
– არა, არა, იყოს, როგორც არის, მის რუბინ, – სწრაფად ვთქვი
და კარისკენ დავადე თავი, – ნახვამდის!
ჯულიანი დამედევნა და კიბესთან დამეწია.
– ეგ რამ გაქნევინა? – მითხრა, – მე და შენ ვიქნებოდით მეწყვი-
ლეები. მაგ მათხოჯთან ძმაკაცობა არ ღირს, თუ არ გინდა, რომ შენ
თვითონაც...
და, აი, აქ იყო, რომ მუშტი ვთხლიშე. შიგ კბილებში.

გაკვეთილების შემდეგ

არის რაღაცეები, რასაც ვერ ახსნი. არც კი ცდილობ. არ იცი, რით


დაიწყო. გააღებ პირს და ყველა ფრაზა ერთ უშველებელ, დახლარ-
თულ კვანძად შეიკვრება. რა სიტყვაც გინდა თქვა, ყველა არასწორი
იქნება.
– ჯეკ, საქმე ძალიან სერიოზულად არის, – ამბობდა მისტერ ტა-
კუნმენი; მის კაბინეტში, მისი მაგიდის წინ მდგარ სკამზე ვიჯექი და
კედელზე დაკიდებულ გოგრის სურათს მივშტერებოდი, – ასეთი
საქციელისთვის ბავშვებს ვრიცხავთ, ჯეკ! ვიცი, კარგი ბიჭი ხარ და
არ მინდა, ეს ზომა მივიღოთ, მაგრამ უნდა აგვიხსნა, რატომ ჩაიდი-
ნე.

139
– ასე როდის მოქცეულხარ, ჯეკ, – თქვა დედამ. დაურეკეს და
სამსახურიდან მოქანდა. ვხედავდი, რომ გაურკვევლობაში იყო: ხან
ბრაზობდა, ხან უკვირდა.
– მე მეგონა, შენ და ჯულიანი მეგობრები იყავით, – თქვა მისტერ
ტაკუნმენმა.
– არა, არა ვართ, – ვუთხარი; გულხელდაკრეფილი ვიჯექი.
– ჰო, მაგრამ კბილებში რამ დაგარტყმევინა, ჯეკ, – ამოიხვნეშა
მისტერ ტაკუნმენმა, – თან, კბილიც ამოუგდე. იცოდი?
– სარძევე კბილი იყო, სხვა ხომ არაფერი, – წავიდუდუნე·
– ჯეკ! – თავი გადააქნია დედამ.
– რა? მედდა მოლიმ თქვა!
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს! – იყვირა დედამ.
– უნდა ვიცოდე, რატომ ჰქენი, – თქვა მისტერ ტაკუნმენმა და თა-
ვი მხრებში ჩარგო.
– რომ ვთქვა, უარესი იქნება, – ამოვიოხრე.
– უბრალოდ, მითხარი, ჯეკ.
მხრები ავიჩეჩე, მაგრამ თქმით არაფერი მითქვამს. ვერ ვეტყო-
დი. რომ მეთქვა, ჯულიანმა ავგუსტს მათხოჯი დაუძახა-მეთქი, ჯული-
ანს გამოიძახებდა და გაესაუბრებოდა, ისიც ჩაუკენჭავდა, როგორ
ვიჭორავე ავგუსტზე, და ყველანი გაიგებდნენ.
– ჯეკ, – დამიძახა დედამ.
ამ დროს ავტირდი:
– მაპატიეთ...
მისტერ ტაკუნმენმა წარბები ასწია და თავი დაიქნია, მაგრამ არა-
ფერი უთქვამს, ხელები პირთან მიიტანა და დააორთქლა, თითქოს
უნდა, გაითბოსო.
– ჯეკ, – თქვა, – არც კი ვიცი, რა გითხრა. ადამიანს დაარტყი.
ჩვენ მკაცრი წესი გვაქვს: ნებისმიერი ჩხუბისთვის – ავტომატური
გარიცხვა, შენ კი არც ცდილობ აგვიხსნა, რა მოხდა.
აქამდე გაუჩერებლად ვტიროდი და როცა დედამ ჩამიხუტა, მთე-
ლი ხმით ავბღავლდი.
– მოდი, მმმ... – თქვა მისტერ ტაკუნმენმა, სათვალე მოიხსნა და

140
გაწმინდა, – მოდი, ასე მოვიქცეთ, ჯეკ: იმ კვირაში მაინც ზამთრის
არდადეგები გვაქვს. ჰოდა, ამ კვირის ბოლომდე შინ იყავი, ზამთრის
არდადეგების მერე კი სკოლაში დაბრუნდი და ახალი ცხოვრება და-
იწყე. ასე ვთქვათ, ახალი ფურცლიდან.
– გამრიცხეთ? – დავისრუტუნე.
– მმ... – მხრები აიჩეჩა – ტექნიკურად – ჰო, ოღონდ ორი დღით.
და, აი, რას გირჩევ: სანამ შინ იქნები, დაჯექი და კარგად განსაჯე,
რაც მოხდა. მერე, თუ მოგინდეს, წერილი მომწერე და ყველაფერი
ამიხსენი. ჯულიანსაც მისწერე და ბოდიში მოუხადე. ჰო, ამ შემთხვე-
ვას პირად საქმეშიც არ ჩაგიწერთ, კარგი? შინ წადი, დედას და მამას
ელაპარაკე და იქნებ დილისთვის ყველაფერში გაერკვე.
– კარგი გეგმაა, მისტერ ტაკუნმენ, – თავი დაუქნია დედამ, –
მადლობელი ვარ.
– ყველაფერი კარგად იქნება, ჯეკ, – თქვა მისტერ ტაკუნმენმა და
მიხურული კარისკენ წავიდა, – ვიცი, რომ კარგი ბიჭი ხარ და ისიც
ვიცი, რომ ზოგჯერ კარგი ბიჭებიც სჩადიან სისულელეებს, – და კარი
გამოალო.
– მადლობელი ვარ, გულისხმიერებისთვის, – კართან ხელი ჩა-
მოართვა დედამ.
– არაფრის, – მისტერ ტაკუნმენი დაიხარა და რაღაც უთხრა, მაგ-
რამ ისე ჩუმად, რომ ვერ გავიგონე.
– ვიცი, დიდი მადლობა, – თავი დაუქნია დედამ.
– მოკლედ, ჯეკ, – მითხრა მისტერ ტაკუნმენმა და ხელები მხრებ-
ზე დამადო, – იფიქრე შენს საქციელზე, კარგი? და, არდადეგებზე
კარგი დრო გაატარე. მრავალ ხანუკას, შობას და კვანზას დაესწარი.
ცხვირზე სახელო გავისვი და კარისკენ დავიძარი.
– მადლობა გადაუხადე მისტერ ტაკუნმენს, – მითხრა დედამ და
მხარზე ხელი დამკრა.
გავჩერდი და მივტრიალდი, მაგრამ თვალი ვერ გავუსწორე.
– გმადლობთ, მისტერ ტაკუნმენ, – ვუთხარი.
– კარგად, ჯეკ, – მიპასუხა.
და გამოვედი.

141
მრავალ შობას!

რა უცნაურია: შინ რომ მივედით და დედამ ფოსტის ყუთი გააღო,


შიგ ჯულიანისა და ავგუსტის ოჯახების მოლოცვები დაგვიხვდა. ჯუ-
ლიანის მოსალოც ბარათზე ჯულიანის ფოტო იყო –ჰალსტუხი ეკე-
თა, თითქოს ოპერაში ან სადმე მაგნაირ ადგილას მიბრძანდებაო.
ავგუსტის მოსალოც ბარათზე სიმპათიური ბებერი ძაღლის ფოტო
იყო. ძაღლს ირმის რქები, წითელი ცხვირი და წითელი ჩექმები ამ-
შვენებდა. ძაღლს თავს ზემოთ კომიქსური ბუშტი ეხატა და შიგ ეწე-
რა: „ჰო-ჰო-ჰო!“, ბარათში კი ნათქვამი იყო:

სადების თჯახს
მშვიდობა ქვეყანასა ზედა!
სიყვაიულით ნეიტი, იზაბელი, ოლივია, ავგუსტი (და დეიზი).

– მაგარი ბარათია, არა? – მივუბრუნდი დედას, რომელსაც მთე-


ლი გზა ხმა არ გაუცია. ეჭვი მაქვს, არ იცოდა, რა ეთქვა – ალბათ
მაგათი ძაღლია.
– მეტყვი, რა ამბავია შენს თავს, ჯეკ? – ანკესზე არ წამოეგო დე-
და.
– დაგენაძლევები, ბარათზე ყოველ წელს ძაღლის სურათი ექნე-
ბათ, – ისევ ჩემი გავაგრძელე.
გამომართვა ბარათი და ფოტოს ყურადღებით დააცქერდა. მერე
წარბები ასწია, მხრები აიჩეჩა და ბარათი დამიბრუნა.
– ძალიან გაგვიმართლა, ჯეკ. რამდენ რამეზე გვგონია, ეს ხომ
ისედაც უნდა გვქონდესო, არადა...
– ვიცი, – შევაწყვეტინე; უთქმელად მივხვდი, რაზეც ლაპარა-
კობდა, – თურმე ჯულიანის დედას კლასის სურათიდან ფოტოშოპით
წაუშლია ავგუსტის სურათი და სხვისი დედებისთვისაც გაუგზავნია.
– რა კოშმარია, – თქვა დედამ, – ადამიანები... არ არიან ისეთი
კარგები, როგორებიც გვინდა, რომ იყვნენ.

142
– ვიცი.
– მაგიტომ დაარტყი ჯულიანს?
– არა.
და ვუთხარი, რატომაც დავარტყი. ისიც ვუთხარი, ავგუსტი აღარ
მემეგობრება-მეთქი. და ჰელოუინის ამბავიც ვუთხარი.

წერილები, მეილები, ფეისბუქი, ესემესები

18 დეკემბერი

მისტერ ტაკუნმენ,
გულით განვიცდი, რომ ჯულიანს დავარტყი. ძალიან ცუდად მომივი-
და.წერილს მივწერ და ბოდიშს მოვუხდი. თუ წინააღმდეგი არ იქნე-
ბით,მირჩევნია, არ აგიხსნათ ჩემი საქციელის მიზეზი, იმიტომ, რომ მა-
ინც ვერ მოვახერხებ. თანაც, არ მინდა ჯულიანს პრობლემები შეექმნას
იმის გამო, რომ ისეთი რამ თქვა, რაც არ უნდა ეთქვა.

დიდი პატივისცემით,
ჯეკ სადი

18 დეკემბერი
ჯულიან!
ძალიან ვწუხვარ, რომ დაგარტყი. არ უნდა მექნა. იმედია, კარგად ხარ.
იმედია, მუდმივი კბილები მალე ამოგდის. მე ყოველთვის მალე ამომ-
დის.
პატივისცემით,
ჯეკ სადი

143
26 დეკემბერი
ჩემო ჯეკ!
მადლობელი ვარ წერილისთვის. საშუალო სკოლის დირექტორად
მუშაობის ოცმა წელმა მასწავლა, რომ ყველა კონფლიქტს თითქმის ყო-
ველთვის ორზე მეტი მხარე აქვს. მართალია, დეტალები არ ვიცი, მაგრამ
ვხვდები, რასაც შეიძლება გამოეწვია ჯულიანთან შენი დაპირისპირება.
და, მართალია, სხვა მოსწავლესთან ჩხუბს არაფერი ამართლებს –
არასოდეს – მაგრამ ისიც ვიცი, რომ მეგობრებს დაცვა სჭირდება. ეს წელი
რთული წელი იყო ბევრი მოსწავლისათვის, როგორც საშუალო სკოლის
პირველ წელს შეეფერება.
აბა, შენ იცი. წარმატებებს გისურვებ. ეცადე, ისეთივე კარგი ბიჭი დარ-
ჩე, როგორიც ყველამ ვიცით, რომ ხარ.

საუკეთესო სურვილებით,
ლოურენს ტაკუნმენი
საშუალო სკოლის დირექტორი

მისტერ ტაკუნმენ!

გუშინ ვესაუბრე ამანდა და ჯონ სადებს, და მათ წუხილი გამოთქვეს


იმის გამო, რომ ჯეკმა ჩვენს ვაჟს, ჯულიანს, მუშტი დაარტყა. გწერთ, რა-
თა გაცნობოთ: მე და ჩემი მეუღლე მხარს ვუჭერთ თქვენს
გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ორდღიანი გარიცხვის შემდეგ
ჯეკ სადი ბიჩერის სკოლაში დაბრუნდეს. მართალია, ჩემი აზრით, ბავ-
შვისთვის მუშტის დარტყმა სხვა სკოლებში გარიცხვის კანონიერი მიზე-
ზი იქნებოდა, მაგრამ გეთანხმებით, რომ ჩვენს შემთხვევაში ამგვარი
უკიდურესი ზომები გაუმართლებელია. ვინების ოჯახს იმ დროიდან მო-
ყოლებული ვიცნობთ, რაც ჩვენი ვაჟები ერთად დადიოდნენ საბავშვო
ბაღში, და დარწმუნებულები ვართ, ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა
ასეთი ინციდენტი აღარ განმეორდეს. ამასთან დაკავშირებით მაინტერე

144
სებს, ხომ არ არის ჯეკის მოულოდნელი აგრესიული ქმედება იმის შედე-
გი, რომ მის ჯერაც სუსტმხრებს მეტისმეტად მძიმე ტვირთი დააწვა? მე,
კერძოდ, საგანგებო საჭიროებების მქონე ახალი მოსწავლე მყავს მხედვე-
ლობაში,რომელთან „დამეგობრებაც“ სთხოვეთ როგორც ჯეკს, ისე ჯუ-
ლიანს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბავშვი მრავალ სასკოლო ღონის-
ძიებაზეც მინახავს და კლასის სურათებზეც, იმ დასკვნამდე მივდივარ,
რომ ალბათ მეტისმეტი იყო ჩვენი შვილებისათვის ასეთი მძიმე ტვირ-
თის აკიდება. ცხადია, როგორც კი ჯულიანმა შემოგვჩივლა, რომ უჭირდა
ამ ბიჭთან მეგობრობა, ვუთხარით, შეეძლო ამ საქმეზე ხელი აეღო. ჩვენი
აზრით, საშუალო სკოლაში სწავლის დაწყება ისედაც რთულია და არ
ღირს დამატებით დავტვირთოთ ეს ახალგაზრდა, შთაბეჭდილებიანი
ადამიანები და ზედმეტი გასაჭირი მოვუვლინოთ. ამასთანავე, მინდა აღ-
ვნიშნო, რომ მე, როგორც სკოლის საბჭოს წევრი, ცოტა არ იყოს, შემაშ-
ფოთა იმ ვითარებამ, რომ მეტი ყურადღება არ მიექცა ამ ბავშვის ჩარიც-
ხვის პროცესს. იქიდან გამომდინარე, რომ ბიჩერის სკოლა ინკლუზიური
სკოლა არ გახლავთ, ბევრ მშობელს, და მათ შორის მეც, ჩვენს სკოლაში
ამ ბავშვის მიღება სერიოზულ შეცდომად მიგვაჩნია. კერძოდ, იმით გახ-
ლავართ შეწუხებული, რომ მის მიმართ გამოყენებული არ იქნა სკოლაში
მიღების ის მკაცრი სტანდარტები (ანუ გასაუბრება), რაც დანარჩენი მოს-
წავლეების მიმართ გამოიყენეს.

საუკეთესო სურვილებით,
მელისა პერპერ ალბანსი

მისის ალბანს!

მადლობას მოგახსენებთ წერილისათვის, რომლითაც თქვენი წუხი-


ლი გამიზიარეთ. პასუხად მოგახსენებთ: თუკი დარწმუნებული არ ვიქნე-
ბოდი, რომ ჯეკ სადი გულწრფელად ინანიებს თავის საქციელს და აღა-
რასდროს გაიმეორებს, ბიჩერის სკოლაში დაბრუნების ნებას არ დავრთ-

145
ავდი.
რაც შეეხება თქვენს სხვა შეკითხვებს, რომლებიც ჩვენს სკოლაში ახა-
ლი მოსწავლის, ავგუსტის, სწავლას ეხება, გაცნობებთ, რომ მას არანაირი
განსაკუთრებული საჭიროებები არ გააჩნია. იგი არც შესაძლებლობაშეზ-
ღუდულია და არც ფიზიკური თუ ინტელექტუალური განვითარების
მხრივ ჩამორჩება თანატოლებს. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძ-
ველი არ იყო საიმისოდ, რომ ვინმე შეწინააღმდეგებოდა მის ჩარიცხვას
ბიჩერის სკოლაში იმის მიუხედავად, ინკლუზიურია ეს სკოლა თუ არა.
რაც შეეხება მიღების პროცესს, მიმღები კომისიის თავმჯდომარემ და მე
შესაძლებლად მივიჩნიეთ, სრულიად აშკარა მიზეზთა გამო, გასაუბრება
ავგუსტის სახლში ჩაგვეტარებინა. ჩვენი აზრით, პროტოკოლიდან ეს მცი-
რეოდენი გადახვევა სავსებით გამართლებულია და არანაირად არ აყე-
ნებს ავგუსტს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. იგი მშვენივრად სწავ-
ლობს და, ამასთანავე, უაღრესად ღირსეულ ახალგაზრდებს დაუმეგობ-
რდა, მათ შორის, ჯეკ სადს.
სასწავლო წლის დაწყებამდე თქვენთვის ცნობილ ბავშვებს ვთხოვე,
ავგუსტისათვის „ემასპინძლათ“, რათა იგი იოლად შესჩვეოდა სკოლის
გარემოს. არ მიფიქრია, თუკი ამ ბავშვებს ვთხოვდი, ახალ მოსწავლეს გა-
მორჩეულად კარგად მოქცეოდნენ, ამით „მძიმე ტვირთს დავაკისრებდი
და ზედმეტ გასაჭირს მოვუვლენდი“.
პირიქით: ვიფიქრე, ეს დავალება სიკეთეს მოუტანდა ბავშვებს და თანაგ-
რძნობას, მეგობრობასა და ერთგულებას ასწავლიდა.
როგორც გაირკვა, ჯეკ სადს ყოველივე ამის სწავლა არ სჭირდებოდა:
მას ისედაც არ აკლდა ეს თვისებები.
კიდევ ერთხელ გმადლობთ გამოხმაურებისათვის.

გულწრფელად თქვენი
ლოურენს ტაკუნმენი

146
მოგესალმები, მელისა!

გმადლობ, რომ გაგებით მოეკიდე ჯეკთან დაკავშირებულ შემთხვე-


ვას, იგი, როგორც იცი, ძალიან ნანობს თავის საქციელს. იმედი გვაქვს, მი-
იღებ ჩვენს წინადადებას და ნებას დაგვრთავ, ჩვენ გავიღოთ ჯულიანის
კბილის მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები. მადლობელი
ვართ, რომ შეწუხდი ჯეკისა და ავგუსტის მეგობრობის გამო, თუმცა გაც-
ნობებ, რომ ჩვენ ჯეკს ვკითხეთ, ზედმეტ ზეწოლას ხომ არ გრძნობდა ამ
მხრივ, და მან გადაჭრით გვიპასუხა, არაო. ჯეკს მოსწონს ავგუსტთან ურ-
თიერთობა და, ვფიქრობთ, კარგი მეგობარიც შეიძინა.

მრავალ ახალ წელს!


ჯონ და ამანდა სადები

სალამი, ავგუსტ!
ჯეკალოპ სადს თქვენთან დამეგობრება სურს ფეისბუკზე.

ჯეკალოპ სადი
32 საერთო მეგობარი
მადლობა,
ფეისბუქის გუნდი

To: avgledavgiepullman@gmail.com
Subjest: მაპატიე!!!
Message:
გამარჯობა, ავგუსტ. მე ვარ, ჯეკ სადი, ვნახე, რომ შენი მეგობრების სი-
აში აღარ ვარ. იმედი მაქვს, ისევ დამიმეგობრებ, იმიტომ, რომ
მართლა ძალიან განვიცდი. მაპატიე. ვიცი, რატომაც ხარ ნაწყენი. იცოდე,
ის ვთქვი, რასაც სინამდვილეში არ ვფიქრობ. იმიტომ, რომ დებილი

147
ვარ. შეგიძლია მაპატიო? იმედი მაქვს, ისევ მეგობრები ვიქნებით.
ჯეკი

1 ახალი ტექსტური შეტყობინება


ავგუსტისაგან
31 დეკ. 4:47

მივიღე შენი წერილი. საიდან იცი, რაზე ვარ ნაწყენი? ჯუნმა გითხრა?

1 ახალი ტექსტური შეტყობინება


ჯეკ სადისაგან
31 დეკ. 4:49

მარტო სისხლიანი აჩრდილი ახსენა, მაგრამ თავიდან ვერ მივხვდი.


მერე გამახსენდა, რომ ჰელოუინზე კლასში დავინახე სისხლიანი აჩრდი-
ლი. არ ვიცოდი, შენ თუ იყავი. მეგონა, ბობა ფეტის კოსტიუმს ჩაიცვამდი.

1 ახალი ტექსტური შეტყობინება


ავგუსტისაგან
31 დეკ. 4:51

ბოლო წუთს გადავიფიქრე. ჯულიანს მართლა დაარტყი?

1 ახალი ტექსტური შეტყობინება


ჯეკ სადისაგან
31 დეკ. 4:54

ჰო, დავარტყი და კბილი ამოვუგდე. სარძევე.

148
1 ახალი ტექსტური შეტყობინება
ავგუსტისაგან
31 დეკ. 4:55

რატომ დაარტყი????

1 ახალი ტექსტური შეტყობინება


ჯეკ სადისაგან
31 დეკ. 4:56

რა ვიცი.

1 ახალი ტექსტური შეტყობინება


ავგუსტისაგან
31 დეკ. 4:58

რას მატყუებ. ჩემზე თქვა რამე, არა?

1 ახალი ტექსტური შეტყობინება


ჯეკ სადისაგან
31 დეკ. 5:02

დებილია, მაგრამ მეც დებილი ვარ. ძალიან, ძალიან, ძალიან გთხოვ,


მაპატიე, რაც ვთქვი, OK? შეიძლება, ისევ ვიმეგობროთ?

1 ახალი ტექსტური შეტყობინება


ავგუსტისაგან
31 დეკ. 5:03
OK.

149
1 ახალი ტექსტური შეტყობინება
ჯეკ სადისაგან
31 დეკ. 5:04

ასწორებს!

1 ახალი ტექსტური შეტყობინება


ავგუსტისაგან
31 დეკ. 5:06

ოღონდ სიმართლე მითხარი, კარგი? ჩემს ადგილას რომ იყო, მარ-


თლა მოგინდებოდა თავის მოკვლა?

1 ახალი ტექსტური შეტყობინება


ჯეკ სადისაგან
31 დეკ. 5:08

არა!!!
ღმერთმანი, არა!
ოღონდ, ძმაო, თავის მოკვლა მაშინ მომინდებოდა, ჯულიანი რომ ვი-
ყო:)

1 ახალი ტექსტური შეტყობინება


ავგუსტისაგან
31 დეკ. 5:10

ლოლ
ჰო, ძმაო, ისევ მეგობრები ვართ.

150
ზამთრის არდადგების შემდეგ

მისტერ ტაკუნმენი კი დამპირდა, მაგრამ როცა იანვარში სკო-


ლაში დავბრუნდი, არანაირი „ახალი ფურცელი“ არ დამხვედრია,
პირიქით: იმ წამიდან, რაწამს დილას ჩემს კარადასთან მივედი, რა-
ღაც უცნაური ამბები დაიწყო. ჩემი კარადა ამოსის კარადის გვერდი-
თაა; ამოსი ძალიანაც ნორმალური ბიჭია. ჰოდა, ვეუბნები, რა ხდე-
ბა, ხომ მშვიდობაა-მეთქი, იმან კი თავი ძლივს დამიქნია – ვითომ
მომესალმა, მიხურა თავისი კარადის კარი და წავიდა. ვფიქრობ, რა
არის, რა სიგიჟეა-მეთქი. მერე ჰენრის ვეუბნები, აბა რას შვრები-
მეთქი, იმან კი იმისთვისაც არ შეიწუხა თავი, რომ ცალყბად გაეღი-
მა. უბრალოდ, თვალი ამარიდა.
გასაგებია: რაღაც ამბავია. ხუთი წუთი არ გასულა და ორმა კაცმა
დამაიგნორა. არა უშავს, ხდება ხოლმე. ვიფიქრე, ერთსაც ვცდი-
მეთქი – ტრისტანთან – და, აჰა, იგივე სიტუაცია. თან, შევატყვე,
ნერვიულობდა, თითქოს ჩემთან დალაპარაკებისა ეშინოდა.
გამოდის, რომ რაღაც „ჭირისნაირ“ შარში ვარ-მეთქი, გავიფიქ-
რე. ესეც – ჯულიანის შურისძიება.
მთელ დილას დაახლოებით ასევე გაგრძელდა. ხმას არავინ
მცემდა. არა, მთლად ეგრეც არ იყო: გოგოები – არაფერი, ნორმა-
ლურად მექცეოდნენ. და, რა თქმა უნდა, ავგუსტიც მელაპარაკებო-
და. ტყუილი რომ არ გამომივიდეს, ორივე მაქსიც მომესალმა და,
ცოტა არ იყოს, შემრცხვა. იმიტომ, რომ ხუთი წელია ერთ კლასში
ვართ და არც ერთს წესიერად არ დავლაპარაკებივარ.
იმედი მქონდა, სადილად უკეთესად წავა საქმე-მეთქი, მაგრამ
არა. ჩემს მაგიდას მივუჯექი, სადაც ლუკასა და ისაიასთან ერთად
ვზივარ. ეტყობა, ვიფიქრე, რაკი სუპერპოპულარულებს არ ეკუთვნი-
ან და საშუალო ხალხში გადიან, ადამიანურად მომექცევიან-მეთქი,
მაგრამ რომ მივესალმე, თავი ძლივს დამიქნიეს. მერე, როცა ჩვენი
მაგიდა გამოიძახეს, აიღეს სადილი და აღარ მობრუნებულან. დავი-
ნახე, ბუფეტის ბოლოში იპოვეს მაგიდა. ჯულიანის მაგიდას არ მისხ-

151
ხდომიან, მაგრამ იქვე ახლოს დაბანაკდნენ, თითქოსდა პოპულა-
რულობის საზღვარზე.
საშინელება იყო მაგიდასთან მარტო ჯდომა. ვგრძნობდი, ყვე-
ლანი მითვალთვალებდნენ. ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ მეგობ-
რები აღარ მყავდა. გადავწყვიტე, არ ვისადილებ-მეთქი და ბიბლიო-
თეკაში წავედი.

ომი

შარლოტმა გამაგებინა, რატომ მაიგნორებდნენ ყველანი. დღის


ბოლოს ჩემს კარადაში წერილი ვიპოვე:

გაკვეთილების შემდეგ 301 კაბინეტში შევხვდეთ.


მარტო მოდი. შარლოტი

რომ შევედი, იქ დამხვდა.


– სალამი, – ვუთხარი.
– სალამი, – კართან მივიდა, თავი გარეთ გაყო და ჯერ მარცხ-
ნივ გაიხედა, მერე – მარჯვნივ. ბოლოს კარი მიხურა და შიგნიდან
ჩაკეტა. მერე შემომხედა და ალაპარაკდა, თან ნერვიულობისგან
ფრჩხილს იკვნეტდა:
– მისმინე, არ მომწონს, რაც ხდება და მინდა გაგაგებინო, რაც
ვიცი, ოღონდ იცოდე, არავისთან წამოგცდეს, რომ მე გითხარი, კარ-
გი?
– კარგი.
– მოკლედ: ზამთრის არდადეგებზე ჯულიანმა გრანდიოზული სა-
ახალწლო წვეულება გამართა. ზუსტად, რომ გრანდიოზული. შარ-
შან ჩემი დის დაქალმა, თექვსმეტისა რომ გახდა, მანდ გადაიხადა

152
დაბადების დღე და ორასი კაცი ისე ჰყავდა, როგორც არაფერი.
მოკლედ, იმას გეუბნები, რომ იქაურობა გრანდიოზულია, ოღონდ
მართლა.
– ჰო, მერე?
– მერე ის, რომ... მთელი მეხუთე კლასები იყვნენ.
– მთელი არა, – გავიხუმრე.
– ჰო,ყველანი არ ყოფილან. მშობლებიც კი დაპატიჟა.ხომ იცი,
რომ ჯულიანის დედა სკოლის გამგეობის ვიცე-პრეზიდენტია, არა?
ქვეყნის ხალხს იცნობს. მოკლედ, იმ წვეულებაზე ყველაზე მთავარი
ის ხდებოდა, რომ ჯულიანი დადიოდა და ყველას სათითაოდ ეჩიჩი-
ნებოდა, ჯეკმა იმიტომ გამარტყა, რომ ემოციური პრობლემები აქ-
ვსო.
– რაო?
– და გარიცხვას უპირებდნენ, მაგრამ ჩემი მშობლები შეეხვეწნენ
მისტერ ტაკუნმენს, იქნებ დატოვოთო...
– რაო?
– და,ეს არ მოხდებოდა, ტაკუნმენს რომ ჯეკისთვის ავგისთან მე-
გობრობა არ დაეძალებინაო. ასე თქვა – სიტყვასიტყვით გიმეორებ
– დედაჩემის (ანუ დედამისის) აზრით, ჯეკი ზეწოლამ გატეხაო...
ყურებს არ ვუჯერებდი.
– ალბათ არავინაც არ დაიჯერა, ხომ?
შარლოტმა მხრები აიჩეჩა:
– საქმე ის კი არ არის, დაიჯერეს თუ არ დაიჯერეს. საქმე ისაა,
რომ ჯულიანი მართლა პოპულარულია. და, ბარემ გეტყვი: დედა-
ჩემმა გაიგონა, რომ დედამისი მოითხოვდა, სკოლამ კიდევ ერ-
თხელ განიხილოს ავგის განცხადებაო.
– მართლა შეუძლია გაარიცხვინოს?
– ამბობს, ბიჩერი ინკლუზიური სკოლა არ არისო, ანუ ისეთი
სკოლა, სადაც ჩვეულებრივი ბავშვებიც სწავლობენ და საგანგებო
საჭიროებების მქონენიც.
– ჰო, მაგრამ რა სისულელეა! ავგის არანაირი საგანგებო საჭი-
როებები არა აქვს.

153
– ჰო, მაგრამ ამბობს, თუ სკოლა თავის წესებს ცვლის იმისა-
თვის, რომ ავგის შეუსაბამოსო...
– არაფერსაც არ ცვლის.
– როგორ არა! მაგალითად, წინა წლებში საახალწლო გამოფე-
ნისთვის მეხუთეკლასელები ავტოპორტრეტებს ხატავდნენ, წელს კი
რაღაც უაზრო „რა ცხოველს გგავარ“ დაგვახატინეს, გახსოვს?
– რა დებილობაა.
‒ ვიცი! იმას კი არ ვამბობ, ვეთანხმები-მეთქი. უბრალოდ, იმას
გეუბნები, რასაც იძახდა.
– ვიცი, ვიცი, ოღონდ ისე დაუხლართავთ, რომ...
– ვიცი. მოკლედ, ჯულიანმა თქვა, ჯეკზე ავგისთან მეგობრობა
ცუდად მოქმედებს და მისივე სიკეთისთვის აჯობებს, თავი დაანებო-
სო. და, თუ ყველა ძველ მეგობარს დაკარგავს, ეგ ის ზარი იქნება,
რომელიც გამოაღვიძებსო. ჰოდა, შენივე სიკეთისთვის გადაწყვიტა,
საერთოდ აღარ გემეგობროს.
– შესწორება: მე პირველმა გადავწყვიტე, აღარ ვემეგობრო.
– ჰო, მაგრამ ბიჭებიც დაარწმუნა, აღარ გემეგობრონ. შენივე სი-
კეთისთვის. მაგიტომაა, ხმას რომ არავინ გცემს.
– შენ ხომ მცემ ხმას!
– ბიჭებზე გეუბნები, – ამიხსნა, – გოგოები ნეიტრალიტეტს იცა-
ვენ. სავანას სადაქალოს გამოკლებით, იმიტომ, რომ ჯულიანის საძ-
მაკაცოსთან დადიან. დანარჩენი გოგოებისთვის ეს სიტუაცია ბიჭე-
ბის ომია.
თავი დავუქნიე. შარლოტმა თავი გვერდზე გადახარა და ისეთი
სახე მიიღო, თითქოს უნდოდა ეთქვა, ძალიან მებრალებიო.
– კარგი ვქენი, რომ გიამბე? – მკითხა.
– ჰო, აბა რა! ისე კი, სულ არ მადარდებს, ვინ დამელაპარაკება
და ვინ – არა, – ვიცრუე, – და, საერთოდ, რა შტერობაა!
თავი დამიქნია.
– ჰო, მართლა, ავგიმ იცის ეს ამბავი?
– საიდან ეცოდინება! ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი მით-
ქვამს.

154
‒ და, ჯუნმა?
– არა მგონია. მისმინე. მოდი, წავალ. ისე, რომ იცოდე, დედაჩე-
მი ამბობს, ჯულიანის დედა იდიოტია და მეტი არაფერიო: მაგნაი-
რებს ის უფრო ადარდებთ, მათი შვილის კლასის სურათი იყოს ლა-
მაზი, ვიდრე სიკეთის კეთებაო. გაგებული გაქვს, არა, ფოტოშოპის
ამბავი?
– ჰო, გულისამრევია.
‒ ზუსტად, – თავი დამიქნია, – მოკლედ, ჯობია წავიდე. უბრა-
ლოდ, მინდოდა გცოდნოდა, რა ხდება და რატომ ხდება.
– გმადლობ, შარლოტ.
– თუ რამე გავიგე, შეგატყობინებ, – მითხრა.
მერე, გასვლამდე, ისევ კარში გაყო თავი და ჯერ მარცხნივ გა-
იხედა, მერე მარჯვნივ, რომ გასვლის დროს არავის დაენახა. მივ-
ხვდი, რომ, მართალია, ნეიტრალიტეტს იცავდა, მაგრამ მაინც არ
უნდოდა, ვინმეს ჩემთან ერთად მოეკრა თვალი.

გადაჯდომ-გადმოჯდომა

მეორე დღეს, სადილობისას, მე სულელი, ტრისტანის, ამოსისა


და პაბლოს მაგიდას მივუჯექი. ვიფიქრე, იქნებ წესიერად მოიქცნენ-
მეთქი, რაკი თუ პოპულარულებად არ ითვლებიან, არც იმათიანები
არიან,ვინც შესვენებაზე „ქვესკნელებს და დრაკონებს“ თამაშობს.
მოკლედ, სადღაც შუაში დგანან, და თავიდან მეგონა, გავარტყი-
მეთქი, იმიტომ, რომ როცა მაგიდასთან მივედი, არ იკადრეს თავი
ისე დაეჭირათ, ვითომ ვერ მამჩნევდნენ. სალამიც კი მითხრეს, თუმ-
ცა თან ერთმანეთს გადახედეს. მაგრამ მერე იგივე მოხდა,რაც წინა
დღეს: ჩვენი მაგიდა გამოიძახეს, იმ სამმა საჭმელი აიღო და ბუფეტ-

155
ის ბოლოსკენ დაადო თავი.
სამწუხაროდ, მისის დიმ, რომელიც იმ დღეს ბუფეტში მორიგეობ-
და, დაინახა, რაც მოხდა და დაედევნა:
– არ შეიძლება, ბიჭებო, – დატუქსა ხმამაღლა, – ჩვენს სკოლაში
ადგილის შეცვლა აკრძალულია. აბა, სწრაფად, მიბრძანდით
თქვენს მაგიდასთან!
ღმერთო! ეგღა მაკლდა! სანამ მაგიდასთან ძალით დააბრუნებ-
დნენ, ავიღე ლანგარი და ჩქარ-ჩქარა გავეცალე იქაურობას. მისის
დი რაღაცას მომძახოდა, მაგრამ ვითომ არ მესმოდა. დახლის იქითა
მხარეს გავედი.
– ჩვენთან დაჯექი, ჯეკ.
ჯუნი იყო. ის და ავგუსტი თავიანთ მაგიდას უსხდნენ და ხელს მიქ-
ნევდნენ.

რატომ თავიდანვე ავგუსტთან არ დავჯექი

ჰო, ღორულად მოვიქეცი, განა არ ვიცი. პირველ დღეს შევედი


ბუფეტში და ავგუსტი დავინახე. ყველანი მიშტერებოდნენ და ჩურჩუ-
ლებდნენ. ჯერ არავინ მისჩვეოდა მის სახეს. ზოგმა არც კი იცოდა,
რომ ბიჩერის სკოლაში უნდა ევლო, ჰოდა სწავლის დაწყების დღეს
რომ დაინახეს, ბევრს მართლა ელდა ეცა.
ბავშვების უმეტესობა ახლოს მისვლასაც კი ვერ ბედავდა. მოკ-
ლედ, როცა ბუფეტში ჩემ წინ მიმავალი დავინახე, უკვე ვიცოდი,
გვერდით არავინ მიუჯდებოდა, მე კი, უბრალოდ თავი ვერ ვაიძულე,
მივსულიყავი და მივჯდომოდი. მთელი დილა ვეკონტაქტე, იმიტომ,
რომ ბევრი გაკვეთილი ერთად გვქონდა და ახლა ვგრძნობდი, ცოტა
სულის მოთქმა და სხვა ბავშვებთან გულის გადაყოლება მჭირდებ-

156
ოდა. ჰოდა, როცა დავინახე, რომ დახლის იქითა მხარეს მდგარი მა-
გიდებისკენ წავიდა, სპეციალურად ვიპოვე ადგილი დახლის აქეთა
მხარეს, მისგან რაც შეიძლება შორს. ისაიასა და ლუკას მივუჯექი,
თუმცა პირველად ვხედავდი, და სულ ბეისბოლზე ვილაპარაკეთ, მე-
რე კი, შესვენებაზე, კალათბურთი ვეთამაშე. მას მერე სულ იმათთან
ვსადილობ. გავიგე, ჯუნი ავგუსტთან დაჯდაო და გამიკვირდა, იმი-
ტომ, რომ ზუსტად ვიცოდი, ტაკუნმენს მისთვის არ უთხოვია,
ავგუსტს დაუმეგობრდიო. მივხვდი, მარტო იმიტომ დაჯდა, რომ სი-
კეთის გამოჩენა უნდოდა. მე თუ მკითხავ, ძალიან მამაცურად მოიქ-
ცა.
ჰოდა, ახლი ვიჯექი ჯუნისა და ავგუსტის გვერდით და ისე კარგად
მექცეოდნენ, როგორც ყოველთვის. ყველაფერი მოვუყევი,რაც
შარლოტმა მითხრა, გარდა იმისა, რომ თურმე ავგუსტთან მეგობ-
რობის წნეხმა „გამტეხა“. არც ის მითქვამს, რასაც ჯულიანის დედა
ავგიზე ამბობს: „განსაკუთრებული საჭიროებები“ აქვსო და არც
სკოლის საბჭო მიხსენებია. სინამდვილეში მარტო ის ვუთხარი, ჯუ-
ლიანმა საახალწლო წვეულება გამართა და მთელი მეხუთე კლასე-
ბი ჩემ წინააღმდეგ დარაზმა-მეთქი.
– რა უცნაურია, როცა ხალხი არ გელაპარაკება და ისე უჭირავთ
თავი, ვითომ არ არსებობდე, – ამოვიოხრე.
ავგის გაეღიმა.
– უცნაურია? – თქვა ირონიულად, – ჩემს სამყაროში შემოსულ-
ხარ, გილოცავ!

157
ძალთა განლაგება

– ძალთა ოფიციალური განლაგება მაქვს, – მეორე დღეს, სა-


დილობისას, თქვა ჯუნმა. ამოიღო რვეულის დაკეცილი ფურცელი
და გაშალა. ზედ სამ სვეტად იყო ჩამოწერილი სახელები.

ჯეკის მომხრეები ჯულიანის მომხრეები ნეიტრალურები


ავგუსტი მაილზი მალიკი
ნამი ჰენრი რემო
მაქს გ. ამოსი ხოსე
მაქს ვ. საიმონი ლეიფი
ტრისტანი რამი
პაბლო ივანი
ნინო რასელი
ისაია
ლუკა
ჯეიკი
დონალდი
რომანი
ბენი
ემანუელი
ზეკი
ტომაზი

– სად იშოვე? – ჰკითხა ავგიმ და სანამ სიას ვკითხულობდი, თვი-


თონაც ჩახედა.
– შარლოტმა შეადგინა, – სხაპასხუპით უპასუხა ჯუნმა, – და ბო-
ლო შესვენებაზე მომცა. თქვა, ჯობია ჯეკმა იცოდეს, ვინ არის მის
მხარესო.
‒ მაინცდამაინც ბევრნი არ ყოფილან, არა? – ვთქვი.
– ნამია. და ორივე მაქსი.

158
– მაგარია. დებილები ჩემს მხარეს არიან.
– კარგი, რა, – შემარცხვინა ჯუნმა, – სხვათა შორის, მგონი, შარ-
ლოტს მოსწონხარ.
– ჰო, ვიცი.
– პაემანს არ დაუნიშნავ?
– ხუმრობ? რა მეპაემნება, ვერ ხედავ, ყველა ჭირიანივით გამირ-
ბის.
როგორც კი ვთქვი, მაშინვე ვინანე. მივხვდი, არ უნდა მეთქვა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ავგის შევხედე.
– არა უშავს, – გაეღიმა, – ისედაც ვხვდებოდი.
– ბოდიში, ძმაო, – ვუთხარი.
– ოღონდ არ ვიცოდი, „ჭირიანს“ თუ მეძახდნენ, – თქვა, – მეგო-
ნა, „ყველში თითი“ ან რამე მაგნაირი იქნებოდა.
– ჰო, როგორც „წრიპა ბიჭის დღიურშია“, – თავი დავუქნიე.
– ისე კი, „ჭირიანი“ უფრო მაგარია, – გაიხუმრა, – თითქოს „სი-
მახინჯის შავი ჭირი“ შეგეყარაო, – და ეს სიტყვები თითებით ბრჭყა-
ლებში ჩასვა.
– მე კი საშინელება მგონია, – თქვა ჯუნმა, მაგრამ ავგიმ მხრები
აიჩეჩა და წვენი მოწრუპა.
– მოკლედ, შარლოტს პაემანს არ ვუნიშნავ, – ვთქვი.
– დედაჩემი ამბობს, რა დროს თქვენი პაემნებიაო, – მომახსენა
ჯუნმა.
– და, ნამმა რომ დაგინიშნოს პაემანი? – ვკითხე, – წახვიდოდი?
შეეტყო, რომ გაუკვირდა.
– არა, – თქვა.
– ისე გკითხე, – გამეცინა.
თავი გააქნია და გამიღიმა:
– რატომ? რამე იცი?
– არა, ისე გკითხე.
– ჰოდა თუ მეკითხები, გეტყვი, რომ მეც დედაჩემს ვეთანხმები, –
თქვა, – მართლაც, რა დროს ჩვენი პაემნებია. არ ვიცი, სად გვეჩქა-
რება.

159
– აბა, რა! – აჰყვა ავგუსტი, – არც მე მეჩქარება, არადა ხომ ხვდე-
ბით, რა დღეში ვარ: გოგოებისგან მოსვენება არა მაქვს!
კარგად გამოუვიდა და ისე გამეცინა, რომ რძე ცხვირიდან გამო-
ვაფრქვიე. ამაზე სამივენი სიცილით დავიხოცეთ.

ავგუსტის სახლში

შუა იანვარი იდგა, ჩვენ კი ჯერაც არ გვქონდა გადაწყვეტილი, რა


გაგვეკეთებინა საბუნებისმეტყველო გამოფენისთვის, ჩემი ბრალი
იყო, მე ვაჭიანურებდი, მესიკვდილებოდა და იმიტომ. ბოლოს ავ-
გუსტმა თქვა, ძმაო, მაინც ჩვენი გასაკეთებელიაო და გაკვეთილე-
ბის შემდეგ მისი სახლისკენ დავიძარით.
ძალიან ვნერვიულობდი, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, უამბო ავგუს-
ტმა მშობლებს „ჰელოუინის ამბავი“ (საბოლოოდ,ასე დავარქვით)
თუ არა. მამამისი შინ არ დაგვიხვდა, დედა კი საყიდლებზე გარბო-
და. ორი წამი ველაპარაკე და დავრწმუნდი, რომ ავგისგან ის ამბავი
გაკვრითაც კი არ იცოდა, და საერთოდაც, ძალიან მაგარი და მეგობ-
რული მეჩვენა.
ავგის ოთახში რომ შევედი, გავშტერდი:
– აუჰ, ავგი, „ვარსკვლავური ომების“ ავადმყოფობა შეგყრია!
თაროები „ვარსკვლავური ომების“ ფიგურებით ჰქონდა სავსე,
კედელზე კი „იმპერიის საპასუხო დარტყმის“ დიდზე დიდი პლაკატი
იყო გაკრული.
– ვიცი, ვიცი, – გაეცინა.
თავის მაგიდასთან, გორგოლაჭქებიან სკამზე დაჯდა, მე კუთხე-
ში, პუფში ჩავეხეთქე. ოთახში მისი ძაღლი შემოლასლასდა და ჩემ-
კენ წამოვიდა.

160
– საშობაო ბარათზე იყო, არა? რა კაცია! – ვთქვი და ძაღლს ხე-
ლი დავაყნოსვინე.
– ქალი, – შემისწორა ავგიმ, – დეიზი ჰქვია. თუ გინდა, მოეფე-
რე, არ იკბინება.
დეიზის ცოტა რომ მოვეფერე, გულაღმა გადატრიალდა.
– გთხოვს, მუცელი მომფხანეო, – გაეღიმა ავგუსტს.
– ასეთი მაგარი ძაღლი არც მინახავს, – ვთქვი და მუცელი მოვ-
ფხანე.
– აბა, რა! მსოფლიოში ყველაზე კარგი ძაღლია, არა, ცუგა?
ძაღლმა კუდი ააქიცინა და ავგისკენ წავიდა.
– ვისია ეს პატარა ცუგა? ვისია ეს პატარა ცუგა? – ეუბნებოდა ავ-
გი, ის კი სახეს ულოკავდა.
– იცი, როგორ მინდა ძაღლი! – ვთქვი, – მაგრამ ჩემები ამბობენ,
ამ ბინაში ძაღლი სად დავატიოთო, – სანამ ოთახს ვათვალიერებდი,
ავგიმ კომპიუტერი ჩართო, – ოჰო, იქს ბოქსი 360 გაქვს? დავუკ-
რათ?
‒ ძმაო, საბუნებისმეტყველო გამოფენის პროექტს ვინღა
გააკეთებს?
– „Halo“ გაქვს?
– როგორ არა.
– მოდი, რა, ერთხელ, კარგი?
ამასობაში ავგი სკოლის გვერდზე შესულიყო, მის რუბინის
გვერდს ფურცლავდა და საბუნებისმეტყველო გამოფენის პროექტე-
ბის სიას კითხულობდა.
– მანდედან კარგად ჩანს? – მკითხა.
ამოვიოხრე, მივედი და პატარა ტაბურეტზე დავჯექი.
– მაგარი აიმაკია, – შევნიშნე.
– შენ რომელი კომპიუტერი გაქვს?
– ძმაო, მე ჩემი ოთახიც კი არა მაქვს, არათუ კომპიუტერი. ჩე-
მებს ძველისძველი დელი აქვთ და ისიც სულს ღაფავს.
– აბა, ამაზე რას იტყვი? – და ეკრანი ჩემკენ მოაბრუნა, რომ და-
მენახა. შევხედე და მაშინვე თვალები ამიჭრელდა.

161
– „მზის საათის დამზადება", ცუდი საქმე არ უნდა იყოს.
უკან გადავიხარე:
– ვულკანი ხომ არ აჯობებდა?
– ყველანი ვულკანებს აკეთებენ.
– ადვილია და იმიტომ, – ვთქვი და დეიზის მოვეფერე.
– და, მაგნიუმის სულფატის კრისტალების გაზრდაზე რას იტყვი?
– მოსაწყენია, – ვიუარე, – დეიზის რატომ ეძახი?
ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია:
– ჩემმა დამ დაარქვა. მე მინდოდა, დართი დამერქმია. სრული
სახელი დართ დეიზი ჰქვია, მაგრამ ეგრე არ ვეძახით.
გამეცინა.
– დართ დეიზი! რა სასაცილოა! გამარჯობა, დართ დეიზი! – ვუთ-
ხარი ძაღლს და ისიც მაშინვე გულაღმა გაგორდა, მუცელი მომფხა-
ნეო.
– აი, ეს არის, რაც არის! – თქვა ავგუსტმა და ეკრანზე კარტოფი-
ლის გროვა დამანახვა, საიდანაც სადენები ამოჩრილიყო, – „ორგა-
ნული ბატარეის დამზადება კარტოფილისაგან“, ასწორებს! აქ წე-
რია, ასეთი ბატარეით ლამპასაც აანთებთო. შეგვიძლია „კარტოფი-
ლამპა“ ან რამე ეგეთი დავარქვათ. რას იტყვი?
– ძნელი საქმე ჩანს, ძმაო. ხომ იცი, ბუნებისა არაფერი გამეგება.
– აბა, კი! რას იგონებ?!
– რას ვიგონებ! ბოლო საკონტროლო სამარცხვინოდ დავწერე.
ზუსტადაც რომ არაფერი გამეგება!
– იგონებ-მეთქი! საკონტროლო კი... იმიტომ, რომ გაბუტულები
ვიყავით და არ მოგხმარებივარ, მაგრამ ახლა ხომ მოგეხმარები!
კარგი პროექტია, ჯეკ! უნდა ავიღოთ!
– კარგი, როგორც გინდა.
ამ დროს კარზე დააკაკუნეს და თინეიჯერმა გოგომ შემოიხდა,
რომელსაც გრძელი, მუქი, ხვეული თმა ჰქონდა. ჩემს დანახვას არ
ელოდა.
– სალამი, – გვითხრა ორივეს.
– ვიას გაუმარჯოს, – ავგუსტი ისევ კომპიუტერის ეკრანს მიუბრ-

162
უბრუნდა, – ვია, ეს ჯეკია. ჯეკ, ეს ვიაა.
– სასიამოვნოა, – თავი დავუქნიე.
– ჩემთვისაც, – მიპასუხა და ყურადღებით შემომხედა. იმწამსვე
მივხვდი, ავგის მოყოლილი ჰქონდა ჩემი ნალაპარაკები. იმით მივ-
ხვდი, რანაირადაც შემომხედა, და, საერთოდ, ეს შემოხედვა ისეთი
იყო, ვიფიქრე, წლებია ვახსოვარ – ეიმსფორტ-ავენიუზე, კარველის
სანაყინესთან რომ შევხვდით, იმ დღიდან-მეთქი.
– ავგი, ჩემი მეგობარი უნდა გაგაცნო, კარგი? სადაცაა, მოვა.
– ვინ არის, შენი შეყვარებულია? – უკბინა ავგუსტმა.
ვიამ ფეხსაცმლის წვერი წაჰკრა მისი სკამის ძირს.
– წესიერად მოიქეცი, – და ოთახიდან გავიდა.
– ძმაო, მაგარი და გყოლია.
– ვიცი.
– ვერ მიტანს, არა? მოყოლილი გაქვს ჰელოუინის ამბავი?
– ჰო.
– „ჰო“, ვერ მიტანს თუ „ჰო“, მოყოლილი გაქვს?
– ორივე.

შეყვარებული

ორ წუთში ავგის და შემობრუნდა და ბიჭი, სახელად ჯასტინი შე-


მოიყვანა. ურიგო ბიჭი არ ჩანდა. გრძელი თმა ჰქონდა, პატარა,
მრგვალი სათვალე ეკეთა. ხელში დიდი, მოგრძო, ბრჭყვიალა, ცალ
მხარეს წაწვეტებული ვერცხლისფერი ბუდე ეჭირა.
– ჯასტინ, ეს ჩემი უმცროსი ძმაა, ავგუსტი, – თქვა ვიამ, – ეს კი
ჯეკია.
– სალამი, ბიჭებო, – მოგვესალმა ჯასტინი და ხელი ჩამოგვარ-
თვა. ცოტა არ იყოს, ნერვიულობდა. ალბათ იმიტომ, რომ ავგუსტი

163
პირველად ნახა. ზოგჯერ მავიწყდება, რა შოკია, როცა პირველად
ხედავ, – კარგი ოთახია.
– ვიას შეყვარებული ხარ? – ეშმაკურად ჰკითხა ავგუსტმა, რო-
მელსაც დამ კეპი სახეზე ჩამოაფხატა.
– ბუდეში რა გაქვს? – ვკითხე მე, – ავტომატია?
– ჰა! სასაცილოა, – მომიგო შეყვარებულმა, – არა, მმ... ვიოლი-
ნოა.
‒ ჯასტინი მევიოლინეა, – თქვა ვიამ, – ზაიდეკო-ჯგუფში უკრავს.
– ზაიდეკო რაღა ჯანდაბაა? – იკითხა ავგუსტმა და შემომხედა.
– მუსიკის ნაირსახეობაა, – აუხსნა ჯასტინმა, – კრეოლურ მუსი-
კას ჰგავს.
– კრეოლური რაღაა? – ახლა მე ვკითხე.
– ყველას უთხარი, ავტომატია-თქო, – შესთავაზა ავგიმ, – და
ზედმეტს ვეღარავინ გაგიბედავს.
– მგონი, მართალი ხარ, – თავი დაუქნია ჯასტინმა, თმა ყურებზე
გადაიწია და მე მომიბრუნდა, – კრეოლური ის მუსიკაა, რომელსაც
ლუიზიანაში უკრავენ.
– აა, ლუიზიანელი ხარ? – ვკითხე.
– არა-ა-ა, – გაწელა, – ბრუკლინელი ვარ.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს სიტყვები სასაცილო მეჩვენა.
– წამო, ჯასტინ, – ხელზე მოქაჩა ვიამ, – ჩემს ოთახში წავიდეთ.
– აბა, ჯერჯერობით, ბიჭებო. კარგად, – გვითხრა ჯასტინმა.
– კარგად!
– კარგად!
ოთახიდან გასვლა ვერ მოასწრეს, რომ ავგიმ ღიმილით შემომ-
ხედა.
– ბრუკლინელი ვარ, – წავიმღერე და ორივენი სიცილით დავი-
ხოცეთ.

164
ნაწილი მეხუთე

ზოგჯერ მგონია, რომ თუ თავი ამოდენა მაქვს,


ეს იმიტომ, რომ ოცნებებით არის ავსილი.

ჯონ მერიკი ბერნარდ პომერანსის „სპილოკაცაში“

165
ოლივიას ძმა

დავინახე ოლივიას უმცროსი ძმა და, არ დავმალავ, იქვე გავშეშ-


დი. არადა, წესით, არ უნდა გავშეშებულიყავი. ოლივიას ნათქვამი
ჰქონდა, „სინდრომი“ აქვსო და ამიწერა კიდეც, როგორ გამოიყურე-
ბა. მაგრამ თან ოპერაციების ამბავიც მითხრა, წლების მანძილზე
უკეთებდნენო. და ეტყობა, მაგიტომ მეგონა, მეტ-ნაკლებად ნორმა-
ლური შესახედავი იქნებოდა. მაგალითად, როცა ბავშვი მგლის ხა-
ხით იბადება და გასასწორებლად პლასტიკურ ოპერაციას უკეთე-
ბენ, მერე ზოგჯერ ვერც კი მიხვდები, რომ მგლის ხახა ჰქონდა, მხო-
ლოდ ტუჩის ზემოთ რჩება პატარა ნაიარევი. ჩემი წარმოდგენით,
ოლივიას ძმასაც აქა-იქ ნაიარევები უნდა ჰქონოდა. რას ვიფიქრებ-
დი, ამნაირი თუ იყო. აშკარად არ მოველოდი, რომ ამ ბეისბოლის-
კეპიან პატარა ბიჭს ვნახავდი, რომელიც ახლა ჩემ წინ ზის.
უფრო სწორად, ჩემ წინ ორი ბიჭი ზის: ერთი აბსსოლუტურად
ნორმალური შესახედაობისა, ქერა და ხუჭუჭა, სახელად ჯეკი, მე-
ორე კი – ავგი.
ძალიან მინდა მოვახერხო და გაკვირვება დავმალო. იმედი
მაქვს, გამომდის. გაკვირვება იმ ემოციებს ეკუთვნის, რომლებსაც
ძნელად გაითამაშებ – მაშინაც, როცა არ გიკვირს და ისე გიჭირავს
თავი, ვითომ გიკვირს და მაშინაც, როცა ცდილობ დამალო, რომ
გიკვირს.
ავგის ხელს ვართმევ, მეორე ბიჭსაც. ვცდილობ, სახეზე არ შევ-
ხედო. მაგარი ოთახია-მეთქი, ვამბობ.
ვიას შეყვარებული ხარ? მეკითხება. მგონი, მიღიმის.
ოლივია კეპს აფხატავს სახეზე.
ეგ რა არის, ავტომატია? მეკითხება ქერა ბიჭი. სხვებსაც ათასჯერ
უკითხავთ. მერე ზაიდეკოზე ვლაპარაკობთ ცოტა ხანს. ბოლოს ვია
ხელს მკიდებს და ოთახიდან გავყავარ, ჩვენს უკან კარი იხურება თუ
არა, ბიჭების სიცილი მოისმის.
– ბრუკლინელი ვარ! – მღერის რომელიღაც.

166
ოლივია თვალებს ააპყრობს, იღიმება და მეუბნება, მოდი, ჩემს
ოთახში დავსხდეთო.
უკვე ორი თვეა, ერთმანეთს ვხვდებით. ბუფეტში ჩემს მაგიდას
რომ მოუჯდა, იმწამსვე მივხვდი, რომ მომეწონა. თვალს ვერ ვაშო-
რებდი. მართლა ლამაზია, ზეთისხილისფერი კანი აქვს და მსოფ-
ლიოში ყველაზე ლურჯი თვალები. თავიდან ისე ეჭირა თავი, თით-
ქოს უნდოდა, მარტო მეგობრები ვყოფილიყავით. ახლა უკვე მეს-
მის, რომ თავისდაუნებურად იქცევა უკარებასავით: ახლოს არ მოხ-
ვიდე, გულშიც არ გაივლოო. სხვა გოგოებივით არ კეკლუცობს. რო-
ცა გელაპარაკება, თვალებში გიყურებს, თითქოს გიწვევსო. ჰოდა,
გავუსწორე თვალი – გამოწვევა მივიღე. მერე ვუთხარი, შევხვდეთ-
მეთქი და მითხრა, კარგიო. დავეცი. არაჩვეულებრივი გოგოა და
თან ძალიან კარგი საურთიერთობო.
ავგუსტის ამბავი მესამე პაემნამდე არ უთქვამს. მისი სახის აღსა-
წერად, მგონი, „ყბა-სახის გადახრა“ თუ აყბა-სახის ანომალია“ ახსე-
ნა. ყოველ შემთხვევაში, დეფორმირება არ უხსენებია, თორემ აუცი-
ლებლად დამახსომდებოდა.
– აბა, რას იტყვი, – ნერვიულად მეკითხება, როგორც კი მის
ოთახში შევდივართ, – შოკში ხარ?
– არა, – ვატყუებ.
იღიმება და თვალს მარიდებს, – შოკში ხარ, აბა, რა.
– არა, არა, – ჩემსას ვაწვები. როგორიც თქვი, ისეთია.
თავს მიქნევს და საწოლზე ეხეთქება. ასწორებს, რომ საწოლზე
ჯერაც ბლომად ფუმფულა სათამაშოები ულაგია. დაუფიქრებლად
იღებს ერთ თეთრ დათვს და კალთაში ისვამს.
მე მაგიდასთან, გორგოლაჭებიან სკამზე ვჯდები. საგულდაგუ-
ლოდ დალაგებულ-დასუფთავებული ოთახი აქვს.
– პატარაობაში, – ბავშვები ერთხელ რომ მოვიდოდნენ სათამა-
შოდ, მეორედ ფეხს აღარ ადგამდნენ. რამდენჯერ ყოფილა! ზოგი მე-
გობარი დაბადების დღეზეც კი არ მოდიოდა,რომ ავგუსტი არ ენა-
ხათ. პირდაპირ არ მეუბნებოდნენ, მაგრამ მიხვედრას რა უნდოდა!
ზოგიერთებმა, უბრალოდ, არ იციან, ავგისთან თავი როგორ დაიჭი-

167
რონ, გესმის?
თავს ვუქნევ.
– განა წყენინება უნდოდათ, უბრალოდ, ეშინოდათ. და, ჩვენში
რომ ვთქვათ, ცოტათი შემაშინებელი სახე აქვს, არა?
– ჰო, – ვეუბნები.
– მაგრამ შენ, – ფრთხილად მეკითხება, – შენ შეგეშინდა? საში-
ნელი მოგეჩვენა?
– არ შემეშინდა და არც საშინელი მომეჩვენა, – ვუღიმი.
თავს მიქნევს და კალთაში მჯდარ თეთრ დათვს დასცქერის. ვერ
ვხვდები, დამიჯერა თუ არა, მაგრამ მერე თეთრ დათვს ცხვირზე
ჰკოცნის და მესვრის. ეს ალბათ ნიშნავს, რომ დამიჯერა, ან უნდა,
რომ დამიჯეროს.

ვალენტინობა

ვალენტინობას ოლივიას ძეწკვზე დაკიდებულ გულს ვჩუქნი,


თვითონ – ძველი დისკეტებისგან გაკეთებულ მხარზე გადასაკიდ
ჩანთას. მაგარია, ამნაირ რაღაცეებს რომ აკეთებს: საყურეებს –
კომპიუტერის მიკროსქემებისგან, კაბებს – მაისურებისგან,
ჩანთებს – ძველი ჯინსებისგან. ისეთი ნიჭიერია, ვეუბნები, მხატვა-
რი უნდა გამოხვიდე-მეთქი, მაგრამ თვითონ მეცნიერობა უნდა, თა-
ნაც გენეტიკოსობა. ეტყობა, თავისი ძმისნაირებისთვის რამე საშვე-
ლის პოვნას აპირებს.
ვთანხმდებით, ბოლოს და ბოლოს როდის უნდა გამაცნოს მშობ-
ლები – შაბათს საღამოს მექსიკურ რესტორანში, ეიმსფორტ-ავენი-
უზე, მის სახლთან ახლოს.
მთელი დღეა, ვნერვიულობ. როცა ვნერვიულობ, ტიკი მეწყება.
არა, ტიკი ყოველთვის მაქვს, მაგრამ ისე აღარ მაწუხებს, როგორც

168
ბავშვობაში: ერთი-ორჯერ ღონივრად თუ დავახამხამებ თვალებს
და შიგადაშიგ, უნებურად, თავს თუ გავიქნევ, ეგ არის და ეგ, მაგრამ
თუ დასტრესილი ვარ, მიუარესდება. ჰოდა, დღეს, აშკარად, დას-
ტრესილი ვარ, რაკი მისიანები უნდა გავიცნო.
რესტორანში რომ შევდივარ, უკვე მელოდებიან. მამა დგება და
ხელს მართმევს, დედა მეხვევა, მე და ავგი ერთმანეთს მუშტებს ვა-
ჯახებთ, ოლივიას კი ლოყაზე ვკოცნი და ვჯდები.
რა კარგია, რომ გაგიცანით, ჯასტინ! რამდენი რამ გვსმენია შენ-
ზე!
მშობლები ისე ახერხებენ,რომ ერთი წუთითაც კი არ ვგრძნობ
თავს უხერხულად. ოფიციანტს მენიუ მოაქვს და ვამჩნევ, რა სახე უხ-
დება ავგუსტის დანახვაზე. მაგრამ არ ვიმჩნევ. ამ საღამოს, მგონი,
ყველანი ვცდილობთ, არაფერი შევიმჩნიოთ – არც ოფიციანტი, არც
ჩემი ტიკები, არც ის, რომ ავგუსტი ტორტილიას სუფრაზე ფხვნის და
ნაფხვენებს კოვზით იდებს პირში.
ოლივიას ვუყურებ და მიღიმის. იცის. ოფიციანტის სახესაც ხე-
დავს და ჩემს ტიკებსაც. ოლივია ისეთი გოგოა, ყველაფერს რომ ხე-
დავს·
ვახშამი ლაპარაკსა და სიცილში გადის. ოლივიას მშობლები
ჩემს მუსიკაზე მეკითხებიან: როგორ დავიწყე ვიოლინოზე დაკვრა,
და მეც ვუყვები, წინათ კლასიკურ ვიოლინოზე ვუკრავდი, მაგრამ
აპალაჩურმა ხალხურმა მუსიკამ გამიტაცა, მერე კი – ზაიდეკომ-
მეთქი.
ჩემს ყოველ სიტყვას ისე უსმენენ, იფიქრებ, მართლა აინტერე-
სებთო. მთხოვენ, შეგვატყობინე, როდის იქნება შენი ჯგუფის კონ-
ცერტი, რომ მოვიდეთ და მოგისმინოთო.
სიმართლე რომ ვთქვა, ამდენ ყურადღებას მიჩვეული არ ვარ.
ჩემი მშობლები აზრზე არ არიან, რას ვაპირებ ცხოვრებაში. არ მე-
კითხებიან. ასე თავის დღეში არ გვილაპარაკია. მგონი, ისიც არ
იციან, რომ ორი წლის წინ ჩემი ბაროკოს ვიოლინო გავყიდე და რვა-
სიმიანი ჰარდანგერფელე ვიყიდე.
ნავახშმევს შინ მეპატიჟებიან, ნაყინზე. ძაღლი კართან გვეგებე-

169
ბა, ბებერი, უსაყვარლესი. უღებინებია და მთელი ჰოლი მოთხვრი-
ლია. ოლივიას დედა ქაღალდის პირსახოცების მოსატანად გარბის,
მამას კი ძაღლი პატარა ბავშვივით აჰყავს ხელში.
– რა იყო, შე ბუბრუცუნა, – ეკითხება და ძაღლი სიხარულით მეც-
ხრე ცაზეა, ენა გადმოუგდია, კუდს აქიცინებს, ფეხებს ჰაერში ფარ-
ჩხავს.
– მა! უამბე, რა, ჯასტინს, დეიზის ყიდვის ამბავი, – სთხოვს ოლი-
ვია,
– ჰო, რა! – უმატებს ავგი.
მამა ღიმილით ჯდება სავარძელში, ძაღლი ისევ ხელში უჭირავს.
ცხადია, ეს ამბავი ათასჯერ აქვს მოყოლილი და ყველას უყვარს
მოსმენა.
– ჰოდა, ერთ დღესაც მეტროდან ამოვედი, შინ მოვდივარ და ვხე-
დავ, ვიღაც უსახლკარო, რომელიც იმ დღემდე უბანში არ მინახავს,
საბავშვო ეტლით მოაგორებს გაბურძგნილ ქუჩის ძაღლს. მერე მო-
დის და მეკითხება, მისტერ, ჩემს ძაღლს არ იყიდიო? არც კი დავფიქ-
რებულვარ, ვუთხარი, როგორ არა, რამდენი გინდა-მეთქი? ათი დო-
ლარიო. ამოვიღე საფულიდან რაც ფული მქონდა – ოცდოლარიანი
– და მივეცი, იმანაც ძაღლი მომაწოდა. ჯასტინ, გეუბნები, ამნაირი
გულისამრევი არაფერი დაგიყნოსავს. ისე ყარდა, ვერ აგიწერ! ჰო-
და, პირდაპირ ვეტექიმს წავუყვანე, ქუჩის ბოლოში, და მერეღა მო-
ვიყვანე სახლში.
– სხვათა შორის, არც კი დამირეკა, – აწყვეტინებს ოლივიას დე-
და და თან იატაკს წმენდს, – არც კი მკითხა, მინდოდა სახლში ვიღაც
უსახლკარო ტიპის ძაღლი თუ არა.
როცა დედა ამას ამბობს, ძაღლი ისე უყურებს, გეგონება ხვდება,
რასაც ამბობენ და ბედნიერია, თითქოს იცის, რომ იმ დღეს, როცა ეს
ოჯახი იპოვა, გიჟურად გაუმართლა.
მეც ვხვდები, რასაც გრძნობს. მომწონს ოლივიას ოჯახი. ბევრს
იცინიან.
ჩემიანები სულ სხვანაირები არიან. ოთხი წლისა ვიყავი, დედა-

170
ჩემი და მამაჩემი რომ გაიყარნენ და ახლაც სძულთ ერთმანეთი.
ბავშვობაში ნიუ-იორკის ორ რაიონში ვცხოვრობდი: ნახევარ კვი-
რას მამასთან ვატარებდი, ჩელსიში, ნახევარსაც – დედასთან,
ბრუკლინ ჰაიტსში. ხუთი წლით უფროსი ნახევარძმა მყავს, რომელ-
მაც ვარაუდით იცის ჩემი არსებობა. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის
ვგრძნობდი, რომ ჩემს მშობლებს ერთი სული ჰქონდათ, როდის გა-
ვიზრდებოდი და საკუთარი თავის მიხედვა შემეძლებოდა. „შენ თვი-
თონ წადი მაღაზიაში“. „აჰა, სახლის გასაღები“. სასაცილოა, რომ იმ
მშობლების დასახასიათებლად, რომლებიც ზედმეტად დაჰკანკა-
ლებენ შვილებს, სიტყვა „ჰიპერმზრუნველი“ არსებობს, ხოლო საპი-
რისპირო ცნება არ არის.
რა სიტყვა მიესადგება იმ მშობლებს, რომლებიც სათანადოდ არ
ზრუნავენ შვილებზე? „ჰიპომზრუნველი“? „ფეხებზემკიდია“? "თავ-
კერძა?“ ყველა ერთად.
ოლივიას ოჯახში ყველა წამდაუწუმ ეუბნება ერთმანეთს, მიყვარ-
ხარო. არც კი მახსოვს, ბოლოს როდის მითხრეს ჩემიანებმა ეს სი-
ტყვა.
შინ წასვლის დრო რომ დგება, ტიკები მთლიანად ჩანყნარებული
მაქვს.

ჩვენი პატარა ქალაქი

წელს, საგაზაფხულოდ, სკოლის დრამატული წრე „ჩვენს პატარა


ქალაქს“ დგამს. ოლივია ჩამაცივდა, სცადე, იქნებ მთავარი – „რე-
ჟისორის თანაშემწის“ – როლი მოგცენო, და როგორღაც მართლა
მომცეს. ბედნიერი შემთხვევა იყო თუ რა! აქამდე მთავარი როლი
არაფერში მღირსებია. ოლივიას ვუთხარი, შენ გვერდით მიმარ-
თლებს-მეთქი. სამწუხაროდ, თვითონ ოლივიას ემილი გიბსის – ქა-

171
ლის მთავარი როლი არ ერგო. როლი ვარდისფერთმიანმა გოგომ,
მირანდამ მიიღო. ოლივიას ეპიზოდური როლი მისცეს და მირანდას
დუბლიორად დანიშნეს. სინამდვილეში, ეს ამბავი მე უფრო მეწყინა,
ვიდრე ოლივიას. თითქოს გულზეც კი მოეშვა. არ მიყვარს, როცა
მაშტერდებიანო, ამბობს, რაც გასაკვირია ასეთი ლამაზი გოგოსგან.
ისიც კი ვიფიქრე, სპეციალურად ხომ არ ჩააფლავა ქასთინგი-მეთქი.
პრემიერა აპრილის ბოლოს იქნება, ახლა შუა მარტია, ექვს კვი-
რაზე ნაკლები დარჩა. როლი უნდა დავიზეპირო, პლუს რეპეტიცი-
ები, პლუს ჩემი ზაიდეკო-ჯგუფის რეპეტიციები, პლუს გამოცდები და
პლუს ოლივია. ეს ექვსი კვირა რთული ექვსი კვირა იქნება. მისტერ
დეივენპორტი, დრამატული წრის მასწავლებელი, უკვე გამანიაკე-
ბულია და, უეჭველია, აპრილის ბოლოსთვის ყველას გიჟებად გვაქ-
ცევს. ხმები დადის, „სპილოკაცას“ დადგმას აპირებდა და ბოლო
წუთს გადაიფიქრაო. ამ ცვლილების ბრალია, რომ რეპეტიციების
დაწყება ერთი კვირით დაგვაგვიანდა.
არანაირად არ მახარებს უახლოესი თვე-ნახევრის სიგიჟეები.

ჭიამაია

მე და ოლივია მისი სახლის კიბეზე ვსხედვართ. როლის სწავლა-


ში მეხმარება. მარტის თბილი საღამოა, ზაფხული გეგონება. ცა ისევ
კაშკაშა ლურჯია, თუმცა მზე ჩასვლის პირასაა და ტროტუარზე უკვე
გრძელ-გრძელი ჩრდილებია გაწოლილი.
როლს ვიმეორებ.
– ჰო, მზე ათასჯერ ამოვიდა. ზაფხულებმა და ზამთრებმა მთები
ცოტა მეტად დაღარეს, წვიმებმა ჭუჭყი ჩამორეცხეს. ზოგიერთი ბავ-
შვი, პირველ მოქმედებაში დაბადებულიც რომ არ იყო, უკვე სიტყვე-
ბის გადაბმას ახერხებს, ზოგმა მათგანმა კი, ვისაც თავი ახალგაზ-
რდა და ჯან-ღონით სავსე ეგონა, შენიშნა, რომ კიბის არბენისას ცო-

172
ტა ქოშინი უვარდება...
თავი გავიქნიე. მეტი არ მახსოვს.
– ეს ყველაფერი ათასიოდე დღის განმავლობაში მოხდა, – პი-
ესის ტექსტში იხედება და მკარნახობს ოლივია.
– ჰო, ჰო, ჰო, – ვამბობ და ვოხრავ. – აღარ შემიძლია, ოლივია.
მაგ როლს ჩემს დღეში ვერ დავიმახსოვრებ.
– როგორ ვერა, – დარწმუნებით მეუბნება, ხელებს წინ იწვდის
და პეშვებში ჭიამაიას იმწყვდევს, რომელიც ვერ დავინახეთ, საიდან
გაჩნდა.
– ხედავ? ჭიამაია იღბალს ნიშნავს, – ამბობს, ცალ ხელს ცოტა
მაღლა სწევს და მეორე ხელისგულზე მოსიარულე ჭიამაიას მაჩვე-
ნებს.
– იღბალს თუ კარგ ამინდს? – ვხუმრობ.
– რა თქმა უნდა, იღბალს, – ამბობს და მაჯაზე აცოცებულ ჭიამაი-
ას დასცქერის, – რატომ ნატვრას არ ჩაუთქვამენ, როცა ჭიამაიას
იჭერენ? მე და ავგი პატარაობაში ციცინათელებზე ჩავუთქვამდით
ხოლმე, – მერე პეშვს ისევ აფარებს ჭიამაიას, – ჩქარა, ჩაიფიქრე.
თვალები დახუჭე.
მორჩილად ვხუჭავ თვალებს. გადის ერთი გრძელი წამი და ვა-
ხელ.
– ჩაიფიქრე? – მეკითხება.
– ჰო.
ეღიმება, ისევ ასწევს ცალ პეშვს, ჭიამაიაც იმწამსვე ფრთებს
შლის და მიფრინავს.
– გითხრა, რა ჩავიფიქრე? – ვეკითხები და ვკოცნი.
– არა, მორცხვად მომიგებს და ცას ახედავს, რომელიც ამ მო-
მენტში ზუსტად მისი თვალების ფერია.
– მეც ჩავიფიქრე, – ამბობს იდუმალად, მაგრამ ალბათ იმდენი
ნატვრა აქვს, რომ რას მივხვდები, რას ჩაიფიქრებდა.

173
ავტობუსის გაჩერებაზე

ოლივიას დედა, ავგი, ჯეკი და დეიზი სწორედ მაშინ გამოდიან


სახლიდან, როცა ოლივიას ვემშვიდობები. ცოტა უხერხულია, იმი-
ტომ, რომ ნაზი, ხანგრძლივი კოცნისას მოგვისწრეს.
– სალამი, ხალხო, – ამბობს დედა და ისე უჭირავს თავი, ვითომ
არაფერი დაუნახავს. სამაგიეროდ, ორივე ბიჭი ხითხითებს.
– გამარჯობა, მისის პულმან.
– ჯასტინ, გეხვეწები, იზაბელი დამიძახე, – მიმეორებს. მესამედ
მთხოვს და, ალბათ, მართლა იზაბელი უნდა დავუძახო.
‒ შინ მივდივარ-მეთქი, – ვამბობ, თითქოს თავს ვიმართლებდე.
– უი, მეტროსკენ მიდიხარ? – მეკითხება. კბილებში გაზეთგაჩრი-
ლი ძაღლი სადღაც ექაჩება. ჯეკს ავტობუსის გაჩერებამდე ვერ გა-
აცილებ?
– რა პრობლემაა.
– თანახმა ხარ, ჯეკ? – ჯეკი მხრებს იჩეჩს, – ჯასტინ, დაუცდი, სა-
ნამ ავტობუსი მოვა?
– კი, როგორ არა.
ყველანი ერთმანეთს ვემშვიდობებით, ოლივია თვალს მიკრავს.
– ჩემს ავტობუსს ნუ დაელოდები, – მეუბნება ჯეკი, როცა გაჩერე-
ბისკენ მივდივართ, – ყოველთვის მარტო დავდივარ. ავგის დედა
ზედმეტად წუხდება ხოლმე.
დაბალი, ჩახლეჩილი ხმა აქვს, როგორც პატარა ძველ ბიჭს. შე-
სახედავადაც შავ–თეთრი ფილმების ხულიგან ბიჭუნას ჰგავს, ტვი-
დის კეპი და ბრიჯი აკლია.
ესეც გაჩერება. განრიგის მიხედვით, ავტობუსი რვა წუთში მოვა.
დაგიცდი-მეთქი, ვეუბნები.
– როგორც გინდა, – მხრებს იჩეჩს, – დოლარიანს ვერ მასესხებ?
კევის ყიდვა მინდა.
ჯიბიდან დოლარიანს ვიღებ და-ვუყურებ, როგორ გადადის ქუჩა-
ზე და როგორ მიდის კუთხეში რომ მარკეტია, იქით. ქალაქში მარტო
სასიარულოდ როგორღაც პატარა მეჩვენება, მერე მახსენდება,

174
რომ მასავით პატარა უკვე მარტო დავდიოდი მეტროთი, მეტისმე-
ტად პატარა. მოვა დრო და მეც ჰიპერმზრუნველი მამა გავხდები.
ზუსტად ვიცი. და ჩემს შვილებს ეცოდინებათ, რომ მათი დარდი
მაქვს.
ერთ-ორ წუთს ვიცდი. მერე ვხედავ, მეორე მხრიდან სამი ბიჭი
მოდის. მარკეტს რომ ჩაუარეს, ერთმა შიგნით შეიხედა და დანარჩენ
ორს დაუძახა. მიბრუნდნენ და მათაც შეიხედეს. ლაპარაკი არ უნდა,
ცუდი საქმე აქვთ ჩაფიქრებული. ერთმანეთს მუჯლუგუნებს ჰკრავენ,
იცინიან. ერთი ჯეკის სიმაღლეა, ორნი კი ბევრად დიდები ჩანან, თი-
ნეიჯერობაში გადასულები. მარკეტის წინ რომ ხილის დახლი დგას,
იმას ეფარებიან და როცა ჯეკი გამოდის, ფეხდაფეხ მისდევენ, თან
ვითომ ღებინების ხმებს გამოსცემენ. კუთხეში ჯეკი თითქოსდა შემ-
თხვევით იყურება უკან, რომ ნახოს, ვინ მიჰყვება. ისინი სიცილ-ხარ-
ხარით გარბიან. მავნეები.
ჯეკი ისე გადმოდის ქუჩაზე, თითქოს არაფერიო, გაჩერებაზე ჩემ
გვერდით დგება და კევს ბერავს.
– ძმაკაცები არიან? – ვეკითხები ბოლოს.
ცდილობს გაიღიმოს, მაგრამ ვხედავ, რომ გუნება წაუხდა.
– ჩემი სკოლელი დებილები არიან, ჯულიანი და მისიორი გო-
რილა: ჰენრი და მაილზი.
– ძალიან გაწუხებენ?
– არა, აქამდე ამნაირი არაფერი უქნიათ. სკოლაში ვერც გაბე-
დავდნენ, გარიცხვისა შეეშინდებოდათ. ჯულიანი ორი კვარტალის
იქით ცხოვრობს. ალბათ, შემთხვევით შევხვდი· არ გამიმართლა.
– გასაგებია, – თავს ვუქნევ.
– რა დიდი ამბავიც ეგ არის, – მარწმუნებს.
ორივენი ავტომატურად ვიხედებით ეიმსფორტ-ავენიუს დასაწყი-
სისკენ, რომ დავინახოთ, ავტობუსი ხომ არ მოდის.
– რაღაც ომივით გვაქვს, ცოტა ხანში, თითქოს ამით ყველაფერი
გასაგები ხდება. მერე ჯიბიდან რვეულის დაჭმუჭნილ ფურცელს იღე-
ბს და მაწვდის. ვასწორებ. სამ სვეტად ჩამოწერილი სახელებია. –
მთელი კლასი ამიმხედრდა.

175
სიას დავყურებ და აღვნიშნავ:
– მთელი არა.
– კარადაში წერილებს მიტოვებს, ყველას სძულხარო.
– მასწავლებელს უნდა უთხრა.
ისე მიყურებს, როგორც დებილს და უარის ნიშნად თავს იქნევს.
– თან, ნეიტრალური ხალხიც ხომ არის, – ვეუბნები და სიაზე ვა-
ნიშნებ. თუ შენს მხარეზე გადაიყვან, საქმე ცოტა გამოსწორდება.
– ჰო, როგორ არა, წყალი არ გაუვა, – ამბობს მწარედ.
– რატომ? – ვეკითხები.
ისეთი თვალით მიყურებს, ვითომ ქვეყანაზე სიშტერით ვერავინ
შემედრება.
– რა იყო?
ისევ თავს იქნევს, არაფერი გეშველებაო.
– მოკლედ, ისეთ ვინმესთან ვმეგობრობ, რომელიც ნაღდად არ
არის სკოლაში ყველაზე პოპულარული.
და აქ ვხვდები, რაც არ თქვა: ავგუსტი. ეს ყველაფერი იმიტომ
ხდება, რომ ავგუსტთან მეგობრობს.
მე იმიტომ არ მეუბნება, რომ მისი დის შეყვარებული ვარ. ჰო.
ზუსტად. ყველაფერი ემთხვევა.
ეიმსფორტ-ავენიუზე ავტობუსი გამოჩნდა.
– აბა, გაუძელი, – ვეუბნები და ფურცელს ვუბრეუნებ, – საშუ-
ალო სკოლა თავიდან არის ბნელეთი, თორემ მერე და მერე უკეთე-
სი გახდება. ყველაფერი გამოსწორდება.
მხრებს იჩეჩს და სიას ისევ ჯიბეში იკუჭავს.
ავტობუსში ადის, ერთმანეთს ხელს ვუქნევთ და ავტობუსი მიდის.
თვალს ვაყოლებ.
ორი კვარტალის იქით მეტროს ვუახლოვდები და ვხედავ, ის სამი
ბიჭი მეტროს გვერდით, ფუნთუშების ჯიხურთან ტრიალებს. ისევ
იცინიან და ვითომ ერთმანეთს არწყევენ. ყაჩაღები. მდიდარი, ძვირ-
ფას მოტკეცილჯინსიანი ბიჭუნები, ვითომ რომ ტიპობენ.
არ ვიცი, რა მარტყამს, მაგრამ სათვალეს ვიხსნი, ჯიბეში ვიდებ
და ვიოლინოს ბუდეს ისე ვიჩრი იღლიაში, რომ წაწვეტებული მხარე

176
წინ მოექცეს. ბიჭებთან მივდივარ და ავად ვუბღვერ. მიყურებენ, სი-
ცილი პირზე აშრებათ, ვაფლის კონუსების წვეტებიდან ნაყინი მოწ-
ვეთავს.
‒ ჰეი, ყური მიგდეთ. ჯეკი არ შეაწუხოთ, – ნელა ვცრი კბილებში,
მთლად კლინტ ისტვუდის ხმით ვლაპარაკობ, – ერთხელაც მიჰქა-
რავთ და ძაან, აი, ძაან ინანებთ. გამიგეთ?
ერთად მიქნევენ თავს, ნაყინი უდნებათ და ხელებზე დასდით.
– კარგი, – იდუმალად ვუქნევ თავს და მეტროს კიბეზე ჩავრბი-
ვარ. ორ-ორ საფეხურს ვახტები.

რეპეტიცია

მალე პრემიერაა და თითქმის მთელ თავისუფალ დროს სპექტაკ-


ლი მართმევს. უშველებელი როლი უნდა დავისწავლო. გრძელ-
გრძელი მონოლოგები, ანუ სადაც მარტო მე ვლაპარაკობ. კიდევ
კარგი, ოლივიას მაგარი იდეა მოუვიდა: სცენაზე ვიოლინოთი ვიდ-
გები და ცოტ-ცოტას დავუკრავ. პიესაში ეს არ არის, მაგრამ მისტერ
დეივენპორტი ფიქრობს, რომ მუსიკა სპექტაკლს უშუალობას შეჰმა-
ტებს. პირადად ჩემთვისაც ასწორებს, იმიტომ, რომ როცა მომდევნო
რეპლიკის გასახსენებლად ორი წამი დამჭირდება, ვიოლინოზე „ჯა-
რისკაცის სიხარულის“ დაკვრას დავიწყებ და ცოტა დროს მოვიგებ.
დანარჩენი მონაწილეებიც კარგად გავიცანი, განსაკუთრებით –
ვარდისფერთმიანი გოგო, ემილის რომ თამაშობს. არც ისეთი ცხვი-
რაწეული ყოფილა, როგორიც მეგონა, თუმცა მე იქიდან გამომდი-
ნარე ვმსჯელობდი, რა ხალხშიც ტრიალებას. მისი კუნთა შეყვარე-
ბული სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია.

177
ეს მთელი სამყაროა, რომელთანაც საერთო არაფერი მაქვს.
ამიტომ იყო, რომ გაკვირვებული დავრჩი, როცა ეს გოგო, მირანდა,
ძალიანაც ნორმალური გამოდგა.
ერთხელაც, ვსხედვართ კულისებში და ველოდებით, როდის შე-
აკეთებენ ტექნიკოსები მთავარ რამპას.
და, უცბად მეუბნება:
– რამდენი ხანია, რაც შენ და ოლივია დადიხართ?
– ოთხი თვე იქნება.
– მისი ძმა ნანახი გყავს? – სხვათაშორის მეკითხება.
ეს კითხვა ისეთი მოულოდნელია, რომ გაკვირვებას ვერ ვმალავ
– იცნობ ოლივიას ძმას? – ახლა მე ვეკითხები.
‒ ვიას არ უთქვამს? დაქალები ვიყავით. ავგის მთლად პატარაო-
ბიდან ვიცნობ.
– ჰო, მგონი, ვიცოდი, – არ მინდა მიხვდეს, რომ ოლივიას არა-
ფერი აქვს ნათქვამი. არც იმას მინდა მიხვდეს, რა ძალიან გამიკვირ-
და, ვიათი რომ მოიხსენია ოლივია. ვიას მარტო შინაურები ეძახიან,
და უცებ ამ ვარდისფერთმიანმა გოგომაც, უცხო რომ მეგონა, ამანაც
ვია არ დაუძახა!
მირანდას ეცინება და თავს აქნევს, მაგრამ თქმით არაფერს ამ-
ბობს. უხერხული სიჩუმე წვება. მერე ჩანთაში იწყებს ქექვას და სა-
ფულეს იღებს. იქიდან ორ ფოტოს ამოაძვრენს და ერთს მაწვდის. პა-
ტარა ბიჭია გადაღებული, პარკში, მზიან დღეს, შორტითა და მაისუ-
რით – და კოსმონავტის ჩაფხუტით, რომელიც მთელ თავს უფარავს.
– იმ დღეს ლამის ორმოცი გრადუსი იყო, – ამბობს და ღიმილით
დაჰყურებს სურათს, – მაგრამ ავგი არასგზით არ იხდიდა ჩაფხუტს.
ორი წელი არ მოუხდია. ზამთარ-ზაფხულ ეხურა. პლაჟზეც. ნამდვი-
ლი სიგიჟე იყო.
ჰო, ეს ფოტოები ოლივიას სახლში მინახავს.
– ეგ ჩაფხუტი ჩემი ნაჩუქარია, – ამბობს და, მგონი, ეამაყება კი-
დეც. ფოტოს მართმევს და ფრთხილად იდებს საფულეში.
– მაგარია, – ვეუბნები მე.
– მაშ, არ გიტყდება? – მეკითხება და მიყურებს.

178
უმეტყველო სახე მაქვს.
– რა არ მიტყდება?
წარბებს ისე სწევს მაღლა, თითქოს არ მიჯერებსო.
– ხომ იცი, რაზეც გეუბნები, – ამბობს და ბოთლიდან ერთ დიდ
ყლუპ წყალს სვამს. მერე აგრძელებს: – რა დასამალია და, სამყა-
რომ არ დაინდო აგგი პულმანი.

ჩიტი

– რატომ არ მითხარი, შენ და მირანდა დაქალები თუ იყავით? –


ვეკითხები ოლივიას მეორე დღეს. მართლა ვბრაზობ, ეს ამბავი რომ
დამიმალა.
– მერე, რა მოხდა? – თავს იმართლებს და ისე მიყურებს,
როგორც გამოთაყვანებულს.
– როგორ არ მოხდა, – ვეუბნები. – დებილი გამოვედი. რატომ
არ მითხარი? ისე იქცეოდი, თითქოს საერთოდ არ იცნობ.
‒ არც ვიცნობ, – ამბობს სწრაფად, – არ ვიცი, ვინ არის ეგ ვარ-
დისფერთმიანი ჩირლიდერი. მე რომელ გოგოსაც ვიცნობდი, იმას
სულ წიგნებში ჰქონდა თავი ჩარგული და ამერიკულ თოჯინებს აგ-
როვებდა.
– კარგი, რა, ოლივია.
– შენ თვითონ კარგი, რა!
– გაკვრით მაინც გეხსენებინა, – ვეუბნები წყნარად და ვითომ
ვერ ვამჩნევ, რომ ლოყაზე დიდი, მსხვილი ცრემლი მოგორავს.
მხრებს იჩეჩავს და ცდილობს ტირილი შეიკავოს.
– არა, არ ვბრაზობ, – ვაწყნარებ. მგონია, ნაწყენი რომ ვარ, იმი-
ტომ ტირის.
– გაბრაზდი, რა მენაღვლება, – ამბობს მწარედ.

179
– რა მშვენიერია! – ვუბრუნებ ხურდას.
დუმს, მაგრამ სადაცაა ატირდება. და ვეკითხები:
– ოლივია, რა იყო?
თავს იქნევს, არ მინდა ამაზე ლაპარაკიო, მაგრამ უცებ თვალე-
ბიდან წვიმასავით მოსდის ცრემლები.
– მაპატიე, ჯასტინ, შენი გულისთვის კი არ ვტირი, – ამბობს სლუ-
კუნ-სლუკუნით.
– მაშ, რა გატირებს?
– ის, რომ საშინელი ადამიანი ვარ.
– რას ამბობ?
ზურგს მაქცევს და ცრემლებს ხელისგულით იწმენდს.
– დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის არ მითქვამს, სპექტაკლი
რომ გვექნება, – ამბობს სხაპასხუპით.
მხრებს ვიჩეჩავ, ვერ ვხვდები, რას მეუბნება.
– მერე რა მოხდა, – ვამბობ, – გვიან კი არ არის. ბილეთები ჯე-
რაც იყიდება...
– არ მინდა, რომ მოვიდნენ, ჯასტინ, – მოუთმენლად მაწყვეტი-
ნებს, – ვერ ხვდები, რას ვამბობ? არ მინდა იმათი მოსვლა! თუ მოვ-
ლენ, ავგისაც მოიყვანენ და, უბრალოდ, არ შემიძლია...
აქ ისევ აწვება ქვითინი და სიტყვას ვეღარ ამბობს. ხელს ვხვევ.
– არაფერი საშინელიც არა ხარ, – ვეუბნები ალერსიანად.
– როგორ არა! – ქვითინებს, – რა კარგი იყო ახალ სკოლაში
მოსვლა, სადაც არავინ იცნობს, გესმის? არავინ ჩურჩულებს ჩემს
ზურგს უკან. იცი, რა კარგი იყო, ჯასტინ! მაგრამ თუ სპექტაკლზე მო-
ვა, ყველანი ალაპარაკდებიან, ყველანი გაიგებენ.. რა მომდის?...
გეფიცები, წინათ არასოდეს მრცხვენოდა ავგისა.
‒ ვიცი, ვიცი, – ვეუბნები და ვცდილობ დავამშვიდო,– შენ გაქვს
ამის უფლება, ოლივია. ისედაც რამდენი რამ გადაგხდა თავს.
ხანდახან ოლივია ჩიტს მაგონებს. როცა ბრაზობს, ბუმბული
ექოჩრება, ხოლო როცა ახლანდელივით სუსტია, პაწია ჩიტუნასა
ჰგავს, რომელიც თავის ბუდეს დაეძებს.
ჰოდა, ფრთის ქვეშ ვიფარებ.

180
სამყარო

ძილი არ მეკარება. თავში ათასი ფიქრი მიტრიალებს და არ მას-


ვენებს. მონოლოგების ნაწყვეტები. პერიოდულობის ცხრილის
ელემენტები, რომლებიც დასაზეპირებელი მაქვს. თეორემები, რომ-
ლებიც უნდა გავიგო. ოლივია. ავგი.
ისევ და ისევ ჩამესმის მირანდას სიტყვები: სამყარომ არ დაინდო
ავგი პულმანი.
ბევრს ვფიქრობ ამ სიტყვებზე და ყოველივე იმაზე, რასაც ეს ნათ-
ქვამი ნიშნავს. მართალია მირანდა. სამყარომ არ დაინდო ავგი
პულმანი. რა დააშავა საამისო ამ პატარა ბიჭმა? ან მისმა მშობლებ-
მა? ან ოლივიამ? ერთხელ ოლივიამ მითხრა, რომელიღაც ექიმს დე-
დაჩემისა და მამაჩემისთვის ნათქვამი აქვს, სინდრომების იმ კომბი-
ნაციის ალბათობა, რომელმაც ავგის სახე დაუმახინჯა, ოთხ მილი-
ონში ერთიაო. მაშ, გამოდის, რომ სამყარო გიგანტური ლატარია
ყოფილა. როცა იბადები, ბილეთს ყიდულობ. მერე – გააჩნია: ან
კარგი ბილეთი გამოდგება და ან –ცუდი. იღბლის ამბავია.
ლამისაა თავი გამისკდეს, მაგრამ მერე დამამშვიდებელი ფიქ-
რები მოდის, როგორც მინორული ტერცია მაჟორულ აკორდში.
არა, არა, შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევით რომ ხდებო-
დეს, სამყაროს ხომ მიტოვებული ვეყოლებოდით. არადა, ასე არ
არის. იგი იცავს და უვლის თავის ყველაზე სუსტ ქმნილებებს, თუნ-
დაც ჩვენ ამას ვერ ვხედავდეთ. მაგალითად, გარგუნებს მშობლებს,
რომლებიც ბრმად გაღმერთებენ. უფროს დას, რომელსაც თავი
დამნაშავე იმიტომ ჰგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია.
პატარა, ხმაჩახლეჩილ ბიჭს,რომელიც შენი გულისთვის მეგობრებ-
მა მიატოვეს, და ვარდისფერთმიან გოგოსაც კი, რომელსაც საფუ-
ლით დააქვს შენი სურათი. იქნებ კიდევაც არის ლატარია, მაგრამ
საბოლოო ანგარიშით, სამყარო ყველა თავის ფრთოსანზე ზრუნავს.

181
ნაწილი მეექვსე

ავგუსტი

ხომ მშვენიერი ხელოვნებაა ადიამიანი: ჭკუით დიდებული.


სრული ნიჭიერებით, აგებულებით ახოვანი,
მიხვრა-მოხვრით საოცარი, საქმით სწორი ანგელოზისა
გონიერებით ‒ღვთისა, თვალი ქვეყანისა!..

შექსპირი, „ჰამლეტი“

182
ჩრდილო პოლუსი

საბუნებისმეტყველო გამოფენაზე კარტოფილამპამ ნამდვილი


ფურორი მოახდინა. მე და ჯეკმა ათიანები მივიღეთ. რაც სწავლა და-
იწყო, პირველად მოხდა, რომ ჯეკს ათიანი დაუწერეს და ჭკუაზე არ
იყო.
საბუნებისმეტყველო გამოფენის პროექტებიც სპორტის დარბაზ-
ში, მაგიდებზე იყო გამოფენილი – როგორც ეგვიპტის მუზეუმისა დე-
კემბერში, ოღონდ ახლა მაგიდებზე პირამიდებისა და ფარაონების
მაგივრად ვულკანები და მოლეკულების მაკეტები ელაგა. თან, ახ-
ლა მშობლებს კი არ დავატარებდით ყველა პროექტის დასათვა-
ლიერებლად, ჩვენ-ჩვენს მაგიდებთან ვიდექით, მშობლები კი დარ-
ბაზში მიდი-მოდიოდნენ და თვითონ ათვალიერებდნენ ყველაფერს.
აბა, როგორ მოგეწონებათ ასეთი მათემატიკა: სამოცი მეხუთეკ-
ლასელი ას ოც მშობელს ნიშნავს ბებია-ბაბუების ჩაუთვლელად, ასე
რომ, ჩემკენ მინიმუმ ას ოცი წყვილი თვალია მომართული. ას ოცი
წყვილი თვალი, რომლებიც, მათი შვილებისგან განსხვავებით, არ
შემჩვევიან. დაახლოებით ისეა, როგორც კომპასი: საითაც უნდა მი-
ატრიალო, ისარი ჩრდილოეთს უჩვენებს. ეს თვალები კომპასებია,
მე კი მათთვის – ჩრდილო პოლუსი.
ამიტომაა, რომ არ მიყვარს სკოლის ღონისძიებები, რომლებ-
ზეც მშობლებსაც ეპატიჟებიან. თუმცა, ისე ძალიანაც აღარ მეჯავრე-
ბა, როგორც სასწავლო წლის დასაწყისში. მაგალითად, მადლიერე-
ბის დღის აღსანიშნავი ღონისძიება, მგონი, ყველაზე საშინელი იყო.
მაშინ პირველად წარვდექი ყველა მშობლის წინაშე. ამას ეგვიპტის
მუზეუმი მოჰყვა, თუმცა მუზეუმს არა უშავდა, იმიტომ, რომ მუმიასა-
ვით ვიყავი გამოწყობილი და ვერავინ მამჩნევდა. მერე ზამთრის
კონცერტი იყო, რომელიც სრულებით ვერ ავიტანე, იმიტომ, რომ
გუნდში მამღერეს. ჯერ ერთი, საერთოდ ვერ ვმღერი და მეორეც, მე-
გონა, ექსპონატივით ვიყავი გამოფენილი. საახალწლო ვერნისაჟი
ასატანი იყო, ოღონდ მაინც დავიძაბე. ჩვენი ნამუშევრები დერეფნე-

183
ბში გამოფინეს, მშობლები კი დადიოდნენ და ათვალიერებდნენ. კი-
ბეზე რომელიმე მოუმზადებელი მშობელი რომ შემომეჩეხებოდა,
ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა, როგორიც სკოლაში მოსვლის პირ-
ველ დღეს.
საერთოდ მაინცდამაინც არ განვიცდი იმას, როგორ რეაგირებენ
ადამიანები ჩემზე. მილიონჯერ მითქვამს: მიჩვეული ვარ და მაგით
თავს არ ვიწუხებ. დაახლოებით ისეა, გარეთ რომ გადიხარ და ჟინ-
ჟღვლას იწყებს. ამის გულისთვის შინ ხომ არ ბრუნდები და ბოტებს
იცვამ! ქოლგასაც კი არ შლი. მიდიხარ შენთვის წვიმაში და, დიდი
ამბავი, თუ თმა გისველდება.
მაგრამ როცა გრანდიოზული სპორტის დარბაზი მშობლებითაა
სავსე, ჟინჟღვლა კი არა, უკვე ნამდვილი თავსხმაა. ყველას თვალი
ისე გეძგერება, როგორც თქეში და ღვართქაფი.
დედა და მამა დიდხანს იდგნენ ჩვენს მაგიდასთან ჯეკის მშობ-
ლებთან ერთად. სასაცილოა: მშობლებიც ისევე დაჯგუფდებიან
ხოლმე, როგორც მათი შვილები. მაგალითად, ჩემი და ჯეკის მშობ-
ლები და ჯუნის დედა მშვენივრად ეგუებიან და მოსწონთ ერთმანე-
თი. სამაგიეროდ, ჯულიანის მშობლები, ვხედავ, ჰენრისა და მაილ-
ზის მშობლებთან ერთად არიან. ის კი არა, ორი მაქსის მშობლებიც
კი ერთად დგანან. მართლა სასაცილოა.
შინ რომ მოვდიოდით, ეს ამბავი დედას და მამას ვუთხარი და მო-
ეწონათ, რა საინტერესო დაკვირვებააო.
– ალბათ, მართალია, მსგავსი მსგავსს ეძებსო, – თქვა დედამ.

184
ავგი- დოლი

რაღაც ხნის განმავლობაში სულ „ომზე“ ვლაპარაკობდით. ყვე-


ლაზე ცუდი თებერვალი იყო: პრაქტიკულად ხმას არავინ გვცემდა,
ჯულიანი კი კარადებში წერილებს გვიტოვებდა. ჯეკს მთლად შტე-
რობებს სწერდა, მაგალითად: „შე ბინძურო, როგორ ყარხარ" ან
„არავის არ ევასები“.
მე კი აი, ასეთ წერილებს ვიღებდი: „დეფექტურო“ ან კიდევ – „გა-
ეთრიე ჩვენი სკოლიდან, მონსტრო!“
ჯუნი ამბობდა, მოდი, ეს წერილები სკოლის დეკანს, მის რუბინს,
ვაჩვენოთ ან, სულაც, მისტერ ტაკუნმენს მივუტანოთო, მაგრამ დამ-
სმენები ხომ არა ვართ! თანაც, წერილებს ჩვენც ვუტოვებდით, ოღო-
ნდ ჩვენ ბოროტად კი არა, მხიარულად და დამცინავად ვწერდით.
მაგალითად: „რა ლამაზი ხარ, ჯულიან! მიყვარხარ. ცოლად არ
შემირთავ? გკოცნი, ბიულა“. ან კიდევ: „როგორ მიყვარს შენი თმა!
გკოცნი, გეხვევი, ბიულა“. და ერთიც: „რა ნაშა ხარ! ფეხისგულებზე
მომიღუტუნე, რა! გკოცნი, შენი ბიულა“.
ეს ბიულა მე და ჯეკმა გამოვიგონეთ. დაქნეული ვინმე იყო, მაგა-
ლითად, ფეხის თითებშუა დაგროვილ ჭუჭყს ჭამდა და მერე თითებს
იწუწნიდა. ჰოდა, ვიფიქრეთ, რომ ამნაირი ტიპი აუცილებლად და-
ეცემოდა ჯულიანზე, რომელიც ისეთი შესახედავია და ისე იქცევა,
როგორც ტელერეკლამის ვარსკვლავი.
თებერვალში ჯულიანმა, მაილზმა და ჰენრიმ ერთი-ორჯერ და-
უფარავად დასცინეს ჯეკს. მე არ მერჩოდნენ – ალბათ იმიტომ, რომ
იცოდნენ, ჩემს „შევიწროებაზე" თუ წაასწრებდნენ, დიდ შარს ვერ ას-
ცდებოდნენ, ჯეკი კი შედარებით იოლ სამიზნედ ჩათვალეს. ერთხელ
სპორტის გაკვეთილზე ჩასაცმელი შორტი მოჰპარეს და გასახდე-
ლის წინ იმ შორტით პამპულობანა გააჩაღეს. მეორედ მაილზმა, რო-
მელიც ჩვენს კაბინეტში ჯეკის გვერდით იჯდა, სავარჯიშოების ფურ-
ცელი ააცალა, დაჭმუჭნა, ბურთივით დაამრგვალა და კლასის მე-
ორე ბოლოში მჯდარ ჯულიანს გადაუგდო. მის პეტოზას, ცხადია,
ამას ვერ გაუბედავდა, მაგრამ იმ დღეს მის პეტოზა არ იყო, სხვა მასწ

185
ავლებელი ცვლიდა, შემცვლელებმა კი, აბა, რა იციან, კლასში რა
ხდება! ჯეკს ყოჩაღად ეჭირა თავი. ერთხელაც არ შეუმჩნევინებია,
გატეხილში ვარო, არადა, მგონი, მართლა გაუტყდა.
ომის ამბავი მეხუთე კლასებში ყველამ იცოდა. სავანასა და მისი
დაქალების გარდა ყველა გოგო ნეიტრალიტეტს იცავდა, მაგრამ
მარტისთვის ეს სიტუაცია უკვე მოჰბეზრდათ, თან მარტო გოგოებს
კი არა, ზოგიერთ ბიჭსაც. მაგალითად, ერთხელ ჯულიანი ფანქრის
სათლელს ჯეკის ზურგჩანთაში ბერტყავდა, და ამოსმა, რომელიც
პრინციპში იმათიანი იყო, ზურგჩანთა გამოსტაცა და ჯეკს დაუბრუნა.
იგრძნობოდა, რომ ბიჭების უმეტესობა ჯულიანის ჭკუაზე აღარ და-
დიოდა.
მერე, რამდენიმე კვირის წინ, ჯულიანმა რაღაც უაზრო ჭორი გა-
ავრცელა: ჯეკმა ვიღაც კილერი დაიქირავა, რომ მე, მაილზსა და
ჰენრის ანგარიში გაგვისწოროსო. ეს ისეთი საცოდავი ტყუილი იყო,
რომ ხალხი ზურგს უკან დასცინოდა. ამის მერე ის ბიჭებიც კი, რომ-
ლებიც მანამდე მის მხარეს იყვნენ, დეზერტირებად იქცნენ და, აშკა-
რად, ნეიტრალური დაიჭირეს. მოკლედ, მარტის ბოლოს ჯულიანს
მაილზი და ჰენრიღა შემორჩნენ და, მგონი, ისინიც კი გააბეზრა ამ
ომმა.
თანაც, როგორც ჩანს, აღარც „ჭირობანას“ თამაშობენ ჩემ
ზურგს უკან. თუ შემთხვევით ვინმეს დავეჯახე, გვერდზე აღარავინ
ხტება. ფანქარსაც მთხოვენ ხოლმე და ისე აღარ იქცევიან, თითქოს
ეს ფანქარი ტილებით იყოს სავსე.
შიგადაშიგ მეხუმრებიან კიდევაც. მაგალითად, ამას წინათ დავი-
ნახე, მაია ელის წერილს სწერდა აგლი დოლის – მახინჯი თოჯინას
– სურათებით გაფორმებული ბლოკნოტიდან ამოხეულ ფურცელზე.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ უცებ ვკითხე:
– იცოდი, რომ აგლი დოლები ჩემი სახის მიხედვით არის გაკე-
თებული?
მაიას თვალები შუბლზე აუვიდა: იფიქრა, მართალს მეუბნებაო,
მერე კი, რამდენიმე წამში, მიხვდა, რომ ვშაყირობდი და გადაწყვი-
ტა, ამაზე უკეთესი ხუმრობა არ გამიგიაო.

186
– რა სასაცილო ხარ, ავგუსტ! – წამოიძახა, მერე ელისა და სხვა
გოგოებს ჩაუკაკლა ჩემი ნათქვამი და იმათაც სასაცილო ეჩვენათ.
არა, თავიდან მათაც პირი დააღეს, მაგრამ მერე, როცა დაინახეს, ამ
თემაზე ვიცინოდი, მიხვდნენ, რომ შეეძლოთ თვითონაც ეცინათ. მე-
ორე დღეს სკამზე აგლი დოლიანი პატარა ბრელოკი ვიპოვე, თან
მაიას წერილი ახლდა: „მსოფლიოში ყველაზე საყვარელ ავგი
დოლს. გკოცნი, მაია“.
ექვსი თვის წინ ამნაირი რამე წარმოუდგენელი იყო, ახლა კი უფ-
რო და უფრო ხშირად ხდება.
და არც მაშინ დაუცინია ვინმეს, როცა სასმენი აპარატის ხმარება
დავიწყე.

ლობოტი

ჯერ სულ პატარა ვიყავი, ექიმები ჩვენებს რომ ეუბნებოდნენ, ერ-


თხელაც იქნება, სასმენი აპარატი დასჭირდებაო. არ ვიცი, რატომ
მაცოფებდა ეს ამბავი: იქნებ იმიტომ, რომ რაც ჩემს ყურებს ეხება,
ყველაფერი მაცოფებს.
სმენა თვალდათვალ მიუარესდებოდა, მაგრამ არ ვამხელდი.
ოკეანის ხმაური, რომელიც სულ მედგა ყურებში, უფრო და უფრო
მატულობდა. ადამიანთა ხმებს ახშობდა, თითქოს წყალქვეშ ვარო.
უკანა მერხზე თუ ვიჯექი, მასწავლებლების ხმა არ მესმოდა. მაგრამ
ვიცოდი, დედასა და მამას თუ ვეტყოდი, სასმენ აპარატს შემომაჩე-
ჩებდნენ, მე კი იმედი მქონდა, იქნებ მეხუთე კლასის ბოლომდე გავ-
ძლო-მეთქი.
მაგრამ დეკემბერში, ყოველწლიურ სამედიცინო შემოწმებაზე,
სმენის ტესტი ჩავაფლავე. ექიმმა თქვა, მეგობარო, დროაო, და ყუ-
რის ექიმთან გამგზავნა, რომელმაც ყურების ტვიფარი ამიღო.

187
მთელ ჩემს ნაკვთებში ყურები ყველაზე უფრო მეჯავრება. სახეზე
აქეთ-იქიდან მიტყეპებულ პაწია მუშტებს ჰგავს, ყელზე მიკოსებული
პიცის ცომები გეგონება. კარგი, ვაჭარბებ, მაგრამ მართლა ვერ ვი-
ტან და რა ვქნა!
როცა ყურის ექიმმა მე და დედას პირველად გვაჩვენა სასმენი
აპარატი, გმინვა ამოვუშვი:
–მე მაგის გამკეთებელი არა ვარ! – გამოვაცხადე და გულხელი
დავიკრიფე.
– ჰო, ცოტა დიდი კი ჩანს, – აღიარა ყურის ექიმმა, – მაგრამ
სალტეზე მოგვიწია დამაგრება, თორემ სხვანაირად ყურებში არ გა-
გიჩერდებოდა.
ისე, რომ იცოდეთ, ჩვეულებრივი სასმენი აპარატის ერთი ნაწი-
ლი გარე ყურზეა შემოხვეული, რათა შიდა სადები ადგილზე დააკა-
ვოს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, რაკი გარე ყურები არა მაქვს, ეს სა-
დებები კარგა სქელ სალტეს მიამაგრეს, რომელიც კეფას უნდა შე-
მოჭდობოდა.
– არ გავიკეთებ, დე, – ავწუწუნდი.
– ვერც კი შეამჩნევ, – დედა ცდილობდა, ხალისიანად ელაპარა-
კა, – ჩვეულებრივ ყურსასმენებს ჰგავს.
– ყურსასმენებს? ოღონდაც შეხედე,დე! – გავბრაზდი, – ლო-
ბოტს დავემგვანები!
– ლობოტი რომელია? – მშვიდად იკითხა დედამ.
– ლობოტი? – გაეღიმა ექიმს და აპარატს რაღაც დაურეგულირა,
– „იმპერიის საპასუხო დარტყმა“, არა? ბოროტია და თავზე მაგარი
კიბერნეტიკული იმპლანტატი – რადიოგადამცემი – აქვს შემოხვე-
ული.
– რაღაც არ მახსოვს, – აღიარა დედამ.
– „ვარსკვლავურ ომებში“ ერკვევით? – ვკითხე ექიმს.
– რაო? „ვარსკვლავურ ომებში" თუ ვერკვევიო? – მიპასუხა და
სასმენი აპარატი თავზე ჩამომაცვა, – „ვარსკვლავური ომები“,
პრაქტიკულად, ჩემი გამოგონილია! – და სავარძელში გადაიხარა,
რომ დაენახა, როგორ მეჯდა აპარატი თავზე, მერე კი მომხსნა.

188
– აბა, ავგი, ახლა კი აგიხსნი, რა და როგორ არის, – დაიწყო და
რიგრიგობით მიმანიშნა აპარატის სხვადასხვა ნაწილზე, – ეს პლას-
ტმასის მოხრილი ნაწილი ყურის სადების მილაკს უერთდება. ეს სა-
დებია, სწორედ მაგისთვის აგიღეთ დეკემბერში ტვიფარი; ყურში
იდება, ეს კი სპეციალური ნაწილია, რომ აპარატი თავზე გაგიჩერ-
დეს.
– როგორც ლობოტს, – ვთქვი საწყლად.
– აბა, აბა! ლობოტი მაგარია! – აღშფოთდა ყურის ექიმი, – ხომ
არ გეუბნებით, ჯა-ჯას უნდა დაემგვანო-მეთქი? ეგ მართლა ვერ იქ-
ნებოდა კარგი საქმე, – და ყურსასმენები ისევ ფრთხილად ჩამომაც-
ვა თავზე, – აბა, ავგგუსტ, როგორია?
– საშინლად მოუხერხებელი, – ვთქვი.
– ძალიან მალე შეეჩვევი, – დამამშვიდა.
სარკეში ჩავიხედე და თვალები ცრემლით ამევსო. მხოლოდ იმას
ვხედავდი, რომ თავზე, აქეთ-იქიდან, ანტენებივით ამომჩროდა მი-
ლაკები.
– დე, ეს მართლა უნდა გავიკეთო? – ტირილს ძლივს ვიკავებდი,
– ვერ ვიტან. თანაც, უკეთესადაც არ მესმის!
– ერთი წუთით, მეგობარო, – გაეღიმა ექიმს, – რომ არ ჩა-
მირთავს? მოიცა, ჯერ განსხვავება იგრძენი და მერე მოგინდება.
– არა, არ მომინდება.
და ამ დროს ჩართო.

189
კაშკაშად მესმის

როგორ აღვწერო ის, რაც მაშინ გავიგონე, როცა ექიმმა სასმენი


აპარატი ჩართო? ან – რა არ გავიგონე? არც ვიცი, რა სიტყვები შე-
ვარჩიო. ყურებში ოკეანის ხმაური აღარ მედგა. გაქრა. ბგერები კაშ-
კაშა სინათლეებად მენთებოდა ტვინში. დაახლოებით ისე იყო, რო-
ცა ოთახში ხარ და ჭერში რომელიღაც ნათურა გადამწვარია, მაგ-
რამ ვერ ხვდები, რა სიბნელეა, სანამ ნათურას ვინმე არ გამოც-
ვლის, მერე კი შესძახებ, უი, რა კაშკაშა სინათლეაო! არ ვიცი, არსე-
ბობს თუ არა სიტყვა, რომელიც იმავეს ნიშნავს, რასაც „კაშკაშა“,
მაგრამ ნეტავ არსებობდეს, იმიტომ, რომ ახლა ყურში კაშკაშად მეს-
მის.
– აბა, როგორ ისმის, ავგი? – მკითხა ყურის ექიმმა, – კარგად
იგებ ჩემს ხმას, ჰა?
შევხედე და გავუღიმე, თქმით არაფერი მითქვამს.
– შვილო, გრძნობ განსხვავებას? – მკითხა დედამ.
– ნუ ყვირი, დე, – და გახარებულმა დავუქნიე თავი.
– უკეთესად გესმის? – მკითხა ყურის ექიმმა.
– ხმაური აღარ მესმის, – მივუგე, – ყურებში სიჩუმე მიდგას.
– თეთრი ხმაური გაქრა, – თავი დაიქნია ექიმმა, შემომხედა და
თვალი ჩამიკრა, – ხომ გითხარი, მოგეწონება, რასაც გაიგონებ-
მეთქი, ავგუსტ, – და მარცხენა ყურსასმენზე რაღაც შეასწორა.
– სხვანაირად ისმის, არა, ჩემო კარგო? – მკითხა დედამ.
– ჰო, – თავი დავუქნიე, – უფრო... ნათლად ისმის.
– იმიტომ, რომ უკვე ბიონიკური სმენა გაქვს, მეგობარო, – ამიხ-
სნა ექიმმა და მარჯვენა მხარე შეასწორა, – აბა, აქ მიადე ხელი, –
და ხელი უკნიდან მიმადებინა აპარატზე, – გრძნობ? ხმის რეგულა-
ტორია. შენ უნდა დაარეგულირო, აი, ახლავე ვიზამთ. აბა, რას იტ-
ყვი? – პატარა სარკე აიღო და დიდ სარკეში ჩამახედა, რომ სასმენი
აპარატი უკნიდან დამენახა. მილაკების გარდა არაფერი ჩანდა.
– ჰა, მოგწონს შენი ახალი ბიონიკური სასმენი აპარატი? – მკით-
ხა ექიმმა და სარკეში შემომხედა.

190
– დიახ, – ვუთხარი, – გმადლობთ.
– დიდი მადლობა, ექიმო ჯეიმზ, – უთხრა დედამ.
პირველად რომ გამოვჩნდი სკოლაში ამ ჩემი სასმენი აპარა-
ტით, მეგონა ბავშვები ერთ ამბავს ატეხენ-მეთქი, მაგრამ ხმა არავის
ამოუღია. ჯუნს გაუხარდა, რა კარგია, რომ უკეთესად გესმისო, ჯეკმა
კი მითხრა, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტს თუ ვიღაც
მაგდაგვარს ჰგავხარო. ეგ იყო და ეგ. მისტერ ბრაუნმაც თქვა გაკვე-
თილზე რაღაც, ოღონდ ისკი არ უკითხავს, თავზე რა ჯანდაბა გიკე-
თიაო, არა: მითხრა, ავგი, თუ მოგინდეს, რომ რამე გავიმეორო, არ
მოგერიდოს, მითხარიო.
ახლა ვეღარ ვხვდები, რატომ მსტრესავდა ამ აპარატის ამბავი
ასე ძალიან. სასაცილოა: ზოგჯერ ისე ნერვიულობ რაღაცაზე, რომ
პირდაპირ თავს იკლავ, არადა თურმე სანერვიულო არაფერი ყოფი-
ლა.

ვიას საიდუმლო

გაზაფხულის არდადეგები რომ დამთავრდა, რამდენიმე დღეში


დედამ გაიგო, რასაც ვია გვიმალავდა: მის სკოლაში მომავალ კვი-
რას დრამატული წრის სპექტაკლის პრემიერა იმართებოდა, რო-
გორ გაბრაზდა დედა! საერთოდ, ასეთი გაბრაზება არ სჩვევია (თუმ-
ცა, მამა არ დამეთანხმება), მაგრამ ახლა რომ მისდგა და მისდგა ვი-
ას! ძალიან იჩხუბეს. ჩემი ბიონიკური ყურებით მესმოდა, რასაც ამ-
ბობდა დედა:
– ბოლო ხანს რა გემართება, ვია? ცხვირ-პირი ჩამოგტირის, და-
მუნჯებული ხარ, ყველაფერს გვიმალავ...
– დიდი ამბავი, თუ იმ სულელური სპექტაკლის ამბავი არ გითხა-

191
რი! – ლამის კიოდა ვია, – ერთი რეპლიკაც კი არა მაქვს!
– შენს შეყვარებულს ხომ აქვს! არ გინდა, მოვიდეთ და ვნახოთ?
– არა! კაცმა რომ თქვას, არ მინდა!
– ნუ კივი!
– ჯერ შენ აკივლდი და მერე მე! თავი დამანებე, რა! მთელი სი-
ცოცხლე უყურადღებოდ გყავდი მიტოვებული და მაინცდამაინც ახ-
ლა, დამამთავრებელ სკოლაში დაინტერესდი ჩემით? ნეტავ რატომ?
არ ვიცი, დედამ რა უპასუხა, იმიტომ, რომ უცებ სიჩუმე ჩამოვარ-
და და ჩემმა ბიონიკურმა ყურებმაც კი ვერ დაიჭირა სიგნალი.

ჩემი მღვიმე

ვახშმისთვის, მგონი, შერიგდნენ. მამა იმ საღამოს გვიანობამდე


მუშაობდა. დეიზის ეძინა. დღისით ძალიან აღებინა და დედამ მეორე
დღისთვის ვეტექიმთან მიღებაზე ჩაწერა.
სამივენი სუფრას მივუსხედით. ყველანი ჩუმად ვიყავით. ბოლოს
ვეღარ მოვითმინე:
– აბა, მივდივართ სპექტაკლზე ჯასტინის სანახავად?
ვიამ პასუხი არ გამცა და თეფშს ჩააშტერდა.
– იცი, რა, ავგი, – წყნარად მითხრა დედამ, – თავიდან არ ვიცო-
დი, რა პიესა იყო, და თურმე ისეთია, შენი ხნის ბავშვებს რომ არ
დააინტერესებთ.
– მაშ, მე არ მეპატიჟებით? – ვიკითხე და ვიას შევხედე.
– ეგ არ მითქვამს, – თქვა დედამ, – უბრალოდ, არა მგონია, მო-
გეწონოს.
– ძალიან მოგეწყინება, – ისე მითხრა ვიამ, თითქოს რაღაცაში
მადანაშაულებდა.

192
– შენ და მამა მიდიხართ? – ვკითხე დედას.
– მამა წავა. მე შინ დავრჩები შენთან ერთად.
– რაო? – უყვირა ვიამ დედას, – მაგარია! მაშ, იმიტომ არ მოდი-
ხარ და მსჯი, სიმართლე რომ გითხარი, არა?
– ხომ მაინც არ გინდოდა ჩვენი მოსვლა, გახსოვს? – მიუგო დე-
დამ.
– ჰო, მაგრამ რაკი გაიგეთ, რა თქმა უნდა მინდა, რომ მოხვიდეთ!
– მე ყველას გრძნობები უნდა გავითვალისწინო, ვია, – თქვა დე-
დამ.
– საერთოდ, რაზე ლაპარაკობთ? – ვიყვირე.
– არაფერზე! – ერთად მომიჭრა ორივემ.
– ვიას სკოლის ამბებზე, შენ არაფერ შუაში ხარ, – დაუმატა დე-
დამ.
– ტყუი! – მივახალე.
– რა თქვი? – გაოგნდა დედა. ვიასაც კი გაუკვირდა.
– რა, და – ტყუი-მეთქი! – ვიყვირე, – და შენც ტყუი! – ახლა ვიას
ვუყვირე და სკამიდან წამოვხტი, – ორივენი მატყუარები ხართ!
თვალში ნაცარს მაყრით, გეგონება დებილი ვიყო!
– დაჯექი, ავგი! – ხელი ჩამავლო დედამ.
ხელი გამოვგლიჯე და ვიასკენ გავიშვირე:
– გგონია, ვერ ვხვდები, რაც ხდება? – ვიღრიალე, – უბრალოდ,
არ გინდა, იმ შენმა კოკობზიკა კლასელებმა გაიგონ, მახინჯი ძმა
რომ გყავს!
– ავგი! – იკივლა დედამ, – რას ამბობ, საიდან მოგაფიქრდა?!
– და, ნუღარ მატყუებ, დე! – ახლა მე ვიკივლე, – პატარა ბავშ-
ვივით ნუ მექცევით! გონებასუსტი კი არა ვარ! ვიცი, რაც ხდება!
გავიქეცი, ჩემს ოთახში შევვარდი და კარი ისე მივაჯახუნე, რომ
გავიგონე, წირთხლიდან ბათქაში ჩამოცვივდა. მერე საწოლზე და-
ვეხეთქე და საბანი წავიფარე. საზიზღარ სახეზე ბალიშები დავიყა-
რე, ბალიშებზე კი ჩემი რბილი სათამაშო ცხოველების ზვინი დავ-
დგი. თითქოს მღვიმეში აღმოვჩნდი. ნეტავ შეიძლებოდეს, სახეზე
ბალიშმიკრულმა ვიარო...

193
არც კი ვიცი, რამ გამამწარა. ვახშმობა რომ დავიწყეთ, ოდნავაც
არ ვბრაზობდი, დაღონებულიც კი არ ვიყავი, მაგრამ მერე, უცებ, ერ-
თბაშად ამოიფრქვა ყველაფერი. ვიცოდი, რომ ვიას არ უნდოდა იმ
დებილურ სპექტაკლზე ჩემი მისვლა. და ისიც ვიცოდი, რატომაც არ
უნდოდა.
ველოდი, დედა ან ახლა შემომაკითხავს, ან ახლა-მეთქი, მაგრამ
არა. მინდოდა, სათამაშოებისგან გაკეთებულ მღვიმეში ვეპოვე, ჰო-
და დაველოდე, მაგრამ ათი წუთის მერეც არ გამოჩენილა. რა უცნა-
ურია. ყოველთვის შემოდის, როცა რამით შეწუხებული ვზივარ ჩემ·ს
ოთახში,
წარმოვიდგინე, როგორ ლაპარაკობენ დედა და ვია ჩემზე სა-
მზარეულოში. ვია, ალბათ, სირცხვილით იწვის, დედა კი ტუქსავს.
მამაც გაუწყრება, როცა სამსახურიდან მოვა.
სათამაშოები ცოტათი გავწი-გამოვწიე და კედელზე საათს ავხე-
დე. მთელი ნახევარი საათი გავიდა და დედა არ გამოჩენილა. მივა-
ყურადე, სხვა ოთახებში რა ხდება-მეთქი. ისევ ვახშმობენ? რა ამბა-
ვია?
როგორც იქნა, კარი გაიღო. ვია იყო. საწოლთან მოსვლაც არ
იკადრა და არც ფეხაკრებით შემოსულა, რისი მოლოდინიც მქონდა.
ქარიშხალივით შემოიჭრა.

დამშვიდობება

– ავგი, ჩქარა! – მითხრა, – დედამ რაღაც უნდა გითხრას.


– პატიებას ვერ ეღირსებით!
– შენზე კი არ უნდა გითხრას! – მიყვირა, – სამყარო შენ გარშე-
მო კი არ ტრიალებს, ავგი! ჩქარა! დეიზი ცუდადაა და დედას ვეტ-
ერინარულ საავადმყოფოში მიჰყავს. წამო, დაემშვიდობე.

194
სახიდან ბალიში მოვიშორე და ავხედე. თურმე, ტიროდა.
– როგორ თუ – დავემშვიდობო?
– წამო! – მითხრა და ხელი გამომიწოდა.
ხელი ჩავკიდე და სამზარეულოში ჩავედით. დეიზი ცალ ფერდზე
იწვა, ფეხებგაჭიმული. ისე ქოშინებდა, პარკში ნარბენი გეგონებო-
და. დედა იქვე ჩაჩოქილიყო და თავგზე ეფერებოდა.
– რა მოხდა? – ვიკითხე.
– უცაბედად აწკმუვლდა, – თქვა ვიამ და დედას გვერდით დაეშვა
მუხლებზე.
– ქალაქში მიმყავს, საავადმყოფოში, – თქვა დედამ, – ტაქსი მო-
ვა და წავალთ.
– ვეტექიმი უშველის, ხომ? – ვკითხე.
დედამ ამომხედა.
– იმედი მაქვს, საყვარელო, – მითხრა წყნარად, – მაგრამ, მარ-
თალი გითხრა, არ ვიცი.
– როგორ არ უშველის!
– ავგი, ბოლო ხანებში დეიზი სულ ავადაა. დაგვიბერდა...
‒ ჰო, მაგრამ აუცილებლად უშველიან, – ვთქვი და ვიას ავხედე,
დამეთანხმება-მეთქი, მაგრამ თავი არ აუწევია.
დედას ტუჩები უკანკალებდა.
– მე მგონი, დროა, დეიზის დავემშვიდობოთ, ავგი. ძალიან ვწუხ-
ვარ.
– არა! – ვიყვირე.
– არ გვინდა, იტანჯოს, ავგი.
ტელეფონმა დარეკა. ვიამ უპასუხა, თქვა, კი, ბატონო, გმად-
ლობთო და ყურმილი დადო.
– ტაქსი მოვიდა.
– კარგი. ავგი, შვილო, კარი გამიღე, რა, – დედამ ფრთხილად
აიყვანა დეიზი, თითქოს ვეებერთელა, მოღვენთილი ჩვილიაო.
– დედიკო, გეხვეწები, რა! – ვიყვირე და გადავეღობე.
– შვილო, გამიღე, მძიმეა, ძლივს მიჭირავს.
– და, მამა?

195
– საავადმყოფოში დამიხვდება, – თქვა დედამ, – არც იმას უნდა,
რომ დეიზიმ იწვალოს, ავგი.
ვიამ კარს მომაცილა და გააღო.
– თუ დაგჭირდეთ, მობილური ჩართული მაქვს, – უთხრა დედამ,
– პლედი დააფარე, რა.
ვიამ თავი დაუქნია, უკვე თვითონაც გულამოსკვნილი ტიროდა.
– დაემშვიდობეთ დეიზის, ბავშვებო, – თქვა დედამ. ცრემლები
ღვარად ჩამოსდიოდა.
– მიყვარხარ, დეიზი, – უთხრა ვიამ დეიზის და ცხვირზე აკოცა, –
ძალიან მიყვარხარ.
– ნახვამდის, კარგო ცუგავ, – ყურში ჩავჩურჩულე მე, – მიყვარ-
ხარ...
დედამ კიბეზე ჩაიყვანა. ტაქსის მძღოლმა უკანა კარი გამოუღო,
ჩვენ კი ვუყურებდით, როგორ ჯდებოდა დედამმანქანაში. სანამ
კარს მიიხურავდა, მოგვხედა პარმაღზე მდგარებს და ხელი დაგვიქ-
ნია. არ მახსოვს, ოდესმე ასეთი სევდიანი სახე ჰქონოდეს.
– მიყვარხარ, დედიკო! – გასძახა ვიამ.
– მიყვარხარ, დედიკო! – ავყევი მეც, – მაპატიე, რა,დე!
დედამ ჰაეროვანი კოცნა გამოგვიგზავნა და კარი მიიხურა, ვუყუ-
რეთ, როგორ დაიძრა მანქანა. მერე ვიამ კარი მიხურა. წამით შე-
მომხედა, მერე მაგრად, ძალიან მაგრად ჩამიხუტა და ალბათ მი-
ლიონი ცრემლი დავღვარეთ ერთად.

დეიზის სათამაშოები

ასე, ნახევარ საათში ჯასტინი მოვიდა. მომეხვია და მითხრა, ავ-


გი, ძალიან მეწყინაო. ყველანი სასტუმრო ოთახში დავსხედით, ხმას
არ ვიღებდით. ჯასტინის მოსვლამდე მე და ვიამ რატომღაც მთელ
სახლში მოვაგროვეთ დეიზის სათამაშოები და ჟურნალების მაგიდა-

196
ზე დავახვავეთ. ჰოდა, ახლა ვისხედით და იმ სათამაშოებს მივშტე-
რებოდით.
– მსოფლიოში ყველაზე მაგარი ძაღლი იყო, ოღონდ მართლა, –
თქვა ვიამ.
– ვიცი, – გაეპასუხა ჯასტინი და ზურგზე ხელი მოუთათუნა.
– წეღან უცბად აწკმუვლდა? – ვკითხე ვიას.
თავი დამიქნია:
– შენი გასვლიდან ზუსტად ორ წამში. დედას უნდოდა, გამოგყო-
ლოდა, მაგრამ დეიზი აწკმუვლდა.
– როგორ?
– რა ვიცი, აწკმუვლდა.
– აწკმუვლდა თუ აყმუვლდა?
– ავგი, აწკმუვლდა! – მიპასუხა მოუთმენლად, – კვნესა დაიწყო,
თითქოს რაღაც ძალიან სტკივაო. თან ქოშინებდა. მერე იატაკზე და-
ენარცხა. დედა მივიდა და წამოყენება დაუპირა, მაგრამ დეიზის ისე
სტკიოდა რაღაც, რომ დედას უკბინა.
– რაა?
– როცა დედამ მუცელზე ხელი დაადო, დეიზიმ ხელზე უკბინა, –
ამიხსნა ვიამ.
– დეიზის ვისთვის უკბენია!
– გონს აღარ იყო, – თქვა ჯასტინმა, – აშკარად, აუტანელი ტკი-
ვილი აწუხებდა.
– მართალს ამბობდა მამა, – თქვა ვიამ, – აქამდე არ უნდა მიგ-
ვეყვანა საქმე.
– რაზე ამბობ? – ვკითხე, – იცოდა, დეიზი ავად რომ იყო?
– ავგი, ბოლო ორ თვეში დედას სამჯერ ჰყავდა დეიზი ვეტექიმ-
თან. წარამარა აღებინებდა. რა, არ შეგინიშნავს?
– არ მეგონა, ავად თუ იყო!
ვიას არაფერი უთქვამს, მხარზე ხელი მომხვია დ მიმიზიდა. ისევ
ტირილი მოვრთე.
– მეც ძალიან განვიცდი, ავგი, – მითხრა ალერსიანად, – ყვე-
ლაფერს განვიცდი, ოღონდ მართლა. მაპატიებ? ხომ იცი, რა ძალი-

197
ან მიყვარხარ!
თავი დავუქნიე. წეღანდელი ჩხუბი, როგორღაც, აღარაფერს ნიშ-
ნავდა.
– დედას სისხლი წამოუვიდა? – ვკითხე.
– არა, უბრალოდ კბილები სტაცა. აი, აქ, – და თავისი ცერის ფუ-
ძეზე მანიშნა, რომ ეჩვენებინა, ზუსტად სად უკბინა დეიზიმ დედას.
– ეტკინა?
– დედა კარგადაა, ავგი. არაფერი უჭირს.
დედა და მამა ორ საათში დაბრუნდნენ. კარი რომ გააღეს და დე-
იზი არ ახლდათ, მივხვდით, აღარ იყო. ყველანი დეიზის სა-თამა-
შოების გროვას შემოვუსხედით. მამამ გვიამბო, რა მოხდა ვეტერი-
ნარულ კლინიკაში, როგორ წაიყვანა ექიმმა დეიზი, რომ რენტგენზე
გაეშუქებინა და სისხლის ანალიზი გაეკეთებინა, როგორ დაბრუნდა
და თქვა, კუჭში ვეებერთელა სიმსივნე აქვსო. დეიზის სუნთქვა უჭირ-
და და დედას და მამას არ უნდოდათ, უფრო დატანჯულიყო. ჰოდა,
მამამ ხელში აიყვანა, როგორც იცოდა ხოლმე – თათებგაფარჩხუ-
ლი – და მან და დედამ კოცნეს და კოცნეს, ემშვიდობებოდნენ და
თან ალერსიან სიტყვებს ჩასჩურჩულებდნენ, ვეტექიმმა კი ფეხში
ნემსი გაუკეთა. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ დეიზი მამას
მკლავებში მოკვდა.
წყნარად წავიდაო, თქვა მამამ, არაფერი სტკიოდა, თითქოს და-
ეძინაო. მოყოლისას მამას ერთი-ორჯერ ხმა აუკანკალდა და არ შე-
იმჩნია, ვითომ დაახველა.
მამას ტირილს არასოდეს შევსწრებივარ და, აი, დღეს ღამით შე-
ვესწარი. დედასა და მამას საძინებელში შევედი, დედას ვეძებდი,
დამაძინოს-მეთქი, მაგრამ მამა დავინახე. საწოლზე ჩამომჯდარიყო
და წინდებს იხდიდა. კართან ზურგით იჯდა და ვერ დამინახა. ჯერ მე-
გონა, იცინის-მეთქი, იმიტომ, რომ მხრები უცახცახებდა, მაგრამ მე-
რე ხელები სახეზე აიფარა და მივხვდი, ტიროდა. ასეთი ჩუმი ტირი-
ლი არ გამეგონა. თითქოს ჩურჩულებსო. მისვლა დავაპირე, მაგრამ
მერე ვიფიქრე, ალბათ იმიტომ ტირის ჩურჩულით, რომ არ უნდა ვინ-
მეს გააგებინოს-მეთქი. ჰოდა, გამოვედი და ვიას ოთახისკენ წავედი.

198
ვიას დედა ეწვა გვერდით და რაღაცას ეჩურჩულებოდა. ვია ტირო-
და.
მაშინ ჩემს ოთახში მივბრუნდი და პიჟამა ჩავიცვი – ისე, რომ
არავის გაუხსენებია, ღამის ნათურა ავანთე და დიდი ნათურა ჩავაქ-
რე. მერე საწოლზე დახვავებული სათამაშოების ქვეშ შევძვერი. ისე-
თი შეგრძნება მქონდა, რომ დღევანდელი ამბავი მილიონი წლის
წინ მოხდა. მოვიხსენი სასმენი აპარატი და ტუმბოზე დავდე. მერე სა-
ბანი ყურებამდე ავიწიე და წარმოვიდგინე, რომ დეიზი მეხუტებოდა
და დიდი, სველი ენით მილოკავდა სახეს, თითქოს ამქვეყნად ამაზე
საყვარელი სახე არ ეგულებაო. და, კიდევაც დამეძინა.

ცა

რომ გამეღვიძა, ჯერაც ბნელოდა. წამოვდექი და დედასა და მა-


მას საძინებელში შევედი.
– დე! – წავიჩურჩულე. უკუნეთი სიბნელე იყო და ვერ ვხედავდი,
გაახილა თვალები თუ არა, – დე!
– რა იყო, შვილო? – მკითხა ნამძინარევი ხმით.
– შეიძლება, თქვენთან დავწვე?
მამასკენ მიიწია, მეც მივუწექი და მივეხუტე. თმაზე მაკოცა.
– ხელი როგორ გაქვს? – ვკითხე, – ვიამ მითხრა, დეიზიმ უკბი-
ნაო.
– არა უშავს, ძალიან კი არ უკბენია, – ჩამჩურჩულა.
– დე, – ტირილი დავიწყე, – მაპატიე, რაც გითხარი.
– ჩშშშ... რა გაქვს საპატიებელი, – ისე ხმადაბლა მითხრა,
ძლივს გავიგონე. ლოყა ლოყაზე ამისვა.
– ვიას ჩემი გამოჩენისა რცხვენია, არა? – ვკითხე.
– არა, რას ამბობ, ხომ იცი, რომ არა. უბრალოდ, ახალ სკოლას
ეჩვევა. ადვილი საქმე ხომ არ არის!

199
– ვიცი.
– ვიცი, რომ იცი.
– მაპატიე, მატყუარა რომ დაგიძახე.
– დაიძინე, ჩემო კარგო ბიჭო... ძალიან მიყვარხარ.
– მეც ძალიან მიყვარხარ, დედიკო.
– ღამე მშვიდობისა, საყვარელო, – მითხრა ძალიან ნაზად.
– დედიკო, დეიზი ახლა ბებიკონასთან არის?
– მე მგონი.
– ცაში არიან?
– ჰო.
– ცაში რომ ხვდება ადამიანი, ისევ ისეთი შესახედავია, როგო-
რიც დედამიწაზე?
– რა ვიცი. ალბათ, არა.
– მაშ, ერთმანეთს როგორღა ცნობენ?
– არ ვიცი, საყვარელო, – ხმაში დაღლილობა ემჩნეოდა, – უბ-
რალოდ, გრძნობენ. სიყვარულისთვის თვალი რად გვინდა. გრძნობ
სიყვარულს და ეგ არის. ცაშიც ასეა. იქ სიყვარულია, და ვისაც ვინ
უყვარს, არ ავიწყდება.
ისევ მაკოცა.
– ახლა კი დაიძინე, შვილო. გვიანია. თან ძალიან დავიღალე.
მაგრამ არა და არ დამეძინა, მას მერეც კი, რაც დედას ჩაეძინა.
მესმოდა, როგორ სუნთქავდა მამა. წარმოვიდგინე, რომ მესმოდა,
როგორ სუნთქავდა ვია თავის ოთახში. და, ვფიქრობდი, ნეტავ დე-
იზისაც თუ სძინავს ცაში და, თუ სძინავს, მე თუ ვესიზმრები-მეთქი?
ნეტავ რას ვიგრძნობ, როცა, ერთხელაც, ცაში მოვხვდები და ჩემს
სახეს აღარანაირი მნიშვნელობა არ ექნება? დეიზისთვისაც ხომ
არასოდეს ჰქონია მნიშვნელობა.

200
დუბლიორი

დეიზის სიკვდილიდან რამდენიმე დღე იყო გასული, ვიამ სკო-


ლის სპექტაკლის ბილეთები რომ მოიტანა. ვახშმობისას მომხდარი
ჩხუბი აღარ გვიხსენებია. პრემიერის დღეს, როცა ვიამ და ჯასტინმა
გადაწყვიტეს, ადრიანად მისულიყვნენ სკოლაში, ვიამ ჩამიხუტა და
მითხრა, მიყვარხარ და საამაყოდ მაქვს, რომ შენი და ვარო.
პირველად მოვხვდი ვიას ახალ სკოლაში. ბევრად დიდი იყო,
ვიდრე მისი ძველი სკოლა და ათასჯერ დიდი, ვიდრე ჩემი. მეტი დე-
რეფნები, მეტი ფართობი. ჩემი ბიონიკური სასმენი აპარატის ერთა-
დერთი ნაკლი ის არის, რომ ბეისბოლის კეპს ვეღარ ვიხურავ, არა-
და ასეთ დროს ბეისბოლის კეპი მისწრებაა. ხანდახან მინდა, ისევ
დავიმალო კოსმონავტის ჩაფხუტის ქვეშ, პატარაობაში რომ მეხუ-
რა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა: ხალხს ჩაფხუტიანი ბავშვი უფრო
ნაკლებად უცნაური ეჩვენება, ვიდრე ჩემი სახის დანახვა. ასე იყო თუ
ისე, თავი ჩავღუნე და დედას ავედევნე იმ გრძელ, ნათელ დერეფ-
ნებში.
ხალხს მაყურებელთა დარბაზში შევყევით, სადაც მოსწავლეები
პროგრამებს არიგებდნენ. ჩვენი ადგილები მეხუთე რიგში იყო,
თითქმის შუაში. დასხდომა ძლივს მოვასწარით, რომ დედამ ჩანთა-
ში დაიწყო ქექვა.
– წარმოგიდგენიათ, სათვალე დამრჩა! – წამოიძახა.
მამამ თავი გადაიქნია. დედას ყოველთვის ავიწყდება სათვალე,
გასაღები, ხან რა და ხან რა. ამ მხრივ შეუდარებელია.
– გინდა, წინ გადავსხდეთ? – ჰკითხა მამამ.
დედამ თვალები მოჭუტა და სცენას გახედა,
– არა, ნორმალურად ვხედავ.
– „ან ახლა თქვით, ან სამუდამოდ იმდუმარეთ“, – გაეხუმრა მა-
მა.
– არა, კარგია, – მიუგო დედამ.
– შეხედე, აი, ჯასტინი, – ვუთხარი მამას და პროგრამაში ჯასტინ-

201
ის სურათი დავანახვე.
– კარგად გამოსულა, – თავი დამიქნია მამამ.
– ვიას სურათი რატომ არ არის?
– დუბლიორია და იმიტომ, – ამიხსნა დედამ, – მაგრამ ნახე, გვა-
რი წერია.
– დუბლიორი რას ნიშნავს?
– უი, მირანდას სურათს შეხედე! – უთხრა დედამ მამას, – ალ-
ბათ, ვერც ვიცნობდი.
– დუბლიორი რას ნიშნავს? – გავიმეორე.
‒ დუბლიორი მსახიობს ცვლის, თუკი მსახიობი რაიმე მიზეზით
ვერ თამაშობს, – მიპასუხა დედამ.
‒ იცოდი, მარტინს მეორე ცოლი რომ მოჰყავს? – ჰკითხა მამამ
დედას.
– რას მეუბნები! – გაუკვირდა დედას.
– მარტინი ვინ არის? – ვიკითხე.
– მირანდას მამა, – მომიგო დედამ და ისევ მამას მიუბრუნდა, –
ვინ გითხრა?
– მირანდას დედას შევხვდი მეტროში. ეს ამბავი, როგორც ხვდე-
ბი, არ უხარია. მარტინს მეორე ცოლთან სადაცაა ბავშვი ეყოლება.
– უი, უი! – თავი გადააქნია დედამ.
– რაზე ლაპარაკობთ, ხალხო? – ვიკითხე.
– არაფერზე, – მომიგო მამამ.
– ჰო, მაგრამ დუბლიორს რატომ ჰქვია დუბლიორი?
– არ ვიცი, ავგი-დავგი, – მიპასუხა მამამ, – იქნებ იმიტომ, რომ
დუბლირება რაღაცის პარალელურად კეთებას ნიშნავს და დუბ-
ლიორებიც ხომ ძირითადი მსახიობების პარალელურად სწავლო-
ბენ როლს.
კიდევ რაღაც უნდა მეთქვა, მაგრამ შუქი ჩაქრა. დარბაზი მაშინვე
მიჩუმდა
– მამიკო, გეხვეწები, ავგი-დავგი აღარ დამიძახო, კარგი? – წავ-
ჩურჩულე მამას.
მამას გაეღიმა, თავი დამიქნია და ორივე ცერი ასწია.

202
სპექტაკლი დაიწყო. ფარდა აიხადა. სცენა სულ მთლად ცა-
რიელი იყო. მხოლოდ ჯასტინი იჯდა ძველ, მორყეულ სკამზე და ვი-
ოლინოს აწყობდა. ძველმოდური კოსტიუმი ეცვა და ჩალის შლაპა
ეხურა.
– ამ პიესას „ჩვენი პატარა ქალაქი“ ჰქვია, – უთხრა მაყურე-
ბელს, – იგი თორტონ უაილდერმა დაწერა და ფილიპ დეივენპორ-
ტმა დადგა... ქალაქს გროვენს კორნერსი ეწოდება და ნიუ-ჰემპშირ-
ში, მასაჩუსეტსის საზღვარზე მდებარეობს – 42 გრადუსსა და 40 მი-
ნუტ გრძედსა და 70 გრადუს და 37 მინუტ განედზე. პირველ მოქმე-
დებაში გიჩვენებთ ჩვენი ქალაქის ცხოვრების ერთ დღეს. ეს დღე
1901 წლის7 მაისია. სადაცაა გათენდება.
მაშინვე მივხვდი, რომ პიესა მომეწონებოდა. ისეთი არ იყო, რო-
გორიც სკოლის სხვა სპექტაკლები, ვთქვათ, „ოზის ჯადოქარი“ ან
„მოღრუბლულობა, მოსალოდნელია ნალეექი: გუფთების წვიმა“.
არა, აქ ყველაფერი დიდურად იყო და ძალიან მეამაყებოდა, რომ ვი-
ჯექი და ვუყურებდი.
ცოტა ხანში პიესის პერსონაჟმა, მისის უებმა, თავის ქალი-
შვილს, ემილის, დაუძახა. პროგრამიდან ვიცოდი, რომ ამ როლს მი-
რანდა თამაშობდა და კისერი წავიგრძელე, კარგად დავინახო-მეთ-
ქი.
– მირანდაა, – წამჩურჩულა დედამ და თვალებმოჭუტულმა გა-
ხედა სცენას, როცა ემილი გამოვიდა, – როგორ შეცვლილა...
– მირანდა არ არის, – წავჩურჩულე პასუხად, – ვიაა.
– ღმერთო ჩემო! – თქვა დედამ და მკვეთრად გადაიხარა წინ.
– ჩშშ! – გაგვაჩუმა მამამ.
– ვიაა! – წასჩურჩულა დედამ.
– ვიცი, – ღიმილით მიუგო მამამ, – ჩშშშ!

203
ფინალი

სპექტაკლი გასაგიჟებელი იყო, ოღონდ მართლა. როგორ დამ-


თავრდა – არ მოვყვები, მაგრამ ასეთ ფინალზე დარბაზი ტი-
რისხოლმე. დედას კინაღამ გული წაუვიდა, როცა ვია-ემილიმ თქვა:
„მშვიდობით, მშვიდობით, დედამიწავ! მშვიდობით, გროვერს
კორნერსო... დედა და მამა.. მშვიდობით, საათის წიკწიკო... და დე-
დას მზესუმზირებო. საჭმელო და ყავავ. ახლადგაუთოებულო კაბე-
ბო და ცხელო აბაზანავ... ძილო და ღვიძილო. დედამიწავ, შენ ისეთ
გასაოცარი ხარ, რომ აბა, ვინ გაგიგებს!“
ამბობდა ვია ამ სიტყვებს და მართლა ტიროდა. ნამდვილი ცრემ-
ლებით: ვხედავდი, როგორ ჩამოსწანწკარებდა ლოყებზე. ნამდვი-
ლი დაცემა იყო.
ფარდა რომ დაეშვა, მთელმა დარბაზმა ტაში დასცხო. მერე მსა-
ხიობები სათითაოდ გამოვიდნენ სცენაზე, ყველაზე ბოლოს – ვია და
ჯასტინი. მათ გამოჩენაზე მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა.
– ბრავო! – ყვიროდა პირთან რუპორივით ხელებმიტანილი მა-
მა.
– ყველანი რატომ დგებიან?
‒ იმიტომ, რომ მსახიობებს მადლობას უხდიან, – ამიხსნა დედამ
და თვითონაც წამოდგა, – ეს ნამდვილი ოვაციაა!
მეც ავდექი და ვუკარი და ვუკარი ტაში, სანამ ხელისგულები არ
მეტკინა. წამით წარმოვიდგინე, რა მაგარი იქნება, ვიად ან ჯასტინად
რომ გადამაქცია – ყველანი იდგებოდნენ და ტაშს დამიკრავდნენ-
მეთქი. ჩემი აზრით, წესად უნდა იყოს, რომ მსოფლიოში ყოველ
ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ერგოს ნამდვილი ოვაცია.
ბოლოს, არ ვიცი, რამდენი წუთის შემდეგ, მსახიობებმა სცენის
სიღრმეში დაიხიეს და მათ წინ ფარდა დაეშვა. ტაში დაცხრა, სინათ-
ლე აინთო და მაყურებლები წასასვლელად დაიძრნენ.
მე, დედამ და მამამ კულისებისკენ გავიკვლიეთ გზა. მსახიობებს
აუარება ხალხი შემოხვეოდა: ულოცავდნენ, მხარზე ხელს უთათენე-

204
ბდნენ. ვია და ჯასტინი ცენტრში იდგნენ, ყვგელას უღიმოდნენ, იცი-
ნოდნენ და რაღაცას ამბობდნენ.
– ვია! – იყვირა მამამ, – გზას მიიკვლევდა და თან ხელს უქნე-
ვდა. ახლოს მისვლა რომ მოახერხა, ხელები მოხვია და ცოტათი ჰა-
ერში აიტაცა, – გასაგიჟებელი ხარ, შვილო!
– ღმერთო ჩემო, ვია! – აღტაცებისგან ლამის ჭყიოდა დედა, –
ღმერთო ჩემო, ღმერთო, ჩემო! – და ისე თავდავიწყებით ჩაიხუტა,
მეგონა მოგუდავდა, მაგრამ ვია იცინოდა.
– არაჩვეულებრივი იყავი! – უთხრა მამამ.
– არაჩვეულებრივი! – დედა ერთდროულად ახერხებდა თავის
გაქნევას და დაქნევას.
– და შენ, ჯასტინ?! – მამამ ჯასტინს ხელი ჩამოართვა და თან გა-
დაეხვია, – ფანტასტიკური!
– ფანტასტიკური! – გაიმეორა დედამ. ისეთ დღეში იყო, დამო-
უკიდებლად ლაპარაკს ვეღარ ახერხებდა.
– კინაღამ გავგიჟდით, სცენაზე რომ დაგინახეთ, ვია! – თქვა მა-
მამ.
– დედამ პირველად ვერც კი გიცნო, – დავამატე.
– ვერც კი გიცანი, – თქვა დედამ და პირზე ხელი მიიფარა.
– ზუსტად დაწყების წინ მირანდა ცუდად გახდა, – ძლივს ამოთ-
ქვა ვიამ, – გამოცხადებაც კი ვერ მოვასწარით.
უნდა ვთქვა, რომ რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა, იმიტომ,
რომ სახეზე გრიმი ეკეთა. ამნაირი ჯერ არ მენახა.
– და პირდაპირ შეცვალე, მთლად ბოლო წუთში? – გაიკვირვა
მამამ, – საოცარია.
– არაჩვეულებრივად ითამაშა, – თქვა ჯასტინმა და ვიას ხელი
გადახვია.
– დარბაზში ერთი არავინ დარჩენილა, რომ არ ეტირა, – თქვა
მამამ.
– მირანდას რა მოუვიდა? – ვიკითხე, მაგრამ არავის გაუგონია.
აქ ჯასტინსა და ვიას ტაშისკვრით მოუახლოვდა ვიღაც კაცი,მგო-
ნი, მასწავლებელი.

205
– ბრავო,ბრავო! ოლივია და ჯასტინ! – და ვიას ორივე ლოყაზე
აკოცა.
– ერთი-ორი რეპლიკა ამერია, – თავი გადაიქნია ვიამ.
‒ მაინც მშვენივრად დაიძვრინე თავი, – კაცი ყურებამდე იღიმე-
ბოდა.
– მისტერ დეივენპორტ, გაიცანით, ჩემი მშობლები არიან, –
თქვა ვიამ.
– საამაყო ქალიშვილი გყავთ! – თქვა კაცმა და ჯერ დედას ჩა-
მოართვა ხელი ორივე ხელით, მერე მამას.
– დიახ, დიახ!
– ეს კი ჩემი უმცროსი ძმაა, ავგუსტი, – დაუმატა ვიამ.
მისტერ დეივენპორტი, ის იყო, მოსალმებას აპირებდა, რომ შე-
მომხედა და გაშრა.
– მისტერ დეივენპორტ, – ხელი გამოსდო ჯასტინმა, – წამო-
ბრძანდით, დედაჩემს გაგაცნობთ.
ვიამ რაღაცის თქმა დამიპირა, მაგრამ ვიღაც მოადგა და ლაპა-
რაკი დაუწყო. გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ ხალხში მარტო
აღმოვჩნდი, ანუ დედა და მამა სადაც იყვნენ, ვიცოდი, მაგრამ გარს
ქვეყნის ხალხი გვეხვია, მეჯახებოდნენ, ლამის მაბზრიალებდნენ და
ისე მიყურებდნენ, როგორც მიყურებენ ხოლმე – შემომხედავდნენ
და მეორედაც შემომხედავდნენ. თავი ცუდად ვიგრძენი. არ ვიცი,
მცხელოდა თუ არა, მაგრამ თავბრუ კი დამეხვა. სახეებს გადღაბნი-
ლივით ვხედავდი, ხმები ქუხილივით ჩამესმოდა და ყურებს მტკენ-
და. ვცადე, ჩემი ლობოაპარატისთვის ხმა დამეწია, მაგრამ შემეშა-
ლა და იმ სიმაღლეზე დავაყენე, რომ მოულოდნელობისგან შევხტი.
და, როცა ავიხედე, ვერც დედა დავინახე, ვერც მამა და ვერც ვია.
– ვია! – ვიღრიალე და ხალხში გზის გაკვლევა დავიწყე, დედა ვი-
პოვო-მეთქი, – დედა! – გარშემო ვერაფერს ვხედავდი მუცლებისა
და ჰალსტუხების გარდა, – დედა!
ამ დროს უკნიდან მხრებში მტაცეს ხელი.
– ნახე, ვინ ყოფილა! – გაისმა ნაცნობი ხმა და ვიღაცა მაგრად
მომეხვია.

206
ჯერ ვია მეგონა, მაგრამ რომ მივტრიალდი, თვალს არ დავუჯე-
რე.
– გამარჯობა, მაიორო ტომ!
– მირანდა! – შევძახე და მთელი ძალ-ღონით ჩავეხუტე.

207
დამავიწყდა, რომ ბევრი რამ
ლამაზია ქვეყნად
რა მინდოდა, ცხოვრებისგან
რას ველოდი ნეტავ?

ჯგუფი ანდაინი, „ლამაზი საგნები”

208
ბანაკური ტყუილები

ზაფხულში, მეცხრე კლასში რომ გადავედი, ჩემი მშობლები გა-


იყარნენ. მამამ მაშინვე ვიღაც გაიჩინა. დედას არაფერი უთქვამს,
მაგრამ, მგონი, სწორედ მაგ მიზეზით დაშორდნენ ერთმანეთს.
გაყრის შემდეგ მამას თითქმის ვერ ვხედავდი, დედა კი ჩვეუ-
ლებრივზე უცნაურად იქცეოდა. განა გაგიჟდასავით ან რამე! არა,
უბრალოდ, თავის თავში ჩაიკეტა, გაუცხოვდა. დედაჩემი ისეთი ტი-
პია, გარეთ რომ ყველას ღიმილით ხვდება, ჩემთვის კი აღარ ჰყოფ-
ნის. თავის დღეში არაფერი მოუყოლია – რა გადაიტანა, რა ცხოვ-
რება გამოიარა. არ ვიცი, როგორი იყო ჩემი ხნისა, რა მოსწონდა და
რა – არა. თავისი მშობლები – მე არც ერთი არ მინახავს, ორიოდე-
ჯერ თუ ჰყავს ნახსენები და ისიც იმის სათქმელად, ერთი სული
მქონდა, როდის გავიზრდებოდი და თავ-პირისმტვრევით გავექცე-
ოდიო. რატომ – არ უთქვამს.
ამ ზაფხულს ბანაკში წასვლა არ მინდოდა. ვფიქრობდი, დედას-
თან დავრჩები და გაყრას იოლად გადავატანინებ-მეთქი, მაგრამ აი-
ჩემა, გინდა თუ არა, წადიო. ვიფიქრე, ალბათ მარტო ყოფნა უნდა-
მეთქი და დავთანხმდი.
ბანაკი საშინელი იყო. ვერ ავიტანე. ხელმძღვანელის თანაშე-
მწედ ჩავეწერე, იქნებ ცოტათი არა უშავდეს-მეთქი, მაგრამ არა.
მთელ ბანაკში ერთი შარშანდელი ნაცნობიც კი არ ჭაჭანებდა. მოკ-
ლედ, არავის არ ვიცნობდი. მეც არ ვიცი, რატომ, მაგრამ იქაურ გო-
გოებთან ფანტაზიორობანა დავიწყე. ჩემი ამბები რომ მკითხეს, ტყუ-
ილების გუდას მოვხსენი პირი: ვითომ დედაჩემი და მამაჩემი ევრო-
პაში არიან, მე ნორთ-რივერ-ჰაიტსის ყველაზე ლამაზ ქუჩაზე, გრან-
დიოზულ სახლში ვცხოვრობ და ძაღლი მყავს, სახელად დეიზი.
მერე, ერთ მშვენიერ დღესაც, დავაბრეხვე, ჩემი უმცროსი ძმა დე-
ფექტურია-მეთქი. ვერც კი ვხვდები, რამ მათქმევინა. უბრალოდ,მა-
ინტერესებდა,რა იქნებოდა. და, რა თქმა უნდა, კოტეჯში გოგონებმა
მოთქმა-გოდება დაიწყეს: მართლა? ვაიმე! რა ძნელი იქნება! და ასე

209
შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც კი ჩემი პირიდან ეს ტყუილი ამოვი-
და, ცხადია, მაშინვე ვინანე: თვითმარქვია ვინმე გამოვდიოდი. ვი-
ფიქრე, ვიამ რომ გაიგოს, ეგონება სულ მთლად გავრეკე-მეთქი.
ისე, მართლა გარეკილივით ვგრძნობდი თავს. არადა, თან რაღაც-
ნაირად მეგონა, რომ მთლად ტყუილიც არ მითქვამს. ავგის, ექვსი
წლისა რომ ვიყავი, იქიდან მოყოლებული ვიცნობ. ჩემ თვალწინ გა-
იზარდა. ვეთამაშებოდი. „ვარსკვლავური ომების“ ექვსივე ეპიზოდს
ვუყურე, რომ მთელ ამ უცხოპლანეტელებსა და განძის მაძიებლებზე
მასლაათი შეგვძლებოდა. ის კოსმონავტის ჩაფხუტიც მე ვაჩუქე, ორ
წელიწადს რომ არ მოუხდია თავიდან. მოკლედ, ასე ვთქვათ, დამ-
სახურებული მაქვს ისე ვიფიქრო ავგიზე, როგორც ჩემს ძმაზე.
ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ ტყუილებმა, ამ ფიქციამ, სა-
ოცრად პოპულარული გამხადა. ხელმძღვანელის თანაშემწეებმა
ბავშვებისგან მოისმინეს ჩემი ამბავი და სალაპარაკოდ გაიხადეს.
რაც თავი მახსოვს, არაფერში „პოპულარულ“ გოგოდ არ ვითვლე-
ბოდი, ამ ზაფხულს კი, ბანაკში, რატომღაც ყველა ჩემთან მეგობრო-
ბისთვის იკლავდა თავს. 32-ე კოტეჯის გოგოებმაც კი თავისიანად
მაღიარეს, არადა ეს ის გოგოები იყვნენ, თავზე ბუზს რომ არ ისვამ-
დნენ. მითხრეს, რა ლამაზი თმა გაქვსო (თუმცა, მერე შემიღებეს).
მითხრეს, რა ლამაზად იხატებიო (თუმცა, მერე სხვანაირად დამხა-
ტეს). მასწავლეს, როგორ გადამეკეთებინა მაისურები უსახელო ტო-
პებად. სიგარეტს ვეწეოდით. ღამღამობით ვიპარებოდით და ტყეში
ბიჭების ბანაკისკენ მიმავალ ბილიკს მივყვებოდით. ბიჭებთან დროს
ვატარებდით.
ბანაკიდან რომ დავბრუნდი, მაშინვე ელას დავურეკე და შეხ-
ვედრა დავთქვით. არც კი ვიცი, ვიასთან რატომ არ დაგრეკე. ალბათ
უბრალოდ, არაფრის მოყოლა არ მინდოდა. დამიწყებდა გამოკით-
ხვას – აქეთ მშობლებზე, იქით – ბანაკზე, ელა კი არაფერს მკითხავ-
და. ამ მხრივ უფრო იოლი სამეგობროა. ვიასავით სერიოზული არ
არის. მხიარულია. თმა რომ გავივარდისფრე, თქვა, მაგარიაო, და-
ინტერესებით კი მარტო იმით დაინტერესდა, ღამღამობით სად დავ-
დიოდით.

210
სკოლა

წელს სკოლაში მე და ვია თითქმის· არ ვხვდებოდით ერთმანეთს


და როცა ვხვდებოდით, თავს როგორღაც უხერხულად ვგრძნობდი.
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მკიცხავდა. ვიცოდი, ჩემი ახალი
სტილი არ მოსწონდა. ისიც ვიცოდი, რომ არც ჩემი ახალი მეგობრე-
ბი ეხატებოდა გულზე. არც მე ვგიჟდებოდი მისაზე. ჩხუბით არ გვიჩ-
ხუბია, უბრალოდ, სხვადასხვა გზით წავედით. მე და ელა ვჭორავ-
დით: რა წმინდანად მოაქვს თავიო, ასეთიაო, ისეთიაო. ვიცოდით,
რომ ცუდად ვიქცეოდით, მაგრამ თუ თავს მოვიტყუებდით, რომ ვი-
თომ რაღაც დაგვიშავა, დაცინვა უფრო გაგვიადვილდებოდა. არა-
და, ვია არანაირად არ შეცვლილა: ჩვენ შევიცვალეთ. სულ სხვა
ადამიანები გავხდით, ის კი ისეთი დარჩა, როგორიც იყო. ეს ამბავი,
რატომღაც, ძალიან მხვდებოდა გულზე.
შიგადაშიგ ბუფეტში მივიხედ-მოვიხედავდი, აბა, სად ზის-მეთქი
და ფაკულტატიური წრეების სიებსაც ვკითხულობდი, მაინტერესებ-
და, სად ჩაეწერა. თუმცა, ლაპარაკით არ გვილაპარაკია. დერეფან-
ში თავს თუ დავუქნევდით ერთმანეთს და კანტიკუნტად სალამს მი-
ვუგდებდით.
ჯასტინი დაახლოებით შუა სასწავლო წელს შევამჩნიე. მანამდე
ყურადღება არ მიმიქცევია: ერთი გაჩხიკული, მოსიმპათიურო ტი-
პია, სქელსათვალიანი და თმაგრძელი; სულ ვიოლინოთი დადის.
ერთ დღესაც, სკოლის წინ დავინახე ვიასთან ხელგადახვეული.
‒ ნახე, ვიას შეყვარებული ჰყოლია! – ვითომ დამცინავად ვუთ-
ხარი ელას. არადა, ვიას შეყვარებული რად უნდა გამკვირვებოდა!
ჩვენ სამს შორის ვია აშკარად ყველაზე ლამაზია: ლურჯზე ლურჯი
თვალები და მუქი, გრძელი, ხვეული თმა. არადა, თავი სულ ისე ეჭი-
რა, გეგონება ბიჭები საერთოდ არ აინტერესებსო.
თითქოს ამნაირებისთვის ზედმეტად ჭკვიანი იყო. შეყვარებული

211
მეც მყავს, სახელად ზეკი. როცა ვუთხარი, დრამატულ წრეში ჩავე-
წერე-მეთქი, თავი გაიქნია და ჩაიცინა, იცოდე, არტისტობას არ გა-
დაჰყვეო. ჰო, გულისხმიერებას ვერ დააბრალებ, ისე კი ძალიან მა-
გარი ბიჭია. სკოლაშიც წონა აქვს. ჩვენს ნაკრებში თამაშობს.
თავიდან დრამატულ წრეში ჩაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ სი-
აში ვიას გვარი დავინახე და უცებ მის გვარს ჩემიც მივაწერე. რატომ
– არ ვიცი. ისე მოვახერხეთ, რომ თითქმის მთელი სემესტრის გან-
მავლობაში ერთმანეთს გავურბოდით, თითქოს ნაცნობებიც კი არ
ვიყავით. მერე, ერთხელაც, წრის მეცადინეობაზე ცოტა ადრე მივე-
დი და დეივენპორტმა მთხოვა, საგაზაფხულო სპექტაკლისთვის და-
სადგმელი პიესა – „სპილოკაცა“ – გადააქსეროქსეო. ეს პიესა გა-
გონილი მქონდა, მაგრამ რაზე იყო – არ ვიცოდი. სანამ ქსეროქსი
მუშაობდა, გადავხედე. ერთ კაცზე იყო, სახელად ჯონ მერიკზე, რო-
მელიც ასი წლის წინ ცხოვრობდა და უსაშველოდ მახინჯი იყო.
– ამ პიესას ვერ დავდგამთ, მისტერ დეივერპორტ, – ვუთხარი,
როცა კლასში შევბრუნდი, და ისიც ავუხსენი, რატომ: ჩემს უმცროს
ძმას სახის თანდაყოლილი დეფექტი აქვს და ეს სპექტაკლი მთელი
ჩვენი ოჯახისთვის ტრავმა იქნება-მეთქი. გაღიზიანდა და არც თა-
ნაგრძნობა გამოუხატავს, მაგრამ ვუთხარი, ჩემს მშობლებს სერიო-
ზული პრეტენზიები ექნებათ სკოლასთან, რომელიც ასეთ სპექ-
ტაკლს დგამს-მეთქი. მოკლედ, საბოლოოდ „ჩვენს პატარა ქალაქ-
ზე“ გადაერთო.
ალბათ იმიტომ გადავწყვიტე ემილი გიბსის როლზე ქასთინგში
მონაწილეობა, რომ ვიცოდი, ვიაც აპირებდა. აზრად არ მომსვლია,
რომ ვაჯობებდი და მე დამამტკიცებდნენ.

212
რა მაკლია ყველაზე მეტად

ვია ხომ მაკლია და მაკლია, და არანაკლებ – მისიანები. დედაც


მიყვარს ვიასი და მამაც. ყოველთვის კარგად მხვდებოდნენ და კე-
თილად მექცეოდნენ. ვიცი, რომ ყველასა და ყველაფერზე მეტად
შვილები უყვართ. მათ გვერდით თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი –
უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. რა სა-
ცოდაობაა, არა, სხვის სახლში უფრო დაცული რომ მგონია თავი,
ვიდრე ჩემს საკუთარში?! და, რა თქმა უნდა, ავგიც მიყვარს. შიშითაც
არასოდეს შემშინებია მისი, პატარაობაშიც კი. ზოგი ჩემი მეგობარი
ვერ იჯერებდა, რომ ვიასთან სახლში დავდიოდი. ავგიზე ამბობდნენ,
მაგის შემხედვარეს თმა ყალყზე გვიდგებაო. რა შტერები ხართ-მეთ-
ქი, მოვუჭრიდი. ავგის სახე, თუ მიეჩვევი, არც ისე საშინელია.
ერთადერთხელ დავრეკე ვიასთან შინ, ისიც ავგის მოსაკითხად.
რა ვიცი, იქნებ იმედი მქონდა, ვია მიპასუხებს-მეთქი.
– მაიორ ტომს სალამი! – სულ ამ მეტსახელით მივმართავდი.
– მირანდა! – ისე გაუხარდა ჩემი ხმის გაგონება, რომ გაკვირ-
ვებული დავრჩი, – იცი, ჩვეულებრივ სკოლაში დავდივარ, – მომა-
ხარა.
– მართლა? რა მაგარია! – გავოგნდი. როგორ ვიფიქრებდი, რომ
ჩვეულებრივ სკოლაში მიიყვანდნენ: მშობლები სულ თავზე დაჰკან-
კალებდნენ. ეტყობა, მეგონა, მუდამ პატარა ბიჭი იქნება და ჩემი ნა-
ჩუქარი ჩაფხუტით ივლის-მეთქი. ლაპარაკში მივხვდი, ჩემი და ვიას
დაშორებაზე არაფერი სმენოდა, – დამამთავრებელ სკოლაში სხვა
სიტუაციაა, სულ ნაირ-ნაირ ხალხთან მეგობრობ.
– მეც მყავს მეგობრები ახალ სკოლაში, – მითხრა, – ერთი ბი-
ჭია, ჯეკი, და ერთი გოგო, ჯუნი.
– ასწორებს, ავგი, – ვუთხარი, – მოსაკითხად დაგირეკე. იცოდე,
ძალიან მენატრები და წარმატებებს გისურვებ. როცა მოგინდეს, და-
მირეკე, კარგი? ხომ იცი, რომ მიყვარხარ,
– მეც მიყვარხარ, მირანდა!

213
– ვია მომიკითხე. უთხარი, ენატრები-თქო.
– ვეტყვი. კარგააად!
– კარგად!

შეუდარებელი, მაგრამ ვინ არის დამნახავი

პრემიერაზე ვერც დედაჩემი მოდიოდა და ვერც მამაჩემი: დედა-


ჩემი იმიტომ, რომ სამსახურში რაღაც საქმე გამოუჩნდა, მამაჩემი კი
იმიტომ, რომ მისმა მეორე ცოლმა წუთი წუთზე უნდა იმშობიაროს
და მამა სულ ხაზზეა მისი ზარის მოლოდინში.
ვერც ზეკი: ხელბურთის მატჩი ჰქონდა, კოლეჯის გუნდს ეთამაშე-
ბოდნენ და ვერ გააცდენდა. ის კი არა, მეც მაძალებდა, რა დროს
პრემიერაა, მატჩზე წამოდი და მიგულშემატკივრეო. ცხადია, ჩემმა
„მეგობრებმაც“ მატჩი ამჯობინეს, იმიტომ, რომ იმათი შეყვარებუ-
ლები თამაშობდნენ. ელაც კი არ მოდიოდა: სადაც ყველა, ისიც იქ.
მოკლედ, პრემიერაზე ერთი ახლობელი რა არის, ისიც კი არ
იყო. არადა, მესამე თუ მეოთხე რეპეტიციაზე მივხვდი, რომ კარგი
მსახიობი ვარ. როლს ვგრძნობდი. ტექსტი მესმოდა. რეპლიკებს ისე
წარმოვთქვამდი, თითქეოს ჩემს გონებასა და გულში იბადებოდნენ.
და, არ დავმალავ, ვიცოდი, რომ პრემიერაზე კარგად კი არა,
ბრწყინვალედ ვითამაშებდი. შეუდარებელი ვიქნებოდი, ოღონდ მა-
ყურებელი არ მეყოლებოდა.
სანამ ყველანი კულისებში ვნერვიულობდით და გულში რეპლი-
კებს ვიმეორებდით, ფარდიდან დარბაზში გავიჭყიტე. ხალხი ადგი-
ლებზე სხდებოდა. და, მაშინ იყო, ავგი რომ დავინახე. იზაბელთან
და ნეიტთან ერთად მოაბიჯებდა გასასვლელში. მეხუთე რიგში დაი-
კავეს სამი ადგილი, თითქმის შუაში. ავგის პეპელა-ჰალსტუხი ეკეთა

214
და გახარებული იყურებოდა აქეთ-იქით. ცოტათი გაზრდილიყო მას
მერე, რაც არ მენახა, თმა დაემოკლებინა და ყურსასმენები ეკეთა –
ალბათ სასმენი აპარატი. სახე ოდნავაც არ შეცვლოდა.
დეივენპორტი დეკორატორებს უკანასკნელ შტრიხებს ასწორე-
ბინებდა. ჯასტინი მარცხენა კულისში ბოლთას სცემდა და ნერვიუ-
ლად ბუტბუტებდა.
‒ მისტერ დეივენპორტ, – ვუთხარი ჩემთვის მოულოდნელად, –
მაპატიეთ, მაგრამ დღეს ვერ ვითამაშებ.
დეივენპორტი ნელა შემობრუნდა.
– რაო? – მკითხა.
– მაპატიეთ.
– ხუმრობ, არა?
– არა, უბრალოდ... ცუდად ვარ, – თავდახრილმა წავილუღლუ-
ღე, – მაპატიეთ. სადაცაა, მაღებინებს.
ვტყუოდი.
– ეგ ჩვეულებრივი პანიკაა სცენაზე გასვლის წინ...
– არა! ვერ ვითამაშებ! ხომ გითხარით.
დეივენპორტი გაცეცხლდა:
– მირანდა, აღმაშფოთებელია!
– მაპატიეთ!
დეივენპორტმა ღრმად ჩაისუნთქა, ცდილობდა თავი შეეკავები-
ნა, არადა ისეთი შესახედავი იყო, იფიქრებდით, სადაცაა აფეთქდე-
ბაო. შუბლი ჟოლოსფერი გაუხდა.
– მირანდა, ასეთი საქციელი დაუშვებელია! წადი, ცოტა ხანს
ღრმად ისუნთქე და...
– არ ვითამაშებ! – ხმამაღლა ვთქვი და თვალები ცრემლით ამევ-
სო.
– ძალიან კარგი! – იყვირა და ჩემთვის აღარ შემოუხედავს, – ძა-
ლიან კარგი! – მერე ჩვენს სცენის მხატვარს მიუბრუნდა, – წადი და
გამნათებლის ჯიხურში ოლივია იპოვე! უთხარი, დღეს მირანდას
ცვლი-თქო.
– ბატონო? – ჩაეკითხა დევიდი, რომელიც, საერთოდ, ნელა აზ-

215
როვნებდა.
– დროზე! – შეუყვირა მისტერ დეივენპორტმა, – სირბილით! –
დანარჩენებიც მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა და შემოგვეხვივნენ.
– რა ამბავია? – იკითხა ჯასტინმა.
‒ მოულოდნელი ცვლილებებია, – კბილებში გამოსცრა დეივ-
ენპორტმა, – მირანდა ვერ არის კარგად.
– ავად ვარ, – ვცადე ავადმყოფის ხმით მეთქვა.
– მერე, აქ რაღას უდგახარ? – შემომიყეფა დეივენპორტმა, –
მორჩი ლაპარაკს, გაიხადე კოსტიუმი და ოლივიას მიეცი! გასაგე-
ბია? აბა, ყველანი ადგილებზე! წავედით, წავედით!
სცენის უკან, საგრიმიოროში გავვარდი და კოსტიუმის გახდა და-
ვიწყე. ორ წამში დააკაკუნეს და კარი ვიამ შემოაღო.
– რა ხდება? – მკითხა.
– ჩქარა, ჩაიცვი, – ვუთხარი და კაბა მივაწოდე.
– ავად ხარ?
– ჰო! ჩქარა!
გაოგნებულმა მაისური და ჯინსი გაიხადა და გრძელი კაბა თავზე
გადაიცვა. ბოლომდე ჩამოვუწიე და ზურგზე ელვა შევუკარი. ბედად,
ემილია პირველი ათი წუთის განმავლობაში სცენაზე არ არის, ამი-
ტომ ჩვენმა გრიმიორმა მოასწრო და ჯერ თმა აუწია და დაუმაგრა,
მერე კი ფაცაფუცით დაადო გრიმი. ვია სერიოზული გრიმით არ მე-
ნახა: მოდელს ჰგავდა.
– ტექსტი რომ დამავიწყდეს? – თქვა და სარკეში ჩაიხედა, – შენი
ტექსტი.
– ყველაფერი გამოგივა, – ვუპასუხე.
სარკეში შემომხედა:
– მაგას რატომ შვრები, მირანდა
– ოლივია! – დეივენპორტი იყო, ზღურბლიდან ჩურჩულით ყვი-
როდა, – ორ წუთში გადიხარ. ან ახლა, ან – არასოდეს!
ვია ისე გაჰყვა, პასუხი ვერ გავეცი. თუმცა არც ვიცი, რას ვეტყო-
დი. არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა.

216
სპექტაკლი

სპექტაკლს კულისებიდან, დეივენპორტის გვერდით მდგარმა


ვუყურე. ჯასტინმა საოცრად ითამაშა; იმ ბოლო, გულისგამგმირავ
სცენაში ვიაც შეუდარებელი იყო. ერთ რეპლიკაზე ცოტა წაიფორხი-
ლა, მაგრამ ჯასტინი მიეხმარა და მაყურებლები ვერც კი მიხვდნენ.
მესმოდა, როგორ დუდენებდა დეივენპორტი, კარგია, კარგია, კარ-
გიაო. ის უფრო მეტად ნერვიულობდა, ვიდრე ყველა მისი მოსწავლე
ერთად აღებული: მსახიობები, დეკორატორები, გამნათებლები და
ფარდის ამწევ-დამწევი ბიჭი. გიჟად იყო, ოღონდ მართლა.
ერთადერთხელ ვინანე, რაც ჩავიდინე, თუკი ამას სინანული ერ-
ქვა – სპექტაკლის დაასრულს, როცა მსახიობები თავის დასაკრა-
ვად გამოდიოდნენ. ვია და ჯასტინი სულ ბოლოს გამოვიდნენ და
დარბაზი ფეხზე წამოდგა. აი, მაშინ იყო, რომ რაღაც ტკბილ-მწარე
გრძნობა გამიჩნდა. მაგრამ ორიოდე წუთში ნეიტი, იზაბელი და ავგი
დავინახე, კულისებისკენ მოდიოდნენ, სამივენი სიხარულით ბრწყი-
ნავდნენ. ყველანი ულოცავდნენ მსახიობებს და ზურგზე ხელს უთა-
თუნებდნენ. კულისებში ჩვეული ორომტრიალი იყო, როცა მსახიო-
ბები გაოფლილები და კმაყოფილები დგანან, ხალხი კი მოდის და
რამდენიმე წამის განმავლობაში თაყვანს სცემს. იმ ჭყლეტაში შევ-
ნიშნე, რომ ავგი დაიკარგა. რაც შემეძლო, სწრაფად გავიკვლიე გზა
და ზურგიდან მივადექი.
– ჰეი, – დავუძახე, – მაიორო ტომ!

217
სპექტაკლის შემდეგ

ვერ ავხსნი, ასე ძალიან რად გამიხარდა ამდენი ხნის შემდეგ ავ-
გუსტის დანახვა და რად გამითბა გული, როცა ჩამეხუტა.
– არ მჯერა: როგორ გაზრდილხარ!
– მე მეგონა, სპექტაკლში იქნებოდი.
– ხალისი არ მქონდა, მაგრამ ვიამ მაგრად ითამაშა, არა?
თავი დამიქნია. ორ წამში იზაბელმა მოგვაგნო.
– მირანდა! – წამოიძახა გახარებულმა და ლოყაზე მაკოცა,მერე
ავგუსტს მიუბრუნდა, – იცოდე, ასე აღარ გაქრე.
‒ მე კი არა, შენ გაქრი, – მიუგო ავგიმ.
– როგორ ხარ? – მკითხა იზაბელმა, – ვიამ გვითხრა, უქეიფოდ
გახდაო...
– რა შედარებაა, – ვუპასუხე.
– დედა აქ არის?
– არა, სამსახურშია, ჰოდა, მაინცდამაინც არ მწყენია, რომ ვერ
ვითამაშე, – არ ვტყუოდი, – თანაც, კიდევ ორი სპექტაკლი გვექნება.
თუმცა, ალბათ ისეთი კარგი ემილი ვერ ვიქნები, როგორიც ვია იყო
ამ საღამოს.
ნეიტი მოვიდა და ჩვენ შორის იგივე დიალოგი გამეორდა. მერე
იზაბელმა თქვა:
– მოიხედე, სავახშმოდ მივდივართ, პრემიერა უნდა აღვნიშნოთ.
ხომ გაქვს ჩვენთან ერთად წამოსვლის ღონე? ძალიან გაგვიხარდე-
ბა!
– უი, ვერა... – დავიწყე.
– გეეეხვეწები! – გააგრძელა ავგუსტმა.
– შინ ვარ წასასვლელი.
– იცოდე, არ მოგეშვებით, – გამიღიმა ნეიტმა.
ამ დროს ვია, ჯასტინი და ჯასტინის დედა მოვიდნენ. ვიამ წელზე
მომხვია ხელი.
– მოდიხარ, აბა რა! – ღიმილით მითხრა, ძველებური ღიმილით.
ხალხში გზა გავიკვლიეთ, გავედით და, უნდა გამოვტყდე, ძალი-

218
ან, ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად იყო, რომ სრულიად ბედ-
ნიერად ვიგრძენი თავი.

219
ნაწილი მერვე

ავგუსტი
შენ ცას მისწვდები.
მაშ, გაფრინდი ... ლამაზო ბავშვო!

ეურიტმიკსი, „ლამაზი ბავშვი"

220
მეხუთეკლასელების ტურისტული
ბანაკი

ყოველ გაზაფხულზე ბიჩერის სკოლის მეხუთეკლასელები სამი


დღითა და ორი ღამით მიჰყავთ პენსილვანიაში, ბროურვუდის ნაკ-
რძალში. სკოლის ავტობუსით იქამდე ოთხი საათის გზაა. ძილით
კოტეჯებში, ორიარუსიან საწოლებზე სძინავთ. კოცონებზე ზეფირს
წვავენ და ტყეში სეირნობენ. მასწავლებლები მთელი წელია, ამ ამ-
ბისთვის გვამზადებენ, ჰოდა, რა ხანია ყველანი დღეებს ითვლიან –
ჩემ გარდა. არა, დღეებს მეც ვითვლი, ოღონდ საქმე ის არის, რომ
აქამდე სახლის გარდა ღამე არსად გამითევია და, ცოტა არ იყოს,
ვნერვიულობ.
ჩემი ხნის ბავშვების უმეტესობა ბევრჯერ ყოფილა სტუმრად ღა-
მისთევით. ბევრს ზაფხულის ბანაკებში დაუსვენია ან ბებია-ბაბუას-
თან დარჩენილა ან კიდევ – რამე ეგეთი. მე კი – არა, თუ საავადმყო-
ფოს არ ჩავთვლით, მაგრამ ღამით დედა ან მამა იქაც სულ ჩემთან
რჩებოდა. არც ბებიასა და ბაბუასთან გამითევია ღამე და არც დეიდა
კეიტისა და ძია პოს სახლში.
მიზეზი, მეტწილად, ჩემი თანმხლები სამედიცინო აღჭურვილობა
იყო, მაგალითად – ტრაქეის მილაკი, რომელსაც საათში ერთხელ
სჭირდებოდა გაწმენდა ან – საკვები ზონდი, რომელიც, თუ გამომ-
ძვრებოდა, ადგილზე უნდა ჩაგედგა. მერე კი, როცა წამოვიზარდე,
მე თვითონვე არ მიმიწევდა გული სხვაგან დასარჩენად. ისე, ერ-
თხელ, კინაღამ ქრისტოფერის სახლში გავათიე ღამე. ასე, რვა წლი-
სები ვიყავით, ჯერაც ახლო მეგობრები. სტუმრად მივედით და მე და
ქრისტოფერი ისე გავერთეთ ლეგოს „ვარსკვლავური ომების“ ფი-
გურებით, რომ როცა დრო დადგა, წასვლა აღარ მომინდა. ქრისტო-
ფერიც იხვეწებოდა, დარჩეს, რა, ავგი, რა მოხდებაო! მშობლები
დაგვთანხმდნენ და დედა, მამა და ვია შინ წავიდნენ. მე და ქრისტო-
ფერი შუაღამემდე ვთამაშობდით, მერე დედამისმა, ლიზამ, გვით-
ხრა, გეყოფათ, ბიჭებო, დაწოლის დროაო. ჰოდა, აქ იყო, რომ დავ-

221
პანიკდი. ლიზამ სცადა ლოგინში ჩავეწვინე, მაგრამ ტირილი მოვ-
რთე, სახლში მინდა-მეთქი. მოკლედ, ღამის პირველზე ლიზამ ჩვე-
ნებს დაურეკა და მამა ბრიჯპორტში მობრუნდა ჩემს წასაყვანად. შინ
ღამის სამზეღა მოვედით. მოკლედ, სხვაგან ღამისთევის ერთადერ-
თი ცდა კატასტროფით დამთავრდა, ამიტომაა, რომ ბანაკის ამბავი
ცოტათი მანერვიულებს.
მეორე მხრივ, ერთი სული მაქვს, როდის წავალ.

რამით ცნობილი

დედას ვთხოვე, ახალი გორგოლაჭქებიანი ჩანთა მიყიდე-მეთქი,


იმიტომ, რომ ძველზე „ვარსკვლავური ომების“ სურათია, და ცივი
უარი ვთქვი, მეხუთეკლასელების ბანაკში მაგით არ წავალ-მეთქი.
„ვარსკვლავური ომები“ ძალიან კი მიყვარს, მაგრამ არ მინდა, სკო-
ლაში მაგით ვიყო ცნობილი. საშუალო სკოლაში ყველა რაღაცითაა
ცნობილი; მაგალითად, ნამი ზღვებისა და ოკეანეების მცოდნეა;
ამოსი – მეხუთეკლასელებში ყველაზე კარგი ბეისბოლისტი; შარ-
ლოტი, ექვსი წლისა რომ იყო, სატელევიზიო რეკლამაში გადაიღეს;
ქსიმენა კი ტვინიკოსია.
ამით იმისი თქმა მინდა, რომ საშუალო სკოლაში შენი გატაცე-
ბებით ხდები ცნობილი, ამიტომ ცოტა სიფრთხილე გმართებს. აი,
მაგალითად, მაქს გ. და მაქს ვ. სამუდამოდ „ქვესკნელისა და დრა-
კონების“ თავგადაკლულ მოთამაშეებად დარჩებიან.
ამიტომაა, რომ მინდა ცოტათი მაინც გავერიდო „ვარსკვლავურ
ომებს“. სიყვარულით მუდამ მეყვარება, როგორც იმ ექიმს, სასმენი
აპარატი რომ ჩამირთო. უბრალოდ, არ მინდა, რომ საშუალო სკო-
ლაში მაგით მიცნობდნენ. ჯერ ვერ გადამიწყვეტია, რით მინდა ვიყო
ცნობილი, მაგრამ „ვარსკვლავური ომებით“ – ნამდვილად არა.

222
არა, მთლად ეგრეც კი არ არის: ვიცი, ვიცი, სინამდვილეში რი-
თაც ვარ ცნობილი, მაგრამ სახეს ვერ შევიცვლი, სამაგიეროდ,
„ვარსკვლავური ომების" გორგოლაჭებიანი ჩანთის შეცვლა ხომ მა-
ინც შემიძლია.

ჩაბარგება

გამგზავრების წინა საღამოს დედა ჩაბარგებაში მეხმარებოდა,


რა ტანსაცმლის წაღებასაც ვაპირებდი, ჩემს საწოლზე ელაგა. დედა
ყველაფერს ფაქიზად კეცავდა და სათითაოდ დებდა ჩანთაში, მე კი
თვალს ვადევნებდი. სხვათა შორის, ჩანთა ლურჯი იყო, სადა – არც
წარწერა ჰქონდა და არც ნახატი.
– ღამით რომ არ დამეძინოს? – ვკითხე.
– წიგნი წაიღე და თუ ძილი გაგიკრთა, ჩართავ ფარანს და ცო-
ტას წაიკითხავ, სანამ თვალები არ დაგეხუჭქება, – მიპასუხა.
თავი დავუქნიე.
– და თუ ცუდი სიზმარი ვნახე?
– მასწავლებლები ხომ იქ გეყოლებიან, საყვარელო. და ჯეკი.
დანარჩენი მეგობრებიც.
– მოდი, ბუბუს წავიღებ, – ვთქვი.
პატარაობაში ბუბუ ჩემი საყვარელი ფუმფულა სათამაშო იყო –
რბილი, შავი, შავცხვირა დათუნია.
– ჰო, მაგრამ ლოგინში ხომ დიდი ხანია, აღარ იწვენ, – გაუკვირ-
და დედას.
– არა, მაგრამ ტუმბოშია და მაშინ ვიწვენ,თუ, ვთქვათ, ღამით გა-
მეღვიძა და ძილი ვერ შევიბრუნე, – ავუხსენი, – ჩანთაში ჩავმალავ,
ვინ რას გაიგებს.
– მაშინ, ეგრე ვქნათ, – თავი დამიქნია დედამ და ტუმბოდან ბუ-

223
ბუ გამოიღო.
– აფსუს, რომ მობილურების წაღება არ შეიძლება! – ვთქვი.
– მართლაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგ დროს გაატარებ,
ავგი. ბუბუს წაღება ნამდვილად გინდა?
– ჰო, ოღონდ ქვემოთ ჩადე, რომ არავინ დაინახოს.
დედამ ბუბუ ჩანთაში ჩამალა და ზემოდან ჩემი მაისური დაადო.
– რა ამბავია ორი დღისთვის ამდენი ტანსაცმელი!
– სამი დღის და ორი ღამისთვის, – შევუსწორე.
– ჰო, – ღიმილით დამიქნია თავი, – სამი დღისა და ორი ღამის-
თვის, – მერე ჩანთა შეკრა და ასწია, – მაინცდამაინც მძიმე არ არის.
აბა, სცადე.
ჩანთა ავწიე.
– კარგი, – მხრები ავიჩეჩე.
დედა საწოლზე ჩამოჯდა.
‒ მოიცა, „იმპერიის საპასუხო დარტყმის“ პლაკატი რა იქნა?
– რა ხანია, ჩამოვხსენი, – მივუგე.
თავი გაიქნია:
– უყურე, ერთი! აქამდე არ შემიმჩნევია.
– იცი, რა არის? ვცდილობ, იმიჯი შევიცვალო, – ავუხსენი.
‒ კი, ბატონო, – გამიღიმა, თითქოს გაიგოო, – ჰო, მართლა, საყ-
ვარელო: პირობა მომეცი, რომ კოღოების საწინააღმდეგო სპრეის
შეისხურებ, კარგი? განსაკუთრებით – ფეხებზე და, განსაკუთრებით
– ტყეში რომ წახვალთ. აი, აქ დევს, წინა განყოფილებაში.
– კარგი.
– მზისგან დამცავი სპრეიც შეისხურე, – მითხრა, თორემ მზის
დარტყმას მიიღებ. და არრ და-გა-ვიწ-ყდეს: საცურაოდ წასვლამდე
სასმენი აპარატი მოიხსენი.
– და, თუ არა? დენი დამარტყამს და მომკლავს?
– არა, მამა მოგკლავს, იმიტომ, რომ ამნაირი რაღაცეები მთე-
ლი ქონება ღირს, – გაეცინა დედას, – საწვიმარსაც წინა განყოფი-
ლებაში ვდებ. რაც წეღან გითხარი, წვიმასაც ეხება, ავგი, გაიგე? თუ
წამოწვიმს, იცოდე, კაპიუშონი წამოიხურე, რომ სასმენი აპარატი არ

224
დაგისველდეს, ხომ?
– მესმის, სერ! – სამხედრო სალამი მივეცი.
დედას გაეღიმა და ჩამიხუტა.
– წელს როგორ გაიზარდე, ავგი! არც კი მჯერა, – ალერსიანად
მითხრა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
– გავმაღლდი?
– აშკარად, – თავი დამიქნია.
– კლასში რომ მაინც ყველაზე დაბალი ვარ?
– ისე, სიმაღლეში გაზრდა არ მიგულისხმია, – გაეღიმა.
– იქაურობა რომ არ მომეწონოს?
– ძალიან კარგ დროს გაატარებ, ავგი.
თავი დავუქნიე. ადგა და სწრაფად მაკოცა შუბლზე.
– კარგი, ახლა კი ძილის დროა.
– რა დროს ძილია, ცხრა საათია, დე!
– ავტობუსი დილის ექვსზე გადის, ხომ არ დააგვიანებ! მოდი,
დროზე. კბილები გამოიხეხე?
თავი დავუქნიე და ლოგინში ჩავწექი. თვითონაც დააპირა გვერ-
დით მომწოლოდა.
– დღეს ნუ დამაძინებ, დე. მე თვითონ წავიკითხავ, სანამ თვალე-
ბი არ დამეხუჭება.
– მართლა? – გაუკვირდა დედას, ხელზე ხელი მომიჭირა და მა-
კოცა, – მაშ კარგი, ღამე მშვიდობისა, საყვარელო, და ტკბილი სიზ-
მრები!
– შენც.
საწოლთან მდგარი ღამის ლამპა ამინთო.
– წერილებს მოგწერ, – ვუთხარი, როცა გადიოდა, – თუმცა შე-
იძლება იმ წერილებს მე ჩამოვასწრო.
– ჰოდა, ერთად წავიკითხოთ, – მითხრა და ჰაეროვანი კოცნა გა-
მომიგზავნა.
ოთახიდან რომ გავიდა, ტუმბოდან „ლომი, კუდიანი და ტანსაც-
მლის კარადა” ავიღე და ვკითხულობდი, სანამ არ დამეძინა.
„...კუდიანმა ძველისძველი მაგია იცის, მაგრამ უფრო ძველიც არსებ-

225
ობს, რომლისაც არაფერი გაეგება. მისი ცოდნა მხოლოდ დროის დასა-
ბამს სწვდება, არადა უფრო შორს რომ გადაეწვდინა თვალი, მდუმარება-
სა და წყვდიადში, რაც დროის დასაბამამდე სუფევდა, სულ სხვა მაგიურ
ნიშნებს ამოიკითხავდა“.

განთიადი

მეორე დღეს უთენია გამეღვიძა. ოთახში ჯერაც ბნელოდა, გა-


რეთ – უფრო, არადა მაინც ვიგრძენი, რომ მალე ინათებდა. გვერ-
დზე გადავბრუნდი, მაგრამ არ მეძინებოდა. და ამ დროს იყო, რომ
ჩემს საწოლთან მჯდარი დეიზი დავინახე. არა, დეიზი რომ არ იყო,
ვიცოდი, მაგრამ წამით რაღაც ჩრდილი დავლანდე, რომელიც ზუს-
ტად დეიზის ჰგავდა. იმ წუთში ვფიქრობდი, სიზმარი არ არის-მეთქი,
მაგრამ ახლა, ამ გადასახედიდან, ვიცი, რომ სიზმარი იქნებოდა. მის
დანახვას სულაც არ დავუღონებივარ: პირიქით, სასიამოვნო შეგ-
რძნებებით ამავსო. წამიც და – გაქრა, სიბნელეში ვეღარ ვარჩევდი.
ოთახი ნელ-ნელა ნათდებოდა. სასმენ აპარატს გადავწვდი და
გავიკეთე. ახლა კი მართლა ყველაფერმა გაიღვიძა. ქუჩიდან ნაგვის
მანქანების ბრახუნი ისმოდა, უკანა ეზოდან – ჩიტების ჭიკჭიკი დე-
რეფნიდან დედას მაღვიძარას წრიპინი მომესმა. დეიზის აჩრდილმა
შინაგანად გამაძლიერა: ვიცოდი, სადაც გინდა წავსულიყავი, გვერ-
დით მეყოლებოდა.
ლოგინიდან ავდექი, მაგიდასთან მივედი და დედას რაღაც დავუ-
წერე. მერე სასტუმრო ოთახში გავედი, სადაც კართან ჩემი ჩანთა
იდო. გავხსენი და შიგ მანამ ვაფათურე ხელი, სანამ ის არ ვიპოვე,
რასაც ვეძებდი.
ბუბუ ჩემს ოთახში დავაბრუნე, ჩემს ლოგინში ჩავდე და მკერდზე

226
სკოჩით მივამაგრე დედასთვის მიწერილი პატარა წერილი. მერე სა-
ბანი გადავაფარე, დედამ ცოტა მერე იპოვოს-მეთქი. წერილში ეწე-
რა:
„ჩემო კარგო დე! მე ბუბუ არ მჭირდება, მაგრამ თუ მოგენატრე, შენ
თვითონ ჩაიწვინე ლოგინში. გკოცნი, ავგი“.

პირველი დღე

ავტობუსში დრო სწრაფად გადიოდა. მე ფანჯარასთან ვიჯექი, ჯე-


კი – ჩემ გვერდით, გასასვლელთან. ჩვენ წინ ჯუნი და მაია ისხდნენ.
ყველანი კარგ გუნებაზე ვიყავით, ვხმაურობდით და წამდაუწუმ ვი-
ცინოდით. მაშინვე შევნიშნე, რომ ჯულიანი ჩვენს ავტობუსში არ იჯ-
და, თუმცა ჰენრი და მაილზი აქ იყვნენ. ვიფიქრე, მეორე ავტობუსში
იქნება-მეთქი, მაგრამ მერე მომესმა, მაილზი ამოსს ეუბნებოდა, ჯუ-
ლიანი არ წამოვიდა, იმიტომ, რომ ამბობს, ეს ბანაკები (სიტყვასიტ-
ყვით ვიმეორებ) სრული დებილობააო. სიხარულით კინაღამ შევ-
ხტი, იმიტომ, რომ ჯულიანთან ზედიზედ სამ დღეს – და ორ ღამეს –
ურთიერთობა მთავარი მიზეზი იყო იმისა, რატომაც მანერვიულებ-
და ეს ექსკურსია. და, რაკი ის არ იქნებოდა, მეც თავისუფლად ამო-
ვისუნთქავდი და არაფრის დარდი არ მექნებოდა.
ნაკრძალში ასე, შუადღისას მივედით. ბარგი კოტეჯებში დავაბი-
ნავეთ. თითო ოთახში სამი ორიარუსიანი საწოლი იდგა. მე და ჯეკმა
„ჯეირანი“ ვითამაშეთ, ზემოთ ვინ დაწვესო, და მე მოვიგე, ვაშაა!
ჩვენთან ერთად ოთახში ნამი, ტრისტანი, პაბლო და ნინო იყვნენ.
მთავარ კოტეჯში ვისადილეთ და ტყეში წავედით, ორსაათიან
ლაშქრობაში გამყოლი გვახლდა. ეს ტყე, ცენტრალურ პარკში რომ

227
ტყეა, ისეთი არ გეგონოთ – ნამდვილია: ვეებერთელა ხეები, რო-
მელთა ქვეშ მზის შუქი თითქმის არ აღწევს, ჩამოცვენილი ფოთლე-
ბის გროვები და წაქცეული ხეები. ფრინველების ჩხავილი, ჭიკჭიკი
და ხმამაღალი ძახილი. გარს მსუბუქი, მოცისფრო კვამლივით ნის-
ლი გვეხვია, მაგარი იყო. გამყოლი ყველაფერს გვაჩვენებდა: სხვა-
დასხვა ხეებს, წაქცეული ხეების ქვეშ დაბუდებულ მწერებს, ირმისა
და დათვის ნაკვალევს. გვიხსნიდა, რა ჩიტები უსტვენდნენ და სად
უნდა მოგვეძებნა ისინი. მივხვდი, რომ ჩემი ბიონიკური ყურების
წყალობით სხვებზე უკეთესად მესმოდა, იმიტომ, რომ მე პირველი
ვიგებდი ყოველი ახალი ჩიტის ხმას.
გაწვიმდა და ბანაკისკენ გამოვბრუნდით. საწვიმარი გადავიცვი
და სასმენ აპარატზე კაპიუშონი გადმოვიფარე, რომ არ დამსველე-
ბოდა. თუმცა, კოტეჯებს რომ მივაღწიეთ, ჯინსი და ფეხსაცმელი კარ-
გა მაგრად მქონდა დამბალი, დანარჩენი ბავშვები მთლად გასაწუ-
რები იყვნენ. სამაგიეროდ, მაგრად გავერთეთ: კოტეჯში სველი წინ-
დებით დავერიეთ ერთმანეთს.
კარგა ხანს წვიმდა და თითქმის მთელი ნაშუადღევი გასართობ
ოთახში მოგვიწია ყოფნა. პინგ-პონგის მაგიდა ედგათ და ძველის-
ძველი არკადული თამაშები ჰქონდათ – Pac-Man-ისა და Missile
Comand-ის მაგვარი. ვახშმობამდე ვთამაშობდით. ბედად, წვიმამაც
გადაიღო და ნამდვილი კოცონი გავაჩაღეთ. კოცონის გარშემო დაყ-
რილი მორები ჯერაც ნესტიანი იყო, მაგრამ ქურთუკები დავაფინეთ
და დავსხედით. კოცონზე ზეფირი შევწვით და ისეთ გემრიელ შებრა-
წულ სოსისებს გეახელით, ჩემს დღეში რომ არ მიჭამია. რაც დედამ
კოღოებზე მითხრა, მართალი გამოდგა: ტონობით დაგვტრიალებ-
დნენ. კიდევ კარგი, კოტეჯიდან გამოსვლამდე სპრეი შევისხი და,
ზოგი ჩემი კლასელისგან განსხვავებით, თავი ცოცხლად არ შევაჭ-
მევინე.
რა კარგი იყო დაბნელებულზე კოცონთან ჯდომა! რა ლამაზად
მიფრინავდნენ ნაპერწკლები ჰაერში და რა უკვალოდ ქრებოდნენ
ბნელში! რა იდუმალად ანათებდა ალი სახეებს! ცეცხლის ტკაცატკუ-
ციც მომწონდა. ტყე ისე ჩაბნელებულიყო, გარშემო არაფერი ჩანდა,

228
სამაგიეროდ, აიხედავდი და ცაში მილიარდობით ვარსკვლავს და-
ინახავდი. არც ცა ჰგავდა ნორთ-რივერ-ჰაიტსის ცას, სამაგიეროდ,
მონტოკის ცა მომაგონა – თითქოს შავ, პრიალა მაგიდაზე მარილი
მოუფრქვევიათო.
კოტეჯში ისეთი დაღლილი მივედი, დასაძინებლად არავითარი
წიგნი არ დამჭირვებია, ბალიშზე თავის დადება ვერ მოვასწარი,
რომ დამეძინა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შეიძლება ვარსკვლავე-
ბი დამესიზმრა.

პოლიგონი

მეორე დღე პირველს არ ჩამოუვარდებოდა. დილით ცხენებით


ვისეირნეთ, შუადღისას კი უშველებელ ხეებზე ავძვერით – გამყო-
ლები მოგვეხმარნენ. ვახშმობისთვის, კოტეჯებში რომ დავბრუნ-
დით, ისევ ქანცგაწყვეტილები ვიყავით. ნავახშმევს გვითხრეს, ერთი
საათი გაქვთ დასასვენებლად, მერე კი ავტობუსებით წავალთ ბანა-
კის „პოლიგონზე“ – თხუთმეტი წუთის სავალია – და ღია ცის ქვეშ
„კინოღამე“ გელითო.
აქამდე დედასთვის, მამასა და ვიასთვის წერილის მიწერა ვერ
მოვახერხე, ჰოდა ახლა მივწერე სამივეს ერთად და ვუამბე, რა ვა-
კეთეთ იმ დღეს და წინა დღეს. ასე, რვის ნახევარი იქნებოდა. ბალახ-
ზე გრძელი ჩრდილები გაწოლილიყო, ღრუბლებს ვარდისა და ნა-
რინჯის ფერები დასდებოდა. გეგონებოდა, ვინმემ პასტელი აიღო და
ცაზე თითებით მიდღაბნ-მოდღაბნაო. განა ქალაქში არ მინახავს
ლამაზი დაისები! მინახავს (ოღონდ შენობებით დაფლეთილი), მაგ-
რამ გარშემო ამდენ ცას მიჩვეული არ ვიყავი. მივხვდი, რატომ ეგო-
ნათ ძველად, რომ დედამიწა ბრტყელია, ცა კი – გუმბათი. სწორედ
ასე გეგონებოდა პოლიგონზე, ამ ვეებერთელა მინდვრის შუაგულ-

229
ში მდგარს.
ჩვენ სხვა სკოლებზე ადრე მივედით, ამიტომ სანამ მასწავლებ-
ლები გვეტყოდნენ, კარგი ადგილები დაიკავეთ და საძილე ტომრები
ძირს გაშალეთო, მინდორზე სირბილით ვიჯერეთ გული. მერე გავ-
ხსენით ტომრები და შუა მინდორში აღმართული უზარმაზარი ეკრა-
ნის წინ ბალახზე გავშალეთ – როგორც პლედები პიკნიკზე. მერე
მინდვრის კიდეში მდგარ სურსათის ფურგონებთან მივედით, რომ
ფილმის დაწყებამდე სასუსნავი და გაზიანი სასმელი მოგვემარაგე-
ბინა. დახლებიც იყო, როგორც ფერმერთა ბაზარში, სადაც მოხალუ-
ლი არაქისი და ბამბის ნაყინი იყიდებოდა. ცოტა მოშორებით, ბაზ-
რობებზე რომ გაშლიან ხოლმე, ისეთი ფარდულები იდგა, სადაც, მა-
გალითად, ფუმფულა სათამაშოს მოიგებდი, თუკი ბურთს კალათაში
ჩააგდებდი. მე და ჯეკმა ვცადეთ და არ გამოგვივიდა. სამაგიეროდ
თქვეს, ამოსმა ყვითელი ბეჰემოთი მოიგო და ქსიმენას აჩუქაო. ამა-
ზე დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა: კუნთა და ტვინიკოსიო.
სურსათის ფურგონებთან თუ დადგებოდი, ეკრანის უკან სიმინ-
დის ყანას დაინახავდი – დაახლოებით მინდვრის მესამედს ფარავ-
და. დანარჩენ მინდორს ტყე ერტყა გარს. მზე თანდათან დაბლა ეშ-
ვებოდა და ტყის პირას მდგარი მაღალი ხეები მუქლურჯად იფერე-
ბოდა.
სხვა სკოლების ავტობუსებიც რომ მოვიდა, ჩვენ უკვე ჩვენ-ჩვენს
საძილე ტომრებზე ვიყავით წამოწოლილები, პირდაპირ ეკრანის
წინ: მთელ მინდორში საუკეთესო ადგილებზე. ყველანი ნაირ-ნაირ
გემრიელობებს ვაწვდიდით ერთმანეთს და კარგ დროს ვატარებ-
დით. მე, ჯეკი, ჯუნი, ნამი და მაია „ერუდიტს“ ვთამაშობდით. გვესმო-
და, როგორ მოდიოდნენ აქეთ-იქიდან სხვა სკოლების ბავშვები –
ხმამაღალი სიცილითა და ლაპარაკ-ლაპარაკით, მაგრამ დანახვით
ვერ ვხედავდით. მართალია, ცა ჯერაც ნათელი იყო, მაგრამ მზე ჩა-
ვიდა, ღრუბლები ჩრდილებს დაემგვანა, ქვემოთ კი, მიწაზე, ყველა-
ფერს იისფერი დაედო. უკვე კარტის დანახვაც კი გვიჭირდა.
მერე მინდვრის კიდეებში ერთბაშად, სრულიად მოულოდნელად
აინთო ფარნები. სტადიონის პროჟექტორები გეგონებოდა.

230
„მესამე დონის ახლო კონტაქტების“ ის სცენა გამახსენდა, სადაც
უცხოპლანეტელთა ხომალდი ჯდება და აი, ეს მუსიკა გაისმის: „ტა-
ტა-დან-ტა-დან“, მთელ მინდორში ტაშმა და ჟივილ-ხივილმა იფეთ-
ქა, თითქოს მართლა დიდი რაღაც მოხდაო.

დაიცავით ბუნება

პროჟექტორების გვერდით მდგარი ვეება რეპროდუქტორები-


დან ქუხილივით გაისმა:
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! მოგესალმებით ბროურვუ-
დის ნაკრძალის ოცდამესამე „კინოღამის“ სტუმრებს. სალამი... უი-
ლიამ ჰითის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს,– მინ-
დვრის მარცხენა მხრიდან ტაში და ვაშა გაისმა, – სალამი...გლოვე-
რის აკადემიის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, – ახლა მარჯვე-
ნა მხარეს ატყდა ტაში და შეძახილები, – და სალამი... ბიჩერის სკო-
ლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს! – ბოლოს ჩვენც ავტეხეთ
ტაშისკვრა და მთელი ხმით ავყვირდით, – მოხარული ვართ, რომ
დღეს ჩვენი სტუმრები ბრძანდებით და რომ ამინდმაც ხელი შეგვიწ-
ყო. მართლაც, რა საოცარი ღამეა, არა? – ახლა საყოველთაო წი-
ვილ-კივილი ატყდა, – ყურადღება! სანამ ფილმის გასაშვებად ვემ-
ზადებით, გთხოვთ რამდენიმე წუთით ყურადღება მოგვაპყროთ და
მნიშვნელოვანი განცხადება მოისმინოთ. როგორც იცით, ბროურ-
ვუდის ნაკრძალი გამუდმებით ზრუნავს ჩვენი ბუნებრივი რესურსე-
ბისა და გარემოს დაცვაზე.
გთხოვთ, ნაგავს ნუ დაყრით, თქვენი წასვლის შემდეგ სრული
წესრიგი უნდა დატოვოთ. დაიცავით ბუნება და ისიც დაგიცავთ. ნუ
გადახვალთ კიდეებში ჩარიგებული ნარინჯისფერი კონუსების მიღ-
მა. სიმინდის ყანასა და ტყეში სიარული აკრძალულია.

231
გთხოვთ, მინიმუმამდე შეზღუდოთ ტერიტორიაზე გადაადგილე-
ბა, ფილმის ყურება რომც არ გინდოდეთ, თავაზიანობა გამოიჩინეთ
და სხვებს ხელს ნუ შეუშლით: თავი შეიკავეთ საუბრის, მუსიკის მოს-
მენისა და სირბილისაგან. ტუალეტები სავაჭრო ფარდულების
გვერდითაა განლაგებული. ფილმის დასრულების შემდეგ სიბნელე
იქნება, ამიტომ ყველას გთხოგთ, არ მოშორდეთ თქვენს მასწავ-
ლებლებსა და თანაკლასელებს, რათა სიბნელეში მშვიდობიანად
მიხვიდეთ ავტობუსებამდე. მასწავლებლების საყურადღებოდ: ბრო-
ურვუდის „კინოღამის“ განმავლობაში ერთი ადამიანი მაინც იკარ-
გება. შეეცადეთ, ეს ადამიანი თქვენი მოსწავლე არ აღმოჩნდეს. ახ-
ლა კი – ფილმი. დღეს გიჩვენებთ... „მუსიკის ჰანგებს“!
მაშინვე ტაში დავცხე, თუმცა „მუსიკის ჰანგები“ რამდენჯერმე
მქონდა ნანახი, იმიტომ, რომ ვიას ყველა დროის საყვარელი ფილ-
მია. არადა, ჩემდა გასაკვირად, ბლომად ხალხმა (ოღონდ, არა ბი-
ჩერის სკოლიდან) ყვირილი, სტვენა და სიცილი ატეხა.
მოედნის მარჯვენა მხრიდან ვიღაცამ გაზიანი სასმელის ქილაც
კი ესროლა ეკრანს, რამაც, ეტყობა, მისტერ ტაკუნმენი გააკვირვა:
დავინახე, წამოდგა და იქით გაიხედა, საიდანაც ქილა გამოფრინდა,
თუმცა იმ სიბნელეში რას გაარჩევდა!
ფილმი დაიწყო. პროჟექტორების შუქი ჩაინავლა. მონაზონი მა-
რია მთის მწვერვალზე იდგა და ტრიალებდა. ერთბაშად აცივდა.
მონტოკში ნაყიდი ყვითელი კაპიუშონიანი ჯემპრი ჩავიცვი, სასმენ
აპარატში ხმა დავარეგულირე, ზურგჩანთას მივაწექი და ყურება და-
ვიწყე.
„ხმებით ავსილა ბორცვები“...

232
ხმებით ავსილა ტყეები

ფილმის მოსაწყენ ადგილას, სადაც ბიჭი, სახელად როლფი და


უფროსი გოგო მღერიან: „თექვსმეტისა ხარ, ჩვიდმეტის ხდები“ ჯეკ-
მა მუჯლუგუნი წამკრა:
– ძმაო, ტუალეტში მინდა.
ავდექით და წავედით: საძილე ტომრებზე მჯდარ ან წამოწოლილ
ჩვენს კლასელებს ხან აქედან ვუვლიდით გვერდს და ხან – იქიდან.
ჯუნს რომ გავუარეთ, ხელი დაგვიქნია და ჩვენც დავუქნიეთ.
რა თქმა უნდა, ტუალეტებთან უსასრულო რიგი იდგა.
– არა, არა, ჯობია ხე ვიპოვოთ, – თქვა ჯეკმა.
– კარგი, რა, ჯეკ! რა ხე! – შევიცხადე, – მოვიცადოთ.
მაგრამ ჯეკმა უკვე ტყის პირას მდგარი ხეებისკენ დაადო თავი –
ნარინჯისფერი კონუსების მიღმა, სადაც საგანგებოდ აგვიკრძალეს
გასვლა. და, რა თქმა უნდა, მეც მივყევი, და, რა თქმა უნდა, ფარნები
არ გვქონდა, იმიტომ, რომ წამოღება დაგვავიწყდა. უკვე ისე ბნელო-
და, ათ ნაბიჯზე არაფერი ჩანდა. კიდევ კარგი, ეკრანიდან მაინც მო-
დიოდა ცოტა სინათლე, ჰოდა, როცა ტყიდან ჩვენკენ მომავალი
ფარნის შუქი დავინახეთ, მაშინვე ვიცანით, ვინც იყვნენ: ჰენრი, მა-
ილზი და ამოსი. ეტყობა, არც მათ მოუნდათ ტუალეტის რიგში დგო-
მა.
მაილზი და ჰენრი ჯერაც არ ელაპარაკებოდნენ ჯეკს, ამოსი კი
ცოტა ხნის წინ მორჩა ჩვენთან ომიანობას და, როცა ჩაგვიარეს, თა-
ვი დაგვიქნია.
– ტყეში დათვია, ფრთხილად იყავით! – მოგვაძახა ჰენრიმ, და
მან და მაილზმა სიცილ-სიცილით განაგრძეს გზა.
ამოსმა მოგვხედა და თავი გაიქნია, ვითომ – ამათ ყურს ნუ უგდებ-
თო.
მე და ჯეკმა ცოტაც გავიარეთ და შუაგულ ტყეში ამოვყავით თავი.

233
მერე ჯეკმა იდეალური ხე მონახა და ბოლოს და ბოლოს ქნა ის, რის-
თვისაც მოვედით, თუმცა უსაშველოდ კი გაუგრძელდა.
ტყე უცნაური ხმებით, ჟღურტულითა და ყიყინით იყო სავსე, თით-
ქოს ხეებიდან ხმაურის კედელი მოიწევსო. მერე შორიახლო ხმამა-
ღალი ბათქაბუთქი გავიგონეთ, გეგონება სათამაშო დამბაჩას ის-
ვრიანო. ეს უკვე არანაირად არ იყო მწერების ხმები. შორიდან კი,
თითქოს სხვა პლანეტიდან, მოისმოდა: „ცვრიანი ვარდი და ულვაშა
კნუტი“.
– უჰ, ასე არა ჯობს?! – შვებით ამოისუნთქა ჯეკმა და შარვალი
შეიკრა.
– ახლა მეც მომინდა, – ვთქვი და უახლოეს ხეს მივადექი.
ჯეკივით ტყის სიღრმეში შესვლა ვერ გავბედე.
– ნახე, რა სუნია?! ასაფეთქებლებს ჰგავს, – მომიახლოვდა ჯეკი.
– ჰო, ასაფეთქებლებია, – ვუპასუხე და მეც შევიკარი შარვალი,
– რა უცნაურია.
– წამო. წავიდეთ.

უცხო

უკან იმავე გზით წამოვედით, გეზი გიგანტური ეკრანისკენ გვე-


ჭირა. აი, ამ დროს იყო, რომ ვიღაც უცნობებს გადავეყარეთ, ტყიდან
გამოვიდნენ, სადაც, ეტყობა, რაღაც ისეთს აკეთებდნენ, რაც აშკა-
რად არ უნდოდათ, მასწავლებლებს გაეგოთ. ასაფეთქებლებისა და
სიგარეტის სუნი მოჰყვათ. ფარანი მოგვანათეს. ექვსნი იყვნენ: ოთ-
ხი ბიჭი და ორი გოგო. ასე, მეშვიდეკლასელები იქნებოდნენ.
– რომელი სკოლელები ხართ? – დაგვიძახა ერთმა ბიჭმა.
– ბიჩერის, – მიუგო ჯეკმა და ამ დროს ერთმა გოგომ წივილი
ატეხა.

234
– დედიკოო! – წიოდა და თვალებზე ხელს იფარებდა. ვიფიქრე,
ალბათ დიდი ხოჭო ეძგერა სახეში-მეთქი.
– არ არსებობს! – იღრიალა რომელიღაც ბიჭმა და ისე მოჰყვა
ჰაერში ხელის ქნევას, თითქოს დაეწვაო, – აუჰ, ბიჭო! აუჰ, ბიჭო!
ახლა ყველანი იცინოდნენ, თვალებს იჩრდილავდნენ, ერთმა-
ნეთს აწყდებოდნენ და ხმამაღლა იგინებოდნენ.
– ეს რა არის? – იკითხა იმ ბიჭმა, რომელიც ფარანს გვაშუქებდა,
და ახლაღა მივხვდი, რომ ფარნით პირდაპირ სახეს მინათებდა და
მათი ლაპარაკისა და ყვირილის საგანი მე ვიყავი.
– წავიდეთ აქედან, – წყნარად მითხრა ჯეკმა, ჯემპრის სახელოზე
მომქაჩა და უკან-უკან წავიდა.
‒ მოიცა-მოიცა-მოიცა! – იღრიალა ფარნიანმა ბიჭმა და გზა გა-
დაგვიჭრა. ისევ სახეში მომაშუქა ფარანი. ახლა ხუთიოდე ფუტიღა
თუ აშორებდა ჩემგან, – აუჰ, ბიჭო! აუჰ, ბიჭო! – და პირდაღებულმა
გადააქნია თავი, – სახეზე რა გჭირს?
– გეყოფა, ედი, – უთხრა ერთმა გოგომ.
– დღეს თურმე „ბეჭდების მბრძანებელს“ ვუყურებთ, – თავისას
აგრძელებდა ბიჭქი, – ნახეთ, ბიჭებო, გოლუმია!
ამაზე მის ძმაკაცებს ისტერიკა დაემართათ.
ისევ ვცადეთ წასვლა, მაგრამ ედიმ ისევ მოგვიჭრა გზა. ჯეკზე ერ-
თი თავით მაღალი იყო, ჯეკი კი ჩემზე ერთი თავით მაღალია. ჰოდა
მთლად გოლიათად მეჩვენებოდა.
– არა, ბიჭო, „უცხოა!“ – თქვა რომელიღაც ბიჭმა.
– არა, არა, არა, ბიჭო! მონსტრია! – გაეცინა ედის და ისევ მო-
მაშუქა ფარანი. უკვე სულ მთლად ახლოს იდგა.
– თავი დაანებე, რა! – უთხრა ჯეკმა და ფარნიან ხელზე ხელი
აუკრა.
– რახან შენ იტყვი, არა?! – უპასუხა ედიმ და ახლა ჯეკს მიაშუქა
ფარანი.
– ძმაო, რამე პრობლემაა? – ჰკითხა ჯეკმა.
– შენი ბოიფრენდია პრობლემა!
– წამო, ჯეკ, წავიდეთ, – ვთქვი და ჯეკს ხელი მოვქაჩე.

235
– აუ, ბიჭო, ლაპარაკობს კიდევაც! – იყვირა ედიმ და ისევ სახეში
მომაშუქა ფარანი. რომელიღაც ბიჭმა ფეხებში ასაფეთქებელი დაგ-
ვიგდო.
ჯეკმა სცადა, ედისთვის ხელი ეკრა და გაევლო, მაგრამ ედიმ ხე-
ლები მხრებში ჩაავლო და მაგრად უბიძგა. ჯეკი გულაღმა დავარდა.
– ედი! – იკივლა რომელიღაც გოგომ.
– მოიხედეთ, ბიჭებო, – ჯეკის წინ დავდექი და ჰაერში ისე ავწიე
ორივე ხელი, როგორც მანქანების მოძრაობის მარეგულირებელმა,
– ჩვენ თქვენზე ბევრად პატარები ვართ...
– მელაპარაკები კიდევაც, ფრედი კრიუგერ? შე მახინჯო, ხმის გა-
ცემასაც მიბედავ? – დამცინა ედიმ.
აქ მივხვდი, რომ უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ ჯეკი ჯერაც ძირს
ეგდო და ხომ არ მივატოვებდი.
– ჰეი, ძმაო, – გაისმა ჩვენ უკან, – აქ რა ამბავია?
ედი შეტრიალდა და იქით მიაშუქა ფარანი, საიდანც ხმა მოდი-
ოდა. წამით თვალს არ დავუჯერე.
– შეეშვი, ძმაო, – თქვა ამოსმა. ზურგს უკან ჰენრი და მაილზი ედ-
გნენ.
– ეს ვინღაა? – იკითხა ედის რომელიღაც ძმაკაცმა.
‒ შეეშვი-მეთქი, ძმაო, – წყნარად გაიმეორა ამოსმა.
‒ შენც მახინჯი ხარ? – ჰკითხა ედიმ.
– ეგენი სულ მახინჯები არიან! – აჰყვა მეორე ძმაკაცი.
ამოსმა პასუხი არ გასცა და მზერა ჩვენზე გადმოიტანა:
– წამოდით, ბიჭებო, წავიდეთ. მისტერ ტაკუნმენი გველოდება.
ვიცოდი, ტყუოდა, მაგრამ ჯეკს ადგომაში მივეხმარე და ამო-
სისკენ დავიძარით. ედის რომ ჩავუარე, მოულოდნელად კაპი-
უშონში ჩამავლო ხელი და ისე დაქაჩა, გულაღმა დავვარდი და
იდაყვი მწარედ დავკარი ქვას. მერე რა მოხდა, არ დამინახავს, გარ-
და იმისა, რომ ამოსი ტანკივით ეტაკა ედის და ორივენი ჩვენ გვერ-
დით დაენარცხნენ მიწაზე.
მერე დაიწყო, რაც დაიწყო! ვიღაცამ სახელოში ჩამავლო ხელი,
ამქაჩა, ფეხზე ამაყენა და იღრიალა, გავიქეცითო. იქვე ვიღაც ყვირ-

236
ოდა, არ გაუშვათო, რამდენიმე წამის განმავლობაში ორი ადამიანი
სახელოებში მექაჩებოდა და გინებ-გინებით სხვადასხვა მხარეს მე-
წეოდა. ბოლოს სვიტრი გაიხა, პირველმა ბიჭმა მკლავში მტაცა ხე-
ლი და წამათრია. რაც ძალი და ღონე გვქონდა, გავრბოდით. მესმო-
და, მოგვდევდნენ, ვიღაც ყვიროდა, გოგოები კიოდნენ, მაგრამ ისე
ბნელოდა, ვერ ვხვდებოდით, ვისი ხმები იყო. ისეთი შეგრძნება
მქონდა, რომ წყალქვეშ ვიყავით. თავ-პირის მტვრევით გავრბოდით
უკუნეთ წყვდიადში და რამდენჯერაც ნაბიჯის შენელება დავაპირე,
იმან, ვინც ხელზე მექაჩებოდა, იმდენი მიყვირა, არ გაჩერდეო.

ხმები ბნელში

მთელი საუკუნე ვირბინეთ, ბოლოს ვიღაცამ იყვირა:


– მგონი, ჩამოგვრჩნენ.
– ამოს?
– აქა ვარ! – გაისმა ამოსის ხმა ჩვენ უკან.
– გავჩერდეთ! – წინიდან დაიყვირა მაილზმა.
– ჯეკ! ‒ ვიბღავლე.
– ჰო, აქა ვარ, – გამომეპასუხა ჯეკი.
– ვერაფერს ვხედავ!
– მართლა ჩამოგვრჩნენ? – იკითხა ჰენრიმ და ხელი გამიშვა. მა-
შინღა მივხვდი, რომ თურმე მომარბენინებდა.
– ჰო.
– ჩშშშ! მოდი, ყური მივუგდოთ.
გავისუსეთ და ბნელში ფეხის ხმას მივაყურადეთ. ჭრიჭინებისა

237
და კალიების ხმებისა და ჩვენი ქოშინის გარდა არაფერი ისმოდა.
ყველას სუნთქვა გვეკვროდა, ფერდში გვჩხვლეტდა, ხელებით მუხ-
ლებს ვეყრდნობოდით.
– ჩამოგვრჩნენ, – თქვა ჰენრიმ.
‒ უ–ჰუ! რა ვირბინეთ!
– ფარანი რა იქნა?
– დამივარდა.
– საიდან გაიგეთ? – იკითხა ჯეკმა.
‒ წეღანვე დავინახეთ.
– ეტყობოდათ, რა დებილებიც იყვნენ.
– რა მაგრად დააგდე! – ვუთხარი ამოსს.
– მაშ, როგორ! – გაეცინა.
– არადა, იმას ალბათ ეგონა, შევაშინეო, – დაიბუბუნა მაილზმა.
– იმან რომ გითხრა, შენც მახინჯი ხარო, და შენ რომ ადექი და
მისცხე! – აიტაცა ჯეკმა.
– ბახ! – და ამოსმა ჰაერში გაიქნია მუშტი, – ჰო, მივცხე, მაგრამ
თან ვფიქრობდი, ამოს, შე შტერო, ათი შენხელაა-მეთქი! ჰოდა, ავ-
დექი და მოვუსვი!
სიცილი აგვიტყდა.
– მე ავგის ჩავავლე ხელი და – გავიქეცით-მეთქი, – ჩაურთო ჰენ-
რიმ.
– ვერც კი მივხვდი, შენ თუ მომარბენინებდი, – ვუთხარი.
– რა სიგიჟე იყო! – თქვა ამოსმა და თავი გადააქნია.
– სიგიჟე იყო – რომელია!
– ტუჩიდან სისხლი მოგდის, ძმაო.
– ჰო, ერთი-ორჯერ მეც კარგად მომხვდა.
– რა მოხეულები იყვნენ!!
– ლაჩრებო! – მთელი ხმით ილღრიალა ჰენრიმ, მაგრამ ჩავაჩუ-
მეთ. ისევ მივაყურადეთ, მაგრამ მგონი, არავის გაუგონია.
– სად ჯანდაბაში ვართ? – იკითხა ამოსმა, – ეკრანსაც კი ვერ ვხე-
დავ.
– მგონი, ყანაში, – მიუგო ჰენრიმ.

238
– მაინც, როგორ მიხვდი, ჰა?! – თქვა მაილზმა, სიმინდის ღეროს
ხელი ჰკრა და ჰენრის მიაფარა.
– კარგი, ზუსტად ვიცი, სადაც ვართ, – თქვა ამოსმა, – აი, იქით
უნდა დავიჭიროთ გეზი და მინდვრის ბოლოში გავალთ.
– ძმებო, – თქვა ჯეკმა და ხელი ასწია, – მაგარი იყო, ჩვენ საშვე-
ლად რომ მობრუნდით. მართლა მაგარი. მადლობელი ვარ.
– რა პრობლემაა! – მიუგო ამოსმა და ხელი დაურტყა. მერე მა-
ილზმა და ჰენრიმაც დაურტყეს.
– ჰო,ძმებო, გმადლობთ, – მეც ვთქვი და ჯეკივით ავწიე ხელი,
ოღონდ დარწმუნებული არ ვიყავი, მეც დამირტყამდნენ თუ არა.
ამოსმა შემომხედა და თავი დამიქნია:
– შენც ყოჩაღი ყოფილხარ, პატარა ძმაო, – მითხრა და ხელი და-
მირტყა.
– ჰო, ავგი, – მაილზმაც დამირტყა ხელი, – როგორ უთხარი? ბი-
ჭებო, ჩვენ თქვენზე ბევრად პატარები ვართო...
– სხვა ვერაფერი მოვიფიქრე! – გამეცინა.
– ძალიან მაგარი იყავი, – ჰენრიმაც დამირტყა ხელი, – ბოდი-
ში, სვიტრი რომ გაგიხიე.
დავიხედე, სვიტრი ბოლომდე იყო გახეული: ცალი სახელო მოგ-
ლეჯილი, მეორე კი ისე ჩამოწლაწული, რომ მუხლამდე დამთრევდა.
– უჰ, იდაყვიდან რომ სისხლი გდის! – მითხრა ჯეკმა.
– ჰო, – მხრები ავიჩეჩე. იდაყვი უფრო და უფრო მტკიოდა.
– არა გიშავს? – მკითხა ჯეკმა და სახე მომითვალიერა.
თავი დავუქნიე. უცებ ტირილი მომერია, მაგრამ თავი შევიკავე.
‒ მოიცა, შენი სასმენი აპარატი რა იქნა? – წამოიძახა უცებ.
– რაა?! – ვიყვირე და ყურებზე ხელი წავივლე. ყურსასმენებიანი
სალტე დაკარგულიყო. აი, რატომ მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ
წყალქვეშ ვიყავი!
– აუ, არა! – ვთქვი და მორჩა, წავიდა! ყველაფერი ერთად დამაწ-
ვა და ვეღარ გავუძელი: ტირილი დავიწყე. ცრემლები ღვარად მომ-
დიოდა. დედა ასეთ ტირილს შადრევანს ეძახის. ისე შემრცხვა,
მკლავი ავწიე და სახე შიგ ჩავრგე, მაგრამ ცრემლებს ვერაფერი მო-

239
ვუხერხე.
ბიჭებს დაცინვა არც უფიქრიათ. მხარზე ხელს მითათუნებდნენ
და მეუბნებოდნენ, არა უშავს, არა უშავსო.
– ყოჩაღი ძმა გვყავხარ, აბა, რა! – თქვა ამოსმა და მხარზე ხელი
გადამხვია. და როცა მაინც ვერ გავჩერდი, ორივე ხელით ჩამიხუტა,
როგორც მამამ იცის ხოლმე, და ტირილი მაცალა.

იმპერატორის გვარდიელები

ტყეში შევბრუნდით და ჩემი სასმენი აპარატის მოსაძებნად ათი


წუთი მაინც ვქექავდით ბალახს, მაგრამ ისე ბნელოდა, რას და-
ინახავდი. ერთმანეთს პერანგებში ჩავავლეთ ხელი. წალიკად მი-
ვდიოდით. გეგონებოდა, გარშემო ყველაფრისთვის შავი მელანი
გადაუსხამთო.
– ტყუილად დავდივართ, – თქვა ჰენრიმ, – რა იცი, სად დავარდა.
– ფარანი ხომ არ მოგვეტანა და იმით გვეცადა? – მოაფიქრდა
ამოსს.
– არა, იყოს, – ვიუარე, – ჯობია, ჩვენებთან მივბრუნდეთ. მად-
ლობელი ვარ.
მოვბრუნდით და ყანისკენ წავედით, მერე ყანაში ვიარეთ, სანამ
გიგანტური ეკრანი არ გამოჩნდა. ეკრანის უკანა მხარეს ვიყავით,
ამიტომ ჩვენკენ შუქი არ მოდიოდა, სანამ ისევ ტყის პირას არ გავე-
დით.
მეშვიდეკლასელების ჭაჭანება არ იყო.
– საით წავიდოდნენ, ჰა? – იკითხა ჯეკმა.
– სურსათის ფურგონებთან, სხავაგან სად, – მიუგო ამოსმა, –
ალბათ ჩვენგან ჩივილს მოელიან.

240
– მერე, ვუჩივლებთ? – იკითხა ჰენრიმ.
ყველამ მე შემომხედა. თავი გავიქნიე.
– კარგი, – თქვა ამოსმა, – ოღონდ, პატარა ძმაო, მარტო აღა-
რსად წახვიდე. თუ სადმე გასვლა მოგინდეს, გვითხარი და აქა ვართ.
– კარგი, – თავი დავუქნიე.
ეკრანს ვუახლოვდებოდით, უკვე ისმოდა „იყო ერთი თხების
მწყემსი“ და სურსათის ფურგონების გვერდით მდგარი ფარდუ-ლი-
დან ბამბის ნაყინის სუნიც მოდიოდა. აქ უკვე ბლომად ბავშვები ირე-
ოდნენ,ამიტომ, სანამ ხალხში გზას მივიკვლევდით, სახეზე კაპიუშო-
ნის ნარჩენი ჩამოვიფხატე. კარგა ხანი იყო, რაც გარეთ სასმენი აპა-
რატის გარეშე აღარ გამოვსულიყავი და ახლა ისეთი შეგრძნება
მქონდა, თითქოს მიწის ქვეშ ვიყავი ჩანთქმული. აი, როგორც იმ
სიმღერაშია, მირანდა რომ მიმღეროდა: „მართვის ცენტრი: მაიორო
ტომ, კავშირი გაწყდა, მანდ ხართ, ხომ?...“
მივდიოდი და კარგად ვამჩნევდი, რომ მარჯვნივ ამოსი მომყვე-
ბოდა, ნაბიჯითაც არ მშორდებოდა. მარცხნივ ჯეკი მედგა, წინ – მა-
ილზი, უკან კი – ჰენრი. გარშემორტყმული გამატარეს ხალხში, რო-
გორც გვარდიელებმა იმპერატორი.

ძილი

„მერე ვიწრო ხეობიდან გამოვიდნენ და ლუსიმ მაშინვე დაინახა,


საიდან მოდიოდა ხმაური. პიტერი, ედმუნდი და ასლანის არმია თავ-
განწირვით ებრძოდნენ იმ საზარელ არსებათა ურდოს, რომელიც
წინა ღამეს ნახა, ოღონდ დღის შუქზე უფრო შემზარავები, ბოროტე-
ბი და მახინჯები ჩანდნენ“.
გავჩერდი. საათზე მეტი იყო, ვკითხულობდი, მაგრამ ძილი არ
მეკარებოდა. ღამის ორი საათი ხდებოდა. ყველას ეძინა. საძილე

241
ტომრის ქვეშ ფარანი მენთო. იქნებ შუქი იყო, რომ არ მაძინებდა,
მაგრამ ვერ ვაქრობდი, მეშინოდა. საძილე ტომრის გარეთ რომ სიბ-
ნელე იდგა, ის მაფრთხობდა.
როცა ეკრანის წინ, ჩვენს ადგილებზე დავბრუნდით, ჩვენი არ-
ყოფნა არავის შეუმჩნევია. მისტერ ტაკუნმენი, მის რუბინი, ჯუნი და
სხვა ბავშვები ფილმს უყურებდნენ. წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ
მე და ჯეკს კინაღამ ცუდი ამბავი შეგვემთხვა. რა უცნაურია, რომ
შენს ცხოვრებაში ყველაზე კოშმარული ღამე სხვებისათვის ჩვე-
ულებრივი ღამეა. შინ, კალენდარზე დღევანდელი დღე შემიძლია
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელ დღედ აღვნიშნო, დანარჩენი
სამყაროსთვის კი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი დღე იქნება. იქნებ
ვინმემ დღეს ლატარიაც კი მოიგო.
ამოსმა, მაილზმა და ჰენრიმ მე და ჯეკი ჩვენს ადგილებზე – ჯუ-
ნის, მაიასა და ნამის გვერდით – მიგვიყვანეს, მერე კი თვითონაც
დაბრუნდნენ თავიანთ ადგილებზე – ქსიმენას, სავანასა და მათი
ჯგუფის გვერდით. თითქოს ყველაფერი ისევე იყო, როგორც მანამ,
სანამ ტუალეტში გავიდოდით. ისეთივე ცა. იგივე ფილმი. იგივე სა-
ხეები ჩვენ გარშემო. ჩემი სახეც იგივე იყო. მაგრამ რაღაც მაინც შე-
იცვალა.
ვხედავდი, რომ ამოსი, მაილზი და ჰენრი თავიანთ გარშემო
მსხდომებს უყვებოდნენ, რაც მოხდა. ვიცოდი, რასაც ჰყვებოდნენ,
იმიტომ, რომ წარამარა ჩემკენ იხედებოდნენ. ფილმი არ დამთავრე-
ბულიყო, მაგრამ ვიღას ახსოვდა! სიბნელეში ყველანი ახლახან
მომხდარზე ჩურჩულებდნენ. ამნაირი ამბები წამში ვრცელდება.
ბანაკში რომ ვბრუნდებოდით, ავტობუსშიც ყველა ამაზე ლაპა-
რაკობდა. გოგოები, ისინიც კი, კარგად რომ არ ვიცნობდი, მეკითხე-
ბოდნენ, ხომ კარგად ხარო. ბიჭები ამბობდნენ, როგორმე გავიგოთ,
რომელი სკოლელია ის დებილი მეშვიდეკლასელი და სეირი ვაჩვე-
ნოთო.
მასწავლებლებისთვის არაფრის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ
მაინც გაიგეს. იქნებ იქიდან, რომ გახეული ჯემპრით დავბრუნდი და
იდაყვიდან სისხლი მდიოდა. ან იქნებ იმიტომ, რომ მასწავლებლები

242
ყველაფერს იგებენ.
ბანაკში რომ დავბრუნდით, მისტერ ტაკუნმენმა მედპუნქტში წა-
მიყვანა, და სანამ ბანაკის მედდა იდაყვს მიწმენდდა და მიხვევდა, ის
და ბანაკის დირექტორი მეორე ოთახში ამოსს, ჯეკს, ჰენრისა და მა-
ილზს ესაუბრებოდნენ და ცდილობდნენ გაეგოთ, როგორ გამოიყუ-
რებოდნენ ხულიგნები. ცოტა ხნის შემდეგ მეც მკითხეს და ვუთხარი,
არც ერთის სახე არ მახსოვს-მეთქი. ტყუილი ვთქვი.
სწორედ მათ სახეებს ვხედავდი, რამდენჯერაც თვალებს დავხუ-
ჭავდი და დაძინებას დავაპირებდი. იმ გოგოს შეძრწუნებულ სახეს,
ვინც პირველმა დამინახა და, მე რომ მელაპარაკებოდა, იმ ფარნია-
ნი ბიჭის, ედის, მძულვარებით სავსე თვალებს.
სამსხვერპლო კრავი. ეს სიტყვები ჯერ კიდევ როდის თქვა მამამ,
მაგრამ მგონი, მხოლოდ დღეს მივხვდი, რასაც ნიშნავს.

შედეგები

ავტობუსით რომ დავბრუნდით, დედა სკოლის წინ მელოდებო-


და სხვა მშობლებთან ერთად. გზაში მისტერ ტაკუნმენმა მითხრა,
შენს მშობლებს დავურეკე და ვუთხარი, რომ წუხელ რაღაც „სიტუ-
აცია“ იყო, მაგრამ ყველანი კარგად არიან-მეთქი. ისიც მითხრა, დი-
ლით, სანამ თქვენ ტბაში ბანაობდით, ბანაკის დირექტორმა და თა-
ნამშრომლებმა ეძებეს შენი სასმენი აპარატი, მაგრამ ვერ იპოვესო.
და დაამატა, „ბროურვუდი“ აპარატის ღირებულებას აგინაზღაურე-
ბთ, ძალიან განიცდიან, რაც მოხდაო.
ვინ იცის, იქნებ ედიმ წაიყოლა ჩემი ბიონიკური ყურები, რო-
გორც სუვენირი – ორკი რომ არ დავიწყებოდა.
ავტობუსიდან რომ ჩამოვედი, დედამ მაგრად ჩამიკრა გულში,

243
თუმცა რატომღაც კითხვები არ დაუყრია. ჩახუტება ისე მესიამოვნა,
რომ თავი არ გავითავისუფლე, როგორც გარშემო შვრებოდნენ ბავ-
შვები.
ავტობუსის მძღოლმა ჩვენი გორგოლაჭებიანი ჩანთები ჩამო-
ალაგა. მე ჩემი ჩანთის მოსაძებნად წავედი, დედასთან კი მისტერ
ტაკუნმენი და მის რუბინი მივიდნენ და ელაპარაკებოდნენ. სანამ
ჩანთას მისკენ მივაგორებდი, გზადაგზა ბევრნი თავს მიქნევდნენ ან
მხარზე ხელს მირტყამდნენ – ისინიც კი, ვინც საერთოდ არ მელაპა-
რაკებოდნენ.
– წავედით? – მკითხა დედამ და ჩემი ჩანთა აიღო. გამოსართმე-
ვად არც კი წავტანებივარ. პირიქით, გამიხარდა. ის კი არა, მხარზე
რომ შევესვი, ღმერთმანი, იმასაც კი არ ვიუარებდი.
რომ დავიძარით, მისტერ ტაკუნმენმა სწრაფად და მაგრად ჩამი-
ხუტა, თქმით კი არაფერი უთქვამს.

შინ

გზაში მე და დედას თითქმის არ გვილაპარაკია და როცა ზღურ-


ბლთან მივედით, უნებურად შევიხედე სასტუმრო ოთახის ფანჯარა-
ში. წამით დამავიწყდა, რომ დეიზი აღარ იყო და დივანზე მდგარი და
რაფაზე წინათათებდაწყობილი არ ელოდა ჩვენს მისვლას. და როცა
შინ შევედით, ცოტა დავღონდი. დედამ იქვე დააგდო ჩემი ჩანთა, ჩა-
მიხუტა და ისე დამიკოცნა თავი და სახე, თითქოს უნდა შემიყნოსო-
სო.
– კარგად ვარ, დე, არაფერი მიჭირს, – ვუთხარი ღიმილით.
თავი დამიქნია და სახეზე ხელები მომაწყო. თვალები უბრწყი-
ნავდა.
– ვიცი, რომ კარგად ხარ, – მითხრა, – ოღონდ ძალიან მომენატ-

244
რე, ავგი.
– მეც მომენატრე.
ემჩნეოდა, ბევრი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა.
– მშიერი ხარ? – მკითხა.
– მგელივით. შეიძლება, შემწვარი ყველიანი ბუტერბროდი?
– როგორ არა, – და მაშინვე დაიწყო ბუტერბროდის მზადება, მე
კი ქურთუკი გავიხადე და სამზარეულოს ბარს მივუჯექი.
– ვია სად არის? – ვიკითხე.
– მამასთან ერთად მოვა. რომ იცოდე, როგორ ენატრებოდი!
– მართლა? ისე, ნაკრძალში ყოფნა მოეწონებოდა. იცი, რა ფილ-
მი გვაჩვენეს? „მუსიკის ჰანგები“.
– აუცილებლად მოუყევი.
ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექი, ხელებზე თავჩამოყრდნობილი; მერე
ვკითხე:
– რა გირჩევნია, ჯერ ცუდი ამბები მოვგყვე თუ – კარგი?
– რომელიც გინდა, – მიპასუხა.
– წუხანდელ ღამეს თუ არ ჩავთვლით, ძალიან კარგი დრო გავა-
ტარე, – ვუთხარი, – მართლა ძალიან კარგი. მაგიტომაა, რომ ასეთი
გულგატეხილი ვარ: თითქოს მთელი ექსკურსია ჩამიშალესო.
– რას ამბობ, საყვარელო! მაგას როგორ უნდა აჰყვე! ბანაკში
ორმოცდარვა საათზე მეტი გაატარე, ის საშინელება კი ერთ საათს
გაგრძელდა. ჰოდა, იმ დანარჩენ დროსაც მაგ ხულიგნებს ნუ გაატან,
კარგი?
– ჰო, – თავი დავუქნიე, – გითხრა მისტერ ტაკუნმენმა სასმენი
აპარატის ამბავი?
– ჰო, ამ დილით დაგვირეკა.
– მამა გაბრაზდა? რაკი ძალიან ძვირია?
– ღმერთო, რას ამბობ, რა თქმა უნდა, არა, ავგი. მარტო იმისი
გაგება უნდოდა, რომ არაფერი გიჭირს. მთავარი ეგ არის. და, იმ...
ავარდნილებს... ექსკურსიას ნუ გააფუჭებინებ.
„ავარდნილებზე“ ცოტათი გამეცინა.
– რა იყო? – მკითხა.

245
– ავარდნილებს, არა? – დავცინე, – ეგრე ვინღა ლაპარაკობს!
– კარგი, დებილებს, დეგენერატებს, იმბეცილებს, – ბუტერბრო-
დი გრილზე გადააბრუნა, – ან, როგორც დედაჩემი იტყოდა,
Cretinos. რაც გინდა, ის დაუძახე! ერთი, ქუჩაში შემხვდებოდნენ...
– დე, იცი, რამხელები არიან?! – გამეღიმა, – მგონი, მეშვიდეკ-
ლასელები.
თავი გააქნია:
– მეშვიდეკლასელები? მისტერ ტაკუნმენს არ უთქვამს. ღმერთო
ჩემო!
– ის თუ გითხრა, ჯეკი როგორ ამომიდგა გვერდში? – ვუთხარი,
– და ამოსი? ბახ! და პირდაპირ იმ მთავარ ტიპს დაეტაკა. ორივენი
ძირს დაცვივდნენ, როგორც ნამდვილ ჩხუბში! წარმოგიდგენია?
ამოსს ტუჩიდან სისხლი სდიოდა და ყველაფერი.
– ჩხუბის ამბავი გვითხრა, ოღონდ... – წარბებაწეულმა შემომ-
ხედა, – ისეთი... ოჰ... ისეთი მადლობელი ვარ, რომ შენ, ჯეკი და
ამოსი მშვიდობით გადარჩით! რამდენი დავფიქრდები, რა შეიძლე-
ბოდა დაგმართოდათ... – გაჩუმდა და ბუტერბროდი ერთხელაც გა-
დაატრიალა.
‒ მონტოკში ნაყიდი კაპიუშონიანი ჯემპრი ნაფლეთებად იქცა.
– არა უშავს, ახალს ვიყიდით, – მომიგო. მერე ბუტერბროდი
თეფშზე დადო და ბარის მაგიდაზე დამიდო, – რძე თუ თეთრი ყურ-
ძნის წვენი?
– შოკოლადიანი რძე, კარგი? – და ბუტერბროდს ვეძგერე, –
ოღონდ ისე გააკეთე, შენ რომ იცი, ქაფიანი, კარგი?
– ჯერ მითხარი, შენ და ჯეკს ტყის პირას რა გინდოდათ? – მკითხა
და ჭიქაში რძე ჩაასხა.
– ჯეკს ტუალეტში მოუნდა, – დავიღმუვლე პირგამოტენილმა. სა-
ნამ ვლაპარაკობდი, დედამ ჭიქაში ერთი კოვზი შოკოლადის ფხვნი-
ლი ჩაამატა და სათქვეფელათი ჩქარ-ჩქარა დაუწყო თქვეფა, – მაგ-
რამ ტუალეტებთან დიდზე დიდი რიგი იდგა და დაცდა არ მოუნდა.
ჰოდა, ტყეში შევედით, – დედას თქვეფა არ შეუწყვეტია, ოღონდ
ისეთნაირად ამომხედა, რომ მივხვდი, რაც გაიფიქრა: ეგ რამ გაქნე-

246
ვინათო. შოკოლადიან რძეს უკვე ორი დუიმის სისქის ქაფი ჰქონდა
მომდგარი, – რა მაგარია, დე! გმადლობ.
– მერე რაღა მოხდა? – მკითხა და ჭიქა წინ დამიდო.
შოკოლადიანი რძე მოვყლუპე:
– მოდი, ახლა ნუ ვილაპარაკებთ, კარგი?
– ჰმ... კარგი.
– მერე აუცილებლად მოგიყვები. მამა და ვია რომ მოვლენ, ყვე-
ლაფერს დაწვრილებით გეტყვით. უბრალოდ, არ მინდა, ამ ამბავს
ბევრჯერ მოვყვე, ხომ გესმის?
– მშვენივრად.
ბუტერბროდი ორ ლუკმად არ მეყო, შოკოლადიანი რძეც უცებ
გადავყლურწე.
– ოჰ, როგორ გადასანსლე! კიდევ ხომ არ გინდა? – მკითხა.
თავი გავიქნიე და პირი ხელის ზურგით მოვიწმინდე.
‒ დე! მაგათნაირ დებილებთან სულ მექნება საქმე? – ვკითხე, –
აი, როცა გავიზრდები, მაშინაც ასე იქნება?
მაშინვე არ მიპასუხა. ჯერ ჩემი თეფში და ჭიქა აიღო, ნიჟარაში
ჩადო და წყალი გადაავლო.
– მაგათნაირებს რა გამოლევს, ავგი, – მითხრა და შემომხედა,
– მაგრამ მე მგონია, და მამასაც ჰგონია, რომ დედამიწაზე კარგი
ხალხი უფრო მეტია, ვიდრე ცუდი, და კარგი ხალხი ერთმანეთს უვ-
ლის და უფრთხილდება. აი, როგორც ჯეკი გაგიფრთხილდა. და ამო-
სი. და დანარჩენი ბიჭები.
‒ ჰო, მაილზი და ჰენრი! – წამოვიძახე, – ისინიც მაგრები იყვნენ.
არადა გამიკვირდა, იმიტომ, რომ მთელი ეს წელი წესიერად ხმა არ
გაუციათ·
– ჰო, ზოგჯერ ადამიანი მართლა გაკვირვებს, – მითხრა და თავი
მომფხანა.
– გავიგე.
– კიდევ ხომ არ გინდა შოკოლადიანი რძე?
– არა, მეყოფა, – ვუთხარი, – გმადლობ, დე. ისე, დაღლილი კი
ვარ. წუხელ ცუდად მეძინა.

247
– ჰო, უნდა წაიძინო. უი, მართლა, დიდი მადლობა, ბუბუ რომ და-
მიტოვე.
– ნახე ჩემი წერილი?
გაეღიმა:
– ორივე ღამე ბუბუსთან ერთად მეძინა, – კიდევ რაღაცის თქმას
აპირებდა, მაგრამ მობილურმა დაურეკა და უპასუხა. ცოტა ხანში სა-
ხე გაუბრწყინდა, – ღმერთო, მართლა? როგორი? – იკითხა მღელ-
ვარედ, – ჰო, აქ არის. წაძინებას აპირებდა. გინდა, დაელაპარაკო?
კარგი, ორ წუთში ნახავ, – და ტელეფონი გათიშა.
– მამა იყო, – მითხრა მღელვარედ, – ისა და ვია სადაცაა მოვ-
ლენ.
– სამსახურში არ არის? – ვკითხე.
– ადრე წამოვიდა, ერთი სული ჰქონდა, ენახე. ჰოდა, დაელოდე,
ჯერ ნუ დაწვები.
ხუთ წამში მამა და ვია შინ შემოვიდნენ. მამასკენ გავექანე, ამიყ-
ვანა, დამაბზრიალა და მაკოცა. მთელი წუთი არ გავუშვივარ, სანამ
არ ვუთხარი, მა, მეყოფა-მეთქი. მერე ვიას ჯერი დადგა და მანაც ისე
დამკოცნა, როგორც პატარაობაში მკოცნიდა.
და როცა გაჩერდა, მაშინღა დავინახე, რომ მუყაოს დიდი, თე-
თრი ყუთი მოეტანათ.
– ეგ რა არის? – ვიკითხე.
– ახადე, – ღიმილით მითხრა მამამ, და მან და დედამ ისე გადა-
ხედეს ერთმანეთს, თითქოს რაღაც საიდუმლო იციანო.
– მიდი, ავგი! – მითხრა ვიამ.
ყუთს თავსახური ავხადე. შიგ უსაყვარლესი ლეკვი იჯდა! შავი
იყო, ფუმფულა, დრუნჩწაწვეტებული. შავი თვალები უბრწყინავდა
და პატარა ყურებს აპარტყუნებდა.

248
ბელი

ლეკვს ბელი დავარქვით, იმიტომ, რომ დედამ როგორც კი დაინ-


ახა, თქვა, ნამდვილი დათვის ბელიაო. მეც იქვე შევძახე, მოდი, ბე-
ლი დავარქვათ-მეთქი და ყველამ აიტაცა, ზუსტად სამაგისო სახე-
ლიაო.
მეორე დღეს სკოლა გავაცდინე. იდაყვი რომ მტკიოდა, იმიტომ
კი არა, თუმცა მართლა მტკიოდა, არა, იმიტომ, რომ მთელი დღე
ბელთან მეთამაშა. დედამ ვიასაც გააცდენინა სკოლა და ორივენი
მთელ დღეს ბელს არ მოვშორებივართ – ხან ვეფერებოდით და ხან
ვეთამაშებოდით.
ძალიან მაგარი იყო, მე და ვია რომ ისევ ერთად ვიყავით, რო-
გორც წინათ, სანამ სკოლაში სიარულს დავიწყებდი. სულმოუთქმე-
ლად ველოდებოდი ხოლმე, როდის მოვიდოდა სკოლიდან, რომ სა-
ნამ მეცადინეობას დაიწყებდა, გვეთამაშა. ახლა დიდები ვართ, მეც
სკოლაში დავდივარ, ჩემი მეგობრები მყავს და იმათთან ვატარებ
დროს, მე და ვია კი საერთოდ აღარ ვთამაშობთ.
ჰოდა, ძალიან გამიხარდა, რომ ისევ ერთად ვიყავით, ვიცინო-
დით და ვთამაშობდით. მგონი, ვიასაც გაუხარდა.

ცვლილება

მეორე დღეს სკოლაში მისულს სიტუაცია შეცვლილი დამხვდა.


მონუმენტური ცვლილება იყო. სეისმური ცვლილება. იქნებ, კოსმო-
სურიც კი. მოკლედ, რაც გინდათ, ის დაარქვით, მაგრამ დიდი ცვლი-
ლება კი იყო. ყველას – მარტო მეხუთეკლასელებს კი არა, ყველას
– გაეგო, რაც იმ მეშვიდეკლასელებთან მოგვივიდა, და უცებ ამ ამ-
ბით გავხდი ცნობილი და არა იმით, რითაც აქამდე ვიყავი. ამბავს
ყოველ მოყოლაზე უფრო და უფრო აბუქებდნენ. ორი დღის შემდეგ

249
უკვე ჰყვებოდნენ, ამოსმა მუშტი-კრივი გაუმართა იმ ბიჭს, დანარ-
ჩენებს კი მაილზმა, ჰენრიმ და ჯეკმა უტირეს ყოფაო. ჩვენი გაქცევაც
დიდ თავგადასავლად გადაიქცა: თურმე ჯერ სიმინდის ყანის ლაბი-
რინთში მივიკვლევდით გზას და მერე – უღრან ტყეში. ყველაზე კარ-
გად მაინც ჯეკი ჰყვებოდა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ხუმარაა,
მაგრამ იმის მიუხედავად, რა ვარიანტს ჰყვებოდნენ და ვინ ჰყვებო-
და, ორი რამ უცვლელი იყო: მე ჩემი სახის გამო ვერ ამიტანეს და
ჯეკი გამომესარჩლა, დანარჩენებმა კი – ამოსმა, ჰენრიმ და მაილზ-
მა – დამიცვეს. და, რაკი დამიცვეს, ჩემდამი დამოკიდებულებაც შე-
ეცვალათ. იმათიანი გავხდი. უკვე ყველანი „პატარა ძმას“ მეძახ-
დნენ, სპორტსმენებიც კი. დიდი ბიჭები, წინათ ძლივს რომ ვიცნობ-
დი, ახლა დერეფნებში ხელის აწევით მესალმებოდნენ.
ამ ამბავს ისიც მოჰყვა, რომ ამოსი სუპერპოპულარული გახდა,
სამაგიეროდ ჯულიანი, რომელიც ამ საქმეში საერთოდ არ გასულა,
აღარავის აინტერესებდა. მაილზი და ჰენრი ახლა სულ ამოსთან ერ-
თად დადიოდნენ, ის გახდა იმათი ახლო მეგობარი. კარგი იქნებოდა
დამემატებინა, ჯულიანსაც მოუბრუნდა ჩემზე გული-მეთქი, მაგრამ
მართალი არ იქნება. ისევ ავი თვალით მიყურებდა, არც ჩემთან კად-
რულობდა ლაპარაკს და არც ჯეკთან, თუმცა ახლა მარტო ისღა იქ-
ცეოდა ასე. და მე და ჯეკს ეს ამბავი ასი წელი არ გვადარდებდა.

იხვი

ბოლოს წინა დღეს მისტერ ტაკუნმენმა თავის კაბინეტში გამომი-


ძახა, მითხრა, გაირკვა, ვინც იყვნენ ის ბანაკელი მეშვიდეკლასელე-
ბიო და მთელი გროვა გვარები წამიკითხა, რომლებიც ჩემთვის
არაფრის მთქმელი იყო, მერე კი ბოლო სახელი და გვარიც თქვა:
„ედუარდ ჯონსონი“.

250
თავი დავუქნიე.
– გეცნო? – მკითხა.
– ედის ეძახდნენ.
– სწორია. აი, რა იპოვეს ედუარდის უჯრაში, – და ჩემი სასმენი
აპარატის ნარჩენი გამომიწოდა. მარჯვენა ყურსასმენი საერთოდ
აღარ ჰქონდა, მარცხენა მთლად დაღეჭილი იყო, სალტე კი, რომე-
ლიც ამ ორ ნაწილს აერთებდა – ლობოტის ნაწილი – შუაში გაღუ-
ნული.
‒ მის სკოლას აინტერესებს, მოითხოვთ თუ არა ზარალის ანაზ-
ღაურებას, – მითხრა მისტერ ტაკუნმენმა.
აპარატს დავხედე.
– არა მგონია, – მხრები ავიჩეჩე, – ისედაც ახალს მიკეთებენ.
– ჰმ... იქნებ ამ საღამოს მაინც ჰკითხო მშობლებს? ხვალ დედა-
შენს დავურეკავ და მეც გავესაუბრები.
– და... იმათ ციხეში ჩასვამენ? – ვკითხე.
– არა, ციხეში არა, მაგრამ ალბათ გაასამართლებენ, როგორც
არასრულწლოვან დამნაშავეებს. და, იქნებ ჭკუა ისწავლონ.
– ეგ ედი ჭკუას ნამდვილად ვერ ისწავლის, – ვიხუმრე.
მისტერ ტაკუნმენი მაგიდას მიუჯდა.
– ავგი, ერთი წუთით დაჯექი, კარგი?
დავჯექი. მაგიდაზე ყველაფერი ისე იყო, როგორც შარშან ზაფ-
ხულს, როცა პირველად შემოვდგი ფეხი მის კაბინეტში: პაწია სარ-
კეებით აწყობილი რუბიკის კუბიკი, ჰაერში მოტივტივე პატარა
გლობუსი. არადა, თითქოს ათასი წლის წინ იყოო.
– ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს წელი ჰადაჰა, დამთავრდება,
არა? – ისე მითხრა, თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო.
– დიახ.
– კარგი წელი იყო, ავგი? არა უშავდა?
– დიახ, კარგი იყო, – თავი დავუქნიე.
– ნიშნებიდან გამომდინარე, მართლაც მშვენიერი წელი იყო,
ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ხარ. გილოცავ წარმატებას.
– გმადლობთ. ძალიან მაგარია.

251
– მაგრამ ვიცი, რომ სხვა მხრივ კარგიც ბევრი მოხდა და ცუდიც,
– წარბები ასწია, – ყველაზე ცუდი ალბათ ის ღამე იყო, ბანაკში.
– დიახ, – თავი დავუქნიე, – მაგრამ, ერთი მხრივ, კარგიც იყო.
– რა მხრივ?
– აი, ხომ იცით, როგორც გამომესარჩლნენ.
– ჰო, ეგ მშვენიერი იყო, – ღიმილით მითხრა.
– დიახ.
– ვიცი, რომ ხანდახან ჯულიანიც გერჩოდა.
ამაზე მართლა პირი დავაღე.
– ეგ ამბავიც იცით?
– სკოლის დირექტორები ახერხებენ და ყველაფერს იგებენ.
– ალბათ დერეფნებში ფარული კამერებია, არა? – ვიხუმრე.
– და ყველგან მიკროფონები, – გაეცინა.
– მართლა?
ისევ გაეცინა:
– არა, მართლა არა.
–აა....
– მაგრამ მასწავლებლებმა იმაზე მეტი იციან, ვიდრე თქვენ გგო-
ნიათ, ავგი. შენ და ჯეკი კარგს იზამდით, რომ მოსულიყავით და კა-
რადებში რომ წერილებს გიტოვებდნენ, ეგ ამბავი ჩემთვის მოგეყო-
ლათ.
– ეგ საიდანღა გაიგეთ? – ისევ გამიკვირდა.
‒ ხომ გითხარი: სკოლის დირექტორმა ყველაფერი იცის- მეთქი.
– წერილები... მერე რა მოხდა, – ვუპასუხე, – თანაც, ჩვენც ვუ-
წერდით.
გაეღიმა.
– არ ვიცი, გაიგეთ თუ არა, რომ ჯულიან ალბანსი სხვა სკოლაში
გადაჰყავთ.
– რაო?! – გაკვირვება ვერ დავმალე.
– მის მშობლებს მიაჩნიათ, რომ ბიჩერის სკოლა მისთვის შეს-
აფერისი არ არის, – განაგრძო მისტერ ტაკუნმენმა და მხრები აიჩე-
ჩა.

252
– რამხელა ამბავია! – ვთქვი.
– ჰო. ვიფიქრე, დააინტერესებს-მეთქი.
მერე უცებ შევნიშნე: მისი მაგიდის უკან რომ გოგრის სურათი
იყო, აღარ ჩანდა. მის მაგივრად ჩარჩოში ჩასმული ჩემი ნახატი ეკი-
და, რომელიც საახალწლო გამოფენისთვის დავხატე – „რა ცხო-
ველს ვგავარ”.
– ჩემი ნახატი! – გავიშვირე ხელი.
მისტერ ტაკუნმენი ვერ მიხვდა, რას ვეუბნებოდი და შეტრიალდა.
– უი, მართლა! – შუბლზე ხელი შემოირტყა, – რამდენი თვეა, ვა-
პირებ, გაჩვენო.
– ჩემი ავტოპორტრეტი იხვის სახით, – თავი დავუქნიე.
– ძალიან მომეწონა, ავგი, შენმა ხატვის მასწავლებელმა რომ
მაჩვენა, იქვე ვთხოვე, კაბინეტში, კედელზე დავიკიდებ-მეთქი. იმე-
დია, წინააღმდეგი არა ხარ.
– არა, რას ბრძანებთ! და გოგრის სურათი რაღა იქნა?
– ზუსტად შენ უკანაა.
– უი, ჰო. კარგია.
– და რაც შენი ნახატი დავკიდე, მას მერე მინდა გკითხო, – და
ნახატს ახედა, – რატომ მაინცდამაინც იხვად დახატე შენი თავი?
– როგორ თუ რატომ? – გამიკვირდა, – დაგვავალეს და იმიტომ.
– ჰო, მაგრამ რატომ მაინცდამაინც იხვად? – გამიმეორა, – ეს
როგორღაც... იმ ჭუჭულის ამბავს ხომ არ უკავშირდება, გედად რომ
გადაიქცა?
– არა, – გამეცინა და თავი გავიქნიე, – იმიტომ, რომ მე მგონი,
მართლა ვგავარ იხვს.
– აჰ! – მისტერ ტაკუნმენს თვალები გაუფართოვდა. მერე სიცი-
ლი აუტყდა, – მართლა? ჰმ! მე სიმბოლოებსა და მეტაფორებს და-
ვუწყე ძებნა, არადა... თურმე ზოგჯერ იხვი უბრალოდ იხვია!
– დიახ, ალბათ, – ვუთხარი, თუმცა ვერ მივხვდი, რამ გაამხი-
არულა. ნახევარი წუთი მაინც იცინოდა უხმოდ.
– კარგი ავგი, გმადლობ, რომ მემასლაათე, – მითხრა ბოლოს,
– იცოდე, ძალიან მიხარია, რომ ჩვენს სკოლაში სწავლობ და მოუთ-

253
მენლად ველი ახალი სასწავლო წლის დაწყებას, – გადმოიხარა და
ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, – აბა, ხვალ გამოსაშვებ ცერემო-
ნიაზე გელოდები.
– ხვალამდე, მისტერ ტაკუნმენ.

ბოლო მაქსიმა

ინგლისურის ბოლო გაკვეთილზე რომ შევედით, მისტერ


ბრაუნსდაფაზე დაეწერა:

მისტერ ბრაუნის ივნისის მაქსიმა:


გაჰყევი დლეს და ისწრაფე მზისკენ!

ჯგუფი „პოლიფონიკ სპრი“

მე-5 ბ, გისურვებთ კარგად გაატაროთ ზაფხულის არდადეგები!


წელს ბეჯითად იშრომეთ, მშვენიერი მოსწავლეები იყავით.

თუ გაგახსენდეთ, ამ ზაფხულს ღია ბარათით გამომიგზავნეთ


თქვენი პირადი მაქსიმა; მაქსიმა, რომელსაც თქვენვე შეთხზავთ ან
სადმე ამოიკითხავთ და მიიჩნევთ, რომ თქვენთვის რამით მნიშვნე-
ლოვანია (ამ შემთხვევაში ავტორის მოხსენიება არ დაგავიწყდეთ!)

თქვენი მაქსიმების მომლოდინე


ტომ ბრაუნი
363 სებასტიან-პლეისი,
ბრონქსი, ნიუ-იორკი 10053

254
ერთმანეთის მიყოლებით

გამოსაშვები ცერემონია ბიჩერის დამამთავრებელი სკოლის სა-


აქტო დარბაზში იმართებოდა. ჩვენი სახლიდან იქამდე თხუთმეტ
წუთზე მეტის სავალი არ იყო, მაგრამ მამამ მანქანით წამიყვანა, იმი-
ტომ, რომ გამოპრანჭული ვიყავი და ახალი შავი ფეხსაცმელები
მეცვა, ჯერაც მიუჩვეველი, და არ მინდოდა, ფეხები გადამყვლეფო-
და. მოსწავლეები ცერემონიამდე ერთი საათით ადრე დაგვიბარეს,
მაგრამ ჩვენ უფრო ადრეც მივედით. ჰოდა, ვისხედით მანქანაში და
ველოდით.
მამამ სიდი პლეერი ჩართო და ჩვენი საყვარელი სიმღერა დაი-
წყო. ორივეს გაგვეღიმა და სიმღერის ტაქტს ავაყოლეთ თავები.
მამა აღიღინდა:
– „ენდი დაჯდება ველოსიპედზე, წავა წვიმაში და კანფეტებს მო-
გირბენინებს“.
– მოიხედე, ჰალსტუხი სწორად მაქვს? – ვკითხე.
შემომხედა, ჰალსტუხი ოდნავ შემისწორა და განაგრძო:
– „ჯონი გიყიდის ახალ კაბას, გამოეწყობი და სტუმრად წახ-
ვალ...
– თმა კარგად მაქვს?
გაეღიმა და თავი დამიქნია:
– მშვენივრად. არაჩვეულებრივად გამოიყურები, ავგი.
– ვიამ დილით გელი წამისვა, – ვუთხარი, მზისგან დამცავი ფარი
ჩამოვწიე და პატარა სარკეში ჩავიხედე, – ძალიან აბუებული ხომ
არა მაქვს?
– არა, არა, მაგარია, ავგი. ასე მოკლედ თმა, მგონი, ჯერ არ გქო-
ნია, არა?
– არა. გუშინ შევიკრიჭე. მგონი, ასე უფრო დიდს გგავარ, ხომ?
– აშკარად! – მიყურებდა, მიღიმოდა და თავს მიქნევდა, – მაგ-
რამ მე ქვედა ისტ-საიდში ყველაზე მეტად გამიმართლა, იმიტომ,
რომ მანქანა მყავს, წაგიყვან და გაგასეირნებ“.

255
– რა მაგარია, ავგი, – მითხრა სახეგასხივოსნებულმა, – უკვე დი-
დი ხარ, გამოწყობილი. არც კი მჯერა, რომ მეექვსე კლასში გადადი-
ხარ!
– ჰო, მართლა მაგარია, – თავი დავუქნიე.
– გეგონება, გუშინ შეხვედი სკოლაშიო.
– გახსოვს, ჯერაც ის „ვარსკვლავური ომების“ ნაწნავი რომ დამ-
კონწიალებდა?
– უი, მართლა! – თქვა და შუბლი მოისრისა.
– იმ ნაწნავს ვერ იტანდი, არა, მა?
‒ „ვერ ვიტანდი“ მეტისმეტია, მაგრამ სიყვარულით ნამდვილად
არ მიყვარდა.
– ვერ იტანდი, აბა რა!
– არა, ნაწნავს რა უშავდა, – გაეღიმა და თავი გააქნია, – აი, იმ
კოსმონავტის ჩაფხუტს კი მართლა ვერ ვიტანდი, მოუხდელად რომ
გეხურა, გახსოვს?
– მირანდამ რომ მაჩუქა? როგორ არ მახსოვს! სულ ეგ არ მეხუ-
რა?!
– ღმერთო, მართლა როგორ მძულდა! – თავისთვის თქვა და ჩა-
ეცინა.
– იცი, როგორ მეწყინა, როცა დაიკარგა!
– არა, არ დაკარგულა, – სხვათა შორის ჩაილაპარაკა, – მე გა-
დავაგდე.
– მოიცა. რაა? – ვიფიქრე, კარგად ვერ გავიგონე-მეთქი.
– „რა კარგი დღეა, შენც რა კარგი ხარ!“ – განაგრძობდა ღიღინს.
‒ მა! – ხმას ჩავუწიე.
– რა იყო?
– მართლა შენ გადააგდე?!
როგორც იქნა, შემომხედა და დაინახა, როგორ ვბრაზობდი, ნუ-
თუ ვერ ხვდება, რას ნიშნავს ეს ამბავი? ჩემზე ვამბობ, ჩემთვის რას
ნიშნავს! ისე დამეცა, როგორც მეხი მოწმენდილ ცაზე, ის კი – ვი-
თომც არაფერიო.
– ავგი, ვეღარ ვიტანდი, ის რაღაც სახეს რომ გიფარავდა, –

256
მითხრა უხერხულად.
– მა, ის ჩაფხუტი მიყვარდა! და ჩემთვის ბევრს ნიშნავდა! რომ
დაიკარგა, კინაღამ გავგიჟდი, არ გახსოვს?
– როგორ არ მახსოვს, ავგი, – მითხრა ალერსიანად, – კარგი,
რა, გეხვეწები, ნუ ბრაზობ. მაპატიე. უბრალოდ ვეღარ ვიტანდი, სულ
თავზე რომ გქონდა ჩამომხობილი. ვფიქრობდი, ავნებს-მეთქი, –
ცდილობდა, ჩემი მზერა დაეჭირა, მაგრამ თვალს ვარიდებდი. –
გეხვეწები, ავგი, გამიგე, – ხელი ნიკაპში ამომდო და სახე ამაწევინა,
– იმ ჩაფხუტს თავიდან არ იხდიდი. და, თუ გინდა იცოდე, სინამდვი-
ლეში რა ხდებოდა, გეტყვი: შენი სახე მენატრებოდა, ავგი. ვიცი,
რომ შენ ხანდახან არ გიყვარს, მაგრამ გამიგე... მე მიყვარს. და სახე
რომ არ გიჩანდა, გული მტკიოდა.
ისე მუდარით შემომცქეროდა, ეტყობა, მართლა უნდოდა, გამე-
გო.
– დედამ იცის? – ვკითხე.
თვალები გაუფართოვდა:
– ხუმრობ? ხომ იქვე მომკლავდა!
– მა, მთელი სახლი გადაატრიალა, ერთი კვირა ეძება, უჯრა არ
დაუტოვებია და სააბაზანო, არც ერთი კუთხე-კუნჭული.
– ვიცი, – თავი დამიქნია, – ჰოდა, მაგიტომაც მომკლავდა.
მერე ისეთნაირად შემომხედა, რომ ძალაუნებურად გამეცინა.
ამაზე უცებ პირი ისე დააღო, თითქოს ახლაღა მოაფიქრდა რაღაცო.
– ერთი წუთით, ავგი! – მითხრა და თითი მომაშვირა, – უნდა
დამპირდე, რომ დედას ამ ამბავს არასოდეს არ ეტყვი.
გამეღიმა და ხელები ისე მოვიფშვნიტე, თითქოს ეს არის და დი-
დი სარფი უნდა ვიშოვოო.
– ვნახოთ, მოვრიგდეთ, – ვუთხარი და ნიკაპი მოვისრისე, – იმ
თვეში იქს ბოქსის ახალი მოდელი გამოდის და ძალიან მჭირდება.
ასე, ექვს წელიწადში მანქანაც მომინდება: წითელი „პორშე“ იყოს,
არ დავიწუნებ, და...
მამამ გადაიხარხარა. მიხარია, როცა გავაცინებ ხოლმე, იმი-
ტომ, რომ საერთოდ, ის აცინებს ყველას.

257
– ღმერთო, ღმერთო, – თავი გაიქნია, – ამასობაში მართლა გაზ-
რდილხარ.
სიმღერის ის ნაწილი დაიწყო, რომელიც ყველაზე მეტად გვი-
ყვარს. ხმას მოვუმატე და ორივენი ავყევით.
„ქვედა ისტ-საიდში მე ყველაზე უშნო ბიჭი ვარ, სამაგიეროდ, მან-
ქანა მყავს, და თუ გინდა, გაგასეირნებ, და თუ გინდა, გაგასეირნებ,
და თუ გინდა, გაგასეირნეეეეეეეეეეებ.“
ამ ადგილს ყოველთვის მთელი ხმით ვმღერით და ვცდილობთ
ბოლო ნოტი იმდენ ხანს გავაგრძელოთ, რამდენ ხანსაც ის ბიჭი აგ-
რძელებს, ამ სიმღერას რომ მღერის, ბოლოს კი სიცილით ვიხოცე-
ბით. სანამ ვიცინოდით, ჯეკი დავინახე, ჩვენი მანქანისკენ მოდი-
ოდა. გადასვლა დავაპირე.
– მოიცა, – გამაჩერა მამამ, – ჯერ მითხარი, მაპატიე?
– ჰო, გაპატიე.
მადლიერი სახით შემომხედა:
‒ დიდი მადლობა.
– ჰო, მაგრამ ისე აღარაფერი გადამიგდო, რომ არ მითხრა!
– გპირდები.
კარი გავაღე და ზუსტად მაშინ გადავედი, ჯეკი რომ მოვიდა.
– გაუმარჯოს.
– რას შვრები ავგი?! გამარჯობა, მისტერ პულმან.
– ხომ მაგრად ხარ, ჯეკ?! – უთხრა მამამ.
– აბა, დროებით, მა! – ვუთხარი და კარი მივხურე.
მამამ მინა ჩამოუშვა და მოგვაძახა:
– აბა, თქვენ იცით, ხალხო! მეექვსეში რომ გადახვალთ, გნა-
ხავთ!
ხელი დავუქნიეთ. ძრავა ჩართო და მანქანა დაძრა, მაგრამ უცებ
მისკენ გავიქეცი და ისევ გააჩერა. თავი ფანჯარაში შევყავი, რომ
ჯეკს ვერ გაეგონა, რასაც ვეტყოდი.
– ხალხო, შეიძლება, რომ ცერემონიის მერე არ მაკოცოთ? – ჩუ-
მად ვთხოვე, – პატარა ხომ აღარ ვარ.
‒ რაც შემეძლება, ვეცდები.

258
– დედასაც უთხარი, კარგი?
– დედა ალბათ თავს ვერ შეიკავებს, მაგრამ თქმით ვეტყვი.
– აბა, კარგად, ჩემო მამილო.
გაეღიმა: – კარგად, შვილო, ჩემო შვილო.

ყველანი ადგილებზე

მე და ჯეკი ვიღაც ორ მეექვსეკლასელს შევყევით შენობაში და


სააქტო დარბაზშიც იმათთან ერთად შევედით.
შესასვლელში მისის დი იდგა, ხელში პროგრამები ეჭირა და ბავ-
შვებს ეუბნებოდა, ვინ საით უნდა წასულიყო.
‒ მეხუთეკლასელები შუა გასასვლელს დაუყევით და – მარ-
ცხნივ. მეექვსეკლასელები – მარჯვნივ. შემოდით, შემოდით. დილა
მშვიდობისა. თქვენთვის განკუთვნილ ადგილას მიბრძანდით. მეხუ-
თეკლასელები მარცხნივ, მეექვსეკლასელები – მარჯვნივ...
სააქტო დარბაზი ვეებერთელა იყო. დიდი, მოციმციმე ჭაღები წი-
თელხავერდგაკრული კედლები. რბილი სავარძლების უამრავი რი-
გი გრანდიოზულ სცენასთან მთავრდებოდა. გავუყევით გასას-
ვლელს, გზადაგზა მაჩვენებლები გვხვდებოდა, სად იყო მეხუთეკ-
ლასელების ადგილი. სცენის მარცხნივ ოთხ რიგად იდგა დასაკეცი
სკამები და დარბაზს უყურებდა, ანუ იმ ადგილს, სადაც მის რუბინი
იდგა და ხელს გვიქნევდა.
– აბა, ბავშვებო, ადგილები დაიკავეთ, ადგილები დაიკავეთ, –
ამბობდა და ჩარიგებულ სკამებზე გვითითებდა, – არ დაგავიწ-
ყდეთ, სიის მიხედვით სხედხართ, – თუმცა, ჯერ ბავშვებიდან ბევრნი
არ მოსულიყვნენ და ვინც იყო, არც ისინი უგდებდნენ ყურს, მე და
ჯეკმა დახვეული პროგრამებით ფარიკაობა გავაჩაღეთ.
– როგორ ხართ, ბიჭებო?

259
ჯუნი იყო, ჩვენკენ მოდიოდა. ღია ვარდისფერი კაბა ეცვა და,
მგონი, ცოტა მაკიაჟიც გაეკეთებინა.
‒ ოჰ, ჯუნ, რა კარგად გამოიყურები! – ვუთხარი, იმიტომ, რომ
მართლა ლამაზად გამოიყურებოდა.
– მართლა? გმადლობ. შენც, ავგი.
– ჰო, არა გიშავს, ჯუნ, – მშრალად უთხრა ჯეკმა და პირველად
მაშინ მივხვდი, რომ შეყვარებული იყო.
– ცოტა ვნერვიულობ, თქვენ? – თქვა ჯუნმა.
– ცოტა ჩვენც, – თავი დავუქნიე.
– არა, ერთი ამ პროგრამას დახედე, – თქვა ჯეკმა და პროგრამა
გამომიწოდა, – მთელი დღე აქ უნდა ვიყურყუტოთ.
ჩემს პროგრამას დავხედე.

სკოლის გენერალური დირექტორის გამოსვლა:


დოქტორი ჰაროლდ იანსენი

საშუალო სკოლის დირექტორის გამოსვლა:


მისტერ ლოურენს ტაკუნმენი

„დღე და სინათლე“
საშუალო სკოლის ანსამბლი

მეხუთე კლასის მოსწავლის გამოსვლა:


ქსიმენა ბინი

პაჰელბელი: „კანონი რე მაჟორში“


საშუალო სკოლის კამერული ანსამბლი

მეექვსე კლასის მოსწავლის გამოსვლა:


მარკ ანტონიაკი

260
„წნეხის ქვეშ“ (Under pressure)
საშუალო სკოლის ანსამბლი

საშუალო სკოლის დეკანის გამოსვლა:


მის ჯენიფერ რუბინი

ჯილდოების გადაცემა (იხ. მეორე გვერდზე)


დასაჯილდოებელთა სია

– რატომ? – ვკითხე.
– იმიტომ, რომ მისტერ იანსენი დაიწყებს და აღარ დაამთავ-
რებს, – ამიხსნა ჯეკმა, – მისტერ ტაკუნმენსაც კი აჭარბებს!
– დედაჩემმა მითხრა, შარშან იმდენი ილაპარაკა, ჩამეძინაო, –
დაამატა ჯუნმა.
– და, ჯილდოების გადაცემა რაღაა? – ვიკითხე.
– რა და – ტვინიკოსებს მედლებს აძლევენ, – მითხრა ჯეკმა, –
ანუ მეხუთე კლასში ყველა მედალი შარლოტსა და ქსიმენას შეხ-
ვდება, მეოთხე კლასშიც ასე იყო და მესამეშიც.
– მეორეში არა? – გამეცინა.
– მეორეში არაფერს არ არიგებენ, – ამიხსნა ჯეკმა.
– იქნებ წელს შენც გერგოს რამე, – გავეხუმრე.
– ჰო, როგორც ყველაზე მეტი „რვიანის“ პატრონს, – გაეცინა.
– აბა, ყველანი დასხედით! – ხმას აუწია მის რუბინმა, ეტყობა,
გაღიზიანდა, რომ არავინ უსმენდა, – დღეს ბევრი საქმე გვაქვს, ამი-
ტომ დროზე დაიკავეთ ადგილები. არ დაგავიწყდეთ, სიის მიხედვით
სხედხართ. „ა“-დან „ხ“-ს ჩათვლით პირველ რიგში! „თ“-დან „ლ“-ს
ჩათვლით – მეორე რიგში, „მ“-დან „ჟ“-ს ჩათვლით მესამე რიგში და
„რ"-დან „ჯ“-ს ჩათვლით – მეოთხე რიგში. აბა, გაინძერით, ხალხო!
– დავსხდეთ, – თქვა ჯუნმა და პირველი რიგისკენ წავიდა.
– ამის მერე ხომ მართლა მოდიხარ ჩემთან? – მივაძახე.
– მართლა, აბა, რა! – მითხრა და ქსიმენა ბინის გვერდით დაჯდა.

261
– ჯუნი ასე როდის გალამაზდა? – წაიდუდუნა ჯეკმა.
– ჩუმად, ძმაო! – სიცილით ვუთხარი და მესამე რიგისკენ წავედი.
– არა, მართლა. როდის მოასწრო? – ჩამჩურჩულა და ჩემ გვერ-
დით დაჯდა.
– მისტერ სად! – ამოსძახა მის რუბინმა, – ბოლოს რომ შევა-
მოწმე, „ს“ „რ“-სა და „ჯ“-ს შორის იყო.
ჯეკმა უაზროდ შეხედა.
– ამ რიგში არ უნდა იჯდე, ძმაო, – ვუთხარი.
– ჰოო? – და ისეთი სახით წამოდგა –თან დაბნეული და თან ეშ-
მაკური, თითქოს ვიღაც გაამასხარავაო, რომ სიცილით მოვკვდი.

მარტივი რამ

ერთი საათის შემდეგ ვეებერთელა დარბაზში ვისხედით და ვე-


ლოდით, როდის დაიწყებოდა მისტერ ტაკუნმენის გამოსვლა. დარ-
ბაზი იმაზე დიდი იყო, ვიდრე წარმომედგინა – ვიას სკოლის დარ-
ბაზზე დიდიც კი. იქაურობას თვალი მოვავლე: მილიონი კაცი მაინც
იჯდებოდა. კარგი, მთლად მილიონი არა, მაგრამ აშკარად ბევრი.
– დოქტორო იანსენ, მადლობას მოგახსენებთ თბილი სიტყვე-
ბისათვის, – მიკროფონში თქვა სცენაზე, კათედრასთან მდგარმა
მისტერ ტაკუნმენმა, – მოგესალმებით, ჩემო კოლეგებო... მოგე-
სალმებით, მშობლებო, ბებიებო და პაპებო, მეგობრებო და საპატიო
სტუმრებო, და რასაკვირველია, ჩემო მეხუთე და მეექვსეკლასელე-
ბო!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიჩერის სკოლის გამოსაშვებ
ცერემონიაზე!
ყველამ ტაში დაუკრა.
– ყოველ წელს, – განაგრძო მისტერ ტაკუნმენმა; სათვალე ცხვი-

262
რის წვერზე დაეკოსებინა და დაწერილ სიტყვას კითხულობდა, –
ორი სიტყვა მაქვს დასაწერი – ერთი – მეხუთე და მეექვსე კლასების
გამოსაშვები ცერემონიისათვის, რომელიც დღეს ტარდება და მე-
ორე – მეშვიდე და მერვე კლასების ცერემონიისათვის, რომელიც
ხვალ უნდა გაიმართოს. ყოველ წელს ვეუბნები ჩემს თავს, მოდი,
საქმეს გავიიოლებ და ისეთ სიტყვას დავწერ, რომ ორივე შემთხვე-
ვაში გამოდგეს-მეთქი. თითქოს ძნელი საქმე არ უნდა იყოს, არა? და
მაინც, ყოველ წელს, მიუხედავად ჩანაფიქრისა, საბოლოოდ მაინც
ორ სიტყვას ვწერ.
წლეულს, როგორც იქნა, მივხვდი, რატომ. არა იმიტომ, როგორც
შეიძლება გეგონოთ, რომ ხვალ თქვენზე უფროსებს უნდა ველაპა-
რაკო, რომლებმაც თითქმის უკან მოიტოვეს საშუალო სკოლა,
თქვენ კი ჯერ თითქმის მთლიანად გასავლელი გაქვთ. არა, მე მგო-
ნი, აქ მთავარი ის ასაკია, რა ასაკშიც ახლა ხართ, თქვენი ცხოვრე-
ბის ეს განსაკუთრებული მომენტი, რომელიც, მიუხედავად იმისა,
რომ ოცი წელია, თქვენი ხნის ბავშვებში ვტრიალებ, მაინც მაღელ-
ვებს. იმიტომ, რომ გზაგასაყარზე ხართ, ბავშვებო, ზღვარზე, რომ-
ლის აქეთ ბავშვობაა, იქით კი – ყველაფერი, რაც მომავალში იქნე-
ბა. გარდატეხის ასაკში ხართ.
– დღეს იმისათვის შევიკრიბეთ ყველანი, – მისტერ ტაკუნმენმა
სათვალე მოიხსნა და დარბაზს თვალი მოავლო, – თქვენი ოჯახები,
მეგობრები და მასწავლებლები, რათა ვისაუბროთ არა მხოლოდ იმ
წარმატებებზე, რომლებსაც გასული წლის განმავლობაში მიაღწიეთ
ბიჩერის სკოლაში, არამედ თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებზეც.
როდესაც გასულ წელს გადახედავთ, გთხოვთ, დაფიქრდეთ, რო-
გორები ხართ ახლა და როგორები იყავით წლის დასაწყისში. ყვე-
ლას მოგემატათ ცოტ-ცოტა სიმაღლე, ღონე და ჭკუა... იმედი მაქვს.
დარბაზში აქა-იქ ჩაიცინეს.
– თუმცა, ზრდა არც მხოლოდ იმას ნიშნავს, რამდენი დუიმით გა-
იზარდეთ სიმაღლეში, არც იმას, რამდენ წრეს ურტყამთ სტადიონს
და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც იმას, რა ნიშნები გამოგყვათ – თუმ-
ცა, ეს ყველაფერი, უდავოდ, მნიშვნელოვანია. მთავარია, როგორ

263
გამოიყენეთ დრო, როგორ ატარებდით დღეებს და ვისთან გქონდათ
ურთიერთობა ამ წლის განმავლობაში. ჩემი აზრით, სწორედ ეს გახ-
ლავთ წარმატების მთავარი საზომი.
ჯეიმს მეთიუ ბარის მშვენიერი სტრიქონები აქვს – არა, „პიტერ
პენზე“ არ გეუბნებით და არც იმას გთხოვთ, ტაში შემოჰკარით, ვი-
საც გჯერათ, რომ ფერიები არსებობენ-მეთქი...
ისევ ყველას გაეცინა.
– სხვა წიგნში, რომელსაც „თეთრი ჩიტუნა“ ჰქვია... ჯეიმზ მეთიუ
ბარი წერს... – კათედრაზე დადებული მომცრო წიგნი გადაფურცლა,
იპოვა, რომელ გვერდსაც ეძებდა და სათვალე გაიკეთა, – „მოდით,
ახალი წესი დავამკვიდროთ ცხოვრებაში... ყოველი ჩვენგანი მუდამ
ეცადოს, იყოს იმაზე კეთილი, ვიდრე საჭიროა“.
აქ მისტერ ტაკუნმენმა აუდიტორიას ახედა:
– იმაზე კეთილი, ვიდრე საჭიროა, – გაიმეორა, – ხომ საოცარი
ნათქვამია? იმაზე კეთილი, ვიდრე საჭიროა, რადგან არ კმარა, უბ-
რალოდ კეთილი იყო. იმაზე კეთილი უნდა იყო, ვიდრე საჭიროა. ეს
ფრაზა, ეს აზრი იმიტომ მიყვარს, რომ ჩვენ, ადამიანებს, უნარი
გვაქვს არა მხოლოდ ვიყოთ კეთილები, არამედ ავირჩიოთ კიდევაც
სიკეთე. ეს რაღას ნიშნავს? აქ სახაზავი არ გამოდგება. წეღანაც მო-
გახსენეთ: სიკეთის გაზომვა სიმაღლეში მომატებული დუიმების გა-
ზომვა არ არის. იგი უთვლადია. საიდან ვხვდებით, რომ სიკეთე გა-
მოვიჩინეთ? და, საერთოდ,რას ნიშნავს სიკეთე?
ისევ გაიკეთა სათვალე და მეორე მომცრო წიგნს დაუწყო ფუ-
რცვლა.
‒ კიდევ ერთი ციტატა მინდა გაგაცნოთ, – თქვა, – მეორე წიგნი-
დან, თუკი მოთმინებას გამოიჩენთ, სანამ ვიპოვი... აჰა, აი, აქ არის.
ქრისტოფერ ნოლანის „საათის ზედამხედველობით". აქ მთავარი
გმირი ახალგაზრდა კაცია, რომელიც დიდ გასაჭირშია ჩავარდნი-
ლი. ერთ ეპიზოდში თანაკლასელი ეხმარება. ერთი შეხედვით,
ბევრს არაფერს უკეთებს, მაგრამ ამ ახალგაზრდა კაცისთვის, რო-
მელსაც ჯოზეფი ჰქვია, ეს დახმარება... თუ ნებას მომცემთ... ჩაახ-
ველა და ამოიკითხა:

264
– „ასეთ წამებში ჯოზეფი ადამიანებში ღვთის ხატს ხედავდა. ეს
ხატი ციალებდა მათ სიკეთეში, შეიგრძნობოდა მათ მზრუნველობა-
ში და გამოკრთოდა მათ მზერაში“.
შეჩერდა და ისევ მოიხსნა სათვალე.
– ციალებდა მათ სიკეთეში, – გაიმეორა, – რა უბრალო რამ
არის: სიკეთე. უბრალოზე უბრალო. დროულად ნათქვამი იმედიანი
სიტყვა. მეგობრული საქციელი. წამიერი ღიმილი.
წიგნი დახურა, დადო და კათედრაზე გადმოიხარა.
– ბავშვებო, აი, ეს არის, რაც დღეს მინდოდა თქვენთვის მეთქ-
ვა: ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იმგვარი უბრალო რამის დაფა-
სება, როგორიც სიკეთეა. მე მგონი, დღეისათვის საკმარისია. ვიცი,
რომ ცნობილი ვარ ჩემი... მმ... მრავალსიტყვაობით...
აქ ყველას ისევ გაეცინა. ისე, მართლა უსასრულოდ შეუძლია
ლაპარაკი.
– ...მაგრამ მინდა, რომ თქვენ, ჩემმა მოსწავლეებმა, მტკიცედ
დაიხსომოთ, – განაგრძო ისევ, – თქვენს მომავალში, რომელსაც
თქვენვე შექმნით, ყველაფერი შესაძლებელია. და თუ ყველანი,
ვინც ამ დარბაზში ხართ, წესად გაიხდით, რომ სადაც გინდა იყოთ
და როცა კი შეძლოთ, იმაზე მეტი სიკეთე გამოიჩინოთ, ვიდრე საჭი-
როა, მსოფლიო მართლაც უკეთესი გახდება. და თუ ასე მოიქცევით,
თუ იმაზე მეტ სიკეთეს გამოიჩენთ, ვიდრე საჭიროა, შეიძლება სად-
მე, ოდესმე, ვინმემ თქვენში, თითოეულ თქვენგანში, ღვთის ხატი
დაინახოს.
შეჩერდა და მხრები აიჩეჩა:
‒ ან უნივერსალური სიკეთის ნებისმიერი პოლიტკორექტული
სახე, რომლისაც გჯერათ, – სწრაფად, ღიმილით დაამატა და საერ-
თო სიცილი და აპლოდისმენტები გამოიწვია, განსაკუთრებით –
უკანა რიგებიდან, სადაც მშობლები ისხდნენ.

265
ჯილდოები

მისტერ ტაკუნმენის სიტყვა მომეწონა, მაგრამ არ დაგიმალავთ:


დანარჩენი გამოსვლებისთვის მაინცდამაინც აღარ მომისმენია.
მაშინღა ჩავერთე, როცა მის რუბინმა კარგი ნიშნების მქონე
მოსწავლეთა გვარების ამოკითხვა დაიწყო, იმიტომ, რომ ვისაც გა-
მოგვიძახებდნენ, უნდა ავმდგარიყავით. ჰოდა, ვიცდიდი, როდის
მოვიდოდა ანბანის რიგი ჩემამდე. ნამ კინგსლი. მაია მარკოვიცი.
ავგუსტ პულმანი. ავდექი. მერე, როცა სია ბოლომდე წაიკითხა,
გვთხოვა, დარბაზისკენ შებრუნდით და თავი დაუკარითო. მთელმა
დარბაზმა ტაში დასცხო.
წარმოდგენა არ მქონდა, ამ აუარება ხალხში სად შეიძლება
მსხდარიყვნენ ჩემი მშობლები. მხოლოდ ფოტოაპარატების ბლიცე-
ბის შუქს და ვიღაც უცხო მშობლებს ვხედავდი, თავიანთ შვილებს
ხელს რომ უქნევდნენ. ჰოდა, წარმოვიდგინე, დედაც საიდანღაც
მიქნევს ხელს-მეთქი – მერე რა, რომ ვერ ვხედავდი.
მერე ტრიბუნაზე კვლავ მისტერ ტაკუნმენი ავიდა, რათა საუკე-
თესო აკადემიური მოსწრებისათვის განკუთვნილი მედლები და-
ერიგებინა, და ჯეკი მართალი გამოდგა: „ყველა საგანში საუკეთესო
აკადემიური მოსწრებისათვის“ ოქროს მედალი ქსიმენა ბინს ერგო,
ვერცხლისა – შარლოტს. მუსიკის მედალიც შარლოტს მისცეს.
ამოსმა „სპორტის ყველა სახეობაში გამორჩეული წარმატებისათ-
ვის“ მიიღო მედალი, და ძალიანაც გამიხარდა, იმიტომ, რომ ბანა-
კის მერე ამოსს ერთ-ერთ უახლოეს მეგობრად ვთვლიდი. მაგრამ
ჩემი სიხარული მაშინ უნდა გენახათ, მისტერ ტაკუნმენმა ჯუნის გვა-
რი რომ ამოიკითხა და საუკეთესო თხზულებებისათვის დაწესებული
ოქროს მედალი გადასცა. ჯუნმა თავისი გვარის გაგონებაზე გაოცე-
ბისგან ხელი პირზე მიიფარა. როცა სცენაზე ადიოდა, მთელი ხმით
ვიყვირე, ყოჩაღ, ჯუნ-მეთქი, მაგრამ ალბათ ვერ გავაგონე.
ბოლო გვარიც რომ ამოიკითხეს, ყველა დაჯილდოებული ავან-
სცენაზე გამწკრივდა, და მისტერ ტაკუნმენმა დარბაზს მიმართა:
‒ ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია წარმოგი-

266
დგინოთ ბიჩერის სკოლის წლევანდელი სასწავლო წლის საუკეთე-
სო მოსწავლეები. ყველას გილოცავთ!
ტაშს ვუკრავდი, სცენაზე მდგარი ბავშვები კი მადლობას იხდიდ-
ნენ. ოჰ, როგორ მიხაროდა, რომ ჯენიც იქ იდგა!
‒ დღეის უკანასკნელი ჯილდო, – თქვა მისტერ ტაკუნმენმა მას
შემდეგ, რაც ავანსცენაზე მდგარი ბავშვები ადგილებზე დაბრუნ-
დნენ, – გახლავთ ჰენრი უორდ ბიჩერის მედალი, განკუთვნილი იმ
მოსწავლისათვის, ვინც თავი გამოიჩინა ან მისაბაძი იყო მთელი
სასწავლო წლის განმავლობაში. როგორც წესი, ეს მედალი მას ეძ-
ლევა, ვინც მოხალისედ მუშაობდა და სხვა ადამიანებს ან სკოლას
ეხმარებოდა.
მაშინვე ვიფიქრე, ამ მედალსაც შარლოტს მისცემენ, იმიტომ,
რომ ღარიბებისთვის ტანსაცმლის შეგროვებას თაოსნობდა-მეთქი
და ისევ გამეფანტა ყურადღება. საათზე დავიხედე: 10:56. ამასობაში
მომშივდა კიდეც.
‒ ჰენრი უორდ ბიჩერი მეცხრამეტე საუკუნის აბოლიციონისტი –
მონობის წინააღმდეგ მებრძოლი – და ადამიანის უფლებათა მგზნე-
ბარე დამცველი გახლდათ. სწორედ მის სახელს ატარებს ჩვენი სკო-
ლა, – ამბობდა მისტერ ტაკუნმენი, როცა ისევ ჩავერთე, – ამ ჯილ-
დოს სამზადისში მისი ბიოგრაფია გადავიკითხე და წავაწყდი მისე-
ულ ფრაზას, რომელიც საოცრად შეესატყვისება იმ თემებს, რომელ-
თაც დღეს შევეხე, თემებს, რომლებზეცკ მთელი წელია, ვფიქრობ.
მთავარია, არა ზოგადად სიკეთე, არამედ კერძოდ შენი სიკეთე. შენი
მეგობრობის უნარი. შენი სიმტკიცის გამოცდა. შენი სიმამაცე...
და აქ ყოვლად უცნაური რამ მოხდა: მისტერ ტაკუნმენს ხმა ოდ-
ნავ გაებზარა, თითქოს ყელი აქვს ჩასაწმენდიო. მართლაც ჩაახვე-
ლა და ერთი დიდი ყლუპი წყალი მოსვა. ახლა უკვე მართლა ვუსმენ-
დი, რას ამბობდა.
– დიახ, შენი სიმამაცე, – წყნარად გაიმეორა და ღიმილით დაი-
ქნია თავი. მერე ხელი ასწია და თითებზე დაითვალა, – სიმამაცე. სი-
კეთე. მეგობრობა. სიმტკიცე. ეს ის თვისებებია, რომლებიც განსაზ-
ღვრავს ჩვენს პიროვნებას და, გარკვეულ ვითარებაში, სიდიადემდ-

267
ეც მივყავართ. სწორედ სიდიადის აღიარებას ნიშნავს ჰენრი ბიჩე-
რის სახელობის მედალი.
მაგრამ როგორ? რით შეიძლება გავზომოთ სიდიადე? სახაზავი
არც ამჯერად გამოგვადგება... თუმცა, ამ კითხვაზე თავად ბიჩერმა
გასცა პასუხი.
ისევ გაიკეთა სათვალე, გადაფურცლა წიგნი და განაგრძო:
‒ „სიდიადე“,წერდა ბიჩერი,„იმას როდი ნიშნავს,რომ ძლიერი
იყო, არამედ იმას, რომ სათანადოდ გამოიყენო შენი ძალა... დიადი
ისაა, ვისი ძალაც ბევრის გულს აიყოლიებს...“
მოულოდნელად ისევ ჩაუწყდა ხმა, საჩვენებელი და შუა თითები
მიიდო პირზე და წამით გაჩუმდა.
– დიადი ისაა, – განაგრძო ბოლოს, – ვისი ძალაც ბევრის გულს
მიიზიდავს და აიყოლიებს და, დიდხანს რომ აღარ გავაგრძელო,
ბედნიერი ვარ, ჰენრი უორდ ბიჩერის მედალი გადავცე მოსწავლეს,
ვისმა უჩუმარმა ძალამაც ბევრის გული მიიზიდა და აიყოლია.
ავგუსტ პულმან, გთხოვ, მოხვიდე და მიიღო ეს ჯილდო!

ლივლივი

ხალხმა ტაშისცემა რომ ატეხა, მერეღა გავიაზრე, რა თქვა მის-


ტერ ტაკუნმენმა. ჩემ გვერდით მჯდარმა მაიამ სიხარულით შეჰკივ-
ლა, მეორე მხარეს მჯდარმა მაილზმა კი მხარზე ხელი დამკრა.
– ადექი, ადექი! – მეუბნებოდნენ ყოველი მხრიდან, ვიღაცეებმა
ხელი წამკრეს, რომ სკამიდან წამოვმდგარიყავი და ჯიკავ-ჯიკავით
გამატარეს გასასვლელისკენ, გზადაგზა ზოგმა მხარზე ხელი მომი-
თათუნა, ზოგმა ხელი ამიწია, რომ დამერტყა.
– ყოჩაღ, ავგი!
– ეგრე, ავგი!
ის კი არა, კლასელებმა ჩემი სახელის სკანდირებაც კი დაიწყეს:

268
– ავგი! ავგი! ავგი!
მივიხედე და დავინახე, ჯეკი მაღლა აწეულ მუშტს იქნევდა და ისე
დირიჟორობდა გუნდს. ღიმილით მანიშნა, იარეო, ამოსმა კი ხელე-
ბი რუპორივით მიიდო პირზე და დამიძახა:
– იო-ჰო-ჰო, პატარა ძმაო!
მერე მოღიმარ ჯუნს გავუარე. როცა დამინახა, რომ ვუყურებდი,
ცერები ასწია და უხმოდ, პირის მოძრაობით მითხრა, „უმაგრესიაო“!
გამეცინა და თავი გავიქნიე, არ მჯერა-მეთქი. მართლა არ მჯეროდა.
გაღიმებული მივდიოდი. თუ გაბრწყინებული. არ ვიცი. გასასვლელს
რომ მივუყვებოდი და სცენაზე ავდიოდი, მხოლოდ ორ რამეს ვხე-
დავდი ბუნდოვნად: გახარებულ სახეებს, რომლებიც შემომცქე-
როდნენ და ხელებს, რომლებიც ტაშს მიკრავდნენ. და ისიც მესმო-
და, რასაც მომყვიროდნენ:
– დაიმსახურე, ავგი!
– ყოჩაღ, ავგი!
გასასვლელთან მსხდარი მასწავლებლებიც დავინახე: მისტერ
ბრაუნი, მის პეტოზა, მისტერ როშე, მისის ატანაბი, მედდა მოლი და
დანარჩენები: ისინიც ტაშს მიკრავდნენ, რაღაცას ყვიროდნენ და უს-
ტვენდნენ.
მეჩვენებოდა, რომ ჰაერში მივლივლივებდი. რა უცნაური იყო:
თითქოს სახეზე მზე დამნათის და ქარი მიბერავსო. სცენას რომ მი-
ვუახლოვდი, დავინახე, პირველი რიგიდან მის რუბინი მიქნევდა
ხელს, მის გვერდით მჯდარი მისის დი კი ისტერიულად ტიროდა –
ოღონდ სიხარულით, თანაც მიღიმოდა და გაუჩერებლად უკრავდა
ტაშს. ყველაზე საოცარი რამ კი მაშინ მოხდა, კიბით სცენაზე რომ
ავედი: დავინახე, ყველანი დგებოდნენ. მარტო წინა რიგები კი არა,
მთელი დარბაზი ერთბაშად წამოდგა და გიჟივით მოჰყვა ყვირილსა
და ტაშისცემას. ნამდვილი ოვაცია გამართეს. მე გამიმართეს.
სცენა გადავჭერი და მისტერ ტაკუნმენთან მივედი. ორივე ხე-
ლით ჩამომართვა ხელი და ჩამჩურჩულა, ყოჩაღ, ავგიო. მერე
ოლიმპიელივით დამკიდა კისერზე ოქროს მედალი და სახით დარ-
ბაზისაკენ შემატრიალა. თითქოს კინოში ვუყურებდი ჩემსთავს, თი-

269
თქოს სხვა ვინმე ვიყავი. „ვარსკვლავური ომების“ მეოთხე ეპიზო-
დის ბოლო სცენა გეგონებოდათ, როცა ლუკ სკაიუოკერს, ჰან სო-
ლოსა და ჩუბაკას სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებისათვის
უკრავენ ტაშს. სცენაზე მდგომს თითქოს „ვარსკვლავური ომების“
მელოდიაც კი ჩამესმოდა.
მაინცდამაინც ვერ მივხვდი, რად მაძლევდნენ ამ მედალს.
არა, ვტყუი. როგორ არ ვიცი.
ზოგჯერ ისეთ ადამიანს შეხვდები, რომლის ყოფაც შენთვის სრუ-
ლიად წარმოუდგენელია – ვთქვათ, თუ ინვალიდის სავარძელში
ზის ან ვერ ლაპარაკობს. ჰოდა, ბევრისთვის სწორედ ასეთი ადამია-
ნი ვარ, ბევრისთვის კი არა, იქნებ მთელი დარბაზისთვისაც კი.
ჩემთვის კი მე – მე ვარ. ჩვეულებრივი ბავშვი.
მაგრამ თუ მაინც უნდათ, ეს მედალი იმიტომ მომცენ, რომ მე –
მე ვარ, მომცენ, ავიღებ. მე არც სიკვდილის ვარსკვლავი გამინად-
გურებია და არც სხვა რაიმე გმირობა ჩამიდენია, მხოლოდ მეექვსე
კლასში გადავედი. ეს კი ადვილი საქმე არ არის, თუნდაც სახე წეს-
რიგში გქონდეს.

სურათები

მერე მეხუთე და მეექვსეკლასელებისთვის სკოლის უკან, თე-


თრი ტენტის ქვეშ, ფურშეტი გაიმართა. ყველამ მოვნახეთ მშობლე-
ბი, და სულ არ მწყენია, დედამ და მამამ გიჟურად რომ ჩამიხუტეს
გულში. ან ვიამ რომ ხელები მომხვია და ოცჯერ მაინც გადამაქან-
გადმომაქანა ქანქარასავით. მერე ბებომ ჩამიკრა, მერე – ბაბუმ, მე-
რე – დეიდა კეიტმა და ძია პომ, მერე – ძია ბენმა – თვალები ყველას
ცრემლიანი ჰქონდა, ლოყები – სველი. ყველაზე სასაცილო მაინც
მირანდა იყო: გულამოსკვნით ქვითინებდა და ისეთი ძალით მიხუტ-

270
ებდა,რომ ვიამ ძლივს გამოჰგლიჯა ხელიდან ჩემი თავი და ბოლოს
ორივენი ახარხარდნენ.
ყველამ ტელეფონები ამოიღო და სურათებს მიღებდნენ. მერე
მამამ ჯუნი და ჯეკი მოიყვანა, სამივეს ერთად უნდა გადაგიღოთო.
ხელიხელგადახვეულები დავდექით და პირველად იყო, ჩემს სახეზე
რომ არ ვფიქრობდი. ვიდექი და სიხარულით ვიღიმებოდი, სანამ
სხვა კამერებითაც მიღებდნენ. ბლიცი, ბლიცი, ჩხაკუნი, ჩხაკუნი. ვი-
ღიმებოდი, როცა ჯეკის მშობლებმა და ჯუნის დედამაც დაიწყეს ჩხა-
კუნი. მერე ნამი და მაია მოვიდნენ. ბლიცი, ბლიცი, ჩხაკუნი, ჩხაკუ-
ნი. მერე შარლოტი მოვიდა და გვკითხა, შეიძლება, მეც თქვენთან
ერთად გადავიღოო. რას ვეტყოდით? მოდი, აბა, რაო! მერე შარლო-
ტის მშობლები იღებდნენ ჩვენს პატარა ჯგუფს, სხვა მშობლებიც.
ამის მერე ორივე მაქსი მოვიდა, მერე ჰენრი და მაილზი, სავანა.
მერე ამოსი, ამოსს ქსიმენა მოჰყვა. ყველანი ჩახუტებულები ვიდე-
ქით, სანამ მშობლები ერთ ჩხაკაჩხუკში იყვნენ, თითქოს წითელ ხა-
ლიჩაზე ვმდგარიყავით დიდად სახელგანთქმულები.
ლუკა. ისაია. ნინო. პაბლო. ტრისტანი. ელი. ვეღარც გარჩევდი,
კიდევ ვინ მოვიდა. თითქმის ყველანი. სამაგიეროდ, ის ვიცოდი,
რომ ერთად ვიცინოდით, მიტყუპებულები ვიდექით და არავის აწუ-
ხებდა ჩემი სახე. სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ ისიც კი მგონია,
რომ ყველას უნდოდა, რაც შეიძლება, ახლოს დამდგარიყო ჩემთან.

271
შინისაკენ

ფურშეტის შემდეგ ტორტისა და ნაყინის საჭმელად ჩვენთან წა-


ვედით. ჯეკი მშობლებითა და უმცროსი ძმით, ჯეიმით. ჯუნი და დედა-
მისი. ძია პო და დეიდა კეიტი. ძია ბენი, ბებო და ბაბუ. ჯასტინი, ვია
და მირანდა. დედა და მამა. მშვენიერი დღე იდგა, ისეთი, ივნისში
რომ იცის, როცა ცა ლურჯზე ლურჯია და მზე კაშკაშებს, ოღონდ ისეც
არ ცხელა, რომ ნატრობდე, ნეტავ აქ კი არა, სადმე პლაჟზე მამყო-
ფაო. მოკლედ, იდეალური დღე იდგა. ყველა ბედნიერი იყო. ჯერაც
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჰაერში ვლივლივებდი და ყურში
„ვარსკვლავური ომების“ გმირული მუსიკა მედგა.
მე, ჯუნი და ჯეკი ერთად მივუყვებოდით ეიმსფორტ-ავენიუს და
გაუჩერებლად ვიცინოდით. ყველაფერი გვამხიარულებდა. ისეთ გუ-
ნებაზე ვიყავით, გამვლელს რომ ჩვენთვის თვალი შეევლო, იმაზეც
კი სიცილი აგვიტყდებოდა.
წინიდან მამას ხმა მომესმა. ავიხედე. ანეკდოტს ჰყვებოდა და
უფროსები სიცილით იხოცებოდნენ. მართალს ეუბნება ხოლმე დე-
და, კომიკოსი უნდა გამოსულიყავიო.
შევნიშნე, რომ დედა არ ჩანდა და უკან მივიხედე. ცოტათი ჩა-
მორჩენილიყო და თავისთვის იღიმებოდა, ალბათ რაღაც კარგზე
ფიქრობდა. ბედნიერი ჩანდა.
რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი და მოულოდნელად ჩავეხუტე.
ხელი მხარზე გადამხვია და მიმიკრა.
– გმადლობ, სკოლაში რომ დამაწყებინე სიარული, – ჩუმად
ვუთხარი.
უფრო მიმიხუტა, გადმოიხარა და თავზე მაკოცა.
– მადლობა შენ უნდა გადაგიხადო, ავგი, – მითხრა ალერსი-
ანად.
– რისთვის?
– ყველაფრისთვის, რაც მოგვეცი. იმისთვის, რომ ჩვენს ცხოვრე-
ბაში გაჩნდი. იმისთვის, რომ შენ – შენ ხარ.

272
დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა:
– მართლაც რომ საოცრება ხარ, ავგი. საოცრება.

273

You might also like