You are on page 1of 378

მთარგმნელი:

ნინო შეყილაძე
ახლა

მე და ალექსი ბრუკსის 37-ში, უკანა ეზოში, პლედზე ვწევართ. ხეები


ჩვეულებრივზე უფრო დიდი და მუ ქია. ჩაშავებული ფოთლები ერთმა-
ნეთში ისე გადახლართულა, ცა არ ჩანს.
- ალბათ, დღეს პიკნიკის მოსაწყობად საუკეთესო დღე არ იყო, - ამ-
ბობს ალექსი.
ვხვდები, რასაც ამბობს. რასაკვირველია, ჩვენ ხომ წამოღებული საჭ-
მელი არც კი გაგ ვისინჯავს. პლედის ბოლოში, ნახევრად დამპალი ხი-
ლით სავსე კალათას შავი ჭიანჭველების ჯარი დასევია.
- რატომ? - ვეკითხები. ჩვენ კედელივით შეუვალ, ერთმანეთში გა-
დახლართულ ფოთლებს ავცქერით.
- იმიტომ, რომ თოვს! - მპასუხობს სიცილით. და კვლავ ვხვდები,
რომ ის მართალია. თოვს. ციდან მსხვილი, ფერფლისფერი ფიფ ქები ცვი-
ვა, ძალიან ცივა. ყინავს. საკუთარ ამონასუნთქ ჰაერს ვხედავ და ალექსს
ვეხუტები, რომ გავთბე.
- ხელი მომკიდე, - ვეუბნები. ალექსი დუმს. ვცდილობ, მის მკლავებს
შორის მოვექცე და მკერდზე მივეკრო, მაგრამ სხეული გაშეშებია.
- ალექს, - ვეუბნები, - კარგი რა, მცივა.
- მცივა, - იმეორებს თუთიყუშივით, ისე, რომ დამსკდარ, გალურჯე-
ბულ ტუჩებს თითქმის არ ამოძრავებს. ფოთლებს მიშტერებია და თვა-
ლებს არც კი ახამხამებს.
- შემომხედე, - ვეუბნები, მაგრამ ის ჩემკენ თავსაც კი არ ატ-
რიალებს, უძრავად წევს. შიში მიპყრობს. რაღაც ხმა ჩამძახის: „ეს არას-
წორია! არასწორია! არასწორია!..“ პლედზე სწრაფად ვჯდები და ალექსს
ყინულივით ცივ მკერდზე ხელს ვადებ.
- ალექს, - ვამბობ და მერე თითქმის ვკივი: - ალექს!
- ლინა მორგან ჯონს!
ვკრთები. მეღვიძება და მაშინვე სინამდვილეს ვუბრუნდები. გოგონა-
თა მოგუდული კისკისი მესმის.
ბრუკლინის მეხუთე რაიონის მეჩვიდმეტე ოლქის, „კუინსი ედვარ-
დსის“ გოგონათა სკოლის დამამთავრებელი კლასების მასწავლებელი
მისის ფიერშტეინი მე მიც ქერის. მისის ფიერშტეინი საბუნებისმეტ ყვე-
ლო მეცნიერებებს გვასწავლის. ამ კვირაში მის გაკვეთილზე უკვე მესა-
მედ ჩამეძინა.
- რადგან შენზე სამყაროს ბუნებრივი წესრიგი ასე დამღლელად მოქ-
მედებს, იქნებ დირექტორის კაბინეტში გასეირნებამ გამოგაფხიზლოს? -
მეუბნება.
- არა! - ვპასუხობ სწრაფად და უნებურად ხმამაღლა. ჩემ გარშემო
კვლავ კისკისი ისმის. „ედვარდსში“ ზამთრის არდადეგების შემდეგ მი-
მიღეს, ანუ ორი თვის წინ და მაშინვე მომაკერეს „უცნაურის“ იარლიყი.
ხალხი თავს ისე მარიდებს, თითქოს… ავადმყოფი ვიყო.
ნეტავ, იცოდნენ…...
- ეს ბოლო გაფრთხილებაა, მის ჯონს, - მეუბნება მისის ფიერშტეინი,
- გასაგებია?
- ეს აღარ განმეორდება, - ვპასუხობ, რაც შემიძლია, მორჩილად და
დარცხვენით.
თავს ვაიძულებ, კოშმარებზე აღარ ვიფიქრო; თავს ვაიძულებ, ალექ-
სზე აღარ ვიფიქრო; თავს ვაიძულებ, ჰანასა და ძველ სკოლაზე აღარ ვი-
ფიქრო.
თავს ვაიძულებ.
თავს ვაიძულებ.
თავს ვაიძულებ.
როგორც რეივენმა მასწავლა.
ჩემი ძველი ცხოვრება გაქრა.
ძველი ლინა მკვდარია.
მე ის დავასამარე.
ღობის იქით დავ ტოვე, ცეცხლსა და კვამლში.
მისის ფიერშტეინი ერთხელაც იხედება ჩემკენ - ჩემი აზრით, შესაში-
ნებლად - მერე კი დაფისკენ ტრიალდება და გაკვეთილი ღვთიური ენერ-
გიის ელექტრონებზე გრძელდება.
ძველ ლინას მისის ფიერშტეინის მსგავსი მასწავლებელი, ალბათ, ძა-
ლიან შეაშინებდა. ის ასაკოვანი და ბრაზიანი ქალია. ბაყაყისა და პიტ-
ბულის ნაჯვარს ჰგავს. ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელთა შემ-
ხედვარე ფიქრობ, რომ მათთვის განკურნების პროცედურა სრულიად
ზედმეტია. წარმოუდგენელია, პროცედურის გარეშეც კი მას სიყვარული
შეეძლოს.
მაგრამ ძველი ლინა მკვდარია.
მე ის დავასაფლავე.
ის ღობის იქით, ცეცხლისა და კვამლის კედლის მიღმა დავ ტოვე.
მაშინ

პირველად ცეცხლის მხურვალება ვიგრძენი.


ცეცხლი მეკიდა ფეხებსა და ფილტვებზე; მეწვოდა ყველა ნერვი,
ყველა კუნთი. აი, ასე დავიბადე თავიდან - ტკივილით. მე უკუნი
წყვდიადი და მახრჩობელა სიცხე გავაპე და ზედაპირზე ამოვედი. თავი
ვაიძულე, უცნაური ხმებისა და სუნის შავ, ნესტიან სივრცეში გზა გამეკ-
ვლია.
მე მივრბივარ, მაშინაც კი, როდესაც სირბილის ძალა აღარ შემ წევს.
ვკოჭლობ, მაგრამ მაინც წინ მივიწევ. როცა ესეც აღარ შემიძლია, გზას
ხოხვით ვაგრძელებ, სანტიმეტრ-სანტიმეტრ. ფრჩხილებს მიწაში ვასობ
და როგორც ჭია ფოთლების ზედაპირზე, ისე მივღოღავ ამ ახალ და უც-
ნაურ სამყაროში.
ხელახლა დაბადებისას სისხლსაც ვღვრი.
ზუსტად არ ვიცი, რამდენად შორს და ღრმად შევედი ტევრში, არც
ის, ამ უღრან ტყეში როგორ აღმოვჩნდი.… ვხვდები, რომ დაჭრილი ვარ.
როგორც ჩანს, რომელიღაც კონტროლიორმა ღობეზე გადმოცოცებისას
დამჭრა. ტყვია იღლიის ცოტა ქვემოთ მომხვდა. მაისური სისხლისგან
სულ სველი მაქვს. თუმცა, მაინც გამიმართლა. ჭრილობა ღრმა არ არის.
სისხლისა და ჭრილობის დანახვაზე ირგვლივ ყველაფერი უფრო
რეალური ხდება: ეს ახალი ადგილი თავისი ვეება ხეებითა და საზარელი
მცენარეებით, ის, რაც მოხდა, ის, რაც უკან მოვიტოვე.
ის, რაც წამართვეს.
კუ ჭი ცარიელი მაქვს, თუმცა, გული მაინც მერევა. ვახველებ და კუ-
ჭის წვენს ჩემ ირგვლივ ნამისგან აბრჭყვიალებულ ფოთლების ხალიჩაზე
ვანთხევ. ჩემ მაღლა ჩიტები ჭიკ ჭიკებენ. რომელიღაც პატარა, ცნობის-
მოყვარე ცხოველი შესამოწმებლად მიახლოვდება, თუმცა, მალევე უკან,
ბუჩქებში შერბის.
„იფიქრე, იფიქრე. ალექსი. ალექსი რას იზამდა?“
„ალექსი აქ არის. აი, აქ. ეს წარმოიდგინე.“
პერანგს ვიხდი და ქობას ვახევ. ნაჭრის სუფთა ნაწილს ჭრილობაზე
ვიდებ და მერე მკერდზე მაგრად ვიხვევ. ეს სისხლდენის შეკავებაში და-
მეხმარება. არ ვიცი, სად ვარ ან საით მივდივარ. თავში ერთადერთი აზ-
რი მიტრიალებს: არ გავჩერდე, გზა განვაგრძო და ტყეში ღრმად შევიდე,
ღობიდან, ძაღლებისა და იარაღის სამყაროდან რაც შეიძლება შორს….
ალექსისგან.
„არა. ალექსი აქ არ არის. შენ ის უნდა წარმოიდგინო.“
წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ. ვცდილობ, ეკლებს არ წამოვედო. ვიგერი-
ებ ფუტ კრებს, ქინქლებს, მსხვილ ტოტებს, კოღოებს და გზას ტყეში შე-
მოჭრილ ნისლში ვიკვლევ. მახსოვს, მდინარეს ვაწყდები. ისეთი დასუს-
ტებული ვარ, რომ ლამის დინებამ წამიღოს. ღამით თავსხმა იწყება.
მცივა. თავშესაფარს უშველებელი მუხის ფესვებში ვპოულობ. ჩემ გარ-
შემო, წყვდიადში, უხილავი ცხოველების წრიპინი, კივილი და ფხაკუნი
მესმის. მეშინია, არ ჩამეძინოს; რომ დავიძინო, შეიძლება ვეღარც გამო-
ვიღვიძო.
თავიდან ასე უცებ არ დავბადებულვარ. ახალი ლინა ამ ქვეყანას ასე
უცებ არ მოვლენია.
ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მოხდა.
ბობღვით, ტალახში ხოხვით, პირში კვამლის გემოთი.
სველ მიწაში ფრჩხილებს ვასობ და ჭიასავით მივღოღავ.
ასე შედის ამ სამყაროში ახალი ლინა.
როდესაც ხოხვა აღარ შემიძლია, სიკვდილის მოლოდინ ში თავს მი-
წაზე ვდებ. ისეთი დაღლილი ვარ, იმის თავიც აღარ მაქვს, სიკვდილის
შემეშინდეს. მაღლა ავბედითი წყვდიადის გარდა ვერაფერს ვხედავ. ირ-
გვლივაც უკუნი სიბნელეა. ტყის ხმები ყურებში სამგლოვიარო მუსიკა-
სავით ჩამესმის. საკუთარ დაკრძალვაზე ვარ. ნელ-ნელა ვიწრო, ბნელ
თხრილში მიშვებენ. ვხედავ კეროლს, ჰანას, დედაჩემს და ჩემს დას. მრა-
ვალი წლის წინ გარდაცვლილი მამაჩემიც კი აქ არის. ისინი ჩემს მიწაში
ჩასვენებას უყურებენ და მღერიან.
უეცრად ნისლში გახვეულ შავ გვირაბში შევდივარ. არ მეშინია.
გვირაბის ბოლოში ალექსი მელოდება; ის მზის კაშკაშა სხივების
ფონზე დგას და მიღიმის.
ხელს მიწვდის და მეძახის:…
„ჰეი, ჰეი, გაიღვიძე!“
- ჰეი, გაიღვიძე! მიდი, მიდი!
ხმას გვირაბიდან გამოვ ყავარ. თვალს ვახელ. იმედგაცრუებული
აქეთ-იქით ვიყურები
ალექსი არ ჩანს. ეს უცხო სახეა. ვერაფერს ვხვდები. ჩემ თვალწინ
სამყარო ფრაგმენტებად იშლება. შავი თმა, აპრეხილი ცხვირი, ნათელი
მწვანე თვალები - ამ პაზლის აწყობა არ შემიძლია.
- აი, ასე, არ გაითიშო, ჩემთან იყავი. ბრემ, წყალი სად ჯანდაბაშია?
კისერქვეშ ვიღაცის ხელს ვგრძნობ. მოულოდნელი ხსნა. ყინულივით
ცივი სითხე პირში, ყელსა და ნიკაპზე მეღვრება. წყალი პირიდან
მტვრისა და კვამლის გემოს მიქრობს. ჯერ ვახველებ, თითქოს ვიხრჩო-
ბი, მერე კი ტირილს ვიწყებ. წყალს ვსვამ, ვყლაპავ, ვისრუტავ. ამ ხნის
განმავლობაში კისერქვეშ ხელი არ მშორდება, ხმა კი ჩურჩულით მამ-
ხნევებს:
- აი, ასე. რამდენიც გინდა, დალიე. ნუ გეშინია, ახლა უსაფრთხოდ
ხარ.
შავი, გაშლილი თმა ყველა მხრიდან ფარდასავით მეფარება. ქალი.
არა, გოგო. თხელი პირი აქვს, თვალის კუთხეებში ნაოჭებს ვხედავ, მისი
ხელები კი ისეთივე უხეშია, როგორიც ტირიფის ქერქი და თან - ძალზე
დიდი.
„გმადლობ, დედა,“ - ვფიქრობ.
- ყველაფერი კარგად იქნება. ახლა უსაფრთხოდ ხარ. გესმის? ნუ გე-
შინია.
აი, ასე იბადებიან ჩვილები - ვიღაცის მკლავებში, უმ წეოები. მერე კი
ძუძუს წოვენ.
ისევ ციებ-ცხელება მეწყება. იშვიათად ვიღვიძებ. ჩემი შთაბეჭდილე-
ბები ფრაგმენტებად წყდება. ვიღაცების ხმები მესმის და ხელები მაღლა
მწევს; ჩემ ზემოთ, ცის პატარა ნაგ ლეჯზე მწვანე ფერის კალეიდოსკოპს
ვხედავ; მერე კოცონის სუნი მცემს; კანზე რაღაც სველი და ცივი მედება;
ბოლი და მოგუდული ხმები; მხრის მწველი ტკივილი; ყინული და შვება.
ჩემს ფეხებზე რაღაც ნაზი დასრიალებს.
შუალედებში სიზმრებს ვხედავ, რომელთა მსგავსი არასდროს მინა-
ხავს. ამ სიზმრებში აფეთქებები და ძალადობაა: ადამიანები იწვიან, მა-
თი კანი დნება, ძვლები კი კუპრივით შავდება.
ალექსი აღარასოდეს დამიბრუნდება. ის გვირაბში ჩემზე ადრე შევი-
და და გაუჩინარდა.
რამდენჯერაც მეღვიძება, ის შავთმიანი გოგო ჩემ გვერდით მხვდება.
წყლის დალევას მაიძულებს და შუბლზე ცივ ტილოს მადებს. ხელებზე
კვამლისა და კედრის სურნელი ასდის.
ყოველთვის, მძინავს თუ მღვიძავს, მაცხელებს თუ მაციებს, ყურებში
ჩამესმის სიტ ყვა, რომელსაც გოგო მიმეორებს. ის ჩემს სიზმრებში აღ-
წევს, წყვდიადს ფანტავს და სინათლეზე გამოვ ყავარ: „უსაფრთხოდ.
უსაფრთხოდ. უსაფრთხოდ. ახლა უსაფრთხოდ ხარ.“
არ ვიცი, რამდენი ხანი გადის, მაგრამ ციებ-ცხელება მინელდება. მე
გოგოს ნათქვამს ფრთხილად ვე ჭიდები და რეალობას ისე ვუბრუნდები,
როგორც ნაპირზე ნაზად შემოცურებული ტალღა - წყლის წიაღს.
თეფშების ჭახაჭუხი და ბუტბუტი თვალების გახელამდე მესმის. რა-
ღაც იწვის. თავდაპირველად თავში მომდის, რომ შინ ვარ, კეროლის
სახლში. მალე დეიდა დამიძახებს, რომ სასაუზმოდ ქვემოთ ჩავიდე. ეს
ხომ ჩვეულებრივი დილაა.
მერე კი მოგონებების ტალღა მაწყდება: ალექსთან ერთად გაპარვა,
პორტლენდიდან ჩვენი უიღბლო გაქცევა, დღეები და ღამეები ტევრში.
თვალებს სწრაფად ვახელ და წამოჯდომას ვცდილობ, მაგრამ სხეული
არ მემორჩილება. თავის ოდნავ აწევის გარდა ვერაფერს ვახერხებ; თით-
ქოს ჩაკირული ვარ.
შავთმიანი გოგო, რომელმაც, ალბათ, მიპოვა და აქ (სად „აქ“, ჯერ
არ ვიცი) მომიყვანა, კუთხეში, დიდ ქვის ნიჟარასთან დგას. როგორც კი
ლოგინ ში ჩემი მოძრაობის ხმა ესმის, უკან ტრიალდება.
- ფრთხილად, - მეუბნება და ნიჟარიდან იდაყვებამდე სველ ხელებს
იღებს. მკაცრ სახეზე შეშფოთება აწერია. პირთან შედარებით ძალზე პა-
ტარა კბილები აქვს, თანაც - ოდნავ მოღრეცილი. ის მიახლოვდება და
საწოლის გვერდით ჯდება.
- მთელი დღე გათიშული იყავი.
- სად ვარ? - ვეკითხები ჩახლეჩილი ხმით. საკუთარ ხმას ძლივს
ვცნობ.
- ბაზაზე, - მეუბნება და ყურადღებით მაკვირდება, - ყოველ შემ-
თხვევაში, ჩვენ აქაურობას ასე ვეძახით.
- არა, ეს კი არა... - ძალიან მიჭირს, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერი
გავიაზრო, რაც ღობეზე გადმოძრომის შემდეგ მოხდა, მაგრამ მხოლოდ
ალექსზე ფიქრს ვახერხებ, - ეს ტევრია?
გოგოს გამომეტ ყველება სწრაფად ეცვლება. ეჭვი?
- დიახ, ჩვენ თავისუფალ ზონაში ვართ, - მპასუხობს მოზომილად,
მერე ფეხზე დგება და უსიტ ყვოდ უჩინარდება ჩაბნელებულ გასას-
ვლელში.
შენობის სიღრმიდან ხმები მესმის, თუმცა, მათი გარჩევა მიჭირს. წა-
მით შიში მიპყრობს. ნეტავ შევცდი, „ტევრი“ რომ ვახსენე? იქნებ ამ
ხალხთან ყოფნა არც ისეთი უსაფრთხოა? აქამდე არ გამიგონია, ვინმეს
არაკონტროლირებადი ტერიტორიისთვის „თავისუფალი ზონა“ ეწოდე-
ბინოს.
მაგრამ არა. ვინც უნდა იყვნენ, ისინი ჩემს მხარეს არიან. მათ მე გა-
დამარჩინეს, რამდენიმე დღე მივლიდნენ.
ლოგინ ში წამოჯდომას ვახერხებ და ქვის კედელს თავს ვაყრდნობ.
მთელი ოთახი ქვისაა: უხეში ქვის იატაკი, ქვის კედლები. ალაგ-ალაგ
შავი ობის თხელ ბადეებს ვხედავ. ძველისძველი ქვის ნიჟარა, რომლის
ჟანგიანი ონკანიც, ალბათ, საუკუნეა, აღარ მუშაობს. მე მაგარ, ვიწრო
საწოლზე ვწევარ და ზემოდან ძველი, დახვრეტილი პლედები მახურავს.
კუთხეში, ძველი ნიჟარის ქვეშ, რამდენიმე თუნუ ქის ვედროსა და ერთა-
დერთი ხის სკამის გარდა ოთახში არაფერია. ჩემს ოთახს არც ფანჯარა
აქვს, არც - ნათურები. მე მხოლოდ ორ, ბატარეებზე მომუშავე ფარანს
ვხედავ, რომლებიც ოთახს მკრთალი შუ ქით ანათებს.
ერთ-ერთ კედელზე პატარა ხის ჯვარი კიდია, რომელზეც კაცია გაკ-
რული. ვცნობ - განკურნების საშუალების მიკვლევამდელი ხანის ერთ--
ერთი უძველესი რელიგიის სიმბოლოა, თუმცა, არ მახსენდება, რომლის.
მოულოდნელად წარსულის ერთი მოგონება მიტივ ტივდება: ამერი-
კის ისტორიის გაკვეთილი. მისის დერნლერი უზარმაზარი სათვალიდან
გვიც ქერს და გადაშლილ წიგნში თითით რაღაცას გვიჩვენებს.
- ხედავთ? ხედავთ? ეს ძველი რელიგიები სულ სიყვარულით არის
წაბილწული, დელირიით ყარს. ისინი სიყვარულისთვის სისხლსაც კი
ღვრიდნენ.
რასაკვირველია, მაშინ ეს საშინელებად და სიმართლედ გვეჩვენებო-
და.
სიყვარული, ყველაზე მომაკვდინებელი ყველა მომაკვდინებელ სენ-
თაგან.
კვდები...
ალექსი.
მაშინაც, როდესაც გიყვარს...
ალექსი.
და მაშინაც, როცა უსიყვარულოდ ცოცხლობ.
ალექსი.
- რომ გიპოვეთ, ცოცხალ-მკვდარი იყავი, - მშრალად მეუბნება
ოთახში შემოსული შავთმიანი გოგო. ორივე ხელით ფრთხილად უჭი-
რავს თიხის ჯამი, - უფრო, მკვდარი. არ გვეგონა, თუ გადარჩებოდი, მაგ-
რამ მე გადავწყვიტე, რაღაც მაინც გვეღონა, - მიხსნის და მერე ეჭვით
მაც ქერდება, თითქოს დარწმუნებული არ არის, რომ გარჯად ვღირდი.
წამით ჩემს დეიდაშვილის შვილს, ჯენის, მახსენებს, დოინჯშემოყრილი
გამკიცხავი მზერით რომ მაკვირდებოდა ხოლმე, და თვალებს სწრაფად
ვხუ ჭავ. ვცდილობ, ჩემი დასამარებული ცხოვრებიდან მოვარდნილი მო-
გონებათა ტალღა შევაკავო.
- გმადლობ, - ვპასუხობ.
გოგო მხრებს იჩეჩს და მპასუხობს:
- არაფერს, - ვატ ყობ, რომ გულწრფელად მეუბნება. მერე ხის სკამს
აჩოჩებს და ჩემი საწოლის გვერდით ჯდება. გრძელი თმა მარცხენა ყურ-
თან აქვს დამაგრებული. მის უკან პროცედურის კვალს - სამქიმიან
იარას ვხედავ - ზუსტად ისეთს, როგორიც ალექსს ჰქონდა, მაგრამ შეუძ-
ლებელია, განკურნებული იყოს. ის აქ არის, ღობის მეორე მხარეს, ესე
იგი, სნეულია.
წამოჯდომას ვცდილობ, მაგრამ რამდენიმეწამიანი მცდელობის შემ-
დეგ უკან ვვარდები. გადაქანცული ვარ. თავს სანახევროდ გაცოცხლებუ-
ლი მარიონეტივით ვგრძნობ. თვალები ძალიან მეწვის. ტანზე ვიყურები.
კანზე ჭრილობები, ფუფხები, ნაკაწრები, ნაფხაჭნები და მწერების ნაკბე-
ნები ისევ მეტ ყობა.
ჯამი, რომელიც გოგოს უჭირავს, გამჭვირვალე, მომ წვანო ფერის ბუ-
ლიონით არის სავსე. ჯერ მაწვდის, მერე ჭოჭმანობს.
- ხელში დაჭერას შეძლებ?
- რასაკვირველია, შევძლებ! - მკვახე პასუხი გამომდის, ასე არ მინ-
დოდა.
ჯამი მძიმეა. პირთან გაჭირვებით მიმაქვს. ყელი თითქოს ზუმფარას
ქაღალდით ჩამიხეხეს. პირში ხავსის გემო მრჩება, მაგრამ ბულიონი მა-
ინც ძალიან მსიამოვნებს. სულმოუთქმელად ვხვრეპ.
- ნელა, - მეუბნება გოგო, მაგრამ მე თავს ვერ ვიკავებ. შიმ შილი
მოულოდნელად იღვიძებს. ჩემს წარმოსახვაში იგი შავი, უსასრულო და
ყოვლისმომცველია. როგორც კი ჯამს ვცლი, კუჭში უსიამოვნო სპაზმი
მეწყება. მაინც მშია.
- გული აგერევა, - მაფრთხილებს გოგო თავის ქნევით და ჯამს მარ-
თმევს.
- კიდევ მინდა, - ვპასუხობ ხმაჩახლეჩილი.
- ცოტა ხან ში, - მეუბნება.
- გთხოვ.
შიმ შილის გველი ჩემს კუჭში, როგორც სოროში, ისე ისადგურებს და
შიგნიდან მჭამს.
გოგო ოხრავს, ფეხზე დგება და ბნელ დერეფან ში უჩინარდება. დე-
რეფნიდან ხმამაღალი საუბარი მესმის. მერე კვლავ მდუმარება ისადგუ-
რებს. შავთმიანი გოგო ოთახში მეორე ბულიონიანი ჯამით ბრუნდება.
ჯამს ვართმევ. ის ისევ სკამზე ჯდება და ბავშვივით, მუხლები მკერდთან
მიაქვს. გაძვალტყავებული მუხლები გაყავისფერებია.
- აბა, - იწყებს იგი, - საიდან მოხვედი? - პასუხის გაცემისას ვყოყმა-
ნობ, ამიტომ გოგო მეუბნება: - კარგი, არა უშავს. თუ არ გინდა, არ მით-
ხრა.
- არა, არა. გეტ ყვი, - ბულიონს ახლა უფრო ნელა ვხვრეპ და მისი
უცნაური, მიწიერი გემოთი ვტკბები. ასე მგონია, ქვის კომპოტს ვსვამ,
თუმცა, ვინ იცის, იქნებ მართალიც ვარ. ერთხელ ალექსმა ხომ მითხრა,
სნეულებმა პროდუქტებად ყველაზე უსარგებლო საგნების გამოყენებაც
კი ისწავლესო, - პორტლენდიდან ვარ, - ჯამი ისევ ცარიელია, თუმცა,
კუჭში გველი კვლავ ბორგავს, - ახლა სად ვარ?
- როჩესტერიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, აღმოსავლე-
თით, - მპასუხობს.
- როჩესტერი? ნიუ-ჰემფშირი? - ვეკითხები.
გოგო თავმომ წონედ იღიმის.
- მაშ! შენ, ალბათ, მთელი ეს ტერიტორია გადმოლახე, არა? დიდხანს
მოდიოდი?
- არ ვიცი, - ვპასუხობ და თავს კედელს ვაყრდნობ. როჩესტერი,
ნიუ-ჰემფშირი. როცა ტევრში დავიკარგე, ალბათ, ჩრდილოეთის საზ-
ღვარს შემოვუარე და პორტლენდიდან ოთხმოცდათხუთმეტი კილომეტ-
რის მოშორებით, სამხრეთ-დასავლეთით აღმოვჩნდი. ისევ დაქანცული
ვარ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღე მეძინა, - დროის შეგრძნე-
ბა დავ კარგე.
- მამალი გოგო ყოფილხარ, - მეუბნება. მართალია, ვერ გავიგე, სიტ-
ყვა „მამალი“ რას ნიშნავს, მაგრამ სათქმელს მივუხვდი, - საზღვარი რო-
გორ გადმოკვეთე?
- მე… მარტო… არ ვიყავი, - ვეუბნები. გველი ისევ მიტევს, - უფრო
სწორად, მარტო არ უნდა ვყოფილიყავი.
- შენთან ერთად კიდევ ვინმე იყო? - მეკითხება და კვლავ გამომცდე-
ლად მიყურებს. თვალები თითქმის თმის ფერი აქვს. - მეგობარი?
არ ვიცი, როგორ შევუსწორო. ჩემი საუკეთესო მეგობარი? ჩემი ბიჭი?
ჩემი სიყვარული? ამ სიტ ყვის წარმოთქმას ჯერ ვერ შევეჩვიე. მაინც
მკრეხელურად მეჩვენება. ამიტომ თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავს
ვუქნევ.
- რა მოხდა? - მეკითხება უფრო თბილად.
- მე და ის ბიჭი...… მან გადმოსვლა ვერ შეძლო, - როცა „ბიჭს“ ვამ-
ბობ, მის თვალებში თანაგრძნობას ვხედავ. თუ ჩვენ პორტლენდიდან,
სეგრეგაციის ქალაქიდან ერთად გამოვიპარეთ, ესე იგი, მხოლოდ მეგობ-
რები არ ვიყავით.
საბედნიეროდ, მეტს აღარაფერს მეკითხება.
- სასაზღვრო ღობემდე მივაღწიეთ, მაგრამ მერე კონტროლიორები,
ყარაული… - კუჭში ტკივილი მიათმაგ დება, - მეტისმეტად ბევრნი იყ-
ვნენ.
მოულოდნელად გოგო ფეხზე დგება, კუთხიდან დალაქავებულ ვედ-
როს იღებს, საწოლის გვერდით მიდგამს და კვლავ სკამზე ჯდება.
- პორტლენდიდან გაქცევაზე ხმებმა ჩვენამდეც მოაღწია, - მეუბნე-
ბა, - ამბობდნენ, მთავრობამ პოლიციის დიდი შენაერთი გამოიყენა და
ყველაფერი იღონა, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყოო.
- ესე იგი ყველაფერი იცით, - ისევ ვცდილობ წამოჯდომას, მაგრამ
მუცლის სპაზმისაგან ვიკრუნჩხები და კედელს ვეყრდნობი, - ხომ არ გა-
გიგიათ, ჩემს… მეგობარს რა დაემართა?
ეს ისეთი კითხვაა, რომლის პასუხი ვიცი. რასაკვირველია, ვიცი.
მახსოვს, ღობის იქით იდგა, გასისხლიანებული, მერე კი თავს დაეს-
ხნენ, როგორც ჩემს კოშმარში შავი ჭიანჭველები.
გოგო კრინტს არ ძრავს, ტუჩებს კუმავს და უარის ნიშნად თავს აქ-
ნევს. რამის თქმა საჭირო არც არის…, ყველაფერი ცხადია. სახეზე ისეთი
სიბრალული აწერია, საკითხავიც აღარაფერია.
ჩემს კუჭში დახვეული გველი იშლება და იკლაკნება. თვალებს ვხუ-
ჭავ. ალექსი, ალექსი, ალექსი. ჩემი სიცოცხლე, ჩემი ახალი ცხოვრების
აზრი, უკეთესის საწინდარი, მომავალი… აღარ არის, ფერფლად იქცა.
ახლა კარგად აღარაფერი იქნება.
- იმედი მქონდა,… - სული მეხუთება, გველი კუჭში ისევ იკლაკნება,
ბოლოს მაღლა მოძვრება და ყელში მებჯინება. გული მერევა.
გოგო ოხრავს. ფეხზე დგება. მესმის, როგორ აჩოჩებს სკამს საწოლი-
დან.
- მგონი,… - ძლივძლივობით ვამბობ; ვცდილობ, გულისრევა შევიკა-
ვო, - მგონი, ახლა, გული...…
თავს ლოგინიდან გვერდზე ვწევ და ვედროში ვაღებინებ. თან სპაზ-
მებისგან ვიგრიხები.
- ვიცოდი, რომ გული აგერეოდა, - მეუბნება გოგო, თავს აქნევს და
ბნელ დერეფან ში უჩინარდება. წუთის შემდეგ თავს უკან ყოფს და მეუბ-
ნება:
- მართლა, მე რეივენი(რეივენი (ინგლ. Raven) - 1. შავი; 2. ყორანი.)
მქვია.
- მე - ლინა, - ვპასუხობ და ხელახალი სპაზმისგან კვლავ ვაღებინებ.
- ლინა, - იმეორებს და თითებით კედელზე აკაკუნებს, - კეთილი
იყოს შენი მობრძანება ტევრში.
რეივენი უჩინარდება და ოთახში ვედროსთან ერთად მტოვებს.
***

შუადღისას რეივენი ისევ ბულიონით ბრუნდება. ამჯერად მას ნელა


ვსვამ და გული აღარ მერევა. ისე სუსტად ვარ, ჯამი ტუჩებთან ძლივ-
ძლივობით მიმაქვს. რეივენი მეხმარება. წესით, უნდა მრცხვენოდეს,
მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ. გულისრევა მივლის თუ არა, ისე ვშეშდები,
მგონია, თავიდან ფეხებამდე ყინულივით ცივ წყალში ვიძირები.
- ყოჩაღ! - მაქებს რეივენი, ნახევარ ჯამს რომ ვცლი. მერე მართმევს
და ოთახიდან გადის.
მღვიძავს და გონზე ვარ, მაგრამ ისევ ძილი მინდა. მინდა, სიზმრებში
მაინც დავუბრუნდე ალექსს და მასთან ერთად სხვა სამყაროში აღმოვ-
ჩნდე. აქ, ამ სამყაროში, მე აღარაფერი დამრჩენია - არც ოჯახი, არც
სახლი, არც კარი და არც სადმე წასასვლელი. ალექსი აღარ არის.
აღარც მე ვარსებობ. პორტლენდში ჩემი პირადობის დამადასტურებელი
ყველა საბუთი გაუქმებულია.
ტირილიც კი არ შემიძლია. თითქოს მტვრად ვიქეცი. ბოლო წუთები
მახსენდება, უკან შებრუნებულმა ღობის მიღმა კვამლში გახვეული რომ
დავინახე. გონებით მასთან დაბრუნებას ვცდილობ. მინდა, იმ კვამლში
ღობეში გავძვრე, ხელი ვტაცო და ტევრში გამოვათრიო.
„ალექს, დამიბრუნდი.“
აღარაფერია. ყველაფერი იძირება. ირგვლივ მხოლოდ საათების რი-
გი შემომჯარვია, სამარის კედლებივით.
ცოტა ხან ში ფეხის ფლატუნის ხმა მესმის. მერე - საუბრისა და სიცი-
ლის ექო. ეს რაღაცაზე დაფიქრებისკენ მიბიძგებს. ხმების მიხედვით,
ვცდილობ, გავიგო, რამდენი ადამიანი ლაპარაკობს, მაგრამ მხოლოდ
რამდენიმე ბოხ ხმას (კაცების, ბიჭების), კისკისსა და დროდადრო, ხმამა-
ღალ სიცილს ვარჩევ. მერე რეივენის ხმამაღალი ნათქვამი მესმის: „კარ-
გი, კარგი!“ ხმები შორიდან მოტანილი სიმღერის ყრუ ჟღერადობას
ჰგავს.
რასაკვირველია, ტევრში ბიჭები და გოგონები ერთად ცხოვრობენ.
ბოლოს და ბოლოს, მთავარიც ხომ ეს არის: არჩევანის, ერთად ყოფნის
თავისუფლება, ყურების, შეხების, სიყვარულის თავისუფლება. თუმცა,
წარმოდგენა ძალზე განსხვავდება რეალობისგან. მათ შორის იმხელა
სხვაობაა, შიში მიტანს.
ალექსი ერთადერთი ბიჭია, რომელსაც ვიცნობდი და ველაპარაკე-
ბოდი. ამიტომაც ქვის კედლის მეორე მხარეს ბარიტონით მოლაპარაკე
და მოცინარი უცხო ბიჭების ყოფნა მაკრთობს. ალექსთან შეხვედრამდე,
თითქმის თვრამეტი წელი, ბრმად მჯეროდა სისტემის. დარწმუნებული
ვიყავი, რომ სიყვარული დაავადება იყო და მისგან თავდასაცავად
გოგო-ბიჭები ერთმანეთს არ უნდა გავ კარებოდით. გადახედვა, თვალის
გაპარება, შეხება, მით უფრო - ჩახუტება დაინფიცირებას გვიქადდა.
მართალია, ალექსთან ურთიერთობამ შემცვალა, მაგრამ შიში ასე უც-
ბად არ გამქრალა.
თვალებს ვხუ ჭავ, ღრმად ვსუნთქავ. ვცდილობ, რეალობას გავექცე
და ძილს მივცე თავი.
- გეყოფა, ბლუ(ბლუ (ინგლ. Blue) - ლურჯი, ცისფერი.). ძილის
დროა. ახლავე ლოგინ ში!
თვალებს სწრაფად ვახელ. კარის ზღურბლთან დაახლოებით ექვსი--
შვიდი წლის გოგონა დგას და მაკვირდება. ფეხშიშველია, გამხდარი და
მეტისმეტად გარუჯული. ჭუჭყიანი ჯინსის შორტი აცვია, კარგა დიდი
ზომის ბამბის სვიტერი მხრებიდან ჩამოვარდნია. მისი მხრები ფრინვე-
ლის ფრთებს მაგონებს. ქერა თმა თითქმის წელამდე სცემს.
რეივენს ხელში თეფში უჭირავს და ცდილობს, ბავშვს გვერდი
აუაროს.
- ჯერ არ დავღლილვარ, - პასუხობს გოგო, ისე, რომ თვალს წამითაც
არ მაშორებს. ხან ერთ ფეხზე ხტის, ხან - მეორეზე, თუმცა, ოთახში შე-
მოსვლას ვერ ბედავს. ბავშვს გასაოცარი ფერის თვალები აქვს - ზღვასა-
ვით ლურჯი.
- ნუ მეპასუხები, - ეუბნება რეივენი ბლუს და გვერდით გავლისას
ხუმრობით თეძოს გაჰკრავს. - გარეთ-მეთქი!
- ჰო, მაგრამ...…
- ბლუ, გახსოვს პირველი წესი? - რეივენს ხმა უმკაცრდება.
ბლუს ცერა თითი პირთან მიაქვს და ფრჩხილის კვნეტას იწყებს.
- დავუჯერო რეივენს, - ბუტბუტებს.
- ყოველთვის დაუჯერო რეივენს. რეივენი კი ამბობს, რომ ახლა ძი-
ლის დროა. ლოგინ ში. სწრაფად.
ბლუ ნაღვლიანი სახით ერთხელაც იყურება ჩემკენ და დასაძინებ-
ლად გარბის.
რეივენი ოხრავს, თავს აქნევს და საწოლთან სკამს აჩოჩებს.
- ბოდიში, - მეუბნება, - ყველას ერთი სული აქვს, როდის ნახავს
ახალ გოგოს.
- ვინ ყველას? - ვეკითხები. ყელი ჯერ ისევ ჩახეხილი მაქვს. წამოდ-
გომა და ნიჟარასთან მარტო მისვლა ვერ შევძელი. თანაც, ცხადია, აქ
კანალიზაცია არ არის. შეუძლებელია, ტევრში წყალსადენი მუშაობდეს.
წყალსადენიც, ელექტროგადამცემი ხაზებიც ბლიც კრიგის დროს
დაიბომბა. - სულ რამდენი ხართ?
რეივენი მხრებს იჩეჩს.
- ზუსტად არ ვიცი. რიცხვი ხშირად იცვლება. ხალხი მოდის და მი-
დის. თავშესაფრებს ხშირად იცვლიან. ახლა ოცამდე ვიქნებით, მაგრამ
ივნისში ორმოცამდე სეზონური ბინადარი გვყავდა. აი, ზამთარში კი
თავშესაფარს სულაც ვხურავთ.
მართალია, თავშესაფრებისა და სეზონური ბინადრებისას ვერაფერს
ვიგებ, მაგრამ თავს მაინც ვუქნევ. ალექსს ჩემთვის ტევრზე ბევრი არა-
ფერი უთქვამს. ჩვენს დიდ გამოქცევამდე უკონტროლო მიწაზეც მხო-
ლოდ ერთხელ ვიყავი. პირველად საზღვრის გადმოკვეთა შევძელით,
მეორედ...
ჩვენს დიდ გამოქცევამდე.
ხელებს ვმუშტავ. ფრჩხილები ხელისგულებში მესობა.
- კარგად ხარ? - მეკითხება რეივენი და ყურადღებით მაც ქერდება.
- წყალს დავლევდი, - ვპასუხობ.
- გამომართვი, - მეუბნება და თეფშს მაწვდის. მასზე ორი პატარა
კვერი დევს, ბლინების ფორმისა, უფრო მუ ქი და მსხვილად დაფ ქული
მარცვლებით მოზელილი. მერე რეივენი თაროს კუთხიდან გაღუნულ,
სუპის თუნუ ქის ქილას იღებს, ნიჟარის ქვეშ მდგარი ერთ-ერთი ვედრო-
დან წყლით ავსებს და ჩემთან მოაქვს. ვიმედოვნებ, ამავე ვედროში არ
აღებინებენ.
- ჭიქები არ გვაქვს, - მეუბნება, როცა თუნუ ქის ქილის დანახვაზე
ჩემს აზიდულ წარბებს ამჩნევს, - დაბომბვები, - მიხსნის და ამ სიტ ყვას
ისე ამბობს, როგორც ბოსტნეულის მაღაზიაში - გრეიპფრუტს. თითქოს
ჩვეულებრივი ამბავი იყოს. მერე კვლავ სკამზე ჯდება და თხელი თითე-
ბით ცალ მხარეს თმას იწ ნავს.
დაკბილულკიდეებიანი თუნუ ქის ქილა პირთან მიმაქვს და წყალს
ფრთხილად ვსვამ.
- აქაურობას შეეჩვევი, - მეუბნება რეივენი და მის ხმაში სიამაყეს
ვგრძნობ, - ჩვენ ყველაფერს ვიყენებთ - ნარჩენებს, ნაგავს, ძვლებს. აი,
ნახავ.
კალთაში თეფშს დავშტერებივარ. მშია, მაგრამ ნაგ ვის და ძვლების
გაგონებაზე, ვყოყმანობ, შევ ჭამო კვერები თუ არა.
ეტ ყობა, რეივენი ხვდება, რაზე ვფიქრობ და იცინის.
- ნუ გეშინია, - მეუბნება, - ცუდი არაფერია. ცოტა თხილი, ცოტა
ფქვილი და ცოტა ცხიმი. რა თქმა უნდა, თითებს არ ჩაიკვნეტ, მაგრამ
ძალას ნამდვილად შეგმატებს. ახლა პროდუქტი გვიჭირს, ერთი კვირაა,
არაფერი მიგ ვიღია. ალბათ, ხვდები, რომ იმ გაქცევამ მთელი გეგმები
ჩაგ ვიშალა.
- ჩემმა გაქცევამ?
თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
- ბოლო კვირაა, ას სამოცი კოლომეტრის მანძილზე ყველა ქალაქის
სასაზღვრო ღობე აამუშავეს და მცველების რაოდენობაც გააორმაგეს, -
მოსაბოდიშებლად პირს ვაღებ, მაგრამ რეივენი სიტ ყვის თქმას არ მაც-
დის, - დამ შვიდდი. საზღვრის დარღვევის შემთხვევებში ყოველთვის ასე
იქცევიან. ეშინიათ, რომ ხალხი აუჯანყდებათ და ყველა ტევრში გამო-
იქცევა. რამდენიმე დღეში მოსწყინდებათ და მერე პროდუქ ტსაც მოგ-
ვაწვდიან. მანამდე კი,… - ნიკაპით თეფშზე მანიშნებს, - თხილი.
კვერს პატარას ვაკბეჩ. გემოს არა უშავს: შებრაწული, ხრაშუნა და
ცოტათი ცხიმიანი. თითები მესვრება, მაგრამ ბულიონს ეს მირჩევნია.
რეივენსაც ამას ვეუბნები.
ამის გაგონებაზე სახე უბრწყინდება.
- ჰო. როუჩს(როუჩი (ინგლ. roach) — მზარეული.), ჩვენს მზარეულს,
ყველაფრით შეუძლია გემრიელი კერძი მოამზადოს. გემრიელი თუ არა,
საჭმელად ვარგისი მაინც.
- როუჩი? ეს რა, ნამდვილი სახელია?
რეივენი თმის წვნას ამთავრებს, ნაწ ნავს უკან, ბე ჭებზე იგ დებს და
ახლა მეორე ნაწ ნავს იწ ნავს.
- ისეთივე ნამდვილი, როგორიც სხვების, - მპასუხობს, - როუჩმა
მთელი სიცოცხლე ტევრში გაატარა. წარმოშობით სამხრეთის ერთ--
ერთი თავშესაფრიდანაა, დელავერასთან ახლოს. ალბათ, იქ დაარქვა
ვიღაცამ - ჩვენთან რომ მოვიდა, უკვე როუჩი იყო.
- ბლუზე რას მეტ ყვი? - ვეკითხები. ერთ კვერს ვათავებ. გული არ მე-
რევა, თუმცა, ბედის გამოცდა არ მინდა და თეფშს საწოლის გვერდით,
იატაკზე ვდებ.
რეივენი წამით ყოყმანობს.
- ის აქ დაიბადა, თავშესაფარში.
- და სახელი თვალების ფერის გამო დაარქვი? - ვეკითხები.
რეივენი უცბად დგება და ზურგს მაქცევს.
- ჰო, - მერე ნიჟარის გვერდით თაროებთან მიდის და ელემენტებიან
ფარანს რთავს. ისედაც ბნელი ოთახი უფრო ბნელდება.
- საკუთარ თავზე რას მეტ ყვი? - ვეკითხები.
თითით თმაზე მანიშნებს.
- რეივენი, - მპასუხობს ღიმილით, - ვიცი, მაინცდამაინც ორიგინა-
ლური არ არის.
- არა, სხვა რამეს გეკითხები.… შენც აქ, ტევრში დაიბადე?
რეივენის თვალებში შუ ქი სანთელივით ქრება. წამით სახეზე გაბრა-
ზებასაც ვამჩნევ.
- არა, - მპასუხობს მკვახედ, - თხუთმეტი წლის ვიყავი, აქ რომ მოვე-
დი.
ვიცი, არ უნდა ვკითხო, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ.
- მარტო?
- დიახ, - მპასუხობს და მერე ფარანს იღებს, რომელიც ჯერ ისევ ას-
ხივებს ღია ცისფრად და კართან მიდის.
- ადრე რა გერქვა? - ვეკითხები. რეივენი ჩემკენ ზურგშექცეული
ჩერდება. - ტევრამდე რა გერქვა?
წამით ადგილიდან არ იძვრის. მერე ჩემკენ ტრიალდება. ფარანი ისე
უჭირავს, რომ სიბნელეში მის სახეს კარგად ვერ ვხედავ. მხოლოდ მისი
თვალების ელვარებას ვამჩნევ. ისინი ისე ანათებს, როგორც შავი ქვები -
მთვარის შუქზე.
- გირჩევ, ახლავე შეეგუო, - მეუბნება მშვიდი, მაგრამ დაძაბული
ხმით, - ვინ იყავი, რა გ ქონდა, ვის იცნობდი -… აღარაფერი დარჩა -
თავს აქნევს და უფრო მტკიცედ ამატებს: - აღარ არსებობს ადრე, არის
მხოლოდ აწმყო და რაც მას მოჰყვება, - მეუბნება და ფარნით ხელში გა-
სასვლელში გადის. უკუნ სიბნელეში გული აჩქარებით მიცემს.
***

დილით მშიერი ვიღვიძებ. კვერიანი თეფში არავის წაუღია. მის ასა-


ღებად ვიწევი და ლამის საწოლიდან ვვარდები. მუხლს ცივ, ქვის იატაკს
ვურტყამ. კვერზე ხოჭო დაცოცავს. ადრე ამის შემხედვარეს მადა დამე-
კარგებოდა და გული ამერეოდა, მაგრამ ახლა ისეთი დამ შეული ვარ, ეს
სულ არ მადარდებს. მწერს წკიპურტით ვაგ დებ. იგი იქვე კუთხეში ცოც-
დება, მე კი ორივე ხელით კვერს ვიღებ და ხარბად ვიწყებ ჭამას. ორ
ლუკმად ვსანსლავ და თითებს ვილოკავ. შიმ შილი ოდნავ ჩამიცხრა.
ფეხზე ნელ-ნელა ვდგები. რომ არ დავეცე, საწოლს ვეყრდნობი. ამ-
დენი დღის განმავლობაში ფეხზე პირველად წამოვდე ქი. მანამდე ხოხ-
ვით ძლივს მივდიოდი თუნუ ქის ტაშტამდე, რეივენმა კუთხეში უნიტა-
ზის ნაცვლად რომ დამიდგა. სიბნელეში ჩაცუც ქულს და თავჩაქინ-
დრულს ფეხები მიკანკალებს. ჩემზე ადამიანი აღარ ითქმის. ახლა ცხო-
ველს ვგავარ.
ისეთი დასუსტებული ვარ, კარამდე გაჭირვებით მივდივარ და რომ
არ წავიქცე, წირთხლს ვეყუდები რუხი ყანჩასავით - აწოწილი ფეხებით,
ჩამობერილი ჩიჩახვებითა და ღიპებით რომ დააბოტებდნენ ხოლმე პორ-
ტლენდის ყურეში. ახლა მეც სწორედ მათნაირი ვარ - უპროპორციო და
გვერდმოქცეული.
ჩემი ოთახი უფანჯრო, ქვის, ბნელ და გრძელ დერეფან ში გადის. მეს-
მის ხალხის ლაპარაკი, სიცილი, ქვის იატაკზე სკამის გაჩოჩების ხმა და
წყლის ჩხრიალი. ეს სამზარეულოს ხმებია. დერეფანი ვიწროა. კედელზე
ხელის ცეცებით მივიწევ წინ. ნელ-ნელა კიდურებში შეგრძნება მიბრუნ-
დება. მარცხნივ შესასვლელია. ჩარჩოში კარი არ ჩანს. ოთახი დიდია.
ცალ მხარეს სამედიცინო და სადეზინფექციო ნივთებია: დოლბანდები,
ბაციტრაცინის ტუბები, ასობით საპნის ყუთი, ბინტები... ოთახის მეორე
მხარეს იატაკზე, ოთხი ვიწრო ლეიბი დაუდვიათ. ზედ ტანსაცმელი და
საბნებია დახვავებული. ოთახის სიღრმეში სხვა ოთახს ვხედავ. მას, ალ-
ბათ, მხოლოდ საძინებლად იყენებენ, რადგან იქაურობა ლეიბებით ისეა
გადავსებული, იატაკის მტკაველი არ ჩანს და ოთახი სხვადასხვა ფერის
დალიანდაგებულ საბანსა ჰგავს.
სინდისი მქენჯნის. ვხვდები, რომ მე საუკეთესო ლოგინი და ოთახი
დამითმეს. გაოცებული ვარ - ამდენი წელი მათზე ჭორებისა და
ტყუილების როგორ მჯეროდა?! მეგონა, სნეულები მხეცები იყვნენ, რომ
ასო-ასო დამგლეჯდნენ, არადა სწორედ ამ ხალხმა გადამარჩინა, მოსას-
ვენებლად ყველაზე რბილი და თბილი საწოლი დამითმო, მიმკურნალა
და სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია.
მხეცები ღობის მეორე მხარეს არიან: ფორმიანი ურჩხულები, ყელს
რომ გ ჭრიან და თან სიყვარულით გიღიმიან.
დერეფანი მარცხნივ უხვევს. ისევ მესმის ხმები. ხორცის სუნი მცემს
და შიმ შილისაგან კუ ჭი ბუყბუყს მიწყებს. ოთახებს გვერდს ვუვლი. ზო-
გი საძინებელია. ერთ-ერთი, თუ თაროებს არ ჩავთვლით, ცარიელია.
კუთხეში ლობიოს ექვს კონსერვს, ნახევრად სავსე ფქვილის ტომარას და
- თვალებს არ ვუჯერებ - მტვრიან ყავადანს ვხედავ. ოთახის მეორე
კუთხეში კი ვედროები და ყავის ქილები აწყვია.
კიდევ ერთხელ ვუხვევ მარჯვნივ და უცბად დერეფანი ფართო და
ნათელ ოთახში შედის. როგორც ჩემს ოთახში, აქაც ერთ კედელთან ქვის
ნიჟარებია ჩამ წკრივებული. მათ მაღლა გრძელი თარო კიდია, რომელ-
ზეც ექვსი ცალი ელემენტებიანი ფარანი დევს. მათი სინათლე ოთახს
თბილ შუქს ჰფენს. ოთახის შუაგულში ორი გრძელი, ვიწრო, ხის მაგიდა
დგას. მათ გარშემო ყველა ადგილი დაკავებულია.
ოთახში შევდივარ თუ არა, ყველა დუმდება და ათობით თვალი ჩემ-
კენ ტრიალდება. უეცრად ვხვდები, რომ დიდი და ჭუჭყიანი მაისურის
გარდა, რომელიც თეძოს შუამდე მწვდება, არაფერი მაცვია.
ოთახში კაცები ქალების გვერდით სხედან და ყველა, სხვადასხვა
ასაკის ქალიც და კაციც, სნეულია. ეს ისეთი უცნაური და გამაოგნებე-
ლია, სუნთქვა მეკვრის. ადგილზე ვქვავდები. პირს ვაღებ, მინდა, რაღაც
ვთქვა, მაგრამ ენას ვერ ვაბრუნებ. ოთახში ჩამოვარდნილი მდუმარება
და მათი მწველი მზერა თითქოს სხეულზე მეხება.
მხსნელად რეივენი მევლინება.
- ალბათ, გშია, - მეუბნება. მერე დგება და მაგიდის ბოლოში მჯდარ,
ცამეტი-თოთხმეტი წლის ბიჭს მბრძანებლური ტონით მიმართავს:
- სქუირელ(squirrel (ინგლ.) - ციყვი.), - ისევ უცნაური მეტსახელი! -
ჭამა დაამთავრე?
გამხდარი, მკლავებდაძარღვული და ჭორფლიანი ბიჭი ცარიელ
თეფშს შეწუხებული დასცქერის. გეგონება, ტელეპათიურად მასზე საჭ-
მლის დაბრუნებას ცდილობსო.
- ჰო, - პასუხობს ზანტად. მერე ხან მე მიყურებს და ხან - ცარიელ
თეფშს. ხელებს მუცელზე ვიწყობ.
- მაშინ ადე ქი და შენი ადგილი ლინას დაუთმე.
- ჰო, მაგრამ… - სქუირელი ენის შებრუნებას ცდილობს, მაგრამ
რეივენი მას მკაცრ მზერას სტყორცნის.
- ადექი-მეთქი, სქუირელ. კაცს რამეში გამოადე ქი. წადი და ბუდეში
შეტ ყობინებები შეამოწმე.
სქუირელი კუშტად მიყურებს, მერე ფეხზე დგება, თავისი თეფში ნი-
ჟარასთან მიაქვს და შიგ უხეშად ახეთქებს. ჭურჭლის ქვაზე ჭახანი ის-
მის. სკამზე მჯდარი რეივენი ბიჭს მშვიდად ეუბნება:
- სქუირელ, გატეხავ და შენვე იყიდი.
რეივენის შენიშვნას მაგიდასთან მსხდომთა სიცილი მოსდევს, ბიჭი
კი ოთახის ბოლოში, ქვის კიბისკენ მიაბოტებს.
- სარა, ლინას მიხედე, - რეივენი თავის თეფშს უბრუნდება და რა-
ღაც რუხი ფაფის ჭამას განაგრძობს.
დიდრონთვალებიანი და მკვრივი აღნაგობის გოგონა, როგორც ყუ-
თიდან ამომხტარი კლოუნი, ფეხზე სხარტად დგება. ოთახში ყველა ისე-
თი გამხდარია, მათ ძვლებსაც კი ვხედავ.
- აქეთ, ლინა, - ვატ ყობ, რომ გოგოს ჩემი სახელის წარმოთქმა
სიამოვნებს, თითქოს ეს მისთვის პრივილეგია იყოს, - ახლავე გაჭმევ, -
და კუთხეში, ადამის ხნის შეშის ღუმელზე მანიშნებს, რომელზეც ვეება,
ტაფადაფარებული, ხმარებისგან გაცვეთილი თუჯის ქვაბი დგას. ქვაბის
გვერდით სხვადასხვა ზომის ხის და თიხის თეფშები და საჭრელი დაფა
აწყვია.
მომიწევს, ოთახი გადავ ჭრა და მაგიდებს ჩავუარო. ფეხები მანამდეც
მიკანკალებდა, ახლა კი ისე ვღელავ, შეიძლება, ყოველ წუთში ჩავიკე-
ცო. უცნაურია, მაგრამ კაცების მწველ მზერას ვგრძნობ, თითქოს მეხე-
ბიან. ქალები კი, მკაცრად, შემფასებლურად მიც ქერენ. სუნთქვა მიჭირს.
ღუმლისკენ კოჭლობით მივდივარ. მის გვერდით მდგარი სარა თავის
ქნევით მამხნევებს. თავი ბავშვი მგონია. არადა სარა თორმეტზე მეტის
არ იქნება. ვცდილობ, ნიჟარებთან ახლოს ვიარო. შემთხვევით რომ წა-
ვიბორძიკო, რომელიმეს მოვე ჭიდები.
სახეებს ბუნდოვნად ვხედავ, თუმცა რამდენიმეს კარგად ვარჩევ.
თვალებგაფართოებული ბლუ მე მომ შტერებია; ვხედავ დაახლოებით
ჩემს ტოლ, ხშირთმიან, ქერა ბიჭს, რომელსაც სიცილის შეკავება უჭირს;
კიდევ ერთი ბიჭი, ალბათ, ცოტათი ჩემზე უფროსი, წარბშეკრული მიც-
ქერს; ჟღალთმიან ქალს გრძელი დალალები ზურგზე დაჰფენია. წამით
ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება და გულისცემაც მიჩქარდება.
„დე!“ - ვფიქრობ.
ამ წუთამდე აზრადაც არ მომსვლია, რომ შეიძლება დედაჩემი აქ
იყოს. არადა, ის, ალბათ, სადღაც აქ, ტევრში, ერთ-ერთ თავშესაფარშია
ან ბანაკში - რა ვიცი, რას ეძახიან. ქალი ოდნავ ირხევა, მე მის სახეს
ვხედავ და იმ წამსვე ვხვდები, რომ ის დედაჩემი არ არის. უფრო ახალ-
გაზრდაა. ალბათ, იმხელაა, რამხელაც დედა იყო, ბოლოს რომ ვნახე,
თორმეტი წლის წინ. არ ვიცი, დედაჩემს რომც შევხვდე, ვიცნობ თუ არა;
მისი სახე ბუნდოვნად მახსოვს. ის დრომ და სიზმრებმა დაამახინჯა.
- სალაფავი, - მეუბნება სარა, როგორც კი ღუმელს ვუახლოვდები.
სიარულმა დამქანცა. ვერ ვიჯერებ, რომ ეს იგივე სხეულია, რომელიც
ყოველდღე ათ კილომეტრს დარბოდა. მანჯოი ჰილზე ისე არბოდა და
ჩამორბოდა, ვითომც არაფერი.
- რა თქვი?
- სალაფავი-მეთქი, - მიმეორებს და ქვაბს ხუფს ხდის, - ასე ვეძახით
ამ კერძს. სალაფავს მაშინ ვამზადებთ, როცა პროდუქტების მარაგი
გვეწურება. მასში არის შვრია, ბრინჯი, ხანდახან ცოტა პური და მარ-
ცვლეულის ნარჩენი. ამ ყველაფერს ერთად ვხარშავთ და ნეხვივით სა-
ლაფავიც მზადაა.
ბილწი სიტ ყვის გაგონებაზე ვცბები.
სარა პლასტმასის თეფშს იღებს - მასზე ცხოველების მკრთალ სი-
ლუეტებს ვარჩევ. ეს ბავშვის თეფშია - და ზედ დიდი კოვზით სალაფავს
მიდებს. ჩემ უკან, მაგიდებთან მსხდომნი ისევ ალაპარაკდნენ. ოთახში
ხმადაბალი გუგუნი ისმის და ცოტა ვმშვიდდები. მიხარია, რომ ყველა მე
აღარ შემომყურებს.
- კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს, - აგრძელებს სარა მხიარულად, -
როუჩმა წუხელ საჩუ ქარი მოგ ვიტანა.
- რას გულისხმობ? - აქაური ჟარგონის გაგება მიჭირს. - პროდუქ ტე-
ბის შოვნა შეძლო?
- უკეთესი, - მპასუხობს ღიმილით. სარა ახლა ტაფას ხდის თავსა-
ხურს. მასში მოოქროსფრო-მოყავისფრო, ტკაცუნა ხორცს ვხედავ. მისი
სურნელისგან ლამის ცრემლები წამომცვივდეს, - კურდღელი.
შემ წვარი კურდღლის ხორცი არასდროს მიჭამია. არც მეგონა, თუ
იჭმებოდა, მით უმეტეს - საუზმეზე, მაგრამ სარას თეფშს მადლიერებით
ვართმევ და თავს ძლივს ვიკავებ, რომ ხორცს ზეზეულად არ დავაცხრე.
ისე, სიმართლე რომ ითქვას, ამდენ უცხო ადამიანთან ერთად მაგიდას-
თან ჯდომას ფეხზე ჭამა მირჩევნია.
სარა ჩემს ფიქრს ხვდება.
- მოდი, - მაგულიანებს, - ჩემ გვერდით დაჯე ქი, - იდაყვში მწვდება
და მაგიდისკენ მივ ყავარ. ესეც მიკვირს. პორტლენდში, საზღვრებს შო-
რის მოქცეულ სამყაროში, ერთმანეთს დიდი სიფრთხილით ეხებიან. მე
და ჰანაც კი თითქმის არასოდეს ჩავხუტებივართ ერთმანეთს და არც ხე-
ლი გადაგ ვიხვევია, არადა, ის ხომ ჩემი უახლოესი მეგობარი იყო.
მოულოდნელი სპაზმი მივლის და წელში ისე ვიხრები, თეფში ლამის
ხელიდან მივარდება.
- ფრთხილად! - მეუბნება მაგიდასთან მჯდომი ქერათმიანი ბიჭი,
რომელიც სიცილს ძლივს იკავებს და წარბს მაღლა სწევს. ისეთი ღია
ფერის წარბები აქვს, თითქმის არ ეტ ყობა. ვხედავ, რომ რეივენივით მა-
საც მარცხენა ყურის უკან პროცედურაგავლილის სამქიმიანი იარა აქვს.
რასაკვირველია, ესეც ყალბია. ტევრში მხოლოდ განუკურნებლები
ცხოვრობენ; ისინი, ვინც გაქცევა გადაწყვიტა, ან შემოსაზღვრული ქა-
ლაქებიდან გაქცევა აიძულეს. - კარგად ხარ?
არაფერს ვპასუხობ. არ შემიძლია. გონებაში მთელი სიცოცხლის მან-
ძილზე დაგროვებული შიში და გაფრთხილებები მიტივ ტივდება: არალე-
გალი, ცოდვილი, თანამგრძნობი, ავადმყოფობა. ღრმად ვსუნთქავ.
ვცდილობ, ამ შეგრძნებას ყურადღება არ მივაქციო. ეს პორტლენდური
სიტ ყვებია. ძველი სიტ ყვები. ისინი ძველ ლინას მოსწონდა, რომელიც მე
ღობის იქით დავ ტოვე.
- კარგად არის, - პასუხობს სხარტად სარა, - უბრალოდ, ძალიან შია.
- კარგად ვარ, - ვიმეორებ რამდენიმე წამის შემდეგ. ბიჭი ეშმაკურად
მიღიმის.
სარა გრძელ ხის სკამზე ჯდება და თავის გვერდით ცარიელ ადგილს
ხელს ურტყამს, დაჯე ქიო. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც რამდენიმე
წუთის წინ სქუირელი იჯდა. კიდევ კარგი, მაგიდის ბოლოში მაინც
ვსხედვართ და მეორე გვერდით არავინ ზის. მაგიდასთან ისე ვჯდები,
თეფშს თვალს არ ვაცილებ. ვგრძნობ, რომ ყველა კვლავ მე მომ შტერე-
ბია. მერე კი საუბარი გრძელდება. ახლა ეს ხმაური ჩემი საუკეთესო
თავშესაფარია.
- მიდი, ჭამე, - მამხნევებს სარა.
- ჩანგალი არ მაქვს, - ვპასუხობ ხმადაბლა. ამის გაგონებაზე ქერათ-
მიანი ბიჭი ხარხარს იწყებს. მას სარაც ასდევს.
- არც ჩანგლები გვაქვს, - მპასუხობს, - და არც კოვზები. საერთოდ
არაფერი. ისე ჭამე.
ვბედავ და ირგვლივ ვიხედები. სუფრასთან მსხდომნი ღიმილით მიც-
ქერენ. ვატ ყობ, მათი გამხიარულება შევძელი. ჭაღარათმიანი კაცი, რო-
მელიც სამოცდაათი წლის მაინც უნდა იყოს, თავს მიკრავს, მაგრამ მე
თვალებს სწრაფად ვხრი. სირცხვილისგან ვიწვი. რასაკვირველია, ტევ-
რში, აბა, ვის ადარდებს დანა-ჩანგალი?!
კურდღლის ხორცის ნაჭერს პატარა ლუკმას ვძიძგნი. ლამის ავ ტირ-
დე. ამაზე გემრიელი არასდროს არაფერი გამისინჯავს.
- კარგია, არა? - მეკითხება სარა. მე თანხმობის ნიშნად მხოლოდ თა-
ვის დაქნევას ვახერხებ. უეცრად სულ მავიწყდება ჩემკენ მზირალი უც-
ხო ადამიანებით სავსე ოთახი. კურდღლის ხორცს ცხოველივით ვძიძგნი.
თითებზე ჩამოღვრილ სალაფავს კი ვლოკავ. ისიც კი გემრიელი მეჩვენე-
ბა. ახლა დეიდა კეროლს რომ დავენახე, გულის შეტევა დაემართებოდა.
მახსოვს, პატარაობისას, თუ შემთხვევით თეფშზე ქათმის ნაჭერს ბარდა
შეეხებოდა, მას არაფრის დიდებით აღარ შევ ჭამდი. ადრე ყველა კერძს
კოხტად ვაცალკევებდი. მალე თეფშს ვაპრიალებ. მასზე მხოლოდ რამ-
დენიმე ძვალი რჩება. ტუჩებს ხელის ზურგით ვიწმენდ. გულისრევას
ვგრძნობ. თვალებს ვხუ ჭავ და მის დათრგუნვას ვცდილობ.
- კარგი, ახლა კი საქმეს მივხედოთ, - ამბობს რეივენი და სწრაფად
დგება.
ყველა მას ჰბაძავს. მესმის სკამების გაჩოჩების ხმა და გადალაპარა-
კება („გუშინ ხაფანგები დავაგე“, „შენი ჯერია, ბებია შეამოწ მო“), თუმ-
ცა, მათ აზრს ვერ ვხვდები. ხალხი ჩემ უკან, ნიჟარებთან მიდის და შიგ
თეფშებს აწყობს, მერე კი ჩემ მარცხნივ, ღუმლის უკან, კიბეს მაღლა მი-
უყვება. მე მათ სხეულებს ვგრძნობ. მათი სუნი მცემს, ადამიანების თბი-
ლი სხეულების ნაკადი, რომელიც მდინარეს მაგონებს. თვალებს არ ვა-
ხელ. ოთახი ცარიელდება. გულისრევის შეგრძნებაც თანდათან მივლის.
- აბა, თავს როგორ გრძნობ?
თვალებს ვახელ. ჩემ წინ რეივენი დგას. ორივე ხელით მაგიდას ეყ-
რდნობა და ჩემკენ იხრება. სარა კვლავინდებურად ჩემ გვერდით ზის.
გოგონას ცალი მუხლი მკერდთან მიუტანია და ზედ ხელი შემოუხვევია.
სწორედ თავისი ასაკის შესაფერისად ზის.
- უკეთ, - სიმართლეს ვეუბნები.
- დღეს ჭურჭლის დარეცხვაში სარას მიეხმარები, - მეუბნება, - რა-
საკვირველია, თუ შეგიძლია.
- შემიძლია, - ვპასუხობ. რეივენი თავს მიქნევს.
- კეთილი. სარა, რეცხვას რომ მორჩებით, ლინა მაღლა აიყვანე და
აქაურობა აჩვენე. ლინა, თავშესაფარი დაათვალიერე, ოღონდ, არ გა-
დაიღალო. არ მინდა, ტყეში შენი ტრაკის თრევამ კიდევ მომიწიოს.
- კარგი, - ვეუბნები. კმაყოფილი რეივენი მიღიმის. ეტ ყობა, ბრძანე-
ბების გაცემას მიჩვეულია. ნეტავ, რამდენი წლისაა? მბრძანებლური კი-
ლო ბუნებრივად გამოსდის. არადა, აქ მყოფი სნეულების ნახევართან
შედარებით ძალიან ახალგაზრდაა.
„ჰანას რეივენი მოეწონებოდა,“ - ვფიქრობ. მოულოდნელად, ტკივი-
ლი მიბრუნდება და გულში ლახვარივით მესობა.
- ჰო, კიდევ, სარა, - ეუბნება კიბისკენ მიმავალი რეივენი გოგონას, -
ნახევრად შიშველმა რომ არ ირბინოს, ლინას საწყობიდან შარვალი
მიეცი, კარგი?
სირცხვილის ალმური კიდევ ერთხელ მედება. ინსტინქტურად მაისუ-
რის ქობას ქვემოთ ვიწევ. რეივენი ჩემკენ იყურება და იცინის.
- ნუ დარდობ, ისეთი არაფერი გაქვს, რაც აქამდე არ გვინახავს, -
მამ შვიდებს, კიბის ორ-ორ საფეხურს ახტება და ზევით ადის.
***

ადრე ყოველ საღამოს დეიდა კეროლის სახლში ჭურჭელს მე ვრეც-


ხავდი. ამას მიჩვეული ვარ. თუმცა, ტევრში ჭურჭლის რეცხვა სხვა რა-
მეა. მთავარი წყალია. სარას დერეფან ში გავ ყავარ და ერთ-ერთ იმ
ოთახში შევდივართ, რომელსაც სამზარეულოში შესვლამდე გვერდით
ჩავუარე.
- ეს საწყობია, - მეუბნება. ცარიელი თაროებისა და თითქმის ცა-
რიელი ფქვილის ტომრის დანახვაზე წამით შუბლს კრავს, - პროდუქტე-
ბის მარაგი გველევა, - ამატებს, თუმცა, ამას მეც ვხედავ. უეცრად მას-
ზე, ბლუსა და სხვა აქ მყოფებზე დარდი მაწვება. ყველა ისეთი გამხდა-
რია - ძვალი და ტყავი.
- წყალი იქ არის. დილაობით მოგ ვაქვს, ოღონდ მე - არა. ჯერ საამი-
სოდ პატარა ვარ, - სარა წყლით სავსე ვედროებთან მიდის, ერთ-ერთის
რკინის სახელურს ორივე ხელით ეჭიდება და მაღლა ბუზღუნით სწევს.
ვედრო თითქმის სარასხელაა, - ერთი კიდევ დაგ ვჭირდება. აი, ეგ პატა-
რა ვედრო გვეყოფა, - მეუბნება და ოთახიდან მკლავებდაჭიმული გადის.
ვედრო წინ უჭირავს.
ჩემდა სამარცხვინოდ, ერთი პატარა ვედროს აღებაც კი მიჭირს. ტევ-
რში დასერილ ხელისგულებს ლითონის სახელური აუტანლად მტკენს.
სამზარეულოში შესვლამდე ვედროს ძირს ვდგამ და სულის მოსათქმე-
ლად კედელს ვეყრდნობი.
- დაგეხმარო? - მეძახის სარა.
- არა! - ვპასუხობ მკვახედ. როგორც უნდა გამიჭირდეს, მას დახმა-
რებას არ ვთხოვ. ვედროს ვიღებ და გზას ბორძიკით ვაგრძელებ. ცოტა
ხან ში ვედროს კვლავ ძირს ვდგამ და ვისვენებ.
მერე ვიღებ და მივდივარ. მერე ისევ ვდგამ…. სამზარეულოში აქოში-
ნებული და გაოფლილი შევდივარ. შუბლზე ჩამოსული ოფლი თვალებს
მიწვავს. კიდევ კარგი, სარა ვერ მხედავს. გოგონა ღუმლის წინ ჩაცუც ქუ-
ლა და ბოლომომ წვარი ხის ჯოხით ცეცხლს ჩხრეკს.
- დილაობით წყალს ვადუღებთ, - მეუბნება, - დეზინფექციისთვის,
თორემ საუზმიდან ვახშმამდე ტრაწს ვერ მოვიშორებთ, - მის ნათქვამ ში
რეივენის ინტონაცია მესმის. ვატ ყობ, ეს მისი ერთ-ერთი გაცვეთილი
ფრაზა უნდა იყოს.
- წყალი საიდან მოგაქვთ? - ვეკითხები და თან მიხარია, რომ სარა
ჩემკენ ზურგით არის. დასასვენებლად იქვე სკამზე ვჯდები.
- მდინარე კოჩეკოდან, - მპასუხობს, - აქედან შორს არ არის. კილო-
მეტრი იქნება. ჰა-ჰა, კილომეტრ-ნახევარი.
შეუძლებელია! ვერ ვიჯერებ, რომ წყლის მოსატანად ამხელა მან-
ძილზე დადიან.
- ეს სწორედ ის მდინარეა, რომლითაც პროდუქტები მოგ ვდის, - გა-
ნაგრძობს სარა ტიტინს, - ჩვენი მეგობრები ქალაქიდან მდინარეს ატა-
ნენ. კოჩეკო როჩესტერს კვეთს, - ამატებს კისკისით, - რეივენი ამბობს,
მალე მათ ბლანკების შევსება და „მოგზაურობის მიზნის“ ჩაწერა
მოუწევთო.
სარა კუთხეში დაწყობილი შეშიდან რამდენიმეს ღუმელში დებს, მე-
რე წელში იმართება და კმაყოფილი თავს აქნევს.
- ცოტა გავათბოთ. ჭურჭელი თბილი წყლით უკეთ ირეცხება.
ნიჟარის თავზე, ერთ-ერთ ბოლო თაროზე, ვეება კალის ქვაბი დევს.
იმხელაა, რომ მოინდომო, ბავშვსაც აბანავებ. სანამ სარას დახმარებას
შევთავაზებ, გოგონა ნიჟარის კიდეზე ხტება, წონასწორობას ტანმოვარ-
ჯიშესავით ფრთხილად ინარჩუნებს და ქვაბს იღებს. მერე, სკუპ - და ნი-
ჟარიდან იატაკზე უხმაუროდ ხტება.
- ესეც ასე, - ამბობს და დაშლილი ცხენის კუდიდან ჩამოყრილ თმას
სახიდან უკან იწევს, - ახლა ქვაბში წყალს ჩავასხამთ, მერე კი ღუმელზე
შემოვდგამთ.
ტევრში ყველაფერი ნელა, აუჩქარებლად და თანამიმდევრულად
კეთდება. აქ ყველაფერს თავისი დრო აქვს. სანამ ქვაბში წყლის გაცხე-
ლებას ველოდებით, სარა თავშესაფრის მცხოვრებლებზე მიყვება. მეეჭ-
ვება, მათი სახელების დამახსოვრება შევძლო. ბაბუა ყველაზე ასაკოვა-
ნია; ლაკის(ლაკი - (ინგლ. Lucky) იღბლიანი.), შემოკლებით ლუს, თურ-
მე, ხელზე ერთი თითი დაუკარგავს, თუმცა, მიუხედავად ინფექციისა,
სიცოცხლეც შეუნარჩუნებია და სხვა კიდურებიც. ბრემბელს(ბრემბელი -
(ინგლ. bramble) მაყვალი.) შემოკლებით ბრემს ეძახიან. იგი ტევრში
ერთ მშვენიერ დღეს მაყვლის ეკლებსა და ტოტებში გახვეული გამოცხა-
დებიათ. მისი შემხედვარე იფიქრებდი, მაყვლის ეკალბარდებში მგლე-
ბისგან შიშინებული შევარდაო - სარამ. თავშესაფარში ყველას სახე-
ლებთან დაკავშირებული თავისი ამბავი აქვს. სარასაც. ის ტევრში შვი-
დი წლის წინ, თავის უფროს დასთან ერთად მოსულა. სარა თავშესაფ-
რის ბინადრებს შეხვეწ ნია, რამე ახალი და მაგარი სახელი დამარქვითო.
ამის გახსენებაზე გოგონამ სახე დამანჭა. თურმე, უნდოდა, მისთვის
ბლეიდი(ბლეიდი - (ინგლ. Blade) დანის, სამართებლის პირი.) ან აირო-
ნი(აირონი - (ინგლ. iron) რკინა.) დაერქმიათ, მაგრამ რეივენს ამის გა-
გონებაზე ბევრი უცინია, სარასთვის თავზე ხელი დაუდვია და უთქვამს,
შენ ჩემთვის სარა ხარო. ასე დარჩენილა სარა სარად.
- შენი და რომელია? - ვეკითხები. წამით თვალწინ მიდგება ჩემი და,
რეიჩელი,… ის განკურნებული, უგრძნობი რეიჩელი კი არა, ღობის იქით
რომ დავ ტოვე, არამედ ის, რომელიც ბავშვობიდან მახსოვს. თუმცა, მას-
ზე ფიქრი სწრაფად ქრება.
- ის აქ აღარ არის. თავშესაფრიდან ზაფხულის დასაწყისში წავიდა
და „წ“-ს შეუერთდა. მაშინ დაბრუნდება, როცა იმხელა გავხდები, რომ
მათი დახმარება შევძლო, - მის ხმაში სიამაყე იგრძნობა და მეც მოწონე-
ბის ნიშნად თავს ვუქნევ, არადა, წარმოდგენა არ მაქვს, რა არის „წ“.
სხვა სახელებიც მითხრა. ჰანტერი(ჰანტერი - (ინგლ. Hunter) მონა-
დირე.) მაგიდასთან ჩემ წინ მჯდომ, ქერათმიან ბიჭს რქმევია.
- ეს მისი მანამდელი სახელია, - შეთქმულის ხმით მეუბნება სარა,
თითქოს სალანძღავ სიტ ყვას ამბობდეს, - არადა ნადირობა სულაც არ
ეხერხება.
ტეკი(ტეკი - (ინგლ. Tack) ბრტყელთავა ლურსმანი.) რამდენიმე
წლის წინ ჩრდილოეთიდან მოსულა.
- ყველა ამბობს, რომ მძიმე ხასიათი აქვს, - მიხსნის და მის ხმაში
კვლავ რეივენის ინტონაციას ვცნობ. სარა რეცხვისგან გაცრეცილ, თით-
ქმის გამჭვირვალე მაისურს აწვალებს, - მაგრამ არა მგონია, მართალი
იყოს. მე ყოველთვის კარგად მექცევა.
სარას აღწერილობით თუ ვიმსჯელებ, ტეკი ის უფროსი, შავგვრემანი
ბიჭი უნდა იყოს, რომელიც სამზარეულოში წარბშეკრული მიც ქერდა.
და ის თუ სულ წარბშეკრული დადის, მაშინ სულ არ მიკვირს, რატომ ამ-
ბობს ხალხი, მძიმე ხასიათი აქვსო.
- ტეკი რატომ დაარქვეს? - ვეკითხები.
სარა კისკისებს.
- ლურსმანივით იჩხვლიტება და იმიტომ. ბაბუამ დაარქვა.
გადავწყვიტე, ტეკისგან თავი შორს დავიჭირო, რასაკვირველია, თუ
ამ თავშესაფარში დავრჩი. არადა, დიდი არჩევანი არც მაქვს. თუმცა,
ვგრძნობ, რომ აქ ჩემი ადგილი არ არის. ვფიქრობ, რომ ჯობდა, რეივენს
იქ დავეტოვებინე, სადაც მიპოვა. მაშინ ალექსთან ახლოს ვიყავი. ის
გრძელი გვირაბის ბოლოში მელოდებოდა. მე უკუნით მოცულ გვირაბს
გავივლიდი და კვლავ მასთან ერთად ვიქნებოდი.
- წყალი მზადაა, - ამბობს სარა.
რეცხვის პროცესი უსაშველოდ ხანგრძლივია. ერთ-ერთ ნიჟარას
ცხელი წყლით ვავსებთ. სარა მასში ჭურჭლის სარეცხ საპონს ძალიან
ფრთხილად, გაზომილად ასხამს. ფუ ჭად ერთ წვეთსაც არ კარგავს. ესეც
ტევრში ვნახე პირველად. აქ ყველაფერი მრავალჯერ გამოიყენება,
ულუფებად ნაწილდება და იზომება.
- რეივენზე რას მეტ ყვი? - ვეკითხები და თან ხელებს ცხელ წყალში
ვყოფ.
- რა გაინტერესებს? - მეკითხება სახეგაბრწყინებული სარა. ეტ ყობა,
რომ რეივენი უყვარს.
- მისი ამბავი. სად ცხოვრობდა? საიდან მოვიდა? - არც ვიცი, მისი
წარმომავლობა ასე რატომ მაინტერესებს. ალბათ, ცნობისმოყვარეობაა.
მინდა, გავიგო, როგორ გახდა ასეთი თვითდაჯერებული, ძლიერი წინამ-
ძღოლი.
სარას სახე ეღუშება.
- არანაირი მანამდე არ არსებობს, - მპასუხობს მოკლედ და მთელი
საათის განმავლობაში პირველად დუმდება. ჭურჭელს ჩუმად ვრეცხავთ.
***

ჭურჭლის დარეცხვის შემდეგ, სარა კვლავ ტიტინის ხასიათზე დგება.


მერე ჩემთვის ტანსაცმლის ასარჩევად იმ პატარა ოთახში შევდივართ,
საძინებელი რომ მეგონა. თაროები და იატაკი ტანსაცმლით არის გადავ-
სებული.
- ეს ჩვენი მაღაზიაა, - მიხსნის სარა კისკისით, მერე ცალ ხელს შლის
და მანიშნებს.
- ამდენი ტანსაცმელი საიდან გაქვთ? - ვეკითხები და ოთახში შევ-
დივარ. მაისურებსა და გუნდებად შეკრულ წინდებს ფეხს ვარიდებ.
იატაკზე ერთი მტკაველიც არ არის ცარიელი.
- ვპოულობთ.
გაურკვეველი პასუხია. უეცრად სარას სახე უმკაცრდება.
- იცი, ბლიც კრიგმა ყველაფრის განადგურება ვერ შეძლო. ზომბები
როგორც სხვა რაღაცებს, ხალხს ამასაც ატ ყუებენ.
- ზომბები?
სარა თავმომ წონედ მიღიმის.
- ჩვენ განკურნებულებს ეგრე ვეძახით. რეივენი ამბობს, რომ პროცე-
დურის მერე ისინი ზომბებს ემსგავსებიან; რომ განკურნება ხალხს აშტე-
რებს.
- სიცრუეა! - ვპასუხობ ინსტინქტურად და ლამის ვუსწორებ: პირი-
ქით, ხალხს ემოციები აშტერებს და ცხოველებს ამსგავსებს. „უსიყვარუ-
ლობა ღმერთთან გვაახლოებს,“ - მახსენდება ერთ-ერთი ძველი გამო-
ნათქვამი „უჯბს“-იდან. პროცედურას ემოციებისგან უნდა გავეთავი-
სუფლებინეთ, მას ჩვენი გონება და გრძნობები უნდა განეწმინდა.
მაგრამ მერე დეიდა კეროლის შუშისებური თვალები და ჩემი დის
უმეტ ყველო სახე მახსენდება და ვხვდები, რომ ტერმინი „ზომბი“ ზედ-
გამოჭრილია. თანაც, ყველაფერი, რაც სკოლებში ბლიც კრიგზე გვასწავ-
ლეს ან ისტორიის წიგნებში წერია, სიცრუეა. წესით, ტევრი დაბომბვე-
ბის დროს მთლიანად უნდა გაეწმინდათ, სნეულები აღარ უნდა იყვნენ.
სარა მხრებს იჩეჩს.
- თუ ჭკვიანი ხარ, ესე იგი, შენთვის ყველაფერი სულერთი არაა და
თუ სულერთი არაა, მაშინ სიყვარული შეგიძლია.
- ესეც რეივენმა გითხრა?
სარა კვლავ მიღიმის.
- რეივენი უჭკვიანესია.
ცოტა ქექვა მიხდება, ბოლოს სამხედრო მწვანე შარვალს და გრძელ-
სახელოებიან, ბამბის მაისურს ვპოულობ. ვიღაცის ტრუსის ჩაცმა მეხა-
მუშება და ჩემსას ვიტოვებ. სარა მთხოვს, ცოტა ხანს მოდელი იყავიო.
მეხვეწება, ესეც მოისინჯეო, ესეცო. ჩაცმა-გახდის პროცესი ძალიან მოს-
წონს. ამ ხნის განმავლობაში პირველად იქცევა ნორმალური ბავშვივით.
როცა ვეუბნები, უნდა გავიხადო, შეტრიალდი-მეთქი, ისე მაშტერდება,
როგორც გიჟს. ვხვდები, რომ ტევრში განმარტოებას ვერასდროს შევ-
ძლებ. ბოლოს სარა მხრებს იჩეჩს და კედლისკენ მაინც ტრიალდება.
მსიამოვნებს ძველი მაისურის გახდა. რამდენიმე დღეა, მაცვია და
ვიცი, ცუდი სუნი ამდის. სიგიჟემდე მინდა დაბანა, მაგრამ ჯერჯერობით
სუფთა ტანსაცმლისთვისაც მადლობელი ვარ. დაბალწელიანი შარვალი
ზუსტად ჩემი ზომაა. სიარულისას ძირს რომ არ დამეთრიოს, სარტყელს
ვიკეცავ. მაისურის ქსოვილი ძალიან რბილია და სასიამოვნო.
- კარგია, - მეუბნება სარა, როცა ჩემკენ ტრიალდება, - თითქმის
ადამიანს დაემსგავსე.
- გმადლობ.
- თითქმის-მეთქი! - მეუბნება კისკისით.
- მაშინ თითქმის გმადლობ.
ფეხსაცმლის პოვნა უფრო გამიჭირდა. თურმე, ზაფხულობით ტევ-
რში ხალხი ფეხშიშველი დადის. სარა ამაყად მაჩვენებს თავის ყავისფერ
და კოჟრებით გაუხეშებულ ფეხისგულებს. ბოლოს ერთი ზომით დიდ,
სპორტულ ფეხსაცმელს ვპოულობთ. სქელ წინდაზე კარგად მექნება.
როცა თასმების შესაკრავად ვიხრები, გული ტკივილისგან კიდევ ერ-
თხელ მეკუმ შება. ეს ხომ კროსის დაწყებამდე ათასჯერ მაინც გამიკეთე-
ბია გასახდელში, ჰანასთან ერთად. ბუნდოვნად მახსოვს ჩვენ გარშემო
სხვა გოგონები. ვხუმრობდით, ვინ გახდებოდა პირველი ადგილის
მფლობელი. რატომღაც მეგონა, რომ ყოველთვის ასე უნდა ყოფილიყო..
„ნეტავ, საზღვარი არ გადმომეკვეთა!“- პირველად მომდის თავში,
მაგრამ ამ ფიქრს მაშინვე ვიშორებ. რაც მოხდა, მოხდა. ალექსი ამას
შეეწირა. ახლა უკან ყურება უაზრობაა. თავს ამის უფლებას ვეღარ მივ-
ცემ.
- აბა, მზად ხარ, მთელი თავშესაფარი დაათვალიერო? - მეკითხება
სარა.
გახდა-ჩაცმა მღლის, მაგრამ სუფთა ჰაერის შესუნთქვა და ჩაკეტილი
სივრციდან გარეთ გასვლა ძალიან მინდა.
- მიდი, მაჩვენე, - ვპასუხობ.
კვლავ სამზარეულოში ვბრუნდებით და ღუმლის უკან, ვიწრო კიბე-
ზე ავდივართ. სარა წინ გარბის და მოსახვევში უჩინარდება.
- ცოტა დარჩა! - მეძახის.
ბოლო მოსახვევიც და კიბე ქრება. მოულოდნელად კაშკაშა შუ ქი მა-
ნათებს. ქვემოთ ვიყურები. რბილ ბალახზე ვდგავარ. ფეხი მერევა. ვიბ-
ნევი. კაშკაშა შუ ქი მაბრმავებს. თითქოს სიზმარში შევაბიჯე. უძრავად
ვდგავარ და თვალებახამხამებული ამ ახალი სამყაროს შეცნობას ვცდი-
ლობ.
სარა ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დგას და იცინის. მერე
ხელებს თავს ზემოთ სწევს.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება თავშესაფარში! - მეუბნება და ბა-
ლახზე რამდენიმე პას აკეთებს.
ესე იგი, მიწისქვეშ მეძინა. ისედაც უნდა მივმხვდარიყავი. ნესტიანი,
უფანჯრებო ოთახები; მაღლა ამავალი კიბე, რომელიც უცებ წყდება... აქ
რაღაც შენობაც უნდა იდგეს, მაგრამ მე მხოლოდ ბალახით დაფარულ
მიწას, დამ წვარ ფიცრებს და ვეება ლოდებს ვხედავ.
არც კანზე მზის მცხუნვარების შესაგრძნობად ვარ მზად და არც -
მაცოცხლებელი მცენარეების სურნელის შესასუნთქად. გარშემო უზარ-
მაზარი ხეები აღმართულა. მწვანე ფოთლები მოყვითალოდ ელავს,
თითქოს ნელ-ნელა ცეცხლის ალში ეხვევიანო. ხეებქვეშ მიწა ჩრდილე-
ბით დაწინ წკლულა. მოულოდნელად რაღაც მივიწყებული გრძნობა იღ-
ვიძებს. თითქოს მზად ვარ, მიწაზე პირქვე დავეცე და სიხარულისგან ავ-
ტირდე, ან ხელები გავშალო, ცისკენ ავაპყრო და დავბზრიალდე. ამდენ
ხანს გამოკეტვის შემდეგ მინდა, სივრცე, სინათლე და ჰაერი ერთად შე-
ვიგრძნო.
- აქ ადრე ეკლესია იდგა, - მეუბნება სარა და ჩემ უკან დანახშირე-
ბულ ფიცრებსა და დახეთქილ ქვებზე მანიშნებს, - თუმცა, სარდაფები
დაბომბვას გადაურჩა. ტევრში უამრავი ასეთი მიწისქვეშა ადგილია.
მათ დაბომბვამ ვერაფერი დააკლო. მერე შენც ნახავ.
- ეკლესია? - ვეკითხები გაკვირვებული. პორტლენდში ჩვენი ეკლე-
სიები რკინით, შუშითა და თეთრი პლასტიკატით არის ნაგები. ისინი გა-
უსნებოვნების ადგილებია. იქ მიკროსკოპებისა და ცენტრიფუგების სა-
შუალებით მეცნიერების ღვთაებრივი სასწაულის მომსწრენი გახდებით.
- ჰო, ეს ერთ-ერთი ძველი ეკლესიაა, - მპასუხობს სარა, - აქ ისინი
ბლომადაა. როჩესტერის დასავლეთით ერთი დაუზიანებელი ეკლესიაც
ვიცი. თუ მოგინდება, გაჩვენებ, - მერე სწრაფად მიახლოვდება, მაისურ-
ზე ხელს მკიდებს და თავისკენ მე ქაჩება, - წამო, სანახავი ჯერ ბევრია.
ტევრში ერთადერთხელ ვარ ნამყოფი, ალექსთან ერთად. მაშინ საზ-
ღვარი ჩუმად გადმოვ კვეთეთ, ალექსს უნდოდა, მე მისი საცხოვრებელი
მენახა. იქაურებიც, აქაურების მსგავსად, დიდ მდელოზე სახლობდნენ.
ოდესღაც იქ ხალხი ცხოვრობდა. მათი კვალი ხეებსა და მცენარეებს
მთლიანად ვერ დაუფარავს. თუმცა, ეს მინდორი უფრო ვრცელია. ირ-
გვლივ მხოლოდ ჩამონგრეულ ქვის თაღებსა და კედლებს ვხედავ. ერ-
თგან ბეტონის კიბე სპირალურად იხვევა, მაღლა ადის და ჰაერში წყდე-
ბა. ბოლო საფეხურზე ჩიტებს ბუდეები გაუკეთებიათ.
მე და სარა ცვრიან ბალახზე მივდივართ, რომელიც თითქმის მუხ-
ლებამდე მწვდება. სუნთქვა მიჭირს. ეს აბსურდული, განადგურებული
სამყაროა. აქ გზა ვერსად მიგიყვანს; მწვანე მინდვრის შუაგულში და-
ჟანგული, უბორბლებო სატვირთო გდია, რომლის ძარაშიც ხე ამოზრდი-
ლა. ყველგან გამლღვალი ლითონის ნაჭრები ელავს.
სარა ჩემ გვერდით მოკუნტრუშებს. რაც გარეთ გამოვედით, ენა არ
გაუჩერებია. მე კი გაფაციცებული ვიყურები ფეხქვეშ. სარა ბალახში ჩა-
კარგულ ქვებსა და ლითონის ნაგ ლეჯებს იოლად ახტება. ნელა და
ფრთხილად სიარული მღლის.
- აქ ადრე ქალაქი იყო, - მეუბნება სარა, - ეს, ალბათ, მთავარი ქუჩა
იქნებოდა. ბევრგან ნორჩი ხეებია, შენობები კი თითქმის აღარ დარჩა.
ალბათ, იქაც სახლები იდგა. ხე ხომ უფრო ადვილად იწვის, - მერე თვა-
ლებგაფართოებული შეთქმულის ხმით განაგრძობს: - იცი, ყველაზე და-
მანგრეველი დაბომბვა კი არა, მათ შედეგად გაჩაღებული ხანძრები ყო-
ფილა.
თანხმობის ნიშნად თავის დაქნევას ძლივს ვახერხებ.
- აქ სკოლა იყო, - მეუბნება და კიდევ ერთ უშველებელ, მართკუთხე-
დის ფორმის ადგილზე მანიშნებს, რომელიც ახლა მცენარეებს დაუფა-
რავს. ტერიტორიის შემომსაზღვრელ ხეებს ცეცხლის კვალი ეტ ყობა:
გამხმარი, ტანთეთრი, უფოთლო ხეები, აწოწილ მოჩვენებებს მაგონებს.
- ზოგი რკინის კარადა ღია იყო. შიგ ტანსაცმელი და სხვა ნივთები
ელაგა, - წამით სარა დამნაშავის თვალებით იყურება. უეცრად გონება
მინათდება: საწყობი. შარვალი და მაისური, ახლა რომ მაცვია,… ის ტან-
საცმელი ასეთი დაბომბილი ადგილებიდან არის შეგროვებული.
- ერთი წუთით გავჩერდეთ.
სუნთქვა მიჭირს. დასასვენებლად ძველი სკოლის წინ ვჩერდებით.
მზეში ვდგავართ. სითბო მსიამოვნებს. ჩიტები - პაწაწინა, მუ ქი სი-
ლუეტები - ცის კამარას ჟრიამულით უვლიან. შორიდან სიცილი და შე-
ძახილები მესმის. სნეულები ტყეებში მიმოდიან. მოყვითალო-მომწვანო
ფოთლები ტოტებს სწყდება და ფარფატით ეშვება.
კიბის ზედა საფეხურზე - ეს, ალბათ, სკოლის შესასვლელი იყო -
უკანა თათებზე ციყვი დასკუპებულა, წინა თათებით თხილი ჩაუბღუ-
ჯავს და ნაჭუჭს აცლის. რბილ მიწაში ჩაფლული პარმაღი ველურ ყვა-
ვილებს დაუფარავთ. ვინ იცის, რამდენ ფეხს გაუთელავს ეს საფეხური,
ახლა ციყვი რომ წამომჯდარა. ვფიქრობ პატარა, თბილ ხელებზე, რომ-
ლებიც რკინის კარადებზე გასაღების კომბინაციებს კრეფდნენ, მათ ხმებ-
ზე.… ალბათ, როგორ ხალისიანად დარბოდნენ სკოლის დერეფნებში. მე-
რე წარმოვიდგენ, რა მოხდებოდა ბლიც კრიგის დროს - პანიკა, კივილი,
გაქცევა, ცეცხლი…
სკოლაში გვასწავლეს, რომ ბლიც კრიგი ელვისებური ომი იყო. გვაჩ-
ვენეს მფრინავების გადაღებული ვიდეომასალა. ვნახეთ, როგორ ჩაიყა-
რა ბომბები სადღაც ქვემოთ, მწვანე ნაკვეთებში. მაღლიდან ხეები ისე-
თი პატარა ჩანდა, სათამაშოები გეგონებოდა. მერე ჰაერში მკრთალი
კვამლი ავარდა. არც პანიკა, არც ტკივილი, არც წივილ-კივილი. რამდე-
ნიმე წამ ში მთელი მოსახლეობა - ისინი, ვინც საზღვრებშემოვლებულ
ქალაქებში ცხოვრებაზე უარი განაცხადა - მოგონებად იქცა; თითქოს
კომპიუტერის კლავიატურის ღილაკს თითი დააჭირეს და ყველაფერი
გაქრა. ურწმუნოები და ავადმყოფები დედამიწის პირიდან აღიგავნენ.
თუმცა, რასაკვირველია, სინამდვილეში ასე არ მომხდარა. შეუძლე-
ბელი იყო, ასე მომხდარიყო. რკინის კარადები ისევ სავსე იყო. ბავშვები
ვერაფრის წაღებას ვერ მოასწრებდნენ. ალბათ, ერთი სული ჰქონდათ,
გასასვლელისკენ გზა მუჯლუგუნებით გაეკვლიათ.
რამდენიმე დაბომბვას გადაურჩა და თავი ტევრს შეაფარა. უმრავ-
ლესობა დაიღუპა. კიდევ კარგი, ჩვენმა მასწავლებლებმა ეს სიმართლე
მაინც გვითხრეს. თვალებს ვხუ ჭავ. ფეხზე დგომა მიჭირს.
- კარგად ხარ? - მეკითხება სარა და ზურგზე ხელს მადებს. - თუ გინ-
და, უკან დავბრუნდეთ.
- არა, კარგად ვარ.
თვალებს ვახელ. ჯერ მხოლოდ რამდენიმე მეტრი გვაქვს გავლილი.
ყოფილი მთავარი ქუჩა კი ლამის კილომეტრზე იჭიმება. არა, ყველაფე-
რი უნდა ვნახო.
ნელა მივაბიჯებთ. სარა ცარიელ ადგილებსა და საძირკვლების ნან-
გრევებს მაჩვენებს: რესტორანი („პიცერია ყოფილა, ღუმელი აქ ვიშო-
ვეთ“); კულინარია („ფირნიში - „სენდვიჩები შეკვეთით“ - ისევ ჩანს. აი,
იქ, ნახევრად მიწაშია ჩაფლული. ხედავ?“); გასტრონომი.
გასტრონომის დანახვაზე სარა იღუშება. მის შორიახლო მიწა გა-
დათხრილია, ბალახი კი ახლად ამოსულს ჰგავს; ეტ ყობა, ამ ადგილს
კარგა ხანს თხრიდნენ.
- ერთხანს საჭმელს მიწაში ვპოულობდით. კონსერვებს და რაღაცე-
ბის შეკვრებს, რაც ცეცხლს გადაურჩა, - სარა სევდიანად ოხრავს და ჩა-
ფიქრებული ამატებს: - მაგრამ გამოილია.
გზას ვაგრძელებთ. ისევ რესტორანი. მისი ცნობა ძნელი არ არის.
ვეება ლითონის დახლსა და გვერდიგ ვერდ მდგარ ორ ლითონისზურგიან
სკამს მზის სხივები ეფინება. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია („ამა-
ნაც კარგად გადაგ ვარჩინა“). მის გვერდით ძველი ბანკია. კიბე აქაც მი-
წის ქვეშ უჩინარდება. უეცრად ქვემოდან შავთმიანი ბიჭი - გუშაგი -
ამოდის. მხარზე სანადირო თოფი აქვს გადაკიდებული.
- სალამი, ტეკ, - ესალმება სარა მორცხვად.
გვერდით ჩავლისას ბიჭი სარას თავზე ხელს უსვამს და თმას უჩეჩს.
- ხომ იცი, მხოლოდ ბიჭები.
- ვიცი, ვიცი, - პასუხობს სარა და უბღვერს, - ლინას აქაურობას
ვათვალიერებინებ. იქ ბიჭები იძინებენ, - ბრუნდება ჩემკენ.
როგორც ჩანს, სნეულებსაც აქვთ სეგრეგაციის წესი. ეს უმნიშვნელო,
მაგრამ ნაცნობი რაღაც თითქოს მამ შვიდებს.
ტეკს მზერა ჩემზე გადმოაქვს და იღუშება.
- სალამი, - ვეუბნები ხმის კანკალით და გაღიმებას ვცდილობ, მაგ-
რამ არ გამომდის. ტეკი ძალიან მაღალია და როგორც ყველა ტევრში,
გამხდარი, თუმცა, დაკუნთული მკლავები და ძალზე მამაკაცური იერი
აქვს. მარცხენა ყურს უკან მასაც სამქიმიანი იარა აქვს. ნეტავ, ალექსი-
ვით მისიც ყალბია თუ განკურნების მცდელობა უშედეგო გამოდგა?
- საცავებს არ მიუახლოვდეთ, - აფრთხილებს ტეკი სარას და თან მე
მიყურებს, ცივად და შემფასებლურად.
- კარგი, კარგი, - პასუხობს სარა. ტეკი გვშორდება.
- ყველასთან ასეთია, - მეუბნება სარა ჩურჩულით.
- ახლა ვხვდები, რას გულისხმობდა რეივენი მის მძიმე ხასიათში.
- ნუ გეწყინება და შენზე არ მიიღო.
- კარგი, არ მივიღებ, - ვპასუხობ, თუმცა, ამ ხანმოკლე შეხვედრამ
ჩემზე მაინც იმოქმედა. აქ ყველაფერი უკუღმაა და თავდაყირა. კარი
სიცარიელეში იღება, უხილავი კონსტრუქციები - შენობები, სანიშნე ბო-
ძები და ქუჩები, წარსულის აჩრდილებს ჰგავს. ჩიტების ჭიკ ჭიკის მიღმა
ასობით ფეხის ხმა და სიცილი მესმის. ეს ადგილი მოგონებებითა და
წარსულის გამოძახილით ცოცხლობს.
მოულოდნელად დაღლილობას ვგრძნობ, არადა, ჯერ ქუჩის ნახევა-
რიც არ გაგ ვივლია. ყველაფრის ნახვის სურვილი ახლა უკვე სისულე-
ლედ მეჩვენება. მზის კაშკაშა სხივები, გაშლილი სივრცე და სუფთა
ჰაერი თავბრუს მხვევს. უკან სწრაფად ვტრიალდები. ჩიტის სკინტლიან
კირქვის ნატეხზე ფეხი მიცურდება და პირქვე ვეცემი.
- ლინა! - სარა იმ წამსვე ჩემ გვერდით ჩნდება და ფეხზე წამოდგომა-
ში მეხმარება. დაცემისას ენა მოვიკვნიტე. პირში რკინის გემოს
ვგრძნობ. - კარგად ხარ?
- ერთი წუთით დამაცადე, - ვპასუხობ ქოშინით, ქვაზე ვჯდები და
უეცრად მახსენდება, რომ არც კი ვიცი, დღეს რა დღეა, ან რა თვე.
- დღეს რა რიცხვია? - ვეკითხები სარას.
- ოცდაშვიდი აგ ვისტო, - მპასუხობს შეწუხებული სახით. ეტ ყობა,
შეშფოთებულია, თუმცა, მაინც მოშორებით დგას.
ოცდაშვიდი აგ ვისტო. პორტლენდიდან ოცდაერთ აგ ვისტოს გამოვი-
ქეცით. მთელი ერთი კვირა ტევრში, ამ უკუღმართ ადგილას გავატარე.
ეს ჩემი სამყარო არ არის. ჩემი სამყარო კილომეტრების მიღმაა: იქ
კარებით ოთახებში შედიხარ, სადაც სუფთა, თეთრი კედლები გხვდება,
სადაც მაცივრების ყრუ გუგუნი გესმის. იმ სამყაროში ყველა ქუჩა გულ-
დაგულ არის დაგეგმარებული, ტროტუარებზე ბზარებს ვერსად ნახავ.
ტკივილისგან ისევ გული მეკუმ შება. ერთი თვეც და ჰანას პროცედურის
დღეც დადგება.
ამ სამყაროსი მხოლოდ ალექსს გაეგებოდა. მას შეეძლო, ეს განად-
გურებული ქუჩა ჩემთვის ხელახლა აეშენებინა. წესრიგი დაემყარებინა
და აქაური ყოფა ჩემთვის ასატანი გაეხადა. მას აქ, ამ ახალ სამყაროში,
ჩემთვის ცხოვრების გზა უნდა გაეთელა. მასთან ერთად არაფერი გამი-
ჭირდებოდა.
- რამე ხომ არ მოგიტანო? - მეკითხება დაბნეული სარა.
- ნუ გეშინია, კარგად ვიქნები, - ვამბობ გაჭირვებით. ტკივილი ლა-
პარაკს მიშლის, მაგრამ მაინც ვცდილობ, დავამ შვიდო, - აქაური საჭ-
მლის ბრალია. მე ხომ მიჩვეული არ ვარ.
ვგრძნობ, ისევ გული ამერევა. თავს მუხლებს შუა ვყოფ. ვახველებ
და სლუკუნს ვიწყებ.
სარა ყველაფერს ხვდება.
- აი, ნახავ, მალე მიეჩვევი, - მამ შვიდებს ხმადაბლა, თუმცა, მეჩვენე-
ბა, რომ იგი საუზმეზე მეტს გულისხმობს.
ახლა რაღა დაგ ვრჩენია - დაბომბილი გზით უკან უნდა დავბრუნ-
დეთ. მაღალ ბალახში ლითონის ნაგ ლეჯები ჩასაფრებული გველებივით
ელავს.
***

მწუხარება დამარხვას ჰგავს. გგონია, მღვრიე წყალში იძირები.


ჰაერის ყოველი შესუნთქვა გახრჩობს. ვერც ვერაფერს ეჭიდები და ვერც
ნაპირს ხედავ. წყალს თავს ვერ აღწევ. ბრძოლას აზრი აღარ აქვს და
შენც ნებდები.
ნებდები. ყველა მხრიდან სიმძიმეს გრძნობ. ფილტვები ნელა გეკუმ-
შება. წინააღმდეგობას არ უწევ და თანდათან სიღრმისაკენ ეშვები.
ფსკერის გარდა ვეღარაფერს ხედავ. პირში მხოლოდ რკინის გემოს
გრძნობ და უკუნ წყვდიადში გახვეული წარსული დღეების ექო გესმის.
ახლა

ასეთი ვიყავი მაშინ: ტლანქი, ფეხებაკანკალებული და კაშკაშა სი-


ნათლესა და სივრცეში დაკარგული. ჩემი წარსული სამარადისოდ გაქრა
და მე ცხოვრება თავიდან დავიწყე.
ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი შეიძლება ბევრმა რამემ გაგი-
ჩინოს - იმედის პატარა ნაპერწკალმა ან ქაღალდის ნაგ ლეჯზე დაწე-
რილმა ერთმა სიტ ყვამ. ეს სურვილი ნელ-ნელა წინ გიბიძგებს და შენც
ახალ ცხოვრებას ახლად ფეხადგმულივით იწყებ. ნანგრევებიდან ცად
აზიდულ კოშკებს აგებ.
აი, ასეთი ვარ ახლა: მუხლები ერთმანეთზე მაქვს მიტ ყუპებული. ხე-
ლები მუხლებზე მიდევს. აბრეშუმის ბლუზა ყელამდე მაქვს შეკრული.
ჩემი ქვედაბოლოს შალის ქამარზე „ქუინსი ედვარდსის“ გერბია ამო-
ქარგული. შალი იკბინება. ნეტავ მოქავება შემეძლოს. მაგრამ ამას არ
ვიზამ, თორემ ის იფიქრებს, რომ ვნერვიულობ. არადა, არ ვნერვიულობ.
ამიერიდან აღარასოდეს ვინერვიულებ.
ის თვალებს ახამხამებს, მე - არა. მისის ტული, სკოლის დირექ ტორი,
აკვარიუმის კედელზე სახეაკრულ თევზს ჰგავს. ისეთი დიდი თვალები
აქვს, შუშის გეგონება.
- შინ ხომ ყველაფერი კარგად არის, მაგ დალინა?
ჩემი სრული სახელი ყურში უცნაურად მხვდება. ყველა ყოველთვის
ლინას მეძახდა.
- დიახ, კარგად, - ვპასუხობ.
მაგიდასთან მჯდომი საბუთებს ავლებს თვალს. მის კაბინეტში წეს-
რიგია. ყველაფერი თავის ადგილზეა. წყლის ჭიქაც კი იდეალურად დევს
სადგამის შუაში. განკურნებულები წესრიგზე გიჟდებიან. ისინი ყველა-
ფერს ასწორებენ, ახარისხებენ და ერთმანეთს უხამებენ. „სისუფთავე და
აკურატულობა ღვთისმოსაობის ნიშანია, ხოლო წესრიგი - ამაღლების“.
ჩემი აზრით, ისინი ამ საქმიანობით თავს იქცევენ, ხანგრძლივი და უაზ-
რო დროის გაყვანას ცდილობენ.
- შენს დასა და მის მეუღლესთან ერთად ცხოვრობ, არა?
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ჩემი ახალი ცხოვრების ამბავს
ხელახლა ვყვები.
- ჩემი მშობლები ერთ-ერთი ინციდენტის დროს დაიხოცნენ.
ამაში სიმართლის მარცვალი ურევია - ძველი ლინაც ხომ ობოლი
იყო.
რა საჭიროა, დავაზუსტო, რომელი ინციდენტის დროს. ამის შესახებ
უკვე ყველამ იცის. შარშან, შემოდგომას, წინააღმდეგობის წევრებმა
პირველად მოაწყვეს ასეთი მასშტაბის ტერაქტები. ორგანიზაციის წევ-
რებმა, თანამგრძნობებისა და ახალგაზრდა განუკურნებლების დახმარე-
ბით, ზუსტად ერთსა და იმავე დროს, რამდენიმე მსხვილ ქალაქ ში მუნი-
ციპალური შენობები ააფეთქეს.
პორტლენდში წინააღმდეგობის წევრებმა კრიპტების ერთ-ერთი
ფრთა ააფეთქეს. ამ ქაოსში ოცდაოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუ-
პა. მართალია, პოლიციამ და კონტროლიორებმა წესრიგის აღდგენა
შეძლეს, მაგრამ მანამდე იქიდან ასობით პატიმარმა მოახერხა გაქცევა.
ბედის ირონიაა. დედაჩემმა თავისი საკნიდან გასაღწევად გვირაბის
თხრას ათი წელი მოანდომა, არადა, შეეძლო, რამდენიმე თვეში კრიპტე-
ბიდან თავისუფლად გამოსულიყო.
მისის ტული კრთება.
- დიახ, ეს შენს საბუთებში წავიკითხე, - მის უკან ჰაერის დამატე-
ნიანებელი ხელსაწყო ხმადაბლა გუგუნებს, თუმცა, ოთახში მაინც მშრა-
ლი ჰაერია. დირექტორის კაბინეტში ქაღალდების და თმის სპრეის სუნი
დგას. შალის ქვედაბოლო ძალიან ცხელია. ზურგზე ოფლი მასხამს.
- ჩვენ გვაღელვებს ახალ კოლექტივში შენი ინტეგრირების სირთუ-
ლეები, - მეუბნება და თევზის თვალებით მაც ქერდება, - ბუფეტში მარ-
ტო სადილობ, - მის ხმაში საყვედური მესმის.
თავს ცოტა უხერხულად ახალი ლინაც გრძნობს. მეგობრების არყო-
ლაზე უარესი ამის გამო სხვების სიბრალულია.
- გულწრფელად ვაღიარებ, სხვა გოგონებთან ურთიერთობა მიჭირს,
- პასუხობს ახალი ლინა, - ისინი ცოტა… არასერიოზულები, ბავშვურები
მეჩვენებიან, - ამის თქმისას თავს ოდნავ ვატრიალებ, რომ მარცხენა
ყურს უკან სამქიმიანი იარა დავანახვო.
დირექტორს სახე იმ წამსვე ულბება.
- აჰ, დიახ, რასაკვირველია. ბევრი მათგანი შენზე უმცროსია და ამი-
ტომ ჯერ განუკურნებლები არიან.
ხელებს ვშლი, თითქოს ვეუბნები: „აი, ხომ ხედავთ!“
მართალია, მისის ტული ახლა ისე მკაცრად აღარ მელაპარაკება,
მაგრამ ლექციის კითხვა ჯერ არ დაუმთავრებია.
- მისის ფიერშტეინი ამბობს, რომ გაკვეთილზე კვლავ ჩაგეძინა. ჩვენ
შეშფოთებულები ვართ, ლინა. საშინაო დავალების შესრულება მისი
მოცულობის გამო ხომ არ გიჭირს? გამოძინებას ვერ ასწრებ?
- დიახ, ბოლო პერიოდში ძალზე დატვირთული ვარ, - ვაღიარებ, - ეს
ყველაფერი ადგ-ში მუშაობის გამოა.
მისის ტული წარბებს მაღლა სწევს.
- არ ვიცოდი, ადგ-ს წევრი თუ იყავი.
- ა დივიზიაში ვარ, - ვპასუხობ, - შემდეგ პარასკევს დიდი მიტინგი
გვაქვს დაგეგმილი. დღეს კი, შუადღეს, მანჰეტენზე საორგანიზაციო სა-
კითხებთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება და არ მინდა, დამაგ ვი-
ანდეს.
- რასაკვირველია, რასაკვირველია. მიტინგთან დაკავშირებით ყვე-
ლაფერი ვიცი, - მისის ტული საბუთებს ხელში იღებს, სამუშაო მაგიდას
რამდენიმეჯერ ურტყამს, ყველა კუთხე რომ გაასწოროს და მერე უჯრა-
ში დებს. მორჩა, თავიდან მოვიშორე. ადგ ჯადოსნური აბრევიატურაა:
ამერიკა დელირიის გარეშე. სეზამ, გაიღე! დირექტორი ახლა უკვე კე-
თილშობილების განსახიერებაა.
- ლინა, ძალზე შთამბეჭდავია, რომ ახერხებ, სკოლაში სწავლას სა-
ზოგადოებრივი საქმიანობა შეუთავსო. როგორც იცი, ჩვენ ადგ-ს საქ-
მიანობას მხარს ვუ ჭერთ, მაგრამ გთხოვ, დრო ორივეს გაუნაწილო. არ
მინდა, შენი სოციალური სამუშაოს გამო, როგორი მნიშვნელოვანიც უნ-
და იყოს იგი, შენი აკადემიური მაჩვენებლები გაუარესდეს.
- მესმის, - ვპასუხობ და თავს დამნაშავესავით ვხრი. ახალი ლინა
კარგი მსახიობია.
მისის ტული მიღიმის.
- ახლა კი, წადი. არ მინდა, შეხვედრაზე დაგაგ ვიანდეს.
- გმადლობთ, - ვპასუხობ, ფეხზე ვდგები და ტილოს ჩანთას მხარზე
ვიკიდებ.
დირექტორი თავით კარისკენ მანიშნებს, შეგიძლია, გახვიდეო.
გაპრიალებულ, ლინოლეუმიან დერეფნებში მივაბიჯებ. თეთრი კედ-
ლები. სიმ შვიდე. ამ დროს მოსწავლეები უკვე შინ არიან.
სკოლის ორფრთიანი კარით გარეთ გავდივარ, თავბრუდამხვევ სი-
თეთრეში. მარტში მოულოდნელად მოთოვა. კაშკაშა სინათლე თვალებს
მჭრის. ხეები ყინულის სქელ ქარქაშ ში მოქცეულან. ქურთუკს ვიკრავ,
რკინის ჭიშკარში გავდივარ და გეზს მერვე ავენიუსკენ ვიღებ.
აი, ასეთი ვარ ახლა. ჩემი მომავალი აქ, ამ ქალაქ შია. ჩემ თავზე ლო-
ლუები ხანჯლებივით კიდია და ყოველ წუთს შეიძლება, რომელიმე მოწ-
ყდეს.
***

ისეთი მოძრაობა, როგორიც აქ, ნიუ-იორკის შემოგარენ შია, არსად


მინახავს. პორტლენდში ავ ტომობილით სიარული ცოტას შეეძლო, ნიუ--
იორკში კი ხალხი უფრო მდიდარია და არც საწვავის ყიდვა უჭირთ.
პირველად ბრუკლინ ში რომ მოვხვდი, ტაიმ სკვერზე ხშირად დავდიოდი
მათ სანახავად. ხანდახან თორმეტ მანქანას ვხედავდი ერთად. ისინი
ერთ მწკრივში, ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდნენ.
ჩემი ავ ტობუსი 31-ე ქუჩაზე, ჭუჭყიანი თოვლის გროვაში ჩაფლული
ნაგ ვის მანქანის უკან იჭედება. „ჯევიტს ცენტრამდე“ რომ ვაღწევ, ადგ-ს
შეხვედრა უკვე დაწყებულია. ვეება ვესტიბიული ცარიელია. მხოლოდ
მიკროფონის გუგუნი და მქუხარე ტაში მესმის. სწრაფად ვუახლოვდები
ლითონის დეტექტორს და ჩანთას შიგთავსის შესამოწმებლად ვხსნი. მე-
რე ხელ-ფეხს განზე ვწევ და ველოდები, სპეციალური ხელსაწყოთი რო-
დის შემამოწმებს დაცვის თანამ შრომელი. დიდი ხანია, ამ პროცედურის
გამო უხერხულობას აღარ ვგრძნობ. ვუახლოვდები დასაკეც მაგიდას,
რომელიც უზარმაზარი ორფრთიანი კარის წინ დგას. შიგნიდან მქუხარე
ტაში მესმის, რასაც მიკროფონ ში ვიღაცის მგზნებარე, მჭე ქარე და ვნე-
ბიანი ხმა მოჰყვება. სიტ ყვებს ვერ ვარჩევ.
- თუ შეიძლება, თქვენი პირადობის მოწმობა მაჩვენეთ, - მთხოვს
მოწყენილი ხმით მაგიდასთან მჯდომი ქალი. ის მოხალისეა. ველოდები.
ქალი ჩემს ბარათს ასკანერებს. მერე კი თავით მანიშნებს, გაიარეო.
უზარმაზარი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც ორი ათასამდე
ადამიანს იტევს, თითქმის სავსეა. მარცხნივ, სცენასთან ახლოს, რამდე-
ნიმე ცარიელ სკამს ვხედავ. დასაჯდომად, კედელ-კედელ მივდივარ და
ვცდილობ, ყურადღება არ მივიპყრო, თუმცა ტყუილად ვღელავ - საკონ-
ფერენციო დარბაზში მსხდომთა ყურადღება კათედრასთან მდგარი კა-
ცისკენ არის მიპყრობილი. დარბაზში ისეთი დამუხტული ატმოსფეროა,
მგონია, ათასობით წყლის წვეთი დაგროვდება, დაგროვდება, ზემოთ
აიწევს და ჭერიდან თავს დაგ ვატ ყდება.
- …ჩვენი უსაფრთხოებისათვის ეს საკმარისი გარანტია არ არის, -
ამბობს კათედრასთან მდგომი კაცი. მისი ხმა დარბაზში გუგუნად ისმის.
ფლუორესცენციული განათების ქვეშ გიშერივით თმა უბზინავს. გეგონე-
ბა, თავზე მუზარადი ახურავსო. ეს თომას ფაინმენია, ადგ-ს დამფუძნე-
ბელი, - ისინი რისკზე, ზარალზე, ზიანსა და გვერდით მოვლენებზე გვე-
ლაპარაკებიან. მაგრამ რა გველის ჩვენ, საზოგადოებას, თუ რამეს არ
მოვიმოქმედებთ? თუ ჩვენ დაჟინებით არ მოვითხოვთ საყოველთაო
დაცვას, ნაწილობრივი გამოჯანმრთელება რა სიკეთეს მოგ ვიტანს?
მქუხარე ტაში. თომასი მანჟეტებს ისწორებს და პირი მიკროფონთან
უფრო ახლოს მიაქვს.
- ეს უნდა იყოს ჩვენი ერთადერთი, ერთსულოვანი მიზანი. ჩვენი დე-
მონსტრაციის მიზანიც სწორედ ეს არის. ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მთავრო-
ბას, ჩვენს მეცნიერებს, ჩვენს სააგენტოებს, დაგ ვიცვან. ვთხოვთ, სწამ-
დეთ თავიანთი ხალხის, ღმერთის და წესრიგის. განა ღმერთმა, ათასო-
ბით წლის წინ, სრულყოფილი არსების შესაქმნელად არ უარყო მი-
ლიონობით სახეობა, რომლებიც ნაკლოვანნი იყვნენ? ჩვენ უკვე ვისწავ-
ლეთ, რომ ხანდახან, უკეთესი საზოგადოების შესაქმნელად, საჭიროა,
სუსტი და ავადმყოფი განადგურდეს!
მქუხარე ტაში არ ნელდება. მეც ტაშს ვუკრავ. ლინა მორგან ჯონსი
ტაშს უკრავს.
ეს ჩემი მისიაა. რეივენის დავალება. ვუთვალთვალო ადგ-ს და მათ
რიგებს შევერიო.
მეტს არაფერს მეუბნებიან.
- და ბოლოს, ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მთავრობას, შეასრულოს „უჯბს“-ის
დაპირება: დაიცვას ჩვენს ქალაქებში ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, ჯან-
მრთელობა და კეთილდღეობა!
ვაკვირდები.
კარგად განათებული რიგები.
მათი პროფილები ნახევარმთვარეებს მაგონებს. განკურნებულების
ფერმკრთალი, გასივებული, შეშინებული და მადლიერი სახები.
რუხი ხალიჩა ამდენი ფეხისაგან გათელილია.
ჩემ მარჯვნივ მსუ ქან კაცს ღიპზე ქამარი შეუკრავს და ქშინავს.
სცენასთან პატარა შემოსაზღვრული ადგილია, რომელშიც სამი სკა-
მი დგას. დაკავებული მხოლოდ ერთია.
ბიჭი.
აქ ყველაზე საინტერესო სწორედ ეს ბიჭია. დანარჩენი - ხალიჩა, სა-
ხეები - როგორც სხვა ადგ-ს შეხვედრებზე, ერთი და იგივეა. მსუ ქანი კა-
ციც კი. ხანდახან იგი მსუ ქანია, ხანდახან - გამხდარი, ხანდახან კი სუ-
ლაც ქალია. თუმცა, ყველაფერი მაინც ერთნაირია. ყველას ერთი სახე
აქვს.
ბიჭს მუ ქი, მღელვარე ზღვისფერი თვალები აქვს. კარამელისფერი,
ტალღოვანი თმა ნიკაპამდე სწვდება. კარგად გაუთოებულ შავ ჯინსის
შარვალზე, ამინდის მიუხედავად, მოკლესახელოებიანი, წითელი, პოლო
მაისური აცვია, ფეხზე კი - ახალი ლოუფერი. მაჯაზე ვერცხლის საათი
უელავს. ყველაფერი მეტ ყველებს, რომ ბიჭი მდიდარია. ხელები მუხ-
ლებზე უწყვია. მეტისმეტად მოწესრიგებულია ჩანს. ზის და თვალ-
დაუხამხამებლად შეჰყურებს სცენაზე მდგომ მამას... ეს არის განკურნე-
ბულის უემოციო, გულგრილი სახე. ეტ ყობა, ასეთი გამომეტ ყვლება ხან-
გრძლივი ვარჯიშის შედეგად მიიწება სახეზე.
ის ჯერ განკურნებული არ არის. ეს ჯულიენ ფაინმენია. თომას ფაინ-
მენის ვაჟი. მართალია, იგი თვრამეტი წლისაა, მაგრამ პროცედურა ჯერ
არ ჩატარებია. მეცნიერები აქამდე მის განკურნებაზე უარს ამბობდნენ,
შემდეგ პარასკევს კი, როცა ტაიმს სკვერში ადგ-ს მიტინგი გაიმართება,
ყველაფერი შეიცვლება. მას პროცედურას ჩაუტარებენ და განკურნავენ.
მაგრამ შეიძლება იგი დაიღუპოს კიდეც, ან ტვინი ისე დაუზიანდეს,
ამას სიკვდილი სჯობდეს. თუმცა, პროცედურას მაინც ჩაუტარებენ. ამას
მოითხოვს მამამისი. ამას მოითხოვს თვითონ ჯულიენიც.
დღემდე არასოდეს მინახავს. თუმცა, პლაკატებსა და ბროშურებზე
არაერთხელ მომიკრავს თვალი. ჯულიენი ცნობილი ადამიანია. ის შეწი-
რულია. ადგ-ს გმირი და ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის პრეზი-
დენტი.
იგი იმაზე მაღალი და სიმპათიურია, ვიდრე მეგონა. ფოტოებზე მისი
მამაკაცური ნიკაპი და ფართო ბე ჭები არ ჩანს. მოცურავის აღნაგობა
აქვს.
სცენაზე თომას ფაინმენი სიტ ყვას ამთავრებს.
- ჩვენ არ უარვყოფთ, რომ სრულწლოვანებამდე პროცედურის ჩატა-
რება საშიშია, - ამბობს ის, - მაგრამ დაყოვნება უფრო მეტად საშიშია.
ჩვენ მზად ვართ, თვალი გავუსწოროთ შედეგებს. ჩვენ მამაცები ვართ
და საყოველთაო კეთილდღეობისათვის რამდენიმე სიცოცხლის გაწირ-
ვისაც არ გვეშინია, - ერთხანს დუმდება. დარბაზში ისევ მქუხარე ტაში
ისმის. თომასი თავს მადლიერების ნიშნად მანამდე იქნევს, სანამ დარბა-
ზი არ დაწყნარდება. შუ ქი მის მაჯის საათს ეცემა. მამა-შვილს ერ-
თნაირი საათები უკეთია.
- ახლა კი მსურს წარმოგიდგინოთ ის, ვინც ადგ-ს ღირებულებებს გა-
ნასახიერებს. ამ ახალგაზრდას ყველაზე კარგად ესმის განკურნების
მნიშვნელობა და აღიარებს, რომ მიუხედავად საფრთხისა, საჭიროა, ის
სრულწლოვანებამდე ჩაუტარდეთ მოზარდებს. მას ესმის, რომ ამერიკის
შეერთებული შტატების კეთილდღეობისათვის, იმისათვის, რომ ჩვენმა
საზოგადოებამ ბედნიერად და უსაფრთხოდ იცხოვროს, ხანდახან ვინმეს
მსხვერპლად შეწირვა აუცილებელია. მსხვერპლშეწირვა უსაფ-
რთხოების სინონიმია. ჯანმრთელობა კი მხოლოდ და მხოლოდ ერის
მთლიანობაშია. ადგ-ის წევრებო, გთხოვთ, მიესალმოთ ჩემს ვაჟს, ჯუ-
ლიენ ფაინმენს.
ლინა ტაშს სხვებთან ერთად უკრავს. თომასი სცენიდან ჩამოდის,
ჯულიენი კი ადის. მამა-შვილი ერთმანეთს კიბეზე ხვდება. ისინი ერთმა-
ნეთს არ ეხებიან, მხოლოდ თავს უკრავენ.
ჯულიენს წარმოსათქმელი სიტ ყვა ფურცლებზე უწერია. ის მათ კა-
თედრაზე დებს. წამით მთელ დარბაზში ქაღალდების შრიალი ისმის.
ჯულიენი ხალხს თვალს ავლებს, მზერას ჩემზე აჩერებს და პირს აღებს.
გული მიჩერდება. მგონია, იცის, ვინ ვარ. მერე მზერა სხვაგან გადააქვს.
გული გამალებით მიცემს. მგონი, მოლანდებები დამეწყო.
ჯულიენი მიკროფონს თავის სიმაღლეზე ასწორებს. ის მამამისზე მა-
ღალია. სასაცილოა - როგორი განსხვავებული გარეგნობა აქვს მამა--
შვილს. თომასი მაღალი, მუქთმიანი და შევარდენივით მკაცრსახიანია,
მისი ვაჟი კი მაღალი, მხარბე ჭიანი, ქერათმიანი და ცისფერთვალება.
ერთნაირი მხოლოდ ნიკაპი აქვთ.
ჯულიენი თმაში ხელს იცურებს. ალბათ, ნერვიულობს. თუმცა, როცა
ლაპარაკს იწყებს, მშვიდი და მკაცრი ხმა აქვს.
- ცხრა წლის ვიყავი, როცა მითხრეს, მოკვდებიო, - იწყებს. მე კი
კვლავ ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს სადაცაა, ჭერიდან წყლის
წვეთები ჩამოცვივდება. ყველამ წინ გადაიწია, - შეტევები სწორედ მა-
შინ დამეწყო. პირველი შეტევა ისეთი საშინელი იყო, კინაღამ ენა მოვი-
ჭამე; მეორე შეტევის დროს კი თავი ბუხარს ჩამოვარტყი. ჩემი მშობლე-
ბი შეშფოთებულები იყვნენ.
ჩემს არსებაში - იმ ბარიერის მიღმა, რომელიც მე ბოლო ექვსი თვის
განმავლობაში ავაგე, იმ ყალბი ლინას მიღმა, რომელსაც ყალბი პირა-
დობის მოწმობა და მარცხენა ყურს უკან განკურნებულის სამქიმიანი
იარა აქვს - რაღაც ბორგავს. აი, ეს არის სამყარო, რომელშიც ჩვენ
ვცხოვრობთ. იგი უსაფრთხო, ბედნიერი და მოწესრიგებულია. უსიყვა-
რულო სამყარო.
სამყარო, სადაც ბავშვები თავებს ბუხრების ფილებზე იტეხენ და
ენებს იკვნეტენ, მშობლები კი ამ დროს შეშფოთებული არიან. არა გულ-
მოკლულები, არა შეშინებულები, არა სასოწარკვეთილები, არამედ -
შეშფოთებულები, თითქოს მათი შვილი მათემატიკის გამოცდაში ჩაჭრი-
ლიყოს, ან გადასახადის გადახდა დაეგ ვიანოთ.
- ექიმებმა მითხრეს, ტვინ ში სიმსივნე გეზრდება და შეტევებს სწო-
რედ ის იწვევსო. მისი ამოკვეთის მიზნით ჩასატარებელი ოპერაცია სი-
ცოცხლისათვის სახიფათო იქნებოდა. ექიმებს ეჭვი ეპარებოდათ, რომ მე
მას გადავიტანდი. თუმცა, ოპერაცია რომ არ გამეკეთებინა, სიმსივნე გა-
იზრდებოდა და გადარჩენის შანსი აღარ მექნებოდა.
ჯულიენი დუმდება. მგონი, წამით თვალს მამამისისკენ აპარებს. თო-
მას ფაინმენი შვილის ადგილზე, ფეხი ფეხზე გადადებული, უმეტ ყველო
სახით ზის.
- არანაირი შანსი, - იმეორებს ჯულიენი, - ამიტომ ჯანმრთელი ქსო-
ვილების დაცვის მიზნით ის ავთვისებიანი რაღაც აუცილებლად უნდა
ამოეკვეთათ. სხვაგ ვარად სიმსივნე დარჩენილ ჯანმრთელ ქსოვილებსაც
დააავადებდა.
ჯულიენი ფურცელს ატრიალებს და კითხვას მეორე გვერდიდან გა-
ნაგრძობს.
- პირველი ოპერაცია წარმატებული გამოდგა. შეტევები შეწყდა.
თუმცა, თორმეტი წლისას კვლავ განმიახლდა. ავთვისებიანი სიმსივნე
კვლავ დაბრუნდა და ამჯერად ტვინის ღეროზე.
ჯულიენი კათედრას ხელებს მაგრად უჭერს და მერე კვლავ ადუნებს.
წამით დარბაზში დამაყრუებელი სიჩუმე ისადგურებს. ვიღაც ახველებს.
წვეთები, წვეთები. ჩვენ წვეთებს ვგავართ. ნელ-ნელა ვმწიფდებით, ვე-
ლოდებით, როდის გვიჩვენებს ვიღაც გზას, როდის გახსნის ონკანს და
სწორი მიმართულებით მიგ ვიშვებს.
ჯულიენი თავს მაღლა სწევს. მის უკან, ეკრანზე, მისი სურათი ჩნდე-
ბა. თხუთმეტჯერ მაინც იქნება გადიდებული. ახლა მის თვალებში ცის-
ფერი, მწვანე და ოქროსფერი ერევა ერთმანეთს. მზიან დღეს ოკეანის
ზედაპირი მახსენდება. წამით, მისი ნავარჯიშევი გამომეტ ყველების
მიღმა, რაღაცას ვხედავ, თუმცა იგი მანამდე ქრება, სანამ სახელს მოვუ-
ძებნი.
- პირველის მერე კიდევ სამი ოპერაცია გადავიტანე, - განაგრძობს, -
ექიმებმა სიმსივნე ოთხჯერ ამომკვეთეს. იგი სამჯერ გაიზარდა. დაავა-
დება მანამდე გაიზრდება, სანამ ერთხელ და სამუდამოდ არ ამოვძირ-
კვავთ, - ის დუმდება და მისი ნათქვამის გააზრების საშუალებას გვაძ-
ლევს, - ორი წელია, კიბო აღარ მაქვს, - ისმის მქუხარე ტაში. ჯულიენი
ხელს მაღლა სწევს და დარბაზი იმ წამსვე დუმდება.
ჯულიენი იღიმება, როგორც მის უკან, ეკრანზე, გადიდებული, ოდნავ
ბუნდოვანი ჯულიენი.
- ექიმებმა მითხრეს, მეტი ოპერაცია შეიძლება შენი სიცოცხლის-
თვის სახიფათო იყოსო. უკვე მეტისმეტად ბევრი ქსოვილი ამომაჭრეს.
თუ არ განვიკურნე, შეიძლება, ემოციების კონტროლი ვეღარ შევძლო.
შეიძლება დავ კარგო ლაპარაკის, ხედვისა და მოძრაობის უნარი, - ამ-
ბობს და კათედრასთან პოზიციას ოდნავ იცლის, - არსებობს შესაძლებ-
ლობა, რომ ჩემმა ტვინმა ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტოს.
თავს ვერ ვიკავებ; სხვებთან ერთად, მეც სუნთქვაშეკრული ვუსმენ.
მხოლოდ თომას ფაინმენი გამოიყურება მშვიდად. ნეტავ შვილის ეს
სიტ ყვები რამდენჯერ აქვს მოსმენილი?
ჯულიენი წინ, მიკროფონისკენ იწევა და ისეთი შეგრძნება მეუფლე-
ბა, თითქოს დარბაზში ყველას სათითაოდ მოგ ვმართავს. იგი ხმადაბლა,
დამაჯერებლად ლაპარაკობს. გეგონება, ჩურჩულით საიდუმლოს გვან-
დობსო.
- ექიმები განკურნების პროცედურას სწორედ ამ მიზნით არ მიტა-
რებდნენ. ერთ წელზე მეტი ვიბრძოდი პროცედურის დღის დანიშვნი-
სათვის და, როგორც იქნა, ჩემსას მივაღწიე. ოცდასამ მარტს, ზუსტად
ჩვენი მიტინგის დღეს, მე განვიკურნები.
კვლავ მქუხარე ტაში. თუმცა, ჯულიენი არ ჩერდება. მას სათქმელი
არ დაუმთავრებია.
- ეს იქნება ისტორიული დღე. მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიძლება
ჩემი უკანასკნელი დღე აღმოჩნდეს. არ გეგონოთ, რომ საფრთხეს ვერ
ვაცნობიერებ. დამიჯერეთ, მე ყველაფერი კარგად მესმის, - ჯულიენი
მხრებში იმართება და მჭე ქარე ხმით განაგრძობს. დიდ ეკრანზე მისი
თვალები დამაბრმავებლად ელავს. - მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ზუსტად
ისე, როგორც ცხრა წლის ასაკში არ მქონდა. ჩვენ დაავადება ძირფეს-
ვიანად უნდა მოვსპოთ, თორემ იგი ისე გავრცელდება, როგორც ავთვი-
სებიანი სიმსივნე და საფრთხეს შეუქმნის თითოეულს, ვინც ამ თავისუ-
ფალ და მშვენიერ ქვეყანაში დაიბადება. ამიტომ მოგმართავთ თქვენ:
ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავანადგუროთ დაავადება, სადაც უნდა იყოს
იგი. გმადლობთ.
ესეც ასე. მან ეს გააკეთა. მან „ონკანი მოუშვა“ და ჩვენც, უკვე მომ-
წიფებულები, მთელი ძალით, ერთ ტალღად აგორებულები მისკენ მივი-
წევთ. დარბაზი შეძახილებისა და მქუხარე ტაშისგან ლამის დაინგრა.
ყველასთან ერთად ტაშს ლინაც უკრავს. მანამდე უკრავს, სანამ ხე-
ლისგულები არ აეწვება და ხელის მტევნები არ დააწყდება. ნახევარი
დარბაზი ფეხზეა და ყვირის.
- ადგ! ადგ! - იძახის ვიღაც.
მალე ყველა ერთხმად გავ ყვირით. ეს არის ყურთასმენის წამღები
სკანდირება. მერე თომასი სცენაზე შვილის გვერდით დგება, სერიოზუ-
ლი გამომეტ ყველებით. ერთი ქერაა, მეორე - შავგვრემანი. მთვარის
ორი მხარე. გვიყურებენ, როგორ ვუკრავთ ტაშს. ჩვენს სკანდირებას უს-
მენენ. ისინი ერთად ქმნიან მთვარეს. ჩვენ კი ზღვის მოქცევა ვართ. მათი
მოქცევა. მათი მითითებებით ჩვენ სამყაროდან გავაქრობთ ყველა
დაავადებას და სინათლეს.
მაშინ

ტევრში ვიღაც ყოველთვის ავადაა. როგორც კი ისე ვღონიერდები,


რომ პალატიდან (ასე ვეძახით იმ ოთახს, რომელშიც ავადმყოფი წვება)
გამოვიდე და იატაკზე, ლეიბზე დავწვე, ოთახში სქუირელი შედის;
სქუირელის მერე ბაბუას ჯერი დგება. ღამღამობით თავშესაფარში ხვე-
ლების, საწოლში ბორგვისა და ბოდვის ხმები ისმის. ავადმყოფთა კვნე-
სის ექო თავშესაფრის ოთახებში დაძრწის და ძრწოლას გვგვრის. ჩვენი
უმთავრესი საზრუნავი სივიწროვე და ერთმანეთთან ახლოს ყოფნაა.
ლამის ერთმანეთს ვაწევართ. ერთმანეთის ჰაერს ვსუნთქავთ და ყველა-
ფერი საზიარო გვაქვს. აქ სუფთა არავინ და არაფერია.
შიმ შილი კუჭს გვიღრღნის. ყველა დაძაბულია. თავშესფრის პირვე-
ლი დათვალიერების შემდეგ უკან, მიწისქვეშეთში, ისე დავბრუნდი, რო-
გორც ცხოველი უსაფრთხო ბუნაგში. დღეები დღეებს მისდევს. პროდუქ-
ტების მარაგი არ ჩანს. ყოველ დილით ხალხი შეტ ყობინებების შესამოწ-
მებლად მიდის. როგორც მივხვდი, მათ თანამგრძნობებთან და წინააღ-
მდეგობის წევრებთან დაკავშირების გზა გამონახეს. მე მიყურადების,
თვალთვალისა და ჩუმად ყოფნის გარდა არაფერი დამრჩენია.
შუადღით ვიძინებ ხოლმე. როცა დაძინება მიჭირს, თვალებს ვხუ ჭავ
და წარმოვიდგენ, რომ კვლავ ბრუკსის 37-ში, ალექსის გვერდით ვწე-
ვარ. ვცდილობ, უკან დასაბრუნებელი გზა გამოვნახო. ნეტავ შემეძლოს,
გაქცევის დღიდან მოყოლებული, ეს დღეები ერთიანად გავაქრო და
დროის ხვრელი ისე შევაკეთო, რომ ალექსი დავიბრუნო.
მაგრამ როგორც კი თვალებს ვახელ, ისევ აქ ვარ. იატაკზე დაგებულ
ლეიბზე ვწევარ, მშიერი.
ოთხი დღის მერე ყველა ძლივსღა მოძრაობს, თითქოს წყალქვეშ ვი-
ყოთ. ვედროებს ვეღარ ვწევ. სწრაფად წამოდგომას რომ ვცდილობ,
თავბრუ მესხმის. თითქმის სულ ვწევარ და როცა ფეხზე ვარ, ასე მგონია,
ყველა მე მომ შტერებია. სნეულები თავისიანად არ მაღიარებენ. ჩემ წინ
უხილავი ბარიერი აღმართეს. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ვფიქრობ,
რომ ყველაფერი, რაც მათ თავს ხდება, ჩემი ბრალია.
ნადირობას ბევრი ვერაფერი მოაქვს. როუჩმა რამდენიმე კურდღელი
მოინადირა და გუნება იმ წამსვე ყველას გამოუკეთდა, მაგრამ ხორცი მა-
გარი და ხრტილიანი გამოდგა. ჩამოტარებისას კერძი ძლივს გვეყო.
ერთ დღესაც საწყობში იატაკს ვასუფთავებ (რეივენი დაჟინებით მო-
ითხოვს, რომ ვიმოძრაოთ და სისუფთავე შევინარჩუნოთ). უეცრად ზე-
მოდან შეძახილები, სიცილი და ფეხის ხმა მესმის. ვიღაცები კიბეზე ჩა-
მორბიან. ჰანტერი სამზარეულოში ხელების ქნევით შემოდის, მას უკან
უფროსი ქალი - მიაკო მოჰყვება. ისინი - და არც სხვები - კარგა ხანია,
ასეთი ენერგიულები არ მინახავს.
- რეივენი სად არის? - მეკითხება აქოშინებული ჰანტერი.
- არ ვიცი, - ვპასუხობ მხრების აჩეჩით.
გაბრაზებული მიაკო ოხრავს. ორივე, ის და ჰანტერი, უკან ბრუნდე-
ბიან და კვლავ კიბეზე არბიან.
- რა ხდება? - ვეძახი.
- მეორე მხრიდან გზავნილი მივიღეთ, - მპასუხობს ჰანტერი.
„მეორე მხარე“. აქაურები თუ კარგ გუნებაზე არიან, შემოსაზღვრულ
ქალაქებს მეორე მხარეს უწოდებენ, თუ ცუდ ხასიათზე - ზომბილენდს.
- დღეს პროდუქტის მარაგი მოვა და აქ მოსატანად დახმარება დაგ-
ვჭირდება.
- შეგიძლია, დაგ ვეხმარო? - მეკითხება მიაკო და თვალით მზომავს.
იგი მაღალი და მხარბე ჭიანი ქალია. კარგად რომ იკვებებოდეს, ალბათ,
ნამდვილი ამორძალი იქნებოდა.
უარის ნიშნად თავს ვაქნევ.
- …ჯერ ისევ სუსტად ვარ.
ჰანტერი და მიაკო ერთმანეთს შეთქმულებივით უყურებენ.
- კარგი, სხვები დაგ ვეხმარებიან, - ამბობს ჰანტერი ხმადაბლა და კი-
ბეზე გზას განაგრძობს. მარტო ვრჩები.
შუადღეს ისინი მძიმე ხის ყუთებით ბრუნდებიან. ხის ყუთებში ნაგ-
ვის ტომრები აწყვია. ისინი საზღვართან, მდინარე კოჩეკოში ჩაყარეს და
დინებას გამოატანეს. რეივენიც ისეთი აღტაცებულია, თავშესაფარში
წესრიგის დამყარება უჭირს. ყველანი ტომრებს გლეჯენ და ყვირიან.
პროდუქტები იატაკზე ცვივა: დაკონსერვებული ლობიოს, თინუსის,
ქათმის და ბოსტნეულის ქილები; ბრინჯის, ფქვილის, ოსპის და სხვა
მარცვლეულის შეკვრები; გამხმარი ჯერკი(ჯერკი – ქონგამოცლილი,
სპეციალურ პირობებში გამ შრალი ხორცი. ), თხილისა და ბურღუ-
ლეულის პაკეტები; პირსახოცებში გამოხვეული, მაგრად მოხარშული
კვერცხები; წებოვანი სალბუნები, ვაზელინი, ჰიგიენური ტუჩსაცხები,
მედიკამენტები; საცვლების ახალი შეკვრაც კი გამოგ ვიგზავნეს. კიდევ -
ტანსაცმლის ფუთა, შამპუნი და ბოთლით თხევადი საპონი. სარა ჯერკს
გულზე იხუტებს, რეივენი კი სიამოვნებით ისუნთქავს საპნის არომატს.
ეს დაბადების დღის გადახდაზე უკეთესია. დღეს ყველას დაბადების
დღეა. უეცრად ბედნიერების განცდა მეუფლება და ვგრძნობ, რომ ჩემი
ადგილი აქ არის.
იღბალი გვწყალობს. რამდენიმე საათში ტეკი მონადირებული ირ-
მით ბრუნდება.
ჩემი თავშესაფარში მისვლის დღიდან მოყოლებული, იმ ღამეს პირ-
ველად გვაქვს ნოყიერი ვახშამი - ყავისფერ ბრინჯში მოშუშული ხორცი
და მშრალი სუნელებით შეკაზმული პომიდვრის საწებელი. კერძი ისეთი
გემრიელია, ცრემლს ძლივს ვიკავებ, სარა კი ვერ უძლებს - ზის და
სლუკუნებს. მიაკო სარას მხარზე ხელს ხვევს და ყურში რაღაცას ეჩურ-
ჩულება. მათ დანახვაზე დედაჩემი მახსენდება; რამდენიმე დღის წინ
მასზე რეივენს ვკითხე, თუმცა, სულ ტყუილად.
როგორ გამოიყურებაო, მკითხა რეივენმა. არ ვიცი-მეთქი, ვუთხარი.
ბუნდოვნად მახსოვს, გრძელი, რბილი, ღია ყავისფერი თმა ჰქონდა და
მრგვალი სახე. მაგრამ ათი წელი პორტლენდის ციხეში, კრიპტებში
ყოფნის შემდეგ - სანამ მე მკვდარი მეგონა - მეეჭვება, იმ ქალისგან ნა-
ხევარი მაინც დარჩენილიყო, რომელიც ჩემი ბავშვობის მოგონებებში
ცოცხლობს. რეივენს ვუთხარი, ანაბელი ჰქვია-მეთქი, მაგრამ სიტ ყვა
დამთავრებული არ მქონდა, რომ უარის ნიშნად თავის ქნევა დაიწყო, არ
ვიცნობო.
- ჭამე, ჭამე, - აგულიანებს მიაკო სარას. სარაც ემორჩილება. საჭ-
მელს ყველა ხარბად ვჭამთ. ბრინჯს ხელით ვიღებთ და პირში ვიტენით,
თეფშებს კი ენით ვლოკავთ. მეორე მხარეს ვიღაც ისეთი მზრუნველი გა-
მოდგა, რომ ერთი ბოთლი ვისკი სპორტულ ჟაკეტში კარგად შეფუთა და
გამოგ ვიგზავნა. სასმელმა წრეზე ჩამოიარა. ბოთლიდან მოსმის წინ ყვე-
ლა სადღეგრძელოს ამბობს. მახსოვს, პორტლენდში სასმელი ერთი--
ორჯერ გავსინჯე. ვერასოდეს ვხვდებოდი, რა იყო მისი ხიბლი, თუმცა,
ჩემი რიგი რომ დგება, ვისკის ბოთლიდან მეც ვსვამ. ყელს მწვავს და
ხველა მიტ ყდება. ჰანტერი თავმომ წონედ მიღიმის და ზურგზე ხელს
მირტყამს. ტეკი ბოთლს ლამის მგლეჯს ხელიდან.
- არ დალიო, თუ მის გადმოფურთხებას აპირებ! - მახლის მკვახედ.
- მიეჩვევი, - ჰანტერი ჩემკენ იწევა და ჩურჩულით მეუბნება. ერთი
კვირის წინ სარამაც ეს მითხრა, თუმცა, ზუსტად არ ვიცი, რა იგულის-
ხმა ჰანტერმა - ვისკი თუ ტეკის მძიმე ხასიათი. უეცრად, მუცელში სით-
ბოს ვგრძნობ. ბოთლის მეორედ ჩამოტარებისას ვისკის უფრო დიდ
ყლუპს ვსვამ. მერე - უფრო დიდს და ნელ-ნელა სითბო თავშიც ადის.
მოგ ვიანებით ყველაფერს ნაწილ-ნაწილ, ფრაგმენტებად ვხედავ.
თითქოს ფოტოსურათებს ვათვალიერებდე. მიაკო და ლუ კუთხეში ხელ-
გადახვეულები ცეკვავენ, დანარჩენები კი მათ ტაშს უკრავენ. ბლუს
სკამზე ეძინება. მძინარე გოგონა სქუირელს სამზარეულოდან ხელში
ატატებული გაჰყავს; რეივენი გრძელ სკამზე დგება და თავისუფლების
სადიდებელს ამბობს. მერე იცინის. გაშლილი შავი თმა გიშერივით
უელავს. სკამიდან ძირს ჩამოსვლაში ტეკი ეხმარება. ხორბლისფერი ხე-
ლები წელზე ეხვევა. წამით რეივენი ჰაერში ჩერდება, ტეკის მკლავებში.
უეცრად ჩიტების ფრენას წარმოვიდგენ და ალექსი მახსენდება.
***

ერთ დღეს რეივენი მიახლოვდება და მიცხადებს:


- აქ დარჩენა თუ გინდა, უნდა იმუშაო.
- უკვე ვმუშაობ, - ვპასუხობ.
- შენ ალაგებ, - აზუსტებს, - და წყალს ადუღებ. ჩვენ კი წყალს ვეზი-
დებით, საკვებს ვეძებთ და ზომბილენდიდან შეტ ყობინების მოსაპოვებ-
ლად თავს საფრთხეში ვიგ დებთ. წყლის მოსატანად ბებიაც კი დაგ ვყვება
და მძიმე ვედროებს კილომეტრ-ნახევარზე მოათრევს. არადა, უკვე სა-
მოცი წლისაა.
- მე…... - რასაკვირველია, ამის გამო თავს ყოველდღე დამნაშავედ
ვგრძნობ. გავიგონე, როგორ უთხრა ტეკმა რეივენს, რომ მუქთახორა ვარ
და მხოლოდ საწოლს ვიკავებ. ამის გაგონებაზე საწყობში შევვარდი და
ნახევარი საათი მუხლებზე ხელებშემოჭდობილი ერთიანად ვცახცახებ-
დი. თავშესაფარში მარტო ჰანტერი მექცევა კარგად. თუმცა, ის ყველას
კარგად ექცევა.
- მზად არ ვარ. ჯერ ძალა არ მაქვს.
წამით რეივენი მაკვირდება და ჩამოვარდნილ დუმილს საშუალებას
აძლევს, საკუთარი ნათქვამის აბსურდულობას მივხვდე. თუ აქამდე ვერ
მოვღონიერდი, ესე იგი, ესეც ჩემი ბრალია.
- მალე აქედან გადავალთ. საცხოვრებლის შეცვლას რამდენიმე კვი-
რაში დავიწყებთ და საერთო საქმეში ყველამ თავისი წვლილი უნდა
შეიტანოს.
- გადავდივართ? - ვამბობ.
- ჰო, სამხრეთში, - რეივენი ზურგს მაქცევს და დერეფნის ბოლოსკენ
მიდის, - ზამთარში თავშესაფარს ვხურავთ. ჩვენთან ერთად წამოსვლა
თუ გინდა, უნდა მოინდომო და იმუშაო, - ყოვნდება, - თუ არადა, შეგიძ-
ლია აქ დარჩე, - მეუბნება და ჩემკენ ტრიალდება წარბებაზიდული, -
მაგრამ ამ მხარეში საშინელი ზამთარი იცის. მდინარე იყინება და პრო-
დუქტები აღარ მოგ ვდის. მაგრამ იქნებ შენ სწორედ ეგ გინდა?
ხმას არ ვიღებ.
- მოსაფიქრებლად დრო ხვალამდე გაქვს, - მაფრთხილებს.
***

დილით კოშმარისგან რეივენი მაღვიძებს. ლოგინ ში ქოშინით ვჯდე-


ბი. მახსენდება, რომ დიდი სიმაღლიდან გადმოვვარდი და თავზე შავი
ჩიტების გუნდი დამტრიალებდა. სხვა გოგონებს ისევ სძინავთ. ოთახში
მათი რიტმული სუნთქვა ისმის. შემოსასვლელში სანთელი ანთია, მისი
სუსტი შუ ქი ოთახშიც აღწევს. ჩემ წინ ჩაცუც ქულ რეივენს კარგად ვერ
ვხედავ, თუმცა, ვარჩევ, რომ უკვე ჩაცმულია.
- რა აირჩიე? - მეკითხება ჩურჩულით.
- მუშაობა მინდა, - ჩურჩულითვე ვპასუხობ. მეტი არც შემიძლია.
გულს ბაგაბუგი გააქვს.
მოღიმარ რეივენს ვერ ვხედავ, მაგრამ მეჩვენება, რომ მისი პირის გა-
ღებისა და ამოსუნთქვის ხმა გავიგონე, გაცინებას ჰგავდა.
- მოგიხდება, - მპასუხობს და გვერდშეჭყლეტილ ვედროს მაწვდის, -
წყლის მოტანის დროა.
რეივენი მიდის, მე კი სიბნელეში ტანსაცმლის ძებნას ვიწყებ. თავშე-
საფარში მოხვედრის დღიდან მეგონა, რომ საძინებელში დიდი უწესრი-
გობა იყო. ყველგან ტანსაცმელი, ქსოვილები და ათასი ხარახურა ეყარა.
თუმცა, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს უწესრიგობა არ იყო.
თავშესაფარში თავისი ნივთებისათვის ყველას პატარა ადგილი აქვს გა-
მოყოფილი. ჩვენ ჩვენი საწოლების, ლეიბების თუ საბნების გარშემო
საზღვრების უჩინარ წრეს ვავლებთ და ამ სივრცეს ფხიზლად ვდარა-
ჯობთ. ჩვენს ტერიტორიას ძაღლებივით ვნიშნავთ და რაც გაგ ვაჩნია, ამ
პატარა წრის შიგნით ვინახავთ. თუ რამე მის მიღმა დაგრჩა, დაკარგუ-
ლია. საწყობში არჩეული ტანსაცმელი ლოგინის ბოლოში, ფეხებთან მი-
ლაგია, დაკეცილი.
ოთახიდან გამოვდივარ და დერეფან ში გზას ხელის ცეცებით ვიკ-
ვლევ. რეივენს სამზარეულოში ვპოულობ. წუხანდელი ცეცხლის ნაკ-
ვერჩხლიდან დიდი მუგუზალი აუღია და ცეცხლის გაღვივებას ცდი-
ლობს. მის გარშემო ცარიელი ვედროებია ახორხლილი. ფარნები არ ჩა-
ურთავს. ახლა ელემენტების დაცლა არ ღირს. შეშის სუნს ვისუნთქავ.
ნაკვერჩხლის მკრთალი ნარინჯისფერი შუ ქი რეივენს მხარზე ციმციმით
ეფინება. თითქოს ისევ სიზმარში ვარ.
- მზად ხარ? - ჩემი ნაბიჯების ხმაზე დგება და ორივე მკლავზე ვედ-
როებს იკიდებს.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. რეივენი თავით დარჩენილ ვედრო-
ებზე მანიშნებს.
კიბეზე ავდივართ. მიწისქვეშეთიდან, უჰაერობიდან და სივიწროვი-
დან მაღლა ამოსული თავს ზუსტად ისე ვგრძნობ, როგორც მაშინ, სარას
რომ თავშესაფრის დასათვალიერებლად ამოვ ყევი. სიცივე მგელივით
მეძგერება. სუსხიანი ქარი ჩემს მაისურში ატანს და ჩემდა უნებურად,
ვყვირი.
- რა იყო? - მეკითხება რეივენი. მაღლა აღარ ჩურჩულებს.
- მცივა, - ვპასუხობ. ჰაერში უკვე ზამთრის სურნელი ტრიალებს,
თუმცა, ფოთოლცვენა ჯერ არ დაწყებულა. ჰორიზონტის დაკბილულ
ხაზთან, ხეების კენ წეროებში, მკრთალი, ოქროსფერი შუ ქი გამოსჭვივის.
მზე ნელ-ნელა ამოდის. სამყარო ჯერ რუხი და მოიასამნისფრო--
მოვარდისფროა. ცხოველები და ფრინველები ნელ-ნელა იღვიძებენ.
- რამდენიმე დღეში ოქტომბერიც მოგ ვიკაკუნებს, - ამბობს რეივენი
მხრების აჩეჩით, - ფეხქვეშ იყურე! - მაფრთხილებს, როცა მიწაში ნახევ-
რად ჩაფლულ, გაღუნულ ლითონის ნაჭერზე ფეხს ვდგამ.
მოულოდნელად მახსენდება: მართალია, ყოველდღიურობის რიტმს
მივ ყვებოდი და გონებაში დღეებსაც ვითვლიდი, მაგრამ საკუთარ თავს
შთავაგონე, რომ თუ მიწის ქვეშ დავრჩებოდი, მთელი სამყარო არსებო-
ბას შეწყვეტდა.
- მითხარი, თუ სწრაფად მივდივარ, - მეუბნება რეივენი.
- კარგი, - ვპასუხობ და ამ შემოდგომის სამყაროში საკუთარი ხმა მე-
უცხოება.
ადამისდროინდელი ქალაქის მთავარ ქუჩას მივუყვებით. რეივენი
მსუბუ ქად მიაბიჯებს. სარასავით ისიც იოლად, თითქმის ინსტინქტუ-
რად, იკვლევს გზას ბეტონის ნამსხვრევებსა და ლითონის მიმოფანტულ
ნაგ ლეჯებს შორის. ძველი ბანკის საცავის შესასვლელთან, იქ, სადაც ბი-
ჭებს სძინავთ, ბრემი გველოდება. ბრემს შავი თმა და ხორბლისფერი კა-
ნი აქვს. ჩუმი ბიჭია. მისნაირი აქ ცოტაა. მე ბრემის არ მეშინია. ის და
ჰანტერი სულ ერთად არიან. ზომბილენდში მათნაირებს ცოდვილებს
ვუწოდებდით, მაგრამ აქ მათი ურთიერთობა ბუნებრივი და ლაღი მეჩ-
ვენება. მათი დანახვისას ჰანა და საკუთარი თავი მახსენდება: ერთი -
შავგვრემანი, მეორე - ქერა. რეივენი ბრემს უსიტ ყვოდ აწვდის ვედრო-
ებს. ბრემი მიღიმის და მე მადლიერებით ვივსები, მერე კი მდუმარედ
მოგ ვყვება გვერდით.
მართალია ცივა, მაგრამ მალე ვოფლიანდები და გული გამალებით
მიცემს. ბბოლოს ერთი თვის წინ გავიარე ოციოდე მეტრი. კუნთები და-
სუსტებული მაქვს და რამდენიმე წუთის მერე ცარიელი ვედროების
თრევისაგან ბე ჭებიც მტკივდება. ვედროების სახელურებს ხელებში ად-
გილს ვუნაცვლებ; წუწუნს არ ვაპირებ და არც რეივენს ვთხოვ დახმარე-
ბას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გასაჭირს კარგად ხედავს. წყლით სავ-
სე ვედროებით უკან დაბრუნებაზე ფიქრიც არ მინდა.
მთავარი ქუჩა და თავშესაფარი უკან მოვიტოვეთ და ტყეში შევე-
დით. ფოთლებს ოქროსფრის, წითლისა და ყავისფრის ნაირ-ნაირი ელ-
ფერი დაჰკრავს. გეგონება, მთელი ტყე ალისფერი ცეცხლით იწვისო. ჩემ
გარშემო სივრცეს ვგრძნობ. არც საზღვარი და არც კედლები. აქ სუფთა
ჰაერია. მარჯვნივ თუ მარცხნივ ხეებზე უჩინარი ცხოველები დაძვრები-
ან და ფოთლების შარიშური მესმის.
- თითქმის მოვედით, - მეძახის რეივენი წინიდან, - ყოჩაღ, ლინა!
- გმადლობ, - ვპასუხობ გაჭირვებით.
შუბლიდან ოფლი თვალებში ჩამომდის. ვერ ვიჯერებ, რომ ცოტა
ხნის წინ მციოდა. ბრემი ჩემ წინ მიდის და გზის გასაკვლევად ხის ტო-
ტებს განზე სწევს. მე მათ გადასაწევად თავს არც ვიწუხებ. ტოტები
მკლავებსა და ფეხებზე მწარედ მეხლება და კანზე წითელ ზოლებს მი-
ტოვებს. ისე დავიღალე, ეს აღარც მადარდებს. მგონია, რამდენიმე
საათია, მოვდივართ, თუმცა, ვიცი, რომ ეს შეუძლებელია. სარამ მით-
ხრა, მდინარემდე, ჰა-ჰა, კილომეტრ-ნახევარი იქნებაო. თანაც მზეც ახ-
ლახან ამოვიდა.
წინიდან ჩიტების გალობა, ფოთლების შრიალი და წყლის ხმადაბა-
ლი ჩუხჩუხი გვესმის. მერე ხეების რიგი იყოფა და ფეხქვეშ ქვიან
ნიადაგს ვხედავ. მე, რეივენი და ბრემი ფართო, მდორე მდინარის პირას
ვდგავართ. მზის სხივები წყლის ზედაპირზე ბრჭყვიალებს. მეჩვენება,
თითქოს მდინარის ფსკერი მონეტებით არის დაფარული. მარცხნივ,
თხუთმეტიოდე მეტრში, პატარა ჩანჩქერია, საიდანაც წყალი შავ, ხავ-
სმოდებულ ქვებზე გადმოედინება. მოულოდნელად ტირილი მინდება,
მაგრამ ვცდილობ, თავი შევიკავო. ეს ადგილი ყოველთვის არსებობდა.
როცა ქალაქები იბომბებოდა, ინგრეოდა და სასაზღვრო კედლები შენ-
დებოდა, ეს მდინარე აქ იყო და ქვებზე ხალისიანად მირაკრაკებდა.
რა პატარა და უგუნური არსებები ვართ! მთელი ცხოვრება მჯერო-
და, რომ ბუნება ცხოველებისა და ბრმა, დამანგრეველი კატაკლიზმების
გარდა არაფერია, ყველაფრის ბატონ-პატრონები ჩვენ, სუფთა და
ჭკვიანი ადამიანები ვართ; მეგონა, რომ ჩვენ მთელი სამყარო დავიმორ-
ჩილეთ, მიკროსკოპის გამადიდებელი შუშის ქვეშ დავაწვინეთ და
„უჯბს“-ის ფურცლებში ჩავ ტიეთ.
რეივენი და ბრემი უკვე მდინარესთან არიან და ჩაცუც ქულები ვედ-
როებს ავსებენ.
- მოდი, - მახსენებს რეივენი, - სხვები სადაცაა გაიღვიძებენ.
ორივე ფეხშიშველია. მეც ვიხრები და თასმების გახსნას ვიწყებ. მარ-
თალია, სიცივეს ვეღარ ვგრძნობ, მაგრამ თითები უკვე დამისივდა. ერ-
თიანად ვხურვარ. თასმების გახსნა მიჭირს და სანამ მე მდინარემდე მი-
ვალ, რეივენი და ბრემი წყლით სავსე ვედროებს ნაპირზე აწყობენ.
წყალში შუშის ნამსხვრევები და მკვდარი მწერები ჩანს; მათ მერე ამო-
ვაცლით და გასასტერილებლად, ავადუღებთ.
წყალში ფეხს ვდგამ თუ არა, ლამის დავეცე. ნაპირთან ახლოსაც კი
დინება ძალიან სწრაფია. წონასწორობის შესანარჩუნებლად ხელებს
ვიქნევ და ერთი ვედრო მივარდება. ბრემს, რომელიც უკვე ნაპირზე გვე-
ლოდება, სიცილი უტ ყდება. მისი წკრიალა ხმა საოცრად მსიამოვნებს.
- კარგი, - რეივენი ბიჭს ხელს ჰკრავს, - ერთი სპექტაკლისთვის საკ-
მარისია. თავშესაფარში გნახავთ.
ბრემს ორი თითი საფეთქელთან მიაქვს, გემორჩილებიო.
- მოგ ვიანებით გნახავ, ლინა, - მეუბნება და უეცრად ვხვდები, რომ
რეივენის, სარასა და ჰანტერის მერე, ამ ერთი კვირის განმავლობაში,
პირველად დამელაპარაკა ვიღაც.
- კარგი, - ვპასუხობ.
მდინარის ფსკერზე, სლიპინა კენჭებზე ფეხი მისრიალებს. ვედროს
ვიღებ და წყლით ასავსებად ვიხრები. სავსე ვედროს ნაპირზე ატანა მი-
ჭირს. მკლავები მალე მეღლება. რკინის სახელურები კი ხელისგულებს
მტკენს.
- კიდევ ერთი, - მეუბნება რეივენი და გულხელდაკრეფილი მიყუ-
რებს.
მეორე ვედრო უფრო დიდია და ნაპირზეც უფრო ძნელად ასატანი.
ნახევრად წელში მოხრილს ორივე ხელით ძლივს ამაქვს. ვედრო წვივებ-
ზე მეხლება. ნაპირზე ასული, წყლით სავსე ჭურჭელს ძირს ვდგამ და
შვებით ვსუნთქავ, მაგრამ ამხელა გზაზე როგორ უნდა ვატარო? შეუძ-
ლებელია. ალბათ, საათებს მოვანდომებ.
- მზად ხარ? - მეკითხება რეივენი.
- ერთი წუთი დამასვენე, - ვპასუხობ მუხლებზე ხელებდაწყობილი.
მკლავები ოდნავ მიცახცახებს. აქ, რაც შეიძლება, დიდხანს მინდა დავ-
რჩე. მზე ტოტებს შორის იჭრება, მდინარე თავის ძველთაძველ ენაზე
ლაპარაკობს, ჩიტები კი - მუ ქი ჩრდილები - წინ და უკან, ტოტიდან
ტოტზე ხტიან.
„ალექსს აქაურობა მოეწონებოდა,“ - მეფიქრება უნებურად. კარგა
ხანია, მონდომებით ვცდილობ მისი სახელის დავიწყებას. ვცდილობ,
ვწვალობ, რომ მასზე ფიქრი გონებას არ გავაკარო.
მდინარის მეორე ნაპირზე პატარა, მელნისფერბუმბულიან ჩიტს ვხე-
დავ. წყლის კიდესთან დასკუპებულა, ნისკარტით ფრთებს იწ მენდს და
კოპ წიაობს. მოულოდნელად, როგორც არასდროს არაფერი, ისე მინდე-
ბა, ტანსაცმელი გავიხადო და მდინარეში შევიდე, სხეულიდან მოვიშო-
რო ასორსოლებული ჭუჭყი და ზედ შემ შრალი ოფლი.
- შებრუნდი, რა! - ვთხოვ რეივენს. ის ჯერ გაოცებული მიყურებს, მე-
რე კი კმაყოფილი სახით ტრიალდება.
სწრაფად ვიხდი შარვალსა და ტრუსს. მერე მაისურს. იქვე, ბალახზე
ვყრი და წყალში შევდივარ. სიამოვნებასა და ტკივილს ერთდროულად
განვიცდი. საშინელი სიცივისგან სუნთქვა მეკვრის. მდინარის შუაგული-
საკენ მივიწევ. ფეხქვეშ ქვები უფრო დიდი და ბრტყელი ხდება. დინება
კი - უფრო ძლიერი. მდინარის კალაპოტი ფართო არ არის, მაგრამ ჩან-
ჩქერის უკან ფსკერი ღრმავდება. წყალში ვდგავარ და ვცახცახებ. ტალ-
ღები მუხლებზე მეხეთქება. ღრმად შესვლა მიჭირს. ძალიან მცივა. წყა-
ლი თითქმის შავია და თანაც - ღრმა.
- მთელი დღე აქ ვერ ვიდგები! - მესმის ზურგს უკნიდან რეივენის
ხმა.
- კიდევ ხუთი წუთი! - ვეძახი, მერე ხელებს ვშლი და ვყვინთავ.
მოულოდნელად წყლის ცივ, შეუვალ კედელს ვასკდები. მეჩვენება, თით-
ქოს სხეულს ასო-ასო მიგ ლეჯენ. ყურები დამიგუბდა. სიცივისგან სუნ-
თქვა მეკვრის და ვქოშინებ. მერე ზედაპირზე ამოვდივარ. მზე თანდა-
თან იწვერება. ცაც მუქდება.
აღარც მცივა. კვლავ ვყვინთავ. დინება ისევ მეჯახება და თითქოს
წყლის სათქმელიც მესმის. მისი ბავშვური ტიტინი თუ ბუყბუყი აღარ
მეუცხოება. წყალქვეშა დინება იმ სახელს გაიძახის, რომლის დავიწყე-
ბასაც ვფიქრობ: ალექს! ალექს! ალექს! იგი დინებას სადღაც შორს მი-
აქვს. წყლიდან ერთიანად აკანკალებული ამოვდივარ. ვიცინი და კბილე-
ბაკაწკაწებული ტანსაცმელს ვიცვამ. ფრჩხილებიც გამლურჯებია.
- შენი სიცილი არასოდეს გამიგონია, - მეუბნება რეივენი, სანამ ტან-
საცმელს ვიცვამ. მართალია. ტევრში გამოჩენის დღიდან არც ერთხელ
არ გამიცინია. ვიცი, სისულელეა, მაგრამ ეს შეგრძნება გუნებას მიკე-
თებს. - ახლა მზად ხარ?
- კი, - ვპასუხობ.
იმ პირველ დღეს, იძულებული ვარ, ვედროები ორივე ხელით ვზიდო,
სათითაოდ. წყალი მეღვრება. გაოფლიანებული ვილანძღები, ნელა
ვმოძრაობ. ჯერ ერთ ვედროს მივათრევ რამდენიმე ნაბიჯზე, მერე -
მეორეს. მერე ისევ პირველს. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ აქოში-
ნებული დასასვენებლად ვჩერდები.
რეივენი ჩემ წინ მიდის. ის დროდადრო ჩერდება, ვედროებს ძირს
დგამს, ხეებს ქერქს აცლის და ძირს ყრის. ბილიკს მინიშნავს, რომ გზა არ
ამერიოს. ნახევარ საათში უკან ბრუნდება და ჩემთვის ფინჯნით გასტე-
რილებული წყალი და ბამბის ტილოში გახვეული ნუში და ქიშმიში მო-
აქვს. მზე თითქმის ზენიტშია. მისი კაშკაშა სხივები ხანჯლებივით იჭრე-
ბა ხეებს შორის.
რეივენი ჩემთან რჩება, თუმცა, დახმარებას არ მთავაზობს. ამას არც
მე ვთხოვ. ტყეში სიარულისას იგი გულხელდაკრეფილი, მოთმინებით
მაკვირდება.
და აი, პირველი შედეგიც: ორი საათი და ხელისგულებზე სამი ბებე-
რა, ერთი - ალუბლისხელა. თავშესაფარში მისულს მკლავები ისე მიკან-
კალებს, ოფლიანი სახის ჩამობანას გაჭირვებით ვახერხებ. ცალ ხელზე
ვედროების ლითონის სახელურმა ხელისგულიც გამიხეხა.
ვახშმისას ტეკი თეფშზე ლობიოსა და ბრინჯის ყველაზე დიდ ულუ-
ფას მიდებს. ბებერების გამო ჩანგალს ძლივს ვიჭერ. სქუირელს ბრინჯი
ცოტა დაეწვა. თუმცა, ჩემი აზრით, ტევრში გამოჩენის დღიდან მასზე
ხრაშუნა და გემრიელი არაფერი მიჭამია.
ვახშმის მერე, ბალიშზე თავს ვდებ თუ არა, ჩაცმულს მეძინება. სულ
მავიწყდება, ღმერთს ვთხოვო, რომ დილით აღარ გამეღვიძოს.
დილით მახსენდება, რომ დღეს ოცდაექვსი სექტემბერია.
ჰანას გუშინ განკურნების პროცედურა ჩაუტარეს.
ჰანა აღარ არსებობს.
ალექსის სიკვდილის შემდეგ პირველად ვტირი.
***

ალექსი ცოცხალია.
ამ აკვიატებულ ფრაზას საკუთარ თავს ყოველდღე ვუმეორებ. გათე-
ნებამდე ვდგები, მაღლა ავდივარ და ნისლიან დილას სირბილს ვიწყებ.
მუხლები მიკანკალებს, ფილტვები ლამის გამისკდეს, მაგრამ თუ
ძველ ბანაკამდე მივირბენ, ალექსი ცოცხალი იქნება.
ჯერ თხუთმეტი მეტრი, მერე - ოცი. ჯერ ორი წუთი შეუსვენებლივ,
მერე - ოთხი.
თუ იმ ხემდე მივაღწევ, ალექსი დამიბრუნდება.
ალექსი იმ გორის უკან დგას. თუ გორაზე შეუსვენებლად ავალ, ის იქ
დამხვდება.
ფეხი მიტრიალდება. ვინ იცის, რამდენჯერ გადავრჩი, რომ კოჭი არ
ვიღრძე. ასეთ ოღროჩოღროზე სირბილს მიჩვეული არ ვარ. მკრთალ,
მბჟუტავ სინათლეზე გზას გაჭირვებით ვხედავ, მაგრამ თვალი მალე ეჩ-
ვევა, ან ჩემი ფეხები იმახსოვრებს მარშრუტს. ერთ კვირაში უსწორმას-
წორო გზებზე უკვე თავისუფლად დავრბივარ. დაბომბილ ქუჩებსა და
დანგრეულ შენობებს შორის გზას ადვილად ვიკვლევ. ქალაქის მთავარ
ქუჩაზე უკვე ისე დავრბივარ, ფეხქვეშ აღარც ვიყურები.
მანძილი იზრდება და მეც სისწრაფეს ვუმატებ.
ალექსი ცოცხალია. ცოტა კიდევ. ერთი გარბენაც და დავინახავ.
როცა მე და ჰანა ერთ გუნდში დავრბოდით, მოტივაციისათვის ასეთ
გონებრივ თამაშებს ხშირად ვიგონებდით. სირბილი ყველაზე ინტელექ-
ტუალური სპორტია. კარგად სირბილი დამოკიდებულია კარგ მომზადე-
ბაზე, კარგი მომზადება კი სხარტ აზროვნებაზე. თუ თორმეტ კილო-
მეტრს გაირბენ, ისტორიის ტესტირებაზე ას ქულას მიიღებ. ასეთ რაღა-
ცებს ვიგონებდით მე და ჰანა. ხანდახან ეს ჭრიდა, ხანდახან - არა. ხან-
დახან ფარ-ხმალს ვყრიდით, მეთერთმეტე კილომეტრზე სიცილით
ვჩერდებოდით და გავიძახოდით: „ვაი, დავემ შვიდობეთ ისტორიაში ას
ქულას!“
მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ეს არ გვადარებდა. უსიყვარულო სამყა-
რო ფსონების გარეშე სამყაროს ჰგავს.
ალექსი ცოცხალია. მე იმედს არ ვკარგავ. მანამდე დავრბივარ, სანამ
ტერფები არ დამისივდება, ფეხის თითებზე ბებერები არ ამომაჯდება და
სისხლდენა არ დამეწყება. რეივენი ვედროში ფეხებისათვის ცივი წყლის
აბაზანებს მიმზადებს, თან მეჩხუბება. მირჩევს, ფრთხილად ვიყო, რომ
ინფექცია არ შემეჭრას. ანტიბიოტიკებს ტევრში იოლად ვერ იშოვი.
მეორე დილით ფეხის თითებზე ნაჭერს ვიხვევ, ფეხსაცმელს ვიცვამ
და კვლავ სარბენად მივდივარ. ცოტა კიდევ… ცოტა უფრო სწრაფად…
და მერე მას ვნახავ, ვნახავ, ვნახავ. ალექსი ცოცხალია.
არა, არ გავგიჟებულვარ. ვიცი, რომ მას ვეღარასოდეს ვნახავ. სირბი-
ლის შემდეგ ეკლესიის სარდაფში ვბრუნდები და კვლავ ყრუ კედელს ვე-
ჯახები. ალექსი აღარ არის. მას ვერც სირბილი დამიბრუნებს, ვერც სა-
კუთარი თავის ტანჯვა და ვერც ფეხის თითებიდან სისხლდენა.
ეს ვიცი. მაგრამ როცა სირბილისას ძლიერი ტკივილი შემომიტევს,
რომლისგანაც სუნთქვა მეკვრის და თვალთ მიბნელდება, მარცხნივ უც-
ნაურ ნაპერწკალს ვხედავ (ქაცვის თუ ცეცხლისფერი თმის ელვარებას,
შემოდგომის ფოთლების გვირგვინს) და მგონია, რომ თუ თავს შევაბრუ-
ნებ, ის იქ იქნება, ჩემს შესახვედრად მკლავებგაშლილი და მოცინარი.
რასაკვირველია, თავს არ ვაბრუნებ. მაგრამ ერთ დღესაც გვერდით
მივიხედავ და მას დავინახავ. მერე ყველაფერი კარგად იქნება.
მანამდე კი ვირბენ.
ახლა

ადგ-ს შეხვედრის შემდეგ, დარბაზიდან ხალხის ნაკადს მივ ყვები და


ქუჩაში გავდივარ. ენერგია არსად გამქრალა, ის კვლავინდებურად ჩვენ-
ში ფეთქავს, თუმცა, ნაადრევი გაზაფხულის ასეთ მზიან და ცივ ამინდში
იგი გამანადგურებელ იმპულსად იქცევა.
ტროტუართან რამდენიმე ავ ტობუსი დგას. მათკენ მიმართული ზიგ-
ზაგისებური რიგი „ჯევიტს ცენტრის“ კიბიდან იწყება. ნახევარი საათია,
რიგში ვდაგავარ. ავ ტობუსმა უკვე სამი რეისი გააკეთა. უეცრად, ვხვდე-
ბი, რომ ცალი ხელთათმანი აუდიტორიაში დამრჩა. ენას კბილს ვაჭერ,
რომ არ შევიგინო. ჩემ ირგვლივ განკურნებულები დგანან და არ მინდა,
მათი ყურადღება მივიქციო.
ჩემ წინ, რიგში, ოცი ადამიანი დგას. წამით ვფიქრობ, ხელთათმანი
დავივიწყო, მაგრამ ამ ექვსი თვის განმავლობაში დანაკარგის ფასი გავი-
გე. ტევრში რაღაცის დაკარგვა ან გადაგ დება ცოდვის ტოლფასია და
თითქმის ყოველთვის უბედურების მომტანი. „დღეს დაკარგული ხვალ
ძვირად დაგიჯდება“, - ეს რეივენის ერთ-ერთი საყვარელი, გაცვეთილი
ფრაზაა.
რიგიდან გამოვდივარ. ვიღაცები გაკვირვებულები, ვიღაცები კი წარ-
ბშეკრულები მაყოლებენ თვალს. გაპრიალებულ შუშის კარამდე კიბით
ავდივარ. კონტროლიორი, რომელიც ლითონის დეტექტორს ადევნებდა
თვალს, იქ აღარ მხვდება, თუმცა, მაგიდაზე მისი რაცია დევს, მის გვერ-
დით კი - თავმოხდილი ყავის ჭიქა. აღარც ის ქალი ჩანს, რომელმაც ჩემი
პირადობის მოწმობა შეამოწმა. მაგიდაზე ვეღარც ადგ-ს ბროშურებს
ვხედავ. სინათლეც ჩამქრალია. ისედაც დიდი ვესტიბიული ახლა უფრო
დიდი მეჩვენება.
საკონფერენციო დარბაზის ორფრთიან კარს ვაღებ და წამით ორიენ-
ტაციას ვკარგავ. მოულოდნელად, თოვლით დაფარულ, ვეება მთის
მწვერვალს ვაშტერდები, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ვვარდე-
ბი. ეს სურათი იმ ეკრანზეა პროეცირებული, რომელზეც მანამდე ჯული-
ენ ფაინმენის გადიდებული სახე ჩანდა. დარბაზი ჩაბნელებულია და სუ-
რათი ეკრანზე ნათლად და მკვეთრად ჩანს. მთების ძირში, თითქოს შავი
ბეწვიაო, ხშირი ხეების რკალს ვხედავ, მწვერვალზე კი მაქმანიანი ქუ-
დებივით ქათქათა თოვლით დაფარულ მათ წვერებს. ისეთი სილამაზეა,
სუნთქვა მეკვრის.
სურათები იცვლება. ამჯერად მოთეთრო-მოყვითალო ქვიშიან
პლაჟს ვხედავ. ცისფერ-მწვანე ოკეანის ზვირთები ნაპირს ეხეთქება. წინ
რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და ტირილის შეკავებას ვცდილობ. პორტლენ-
დიდან გამოქცევის მერე ოკეანე აღარ მინახავს.
სურათი კვლავ იცვლება. ამჯერად ეკრანზე დიდრონი, ცისკენ აზი-
დული ხეები ჩანს. მსხვილ და ხშირფოთლოვან ტოტებში ალაგ-ალაგ ზე-
ცა მოჩანს. მზის სხივები ტოტებს შორის მახვილი კუთხეებით ეშვება და
მერე ხეთა მოწითალო ტანსა და მათ ქვეშ ხშირ, ხასხასა, მწვანე გვიმ-
რის ბუჩქებსა და ყვავილებს ნაზად ეფინება. წინ მონუსხულივით მივი-
წევ და შემთხვევით დასაკეც რკინის სკამს ვეჯახები. იმ წამსვე პირველ
რიგში, სკამიდან ვიღაც ფეხზე ხტება და ეკრანზე ტყის პეიზაჟს ვიღაცის
მუ ქი, ბუნდოვანი ლანდი ეცემა. მერე ეკრანი თეთრდება და დარბაზში
სინათლე ინთება. ეს ჯულიენ ფაინმენის ლანდია. მას ხელში მართვის
პულტი უჭირავს.
- აქ რას აკეთებ? - მეკითხება მკაცრად. ეტ ყობა, თავზე ცუდ დროს
წამოვადე ქი. ჩემს პასუხს არც ელოდება, ისე აგრძელებს, - შეხვედრა
დასრულდა.
მოულოდნელად მისი აგრესიის მიღმა სხვა რაღაცას ვხედავ. იგი
დარცხვენილია. დარწმუნებული ვარ, რომ ჯულიენ ფაინმენის საიდუმ-
ლო ვიცი. ის სიბნელეში ზის და თავის თავს ამ ადგილებში წარმოიდ-
გენს. ჯულიენი ლამაზ სურათებს ათვალიერებს.
- მე...… მე ხელთათმანი დამრჩა, - გაოცებული ბლუკუნით ვპასუხობ.
ჯულიენი თვალს მარიდებს. ვხედავ, როგორ უჭერს პულტს თითებს.
თუმცა, როცა კვლავ თვალს მისწორებს, უკვე დამ შვიდებულია და თავა-
ზიანად მეკითხება:
- სად იჯე ქი? გინდა, დაგეხმარო?
- არა! - თითქმის ვყვირი. ისევ დაბნეული ვარ. ჩვენ შორის დაძაბუ-
ლი ატმოსფეროა, ზუსტად ისე, როგორც წეღანდელი შეხვედრისას. რა-
ღაც მაწუხებს. უზარმაზარ ეკრანზე იმ სურათებმა, ოკეანემ… შუაგულ
ტყეში ჩახტომა ან მთის მწევრვალიდან თოვლის ათქვეფილი კრემივით
ალოკვა მომანდომა. ნეტავ შემეძლოს, ჯულიენს ვუთხრა, შუ ქი ჩააქრე
და კვლავ სურათები დამათვალიერებინე-მეთქი, მაგრამ ის ჯულიენ ფა-
ინმენია. ის არის ყველაფერი, რაც მე ასე მძაგს, ამიტომ მას არაფერს
ვთხოვ.
ჩემს სკამს სწრაფად ვუახლოვდები. ჯულიენი თვალს მადევნებს. ის
ადგილიდან არ იძვრის, თეთრი ეკრანის წინ გაქვავებული დგას და მი-
ყურებს. მის მზერას კისერზე, ზურგზე, თმაზეც კი ვგრძნობ. ხელთათ-
მანს იოლად ვპოულობ, სწრაფად ვიღებ და ჯულიენს ვაჩვენებ.
- აი, ვიპოვე! - ვამბობ და თვალს ვარიდებ, მერე კი გასასვლელისკენ
სწრაფად მივდივარ. მაგრამ უეცრად ჯულიენის კითხვა მაჩერებს.
- აქ რამდენი ხანი იდე ქი?
- რა-ა? - ვეკითხები და კვლავ მისკენ ვტრიალდები. ახლა იგი უმეტ-
ყველო, უემოციო სახით მიყურებს.
- აქ რამდენი ხანი იდექი-მეთქი? რამდენი სურათი დაინახე?
ვყოყმანობ. ნეტავ, ხომ არ მცდის?
- მთები დავინახე, - ვპასუხობ ბოლოს.
ჯულიენი თვალებს ხრის, მერე კი ისევ მიყურებს. ასე შორიდანაც კი
ვამჩნევ მისი თვალების კამკამა ფერს.
- მათ შტაბბინებს ვეძებთ, - მეუბნება და ცხვირს მაღლა სწევს, თით-
ქოს ელოდება, როდის შევეკამათები, - სნეულთა ბანაკებს. ამისათვის
ყველანაირ სამეთვალყურეო ხერხსა და ტექნიკას ვიყენებთ.
კიდევ ერთი აღმოჩენა: ჯულიენ ფაინმენი მატ ყუარაა.
თუმცა, ეს პროგრესის ნიშანია. კარგია, ჯულიენისნაირი ადამიანი ამ
სიტ ყვას ხმამაღლა რომ ამბობს. ერთი წლის წინ სნეულები არ არსებობ-
დნენ. ჩვენ ბლიც კრიგის დროს უნდა გავწყვეტილიყავით. დიდხანს ჩვენ
მითების გმირები ვიყავით, როგორც ცალრქა, მითური ცხენები და მაქ-
ციები.
ასე იყო, სანამ დაპირისპირება დაიწყებოდა, სანამ წინააღმდეგობის
მოძრაობა აქტიურ ქმედებებს დაიწყებდა. მერე მათი ვერშემჩნევა შეუძ-
ლებელი გახდა.
თავს ვაიძულებ, გავუღიმო.
- იმედია, მათ დაიჭერთ, - ვეუბნები, - ყველას, უკლებლივ.
ჯულიენი თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
მე კვლავ კარისკენ ვტრიალდები და ვამატებ:
- სანამ ისინი გიპოვიან.
უეცრად ჯულიენი ხმას უწევს.
- რა მითხარი?
თავს უკან ვაბრუნებ.
- სანამ ისინი გვიპოვიან-მეთქი, - ვპასუხობ. ჩემ უკან ორფრთიანი
კარი იხურება.
***

ბრუკლინ ში რომ ჩავდივარ, მზე უკვე ჩასულია. ბინაში ცივა. ფან-


ჯრებზე ფარდებია ჩამოფარებული. შუ ქი მხოლოდ დერეფან ში ანთია.
სასადილო ოთახის შესასვლელში, ბუფეტზე, წერილები აწყვია.
პირველ კონვერტზე, მისამართის მაღლა, კოხტად დაბეჭდილი ფრა-
ზა იკითხება: „სანამ ყველა არ განიკურნება, საფრთხეში ვართ!“ მის ქვე-
მოთ კი: „გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ადგ-ს“.
წერილების გვერდით, ჩვენი საიდენტიფიკაციო საბუთების პატარა
ვერცხლის ლანგარზე გვერდიგ ვერდ ორი პირადობის მოწმობა დევს -
რებეკა ენ შერმანისა და თომას კლაივ შერმანის. ფოტოებზე არც ერთი
არ იღიმის. ისინი პირდაპირ იყურებიან. რებეკა დიდი, ყავისფერი თვა-
ლებით გიც ქერს, ნახშირივით შავი თმა შუბლზე კოხტად აქვს გაყოფი-
ლი. თომასს კი ისეთი მოკლე თმა აქვს, ფერის გარჩევა შეუძლებელია.
თვალები ნახევრად დაუხუ ჭავს, გეგონება, სადაცაა, ჩაეძინებაო.
მათი პირადობის მოწმობების ქვემოთ კოხტად აკინძული სხვა საბუ-
თები აწყვია. მათი წაკითხვის შემდეგ რებეკასა და თომასზე მნიშვნელო-
ვან ამბებს შეიტ ყობ. მაგალითად, მათი დაბადების ადგილებსა და თარი-
ღებს, მშობლებისა და ბებია-ბაბუების სახელებს, მათი ხელფასების
ოდენობას, სკოლის ნიშნებს, დაუმორჩილებლობის შემთხვევებს, შეფა-
სების ქულებს, მათი ქორწინების ადგილსა და თარიღს და ბოლოს - ყვე-
ლა მათ ძველ მისამართს.
რასაკვირველია, რებეკა და თომასი არ არსებობენ, ისევე, როგორც
ლინა მორგან ჯონსი - პირადობის მოწმობის ფოტოზე თხელსახიანი გო-
გონა, სერიოზული გამომეტ ყველებით. ჩემი პირადობის მოწმობა რებე-
კას პირადობის მოწმობის გვერდით დევს. რეიდისთვის ან აღწერისთვის
ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. ჯობს, ამ დროს საბუთების ძებნა არ და-
ვიწყოთ. თუმცა, საუკეთესო ვარიანტია, თუ აქ არავინ არასოდეს დაიწ-
ყებს რაღაცების ძებნა-ჩხრეკას.
სანამ ნიუ-იორკში არ გადმოვედით, ვერ ვხვდებოდი, რატომ ჰქონდა
რეივენს ასე აჩემებული ტევრში წესრიგის დაცვა. გარეგნულად ყველა-
ფერი იდეალურად უნდა ჩანდეს. ყველაფერი თავის ადგილზე უნდა
იყოს. ნამცეცებიც კი არ უნდა ეყაროს არსად.
წესრიგის დაცვით კვალს არასოდეს დატოვებ.
სასტუმრო ოთახში ფანჯრებზე ფარდებია ჩამოფარებული. ეს სით-
ბოს ინარჩუნებს და ცნობისმოყვარე მეზობლებისგან, კონტროლიორები-
სა და მორიგე პატრულისგან გიცავს. ზომბილენდში ვიღაც ყოველთვის
გითვალთვალებს. ხალხს აქ სხვა საქმე არ აქვს. ისინი არ ფიქრობენ.
უემოციოები ვერც ვნებას გრძნობენ, ვერც სიძულვილს და ვერც სევდას;
მათ მხოლოდ შიში და კონტროლის ინსტინქტი ამოძრავებთ. ამიტომ
მუდამ გითვალთვალებენ და შენს საქმეებში ცხვირს ყოფენ.
ბინის ბოლოში სამზარეულოა. მაგიდის მაღლა, კედელზე, თომას
ფაინმენისა და პირველი წარმატებული განკურნების პროცედურის ავ-
ტორის, მეცნიერ კორმაკ ტ. ჰოლმსის ფოტოსურათები კიდია.
გაზქურის უკან, კედელში, პატარა საკუჭნაოა. თაროები საჭმლით
არის სავსე. ხანგრძლივი შიმ შილობის მერე ამ შეგრძნების დავიწყება
იოლი არ არის. ყველა - ვისაც ეს საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი -
ახლა საიდუმლო კოლექციონერები ვართ. ჩანთებში სულ გრანოლას ბა-
ტონები გვიწყვია, ჯიბეები კი შაქრის შეკვრებით გვაქვს გამოტენილი.
კაცმა არ იცის, როდის დაბრუნდება შიმ შილი.
საკუჭნაოს სამი კედლიდან ერთ-ერთი საიდუმლო კარია. მას ვაღებ
და ძველ ხის კიბეზე ჩავდივარ. სარდაფიდან მბჟუტავი შუ ქი იპარება.
ქვემოდან ადამიანების ხმები მესმის. რეივენი და ტეკი ჩხუბობენ - ეს
ახალი არ არის - ისევ ტეკის სევდიანი ხმა მესმის.
- ვერ ხვდები, რატომ არ შეიძლება, ერთმანეთთან გულწრფელები
ვიყოთ. წესით, ჩვენ ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ.
- ტეკ, კარგად იცი, რომ ეს არარეალურია. ასე აჯობებს. უნდა მენ-
დო, - პასუხობს რეივენის მკაცრი ხმა.
- მე კი არა, მას შენ არ ენდე...… - კარის ხმის გაგონებაზე ტეკს ხმა
უწყდება, ხვდებიან, რომ შინ ვარ და იციან, რომ მათ ჩხუბს ვერ ვიტან.
ტევრში მოხვედრამდე უფროსების ჩხუბი არასოდეს გამეგონა. თუმცა,
დროთა განმავლობაში მივეჩვიე. სხვა გზა არც მქონდა - ისინი მუდამ
რაღაცაზე კამათობდნენ.
კიბეზე ჩავდივარ. ტეკი ზურგით დგება და თვალებზე ხელს ისვამს.
- დაგაგ ვიანდა. შეხვედრა რამდენიმე საათის წინ დასრულდა. რა
მოხდა? - მეკითხება რეივენი.
- პირველ რეისზე დამაგ ვიანდა, - სანამ რეივენი ლექციის კითხვას
დამიწყებს, სწრაფად ვამატებ: - დარბაზში ხელთათმანი დამრჩა და
უკან მიბრუნება მომიხდა. ჯულიენ ფაინმენს ველაპარაკე.
- რა თქვი? - რეივენის ხმა ქუხილს ჰგავს. ტეკი ოხრავს და შუბლს
ხელით ისრესს.
- სულ ერთი წუთი, - სურათებზე მოყოლას ვაპირებ, მაგრამ მერე
ენას კბილს ვაჭერ, - ნუ გეშინია, ისეთი არაფერი მომხდარა.
- ლინა, - მეუბნება ტეკი, - რა გასწავლეთ? მთავარია, შეუმჩნეველი
დარჩე.
ხანდახან ტეკი და რეივენი მართლა თომასივით და რეიჩელივით -
მკაცრი მეურვეებივით - მექცევიან.
- კარგი რა, დიდი ამბავი! - არ ვეპუები.
- აქ ყველაფერი დიდი ამბავია! ნუთუ ვერ ხვდები? ჩვენ...…
- ათასჯერ აქვს მოსმენილი, - სიტ ყვას აწყვეტინებს რეივენი, - შეეშ-
ვი, რა!
ტეკი წამით მდუმარედ აშტერდება. პირი ისე მაგრად აქვს მოკუმუ-
ლი, ტუჩების ნაცვლად თეთრ ხაზს ვხედავ. რეივენი ტეკს თვალს თამა-
მად უსწორებს. ვიცი, რომ ჩემ გარდა, ერთმანეთზე გასაბრაზებლად სხვა
მიზეზებიც აქვთ, მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ. მე მათ ურ-
თიერთობას უფრო ვაფუ ჭებ.
- კაცი ვერ გაგიგებს, - ამბობს ტეკი. არა მგონია, მე მეუბნებოდეს.
მერე გვერდს მივლის და კიბეზე ადის.
- სად მიდიხარ? - ეკითხება რეივენი მკაცრად. წამით მის თვალებში
უცნაურ ნაპერწკალს ვხედავ. შიშს თუ პასუხისმგებლობას. თუმცა, სა-
ნამ გამოვიცნობ, ნაპერწკალი ქრება.
- გარეთ, - პასუხობს ტეკი, ისე, რომ არ ჩერდება, - აქ უჰაერობაა.
სუნთქვა მიჭირს.
მერე საკუჭნაოს კარს აღებს და გადის. კარი იხურება. მე და რეივენი
სარდაფში ვრჩებით.
ერთხანს მდუმარედ ვდგავართ. მერე კი რეივენი იცინის.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ. ხომ იცი, ტეკი როგორია, - მიხსნის.
- ჰო, - ვპასუხობ დარცხვენით. მათმა ჩხუბმა სარდაფში ატმოსფერო
დაძაბა; ტეკი მართალია. აქ მძიმე, ჩახუთული ჰაერია. ეს საიდუმლო
სივრცე ჩემი საყვარელი ადგილია, ისევე, როგორც რეივენის და ტეკის.
ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ნიღბებს ვიხსნით და გამოგონილ
სახელებსა და წარსულს ვივიწყებთ.
აქ თავს შინ ვგრძნობ. ზემოთ ოთახები ისეთია, როგორიც სხვა ნორ-
მალურ სახლებში, იქ ისეთი სურნელი დგას, როგორიც სხვაგან და ჩვენი
სახლიც, სხვა ნორმალური სახლების მსგავსად, სხვადასხვა ნივთითა და
ავეჯით არის სავსე. თუმცა, იგი მაინც უჩვეულოა. ისეთი შეგრძება
მაქვს, თითქოს სახლმა რამდენიმე სანტიმეტრით ადგილი შეიცვალა.
სხვა ოთახებთან შედარებით, სარდაფში ქაოსია. რეივენი ტეკის
არეულის დალაგებას ვერასოდეს ასწრებს. ყველგან წიგნების - ნამდვი-
ლი, აკრძალული, ძველი წიგნების - გროვებია. ტეკი მათ აგროვებს. ის
კოლექციონერია. ისევე, როგორც ჩვენ - საჭმლის. რამდენიმე წიგნის წა-
კითხვა ვცადე. მინდოდა, გამეგო, რა ხდებოდა სამყაროში განკურნებამ-
დე, საზღვრების დადგენამდე, მაგრამ როგორც კი თავისუფლება, ადამი-
ანთა გრძნობები და მაშინდელი ყოფა წარმოვიდგინე, იმ წამსვე მკერდში
რაღაც ამტკივდა. ალბათ, ჯობს, ამაზე ბევრი არ ვიფიქრო.
ალექსს წიგნები უყვარდა. პირველად პოეზიას სწორედ მან მაზიარა.
აი, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც აღარ შემიძლია კითხვა.
რეივენი ოხრავს და სარდაფის შუაგულში, მორყეულ, ხის მაგიდაზე
ქაღალდების გროვას ალაგებს.
- ყველაფერი ამ წყეული მიტინგის ბრალია, - ამბობს, - მის გამო
ყველა დაძაბულია.
- რა მოხდა? - ვეკითხები.
რეივენი პირდაპირ პასუხს თავს არიდებს.
- როგორც ყოველთვის - ჭორები აჯანყებაზე. მიწისქვეშეთში ამბო-
ბენ, რომ „ფასკუნჯებს“ რაღაც სერიოზული აქვთ ჩაფიქრებული, თუმცა,
დაზუსტებით ჯერ არაფერია ცნობილი.
რეივენს ხმა უმკაცრდება. მე სიტ ყვა „ფასკუნჯებიც“ კი არ მომ წონს.
მის წარმოთქმაზე პირში ცუდი გემო მიდგება, თითქოს რაღაც დამპალი
გამესინჯოს. ჩვენ - სნეულები და წინააღმდეგობის წევრები - „ფასკუნ-
ჯებს“ ვერ ვიტანთ. მათ გამო ცუდი სახელი გვაქვს. ყველა ვთანხმდე-
ბით, რომ ისინი გაანადგურებენ (ბევრი რამ უკვე გაანადგურეს) ყველა-
ფერს, რისთვისაც ჩვენ ასე თავგადაკლულები ვიბრძვით. „ფასკუნჯები“
ჩვენსავით სნეულები არიან, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, ფასეულობე-
ბი არ გააჩნიათ. ჩვენ გვინდა კედლების დანგრევა და განკურნების პრო-
ცედურის გაუქმება. „ფასკუნჯებს“ კი ყველაფრის დანგრევა, გადაწვა,
გაძარცვა, ყველას გაჟლეტა და მთელი სამყაროს ნაცარტუტად ქცევა
სურთ.
„ფასკუნჯების“ ჯგუფს ცხოვრებაში ერთადერთხელ გადავეყარე და
მათზე კოშმარები დღემდე მესიზმრება.
- არა მგონია, ჩაფიქრებულის განხორციელება შეძლონ, - ვეუბნები,
რაც შემიძლია თავდაჯერებულად, - მათ ორგანიზებულობა აკლიათ.
რეივენი მხრებს იჩეჩს.
- იმედია.
იგი წიგნებს ერთმანეთზე აწყობს. ამოწმებს, რომ მათი კიდეები ერ-
თმანეთს ემთხვეოდეს. ერთი წუთით რეივენი მეცოდება კიდეც. ის
არეული ოთახის შუაგულში დგას და წიგნებს ალაგებს, თითქოს ეს რა-
ღაცას შეცვლიდეს, თითქოს ხსნა ეს იყოს.
- მე რა შემიძლია?
- არაფერი. შენ მაგაზე არ იდარდო, - მპასუხობს რეივენი ნაძალადე-
ვი ღიმილით, - ეგ ჩემი საზრუნავია.
ესეც რეივენის საყვარელი გამონათქვამია, ისევე, როგორც „წარსუ-
ლი მკვდარია“, რომელიც ჩვენ ში გაცვეთილ ფრაზად იქცა. ეს გაცვეთი-
ლი ფრაზები, ალბათ, ყველას გვჭირდება. მათი გამეორება წინსვლაში
გვეხმარება.
- კარგი, - წამით მდუმარედ ვდგავართ. რეივენი თითქოს ოჯახის
წევრად მიმაჩნია - რაც უნდა იყოს, მასზე ახლობელი ახლა არავინ
მყავს - თუმცა ხანდახან ვფიქრობ, რომ მას არც კი ვიცნობ. ყოველ შემ-
თხვევაში, იმაზე მეტად არა, ვიდრე მაშინ ვიცნობდი, როცა აგ ვისტოში,
ტყეში, ცოცხალ-მკვდარი მიპოვა. ტევრში მოსვლამდე მის წარსულზე
არაფერი ვიცი. თავისი ცხოვრების ეს მონაკვეთი მან სამუდამოდ დაასა-
მარა. რეივენი მას გულში ღრმად ინახავს და იქ არასოდეს შეგახედებს.
- მაღლა ადი, - მეუბნება და თავით კიბეზე მანიშნებს, - გვიანია. რა-
მე უნდა ჭამო.
კიბეზე ავდივარ და ლითონის სანომრე დაფას, რომელიც კედელზე
მივამაგრეთ, თითებს ერთხელ ვუსვამ. იგი ტევრში, ტალახსა და თოვ-
ლჭყაპში ჩაფლული ვიპოვეთ. გათოშილები, გადაქანცულები ავად ვიყა-
ვით. არც გვეგონა, თუ გადავრჩებოდით. ის პირველად ბრემმა შენიშნა;
ხელში რომ აიღო, მზე ღრუბლებიდან ახალი გამოსული იყო და
მოულოდნელად მის შუქზე ლითონი დამაბრმავებლად აელვარდა. რიც-
ხვების ქვემოთ ამოტვიფრული სიტ ყვები გაჭირვებით წავიკითხე.
სულ ოთხი სიტ ყვა.
„ან სიკვდილი, ან თავისუფლება“.
ამ ძველმა სიტ ყვებმა ლამის მუხლი მომკვეთა.
„ან სიკვდილი, ან თავისუფლება“.
ოთხი სიტ ყვა. ოცდასამი ასო. თითებქვეშ მათ ამოზნე ქილ კიდეებსა
და მოხაზულობას ვგრძნობ.
ჩვენ მათ მთელი ძალით ვე ჭიდებით და ჩვენი რწმენა ჭეშმარიტებად
იქცევა.
მაშინ

დღითი დღე უფრო და უფრო ცივა. დილაობით ბალახი იყინება. სირ-


ბილისას ცივი ჰაერი ფილტვებს მტკენს. წყალი მდინარის ნაპირებთან
ყინულის თხელი ფენით არის დაფარული. როცა წყლის ასავსებად შევ-
დივართ, ყინული ტყდება და კოჭებზე გვედება. გაზარმაცებული მზე
ჰორიზონტს ადრე ეფარება. ერთ კვირაში წვიმები იწყება.
თანდათან ვღონიერდები. მიწაში ჩაფლულ ქვას ვგავარ, რომელიც
წყლის ნაკადს ნელ-ნელა მაღლა ამოაქვს; მე ცეცხლისგან დამ წვარი შე-
შა, მუგუზალი ვარ. ჩემი კუნთები თოკებს ემსგავსება, ფეხები მიხევდება.
დილაობით ისევ დავრბივარ. წყლის მოსატანად ყოველდღე მოხალისედ
დავდივარ, მიუხედავად იმისა, რომ წესით, ერთმანეთს უნდა ვენაცვლე-
ბოდეთ. ძალიან მალე ორივე ვედრო მდინარიდან თავშესაფრამდე ისე
მიმაქვს, წამითაც არ ვისვენებ.
ალექსი ჩემ გვერდითაა. ის მოწითალო-მოყვითალო ფოთლების, ხე-
თა ჩრდილებიდან ხან გამოდის, ხან ეფარება. ზაფხულში მას უფრო
კარგად ვხედავდი. კარგად ვარჩევდი მის თვალებს, თმას, მის შიშველ
იდაყვებს, მაგრამ ახლა, როცა ფოთოლცვენა დაიწყო, ის შავ ლანდს ემ-
სგავსება, რომელსაც ძლივძლივობით ვხედავ.
ბევრ რამეს ვსწავლობ კიდეც. ჰანტერი მაჩვენებს, როგორ ვცვლით
ჩვენ და თანამგრძნობები შეტ ყობინებებს, როგორ გვაგებინებენ, რომ
პროდუქტს გვიგზავნიან.
- წამომყევი, - მეუბნება ერთ დილას, საუზმის შემდეგ. მე და ბლუ
სამზარეულოში თეფშებს ვრეცხავთ. ბლუ გულს მაინცდამაინც არ მიხ-
სნის. პასუხად, ან თავს მიქნევს, ან გააქნევს. ბლუ ტანდაბალი, მორცხვი
და ძალზე გამხდარია. მას რომ ვუყურებ, გრეისი მახსენდება.
სწორედ ამიტომ, როგორც შემიძლია, თავს ვარიდებ.
- სად? - ვეკითხები ჰანტერს.
- ცოცვა გეხერხება? - მეკითხება თავმომ წონე ღიმილით.
მისი კითხვა მაკვირვებს.
- არა მიშავს, - ვპასუხობ და უეცრად გონებაში ძველი მოგონება მი-
ტივ ტივდება: მე და ალექსი ღობეზე ვცოცდებით. მას იმ წამსვე სხვა მო-
გონება ენაცვლება: დიარინგ ოუკს პარკში, ერთი ვეება ნეკერჩხლის გა-
ფოთლილ ტოტებზე მივძვრები. ქვემოთ, მწვანე ფოთლებს შორის, ჰანას
ქერა თმა ბზინავს; იგი ხეს სიცილით უვლის გარშემო და მამხნევებს,
უფრო მაღლა აცოცდიო.
მერე გონებიდან ამ მოგონებასაც ვდევნი. ეს ტევრში ვისწავლე. ჰა-
ნას, მის ხმას, თმას გონებას აღარ ვაკარებ. მოგონებიდან მხოლოდ სი-
მაღლის შეგრძნება, აშრიალებული ფოთლები და ხასხასა, მწვანე ბალა-
ხის ხალიჩა მრჩება.
- მაშინ, დროა, ბუდეები გაჩვენო, - მეუბნება ჰანტერი.
გარეთ ყოფნა მაინცდამაინც არ მინდა. წუხელ ძალიან ციოდა.
ძლიერი ქარი გადარეულივით დაქროდა. ტყეში ლამის ხეები დაგ ლიჯა.
მერე სარდაფში ჩამოსასვლელი კიბე ჩამოანგრია და თავისი გრძელი,
ყინულივით ცივი თითებით ჩვენი თავშესაფარი მოსინჯა. დილის სირბი-
ლიდან გაყინული დავბრუნდი, თითები ისეთი გათოშილი მქონდა, ვერ
ვამოძრავებდი. მაგრამ ახლა ბუდეების გაგონებაზე ცნობისმოყვარეობამ
მძლია. აქაურები ამ სიტ ყვას ხშირად ამბობენ, თან ერთი სული მაქვს,
ბლუს როდის გავეცლები.
- უჩემოდ გარეცხავ? - ვეკითხები ბლუს. კიო, თავს მიქნევს და ქვედა
ტუჩს იკვნეტს, ზუსტად გრეისივით. როცა ღელავდა, ისიც ასე იქცეოდა.
უეცრად, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. რა ბლუს ბრალია, გრეისს რომ
მახსენებს? რა ბლუს ბრალია, მე თუ გრეისი პორტლენდში მივატოვე?
- გმადლობ, ბლუ, - ვეუბნები და მხარზე ხელს ვადებ. ვგრძნობ, რომ
გააცახცახა.
სიცივე კედელს ჰგავს, მას შეგიძლია, შეეხო. ტანსაცმლის საწყობში,
ძველი, ბუმბულის ქურთუკი ვიპოვე, მაგრამ იგი ისეთი დიდია, ქარს ვერ
იჭერს. ის მაისურში ატანს და მკერდს, კისერსა და თითებს მიყინავს. მი-
წაც გაყინულია. ყინულის თხელი ფენით დაფარული ბალახი ჩვენ ფეხ-
ქვეშ იმსხვრევა. წინ სწრაფად მივიწევთ; ჩვენი ამონასუნთქი ჰაერში
თეთრ ორთქლად იშლება.
- ბლუ რატომ არ მოგწონს? - მეკითხება უეცრად ჰანტერი.
- მომ წონს, - ვპასუხობ მკვირცხლად, - ის თვითონ არ მელაპარაკება,
მაგრამ… - ხმა მიწყდება, - ასე მეტ ყობა?
ჰანტერი იცინის.
- ესე იგი არ მოგწონს.
- ის ვიღაცას მახსენებს, ეს არის და ეს, - ვპასუხობ და ჰანტერი იმ-
წამსვე სერიოზულდება.
- წარსულიდან? - მეკითხება.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ჰანტერი იდაყვზე ნაზად მეხება, შე-
ნი მესმისო, მიმახვედრებს. მე და ჰანტერი წარსულის გარდა, თითქმის
ყველაფერზე ვსაუბრობთ. თავშესაფარში მხოლოდ მას დავუახლოვდი.
ვახშმობისას ერთად ვსხედვართ, ხანდახან კი ვახშმობის მერეც, მინავ-
ლული ცეცხლის შუქზე, გაბოლილ ოთახში ვრჩებით და ვლაპარაკობთ.
ჰანტერი მაცინებს. არადა, მეგონა, ამას ვეღარასოდეს შევძლებდი.
თუმცა, ჰანტერთან გაშინაურება ადვილი არ იყო. ძნელია მეორე
მხარეს, პორტლენდში, ჩემს თავში ჩაბეჭდილი ამდენი გაკვეთილის და
გაფრთხილებების ერთბაშად დავიწყება. მათ მასწავლეს, რომ დაავადე-
ბა ქალებსა და კაცებს, ბიჭებსა და გოგონებს შორის სწრაფად ჩნდება;
ისინი ერთმანეთს მზერით, ღიმილითა და შეხებით აავადებენ, იგი მათ
ედება ობივით, რომელიც ხეს შიგნიდან ალპობს. მერე გავიგ ე, რომ ჰან-
ტერი ცოდვილი იყო. ის, ვინც ყოველთვის საძრახისი მეგონა. მე ხომ ასე
მასწავლეს.
მაგრამ ახლა ჰანტერი ჰანტერია. ჩემი მეგობარი. და მორჩა.
თავშესაფრიდან ჩრდილოეთით მივდივართ. ჯერ ადრეა. მდუმარე
ტყეში მკვდარი ფოთლების სქელ ხალიჩაზე მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების
ხმა ისმის. რამდენიმე კვირაა, არ უწვიმია. ტყე უწყლობით იხრჩობა.
უცნაურია, მაგრამ ტყეები კარგად შევისწავლე. მე მათი მესმის. ვიცი მა-
თი ხასიათი, მათი კაპრიზები, მათი სიხარული და ფერები. ტევრი ძალი-
ან განსხვავდება პორტლენდის კარგად მოვლილი, ხელოვნური ნაკრძა-
ლებისა და პარკებისგან. ცხაურით გარშემორტყმული, კოხტად გასწო-
რებული მიწის საფარი ზოოპარკებს მაგონებს. ტევრი კი ცოცხალია. იგი
ლამაზია, მშფოთვარე და მიუხედავად გაჭირვებისა, მე ის ნელ-ნელა
მიყვარდება.
- თითქმის მივედით, - მეუბნება ჰანტერი და თავით მარცხნივ მანიშ-
ნებს. უეცრად ტოტებგაშიშვლებული ხეების მიღმა მავთულხლართიან
რკინის ღობეს ვხედავ. შიში მიპყრობს. ვერც კი მივხვდი, როგორ მივუ-
ახლოვდით საზღვარს. ალბათ, როჩესტერს ჩრდილოეთიდან შემო-
ვუარეთ.
- ნუ გეშინია, - მეუბნება ჰანტერი და მხარზე ხელს მადებს, - საზ-
ღვრის ამ მხარეს არავინ აკონტროლებს.
თვე-ნახევარზე მეტია, რაც ტევრში ვარ და ღობეები სულ გადამა-
ვიწყდა. სოცარია, რა ახლოს ვყოფილვარ ძველ ცხოვრებასთან. თუმცა,
ახლა მანძილი ჩემს დღევანდელ და მაშინდელ ცხოვრებას შორის ძალი-
ან დიდია.
რკინის ღობეს ვშორდებით და მალე ვეება ხეების ნაკვეთს ვუახლოვ-
დებით. ნაცრისფერი შიშველი ტოტები ართრიტით დაავადებულის და-
კოჟრილ ხელებს მახსენებს. როცა ამას ჰანტერს ვეუბნები, იგი იცინის
და თავს აქნევს.
- არ გამხმარან, - მეუბნება და გვერდით რომ ვუვლით, ერთ-ერთ ხე-
ზე აკაკუნებს. - ელიან. ენერგიას ზოგავენ. ხეები ზამთარში ასე ინიღბე-
ბიან. დათბება თუ არა, ყველა აყვავდება. აი, ნახავ.
ჰანტერის სიტ ყვები მანუგეშებს. „აი, ნახავ“ ნიშნავს, რომ აქ დავ-
ბრუნდებით, და კიდევ: „შენ ჩვენიანი ხარ“. თითებს ხის გამომ შრალ
ქერქს ვუსვამ. დაუჯერებელია, რომ ასეთი სიმაგრის ქვეშ რაღაც ცოც-
ხალი მოძრაობს.
მოულოდნელად ჰანტერი ჩერდება და ლამის ზედ ვასკდები.
- მოვედით, ბუდეები, - მეუბნება ღიმილით და ხელით მანიშნებს.
მაღლა, ტოტებში, ჩიტების უზარმაზარ ბუდეებს ვხედავ. ერთმანეთში
ახლართულა წვრილი ტოტები, ხავსი და ხვიარა მცენარეები. თითქოს
ხეებს პარიკები ადევსო.
ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ტოტები საღებავით არის შეღე-
ბილი.
მწვანე და ყვითელი ფერის საღებავებს ხეების კანი დაულაქავებია;
ჩიტების კლანჭების საღებავიან ნაკვალევს ბუდეებზეც ვხედავ.
- ეს რა არის?
თავზე ყვავისხელა ჩიტი დაგ ვტრიალებს, მერე ბუდისკენ მიფრინავს.
ერთხანს ბუდის კიდეზე ყოვნდება და გვაკვირდება. ხასხასა მწვანედ შე-
ღებილი კლანჭების გარდა, ჩიტი კუპრივით შავია. მას პირით რაღაც
უჭირავს. მერე ბუდეში ხტება და მალე ბარტყების ჟივილი გვესმის.
- მწვანე, - ამბობს ჰანტერი კმაყოფილი სახით, - ეს კარგი ნიშანია.
ესე იგი, დღეს პროდუქტი მოვა.
- ვერ ვხვდები, - ვამბობ და ბუდეთა ქსელის ქვეშ წინ და უკან დავ-
დივარ. ხეებზე ასობით ბუდეა. ზოგი ორი ხის ტოტებს შორის არის მოქ-
ცეული და მჭიდროდ შეკრულ გუმბათს ქმნიან. აქ უფრო ცივა; მზის
სხივები ტოტებს შორის თითქმის ვერ აღწევს.
- მომყევი და ყველაფერს გაჩვენებ, - მეუბნება ჰანტერი.
იგი უახლოეს ხეს ახტება და ტოტებზე ნელ-ნელა და იოლად მიცო-
ცავს.
ჰანტერს უკან მივ ყვები. მის მოძრაობებს ზუსტად ვიმეორებ. დიდი
ხანია, რაც ხეზე არ ავსულვარ. მახსოვს, ბავშვობაში ეს არ მიჭირდა.
ტოტებზე დაუფიქრებლად მივცოცავდი, ყველა ფუღუროსა და კორძს
ვპოულობდი. ახლა ეს ძნელი და მტკივნეულია.
ბოლოს, როგორც იქნა, ერთ მსხვილ ტოტამდე ვაღწევ. ჰანტერი მას-
ზე უნაგირივით გადამჯდარა და მელოდება. მის უკან, ტოტზე, ვიმუხ-
ლებ. ფეხები მიკანკალებს. წონასწორობა რომ არ დავ კარგო, ჰანტერი
ჩემკენ ტრიალდება და ტერფებზე ხელს მკიდებს.
ბუდეები ჩიტებით არის სავსე. შავი ბუმბული და გიშერივით მოელ-
ვარე თვალები. ისინი ზამთრისათვის გადანახული ყავისფერი მარ-
ცვლეულის გროვებს შორის დახტიან და კენკავენ. რამდენიმეს ჩვენი გა-
მოჩენა აფრთხობს და ცაში ჩხავილით მიფრინავენ.
ეს ბუდეებიც ხასხასა, მწვანე საღებავით არის დასვრილი. ჩიტები
ბუდეებს შორის დაფრინავენ და ყველგან თავიანთ ნაკვალევს ტოვებენ.
- მაინც ვერ ვხვდები, - ვეუბნები. - საღებავი საიდან მოდის?
- მეორე მხრიდან, - მიხსნის ჰანტერი ამაყად, - ზომბილენდიდან.
ღობის მეორე მხარეს მაყვლის ბუჩქები იზრდება. ზაფხულობით ჩიტები
საკვების საშოვნელად სწორედ იქ მიფრინავენ. წლების წინ საზღვრებს
შიგნით მცხოვრებმა ჩვენმა მეგობრებმა ზამთრობით მარცვლეულის
დაყრით მათი მიჩვევა დაიწყეს. ახლა, როცა შეტ ყობინებას გვიგზავნიან,
საკენკს საღებავში ურევენ და ჩიტებს უყრიან. ჩიტები მარცვლეულს ჭა-
მენ და დასვრილი კლანჭებით უკან, ბუდეში მარცვლეულის მარაგით
ბრუნდებიან. ბუდეები ისვრება, ჩვენ კი შეტ ყობინებას ვიღებთ. სამი ფე-
რის საღებავს ვიყენებთ - მწვანეს, ყვითელსა და წითელს. მწვანე ნიშ-
ნავს, რომ ყველაფერი კარგად არის და პროდუქტებს უნდა ველოდეთ.
ყვითელი კი ნიშნავს, რომ პრობლემები შეგ ვექმნა და პროდუქ ტი დაიგ-
ვიანებს.
- მერე ფერები ერთმანეთში არ გერევათ? - ვეკითხები.
ჰანტერი ჩემკენ თვალებგაბრწყინებული ტრიალდება.
- ეგ ყველაზე სოცარია! - მეუბნება და თავით ბუდეებზე მანიშნებს. -
ჩიტებს საღებავი არ მოსწონთ. იგი მტაცებლებს იზიდავს. ამიტომ ბუდე-
ებს ყოველდღე აახლებენ.
უეცრად ვხედავ, რომ უახლოეს ბუდეში ჩიტი მწვანე საღებავით
დასვრილ ტოტს ნისკარტით აძრობს და მას ახლით ცვლის. ზუსტად ისე
მუშაობს, როგორც დიასახლისი თავის ბაღჩაში, როცა მას სარეველა ბა-
ლახისგან წმენდს. ბუდე ჩემ თვალწინ იცვლება. იგი კვლავ, ჩაჟამებულ,
მოყავისფრო ელფერს იძენს.
- გამაოგნებელია! - ვამბობ.
- ეს ბუნებაა, - მეუბნება სერიოზული სახით ჰანტერი, - ჩიტები იკვე-
ბებიან; მერე ბუდეში ბრუნდებიან. შეგიძლია ისინი იმ საღებავით დას-
ვარო, რომლითაც გინდა, მაგრამ სადაც უნდა გაგზავნო, მსოფლიოს ნე-
ბისმიერ კუთხეში, ისინი ყოველთვის უკან მოფრინდებიან და თავიანთ
ბუნებრივ ფერს დაიბრუნებენ. ცხოველებიც ასე იქცევიან.
ჰანტერი ლაპარაკს განაგრძობს და მე, მოულოდნელად, გასული
ზაფხულის რეიდები მახსენდება, როცა ფორმიანმა კონტროლიორებმა
უკანონო წვეულება ჩაშალეს. მახსოვს, როგორ იქნევდნენ ბეისბოლის
„ბიტებსა“ და პოლიციის ხელჯოხებს. მაშინ ხელისუფლებამ თავისი
დუჟმოდებული, სისხლისმსმელი მასტიფები ხალხს მიუსია. თვალწინ
მიდგას კედლებზე სისხლის შხეფები და ძვლებჩამტვრეული, დასახიჩ-
რებული გოგო-ბიჭები, ხელჯოხების წუილი კი ახლაც ყურში ჩამესმის.
სამკერდე ნიშნების და უმეტ ყველო სახეების მიღმა გაბოროტებული
განკურნებულები იმალებიან, საშიში და დაუნდობელი განკურნებულე-
ბი. პროცედურის შემდეგ მათ არც ვნების სიმძაფრე აწუხებთ, არც თა-
ნაგრძნობა შეუძლიათ.
ფორმის ტანსაცმელი ცხოველებს აცვიათ. არა, მე იქ დარჩენა არ შე-
მეძლო. უკან არასოდეს დავბრუნდები. მოსიარულე მიცვალებულთა რი-
გებს არასოდეს შევუერთდები.
მე და ჰანტერი ჩაფიქრებულები, მდუმარედ მივაბიჯებთ თავშესაფ-
რისაკენ. უეცრად მისი ნათქვამი მახსენდება.
- წითელი ფერი რაღას ნიშნავს? - ვეკითხები.
ჰანტერი შემკრთალი მიყურებს.
- რა თქვი?
- მწვანე ნიშნავს, პროდუქტები მოვა. ყვითელი - დაყოვნებას. ჰოდა,
წითელი რას ნიშნავს-მეთქი?
წამით ჰანტერის თვალებში შიშს ვხედავ. მოულოდნელად, ტან ში
ისევ სიცივე მივლის.
- წითელი ნიშნავს, გაიქეცი, - მპასუხობს.
***

მალე გადასახლება დაიწყება. მთელი თავშესაფარი საცხოვრებლად


სამხრეთით გადავა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ამბავია. რეივენი და ტეკი
გეგმების დაწყობას და კამათს საათებს ანდომებენ. მათ გადასახლები-
სათვის არაერთხელ უხელმძღვანელიათ, თუმცა, ვხვდები, რომ ეს ძალ-
ზე რთული და საშიში პროცესი უნდა იყოს. რეივენს მიაჩნია, რომ წინა
ორი გადასახლება წარუმატებელი გამოდგა.
მაგრამ ჩრდილოეთში გამოზამთრება უფრო რთული და საბედისწე-
როა, ამიტომ აქაურობას უნდა გავშორდეთ. რეივენი დაჟინებით
იმეორებს, რომ ამჯერად ამას არავინ არ უნდა შეეწიროს. დანიშნულე-
ბის ახალ ადგილამდე ყველა ცოცხალი უნდა მივიდეს.
- ასეთი გარანტიის მიცემა არ შეგიძლია, - მესმის ერთ ღამეს ტეკის
ხმა. გვიანია. პალატიდან გამოსულმა ღებინების ხმამ გამომაღვიძა. ამ-
ჯერად ავად ლუ გახდა.
ლოგინიდან ვდგები და წყლის დასალევად სამზარეულოსკენ მივდი-
ვარ. ტეკის და რეივენის ხმაც სწორედ იქიდან მესმის. მიმქრალი ცეც-
ხლის მკრთალ შუქზე, კვამლიან სამზარეულოში მათ სილუეტებს ვხე-
დავ.
შესასვლელთან ვყოვნდები.
- ყველა უნდა გადარჩეს, - ჯიუტად იმეორებს ხმააკანკალებული
რეივენი.
ტეკი ოხრავს. მის ხმაში დაღლილობას და კიდევ რაღაცას ვგრძნობ.
ალერსს. მზრუნველობას. არადა, მე ტეკს ძაღლს ვამსგავსებდი. იგი სულ
იღრინება და იკბინება. ვერც კი წარმოვიდგენ, რომ მას შეუძლია, ვინმეს
მიმართ ასეთი მგრძნობიარე იყოს.
- ყველას ვერ გადაარჩენ, რეი, - ეუბნება.
- მე ვეცდები, - პასუხობს რეივენი.
ოთახში მწყურვალი ვბრუნდები და საბანს ნიკაპამდე ვიწევ. ოთახში
ლანდები მოძრაობენ და ფორმას იცვლიან. მათ კარგად ვერ ვარჩევ.
თავშესაფრიდან წასვლის შემდეგ ორი მთავარი საკითხი გვრჩება გა-
დასაჭრელი: საკვები და თავშესაფარი. სამხრეთში სხვა ბანაკებიც არის,
სნეულების სხვა ჯგუფები, მაგრამ დასახლებები ცოტაა და მათ შორის
საკმაოდ დიდი მანძილია. შემოდგომაზე და ზამთარში ჩრდილოეთის
ტევრი სასტიკი და შეუბრალებელია. მიწა უნაყოფოა, ტყეებში კი
მშიერი მხეცები დაძრწიან.
სნეულებმა სამგზავრო მარშრუტი წლების წინ შეადგინეს. სამხრე-
თისკენ გზის ადვილად გასაგნებად მათ ხეები განსაკუთრებული ჭდეებით
მონიშნეს.
მომდევნო კვირას თავშესაფრიდან სკაუტების ჯგუფი, ჩვენი სადაზ-
ვერვო ექსპედიცია გავა. ზურგზე სურსათაკიდებული ექვსი სნეული ჩვე-
ნი ახალი დიდი ბანაკისკენ გაემგზავრება. იგი სამხრეთით, დაახლოებით
ას ოცდარვა კილომეტრშია. ცხოველებმა რომ არ მიაგნონ, ისინი საჭ-
მლის ნახევარს მიწაში ჩაფლავენ და ადგილს ლოდებით მონიშნავენ.
ამის მერე ორი მათგანი თავშესაფარში დაბრუნდება, დარჩენილი ოთხი
კი გზას განაგრძობს და ოთხმოცდათექვსმეტი კილომეტრის გავლის შემ-
დეგ საკვების მეორე ნახევარს კვლავ მიწაში დამარხავს. იმ ოთხიდანაც
ორი თავშესაფარში დაბრუნდება. დარჩენილი ორი სკაუტიდან ერთი ბა-
ნაკში დაელოდება მეორეს, რომელიც გზას გააგრძელებს, გაივლის დაახ-
ლოებით სამოცდახუთ კილომეტრს და დარჩენილ საჭმელს დამარხავს.
ბოლოს თავშესაფარში ორივე ერთად დაბრუნდება. თავის გასატანად
ისინი საჭმელს გზაში მოიპოვებენ. მანამდე, სანამ ისინი დაბრუნდებიან,
ჩვენ წასაღებ ბარგს ჩავალაგებთ.
რეივენს ვეკითხები, ბანაკებს შორის მანძილი რატომ მცირდება--
მეთქი, მაგრამ მპასუხობს, ნახავო და თავის საქმეს თავაუღებლად გა-
ნაგრძობს. თმა ათობით წვრილ ნაწ ნავად აქვს დაწ ნული - ეს ბლუს ნა-
ხელავია - და ბოლოებშიც ოქროსფერი ფოთლები და გახმარი, შხამიანი
წითელი კენკრის მარცვლები აქვს მიმაგრებული.
- უკეთესი არ იქნება, თუ ყოველდღე შეძლებისდაგ ვარად ბევრს ვივ-
ლით? - არ ვეშვები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მესამე ბანაკიდან სა-
ბოლოო დანიშნულების ადგილამდე დიდი გზაა გასავლელი, სამხრეთით
უკეთეს სანადირო ადგილებს ვნახავთ, გზად სხვა თავშესაფრებს გავივ-
ლით და იქაურებს საკვებსა და ნანადირევს გავუზიარებთ, ისინი კი თა-
ვის მხრივ, თავშესაფარს მოგ ვცემენ.
რეივენი ოხრავს.
- მასე გზაში დავსუსტდებით, - ამჯერად თავს მაღლა სწევს და მპა-
სუხობს, - სიცივე. შიმ შილი. ალბათ, მოთოოვს კიდეც. ტევრი ადამიანს
სასიცოცხლო ძალებს ნელ-ნელა სწოვს. ხომ გითხარი. ლინა, გადასახ-
ლება დილაობით შენს პატარ-პატარა გარბენებს არ ჰგავს. ამ დროს
სიარული ისე გიჭირს, რომ გზას ვეღარ აგრძელებ. ეს უკვე ნანახი მაქვს,
… - დუმდება, თავს აქნევს, თითქოს ცუდი მოგონების დავიწყებას ცდი-
ლობს, - სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, - ამთავრებს.
მისი ნათქვამი ისე მტკენს გულს, რომ წამით ვმუნჯდები. რეივენმა
დილაობით ჩემს სირბილს „პატარა“ უწოდა, თითქოს ვთამაშობდე. მაგ-
რამ მე ხომ ამ სირბილისას საკუთარი თავი დავ კარგე, ნაწილ-ნაწილ -
კანის ნაფლეთები, სისხლი, ოფლი, ნარწყევი...… ლინა ჰოლოუეი უკან,
ბნელ წარსულში დავ ტოვე და ამის მისაღწევად ბევრი ვიშრომე.
რეივენი გრძნობს, რომ მაწყენინა.
- მომეხმარე, - მთხოვს. იგი ყველასთვის პირველი დახმარების პატა-
რა ქისებს აკეთებს. რეივენი „ადვილს“, წებოვან სალბუნებსა და ანტი-
ბაქტერიულ, სველ ხელსახოცებს ოთხკუთხედად დაჭრილი ძველი ზეწ-
რის შუაგულში აწყობს და თავს მავთულით უკრავს, - ისეთი მსხვილი
თითები მაქვს, არაფერი გამომდის.
ცრუობს. რეივენს თხელი თითები აქვს. ის თხელი გოგოა. ვიცი, რომ
ასე მობოდიშებას ცდილობს.
- ახლავე, - ვპასუხობ. რეივენი დახმარებას იშვიათად სთხოვს ვინ-
მეს და როცა ამას აკეთებს, უარს ვერ შეჰბედავ.
სკაუტები ღონემიხდილები და დაქანცულები დაბრუნდებიან. მიუხე-
დავად იმისა, რომ საჭმლის მიწაში ჩამარხვის მერე ტვირთი შეუმსუ-
ბუქდებათ, თავიანთი საჭმელიც ცოტა ექნებათ. ყველაზე ბოლო სკაუტი,
რომელსაც სამასი კილომეტრის გავლა მოუწევს, ყველაზე ძლიერი უნდა
იყოს. ყველამ იცის, რომ ეს ტეკი იქნება.
ერთ ღამეს მხნეობას ვიკრებ და ტეკს ვუახლოვდები. დღეს იგი განსა-
კუთრებით კარგ გუნებაზეა. ალბათ, იმიტომ, რომ ბრემის დაგებულ ხა-
ფანგში ოთხი კურდღელი გაება და დღეს ძალზე ნოყივრად ვივახშმეთ.
ნავახშმევს ტეკი ცეცხლთან ჯდება და ქაღალდში თუთუნს ახვევს.
მე ვუახლოვდები. ტეკი თავს მაღლა არც სწევს.
- რა იყო? - მეკითხება უხეშად, თუმცა, ამჯერად, მის ხმაში ჩვეული
გაღიზიანება არ იგრძნობა.
ღრმად ვისუნთქავ და ვიწყებ:
- მინდა, ერთ-ერთი სკაუტი მე ვიყო, - მთელი კვირა ვფიქრობდი,
ტეკს ამას როგორ ვთხოვდი. გონებაში ათობით სიტ ყვა დავწერე, მაგრამ
საქმე საქმეზე რომ მიდგა, ხუთ სიტ ყვაზე მეტს ვერ ვამბობ.
- არა, - მპასუხობს მოკლედ. აი, ასე ჩაფლავდა ჩემი დაგეგმილი
სტრატეგია.
იმედგაცრუება და სიბრაზე მახრჩობს.
- მე სწრაფი და ძლიერი ვარ, - უკან არ ვიხევ.
- საკმარისად ძლიერი არა.
- მინდა, დაგეხმაროთ, - მაინც არ ვეპუები.
ვხვდები, რომ ბლუსავით ვჭირვეულობ. გოგონა ამას იშვიათად, მაგ-
რამ მაინც აკეთებს.
ტეკი ქაღალდს ენას უსვამს და სიგარეტს ცერა და საჩვენებელი თი-
თებით ატრიალებს. მერე თავს მაღლა სწევს და თვალს თვალში მიყრის.
სწორედ ამ დროს ვხვდები, რომ ტეკი იშვიათად მიყურებს. მას დაკვირ-
ვებული, შემფასებლური და ჩემთვის გაუგებარი სათქმელით სავსე მზე-
რა აქვს.
- სხვა დროს, - მეუბნება, ფეხზე დგება, გვერდს მივლის და კიბეზე
ადის.
ახლა

მიტინგის დღეს უჩვეულოდ თბილი დილა გათენდა. მიწასა და სახუ-


რავებზე დარჩენილი თოვლი ნელ-ნელა დნება, წყლის ნაკადი სანიაღ-
ვრე არხებსა და კანალიზაციაში იღვრება. ლამპიონებიდან და ხის ტო-
ტებიდან წყლის წვეთები წკაპაწკუპით ეცემა მიწას. მზე თვალისმომ-
ჭრელად ანათებს. ქუჩაში წყლის გუბეები მზის სხივებს გაპრიალებული
ლითონის ზედაპირივით ირეკლავს.
რეივენი და ტეკი მიტინგზე ჩემთან ერთად მოდიან, თუმცა, გამაფ-
რთხილეს, რომ მიტინგის დროს ჩემთან არ დარჩებიან. ჩემი მთავარი
დავალებაა, სცენას თვალი არ მოვაშორო. „კოლუმბიის მემორიალში“
განკურნების პროცედურის ჩასატარებლად წასვლამდე ჯულიენს უნდა
ვუთვალთვალო.
- რაც უნდა მოხდეს, თვალი წამით არ მოაშორო, - მარიგებს რეივე-
ნი, - რაც უნდა მოხდეს, გასაგებია?
- რატომ? - ვეკითხები, მაგრამ ვიცი, ჩემი კითხვა უპასუხოდ დარჩე-
ბა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა „წინააღმდეგობის მოძრაობის“ სრუ-
ლუფლებიანი წევრი ვარ, მაინც არ ვიცი, ორგანიზაციაში რა როგორ მუ-
შაობს ან რას ვაპირებთ.
- იმიტომ, რომ ასეა საჭირო, - მპასუხობს.
რეივენისკენ ზურგით ვდგავარ. ის ვერ მხედავს, ამიტომ მის ნათ-
ქვამს ტუჩებს ვაყოლებ.
უჩვეულოა, მაგრამ ავ ტობუსის გაჩერებასთან გრძელი რიგებია. ორი
კონტროლიორი მგზავრებს ანაწილებს. მე, რეივენი და ტეკი #5 ავ ტო-
ბუსს ველოდებით. მიტინგის გამო მუნიციპალიტეტმა ქალაქ ში ავ ტობუ-
სებისა და მძღოლების რაოდენობა გააოთხმაგა. დღეს ჩვენს შეკრებას
ადგ-ს ხუთი ათასი წევრი და ათასობით მაყურებელი და დამკვირვებე-
ლი დაესწრება.
მიტინგზე ბევრი ისეთი დაჯგუფებაც იქნება, რომლებიც ადგ-ს ინი-
ციატივას - მოზარდებისთვის პროცედურის ადრეულ ასაკში ჩატარებას
- ეწინააღმდეგებიან. მათი რიგები მეტწილად სამეცნიერო საზოგა-
დოებით არის სავსე. მეცნიერების აზრით, პროცედურა ბავშვებისთვის
საშიშია და იგი სოციალურ კატასტროფამდე მიგ ვიყვანს - ჩვენ ვიქცე-
ვით იდიოტებისა და მახინჯების ერად. თუმცა, ადგ საწინააღმდეგოს ამ-
ტკიცებს, მათ მიაჩნიათ, რომ საბოლოო შედეგი რისკს გადაწონის.
თუ საჭირო გახდა, ციხეებს გავადიდებთ და იქ დეფექტიანებს გამო-
ვამ წყვდევთ, ყოველდღე რომ არ ვუყუროთო.
- იარეთ, იარეთ! - ამბობს კონტროლიორი ჩვენ წინ, რიგის თავში.
ჩვენც წინ მივიწევთ, მათ პირადობის მოწმობებს ვაჩვენებთ და ავ ტო-
ბუსში ასვლისას ისევ ვინახავთ. უეცრად, ჩვენს შემხედვარეს, პირუტ-
ყვების ჯოგი მახსენდება, რომელსაც სადღაც მიერეკებიან.
რეივენი და ტეკი ერთმანეთს კვლავ არ ელაპარაკებიან. ეტ ყობა,
ისევ იჩხუბეს. ისედაც დაძაბულს ეს უარესად მაღიზიანებს. რეივენი ავ-
ტობუსის ბოლოს ჩვენთვის ორ თავისუფალ ადგილს პოულობს, მაგრამ
ჩვენდა გასაოცრად, ჩემ გვერდით ტეკი ჯდება.
- რას აკეთებ? - წინ იხრება რეივენი და მკაცრად ეკითხება. ფრთხი-
ლად უნდა იყოს, მისი ხმა არავინ არ უნდა გაიგოს. განკურნებულები
არასოდეს ჩხუბობენ. ეს პროცედურის ერთ-ერთი უპირატესობაა.
- მინდა, დავრწმუნდე, რომ ლინა კარგადაა, - ხმადაბლა პასუხობს
ტეკი. მერე ხელს მკიდებს და პულსს მისინჯავს. ჩვენ გასწვრივ მჯდომი
ქალბატონი ცნობისმოყვარედ გვეკითხება:
- კარგად არის?
- დიახ, კარგად ვარ, - ვპასუხობ დაძაბული. არადა, დილით ძალიან
მშვიდად ვიყავი. ალბათ, რეივენმა და ტეკმა გამანერვიულეს. ეტ ყობათ,
რაღაცაზე ღელავენ, თუუმცა, მგონი, მიზეზიც ვიცი - „ფასკუნჯებზე“
ჭორები. ალბათ, ჰგონიათ, რომ ისინი მიტინგის ჩაშლას ეცდებიან. ვერც
ბრუკლინის ხიდის გადაკვეთა მამ შვიდებს, არადა, ამ დროს ყოველთვის
ვწყნარდები ხოლმე. ხიდზე საცობია და ეს, ქალაქის ისტორიაში, ალბათ,
პირველი შემთხვევაა - მანქანებითა თუ ავ ტობუსებით ხალხი მიტინგზე
მიდის.
ტაიმს სკვერს ვუახლოვდებით თუ არა, მღელვარება მემატება. ამდე-
ნი ადამიანი არასდროს მინახავს. საცობის გამო, ავ ტობუსიდან 34-ე ქუ-
ჩაზე ჩამოვდივართ. ქუჩები ხალხით არის სავსე. უამრავ სახეს ვხედავ -
ფერები ერთმანეთში ირევა. აქ არიან ძირითადი კონტროლიორებიც და
მოხალისეებიც, თავიანთი გაწკრიალებული ფორმებით. შეიარაღებულ
საპატიო ყარაულსაც ვამჩნევ. ისინი მწკრივებში გაშეშებულები დგანან
და მხოლოდ წინ იყურებიან. უეცრად მწყობრი სიარულისთვის მომზა-
დებული სათამაშო ჯარისკაცები მახსენდება. თუმცა, ესენი სათამა-
შოები კი არა, ცოცხლები არიან. მხარზე მზის შუქზე მოელვარე კონდა-
ხიანი თოფები ჰკიდიათ.
როგორც კი ხალხს ვერევი, ყველა მხრიდან მუჯლუგუნი მხვდება.
რეივენი და ტეკი ჩემ უკან მოაბიჯებენ, თუმცა, ხალხის სიმრავლის გამო
ისინი რამდენიმეჯერ დავ კარგე. ახლა ვხვდები, რატომ მომცეს მითითე-
ბები ნაადრევად. მიტინგზე შეიძლება ერთმანეთი დავ კარგოთ.
ირგვლივ გამაყრუებელი ხმაურია. კონტროლიორები სასტვენებით
აწესრიგებენ მოძრაობას. შორიდან დოლების ხმა და სკანდირება მესმის.
მიტინგი ორ საათში დაიწყება, თუმცა, მე ახლაც გარკვევით მესმის ადგ-
ს ლოზუნგი: „უსაფრთხოების გარანტია რაოდენობაა, ჩვენ არ
გვსურს…“...
ნელა მივიწევთ წინ, ჩრდილოეთით. ჩემს ორივე მხარეს უსასრულოდ
იჭიმება ვეება შენობების მწკრივები. ხალხი მიტინგის საც ქერლად აივ-
ნებზეა გამოფენილი. ვხედავ, ადგ-ს მხარდამჭერთა ასობით თეთრ ბა-
ნერს, თუმცა, მათში ალაგ-ალაგ მწვანე ოპოზიციის ბანერიც გამოერევა.
- ლინა! - უკან ვტრიალდები. ტეკი გზას მუჯლუგუნებით იკვლევს და
ხელში ქოლგას მჩრის. - იწვიმებს.
ცა მოწმენდილია. მასზე თხელი ღრუბლის სვეტებს ვხედავ.
- არა მგონია…, - ვიწყებ, მაგრამ ტეკი მაწყვეტინებს.
- გამომართვი, - მეუბნება, - და მენდე.
- გმადლობ, - ვცდილობ, რაც შეიძლება ბუნებრივად გადავუხადო
მადლობა. ტეკი ვინმეს მიმართ ასეთი მზრუნველობას იშვიათად იჩენს.
ვხედავ, იგი ტუჩს იკვნეტს, ორჭოფობს. მის ამ თვისებას კარგად ვიც-
ნობ. სახლში ზუსტად ასე იქცევა მაშინ, როცა პაზლის აწყობა უჭირს.
ვატ ყობ, რაღაცის თქმას აპირებს… ალბათ, უნდა, რამე მირჩიოს… მაგ-
რამ ბოლოს მეუბნება:
- რებეკას უნდა დავეწიო, - რეივენის ოფიციალურ სახელს ხმადაბ-
ლა ამბობს.
- კარგი, - ვპასუხობ. რეივენი აღარ ჩანს. ქოლგას ზურგჩანთაში
ვტენი. ხალხი გაბრაზებული მიც ქერს - ასეთ სიმჭიდროვეში ზურგჩან-
თაში ქოლგის ჩადება კი არა, სუნთქვაც კი ჭირს. და უეცრად მახსენდე-
ბა, რომ მიტინგის მერე შეხვედრის ადგილი არ დაგ ვითქვამს. არ ვიცი,
სად უნდა შევხვდე ტეკს და რეივენს.
- ჰეი!… - თავს ვწევ, მაგრამ ტეკი უკვე წასულა. ჩემ ირგვლივ უცხო
სახეებია. მოულოდნელად ვიღაც ნეკნებში მირტყამს. ვტრიალდები.
კონტროლიორი ხელჯოხს მკრავს.
- გზას კეტავ, - მეუბნება მკაცრად, - რას დამდგარხარ, გაინძერი!
ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს მკერდში პეპლები მიფარფა-
ტებენ. ასაღელვებელი არაფერია. ეს ადგ-ს შეხვედრაზე წასვლას ჰგავს,
ოღონდ - უფრო მრავალრიცხოვანზე.
38-ე ქუჩაზე ბარიკადებს გვერდს ვუვლით. პოლიციელებმა რომ შეგ-
ვამოწმონ, იარაღი ხომ არ გვაქვს, რიგში დგომა გვიხდება. ისინი კის-
რებსაც გვიმოწმებენ, რომ განუკურნებლები მიტინგზე მათთვის გამოყო-
ფილ სპეციალურ სეგრეგაციულ სექციაში გაანაწილონ. პოლიცია ჩვენს
პირადობის მოწმობებს სკანერით ამოწმებს. საბედნიეროდ, მათ უვს-ში -
უსაფრთხოების ვალიდაციის სისტემაში - აღარ ამოწმებენ. რიგში ერთი
საათი ვდგავარ. დამცავი ბარიკადების უკან მოხალისეები ანტისეპტი-
კურ, სველ ხელსახოცებს არიგებენ. შეკვრაზეც ადგ-ს პატარა ლოგოს
ვხედავ.
„სისუფთავე ღვთისმოსაობის ნიშანია. უსაფრთხოება წვრილმანების
დაცვას მოსდევს. ბედნიერება კი - მეთოდის გამოყენებას“.
ჭაღარათმიან ქალს საშუალებას ვაძლევ, სველი ხელსახოცების შეკ-
ვრა ხელში მომაჩეჩოს.
ბოლოს, როგორც იქნა, ადგილამდე ვაღწევ. დოლებს გამეტებით ურ-
ტყამენ. ლოზუნგების სკანდირება წამითაც არ წყდება და ისეთი ხმა ჩა-
მესმის, თითქოს სანაპიროს ზღვის ტალღები ეხეთქება.
ერთხელ ტაიმს სკვერის ფოტო ვნახე. მასზე განკურნების გამოგონე-
ბამდე, კედლების აღმართვამდე და საზღვრების ჩაკეტვამდე ცხოვრება
იყო აღბეჭდილი. ის ტეკმა ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ თავშესაფარში, და-
ბომბვებს გადარჩენილ ნივთებს შორის იპოვა. მაშინ თავშესაფარში ჩვე-
ნი ყალბი საბუთების მოსვლას ველოდებოდით. ერთ მშვენიერ დღეს
ტეკმა ნახევრად დამ წვარი ფიცრების ქვეშ ფოტოალბომი იპოვა. საღა-
მოობით, როცა ალბომ ში სურათებს ვათვალიერებდი, თავს ვიტ ყუებდი,
ვითომ იმ ფოტოებზე აღბეჭდილი ბედნიერი და მოცინარი ადამიანები
ჩემი მეგობრები და ახლობლები იყვნენ.
ტაიმს სკვერი ახლა სულ სხვაგ ვარად გამოიყურება. მომიტინგეებ-
თან ერთად წინ მივიწევ და გული ყელში მებჯინება.
უზარმაზარი მოედნის ბოლოში დიდი ტრიბუნა დაუდგამთ. მის ქვე-
მოთ, დიდი ფირნიშია - ასეთი არასდროს მინახავს. მასზე ადგ-ს სიმბო-
ლური ნიშნები - თეთრი და წითელი ოთხკუთხა ქაღალდებია მიმაგრე-
ბული, რომელთაც ქარი ნაზად აშრიალებს.
მეორე ფირნიშზე რელიგიისა და მეცნიერების ერთიანი ეკლესიის
სიმბოლოებია გამოსახული: დიდ ხელს ჰიდროგენის მოლეკულა უჭი-
რავს. დანარჩენი სარეკლამო ფირნიშები ისეთი დრომოჭმულია, მათზე
სარეკლამო განცხადებების წაკითხვა შეუძლებელია. ერთ-ერთზე ბუნ-
დოვნად ღიმილს ვხედავ.
რასაკვირველია, მიტინგზე განათება არ არის.
ტაიმს სკვერის ის ძველი ფოტოსურათი, ალბათ, ღამით გადაიღეს.
თუმცა, იქნებ, შუადღესაც. ასეთი განათება, ამდენი შუ ქი, იმ ფოტოზე
რომ არის, არასოდეს მინახავს. დამაბრმავებელი სინათლეები და ფერე-
ბი ერთმანეთში გერევა. ასეთ სინათლეს მაშინ ხედავ, როცა შემთხვევით
მზეს ახედავ.
ყველა ლამპიონზე ნათურებია, თუმცა, არ ანთია. ბევრ მათგანზე ან
მათ შორის მტრედები ისე სხედან, როგორც ქანდარაზე. ნიუ-იორკსა და
მის შემოგარენ ში, ისევე, როგორც პორტლენდში, მოსახლეობას სინათ-
ლე გრაფიკით აქვს. მართალია, აქ ავ ტობუსები და ავ ტომანქანები მე-
ტია, ვიდრე პორტლენდში, მაგრამ სინათლის გრაფიკი უფრო მკაცრია.
ქალაქ ში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ყველას ყველაფერი არ
ჰყოფნის.
ტრიბუნაზე მიკროფონებსა და სკამებს ვხედავ; მათ უკან უზარმაზა-
რი ეკრანია, ზუსტად ისეთი, ადგ-ს შეხვედრებზე რომ მინახავს. ფორ-
მიანი კაცები სცენას საბოლოოდ ამოწმებენ. ჯულიენი იქ იქნება. რო-
გორმე ტრიბუნას უნდა მივუახლოვდე.
ხალხში მივძვრები, დროდადრო გზას მუჯლუგუნებით ვიკვლევ და
ბოდიშებით წინ მივიწევ. ისეთი სიმჭიდროვეა, ჩემი სიდაბლეც კი ვერ
მშველის, რომ სწრაფად გავძვრე-გამოვძვრე.
უეცრად შიში მიპყრობს. მიტინგზე „ფასკუნჯები“ რომ გამოჩნდნენ?
ან სხვა რამე მოხდეს? ვერც კი გავინძრევით. ბაკში შეყრილი ცხოველე-
ბივით ვართ. პანიკა და ჭყლეტა დაიწყება.
მაგრამ არა, „ფასკუნჯები“ არ მოვლენ. ვერ გაბედავენ. მათთვის ეს
საშიშია. მოედანზე უამრავი შეიარაღებული პოლიციელი და კონტრო-
ლიორია.
იმ ტრიბუნებს შორის ვძვრები, სადაც ადგ-ს „ახალგაზრდული გვარ-
დიის“ წევრები სხედან: გოგოები - ცალკე, ბიჭები - ცალკე. რასაკვირვე-
ლია, ისინი ერთმანეთს თვალს არიდებენ.
როგორც იქნა, მიზანს ვაღწევ - მთავარი ტრიბუნის ქვეშ ვდგავარ.
პლატფორმა მიწიდან ორ-სამ მეტრზე მაღლა მაინც უნდა იყოს. სიტ-
ყვით გამომსვლელს ხის მოუხერხებელი კიბით მოუხდება ასვლა. კიბეს-
თან ხალხი დგას. ვხედავ თომას და ჯულიენ ფაინმენებს, მათ უკან კი -
მათ პირად მცველებსა და პოლიციელებს.
ჯულიენს და მამამისს ტყუპივით ერთნაირად აცვიათ. ჯულიენს თმა
უკან აქვს გადაწეული. დგას და ხან ერთ ფეხს ეყრდნობა, ხან - მეორეს.
ალბათ, ასე ცდილობს მღელვარების დაფარვას.
ნეტავ რატომ არის იგი ასეთი მნიშვნელოვანი? რატომ დამავალეს
ტეკმა და რეივენმა მისი თვალთვალი? ჯულიენი ადგ-ს სიმბოლოა, მან
საყოველთაო უსაფრთხოებისთვის თავი გაწირა. კი, ბატონო. მაგრამ ნუ-
თუ ჩვენთვის სახიფათოა?
შეხვედრაზე მის ნათქვამს ვიხსენებ: „ცხრა წლის ვიყავი, როცა მით-
ხრეს, მოკვდებიო.“
ნეტავ როგორი განცდაა, როცა იცი, რომ ნელ-ნელა კვდები?
ან, როცა უცებ კვდები?
ხელებს ვმუშტავ. ფრჩხილები ხელისგულებში მერჭობა. ვცდილობ,
წარსულის მოგონებები მოვიშორო.
მთავარი ტრიბუნის უკნიდან, მოედნის იმ ნაწილიდან, რომელსაც
ვერ ვხედავ, დოლების ხმა მესმის. ალბათ, იქ ორკესტრია. სკანდირება
მატულობს. მომიტინგეები, დაუფიქრებლად, რიტმს სხეულებს აყოლე-
ბენ და ირხევიან. უეცრად შორიდან სხვა ლოზუნგები მესმის: „ადგ სა-
შიშია...“… „განკურნება უსაფრთხოებისთვის და არა ზიანის...…“
მოწინააღმდეგეები. ისინი, ალბათ, მთავარ ტრიბუნას მოაშორეს.
უფრო ხმამაღლა, უფრო ხმამაღლა, უფრო ხმამაღლა. მალე ყველა
ადგ-ს ლოზუნგს გაიძახის. მეც მომიტინგეებს ვბაძავ და სხეულს რიტმუ-
ლად ვამოძრავებ. ათასობით ადამიანის გუგუნს მთელი სხეულით შევიგ-
რძნობ და მიუხედავად იმისა, რომ მათი არც ერთი სიტ ყვა არ მჯერა, ეს
ყველაფერი - ხალხი, სიტ ყვები, შეკრების მიზეზი - მიზიდავს. ამ ხალ-
ხთან ერთად დგომა საკუთარ ძალას მაგრძნობინებს.
ეს საშიში გარემოა.
სკანდირება კულმინაციას აღწევს და თომას ფაინმენიც თავის მცვე-
ლებს შორდება, ორ-ორ საფეხურს ერთად ახტება და კიბით სწრაფად
ადის მთავარ ტრიბუნაზე. უეცრად სკანდირება წყდება და ამჯერად ტა-
ში და გამამხნევებელი შეძახილები ისმის. ყველგან თეთრი დროშები და
ბანერები ფრიალებს. ზოგი მათგანი ადგ-ს დაკვეთით დამზადდა, ზოგიც
მოქალაქეებმა გააკეთეს - მიტინგისათვის თეთრი ზეწრები სიგრძეზე
დაჭრეს. ტაიმს სკვერი სულ გადათეთრებულია.
- გმადლობთ, - ამბობს თომას ფაინმენი მიკროფონ ში. მისი ხმა გუ-
გუნად გაისმის. მერე კი, მოულოდნელად, საშინელი წუილის ხმა გვაყ-
რუებს. ფაინმენი კრთება, მიკროფონს ხელისგულს აფარებს და ვიღაცას
მითითებებს აძლევს. ამ დროს კისერს ატრიალებს და მისი სამქიმიანი
იარა ეკრანზე კარგად ჩანს.
მზერა ჯულიენზე გადამაქვს. ის გულხელდაკრეფილი დგას და მის
წინ კედლად აღმართული დაცვის წევრების უკნიდან მამამისს შეჰყუ-
რებს. ალბათ, სცივა. ასეთ ცივ ამინდში მხოლოდ პიჯაკი აცვია.
- გმადლობთ, - იმეორებს თომას ფაინმენი და როცა ხმა წყდება, გა-
ნაგრძნობს: - ჩემო მეგობრებო...…
და აი, აქ იწყება დაუვიწყარი.
ტკაც. ტკაც. ტკაც.
სამი პატარა აფეთქება. ზუსტად ისეთი ხმა, როგორიც ოთხ ივლისს
ისმოდა, ისტერნ პრომზე ფეიერვერკს რომ ვაწყობდით ხოლმე.
სასოწარკვეთილი კივილი ჰაერს კვეთს.
ხმაური ყოველი მხრიდან ისმის.
და მოულოდნელად ჩვენ ირგვლივ შავი სხეულები ჩნდებიან. ისინი
მიწიდან, მყრალი კანალიზაციის თუ სანიაღვრე ჭებიდან ძვრებიან;
საითაც უნდა გაიხედო, ყველა მხარეს, შენობებიდან შავ თოკებზე ობო-
ბებივით დაკიდებულები დაბლა ეშვებიან. მერე ხალხს ერევიან და მათ
ვერცხლისფრად მოელვარე დანებს ვხედავ. ისინი მომიტინგეებს ჩან-
თებს სტაცებენ, ყელსაბამებს, ბეჭდებსა და სხვა ძვირფასეულობას
ჰგლეჯენ.
ბრახ-ბრუხ.
„ფასკუნჯები“. თითქოს შიგნეულში სითხე ჩამეღვარა. სუნთქვა მეკ-
ვრის.
ხალხი ერთმანეთს აწყდება, სასოწარკვეთილები გასასვლელს ეძე-
ბენ, მაგრამ გზა არსაით გვაქვს - ჩვენ „ფასკუნჯების“ ალყაში ვართ.
- ყველა ძირს! ძირს! ძირს!
სროლა ისმის. ეტ ყობა, პოლიციამ ცეცხლი გახსნა. ერთ-ერთი შენო-
ბიდან დაშვებულ „ფასკუნჯს“ ზურგში ტყვია ხვდება. ერთს შეიფართხა-
ლებს და თოკზე უსულოდ ეკიდება. მის სხეულს ქარი აქეთ-იქით არ-
წევს. ერთ-ერთი ადგ-ს ბანერი მის აღჭურვილობაში იხლართება. თეთრ
ქსოვილზე სისხლის ლაქას ვხედავ, რომელიც ნელ-ნელა დიდდება.
ეს კოშმარია. წარსულში დავბრუნდი. ეს სინამდვილეში არ ხდება.
ვიღაცის მუჯლუგუნი მხვდება და ტროტუარზე ვეცემი. ბეტონზე და-
ცემა მაშინვე მაფხიზლებს. ჩემ ირგვლივ დაფეთებული ხალხი გარბი--
გამორბის. სწრაფად გვერდზე ვტრიალდები, რომ ვიღაცამ ფეხი არ და-
მადგას.
უნდა წამოვდგე.
ვცდილობ, მაგრამ კვლავ ძირს მაგ დებენ. ამჯერად დარტყმისგან
სუთქვა მეკვრის. მერე ზურგზე საშინელ სიმძიმეს ვგრძნობ, მაგრამ შიში
ყურადღების მოკრებისა და კონცენტრაციისკენ მიბიძგებს. როგორმე
უნდა წამოვდგე.
პოლიციის ერთი ბარიკადი გატ ყდა. ჩემ წინ ფიცრის ნაჭერი გდია.
მას ხელს ვავლებ და ხალხს ვიგერიებ. ვგრძნობ, როგორ ხვდებათ ფიცა-
რი ფეხებში და ზურგიდან სიმძიმის შეგრძნება მიქრება. ახლა თავისუფ-
ლად ვსუნთქავ. ფეხზე სწრაფად ვდგები და მთავარი ტრიბუნისკენ გავ-
რბივარ.
მაგრამ ჯულიენი იქ აღარ არის. არადა, დამავალეს, რაც უნდა მოხ-
დეს, თვალი არ მოაცილოო.
ყურთასმენისწამღები კივილი არ წყდება. ჰაერში კვამლიც ავარდა.
უეცრად მარცხნივ ჯულიენს ვლანდავ. ის ძველი მეტროს სადგურის
ჩასასვლელთან დგას. სხვა ჩასასვლელების მსგავსად, ისიც ფანერით
არის შემოღობილი, თუმცა, როცა მას უახლოვდებიან, ჯულიენის ერთ--
ერთი მცველი მას ხელს კრავს და შიგნით აღებს.
ეს ბარიერი კი არა, კარია.
ჯულიენი დაცვითურთ ჩასასვლელში უჩინარდება. ფანერის კარი
კვლავ იკეტება.
კვლავ სროლა და სასოწარკვეთილი ხალხის კივილ-წივილის ახალი
ტალღა. შენობის სახურავიდან დაშვებისას მეორე „ფასკუნჯიც“ მოკლეს.
შავი სხეული აივნის კიდეს ასკდება და ბოლოს ქვემოთ, შეშინებულ
ხალხში ეცემა. თავები, ხელები, შეშინებული სახეები - ეს ხალხი ერთი
ტალღის ნაწილია.
მეტროს ჩასასვლელისკენ გავრბივარ. ჩასასვლელის თავზე თითქმის
წაშლილ რიცხვებსა და ასოებს ვხედავ. გაჭირვებით ვარჩევ: N, R, Q, 1, 2,
3, 7(N, R, Q, 1, 2, 3, 7 - ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ში ხაზები რიცხვე-
ბითა და ლათინური ასოებით არის აღნიშნული.). ამ შეხლა-შემოხლასა
და კივილ-წივილში ეს რიცხვები და ასოები მამ შვიდებს. ეს ძველი სამ-
ყაროს კოდია, სხვა ცხოვრების გადმონაშთი. ნეტავ ძველი სამყარო
ჩვენსაზე უარესი იყო? ნეტავ იმ დროშიც, როცა ყველაფერი ჩახჩახებდა
და ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ, იყო წივილ-კივილი, ჭყლეტა და
ძმათა სისხლის ღვრა?
უეცრად სუნთქვა მეკვრის და ზურგზე ვეცემი. მარცხენა იდაყვს ვეყ-
რდნობი. ძვლის ტკაცუნი მესმის და მხარში ძლიერ ტკივილს ვგრძნობ.
თავზე „ფასკუნჯი“ მადგება. ვერ ვარჩევ, კაცია თუ ქალი. სულ შავე-
ბი აცვია და სახეზე მოთხილამურის ნიღაბი უკეთია. კისერიც კი არ
უჩანს.
- ჩანთა მომეცი! - მიღრენს და ვხვდები, რომ გოგოა. მართალია, და-
ბოხებული ხმით ქალური ხმის მელოდიურობის დაფარვას ცდილობს,
მაგრამ მე ვერ გამაცურებს.
რატომღაც ვბრაზდები. „როგორ ბედავ? თქვენ ყველაფერი გააფუ-
ჭეთ!“ - მინდა მივახალო, მაგრამ ენას კბილს ვაჭერ. წამოჯდომას ვახერ-
ხებ და მხრებიდან ზურგჩანთის მოხსნას ვცდილობ. ცალ მხარსა და
იდაყვში აუტანელი ტკივილი მივლის.
- მიდი, მიდი, ჩქარა! - ნერვიულად ხან ერთ ფეხზე ხტება, ხან -
მეორეზე. ქამარში გაყრილი დანის ტარზე მის გრძელ თითებს ვხედავ.
გონება გამალებით მუშაობს. რა მაქვს ჩანთაში? ცარიელი წყლის
ბოთლი. ტეკის ქოლგა. გრანოლას ორი ბატონი. გასაღებების ასხმა და
უჯბს-ის მაგარყდიანი გამოცემა. მიტინგზე მისი წამოღება ტეკმა დაიჟი-
ნა. მიხარია, რომ დავუჯერე. წიგნი ლამის ექვსასგვერდიანია.
მძიმე უნდა იყოს. მარჯვენა მხრიდან ზურგჩანთის სახელურს ვიხსნი
და ხელს მაგრად ვუ ჭერ.
- ჩქარა, გაინძერი-მეთქი!
ფასკუნჯი მოუთმენლობისგან ძირს იხრება და ჩემს ზურგჩანთას
ეჭიდება. ამ დროს, ტკივილის მიუხედავად, ზურგჩანთიან ხელს მთელი
ძალით ვიქნევ. ჩანთა „ფასკუნჯს“ საფეთქელში ხვდება. ის წონასწორო-
ბას კარგავს, ერთს წაიბორძიკებს და მოწყვეტით ეცემა. ამასობაში მე
ფეხზე სწრაფად ვდგები. „ფასკუნჯი“ ტერფში ხელს მკიდებს, მაგრამ მე
ნეკნებში ორჯერ მაგრად ვაზელ წიხლს.
მღვდლები და მეცნიერები ერთ რამეში არ ცდებიან: გულის სიღრმე-
ში ყველანი მხეცები ვართ.
„ფასკუნჯი“ კვნესით იკუნტება. მე თავზე ვახტები და გავრბივარ.
გზად, ძირს მიმოფანტულ პოლიციის დამტვრეული ბარიკადების ნატე-
ხებს ვიშორებ. კივილი არ წყდება. ის ახლა ყმუილივით ჩამესმის, თით-
ქოს სირენის ხმა ვეება ხმის გამაძლიერებელში ისმოდეს.
ძველი მეტროს სადგურის ჩასასვლელს ვუახლოვდები. წამით, ხელს
ფანერას რომ ვახებ, ვყოყმანობ. დრომოჭმული, მზით გამთბარი ხის შე-
ხება სასიამოვნოც კია. ამ საგიჟეთში ის ერთადერთი ჩვეულებრივი სა-
განია.
თოფის გასროლა და ჩემ უკან, მიწაზე, სხეულის დაცემის ყრუ ბრაგ-
ვანი მესმის. კივილი ძლიერდება.
წინ ვიხრები და კარს ვაღებ. შიგნით, უკუნი სიბნელისა და შმორის
სუნის გარდა, ვერც ვერაფერს ვხედავ და ვერც ვერაფერს ვგრძნობ.
უკან არ ვიხედები.
***

კარს ვხურავ და ადგილიდან არ ვიძვრი. სიბნელეს თვალს ვაჩვევ.


ლაპარაკსა და ფეხის ხმას ვაყურადებ. მდუმარებაა. შმორის სუნი უფრო
მძაფრად იგრძნობა და სიკვდილის, გახრწნილი ცხოველებისა და ლპო-
ბის სუნს მაგონებს. ქურთუკის სახელოს ცხვირზე ვიფარებ. მარცხნივ
წყლის წკაპაწკუპი მესმის. ამ ხმის გარდა, სრული მდუმარებაა.
ჩემ წინ, ელექტროფარნის მბჟუტავ შუქზე, გაზეთების ნაგ ლეჯებით,
დაჭმუჭნილი პლასტმასის ჭიქებითა და სიგარეტის ნამ წვავებით დაფა-
რულ კიბეს ვხედავ. ასეთი ფარნები ტევრში გვქონდა. როგორც ჩანს, აქ
ვიღაცამ უფრო ადრე დადგა.
კიბეს ძალიან ფრთხილად ვუახლოვდები. ჯულიენის მცველებს შე-
იძლებოდა კარის გაღების ხმა გაეგონათ. იქნებ, ჩასაფრებულები თავდა-
სასხმელადაც მელოდებიან. გულში ლითონის დეტექტორებსა და
სხეულის სკანირების ყველა ხელსაწყოს ვაგინებ. რას არ მივცემდი ახლა
დანა, ქანჩი ან რამე მსგავსი რომ მქონდეს.
უეცრად გასაღებების ასხმა მახსენდება. ზურგჩანთას მხრებიდან
ვიხსნი. ხელს იდაყვში ვხრი და ტკივილისგან სუნთქვა მეკვრის. მადლო-
ბა ღმერთს, მარცხენა იდაყვით დავეცი, ეს რომ მარჯვენა ყოფილიყო,
დავიღუპებოდი.
ზურგჩანთაში გასაღებების ასხმას ვპოულობ. წინ ნელა მივიწევ,
ვცდილობ, არ ვიხმაურო. გასაღებებს ისე ვიჭერ, როგორც ტეკმა მასწავ-
ლა. ეს დიდი ვერაფერი იარაღია, მაგრამ სულ არაფერს მაინც სჯობია.
კიბეზე თვალებგაფართოებული ვეშვები. წყვდიადიდან ვინც უნდა გად-
მომიხტეს, მე მზად ვარ.
არაფერია. მხოლოდ სიჩუმე. კიბის ბოლოში ჭუჭყიანი შუშის ჯიხუ-
რია, ზედ თითების ანაბეჭდები ეტ ყობა, მის უკან კი ათობით დაჟანგული
ტურნიკეტი ჩანს, რომლებიც გაჩერებულ, მინიატიურულ ქარის წისქვი-
ლებს მახსენებს. ერთ ტურნიკეტს ვახტები და მეორე მხარეს გადავდი-
ვარ. ჩემ წინ გვირაბი იყოფა და რამდენიმე მიმართულებით წყვდიადში
იკარგება. ყველა სხვადასხვა ნიშნით, ასოთი თუ რიცხვით არის აღნიშ-
ნული. ჯულიენი ერთ-ერთ მათგან ში უნდა შესულიყო. ყველგან უკუნი
სიბნელეა. ფარნის შუ ქი აქამდე ვერ აღწევს. უკან გაბრუნებას ვფიქრობ,
მაგრამ ასე თავს გავცემ.
ერთ ადგილზე ვჩერდები და კვლავ ვაყურადებ. თავიდან ჩამიჩუმი
არ ისმის, მერე, მგონი, მარცხნივ, ყრუ ფეხის ხმა მესმის. გეზს ხმის მი-
მართულებით ვიღებ და ბაკუნი წყდება. ალბათ, მომეჩვენა. იმედგაც-
რუებული ვყოყმანობ. არ ვიცი, რა ვქნა. დავალება ვერ შევასრულე. ჩე-
მი პირველი ოფიციალური მისია ჩავაფლავე. „ფასკუნჯების“ მოულოდ-
ნელი თავდასხმისას ჯულიენის დაკარგვის გამო რეივენი და ტეკი ვერ
მისაყვედურებენ. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ასეთი ქაოსი ატ ყდებო-
და. ამას წინასწარ ვერავინ წარმოიდგენდა.
ბოლოს ვფიქრობ, რომ რამდენიმე საათი აქ მოცდა აჯობებს. ყოველ
შემთხვევაში, მანამდე, სანამ პოლიცია წესრიგს აღადგენს. ეჭვი არ მე-
პარება, რომ ამას მალე მოახერხებენ. თუ საჭირო იქნება, ღამეს აქ გავა-
თენებ. ხვალ კი ბრუკლინ ში დავბრუნდები და რეივენსა და ტეკს ყველა-
ფერს ვეტ ყვი.
მოულოდნელად, ჩემ მარცხნივ, ლანდს ვხედავ. უკან მუშტებმომარ-
ჯვებული ვტრიალდები და მუშტს მთელი ძალით ვიქნევ, თუმცა, სულ
ტყუილად - წინ, ზუსტად ფეხსაცმლის ცხვირთან, ვეება ვირთხამ გადა-
მირბინა. ღრმად ვსუნთქავ. ვირთხა ერთ-ერთ გვირაბში შევარდა, ნაგავ-
ში გრძელი კუდის თრევით. ვირთხები ყოველთვის მძულდა.
სწორედ ამ დროს გარკვევით მესმის ორი ყრუ დარტყმის ხმა და ხმა-
დაბალი კვნესა.
- გთხოვთ,… - კვნესის ვიღაც.
ჯულიენის ხმაა.
ტან ში ჟრუანტელი მივლის და შიშისგან ვქვავდები. ხმა გვირაბიდან
ისმის.
კედელს ვეკვრი და წინ ფეხაკრეფით, ქურდულად მივიწევ. თითებით
ვგრძნობ ალაგ-ალაგ ხავსმოდებული კაფელის პრიალა ზედაპირს. თავი-
სუფლად სუნთქვასაც ვერ ვბედავ. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ვჩერდები
და კვლავ ვაყურადებ. იმედი მაქვს, ხმას კვლავ გავიგონებ, რომ ჯუ-
ლიენი ისევ იტ ყვის რამეს. წვეთების უწყვეტი წკაპაწკუპი ისევ მესმის.
ალბათ, სადღაც წყალი მილიდან ჟონავს.
მერე კი ვხედავ.
ჭერში, ცხაურზე, ყელზე მჭიდროდ შემოხვეული ქამრით კაცი კიდია.
კისერი გასივებული აქვს. მის თავზე გამავალი ლითონის მილიდან წყა-
ლი იღვრება და გვირაბის ქვის იატაკზე წვეთებად ეცემა. წკაპ-წკუპ-
წკაპ-წკუპ.
წყვდიადში კაცის სახეს ვერ ვხედავ. ზემოდან ჩამოსულ მკრთალ,
ნაცრისფერ შუქზე მის აღნაგობას ვარჩევ და ვხვდები, რომ ის ჯუ-
ლიენის ერთ-ერთი მცველი უნდა იყოს. მის ფეხქვეშ მეორე მცველი
წევს, მოკუნტული. ზურგში გრძელტარიანი დანა აქვს გაყრილი.
უკან ვიხევ. უხმაუროდ მოძრაობა მავიწყდება. უეცრად კვლავ ჯუ-
ლიენის სუსტი ხმა მესმის.
- გთხოვთ...…
თავზარდაცემული ვშეშდები. ვერ ვხვდები, მისი ხმა საიდან მესმის.
აქედან გაღწევის გარდა, ვერაფერზე ვფიქრობ. როგორმე უნდა გავაღ-
წიო. გავაღწიო. გავაღწიო. მირჩევნია, „ფასკუნჯებს“ გარეთ დავუპირის-
პირდე, ვიდრე აქ ვირთხასავით ხაფანგში მოვექცე. არა, მე მიწის ქვეშ
არ მოვ კვდები!
უკუნ სიბნელეში ბრმასავით წინ ხელებგაშვერილი მივრბივარ.
მოულოდნელად კედელს ვეჯახები და გვირაბში შევრბივარ. შიში ორი-
ენტაციას მაკარგვინებს.
წკაპ. წკაპ. წკაპ.
გთხოვთ. გთხოვთ. აქედან გამიყვანეთ. სადაცაა, გული გამისკდება.
ვეღარ ვსუნთქავ.
უეცრად ორი მუ ქი სილუეტი ერთდროულად მაღლა იწევა, ასე მგო-
ნია, ფრინველებმა ფრთები გაშალეს და მათში ჩემს მოქცევას ცდილო-
ბენ.
- სად გეჩქარება? - მეკითხება ერთ-ერთი. მერე მაჯაში ხელს მკიდებს
და გასაღებების ასხმას ხელიდან მაგ დებინებს. ისევ ვგრძნობ ძლიერ
ტკივილს.
და თვალთ მიბნელდება.
მაშინ

მიაკო ერთ-ერთი სკაუტთაგანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ახლა


პალატაშია.
- ხვალ კარგად იქნება, - მეუბნება რეივენი, - აი, ნახავ. მიაკო ქვასა-
ვით მტკიცეა.
მეორე დღეს მიაკო ისე ახველებს, ქვის კედლებშიც კი აღწევს და
თავშესაფრის ყველა ოთახში გვესმის. სუნთქვადამძიმებულს თითქოს
ფილტვები წყლით ჰქონდეს სავსე. ოფლით საბნებს ასველებს და ყვი-
რის, მცივა, ვიყინებიო.
თან ხველებისას სისხლს ანთხევს. როცა მისი მოვლის ჯერი მე მი-
წევს, ვცდილობ, პირის კუთხეებთან მიმხმარი სისხლი სველი ტილოთი
მოვწმინდო, მაგრამ არ მანებებს. ციებ-ცხელებისგან ბოდვა დაეწყო;
ლანდები და სილუეტები ეჩვენება და ხან აფურთხებს მათ, ხანაც - აგი-
ნებს.
მიაკო ფეხზე ვეღარ დგება, ჩემი და რეივენის დახმარებითაც კი.
ტკივილისგან ყვირის, ისევ საწოლში ვარდება და იქვე შარდავს. თეთრე-
ულს ვუცვლით. ჩემი აზრით, ჯობს, დავწვათ, მაგრამ რეივენი ჯიუტობს
- ასეთი ფუფუნების უფლება არ გვაქვსო. იმ ღამეს ჭუჭყიან ზეწრებს
ცხელწყლიან ნიჟარაში გაცოფებული რეცხავდა. ნიჟარის ზემოთ ორ-
თქლის თეთრი ღრუბელი იდგა. რეივენს ხელები იდაყვებამდე დაწით-
ლებული ჰქონდა და მის შემხედვარეს უმი ხორცის ფერი გამახსენდა.
ერთ ღამეს უეცრად მეღვიძება. თავშესაფარში სრული მდუმარება
გამეფებულა. მეჩვენება, თითქოს ცივ და მღვრიე გუბეში ვიდგე. ჯერ
კარგად გამოფხიზლებულიც არ ვარ და ვფიქრობ, ალბათ, მიაკო გამო-
ჯანმრთელდა და ხვალ სამზარეულოში დავინახავ, ცეცხლის შესაკეთებ-
ლად ჩაცუც ქულს. საერთო დავალებებს კვლავ ერთად შევასრულებთ.
მიაკო ხაფანგებს თავის გრძელი და კოხტა თითებით დაწ ნავს და როცა
გამომიჭერს, რომ ამ დროს ვუთვალთვალებ, კეთილად გამიღიმებს.
მაგრამ ახლა ირგვლივ უჩვეულო სიჩუმეა. საწოლიდან ძრწოლით
ვდგები. იატაკი ყინულივით ცივია.
რეივენი მიაკოს საწოლის გვერდით, იატაკზე ზის და გაშტერებული
სადღაც იყურება. თმა გაშლილი აქვს. კედლებზე ლანდებს ვხედავ. სან-
თლის შუქზე რეივენს თვალები შავ ღრმულებს მიუგავს.
მიაკოს თვალები დახუ ჭული აქვს. გარდაიცვალა.
მოულოდნელად ისტერიკული სიცილის მოძალებას ვგრძნობ. თავი
რომ შევიკავო, ვამბობ:
- ის...…
- ჰო, - მპასუხობს მშრალად რეივენი.
- როდის?
- ზუსტად არ ვიცი. ცოტა ხნით ჩამეძინა, - თვალებს ცალი ხელით
იფშვნეტს, - რომ გავიღვიძე, აღარ სუნთქავდა.
ჯერ მახურებს, მერე - მაცივებს. რა ვთქვა, არ ვიცი, ამიტომ ერ-
თხანს მდუმარედ ვდგავარ და ვცდილობ, მიაკოს ცხედარს თვალი ავა-
რიდო. ახლა ქანდაკებას ჰგავს. იმ ადამიანის ლანდად იქცა, ოდესღაც
რომ იყო. ავადმყოფობამ ძვალზე გადაკრულ ტყავად აქცია. მისი ხელე-
ბი მახსენდება. რამდენიმე დღის წინ არ იყო, სარას ღიღინს მაგიდაზე
ხელებს რომ აყოლებდა? თანაც როგორ ვირტუოზულად! კოლიბრის
ფრთებივით სწრაფი ხელები ჰქონდა, მათში სიცოცხლე ჩქეფდა.
ყელში რაღაც მეჩხირება.
- ძალიან ვწუხვარ.
ერთხანს რეივენი არაფერს ამბობს, მერე კი:
- წყლით სავსე ვედროების თრევა არ უნდა დამეძალებინა. არადა,
მითხრა, კარგად ვერ ვარო. დასვენების საშუალება უნდა მიმეცა.
- თავს ნუ იდანაშაულებ, - ვეუბნები სწრაფად.
- რატომ? - მეკითხება და ჩემკენ ტრიალდება. ღმერთო, რა ახალგაზ-
რდაა - გამომ წვევი და ჯიუტი! მის შემხედვარეს ჩემი დეიდაშვილის
შვილი, ჯენი მახსენდება. ისიც სწორედ ასე უც ქერდა დეიდა კეროლს,
როცა ის ეუბნებოდა, გაკვეთილების სწავლის დროაო. საკუთარ თავს
ვახსენებ, რომ რეივენი ოცდაერთი წლისაა, ჩემზე რამდენიმე წლით უფ-
როსი. ტევრი ნაადრევად გაბერებს.
„ნეტავ, მე რამდენ ხანს გავძლებ?“
- იმიტომ, რომ შენი ბრალი არ არის, - მის თვალებს ვერ ვხედავ და
ვნერვიულობ, - შენ თავი… დამნაშავედ არ უნდა იგრძნო.
რეივენი ფეხზე დგება და ცალ ხელში სანთელს იღებს.
- ლინა, ახლა ღობის მეორე მხარეს ვართ, - მპასუხობს დაღლილი
ხმით და გვერდს მივლის, - ნუთუ ვერ ხვდები? შენ ვერ მასწავლი, რას
უნდა ვგრძნობდე და რას - არა.
***

მეორე დღეს მოთოვა. საუზმისას სარა შვრიის ფაფას ჭამს და თან


ქვითინებს. ის და მიაკო მეგობრობდნენ.
სკაუტები - ტეკი, ჰანტერი, როუჩი, ბაკი, ლუ და სქუირელი, თავშე-
საფრიდან ხუთი დღის წინ წავიდნენ. პროდუქტების დასამარხად ჩვენი
ერთადერთი ნიჩაბი მათ წაიღეს, ჩვენ კი საფლავის გასათხრელად ლი-
თონის და ხის ნაჭრები მოვაგროვეთ.
საბედნიეროდ, თოვლი სქლად არ დევს; შუადღის პირს დაახლოებით
ორ-სამ სანტიმეტრს აღწევს. ძალიან ცივა. მიწა გაყინულია. ნახევარ-
საათიანი მუშაობის მერე პატარა ორმო ძლივს ამოვთხარეთ. რეივენი
და ბრემი ოფლში ცურავენ. სარა, ბლუ და კიდევ რამდენიმე ჩვენიანი
ორიოდე ნაბიჯის მოშორებით დგანან და სიცივისგან კანკალებენ.
- არაფერი გამოდის, - ამბობს აქოშინებული რეივენი, გაღუნულ ლი-
თონის ნაჭერს, რომლითაც მიწას თხრიდა, ძირს აგ დებს და ფეხს ჰკრავს.
მერე, ტრიალდება და თავშესაფრის ჩასასვლელს უახლოვდება, - უნდა
დავწვათ.
- დავწვათ? ეს როგორ შეიძლება. ეს ხომ…... - ვამბობ აღშფოთებული
და ენაზე კბილის დაჭერას ვერ ვასწრებ. რეივენი ჩემკენ ტრიალდება.
თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის.
- ხო-ო? მაშ, რა გინდა? ჰა? პალატაში დავ ტოვოთ?
ჩვეულებრივ, როცა რეივენი ხმას უწევს, მე ყოველთვის თვალებს
ვხრი და უხმოდ ვემორჩილები, მაგრამ ამჯერად თვალს ვუსწორებ.
- ის დაკრძალვის ღირსია, - ვპასუხობ და ვნატრობ, ხმა არ ამიკან-
კალდეს.
რეივენი ჩვენ შორის მანძილს ორი დიდი ნაბიჯით ფარავს.
- ეგ ენერგიის ფუ ჭად ხარჯვაა, - მპასუხობს სისინით. და ვხვდები,
როგორი სასოწარკვეთილი და გაბრაზებულია. მახსენდება, ტეკს რომ
უთხრა, ყველა უნდა გადარჩესო, - ახლა კი თავს ამის უფლებას ვერ
მივცემთ.
მერე ზურგს მაქცევს და ყველას გასაგონად, ხმამაღლა აცხადებს:
- უნდა დავწვათ.
მიაკოს ცხედარს რეივენის გარეცხილ, სუფთა ზეწრებში ვახვევთ. შე-
იძლება, მთელი ამ ხნის განმავლობაში რეივენმა იცოდა, რატომ იყო სა-
ჭირო მათი გარეცხვა. ამის გაფიქრებაც კი გულს მირევს.
- ლინა, მოკიდე ფეხებში ხელი! - მეუბნება მკაცრად.
ვემორჩილები. ცხედარი ძალიან მძიმეა. მიაკო ტყვიასავით დამძიმე-
ბულა. რეივენზე ისე ვარ გაცოფებული, ლამის ფურთხება დავიწყო. აი,
სადამდე დავეცით. აი, რად ვიქეცით ტევრში: დამ შეულები ნელ-ნელა
ვიხოცებით, მეგობრებს ძველ, გაცრეცილ ზეწრებში ვახვევთ და ღია ცის
ქვეშ ვწვავთ. ვიცი, რომ ეს რეივენის ბრალი არ არის. ეს მავთულ-
ხლართს მიღმა მცხოვრებთა ბრალია, ზომბების, ჩემი ძველი საზოგა-
დოების. ვერ ვმშვიდდები. სიბრაზე ყელს მწვავს.
თავშესაფრიდან ორას მეტრში პატარა ღარტაფია, ერთ დროს იქ ნა-
კადული ჩაედინებოდა. ცხედარს იქ ვასვენებთ. რეივენი მიაკოს ცოტა
(ბევრი არც გვაქვს) საწვავს ასხამს. თოვამ იმატა. თავდაპირველად სხე-
ულს ცეცხლი არ ეკიდება. ბლუ ხმამაღლა იწყებს ტირილს. ბებია ხელს
ჰკიდებს და ცეცხლს სწრაფად აშორებს.
- მშვიდად, ბლუ. ახლა ტირილი არ ივარგებს, ისედაც ყველას გვი-
ჭირს.
ბლუ სახეს ბებიის დიდ, ველვეტის ქურთუკში რგავს. ახლა მხოლოდ
მისი მოგუდული ქვითინი გვესმის. მდუმარე და სახეგაფითრებული სარა
ერთიანად ცახცახებს.
რეივენი ცხედარს უფრო მეტ საწვავს ასხამს და ბოლოს და ბოლოს,
მიაკოს ნეშტს ცეცხლი ეკიდება. ჰაერში დამ წვარი თმის სუნი და მახ-
რჩობელა კვამლი იჭრება. საზარელი ტკაცუნი ისმის და წარმოვიდგენ,
როგორ სცილდება ხორცი ძვლებს. რეივენი სახოტბო სიტ ყვას ვერ ამ-
თავრებს, ხველა უტ ყდება. ვტრიალდები და ამ საშინელებას ზურგს ვაქ-
ცევ. თვალები მეწვის. არ ვიცი, კვამლისგან თუ სიბრაზისგან.
მოულოდნელად მიწის გათხრისა და ცოცხლად დამარხვის გიჟური
სურვილი მიპყრობს. ინსტინქტურად თავშესაფრისკენ მივდივარ. ჩემი
ძველი ბამბის შორტი და დაგ ლეჯილი მაისური უნდა ვიპოვო, პორ-
ტლენდიდან გამოქცევის ღამეს რომ მეცვა. ახლა მაისურს თეფშების
საწმენდ ტილოდ ვიყენებთ. წარსულიდან მხოლოდ ესენიღა დამრჩა. ჩე-
მი ძველი ცხოვრების ნარჩენები.
ყველანი სამზარეულოში არიან. ბრემი ცეცხლს უკეთებს და ნაკვერ-
ჩხლის გაღვივებას ცდილობს. რეივენი ქვაბში წყალს აცხელებს. ალბათ,
ყავისთვის. სარა დასველებულ და კუთხეებგაცვეთილ კარტს ჩეხავს.
ხმას არავინ იღებს.
- გაუმარჯოს, ლინა! - მესალმება სარა, გვერდით რომ ვუვლი. ჩემი
ძველი მაისური და შორტი ქურთუკის შიგნით დავმალე. ხელები მუ-
ცელზე მაქვს შემოხვეული. არ მინდა, ვინმემ გაიგოს, რას ვაპირებ. გან-
საკუთრებით კი - რეივენმა. - გინდა, „სპიტი“(სპიტი (ინგლ. Spit) - კარ-
ტის თამაშის სახეობა. თამაშის მთავარი აზრი ის არის, რომ მოთამაშემ
თავისი კარტი, რაც შეიძლება, სწრაფად მოიშოროს.) ვითამაშოთ?
- არა, - ვპასუხობ ღმუილით. ტევრმა მეც გამაბოროტა. გამაბოროტა
და გამაუხეშა.
- მაშინ, სხვა რამე, - მეუბნება, - მაგალითად…...
- არა-მეთქი! - ვახლი და კიბეზე ავრბივარ. არ მინდა, ჩემი უხეში
სიტ ყვებით გულდაწყვეტილს თვალებში ჩავხედო.
გარეთ სითეთრე და სიცივეა. ყინვა ხელ-ფეხს მართმევს. დაბნეული
ვდგავარ და თვალებს ვახამხამებ. წარმოვიდგენ, რომ თოვლთან ერთად
სახეში მიაკოს ფერფლი მეყრება. მეჩვენება, რომ ძილში მთლად დაგ-
ვფარავს, თავშესაფარში გამოგ ვამ წყვდევს და მიწის ქვეშ ამოგ ვახ-
რჩობს.
თავშესაფრის პირას ღვიის ბუჩქნარია. ის არის ჩემი სირბილის
სტარტი და ფინიში. ბუჩქის ძირში თოვლი დევს, თხლად. ქურთუკის სა-
ხელოთი აქეთ-იქით ვყრი და მიწის თხრას ვიწყებ.
ფრჩხილებით ვთხრი. ჩემ ში სიბრაზე და მწუხარება ისევ ბობოქ-
რობს, თვალზე ცრემლი მადგება და მხედველობა მებინდება. ხელებში
ვეღარც სიცივეს ვგრძნობ და ვეღარც ტკივილს. ტალახი და სისხლი
ფრჩხილებზე მეკრობა, მაგრამ არაფრად ვაგ დებ. აქ, ღვიის ბუჩქის ქვეშ,
თოვლში, ჩემი ძველი ცხოვრების უკანასკნელ ნაგ ლეჯებს ვმარხავ.
***

მიაკოს დაწვის შემდეგ, ორი დღეა, თოვს. გაღიზიანებული რეივენი


ყოველდღე ცას უყურებს და ილანძღება. წასვლის დროა. ლუ და
სქუირელი - პირველი ორი სკაუტი - უკვე დაბრუნდნენ. თითქმის ყვე-
ლაფერი ჩავალაგეთ, თუმცა, მდინარიდან პროდუქტებს ისევ ვიღებთ.
ვცდილობთ, ცხოველები ან ხაფანგით დავიჭიროთ, ან მოვინადიროთ,
მაგრამ თოვლის გამო გვიჭირს. ნადირი თავს მიწის ქვეშ აფარებს.
როგორც კი დანარჩენი სკაუტები დაბრუნდებიან, გავემგზავრებით.
ისინი ყოველ წუთს შეიძლება გამოჩნდნენ. ასე ვამ შვიდებთ გაღიზიანე-
ბულ რეივენს. ზანტად, თუმცა, განუწყვეტლივ თოვს. სამყარო სულ გა-
დათეთრდა.
შეტ ყობინებების შესამოწმებლად დღეში ორჯერ მივდივარ. ყინუ-
ლის გარსში მოქცეულ ხეებზე ცოცვა ძნელია. თავშესაფარში რომ
ვბრუნდები, გაყინულ ხელებს კარგა ხანს ვერ ვამოძრავებ. რამდენიმე
კვირაა, პროდუქტი მუდმივად მოგ ვდის. ხანდახან მათ წყლიდან გამო-
სატანად მდინარის სათავისკენ ასვლაც გვიხდება, იქ, სადაც წყალი
თავთხელია და იოლად იყინება, ყუთებს ყინულს ცოცხის ტარებით ვამ-
ტვრევთ და ისე ვაცლით. როუჩი და ბაკი თავშესაფარში არაქათგამოც-
ლილები, თუმცა, გამარჯვებულები ბრუნდებიან. ახლა ყველა ჰანტერსა
და ტეკს ველოდებით.
ერთ დღეს ყვითელი შეტ ყობინება მხვდება. რეივენს განზე გავ ყავარ.
- ვღელავ, - მეუბნება, - როგორც ჩანს, საქმე ცუდადაა.
- შეიძლება, საზღვრის პატრულირება აღადგინეს, - ვპასუხობ, - ან
მავთულხლართში ისევ ძაბვა გაუშვეს.
რეივენი ტუჩს იკვნეტს და არაო, თავს აქნევს.
- რაც უნდა იყოს, სერიოზული ამბავი ჩანს. ყველამ იცის, რომ ახლა
გადასახლების დროა. პროდუქტების მომარაგება ჩვენთვის ძალზე
მნიშვნელოვანია.
- დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია, - ვამ შვიდებ, - ხვალ, ალბათ,
ყველაფერს გამოგ ვიგზავნიან.
რეივენი კვლავ თავს აქნევს.
- ვეღარ დაველოდებით, - მეუბნება. ხმაზე დაძაბულობა ეტ ყობა. ვი-
ცი, რომ მხოლოდ პროდუქტები არ ადარდებს. ის ჰანტერსა და ტეკზე
ფიქრობს. მეორე დღეს ცა მოკრიალებული გვხვდება, მზე კაშკაშებს,
ჰაერიც უცნაურად თბება. ხეებს თოვლის თეთრი ქურქები სძვრება. გამ-
დნარი თოვლი ნაკადულებად მიედინება. თოვლმა ტევრში მდუმარება
მოიტანა, ახლა კი ტყე კვლავ გამოცოცხლდა. ჩიტების ჭიკ ჭიკი და გა-
ლობა ისმის. თითქოს ტევრს ალიკაპი მოხსნეს.
ყველა კარგ ხასიათზე ვართ. ყველა, რეივენის გარდა, რომელიც ისევ
ცას აკვირდება და დუდუნებს:
- ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
თოვლჭყაპში ბუდეებისკენ მივაბიჯებ. ქურთუკი გავიხადე და წელზე
შემოვიხვიე. გული მიგრძნობს, დღეს ბუდეები მწვანე იქნება და პრო-
დუქტიც მოვა. სკაუტები დაბრუნდებიან და მერე ყველა ერთად სამხრე-
თისკენ ავიღებთ გეზს. შუ ქი თვალს მჭრის. მზის სხივები ხის ტოტებსა
და თოვლზე ისე ბრჭყვიალებს, თვალები მიჭრელდება და ხან წითელ
ლაქებს ვხედავ, ხან - მწვანეს.
ბუდეებს რომ ვუახლოვდები, ქურთუკს ვიხსნი და ქვედა ტოტზე ვკი-
დებ. ხეზე ცოცვა კარგად ავითვისე. იოლად გამომდის. უეცრად ბედ-
ნიერების შეგრძნება მიპყრობს, ასეთი რამ, დიდი ხანია, არ განმიცდია.
შორიდან ყრუ ხმა მესმის. ხმადაბალი ზუზუნი ზაფხულში ჭრიჭინების
ჭრიჭინს მაგონებს.
ჩვენ წინ მთელი სამყაროა, უკიდეგანო სივრცე, იქ არც საზღვრებია
და არც - წესები. ჩვენ უსაფრთხოდ ვიმოგზაურებთ და კარგად ვიქნე-
ბით.
თითქმის ბუდეებთან ვარ. ტოტზე ფეხს ვიკიდებ, მყარად ვდგები და
ზედა ტოტზე ასაცოცებლად მთელი სხეულით მაღლა ვიწევ.
სწორედ ამ დროს გვერდით ლანდს ვხედავ. ისე სწრაფად და
მოულოდნელად ჩნდება, შემკრთალი, ლამის ძირს ვვარდები. წამით ში-
ში მიპყრობს - რომ ჩამოვვარდე? ზურგში ცივი ჰაერი მცემს. თავბრუ
მესხმის, მაგრამ ხეზე თავის შემაგრებას მაინც ვახერხებ. გული გამალე-
ბით მიცემს. ჩამოვარდნის ისევ მეშინია.
ჩიტს დავუფრთხივარ. ჩიტს, რომელიც რაღაც ბლანტ სითხეს ებ-
რძვის. ბუდეში ფართხალებს და საღებავის წვეთებს აქეთ-იქით ისვრის.
წითელი. წითელი. წითელი.
ათობით ჩიტი ჩანს. მათი შავი ბუმბული სქელი, მეწამული ფერის
საღებავით არის მოსვრილი. კლანჭების კვალს ყველა ტოტზე ვხედავ.
წითელი ნიშნავს „გაიქეცი“.
ხიდან ძირს გიჟივით ვეშვები. შიშისგან თავზარდაცემული ძლივს
ვმოძრაობ. წითელი ნიშნავს, „გაიქეცი.“ ხიდან მიწამდე ლამის ერთი
მეტრია, მაგრამ ამას არაფრად ვაგ დებ და აცახცახებული თოვლზე
ვხტები. ჯინსის შარვალსა და სვიტერში სიცივე ატანს. ქურთუკს ხელს
ვავლებ და გავრბივარ. ზუსტად ისე, როგორც ჰანტერმა მასწავლა. მივ-
რბივარ თვალისმომჭრელ, ლხობაშეპარულ თოვლში და ნელ-ნელა გვი-
რაბის მხედველობა მეძალება. ყოველი ნაბიჯი ძალიან მტკივნეულია.
ასე მგონია, კოშმარს ვხედავ, როცა გაქცევას ცდილობ, მაგრამ ადგილი-
დან ვერ იძვრი.
გუგუნი უფრო ხმამაღლა ისმის - არა, რა თქმა უნდა, ჭრიჭინები არ
არიან. ეს უფრო კრაზანების ბზუილს ჰგავს.
ძრავების ხმა.
ფილტვები მეწვის და გულმკერდში ძლიერ ტკივილს ვგრძნობ.
თვალზე ცრემლმომდგარი თავშესაფრისკენ მივ ქრი. კივილი მინდა. მინ-
და, ფრთები გამომესხას და გავფრინდე. „იქნებ, შეცდომა იყო. იქნებ,
ცუდი არაფერი მოხდეს,“ - კრთება გონებაში.
და სწორედ ამ დროს გუგუნი ღრიალად იქცევა. ხეების თავზე პირ-
ველ თვითმფრინავს ვხედავ, რომელიც ცაზე კივილით მიფრინავს.
არა. ეს თვითმფრინავის კი არა, ჩემი კივილია.
მივრბივარ და ვკივი. ვკივი, როცა მიწას პირველი ბომბი ასკდება.
ვკივი, როცა ჩემ ირგვლივ ტევრი ცეცხლში ეხვევა.
ახლა

თვალებს ვახელ თუ არა, გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობ. ჩემ გარშე-


მო ყველაფერი ტრიალებს. შიშისაგან თავზარი მეცემა. „სად ვარ? რა
მოხდა?“ - ვფიქრობ. მერე სამყარო თანდათან ჩერდება და ყველაფერი
თავის ადგილზე დგება. უფანჯრებო, ქვისკედლებიან ოთახში, ვიწრო
საწოლზე ვწევარ. ნეტავ, თავშესაფრამდე მივაღწიე და ახლა პალატაში
ვარ?
არა. ეს ოთახი უფრო პატარაა. აქ არც ნიჟარებია. კუთხეში მხოლოდ
ერთი ვედრო დგას. ლეიბი კი, რომელზეც ვწევარ, თხელი, დალაქავებუ-
ლი და უზეწროა.
თანდათან ყველაფერი მახსენდება: მიტინგი ნიუ-იორკში; მეტროს
ჩასასვლელი; მცველების საშინელი სიკვდილი. და ყურში ჩახლეჩილი
ხმით ნათქვამი: „სად გეჩქარება?“
წამოჯდომას ვცდილობ, მაგრამ მაშინვე უკან ვვარდები. თვალების
აუტანელ ტკივილს ვგრძნობ. თითქოს დანა მერჭობა.
- წყალი გიშველის.
ამჯერად წამოჯდომას ვახერხებ და ტკივილის მიუხედავად, უკან
ვბრუნდები. ჩემ ზურგს უკან, ვიწრო რკინის საწოლზე ჯულიენ ფაინმენი
ზის, თავი კედელზე მიუდვია და თვალებმოჭუტული მიყურებს.
- ცოტა ადრე მოიტანეს, - მეუბნება. სახეზე, წარბიდან ქვედა ყბამ-
დე, ღრმა ჭრილობა ეტ ყობა. სისხლი უკვე შემხმარა. შუბლზე სისხლჩაქ-
ცევას ვამჩნევ, ზუსტად იქ, სადაც თმა შუაზე ეყოფა. მაღალჭერიან
ოთახს პატარა ელექტრონათურა ანათებს და მის თეთრ შუქ ზე ჯუ-
ლიენის თმა ღია ჩალისფერი ჩანს.
მზერა მის უკან კარზე გადამაქვს. ჯულიენი უარის ნიშნად თავს აქ-
ნევს.
- გარედან არის დაკეტილი.
გასაგებია. ჩვენ ტყვეები ვართ.
- ვინ არიან? - ვეკითხები, თუმცა, მშვენივრად ვიცი, ვინც არიან. აქ
„ფასკუნჯებმა“ მოგ ვიყვანეს. ისევ გვირაბში ნანახი საშინელი სურათები
მიდგება თვალწინ: ერთი მცველი - ზურგში დანაგაყრილი, მეორე - ქა-
მარზე ჩამომხრჩვალი.… ამას „ფასკუნჯების“ გარდა არავინ ჩაიდენდა.
ჯულიენი თავს აქნევს, არ ვიციო. ვხედავ, რომ კისერიც ჩალურჯე-
ბული აქვს. როგორც ჩანს, მისი დახრჩობა სცადეს. პიჯაკი აღარ აცვია,
პერანგი კი შემოგ ლეჯილი აქვს. ცხვირის ნესტოების გარშემოც სისხლი
შეხმობია. შხეფები პერანგზეც ეტ ყობა. ჯულიენი მშვიდად ზის. ხელი,
რომელშიც ჭიქა უჭირავს, არ უკანკალებს.
თუმცა, მის მოელვარე, მუქცისფერ თვალებში მღელვარებას, მოუს-
ვენრობასა და შფოთს ვხედავ.
ხელს ვუწვდი, რომ ჭიქა გამოვართვა. ჯულიენი ჭიქას ოდნავ უკან
სწევს.
- გიცანი, - მეუბნება, - შეხვედრიდან, - თვალებში რაღაც ნაპერწკა-
ლი უელავს, - ხელთათმანი დაკარგე.
- ჰო, - ვპასუხობ და ჭიქას ვართმევ.
წყალს ხავსის გემო აქვს, მაგრამ მაინც მსიამოვნებს. ორი ყლუპის
მერე ვხვდები, რომ ასეთი მოწყურებული არასდროს ვყოფილვარ. ერთი
ჭიქა წყალი წყურვილს ვერ მომიკლავს. ჭიქას თითქმის ვცლი და უეც-
რად ვხვდები, რომ შეიძლება ჯულიენსაც სწყურია. სინდისი მქენჯნის.
თითქმის გამოცლილ ჭიქას უკან ვუბრუნებ.
- შეგიძლია, სულ დალიო, - მეუბნება. ვემორჩილები. წყლის სმისას
მის მზერას ვგრძნობ. ჭიქას ვცლი და ჯულიენისკენ ვიხედები. ის ყურს
უკან, სამქიმიან იარაზე მაშტერდება და ვატ ყობ, რომ მის დანახვაზე
მშვიდდება.
გასაოცარია, მაგრამ ზურგჩანთა თან მაქვს. „ფასკუნჯებმა“ რატომ-
ღაც დამიტოვეს. ეს იმედს მიჩენს. შეიძლება, ისინი ბოროტები არიან,
მაგრამ ცხადია, ხალხის გატაცების გამოცდილება არ აქვთ. ჩანთიდან
გრანოლას ბატონს ვიღებ, მაგრამ ვყოყმანობ. ჯერ არ მშია. ვინ იცის, აქ,
ამ ვირთხის სოროში, რამდენ ხანს გამოგ ვამ წყვდევენ. ტევრმა მასწავლა,
რომ ჯობს, მანამდე მოითმინო, სანამ შეგიძლია, რადგან დადგება დრო,
როცა სასოწარკვეთილს თვითკონტროლი ძალიან გაგიჭირდება.
სხვა ნივთები - „უჯბს“-ის სქელყდიანი გამოცემა, ტეკის სულელური
ქოლგა, წყლის ცარიელი ბოთლი, რომელიც ავ ტობუსში, მანჰეტენზე
მგზავრობისას გამოვცალე და თვალის ტუში, ალბათ, რეივენის - ახლა
არ გამომადგება.
ვხვდები, რატომაც დამიტოვეს ზურგჩანთა. და მაინც, ამ ნივთებს
ჩემს საწოლზე ფრთხილად ვალაგებ. მერე ზურგჩანთას კარგად ვბერ-
ტყავ, თითქოს შიგნიდან დანა, კლიტის გამღები ან რამე ისეთი გამოვარ-
დებოდეს, რაც აქედან გაღწევაში დამეხმარება, მაგრამ შიგ ასეთი არა-
ფერია. არა, აქედან გაღწევის გზა უნდა ვიპოვო.
ფეხზე ვდგები, მარცხენა ხელს ვხრი და კართან მივდივარ. იდაყვი
აღარ მტკივა, მხოლოდ ყრუდ მიფეთქავს. ესე იგი, მოტეხილი არ მაქვს.
ესეც კარგი ნიშანია.
კარის გაღებას ვცდილობ, მაგრამ როგორც ჯულიენმა თქვა, დაკეტი-
ლია. რკინის კარის განგრევა შეუძლებელია. ქვემოთ პატარა კარს ვხე-
დავ, ალბათ, კატისთვის. ვიხრები, რომ კარგად შევათვალიერო. ანჯა-
მებს ვაკვირდები, ისინი ისეა დამაგრებული, კარი მხოლოდ გარედან
იღება.
- წყალი და საჭმელი სწორედ მაგ კარით შემოგ ვაწოდეს, - მიხსნის
ჯულიენი.
- საჭმელი? - ვეკითხები გაკვირვებული. - საჭმელი მოგ ვიტანეს?
- ცოტა პური და თხილი. ოღონდ სულ შევ ჭამე. არ ვიცოდი, რამდენ
ხანს იქნებოდი გათიშული, - მპასუხობს და თვალს მარიდებს.
- არა უშავს, - ფეხზე ვდგები და კედლებზე ბზარებსა და ნაპრალებს
ვეძებ. იქნებ, სადმე საიდუმლო კარი იყოს დატანებული.
აი, ჩემ ხელთ არსებული ფაქტები: საკვები, წყალი და მიწისქვეშა სა-
კანი. ერთი სიტ ყვით, მე და ჯულიენი მიწის ქვეშ ვართ გამომ წყვდეული.
მაღალ კედლებსა და ჭერს ობი მოსდებია. სწორედ ასეთი ობი ედებოდა
ტევრში ჩვენი თავშესაფრის კედლებს. მიწის ქვეშ ვართ ჩამარხულები.
თუმცა, მათ რომ ჩვენი დახოცვა სურდეთ, აქამდე დაგ ვხოცავდნენ.
უეჭველია.
მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. თუ „ფასკუნჯებმა“ აქამდე არ
დაგ ვხოცეს, ესე იგი, სიკვდილზე უარეს რაღაცას გვიპირებენ.
- რამე გახსოვს? - ვეკითხები ჯულიენს.
- რა?
- რამე გახსოვს-მეთქი, თავდასხმისას? ხმაური? სუნი? ან რა მოხდა?
ჯულიენს ვუყურებ, ის კი ისევ თვალს მარიდებს. რასაკვირველია, წლე-
ბია, ამაში წვრთნიან - სეგრეგაციასა და თავის არიდებაში. უსაფ-
რთხოების სამი წესი: დისტანცია, განმარტოება, გულგრილობა. ლამის
შევახსენო, რომ განკურნებულისთვის თვალებში ყურება უკანონობა არ
არის, მაგრამ ახლა, თანაც აქ, ამის თქმა სისულელედ მეჩვენება.
ალბათ, ჯულიენი ვერ აცნობიერებს, რა ხდება მის გარშემო და ამი-
ტომ არის ასე მშვიდად.
ოხრავს და თმაზე ხელს ისვამს.
- წესიერად არაფერი მახსოვს.
- სცადე, რამე გაიხსენო.
თავს ისე აქნევს, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობს, მერე ისევ
უკან იწევა და ჭერს უყურებს.
- როცა სნეულები მიტინგზე გამოჩნდნენ...…
ამ სიტ ყვის გაგონება უნებურად მაცბუნებს. ენას კბილს მაგრად ვა-
ჭერ, რომ არ შევუსწორო: სნეულები კი არა - „ფასკუნჯები“. ჩვენ ერ-
თმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით.
- განაგრძე, - არ ვეშვები. თან კედლებს ვამოწმებ. ბეტონს ხელით
ვსინჯავ. არ ვიცი, რისი პოვნის იმედი მაქვს. დღესავით ნათელია, რომ
ხაფანგში ვართ, მაგრამ ვატ ყობ, რომ ჯულიენს ჩემთან ასე საუბარი
უადვილდება.
- ბილიმ და ტონიმ - მამაჩემის პირადმა მცველებმა - მეტროში ჩა-
სასვლელისკენ წამათრიეს. ეს წინასწარ დავგეგმეთ, იმ შემთხვევისთვის,
თუ მიტინგზე რამე მოხდებოდა. შეთანხმებისამებრ, გვირაბებში უნდა
ჩავსულიყავით და იქ მამას დავლოდებოდით, - „მამას“ წარმოთქმისას
ჯულიენს თითქოს ყელში რაღაც ეჩხირება და ხველას იწყებს, - გვირა-
ბებში ბნელოდა. ტონი იმ ფარნების მოსატანად წავიდა, რომლებიც აქ
წინასწარ დატოვა. უეცრად ყვირილი და მტვრევის ხმა გავიგონეთ,
თითქოს ვიღაც თხილს ამტვრევდა.
ჯულიენი ნერწყვს გაჭირვებით ყლაპავს. თითქოს მეცოდება. მან ხომ
ცოტა ხან ში ამდენი რამ გადაიტანა.
მაგრამ მერე თავს ვახსენებ, რომ სწორედ ის და მამამისი არიან ამ-
ქვეყნად „ფასკუნჯების“ არსებობის მიზეზი. ადგ-მ და მისმა მსგავსმა
სხვა ორგანიზაციებმა სამყაროდან ყველა გრძნობა გააძევეს. ახლა კი
გეიზერს ხელებს აფარებენ და ცხელი შადრევანის შეკავებას ცდილობენ.
ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ წნევა მატულობს და ბოლოს და ბოლოს, ის
მაინც ამოიფრქვევს?
- ბილი ტონის სანახავად წავიდა, მე კი მითხრა, აქ დარჩიო. რასაკ-
ვირველია, დავემორჩილე. მარტო დარჩენილს მოულოდნელად უკნიდან
ვიღაც მომეპარა და ხელებით დახრჩობა დამიპირა. ვეღარ ვსუნთქავდი.
ვგრძნობდი, რომ თვალთ ნელ-ნელა მიბნელდებოდა. მერე ვიღაცის ნა-
ბიჯების ხმა გავიგონე, თუმცა, ვერ დავინახე. მან სახეში რაღაც ჩამარ-
ტყა, - ჯულიენი ცხვირსა და პერანგზე მანიშნებს, - გავითიშე და როცა
გონზე მოვედი, უკვე აქ ვიყავი, შენთან ერთად.
საკნის კედლების შემოწმებით არაფერი გამომდის. ისეთი გამ წარე-
ბული ვარ, ვერ ვჯდები და თავდახრილი წინ და უკან დავდივარ.
- მეტი არაფერი გახსოვს? ხმაური ან სუნი?
- არა.
- არავისთან გილაპარაკია? შენთვის რამე ხომ არ უთქვამთ?
- არა, - პასუხის გაცემამდე ყოვნდება. არ ვიცი, ცრუობს თუ სიმარ-
თლეს მეუბნება, მაგრამ არ ვეძიები. მოულოდნელად თავს გამოფიტუ-
ლად, გადაქანცულად ვგრძნობ. ძლიერი თავის ტკივილი მიბრუნდება.
თვალების წინ პატარ-პატარა ფეიერვერკებს ვხედავ. იატაკზე მძიმედ
ვეშვები და მუხლები მკერდთან მიმაქვს.
- რა ვქნათ? - მეკითხება ჯულიენი. მის ხმაში სასოწარკვეთა მესმის.
უეცრად, ვხვდები, რომ იგი ყველაფერს აცნობიერებს და მშვიდად სუ-
ლაც არ არის. პირიქით, შეშინებულია და ამ შიშს მთელი ძალით ებ-
რძვის.
თავს კედელს ვაყრდნობ და თვალებს ვხუ ჭავ.
- უნდა დაველოდოთ.
***

არ ვიცი, დღეა თუ ღამე. ნათურის თეთრი შუ ქი საკანს თანაბრად


ანათებს. საათები გადის. კიდევ კარგი, ჯულიენი ჩუმად ზის. თავისი სა-
წოლიდან ფეხს არ იცვლის. როცა არ ვუყურებ, ვგრძნობ, რომ მაკვირ-
დება. ალბათ, თანატოლ გოგოსთან ერთად პირველად არის მარტო, თა-
ნაც - ამდენი ხანი. მაკვირდება თმაზე, ფეხებსა და მკლავებზე. ისე მიყუ-
რებს, როგორც ზოოპარკში უცხო ჯიშის ცხოველს. უეცრად, მინდება,
ქურთუკი ჩავიცვა და მის მზერას დავემალო, მაგრამ ძალიან ცხელა და
ამას ვერ ვიზამ.
- პროცედურა როდის გაიარე? - მეკითხება.
- ნოემბერში, - ვპასუხობ დაუფიქრებლად.
გონებაში ერთი და იგივე კითხვები მეორდება. აქ რატომ მოგ ვიყვა-
ნეს? რატომ არ დაგ ვხოცეს? ჯულიენი რატომ არ მოკლეს? ვხვდები, მის
გამოსასყიდ თანხას მოითხოვენ, მაგრამ მე რაში ვჭირდები? მათთვის
ხომ კაპიკადაც არ უნდა ვღირდე! ეს კითხვები მოსვენებას მიკარგავს.
- გეტ კინა? - მეკითხება.
ჯულიენისკენ ვიხედები და მისი თვალების ფერი ისევ მაოცებს. ახ-
ლა ისინი კამკამა მდინარეს მახსენებს, რომელსაც მოიასამნისფრო--
მოცისფრო ელფერი დაჰკრავს.
- არც ისე, - ვცრუობ.
- საავადმყოფოებს ვერ ვიტან, - მეუბნება და განზე იხედება, - ლა-
ბორატორიები, მეცნიერები, ექიმები ჭირის დღესავით მძულს.
- წესით, მათ აქამდე უნდა მიჩვეოდი, - ვეუბნები ხანმოკლე პაუზის
შემდეგ. რა ვქნა, თავს ვერ ვიკავებ.
ტუჩის მარცხენა კუთხეს მაღლა სწევს. ოდნავ იღიმება და ცერად მი-
ყურებს.
- ვფიქრობ, არის რაღაცები, რასაც ვერასოდეს მიეჩვევი, - მპასუ-
ხობს. უეცრად, ალექსი მახსენდება და მუცელში სიმძიმე მაწვება.
- ჰო, ალბათ, - ვეთანხმები.
***

მოგ ვიანებით მდუმარება ირღვევა. აქამდე, ძალა რომ დამეზოგა, სა-


წოლზე ვიწე ქი. ახლა ვჯდები.
- რა ხდება? - მეკითხება ჯულიენი, მაგრამ მე ხელს ვწევ, გაჩუმდი--
მეთქი.
ნაბიჯების ხმა ახლოვდება. ანჯამები მოძრაობას იწყებს და უცებ პა-
ტარა ლითონის კარი ღრჭიალით იღება.
იმ წამსვე ძირს ვწვები, ვცდილობ, ჩვენს შემპყრობებს თვალი მოვ-
კრა, მაგრამ ამაოდ.
- ჯანდაბა! - იატაკზე ვჯდები და მხარს ვიზელ. თეფშზე ორი ნაჭერი
პური და რამდენიმე ცალი ჯერკის ნათალი დევს. ჰო, წყლით სავსე მა-
თარაც მოგ ვაწოდეს. ცუდი არ არის, თუ იმ კერძებს გავიხსენებ, ტევრში
რომ ვჭამდით.
- რამე დაინახე? - მეკითხება ჯულიენი.
არა-მეთქი, თავს ვაქნევ.
- ჩემი აზრით, ეგ მაინც ვერაფერში გამოგ ვადგებოდა, - წამით ორ-
ჭოფობს, მერე კი საწოლიდან დგება და ჩემ შორიახლოს იატაკზე ჯდება.
- ინფორმაცია ყოველთვის გამოსადეგია, - ვპასუხობ მკვახედ. ეს
რეივენისგან ვისწავლე. რასაკვირველია, ჯულიენი ამას ვერ გაიგებს.
ჯულიენის მსგავს ხალხს არაფრის ცოდნა არ სურს, არც ფიქრი უნდათ
და არც - რამის არჩევა; ეს მათი არსებობის მთავარი პრინციპია.
მათარას ორივე ერთდროულად ვწვდებით და ჩვენი თითები ერთმა-
ნეთს ეხება. ჯულიენი დამ წვარივით სწრაფად იწევა უკან.
- მიდი, - ვთავაზობ.
- არა, ჯერ შენ, - მეუბნება.
მათარას ვიღებ, წყალს ვსვამ და თან ჯულიენს თვალს არ ვაშორებ.
ის პურს ძიძგნის. ალბათ, ისეთი მშიერია, ცდილობს, საჭმელი, რაც შე-
იძლება, დიდხანს იმყოფინოს.
- პური შენი იყოს, - ვთავაზობ, თუმცა, ვერ ვხვდები, რატომ. ეს
ჭკვიანური საქციელი არ არის. აქედან გაღწევა თუ მინდა, ძალა არ უნ-
და გამომეცალოს.
ჯულიენი მაშტერდება. უცნაურია - ჩალისფერი თმისა და ცისფერი
თვალების მიუხედავად, შავი და ხშირი წამ წამები აქვს.
- დარწმუნებული ხარ?
- მიდი, - ვპასუხობ და კინაღამ ვამატებ: „სანამ გადავიფიქრე!“ თუმ-
ცა, ენას კბილს დროზე ვაჭერ.
პურის მეორე ნაჭერს ორივე ხელით იღებს და ხარბად ჭამს. მერე მა-
თარას ვაწვდი. მათარის მოყუდებამდე, ვხედავ, რომ ყოყმანობს.
- ნუ გეშინია, ჩემგან არ გადაგედება, - ვამ შვიდებ.
- რა? - ისე მეკითხება, თითქოს ხანგრძლივი მდუმარება დავურღვიე.
- დაავადება. ამორ დელირია ნერვოზა. ჩემგან ვერ დაინფიცირდები.
მე შენთვის საშიში არ ვარ, - ერთხელ ზუსტად ასე მითხრა ალექსმა. მო-
გონებებს თავიდან ვიშორებ, მათ გონების ყველაზე ბნელ კუნჭულში
ვმალავ, - თანაც, დაავადება საჭმლით და სასმლით არ გადადის. ეგ ზღა-
პარია.
- შეიძლება კოცნით გადაგედოს, - ამბობს ჯულიენი დუმილის შემ-
დეგ. ვგრძნობ ამ სიტ ყვის წარმოთქმაც უჭირს. ახლა მას ხშირად და მით
უფრო - ხმამაღლა არ ამბობენ.
- ეგ სხვა საქმეა.
- ასეა თუ ისეა, ეგ არ მადარდებს, - მეუბნება ფიცხად და ჩემთვის
ამის დასამტკიცებლად მათარიდან დიდ ყლუპს სვამს.
- მაშ, რა გადარდებს? - ვეკითხები და ჯერკის ნათალს ვიღებ, მერე
კედელს ზურგით ვეყრდნობი და მის ძიძგნას ვიწყებ.
ჯულიენი თვალს ვერ მისწორებს.
- უბრალოდ, მე დიდი დრო…...
- გოგოებთან ერთად არ გაგიტარებია? - ვამთავრებ.
ჯულიენი თავს აქნევს, არაო.
- არა, არავისთან. ჩემს ტოლს არავის ვიცნობ.
წამით ჩვენ ერთმანეთს თვალს ვუსწორებთ და უეცრად შიგნიდან
რაღაც ბიძგს ვგრძნობ. ჯულიენს თვალის ფერი შეეცვალა. ბროლივით
სუფთა წყალი მდინარეში იღვრება, თანდათან მუქდება და ბოლოს, ბო-
ბოქარი ოკეანის ფერი - მომწვანო-მოოქროსფრო-მოიასამნისფრო ხდე-
ბა.
ჯულიენი ხვდება, რომ ბევრი წამოსცდა. ის ფეხზე დგება, კარს უახ-
ლოვდება და მერე კვლავ უკან ბრუნდება. ამ ხნის განმავლობაში პირვე-
ლად ვხედავ აღელვებულს. მთელი დღე ძალიან მშვიდად იყო.
- შენი აზრით, რას გვიპირებენ? - მეკითხება.
- ალბათ, გამოსასყიდ თანხას მოითხოვენ, - ვპასუხობ. მხოლოდ
ამით თუ აიხსნება, რომ ჯერ ისევ ცოცხლები ვართ.
ჯულიენს თითები გახეთქილ ტუჩთან მიაქვს და ფიქრდება.
- მამაჩემი გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, - ამბობს, - მე მოძ-
რაობისთვის ძალიან საჭირო ვარ.
არაფერს ვამბობ. აი, უსიყვარულო სამყაროში ვინ არიან ერთმანე-
თისთვის ადამიანები: საჭირო საგნები, პრივილეგიები, ვალები, რიცხვე-
ბი და მონაცემები. ჩვენ ვწონით, ვითვლით და ვზომავთ, ამასობაში კი
ჩვენი სული მტვრად იქცევა.
- თუმცა, სნეულებთან გარიგება მაინცდამაინც არ მოეწონება, - ამა-
ტებს.
- შენ ხომ ზუსტად არ იცი, ვინ არიან ჩვენი გამტაცებლები, - ვახლი
და მაშინვე ვნანობ. ლინა მორგან ჯონსი აქაც ისე უნდა იქცეოდეს, რო-
გორც მოეთხოვება.
ჯულიენი წარბშეკრული მაკვირდება.
- მიტინგისას ისინი ვერ დაინახე? - მაგრამ არ ვპასუხობ და განაგ-
რძობს: - არ ვიცი, იქნებ, რაც მოხდა, კარგიც იყოს. იქნებ, ახლა მაინც
დაინახოს ხალხმა და ერთხელ და სამუდამოდ შეიგნოს, რის მიღწევას
ცდილობს ადგ. იქნებ, ჩვენი მოთხოვნების მნიშვნელობა გააცნობიერონ,
- ჯულიენის ნათქვამი მის საჯარო გამოსვლებს მაგონებს. ნეტავ მის-
თვის ამ ფრაზების და იდეების თავში ჩაბეჭდვას რამდენი ხანი დასჭირ-
და? ან ნეტავ თავის ნათქვამ ში ოდესმე ეჭვი ეპარება?
უეცრად ჯულიენის მიმართ ზიზღით ვიმსჭვალები. როგორი თავდა-
ჯერებულია, ჰგონია, იცის, როგორ არის მოწყობილი ჩვენი სამყარო!
თითქოს მისი ლაბორატორიული ნიმუშივით გამოშიგ ვნა და კოხტად
მონიშვნა მართლა შესაძლებელი იყოს.
კრინტს არ ვძრავ. ლინა მორგან ჯონსს ნიღაბი უკეთია.
- იმედია, - ვპასუხობ მგზნებარედ და ჩემი საწოლისკენ მივდივარ,
კედლისკენ შებრუნებული ვწვები და ვიკუნტები. მიხვდეს, რომ მასთან
ლაპარაკი დავამთავრე. შურისძიების ნიშნად პირის უხმო მოძრაობით
ბეტონის კედელს იმ აკრძალულ სიტ ყვებს ვეუბნები, რომლებიც რეივენ-
მა ძველი რელიგიებიდან მასწავლა.
„უფალმან მმწყსოს მე და მე არა მაკლდეს. ადგილსა მწუანვილოან-
სა მუნ დამამკვიდრა მე წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა
მე. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა
მისისათჳს. ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემე-
შინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ…“.(22-ე ფსალმუნი. )
მეძინება. თვალებს უკუნ სიბნელეში ვახელ და კივილს ძლივს ვიკა-
ვებ. ელექტრონათურა ჩამქრალია. წყვიადში ვართ. მცხელა, სული მე-
ხუთება, შალის საბანს ვიხდი და ძირს ვაგ დებ. სიგრილე მსიამოვნებს.
- ვერ იძინებ?
ჯულიენის ხმაზე ვკრთები. ის საწოლში არ წევს. სიბნელეში ძლივს
ვხედავ. ახლა ის ვეება შავი ლანდია.
- მეძინა, - ვპასუხობ, - შენ?
- არა, - მეუბნება, ახლა უკვე მშვიდად, - სისულელეა, მაგრამ…...
- რა მაგრამ? - ჯერ ვერ გამოვფხიზლდი. ტევრი მესიზმრა. რეივენი
იქ იყო; ჰანტერიც.
- ცუდ სიზმრებს ვხედავ, კოშმარებს, - მპასუხობს სწრაფად. ეტ ყობა,
რცხვენია.
თითქოს მკერდში რაღაც კვანძი გამეხსნა და გულზე მომეშვა. თუმ-
ცა, ამ შეგრძნებას მაშინვე ვთრგუნავ. მე და ჯულიენი კედლის სხვადას-
ხვა მხარეს ვდგავართ. ერთმანეთისადმი თანაგრძნობა ვერასოდეს გაგ-
ვიჩნდება.
- მეუბნებიან, პროცედურის მერე გაგივლისო, - თითქოს ბოდიშს იხ-
დის. საინტერესოა, თუ ფიქრობს: „ნეტავ, გადავიტან?“
მე კვლავ ჩუმად ვარ. ჯულიენი ახველებს.
- შენ? კოშმარებს ხედავდი? განკურნებამდე... - მეკითხება.
ასობით ათასი განკურნებული მახსენდება. ტკბილ კვამლში გახ-
ვეულებს თავიანთ ლოგინებში უსიზმრებო ძილით მშვიდად რომ სძი-
ნავთ.
- არასოდეს, - ვპასუხობ, იატაკიდან საბანს ვიღებ, ფეხებზე ვიფარებ
და თავს ვიკატუნებ, ვითომ ვიძინებ.
მაშინ

თავშესაფრიდან გადასახლებაში გეგმის მიხედვით წასასვლელად


დრო აღარ გვაქვს. რაც ხელში გვხვდება, ვიღებთ და გავრბივართ. ჩვენ
უკან, ტევრი, კვამლშია გახვეული და ალისფრად იწვის. მდინარის პირს
მივუყვებით. იმედი გვაქვს, რომ ცეცხლისაგან წყალი დაგ ვიცავს.
რეივენს გაფითრებული და შეშინებული ბლუ ჰყავს ატატებული, მე
კი ხელჩაკიდებულ სარას მივარბენინებ. გოგონა ჩუმად ქვითინებს. მას
ლუს უშველებელი ქურთუკი აცვია. თავისის აღება ვერ მოასწრო. ლუ
უქურთუკოდ დარჩა. ყინვა რომ ძლიერდება, მე და რეივენი ჩვენს ქურ-
თუკებს რიგრიგობით ვაძლევთ. ძალიან აცივდა. ყინვისგან თვალებიდან
სიმ წრის ცრემლი გვდის.
ჩვენ უკან კი ჯოჯოხეთია.
თავშესაფრიდან მხოლოდ თხუთმეტმა გამოვაღწიეთ. ბებია და
სქუირელი არ ჩანან. მიწისქვეშეთიდან გამოსვლისას ისინი არავის
დაუნახავს. ერთი ყუმბარა პალატის კედელს მოხვდა და ჩამოინგრა, დე-
რეფან ში მტვრის და კედელში ჩაბუდებული მწერების ბუღი დადგა. მე-
რე კი ქაოსი დაიწყო.
თვითმფრინავების მერე ვერტმფრენების ჯერი დადგა. ისინი ჩვენ
მაღლა, წრეზე, საათობით დაფრინავდნენ. ტევრი რაღაც ქიმიური ნივ-
თიერებებით მორწყეს და ახლა ყველას ყელი და თვალები გვეწვის. ხვე-
ლებისგან ლამის დავიხრჩოთ. კისრებსა და პირზე მაისურებს ვიხვევთ.
მოსაღამოებისას თავდასხმა წყდება. ცას კვამლის ფერი ეკვრის.
ტყეებში ტკაცუნისა და ვარდნის ხმა ისმის. საშინელ ხანძარს ხეები ეწი-
რება. კიდევ კარგი, იმდენს მაინც ვახერხებთ, რომ მდინარეს ქვემოთ მი-
ვუყვებით და ცეცხლს ვშორდებით. ბოლოს რეივენი ამბობს, რომ შესვე-
ნებისათვის უსაფრთხო ადგილი იპოვა. გაჩერებულები ზარალს ვით-
ვლით.
თან მომარაგებული პროდუქტების მეოთხედი გვაქვს, მედიკამენტე-
ბი კი თავშესაფარში დარჩა.
ბრემის აზრით, ჯობს, მარაგისთვის უკან დავბრუნდეთ.
- რაც გვაქვს, იმით დანიშნულების ადგილამდე ვერ მივაღწევთ, -
ედავება იგი რეივენს. აცახცახებული რეივენი ცეცხლის დანთებას ცდი-
ლობს. ასანთს ძლივს ანთებს. ალბათ, თითები გაეყინა. ხელები მეც კარ-
გა ხნის წინ გამეთოშა, ლამის ვეღარც ვგრძნობ.
- ვერ ხვდები, არა? - ეკითხება რეივენი. - თავშესაფარი აღარ არსე-
ბობს. უკან ვეღარ მივბრუნდებით. ლინა რომ არა, ახლა მკვდრები ვიქ-
ნებოდით.
- ტეკი და ჰანტერი? - არ ეპუება ბრემი. - რას იზამენ, უკან რომ დაბ-
რუნდებიან?
- ჯანდაბა, ბრემ! - რეივენი ხმას ისტერიკულად უწევს. ბლუ, რო-
გორც იქნა, დამ შვიდდა და ახლა საბნების ქვეშ მოკუნტულს სძინავს,
მათ კამათზე კი ბორგვას იწყებს. რეივენი ფეხზე დგება. როგორც იქნა,
ცეცხლის დანთება შეძლო. იგი ნაბიჯით უკან იხევს და ჯერ ცეცხლს
დაჰყურებს, რომელიც ნელ-ნელა ჯერ ცისფრად, მერე - მწვანედ და ბო-
ლოს წითლად იწყებს წვას.
- ნუ დარდობ, ისინი თავს მიხედავენ, - პასუხობს ხმადაბლა. რეივე-
ნი თავს ერევა, თუმცა, მის ხმაში ტკივილი, შიში და დარდი მაინც იგ-
რძნობა.
- გზა მათ გარეშე უნდა განვაგრძოთ.
- მაშინ, დაგ ვენძრა! - იძულებით ეთანხმება ბრემი. მან იცის, რომ
რეივენი მართალია. რეივენი ცეცხლს არ შორდება. ამასობაში დანარჩე-
ნები მდინარის გასწვრივ, ნაპირზე ბანაკს აწყობენ: ქარის შესაკავებლად
ზურგჩანთებს ერთად ალაგებენ, იღებენ და ხელახლა ჩანთებში აწყობენ
საკვებს. მერე კი, კვების ახალ რაციონს ადგენენ. მე რეივენს ვუახლოვ-
დები და ერთხანს მის გვერდით ვჩერდები. ძალიან მინდა, მოვეხვიო,
მაგრამ არ შემიძლია. რეივენს ასეთ რაღაცებს ვერ გაუბედავ. უცნაურია,
მაგრამ მე მისი მესმის. ვხვდები, რომ უხეშობა და სულის სიმტკიცე ახ-
ლა ყველაზე მეტად სჭირდება.
და მაინც, მინდა, რაღაცნაირად ვანუგეშო, ამიტომ სხვებმა რომ ვერ
გაიგონონ, ხმადაბლა ვეუბნები.
- ტეკი კარგად იქნება. ამ პირობებშიც კი შეძლებს გადარჩენას.
- ჰო, ეგ ვიცი, - მპასუხობს, - მასზე არც ვდარდობ. ის თავს მიხედავს.
მაგრამ, ჩემკენ რომ იყურება, მის ჩამქრალ თვალებს ვხედავ. თით-
ქოს სულის კარი დახურა და თავისი ნათქვამი თვითონაც არ სჯერა.
***

დილით ცა რუხი გვხვდება. ცივა და ისევ თოვს. ასე არასოდეს შემ-


ცივებია. ფეხებში მგრძნობელობის აღსადგენად ძალიან დიდხანს დავ-
დივარ. ღამით ღია ცის ქვეშ გვძინავს. რეივენი ფიქრობს, რომ კარვების
გაშლა სახიფათოა. შეიძლება მათ შეგ ვნიშნონ და კვლავ თვითმფრინა-
ვებისა და ვერტმფრენების სამიზნედ ვიქცეთ. ცაში ჯერ არაფერი მოძ-
რაობს, ტყეებში ძველებურმა სიმ შვიდემ დაისადგურა. ფერფლი თოვ-
ლის ფანტელებს ერევა და ჰაერში კვამლის სუნი ტრიალებს.
ყველანი პირველი ბანაკისკენ მივდივართ. ის როუჩმა და ბაკმა მოგ-
ვიმზადეს. მანძილი დაახლოებით ას ოცდაათი კილომეტრია. თავდაპირ-
ველად წინ სწრაფად მივიწევთ და დროდადრო ცას ვაკვირდებით, მაგ-
რამ რამდენიმე საათის მერე ნაბიჯს ვანელებთ. ბარდნის. ჩვენ გარშემო
პეიზაჟი გალამაზდა და განაზდა. ჰაერიც გაიწმინდა.
გზაში ერთმანეთს უფრო თამამად ვეხმიანებით.
- როგორ გვიპოვეს?
- რატომ დაგ ვესხნენ თავს?
- რატომ მაინცდამაინც ახლა?
ისმის კითხვები.
დიდი ხანია, განკურნებულების სამყაროსთვის სნეულები აღარ არ-
სებობენ. ათწლეულებია, რაც მთავრობა ტევრის ბინადრების არსებობას
მტკიცედ უარყოფს. სწორედ ამიტომ სნეულები აქ თავს შედარებით
უსაფრთხოდ გრძნობდნენ. ტევრზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა
მთავრობის მხრიდან შეცდომის აღიარების ტოლფასია.
როგორც ჩანს, მათი ჩვენდამი დამოკიდებულება შეიცვალა.
ამას მერე გავიგებთ. ეეტ ყობა, ლოდინისგან დაღლილმა „წინააღმდე-
გობის“ წევრებმა თამაშის წესები შეცვალეს და ინიციატივა გამოიჩინეს,
პატარ-პატარა საპროტესტო აქციებზე მეტი მოინდომეს.
და დაიწყო ინციდენტები: აფეთქებები მთელ ქვეყანაში, ციხეებში,
მუნიციპალიტეტებსა და სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებაში.
სარა, რომელიც აქამდე წინ მირბოდა, ჩემთან ბრუნდება.
- შენი აზრით, ტეკს და ჰანტერს რა მოუვათ? კარგად იქნებიან? გვი-
პოვიან? - მეკითხება.
- ჩუ-უ, - ვეუბნები მკაცრად. რეივენი ჩვენ წინ მიაბიჯებს. თავს
ვწევ. ნეტავ, სარას კითხვები გაიგონა? - ნუ დარდობ. ტეკი და ჰანტერი
თავს მიხედავენ.
- და სქუირელი და ბებია? შენი აზრით, გამოღწევა შეძლეს?
უეცრად ბომბის ჩამოვარდნით გამოწვეული მიწის საზარელი რყევა
მახსენდება, თავშესაფრის ბეტონის კედლის აფეთქება და მტვრის ბუღი
ჰაერში. ცეცხლი. ხმაური. ვცდილობ, გავიხსენო, სად წავიდნენ სქუირე-
ლი და ბებია. ტყისკენ ხომ არ გაიქცნენ? მაგრამ მხოლოდ სილუეტები
მახსენდება; წივილ-კივილი და შეძახილები მესმის და ხალხი კვამლში
უჩინარდება.
- ამდენი კითხვის დასმის ნაცვლად ძალას უნდა ზოგავდე, - ვპასუ-
ხობ.
სარა თავიდან წინ მირბოდა, ლეკვივით, მაგრამ ახლა ნელა მიაბი-
ჯებს.
- დავიხოცებით? - მეკითხება სერიოზული სახით.
- ნუ სულელობ. გადასახლებაში ადრეც ყოფილხარ.
- ჰო, მაგრამ, ხალხს ღობის იქით...… - ტუჩს იკვნეტს, - მათ ჩვენი და-
ხოცვა უნდათ, არა?
ვგრძნობ, რომ ერთიანად ვითანგები და ენით გამოუთქმელი სიძულ-
ვილი მიპყრობს. სარას თავზე ხელს ვადებ.
- მათ ჯერჯერობით ეს ვერ შეძლეს, - ვეუბნები და წარმოვიდგენ,
რომ ერთ დღესაც მე ვიჯდები თვითმფრინავში, მე გადავუფრენ თავზე
პორტლენდს, რიჩმონდსა და საზღვრებს შიგნით მოქცეულ ყველა ქა-
ლაქს და იქაურობას დავბომბავ. სიამოვნებით დავაკვირდები, როგორ
იქცევა მათი შენობები მტვრად, როგორ ამოიწვებიან ცეცხლში იქ
მცხოვრებნი. ვნახოთ, ერთი, როგორ მოეწონებათ!
თვალი თვალის წილ. მოგ ვპარავთ? ისე გაგძარცვავთ, დედიშობი-
ლებს დაგ ტოვებთ. დარტყმაზე დარტყმით გიპასუხებთ.
აი, ასეთია ახლა სამყარო.
***

პირველ ბანაკს მესამე დღეს, შუაღამემდე ვაღწევთ. ერთხანს გზა აგ-


ვერია - როუჩის წითელი ბენდენით მონიშნული გამხმარი ხე ვეღარ ვი-
პოვეთ და ერთი საათი მცდარი გზით ვიარეთ, მერე უკან დავბრუნდით
და უცებ ქვების პატარა პირამიდა დავინახეთ, რომლითაც როუჩმა და
ბაკმა მიწაში ჩაფლული საკვები მონიშნეს. ყველა ვზეიმობთ. დარჩენილ
მანძილს განახლებული ენერგიით, შეძახილებითა და სირბილით გავდი-
ვართ და პატარა მდელოს ვუახლოვდებით.
თავდაპირველი გეგმით, პირველ ბანაკში მხოლოდ ერთი ღამე უნდა
გაგ ვეთია, ან ორი, მაგრამ რეივენი ამბობს, რომ აქ უფრო დიდხანს უნდა
დავრჩეთ და ნადირისთვის ხაფანგები დავაგოთ. ამინდი უარესდება და
ნადირობა ჭირს. მეორე ბანაკამდე ამხელა მანძილის გასავლელად საჭ-
მელი არ გვეყოფა.
კარვების გაშლა საშიში აღარ არის. წამით გვავიწყდება, რომ გადა-
სახლებაში მივდივართ. გვავიწყდება ჯგუფის დაკარგული წევრები და
თავშესაფარში დარჩენილი პროდუქტი. კოცონს ვანთებთ; მბჟუტავი
ცეცხლის გარშემო ვსხდებით და ხელებს ვითბობთ; ეტ ყობა, თოვა გადა-
ღებას არ აპირებს, პირიქით, ისეთი პირი უჩანს, უფრო მოიმატებს. ჩვენ
ვსხედვართ ცეცხლის გარშემო და სიცივისა და შიმ შილის დასავიწყებ-
ლად ერთმანეთს ამბებს ვუყვებით.
ახლა

- რამე მომიყევი.
- რა? - ვეკითხები. ჯულიენის ხმა მაკრთობს. რამდენიმე საათია, ჩუ-
მად ზის. მე კი ისევ წინ და უკან დავდივარ. რეივენსა და ტეკზე ვფიქ-
რობ. ნეტავ, მიტინგიდან გაქცევა შეძლეს? მე, ალბათ, მკვდარი ან დაშა-
ვებული ვგონივარ. ნეტავ, ძებნას დამიწყებენ?
- რამე ამბავი მომიყევი-მეთქი, - მიმეორებს თავის საწოლზე, ლო-
ტოსის პოზაში მჯდომი ჯულიენი. ვატ ყობ, ასე ჯდომა საათობით შეუძ-
ლია. თვალები ნახევრად დახუ ჭული აქვს, გეგონება, მედიტაციისთვის
მოუცლიაო. მისი სიმ შვიდე მაღიზიანებს, - ასე დრო უფრო სწრაფად გა-
ვა, - ამატებს.
კიდევ ერთი დღე. დრო ძალიან იწელება. შუ ქი კვლავ ჩართეს. საუზ-
მე (პური, ჯერკი და წყალი) დილით შემოგ ვიცურეს. ამჯერად კართან
ისე დავწე ქი, რომ მუ ქი ფერის შარვალსა და მძიმე ჩექმას მოვ კარი თვა-
ლი. კაცის მყეფარე ხმამ მიბრძანა, წინადღის ლანგარი მისთვის გამეცუ-
რებინა. ბრძანება შევასრულე.
- არანაირი ამბები არ ვიცი, - ვპასუხობ. ჯულიენი უკვე თავისუფ-
ლად მიც ქერს, მეტისმეტად თავისუფლადაც კი. სიარულისას მის მზე-
რას ვგრძნობ. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს მხარზე ნაზად მეხე-
ბა.
- მაშინ შენი ცხოვრების შესახებ მომიყევი, - მეუბნება ჯულიენი, -
არ არის აუცილებელი, კარგი ამბავი იყოს.
ვოხრავ და ლინა მორგან ჯონსის იმ ბიოგრაფიას ვუყვები, რომლის
შეთხზვაშიც რეივენი დამეხმარა.
- ქუინსში დავიბადე. მეექვსე კლასამდე „უნიტიში“ ვსწავლობდი, მე-
რე „ჩვენი ქალბატონის დოქტრინაში“ გადავედი. შარშან კი ბრუკლინ ში
გადმოვედი საცხოვრებლად და ბოლო წელს „კუინსი ედვარდსში“ ვის-
წავლი.
ჯულიენი თვალს არ მაცილებს, თითქოს უფრო მეტს ელოდება. ხე-
ლებს მოუთმენელივით ვიქნევ და ვამატებ:
- განკურნების პროცედურა ნოემბერში გავიარე, თუმცა, შეფასებას
ამ სემესტრში ყველასთან ერთად გავივლი. მეწყვილე ჯერ არ მყავს, -
სათქმელი აღარაფერი მრჩება. სხვა განკურნებულების მსგავსად, ლინა
მორგან ჯონსიც მოსაწყენი პიროვნებაა.
- ეგ ფაქტებია, მე ამბავი მინდა, - მეუბნება ჯულიენი.
- კარგი, - ჩემს საწოლზე ფეხებმოკეცილი ვჯდები და ჯულიენისკენ
ვტრიალდები, - თუ ასეთი ექსპერტი ხარ, მაშინ შენ თვითონ მომიყევი
რამე! - იმედი მაქვს, დაიბნევა, მაგრამ ის თავს უკან სწევს, ღრმად სუნ-
თქავს და ფიქრებში მიდის. მისი გამსკდარი ტუჩი დღეს უფრო ჩალურ-
ჯებული და გასივებული მეჩვენება. ქვედა ყბაზე ყვითელ-მწვანედ
ქცეული ჩალურჯება უფრო შესამჩნევი ხდება. ჯულიენი არც გამსკდარ
ტუჩზე წუწუნებს და არც იარაზე, ლოყაზე რომ აქვს.
- ერთხელ, როცა ძალიან პატარა ვიყავი, დავინახე, როგორ კოცნიდა
ორი ადამიანი ერთმანეთს საჯაროდ.
- ქორწინების ცერემონიაზე? მათი ქორწინების საზეიმოდ დასაგ ვირ-
გვინებლად?
არაო, თავს აქნევს.
- არა. ქუჩაში. ისინი პროტესტანტები იყვნენ. ერთმანეთს პირდაპირ
ადგ-ს წინ აკოცეს. ოღონდ, არ ვიცი, განკურნებულები იყვნენ, თუ მათზე
პროცედურამ არ იმოქმედა. ასე, ექვსი წლის ვიქნებოდი. ისინი...… - ჯუ-
ლიენი დუმდება.
- რა?
- ისინი კოცნისას ენას ყოფდნენ გარეთ, - ჯულიენი წამით ჩემკენ
იხედება და მერე მზერა სწრაფად გადააქვს. დღეს ენით კოცნა მეტისმე-
ტად მძიმე დანაშაულია. იგი სიბილწედ, გარყვნილებად მიიჩნევა და
იმაზე მეტ ყველებს, რომ დაავადებამ ადამიან ში ფესვები ღრმად გაიდგა.
- შენ რა გააკეთე? - ჩემდა უნებურად წინ ვიწევი. ამბავი მაოცებს და
უფრო მეტად ის, რომ მას ჯულიენი მე მიყვება.
ჯულიენი იღიმება.
- გინდა, ყველაზე სასაცილო გითხრა? თავიდან მეგონა, რომ კაცი
ქალს შეჭმას უპირებდა.
თავს ვერ ვიკავებ, ისეთი სიცილი მივარდება, ვეღარ ვჩერდები. ამ
ორმოცდარვა საათის განმავლობაში განცდილი დაძაბულობა წამიერად
მეხსნება. სიცილისგან თვალებიდან ცრემლები მომდის. მთელი სამყარო
თავდაყირა დგება. ჩვენ ახლა სიცილის ოთახში ვცხოვრობთ.
ჯულიენსაც ეცინება, მერე ტკივილისგან იჭმუხნება და გახეთქილ
ტუჩზე ხელს იდებს.
- ვაი! - ამბობს შეწუხებული.
მე კი ისევ გულიანად ვიცინი. ჩემს შემხედვარე ჯულიენსაც სიცილი
უვარდება, თუმცა ტკივილისგან ისევ იჭმუხნება. სიცილისგან გასავათე-
ბულები ერთმანეთს შევ ყურებთ. ჯულიენის სიცილი სასიამოვნო მეჩვე-
ნება - ხმადაბალი და მელოდიური.
- კარგი, ახლა შენი ჯერია, - მეუბნება, სულს რომ ითქვამს.
მე კი სულის მოთქმა ისევ მიჭირს.
- მოიცა…, მოიცა, მერე რა მოხდა?
ჯულიენი ღიმილით მიყურებს. მის მარჯვენა ლოყაზე პატარა ფო-
სოს ვხედავ, წარბებს შორის კი ღარი უჩნდება.
- რას გულისხმობ?
- წყვილზე გეკითხები. აი, იმათზე, ვინც კოცნაობდნენ.
ჯულიენს წარბებს შორის ღარი უღრმავდება და დაბნეული გამო-
მეტ ყველებით თავს განზე აქნევს.
- პოლიცია მოვიდა, - ისე მეუბნება, თითქოს ამას ისეც უნდა მივ-
მხვდარიყავი, - რაიკერსში, საკარანტინო ზონაში წაიყვანეს. ალბათ, ახ-
ლაც იქ არიან.
სიცილის ხალისი იმ წამსვე მეკარგება და ისეთი შეგრძნება მეუფლე-
ბა, თითქოს გულში ბასრი იარაღი ჩამირჭვეს. ახლაღა მახსენდება, რომ
ჯულიენი მათიანია. ზომბი და მტერი. იგი იმ ხალხის მხარესაა, ვინც
ალექსი წამართვა.
უეცრად გულისრევას ვგრძნობ. მე მასთან ერთად ვიცინოდი. ჩვენ
ერთმანეთს რაღაც გავუზიარეთ. იგი ისე მიყურებს, თითქოს მეგობრები
ვიყოთ, ერთნაირები.
მეშინია, არ ვაღებინო.
- აბა, ახლა შენი ჯერია, - მეუბნება.
- მე არაფერი მაქვს მოსაყოლი, - ვახლი მკვახედ.
- ყველას აქვს...… - იწყებს ჯულიენი.
- მე - არა, - სიტ ყვას ვაწყვეტინებ და საწოლიდან ვდგები. ტან ში
ჟრუანტელი მივლის და ვცდილობ, ეს შეგრძნება წინ და უკან სიარუ-
ლით მოვიშორო.
მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს თითო-ოროლა სიტ ყვის
გარდა, არაფერს ვეუბნებით. ვატ ყობ, ჯულიენი რაღაცის თქმას აპი-
რებს, ამიტომ იძულებული ვარ, კვლავ საწოლზე დავწვე, თვალები დავ-
ხუ ჭო და თავი მოვიმძინარო.
„აქედან გასასვლელი გზა უნდა არსებობდეს! აქედან გასასვლელი
გზა უნდა არსებობდეს!“ - მიტრიალებს თავში ერთი და იგივე სიტ ყვები.
ღრმად მხოლოდ სინათლის ჩაქრობის მერე მეძინება. ძილი ნელ--
ნელა მეპარება, ნისლივით, თუმცა, მალე ისევ მეღვიძება. ლოგინ ში
ვჯდები. გულს ბაგაბუგი გააქვს.
ჩემ გვერდით საწოლში მძინარე ჯულიენი ყვირის და რაღაცას
გაუგებრად ბუტბუტებს. გარკვევით ერთადერთი სიტ ყვა მესმის: არა!
ერთხანს ველოდები - იქნებ, გაიღვიძოს, მაგრამ ჯულიენი ბორგვას
იწყებს. რკინის საწოლი ღრჭიალებს.
- ეი! - ვეძახი. ჯულიენი ისევ გაუგებრად ბუტბუტებს. - ჯულიენ! -
ამჯერად მის გაღვიძებას უფრო ხმამაღლა ვცდილობ, მაგრამ არაფერი
გამომდის. ხელს ვწევ და სიბნელეში მკლავზე ვეხები. მკერდი ოფლისგან
სულ დასველებია. ხელის ცეცებით ვპოულობ მის მხარს და ოდნავ ვან-
ჯღრევ.
- ჯულიენ, გაიღვიძე.
ბოლოს და ბოლოს ჯულიენი აქოშინებული იღვიძებს. ჩემს ხელს
სწრაფად იშორებს და ლოგინ ში ჯდება. ჯერ ლეიბის შარიშური მესმის,
მერე კი ჩემკენ ზურგით მჯდარ ბე ჭებში მოხრილ სილუეტს ვხედავ. ერ-
თხანს ორივე მდუმარედ ვსხედვართ. ჯულიენი მძიმედ სუნთქავს. მე
ვწვები და მის სუნთქვას ვაყურადებ. ველოდები, როდის დამ შვიდდება.
- ისევ კოშმარები? - ვეკითხები.
- ჰო, - მპასუხობს ოდნავ ყოყმანით.
ვჭოჭმანობ. ჩემს ნაწილს სურს, გვერდზე გადავბრუნდე და ისევ და-
ვიძინო, მაგრამ გამოღვიძებულს უკუნი სიბნელე მთრგუნავს.
- გინდა, მომიყვე? - ვეკითხები.
ხანგრძლივი პაუზის მერე ჯულიენი სწრაფად იწყებს ლაპარაკს.
- ლაბორატორიაში ვიყავი. გარშემო ვეება ღობე ერტყა. მაგრამ… არ
ვიცი, როგორ აგიხსნა, ის ნამდვილი ღობე კი არ იყო, არამედ სხეულე-
ბისგან, გვამებისგან აშენებული. ჰაერი ბუზებისგან ერთიანად გაშავებუ-
ლიყო.
- განაგრძე, - ვეუბნები ჩურჩულით, როცა ჯულიენი დუმდება.
ჯულიენს ნერწყვის გადაყლაპვა უჭირს.
- როცა ჩემი პროცედურის დრო დგება, ისინი მე მაგიდაზე მაკრავენ
და მთხოვენ, პირი გავაღო. ორი მეცნიერი პირს მიღებს, მამაჩემი კი - ამ
დროს ისიც იქ არის - ხელში ვეება კათხას იღებს. კათხაში ცემენტია.
უეცრად ვხვდები, რომ ის მის პირში ჩასხმას მიპირებს. მე ვყვირი, ვეწი-
ნააღმდეგები, მაგრამ ისინი მიმეორებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება
და ცემენტს პირში ნელ-ნელა მასხამენ. პირი ცემენტით მევსება და ვე-
ღარ ვსუნთქავ,… - ჯულიენი დუმდება. გული მეკუმ შება. წამით გიჟური
სურვილი მიპყრობს, მინდა ჯულიენს მოვეხვიო, მაგრამ ვიცი, რომ ეს
საშინელება და ჩემი დიდი შეცდომა იქნება. ეტ ყობა, სიზმრის მოყოლის
მერე ჯულიენს გულზე ეშვება, რადგან ისევ ლოგინ ში წვება.
- კოშმარები მეც მესიზმრება, - ისე სწრაფად ვამბობ, ნათქვამის უკან
წაღება უკვე შეუძლებელია, - უფრო სწორად, მესიზმრებოდა.
ჯულიენის მწველ მზერას უკუნ სიბნელეშიც კი ვგრძნობ.
- გინდა, მომიყვე? - ექოსავით მიბრუნებს საკუთარ სიტ ყვებს.
დედაჩემზე ნანახი კოშმარები მახსენდება. სიზმარში უმ წეოდ ვუც-
ქერდი, როგორ ხტებოდა დედა კლდიდან. ეს სიზმრები არავისთვის მო-
მიყოლია. ალექსისთვისაც კი. მაგრამ მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ დედა
ცოცხალია და ამდენი წელი იგი კრიპტებში ჰყავდათ გამომ წყვდეული,
კოშმარები აღარ მინახავს. ახლა ჩემი კოშმარების მთავარი პერსონაჟი
შეიცვალა. ახლა ალექსი, ხანძარი და მავთულხლართი მესიზმრება,
რომლებიც ნელ-ნელა ჯაჭვად იქცევა და მიწის ქვეშ მიმათრევს.
- კოშმარები დედაზე მესიზმრებოდა, - ვპასუხობ. სიტ ყვა „დედის“
ამოთქმისას ხმა მეხლიჩება. იმედია, ჯულიენი ამას ვერ ამჩნევს, - ექვსი
წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა, - ეს კი სიმართლეა - მას ხომ ვეღა-
რასოდეს ვნახავ.
ჯულიენის საწოლიდან შარიშური მესმის. ვგრძნობ, რომ ჩემკენ
ტრიალდება.
- მასზე მომიყევი რამე, - მეუბნება ფრთხილად.
სადღაც უკუნ სიბნელეში ვიც ქირები, რომელიც ორნამენტების მო-
რევს ჰგავს.
- დედას სამზარეულოში ექსპერიმენტების კეთება უყვარდა, - ვიწ-
ყებ დინჯად. ჯულიენს ბევრს ვერაფერს მოვუყვები. ისეთი არაფერი უნ-
და წამომცდეს, რაც მას დააეჭვებს. ეს ლინა მორგან ჯონსის ცხოვრების
ამბავი აღარ არის, თუმცა, სიბნელეში ლაპარაკი შვებას მგვრის და ამი-
ტომ ვაგრძელებ: - მე სამზარეულოს მაგიდაზე ვიჯე ქი და დედას ვუც-
ქერდი. რასაც ამზადებდა, საჭმელად თითქმის არ ვარგოდა, მაგრამ
პროცესი ყოველთვის სასაცილო იყო და ჩვენც ბევრს ვიცინოდით, -
ვჩუმდები, - მახსოვს, ერთხელ წითელი წიწაკის ბლინები გააკეთა. ცუდი
არ იყო.
ჯულიენი დუმს. სუნთქვა დაუმ შვიდდა.
- ვთამაშობდით კიდეც, - ვეუბნები.
- მართლა? - ჯულიენის ხმაში გაოცება იგრძნობა.
- ჰო. ოღონდ მარტო „უჯბს“-ში ჩამოთვლილ განვითარებისათვის
სასარგებლო თამაშებს კი არა, არამედ ნამდვილ თამაშებს. ვითომ ის...…
- ვჩუმდები და ტუჩს ვიკვნეტ, მეშინია, ზედმეტი არ წამომცდეს.
- ვითომ რა?
ვიძაბები. თვალწინ ჩემი ძველი, ნამდვილი ცხოვრება მიდგება: მორ-
ყეული სახლი პორტლენდში, ზღვის ზვირთების ხმა ყურეში და სურნე-
ლი; კრიპტების გაშავებული კედლები, ტევრის ზურმუხტისფერ ფოთ-
ლებზე აბრჭყვიალებული მზის სხივები. ჩემ ში იმდენი „მე“ იმალება,
რომ საკუთარი თავის პოვნა მიჭირს. ვგრძნობ, რომ თხრობა უნდა გან-
ვაგრძო, თორემ შეიძლება გული გამისკდეს.
- მას ერთი გასაღები ჰქონდა, რომლითაც სხვა სამყაროების კარებს
აღებდა. გასაღები ჩვეულებრივი იყო. არ ვიცი, სად იშოვა, ალბათ, რო-
მელიღაც ბაზრობაზე. მას წითელ კოლოფში ინახავდა და იქიდან მხო-
ლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იღებდა. მერე თავს ვიტ ყუებდით,
თითქოს სხვა განზომილებებში ვმოგზაურობდით. ერთ სამყაროში გა-
რეული მხეცები ან შინაური ცხოველები ვიყავით, მეორეში - კუდიანი
ვარსკვლავით დავ ქროდით. მახსოვს, წყლისქვეშა სამყაროშიც ვიმოგ-
ზაურეთ და კიდევ, ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხს მთელი დღე სძინავს
და მთელი ღამე ცეკვავს. ჩვენთან ერთად ჩემი დაც თამაშობდა.
- რა ერქვა?
- გრეისი, - ვპასუხობ და ყელში რაღაც მიჭერს. ერთმანეთში ვურევ
ჩემს „მე“-ებს, სხვადასხვა ცხოვრებასა და ადგილს. დედაჩემი რომ
გაუჩინარდა, გრეისი ჯერ დაბადებულიც არ იყო; თანაც, გრეისი ჩემი
დეიდაშვილის შვილია. უცნაურია, მაგრამ ამას ნათლად წარმოვიდგენ:
ხმის გამაძლიერებლებიდან მუსიკა შიშინით ისმის, დედაჩემი გრეისს
ხელში იტატებს და მას ჰაერში, დიდ წრეზე ატრიალებს; ვარსკვლავის
დასაჭერად სამივე ხის დერეფნებში დავ ქრით. პირს ვაღებ, მეტის მოყო-
ლა მინდა, მაგრამ მიჭირს. სადაცაა, ტირილს დავიწყებ. ტუჩებს ვკუმავ
და ცრემლს ვყლაპავ. ჯულიენი ცოტა ხანი დუმს, მერე კი მეუბნება:
- ადრე მეც ვიტ ყუებდი თავს.
- მართლა? - თავს ბალიშ ში ვრგავ, რომ აკანკალებული ხმა ვერ შე-
ნიშნოს.
- ჰო. საავადმყოფოებში. ძირითადად, ლაბორატორიაში, - ისევ ჩუმ-
დება. მერე განაგრძობს: - თავს ვიტ ყუებდი, თითქოს შინ ვიყავი. თავს
ვაიძულებდი, ხმების ჟღერადობა შემეცვალა. მაგალითად, კარდიოგრა-
მის წრიპინისას წარმოვიდგენდი, რომ ყავადანი წიოდა. როცა ფეხის ხმა
მესმოდა, თავს ვაჯერებდი, რომ მშობლები ჩემს მოსანახულებლად მო-
ვიდნენ, თუმცა, ისინი ამას არასოდეს აკეთებდნენ; სუნსაც კი ვცვლიდი.
ხომ იცი, საავადმყოფოებში როგორი სპეციფიკური სუნი დგას? ოდნავ
ყვავილების სურნელი დაჰკრავს. ჰოდა, წარმოვიდგენდი, რომ შინ ვიყავი
და დედა თეთრეულს რეცხავდა.
ყელში სპაზმი მიქრება. ვწყნარდები და ახლა უკვე თავისუფლად
ვსუნთქავ. ჯულიენის მადლობელი ვარ, რომ დედაჩემზე ცუდი არაფერი
მითხრა. მაგალითად, დედაშენის საქციელი თავაშვებულობა იყოო; მად-
ლობელი ვარ, რომ ეჭვი არ უჩნდება და ბევრ კითხვას არ მისვამს.
- დაკრძალვებზეც ეგეთი სუნი დგას, - ვეუბნები, - მათეთრებლის.
ყვავილებისაც.
- არ მიყვარს ეგ სუნი, - ამბობს ჩუმად ჯულიენი. იგი კარგად რომ არ
გაეწვრთნათ ან დაუდევარი იყოს, აუცილებლად წამოსცდებოდა -
„მძულს“, მაგრამ მას ამის თქმა არ შეუძლია. ეს ვნების მსგავსი გრძნო-
ბაა, ვნება - სიყვარულის, სიყვარული კი ამორ დელირია ნერვოზაა, ყვე-
ლაზე მომაკვდინებელი რამ ყველა მომაკვდინებელ სენთაგან. სწორედ
ის არის თავიდათავი მოჩვენებითი თამაშების, საკუთარი თავის დამალ-
ვისა და ცრემლების ყლაპვის.
- ადრე თავს ვიტ ყუებდი, თითქოს მკვლევარი ვიყავი და სულ იმაზე
ვფიქრობდი, ნეტავ რა იქნებოდა, რომ მემოგზაურა,… სხვა ადგილები
მენახა, - მეუბნება.
ადგ-ს შეხვედრის შემდეგ დარბაზში მჯდომი ჯულიენი მახსენდება:
იგი სიბნელეში მარტო იჯდა და ეკრანზე შთამბეჭდავ პეიზაჟებს უყუ-
რებდა.
- მაგალითად, სად? - ვეკითხები და წამით გული მიჩქარდება.
ორჭოფობს.
- შორს არსად, - მპასუხობს ბოლოს, - აშშ-ის ქალაქებში.
გული მკარნახობს, რომ კვლავ ცრუობს. ნეტავ, ჯულიენი ტევრს გუ-
ლისხმობს თუ სამყაროს სხვა კუთხეებს? შემოუსაზღვრავ სივრცეებს, სა-
დაც სიყვარული მეფობს, სადაც, აქ გავრცელებული მოსაზრების თანახ-
მად, ადამიანები ამ გრძნობით უკვე განადგურებული უნდა იყვნენ.
შეიძლება ჯულიენი გრძნობს, რომ მისი არ მჯერა და სწრაფად ამა-
ტებს:
- ბავშვური ფანტაზიები იყო და მეტი არაფერი. ასეთ რაღაცებზე მა-
შინ ვფიქრობდი, როცა ღამეებს ლაბორატორიებში ვატარებდი. როცა
ტესტირებებს, პროცედურებსა და ათას მსგავს რაღაცას მიტარებდნენ.
შიშის დასაძლევად ამგვარ ხერხებს მივმართავდი.
მდუმარებაში ჩვენ ზემოთ მიწის სიმძიმეს ვგრძნობ. მძიმე უჰაერო
შრეებს. ვცდილობ, როგორმე მოვიშორო შიში, რომ აქ სამუდამოდ ჩავი-
მარხებით.
- ახლა გეშინია? - ვეკითხები.
წამით დუმს.
- მარტო რომ ვიყო, უფრო შემეშინდებოდა, - მპასუხობს.
- მეც, - ვეუბნები და ჯულიენის მიმართ კვლავ თანაგრძნობით ვიმ-
სჭვალები, - ჯულიენ!
- ბატონო!
- ხელი გამომიწოდე, - არ ვიცი, ამის თქმას რა მაიძულებს. ალბათ,
ის, რომ მას ვერ ვხედავ. სიბნელეში მასთან ერთად ყოფნა მიადვილდე-
ბა.
- რატომ?
- ისე, - ვპასუხობ. მესმის, როგორ ირხევა და ხელს მიწვდის. მე მის
ხელს ვპოულობ. ჯულიენს გრილი, მშრალი და დიდი ხელი აქვს. როდე-
საც ჩვენ ერთმანეთს ვეხებით, იგი კრთება.
- შენი აზრით, საფრთხეში ვართ? - მეკითხება ხრინ წიანი ხმით.
ზუსტად არ ვიცი, რას გულისხმობს - დელირიას თუ იმას, რომ აქ, ამ
ხაფანგში, ჩვენი საქმე ცუდად იქნება, მაგრამ მის თითებში თითების შე-
ცურების საშუალებას კი მაძლევს. ვიცი, რომ მანამდე ჯულიენს ხელი
არავისთვის ჩაუკიდია.
- კარგად ვიქნებით, - ვამ შვიდებ. თუმცა, მეც არ ვიცი, საკუთარი
სიტ ყვების მჯერა თუ არა. ჩემდა გასაოცრად, ჯულიენი წამით ხელზე
ხელს მიჭერს. როგორც ჩანს, ამქვეყნად რაღაცები თავისთავად ხდება,
მიუხედავად იმისა, რომ ის მანამდე არასოდეს გაგიკეთებია. ასე ხელჩა-
კიდებულები ვწევართ წყვდიადში და ცოტა ხან ში ჯულიენის მშვიდი და
ღრმა სუნთქვა მესმის. თვალებს ვხუ ჭავ და წარმოვიდგენ, როგორ ეხეთ-
ქებიან ტალღები სანაპიროს. მალე მეც მეძინება. სიზმარში კარუსელზე
მჯდომ გრეისს ვხედავ. ჩვენ სიცილით ვუყურებთ, როგორ ირწევა ჰაერ-
ში ხის ცხენები.
მაშინ

სამი დღის განმავლობაში ამინდი არ იცვლება. ტყეში ტკაცუნისა და


სკდომის ხმა ისმის. მდინარე და ხეები ყინვის საფარს იშორებენ. სიარუ-
ლისას თავზე მსხვილი, ბრჭყვიალა წვეთები გვეცემა. გზადაგზა ვეძებთ
კენკრას, სოროებში შემალულ ცხოველებს და კარგ სანადირო ადგი-
ლებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ეს დროებითია, გახარებულებს
ისეთი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს გამოზაფხულდა. მხოლოდ
რეივენია ისევ უხასიათოდ.
მუდმივად საკვებს ვეძებთ. მესამე დილას რეივენი მასთან ერთად
ხაფანგების შესამოწმებლად მეწყვილედ მე მასახელებს. ყოველი ცა-
რიელი ხაფანგის პოვნისას რეივენი ხმადაბლა იგინება. ცხოველები მი-
წის ქვეშ იმალებიან.
ბოლო ხაფანგში გაბმული ცხოველის ხმა გვესმის. რეივენი ნაბიჯს
უმატებს. შეშინებული, პატარა ცხოველი წრიპინებს და გამ წარებული
უსვამს თათებს მშრალი ფოთლების ხალიჩას. კარგა მოზრდილ ბოცვერს
უკანა ცალი ფეხი ხაფანგის ლითონის კბილებში მოჰყოლია. ბეწვი სის-
ხლით მუქ წითლად დალაქავებია. თავზარდაცემული ფეხის გათავისუფ-
ლებას ცდილობს და წინ იქაჩება. მერე ჩერდება და ქოშინით გვერდზე
წვება.
რეივენი მუხლებზე დგება და ჩანთიდან გრძელტარიან დანას იღებს.
დანა ბასრია თუმცა, ალაგ-ალაგ - დალაქავებული. ბოცვერი აქ რომ
დავ ტოვოთ, ვიცი, ამდენ ფართხალში თანდათან სისხლისგან დაიცლება
და შიმ შილით მოკვდება. კიდევ კარგი, რეივენი მის ტანჯვას ბოლოს
სწრაფად მოუღებს. მაგრამ ამის ყურება მაინც არ შემიძლია. ხაფანგე-
ბის შესამოწმებლად აქამდე არასოდეს ვყოფილვარ. ამისთვის მხნეობა
არ მყოფნის.
რეივენი ყოყმანობს. მერე, მოულოდნელად, დანას ხელში მჩრის.
- ეს შენ უნდა გააკეთო, - ვიცი, რომ რეივენს ბოცვრის მოკვლა არ
უჭირს - ეს გამოცდაა, ჩემი გამოცდა. დანა მძიმე მეჩვენება. ვდგავარ და
მიწაზე აფართხალებულ ბოცვერს დავ ყურებ.
- მე… არ შემიძლია. არასდროს არაფერი მომიკლავს.
რეივენი ულმობელი თვალებით მიყურებს.
- ჰოდა, დროა, ისწავლო, - მეუბნება. მერე აფართხალებულ ბოცვერს
ერთ ხელს თავზე ადებს, მეორეს - მუცელზე და იჭერს. ბოცვერს, ალბათ,
ჰგონია, ჩემი დახმარება უნდაო და მორჩილად ჩერდება, თუმცა, მაინც
ქშინავს.
- გთხოვ, ნუ მაიძულებ, - ვეუბნები დარცხვენილი, რადგან მისთვის
ხვეწ ნა მიხდება. ახლა რეივენზე გაბრაზებულიც ვარ, ცხოველის მოკ-
ვლას რომ მაიძულებს.
რეივენი ფეხზე დგება.
- კიდევ ვერ ხვდები, არა? - მეკითხება. - ეს თამაში არ არის, ლინა.
ეს არც აქ დამთავრდება, არც სამხრეთში და არც სადმე სხვაგან. თავშე-
საფარში რაც მოხდა...… - დუმდება და თავს განზე აქნევს, - აქ ჩვენთვის
ადგილი არ არის. ყოველ შემთხვევაში, თუ რამე არ შეიცვალა. ისინი
ჩვენზე ყოველთვის ინადირებენ. ჩვენი თავშესაფრები არაერთხელ
დაიბომბება, ნაცარტუტად იქცევა, საზღვრები გაფართოვდება, ქალაქე-
ბი კი - გაიზრდება. ტევრი ნელ-ნელა გაქრება. მათ წინააღმდეგ აღარა-
ვინ იბრძოლებს და მერე საბრძოლველიც არაფერი დარჩება. ამას ხვდე-
ბი?
ხმას არ ვიღებ. ვგრძნობ, რომ ზურგი მიხურს და ეს სიმხურვალე
ნელ-ნელა კისერზეც მედება. თავგზა მერევა.
- მე სულ შენთან ერთად არ ვიქნები, რომ დაგეხმარო, - რეივენი ტა-
ლახში კვლავ მუხლებზე დგება. ამჯერად ის ბოცვერს კისერზე თითე-
ბით ბეწვს უწევს. ვხედავ, ვარდისფერ კანს, რომლის ქვეშ არტერია
ფეთქავს, - მიდი.
უეცრად, ვფიქრობ, რომ ეს ცხოველი ჩვენ გვგავს. ისიც ხაფანგში
გაება, ისიც იძულებულია, საკუთარი სორო მიატოვოს და სუნთქვის-
თვის, არსებობისთვის, მიწის პატარა ნაგ ლეჯისთვის იბრძოლოს. უცებ,
რეივენზე ისე ვბრაზდები, თვალთ მიბნელდება. მაღიზიანებს მისი ლექ-
ციები, მისი სიჯიუტე და ის, რომ მისი აზრით, ადამიანს მაშინ დაეხმა-
რები, თუ კედელთან მიიმ წყვდევ და მანამდე ურტყამ, სანამ ხელს არ
შემოგიბრუნებს.
- ცდები, მე ეს თამაში არ მგონია, - ვპასუხობ და გაბრაზებულ ხმას
ვერაფერს ვუხერხებ.
- რა მითხარი?
- შენ გგონია, მხოლოდ შენ იცი ყველაფერი? - ცალ ხელს მუშტად
ვკრავ, მეორეს კი დანის ტარს ვუ ჭერ. - მხოლოდ შენ იცი, რა არის დანა-
კარგი ან სიბრაზე? შენ გგონია, მარტო შენ იცი, რა არის გაქცევა? -
უეცრად ალექსი მახსენდება და რეივენი მძულს; მძულს, იმიტომ, რომ
მან ალექსი გამახსენა. სიბრაზე და ნაღველი ერთმანეთს ერწყმის, იზ-
რდება და ვეება შავ ზვირთად იქცევა.
- არა, მე არ ვარ, ერთადერთი, - მპასუხობს, - ლინა, ჩვენ ყველამ
დავ კარგეთ რაღაც. ეს უკვე წესად იქცა. ზომბილენდშიც კი. ისე, ალბათ,
ისინი ყველაზე მეტს კარგავენ, - ზემოთ იხედება. თავს ვერ ვიკავებ და
ერთიანად ვცახცახებ.
- აი, კიდევ ერთი გაკვეთილი, ლინა, - რეივენი მშვიდად, მაგრამ,
მომთხოვნი ტონით აგრძელებს: - თუ გინდა, რამე შენი გახდეს, ის სხვას
უნდა წაართვა. ესეც წესია. ხანდახან კი ვიღაც უნდა მოკვდეს, რომ
სხვებმა იცოცხლონ.
სუნთქვა მეკვრის. წამით მთელი სამყარო ქვავდება და მხოლოდ
რეივენის თვალები რჩება.
- მაგრამ ლინა, შენ ეს ყველაფერი იცი, ხომ ასეა? - ხმას ოდნავაც არ
უწევს, მაგრამ მისი სიტ ყვები თითქოს ხორცს ისხამს. თავი ისე მტკივ-
დება, თითქოს ჩაქუჩს მირტყამდნენ. მკერდში რაღაც მჩხვლეტს.
„არ გინდა! არ თქვა! არ თქვა!“ - მიტრიალებს თავში.
გრძელი ბნელი გვირაბი და კვლავ საზღვართან ვარ. თენდება. ყურე-
ში ნელ-ნელა მზის კაშკაშა სხივები იღვრება.
- საზღვრის გადმოკვეთა ვიღაცასთან ერთად სცადე, არა? ჩვენამდე
ხმა მოვიდა. შენ ვიღაცასთან ერთად იყავი,… - თითქოს იხსენებსო, არა-
და ვიცი, რომ ამ ხნის მანძილზე რეივენმა ყველაფერი იცოდა. უეცრად
მისდამი სიბრაზითა და სიძულვილით ისე ვიმსჭვალები, ლამის დავიხ-
რჩო. - ალექსი ერქვა, არა?
სიბრაზისგან გონება მებინდება. ვერც კი ვხვდები, რეივენისკენ რო-
გორ ვიწევ და ვცდილობ, დანით ყელი გამოვ ჭრა, გამოვფატრო და მერე
ტყეში ცხოველებს დავუტოვო საჯიჯგნად.
მაგრამ რეივენი ნეკნებში მუშტს მირტყამს და წონასწორობას მა-
კარგვინებს. იმავდროულად, მარცხენა ხელს მარჯვენა მაჯაში მკიდებს
და მთელი ძალით ქვემოთ მე ქაჩება. დანა ბოცვერს კისერში ესობა, ზუს-
ტად იქ, სადაც რეივენმა არტერია დამანახვა. უნებლიეთ ვკივი. დანა
ჯერ ისევ ხელში მიჭირავს. რეივენი ხელზე თითებს მაჭდობს და აღების
საშუალებას არ მაძლევს. ბოცვერი ფართხალებს და დუნდება. მის გუ-
ლისცემას თითებქვეშ ვგრძნობ. ბოცვერი ისევ თბილია. დანის პირიდან
კი სისხლი წვეთავს.
მე და რეივენი ერთმანეთთან ისე ახლოს ვართ, რომ მისი სუნთქვა
მესმის და ოფლიანი ტანსაცმლის სუნს ვგრძნობ.
- მარტო ჩემზე ნუ ბრაზობ, - მეუბნება, - ეს ჩვენ ერთად გავაკეთეთ,
- და ამაში დასარწმუნებლად დანიან ხელზე მაწვება. დანა ბოცვერს კი-
სერში უფრო ღრმად ერჭობა და უფრო მეტი სისხლი იღვრება.
- წადი, შენი! - ვპასუხობ და ტევრში მოხვედრისა და ალექსის სიკ-
ვდილის მერე პირველად ვტირი. სუნთქვა მიჭირს. სიტ ყვა მიწყდება.
სიბრაზე ნელ-ნელა მივლის. მას შტერი და მიამიტი ცხოველისადმი თა-
ნაგრძნობა ცვლის. ბოცვერი ისე სწრაფად გარბოდა, რომ მიმართულება
ვერც გაარჩია. ხაფანგში გაბმულსაც კი იმედი ჰქონდა, რომ თავს უშვე-
ლიდა. სულელი, სულელი, სულელი.
- ვწუხვარ, ლინა, მაგრამ ცხოვრება ასეთია, - მეუბნება, თუმცა,
მწუხარების არაფერი ეტ ყობა. ახლა ულმობელი თვალებით აღარ მიც-
ქერის და ვხედავ, როგორი გადაღლილია რეივენი. წლებია, მას ცხოვე-
ლებზე ნადირობა, მათი ხოცვა და გამოშიგ ვნა უხდება.
რეივენი ხელს მიშვებს და მკვდარი ბოცვერი ხაფანგიდან ოსტატუ-
რად ამოჰყავს. კისრიდან დანას აცლის, მიწაზე წმენდს და ქამარში იჩ-
რის. მერე ბოცვერს ზურგჩანთის ლითონის რგოლში ფეხებით ამაგრებს
და ფეხზე დგება. ზურგჩანთაზე თავდაყირა დაკიდებული ბოცვერი ქან-
ქარასავით ქანაობს. რეივენი თვალს არ მაცილებს.
- ამით კიდევ ერთ დღეს გადავაგორებთ, - მეუბნება და მშორდება.
***

მახსოვს, ოდესღაც ხეებში მცხოვრებ სოკოებზე წავიკითხე. ისინი ხის


ფესვთა სისტემაში აღწევენ, მას ნელ-ნელა შლიან და ხეს წყლით და
ყველაფრით, რაც მას საარსებოდ სჭირდება, მხოლოდ ისინი ამარაგებენ.
თუმცა, იმავდროულად ხეს შინაგანად ხრწნიან, ალპობენ.
აი, რას ჰგავს სიძულვილი. ის ერთდროულად გასაზრდოებს და გალ-
პობს.
ეს თავდაცვის ძალზე ძლიერი და კომპლექსური სისტემაა. მას არა-
ფერი ეკარება.
სიძულვილი მაღალი კოშკია. მე ტევრში ამ კოშკის აგებას და მასზე
ცოცვას ვიწყებ.
ახლა

- ლანგარი! - მაღვიძებს მყეფარე ხმა. ლოგინ ში ვჯდები. ჯულიენი


უკვე კართანაა. იგი მუხლებზე დგას და როგორც გუშინ მე, ჩვენი შემ-
პყრობის დანახვას ცდილობს.
- ვედრო! - გვესმის მკაცრი ბრძანება. თან გულზე მეშვება და თან
ჯულიენი მეცოდება, რომ კუთხეში მდგარი განავლით სავსე აქოთებული
ვედროს გაწოდება უხდება. გუშინ რიგრიგობით მოვისაქმეთ. ჯულიენმა
პირობა დამადებინა, რომ ზურგს შევაქცევდი, ყურებზე ხელს ავიფარებ-
დი და ჩემთვის ვიღიღინებდი. ჩემი ჯერი რომ დადგა, მანაც ზურგი შე-
მაქცია, ყურებზე ხელი აიფარა და ხმამაღლა ამღერდა. საშინელი ხმა
აქვს. სმენა სულ არ გააჩნია, თუმცა, დიდი მონდომებით კი მღეროდა.
ეტ ყობა, თავისი „ნიჭის“ შესახებ არაფერი იცის ან ეს არ ადარდებს. დი-
დი ხანია, ეს სიმღერა არ მომისმენია. რომელიღაც საბავშვო თამაშიდა-
ნაა.
ახალი ლანგარი და სუფთა ვედრო. პატარა კარი ხმაურით იკეტება.
ნაბიჯების ხმა ნელ-ნელა წყდება. ჯულიენი ფეხზე დგება.
- რამე დაინახე? - ვეკითხები, თუმცა, ზუსტად ვიცი, მეტ ყვის, არაო.
ხმაჩახლეჩილი თავს უჩვეულოდ, უხერხულად ვგრძნობ. გუშინ ერთმა-
ნეთთან მეტისმეტად გულახდილები ვიყავით.
ჯულიენს ჩემთვის თვალის გასწორება უჭირს.
- ვერაფერი, - მპასუხობს.
მდუმარედ ვსაუზმობთ. ამჯერად პურის დიდი ნატეხი და თხილით
სავსე პატარა ჯამი გვაქვს. კაშკაშა ელექტრონათურის შუქ ზე იატაკზე
მასთან ახლოს ჯდომა მეხამუშება, ამიტომ ოთახში წინ და უკან სიარუ-
ლით ვსაუზმობ. ორივე დაძაბული ვართ. ქვეცნობიერად ამას ჯულიენს
ვაბრალებ. გუშინ მან მაიძულა, მელაპარაკა. ასე არ უნდა მოქცეულიყო.
მაგრამ, მე რომ ხელის ჩაკიდება ვთხოვე? არადა, ეს ახლა ისეთი წარმო-
უდგენელი მეჩვენება!
- მთელი დღეს ასე უნდა იარო? - მეკითხება ჯულიენი. ხმაზე ვატ-
ყობ, რომ ჩვენ შორის დაძაბულობას ისიც გრძნობს.
- თუ არ მოგწონს, ნუ მიყურებ! - ვახლი პირდაპირ.
კვლავ ვდუმდებით.
- მამაჩემი აქედან გამიყვანს. გამოსასყიდ თანხას მალე გადაიხდის.
მისდამი სიძულვილი კვლავ იღვიძებს. მან უნდა იცოდეს, რომ ამ-
ქვეყნად ჩემს გამოსასყიდ თანხას არავინ გადაიხდის. და როცა ამას ჩვე-
ნი შემპყრობები - ვინც უნდა იყვნენ ისინი - გაიგებენ, ან მაშინვე მომ-
კლავენ, ან ამ საკან ში ცოცხლად ამომალპობენ.
მაგრამ მე კრინტს არ ვძრავ. ჩემი კოშკის გლუვ, ციცაბო კედლებზე
მივცოცავ და სარკმლით შიგნით ვძვრები. ჩვენ შორის ქვის კედელია.
***

საათები რუხი ქვის ერთმანეთზე დაწყობილ დისკებს მაგონებენ. მათ


მძაღე, შმორის სუნი ასდით და დამ შეული ადამიანის ამონასუნთქს მა-
გონებს. საათები ზანტად მიიზლაზნებიან. მერე კი მეჩვენება, რომ აღარც
მოძრაობენ. ისინი მხოლოდ მხუთავენ და მთრგუნავენ.
უეცრად, გაუფრთხილებლად, შუ ქი ქრება და კვლავ წყვიადში ვექ-
ცევით. გულზე მეშვება. ლამის მიხარია კიდეც. ეს ერთი დღეც გადავაგო-
რე. სიბნელე მამ შვიდებს. დღისით მე და ჯულიენი დაძაბულები ვართ.
ერთმანეთზე გაღიზიანებულებმა აღარ ვიცით, რა ვქნათ. სიბნელე მირ-
ჩევნია. მიხარია, როცა მესმის, როგორ წვება ჯულიენი თავის საწოლზე.
ვიცი, რომ ჩვენ შორის სულ რამდენიმე ნაბიჯია. მისი აქ ყოფნა თითქოს
მამ შვიდებს.
წყვდიადში მდუმარებაც კი სხვანაირია - უფრო მიმტევებლური.
- გძინავს? - მეკითხება ცოტა ხნის შემდეგ.
- ჯერ არა.
მესმის, როგორ ტრიალდება ჩემკენ.
- გინდა, კიდევ ერთი ამბავი გიამბო? - მეკითხება.
თავს ვუქნევ. მართალია, ვერ მხედავს, მაგრამ დუმილს თანხმობად
იგებს.
- ერთხელ ძალიან ძლიერი ქარბორბალა ამოვარდა, - ჯულიენი ჩუმ-
დება, - სხვათა შორის, ეს გამოგონილი ამბავია, - ამატებს.
- მივხვდი, - ვპასუხობ და თვალებს ვხუ ჭავ. ფიქრებით ტევრში
ვბრუნდები. ცეცხლის კვამლი თვალებს მწვავს. ბურუსში რეივენის ხმა
მესმის.
- იყო ერთი გოგონა, სახელად დოროთი, რომელსაც ამ დროს შინ
ჩასძინებოდა. ქარბორბალამ დოროთის სახლი საძირკველს მოჰგლიჯა
და ცაში გაიტაცა. გამოღვიძებული დოროთი უცხო ქვეყანაში აღმოჩნდა.
მისი სახლი კი ბოროტ კუდიანს ზედ დასცემოდა და გაესრისა. მოკლედ,
ამ ქვეყნაში, პატარა ადამიანები - მანჩქინები - ცხოვრობდნენ, რომ-
ლებმაც დოროთის, მადლიერების ნიშნად, ჯადოსნური ფეხსაცმელი
აჩუ ქეს, - ჯულიენი დუმდება.
- მერე? - ვეკითხები.
- მეტი აღარ ვიცი, - მპასუხობს.
- რას ნიშნავს, მეტი აღარ იცი?
ჯულიენი იშმუშნება, ლეიბის ხმა მესმის.
- მეტი აღარ წამიკითხავს.
უეცრად, მისი ეს პასუხი განგაშის სირენად ჩამესმის.
- ესე იგი, ეს შენ არ გამოგიგონია?
- არა, - მპასუხობს წამიერი დუმილის მერე.
- ეგ ამბავი არასოდეს მომისმენია, - ვეუბნები მშვიდად, - მგონი,
არც პროგრამაში უნდა იყოს შეტანილი, - მოხმარებისა და გავრცელე-
ბის დეპარტამენტი ძალზე ცოტა წიგნს ამტკიცებს წასაკითხად. მხო-
ლოდ ორ-სამს წელიწადში, ხანდახან სულაც არც ერთს. თუ ეს ამბავი მე
არ წამიკითხავს, ესე იგი, ის დამტკიცებული არ არის.
ჯულიენი ახველებს.
- არც არის… პროგრამაში,… - დუმდება, - ეს აკრძალული წიგნიდა-
ნაა.
თმა ყალყზე მიდგება.
- აკრძალული წიგნი სად წაიკითხე?
- მამა ადგ-ში ბევრ გავლენიან ადამიანს იცნობს. მთავრობის წევ-
რებს, მღვდლებს და მეცნიერებს. მას ხელი მიუწვდება… კონფიდენ-
ციალურ დოკუმენტებზე და ძველ მონაცემებზე. ავადმყოფობის ხანას
ვგულისხმობ.
ხმას არ ვიღებ. მესმის, როგორ ყლაპავს ნერწყვს ჯულიენი.
- როცა პატარა ვიყავი, მამას კაბინეტი ჰქონდა... უფრო სწორად,
ორი კაბინეტი. ერთში ის ადგ-ს საქმეებს აგ ვარებდა. მე და ჩემი ძმა მას-
თან ერთად ამ კაბინეტში ვისხედით და მთელი ღამეები ბროშურების
კეცვაში ვეხმარებოდით. სასაცილოა, მაგრამ დღემდე შუაღამე ქაღალ-
დის სუნს მახსენებს.
ძმის ხსენებაზე თვალები მიფართოვდება; მის შესახებ აქამდე არა-
ფერი მსმენია. არც ადგ-ს სააგიტაციო მასალებში და არც „უორდში“,
ადგილობრივ გაზეთში, მისი ფოტო არ მინახავს.
- მისი მეორე კაბინეტი კი ყოველთვის დაკეტილი იყო. შიგნით შეს-
ვლის უფლება არავის ჰქონდა. მამა ამ კაბინეტის გასაღებს მალავდა…
მანამდე,… - ისევ შრიალი მესმის, - სანამ დავინახე, სად დამალა იგი.
მახსოვს, გვიანი იყო. წესით, უკვე უნდა მძინებოდა, მაგრამ ჩემი ოთახი-
დან წყლის დასალევად გამოვედი და კიბის თავიდან დავინახე, როგორ
მიუახლოვდა მამა სასტუმრო ოთახში წიგნის კარადას. სულ ბოლო თა-
როზე მამლის პატარა, ფაიფურის სკულპტურა იდგა. დავინახე, როგორ
ასწია მამამ მამლის თავი და გასაღები ჩადო. მეორე დღეს თავი მოვიკა-
ტუნე, ავად ვარ-მეთქი და სკოლაში არ წავედი. როგორც კი ჩემი მშობ-
ლები სამსახურში წავიდნენ, ჩემი ძმა კი სკოლის ავ ტობუსში ჩაჯდა,
ქვემოთ ჩავიპარე, გასაღები ავიღე და მამას მეორე კაბინეტი გავაღე, -
ეცინება, - მგონი, ცხოვრებაში ეგეთი შეშინებული არასოდეს ვყოფილ-
ვარ. ისე ვცახცახებდი, სანამ გასაღებს საკეტს მოვარგებდი, ხელიდან
სამჯერ გამივარდა. წარმოდგენა არ მქონდა, შიგნით რას ვიპოვიდი ან
რის ნახვას ველოდი. შეიძლება, მეგონა, რომ იქ გვამები ან გამომ-
წყვდეული სნეულები დამხვდებოდნენ.
ამ სიტ ყვის გაგონებაზე, ისევ ვიძაბები, მაგრამ მალევე ვდუნდები.
ჯულიენი კვლავ იცინის.
- მახსოვს, კარი რომ გავაღე და ამდენი წიგნი დავინახე, ძალიან გავ-
ბრაზდი. ეს დიდი იმედგაცრუება იყო. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს
ჩვეულებრივი წიგნები არ იყო. ისინი სულ არ ჰგავდა სკოლის სახელ-
მძღვანელოებს და არც ეკლესიაში ნანახ წიგნებს. აი, სწორედ მაშინ მივ-
ხვდი, რომ ისინი აკრძალული წიგნები უნდა ყოფილიყო.
დიდი ხნის წინ დამარხული მოგონება თავს მახსენებს: ალექსის
ტრაილერში სანთლის შუ ქით განათებული, ათობით უცნაური სახელ-
წოდების ყდაგაცრეცილი წიგნი. მაშინ, სიტ ყვა „პოეზია“ პირველად გა-
ვიგე. მთავრობის მიერ დამტკიცებული წიგნები რაღაც კონკრეტულ მი-
ზანს ემსახურება. მაგრამ აკრძალული წიგნები მხოლოდ წიგნები არ
არის. ზოგი მათგანი ობობას ქსელს ჰგავს; სიუჟეტის ხაზს მიჰყვები,
თუმცა, გზად არაერთი უცნაური და ბნელი კვანძი გხვდება. ზოგი კი ცა-
ში აჭრილი საჰაერო ბუშტივით არის - მიუწვდომელია და შორიდან ძა-
ლიან ლამაზი.
არსებობს ისეთებიც - საუკეთესოები - რომლებიც კარებს ჰგვანან.
- იმ დღიდან მოყოლებული, როცა კი შინ მარტო ვრჩებოდი, კაბი-
ნეტში ჩუმად ვიპარებოდი. ვიცოდი, რომ ცუდად ვიქცეოდი, მაგრამ
თავს ვერ ვერეოდი. კიდევ, იქ იყო მუსიკა, ისეთი კი არა, რაც ამმბ-ზე
დევს. შენ ვერც კი წარმოიდგენ, ლინა! ისინი ისეთი ბილწი სიტ ყვებითაა
სავსე დელირიაზე,… მაგრამ ყველა ცუდი არ იყო. ყველა სიმღერა მარ-
ტო უიმედობასა და ამქვეყნიურ ამაოებაზე არ დაწერილა. ხომ მიიჩ-
ნეოდა, რომ ძველ დროში ყველა ბედნიერი და დაავადებული იყო, არა?
მაგრამ ზოგი მელოდია...… - დუმდება და ხმადაბლა ოხრავს, - „შენ მხო-
ლოდ სიყვარული გ ჭირდება…“...
ტან ში ჟრუანტელი მივლის. ამ სიტ ყვის ხმამაღლა წარმოთქმა უც-
ნაურად მეჩვენება. ჯულიენი ერთხანს დუმდება. მერე კი უფრო ხმადაბ-
ლა განაგრძობს.
- წარმოგიდგენია? „შენ მხოლოდ…“... - ხმა უწყდება, თითქოს აცნო-
ბიერებს, რა ახლოს ვწევართ ერთმანეთთან და განზე იწევა. სიბნელეში
მის სილუეტს ძლივძლივობით ვხედავ, - მოკლედ, ერთ დღეს მამამ კაბი-
ნეტში დამიჭირა. ზუსტად იმ ამბის კითხვისას, რომელსაც გიყვებოდი.
„ოზის საოცარი ჯადოქარი“(„ოზის საოცარი ჯადოქარი“ (ინგლ. The
Wonderful Wizard of Oz) — მწერალ ფრენკ ბაუმის საბავშვო სერიის
პირველი წიგნი. პირველად გამოიცა აშშ-ში 1900 წლის 17 მაისს.) ერქვა
წიგნს. ასეთი გაბრაზებული მამა არასდროს მინახავს. განკურნების წყა-
ლობით, იგი თითქმის ყოველთვის მშვიდია, მაგრამ იმ დღეს სასტუმრო
ოთახში გამათრია და გათიშვამდე მირტყა, - ამას ისე უემოციოდ ამ-
ბობს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ისევ ვიძაბები. ჯულიენის მამისა
და მისი მსგავსი სხვა ადამიანებისადმი სიძულვილით ვიმსჭვალები. ისი-
ნი საჯაროდ ერთსულოვნებასა და ხელშეუხებლობას ქადაგებენ, თუმცა
შინ, იქ, სადაც მათ ვერავინ ხედავს, შვილებს გონების დაკარგვამდე
სცემენ.
- მითხრა, გასწავლი, როგორ უნდა აკრძალული წიგნების კითხვაო, -
ამბობს ფიქრებში წასული ჯულიენი, - მეორე დღეს პირველი შეტევა
მქონდა.
- ძალიან ვწუხვარ, - ვეუბნები ჩურჩულით.
- მე მას არ ვადანაშაულებ, - ამატებს ჯულიენი სწრაფად, - ექიმებმა
მითხრეს, მაშინდელმა შეტევამ სიცოცხლე გადაგირჩინაო. სწორედ მა-
შინ აღმომიჩინეს სიმსივნე. გარდა ამისა, მამა ჩემს დახმარებას, დაცვას
ცდილობდა. ხომ ხვდები?
ჯულიენი ისე მეცოდება, გული მეწვის და ამ გრძნობამ რომ არ გამი-
ტაცოს, კვლავ ჩემი სიძულვილის გლუვ კედლიან კოშკს ვიხსენებ. მერე
მისი კიბის საფეხურებზე ავდივარ და კოშკიდან მიზან ში ჯულიენის მა-
მას ვიღებ, მის ცოცხლად დაწვას ვუც ქერი.
- შენი აზრით, მე ცუდი ადამიანი ვარ? - მეკითხება ცოტა ხნის შემ-
დეგ.
- არა, - ვპასუხობ და ყელში ბურთი მეჩხირება.
რამდენიმე წუთიც და, ჩვენ ერთნაირად ვსუნთქავთ. ნეტავ ჯულიენი
ამჩნევს?
- დღემდე არ ვიცი, რატომ იყო ის წიგნი აკრძალული, - ამბობს ცოტა
ხან ში ჯულიენი, - ალბათ, იმ ნაწილის გამო, რაც მერე იქნებოდა, კუ-
დიანისა და ფეხსაცმლის გამო. იმ დღიდან მოყოლებული, სულ ამაზე
ვფიქრობ. სასაცილოა, ხანდახან, როგორ გრჩება გონებაში რაღაც.
- სხვა წაკითხული ამბები გახსოვს?
- არა. არც სიმღერები. მხოლოდ ალაგ-ალაგ ფრაზები. „შენ მხოლოდ
სიყვარული გ ჭირდება…“... - კვლავ ღიღინებს.
ვჩუმდებით. ნელ-ნელა რეალობას ვწყდები. ტყეში ვერცხლისფერი
მდინარე არშიასავით იგრიხება. ჩემი ფეხსაცმელი მზის სხივებზე
ბრჭყვიალებს, გეგონება, მონეტებით მოურთავთო….
ტოტის ქვეშ ვძვრები. თავზე ფოთლები მეყრება. ხელს მაღლა ვწევ
და თბილ თითებს ვგრძნობ….
ვფხიზლდები. ჯულიენს ხელი ჩემს თავთან მოუტანია. იგი თავის სა-
წოლის კიდეზე წევს და მისი სხეულის მხურვალებას ვგრძნობ.
- რას აკეთებ? - გულისცემა მიჩქარდება. ვგრძნობ, რომ ჩემს მარ-
ჯვენა ყურთან ხელი უკანკალებს.
- ბოდიში, - მპასუხობს ჩურჩულით, თუმცა, ხელი უკან არ მიაქვს, -
მე…...
ჯულიენის სახეს ვერ ვხედავ, მხოლოდ გრძელ სილუეტს ვარჩევ და
მეჩვენება, თითქოს შავ, გაპრიალებულ ხეში იყოს ნაკვეთი.
სუნთქვა მეკვრის. ოთახში ტემპერატურა მატულობს. სხეული მი-
ხურს.
- შეიძლება? - მეკითხება ჩუმად, მისი ხმა თითქმის არ მესმის.
კრინტს ვერ ვძრავ, თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავს ვუქნევ. ნერწყვის
გადაყლაპვა მიჭირს.
ჯულიენი ხელს ფრთხილად და ნაზად სწევს ქვემოთ. მესმის, როგორ
სუნთქავს, თითქოს ძალა მოიკრიბაო. ვქვავდები, თვალებზე თეთრი
ბინდი მეკვრის და სხეულში ცხელი ტალღა მივლის. ჯულიენი თმაში
ხელს მიცურებს და მეფერება. ვმშვიდდები. დაძაბულობა მიქრება. სუნ-
თქვას ვიწყებ. ყველაფერი მშვენივრად არის. ყველაფერი კარგად იქნე-
ბა. ჯულიენი თავზე ხელს მისვამს, თითებზე იხვევს ჩემს თმას, მერე
ხელს უშვებს და თმა ბალიშზე ნაზად ეფინება. ამჯერად, თვალებს რომ
ვხუ ჭავ, ვერცხლისფრად მოელვარე მდინარეს ვხედავ. მე მდინარეში
შევდივარ და დინებას მივ ყვები.
***

დილით გაღვიძებული ცისფერს ვხედავ. ზემოდან ჯულიენი დამცქე-


რის, მაგრამ როგორც კი თვალს ვახელ, მაშინვე ტრიალდება. მძინარეს
მიყურებდა. თავს უხერხულად ვგრძნობ, ვბრაზობ კიდეც, მაგრამ თან -
მსიამოვნებს. ნეტავ ძილში რამე ხომ არ წამომცდა? ადრე ხანდახან
ძილში ალექსს ვეძახდი. მგონი, გუშინაც მესიზმრა. მართალია, გამოღ-
ვიძებულს არაფერი მახსოვს, მაგრამ მგონია, რომ ალექსი ახლოა. სულ-
ში სიცარიელეს ვგრძნობ, თითქოს მკერდში დიდი ხვრელი გამჩენოდეს.
- დიდი ხანია, გაიღვიძე? - ვეკითხები. სინათლეში ოთახში კვლავ
დაძაბული და უხერხული გარემოა. მგონია, რომ გუშინ ყველაფერი და-
მესიზმრა - ჯულიენის ხელი ჩემს თმაში, მისი მოფერება და ჩემი მდუმა-
რე თანხმობა.
მისი შეხება მომ წონს.
- ცოტა ხნის წინ, - მპასუხობს, - და ძილი ვეღარ შევიბრუნე.
- ისევ კოშმარი? - ვეკითხები. ოთახში ჩახუთული ჰაერია. ყოველი
სიტ ყვის წარმოთქმა მიჭირს.
- არა, - მეუბნება. ველოდები, რომ კიდევ რამეს იტ ყვის, მაგრამ
დუმს.
საწოლზე ვჯდები. ოთახში ცხელა და გულის ამრევი სუნი დგას. მინ-
და, რაღაც ვთქვა, რომ დაძაბულობა განვმუხტო.
- როგორ ფიქრობ, დაგ ვხოცავენ? - მეკითხება ბოლოს ჯულიენი და
დაძაბულობაც ქრება. დღეს ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ.
- არა, - ვპასუხობ თავდაჯერებული კილოთი, თუმცა, სინამდვილეში
ასეთი არ ვარ. ეჭვი დღითი დღე უფრო მიპყრობს. თუ „ფასკუნჯები“
ჯულიენის გამოსასყიდი თანხის მოთხოვნას აპირებდნენ, რაღას ელოდე-
ბიან? უეცრად ლითონის გაპრიალებულსაკინძებიანი თომას ფაინმენი
და მისი მკაცრი, კმაყოფილი ღიმილი მახსენდება. მერე კი წარმოვიდგენ,
როგორ ურტყამს თავის ცხრა წლის ვაჟს გონების დაკარგვამდე.
შეიძლება მან თანხა არც გადაიხადოს. ვცდილობ, ეს აზრი თავიდან
ამოვიგ დო, მაგრამ ეჭვი მაინც მღრღნის.
უეცრად თომას ფაინმენზე ფიქრი სხვა რაღაცას მახსენებს.
- შენი ძმა რამდენი წლისაა? - ვეკითხები.
- რა-ა? - ჯულიენი საწოლზე ჩემკენ ზურგშექცევით ჯდება. დარ-
წმუნებული ვარ, ჩემი კითხვა გაიგონა, მაგრამ მაინც ვუმეორებ. ცდი-
ლობს, არ შეიმჩნიოს, მაგრამ მე მაინც ვატ ყობ, სხეული როგორ დაეჭიმა.
- მკვდარია! - მახლის უცებ.
-… როგორ გარდაიცვალა? - ვეკითხები ფრთხილად.
- უბედურ შემთხვევას შეეწირა, - კვლავ მკვახედ მპასუხობს.
ვხედავ, რომ ამაზე ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ რატომღაც არ ვეშვე-
ბი.
- უბედურ შემთხვევას?
- ჰო, დიდი ხნის წინ, - მიჭრის, მერე კი, მოულოდნელად, ჩემკენ
ბრუნდება და ამატებს: - რაში გაინტერესებს? ასეთი ცნობისმოყვარე
რატომ ხარ? მე შენზე არაფერი ვიცი, მაგრამ შენს საქმეში ცხვირს ხომ
არ ვყოფ? არც თავს გაბეზრებ!
ჯულიენის ასეთ აგრესიას არ ველოდი და ვიბნევი. მორჩა, მეყოფა
ამდენი შეცდომა. ახლა კვლავ მოსიარულე მკვდრის, მშვიდი და უშ-
ფოთველი ლინა მორგან ჯონსის უდრტვინველობის ნიღაბს ვიფარებ.
- უბრალოდ, მაინტერესებს, მაგრამ შეგიძლია, არც მიპასუხო.
წამით ჯულიენის თვალებში შიშის ნაპრეწკალი გამაფრთხილებელი
სიგნალივით ინთება, თუმცა, მალევე ქრება და მას მამამისისგან ნასწავ-
ლი სიმკაცრე ცვლის. თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს, მერე ფეხზე დგე-
ბა და ოთახში ბოლთის ცემას იწყებს. აფორიაქებული ჯულიენის ცქერა
მსიამოვნებს. არადა, თავიდან როგორი მშვიდი იყო. კმაყოფილი ვაკ-
ვირდები, როგორ კარგავს ნელ-ნელა მოთმინებას. აქ, მიწის ქვეშ, ადგ-ს
დაცვა და მხარდაჭერა ვერ უშველის. ჩვენ ისევ ერთმანეთის საპირისპი-
რო მხარეს ვდგავართ. დილის მდუმარებაში მე თავს კარგად ვგრძნობ.
დიახ, სწორედ ასეთი უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობა. ასე უფრო სწორი-
ა.
შეხების უფლება არ უნდა მიმეცა. ჩემთან ახლოსაც არ უნდა მომეშ-
ვა. არ ვიცი, გონებაში ვის ველაპარაკები - რეივენს, ალექსს თუ ორივეს,
მაგრამ ვიღაცას ვუბოდიშებ: „ბოდიში. ამიერიდან ფრთხილად ვიქნები.
შეცდომას აღარ დავუშვებ.“
დღეს საჭმელ-სასმელი არ მოაქვთ. ჯერ შუადღე არ არის, მაგრამ
რაღაც იცვლება. წყლის წკაპაწკუპის ექო გვესმის და უეცრად ორპირ
ქარს ვგრძნობთ. რამდენიმესაათიანი გაბუტულივით ჯდომის შემდეგ
ჯულიენი ჩემკენ იხედება.
- გესმი...… - ვერ ამთავრებს, ხელს ვიქნევ და სწრაფად ვაწყვეტინებ.
დერეფან ში ლაპარაკისა და ნაბიჯების ხმა ისმის. გულისცემა მიჩ-
ქარდება. ინსტინქტურად ირგვლივ ვიხედები, იარაღს ვეძებ, თუმცა,
ვედროს გარდა, არაფერია. საწოლების თავების მოხსნა უკვე ვცადე,
თუმცა, ამაოდ. ჩემი ზურგჩანთა ოთახის ბოლოში გდია და ის-ის არის,
მის ასაღებად ადგომას ვაპირებ - უიარაღობას მაინც აჯობებს - რომ გა-
საღების გადატრიალების ხმა მესმის და რკინის კარი შიგნით იღება.
ოთახში ორი „ფასკუნჯი“ შემოდის. ორივე შეიარაღებულია.
- შენ! - მიტ კალივით თეთრი შუახნის კაცი (მისნაირი ფერმკრთალი
ადამიანი არასდროს მინახავს) თოფის კონდახს ჯულიენისკენ იშვერს
და ამატებს: - მოგ ვყევი.
- სად? - ეკითხება ჯულიენი, ხმა არ უკანკალებს. ალბათ, იცის, რომ
პასუხს მაინც ვერ მიიღებს. ხელებჩამოშვებული ფეხზე დგება.
- ერთ-ორ კითხვაზე გვიპასუხებ, - პასუხობს კაცი და იღიმება. ჩაყ-
ვითლებული კბილები და შავლაქებიანი ღრძილები უჩანს. კაცს სამხედ-
რო ყაიდის შარვალი და ძველი, სამხედრო ქურთუკი აცვია. „ფასკუნჯი-
ა“, ეჭვი არ მეპარება. მარცხენა ყურის უკან მკრთალ, ლურჯ სვირინგს
ვხედავ. კაცი ოთახში ჯულიენს უახლოვდება და როგორც ტურა - ნა-
დავლს, ისე უვლის გარშემო. ძარღვებში სისხლი მეყინება. პროცედურა-
გავლილის იარა აქვს, თუმცა, ეტ ყობა, ცუდად გაუკეთეს. იარა ღია ჭრი-
ლობას მაგონებს. „ფასკუნჯს“ სამქიმიანი იარის სიღრმეში შავი სამკუთ-
ხედი აქვს ამოსვირინგებული. ათწლეულების წინ პროცედურა უფრო
სახიფათო იყო, ვიდრე ახლა. ბავშვობაში გამიგია, რომ პროცედურის
შედეგად ხალხი კი არ იკურნებოდა, გიჟდებოდა ან ტვინი ეთიშებოდა.
ზოგჯერ კი ყველა ემოციას კარგავდნენ და სიცოცხლის ბოლომდე ვეღა-
რაფერს გრძნობდნენ.
ვცდილობ, შიშს არ დავემორჩილო, თუმცა, გული გამალებით მი-
ცემს, არათანაბარი რიტმით. მეორე „ფასკუნჯი“ რეივენის ხნის გოგოა.
იგი კარის წირთხლზეა მიყრდნობილი და გასასვლელს ღობავს. ჩემზე
მაღალი და გამხდარია. სახეზე პირსინგი აქვს. ორივე წარბზე ხუთ-ხუთ
საყურეს ვთვლი. შუბლზე და ნიკაპის ჭრილშიც თვლიანი საყურეები
უკეთია. და ნიშნობის ბე ჭედი ცხვირის ძგიდეში. არც კი მაინტერესებს,
ხელში როგორ ჩაიგ დო. დაბალწელიანი შარვლის ქამარში პისტოლეტი
აქვს გაჩრილი. ნეტავ, რამდენ ხან ში შეძლებს ამოღებას და გასროლას.
ერთმანეთს თვალს თვალში ვუყრით. ალბათ, ჩემი გამომეტ ყველე-
ბით ჩემს ჩანაფიქრს ხვდება.
- არც იფიქრო. - მაფრთხილებს უცნაური ხმით. სიტ ყვებს ძლივს
ვარჩევ და მერე, როცა პირდაღებული ამთქნარებს, ამის მიზეზსაც ვხე-
დავ - ენაზეც საყურეები უელავს, ლითონის ბურთისთავიანი საყურეები.
თითქოს პირში მავთულხლართები აქვსო.
ჯულიენი წამით ყოყმანობს. მერე მკვეთრად ტრიალდება და წინ
სწრაფად მიდის, თუმცა, ნაბიჯს მალევე ანელებს. ოთახიდან გასული
პირსინგიან გოგოსა და ალბინოსს შორის ისე მიაბიჯებს, თითქოს პიკ-
ნიკზე მიდიოდეს. ჩემკენ ერთხელაც არ იყურება. კარი ღრჭიალით იხუ-
რება, გასაღები ტრიალდება და ოთახში პირველად ვრჩები მარტო.
***

ლოდინი აგონიას ჰგავს. თითქოს ცეცხლი მიკიდია. მიუხედავად იმი-


სა, რომ მშია, მწყურია და სუსტად ვარ, ოთახში მაინც წინ და უკან
დავდივარ. ვცდილობ, არ ვიფიქრო, რას უზამენ ჯულიენს. შეიძლება,
მისი გამოსასყიდი უკვე გადაიხადეს და ბოლოს და ბოლოს, გაათავი-
სუფლებენ. მაგრამ მერე ალბინოსის ღიმილიანი პასუხი მახსენდება:
„ერთ-ორ კითხვაზე გვიპასუხებ!“ - და ეჭვი მიჩნდება.
ტევრში რეივენმა წვრილმანების შემჩნევა მასწავლა, მაგალითად,
ხეზე ხავსის მიმართულების, ბალახის სიმაღლის, ნიადაგის ფერის. მანვე
მასწავლა, ყურადღება შეუსაბამობებს მიაქციეო. მაგალითად, თუ ბალა-
ხი ხშირია, ესე იგი, სადღაც ახლოს წყალია; თუ ტყეში მოულოდნელი
მდუმარება ჩამოვარდა, ესე იგი შორიახლო მტაცებელია. უჩვეულოდ
ბევრი ნადირი გვხვდება? ესე იგი, აქ საკვებიც უფრო მეტია.
„ფასკუნჯების“ გამოჩენა სწორედ ასეთი შეუსაბამობაა და მაფიქ-
რებს.
თავს იმით ვიქცევ, რომ ზურგჩანთიდან ნივთებს ვიღებ და მერე ისევ
უკან ვალაგებ. ბოლოს კი იატაკზე ვაწყობ. თითქოს ამ საცოდავი ნივთე-
ბის დაწყობა რამეს მიმანიშნებდეს. ორი გრანოლას ბატონი. თვალის
ტუშის ტუბი. წყლის ცარიელი ბოთლი. „უჯბს“-ის სქელყდიანი გამოცე-
მა. ქოლგა. ფეხზე ვდგები. ოთახს წრეს ვუვლი და კვლავ იატაკზე ვჯდე-
ბი.
რაღაც ყრუ ხმა მესმის, მაგრამ თავს ვარწმუნებ, რომ მეჩვენება.
„უჯბს“-ს კალთაში ვიდებ და თვალიერებას ვიწყებ. მართალია,
ფსალმუნები და ლოცვები მეცნობა, მაგრამ ახლა სიტ ყვები უჩვეულო
მეჩვენება და მათი მნიშვნელობაც - ბუნდოვანი. ეს იმას ჰგავს, ბავშვო-
ბაში ნანახს დიდი ხნის მერე დაუბრუნდე და უეცრად აღმოაჩინო, რომ
ყველაფერი პატარა და ყალბია. ჰანა მახსენდება. ერთხელ მის ოთახში
ვიყავით და უსაქმურობისგან კედლებს ვაწყდებოდით. მერე ჰანამ ის კა-
ბა იპოვა, პირველ კლასში თითქმის ყოველდღე რომ ეცვა. სიცილისგან
ლამის გავიგუდეთ. ჰანა იმეორებდა, ვერ ვიჯერებ, ასეთი პატარა თუ ვი-
ყავიო.
გული მეკუმ შება. მგონია, ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. მაშინ ჰა-
ნასთან ოთახში ყოფნა, მის მოფარდაგებულ იატაკზე ჯდომა და უსაქ-
მურობით ტკბობა საათობით შემეძლო; დღეებს ლაღად ვატარებდით
ერთად. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა სიამოვნება იყო მეგობართან ერთად
თუნდაც უსაქმურობა.
„უჯბს“-ის შუაში თვალში კუთხეგადაკეცილი გვერდი მხვდება. „სო-
ციალური ისტორიის“ ოცდამეორე თავის ერთ აბზაცში რამდენიმე სიტ-
ყვაა გახაზული.
„როდესაც მსჯელობ საზოგადოების ილუზიით ცხოვრებაზე, შენ უნ-
და იმსჯელო იმაზეც, რა დროის განმავლობაში შეძლებს იგი ასე ცხოვ-
რებას. გონების დაბინდვა გარდაუვალია, ხოლო დაავადებები რთულდე-
ბა (არჩევანი ხდება თავისუფალი, სიყვარული კი ბედნიერებად იქცევა).
უნდა გაიქცე, მაგრამ ეს შუძლებელია.“
სამი სიტ ყვა: შენ უნდა გაიქცე.
ერთ-ორ თავს ვახტები და კვლავ კუთხეგადაკეცილ გვერდს
ვპოულობ. აქ სიტ ყვები შემოხაზულია.
„ჯანმრთელი საზოგადოების იარაღი მორჩილება, ვალდებულება და
თანხმობაა. პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება, როგორც მთავ-
რობას, ასევე - მოქალაქეებს. პასუხისმგებლობა შენც გაქვს.“
ნეტავ ვინ? ტეკმა? რეივენმა? ვინ შემოხაზა ეს სიტ ყვები?
იარაღი შენც გაქვს.
ყველა გვერდს საგულდაგულოდ ვამოწმებ. მათ იცოდნენ, რომ ეს
მოხდებოდა. იცოდნენ, რომ შეიძლებოდა, მათ მოვეტაცე...… ახლა არ
მიკვირს, რატომ მაიძულა ტეკმა „უჯბს“-ის წამოღება - მან აქ საჭირო
მინიშნებები დამიტოვა. უეცრად სიხარული მავსებს. მათ არ დამივიწყეს
და არც მიმატოვეს. აქამდე ვერც კი ვხვდებოდი, როგორი შეშინებული
ვიყავი ტეკისა და რეივენის გარეშე. მე ხომ მათ გარდა არავინ მყავს. ბო-
ლო ერთი წლის განმავლობაში ისინი გახდნენ ჩემი მეგობრები, მშობლე-
ბი, დედმამიშვილები და დამრიგებლები.
წიგნში კიდევ ერთი მონიშნული გვერდია. 37-ე ფსალმუნის ქვეშ დი-
დი ვარსკვლავი ხატია.
გრიგალში, შტორმსა და წვიმაში
უნდა ვიყო მშვიდი და მდუმარე;
თბილი ქვა, მძიმე და მშრალი;
ფესვები კი იარაღია, ტკივილის წამალი.
ფსალმუნს რამდენიმეჯერ ვკითხულობ და კვლავ იმედგაცრუება
მიპყრობს. იმედი მქონდა, დაშიფრულ ფრაზას აღმოვაჩენდი, მაგრამ
ფარულ აზრს ვერ ვხვდები. იქნებ, ტეკი მეუბნება, მშვიდად იყავიო? ან
იქნებ ვარსკვლავი უფრო ადრე დახატა და ეს მინიშნება არ არის? ან იქ-
ნებ მეშლება და არც ის სიტ ყვებია მინიშნებები?
მაგრამ არა. ტეკმა ეს წიგნი იმიტომ წამომაღებინა, რომ იცოდა - შე-
იძლებოდა, გამომდგომოდა. ტეკი და რეივენი გაუაზრებლად ან
დაუფიქრებლად არაფერს აკეთებენ, მათი ყოველი ნაბიჯი რაღაც მი-
ზანს ემსახურება. როცა ყოველდღე ბეწვის ხიდზე გიხდება სიარული, იქ
შემთხვევითობა გამორიცხულია.
„გრიგალში, შტორმსა და წვიმაში…“...
წვიმა!
ტეკის ქოლგა. მან იგი ხელში ძალით მომაჩეჩა, არადა მიტინგის
დღეს უღრუბლო ცა იყო.
ხელებაკანკალებული ქოლგას კალთაში ვიდებ და ყურადღებით ვაკ-
ვირდები. უეცრად ქოლგის ტარზე სიგრძივ ბზარს ვხედავ. ასე კარგად
რომ არ დავ კვირვებოდი, ალბათ, ვერასოდეს შევამჩნევდი. თითქმის
უხილავ ბზარში ფრჩხილს ვჩრი და სახელურის შუაზე გახსნას ვცდი-
ლობ, მაგრამ ამაოდ.
- ჯანდაბა! - ვამბობ ხმამაღლა და თითქოს გულზე მეშვება. - ჯანდა-
ბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! - ვიმეორებ ყოველი მცდელობისას, მაგრამ ქოლ-
გის ლამაზი, გაპრიალებული ხის სახელური არაფრის დიდებით არ იხ-
სნება.
- ჯანდაბა! - იმედგაცრუების, ლოდინისა და მდუმარებისგან ჩემ შიგ-
ნით რაღაც ტყდება. ქოლგას მთელი ძალით კედელს ვახეთქებ. იგი
ხმაურით ეცემა ძირს, სახელური შუაზე კოხტად იხსნება და შიგნიდან
დანა ვარდება. ტყავის ქარქაშიდან ვიღებ და ვხვდები, რომ დანა ტეკი-
საა - ძვლისტარიანი და პირბასრი. მახსოვს, ერთხელ ამ დანით რა ოს-
ტატურად გაფატრა ირემი კისრიდან კუდამდე. დანა ისეა გაპრიალებუ-
ლი, ლითონზე საკუთარ ანარეკლს ვხედავ.
მოულოდნელად დერეფნიდან ხმაური მესმის: მძიმე ნაბიჯები და რა-
ღაც ხახუნის მსგავსი ხმა, თითქოს რაღაცას მოათრევენ. სმენას ვძაბავ
და ჯერ ისევ ჩაცუც ქული დანას ხელს მაგრად ვუ ჭერ. შემიძლია, „ფას-
კუნჯებს“ თავს დავესხა, დავ ჭრა ან სულაც, თვალები დავთხარო და გა-
ვიქცე, თუმცა, სანამ რამეს გადავწყვეტ, კარი იღება. ჯულიენი საკან ში
ძლივს შემოდის. ისეთი დასისხლიანებული და დალურჯებულია, პერან-
გით ძლივს ვცნობ. კარი იხურება.
- ღმერთო, ჩემო!
ჯულიენი ველური ცხოველის დატორილს ჰგავს. ტანსაცმელი სის-
ხლით აქვს მოსვრილი. უეცრად საზარელი წუთი თითქოს უკან მაბრუ-
ნებს. კვლავ ღობესთან ვდგავარ, ვუყურებ, როგორ დიდდება ალექსის
პერანგზე სისხლის ლაქა და ვიცი, რომ მალე მოკვდება. მოგონებებიდან
ვერკვევი და კვლავ ჯულიენს ვხედავ. იგი იატაკზე დგას, დაჩოქილი და
სისხლს ახველებს.
- რა მოხდა? - დანას ქურდულად ვაცურებ ლეიბის ქვეშ და მეც მის
წინ ვიჩოქებ. - რა გიქნეს?
ჯულიენი რაღაცას გაურკვევლად ხროტინებს და კვლავ ხველა
უვარდება. უეცრად შიში მიპყრობს. „მოკვდება,“ - ვფიქრობ, მაგრამ ჩემ-
და გასაკვირად, შიშს მაშინვე იმედი ცვლის.
„არა, ახლა ყველაფერი სხვაგ ვარად იქნება. მე მისი გადარჩენა შე-
მიძლია.“
- გაჩუმდი, არ მიპასუხო.
ჯულიენი უკვე იატაკზე წევს, გვერდზე გადაბრუნებული და მოკუნ-
ტული. მარცხენა ქუთუთო უთამაშებს და არ ვიცი, ჩემი ხმა ესმის თუ
არა. მის თავს კალთაში ვიდებ და ფრთხილად ვეხმარები, ზურგზე გა-
დაბრუნდეს. ისეთი ნაცემია, თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ შევ კივლო.
მარჯვენა თვალი ისე აქვს გასივებული, ვერც ახელს, წარბის ზემოთ,
ღრმა ჭრილობიდან კი სისხლი თქრიალით მოსდის.
- ჯანდაბა! - ვამბობ. ღრმა ჭრილობები ადრეც მინახავს, თუმცა მა-
შინ წამლები და სახვევები მქონდა, აქ კი არაფერი მაქვს. უეცრად ჯუ-
ლიენის სხეული უცნაურად თრთის და იგრიხება. შიშით გული მისკდება,
შეტევა არ დაეწყოს.
- ოღონდ არ გაითიშო, - ვეუბნები. ვცდილობ, ხმადაბლა და მშვი-
დად ველაპარაკო. რასაკვირველია, თუ გონზეა და ჩემი ესმის, - პერანგს
გაგხდი, კარგი? ეცადე, არ იმოძრაო. სახვევს დაგადებ. სისხლდენა უნდა
შევაჩერო.
ჯულიენს ჭუჭყიან პერანგს ვუხსნი. კიდევ კარგი, მკერდზე არაფერი
უჩანს, რამდენიმე დიდი სისხლჩაქცევის გარდა. ამდენი სისხლი სულ სა-
ხიდან მოსდის. მართალია, „ფასკუნჯებს“ გვარიანად უცემიათ, მაგრამ
საშიში ჭრილობა არსად ეტ ყობა. პერანგს ხელებზე რომ ვხდი, კვნესის.
სისხლით გაჟღენთილ პერანგს ვკეცავ, შუბლზე მაგრად ვაჭერ და თან
გულში ვნატრობ, ნეტავ სუფთა ტილო მქონდეს-მეთქი. ჯულიენი კვლავ
კვნესის.
- ჩუ-უ! - ვაჩუმებ. მისი სხეულის სიმხურვალეს ვგრძნობ. ჩემს გულს
ბაგაბუგი გააქვს. - ნუ გეშინია, კარგად ხარ, ოღონდ, ისუნთქე, კარგი?
ყველაფერი კარგად იქნება, - ვამ შვიდებ.
გუშინ შემოწოდებულ ჭიქაში ძალიან ცოტა წყალია. მე და ჯულიენი
ვიზოგავდით. პერანგს წყლით ვასველებ და სახეს ვწმენდ. მერე უეცრად
ანტიბაქტერიული, სველი ხელსახოცები მახსენდება, მიტინგზე ადგ-მ
რომ დაგ ვირიგა და ცხოვრებაში პირველად მათი სისუფთავის აკვიატე-
ბული იდეით კმაყოფილი ვარ. შეკვრა ჯინსის შარვლის უკანა ჯიბეში
მიდევს. ვხსნი თუ არა, ცხვირში სპირტის სუნი მცემს და ვკრთები. ვიცი,
რომ აეწვება, მაგრამ ჭრილობიდან ინფექცია არ უნდა შეეჭრას, აქედან
როგორმე ცოცხლებმა უნდა გავაღწიოთ.
- ცოტა აგეწვება, - ვაფრთხილებ და ხელსახოცს ჭრილობაზე ვადებ.
ინსტინქტურად ღრიალებს. თვალებს შეძლებისდაგ ვარად ფართოდ
ახელს და მკერდს მაღლა ზნექს. ბე ჭებზე ვაწვები და ისევ ძირს ვაწვენ,
რომ გავაკავო.
- მტკივა,… - დუდუნებს. „კიდევ კარგი, გონებას არ კარგავს,“ - ვფიქ-
რობ.
გული მიქანდება. უეცრად ვხვდები, რომ აქამდე თითქმის არ ვსუნ-
თქავდი.
- მოიცადე! - ვტუქსავ და სახეს ვუწმენდ. ჯულიენი სხეულს ჭიმავს
და ვატ ყობ, რომ არ იყვიროს, კბილს კბილზე აჭერს. სახის გაწ მენდის
შემდეგ უკეთ ვხედავ, რა დაუშავეს. ისედაც გახეთქილი ტუჩი უფრო
გაუხეთქავთ, ეტ ყობა, მხოლოდ სახეში ურტყამდნენ მუშტს ან რამე
ბლაგვ ნივთს. ყველაზე მეტად შუბლის ჭრილობა მადარდებს. სისხლდე-
ნას ვერ ვუჩერებ. თუმცა, შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო. მთავარია,
რომ გადარჩება.
- ესეც ასე, - ვამბობ და მის ტუჩთან რკინის ჭიქა მიმაქვს, თავს კი
მუხლებით ვუ ჭერ. ჭიქაში სულ ცოტა წყალია დარჩენილი, - დალიე.
წყლის დალევის მერე ჯულიენი თვალებს ხუ ჭავს და უკვე თანაბრად
სუნთქავს. აღარც ცახცახებს. პერანგს გრძელ ნაჭრებად ვხევ და თან
ძველი მოგონებების განდევნას ვცდილობ. ეს ალექსისგან ვისწავლე.
ერთ დროს, სხვა ცხოვრებაში, მან მე სიკვდილს გადამარჩინა, მერე კი,
კონტროლიორებს თავი რომ დავაღწიეთ, ფეხზე ჭრილობა დამიმუშავა
და შემიხვია.
ამ მოგონებას გულის სიღრმეში სათუთად ვინახავ.
- თავი ცოტა მაღლა ასწიე, - ვეუბნები. ამჯერად, ჯულიენი კვნესის
გარეშე მემორჩილება. ნაჭერს თავზე ვახვევ და შუბლზე, ზედ ჭრილობა-
ზე, მაგრად ვუკვანძავ. მერე კი მის თავს კვლავ მუხლებზე ვიდებ.
- ლაპარაკი შეგიძლია? - ვეკითხები. ჯულიენი თავს მიქნევს. - მო-
მიყვები, რა მოხდა?
ტუჩის მარჯვენა კუთხე გასივებული აქვს და რაღაც გაუგებარ ბგე-
რებს გამოსცემს, თითქოს ბალიშ ში ლაპარაკობსო. მერე ღრმად სუნ-
თქავს და ხელახლა ცდილობს ხმის ამოღებას.
- რაღაც კითხვები დამისვეს.
- რა კითხვები?
- ჩარლზ სტრიტზე ჩემი ოჯახის ბინაზე მკითხეს. უსაფრთხოების კო-
დებზე. დაცვაში… რამდენი კაცი გვყავს და როდის იცვლებიან.
ხმას არ ვიღებ. არ ვიცი, ჯულიენი ხვდება თუ არა, ეს რას ნიშნავს და
იცის თუ არა, რა ცუდად არის საქმე. „ფასკუნჯები“ სასოწარკვეთილე-
ბისგან ისე გათავხედდნენ, თავდასხმას თომას ფაინმენის სახლზე აპირე-
ბენ, ამისათვის კი ჯულიენს იყენებენ. შეიძლება, მამამისის მკვლელობა-
საც გეგმავენ, ან შეიძლება მათი გაძარცვა უნდათ - ძვირფასეულობა,
ფული, ვიდეოაპარატურა (ალბათ, შავ ბაზარზე გაყიდიან) და რასაკვირ-
ველია, იარაღი სჭირდებათ.
„ფასკუნჯები“ ხომ სულ იარაღს ეძებენ.
ეს კი ნიშნავს, რომ მათი გეგმა - ჯულიენ ში გამოსასყიდის მოთხოვნა
- ჩაფლავდა. მისტერ ფაინმენმა მათ უარი განუცხადა.
- მაგრამ არაფერი მითქვამს, - ძლივს ამოთქვა ჯულიენმა, - მათ
მითხრეს,… რამდენიმე დღეში… ასეთი დაკითხვების მერე… ალაპარაკდე-
ბიო.
ლოდინის დრო ამოიწურა. აქედან უნდა გავაღწიოთ და თანაც - ძა-
ლიან მალე. სულერთია, ჯულიენი რას ფიქრობს, ბოლოს მას მაინც
აალაპარაკებენ. და როცა ეს მოხდება, „ფასკუნჯებს“ ჩვენ აღარ დავ-
ჭირდებით. არც ის დამვიწყებია, რომ მათთვის „დაიჭირე და გაუშვი“
უცხო რამეა.
- კარგი, ახლა ყურადღებით მომისმინე, - ვიწყებ ხმადაბლა და იმედი
მაქვს, ჯულიენი ჩემი ხმით მიხვდება, რომ ძალიან სერიოზულ რაღაცას
ვამბობ, - ჩვენ აქედან გავაღწევთ, გესმის?
იგი უარის ნიშნად თავს აქნევს.
- როგორ? - მეკითხება ხრინ წიანი ხმით.
- გეგმა მაქვს, - ვპასუხობ. სიმართლეს ვეუბნები, მაგრამ ჯერ ის უნ-
და შევიმუშაო. რეივენს და ტეკს ჩემი იმედი აქვთ. იმის გახსენება, რომ
მათ წიგნში მინიშნებები დამიტოვეს და ქოლგის ტარში დანა ჩამიდეს,
ისევ სიხარულით მავსებს. მე მარტო არ ვარ.
- შეიარაღებულები,… - ჯულიენი ნერწყვს გაჭირვებით ყლაპავს, -
ისინი შეიარაღებულები არიან.
- ჩვენც! - ჩემი გონება დაძაბულად მუშაობს. ახლა ერთ ვერსიას ვა-
მუშავებ: დერეფნიდან ფეხის ხმა მესმის. ერთი კაცი. საჭმელი მხოლოდ
ერთ მცველს მოაქვს. ეს კარგია. როგორმე კარის გაღება რომ ვაიძუ-
ლოთ...… გეგმას ვაწყობ და აღარც ვუფიქრდები, ხმამაღლა რას ვამბობ.
- მომისმინე, სახიფათო ვითარებაში ადრეც ვყოფილვარ. უნდა მენ-
დო. ერთხელ მასაჩუსეტსში…...
- მასაჩუსეტსში… როდის?- მაწყვეტინებს ჯულიენი.
მორჩა, ჩავიჭერი. ლინა მორგან ჯონსი მასაჩუსეტსში არასოდეს ყო-
ფილა და ჯულიენმა ეს იცის. ვყოყმანობ, ახალი ტყუილი ხომ არ ვუთ-
ხრა? სიჩუმე ისადგურებს. ჯულიენი სახის მანჭვით გვერდზე ტრიალდე-
ბა და თვალებში რომ შემომხედოს, იდაყვებზე წამოწევას ცდილობს.
- ფრთხილად, - ვეუბნები, - თავს ძალას ნუ ატან.
- მასაჩუსეტსში როდის იყავი? - მიმეორებს ისე ნელა, რომ თი-
თოეული მარცვალი გარკვევით მესმის.
არ ვიცი, რატომ - იქნებ, იმიტომ, რომ შუბლზე პერანგშემოხვეული
და თვალებგასივებული ჯულიენი შეშინებულ ცხოველს მაგონებს, ან იქ-
ნებ, იმიტომ, რომ ვხვდები, „ფასკუნჯები“ მაინც დაგ ვხოცავენ - დღეს და
ხვალ თუ არა, ზეგ ან მაზეგ მაინც - ან იქნებ, იმიტომ, რომ მშია და ამ
თვალთმაქცობით გადავიღალე... ასეა თუ ისე, მისთვის სიმართლის გამ-
ხელას ვწყვეტ.
- მომისმინე, - ვიწყებ, - მე ის არ ვარ, ვინც შენ გგონივარ.
ჯულიენი ადგილზე შეშდება. მე კვლავ პატარა ცხოველი მახსენდე-
ბა. ერთხელ, ტყეში, ტალახიან ორმოში ჩავარდნილი პაწაწინა ენოტი
ვიპოვეთ. ბრემს მისი დახმარება უნდოდა და როცა საშველად მიუახ-
ლოვდა, ენოტი სწორედ ისე გაშეშდა, როგორც ახლა - ჯულიენი. მახ-
სოვს, მის გაშეშებაში უფრო მეტი ენერგია იგრძნობოდა, ვიდრე წინააღ-
მდეგობის გაწევაში.
- ყველაფერი, რაც გითხარი ქუინსში ცხოვრებაზე და სხვა რაღაცე-
ბი… სიცრუეა.
ერთ დროს მეც მეორე მხარეს ვიდე ქი, ჯულიენის ადგილზე ვიყავი.
ზღვაში, დინებებს შორის ვიდე ქი, როცა ალექსმა იგივე მითხრა: „მე ის
არ ვარ, ვინც შენ გგონივარ.“ დღესაც ნათლად მახსოვს ჩემს ცხოვრებაში
ყველაზე ხანგრძლივი ცურვა ნაპირისკენ.
- აუცილებელი არ არის, იცოდე, სინამდვილეში ვინ ვარ. არც იმის
ცოდნაა საჭირო, საიდან ვარ, მაგრამ ლინა მორგან ჯონსი არ არსებობს.
იგი გამოგონილია. ესეც კი... - თითებს კისერზე, სამქიმიან იარაზე ვი-
დებ, - ყალბია.
ჯულიენი კრინტს არ ძრავს, თუმცა, უკან-უკან ჩოჩდება და კედელ-
თან ჯდება. მუხლები მოხრილი აქვს, ხელისგულებით და ტერფებით კი
იატაკს ეყრდნობა. რომ შეეძლოს, ალბათ, წამოხტებოდა და უკანმოუხე-
დავად გაიქცეოდა.
- ვიცი, რომ ბევრი მიზეზი გაქვს, არ მენდო, - ვეუბნები, - მაგრამ
გთხოვ, დამიჯერე, თუ აქ დავრჩებით, დაგ ვხოცავენ. მე კი შემიძლია,
აქედან გავაღწიოთ, მაგრამ შენი დახმარება დამჭირდება.
ჩემს ნათქვამ ში კითხვა იგულისხმება, ამიტომ ვდუმდები და ჯუ-
ლიენის პასუხს ველოდები.
იგი დიდხანს ხმას არ იღებს.
- შენ...… - ამბობს ბოლოს ხრინ წიანი ხმით.
მის ხმაში სიძულვილი მესმის.
- რა - მე?
- შენ...… - იმეორებს, - ეს შენი ბრალია.
გული ჩხვლეტას მიწყებს და ტკივილი მიტევს. წამით ლამის დავი-
ჯერო, რომ მას შეტევა დაეწყო და ბოდავს.
- რას გულისხმობ?
- შენმა ხალხმა,… - მეუბნება. უეცრად, პირში საშინელ გემოს
ვგრძნობ. ვიცი, რომ ის საღად აზროვნებს. ზუსტად ვიცი, რას გულის-
ხმობს და რას ფიქრობს, - ასე შენმა ხალხმა მცემა.
- არა, - ვპასუხობ. მერე კი უფრო მკაცრად ვამატებ: - არა! ჩვენ მათ-
თან საერთო არაფერი გვაქვს…
- შენ სნეული ხარ. განა ამის თქმა არ გინდა? შენ ინფიცირებული
ხარ! - ჯულიენს იატაკზე დაყრდნობილი ხელები უცახცახებს. ეს ხმა ხე-
ზე წვიმის წვეთების კაკუნს მახსენებს. ის გაცოფებულია და ალბათ, შე-
შინებულიც. - შენ ავად ხარ, - მეუბნება ზიზღით.
- ისინი ჩემიანები არ არიან, - ვუხსნი. სიბრაზე შავ ძალას ჰგავს, რო-
მელიც, თუ არ შევებრძოლე, გონებას დამიბინდავს, - ისინი… - ლამის
ვუთხრა: „მხეცები არიან!“ - სნეულები არ არიან.
- მატ ყუარა! - მლანძღავს. აი, პატარა ენოტი. როცა ბრემმა ცხოვე-
ლი ორმოდან ამოიყვანა, ენოტი ახტა და პატარა კბილები მარჯვენა
ხელში ჩაასო.
გულისრევის შეგრძნება მიმძაფრდება. ფეხზე ვდგები. ძალიან მინდა,
ჯულიენმა ვერ შენიშნოს, როგორ ვცახცახებ.
- არც კი იცი, რას ამბობ, - ვპასუხობ, - შენ ჩვენზე, ჩემზე არაფერი
იცი.
- მითხარი, - მეუბნება ცივად და მკაცრად. ყოველი სიტ ყვა დანასა-
ვით ბასრია, - როდის დაინფიცირდი?
მიუხედავად იმისა, რომ სასაცილო არაფერია, მაინც მეცინება. სამ-
ყარო თავდაყირა დგას, ყელამდე ქაქ ში ვარ ჩაფლული, ჩემი ცხოვრება
ორად არის გახლეჩილი - არსებობს ორი ლინა, და ისინი ერთმანეთის
პარალელურად ცხოვრობენ. ერთი ძველი ლინაა, მეორე - ახალი. მე
აღარასოდეს გავმთლიანდები. ვიცი, რომ ჯულიენი აღარ დამეხმარება.
იდიოტი ვიყავი, ამის იმედი რომ მქონდა. რეივენი მართალია, იგი ზომ-
ბია, ზომბები კი ისე იქცევიან, როგორც დააპროგრამეს: ირგვლივ ვერა-
ფერს ხედავენ და როგორც ცხვრები, სიკვდილამდე ბრმა მორჩილებით
ცხოვრობენ.
მაგრამ ახლა ამის დრო არ არის! ლეიბის ქვემოდან დანას ვიღებ და
საწოლზე ვჯდები. მერე კი დანისპირს საწოლის რკინის თავს ვუსვამ.
ვლესავ. სიამოვნებას მგვრის იმის ცქერა, როგორ ირეკლავს იგი შუქს.
- ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, - ვეუბნები ჯულიენს, - არაფერს
აღარ აქვს მნიშვნელობა.
- როდის მოხდა? - არ მეშვება. - ვინ იყო?
ჩემ ში ბნელი ძალა იღვიძებს და ელვის უსწრაფესად იზრდება.
- ჯანდაბამდე გზა გ ქონია! - ვპასუხობ მშვიდად და დანას თვალს არ
ვაცილებ. დანა ელავს, ელავს, ელავს… თითქოს უკუნი წყვდიადიდან გა-
საღწევ გზას მინათებს.
მაშინ

პირველ ბანაკში ოთხი დღე ვრჩებით. გზის გაგრძელების წინაღამეს


რეივენს განზე გავ ყავარ.
- დროა, - მეუბნება.
ხაფანგებთან მომხდარის გამო მასზე ისევ გაბრაზებული ვარ, თუმ-
ცა, ახლა სიბრაზეს დაუმორჩილებლობის სურვილი და წყენა ცვლის. ამ
ხნის განმავლობაში მან ჩემზე ყველაფერი იცოდა. ახლა კი მეჩვენება,
რომ რეივენმა ჩემი სულის სიღრმეში შეღწევა და იქ რაღაცის დამ-
სხვრევა შეძლო.
- რისი დრო? - ვეკითხები.
ჩემ უკან პატარა კოცონი გიზგიზებს. ბლუს, სარას და სხვებს ღია ცის
ქვეშ ერთად სძინავთ, თავფეხშექცევით. ამ ბოლო დროს სულ ასე იძინე-
ბენ - სითბოს უკეთესად ინარჩუნებენ. ლუ და ბაბუა ხმადაბლა საუბრო-
ბენ. ბაბუა თამბაქოს უკანასკნელ ულუფას ღე ჭავს. დროდადრო კოცონ-
ში აფურთხებს და ცეცხლი მწვანედ ალდება. სხვები კარვებში არიან.
რეივენი ოდნავ მიღიმის.
- განკურნების.
გული მიქანდება. მცივა. ჰაერის ღრმად შესუნთქვა ფილტვებს
მტკენს. რეივენს ბანაკიდან გავ ყავარ. მდინარეს ქვემოთ მივუყვებით,
ოცდაათიოდე მეტრის იქით, ფართო ნაპირზე გავდივართ. ყოველ დი-
ლით აქ წყლისათვის ყინულს ვტეხთ.
ბრემი იქ გვხვდება. კოცონი გაუჩაღებია და ბანაკის კოცონზე უკეთ
გიზგიზებს. მისგან მეტრ-ნახევრის მოშორებით ვდგავარ და კვამლისგან
უკვე თვალები მეწვის. ბრემს ხის ტოტები ვიგ ვამის(ჩრდილოამერიკელი
ინდიელების საცხოვრებელი კარავი.) ყაიდაზე დაუწყვია. ვიგ ვამის თავ-
ში ცისკენ ატ ყორცნილ ცეცხლის ლურჯ და თეთრ ენებს ვხედავ. კვამლი
საშლელს ჰგავს, რომელიც ცაზე ვარსკვლავებს შლის.
- აბა, მზად ხარ? - ეკითხება რეივენი.
- თითქმის, - პასუხობს მას ბრემი, - ხუთ წუთში ყველაფერი მზად
მექნება, - იგი კოცონის გვერდით, ხის სათლის წინ მუხლებზე დგას.
სათლი რომ არ დაიწვას, დროდადრო მისი დასველებაა საჭირო. ცეც-
ხლთან სიახლოვე, ადრე თუ გვიან, სათლში წყალს აადუღებს. ბრემი
ფეხებთან დადებული ჩანთიდან რაღაც წვრილ და გრძელ ხელსაწყოს
იღებს. ერთი შეხედვით, მრგვალთავიან ქანჩს ჰგავს, რომელსაც თხელი,
გრძელი და ბასრი წვერი აქვს. ბრემი მას წვერით სათლში აგ დებს, მერე
ფეხზე დგება და ყურადღებით აც ქერდება, როგორ ირწევა პლასტმასის
სახელური ადუღებულ წყალში.
გული მერევა. მზერა რეივენზე გადამაქვს, მაგრამ იგი ცეცხლს მიშ-
ტერებია. მისი გამომეტ ყველებით ვერაფერს ვხვდები.
- აიღე, - ბრემი ცეცხლს შორდება და ხელში ვისკის ბოთლს მჩრის, -
ამის დალევა მოგინდება.
ვისკის გემოს ვერ ვიტან, მაგრამ ბოთლს თავს ვხსნი, თვალებს ვხუ-
ჭავ და დიდ ყლუპს ვსვამ. ალკოჰოლი ყელს მწვავს. თავს ვიკავებ, რომ
გული არ ამერიოს. თუმცა, რამდენიმე წამ ში სითბო მუცელში მეღვრება,
მერე კი მთელ სხეულს ედება. ყელი, პირი, ენა მიდუნდება და მეორე
ყლუპის მოსმა აღარ მიჭირს.
როცა ბრემი ამბობს, მზად ვარო, მეოთხედი ბოთლი გამოცლილი
მაქვს. თავზემოთ ვარსკვლავები ნელა ტრიალებენ, წრიულად და ბასრი,
წვეტიანი ლითონის პირებივით ციმციმებენ. ისეთი შეგრძნება მეუფლე-
ბა, თითქოს თავი ტანს მოსწყდა. ძირს მძიმედ ვეშვები.
- ნელა, - მეუბნება ბრემი. მისი თეთრი კბილები სიბნელეში ელავს, -
ლინა, როგორ ხარ?
- კარგად, - ვპასუხობ გაჭირვებით.
- მზად არის, - ეუბნება ბრემი რეივენს, - საბანი წამოიღე, რა, -
რეივენი ჩემ ზურგს უკან დგება. ბრემი მეუბნება, უკან გადაწე ქიო და მე
სიხარულით ვემორჩილები. ასე თავბრუ აღარ მეხვევა.
- შენ მარცხენა ხელი გაუკავე, - უთითებს რეივენი და ჩემ გვერდით,
მუხლებზე დგება. მისი საყურე - ბუმბული და ვერცხლის ამულეტი -
ქანქარასავით ქანაობს, - მე კი მარჯვენას დავუ ჭერ.
ხელებს მიკავებენ და უეცრად შიში მიპყრობს.
- ეეე! - წამოჯდომას ვცდილობ. - მტკივა!
- გაუნძრევლად უნდა იწვე, - მიხსნის რეივენი, - ლინა, ცოტა გეტ კი-
ნება, მაგრამ ყველაფერი მალე დამთავრდება. გვენდე, რა! - ამატებს
ხანმოკლე პაუზის მერე.
შიშისგან მკერდში ისევ ცეცხლი მედება. ბრემს ხელში ლითონის
იარაღი უჭირავს. სტერილური. ბრემის უკან, ცეცხლის ფონზე, გავარვა-
რებული ლითონი თეთრად და ავის მომასწავებლად ელავს. შიშისგან
წინააღმდეგობის გაწევის სურვილს ვკარგავ. თანაც, ვხვდები, რომ ეს
უაზრობაა. რეივენი და ბრემი ჩემზე ძლიერები არიან.
- აი, ამას უკბინე, - მეუბნება ბრემი და პირში ტყავის ნაჭერს მჩრის,
რომელიც ბაბუის თამბაქოს სუნად ყარს.
- მოიცადე… - ვცდილობ, ვუთხრა, მაგრამ პირში ჩაჩრილი ტყავი
მახრჩობს. მერე ბრემი ერთი ხელით შუბლზე მაწვება, ნიკაპს მაღლა მა-
წევინებს და იარაღმომარჯვებული წელში იხრება. ვგრძნობ, როგორ
მერჭობა გახურებული ლითონი მარცხენა ყურის უკან, ხორცში. მინდა,
ვიკივლო, მაგრამ არ შემიძლია. მინდა, გავიქცე, მაგრამ არც ეს შემიძ-
ლია.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება წინააღმდეგობის მოძრაობაში, ლი-
ნა, - ჩურჩულით მილოცავს ბრემი, - ვეცდები, სწრაფად მოვრჩე.
პირველი იარა ღრმაა. ცეცხლი მიკიდია. მერე კი ხმა მიბრუნდება და
ვკივი.
ახლა

- ლინა.
ჩემი სახელის გაგონებაზე მეღვიძება. საწოლზე ვჯდები. გული გიჟუ-
რად მიცემს.
ჯულიენმა თავისი საწოლი კარისკენ ჩააჩოჩა, ჩემგან, რაც შეეძლო,
შორს და კედელს მიაბჯინა. ზედა ტუჩზე ოფლის წვეთებს ვგრძნობ.
რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც დავიბანე. ჩახუთულ ოთახში
ამაზრზენი სუნი დგას.
- ეს შენი ნამდვილი სახელია? - მეკითხება დუმილის შემდეგ ჯუ-
ლიენი. მართალია, ხმა ისევ ცივი აქვს, მაგრამ ისეთი მკაცრი - აღარ.
- ჰო, ლინა ჩემი ნამდვილი სახელია, - ვპასუხობ და თვალებს ისე
მაგრად ვხუ ჭავ, ფერად ლაქებს ვხედავ. კოშმარი მესიზმრებოდა. ტევ-
რში ვიყავი. ჩემთან ერთად რეივენი და ალექსი იყვნენ. ჰო, და კიდევ -
ცხოველი. ჩვენ რაღაც ვეება ნადირი მოვ კალით.
- ალექსს ეძახდი, - მეუბნება ჯულიენი და მუცელში ტკივილი მივ-
ლის. ხმას არ ვიღებ, - ეგ იყო, არა? ვინც დაგაავადა.
- ეგ შენ რაში გადარდებს? - ვეკითხები და კვლავ ვწვები.
- რა დაემართა? - მეკითხება.
- დაიღუპა, - ვპასუხობ მოკლედ, იმიტომ, რომ ჯულიენს სწორედ ეს
აინტერესებს.
ცამდე აწვდილ გლუვ კედლებიან კოშკს წარმოვიდგენ. კოშკის ცალ
მხარეს ქვაში ნაკვეთი ხვეული კიბეა. ამ კიბეზე ავდივარ და თავს კედ-
ლების სიგრილესა და ჩრდილს ვაფარებ.
- რამ მოკლა? - მეკითხება. - დელირიამ?
ვიცი, რომ ვუთხრა, კი-მეთქი, კმაყოფილი იქნება. „აი, ხომ ხედავ,
ჩვენ მართლები ვართ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მართლები ვიყა-
ვით. დაე, დაიხოცონ, რომ ჩვენი თეორია გამართლდეს,“ - გაიფიქრებს.
- არა, შენ, - ვპასუხობ, - შენმა ხალხმა.
ჯულიენი ღრმად სუნთქავს.
- შენ მითხარი, კოშმარები არასოდეს მესიზმრებაო, - მეუბნება, თუმ-
ცა, ამჯერად თითქოს თანაგრძნობით.
კოშკში ვიკეტები. კოშკიდან მიწაზე ხალხი ჭიანჭველებს, წერტი-
ლებს, სასვენ ნიშნებს ჰგავს. მათი წაშლა ადვილია.
- მე სნეული ვარ, - ვპასუხობ, - ჩვენ ვცრუობთ.
***

დილით გონებაში გეგმა მიყალიბდება. ჯულიენი კუთხეში ზის და


ზუსტად ისე მიყურებს, როგორც საკან ში მოხვედრის პირველ დღეს.
თავზე პერანგის ნაჭერი არ მოუხსნია. შესივებული სახე ნელ-ნელა უც-
ხრება. აღელვებული ჩანს.
ქოლგას ვშლი. ლითონის ჩონჩხს ნეილონის ქსოვილს ვხსნი, ძირს
ვშლი და ოთხ გრძელ ნაჭრად ვჭრი. მერე ნაჭრებს ერთმანეთზე ვაბამ და
სახელდახელო თოკის სიმტკიცეს ვამოწმებ. კარგია. დიდხანს ვერ გაძ-
ლებს, თუმცა, რამდენიმე წუთზე მეტხანს მაინც არ დამჭირდება.
- რას აკეთებ? - მეკითხება ჯულიენი, თუმცა, ძალიან ცდილობს,
ცნობისმოყვარეობა დამალოს. არ ვპასუხობ. აღარ მაინტერესებს, რას
აკეთებს. რაც უნდა, ის ქნას, უნდა, ჩემთან ერთად წამოვიდეს, უნდა - აქ
დარჩეს, დასალპობად. მთავარია, ხელი არ შემიშალოს.
დიდი ხანი არ მჭირდება, რომ პატარა კარი ანჯამებიდან მოვხსნა.
დანის წვერის ერთი-ორი მოძრაობა და მორჩა. დაჟანგული ანჯამები
ისედაც მოფამფალებულია.
მერე კარს ვაწვები და გარეთ, დერეფან ში, ხმაურით ვაგ დებ. ამ ხმას
უთუოდ ვიღაც გაიგონებს და მალე აქ გაჩნდება. როგორც ტეკი ნადირო-
ბის დაწყებამდე ამბობდა ხოლმე: „წარმოდგენა იწყება“.
„უჯბს“-ს კალთაში ვიდებ და ფურცელს ვხევ.
- კარში ვერ გაეტევი, - მეუბნება ჯულიენი, - მეტისმეტად ვიწროა.
- ჩუმად, - ვპასუხობ, - ძალიან გთხოვ, ისე მოიქეცი, როგორც გეტ-
ყვი, კარგი? გაჩუმდი.
კოლოფიდან ტუშს ვიღებ, ვხსნი და გულში რეივენს მადლობას ვუხ-
დი. ზომბილენდში ასეთი პატარა ფუფუნების საგნებითა და სამ შვენისე-
ბის ყიდვით ვერ ძღება.
მუყაოს ცარიელ მხარეს წერილს ვწერ, თან ჯულიენის მზერას
ვგრძნობ.
„ეს გოგო ველურია. მეშინია, არ მომკლას. თუ ახლავე გამომიშვებთ,
მოსალაპარაკებლად მზად ვარ“.
და წერილს დერეფან ში ვაგ დებ. მერე „უჯბს“-ს, ცარიელ ბოთლს და
დაშლილ ქოლგას კვლავ ზურგჩანთაში ვალაგებ, დანას ვიღებ, კართან
ვდგები და ველოდები. ცალ ხელში დანას ვბღუჯავ, მეორე კი ნერ-
ვიულობისგან ისე გამიოფლიანდა, შარვალზე ვიმ შრალებ, თან ვცდი-
ლობ, მშვიდად ვისუნთქო. ერთხელ ჰანტერმა და ბრემმა ირემზე სანა-
დიროდ წამიყვანეს. ისე, საყურებლად. სწორედ ნადირობის ამ ნაწილს
ვერ ვიტან - ჩასაფრებას.
საბედნიეროდ, ლოდინი დიდხანს არ მიწევს. როგორც ჩანს, ვიღაცამ
კარის გადავარდნის ხმა გაიგონა. ძალიან მალე სხვა კარის გაღების ხმა
მესმის. ესეც ახალი ინფორმაცია! ასეთ ვითარებაში ყველა ინფორმაცია
სასარგებლოა. ეს ნიშნავს, რომ სადღაც კიდევ ერთი კარია - კიდევ ერთი
მიწისქვეშა ოთახი. ნაბიჯების ხმა ახლოვდება. იმედია, გოგო იქნება. აი,
ის, ცხვირის ძგიდეში ნიშნობის ბე ჭედი რომ აქვს გაყრილი.
ნეტავ ალბინოსი არ იყოს.
მძიმე ნაბიჯები. კართან ვიღაც ჩერდება.
- ეს რა ჯანდაბაა? - მესმის კაცის ბუტბუტი.
გაფაციცებული ვაყურადებ. მე ერთადერთი შანსი მაქვს და მარცხი
დაუშვებელია.
ახლა პატარა კარი აღარ არის და კარგად ვხედავ ტალახიან სამხედ-
რო ჩექმასა და განიერ, მწვანე შარვალს. ასეთი ლაბორატორიის ტექნი-
კოსებსა და მეეზოვეებს აცვიათ. კაცი ოხრავს და დერეფან ში გადაგ დე-
ბულ პატარა კარს ფეხით ორიოდე სანტიმეტრით განზე სწევს, თითქოს
თაგ ვი იყოს და ამოწმებდეს, ცოცხალია თუ არაო. მერე იხრება და წე-
რილს იღებს.
დანის ტარს ხელს მაგრად ვუ ჭერ. გული ლამის მიჩერდება. სუნთქვა-
შეკრული ვდგავარ და მგონია, გულის ფეთქვას შორის შუალედები
საუკუნეებად იჭიმება.
„კარი გააღე. არავის დაუძახო. გააღე კარი. მიდი. მიდი. მიდი.“
ღრმა ამოსუნთქვა მესმის, ამას გასაღებების ჩხრიალი მოსდევს. ტკა-
ცუნი. ვხვდები, რომ პისტოლეტი შეაყენა.
ირგვლივ ყველაფერი ნელდება და ასე მგონია, მიკროსკოპში ვიყუ-
რები. სადაცაა, კარი გაიღება.
საკეტში გასაღები ტრიალდება. შეშფოთებული ჯულიენი ფეხზე წა-
მოდგომას ცდილობს. მისი წამოკივლება მესმის. ყარაული წამით ორჭო-
ფობს. კარი ნელ-ნელა ჩემკენ იღება. მე კი კარის უკან, კედელზე ვარ აკ-
რული.
კარი წინ და უკან მიდი-მოდის. წუთი წუთს ისე სწრაფად მისდევს,
ვერც კი ვითვლი. ინსტინქტი და მოძრაობა. ყველაფერი ელვის სისწრა-
ფით ხდება. კარი ფართოდ იღება და ჩემს სახესთან რამდენიმე სანტი-
მეტრის მანძილზე ჩერდება. ყარაული ნელი ნაბიჯით შემოდის და ამ-
ბობს:
- კარგი. აბა, გისმენ.
ამის თქმაზე კარს ორივე ხელით მაგრად ვაწვები და კაცს უკნიდან
ვახეთქებ. ყრუ ბრახუნი და შეძახილი მესმის. ყარაული იგინება და
კვნესის.
- ჯანდაბა! ჯანდაბა! - იძახის ჯულიენი.
აღარ ვფიქრობ, მხოლოდ ინსტინქტურად ვმოქმედებ. კარის უკნიდან
გამოვდივარ და „ფასკუნჯს“ ზურგზე ვახტები. ის ფეხზე წამოდგომას
ცდილობს, ხელები კეფაზე უწყვია - ეტ ყობა, კარი იქ მოხვდა - მაგრამ
მე წონასწორობას კვლავ ვაკარგვინებ და ისიც პირქვე ეცემა. მერე
ზურგში მუხლს ვაზელ და დანას კისერზე ვადებ.
- არ გაინძრე, - ვცახცახებ, თან თავს ვიმ შვიდებ, რომ „ფასკუნჯი“
ამას ვერ გრძნობს, - ხმა არ ამოიღო. ყვირილზე არც იფიქრო. ისე
მოიქეცი, როგორც გეტ ყვი და არაფერს დაგიშავებ.
თვალებგაფართოებული ჯულიენი მდუმარედ მაკვირდება. „ფასკუნ-
ჯი“ მემორჩილება და არ ინძრევა. ყელიდან დანას და ზურგიდან მუხლს
არ ვაშორებ. ნეილონის თოკის ცალ ბოლოს კბილებით ვიღებ და „ფას-
კუნჯს“ ზურგს უკან, მარცხენა ხელზე ვახვევ, მეორე ბოლოს კი - მარ-
ჯვენაზე. მერე მუხლით ვიჭერ.
მოულოდნელად ჯულიენი კედელს შორდება და სწრაფად მიახლოვ-
დება.
- რას აკეთებ? - ვუბღვერ. ნეილონის თოკი ისევ კბილებით მიჭირავს.
ჯულიენს და „ფასკუნჯს“ ერთად ვერ გავუმკლავდები. ახლა რომ ხელი
შემიშალოს, დავიღუპები.
- მომეცი თოკი, - მეუბნება მშვიდად. ადგილიდან არ ვიძვრი და ჯუ-
ლიენი ამატებს: - ხომ ხედავ, გეხმარები.
თოკს უსიტ ყვოდ ვაწვდი. იგი ჩემ ზურგს უკან მუხლებზე დგება. მე
„ფასკუნჯს“ ზურგზე ვაწვები, ჯულიენი კი მას ხელ-ფეხს უკრავს.
კაცს მუხლს ზურგზე ისევ მაგრად ვაჭერ. უეცრად მის ნეკნებს შორის
შუალედებს წარმოვიდგენ: ნაზი კანი, ხორცისა და ქონის ფაფუკი
შრეები, მათ ქვეშ კი - გული ფეთქავს. დანის ერთ სწრაფი ჩარტყმა და...

- დანა მომეცი, - მეუბნება ჯულიენი.
- რატომ? - ვეკითხები და დანის ტარს ხელს მაგრად ვუ ჭერ.
- მომეცი, - მპასუხობს.
ვყოყმანობ, მაგრამ მერე მაინც ვაძლევ. ჯულიენი ნეილონის თოკის
დარჩენილ ნაწილს ჭრის (დანა ცოტა მოუხერხებლად უჭირავს და ამას
კარგა ხანს ანდომებს) და მერე დანასაც და თოკის ნარჩენსაც უკან მიბ-
რუნებს.
- პირი უნდა ავუკრათ, - მეუბნება მშრალად, - სხვებს რომ არ გააგე-
ბინოს.
იგი საოცრად მშვიდია. „ფასკუნჯს“ თავს მაღლა ვაწევინებ და სა-
ხელდახელო თოკის ნარჩენს პირში ვჩრი. კაცი ფეხებს იქნევს და ხმე-
ლეთზე ამოვარდნილი თევზივით ფართხალებს, მაგრამ მე თოკს უკან,
კეფაზე, მაინც ვუკრავ. ნეილონის თოკი სუსტია. დაახლოებით ათ--
თხუთმეტ წუთში ის თავს გაითავისუფლებს. თუმცა, ეს დრო ჩვენ, მგო-
ნი, უნდა გვეყოს.
ფეხზე სწრაფად ვდგები და ზურგჩანთას ვიკიდებ. საკნის კარი ღიაა.
ამის შემხედვარე, სიხარულით ვივსები და მზად ვარ, ხმამაღლა ვიყვი-
რო. წარმოვიდგენ, როგორ ამაყად შემომხედავენ ტეკი და რეივენი.
„არ გიმტყუნებთ,“ - ვფიქრობ.
- აბა, მოდიხარ თუ რჩები? - ვეკითხები ჯულიენს.
ჯულიენი თვალებს ძლივს ახელს. პირი მაგრად აქვს მოკუმული, მაგ-
რამ თავს მიქნევს.
- მაშინ, წავიდეთ, - ვეუბნები და დანას ქამარზე ჩამოკიდებულ ქარ-
ქაშ ში ვდებ. ახლა, იმაზე ვეღარ ვიდარდებ, ჯულიენი გზაში შემაფერ-
ხებს თუ არა. შეიძლება გამომადგეს კიდეც. სხვა თუ არაფერი, „ფასკუნ-
ჯებს“ კიდევ ერთი სამიზნე ეყოლებათ; თუ დაგ ვედევნებიან ან
მოულოდნელად, სიბნელიდან გადმოგ ვიხტებიან, შეიძლება ყურადღება
მასზე გადაიტანონ.
საკნის კარს ფრთხილად ვხურავთ და პირაკრული „ფასკუნჯის“ ხმა-
ურს ვახშობთ, რომელიც ამ დროს ფეხებს იატაკს უბაგუნებს და იგრიხე-
ბა. გრძელი დერეფანი ვიწროა, თუმცა - კარგად განათებული. მარცხნივ,
კედელში, ოთხი რკინის კარია ჩარიგებული, ერთიც დერეფნის ბოლო-
შია. ეს, ცოტა არ იყოს, მაბნევს. მე მეგონა, ჩვენი საკანი ძველი მეტროს
ერთ-ერთი გვირაბის დამატებითი სათავსი იყო, საიდანაც პირდაპირ
გვირაბში მოვხვდებოდით, მაგრამ ეტ ყობა, უფრო რთული კონსტრუქ-
ციის ნაგებობაში ვართ, რომელიც მიწისქვეშა კომპლექსს ჰგავს.
მარცხნივ, ერთ-ერთი დახურული კარიდან, ხმები მესმის. მგონი, ალ-
ბინოსის მყეფარე ხმა უნდა იყოს. მხოლოდ რამდენიმე სიტ ყვას ვარჩევ:
- …ლოდინი… თავიდანვე ცუდი აზრი იყო.
პასუხად ვიღაც კაცის გაუგებარი ბურტყუნი მესმის. ახლა ის მაინც
ვიცი, ალბინოსი სად არის. აი, პირსინგიანი გოგოს ასავალ-დასავალი კი
ჯერ არ ვიცით. ესე იგი ამ გატაცებაში ოთხი „ფასკუნჯი“ მაინც არის გა-
რეული. ცხადია, გეგმებს აწყობენ. რაც ძალიან, ძალიან ცუდია.
წინ მივიწევთ და ხმები უფრო ხმამაღლა და მკაფიოდ ისმის. „ფას-
კუნჯები“ კამათობენ.
- თავდაპირველ გეგმას არ უნდა გადავუხვიოთ.…
- მე არავის წინაშე… არ ვარ ვალდებული….
გული ყელში მებჯინება. სუნთქვა მიჭირს. ის-ისაა, კარს გავცდით,
რომ შიგნიდან ყრუ ბრახუნი მესმის. ერთ ადგილზე ვქვავდები. იარაღის
გასროლას ჰგავს. ამასობაში კარის სახელური მოძრაობს და შიში ერ-
თიანად მთანგავს.
„აი, ახლა კი ვიღუპებით…“, - ვფიქრობ.
მერე უცნობი ხმა ხმამაღლა ამბობს:
- დაწყნარდი და ნუ ბრაზობ. მოდი, დავილაპარაკოთ.
- ამდენი ლაპარაკით დავიღალე, - ეს ალბინოსის ხმაა. ესე იგი შიგ-
ნით არავის გაუსვრია.
ჯულიენი ჩემ უკან ქანდაკებასავით გაშეშებული დგას. ორივე ინ-
სტინქტურად, კედელს ვეკვრით. თუ კაცებმა კარი გააღეს და დერეფან-
ში გამოსვლა გადაწყვიტეს, კარგი დღე არ დაგ ვადგება. ჩვენი მკლავები
ერთმანეთს ეხება და ვგრძნობ, როგორ უდგება ყალყზე ქერა თმა. ეს
ელექტრულ პულსაციას ჰგავს. ჯულიენს რამდენიმე სანტიმეტრით
ვშორდები.
კარის სახელური კიდევ ერთხელ ირხევა, მერე ალბინოსი ამბობს:
- კარგი, გისმენ.
ნაბიჯებით ვხვდები, რომ იგი ოთახის სიღრმეში ბრუნდება და გულ-
ზე მეშვება. ჯულიენს ვანიშნებ, მომყევი-მეთქი. თავს მიქნევს. ხელები
მომუშტული აქვს, თითები - გათეთრებული.
დერეფან ში ყველა კარი დაკე ტილია. ხმა აღარსაიდან ისმის. რო-
გორც ჩანს, აქ სხვა „ფასკუნჯები“ არ არიან. ნეტავ ამ ოთახებში რა
არის? იქნებ, სხვა ტყვეებიც ჰყავთ და ისინი ახლა, გამოსყიდვის ან სიკ-
ვდილის მოლოდინ ში, ლითონის საწოლებზე წვანან? ამის გაფიქრებაზე
გული მეკუმ შება, თუმცა, ახლა მათზე ვერ ვიდარდებ. ტევრის კიდევ ერ-
თი კანონი: თავდაპირველად საკუთარი ტყავის გადარჩენაზე უნდა
იფიქრო.
და თავისუფლების ხინჯი: როცა თავისუფალი ხარ, სხვის იმედად
ვერ იქნები.
დერეფნის ბოლო კართან ვდგავართ. სახელურს ვქაჩავ, მაგრამ -
ამაოდ. უეცრად სახელურის ზემოთ პატარა კლავიატურიან პანელს ვხე-
დავ. სწორედ ასეთი პანელი ჰქონდა ჰანას სახლის ჭიშკარს.
კარის გასაღებად კოდია საჭირო.
ამას ჯულიენიც ამჩნევს.
- ჯანდაბა, ჯანდაბა! - დუდუნებს ხმადაბლა.
- კარგი, დავფიქრდეთ, - ვეუბნები ჩურჩულით. ვცდილობ, მშვიდად
ვიყო, მაგრამ გონება მებინდება. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს
თოვს. თავში მიტრიალებს, რომ დაგ ვერხა და ძარღვებში სისხლი მეყი-
ნება. ალბათ, აქ ჩავრჩებით და როცა გვიპოვიან, გაკოჭილი ყარაულის
გამო ჯავრს ჩემზე იყრიან, მერე კი ისეთ ოთახში გამომამ წყვდევენ, სა-
დაც კატის კარი აღარ იქნება.
- ახლა რა უნდა ვქნათ? - მეკითხება ჯულიენი.
- ვქნათ? - ვეკითხები მკვახედ, ისე, რომ უკან არც ვტრიალდები.
თავზე შემოხვეულ პერანგის ნაჭერზე გამხმარ სისხლს ვხედავ. განზე
ვიხედები, რომ არ შემეცოდოს. - ანუ, ახლა ერთად ვართ?
- სხვა გზა არ გვაქვს. თუ აქედან გაქცევა გვინდა, ერთმანეთს უნდა
დავეხმაროთ, - მპასუხობს, მერე მხრებზე ხელს მკიდებს და გზიდან ნა-
ზად მიშორებს. მისი შეხება მაოცებს. ეტ ყობა, დროებით დაივიწყა, რომ
ღობის მეორე მხარეს ვარ. თუ ასეა, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
- ვერ გააღებ, კოდი გვჭირდება, - ვეუბნები.
ჯულიენი პანელს თითებს უსვამს, მერე ნაბიჯით უკან იხევს, კარს
აკვირდება და ხელებით წირთხლს სინჯავს, თითქოს მის სიმყარეს ამოწ-
მებს.
- სახლში ზუსტად ასეთი პანელი გვაქვს, - ამბობს და წირთხლის
ბზარს თითს აყოლებს, - კოდს ვერაფრით ვიმახსოვრებ. მამა მას ხშირად
ცვლის - უამრავი თანამ შრომელი მიდი-მოდის - ამიტომ კარის გაღების
ჩვენი სისტემა შევიმუშავეთ: კოდში კოდი - პატარა მინიშნებები ჭიშ-
კრის შიგნით და გარეთ. მამა კოდს რომ ცვლის, მე მას ადვილად ვხვდე-
ბი.
უეცრად მისი ნათქვამის აზრს ვხვდები. ეს აქედან გაღწევის გზაა.
- საათი! - ვამბობ და კარის მაღლა დაკიდებულ საათზე ვანიშნებ.
საათი გაჩერებულია. პატარა ისარი ცხრას უჩვენებს, დიდი - სამს. -
ცხრა და სამი, - ვამბობ, თუმცა, ჩემს სიტ ყვებში ეჭვი მეპარება, - სულ
ორი რიცხვი? ასეთი პანელები ოთხრიცხვიანი კოდებით არ არის დაპ-
როგრამებული?
ჯულიენს შეჰყავს კოდი: 9393 და კარის გაღებას ცდილობს. ამაოდ.
ახლა რიცხვებს აბრუნებს: 3939. არც ეს გვადგება. არც 3399 და არაც
9933. დრო კი იწურება.
- ჯანდაბა! - იმედგაცრუებული ჯულიენი კლავიატურას მუშტს ურ-
ტყამს.
- კარგი, კარგი, - ღრმად ვსუნთქავ. კოდებისა და თავსატეხების გა-
მოცნობა არასოდეს მეხერხებოდა. ვერც მათემატიკას ვსწავლობდი, -
მოდი, დავფიქრდეთ.
უეცრად დერეფნის ბოლოდან ხმები ისმის და იმ ოთახის კარი, სა-
დაც „ფასკუნჯები“ კამათობდნენ, ოდნავ იღება.
- მაინც ვერ დამარწმუნე. არ გადაგ ვიხდიან და არ ვითამაშებთ….
შიშისგან სუნთქვა მეკვრის. ალბინოსი დერეფან ში გამოდის. წუთიც
და - დაგ ვინახავს.
- ჯანდაბა! - ჯულიენი ღრმად სუნთქავს და მოუსვენრად ცქმუტავს,
გეგონება, სცივაო. ისიც ჩემსავით არის შეშინებული. მერე, მოულოდნე-
ლად, ერთ ადგილზე შეშდება.
- ცხრა, თხუთმეტი, - ამბობს. კარი კიდევ ორიოდე სანტიმეტრით
იღება და დერეფან ში ხმა მკაფიოდ ისმის.
- რა? - დანას უფრო მაგრად ვუ ჭერ ხელს. ხან ჯულიენს ვუყურებ,
ხან - კარს, რომელიც თანდათან იღება.
- არა! ცხრა-სამი. ცხრა, თხუთმეტი. ნული-ცხრა-ერთი-ხუთი, - ამ-
ბობს და კლავიატურაზე კოდს გამ წარებული სახით კრეფს. ყრუ ზუზუნი
ისმის. მერე - ტკაცუნი. ჯულიენი კარს აწვება და ისიც იღება. ჩვენ უკან,
დერეფან ში, ხმები უფრო გარკვევით ისმის და „ფასკუნჯები“ დერეფან ში
გამოდიან, მე და ჯულიენი კი სწორედ ამ დროს გვერდით ოთახში ვიპა-
რებით და კარს ვხურავთ.
ფართო, მაღალჭერიან და კარგად განათებულ ოთახში ვართ. კედ-
ლები თაროებით არის სავსე, თაროებზე კი იმდენი რაღაც აწყვია, სიმძი-
მის გამო ალაგ-ალაგ ჩაზნე ქილა და დაბრეცილა. საჭმლის შეკვრები,
წყლით სავსე, დიდი მათარები, საბნები, დანები, ვერცხლის ჩანგლები,
კოვზები, ძვირფასეულობის აბურდული კვანძები, ტყავის ფეხსაცმელი,
ქურთუკები, მსუბუ ქი ცეცხლსასროლი იარაღი, პოლიციის ხელჯოხები
და გაზის აეროზოლები. ვხედავ ისეთ ნივთებსაც, რომლებიც აღარას-
დროს არავის დასჭირდება: იატაკზე მიმოფანტულ ძველი რადიომიმღე-
ბის ნაწილებს, ძველი ხის გარდერობს, ტყავგადაკრულ ტაბურეტებსა და
პლასტმასის დამტვრეული სათამაშოებით სავსე სკივრს. ოთახის მეორე
მხარეს კი კიდევ ერთი კარია, ალუბლისფრად შეღებილი.
- წავედით, - მეუბნება ჯულიენი, მკლავში ხელს უხეშად მკიდებს და
წინ მე ქაჩება.
- არა, - ხელს ვართმევ. ჯერ არ ვიცით, სად ვართ და არც ის, აქედან
თავის დასაღწევად რამდენი ხანი დაგ ვჭირდება.
- აქ საჭმელია. იარაღი. ყველაფერი უნდა მოვიმარაგოთ.
ჯულიენი პასუხის გასაცემად პირს აღებს, მაგრამ ამ დროს დერეფ-
ნიდან შეძახილები და ნაბიჯების ბრაგაბრუგი გვესმის. როგორც ჩანს,
დარაჯმა ჩვენი გაქცევა ყველას გააგებინა.
- დავიმალეთ! - ჯულიენი გარდერობისკენ მიმათრევს. კარადა თაგ-
ვის ცურცლით არის სავსე და შმორის სუნად ყარს.
გარდერობის კარი იხურება. შიგნით ისეთი სივიწროვეა, მე და ჯუ-
ლიენი ერთმანეთს მიკრულები ვსხედვართ. ზურგჩანთას ვიხსნი, კალთა-
ში ვიდებ და ზურგით ჯულიენის მკერდს ვეყრდნობი. სუნთქვისას მისი
მკერდის ასვლა-ჩასვლას გრძნობ და ყველაფრის მიუხედავად, მიხარია,
რომ ერთად ვართ. მარტო ამდენს, ალბათ, ვერ შევძლებდი.
ზუზუნი ისმის, ოთახის კარი შიგნით ფართოდ იღება და კედელს
ეხეთქება. ინსტინქტურად ვხტები. ჯულიენი მხარზე ხელს მიჭერს, დამ-
შვიდდიო.
- ამის დედაც ვატირე! - ყვირის გამ წარებული ალბინოსი. ალბათ,
სიბრაზისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის. - ეს როგორ მოხდა, ა? ეს
როგორ მოახერხ...…
- შორს ვერ წავიდოდნენ. კოდი არ იციან.
- მაშინ, ამიხსენი, სად ჯანდაბაში გაქრნენ? ამის დედაც!.. ისინი ხომ
ღლაპები არიან!
- ალბათ, ერთ-ერთ ოთახში იმალებიან, - ამბობს ვიღაც.
- ოთახებს ბრიგსი ამოწმებს. გოგო მეტს დაესხა თავს. დანა ჰქონდა,
- ისმის ქალის ხმა. ალბათ, პირსინგიანის.
- ჯანდაბა!
- უკვე გვირაბებში იქნებიან, - ამბობს გოგო, - სხვაგან გამორიცხუ-
ლია. მეტი კოდს ეტ ყოდა.
- აღიარა, ვუთხარიო?
- არა, მაგრამ ამას ხომ არ გვეტ ყვის?
- კარგი, ახლა მომისმინეთ, - ამბობს ალბინოსი. როგორც ჩანს, ის
არის უფროსი, - რინგ, შენ ბრიგსთან ერთად საწყობები შეამოწ მე. ჩვენ
გვირაბებს მივხედავთ. ნიკ, შენ აღმოსავლეთით წადი, მე დონთან ერ-
თად დასავლეთს მივხედავ. კურტს და ფორესტს უთხარით, ჩრდი-
ლოეთის მხარეს მიხედონ. სამხრეთის შესამოწმებლად კი ვინმეს მე ვი-
პოვი.
სახელებსა და მათ რაოდენობას ვიმახსოვრებ. ნათელია, რომ შვიდნი
მაინც არიან. ამას არ მოველოდი.
- მინდა, ის ნაბიჭვრები ერთ საათში აქ მომითრიოთ! მათ გამო ხელ-
ფასის დღეს არ გავაცდენ, გასაგებია?! თანაც თითქმის ბოლომდე მიყვა-
ნილ საქმეს ბოლო წუთზე არ ჩავაფლავებ! - ყვირის ალბინოსი.
ხელფასის დღე. გონების რომელიღაც კუნჭულში ბუნდოვნად რაღა-
ცას ვხვდები, მაგრამ როცა გააზრებას ვცდილობ, ყველაფერი ბურუსში
იკარგება. თუ „ფასკუნჯები“ გამოსასყიდზე არ ლაპარაკობდნენ, მაშინ
რა გადასახადს ელოდებიან? ნეტავ იმას ხომ არ გულისხმობდნენ, რომ
ბოლოს და ბოლოს, ჯულიენი მათ დანებდებოდა და თავის სახლში შეღ-
წევისთვის საჭირო ინფორმაციას დაფ ქვავდა? თუმცა, ეს მათთვის მე-
ტისმეტად საშიშია. „ფასკუნჯები“ ასეთ ოპერაციებს ერიდებიან. ისინი
გონივრული გეგმებითა და ორგანიზებულობით არ გამოირჩევიან, მხო-
ლოდ სპონტანური ქცევა ახასიათებთ: ხანძრები, ტერორი, ძარცვა.
მაინც ვერ ვხვდები, აქ მე რა შუაში ვარ.
შარიშურის, პისტოლეტების დატენისა და ღვედებზე აბზინდების
მოჭერის ხმა მესმის. შიში კვლავ მიბრუნდება. თხელი ფანერის კარის
იქით სამი შეიარაღებული „ფასკუნჯი“ დგას. მგონია, სადაცაა, გული წა-
მივა. ისე ცხელა, სული მეხუთება. ოფლად ვიღვრები. ალბათ, აქედან
ცოცხლები ვერ გავაღწევთ. ყველა გზა მოჭრილია.
თვალებს ვხუ ჭავ და ალექსზე ვფიქრობ. მახსენდება, როგორ ვეკ-
ვროდი ზურგზე, როცა მოტოციკლეტით ტევრისკენ მივ ქროდით. მაში-
ნაც ზუსტად ასეთი ეჭვი მღრღნიდა.
- ახლა კი წადით და ის ნაბიჭვრები აქ მომითრიეთ. ერთ საათში ისევ
აქ შევხვდებით, - ეუბნება ალბინოსი თავისიანებს. სწრაფი ნაბიჯების
ხმა მესმის. ეტ ყობა, ალუბლისფერ კარს უახლოვდებიან, რომ იქიდან
გვირაბებში მოხვდნენ. კარი იღება და იკეტება. მერე კი მდუმარება
ისადგურებს.
მე და ჯულიენი ადგილიდან არ ვიძვრით. ცოტა ხან ში წინ ვიწევი,
მაგრამ ჯულიენი ისევ უკან მე ქაჩება.
- მოიცადე, - მეუბნება ჩურჩულით, - ჯერ დავრწმუნდეთ, რომ მარ-
თლა წავიდნენ.
ახლა, როცა „ფასკუნჯების“ ხმა აღარ მესმის, ჯულიენის სხეულის
სიმხურვალის გამო თავს უხერხულად ვგრძნობ. კისერში მის სუნთქვას
ვგრძნობ.
მეტის მოთმენა აღარ შემიძლია.
- ყველაფერი კარგად არის, - ვეუბნები, - წავიდეთ.
გარდერობის კარს ვაღებთ და ოთახში ფრთხილად გამოვდივართ.
გვეშინია, სადმე „ფასკუნჯები“ არ იყვნენ ჩასაფრებული.
- ახლა რა უნდა ვქნათ? - მეკითხება ჯულიენი ხმადაბლა. - ისინი
ჩვენ გვირაბებში გვეძებენ.
- უნდა გავრისკოთ, - ვეუბნები, - ეს აქედან გაღწევის ერთადერთი
შანსია.
ჯულიენი განზე იხედება. მნებდება.
- მოდი, საჭირო რაღაცები წავიღოთ, კარგი? - ვთავაზობ.
ჯულიენი ერთ-ერთ თაროს უახლოვდება და ტანსაცმელს ქე ქავს. მე-
რე მაისურს მესვრის.
- აი, ეს შენი ზომა ჩანს, - მეუბნება.
სუფთა ჯინსის შარვალს, სპორტულ ბიუსტჰალტერს და თეთრ წინ-
დებს ვპოულობ. ძველ ტანსაცმელს გარდერობის უკან სწრაფად ვიხდი.
მიუხედავად იმისა, რომ ბინძური და ოფლიანი ვარ, სუფთა ტანსაცმელი
კანზე საოცრად მსიამოვნებს. ჯულიენი მაისურს და ჯინსის შარვალს
თავისთვისაც პოულობს. შარვალი ცოტა დიდი აქვს, მაგრამ საქამრეში
ელექტროკაბელს იყრის. ჩემს ზურგჩანთაში გრანოლას ბატონებს,
წყლიან ბოთლებს, ორ ფარანს და რამდენიმე თხილისა და ჯერკის შეკ-
ვრას ვყრით. ერთ-ერთ თაროზე სამედიცნო ნივთებს ვაწყდები. ჩანთაში
მალამოებს, ბინტებს და ანტისეპტიკურ სველ ხელსახოცებსაც ვყრი.
ჯულიენი მდუმარედ მაკვირდება. როცა ერთმანეთს თვალს ვუსწორებთ,
ვხვდები, რაზეც ფიქრობს. ქვედა თარო, ერთ ხის ყუთს თუ არ ჩავ-
თვლით, ცარიელია. ცნობისმოყვარეობა მძლევს. ვიხრები, ყუთს თავს
ვხდი და სუნთქვა მეკვრის.
პირადობის მოწმობები. ყუთი რეზინის საჭერებით შეკრული ასობით
პირადობის მოწმობით არის სავსე. შუქზე ადგ-ს ლამინირებული სამ-
კერდე ნიშნები კაშკაშებს.
- ჯულიენ! - ვეძახი, - ერთი ამას შეხედე.
ის ჩემ გვერდით დგება და ლამინირებულ ბარათებზე სახეებს, პი-
რად მონაცემებსა და ფაქტებს უსიტ ყვოდ აც ქერდება.
- წავიდეთ, - მეუბნება ცოტა ხან ში, - უნდა ვიჩქაროთ.
სწრაფად ვიღებ ექვს პირადობის მოწმობას. ვცდილობ, ჩემი ასაკის
გოგონებისა შევარჩიო. მათ რეზინით ვკრავ და ჯიბეში ვიდებ. ადგ-ს
სამკერდე ნიშანსაც ვიღებ. შეიძლება გამომადგეს.
იარაღის შერჩევის ჯერი დგება. ყუთებს ვხსნით. ძველი, დამტვერი-
ლი შაშხანები ერთად აწყვია. ისინი მსხვილი ეკლების კონას მახსენებს.
კარგად დაზეთილი მსუბუ ქი ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტები,
მძიმე პოლიციის ხელჯოხები და ტყვიებით სავსე ყუთებიც აქვეა. ვამოწ-
მებ, პისტოლეტი დატენილია თუ არა და ჯულიენს ვაძლევ, ტყვიების
ყუთს კი ზურგჩანთაში ვიდებ.
- არასდროს არავისთვის მისვრია, - მეუბნება ჯულიენი და პისტო-
ლეტს ისე დასცქერის, თითქოს აფეთქების ეშინიაო, - შენ?
- რამდენჯერმე, - ვპასუხობ.
ჯულიენი ქვედა ტუჩს იკვნეტს.
- ჰოდა, მაშინ, შენ გ ქონდეს, - მეუბნება. მართალია, ამხელა ტვირ-
თის ზურგით თრევა არ მეხალისება, მაგრამ პისტოლეტს ზურგჩანთაში
მაინც ვდებ.
აი, დანები უფრო გამოსადეგია. დანას ვინმეს დაჭრის ან მოკვლის
გარდა, სხვა დანიშნულებაც აქვს. იარაღებს შორის პატარა დასაკეც
ჯაყვას ვპოულობ და სპორტულ ბიუსტჰალტერში ვიდებ. ჯულიენი მბა-
ძავს, ჯაყვას იღებს და ჯიბეში იდებს.
- აბა, მზად ხარ? - მეკითხება, როცა ზურგჩანთას ვიკიდებ. და სწო-
რედ ამ წუთას თავში ჩაქუჩივით რაღაც მირტყამს. რამდენიმე წუთის
წინ გონების რომელიღაც კუნჭულში გაელვებული ბუნდოვანი მოსაზრე-
ბა, რომელიც წარმოსახვითმა ბურუსმა შთანთქა, ახლა გონებაში მკაფი-
ოდ მიყალიბდება. ყველაფერი უცნაურია. ძალზე უცნაური. ყველაფერი
წინასწარ მომზადებულს ჰგავს: ბევრი ოთახი, ბევრი იარაღი და მკაცრი
წესრიგი.
- მათ მიეხმარნენ! - ვამბობ. - „ფასკუნჯები“ ამას თავიანთი სახსრე-
ბით ვერ მოახერხებდნენ.
- ვინ? - მეკითხება მოთმინებადაკარგული ჯულიენი და ცალ თვალს
კარისკენ აპარებს.
ვიცი, უნდა წავიდეთ, მაგრამ ფეხს ვერ ვიცვლი. ტერფებში დაწყებუ-
ლი კანკალი ნელ-ნელა მუხლებამდე ადის და მერე მთელ სხეულს ედება.
თავში კიდევ ერთი აზრი მომდის,… გონებაში ადრე ნანახი რაღაც მიტივ-
ტივდება.
- „ფასკუნჯები“. ისინი განუკურნებლები არიან.
- ჰო, სნეულები, - მპასუხობს ჯულიენი ცივად, - შენნაირები.
- არა. ჩემნაირები არა და არც - სნეულები. ჩვენ ერთმანეთისგან გან-
ვსხვავდებით, - თვალებს მაგრად ვხუ ჭავ და ვიხსენებ: „ფასკუნჯს“ დანა
ყელზე რომ მივაბჯინე, კისერზე ლურჯი სვირინგი შევნიშნე, რომელიც
საიდანღაც მეცნო….
- ღმერთო, ჩემო! - თვალებს სწრაფად ვახელ. გული ის სწრაფად მი-
ცემს, თითქოს ვიღაც მუშტს მირტყამდეს.
- ლინა, ახლავე უნდა წავიდეთ, - მეუბნება ჯულიენი და მკლავში
ხელს მკიდებს, მაგრამ ვუსხლტები.
- ადგ, - ძლივს ვამბობ ხრინ წიანი ხმით, - იმ ტიპს, ყარაულს, საკან ში
რომ გავ კოჭეთ, არწივისა და შპრიცის სვირინგი ჰქონდა. ადგ-ს გერბი.
ჯულიენი იძაბება. გეგონება, სხეულში ელექტროძაბვამ დაუარაო.
- ალბათ, დამთხვევაა.
უარის ნიშნად თავს ვაქნევ. გონებაში სიტ ყვები და აზრები ერთ ნაკა-
დად მიედინება. ახლა ყველაფერი გასაგებია: ხელფასის დღე, აღჭურვი-
ლობა, სვირინგი, სამკერდე ნიშნებით სავსე ყუთი. ეს კომპლექსი, დაცვა
- ყველაფერი ფული ღირს.
- ისინი ერთად მუშაობენ. არ ვიცი, რატომ ან რისთვის, მაგრამ…...
- არა, ცდები, - მაწყვეტინებს ჯულიენი ხმადაბლა, მაგრამ მკაცრად.
- ჯულიენ…...
- ცდები, გასაგებია? ეგ შეუძლებელია, - კვლავ მაწყვეტინებს.
თვალს ვუსწორებ. ვატ ყობ, ჩემს ნათქვამზე ფიქრობს. მისი ყურება
მიჭირს - მეჩვენება, თითქოს ფრიალო კლდის პირას ვიდგე და გადაჩე-
ხის საფრთხე მემუქრებოდეს.
***

ასე გაშეშებულები ვდგავართ, რომ უეცრად კარი ხმაურით იღება და


ოთახში ორი „ფასკუნჯი“ შემორბის.
წამით ირგვლივ ყველა და ყველაფერი ქვავდება, მაგრამ მე ვასწრებ,
რაც საჭიროა, დავინახო: კაცი (შუახნის) და გოგო (მოშავო-მოლურჯო
ფერის თმით, ჩემზე მაღალი). არც ერთი არ მეცნობა. არ ვიცი, შეიძლება
შიშის გამო, მაგრამ სხვა უცნაურ წვრილმანებსაც ვამჩნევ: კაცს მარცხე-
ნა ქუთუთო ქვემოთ აქვს დაშვებული, გეგონება, მიზიდულობის ძალა
ქვემოთ ექაჩებაო, გოგო კი პირდაღებული დგას. ალუბლისფერ ენას ვხე-
დავ. ეტ ყობა, რაღაცას წუწ ნიდა. „ლოლი პოპს“ ან შაქარყინულს. უეც-
რად გრეისი მახსენდება.
მერე კი ყველაფერი კვლავ „ცოცხლდება“ და გოგოს ხელი პისტოლე-
ტისკენ მიაქვს. ფიქრის დრო არ არის. ჩემ უკან ჯულიენი რაღაცას ყვი-
რის. გასროლა მესმის. არ ვიცი, ვინ გაისროლა. გოგონა შეტევაზე გად-
მოდის და ყბაში მუშტს მირტყამს. აქამდე მუშტი არასოდეს მომხვედ-
რია და ახლა გაოცებული უფრო მეთქმის, ვიდრე - ნაცემი. ვფხიზლდები.
გოგო დანას იღებს და მიღერებს. დანას ვიგერიებ, გვერდით ვიწევი და
მხარს მუცელში მაგრად ვურტყამ.
გოგო კვნესის და უკან ვარდება, მე კი ინერციით ზედ ვეცემი და
ორივე ფეხსაცმლის ყუთში ვცვივდებით. მუყაო ჩვენს წონას ვერ უძ-
ლებს და იშლება. ერთმანეთს მაინც ვე ჭიდებით. პირში მისი თმა მხვდე-
ბა და მისი კანის სუნს ვგრძნობ. თავდაპირველად ზემოდან მე ვარ, მერე
გოგო მე ქაჩება, ზურგზე მაგ დებს და ახლა ზემოთ ის ექცევა. თავს ბეტო-
ნის იატაკზე ვურტყამ. გოგო მუხლებით ნეკნებზე მაწვება. სუნთქვა მეკ-
ვრის. ჩემი მეტოქე ქამრიდან მეორე დანის ამოღებას ცდილობს. მე კი ამ
დროს იარაღის ძებნაში ბეტონის იატაკზე ხელებს ვაფათურებ, თუმცა,
გოგო მკერდზე მუხლებს ისე მაგრად მაჭერს, სუნთქვაშეკრული თითებს
ძლივს ვამოძრავებ.
ჯულიენი და კაცი ერთმანეთს ერკინებიან. ორივეს თავი აქვს დახრი-
ლი, მძიმედ სუნთქავენ და უპირატესობის მოსაპოვებლად ხელსაყრელ
პოზიციას ეძებენ, მერე კი ქვაბებითა და ტაფებით სავსე წიგნის კარადის
ქვედა თაროს ეხლებიან. ჭახაჭუხი ისმის. თაროდან ყველაფერი ძირს
ცვივა. ლითონის ჟღარუნი გვაყრუებს. გოგონა უკან იხედება. მე დროის
მოხელთებას ვახერხებ და ყბაში მუშტს ვურტყამ. მართალია, დარტყმა
ძლიერი არ არის, მაგრამ განზე მაინც ვაგ დებ. ფეხზე სწრაფად ვდგები
და გოგოს ზემოდან ვაჯდები. დანას დაუფიქრებლად ვიღებ ხელში და
გოგოს მკერდში მთელი ძალით ვუტ ყამ. იგი მკერდს მაღლა ზნექს, კივის
და ძირს უსულოდ ეცემა. თავში მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებს:
„შენს თავს დააბრალე! შენს თავს დააბრალე! შენს თავს დააბრალე!“
უეცრად მწარე ქვითინი მესმის და დიდი ხანი არ მჭირდება იმის გასააზ-
რებლად, რომ მე ვტირი.
უეცრად თვალთ მიბნელდება და ტკივილიც არ ახანებს. კაცი საფეთ-
ქელში ხელჯოხს მირტყამს. ავის მომასწავებელი ტკაცუნის ხმაა. კანკა-
ლი მივარდება და ყველაფერი ერთმანეთში ირევა: ჯულიენი ჩამონგრე-
ულ თაროზე პირქვე გდია; კუთხეში (აქამდე ვერ შევნიშნე) ძველებური,
ქანქარიანი საათი დგას; ჩემ გარშემო, ბეტონის იატაკზე ბზარები აბლა-
ბუდას ქსელივით იშლება. რამდენიმე წამი ვერაფერს ვხედავ, მერე სუ-
რათი სწრაფად იცვლება: ზურგზე ვწევარ და ჩემ ზემოთ ჭერი წრიულად
მოძრაობს. ალბათ, ვკვდები. უცნაურია, მაგრამ ჯულიენზე ვფიქრობ.
„ფასკუნჯს“ კარგად ეჩხუბა.
კაცი ზემოდან მაზის, სახეზე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ. პირი
უყარს. თვალის ქვემოთ ღია, დაკბილულ იარა აქვს.
„ყოჩაღ, ჯულიენ!“
სისხლის წვეთები სახეზე მეცემა. ყელზე დანის ბასრ წვერს ვგრძნობ.
ვშეშდები.
მის თვალებში დანახული სიძულვილი მამ შვიდებს. მე მალე მოვ-
კვდები. „ფასკუნჯი“ მომკლავს. ამის გაფიქრებაზე ვდუნდები და თეთრ
ნისლში ვიძირები. თვალებს ვხუ ჭავ და ალექსს წარმოვიდგენ. როგორც
ჩემს სიზმრებში, იგი ახლაც გვირაბის ბოლოში მელოდება და მე მისკენ
გავრბივარ, რომ ხელი ჩავ კიდო.
ვქრები და ვჩნდები. ჰაერში ვლივლივებ. მერე კვლავ ვგრძნობ, რომ
იატაკზე ვწევარ. პირში შლამის გემოს ვგრძნობ.
- სხვა გზა არ დამიტოვე, - მეუბნება „ფასკუნჯი“ ქოშინით. თვალებს
სწრაფად ვახელ. მის ხმაში სინანულს… და მობოდიშებას ვგრძნობ. ამას
არ ველოდი. უეცრად იმედი მიჩნდება და მასთან ერთად შიშიც მიბრუნ-
დება.
„გთხოვ, გთხოვ, გთხოვ, არ მომკლა!“
კაცი ღრმად სუნთქავს. დანის წვერი კანს მიჭრის. გვიანია….
მერე კი „ფასკუნჯი“ მოულოდნელად კანკალს იწყებს და ზედ მეცემა.
დანა იატაკზე ხმაურით ეცემა. კაცი თვალებს მაღლა ატრიალებს და
თოჯინასავით უშტერდება. შემზარავი სანახავია. სუნთქვა მეკვრის. წინ
ერთანად აცახცახებული და აქოშინებული ჯულიენი მიდგას, „ფას-
კუნჯს“ კი ზურგში დანა აქვს ჩარჭობილი.
მკვდარი კაცი მკერდზე მაწევს.
- მომაშორე! მომაშორე! მომაშორე! - ვყვირი ისტერიკულად.
ჯულიენი თავს აქნევს, თითქოს ტრანსიდან გამოსვლას ცდილობდეს.
- მე,… მე არ მინდოდა.
- ღვთის გულისათვის, ჯულიენ, მომაშორე!
ჯულიენი კრთება, თვალებს ახამხამებს და ყურადღება ჩემზე გად-
მოაქვს. „ფასკუნჯის“ სხეულის სიმძიმე სულს მიხუთავს.
- ჯულიენ, გთხოვ!
ბოლოს და ბოლოს, იგი ჩემკენ იხრება და მკვდარს გვერდზე სწევს.
ფეხზე გაჭირვებით ვდგები. თმა ყალყზე მიდგას, გული ამოვარდნაზე
მაქვს. დაბანის გიჟური სურვილი მიპყრობს. მინდა, „სიკვდილი“
სხეულიდან ჩამოვირეცხო. ორი „ფასკუნჯი“ გვერდიგ ვერდ წევს, ისინი
ლამის ერთმანეთს ეხებიან. მათ შორის, იატაკზე, სისხლი ჟონავს და
პეპლის ფორმას იღებს. გული მერევა.
- ლინა, მე არ მინდოდა. მე უბრალოდ… დავინახე, რომ ზემოდან
გაჯდა და ინსტინქტურად დანას ხელი ვტაცე, მაგრამ…... - ჯულიენი
ისევ თავს აქნევს, - შემთხვევით გამომივიდა.
- ჯულიენ, - მხრებზე ხელებს ვადებ, - შენ მე გადამარჩინე.
ჯულიენი თვალებს ხუ ჭავს და მაშინვე ახელს.
- შენ მე გადამარჩინე, - ვუმეორებ, - გმადლობ.
ეტ ყობა, რომ რაღაცის თქმა უნდა, თუმცა, არაფერს ამბობს, მხო-
ლოდ თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და ჩემს ზურგჩანთას იკიდებს.
ინსტინქტურად ხელზე ხელს ვკიდებ. ამჯერად დამ წვარივით უკან აღარ
სწევს და ძალიან მიხარია. ჯულიენი მჭირდება. ის რომ არა, ნაბიჯი ამე-
რეოდა. მის გარეშე სიარულს ვერ შევძლებ. დავეცემი.
- გაქცევის დროა, - ვეუბნები და საწყობიდან ძველი, აშმორებული
გვირაბების სიგრილეში შევრბივართ, სადაც მხოლოდ ექო, ლანდები და
სიბნელე გვხვდება.
მაშინ

მეორე ბანაკისკენ წასვლისას ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. მარ-


თალია, კარავში მძინავს, მაგრამ მაინც ვიყინები. როცა გარეთ ძილის
ჩემი ჯერი დგება, დილაობით თმაში აბლაბუდასავით გაბმული ყინუ-
ლის ძაფებით ვიღვიძებ. ფერდაკარგული სარა დუმს და თავი მამაცუ-
რად უჭირავს.
ბლუ ავად ხდება. ერთ დღეს მოთენთილი იღვიძებს. სიარული
უჭირს. დამღლელი დღის ბოლოს კი მიწაზე წვება, პატარა ცხოველივით
იკუნტება და ცეცხლის დანთებამდე იძინებს. რეივენს ბლუ კარავში შეჰ-
ყავს. ღამით მოგუდული შეძახილები მაღვიძებს. ლოგინ ში შეცბუნებუ-
ლი ვჯდები. ცა მოწმენდილია, ვარსკვლავები სამართებლის პირებივით
ელავს და ციმციმებს. ჰაერში თოვლის სურნელი იფრქვევა.
რეივენის კარვიდან ფუსფუსი მესმის. ვიღაც სლუკუნებს. მერე ვიღა-
ცის დამამ შვიდებელი ჩურჩული მესმის. ეტ ყობა, ბლუ კოშმარებს ხე-
დავს.
დილით ბლუ სიცხით გათანგული იღვიძებს, მაგრამ სხვა გამოსავალი
არ გვაქვს - უნდა იაროს. თოვა არ წყდება, მეორე ბანაკამდე ორმოც-
დარვა კილომეტრი გვრჩება, ზამთრის თავშესაფრამდე კი - უფრო მეტი.
ბლუ სიარულისას ტირის, ფეხი უფრო ხშირად ერევა. მე, რეივენი,
ჰანტერი, ლუ და ბაბუა მორიგეობით ხელში ვიყვანთ. სიარულისას კი-
სერზე ხელებს მხვევს. ცხელი მკლავები ელექტროსადენებივით უთ-
რთის.
მეორე დღეს ბანაკამდე ვაღწევთ. თიხის ფიქლით მოპირკეთებული
ბანაკი ნახევრად ჩამონგრეული აგურის კედლის ქვეშ არის მიმალული.
კედელი ცივი ქარისგან გვიცავს. მიწაში ჩაფლულ საკვებს ვპოულობთ,
მერე ხაფანგებს ვაგებთ და დაკონსერვებული საკვებისა და სხვა საჭირო
ნივთების პოვნის იმედით იმ ტერიტორიას ვათვალიერებთ, რომელიც
ერთ დროს კარგა დიდი ქალაქი უნდა ყოფილიყო. აქ ორი, შეიძლება სა-
მი დღეც დავ ყოვნდეთ. ეს იმაზეა დამოკიდებული, რას ვიპოვით. ჭოტის
კივილისა და ღამის ცხოველების ხმაურის გარდა, შორიდან სატვირთო
მანქანების ძრავების გუგუნიც გვესმის. გზატ კეცილიდან დაახლოებით
თხუთმეტი კილომეტრის მანძილზე ვართ.
უჩვეულოა. მართალია, განკურნებულების საკვებით, ტანსაცმლითა
და მედიკამენტებით სავსე ქალაქებთან ახლოს ვართ, მაგრამ ჩვენ შო-
რის ისეთივე მანძილია, როგორიც სამყაროებს შორის. ახლა სამყარო
გაორებულია. იგი ზოლებიან კარვის სახურავს მახსენებს. სნეულები და
განკურნებულები ორ სხვადასხვა პლანეტაზე, ორ სხვადასხვა განზომი-
ლებაში ვცხოვრობთ.
ბლუ უფრო და უფრო საშინელ სიზმრებს ხედავს. მისი ტირილი
გულს გვიკლავს. გოგონა რაღაცებს გაუგებრად დუდუნებს. ბოდავს.
დროა, მესამე ბანაკამდე გზა განვაგრძოთ. ცა იქუფრება, დღის შუ ქი
მკრთალდება, ეს კი ქარბუქს მოასწავებს. ბლუ თითქმის აღარაფერზე
რეაგირებს. დღეს გოგონა რეივენს ხელით მოჰყავს. მიუხედავად იმისა,
რომ თვითონაც დასუსტებულია და ხშირად უკან რჩება, შენაცვლების
უფლებას არავის გვაძლევს.
წინ მდუმარედ მივიწევთ, შიმ შილისა და შიშისგან დაოსებულები.
თოვლი თავის სქელ, ფაფუკ საბან ში გვხვევს, თითქოს დიდთოვლობაში
მივაბოტებთ. ყველამ ვიცით, რომ ბლუს ვერ გადავარჩენთ. ამას რეივე-
ნიც ხვდება. უნდა ხვდებოდეს.
იმ ღამეს რეივენი კოცონს ანთებს და ბლუს მის გვერდით აწვენს.
მართალია, ბლუ ერთიანად ხურს, მაგრამ თან კბილს კბილზე აცემინებს.
ცეცხლის გარშემო ყველანი ჩუმად და ფრთხილად ვმოძრაობთ. თითქოს
კვამლში მოსიარულე ლანდებად ვიქეცით. ღამით გარეთ ვიძინებ,
რეივენის გვერდით, რომელიც იმის შიშით, რომ ცეცხლი არ ჩაქრეს და
ბლუს არ შესცივდეს, კოცონს დარაჯობს.
შუაღამით მოგუდული ტირილი მაღვიძებს. რეივენი ბლუს წინ მუხ-
ლებზე დგას. მუცელში სიმძიმეს ვგრძნობ და თავზარდაცემული თავს
ვწევ. აქამდე არასოდეს მინახავს მტირალი რეივენი. ხმის ამოღების,
ამოსუნთქვის, განძრევისაც კი მეშინია. რეივენს ჰგონია, ყველას სძინავს,
თორემ თავს ამის უფლებას არ მისცემდა.
მაგრამ ჩუმად ყოფნაც არ შემიძლია. საძილე ტომარაში ხმაურით
ვტრიალდები. რეივენი ტირილს წყვეტს. ვჯდები.
- ის…? - ვეკითხები ჩურჩულით. „მოკვდას“ ვერ ვამბობ.
რეივენი თავს აქნევს, არაო.
- სუნთქვა უჭირს, - მეუბნება.
- კიდევ კარგი, სუნთქავს მაინც, - არ ვიცი, სხვა რა უნდა ვთქვა. დუ-
მილი იწელება. ძალიან მინდა, რაღაც მოვიმოქმედო. ვიცი, რომ თუ
ბლუს დავ კარგავთ, მასთან ერთად რეივენის ნაწილიც მოკვდება, ჩვენ კი
რეივენი გვჭირდება. განსაკუთრებით - ახლა, როცა ტეკი ჩვენთან აღარ
არის, - ბლუ გამოჯანმრთელდება. დარწმუნებული ვარ, მალე უკეთ იქ-
ნება, - ვანუგეშებ.
რეივენი ჩემკენ ტრიალდება. მისი თვალები ცეცხლს ირეკლავს და
ცხოველივით უელავს.
- არა, - მპასუხობს მოკლედ, - ბლუ ვეღარ გამოჯანმრთელდება.
ამას ისე დარწმუნებით მეუბნება, შეკამათებას ვერ ვუბედავ. ერ-
თხანს დუმს, მერე კი მეკითხება:
- იცი, ბლუ რატომ დავარქვი?
მისი კითხვა მაოცებს.
- თვალის ფერის გამო?
რეივენი პირით ცეცხლისკენ ტრიალდება და მუხლებს მკერდზე იკ-
რავს.
- მე იარმუთში ვცხოვრობდი. სასაზღვრო ღობესთან ახლოს. მწირი
ტერიტორიაა. ტევრთან ახლოს ცხოვრება არავის უნდა. ამბობენ, უიღ-
ბლობა იცისო.
მაცახცახებს. მოულოდნელად მღელვარება მიპყრობს. რეივენს ტევ-
რამდე თავისი ცხოვრების შესახებ სიტ ყვა არასდროს უთქვამს. სულ
იმეორებს, რომ „მანამდე“ არ არსებობს.
- მე არაფრით გამორჩეული არ ვიყავი. მართლა. უსიტ ყვოდ ვემორ-
ჩილებოდი ხალხს და არაფერზე ვფიქრობდი. „სამოთხეში მხოლოდ გან-
კურნებულები ხვდებიან“. „პატრულირება ჩვენივე უსაფრთხოებისთვი-
საა საჭირო“. „განუკურნებლები ბინძურები არიან. ისინი მხეცებს ემ-
სგავსებიან“. „დაავადება შინაგანად გალპობს“. „ღვთის შიში და ბედ-
ნიერება სტაბილურობას მოაქვს“,… - რეივენი მხრებს იჩეჩს, თითქოს
თავიდან ძველ რეივენზე მოგონების ამოგ დებას ცდილობს, - მაგრამ მე
ბედნიერი არ ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რატომ. არ მესმოდა, რატომ არ
შემეძლო, სხვების მსგავსი ვყოფილიყავი.
უეცრად ჰანა მახსენდება. იგი თავის ოთახში წრეზე ტრიალებს და
მეკითხება: „აი, თურმე ჩემზე რას ფიქრობ! შენი აზრით, ეს ბედნიერე-
ბისთვის საკმარისია?“
- იმ ზაფხულს, როცა თოთხმეტი წლის გავხდი, ღობესთან ახალი
მშენებლობა დაიწყეს. ეს მშენებლობები იარმუთის ყველაზე ღარიბი
ოჯახების დასასაქმებლად მოგონილი პროექტები იყო. აი, მათთვის, ვი-
საც ცუდი მეწყვილეები შეურჩიეს, ან ისეთი ოჯახებისთვის, ვისი რეპუ-
ტაციაც იმის გამო შეილახა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის მომ-
ხრეებად მიიჩნიეს. ჭორები, ხომ იცი, როგორც გორდებოდა ხოლმე. დღის
განმავლობაში მშენებლობის ტერიტორიაზე ვთამაშობდით. რასაკვირ-
ველია, ფრთხილად. ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე. ჩვენ შორის გამ-
ყოფი ხაზი იყო გავლებული. ამ ხაზის აღმოსავლეთით ყველაფერი გო-
გოებს გვეკუთვნოდა, დასავლეთით კი - ბიჭებს, - ეცინება, - ახლა რომ
მახსენდება, ყველაფერი სიზმარი მგონია, მაგრამ მაშინ ეს ძალზე ბუ-
ნებრივი გვეჩვენებოდა.
- ჰო, ამას ვერაფერს შეადარებ, - ვამბობ. რეივენი ჩემკენ სწრაფად
იხედება და მართალი ხარო, თავს მიქნევს.
- ერთი კვირა გადაუღებლივ წვიმდა. მშენებლობა დროებით შეწყდა.
იმ ტერიტორიაზე თამაში არავის უნდოდა, თუმცა, მე წვიმა თამაშ ში
ხელს არ მიშლიდა. შინ ყოფნა არ მიყვარდა. მამაჩემი...… - რეივენს ხმა
უწყდება, - პროცედურის მერე მთლად კარგად ვერ იყო. მასზე ამან ცუ-
დად იმოქმედა. ტვინის ის ნაწილი დაუზიანა, რომელიც ხასიათზე იყო
პასუხისმგებელი, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვითხრეს. მამას
გუნება-განწყობა ხშირად ეცვლებოდა. ძირითადად კარგად იყო ხოლმე,
სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ დროდადრო ძალიან ბრაზ-
დებოდა,… - რეივენი დუმდება და ცეცხლს აშტერდება, - დედა ჩალურ-
ჯებების დაფარვაში გვეხმარებოდა, მაკიაჟს გვადებდა. მაშინ ამას ვე-
რავის გავუმხელდით. არ გვინდოდა, ხალხს სცოდნოდა, რომ მამაჩვენზე
განკურნებამ ვერ იმოქმედა. შეიძლებოდა, შეშინებოდათ და მამა სამსა-
ხურიდან გამოეშვათ. დედა ამბობდა, რომ ხალხი ცხოვრებას გაგ ვირთუ-
ლებდა. ჰოდა, ამას ვმალავდით. ზაფხულში გრძელსახელოებიანი
მაისურები და პერანგები გვეცვა. სკოლას, გაცივების საბაბით, ხშირად
ვაცდენდით. ბევრჯერ გვიცრუია, თითქოს ხიდან ან კიბიდან ჩამოვცვივ-
დით და თავი დავარტყით, ან კარის წირთხლს შევეჯახეთ.
აქამდე ვერასოდეს წარმოვიდგენდი პატარა რეივენს, მაგრამ ახლა
მკაფიოდ ვხედავ ამტან და ენამ წარე გოგონას, რომელიც მკლავებზე,
მხრებსა და სახეზე ჩალურჯებების დასაფარავად კოსმეტიკურ სა-
შუალებებს იყენებს.
- ვწუხვარ, - ვეუბნები და საკუთარი ნათქვამი სასაცილოდ და სუ-
ლელურად მეჩვენება.
რეივენი ახველებს და მხრებში იმართება.
- ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, - მეუბნება სწრაფად. იგი გრძელ
ტოტს ოთხად ტეხს და ცეცხლს სათითაოდ უკიდებს. „ნეტავ, ჩვენი სა-
უბრის მთავარი თემა ხომ არ დაავიწყდა? - ვფიქრობ. - ბლუს სახელის
წარმომავლობა.“ მაგრამ მერე თხრობას აგრძელებს.
- იმ წვიმიან კვირას მამაჩემი ცუდ გუნებაზე იყო, ამიტომ მშენებ-
ლობის ტერიტორიაზე ხშირად მივდიოდი. ერთ დღეს ერთი სახლის სა-
ძირკვლის გარშემო მიწას ვჩიჩქნიდი. ირგვლივ სულ წიდის ბლოკები და
ორმოები იყო; ჯერ არც ერთი სახლი არ იყო აშენებული. უეცრად პატა-
რა ყუთი დავინახე, ფეხსაცმლის, - სუნთქვა ეკვრის. სიბნელეშიც ვხე-
დავ, რომ სხეული ეჭიმება.
დანარჩენს სწრაფად მიყვება:
- როგორც ჩანდა, იქ ვიღაცას განგებ დაეტოვებინა, ერთ-ერთი სა-
ძირკველის ქვეშ შეეცურებინა. მაგრამ წვიმამ მიწა ჩამოშალა და ყუთიც
გამოჩნდა. ახლაც არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე იმ ტალახიან ყუთში ჩა-
ხედვა. მახსოვს, მეგონა, შიგნით ფეხსაცმელს ან რამე სამკაულს ვიპოვი-
დი.
უკვე ვხვდები, ეს ამბავი როგორ დასრულდება. ტალახიანი ყუთის-
კენ მეც რეივენთან ერთად მივაბიჯებ. მას სველ თავსახურს ვხდი. შიში-
სა და ზიზღის შავი ნაკადი მახრჩობს.
რეივენი თხრობას ჩურჩულით განაგრძობს.
- ის საბან ში იყო გახვეული. ცისფერ საბან ში, რომელსაც ყვითელი
ბატ კნები ეხატა. არ სუნთქავდა. მეგონა, მკვდარი იყო. ის… სულ ლურჯი
იყო. კანი, ტუჩები, ფრჩხილები, თითები გალურჯებოდა. ისეთი პატარა
თითები ჰქონდა...
მეჩვენება, თითქოს ის შავი ტალღა ყელში მომაწვა და მგუდავს.
სუნთქვა მიჭირს.
- არ ვიცი, რამ მიბიძგა მისი გაცოცხლებისკენ. მგონი, ცოტა გავ გიჟ-
დი. იმ ზაფხულს უმცროს მაშველად ვმუშაობდი და მხოლოდ
თეორიულად ვიცოდი, როგორ უნდა გამეკეთებინა ხელოვნური სუნთქვა
და გულის მასაჟი. ისეთი პაწაწინა იყო,… ალბათ, ერთი ან ორი კვირის.
მისი გამოცოცხლება მოვახერხე. არასოდეს დამავიწყდება, როგორ
შეისუნთქა პირველად ჰაერი, როგორ დაუბრუნდა ფერი. ისეთი შეგ-
რძნება დამეუფლა, თითქოს ფეხქვეშ მიწა შუაზე გაიპო და ყველაფერი,
რაც მანამდე მაკლდა - ფერები თუ ემოციები - მის პირველ ამოსუნ-
თქვასთან ერთად შევიგრძენი. ბლუ დავარქვი, რომ არასოდეს დამვიწ-
ყებოდა ის წუთი.
რეივენი თხრობას მოულოდნელად წყვეტს, იხრება და ბლუს საძილე
ტომარას ასწორებს. მკრთალი ცეცხლის შუ ქი წითლად ელავს. ბლუს სა-
ხე გაფერმკრთალებია. შუბლი ოფლით აქვს დაცვარული. ნელა, არათა-
ნაბრად სუნთქავს. უეცრად გაცოფება მერევა, თუმცა, ჩემს სიბრაზეს სა-
მიზნე არ ჰყავს.
რეივენი თხრობას აგრძელებს.
- შინ აღარ დავბრუნებულვარ. ის მკერდზე მივიხუტე და გავიქეცი.
ვიცოდი, რომ მას იარმუთში ვერ დავიტოვებდი. მსგავს საიდუმლოებს
იქ დიდხანს ვერ შეინახავ. ჩალურჯებების დამალვაც რად გვიღირდა!
ვიცი, რომ ბლუ უკანონოდ გაჩნდა. ის ვიღაც დაუწყვილებელი გოგოსა
და ბიჭის ვნების ნაყოფი იყო. დელირიის ნაყოფი. და ხომ იცი, ასეთ ბავ-
შვებზე რას ამბობენ? მათი სისხლი ბინძურია, რომ ისინი ნაკლით იბა-
დებიან და გონებაშეზღუდულები იზრდებიან. მას მოკლავდნენ, მაგრამ
არ დაკრძალავდნენ. იმის შიშით, რომ დაავადება არ გავრცელებულიყო,
დაწვავდნენ და ფერფლს სანაგ ვეზე მოფანტავდნენ, - რეივენი ხელში
კიდევ ერთ ტოტს იღებს და ცეცხლში აგ დებს. ტოტს ცეცხლის თეთრი
ენები იმ წამსვე ეკიდება, - ჭორები დადიოდა, რომ ღობის რომელიღაც
სექციაში ძაბვა არ გადიოდა. გვიყვებოდნენ, რომ თურმე ქალაქ ში
სნეულები იპარებოდნენ და ხალხის ტვინებს ხრავდნენ. ხომ იცი, ბავ-
შვობაში ასეთ საშიშ ისტორიებს ხშირად ისმენ. მე არ ვიცოდი, ეს სიმარ-
თლე იყო თუ ტყუილი, მაგრამ გარისკვა გადავწყვიტე. საუკუნე დამჭირ-
და იმის მოსაფიქრებლად, როგორ გადავმძვრალიყავი ღობეზე ბლუსთან
ერთად. ბოლოს საბანი ღვედად გამოვიყენე. წვიმამაც ხელი შემიწყო -
მესაზღვრეები და კონტროლიორები ავდარში შენობებიდან გარეთ არ
გამოდიოდნენ. ღობეზე დაუბრკოლებლად გადავძვერი. არ ვიცოდი, ღო-
ბის იქით რას გავაკეთებდი ან სად წავიდოდი. მშობლებს არც კი დავ-
მშვიდობებივარ. მოკლედ, სახლიდან გავიქეცი, - რეივენი ცერად მიყუ-
რებს, - მგონი, შენც იცი, ეს რაც არის.
- ჰო, - ვპასუხობ ხრინ წიანი ხმით. ყელში ბურთი მაქვს გაჩრილი.
ტირილისგან თავს ძლივს ვიკავებ. ფრჩხილებს ბარძაყებში მაგრად ვირ-
ჭობ, ვცდილობ, ჯინსი გავ ჭრა და ხორცში ჩავასო.
ბლუ რაღაცას გაუგებრად დუდუნებს და წრიალს იწყებს. სუნთქვა
გაუხშირდა. ხროტინებს. გეგონება, ფილტვებში წყალი უდგასო. რეივენი
იხრება და ოფლით დანამულ თმას შუბლიდან უწევს.
- იწვის, - ამბობს ყრუდ.
- წყალს მოვიტან, - მინდა, რაღაც გავაკეთო, რამით მივეშველო.
- აზრი არ აქვს, - მპასუხობს რეივენი ხმადაბლა.
მაგრამ მე მაინც ვდგები და წყლის მოსატანად მივდივარ. სიცივეში,
უკუნ სიბნელეში მდინარისკენ მივაბიჯებ. წყალს ყინულის თხელი ფენა
გადაჰკვრია, ადგილ-ადგილ დაბზარული. სავსე მთვარე კაშკაშებს. მის
შუქზე კარგად ჩანს ვერცხლისფრად ალაპლაპებული ყინულის ზედაპი-
რი და მის ქვეშ შავად მოლივლივე წყალი. ვედროს ძირით ყინულს ვამ-
ტვრევ და მდინარეში ვუშვებ. ჭურჭლის ავსებისას ცივი წყალი თითებზე
მეხება და სუნთქვა მეკვრის.
მე და რეივენი იმ ღამეს თვალს არ ვხუ ჭავთ. ბლუს შუბლზე ცივი სა-
ფენების დადებაში ერთმანეთს ვენაცვლებით, მანამდე, სანამ სუნთქვა
დაუმ შვიდდება. მერე ხროტინს წყვეტს და აღარც წრიალებს. ცას ბაცი
ვარდისფერი ეპარება. ჩვენ გარიჟრაჟამდე შუბლზე ცივ საფენებს ვა-
დებთ, თუმცა, უკვე რამდენიმე საათია, ბლუ აღარ სუნთქავს….
ახლა

მე და ჯულიენი წყვდიადში მივაბიჯებთ. გვირაბებში ჩახუთული


ჰაერია. წინ ნელა მივიწევთ. თუმცა, ხმის ამოღებას და ფარნების ანთე-
ბას ვერ ვბედავთ. მართალია, გვირაბების ქსელი უზარმაზარ სივცეზეა
გადაჭიმული, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ყუთში გამომ-
წყვდეული ვირთხა. ფეხზე დგომა მიჭირს. მარცხენა ხელს გვირაბის
გლუვ, ნესტიან კედელს ვაყრდნობ და მწერების ფუსფუსს ვგრძნობ.
წყვდიადში მუ ქი სილუეტები ხან ჩნდებიან, ხან - ქრებიან.
კუთხეებში ვირთხები წრიპინებენ, ლიანდაგებზე დახტიან. რკინაზე
მათი ბრჭყალების კაკუნი გვესმის. კაკ-კუკ-კაკ-კუკ.
არ ვიცი, რამდენი ხანია, მივდივართ. როცა ირგვლივ არაფერი იც-
ვლება, ამის თქმა შეუძლებელია. არც ის ვიცით, აღმოსავლეთით მივი-
წევთ, თუ - დასავლეთით. იქნებ, სულაც, წრეზე ვმოძრაობთ. ხანდახან
ძველ ლიანდაგებს მივუყვებით. მათზე ერთ დროს, ალბათ, მიწისქვეშა
მატარებლები დასრიალებდნენ. მართალია, დაღლილი და გამოფიტული
ვარ, მაგრამ იმის გაფიქრება, რომ ამ ბნელი გვირაბების ლაბირინთში
უზარმაზარი ვაგონები გრუხუნით დაქროდნენ და მათში ხალხი იჯდა,
ხასიათს მიკეთებს და სასიამოვნო შეგრძნება მეუფლება.
გვირაბებში წყალი დგას. ხანდახან დანაგ ვიანებული და ამყაყებული
რამდენიმე მეტრით მაღლა იწევს და მდინარესავით ჩქარა მიედინება.
ცხადია, ამის მიზეზი სადღაც გაჭედილი კანალიზაციის მილია, რაც იმას
ნიშნავს, რომ ქალაქიდან მეტისმეტად შორს ვართ.
ფეხი ხშირად მერევა. რამდენიმე დღეა, ნოყიერი არაფერი მიჭამია.
ყელზე ჭრილობაც ძალიან მეწვის. ჯულიენი სიარულისას ხელს ხშირად
მაშველებს. ბოლოს, წელზე მხვევს და მიმართულების შეცვლაში მეხმა-
რება. მადლობის მეტი რა მეთქმის. თუმცა, ასე მდუმარედ სიარული და
„ფასკუნჯების“ შიშით ყოველ გაფაჩუნებაზე შეკრთომა ძალიან მაღი-
ზიანებს.
რამდენიმე საათია, შეუჩერებლად მივდივართ. სიბნელე თანდათან
იფანტება და მკრთალ შუქზე ჩვენ წინ მოვერცხლისფრო წყლის ნაკადს
ვხედავ. ჭერში ცხაურები ჩანს. სულ ხუთია. რამდენიმე დღის განმავლო-
ბაში პირველად ვხედავ ცას: ვარსკვლავებით მოჭედილი შავი ხავერდის
ფონზე ალაგ-ალაგ ღრუბლები დაცურავს. გახარებული უნებურად ვკი-
ვი. ამაზე ლამაზი ხედი არასდროს მინახავს.
- ხომ შეგ ვიძლია, ცხაური…...
ჯულიენი წინ მიდის. ამჯერად ფარნის ანთებას ვბედავთ. ჯულიენი
ცხაურს ანათებს და უარის ნიშნად თავს აქნევს.
- გარედან არის დამაგრებული, - მეუბნება, მერე ცერებზე დგება და
ცხაურს ზემოთ აწვება, - არც კი იძვრის.
იმედგაცურება საშინელი შეგრძნებაა. არადა, თავისუფლებასთან რა
ახლოს ვართ! მისი სურნელიც კი მცემს - ქარი, სივრცე და კიდევ რაღაც.
წვიმა. ნაწვიმარი ჩანს. ამ სურნელისგან თვალზე ცრემლი მადგება. ჩვე-
ნი გზა ბაქანზე წყდება. ქვემოთ წყლით დაფარული ლიანდაგებია.
წყალში ფოთლები ლივლივებს. ალბათ, სანიაღვრე ჭიდან ჩამოცვივდა.
ჩვენ მარცხნივ, კედელში, ნიშაა, რომელიც ხის ყუთებით არის სავსე. კე-
დელზე შესანიშნავად შენახული ხის დაფა ჰკიდია: „ფრთხილად. სამ შე-
ნებლო ზონა. შესვლა მხოლოდ ჩაფხუტით არის ნებადართული“.
ფეხზე დგომა აღარ შემიძლია და მუხლებზე ვეშვები.
- ეი, - მეუბნება ჯულიენი და ჩემ გვერდით ისიც იმუხლებს, - რა
გ ჭირს?
- დავიღალე, - ვპასუხობ ძლივძლივობით, მერე ვწვები, ვიკუნტები
და თავ ქვეშ მკლავს ვიდებ. თვალები მეხუ ჭება. ჩემ მაღლა ვარსკვლავე-
ბი იდღაბნება და ერთ ვეება მნათობად იქცევა, მერე კი კვლავ წვრილ--
წვრილ მნათობებად იშლება.
- დაიძინე, - მეუბნება ჯულიენი. ჩემს ზურგჩანთას იხსნის, ძირს
დებს და ჩემ გვერდით ჯდება.
- „ფასკუნჯები“ რომ გამოჩნდნენ? - ვეკითხები.
- მე ვიფხიზლებ, - მამ შვიდებს და ზურგზე წვება.
ცხაურიდან ქარი უბერავს. მაჟრჟოლებს.
- გცივა? - მეკითხება ჯულიენი.
- ცოტა, - ვპასუხობ გაჭირვებით. თითქოს ყელი გამეყინა.
დუმილი ისადგურებს. მერე ჯულიენი ჩემკენ ტრიალდება, მკლავს
წელზე მხვევს და თავისკენ მწევს. ჩვენი სხეულები ერთმანეთს ეხება.
ზურგზე მისი გულის ფეთქვას ვგრძნობ - აჩქარებით უცემს.
- დელირიის არ გეშინია? - ვეკითხები.
- კი, - მპასუხობს მოკლედ, - მაგრამ ახლა სიცივე უფრო მაწუხებს.
ცოტა ხან ში ჯულიენს გულისცემა უმ შვიდდება. მალე ჩვენი გულები
ერთ რიტმში ფეთქავს. ნელ-ნელა ვთბები და თვალებს ვხუ ჭავ.
- ლინა, - ჩურჩულით მეძახის ჯულიენი. თვალებს ვახელ და ჩვენ
ზემოთ მოკაშკაშე მთვარეს ვხედავ.
- რა იყო?
ვგრძნობ, რომ ჯულიენს გულისცემა გაუხშირდა.
- გინდა, მოგიყვე, როგორ მოკვდა ჩემი ძმა?
- კარგი, მომიყევი, - ვპასუხობ, თუმცა, მისი ტონი ცოტა მაშინებს.
- მამაჩემი და ჩემი ძმა ერთმანეთს ვერასოდეს უგებდნენ, - იწყებს, -
ჩემი ძმა ჯიუტი და ჟინიანი ბიჭი იყო. ცუდი ხასიათი ჰქონდა. ყველა ამ-
ბობდა, განკურნების მერე გაუვლისო, - ჯულიენი ერთხანს დუმდება, -
რაც უფრო იზრდებოდა, ხასიათი მით უფრო უფუჭდებოდა. ჩემი მშობ-
ლები განკურნების პროცედურის ნაადრევად ჩატარებაზეც კი ფიქრობ-
დნენ. ხომ ხვდები, ეს ჩვენი ოჯახის, უფრო კი - ადგ-ს რეპუტაციას ლა-
ხავდა. ჩემი ძმა რისკიანი იყო. მამას არ უჯერებდა. მგონი, განკურნების
არც სჯეროდა. ჩემზე ექვსი წლით უფროსი იყო. მის გამო ყოველთვის
მეშინოდა. ხვდები, რას ვგულისხმობ?
ხმას ვერ ვიღებ, ამიტომ თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. უეცრად
გონებაში სწორედ ის მოგონებები მიცოცხლდება, რომელთა დასავიწ-
ყებლად მაღალი კედელი აღვმართე: ბავშვობაში განცდილი შიში და
დაძაბულობა, დედაჩემის სიცილი და უცნაური მელოდია ხმის გამაძ-
ლიერებლებში, დედას ცეკვა და სიმღერა; სიხარული, რომელმაც თავ-
ზარდამცემ შიშს სძლია; შიში ჰანას გამო, ალექსის გამო, ჩვენ გამო.
- შვიდი წლის წინ ნიუ-იორკში დიდი მიტინგი გავმართეთ. სწორედ
მაშინ გახდა ადგ ეროვნული ორგანიზაცია. ეს იყო პირველი მიტინგი,
რომელსაც მეც ვესწრებოდი. თერთმეტი წლის ვიყავი. არ ვიცი, როგორ,
მაგრამ ჩემმა ძმამ მიტინგზე წამოსვლას თავი აარიდა. ზუსტად არ მახ-
სოვს, რა მოიმიზეზა.
ჯულიენი ირხევა და მკლავებს წელზე უფრო მაგრად მხვევს, მერე კი
კვლავ ადუნებს. ვიცი, რომ ეს ამბავი აქამდე არავისთვის მოუყოლია.
- ეს ტრაგედია იყო. შუა მიტინგისას მეამბოხეები მერიაში შეცვივ-
დნენ. იმ დროს ჩვენც იქ ვიყავით. სახეზე ნიღბები ეკეთათ. შეტაკება
ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. გასაშველებლად პოლიციელები
მოცვივდნენ, თუმცა, ყველაფერი მაინც დიდი აურზაურით დაგ ვირგვინ-
და. მე, შეშინებული ღლაპი, სცენის უკან დავიმალე. მერე ამ საქციელის
ძალიან მრცხვენოდა. ერთ-ერთმა მეამბოხემ სცენასთან მდგარ მამაჩემ-
თან მიახლოება შეძლო. იგი რაღაცას ყვიროდა, ძალიან ხმამაღლა, მაგ-
რამ ვერ გავიგე - რას. მოთხილამურის ნიღაბი ეკეთა. დაცვის წევრმა
ხელჯოხის ერთი ძლიერი დარტყმით ძირს დააგ დო. უცნაურია, მაგრამ
ეს ხმები ახლაც მახსოვს: მუხლზე ჯოხის მოხვედრისა და სხეულის
იატაკზე დაცემის ყრუ ბრაგ ვანი. ალბათ, სწორედ ამ დროს დაინახა მა-
მაჩემმა მარცხენა ხელზე დიდი ნახევარმთვარე - თანდაყოლილი ლაქა.
ეს ჩემი ძმის ნიშანი იყო. მამა სცენიდან პირდაპირ მომიტინგეებს შორის
ჩახტა და მას სახიდან ნიღაბი მოაძრო.… ის იყო. ჩემი ძმა. იწვა და ტკი-
ვილისგან იკრუნჩხებოდა. მუხლის ძვალი ათას ნაწილად ჰქონდა დამ-
სხვრეული, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება მისი სახე, როცა მამაჩვენს
თვალებში შეხედა. მშვიდი და თავდაჯერებული იყო…, თითქოს იცოდა,
რაც მოხდებოდა. როგორც იქნა, შინ წავედით. პოლიციამ სახლამდე
მიგ ვაცილა. ჩემი ძმა ფურგონიანი მანქანის უკანა სავარძელზე იწვა და
კვნესოდა. მინდოდა, მისთვის მეკითხა, როგორ ხარ-მეთქი, მაგრამ ვი-
ცოდი, მამა ამის გამო ტყავს გამაძრობდა. მას გზაში სიტ ყვაც არ დას-
ცდენია. მხოლოდ გზატ კეცილს მიშტერებოდა. არ ვიცი, ამ დროს დედა
რას გრძნობდა. ალბათ, მაინცდამაინც ვერაფერს. თუმცა, ჩემი აზრით,
გულის კუნჭულში მაინც განიცდიდა. „უჯბს“-ის მიხედვით, შვილები-
სადმი ჩვენი ვალდებულებები წმინდათაწმინდაა, ხომ ასეა? „კარგი დე-
და თავისი მოვალეობის შესრულებას მხოლოდ სამოთხეში მოხვედრის
შემდეგ წყვეტს…“, - ასე არ წერია? დედას უნდოდა, ის ექიმს ენახა, მაგ-
რამ მამას ამის გაგონებაც არ სურდა. ჩემ ძმას მუხლი ცუდ დღეში ჰქონ-
და, კალათბურთის ბურთივით გაუსივდა. ოფლში ცურავდა და აუტანელ
ტკივილს ებრძოდა. მისი დახმარება მინდოდა. მინდოდა...… - ჯულიენი
კანკალებს, - შინ რომ დავბრუნდით, მამამ ჩემი ძმა სარდაფში გამოამ-
წყვდია, ჭკუის სასწავლებლად და გადაწყვიტა, ერთი დღე უკუნ სიბნე-
ლეში დაეტოვებინა.
თვალწინ თომას ფაინმენი მიდგება: გატ კიცინებული ტანსაცმლითა
და ოქროს საკინძებით, რომლებიც მას, ალბათ, კმაყოფილების შეგრძნე-
ბას ანიჭებს; მოელვარე მაჯის საათითა და კოხტად შეჭრილი თმით.
სუფთა, უნაკლო მამაკაცი, რომელიც ყოველღამე ლოგინ ში მშვიდი სინ-
დისით წვება. „მეზიზღები!“ - ვფიქრობ ჯულიენის ნაცვლად. ჯულიენმა
ამ სიტ ყვის მნიშვნელობა არ იცის. აი, მე კი ის სიამოვნებას მგვრის.
- სარდაფიდან ჩემი ძმის ყვირილი გვესმოდა. ის ყვიროდა, ჩვენ კი
სასადილო ოთახში ვვახშმობდით. მამამ მე და დედას ვახშმის დამთავ-
რებამდე ადგომის უფლება არ მოგ ვცა. ამას არასოდეს ვაპატიებ, - ბო-
ლო წინადადებას ჩურჩულით ამბობს. მის ხელს ვპოულობ და თითებში
თითებს ვუცურებ, მერე კი ხელს ვუ ჭერ. პასუხად თვითონაც ხელს მი-
ჭერს.
ერთხანს ასე ვწევართ. მერე ზემოდან ხმაური გვესმის. მალე ხმები
იყოფა და ათასობით შხაპუნა წვიმის წვეთი ტროტუარზე წკაპაწკუპით
ეცემა. ცხაურიდან წყალი ჩამოდის. წვეთები ლითონის ძველ ლიანდა-
გებს ეცემა და ჰაერში იფანტება.
- მერე ყვირილი შეწყდა, - ამბობს ჯულიენი და უეცრად ტევრში ის
გარიჟრაჟი მახსენდება, მე და რეივენი ბლუს შუბლზე ცივი საფენების
დადებაში ერთმანეთს რომ ვენაცვლებოდით. მზე ტყის თავზე მედიდუ-
რად რომ წამოიმართა, ბლუს სხეული უკვე დიდი ხნის გაცივებული იყო.
ჯულიენი ახველებს, ყელს იწმენდს.
- მათ თქვეს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. ჭრილობიდან თრომ-
ბი ტვინ ში მოხვდა და მილიონიდან ერთი შანსი იყო გადარჩენისო. მამამ
რა იცოდა, თუ ასე მოხდებოდა, მაგრამ მაინც...… მე...… - დუმდება, - იმ
ამბის მერე ყოველთვის ფრთხილად ვიყავი. ყველაფერს სწორად ვაკე-
თებდი. ვცდილობდი, იდეალური ვაჟი ვყოფილიყავი, ადგ-ს დამსახურე-
ბული და მისაბაძი წევრი. მაშინაც კი, როცა გავიგე, რომ შეიძლებოდა
განკურნების პროცედურას მოვეკალი. თუმცა, ასე მარტო შიშის გამო არ
ვიქცეოდი, - ამატებს სწრაფად, - მეგონა, თუ წესებს დავიცავდი, ყველა-
ფერი გამოსწორდებოდა. განკურნების მთავარი აზრიც ეს არ არის? აქ
საქმე მარტო დელირიას არ ეხება. მთავარი წესრიგია. ეს თითოეული
ჩვენგანის გზაა. შენ მას უნდა მიჰყვე და ყველაფერი კარგად იქნება. ადგ
სწორედ ამისთვის შეიქმნა. აი, რისი მწამდა,… იძულებულიც ვიყავი,
რადგან სხვაგ ვარად… ცხოვრება… ქაოსად იქცეოდა.
- გენატრება? - ვეკითხები.
ჯულიენი პასუხს აყოვნებს. ვიცი, რომ ეს კითხვა ჩემამდე მისთვის
არავის დაუსვამს.
- მგონი, - მპასუხობს ბოლოს ხმადაბლა, - დიდი ხანი მენატრებოდა.
დედამ… მითხრა, განკურნების მერე აღარ მოგენატრებაო. ძმაზე რო-
გორც ახლა ფიქრობ, ისე აღარ იფიქრებო.
- ეგ უარესია, - ვამბობ ჩუმად, - აი, მაშინ ისინი ნამდვილად კვდები-
ან.
მდუმარების სამ წამს ვითვლი და ზურგზე ჯულიენის გულის ფეთ-
ქვას ვგრძნობ. აღარ მცივა. პირიქით, მცხელა კიდეც. ჩვენი სხეულები
ერთმანეთთან ისე ახლოსაა,… კანი კანს ეკვრის, თითები - თითებს. კი-
სერში მის სუნთქვას ვგრძნობ.
- აღარ ვიცი, რა ხდება, - ჩურჩულებს ჯულიენი, - აღარაფერი მეს-
მის. ვერ ვხვდები, მომავალში რა მოხდება.
- ეგ არც უნდა იცოდე, - ვეუბნები და ეს სიმართლეა. შეიძლება გვი-
რაბი გრძელი, მიხვეულ-მოხვეული და ბნელია, მაგრამ შენ ის უნდა
გაიარო.
კვლავ დუმილი ისადგურებს.
- მეშინია, - ამბობს ბოლოს ჯულიენი ძალიან ხმადაბლა, თითქმის
ჩურჩულით, მაგრამ მე მისი ტუჩების მოძრაობას კისერზე ვგრძნობ,
თითქოს ამ სიტ ყვას ტუჩებით წერდეს.
- ვიცი, მეც, - ვპასუხობ.
ძილთან ჭიდილში ძალა მელევა. მოულოდნელად ძველი და ახალი
ერთმანეთს ერევა და მე წინ და უკან დავ ქრივარ - ამ წვიმასა და იმ წვი-
მებს შორის. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს სპირალისებურ კიბე-
ზე ავდივარ. ჯერ ჯულიენი მხვევს მკლავს, მერე - ალექსი. თავი რეივე-
ნის კალთაში მიდევს და დედა მიმღერის.
- თუმცა, შენთან ერთად ისე აღარ მეშინია, - მეუბნება ჯულიენი თუ
ალექსი. ან იქნებ, სულაც მესიზმრება ყველაფერი? პირს ვაღებ, მინდა,
ვუპასუხო, მაგრამ არ შემიძლია. წყალს ვსვამ, მერე ვცურავ. სინამდვი-
ლე სადღაც უჩინარდება და ღრმა, ხანგრძლივი ძილის დრო დგება.
მაშინ

ბლუს მდინარესთან ვკრძალავთ. გაყინული მიწის გაჭრას და მის-


თვის საფლავის ამოთხრას საათებს ვანდომებთ. დაკრძალვამდე ქურთუ-
კი უნდა გავხადოთ - ძალიან გვჭირდება. საფლავში ჩასვენებისას ბლუ
ჩიტის ბარტყივით მსუბუ ქია. მხოლოდ ძვალი და ტყავი. ბროლივით
მსხვრევადი.
ის-ის არის, მის ნეშტს მიწა უნდა მივაყაროთ, რომ რეივენი წინ გარ-
ბის.
- შესცივდება! - კივის ისტერიკულად. - აქ სულ გაიყინება! - მის გა-
ჩერებას არავინ ცდილობს. რეივენი სვიტერს იხდის, სახელდახელოდ
გათხრილ საფლავში ხტება, ბლუს მაღლა სწევს და სვიტერს აცმევს. შე-
წუხებულები და დარცხვენილები განზე ვიხედებით. მხოლოდ ლუ უახ-
ლოვდება საფლავს.
- რეივენ, ნუ დარდობ, ბლუ კარგად იქნება, - ცდილობს, დაამ შვი-
დოს, - მას თოვლი გაათბობს.
რეივენი თავს მაღლა სწევს, ღაწვები ცრემლებით ჩამოსველებია.
ყველას სახეზე გვაკვირდება, თითქოს იმის გახსენებას ცდილობს, ვინ
ვართ. მერე უცებ კრთება, ფეხზე დგება და საფლავიდან ამოდის.
ბრემი ნიჩბით ბლუს მიწას აყრის, მაგრამ რეივენი აჩერებს.
- არ გინდა, თავი დაანებე, - ეუბნება ხმამაღლა, უჩვეულოდ წვრილი
ხმით, - ლუ მართალია. ახლა მოთოვს.
მართლაც, როგორც კი ყველაფერს ვალაგებთ და ბანაკიდან გავდი-
ვართ, თოვას იწყებს. მთელი დღე ბარდნის. ჩვენ ერთ ხაზზე მივდივართ,
ზიგზაგისებურად. ტყეებში გზას მდუმარედ მივიკვლევთ. სიცივე აუტა-
ნელ ტკივილად იქცევა. მკერდი, ფეხისა და ხელის თითები სულ გათო-
შილი მაქვს. თოვლის ფანტელები ყინულის ნატეხებს ჰგავს, სახეში
გვცემს და კანს გვიწვავს. მერე წარმოვიდგენ, რომ ფიფ ქები ბლუს
სხვაგ ვარად, უფრო სათუთად ეფინება, მას თოვლის ფაფუკ საბან ში
ხვევს და გაზაფხულამდე დაიცავს.
ახლა

დილით ისევ წვიმს.


ნელა ვჯდები. თავი ძალიან მტკივა და ოდნავ თავბრუც მეხვევა. ჯუ-
ლიენი ჩემ გვერდით აღარ წევს. ცხაურში ჩამოსული წვიმის რუხი ნიაღ-
ვრის ქვეშ დგას. ჩემკენ ზურგით.
ბამბის საცვლების გარდა, რომელიც „ფასკუნჯების“ საწყობში იპო-
ვა, არაფერი აცვია. სუნთქვა მეკვრის. ვიცი, რომ გვერდით უნდა გავიხე-
დო, მაგრამ არ შემიძლია. თვალს ვერ ვწყვეტ. წყალი ზურგზე, განიერ
ბე ჭებსა და მკლავებზე ჩამოსდის. ალექსივით ძლიერი და დაკუნთულია.
წყალმა თმა გაუმუ ქა. დროდადრო თავს უკან სწევს, რომ წვიმის წყალი
სახეზე მოხვდეს და პირშიც ჩაუვიდეს.
შიშველ და ნახევრად შიშველ კაცებს ტევრში ლამის შევეჩვიე. მათი
სხეულის უცნაურ აღნაგობას თვალი, როგორც იქნა, მიეჩვია, მკერდზე,
ხანდახან კი ზურგსა და ბე ჭებზე დაკულულებულ თმასაც. მათ ფართო,
ბრტყელ და დაჭიმულ მუცლებსაც. შარვლის სარტყელთან რკალისებუ-
რად გამოზნე ქილ თეძოს ძვლებსაც. მაგრამ ახლა რასაც ვხედავ, სულ
სხვაა. ჯულიენის სხეული სრულყოფილია. ნაადრევი დილის მკრთალ,
ნაცრისფერ სინათლეში იგი თეთრ ქვაში ნაკვეთ ქანდაკებას ჰგავს.
ჯულიენი ლამაზია.
იგი თავს აქნევს, ბრჭყვიალა წყლის წვეთებს აქეთ-იქით ფანტავს და
მოულოდნელად სიამოვნებისგან ხმადაბლა ღიღინს იწყებს. უეცრად,
თავს უხერხულად ვგრძნობ და ვახველებ. ჯულიენი სწრაფად ტრიალ-
დება. გამოღვიძებულს რომ მხედავს, წყლის ნაკადს შორდება, ბაქნის კი-
დიდან ტანსაცმელს იღებს და სიშიშვლეს იფარავს.
- არ ვიცოდი, თუ გეღვიძა, - მეუბნება, სველ ტანზე მაისურის ჩაცმას
ცდილობს და შემთხვევით თავს სახელოში უყრის. მერე ხელახლა წვა-
ლობს. ტანსაცმელს ისეთი გამ წარებული ებრძვის, ლამის სიცილი ამიტ-
ყდეს.
ჯულიენის დაბანილ სახეს ახლა უფრო კარგად ვხედავ. გასივებული
თვალები ჩაუცხრა, თუმცა, მათ გარშემო მუ ქი იასამნისფერი რგოლები
ისევ ეტ ყობა. ტუჩსა და შუბლზე ჭრილობებს უკვე ფუფხი გადაეკრა. ეს
კარგია.
- ახლახან გავიღვიძე, - ვპასუხობ. ჯულიენი ბოლოს და ბოლოს
ახერხებს მაისურის ჩაცმას, - შენ გეძინა? - ვეკითხები. ჯულიენი ახლა
ჯინსის შარვალს ეჭიდავება. სველმა თმამ მაისურის საყელო დაუსვე-
ლა.
- ცოტა ხანი, - მპასუხობს შეწუხებული, - არ მინდოდა. ალბათ, ასე,
ხუთისთვის ჩამეძინა, უკვე თენდებოდა, - შარვალს იცვამს და ბაქანზე
მოხდენილად ხტება, - აბა, გზის გასაგრძელებლად მზად ხარ?
- ცოტა ხან ში ვიქნები. მინდა… თავი მეც მოვიწესრიგო. ცხაურის
ქვეშ.
- კარგი, - ჯულიენი თავს მიქნევს, მაგრამ ადგილიდან არ იძვრის.
ვგრძნობ, რომ სახეზე ალმური მედება. დიდი ხანია, თავი ასე უხერხუ-
ლად არ მიგრძნია. ძლიერი ლინა, რომელიც ტევრმა მეომრად აქცია,
თვალსა და ხელს შუა ქრება და კვლავ მის ტყავში შეძრომას ვეღარ ვა-
ხერხებ.
- უნდა გავიხადო, - ვეუბნები, როცა ვატ ყობ, რომ ჯულიენი მინიშნე-
ბას ვერ ხვდება.
- ჰო,… რა თქმა უნდა, - დუდუნებს და უკან იხევს, - რასაკვირველია.
… მაშინ მე გზის დასაზვერად წავალ.
- მალე მოვრჩები, - ვეუბნები.
ველოდები, როდის მიწყდება ჯულიენის ფეხის ხმა და ტანსაცმელს
ვიხდი. მაგრამ ვერ ვივიწყებ, რომ აქ სადღაც, სიბნელეში, „ფასკუნჯები“
ჩვენს მოსაძებნად დაძრწიან. არც ჩადენილი მავიწყდება - სისხლი საწ-
ყობის იატაკზე, „ფასკუნჯების“ თვალები, მათი გაოცებული და ბრალ-
მდებელი მზერა. ბაქნის კიდეზე შიშველი ვდგავარ, ხელებს მაღლა ვწევ,
ცხაურებიდან წყალი არშიებად იღვრება. ნაკადი ისეთი რუხია, გეგონე-
ბა, ცამ დნობა დაიწყოო. ცივი ჰაერისგან ტანზე თმა ყალყზე მიდგება.
ვიხრები და ლიანდაგებზე ვხტები. ცივი ლითონი და ხის შპალები შიშ-
ველ ფეხისგულებს მტკენს. წინ, წყლისკენ, ნასვამივით მივიწევ. მერე
თავს უკან ვწევ. წყლის ნაკადი სახეზე მესხმის, მერე თმაზე გადამდის,
ბოლოს კი დაჟეჟილ მკერდსა და ბე ჭებზეც მესხმება.
თავი ასე უცნაურად არასოდეს მიგრძნია. სიხარულისგან ყვირილი
და სიმღერა მინდება. წყალი ყინულივით ცივია, თუმცა, თან სისუფთა-
ვის სურნელს აფრქვევს. თითქოს ტოტებისა და მარტში აფეთქებული,
პაწაწინა კვირტების სურნელი მოაქვს.
წყალი სახეს მბანს. მერე წინ ვიხრები და ვგრძნობ, როგორ მიფეთ-
ქავს ზურგი, თითქოს ათასობით პაწაწინა ფეხს მირტყამდნენ. აქამდე
ვერ ვხვდებოდი - თურმე როგორი დაჟეჟილი ვყოფილვარ. ყველაფერი
მტკივა. ფეხები, ხელები სისხლჩაქცევებით მაქვს დაფარული.
ვიცი, რომ დაბანას აზრი აღარ აქვს, რაც შემეძლო, სხეულიდან ყვე-
ლაფერი ჩამოვიბანე, თუმცა, წყლის ნაკადს ვერ ველევი. ცივი წყლისგან
მაკანკალებს, მაგრამ ეს სასიამოვნო, გამაჯანსაღებელი სიცივეა.
ბაქანს ვუახლოვდები და მასზე შეხტომას ვცდილობ. ძალიან დავ-
სუსტდი. სხეულიდან წყალი წურწურით ჩამომდის. მუქ ბეტონზე ფეხის
სველ ნაკვალევს ვტოვებ. გრძელ, სველ თმას ცალ მხარეს ვიგ დებ, ხელ-
ზე ვიგრაგნი და ვწურავ. ეს ჩვეული და ბუნებრივი ქმედებაც კი სიამოვ-
ნებას მანიჭებს.
ჯინსის შარვალს ვიცვამ და რომ არ ჩამძვრეს, სარტყელს ვიკეცავ,
მაგრამ თეძოებზე მაინც თავისუფლად მაქვს.
უეცრად ზურგს უკნიდან ნაბიჯების ხმა მესმის. ხელებს მკერდზე ვი-
ფარებ და სწრაფად ვტრიალდები.
სიბნელიდან ჯულიენი გამოდის.
ცალი ხელით მაისურს სწრაფად ვიღებ.
- მოიცადე! - მეძახის და მის ხმაში გაჩენილი რაღაც ბრძანების კი-
ლო თუ სასოწარკვეთილება მაჩერებს.
- მოიცადე! - მიმეორებს უფრო თბილად.
ჩვენ შორის დაახლოებით შვიდი მეტრია, თუმცა, ისეთი განცდა
მაქვს, თითქოს ერთმანეთის პირისპირ ვიდგეთ. ჯულიენის მზერა ჩემს
სხეულზე დასრიალებს. ვიცი, მაისური უნდა ჩავიცვა, მაგრამ ადგილი-
დან ვერ ვიძვრი. სუნთქვაც კი მიჭირს.
- აქამდე არასოდეს მინახავს,… - მეუბნება ჯულიენი და კიდევ ერთი
ნაბიჯით მიახლოვდება. დღის შუ ქი სახეზე სხვადასხვა კუთხით ეფინე-
ბა. მის თვალებში სინაზეს ვხედავ. მერე თვალის ფერი უმუქდება, ებინ-
დება და ვგრძნობ, როგორ მიხურდება სხეული, მერე კი შიგნით უც-
ნაური სითბო და სიმ შვიდე მეღვრება. თუმცა, მაშინვე გონებაში სუსტი
ხმა ჩამძახის: „საშიშია! საშიშია! საშიშია!“ მერე კი თითქოს მისი ექო
მესმის: „ალექს! ალექს! ალექს!“
ასე მხოლოდ ალექსი მიმზერდა.
- შენ ისეთი წვრილი წელი გაქვს, - მეუბნება ჯულიენი ისე ხმადაბ-
ლა, რომ ძლივს მესმის.
თავს ვაიძულებ, ზურგი ვაქციო. სპორტული ბიუსტჰალტერის ჩაც-
მისას ხელები მიკანკალებს. მაისურის საყელოში თავს გაჭირვებით ვუყ-
რი. ჯულიენისკენ რომ ვტრიალდები, რატომღაც მისი მეშინია. უფრო
მოახლოებულა და ვგრძნობ, წვიმის სუნი ასდის.
მან წელზევით შიშველი დამინახა.
იგი ისე მიმზერდა, როგორც რაღაც ლამაზს, განსაკუთრებულს და
თითქოს ტკბებოდა.
- უკეთ ხარ? - მეკითხება.
- ჰო, - ვპასუხობ და თვალებს ძირს ვხრი.
კისრის ჭრილობას ხელით ფრთხილად ვეხები. თითქოს უფრო გრძე-
ლი მეჩვენება. შემხმარ სისხლსაც ვგრძნობ.
- მაჩვენე, - მეუბნება ჯულიენი და ხელს მაღლა სწევს, მაგრამ მერე
ყოყმანობს. თვალს ვუსწორებ. იგი თვალებით ნებართვას მთხოვს და
კარგი-მეთქი, თავს ვუქნევ. ჯულიენი თითებს ნიკაპქვეშ მიცურებს და
ჭრილობა რომ კარგად დაათვალიეროს, თავს მაღლა ნაზად მაწევინებს,
- უნდა დავამუშაოთ.
დავამუშაოთ. გამოდის, ახლა, ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ. ჯულიენი
კრინტს აღარ ძრავს იმაზე, რომ ვიცრუე, განუკურნებელი ვარ-მეთქი.
ნეტავ ეს რამდენ ხანს გაგრძელდება?
ზურგჩანთისკენ მიდის, მოპარულ პირველი დახმარების ნივთებს
პოულობს და კვლავ მიახლოვდება. ხელში ბინტის დიდი ნაჭერი, წყალ-
ბადის პეროქსიდის ბოთლი, ანტიბაქტერიული მალამოს ფლაკონი და
რამდენიმე ბამბის ქულა უჭირავს.
- მე თვითონ მივხედავ, - ვეუბნები, მაგრამ ჯულიენი თავს აქნევს.
- არა, მე,… - მეუბნება, ბამბაზე წყალბადის პეროქსიდს ასხამს და
მერე ჭრილობაზე ნაზად მადებს. ჭრილობა მეწვის და კივილით უკან ვი-
ხევ.
ჯულიენი წარბებს მაღლა სწევს.
- კარგი, რა, - მეუბნება ღიმილით, - არც ასეთი მტკივნეულია.
- მტკივნეულია! - ვამბობ ჯიუტად.
- გუშინ ორ მკვლელს ხელჩართული ბრძოლა გაუმართე და ახლა
ასეთ ტკივილს ვერ უძლებ?
- ეს სხვა რამეა, - ვპასუხობ. ვიცი, რომ მეხუმრება, მაგრამ მაინც არ
მომ წონს, - გუშინ თავი უნდა გადაგ ვერჩინა.
ჯულიენი წარბებაზიდული მიყურებს, თუმცა, არაფერს ამბობს.
ჭრილობაზე კიდევ ერთხელ მადებს წყალბადის პეროქსიდიან ბამბას.
ამჯერად, რომ არ დავიყვირო, კბილს კბილზე მაგრად ვაჭერ. ჯულიენი
ჭრილობაზე მალამოს მისვამს და ბინტიან სალბუნს მაკრავს. ჭრილობა
ერთხელ ალექსმაც დამიმუშავა და შემიხვია. ზუსტად ასე. რეიდის ღა-
მეს ძაღლმა ლამის ფეხი მომაჭამა. მერე მე და ალექსი პატარა ფარ-
დულში ვიმალებოდით. კარგა ხანია, ის ღამე არ გამხსენებია. ჯულიენის
ხელი კისერზე მეხება და სუნთქვა მეკვრის.
ალბათ, ხალხი ასე უახლოვდება ერთმანეთს. ისინი ერთმანეთის
იარებს მკურნალობენ - ჭრილობებს უხორცებენ.
- ესეც ასე, ვითომც არაფერი მოგსვლია! - ჯულიენი მაღლა, ცხაურ-
ში, რუხ ცას აჰყურებს. - წავიდეთ?
თავს ვუქნევ, თუმცა, ვგრძნობ, რომ ისევ სუსტად ვარ, თავბრუ მეხ-
ვევა.
ჯულიენი მხარზე ხელს მადებს და ოდნავ მიჭერს. ნეტავ, რაზე ფიქ-
რობს, როცა მეხება? ნეტავ, გრძნობს, რომ მთელ სხეულში ელექ ტრობა
მივლის? ის გოგონებთან ურთიერთობას მიჩვეული არ არის, მაგრამ ეტ-
ყობა, ამას აღარაფრად აგ დებს. მან აკრძალვა დაარღვია. ნეტავ, რას
იზამს, როცა აქედან გავაღწევთ? ეჭვი არ მეპარება, ძველ ცხოვრებას -
მამამისს, ადგ-ს დაუბრუნდება. შეიძლება, დამაბეზღოს და ჩემი თავი
დააჭერინოს კიდეც.
გული მერევა, თვალებს ვხუ ჭავ და აქეთ-იქით ვირწევი.
- დარწმუნებული ხარ, რომ სიარული შეგიძლია? - მზრუნველად მე-
კითხება ჯულიენი და თითქოს მკერდი ათას პატარა ნაწილად დამეფ-
ლითოს. ეს გეგმის ნაწილი არ ყოფილა. ეს არ უნდა მომხდარიყო.
ვიხსენებ, გუშინ რა ვუთხარი.
„შენ ეს არ უნდა გაგეგო,“ - ვფიქრობ გულში.
აუტანელი, მწარე სიმართლე.
- ჯულიენ, - თვალებს ვახელ, ნეტავ, ხმა ასე არ მიკანკალებდეს, -
ჩვენ განვსხვავდებით. ჩვენ ღობის სხვადასხვა მხარეს ვდგავართ. ხომ
ხვდები?
ჯულიენს მზერა უმკაცრდება. ასეთ მკრთალ შუქზეც კი ვხედავ მის
მოელვარე თვალებს, თუმცა, ხმა მშვიდი აქვს.
- ლინა, უკვე აღარც ვიცი, რომელ მხარეს ვარ.
კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოვდება.
და სწორედ ამ დროს ერთ-ერთი გვირაბიდან ფეხების ბრაგუნი მეს-
მის. ჯულიენი ერთიანად იძაბება. ერთმანეთს თვალს თვალში ვუყრით.
რამის თქმა საჭირო აღარ არის.
„ფასკუნჯები“ აქ არიან.
თავზარი მეცემა. ხმა ერთ-ერთი იმ გვირაბიდან ისმის, რომლიდანაც
წუხელ აქ მოვედით. ჯულიენი ჩემს ზურგჩანთას ავლებს ხელს, მე კი
სპორტულ ფეხსაცმელში სწრაფად ვდგამ შიშველ ფეხებს - წინდების
ჩაცმის დრო არ არის - და იატაკიდან დანას ვიღებ. ჯულიენი მეორე
ხელში ხელს მკიდებს და წინ მიმარბენინებს. ხის ნიშას უკან ვიტოვებთ.
ვერაფერს ვხედავ. კვლავ წყვდიადში ვართ. ვცდილობ, შიში როგორმე
დავძლიო. წესით, სიბნელის მადლობელი უნდა ვიყო, მაგრამ ვერაფრით
ვიშორებ იმაზე ფიქრს, რაც შეიძლება ამ სიბნელეში იმალებოდეს. იქ-
ნებ, ვინმე ქურდულად გვეპარება? იქნებ, ვინმე ჩასაფრებული გველო-
დება? იქნებ, მილებიდან ვიღაცები ჩამოხტნენ?
ბაქნის ბოლოში კიდევ ერთი გვირაბია. ისეთი დაბალჭერიანი, რომ
მასში შესვლისას წელში ვიხრებით. ორ-სამ მეტრში ვიწრო, ლითონის
მისადგმელ კიბეს ვაწყდებით. ამ კიბით უფრო დიდ გვირაბში ვხვდებით.
აქაც ძველ ლიანდაგებს ვხედავთ, თუმცა, საბედნიეროდ, კედლები ნეს-
ტიანი არ არის. ჯულიენი დროდადრო ჩერდება და „ფასკუნჯების“ ხმებს
აყურადებს.
ახლოს არიან.
- აქეთ! - ისმის ვიღაცის მყეფარე ხმა.
სუნთქვა მეკვრის. თითქოს მკერდში მუშტი მომხვდა. ეს ალბინოსია.
გონებაში საკუთარ თავს ვლანძღავ, პისტოლეტი ზურგჩანთაში რატომ
ჩავდე-მეთქი. „სულელო! სულელო!“ ახლა ამ უკუნ სიბნელეში სირბი-
ლისას როგორღა ამოვიღებ! დანის ტარს ხელს მაგრად ვუ ჭერ. გლუვი
ხის სიმძიმე ცოტა მამ შვიდებს. თუმცა თავს მაინც სუსტად ვგრძნობ.
თავბრუ მეხვევა და მშია. ვიცი, რომ ჩხუბისას დავმარცხდები. ვლოცუ-
ლობ, რომ როგორმე წყვდიადში დავემალოთ.
- აქეთ!
ხმები უფრო ახლოდან ისმის. ლითონის კიბეს ბრაგაბრუგი გააქვს.
ძარღვებში სისხლი მეყინება. კედლებზე ზიგზაგისებურ სინათლეებს
ვხედავ და მწერების ყვითელი საცეცები მახსენდება. რასაკვირველია,
„ფასკუნჯებს“ ფარნები აქვთ. აღარ მიკვირს, ასე მალე რატომ გვეწევი-
ან. მათ სულ არ ადარდებთ, დავინახავთ თუ ნაბიჯების ხმას გავიგო-
ნებთ. ისინი მტაცებლები არიან.
ჩვენ კი - ნადავლი.
დამალვა. ეს არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი. როგორმე
უნდა დავიმალოთ.
ჩვენ მარჯვნივ თაღია - შიგნით კუპრივით შავი წყვდიადი გამეფებუ-
ლა. ჯულიენს ხელს ხელზე ვუ ჭერ, უკან ვე ქაჩები და თაღში, სხვა გვი-
რაბში შევდივართ. ეს წინა გვირაბთან შედარებით დაბალია და ამყაყე-
ბული გუბეები დგას. სიბნელეში გზას ხელის ცეცებით მივიკვლევთ. კედ-
ლები ორივე მხარეს გლუვია, არც ნიშებია და არც სხვა რამ, სადაც და-
მალვას შევძლებთ. ნელ-ნელა შიში მიტანს. ალბათ, ჯულიენიც იმავეს
გრძნობს, რადგან ფეხი ერევა და ერთ-ერთ გუბეში აჭყაპუნებს. წყლის
ხმაზე ორივე ადგილზე ვქვავდებით.
როგორც ჩანს, „ფასკუნჯებიც“. მათი ნაბიჯების ხმა წყდება. დუმდე-
ბიან.
მერე თაღში სინათლე იჭრება და დამ შეული მხეცივით მიწას ყნო-
სავს. მე და ჯულიენი ფეხს არ ვიცვლით. იგი ხელზე ხელს მხოლოდ ერ-
თხელ მიჭერს. მესმის, როგორ იხსნის ზურგჩანთას და იარაღს ეძებს.
გაქცევას აზრი არ აქვს. არც წინააღმდეგობის გაწევას,… მაგრამ ერთ-ორ
„ფასკუნჯს“ საიქიოს მაინც გავიყოლებთ.
უეცრად თვალები მებინდება. შეცბუნებული ვგრძნობ, რომ თვალზე
ცრემლი მადგება და მაჯით ვიწმენდ. „ოღონდ აქ არა, ოღონდ ასე არა,
მიწის ქვეშ, ვირთხებთან ერთად…“, - მიტრიალებს თავში. კედელზე შუ-
ქის ლაქა დიდდება, მას მეორეც უერთდება. „ფასკუნჯები“ ახლა ნელა,
უხმაუროდ მოძრაობენ, მაგრამ ვიცი, რომ ისინი ამით ტკბებიან, მონა-
დირეებივით, რომელთაც ისრები მოზიდული აქვთ და გადამ წყვეტ წამს
ელოდებიან, რომ მიზან ში ისროლონ. ალბინოსის სიახლოვეს სიბნელე-
შიც კი ვგრძნობ. ვიცი, რომ იღიმება. დანიანი ხელი მიოფლიანდება. ჩემ
გვერდით ჯულიენი მძიმედ სუნთქავს.
„ოღონდ ასე არა! ოღონდ ასე არა!“
გონებაში ხმები ექოსავით მესმის. მოგონებებიდან ფრაგმენტებს ვხე-
დავ: ზაფხულში ცხრატ ყავას მძაფრ სურნელს; მსუ ქანა ფუტ კრის ბზუ-
ილს; თოვლისგან დამძიმებულ ტოტებდახრილ ხეებს; ჩემ წინ მორბენალ
ჰანას, რომელიც კისკისებს და ქერა თმა ჰაერში უფრიალებს.
უცნაურია, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ვრწმუნდები, რომ სიკვდი-
ლი გარდაუვალია, ვფიქრობ, რომ აღარასდროს აღარავინ მაკოცებს. დე-
ლირია, ტკივილი და ყველა უბედურება, რაც მის გამო მოხდა, ყველაფე-
რი, რისთვისაც ვიბრძოდით, ჩემთვის დასრულდა, იგი ჩემი ცხოვრების
მიქცევამ თან წაიღო.
სინათლის ტალღები უკვე კაშკაშა, დამაბრმავებელ ნათებად იქცევა.
წყვდიადიდან გამოსული ლანდები კი ადამიანების კონტურებს იღებენ.
უეცრად დაუოკებელი სიბრაზე მიპყრობს. თვალთ მიბნელდება. სიბნე-
ლეში მოლივლივე ფარნის შუქმა თვალი მომჭრა. მოულოდნელად წინ
ვხტები და დანას ბრმად ვიქნევ. საკუთარი ღრიალიც მესმის. ისე ხმა-
მაღლა ვყვირი, სიმ წრისგან კბილები ლითონის სამართებელივით მიკაწ-
კაწებს.
ჩემ ირგვლივ ქაოსია. გახურებული სხეულები და ადამიანთა ქოშინი
ერთმანეთში ირევა. ვიღაცის იდაყვი მკერდში მხვდება, მსხვილი მკლა-
ვები წელზე მეხვევა, სუნთქვა მეკვრის. ცხიმიანი თმის ბღუჯა პირში მე-
დება. ფერდში ძლიერ ტკივილს ვგრძნობ. სახეში ვიღაცის მყრალ სუთ-
ქვას მცემს. ვიღაც ხროტინებს. არ ვიცი, სულ რამდენი „ფასკუნჯია“…
სამი? ოთხი? არც ის ვიცი, ჯულიენი სად არის. დანას ბრმად ვიქნევ,
სუნთქვა მიჭირს. გარს ადამიანების სხეულები მახვევია. ვერსად გავიქ-
ცევი, მათ ალყას ვერ გავარღვევ. დანას გიჟივით ვიქნევ და ვცდილობ,
ბევრი ფასკუნჯი დავ ჭრა. უეცრად მაჯაში ხელს მკიდებენ, მიგრეხენ და
დანას ხელიდან მგლეჯენ. ისევ ვკივი.
ვიღაც ვეება ხელს ყელში მიჭერს. სული მეხუთება, მგონია, სადაცაა,
ფილტვები გამისკდება. პირს ვაღებ, ჰაერის ჩასუნთქვას ვცდილობ, მაგ-
რამ ამაოდ. ჩემ ზემოთ, უკუნ სიბნელეში, ჰაერში მოლივლივე შუ ქის პა-
წაწინა ლაქას ვხედავ. მისკენ ხელს ვიშვერ, ვცდილობ, ამ საშინელ სიბ-
ნელეში როგორმე მას მივწვდე, მაგრამ ფილტვები ტალახით მევსება და
ვგრძნობ, რომ ვიხრჩობი.
ვკვდები.
მოულოდნელად მსუბუ ქი კაკუნის ხმა ჩამესმის. მგონი, ისევ წვიმს.
ჩემ გარშემო კვლავ სინათლის რგოლები ჩნდება. ისინი ბზრიალებს, ციმ-
ციმებს, როგორც ცოცხალი არსებები. ცეცხლი.
უეცრად კისრიდან ხელი მეხსნება. ფილტვებში ჰაერი ცივი წყლის
ნაკადივით ჩამდის. ვახველებ, ღრმად ვსუნთქავ და მუხლებზე ვეცემი.
მგონია, სიზმარში ვარ. კუპრის მდინარეში ვდგავარ, პაწაწინა სხეულები
კი ერთ ნაკადად მოძრაობენ.
გონება თანდათან მეწმინდება, ბურუსიდან გამოვდივარ და საღად
აზროვნებას ვიწყებ. ვხვდები, რომ გვირაბი ვირთხებით არის სავსე.
ათიათასობით იქნებიან. ერთმანეთს ახტებიან, იგრიხებიან, ხელებზე
მეხლებიან და მუხლებზე მკბენენ. ორი გასროლა მესმის და ვიღაც გან-
წირული ყვირის.
ჩემ ზემოთ ადამიანთა სილუეტებს ვხედავ. ისინი „ფასკუნჯებს“ ებ-
რძვიან. ხელში უშველებელი ჩირაღდნები უჭირავთ, რომლებიც ძვე-
ლისძველი ზეთის სუნად ყარს. ჩირაღდნებს ისე იქნევენ, როგორც გლე-
ხები ცელებს ყანაში. მერე კი მხოლოდ სურათის ფრაგმენტებს ვხედავ:
წელში მოხრილი ჯულიენი გვირაბის კედელს ხელით ეყრდნობა. ერთ--
ერთი „ფასკუნჯი“ შეშლილი სახით კივის, მისი თმა კი ჩირაღდანივით
ბრიალებს.
მოულოდნელად ახალი შიში მიპყრობს. მუხლებზე გაშეშებული
ვდგავარ, ჩემ გარშემო კი ვირთხებს რბოლა გაუმართავთ. კვლავ წრიპი-
ნებენ, მეჯახებიან და კუდებს მიტ ყლაშუნებენ. შიშისაგან გაქვავებულს
გული მერევა.
ალბათ, კოშმარს ვხედავ. შეუძლებელია, ეს სხვა რამ იყოს.
ერთი ვირთხა ზედ მახტება. ვკივი და ხელით ვიგერიებ, თან გულის-
რევას ძლივს ვიკავებ. ვირთხა კედელს ყრუ ბრაგ ვანით ეხეთქება, მერე
ძირს ხტება, თავის პატარა ფეხებზე, გვერდს მივლის და კვლავ, თანა-
მოძმეთა რბოლას უერთდება. ისეთი ზიზღის გრძნობა მიპყრობს, გან-
ძრევას ვერ ვახერხებ და უნებურად სლუკუნს ვიწყებ. ალბათ, მოვ კვდი
და ახლა ჯოჯოხეთში ვარ. დელირიისა და სხვა ცოდვების გამო ვისჯები
და ახლა, როგორც „უჯბს“-შია ნაწინასწარმეტ ყველები, ქაოსსა და ტან-
ჯვაში მომიწევს ცხოვრება.
- ფეხზე ადე ქი!
თავს მაღლა ვწევ და ჩირაღდნებიან ორ ურჩხულს ვხედავ. ისინი მი-
წისქვეშეთის მხეცებს ჰგვანან. ნახევრად ადამიანები. ერთ-ერთი ზორ-
ბაა, ცალი თვალი ამოთეთრებია. ალბათ, ამ თვალით ბრმაა. მეორე კი
ვირთხასავით უელავს.
მეორე არსება კუზიანს ჰგავს. ზურგი ისე აქვს გამრუდებული, თით-
ქოს ზედ ამოტრიალებული ნავი ედოს. არ ვიცი, ქალია თუ კაცი. სახეს
გრძელი, ცხიმიანი თმა უფარავს. მას ჯულიენისთვის ზურგს უკან ხელე-
ბი კაბელით შეუკრავს. „ფასკუნჯები“ აღარსად ჩანან. ჩანს, თავს გაქცე-
ვით უშველეს.
ფეხზე ვდგები. ყელზე სალბუნი მძვრება. სხეული ოფლისაგან სველი
და გაწებილი მაქვს.
- წინ იარე! - მეუბნება ვირთხისთვალა და სიბნელეზე ჩირაღდნით
მანიშნებს. წელში ოდნავ იხრება და მარჯვენა მხარზე ხელს იდებს. გას-
როლა მახსენდება. ალბათ, დაიჭრა.
- მომისმინეთ, - ვეუბნები ხმააკანკალებული და ხელებს მაღლა ვწევ,
- არ ვიცი, ვინ ხართ ან რა გინდათ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ აქედან გაღწე-
ვას ვცდილობდით. თან ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს,
თქვენი იყოს. თქვენ ოღონდ… გაგ ვიშვით. გეხვეწებით, გაგ ვიშვით, რა,…
- ხმა მებზარება, - გთხოვთ, გაგ ვიშვით.
- იარე! - მითითებს ვირთხისთვალა და ამჯერად ჩირაღდნიან ხელს
მკრავს. ცეცხლის ალს ახლოს ვგრძნობ.
თვალს ჯულიენისკენ ვაპარებ. იგი თავს აქნევს და თვალებით მანიშ-
ნებს, სხვა რა გზა გვაქვსო.
ვტრიალდები და ნაბიჯს ვდგამ. ვირთხისთვალა უკან მომყვება. ჩვენ
წინ ვირთხები უკუნ სიბნელეში უჩინარდებიან.
მაშინ

არ ვიცით, რას უნდა ველოდეთ მესამე ბანაკში. ან იქამდე მივაღ-


წევთ თუ არა. რაკი ტეკმა და ჰანტერმა შინ დაბრუნება ვერ მოახერხეს,
ჩვენ არ ვიცით, როჩესტერის სამხრეთით, დაახლოებით ორას ოთხმოც-
დათი კილომეტრის იქით, კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ჰარტფორდის
შემოგარენ ში საკვების მიწაში ჩაფვლა მოახერხეს თუ ვერა. ხომ შეიძ-
ლება, გზად რამე უბედურებას გადააწყდნენ. ძალიან ცივა. ზამთარი
ტევრში მყუდროდ მოკალათდა და გაზაფხულის დადგომამდე ბუნებას
თავის თეთრ კლანჭებს არაფრის დიდებით არ გაუშვებს. დაღლილებსა
და ხელმოცარულებს შიმ შილისგან კუ ჭი გვიხმება. სიმტკიცის შენარჩუ-
ნება რეივენსაც კი უჭირს. იგი წინ მდუმარედ თავდახრილი მიიწევს.
არ ვიცი, მესამე ბანაკში საჭმელი დაგ ვხვდება თუ არა. ვიცი, რომ
რეივენსაც ეს ადარდებს, თუმცა, კრინტს არ სძრავს. ყველა ვდუმვართ
და წინ ბრმად, ჯიუტად მივიწევთ.
შიშით გათანგულები ვუახლოვდებით ჰარტფორდს. ნელა მივაბი-
ჯებთ ძველთაძველი ქალაქის ქუჩებში, დაბომბილ სახლებს შორის,
რომლებიც გამომ შრალ მწერებს ჰგვანან. მეჩვენება, თითქოს ერთმა-
ნეთს ელექტროენერგიით ვმუხტავთ. ჩვენ გარშემო ტყე ავის მომასწა-
ვებლად დუმს. ბინდში ბოროტება იმალება; გრძელ ლანდებს წვეტიანი
თითები აქვთ. შავი ხელების ტყე. ხვალ მესამე ბანაკს მივადგებით, რა-
საკვირველია, თუ არის. თუ არადა, სამხრეთამდე მოგ ვიწევს გზის გაგ-
რძელება და ალბათ, ბევრი გზაში შიმ შილით მოკვდება. თუ მესამე ბანა-
კი არ არსებობს, მაშინ ტეკი და ჰანტერი სამუდამოდ უნდა დავივიწ-
ყოთ.
***

უღიმღამო დილა თენდება, თითქოს ჰაერი დამუხტულია, რაც, ალ-


ბათ, ქარიშხალს მოასწავებს. თოვლის ჭრაჭუნს თუ არ ჩავთვლით, გზას
სრულ მდუმარებაში მივიკვლევთ.
როგორც იქნა, იმ ადგილზე ვართ, სადაც მესამე ბანაკი უნდა იყოს.
ტეკისა და ჰანტერის აქ ყოფნის კვალს ვერ ვხედავთ. არც ჭდეებია ხეებ-
ზე და არც - ტოტებზე შემოხვეული ქსოვილის ნაგ ლეჯები. არანაირი
სიმბოლო, რომელთაც აქამდე კომუნიკაციისთვის ვიყენებდით. არა-
ნაირი კვალი იმისა, რომ აქ სადმე მიწაში საჭმელია ჩაფლული. სწორედ
ამის მეშინოდა.
გეგონება, რეივენს სილა გააწ ნესო, ტკივილისაგან ყვირის. სარა
თოვლში მოწყვეტით ეცემა და სანამ ლუ გააჩუმებს, გაიძახის:
- არა! არა! არა! არა!
მგონია, თითქოს გამომ შიგნეს.
- შეცდომა იქნება! - ვამბობ უჩვეულოდ ხმამაღლა. - ალბათ, ადგი-
ლი შეგ ვეშალა.
- არანაირი შეცდომა არ არის, - ამბობს ბრემი ხმადაბლა, - ეს ზუს-
ტად ის ადგილია.
- არა, - ჯიუტად ვიმეორებ, - ალბათ, სადღაც არასწორად შევუხვი-
ეთ. ან ტეკმა პროდუქტებისთვის უკეთესი ადგილი იპოვა.
- ჩუმად, ლინა! - მეუბნება რეივენი და საფეთქლებს გაწითლებამდე
იზელს. - უნდა დავფიქრდე.
- ტეკი უნდა მოვძებნოთ, - ვიცი, რომ ცუდად ვიქცევი. ვიცი, რომ ეს
ისტერიკაა. სიცივემ და შიმ შილმა გონება დამიბინდა და თავში მხო-
ლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებს, - ტეკს ჩვენი საჭმელი აქვს. ის უნდა
ვი...…
- ჩუ-უ-უ! - მაწყვეტინებს ბრემი. სარა ფეხზე დგება. მოულოდნე-
ლად ყველა ვიძაბებით. ტყეში ხის ტოტების ტკაცუნი ყველამ გავიგო-
ნეთ. ხმა თოფის გავარდნასავით მჭახე იყო. ირგვლივ ვიხედები, დაძა-
ბულ სახეზე ყველას აღელვება აწერია. უეცრად ორი დღის წინ ტყეში
ნანახი ირემი მახსენდება - ისიც სწორედ ასე დაიძაგრა და მერე მთელი
ძალით გაქუსლა.
ტყეში ავბედითი მდუმარება მეფობს. ხეებს ცის თეთრ ფონზე შიშვე-
ლი ტოტები ზე აღუმართავთ. ხის მორები და დამპალი კუნძები კი თოვ-
ლში საცოდავად გაშეშებულან. მერე უეცრად ვამჩნევ, რომ შორს ერთი
მორი, მოყავისფრო-მონაცრისფრო ხის მასა, ნელა ინძრევა.
ვხვდები, რომ საქმე ძალიან, ძალიან ცუდადაა. პირს ვაღებ, რომ რა-
ღაც ვთქვა, მაგრამ ამ დროს ჩვენ გარშემო დიდი აურზაური იწყება.
„ფასკუნჯები“ ალყაში გვაქცევენ. ხეები წიწვის ქურქებს იხდიან და
ადამიანებად იქცევიან, მათ ხელში დანები და სახელდახელოდ გამარ-
თული შუბები უჭირავთ. თავზარდაცემულები სწრაფად ვიფანტებით.
დაბნეულები ყველა მიმართულებით წივილ-კივილით გავრბივართ.
მათაც სწორედ ეს უნდათ. შეგ ვაშინონ, დაგ ვფანტონ და დაგ ვასუს-
ტონ.
ასე ჩვენი დახოცვა უფრო ადვილია.
ახლა

გვირაბი თავ ქვე ეშვება. წამით ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს


დედამიწის გულში ჩავდივართ.
წინიდან შუ ქი გამოსჭვივის და რაღაცები მოძრაობენ. კოცონი წით-
ლად გიზგიზებს. დუდუნი თუ ბუტბუტი მესმის. კისერი ოფლიანი მაქვს.
თავბრუ მეხვევა. ფეხზე დგომა მიჭირს. ვბორძიკობ, ლამის ძირს დავეცე.
ვირთხისთვალა წინ გამოდის და მკლავში ხელს მკიდებს. ვცდილობ, ხე-
ლიდან დავუსხლტე, მაგრამ იდაყვში ღონივრად მაფრინდება და გვერ-
დით მომყვება. ამაზრზენად ყარს. გგული მერევა.
სინათლეს ვუახლოვდებით. ფართო მოედანს გუმბათისმაგ ვარი ჭერი
აქვს, ორივე მხარეს მაღალი ბაქნებია. ირგვლივ კოცონები ანთია და
აქაურობა ხალხით არის გადაჭედილი. ისინიც ამ ურჩხულებს ჰგვანან,
ჩვენ რომ შეგ ვიპყრეს. ბინძური, დაძონძილსამოსიანი, ფერმკრთალი არ-
სებები იმ ნაგ ვის ურნებს შორის მოძრაობენ, რომლებშიც ცეცხლი ან-
თია. ჰაერში კვამლისა და დამ წვარი ზეთის სუნი ტრიალებს. კაფელმიკ-
რულ კედლებზე გახუნებულ, სარეკლამო პლაკატებსა და გრაფიტს ვხე-
დავ.
ლიანდაგებს მივუყვებით. ბაქნებზე მდგომები ჩვენკენ ტრიალდებიან
და თვალს გვაყოლებენ. ყველა სახიჩარი და ხეიბარია. ბევრს ხელ-ფეხი
არ აქვს, სხვებს კი - ჩამომჭკარი ხელები, სახეზე უცნაური, სიმსივნის-
მაგ ვარი გამონაზარდები, კუზი და მოღრეცილი ფეხები.
- ზემოთ! - მეუბნება ვირთხისთვალა და ნიკაპით ბაქანზე მანიშნებს,
რომელიც მეტისმეტად მაღალი მეჩვენება.
ჯულიენს ხელები ისევ ზურგს უკან აქვს შეკრული. ბაქანზე ორი
ვეება კაცი ჩნდება, მას იღლიებში ხელს ჰკიდებენ და ლიანდაგებიდან
ბაქანზე აჰყავთ. კუზიანი განსაცვიფრებლად მოქნილად მოძრაობს. მის
ძლიერ მკლავებს და ნაზ მაჯებს ვაკვირდები. ქალია.
- მე,… მე არ შემიძლია, - ვამბობ. ბაქანზე თავმოყრილები მე და ჯუ-
ლიენს გვაკვირდებიან, - ძალიან მაღალია.
- ზემოთ! - მიმეორებს ვირთხისთვალა. ნეტავ მხოლოდ „ფეხზე ადე-
ქი“, „წინ იარე“, „ზემოთ“ და „ქვემოთ“ იცის? თუ სხვა რამის თქმაც შე-
უძლია?
ბაქანი ჩემი თვალების სიმაღლეზეა. ხელებს ბეტონს ვაყრდნობ და
სხეულის აწევას ვცდილობ, მაგრამ ისეთი დასუსტებული ვარ, უკან
ვვარდები.
- დაჭრილია! - ყვირის ჯულიენი. - ნუთუ ვერ ხედავთ? ღვთის გული-
სათვის, აქედან უნდა გაგ ვიშვათ! - გვირაბში „ფასკუნჯების“ გამოჩენის
შემდეგ ჯულიენი პირველად ალაპარაკდა. მის ხმაში ტკივილი და შიში
იგრძნობა.
ვირთხისთვალას ბაქნისკენ მივ ყავარ. ამჯერად ზემოთ მყოფები
მდუმარედ და შეთანხმებულად მოემართებიან ჩვენკენ, ბაქნის კიდეზე
იცუც ქებიან და ხელებს ჩემკენ იშვერენ. ვფართხალებ, დასხლტომას
ვცდილობ, მაგრამ ჩემ უკან მდგომი ვირთხისთვალა წელზე ხელებს ღო-
ნივრად მკიდებს.
- ახლავე გაჩერდით! - ყვირის ჯულიენი და ცდილობს, ურჩხულებს
ხელიდან დაუსხლტეს. მას ის ორი კაცი აკავებს, რომლებმაც ბაქანზე
აიყვანეს. - ხელი გაუშვით!
ყველა მხრიდან ხელს მკიდებენ. მათი სახეების გარდა ვერაფერს
ვხედავ. შუ ქი ციმციმებს.
- გესმით თუ არა?! თავი დაანებეთ! ხელი გაუშვით-მეთქი! - ისევ
ყვირის ჯულიენი.
ბრბოდან ქალი გამოდის და მიახლოვდება. თითქმის ნახევარი სახე
არ აქვს, პირი კი საზარლად აქვს მოღრეცილი.
„არა!“ - მინდა ვიკივლო, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. ხელებს ბაქანზე ავ-
ყავარ. ფეხებს ვიქნევ და მოულოდნელად ხელს მიშვებენ. ბეტონზე
მტკივნეულად ვეცემი. გულაღმა ვტრიალდები. თავზე ნახევარსახიანი
ქალი მადგას და ორივე ხელით შეხებას ცდილობს.
ალბათ, დახრჩობას მიპირებს.
- არ მომეკარო! - ვკივი და მის მოშორებას ვცდილობ. ფართხალში
თავს ბაქანს ვურტყამ და თვალთ მიბნელდება.
- დამ შვიდდი, არ გაინძრე, - მეუბნება ქალი. მას მშვიდი, საოცრად
ნაზი, იავნანასავით ტკბილი ხმა აქვს. ტკივილი ქრება. ვჩუმდები და
ბნელ ბურუსში ვიძირები.
მაშინ

თავზარდაცემულები გიჟებივით აქეთ-იქით გავრბივართ. იარაღის


ამოღებას ვერ ვასწრებთ. „ფასკუნჯებთან“ ხელჩართული ბრძოლის ძა-
ლაც არ გვაქვს. დანა ზურგჩანთაში დამრჩა. უკან დაბრუნება და მისი
აღება კი შეუძლებელია. „ფასკუნჯები“ მარდები და ღონივრები არიან.
ჩემი აზრით, მარტო ჩვეულებრივ ადამიანებზე კი არა, ტევრში გახიზნუ-
ლებზეც ზორბები არიან.
- აქეთ! აქეთ! - ყვირის ჩემ წინ რეივენი და ხელჩაკიდებულ სარას
მიარბენინებს. სარა ისეთი შეშინებულია, ვერც კი ტირის და რეივენს
ფეხს გაჭირვებით უწყობს. წამდაუწუმ თოვლში ეცემა.
შიშისგან ლამის გული გამისკდეს. უკან სამი „ფასკუნჯი“ მოგ ვდევს.
ერთს ხელში ცული უჭირავს. მესმის, როგორ ჭრის ლითონის პირი ცივ
ჰაერს. ყელი მეწვის. ყოველ ნაბიჯზე თოვლში უფრო და უფრო ღრმად
ვეფლობი. დაძაბულობისგან ფეხები მიკანკალებს.
გორაკზე გადავრბივართ და ჩვენ წინ მოტიტვლებული კლდე ჩნდება.
ვეება, ერთმანეთზე კიდეებმიბჯენილი, ყინულით დაფარული კაჭრები(-
მთის ქანის მონატეხი დიდი ქვა, რომელიც დროთა განმავლობაში მყინ-
ვარების მიერ მომრგვალებულა და გახეხილა.) სითბოს შესანარჩუნებ-
ლად ჩახუტებულ ადამიანებს მაგონებს. მათი შეერთების ადგილებზე
ნაპრალები გაჩენილა. შიგნით თოვლი არ დევს, მხოლოდ უკუნი სიბნე-
ლე მოჩანს. შეუძლებელია, ამ კლდეს გვერდი ავუაროთ ან ზედ ავცოც-
დეთ. „ფასკუნჯებმა“ ნადირივით ხაფანგში მოგ ვიმ წყვდიეს.
რეივენი ერთი წამით ადგილზე ქვავდება. სახეზე შიში აღბეჭდვია.
მას „ფასკუნჯი“ უახლოვდება. სასოწარკვეთილი ვყვირი. ჩემი ხმა
რეივენს აფხიზლებს, სარას ისევ ხელს ჰკიდებს და კლდისკენ მიარბენი-
ნებს. სხვა გამოსავალი მაინც არ არის. გზა მოჭრილი გვაქვს. რეივენს
ხელი ქამარზე ჩამოკიდებული, გრძელი დანისკენ მიაქვს. ტლანქად მოძ-
რაობს. ხელები გათოშილი აქვს. ქარქაშიდან დანის ამოღება უჭირს.
ვხვდები, რომ რეივენი ბრძოლას აპირებს და გული მეკუმ შება. მას სხვა
გზა არ აქვს. ჩვენ აქ, ღია ცის ქვეშ დავიხოცებით. მალე თეთრი თოვლი
ჩვენი სისხლით შეიღებება.
ყელი მეხლიჩება. მეწვის. შიშველი ტოტები სახეში მხვდება, თვალზე
ცრემლი მადგება. მე მეორე „ფასკუნჯი“ მიახლოვდება. ისე ახლოსააა,
მისი ქოშინი მესმის. თოვლზე მის ჩრდილს ვხედავ, რომელიც ჩემთან
ერთად მოძრაობს. ჩემ მარცხნივ ორი სილუეტი მირბის და სწორედ მა-
შინ, როცა „ფასკუნჯი“ მეწევა და ხელს მკიდებს, ჰანა მახსენდება - პორ-
ტლენდის ქუჩებში ორი ჩრდილი გარბის, მცხუნვარე მზე შუუბისტარზე
დგას, ტროტუარზე კი ფეხების სინქრონული ტყაპატ ყუპი ისმის.
გასაქცევი აღარსად მაქვს.
- შიგნით! - ყვირის რეივენი და სარას კლდის ერთ-ერთი ბნელი ნაპ-
რალისკენ უბიძგებს. სარა პატარაა და იქ შეძრომას შეძლებს. მუხლე-
ბამდე თოვლში ვეფლობი და პირქვე ვეცემი. პირი თოვლით მევსება და
სიცივისგან კბილები მიკაწკაწებს. ზურგზე ვტრიალდები. კლდემდე
ორიოდე მეტრი მრჩება.
თავზე „ფასკუნჯი“ მადგება - ვეება, საზარელი ურჩხული. ცულს
თავს ზემოთ სწევს. ლითონი თვალისმომჭრელად ელავს. შიშისაგან თავ-
ზარდაცემული ვერც ვინძრევი, ვერც ვსუნთქავ და ვერც ვყვირი.
„ფასკუნჯი“ მკლავს მართავს და ცულის დასარტყმელად ემზადება.
თვალებს ვხუ ჭავ. აღარაფერი მესმის.
სამარისებურ სიჩუმეს მოულოდნელად თოფის ხმა არღვევს. კიდევ
ორი გასროლა. თვალებს ვახელ. „ფასკუნჯი“ ჩემ გვერდით თოკებდაწ-
ყვეტილი მარიონეტივით ეცემა. მისი ცული პირით თოვლში ეფლობა.
მეორე და მესამე „ფასკუნჯიც“ მის გზას მიჰყვებიან. მათი სისხლით
თოვლი წითლად იფერება.
დაბოლოს მე მათ ვხედავ. თოფებმომარჯვებული ტეკი და ჰანტერი
ჩვენკენ მორბიან. ფერმკრთალები და გამხდრები ჩანან, მაგრამ ცოც-
ხლები არიან.
ახლა

გონზე როცა მოვდივარ, ვხედავ, რომ ბინძურ ზეწარზე ვწევარ. ჩემ


გვერდით, მუხლებზე, ჯულიენი დგას. ხელები შეკრული აღარ აქვს.
- როგორ ხარ?
უეცრად ყველაფერი მახსენდება - ვირთხები, ურჩხულები, ნახევარ-
სახიანი ქალი. წამოჯდომას ვცდილობ და თავში ტკივილის ფეიერვერ-
კები მიფეთქდება.
- მშვიდად, მშვიდად, - ჯულიენი მხრებზე ხელებს მკიდებს და წა-
მოჯდომაში მეხმარება, - თავი გვარიანად დაარტყი.
- რა მოხდა? - ვეკითხები და ჩვენ გარშემო ძველ, მუყაოს ყუთებს
ვხედავ. აქაურებს ბაქანი საცხოვრებლად გადაუქცევიათ. ფანერებს შო-
რის ფერადი ზეწრები კიდია, რაც სიმყუდროვის ილუზიას ქმნის. ვეება
მუყაოს ყუთებში ძველი ლეიბები შეუთრევიათ; კედლებისა და ტიხრე-
ბის მოვალეობას ერთმანეთზე მიტ ყუპებული, დამტვრეული სკამები და
სამფეხა მაგიდები ასრულებს. ცხელა, აქაურობა ფერფლისა და ზეთის
სუნად ყარს. კვამლის თხელ ზოლს ვუყურებ. ის ნელ-ნელა მაღლა
მიიწევს და პატარა ვენტილატორში უჩინარდება.
- დაგბანეს, - მეუბნება ჯულიენი ხმადაბლა, თითქოს საკუთარი ნათ-
ქვამი არ სჯერაო, - თავდაპირველად მეგონა, რომ...… - ჩუმდება და
თავს აქნევს, - მაგრამ მერე ის ქალი მოვიდა, სალბუნები მოიტანა და
ყელი შეგიხვია. ჭრილობიდან ისევ სისხლი მოგ დიოდა.
ყელზე ხელს ვიდებ და სქელი დოლბანდი მხვდება. ეტ ყობა, ჯული-
ენსაც მიხედეს. გახეთქილი ტუჩი მოსუფთავებული აქვს, შეშუპებული
თვალები კი - ჩამცხრალი.
- ვინ არიან? - ვეკითხები. - ეს რა ადგილია?
ჯულიენი კვლავ თავს აქნევს.
- სნეულები, - მპასუხობს, მაგრამ როგორც კი მატ ყობს, რომ მისი
ნათქვამი მაკრთობს, სწრაფად ამატებს: - მათი შესაფერისი სხვა სიტ ყვა
ვერ მოვიფიქრე. ისე, ვერც შენთვის.
- ჩვენ სხვადასხვანაირები ვართ, - ვეუბნები და კვამლში დასახიჩ-
რებულ ადამიანებს ვაშტერდები. ვიღაც საჭმელს აკეთებს. სუნი მცემს,
მაგრამ არც მინდა, გავიგო, რით იკვებებიან. რომელი ცხოველებით.
უეცრად ვირთხები მახსენდება და გულისრევა მიტევს, - აქამდე როგორ
ვერ მივხვდი! ყველანი განვსხვავდებით. ჩვენ სხვადასხვა რაღაც გვინდა.
სხვადასხვანაირად ვცხოვრობთ. სხვადასხვანაირად ვაზროვნებთ.
ჯულიენი პირს აღებს, რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ამ დროს ის ქალი
ბრუნდება, რომელსაც ბაქანზე ასვლისას ვუძალიანდებოდი, მუყაოს ყუ-
თებს გვერდზე სწევს და მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ეს ყუთები ჩემ-
თვის და ჯულიენისთვის გარემოს მოსამყუდროებლად აწყვია.
- გაგიღვიძია, - მეუბნება. ახლა, როცა მისი აღარ მეშინია, სახეზე
კარგად ვაკვირდები. მარჯვენა მხარე მარცხენაზე პატარა და შიგნით
შევარდნილი აქვს - თითქოს ორი ნიღბის სხვადასხვა ნაწილი ერთმა-
ნეთს ცუდად მიუერთესო. მგონი, ამას თანდაყოლილი დეფექ ტი ჰქვია.
მხოლოდ რამდენიმე ასეთი ადამიანი მინახავს და ისიც - სახელმძღვანე-
ლოში. სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ განუკურნებლების ბავშვები ასე-
თი ხეიბრები იბადებიან. მღვდლები ამბობდნენ, რომ განუკურნებელი
მშობლების შვილებში დელირია სწორედ ასე იჩენდა თავს.
ჯანმრთელ ადამიანებს ჯანმრთელი შვილები უჩნდებათ, დაავადე-
ბული მშობლების შვილები კი ავადმყოფები იბადებიან. მათი სისხლი
მოწამლულია.
ეს დასახიჩრებული ადამიანები იძულებული გახდნენ, თავშესაფარი
მიწის ქვეშ ეპოვათ. ნეტავ, ბავშვობისას მიწის ზემოთ რომ დარჩენი-
ლიყვნენ, რა ბედი ეწეოდათ? უეცრად ბლუზე რეივენის მონათხრობი
მახსენდება: „ხომ იცი, ასეთ ბავშვებზე რას ამბობენ…. მას მოკლავდნენ,
მაგრამ არ დაკრძალავდნენ... დაწვავდნენ და ფერფლს სანაგ ვეზე მო-
ფანტავდნენ...“
ქალი პასუხს არ ელოდება და ჩემ წინ მუხლებზე დგება. მე და ჯუ-
ლიენი ვდუმვართ. მინდა, მას რაღაც ვუთხრა, მაგრამ სიტ ყვებს ვერ
ვპოულობ. მინდა, თვალი მოვარიდო, მაგრამ არ შემიძლია.
- გმადლობ, - ვახერხებ ბოლოს. ჩვენ ერთმანეთს თვალს ვუსწორებთ.
ქალს ყავისფერი თვალები აქვს და მათში ოქროს სიმებივით დატოტილ
ძარღვებს ვხედავ. თვალები ოდნავ მოჭუტული აქვს. ალბათ, ამდენ ხანს
სიბნელეში ცხოვრების გამო.
- რამდენი არიან? - მეკითხება.
რატომ მეგონა, რომ ხმაც გარეგნობასავით უცნაური ექნებოდა? არა-
და, წკრიალა და სასიამოვნო ხმა აქვს. დაუყოვნებლივ რომ არ ვპასუ-
ხობ, კითხვას აზუსტებს: - უცხოები. სულ რამდენი არიან?
მაშინვე ვხვდები, რომ „ფასკუნჯებზე“ მეკითხება, უცხოებს მათ
უწოდებს. ხმაზე ეტ ყობა, რომ გაბრაზებული და შეშინებულია. ალბათ,
„ფასკუნჯები“ სძულს.
- ზუსტად არ ვიცი, - ვპასუხობ, - ალბათ, შვიდი, შეიძლება მეტიც.
- ისინი აქ სამი თუ ოთხი სეზონის წინ გამოჩნდნენ, - გვიყვება ქალი.
როგორც ჩანს, სახეზე გაოცება მეტ ყობა და სწრაფად ამატებს: - ჩვენ-
თვის გვირაბებში დროის თვლა ასე უფრო ადვილია. სანამ მაღლა არ
ახვალ, დღეების, კვირების გაგება ძნელია.
- რამდენი ხანია, რაც აქ ხარ? - ვეკითხები და პასუხის მეშინია.
ქალი წვრილ, ყავისფერ თვალებს უფრო ჭუტავს. ვცდილობ, პირსა
და ნიკაპზე არ შევხედო. ყველაზე მეტად სახის ეს ნაწილი აქვს დეფორ-
მირებული. შიგნით შევარდნილ ნაკაპზე დამჭკნარი კანი გადაჰკვრია.
- რაც თავი მახსოვს, აქ ვარ, - მპასუხობს, - დაბადებიდან.
- როგორ...… - სიტ ყვები ყელში მეჩხირება.
ქალი მიღიმის. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, რადგან ზედა
ტუჩის კუთხეს მაღლა სწევს.
- ჩვენთვის ზემოთ აღარაფერია, - მპასუხობს, - სიკვდილის გარდა,
არაფერი.
ესე იგი მართალი ვიყავი. ნეტავ, რა ემართებათ იმ ბავშვებს, რომ-
ლებიც თავს მიწისქვეშეთს ან ტევრს ვერ აფარებენ? იქნებ მათ საპა-
ტიმროებში ან საგიჟეთში ამ წყვდევენ? ან სულაც ხოცავენ.…
- რაც თავი მახსოვს, ეს გვირაბები ჩვენი იყო, - ამბობს ქალი. ისევ
მიჭირს, ასეთი სახის პატრონის ასეთ მელოდიურ ხმას შევეჩვიო, ამიტომ
თვალებში ვუყურებ. კვამლით დაბურულ, მკრთალ შუქზეც კი ვხედავ,
რომ თვალები სითბოთი აქვს სავსე, - ხალხი აქ თავიანთ შვილებთან ერ-
თად მოდის. მათ იციან, რომ ჩვენთან უსაფრთხოდ იქნებიან, - ქალი
ჯულიენისკენ იყურება. ვხვდები, რომ კისერს აკვირდება, უნდა, გაიგოს,
განკურნებულია თუ არა. მერე მზერა კვლავ ჩემზე გადმოაქვს, - შენ
განკურნებული ხარ, - მეუბნება, - ზემოთ ამას ასე ეძახიან, არა?
თახმობის ნიშნად თავს ვუქნევ და პირს ვაღებ - მინდა ვუთხრა, რომ
მათ მხარეს ვარ, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, ჯულიენი მასწრებს.
- ჩვენ უცხოები არ ვართ, - არწმუნებს ქალს, - ჩვენ ცალკე ვართ.
ჩვენ… ჩვენთვის ვართ.
„ჩვენ ცალკე ვართ“.
ვიცი, რომ ჯულიენი ქალის დამ შვიდებას ცდილობს, თუმცა, მისი
სიტ ყვები მამხნევებს და იმ შიშის დაძლევაში მეხმარება, რომელმაც მი-
წის ქვეშ მოხვედრის დღიდან შემიპყრო.
უეცრად ალექსი მახსენდება და კვლავ გულისრევას ვგრძნობ. ნეტავ,
ტევრიდან არასოდეს წამოვსულიყავით. ნეტავ „წინააღმდეგობის“ წევ-
რები არ გავმხდარიყავით...
- აქ როგორ მოხვდით? - გვეკითხება ქალი და ჩემ გვერდით მდგარი
სურიდან პლასტმასის ფინჯან ში (ბავშვის ფინჯან ში, რომელსაც შიდა
მხარეს, წრეზე, არშიასავით, მკრთალად მიხატული ირმების რიგი გას-
დევს) წყალს მისხამს. ალბათ, ეს ფინჯანიც, როგორც აქ ყველაფერი -
გადაგ დებულია, უვარგისი, სანიაღვრე ჭებით წვიმის წყალსა და გამ-
დნარ თოვლთან ერთად ზემოდან მოხვედრილი.
- მოგ ვიტაცეს, - პასუხობს ჯულიენი. ხმაზე ეტ ყობა, რომ თავდაჯე-
რება ნელ-ნელა ემატება, - ჩვენ უცხოებმა მოგ ვიტაცეს, - ყოყმანობს და
ვიცი, რომ ადგ-ს სამკერდე ნიშნებსა და სვირინგზე ფიქრობს. ყველა-
ფერს, ჩემსავით, ჯერ ვერც ჯულიენი ხვდება, თუმცა, უკვე ვიცი, რომ ეს
მხოლოდ „ფასკუნჯების“ დაგეგმილი არ იყო. მათ ფული გადაუხადეს ან
უნდა გადაეხადათ, - მაგრამ არ ვიცით, რატომ, - ამთავრებს.
- აქედან გაღწევას ვცდილობთ, - ვეუბნები ქალს. უეცრად მისი ნათ-
ქვამი მახსენდება და იმედით ვივსები, - მოიცადე,… შენ თქვი, აქ დროის
გაგება ძნელია, თუ ზემოთ არ ახვალო, არა? ანუ… აქედან მაღლა ასას-
ვლელი გზა არის?
- მე მაღლა არ ავდივარ, - ისე ამბობს, თითქოს „მაღლა“ ბილწი სიტ-
ყვა იყოს.
- კი, მაგრამ, ვიღაც ხომ ადის, - არ ვეშვები, - ვიღაც აუცილებლად
უნდა ადიოდეს, - ზეწრები, ფინჯნები, საწვავი, ძველმანები და ეს ნახევ-
რად დამტვრეული ავეჯი, რომელიც ბაქანზე, ჩვენ გარშემო გროვებად
დაუხვავებიათ, ხომ სჭირდებათ.
- დიახ, რასაკვირველია, - მპასუხობს მშვიდად.
- გზას გვასწავლით? - ვეკითხები და პირი მიშრება. მზისა და სივ-
რცის გახსენებაზე ტირილი მინდება, მაგრამ თავს ვიკავებ.
- შენ ჯერ სუსტად ხარ. ჭამა და დასვენება გ ჭირდება.
- მე კარგად ვარ, - არ ვეპუები, - სიარული შემიძლია, - ფეხზე წა-
მოდგომას ვცდილობ, მაგრამ თავბრუ მეხვევა, მზერა მებინდება და
უკან ვვარდები.
- ლინა, - ჯულიენი ხელზე ხელს მადებს. „მენდე, ყველაფერი კარგად
იქნება, ცოტა ხნით აქ დარჩენა არაფერს გვიზამს,“ - მეუბნება თვალე-
ბით. წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება, როდის დავიწყეთ თვალებით ლა-
პარაკი, ან რატომ მომ წონს ეს ასე ძალიან.
ჯულიენი ქალისკენ ტრიალდება.
- ცოტას დავისვენებთ, მერე კი იქნებ ვინმემ მაღლა ასასვლელი გზა
გვასწავლოს?
ქალი ჯერ ჯულიენს უც ქერის, მერე - მე და თანხმობის ნიშნად თავს
გვიქნევს.
- აქ თქვენი ადგილი არ არის, - გვეუბნება და ფეხზე დგება.
მოულოდნელად საკუთარი თავის მრცხვენია. ჩვენ დახმარების ხელი
იმ ხალხმა გამოგ ვიწოდა, რომელიც კვამლიან ჰაერს სუნთქავს და ნაგავ-
სა და წყვდიადში ცხოვრობს. ჩვენ ისინი არ გვიცნობდნენ, მაგრამ მაინც
დაგ ვეხმარნენ, რადგან იცოდნენ, რომ ეს უნდა გაეკეთებინათ. ნეტავ მათ
ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი? ეჭვი მეპარება.
აი, ალექსი კი გაჭირვებაში მყოფს არ მიატოვებდა. არც ჯულიენი.
- მოიცადეთ! - ეძახის ქალს ჯულიენი. - ჩვენ… თქვენი სახელი არ
ვიცით.
ქალს სახეზე გაკვირვება ეტ ყობა. მერე კი, კვლავ იღიმება.
- აქ კოინს(კოინი - (ინგლ. coin) - მონეტა, რკინის ფული.) მეძახიან.
ჯულიენი შუბლს იჭმუხნის, მე კი ამ სახელის აზრს ვხვდები. ეს
სნეულის სახელია - სახასიათო, ადვილად დასამახსოვრებელი და სასა-
ცილო. შავი იუმორი. კოინს ორი მხარე აქვს.
***

კოინი მართალი იყო. დროის გამოთვლა გვირაბებში უფრო ძნელია,


ვიდრე - საკან ში. იქ ელექტრონათურით მაინც ვხვდებოდით, დღე იყო
თუ ღამე, გვირაბებში კი ყოველი წუთი საათებს ჰგავს.
მე და ჯულიენი სამ-სამ გრანოლას ბატონს ვჭამთ, მერე კი „ფასკუნ-
ჯების“ საწყობიდან მოპარულ ჯერკს ვაყოლებთ. თავი ნადიმზე მგონია.
ჭამის დამთავრებამდე მუცელში ტკივილი მივლის. და მაინც, ჭამა-სმის
(მთელ სურა წყალს ვსვამ) შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობ. ცოტა ხანი
გვძინავს. ჯულიენი ისე ახლოს წევს, რომ მისი სუნთქვა თმას მიფ-
რიალებს, ჩვენი ფეხები ლამის ერთმანეთს ეხება.… ორივე ერ-
თდროულად ვიღვიძებთ.
თავზე კოინი გვადგას. ხელში წყლით სავსე სურა უჭირავს. ჯულიენი
უნებურად ყვირის და სწრაფად ფხიზლდება. მერე დარცხვენილი ჯდება
და გაჩეჩილ თმას ხელით ისწორებს. ძალიან მინდება, ეს მოურჯულებე-
ლი თმა დავვარცხნო.
- სიარული შეგიძლია? - მეკითხება კოინი. თავს ვუქნევ. - კაცი მყავს,
რომელიც ზემოთ აგიყვანთ, - და კვლავ ისე ამბობს, „ზემოთ“, თითქოს
ბილწ, საგინებელ სიტ ყვას ამბობდეს.
- გმადლობ, - მაგრამ ეს სიტ ყვა საკმარისი არ მეჩვენება, - ვალდებუ-
ლები არ ხართ... იმის თქმა მინდა, რომ თქვენი მადლიერები ვართ. ალ-
ბათ, დავიხოცებოდით, თქვენ რომ არა, და… თქვენი მეგობრები, - ენას
კბილს ვაჭერ, რომ „თქვენი ხალხი“ არ ვთქვა. მახსოვს, როგორ გავბრაზ-
დი, როცა ჯულიენმა ასე მითხრა.
კოინი ერთხანს სერიოზული სახით მიყურებს. ნეტავ, ხომ არ ვაწყე-
ნინე?
- ხომ გითხარით, აქ თქვენი ადგილი არ არის, - მეუბნება, მერე კი
ხმას უწევს, თითქმის ყვირის. - იცით, ამქვეყნად ადგილი ყველასა და
ყველაფრისთვის მოიძებნება. ზემოთ შეცდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ იქ
ცხოვრების უფლება მხოლოდ ზოგიერთს აქვს, რომ იქაურობა მხოლოდ
მათ ეკუთვნით, დანარჩენები კი ნაგავი ვართ. მაგრამ ნაგავსაც უნდა
ჰქონდეს თავისი ადგილი, თორემ დაგროვდება, დალპება და აყროლდე-
ბა.
კოინს ამის თქმისას ტან ში ჟრუანტელი უვლის. ჭუჭყიანი კაბის ნა-
კეცებში მარჯვენა ხელი უცახცახებს.
- გამცილებელი გიშოვეთ, - ამბობს და თითქოს თავის ნათქვამის
რცხვენიაო, ზურგს გვაქცევს.
***

ჩვენი გამცილებელი ვირთხისთვალაა. მის დანახვაზე გულისრევის


შეგრძნება მიბრუნდება. ამჯერად იგი მარტოა. ვირთხები, ალბათ, სო-
როებში იმალებიან.
- კოინმა მითხრა, რომ ზემოთ ასვლა გინდათ, - ამსიგრძე წინადადე-
ბა მისგან პირველად მესმის. მე და ჯულიენი ფეხზე ვდგებით. ჩემი ზურ-
გჩანთა ჯულიენს უჭირავს და მიუხედავად იმისა, რომ ვუთხარი, დგომა
შემიძლია-მეთქი, ხელს მაინც არ მიშვებს. „ყოველი შემთხვევისთვის,“ -
მეუბნება და უეცრად ვხვდები, როგორ განსხვავდება იგი იმ ბიჭისგან,
რომელიც „ჯევიტს ცენტრში“ სცენაზე პირველად ვნახე. ჯულიენი ახლა
სულ სხვა ადამიანია. საინტერესოა, რომელია ნამდვილი ჯულიენი? ეს
თუ ის? ნეტავ, ამას ოდესმე გავიგებ?
„მეც ხომ აღარ ვიცი, რომელი ლინა ვარ,“ - ვფიქრობ.
- ჩვენ მზად ვართ, - პასუხობს ჯულიენი.
ბაქანზე ნაგ ვის გროვებსა და სახელდახელოდ მოქოხილ საცხოვრებ-
ლებს შორის მივაბიჯებთ. წყვდიადში სილუეტები მოძრაობენ. ისინი
იძულებული არიან, თავი აქაურობას შეაფარონ, ისევე, როგორც ჩვენ -
ტევრს. ყველაფერი კი საზოგადოებაში წესრიგისა და სტაბილურობის
დასაცავად გახდა საჭირო.
საზოგადოების სიჯანსაღე ნიშნავს, რომ მისი არც ერთი წევრი ავად
არ უნდა იყოს. ადგ-ს ფილოსოფიას ფესვები ღრმად აქვს გადგმული.
იმაზე ღრმად, ვიდრე მე წარმომედგინა. საშიში არა მარტო განუკურნებ-
ლები, არამედ განსხვავებულები, სახიჩრები და ხეიბრებიც არიან. ისინი
უნდა განადგურდნენ. ნეტავ, ამას ჯულიენი თუ აცნობიერებს? თუ ეს
ისედაც იცოდა?
შეცდომა უნდა გამოსწორდეს, ჭუჭყი უნდა გაიწმინდოს. ფიზიკის კა-
ნონები გვასწავლის, რომ სისტემებს ქაოსისაკენ მიდრეკილება აქვთ,
ამიტომ დროდადრო ქაოსი უნდა აღმოიფხვრას. „უჯბს“-ში გან წმენდის
წესებიც კი წერია.
ბაქნის ბოლოში ვირთხისთვალა ლიანდაგებზე ხტება. სიარული
აღარ უჭირს. „ფასკუნჯებთან“ შეტაკებისას თუ მართლა დაიჭრა, რო-
გორც ჩანს, ჭრილობა მასაც დაუმუშავეს. ჯულიენიც ქვემოთ ხტება და
მერე ჩასვლაში მე მეხმარება. იგი ხელებს წელზე უხერხულად მკიდებს
და ლიანდაგებზე მსვამს. მართალია, თავს ახლა უკეთ ვგრძნობ, მაგრამ
თავისუფლად მოძრაობა მაინც მიჭირს. მშიერ-მწყურვალი დიდხანს ვი-
ყავი. თავი მისკდება. ქვემოთ ჩასვლისას მარცხენა ფეხი მიტრიალდება
და ჯულიენს სახით მკერდზე ვეჯახები. ის წელზე ხელს მაგრად მხვევს
და ფეხზე დადგომაში მეხმარება.
- როგორ ხარ? - მეკითხება.
ჩვენი სხეულების სიახლოვეს მძაფრად შევიგრძნობ და ნაბიჯით
უკან ვიხევ. გული ყელში მებჯინება.
- კარგად, - ვპასუხობ.
კვლავ წყვდიადში ვართ. ფეხს ვითრევ. ვირთხისთვალას ჰგონია, მე-
შინია და ჩემკენ ბრუნდება.
- ნუ გეშინია, უცხოები ასე ღრმად არ შემოდიან, - მამ შვიდებს. მას
ახლა არც ფარანი აქვს და არც - ჩირაღდანი. ნეტავ, ცეცხლი „ფასკუნ-
ჯების“ დასაფრთხობად გამოიყენეს? გვირაბში ისეთი უკუნი სიბნელეა,
თვალთან თითს ვერ მიიტან, მაგრამ ჩვენი გამცილებელი მაინც მშვე-
ნივრად ხედავს.
- წავიდეთ, - მეუბნება ჯულიენი. ვტრიალდები და წყვდიადში ჩვენი
ფარნის სუსტ შუქს მივ ყვები.
გზას მდუმარედ მივიკვლევთ. დროდადრო ვირთხისთვალა ჩერდება
და ენას უცნაურად აწკლაპუნებს, გეგონება, ძაღლს ეძახისო. მერე იხრე-
ბა, პალტოს ჯიბეებიდან პურის ნამცეცებს იღებს და ლიანდაგებსა და
შპალებს შორის მიწაზე ყრის. გვირაბის კუთხეებიდან ვირთხები ჩნდე-
ბიან, მას თითებზე ყნოსავენ და ნამცეცებისთვის ბრძოლას იწყებენ. მე-
რე ვირთხისთვალას მომუშტულ ხელებზე ახტებიან და მკლავებსა და
მხრებზე აცოცდებიან. ამ საშინელ სანახაობას თვალს ვერ ვწყვეტ.
- რამდენი ხანია, აქ ხართ? - ეკითხება ჯულიენი, როცა ვირთხისთვა-
ლა წელში სწორდება. ვირთხების პატარა კბილების კაპუნისა და ლი-
თონზე მათი ფეხის ხმა გვესმის. ფარნის შუქზე გვირაბში ლანდები
ჩნდებიან. უეცრად მეჩვენება, რომ ვირთხების ალყაში ვართ, რომ ისინი
ჭერშიც კი არიან.
- არ ვიცი, აქ დროის შეგრძნება დავ კარგე, - პასუხობს.
ბაქანზე ამოსულს ამოთეთრებული თვალის გარდა, გარეგნულად
სხვა ნაკლი არ ეტ ყობა.
- რატომ? - თავს ვერ ვიკავებ და ვეკითხები.
ვირთხისთვალა ჩემკენ ტრიალდება. ერთხანს ხმას არ იღებს და სა-
მივე მდუმარედ ვდგავართ. სუნთქვა მიჩქარდება.
- განკურნების პროცედურის გავლა არ მინდოდა, - მპასუხობს ბო-
ლოს. ეს ისე ბუნებრივად ჟღერს (ჩემი მიწისზედა სამყაროს ლექსიკა),
რომ გულზე მეშვება. როგორც ჩანს, ის არც გიჟია.
- რატომ არ გინდოდათ? - ეკითხება ჯულიენი.
ისევ დუმდება.
- უკვე ავად ვიყავი, - პასუხობს მერე. მართალია, მის სახეს ვერ ვხე-
დავ, მაგრამ ხმაში ღიმილი იგრძნობა. ნეტავ, ჯულიენიც ჩემსავით
გაოცებულია?
უეცრად ვხვდები, რომ გვირაბები ხალხს ჰგავს. ყოველი ადამიანის
სულში არის ბნელი კუთხე-კუნჭულები. მათი დანახვა შეუძლებელია.
- მერე რა მოხდა? - არ ეშვება ჯულიენი.
- ის განიკურნა, - პასუხობს ვირთხისთვალა მოკლედ. მერე ზურგს
გვაქცევს და სიარულს განაგრძობს, - მე კი… ეს… ავირჩიე.
- მოიცადეთ, მოიცადეთ! - ჯულიენი წინ მე ქაჩება. კაცს რომ დავეწი-
ოთ, სირბილი გვიხდება. - ვერ ვხვდები. თქვენ ხომ ერთად დაინფიცირ-
დით… და მხოლოდ ის განიკურნა?
- დიახ.
- თქვენ კი აქაურობა არჩიეთ? - ჯულიენი თავს აქნევს. - თქვენ ნა-
ნახი გექნებოდათ,… განკურნება ტკივილს გააქრობდა,… - ჯულიენის
ნათქვამ ში კითხვა ისმის. ვხვდები, რომ ის საკუთარ ცოდნას ებრძვის.
ჯერ ისევ ებღაუჭება ძველ რწმენას და იმ იდეებს, რომლებიც ამდენი
ხანი სიმ შვიდის პირობად ეჩვენებოდა.
- მე არაფერი მინახავს, - ვირთხისთვალა ნაბიჯს უმატებს. ამ კაცმა
გვირაბებში ყველა მისახვევ-მოსახვევი ზეპირად იცის. მე და ჯულიენი
გაჭირვებით ვეწევით, - პროცედურის მერე ის აღარ მინახავს.
- ვერაფერი გავიგე… - ამბობს ჯულიენი და გული მეწურება. ის ჩემი
ტოლია, მაგრამ იმდენი რამ არ იცის...
ვირთხისთვალა ჩერდება, ჩვენკენ არ ტრიალდება, მაგრამ ვხედავ,
როგორ იწევა და ეშვება მისი მხრები. უხმოდ ხვნეშის.
- მათ ის ერთხელ უკვე წამართვეს, - ამბობს კაცი მშვიდად, - მე კი
მისი ხელმეორედ დაკარგვა არ მინდოდა.
თავს ძლივს ვიკავებ, რომ მხარზე ხელი არ დავადო და ვუთხრა, შენი
მესმის-მეთქი. მაგრამ ვხვდები, რომ ახლა სიტ ყვები უადგილო იქნება.
ჩვენ ამას ვერასოდეს გავიგებთ. ჩვენ მხოლოდ სინათლის ძიებაში ბნე-
ლი გვირაბებიდან ამოსასვლელი გზის პოვნა შეგ ვიძლია.
- მოვედით, - ამბობს ვირთხისთვალა და განზე დგება. ფარნის შუ ქი
დაჟანგულ ლითონის კიბეს ეცემა. სანამ რამის თქმას მოვახერხებ, კაცი
კიბის ქვედა საფეხურზე ხტება და მაღლა ადის.
***

ვირთხისთვალა ლიუკს ლითონის თავსახურავს ხდის. დღის შუ ქი


თვალს მჭრის და უნებურად ვკივი. შუქს თვალს ვარიდებ და სანამ შე-
ვეჩვევი, თვალებს ვაფახულებ.
ვირთხისთვალა ლიუკიდან მაღლა ადის, მერე კი იხრება და ასვლაში
მეხმარება. ბოლოს ჯულიენი ამოდის.
ღია ცის ქვეშ ფართო ბაქანზე ავდივართ. ქვემოთ რკინიგზის ძველი
ლიანდაგებია. ერთმანეთში არეული ხის შპალები და რკინის რელსები.
ეტ ყობა, სადღაც ლიანდაგები მიწის ქვეშ ეშვებოდა. ბაქანი ფრინველის
სკინტლითაა დაფარული. ირგვლივ მტრედები ბუდობენ, საღებავ გადაც-
ლილ, გრძელ ხის სკამებზე, ძველ სანაგ ვე ურნებსა და ლიანდაგებს შო-
რის. მზისგან გახუნებულ და ქარისგან დაბზარულ დაფას ძველი რკი-
ნიგზის სადგურის სახელწოდება აწერია. მხოლოდ რამდენიმე ასოღა
იკითხება: ჰ, ო, ბ, კ. კედლებზე კი ძველი ლოზუნგებია მიწერილი: „ჩემი
ცხოვრება - ჩემი არჩევანი!“ „დავიცვათ ამერიკა!“ ეს მორწმუნეებსა და
ურწმუნოებს შორის ბრძოლის ნიშანია.
- ეს რა ადგილია? - ვეკითხები ვირთხისთვალას. იგი გვირაბში და-
საბრუნებელ ლიუკთან იცუც ქება. თავზე კაპიუშონს იხურავს და მზეს
თვალს არიდებს. ეტ ყობა, ერთი სული აქვს, გვირაბების უკუნეთში რო-
დის დაბრუნდება. დღის შუქზე კარგად ვათვალიერებ. უფრო ახალგაზ-
რდაა, ვიდრე მეგონა. თუ უპეების ნაოჭებს არ ჩავთვლით, სახის კანი
გლუვი აქვს. ისეთი ფერმკრთალია, როგორიც რძე, რომელსაც ღია ცის-
ფერი დაჰკრავს. მისი თვალი ასეთ სინათლეს მიჩვეული არ არის.
- ეს ნაგავსაყრელია, - მპასუხობს და გვითითებს. ასიოდე მეტრში, იმ
მიმართულებით, საითაც ვირთხისთვალა გვანიშნებს, ლითონისბადიან,
მაღალ ღობეს ვხედავთ, რომლის მიღმაც ნაგ ვის გორებია, - მანჰეტენი
მდინარის გადაღმაა.
- ნაგავსაყრელი, - ვიმეორებ ნელა. რა თქმა უნდა! მიწისქვეშეთის
ბინადრები სწორედ აქ აგროვებენ საჭირო ნივთებს. ეს მათთვის საუკე-
თესო ადგილია. გადაყრილი, ვადაგასული საკვების, ელექტროკაბელე-
ბის, ავეჯისა და სხვა ნივთების გორები. ფეხზე ვდგები. ეს ადგილი მეც-
ნობა.
- ვიცი, სადაც ვართ. აქ შორიახლო თავშესაფარია.
- რაო? - მეკითხება თვალებმოჭუტული ჯულიენი, მაგრამ მე ყურად-
ღებას არ ვაქცევ. სიხარულისგან ლამის ფრენა დავიწყო. ბაქანს სირბი-
ლით მივუყვები. პირიდან ამოსული ჰაერი სივრცეში თეთრი ღრუბელი-
ვით იშლება. ხელს მაღლა ვწევ, რომ მზისგან თვალები მოვიჩრდილო.
ტეკმა მითხრა, რომ ეს ნაგავსაყრელი უზარმაზარია. იგი რამდენიმე
კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული და მთელ მანჰეტენსა და მის
შემოგარენს ემსახურება. ჩვენ ახლა მის ჩრდილოეთ საზღვართან უნდა
ვიყოთ. ნაგავსაყრელის ჭიშკრიდან ძველი, ქვაღორღიანი გზა იწყება,
რომელიც დაბომბილი შენობების ნანგრევებს შორის მიიკლაკნება. ეს
ნაგავსაყრელი ქალაქია. აქედან დაახლოებით ერთ კილომეტრში ჩვენი
თავშესაფარი მეგულება. მე, რეივენი და ტეკი საბუთების დამზადებამდე
და „წინააღმდეგობიდან“ საბოლოო მითითებების მიღებამდე იქ დაახ-
ლოებით ერთი თვე ვცხოვრობდით. თავშესაფარში საჭმელი, წყალი და
ტანსაცმელია. იქიდან რეივენსა და ტეკს ხმასაც მივაწვდენ. ადრე, იქ
ცხოვრებისას, ერთმანეთთან დასაკავშირებლად რადიოსიგნალებს ვიყე-
ნებდით, მაგრამ როცა ეს მეტისმეტად საშიში ხდებოდა, გადამ წვარი
სკოლის შენობასთან, ფლაგშტოკზე ფერად ნაჭრებს ვამაგრებდით.
- აქ დაგ ტოვებთ, - გვეუბნება ვირთხისთვალა. ის ნახევრად უკვე
ლიუკშია ჩამძვრალი. ეჩქარება, უნდა, აქაურობას მალე გაეცალოს.
- გმადლობ, - ვეუბნები, და ვხვდები, რა სულელურად ჟღერს ჩემი
ნათქვამი, მაგრამ რა ვქნა - მადლიერების გამოსახატავად ამაზე უკე-
თეს სიტ ყვას ვერ ვპოულობ.
ვირთხისთვალა თავს მიკრავს და ის-ისაა, კიბეზე უნდა დაეშვას,
რომ ჯულიენი აჩერებს.
- თქვენი სახელი არ გითქვამთ, - ეუბნება.
ვირთხისთვალა იღიმება.
- სახელი არ მაქვს, - პასუხობს კაცი.
ჯულიენი შეცბუნებული ჩანს.
- სახელი ყველას აქვს, - არ ეშვება.
- მე - აღარ, - პასუხობს ცალყბა ღიმილით, - სახელმა მნიშვნელობა
დაკარგა. წარსული მკვდარია.
ეს რეივენის საყვარელი გამოთქმაა. პირი მიშრება. ესე იგი მე ამ
ხალხისგან მაინცდამაინც არ განვსხვავდები.
- ფრთხილად იყავით, - გვარიგებს ვირთხისთვალა. ეტ ყობა, მზის
შუ ქი თვალებს უღიზიანებს, - ისინი ყოველთვის გვითვალთვალებენ.
ამის თქმა და ლიუკში უჩინარდება. ერთი წამის შემდეგ კი ლიუკს
თავსახური ეფარება.
ერთხანს მე და ჯულიენი ერთმანეთს მიშტერებულები, მდუმარედ
ვდგავართ.
- ჩვენ ეს შევძელით, - ამბობს ბოლოს ჯულიენი და მიღიმის. იგი ოდ-
ნავ განზე დგას. მზის სხივებზე თმა ოქროსფრად უბზინავს. ჯულიენის
უკან ჩიტი მიფრინავს. ფირუზისფერი ცის კამარაზე სწრაფად მოძრავი
ლანდი ჩნდება. ბაქნის ბზარებში თავი პატარა, თეთრ ყვავილებს ამოუყ-
ვიათ.
მოულოდნელად ტირილს ვიწყებ. შვებისა და სიხარულისგან ვსლუ-
კუნებ. ჩვენ ეს შევძელით. ცაზე მზე ანათებს. სამყარო ისევ ცოცხალია.
- ეი, - მიახლოვდება ჯულიენი. ჯერ ყოყმანობს, მერე კი ხელს სწევს
და ზურგზე მისვამს, - ყველაფერი კარგად არის, ლინა, ძალიან კარგად.
თავს ვაქნევ. მინდა ვუთხრა, რომ ვიცი და ჩემი ტირილის მიზეზი ეგ
არ არის, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. ჯულიენი თავისკენ მიზიდავს და მკერ-
დზე მიხუტებს. მე მაინც ვტირი. ვდგავართ ასე ბაქანზე, მზის ქვეშ. სამ-
ყაროში, სადაც ასეთი საქციელი უკანონობაა. ირგვლივ მდუმარება გა-
მეფებულა. სიჩუმეს დროდადრო ჩიტების ჭიკ ჭიკი და ბაქანზე მტრედე-
ბის ფრთხიალი თუ დაარღვევს.
ჯულიენს ვშორდები. მოულოდნელად მის უკან, სადგურის ძველი
კიბის მიღმა, თითქოს რაღაც მოძრავ საგანს ვხედავ. ალბათ, რაღაც მო-
მეჩვენა. შუ ქი ციმციმებს. წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორ გამოვიყუ-
რები. მართალია, მიწისქვეშეთის მცხოვრებლებმა ჯულიენს ჭრილობები
მობანეს და დაუმუშავეს, მაგრამ სახე ისევ ჩალურჯებული აქვს. დარ-
წმუნებული ვარ, მეც მასავით გამოვიყურები, თუ უარესად არა.
მიწის ქვეშ ჩვენ მოკავშირეები ვიყავით, მეგობრებიც კი, მიწის ზე-
მოთ კი აღარ ვიცი, ვინ ვართ და თავს უხერხულად ვგრძნობ.
საბედნიეროდ, დაძაბულობის განმუხტვას ჯულიენი ახერხებს.
- ესე იგი შენ იცი, სად ვართ? - მეკითხება.
თავს ვუქნევ.
- ვიცი, სად უნდა წავიდეთ და ვინ დაგ ვეხმარება… - ჩემი ხალხი.
ჯულიენი სანაქებოდ იქცევა - ჩემს ნათქვამზე არ ფრთხება.
- მაშინ წავიდეთ, - მეუბნება მშვიდად.
ლიანდაგებს მივუყვებით. ჯულიენი უკან მომყვება. მტრედები
ფრთხებიან, ჰაერში იჭრებიან და ქარბორბალასავით წრეზე ტრიალებენ.
ლიანდაგებიდან მაღალ, გახუნებულ და გაყინულ ბალახზე გადავდი-
ვართ. მიწა გაყინულია, თუმცა, ირგვლივ გაზაფხულის მოახლოების
პირველი ნიშნებიც ჩანს - პატარა კვირტები და ალაგ-ალაგ რამდენიმე
ნაადრევად გაშლილი ყვავილი.
მზე კისერში თბილად გვაცხუნებს, თუმცა ქარი მაინც ყინულივით
ცივია. ნეტავ, ჟაკეტზე უფრო თბილი რამე მეცვას. ცივი ქარი ტანსაც-
მელში ატანს და მსუსხავს.
ჩემთვის კარგად ნაცნობ პეიზაჟს ვხედავ. მიწაზე დანგრეული შენო-
ბების დაკბილული ჩრდილები იწელება. ძველისძველ, დამტვრეულ და-
ფას, რომელზეც ერთ დროს ქუჩის სახელი ეწერა, გვერდზე ვუვლით.
ერთ დროს ის კოლუმბია ავენიუს მიუთითებდა, მაგრამ ახლა ამ ქუჩის-
გან ბეტონის ნანგრევების, გაყინული ბალახისა და ხალიჩასავით მოფე-
ნილი შუშის ნამსხვრევების გარდა აღარაფერი დარჩა.
- მოვედით, - ვეუბნები ჯულიენს და გავრბივარ. თავშესაფრამდე
ოციოდე მეტრია, შესახვევში შევალთ და ისიც გამოჩნდება.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ რაღაც არ მასვენებს. რაღაცები უცნაურად
მეჩვენება. უცნაურია, რომ თავშესაფართან ასე ახლოს აღმოვჩნდით.
უცნაურია, რომ გვირაბებმა სწორედ აქ მოგ ვიყვანა. ეს დამთხვევას არ
ჰგავს.
ვცდილობ, ეჭვი თავიდან ამოვიგ დო.
კუთხეში ვუხვევ და ისიც ჩანს. მის დანახვაზე ცუდი ყველაფერი მა-
ვიწყდება და სიხარულით ვყვირი. ჯულიენი ჩერდება, მე კი, გამხნევებუ-
ლი და ენერგიით აღსავსე, კარს ვუახლოვდები. თავშესაფრების უმეტე-
სობა - ყოველ შემთხვევაში ისინი, სადაც მე ვყოფილვარ - სარდაფებში,
მანსარდებში, ბუნკერებში ან ბანკების საცავებშია მოწყობილი. ისინი
ბლიც კრიგს გადაურჩა და ჩვენ მათ ისე ვეპატრონებით, როგორც მწერე-
ბი - მიწას.
თუმცა, ეს თავშესაფარი ბლიც კრიგის მერე აშენდა, კარგა ხნის შემ-
დეგ. რეივენმა მითხრა, ეს თავდაპირველი „წინააღმდეგობის“ პირველი
შტაბბინა და ერთ-ერთი პირველი თავშესაფარიაო. მაშინ ამ მოძრაობა-
ში სხვადახვა კატეგორიის ხალხი ყოფილა. მათ ნაგავში სამ შენებლო მა-
სალები - ფიცრები, ფანერები, ბეტონის ფილები, ქვები, რკინის ნაჭრები
- უპოვიათ და ეს ცრუსახლი აუშენებიათ. შეიძლება ითქვას, რომ მას
ფრანკენ შტეინის ფასადი აქვს. მის შემხედვარეს გეგონება, სადაცაა და-
ინგრევაო, თუმცა, კარგა ხანია, თავშესაფარი ფეხზე დგას.
- აბა, - ვამბობ და ჯულიენისკენ ვბრუნდები. - შემოხვალ?
- მე… არა,… ეს შეუძლებელია, - ჯულიენი თავს აქნევს, თითქოს სიზ-
მრიდან გამორკვევას ცდილობსო, - ეს ის არ არის, რაც მე წარმომედგი-
ნა.
- ჩვენ ყველაფრისგან ვაშენებთ რაღაცას,… ნაგ ვისგანაც კი, - ვუხსნი.
პორტლენდიდან გაქცევის მერე ტევრში მოხვედრილს და ცოცხალ--
მკვდარს რეივენმა თითქმის იგივე მითხრა. ეს ნახევარი წლის წინ იყო.
მას შემდეგ ჩემთვის საუკუნე გავიდა. სევდა მიპყრობს. მენატრება ის ჰო-
რიზონტები და ის ხალხი, რომელიც წარსულში დავ ტოვე, მენატრება
პატარა ლინა, რომელიც პორტლენდში დავ ტოვე და მერე სამუდამოდ
დავასამარე.
ჯულიენი ჩემკენ ბრუნდება. მისი თვალები თითქოს ცის ფერს ირეკ-
ლავს.
- ორი წლის წინ ეს ყველაფერი ზღაპარი მეგონა. ტევრი...… სნეულე-
ბი...… - ჯულიენი რამდენიმე ნაბიჯს დგამს. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან
ახლოს ვდგავართ, - შენ… მე...… მე ამას ვერასოდეს დავიჯერებდი.
ჩვენ შორის რამდენიმე სანტიმეტრია, მაგრამ ისეთი შეგრძნება მე-
უფლება, თითქოს ერთმანეთს ვეხებით. ჩვენ ერთმანეთს ვიზიდავთ.
ჩვენს სხეულებს უხილავი ენერგია აკავშირებს.
- მე ნამდვილი ვარ, - ვარწმუნებ და ვგრძნობ, რომ ეს უხილავი
ენერგია მთელ სხეულში მივლის. თავს დაუცველად ვგრძნობ. აქ, რო-
გორც ხელისგულზე, ისე ვჩანვართ. ირგვლივ კი მეტისმეტი სიმ შვიდეა.
- არ ვიცი,… დარწმუნებული არ ვარ, რომ უკან დაბრუნება მინდა, -
მეუბნება ჯულიენი. მის ზღვასავით უძირო თვალებს თვალს ვერ ვაშო-
რებ. მგონია, ცოტაც და, დავეცემი.
- ვერ ვხვდები, რას ამბობ, - თავს ვაიძულებ, ეს ვუთხრა.
- იმას, რომ მე…...
მოულოდნელად, მარჯვნიდან ბრახუნი ისმის. თითქოს ვიღაცამ რა-
ღაც გადააყირავაო. ჯულიენი ჩუმდება და ერთიანად იძაბება. ინსტინ-
ქტურად მას წინ ვეფარები და კარისკენ ვუბიძგებ, მერე კი ზურგჩანთი-
დან პისტოლეტს ვიღებ. გარემოს ვაკვირდები. ქვები, ორმოები, თხრი-
ლები. უამრავი ადგილი დასამალად. თმა ყალყზე მიდგება და ვიზაფრე-
ბი.
„ისინი ყოველთვის გვითვალთვალებენ.“
მტანჯველ სიჩუმეში ვდგავართ. ქარი მიწიდან პარკს იტაცებს და
აქეთ-იქით აფრიალებს, მერე სამჯერ ნელა ატრიალებს და დიდი ხნის
წინ გაუქმებული ლამპიონის ძირში აგ დებს.
უეცრად მარცხნივ რაღაცის მოძრაობას ვამჩნევ. ყვირილით ვტრი-
ალდები და იარაღს ხელს მაგრად ვუ ჭერ. ნაცრის გროვის უკნიდან კატა
ხტება. ჯულიენი შვებით სუნთქავს. პისტოლეტის ტარს ჩაფრენილი
ხელს ვადუნებ და ცოტა ვმშვიდდები. კატა საწყალობლად კრუტუნებს.
ჯულიენი ორივე ხელს მხრებზე მკიდებს. ინსტინქტურად განზე
ვხტები.
- შიგნით შევიდეთ, - ვეუბნები, თუმცა, ვიცი, რომ ვაწყენინე.
- მე რაღაცის თქმა მინდოდა, - მეუბნება და ვგრძნობ, რომ მაკვირ-
დება. უნდა, რომ თვალი გავუსწორო, მაგრამ მე უკვე კართან ვდგავარ
და ჟანგიან სახელურს ვე ჭიდები.
- მერე მითხარი, - ვპასუხობ და სახელურს ვაწვები. კარი შიგნით
იღება. ჯულიენს სხვა გზა არ აქვს, შიგნით უნდა შემომყვეს.
მეშინია იმის, რის თქმასაც ჯულიენი აპირებს. ნნეტავ, რას აირჩევს?
სად წავა? თუმცა, ყველაზე მეტად საკუთარი სურვილი მაშინებს: მის-
თვის რა მინდა? და მთავარი: მისგან რა მინდა?
არადა, რაღაც ნამდვილად მინდა, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცი -
რა. სურვილს, როგორც სიძულვილს და სიბრაზეს, ყოველთვის ვგრძნობ-
დი, თუმცა ის არ ჰგავს კოშკს. იგი უსასრულო გვირაბი უფროა, რომე-
ლიც ჩემს სულში ღრმად იჭრება და ღრმა ხვრელს მიტოვებს.
მაშინ

ტეკმა და ჰანტერმა როჩესტერის თავშესაფარში ბევრს ვერაფერს


მიაგნეს. დაბომბვის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა ყველაფერი გაანად-
გურა. თუმცა ცოტა რაღაცის შეგროვება მაინც მოახერხეს. სასწაულებ-
რივად გადარჩენილი ლობიოს კონსერვები, იარაღი, ხაფანგები და ყვე-
ლაზე საოცარი - ერთი ცალი მთელი შოკოლადის ფილა იპოვეს. ტეკი
იჩემებს, შოკოლადის შეჭმა არ შეიძლებაო. იგი მას თავის ზურგჩანთაზე
ამაგრებს და გვიცხადებს, ჩვენი თილისმააო. სარა სიარულისას შოკო-
ლადს თვალს ვერ სწყვეტს.
ისე, ეტ ყობა, შოკოლადს მართლა მოაქვს წარმატება… ან შეიძლება,
რეივენს ტეკისა და ჰანტერის დაბრუნებამ გამოუკეთა გან წყობა. ამინდი
არ იცვლება. მართალია, ცივა, მაგრამ მზეც ანათებს.
ლობიო ენერგიას გვმატებს. ბოლო ბანაკიდან წამოსვლის შემდეგ,
დაახლოებით ნახევარ დღეში, შუაგულ ტყეში შესანიშნავად გადარჩე-
ნილ სახლს ვპოულობთ. სახლი მთავარი გზიდან კილომეტრ-ნახევრით
იქნება დაშორებული. მის დანახვაზე მიწიდან ამომსკდარი სოკო მახსენ-
დება. სახლის კედლები ყავისფერი სუროთია დაფარული, მის შემხედვა-
რეს გეგონება, სქელი ქურქი აცვიაო. მრგვალი, დაბალი სახურავი კედ-
ლებს ქუდივით ადევს. ბლიც კრიგამდე, ალბათ, ვინმე განდეგილის საც-
ხოვრებელი იქნებოდა. იგი სამყაროს თითქმის მოწყვეტილია და გასაკ-
ვირი არც არის, რომ არ დანგრეულა. მფრინავები მას ვერ შენიშნავ-
დნენ, ხანძარი კი ასე შორს ვერ გავრცელდებოდა.
სახლში სნეულები ცხოვრობენ - ორი კაცი, ორი ქალი და ხუთი ბავ-
შვი. წყვილები ამ ბავშვების მშობლები არ უნდა იყვნენ, თუმცა, ერთმა-
ნეთს ოჯახის წევრებივით ექცევიან. სნეულები შინ გვეპატიჟებიან და
ვახშმობისას გვიყვებიან, რომ ათი წელია, ამ სახლში ცხოვრობენ. სა-
სიამოვნო ხალხი ჩანს. თავიანთ საჭმელს გვიყოფენ: დაკონსერვებულ
ბადრიჯანს, ძმარსა და ნიორში ჩაწყობილ ყაბაყს, შემოდგომაზე დამა-
რილებულ ირმის ხორცსა და კურდღლის, ციყვისა და ხოხბის შებოლილ
ხორცს.
ჰანტერი და ტეკი მთელ საღამოს უკან დაბრუნებაზე მსჯელობასა
და ხეების მონიშვნაში ატარებენ, რომ მომავალ წელს, გადასახლებისას
(თუ კიდევ მოგ ვიწევს) „სოკოსახლი“ იოლად ვიპოვოთ.
დილით, წასასვლელად რომ ვემზადებით, სახლიდან ბიჭუნა გამორ-
ბის. თოვლის მიუხედავად, ფეხშიშველია.
- აი, გამომართვი, - მეუბნება და ხელში ჩაის ტილოში გახვეულ
ბრტყელ ბატონებსა (ქალებმა გვითხრეს, პურს რკოსგან ვაცხობთო) და
გამომ შრალ ხორცს მაჩეჩებს.
- გმადლობ, - ვეუბნები, მაგრამ ბიჭუნას ჩემი არ ესმის. ის უკან, სახ-
ლისკენ, სიცილით მირბის. ერთი წამით მშურს მისი. იგი აქ გაიზარდა,
ბედნიერი, უსაფრთხო და ლაღი ბავშვობა აქვს. შეიძლება, მან ვერასო-
დეს გაიგოს, რა ხდება ღობის მიღმა, ნამდვილ სამყაროში.
თუმცა, ავად რომ გახდეს, მათ არც წამლები აქვთ და არც - საკმარი-
სი საკვები. ზამთრობით კი აქ ძალიან ცივა. დილით გაღვიძებულს ისეთი
შეგრძნება გეუფლება, თითქოს ყინულის ნატეხთან წევხარ. ოდესმე მათ
თვითმფრინავებიდან დაინახავენ და დაბომბავენ. რასაკვირველია, თუ
„წინააღმდეგობამ“ მთავრობის დამხობა და მართვის სადავეების ხელში
აღება ვერ შეძლო. ერთ დღეს „თვალი“ აქეთ გამოიხედავს და მათთან
ერთად ყველაფერს ლაზერის მწველი სხივით გაანადგურებს. ოდესმე
ტევრიც გაიჩეხება და დარჩება ბეტონის ლანდშაფტი, გაშენდება ლამა-
ზი დასახლებები, გაჩნდება კოხტად გაკრე ჭილი სკვერები და შესანიშნა-
ვი ტყეპარკები. სამყარო საათის მე ქანიზმივით ზუსტად ამუშავდება,
მაგრამ ეს იქნება ცივი ლითონის მე ქანიზმი და ამ სამყაროში ხალხი
წიკწიკით გაუყვება სიკვდილისკენ მიმავალ ბილიკს.
***

გზაში საკვებს ძალიან ეკონომიურად ვანაწილებთ. სამდღიანი


სიარულის მერე იმ ხიდთან ვართ, საიდანაც დანიშნულების ადგილამდე
დაახლოებით ორმოცდაცხრა კილომეტრი გვრჩება. უშველებელი ხიდი
ვიწროა. უსასრულო, ფოლადის ჩამუ ქებული ბაგირები ყინულით დაფა-
რულა. მის შემხედვარეს მეჩვენება, თითქოს გიგანტური, ცხრაფეხა მწე-
რი მდინარეზე გადაბობღებას ცდილობს. ხიდი დიდი ხნის წინ ჩაკეტეს.
დღეს მას მხოლოდ მოგზაური სნეულები იყენებენ. ხიდის თავთან ხის
ფანერები თითქმის სულ დამპალა.
დიდი, მწვანე ლითონის დაფა ხიდზე ცალი ფრთითღა კიდია. „ხიდი
ტრაპან ზი“ - წერია დაფაზე. ქარი დაფას აფრიალებს და თვალებს
გვიწვავს. ჰაერში ხიდის ბაგირების სუსტი კვნესა ისმის.
მდინარის წყალი ტალახისფერია. სუსტ ტალღებს ვხედავ. სიმაღლე
თავბრუს მახვევს. სადღაც წამიკითხავს, რომ ასეთი სიმაღლიდან წყალ-
ში გადახტომა ქვაზე დასკდომის ტოლფასია. მერე უეცრად მახსენდება,
განუკურნებელი გოგონა პროცედურის დღეს ლაბორატორიის სახურავი-
დან რომ გადმოხტა და რატომღაც სინდისი მქენჯნის.
სწორედ ეს უნდოდა ჩემთვის ალექსს: კისერზე ჭრილობა, რომელიც
ზუსტად ისე შემიხორცდა, როგორც პროცედურაგავლილს - სამქიმიანი
იარა. გავ კაჟდი. მიზანიც მაქვს. ალექსს „წინააღმდეგობის“ სჯეროდა.
ახლა ამ ორგანიზაციის მეც მჯერა.
იქნებ, ოდესმე ალექსი კვლავ ვნახო. იქნებ, სიკვდილის მერე მარ-
თლაც არსებობს სამოთხე და იქნებ, მისი ჭიშკარი არა მარტო განკურნე-
ბულებისათვის, არამედ ყველასთვის ღიაა.
თუმცა, ახლა აღარც მომავალს და აღარც წარსულს მნიშვნელობა
აღარ აქვს. ახლა ჩვენი ერთადერთი საზრუნავი ნაგ ვისგან აშენებულ
თავშესაფრამდე უსაფრთხოდ მიღწევაა. იგი ზუსტად ნაგავსაყრელის
ბოლოს დგას, განადგურებული ქალაქის განაპირას. თავშესაფრის კედ-
ლები ქარისა და ყინვისგან დაგ ვიცავს, იქ საჭმელ-სასმელი დაგ ვხვდება.
აი, რა არის ჩვენთვის სამოთხე.
ახლა

სამოთხე არის ცხელი წყალი. და საპონი.


ამ თავშესაფარს, რომელიც სულ ოთხი ოთახისგან შედგება, სამა-
ლავს ვეძახდით. აქ არის სამზარეულო, დიდი საკუჭნაო (თითქმის მთე-
ლი სახლისხელა) და პატარა საძინებელი, რომელშიც მორყეული ნარე-
ბია ჩაჭეჭყილი.
შენობის ბოლოს სააბაზანოა. სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლი-
თონის აბაზანები ცხაურიან პლატფორმაზე დგას. ცხაურის ქვემოთ
ბრტყელი ქვა და ჩამქრალი ნაკვერჩხალი ჩანს. ზამთარში წყლისა და
ოთახის გასათბობად ცეცხლს ვანთებთ.
სიბნელეში ხელის ცეცებით ვპოულობ ფარანს და ცეცხლის ასანთე-
ბად კუთხეში დალაგებული შეშა მომაქვს. ჯულიენი ზეთის ლამპით და-
დის და ოთახებს ათვალიერებს. მე ჭიდან წყალს ვიღებ. სუსტად ვარ,
ამიტომ აბაზანას წყლით მხოლოდ ნახევრად ვავსებ, თუმცა, ესეც საკმა-
რისია.
საკუჭნაოდან საპონი და ნამდვილი პირსახოცი გამომაქვს. ასორსო-
ლავებული ჭუჭყისგან კანი მე ქავება. ისეთი ბინძური ვარ, ჭუჭყს ქუთუ-
თოებზეც კი ვგრძნობ.
გახდამდე ჯულიენს ვეძახი.
- ჯულიენ!
- ბატონო! - მესმის მისი მოგუდული ხმა. საძინებელ ოთახში უნდა
იყოს.
- ოთახიდან არ გამოხვიდე, კარგი?
სააბაზანოს კარი არ აქვს. ეს საჭირო არც არის. ტევრში ასეთი კანო-
ნია: არ ააშენო და არ გამოიყენო ის, რაც არ გ ჭირდება.
- კარგი, - მესმის ცოტა ხნის შემდეგ ჯულიენის პასუხი. ნეტავ, რაზე
ფიქრობს? მისი ხმა დაძაბული მეჩვენება. თუმცა, შეიძლება, ეს ფანერი-
სა და თუნუ ქის კედლების ბრალია.
პისტოლეტს იატაკზე ვდებ და ვიხდი. ჯინსის შარვლის იატაკზე და-
ცემის ხმა მსიამოვნებს. საკუთარ სხეულს ვეღარ ვცნობ. იყო დრო, როცა
სავსე მკერდი, ლამაზი მუცელი და სირბილისგან დაჭიმული ფეხის კუნ-
თები მქონდა.
ახლა კი ძალიან გამხდარი ვარ. ძვლები შიგნით მაქვს შეცვენილი.
მკერდი დამიპატარავდა, ძუძუსთავები გამაგრებულ წვეტებს მიგავს.
მთელ სხეულზე სისხლჩაქცევები მეტ ყობა.
ნეტავ, ალექსს ისევ ლამაზი ვგონივარ? ნეტავ, ჯულიენი ხომ არ
ფიქრობს, მახინჯიაო?
გონებიდან მათზე ფიქრს ვდევნი. ახლა ამის დრო არ არის.
სხეულს გულმოდგინედ ვიხეხავ. ფრჩხილებქვეშ, ყურების უკან
ჭუჭყს ვიშორებ, ყურებსა და ფეხის თითებზე ლამის კანი გადავიძრო.
თმაზე ბლომად საპონს ვისვამ. არა უშავს, ჩამივიდეს თვალებში და
ამიწვას. წყლიდან რომ ამოვდივარ, თავი თევზივით სლიპინა მგონია.
აბაზანის კედლებზე ჭუჭყის რკალი რჩება. კიდევ კარგი, თავშესაფარში
სარკეები არ გვაქვს. წყლის ზედაპირზე ჩემი სხეული ბუნდოვნად ირეკ-
ლება, თუმცა, საკუთარი თავის უკეთ დანახვა არც მინდა.
ვიმ შრალებ და ტანსაცმელს ვიცვამ: სპორტულ მაისურს, ფართო
სპორტულ შარვალსა და სქელ წინდებს. დაბანის შემდეგ თითქოს გავხა-
ლისდი, ჭიდან წყლის ამოსაღებად და ჯულიენისთვის აბაზანის მოსამ-
ზადებლად ძალაც მომემატა.
ჯულიენს საკუჭნაოში ვპოულობ. ქვედა თაროსთან ჩაცუც ქულა და
დიდი ხნის წინ დატოვებული აკრძალული წიგნებიდან ერთ-ერთს ფურ-
ცლავს.
- შენი ჯერია, - ვეუბნები.
ჯულიენი კრთება და წიგნს სწრაფად ხურავს. მერე ფეხზე დგება და
ჩემკენ დამნაშავის სახით ტრიალდება. მისი გამომეტ ყველების ამოცნო-
ბა მიჭირს.
- ნუ ღელავ, რაც გინდა, ის წაიკითხე.
- მე...… - იწყებს, მაგრამ მაშინვე ჩუმდება და თავს აქნევს. კვლავინ-
დებურად უცნაურად მიყურებს. კანი მიხურს. ეტ ყობა, წყალი მეტისმე-
ტად ცხელი მომივიდა, - ეს წიგნი მახსოვს, - მეუბნება, თუმცა, ვხვდები,
რომ სხვა რამის თქმა უნდოდა,- მამაჩემის კაბინეტში იყო. იმ მეორე კა-
ბინეტში, რომელზეც მოგიყევი.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ჯულიენი წიგნს მაღლა სწევს.
ჩარლზ დიკენსი, „დიდი იმედები“.
- მე არ წამიკითხავს, - ვაღიარებ, - ტეკი კი სულ იმეორებს, რომ ეგ
მისი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია,… - სუნთქვა მეკვრის. ტეკის სახელი
არ უნდა მეხსენებინა. ეტ ყობა, ჯულიენს ნელ-ნელა ვუშინაურდები, ალ-
ბათ, ვენდობი კიდეც. სულ მავიწყდება, რომ ის ჯულიენ ფაინმენია! „წი-
ნააღმდეგობის“ ძლიერება კი მისი არსებობის საიდუმლოდ შენახვაზეა
დამოკიდებული. მტრებმა მის შესახებ არ უნდა იცოდნენ. საბედნიეროდ,
ჯულიენი ტეკზე არაფერს მეკითხება.
- ჩემი ძმა...… - ახველებს და აგრძელებს: - ეს წიგნი მის ნივთებში ვი-
პოვე, მისი გარდაცვალების მერე. არ ვიცი, რა მინდოდა, იქ რას ვეძებდი.
„უკან დასაბრუნებელ გზას,“ - ვფიქრობ, მაგრამ არაფერს ვეუბნები.
- შევინახე, - ჯულიენი ცალყბად იღიმება, - მამას რომ არ ეპოვა,
ლეიბი ამოვ ჭერი და შიგ ჩავმალე. კითხვა კი იმავე დღეს დავიწყე.
- მერე, მოგეწონა? - ვეკითხები.
- სულ უკანონო რაღაცებზეა, - ამბობს დინჯად, თითქოს გონებაში
ყოველ სიტ ყვას წონისო. განზე იყურება და ჩუმდება. მერე თვალს
თვალში მიყრის და მიღიმის, თითქოს სახე უნათდება, - მაგრამ ჰო, მო-
მეწონა. ჩემი აზრით, ძალიან კარგი წიგნია.
რატომღაც მეცინება. აი, ასე, ოთახში, ჩვენ შორის დაძაბულობა
უცებ ქრება და ყველაფერი იოლად მოსაგ ვარებელი მეჩვენება. ჩვენ
მოგ ვიტაცეს, გვცემეს, გვდიეს, შინ ვერ დავბრუნდით. ჩვენ ორ სხვადას-
ხვა სამყაროს ვეკუთვნით. ღობის სხვადასხვა მხარეს ვდგავართ, მაგრამ
ყველაფერი კარგად იქნება.
- აბაზანა წყლით აგივსე. წყალი უკვე გაცხელდებოდა. შეგიძლია,
სუფთა ტანსაცმელი იქიდან აიღო, - ვეუბნები და კოხტად დალაგებულ
თაროებზე ვანიშნებ: „კაცების პერანგები“, „ქალების შარვლები“, „ბავ-
შვის ფეხსაცმელი“. რასაკვირველია, ეს რეივენის ნახელავია.
- გმადლობ, - მეუბნება და თაროებიდან ახალ პერანგსა და შარვალს
იღებს. წამიერი ყოყმანის მერე „დიდ იმედებს“ სხვა წიგნების გვერდით
დებს, წელში იმართება და ტანსაცმელს მკერდზე იხუტებს, - იცი, აქ არც
ისე ცუდია.
მხრებს ვიჩეჩ.
- რაც შეგ ვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ, - ვპასუხობ, თუმცა მისი
ნათქვამი მსიამოვნებს.
ჯულიენმა ის-ისაა, გვერდი უნდა ამიაროს, რომ უეცრად ჩერდება
და იძაბება. ვხედავ, როგორ კრთება. „ღმერთო, დიდებულო, მგონი, შე-
ტევა ეწყება!“ - ვფიქრობ თავზარდაცემული.
- შენი თმა...…
- რა-ა? - ისეთი გაოცებული ვარ, ენას ძლივს ვაბრუნებ.
ჯულიენი თვალს მარიდებს, მაგრამ ვგრძნობ, როგორ გრძნობს მისი
სხეული ჩემსას და ეს მის უჩვეულო მოშტერებაზე უარესია.
- შენს თმას ვარდის სურნელი ასდის, - მპასუხობს და სანამ რამეს
ვეტ ყვი, დერეფან ში გადის. გული ლამის საგულედან ამომივარდეს.
სანამ ჯულიენი ბანაობს, მე ვახშამს ვამზადებ. ისეთი დაღლილი
ვარ, ძველი შეშის ღუმლის ანთების თავი არ მაქვს, ამიტომ „კრეკერე-
ბის“ ერთ შეკვრას, ორ დაკონსერვებულ ლობიოს და თითო-თითო სოკო-
სა და პომიდვრის ქილას ვხსნი. მათ ცეცხლი არ სჭირდება. სამალავში
დამარილებული საქონლის ხორციც მოგ ვეპოვება. თუმცა, ვახშმისთვის
ცოტა გამომაქვს. მართალია, ისეთი დამ შეული ვარ, ერთ ძროხას მარტო
შევ ჭამ, მაგრამ ხორცი სხვებსაც უნდა შევუნახო. ეს წესია.
თავშესაფარს ფანჯრები არ აქვს და შიგნით ძალიან ბნელა, მაგრამ
ფარანს ვაქრობ, ელემენტები უნდა გამოვიზოგოთ. რამდენიმე სქელ სან-
თელს ვპოულობ - თითქმის ჩამ წვრებს, და იატაკზე ვალაგებ. თავშესა-
ფარში მაგიდა არ გვაქვს. როცა აქ ტეკსა და რეივენთან ერთად ვცხოვ-
რობდი (მას შემდეგ, რაც ჰანტერმა და სხვებმა გზა სამხრეთით, დელავე-
რისკენ განაგრძეს), ყოველღამე ასე ვჭამდით - საერთო თეფშის გარშე-
მო, ერთმანეთზე მუხლებმიბჯენილები, ჩვენი ჩრდილები კი კედლებზე
ციმციმებდა. ვფიქრობ, პორტლენდიდან წამოსვლის შემდეგ ყველაზე
ბედნიერი სწორედ მაშინ ვიყავი.
სააბაზანოდან წყლის ჭყაპაჭყუპი და ღიღინი მესმის. როგორც ჩანს,
სამოთხის საპოვნელად ჯულიენსაც ცოტა ჰყოფნის. მზე ნელ-ნელა ჩა-
დის. ცა ბაცი ცისფერია, მასზე ვარდისფერ-ოქროსფერი ღრუბლები და-
ცურავს. ნაგავსაყრელზე ლითონის ნამსხვრევებს გამლღვალი რკინის
მოწითალო ელფერი დაჰკრავს. ჩემ მარცხნივ რაღაც მოძრაობს. ალბათ,
ისევ კატა დაძვრება ნაგავში.
- რას უყურებ?
უკან სწრაფად ვტრიალდები და უნებურად კარს ვაჯახუნებ. ვერ გა-
ვიგონე, უკნიდან როგორ მომეპარა ჯულიენი. უეცრად საპნის, მისი კა-
ნის… მამაკაცური სურნელი მცემს. სველი თმა ნიკაპთან ეხვევა.
- არაფერს, - ვპასუხობ და რაკი მდუმარედ მაკვირდება, ვამატებ: -
თითქმის ადამიანს დაემსგავსე.
- მეც თავს თითქმის ადამიანად ვგრძნობ, - მეუბნება და თმაში ხელს
იცურებს. თავისი ზომა თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი აცვია.
მიხარია, რომ ჯულიენი თავშესაფარზე, მისი აშენების დროსა თუ
მის ბინადრებზე არაფერს მეკითხება, თუმცა, ვიცი, ცნობისმოყვარეობა
კლავს. სანთლებს ვანთებ. ჩვენ ერთმანეთის პირისპირ, იატაკზე ვსხდე-
ბით, ლოტოსის პოზაში. ჭამის დროს ხმას არ ვიღებთ, მერე კი ჯულიენი
ნიუ-იორკში გატარებულ თავის ბავშვობაზე მიყვება და პორტლენდზე
მეკითხება. მეუბნება, რომ სწავლის გაგრძელება ინსტიტუტში უნდა, მა-
თემატიკა აინტერესებს. მე კი კროსზე ვუყვები.
ჩვენ არ ვლაპარაკობთ განკურნებაზე, არც „წინააღმდეგობაზე“, არც
ადგ-ზე და არც იმაზე, რა იქნება ხვალ. ისევ იატაკზე ვსხედვართ, ერ-
თმანეთის პირისპირ და მგონია, ნამდვილ მეგობარს ვესაუბრები. ჰანას
მსგავსად, ჯულიენმაც უდარდელი სიცილი იცის. იგი კარგი მოსაუბრეა,
მაგრამ მსმენელი - უკეთესი. მასთან თავს უჩვეულოდ თავისუფლად
ვგრძნობ. იმაზე თავისუფლად, ვიდრე ალექსთან.
მათი შედარება არ მინდოდა. უნებურად მომივიდა. ჯულიენი რაღა-
ცას მიყვება, მე კი მოულოდნელად ფეხზე ვდგები და თეფშებს ვიღებ.
ჯულიენი ჩუმდება და გაკვირვებული მიყურებს, როგორ ვაწყობ თეფ-
შებს გასარეცხად ბაკან ში.
- რა მოგივიდა? - მეკითხება.
- არაფერი, - ცოტა მკვახედ გამომდის. ამ წუთში საკუთარი თავიც
მეზიზღება და ჯულიენიც, თუმცა, არ ვიცი, რატომ, - დავიღალე.
კიდევ კარგი, ეს მაინც სიმართლეა. მართლაც უცნაურ დაქანცულო-
ბას ვგრძნობ. ასეთი დაღლილი არასდროს ვყოფილვარ. ნეტავ, დამეძი-
ნოს და აღარ გავიღვიძო.
- წავალ, საბნებს მოვძებნი, - მეუბნება ჯულიენი და ფეხზე დგება.
ვგრძნობ, რომ ჩემ უკან დგას და ფეხს ითრევს. მე კი თავს ვიკატუნებ,
თითქოს საქმეს ვაკეთებ და ვერაფერს ვხვდები. ახლა მისი დანახვაც არ
მინდა.
- მომისმინე, მე შენთვის მადლობა არ გადამიხდია, - ახველებს, - შენ
იქ, ქვემოთ… გვირაბებში… სიკვდილს გადამარჩინე.
მხრებს ვიჩეჩ. მისკენ არ ვტრიალდები. ბაკანს ისე ვარ ჩაფრენილი,
თითები მითეთრდება.
- სიკვდილს შენც გადამარჩინე. „ფასკუნჯმა“ ლამის დანით ყელი გა-
მომჭრა, - ვპასუხობ.
- ესე იგი, ერთმანეთი გადაგ ვირჩენია, - ამბობს.
ვტრიალდები, მაგრამ ჯულიენი სანთლით უკვე დერეფან ში გასულა.
მე კი ოთახში ვრჩები, კედელზე მოცახცახე საკუთარ ჩრდილთან.
***

ჯულიენს დასაძინებლად ქვედა ორი საწოლი შეურჩევია. ლოგინები,


რაც შეეძლო, კოხტად გაუშლია, თუმცა, ზეწრები მოკლეა, მატ ყლის საბ-
ნები - თხელი. ჩემი ზურგჩანთა საწოლის ფეხთან დაუდვია. ოთახში
ათობით საწოლია, მაგრამ მან მაინცდამაინც ისინი შეარჩია, რომლებიც
ერთმანეთის გვერდით დგას. ვცდილობ, არ ვიფიქრო იმაზე, ეს რას ნიშ-
ნავს. თავდახრილი ჯულიენი საწოლზე ზის და წინდებს იხდის. როცა
ოთახში სანთლით შევდივარ, თავს მაღლა სწევს. სახეზე ისეთი ბედ-
ნიერება აწერია, სანთელი ლამის ხელიდან მივარდება. ძლივს ვახერხებ
მის დაჭერას, მაგრამ მაინც ქრება და ოთახში უკუნი სიბნელე ისადგუ-
რებს.
- აქამდე მოაღწევ? - მეკითხება.
- კი, - მის ხმას და საწოლებს მივ ყვები.
- ფრთხილად, - მეუბნება. ჯულიენის საწოლთან გავლისას წამით
ზურგზე მისი ხელი მეხება. ვწვები და საბანს ვიფარებ. ზეწარსაც და სა-
ბანსაც ობისა და თაგ ვის ცურცლის სუნი ასდის. თუმცა, მაინც მადლო-
ბელი ვარ, რომ არ შემცივდება. სააბაზანოში დანთებული ცეცხლის
სითბო აქამდე ვერ შემოაღწევდა. ხმამაღლა ვსუნთქავ. წყვდიადში თბი-
ლი ჰაერის ნაკადის პატარა, უჩინარი ღრუბელი ჩნდება. დაძინება გამი-
ჭირდება. დაღლილობა, რომელიც ვახშმის მერე ვიგრძენი, უეცრად ქრე-
ბა. ერთიანად დაჭიმული ვწევარ. კუნთები მითრთის. ჯულიენის სუნ-
თქვა მესმის. უკუნ სიბნელეში ჩვენ ერთმანეთის გვერდიგ ვერდ ვწე-
ვართ. ვიცი, რომ მასაც ღვიძავს.
ცოტა ხან ში მისი ხმადაბალი, ხრინ წიანი ხმა მესმის.
- ლინა!
- ჰო!
გული ყელში მებჯინება. ვგრძნობ, ჯულიენი ჩემკენ ტრიალდება.
ჩვენ შორის რამდენიმე სანტიმეტრია. ქვედა საწოლები ერთმანეთთან
ძალიან ახლოს დგას.
- მასზე ფიქრობ ხოლმე? აი, იმ ბიჭზე, ვინც...…
მოულოდნელად სიბნელეში სურათებს ვხედავ: ქაცვის თუ ცეცხლის-
ფერი თმის გვირგვინი, თითქოს შემოდგომის ფოთლები იწვის; ბუნდო-
ვანი სილუეტი, რომლის გვერდით მივრბივარ,… ჩემი სიზმრების ანარეკ-
ლი...
- ვცდილობ, არ ვიფიქრო, - ვპასუხობ.
- რატომ? - მეკითხება ხმადაბლა.
- იმიტომ, რომ ძალიან მტკივნეულია.
ჯულიენი თანაბრად სუნთქავს და მეც ვმშვიდდები.
- შენ? შენს ძმაზე ფიქრობ? - ვეკითხები.
ერთხანს დუმს.
- ყოველთვის, - მპასუხობს მერე, - მითხრეს, განკურნების მერე აღარ
იფიქრებო. - კვლავ ჩუმდება, - შეიძლება, კიდევ ერთი საიდუმლო გაგან-
დო?
- კი, - საბანს მხრებზე უფრო მჭიდროდ ვიხვევ. თმა ისევ სველი
მაქვს.
- ვიცოდი, რომ არ იმოქმედებდა… განკურნება,… ვიცოდი, რომ მომ-
კლავდა, მაგრამ მე... მე ეს მინდოდა კიდეც, - ხმადაბლა და სწრაფად ამ-
ბობს, - ეს აქამდე არავისთვის მითქვამს.
მოულოდნელად ტირილი მინდება. მინდა, გადავწვდე და ხელზე ხე-
ლი მოვ კიდო. მინდა, ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მის
ყურს ტუჩებით შევეხო. მინდა, როგორც ალექსს, მასაც მკერდზე მივეკ-
რა კნუტივით და მისი თბილი კანის სურნელი შევისუნთქო.
„ის ალექსი არ არის. შენ ჯულიენი არ გინდა. შენ ალექსი გინდა.
ალექსი კი მკვდარია,“ - ვფიქრობ.
თუმცა, ეს მთლად სიმართლე არ არის. მე ჯულიენიც მინდა. სხეული
მტკივა. მინდა, ჯულიენის ნაზი და მსხვილი ტუჩები ჩემსას შეეხოს. მინ-
და, მისი თბილი ხელები ზურგსა და თმაზე შემეხოს. მინდა, ჩვენი
სხეულები შეერთდეს და ერთმანეთს შეერწყას.
თვალებს მაგრად ვხუ ჭავ. ვცდილობ, ეს ფიქრი მოვიშორო, მაგრამ
დახუ ჭული თვალებითაც კი ვხედავ, როგორ იქცევიან ჯულიენი და
ალექსი ერთ არსებად. მათი სახეები ერთმანეთს ხან ერწყმის, ხან -
ცალკევდება, თითქოს მდინარის ზედაპირი სახეებს ირეკლავდეს. ბო-
ლოს კი აღარ ვიცი, რომელს ვეძებ უკუნ სიბნელეში.
- ლინა! - მეძახის ჯულიენი, ამჯერად უფრო ხმადაბლა და მშვიდად.
მის ბაგეებს დაცდენილი ჩემი სახელი მუსიკასავით ჩამესმის. ჩემკენ
იწევს. უკუნ სიბნელეში მის სხეულს ვგრძნობ და მეც დაუფიქრებლად
მისკენ მივიწევ. ლოგინის კიდეზე ვწევარ, მასთან ახლოს. თუმცა მისკენ
მაინც არ ვტრიალდები. თავს ვაიძულებ, არ გავინძრე და ვცდილობ,
გულსაც ვუბრძანო, დამ შვიდდეს.
- რა იყო, ჯულიენ?
- ეს როგორი შეგრძნებაა? - ვიცი, რასაც გულისხმობს, მაგრამ მაინც
ვეკითხები:
- რა?
- დელირია...… - ჩუმდება. მესმის, როგორ დგება საწოლიდან და
ჩვენს საწოლებს შორის იმუხლებს. ვშეშდები და სუნთქვა მეკვრის. თავს
ჯულიენისკენ ვატრიალებ. ჩვენს ტუჩებს შორის ორიოდე სანტიმეტრი-
ღაა.
- როგორი შეგრძნებაა, როცა ინფიცირდები?
- ამის... ამის აღწერა არ შემიძლია, - ვლუღლუღებ. სუნთქვა მიჭირს.
მიჭირს. მიჭირს. მას კვამლის, საპნის და რაღაც არაამქვეყნიურად სა-
სიამოვნო სურნელი ასდის. უეცრად მისი კანის გემოს წარმოვიდგენ.
წარმოვიდგენ, როგორ ვკბენ ტუჩებზე.
- მინდა, ვიცოდე, - მეუბნება ჩურჩულით, მისი სიტ ყვები ძლივს მეს-
მის, - მინდა, ეს შენთან ერთად განვიცადო.
მერე თითებს შუბლზე ნაზად მისვამს. მისი თითები მისი ჩურჩული-
ვით, მის სუნთქვასავით მსუბუ ქია. უცებ ვშეშდები. ჯერ ცხვირსა და მე-
რე ტუჩებზე მისი ნაზი შეხება ხელ-ფეხს მართმევს. ჯულიენის კანს ოდ-
ნავი სიმლაშე დაჰკრავს. მის თითებს ახლა ნიკაპზე ვგრძნობ. მერე -
თმაზე. კაშკაშა თეთრი შუ ქი მავსებს და საწოლს მაჯაჭვავს.
- გითხარი... - ჯულიენი ნერწყვს ყლაპავს და ხმადაბლა აგრძელებს:
- გახსოვს, გითხარი, კაცის და ქალის კოცნაობა დავინახე-მეთქი. ხომ
არ...?
ჯულიენი სიტ ყვას ვერ ამთავრებს, მაგრამ ეს არც არის საჭირო. ჩემი
სხეული ერთბაშად ცოცხლდება. თეთრი შუ ქის სიმხურვალე მკერდში
მეღვრება და ჩემს ტუჩებს აცოცხლებს. თავის ოდნავ გადატრიალება და
მისი ტუჩები აქვეა.
ჩვენ ერთმანეთს ვკოცნით. ჯერ ნელა, რადგან ჯულიენმა არ იცის,
როგორ უნდა მაკოცოს. მე კი ძალიან დიდი ხანია, არავისთვის მიკოც-
ნია. მარილის, შაქრისა და საპნის გემოს ვგრძნობ; ენას ქვედა ტუჩზე
ვუსვამ. წამით ჯულიენი შეშდება. მას მსხვილი, თბილი და ვნებიანი ტუ-
ჩები აქვს. მერე თვითონაც ენას ტუჩებზე მისვამს და უეცრად ორივე
თავდავიწყებას ვეძლევით. ჩვენი სუნთქვა ერთმანეთს ერწყმის. ჯუ-
ლიენი ჩემს სახეს ხელებში იქცევს. სიხარულით ვივსები. ისეთი ბედ-
ნიერი ვარ, ლამის ვიყვირო. მისი ძლლიერი მკერდი ჩემსას ეკვრის.
დაუფიქრებლად ვე ჭიდები და ლოგინ ში ვიწვენ. არ მინდა, ეს კოცნა
დამთავრდეს. შემიძლია, სულ ვკოცნო, მისი თითები ჩემს თმაში შევიგ-
რძნო და მის ბაგეს დაცდენილ ჩემს სახელს ვუსმინო.
ალექსის გარდაცვალების მერე პირველად ვგრძნობ თავისუფლებას.
თითქოს უსასრულო სივრცეში ვეშვები, ირგვლივ არც კედლებია, არც
შიში მბორკავს. მგონია, ფრთები გამომესხა.
მოულოდნელად ჯულიენი უკან იწევა.
- ლინა, - ხმაჩახლეჩილი ამბობს ჩემს სახელს, თითქოს რამდენიმე
კილომეტრი ირბინაო.
- ნურაფერს იტ ყვი, - მგონია, სადაცაა, ავ ტირდები. კოცნა... - ამ
წუთს ნუ გააფუ ჭებ.
- ხვალ რა იქნება? - მაინც მეკითხება.
- არ ვიცი, - ვპასუხობ და თავს ჩემ გვერდით, ბალიშზე ვადებინებ.
წამით, სიბნელეში, ვიღაცის სიახლოვეს ვგრძნობ, მოძრავ სიულეტს ვხე-
დავ. თავს სწრაფად ვატრიალებ მარცხნივ. ოთახში არავინაა. როგორც
ჩანს, მოჩვენებები დამეწყო. მერე, ალექსი მახსენდება, - ახლა ამაზე არ
იდარდო, - ვამ შვიდებ ჯულიენს, თუმცა ამას საკუთარ თავსაც ვუ-
მეორებ.
საწოლი ვიწროა. გვერდზე ვტრიალდები და ჯულიენს ზურგს ვაქ-
ცევ. ის მკლავს წელზე მხვევს და მე ოდნავ ზემოთ ვიწევ, რომ უკნიდან
შემომეკრას. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ჩვენი სხეულები ერ-
თმანეთისთვის არის შექმნილი. მინდა, გავიქცე და ვიტირო. მინდა,
ალექსს შევევედრო - სადაც უნდა იყოს, რომელ სამყაროშიც - რომ მა-
პატიოს. მინდა, ჯულიენს ისევ ვაკოცო.
მაგრამ არაფერს ვაკეთებ. გაუნძრევლად ვწევარ და ჯულიენის გუ-
ლის ფეთქვას ვგრძნობ. ნელ-ნელა გულისცემა მეც მიმ შვიდდება. ჯუ-
ლიენი მკლავებს მხვევს. ჩაძინებამდე ვლოცულობ, რომ არასოდეს გა-
თენდეს.
***

მაგრამ მაინც თენდება. მოთეთრო-მონაცრისფრო შუ ქი ფანერის


ღრიჭოებსა და სახურავის ნაპრალებში გზას მაინც პოულობს. თავშე-
საფრის სიბნელეში სხივები იჭრება. უცებ მგონია, რომ ალექსთან ერ-
თად ვარ, მაგრამ არა, ეს ჯულიენია. მკლავი ისევ ჩემს წელზე აქვს შე-
მოხვეული, კისერში მის სუნთქვას ვგრძნობ. როგორც ჩანს, ღამით საბა-
ნი გადამიძვრია და საწოლის ბოლოში გდია. დერეფან ში რაღაც მოძრა-
ობს. ალბათ, კატამ სახლში შემოსვლა მაინც მოახერხა.
მოულოდნელად შიში მაფხიზლებს. გუშინ, ღამით, კარი ნამდვილად
ჩავ კეტე. ლოგინ ში ელდანაკრავივით ვჯდები.
- ჯულიენ...
ამის თქმა და ყველაფერი ფეთქდება: ისინი კარიდან შემორბიან,
კედლებს ანგრევენ, ყვირიან... რუხფორმიანი პოლიცია და კონტრო-
ლიორები! სახეებზე აირწინაღები უკეთიათ. ერთ-ერთი ხელს მე მკი-
დებს, მეორე - ჯულიენს და ლოგინიდან გვყრიან. ჯულიენი მეძახის,
მაგრამ ამ აურზაურში, ან იქნებ საკუთარ კივილშიც, მისი ხმა არ მეს-
მის. საწოლის ფეხთან მიგ დებულ ზურგჩანთას ხელს ვკიდებ და კონ-
ტროლიორს ვუქნევ, მაგრამ ამაოდ - მის დასახმარებლად კიდევ სამი
მორბის. ისინი საწოლებს შორის, ვიწრო გასასვლელისკენ მიბიძგებენ.
უეცრად პისტოლეტი მახსენდება, რომელიც სააბაზანოში იატაკზე დავ-
ტოვე. ვიღაც საყელოში მე ქაჩება და წელში გამართვას მაიძულებს. ვიხ-
რჩობი. მეორე კონტროლიორი ხელებს უკან მიგრეხს და ხელბორკილს
მადებს, მერე კი ხელს მკრავს, წინ იარეო. თავშესაფრიდან მზის კაშკაშა
შუქზე თრევით გამოვ ყავარ. გარეთ პოლიციასა და სპეცდანიშნულების
რაზმს ვხედავ. მათაც, კბილებამდე შეიარაღებულებს, აირწინაღები უკე-
თიათ. უძრავად დგანან და მდუმარედ იცდიან.
„მახე! - თავზარდაცემულს თავში მხოლოდ ეს სიტ ყვა მიტრიალებს.
- მახეში გაგ ვაბეს!“
- ავიყვანეთ! - ამბობს ვიღაც რაციაში. ამის თქმა და ირგვლივ ყვე-
ლაფერი მოძრაობას იწყებს: ერთმანეთს უყვირიან, ხელებით რაღაცას
ანიშნებენ. პოლიციელები მოტოციკლეტებს ქოქავენ. ჰაერში გამონა-
ბოლქვის სუნი იფრქვევა. რაციების შიშინი ისმის...
- ათი-ოთხი, ათი-ოთხი. ავიყვანეთ.
- კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოცდათორმეტი კილომეტ-
რით... რაღაც თავშესაფარს ჰგავს.
- რაზმი 508 შტაბს...
ჩემ უკან ჯულიენი ოთხი კონტროლიორის გარემოცვაში დგას. ხელ-
ბორკილი მასაც დაადეს.
- ლინა! ლინა! - მესმის, როგორ მეძახის. ვცდილობ, უკან შევბრუნდე,
მაგრამ ჩემ უკან მდგარი კონტროლიორი ხელს მკრავს.
- წინ იარე! - მეუბნება და მიკვირს, რომ აირწინაღიდან ქალის დახ-
შული ხმა მესმის.
გზაზე მსუბუ ქი მანქანების ქარავანი დგას. მე და ჯულიენი სწორედ
ამ გზით მივ ყავართ. აქ უფრო მეტ პოლიციელსა და სპეცრაზმელს ვხე-
დავ. ზოგი კბილებამდე შეიარაღებულია, ზოგს სამოქალაქო ტანსაცმე-
ლი აცვია; მანქანებს მიყუდებულები ერთმანეთს ელაპარაკებიან და
პლასტმასის ჭიქებში ყავას სულის შებერვით აგრილებენ. მათ გვერდით
მიმათრევენ, მაგრამ მე არც ერთი არ მიყურებს. სიბრაზისგან თვალთ
მიბნელდება. მინდა, ყველას სახეში შევაფურთხო. ეს მათი ყოველ-
დღიური საქმიანობაა. საღამოს შინ წავლენ, თავიანთ მოწესრიგებულ
სახლებში, თავიანთ წესიერ ოჯახის წევრებთან და არც გაახსენდებათ ის
გოგო, რომელიც მათ თვალწინ, წივილ-კივილითა და ძალით, მოსაკლა-
ვად წაათრიეს.
გზაზე შავ „კადილაკს“ ვხედავ. გვერდით ჩავლისას ფანჯრიდან თეთ-
რი და ვიწროსახიანი თომას ფაინმენი გულგრილად მიყურებს. ხელის
გათავისუფლება რომ შემეძლოს, მუშტით ფანჯარას ჩავუმტვრევდი.
ვნახავდი ერთი, შუშის ნამსხვრევები სახეში რომ შეეყრებოდა, მაშინაც
ასე მშვიდად იჯდებოდა?
- აქეთ! - წინიდან ხელის ქნევით გვიხმობს პოლიციელი და პოლიცი-
ის ფურგონზე რაციით გვანიშნებს. გაპრიალებულ, თეთრ მანქანას დიდი
შავი ასოებით აწერია: „ნიუ-იორკის კორექციის, გამოსწორებისა და გან-
წმენდის განყოფილება“.
პორტლენდში ერთი ციხე გვქონდა, „კრიპტები“ ერქვა. იქ მთავრო-
ბას დამნაშავეები, „წინააღმდეგობის“ წევრები და გიჟები (რომელთა
უმეტესობა განკურნების პროცედურის შედეგად შეიშალა) ჰყავდა გა-
მომ წყვდეული, ნიუ-იორკსა და მის შემოგარენ ში კი ციხეების ქსელია. აქ
ციხეს ნკგგგ ჰქვია.
- აქეთ, ამ მხარეს წამოდით! - ახლა სხვა პოლიციელი გვეძახის სხვა
მანქანისკენ. წამით ყველა ჩერდება. ასეთი ქაოსი რეიდების დროსაც კი
არ მინახავს. აქ ძალიან ბევრი ხალხია და ძალიან ბევრი მანქანა. ირ-
გვლივ უამრავი რაცია შიშინებს. ხალხი ერთმანეთს უყვირის. კონტრო-
ლიორი და ერთ-ერთი სპეცრაზმელი იურისდიქციის საკითხებზე დავო-
ბენ.
თავი მტკივა. მზე თვალებს მჭრის. მხოლოდ კაშკაშა შუქს ვხედავ.
და მანქანებისა და მოტოციკლეტების ნაკადს, რკინის მდინარეს. მათი
გამონაბოლქვი ჰაერში იფრქვევა და გულისამრევი სუნი დგება.
უეცრად შიში მიპყრობს. არ ვიცი, ჯულიენს რა მოუვიდა. მას ვეღარ
ვხედავ, ჩემ უკან აღარ მოდის.
- ჯულიენ! - ვკივი. პასუხი არ ისმის, თუმცა, ჩემს ძახილზე ერთ--
ერთი პოლიციელი ტრიალდება, თავს აქნევს, ახველებს და ფეხებთან
მაფურთხებს.
უკან მომავალ ქალს ისევ ვეწინააღმდეგები. ვცდილობ, როგორმე ხე-
ლიდან დავუსხლტე, მაგრამ იგი თავისი კლანჭებით ისეა ჩაფრენილი,
რაც უფრო ვფხარკალებ, მით უფრო მაგრად მიჭერს.
- ჯულიენ! ჯულიენ!
პასუხს არავინ მცემს. გული ყელში მებჯინება. არა, არა, არა, არა.
ოღონდ ისევ ეს არა!
- კარგი, გეყოფა, იარე! - მესმის ქალის დახშული ხმა. იგი მომლოდი-
ნე მანქანის წინ ხელს მკრავს და წინ მიბიძგებს. ის კონტროლიორი, რო-
მელიც პროცესს ხელმძღვანელობდა, ახლა რაციით სწრაფად ლაპარა-
კობს. ჩემს წაყვანასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან რაღაცას
არკვევს. როცა ქალს ბრბოდან გავ ყავარ, კონტროლიორი ჩვენკენ არც
იხედება. რაც ძალი და ღონე მაქვს, აირწინაღიან ქალს ვებრძვი. იგი ხე-
ლებს ისე მაგრად მიჭერს, რომ ბე ჭები მტკივდება. ქალს თავი რომც და-
ვაღწიო, ბორკილდადებული მაინც ვერსად გავიქცევი.
თავზარდაცემულს ნერწყვის გადაყლაპვა მიჭირს. ჯულიენი უნდა
ვიპოვო. და უნდა გადავარჩინო.
ამ სასოწარკვეთილი ფიქრის მიღმა კი უფრო ძველი სიტ ყვები იმა-
ლება:
„ოღონდ ისევ ეს არა! ოღონდ ისევ ეს არა!“
- ჯულიენ! - ვკივი, მერე ფეხს უკან ვიქნევ და ქალს წვივში ვურ-
ტყამ. მესმის, როგორ იგინება და წამით მისი კლანჭები მეშვება, მაგრამ
იმავე წამს ხელებს ისე მაგრად მიგრეხს, რომ ტკივილისგან სუნთქვა
მეკვრის.
ნაბიჯით უკან ვიხევ. იქნებ, ხელები აღარ მეტ კინოს. სულის მოთქმას
ვცდილობ და თვალზე მომდგარ ცრემლს ძლივს ვიკავებ. უეცრად ქალი
წინ იხრება და მისი აირწინაღი ყურზე მედება.
- ლინა, - მეუბნება ჩურჩულით, - გთხოვ, არ მინდა, რამე გატ კინო. მე
თავისუფლებისთვის მებრძოლი ვარ.
ამ სიტ ყვების გაგონებაზე ადგილზე ვქვავდები. ეს თანამგრძნობები-
სა და სნეულების საიდუმლო კოდია. აღარ ვფართხალებ. ისიც ხელებს
ისე აღარ მიჭერს, თუმცა, ისევ წინ მივდივართ. მანქანების ქარავანს
გვერდს ვუვლით. ქალი სწრაფად მიდის. ეტ ყობა, ისეთი თავდაჯერებუ-
ლი ჩანს, ჩვენს გაჩერებას ან მისთვის ხელის შეშლას არავინ ცდილობს.
წინ, თხრილის გვერდზე, თეთრ ფურგონს ვხედავ. მასაც ნკგგგ აწე-
რია, თუმცა, ცოტა სხვანაირად. ასოები ოდნავ პატარაა, ოღონდ ამას
მხოლოდ მაშინ შენიშნავ, თუ კარგად დააკვირდები. გზიდან ვუხვევთ და
დაღრეცილი ლითონის ნაგ ლეჯებისა და ბეტონის ნანგრევების უკან
თვალს ვეფარებით.
ქალს ფურგონთან მივ ყავარ, ჯიბიდან გასაღებების ასხმას იღებს და
უკანა კარს აღებს. ცარიელ ფურგონ ში ბნელა და შიგნიდან მომჟავო სუ-
ნი გამოდის.
- შედი! - მეუბნება.
- სად მიგ ყავარ? - ვეკითხები. საკუთარი უმ წეობის შეგრძნება ბოღ-
მით მავსებს. რამდენიმე დღეა, ვერ გავრკვეულვარ, რა ხდება, თუმცა,
ვგრძნობ, რომ რაღაც დიდი, საიდუმლო შეთქმულების მონაწილედ მაქ-
ციეს.
- უსაფრთხო ადგილას, - მპასუხობს. აირწინაღიდანაც კი მის ხმაში
აღელვება მესმის. სხვა გზა არ მაქვს, უნდა ვენდო. ქალი ფურგონ ში ას-
ვლაში მეხმარება, თან მეუბნება, შემოტრიალდი, რომ ხელბორკილები
მოგხსნაო. რასაკვირველია, ვემორჩილები. მერე ზურგჩანთას შიგნით
მიგ დებს, კარს ხურავს და გასაღებით კეტავს. ხაფანგში ვარ. თუმცა, ეს
ჯობია იმას, რაც გარეთ მელოდება. ჯულიენზე ვფიქრობ და მუცელში
სპაზმი მივლის. ნეტავ, რას უზამენ? იქნებ...… წამით გულში იმედის ნა-
პერწკალი მიჩნდება,… იქნებ, არ დასაჯონ და მამამისის გამო უფრო
ლმობიერად მოექცნენ? იქნებ, იფიქრონ, რომ ეს შეცდომა იყო?
დიახ, ეს შეცდომა იყო - კოცნაც და ჩვენი სიახლოვეც.
თუ - არა?
ფურგონი იძვრის და მე იდაყვით იატაკზე ვეცემი. უსწორმასწორო
გზაზე მანქანა ჯანჯღარებს. გონებაში ჩვენი მიმართულების მარშრუტს
ვითვლი. ახლა ნაგ ვის გორასთან უნდა ვიყოთ; ნიუ-იორკში შემავალ
გვირაბთან ძველ რკინიგზის სადგურს ჩავუარეთ. ათ წუთში ვჩერდებით.
წინ მივხოხავ და ყურს კუპრივით შავად შეღებილ შუშას ვადებ, რომე-
ლიც ფურგონს მძღოლის სალონისგან ჰყოფს. ქალის ხმასთან ერთად კა-
ცის ხმაც მესმის. ალბათ, საზღვრის დაცვის თანამ შრომელს ელაპარაკე-
ბა.
ლოდინი საშინელებაა. ჩემი აზრით, ქალის უვს ბარათს შეამოწმებენ.
წამები წუთებად იქცევა, დრო იწელება. ქალი დუმს. შეიძლება უვს სის-
ტემა გადატვირთულია. მართალია, ფურგონ ში ცივა, მაგრამ ნერ-
ვიულობისგან იღლიები მიოფლიანდება.
ისმის კაცის ხმა, რაღაც ბრძანებას იძლევა. ძრავა დუმდება. მდუმა-
რება მოულოდნელია და შემაძრწუნებელი. მძღოლის კარი იღება და
იხურება. ფურგონი ოდნავ ირხევა.
ნეტავ, რატომ ჩავიდა? გონებას ვძაბავ: თუ იგი „წინააღმდეგობის“
წევრია, შეიძლება, ამოიცნეს და შეიპყრეს. ისინი მეც მიპოვიან. თუმცა,
აღარ ვიცი, რა უარესია - პოვნა თუ აქ, ამ ხაფანგში დარჩენა და
უჰაერობით ან შიმ შილით სიკვდილი. თანდათან სუნთქვა მიჭირს. ჰაერი
მძიმდება. კისერსა და კეფაზე სიმ წრის ოფლი მასხამს.
მძღოლის კარი იღება. ძრავა კვლავ იქოქება და მანქანა იძვრის.
შვებისგან ღრმად ვსუნთქავ, ლამის მეტირება. ვგრძნობ, რომ ჰოლანდის
გრძელ, ბნელ, ნესტიან გვირაბში ვართ. ჩვენ მაღლა მოლიცლიცე ნაც-
რისფერ წყალს წარმოვიდგენ და იმ წამსვე ჯულიენის თვალები მახსენ-
დება, რომლებიც ფერს ისე იცვლის, როგორც წყალი ირეკლავს სინათ-
ლეს.
ფურგონი პატარა ორმოში ვარდება, მეჩვენება, თითქოს კუ ჭი
მწყდება. ძირს ვეცემი, მერე კი, წამოჯდომისას, მაგისტრალის ხმაური
მესმის - სირენების კივილი, ვიღაცის სიგნალი... ნიუ-იორკში უნდა ვი-
ყოთ. ალბათ, სადაცაა, მანქანა გაჩერდება, მაგრამ ოციოდე წუთი გადის
და ჩვენ ისევ მივდივართ. მიუხედავად იმისა, რომ აირწინაღიანმა ქალ-
მა მითხრა, თქვენს მხარეს ვარო, მაინც მეშინია, რომ ფურგონის კარს
გააღებს და ციხეში მიკრავს თავს. ადგილის გამოცნობას აღარ ვცდი-
ლობ. ჭუჭყიან იატაკზე კნუტივით ვიკუნტები. ლოყაზე ვიბრაციას
ვგრძნობ. გული მერევა. ფურგონ ში ოფლისა და გაფუ ჭებული საჭმლის
სუნი დგას.
ბოლოს, როგორც იქნა, მანქანა სვლას ანელებს და ჩერდება. ვჯდები.
გული გამალებით მიცემს. საუბარი მესმის... ქალი რაღაცას ამბობს, სიტ-
ყვებს ვერ ვარჩევ. მერე ვიღაც პასუხობს, ყველაფერი კარგად არისო.
ხმამაღალი ღრჭიალიც მესმის - თითქოს ძველისძველი კარი გაიღო.
ფურგონი კვლავ იქოქება და დაახლოებით ათ მეტრს გადის. მერე კი
ჩერდება. მესმის, როგორ გადადის მძღოლი მანქანიდან. ყურადღებას
ვძაბავ და ზურგჩანთას ვებღაუჭები. ჩხუბისა და გაქცევისთვის ვემზა-
დები.
კარი გარეთ იღება. ფურგონიდან ფრთხილად გადმოვდივარ. ირ-
გვლივ ვიყურები და იმ წამსვე იმედგაცრუება მიპყრობს. მეგონა, რამდე-
ნიმე კითხვას მაინც გაეცემოდა პასუხი. მაგალითად, ვინ მომიტაცა და
რატომ? ამის ნაცვლად კი ცარიელ, ბეტონისკედლებიან და ფოლადის-
კოჭებიან შენობაში ვხვდები. ერთ-ერთ კედელში ვეება ორფრთიან კარს
ვხედავ, რომელშიც ფურგონი თავისუფლად შევა. მის მოპირდაპირე მხა-
რეს მეორე რკინის კარია, რომელიც ღია ნაცრისფრად არის შეღებილი.
კიდევ კარგი, ნათურები მაინც არის, რაც ნიშნავს, რომ ან ცივილიზე-
ბულ ქალაქ ში ვართ, ან მასთან ახლოს.
მძღოლი აირწინაღს იხსნის, თუმცა, მსუბუქ ნეილონის ქუდს, რო-
მელზეც პირის, ცხვირისა და თვალების ადგილზე ხვრელებია ამოჭრილი
- არა.
- სად ვართ? - ვეკითხები, მერე წელში ვიმართები და ცალ მხარზე
ზურგჩანთას ვიკიდებ. - ვინ ხარ?
არ მპასუხობს, თუმცა, ყურადღებით მაკვირდება. ქალს შტორმის
მომასწავებელი ღრუბლების ფერი თვალები აქვს. უეცრად იგი ხელს
სწევს, თითქოს უნდა, სახეზე შემეხოს. უკან ვხტები და ფურგონს ვეჯა-
ხები. ქალიც უკან იხევს და ხელს მუშტად კრავს.
- აქ დამელოდე, - მეუბნება. მერე ტრიალდება და იმ ორფრთიან
კარში გასვლას აპირებს, საიდანაც აქ მოვხვდით, მაგრამ მაჯაში ხელს
ვკიდებ.
- მითხარი, რა ხდება, - ვეუბნები. ნაცრისფერმა კედლებმა, ჩაკე-
ტილმა ოთახებმა, ნიღბებმა და თამაშებმა დამღალა. მე პასუხი მინდა, -
მითხარი, როგორ მიპოვე და ჩემს მოსაძებნად ვინ გამოგ გზავნა.
- მე შენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, - მეუბნება და ჩე-
მი ხელის მოშორებას ცდილობს.
- მოიხსენი ნიღაბი, - ვეუბნები. წამით მის თვალებში შიშს ვხედავ,
რომელიც მაშინვე უქრება.
- ხელი გამიშვი, - მეუბნება მშვიდად, თუმცა, მკაცრად.
- კარგი, მაშინ მე თვითონ მოგხსნი.
ხელი მისი ნიღბისკენ მიმაქვს. ქალი ხელზე ხელს მირტყამს. თუმცა,
ქსოვილის აწევას მაინც ვასწრებ და ყელზე, ყურიდან ბე ჭისკენ ვერტი-
კალურად ამოსვირინგებულ რიცხვებს ვხედავ - 5996. ნიღბის უფრო
მაღლა აწევას ვერ ვასწრებ, ქალი მაჯაში ხელს მკიდებს და ხელისკვრით
მიშორებს.
- გთხოვ, ლინა, - მეუბნება და მის ხმაში კვლავ აღელვებას ვგრძნობ.
- სახელს ნუ მეძახი.
„ამის უფლება არ გაქვს“.
ძალიან ვბრაზდები და ზურგჩანთას ვუქნევ, მაგრამ ის დროულად
იხრება. მეორე შეტევამდე ჩემ ზურგს უკან კარი იღება. სწრაფად ვტრი-
ალდები. ოთახში რეივენი შემოდის.
- რეივენ! - ვყვირი, მისკენ გავრბივარ და ვეხვევი. აქამდე ერთმა-
ნეთს არასოდეს ჩავხუტებივართ, მაგრამ ახლა რეივენი ამის უფლებას
მაძლევს. რამდენიმეწამიანი ჩახუტების მერე ის ღიმილით იხევს უკან.
- სალამი, პატარავ! - მეუბნება, ყელზე, ჭრილობაზე თითს მისვამს
და სახეზე მაკვირდება. - ცუდად გამოიყურები.
მის უკან, კარის წირთხლს ტეკი მიყრდნობია და თვალს ღიმილით
გვადევნებს. თავს ძლივს ვიკავებ, რომ მოსახვევად მასაც არ მივვარდე,
მაგრამ მერე გამოწვდილი ხელის ჩამორთმევას ვჯერდები.
- კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ლინა, - მეუბნება თბილი მზერით.
- ვერაფერს ვხვდები, - შვებით ვსუნთქავ. ისეთი ბედნიერი ვარ, ამის
სიტ ყვებით გამოხატვა მიჭირს, - როგორ მიპოვეთ? საიდან იცოდით, სად
ვიქნებოდი? მან არაფერი მითხრა... - უკან ვბრუნდები და ქალისკენ
თითს ვიშვერ, მაგრამ ის აღარ ჩანს. ალბათ, იმ კარიდან გავიდა.
- დამ შვიდდი, დამ შვიდდი, - იცინის რეივენი და მხარზე ხელს
მხვევს, - მოდი, ჯერ რამე ჭამე, კარგი? დაღლილი იქნები. ძალიან
დაიღალე, არა? - მეკითხება. ტეკს გვერდს ვუვლით და ღია კარში გავ-
დივართ. ჩემი აზრით, საწყობში ვართ. თხელი კედლებიდან სიცილი და
საუბარი მესმის.
- მომიტაცეს, - ვამბობ. ერთი სული მაქვს, ტეკს და რეივენს ყველა-
ფერი ვუამბო. ისინი გამიგებენ და ყველაფერს ამიხსნიან, - მიტინგის მე-
რე ჯულიენს ძველი გვირაბებისკენ ავედევნე. სამმა „ფასკუნჯმა“... ისინი
თავს დამესხნენ... ოღონდ, მგონი, ერთ-ერთი ადგ-ში მუშაობდა...
რეივენი და ტეკი ერთმენეთს შეთქმულებივით უყურებენ.
- მომისმინე, ლინა. ვიცით, რომ ბევრი გადაიტანე, მაგრამ გთხოვ,
დამ შვიდდი, კარგი? ახლა უსაფრთხოდ ხარ. ჭამე და დაისვენე, - მამ შვი-
დებს ტეკი.
ოთახში შევდივართ. დიდ, რკინის გასაშლელ მაგიდაზე ისეთი რაღა-
ცები აწყვია, რაც დიდი ხანია, არ მინახავს: ახალი ხილი და ბოს-
ტნეული, პური, ყველი. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მიმ-
ზიდველი სანახაობაა. ოთახში ყავის მძაფრი და გემრიელი არომატი
იფრქვევა.
თუმცა, ახლა ჭამისა და უსაქმურად ჯდომისთვის არ მცალია. ჯერ
ყველაფერი უნდა გავიგო. მინდა, მათაც გავაგებინო... „ფასკუნჯებზე“,
იმ ხალხზე, ვინც მიწის ქვეშ ცხოვრობს, ამ დილის რეიდსა და ჯულიენ-
ზე.
უეცრად ერთი აზრი მომდის: მათ შეუძლიათ ჯულიენის დახსნაში
დამეხმარონ!
- მაგრამ... - ვიწყებ, მაგრამ რეივენი მხარზე ხელს მადებს და მაწყვე-
ტინებს:
- ლინა, ტეკი მართალია. ჯერ უნდა მოღონიერდე. გზაში კი სალაპა-
რაკოდ უამრავი დრო გვექნება.
- გზაში? - ვეკითხები და ხან რეივენს ვუყურებ, ხან - ტეკს. ორივე
მიღიმის, მაგრამ რატომღაც მათი ღიმილი მაღიზიანებს. ზუსტად ისე
მიღიმიან, როგორც ექიმები ბავშვს ნემსის გაკეთების წინ.
„გპირდები, მხოლოდ წამით გეტ კინება...“
- ჰო, ჩრდილოეთით მივემგზავრებით, - მეუბნება რეივენი ძალიან
მხიარულად, - უკან, თავშესაფარში, მაგრამ, რასაკვირველია, ჩვენსაში -
არა. ზაფხულს უოტერბარის საზღვართან გავატარებთ. ჰანტერმა შეგ-
ვატ ყობინა, რომ ქალაქის საზღვართან დიდი თავშესაფარია, მეორე მხა-
რეს კი - ბევრი თანამგრძნობი...
ყველაფერი თავიდან მიფრინდება.
- მივემგზავრებით? - ვიმეორებ. რეივენი და ტეკი ისევ ერთმანეთს
უყურებენ. - ჩვენ ახლა ვერ წავალთ.
- სხვა გზა არ გვაქვს, - ამბობს რეივენი. ნელ-ნელა ვბრაზდები. იგი
ისეთი ტონთ მელაპარაკება, თითქოს ბავშვი ვიყო.
- არა, - უარის ნიშნად თავს ვაქნევ და ხელებს ვმუშტავ, - არა! ნუთუ
ვერ ხვდებით? მგონი, „ფასკუნჯები“ ადგ-სთან შეთანხმებით მუშაობენ,
მათ მე ჯულიენ ფაინმენთან ერთად მომიტაცეს, მერე კი მიწისქვეშა სა-
კან ში გამოგ ვამ წყვდიეს.
- ვიცით, - მეუბნება ტეკი. ისეთი გაბრაზებული ვარ, თავს ვეღარ ვი-
კავებ.
- მაღლა ამოსასვლელად გზის გაკვლევა ბრძოლით მოგ ვიხდა. მე ლა-
მის... ლამის მომკლეს. ჯულიენმა გადამარჩინა! - სიმძიმე მუცლიდან
ნელ-ნელა ყელისკენ ინაცვლებს. - მათ ჯულიენი წაიყვანეს და კაცმა არ
იცის, რას უზამენ. ალბათ, პირდაპირ ლაბორატორიაში წაათრევენ, ან
ციხეში უკრავენ თავს და...
- ლინა, - რეივენი მხრებზე ხელს მხვევს, - დამ შვიდდი.
მაგრამ მე ვერ ვმშვიდდები. შიშისა და სიბრაზისგან ერთიანად
ვცახცახებ. ტეკმა და რეივენმა ეს უნდა შეიგნონ. უნდა!
- რაღაც უნდა ვიღონოთ. მას უნდა დავეხმაროთ. უნდა...
- ლინა! - მაწყვეტინებს რეივენი მკაცრად და მანჯღრევს. - „ფასკუნ-
ჯებზე“ ყველაფერი ვიცით, გესმის? ვიცით, რომ ისინი ადგ-სთან თანამ-
შრომლობენ. ჯულიენის ამბებიც ვიცით და ქვემოთ რაც მოხდა, ისიც.
ყველა გვირაბის გამოსასვლელთან გეძებდით, თუმცა, გვეგონა, იქიდან
უფრო მალე ამოხვიდოდით.
ამის გაგონებაზე ვმუნჯდები. როგორც იქნა, რეივენი და ტეკი აღარ
იღიმებიან. ახლა ისინი სიბრალულით მიც ქერენ.
- რისი თქმა გინდა? - რეივენის ხელებს ვიშორებ და უკან ვიხევ. ტე-
კი მაგიდიდან სკამს აჩოჩებს, რომელზეც მოწყვეტით ვეცემი. არც ერთი
არ მპასუხობს. - ვერაფერს ვხვდები, - ვამბობ ხმადაბლა.
ტეკი ჩემ წინ ჯდება, საკუთარ ხელებს აშტერდება და დინჯად იწ-
ყებს:
- „წინააღმდეგობამ“ დიდი ხანია იცის, რომ ადგ „ფასკუნჯებს“ ფულს
უხდის. ახლაც, მიტინგზე თავდასხმის მოსაწყობად, ისინი მათ დაიქირა-
ვეს.
- კი, მაგრამ რატომ? რისთვის? - ისეთი შეგრძნება მეუფლება, თით-
ქოს ტვინზე ბუბკოს(წყალში გაქნილი და მოდუღებული ფქვილი.) სქე-
ლი ფენა მესვას. ფიქრები ერთმანეთში მერევა. მახსენდება ყვირილი,
სროლა, „ფასკუნჯების“ მოელვარე დანები.
- ოო, მიზანი ძალიან მნიშვნელოვანია, - იწყებს რეივენი. იგი გულ-
ხელდაკრეფილი დგას, - ზომბილენდში არავინ იცის, რომ „ფასკუნჯებ-
სა“ და სხვა სნეულებს შორის დიდი განსხვავებაა. ჩვენ მათთვის ერთნი
ვართ. „ფასკუნჯები“ მხეცებივით იქცევიან, ადგ კი მთელ ქვეყანას აჩვე-
ნებს, რა საშინელებაა განკურნების გარეშე სიცოცხლე და რაოდენ საჭი-
როა დელირიისგან ყველას დახსნა. სხვაგ ვარად სამყარო ჯოჯოხეთად
იქცევა. „ფასკუნჯები“ წყალს სწორედ მათ წისქვილზე ასხამენ.
- ჰო, მაგრამ... - მიტინგზე „ფასკუნჯების“ - მყვირალა, უსახური
ადამიანების - გამოჩენა მახსენდება, - ხალხი ხომ დაიღუპა...
- ორასი კაცი, - მპასუხობს ტეკი მშვიდად, თუმცა, თვალს ვერ მის-
წორებს, - ოცდაორი პოლიციელი, დანარჩენები კი - მშვიდობიანი მოქა-
ლაქეები. დახოცილი „ფასკუნჯების“ რაოდენობის გამოსაცხადებლად კი
თავი არც შეუწუხებიათ, - მხრებს იჩეჩს, - „ხანდახან საჭიროა, საზოგა-
დოების გაჯანსაღებას ვიღაც შეეწიროს“. გახსოვს ციტატა ადგ-ს სარეკ-
ლამო ბროშურიდან?
- გასაგებია, - ვამბობ. ხელები ისე მიკანკალებს, გასაჩერებლად სკამს
ვე ჭიდები. საღად აზროვნება ისევ მიჭირს, - კარგი. მაშ, ახლა რა უნდა
ვქნათ?
რეივენი თავჩაღუნული ტეკისკენ იყურება.
- ჩვენ უკვე გავაკეთეთ რაღაც, ლინა, - მეუბნება კვლავინდებურად
ისეთი ხმით, თითქოს ბავშვს ელაპარაკებოდეს. მკერდში რაღაც
მჩხვლეტს. ისინი ყველაფერს არ მეუბნებიან, რაღაცას მიმალავენ.
- ვერ ვხვდები, - ვამბობ აკანკალებული ხმით.
რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ტეკი ოხრავს, თავს რეივენის-
კენ აბრუნებს და ეუბნება:
- ხომ გითხარი, ის თავიდანვე საქმის კურსში უნდა ჩაგეყენებინა.
ხომ გეუბნებოდი, უნდა ენდო-მეთქი.
რეივენი დუმს. ნიკაპი უკანკალებს. უეცრად მიტინგამდე რამდენიმე
კვირის წინანდელი მათი კამათი მახსენდება.
„- ვერ ხვდები, რატომ არ შეიძლება ერთმანეთთან გულწრფელები
ვიყოთ. წესით, ჩვენ ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ.
- ტეკ, კარგად იცი, რომ ეს არარეალურია. ასე აჯობებს. უნდა მენ-
დო, - პასუხობს რეივენის მკაცრი ხმა.
- მე კი არა, მას შენ არ ენდ...…“
ისინი ჩემ გამო ჩხუბობდნენ.
- რის საქმის კურსში უნდა ჩავეყენებინე? - მკერდში ჩხვლეტა მწვა-
ვე ტკივილად იქცა.
- კარგი, უთხარი, - ეუბნება რეივენი ტეკს, - თუ ასე ძალიან გინდა,
რომ უთხრა, მე ხელს არ შეგიშლი, - ამატებს ცივად, თუმცა, მის ხმაში
შიშს ვგრძნობ. რეივენს ჩემი რეაქციის ეშინია.
- რა უნდა მითხრას? - მეტის ატანა აღარ შემიძლია. მომბეზრდა მა-
თი სანახევროდ ნათქვამი ფრაზები და იდუმალი გადახედვა.

ტეკი შუბლს ისრესს.


- კარგი, მისმინე, - იწყებს სწრაფად, თითქოს ერთი სული აქვს, რო-
დის იტ ყვის სათქმელს, - შენ და ჯულიენი „ფასკუნჯებს“ შემთხვევით
არ მოუტაციხართ. ეს შეცდომა კი არა, გეგმის ნაწილი იყო.
ტეკს სახეზე ნელ-ნელა ალმური ედება. მე გამ შრალ ტუჩებს ენით
ვისველებ.
- ვისი გეგმის? - ვკითხულობ, თუმცა, პასუხი ვიცი. საკუთარ კითხვას
პასუხს თვითონვე ვცემ. - ადგ-ს?
- ჩვენი, - მპასუხობს ტეკი.
ოთახში დუმილი ისადგურებს. ერთი, ორი, სამი, ოთხი. წამებს ვით-
ვლი. ღრმად ვსუნთქავ, თვალებს ვხუ ჭავ და ვახელ.
- რა თქვი?
ტეკი ერთიანად აჭარხლებულია.
- ჩვენი. „წინააღმდეგობის“.
უფრო ხანგრძლივი დუმილი წვება. პირი მიშრება.
- ვერ...… ვერ გავიგე.
ტეკი თვალს მარიდებს და მაგიდას ერთი კიდიდან მეორემდე თითებს
უსვამს.
- „ფასკუნჯებს“ ფული გადავუხადეთ, რომ ჯულიენი მოეტაცათ. უფ-
რო სწორად, „წინააღმდეგობამ“ გადაუხადა. ჩვენი ერთ-ერთი ხელ-
მძღვანელი „ფასკუნჯებს“ ადგ-ს აგენტად გაეცნო. ხომ იცი, „ფასკუნჯე-
ბი“ ფულისთვის ყველაფერს აკეთებენ. მართალია, ისინი ადგ-მ მოისყი-
და, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულ მათი ერთგულები იქნებიან.
- ჯულიენი მოეტაცათ,… - ვიმეორებ და ვგრძნობ, რომ სხეული მეყი-
ნება, - და მე?
ტეკი წამით ყოყმანობს.
- შენი მოტაცებისთვისაც გადავუხადეთ. „ფასკუნჯებს“ უთხრეს, რომ
ჯულიენს გოგო უთვალთვალებდა და მათ ორივეს მოტაცება დაევალათ.
- და ეგონათ, რომ ჩვენს სანაცვლოდ გამოსასყიდს მიიღებდნენ,… -
ვამბობ. ტეკი თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. მგონია, თითქოს უცხო
ენაზე ვლაპარაკობ, საკუთარი ხმა შორიდან მესმის, სუნთქვა მიჭირს. -
რატომ? - ვკითხულობ ქოშინით.
აქამდე რეივენი ერთ ადგილზე გაშეშებული იდგა და იატაკს დაშტე-
რებოდა, ახლა კი მოულოდნელად ხმამაღლა იწყებს:
- შენ საფრთხეში არ ყოფილხარ. ერთი წამითაც კი. „ფასკუნჯებმა“
იცოდნენ, შენთვის თითიც რომ დაეკარებინათ, ფულს ვერ მიიღებდნენ.
გვირაბში „ფასკუნჯების“ კამათი მახსენდება. ალბინოსს ვიღაც ედა-
ვებოდა, თავდაპირველ გეგმას მივ ყვეთო. ჯულიენის ცემით უსაფ-
რთხოების კოდების გაგება სცადეს. მოთმინებას კარგავდნენ. უნდოდათ,
ხელფასი მალე აეღოთ.
- ესე იგი, საფრთხეში არ ვყოფილვარ, არა? - ვეკითხები. თვალს
ვერც რეივენი მისწორებს. - კინაღამ...… კინაღამ მოვ კვდი! - სიბრაზის-
გან ვცოფდები. - თავს დაგ ვესხნენ! გვაშიმ შილეს! ჯულიენი ლამის ცე-
მით მოკლეს! თავის გადასარჩენად ბრძოლა მოგ ვიხდა…
- და შენ ეს შეძელი, - როგორც იქნა, რეივენი თვალებში მიყურებს.
მისი გაბრწყინებული თვალების დანახვაზე თავზარი მეცემა, - შენ მათ
თავი დააღწიე და სამ შვიდობოზე ჯულიენიც ამოიყვანე.
ენა მივარდება. ამ ყველაფრის აზრს ვხვდები და თითქოს ცეცხლი
მეკიდება. ვიწვი. ვიწვი. ვიწვი.
- ეს...… ეს გამოცდა იყო?
- არა, - მპასუხობს ტეკი მტკიცედ, - არა, ლინა. შენ უნდა შეიგნო.
გამოცდა მხოლოდ ნაწილი იყო, მაგრამ…...
მაგიდას ვშორდები და მათ ზურგს ვაქცევ. მინდა, მოვიკუნტო, ვიკივ-
ლო, რაღაცას მუშტი ვურტყა.
- შენ იმაზე მეტი გააკეთე, ვიდრე ველოდით,… ძალიან დაგ ვეხმარე.
თუმცა, ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ, რომ იქიდან უსაფრთხოდ ამოსუ-
ლიყავი. მიწის ქვეშ ჩვენი ხალხი გვყავს, რომლებსაც თქვენი დახმარება
დავავალეთ.
ვირთხისთვალა და კოინი. ახლა აღარ მიკვირს, რატომ დაგ ვეხმარ-
ნენ. მათ ამაში ფული გადაუხადეს.
ლაპარაკის თავი აღარ მაქვს. ნერწყვის ყლაპვა მიჭირს. ძალ-ღონეს
ვიკრებ, რომ არ წავიქცე. შეპყრობა, შიში, დაცვის წევრები, რომლებიც
მეტროში დახოცეს - ყველაფერი „წინააღმდეგობის“ ბრალია. ჩვენი
ბრალი. ეს გამოცდა იყო.
დუმილს ისევ რეივენი არღვევს, თუმცა, ამჯერად მის ხმაში სასო-
წარკვეთა იგრძნობა, თითქოს ვაჭარი მყიდველის დარწმუნებას ცდი-
ლობდეს.
- ლინა, შენ დიდი საქმე გაგ ვიკეთე. ვერც კი წარმოიდგენ, „წინააღ-
მდეგობას“ როგორ დაეხმარე.
- მე არაფერი გამიკეთებია, - ვახლი მკვახედ.
- შენ ყველაფერი გააკეთე. ჯულიენი ადგ-სთვის ძალიან მნიშვნელო-
ვანია. ის მათი ღირებულებების სიმბოლოა. ახალგაზრდული ფრთის
პრეზიდენტი. ექვსასი ათასი კაცის, განუკურნებელი ახალგაზრდების!
სისხლი მეყინება. თავს ნელა ვაბრუნებ. ტეკი და რეივენი იმედის
თვალით შემომყურებენ, თითქოს ელიან, რომ ამის გაგონება მესიამოვ-
ნება.
- ამ ყველაფერთან ჯულიენს რა კავშირი აქვს? - ვეკითხები.
რეივენი და ტეკი ისევ შეთქმულებივით უყურებენ ერთმანეთს, მაგ-
რამ ამჯერად მათი სათქმელის ამოცნობა აღარ მიჭირს.
- პირდაპირი, ლინა, - მპასუხობს და მაგიდასთან ტეკის გვერდით
ჯდება. ისინი მომთმენ მშობლებს ჰგვანან, მე კი მათი ჯიუტი და თავ ქა-
რიანი მოზარდი ვარ. ჩვენ გამოცდაზე ჩემს ჩაჭრაზე ვმსჯელობთ, - თუ
ჯულიენი ადგ-ს მიატოვებს, ან თუ მას გარიცხავენ…...
- უკეთესი იქნება, თუ ამას თავისი სურვილით გააკეთებს, - აწყვე-
ტინებს ტეკი, რეივენი კი ხელებს შლის, თითქოს მეკითხება, ახლა
გაიგეო? - მოკლედ, წამოვა თუ გამორიცხავენ, სულერთია! ეს ქვეყნის
მასშტაბით ყველა განუკურნებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მინიშ-
ნება იქნება, - განაგრძობს, - ისინი თავიანთ ლიდერს მიბაძავენ. შეიძ-
ლება დაფიქრდნენ, ვისი ერთგულება არჩიონ. მათი ნაწილი მაინც გაჰ-
ყვება ჯულიენს, ჩვენ კი შევძლებთ, ისინი გადმოვიბიროთ. დაფიქრდი,
ლინა. ეს საზოგადოების შეცვლის დასაწყისად იქცევა და თანდათან ვი-
თარება ჩვენს სასარგებლოდ შეიცვლება.
ვეღარ ვფიქრობ. თითქოს ტვინი გამეყინა. ესე იგი დილის რეიდიც
დაგეგმილი იყო. გული მიგრძნობდა, რომ მახე დაგ ვიგეს, რომ ყველაფე-
რი მოწყობილი იყო. მართალი აღმოვჩნდი. ყველაფერში „წინააღმდეგო-
ბის“ ხელი ერია. როგორც ჩანს, მათ პოლიციას და კონტროლიორებს
სატ ყუარა გადაუგ დეს. თავიანთი ერთ-ერთი თავშესაფრის ადგილსამ-
ყოფელი ჯულიენის ხაფანგში გასაბმელად გათქვეს.
მე კი მათ დავეხმარე. მერე შავი „კადილაკის“ ფანჯარაში თომას ფა-
ინმენის სახე მახსენდება: დაჭიმული, მოღუშული, მტკიცე, გულგრილი
მზერა. მახსენდება, რა მიამბო ჯულიენმა თავის უფროს ძმაზე - როგორ
ჩაკეტა მამამისმა დაჭრილი ბნელ სარდაფში. მხოლოდ მიტინგში მონა-
წილეობისთვის.
ჯულიენი კი ჩემს საწოლში იწვა. ვინ იცის, ამისთვის როგორ დაის-
ჯება.
თვალთ მიბნელდება. თვალებს ვხუ ჭავ და ალექსისა და ჯულიენის
სახეებს ვხედავ. როგორც სიზმარში, ახლაც ისინი ერთმანეთს ხან ერ-
წყმიან, ხან - ცალკევდებიან. ყველაფერი მეორდება და ისევ მე ვარ დამ-
ნაშავე.
- ლინა! - სკამის გაჩოჩების ხმა მესმის. რეივენი ჩემ გვერდზე ჩნდება
და მხრებში ხელს მკიდებს. - ცუდად ხარ?
- რამე ხომ არ მოგიტანოთ? - მეკითხება ტეკი.
რეივენის ხელებს ვიშორებ.
- მომ შორდი.
- ლინა, გთხოვ, მოდი, დაჯე ქი, - მეუბნება შემრიგებლური კილოთი.
- მომშორდი-მეთქი! - რეივენს ვშორდები, უკან ვიხევ, მაგრამ ფეხი
მერევა და სკამს ვეჯახები.
- წავალ, წყალს მოგიტან, - მეუბნება ტეკი, დგება და დერეფან ში გა-
დის. იქიდან ხმამაღალი საუბარი მესმის. მას ვიღაცები ესალმებიან. მე-
რე, კვლავ მდუმარება ისადგურებს.
ხელები ისე მიცახცახებს, მათი მუშტად შეკვრა მიჭირს, თორემ
რეივენს სიამოვნებით ვთხლეშდი.
რეივენი ოხრავს.
- მესმის, რატომაც ხარ ჩემზე გაბრაზებული. იქნებ, ტეკი მართალი
იყო და შენთვის თავიდანვე ყველაფერი უნდა გამემხილა, - მეუბნება
დაღლილი ხმით.
- შენ...… შენ გამომიყენე, - ვეუბნები გამ წარებული.
- შენ მითხარი, რომ ჩვენი დახმარება გინდოდა, - მიჭრის მკაცრად.
- ჰო, მაგრამ ასე არა.
- არჩევანი ფუფუნებაა, ლინა, ჩვენ ამის უფლება არ გაქვს, - რეივე-
ნი კვლავ მაგიდასთან ჯდება და ზედ ხელებს აწყობს, - ჩვენ ასე ვმუშა-
ობთ.
ვგრძნობ, რომ რეივენს უნდა, დამიყოლიოს, მეც მაგიდას მივუჯდე
და ყველაფერს შეგნებით მოვეკიდო, მაგრამ არ შემიძლია. ამას არ ვი-
ზამ!
- და ჯულიენი? - თავს ვაიძულებ, თვალი თვალში გავუყარო. რეივე-
ნი ცბება.
- ის შენი საზრუნავი აღარ არის, - რეივენს ხმა უმკაცრდება.
- მართლა? - უეცრად ისევ ვგრძნობ თმაზე ჯულიენის თითებს, მისი
მკლავების სითბოს, მესმის, როგორ მეუბნება ჩურჩულით: „მინდა, ვიცო-
დე. მინდა, ეს შენთან ერთად განვიცადო,“ - იქნებ მინდა, რომ ის ჩემი
საზრუნავი იყოს?
მე და რეივენი ერთმანეთს თვალს არ ვაშორებთ. ვხედავ, რომ მოთ-
მინების ფიალა ევსება. ტუჩებს მაგრად კუმავს. ძალიან ბრაზობს.
- შენ ვერაფერს გააწყობ, - მეუბნება, - ნუთუ ვერ ხვდები? ლინა
მორგან ჯონსი აღარ არსებობს. პუჰ! ის გაქრა. უკან დასაბრუნებელი გზა
მოჭრილია. მოჭრილი! შენ შენი მისია უკვე შეასრულე.
- ესე იგი ჯულიენს სასიკვდილოდ ან სამუდამო პატიმრობისთვის გა-
წირავთ?
რეივენი ისევ ოხრავს. ისე მიყურებს, როგორც ჭირვეულ, გათამამე-
ბულ ბავშვს.
- ჯულიენ ფაინმენი ადგ-ს ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტია,… -
იწყებს.
- ეგ კარგად ვიცი! - ვაწყვეტინებ მკვახედ. - თუ დაგავიწყდა, რომ
მასზე ყველა წვრილმანი შენ დამამახსოვრებინე? და მერე რა? დიად მი-
ზანს უნდა შეეწიროს?
რეივენი მდუმარედ მიყურებს. ეს თანხმობას ნიშნავს.
- თქვენც მათნაირები ხართ…, - ძლივს ვამბობ. სიბრაზისაგან კისრის
ძარღვები მებერება. ზიზღისგან გული მერევა. ესეც ადგ-ს ლოზუნგია:
„საყოველთაო სიჯანსაღისთვის ვიღაც მოკვდება“. ჩვენც მათ დავემსგავ-
სეთ.
რეივენი სკამიდან დგება და დერეფნისკენ მიემართება.
- თავს დამნაშავედ ნუ გრძნობ, ლინა, - მეუბნება. - ხომ იცი, რომ ეს
ომია.
- ნუთუ ვერ ხვდები? შენ ვერ მასწავლი, რას უნდა ვგრძნობდე და
რას - არა! - უკან ვუბრუნებ იმ სიტ ყვებს, რაც მან დიდი ხნის წინ,
მიაკოს გარდაცვალების მერე მითხრა.
რეივენი თავს აქნევს. მის სახეზე წამით სიბრალულს ვხედავ.
- შენ...… შენ ის… ჯულიენი მოგეწონა?
ხმას ვერ ვიღებ, მხოლოდ თავს ვუქნევ.
რეივენი დაღლილივით შუბლს ისრესს და კვლავ ოხრავს. გულში
იმედის ნაპერწკალი კრთება - მგონია, დამითმობს და დახმარებაზე დამ-
თანხმდება.
მაგრამ თავს რომ სწევს და თვალს მისწორებს, მის უემოციო სახეს
ვხედავ.
- ხვალ ჩრდილოეთში მივემგზავრებით, - მიცხადებს და ჩვენი საუბა-
რი მთავრდება.
ჩვენი მიზნის გამო ჯულიენი დაისჯება. ჩვენ კი, ბედნიერები, მომა-
ვალ გამარჯვებაზე ვიოცნებებთ. გამარჯვებაზე, რომელიც ისე მალე მო-
ვა, როგორც ნისლიანი, მეწამული განთიადი.
***

მთელი დღე თითქოს ბურუსში ვარ. ოთახიდან ოთახში დავ ყიალებ.


ვიღაცები მიღიმიან და ელოდებიან, რომ რამეს ვეტ ყვი, მაგრამ მე მათ
არ ვიცნობ, ამიტომ საუბარს თავს ვარიდებ და ოთახიდან გავდივარ.
ესენი, ალბათ, „წინააღმდეგობის“ წევრები არიან. მხოლოდ ერთს ვცნობ.
იგი ტეკის ტოლია. ნაგავსაყრელის სამალავში ახალი საბუთები მან მოგ-
ვიტანა. იმ ქალს ვეძებ, ვინც აქ მომიყვანა, მაგრამ მას არც ჰგავს და არც
მასავით ლაპარაკობს ვინმე.
საუბარს ვაყურადებ. ვიგებ, რომ ნიუ-იორკის ჩრდილოეთით, დაახ-
ლოებით ოცდათხუთმეტი კილომეტრის მანძილზე, ქალაქ უაიტ პლეინ-
ზის სამხრეთით ვართ. როგორც ჩანს, ელექტროენერგიას ამ ქალაქს ვპა-
რავთ. შუ ქი, რადიო და ელექტროყავადანიც კი გვაქვს. ერთ-ერთი ოთა-
ხი კარვებითა და საძილე ტომრებით არის სავსე. ტეკმა და რეივენმა
ისინი წასაღებად მოამზადეს. არ ვიცი, „წინააღმდეგობის“ რამდენი წევ-
რი შემოგ ვიერთდება. ალბათ, ვიღაცები აქ დარჩებიან. ოთახში დასაკე-
ცი მაგიდისა და სკამების გარდა, საწოლებიც დგას. აქ სხვა ავეჯი არ
არის. რადიო და ელექტროყავადანი პირდაპირ იატაკზე დგას, ერთმა-
ნეთში ახლართულ ელექტროსადენებში. რადიო მთელი დღე ჩართუ-
ლია. სადაც უნდა წავიდე, თხელ კედლებში მისი ხმა ყველგან მესმის.
„ჯულიენ ფაინმენი… - ადგ-ს ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტი
და ორგანიზაციის თავმჯდომარის ვაჟი…...“
„… დაავადების მსხვერპლია...…“
ყველა რადიოსადგური ერთსა და იმავე ახალ ამბავს აცხადებს.
„…დღეს აღმოაჩინეს...…“
„…ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება...…“
„ჯულიენი… თანამდებობიდან გადადგა და უარს აცხადებს განკურ-
ნების...…“
ერთი წლის წინ ამ ამბავს არც გამოაცხადებდნენ. ამას ზუსტად ისე
მიჩქმალავდნენ, როგორც მისი ძმის გარდაცვალებას. საჯარო რეესტრი-
დან მასზე ინფორმაციას ნელ-ნელა ამოიღებდნენ და გააქრობდნენ, მაგ-
რამ ინციდენტების მერე ბევრი რამ შეიცვალა. რეივენი ერთ რამეში არ
ცდება: ეს ომია და მხარეებს სიმბოლოები სჭირდებათ.
„…ნიუ-იორკის კონტროლის კომიტეტის სასწრაფო ყრილობა…...
მყისიერი განაჩენი...… სასიკვდილო ინიექციის შეყვანა დაინიშნა ხვალ,
დილის ათ საათზე...…“
„ზოგს მიაჩნია, რომ ეს სასტიკი განაჩენია. …საზოგადოება ილაშ-
ქრებს ადგ-სა და ნკგგგ-ს წინააღმდეგ...…“
ვითრგუნები. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს დროსა და სივ-
რცეში ვშეშდები. ვეღარაფერს ვგრძნობ. სიბრაზემ გადამიარა. აღარც
სინდისი მქენჯნის. უგრძნობი გავხდი. ჯულიენი ხვალ მოკვდება. და ამა-
ში მათ მე დავეხმარე.
ყველაფერი დაგეგმილი იყო და იმაზე ფიქრი, რომ განკურნების
პროცედურა მისთვის ისედაც მომაკვდინებელი იქნებოდა, ვერაფერი
ნუგეშია. მცივა. ვიყინები. არ მახსოვს, მაგრამ ალბათ, ვიღაცამ ჟაკეტი
მომცა, რადგან ტანზე ახლა სწორედ ის მაცვია. მაგრამ მაინც ვერ ვთბე-
ბი.
„…თომას ფაინმენი ოფიციალურ განცხადებას...…“
„…კონტროლის კომისიის გადაწყვეტილებას ზურგს ადგ უმაგრებს….
ამბობენ, რომ… ამერიკის შეერთებულ შტატებში კრიტიკული მდგომა-
რეობაა, ჩვენ ვეღარ ვიქნებით შემ წყნარებლები მათ მიმართ, ვინც ჩვენ-
თვის ზიანის მოყენებას ცდილობს,… ჩვენ უნდა შევ ქმნათ პრეცედენტი...
…“
ადგ და ამერიკის შეერთებული შტატები თავს სულგრძელობის უფ-
ლებას ვეღარ მისცემენ. „წინააღმდეგობა“ მეტისმეტად გაძლიერდა. ორ-
განიზაციამ ფესვები გაიდგა მიწის ქვეშ, გვირაბებში, თხრილებსა და
ბნელ, ნესტიან ადგილებში. იქ, სადაც მათ ვერ მისწვდებიან.
მთავრობამ გადაწყვიტა, ჭკუა გვასწავლოს. ისინი საჯაროდ დაგ-
ვსჯიან.
ვახშმობისას თავს ძალას ვატან, რომ ორიოდე ლუკმა გადავ ყლაპო.
რეივენისა და ტეკისკენ გახედვა მიჭირს, მაგრამ ისინი ჭამას გულის
მოლბობად მითვლიან. მეტისმეტად მხიარულობენ და ხმაურობენ. სუფ-
რასთან „წინააღმდეგობის“ სხვა ოთხ-ხუთ წევრს რაღაც ამბებს უყვები-
ან. თხელ კედლებში რადიოს შიშინი შხამიანი გველის სისინივით აღ-
წევს.
„…ჯულიენს და თომას ფაინმენს აღარაფერი განუცხადებიათ… ...“
ნავახშმევს გარეთ გავდივარ. მთავარი შენობის პირდაპირ, თხუთმე-
ტიოდე მეტრის იქით, დაბზარულ ბეტონზე პატარა ფარდული დგას. ეს
პირველი შემთხვევაა, როცა მთელი დღე გარეთ ვარ. პირველად შემიძ-
ლია, ირგვლივ მიმოვიხედო და ყველაფერი დავათვალიერო. ძველ, საწ-
ყობის მსგავს ნაგებობაში ვართ. იგი მიხვეულ-მოხვეული, ასფალტიანი
გზის ბოლოში აუშენებიათ. გზის ორივე მხარეს ტყეა. ჩრდილოეთით ქა-
ლაქის სინათლეებს ვხედავ. უაიტ პლეინზი. სამხრეთით, საღამოს შე-
ვარდისფრებულ ცაზე, სინათლის გვირგვინი ელვარებს. ეს ნიუ-იორკია.
შვიდი საათი იქნება, კომენდანტის საათისთვის ელექტროენერგიის გა-
თიშვამდე ჯერ ადრეა. სადღაც ამ სინათლეებით გაბდღვრიალებულ სახ-
ლებსა და ხალხში ჯულიენია. ნეტავ, შეშინებულია? ჩემზე ფიქრობს?
ცივი ქარი ქრის, მაგრამ გამდნარი თოვლისა და მიწიდან თავამოყო-
ფილი გაზაფხულის მახარობლების სურნელი მოაქვს. ბრუკლინ ში ჩვენი
ბინა მახსენდება, რომელიც ახლა, ალბათ, აჭედილია, ან კონტრო-
ლიორებითა და პოლიციელებით არის სავსე. როგორც რეივენმა თქვა,
ლინა მორგან ჯონსი მკვდარია. მის ადგილს ახალი ლინა დაიკავებს,
ზუსტად ისე, როგორც ყოველ გაზაფხულზე ხე, რომელიც გამხმარი ტო-
ტებს ნაცვლად ახალს იყრის. ნეტავ, ამჯერად ვინ იქნება?
მკერდში რაღაც ბასრი მერჭობა. ძალიან ბევრი რამე და ვინმე დავ-
თმე. ძველი ცხოვრება თავზე ჩამომექცა, თუმცა, მისი ნანგრევებიდან
მაინც გამოვძვერი. ყველა საყვარელი ადამიანი დავ კარგე: დედაჩემი,
გრეისი, ჰანა, ალექსი...
ახლა კი ჯულიენსაც ვკარგავ.
მე არ მინდა, ასეთი ლინა ვიყო.
სადღაც, ჩამოწოლილ ბინდში ჭოტის კივილი მესმის და განგაშის სი-
რენას მაგონებს. და სწორედ ახლა, როგორც ბეტონის კედელი შენდება
აგურ-აგურ, ისე იზრდება ჩემი თავდაჯერება. მე არ მინდა, ასეთი ვიყო.
მე ტევრში ამიტომ არ გავ ქცეულვარ; იქ ალექსს იმისთვის არ წავუყვა-
ნივარ, რომ ჩემს საყვარელ ხალხს ზურგი ვაქციო, ისინი ღობის მიღმა
დავმარხო, მერე კი მათ საფლავებთან გამოვცხადდე და რეივენივით
უფრო ულმობელი და სასტიკი გავხდე. ასე ზომბები იქცევიან.
მე ასე არ მოვიქცევი! ასე ცხოვრებას აღარ ვაპირებ. ისედაც ბევრი
რამ დავთმე.
ჭოტი კვლავ კივის. ახლა უფრო მკაფიოდ და ხმამაღლა. მე კი ნელ--
ნელა ყველაფერს უფრო ნათლად ვხედავ და ვგრძნობ: ტოტების რხევას,
სხვადასხვა სურნელს, სადღაც შორს, გზატ კეცილზე, ძრავას გუგუნს,
რომელიც ხან ახლოდან ისმის, ხანაც - შორიდან.
სატვირთო მანქანაა. აქამდე მხოლოდ ვუსმენდი, არაფერზე ვფიქ-
რობდი, მაგრამ ახლა აზრი მიჩნდება: გზატ კეცილიდან შორს არ უნდა
ვიყოთ. ჩვენ აქ ნიუ-იორკიდან მოვედით, ესე იგი უკან დაბრუნებაც შე-
იძლება.
რეივენი არ მჭირდება. არც ტეკი. საბედნიეროდ, აღარც ლინა მორ-
გან ჯონსი მჭირდება, რომელიც, რეივენის თქმით, მოკვდა.
***

საწყობში შევდივარ. რეივენი დასაკეც მაგიდასთან ზის და ნაჭრის


ტომსიკებში საკვებს ანაწილებს. მათ ზურგჩანთებზე მივიბამთ, ღამღა-
მობით კი ხეებზე დავ კიდებთ, რომ ცხოველებმა არ შე ჭამონ.
ასეთია გეგმა.

- ჰეი! - მიღიმის მეტისმეტად მეგობრულად. მთელი საღამო ასე მექ-


ცევა. - კარგად დანაყრდი?
კი-მეთქი, თავს ვუქნევ.
- დიდი ხანია, ასე ნოყივრად არ მიჭამია, - ვპასუხობ. არ შემიძლია,
არ ვუკბინო. რეივენი კრთება. მაგიდას ვეყრდნობი. ჩაის ტილოზე გასაშ-
რობად პატარა, კარგად გალესილი დანებია გაშლილი.
რეივენს ცალი მუხლი მკერდთან მიაქვს.
- მომისმინე, ლინა. ბოდიში, რომ ადრე არ გითხარი. მეგონა, რომ ასე
უკეთესი იქნებოდა.
- და გამოცდაც უფრო ობიექტური, - ვამატებ. რეივენი თავს სწრა-
ფად სწევს. წინ ვიწევი და ხელს დანის ტარს ვადებ.
რეივენი ოხრავს და განზე იხედება.
- ვიცი, ახლა როგორ გძულვართ, - იწყებს, მაგრამ სიტ ყვას ვაწყვე-
ტინებ.
- სულაც არ მძულხართ, - წელში ვიმართები, დანას შეუმჩნევლად
ვიღებ და უკანა ჯიბეში ვიდებ.
- მართლა? - წამით რეივენი, თავის ასაკთან შედარებით, უმცროსს
ემსგავსება.
- მართლა, - ვუდასტურებ. იგი ამჯერად გულწრფელად მიღიმის, -
მაგრამ არც ის მინდა, შენ დაგემსგავსო.
რეივენს სახიდან ღიმილი იმ წამსვე უქრება. უეცრად ვაცნობიერებ,
რომ მას უკანასკნელად ვხედავ. მკერდში ძლიერ ტკივილს ვგრძნობ. არ
ვიცი, რეივენი ოდესმე მიყვარდა თუ არა, მაგრამ მან მე ტევრში ახალი
სიცოცხლე მაჩუ ქა. ის ჩემი დედაც იყო და დაც. მისი დაკარგვაც ძალიან
გამიჭირდება.
- ოდესმე გაიგებ, - მპასუხობს და ვიცი, რომ სჯერა, რასაც ამბობს.
თვალებგაფართოებული მიც ქერის, სურს, გავუგო. მისი აზრით, ხალხი
დიად მიზნებს ეწირება, მშვენიერება გვამებზე აღმოცენდება.
მაგრამ ეს მისი ბრალი არ არის. არამც და არამც! რეივენი, დიდი ხა-
ნია დაკარგულია, იგი უფრო და უფრო ღრმად ეფლობა მიწაში და თავს
იმარხავს. ნამდვილი რეივენის ნაწილები ყველა მიმართულებითაა გა-
ფანტული, მისი გული კი გაყინული მდინარის პირას, პატარა გოგონას
სხეულთან დარჩა. გაზაფხულის დადგომისას ამ სხეულს ადიდებული
მდინარე წაიღებს.
- იმედია, ვერა, - ვპასუხობ, რაც შემიძლია, თბილად და ასე ვემ შვი-
დობები.
***

დანას ზურგჩანთაში ვდებ და „ფასკუნჯების“ საწყობიდან მოპარუ-


ლი პირადობის მოწმობების პატარა შეკვრას ვამოწმებ. გამომადგება.
საძინებელ ოთახში ერთ-ერთი საწოლიდან ქარგაუმტარ ქურთუკს ვი-
ღებ. ხვალ, მგზავრობისთვის გამზადებული პატარა ნეილონის ზურგჩან-
თიდან რამდენიმე გრანოლის ბატონსა და ექვს ბოთლ წყალს ვიპარავ.
ზურგჩანთა მიმძიმდება. „უჯბს“-ს ვიღებ. ის აღარასოდეს დამჭირდება.
ბევრი რაღაცის წაღებას ვერ ვბედავ. თუ ჯულიენის გათავისუფლება
მოვახერხე, ხანგრძლივი სირბილი მოგ ვიწევს და კაცმა არ იცის, თავშე-
საფრამდე როდის მივაღწევთ.
ოთახიდან სწრაფად გამოვდივარ და ავ ტოსადგომზე გამავალ კარს
ვუახლოვდები. გზად ერთადერთი მაღალი, გამხდარი, ჟღალთმიანი
ახალგაზრდა კაცი მხვდება, რომელიც ერთხელ თვალს შემავლებს და
ჩემკენ აღარც იხედება. თავის დაპატარავება და სხვებისთვის უჩინრად
ქცევა პორტლენდში ვისწავლე. გვერდს ვუვლი იმ ოთახს, რომელშიც
„წინააღმდეგობის“ წევრები, და ტეკიც, რადიოს უსმენენ, გულიანად
იცინიან და საუბრობენ. ვიღაც სახელდახელოდ შეხვეულ სიგარეტს ეწე-
ვა. ვიღაც კარტს ჩეხავს. ტეკის კეფას ვხედავ და გულში მასაც ვემ შვი-
დობები.
საწყობიდან გარეთ გამოვდივარ. დაღამებულა. მორჩა. თავისუფალი
ვარ.
სამხრეთით, ნიუ-იორკის ცა ისევ განათებულია. კომენდანტის
საათისა და ელექტროენერგიის გამორთვამდე ჯერ ადრეა. მხოლოდ
ქვეყნის უმდიდრეს ადამიანებს, მთავრობის წევრებს, მეცნიერებსა და
თომას ფაინმენის მსგავს გავლენიან ხალხს მიუწვდებათ ხელი ულიმიტო
ელექტროენერგიაზე.
გზატ კეცილისკენ მივრბივარ. დროდადრო ვჩერდები და მანქანების
ხმას ვაყურადებ. ირგვლივ მდუმარებაა. უკუნ სიბნელეში ჭოტი თუ
დაიკივლებს ან გზად პატარა ცხოველები გადამირბენენ. გზატ კეცილი
თითქმის ცარიელია. ალბათ, ამ გზაზე მხოლოდ სატვირთო მანქანები
დადიან.
მოულოდნელად, მიზანთან ვარ. აი, ისიც - ბეტონის გრძელი და წყა-
ლუხვი მდინარე, რომელსაც ამომავალი მთვარის ვერცხლისფერი შუ ქი
ანათებს. სამხრეთით ვტრიალდები და სვლას ვანელებ. პპირიდან
ორთქლს ვუშვებ. ჰაერი ცივი და სუფთაა, ყოველ შესუნთქვაზე ფილ-
ტვებს მიწვავს, მაგრამ ეს სასიამოვნოც კია.
გზატ კეცილი ჩემგან მარჯვნივაა. შორიახლო მივუყვები, მაინც
ვფრთხილობ. გზის გასწვრივ არაერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტია და
პატრულს ხელში არ უნდა ჩავუვარდე.
მანჰეტენის ჩრდილოეთ საზღვრამდე ოცაათი-ოცდათორმეტი კილო-
მეტრი იქნება. დრო დამთრგუნველად მიიზლაზნება. ჩემი ვარაუდით,
სანამ წინ ქალაქის სასაზღვრო ბეტონის კედელს დავინახავ, ექვსი
საათი გადის. სწრაფად ვერ მივდივარ. არც ელექტროფარანი მაქვს და
მთვარეც ხშირად იკარგება მსხვილი ხეების ჩახლართულ, მსხვილ ტო-
ტებში, რომლებიც ხელის მტევნის ჩონჩხს მაგონებს. ზოგჯერ გზას ხე-
ლის ცეცებით ვიკვლევ. საბედნიეროდ, მარჯვნივ გზის მბჟუტავი განათე-
ბა ორიენტაციის შენარჩუნებაში მეხმარება. ის რომ არა, დარწმუნებუ-
ლი ვარ, დავიკარგებოდი.
პორტლენდს გარს იაფფასიანი ცხაური ერტყა და ამბობდნენ, შიგ
ძაბვა გადისო, ნიუ-იორკი კი ბეტონის კედლებით შემოუსაზღვრავთ და
მათ ზემოთ მავთულხლართები გაუყოლებიათ. კედლებში შიგადაშიგ სა-
მეთვალყურეო კოშკებიც ჩაუშენებიათ, ამ კოშკებზე კი - პროჟექტორე-
ბია, რომლებიც ტევრის მხარეს ანათებს. საზღვრიდან დაახლოებით ას
ორმოცდაათიოდე მეტრში ვარ, ხეებს შორის სინათლეების ციმციმს ვხე-
დავ. გაფაციცებული წელში ვიხრები და გზატ კეცილისკენ ნელა მივიწევ.
არა მგონია, საზღვრის ამ მხარეს აკონტროლებდნენ, მაგრამ ამ ბოლო
დროს იმდენი რამ შეიცვალა, გამორიცხული არაფერია.
სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
გზიდან დაახლოებით ხუთ მეტრში გრძელი არხია. არხში ვხტები,
დამპალი ფოთლების ხალიჩაზე ვწვები და წინ მივცოცავ. თუ გზატ კე-
ცილს პატრული აკონტროლებს, გზიდან მაინც ვერ შემამჩნევენ. არხში
ალაგ-ალაგ დაგუბებული წვიმის წყალი ჟაკეტს მისველებს. როგორც კი
მანჰეტენზე აღმოვჩნდები, მყუდრო ადგილის მოძებნა და ტანსაცმლის
გამოცვლა მომიწევს. ქუჩებში სველმა რომ ვიარო, ყურადღებას მივიქ-
ცევ, თუმცა, ამაზე მერე ვიფიქრებ.
სატვირთოს ძრავის გუგუნის გაგონებამდე დიდი ხანი გადის. მისი
ფარების შუ ქი უკუნ სიბნელეს აპობს და გზაზე თხელ ბურუსს ფანტავს.
უშველებელი, თეთრი სატვირთო, რომელსაც ცნობილი ხილ--
ბოსტნეულის ქსელის ლოგო ახატია, გვერდს მივლის და საზღვართან
ჩერდება. იდაყვებზე ვიწევი. ტრასა გრძელ ვერცხლისფერ ენას ჰგავს,
რომელიც ბეტონის კედელში იკარგება; შესასვლელში მასიური რკინის
ჭიშკარი ჰკიდია. როგორც კი სატვირთო ჩერდება, საგუშაგოდან ორი მუ-
ქი სილუეტი გამოდის. პროჟექტორების შუქზე მხოლოდ თოფიან შავ
ლანდებს ვარჩევ. შორს ვარ და არ მესმის, რაზე ლაპარაკობენ. ალბათ,
მძღოლის საბუთებს ამოწმებენ. ერთ-ერთი ყარაული სატვირთოს გარ-
შემო უვლის. თუმცა, ძარას არ ხსნის, ისე ამოწმებს, ზერელედ. ყა-
რაულის მხრიდან ასეთი დაუდევრობა სწორედ ხელს მაძლევს.
მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში კიდევ ხუთი სატვირთო
მანქანა შედის ქალაქ ში. ყველაფერს ვაკვირდები. ყოველ ჯერზე ერთი
და იგივე მეორდება. გამონაკლისი მხოლოდ ერთი სატვირთოა, რომელ-
საც „EXXონ“ აწერია. მას თავიდან ბოლომდე ამოწმებენ. შესაფერის მო-
მენტს ველოდები და თან გონებაში ყოველ წვრილმანს ვითვალისწინებ.
როცა გზატ კეცილი ცარიელდება და მთვარეს დიდი, თეთრი ღრუბელი
ეფარება, საზღვარზე ხოხვით გადავდივარ. კედელს ათიოდე მეტრში ვუ-
ახლოვდები თუ არა, ძირს ვწვები და სულგანაბული ველოდები. უკვე
ისე ახლოს ვარ, სატვირთოების შესამოწმებლად საგუშაგოდან გამოსუ-
ლი დარაჯების სახეებს კარგად ვხედავ და საუბრის ნაწყვეტებიც მეს-
მის. ისინი მძღოლებს პირადობის მოწმობის, ლიცენზიისა და რეგისტრა-
ციის მოწმობის წარდგენას სთხოვენ. შემოწმების პროცედურა სამი--
ოთხი წუთი გრძელდება. სწრაფად უნდა ვიმოქმედო.
საწვიმარ ქურთუკზე თბილი რაღაც უნდა ჩამეცვა, თუმცა, ამასაც
თავისი სიკეთე აქვს - სიცივე ჩათვლემის საშუალებას არ მაძლევს.
როცა მოქმედებაზე გადასვლის შანსი მეძლევა, მზე თხელი და მუ ქი
ღრუბლებიდან ნელ-ნელა გამოდის. პროჟექტორები ჯერ ისევ ანთია,
თუმცა, განთიადის დადგომისას მათი შუ ქი ისეთი თვალისმომჭრელი
აღარ არის.
რკინის ჭიშკრის წინ ნაგ ვის მანქანა გრუხუნით ჩერდება. ერთ მხარეს
რკინის კიბე აქვს. მიწაზე გართხმული თითებს ვუ ჭერ ქვას, რომელიც
მანამდე არხში ვიპოვე. ხელ-ფეხი ისეთი გათოშილი მაქვს, ხელს რამ-
დენჯერმე ვშლი და ვმუ ჭავ.
ერთი ყარაული იარაღით ხელში მანქანას გარს უვლის, მეორე კი
მძღოლის ფანჯარასთან დგას, მომუშტულ ხელებს საკუთარი ამონასუნ-
თქით ითბობს და მძღოლს სავალდებულო კითხვებს უსვამს.
- საიდან მოდიხარ? სად მიდიხარ?
ფეხზე ვდგები და ხეებს შორის სწრაფად შევრბივარ. ვცდილობ, ფე-
ხი მხოლოდ სველ და უკვე გათელილ ფოთლებს დავადგა. მარჯვენა
ხელში ქვა მიჭირავს. გული ისე სწრაფად მიცემს, სუნთქვა მიძნელდება.
ყარაულები ჩემგან ხუთიოდე მეტრის იქით დგანან, შეიძლება - უფრო
ახლოც. ეს ჩემი ერთადერთი შანსია.
კედელს რომ ვუახლოვდები, კარგად ვუმიზნებ და ერთ-ერთ პროჟექ-
ტორს ქვას ვესვრი. აფეთქების ხმა ისმის, შუ ქი ქრება და შუშის ნამ-
სხვრევები ძირს ცვივა. ყარაულები ტრიალდებიან, მე კი მაშინვე უკან
გავრბივარ.
- ეს რა ჯანდაბაა? - ამბობს ერთ-ერთი და დაზიანებული პროჟექ-
ტორისკენ თოფმომარჯვებული გარბის. გულში ვლოცულობ, რომ მას
მეორე ყარაულიც მიჰყვეს. კაცი ყოყმანობს, თოფი მარცხენა ხელიდან
მარჯვენაში გადააქვს და მიწაზე აფურთხებს.
„მიდი! მიდი! მიდი!“ - ვამბობ გულში.
- აქ დამელოდე, - ეუბნება ბოლოს მძღოლს და პროჟექტორისკენ
აბოტებს.
ესეც ჩემი შანსი! ყარაულები კედლიდან ათიოდე მეტრის მოშორე-
ბით, დამსხვრეულ პროჟექტორის ნათურას დაჰყურებენ, მე კი ამასობა-
ში ნაგ ვის მანქანას მძღოლის საპირისპირო მხრიდან ვეპარები. წელში
ვიხრები, რომ მძღოლმა სარკეში ვერ დამინახოს. ოციოდე საზარელი
წამი მოშიშვლებულ გზაზე ვდგავარ, ირგვლივ არც ხეა, არც - ბუჩქი,
რომ დამმალოს. სწორედ ამ დროს მახსენდება, ალექსმა ტევრში პირვე-
ლად რომ წამიყვანა. მახსოვს, მაშინ თავი როგორი უმ წეო და დაუცვე-
ლი მეგონა, როგორ მეშინოდა რკინის ღობეზე გადაძრომის; ისეთი შეგ-
რძნება მქონდა, თითქოს გამატ ყავეს და გამომ შიგნეს.
ოთხი მეტრი, სამი მეტრი, ორი მეტრი. რკინის კიბეზე მივძვრები. გა-
ყინული რკინა ხელებს მწვავს. მაღლა ვძვრები თუ არა, მაშინვე მუცელ-
ზე ვწვები ჟანგიან და სკინტლიან სახურავზე. ნაგ ვის მანქანა ისეთი ძვე-
ლია, გარედანაც კი ნაგ ვის გულისამრევი სუნი ასდის. ხველა რომ არ
ამიტ ყდეს, თავს ვატრიალებ და ცხვირს ქურთუკის სახელოში ვრგავ. სა-
ხურავი ოდნავ ჩაზნე ქილია, გარშემო კი დაახლოებით ხუთი სანტიმეტ-
რი სიმაღლის ზღუდე აქვს შემოვლებული. იმედი მაქვს, მანქანა რომ
დაიძვრება, სახურავიდან არ გადავვარდები.
- ჰეი! - ეძახის მძღოლი ყარაულებს. - შემიშვებთ თუ არა? მე ჩემი
გრაფიკი მაქვს.
არც ერთი არ პასუხობს. ფეხის ხმის გაგონებამდე საუკუნე გადის.
- კარგი, შედი, - ეუბნება ბოლოს ერთ-ერთი.
რკინის ჭიშკარი ჟღარუნით იღება. ნაგ ვის მანქანა იქოქება. როცა იგი
სიჩქარეს უმატებს, უკან ვსრიალდები, მაგრამ ხელ-ფეხს ვფარჩხავ და
თავის შესაკავებლად რკინის ზღუდეს ვაჭერ. ზემოდან რომ ვინმემ და-
მინახოს, უზარმაზარი ზღვის ვარსკვლავა ვეგონები. სუსხიანი ქარი
თვალებს მიწვავს. მდინარე ჰადსონის სურნელს ვგრძნობ. ახლოს ვარ.
მარცხნივ, ტრასის კვეთაზე უკვე ქალაქია: დიდი ფირნიშები, ბილბორ-
დები, გაუქმებული ლამპიონები, მოიასამნისფრო-მონაცრისფრო ფასა-
დებიანი მახინჯი საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც ამომავალი
მზის ფონზე ნაცემ, ჩალურჯებულ სახეებს მახსენებს.
ნაგ ვის მანქანა გზაზე მიხრიგინებს. მთელი ძალით ვცდილობ, სახუ-
რავიდან არ ჩამოვვარდე. აუტანელი სიცივეა. ისეთი შეგრძნება მეუფ-
ლება, თითქოს სახესა და ხელებში ათასობით ნემსი ერთდროულად მერ-
ჭობა. აცრემლებულ თვალებს ვხუ ჭავ. დღე ღრუბლიანი იქნება. ჰორი-
ზონტზე წითელ ელვარებას ტყვიისფერი ღრუბლები ნელ-ნელა ისრუ-
ტავს. ცრის. წვიმის ყოველი წინ წკალი კანზე შუშის ნატეხივით მერჭო-
ბა. მანქანის სახურავი სველდება. მოჭიდება უფრო და უფრო მიჭირს.
საბედნიეროდ, მალე ნაგ ვის მანქანა სიჩქარეს ანელებს და გზიდან
გადადის. ადრიანი დილაა. ქუჩებში მდუმარება მეფობს. მრავალსართუ-
ლიანი საცხოვრებელი კორპუსები ზემოდან დამცქერიან. საჩვენებელ
თითებს ჰგვანან, თითქოს ცაში რაღაცას მაჩვენებენ. ღია ფანჯრებიდან
საჭმლის სუნი გამოდის. და კიდევ - ნავთისა და შეშის ღუმლის. გარშემო
მილიონობით ადამიანია.
აი, ჩემი გაჩერებაც.
ნაგ ვის მანქანა შუქნიშანთან ჩერდება თუ არა, კიბეზე სწრაფად ვეშ-
ვები, ქუჩას ვათვალიერებ, ვრწმუნდები, რომ არავინ მითვალთვალებს
და ტროტუარზე მსუბუ ქად ვხტები. ნაგ ვის მანქანა კი გზას განაგრძობს.
ხტუნვით ვცდილობ გათოშილი ფეხის თითების ამოძრავებას, მომუშ-
ტულ ხელებს ამონასუნთქი ჰაერით ვითბობ. სამოცდამეთორმეტე ქუჩა.
ჯულიენი ჩარლზ სტრიტზე ცხოვრობს, ეს ქუჩა კი აქედან კარგა შორსაა,
ქალაქის ცენტრში. დღის სინათლის მიხედვით თუ ვიმსჯელებ, შვიდი
საათი უნდა ხდებოდეს. შეიძლება, ცოტა მეტიც. ღრუბლების გამო დრო-
ის უფრო ზუსტად განსაზღვრა მიჭირს. ასე ჩაცმული ავ ტობუსში ასვლას
ვერ გავრისკავ. სულ სველი და ტალახიანი ვარ.
უკან, უესტ საიდზე ვბრუნდები და კარგად მოვლილი პარკის ბილიკს
მივუყვები, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, მდინარე ჰადსო-
ნის პარალელურად იჭიმება. აქ ხალხს ადვილად დავემალები. წვიმიან
დღეს, ამ დილაუთენია, პარკში სეირნობას არავინ დაიწყებს. დაღლი-
ლობისგან თვალები მეწვის. ფეხებს ძლივს ვდგამ.
მაგრამ ყოველი ნაბიჯი ჯულიენსა და ნამდვილ ლინასთან მაახლო-
ებს.
ფაინმენების სახლის ფოტოები ახალ ამბებში მინახავს. როგორც კი
უესტ ვილიჯის ვიწრო ქუჩების კვეთამდე ვაღწევ, ჯულიენის სახლს ად-
ვილად ვცნობ. თომას ფაინმენის უცნაური არჩევანი. ეს კვარტალი მთე-
ლი მანჰეტენისგან განსხვავდება. კვლავ წვიმს. სპორტული ფეხსაცმელი
შიგნიდანაც მისველდება. შეუძლებელია, ფაინმენების სახლი სხვა რო-
მელიმე სახლში შეგეშალოს. ამ კვარტალში ის ყველაზე დიდია და თა-
ნაც, მხოლოდ მას აქვს შემორტყმული მაღალი გალავანი. ყავისფერ, სუ-
როშემოხვეულ რკინის ჭიშკარში გაჭირვებით ვხედავ ბილიკს, რომელიც
ატალახებულ შიდა ეზოს შუაზე ჭრის. ქუჩაში ვსეირნობ, სახლს ვუთ-
ვალთვალებ, მაინტერესებს, შიგნით რა ხდება, მაგრამ ფანჯრები ჩაბნე-
ლებულია. თუ ჯულიენს დაცვის წევრები დარაჯობენ, ისინი შიგნით იქ-
ნებიან. ფაინმენების გალავანზე უხამსი წარწერის დანახვა მსიამოვნებს.
„მკვლელო“ - ვკითხულობ და ვრწმუნდები, რომ რეივენი მართალი იყო:
„წინააღმდეგობა“ დღითი დღე იზრდება და ძლიერდება.
კვარტალს კიდევ ერთ წრეს ვუვლი. ამჯერად მთელ ქუჩას გულმოდ-
გინედ ვაკვირდები, შემთხვევით გამვლელებს, ცნობისმოყვარე მეზობ-
ლებს, სავარაუდო სირთულეებსა და უკან დასახევ გზებს ვსწავლობ. არა
უშავს, თავიდან ფეხებამდე რომ ვსველდები, წვიმის მაინც მადლობელი
ვარ, იგი საქმეს მიადვილებს. წვიმის გამო ხალხი ქუჩაში გამოსვლას
ერიდება.
ფაინმენების რკინის ჭიშკარს ვუახლოვდები და ვცდილობ, საკუთარ
მღელვარებას ყურადღება არ მივაქციო. ვხედავ ელექტროპანელს, პაწა-
წინა, თხევადკრისტალურ ეკრანს, რომელიც პინკოდის შეყვანას ით-
ხოვს. წამით, მიუხედავად წვიმისა და მღელვარებისა, რომლისგანაც
გულს ბაგაბუგი გააქვს, თავს ვერ ვიკავებ და მას მონუსხულივით ვაშ-
ტერდები. ამ დახვეწილი ნივთების სამყაროში ყველაფერს ელექ ტრო-
დანადგარები და დისტანციური მართვის ხელსაწყოები აკეთებს, ნახევა-
რი ქვეყანა კი წყვდიადსა და სიდუხჭირეში, სიცხესა და სიცივეში ცხოვ-
რობს და ელოდება, როდის გადაუგ დებენ ხელისუფალნი რამეს, ზუსტად
ისე, როგორც ძაღლები ელოდებიან პატრონების ვახშმის ნარჩენებს.
პირველად მომდის აზრად, რომ შეიძლება ამ კედლების, საზღვრების,
პროცედურებისა და სიცრუის მიზანი სწორედ ეს არის. ეს მუშტის მოჭე-
რას ჰგავს. ეს ლამაზი სამყარო კი მუშტის პატრონს ეკუთვნის.
სიძულვილი მემატება და ძალიან მიხარია - ის ახლა შეიძლება გა-
მომადგეს კიდეც.
ჯულიენმა მითხრა, რომ მის ოჯახს, თუ პინკოდი დაავიწყდა, ჭიშ-
კრის შესასვლელთან მინიშნებები აქვს დატოვებული. პირველი სამი
რიცხვის გამოცნობა არ მიჭირს. ვიღაცას ჭიშკრის თავზე ლითონის პა-
ტარა ფირფიტა მიუმაგრებია, რომელზეც „უჯბს“-ის ციტატებია ამოტ-
ვიფრული: „ბედნიერია ის, ვისაც საცხოვრებელი აქვს; ბრძენია ის, ვინც
არჩეული გზიდან არ გადაუხვევს; ნეტარია ის, ვინც სიტ ყვას ემორჩილე-
ბა.“
ეს ცნობილი ფსალმუნია, იგი „მაგ დალინას წიგნიდან“ არის ამოღე-
ბული. „საძიებლის“ ეს ნაწილი ძალიან კარგად ვიცი. მაგ დალინა ჩემი
სრული სახელია. წიგნი ზეპირად ვიცი, მასში დედაჩემის ფარულ მინიშ-
ნებებს ვეძებდი, პასუხს კითხვაზე, რატომ მიმატოვა.
წიგნი მე-9, ფსალმუნი მე-17, კლავიატურაზე 917-ს ვკრეფ. თუ მარ-
თალი ვარ, ერთადერთი რიცხვი რჩება. ის-ისაა, რიცხვი ვარაუდით უნ-
და ავ კრიფო, რომ ჩემს ყურადღებას რაღაც იპყრობს. შესასვლელი კა-
რის ზემოთ ქარი ადგ-ს ლოგოიან თეთრი ქაღალდის ოთხ ფარანს აქანა-
ვებს. ერთ-ერთი, სადაცაა, თოკს მოსწყდება; ფარანი წინ და უკან ირწე-
ვა და შესასვლელ კარს რიტმულად ეხეთქება. რომ არა ადგ-ს ლოგო,
ფარნები ბავშვების დაბადების დღისთვის დამზადებული დეკორაცია
გეგონება, მაგრამ გალავნის ზემოთ ისინი სრულიად უადგილო ჩანს.
მინიშნება. ესეც მინიშნება უნდა იყოს.
9174. საკეტი ტკაცუნით იღება. შიგნით ვარ.
წინა ეზოში სწრაფად ვიპარები და ჭიშკარს სწრაფად ვხურავ. ხუთი
სართული და სარდაფი; ფარდები ჩამოფარებულია. ბნელა. მთავარ შე-
სასვლელ კარს არც ვეკარები. ის დაკეტილი იქნება და თუ სახლში დაც-
ვაა, ისინი უეჭველად შესასვლელში იქნებიან. სახლს გვერდიდან ვუვლი
და ბეტონის კიბეს ვაწყდები, რომელსაც დეფორმირებულ ხის კართან
მივ ყავარ. სარდაფში შესასვლელი. აგურის კედელში პატარა ფანჯარაა.
აქედან შიგ შეხედვას შევძლებდი, მაგრამ მასზე ხის დარაბებია აკრული.
შიგნით შესვლა ბრმად მომიწევს. გულში ვლოცულობ, რომ დაცვას არ
გადავეყარო.
კარი დაკეტილია, მაგრამ სახელური ძველია და მოფამფალებული.
მისი გაღება არ უნდა გამიჭირდეს. მუხლებზე ვდგები და დანას ვიღებ.
ერთხელ ტეკმა მაჩვენა, როგორ შეიძლება სამართებლის წვრილი თა-
ვით საკეტის გაღება - რა იცოდა, რომ მე და ჰანამ ეს წლების წინ დავამ-
ხეცეთ - ჰანას მშობლები ნამცხვრებსა და ტკბილეულს დაკეტილ განჯი-
ნაში მალავდნენ. კარსა და წირთხლს შორის ვიწრო სივრცეში დანის
წვერს ვყოფ. რამდენიმეწამიანი გადატრიალება-გადმოტრიალება და
საკეტის ენა შეიწია. კლიტე გაიღო. დანას ქურთუკის ჯიბეში ვიდებ
(მარჯვედ უნდა მქონდეს), ღრმად ვსუნთქავ, კარს ვაწვები და სახლში
შევდივარ.
სარდაფში უკუნი სიბნელეა. თავდაპირველად სარეცხის სუნს
ვგრძნობ, ლიმონისარომატიანი პირსახოცებისა და მშრალი ზეწრების
სურნელს. მერე კი უცნაურ სიჩუმეს ვამჩნევ. კარს ზურგით ვეყრდნობი
და სიბნელეს თვალს ვაჩვევ. ნივთების კონტურები თავისით იკვეთება.
კუთხეში სარეცხ და საშრობ მანქანებს ვხედავ. ოთახში სარეცხის თოკე-
ბია გაბმული.
ნეტავ, ჯულიენის ძმა აქ იყო გამომ წყვდეული? ნეტავ აქ, სიმარტო-
ვეში, ბეტონის იატაკზე მოკუნტულმა, სველი ზეწრების ქვეშ დალია სუ-
ლი? ამ სურათს თავიდან სწრაფად ვიგ დებ. სიბრაზე მხოლოდ ზღვრამ-
დეა სასარგებლო. თუ იგი მრისხანებაში გადაიზარდა, სახიფათოა.
ღრმად ვსუნთქავ. ვგრძნობ, რომ სარდაფში მარტო ვარ.
თოკზე გაფენილი მამაკაცის საცვლების ქვეშ ვძვრები. უნებურად
ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი შეიძლება ჯულიენის იყოს.
უცნაურია, როგორ მუშაობს ტვინი ასეთ რთულ ვითარებაში. ეტ ყო-
ბა, ყურადღების გასაფანტავად იგი ასეთ წვრილმანებზე ერთვება.
საშრობის უკან პატარა საკუჭნაოა, რომელშიც ფხვნილები აწყვია.
საკუჭნაოს მიღმა კი ვიწროსაფეხურებიანი ხის კიბეა, რომელიც პირველ
სართულზე ადის. კიბეზე ფრთხილად ვიპარები. ძველი კიბე მორყეულია
და შეიძლება, აჭრიალდეს.
კიბის თავში კარია. ვჩერდები და ვაყურადებ. სახლი დუმს. ავი წი-
ნათგრძნობისგან თმა ყალყზე მიდგება. ეს რაღაც ხაფანგია. ყველაფერი
მეტისმეტად იოლად გამომდის, არადა, სახლში ყარაულები და კონტრო-
ლიორები უნდა იყვნენ. ნაბიჯების ხმა და ხმადაბალი საუბარი უნდა ის-
მოდეს. ამ სამარისებურ მდუმარებას ყველაფერი სჯობს.
მაგრამ როგორც კი კარს ვაღებ და დერეფან ში გავდივარ, იმ წამსვე
ყველაფერს ვხვდები. უკვე წასულან. დავიგ ვიანე. მათ ჯულიენი დილა-
ადრიან წაიყვანეს და ახლა სახლი ცარიელია.
და მაინც, ყველა ოთახს ვამოწმებ. ნელ-ნელა შიში მიპყრობს. დავიგ-
ვიანე. ის წაიყვანეს. ყველაფერი დასრულდა. ახლა ჩემი შიშის დათ-
რგუნვა მხოლოდ მოძრაობას შეუძლია. უხმაუროდ დავდივარ მოფარ-
დაგებულ სართულებზე, ოთახებში, ვიხედები კარადებში, თითქოს რო-
მელიმედან სასწაულებრივად ჯულიენი გამომეცხადება.
ვამოწმებ სასტუმრო ოთახსაც, სადაც გაპრიალებული ავეჯის სურ-
ნელი დგას. ფანჯრებზე მძიმე ფარდებია ჩამოფარებული, გარედან ვინ-
მემ რამე რომ არ დაინახოს. სამზარეულო და სასადილო ოთახი ისეა მი-
ლაგებული, თითქოს არასდროს იყენებენ. სააბაზანოში ლავანდის მძაფ-
რი სურნელი დგას. ერთ პატარა ოთახში ვეება ტელევიზორს ვხედავ.
არც კი მეგონა, ასეთი თუ არსებობდა. კაბინეტი ადგ-ს ბროშურებითა და
განკურნების პროპაგანდისტული ბუკლეტებით არის სავსე. დერეფანს
მივუყვები და კიდევ ერთ კარს ვაწყდები. ჯულიენის მონაყოლი მახსენ-
დება - მამას მეორე კაბინეტიც აქვსო. ეს, ალბათ, აკრძალული წიგნების
ოთახია.
ზემოთ სამი საძინებელია. ეტ ყობა, პირველში არავინ ცხოვრობს,
მასში იდეალური წესრიგი და ობის სუნი დგას. იმ წამსვე ვხვდები, რომ
ეს ჯულიენის უფროსი ძმის ოთახი უნდა იყოს, რომელსაც მისი გარდაც-
ვალების მერე აღარავინ ეკარება.
ჯულიენის ოთახს რომ ვუახლოვდები, ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ვი-
ცი, რომ ეს მისი ოთახია. ოთახში მისი სუნი დგას. იგი აქ პატიმარავით
ჰყავდათ გამომ წყვდეული, მაგრამ წინააღმდეგობის კვალს ვერ ვხედავ.
ლოგინიც კი გასწორებულია. თეთრ და მწვანეზოლებიან თეთრეულზე
ღია ცისფერი გადასაფარებელია გადაფარებული.
წამით სურვილი მიჩნდება, მის ლოგინზე დავწვე და ავ ტირდე. საბა-
ნი ტანზე ისე შემოვიხვიო, როგორც თავშესაფარში მისი მკლავები მეხ-
ვეოდა. ჯულიენის კარადის კარი ოდნავ ღიაა. თაროებზე გახეხილი ჯინ-
სის შარვლები და პერანგები აწყვია. ეს აკურატულობა და წესრიგი მა-
გიჟებს. თავდაყირა მდგარ სამყაროში, იქ, სადაც ომი და დაპირისპირება
მძვინვარებს, ხალხი კარადებში ტანსაცმლის კოხტად დაკიდებას, შარ-
ვლების დაკეცვასა და ლოგინების გასწორებას ახერხებს.
ჯულიენის ოთახის გვერდით უფრო დიდი ოთახია. იქ რამდენიმე
სანტიმეტრის დაშორებით ორი საწოლი დგას. ეს ყველაზე დიდი საძინე-
ბელია. უეცრად, საწოლის თავზე დიდ სარკეში საკუთარ ანარეკლს ვხე-
დავ და ვკრთები. რამდენიმე დღეა, სარკეში არ ჩამიხედავს. ფერმკრთა-
ლი და გამხდარი ვარ, ღაწვებზე კანი დამჭიმვია. ნიკაპი ტალახით მაქვს
დასვრილი. ტანსაცმელიც. სველი, აფუებული თმა დამხვევია. გეგონება,
საგიჟეთიდან გამოქცეულაო.
მისის ფაინმენის ტანსაცმელში ვიქე ქები. ქიშმირის სვიტერსა და შავ
ჯინსის შარვალს ვპოულობ. შარვლის სარტყელი ფართო მაქვს, მაგრამ
ქამარს ვიკეთებ თუ არა, წელზე თითქმის მერგება. მერე ზურგჩანთიდან
დანას ვიღებ, მაისურში ვახვევ და ქურთუკის ჯიბეში ვიდებ. ჩემს ძველ
ტანსაცმელს ბურთივით ვახვევ და ფეხსაცმლის თაროს უკან ვტენი. სა-
წოლის გვერდით, ტუმბოზე საათს ვუყურებ. ცხრის ნახევარია.
პირველი სართულისკენ მიმავალი, დერეფან ში წიგნის კარადას ვხე-
დავ. ბოლო თაროზე ფაიფურის მამალი დგას. არ ვიცი, რატომ, მაგრამ
მოულოდნელად დაუოკებელი სურვილი მიპყრობს, გავიგო, კიდევ ინა-
ხავს თუ არა თომას ფაინმენი თავისი მეორე კაბინეტის გასაღებს ამ მა-
მალში. მართალია, მისმა ვაჟმა სამალავს მიაგნო, მაგრამ არა მგონია,
გასაღების ადგილი შეეცვალა. დარწმუნებული ვარ, ფიქრობდა, რომ და-
უნდობლად ცემა ჯულიენს ჭკუას ასწავლიდა. თომას ფაინმენი გასა-
ღებს, ალბათ, ძველ სამალავში შეინახავდა, რათა ვაჟი გამოეცადა. და
როცა ჯულიენი ამ სულელურ ნივთს დაინახავდა, მომხდარი გაახსენდე-
ბოდა და კიდევ ერთხელ ინანებდა თავის საქციელს.
წიგნის კარადა არც ისე დიდია. არც ბოლო თაროა მიუწვდომელი.
დარწმუნებული ვარ, ახლა ჯულიენი მამალს იოლად მისწვდებოდა, მე
კი მის ჩამოსაღებად პატარა მრგვალ სკამზე შედგომა მიხდება. როგორც
კი ფაიფურის ფრინველს ჩემკენ ვწევ, მის მუცელში რაკუნის ხმა მესმის.
მამალს თავს ვხდი და გასაღებს ვიღებ.
სწორედ ამ დროს ფეხის ხმა და ვიღაცის ლაპარაკი მესმის.
- დიახ, დიახ, ზუსტად.
გული მიჩერდება. ეს თომას ფაინმენის ხმაა. დერეფნის ბოლოში, შე-
მოსასვლელი კარის სახელური ამოძრავდა. როგორც ჩანს, საკეტს გასა-
ღებს არგებს.
ინსტინქტურად გასაღებიანად სკამიდან ვხტები და კაბინეტის ჩაკე-
ტილ კარს ვუახლოვდები. რამდენიმე წამი მჭირდება, რომ გასაღები სა-
კეტს მოვარგო. უეცრად ორი საკეტის ხმა მესმის და ადგილზე ვქვავდე-
ბი. თავზარდაცემული ვხვდები, რომ შემოსასვლელი კარი შემოიღო.
- ჯანდაბა! - პაუზა. - არა, მიჩ, შენ არ გეუბნები. რაღაც დამივარდა.
ალბათ, ტელეფონზე ლაპარაკობს. ნივთის ასაღებად რამდენიმე წამი
სჭირდება, მე კი ამასობაში აკრძალული კაბინეტის კარს ვაღებ, შიგნით
ვიპარები და კარს სწორედ მაშინ ვხურავ, როცა შემოსასვლელი კარი
იხურება. გულს ბაგაბუგი გაუდის.
დერეფან ში ფეხის ხმა ისმის. კარს ვშორდები. ისეთი შეგრძნება მე-
უფლება, თითქოს თომას ფაინმენი ყნოსვით მომაგნებს. ოთახში შუ ქი
ბჟუტავს. ფანჯრებზე დაშვებული მძიმე ხავერდის ფარდებიდან ოთახში
დღის ნაცრისფერი შუ ქი იპარება. ერთმანეთზე დახვავებული წიგნები
და ხელოვნების ალბომები სპირალის ტოტემებივით ჭერამდე აღწევს.
მაგიდას ვეჯახები, სწრაფად ვტრიალდები და სანამ ძირს ხმაურით
დაეცემა, მძიმე, ტყავისყდიან დიდ წიგნს ვიჭერ.
ფაინმენი კაბინეტის კართან ჩერდება. ლამის გული წამივიდეს. ხე-
ლები მიკანკალებს.
არც კი მახსოვს, ფაიფურის მამალს თავი დავახურე თუ არა.
„გთხოვ, გთხოვ, გთხოვ, წადი!“ - ვიმეორებ გულში.
- აჰა, - ის ლაპარაკს აგრძელებს. მკაცრი, უხეში და ცივი ხმა აქვს.
ადგ-ს მიტინგებზე და რადიოინტერვიუების დროს ასეთი ხმა არ აქვს
ხოლმე, - დიახ. ზუსტად ათზე. უკვე გადაწყდა.
ჩუმდება.
- ასეა თუ ისე, სხვა გზა არ გვაქვს, ხომ ასეა? შენი აზრით, აპელაციის
შეტანა რომ ვცადო, ივარგებს? - ამატებს.
კიბეზე ადის. გულზე ოდნავ მეშვება, თუმცა, ადგილიდან დაძვრას
ისევ ვერ ვბედავ. მგონია, კიდევ რაღაცას დავეტაკები და წიგნების გო-
რას დავშლი. ამიტომ გაქვავებული მანამდე ვდგავარ, სანამ კიბეზე ჩა-
მავალი თომას ფაინმენის ნაბიჯების ხმას არ გავიგონებ.
- ავიღე, - ამბობს. მისი ხმა შორიდან მესმის. ალბათ, მიდის, - მეთ-
ვრამეტე და მესამოცე. „ნორთისტერნ მედიკალი“.
მერე მესმის მთავარი შემოსასვლელი კარის დაკეტვის ხმა და კვლავ
მარტო ვრჩები.
განძრევამდე კიდევ რამდენიმე წუთს ვიცდი. მინდა, დავრწმუნდე,
რომ მარტო ვარ, რომ თომას ფაინმენი აღარ დაბრუნდება. ხელები ისე
გამიოფლიანდა, წიგნს თავის ადგილზე ძლივს ვდებ. ეს არის ენციკლო-
პედიის მსგავსი გამოცემა, ყდაზე სახელწოდება ოქროსფერი ასოებით
აწერია. უეცრად ვხედავ, რომ მაგიდაზე ზუსტად მისი მსგავსი სხვა წიგ-
ნებიც აწყვია. „ნიუ-იორკის აღმოსავლეთი სანაპირო - ტერორისტები,
ანარქისტები, პროვოკატორები“ - წერია ერთ-ერთი წიგნის ყუაზე.
თითქოს ვიღაცამ მუცელში მუშტი მთხლიშა. წელში ვიხრები და
წიგნებს კარგად ვაკვირდები. არა, ეს წიგნები კი არა, ჟურნალებია. ამე-
რიკის შეერთებული შტატების ყველაზე საშიშ და გამოუსწორებელ დამ-
ნაშავეთა ჩამონათვალი, რომელიც ტერიტორიისა და ციხის სისტემის
მიხედვით არის განაწილებული.
აქაურობას უნდა გავეცალო. დრო აღარ ითმენს. ჯულიენი უნდა ვი-
პოვო. მართალია, მას ვეღარ ვუშველი, მაგრამ მაინც უნდა ვცადო. მაგ-
რამ მისი პოვნის, მისი სახელის მოძებნის სურვილი ისეთი დაუოკებე-
ლია, თავს ვერ ვერევ. უნდა დავრწმუნდე, რომ მისი სახელი ამ სიაშია.
დედაჩემი მეექვსე განყოფილებაში თორმეტი წელი ჰყავდათ გამოკეტი-
ლი. „კრიპტების“ ამ ნაწილში, სიკვდილმისჯილთა საკნებში, „წინააღ-
მდეგობის“ ყველაზე საშიში წევრები და პოლიტიკური აგიტატორები
ჰყავდათ გამომ წყვდეული.
არ ვიცი, ამაზე რაღატომ ვღელავ. დედაჩემმა იქიდან გაქცევა შეძ-
ლო. მან კედელში გვირაბი გათხარა და საკნიდან გაძვრა. ახლა იგი თა-
ვისუფალია. დედას სიზმრებში ვხედავ. იგი ტევრში მირბის, ამინდი ყო-
ველთვის მზიანია, ბუნება ყვავის, საკვები კი მუდამ უხვადაა.
და მაინც, მისი სახელი უნდა ვიპოვო.
„აღმოსავლეთი სანაპირო - მენი, კონექტიკუტი“. მის მოსაძებნად
დიდი დრო არ მჭირდება. ბოლო ოცი წლის მანძილზე „კრიპტებში“ გა-
მომ წყვდეულ პოლიტპატიმართა სია ორმოცდაათ გვერდს აღწევს. სახე-
ლები და გვარები ანბანის ნაცვლად, თარიღების მიხედვით ჩამოუწერი-
ათ. ხელით. კალიგრაფიები განსხვავდება. ეტ ყობა, ამ ჟურნალს არაერ-
თი ადამიანის ხელში გაუვლია. უკეთ წასაკითხად ფანჯარასთან მივდი-
ვარ. ხელები მიკანკალებს. წიგნი ხელიდან რომ არ გამივარდეს, საწერი
მაგიდის კუთხეზე ვდებ, რომელიც განკურნების გამოგონებამდე დაწერი-
ლი, აკრძალული წიგნებით არის სავსე, მაგრამ მე ისინი არ მაინტერე-
სებს. ახლა ყურადღება იმ ადამიანთა სიაზე მაქვს გადატანილი, რომელ-
თა სიცოცხლე ქვის კედლებმა შეიწირა. ოდნავ შვებას მხოლოდ ის
მგვრის, რომ ვიცი - აფეთქების შედეგად ზოგიერთმა „კრიპტებიდან“
თავის დაღწევა შეძლო.
დედაჩემის დაპატიმრების თარიღის პოვნა ადვილია. იმ წელს, როცა
ის „გარდაიცვალა“, მე ექვსის გავხდი. სულ ხუთი-ექვსი გვერდია, დაახ-
ლოებით ორასი სახელი.
საჩვენებელ თითს გვერდს ვაყოლებ, ვეძებ. ვგრძნობ, რომ თავბრუ
მეხვევა. ვიცი, რომ დედა ამ ჟურნალშია. ისიც, რომ ახლა სამ შვიდობო-
საა, მაგრამ მაინც უნდა დავრწმუნდე. ამ გაცრეცილ ფურცელზე მელ-
ნით დაწერილი სახელი დედაჩემის ნაწილია. ამ ჩანაწერმა მეც და მასაც
ოდესღაც სიცოცხლე წაგ ვართვა.
აი, ისიც. სული მეხუთება. მისი სახელი კოხტა დიდი, ლამაზი,
მრგვალი ასოებით წერია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ის,
ვინც ამ ჟურნალში მის მონაცემებს წერდა, სიამოვნებას განიცდიდა. „ა-
ნაბელ ჯილზ ჰოლოუეი. „კრიპტები“. მეექვსე განყოფილება. ცალკე საკა-
ნი. დონე #8. აგიტატორი“. ამ მონაცემების გასწვრივ პატიმრის პირადი
ნომერია. რიცხვები გარკვევით და კოხტა ხელით ჩაუწერიათ: 5996.
უეცრად, გვირაბის მხედველობა მიბრუნდება. ასე მგონია, რიცხვები
კაშკაშა შუ ქით ინთება. სხვა ყველაფერი კი შავ ბურუსში ეხვევა.
5996. მკრთალი სვირინგი იმ ქალის კისერზე, რომელმაც სამალავი-
დან სამ შვიდობოზე ამომიყვანა და საწყობში მიმიყვანა. ნიღბიანი ქალი.
დედაჩემი.
გონებაში ნაწილ-ნაწილ ვიხსენებ მის სილუეტს, მაგრამ პაზლის
ფრაგმენტების არ იყოს, მათი აწყობა მიჭირს. მისი ხმა. იგი ხმადაბლა
და სასოწარკვეთილი მელაპარაკებოდა. იქნებ, მეხვეწებოდა? თუ დარ-
დობდა? როგორ ასწია ხელი, თითქოს სახეზე შეხებას მიპირებდა, მე კი
იგი უხეშად მოვიშორე. როგორ იმეორებდა ჩემს სახელს. მისი სიმაღლე.
დედა მაღალი მახსოვს, მაგრამ ის ჩემსავით დაბალია, დაახლოებით
მეტრი და სამოცდასამი სანტიმეტრი იქნება. ბოლოს რომ ვნახე, ექვსი
წლის ვიყავი და რასაკვირველია, ის მაღალი მეგონა.
ორად ორი სიტ ყვა - „შეუძლებელია“ და „დედა“, ცხელი შანთებივით
მიწვავს შიგნეულს.
დანაშაულის გრძნობა მღრღნის. მე ის ვერ ვიცანი. არადა, ყოველ-
თვის მეგონა, რომ ვიცნობდი. რატომღაც მჯეროდა, რომ ისევ ისეთი იქ-
ნებოდა, როგორიც მახსოვდა ჩემი მოგონებებიდან, სიზმრებიდან - დაბ-
ნეული, ჟღალთმიანი, მხიარული. მეგონა, კვლავინდებურად ლიმონისა
და საპნის, სისუფთავის სურნელი აუვიდოდა, ხელები კი ნაზი და ლო-
სიონით დარბილებული ექნებოდა.
რა სულელი ვიყავი. მან ათ წელზე მეტი „კრიპტებში“ გაატარა, მარ-
ტოობაში და რა თქმა უნდა, შეიცვალა. უფრო მკაცრი და უხეში გახდა.
ჟურნალს სწრაფად ვხურავ. თითქოს ეს შვებას მომგვრიდეს. თით-
ქოს მისი სახელი ფურცლებს შორის მღოღავი მწერი იყოს, რომელსაც
წარსულში დავაბრუნებ. დედა. შეუძლებელია. ამდენ წლიანი მოლოდი-
ნის, იმედის, ნატვრის, ძებნის მერე ჩვენ ერთმანეთთან ასე ახლოს ვიყა-
ვით. ჩვენ ერთმანეთს ვეხებოდით.
და მან მაინც ჩემი მიტოვება არჩია.
გული მერევა. დერეფან ში ბორძიკით გავდივარ. წვიმაში თავგზააბ-
ნეული მივაბიჯებ. ვერაფერზე ვფიქრობ. სული მეხუთება. მეექვსე ავე-
ნიუზე, ფაინმენების სახლიდან რამდენიმე კვარტალის მოშორებით, სი-
ცივე მაფხიზლებს და ფიქრებიდან საბოლოოდ ვერკვევი. უეცრად
ვხვდები, რომ ხელში აკრძალული კაბინეტის გასაღები მიჭირავს. მისი
დაკეტვა დამავიწყდა. ისიც კი არ მახსოვს, შესასვლელი კარი გამოვიხუ-
რე თუ არა. შეიძლება ისიც ღია დამრჩა.
თუმცა, ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. ყველაფერმა აზრი და-
კარგა. ჯულიენის გადარჩენა ვერ მოვასწარი. ახლა ისღა დამრჩენია, მი-
სი სიკვდილის თვითმხილველი გავხდე.
მეთვრამეტე ქუჩამდე ფეხებს თავისით მივ ყავარ. იქ თომას ფაინმენი
საკუთარი ვაჟის სიკვდილით დასჯას დაესწრება. თავდახრილი მივაბი-
ჯებ და ქურთუკის ჯიბეში დანის ტარს ხელს მთელი ძალით ვუ ჭერ.
თუმცა, შეიძლება შურისძიება არ იყო გვიან.
***

„ნორთისტერნ მედიკალი“ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ლაბორატო-


რიული კომპლექსია, რაც კი ოდესმე მინახავს. ქვის ფასადი და დახ-
ვეული აივნები. რომ არა მასიური ხის კარის ზემოთ თითბრის ფირფი-
ტა, ვერც მიხვდები, რომ სამედიცინო დაწესებულებაა. ალბათ, ადრე,
როცა ფულის ხარჯვას არავინ აკონტროლებდა და ხალხს შემოუსაზ-
ღვრავ ქალაქებში წერილების გაგზავნა-გამოგზავნა შეეძლო, ეს შენობა
ან ბანკის ფილიალი უნდა ყოფილიყო, ან - ფოსტის. ძალიან ლამაზი ნა-
გებობაა. რასაკვირველია. ჯულიენ ფაინმენს ქალაქის საავადმყოფოს
პალატაში, ან ნკგგგ-ს რომელიმე ფრთის ჰოსპიტალში სხვა მდაბიო მოკ-
ვდავებთან ერთად ხომ არ გამოამ წყვდევდნენ?! ფაინმენები ყველაფერს
განსაკუთრებულს იმსახურებენ, სიკვდილით დასჯასაც კი.
აღარ წვიმს. ვჩერდები და ერთ-ერთი უახლოესი შენობის სადარბა-
ზოში შევრბივარ. სწრაფად ვიღებ პირადობის მოწმობებს, რომლებიც
ფასკუნჯებს მოვპარე და სარა ბეთ მილერის ბარათს ვირჩევ. ჩემი ასაკის
გოგონა რაღაცით მგავს. გარკვევით წაკითხვა რომ ვერ შეძლონ, დანით
ღრმად ვკაწრავ იმ ადგილს, სადაც სიმაღლე - მეტრი და სამოცდათორ-
მეტი სანტიმეტრი - წერია. მერე კი ფოტოს ქვემოთ პირად ნომერს
ვფხეკ. ეჭვი არ მეპარება, რომ ნომერი გაუქმებულია. ალბათ, სარა ბეთ
მილერი მკვდარია.
აფუებულ თმას ხელებით ვიტ კეპნი და ვნატრობ, გიჟს არ ვგავდე. მე-
რე კი ლაბორატორიაში შესასვლელ კარს ვაღებ და შევდივარ.
მოსაცდელი ოთახი გემოვნებით არის მოწყობილი. მწვანე ხალიჩა
და წითელი ხის ავეჯი. კედელზე ვეება ანტიკვარული საათი ან მისი ას-
ლი მშვიდად წიკწიკებს, ქანქარა აქეთ-იქით რიტმულად ქანაობს.
გრძელ მაგიდასთან ექთანი ზის. ქალის უკან პატარა კაბინეტია: რამდე-
ნიმე რკინის კარადა, ერთი საწერი მაგიდა და ყავის აპარატი. თუმცა,
ვერც საათი, ვერც ძვირფასი ავეჯი და ვერც ახალმოდუღებული ყავის
არომატი ვერ ფარავს ლაბორატორიისთვის დამახასიათებელ სადეზინ-
ფექციო საშუალებების სპეციფიკურ სუნს.
ჩემ მარჯვნივ ორფრთიანი, თითბრისსახელურებიანი კარია. ალბათ,
ეს კარი შედის საპროცედურო ოთახებში.
- გისმენთ, რით დაგეხმაროთ? - მეკითხება ექთანი.
მე მასთან მივდივარ და ორივე ხელს მაგიდაზე ვაწყობ. ვცდილობ,
მშვიდი და თვითდაჯერებული იერი მქონდეს.
- ერთ ექიმს უნდა დაველაპარაკო. ეს საჩქაროა, - ვპასუხობ.
- სამედიცინო საკითხზე? - მეკითხება ექთანი, რომელსაც გრძელი,
მრგვლად დაქლიბული ფრჩხილები აქვს და ჩამოგ დებული ყბით ბულ-
დოგს მაგონებს.
- დიახ, ასეც შეიძლება ითქვას, - პასუხს გზადაგზა ვიგონებ. ქალი
იღუშება, - არა, ეს მე არ მეხება, მხოლოდ უნდა განვაცხადო, - და ხმას
ვუწევ, - ეს არაკანონიერი ქმედებაა. მგონი...… მგონი, ჩემი მეზობლები
ინფიცირებულები არიან, - ვამთავრებ რატომღაც ჩურჩულით.
ქალი ფრჩხილებით მაგიდაზე აკაკუნებს.
- აჯობებს, პოლიციის განყოფილებაში მიხვიდეთ და ოფიციალური
განაცხადი შეიტანოთ. ასევე, შეგიძლიათ, მიბრძანდეთ მუნიციპალურ
კონტროლიორთა ნებისმიერ განყოფილებაში...
- არა! - ვაწყვეტინებ. ჩემ გვერდით შევსებული ბლანკები აწყვია.
ვასწორებ და თან ექიმების, პაციენტებისა და სიმპტომების სიას თვალს
სწრაფად ვავლებ - ცუდი ძილი, არეული გუნება-განწყობა, გრიპი - და
სახელს ალალბედზე ვირჩევ.
- მე ექიმ ბრენ შოუსთან დალაპარაკებას ვითხოვ!
- ის თქვენი მკურნალი ექიმია? - მეკითხება და ისევ მაგიდაზე აკაკუ-
ნებს. აშკარად, თავი მოვაბეზრე.
- ექიმ ბრენ შოუს ეცოდინება, როგორ მოვიქცე. მე ძალიან შეწუხე-
ბული ვარ. ჩემს მდგომარეობაში უნდა შეხვიდეთ. მე ამ ხალხის ქვემოთ
ვცხოვრობ. ჩემი და კი ჯერ განუკურნებელია. მე მასზეც ვდარდობ, ხომ
გესმით?! ნუთუ არ შეიძლება რაღაც...… არ ვიცი...… ვაქცინა, რომ ექიმ-
მა ბრენ შოუმ ჩემს დას გაუკეთოს?
ექთანი ოხრავს, ყურადღება მონიტორზე გადააქვს და კლავიატურა-
ზე ერთ-ორჯერ აწკაპუნებს.
- ექიმი ბრენ შოუ დღის ბოლომდე დაკავებულია. ყველა ჩვენი სამე-
დიცინო სპეციალისტი დაკავებულია. დღეს ძალზე მნიშვნელოვანი ოპე-
რაციაა დანიშნული.…
- ჰო, ვიცი, ჯულიენ ფაინმენი, ყველაფერი ვიცი, - ვამბობ და ხელს
გულგრილად ვიქნევ.
ქალი შუბლს იჭმუხნის და უკმაყოფილო სახით მაკვირდება.
- როგორ გაიგეთ?…
- ახლა ამბებში სულ მაგას აცხადებენ, - ვაწყვეტინებ. პოლიტიკოსის
ან ადგ-ს ხელმძღვანელის მდიდარი და გათამამებული ქალიშვილის
როლს ვირგებ, - რასაკვირველია, ალბათ, ამის საიდუმლოდ შენახვა
გსურდათ, პრესამ რომ არ გაიგოს. ნუ ღელავთ, მე არავის არაფერს ვეტ-
ყვი, მაგრამ აი, ჩემი მეგობრების მეგობრები… მოკლედ, ხომ იცით, ასეთი
რაღაცები როგორ ხდება? - ვამბობ, მერე წინ ვიხრები, ორივე ხელით მა-
გიდას ვეყრდნობი და თითქოს მეგობარს საიდუმლოს ვუმხელდე, ვეუბ-
ნები: - მე რომ მკითხონ, ეს, ცოტა არ იყოს, სულელურია, არა? მისტერ
ბრენ შოუს მისთვის პროცედურა აქამდე რომ ჩაეტარებინა,… ამდენი ხა-
ნია, ისედაც აქ არის, ბოლოს და ბოლოს, რა გახდა ერთი პატარა ჭრი-
ლობა?! ამოდენა აურზაურს თავიდან აიცილებდა, - ვამატებ და კვლავ
უკან ვიწევ, - ისე, როცა მას ვნახავ, ამას პირშიც ვეტ ყვი, - თან ვნატ-
რობ, რომ ექიმი ბრენ შოუ კაცი იყოს.
ისე, არ უნდა ვცდებოდე. სამედიცინო განათლების მიღება ხან-
გრძლივი და რთული პროცესია. საზოგადოება კი ბევრი განათლებული
ქალისგან თავისი უპირველესი მოვალეობის შესრულებას - შვილების
გაჩენასა და მათ აღზრდას მოელის.
- ჯულიენის განკურნების პროცედურას ექიმი ბრენ შოუ არ ატარებს,
- მპასუხობს ექთანი სხარტად, - იგი არაფერ შუაშია.
თვალებს ვაჭყეტ, ზუტად ისე, როგორც ჰანამ დააჭყიტა, როცა ან-
დრეა გრენგოლმა გაკვეთილზე რაღაც სისულელე წამოაყრანტალა.
- რასაკვირველია, ცდებით. ყველამ იცის, რომ ექიმი ბრენ შოუ ჯუ-
ლიენის მკურნალი ექიმია.
- არა. ჯულიენის მკურნალი ექიმი ჰილბრენდია, - მისწორებს.
მღელვარებისგან პულსი მიჩქარდება, თუმცა, ამას წარბშეკვრით
ვნიღბავ.
- მოკლედ, ეგ სულ არ მაინტერესებს. თქვენ ის მითხარით, მისწერთ
თუ არა ექიმ ბრენ შოუს პეიჯერზე? - გულხელს ვიკრეფ და ვამატებ: -
მის ნახვამდე აქედან ფეხს არ მოვიცვლი.
ექთანი დაჭრილი ცხოველივით მიყურებს. თითქოს მსაყვედურობს,
ცხვირზე რატომ მომარტყიო. მე მას დილა ჩავუშხამე.
- თქვენი პირადობის მოწმობა, თუ შეიძლება, - მთხოვს.
ჯიბიდან სარა ბეთ მილერის პირადობის მოწმობას ვიღებ და ექთანს
ვაწვდი. საათის ხმა გაძლიერდა. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს
მის წიკწიკთან ერთად ოთახში ჰაერიც თახთახებს. წამები უსასრულოდ
იწელება. ჯულიენის სიკვდილის დრო ახლოვდება. თავის ხელში აყვანას
ვცდილობ. ქალი ბარათს წარბშეკრული დასცქერის.
- პირად ნომერს ვერ ვკითხულობ, - მიხსნის.
- შარშან, სარეცხ მანქანაში სარეცხთან ერთად შემყვა, - ვეუბნები, -
მომისმინეთ, მადლობელი ვიქნები, ჩემ მაგივრად ექიმ ბრენ შოუს თუ
დაელაპარაკებით…. იქნებ, უთხრათ, რომ აქ ვარ.
- თქვენზე ინფორმაციის მისაღებად უვს-ში მომიხდება დარეკვა. -
მპასუხობს უკმაყოფილო სახით და თვალს უკან, ყავის აპარატისკენ
აპარებს. უეცრად დახვავებული საქაღალდეების ქვეშ მიმალულ ჟურ-
ნალს ვხედავ. ექთანი, ეტ ყობა, შეეგუა, რომ მისი დილის სიმ შვიდე და-
ირღვა. ფეხზე მძიმედ დგება. გამხდარიაო, მასზე ვერ იტ ყვი, მკერდსა
და მუცელზე ხალათის ღილები, გეგონება, ახლა-ახლა დააწყდებაო.
- აქ დამელოდეთ.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ექთანი კარტოთეკის კარადების
მწკრივებს შორის უჩინარდება. კარი იღება, ქალი ტელეფონზე ვიღაცას
ელაპარაკება, ვიღაცების ხმები ისმის, მერე კი კარი იხურება და ხმებიც
წყდება. მხოლოდ საათის წიკწიკი მესმის.
სწრაფად ვდგები და ორფრთიან კარში შევდივარ.
აქ სიმდიდრე და ფუფუნება არაფერს ეტ ყობა. იატაკზე უბრალო,
უღიმღამო ფერის ლინოლეუმი დაუგიათ, კედლები ისეთივე ღია ფერია,
როგორიც სხვა ლაბორატორიებსა და საავადმყოფოებში. შიგნით რომ
შევდივარ, მარცხნივ კიდევ ერთი ორფრთიანი კარი მხვდება, რომელსაც
„საავარიო გასასვლელი“ აწერია. შუშის კარში ვიწრო კიბეს ვხედავ.
დერეფან ში სწრაფად მივაბიჯებ. სპორტული ფეხსაცმელი იატაკზე
ჭრიჭინებს. ორივე მხარეს ჩარიგებულ კარებს ვათვალიერებ. მათი უმ-
რავლესობა დახურულია, მხოლოდ რამდენიმეა ღია, მაგრამ ოთახები
ცარიელია და ჩაბნელებული.
ჩემკენ ექიმი ქალი მოემართება. კისერზე ფონენდოსკოპი აქვს ჩამო-
კიდებული და საქაღალდეში იყურება. გვერდს რომ ვუვლი, ქალი
თვალს ცნობისმოყვარედ მაყოლებს. მე თავს არ ვწევ. საბედნიეროდ, არ
მაჩერებს. გაოფლილ ხელისგულებს შარვალზე ვიწმენდ.
ლაბორატორია პატარაა. დერეფნის ბოლოში გავდივარ და ვხედავ,
რომ აქ ყველაფერი ძალზე მარტივად არის მოწყობილი. შენობაში მხო-
ლოდ ერთი გრძელი დერეფანია, რომლის ბოლოშიც ლიფტია. ამ ლიფ-
ტით ექვსსართულიანი შენობის ნებისმიერ სართულზე ახვალ. მე ჯუ-
ლიენის ნახვის გარდა, სხვა გეგმა არ მაქვს. არ ვიცი, რას ვცდილობ, მაგ-
რამ ქურთუკის ჯიბეში დანა, რომელსაც ხელით მუცელზე ვიკრავ, სიმ-
შვიდეს მანიჭებს.
მეორე სართულზე ლიფტით ავდივარ. აქ უფრო მეტი ხალხი მოძრა-
ობს. მესმის დანადგარების წრიპინი, ხმადაბალი საუბარი. ექიმები ოთა-
ხებში შერბიან და გამორბიან. მე მარჯვნივ პირველივე ოთახში შევრბი-
ვარ. საპირფარეშოა. ღრმად ვსუნთქავ. დამ შვიდებას და ყურადღების
მოკრებას ვცდილობ. საპირფარეშოს ბოლოში ლანგარს ვხედავ, რომელ-
ზეც შარდის ანალიზის ასაღებად პლასტმასის ჭიქები აწყვია. ერთ-ერთს
ვიღებ, წყლით ნახევრად ვავსებ და დერეფან ში გავდივარ.
ლაბორატორიის ორი თანამ შრომელი ქალი ერთ-ერთი ოთახის კარ-
თან დგას. ვუახლოვდები თუ არა, იმ წამსვე ჩუმდებიან. ქალებს თვალს
ვარიდებ, თუმცა ვგრძნობ, რომ მიყურებენ. ის-ისაა, გვერდზე უნდა ჩა-
ვუარო, რომ ერთ-ერთი მეკითხება:
- ხომ არ დაგეხმაროთ?
ქალები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. წამით ტყუპიც კი მგონია, მაგ-
რამ მერე ვხვდები, რომ ეს მათი უკან კოხტად გადაწეული თმისა და
სუფთა სამედიცინო ხალათების ბრალია. თანაც, ორივე სამედიცინო
პერსონალისთვის დამახასიათებელი გულგრილი თვალებით მომჩერები-
ა.
პლასტმასის ჭიქას ვწევ და ვაჩვენებ.
- ექიმ ჰილბრენდს უნდა მივუტანო, - ვპასუხობ.
ერთ-ერთი ლაბორანტი ოდნავ უკან იხევს.
- ექიმი ჰილბრენდის ასისტენტი მეექვსე სართულზეა, - მეუბნება, -
შეგიძლიათ, ეგ მას დაუტოვოთ.
- გმადლობთ, - გზას განვაგრძობ. ვგრძნობ, რომ ქალები თვალს არ
მაცილებენ.
ჰაერი ისეთი მშრალი და ცხელია, ნერწყვის ყლაპვისას ყელი მტკივა.
დერეფნის ბოლოში შუშის კარს გვერდს ვუვლი. გამჭვირვალე კარში
ვხედავ, რომ ოთახში რამდენიმე ქათქათახალათიანი ავადმყოფი სავარ-
ძელში ზის და ტელევიზორს უყურებს. მათ ხელ-ფეხი სავარძლებზე
აქვთ მიბმული.
დერეფნის ბოლოში კიბეზე ავდივარ. ექიმი ჰილბრენდი, ალბათ, ჯუ-
ლიენის სიკვდილით დასჯას დაესწრება და თუ მისი ასისტენტი მეექვსე
საერთულზეა, თვითონაც იქ იქნება. მეექვსე სართულზე ავდივარ. ფეხე-
ბი მიკანკალებს. არ ვიცი, ნერვიულობის ბრალია თუ უძილობის. შეიძ-
ლება ორივესი.
„გთხოვ!“ - ვამბობ გულში უმისამართოდ. არ ვიცი, ვის რას ვთხოვ.
მის გადარჩენას? უკანასკნელად მის ნახვას? ძალიან მინდა, იცოდეს,
რომ მოვაკითხე.
მინდა, იცოდეს, რომ იმ ბინძურ და საშიშ გვირაბებში, მგონი, შემიყ-
ვარდა.
„გთხოვ!“
კიბეზე ავდივარ და მაშინვე ვხვდები, რომ ჯულიენი ვიპოვე. დერე-
ფან ში, ხუთიოდე მეტრის მოშორებით, გასასინჯი ოთახის კართან, გულ-
ხელდაკრეფილი თომას ფაინმენი დგას თავის რამდენიმე მცველთან ერ-
თად და ექიმსა და სამ ლაბორანტს ხმადაბლა ესაუბრება.
ორიოდე წამიც და ისინი ჩემკენ შემოტრიალდებიან, დამინახავენ და
მკითხავენ, აქ რას ვაკეთებ. ერთი, ორი, სამი…...
შორიდან მათი საუბარი არ მესმის. ლამის გული წამივიდეს. შიში
ერთიანად მთანგავს. ვაითუ, ჯულიენი უკვე მკვდარია?!
მერე ექიმი, ალბათ, ჰილბრენდი, მაჯაზე საათს დაჰყურებს.
მოულოდნელად ხმამაღალი ლაპარაკი მესმის… თითქოს, მდუმარე დე-
რეფან ში, ვიღაც აყვირდა.
- დროა, - ამბობს და გუნდი იშლება. ჩემი სამი წამიც გადის. პირვე-
ლივე კარში შევრბივარ. ეს პატარა ოთახია. კიდევ კარგი, ცარიელია.
არ ვიცი, ახლა რა ვქნა. ნელ-ნელა შიში მიპყრობს. ჯულიენი აქ
არის, ასე ახლოს, მაგრამ თან ძალიან შორს. თომას ფაინმენს სამი მცვე-
ლი ახლდა, ეჭვი არ მეპარება, შიგნით უფრო მეტნი იქნებიან. იქ შეღწე-
ვა შეუძლებელია.
ზურგით კარს ვეყრდნობი. თავს ვაიძულებ, გონება მოვიკრიბო, დავ-
ფიქრდე. ირგვლივ ვიხედები და ვხვდები, რომ მისაღებ ოთახში ვარ. კე-
დელში კიდევ ერთი კარია, რომელიც, ზუსტად ვიცი, დიდ საპროცედუ-
რო ოთახში შედის, იქ, სადაც დელირიისგან განსაკურნებელი რთული
ოპერაციები და პროცედურები ტარდება.
ოთახის შუაგულში დიდი მაგიდა დგას, რომელზეც დაკეცილი სამე-
დიცინო ხალათები და ქირურგიული ხელსაწყოებით სავსე ლანგარი
დევს. ოთახი ქლორის სუნად ყარს და ზუსტად ისეთია, როგორიც თით-
ქმის ერთი წლის წინ, ჩემი შეფასების დღეს ნანახი ლაბორატორიის გა-
სახდელი. სწორედ იმ დღეს დაიწყო ყველაფერი. იმ დღეს მომხდარმა
მოვლენებმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, იმ დღის ბრალია, რომ მე დღეს აქ
ვარ, ახალი ლინას სხეულში. წამით თავბრუ მეხვევა. იძულებული ვარ,
თვალები დავხუ ჭო. თვალებს რომ ვახელ, ისეთი შეგრძნება მეუფლება,
თითქოს ერთმანეთის საპირისპირო მხარეს ორი სარკე ჰკიდია. მე მათ
შორის ვდგავარ და ხან წარსულს ვხედავ, ხანაც - აწმყოს. მოგონებები
ძალას იკრებს, კონტურებს, ფერებს, სურნელს იძენს… ნესტიანი პორ-
ტლენდის ლაბორატორიების კომპლექსში შევდივარ; ცის კამარაზე თო-
ლიები დაქრიან; ალექსს პირველად ვხედავ; იგი ზემოდან, დაკვირვების
ოთახიდან, სიცილით დამცქერის….
უეცრად ვფხიზლდები. ალექსი დაკვირვების ოთახიდან მიყურებდა,
ესე იგი ის საპროცედურო ოთახის მაღლაა და მთელ სიგრძეზე გალე-
რეასავით გასდევს. თუ ამ ლაბორატორიას ზუსტად ისეთივე განლაგება
აქვს, როგორიც პორტლენდისას, მაშინ შემიძლია, ჯულიენის საპროცე-
დურო ოთახში მეშვიდე სართულიდან მოხვდე.
ფრთხილად გავდივარ უკან, დერეფან ში. თომას ფაინმენი აღარ ჩანს,
აქ მხოლოდ მისი დაცვის ერთადერთი წევრი დგას. წამით ვფიქრობ, იქ-
ნებ ღირს, მას დანით თავს დავესხა და სანამ მე რამეს გადავწყვეტ,
მცველი ჩემკენ იხედება. მას წყლისფერი, ცივი თვალები აქვს; ისეთი
შეგრძნება მეუფლება, თითქოს მზერით მწვდება და მუშტს მირტყამს.
სანამ რამეს მეტ ყვის, ან ჩემი სახის დამახსოვრებას მოასწრებს,
კუთხეში ვუხვევ და კიბეზე ავრბივარ.
მეშვიდე სართული, სხვა სართულებთან შედარებით, უფრო ბნელია.
აქ სამარისებური სიჩუმე გამეფებულა. არც ხმადაბალი საუბარი, არც
დანადგარების უწყვეტი წრიპინი და არც მედპერსონალის თეთრი სპორ-
ტული ფეხსაცმლის ჭრაჭუნი იატაკზე. აქ, ალბათ, იშვიათად შემოდიან.
მარჯვნივ, დერეფან ში, კარების მწკრივია. პირველ კარზე ვკითხულობ
„დაკვირვების ოთახი, იარუსი ა“ და გული მიქანდება.
დერეფან ში ფეხაკრეფით მივდივარ. როგორც ჩანს, აქ არავინაა. სი-
ჩუმე ნერვებს მიშლის. დახურული კარის მიღმა რაღაც ავბედითი იმა-
ლება. მძიმე და ჩახუთული ჰაერი ლოდივით მაწვება და სუნთქვას მიშ-
ლის. მგონია, ვიღაც მითვალთვალებს. თითქოს ეს კარი სინამდვილეში
პირია, რომელიც ახლა გაიღება, მერე კივილს გავიგონებ და ჩემი ვი-
ნაობაც გაცხადდება.
დერეფნის ბოლო კარს აწერია: „დაკვირვების ოთახი, იარუსი დდ“.
ხელისგულები ისეთი ოფლიანი მაქვს, კარის სახელურს ძლივს ვატ-
რიალებ. ყოველი შემთხვევისთვის ვემზადები და ქურთუკის ჯიბიდან
დანას ვიღებ. მერე ვიხრები და დაკვირვების ოთახში ვიპარები. დანის
ტარს ხელს ისე მაგრად ვუ ჭერ, ძვლები მტკივდება.
დაკვირვების ოთახი დიდია, ბნელი და ცარიელი. ლათინური ლ-ის
ფორმა აქვს. წინა მხარე მთლიანად შემინულია და სკამების ოთხი
მწკრივი პირდაპირ ქვემოთ, საპროცედურო ოთახს გადაჰყურებს. ოთახ-
ში ნესტიანი სავარძლებისა და წებოს სუნი დგას და თავი კინოთეატრში
მგონია.
კიბეზე ნელა ვეშვები, წელში მოხრილი. კიდევ კარგი, დაკვირვების
ოთახში ნათურები არ ანთია. დაბალი მობათქაშებული კედელი, რო-
მელსაც შუშის ვეება ფანჯარა ეყრდნობა, დამალვის საშუალებას მაძ-
ლევს. შემთხვევით, ქვემოდან თუ ვინმემ ამოიხედა, ვერ დამინახავს.
ზურგჩანთას ვიხსნი და გვერდზე ვდებ. ზურგი მტკივა.
აღარ ვიცი, ახლა რა უნდა ვქნა.
საპროცედურო ოთახში თვალისმომჭრელი შუ ქი იფრქვევა. ოთახის
შუაგულში დიდი რკინის მაგიდა დგას, ორი ლაბორანტი წინ და უკან
დადის, დანადგარებს აწყობენ და აწესრიგებენ. თომას ფაინმენი და მისი
მცველები, რომლებიც მასთან ერთად მანამდე დერეფან ში იდგნენ,
გვერდით, შემინულ ოთახში არიან. მართალია, მათთვის იქ სკამები და-
უდგამთ, მაგრამ ყველა მაინც ფეხზე დგას. ნეტავ, რაზე ფიქრობს ახლა
ფაინმენი? ჯულიენის დედა მახსენდება. ნეტავ, ის სადღაა? ჯულიენი
ჯერ არ ჩანს.
რაღაც ელავს.
„აფეთქება!“ - მიელვებს გონებაში და გაქცევაზე ვფიქრობ. შიში გან-
სჯის უნარს მართმევს, მაგრამ უეცრად კუთხეში კამერიან კაცს ვხედავ.
ჰალსტუხზე მედიის საშვი აქვს მიმაგრებული და საპროცედურო ოთახში
ფოტოებს იღებს. გაპრიალებულ ლითონის ზედაპირებსა და კედლებზე
შუ ქები ზიგზაგისებურად ირეკლება.
რასაკვირველია, უნდა მცოდნოდა, რომ პრესას და ტელევიზიას მო-
იწვევდნენ. ყველაფერი უნდა გადაიღონ და ტელევიზიით აჩვენონ, რომ
სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლად გამოდგეს.
უეცრად ვბრაზდები. მერე სიბრაზე თანდათან მრისხანებად იქცევა.
ვამჩნევ, რომ საპროცედურო ოთახის ერთ კუთხეში, რომელიც დაკ-
ვირვების ოთახის ქვემოთ არის მოქცეული და არ ჩანს, რაღაც ხდება.
თომას ფაინმენი და მისი თანმხლებნი სწორედ იქით იყურებიან. თომასი
ცხვირსახოცით შუბლს იწმენდს. აღელვების პირველი ნიშანი. ფოტოგ-
რაფიც ტრიალდება. ჩხაკ. ჩხაკ. თეთრი კაშკაშა შუ ქი ორჯერ დამაბრმა-
ვებლად ანათებს.
ოთახში ჯულიენი შემოდის. მას ორი კონტროლიორი ახლავს, თუმ-
ცა, იგი დახმარების გარეშე, თავისი ფეხით მოდის. უკან მაღალი, თეთ-
რსაყელოიანი კაცი მოჰყვებათ. მღვდელი. მკერდზე მოოქროვილყდიანი
„უჯბს“ მიუკრავს. ალბათ, ფიქრობს, რომ წიგნი ავგაროზია, რომელიც
ამქვეყნიური სიბინძურისა და სიავისგან დაიცავს.
სიძულვილის შეგრძნება ყელში თოკივით მიჭერს და მახრჩობს.
ჯულიენს ხელები ბორკილებით წინ აქვს შეკრული. მუ ქი ცისფერი
სპორტული ქურთუკი და კარგად გაუთოებული ჯინსის შარვალი აცვია.
ნეტავ, ეს სამოსი თვითონ აირჩია თუ დაეხმარნენ? ის ჩემკენ ზურგით
დგას. გულში ვევედრები, შემოტრიალდეს და მაღლა ამოიხედოს. მინდა,
იცოდეს, რომ აქ ვარ. მინდა, იცოდეს, რომ მარტო არ არის. დაუფიქრებ-
ლად ხელს მაღლა ვწევ და შუშას ვადებ. მინდა, ფანჯარა ჩავამსხვრიო,
ძირს ჩავხტე და ჯულიენი გავიტაცო, მაგრამ ვიცი, არაფერი გამომივა.
ეს რომ გავაკეთო, ლაბორატორიაში შეკრებილები ორმაგი სიკვდილით
დასჯის მომსწრენი გახდებიან.
მაგრამ იქნებ ეს ჯობდეს კიდეც. მე ისედაც აღარაფერი გამაჩნია.
ყველაფერი უკან დავ ტოვე.
კონტროლიორები მაგიდასთან ჩერდებიან და რაღაცას ამბობენ.
- მირჩევნია, არ დავწვე, - მესმის ჯულიენის ხმა.
მართალია, ამ სიმაღლეზე და შუშის ფანჯრის მიღმა ხმა ცუდად მეს-
მის, მაგრამ მის გაგონებაზე კივილი მინდა. მთელი სხეული მიკანკალებს
და მოქმედების დაუოკებელი სურვილი მიპყრობს, მაგრამ ადგილიდან
ვერ ვიძვრი.
ერთი კონტროლიორი წინ გადის და ჯულიენს ხელბორკილებს ხსნის.
ჯულიენი ტრიალდება და მის სახეს ვხედავ. სახეშეჭმუხნილი მაჯებს
ისრესს და მაშინვე კონტროლიორი რკინის მაგიდის ერთ-ერთ ფეხზე
მარჯვენა ხელით კვლავ აბამს, მერე კი მხარზე აწვება და აიძუულებს,
დაჯდეს. ჯულიენი ჯდება. მამისკენ არც იყურება.
საპროცედურო ოთახის ერთ კუთხეში, დიდ ნიჟარაში ექიმი ხელებს
იბანს. წყალი ლითონს ხმაურით ესხმება, მერე კი გამაყრუებელი მდუმა-
რება ისადგურებს. დაუჯერებელია, რომ სიკვდილით დასჯის განაჩენი
ასეთ განათებულ გარემოში და მდუმარებაში უნდა აღსრულდეს. ექიმი
ხელებს იმ შრალებს და ლატექსის ხელთათმანებს იცვამს.
მღვდელი წინ გადის და ხმადაბლა, მონოტონურად იწყებს კითხვას.
- ისააკი გაიზარდა და მცხოვანი მამის სიამაყედ იქცა. ერთხანს იგი
აბრაამის ნების სრული მორჩილი იყო...
„აბრაამის წიგნს“(აბრაამის წიგნი - მწერალს „ძველი აღთქმის“ იგა-
ვი მოჰყავს და მას „აბრაამის წიგნს“ არქმევს, ამბავსაც შეგნებულად
ამახინჯებს. მართალია, აბრაამმა ისააკი უფლის შესაწირად მოამზადა,
მაგრამ უფლისავე ბრძანებით მას შვილი არ მოუკლავს.) კითხულობს.
რასაკვირველია, მაშ, სხვა რა უნდა წაიკითხოს. ამ წიგნში ხომ ღმერთი
აბრაამს თავისი ერთადერთი ძის მოკვლას უბრძანებს, მას შემდეგ, რაც
ისააკი დელირიით ავადდება. ის ასეც იქცევა - თავისი ვაჟი მთაზე აჰ-
ყავს და მას გულში დანას არჭობს. ნეტავ, ამ ნაწყვეტის წაკითხვა მის-
ტერ ფაინმენმა მოითხოვა? უფლისადმი მორჩილება, უსაფრთხოება, ბუ-
ნებრივი წესრიგი სამყაროში - აი, რას გვასწავლის „აბრაამის წიგნი“.
- მაგრამ რა ნახა აბრაამმა, რომ ისააკი უწმინდური შექმნილიყო,
მან უფალს გზის სწავლება შესთხოვა…
ენას კბილს ვაჭერ, რომ ჯულიენს არ დავუძახო, თუმცა, გულში მა-
ინც ვყვირი: „ამომხედე!“
ექიმი და ორი ლაბორანტი მაგიდასთან მიდიან. ექიმს ხელში შპრი-
ცი უჭირავს, ცერა თითით პლუნჟერს აწვება და ნემსიდან ჰაერს დევნის.
ერთ-ერთი ლაბორანტი კი ჯულიენს პერანგის სახელოს იდაყვის ზემოთ
უწევს.
უეცრად ქვემოთ რაღაც ხმაური მესმის. ჯულიენი თავს სწრაფად
სწევს მაღლა. ექიმი განზე დგება და ლაბორანტის მოტანილ შპრიცს
რკინის ლანგარზე დებს. თომას ფაინმენი წარბშეკრული წინ იხრება და
დაცვის წევრს რაღაცას ეჩურჩულება. ამ დროს ოთახში მეორე ლაბო-
რანტი შემორბის. აღელვებული ჩანს, მაგრამ მისი ნათქვამი არ მესმის.
ლაბორანტს სახეზე ქირურგიული ნიღაბი უკეთია და ტანზე განიერი,
მეტისმეტად დიდი ზომის სამედიცინო ხალათი აცვია. თუმცა, ვხვდები,
რომ იგი ქალია - ზურგზე გრძელი ნაწ ნავი უჩანს. აღელვებული ხელე-
ბით რაღაცის ახსნას ცდილობს.
ეტ ყობა, რაღაც მოხდა.
შუშის ფანჯარას ვუახლოვდები და სმენას ვძაბავ. რაღაცას ვეჭვობ,
თუმცა, დაჯერება მიჭირს. ეს ლაბორანტი მეცნობა. იგი ხელებს მეტის-
მეტად დამაჯერებლად იქნევს და ექიმს დერეფნისკენ ანიშნებს. ექიმი
თავს უქნევს, ხელთათმანებს იძრობს, ჭმუჭნის და ჯიბეში იდებს. მერე
რაღაცას ამბობს და საპროცედურო ოთახიდან გადის. ერთი ლაბორანტი
უკან მისდევს.
თომას ფაინმენი ლაბორატორიაში შესასვლელი კარისკენ დგამს ნა-
ბიჯს. ჯულიენი გაფითრებულია და ვხვდები, რომ ცივი ოფლი ასხამს.
- რა ხდება? - მესმის მისი ხმა, რომელიც ჩვეულებრივზე ხმამაღალი
და დაძაბულია. - ვინმე ამიხსნის, რა ხდება?
ნაწ ნავიანი ლაბორანტი წინ გამორბის და თომას ფაინმენს კარს
უღებს. როგორც კი სახეაწითლებული ფაინმენი საპროცედურო ოთახში
შედის, ლაბორანტი ხელს ხალათის ჯიბეში იყოფს.
და სწორედ ამ დროს ვხვდები - ნაწ ნავი, ხელი. რეივენი! ერთადერთი
გატ კაცუნება და თომას ფაინმენი პირს აღებს, უკან ფეხარეული იხევს
და იატაკზე ეცემა. მკერდზე, გახამებულ პერანგზე წითელი ლაქები იშ-
ლება.
ერთი წამით ყველაფერი ქვავდება: თომას ფაინმენი იატაკზე ტომა-
რასავით გდია; გაფითრებული ჯულიენი მაგიდაზე ზის; ჟურნალისტს
თვალისკენ წაღებული კამერა ხელში უშეშდება; მღვდელი კუთხეში მი-
ყუჟულა; ჯულიენის გვერდით გაოცებული კონტროლიორები დგანან;
ოთახის შუაგულში კი პისტოლეტმომარჯვებული რეივენი ტრიალებს.
ერთი გაელვებაც.
და ლაბორანტი - ნამდვილი ლაბორანტი - კივის.
ქაოსი.
და სროლა. ოთახში ტყვიების წვიმაა. კონტროლიორები ყვირიან.
- დაწე ქით! დაწე ქით!
ისევ ტკაცუნი მესმის. ტყვია ზუსტად ჩემ ზემოთ, სქელ შუშას ხვდე-
ბა და მასზე ბზარების ქსელი ნელ-ნელა იშლება. ეს სწორედ ის არის,
რაც მე მინდა. ჩემ უკან მდგარ სკამს ხელს სწრაფად ვკიდებ და შუშას
მთელი ძალით ვურტყამ. თან ვლოცულობ, რომ ჯულიენმა თავი დახა-
როს.
ხმა ისეთი შემზარავია, რომ წამით შუშის მსხვრევის გარდა, არაფე-
რი ისმის. მე ფანჯრიდან იატაკზე ვხტები. ჩემ ფეხქვეშ შუშა იფშვნება,
წონასწორობას ვკარგავ, ცალი ხელით იატაკს ვეყრდნობი და შუშაზე
სისხლის კვალს ვტოვებ.
რეივენი კვლავ ტრიალებს. იგი კონტროლიორს ხელიდან უსხლტება,
წელში იხრება და მას პისტოლეტის ტარს მუხლში ძლიერად ურტყამს.
კონტროლიორი იხრება და რეივენი ახლა ზურგში აზელს ფეხს. კაცი
თავს ლითონის ნიჟარას ურტყამს. რეივენი სწრაფად ტრიალდება შემი-
ნული ოთახისაკენ, სადაც ფაინმენის დაცვის წევრები არიან, მაგიდიდან
პატარა სკალპელს იღებს და საკეტში არჭობს, მერე კი, ყოველი შემ-
თხვევისთვის, კარს რკინის გორგოლაჭებიან მაგიდას ადგამს. დაცვის
წევრები ყვირიან და შუშის კარს მუშტებს უბრახუნებენ. რკინის მაგიდა
ირწევა, ქირურგიული ხელსაწყოები აქეთ-იქით ცვივა, თუმცა, კარი მა-
ინც არ იღება. ჯერ არა.
ჯულიენი ორი-სამი მეტრის იქით ზის.… ყვირილს, შეძახილებს,
სროლას განგაშის სირენაც დაემატა. ორიოდე ნაბიჯი და მასთან ვარ.
მხრებზე ვეხვევი, მინდა, მისი სხეული შევიგრძნო. უნდა დავრწმუნდე,
რომ ნამდვილია.
- ლინა! - ყვირის და იმ ხელბორკილს ეჯაჯგურება, რომლითაც მაგი-
დის ფეხზეა მიბმული, თან გაბრწყინებულ ცისფერ თვალებს არ მაშო-
რებს. - აქ რას...…
- ახლა ამის დრო არ არის, დაწე ქი! - ვეუბნები.
მერე წინ გავრბივარ, ნიჟარებთან დაცემული გათიშული კონტრო-
ლიორისკენ. ბუნდოვნად მესმის ყვირილი და აფეთქების ხმა. რეივენი
ტრიალებს, ბზრიალებს, წელში იხრება, ისევ სწორდება. შორიდან შემ-
ხედვარეს ეგონება, ცეკვავსო. ჟურნალისტი აღარსად ჩანს; ალბათ, თავს
გაქცევით უშველა.
კონტროლიორი ისევ გონდაკარგული წევს. მის წინ ვიმუხლები, ქამ-
რიდან გასაღებების ასხმას ვხსნი და ისევ მაგიდისკენ გამოვრბივარ.
მარჯვენა ხელისგული სისხლიანი მაქვს, მაგრამ ტკივილს თითქმის ვერ
ვგრძნობ. ხელბორკილს გასაღებს მეორე ცდაზე ვარგებ და ვათავისუფ-
ლებ ჯულიენს, რომელიც მაშინვე გულში მიკრავს.
- მოხვედი! - მეუბნება.
- სხვაგ ვარად არ შემეძლო, - ვპასუხობ.
- წასვლის დროა! - გვეუბნება რეივენი.
ალბათ, ერთი წუთიც არ გასულა. თომას ფაინმენი იატაკზე მკვდარი
გდია, ოთახში დიდი აურზაურია, ჩვენ კი თავისუფლები ვართ.
მე, ჯულიენი და რეივენი პატარა მისაღებში შევრბივართ, ჩვენ უკან
მტვრევისა და ლითონის ჟღრიალის ხმა ისმის. როგორც ჩანს, დაცვის
წევრებმა ოთახიდან გამოსვლა მოახერხეს. დერეფან ში გავრბივართ,
განგაშის სირენა გამაყრუებლად კივის. კიბიდან ბრაგაბრუგი გვესმის.
რეივენი თავით მარჯვნივ გვანიშნებს, იმ კარისკენ, რომელსაც აწე-
რია: „სახურავზე ასასვლელი. მხოლოდ ევაკუაციისას“. ყველანი სწრა-
ფად და უხმოდ ვმოძრაობთ. სახანძრო კიბეზე ნელა, ერთმანეთის მიყო-
ლებით ვეშვებით. რეივენი უშველებელ სამედიცინო ხალათს იხდის და
კიბის ძირში მიდგმულ ნაგ ვის ურნაში აგ დებს, ქირურგიულ ნიღაბთან
ერთად. ნეტავ, ესენი სადღა იშოვა? უეცრად მისაღები ოთახის მსუ ქანა
ექთანი მახსენდება, რომელსაც სამედიცინო ხალათი მკერდზე ასკდებო-
და.
- აქეთ! - გვეძახის რეივენი, როგორც კი ფეხს მიწაზე ვდგამთ. ჩემკენ
რომ ტრიალდება, სახესა და კისერზე რამდენიმე პატარა ნაკაწრსა და
ჭრილობას ვხედავ - ეტ ყობა, შუშის ნამსხვრევები მოხვდა.
დაჟანგებული ავეჯით სავსე პატარა, შიდა ეზოში ვხვდებით. ბალახი
სულ გადამხმარია. ეზოს დაბალი რკინის ცხაური აქვს შემოვლებული,
რომელზეც რეივენი იოლად ძვრება. მე ცოტა მიჭირს, მაგრამ ჯულიენი
ხელს მაშველებს. გაჭრილი ხელი მიფეთქავს. კოკისპირულად წვიმს და
ლითონის ღობეზე ხელი მისრიალებს.
ღობის მეორე მხარეს ასეთივე ეზოა და იქაც ასეთივე უღიმღამო ყა-
ვისფერი შენობა დგას. კარში, რომ არ დაკეტილიყო, ვიღაცას აგური და-
უდვია. რეივენი იმ კარში შედის. ბნელ დერეფან ში შევდივართ, ირ-
გვლივ კვლავ დახურული კარებია, რომლებზეც ოქროსფერი ფირფიტე-
ბია მიმაგრებული. ისევ შიში მიტანს და მგონია, კვლავ ლაბორატო-
რიაში აღმოვჩნდებით, მაგრამ მალე ჩაბნელებულ ვეება ვესტიბიულში
გავდივართ. აქ რამდენიმე დიდი ქოთანი დგას, მათში ხელოვნური მცე-
ნარეებია ჩარგული, კედლებზე კი მიმართულებების მაჩვენებელი დაფე-
ბი კიდია: „ედვარდ უვ. ესკაირი“, „მხედველობის კორექციის მეტროპო-
ლის ასოციაცია“. მბრუნავი შუშის კარიდან ქუჩაში ბუნდოვნად მოჩანს
ქოლგიანი ხალხი. წვიმას გაურბიან და სიჩქარეში წამდაუწუმ ერთმა-
ნეთს ეჯახებიან.
რეივენი კარისკენ მიდის, წამით ჩერდება და ერთ-ერთ ქოთან ში, ხე-
ლოვნური მცენარის უკან დამალულ ზურგჩანთას იღებს. მერე ჩვენკენ
ტრიალდება და მე და ჯულიენს ქოლგებს გვესვრის. თვითონ კი ყვითელ
საწვიმარს იცვამს, კაპიუშონს თავზე იხურავს და ხელებით ისე იჭერს,
რომ სახეზე ნაკაწრები დაუფაროს.
ქუჩაში გავდივართ და ხალხს ვერევით. მოძრავი სხეულების, უსახუ-
რი ბრბოს ნაკადი თავის გზაზე მიიჩქარის. ვეება მასშტაბის გამო მანჰე-
ტენის ასეთი მადლიერი არასოდეს ვყოფილვარ. ხალხში ვიკარგებით.
მასას ვერწყმით. ამ წვიმიან დღეს ნიუ-იორკის სხვა მოქალაქეებისგან
არაფრით განვსხვავდებით. აბა, ყვითელსაწვიმრიან ქალს ეჭვით ვინ შე-
ხედავს? ან ტანდაბალ, წითელქურთუკიან გოგოს და ბიჭს, რომელსაც
სახეს უშველებელი ქოლგა უფარავს?
მარჯვნივ ვუხვევთ და მერვე ავენიუზე გავდივართ, მერე კი მარ-
ცხნივ, 24-ე ქუჩაზე. აქეთ ქუჩები ცარიელია. შენობების ფანჯრებზე
ფარდები ჩამოუფარებიათ და დარაბები დაუგმანავთ. ჩვენ ზემოთ, თხე-
ლი ფარდებიდან, სუსტი შუ ქი გამოკრთის. გგეგონება, წვიმიან ქუჩას
ოთახებმა ზურგი აქციესო. სველ, ნაცრისფერ სამყაროში შეუმჩნევლად
მივაბიჯებთ. წვიმის წყალი არხებში სწრაფად მიედინება, სანიაღ-
ვრეებისკენ ეშვება და თან უამრავი ნაგავი მიაქვს. ჯულიენს ხელს არ
ვკიდებ, თუმცა, იგი ისე ახლოს მომყვება და ფეხს ისე მიწყობს, ლამის
ერთმანეთს ვეხებით.
ავ ტოსადგომს ვუახლოვდებით. თითქმის ცარიელია, მხოლოდ ერთი
თეთრი ფურგონი დგას, რომელსაც ნკგგგ აწერია. დედაჩემი მახსენდება,
მაგრამ ახლა იმის დრო არ არის, რეივენს მასზე რამე ვკითხო. რეივენი
ფურგონის უკანა კარს აღებს და კაპიუშონს იხდის.
- შედით, - გვეუბნება.
ჯულიენი ყოყმანობს. ვიცი, რომ მანქანაზე წარწერას კითხულობს -
„ნიუ-იორკის კორექციის, გამოსწორებისა და გან წმენდის განყოფილე-
ბა“.
- ნუ გეშინია, - ვამხნევებ და ფურგონ ში ავდივარ. მერე კი ჭუჭყიან
იატაკზე ლოტოსის პოზაში ვჯდები.
ჯულიენი უკან მომყვება. რეივენი თავს მიქნევს და კარს კეტავს.
მესმის, როგორ ჯდება წინა სავარძელში. მანქანის სახურავზე წვიმის
წვეთების სუსტი კაკუნის გარდა, არაფერი მესმის. ამ ხმის გაგონებაზე
მთელი სხეული ცახცახს მიწყებს. მცივა.
- რა... - იწყებს ჯულიენი, მაგრამ ვაჩუმებ. ჯერ ისევ საშიშია. მანამ-
დე ვერ დავმშვიდდები, სანამ ქალაქიდან არ გავალთ. სისხლიან ხელს
ჯერ ქურთუკზე ვიწმენდ, მერე კი, სისხლდენის შესაჩერებლად, ვმუშტავ
და ძლიერად ვუ ჭერ.
ნაბიჯების ხმა ახლოვდება. მერე მძღოლის კარი იღება და ტეკის
კითხვა მესმის:
- რა ქენი, წამოიყვანე?
და რეივენის პასუხიც:
- რომ არ წამომეყვანა, აქ ვიქნებოდი?
- სისხლი მოგ დის.
- არაფერია, პატარა ნაკაწრია.
- მაშინ, დავაწვეთ.
ძრავა ცოცხლდება. ლამის სიხარულით ვიკივლო. რეივენი და ტეკი
დაბრუნდნენ. ისინი ძველებურად „კამათობენ“. მათ ვერაფერი შეცვლის,
სულ ასეთები იქნებიან. მათ მე მომაკითხეს და ახლა, ჩვენ, ყველა ერ-
თად, ჩრდილოეთში მივემგზავრებით. კვლავ ერთ მხარეს ვართ და ტევ-
რში ვბრუნდებით. ჰანტერს, სარასა და ლუს ვნახავ.
ისე დავიხვევით, როგორც გვიმრის ფოთლები ყინვაში და საკუთარ
თავს დავუბრუნდებით. „წინააღმდეგობას“ იარაღსა და გეგმებს ვუტო-
ვებთ, „ფასკუნჯებს“- გვირაბებს, ადგ-ს - განკურნების პროცედურებს,
ხოლო სამყაროს - დაავადებასა და სიბნელეს. დაე, დაიქცეს და განად-
გურდეს. ჩვენ კი, როგორც ჩიტები, ხეთა ტოტებქვეშ, უსაფრთხოდ, ბუ-
დეებში მოვ კალათდებით.
ახლა მე ჯულიენი მყავს. მე ის ვიპოვე, ის კი გამომყვა. ნახევრად
სიბნელეში მის ხელს ვპოულობ და თითებში თითებს ვუცურებ. ჯუ-
ლიენი დუმს, თუმცა, ვგრძნობ, რომ ჩვენ ერთმანეთს სითბოსა და ენერ-
გიას ვუნაწილებთ. ეს ჩვენი უსიტ ყვო დიალოგია.
„გმადლობ,“ - მეუბნება ის.
„მე ისეთი ბედნიერი ვარ...… ძალიან ბედნიერი! სასიკვდილოდ ვერ
გაგიმეტებდი,“ - ვპასუხობ.
იმედი მაქვს, ჩემი ესმის.
***

მთელი ღამის უძილოს, მიუხედავად ფურგონის ჯანჯღარისა და სა-


ხურავზე წვიმის კაკუნისა, მაინც მეძინება. ჯულიენის ფრთხილი ძახილი
მაღვიძებს. თავი მის კალთაში მიდევს. მისი ჯინსის შარვლის სურნელს
ვგრძნობ. დარცხვენილი სწრაფად ვჯდები და თვალებს ვიფშვნეტ.
- გავჩერდით, - მეუბნება, თუმცა, ეს ისედაც ცხადია. მანქანის სახუ-
რავზე წვიმა ახლა სუსტად აკაკუნებს. ჯერ კარის ხმა, მერე კი რეივენის
და ტეკის საზეიმო ყიჟინა და შეძახილები მესმის, ალბათ, საზღვარი გა-
დავ კვეთეთ.
ფურგონის კარს სახეგაბრწყინებული რეივენი აღებს, მის უკან კი
გულხელდაკრეფილი ტეკი დგას, კმაყოფილი გამომეტ ყველებით. დაბზა-
რულასფალტიან ავ ტოსადგომსა და ძველ ფარდულს ვცნობ. საწყობში
დავბრუნდით.
რეივენი ხელს მიწვდის და გადმოსვლაში მეხმარება. თან ხელზე
ხელს მაგრად მიჭერს.
- აბა, სად არის ჯადოსნური სიტ ყვა? - მეკითხება, როგორც კი ტრო-
ტუარზე ვხტები. რეივენი ლაღად იღიმება. დამ შვიდებული ჩანს.
- როგორ მიპოვეთ? - ვეკითხები. ვიცი, უნდა, რომ მადლობა გადავუ-
ხადო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ. მან ისედაც იცის, როგორი მადლიერი
ვარ მისი. რეივენი ხელის გაშვებამდე ხელს კიდევ ერთხელ, მაგრად მი-
ჭერს.
- სხვაგან არსად წახვიდოდი, - მპასუხობს და ჩემ უკან, ჯულიენის-
კენ იხედება, მერე კი კვლავ მე მიყურებს. ვხვდები, რომ მირიგ დება, ასე
აღიარებს, რომ შეცდა.
ჯულიენი ფურგონიდან გადმოდის და გარშემო პირდაღებული და
თვალებგაფართოებული იც ქირება. თმა სველი აქვს და ბოლოში ოდნავ
დახვეული.
- ყველაფერი კარგად არის, - ვამ შვიდებ და ხელზე ხელს ვკიდებ. სი-
ხარულის ჟრუანტელი ტან ში კიდევ ერთხელ მივლის. აქ ხელჩაკიდებუ-
ლი ყოფნა, ერთმანეთის მოხვევა და ღამღამობით ჩახუტებით გათბობა
საშიში არ არის.
- წავედით! - იძახის ტეკი და საწყობისკენ ნახევრად უკან-უკან
სვლით და ნახევრად ხტუნვა-ხტუნვით მიდის. - გასამგზავრებლად ვემ-
ზადებით. ერთი დღე ისედაც დავ კარგეთ. ჰანტერი სხვებთან ერთად კო-
ნექტიკუტში დაგ ველოდება.
რეივენი მხარზე ზურგჩანთას ისწორებს და თვალს მიკრავს.
- ხომ იცი, ჰანტერი ლოდინისას როგორი ჭირვეული ხდება ხოლმე, -
მიხსნის, - ჯობს, ავუჩქაროთ.
ვგრძნობ, რომ ჯულიენი დაბნეულია - ჩვენი საუბარი, უცხო სახელე-
ბი, ტყე, გარშემო გაბარჯღული ხეები მისთვის უცხო და ცოტა შემაშფო-
თებელიც კია, მაგრამ მე მას ყველაფერს ვასწავლი და აქაურობა მასაც
შეუყვარდება. ის ისწავლის და შეიყვარებს, სწავლა შეუყვარდება. თავ-
ში უამრავი ლამაზი და დამამ შვიდებელი სიტ ყვა მომდის. ახლა დრო
ყველასა და ყველაფრისთვის მექნება.
- მოიცადე! - მივდევ რეივენს, რომელიც საწყობისკენ ტეკს მიჰყვება.
ჯულიენი უკან რჩება. მან რომ ვერ გაიგონოს, ხმადაბლა ვიწყებ.
- შენ...… შენ ეს იცოდი? - ვეკითხები და ნერწყვს ვყლაპავ. სუნთქვა
ისე მიხშირდება, თითქოს კილომეტრები მერბინოს. - დედაჩემს ვგულის-
ხმობ.
რეივენი დაბნეული მიც ქერს.
- რა, დედაშენი?
- ჩუ! - ვაჩუმებ. რატომღაც არ მინდა, ეს საუბარი ჯულიენმა მოის-
მინოს. მისთვის ჯერ ნაადრევი იქნება.
რეივენი უარის ნიშნად თავს აქნევს.
- ის ქალი, რომელმაც თავშესაფარში მომაკითხა, - არ ვეშვები,
მიუხედავად იმისა, რომ რეივენი დაბნეული მიც ქერს, - მას კისერზე
რიცხვები ჰქონდა ამოსვირინგებული: 5996. ეს დედაჩემის ნომერია,
„კრიპტების“ პატიმრის, - ისევ ნერწყვს ვყლაპავ, - ის ქალი დედაჩემია.
რეივენი ხელს მაღლა სწევს, თითქოს მხარზე შეხებას მიპირებს, მაგ-
რამ მერე კვლავ ძირს უშვებს.
- ვწუხვარ, ლინა. ვერც წარმოვიდგენდი, - მპასუხობს არაბუნებრი-
ვად ნაზად.
- წასვლამდე მას უნდა დაველაპარაკო, - ვეუბნები, - მას რაღაც...…
რაღაც უნდა ვუთხრა, - სინამდვილეში მხოლოდ ერთი რამ მინდა ვკით-
ხო და ამის გაფიქრებაზე გული ლამის საგულედან ამომიხტეს.
„რატომ? რატომ? რატომ? რატომ მიეცი მათ უფლება, დაეჭირე? რა-
ტომ მაფიქრებინე, რომ მკვდარი იყავი? რატომ არ მომაკითხე?“
„რატომ აღარ გიყვარვარ?“
როგორც კი ამ სიტ ყვას გულს მიაკარებ, ის შენ ში ისე ღრმად იდგამს
ფესვებს, ყველაზე ბნელ კუთხე-კუნჭულსაც კი არ ტოვებს. მასთან ერ-
თად კი ჩნდება მღელვარება, კითხვები და შიში, რომელიც სულ თან
გდევს. ადგ ამაში მაინც არ ცდება.
რეივენი იღუშება.
- ის წავიდა, ლინა.
პირი მიშრება.
- რა თქვი?
რეივენი მხრებს იჩეჩს.
- ამ დილით სხვებთან ერთად წავიდა. ორგანიზაციაში მათ ჩემზე მა-
ღალი სტატუსი აქვთ. მათთვის კითხვების დასმის უფლება არ მაქვს.
- გამოდის, ის...… ის „წინააღმდეგობის“ წევრია? - ვეკითხები, თუმცა,
პასუხი ისედაც ცხადია.
რეივენი თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
- ერთ-ერთი ხელმძღვანელი, - მიხსნის ხმადაბლა, თითქოს ამით მი-
სი საქციელის გამართლება შეიძლებოდეს, - სხვა არაფერი ვიცი, - ხე-
ლებს უმ წეოდ შლის.
განზე ვიხედები და ტუჩს ვიკვნეტ. სამხრეთით ღრუბლები იფანტება.
გეგონება, ცა საბანს იხდისო.
- ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მეგონა, რომ იგი მკვდარი იყო, -
არ ვიცი, ამას რეივენს რატომ ვეუბნები ან ამით რა შეიცვლება.
ამჯერად რეივენი იდაყვზე ხელს მკიდებს.
- წუხელ პორტლენდიდან ვიღაც ჩამოვიდა. ლტოლვილი. ისიც
„კრიპტებიდან“ გამოიქცა, აფეთქების შედეგად. ბევრი არაფერი უთ-
ქვამს. თავისი სახელიც კი. არ ვიცი, იქ რა უქნეს, მაგრამ…... - რეივენი
დუმდება, - მოკლედ, შეიძლება დედაშენზე მან იცოდეს რამე. მისი იქ
ყოფნის შესახებ მაინც...
- კარგი, - ვპასუხობ. იმედგაცრუებისგან გული მიმძიმდება. რეივენს
არ ვუმხელ, რომ დედაჩემი სიკვდილმისჯილთა საკან ში ცალკე ჰყავდათ
გამომ წყვდეული,… გარდა ამისა, სულ არ მაინტერესებს, როგორი იყო ის
იქ. მე მხოლოდ ახლანდელი დედა მინდა ვნახო.
- ვწუხვარ, - იმეორებს რეივენი და ვიცი, რომ ამას გულწრფელად
მეუბნება, - მაგრამ ახლა ის მაინც იცი, რომ იგი თავისუფალია. დედაშე-
ნი თავისუფალია და მას საფრთხე არ ემუქრება! - მიღიმის. - ისევე, რო-
გორც შენ.
- ჰო.
რასაკვირველია, რეივენი მართალია. გულზე ოდნავ მეშვება. თავი-
სუფალი… მე, ჯულიენი, ტეკი, დედაჩემი. ჩვენ კარგად ვიქნებით.
- წავალ, ვნახავ, ტეკს დახმარება ხომ არ სჭირდება, - მეუბნება
რეივენი და ძველებურ, საქმიან ტონს ვცნობ, - ხომ იცი, აქედან ამაღამ
მივემგზავრებით.
ვიცი-მეთქი, თავს ვუქნევ. მიუხედავად მომხდარისა, ასეთი რეივენის
ნახვა და მასთან საუბარი სიამოვნებას მგვრის. ის მოქმედების გუნება-
ზეა. ასეც უნდა იყოს. რეივენი საწყობში შედის. მე ერთხანს თვალებდა-
ხუ ჭული ვდგავარ და ცივ ჰაერს ვსუნთქავ. ნაწვიმარი მიწისა და სველი
ხის ქერქის, ნესტისა და სიახლის სურნელს შევიგრძნობ. ყველაფერი
კარგად იქნება და ოდესმე მე დედას კვლავ ვიპოვი.
- ლინა! - მესმის ჯულიენის მშვიდი ხმა უკნიდან. მისკენ ვტრიალ-
დები. იგი ხელებდაშვებული დგას ფურგონთან ახლოს, თითქოს ახალ
სამყაროში ფეხის შედგმის ეშინია. - კარგად ხარ?
ჩვენ გარშემო ხშირი, მუ ქი ტყეა, ცაზე კი ღრუბლები იფანტება.…
მისი დანახვა კვლავ სიხარულით მავსებს. ჯულიენს დაუფიქრებლად
ვუახლოვდები და ვეხვევი. ამას ისე სწრაფად და მოულოდნელად ვაკე-
თებ, ლამის წავაქციო.
- ჰო, - ვპასუხობ, - კარგად ვარ. ჩვენ კარგად ვართ, - ვიცინი, -
დღეიდან ყველაფერი კარგად იქნება.
- შენ მე გადამარჩინე, - მეუბნება ჩურჩულით. მის ტუჩების მოძ-
რაობას შუბლზე ვგრძნობ. მისი ბაგის შეხებისგან სხეული მიხურდება, -
ვერ ვიჯერებ…, ვერ წარმოვიდგენდი, თუ მომაკითხავდი.
- სხვა გზა არ მქონდა, - ოდნავ უკან ვიწევი, თვალებში ვუყურებ და
წელზე ხელებს ვაჭდობ. ჯულიენი ხელებს მხრებზე მხვევს. მიუხედავად
იმისა, რომ ტევრში დიდი ხანი გავატარე, ვინმესთან ასე დგომა მაინც
სასწაულად მეჩვენება. ახლა ვერავინ მეტ ყვის, რომ ეს არ შეიძლება. ვე-
რავინ გამაჩერებს. ჩვენ ერთმანეთი ავირჩიეთ, დანარჩენ სამყაროს კი
ჯანდაბამდეც გზა ჰქონია.
ჯულიენი ხელს მაღლა სწევს და თვალებზე ჩამოშლილ თმას მიწევს.
- ახლა რა უნდა ვქნათ? - მეკითხება.
- ყველაფერი, რაც მოგ ვესურვება, - ვპასუხობ და ლამის სიხარუ-
ლისგან ცაში ავფრინდე.
- ყველაფერი? - მეკითხება ჯულიენი და სახეზე ღიმილი ეფინება.
- ყველაფერი, - ვუდასტურებ და მის ტუჩებს ვეძებ. თავიდან კოცნა
თითქოს გვეუხერხულება. ჯულიენი ცხვირით ტუჩებზე მეჯახება, მერე
მე ვეჯახები ნიკაპით ნიკაპზე, მაგრამ ის იღიმება. ბოლოს ერთმანეთს
ვპოულობთ. მის ტუჩებს ჯერ მსუბუ ქად ვეხები. მერე მის ენას ენით ნა-
ზად ვეხები. ჯულიენი თითებს თმაში მიცურებს. მისი კანის სურნელს
ვისუნთქავ, სისუფთავის, ტყის, საპნისა და წიწვოვანი მცენარეების ნა-
ზავს. ერთმანეთს ნაზად ვკოცნით. ახლა აღარსად გვეჩქარება. სამყა-
როც და დროც ჩვენია. ერთმანეთის უკეთ გასაცნობად დროც გვაქვს და
ადგილიც. შეგ ვიძლია, ერთმანეთს იმდენი ხანი ვკოცნოთ, რამდენიც
მოგ ვესურვება. ჩემი ცხოვრება თავიდან იწყება.
ჯულიენი უკან იხევს და თვალებში მიყურებს. თითით კი ნიკაპზე მე-
ფერება.
- მგონი...… მგონი, შენ მე… დელირია გადამდე, - მეუბნება ოდნავ
სუნთქვააჩქარებული.
- სიყვარული, - ვამბობ და წელზე ხელებს ოდნავ ვუ ჭერ, - თქვი: სიყ-
ვარული.
ჯულიენი ყოყმანობს.
- სიყვარული, - ისე ამბობს, თითქოს გემოს უსინჯავდეს. მერე მიღი-
მის, - მგონი, მომ წონს.
- შეგიყვარდება. მენდე, - ვეუბნები და თითისწვერებზე ვიწევ. ჯუ-
ლიენი ცხვირზე მკოცნის, მერე ღაწვებზე, მერე ყურზე და ბოლოს, რამ-
დენჯერმე - თავზე.
- დამპირდი, რომ ერთად ვიქნებით, - მისი თვალები ისევ ზღვასავით
ლურჯი და გამჭვირვალე ხდება. თითქოს მათში ჩაძირვა და სამარადი-
სოდ იქ დარჩენა შეიძლება, - მე და შენ.
- გპირდები, - ვპასუხობ.
ჩვენ ზურგს უკან კარი ხმაურით იღება. უკან ვტრიალდები, რეივენი
მგონია, მაგრამ მოულოდნელად უცხო ხმა ჰაერს მახვილივით ჭრის:
- არ დაუჯერო.
მთელი სამყარო თავზე მემხობა და წამით ყველაფერი უკუნ წყვდი-
ადში ინთქმება.
მუხლი მეკვეთება და ძირს ვეცემი. ყურებში ზუზუნი მესმის. გვირა-
ბი შიგნით მითრევს. მკერდზე რაღაც მაწვება. ირგვლივ ქაოსია. სადა-
ცაა, თავი გამისკდება.
ის შეცვლილა. უფრო გამხდარია. წარბიდან ქვედა ყბამდე იარა ჩა-
მოსდევს. კისერზე, მარცხენა ყურის უკან, პატარა სამქიმიანი იარის
გარშემო, რომლითაც ოდესღაც გამაცურა, ახლა რიცხვები აქვს ამოსვი-
რინგებული. მისი ერთ დროს კეთილი და ქარვისფერი თვალები ახლა
კუშტად მიც ქერენ.
მხოლოდ თმის ფერი არ შეცვლია: ქაცვის, ცეცხლისფერი ელვარება,
როგორც შემოდგომის ფოთლების გვირგვინი.
არა, ეს შეუძლებელია. თვალებს ვხუ ჭავ და ვახელ. ჩემი სიზმრების
გმირი, სხვა ცხოვრების ანარეკლი. მკვდრეთით აღმდგარი.
ალექსი.
მეორე წიგნის დასასრული

You might also like