You are on page 1of 450

სარჩევი

სარჩევი

* * * ....................................................................................................................................................................... 4
* * * ....................................................................................................................................................................... 7
პროლოგი ............................................................................................................................................................ 8
თავი 1................................................................................................................................................................. 12
თავი 2................................................................................................................................................................. 37
თავი 3................................................................................................................................................................. 60
თავი 4................................................................................................................................................................. 80
თავი 5............................................................................................................................................................... 101
თავი 6............................................................................................................................................................... 126
თავი 7............................................................................................................................................................... 153
თავი 8............................................................................................................................................................... 175
თავი 9............................................................................................................................................................... 198
თავი 10 ............................................................................................................................................................ 219
თავი 11 ............................................................................................................................................................ 240
თავი 12 ............................................................................................................................................................ 267
თავი 13 ............................................................................................................................................................ 291
თავი 14 ............................................................................................................................................................ 319
თავი 15 ............................................................................................................................................................ 343
თავი 16 ............................................................................................................................................................ 362
თავი 17 ............................................................................................................................................................ 387
თავი 18 ............................................................................................................................................................ 410
სქოლიო ........................................................................................................................................................... 450

სარჩევი
ნათია ჯაგოდნიშვილი

ცდუნება

რომანი
კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“
გამარჯვებული

რედაქტორი ლია თოფურია


დიზაინერი მიაკო ნადირაძე
კორექტორები: ირინა დათაშვილი, ნატალია ჩიმაკაძე
პასუხისმგებელი რედაქტორი ზურაბ აბაშიძე
კომპიუტერული უზრუნველყოფა შორენა დათაშვილი
© გამომცემლობა პალიტრა L, 2018
ყველა უფლება დაცულია

სარჩევი
*** 4

***
ადამიანური ურთიერთობების მთელი სირთულე,
მრავალწახნაგოვნება განსაკუთრებით იჩენს თავს,
როდესაც ერთმანეთს მგრძნობიარე და ჯიუტ ადამიანებს
ახვედრებს ბედი. როდის არის გრძნობა ნამდვილი?
როდის არის უკან დახევა კომპრომისი, საყვარელი
ადამიანის გამო გაღებული, და როდის – საკუთარი
პრინციპების ღალატი? ან როდის ვხვდებით, სწორად
ავირჩიეთ თუ არა ცხოვრების თანამგზავრი?
აი, ასეთ მარადიულ პრობლემებს, ზნეობისა და
გრძნობების გამოცდის საკითხებს შეეჭიდა ახალგაზრდა
ავტორი წინამდებარე ნაწარმოებში. როგორ გაართვა მან
თავი ამოცანას და რას გვეტყვის ახალს ყველასათვის
საინტერესო თემებზე, მკითხველი მისი რომანიდან
შეიტყობს.
ლია თოფურია
წიგნის რედაქტორი

სარჩევი
*** 5

ნათია ჯაგოდნიშვილის რომანი „ცდუნება” ყველასთვის


ნაცნობ და საინტერესო თემებს ეხება. ეს არის წიგნი
სიყვარულზე, ღალატზე, ურთიერთობებზე, ვნებასა და
საკუთარი თავის ძიებაზე... მთავარი გმირი – აივი –
ახალგაზრდა, თავისუფლებისმოყვარე, ხელოვანი
გოგონაა, რომელიც მდიდარ ბიზნესმენს ხვდება. მათ
ძლიერი ვნება აკავშირებთ, მაგრამ როგორც კი ახალ
ეტაპზე გადასვლის დრო დგება, მამაკაცი უკან იხევს...
აივი განშორებას ძალიან მძიმედ გადაიტანს, მაგრამ...
ცხოვრება მუდამ სავსეა სიურპრიზებით. ახალგაზრდა
მხატვარი ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებს და
ადაპტაციას ცდილობს.
წიგნში წამოჭრილია სადავო და რთული საკითხები –
როგორ უნდა მოიქცე, როცა საყვარელ ადამიანთან
ბედნიერად ცხოვრობ, მაგრამ მოულოდნელად ძველ
სიყვარულს შეხვდები?
შეძლებ, გაუძლო ცდუნებას? რა უფრო ძლიერია, ვნება თუ
სიყვარული?

სარჩევი
*** 6

მთავარი გმირის მიმართ უცნაურად გაორებული


დამოკიდებულება გიჩნდება. თან არ მოგწონს მისი
არჩევანი, თან ძალიან გულშემატკივრობ. რომანი საკმაოდ
დრამატული, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მსუბუქი
საკითხავია.
განსხვავებული სოციალური დონეები, ჰობი,
მისწრაფებები, მიზანი, ცხოვრების აზრი,
ფსიქოლოგიური ტრავმა და, რა თქმა უნდა, ძლიერი
სიყვარულის ამბავი – ეს ყველაფერი ჰარმონიულად
ერწყმის ერთმანეთს. წიგნის გმირივით ჩვენც ხშირად
ვდგებით რთული არჩევანის წინაშე, ამიტომ
გვაინტერესებს, მსგავს სიტუაციაში სხვა როგორ
მოიქცეოდა. აივის ძალიან რთული გზის გავლა და
სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს,
მაგრამ რა არის ცხოვრება, თუ არა გზა საკუთარი თავის
შეცნობისა?!
თეა ინასარიძე
მწერალი, ნათია ჯაგოდნიშვილის მენტორი

სარჩევი
*** 7

***
“ტანჯვა გვასწავლის სიყვარულს. გული კი არ
გვემსხვრევა, იმიტომ გვტკივა, რომ იზრდება
და იზრდება. რაც უფრო დიდი ხდება გული,
მით მეტი სიყვარულის დატევა შეუძლია.”
რიტა მეი ბრაუნი [1 ]

სარჩევი
პროლოგი 8

პროლოგი
აკანკალებული ხელებით ძლივს მოახერხა საკეტში
გასაღების მორგება. ისე ნერვიულობდა, როგორც პატარა
გოგო, რომლისთვისაც მომავალი გაურკვეველია, თუმცა
თვითონ ძალიან კარგად იცოდა, რაზეც მიდიოდა ამ
ნაბიჯის გადადგმით.

ღრმად სუნთქავდა, როგორმე საკუთარი თავის ხელში


აყვანა რომ მოეხერხებინა, თუმცა შიგნიდან წამოსულ
კანკალს ვერაფრით აჩერებდა და კუჭიც ისე ასტკივდა,
ძლივსღა უძლებდა.

იმ მომენტში რომ გეკითხათ, გააზრებულად დგამდა თუ


არა ამ ნაბიჯს, ალბათ ვერაფერს გიპასუხებდათ. კი,
იცოდა, რაზეც მიდიოდა, ისიც იცოდა, რა შეიძლებოდა
მოჰყოლოდა ამ ყველაფერს. შეიძლება ითქვას, კარგად
აცნობიერებდა და იმასაც ხვდებოდა, ცდუნებას
აყოლილი, დიდ შეცდომას რომ

დაუშვებდა, მაგრამ...

სარჩევი
პროლოგი 9

მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი.

იმედი, რომ რაღაცას შეცვლიდა, რაღაცას გამოასწორებდა,


შეძლებდა და დაალაგებდა იმას, რაც თავად არ აურევია.
თავი სძულდა, ამქვეყნად ყველაზე სუსტი,
უთავმოყვარეო და უპრინციპო არსებასავით რომ
იქცეოდა, მაგრამ ისეთი ინერციით მიდიოდა, გაჩერება
არაფრით შეეძლო. საკუთარ თავსაც კი ვერ უწევდა
წინააღმდეგობას და სადღაც, შუაზეც იხლიჩებოდა ამის
გამო.

თითქოს თვითონვე მიდიოდა უფსკრულისაკენ და


გადაჩეხისთვისაც კი მზად იყო. არაფერი ჰქონდა გარშემო,
რასაც მოეჭიდებოდა, რაც აიძულებდა, რომ
გაჩერებულიყო, რაც გადაარჩენდა...

ერთი პრინციპი ჰქონდა ყოველთვის – ან ყველაფერი, ან


არაფერი. საშუალოობას ვერ იტანდა, სანახევროდ
გაკეთებულს

სარჩევი
პროლოგი 10

ერჩივნა, საერთოდ არ გაეკეთებინა. და ახლაც, ან


ბოლომდე უნდა აჰყოლოდა სურვილს, ან სამუდამოდ
ჩაემარხა და შემდეგ უფლება მიეცა, შიგნიდან შეეჭამა.

საკუთარი თვალით ეყურებინა, როგორ


განადგურდებოდა.

როგორ შემოაცოცდებოდა მთელ სხეულზე რაღაც


საშინელი, ნაცრისფერი ღრუბელი, უიმედობით,
უკმაყოფილებითა და სისუსტით გაჟღენთილი.

როგორ დაკარგავდა მისი თვალები ფერს და


ჩვეულებრივი, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული, გათხოვილი
ქალის მზერა დარჩებოდა მხოლოდ.

როგორ გაუუფერულდებოდა კანი, გაუჩნდებოდა


თვალების გარშემო წვრილი ხაზები, გაუუხეშდებოდა
თმა...

დღითი დღე როგორ ჩამოიშლებოდა, თავზე


ჩამოენგრეოდა ყველაფერი, ამდენი ხნის ნაშენები, და ამ
ნანგრევებიდან გამოსვლის სურვილიც აღარ ექნებოდა.

სარჩევი
პროლოგი 11

თითსაც არ გაანძრევდა გადასარჩენად.

აღარ ენდომებოდა და, იმიტომ.

აღარაფერს ექნებოდა აზრი.

გულაღმა გაწოლილი, მშვიდად დაელოდებოდა


სიკვდილს და მისი მოსვლისას ალბათ სულ ოდნავ,
ძლივს შესამჩნევად ჩაეღიმებოდა.

ორი გზა ჰქონდა მხოლოდ. ან ასე უნდა მოქცეულიყო, ან


კიდევ გაეკეთებინა და შემდეგ ენანა.

ან ყველაფერი, ან არაფერი.

და გადაწყვეტილებაც მიიღო.

თუმცა, სასტუმროს ავტოსადგომზე რომ გააჩერა მანქანა


და შემდეგ აჩქარებული ნაბიჯებით გაემართა
შესასვლელისკენ, ჯერ კიდევ არ იცოდა, რას მიიღებდა
სანაცვლოდ – ყველაფერს

თუ არაფერს...

სარჩევი
თავი 1 12

თავი 1

პირველი მსხვილი შეკვეთა რომ მიიღო აივიმ, თან ასეთ


ასაკში და თან ასეთი ადამიანისგან, ამ ამბის
სერიოზულობა მხოლოდ მაშინ გაიაზრა, როცა
დამკვეთის სახლის წინ აღმოჩნდა, იქაურობისთვის
სრულიად შეუფერებლად გამოწყობილი. შავ ტოპზე
ჩვეულებრივი ჯინსის კომბინეზონი და საკუთარი
ხელით მოხატული კედები ეცვა, თმა კი ისე შეეკრა ცხენის
კუდად, სკოლის მოსწავლისგან ვერც გაარჩევდით. და
სახლი... სახლი სულაც არ ჰგავდა იმ სიტყვას, როგორ
უბრალოდ და ჩვეულებრივადაც მისი სახელწოდება
ჟღერს. რაღაც უფრო ისეთი იყო, სერიალებში რომ
უჩვენებენ, გრანდიოზულ ვილებს, რანჩოებს, მამულებს...
ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, მისი დამკვეთი ბიზნესმენი კი
არ იყო, რომელიც ელეგანტურ პიჯაკში გამოწყობილი
გამოეგებებოდა, არამედ წელზემოთ შიშველსა და
ოფლიანს, კოვბოის ქუდითა და ჩექმებით შემოსილს
გადააწყდებოდა შემთხვევით.

თუმცა, არც ერთი მოლოდინი გაუმართლდა და არც


მეორე, როცა სახლში შესვლამდე ჯერ დაცვამ შეამოწმა
საფუძვლიანად, შემდეგ უნიფორმიანი ქალი გამოეგება
და ისეთ მისაღებში შეუძღვა, წარმოდგენაც არ ჰქონდა,
ასეთ ადგილას როგორ უნდა ემუშავა.

– ბატონი ანდრო რამდენიმე წუთში ჩამოვა. ინებებთ


რამეს? – გაუღიმა ქალმა და დაჯდომა შესთავაზა.

სარჩევი
თავი 1 13

– წყალი, თუ შეიძლება...

– მინერალური თუ ჩვეულებრივი?

– ჩვეულებრივი იყოს.

– ცივი თუ?..

– დიახ, ცივი.

– ლიმონით ინებებთ თუ მის გარეშე? – სახეზე უცვლელი

ღიმილით ჩააცივდა ქალი, აივი კი უკვე ისეთ დღეში იყო,


აღარც წყალი უნდოდა და აღარც აქ გაჩერება.

– ჩვეულებრივი, ონკანიდან რომ წყალი მოდის, ისეთი


დამისხით ჩვეულებრივ ჭიქაში, ნორმალური ადამიანები
როგორიდანაც სვამენ და არა რაიმე განსაკუთრებულსა და
სამუზეუმო ექსპონატში, – ძალდატანებით გაუღიმა და
მაშინ პირველად მოესმა ის სიცილი, რომელიც, ვერც კი
წარმოიდგენდა, ცოტა ხნის შემდეგ ასეთი ძვირფასი თუ
გახდებოდა მისთვის.

– მართა, ჯერ არ გამასპინძლებიხარ ჩვენს სტუმარს? –


აშკარად გულწრფელად გაუღიმა ქალს თეთრ, უნაკლოდ
გაუთოებულ პერანგსა და მუქლურჯ პიჯაკში
გამოწყობილმა მამაკაცმა, თმაც რომ იდეალურად
გადაევარცხნა და წვერის სიგრძეც ისე ჰქონდა
დარეგულირებული, ვერც კი წარმოიდგენდით,
სხვანაირად თუ შეიძლებოდა.

სარჩევი
თავი 1 14

– წყალს ახლავე მოგიტანთ. თქვენც მიირთმევთ რამეს,


ბატონო ანდრო?

– არა, ჯერ არ მინდა, გმადლობ, – უპასუხა მოკლედ,


შემდეგ კი მთელი ტანით შებრუნდა აივისკენ, მაჯაზე
დამაგრებულ თმის წვრილ რეზინს რომ აწვალებდა
მოუსვენრად, – აივი შუკვანი, ხომ სწორად მახსოვს?

– დიახ, მე ვარ, – გაუღიმა და წამოდგა.

– ანდრო შერვაშიძე, – საქმიანად ჩამოართვა ხელი, –


სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მინდა გითხრათ, საკმაოდ
დიდხანს გეძებეთ.

– არც მე დაგიმალავთ, საკმაოდ გამიკვირდა, თქვენი ზარი


რომ შემოვიდა.

– მე არ დამირეკავს, ჩემი დამხმარე იყო, მაგრამ ეგ


არაფერი, – ჩაეცინა უცნაურად, – იმედი მაქვს, ზუსტად
გაგაგებინეს ჩემი მოთხოვნები.

– პორტრეტი გნებავთ, როგორც მითხრეს. ასე არაა?!

– უბრალო პორტრეტი რომ მინდოდეს, თქვენს მოძებნაზე


ამდენს არ ვიწვალებდი, – თვალსაც არ აშორებდა, ისე
ესაუბრებოდა. ისეთ შეგრძნებას უტოვებდა აივის მისი
მზერა, თითქოს რაღაც ამოუცნობის დანახვას, შესწავლას,
გამოკვლევას და იმაზე ღრმად ჩაწვდომას ცდილობდა,
ვიდრე ეს საჭირო იყო, – ისეთი პორტრეტი უნდა იყოს, მეც
რომ მომეწონოს.

სარჩევი
თავი 1 15

– გასაგებია... – ჩაილაპარაკა ცოტა არ იყოს დაბნეულმა და,


დაძაბულობის მოსახსნელად, მართას მოტანილი ჭიქა
წყალი ერთი მოსმით გამოცალა, – თუ წინააღმდეგი არ
იქნებით, მირჩევნია, რომ თან დავიწყოთ.

– არც მე მაქვს ბევრი დრო, – წარბების აწევით გაუცინა და


მერე ისე მოკალათდა სავარძელში, აივი ვერ მიხვდა,
კიდევ აპირებდა საუბრის გაგრძელებას, თუ მართლა
სერიოზულად უნდოდა, რომ ამ ოთახში ემუშავათ.

– აქ გავშალო ნივთები? დარწმუნებული ხართ? –


აღელვებულს გაეცინა და მარმარილოს მაგიდაზე ანიშნა.

– ცხოვრებაში არც ერთ ნაბიჯს არ ვდგამ ისე, თუ საკუთარ


თავში დარწმუნებული არ ვარ. ასე რომ, შეგიძლიათ
დაიწყოთ, აივი... – წამითაც არ მოუშორებია
თვითკმაყოფილი ღიმილი ტუჩებიდან. არც მაშინ
შეუცვლია მზერა, როცა დაცვის ერთ-ერთმა წევრმა
მოლბერტი შემოუტანა გოგონას და თან დაამატა,
მაპატიეთ, ამდენს ხანს რომ გალოდინეთ, მაგრამ ჩემი
მოვალეობაა, შემემოწმებინაო.

აი, აივი კი ისე გრძნობდა თავს, როგორც ძვირად


ღირებული თევზებით სავსე აკვარიუმში შემთხვევით
აღმოჩენილი ხამსა... ის ჯინსის კომბინეზონიც კი
აწუხებდა, აქამდე საკუთარ გარდერობში ყველაზე
კომფორტულად რომ ეჩვენებოდა. ვერც დაძაბულობა
მოიხსნა ვერაფრით და ასეთ გარემოში მუშაობას როგორ

სარჩევი
თავი 1 16

მოახერხებდა, ვერ ხვდებოდა. საერთოდ, ვერც იმას


იაზრებდა, რა ჯანდაბის გამო დათანხმდა შეკვეთას.
თუმცა

გულის სიღრმეში მშვენივრად იცოდა, რომ ფული


შემოაკლდა; მას შემდეგ, რაც მამისგან დამოუკიდებლად
დაიწყო ცხოვრება, მისთვის მატერიალური დახმარების
თხოვნა აღარ უნდოდა და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი
მიზეზი... მაგრამ ახლა კაცი წამითაც არ აშორებდა უცნაურ
მზერას და აივის საშინლად ძაბავდა მისი აურა,
რომელსაც შორიდანაც კი გრძნობდა. ისეთი
ყოვლისმომცველი იყო, ისეთი ძლიერი, უფლებას არ
აძლევდა, მოდუნებულიყო და მშვიდად ეკეთებინა ის
საქმე, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა. მაშინაც კი,
მონახაზის გასაკეთებლად უბრალო ფანქარი რომ აიღო
ხელში, ლამის თითებში ჩაატყდა, სანამ ტილოს შეახებდა.
ღმერთო, ასე როგორ უნდა გაძლოს?!

– რამეს ხომ არ შეცვლიდით? – კვლავ კაცის ხმამ


გამოარკვია.

ვერ მიუხვდა, რას გულისხმობდა.

– ბატონო?!

– იქნებ, სხვანაირად უნდა დავჯდე ან ჩაცმულობაში

შეიტანდით რამე შტრიხს. ჩემი აზრით, შეცვლას არაფერი


საჭიროებს, თუმცა მხატვარი თქვენ ხართ და,

სარჩევი
თავი 1 17

შესაბამისად, ამ ერთადერთ შემთხვევაში, უპირატესობაც


თქვენს ხელშია.

– ჯერჯერობით არაფრის შეცვლა არაა საჭირო. თუ


გახდება, აუცილებლად გეტყვით, – მოუჭრა მოკლედ და
ისე უხეშად ჩამოუსვა ფანქარი ტილოს, ხმის გაგონებაზეც
კი გააჟრჟოლა.

მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში ვერც ამ


კაცის მზერას გაექცა სადმე, ვერც ეს საშინელი
დაძაბულობა მოიშორა და ვერც კუჭის ტკივილი,
ნერვიულობის დროს რომ სჩვეოდა. ისე ზედმიწევნით
ზუსტად, თუმცა უგულოდ ხატავდა, წინასწარვე იცოდა,
ყველას რომ მოეწონებოდა, მაგრამ თავად – არა. არანაირი
ემოცია არ ჰქონდა, გარდა იმ უცნაური შეგრძნებისა, რომ
სახე უკვე თითქოს ეწვოდა ამ დაჟინებული მზერის გამო.

მოულოდნელად, კიდევ ერთხელ რომ ახედა და ამჯერად

პირდაპირ მის თვალებს გადაეყარა, ისე მიიღო


გადაწყვეტილება, სანამ ფეხზე არ წამოდგა, ვერც მიხვდა,
რას აკეთებდა. არა, აივი, არა!

ნელა მიუახლოვდა, ზუსტად ისეთი ტემპით, როგორითაც


მტაცებელი ეპარება მსხვერპლს. მიუხედავად იმისა, რომ
ამ ორიდან თვითონ უფრო ჰგავდა ახლა მსხვერპლს.
წამითაც არ შესცვლია ანდრო შერვაშიძეს
გამომეტყველება, არც უცნაური ღიმილი მოუშორებია
ტუჩებიდან და ნაკვთის შეუტოკებლად, ისეთი

სარჩევი
თავი 1 18

თვალებით ახედა, ვერაფრით მიხვდა აივი, საერთოდ


როგორ მოახერხა, ამ მზერისთვის გაეძლო.

გაუბედავად გაიწვდინა ხელები მისი პერანგისკენ და


სანამ შეეხებოდა, სუნთქვა შეეკრა. ასეთი რაღაც
არასდროს დამართნია. რამდენი ადამიანი დაუხატავს,
ნაცნობებიც, სრულიად უცხოებიც, დავალებებიც
შეუსრულებია აკადემიაში და “შეკვეთით” ხატვა სწორედ
ამის გამო არ იყო უცხო, ახლა კი, თითქოს, ერთიანად
ჩაყლაპა ამ კაცმა. ერთიანად მოიცვა მისმა

ამოუხსნელმა ენერგეტიკამ და ისეთი ელექტრული ველი


შექმნა, თითების ბალიშებიც კი დაუბუჟდა და დენის
დარტყმისმაგვარი შეგრძნებაც გაუჩნდა, პერანგის
პირველ ღილს რომ შეეხო და მისი გავლით კანის
სიმხურვალეც შეიგრძნო.

აკანკალებული თითებით გაჭირვებით შეუხსნა პირველი


რამდენიმე ღილი და ისეთ სისუსტეს გრძნობდა
მუხლებში, როცა ეხებოდა, როცა მის მზერას ვერსად
გაურბოდა, როცა შეეცადა, შეხების გარეშე, სულ ოდნავ
გადაეწია პერანგის საყელო, მაგრამ მაინც ვერსად გაექცა
ფიზიკურ კონტაქტს. ეგონა, სულ ცოტაც და, დაეცემოდა;
ვერ გაუძლებდა, დაიშლებოდა, გაწყვეტილი მძივის
ბურთულებივით მიმოიფანტებოდა მთელ ოთახში და
ვერ მოახერხებდნენ მის შეგროვებას, რათა
თავდაპირველი სახე დაებრუნებინათ.

სარჩევი
თავი 1 19

– აივი... – წარმოთქვა კაცმა ისე, თითქოს რაღაცას


სინჯავდა, აკვირდებოდა. – სადაური სახელია? გვარი
ქართული გაქვს...

– დედა მყავს ბერძენი.

– აივი... – გაიმეორა ისეთივე უცნაური ინტონაციით, –


უცნაურია. რას ნიშნავს? – წამითაც არ აშორებდა მზერას
და ვერც გოგონა შორდებოდა. თავს იმ ფარვანად
გრძნობდა, ღამის სიბნელეში გამალებით რომ
უახლოვდება სინათლის წყაროს და მიუხედავად იმისა,
იცის, დაიწვება, მაინც არ წყვეტს ფრთების მოძრაობას.

– ყვავილის სახელია, როგორც ვიცი. უფრო ზუსტად,


მცენარეა, რომელიც კლდის პირას იზრდება და,
ძირითადად, შხამიანია, მხოლოდ ზოგიერთი ყვავილობს.

– კლავს?

– რა?

– შენი შხამი. აივის შხამი მომაკვდინებელია? – ისე


გაუღიმა, რომ ტუჩის კუთხეები სულ ოდნავ აეპრიხა.

– მომწამვლელია. ხშირად კლავს კიდეც, არ ვიცი ზუსტად.

– არ იცნობ საკუთარ თავს... – ეს კი აშკარად არ ყოფილა


კითხვა.

– ვერ ვხვდები, რა...

სარჩევი
თავი 1 20

– არ იცნობ იმას, რის გამოც გქვია ეს სახელი.

ვერაფრით მიხვდა აივი, რატომ საუბრობდნენ ახლა ამაზე.


რა მნიშვნელობა ჰქონდა საერთოდ მისი სახელის
წარმომავლობას? თუ საუბარი უნდოდა, რატომ
ხლართავდა ასე ძალიან? კიდევ უფრო დაიბნა, ისედაც
დაბნეული.

– ასე უკეთესია? – ფიქრებიდან გამოარკვია ანდროს ხმამ.


რამდენიმე წამი დასჭირდა საიმისოდ, გაფანტული
გონება რომ მოეკრიბა და მისთვის თვალებში ჩაეხედა.
ისეთი ჩვეულებრივი სახით ანიშნა კაცმა პერანგის
საყელოზე, თითქოს თვითონ არ ყოფილიყო, რამდენიმე
წამის წინ გონებას რომ ურევდა.

– უკეთესია, – უპასუხა ყოველგვარი ღიმილის გარეშე და


თავის ადგილზე დაბრუნებისას გულში ლოცულობდა,
გზაში ფეხი არ არეოდა და არ წაქცეულიყო...

***

ზურგზე თითების შეხებამ გააღვიძა. ჯერ კიდევ არ იყო


ბოლომდე გამოფხიზლებული, მაგრამ ცხადად
გრძნობდა, როგორ ხაზავდა მის მოშიშვლებულ
ხერხემალზე ნაცნობ ფიგურებს საყვარელი მამაკაცი. არც
უნდოდა თვალების გახელა, ისე კომფორტულად იყო
ახლა, უდარდელად, საერთოდ არაფერი რომ არ
აწუხებდა. შეეძლო, სამუდამოდ დარჩენილიყო ასე, გარე
სამყაროსგან მოწყვეტილი, ნახევრად ძილ-ბურანში,

სარჩევი
თავი 1 21

გვერდით მყოფი კაცის სასიამოვნო სურნელით


გაბრუებული.

– უნდა წავიდე... – თუმცა მოესმა ძილისგან ოდნავ


ჩახლეჩილი, დაბალი ბარიტონი და ოცნებაც, ასე
დარჩენის შესახებ, მაშინვე

გაუფერულდა. რეალობას ისეთი პირი უჩანდა, ძილში


დროის დაკარგვა არ ღირდა.

– ვიცი... – ამოიზმუვლა, მაგრამ თვალების გახელას მაინც


არ ჩქარობდა. – წადი და ავდგები ცოტა ხანში...

– აივი... – ამოიოხრა კაცმა. ხმაზევე ეტყობოდა, არ სურდა


მილიონჯერ განხილულის კიდევ ერთხელ გამეორება.

– საშინლად ჯიუტი ხარ, იცი? – გოგონა კი საბოლოოდ


დანებდა და ისე გადატრიალდა მისკენ, სხეულიდან რომ
არ მოშორებოდა. – ასეთი მშვენიერი დილაა, საყვარელი
ქალის გვერდით იღვიძებ, სამსახურში დაგვიანების გამო
უფროსი არ გეჩხუბება, რა გინდა?!

– ის, რომ უფროსი თავად ვარ, სამსახურის გაცდენის


უფლებას არ მაძლევს! – ცალყბა ღიმილით ჩაუკრა თვალი
და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა, მის ტუჩებს რომ
მისწვდენოდა.

უკვე მერამდენე დილა იყო, ასე იღვიძებდნენ, თუმცა


სამსახურში წასვლა ყოველთვის პრობლემად რჩებოდა.
თავისუფლების მოყვარული აივი ვერაფრით ეგუებოდა

სარჩევი
თავი 1 22

ანდროს წინასწარ გაწერილ გრაფიკს. კი, ყოველთვის


ხელს უწყობდა, ყველგან დაჰყვებოდა, მაქსიმალურად
ცდილობდა, ურთიერთობა კომფორტული გაეხადა და
არაფერზე ეთქვა უარი, თუ ეს მის პრინციპებს არ
ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც არ ეხატებოდა დიდად
გულზე კვირაში რამდენჯერმე მდიდრულ წვეულებებზე
სიარული და კამერების წინ პოზირება.

ანდრო შერვაშიძეს კი უკვე წლებია, ასეთი ცხოვრება


ჰქონდა და, სიმართლე ითქვას, შეცვლას არც აპირებდა.
საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი იყო, ფეხიც მყარად
ჰქონდა მოკიდებული ამ წრეში და პატივისცემასაც
იმსახურებდა. ხშირი არ იყო მის ასაკში ასეთი
წარმატებული ბიზნესის წინამძღოლობა. მართალია,
საკუთარ დამსახურებად ვერ ჩათვლიდა, ფაქტობრივად,
მამის დაწყებულ, წინასწარ

გაკვალულ გზას მიჰყვებოდა თავიდანვე, თუმცა, ისიც


უნდა ითქვას, რომ უფროსი შერვაშიძის შემდეგ ბევრი რამ
შეცვალა ფირმაში, და თან, საკმაოდ წარმატებულად.

აივი კი იმდენად განსხვავებული იყო, იმდენად


შეუფერებელი მისი ცხოვრების სტილისთვის,
თავდაპირველად, ალბათ, სწორედ ამანაც დააინტერესა,
სანამ უფრო ახლოს გაიცნობდა. აზარტშიც კი გადაუვიდა
მისი მორჯულება და ახლა ასეთ შეცვლილს რომ
უყურებდა, კმაყოფილების ღიმილს ვერ იშორებდა
სახიდან, დასახულ მიზანს მაინც რომ მიაღწია.

სარჩევი
თავი 1 23

– შემიკრავ? – ჰალსტუხი გაუშვირა ჯერ კიდევ არეულ


საწოლში მონებივრე გოგოს და მანაც სწრაფად წამოიწია
მუხლებზე.

– ზუსტად ვიცი, დამოუკიდებლად შეკვრა გადასარევად


რომ გეხერხება... – წაიღიღინა თვითკმაყოფილმა და ერთი
შეხედვით მარტივი პროცესი რაც შეეძლო გაწელა,
დიდხანს რომ ყოფილიყო საყვარელი კაცის გვერდით.

აუჩქარებლად, გრძელი თითების მარტივი მოძრაობით


შემოახვია ქსოვილი კისერზე და შემდეგ ისე ახლოს
მიიზიდა, მილიმეტრებიღა აშორებდა იმ ტუჩებამდე,
წინაღამით ასე გამალებით რომ კოცნიდა.

– არ მითხრა, რომ ამით უკმაყოფილო ხარ... – და ანდროც


აჰყვა თამაშში. ისე ჩაილაპარაკა, არ მოშორებია. უფრო
მეტიც, კიდევ უფრო ახლოს მიიწია და საუბრის დროს
ოდნავ, მაგრამ მაინც შესამჩნევად რომ შეეხო ბაგეებზე,
ზუსტად ის ეფექტი გამოიწვია, რაც უნდოდა.

– ნუ მაიძულებ, სამსახურში არ გაგიშვა... – ამოთქვა


ვნებამორეული ხმით და მაინც ვერ გაბედა, თვითონ
ეკოცნა პირველს.

უკვე თითქმის ორი წელი იყო, რაც ერთად იყვნენ, მაგრამ


ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას მაინც ვერ
ახერხებდა. ზოგადად თუ არ ერიდებოდა აზრის თამამად
დაფიქსირებას

სარჩევი
თავი 1 24

და არც ის ადარდებდა, სხვები რას იფიქრებდნენ,


ანდროსთან სულ სხვანაირი, მორიდებული პატარა გოგო
ხდებოდა. ალბათ ბოლომდე არც სჯეროდა, მისნაირმა
უღმერთოდ სიმპათიურმა, წარმატებულმა, სექსუალურმა
ბიზნესმენმა არჩევანი მასზე რომ შეაჩერა და ცდილობდა,
ისეთი არაფერი გაეკეთებინა, რაც ამ კაცს
დააკარგვინებდა.

იმასაც ხვდებოდა, სულელური რომ იყო მისი შიშები.


ყოველთვის იმ აზრზე იყო, ხელოვნურად
შენარჩუნებული, რეალურად, ყველაფერი ყალბი რომ იყო
და მეგობრებსაც აქტიურად ურჩევდა, თავი არ მოეკლათ
იმაზე დარდით, ვინც მათ არ აფასებდა. მრჩეველი
მართლაც იდეალური იყო, მაგრამ, როცა საკუთარ
ცხოვრებაზე მიდგებოდა საქმე, ვერაფერს უხერხებდა
ტვინში ჩაბუდებულ დამპალ არსებას, ყოველი
შესაძლებლობისას იმას რომ ახსენებდა, ბოლოს მაინც
მარტო დარჩებიო.

ზოგჯერ ისეთი მომენტებიც ჰქონდა, რომ არავის დანახვა


არ

უნდოდა.

ყველაფრის გაკეთების სურვილი ეკარგებოდა. გულაღმა


წვებოდა, ჭერზე ერთ წერტილს აირჩევდა და უყურებდა
დაუსრულებლად, თვალის დახამხამების გარეშე.
უფლებას აძლევდა უაზრო ფიქრებს, მისი სხეული,

სარჩევი
თავი 1 25

ტვინთან ერთად, გამოეფიტათ და ყველაფერი


საშინელება ერთად დასტყდომოდა თავს.

არც საჭმელს ჭამდა, არც საყვარელი მუსიკის მოსმენა


შველოდა. ასეთ მომენტებში ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს მეგობრებიც კი არ ჰყავდა.

საკუთარი თავიც ღალატობდა ზოგჯერ და იმასაც ვერ


ხვდებოდა, საერთოდ რისთვის ცხოვრობდა.

თინეიჯერი არ იყო, რომ ეგზისტენციალური კრიზისი


ასაკისთვის დაებრალებინა, მაგრამ ფაქტია – ზოგჯერ ისე
საშინლად გრძნობდა თავს, ეგონა, ნაწილებად იშლებოდა
და ამ

ნაწილების მოძებნასა და შეერთებას ვერასდროს


შეძლებდა.

სრული სიზუსტით გრძნობდა ორგანიზმის თითოეულ


უჯრედს, ყველა მოლეკულას. იმასაც კი ამჩნევდა,
როგორი სიჩქარით მოძრაობდა სისხლი მის ძარღვებში და
საათის ისრის ხმა იყო ერთადერთი, რასაც უსმენდა.

და ითვლიდა... ითვლიდა დაუსრულებლად... ზოგჯერ


გადაბმულად დღეების განმავლობაშიც კი ყოფილა ასეთ
მდგომარეობაში.

არც ხატვა უნდებოდა. საერთოდ არაფრის ძალა აღარ


ჰქონდა და თუ სხვა სიტუაციაში ფუნჯი და საღებავები,
პროფესიასთან ერთად, განტვირთვის საშუალებაც იყო,

სარჩევი
თავი 1 26

მთელ სულსა და გულს დებდა თითოეულ ნახატში და


შეეძლო, ყველა ტკივილი ტილოზე შეხებით გაექრო, ასეთ
დღეებში ამასაც კი ვერ აკეთებდა.

და იცოდა, ლოდინის გარდა არაფერი დარჩენოდა.


ვერაფერს

გააკეთებდა. თავს ვერ აიძულებდა, სიმშვიდე


ხელოვნურად მოეპოვებინა და ბედნიერი ყოფილიყო.
თავისით უნდა გაევლო...

მაშინ კი, როცა ასეთ ეტაპს გადააგორებდა, ყველაზე


მხიარული, აქტიური, თავისუფალი და გიჟი ხდებოდა.
კვალსაც აღარ ტოვებდა ძველი აივისგან და შეეძლო,
ღამეები გადაება ცეკვასა და გართობაში.

– არ მისმენ? – როცა ანდროს ხმა მოესმა, თვალები


სწრაფად დაახამხამა. თვითონაც ვერ მიხვდა, ისე გაჰყვა
ფიქრებს.

– ბოდიში, ვერ გავიგე. რა ჩემი ბრალია, შენ მაბნევ! –


გაეკრიჭა და დანაშაულიც გადააბრალა წასასვლელად
გამოწყობილ კაცს.

– დღეს ლომაიას დაბადების დღეზე ვართ მიწვეულები და


საღამოსთვის არაფერი დაგეგმო, – დაბეჯითებით
გაუმეორა და თავით ანიშნა, ადექი, მოემზადეო.
გამორიცხული იყო, თუნდაც სულ ცოტა ხნით
დაეტოვებინა აივი სახლში მაშინ, როცა

სარჩევი
თავი 1 27

თვითონ მიდიოდა.

– ანუ, დღეს ლომაიას დაბადების დღეზე მიწვეული ხარ


შენ... – გაუცინა და უხალისოდ წამოდგა. – ...მაგრამ მეც
მიგყავარ.

– ნუ დაიწყე!

– არაფერს ვიწყებ, დამშვიდდი. უბრალოდ, ისე ნუ


გამოგყავს, რომ შენი ყველა ბიზნესპარტნიორი ჭკუას
კარგავს ჩემზე.

– მე არაფერი გამომყავს. დამპატიჟეს და იციან, რომ


მეგობარ გოგოსთან ერთად მივალ. რა პრობლემაა?! ვერ
ვხვდები! – ცოტა არ იყოს, გაღიზიანება შეერია ხმაში.
კარგად იცოდა, როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა
აივის ასეთი წვეულებების მიმართ, მაგრამ ეგონა, ეს თემა
უკვე გადააგორეს.

– არანაირი! – ხელოვნური ღიმილი აიკრა და ისე


გამწარებულმა აქაჩა კაბის ელვა, ცოტა დააკლდა, რომ
ქსოვილიდან არ ამოეგლიჯა. აშკარად ეტყობოდა, ეს
ღიმილიცა და მშვიდი სახეც უბრალო ნიღაბს
წარმოადგენდა.

– ვერ გავიგე, რა არ მოგწონს? – ამოიოხრა ანდრომ და


გულზე ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო კედელს.

– არაფერი. უბრალოდ, კარგი იქნება, სანამ საღამოებს


დამიგეგმავ, წინასწარ შემითანხმდე და მკითხო, მცალია

სარჩევი
თავი 1 28

თუ არა! – მოუჭრა გაბრაზებულმა და, ცოდვა გამხელილი


სჯობს, თვითონაც ვერ ხვდებოდა იმ მომენტში, რის გამო
ბრაზობდა. ალბათ მასში მიძინებულმა მეამბოხე სულმა
გაიღვიძა და არ მოსწონდა, უპრეტენზიოდ რომ
თანხმდებოდა ყველაფერზე, თორემ, რეალურად,
არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონოდა ძვირად
ღირებული კაბის ჩაცმასა და დაბადების დღეზე
გაყოლასთან დაკავშირებით.

– არ გცალია?

– არა!

– ძვირფასო, რატომ გინდა, რომ ვიჩხუბოთ?

– არ მინდა! უბრალოდ, დღეს... – გამალებით აამუშავა


გონება, მიზეზი რომ მოეფიქრებინა და... ვუალა!
გაახსენდა! – ანუკის მივყვები ფეხბურთზე! – მხრები
აიჩეჩა გულგრილად და ფეხსაცმლის თასმა რომ შეიკრა,
თვითონვე აესვეტა წინ. – აღარ მივდივართ?

– სად მიყვები? – ანდრო კი, აშკარა იყო, ასეთ იაფფასიან


ტყუილს არ წამოეგებოდა და უკვე ბრაზდებოდა კიდეც,
უაზროდ რომ ჩხუბობდნენ.

– ფეხბურთზე.

– და ის, რომ ფეხბურთს ვერ იტან, დავივიწყოთ?

სარჩევი
თავი 1 29

– მე ვერ ვიტან, ანუკის უყვარს. რა პრობლემაა. მეგობარია


და მივყვები!

– გეყოფა!

– ანდრო, რა გინდა?! – ამოიოხრა და საწოლზე ჩამოჯდა. –


ფეხბურთის მატჩი ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა,
როგორიც შენი რომელიღაც ბიზნესპარტნიორის
დაბადების დღე. რა ჩემი ბრალია, თუ დაემთხვა?!
წინასწარ რომ გეკითხა, გეტყოდი კიდეც!

– ახლა ხომ ორივემ ვიცით, რომ სისულელეებს იგონებ? –


ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და ისე დაიხარა, ორივე
ხელით საწოლს დაეყრდნო, სახე კი იმდენად ახლოს
მიუტანა, წამიერად სუნთქვაც შეეკრა აივის.

– არ ვიგონებ.

– ანუ, მართლა გინდა, ოთხმოცდაათი წუთი უაზროდ


გაატარო, მაშინ, როცა თავისუფლად შეგიძლია, ამ დროის
განმავლობაში ჩემთან იყო?!

– მოკლედ, მეგობარს შევპირდი და მივყვები.

– ჩემს გამოწვევას ცდილობ... – წარმოთქვა, და კითხვის


ტონი აშკარად არ გაურევია. ნელა დაიხარა და ტუჩები
მხარზე ისე მიაწება, რეაგირების საშუალება არც მიუცია.

დანარჩენებთან როგორი ძლიერიც უნდა ყოფილიყო,


ანდროს ერთი შეხება და ხელებში ადნებოდა კაცს. ეს

სარჩევი
თავი 1 30

ადამიანი საოცრებას უშვებოდა აივის არა მხოლოდ


სხეულს, მის გონებასაც და ცეცხლივით აელვარებულსაც
კი ყინულიან წყალს ასხამდა თითოეული შეხებით.

– სამსახურში გაგვიანდებოდა... – ძლივს ამოთქვა, როცა


გაიაზრა, შერვაშიძის ტუჩები მოშორებას რომ არ
აპირებდნენ, თუმცა პასუხად, ჯერ კიდევ არეულ
საწოლზე რომ გადააწვინეს და კაბის თხელი ქსოვილის
ქვეშ კანონიერ მეპატრონესავით შეუცურეს მოქნილი
თითები, მიხვდა, საუბრის გაგრძელებას საერთოდ
დაეკარგა აზრი...

***

– მაინც უაზროდ იჩხუბეთ! – ამბის მოსმენის შემდეგ ისე


დაასკვნა ანუკიმ, მეგობრისთვის არც შეუხედავს. –
ვგიჟდები ჰიმნის მომენტზე! – შემდეგ კი, პატრიოტული
სულისკვეთებით ატაცებული, ფეხზე წამოდგა და
მანამდე ზურგზე შემოხვეული დროშაც ამაყად ააფრიალა.

– ვიცი, – ჩაეცინა აივის, – მაგრამ წინასწარ უნდა ეთქვა.

– ჰიმნის დროს ნუ ლაპარაკობ, გულზე დაიდე ხელი! –


თვალები გადაუბრიალა და მაშინვე მიახვედრა, სულ რომ
მესამე მსოფლიო ომის დაწყების შესახებ ეცნობებინა,
პასუხს მაინც მას შემდეგ დაუბრუნებდა, როცა ადგილს
დაიკავებდა.

სარჩევი
თავი 1 31

მართალია, ანდროსთან შერიგება მეტისმეტად


ცეცხლოვანი და სასიამოვნო აღმოჩნდა, თუმცა ამის გამო
დანებებასა და აზრის შეცვლას მაინც არ აპირებდა.
მართალია, ისიც სახელდახელოდ მოიგონა, ანუკის
დავპირდიო და, რეალურად, საღამოც თავისუფალი
ჰქონდა, მაგრამ ახლა დანებება უკვე პრინციპის საკითხი
იქნებოდა.

შერვაშიძემაც კარგად იცოდა ეს ყველაფერი. ეჭვიც არ


შეჰპარვია, რომ ატყუებდა. სიმართლე ითქვას და, სადღაც
გულის სიღრმეში სიამოვნებდა კიდეც, მარტივად რომ
ვერ ახერხებდა ამ გოგოს დამორჩილებას. ასე გაცილებით
საინტერესო ხდებოდა ურთიერთობა, მიუხედავად იმისა,
როგორიც უნდა ყოფილიყო დასასრული...

– მირეკავს! – გაფართოებული თვალებით შეხედა


გოგონამ მეგობარს და ისე მიუტრიალა მობილური,
თითქოს რაღაც ამოუცნობი ქმნილება ეჭირა ხელში.

– და რატომ არ პასუხობ? – ანუკიმ კი ისე გადახედა,


აშკარად ეტყობოდა, რომ ტიპური დაქალის როლის
შესრულებას არ აპირებდა. არც იყო ის ტიპი, მეგობრის
საყვარელ ადამიანზე საზიზღრობები ელაპარაკა და
ყოველ წამს დაშორებისკენ ებიძგებინა.

– ჯანდაბა, რა უნდა... – უკვე ტუჩების დაკვნეტაზეც


გადავიდა,

სარჩევი
თავი 1 32

თუმცა მაინც ვერაფრით მოახერხა, სენსორისთვის თითი


გადაესვა და მარტივად მიეღო კითხვაზე პასუხი.

ბოლოს ისე დაშორდნენ, საღამოს შესახებ ხმა არც ერთს


აღარ ამოუღია. ორივე ხვდებოდა, რომ გადათქმას არ
აპირებდნენ და კიდევ ერთი კამათი, ცოტა არ იყოს,
ეზარებოდათ. აივის არც იმის იმედი ჰქონია, რომ ანდრო
ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორის დაბადების დღეს
გამოაკლდებოდა, როგორიც ლომაია იყო. ყოველთვის
უფრთხილდებოდა გამოსადეგ კავშირებს და ხშირად
სწორედ ამის გამო წასულა ისეთ ადგილას, სადაც
საერთოდ არ სურდა ყოფნა.

ცხადია, აივი აცნობიერებდა – არც თვითონ იყო მარტივი


პიროვნება, თუმცა ზოგჯერ ანდროს ხასიათი იმდენად
აუტანელი ხდებოდა, სამუდამოდ წასვლაზეც კი
უფიქრია. იყო მომენტები, კაცი ერთს ამბობდა, მეორეს
გულისხმობდა, მესამეს აკეთებდა და შემდეგ სწყინდა,
რომ ვერ გაუგეს. ვერც იმას იტანდა, სხვა თუ
აკონტროლებდა სიტუაციას და, თავის

კომპანიაში მბრძანებლობას მიჩვეულს, ხანდახან


ავიწყდებოდა, ურთიერთობაში სხვანაირად რომ უნდა
ყოფილიყო ყველაფერი.

– სანამ პირველი ტაიმი არ მორჩება, არ უპასუხებ? –


შეანჯღრია მეგობარმა და ამღერებულ მობილურზე
მზერით ანიშნა.

სარჩევი
თავი 1 33

– არ ვიცი...

–ახლა ყვითელს გაჩვენებ, იცოდე! – თვალები დაუბრიალა


და ყოყმანი რომ შეატყო, თვითონვე გადაუსვა სენსორს
თითი და მობილურიც თავისივე ხელით მიადო ყურზე.

– სად ხართ? – ანდრო ისე უჩვეულოდ ქოშინებდა,


გარშემოც ისეთი ხმაური ისმოდა, მაშინვე მიხვდა აივი,
დაბადების დღიდან რომ არ ურეკავდა.

– მე კი არა, შენ სად ხარ? – თვალები ჭყიტა


გაკვირვებულმა. ნუთუ მოატყუა?!

– პირველმა მე გკითხე! – გაეცინა და ხმაური კიდევ უფრო


რომ გაძლიერდა, საერთოდ დაიბნა გოგო.

ზუსტად ისეთი ხმები ესმოდა, როგორ სიტუაციაშიც იყო


ახლა თვითონ. ვერც კი გაარჩია, რეალურად,
მობილურიდან მოდიოდა გამაყრუებელი ყიჟინა თუ იმ
ტრიბუნიდან, მის გარდა ყველა ფეხზე რომ იყო
წამომხტარი და ბოლო ხმაზე ღრიალებდა.

– ანდრო, გამეცი პასუხი!

– რა ჯიუტი გოგო ხარ! – ამოიოხრა კაცმა, შემდეგ კი ისეთი


ხმით, თითქოს გასაოცარი და მოულოდნელი არაფერი
უთქვამს, დაამატა: – მოჰკიდე შენს მეგობარს ხელი და VIP
სექტორისკენ წამოდით.

– გააფრინე?

სარჩევი
თავი 1 34

– მე არა, მაგრამ ანუკი ალბათ გააფრენს, ისეთი ხალხის

გვერდით მოუწევს ჯდომა! – ისე ჩაეცინა, სულ არ


სჭირდებოდა აივის, რომ თვალწინ ჰყოლოდა ამ
მომენტში, ისედაც ნათლად დაინახა, როგორ აეწეოდა
ტუჩის კუთხეები.

– არ ხარ შენ ნორმალური! – წამოიკივლა, მერე


მინიშნებული ადგილისკენ გაიხედა და ნაკრების
მაისურში გამოწყობილი ანდრო რომ დაინახა, სიცილი
ვეღარაფრით შეიკავა. – შეხედე! – შემდეგ კი მეგობარსაც
უბიძგა და მისი გაფართოებული თვალები რომ შენიშნა,
უფრო ხმამაღალი სიცილი აუტყდა.

– არ არსებობს! რა გიჟია?! – აჰყვა ანუკიც. სიმართლე


ითქვას, პირველად არ უკეთებდა ანდრო საყვარელ ქალს
სიურპრიზს, თუმცა ასეთი რაღაც მართლა მოულოდნელი
იყო. ამ ქმედებით მან სიძის სტატუსისაკენ კიდევ ერთი,
სერიოზული ნაბიჯი გადადგა.

– წამოდი, შენი კაცის მამაც იქ იჯდება, რა იცი, იქნებ


თამაშის შემდეგ კაპიტნის სამკლავურიც დაისაკუთრო! –
თვალი ჩაუკრა

კაპიტანზე შეყვარებულ მეგობარს და შემდეგ ისე


სწრაფად გაიკვლია გზა VIP ზონისკენ, გზაში ისიც კი
ჩაიბურტყუნა, ასეთი სიჩქარით რომ ირბინონ მოედანზეც,
გაცილებით უკეთ გვექნება საქმეო.

სარჩევი
თავი 1 35

ბედნიერებისგან თვალები უციმციმებდა. ყველაფერს


წარმოიდგენდა, ამის გარდა. ვერაფრით ამოეხსნა, როგორ
გადასწია საკუთარი გეგმები უკანა პლანზე მხოლოდ და
მხოლოდ იმისთვის, რომ საღამო აივის გვერდით
გაეტარებინა.

გამალებით უცემდა გული და არც უცდია სიხარულის


დაფარვა, ისე შემოეხვია კისერზე. პატარა გოგოსავით
ცმუკავდა და აჟიტირებული ათამაშებდა თითებს. ვერც
იჯერებდა ბოლომდე, რეალური თუ იყო ყველაფერი და
ყოველ წამს ისეთი სახით უყურებდა გვერდით
მოკალათებულ კაცს, რომ ბოლოს ისევ ანდრომ წამოიწყო
საუბარი.

– მკითხე.

– რა გკითხო? – არ შეიმჩნია, რომ ბოლო წუთების


განმავლობაში სხვაზე არაფერზე უფიქრია.

– კარგი, ახლა!.. მიდი, თორემ სადაცაა, გასკდები, ვხედავ,


როგორ გიციმციმებს თვალებში კითხვის ნიშნები.

– ნუ დამცინი, – ჩაიფხუკუნა, თუმცა უარყოფას აზრი


ნამდვილად არ ჰქონდა – ეტყობოდა, რომ
ცნობისმოყვარეობით კვდებოდა!

– იცოდე, მერე აღარ გიპასუხებ...

– არ წახვედი?

სარჩევი
თავი 1 36

– წავედი...

– აბა?

– რა აბა, აივი? წესიერად მკითხე! – თვალები აატრიალა,


სიტყვების ამოგლეჯა რომ სჭირდებოდა იმ პასუხამდე

მისასვლელად, რომელიც ასე ძალიან გაახარებდა.

– რატომ მოხვედი აქ, იმის ნაცვლად, რომ ლომაიას


დაბადების დღეზე ყოფილიყავი?

– იმიტომ, რომ შენ უფრო მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის,


ვიდრე ლომაია! – თვალი ჩაუკრა გაღიმებულმა,
სასურველამდე რომ მიიყვანა, და შემდეგ ისე გადაიხარა
საკოცნელად, არც ის გაუგია, როგორი ღრიალით წამოხტა
ხალხი მათ გარშემო, არც ის, როგორ აკივლდა ანუკი და
არც ის, იმ საღამოს ნაკრებმა ყველაზე მნიშვნელოვანი
გოლი რომ გაიტანა...

სარჩევი
თავი 2 37

თავი 2

– მადლობა, რომ მომიყვანეთ! – მანქანიდან გადასვლისას,


ცოტა არ იყოს, უხერხულად ჩაილაპარაკა ანუკიმ და
შეეცადა, არ შეემჩნია, როგორ შეეცვალა მის მეგობარს
განწყობა მას შემდეგ, რაც მოედნიდან წამოვიდნენ.

– რა სალაპარაკოა... – მსუბუქად გაუღიმა ანდრომ და


აივიმაც ისეთი სახით გახედა, აშკარა იყო, წყვილს
სერიოზული საუბარი ელოდა.

მთელი გზა სიჩუმეში გაატარეს. თამაშის შემდეგაც,


მხოლოდ აჟიტირებული ანუკი ვერ მალავდა ემოციებს და
გაუჩერებლად ლაპარაკობდა, მისი წასვლიდან
მოყოლებული კი, ისეთი სულისშემხუთველი გახდა ეს
დუმილი, აივის ამ ყველაფრისგან უკვე ნერვები
ასტკივდა.

– ცოტა ხანი გააჩერე... – ამოთქვა სუნთქვადამძიმებულმა


და

ფანჯრის მინა ჩამოსწია. ჰაერიც კი აღარ ჰყოფნიდა,


შუბლიც ერთიანად დაეცვარა და გაყინული
ხელისზურგის სახეზე მიდებით ცდილობდა
გამოფხიზლებას.

– მივალთ სადაცაა... – შეუვალი იყო შერვაშიძე. არც მას


სიამოვნებდა ეს სიტუაცია, თუმცა ქუჩაში გაჩერებულ
მანქანაში ნამდვილად არ სურდა კამათი. ერჩივნა,

სარჩევი
თავი 2 38

ცივილიზებული ადამიანებივით განეხილათ სიტუაციის


უეცარი ცვლილება, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, უკვე
ზღვარზე რომ იყო გოგონა.

– ასე უნდა იყოს? – გახედა მოულოდნელად აივიმ. –


ყოველთვის ასე უნდა იყოს?

– დამშვიდდი, – საქარე მინისათვის მზერა არც


მოუშორებია, ისე უპასუხა და მაქსიმალურად ეცადა, არ
აჰყოლოდა.

– მშვიდად ვარ! – აივი აშკარად ვეღარ ახერხებდა მეტის


მოთმენას. – უბრალოდ მინდა, რომ მიპასუხო!

– მივალთ სახლში და იქ დავილაპარაკებთ. მანქანაში


კამათი არ მინდა...

– მე საერთოდ არ მინდა კამათი! და შემომხედე, როცა


გელაპარაკები!

– აივი, საჭესთან ვარ, მანქანას ვმართავ. ასეთ დროს


ნორმალური ადამიანები გზას უყურებენ... –
ნაძალადევად გაუღიმა და ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა
გოგონას მოთმინების ფიალაში.

აღარაფერი უპასუხია, სიმწრით ჩაეცინა მხოლოდ და


შემდეგ ისე ამოაძვრინა ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი,
ნებართვაც არ უთხოვია. ანდრო არ ეწეოდა და, მართალია,
არ უშლიდა, მაგრამ არც ის სიამოვნებდა, აივის ხელში
რომ ხედავდა სიგარეტს. გოგონაც ცდილობდა, თავი

სარჩევი
თავი 2 39

დაენებებინა, არც ისე ხშირად ეწეოდა, შეიძლება, ერთი


კოლოფი მთელი კვირაც კი ჰყოფნოდა, დამოკიდებული
არ იყო, მაგრამ ასეთ მომენტებში თავს ვერაფრით
იკავებდა.

– მანქანაში ნუ მოწევ.

– მაშინ გამიჩერე! – შეუღრინა აფეთქების პირას მყოფმა და


კაცმა ავტომობილი სავალი გზიდან რომ გადაიყვანა,
ლამის მართლა აყვირდა.

გაბრაზებას ვერაფრით ფარავდა. არა, ხომ შეიძლებოდა,


ერთხელ მაინც ყოფილიყო სხვანაირად. მაგრამ არა!
ყოველთვის, როცა რაღაც კარგი ხდებოდა, როცა
მოულოდნელი ბედნიერება ეწვეოდა და ფიქრობდა, რომ
ყველაზე იღბლიანი იყო დედამიწის ზურგზე,
აუცილებლად უნდა გაფუჭებულიყო რაღაც, და თან
ისეთი, მთელი დღის განწყობა რომ მოეშხამა.

ვერაფრით ეჩვეოდა ამ ყველაფერს. არ იყო


თავისუფლების შეზღუდვას მიჩვეული, მაგრამ
კომპრომისზე წასვლას კიდევ აიტანდა, დათმობდა
კიდეც, სხვა გზა თუ არ ექნებოდა, თუმცა, იმას
ნამდვილად ვერაფრით შეეგუებოდა, ისე გაეკეთებინათ,
როგორც მას სურდა, სამაგიეროდ კი, უამრავჯერ
წამოეძახებინათ ეს ყველაფერი.

არა, ანდროს არაფერი უთქვამს; ერთი სიტყვითაც კი არ


მიუნიშნებია რაიმე, თუმცა მთელი საღამო ისე იჯდა,

სარჩევი
თავი 2 40

ისეთი სახითა და განწყობით, შეუძლებელი იყო, მიზეზი


ვერ გამოეცნო. ასეთ მომენტებში ეგონა, რომ ვერ იტანდა
ამ კაცს. ყველაზე ცივსისხლიან, უგულო ადამიანად
ეჩვენებოდა და ვერც კი ხვდებოდა, საერთოდ რა
ესაქმებოდა მის გვერდით; როგორ უძლებდა ან რატომ;
რის გამო აძლევდა უფლებას, ასე ძალიან ემოქმედა მასზე,
ერთი მზერით შეეცვალა მთლიანი განწყობა და თავი
დამნაშავედ ეგრძნობინებინა მაშინ, როცა ამას საერთოდ
არ იმსახურებდა.

ახლაც, გულზე ხელებდაკრეფილი, წარბშეუხრელად


იდგა მანქანაზე მიყუდებული და ელოდა, როდის
ჩაიწვებოდა ის ერთი ღერი, ასე ნელა რომ ეწეოდა გოგონა.
საშინელი პრინციპები ჰქონდა. ერთხელ თუ იტყოდა,
თუნდაც მაშინვე მიმხვდარიყო შეცდომას, სიტყვას მაინც
არაფრის დიდებით არ გადავიდოდა. თუ თქვა, რომ
სახლში დაილაპარაკებდნენ, ესე იგი, სიტყვასაც არ
იტყოდა მანამ, სანამ არ მივიდოდნენ.

– ჩემთან მიმიყვანე, – მოულოდნელად მიუბრუნდა აივი.


დიდხანს აღარ უფიქრია. ისედაც იცოდა, ღამით ასეთ
დაძაბულ გარემოში ვერაფრით გაძლებდა. რომც
შერიგებულიყვნენ, მაინც სჭირდებოდა ცოტა ხნით
მარტო დარჩენა.

– პატარა გოგოსავით იქცევი, – ამოიოხრა შერვაშიძემ.

სარჩევი
თავი 2 41

– უბრალოდ, ჩემს სახლში მინდა! – მოუჭრა


გაბრაზებულმა, ნამწვი დაუდევრად მოისროლა და
მანქანაში ჩაჯდომისას, განზრახ ძლიერად მიიჯახუნა
კარი.

***

– ვერ ვიგებ, რა გინდა! – ცოტაც და, ანდროც გამოვიდოდა


წყობიდან. მთელი საათი იყო უკვე, ერთსა და იმავე
თემაზე ჩხუბობდნენ. კამათის ფარგლებსაც კი გასცდა ეს
ყველაფერი.

– მინდა, რომ თუ ჩემ გამო რამეს გააკეთებ, ბოლომდე


გააკეთო

და არა სანახევროდ! თუ გადაწყვიტე, რომ წამოსულიყავი


იმ დაწყევლილი წვეულებიდან, მაშინ მთლიანად ჩემთან
უნდა ყოფილიყავი საღამოს და არა მობილურში
ჩამძვრალი, უკმაყოფილო სახით. რამეს თუ აკეთებ, არ
უნდა მაგრძნობინო და არ უნდა დამამადლო! – ამოხეთქა
ბოლოს. ყველაზე მეტად იმას ვერ იტანდა, საკუთარ
თავზე რომ უწევდა საუბარი, საკუთარ სურვილებზე,
გრძნობებზე. არ უყვარდა. საშინლად არაკომფორტულად
გრძნობდა თავს. და ახლაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს ითხოვდა, რომ ჰყვარებოდათ. არ უნდა
დასჭირვებოდა ეს ყველაფერი, წესით...

– საკმარისია უკვე! – ჩაეცინა სიმწრით. – წრეზე


ვტრიალებთ. ამოიგდე თავიდან ეგ სულელური აზრები.

სარჩევი
თავი 2 42

– ანდრო, იმაზე უკეთ გიცნობ, ვიდრე წარმოგიდგენია, –


შეაწყვეტინა გაღიზიანებულმა, – ეს შენც კარგად იცი. ისიც
იცი, უარყოფას რომ აზრი არ აქვს.

– ვერ ვხვდები, რაში მადანაშაულებ. მართლა... –


ამოიოხრა და დაღლილი ჩამოჯდა საწოლის კიდეზე. –
გერჩივნა, არ მოვსულიყავი? შენ თვითონ მაინც თუ იცი,
რა გინდა?

– არ მინდა, რაღაც იმის გამო გააკეთო, რომ თავი


ვალდებულად იგრძნო.

– და გგონია, ვალდებულების გამო მოვედი შენთან?

– იქ ყოფნა არ გინდოდა!

– მართალი ხარ, არ მინდოდა! მაგრამ მოვედი. და არა


იმიტომ, რომ ნაკრების მორიგი საშინელი თამაშისათვის
მეყურებინა; მოვედი იმის გამო, რომ შენთან
ვყოფილიყავი და მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად
იქნებოდი.

– ჩემგან სულ სხვანაირად ჩანდა ყველაფერი... – გაუღიმა


სევდიანად. ვერ იტანდა, როცა ასეთ ცხად რაღაცას ვერ
აგებინებდა. რა აზრი ჰქონდა მოტყუებას, როცა სიმართლე
ისედაც იცოდა?

– კი, იმ წვეულებაზე ყოფნა მერჩივნა, – აღიარა კაცმა, –


ისიც მერჩივნა, რომ შენ წამოსულიყავი იქ. გაცილებით

სარჩევი
თავი 2 43

უკეთეს დროს გავატარებდი ჩემი წრის ხალხთან და


ძალიან ვწუხვარ, ეს თუ ასე გაწუხებს.

– ხომ იცი, რას ვერ ვიტან ყველაზე მეტად?

– მაწვნის სუპს? – ჰკითხა სერიოზულად და ასეთ


მომენტშიც რომ მოახერხა გოგონას გაღიმება, ისეთი
თვითკმაყოფილი სახით ჩაეცინა, თითქოს საკუთარი
რეკორდი გააუმჯობესა.

– საშუალოობას, – ამოიოხრა და მხრებჩამოყრილი


მიუჯდა გვერდით, – მიხარია, რომ ჩემ გამო წამოხვედი,
მაგრამ ეს მსხვერპლშეწირვას არ უნდა ჰგავდეს. როცა
ჩემთან ხარ, ამის გამო თავს დამნაშავედ არ უნდა
ვგრძნობდე.

– კაცს საკუთარ დაბადების დღეზე სტუმარი წაართვი და


ისიც არ გინდა, დანაშაულის გრძნობამ შეგაწუხოს?! –
სიცილით წაავლო ნიკაპზე ორი თითი და თავი ისე
ააწევინა, რომ

თვალებში ჩაეხედა. – ნუ სულელობ, კარგი?

– არ ვსულელობ. რასაც ვგრძნობ, იმას გეუბნები, –


გაუღიმა დანებების ნიშნად.

ყველა კამათი ასე სრულდებოდა. რიგდებოდნენ, მაგრამ


იმის ფასად, რომ აივი იხევდა უკან. ზოგჯერ მხოლოდ
იმის გამოც კი აკეთებდა ამას, რომ დავა
დასრულებულიყო. ისე იღლებოდა ერთი და იმავეს

სარჩევი
თავი 2 44

გამეორებით, რასაც შედეგი საერთოდ არ მოჰქონდა...


შემდეგ საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, რომ მეტისმეტს
ითხოვდა ადამიანებისგან. მას თუ სხვანაირად ესმოდა
სიყვარული, ანდროსაც იმავეს ვერ მოსთხოვდა. მისი
მაქსიმუმი ეს იყო და სულაც არ ნიშნავდა, რომ ნაკლებად
უყვარდა. უბრალოდ, ასე გამოხატავდა და ალბათ
მართლა არ ღირდა ამაზე კამათი. თუ მასთან ყოფნა
უნდოდა, ისეთს უნდა შეჰგუებოდა, როგორიც იყო,
რადგან ანდრო საკუთარი თავით სრულიად კმაყოფილი
გახლდათ და ოდნავაც არ აპირებდა შეცვლას.

– მოვრჩით? – დახედა გოგონას და თბილად მიიკრა


მხარზე.

– როგორც ჩანს...

– მაინც არ ხარ კმაყოფილი.

– გამივლის, – გაუღიმა და ისე მოშორდა, ზედმეტად


ცივადაც რომ არ გამოსვლოდა. რაც უნდა ყოფილიყო,
ახლა მარტო დარჩენაზე მეტად არაფერი უნდოდა.

– ვერ დავრჩები...

– ვიცი.

– და არ მინდა, ჩემი წასვლაც შენს სასარგებლოდ


გამოიყენო, – სიცილით ჩამოჰკრა ცხვირზე თითი, –
უბრალოდ, სამსახურში აქედან ვერ წავალ, ხომ იცი...

სარჩევი
თავი 2 45

– ვიცი, ანდრო, არაფერს ვამბობ. პირველად ხომ არ ხდება


ასე.

– ისევ გაბრაზებული ხარ.

– ცივი წყალი მაქვს მაცივარში, – ჩაეცინა, და მიუხედავად


იმისა, რომ ამ ღამის დასასრული ისედაც ნათელი იყო,
მაინც საშინლად ეწყინა, კაცი ასე მარტივად რომ დანებდა.

თუმცა, არ გაკვირვებია. მიჩვეული იყო უკვე და ისიც


იცოდა, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა თვითონვე
აირჩია, მაგრამ ზოგჯერ სურდა, თუნდაც საშინლად
ბანალურად, ყველაზე უგემოვნო ფილმის სცენარით,
მაგრამ მაინც, რომანტიკულად განვითარებულიყო
მოვლენები და როცა ეტყოდა, რომ თვითონ
გაუმკლავდებოდა ყველაფერს, პასუხად შეწინააღმდეგება
მიეღო; სურდა, მისი სიტყვების მიღმა, რეალური
სათქმელი დაენახა ანდროს და მარტო კი არ დაეტოვებინა,
როგორ ძალიანაც უნდა ეთხოვა ეს, პირიქით, მთელი ღამე
მასთან დარჩენილიყო და მოეთხოვა, რომ სიმართლე
ეთქვა.

არ უნდა დაეჯერებინა მარტივი “კარგად ვარ”.

არ უნდა ყოფილიყო ასე მშვიდად.

არ უნდა გაეხურა კარი იმაში დარწმუნებულს, რომ უკან


დაბრუნებულს ისევ სიხარულით მიიღებდნენ.

სარჩევი
თავი 2 46

ოდესმე მასაც უნდა შეშინებოდა აივის დაკარგვის და თან


ისე, რომ ძვლებიც კი გაეყინა ამ გრძნობას.

მაგრამ ბოლოს ანდრომ მაინც წარბშეუხრელად,


აუღელვებლად აკოცა; და როცა ნელა ჩაიარა კიბეები, აივი
თავის ილუზიებთან დატოვა; წამითაც არ დაეჭვებულა,
წასვლის ნაცვლად, დარჩენა რომ უფრო უნდოდა
საყვარელ ქალს მისგან.

***

მთელმა კვირამ კამათის გარეშე ჩაიარა. თითქოს ის


გრანდიოზული ჩხუბი მშვიდად ცხოვრების გარანტი იყო
და იმ საღამოს შემდეგ ყველაფერი ისე კარგად იყო,
შეიძლება ითქვას, საათივით აეწყო. აღარც აივი ეძებდა
ხელოვნურ მიზეზებს და ანდროც იმდენად იყო საქმეზე
გადართული, ადვილად აღარ

ჰყვებოდა პროვოკაციას. ერთადერთი, კაცის სამუშაო


გრაფიკი უშლიდათ ცოტათი ხელს, მაგრამ გოგონა ამასაც
ეგუებოდა, და კვირის თავზე ანდრომ მშვიდად რომ
გამოუცხადა, საღამოს არაფერი დაგეგმო, ძალიან
მნიშვნელოვანი სალაპარაკო გვაქვს და ჩემს რესტორანში
მოდიო, ყველაფერი გაიფიქრა იმის გარდა, რაც
რეალურად ელოდა.

შერვაშიძე ყოველთვის სიურპრიზებით გამოირჩეოდა და


მის გვერდით გამორიცხული არაფერი იყო, მაგრამ აივი
საკუთარ თავს მაინც ვერ აძლევდა ოცნებებში გადაჭრის

სარჩევი
თავი 2 47

უფლებას. სამაგიეროდ, ანუკი იყო მეოცნებე და ეს ამბავი


მოისმინა თუ არა, მაშინვე გახარებულმა შემოჰკრა ტაში,
უეჭველია, ცოლობას გთხოვს ამ საღამოსო.

– ისე უნდა გამოიყურებოდე, სანამ ბეჭედს გაგიკეთებს,


თვითონვე შეშურდეს საკუთარი თავის, ასეთი გოგოს
გვერდით ყოფნა რომ დაიმსახურა! – წარმოთქვა
გადაჭრით და მოკლე, ვიწრო შავი კაბა გადაჰკიდა მხარზე,
– შედი, ჩაიზომე, კიდევ

მოვძებნი.

– ანუკი, გეყოს! – გაეცინა და მკლავზე გადაკიდებული


კაბების გროვაზე მიანიშნა. – რა საჭიროა ეს ყველაფერი?
კარგი, რა!

– სერიოზულად მეკითხები ახლა ამას და გინდა, რომ


ჭკუიდან გადამიყვანო? თუ დამცინი?

– ჯერ ხომ არ ვიცით, რა ხდება, იქნებ სულაც არ აპირებს


ხელის თხოვნას?

– არა, საქმიანი წინადადება უნდა შემოგთავაზოს


ურთიერთობის გასაღრმავებლად და იმიტომ გიბარებს
საკუთარ რესტორანში. თავს ნუ ისულელებ!

– მნიშვნელოვანი სალაპარაკო გვექნებაო... არ უთქვამს,


რომ ჩვეულებრივი პაემანი იქნება.

სარჩევი
თავი 2 48

– რა თქმა უნდა, არ იქნება ჩვეულებრივი! – აღშფოთდა


ამის

მოსმენისთანავე. – ღმერთმა უწყის, რამდენკარატიანი


ბრილიანტით აპირებს შენი არათითის დამშვენებას და
როგორ ფიქრობ, შესაძლებელია, ჩვეულებრივი საღამო
იყოს?

– გიჟი ხარ! – გაეცინა აივის, თუმცა მაინც დანებდა.

მართალია, ანუკის დასცინოდა, ჯერ არაფერი გარკვეულა


და ტყუილად იწყებ კაბის დიზაინის შერჩევასო, თუმცა,
უნდა ითქვას, თვითონაც მოუთმენლად ელოდა
დათქმული დროის მოსვლას.

სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა. არ იყო ანდროსგან საქმიან


საუბრებს შეჩვეული და ვერც კი ხვდებოდა, სხვა რა უნდა
ყოფილიყო, თუ არა ხელის თხოვნა. არ უნდოდა წინასწარ
აჟიტირება, მაგრამ სხვანაირად არ გამოსდიოდა და კაბის
ელვა რომ შეიკრა, სანამ გასახდელიდან გავიდოდა,
სარკეში საკუთარ გამოსახულებას კმაყოფილმა
შეუთამაშა წარბები.

– აი, ეს მესმის! – და მეგობრის რეაქციაც ზუსტად ისეთი


იყო,

როგორსაც იმსახურებდა. – არა, სად ჰქონდა აქამდე


თვალები? რას უცდიდა ამდენ ხანს?!

სარჩევი
თავი 2 49

– დედის როლი ნუ მოირგე! – დასცინა და კიდევ ერთხელ


შეათვალიერა საკუთარი თავი. – ზედმეტად
სადღესასწაულო ხომ არ არის? არ მინდა იფიქროს, რომ
წინასწარ მივუხვდი ყველაფერს, შამპანურიც გავხსენი,
ქორწილში დასაპატიჟებელი სტუმრების სიაც შევადგინე
და საერთოდაც, ისე გამიხარდა, თითქოს მის იქით გზა არ
მქონდეს!

– კი, პატარა შავი კაბა ნამდვილად ზედმეტად


სადღესასწაულოა! – წარმოთქვა დასერიოზულებულმა.

– მართლა?

– ღმერთო, ბრუნავს საწყალი კოკო საფლავში... – ამოიოხრა


და ისე იტკიცა შუბლზე ხელი, მაშინვე მოისრისა, აშკარად
ზედმეტი მოუვიდა.

– კოკო?!

– შანელი, გოგო, რა გჭირს?! მართლა თექვსმეტი წლის


გოგოსავით იქცევი. მშვენიერი კაბაა, არც ძალიან
ოფიციალური და თან ზუსტად ისეთი, ასეთ შეხვედრაზე
რომ უნდა გეცვას. ფეხსაცმელიც მოვძებნოთ, სამკაული
შევარჩიოთ და შემდეგ სალონში წავიდეთ.

– პირდაპირ საქორწინო კაბითაც ხომ არ გამოვეცხადო, შენ


არ იწვალო, ნურც ცალ მუხლზე დადგები, თანახმა ვარ და
გამიკეთე ბეჭედი-მეთქი?!

სარჩევი
თავი 2 50

– წადი მაშინ დახეული ჯინსითა და სპორტული


ფეხსაცმლით, – თვალები დააწვრილა გაბრაზებულმა, –
ფოტოგრაფიც რომ დაქირავებული ეყოლება, ხომ
ზუსტად იცი? წლების შემდეგ რომ დაათვალიერებ
დღევანდელი საღამოს ფოტოებს, გამიხსენებ და
მადლობას გადამიხდი!

– შენ რომ არ მყავდე... – გაუცინა და მსუბუქად უჩქმიტა


ლოყებზე.

– კიდევ კარგი, გყავარ! – ანუკიმ თვალი ჩაუკრა და,


წუწუნის მიუხედავად, ძალით წაიყვანა მაღალქუსლიანი
ფეხსაცმელების განყოფილებისაკენ.

მთელი დღის განმავლობაში თავი პრიალაფურცლებიანი


ჟურნალიდან გადმომხტარი ვარსკვლავი ეგონა. იმდენი
პროცედურა ჩაიტარა, ისე ემზადებოდა, ვერც კი ცნობდა
საკუთარ თავს. როდის მერე გახდა ასეთი? ნუთუ ასე
ძალიან შეცვალა ანდროსთან ურთიერთობამ?!
წვეულებებზეც კი, როცა აუცილებელი იყო, ბუზღუნით
იცვამდა ქუსლიან ფეხსაცმელს და მთელი საღამო
ოხრავდა, საკუთარი სპორტული ფეხსაცმელი
ენატრებოდა. ახლა კი...

ახლა სარკეში სრულიად შეცვლილ, ცხოვრების ახალ


ეტაპზე გადასასვლელად მზადმყოფ ქალს უყურებდა და
ვერ იჯერებდა, რომ თავისივე ნებით ელეოდა ასეთ
ძვირფას და საყვარელ თავისუფლებას. რა თქმა უნდა,

სარჩევი
თავი 2 51

იცოდა, ადრე თუ გვიან აქამდეც რომ მივიდოდნენ, მაგრამ


იმას ნამდვილად ვერ

წარმოიდგენდა, ქვეცნობიერად ასე თუ ელოდა ამ დღის


დადგომას.

წასვლამდე სულ ცოტა დრო რომ დარჩა, ადგილს ვერ


პოულობდა, წინ და უკან მიმოდიოდა ოთახში და ისე
ღელავდა, ხელებიც კი უკანკალებდა. ვეღარ ითვლიდა
უკვე, იმდენჯერ შეისწორა ვარცხნილობა, მაკიაჟი,
იმდენჯერ შეამოწმა კაბის სიგრძე, ფეხსაცმლის შესაკრავი.
ნეტავ, ქორწილის დღეს რა უნდა ქნას, მართლა და
მართლა, დამამშვიდებლებს ხომ არ დალევს, ეს
ნერვიულობა ცოტათი მაინც რომ გადალახოს?!
ხვდებოდა, მეტისმეტი რომ მოსდიოდა, მაგრამ თავს
მაინც ვერაფერს უხერხებდა.

ბოლოს, სულ ოცწუთიანი გზის მიუხედავად, მაინც


ნახევარი საათით ადრე დაავლო მანქანის გასაღებს ხელი
და სახლის კარი მანამ გაიხურა, სანამ საბოლოოდ
გადაიფიქრებდა წასვლას. წარმოდგენაც არ ჰქონდა, ასეთ
მდგომარეობაში საჭესთან როგორ უნდა დამჯდარიყო,
მაგრამ სხვა მძღოლს ვერ

ენდობოდა. წამით დაგვიანებასაც კი გამორიცხავდა!

და მაინც დააგვიანა... არა, არც საცობების ბრალი ყოფილა,


არც მოულოდნელად დაშვებული საბურავის, არც
რევოლუცია დაწყებულა ქვეყანაში და არც მეორედ

სარჩევი
თავი 2 52

მოსვლა. ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა შესვლას


ვერაფრით ბედავდა. იჯდა რესტორნის უკან გაჩერებულ
მანქანაში, საჭეზე თითებს ათამაშებდა და ნერვიულობის
მოხსნას ღრმად სუნთქვით ცდილობდა.

საკუთარ გრძნობებში ბოლომდე დარწმუნებული იყო.


ისიც იცოდა – ანდროსაც უყვარდა, მიუხედავად იმისა,
რომ დღემდე არ ჰქონდა ეს ნათქვამი. თუმცა ზოგჯერ
ისეთი რთული ეჩვენებოდა ყველაფერი. საკუთარ თავსაც
კი ვერ უძლებდა და არ იცოდა, შეძლებდა თუ არა ცოლის
როლის მორგებას. მოახერხებდა თუ ვერა, თვითონვე
მოექცია თავი ჩარჩოებში.

ღრმად ამოისუნთქა და ხელისგულები ლოყებზე მიიდო,


აზრზე

რომ მოსულიყო. იცოდა, ანდრო ყველაზე მეტად


დაგვიანებას ვერ იტანდა და ნამდვილად არ უნდოდა,
ელოდინებინა. მაქსიმალურად ეცადა, საკუთარი თავი
ხელში აეყვანა, და შემდეგ, წითელი, ქუსლიანი
ფეხსაცმლით რომ გადააბიჯა მანქანიდან, იმ მომენტში
ბოლომდე ვერც აცნობიერებდა, ცხოვრებაში ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენისაკენ თუ
მიემართებოდა...

***

როგორც ვარაუდობდა, რესტორანი სხვა


სტუმრებისათვის დახურული დახვდა. გულის სიღრმეში,

სარჩევი
თავი 2 53

მხოლოდ ამ ფაქტის რომანტიკულობის გამო კი არა,


იმიტომაც გაუხარდა, სხვები რომ ვერ ნახავდნენ მის
აჭარხლებულ ლოყებსა და აცრემლებულ თვალებს ამ
მნიშვნელოვან მომენტში. საჯარო ხელის თხოვნები
არასდროს მოსწონდა. მიაჩნდა, რომ ეს ამბავი მხოლოდ
ორს ეხებოდა და არ იყო საჭირო ზედმეტი ხალხის

ჩარევა. სწორედ ამიტომაც ესიამოვნა, დარბაზში რომ


შეაბიჯა და ერთადერთი, ვინც დაინახა, ანდრო იყო.

– დაგაგვიანდა... – გაუღიმა უცნაურად.

– მანქანაში ვიჯექი და ვერ გადამეწყვიტა,


გადმოვსულიყავი თუ არა, – უპასუხა გულწრფელად.
აზრიც არ ჰქონდა მოტყუებას, მაინც სახეზე დაეწერებოდა
ყველაფერი და ერჩივნა, თვითონვე ეთქვა სიმართლე.

– რატომ? რამე მოხდა?

– არა, უბრალოდ, უცნაური წინათგრძნობა მაქვს, – თვალი


ჩაუკრა გამხიარულებულმა და მაგიდას რომ მიუჯდა,
ეცადა, მღელვარების შემორჩენილი ნაგლეჯებიც
საბოლოოდ გაექრო.

მართლა უცნაური საღამო იყო. კაციც ისე ღელავდა...


პირველად შენიშნა აივიმ მისი ნერვიულობა და
ეგოისტურად ესიამოვნა კიდეც, ასე რომ მოქმედებდა
მასზე. მხოლოდ ცოცხალი მუსიკა

სარჩევი
თავი 2 54

აკლდა საღამოს მაგიურობას, თუმცა ყველაფერი ისეთი


ლამაზი იყო, უამისობასაც აიტანდა.

– არ ვიცი, საიდან დავიწყო... – იდაყვებით მაგიდაზე


ჩამოყრდნობილმა, თითები ერთმანეთში გადახლართა
შერვაშიძემ და ისეთი სახით შეხედა, ეტყობოდა, რომ არ
აჭარბებდა და მართლა ვერ პოულობდა სიტყვებს.

– ნერვიულობაც შეგძლებია... – გოგონა კი უფრო და უფრო


მხიარულდებოდა მისი შემხედვარე.

– არ ვნერვიულობ, – უარყო მაშინვე, – უბრალოდ,


ვცდილობ, სწორი სიტყვები შევარჩიო, რომ ყველაფერი
გითხრა.

– ანდრო, კარგი, რა! – თვალები აატრიალა. – როდის მერე


გვჭირდება ერთმანეთთან ოფიციალურად საუბარი? ნუ,
მესმის, რომ ასეა მიღებული და ბლა ბლა ბლა, მაგრამ
მოეშვი. ასე უფრო მძაბავ!

– მართალი ხარ, – ამოიოხრა და რამდენიმე წამის


განმავლობაში უსიტყვოდ უყურებდა.

არასდროს ჰქონია ასეთი მზერა. ვერც კი ხსნიდა აივი, რას


ნიშნავდა ეს ყველაფერი და რატომ უტოვებდა ასეთ
უცნაურ შეგრძნებას. ეგონა, რომ კარგად იცნობდა და მის
ერთ გამოხედვაში შეეძლო ყველაფრის წაკითხვა, თუმცა
ახლა გაურკვევლობის მეტს ვერაფერს გრძნობდა და
საშინლად არ მოსწონდა ეს ყველაფერი. ის მღელვარება,

სარჩევი
თავი 2 55

დარბაზში შესვლის წინ რომ ჰქონდა, ახლა სულ


სხვანაირმა ჩაანაცვლა და როცა იგრძნო, როგორ შეეკუმშა
შინაგანი ორგანოები, მეტი ვეღარაფრით მოითმინა.

– დაიწყე.

– მინდა, რომ რასაც გეტყვი...

– ანდრო, არ გინდა ეს ოფიციალური შესავალი! – გაუცინა


აღელვებულმა და გაუაზრებლად თვითონაც იგივე პოზა

მიიღო, მაგიდაზე იდაყვებით დაყრდნობილი და


ერთმანეთში ახლართული თითებით.

– უკვე თითქმის ორი წელია, ერთმანეთს ვხვდებით და


ორივემ ვიცით, რომ ერთად თავს არაჩვეულებრივად
ვგრძნობთ... – დაბალი, მშვიდი ხმით წამოიწყო ანდრომ, –
შენთან ყოფნისას ყველა პრობლემა მავიწყდება და
თითქოს სულ სხვა ადამიანი ვხდები.

– და...

– და ეს ძალიან ცუდია, აივი... – საუბრის წამოწყების


შემდეგ, პირველად გაუსწორა მზერა და რამდენიმე წამიც
მისცა გასააზრებლად, თუმცა, პასუხი რომ ვერ მიიღო,
ისევ თვითონ გააგრძელა. – ვგრძნობ, რომ თავს
მაკარგვინებ და ეს საშინლად არ მომწონს. არ ვარ
შეჩვეული ასე ცხოვრებას და სიმართლე გითხრა, არ
მინდა, რამე შეიცვალოს. შენთან ძალიან კარგად ვარ...

სარჩევი
თავი 2 56

– მაგრამ... – მიეშველა აივი და ტუჩები ღიმილმა რომ


გაუწელა, ვერც კი მიხვდა, სიმწრისგან ეღიმებოდა თუ
საკუთარ თავსა და მოლოდინებს დასცინოდა.

– მინდა, რომ სწორად მიიღო, რასაც გეტყვი.

– გისმენ...

– არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალოს. შენ კი,


მაპატიე, მაგრამ ცუდ გავლენას ახდენ ჩემზე...

– გაფუჭებ? – მოულოდნელობისგან გაეცინა. აი, ამას


ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა.

– შენ გამო ისეთ რაღაცებზე ვამბობ უარს, რაზეც სხვა


შემთხვევაში არ ვიტყოდი...

– მაგალითად, ლომაიას დაბადების დღის ტორტზე...

– არ გინდა ირონია... ხომ გთხოვე, მინდა, რომ სწორად


მიიღო...

– ანდრო, გთხოვ, აქვე დავამთავროთ, – საბოლოოდ აევსო


მოთმინების ფიალა, – გასაგებია, რომ მე ძალიან კარგი
გოგო ვარ და უკეთესს ვიმსახურებ, ამიტომ, ყველაფერი
დამთავრდა... ნუ წელავ ასე! – გაუღიმა და ჩანთას
დასწვდა, მანამ რომ წასულიყო, სანამ ჯერ კიდევ
ახერხებდა ემოციების დაფარვას, თუმცა კაცმა მაინც
მოასწრო მაჯაზე ხელის შევლება.

– დაჯექი, გთხოვ. ჯერ არ დამისრულებია.

სარჩევი
თავი 2 57

– ნუთუ? – ჩაეცინა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის


მოიქცია, როგორმე ყელში მოწოლილი ცრემლები უკანვე
რომ ჩაებრუნებინა.

– აივი...

– კარგი, დაასრულე. მიდი, გისმენ! – ამოიოხრა და ისე


ჩამოჯდა, მაინც გასაქცევად მზადყოფნაში დატოვა
სხეულის ყველა კუნთი.

– არ მინდა, რომ ასე დავშორდეთ...

– ანუ, თან მშორდები და თან არ გინდა, რომ დამშორდე? –


კიდევ ერთხელ გაეცინა. – ნუ, ზოდიაქოთი თევზები ხარ,
გასაგებია, მაგრამ ძალიან გთხოვ, ამ საკითხში
ჩამოუყალიბებლობა არ გინდა!

– მათქმევინე! – ხმაში სიმკაცრე შეერია. – კარგად იცი,


როგორ ვერ ვიტან, როცა სერიოზულ თემაზე საუბრისას
უაზროდ ხუმრობენ.

– მომიტევეთ! ეს როგორ დამავიწყდა. კარგი, ვჩუმდები!

– აივი, მესმის, რომ ახლა გაბრაზებული ხარ და ვერ მიტან.


არ გამტყუნებ, მაგრამ დრო გავა და მიხვდები, რომ
ორივესთვის ასე ჯობდა. შენ კარგი გოგო ხარ, მართლა, და
ნებისმიერი ბედნიერი იქნება შენ გვერდით, მაგრამ...

– მაგრამ არ გინდა, რომ შენ იყო...

– მაგრამ მე ჩემი ცხოვრების შეცვლა არ მინდა. არ მინდა,

სარჩევი
თავი 2 58

ბიზნესშეხვედრები მხოლოდ იმის გამო ჩავშალო, რომ


შენთან წამოვიდე; არ მინდა, საქმიანი მოლაპარაკების
დროს გონება სხვა რამეზე ფიქრით მქონდეს
დაკავებული; არ მინდა, რომ რამე მიშლიდეს ხელს და
დამიჯერე, ასე ვერც შენ იქნები ბედნიერი.

– დაამთავრე?

– დღეს და ხვალ არა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ...

– თუ დაამთავრე, წავალ... – შეაწყვეტინა შეცვლილი ხმით.


უკვე საშინლად უჭირდა აქ გაჩერება და ვეღარც
ახერხებდა ამის დამალვას.

– კიდევ დარჩა რაღაც...

– გისმენ.

– არ მინდა, რომ ჩემ გამო შენი ცხოვრება გაიფუჭო.

– ჩემი ცხოვრება ამიერიდან შენ აღარ გეხება, ანდრო.

– გთხოვ, არ გინდა... – გაუღიმა და სცადა, საკუთარ


თითებში მოექცია მისი ხელი, თუმცა აივიმ ისე სწრაფად
გამოსტაცა, შეხებაც არ აცალა. – კარგი... – ამოიოხრა და
სრულიად მოულოდნელად, ფეხზე რომ წამოდგა,
მოშორებით მდგარ მაგიდასთან მივიდა, უკან კი
საქაღალდით ხელში დაბრუნდა და მაგიდაზე დადო.
გოგონა ყველაფერზე თანახმა იქნებოდა იმ მომენტში,
სიმართლე რომ არ აღმოჩენილიყო ის, რაც გაიფიქრა.

სარჩევი
თავი 2 59

– ეს რას ნიშნავს? – ძლივსღა მოახერხა შეკითხვის დასმა.

– ეს მცირედი საჩუქარია ჩემგან...

– კომპენსაცია? – სიმწრით გაეცინა.

– საჩუქარი. ხომ გითხარი, არ მინდა, ჩემ გამო ცხოვრება


გაიფუჭო. შენ ძალიან კარგი მხატვარი ხარ, მაგრამ
საკუთარი ნიჭის გამოყენებას საერთოდ არ ცდილობ.
ახლა კი, ვიცი,

საერთოდ დაივიწყებ შენს პროფესიას და არაფერს


გააკეთებ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო. არ
შემაწყვეტინო! – ხელის აწევით გააჩერა, როცა შეატყო,
შეწინააღმდეგებას აპირებდა. – იმაზე კარგად გიცნობ,
ვიდრე გგონია და ისიც ვიცი, როგორ რთულად გადაიტან
ამ ყველაფერს. შეიძლება, ახლა შენს თვალში ყველაზე
ცივსისხლიანი ადამიანი ვჩანდე, მაგრამ ორივემ ვიცით,
რომ ასე აჯობებს. ამ საქაღალდეში კი სამხატვრო
სტუდიის გადაფორმების საბუთებია, და მას მხოლოდ
შენი ხელმოწერა აკლია იმისათვის, რომ ეს მცირედი
საჩუქარი მიიღო ჩემგან და, აქედან გასულმა, სრულიად
ახალი ცხოვრება დაიწყო, ამჯერად უკვე ჩემ გარეშე...

სარჩევი
თავი 3 60

თავი 3

გაოგნებული იჯდა აივი და სახიდან ღიმილს ვერაფრით


იშორებდა. ეღიმებოდა ყველაფერზე. ამ სიტუაციაზე,
ანდროს სიტყვებზე, დაშორების მიზეზზე, მცირედ
საჩუქარზე... ეღიმებოდა სიმწრით და თავს ძლივს
იკავებდა, ხმამაღლა რომ არ ეცინა საკუთარ ბედზე. ნუთუ
ასეთი რაღაცები რეალურადაც ხდება?

შიგნითა მხრიდან კბენდა ლოყას და, ტკივილის


მიუხედავად, მაინც ვერ იჯერებდა, რომ დღევანდელი
დღე არ ესიზმრებოდა. ვერც კი ახსნიდა, რას გრძნობდა
ახლა. ისეთი უცნაური იყო, რაც ესმოდა და რასაც
ხედავდა...

ანდრო ამ ყველაფერზე ისე ლაპარაკობდა, თითქოს,


სიყვარულის ნაცვლად, რაღაც შინაური ცხოველი
ჰყავდათ, რომელიც, ერთ დღესაც, მოკვდა.

ასე უბრალოდ, ადგა და მოკვდა.

სიყვარული მოუკვდათ.

არადა, არაფერს აკლებდა აივი.

აჭმევდა, უვლიდა, ეფერებოდა, ყველაფერს უკეთებდა,


მაგრამ ანდროს მაინც მოუკვდა მისი სიყვარული.

ვერ იჯერებდა, როგორ შეეძლო ასე უბრალოდ ლაპარაკი.


არც კი განიცდიდა. საერთოდ ვერაფერს გრძნობდა მისი

სარჩევი
თავი 3 61

სიტყვებიდან. ხომ შეიძლებოდა, გამოეტირებინა მაინც.


გული დასწყვეტოდა, განეცადა, დაესაფლავებინა,
ეგლოვა.

არაფერი.

– აივი... – ფიქრებიდან ისევ კაცის ხმამ გამოარკვია. ისე


ფრთხილად დააბრუნა დედამიწაზე, თითქოს ეშინოდა,
რომ აი, სადაცაა, გამოერკვეოდა, ყველაფერს გაიაზრებდა,
სიტუაციას აღიქვამდა და ისე აუტრიალებდა მაგიდას,
როგორც ამას იაფფასიან ფილმებში აკეთებდნენ
გამწარებული, მიტოვებული ქალები.

ეკალივით შეერჭო ეს სიტყვაც.

მიტოვებული...

ახლა თვითონაც მიტოვებული ქალი გახდა და შეგრძნება,


რომ უკვე აღარ სჭირდებოდათ, იმაზე მძიმე იყო, ვიდრე
თვითონ ეს სტატუსი.

– აივი, ხომ იცი, რომ... – განაგრძობდა ანდრო, გოგონას კი


გარს ისეთი უცნაური გრძნობა შემოეხვია, ერთიანად
დაეპატრონა მის ორგანიზმს, ყველა უჯრედში შეუძვრა,
ყველა ორგანო მოიცვა, თითოეული მოლეკულა
დაისაკუთრა და, როგორც იქნა, გამოაფხიზლა.

– მომეცი, – გაუღიმა არაფრისმთქმელი თვალებით.


არასდროს ჰქონია ასეთი ცარიელი მზერა.

სარჩევი
თავი 3 62

– მიხარია, რომ სწორად... – შერვაშიძემ კი მართლა


გულწრფელი ღიმილით წამოიწყო, რომელიც მაშინვე
შეეყინა

სახეზე – აივიმ უემოციოდ, ხელის ერთი მარტივი


მოძრაობით გადახია საქაღალდეში არსებული რამდენიმე
ფურცელი და შემდეგ ნაკუწები მაგიდაზე მშვიდად
დაუდო.

– შეგიძლია, ჩემგან სახსოვრად შეინახო, – წარბიც არ


შეხრია, ისე უთხრა. შემდეგ კი, ის იყო, უკვე წასვლას
აპირებდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ისევ უკან
შებრუნდა, – ესეც გამომართვი, – ხელჩანთიდან მანქანის
გასაღები ამოიღო და ისიც დახეული საბუთების
გვერდით მიაგდო.

– აივი, გეყოფა! – სახე შეეცვალა კაცს. ეს უკვე მართლა


მეტისმეტი იყო.

– ესენიც შენია! – გოგონა არაფრით ჩერდებოდა.


საყურეებიც მოიხსნა და მარცხენა მაჯას რომ საათი
უმშვენებდა, ისიც. თითქოს დაგვიანებული რეაქცია
ჰქონდა მომხდარზე. აზრიც არ ჰქონდა ახლა
შეწინააღმდეგებას. ქარიშხალს ჰგავდა, რომელიც სანამ
ყველაფერს არ გადაუვლიდა, მანამდე ვერ მოისვენებდა.

– გეყოფა-მეთქი! – ანდრომ ხმას რომ აუწია და მკლავზე


შეავლო ძლიერი ხელი, წინააღმდეგობის ნაცვლად,
პასუხად ისეთი მზერა მიიღო, ცოტა არ იყოს, შეეშინდა.

სარჩევი
თავი 3 63

შეეშინდა არა თავის, არამედ იმ ქალის გამო, რომლის


ცხოვრებაშიც, ალბათ, საბედისწერო გადაწყვეტილება
მიიღო და თან ისე, არც უკითხავს, სურდა თუ არა ეს.

ხომ შეიძლებოდა, აივი ასეთ ცხოვრებაზე თანახმა


ყოფილიყო? ნდომებოდა მეორე პლანზე ყოფნა;
ყველაფერს დასთანხმებოდა მხოლოდ იმის გამოც კი,
ანდროს გვერდით რომ ყოფილიყო.

უყვარდა და არც ერთი დღე არ ყოფილა ამ გრძნობის


გარეშე. ანდროც უსიტყვოდ გრძნობდა. ხვდებოდა და
სწორედ ეს გრძნობა იყო ერთ-ერთი მთავარი, რის გამოც
ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ისეთი დარწმუნებული იყო საკუთარ სიმართლეში,


როგორც არასდროს, და ისიც ზუსტად იცოდა, ადრე თუ
გვიან, აივიც

მიხვდებოდა, ეს ყველაფერი ისევ მათ საკეთილდღეოდ


რომ გააკეთა.

– არ გაბედო ჩემი შეცოდება!.. – კბილებს შორის გამოსცრა


შუკვანმა და უხეშად გამოსტაცა მკლავი. – არ გაბედო
თქმა, რომ გიყვარდი.

– მაგრამ...

– არ გაბედო, იმიტომ, რომ შენს თვალებში ვხედავ


ყველაფერს.

სარჩევი
თავი 3 64

– აივი...

– მტოვებ, მაგრამ კი არ გიყვარდი, ახლაც გიყვარვარ, –


კმაყოფილს ჩაეღიმა, – ყველაზე ამაზრზენი რამ გამიკეთე,
რაც კი შეგეძლო, მაგრამ ვხედავ, რომ ახლაც ჩემთან გინდა
ყოფნა. უბრალოდ, მშიშარა ხარ. გეშინია, ჩემი გეშინია და
ამიტომაც მიშორებ თავიდან! შენი საქციელიდან
მხოლოდ ეს ჩანს და არა უსიყვარულობა.

– ასე ორივესთვის კარგი იქნება... – დაზეპირებულივით


გაუმეორა, არც ახსოვდა, იმ საღამოს განმავლობაში
მერამდენედ.

– შენ გგონია, რომ ახლა სწორად იქცევი. ფიქრობ, რომ


ყველაფერს ჩემთვის აკეთებ და საკუთარ თავს
მსხვერპლადაც კი აღიქვამ ალბათ. როგორი
დიდსულოვანი ხარ, გიყვარვარ და მაინც მტოვებ. მაგრამ
არა! ეს რეალური ცხოვრებაა, ანდრო, რომანში არ ვართ!
რეალურ ცხოვრებაში კი შენს საქციელს ლაჩრობა ჰქვია! –
ისე მიაყარა, მზერა წამითაც არ მოუშორებია.

იცოდა, უკანასკნელად ხედავდა ახლა. შეიძლებოდა,


კიდევ შეხვედროდნენ ერთმანეთს, წლების შემდეგ
გადაჰყროდნენ, ისეთ დროსა და ადგილას, რომ ვერც
წარმოიდგენდნენ, მაგრამ ასეთს, ასეთი გრძნობებითა და
თვალებით, უკანასკნელად ხედავდა. შეიძლება, გრძნობა
ორივეს შეენარჩუნებინა და დაკარგვის შემდეგ უფრო

სარჩევი
თავი 3 65

მეტადაც დაეფასებინათ, მაგრამ აუცილებლად


შეიცვლებოდა. არავინ იცის, როგორ, თუმცა

აღარასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც ამ წამს.

მეორედ რომ გაიბრძოლა საკუთარ ხელზე ანდროს


შემოხვეული თითების მოსაშორებლად და
წინააღმდეგობას აღარ შეხვედრია, მაშინ მიხვდა, რომ
ყველაფერი დამთავრდა. და არა მხოლოდ შერვაშიძესთან.

საკუთარ თავთანაც დაამთავრა რაღაც ეტაპი, ძალიან


მნიშვნელოვანი და იგრძნო, ფიზიკურად კი მიდიოდა,
მაგრამ არა მთლიანად. იშლებოდა. ყოველი ნაბიჯის
გადადგმისას რაღაც ნაწილს კარგავდა და არ იცოდა,
სადამდე მოახერხებდა წასვლას.

ეს ძლიერი ქალის იმიჯიც, მწარე სიმართლეც,


თავდაჯერებულობაც, ანდროსთვის კი არა, საკუთარი
თავისთვის გამოგონილი ტყუილი იყო; ნიღაბი, ის
ყველაფერი რომ დაემალა, რასაც სინამდვილეში
გრძნობდა.

გაქცევაზე მეტად არაფერი უნდოდა ახლა. საკუთარ


თავსაც რომ დამალვოდა და ნაცნობს ვერავის მიეგნო.
ისეთ ადგილას წასულიყო, სადაც არავინ იცნობდა. არავინ
იცოდა მისი სახელი, მისი ისტორია. ყოველდღე რომ სხვა
ადამიანად გასცნობოდა ხალხს და მართლა ერთი დღით
ეცხოვრა. შუაღამისას გაეხადა უცხო ადამიანის ტყავი და
მხოლოდ ძილის წინ, საღამურებს რომ გადაიცვამდა და

სარჩევი
თავი 3 66

სქელი საბნის ქვეშ შეწვებოდა, მაშინ გახსენებოდა, ვინ


იყო სინამდვილეში.

გარეთ რომ გავიდა, ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს


უნდა ეწვიმა. არც იქნებოდა სექტემბრის მიწურულს წვიმა
გასაოცარი, მაგრამ ირონიულ ელფერს კი ნამდვილად
შესძენდა სიტუაციას. ამაშიც შეცდა. ერთი ღრუბელიც არ
ჩანდა ცაზე. დღეს საერთოდ არაფერი ხდებოდა ისე,
როგორც ვარაუდობდა.

ქუსლიანი ფეხსაცმელიც ნერვებს უშლიდა, კეფაზე


ლამაზად აკეცილი თმაც და ის მაკიაჟიც, ასე საგანგებოდ
რომ გაიკეთა. საკუთარი თავიც კი ამძიმებდა ახლა და
ისიც ვერ გაეგო, სად

უნდა წასულიყო.

უემოციოდ ამოაძვრინა ჩანთიდან მობილური. ანუკის


მესიჯები დახვდა, გამოტოვებული ზარებიც. ლამის იყო,
მის მეგობარს შამპანურიც კი გაეხსნა და მარტოს აღენიშნა
ის ამბავი, ასე მოუთმენლად რომ ელოდა და ჯერ
წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა მოხდა სინამდვილეში.
მწარედ ჩაეღიმა იმის წარმოდგენისას, რა რეაქცია
ექნებოდა, სიმართლეს რომ ეტყოდა. მაგრამ ახლა არა...
ახლა არაფერი უნდოდა. არავის ნახვა, არც ერთი სიტყვის
თქმა. ისიც კი არ უნდოდა, საკუთარი სახელი ხსომებოდა.

ტელეფონი ჩანთაში ჩააბრუნა, მაგრამ მანამდე საერთოდ


გამორთო. იცოდა, ანუკიც ინერვიულებდა და თვითონაც

სარჩევი
თავი 3 67

გაქცევასავით გამოსდიოდა, მაგრამ ახლა ამ თემაზე


საუბარი ნამდვილად არ შეეძლო. ერთადერთი, რაც
უნდოდა, მომხდარის დავიწყება იყო.

ბევრი აღარ უფიქრია. აღარც უვლია. პრინციპში,

მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემხტარი საკუთარ თავს


ბევრი სიარულის უფლებას ვერც მისცემდა. ამიტომ,
ცენტრალურ გზაზე გასულმა, პირველივე მოციმციმე
ბანერის ქვეშ მდებარე ბარის კარი ისე შეაღო, არც სახელი
წაუკითხავს, არც იმაზე დაფიქრებულა, როგორი გარემო
იქნებოდა შიგნით და იმ მომენტში ისიც კი არ
ადარდებდა, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ალკოჰოლიკი
კაცივით რომ იქცეოდა თუ გულნატკენი თინეიჯერივით.
სინამდვილეში კი თვითონაც ვერ გაეგო, ვინ იყო ახლა...

– არაყი, თუ შეიძლება, – წარმოთქვა მაშინვე, როგორც კი


ბარის მაგიდას მიუჯდა, ცალი ხელით თმა გაიშალა,
მეორით კი ფეხსაცმელები გაიძრო და შიშველი ტერფები
მაღალი სკამის ფეხებს შორის გადებულ რკინაზე
შემოაწყო.

ისიც კი არ ადარდებდა ახლა, რამდენად ულამაზოდ


იქცეოდა. აქ არავინ იცნობდა. არავინ იყო ისეთი, ვინც
მეორე დღეს მის საქციელს განსჯიდა და პასუხს
მოსთხოვდა. დაცინვის ობიექტი

კი შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ ესეც ნაკლებად


აინტერესებდა.

სარჩევი
თავი 3 68

ერთი მოსმით გადაკრა სპირტიანი სასმელი და მთელი


გულ-მუცელი რომ ჩაეწვა, კარგი მსმელი კაცივით,
შეკრული მუშტი მიიფარა პირზე და ღრმად ამოისუნთქა.
მართალია, ბარმენმა ჭიქასთან ერთად თხლად დაჭრილი
ლიმონიც დაუდო მისაყოლებლად, მაგრამ ვერც მისმა
მჟავე გემომ უშველა.

– გაამეორე, – ხელის მოძრაობით ანიშნა კაცს და რომ


შეატყო, საუბრის წამოწყებას აპირებდა, თვითონვე
დაასწრო, – არაფერი მკითხო, ფილმში არ ვართ, გული
რომ გადაგიშალო... – მწარედ ჩაეცინა. მართალია, მის
ცხოვრებაზე ფილმს ნამდვილად არ იღებდნენ, მაგრამ
მოვლენები მაინც რეალობისათვის შეუფერებლად
ვითარდებოდა...

მესამე ჭიქა ჰქონდა გამოცლილი და მეოთხეს


ელოდებოდა, მომხდარზე ფიქრის უფლება რომ მისცა
საკუთარ თავს.

ხელის თხოვნის მოლოდინი, გაცრუებული იმედები,


დაშორება და ყველაზე მტკივნეული – შეგრძნება, რომ
ადამიანში შეცდი...

მეხუთე ჭიქის შემდეგ საკუთარ თავსაც დასცინა. სულელ


გოგოსავით მოიქცა. არ აჯობებდა, საბუთებზეც ხელი
მოეწერა და ის ნივთებიც მშვიდად დაეტოვებინა, ერთ
დროს საჩუქრად რომ მიიღო?! მერე რა მოხდა... საკუთარ
ბიზნესს წამოიწყებდა, წარმატებული გახდებოდა, ხალხი

სარჩევი
თავი 3 69

გაიცნობდა... იქნებ ერთ დღეს მიმხვდარიყო კიდეც,


რატომ მოექცა ანდრო ასე...

მეშვიდე ჭიქას ცლიდა, გამოსახულება რომ აემღვრა და,


სახის კუნთების გაბუჟების მიუხედავად, მაინც იგრძნო,
როგორ დაუსველდა ღაწვები.

მეშვიდე ჭიქას ცლიდა, ემოციებისგან გაქცევა რომ ვეღარ


მოახერხა და საკუთარ თავსაც ვერ დაუმალა, როგორ
ძალიან სტკიოდა სინამდვილეში.

მეშვიდე ჭიქას ცლიდა, ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმა რომ

მოესმა ძალიან ახლოს და ვერც მიხვდა,


მოულოდნელობისგან, გადატანილისგან, ალკოჰოლის
დიდი დოზისგან იყო თუ სიბრაზით გამოწვეული – ის
უხეში მზერა, რომლითაც კამერამომარჯვებულ უცნობს
გახედა.

– რას აკეთებ?! – გამოსცრა კბილებს შორის და უნდოდა,


კიდევ გაეგრძელებინა, მაგრამ ვეღარ მოახერხა. საკმაოდ
მთვრალი იყო საიმისოდ, არგუმენტირებულად კამათი
რომ მოეხერხებინა და არა ღიპიან, ლოთ ბიძასავით
აშარება.

კაცი კი, ასე უტიფრად რომ გადაუღო ფოტო, მზერას


წამითაც არ აშორებდა. ისეთი თვალებით უყურებდა, ისე
აკვირდებოდა, წამიერად დაუცველადაც კი იგრძნო აივიმ
თავი. თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაქრა და

სარჩევი
თავი 3 70

მარტოდმარტო დარჩა იმ უცნობის წინაშე,


მოურიდებლად რომ სწავლობდა მის თითოეულ მიმიკას,
სახის ცვლილებას, ემოციას და ამოსუნთქვასაც კი.

– უნდა გადამეღო, – გაუღიმა და მანამ მოათავსა კამერა


ბარის მაგიდაზე, სანამ აივი წართმევას მოასწრებდა.

დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში


წარმოიდგენდა, როგორ გამოსტაცებდა ხელიდან, მთელი
ძალით დაანარცხებდა იატაკის ფილებზე, ისე
დაამსხვრევდა, აწყობაც რომ ვეღარ შესძლებოდათ, და
ბოლოს, სრული ეფექტისათვის, ფეხითაც შედგებოდა.
უმოწყალოდ გაანადგურებდა და გააქრობდა ყველაფერს,
რასაც ფოტოაპარატის ფირი ინახავდა – ყველა კადრს,
ყველა ადგილს, ყველა ადამიანსა და ყველა ემოციას.
მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, კამერის მიღმა
გამოკეტილს, ყველაფერს შეაწყვეტინებდა სიცოცხლეს;
და ფოტოგრაფსაც, ვინ იცის, რამდენი ხნის განმავლობაში
რომ აგროვებდა მისთვის სასურველ კადრებს, ერთი
ხელის მოსმით წაართმევდა ყველაფერს.

ზუსტად ისე, როგორც ანდრო მოიქცა...

აცრემლებულს ჩაეღიმა და სანამ კვლავ ატირდებოდა,


კიდევ ერთი ჭიქის შევსება მოსთხოვა ბარმენს.

– უკვე მერვეა... – ფოტოგრაფმა სასხვათაშორისოდ


აღნიშნა ერთი შეხედვით სრულიად უინტერესო
ინფორმაცია.

სარჩევი
თავი 3 71

– მერე?

– არაფერი... – მხრები აიჩეჩა და მის ნათქვამში მართლა


იგრძნობოდა ამ რიცხვის უმნიშვნელობა.

სუნთქვაშეკრულმა ჩაცალა მერვე ჭიქა არაყიც და


საყლაპავი რომ შეუშუპდა და ნერწყვის გადაყლაპვაც კი
გაუჭირდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, ცოტა კი არა, მართლა
ბევრი რომ მოუვიდა.

– რატომ გადამიღე? – გახედა უცნობს. სიმართლე ითქვას,


ვერც აცნობიერებდა, რატომ ელაპარაკებოდა.

– ის დავინახე, რასაც ასე უბრალოდ ვერ გავატანდი ჰაერს,


– უპასუხა გულწრფელად და ბარმენს რომ “კოლა”
შეუკვეთა, კიდევ უფრო გააკვირვა აივი.

– ისეთი მთვრალიც არ ვარ, მასე რომ მელაპარაკო... –


ჩაეცინა და ქაღალდის ხელსახოცს დაუწყო წვალება.

– თუმცა, ალბათ საკმაოდ მთვრალი ხარ საიმისოდ, ჩემი


სიტყვები რომ დაიჯერო, – გაეღიმა კაცსაც და მარჯვენა
ლოყაზე ძლივს შესამჩნევად დაეტყო პატარა ღრმული.

ბავშვური თვალებით უყურებდა. ასაკით ალბათ აივიზე


რამდენიმე წლით უფროსიც იქნებოდა, ოდნავ
დატალღული, აჩეჩილი თმა უკან გადაევარცხნა, წვერი კი
სულ ოდნავ ჰქონდა მოზრდილი. ერთი შეხედვით,
ვერაფრით გამოარჩევდით მასისგან, მაგრამ ისეთი
უცნაური მზერით აკვირდებოდა, ისე უწვავდა აივის

სარჩევი
თავი 3 72

მთელ სხეულს ეს თვალები, ვერაფრით ახერხებდა,


თავისი მორიგი ჭიქის სმა გაეგრძელებინა და თავიდან
ამოეგდო უცნობი.

– ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სულში მიძვრები, –


თვალიც არ მოუშორებია, ისე უთხრა და თვითონვე
გააკვირვა საკუთარმა საქციელმა.

– არ ვაპირებ, – მხრები აიჩეჩა კაცმა, – და თუ ატყობ,


საუბარიც თავადვე წამოიწყე...

– გაამეორე, – ბარმენს გახედა და ისევ უცნობს


მიუბრუნდა, – რატომ მაკვირდები ასე?

– “კოლა” დალიე.

– რა?

– გირჩევ, რომ “კოლა” დალიო... – მხრები აიჩეჩა და


თვითონაც ხელსახოცით მოჰყვა თამაშს, ოღონდ
გაცილებით შემოქმედებითად, ვიდრე ამას აივი
აკეთებდა.

– კარგი, – აჰყვა მოულოდნელად, – “კოლა” დამისხით, თუ


შეიძლება.

– მიაღწიე მაინც მიზანს?

– რას გულისხმობ?

სარჩევი
თავი 3 73

– აშკარაა, რაღაცის გამო სვამდი ამდენს, – გაუღიმა და


რამდენიმე წამის წინ ჩვეულებრივი ხელსახოცი ორიგამის
გედად გადააქცია. აივი კი ისევ უმოწყალოდ აწვალებდა
ქაღალდს...

– საუბარს არ ვაპირებ.

– არაფერი მიკითხავს.

– მაგრამ გაინტერესებს, ხომ ასეა? – ნახევარი ტანით


შებრუნდა უცნობისაკენ, დაგრეხილი საწრუპი ჩხირი
უცერემონიოდ ამოიღო და ჭიქითვე მოიყუდა შუშხუნა
სითხე. არყის შემდეგ ესიამოვნა კიდეც გაზიანის დალევა,
მაგრამ საკუთარ თავს მაინც ატყობდა, უაზროდ რომ
ეძებდა ჩხუბის მიზეზს.

– ასე უფრო საინტერესო ხარ.

– გგონია, ის მიზეზი, რის გამოც ვსვამ, საინტერესო არაა?


– სიბრაზისგან ლოყები აუწითლდა.

– მგონია, რომ შენ თვითონვე გინდა საუბარი, ყველაფრის


მოყოლა, სრულიად უცნობისთვის გულის გადაშლა,
მაგრამ მე მირჩევნია, იმ გოგოდ დარჩე, რომელიც
ფეხშიშველი იჯდა ბარის მაგიდასთან, სვამდა არაყს სახის
შეჭმუხნის გარეშე, აყოლებდა ლიმონის ნაჭერს და
ტიროდა ვიღაცის ან რაღაცის გამო. მირჩევნია, არაფერი
გავიგო და ფოტოს რომ დავხედავ, ეს სცენა გამახსენდეს,
ვიდრე მოვისმინო მიზეზი, რომელიც იმ სცენას სულაც არ

სარჩევი
თავი 3 74

შეეფერება, რომელიც მე გონებაში დავხატე, –


ჩამოუყალიბა ნელა, მშვიდად, აუღელვებელი ხმითა და
ისეთი ინტონაციით, აივი მისი ხმის ჟღერადობას უფრო
უსმენდა, ვიდრე სიტყვებს.

– და შენ რა დახატე?

– ეგ მხოლოდ ჩემია, – ჩაეცინა და კიდევ ერთხელ მოსვა


“კოლა”, – მუზებზე არ ვსაუბრობ.

– მაგრამ, შენი მუზა მე ვიყავი!

– შენ არ ყოფილხარ. ანუ, ახლანდელი შენ – არა...

– ახლა ცდილობ, ზედმეტად ინტელექტუალური


პასუხები გამცე და ამით დამაინტერესო.

– ვფიქრობ, შენი დაინტერესება ისედაც მოვახერხე... –


უპასუხა მშვიდად და მის სიტყვებთან საერთო არაფერი
ჰქონდა თვითკმაყოფილებას.

– და არაფერს აკეთებ ამის შესანარჩუნებლად?!

– არ ვიცი, შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ამასთან


დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, ნებისმიერი რამის
ხელოვნურად შენარჩუნება არასწორია... კი, რამე უნდა
გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ იმის შესანარჩუნებლად, რაც
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ბეწვის ხიდს ჰგავს
სურვილსა და აზარტს შორის. მე კი არ მინდა, დასაპყრობი
მწვერვალივით ვუყურებდე რამეს...

სარჩევი
თავი 3 75

– ანუ, შეიძლება, თან გიყვარდეს, მაგრამ თან არ


მოგწონდეს ეს ყველაფერი და აღარ გიყვარდეს, თუ... –
ვერაფრით ჩამოაყალიბა წესიერად, რისი თქმაც უნდოდა.
სიტყვებს ვერ პოულობდა, თითქოს კი იცოდა, რისი თქმაც
სურდა, მაგრამ ალკოჰოლი უკვე ზედმეტად მოკიდებოდა
საიმისოდ, გამართულად საუბარი რომ შესძლებოდა.

– თუ გიყვარს, “მაგრამ” არ უნდა არსებობდეს, – მხრები


აიჩეჩა, ქაღალდის გედს მეორე იდენტურიც მიუსვა
გვერდით და მშვიდად განაგრძო, – და თუ მაინც
არსებობს, არაფერს უნდა მისცე უფლება, გაგანადგუროს.

– და თუ არ ანადგურებს? უბრალოდ... – კვლავ ვერ


მოძებნა სიტყვები გასაგრძელებლად. მართლა ვერ
ხვდებოდა, როგორ უნდა აეხსნა სიტუაცია.

– ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. დიდი


გოგო ხარ და ეს ჩემი თქმის გარეშეც გეცოდინება. ზოგჯერ
მხოლოდ

სიყვარული არ არის საკმარისი. კი, მთებს გადადგამ,


ოკეანეებს გადალახავ, ბლა ბლა ბლა, მაგრამ სულ ასე ვერ
იქნება. შენ შეიძლება გაუძლო, შენი სიყვარულის გამო
აიტანო, მაგრამ მეორეს ვერ მოსთხოვ იმავეს. ვერავის
დაავალდებულებ, ისევე უყვარდე, როგორც შენ გიყვარს.
და ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ არასაკმარისად
ეყვარები.

სარჩევი
თავი 3 76

წამიერად გაეყინა აივის სხეული ამ სიტყვების


მოსმენისას. ისეთი უცნაური შეგრძნება იყო, საკუთარი
ფიქრების სხვისი პირიდან გაგონება. უსმენდა და ვერ
ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა, სხვასაც იდენტური
ფიქრები ჰქონოდა. სრულიად უცნობს, პირველად რომ
შეხვდა, ისეთ ადამიანს ესმოდა, ანდროს კი ვერაფრით
გააგებინა ეს ყველაფერი... ზედმეტად არარეალურად
ეჩვენებოდა, ვერ ხვდებოდა, მართლა ასე ესაუბრებოდა ეს
კაცი თუ თვითონ აღიქვამდა გარემოს სხვანაირად.

– მაგრამ, როცა გიყვარს და ახერხებ, მხოლოდ შენს


სიყვარულს

არ შესწირო ყველაფერი, სხვა რამეს უფრო წინ აყენებ, მის


მომავალს, მის გრძნობებს, ვფიქრობ, ეს უფრო
მნიშვნელოვანია...

– მე თუ არ მინდა, რომ უფრო წინ დააყენოს? – ვერც


გაიაზრა, ისე გადავიდა საუბრისას საკუთარ თავზე. – მე
თუ მირჩევნია, მის გვერდით ვიყო, და თუნდაც, ცუდად?!

– ეს სიყვარული არ არის...

– სიყვარულია! – შეაწყვეტინა სწრაფად. – შეიძლება,


შენთვის – არა, მისთვის – არა, მაგრამ ჩემთვის
სიყვარულია. შენ ვერ მეტყვი, როგორ უნდა მიყვარდეს და
ვერც მე გასწავლი ამას.

სარჩევი
თავი 3 77

– მაგრამ მე შემიძლია, პატივი ვცე შენს


დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ და შენც ასე
უნდა მოიქცე.

– არ მესმის. ანუ, თუ რაღაცას სიყვარულის სახელით


აკეთებენ, პატივი უნდა ვცე, რაც უნდა იყოს?!

– არა. უბრალოდ, უნდა ეცადო, რომ გაუგო და მხოლოდ


ერთი მხრიდან არ შეხედო სიტუაციას. შეიძლება,
ოდნავაც არ გაიზიარო მისი დამოკიდებულება, მაგრამ
ყველა ადამიანს თავისი სიმართლე აქვს.

– მე თუ რაღაცას ჯიუტად ვამტკიცებ, არ ნიშნავს, რომ


მართალი ვარ.

– საკუთარი თავისთვის, მართალი ხარ. შენ გჯერა და


იმიტომ ამტკიცებ. შენი აზრის დასაცავად ყველაფერს
გააკეთებ, იმიტომ, რომ ასე გწამს.

– თუ ჩემი გადაწყვეტილება სხვის ცხოვრებასაც ცვლის?


მაქვს უფლება, მაინც ისე მოვიქცე, როგორც სწორად
მივიჩნევ და არც ვკითხო მეორე მხარეს, რა სურს
სინამდვილეში?

– ადამიანი ეგოისტი არსებაა...

– კითხვაზე მიპასუხე.

– სწორი და არასწორი ძალიან ინდივიდუალური


ცნებებია და ადამიანის აღქმაზეა დამოკიდებული.

სარჩევი
თავი 3 78

ჩემთვის ეს გედი, – ხელში შეათამაშა ორიგამის ფიგურა, –


ყველაზე ლამაზი გედია, რაც კი ოდესმე მინახავს. ჩემი
შექმნილია, მე გავაკეთე, ასეთად დავინახე, ის ემოცია
გადავეცი, რომელიც მხოლოდ მე მაქვს. ანუ, შეიძლება,
შენც იგივე რამე გაწუხებდეს, სხვასაც და ამ ბარში
მყოფთაგან უმრავლესობასაც, მაგრამ ყველანი
სხვადასხვანაირად განვიცდით. გამორიცხულია, ჩემი და
შენი გრძნობა იდენტური იყოს. ისევე, როგორც – რაც
ჩემთვის სწორია, შეიძლება, შენთვის არასწორი იყოს. ეს
გედი კი შენ ოდნავაც არ გეჩვენებოდეს ისეთად,
როგორადაც მე ვხედავ.

– არაა მასე... საზოგადო სამართალი ხომ არსებობს?! ხომ


ვიცით, რომ ეს თეთრია, ეს შავი, ეს სიკეთეა, ეს ბოროტება.
ბოროტზე რაც უნდა ვამტკიცო, რომ კეთილია, მხოლოდ
მე დავიჯერებ ამას, ყველა დანარჩენისთვის კი,
უბრალოდ, გიჟი ვიქნები.

– და რა მნიშვნელობა აქვს, რას იფიქრებენ სხვები?! მე თუ


ჩემს

თავთან მართალი ვიქნები, რატომ უნდა დავინტერესდე,


გამამართლებს თუ არა ვიღაც, ვისაც წარმოდგენაც კი არ
აქვს, რას ვგრძნობ სინამდვილეში? – ჰკითხა
გულწრფელად და მთელი საღამოს განმავლობაში ეს
პირველი კითხვა აღმოჩნდა, რომელზეც აივიმ პასუხი ვერ
მოძებნა.

სარჩევი
თავი 3 79

ბევრი ეცადა, ბევრიც იფიქრა, შეკამათებაც უნდოდა და


საუბრის გაგრძელებაც. ისე ჩაითრია ამ სიტუაციამ, ისე
დააინტერესა, ისე მოეშვა თავისი სადარდებელი,
არაფრით უნდოდა გაჩერება, მაგრამ პასუხი კითხვაზე,
რომელიც თვითონაც აინტერესებდა, ვერაფრით იპოვა.
არეული გონება კიდევ უფრო მეტად აერია, საბოლოოდ კი
ერთადერთმა ფრაზამ მოიცვა მისი ფიქრები: და
მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, რას იფიქრებენ სხვები?

სარჩევი
თავი 4 80

თავი 4

უჩვეულო სიმშვიდის განცდა ეუფლებოდა თითოეული


სიტყვის მოსმენისას. რეალურად მხოლოდ ფილმებში
ენახა ასეთი სცენები და ვერც კი წარმოიდგენდა,
სრულიად უცნობთან თუ შეძლებდა ასე გახსნას, მისთვის
ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცის მოყოლას, ისეთის, ჯერ
მეგობრებისთვისაც რომ არ გაემხილა. ვერ
წარმოიდგენდა, ასე ახლოს თუ მოუშვებდა უცხოს, გულს
გადაუშლიდა და რჩევებსაც მიიღებდა.

ახლა კი იჯდა და ერთადერთზე ეფიქრებოდა...

როგორ გახდა მიტოვებული ქალი.

შიგნიდან კაწრავდა ეს სიტყვა. ვერც აცნობიერებდა, რა


უფრო ცუდი იყო – ის, რომ ანდროს გადაყვარებოდა თუ
ის, რაც რეალურად მოხდა. უყვარდა, მაგრამ არა
საკმარისად ძლიერად.

საკუთარ ფიქრებს გაუღიმა. ალბათ მიტოვებაზე რთული


– თვითონ ამ გადაწყვეტილების მიღებაა.

იმის გაცნობიერება, რომ რაღაც მორჩა, დამთავრდა.

კი არ დამთავრდა, შენ ამთავრებ და მხოლოდ შენსას კი


არა, იმ ადამიანის ცხოვრებასაც ცვლი, აქამდე მუდამ
გვერდით რომ გედგა.

სარჩევი
თავი 4 81

ალბათ გეშინია კიდეც. გეშინია, ამით იმაზე დიდი


შეცდომა არ დაუშვა, რის არიდებასაც ცდილობ
სინამდვილეში.

და საერთოდ არ ხარ დარწმუნებული გადაწყვეტილების


სისწორეში.

ტოვებ და სხვისთვის თუ დამნაშავე გამოდიხარ, საკუთარ


თავთან მსხვერპლის როლსაც ითავსებ. ვერ აღმოჩნდი
საკმარისად ძლიერი, ვერ გადალახე, ვერ გაუძელი!..

იმის გაცნობიერება კი, რომ მიგატოვეს, მოგიშორეს,


რაღაცის გამო გვერდზე გაგწიეს, ღალატზე უფრო
მტკივნეულია.

შეიძლება, ღალატი ეპატიებინა. საკუთარი თავის


გადალახვა დასჭირვებოდა, პრინციპების დათმობა,
საერთოდ ყველაფრის დავიწყება, თავმოყვარეობის
სანაგვეზე მოსროლა, მაგრამ მაინც ეპატიებინა.

მიმხვდარიყო, რომ მის გარეშე ყოფნა ღალატზე მეტად


ატკენდა, და ჩაეყლაპა...

უსიყვარულობასაც მოუხერხებდა რამეს. იფიქრებდა, რომ


გრძნობა გაქრა, განელდა, სხვამ ჩაანაცვლა. იფიქრებდა,
რომ სადღაც საკუთარი ბრალიც იყო.

ათას მიზეზს მოიფიქრებდა და ამასაც გადალახავდა.


დავიწყებასაც შეძლებდა. საკუთარ თავს შემოუძახებდა,

სარჩევი
თავი 4 82

რომ არ უნდა ჰყვარებოდა ის, ვისაც არ უყვარდა. არ უნდა


დაემცირებინა თავი ასე.

ახლა კი... ახლა იცოდა, რომ ანდროს უყვარდა, მაგრამ არა


საკმარისად საიმისოდ, გვერდით რომ ჰყოლოდა.

უყვარდა, მაგრამ დათმობაც შეეძლო. საკუთარი ხელით


მოშორება.

უყვარდა, მაგრამ საქმეზე წინ ვერ აყენებდა.

უყვარდა, მაგრამ მიატოვა.

და არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.

ერთ დღესაც რომ ამდგარიყო, მისულიყო საყვარელ


კაცთან, თვალი თვალში გაეყარა და ეთქვა, ვკვდებიო,
სინანულის მეტს მისგან ვერაფერს მიიღებდა.

შეეცოდებოდა... აივიც და საკუთარი თავიც.

ინანებდა ჩადენილს.

სინდისის ქენჯნაც დატანჯავდა და იმაზე ფიქრიც, რა


იქნებოდა, სხვანაირად რომ მოქცეულიყო.

შეიძლება, დაბრუნებოდა კიდეც.

მის სასთუმალთანაც გაეთია ღამეები. მოევლო


ავადმყოფისთვის და ცხოვრების ბოლო დღეებიც
გაელამაზებინა.

სარჩევი
თავი 4 83

მაგრამ ის მაინც არ იქნებოდა, რისი დანახვაც აივის


ენდომებოდა.

არც ერთი წამით არ იქნებოდა შიში.

მისი დაკარგვის გარდაუვალობის შიში.

შიში უმისოდ დარჩენის.

შიში, რომ ვეღარასდროს ნახავდა.

შიში, რომ იმ სამყაროში მოუწევდა სუნთქვის


გაგრძელება, ცხოვრება, ნაბიჯების გადადგმა, საქმიანი
შეხვედრების გამართვა, მეგობრებთან შეხვედრა, სადაც
აივი აღარ იქნებოდა.

შიში, რომ ვეღარავიში იპოვიდა მის მზერას.

– დანა გაქვს? – გახედა მოულოდნელად გვერდით მჯდარ


კაცს. ისე წამიერად მოუვიდა იდეა, ისეთი ძალა იგრძნო,
ზუსტად იცოდა, წამითაც ვეღარ მოითმენდა.

– მაქვს... – და უცნობმაც, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე,


ისე მშვიდად ამოიღო ჯინსის უკანა ჯიბიდან პატარა,
დასაკეცი დანა, არც კი უკითხავს, რისთვის სჭირდებოდა.

– მადლობა, – გაუღიმა, სანამ წამოდგებოდა, შემდეგ კი,


ფეხსაცმელები არც ჩაუცვამს, ისე გავიდა საპირფარეშოში.

სარჩევი
თავი 4 84

ყოველთვის იცოდა, რომ თავს არ მოიკლავდა. ბევრჯერ


ყოფილა ცუდად, საშინლად, ყველაფრის
სურვილდაკარგული,

დაცარიელებული, მხოლოდ რომ სუნთქავდა და სხვა


არაფერი შეეძლო მეტი.

ისეთი დღეებიც ჰქონია, გაქრობის გარდა სხვა რომ


არაფერი სურდა და საათები გადაბმულად გაუტარებია
ძილში, თუმცა ასეთ დროსაც კი იცოდა, ისეთს რომ
არაფერს ჩაიდენდა, რითიც სხვას ტკივილს მიაყენებდა.

ახლა კი იდგა პირველივე შემხვედრი ბარის სიგარეტის


კვამლით სავსე საპირფარეშოში, კუთხეატეხილ სარკეში
აკვირდებოდა საკუთარ ანარეკლს და უცნობის მიცემულ
დანას ხელში მშვიდად ათამაშებდა.

წითელი იყო, ყოველგვარი ორნამენტის გარეშე, არც


ლოგო ჰქონდა, არც მწარმოებელი ქვეყნის სახელწოდება
ეწერა, მაგრამ მაინც საინტერესოდ გამოიყურებოდა.
უფრო ზუსტად, აივი ცდილობდა მისი ასეთი მხარის
გამოგონებას და გამოსდიოდა კიდეც.

აუღელვებლად მიიტანა ბასრი პირით სახესთან. თვალები


ჩაწითლებული ჰქონდა, აწყლიანებული, გამოსახულება
კი მაინც არ ემღვრეოდა. მოგვიანებითაც გარკვევით
ხედავდა ყველაფერს. ხედავდა, როგორ იცვლებოდა
სარკის ანარეკლი, ყოველ წამს წინაზე უფრო სხვანაირი
ხდებოდა, შეჩერებას კი არ აპირებდა.

სარჩევი
თავი 4 85

აქამდე ასეთი რაღაც არ გაუკეთებია. არ მიეკუთვნებოდა


ასეთი გოგოების კატეგორიას. ყოველგვარი ფიზიკური
ცვლილების გარეშე ხვდებოდა სიახლეებს, მაგრამ ახლა
ზუსტად იცოდა, სხვანაირად ვერ მოისვენებდა.

კიდევ ერთხელ შეავლო სარკეს თვალი და მწარე


ღიმილით მოიჭრა ბოლო კულულიც. ქვედა ტუჩი
კბილებს შორის მოექცია და ისე ეცინებოდა.

თავისივე ხელით შეელია იმას, რასაც ამდენი წელი


უვლიდა, უფრთხილდებოდა და თან ჰყვებოდა.

თავისივე ხელით შეელია იმას, ანდროს რომ ასე ძალიან


მოსწონდა და ყოველთვის აღნიშნავდა.

თავისივე ხელით შეელია იმას, რასაც რაღაც წამიერ


მომენტში ეგონა, რომ ტკივილსაც გაატანდა, საბოლოოდ
კი მხოლოდ შეჭრილი თმა მიიღო.

სხვანაირად გამოიყურებოდა ახლა. გაწეწილი თმა,


ალკოჰოლისგან აპრიალებული, გაურკვეველი მზერის
მქონე თვალები. საკუთარ მხედველობასაც კი ვერ
ენდობოდა ბოლომდე, აქაურობაც უცნაურად
ეჩვენებოდა. ვერ ხვდებოდა, მართლა ბჟუტავდა
შიგადაშიგ განათება თუ, უბრალოდ, თვითონ ეხუჭებოდა
თვალები. ვერ ხვდებოდა, მართლა ვიწროვდებოდნენ
კედლები, მართლა უკრავდნენ სუნთქვას, მართლა
მოძრაობდა სარკე თუ...

სარჩევი
თავი 4 86

სულ სხვანაირად გამოიყურებოდა ანარეკლი, საბოლოოდ


რომ შეავლო თვალი, მაგრამ მზერა ზუსტად ისეთივე
დარჩენოდა, როგორიც ამ სარკეში პირველად ჩახედვის
მომენტში ჰქონდა...

***

საპირფარეშოდან გასულს აღარც უცნაური უცნობი


დახვდა და აღარც მისი არსებობის დამადასტურებელი
რაიმე ნიშანი. ქაღალდის გედებიც კი გამქრალიყო, მისი
“კოკაკოლიანი” ჭიქაც და ის ქოლგისთავიანი საწრუპი
ჩხირიც, ასე სასაცილოდ რომ ეჩვენებოდა აივის.

ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს არც არავინ


არსებულა, არავისთან უსაუბრია, არავისთვის
გადაუშლია გული. თითქოს თვითონ გამოიგონა
ყველაფერი ან, უფრო რეალურად რომ ვთქვათ, ზომაზე
მეტად შემთვრალს მოელანდა.

– აქ რომ ბიჭი იჯდა, წავიდა? – თავით ანიშნა ბარმენს


უცნობის ადგილისკენ, კაცმა კი ისეთი მზერით გამოხედა,
აშკარად ეუცნაურა შეკითხვა.

– რომელი ბიჭი?

– აქ იჯდა, ვსაუბრობდით. ქაღალდის გედები გააკეთა


ხელსახოცებისგან.

– არაფერი დამინახავს... – საეჭვო მზერით აიჩეჩა მხრები.


გამორჩეული გარეგნობის ტიპი იყო, ნებისმიერ

სარჩევი
თავი 4 87

სიტუაციაში რომ აუცილებლად მიიქცევდა ყურადღებას.


მარჯვენა მკლავზე მოზრდილი ტატუ ჰქონდა
აღელვებულ ზღვაში მცურავი იალქნიანი გემით, რომლის
თავზეც შეყრილ ღრუბლებში უცნაური კომპასი ჩანდა,
გარშემო კი ყვავები დასტრიალებდნენ. სადღაც
მოშორებით, ცოტა არ იყოს, საშიში გარეგნობის
ცალთვალა კაცის სახეც იკვეთებოდა, საერთო ჯამში კი,
ისეთი დეტალები იყო თითოეულ ორნამენტში
ჩახატული, კარგად დაკვირვება სჭირდებოდა, მთლიანად
რომ აღგექვათ ნახატი. აშკარად ვიკინგური თემატიკის
იყო და კაციც მსგავსად გამოიყურებოდა. მოზრდილი თმა
ცხენის კუდად შეეკრა, კისერზე ტყავის წვრილი თოკით
“თორის” ურო ჩამოეკიდებინა, მაჯაზე კი
ლომისთავებიანი სამაჯური ეკეთა. აივიმ ვერაფრით
აღიდგინა გონებაში, თავიდანვე ასეთი იყო

თუ ახლა შეიცვალა, როგორც ყველა დანარჩენი.


გამორიცხულია, ნახატი მაინც არ შეეთვალიერებინა
აქამდე. რატომ ვერაფრით იხსენებდა?

არა, აშკარად არაფერი მოლანდებია. მარჯვენა


ხელისგული გაშალა, დანის დანახვით მაინც რომ
დარწმუნებულიყო მომხდარის რეალურობაში და ლამის
შეკივლა, იქაც რომ სიცარიელე დახვდა. გამორიცხულია!

აჩქარებული ნაბიჯებით შევარდა საპირფარეშოში. ისე


აუჩქარდა გული, ისე გამალებით უცემდა, ისიც იგრძნო,
როგორ დაეცვარა შუბლი და ალბათ, ფერსაც დაკარგავდა,

სარჩევი
თავი 4 88

მაკიაჟი რომ არ ჰქონოდა სახეზე. კი მაგრამ, რა ჯანდაბა


ხდება?!

აღელვებული მიიჭრა სარკესთან. თმა ნამდვილად


შეჭრილი ჰქონდა... ზუსტად ახსოვს, როგორ იდგა
რამდენიმე წუთის წინ აქ უცნობის დანით და საკუთარი
ხელით იმოკლებდა კულულებს. შეჭრილი თმაც ჯერ
კიდევ იატაკზე ეყარა,

როგორც ჩანს, ვერავინ მოიცალა მის მოსაწესრიგებლად.


ბევრი არც უფიქრია, ისევე ჩაიმუხლა და ხელის უმიზნო
მოძრაობით ეცადა, იქნებ კულულების გროვაში მაინც
ეპოვა დანა. იქნებ, უბრალოდ, დაუვარდა ან დატოვა.
ფხიზელი არ იყო, გამორიცხული არაა, ყურადღება არ
მიექცია და აქ დარჩენოდა.

ვერაფრით იპოვა... არადა, ის საუბარიც ზედმიწევნით


ახსოვს. თითოეული ფრაზა, ყოველი წინადადება...

– რა სისულელეა... – ჩაიბურტყუნა თავისთვის. ვერაფრით


გარკვეულიყო სიტუაციაში.

რაღაც აბსურდული ხდებოდა და უკვე აღარც ეცინებოდა.


ყველაზე მეტად სიცარიელის ეშინოდა. სული ეყინებოდა,
ისე ეშინოდა, ახლა კი, ყველა სიკეთესთან ერთად, სწორედ
სიცარიელის შეგრძნება შეუძვრა და გრძნობდა, სულ
ცოტაღა უკლდა პანიკის შეტევამდე.

– რამე დაკარგეთ? – ზურგს უკან გოგოს ხმა მოესმა და არც

სარჩევი
თავი 4 89

გაუხედავს, ისე აიფარა პირზე ხელი, ხმამაღლა რომ არ


აღრიალებულიყო.

ერთი შეხედვით, როგორი უწყინარი შეკითხვა იყო,


დახმარების მიზნით დასმული, რეალურად კი არც
იცოდა, რა უნდა ეპასუხა. მართლაც, რამე დაკარგა?! რას
ეძებდა? რა იყო მისი, ასე გამწარებული რომ
ჩაბღაუჭებოდა და ცდილობდა, არ გაეშვა? როგორ
შეენარჩუნებინა ის, რაც საშინელი სისწრაფით
უსხლტებოდა ხელიდან და ისე ქრებოდა, თითქოს არც
არსებულა?!

– არაფერი, – მოუჭრა ჩამწყდარი ხმით და ახლაღა შეავლო


თვალი. ბარის სტუმარი იყო ალბათ, მომუშავე პერსონალს
არ ჰგავდა ჩაცმულობით. აშკარად თავის
მოსაწესრიგებლად შემოვიდა, აივიმ კი ნამდვილი
კონცერტი დაახვედრა. მეტხანს აღარც გაჩერებულა.
თითქოს გონებაც კი ეთამაშებოდა უკვე.

ნაჩქარევად გაასწორა ანგარიში, შემდეგ კი, ხურდასაც არ

დალოდებია, ცალ ხელში ჩანთა დაიჭირა, მეორეში –


ფეხსაცმელი, და ისე გაემართა გასასვლელისკენ. შორიდან
თუ შეხედავდით, იფიქრებდით, რომ გარბოდა.
რეალურად კი, ალბათ თვითონაც არ იცოდა, რას
გაურბოდა.

ბარიდან გასულმა ძლივს ამოისუნთქა. სახეზე ცივი


ჰაერის შეხება რომ იგრძნო, ერთიანად შეაკანკალა და

სარჩევი
თავი 4 90

ხელი გულზე მიიჭირა, როგორმე მაინც რომ


მოეხერხებინა სუნთქვის დარეგულირება.

მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მთავარ გმირად გრძნობდა


თავს. უნდა აღიაროს, შეეშინდა კიდეც. ასეთი რამ
არასოდეს დამართნია, ახლა კი, ფაქტობრივად,
ყველაფერი ერთიანად დაატყდა თავს. რა ჯანდაბა მოხდა
საერთოდ?!

ხელებაკანკალებულმა ამოიღო ჩანთიდან მობილური,


მაგრამ იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ ჩართვას
ელოდებოდა, ვერაფრით მიხვდა, სად უნდა დაერეკა.
გაშეშებული

დაჰყურებდა ეკრანს და კვლავ ვერაფერს გრძნობდა


სიცარიელის გარდა. სამყაროში დაკარგულივით იყო.

ახლა სახლში ვერაფრით წავიდოდა. ჭკუიდანაც


გადავიდოდა, მარტო რომ დარჩენილიყო, ოთხ კედელში
გამოკეტილი, სიჩუმესა და ანდროს სუნით გაჟღენთილი
ნივთების გარემოცვაში.

გარშემო მიმოიხედა, თვითონაც არ იცოდა, რის


საძებნელად, და ვერც ვერაფერი იპოვა. საშინლად
ეხვეოდა თავბრუ, მუხლები უკანკალებდა და ტირილი
უნდოდა. ვერაფერს უხერხებდა ყელში გაჩხერილ
უცნაურ შეგრძნებას და, ყველაფერთან ერთად, სიცივემაც
რომ აიტანა, ისე უსუსურად იგრძნო თავი, ისე
დაპატარავდა თითქოს, ეგონა, ვეღარავინ დაინახავდა.

სარჩევი
თავი 4 91

ნიკაპაკანკალებულმა მოძებნა კონტაქტებში ნაცნობი


სახელი. საუკუნე იყო ალბათ, არ დაერეკა. ასეთი
ურთიერთობა

ჰქონდათ ყოველთვის. ხშირად არ კონტაქტობდნენ,


მაგრამ სულ იცოდნენ, რომ ერთმანეთი ჰყავდათ. რაც
უნდა მომხდარიყო, რა დროც უნდა ყოფილიყო,
დაუფიქრებლად შეეძლო, მის კალთაში ჩაედო თავი და
სხვა აღარც არაფერი სჭირდებოდა სახლში ყოფნის
შეგრძნების მისაღებად.

– ცოცხალი ხარ? – მოესმა ნაცნობი ხმა და ძლივს მოახერხა


სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა პასუხის გასაცემად.

– შეგიძლია, წამიყვანო?

– სად ხარ?

– არ ვიცი...

– აივი, მისამართს გეკითხები. მიმოიხედე გარშემო, რამეს


მაინც იცნობ.

– არ ვიცი, სად ვარ. ცარიელი ქუჩა და ცარიელი სახლებია.

ყველგან სიცარიელეა, მარტო ვარ... – ლუღლუღებდა


არეული და ის საშინელი რაღაც, ყელში რომ ასე უჭერდა,
მაინც არ სკდებოდა. სუნთქვასაც ვეღარ ახერხებდა
წესიერად.

სარჩევი
თავი 4 92

– არ ხარ მარტო! – მოესმა მტკიცედ ნათქვამი და კიდევ


უფრო აუკანკალდა ტუჩები. – ადექი ახლა, ქუჩას გაუყევი
და პირველივე წარწერა წამიკითხე.

– ასე მგონია, შენც ვერ მომაგნებ. დავიკარგე...

– ნუ, ქუჩებში ორიენტირების ნიჭი ყოველთვის გქონდა, –


ჩაიფხუკუნა სიტუაციის განსამუხტად, – მაგაში მეც
მაგარი ვარ, ვერ დამიკარგავ, მაგრამ ხომ იცი, ოცდაოთხი
საათი უნდა გავიდეს, პოლიციამ რომ დაიწყოს შენი ძებნა
და მაგდენ ხანს ვერც ტელეფონი გაგიძლებს, არც
სასაუბრო გექნება და, სავარაუდოდ, მეც ჩამეძინება.

– მომაკითხავ?

– ვი, გეფიცები, მეც მინდა, მაგრამ ზებუნებრივი ნიჭი არ


მაქვს.

– მგონი, ვიპოვე...

– მიკარნახე, მოვდივარ.

***

წამოზრდილ წვერზე თითებით ეხებოდა და ჩხვლეტას


ვერაფრით გრძნობდა. ხელები უკანკალებდა, მაგრამ არც
სითბოს შეგრძნება იყო სადმე. ისე უცნაურად
გამოიყურებოდა ყველაფერი. სურნელიც კი გამქრალიყო,
არადა, ათას კაცში გამოარჩევდა მის სუნს.

სარჩევი
თავი 4 93

– რა გჭირს? – ჰკითხა აღელვებულმა, მაგრამ პასუხი კი


არა, მზერაც ვერ მიიღო.

შეშინებულს გული აუჩქარდა. სუნთქვაც რომ გაუხშირდა,


საერთოდ დაიწყო კაცის გამოსახულებამ გაქრობა.
თითქოს ნაწილებად იშლებოდა და ისე ქრებოდა,
შეხებასაც ვეღარ ახერხებდა.

– აივი...

ჩაესმოდა შორიდან და პასუხის გაცემა არ შეეძლო. პირს


აღებდა, ხმა კი არ ამოსდიოდა. ხვდებოდა, რომ ეძახდნენ,
მაგრამ ანდროსთვის სრულიად შეუფერებელი ხმით.

– აივი...

მხარზე შეხებაც იგრძნო – თბილი ხელის, მაგრამ კვლავ


ანდროსთვის სრულიად შეუფერებელი შეხება.

– აივი, გაიღვიძე! – საბოლოოდ ძლიერად შეანჯღრიეს და


შეშინებულმა რომ გაახილა თვალები, ნაცნობი
გამოსახულების დანახვისას ვეღარაფრით მოახერხა
ცრემლების შეკავება. სწრაფადვე ჩარგო ბალიშში თავი და
მთელი ძალით უკბინა, ხმამაღლა რომ არ
აღრიალებულიყო.

ხვდებოდა, როგორ აშინებდა ასეთი საქციელით.


ყველაფერს კარგად აცნობიერებდა, მაგრამ მართლა არ
შეეძლო სხვანაირად. არ შეეძლო ეთამაშა, რომ კარგად
იყო.

სარჩევი
თავი 4 94

– გამომართვი, – წყლის ჭიქა გაუწოდა გოგონამ და


თვითონვე წამოაწევინა თავი, დალევაში რომ
დახმარებოდა.

ოდნავაც კი ვერ ხედავდა მის მზერაში სიბრალულს. არ


ეცოდებოდა. არ უყურებდა, როგორც მსხვერპლს და არ
აძლევდა უფლებას, საკუთარი უსუსურობა ეგრძნო. ასე
იყო ყოველთვის. რაც უნდა მომხდარიყო, რაც უნდა
გადაეტანა, ზუსტად იცოდა, მისგან სიბრალულს კი არა,
თანადგომას მიიღებდა.

ფაქტობრივად, ერთად იყვნენ გაზრდილები. თვითონ კი


იყო ასაკით უფროსი მამიდაშვილზე, მაგრამ ამ როლს
ნუცი უფრო ირგებდა და დედასავით უვლიდა ხოლმე.
ახლაც ისე ეჯდა საწოლზე, ისე უყურებდა, ზუსტად
იცოდა აივიმ, უთქმელად ხვდებოდა, რასაც იმ მომენტში
განიცდიდა.

– მორჩა, სიზმარი იყო, დამშვიდდი... – თმაზე ხელი


გადაუსვა და დაცარიელებული ჭიქა იატაკზე დადგა.

– ვიცი... – ძლივს ამოიღო ხმა. ისეთი ჩახლეჩილი ჰქონდა,


თვითონვე ეუცხოვა.

– ვერ შეგპირდები, რომ ხაშით გამოგიყვან ნაბახუსევზე,


მაგრამ შემიძლია მაღაზიაში ნაყიდი წვნიანი მოგიმზადო
ხუთ წუთში.

სარჩევი
თავი 4 95

– ძალიან მთვრალი ვიყავი? – შეჭმუხნა წარბები და


ახლაღა მიხვდა, რატომ სტკიოდა ასე ძალიან თავი.

– ჯობს, არ მკითხო, – სიცილით გადაიქნია თავი, – მიდი,


ჩაიცვი და გამოდი, მანამდე გავამზადებ.

– რამე მათხოვე, იმ კაბის დანახვაც არ მინდა.

– სადღაა ის კაბა... – ჩაიფხუკუნა სასაცილოდ, – არადა,


მომწონდა...

– რა მოუვიდა?!

– კარადაში რამე მოძებნე და გამოდი, ნელ-ნელა


შემოგაპარებ

ყველაფერს... – თვალი ჩაუკრა და ისე გავიდა ოთახიდან,


მეტი აღარაფერი უთქვამს.

***

– არ მჯერა... – ამოიოხრა შეწუხებულმა და გაყინული


ხელები ცხელ ფინჯანს შემოხვია.

– ნუ, ვერც მე დავიჯერე გუშინ, შუა რუსთაველზე


დაკარგვა რომ მოახერხე, მაგრამ რას ვიზამთ...

– არა, კაბას რას ვერჩოდი?!

სარჩევი
თავი 4 96

– ისე დაჭერი, ეგ რომ გადამეღო და ინტერნეტში


ამეტვირთა, ამასობაში რამდენიმე ცხელ-ცხელი ჭორი და,
რომელიმე სერიალისგან შემოთავაზებაც გექნებოდა.

– ასე როგორ დავთვერი?!

– გუშინდელი ინფორმაციით, ციტატა მომყავს, “ყველა


ჭიქა არაყი” გქონდა დალეული...

– მატყუებ!

– ხო, აბა, რა! მე გცემე და ძვლებშიც მაგიტომ გტეხავს


ახლა...

– გათბობას არ ჩართავ? – საწყალი თვალებით გახედა,


მაგრამ პასუხად შოკირებული მზერა რომ მიიღო, მიხვდა,
მართლა მისი ნაბახუსევის ბრალი იყო ეს სიცივეც.

– გაგათბობ ახლა მე შენ, თუ არ მეტყვი, რა გჭირს!

– დავიჯერო, გუშინვე არ ვიქვითინე შენს მხარზე?!

– როგორ არა! – ისე გაეცინა, აშკარად კიდევ რაღაც ჰქონდა


მიქარული აივის. – ნებისმიერი პოპულარული შოუს
წამყვანს შეშურდებოდა ჩემი, ისეთები ჩაატარე, ოღონდ
ვერაფერი გავიგე.

– რატომ იქვე არ გამისკდა მიწა!..

– მაგ ფრაზამ უკვე გაიჟღერა.

სარჩევი
თავი 4 97

– კარგი, რა...

– “რატომ ცეცხლი არ დავლიე” იყო კიდევ და, რა თქმა


უნდა, უკვდავი, “ბოლო ჭიქა აღარ უნდა დამელია!”

– ნუცი, მატყუებ!

– რაც გინდა, ის დაიჯერე, – სიცილით აიჩეჩა მხრები, –


მაგრამ, გაფიცებ, თმას რაღას ერჩოდი?!

– რატომ, არ მიხდება?!

– რომ შეგისწორებ, მოგიხდება, მაგრამ ახლა ომში


მოყოლილს ჰგავხარ...

– მოვყევი კიდეც, – ამოიოხრა და ერთ ყლუპად მოსვა


ფინჯანში ჩარჩენილი გაგრილებული ყავა, – მოვწევ, რა...

– ჯერ ყავა, ახლა სიგარეტი, სხვა რამეც არ მომთხოვო


ბოლოს, – აფხუკუნდა, თუმცა მაინც გამოუტანა სიგარეტი
და საფერფლე.

– დავშორდით... – უპასუხა ერთი სიტყვით და ძლივს


მოახერხა აკანკალებული თითებით ასანთის ანთება.

– რა ქენით?! – აი, ნუცის კი ჯერ ჩაი გადასცდა, შემდეგ


ხველა აუტყდა და ბოლოს პირისკენ წაღებული პურის
ნაჭერიც ხელში გაუშეშდა.

– გუშინ დამშორდა, – მხრები აიჩეჩა. მართლა ვერ


ხვდებოდა, როგორ უნდა მოეყოლა.

სარჩევი
თავი 4 98

– რატომ?

– ვაფუჭებდი... – ჩაეცინა და თითებს შორის


მოთავსებული სიგარეტის ღერი ძლიერად მოქაჩა.

– ბატონო?! – გოგონა აშკარად შოკში იყო. ისეთი

გაფართოებული თვალებით უყურებდა, სიტყვების


ერთმანეთზე გადაბმასაც ვერ ახერხებდა, წესიერად რომ
გაელანძღა ყოფილი “მომავალი სიძე”.

– ჭამე, ჭამე, ნუ მიყურებ მასე.

– რა ვჭამო, შენ ნორმალური თუ ხარ?! მომიყევი წესიერად!

– რაც არ ვიცი, რა მოგიყვე. დამპატიჟა ვახშამზე, მითხრა,


უნდა დავშორდეთო და ბოლოს, კომპენსაციისათვის,
სამხატვრო აკადემიის გადაფორმების საბუთები დამიდო
მაგიდაზე.

– იმედია, ეგ საბუთები დაახვიე და გა...

– ნუ, მთლად მასე არა, – შეაწყვეტინა სიცილით, – მაგრამ


დავხიე.

– დებილი ხარ! – ფეხზე წამოიჭრა გაოგნებული. – თავზე


უნდა გადაგეხია! სათითაოდ, ყველა ფურცელი, მერე
დაგეკუჭა და ჩაგეტენა პირში!

– ანუკისთვის ჯერ არ მითქვამს... – კიდევ ერთხელ


გაეცინა, მეგობრის რეაქცია რომ წარმოიდგინა. ვერც

სარჩევი
თავი 4 99

ხვდებოდა, გულწრფელი იყო ეს სიცილი თუ სიმწრის,


მაგრამ არც ის იცოდა, ამ ამბისთვის სხვანაირად როგორ
შეეხედა.

– სანამ ეტყვი, სახლის კარი და ფანჯრები ჩაუკეტე და


მობილურიც წაართვი.

– ეგ ვერ გაანეიტრალებს...

– ჰოდა, გამოუშვი ჩემთან და ერთად მივეჭრებით.

– ოფისის წინ გაუმართეთ საპროტესტო აქცია...

– მოიცა, აი ასე, ადგა და დაგშორდა?! ვერ ვიჯერებ, შენს


თავს გეფიცები!

– დაიჯერებ, სად წახვალ... – ჩაიფხუკუნა და მეორე ღერსაც


მოუკიდა.

– და შენც, ლოთი კაცივით, ადექი და სასმელში ჩაწექი,


ხო?! კიდევ კარგი, ბარში მაინც წახვედი და არა სადმე
დუქანში!

– იმ მომენტში რომ არ დამელია, ჭკუიდან გადავიდოდი.

– არც ახლა ხარ საღ ჭკუაზე, დიდი ამბავი! კი არ უნდა


დაგელია, ჯერ მაგიდა უნდა აგეტრიალებინა და შემდეგ
მთელი რესტორანი დაგემხო თავზე. არა, როგორ გაბედა?!

– კარგი ახლა, ჩამოდი ბრაზილია-ვენესუელა-


კოლუმბიიდან და დაბრუნდი თბილისში.

სარჩევი
თავი 4 100

– არა, ნუ, კიდევ კარგი, ის დანა სხვა რამეში არ გამოიყენე...


– შვებით ამოისუნთქა ბოლოს. ხომ საკუთარ თავზე
კარგად იცნობდა აივის, ისიც იცოდა, რისი გამკეთებელიც
იყო, ყველაზე ცუდ სიტუაციებშიც გვერდით ჰყავდა,
მაგრამ მოსმენილმა იმდენად გადააჭარბა ყველაფერს,
ისიც კი დაუშვა, რომ შეიძლებოდა, რაღაც ცუდი ჩაედინა.
ძალიან, ძალიან ცუდი.

– რომელი დანა? – დენნაკრავივით გამოფხიზლდა...


წამიერად აღუდგა გუშინდელი კადრები. ერთმანეთის
მიყოლებით გაახსენდა ყველაფერი, ისედაც რომ არ
ჰქონდა დავიწყებული და კუჭისთავიც კი ასტკივდა
მღელვარებისგან. ნუთუ...

– რა ვიცი, რაღაც წითელი დანა გეგდო ჩანთაში.

– დამცინი, ხო? – პირი დააღო გაოგნებისგან.

– სიცილის თავი მაქვს ახლა?! – თვალები დაუბრიალა,


შემდეგ კი თავისივე ხელით გამოუტანა ოთახიდან
ხელჩანთა და მაგიდაზე რომ გადმოაპირქვავა, ხის
ზედაპირზე, ათას ხარახურასთან ერთად, მხოლოდ
დასაკეცი დანა კი არა, ქაღალდის ხელსახოცისგან
სახელდახელოდ დამზადებული ორი ცალი გედიც
გადმოვარდა...

სარჩევი
თავი 5 101

თავი 5

ჩაფიქრებული აკაკუნებდა დანას მაგიდის ზედაპირზე და


ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საშინელებათა
ფილმში მოხვდა. უკვე მეტისმეტი იყო ის ყველაფერი, რაც
ორი დღის განმავლობაში თავს დაატყდა. თითქოს
გაღვიძებას ცდილობდა და არ გამოსდიოდა. ვერ
ფხიზლდებოდა. არსებულ რეალობას ვერ ცვლიდა
თვალების გახელით, რომელიც ისედაც ფართოდ ჰქონდა
გახელილი...

არცთუ ისე ხშირად ჰქონდა ისეთი მომენტები, გაქრობა


რომ ნდომებია. სხვების კი არა, საკუთარი თავის.

ახლა კი ერთადერთ გამოსავლად სწორედ ეს ეჩვენებოდა.


სხვანაირად, ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა გაეგრძელებინა
ცხოვრება... როგორ უნდა გაენადგურებინა ასე ერთი
ხელის მოსმით ყველაფერი... როგორ დაეძინა ღამით ისე,
თითქოს არც არაფერი მომხდარა, როგორ გაეთენებინა
მომდევნო დღე იმის

ცოდნით, რომ უკვე აღარაფერი იქნებოდა ძველებურად.

მარტივი ცხოვრება არც არასდროს ჰქონია და, პრინციპში,


არც ეს იქნებოდა პირველი იმედგაცრუება, მაგრამ ამას
ახლა საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა.

ყოველი ჭრილობა, ადრინდელების არსებობის


მიუხედავად, მაინც ისეთივე მტკივნეულია, როგორიც

სარჩევი
თავი 5 102

პირველი, და აზრი არ აქვს, რამდენი რამ გადაგიტანია


მანამდე.

ახლაც ასე იყო.

ყველაფერს მნიშვნელობა დაეკარგა და მთავარი კითხვაც


კი აღარ უჭამდა ტვინს.

ვერ ფიქრობდა, რატომ შეიძლება მომხდარიყო ის, რაც


თავს დაატყდა.

უკვე ესეც აღარ აინტერესებდა.

ვერაფერი გაამართლებდა იმას, რომ მიატოვეს.

არანაირი მიზეზი არ ექნებოდა წასვლას, გაქცევას...

რა მნიშვნელობა ჰქონდა, რატომ? მთავარი მხოლოდ ის


იყო, რომ მარტო დატოვეს... ისევ.

– აივი, დაამთავრებ მასე მთელ კოლოფს და წინასწარ


გეუბნები, მე მეორის ამომტანი არ ვარ! – სრული
სერიოზულობით გააფრთხილა ნუციმ, კიდევ ერთ ღერს
რომ მოუკიდა ფიქრებში გართულმა და მისმა შენიშვნამაც
ვერ დააბრუნა დედამიწაზე.

– მეც წავალ და თვითონ ვიყიდი... – მზერაგაშტერებულმა


უპასუხა და შემდეგ კიდევ ერთხელ დახედა უცნობის
დანას, მასზე რაიმე ორნამენტის აღმოჩენის იმედით.
არაფერი ჰქონდა ისეთი, რაც პატრონის ვინაობის გაგებაში
დაეხმარებოდა. ვერც იმას იხსენებდა, თავისივე ხელით

სარჩევი
თავი 5 103

თუ ჩაიგდო ჩანთაში, შემდეგ რაღატომ დაუწყო ძებნა.


აშკარად ძალიან ბევრი მოუვიდა დალევა.

– თმა არ უნდა შეგისწორო?!

– რა ვიცი, თუ არ გეზარება... – მხრები აიჩეჩა და მის ხმაში


აშკარად იგრძნობოდა, როგორი სულერთი იყო უკვე
ყველაფერი.

ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა გადაელახა, ან შეძლებდა


თუ არა საერთოდ...

როგორ ამოეშალა გონებიდან? როგორ შეჰგუებოდა, რომ


მასზე უარი თქვეს?

გრძნობა როგორ გაექრო ერთ დღეში და დაევიწყებინა


კაცი, რომელიც ასე უყვარდა?

რაღაც მომენტში იმასაც კი უშვებდა, საკუთარი


თავისათვის საბოლოოდ რომ გადაებიჯებინა და ანდროს
დალაპარაკებოდა, თუმცა კი საერთოდ ვერ ხედავდა ამ
საუბრის აზრს. ისედაც კარგად აუხსნეს ყველაფერი.
მარტივი სიტყვებით მოიშორეს და რეალობა არც კი
შეულამაზებიათ.

– გული მერევა... – სახეშეჭმუხნილმა ამოიოხრა


გუშინდელი ღამის გახსენებისას და ისეთი ტემპით
გავარდა საპირფარეშოში, ნუციმ მხოლოდ თვალის
გაყოლება მოასწრო.

სარჩევი
თავი 5 104

საშინლად იყო... ისე ცუდად, დიდი სიამოვნებით


დაჯდებოდა, მთელი დღე დეპრესიული თინეიჯერივით
სულელურ მელოდრამებს უყურებდა, ნაყინის ჭამის
ნაცვლად კი, ჩაის დალევდა და გუდის ყველს
მიაყოლებდა, ასე ძალიან რომ ვერ იტანდა ანდრო.

ნიჟარაზე ჩამოყრდნობილს ააკანკალა. ისე დაუარა


სხეულში უცნაურმა გრძნობამ, ისე ერთიანად მოიცვა იმ
რაღაცამ, სახელსაც რომ ვერ არქმევდა, უძლურებისგან
ჩაიკეცა.

მთელი ძალით იჭერდა პირზე ხელს, ხმამაღლა რომ არ


აღრიალებულიყო, სიცივე კი ფეხის თითებიდან შეეპარა
ორგანიზმში და გრძნობდა, როგორ გაულურჯდა ტუჩები.

გრძნობდა, როგორ დაკარგა ფერი, როგორი უსუსური იყო


იმ

მომენტში, წამოდგომაც რომ არ შეეძლო, მაგრამ ესეც კი არ


ადარდებდა.

არაფერი იყო იმაზე მტკივნეული, როგორც იმის


გაცნობიერება, რომ აღარ ჰყავდა!..

მის ირგვლივ, იმავე სივრცეში იქნებოდა, მაგრამ თვითონ


აღარ ჰყავდა!

ანდრო კი ზუსტად ისე გააგრძელებდა ცხოვრებას,


როგორც რამდენიმე დღის წინ.

სარჩევი
თავი 5 105

იმავე დროს გაიღვიძებდა, აუჩქარებლად დალევდა


უშაქრო ყავას, უპრობლემოდ შეიკრავდა ჰალსტუხს და
აღარ მოაჩვენებდა თავს, თითქოს ამ საქმეში ვინმეს
დახმარება სჭირდებოდა.

სახლიდანაც ჩვეულ დროს გავიდოდა. ტრადიციულად


გაუღიმებდა დაცვას, სანამ ჭიშკარს გაუღებდნენ.
სამსახურში

მისულიც, ყურადღებით მოიკითხავდა თანამშრომლებს


და კაბინეტში შესვლამდე ზუსტად ისევე მოითხოვდა
ორმაგ ესპრესოს, შაქრისა და რძის გარეშე, როგორც ამას
აკეთებდა გუშინ, გუშინწინ და მაშინაც, სანამ მის
ცხოვრებაში აივი გამოჩნდებოდა.

ალბათ ის ნახატიც კვლავ ეკიდებოდა კომპანიის


საკონფერენციო დარბაზში, რომლის წყალობითაც
გაიცნეს ერთმანეთი და საკუთარ პორტრეტზე
დატოვებული მხატვრის ხელმოწერაც დროთა
განმავლობაში ჩვეულებრივი სახელი და გვარი
გახდებოდა.

– რა გჭირს? – აღელვებულმა შეუღო საპირფარეშოს კარი


ნუციმ და იატაკზე ჩაკეცილი რომ დაინახა, კიდევ უფრო
შეშფოთდა, – რა მოგივიდა, თავბრუ დაგესხა? წნევა ხომ
არ დაგივარდა?

– არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს... – ამოთქვა ჩამწყდარი


ხმით და ძლივს მოახერხა წამოდგომა.

სარჩევი
თავი 5 106

– წამოდი, ჟასმინის ჩაის გაგიკეთებ, ცოტას


დაგამშვიდებს...

***

– რა მაგარი გამოვიდა, ნახე, როგორ გიხდება! –


აღფრთოვანებულმა წამოიძახა ნუციმ, უსწორმასწოროდ
აჭრილი თმა რომ შეუსწორა და სრული ეფექტისათვის,
შავადაც შეუღება. უპრობლემოდ დაითანხმა
ყველაფერზე. სულ რომ ცისარტყელის ფერები დაედო
თავზე, იმაზეც არ გაუწევდა აივი წინააღმდეგობას, თუმცა
აღიარებდა, სარკეში ჩახედვისას მართლა მოეწონა
საბოლოო ნამუშევარი.

– ახალი პატარძლები ხომ ქერად იღებავენ თმას, მე –


პირიქით, – ჩაეცინა და კიდევ ერთხელ შეავლო ანარეკლს
თვალი, – რა გინდა, სამსახურს თუ დაკარგავ, მეორე
პროფესია გექნება.

– თან ჭორაობაც კარგად გამომდის და ბარემ ერთი


სალონი ხომ არ “ჩავდგა” უბანში?! – ისე სერიოზულად
დაფიქრდა, რომ არ

გცნობოდათ, დაიჯერებდით კიდეც, რეალურად რომ


მსჯელობდა ამ ყველაფერზე.

– ბიზნესმენი სასიძო აღარ გყავს, შენით მოგიწევს


ფინანსების მოძიება...

– აივი, გეყოფა!

სარჩევი
თავი 5 107

– კარგი, ვხუმრობ, – სიცილით ასწია ხელები დანებების


ნიშნად, – აი, კომპენსაცია რომ ამეღო, მე კი
დაგეხმარებოდი, მაგრამ...

– მაგრამ დებილი ხარ და კომპენსაცია კი არა, სახლშიც


სამარშრუტო ტაქსით მოგიწევს წასვლა.

– ბენზინი გაძვირდებაო, სანდო წყაროებიდან გავიგე და


მანქანა წინასწარ მოვიშორე, – მხრები აიჩეჩა, სპორტული
მოსაცმელის ელვა სანახევროდ შეიკრა, დანა და
ქაღალდის გედები ჩანთაში ჩაიგდო და ისე წამოდგა,
თქმაც აღარ სჭირდებოდა, წასვლას რომ აპირებდა.

– მოკლედ, მოხვედი, დაიძინე, შეჭამე, თმა შემაჭრევინე,


ფსიქოლოგიური მომსახურება გამაწევინე და მიდიხარ,
ხო?

– თან, შენი ტანსაცმელიც მიმაქვს.

– მოსვლის მიზეზი გექნება! – სიცილით ჩაუკრა თვალი. –


გზის ფული გაქვს თუ ეგეც სახეში შეაყარე?

– ფული მაქვს, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების


ნომრები აღარ მახსოვს.

– ანუკისთან მიდიხარ?

– ანუკიც უნდა ვნახო და თიკაც, მაგრამ მგონი აჯობებს,


ორივეს ერთად მოვუყვე, არა?!

სარჩევი
თავი 5 108

– შენთან სახლში დაიბარე და იქ მოუყევი, ოღონდ, ისიც


გაითვალისწინე, რაც გუშინ გითხარი. ჯერ
უსაფრთხოების ზომები მიიღე და მხოლოდ შემდეგ
დაიწყე! – თითის აწევით,

სიცილით გააფრთხილა; ბოლოს კი, პატარა ბავშვივით


რომ დაარიგა, რას უნდა გაჰყოლოდა და საიდან, კიბეზე
ჩასვლისას ისე გააყოლა მზერა, აშკარად ეტყობოდა, მისი
სიცილიც მოჩვენებითი რომ იყო და მხოლოდ აივისათვის
ყურადღების გადასატანად ცდილობდა მხიარულების
შენარჩუნებას...

***

ერთ წერტილს მიშტერებული იჯდა სამარშრუტო


ტაქსიში და ყველა ფიქრი ერთმანეთში ერეოდა. ვერაფერს
გრძნობდა, მონატრებისა და ტკივილის გარდა.
ტკივილამდე ენატრებოდა და უნდოდა, ეტირა, ისე
აწუხებდა ეს ყველაფერი. კბილებს ძლიერად აჭერდა
ერთმანეთს, ყბებს აღრჭიალებდა, ხელები ისე ძლიერად
შეეკრა მუშტად, ფრჩხილები კანში ესობოდა,
ქუთუთოებიც დამძიმებოდა და ღრმად სუნთქავდა, კანზე
კი ერთიანად ეწვოდა თითოეული წერტილი, სადაც
ოდესმე შეხებია.

ისევ იგრძნო, როგორ მოებჯინა ყელში რაღაც. თითქოს


ერთიანად ამოუტრიალდა მთელი კუჭი, მიუხედავად
იმისა, რომ ნაჭამი არაფერი ჰქონდა და, როგორც წესი,
მგზავრობასაც ნორმალურად იტანდა. ისიც კარგად

სარჩევი
თავი 5 109

იგრძნო, როგორ დაკარგა ფერი და გაყინული ხელები


ყელზე შემოიხვია, როგორმე რომ გამოფხიზლებულიყო.

ვერაფრით გაურბოდა ფიქრებს. ვერც იმას იჯერებდა, რომ


ეს ყველაფერი მას გადახდა. როგორი დასაჯერებელია –
ერთ დღესაც იღვიძებ და მთელი ცხოვრება თავზე
გემხობა. ყველაფერი ერთ წამში იცვლება, ერთი
წინადადებით, და ხვდები, რომ რაც კი აქამდე გიკეთებია,
არაფერს ჰქონდა ფასი. მნიშვნელობა ეკარგება იმასაც,
რისი გაკეთებაც გინდოდა. თითქოს ჩანასახშივე გისპობენ
მომავალს და შემდეგ ხვდები, უკვე მოკლული შენი
მომავალი რომ უნდა ატარო მუცლით, სანამ მის გასაჩენად
არ მოიკრებ ძალებს.

მკვდარი ნაყოფის ზიდვა კი საშინელებაა. ვერც იჯერებ,


რომ

მოკვდა და თან მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებ.

უფრო ყურადღებით რომ ვყოფილიყავი...

უფრო რომ მოვფრთხილებოდი...

უფრო რომ მეზრუნა...

უფრო რომ მყვარებოდა...

გიჟდები ფიქრებით და ისიც კი გერევა, სად დაუშვი


შეცდომა.

სად დააკელი.

სარჩევი
თავი 5 110

სად არ დაიხარჯე ბოლომდე.

სად იყავი საშუალო...

თავბრუდახვეულმა ძლივს მოახერხა ფანჯრის მხარეს


გადაჯდომა. ისე აწუხებდა გულისრევის შეგრძნება,
გრილი ჰაერის ნაკადმაც კი ვერ გამოაფხიზლა ბოლომდე.
ცივი ოფლი

ასხამდა და არც ის შეეძლო, მძღოლისთვის გაჩერება


ეთხოვა. მუხლები ისე უკანკალებდა, საერთოდ წაერთვა
ძალა, და რომც გაეჩერებინა, ნაბიჯის გადადგმასაც ვერ
მოახერხებდა.

მარცხენა ხელით მონოტონურად იზელდა საფეთქელს,


თავით კი წინა სავარძლის საზურგეს ეყრდნობოდა, მისი
ქუჩის მიმართულებით რომ ჩაუხვიეს და, როგორც
ყოველთვის, საცობში გაიჭედნენ. გამორიცხული იყო,
დღის განმავლობაში აქ თავისუფლად გაევლო. ის კი არა,
ზოგჯერ ღამითაც უჭირდა გადაადგილება და უამრავჯერ
უფიქრია მანქანის შუა ქუჩაში დატოვება და გზის ფეხით
გაგრძელება. პრინციპში, სახლამდე არც იყო ბევრი
დარჩენილი და ფანჯრის მიღმა მზერაც გააპარა
სიტუაციის დასაზვერად, მაგრამ მოულოდნელობისგან
ადგილს მიეყინა.

მწარედ ჩაეცინა და პირზე აიფარა ხელები, ხმამაღლა რომ


არ ახარხარებულიყო. ნუთუ ქვეცნობიერიც დასცინოდა
უკვე?

სარჩევი
თავი 5 111

შეეძლო დაეფიცა, როგორ დაინახა ბენზინგასამართ


სადგურზე მდგარი ანდროს მანქანა. მილიონში
გამოარჩევდა და გამორიცხული იყო, შეშლოდა.

ვერ იჯერებდა. ძლიერად დახუჭა თვალები და გახელისას


ეგონა, მანქანა კი არა, საერთოდ ყველაფერი გაქრებოდა,
რაც გარშემო იყო. მაგრამ სინამდვილეში, მისი
სამარშრუტო კიდევ უფრო მიუახლოვდა და ახლა უკვე
ნომრის გარჩევაც თავისუფლად შეეძლო.

უყურებდა, უახლოვდებოდა, მთელი ძალით ცდილობდა


სერიის წაკითხვას, ხედავდა კიდეც გარკვევით, თუმცა
ასოები და ციფრები ისე ირეოდა მის გონებაში, ვერაფრით
ახერხებდა დალაგებას. რეალობას ვერ აღიქვამდა და
მიუხედავად იმისა, რომ ზეპირად გეტყოდათ შერვაშიძის
მანქანის ნომერს, ახლა დაზუსტებით იმის თქმაც არ
შეეძლო, ორ მეტრში რას ხედავდა.

ალბათ არ უნდოდა აღქმა.

სადღაც ეშინოდა კიდეც.

პირიც კი გაუშრა იმის მოლოდინში, რომ აი, ახლა ვიღაც


თითს გაატკაცუნებდა და ყველაფერი წამში გაქრებოდა.

უსასრულოდ გაიწელა დრო, სანამ მანქანას გვერდით


ჩაუვლიდნენ. შავი ჯიპის მძღოლი ნახევარი ტანით იყო
შეტრიალებული ოპერატორისკენ და აივიმ ზუსტად
იცოდა, რომელ ბენზინს უკვეთავდა, რამდენ ლიტრს,

სარჩევი
თავი 5 112

საფულის რომელი განყოფილებიდან ამოიღებდა ბარათს,


როგორ გაატარებდა, როგორ აკრეფდა პინკოდს და ავზის
საწვავით ავსების შემდეგ როგორ დაკვირვებით
დაელოდებოდა საჭირო მომენტს, მანქანების ნაკადს რომ
უპრობლემოდ შერეოდა.

– რომ გადახვალთ, გააჩერეთ! – მოესმა საიდანღაც


შორიდან და ძლივს მოახერხა სხეულის ნაწილების
“შეგროვება”, თვითონაც რომ ჩასულიყო. ისე
მექანიკურად მოქმედებდა, დაპროგრამებულივით,
ალბათ სხვას რომ არ ეთხოვა გაჩერება, თვითონ ვერც
მოახერხებდა.

ფულიც დაბნეულმა გაუწოდა მძღოლს, ხურდაც


დაუხედავად გამოართვა, მადლობაც მხოლოდ იმის
წყალობით გადაუხადა, ჩვევაში რომ ჰქონდა გამჯდარი
და რამდენიმე წამში შუა ქუჩაში, მანქანების ნაკადში
გაჭედილი რომ აღმოჩნდა, ყველაზე მწარედ მაშინ აღიქვა
რეალურად, როგორი მჟავე გემო აქვს მარტოობას.

დაახლოებით ისეთი, სუნიც კი ნესტოებს რომ გიწვავს და


მთელ სხეულში უსიამოვნოდ გაჟრჟოლებს.

გადასაგდებადაც კი ვერ ეკარები. ახლოს მისვლაც არ


გინდა.

ის კი არის თავისთვის და კიდევ უფრო მჟავდება.

სარჩევი
თავი 5 113

ყველაფერს ედება ნელ-ნელა, ყველაფერს გადასდებს


საკუთარ გემოს, ფერს, სუნს, და საკუთარ თავშიც კი
გეზედმეტება არსებობა, იმდენად გიმჟავდება
შიგნეულობა.

საყვირის ხმამ რომ გამოაფხიზლა, მხოლოდ მაშინ მიხვდა,

ავტობუსის წინ რომ ასვეტილიყო ამდენი ხნის


განმავლობაში. წამიერად შეხტა, დამნაშავის მზერით
გახედა მძღოლს და შემდეგ თავისდა უნებურად მიიღო
გადაწყვეტილება. უკვე გზას კვეთდა, როცა მიხვდა, იმ
ბენზინგასამართი სადგურისკენ რომ მიდიოდა, სადაც
ანდრო ეგულებოდა.

მიდიოდა და ვერ ხვდებოდა, როგორ ახერხებდა


ნაბიჯების გადადგმას, როცა ფეხებში საერთოდ აღარ
ჰქონდა ძალა.

მიდიოდა და ვერ ხვდებოდა, რას აპირებდა.

მიდიოდა და ვერ ხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა, კაცს


რომ დაენახა.

მიდიოდა და ადგილზე მოუწია გაშეშებამ – რამდენიმე


მეტრის მოშორებით შენიშნა, როგორ ელოდებოდა
შესაფერს მომენტს შერვაშიძე, მანქანების ნაკადს რომ
შერეოდა.

ისე უჩვეულოდ გამოიყურებოდა... არადა, არაფერი


შეეცვალა. საერთოდ.

სარჩევი
თავი 5 114

წვერიც ზუსტად ისეთ სიგრძეზე ჰქონდა, როგორც


ატარებდა, თმაც, ჩვეულებისამებრ, მოწესრიგებული.

პერანგიც ზუსტად ისეთივე ფერის ეცვა, მნიშვნელოვანი


შეხვედრების დროს რომ იცვამდა ხოლმე და პიჯაკიც ისე
ჰქონდა გახსნილი, საჭესთან ჯდომის დროს როგორც
სჩვეოდა.

წამითაც არ გაუხედავს აივისკენ. მარცხნივ იყურებოდა


დაკვირვებით და შესაფერისი მომენტი რომ იპოვა, ისე
გაიყვანა მანქანა, ისე შეუერთდა მოძრაობას, ისე გაემართა
ნაცნობი მიმართულებით, ერთხელაც არ გაუხედავს იმ
მხარეს, სადაც ასე ელოდნენ მის მზერას.

ვერ დაინახა...

არც კი უცდია დანახვა.

ისე ჩაუარა, როგორც ცარიელ ადგილს. როგორც


არარსებულს.

აივიმაც ისე იგრძნო თავი, თითქოს საერთოდ აღარ იყო.


ერთიანად დაპატარავდა და ისეთი უსუსური გახდა,
ეგონა, გამვლელები ფეხსაც დააბიჯებდნენ და შემდეგ
იმასაც კი უკმაყოფილოდ აღნიშნავდნენ, ფეხსაცმელზე
რომ რაღაც მიეკროთ.

ბოლომდე გააყოლა თვალი და, როცა მისი სახლის


მიმართულებით წავიდა, მხოლოდ მაშინ დაიყვანა ის
ფაქტი გონებამდე, რომ თვითონ დაუდევრად კვეთდა

სარჩევი
თავი 5 115

გზას და არც კი აინტერესებდა, რა ფერი ციმციმებდა


შუქნიშანზე.

გამორიცხული იყო, აივისთან წასულიყო.

უკვე თავსაც კი დადებდა, ისე შეუძლებლად მიაჩნდა.


იმასაც დაიჯერებდა, რომ კვლავ გაეთამაშა ქვეცნობიერი,
გუშინდელივით დასცინა და რაღაცები ერთმანეთში
აურია, მაგრამ საკმარისად კარგად იცნობდა ანდროს
საიმისოდ, რომ ეს დაეშვა.

ან, ეგონა, რომ იცნობდა...

უკვე საკუთარ თავშიც აღარ იყო დარწმუნებული.

ვეღარ ხვდებოდა, ვინ იყო. სახელი და გვარიც ისეთივე


ცოდნით იცოდა, ორი წლის ბავშვს რომ ჰკითხავენ და
გააზრების გარეშე, მექანიკურად გპასუხობს. იმაზე კი, ვინ
იდგა რეალურად “აივი შუკვანის” მიღმა, ვერაფრით
გაგცემდათ პასუხს.

შერვაშიძის მანქანამ ქუჩის კუთხეში გადაუხვია. ამაში


მაინც არ შემცდარა. ნამდვილად არ მიდიოდა მასთან...

***

– ვერ ვიჯერებ... – შოკისგან თვალებგაფართოებული,


მხოლოდ ამის თქმას ახერხებდა ანუკი, ყველაფერი რომ
მოისმინა. ხელები ლოყებზე ჰქონდა აფარებული, ქვედა
ტუჩი კბილებს

სარჩევი
თავი 5 116

შორის მოექცია და სიტყვებსაც კი ვერ პოულობდა. რა


უნდა ეთქვა? როგორ დაემშვიდებინა? საერთოდ, რის
თქმას ჰქონდა ახლა აზრი და მნიშვნელობა?!

– თევზია... – მხრები აიჩეჩა ჩაფიქრებულმა თიკამ.


მხოლოდ ღმერთმა უწყის, რად დაუჯდა მოსმენის დროს
ემოციების შეკავება და როგორ მოახერხა, რომ მაშინვე არ
აფეთქებულიყო.

– გაჩერდი... – ჩაეცინა აივის და სიგარეტის ახალ კოლოფს


პრიალა ცელოფანი შემოაცალა.

– არა, ნუ, თევზია, რა გინდა, რომ ქნა?! არ შეუძლია


სხვანაირად! შეიძლება უნდა, მაგრამ არ შეუძლია. არ
არიან ერთგულები, ვერ. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ
უყვარხარ. წარმოიდგინე...

– ვიცი, რომ ვუყვარვარ, – შეაწყვეტინა მშვიდად. ზუსტად


ხვდებოდა, რისი თქმაც უნდოდა მის მეგობარს და არც
ბრაზდებოდა, ნაწილობრივ რომ ამართლებდა.
ერთადერთი,

რაც აღიზიანებდა, ის იყო, თვითონაც იგივე რომ გაიფიქრა


წინაღამეს.

– მე მაინც მგონია, რომ რაღაცაშია საქმე... – ჩვეული ფრაზა


გააჟღერა ანუკიმ. მსგავს სიტუაციებში, როგორი ცხადიც
უნდა ყოფილიყო ყველაფერი, მაინც რაღაც ქვეტექსტს
იგონებდა, იმდენად არ უნდოდა ხოლმე დაჯერება.

სარჩევი
თავი 5 117

– არ არის ის ტიპი, ტყუილები მოეგონებინა და სხვა


რაღაცის გამო მივეტოვებინე. გულწრფელად მითხრა,
რასაც ფიქრობდა, არანაირი სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ
აქვს.

– რაღაც მხრივ, თუ დაუფიქრდები, შეიძლება კიდეც მისი


საქციელის გამართლება, – თიკა კვლავ საკუთარ სტიქიაში
იყო, – არ მოგატყუა, რეალურად აგიხსნა ყველაფერი. არ
არის მასე, რა, აი, ერთმანეთი გვიყვარს და ყველაფერს
შევძლებთ, მთებს გადავდგამთ და ბოროტებას
შევებრძოლებით. არ ვცხოვრობთ ზღაპარში, რეალური
სამყაროა, რეალური ცხოვრება, ანდროც

რეალურია, ჩვეულებრივი ადამიანი. ადამიანებს კი,


როგორი საუკეთესოებიც უნდა ჩანდნენ ჩვენთვის,
თავისი ადამიანური სისუსტეები ყოველთვის აქვთ.

– მისგან გმირობას და თავგანწირვას არც მოვითხოვდი.

– მაგას არც ვგულისხმობ. კარგი, რაღაც პერიოდი


გაძლებდით, ისევ ისე იჩხუბებდით, როგორც ახლა,
მაგრამ მაინც გაძლებდით. მერე? როდემდე იქნებოდით
ასე?

– თიკა, კარგი, რა! – მაშინვე შეეწინააღმდეგა ანუკი. ისეთი


სხვანაირი მოსაზრება გააჩნდა სიყვარულზე, მთელი
შეგნებით იაზრებდა, რასაც გოგონა ამბობდა, მაგრამ მაინც
არ უნდოდა დათანხმება.

სარჩევი
თავი 5 118

– მასეა! უბრალოდ, ანდრო უფრო ადრე მიხვდა


ყველაფერს. მიხვდა, რომ სხვადასხვანაირი
ცხოვრებისთვის ხართ გაჩენილები. აღიარე, არასდროს
მოგწონდა ის წვეულებები და შეხვედრები, სადაც მაღალ
ქუსლებზე შემხტარი დაყვებოდი.

– არც არასდროს დამიმალავს. ყოველთვის იცოდა, რა


მომწონდა და რა არა. ბოლო ჩხუბის დროსაც ვუთხარი.

– ხალხო, აუცილებელია, ყველაფერზე ერთნაირი


მოსაზრება ჰქონდეთ ადამიანებს, ერთმანეთი რომ
უყვარდეთ? – ფეხზე წამოიჭრა ანუკი. ჯერ მოსმენილმა
გადარია, ახლა კი ვერაფრით იჯერებდა, როგორ
ახერხებდნენ ანდროს საქციელის გამართლებას.

– რომ დაშორდა, ეგ სულ არ ნიშნავს იმას, რომ გადაიყვარა.


პირიქით, მე მგონია, ზუსტად იმიტომაც დაშორდა, რომ
უყვარს.

– მე არ მითხოვია, რომ ასე ეზრუნა ჩემზე. არ მჭირდება


ფაიფურის თოჯინასავით შეფუთვა და მოფრთხილება. მე
რატომ არ მკითხა, გადაწყვეტილებას რომ იღებდა? იქნებ
მზად ვიყავი, ბოლომდე გავყოლოდი?

– გამორიცხულია, რომ რაღაც სხვა მიზეზი არ ჰქონდეს ამ

ამბავს... – ჩაილაპარაკა წითელთმიანმა და მიუხედავად


იმისა, რომ თიკამ მაშინვე თვალები გადაუბრიალა, მაინც
გააგრძელა, – იქნებ რაღაცის გამო გახდა იძულებული?

სარჩევი
თავი 5 119

ბიზნესმენია, ათასი მტერი ჰყავს, არაა გამორიცხული,


სულაც შენს დასაცავად მოუხდა ამის გაკეთება.

– არავის დაცვა არ მჭირდება, – მთელი ძალით ეცადა აივი,


მტკიცედ გამოსვლოდა ნათქვამი, მაგრამ ისე ახრჩობდა
ცრემლები, ხმის დამორჩილებასაც ვეღარ ახერხებდა, – და
არანაირი მიზეზი არ აქვს! მიხვდა, რომ ვაფუჭებდი და
რიგითი საყვარელივით, გადმოსაფორმებელი საბუთები
მომიგდო დაშორებისას. გული მერევა, რომ მახსენდება!

– სულელი ხარ, რომ არ გამოართვი! – კვლავ


განსხვავებული აზრი წამოჭრა თიკამ. – ორი კვირის წინ
რომ ეჩუქებინა, მსგავს აზრს ხომ გონებაშიც არ
გაივლებდი? გაჯიუტდებოდი, მთელ ამბავს აწევდი, ასეთ
საჩუქარს ვერ მივიღებო, მაგრამ არც კი დაუშვებდი, რომ
რაღაც სხვა მიზეზით გჩუქნიდა.

– უკვე ნერვებს მიშლი! – შეუღრინა გაღიზიანებულმა.

– ნერვებს კი არ გიშლი, სიმართლეს გეუბნები და მაგიტომ


ბრაზდები. ისხედით მაშინ მასე და იმკითხავეთ,
დაემუქრნენ, აივის თუ არ დაშორდები, ბიზნესს
ჩაგიძირავთო და იმიტომ დაგშორდა თუ იმ ფრაზის
რეალურობის გამოცდა გადაწყვიტა, გაუშვი და თუ შენია,
უკან დაგიბრუნდებაო, – მიაყარა გაბრაზებულმა და
შემდეგ, არც უკითხავს, ისე ააცალა სიგარეტი.

– ნუ ჩხუბობ... – უჩქმიტა ანუკიმ და სანამ გოგოები


გააზრებას მოასწრებდნენ, მანამ აიღო მაგიდიდან

სარჩევი
თავი 5 120

ახალგახსნილი კოლოფი, – და გეყოფათ, არ შეიძლება


ამდენი!

– გავა რაღაც პერიოდი და მიხვდები, რომ ასე ჯობდა,


ოღონდ მართლა! – დარწმუნებით ჩაილაპარაკა თიკამ, –
კი, ახლა ძალიან გტკივა, საშინლად გრძნობ თავს და
გეზიზღება იმის გამო, რაც გაგიკეთა, მაგრამ შეიძლება,
ურთიერთობა რომ

გაგეგრძელებინათ, საბოლოოდ უფრო უარესამდე


მისულიყავით.

– რაც დრო გადის, უფრო ცუდად ვხდები... – საბოლოოდ


მაინც აღიარა აივიმ და ვეღარც ცრემლების შეკავება
მოახერხა, – დღეს მეგონა, ადგილზევე მოვკვდებოდი.
ახლაც არ ვიცი, როგორ მოვახერხე სახლამდე ამოსვლა...

– ვი, კარგი რა... – წარბებშეჭმუხნილი მიუჯდა ანუკი და


გულზე მიიხუტა ატირებული მეგობარი.

– დავიკარგე... მარტო ვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს


სადღაც ბნელ ოთახში დამტოვეს მარტო, კარიც გარედან
ჩამიკეტეს და ისიც დაავიწყდათ, შიგნით რომ დავრჩი.
ვერც ვსუნთქავ წესიერად და ისეთი ცარიელი ვარ, ისე
გავიყინე, საშინლად მაშინებს ეს ყველაფერი.

– ხომ იცი, რომ არ ხარ მარტო...

– საკუთარ თავთან მარტო ვარ. რამდენიც უნდა იყოთ


გვერდით, როგორ ძალიანაც უნდა ვიგრძნო თქვენი

სარჩევი
თავი 5 121

მხარდაჭერა, ამ ყველაფრის წინაშე მაინც მარტო ვარ.


მგონია, რომ სახლიდან გამომაგდეს, ჟანგბადი წამართვეს,
ვეღარაფერს ვახერხებ...

– სრულიად ბუნებრივია, რასაც ახლა გრძნობ... –


დაბალფეხებიან მაგიდაზე, პირისპირ ჩამოუჯდა თიკაც.
იცოდა, ვერანაირად ვერ დაამშვიდებდა ახლა, არ
არსებობდა ისეთი სიტყვები, რითიც ამას შეძლებდა,
მაგრამ მთავარი ის იყო, ეგრძნობინებინათ, რომ ბოლომდე
გვერდით ეყოლებოდნენ. – ტკივილის გარეშე ვერ
გადაიტან, უნდა გამოიტირო, გამოიგლოვო, სხვანაირად
ვერ მოიშორებ.

– და, რაც მთავარია, უნდა ილაპარაკო, – პატარა ბავშვივით


უსვამდა თმაზე ხელს ანუკი, – არ უნდა ჩაიტოვო გულში,
თორემ ისე შეგჭამს, ისე დაგეპატრონება მთლიანად, ერთ
დღესაც გაიღვიძებ და მიხვდები, რომ საკუთარ სხეულში

საკუთარი თავისთვის აღარ დაგრჩა ადგილი.

– ლაპარაკიც არ მშველის. სრულიად უცნობს ვესაუბრე


ბარში, ისეთი რაღაცები ვუთხარი, ვერც ვხვდებოდი,
რატომ გადავუშალე გული, მაგრამ ახლა ისევ ცუდად ვარ.

– თვითონაც ხომ იცი, ერთ დღეში რომ არ გავა ეს


ყველაფერი...

– არ ვიცი, სიმთვრალის ბრალი იყო გუშინ, ჯერ კიდევ ვერ


ვაცნობიერებდი ბოლომდე, რა ხდებოდა, თუ რა მჭირდა,

სარჩევი
თავი 5 122

მაგრამ არ მინდოდა საუბრის დასრულება და ბოლოს,


ისიც რომ წავიდა, საერთოდ არანაირი კვალი რომ აღარ
დარჩა, მეგონა, საერთოდ შევიშალე.

– გონება გეთამაშება ახლა და თუ აყვები, მართლა


გაგიჟდები, – დაასკვნა თიკამ.

– ახლა რამაზიკოს ფრაზები არ გაუშვა... – ჩაეცინა თიკას


ფსიქოლოგიის ლექტორის გახსენებაზე. ისეთი
შეყვარებული

იყო ამ კაცზე, დილის ცხრა საათზე ლექციასაც კი არ


უცდენდა და თან, თვითონვე იცინოდა, თუ მკითხავენ, რა
სიგიჟე ჩაგიდენია სიყვარულის გამო, სათქმელი მაინც
მექნებაო.

– სხვათა შორის, რამაზიკოსთან ერთი საუბარიც კი


გამოგიყვანდა მდგომარეობიდან, მასე ნუ უყურებთ თქვენ
ჩემს სიყვარულს!

– ახლა არ დაიწყოთ! – გააპროტესტა აივიმ მაშინვე. –


არანაირი ფსიქოლოგი და ანტიდეპრესანტები.

– ისე, მართალია თიკა... – ჭკუაში დაუჯდა ანუკისაც.

– გამორიცხულია! საუბარი თუ მომინდება, თქვენ


დაგელაპარაკებით, რად მინდა ფსიქოლოგი.

– უცხო ადამიანი სულ სხვანაირად დაგანახვებს


ყველაფერს...

სარჩევი
თავი 5 123

– ჰოდა, წავალ ბარში და უცხოს მოვძებნი.

– ამას, მე მგონი, იმ ბიჭის მოძებნა უნდა და მაგიტომ


იწუნებს ჩემს კაცს, – გაეცინა თიკას.

– ვინმეს მოძებნა თუ გინდათ, აქ არ ვარ?! – აჰყვა ანუკიც.


მაქსიმალურად ცდილობდნენ, ყურადღება სხვა თემაზე
გადაეტანინებინათ, თუნდაც სულ ცოტა ხნით. –
შეცდომით დავიბადე საქართველოში, თორემ წინა
ცხოვრებაში გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი
ვიყავი.

– არავის ვეძებ, გეგმებს ნუ დააწყობთ, – სასწრაფოდ იუარა


აივიმ.

– და მისი ნივთები შემთხვევით აღმოჩნდა შენთან?

– მხოლოდ დანა და ქაღალდის გედებია...

– არა, რას ფიქრობდა, დანას რომ გაძლევდა?! – წამოენთო


წითელთმიანი. – ხედავს, გოგო რა დღეშია და დანას ატანს
საპირფარეშოში. ნორმალური თუა საერთოდ?!

– გაჩერდი ახლა, თავს არ მოვიკლავდი.

– მე ვიცი, თიკამ იცის, შენ იცი. იმან იცოდა?!

– ისეთი ლექცია ჩაუტარა, მაგის მერე ეს თუ თავს


მოიკლავდა, მართლა მოსაკლავი იქნებოდა! –
გააპროტესტა თიკამ. – და საერთოდაც, რამაზიკოს
სტუდენტი ხომ არ არის, ნეტავ?

სარჩევი
თავი 5 124

– ჩვენზე დიდი იყო...

– მერე რა? მე თუ ლამის მთელი ცხოვრება უნდა ვისწავლო


სამედიცინოზე, ის ვერ ისწავლის?!

– გეუბნებით, მიმიშვით... – დაინტრიგდა ანუკი.

– არ მინდა! – საბოლოოდ კი, გადაჭრით წარმოთქვა აივიმ.


– საერთოდ არავისთან, არანაირი ურთიერთობა არ მინდა
არასდროს... – სწრაფად გაიქნია თავი, თვითონაც რომ
დაეჯერებინა ეს ყველაფერი, შედეგად კი ისევ
თავბრუხვევა რომ იგრძნო, ცოტა არ იყოს, შეეშინდა.

– რა დაგემართა? – სახე შეეცვალა თიკას. – ფერი დაკარგე!


მაჩვენე მაჯა, პულსი გაგიზომო.

– არაფერია, მთელი დღეა, ასე ვარ.

– თაფლიან წყალს გაგიკეთებ, – წამოდგა ანუკი.

– არ მინდა, მართლა. ვერც ვერაფერს შევჭამ და ვერც


დავლევ ახლა, ისედაც გული მერევა დილიდან, – იუარა
მაშინვე და თავიდან ვერ მიხვდა, რატომ გადახედეს
მეგობრებმა ერთმანეთს, ბოლოს კი მას მიაჩერდნენ
კითხვანარევი მზერით.

მოგვიანებით თვითონაც მოახერხა ყველაფრის


ერთმანეთთან დაკავშირება. მთელი დღის მოვლენები
დაკვირვებით გაიხსენა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვა, გულიც
აუჩქარდა, მუხლებიც აუკანკალდა შიშით, პირიც გაუშრა

სარჩევი
თავი 5 125

ნერვიულობისგან, ჯერ მის მაჯაზე ცერათითდადებულ


თიკას გახედა, შემდეგ პირზე ხელებაფარებულ ანუკის,
საბოლოოდ კი, ისევ საკუთარი თავის დასამშვიდებლად,
ერთი ღრმად ამოისუნთქა და ისე თქვა,

აშკარად ეტყობოდა, თვითონაც რომ არ იყო ბოლომდე


დარწმუნებული:

– გამორიცხულია! გამორიცხულია, ორსულად ვიყო!

სარჩევი
თავი 6 126

თავი 6

ერთმანეთში აერია ყველა შეგრძნება. მოულოდნელობა,


გაკვირვება, შიში... ყველაზე მეტად, შიში.

ისეთი საშინელი გრძნობა იყო, ვერასდროს რომ ვერაფერს


უხერხებდა.

მოულოდნელად, ჩუმად მიეპარებოდა ხოლმე და რაც


უნდა მარტო ყოფილიყო, ყოველთვის უწევდა კომპანიას.

ფეხაკრეფით, შეუმჩნევლად დაჰყვებოდა, ისე, მის


არსებობას რომ ვერც ამჩნევდა და მხოლოდ გრძნობდა.

და აივიც, დაატარებდა ასე საკუთარ შიშს.

თვითონვე კვებავდა, თვითონვე ზრდიდა, თვითონვე


უვლიდა და ისე უფრთხილდებოდა, თითქოს იმისაც კი
ეშინოდა, შიში არ დაეკარგა.

ის კი, რეალურად, არსადაც არ აპირებდა წასვლას.

ისე იყო მოკალათებული, ისე იყო გოგონას მთელ


ორგანიზმში გამჯდარი, მისითვე საზრდოობდა.

დაუნდობლად უჭამდა გონებას, მთლიანად


დაჰპატრონებოდა და მის გარეშე ცხოვრების საშუალებას
არ აძლევდა.

ვერ იხსენებდა აივი საკუთარ თავს შიშის გარეშე.

სარჩევი
თავი 6 127

ყოველთვის ეშინოდა. პატარას ჩვეულებრივი, ისეთი


რაღაცების ეშინოდა, როგორისაც ნებისმიერ ბავშვს.

თინეიჯერობაში ცოტა უფრო მძაფრად აღიქვამდა


გარემოს. ეგონა, ყველა და ყველაფერი მის წინააღმდეგ
იყო და, მშობლების განქორწინების შემდეგ ძლივს
დაძლია იმის შიში, სრულიად მარტო რომ დარჩებოდა.

მოგვიანებით კი... ეგონა, გადალახული ჰქონდა საკუთარი

თავი, ასე მოულოდნელად, შორიდან რომ გაუღიმა


ძველმა მეგობარმა.

და მიხვდა... რეალურად, არც არასდროს უცხოვრია მის


გარეშე.

არ უნდოდა პანიკას აჰყოლოდა, აზროვნების უნარი


დაეკარგა, მის შიგნით არსებულ რაღაცას მის ნაცვლად
მიეღო გადაწყვეტილებები, მაგრამ თავსაც ვერაფერს
უხერხებდა.

– გამორიცხულია... – საკუთარი თავისთვის უფრო


გაიმეორა, ვიდრე გოგონების გასაგონად და სწრაფადვე
შეიმშრალა მოწოლილი ცრემლები.

– აივი, ძალიან კარგად იცი, რომ ყველაფერი


მოგვარებადია, – დამარწმუნებლად, მეგობრის კი არა,
ექიმის ტონით წამოიწყო თიკამ. ამ თემაზე ყოველთვის
კამათობდნენ. ვერ იტანდა, საკუთარ ჯანმრთელობას რომ
არ უფრთხილდებოდნენ, აივის კი ზოგჯერ უბრალო

სარჩევი
თავი 6 128

ანალიზის გაკეთებაზეც რომ გაჭირვებით ითანხმებდა,


საერთოდ ჭკუიდან გადადიოდა.

– შეიძლება გადაღლილობის, სტრესის, ან სულაც, შენი


განსაკუთრებული ნაბახუსევის ბრალიცაა... – ისეთი
ღიმილით დაამშვიდა ანუკიმ, აშკარა იყო, რეალურად
სულაც რომ არ ფიქრობდა ასე. – მაგრამ უკეთესი იქნება,
ყველაფერი დავაზუსტოთ და მშვიდად ვიყოთ.

– არ მინდა...

– თავიდან ვიწყებთ შენს ჯანმრთელობაზე კამათს? –


თვალები აატრიალა თიკამ.

– უბრალოდ, არ მინდა. არ შეიძლება?

– ვი, კარგი, რა... ხომ იცი...

– ვიცი, ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ მინდა. არც ის მინდა,


რომ ვიცოდე.

– მომისმინე, ახლა უკვე ნერვებს მიშლი! – გაბრაზდა თიკა.


პატარა ბავშვი ხარ? თუ ქვის ხანაში ჩავრჩით? გავიგოთ, რა


გჭირს და შემდეგ მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ!

– თან, ჩვენც შენ გვერდით ვართ, არ იქნები მარტო, არც


ერთი წუთით! – გოგონას თითები საკუთარ ხელებში
მოიქცია ანუკიმ. – ხომ იცი, არა?!

სარჩევი
თავი 6 129

– მეშინია... – ამოთქვა ბოლოს ისეთი ხმით, აღრიალებას


აღარაფერი უკლდა.

ვერც ამის აღიარებას იტანდა.

ისეთ სისუსტედ მიაჩნდა, ისე სძულდა საკუთარი თავი


ასეთ მომენტებში, რაღაც უაზრობას რომ აძლევდა
გონების შეჭმის საშუალებას...

მაგრამ ასე იყო. მართლა ერჩივნა, არაფერი სცოდნოდა.

ერჩივნა, ილუზიურ სიმშვიდეში ეცხოვრა და ჰგონებოდა,


რომ ყველაფერი კარგადაა.

ისე ეშინოდა სიმშვიდის დარღვევის...

ზედმეტად ბევრი რამ მოხდა ბოლო დღეების


განმავლობაში, ახლა ესეც რომ დამატებოდა.

– დღეს მორიგე ვარ. არც გეკითხები, იცოდე! აქედან


მივდივართ კლინიკაში, იკეთებ სისხლის ანალიზს და
პასუხების მიხედვით გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ.

– თიკა...

– არანაირი “თიკა...” თუ არ წამოხვალ, ჩავალ აფთიაქში,


ამოვიტან შპრიცს და აქვე აგიღებ სისხლს. იცი, რომ არ
გამიჭირდება, – უპასუხა სრული სიმშვიდით და ისე მოსვა
ჩაი, აგრძნობინა, აზრიც რომ არ ჰქონდა გაპროტესტებას.

სარჩევი
თავი 6 130

– სამსახურში დავრეკავ, გავეთავისუფლები და მეც


წამოგყვებით, – წამოდგა ანუკი, დასატენად შეერთებული
მობილური რომ აეღო, მაგრამ მეგობარმა შეაჩერა.

– იყავი, არ დარეკო. ანალიზს გავიკეთებ, უბრალოდ,


თიკაც ხომ იქ იქნება. არაა საჭირო, მართლა.

– არ არის პრობლემა, დავრეკავ და გამომიშვებენ.

– არ გინდა, – გაუღიმა და ხელით ანიშნა, ადგილზე


დამჯდარიყო, – ნუ გეშინია, სიმართლეს გეტყვი, – შემდეგ
კი სიცილით ჩაუკრა თვალი.

– შენ თუ არა, თიკა მეტყვის.

– თიკა ექიმია, ასე რომ...

– ჯერ არ მაქვს ფიცი დადებული... – სასხვათაშორისოდ


აიჩეჩა მხრები წაბლისფერთმიანმა. – და თან, შენს
შემთხვევაში, ექიმამდე მეგობარი ვარ.

***

ფეხებს ნერვიულად ათამაშებდა ლაბორატორიაში


მჯდარი და ისე ღელავდა, თითქოს პირველად
უტარებდნენ ანალიზს. საშინლად სძულდა ნემსები და
იმითაც კი ვერ იმშვიდებდა თავს, თიკას რომ უნდა აეღო
სისხლი. ალბათ ერთადერთი ადამიანი იყო, ასე მარტივად
რომ პოულობდა ვენას მისი ფერმკრთალი კანის
მიუხედავად, არც მწარე ხელი ჰქონდა და ისე წამებში

სარჩევი
თავი 6 131

აკეთებდა ყველაფერს, ვერც მიხვდებოდით, როდის


დაამთავრა, მაგრამ აივი მაინც საშინლად ნერვიულობდა.

– მუშტი შეკარი და ნუ გადევს მკვდრისფერი, თორემ


სისხლი არ გამოვა, – წარმოთქვა მშვიდად, სპირტიან
ბამბას რომ უსვამდა ვენაზე; შემდეგ კი ისე სწრაფად
მოხდა ყველაფერი, გააზრება ვერც მოასწრო, რომ შპრიცი
უკვე მისი სისხლით ივსებოდა.

– არანორმალური ხარ, – ჩაეცინა გაოგნებულს.

– პროფესიონალი, – აჰყვა თიკაც და ისევე სწრაფად


მოაშორა ნემსი, როგორც გაუკეთა, – აბა, ამის გეშინოდა?!

– ძალიან კარგად იცი შენ, რისიც მეშინია...

– არც ეგ იქნება საშიში. მოიცადე რამდენიმე საათი და


დილას უკვე გვეცოდინება.

– დილამდე ვერა?

– ნუ, შუაღამისას თუ გინდა სიმართლის მოსმენა,


გადავრეკავ და გავაღვიძებ მთელ ლაბორატორიას, –
დასცინა მოურიდებლად, შემდეგ კი შავი შოკოლადის
ფილა ამოაძვრინა სამუშაო მაგიდის უჯრიდან, – როგორც
წესი, ბავშვებს ვაძლევთ ხოლმე ამას, მაგრამ გამომართვი.

– მადლობა, თიკა დეიდა, – თვალები აატრიალა, თუმცა


შოკოლადზე უარის თქმა არც კი გაუვლია გონებაში...

სარჩევი
თავი 6 132

ალბათ, იშვიათად თუ გაწელილა ღამე ისე ძალიან,


როგორც ახლა. ვერაფრით მოახერხა დაძინება. ძილს ვინ
ჩივის, სახლში

წასვლაც კი ვერ შეძლო. პატარა ბავშვივით სთხოვა თიკას,


ოღონდ აქ დავრჩები და ვერც კი შეამჩნევ ჩემს
არსებობასო. და მართლაც, იდეალურად ასრულებდა
პირობას. იჯდა გაუნძრევლად, თავჩახრილი,
მონოტონურად ისრესდა თითებს და დროდადრო ისე
ამოიოხრებდა, მხოლოდ ამით აგრძნობინებდა მეგობარს,
იქ რომ იყო.

პასუხის გაგების ეშინოდა ძალიან, ამაზე უფრო მეტად კი


იმის, რამდენად დაემთხვეოდა ეს პასუხი მისთვის
სასურველს. ხომ შეეძლო, უბრალოდ ორსულობის ტესტი
გაეკეთებინა და რამდენიმე წუთში გაეგო შედეგი, მაგრამ
იმდენად მნიშვნელოვანი თემა იყო, ერჩივნა, მოეთმინა და
შემდეგ დაზუსტებით სცოდნოდა.

ანდროსთან ყოფნის პერიოდში ხშირად უფიქრია, როგორ


მიიღებდა კაცი მისი ორსულობის ამბავს. ან თვითონ რა
რეაქცია ექნებოდა.

იცოდა, შეიძლება დიდად არც გახარებოდა პოტენციური


მამის სტატუსი, მაგრამ ალბათ მოშორებას არ მოსთხოვდა.
თუმცა, ახლა გამორიცხული იყო, რამე ეთქვა.

სარჩევი
თავი 6 133

სულ რომ ერთადერთი გზა ჰქონოდა დარჩენილი და გზის


ბოლოს შერვაშიძე ყოფილიყო, საერთოდ შეწყვეტდა
სიარულს.

აღარაფერს მოიმოქმედებდა და მშვიდად დაუცდიდა


მოვლენების განვითარებას, მაგრამ არაფრის დიდებით არ
ეტყოდა იმას, რაც მას უკვე აღარ ეხებოდა.

ის კი არა, საავადმყოფოში მისულმა რომ აღმოაჩინა,


დაზღვევა ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა, ყელის ორი
თითით გამოწევა დააკლდა მხოლოდ, ისე ძალიან სთხოვა
თიკას, როგორმე მოახერხე, მაგრამ დაზღვევის გარეშე
გამაფორმეო. იცოდა, როგორი ყურადღებიანიც იყო
ანდრო ასეთ საკითხებში და, სანამ გაუქმებას
მოახერხებდა, არ უნდოდა, მის ყურამდეც მისულიყო ეს
ყველაფერი.

– ვი, მოვიდა პასუხები... – მხარზე ხელის შეხებით


შეაფხიზლა მეგობარმა და ვერც მიხვდა, როდის ჩაეძინა.

– როგორია?

– არ გამიხსნია, ახლა ვნახავ, – შეკრული კონვერტი


დაანახვა და შემდეგ ისე მშვიდად გახსნა, თავისი
ქმედებებით აიძულებდა აივის, თვითონაც
დამშვიდებულიყო.

– ექიმივით არ დაიწყო, პირდაპირ მითხარი... – გაეცინა


ანერვიულებულს, თუმცა თიკას სახეზევე შეატყო, ცოტა

სარჩევი
თავი 6 134

სხვა რამესთან რომ ჰქონდათ საქმე და არა


ორსულობასთან. – რა ხდება?

– ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა. ვერ აიტანა შენმა


ორგანიზმმა ამდენი სასმელი, ამას დამატებული სტრესი
და ყველაფერმა იმოქმედა. გადასხმას გაგიკეთებ და
ხვალამდე გამოკეთდები.

– მეტი არაფერი? – ვერ ხვდებოდა, უნდა გახარებოდა თუ


არა.

– სხვა რამეც გინდოდა?

– ანუ...

– ორსულად არ ხარ, – მანამდე უპასუხა, სანამ შეკითხვას


დაუსვამდა.

– ესე იგი, მეტი არაფერი... – საკუთარი თავისთვის უფრო


ჩაილაპარაკა და კვლავ გაორებულმა შეგრძნებებმა მოიცვა
მისი გონება. ერთი იყო, ნამდვილად რომ არ სურდა ახლა
ბავშვი, ასეთ სიტუაციაში, ასეთ დროს... თუმცა ის, რომ
შესაძლოა, ანდროს შვილი ეტარებინა მუცლით, მთელი
ღამის განმავლობაში აფორიაქებდა, ახლა კი ესეც გაქრა.
აღარაფერი დარჩა ანდროსგან და არ იცოდა, უხაროდა თუ
სწყინდა ეს ამბავი...

***

სარჩევი
თავი 6 135

ვენაში სისტემადაყენებული, გაუნძრევლად


მოკალათებული იჯდა და უჩუმრად ათვალიერებდა სხვა
პაციენტებს. ყოველთვის უყვარდა ხალხზე დაკვირვება.
ადრეც, სანამ მანქანას აჩუქებდნენ, საზოგადოებრივი
ტრანსპორტით რომ მოძრაობდა ხოლმე, გაიკეთებდა
ყურსასმენებს, კარგ შემთხვევაში დაჯდებოდა, ცუდში –
მოხერხებულად დადგომას ეცდებოდა და შემდეგ
ცდილობდა, მასაში საინტერესო ეპოვა. ყველას უგონებდა
საკუთარ ისტორიას, თვითონ თხზავდა ამბებს,
რომლებსაც, შესაძლოა, კავშირიც კი არ ჰქონოდა
რეალურთან, მაგრამ ეს ნაკლებად აინტერესებდა. ისე
ერთობოდა, ზოგჯერ საკუთარ გაჩერებასაც კი გასცდენია
და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლებულა, მისი დაკვირვების
ობიექტი რომ მოჰფარებია მზერას.

ახლაც ასე იყო. ცდილობდა, ექთნების საუბრისათვის


ყური არ მოეკრა და თვითონ მოეგონებინა ყველა
პაციენტისათვის თავისი ისტორია. არც ისე ცოტანი
იყვნენ, ამით დროის გაყვანა რომ გასჭირვებოდა.

თან, ყურადღების გადატანასაც მოახერხებდა და უნდა


ეღიარებინა, ახლა ეს უფრო უნდოდა, ვიდრე გართობა.

დაღლილი სახით ახედა გადასხმის პაკეტს, სპეციალურ


სადგამზე რომ იყო ჩამოკიდებული. ჯერ კიდევ არ
აპირებდა დაცლას, არადა, ისე მობეზრდა ასე
გაუნძრევლად ჯდომა...

სარჩევი
თავი 6 136

ვერც აქაურობას იტანდა. თიკასთვის თუ საავადმყოფო


საყვარელ ადგილს წარმოადგენდა და შეეძლო, დღეები და
ღამეები გადაება აქ ყოფნაში, აივის სუნთქვასაც კი
უკრავდა ეს გარემო და ისეთ ხასიათზე აყენებდა,
უნდოდა, გაუჩერებლად ეტირა.

ყველაზე სევდიანი ადგილიც მისთვის სწორედ


საავადმყოფო იყო.

სასაფლაოც კი ვერ შეედრებოდა აქაურობის აურას.

საფლავებთან უკვე მკვდარ ადამიანებს ტირიან.

წასულებს უყვებიან საკუთარ ტკივილებს.

წასულებს იხსენებენ მონატრებით.

გამოტირებულ ადამიანებთან მიდიან და,


იმედდაკარგულები, აღარაფერს ელოდებიან.

საავადმყოფოში კი ზუსტად ის იმედები კვდება


პირველად, და მხოლოდ შემდეგ – ადამიანები.

გამორიცხულია, იქ მისულის თვალებში ვერ დაინახოთ


განსხვავება – ექიმთან შესვლისა და გამოსვლის შემდეგ.

გამორიცხულია, ვერ შეამჩნიოთ, როგორ კვდება იმედი,


როცა საოპერაციოდან თეთრხალათიანი თავჩახრილი
გამოდის.

სარჩევი
თავი 6 137

გამორიცხულია, სადმე უფრო მწარე ტირილი


მოისმინოთ, ვიდრე საავადმყოფოში.

სულს უხუთავდა აქაურობა და მაშინაც კი გაქცევაზე იყო,


როცა

არაფერი სჭირდა და მხოლოდ თიკას სანახავად მოდიოდა


ხოლმე.

– ჯანდაბა, არ შეიძლება, უბრალოდ, “კოლა” მომცე?! –


გაღიზიანებული ხმა მოესმა მოშორებით მდგარი
აპარატის მხრიდან. საკვების ჩამოსაგდებ მანქანას
ელაპარაკებოდა, უფრო ზუსტად, ეჩხუბებოდა. ჯერ ხომ
ისედაც ყველაფერს ელოდა ამ ადამიანის ნახვის გარდა
და, მით უმეტეს, აქ და ასეთ სიტუაციაში თუ დაინახავდა,
ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა!

ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ახლობელი იყო.

აი, მისკენ მიემართებოდა, სადაცაა ჩაუვლიდა და ეგონა,


რომ აუცილებლად გაჩერდებოდა, გაიკვირვებდა მის აქ
დანახვას, მოიკითხავდა და გვერდითაც ჩამოუჯდებოდა
ცოტა ხნით.

ეგონა, უეჭველად იცნობდა.

ნაბიჯების დათვლაც კი დაიწყო, კაცი მისი


მიმართულებით

სარჩევი
თავი 6 138

რომ წამოვიდა. სულ ცოტაღა აშორებდა, ალბათ მხოლოდ


რამდენიმე მეტრი.

– რა გჭირს? – ფიქრები თიკას ხმამ გაუფანტა. – მოხდა


რამე?

ვერაფერი უპასუხა. მზერით ანიშნა მხოლოდ და სადღაც,


გულის სიღრმეში, იმისიც კი შეეშინდა, საკუთარი
ფანტაზიის ნაყოფი არ ყოფილიყო ეს ყველაფერი.

– ვინ არის, იცნობ? – თიკა კვლავ დაინტრიგებული


იყურებოდა მისი მზერის მიმართულებით.

ხუთი ნაბიჯი...

ამ კითხვაზე პასუხი თვითონაც არ ჰქონდა. ვინ იყო?


რატომ დაინტერესდა ასე მისით? არც კი იცნობდა
ადამიანს, ფხიზელ მდგომარეობაშიც კი არ ჰყავდა ნანახი,
თუმცა, ახლა, თვალი მოჰკრა თუ არა, მაშინვე ერთიანად
დაეჭიმა მთელი სხეული.

ოთხი...

– აივი...

სამი...

– უკვე მაშინებ!

ორი...

სარჩევი
თავი 6 139

– გამარჯობა! – გააზრებაც ვერ მოასწრო, ისე სწრაფად


წარმოთქვა და მხოლოდ უცნობის კი არა, თიკას
დაქაჩული თვალებიც რომ მას მიაშტერდნენ, მაშინაც კი
არ ჰქონია რეაქცია. იცოდა, ეს აუცილებლად უნდა
გაეკეთებინა.

– გამარჯობა... – უცნაურად გაუღიმა კაცმა. ვერ მიხვდა,


ზრდილობის გამო უპასუხა და სინამდვილეში ვერ იცნო,
თუ რას ნიშნავდა ეს ღიმილი, მაგრამ, რომ გაჩერდა, მაინც
გაუხარდა.

– მალე დავბრუნდები... – აი, თიკას ღიმილში კი


ნამდვილად

შეიძლებოდა იმ განზრახვის ამოკითხვა, რაც მის სიტყვებს


მიღმა იმალებოდა.

– არ მეგონა, აქ თუ გნახავდით... – ვერ ხვდებოდა, როგორ


წამოეწყო საუბარი. ვერც იმას ხვდებოდა, რატომ უნდოდა
ეს ასე ძალიან. თინეიჯერ გოგოსავით დაიბნა და
სიტყვებსაც კი ძლივს პოულობდა.

– ზაზუნამ მიკბინა, – ჩაეცინა და ისე დახარა თავი, აშკარა


იყო, კი არ შერცხვა, რაღაცაზე ჩაფიქრდა.

– თქვენი დანა ჩემთანაა, – აივიმ არაფრით აცადა საკუთარ


გონებასთან მარტო დარჩენა, – საერთოდაც, მეგონა, რომ...

– გედებიც... – ამჯერად უცნობმა შეაწყვეტინა და


შეცვლილი მზერით ასწია თავი. რამდენიმე წამს

სარჩევი
თავი 6 140

აკვირდებოდა გაკვირვებულს, ოდნავ გვერდზეც კი


გადახარა თავი, შემდეგ კი ისეთივე ღიმილით გაუღიმა,
როგორითაც ბარში, და ცალი მხრით მიეყრდნო კედელს. –
ცუდად ხართ?

– განსაკუთრებული არაფერია, – მხრები აიჩეჩა და ისე


დახედა სისტემას, მიახვედრა, ოდნავაც რომ არ სურდა ამ
თემაზე საუბარი.

– ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მიგულისხმია.


ცუდად ხართ, ვხედავ.

– ბატონო?..

– თქვენი სურათი მე მაქვს. ფაქტობრივად, ერთმანეთის


ნივთები დავისაკუთრეთ.

– სურათი ჩემი არ ყოფილა.

– თქვენ ხართ გამოსახული, – გაუღიმა კიდევ ერთხელ და


ისე უშუალოდ ჩამოუჯდა წინ, ნებართვა არც უთხოვია, –
თქვენი ფიქრები, გრძნობები, ემოციები... ზედმეტად
პირადულია საიმისოდ, სხვას რომ დაუტოვოთ.

– სხვები მაინც ვერ შეძლებენ იმ ყველაფრის დანახვას,


რასაც ფოტოს გადაღების მომენტში ვგრძნობდი.

– იგივე მზერა გაქვთ, – შენიშნა სასხვათაშორისოდ, –


მაგრამ მაშინ გაბრაზებული უფრო იყავით, ახლა კი
ნაწყენს ჰგავხართ.

სარჩევი
თავი 6 141

– ვინ ხართ? – ჰკითხა მოულოდნელად. ისეთი უცნაური


შეგრძნება უჩნდებოდა ამ ადამიანთან საუბრისას,
თითქოს საერთოდ აღარ იყო დედამიწაზე. სადღაც,
უხილავ პორტალში გადიოდა მასთან ერთად და შეეძლო,
დაუსრულებლად ევლო ისე, საერთოდ რომ არ
დაღლილიყო და მობეზრებოდა.

– თქვენი მოჩვენება არა. არც წარმოსახვის ნაყოფი.

– იმ დღეს, ბარში...

– გეგონათ, რომ გავქრი? – ისე ჩაეცინა, აშკარად


გამოეკვეთა ლოყებზე ფოსოები.

– არაა სასაცილო... – აჰყვა თვითონაც, როცა გაიაზრა,


როგორ აბსურდულ რაღაცას ამბობდა. შემდეგ კი,
სრულიად განსხვავებული ხმითა და განწყობით, ისეთი
რაღაც აღიარა, საკუთარი თავისთვისაც რომ არ ჰქონდა
აქამდე გამხელილი: – შემეშინდა.

– ადამიანები ასე უკვალოდ არ ქრებიან.

– როგორ არა...

– უკვალოდ არა, – გადაჭრით წარმოთქვა და მეტი


დამაჯერებლობისათვის თავიც გაიქნია, – შეიძლება
წავიდნენ, ყველაფერი გააქრონ, რაც მათთან
გაკავშირებდა, საერთოდ აღარ გამოჩნდნენ და ისიც კი
მოახერხონ, ამ პატარა ქალაქში სიცოცხლის ბოლომდე

სარჩევი
თავი 6 142

რომ ვეღარ შეხვდეთ ერთმანეთს, მაგრამ კვალს მაინც


ტოვებენ.

– ვერ მივხვდი...

– გონებაში აუცილებლად რჩებიან. გულიდან შეიძლება


ამოშალოთ. გაგიჭირდეთ, მაგრამ მაინც, რაღაც დროის
შემდეგ, მოახერხოთ და გააქროთ. გონებიდან წაშლას ვერ
შეძლებთ. აუცილებლად შეგახსენებთ თავს. შეიძლება,
წლები გავიდეს, აღარც კი გეფიქრებოდეთ, დავიწყებული
გქონდეთ მისი არსებობაც, მაგრამ დადგება დღე, როცა
უბრალო შემთხვევასაც კი მას დაუკავშირებთ და
აუცილებლად გაგახსენდებათ.

– ისე საუბრობთ, ან ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, ან


ფსიქოლოგი ხართ; ან კიდევ ჰალუცინაციები დამეწყო.

– სამი სავარაუდო პასუხიდან სამივე რომ არასწორი იყოს,


არ შეიძლება, – გაუღიმა და სისტემაზე ანიშნა, – მალე
მორჩება?

– ეს პაკეტი – ალბათ რამდენიმე წუთში.

– თუმცა კიდევ გჭირდებათ.

– არ მითქვამს, რომ...

– ყველაფრის სიტყვებით თქმა არცაა საჭირო, – გაეცინა


აივის დაბნეულობაზე.

სარჩევი
თავი 6 143

– აუცილებელი არ არის, რომ მეორეც დღეს გადავისხა.


გააჩნია, თქვენ რატომ მეკითხებით.

– უბრალოდ.

– თქვენი ვარაუდების მიხედვით, უბრალოდ არაფერი


ხდება, – ამჯერად გოგონამ აიღო ინიციატივა საკუთარ
თავზე, – ალბათ არც ის ყოფილა უბრალოდ, მაინცდამაინც
ერთსა და იმავე საავადმყოფოში რომ აღმოვჩნდით ერთსა
და იმავე დროს.

– ზემოთ გადაწყვიტეს... – დაუფარავად დასცინა, მაგრამ


მისი ქმედება გამაღიზიანებელი ოდნავაც არ ყოფილა.
გულწრფელობა უფრო ჩანდა, ვიდრე დამცირების
სურვილი. – მაგრამ, შეიძლება, რაღაცები მართლა
მივიღოთ მინიშნებებად.

– ანუ...

– გააჩნია, რისი მიღება გვსურს.

– დავუშვათ, ფოტოსურათის...

– ფოტოსურათი შემიძლია დაგიბრუნოთ.

– არ მინდა, – ჩაეცინა, ასე მწარედ რომ დასცინოდა ბედი.


ასეთი ძლიერი სურვილი, უფრო ახლოს გაეცნო
სრულიად უცნობი ადამიანი, ჯერ არასდროს ჰქონია და,
ამასთანავე, ასე ძალიან არც არასდროს გასჭირვებია
საუბარში აყოლა.

სარჩევი
თავი 6 144

– აქედან გასვლა გინდათ.

– ეგ ისედაც შემიძლია.

– და ისეთ ადამიანთან საუბარი, ვინც არ გიცნობთ.

– ეგეც შემიძლია.

– მაშინ, რატომ ინტერესდებით ასე ძალიან ჩემით? სხვათა

შორის, მომწონს ახალი ვარცხნილობა, საინტერესოა. –


ერთ წინადადებასავით გადააბა ორი სრულიად
სხვადასხვა აზრის მატარებელი ფრაზა.

– მე რომ ახლა აქედან გამოვიდე...

– არ მინდა, ჩემ გამო ვინმეს ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ


იყოს.

– ნუ ღელავთ, ხელში არ ჩაგაკვდებით, – თვალები


აატრიალა და უკვე იმაზე ფიქრი დაიწყო, თიკა
პროცედურის გადადებაზე როგორ დაეთანხმებინა.

– არც არსად მეჩქარება.

– ვერ ვიტან აქაურობას.

– ზოგჯერ ყველაზე მეტად ისეთი რაღაცები გვჭირდება,


რასაც ვერ ვიტანთ. მაგალითად, გადასხმა!

– ამის გაგრძელება სხვა დროსაც შემიძლია.

სარჩევი
თავი 6 145

– ისევე, როგორც უცნობთან საუბარი.

– თქვენ თუ არ გსურთ, პირდაპირ შეგიძლიათ მითხრათ.


და საერთოდაც, მოსაბეზრებელია უკვე ეს თქვენობითი
ფორმა! – გაღიზიანებულმა მიაყარა და მათკენ მიმავალი
თიკა რომ შენიშნა, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რადაც
უნდა დასჯდომოდა, აუცილებლად გასულიყო ახლა
აქედან.

– მეორე პაკეტი უნდა დავამატო, – ნებართვა არც


უთხოვია, ისე გააფრთხილა მეგობარი, თუმცა აივი ასე
მარტივად დანებებას არ აპირებდა.

– დღეისთვის საკმარისია.

– ბატონო? – გახედა სიცილით.

– უნდა წავიდე.

– ვი, მომისმინე...

– თუ საჩქარო არ არის, პირობას გაძლევთ, რომ საღამომდე


უკან დავაბრუნებ.

– უკაცრავად, მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით?! – ახლა


უცნობს მიუტრიალდა გაკვირვებული. ვერაფრით
მიხვდა, რა ხდებოდა და ეს გაურკვევლობა საშინლად არ
მოსწონდა.

სარჩევი
თავი 6 146

– თიკა, ძალიან გთხოვ. სულ რამდენიმე საათით. ხომ


შეიძლება, დღეს სულ არ გაგვეგო და ჩავთვალოთ, რომ
არც ახლა ვიცით...

– საღამოს ჩემი ცვლა მთავრდება, სახლში უნდა წავიდე.


და საერთოდაც, გადასხმის მერე ხუთ წუთში მაინც ვერ
გაიქცევი საავადმყოფოდან!

– ნუ ღელავ, არაფერი მომივა. ახლა გამიშვი...

– მე წავალ, – წამოდგა კაცი. ისეთი მტკიცე ხმით


წარმოთქვა,

აზრიც არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას. რეალურად, ვერც


ვერაფერს იტყოდა აივი, არც კი იცნობდა, არანაირი
მიზეზი არ ჰქონდა, დარჩენა ეთხოვა. და, სიმართლე
ითქვას, ვერც ხვდებოდა, რატომ უნდა ეთხოვა საერთოდ.

თავის დაკვრითა და ღიმილით დაემშვიდობა გოგონებს


და ისე გავიდა, ისე წამებში მიეფარა თვალს,
იმდღევანდელივით გაუჩინარდა; და თან ისე, რომ კვლავ
არ გაუმხელია ვინაობა. პრინციპში, არც უკითხავს, თუმცა,
ხომ შეიძლებოდა, სახელი მაინც ეთქვა წასვლამდე?!

– მეტყვი, თუ?.. – თვალებდაქაჩული მიუბრუნდა თიკა.

– ბარის უცნობი იყო! – აივიმ ისეთი სახით გახედა,


აშკარად თვითონაც ვერ იჯერებდა მომხდარს.

სარჩევი
თავი 6 147

– სერიოზულად?! – მაჭავარიანმა კი გაკვირვებისგან


ხელები პირზე აიფარა. – აქამდე ვერ თქვი? აქ რა უნდოდა?

– რანაირად მეთქვა... ზაზუნამ მიკბინაო, რა ვიცი... –


მხრები აიჩეჩა დაბნეულმა. – სახელიც კი არ უთქვამს, ისე
წავიდა.

– ნახე ახლა შენც პრობლემა. მაგას რეგისტრატურაშიც


გავარკვევ, – გაეცინა, მაგრამ დაინტრიგებულს სულ
დაავიწყდა, გადასხმისათვის მეორე პაკეტიც რომ უნდა
დაემაგრებინა.

– გამიშვი, რა, გეხვეწები!

– გამორიცხულია!

***

უკვე საკმაოდ მოსაღამოებულიყო, აივიმ ვენაში ჩადგმულ


ნემსსა და თიკას რომ დააღწია თავი. რამდენადაც კარგი
იყო ექიმი მეგობრის ყოლა, იმდენად დისკომფორტს
უქმნიდა ზოგჯერ. მისი შიშით ავადაც კი ვერ გახდებოდა.
ისეთი მკაცრი იყო ასეთ საკითხებში, ერთს იტყოდა და
მორჩა, ძალიანაც რომ

გნდომებოდათ, ერთი მზერით დაგიკარგავდათ


შეწინააღმდეგების სურვილს.

ახლაც, ალბათ ერთადერთი თეთრხალათიანი იყო, ვის


სიტყვებსაც ასე დაემორჩილებოდა აივი, მით უმეტეს კი

სარჩევი
თავი 6 148

მაშინ, იმ მომენტში, ყველაზე მეტად წასვლა რომ


უნდოდა.

მეტად აღარც უცდია შეწინააღმდეგება. მორჩილად


დაელოდა მეორე პაკეტის ჩამოცლასაც, თუმცა ამჯერად
სხვებზე ამბების მოგონებით კი არა, იმ ადამიანზე
ფიქრით იყო გართული, რომელსაც საერთოდ არ
იცნობდა, მაგრამ ისეთ შეგრძნებას უტოვებდა, თითქოს
მის შესახებ ყველაფერი იცოდა.

– წავედით? – გამოაფხიზლა თიკამ. – თუ იმდენად


მოგწონს აქაურობა, რომ გადაიფიქრე?

– თიკა კი არ ვარ, – სასაცილოდ შეჭმუხნა ცხვირი და


ფრთხილად წამოდგა, თავბრუ რომ არ დახვეოდა.

– გითხრა შენი უცნობის სახელი და გვარი? – გოგონამ კი


ისე აათამაშა წარბები, ანუკი რომ იქ ყოფილიყო,
სერიოზულად გააპროტესტებდა, ადგილს მართმევო.

თუმცა აივის პასუხმა ნამდვილად გააკვირვა:

– არა!

– ჰა?

– არ მინდა, – აიჩეჩა მხრები და პირველმა თვითონ


გააბიჯა საავადმყოფოს შენობიდან, – რადგან არ მითხრა,
ესე იგი, ასე იყო საჭირო.

სარჩევი
თავი 6 149

– გადარჩი და ანდროსავით თევზები არ არის


ზოდიაქოთი... – მაინც გააგრძელა თიკამ, – მაგრამ რაღაც
მხრივ კარგიცაა... ანუ, მართალია, თევზებს ვერავინ
შეგვედრება, მით უმეტეს, კარგად იცი, როგორ ვერ ვიტან
კუროებს, მაგრამ...

– თიკა, მეჩვენება თუ ტვინზე ტომოგრაფია მჭირდება? –


ისეთი გაოგნებული ხმით შეაწყვეტინა, აშკარა იყო,
დიდად არც აინტერესებდა მისი ნათქვამი. – გაიხედე
ჭიშკართან.

– არ არსებობს! – და მეგობრის გაოცებულ შეძახილზე


საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ჭიშკართან აყუდებული
უცნობის ფიზიონომია მოჩვენება არ იყო. – მე წავედი! –
მიაყარა სასწრაფოდ, მომენტალურად შეუშვა ხელი და
არც კი გადაუკოცნია, ისე გადაუხვია სხვა მხარეს.

მაინც ვერ იჯერებდა აივი, ადამიანი, რომელმაც სამი


საათის წინ უთხრა, რომ მიდიოდა, რატომ უცდიდა ახლა
საავადმყოფოს ჭიშკართან. ისეთი უცნაური გრძნობა
ჰქონდა, სახელსაც კი ვერ უძებნიდა. ხომ შეეძლო,
დამჯდარიყო და დაუსრულებლად ესაუბრა ანუკისთან
და თიკასთან, ერთი წამითაც ვერ იგრძნობდა მათგან, რომ
ღლიდა ან თავს აბეზრებდა. ისიც ზუსტად იცოდა,
ბოლომდე გვერდით რომ ეყოლებოდნენ, მოუსმენდნენ
და დაარიგებდნენ, მაგრამ მაინც

სარჩევი
თავი 6 150

იმასთან უნდოდა საუბარი, ორი დღის წინ არაფხიზელ და


საეჭვო ვითარებაში რომ შეხვდა.

– არ წახვედი... – საერთოდ არ გაურევია ხმაში კითხვითი


ტონალობა, უცნობს რომ მიუახლოვდა. თქვენობითი
ფორმაც უკითხავად დაივიწყა.

– ავტობუსმა არ გამოიარა, – მხრები აიჩეჩა სიცილით.

– აივი მქვია, – გაუწოდა ხელი და სანამ კაცის მარჯვენას


შეხვდებოდა, ცდილობდა, გონებაში მისთვის შესაფერისი
სახელი მოეძებნა.

– სასიამოვნოა.

– შენი სახელი...

– რამდენად გინდა, რომ იცოდე? – გაუღიმა ისე, თვალიც


არ მოუშორებია.

– ანუ?

– ანუ, ახლა ისე შემიძლია გავქრე, შენს გონებაშიც არ


დავტოვო კვალი.

– აღარ გამოვა.

– რატომ?

– შენი ზოდიაქო ვიცი, – ისეთ რაღაცაში გამოუტყდა, რომ


კაცს ამის გამო თავისუფლად შეეძლო, გიჟად შეერაცხა.

სარჩევი
თავი 6 151

როგორია, ადამიანი, რომელმაც თქვენი სახელიც კი არ


იცის, მოდის და გეუბნებათ, რომ, იცი რა, გონებიდან
ვეღარ გაგაქრობ, რადგან შენზე ინფორმაცია მაქვს!

– მორჩა, ვეღარსად გაგექცევი.

– არ მეუბნები?

– ირაკლი მქვია. ირაკლი ჭანტურია.

– და შეიძლება, ეს ამ წამს მოგონილი სახელი და გვარი


იყოს, ხომ? – ჩაეცინა აივის.

– შეიძლება. მაგრამ, თუ ჩემი ზოდიაქოს ნიშანი გაარკვიე,


სახელსა და გვარსაც მარტივად გაიგებ.

– არ მინდოდა, რომ...

– კაკაოს დალევ? – შეაწყვეტინა მოულოდნელად.

– რა?

– კაკაოს დალევ? – გაუმეორა სრული სერიოზულობით.


არც ყავა, არც ჩაი, არც წვენი... კაკაო! პირველად დაპატიჟეს
კაკაოზე, და თან, ასეთ სიტუაციაში.

– დავლევ, – და პირველად დათანხმდა თვითონაც ასე


გაუაზრებლად.

– ძალიან კარგი. სახლში ასვლამდე შემახსენე, რომ შაქარი

სარჩევი
თავი 6 152

ვიყიდო, – გაუღიმა მშვიდად, შემდეგ კი ისე სწრაფად


ააბიჯა იმწუთას გაჩერებულ ავტობუსში, აივიმ ძლივს
მოისაზრა, რომ უკან უნდა მიჰყოლოდა.

რაც მართალია, მართალია, ასეთი უცნაური ნაცნობი


აქამდე არასდროს ჰყოლია.

და ფაქტი, რომ ამიერიდან გონებიდან მის წაშლას ვეღარ


მოახერხებდა, თანდათან უფრო და უფრო მიმზიდველი
ეჩვენებოდა...

სარჩევი
თავი 7 153

თავი 7

მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღია. ჩუმად ისხდნენ,


თუმცა სულაც არ იყო ეს სიჩუმე შემაწუხებელი. არც
ლიფტში უსაუბრიათ და სახლის კარი რომ შეაღო
ირაკლიმ, არც მაშინ უთქვამს რამე. შინაურულად,
თითქოს სტუმართან ერთად კი არა, სულაც მარტო
დაბრუნდა სახლშიო, ქურთუკი შესასვლელში მდგარ
საკიდზე მიაკიდა, შემდეგ კი ისე გაემართა
სამზარეულოსკენ, არც ტრადიციული “თავი ისე იგრძენი,
როგორც საკუთარ სახლში” უთქვამს, არც დაჯდომა
შეუთავაზებია და არც ბინის დათვალიერება.

– შაქარი რამდენი?

– შენ რამდენით სვამ?

– ამას მნიშვნელობა აქვს? – ჩაეცინა, თუმცა სათქმელის


აზრს კი მიუხვდა.

– კაკაო შენ შემომთავაზე, ამიტომ, მინდა ზუსტად ისეთი


გავსინჯო, როგორზეც დამპატიჟე, – მხრები აიჩეჩა და
დაინტერესებულმა მოავლო თვალი ოთახს.

უბრალო სახლი იყო, არც ღარიბული ეთქმოდა და არც


ზედმეტად მდიდრული, თუმცა ისე მოეწყო პატრონს,
ადვილად მიხვდებოდით, ვისაც ეკუთვნოდა. კედლები
შეღებილი იყო, ერთი კი საერთოდაც მთლიანად მინით
შეეცვალათ. დასავლეთის მხარეს მთელ კედელზე

სარჩევი
თავი 7 154

სხვადასხვა ფოტო იყო ჩამოკიდებული, თუმცა ყველა –


ჩარჩოს გარეშე. უმეტესობა შავ-თეთრ ფერში, საინტერესო
კომპოზიციები და მხოლოდ რამდენიმე პორტრეტი.
მოპირდაპირე კედელთან, დაბალფეხება მაგიდაზე
ფირსაკრავი იდგა, მთელ სიმაღლეზე კი – წიგნებით სავსე
თაროები. რომელიმე რომანიდან გადმოსული
პერსონაჟის სახლს უფრო ჰგავდა აქაურობა, ვიდრე
რეალური ადამიანისას. აივი კი თავს ისე გრძნობდა,
თითქოს სადღაც სხვა სამყაროში მოხვდა. შეეძლო
დაეფიცა, რომ აქაურობის სურნელიც კი იგრძნო და
თავისუფლად

გამოარჩევდა სხვებისგან. ზოგადად, ისედაც სჯეროდა,


რომ ყველა ადგილს, ისევე როგორც ყველა ადამიანს,
საკუთარი, ინდივიდუალური აურა ჰქონდა, აქაურობა კი
აშკარად ზედმეტად განსაკუთრებულად აღიქვა და
თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ დაინტერესდა ასე
ძალიან ამ კაცით.

– იმედია, რძეზე ალერგია არ გაქვს, – ფიქრები


შეაწყვეტინა ირაკლის ხმამ. ორი სრულიად
სხვადასხვანაირი, დიდი ზომის ჭიქა ეჭირა და აშკარა იყო,
აქამდეც აკვირდებოდა, როგორ ათვალიერებდა გოგონა
მის საცხოვრებელს.

– მარტო რძე არ მიყვარს, მაგრამ რძიანი ყავა – კი. იმედია,


კაკაოშიც მომეწონება, – მშვიდად გამოართვა, მაგრამ
დალევას არ ჩქარობდა, – ცხელს ვერ ვსვამ.

სარჩევი
თავი 7 155

– უცნაურია.

– რა არის უცნაური?

– არ გიყვარდეს ის, რისი დახმარებითაც სხვა რამეს


უკეთესს ხდი, – მხრები აიჩეჩა და ისე წარმოთქვა, თითქოს
ყავასა და რძეზე კი არა, უფრო მაღალ მატერიებზე
საუბრობდა. შემდეგ მინის კედლის წინ, პუფში ისე
მოკალათდა, გოგოსთვის თვალიც არ მოუშორებია და
თავით რომ ანიშნა, თვითონაც დამჯდარიყო, მხოლოდ
შემდეგ გამოერკვა აივი.

– ისე საუბრობ, თითქოს ძალიან ბევრი რამ იცი ჩემზე, –


აღიარა გულწრფელად. თვითონაც ახლა გაიაზრა, რატომ
იზიდავდა ეს ადამიანი ასე ძალიან.

– ბევრი რამის ცოდნა არცაა საჭირო.

– არ მითხრა, რომ ფოტოთი მიხვდი, – ჩაეცინა,


წეღანდელი დიალოგი რომ გაახსენდა, – მაინც არ
დაგიჯერებ.

– რას, ერთი მზერით ყველაფრის წაკითხვა რომ


მოვახერხე? და სულში რომ ჩაგიძვერი თვალების
გავლით? არა, არ გეტყვი, – გაეცინა თვითონაც. ისე
დაკვირვებით უყურებდა, თითქოს მის

თითოეულ ნაკვთს სწავლობდა, იკვლევდა, თითქოს


მართლა მის შიგნით ჩაძრომას ცდილობდა და უნდა
ითქვას, ახერხებდა კიდეც.

სარჩევი
თავი 7 156

– გემრიელია, – რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ


სიჩუმე ისევ აივიმ დაარღვია, – და რძის გემოც უხდება.

– არ დამიმატებია.

– რა? – ვერ მიუხვდა.

– რძე არ დამიმატებია, – ირაკლიმ ისე აზიდა წარბები,


თითქოს ტყუილში გამოიჭირა.

– მომატყუე?

– მე ხომ არ მითქვამს, რომ კაკაოში დავამატე. უბრალოდ


აღვნიშნე, იმედია, ალერგია არ გაქვს-მეთქი. შენ აღიქვი
სრულიად სხვანაირად და ახლა გგონია, რომ მოგატყუე,
როცა

მე ჩემი გადმოსახედიდან მართალი ვარ და,


ამავდროულად, შენც შენი სიმართლე გაქვს.

– ძალიან ხლართავ.

– ამ დროს პირიქით, ზედმეტად მარტივია ყველაფერი.


უბრალოდ, ადამიანის აღქმაზეა დამოკიდებული.

– ანუ, შეიძლება, რაც მე სიმართლე მგონია, ის სულაც არ


იყოს მართალი და ვცდებოდე?

– ანუ, ყველას თავისი სიმართლე აქვს.


ინდივიდუალურია.

სარჩევი
თავი 7 157

– არის ისეთი რაღაცები, რასაც ორი მხრიდან ვერ შეხედავ.

– მაგალითად?

– მაგალითად, როცა ადამიანი გეუბნება, რომ...

– ეგეც ინდივიდუალურია, – შეაწყვეტინა სწრაფადვე, –


რაც ორ

ადამიანს შორის ხდება, მნიშვნელობა არ აქვს, რა


ურთიერთობაა, ყველაფერი ინდივიდუალურ აღქმაზეა
დამოკიდებული და თუ მისი ნათქვამი შენ სხვანაირად
გაიგე, სულაც არ ნიშნავს, რომ თვითონაც მასე გითხრა.

– დედაჩემმა მამაჩემს უღალატა და საყვარელთან ერთად


თავის სამშობლოში, საბერძნეთში გაიქცა. აქ შეიძლება,
რომ ორი სიმართლე არსებობდეს? – ისე მშვიდად
გაუმხილა საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე
მძიმე ამბავი, თითქოს ოდნავაც არ ადარდებდა. წარბიც კი
არ შეხრია ამის თქმისას, არც გამომეტყველება შესცვლია,
სრული სიცივითა და გულგრილობით თქვა და ყველაზე
მეტად ის გაუხარდა, ირაკლის თვალებშიც რომ ვერ
ამოიკითხა სიბრალული.

– გინდა, რომ დედაშენი გავამტყუნო? თუ გინდა, ისეთი


რამ გითხრა, რითიც მის პატიებას შეძლებ?

– მაპატიე, მაგრამ რაც უნდა მითხრა, იმ ამბისადმი


დამოკიდებულებას მაინც ვერ შემაცვლევინებ.

სარჩევი
თავი 7 158

– მართალია. იმიტომ, რომ შენს ხედვას ვერ შევცვლი.


ჩემთვის, შესაძლოა, სრულიად სხვანაირად აღსაქმელი
იყოს ეს ამბავი.

– როგორ შეიძლება, ღალატი სხვანაირად აღიქვა? მით


უმეტეს, როცა შვილი გყავს, ქმარს უყვარხარ, ბედნიერი
ოჯახი გაქვს და...

– თვითონ თუ არ უყვარდა?! არასდროს გიფიქრია, რომ


მამაშენი არ უყვარდა?

– მაშინ, რატომ გაჰყვა ცოლად? შვილი რატომ გააჩინა


ისეთი კაცისგან, რომელიც არ უყვარდა?

– გადაუყვარდა. არ შეიძლება? თუ გრძნობები არ


ცივდება? ან იქნებ ეგონა, რომ უყვარდა და საკუთარი
ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს ისეთ დროს შეხვდა,
როცა უკვე ოჯახი ჰყავდა?

– და ეს თავისთავად იმას ამართლებს, რაც ჩაიდინა?! – ისე


აღშფოთდა, ხელებიც კი აუკანკალდა სიბრაზისგან.
სწრაფად

დადგა ჭიქა იატაკზე და ისე წამოიწია, თითქოს, შეტევაზე


გადასასვლელად ემზადებოდა.

– საკუთარი თავი ოდესმე მის ადგილას დაგიყენებია?

– მე შვილს კაცის გამო არ დავტოვებდი!

– იქნებ მამაშენმა არ გაატანა შენი თავი?

სარჩევი
თავი 7 159

– ირაკლი, ძალიან გთხოვ! – ხმაშიც კი ბრაზი გაერია.


პირველად შეხვდა ისეთ ადამიანს, ასეთი მნიშვნელოვანი
ამბავი რომ გაუმხილა და მისგან სრულიად
განსხვავებული აზრი მოისმინა.

– ეს ამბავი შენ რომ გეხება, შენ რომ იყავი ამ ყველაფრის


მონაწილე და საკუთარ თავზე რომ მოგიწია გადატანამ,
იმიტომ აღიქვამ ასე მძაფრად. სინამდვილეში,
წარმოდგენაც არ გაქვს, რისი გადატანა უწევდა დედაშენს,
რატომ უღალატა, როგორ მივიდა იმ
გადაწყვეტილებამდე, რომ შვილი დაეტოვებინა...

– ნუ ამართლებ! – შეაწყვეტინა და გაცოფებული ფეხზე


წამოიჭრა.

– სინამდვილეში, მიტოვების გადაწყვეტილების მიღება


უფრო რთულია, ვიდრე თავად მიტოვება, – წარმოთქვა
მშვიდად და აივიმ იგრძნო, როგორ შეეკრა სუნთქვა.
შიშიც კი დაეუფლა იმის გამო, საკუთარი აზრების
ასეთნაირი ინტერპრეტაცია რომ მოისმინა და თან, ეს
პირველად არ ხდებოდა.

– წინასწარ ვერასდროს იტყვი, რომელ სიტუაციაში


როგორ მოიქცევი. შეიძლება, დარწმუნებული იყო, რომ
რაღაცას არასდროს გააკეთებ, მაგრამ ფაქტის წინაშე როცა
აღმოჩნდები, ყველაფერი სულ სხვანაირად მოხდეს.

– მაშინაც, თუ ეს რაღაც შენს მორალურ პრინციპებს


ეწინააღმდეგება? ხომ უნდა არსებობდეს რამე, რასაც

სარჩევი
თავი 7 160

ადამიანი არასდროს, არაფრის ფასად გადააბიჯებს? სადმე


ზღვარი ხომ უნდა გადიოდეს?

– არც სხვის გამო? არც ისეთი ადამიანის გამო, რომელიც


შენთვის შენს პრინციპებზე უფრო მნიშვნელოვანია?

– იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ასეთი რაღაც ჩაიდინო?

– იმდენად მნიშვნელოვანი, რომ გარისკვა გიღირდეს.


რისკი ამჯობინო მთელი ცხოვრების იმაზე ფიქრში
გატარებას, რა იქნებოდა, რომ გაგერისკა.

– სტერეოტიპულად აზროვნებ. ჯობს გარისკო და ინანო,


ვიდრე...

– არანაირად, – კვლავ შეაწყვეტინა, – არ ვამბობ მაგას.


უბრალოდ, როგორი დარწმუნებულიც უნდა ვიყო
საკუთარ თავში, ვერასდროს ვიტყვი, რომ რაღაცას არ
გავაკეთებ, რაღაცას ვერასდროს ვაპატიებ, რაღაცას ვერ
გადავყლაპავ. არ ვიცი, რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში, რის
გამო მომიწევს გადაწყვეტილების მიღება, ვის გამო
მომიწევს რაღაცებზე გადაბიჯება. წინასწარ ვერაფერს
განვსაზღვრავ და კარგიცაა,

როცა არ იცი, ხვალ რა გელოდება.

– და შეიძლება, ისეთი რაღაც, როცა ვიღაც გიყვარს, მაგრამ


მის გამოც კი ვერ აბიჯებ რაღაცას?

სარჩევი
თავი 7 161

– როცა ზოგადად საუბრობ, ყველაფერი შეიძლება, –


ჩაეცინა, როცა მიუხვდა, საითაც მიჰყავდა საუბარი, – იცი
რა, თუ ჩემი აზრის მოსმენა გაინტერესებს, გამოცანებით
კი არ უნდა მელაპარაკო, პირდაპირ უნდა მითხრა.

– თუ ამით არაფერი შეიცვლება?

– საყვარელ ადამიანს დაშორდი. ხომ ასეა?

– არ დავშორდი. მიმატოვა, – სიმწრით გაეცინა. ყველაზე


მეტად მსხვერპლის როლში ყოფნას და იმას ვერ იტანდა,
როცა ებრალებოდათ, ახლა კი ისე მარტივად გაუმხილა
სიმართლე, თითქოს ზუსტად იცოდა, ირაკლისგან
სიბრალულს რომ არ მიიღებდა.

– იმიტომ, რომ...

– იმიტომ, რომ ვაფუჭებდი. იმიტომ, რომ არ უნდოდა, ჩემ


გამო რაღაცებზე უარი ეთქვა. იმიტომ, რომ არ უნდოდა,
საკუთარ ცხოვრებაში სიყვარული საქმეზე წინ
დაეყენებინა. იმიტომ, რომ არა საკმარისად... – მიაყარა
გამწარებულმა, თუმცა წინადადების დამთავრება
ვერაფრით მოახერხა. ყელში უეცრად მიწოლილი ბურთი
ისე უცბად გაუსკდა, გააზრებაც ვერ მოასწრო, ცრემლები
რომ გადმოსცვივდა.

მოკვდებოდა, მაგრამ არაფრით იტირებდა უცხო


ადამიანის თვალწინ. მეგობრებთან ტირილიც არ
უყვარდა. საერთოდაც, საშინლად ეზიზღებოდა

სარჩევი
თავი 7 162

საკუთარი თავი ასეთ მომენტებში. ერჩივნა, საერთოდ


გამქრალიყო, მაგრამ საკუთარი სისუსტე სხვებისთვის არ
ეჩვენებინა. ახლა კი იდგა უცხო კაცის სახლში, ოთახის
შუაში, აკანკალებული ტუჩებით, გაყინული ხელებით,
აწითლებული ცხვირით და ისე სდიოდა ცრემლები, ვერც
ახერხებდა შეჩერებას.

თითქოს ამ წუთს ელოდა აქამდე, ყველაფერი რომ


დაეტირებინა.

დაეტირებინა, როგორ მოუკლეს გრძნობა.

დაეტირებინა, როგორ თქვეს მასზე უარი.

დაეტირებინა, როგორ მოიშორეს.

დაეტირებინა, როგორ მოიკვეთეს დაავადებულ


ორგანოსავით.

დაეტირებინა, როგორ ვერ აღმოჩნდა საკმარისად კარგი


და აღარ არსებობდა საყვარელი კაცისთვის, თვითონ კი
წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.

ვერ შეძლო, ეყვირა, სკანდალი მოეწყო, ეტირა მის


თვალწინ, ეჩხუბა და არაფრით გაეშვა.

ვერ შეძლო, წყალწაღებულივით ჩაბღაუჭებოდა და


თუნდაც განწირული ხმით ეთხოვა დარჩენა.

ვერ შეძლო, საკუთარი თავისთვის გადაებიჯებინა,


ყველაფერი სანაგვეზე მოესროლა, ყველაფერზე უარი

სარჩევი
თავი 7 163

ეთქვა და გამხდარიყო ისეთი ქალი, როგორიც ანდროს


სჭირდებოდა გვერდით.

ვერ შეძლო იმ კაცის შენარჩუნება, ასე რომ უყვარდა და


მაინც მარტო დარჩა.

ჰოდა, იდგა უცხო კაცის სახლში, ოთახის შუაში,


აკანკალებული ტუჩებით, გაყინული ხელებით,
აწითლებული ცხვირით და საფლავზე დამხობილივით
დასტიროდა საკუთარი ხელით დასაფლავებულს.

– ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება არ არის


სწორი, – დაბალი ხმით წარმოთქვა ჭანტურიამ,
თვითონაც იატაკზე დადგა კაკაოიანი ჭიქა და ნელა
მიუახლოვდა. თითქოს გოგოს დაფრთხობის ეშინოდა,
თუმცა აივი ახლა ისეთ მდგომარეობაში იყო, ალბათ
დედამიწის ზურგზე ვეღარაფერი შეაშინებდა.

– მე რომ ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც მას გვერდით


სჭირდება...

– შენ რომ ისეთი ყოფილიყავი, როგორიც მას გვერდით


სჭირდება, შენ აღარ იქნებოდი. არ გექნებოდა საკუთარი
ხელით შეჭრილი თმა, შეუღებავი თვალები, არ გექნებოდა
ტუჩის ზემოთ იარა, რომელიც, მართალია, მხოლოდ
კარგად დაკვირვებისას, მაგრამ მაინც შესამჩნევია. შენ
რომ ისეთი ყოფილიყავი, როგორიც მას სჭირდება
გვერდით, გეცმეოდა მაღალქუსლიანი, მოდური
ფეხსაცმელი, წელში გამოყვანილი მანტო, რომელიც

სარჩევი
თავი 7 164

საერთოდ არ გაგათბობდა, მაგრამ ლამაზი იქნებოდა. შენ


რომ ისეთი ყოფილიყავი, როგორიც მას სჭირდება
გვერდით, ისე შეგაწუხებდა შენს ფეხსაცმელზე ტალახის
კვალი, გახდისთანავე გადააგდებდი და მისკენ
აღარასდროს გაიხედავდი, – ესაუბრებოდა მშვიდად,
ნელა, თანდათან უახლოვდებოდა და თვალსაც არ
აშორებდა. ისე ჟღერდა მისი ხმა სრულ სიჩუმეში,
საერთოდ არ არღვევდა მყუდროებას და აივიც ისე
უსმენდა, დისკომფორტს ოდნავაც

არ უქმნიდა.

– შენ რა იცი, როგორია და როგორი სჭირდება გვერდით...

– აშკარაა, რომ ისეთი არა, როგორიც შენ ხარ. და


საერთოდაც, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც
საერთოდ არ შეუძლიათ, გვერდით ვინმე ჰყავდეთ. და ეს
სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ უყვართ.

– ვუყვარდი...

– არ გეკამათები. ის, რომ შენგან წასვლა გადაწყვიტა,


არანაირად არ ამტკიცებს საპირისპიროს. ზოგჯერ,
როდესაც ხვდები, რომ ადამიანი შენ გვერდით ბედნიერი
ვერ იქნება, ვერ იქნები მისთვის ისეთი, როგორსაც
იმსახურებს, ვერ შეძლებ რაღაცების გადალახვას, ვერ
მისცემ იმას, რისი ღირსიცაა, ჯობს, რომ გაუშვა.

– და ამდენ ხანს რას ელოდებოდა?

სარჩევი
თავი 7 165

– განა მარტივია საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ


საყვარელი ადამიანის გამოც კი ვერ ახერხებ რაღაცების
გადალახვას?

– მსხვერპლად ნუ გამოგყავს, – ამოთქვა ჩამწყდარი ხმით


და მუშტით ამოიწმინდა ცრემლიანი თვალები, – მე არ
მითხოვია მისთვის, რომ სამსახურზე უარი ეთქვა. არც ის
მითხოვია, საკუთარი პრინციპებისთვის გადაებიჯებინა.
პირიქით, ყველაფერს ისე ვაკეთებდი, თავი რომ კარგად
და კომფორტულად ეგრძნო, მაგრამ...

– და სამაგიეროდ, საკუთარ თავს მსხვერპლად წირავდი.


სიყვარული კი მსხვერპლშეწირვა არაა...

– ამის გამო არასდროს დამიწუწუნია. არასდროს


მითქვამს, რომ მომბეზრდა. არასდროს დამიმადლებია ის,
რასაც ვაკეთებდი, – შეეწინააღმდეგა ისე, თითქოს
გონებიდან ამოუვარდა ყველა ჩხუბი და კამათი.

– მაგრამ, რაღაც დროის შემდეგ, ეს ყველაფერი


მოგბეზრდებოდა. ყელში ამოგივიდოდა და სიამოვნებით
კი აღარ გააკეთებდი ამას, პირიქით, იფიქრებდი, რომ
ყველაზე დაჩაგრული ქალი ხარ დედამიწის ზურგზე.
იფიქრებდი, რომ შენ უფრო მეტად გიყვარს, ვიდრე მას და
საერთოდაც არ იმსახურებს შენს სიყვარულს. იფიქრებდი,
რომ იმას, რასაც რეალურად შენ საკუთარი ნებით
წირავდი, ის მოითხოვდა შენგან. ეს ყველაფერი ძალიან
შორსაა სიყვარულისგან. ცალმხრივი არაფერი ვარგა.

სარჩევი
თავი 7 166

– არ იყო ეს გრძნობა ცალმხრივი.

– გახდებოდა. ყოველ შემთხვევაში, შენთვის მაინც. არ


შეიძლება, საკუთარ თავზე უარი თქვა სიყვარულის
სახელით და გეგონოს, რომ მეორე მხარე შენგან სწორედ
ამას ელის.

– არ მინდა მის გარეშე ყოფნა.

– უთხარი?

– აზრი არა აქვს.

– მარტო შენ რატომ წყვეტ, რას აქვს აზრი და რას არა?

– შენ მას არ იცნობ. მე კი ზუსტად ვიცი, რომ როდესაც


გადაწყვეტილებას მიიღებს, მას არაფრისდიდებით აღარ
შეცვლის.

– თუ ასეა, რატომ გინდა ისეთი ადამიანის გვერდით


ყოფნა, ვინც შენზე უარს ამბობს? მაზოხისტი ხარ?

– არაა მასე... – ამოიოხრა და, ზედმეტად რომ შემცირდა


მათ შორის დისტანცია, სწრაფადვე გამოეცალა. – კაკაო
გამიცივდა, კიდევ გამიკეთებ?

– რძით თუ მის გარეშე? – ჩაეღიმა ირაკლის.

– რძის გარეშე. მაგრამ ამჯერად მეც გიყურებ!

***

სარჩევი
თავი 7 167

– ლამაზი ხედია, – რამდენიმე საათის შემდეგ ისე


წარმოთქვა აივიმ, თითქოს პირველად გაიხედა მინის
კედლის მიღმა.

– მეც მომწონს, – გულწრფელად აღიარა კაცმა.

– ასეთი სახლიდან საერთოდ რატომ გამოდიხარ გარეთ?

– ადამიანს ყველაფერი ბეზრდება.

– მათ შორის, ასეთი ხედი და სახლიც?

– კი. მაგრამ ვცდილობ, ხშირად ვცვალო რაღაცები და არ


შევეჩვიო, – გამოუტყდა და ისე წამოდგა პუფიდან,
თითქოს ახლაღა გაახსენდა რაღაც, – მაგალითად, მუსიკა.
– შემდეგ კი, ფირსაკრავი რომ აამუშავა და ოთახი
კლასიკური მუსიკის ჰანგებით აავსო, გოგონამ თვალები
დახუჭა და ისე გადაწვა პუფზე, იმ მომენტში სხვა
არაფერი უნდოდა ბედნიერებისთვის.

– ჩემი მეგობრის მეზობელი საქსოფონზე უკრავს. ზოგჯერ


ისეთ

შესაფერის დროს იწყებს რეპეტიციას, ყველაზე


მნიშვნელოვანი სასაუბროც რომ გვქონდეს, მეც და თიკაც
ვჩუმდებით და ვუსმენთ, სანამ არ გაჩერდება.

– როცა ნიჭიერი მეზობლები არ გყავს, ფირსაკრავის


დახმარებაც შეიძლება.

– საერთოდ არ სვამ?

სარჩევი
თავი 7 168

– რატომ მეკითხები? – გულწრფელად გაუკვირდა. ისე


საუბრობდნენ, არც ერთი არ უყურებდა ერთმანეთს.

– კაკაოზე დამპატიჟე. ნუ კარგი, გასაგებია, ორიგინალური


იყო, მაგრამ...

– შენი აზრით, კაკაოზე იმიტომ დაგპატიჟე,


ორიგინალურად რომ გამომსვლოდა?

– არა, უბრალოდ...

– და შენც იმიტომ წამოხვედი, რომ ორიგინალურად


ჩამთვალე?

– ირაკლი, ეგ არ მიგულისხმია, – წამოიწია და ბიჭის მზერა


ვერაფრით რომ ვერ მიიპყრო, ბოლოს საერთოდაც
წამოდგა და მის წინ მოკალათდა მუხლებზე, – ბარში
“კოლას” სვამდი, ახლა უკვე მესამე ჭიქა კაკაო გააკეთე. ამ
სიტუაციას ყველაზე მეტად წითელი ღვინო
მოუხდებოდა, შენ კი მისი შემოთავაზება არც გიფიქრია.

– არ მინდა, – მხრები აიჩეჩა, – შენ თუ გინდა, შემიძლია


დაგისხა.

– ყოველთვის მხოლოდ იმას აკეთებ, რაც შენ გინდა?

– კი. და ეს ყოველთვის ამართლებს.

– და მე თუ გთხოვ, რომ ახლა ღვინის ბოთლი მოიტანო,


გახსნა და დამისხა, მაგრამ შენ ეს არ გენდომება, არ
გააკეთებ?

სარჩევი
თავი 7 169

– აივი, რა გინდა, რომ გიპასუხო? – გაეცინა. – და


საერთოდაც, აცრა მაქვს გაკეთებული და ჩემთვის დალევა
არ შეიძლება. მგონი, არც შენთვის იქნება ახლა
სასურველი.

– მართლა ზაზუნამ გიკბინა?

– მართლა, – გაეცინა და მეტი დამაჯერებლობისთვის


მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი თვალებთან
მიუტანა, – და შენ?

– ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. ბარის ღამეს ბევრი


მომივიდა... – მხრები აიჩეჩა, ვითომც არაფერიაო და
შემდეგ სულ სხვა თემაზე გადაერთო. – ფოტოს მაჩვენებ?

– დარწმუნებული ხარ, რომ ნახვა გინდა?

– რატომ მეკითხები?

– მგონია, რომ შედარებით უკეთეს ხასიათზე ხარ.

– კარგი, – დაეთანხმა უყოყმანოდ, – მაშინ, შენი ფოტოები

მაჩვენე.

– არ მაქვს, – უპასუხა სწრაფადვე და სამზარეულოსკენ


რომ გაემართა, ვერც მოასწრო აივიმ დაძახება, ამდენი
კაკაოს დალევა აღარ შემიძლიაო, იქიდან ღვინის
ბოთლითა და ერთი ცალი ბოკალით გამომავალი რომ
დაინახა.

სარჩევი
თავი 7 170

– შენზე რატომ არაფერს მიყვები?

– რა გაინტერესებს?

– მე ჩემ შესახებ ისეთი რაღაცები გაგიმხილე, რაც,


უახლოესი ადამიანების გარდა, არავისთვის მითქვამს. არ
ვგულისხმობ, რომ ამის გამო შენც ვალდებული ხარ, იგივე
გააკეთო, მაგრამ...

– რესტორნის გახსნა მინდა, – წარმოთქვა


სასხვათაშორისოდ.

– კაკაო ირაკლისგან! – აივის ისე გაეცინა, აშკარა იყო,


ამდენი კაკაო მართლა ყელში ამოუვიდა. – რძით, მის
გარეშე, რძის გარეშე, როცა გეგონებათ რომ რძითაა, ან
პირიქით...

– მერამდენედ უნდა გამახსენო? – აჰყვა ჭანტურიაც.

– სულ! აი, ღვინის შემთხვევაში კი ვერ მომატყუებ! –


წარმოთქვა ამაყად და წითელი სითხით სავსე ბოკალი
ხელში შეათამაშა.

– ჩემს რესტორანში არ დაგპატიჟებ.

– დაპატიჟება არც დამჭირდება. ისედაც მოგაგნებ.

– აი, მესმის ამბიცია!

– შენ ჩემს მეგობარს არ იცნობ! მიწიდან ამოგაძვრენს.

სარჩევი
თავი 7 171

– სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს.


მე დაზარალებული ვარ, ზაზუნას მსხვერპლი, თქვენ
კიდევ...

– ამჯერად თიკა არ მიგულისხმია, – გაეცინა


გამხიარულებულს, – ნუ, თიკასაც არ გაუჭირდება, მაგრამ
ანუკი მართლა მიწიდან ამოგიღებს და მაინც გიპოვის.

– თან, ჩემი სახლის მისამართიც იცი...

– შენი ზოდიაქოც...

– არ ვარ ტიპური კურო, – გაეცინა, ამასაც რომ შეეხნენ.

– მე დიდად არც მჯერა მაგეების, უბრალოდ, თიკა


გიჟდება. ცოტათი აფრენს. არ გინდა, სადმე წავიდეთ? –
სწრაფადვე შეცვალა თემა.

– ჯერ აშკარად არ დაგილევია, არა?

– კარგი, რა! ვერ დამაჯერებ, რომ არასდროს გნდომებია


ასე მოულოდნელად ადგომა და გადაკარგვა.

– სად გინდა წასვლა?

– სადმე, სადაც ყოფნა არ შეიძლება... – სასაცილოდ


აათამაშა წარბები და ღვინით სავსე ბოკალი ერთი მოსმით
გამოცალა.

– მეამბოხე თინეიჯერი!

სარჩევი
თავი 7 172

– თინეიჯერი აღარ ვარ. მაგრამ მეამბოხეობისთვის არც


ახლაა გვიანი. არ გეგულება ისეთი ადგილი, სადაც ჩვენი
შესვლა აკრძალული იქნება, მაგრამ მაინც შევალთ?

– აივი, შუაღამეს გადასცდა, სამი დაიწყო უკვე.

– ნუ ხარ მოსაწყენი!

– აბა, რა გინდა, რომელიმე მაღალი კორპუსის სახურავზე


აგიყვანო და გითხრა, რომ ხედზე მშვენიერი შენ ხარ?! –
ვეღარაფრით შეიკავა სიცილი.

– ხედი აქაც გადასარევი გვაქვს. განსაკუთრებულად


არაფერი გიყვარს? სად გაქვს შენი ყველაზე ემოციური
ფოტო გადაღებული?

– ეროვნული ნაკრების მოედანზე, – უპასუხა


გულწრფელად და ვერაფრით მიხვდა, რატომ აიფარა
გოგონამ ორივე ხელი სახეზე და შემდეგ რატომ
ამოიღმუვლა სასოწარკვეთილმა. – რა მოხდა?

– ყველაფერი გააფუჭე.

– რატომ? რა დავაშავე?

– არა, პრინციპში, შენ არაფერი... ადექი, წავიდეთ!

– რა? სად უნდა წავიდეთ? – საერთოდ დაიბნა.

– დინამოზე. წამოდი, წამოდი. მაჩვენებ, სად, ზუსტად


რომელი ადგილიდან, რატომ გადაიღე ის ფოტო, მერე

სარჩევი
თავი 7 173

დავბრუნდებით სახლში და იმ ფოტოსაც ვნახავ და


შევამოწმებთ, რამდენად კარგი ფოტოგრაფი ხარ და
როგორ გადმოსცემ გრძნობებს.

– აივი, სამი დაიწყო-მეთქი, – გაეცინა კიდევ ერთხელ, –


ღამით სიარულის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ...

– ვიცი, რომ არ შეგვიშვებენ. ეგ მომწონს ზუსტად. მეც


მაქვს მაგ ადგილთან დაკავშირებული მოგონება და
მოგიყვები. ამდენს ნუ მახვეწნინებ.

– კარგი, – მოულოდნელად დაეთანხმა ირაკლიც.


ზოგადად, არ იყო ის ტიპი, წესების დარღვევით რომ
იღებენ სიამოვნებას და მეამბოხე ცხოვრებით ცხოვრობენ,
მაგრამ ახლა ისეთი თვალებით უყურებდა გოგონა, ისეთი
მონდომებული იყო, ისე უნდოდა, რაღაც ისეთი ენახა, რაც
თავის ისტორიას ინახავდა, ყურადღება სხვა რამეზე
გადაეტანა და ირაკლიც სხვა კუთხით გაეცნო, ვერაფრით
ეტყოდა უარს.

– ფოტოს ნუ წამოიღებ, უკან დავბრუნდებით!

– უცნაური სტუმარი ხარ, – სიცილით აღნიშნა, მაგრამ


აღარ შეწინააღმდეგებია, – ტაქსი რომ გამოვიძახო, ხომ
შეიძლება?

– არა!

– აივი, დინამოზე მივდივართ, ახლა კი იპოდრომთან


ვართ... ფეხით რომ წავიდეთ...

სარჩევი
თავი 7 174

– რატომ ფეხით, მანქანები არ მოძრაობენ ქუჩაში?


ავტოსტოპის შესახებ არაფერი გსმენია? რა წესიერი ხარ,
რა წესია?!

– მგონი, ღვინო არ უნდა გამომეტანა... – ჩაეცინა ბოლოს,


თუმცა მეტად წინააღმდეგობის გაწევა აღარ უცდია,
უსიტყვოდ აიღო ქურთუკი, აივისაც გაუწოდა მოსაცმელი
და სანამ სახლიდან გავიდოდნენ, ყოველი
შემთხვევისათვის, ფოტოაპარატიც გააყოლა ხელს...

სარჩევი
თავი 8 175

თავი 8

– არ მჯერა, რომ ამის გაკეთებას ვაპირებთ! – ჯერ კიდევ


გაოგნებული იყო ჭანტურია, ეროვნული სტადიონის
ცენტრალურ შესასვლელთან რომ იდგნენ შუაღამისას.

– რომ შევალთ, დაიჯერებ! – გაეცინა აივის, შემდეგ კი


უხმოდ, თავის მოძრაობით ანიშნა, რომ შედარებით
ჩაბნელებული კუთხისკენ წასულიყვნენ. – მეეჭვება,
ცენტრალურიდან შეგვიშვან.

– არა, ღობის სიმაღლეს თუ ხედავ?!

– ირაკლი, რამდენი წლის ხარ? – დაუბრიალა თვალები და


შესასვლელები გამოცდილი ქურდივით დაზვერა. –
ახალგაზრდობაში არსად შეპარულხარ?!

– ოცდარვის ვარ და არ მგონია, შენზე ბევრად დიდი ვიყო,


თვალი ჩაუკრა გოგოს და მეტად აღარც მოუცდია,


პირველი თვითონ გაემართა ერთ-ერთი შესასვლელისკენ.

– გადაძრომას არ აპირებ? – უკან მიჰყვა აივიც.

– გაგიკვირდება და ზოგჯერ დაცვასაც სძინავს, – მხრები


აიჩეჩა, თითქოს უჩვეულოს არაფერს ამბობდა და შემდეგ
ისე მოხერხებულად გაძვრა რკინის ჯაჭვით
დაკავშირებულ ღობესა და კარს შორის, ვერც კი
იფიქრებდით, ამას პირველად თუ აკეთებდა.

სარჩევი
თავი 8 176

მარტივი არ აღმოჩნდა წესების დარღვევა და ისეთ


ადგილას შეპარვა, სადაც მათი ყოფნა არ შეიძლებოდა,
თუმცა აზარტული და ადრენალინის მომაზღვავებელი კი
ნამდვილად იყო. ისე მოქმედებდნენ, ისე დაკვირვებით
ელოდნენ, როდის ჩაივლიდა დაცვა, როდის გაიხედავდა
მეორე მხარეს, თითქოს ყველაზე დაცული ციხიდან
გაქცევას აპირებდნენ და არა, უბრალოდ, მოედანზე
შეპარვას.

– აღიარე, რომ მაგარი შეგრძნებაა! – პატარა ბავშვივით იყო


აჟიტირებული აივი, ყველაფერი რომ გამოუვიდათ და
მიზნისგან კიბეზე ასვლაღა აშორებდათ.

– ჯერ სად ხარ! – ირაკლის ისე უცნაურად ჩაეცინა, გოგონა


მანამ ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა, სანამ ზემოთ
ასულს, სრულიად ცარიელი და ჩაბნელებული მწვანე
მინდორი არ გადაეშალა თვალწინ.

ძალიან უცნაური იყო ასეთი სტადიონის ნახვა.


მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ დადიოდა თამაშებზე,
როცა დადიოდა, მაშინაც მხოლოდ ანუკის ხათრით.
სიმართლე რომ ითქვას, ვერ იღებდა თამაშის ყურებისას
ისეთ სიამოვნებას, როგორსაც მისი მეგობარი. ვერც
სანახაობრივად აღიქვამდა და, შესაბამისად, არც
არასდროს დაკვირვებია დიდად, როგორი იყო აქაურობა.
ახლა კი სრულიად განსხვავებული შეგრძნება დაეუფლა
და ვერ გაიაზრა, რის გამო იყო ეს სინამდვილეში – წესების

სარჩევი
თავი 8 177

დარღვევით გამოწვეული სიამოვნების თუ რაიმე სხვა


მიზეზის.

– ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. როგორც წესი, შიგნით


აღარ ამოწმებენ, მაგრამ რამე თუ იეჭვეს, მერე უკვე...

– გეყოფა! – თვალები აატრიალა, მობილურის განათება


ჩართო და პირველი თვითონ დაუყვა მოედნისკენ
ჩამავალ კიბეს. – შენი პესიმიზმით მომენტს ნუ აფუჭებ!

– და ამას მეუბნება გოგო, რომელიც...

– კარგი, მორჩა! – გაეცინა თვითონვე. ვის-ვის და მას


ნამდვილად არ ჰქონდა უფლება, სხვის პესიმიზმზე
ეწუწუნა. – ყველაფრის მოსმენა იმ ადგილას მინდა,
საიდანაც შენ დაინახე და გადაიღე ეს კადრი.

– კარგი. მაგრამ მოსაყოლად და სიტყვებით


გადმოსაცემად ცოტა რთულია...

– სცადე.

– და მით უმეტეს, რთულია, როცა ადამიანს ეს ყველაფერი


არ უყვარს, – გაეცინა, აივის რეაქცია რომ გაახსენდა,
სტადიონი როცა უხსენა.

– ჰოდა, სცადე, შემაყვარო! – თვალი ჩაუკრა და ის იყო,


მინდორზე უნდა გაებიჯებინა, ბიჭმა ხელი რომ ჩაავლო
და უკან გამოაბრუნა.

სარჩევი
თავი 8 178

– ჯერ ადრეა მანდ შესვლა! წამომყევი... – დაამატა


მშვიდად და ერთ-ერთი კუთხისაკენ წაიყვანა.

მობილურის სუსტი სინათლე გზას ძლივს ანათებდა.


ზედმეტად მისტიკურიც კი ჩანდა იქაურობა ასეთ
გარემოში. არ ჰგავდა იმ ადგილს, სადაც ადამიანების
გარკვეული კატეგორია სულ დადიოდა და, წაგებისა თუ
მოგების მიუხედავად, მთელი ძალითა და ხმით
გულშემატკივრობდა საყვარელ ნაკრებს. თითქოს სულ
სხვა მუხტი ჰქონდა მაშინ, ახლა კი ისე მიტოვებულად და
უსარგებლოდ გამოიყურებოდა, უცნაურმა შეგრძნებამ
გაუკაწრა გოგონას გული.

– ახლა სულ სხვანაირია აქაურობა... – და ირაკლიც,


თითქოს მის ფიქრებს გამოეპასუხა, – მაშინდელ თამაშზე
მყოფი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთსაც თუ
ვნახავდი...

– ხედავ, რამხელა სარგებლობა მომაქვს?! – გაეცინა და ვერ


მიხვდა, რატომ გაჩერდნენ მაინცდამაინც კუთხურის
ნიშნულთან.

– მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური


თამაშები იყო...

– მანდაც ვთამაშობდით?! კარგი, კარგი, მაპატიე, მართლა


აღარ გაგაწყვეტინებ!

სარჩევი
თავი 8 179

– საშინაო მატჩებზე, ასე თუ ისე, ტრიბუნების ნახევარი


მაინც ივსებოდა. მაშინ კი, არ ვიცი, რა მოხდა – ის
მოქმედებდა, რომ ჯგუფიდან გასვლის იმედი ჯერ კიდევ
იყო; ის, რომ უელსის ნაკრებს ვეთამაშებოდით და მათი
გულშემატკივარიც ჩამოვიდა, თუ სხვა რაიმე მიზეზით,
გადაჭედილი იყო

აქაურობა. დილიდან აქ ვიყავი. ერთ-ერთი სპორტული


პორტალისთვის ვამზადებდი სიუჟეტს და იმის
გათვალისწინებით, რომ ფეხბურთი ბავშვობიდან
მიყვარდა, წუთსაც არ ვტოვებდი ისე, აქაურობა რომ არ
გადამეღო და ის ყველაფერი არ დამეფიქსირებინა, რაც
მატჩამდე ხდებოდა. დამიჯერე, ის უფრო
მნიშვნელოვანია...

– მე რომ ახლა ემოციებს არ გამოვხატავ, არ გეგონოს,


დაკვირვებით არ გისმენ... – მაინც შეაწყვეტინა აივიმ.
ისეთი უცხო იყო მისთვის ეს ყველაფერი, არ უნდოდა,
ირაკლის უემოციოდ ჩაეთვალა. თვითონაც ისეთი
გატაცებით უყვებოდა, აღარც კი გაბრაზებულა, ისევ რომ
შეაწყვეტინეს. თავი დაუქნია მხოლოდ და მშვიდად
გააგრძელა.

– თამაშის დაწყებამდე აქ ისეთი სიტუაციაა... სულ


სხვანაირი. ყველაფერია, ყველანაირი ემოცია, ყველაზე
ნამდვილი და გულწრფელი. გამორიცხულია, არ
იმოქმედოს. ისე ემზადებიან ბიჭები, ისეთი თვალები
აქვთ, არც ის აღელვებთ, თავზე რომ

სარჩევი
თავი 8 180

აწვიმთ, ისიც უმნიშვნელო ხდება, სველ ბალახზე


დაცემისას კანი რომ ეკაწრებათ, მერწმუნე, იმ მომენტში
ვერც კი გრძნობენ ამ ყველაფერს. ეს მინდორია მათთვის
ცხოვრებაც, დასაწყისიც და დასასრულიც. ყოველ ჯერზე,
როცა განათება ირთვება და ბალახზე პირველ ნაბიჯს
დგამენ, ახლიდან იბადებიან და ყოველ ჯერზე, აქედან
გასვლა როცა უწევთ, ერთ სიცოცხლეს აქ ტოვებენ. ჰიმნი
ყველაზე მნიშვნელოვანია...

– ჰიმნის მომენტი მეც მიყვარს! ყველაზე ლამაზი ჰიმნი


გვაქვს!

– და მათთვის ეს ყველაფერი მხოლოდ ლამაზი კი არ არის,


შეგრძნებაა, რომ შენი ქვეყნის სახელი, დროშა და ჰიმნი
უფრო შორს გაგაქვს, რაღაცას აკეთებ სამშობლოსთვის,
რაღაც წვლილი შენც შეგაქვს. მაყურებლის თვალით
დანახული სულ სხვაა. აქედან რადიკალურად
სხვანაირად ჩანს ყველაფერი და იმ თამაშზეც, ტრიბუნები
რომ გადაივსო და ბიჭებს მხოლოდ მოგება
სჭირდებოდათ, ისეთი მუხტი იყო, ალბათ კიდევ უამრავი
წელი მემახსოვრება ის ემოცია.

– მაგრამ წავაგეთ?

– მაცადე! მაგას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმ


ყველაფრის მერე, რაც მე ვნახე...

სარჩევი
თავი 8 181

– ირაკლი, ამომხდა სული, გავჭაღარავდი, დაგვათენდა... –


მოუთმენლობისგან ფეხები დააბაკუნა, მაგრამ მაინც
ვერაფერს გახდა.

– ჩვენი ნაკრები როგორ მდგომარეობაშიცაა ახლა, ყველამ


კარგად ვიცით, მაგრამ იმედი მაინც იყო. პირველმა ტაიმმა
საშინლად ჩაიარა. ფრედ დასრულებაც არ გვაწყობდა,
მოგება გვჭირდებოდა მხოლოდ, სამი ქულა! მიუხედავად
იმისა, რომ ბოლომდე იბრძოდნენ, მომენტიც არ გვქონია
თითქმის. საშინელი სახეებით გავიდნენ გასახდელში,
მაგრამ მაინც შემართებით დაიწყეს მეორე ტაიმი. ამ კარში
უკვე მოწინააღმდეგის მეკარე იდგა. მოწინააღმდეგეებიც
თავგანწირვით იბრძოდნენ, მათ შორის, ამ ტრიბუნებზეც,

კარს უკან საკმაოდ დიდ სექტორზე ანიშნა, – ყველანი


“უელსის” ფორმაში გამოწყობილნი, დროშებითა და
შეძახილებით ამხნევებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს.
თამაშის ბოლოსკენ უხეშობაზეც გადავიდნენ, მათაც
მხოლოდ მოგება უნდოდათ. უნდა ვაღიაროთ, უხეშობას
არც ჩვენი მცველები აკლებდნენ. მოკლედ, წარმოიდგინე,
თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთიღა რჩება. უკვე
ყველა ფეხზეა, აქეთ უელსელები ყვირიან, საპირისპირო
მხრიდან ჩვენი ქომაგები ამხნევებენ ბიჭებს. კაპიტანიც კი,
აქამდე არც ერთ თამაშში რომ არ მინახავს მისი ყვირილი,
მოედნის ბოლოდან იძლევა მითითებებს. ისეთი მუხტია,
ისე მიდის ყველაფერი, გამორიცხულია, ერთი გოლი
მაინც რომ არ გავიდეს. ჩვენები აქეთ მხარეს

სარჩევი
თავი 8 182

გადმოვიდნენ, გაიშალნენ, ბურთს აკონტროლებდნენ,


მშვიდად, დამუშავებული კომბინაციით მოდიოდნენ წინ,
წუთზე ნაკლები რჩებოდა თამაშის დასრულებამდე,
საჯარიმოში იყო ყველა, ჩვენი მეკარეც კი ლამის მოედნის
ცენტრამდე ჩამოვიდა. ფოტოგრაფებიც მობილიზებული
ვიყავით, აუცილებლად უნდა

დაგვეჭირა ყველაზე მნიშვნელოვანი კადრი. თავს ისე


ვგრძნობდი, თითქოს კამერა რაღაც ნივთი კი არ იყო,
ორგანიზმზე შემეზარდა. უკვე გადასაღებად მოვემზადე,
ფორვარდს რომ მიუვიდა ბურთი, კაპიტანი ჩემი
კუთხურისკენ იდგა, ვიცე-კაპიტანი – მეორე მხარეს,
უელსის მცველებიც კარს აღარ შორდებოდნენ. და ჩვენმა
ფორვარდმა გადაწყვიტა, რომ დრო აღარ დაეკარგა.
მარჯვენა ფეხით მაღალი ბურთი მეტოქის კარისკენ
გაუშვა...

– და გოლი გავიდა?! – წამოიძახა აღელვებულმა.

– და იმ მომენტში, როცა გოლი გავიდა, ჩემმა ობიექტივმა


სულაც არ დააფიქსირა გოლის გატანის სცენა... – ჩაეცინა
მაშინდელის გახსენებაზე.

– რა? რას ამბობ? – აივი ვერაფრით მიუხვდა, რა აცინებდა.

– წარმოიდგინე, ასეთი გარემოა, ასეთი დაძაბულობა,


ამდენ ხანს ველოდები სასურველ კადრს და...

– ირაკლი, მალე მითხარი, რა მოხდა, ვეღარ ვითმენ!

სარჩევი
თავი 8 183

– ისე ვიდექი, ჩემგან პირდაპირ VIP სექტორი ჩანდა. არ


ვიცი, რატომ, რის გამო გამექცა თვალი, როცა, წესით,
მოედანზე ბევრად საინტერესო ხდებოდა, მაგრამ...
წყვილი დავინახე. ერთმანეთს კოცნიდნენ, გოგოს სახე არ
უჩანდა, თმა ჰქონდა მხრებზე ჩამოშლილი, არც ერთს არ
აინტერესებდა, რა ხდებოდა გარშემო – გავიდა თუ არა
გოლი, მოვიგეთ თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში.
იმდენად საკუთარ სამყაროში იყვნენ, იმდენად
უმნიშვნელო იყო მათ ფონზე სხვა ყველაფერი, თვალი
ვერაფრით მოვწყვიტე. ფოკუსშიც სწორედ ისინი
მოექცნენ იმ დღის მთავარ ფოტოზე. წარმოიდგინე, ხალხი
ფეხზე დგას, ღრიალებს, დროშებს აფრიალებს,
ფეხბურთელებს მოედანზე ისეთი ზედახორა აქვთ
შექმნილი, ყველა ერთმანეთს ეხუტება, ულოცავს... და ამ
დროს ამ სამყაროს სრულიად მოწყვეტილი ორი ადამიანი.
ვერ შევძელი, რომ არ გადამეღო.

– აუცილებლად უნდა ვნახო ის ფოტო! – მეტი


ვეღარაფრის

თქმა ვერ მოახერხა აივიმ. ისეთი ემოციური მოსასმენი


იყო, თითქოს თვითონაც იქ იდგა იმ მომენტში და
ირაკლის თვალით ხედავდა იმ ყველაფერს.

– არ ვიცი, რატომ, დიდი ხანი არცაა, რაც გადავიღე, მაგრამ


ყველაზე მნიშვნელოვანი კადრია ჩემთვის. არც არსად
გამომიქვეყნებია, არც იმ წყვილის მოძებნა მიცდია.
მხოლოდ ჩემთვის მაქვს შენახული, – გაუღიმა, რამდენიმე

სარჩევი
თავი 8 184

წამის შემდეგ კი სხვათა შორის დაამატა, – მაგრამ, რომ


დავბრუნდებით, გაჩვენებ.

***

ზურგით იყვნენ გაწოლილები მწვანე მინდორზე და ისე


მშვიდად ელოდნენ გათენებას, თითქოს საერთოდ
გადავიწყებოდათ, შეპარულები რომ იყვნენ შიგნით და
უნდა ეფრთხილათ. ადრენალინზე მეტად აივის აქაური
გარემო მოსწონდა. აქამდე არასდროს გაუაზრებია ასე
მძაფრად

ყველაფერი, ახლა კი ირაკლის მოყოლილიდან


თითოეული სიტყვა ისე აღიქვა, ისე ახლოს მიიტანა, ისე
სხვანაირად დაინახა ეს სპორტიც და მოედანიც,
მოსწონდა კიდეც აქ ყოფნა.

– ეს იყო უკანასკნელი ადგილი, სადაც ერთად ვიყავით მე


და ანდრო, – წამოიწყო მოულოდნელად. ვერც ხვდებოდა,
რატომ უყვებოდა ამდენ რამეს, მაგრამ ნდობის ისეთი
უცნაური შეგრძნება გაუჩნდა ამ ადამიანის მიმართ, უკვე
ახლობლად მიიჩნევდა.

– მაგიტომ გქონდა ისეთი რეაქცია... – და ირაკლის ხმაში


ოდნავაც არ გარეულა კითხვითი ტონალობა.

– ჰო... თითქოს ყველა იმ ადგილს გავურბივარ, სადაც


მასთან ერთად ვიყავი...

– არა მხოლოდ ადგილებს, საკუთარ თავსაც.

სარჩევი
თავი 8 185

– რატომ ამბობ ასე?

– რატომ შეცვალე საკუთარი თავი? რატომ შეიჭერი თმა?


რატომ შეიღებე?

– რატომ გესმის ასე კარგად? – იდაყვებზე დაყრდნობილმა


წამოიწია და ისე გადახედა, შეეცადა, მის სახეზე მაინც
წაეკითხა რამე, მაგრამ გამომეტყველებაც ისეთივე
იდუმალი ჰქონდა, როგორიც აზრები.

– იქნებ იმიტომ, რომ გინდა გაგიგო?

– ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გათენდება, გაქრები... –


აღიარა გულწრფელად და ვერც გაიაზრა, ისე გაიწვდინა
ხელი მისი სახისკენ.

სულ ოდნავ შეეხო კანზე, უფრო იმიტომ, მისი


რეალურობა რომ შეეგრძნო. წარბიც არ შეხრია კაცს.
თვალიც კი არ მოუშორებია. მშვიდად აკვირდებოდა,
როგორ დაასეირნებდა გოგონა მის წვერწამოზრდილ
ლოყებზე თავის გაყინულ თითებს, და თითქოს
სუნთქვასაც კი ერიდებოდა, მისთვის ხელი რომ არ

შეეშალა. ისეთი უცნაური გრძნობა ჰქონდა აივის...


ფაქტობრივად, პირველად იყო სრულიად უცხო
მამაკაცთან ასე ახლოს და ეს დისკომფორტს კი არ
უქმნიდა, პირიქით, სიმშვიდის შეგრძნებას უღვიძებდა.

– რაღაცას მიმალავ, ხომ ასეა? – წარმოთქვა ჩურჩულით.

სარჩევი
თავი 8 186

– ცაცია ვარ, – უპასუხა სრული სერიოზულობით, – და


ბაღში ორი შეყვარებული ერთდროულად მყავდა.

გოგონას ხმამაღლა გაეცინა, თავი ვერაფრით შეიკავა. სულ


დაავიწყდა, სად იყვნენ და რა მდგომარეობაში. და ალბათ,
კიდევ დიდხანს ვერ დაწყნარდებოდა, სწრაფადვე რომ არ
წამოწეულიყო ირაკლი და მის ტუჩებზე ხელისგული არ
მიეფარებინა.

– რომ დაგვიჭერენ, ეს ამბავი სასაცილოდ აღარ


მოგეჩვენება, – დაიჩურჩულა, თუმცა ხელი არ
მოუშორებია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გაჩუმებული
იყო. არც აივი აშორებდა მზერას.

ვერ ხვდებოდა, რას გრძნობდა, მაგრამ მიზიდულობა


იმდენად დიდი იყო, იმდენად უცხო და უცნაური,
წამითაც არ გაუწყვეტია თვალებით კონტაქტი.

ისევ ირაკლი გამოერკვა პირველი. ხელიც მოაშორა,


სწრაფადვე წამოდგა და აივიც წამოაყენა.

– წასვლის დროა. შენთვისაც, მგონი, არ უნდა


შეიძლებოდეს ასე ძალიან გადაღლა.

– არ დავღლილვარ, – გააპროტესტა მაშინვე, – და


საერთოდაც, მოდი, დაივიწყე, რა სიტუაციაში მნახე დღეს.

– არ გეგონოს, რომ მეცოდები.

– რატომ?

სარჩევი
თავი 8 187

– შენ გეცოდები, მე რომ ზაზუნამ მიკბინა? – გაიცინა,


მაგრამ სახე მაშინვე შეეცვალა, გასახდელიდან უცნაური
ხმაური რომ მოესმათ.

– ჯანდაბა! – თვალები გაუფართოვდა აივისაც, შემდეგ კი


ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები, ისე ელვის
სისწრაფით გავარდნენ მოედნიდან, ვერც კი მოასწრეს
იმის დანახვა, მართლა არსებობდა ხმაურის გამომწვევი
მიზეზი თუ მღელვარებისგან მოელანდათ.

გარეთ იყვნენ უკვე, ძლივს რომ მოითქვეს სული. აივის


თან ეცინებოდა, თან სუნთქვის დარეგულირებას
ცდილობდა, ირაკლიმ კი, სრულიად მოულოდნელად,
ზურგჩანთიდან ფოტოაპარატი ამოაძვრინა და ისევე
უეცრად გადაუღო ფოტო, როგორც მაშინ, ბარში. გოგო
მაშინვე დასერიოზულდა.

– მაჩვენე!

– ვერ გაჩვენებ... – მხრები აიჩეჩა და ფოტოაპარატი კვლავ


ზურგჩანთაში დააბრუნა.

– ირაკლი, მაჩვენე! მეორეა უკვე, რა წესია!

– მართლა ვერ გაჩვენებ.

– რატომ?

– ფირიანი კამერაა, – თვალი ჩაუკრა და სწრაფადვე აუწია


ხელი ტაქსის, რომელიც, ალბათ, იღბლიანი

სარჩევი
თავი 8 188

შემთხვევითობის წყალობით გამოჩნდა ასე მალე


შუაღამისას.

***

– ორივე ფოტოს ნახვა მინდა! – სახლში შესვლისთანავე


განაცხადა აივიმ და ისე უცერემონიოდ გაიხადა
ფეხსაცმელიცა და ქურთუკიც, თითქოს სხვასთან კი არა,
საკუთარ სახლში დაბრუნდა.

– მე მშია!

– შენ ფოტოები მაჩვენე, მე გაჭმევ.

– არ ვარ დარწმუნებული, რომ გარისკვა მინდა... –


წარმოთქვა სერიოზულად და გოგონას სახის ცვლილება
რომ დააფიქსირა,

მერეღა გაეცინა. – ხომ არ ჯობია, რამე გამოვიძახოთ?

– მაინც არ მენდობი?! ნუ გეშინია, მე რასაც ვამბობ,


ზუსტად იმ ინგრედიენტებს ვუკეთებ.

– მოდი, ამჯერად ბოლომდე მე ვიქნები მასპინძელი, –


ჭანტურია ისევ გამხიარულებული შეჰყურებდა.

– კარგი, – საბოლოოდ აივიც დანებდა. დიდად


კულინარიული ნიჭით არც გამოირჩეოდა და, უნდა
ითქვას, სხვის სამზარეულოშიც პასუხისმგებლობის
საკუთარ თავზე აღების ცოტათი ეშინოდა კიდეც. – მაგრამ
ჯერ ფოტოები მაჩვენე.

სარჩევი
თავი 8 189

– საძინებელში თაროზე ყუთი დევს, იქაა ყველაფერი.


მაგრამ მანამდე მუსიკა ჩართე.

– მოიცა, მარტო შევიდე?

– დინამოზე შეიპარე უნებართვოდ და ჩემს საძინებელში


მარტო

ვერ შეხვალ? – გაუცინა და ისე ჩამოიცვა კისერზე


წინსაფარი, თითქოს ეს მისთვის ჩვეული მდგომარეობა
იყო.

– კარგი, – დაეთანხმა რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ


და, საძინებელში შესვლამდე, ფირსაკრავს მიუახლოვდა.

ზედმეტად მოსწონდა აქაურობა. აქაური ფერები, აურა,


გარემო, ყველაფერი ისეთი სიმშვიდის მომგვრელი და
შინაურული იყო, თავს მართლა ისე გრძნობდა, როგორც
საკუთარ სახლში. არც ფეხსაცმლის გარეშე, წინდებით
სიარულის ერიდებოდა და დაბალფეხება მაგიდის
ქვემოთ, ერთმანეთზე დალაგებული ფირფიტებიც ისე
გადმოალაგა, ნებართვა არც უთხოვია.

მასპინძელს გემოვნებაც ისეთი ჰქონდა, აივის შეეძლო,


თვალდახუჭულს ამოერჩია და ნებისმიერი ფირფიტა
დაედო ფირსაკრავზე. ნუთუ მართლა რეალური იყო ეს
ადამიანი?!

სარჩევი
თავი 8 190

ბოლოს მაინც ჯაზზე შეაჩერა არჩევანი. მშვიდად


მოათავსა ფირფიტა და, საძინებლის კარს რომ
მიუახლოვდა, დიდხანს

არც შიგნით შესვლაზე უყოყმანია.

მინიმალისტურად მოწყობილი მყუდრო ოთახი დახვდა,


ფანჯრის გვერდით მიდგმული განიერი საწოლით,
მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდებული თაროებით;
საწოლის გვერდით კი გარდერობი იდგა. ფანჯრები
ფარდის გარეშე იყო და აქედანაც ისეთივე ლამაზი ხედი
იშლებოდა, როგორიც მისაღები ოთახის მინის
კედლიდან.

– ფარდები გასარეცხი გაქვს? – გასძახა სამზარეულოში


მყოფს.

– საერთოდ არ მაქვს.

მხოლოდ გაეცინა, აღარაფერი უკითხავს. სურათები –


ჩარჩოების გარეშე, ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტო –
გამოუქვეყნებელი, ფანჯრები – უფარდოდ... ამ ადამიანს
ნამდვილად ვერ გააკვირვებდა იმით, საკუთარ ნახატებს
თვითონაც თავისთვის რომ ინახავდა და გაყიდვაზე კი
არა, მათ გამოფენაზეც უარს ამბობდა.

ოთახის თვალიერებას რომ მორჩა, შემდეგ ცოტახანს


ჩამოჯდა, ხედით რომ დამტკბარიყო. საოცარ აურას
ქმნიდა მუსიკა, მისაღები ოთახიდან რომ იღვრებოდა

სარჩევი
თავი 8 191

მთელ სახლში, ხელისგულივით გადაშლილი თბილისი


კი კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენებოდა ამის ფონზე. ვერც
მიხვდა, რამდენ ხანს იჯდა ასე, მხოლოდ მაშინ გამოერკვა,
მუსიკა რომ შეწყდა – ფირფიტაზე ჩაწერილი
მელოდიების რაოდენობა ამოიწურა. მეტად აღარ
გაუჭიანურებია, სურათებიანი ყუთი უპრობლემოდ
იპოვა და ისე გაბრუნდა მისაღებში, ძლივს მოითმინა, იქვე
რომ არ აეხადა თავსახური. თუმცა უნდოდა, მყუდროდ
მოკალათებულს, ყურადღებით დაეთვალიერებინა
თითოეული ფოტო. ფირფიტა შეცვალა. შემდეგ რბილ
იატაკზე, მუხლებზე დამდგარი, საკუთარ ფეხებზე
დაჯდა და სანამ პირველ ფოტოს ნახავდა, უცნაურად
აღელვებულს, სუნთქვაც კი შეეკრა. თვალები დახუჭა,
თავსახური ახადა, პირველივე ფოტო აიღო და, თვალები
რომ გაახილა, საკუთარ გაბრაზებულ, შეშინებულ,
ტკივილიან, იმედგაცრუებულ, მიტოვებული

ადამიანის მზერას გადააწყდა. ისეთი თვალები ჰქონდა,


სანახევროდ წყლით, სანახევროდ კი ცეცხლით სავსე. ეს
მზერა კანს აგიწვავდათ და ალბათ სწორედ ამიტომაც
აღარ მორიდებია ირაკლი, რომ სრულიად უცნობისთვის
გადაეღო ფოტო.

– პირველივეს ამას გადააწყდი? – მოესმა ზურგს უკან,


შემდეგ კი წინ ბლინებით სავსე თეფში დაუდო და
ირაკლი აქაც ისე, ზურგზე გაწოლილი მოკალათდა მის
გვერდით, როგორც მოედანზე იყო.

სარჩევი
თავი 8 192

– ბლინებსაც აცხობ?!

– კი არ მომიტყუებიხარ, საკუთარი რესტორნის გახსნა


მინდა-მეთქი, რომ გითხარი.

– შოკოლადითაა?

– შოკოლადით და ბანანით. მართლა... – ჩაეცინა და


პირველი თვითონ მოკბიჩა, – არ მინდოდა, დღეს ეგ ფოტო
გენახა.

– აშკარად არ ღირდა, – ამოიოხრა თვითონაც და სანამ


დანარჩენებს დაათვალიერებდა, დაეჭვებული სახით
მოკბიჩა ბლინი, – მართლა გემრიელია! – თუმცა წამის
შემდეგ თვალები გაუფართოვდა: – სერიოზულად, რა
მაგარია!

– რასაც ვამბობ, იმაზე ყოველთვის ვაგებ პასუხს, – ლოყები


ჩაეჩხვლიტა ღიმილისგან და ცალ მხარზე დაყრდნობილი
მისკენ გადაბრუნდა, – მოგიძებნო ის ფოტო?

– შეიძლება, რომ შემდეგ სხვებიც ვნახო?

– შეიძლება...

ყუთი ერთიანად გადმოაპირქვავა, თუმცა, სანამ


რომელიმე ფოტოს ამოატრიალებდა, ირაკლიმ დაასწრო,
სწრაფადვე გაშალა და შემდეგ, უკან გაკეთებული
წარწერით, მარტივად იპოვა ყველაზე მთავარი.

სარჩევი
თავი 8 193

– არ ვიცი, რამდენად ემოციურად აღიქვამ მოსმენილის


შემდეგ, მაგრამ...

– მაჩვენე! – შეაწყვეტინა და ბიჭის ხელში მოთავსებული


სურათი თვითონვე გადმოაბრუნა.

წამიერად გაიყინა, როცა აღიქვა, რასაც უყურებდა. იქ,


დინამოზე, იმ ადგილას რომ ისმენდა ყველაფერს,
საიდანაც ეს კადრი გადაიღეს, ალბათ გონებამ დამცავი
მექანიზმი აამუშავა და არც კი დაუშვია ასეთი რამ, თუმცა
ახლა ნათლად უყურებდა ფოტოზე გამოსახულ საკუთარ
თავს, როგორ კოცნიდა ანდროს...

უყურებდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს


თვითონ იყო და თან არც იყო.

ისეთი უცნაური იყო.

სულ სხვანაირად ჩანდა ირაკლის თვალით დანახული და


სულ სხვანაირად ახსოვდა მაშინ, საკუთარი განცდილი.

ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა, თუმცა იგრძნო, როგორ


დაკარგა

ფერი. ვერ მიხვდა, ნანახის ბრალი იყო, ემოციური ფონის,


მთელი დღის დაგროვილი განცდების თუ, ზოგადად,
მისი ბოლოდროინდელი მდგომარეობის, მაგრამ აშკარად
ცუდად იგრძნო თავი და ისიც შეამჩნია, როგორ
უყურებდა ირაკლი.

სარჩევი
თავი 8 194

სიტყვის თქმაც არ დასჭირვებია. რამდენიმე წამის


განმავლობაში აკვირდებოდა გოგონას, თითქოს გონებაში
უძვრებოდა ამ მზერით, შემდეგ კი ერთი ხელის მოსმით
აიღო ფოტოები, დაუდევრად ჩაყარა ყუთში და ისე
გაიტანა ოთახიდან, აღარაფერი უთქვამს.

– მესმის, რატომაც არ გინდა შენი ფოტოების ჩარჩოში


ჩასმა და, მით უმეტეს, მათი გამოფენა, – ვერც გააცნობიერა
აივიმ, ისევ წამოიწყო, რამდენიმე წუთის შემდეგ უკან რომ
დაბრუნდა ირაკლი. მიხვდა, სპეციალურად რომ
დაიგვიანა. იმასაც მიხვდა, რომ მიხვდა.

ორივე მიხვდა...

– გესმის?

– მესმის. იმიტომ, რომ მგონია, ზუსტად ისევე უყურებ ამ


საკითხს, როგორც მე.

– რას გულისხმობ?

– შენ ფოტოებს იღებ, მე – ვხატავ, – მხრები აიჩეჩა და


დასავლეთის კედელზე ჩამოკიდებული სურათებისკენ
გაიშვირა ხელი, – ამ ყველაფერს ჩარჩოში ვერ მოაქცევ. არ
გამოვა. ვერ მიიტან სხვამდე იმ ემოციას, რასაც შენ იმ
მომენტში გრძნობდი.

– ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს ყველაფერს და,


ზუსტადაც რომ გქონდეს გადმოცემული, ისე მაინც ვერ

სარჩევი
თავი 8 195

მივა, როგორც შენ გრძნობდი. არ არსებობს ორი


იდენტური გრძნობა.

– შეიძლება თქვან, რომ ესმით, მაგრამ...

– მაგრამ არც მოგატყუებენ. მათ თავისებურად ესმით.


სხვასაც ვერ მოსთხოვ, ზუსტად იმავენაირად იგრძნოს,
როგორც შენ. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენზე
ნაკლებად იგრძნობს.

– ასეთი ზოგადი საუბრისას, ყოველთვის მგონია, რომ


საბოლოოდ მაინც ჩემს ამბამდე მივდივართ.

– იმიტომ, რომ ახლა შენს გონებაში მაგის მეტი არაფერი


ტრიალებს. სხვაზე ვერაფერზე ფიქრობ, სხვა არაფერი
გაინტერესებს, მაშინაც კი, როცა ცდილობ, რომ დაივიწყო,
საკუთარ თავს უფრო მეტად ძირავ მაგ ყველაფერში და,
საბოლოოდ, დავიწყების ნაცვლად, უფრო იღრმავებ იმ
ჭრილობას, რომლის მორჩენასაც ცდილობდი.

– და შესაძლებელია, რომ დავივიწყო?

– ძალდატანებით, არა... უბრალოდ, უნდა მიუშვა...

– ანუკი თავის ნებაზე მიშვებას ეკონომიკის რომელიღაც


თეორიასთან აკავშირებს.

– ადამ სმიტის “უხილავი ხელი”, – ჩაეცინა – და, რაღაც


მხრივ, მართალიცაა. ცხოვრებაში არაფერი ხდება
შემთხვევით.

სარჩევი
თავი 8 196

– და არც ჩვენი შეხვედრა ყოფილა შემთხვევითი? –


უცნაური მზერით გახედა. იმ მომენტში ისე ახლოს იყო ამ
ადამიანთან, ფიზიკურზე მეტად სულიერად, ისე
ზუსტად აღიქვამდა მის ნათქვამს, რაღაც მომენტში
აშინებდა კიდეც ეს სიახლოვე.

– არც ერთი ადამიანი არ გვხვდება შემთხვევით. შენ,


უბრალოდ, უმისოდ დარჩენის კი არა, უმისოდ დარჩენის
შეგრძნების გეშინია. სიცარიელის. იმის გაცნობიერების,
რომ აღარ გყავს. და ის დღე, როცა მიხვდები, რომ
ადამიანის მიმართ, რომელიც ძალიან გიყვარდა,
აღარაფერს გრძნობ, სულერთი გახდა შენთვის, ისიც კი
აღარ გაღელვებს, როგორ იქნება, ყველაზე მძიმე იქნება
შენთვის. და მნიშვნელობა არ ექნება, ამ დროს გვერდით
ვინმე გეყოლება თუ არა.

– ამით იმის თქმა გინდა, რომ შეიძლება მასზე მაშინაც კი

ვიფიქრო, როცა სხვასთან ვიქნები? – ვერც მიხვდა, ისე


გადავიდა ჩურჩულზე.

– იცი, რა არის ყველაზე მძაფრი ემოცია? – ისე


ბუნებრივად გადაუწია ჩამოშლილი თმა ყურს უკან,
ოდნავაც არ გასდევდა ამ ყველაფერს ნაჩქარეობის
ელფერი და არც აივი შემკრთალა. მხოლოდ ეუცნაურა
მისი გახურებული ხელის შეგრძნება საკუთარ კანზე.

ვერაფერი უპასუხა. ყველაფერთან ერთად, შიშიც იგრძნო


იმ მომენტში.

სარჩევი
თავი 8 197

შიში, რომ რაღაც ისეთს აბიჯებდა, რისთვისაც არ უნდა


გადაებიჯებინა.

შიში, რომ რაღაც ისეთს იშორებდა, რაც არ უნდა


მოეშორებინა.

შიში, რომ იმას ღალატობდა, რაც მისი აღარ იყო.

შიში, რომ წარსულში არ ჩარჩა.

შიში, რომ საკუთარ ბალიშზე ტირილის ნაცვლად, იჯდა


უცხო კაცის სახლში, მთელი სხეულით მისკენ
გადახრილი, სახეზე მისი ხელი ეხებოდა და ეს
ყველაფერი წამითაც არ უქმნიდა უხერხულობის ან
უსიამოვნების შეგრძნებას.

– ტკივილი, – განაგრძო ირაკლიმ, მაგრამ სანამ კიდევ


რამეს დამატებას მოახერხებდა, დაინახა, როგორ დაკარგა
გოგონამ ფერი და, რამდენიმე წამში, მის მკლავებში
ჩაესვენა გონდაკარგული...

სარჩევი
თავი 9 198

თავი 9

თვალები რომ გაახილა აივიმ, ზურგით იატაკზე იყო


გაწოლილი, ფეხები პუფზე ჰქონდა შემოწყობილი,
ირაკლი კი, რომელსაც რატომღაც უკუღმა ხედავდა,
მშვიდად უზელდა ყურის ბიბილოებს.

თავიდან ვერც გამოერკვა, რა მოხდა. ვერც იმას მიხვდა,


რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, ან საერთოდაც, როდის
ჩაეძინა, რამდენ ხანს იყო აქ, რა დრო იყო? საშინლად
დაიბნა. პირიც ისეთი გამომშრალი ჰქონდა, თავსაც ისე
გრძნობდა, თითქოს შენელებულად მოქმედებდა და
აღიქვამდა სიტუაციას.

– თავი უცბად არ წამოსწიო, – მშვიდი ხმით უთხრა


ირაკლიმ, კვლავ უკუღმა რომ დაჰყურებდა და მხოლოდ
მოგვიანებით გაიაზრა აივიმ, უკან რომ ედგა ჩამუხლული
და იმიტომ ხედავდა ასე.

– რა მოხდა? – ძლივს იპოვა ხმა, კითხვა რომ დაესვა.

– ნუ გეშინია, უბრალოდ, თავბრუ დაგესხა. თენდება უკვე,


არც გიძინია, პლუს შენი ინტოქსიკაცია, და წამიერად
გაითიშე.

– ჯანდაბა... – ჩაიბურტყუნა მობეზრებულმა და ისე


აიფარა ორივე ხელი სახეზე, ფეხების ჩამოლაგება და
გასწორება არც კი უფიქრია.

სარჩევი
თავი 9 199

– არ გინდა, წამოჯდე? – გაუღიმა და ამჯერად ისე


ჩამოუჯდა, პირდაპირ რომ ეყურებინა.

– მაპატიე... – ამოიოხრა კიდევ ერთხელ და შეეცადა, არ


შეემჩნია, როგორ დაესხა სწრაფად წამოჯდომისას
თავბრუ.

– არ შეიძლებოდა დღეს შენთვის ასე გადაღლა... – ისე


უთხრა, თითქოს ბოლო სიტყვა არც გაუგონია.

– არ გადავღლილვარ.

– ორგანიზმი გადაგეღალა. პლუს, ალკოჰოლიც დაამატე...

– ერთი ჭიქა, – თვალები აატრიალა სიცილით, – არაფერია.


უბრალოდ, მგონი, ზედმეტად შეგაწუხე.

– იმდენად ძალიან, მე ვცადე შენი გათიშვა და ახლა ასე


იმიტომ ვიქცევი, რომ ვერაფერს მიხვდე, – წარმოთქვა
სრული სერიოზულობით და, გოგონას რამდენიმეწამიანი
დუმილის შემდეგ სიცილი რომ აუტყდა, მხოლოდ შემდეგ
გაეღიმა თვითონაც.

– თავიდანვე მქონდა ეჭვი, რომ მანიაკი იყავი... – თავის


ქნევით გაუმხილა და სახე ორივე ხელით მოისრისა. –
ბლინები სულ შეჭამე?

– არ გინდა, რომ დაიძინო?

– რომ დავიძინო, ახალი დღე გათენდება... – აღიარა


გულწრფელად.

სარჩევი
თავი 9 200

– და?

– არ მინდა, რომ ეს დღე დასრულდეს.

– აივი...

– ტკივილი მართლა ყველაზე მძაფრი ემოციაა, –


შეაწყვეტინა მაშინვე, – იმდენად მძაფრი, რომ შეუძლია,
ყველაფერი გაგაკეთებინოს. ისიც კი, რასაც ვერასდროს
დაუშვებდი. ისე გაიძულებს, გადაუარო საკუთარ თავს,
საკუთარ პრინციპებს, ვერც მიხვდები. და თან ისე
გაგთიშავს, შეიძლება, სრულიად უმოქმედოდ დაგტოვოს,
მხოლოდ სუნთქვის ფუნქცია შეგინარჩუნოს და არც
არაფერი გინდოდეს მეტი. ესეც კი გეზედმეტებოდეს,
იმდენად დიდია ზოგჯერ ერთი ადამიანისათვის
ასატანად.

– ერთი ადამიანის ტკივილი იმდენად დიდია, მთლიანად


შეუძლია მისი სამყაროს შეცვლა, და თან იმდენად მცირე,
რეალური სამყაროს ერთ დღესაც რომ ვერ ცვლის, – ისე
გააგრძელა ამ თემაზე საუბარი ირაკლიმ, მიხვდა, რომ
სწორედ

ეს სჭირდებოდა ახლა გოგონას და არა ძილი... – შენი


ტკივილი გაიძულებს, სხვანაირად დაინახო ყველაფერი
და ბრაზდები კიდეც, რეალურად იმავეს რომ უყურებ, რაც
იყო გუშინ, გუშინწინ, იმის წინ... მიდიხარ და ისევ ისე
დგანან შენობები, ისეთივე ფასადებით, ისევე მოძრაობენ
მანქანები, ადამიანებიც კი, შესაძლოა, იმავე დროსა და

სარჩევი
თავი 9 201

იმავე ადგილას შეგხვდნენ, სადაც წინადღეს ნახე. თითქოს


შენ გახდი მათი აკვარიუმისათვის უცხო არსება.

– მე არ ვგულისხმობ, რომ ჩემი ტკივილი სხვისაზე მეტია.

– მსგავსი რამ არც მიფიქრია, – მხრები აიჩეჩა და


უსიტყვოდ გაუწოდა ბლინებიანი თეფში, – მაგრამ
სამყაროსთვის შენიც, ჩემიც, სხვისიც, ნებისმიერის
ტკივილი იმდენად მცირეა, იმდენად უმნიშვნელო,
მარტივად იკარგება ყოველდღიურობაში და, ამ დროს, შენ
კიდევ უფრო გტკივდება. გინდება, ნებისმიერი გამვლელი
გააჩერო და უთხრა: “მე მტკივა, ნუ ხარ ბედნიერი! ნუ
გაქვს ღიმილიანი სახე! ნუ

გიხარია!”

– მისგან წამოსულს, ყველა მძულდა, ვინც საყვარელ


ადამიანთან ერთად იყო.

– მესმის...

– ვწუხვარ... – მიუბრუნდა მოულოდნელად.

– რატომ?

– არ მინდა, გესმოდეს. და ვხვდები, რომ არც ერთი შენი


სიტყვა არ არის მხოლოდ ჩემს დასამშვიდებლად
ნათქვამი.

– მესმის არ ნიშნავს იმას, რომ მეც იგივე გადავიტანე,


მაგრამ...

სარჩევი
თავი 9 202

– მაგრამ გესმის ნიშნავს იმას, რომ იმავე ფერებს ხედავ,


რასაც მე, – კვლავ შეაწყვეტინა. წამითაც არ აშორებდა
მზერას. ახლა თითქოს აივიმ აიღო ყველაფერი საკუთარ
თავზე, ისე უყურებდა, უნდოდა, ბოლომდე შეესწავლა,
გადაშლილ წიგნად

ექცია, გაეგო, რას მალავდა ამ იდუმალების მიღმა, თუმცა,


საბოლოოდ, წიგნის გადაშლა კი არა, მისი ყდის შიგნით,
პირველივე ფურცელზე გაკეთებული წარწერის
წაკითხვაც კი ვერ შეძლო.

– ჩემთან საუბარი იმიტომ მოგწონს, რომ უცხო ვარ, –


ჭანტურია უსიტყვოდ მიუხვდა ჩანაფიქრს.

– შენთან საუბარი იმიტომ მომწონს, რომ იმაზე მეტად


გესმის ჩემი, ვიდრე მე – საკუთარი თავის. იმაზე მეტად
ნაცნობი ხარ, ვიდრე ნებისმიერი, ამ სტატუსის მქონე.

– მაგრამ?.. – თვითონვე გააგრძელა, ყოყმანი რომ შეატყო.

– მაგრამ, არ მინდა, იმ ჭაობში აღმოჩნდე, სადაც ახლა მე


ვარ, – საბოლოოდ, მაინც აარიდა მზერა, – მე არ ვარ კარგი.

– გგონია, რომ შეგეწინააღმდეგები?

– არც უნდა შემეწინააღმდეგო, იმიტომ, რომ სიმართლეს


ვამბობ.

სარჩევი
თავი 9 203

– და რა არის კარგი? იქნება ჩემთვის იგივე კარგი, რასაც


შენ კარგად თვლი? რატომ ფიქრობ, რომ კარგი და ცუდი
ისეთი ცნებებია, რასაც ყველა ერთნაირად აღიქვამს?

– არსებობს რაღაცები, რაც...

– არაფერიც არ არსებობს! – შეაწყვეტინა სწრაფადვე. –


არაფერი არ არსებობს ისეთი, რაც ჩარჩოებში უნდა
მოექცეს. ის, რომ უცხო ადამიანის სახლში ხარ ამ დროს,
საზოგადოდ, ცუდია. ცუდი კი არა, გაუმართლებელიც კია
ალბათ, მაგრამ შენთვის? შენთვის კარგია ეს თუ ცუდი?

– რატომ ატრიალებ ყველაფერს ასე?

– არაფერს არ ვატრიალებ. უბრალოდ, გეკითხები,


როგორია შენთვის ახლა ეს ყველაფერი?

– და რა მნიშვნელობა აქვს ამას?

– ძალიან დიდი! ვინ ცხოვრობს შენი ცხოვრებით? რატომ


უნდა იყოს შენთვის მნიშვნელოვანი, ვისი
გადმოსახედიდან იქცევი კარგად და ვისიდან – ცუდად?

– მე არ ვამბობ, რომ ჩემი საქციელებია ცუდი.

– შენ ამბობ, რომ ცუდი ხარ, მაგრამ რატომ მიწყვეტ, რომ


ჩემთვისაც ასეთი ხარ? – ცოტა არ იყოს, გაღიზიანებაც კი
შეერია ხმაში. აივის კი ისე აერია გონება, ყოველ ჯერზე,
როცა ეგონა, რომ ამ ადამიანის გაცნობას იწყებდა, აი,
სადაცაა, მიხვდებოდა მისი აზრების სიღრმეს, საბოლოოდ

სარჩევი
თავი 9 204

კიდევ ერთ ახალ კარს აწყდებოდა და ვერაფრით


იკვლევდა გზას.

– და როგორი ვარ შენთვის? – ჰკითხა მოულოდნელად.

– ისეთი, როგორიც შეიძლება, რომ მხოლოდ ჩემთვის


იყო... – პასუხი კი იმაზე მეტად არეული მიიღო, ვიდრე
ელოდა. –

ადექი, დროა, დაიძინო, არ შეიძლება საკუთარ


ორგანიზმთან ასე ხუმრობა...

– და შენ?

– რა მე?

– შენ არ გეძინება?

– მე აქ დავიძინებ, – ისე აიჩეჩა მხრები, თითქოს ვერ


ხვდებოდა, რა იყო ამაში გაუგებარი.

– პუფში?

– ჰო, რა მოხდა?

– ჯობია, წავიდე...

– იმიტომ, რომ მე პუფში არ დავიძინო? – გაეცინა


გულწრფელად. მართლა ვერ მიხვდა, რატომ ქმნიდა ამ

ყველაფრისგან ამხელა ამბავს, მაგრამ თუ წასვლა


უნდოდა, ამასაც გაუგებდა. ისედაც პირველი

სარჩევი
თავი 9 205

შეხვედრისთვის ნორმაზე ხანგრძლივი შეხვედრა


გამოვიდა.

– არ ვიცი...

– აივი, წასვლა გინდა?

– არც ეგ ვიცი... – ამოიოხრა და დაბნეულმა მოატარა


თვალები ოთახს. – ალბათ... არა. არა, არ მინდა წასვლა.

– და მაშინ, რატომ...

– მეც აქ დავიძინებ, – შეაწყვეტინა უცბად, – პუფში!

***

ძილბურანში მყოფს, საშინელი სიცივის შეგრძნებით


გაეღვიძა. კუნთებიც კი დაჭიმული ჰქონდა, ისე
აკანკალებდა. თვალების

გახელაც არ უნდოდა, ძლიერად შემოეხვია მკლავები


ერთმანეთზე და აკანკალებული ცდილობდა საკუთარი
სხეულის გათბობას.

ძლივს აიძულა თავი, ცალი თვალი მაინც რომ გაეხილა.


ისე იყო მოკეცილი, პუფში მთლიანად ეტეოდა, პლედი კი
ძირს ჰქონდა გადაგდებული. სწრაფადვე სწვდა, ცოტათი
მაინც რომ ჩამთბარიყო, მაგრამ იმდენად ჰყავდა სიცივეს
ატანილი, თბილ ქსოვილში გახვევამაც ვერ უშველა.

სარჩევი
თავი 9 206

მაქსიმუმ ნახევარ საათში გათენდებოდა კიდეც, ალბათ, ეს


ხედი კი ამ დროს ისეთი ლამაზი იყო... მზერა გაუშტერდა.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თბილისში კი არა,
სადღაც სხვაგან იყო, რომელიღაც ზღაპრის წიგნის
რომელიღაც პრიალანახატიან გვერდზე... საოცრად
გამოიყურებოდა ყველაფერი და შეგრძნება, რომ კიდევ
ერთი ახალი დღე გათენდა და თვითონ ისევ აგრძელებდა
სუნთქვას მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა,
რაც გადაიტანა, რა ამბებიც

გამოიარა და სურვილიც რომ დაკარგა ყველაფრის, კიდევ


უფრო არწმუნებდა, როგორ ეგუება ადამიანი ყველაფერს.
ასეთ დროსაც კი შეეძლო სხვა რაღაცებზე ფიქრი. შეეძლო
ეჭამა, დაელია ყავა, კაკაოც კი. შეხვედროდა მეგობრებს,
ეყურებინა ფილმებისთვის... ისე აგრძელებდა ცხოვრებას,
თითქოს ერთ დღესაც ის კი არ დაკარგა, რის გარეშეც
ეგონა, რომ ვერ იცოცხლებდა და შეცდა, უბრალოდ,
ნაგავი გადაყარა და ზედმეტი მოიშორა.

გვერდით მწოლი, ოთხად მოკეცილი კაცისკენ გაექცა


მზერა და იმის ნაცვლად, რომ მის მდგომარეობაზე
გასცინებოდა, კიდევ უფრო უცნაურად იგრძნო თავი.
რაღაც საშინელი შეგრძნება მიაწვა ყელში, თითქოს
ერთიანად ამოუტრიალდა კუჭიც და ძლივს შეიკავა თავი,
გული რომ არ არეოდა საკუთარ თავზე.

რატომ არის ასეთი? რას აკეთებს საერთოდ? რის მიღწევას


ცდილობს ამით? რის დამტკიცებას? იმის, რომ ანდროს

სარჩევი
თავი 9 207

გარეშეც შეუძლია ცხოვრება? თუ იმის, რომ პირველსავე


შემხვედრ კაცს

შეუძლია სახლში აჰყვეს და... არა, ეს უკვე მეტისმეტია.

სწრაფადვე წამოდგა. აქაურობას იქამდე უნდა გასცლოდა,


სანამ ირაკლი გაიღვიძებდა. არ ღირდა მისი ჩათრევა ამ
ყველაფერში. მართალია, ფაქტობრივად, არც კი იცნობდა,
მაგრამ ერთი ღამე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ
მიმხვდარიყო, არ იმსახურებდა ისეთ ჭაობში ჩაძირვას,
სადაც აივი იყო ახლა, მისი ამოყვანის მცდელობაში კი
თვითონ უფრო ღრმად ჩაეფლობოდა და
განადგურდებოდა.

თავისი პლედიც მას მიაფარა და თითისწვერებზე


გაირბინა კარისკენ, ქურთუკი და ფეხსაცმელი რომ ჩაეცვა.
რაღაც მომენტში ისიც კი მოუნდა, საკუთარი
ფოტოსურათი წაეღო და ამით საერთოდ გამქრალიყო ამ
კაცის ცხოვრებიდან, მაგრამ ვერაფრით გაბედა. ვერ
წაიღებდა იმას, რაც მას არ ეკუთვნოდა, მიუხედავად
იმისა, რომ ფოტოზე თვითონ იყო გამოსახული.

საბოლოოდ მოატარა მზერა სახლს და კუჭი რომ


ასტკივდა,

სანამ კარის სახელურს ჩამოსწევდა, ისე უკუაგდო ეს


შეგრძნება, თითქოს ტვინში გასცა იმის ბრძანება,
ტკივილი რომ “დაეიგნორებინა”.

სარჩევი
თავი 9 208

– გაპარვა ყველაზე მხდალი გადაწყვეტილებაა, რაც


შეიძლება ადამიანმა მიიღოს, – სრულიად
მოულოდნელად გაგონილმა კი ისე მიაყინა ადგილს,
ერჩივნა, იმ წამს საერთოდ გამქრალიყო, ვიდრე ეს
მოესმინა. ჯანდაბა!..

– მე, უბრალოდ...

– შენ, უბრალოდ, ისე წყვეტ, როგორ უნდა მოიქცე,


თითქოს ამ გადაწყვეტილების მიღებით მხოლოდ
საკუთარ ცხოვრებაზე მოქმედებდე.

– რატომ...

– რით განსხვავდები იმ ადამიანისგან, რომელმაც


მოგიშორა? – ისეთი სახით მიუახლოვდა, ისეთი მწარე
სიტყვებით, აშკარად ეტყობოდა, გაბრაზებულზე მეტად,
ნაწყენი რომ იყო.

– ირაკლი!

– მითხარი!

– რა გინდა, რომ გითხრა?! – ვერც გააცნობიერა, ისე აუწია


ხმას. ერთიანად უცახცახებდა სხეული ბრაზისგან.

– რატომ იპარები?

– შენ...

სარჩევი
თავი 9 209

– ნუ იტყვი, რომ ჩემი გაღვიძება არ გინდოდა! – არც აცადა


დასრულება. – ნურც იმას იტყვი, რომ შენ ცუდი ხარ და
ჩემი ადგილი ამ ჭაობში არ არის.

– გინდა, რომ მოგატყუო? – ზურგით აეკრა კარს, მათ


შორის დისტანცია ზედმეტად რომ შემცირდა. აღარ
აპირებდა მეტად ბრძოლას და ზღაპრების მოგონებას. თუ
სიმართლის მოსმენა უნდოდა, ყველაფერს ისე ეტყოდა,
როგორც ფიქრობდა.

– მინდა ის მითხრა, რასაც გრძნობ.

– არ ვიცი! იმდენად არეულობა მაქვს აქ, შიგნით, ისიც კი


არ ვიცი, რას ვგრძნობ. საკუთარი თავი იმისთვისაც კი
დამნაშავე მგონია, ახლა სახლში, ბალიშში თავჩარგული
რომ არ ვტირი და შემიძლია, აქ ვიყო. დამნაშავე მგონია
იმისთვის, ისე რომ ვიქცევი, თითქოს სულ არ არსებულა
ჩემს ცხოვრებაში ის, რაც იყო. დამნაშავე მგონია იმისთვის,
რომ...

– რომ ცხოვრებას აგრძელებ... – თვითონვე დაასრულა,


როცა შენიშნა, როგორ აუკანკალდა ხმა.

კუთხეში მიმწყვდეულ მსხვერპლს ჰგავდა აივი. თითქოს


ყველა გზა მოუჭრეს და ახლა მორჩილად ელოდებოდა,
როდის გამოუსვამდნენ კისერში დანას. იდგა
მხრებმობუზული, კარს აკრული, აკანკალებული და
დენნაკრავივით შეკრთა, ირაკლიმ ის ცრემლები რომ
შეუმშრალა, რომელთა წამოსვლა ვერც შენიშნა.

სარჩევი
თავი 9 210

– ეს ყველაფერი არასწორია... – ამოთქვა ჩურჩულით და


გაუბედავად შეეხო კაცის ხელს. – ესეც... – არც დასჭირდა
დაკონკრეტება, ისევე მიახვედრა, რასაც გულისხმობდა.

– უკანმოუხედავად გაპარვაც არასწორია.

– შენ ხომ გაიპარე. მეგონა, საერთოდ არ არსებობდი და


მომეჩვენე. ბარმენმაც კი ისეთი სახით გამომხედა, შენზე
რომ ვკითხე, ვიფიქრე, რომ გავგიჟდი.

– მე გავაფრთხილე, – აღიარა ისეთი ტონით, თითქოს


სრულიად უმნიშვნელო რაღაც გაუმხილა.

– რა?

– მე გავაფრთხილე, რომ არაფერი ეთქვა, თუ მიკითხავდი.

– სერიოზულად? რატომ?

– არ მინდოდა, უკან დაბრუნებულს, საუბარი მხოლოდ


იმის

გამო გაგეგრძელებინა, რომ იქ დაგხვდებოდი. მინდოდა,


დაინტრიგებულიყავი, გეფიქრა, დრო გქონოდა ამისთვის.
უკვე გითხარი, არც ერთ ადამიანს არ ვხვდებით
შემთხვევით და საკუთარ თავსაც გამოცდა მოვუწყვე იმ
წასვლით. თუ ის იყავი, თუ საჭირო იყო, კიდევ
შეგხვედროდი, აუცილებლად გნახავდი.

– ირაკლი, უნდა წავიდე... – ამოიოხრა, სხვა რომ ვერაფერი


უპასუხა. მართლა სჭირდებოდა ახლა მარტო დარჩენა და

სარჩევი
თავი 9 211

ყველაფრის გააზრება. შეიძლება, შემდეგ ძალიან დიდხანს


ენანა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა სხვა არაფერი
შეეძლო.

– წადი! – სწრაფადვე მოშორდა. და ის უცნაური


შეგრძნებაც მყისიერადვე გაქრა, ელექტრული ველივით
რომ შემოეხვია გოგონას გარშემო რამდენიმე წამის წინ.

– მე...

– არ გაიძულებ, რომ დარჩე, აივი, – წამოიწყო შეცვლილი


ხმით,

– ისე უნდა მოიქცე, როგორც გინდა, და შენს


გადაწყვეტილებაზე არავინ უნდა მოახდინოს გავლენა.

– ნუ ლაპარაკობ ასე...

– სიმართლეს ვამბობ, – ჩაეცინა, როცა მიხვდა, რა


იგულისხმა გოგომ, – წასვლა თუ გინდა, უნდა წახვიდე.
მაგრამ, არ უნდა გაიპარო. და არც სხვის ნაცვლად უნდა
მიიღო გადაწყვეტილება.

– არ მინდა შენი იქ ჩათრევა, სადაც მე ვარ.

– მალე ბაყაყები გიჩივლებენ, ისე გამალებით ცდილობ


მათი საცხოვრებლის მისაკუთრებას, – ამოიოხრა,
რამდენიმე წამში კი შეცვლილი ხმით დაამატა: – წადი!

– მაგდებ?

სარჩევი
თავი 9 212

– იმის გაკეთებას გიადვილებ, რაც ისედაც გინდა, –


მოუჭრა

მშრალად და საძინებელში გასვლას აპირებდა, მკლავზე


შემოხვეული თითების სიცივემ რომ შეაჩერა.

– არ მინდა, რომ...

– საღამოს შენი ნახატების სანახავად მოვალ. იმ ბარში


იყავი, – კვლავ არ აცადა დასრულება და შემდეგ ისე
დატოვა ოთახში მარტო, პასუხისთვისაც კი აღარ
დაუცდია...

***

ვერც მიხვდა, როგორ აღმოჩნდა იმ კაცის ოფისის წინ, ვინც


სამუდამოდ ამოშალა ცხოვრებიდან. როგორ მოვიდა ან,
საერთოდ, როგორ დაეშვა აქამდე... რა უნდოდა?
მერამდენედ უნდა დაემცირებინა თავი? რამდენჯერღა
უნდა მოესმინა, რომ არ იყო საკმარისად კარგი საიმისოდ,
ანდროს გვერდით ყოფნა რომ დაემსახურებინა?!

ისეთ სიტუაციაში იყო, სრულ დრამატულობამდე წვიმის


წამოსვლაღა აკლდა. იდგა სქელძირიანი, თასმებიანი
ფეხსაცმლით, ვიწრო, შავი ჯინსით, რამდენიმე ზომით
დიდი, კაპიუშონიანი სვიტრით, ხაკისფერი ქურთუკით
და შეჰყურებდა შენობას, სადაც ზამთარ-ზაფხულ წელში
გამოყვანილი ქვედაბოლოებით ან მოდური, ნაჭრის
შარვლებით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, პერანგებითა

სარჩევი
თავი 9 213

და ყოველდღე სხვადასხვა ბრენდის ჩანთებით


შედიოდნენ ქალები.

შეჰყურებდა შენობას, რომელსაც ვერასდროს იტანდა,


რადგან იმ ადამიანს ართმევდა, ყველაფერს რომ ერჩივნა
ამქვეყნად.

შეჰყურებდა და ვერც შიგნით შესვლას ბედავდა, არც იმის


ძალა ჰქონდა, ისე წასულიყო აქედან, ერთხელ მაინც არ
მოეკრა თვალი იმ ადამიანისთვის, ვისთან
შესახვედრადაც მოვიდა, მაგრამ გამბედაობა არ ეყო.

– აივი? აქ რას აკეთებ? – ზურგს უკან ტკივილამდე


ნაცნობი ხმის გაგონებისას კი ვერაფრით მიხვდა, როგორ
შეძლო ძალის პოვნა საკუთარ თავში საიმისოდ,
ადგილზევე რომ არ ჩაკეცილიყო.

ძლივს მოახერხა შებრუნება. ისეთი შეგრძნება ჰქონდა,


თითქოს ერთიანად დამძიმდა. თითო ტონა გაუხდა
სხეულის ყველა ორგანო. კიდურებს ვეღარც კი
ამოძრავებდა, მექანიკურად მოქმედებდა მხოლოდ და მის
მზერას რომ შეხვდა... ის თვალები რომ დაინახა, ასეთი
მონატრებული, ასეთი ძვირფასი... ძლიერად დააჭირა
კბილები ერთმანეთს, ხმამაღლა რომ არ
აღრიალებულიყო.

– ცუდად ხარ? რა გჭირს, რანაირად გამოიყურები? –


სწრაფადვე შეაშველა შერვაშიძემ ხელი, მაგრამ გოგონა

სარჩევი
თავი 9 214

ისე სწრაფად მოშორდა, თითქოს სწორედ მის სანახავად


არ იყო აქ მოსული.

– ახლა უკეთ ხარ? – ჰკითხა მოულოდნელად. უნდოდა,

ძლიერი ქალის ხმა ჰქონოდა. დამოუკიდებლის,


ცხოვრების გაგრძელება რომ შეძლო და შემთხვევით
გადაეყარა ახლა წარსულს. სინამდვილეში კი... თვითონაც
კი შეეცოდა საკუთარი თავი, იმდენად საცოდავად
ჟღერდა მისი სიტყვები.

– ვი, ძალიან გთხოვ...

– უბრალოდ, მაინტერესებს. და მინდა, გულწრფელად


მიპასუხო. თავს უკეთ გრძნობ?

– შიგნით შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ. დიდი ხანია, აქ


დგახარ? – ვერაფრით უშვებდა, რომ ასეთ მდგომარეობაში
ჩააგდო ქალი, რომელიც უყვარდა. ისეთი სხვანაირი იყო
ახლა, ისეთი უცნაური... არასდროს ენახა ასეთი.

– არ აქვს მნიშვნელობა. მინდა, რომ მიპასუხო.

– რა გინდა, რომ მოისმინო ჩემგან? – ამოიოხრა და


კაპიუშონის შიგნით შეუცურა გრძელი თითები.
გაოცებულმა შეხედა, მისი

საყვარელი კულულების ნაცვლად, მოკლედ შეჭრილი


თმა რომ დახვდა. – რა უქენი საკუთარ თავს?

სარჩევი
თავი 9 215

– შენი დაწყებული დავასრულე, – გაუღიმა უცნაურად, –


რა იყო, არ მოგწონს?

– ვი, ძალიან გთხოვ. მეგონა, სწორად აგიხსენი ის, რისი


თქმაც მინდოდა.

– ანდრო, არ გიყვარვარ? – შეაწყვეტინა მოულოდნელად.


ისე მიუახლოვდა, მის სუნთქვასაც კი გრძნობდა უკვე.
როგორ უნდა დაეთმო ეს კაცი? როგორ ეთქვა უარი, როცა
საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ მოქმედებდა მისი
სიახლოვე მასზე?

– არ მითქვამს, რომ არ მიყვარხარ... – ამოიოხრა და ნაზად


ჩამოუსვა სახეზე თითები. – რატომ იქცევი ასე, ვი... ხომ
გთხოვე, რომ ცხოვრება ისე გაგეგრძელებინა...

– თითქოს არ გიარსებია? – ჩაეცინა სიმწრით და


ვეღარაფრით

მოითმინა, თვითონაც არ შეხებოდა. საფეთქლით


მიეყრდნო წვერწამოზრდილ ლოყაზე და ისე ხარბად
შეისუნთქა მისი სურნელი, თითქოს ამ დროის
განმავლობაში პირველად შეძლო ფილტვების ჟანგბადით
შევსება.

– არ მინდა, ჩემ გამო იტანჯებოდე. მე ის გავაკეთე, რაც


უნდა გამეკეთებინა... – ისე ცდილობდა გოგონას
დარწმუნებას, აშკარა იყო, საკუთარი თავისთვის უფრო
ამბობდა ამ სიტყვებს.

სარჩევი
თავი 9 216

– ძალიან დაგიგვიანდა...

– ვი, დამიჯერე, ასე აჯობებს. გავა დრო და...

– არ მაინტერესებს, რა იქნება, როცა დრო გავა. ახლა


ცუდად ვარ, – ისე ახედა, ოდნავაც არ უნდა ჰყვარებოდა
კაცს, ამ მზერისთვის რომ გაეძლო, – ახლა მჭირდები. ახლა
მინდა შენთან. მითხარი, რომ იმავეს არ გრძნობ და წავალ.
მითხარი, რომ არ გიყვარვარ და...

– არ მიყვარხარ ისე, რომ ამ ურთიერთობის გაგრძელება


შევძლო, – შეაწყვეტინა ისე, რომ მზერა წამითაც არ
მოუშორებია, – მშვენივრად იცი, ვი... ასე გავიზარდე.
არასდროს ყოფილა ჩემს ოჯახში სიყვარული მთავარი.
არასდროს მიგრძნია, რომ სიყვარულის გამო რაღაცებზე
უარის თქმა და რაღაცების დათმობა შეიძლება.

– რა მნიშვნელობა აქვს, რას გრძნობდი და როგორ


გაიზარდე? ახლა ხომ...

– ზედმეტად განვსხვავდებით ერთმანეთისაგან


საიმისოდ, ერთად ყოფნა რომ შევძლოთ. არ იქნები ჩემთან
ის, ვინც ხარ და ვერც მე შევძლებ ისეთად ქცევას,
როგორიც გინდა, რომ ვიყო. არ მინდა, საქმიან
შეხვედრაზე მყოფი იმის გამო ვაფუჭებდე ყველაფერს,
რომ სახლში მეჩქარებოდეს. არ მინდა, ვინმეზე
დამოკიდებული ვიყო.

– ანუ...

სარჩევი
თავი 9 217

– ანუ, აღარ ღირს ამის კიდევ გაგრძელება. ეს ჩემი


მაქსიმუმია. არასდროს მომიტყუებიხარ, არასდროს
მითქვამს, რომ...

– არასდროს გითქვამს, რომ “შენ უფრო” და არც “მეც”. ჩემი


ბრალია... – ცივად მოშორდა, – ისიც ჩემი ბრალია, რომ
რაღაცის იმედი მაინც მქონდა, როცა აქ მოვდიოდი.

– ჩემ გვერდით ვეღარასდროს იქნება ისეთი ქალი,


როგორიც შენ ხარ... – სევდიანად გაუღიმა შერვაშიძემ.

– მაგრამ, არც გჭირდება, რომ იყოს, – აივიმ კი მის


ნაცვლადვე დაასრულა დაწყებული და, საყვარელი კაცის
წინ მდგარი, თითისწვერებზე რომ აიწია და მონატრებულ
ტუჩებზე შეეხო, იგრძნო, როგორ უღალატა საკუთარ თავს.

იგრძნო, როგორ დაკარგა ის გოგო, ამდენი წლის


განმავლობაში რომ ზრდიდა და კვებავდა.

იგრძნო, როგორ გამოეცალა ყველაფერი და დაცარიელდა.

იგრძნო, როგორ ჩაეღვარა მუცელში ვნების ნაცვლად


სიცივე.

იგრძნო, როგორი მჟავე გემო ჰქონდა ამ ყველაფერს.

და იგრძნო, როგორი მართალი იყო ირაკლი.

ყველაზე მძაფრი ემოცია მართლაც ტკივილი ყოფილა,


ერთი ადამიანის ტკივილი კი იმდენად მცირეა

სარჩევი
თავი 9 218

სამყაროსათვის, რომ მისი ერთი დღის შეცვლაც კი არ


შეუძლია...

სარჩევი
თავი 10 219

თავი 10

იმ საღამოს აივი ბარში არ მისულა.

არც მომდევნო საღამოს.

ორი კვირის განმავლობაში ვერ დაარწმუნა საკუთარი


თავი, იმ ადამიანს შეხვედროდა, ასე მოულოდნელად რომ
შეეჭრა ცხოვრებაში და ისეთ რაღაცებზე ესაუბრა, აქამდე
რომ ეგონა, მხოლოდ თვითონ უტრიალებდა თავში ასეთი
აზრები.

ორი კვირის განმავლობაში ვერ მოიშორა მასზე ფიქრები.

ორი კვირის განმავლობაში ვერ მიხვდა, ინტერესის


დაუკმაყოფილებლობა აწუხებდა ასე ძალიან, საკუთარი
სინდისი თუ ის, ასე დაუფიქრებლად რომ მოიქცა და
ჩაშალა ყველაფერი.

ორი კვირის განმავლობაში არ გამოჩენილა ირაკლიც.

და ორი კვირის განმავლობაში, ყოველ საღამოს,


მოლბერტთან მდგარ, ფეხშიშველსა და დაუდევრად
თმააკეცილ აივის, ხატვაში გართულს, ისე უცივდებოდა
მთელი მონდომებით გაკეთებული კაკაო, არც
ახსენდებოდა, გაესინჯა. მით უმეტეს, ისედაც იცოდა,
მაინც ვერ ექნებოდა ისეთი გემო, ორი კვირის წინ რომ
გასინჯა უცნობი მამაკაცის სახლში.

სარჩევი
თავი 10 220

ისეთი სხვანაირი ენერგიით იყო ავსებული... ვერც


ხვდებოდა, როგორ მოახერხა იმ საღამოს შემდეგ ეს
ყველაფერი.

ვერ ხვდებოდა, როგორ გაიღვიძა მეორე დილით


სრულიად შეცვლილმა.

ვერ ხვდებოდა, როგორ ადგა, ჩაიცვა სპორტული


ტანსაცმელი, გაიკეთა ყურსასმენები, ჩართო ისეთი
მუსიკა, ცხოვრებაში რომ არასდროს მოუსმენდა სხვა
სიტუაციაში და გავიდა სარბენად, მაშინ, როცა ანდროს
დარბაზშიც კი არ მიჰყვებოდა სავარჯიშოდ.

ვერ ხვდებოდა, სახლში დაბრუნებულმა, ცხელი შხაპის


მიღების შემდეგ, რატომ გაიკეთა მექანიკურად კაკაო,
ყავის ნაცვლად.

ვერ ხვდებოდა, რამ აიძულა, გამოეთრია დამტვერილი,


თვეების განმავლობაში გამოუყენებელი მოლბერტი და
საღებავები.

თითქმის არაფერი დაუხატავს ანდროსთან ყოფნის


პერიოდში.

ისეთი სავსე იყო იმ დროს მისი ცხოვრება, იმდენად


არაფერი აკლდა, იმდენად ზღაპარში ეგონა თავი,
ტილოზე ერთი ხაზის გავლებასაც კი ვერ ახერხებდა.

რამდენჯერ სცადა...

სარჩევი
თავი 10 221

მუსიკასაც იშველიებდა, ახალი საღებავებიც იყიდა,


გამოფენებზეც დადიოდა, ძველ ნახატებსაც
ათვალიერებდა, მაგრამ ფუნჯს რომ ხელში იღებდა და
ეგონა, აი, ახლა შეძლებდა, მოახერხებდა იმავე გრძნობის
აღმოჩენას საკუთარ

თავში, რაც აქამდე უბიძგებდა ხოლმე ხატვისკენ, სრულ


სიცარიელეს პოულობდა.

ისე ეშინოდა თავიდან ამ ყველაფრის...

ეგონა, ვეღარასდროს დახატავდა.

ეგონა, ანდროს პოვნის პარალელურად, საკუთარი თავი


დაკარგა.

ეგონა, რაღაც ისეთი გააკეთა, რაც არ უნდა ექნა და


ამისთვის დაისაჯა ასე მწარედ.

ეგონა, კიდურები სრულიად უფუნქციო გაუხდა.

ეგონა, იმდენად დაცარიელდა, ის გრძნობებიც კი არ იყო


რეალური, რასაც განიცდიდა.

ეგონა, აქამდეც ყალბი იყო ყველაფერი.

წყლიდან ამოვარდნილ, მოფართხალე თევზს ჰგავდა,


მაგრამ მისი უჰაერობა წამებში კი არ სრულდებოდა,
პირიქით, საუკუნესავით იწელებოდა.

სარჩევი
თავი 10 222

იმაზეც ფიქრობდა, რომ რეალურად, არაფერი იყო


საგანგაშო და თვითონ ქმნიდა პრობლემას.

რა მოხდა მერე, თუ მუზა გაექცა. ისევ დადგებოდა ისეთი


პერიოდი, საღებავებში რომ ამოისვრებოდა და მანამ არ
გავიდოდა სახლიდან, სანამ ნახატს არ დაასრულებდა.

თუმცა, არა...

ბოლოს მიხვდა, რომ ძალდატანებით არაფერი


გამოვიდოდა და დანებდა.

ჩათვალა, რომ არ ღირდა იმაზე დარდი, რასაც ვერ


შეცვლიდა და დინებას მიჰყვა.

საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ ის, რაც აქამდე აკლდა და


ხატვით ივსებდა, ახლა ანდროს სახით იპოვა და სწორედ
ამიტომ, იმდენად ბედნიერი იყო, წარმოსახვითი სამყარო
აღარ სჭირდებოდა.

ახლა კი, ამდენი დროის გასვლის შემდეგ, კვლავ რომ


აიღო ფუნჯი ხელში და საღებავის ქილას თავსახური
მოხადა, ისეთმა ნაცნობმა და მონატრებულმა გრძნობამ
დაუარა სხეულში, გულიც კი აუჩქარდა და სუნთქვაც
შეეკრა წამიერად.

თითქოს დაბრუნება იყო და თან არც იყო.

თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა.

თითქოს ხელახლა დაიბადა.

სარჩევი
თავი 10 223

თითქოს ამ ყველაფრის გადატანა სჭირდებოდა,


საკუთარი თავი რომ დაებრუნებინა.

თითქოს...

ანდრო ამაში მაინც დაეხმარა...

დაუბრუნა ის, რაც თავის დროზე შეუმჩნევლად წაართვა


და, წასვლის პარალელურად, მისცა იმდენი, მთელი
ცხოვრება რომ ვერ მოახერხებდა ამოწურვას და
აღარასდროს შეაწუხებდა სიცარიელის გრძნობა...

***

მეთხუთმეტე დღეს დაასრულა აივიმ ნახატი.

მეთხუთმეტე დღეს, კაკაოს ნაცვლად, ყავა ჩაყარა


მოზრდილ ფინჯანში და რძის დამატების გარეშე დაასხა
ადუღებული წყალი.

მეთხუთმეტე დღეს, გათენებიდან მოყოლებული,


დაღამებას ელოდა, იმ ადგილას რომ მისულიყო, სადაც
თხუთმეტი დღე დაიგვიანა.

მეთხუთმეტე დღეს ისე მიადგა ბარს, რომელიც საკუთარი


ცხოვრების ყველაზე მწარე დღეს აღმოაჩინა, თხუთმეტი
წამიც კი არ უფიქრია, სანამ ზღურბლს გადააბიჯებდა.

მეთხუთმეტე დღეს თხუთმეტი წუთიც კი ვერ გაძლო


მარტო მჯდომმა და მიუხედავად იმისა, რომ იცოდა,
პასუხს ვერ მიიღებდა, მაინც დაიმედებული მივიდა

სარჩევი
თავი 10 224

ბარმენთან. სხვა დახვდა. წინა ტიპისგან რადიკალურად


განსხვავებული, შეიძლება ითქვას, ჩვეულებრივი
ვიზუალით. მოკლედ შეჭრილი თმითა და გაპარსული
წვერით. პროფესიონალურად ასრულებდა საკუთარ
საქმეს, სასმელსაც, სანამ დაასხამდა, ისე აკეთებდა, მთელ
შოუს დგამდა, თუმცა მაინც ვერ დააინტერესა აივი.

“კოლა” შეუკვეთა მხოლოდ და ისე ჩამოჯდა თავისთვის,


ცხადი იყო, რომ ირაკლის ელოდა.

მაგრამ ირაკლი მთელი საღამოს განმავლობაში არ


გამოჩენილა.

ბოლო კლიენტის წასვლამდე ელოდებოდა.

ბოლო კლიენტის წასვლამდე, ერთი ჭიქა ალკოჰოლური


სასმელიც კი არ შეუკვეთავს, ისეთი მოჩვენებითი
სიმშვიდით სვამდა კოლას.

ბოლო კლიენტის წასვლამდე, უცნაურად უჩქარდებოდა


გული კარის გაღების ხმაზე და იმედგაცრუება უწვავდა
კუჭს, ნაცნობი თვალების ნაცვლად სრულიად სხვას რომ
აწყდებოდა.

ბოლო კლიენტთან ერთად გავიდა თვითონაც ბარიდან და


მიუხედავად იმისა, ასე რომ უნდოდა, ასე რომ ელოდა,
ასეთი მომზადებული რომ იყო, მაინც ვერ გაბედა ტაქსის
გაჩერება და მძღოლისთვის იმ მისამართის კარნახი,

სარჩევი
თავი 10 225

სადაც მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი, თუმცა მაინც


ვერაფრით იგდებდა თავიდან.

მეორე დღეს სოციალურ ქსელშიც სცადა ირაკლის


მოძებნა.

ანუკიც კი ჩარია საქმეში, თითქოს ყველაზე უიმედო


შემთხვევა ყოფილიყო და სახელისა და გვარის მეტი
არაფერი სცოდნოდა.

თითებს იმტვრევდა, ტუჩებს იკვნეტდა და ნერვიულად


ათამაშებდა ფეხებს, ლეპტოპთან მოკალათებული
მეგობრის გვერდით რომ იჯდა და საძიებო სისტემით
ნაპოვნი ყველა გვერდის გახსნისას ხელახლა
უცრუვდებოდა იმედი, ის რომ არ ხვდებოდა, ვინც
საჭირო იყო.

როცა დარწმუნდნენ, რომ პირადი პროფილი არ ჰქონდა


და მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ანუკიმ შეძლო,
მობილურის ნომრის გაგება იყო, იმის ნაცვლად, რომ
დაერეკა ან შეტყობინება გაეგზავნა, მადლობაო,
იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა და ისევ იმ ფოტოების
თვალიერებას მიჰყვა, ირაკლი ჭანტურიას სახელსა და
გვართან ერთად რომ სთავაზობდა ინტერნეტი და ალბათ
უკვე ასჯერ მაინც ჰქონდა თითოეული ნანახი.

– უკვე მაღიზიანებ, ოღონდ მართლა! – საბოლოოდ ისევ


თიკას უმტყუნა ნერვებმა. – რა გინდა, ვერ ვხვდები! არა,
აი, მართლა ვერ ვხვდები! მისამართი გაქვს, მობილურის

სარჩევი
თავი 10 226

ნომერი გაქვს, პირადი ნომერიც კი გაქვს! ყველაფერი


გაქვს საიმისოდ, რომ დაეკონტაქტო და შენ რას აკეთებ?
მითხარი, რას აკეთებ?!

– ყავის გაკეთებას ვაპირებ, თუ გინდა, შენც გაგიკეთებ, –


მხრები აიჩეჩა და ისე უპასუხა, თითქოს საერთოდ ვერ
ხვდებოდა, რაზე ელაპარაკებოდა მეგობარი.

– დაგასხამ მაგ ყავას თავზე! აი, რატომ ართულებ


ყველაფერს? გინდა ნახვა? მიაკითხე! დალაპარაკება
გინდა? დაურეკე! არ იცი, რამდენად შეძლებ საუბარს?
წერილი გაუგზავნე! – ხელებს შლიდა და წინ და უკან
მიმოდიოდა საუბრისას, იმდენად იყო ემოციებს
აყოლილი, აივი კი სრულიად ურეაქციოდ უსმენდა, და
ბოლოს, თიკამ რომ გამოსვლა დაამთავრა და დაღლილი
ჩაემხო სავარძელში, ისეთი სახით გაუწოდა ყავიანი ჭიქა,
ცოტათი ეშინოდა კიდეც, მუქარა არ აესრულებინა.

– გიჟი ხარ! – თავი გაიქნია გოგონამ, ბოლოს კი, მეტი


ეფექტურობისათვის, საკუთარი საფირმო ფრაზაც
დაამატა: – ოღონდ მართლა!

– მარიამს ველაპარაკე! – სერიოზული სახით წამოიწყო


ანუკიმ. – მოკლედ, მაქსიმალურად ეცადა, ყველაფერი
გააკეთა, წესებიც კი დაარღვია, მაგრამ...

– ახლა არ თქვა, რომ ბანკში აძებნინე პირადი ნომრითა და


სახელითა და გვარით, თორემ ნერვული სისტემა

სარჩევი
თავი 10 227

შემერყევა! – გაოგნებულმა შეაწყვეტინა თიკამ, როცა


მიხვდა, საითაც მიჰყავდა საუბარი.

– მაგრამ, ვერ იპოვა...

– ღმერთო! აი, ამას, – თავით ანიშნა აივიზე, – თვითონაც


ვერ გაუგია, რა უნდა, მაგრამ შენ რაღამ გაგაგიჟა?! ან მე
რატომ მაგიჟებთ?

– კარგი ახლა, შენც ხომ მოძებნე...

– მე მოვძებნე თავიდან, სახელიც კი რომ არ იცოდა, მაშინ!


შეადარა ახლა სახელის გაგება ბანკის ანგარიშის გაგებას!

– მაინც ვერ ვიპოვე... – ამოიოხრა იმედგაცრუებულმა.

– კარგი, გეყოფათ... – ჩაერია აივიც. – მართლა


მეტისმეტია...

– ოხ, გამარჯობა! გაიღვიძე?

– არაა საჭირო ასე გაპრობლემურება...

– და? – ანუკიმ გააგრძელა, როცა მიხვდა, რომ გოგონა


თავისით არ აპირებდა დასრულებას.

– და არაფერი. ისევე გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც


აქამდე ვცხოვრობდი... – პასუხად კი სრულიად სხვა რამ
რომ მიიღო, ჯერ თიკას გადახედა, შემდეგ ამ საუბრის
მთავარ ობიექტს, ბოლოს კი ორივე ხელი სახეზე აიფარა

სარჩევი
თავი 10 228

და ისე ამოიოხრა, აშკარა იყო, მისთვისაც კი ზედმეტად


გართულდა ეს სიტუაცია...

***

საბოლოოდ, თვითონაც ვერ გაიაზრა, ისე მიიღო


გადაწყვეტილება.

ფიქრებიდან რომ გამოერკვა, უკვე ირაკლის კორპუსის


სადარბაზოდან გადიოდა და საკუთარ თავს არ აძლევდა
უფლებას, იმაზე ეფიქრა, რაც ჩაიდინა.

იცოდა, სხვანაირად აუცილებლად ინანებდა.

ჯობდა, ამ ერთხელ მიეღო დაუფიქრებელი


გადაწყვეტილება, მაგრამ გაეკეთებინა ის, რაც ეგონა, რომ
სწორი იყო.

ამ საღამოს ნამდვილად გაიგებდა, ღირდა თუ არა ეს


რისკი ამად. სხვანაირად, უბრალოდ, აღარ შეიძლებოდა.
ყველაფერს ჰქონდა თავისი დრო, ამ სიტუაციაში კი მეტის
მოთმენას ვეღარ შეძლებდა.

პატარა გოგოსავით გრძნობდა თავს. ალბათ, მხოლოდ


ახალ წელს ჰქონდა ხოლმე ასეთი შეგრძნება. თორმეტი
საათის მოსვლას რომ ელოდა მოუთმენლად და რაღაც
ისეთის სწამდა, თვითონაც რომ ვერ ხვდებოდა, რატომ
სჯეროდა, მაგრამ მაინც გულის ფანცქალით ელოდა
სასწაულს.

სარჩევი
თავი 10 229

ახლაც ანალოგიურ სიტუაციაში იყო. თორმეტის


შესრულებას და სანტას არა, მაგრამ ირაკლის მისვლას
ნამდვილად ელოდა იმ ბარში და გულის სიღრმეში კი
ხვდებოდა, არც ერთი ნორმალური ამას რომ არ
გააკეთებდა. თუმცა სადღაც მისი არანორმალურობის
იმედიც ჰქონდა, და ალბათ მესამე ჭიქა “კოლას” სვამდა
უკვე, თავისდა უნებურად რომ გაექცა თვალი კარისკენ,
შემდეგ იგრძნო, როგორ დაეჭიმა ყველა კუნთი,
მოგვიანებით ერთიანად მოდუნდა; ბოლოს კი ის, ვისაც
ამდენ ხანს ელოდა, გვერდით რომ მიუჯდა, ხმის
ამოღებაც ვერ მოახერხა.

– რას ნიშნავს ეს ყველაფერი? – ირაკლის კი არ


გასჭირვებია

საუბრის წამოწყება. არც მისალმება უცდია, არც მოკითხვა,


ყველანაირ ფორმალობას გადაუარა და ისეთი ხმით
დაიწყო, ან ძალიან გაბრაზებული იყო, ან აქამდე
მოსასვლელად რამდენიმე კილომეტრი გაუჩერებლად
ირბინა. სავარაუდოდ, უფრო პირველი...

– რომელი ყველაფერი?

– აივი, რატომ მეთამაშები?

– მე...

– არც კი გაბედო შეწინააღმდეგება! – არა, აშკარად


მეტისმეტად იყო გაბრაზებული. – შენ თუ შენი ცხოვრება

სარჩევი
თავი 10 230

არ გედარდება, ჩემით მაინც ნუ ითამაშებ! ჯერ ისე


ჩნდები, არც მეკითხები, შემდეგ უჩინარდები, მერე ისევ
მოულოდნელად ისეთ ადგილას გადამეყრები,
ვერასდროს რომ ვიფიქრებდი, ყველაფერზე მომყვები,
მაჯერებ, რომ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი კი არა, რეალური
ხარ, მარწმუნებ, რომ მე არ გამომიგონებიხარ,

ბოლოს კი მაინც მიდიხარ და არც ეს წასვლა აღმოჩნდება


საბოლოო! ახლა მითხარი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

– ძალიან გთხოვ, ნუ ხარ ასეთი გაბრაზებული...

– ნახატი რატომ გამომიგზავნე? – ბოლო ფრაზის სრული


უგულებელყოფით, ტონალობის შეუცვლელად ჰკითხა
და ისე მიაჩერდა, მიახვედრა, რომ ტყუილს ერთ
სიტყვასაც არ ათქმევინებდა.

– თუ ირაკლი არ მიდის ნახატთან, ნახატი მიდის


ირაკლისთან...

– ირაკლი აპირებდა ნახატთან კი არა, ნახატებთან


მისვლას, მაგრამ რატომღაც გზა ჩაუხერგეს და არ
მიუშვეს!

– შენ ხომ ზედაპირულად არ უყურებ მოვლენებს და


გჯერა, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს?

– ერთადერთი, რის გამოც ახლა აქ ვზივარ, სწორედ ეგ


არის... – ამოიოხრა და ისეთი შეცვლილი ხმით უპასუხა,
თითქოს თვითონ არ იყო, წამის წინ რომ ეჩხუბებოდა.

სარჩევი
თავი 10 231

– დამიჯერე, იმ დღეს...

– არ მაინტერესებს, რა მოხდა იმ დღეს.

– მაპატიე?

– არა.

– ირაკლი...

– რა უნდა გაპატიო, მიღებული გადაწყვეტილება?! რატომ


გგონია, რომ შენი არჩევანის გამო ვინმესთვის ბოდიში
გაქვს მოსახდელი?

– როცა შენი არჩევანი სხვასაც ეხება, მაშინ...

– შენი არჩევანი მაშინაც კი ეხება სხვას, როცა რეალურად


მას სულ არ უკავშირდება, – განაგრძო ჩვეულ სტილში და
აივიც მარტივად მიხვდა, კიდევ ერთი საინტერესო
საღამო რომ ელოდა, – მაშინაც, როცა ამ ბარში მოდიხარ,
ირჩევ ნებისმიერ ადგილს და ჯდები. ამ დროს სხვას,
ვისაც შეიძლება ძალიან მოსწონდა ეგ ადგილი, მანდ
დაჯდომის უფლებას ართმევ და ბარმენსაც, იმავე
სასმელს რომ უკვეთავ, რასაც მე ვსვამდი ჩვენი შეხვედრის
პირველ დღეს, შენთვის კოქტეილის დამზადების
საშუალებას უსპობ, როცა, შესაძლოა, მას შენთვის “კოლა”
კი არა, “მოხიტო” ემეტებოდა.

სარჩევი
თავი 10 232

– ხანდახან მგონია, რომ დამცინი, – გაეცინა, ასე


დაწვრილებით და მარტივად რომ აუხსნა ყველაფერი,
თუმცა კი ნამდვილად მიხვდა, რაც იგულისხმა.

– რა იცი, იქნებ არც გგონია, – ჩაეცინა ირაკლისაც, – ეგეც


ხომ სუბიექტურია...

– მოგეწონა?

– შენი ნაბიჯი, ის, რომ აქ დამიბარე, თუ...

– ნახატი! – შეაწყვეტინა სწრაფადვე.

– რა გაინტერესებს, შენი ხელწერა რამდენად მომეწონა


თუ ის, რაც დახატე?

– ყველაფერი.

– ვფიქრობ, რომ ჩემმა კაკაომ ნამდვილად მოახდინა


ეფექტი...

– გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე!

– მეუბნება გოგო, რომელიც ხატავს ჩემს მომზადებულ


კაკაოს, ჩემივე სახლიდან გადაშლილი ხედის ფონზე, და
ამ ნახატს ისე ურცხვად მიტოვებს კართან, თითქოს ორი
კვირის წინ მთელი საღამო არ ველოდინებინე და შემდეგ
ისე უკვალოდ არ გადაკარგულიყო, იმაშიც კი
დავეეჭვებინე, რომ ჩემი წარმოსახვა ბოროტად
გამეთამაშა.

სარჩევი
თავი 10 233

– იქნებ, შენ აღიქვი მასე და რეალურად...

– პლუს, ჩემივე ტაქტიკით აპირებს თამაშის მოგებას... –


ჩაეცინა და აივის ჭიქიდან ჩხირის გარეშე მოსვა “კოლა”. –
რატომ გამომიგზავნე?

– იმიტომ, რომ მინდოდა, გენახა.

– და მე როცა მინდოდა ნახვა, მაშინ რატომ არ მომეცი ამის


უფლება?

– ძალიან დიდი ხანია, აღარ დამიხატავს, – ისე წამოიწყო,


შეკითხვას განგებ არ უპასუხა, – და ძალიან დიდი ხნის
განმავლობაში მეგონა, რომ ვეღარ დავხატავდი. ამ ორ
კვირაში კი ერთი დღეც არ გამიტარებია ისე, ფუნჯი რომ
არ ამეღო ხელში. და მაშინ, ამდენი ხნის შემდეგ
პირველად რომ შევეხე ტილოს, მინდოდა მეტირა იმის
გაცნობიერებისას, რომ ყველაფერთან ერთად, ისიც არ
დავკარგე, რითიც ყველაზე უკეთ ვახერხებ დაცლას და
საკუთარი ემოციების კონტროლს.

– მე თუ მკითხავ, სულაც არაა საჭირო ემოციების


გაკონტროლება. ჩარჩოები...

– ჩარჩოები მეც არ მიყვარს და ეს უკვე გითხარი, –


ამჯერად თვითონ შეაწყვეტინა.

– რატომ არ მოხვედი?

– ხომ გითხარი...

სარჩევი
თავი 10 234

– ბარს არ ვგულისხმობ. ჩემთან რატომ არ მოხვედი?

– უნდა მოვსულიყავი?

– არ გინდოდა?

– არ მინდოდა... – ურცხვად მოატყუა.

– მატყუებ, – არც ირაკლის გამოჰპარვია მისი საქციელი, –


და სანამ მომატყუებდი, მანამდე იცოდი, შენს ტყუილს
რომ არ დავიჯერებდი. რატომ არ მოხვედი?

– არ ვიცი...

– მე ვიცი, – ისე გადაიხარა, უკვე ზომაზე მეტად


მცირდებოდა მათ შორის დისტანცია, – საკუთარ თავს
ეწინააღმდეგებოდი. და ამ სიჯიუტით გინდოდა
დაგემტკიცებინა, რომ ისევ შეგიძლია რაღაცების
კონტროლი. შეგიძლია, რაღაც მაინც გააკეთო შენს ჭკუაზე,
რაღაცას მაინც აიძულო, იყოს ისე, როგორც შენ გინდა.
შეგიძლია, შენც გადაუწყვიტო სხვას ცხოვრება და
შეგიძლია...

– ნუ მექცევი ასე, – არ აცადა დასრულება, – ადექი.

– აქ არ ცეკვავენ.

– არც მე ვაპირებ შენთან ცეკვას. ადექი და წამომყევი! –


თვითონაც სწრაფად წამოდგა, დაუდევრად მოქექა
ჩანთაში ფული, ბარის მაგიდაზე დააგდო, შემდეგ კი კაცს

სარჩევი
თავი 10 235

ხელი ჩაჰკიდა და ისე გაიყვანა, შეწინააღმდეგების


უფლებაც არ მისცა.

ისეთი ძლიერი ემოცია აწვებოდა იმ მომენტში...

გაიგუდებოდა კიდეც, შიგნით რომ დაეტოვებინა.

სუნთქვასაც ვერ შეძლებდა, ეს რომ ჩაეკლა და თვითონვე


გადაუსვა საკუთარ ნათქვამს ხაზი, ემოციების
გაკონტროლების შესახებ.

ერთი კითხვაც არ დაუსვამს ირაკლის. ისე მიჰყვებოდა,


ოდნავაც არ აწუხებდა ის, გოგონა ზედმეტად სწრაფად
რომ მიდიოდა და სიტყვასაც არ ეუბნებოდა.

არც მაშინ ამოუღია ხმა, ტაქსიში რომ ჩასხდნენ.

თითქოს ისედაც იცოდა...

თითქოს ზუსტად ამ მომენტს ელოდა.

ამ აფეთქებას.

ასეთ აივის.

ამ სიტუაციის ასეთ შემობრუნებას.

წამითაც არ იგრძნობოდა მათ შორის ის თხუთმეტი დღე.


ისე იყო ყველაფერი, თითქოს ზუსტად მაშინ შეხვდნენ,
როცა უნდა შეხვედროდნენ.

არაფერი ყოფილა ზედმეტი. არაფერი უცხო.

სარჩევი
თავი 10 236

იმ წამსაც კი, სახლში რომ შეაბიჯეს, თქმაც არ


სჭირდებოდა, ისევე მიხვდა, სადაც მიჰყავდა გოგონას.

მომენტალურად აღმოჩნდნენ სხვა სამყაროში. და იქ


არაფერი იყო, აივის გარდა...

იყო პეიზაჟები, აბსტრაქტული ფიგურები, პორტრეტები...


იყო კადრები, ირაკლიც რომ დიდი სიამოვნებით
აღბეჭდავდა, მაგრამ მაინც ყველაფერში აივი იყო და
ყველაფერი აივი იყო... მისი თვალებით დანახული და
მისი განცდებით განცდილი. მისი გამოვლილი, მისი
გამოცდილი, მისნაირად აღქმული და გადმოცემული.

ტილოების ნახევარზე მეტი არც იყო კედელზე


ჩამოკიდებული. ფიზიკურად ვერც დაეტეოდა, ისეთი
პატარა ოთახი აერჩია სახელოსნოდ.

საგულდაგულოდ გაკეთებულ ნაჭუჭს უფრო ჰგავდა,


საკუთარ თავზე მორგებულს, სხვისი ადგილი რომ არ
არის და არც საჭიროებს ვინმეს შესვლას. გადაბმულად
რომ შეუძლია, დღეები გაატაროს შიგნით და მხოლოდ
გადაუდებელი აუცილებლობისას გამოვიდეს.

ახლა კი ირაკლიც ამ ნაჭუჭში იყო გამომწყვდეული. და


ვერც მიხვდა, როგორ შეაღწია შიგნით, მისი გატეხის
გარეშე...

– ჩემი ნახატების ნახვა გინდოდა... აქ არის.

სარჩევი
თავი 10 237

– რატომ მიშვებ ასე ახლოს? – ჰკითხა რამდენიმეწუთიანი


დუმილის შემდეგ. არც უყურებდა, ნახატებს
ათვალიერებდა მხოლოდ, თუმცა ამით უფრო უკეთ
სწავლობდა, ვიდრე მიმიკებზე დაკვირვებით.

– შენ რატომ მიმიშვი?

– თავს ვალდებულად თვლი? იმიტომ აკეთებ, რომ...

– შენ მასე გგონია?

– მინდა, რომ შენ მითხრა.

– არ გეტყვი! – წარმოთქვა გადაჭრით, – არაფერს არ


გეტყვი. ისე მიიღე, როგორც გინდა. მე ყველაფერს
გაჩვენებ, მაგრამ იმაზე პასუხს ვერ ვაგებ, შენ რას
დაინახავ.

ხმა არც ერთს აღარ ამოუღია.

თუმცა კი ორივემ იცოდა, აივის ბოლო სიტყვებში


ნახატების ჩვენება რომ არ იგულისხმებოდა.

კამათიც კი აღარ გაუგრძელებიათ. არც ირაკლის


უკითხავს დეტალები და არც გოგონას აუხსნია რაიმე,
უსიტყვოდ მიჰყვებოდა თითოეულ ტილოსთან და ისე
ედგა გვერდით, ვერ

მიხვდებოდით, საღებავებით შექმნილ ფიგურებს


აკვირდებოდა თუ იმ ადამიანის გამომეტყველებას, ვისაც
ამ ფიგურების მიღმა სულ სხვა რამ უნდა დაენახა.

სარჩევი
თავი 10 238

– არ მომწონს, რომ ისევ აგაღებინე ფუნჯი ხელში... –


გამეფებული სიჩუმის ფონზე ისე უცნაურად გაისმა კაცის
ხმა, ვერაფრით მიხვდა აივი, ეს ჟრუანტელი მისი
ტემბრით იყო გამოწვეული თუ ნათქვამში ჩადებული
აზრით.

ნელა შეტრიალდა ირაკლი მისკენ. ისეთი სახე ჰქონდა...


ისეთი სხვანაირი გამოხედვა... ისეთი შეცვლილი
თვალები.

წამითაც ვერ მოაშორა გოგონამ მზერა.

ვერ აიძულა საკუთარი თავი, გაეწყვიტა ეს კონტაქტი და


თავი აერიდებინა.

ვერ აიძულა, სხვა მხარეს გაეხედა, გაშორებოდა, გაეზარდა


მეტისმეტად შემცირებული მანძილი.

ვერ აიძულა, არაფერი შემჩნეოდა, მისი ხელის შეხება რომ


იგრძნო სახეზე.

ვერ აიძულა, თვითონაც გაეკეთებინა რამე და არ


ყოფილიყო ერთ ადგილს მიყინული.

ვერც ის აიძულა, სულ ერთი წამით, ერთი მოქმედებით


მაინც რომ მიეხვედრებინა ირაკლისთვის, თუ თვითონაც
არ უნდოდა იგივე.

– ორი კვირაა, გაციებულ კაკაოს ნიჟარაში ვასხამ... – ძლივს


ამოთქვა გაბზარული ხმით.

სარჩევი
თავი 10 239

– ორი კვირაა, შენი ჭიქით ვსვამ ჩემს კაკაოს... – მიიღო


პასუხად, შემდეგ კი არც ისე მოულოდნელად, არც ისე
ნელა და არც ისე ფრთხილად, გახურებული ტუჩების
შეხება რომ იგრძნო საკუთარზე, ვერც მაშინ აიძულა
საკუთარი თავი, თვითონაც არ აჰყოლოდა კოცნაში...

სარჩევი
თავი 11 240

თავი 11

დივნის საზურგეზე მიყუდებული, მშვიდად


ეთამაშებოდა მოზრდილ თმაზე მის კალთაში
თავჩადებულ ბიჭს და ვერც კი ხსნიდა, ისეთი უცნაური
სიმშვიდის გრძნობა ეხვია გარს.

რბილი ღრუბელივით ფაფუკი და ნაზი, ისე ითრევდა


საკუთარ სამყაროში, ისე მოდუნებულად და მსუბუქად
გრძნობდა თავს, ვერ ხვდებოდა, რისი დამსახურება იყო
ეს ყველაფერი.

ეთამაშებოდა თმაზე და ისე ათბობდა მისი მზერა, სულ არ


სჭირდებოდა დაეხედა, რათა დარწმუნებულიყო, რომ
წამითაც არ აშორებდა თვალს.

– ყველაზე მეტად ასეთი სიმშვიდის მეშინია... – გამოტყდა


ბოლოს და კაცს კვლავ არ გაუწყვეტია მზერითი
კონტაქტი, ისე დაუჭირა ხელი და აუღელვებლად
დაუკოცნა თითები.

– საერთოდ ნურაფერზე ფიქრობ, – უპასუხა ჩვეული


თავდაჯერებულობით, – ნუ ფიქრობ იმაზე, რა იქნება
ხვალ. რამდენად სწორად მოიქეცი, რამდენად ღირდა
იმის გაკეთება, რაც გააკეთე, რამდენად უნდა გაგერისკა
და რამდენად ინანებ მომავალში ამ ნაბიჯს. ნუ ფიქრობ
იმაზე, რაც ნებისმიერ წამს შეიძლება შეიცვალოს. ახლა აქ
ვარ. და შენც გინდა, რომ აქ ვიყო. იმაზე იფიქრე, ამ
მომენტში რას გრძნობ და რას გრძნობდი მაშინ, როცა აქ

სარჩევი
თავი 11 241

მოგყავდი. იმაზე იფიქრე, როგორ ხარ ახლა და არ მისცე


სხვა ფიქრებს შენი გონების დაკავების უფლება.

– ახლაც მგონია, რომ მე გამოგიგონე, – აღიარა და ისე


გადაწვა თვითონაც, რომ არც ირაკლის შეეცვალა
მდგომარეობა და თვითონაც მის მუცელზე დაედო თავი,
– მგონია, რომ იმ დღეს, იმ ბარში, იმდენად ბევრი დავლიე,
ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ხარ და ახლაც მე ვიგონებ
ყველაფერს.

აღარაფერი უპასუხია, ფრთხილად აკოცა მხოლოდ და ისე


გადაუწია ჩამოშლილი თმა, აღარც მოუშორებია სახიდან
ხელი.

ნელა უსვამდა საფეთქელზე ცერს და ისეთი მზერით


უყურებდა, სუნთქვასაც კი უკრავდა გოგონას.

შეეძლო, არაფერი ეთქვა, განსაკუთრებული არაფერი


გაეკეთებინა, მაგრამ ერთი მზერით ეგრძნობინებინა
ყველაფერი.

საოცარი კომფორტი იყო ასეთ ადამიანთან ურთიერთობა.

ერთი წამითაც არ ჰქონდა შიში.

არ ეშინოდა, რომ რამე შეეშლებოდა.

არ ეშინოდა, რომ რამეს გააფუჭებდა.

არ ეშინოდა, ეთქვა ის, რასაც გრძნობდა.

სარჩევი
თავი 11 242

არ ეშინოდა, თავისუფლად ელაპარაკა ყველაფერზე.

არ ეშინოდა, ის გამოეხატა, რასაც გრძნობდა.

არ ეშინოდა, ყოფილიყო აივი.

ზუსტად ისეთი, როგორიც მხოლოდ საკუთარ თავთან


იყო აქამდე.

არ ეშინოდა, რადგან თითოეული უჯრედით გრძნობდა


ირაკლის.

გრძნობდა ისეთ ამოუხსნელსა და უჩვეულოს, წამითაც არ


სჭირდებოდა დაფიქრება, სანამ რამეს ეტყოდა ან
გააკეთებდა.

გრძნობდა ისე მოულოდნელად მოსულსა და ძლიერს,


ვერასდროს რომ წარმოიდგენდა.

გრძნობდა, რომ მხოლოდ ფიზიკურად კი არ იყო მის


გვერდით, ისეთ დროსაც ეყოლებოდა, ხელშესახები რომ
არ იქნებოდა რეალურად.

ეყოლებოდა მანამ, სანამ თვითონ არ მოინდომებდა

საპირისპიროს და გრძნობა, რომ არასდროს მიატოვებდა,


არაფრის გამო, ისეთი ახალი და სასიამოვნო იყო,
ვერაფრით იჯერებდა, მართლა მის თავს თუ ხდებოდა ეს
ყველაფერი.

სარჩევი
თავი 11 243

– სინამდვილეში მაინც მჯეროდა, რომ ასე არ გაქრებოდი,


– გამოუტყდა ირაკლიც, – არ შეიძლებოდა, სხვანაირად
მომხდარიყო.

– რატომ?

– ხომ შევთანხმდით, რომ არასდროს არაფერი ხდება


შემთხვევით?

– შევთანხმდით...

– ის ბარი ჩემი საყვარელი ადგილია, ხშირად დავდივარ


ხოლმე, ხან უბრალოდ ვზივარ, ვაკვირდები ადამიანებს,
ვესაუბრები ბარმენს, ხან ფოტოებს ვამუშავებ. ძალიან
ბევრ დროს ვატარებ იქ და რატომ შემოხვიდოდი შენ
მაინცდამაინც იმ ადგილას

სრულიად შემთხვევით? რაღაცამ გიბიძგა. უნდა


ყოფილიყო რაღაც ლოგიკა ამ ყველაფერში.

– ახლა მაგიის არსებობასაც ნუ დამაჯერებ, – ჩაეცინა ისე,


აშკარა იყო, მსგავსი რამეების საერთოდ არ სწამდა.

– მე არაფერს გაჯერებ, – ირაკლი კი, სასაცილოდ რომ


ჩატეხა ტუჩის კუთხე, ისეთი ბავშვურად საყვარელი იყო
იმ მომენტში, ვერაფრით მოითმინა გოგონამ, ორივე ლოყა
რომ არ დაეჩქმიტა.

– არ ხარ შენ რეალური! – გადაჭრით გამოაცხადა ბოლოს,


– მაგრამ არც ეგ მაინტერესებს.

სარჩევი
თავი 11 244

– აივი, მომისმინე...

– ვერ ვიტან ასეთ შესავალს...

– არ მინდა გაწყენინო და ცუდად მიიღო, მაგრამ...

– აი, უკვე რეალურდები, – წამიერად იგრძნო


იმედგაცრუება.

ისე წამოიწია, თითქოს ერთი წვეთიც და ყველაფერს


წალეკავდა ოკეანე, აქამდე რომ სიმშვიდით აშინებდა, –
მითხარი...

– არ მგონია, რომ ასეთი კარგი ფანტაზიის უნარი


გქონდეს... – წარმოთქვა სრული სერიოზულობით,
რეაქციის დანახვისას კი ისე ამოხეთქა შეკავებულმა
სიცილმა, ისე ხმამაღლა ახარხარდა, ვერც აივის
გაბრაზებამ შეუშალა ხელი და ვერც იმ ბალიშმა შეძლო
მისი ხმის ჩახშობა, თავში რომ გაუქანეს ხუმრობის
პასუხად.

– უნამუსო ხარ! მორჩა, აღარ ვიფიქრებ, რომ გამოგიგონე.

– ძლივს! – მაღლა აღმართა ხელები, თუმცა სიცილი მაინც


არ შეუწყვეტია.

– სხვათა შორის, შეგახსენებ, რომ შენ არსებულ კადრებს


იღებ და მე ჩემით ვიგონებ! ფანტაზიაზე სალაპარაკო
ნამდვილად არ გაქვს.

სარჩევი
თავი 11 245

– რძიანი კაკაო გაგახსენო?! – სასაცილოდ აუწია ცალი


წარბი.

– ნერვებს მიშლი, იცი?

– შენ ისეთად გამომიგონე, რომ ნერვები არ უნდა


მომეშალა?! – სწრაფადვე დაუჭირა სახე ორივე ხელით და
ისე მოულოდნელად აკოცა ტუჩის კუთხეში, აივიმ
ვეღარაფრით მოახერხა მწარე პასუხის მოფიქრება.

– მე შენი სახლის რბილ იატაკზე ზურგით გაწოლილი


გამოგიგონე, შენივე ფირსაკრავით, ოდნავ გასაპარსი
წვერით, ჩემისგან განსხვავებით, უჩვეულოდ ცხელი
ხელებით, ლოყებზე ფოსოებით და ისეთი აზრებით,
რომელიც მხოლოდ შენ გაქვს... – ისე უპასუხა, ოდნავაც არ
მოუშორებია ტუჩები, პირიქით, მისას ეხებოდა საუბრისას
და ღმერთმა უწყის, რის ფასად უჯდებოდა იმ
მზერისთვის რომ გაეძლო, რომლითაც დაუნდობლად
ბურღავდა ჭანტურია.

– მე კი იმასაც ვერ ვუშვებ, რომ ისეთის გამოგონება


შემეძლო, როგორიც შენ ხარ, – უპასუხა
სუნთქვაგახშირებულმა, დაბალი,

ოდნავ ჩახლეჩილი ხმით და ისე სწრაფად აკოცა, აშკარა


იყო, აქამდეც ძლივს ახერხებდა მოწოლილი ემოციების
შეკავებას...

***

სარჩევი
თავი 11 246

– გამოფენა უნდა გააკეთო! – ერთ დღესაც, სრულიად


მოულოდნელად, ახალი თემა წამოჭრა ირაკლიმ და არც
გაკვირვებია გოგონას მზერა მის წინადადებაზე.
დაახლოებით ხვდებოდა, რა რეაქციაც ექნებოდა და,
ნაწილობრივ, მზადაც იყო ამისთვის.

– მეორედ აღარ მიხსენო! – უპასუხა სრული


სერიოზულობით და იმის მისანიშნებლად, რომ საუბარი
აღარ გაეგრძელებინა, მორიგი ფირფიტა მოათავსა
ფირსაკრავის ნემსის ქვეშ.

– საკუთარ თავს ასე არ უნდა მოექცე.

– ირაკლი, ძალიან გთხოვ.

– ძალიან კარგად მესმის შენი პოზიცია და ვხვდები,


რატომაც ხარ უარზე, მაგრამ მინდა, თუნდაც ჩემი
თხოვნის გამო, კიდევ ერთხელ იფიქრო ამაზე.

– არაფერს ისეთს არ ვქმნი, ხალხს რომ ვაჩვენო.

– მაგაზე ვერ შევთანხმდებით. – აშკარა იყო, დანებებას


არაფრით აპირებდა. ხელზე დაქაჩა, მასთან რომ
მისულიყო და ისე მარტივად ჩაისვა კალთაში, თითქოს
პატარა ბავშვი იყო და არიგებდა, როგორ მოქცეულიყო.

– შენ ხომ არ გინდა შენი ფოტოების გამოფენა. არც მე


მინდა.

სარჩევი
თავი 11 247

– შენთან ერთად გამოვფენ, – ისე სასხვათაშორისოდ


წარმოთქვა, თითქოს ამაში განსაკუთრებული არაფერი
იყო.

– და არც ის გინდა, რომ რომელიმემ ის გავაკეთოთ


ერთმანეთის გამო, რაც...

– ნუ ურევ, – შეაწყვეტინა სიცილით, – და შენებურად ნუ


თარგმნი ჩემს სიტყვებს. მე არ მინდა, ის დათმო და
შეცვალო შენში, რაც მართლა შენია. არ მინდა, რაღაც იმის
გამო გააკეთო, რომ მე ასე მომეწონება. არ მინდა, იმიტომ
დაიწყო რძის დალევა, რომ მე ვსვამ და იმიტომ თქვა უარი
შენს საყვარელ წითელ ღვინოზე, რომ ჩემს აცრას ჯერ არ
გასვლია მოქმედების პერიოდი.

– რამდენიმე დღეც და გახდება ექვსი თვე, ნუ წუწუნებ!

– ვი, მისმინე... ჩემი და შენი შემოქმედება ერთმანეთისგან


იმით განსხვავდება, რომ ჩემი ნამუშევრები მხოლოდ მე
არ მეკუთვნის. წარმოიდგინე, მე თუ გამოფენაზე შენს
ფოტოს გამოვიტან, ამით საკუთარ თავს კი არა, შენც
გაგაშიშვლებ. ჩემი თვალით დანახულ შენს თვალებს კი
არ ვაჩვენებ საზოგადოებას, შენს გრძნობებსა და ემოციას
გამოვიტან საჯაროდ. შენი ნახატები კი მხოლოდ შენია.
როგორ ძალიანაც უნდა მესმოდეს მე შენი და როგორც
უნდა გეგონოს, რომ

ზუსტად იმას ვხედავ, რისი ჩვენებაც ჩემთვის გინდოდა,


ჩემი და შენი აღქმული ერთმანეთისგან მაინც

სარჩევი
თავი 11 248

განსხვავებული იქნება. ყველა თავისებურად დაინახავს.


თითოეული სტუმარი სხვა რამეს იგრძნობს და ერთი და
იგივე ნახატი იმდენად განსხვავებული იქნება
ყველასთვის, ოდნავაც ვერ მოახერხებენ იმის წართმევას,
რაც მხოლოდ შენია.

– არ ვიცი... – ამოიოხრა საბოლოოდ, ვეღარაფერი რომ ვერ


იპოვა შესაწინააღმდეგებელი. ისე უხსნიდა ყველაფერს,
ისე უმარტივებდა ყველა პრობლემას, ისე ულაგებდა,
საკუთარი ხასიათის მიუხედავადაც კი ვეღარ ახერხებდა
ბუზის სპილოდ გადაქცევას.

– არ მინდა ჩათვალო, რომ რამეს გაძალებ. უბრალოდ,


გთხოვ, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდე ამაზე, – თვალი
ჩაუკრა და მოწყვეტით აკოცა ნიკაპზე, – კარგი?

– კარგი... – ამოიოხრა და ისეთი სახით შემოხვია ხელები

კისერზე, აშკარა იყო, მართლა ვეღარ ამოიგდებდა ამაზე


ფიქრს თავიდან...

***

– მართლა ვერ ვიჯერებ, რომ შენი ნებით მოდიხარ


თამაშზე! – ვერაფრით მალავდა გაკვირვებას ანუკი, აივიმ
რომ დაურეკა, შენ მაინც არ გადაიფიქრებდი დღეს მატჩზე
დასწრებას და ბილეთები უკვე ვიყიდეთ მე და თიკამ, შენ
აღარ იყიდოო. დაბადების დღე ჰქონდა და მიუხედავად
ამისა, მაინც აპირებდა ნაკრების თამაშზე წასვლას, თუმცა

სარჩევი
თავი 11 249

იმას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, მეგობრები თუ


ასეთ სიურპრიზს მოუწყობდნენ და თავად წაიყვანდნენ.

– ნუ ხარ უნამუსო, ყოველთვის მოგყვებოდი ხოლმე! –


სასაცილოდ დაუბრიალა თვალები აივიმ.

– ჩემი ხვეწნის წყალობით! ან მომყვებოდი და ისე იჯექი,

ვხვდებოდი, როგორ ძალიან გიყვარვარ, ყველაფრის


მიუხედავად რომ მთანხმდებოდი წამოსვლაზე, – გაეცინა
და კედელზე გაკრული დროშა ჩამოხსნა.

– გიჟი ხარ, გეფიცები. საკუთარ დაბადების დღეზე რა


გინდა დინამოზე?

– იქნებ, საჩუქარი გამიკეთონ!.. – სასაცილოდ აათამაშა


წარბები. – თქვენ გამიკეთეთ და შენც და თიკაც
მომყვებით, ვნახოთ, ნაკრები რას იზამს!

– ირაკლი ნუ გამომიტოვე!

– როგორ გეკადრება! უკვე სიძედ მივიღე მე ეგ ბიჭი, ჯერ


ერთი წელია, რაც იცნობ და ისე გადაგიტრიალა გონება,
რომ ფეხბურთზე სიარული დაიწყე.

– ერთი წელი, სამი თვე და... ჰმმ, რა რიცხვი იყო...

– თიკას ჰკითხე, არქივში გინახავს, – დასცინა და წითელი


და თეთრი საღებავები რომ ჩააგდო ზურგჩანთაში,
მაშინღა გამოერკვა აივი.

სარჩევი
თავი 11 250

– არ მითხრა, რომ...

– შენს ნიჭსა და ჩემს პატრიოტიზმს თუ გავაერთიანებთ,


საუკეთესო ქომაგს მივიღებთ.

– ანუკი, თავიდან ფეხებამდე წითელსა და თეთრში ხარ


გამოწყობილი, შენზე დიდი დროშა მოგაქვს, თმაც კი
წითლად გაქვს შეღებილი, სახის მოხატვა რაღად გინდა?!

– მინდა, მინდა. თან მარტო მე რატომ, ყველანი


მოვიხატავთ. დაბადების დღე მაქვს დღეს და უარის თქმა
არაფერზე შეიძლება! – მოუჭრა საბოლოოდ და ისე
გაიყვანა სახლიდან, გაპროტესტების უფლებაც აღარ
მისცა.

და რაღაც მხრივ, მართლა ირაკლის დამსახურება იყო,


ასეთ

ყინვაში უპრობლემოდ რომ დათანხმდა სტადიონზე


წასვლაზე და პირიქით, გადარწმუნება არ დაუწყო,
სახლიდან ვუყუროთო. თან, იუბილარისთვის ისეთი
საჩუქარი ჰქონდათ მომზადებული, მარტო მისი რეაქციის
დანახვა უღირდა ყველაფრად. თიკასაც თავიდანვე
შეუთანხმდა, არაფერი შეიმჩნიოო, და პირველი ტაიმის
ბოლოს, სასიძოდ შერაცხილმა რომ გამოუცხადა,
მოედანზე შემიძლია ჩაგიყვანოო, შემდეგ კი ნაკრების
კაპიტანიც გააცნო და სამახსოვრო ფოტოც გადაუღო,
ისეთი რეაქცია მიიღეს პასუხად, ანუკისგანაც რომ ვერ
წარმოიდგენდნენ.

სარჩევი
თავი 11 251

ძალიან სიამოვნებდა ის ფაქტი, ირაკლი მის


მეგობრებთანაც ასე კარგად რომ იყო. მათაც
ემეგობრებოდა და მათი დახმარებით აივისთვისაც
მოუწყვია სიურპრიზები. მისი მეგობრებიც გაიცნო და
კიდევ უფრო გაუფართოვდათ სანაცნობო წრე. ყველანი
ისეთები იყვნენ, ისე მარტივად შევიდნენ
ურთიერთობაში, იფიქრებდით, რომ ბავშვობიდან ერთად
მოდიოდნენ. თამაშის შემდეგ დაბადების დღეც ერთად

აღნიშნეს და, საბოლოოდ, ისეთი საღამო გამოუვიდათ,


დამშვიდობებისას ანუკი ცრემლებს ვერ იკავებდა.

– მართლა არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა. ეს


დღე არასდროს დამავიწყდება! – ყველას ჩაეხუტა
დამშვიდობებისას და სათითაოდ გადაუხადა მადლობა.
ირაკლიმ და აივიმ სახლამდეც მიაცილეს და გზაში კიდევ
უამრავი მადლობა მოისმინეს, საბოლოოდ კი, გოგონა
სადარბაზოში რომ გაუჩინარდა, ისეთი სახით
მიუბრუნდა ირაკლი აივის, მაშინვე შეეტყო, რაც უნდა
ეკითხა.

– ვერ წარმოიდგენ, როგორი ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ!


– ვიმ კი მანამ დაასწრო, სანამ იმ შეკითხვას მოისმენდა,
რომლის პასუხიც ორივემ წინასწარ იცოდა. თუმცა
ჭანტურიამ მაინც გააჟღერა ხმამაღლა:

– შენთან თუ ჩემთან?

– შენთან!

სარჩევი
თავი 11 252

***

ურთიერთობის ორი წლისთავი უხდებოდათ და აივი


თავს იმტვრევდა იმაზე ფიქრით, რა ეჩუქებინა, თან
სიმბოლური რომ ყოფილიყო და თან დიდხანს
დამახსოვრებოდა ირაკლის. ამ კაცმა მის ცხოვრებაში
ისეთი ფერები შემოიტანა, ისეთი ბედნიერი გახადა, არ
უნდოდა, ისეთი ჩვეულებრივი საჩუქარი გაეკეთებინა,
ნებისმიერი სხვაც რომ აჩუქებდა.

და კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში რომ, როცა რაღაც


ძალიან გინდა, აუცილებლად გამოდის. სრულიად
მოულოდნელად, მისი მობილური უცხო ნომერმა
აამღერა.

ადვოკატი იყო, რომელიც არასდროს ჰყოლია და არც


იცნობდა. ვერც იმას მიხვდა, რა საქმე უნდა ჰქონოდა
მასთან და, პირველ რიგში, ის გაიფიქრა, მამას ხომ
არაფერი მოუვიდა, როგორი ცუდი შვილი ვარ, ამდენ ხანს
რომ არ შევხმიანებივარო. უცნობმა მაშინვე გაუფანტა
ყველა აზრი და ოფიციალურად წარმოთქვა:

– დედათქვენის დავალებით გიკავშირდებით. იქნებ


შეხვედრაზე შევთანხმებულიყავით, მნიშვნელოვანი
საქმე მაქვს.

ვერ მიხვდა, რა იგრძნო... ალბათ მოსმენილიც ვერ


გააცნობიერა წესიერად და მხოლოდ მაშინ დაიწყო ფიქრი,
შეხვედრის ადგილზე რომ შეთანხმდნენ; დაემშვიდობა,

სარჩევი
თავი 11 253

წყვეტილი ზუმერის ხმაც გაიგონა და მხოლოდ


რამდენიმე წუთის შემდეგ გამოერკვა.

ამდენი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა დედამისი.


არანაირი კვალი არ ჩანდა მისგან და, სიმართლე ითქვას,
ვერც წარმოიდგენდა, კიდევ თუ გამოჩნდებოდა ოდესმე.

ბავშვობაში ხშირად ფიქრობდა, როგორ შეხვდებოდა, რომ


დაბრუნებულიყო. რა რეაქცია ექნებოდა, გაუხარდებოდა
თუ არა. ბავშვურად ენატრებოდა კიდეც და ის აბრაზებდა
მხოლოდ, სადღაც შორს რომ წავიდა დედა და თან არ
წაიყვანა.

რომ წამოიზარდა და ყველაფერი გააცნობიერა, მისი


ნახვის სურვილიც გაუქრა. მონატრებაც ჩაახშო საკუთარ
თავში და ისიც ზუსტად იცოდა, თუ მასთან შეხვედრა
მოუწევდა, არ მოერიდებოდა, ისე ეტყოდა ყველაფერს,
რასაც ფიქრობდა, რასაც ამ წლების განმავლობაში
განიცდიდა, რასაც გრძნობდა, როცა ყველაზე მეტად
სჭირდებოდა დედა გვერდით და არ ჰყავდა.

ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ, სრულიად


მოულოდნელად რომ შემოიჭრა მის ცხოვრებაში,
ვერაფრით მოუყარა აზრებს თავი.

არავისთვის არაფერი უთქვამს, ისე წავიდა შეხვედრაზე.


რატომღაც, ირაკლისთანაც არ უხსენებია. უნდოდა, ჯერ
თვითონ გაეგო, რა ხდებოდა და დაფიქრებულიყო,
უნდოდა თუ არა, რომ მომხდარიყო.

სარჩევი
თავი 11 254

გულის სიღრმეში ალბათ ელოდა, რომ ადვოკატთან


ერთად დედაც დახვდებოდა კაფეში მისულს, თუმცა
მხოლოდ

შუახნის, სოლიდურ პიჯაკში გამოწყობილი კაცი დახვდა


საქმიანი გამომეტყველებით და მაგიდაზე დადებული
საქაღალდით.

– გამარჯობა.

– მიხარია, რომ მოხვედით! – მაშინვე წამოდგა კაცი ხელის


ჩამოსართმევად. – საუბრისას კი გაგეცანით, მაგრამ
პირადადაც გაგეცნობით. მამუკა მაკალათია გახლავართ,
დედათქვენის ადვოკატი. ელენა კოშტასმა მთხოვა, რომ
თქვენთვის ყველაფერი პირადად ამეხსნა.

– გისმენთ.

– აივი, დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დამეწყო თქვენთან


საუბარი. თქვენთვის მტკივნეულ თემას უნდა შევეხო,
რომლის დავიწყებასა და გადახარშვასაც ალბათ წლების
განმავლობაში ცდილობდით და დამერწმუნეთ, არ მინდა,
დისკომფორტი შეგიქმნათ ან გული გატკინოთ. მე
უბრალოდ ვცდილობ,

ყველაფერი, რაც სათქმელი მაქვს, სწორად მოგაწოდოთ.


რამდენიმე თვის წინ შევხვდი ერთ ქალბატონს,
რომელმაც თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი ამბავი გამანდო, მენდო, გული

სარჩევი
თავი 11 255

გადამიშალა და მთხოვა, რომ დავხმარებოდი. როცა


ადამიანი ასეთ ნაბიჯს დგამს და საიდუმლოს გიმხელს,
ვერ დააღალატებ. ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად
ვკონტაქტობდი დედათქვენთან და ერთად
ვცდილობდით, გამოგვენახა სწორი გზა, რომ თქვენ
ცუდად არ მიგეღოთ ის, რასაც ახლა გეტყვით.
ქალბატონმა ელენამ მთხოვა, დამერწმუნებინეთ და
ზუსტად გადმომეცა მისი სათქმელი. დედათქვენს სურს,
რომ მისი ქონების გარკვეული ნაწილი თქვენს ანგარიშზე
გადმორიცხოს და...

– ძალიან გთხოვთ! – შეაწყვეტინა მაშინვე, როგორც კი


მიხვდა, რაზეც ლაპარაკობდა. ამდენ ხანს ჩუმად იჯდა,
თუმცა ბოლო წინადადება მეტისმეტი აღმოჩნდა.

– ქალბატონო აივი, მე თქვენს პირად ურთიერთობებში არ

ვერევი, უბრალოდ...

– გადაეცით, რომ წინააღმდეგი ვარ! – მოუჭრა მოკლედ და


წასასვლელად რომ წამოდგა, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა –
ამდენი წლის გადაკარგული დედა მხოლოდ იმის გამო
დაბრუნდა მის ცხოვრებაში, ქონება რომ გადაეცა.

გულისრევის შეგრძნებაც კი იგრძნო ამ ყველაფრის გამო.


მიდიოდა გასასვლელისკენ და გონებაში ფიქრები
სინათლის სიჩქარით დაურბოდნენ. ანუ, ეგონა, რომ
ყველაფერს ფულით გამოასწორებდა? და ფულით

სარჩევი
თავი 11 256

დაიბრუნებდა შვილის სიყვარულს?! როგორ საზიზღრად


ჟღერდა ეს ყველაფერი.

გრძნობდა, როგორ მიაცილებდა ადვოკატის მზერა და


კართან მისული, რაღაცამ გააჩერა. უკვე მეორედ მიდიოდა
ასე, მაგრამ ამჯერად ბევრად ამაზრზენი იყო ეს
ყველაფერი.

თუმცა, რატომაც არა?! რატომ არ უნდა აეღო ის თანხა და


მოეხმარა ისე, როგორც სჭირდებოდა? თუ დედამისმა
ჩათვალა,

რომ ეს ყველაფერი ნორმალური იყო და არაფერს


აშავებდა, თვითონ რატომ დაეწყო მორალისტობა?

გაორებული შეგრძნებები ჰქონდა, კარის სახელურს რომ


შეეხო და ვერც მიხვდა, ისე წამიერად შებრუნდა ისევ იმ
მაგიდისკენ, რომელთანაც ადვოკატს შეხვდა. დიდხანს
აღარ უყოყმანია, სანამ გადაიფიქრებდა, მანამდე
მიუახლოვდა და აღარც ჩამომჯდარა, ისევე მიმართა.

– მაჩვენეთ, რაზეა ხელი მოსაწერი.

– ვიცოდი, რომ გადაიფიქრებდით! – გაუღიმა კაცმა. რა


თქმა უნდა, საქმის მოუგვარებლობა მის იმიჯზეც
აისახებოდა და ამიტომაც გაუხარდა ასე ძალიან აივის
დაბრუნება. – ეს საბუთებია, ჩამოჯექით, დეტალებში
გაგაცნობთ ყველაფერს. და კიდევ წერილია...

– რა წერილი?

სარჩევი
თავი 11 257

– დედათქვენმა მთხოვა, რომ თქვენთვის გადმომეცა. არ


გამიხსნია, რა თქმა უნდა!

ამ სიტუაციის კომიკურობაზე გულში ეცინებოდა. ისეთ


რაღაცას აკეთებდა, ვერც კი წარმოიდგენდა და
ყველაფერი რომ მორჩა, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა,
რამდენიმე წუთის წინ საკმაოდ სოლიდური თანხის
მფლობელი რომ გახდა ასე მოულოდნელად.

წერილის გახსნაზე დიდხანს არ უფიქრია. თავიდან


საერთოდ დახევასა და გადაგდებას აპირებდა, თუმცა,
ყოველგვარი გრძნობის გარეშე, მხოლოდ ინტერესის გამო
მაინც გადაწყვიტა წაკითხვა და სახლში შესვლისთანავე,
არც გამოუცვლია, ისევე მოახია კონვერტს თავი.

“აივი! გწერ ამდენი წლის შემდეგ და არ ვიცი, მაქვს თუ არა


უფლება, გამოვიყენო სიტყვა “ძვირფასო”.
ალბათ
, ჩემი გამოჩენა შენს ცხოვრებაში ისეთივე მოულოდნელი
იქნება, როგორიც წასვლა იყო, თუმცა ახლა უკვე დიდი
ხარ და იმედი მაქვს, ყველაფერს სწორად გაიგებ.
შვილო, შეიძლება, შენთვის ჩემს საქციელს გამართლება
არ აქვს და აღარც მიგაჩნივარ დედად, აღარც მაძლევ იმის
უფლებას, შვილოთი მოგმართო, თუმცა, დამიჯერე, უნდა
გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე!

სარჩევი
თავი 11 258

არასდროს იცი წინასწარ, რა მოხდება შენს ცხოვრებაში. არ


იცი, როდის გეწვევა ნამდვილი გრძნობა და საერთოდაც,
არსებობს თუ არა სიყვარული. აბრამი კარგი კაცია.
ვუყვარვარ, ხელისგულზე მატარებს, ნამდვილ ზღაპარში
მაცხოვრებს. მე რომ მაშინ დავრჩენილიყავი, სიზმრადაც
ვერ ვნახავდი იმას, რაც ახლა მაქვს.
ახლა შემიძლია, მეც ბედნიერად ვიცხოვრო და შენც
დაგეხმარო.
გთხოვ, ბოლომდე ნუ წამშლი შენი ცხოვრებიდან და
იცოდე,
არავინ იქნება ჩემზე ბედნიერი, თუ გადაწყვეტ, რომ
დამიკავშირდე.
განვლილ წლებს ვერ დავიბრუნებთ, მაგრამ შეგვიძლია,
ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. მინდა, ჩემი იმედი
გქონდეს და იცოდე, ახლა უკვე შემიძლია, გვერდით
დაგიდგე, როცა დაგჭირდები.
პატიებას არ გთხოვ. მინდა, რომ გამიგო.
მიყვარხარ.
დედა.”
რამდენიმე წამს დასცქეროდა ფურცელს უცნაური
ღიმილით. ხელით ნაწერიც კი არ იყო. იმდენად
გაუუცხოვდა, ნაბეჭდი ტექსტი გამოუგზავნა შვილს.

სარჩევი
თავი 11 259

თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ ამ პატარა დეტალმაც კი ისე


იმოქმედა, საერთოდ ვერ მიიტანა გულამდე ის სიტყვები,
რაც წაიკითხა.

მიხვდა, რომ მისთვის ეს ამბავი უკვე მორჩენილი იყო.


აღარ აინტერესებდა.

უკვე სულერთი იყო ის, რაც მოხდა და, ამის


გაცნობიერებისას, ისე მშვიდად ჩადო წერილი
სამზარეულოს ნიჟარაში და წამიერად მიუშვირა
აალებული ასანთის ღერი, არც კი დალოდებია, როდის
დაიწვებოდა ბოლომდე ის, რაც ამდენი წლის შემდეგ
დედისგან მიიღო.

დედისგან, რომელმაც მიატოვა.

***

აივიმ დაიჩემა, ორი წლის იუბილე იმ ბარში აღენიშნათ,


სადაც ერთმანეთი იპოვეს. რამდენიმე კვირით ადრე ისიც
გამოაცხადა, ეს პერიოდი საერთოდ არ გავეკაროთ
იქაურობასო. დაბოლოს, ეს თარიღი რომ დადგა, ისეთი
უცნაური მზერით უყურებდა ირაკლის მთელი გზა, სანამ
დანიშნულების ადგილას მივიდოდნენ, ამის მიზეზს კაცი
ვერაფრით მიხვდა.

სიურპრიზები ნამდვილად არ იყო იშვიათი მათ


ურთიერთობაში და ორივე ისეთი მოულოდნელი
საჩუქრებით ანებივრებდა ერთმანეთს, თითქოს

სარჩევი
თავი 11 260

ეჯიბრებოდნენ კიდეც, რომელი უფრო ორიგინალური


იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ აივიმ ისეთი რაღაც
ჩაიდინა, ირაკლი მართლა ვერ წარმოიდგენდა.

ბარის ადგილას ჩვეული აბრა რომ აღარ დახვდა და


გოგონამაც კარი გასაღებით გააღო, დაეჭვებულმა კი
გადახედა, მაგრამ მსგავსი რამ მაინც არ უფიქრია. ვერც
შიგნით შესვლისას მიხვდა, რა ხდებოდა, მიუხედავად
იმისა, რომ, სრულიად განსხვავებულ ინტერიერთან
ერთად, კედლებზე საკუთარი გადაღებული ფოტოები და
აივის ნახატები დახვდა. მაშინაც კი არ დაუშვია მსგავსი
რამ, გოგონა უცერემონიოდ რომ გაუჩინარდა ბარის
მაგიდის მიღმა და შემდეგ, რამდენიმე წუთში პრიალა
ზედაპირზე ორი სხვადასხვანაირი, კაკაოთი სავსე ჭიქა
დაუდო.

– არაფერს მეტყვი? – ჩაეცინა ვის. გიჟდებოდა მისი


დაბნეული სახის ყურებაზე.

– მგონი, საბოლოოდ მაინც მოახერხე ჩემი უსიტყვოდ


დატოვება.

– მართლა ვერაფერს ხვდები, ირაკლი? არ გამაგიჟო!

– ერთი დღისთვის ეს ყველაფერი ასე ძალიან როგორ


შეაცვლევინე? – კიდევ ერთხელ მოავლო გარემოს თვალი.
ზუსტად ისეთი იყო აქაურობა, აივის როგორც აღუწერდა
ხოლმე, როგორი უნდა ყოფილიყო მისი მომავალი
რესტორანი.

სარჩევი
თავი 11 261

– გეფიცები, ხანდახან მგონია, რომ იმ ჭკვიანურ რაღაცებს


შენით არ ამბობ! – თვალები აატრიალა, მაინც რომ ვერ
მიახვედრა და, საბოლოოდ, ისევ ხელი დაავლო და გარეთ
გაიყვანა. – აბრას დააკვირდი!

– არაფერი ჩანს.

– ვიცი! – ჩაიფხუკუნა. – ზუსტად მაგიტომ უნდა


დააკვირდე, რომ ახლა გამოჩნდება!

– ვი, ვიცი, როგორ გიყვარს ისეთ ადგილებში ყოფნა, სადაც


არ შეიძლება და ადრენალინთანაც მეგობრობ, მაგრამ
დინამოზე შეპარვა სხვა იყო და კერძო საკუთრებაში
შეჭრა...

– ღმერთო, ნუ ჩართე პანიკა! ნუ გეშინია, არ დაგვიჭერენ!


ახლა კი არ გაინძრე, აბრას უყურე და კარგად დააკვირდი!
– ბრძანებასავით წარმოთქვა, თვითონ შიგნით შებრუნდა
და რამდენიმე წამში, ფერადი განათებით, ძველი
სახელწოდების ნაცვლად, ბარის თავზე “კაკაოს ეფექტი”
რომ დაეწერა, მაინც ვერ დაიჯერა ჭანტურიამ, ეს
ყველაფერი რეალურად თუ ხდებოდა.

– შენ გინდა თქვა, რომ...

– მე მინდა ვთქვა, რომ ზოგჯერ, როცა რაღაც მთელი


გულით გინდა, შეიძლება, მთელი სამყარო არა, მაგრამ
საყვარელი

ადამიანი ნამდვილად გიწყობს ამის გაკეთებაში ხელს.

სარჩევი
თავი 11 262

– ვი...

– ნუ, მესმის, “კაკაო ირაკლისგან” გერჩივნა ალბათ, მაგრამ


ეს უფრო საინტერესოდ ჟღერს! – სასაცილოდ ჩაუკრა
თვალი და, აჟიტირებული, კისერზე ჩამოეკიდა. –
მითხარი რამე!

– ვერ ვიჯერებ... როგორ, რანაირად, რატომ? – მართლა


საოცრად დაბნეული იყო. ხან განათებულ აბრას
უყურებდა, ხან თვალებაციმციმებულ აივის და მხოლოდ
ერთადერთი კითხვა უტრიალებდა გონებაში: რით
დაიმსახურა ეს ყველაფერი?

– იმიტომ, რომ რეალურად იმაზე მეტს იმსახურებ, ვიდრე


ეს ბარია, – დაუსმელ შეკითხვაზეც უპასუხა გოგონამ, –
იმიტომ, რომ ალბათ ვერასდროს გეტყვი, რამდენად
მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. იმიტომ, რომ მინდა, ეს
ადგილი ყოველთვის ჩვენი იყოს და ყოველთვის
შეგვეძლოს იქ მისვლა, სადაც ერთმანეთი ვიპოვეთ.
წამომყევი, – ჭიქები აიღო და იმ მაგიდისკენ

გაემართა, სადაც სხდებოდნენ ხოლმე მუდმივად აქ


სტუმრობისას. კუთხეში იყო, მყუდრო ადგილას, თუმცა
მთელი ბარი ჩანდა. კედელზე ის ნახატი ჩამოეკიდებინა,
პირველად რომელიც დაუხატა და სახლის კართან
დაუტოვა ირაკლის. ადრე მის ადგილას აგურებს შორის
ისეთი დაშორება იყო, პატარა გამოქვაბულს ჰგავდა.

– დამალე? – გაეცინა ირაკლის და თავით კედელზე ანიშნა.

სარჩევი
თავი 11 263

– ჰო, – სიცილითვე უპასუხა თვითონაც, – ეს ხომ ჩვენი


ადგილია. არ მინდოდა, რამე შემეცვალა, მაგრამ ასეც ვერ
დავტოვებდი, ჰოდა, ეს მოვიფიქრე. მინდოდა, ეს კუთხე
ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორიც გვიყვარს.

– მაინც არ მითხარი, როგორ მოახერხე ეს ყველაფერი.

– დედაჩემი გამოჩნდა... – წარმოთქვა სასხვათაშორისოდ


და ისე აიჩეჩა მხრები, თითქოს მართლა სულერთი
ყოფილიყო, რასაც ამბობდა.

– რა? როდის?

– რამდენიმე კვირის წინ დამირეკა მისმა ადვოკატმა,


შეხვედრა მთხოვა.

– მერე?

– არავისთვის არ მინდოდა თქმა, სანამ თავად არ


გავერკვეოდი. ამიტომაც არ მომიყოლია.

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვი. ნახე დედა?

– არა, მხოლოდ ადვოკატი იყო. რაღაცები მელაპარაკა,


დიდი ხანია ცდილობს ამის გაკეთებას და ახლა
მოახერხაო. მდიდარი ქმარი ჰყავს და გადაწყვიტა, მეც
დამხმარებოდა, – ჩაეცინა სიმწრით.

– ანუ?

სარჩევი
თავი 11 264

– თანხა გადმომირიცხა... საკმაოდ სოლიდური


რაოდენობის.

თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ შემდეგ, არც ვიცი, რა


გადამიტრიალდა ტვინში, არც ის ვიცი, სწორად მოვიქეცი
თუ არა, უბრალოდ...

– მხოლოდ ადვოკატს ესაუბრე? თვითონ...

– წერილი გამომიგზავნა. ხელით ნაწერი არა, ნაბეჭდი...


ამბობს, რომ უნდა გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. საერთოდ
არ ნანობს. ბედნიერია.

– არ აპირებ, რომ უპასუხო?

– დავწვი ის წერილი, – მაშინვე გაიქნია თავი, – არ მინდა,


საერთოდ რამე შეხება მქონდეს მაგ ადამიანთან.

– ასეთი მკაცრი ნუ იქნები. მე მაინც ვფიქრობ, რომ ღირს


დაელაპარაკო. წარმოიდგინე, მისთვისაც რა რთული
იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა.

– არ შემიძლია...

– ეცადე, მისი კუთხიდან დაინახო ყველაფერი.

– ახლა მართლა არ შემიძლია, ირაკლი. არ ვარ ამისთვის


მზად. არ ვიცი, შეიძლება, რაღაც პერიოდის გასვლის
შემდეგ შევძლო კიდეც, მაგრამ ახლა არა...

სარჩევი
თავი 11 265

– კარგი, – მოწყვეტით აკოცა შუბლზე და მალევე შეცვალა


თემა, – ჩვენი გედები თან გაქვს?

– რა თქმა უნდა! – ისეთი სახით უპასუხა, გაუკვირდა


კიდეც, ეს როგორ ჰკითხა. მას შემდეგ, რაც ირაკლის
გაკეთებული ორიგამის გედები ჩანთაში აღმოაჩინა,
აღარც მოუშორებია. ყველგან თან დაჰქონდა,
ფაქტობრივად, თილისმად იქცა მისთვის.

– ერთი ცალი დაიტოვე თუ გინდა, მეორე მომეცი, –


წარმოთქვა და შემდეგ ისე უსიტყვოდ ჩამოხსნა კედელზე
ჩამოკიდებული ნახატი, ცოტა არ იყოს, დაიბნა აივი.

– რას აკეთებ? – თუმცა გედი მაინც გაუწოდა.

– აქ იყოს... – ირაკლიმ ის ზუსტად იმ გამოქვაბულში


მოათავსა, რომელსაც ნახატით მალავდნენ, – ისეთ
ადგილას, მხოლოდ ჩვენ რომ გვეცოდინება.

– მარტო ცოდო არ არის? მეორესთან რომ დავაშორეთ...

– მეორესაც გაიმეტებ? შენ არ გინდა?

– მე შენ მყავხარ, – ღიმილით ამოაძვრინა მეორე გედიც


ჩანთიდან, თავისივე ხელით მიუსვა პირველს და ნახატიც
კედელზე დააბრუნა, – ესენიც ერთად იყვნენ.

– ვი... – მზერით მოეფერა სახეზე. ისეთი თვალებით


უყურებდა, არც სჭირდებოდა რამეს თქმა, თუმცა აივიმ
მაინც უპასუხა.

სარჩევი
თავი 11 266

– გისმენ.

– მიყვარხარ, – წარმოთქვა მოულოდნელად. ეს სიტყვა


აქამდე არ ჰქონდა ნათქვამი. ისეთი ურთიერთობა
ჰქონდათ,

სიტყვებით რაიმეს ახსნას არც საჭიროებდა, მაგრამ ახლა


ისეთი მძაფრი ემოცია იგრძნო, ისე მოუნდა ამის
გაჟღერება, იმდენად დიდი იყო ის გრძნობა, აივის მიმართ
რასაც განიცდიდა, ეს სიტყვაც კი ვერ გადმოსცემდა
სათანადოდ, მაგრამ ალბათ, გაიგუდებოდა კიდეც, ახლა
რომ არ ეთქვა.

– მიყვარხარ. და არ გეტყვი, რომ “მეც”, რადგან ზუსტად


ისე მიყვარხარ, როგორც მხოლოდ მე შემიძლია მიყვარდე
მხოლოდ შენ და არა ისე, როგორც შენ... – წამითაც არ
მოუშორებია მზერა ამის თქმისას, შემდეგ კი კაცის
ტუჩები რომ შეეხო და წელზე შემოხვეულმა ხელებმა
კიდევ უფრო ძლიერად მიიზიდეს, მიხვდა, ამ ღამეს
ზუსტად იქ გაატარებდნენ, სადაც ორი წლის წინ
ერთმანეთი სრულიად სხვა ვითარებაში იპოვეს...

სარჩევი
თავი 12 267

თავი 12

– რაღაც მინდა, გკითხო! – ერთ დღესაც სრულიად


მოულოდნელად და შეუფერებელ სიტუაციაში რომ
წამოიწყო ირაკლიმ, აივი, ცოტა არ იყოს, შეცბა.

მთელი დღის განმავლობაში ჯერ ბარში იყვნენ, შემდეგ


მეგობრებთან, ბოლოს ირაკლის საძინებელში
გადაინაცვლეს, ახლა კი საოცრად დაღლილი, თუმცა
მაინც ბედნიერი, მუცელზე რომ იწვა და შიშველ ზურგზე
საყვარელი კაცის თითების შეხებას გრძნობდა,
ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, სერიოზულ თემაზე თუ
მოუწევდა საუბარი.

– რამე მოხდა? – გაკვირვებულმა იდაყვებზე წამოიწია.

– ჯერ, არა. მაგრამ, პასუხს რომ მივიღებ, მოხდება, –


ჩაეცინა ცალყბად და ხმაურიანად აკოცა მხარზე, –
გკითხო?

– მაშინებ, – აივისაც გაეცინა, ოღონდ დაძაბულობისგან.


როგორც წესი, არც ამხელა შესავალი ჰქონდა ხოლმე
შეკითხვის დასმის წინ და არც ნებართვას იღებდა, ახლა კი
ზედმეტად უცნაურად ხდებოდა ყველაფერი.

– ნუ ელოდები ყოველ წამს სამყაროს აღსასრულს! –


თვალები აატრიალა მისი რეაქციით გამხიარულებულმა,
შემდეგ კი მარტივი მოძრაობით დაიწვინა გოგონა
მკერდზე, – და ნუ ხარ დაძაბული.

სარჩევი
თავი 12 268

– ნერვებს მიშლი, რად უნდა ამხელა შესავალი!

– სინამდვილეში, უფრო მეტიც უნდა... – ამოიოხრა და


უცნაური სახით გადაუწია თმა ყურებს უკან. – და
საერთოდაც, სულ სხვა სიტუაციაა.

– ირაკლი... ძალიან გთხოვ...

– შემეძლო, ეს ჩვენს ბარში გამეკეთებინა, ან სადმე უფრო


სერიოზულ ადგილას.

– რაღაცას მიმალავ... – და აივიმაც ისეთი ტონით


წარმოთქვა, თითქოს მთელი ორი წლის განმავლობაში
ელოდა, რომ ეს ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდებოდა და
კაცი, რომელიც წიგნის პერსონაჟს უფრო ჰგავდა, ვიდრე
რეალურ ადამიანს, საბოლოოდ ნამდვილ სახეს
გამოაჩენდა, – მიდი, გისმენ, პირდაპირ მითხარი.

– და თუ პირდაპირ თქმა არ მინდა?

– ასე მირჩევნია. ძალიან გთხოვ, არ გინდა ფორმალობები


და იმის თქმა, რომ მე ძალიან კარგი გოგო ვარ, ბლა ბლა
ბლა, მაგრამ...

– ღმერთო, შენნაირი პესიმისტი ჯერ მართლა არსად


შემხვედრია!

– ირაკლი, მითხარი! – ჭანტურიას უცნაური განწყობის


მიუხედავად, თვითონ არც კი ეღიმებოდა. და უფრო

სარჩევი
თავი 12 269

პირიქით, ისეთი სახით უყურებდა თვალებში, წამითაც არ


აშორებდა

მზერას. თუმცა მისი ცხელი სხეულიდან მოშორებას


რატომღაც მაინც ვერ ახერხებდა.

– ანუ, პირდაპირ?

– პირდაპირ.

– ყოველგვარი შესავლის გარეშე?

– კი!

– კარგი... მზად ხარ?

– მზად ვარ. მიდი!

– ცოლად გამომყვები? – წარმოთქვა ისეთი ტონით, მასში


ოდნავაც არ იგრძნობოდა ხუმრობა ან არასერიოზულობა.
და არც აივის მოსჩვენებია ეს სიტყვები. ნამდვილად
რეალური იყო. ნამდვილად გაიგონა...

რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა თვალები და ისე


წამოჯდა, თვალი არ მოუშორებია. შემდეგ საწოლის
გვერდით მდგარი კარადის სარკეში საკუთარ ანარეკლს
გახედა, მოგვიანებით კვლავ ირაკლის დაუბრუნდა,
საბოლოოდ კი ისე აიფარა ხელები ლოყებზე, როგორც
პატარაობისას იცოდა, რაღაც ძალიან რომ უკვირდა და
ვერ იჯერებდა ხოლმე.

სარჩევი
თავი 12 270

როგორი დასაჯერებელია, ასეთ სიტუაციაში რომ


გთხოვენ ცოლობას?

და საერთოდ, როგორი დასაჯერებელია, იმ ყველაფრის


შემდეგ, რაც გამოიარე, საყვარელი კაცი ხელს რომ გთხოვს
და იძულებული ხდები, დაიჯერო, ეს ყველაფერი შენი
წარმოსახვის ნაყოფი კი არა, რეალობა რომ არის?

ჯერ ცრემლებით აევსო თვალები, შემდეგ კი ისეთი


სიცილი აუტყდა, აშკარად დაინახა, როგორ შეეცვალა
ირაკლის მზერა. წამში ჩამოერეცხა სახიდან ბედნიერება
და ისე დაიძაბა, ისიც კი

დაინახა, როგორ გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი, როგორ


დაეჭიმა თითოეული კუნთი, როგორ დააჭირა ყბები
ერთმანეთს... როგორ ენაცვლებოდნენ მის სახეზე
ემოციები და შემდეგ...

ორივე ხელით დაუჭირა დაძაბულს ლოყები და ისე


ახლოს მიუტანა სახე, ცხვირზე ცხვირით ეხებოდა უკვე.
თვალსაც არ ახამხამებდა, ისე უყურებდა თვალებში, ასე
ძალიან რომ უყვარდა და იზიდავდა პირველივე წამიდან.

უყურებდა და ხვდებოდა, რომ იმ მომენტში სხვა ვერავინ


იქნებოდა მასზე ბედნიერი.

უყურებდა და ხვდებოდა, რომ ჰყავდა ადამიანი,


რომელთანაც შეეძლო, მთელი დრო ასე გაეტარებინა და
ოდნავაც არ ეგრძნო დისკომფორტი.

სარჩევი
თავი 12 271

უყურებდა და ხვდებოდა, რომ ის ხელები, ახლა ასე


ძლიერად რომ ჰქონდა წელზე შემოხვეული, ყოველთვის
დაიჭერდნენ,

ყოველთვის წამოაყენებდნენ წაქცეულს, ყოველთვის


მოუშუშებდნენ იარებს და ყოველთვის შეეძლებოდა, მათ
დაყრდნობოდა.

უყურებდა და ხვდებოდა, რომ შეეძლო ამ კაცის გვერდით


დაბერება.

შეეძლო, ხმამაღლა ეცინა, ბოლო ხმაზე ეტირა, ევლო სამი


ზომით დიდ სვიტრში გამოწყობილს, ან ჩაეცვა ტანზე
მომდგარი, სექსუალური კაბა და ორივე შემთხვევაში
ისეთი მზერა მიეღო პასუხად, როგორითაც მხოლოდ
ირაკლის შეეძლო შეეხედა მხოლოდ აივისთვის.

შეეძლო, აივი ყოფილიყო.

და აივისაც შეეძლო, ბედნიერი ყოფილიყო.

– თანახმა ვარ... – გაუღიმა ისე, ყოყმანი ოდნავაც არ


ეტყობოდა.

უფრო მეტიც, იმ მომენტში ისეთი დარწმუნებული იყო


საკუთარ თავსა და სიტყვებში, წინასწარაც რომ
სცოდნოდა ის, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები,
მაინც არაფრის დიდებით არ შეცვლიდა
გადაწყვეტილებას, რადგან, როგორც ირაკლი უმეორებდა
ყოველთვის, უნდა ეცხოვრა წამით. ეს წამი კი ისეთი

სარჩევი
თავი 12 272

ძვირფასი და მშვენიერი იყო, შეეძლო სამუდამოდ შეენახა


მეხსიერებაში და მაშინაც კი მოსჭიდებოდა, როცა
უფსკრულის პირას იგრძნობდა თავს და ერთადერთ
გამოსავლად უკან დახევა და გადარჩენა კი არა, ნაბიჯის
წინ გადადგმა და გადაჩეხა მოევლინებოდა...

***

ზაფხულში დაქორწინდნენ. სიმართლე რომ ითქვას,


დიდად ქორწილის დაგეგმვით ნამდვილად არ ყოფილან
დაკავებულები და ამიტომ აღარ გაუჭიანურებიათ,
უბრალოდ, აივის წარმოდგენებში როგორი ქორწილიც
ჰქონდა, უნდოდა, რომ რეალობად ექციათ და ასეც
მოიქცნენ.

ხელი მოაწერეს მხოლოდ, წაიყვანეს მეჯვარეები ბათუმში


და წავიდნენ თვითონ.

გამთენიისას, ზღვის პირას მოაწყვეს პატარა


ცერემონიალი, ყოველგვარი მენდელსონის მარშის,
თამადის მხატვრულად წაკითხული სადღეგრძელოებისა
და ნათესავების დადებული ფსონების გარეშე იმის
შესახებ, გოგო ჯობდა თუ ბიჭი.

აივის თხელი, ფრიალა ნაჭრის, მუხლამდე სიგრძის,


უბრეტელო თეთრი კაბა ეცვა და მოკლე თმას
გვირილების გვირგვინი უმშვენებდა, თუმცა ყველაზე
ლამაზი იმ მომენტში მისი მზერა იყო, სიყვარულით სავსე
თვალებით რომ უყურებდა კაცს, რომელთან ერთადაც

სარჩევი
თავი 12 273

აწერდა მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან


დოკუმენტს ხელს.

ალბათ, რამდენიმე წლის წინ რომ ეთქვათ მისთვის,


ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ასეთი ქორწილი
ექნებოდა.

ისეთი პერიოდი გამოიარა, იმასაც ვერ წარმოიდგენდა

საერთოდ, ოდესმე კვლავ თუ მოუნდებოდა თეთრი კაბის


ჩაცმა და პატარძლის სტატუსის მორგება; ახლა კი ისეთი
ბედნიერი იყო, ისეთი აჟიტირებული, მიუხედავად იმისა,
რომ ფრენის ეშინოდა, საერთოდ არ უფიქრია ამაზე,
ცერემონიალის შემდეგ პირდაპირ აეროპორტში რომ
წავიდნენ.

წამითაც არ უშვებდა ირაკლის ხელს. ისე ჰქონდა


საკუთარი თითები მისაში ახლართული, ისე ძლიერად
უჭერდა, ძალიანაც რომ მოენდომებინა, მაინც ვერსად
გაექცეოდა. თუმცა იმაში კი ნამდვილად იყო
დარწმუნებული, ეს ადამიანი ისედაც არასდროს
მოინდომებდა მისგან წასვლას...

გრძნობდა, რომ ჰყავდა და ისეთი ძალა იყო ამის


გაცნობიერება, ისეთი ძლიერი საყრდენი, ფეხქვეშ მიწაც
რომ გამოსცლოდა იმ მომენტში, სანამ ირაკლის მისი
ხელი ეჭირა, მაინც არ წაიქცეოდა.

სარჩევი
თავი 12 274

ქვეყანაც რომ თავზე დაჰქცეოდათ, ის თვითმფრინავიც


რომ

ჩამოვარდნილიყო, რომელშიც უნდა ასულიყვნენ


რამდენიმე წუთში და სიმართლე ითქვას,
ავიაკატასტროფის შესახებ საკმაოდ ბევრიც წაიკითხა
ბოლო დღების განმავლობაში, სწამდა, რომ მის გვერდით
მაინც არაფერი მოუვიდოდა.

გადარჩებოდა და გადაარჩენდა.

ზუსტად ისე, როგორც გადაარჩინა ირაკლიმ პირველივე


შეხვედრისას...

***

– თაფლობის თვე კი არა, ტრიმესტრი გამოგვივიდა! –


სიცილით ალაგებდა ჩემოდანს ჭანტურია.

– არც ახლა მინდა თბილისში დაბრუნება, – აივი კი თან


მას ეხმარებოდა და თან ცდილობდა, გაუხსნელად
გაეტარებინა სტატია იმის შესახებ, როგორ ჩამოვარდა
კიდევ ერთი თვითმფრინავი.

– გინდა, გემით დავბრუნდეთ? – ირაკლის მისი


მცდელობა, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია და ისე
შეუღიტინა წელზე, ლეპტოპი ლამის ხელიდან
გააგდებინა.

სარჩევი
თავი 12 275

– ნუ დამცინი. წარმოიდგინე, აბა, რა ცუდია, როცა


რაღაცის გეშინია და ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდები!
– კიდევ ერთხელ დაიწუწუნა და ჩემოდანს დააჯდა,
კაცისთვის ელვის შეკვრა რომ გაეადვილებინა.

– ვი, ძალიან გთხოვ! არ იცოდე მაინც, რომ ყველაზე


უსაფრთხოა!

– გემით დაბრუნებაზე მართლა მითხარი? შეგვიძლია?

– შენ გამო, ცურვითაც დავბრუნდები! – სიცილით


ჩამოკრა ცხვირზე თითი, შემდეგ კი მზერით ჩემოდნებზე
ანიშნა, – თუმცა, სამი ჩემოდნით, ვერა...

– კიდევ ცოტა დაგროვდა, იმდენ ადგილას ვიმოგზაურეთ,


გაეცინა და ჩემოდნიდან ახლა ჭანტურიას მუხლებზე


გადაინაცვლა, – თუ ჩამოვარდნაა, შენთან ერთად იყოს!

– ჩემი თავდადებული!

– თავგანწირული!

– ყველაფერზე წამსვლელი!

– უშიშარი!

– აი, ეგ არ უნდა გეთქვა! – დასცინა კიდევ ერთხელ და


ხმაურიანად აკოცა კისერში. – უშიშარი აივი! გინდა,
კომიქსი დავწერო შენზე?

სარჩევი
თავი 12 276

– ირაკლი, გეყოს! – თვითონაც გაეცინა საკუთარ


სიტყვებზე. შეეძლო, უბრალო ობობას დანახვაზეც კი
შიშით მაგიდაზე შემხტარიყო, და რას-რას, მაგრამ
უშიშრობას ნამდვილად ვერ დაიბრალებდა.

– და ჩვენს ბარში გავაკეთოთ პრეზენტაცია! წარმოიდგინე,


როგორ ჟღერს, “გეპატიჟებით უშიშარი აივის
პრეზენტაციაზე, “კაკაოს ეფექტში!”

– თუ დროზე არ დავბრუნდებით, აღარც ბარი


დაგვხვდება, ვერც პრეზენტაციას გავაკეთებთ და,
საერთოდაც, მოგვიწევს მე ჩემი ნახატების, შენ შენი
ფოტოების გაყიდვა და რომელიმე კიბის ქვეშ ძილი!

– ახლა, ნუ მომინდომე შენ ფიროსმანობა!

– ნუ გშურს, ჩემები უფრო ძვირად რომ გაიყიდება! –


თვალი ჩაუკრა, მაგრამ მოულოდნელად, ისე
დასერიოზულდა, აშკარად თემის შეცვლას აპირებდა.

– მოხდა რამე? – და ირაკლიმაც ისე დაუსვა კითხვა, თავი


გვერდზეც კი გადახარა, უკეთ რომ დაჰკვირვებოდა.

– შენს ნათქვამზე ვფიქრობდი...

– კომიქსზე?!

– არა, იმაზე, როგორ აკეთებ რძიან კაკაოს რძის გარეშე! –


თვალები აატრიალა, შემდეგ კი ხელები კისერზე

სარჩევი
თავი 12 277

შემოხვია და წეღანდელი ტონით გააგრძელა. – აი, ადრე


რომ მითხარი... ნახატებთან დაკავშირებით...

– გამოფენას გულისხმობ?! – ჭანტურიაც მაშინვე


დასერიოზულდა. ეს ის თემა იყო, რომლის შესახებაც,
ეგონა, რომ ვერასდროს მიაღწევდნენ შეთანხმებას და
სიმართლე ითქვას, არც კი ელოდა, კვლავ თუ დადგებოდა
ამ იდეის განხილვის დღე.

– კი... ეს აქამდე არასდროს მნდომებია, მაგრამ...

– მაგრამ, დაფიქრდი და მიხვდი, რომ... – შეეშველა


წინადადების გაგრძელებაში.

– დავფიქრდი და მივხვდი, რომ თუ შენ ეს ასე ძალიან


გინდა...

– ვი, გაჩერდი. ეს არაფერ შუაშია.

– როგორ არ არის!

– არა, არაფერ შუაშია, მე რა მინდა. ჩვენ ხომ თავიდანვე


შევთანხმდით ამაზე. ის კი არ უნდა გააკეთო, რაც მე
მინდა, ან რამე იმის გამო კი არ უნდა ქნა, რომ მე ასე
მომეწონება, ასე უფრო გამიხარდება, შენი საქციელით
ბედნიერებას მომანიჭებ, არა, პირველ რიგში ის უნდა ქნა,
რაც შენ გაგხდის ბედნიერს, რადგან ესაა უმთავრესი.
შეიძლება, სამზარეულოს კედლების ფერი შევცვალოთ
ერთმანეთის ხათრით, მუსიკაც შევუთანხმოთ
ერთმანეთის გემოვნებას, ისიც კი შეიძლება, სახლში

სარჩევი
თავი 12 278

ფარდები დავკიდო შენ გამო და შენ ჩემი გულისთვის


ჩახოხბილიც კი გააკეთო, მაგრამ ეს სულ სხვა რამ არის და
შენს ნახატებზე, ისევე როგორც ჩემს ფოტოებზე, ეს
კომპრომისები არ ვრცელდება. საკუთარი თავი და
ემოციები იმის გამო კი არ უნდა გააშიშვლო სხვებთან,
რომ მე გთხოვე გამოფენის გაკეთება, უბრალოდ, შენ უნდა
გინდოდეს ეს. შენ უნდა იყო

მზად ამისთვის. უნდა გრძნობდე, რომ შეგიძლია ის, რასაც


გრძნობ, ის, რაც აქ გაქვს ჩაბუდებული, – მკერდზე დაადო
გახურებული ხელისგული, – სხვებსაც გაუზიარო.
მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გააკეთო გამოფენა.

– არ ვიცი, როგორი გამოვა და არის თუ არა ამის დრო...


ანუ, იმას ვგულისხმობ, რომ, ფაქტობრივად, არავინ ვარ,
არავინ მიცნობს და...

– ვერც ვერავინ გაგიცნობს, თუ მუდამ ჩრდილში იქნები, –


შეაწყვეტინა მშვიდად, – და იმის გამო არც აკეთებ, რომ
ვინმემ გაგიცნოს და პოპულარული გახდე. ხომ ასეა?

– რატომ გესმის ასე კარგად? – ამოიოხრა და ისე ჩაუყო


ცხვირი კისერში, აშკარა იყო, ამაზე მყუდრო ადგილი
სხვაგან არსად ეგულებოდა.

– ეგ ხომ უკვე ძველი ამბავია... – გაეცინა წლების წინ


დასმული შეკითხვის კვლავ მოსმენისას და კიდევ უფრო
მჭიდროდ

სარჩევი
თავი 12 279

შემოხვია ხელები. – აბა, რა გადაწყვიტე?

– მეშინია...

– ეგ ბუნებრივია. რომ არ გეშინოდეს, გიჟი უნდა იყო. არა,


ცოტათი კი ხარ, მაგრამ... – სიტყვა გაუწყდა, წელზე რომ
უჩქმიტა აივიმ. – კარგი, მოვრჩი.

– ვფიქრობ, რომ ამის დრო დადგა... მაგრამ...

– არავითარი მაგრამ, – მოწყვეტით აკოცა საფეთქელზე, –


შენს შიშებს მივხედავთ და არ მივცემთ უფლებას, შენ
ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილებები. არც იმაზე
ნერვიულობის უფლებას მოგცემ, როგორ ჩაივლის ეს
ყველაფერი. ღელვა მართლა ბუნებრივია, რადგან არ იცი,
რა მოჰყვება შენს ნაბიჯს. არ იცი, გაამართლებს თუ არა,
ღირდა თუ არა, უნდა გაგერისკა თუ არა. არც ის იცი, რა
მოხდებოდა სხვანაირად რომ მოქცეულიყავი და იქნებ,
უკეთესიც ყოფილიყო. სწორედ ამიტომ უნდა აჰყვე
ემოციებს. იმას უნდა დაუჯერო, რასაც

შინაგანად გრძნობ და თუნდაც ცდებოდე, თუნდაც


ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა,
საკუთარ თავთან მაინც მართალი იქნები, რადგან იმ
მომენტში, სხვანაირად რომ მოქცეულიყავი და
გაგეკეთებინა ის, რაც არ გინდოდა, საკუთარ თავს
დაშორდებოდი, არ იქნებოდი ის, ვინც ხარ. ისინი, ვინც
ემოციებს ჰყვებიან, ყველაზე რეალურები არიან, ყველაზე
ადამიანურები. ადამიანები კი ოდნავაც არ არიან

სარჩევი
თავი 12 280

მიახლოებული იდეალურობასთან და, შესაბამისად,


შეცდომის დაშვება სინამდვილეში სულაც არ არის
დანაშაული.

– ირაკლი... – ახედა მონუსხულმა. შეეძლო,


დაუსრულებლად ესმინა ამ კაცის საუბრისთვის და
ოდნავაც არ მობეზრებოდა. შეეძლო, ხმაც არ ამოეღო, არ
ეთხოვა დამატებით ახსნა, ან შეწინააღმდეგებოდა,
რადგან ისე ზუსტად, ისე რეალურად ამბობდა
ყველაფერს, ისე გასაგებად და ადამიანურად,
შეუძლებელი იყო, არ დათანხმებოდი, ან მის ნათქვამში
სიყალბე და ხელოვნურობა დაგენახა. ისე სჯეროდა იმის,
რასაც ამბობდა, ისე სწამდა, იმასაც კი დაუჯერებდა,
თეთრზე რომ

ეთქვა, შავიაო, რადგან იმ მომენტში, ტყუილს კი არ


იტყოდა, მართლა ასე დაინახავდა და მაშინ, როცა იცი,
რომ ადამიანი გულწრფელია, შენც თავისუფლად
შეგიძლია, ბოლომდე წაჰყვე, სადაც უნდა წავიდეს.

– გისმენ.

– მიყვარხარ...

***

არც თვითმფრინავი ჩამოვარდნილა, არც რაიმე პრობლემა


შეჰქმნიათ, ისე მშვიდად იფრინეს ბარსელონიდან
სამშობლოსაკენ. დიდად კი ვერ ვიტყოდით, რომ

სარჩევი
თავი 12 281

დაბრუნება ახარებდათ, მაგრამ ადამიანები და ადგილები,


რომლებიც მხოლოდ მათი და მხოლოდ აქ იყო, იმდენად
ენატრებოდათ, მეტხანს მართლა ვეღარ დარჩებოდნენ.
ისედაც საკმაოდ გაუგრძელდათ დასვენება და იმდენად
ბევრ ადგილას და თან

იმდენად დაუგეგმავად ამოჰყვეს თავი, ერთ დღეს რომ


პრაღაში იყვნენ, ვერც წარმოიდგენდნენ, ორი დღის
შემდეგ თუ შეიძლებოდა, ბარსელონაში გაღვიძებოდათ.

არც ის გაჰკვირვებიათ, გამთენიისას დაბრუნების


მიუხედავად, აეროპორტში მაინც რომ დახვდათ ნაცნობი
ხმაური და მხიარულება. ყველანი აქ იყვნენ, ორივეს
მეგობრები უკლებლივ, ანუკიც, ნუციც, თიკაც, დათოც,
ნიკოც და თორნიკეც. მართალია, არც ბუშტები გაუბერავთ
და არც პლაკატები დაუხატავთ, თუმცა ერთმანეთთან
შეხვედრისას ისეთი ამბავი ატყდა, იფიქრებდით, რომ
საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებულ წყვილს კი
არა, სამხედრო მისიით წასულ და მშვიდობით
დაბრუნებულ ჯარისკაცებს შეეგებნენ ასე.

– იმდენ ხანს დაიკარგეთ, მეგონა, უკვე ბავშვით


დაბრუნდებოდით! – გაეცინა ნუცის, მაგრამ მალევე
გადაერთო ჩემოდნების რაოდენობის მატებაზე. –
იცოდეთ, იტალიური

სპაგეტი თუ არ ჩამომიტანეთ, პირველივე რეისით


გაგამგზავრებთ უკან!

სარჩევი
თავი 12 282

– მეც ნუცისკენ ვარ! – ხელები ასწია თიკამ.

– სპაგეტი კი არა, ბარსელონიდან ნოუ-კამპის სუვენირი


ხომ ჩამომიტანეთ?! – აჰყვა ანუკიც, ირაკლის ბავშვობის
მეგობარს – დათოს კი მადრიდული კლუბის აქსესუარები
უფრო აინტერესებდა.

– საჩუქრებიც ჩამოგიტანეთ და ახალი ამბებიც! – აივიმ ისე


სასაცილოდ აათამაშა წარბები, ლამის მართლა დააეჭვა
ყველა იმაში, რომ ორნი წავიდნენ და სამნი დაბრუნდნენ.

– რა ხდება? – სასაცილოდ დაწვრილებული თვალებით


გადახედა თორნიკემ ძმაკაცს. – მეჯვარე ვარ, ბოლოს და
ბოლოს, არ გამომაპაროთ!

– მე ვარ აქ მაგ ამბის მთავარი ობიექტი! – თუმცა აივი


მაინც

არაფრით თმობდა არც ინტრიგას და არც ყურადღების


ცენტრში ყოფნას.

– კაი რა... სერიოზულად? – გოგოების ვერსიას აჰყვა ნიკოც.


წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ ის და ირაკლი
და ახლა ასეთს რომ ხედავდა, ვერ იჯერებდა, ერთ დროს
მთასა და ბარში უდარდელად მოხეტიალე, თავისუფალი
ბიჭი უკვე მამობისთვის თუ ემზადებოდა.

– აქ სხვა ამბავია! – დათო კი კვლავ თავის სტილში იყო და


საპირისპირო აზრისკენ იხრებოდა.

სარჩევი
თავი 12 283

– ამომხდა სული! – საბოლოოდ, ისევ ანუკიმ იფეთქა. – რა


ჩაიდინეთ ისეთი, ამდენ ხანს რომ ხმა არ ამოგიღიათ და
ახლა ასე გვაინტრიგებთ?

– შენ ეტყვი თუ მე ვუთხრა? – ირაკლის გადახედა


გოგონამ, სიცილი ვეღარაფრით შეიკავა, და როცა მიხვდა,
კიდევ ცოტაც და, მეგობრების რისხვას ნამდვილად ვეღარ
გადაურჩებოდა,

მაინც თვითონ აღიარება არჩია: – გადავწყვიტე, ჩემი


ნახატების გამოფენა მოვაწყო!

***

ყველანი ერთობლივი ძალებით მუშაობდნენ. ისე


მარტივად და უცბად მოაგვარეს, აივის რომ ეგონა,
დაგეგმვა და შემდეგ განხორციელება რამდენიმე კვირა ან
თუნდაც თვე გაჭიანურდებოდა, ორ კვირაში უკვე
ყველაფერი მზად ჰქონდა და მხოლოდ ისღა რჩებოდა,
ნახატები შეეტანათ სივრცეში.

ვერც იჯერებდა, მის თავს თუ დატრიალდა ეს


ყველაფერი. ბოლოდროინდელი მოვლენები ხომ ისედაც
ზღაპრად ეჩვენებოდა, ახლა კი ზღაპრის ფარგლებსაც
გასცდა. ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი არასდროს
უფიქრია ამაზე, ახლა კი, როცა ქმართან ერთად
ათანხმებდა ფურშეტის მენიუს და მეგობრებთან ერთად
საბოლოოდ ასწორებდა კედლებზე ნახატებს, მაინც არ
სჯეროდა, ამ ღამით დაძინებული, მეორე

სარჩევი
თავი 12 284

დღეს თუ ისეთ ქალაქში გაიღვიძებდა, რომელშიც


იარსებებდა ადგილი, თუნდაც – სულ რამდენიმე დღით,
სადაც მისი ნახატები იქნებოდა გამოფენილი და ხალხი
მათ სანახავად ივლიდა.

ისიც კი არ ჰქონდა მოფიქრებული, რა უნდა ჩაეცვა,


როგორ უნდა მოქცეულიყო, რა უნდა ეპასუხა ქებაზე და
როგორ მიეღო კრიტიკა. ისეთი დაბნეული იყო, როცა
დილით ირაკლიმ თავზე წაფარებული საბანი გადახადა
და აღმოაჩინა, რომ ეღვიძა, არც გაჰკვირვებია.

– თუ თვალებს არ გაახელ, გგონია, რომ დრო არ გავა? –


გაუცინა და ისე დაუკოცნა სახე, აიძულა, მისთვის მაინც
შეეხედა.

– მგონი, პანიკის შეტევა მეწყება.

– ვი, ხანდახან მგონია, სულ ერთი ჩხვლეტა გჭირდება


საიმისოდ, საპნის ბუშტივით რომ გასკდე!

– მასეცაა. მღელვარებისგან მაკანკალებს. სულ რამდენიმე


საათი დარჩა, მე კი ჯერ იმასაც ვერ ვაცნობიერებ, რა ხდება
ჩემს თავს.

– რა ხდება და ძალიან, ძალიან მაგარი ამბავი.


წარმოიდგინე, ხალხი ემზადება, რომ შენი ნახატების
სანახავად მოვიდეს. კრიტიკოსებს და ჟურნალისტებს არ
ვგულისხმობ. იმათზე მაქვს საუბარი, ვინც ამ დღეს ასე
ელოდა, დაანონსების მომენტიდან ფიქრობდა, როდის

სარჩევი
თავი 12 285

მოვიდოდა 18 ოქტომბერი, როდის შეძლებდნენ იმის


ნახვას, რასაც ამდენ ხანს მხოლოდ შენთვის იტოვებდი.

– ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს დიდი მხატვარი ვიყო.

– ძალიან გთხოვ, ნუ გვკარნახობ მე და დანარჩენებს იმას,


როგორი მხატვარი ხარ. ახლა კი ადექი, შხაპი მივიღოთ,
მოვწესრიგდეთ, ჩაიცვი შენი ლამაზი, ღვინისფერი კაბა
და წავიდეთ. ხომ იცი, პერსონალურად ჩემთვის უნდა
გახსნა საგამოფენო სივრცე და მე უნდა ვიყო პირველი
დამთვალიერებელი.

– როგორი ეგოისტი ხარ! – გაეცინა მის ბავშვურ


სურვილზე, სხვებისთვის დაესწრო. – ისედაც ყველა
ნანახი გაქვს!

– მე ისინიც კი ნანახი მაქვს, ვი, რაც ჯერ არ დაგიხატავს,


მაგრამ მინდა, პირველად ჩემთან ერთად ნახო
ყველაფერი, როგორც დამთვალიერებელმა და არა
როგორც ავტორმა. ასე რომ, მე აბაზანას მოვამზადებ, შენ
კი შემომიერთდი!

***

საოცარი იყო ყველაფერი. დარბაზში რომ შეაბიჯა,


ირაკლის მკლავზე შემოხვეული თითები კიდევ უფრო
ძლიერად მოუჭირა და წამიერად სუნთქვაც კი შეეკრა.
ისეთი უცნაური შეგრძნება იყო, ისეთი უცხო. სიტყვებით

სარჩევი
თავი 12 286

ვერც კი აღწერდა სათანადოდ, იმ მომენტში რას


გრძნობდა.

თითქოს ისეთ ადგილას მოხვდა, სადაც მხოლოდ


თვითონ იყო და მხოლოდ მისი იყო ყველაფერი.

თითოეული ემოცია, თითოეული გრძნობა, საკუთარი


ცხოვრების თითოეული ეპიზოდი ისე ნათლად ჩანდა, ისე
ხელშესახებად, ფაქტობრივად, ცხოვრება გადაეშალა
თვალწინ და შეეძლო, ნებისმიერ ამბავს დაბრუნებოდა და
ხელახლა განეცადა.

შეეძლო, ხელახლა ეგრძნო ყველაფერი.

ხელახლა ყოფილიყო ტირილამდე ბედნიერი და


ყვირილამდე სტკენოდა.

ხელახლა გამოეცადა პირველი სიყვარული და პირველი


განშორება.

ხელახლა მოესმინა იმ მუსიკისთვის, ხელახლა შეეგრძნო


ის სითბო, ხელახლა ეხატა მთვარის შუქზე ფეხშიშველს,
მხოლოდ ირაკლის მაისურში გამოწყობილს და ეს
ყველაფერი ისე გაეკეთებინა, რეალურად არსად რომ არ
წასულიყო და მხოლოდ ნახატთან მიახლოებით
გაეღვიძებინა გრძნობები.

– მგონია, ახლა გული წამივა... – ძლივს გადაულაპარაკა


ჭანტურიას, რომლისგანაც იმხელა ძალა მოდიოდა,
იმხელა მხარდაჭერა, იმასაც კი ავიწყებდა, წლების შემდეგ

სარჩევი
თავი 12 287

პირველად რომ ჩაიცვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და


საოცრად არაკომფორტულად გრძნობდა თავს.

– ისე გამოიყურები, შენი არ ვიცი და, აქ მყოფ ხალხს,


შეიძლება, მართლა წაგვივიდეს გული შენი სილამაზის
შემხედვარეს... – გაუცინა და მზერით ანიშნა, რომ მისი
აკადემიის ლექტორებიც მოსულიყვნენ უკვე.

მართლა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა აივი.


მეწამული ფერის, ტანზე მჭიდროდ მომდგარი კაბა ეცვა,
მხრებზე გადასული დეკოლტეთი და იდეალურად
ამოჭრილი ზურგით. ისეთი, სიტუაციისთვისაც
შესაფერისი რომ იყო და თან ისეთ ელფერს ანიჭებდა,
შეუძლებელს ხდიდა მისთვის თვალის მოშორებას.
მაკიაჟზე თვითონ არ უზრუნია, თიკას დაჟინებულ
მოთხოვნას ვერ გაუწია წინააღმდეგობა და დანებდა,
როგორც

გინდა, ისე გამიკეთეო, თმისთვის კი საერთოდ არ უხლია


ხელი, ისე მოსწონდა მოკლედ შეჭრილი, არც
სჭირდებოდა სხვანაირი ვარცხნილობა. ერთადერთი,
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გახდას ნატრობდა
მხოლოდ, თუმცა ქვეცნობიერად უკვე ეგუებოდა, ვერც
ამას რომ ვერ ეღირსებოდა კიდევ რამდენიმე საათი.

– ერთი ჭიქა შენც დალიე, თორემ ჩამაკვდები მალე! –


ამოიოხრა ირაკლიმ და, რამდენიმე წუთში, ღვინით სავსე
ბოკალი გაუწოდა. – ცოტას მაინც გიშველის...

სარჩევი
თავი 12 288

– ვერც კი წარმოვიდგენდი, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა!


– გაოგნებულმა მოატარა თვალები დარბაზს, შემდეგ კი,
როცა დარწმუნდა, რომ იმ მომენტში არავინ უყურებდა,
ირაკლის გადაულაპარაკა, მომეფარეო და ერთ ყლუპად
მოსვა მთელი სასმელი.

– ვი, შოკი ამბავი მაქვს! – როგორც ჩანს, ხალხის


რაოდენობა

ნამდვილად არ ყოფილა ყველაზე გასაოცარი სიახლე.


რამდენიმე წუთში თვალებგაფართოებული ანუკი რომ
მიეჭრა, ემოციების დაფარვას ვერ ახერხებდა.

– რა მოხდა, მშვიდობაა? – აფორიაქდა ირაკლიც.

– რომელიღაც ბიზნესმენს ყველა ნახატის შეძენა სურს!


ჩეკში ნულები თვითონ დაწეროსო, ნებისმიერი თანხის
გადახდაზეა მზად!

– არაა... მიჩქმიტეთ რომელიმემ! ირაკლი, მომესმა? ანუკი,


მითხარი, რომ მეხუმრები!

– პასუხს ელოდება, რას გეხუმრები! – გაეცინა, თვითონაც


შოკირებულს.

– ხომ ვთქვი, რომ არც ერთს არ ვყიდი, რა პასუხი უნდა?

– მეც ავუხსენი თავიდანვე, მაგრამ ისე დაიჟინა, მაინც


გითხარი.

სარჩევი
თავი 12 289

– ვინ არის, ანუკი, ვინაობას არ ასახელებს? –


დაინტერესდა ირაკლიც. რა თქმა უნდა, ელოდა, რომ
ასეთი შემოთავაზებებიც იქნებოდა, მაგრამ ყველა
ნახატის ყიდვას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა.

– წარმოდგენა არ მაქვს, მე მის მდივანს ვესაუბრე და, არ


უნდა სახელისა და გვარის გამხელაო, – მხრები აიჩეჩა.

მაგრამ აივის მათი საუბარი უკვე აღარ ესმოდა.

ვერც იმას აღიქვამდა, საერთოდ რა ხდებოდა გარშემო.

ფეხზეც მხოლოდ იმის წყალობით იდგა, ირაკლის რომ


ჰქონდა ხელი მის წელზე შემოხვეული.

საკუთარი პულსაციაც ისე ესმოდა, ყურებში უგუგუნებდა


პირდაპირ და ეგონა, გული სადაცაა გაუსკდებოდა კიდეც.

მუხლებშიც ისეთ სისუსტეს გრძნობდა, ისე ერთიანად


მოიცვა

სიცივემაც, უკვე ვეღარც იმას ხვდებოდა, ის მაინც თუ


მოახერხა, სახეზე რომ არ შესცვლოდა მიმიკა.

ხედავდა მხოლოდ მას, მის თვალებს და მზერას,


რომელიც უკვე სამი წელია აღარ ეგრძნო.

ხედავდა, როგორ თავდაჯერებულად გაუყარა თვალი


თვალში და წამითაც არ მოშორებია ტუჩებიდან ჩვეული,
კმაყოფილი ღიმილი.

სარჩევი
თავი 12 290

ხედავდა, როგორი უცხო და, ამავდროულად, ნაცნობი იყო


ეს კაცი მისთვის და ისე გაიყინა, ისე ერთიანად ჩამოენგრა
ყველაფერი, ისე მოჰყვა საკუთარსავე აშენებულის
ნანგრევებში, ისე გაუჭირდა ამოსუნთქვა, ეგონა, რომ იმ
წამს დაიწყო მისი დასასრული.

ერთადერთი კი, რაც გონებაში უტრიალებდა, იყო იმ


ადამიანის სახელი და გვარი, რომელსაც წლების შემდეგ
კვლავ ხედავდა, თუმცა გრძნობას, ასე ერთიანად რომ
დაეპატრონა მისი

დანახვისას, სახელსაც კი ვერ უძებნიდა.

ანდრო შერვაშიძე.

ეს იყო ის, რასაც განწირული გაჰყვიროდა იმ მომენტში


მისი ქვეცნობიერი და იმას კი უკვე ვეღარ ხვდებოდა, რა
იქნებოდა შემდეგ...

სარჩევი
თავი 13 291

თავი 13

– ვი, კარგად ხარ? – ირაკლის ხმამ დააბრუნა დედამიწაზე.


ერთიანად გამოაფხიზლა და მოაშორა ანდროს
დანახვისას გაცოცხლებული წარსულის მოგონებები.

მოაშორა ის, ამდენ ხანს ასე სასტიკად რომ უხრავდა


შიგნეულობას.

მოაშორა ის, ასე საშინლად რომ გაურბოდა ყოველთვის


გახსენებას.

მოაშორა ის, რაც ეგონა, რომ უკვე გადატანილი ჰქონდა.

მოაშორა ის, რაც მაშინვე, მისი თვალების დანახვისთანავე


გაუცოცხლდა და ხელახლა შეიგრძნო თითოეული
დეტალი.

ვერ ხვდებოდა, როგორ იდგა ფეხზე. როგორ მოახერხა და


გაუძლო ისე, გული რომ არ წასვლოდა.

ვერ ხვდებოდა, ეტყობოდა თუ არა რამე სახეზე, მზერაზე,


გამომეტყველებაზე.

ვერ ხვდებოდა, რა უნდა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო, რა


ექნა.

ვერ ხვდებოდა, რატომ იმოქმედა ასე ძალიან.

ვერ ხვდებოდა, რას გრძნობდა.

სარჩევი
თავი 13 292

ერთადერთი, მის წელზე მჭიდროდ შემოხვეული


ირაკლის ხელი უნარჩუნებდა იმის ძალას, ფეხზე რომ
მდგარიყო, თუმცა ქმარს რომ გახედა და მის სახეზე შიშის
გარდა სხვა ვერაფერი ამოიკითხა, მაშინ თვითონაც
შეეშინდა.

შეეშინდა მისი.

შეეშინდა მისი გამოჩენის.

შეეშინდა იმის, ასე რომ იმოქმედა.

შეეშინდა, კვლავ რომ იგრძნო რაღაც. არა, სიყვარული –


არა, მაგრამ რაღაც ისეთი, იმდენად ძლიერი, სახელიც რომ
ვერ მოუძებნა.

შეეშინდა, რომ ამიერიდან არაფერი იქნებოდა ისე,


როგორც უნდა ყოფილიყო.

შეეშინდა, რომ ადამიანი, რომელმაც წლების წინ


საკუთარი სურვილით გაუშვა ცხოვრებიდან, ახლა ასე
მოულოდნელად, უმიზეზოდ არ გამოჩნდებოდა.

შეეშინდა, რომ ისევ აურევდა თავგზას. ისევ იმოქმედებდა


მასზე ისე, თვითონაც რომ ვერ მიხვდებოდა, რატომ, რის
გამო, ვისი გულისთვის იქცეოდა ასე.

შეეშინდა, რომ...

საკუთარი თავის შეეშინდა ყველაზე მეტად...

სარჩევი
თავი 13 293

– ვი, ფერი აღარ გადევს, რა დაგემართა?! – ამჯერად უკვე


სახეზე შეახო თბილი ხელები ირაკლიმ და აიძულა,
მისთვის შეეხედა. – ცუდად ხარ?

– წყალი ხომ არ მოვიტანო? – აღელვებულად გაიჟღერა


ანუკის ხმამაც.

– არა, არაფერია, კარგად ვარ... – წამიერად დახუჭა


თვალები, საკუთარ თავს რომ დაბრუნებოდა როგორმე,
და გახელისას შერვაშიძე ვეღარსად შენიშნა.

– რანაირად ხარ კარგად, ჩაიკეცე კინაღამ, ერთიანად


გადათეთრდი, – ირაკლი მაინც ვერ მშვიდდებოდა.

– უბრალოდ, თავბრუ დამესხა. ისე დავლიე, არაფერი


მიჭამია, თან საშინლად ვნერვიულობ, იმოქმედა ამდენი
ხალხის დანახვამ და მაგიტომ. მართლა არაფერი მჭირს, –
მიაყარა სწრაფად, უფრო დამაჯერებლად რომ
გამოსვლოდა, თუმცა მზერა, რომლითაც მისი ქმარი სახეს
უწვავდა, აშკარად

ეუბნებოდა, ამ ზღაპრის რომ არ სჯეროდა.

– დარწმუნებული ხარ, რომ სხვა არაფერია? – ჩააცივდა


ანუკიც.

– არა, დამშვიდდით. ჰაერზე გავალ ცოტა ხნით, –


მაქსიმალურად შეეცადა, გულწრფელად გაეღიმა, მაგრამ
ირაკლის მზერას მაინც ვერსად გაურბოდა.

სარჩევი
თავი 13 294

– გამოგყვები! – მოუჭრა მოკლედ.

– არა, აქვე გავალ, არ მინდა.

– აივი... – დაეჭვებულმა ჩახედა თვალებში. შეუძლებელი


იყო, რამეს მიმხვდარიყო, თუმცა ეს მზერა მაინც
საშინლად არ მოსწონდა გოგონას.

– გთხოვ, ნუ ღელავ, – სახეზე ჩამოუსვა თითები და


ამჯერად მართლა გულწრფელად გაუღიმა, – აქვე გავალ,
სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ და შემოვალ, საშიში არაფერია,
მართლა, – უთხრა

ისე, თვითონაც რომ არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების,


შემდეგ კი სწრაფადვე გაეცალა იქაურობას.

***

ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყელში ხელებს


უჭერდნენ და იგუდებოდა.

არაფრის გაკეთება შეეძლო.

არაფერზე ფიქრი.

არაფრის თქმა.

არსად წასვლა.

არ შეეძლო, საკუთარ თავში მაინც გარკვეულიყო და ისე


ჩაეყლაპა მომხდარი, თითქოს არც არაფერი ყოფილა.

სარჩევი
თავი 13 295

არ შეეძლო, თავი დაეჯერებინა, რომ ვერაფერი იგრძნო.

სიყვარული რომ ნამდვილად გაუქრა, ეს ისე იცოდა,


როგორც არაფერი.

უყვარდა ირაკლი, დარწმუნებით შეეძლო ეთქვა ეს,


მაგრამ ის, რაც ახლა გულს უჭამდა, იმდენად უცხო და
ძლიერი იყო, ახსნას ვერ უძებნიდა.

რატომ მაინცდამაინც დღეს? რატომ გამოჩნდა ამდენი


ხნის შემდეგ მის ცხოვრებაში და თან ასეთ დროს?

ხომ იცოდა, ოდესმე მაინც რომ გადაეყრებოდა,


შეხვდებოდა ქუჩაში, რესტორანში, საკონცერტო
დარბაზში, თუნდაც, სუპერმარკეტში. სადმე მაინც
შეხვდებოდა და მაშინ... მაშინაც ასეთი რეაქცია უნდა
ჰქონოდა?! უნდა გასულიყო საკუთარი თავიდან და
შორიდან ეყურებინა, როგორ კარგავდა მოკლედ
თმაშეჭრილი გოგო სახეზე ფერს და როგორ უსულო
თოჯინასავით იკეცებოდა ქმრის მკლავებში საკუთარი
ყოფილის დანახვაზე?

გულისრევა იგრძნო. კუჭი ისე ამოუტრიალდა, თითქოს


დაუნდობლად ჩაარტყეს წიხლი და სწრაფი ნაბიჯებით
საპირფარეშოსკენ გაემართა, თუმცა ზუსტად იცოდა,
გულს რომ ვერ აირევდა და რომც აერია, ამით ვერ
მოიშორებდა იმ ზიზღის შეგრძნებას, ტალახივით რომ
გრძნობდა მთელ სხეულზე და თითქოს კანს სუნთქვის
საშუალებასაც კი არ აძლევდა.

სარჩევი
თავი 13 296

არც შემცდარა. დიდხანს იდგა უნიტაზთან გადახრილი,


მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ყელი ასტკივდა მხოლოდ
ამდენი ხველით და შემდეგ, ნიჟარას რომ დაეყრდნო
გაყინული ხელებით, ვერაფრით გაბედა, თავი აეწია და
სარკეში საკუთარი ანარეკლისთვის შეეხედა.

იმდენად მხდალი იყო, საკუთარ თვალებსაც კი


გაურბოდა.

ყველაფერს გაიღებდა ახლა, აქ კი არა, ირაკლის სახლის


მისაღებში, იატაკზე ზურგით გაწოლილი რომ ყოფილიყო
მინის კედლის მიმართულებით, და ვერც იმას მიხვდა,
“მათი” სახლი როდის გადაიქცა “ირაკლის” სახლად.

ისე ძლიერად შეკრა მუშტები, კანკალმა აიტანა და


მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, ჯერ ხელისგულზე კანი
რომ აეწვა და შემდეგ უცნაური სითბოც იგრძნო.

ჯანდაბა! იმდენად ვერ მოზომა, ფრჩხილით კანიც კი


გაიჭრა. ესღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის.
სასწრაფოდ წყალს შეუშვირა და კიდევ უფრო ცუდად
გახდა, ნიჟარის თეთრ ზედაპირს სისხლის წითელი
წვეთები უღიმღამოდ რომ დაეწვეთნენ და ზარმაცად
ჩასრიალდნენ ქვემოთ.

თითქოს შენელებული კადრით წავიდა ყველაფერი.


ერთადერთი, რაც ახლა თავში უტრიალებდა, კითხვა
“რატომ?” იყო, რომელსაც ვერც პასუხს უძებნიდა და არც
ის შეეძლო, გონებიდან რომ გაეგდო.

სარჩევი
თავი 13 297

დიდი ხანია, ასე ცუდად არ ყოფილა. ალბათ არც მაშინ,


პირველად რომ შეხვდა ირაკლის.

საპირფარეშოდან იმაზე უფრო აღელვებული გამოვიდა,


ვიდრე

იქ შესვლისას იყო და მოულოდნელად, დერეფნის სუსტი


განათების გამო რომ ვერ შეამჩნია მისკენ მომავალი და
ვიღაცას შეასკდა, ის იყო მობოდიშებას აპირებდა, მის
გარშემო სივრცე ერთიანად რომ მოიცვა ნაცნობმა
სურნელმა და პატარა ბავშვივით, თვალები ძლიერად
დახუჭა, ის რომ არ დაენახა, რისიც ასე ეშინოდა.

– აივი... – მისმა ხმამაც აავსო დერეფანი. ისე გაისმა,


თითქოს მის სახელს, ოთხ ასოს, სამ ხმოვანსა და ერთ
თანხმოვანს კი არ წარმოთქვამდა, შეუხებლად უწვავდა
კანს. შეუხებლად ეფერებოდა და შეუხებლად
არწმუნებდა, რომ მისი წარმოსახვის ნაყოფი კი არა,
რეალობა იყო.

– რატომ მოხვედი? – ბოლოს მაინც გაბედა შეხედვა.

ისეთივე იყო მისი მზერა, როგორიც პირველი


შეხვედრისას. უცნაურად უყურებდა, ტუჩებზე
მკრთალად დასთამაშებდა თვითკმაყოფილი ღიმილი და
წამითაც არ აშორებდა იმ მზერას,

სარჩევი
თავი 13 298

რომლითაც პირდაპირ სულში უძვრებოდა და ნაბიჯის


გადადგმის საშუალებასაც კი არ აძლევდა, ისე ყინავდა
ადგილზე.

– არ გინდოდა, რომ მოვსულიყავი? – უპასუხა ხმადაბლა


და სულ ოდნავ გადახარა თავი მარჯვნივ.

ისე აკვირდებოდა, თითქოს პირველად დაინახა. თითქოს


არც იცნობდა აქამდე, არც არაფერი ყოფილა მათ შორის და
პირველად სწორედ ახლა შეხვდა, საპირფარეშოს სუსტი
განათების გამო რომ შეასკდა მოულოდნელად.

ისე უშუალოდ გაიწვდინა მისკენ ხელი, თითქოს კვლავ


ჰქონდა შეხების უფლება. თითქოს საკუთარი თავისთვის
თვითონვე არ მოეკვეთა ეს გოგო უვარგის ორგანოსავით
და ისე არ მოეშორებინა, უკან დასაბრუნებელი გზაც
ჩაეკეტა.

ისე თამამად ჩამოუსვა მარჯვენა ხელის ზურგი


აწითლებულ სახეზე, თითქოს ისევ მას ეკუთვნოდა.
თითქოს ისევ შეეძლო

დაემშვიდებინა და ეთქვა, რომ რაც უნდა მომხდარიყო,


რაც უნდა გამოევლოთ, საბოლოოდ მაინც ყველაფერი
კარგად იქნებოდა.

აივი კი, ძველებურისგან განსხვავებით, თვალების


მიხუჭვით კი არ შეხვდა მის შეხებას, დენნაკრავივით
შეშინებულმა დაიხია უკან. ერთადერთი, იმას ვერ

სარჩევი
თავი 13 299

ხვდებოდა, ზიზღის, სიძულვილის, ან სულაც,


გულგრილობის ნაცვლად, შიშს რატომ გრძნობდა მისი
დანახვისას, მაგრამ ალბათ ჯერ საკუთარ გონებამდეც არ
უშვებდა იმ ყველაფერს, ოცდამეხუთე კადრის
ეფექტივით, ისე რომ აღიქვა მისმა ტვინმა, წარმოდგენაც
კი არ ჰქონდა ამის შესახებ.

– რატომ მოხვედი? – სცადა, შედარებით მკაცრად


გაემეორებინა წუთის წინ დასმული შეკითხვა, თუმცა
ამოკნავლებასავით უფრო გამოუვიდა და მის უკან
გადადგმულ ნაბიჯებს ანდროს იმდენივე ნაბიჯი, ოღონდ
წინ გადადგმული მოჰყვა, საბოლოოდ კი კვლავ ისეთივე
დისტანცია იყო მათ შორის,

რამდენიმე მილიმეტრი რომ აშორებდათ მხოლოდ.

– მინდოდა.

– რა გინდოდა, ანდრო?

– მინდოდა, რომ მოვსულიყავი. მინდოდა, მენახე. შენი


ნახვა მინდოდა. ისეთი აივის, როგორიც გახდი მას
შემდეგ, რაც...

– მე კი არ მინდოდა შენი ნახვა! – სიბრაზისგან თვალები


აუელვარდა. – არ მინდოდა. არც ახლა მინდა. არ მინდა,
რომ აქ იდგე. ასე ახლოს. არ მინდა, რომ გელაპარაკებოდე.
წადი!

სარჩევი
თავი 13 300

– არა, – გაუღიმა ისე, როგორც სჩვეოდა. საერთოდაც,


არაფერი შეცვლილა ამ კაცში ამ წლების განმავლობაში.
ზუსტად ისეთივე იყო, სრულიად იდენტური.

– ანდრო...

– არ წავალ. რატომ გააკეთე ის, რაზეც მე უარი მითხარი?

– ეს შენ არ გეხება. გამატარე.

– არა, ვი... – ამჯერად მარჯვენა მკლავზე შემოხვია


გახურებული თითები, მეორე ხელით კი, მარცხენაზე რომ
წაეტანა და გაჭრილი ხელისგული შენიშნა, ძლივს
შესამჩნევად შეეცვალა სახე.

აუღელვებლად, წარბის შეუხრელად ამოიღო ჯიბიდან


იდეალურად დაკეცილი შავი ცხვირსახოცი და ისე
დააჭირა სისხლიან ადგილას, ამ ერთი, უბრალო
შეხებითაც კი აიძულა, ჟრუანტელს დაევლო მთელ
სხეულში.

– გამიშვი!.. – შეეწინააღმდეგა, თუმცა იმდენად სუსტად,


სასაცილოდაც კი გამოიყურებოდა იმ მომენტში.

– ხომ ორივემ კარგად ვიცით, ახლა შენ კი არა, შენი


თავმოყვარეობა რომ მელაპარაკება სინამდვილეში, – ისე
გაუღიმა, ვერაფრით მიხვდა აივი, რა გრძნობას მალავდა
ამ ღიმილის უკან. იმაზე უფრო ამოუცნობი და ძლიერი

გამხდარიყო მისი ენერგეტიკა, ვიდრე წლების წინ იყო.

სარჩევი
თავი 13 301

– არა, ანდრო. თავმოყვარეობა მე მაშინ დავკარგე, შენი


ოფისის წინ კიდევ რომ აღმოვჩნდი, იმ ყველაფრის
შემდეგ.

– ისე შეიცვალე... – გააგრძელა კაცმა ისე, თითქოს, არც კი


გაუგია მისი სიტყვები და ამჯერად თმაზე ჩამოუსვა
ხელი. – ეს ვარცხნილობა... რატომ აღარ იზრდი თმას? მე
ხომ გრძელი მიყვარდა...

– როდის აღიარებ, რომ ჩემი შენ უკვე აღარაფერი


გიკავშირდება?

– სულ არაფერი? – ჩაეცინა და თმიდან კისერზე


ჩამოუსრიალა გრძელი თითები. – დარწმუნებული ხარ,
ვი? მე რომ საპირისპიროს ვგრძნობ?

– იცი, რომ საერთოდ არ მაინტერესებს შენი გრძნობები?!

– მატყუებ... – კიდევ ერთხელ გაუცინა და სახე იმდენად


მიუახლოვა, აივის მისი სუნთქვა უკვე კანზე ეხებოდა.

ისე გრძნობდა თავს, ერთ წამს თუ აციებდა, მეორე წამს


ეგონა, რომ ცეცხლი ეკიდა. ტემპერატურის კი არა,
სუნთქვის დამორჩილებასაც ვერ ახერხებდა. შეეძლო
დაეფიცა, რომ ზუსტად გრძნობდა, როგორ მოძრაობდა
მის ძარღვებში სისხლი, როგორ ეკუმშებოდა გული,
როგორ მცირდებოდნენ და იზრდებოდნენ ზომაში
ფილტვები, როგორ გზავნიდა მისი თითოეული
ნერვული დაბოლოება იმპულსებს ტვინში... ისე ზუსტად

სარჩევი
თავი 13 302

გრძნობდა ახლა საკუთარ ორგანიზმს, რამდენადაც


საკუთარი გრძნობების გაკონტროლება არ შეეძლო.

გაორება დაემართა თითქოს, იმდენად


ურთიერთსაპირისპირო რაღაცებს გრძნობდა და იმის
მიუხედავად, ყველაზე მეტად აქედან გაქცევა რომ
უნდოდა, ფეხსაც ვერ იცვლიდა, ასე აუტანლად მშვიდად
რომ უახლოვდებოდა იმ კაცის ტუჩები, ერთ დროს ასე
ძალიან რომ უყვარდა.

– არ გინდა... – ამოთქვა აკანკალებულმა და ისე


მიატრიალა სახე, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც
ძლივს გაიგონა საკუთარი სიტყვები, ანდრო მაინც
გაჩერდა. არასდროს წასულა სხვისი სურვილის
წინააღმდეგ და, მით უმეტეს, აივის არ გაუკეთებდა ამას,
თუ რეალურად იგრძნობდა, რომ არ უნდოდა მისი შეხება.

– თითზე ბეჭედი გიკეთია... – მარჯვენა ხელის მტევანზე


მიეფერა ახლა საკუთარი ცერით.

– ბევრი რამე შეიცვალა.

– ბეჭედი გიკეთია, მაგრამ მაინც ჩემთან ხარ.

– არ ვარ! – გააპროტესტა ისე სწრაფად, ვერც მიხვდა,


ასეთი რეაქცია მის დასარწმუნებლად უფრო ჰქონდა თუ
საკუთარი თავის.

– ახლა აქ დგახარ და ძლივს პოულობ იმის ძალას, რომ არ

სარჩევი
თავი 13 303

ჩაიკეცო. წასვლა გინდა, მაგრამ იმდენად ჩემთან ხარ, ვერ


მიდიხარ, – ყურთან ეჩურჩულებოდა უკვე და ყბის
დასაწყისში რომ შეახო ტუჩები, იგრძნო, როგორ გატყდა
აივი.

– ანდრო, ერთი წამითაც არ მინდა, ჩემს ცხოვრებაში იყო.


ძალიან გთხოვ, თავიდან ნუ დაიწყებ.

– არც არაფერი დამიმთავრებია... – კოცნითვე დაუყვა


ნიკაპისკენ.

– დაამთავრე! შენ თუ არა, მე ნამდვილად დავამთავრე და


ძალიან გთხოვ, ნუ მაზიზღებ საკუთარ თავს.

– არასდროს ყოფილხარ ასეთი... – კანზე წვერის შეხებით


იგრძნო, რომ ჩაეღიმა. თვალების გახელასაც კი ვერ
ბედავდა იმის შიშით, რომ არ დაენახა, მის სახეზე როგორ
დასეირნობდნენ ანდროს ტუჩები და თვითონ ვერაფერს
ახერხებდა ამის შესაჩერებლად.

– თავი დამანებე.

– ასეთი სიტუაციები არასდროს მოგწონდა. მოდური კაბა,


მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მაკიაჟი... თმა შეიჭერი,
თითზე ბეჭედი გაიკეთე, მაგრამ ვერ გამექეცი.
ქვეცნობიერად ისევ იმ გარემოში გინდა ტრიალი, სადაც
მე ვარ. ვერც კი ხვდები, ისე მოილტვი ჩემკენ. და ეს
გამოფენაც, რომ გგონია, თითქოს არ იცი, რის გამო
გააკეთე, რეალურად ის მესიჯი იყო, რომელიც ზუსტად

სარჩევი
თავი 13 304

გავშიფრე და სწორედ ამიტომ ვდგავარ ახლა აქ. აი, შენს


კითხვაზე პასუხიც.

– არ მინდა შენთან, – გაშლილი ხელისგულებით, სუსტად


მიაწვა მკერდზე, რომ მოეშორებინა, თუმცა პასუხად კაცმა
ორივე ხელი რომ შემოხვია მოშიშვლებულ ზურგზე და
მკლავებში მოიმწყვდია, წამიერად იგრძნო, როგორ
ჩამოეშალა რაღაც. უძლურებისგან ტირილი უნდოდა და
ამასაც კი ვერ ახერხებდა.

– მას კი არა, საკუთარ თავს ღალატობ ახლა, სურვილებს


რომ ეწინააღმდეგები, – ამოილაპარაკა ჩუმად და ისე
შეეხო

ტუჩებზე, უკვე ზუსტად იცოდა, არაფერს აკეთებდა


ისეთს, აივის სურვილის წინააღმდეგ რომ წასულიყო.

ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე დაუარა


ელექტრულმა მუხტმა და ვერც ახლა მიხვდა, რა იგრძნო.
ის არ იყო, რასაც აქამდე გრძნობდა ანდროს კოცნისას და
არც ის, ირაკლისთან რასაც განიცდიდა. რაღაც ახალი იყო,
სრულიად განსხვავებული და მწარე. საშინელ გემოს
უტოვებდა ტუჩებზე, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ეს
სინამდვილეში ქვეცნობიერიდან მოდიოდა. თითქოს
კანზე შეუბრალებლად აწვავდნენ ანთებული სიგარეტის
ღერებს და აიძულებდნენ, ფეხშიშველს ევლო
გახურებულ, უსწორმასწორო, წვეტიან ქვებზე.

სარჩევი
თავი 13 305

მისი ერთი ნახევარი მონატრებული კოცნიდა კაცს,


რომელმაც ასე საშინლად უარყო და ამდენი წლის შემდეგ
კვლავ მოუნდა მასთან ყოფნა, მეორე ნახევარი კი ისე
სასოწარკვეთით გაჰკიოდა, რომ მოშორებოდა, ვერაფრით
ახერხებდა აივი ამ

ხმის ჩახშობას. ტვინს ატკივებდა პირდაპირ და


საფეთქლებში გრძნობდა ისეთ აჩქარებულ პულსაციას,
რომ ეგონა, ცოტაც და, უეჭველად გული გაუსკდებოდა.

კიდევ ერთხელ მიაწვა მკერდზე და სწრაფად მოიშორა.


ისე აკანკალებდა, ისე დაეჭიმა კუნთები, საშინლად
მოუნდა, რომ სულ ოდნავ მაინც ეტკინა მისთვის, თუმცა
სახეში გარტყმა მაინც ვერ შეძლო. ესეც კი ვერ მოახერხა.
გასვლა რომ დააპირა და ზურგს უკან კვლავ ანდროს ხმა
გაიგონა, ისევ ადგილს მიეყინა.

– მაინც მოხვალ ჩემთან!.. – წარმოთქვა ისეთი ტონით,


აშკარად აგრძნობინა, თავის სიტყვებში ეჭვიც რომ არ
ეპარებოდა. აივი სახეალეწილი მიუბრუნდა.

– რატომ აკეთებ ამ ყველაფერს?

– იმიტომ, რომ შენთან მინდა.

– არ გინდა!

– მეტსაც გეტყვი. შენც გინდა...

– ანდრო, გეყოფა-მეთქი, გაგაფრთხილე უკვე!

სარჩევი
თავი 13 306

– ვი, საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, რას ამბობ მაგ


შენი ლამაზი ტუჩებით. ის უფრო მაინტერესებს, რას
გრძნობ, როცა გეხები და ძალიან გთხოვ, არც კი სცადო
იმის უარყოფა, რომ ეს კოცნა შენც ისევე, ან უფრო მეტად
გინდოდა, როგორც მე.

– მე შენ ჩემი ცხოვრებიდან დიდი ხნის წინ ამოგშალე!

– არც მაგას აქვს მნიშვნელობა, – გაუღიმა და როცა შეატყო,


რომ წასვლას ვეღარ ახერხებდა, კვლავ მიუახლოვდა, – არ
აქვს მნიშვნელობა, რა გადაწყვიტე მაშინ, ან რა გგონია
ახლა სწორი. მთავარი ისაა, რას გრძნობ.

– არაფერს!

– კიდევ ერთი ტყუილი... შენც ხომ კარგად იცი ეს, არა?


წამომყევი...

– რა? არა! – ახლა კი გაუფართოვდა თვალები. არა,


გამორიცხულია!

– საკუთარ თავს შეიზიზღებ, ვი, ახლა, ამ ყველაფრის


შემდეგ რომ სახლში დაბრუნდე და ისევ იმ კაცს ჩაუწვე
საწოლში.

– ახლა ყველაზე მეტად შენ მეზიზღები!.. – სრული


გულწრფელობით წარმოთქვა, თუმცა წამის წინ
მოსმენილმა ისე ჩამოკაწრა შიგნეულობა, აგრძნობინა,
რომ სადღაც, ძალიან ღრმად, მაინც იყო ამ ყველაფერში
სიმართლის მარცვალი.

სარჩევი
თავი 13 307

– საკუთარი თავის შეზიზღებას ეგ ჯობს. შენ საშუალო


არასდროს ყოფილხარ, ვი. არასდროს კმაყოფილდებოდი
შუალედურით. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეძლებ ახლა
შებრუნებას, იმის თქმას, რომ არაფერი მომხდარა და
შემდეგ როგორ აიტან მის ხელებს იმ კანზე, რომელზეც
ახლა მე გეხები.

– ეს შენსას ვერ ვიტან, მისას კი არა! შენ მეზიზღები, ის


მიყვარს! გაიგე, რასაც გეუბნები და შეიგნე! მე ის მიყვარს!

– ახლაც ამას საკუთარი თავისთვის უფრო ამბობ, ვიდრე


ჩემთვის, – გაუღიმა და ზედა ტუჩთან სულ ოდნავ, ძლივს
შესამჩნევ ნაიარევზე ისე გადაუსვა თითები. აივის რომ
აქამდე ეგონა, ვერც კი ხედავდა მის არსებობას, ახლა ერთი
მოქმედებით დაარწმუნა საპირისპიროში: – ეს უფრო
მეტად გეტყობა, როცა ბრაზობ.

– ანდრო, ძალიან გთხოვ, თავი დამანებე. გეხვეწები. თუ


ოდნავ, სულ ოდნავ მაინც გიყვარდი, შემეშვი და წადი.
ძალიან გთხოვ! – ისტერიკის პირას იყო უკვე, მაგრამ
შერვაშიძე მოშორებას მაინც არავითარ შემთხვევაში არ
აპირებდა.

– ისე უნდა მოიქცე, რომ შემდეგ არ ინანო, ვი... ამის შემდეგ


ვეღარ შეძლებ ურთიერთობის გაგრძელებას. მისი
შეხებისას ყოველთვის მე დამინახავ, სანამ საბოლოოდ არ
გაერკვევი იმაში, რა გინდა სინამდვილეში, –
დამარწმუნებლად ეჩურჩულებოდა, მოულოდნელად

სარჩევი
თავი 13 308

ნაბიჯების ხმა რომ გაისმა დერეფანში, და აივი ისე შეხტა,


კიდევ უფრო დაკარგა ფერი.

– წადი... – ძლივს ამოთქვა, სანამ ჩაიკეცებოდა და


ცხვირსახოციც სწრაფადვე დაუბრუნა.

– საკუთარ გრძნობებში უნდა გაერკვე. მაინც მოხვალ


ჩემთან... “ბილტმორი”, პენტჰაუსი... – უთხრა საბოლოოდ,
შემდეგ კი საპირფარეშოს კარი შეაღო. როცა ნაბიჯების ხმა
უფრო მკვეთრად გაისმა და, საბოლოოდ, ირაკლიც
გამოჩნდა, დერეფანში უკვე მხოლოდ კედელზე ზურგით
მიყუდებული, ჩაკეცილი, აკანკალებული და ატირებული
აივი იყო...

– ხელი გავიჭერი... – მანამ ამოთქვა, სანამ ირაკლი ხმას


ამოიღებდა. – ძალიან, ძალიან მტკივა, ირაკლი... – ისე
ამოუჯდა გული, კაცმა მასთან რომ ჩაიმუხლა,
გაფართოებული თვალებით, და ორივე ხელი სახეზე
მოჰკიდა, თვალებში ჩახედვა ვერაფრით შეძლო.

– ვი, რა გჭირს? რა მოგივიდა, რა გატირებს? – ჭანტურია


ვერაფრით იჯერებდა, უბრალო ნაკაწრის გამო რომ იყო
ამხელა

ისტერიკაში. თვითონ უფრო იყო ის ტიპი, ოცდაჩვიდმეტი


გრადუსი სიცხის გამოც რომ ანდერძს წერდა, აივი კი ამ
საკითხში მისგან ისე რადიკალურად განსხვავდებოდა,
ვერ ხვდებოდა, რა სჭირდა ახლა.

სარჩევი
თავი 13 309

– ვერც მივხვდი, ისე გამეჭრა, – პატარა ბავშვივით


გაუშვირა ხელისგული, სისხლიც რომ შემშრალიყო უკვე
და კიდევ უფრო უმატა ტირილს.

– კარგი, დამშვიდდი. ვი, შემომხედე, – კიდევ ერთხელ


სცადა მისთვის თვალებში ჩახედვა, თუმცა არაფერი
გამოუვიდა. თვითონაც გვერდით ჩამოუჯდა და ისე
მიიხუტა, რომ გოგონას მის მკერდში თავის ჩარგვა
შესძლებოდა და მანამ ეტირა, სანამ არ დამშვიდდებოდა.

– ისე მტკივა, საშინლად... – ლუღლუღებდა


სიტყვებარეული და კვლავ ვერაფრით იშორებდა
გულისრევის შეგრძნებას. კაცი, რომელსაც ცოტა ხნის წინ
კოცნიდა, რამდენიმე მეტრის

მოშორებით იდგა ახლა, მეორე კი, რომელიც მთელი


არსებით უყვარდა, გულში იხუტებდა ისე, რომ
წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა მოხდა, რის გამო იყო ასეთ
დღეში და არც თვითონ შეეძლო რაიმეს თქმა.

ძალიან, ძალიან ცუდი ადამიანი იყო...

– არ გამივლის. აღარ გამივლის, ისე ვიტკინე, აღარ


მომირჩება... – აგრძელებდა და იმაზეც კი ნერვები
ეშლებოდა, ასე უსიტყვოდ რომ იტანდა ირაკლი მის
ისტერიკას. – აღარ დამავიწყდება.

– დამშვიდდი, ძალიან გთხოვ. მაშინებ უკვე!

სარჩევი
თავი 13 310

– მეც მეშინია! იცი, როგორ მეშინია?! – ამ დროის


განმავლობაში პირველად ჩახედა თვალებში და მათში
არეკლილი საკუთარი თავი რომ დაინახა, კიდევ უფრო
ცუდად გახდა.

ისე გამოიყურებოდა... ისეთი სხვანაირი იყო... ისეთი

შეცვლილი... გამორიცხულია, რომ ირაკლის ეს


ყველაფერი ვერ დაენახა. უბრალოდ, შეუძლებელია,
რამეს მაინც ვერ მიმხვდარიყო.

– ასეთი ტკივილი არასდროს განმიცდია და ასე არასდროს


შემშინებია, ირაკლი. გეფიცები... შენს თავს გეფიცები, –
ბოლო ფრაზა ძალიან ნელა და ისე წარმოთქვა, უნდოდა,
ამაში მაინც ეპოვა ძალა, საკუთარი თავის რწმენა, რაღაც
ხელმოსაჭიდი მაინც, კვლავ რომ წამომდგარიყო ფეხზე,
მაგრამ პასუხად ჭანტურიამ მხოლოდ რომ გაუღიმა და
შუბლზე აკოცა, სანამ კვლავ გულზე მიიკრავდა, სადღაც
ღრმად, ყველაზე მეტად მაშინ შეეშინდა საკუთარი
თავის...

***

ვერაფრით შეძლო დაძინება. საპირფარეშოს ინციდენტის


შემდეგ, პირდაპირ სახლში რომ წავიდნენ და ირაკლი
მთელი გზა მხოლოდ მის დამშვიდებას ცდილობდა,
მერეც, კარის

სარჩევი
თავი 13 311

შეღებისთანავე, მაშინვე სამზარეულოსკენ რომ გაემართა


და მიაძახა, კაბა გაიხადე, აბაზანაში ჩაწექი და მე კაკაოს
მოგიტანო, კიდევ უფრო შესძულდა საკუთარი თავი.

ისეთი ცარიელი იყო ახლა და თან ისეთი სავსე.

საერთოდ ვერაფერს გრძნობდა და თან ყველა გრძნობა


ერთიანად აწვებოდა.

ხმის ამოღებაც არ უნდოდა და თან სურვილი კლავდა,


ერთიანად ამოეხეთქა და ყველაფერი მოეყოლა.

იმდენად არაფერზე ეფიქრებოდა და თან ისე


უტრიალებდა ანდროს სიტყვები გონებაში.

ისე მარტო იყო და თან ისე გრძნობდა ირაკლის გვერდით


დგომას...

მაინც ჩაიმუხლა უნიტაზთან, მიუხედავად იმისა, რომ


სითხის გარდა ვერაფერი ამოიღო კუჭიდან. არც მაშინ
მოეშვა...

– ალბათ, სასმელმა ან რამემ მომწამლა... – დამნაშავესავით


იმართლა თავი, ქმარმა რომ დაინახა ცივ ფილებზე
ჩამუხლული და ისე სწრაფად შემოიხვია სქელი
პირსახოცი, პირველად შერცხვა იმ მომენტში
ირაკლისთან სიშიშვლის.

სარჩევი
თავი 13 312

– ვი, რაღაცას არ მეუბნები და ძალიან არ მომწონს ეს


ამბავი... – ჭანტურია ისე ჩამოუჯდა აბაზანის კიდეზე, არც
კი უფიქრია, რომ საუბარი სხვაგან გაეგრძელებინათ.

– ცუდად ვარ... – ტუჩები მოიკვნიტა, იმდენად


ორაზროვნად ჟღერდა მისი პასუხი.

– ვხედავ. და ვგრძნობ, – და არც ირაკლის დაუკლია, –


მომიშვი, რომ დაგეხმარო.

– ვერ დამეხმარები.

– ვი...

– ნერვიულობის ბრალია, ყველაფერი ერთმანეთს


დაემატა და ამან იმოქმედა... – ისე მიაყარა ერთმანეთს
ტყუილები, თითოეული თითებს შორის ნაზი კანის
ქაღალდზე გაჭრასავით ემწარა.

– ხომ იცი, რომ ნებისმიერ რამეს გაგიგებ...

– დავიძინოთ, ძალიან გთხოვ, – გაუღიმა დაღლილმა და


ფეხზე რომ წამოდგა, საძინებელში გასვლისასაც კი არ
შეხებია ქმარს.

საწოლშიც ზურგშექცევით მოკალათდა და სანამ ირაკლი


ჰკითხავდა რამეს, მუცელი მტკივა და ასე მირჩევნია, არ
გეწყინოსო, თავადვე დაასწრო.

ვერც მაშინ გაბედა გადაბრუნება, გვერდით მწოლის


სუნთქვით აშკარად რომ ხვდებოდა, უკვე ეძინა.

სარჩევი
თავი 13 313

ტვინში სისხლი ჩაექცეოდა ალბათ მალე, ისე ცუდად იყო.

ნაწილებად დაიშალა.

ისე გაიბზარა, როგორც სუსტი მინა კენჭის მოხვედრისას.

არ იცოდა, რა გაეკეთებინა, როგორ მოქცეულიყო.


საერთოდ დაევიწყებინა ეს საღამო და ცხოვრება ისე
გაეგრძელებინა, თითქოს არც არაფერი მომხდარა თუ
რამე მოემოქმედა. არც ის მოსწონდა, ირაკლის რომ
უმალავდა, მაგრამ ეს როგორ ეთქვა? როგორ გაემხილა,
რომ...

ისე შეაკრთო ტუმბოზე დადებული მობილურის ხმამ,


სწრაფადვე გადასწვდა. შეშინებული იყო და თითოეული
მოქმედებით ამჟღავნებდა ამას.

შეტყობინება იყო... და არც იყო საჭირო, გამომგზავნის


სახელი დაწერილიყო, ისედაც კარგად მიხვდა, ვისგან.

“მაინც მოხვალ, ვი... ორივემ კარგად ვიცით, არ გიყვარს


დაუსრულებელი საქმეები. როდემდე აპირებ ასე
საშუალოდ ყოფნას?”

არაფერი უპასუხია. ფიზიკურად არ ჰქონდა პასუხი და


იმიტომ. არ იცოდა, როდემდე აპირებდა ასე.

“რისი გეშინია? თუ შენს გრძნობებში დარწმუნებული ხარ,


რატომ გეშინია ჩემი?”

სარჩევი
თავი 13 314

მალევე მეორე შეტყობინებაც მოჰყვა. აშკარად არ


აპირებდა ანდრო გაჩერებას და ამით კიდევ უფრო
აფორიაქებდა, ისედაც განერვიულებულს.

ბალიშიც კი დაიფარა თავზე და, ღმერთია მოწმე, მთელი


გულით ცდილობდა დაეძინა, კიდევ ერთხელ რომ
აზუზუნდა მისი მობილური.

“გადაწყვეტილების მიღება უნდა შეგეძლოს. საშიში


არაფერია. ნუ ავნებ საკუთარ თავს. იმოქმედე. შიში ვერ
დაგეხმარება!”

უკვე სუნთქვა ეკვროდა. საკუთარი ნამსხვრევები


თვითონვე უკაწრავდა უკვე შიგნეულობას და
სახეარეული რომ წამოჯდა

საწოლში, სანამ ფეხშიშველი კარადას მიუახლოვდებოდა,


ჯერ კიდევ იმას ლოცულობდა, რომ გადაეფიქრებინა.

მაინც ჩაიცვა... უბრალო ჯინსი და უწარწერო,


კაპიუშონიანი სვიტრი.

დერეფანშიც ფეხშიშველი გავიდა.

ხან ფეხსაცმელს უყურებდა, ხან გასასვლელთან, თაროზე


ისე მიგდებულ გასაღებს, თითქოს რომ ანიშნებდა,
გაებედა და აეღო.

არადა, ეს მანქანაც მან და ირაკლიმ ერთად იყიდეს...

სარჩევი
თავი 13 315

მარჯვენა კედში რომ ჩადგა ფეხი, იმდენად სუსტად


იგრძნო თავი, მუხლები მოეკეცა; იატაკზე ჩაჯდა, ფეხზე
დგომა რომ ვეღარ მოახერხა.

მაინც შეიკრა თასმები.

ფეხზეც იმ თაროზე დაყრდნობილი წამოდგა, სადაც


გასაღები იყო მიგდებული.

სანამ სახლიდან გავიდოდა, თვალის კუთხით,


სამზარეულოს ბარის ზედაპირზე კაკაოთი სავსე ჭიქაც
შენიშნა... წეღან რომ მოუმზადა ირაკლიმ და პირიც არ
დაუკარებია.

დღემდე არ იცოდა, რძიან კაკაოს სვამდა თუ მის გარეშე.


თითქოს, ესეც რაღაც სიმბოლური გახდა უკვე. მხოლოდ
მათი.

წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორს უმზადებდა ირაკლი


და არც ის იცოდა, ახლა, სახლის კარს რომ აღებდა,
საძინებელში, საწოლში მარტო დატოვებულ კაცს მართლა
ეძინა თუ არა...

აკანკალებული ხელებით ძლივს მოახერხა საკეტში


გასაღების მორგება. ისე ნერვიულობდა, როგორც პატარა
გოგო, რომლისთვისაც მომავალი გაურკვეველია, თუმცა
თვითონ ძალიან კარგად იცოდა, რაზეც მიდიოდა ამ
ნაბიჯის გადადგმით.

სარჩევი
თავი 13 316

ღრმად სუნთქავდა, როგორმე საკუთარი თავის ხელში


აყვანა რომ მოეხერხებინა, თუმცა შიგნიდან წამოსულ
კანკალს ვერაფრით აჩერებდა და კუჭიც ისე ასტკივდა,
ძლივსღა უძლებდა.

იმ მომენტში რომ გეკითხათ, გააზრებულად დგამდა თუ


არა ამ ნაბიჯს, ალბათ ვერაფერს გიპასუხებდათ. კი,
იცოდა, რაზეც მიდიოდა, ისიც იცოდა, რა შეიძლებოდა
მოჰყოლოდა ამ ყველაფერს. შეიძლება ითქვას, კარგად
აცნობიერებდა და იმასაც ხვდებოდა, ცდუნებას
აყოლილი, დიდ შეცდომას რომ დაუშვებდა, მაგრამ...

მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი.

იმედი, რომ რაღაცას შეცვლიდა, რაღაცას გამოასწორებდა,


შეძლებდა და დაალაგებდა იმას, რაც თავად არ აურევია.
თავი სძულდა, ამქვეყნად ყველაზე სუსტ, უთავმოყვარეო
და უპრინციპო არსებასავით რომ იქცეოდა, მაგრამ ისეთი

ინერციით მიდიოდა, გაჩერება არაფრით შეეძლო.


საკუთარ თავსაც კი ვერ უწევდა წინააღმდეგობას და
სადღაც, შუაზეც იხლიჩებოდა ამის გამო.

თითქოს თვითონვე მიდიოდა უფსკრულისაკენ და


გადაჩეხისთვისაც კი მზად იყო. არაფერი ჰქონდა გარშემო,
რასაც მოეჭიდებოდა, რაც აიძულებდა, რომ
გაჩერებულიყო, რაც გადაარჩენდა...

სარჩევი
თავი 13 317

ერთი პრინციპი ჰქონდა ყოველთვის – ან ყველაფერი, ან


არაფერი. საშუალოობას ვერ იტანდა, სანახევროდ
გაკეთებულს ერჩივნა, საერთოდ არ გაეკეთებინა. და
ახლაც, ან ბოლომდე უნდა აჰყოლოდა სურვილს, ან
სამუდამოდ ჩაემარხა და შემდეგ უფლება მიეცა, შიგნიდან
შეეჭამა.

საკუთარი თვალით ეყურებინა, როგორ


განადგურდებოდა.

როგორ შემოაცოცდებოდა მთელ სხეულზე რაღაც


საშინელი, ნაცრისფერი ღრუბელი, უიმედობით,
უკმაყოფილებითა და

სისუსტით გაჟღენთილი.

როგორ დაკარგავდა მისი თვალები ფერს და


ჩვეულებრივი, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული, გათხოვილი
ქალის მზერა დარჩებოდა მხოლოდ.

როგორ გაუუფერულდებოდა კანი, გაუჩნდებოდა


თვალების გარშემო წვრილი ხაზები, გაუუხეშდებოდა
თმა...

დღითი დღე როგორ ჩამოიშლებოდა, თავზე


ჩამოენგრეოდა ყველაფერი, ამდენი ხნის ნაშენები, და ამ
ნანგრევებიდან გამოსვლის სურვილიც აღარ ექნებოდა.

თითსაც არ გაანძრევდა გადასარჩენად.

სარჩევი
თავი 13 318

აღარ ენდომებოდა და, იმიტომ.

აღარაფერს ექნებოდა აზრი.

გულაღმა გაწოლილი, მშვიდად დაელოდებოდა


სიკვდილს და

მისი მოსვლისას, ალბათ, სულ ოდნავ, ძლივს შესამჩნევად


ჩაეღიმებოდა.

ორი გზა ჰქონდა მხოლოდ. ან ასე უნდა მოქცეულიყო, ან


კიდევ გაეკეთებინა და შემდეგ ენანა.

ან ყველაფერი, ან არაფერი.

და გადაწყვეტილებაც მიიღო.

თუმცა სასტუმროს ავტოსადგომზე რომ გააჩერა მანქანა


და შემდეგ, აჩქარებული ნაბიჯებით გაემართა
შესასვლელისკენ, ჯერ კიდევ არ იცოდა, რას მიიღებდა
სანაცვლოდ – ყველაფერს თუ არაფერს...

სარჩევი
თავი 14 319

თავი 14

მთელი გზა შესასვლელიდან რეგისტრატურამდე,


რეგისტრატურიდან ლიფტამდე, ლიფტიდან ანდროს
ნომრამდე, თითებით მარჯვენა ხელის არათითზე
წამოცმულ ოქროს რგოლს ათამაშებდა განუწყვეტლივ.

მას შემდეგ არ მოუხსნია, რაც პირველად, საკუთარი


ხელით გაუკეთა ირაკლიმ. არც ბანაობისას, არც ჭურჭლის
რეცხვისას, ზღვაში ჩასვლისასაც კი არ იხსნიდა და
იმდენად იყო შეჩვეული, ვერც კი გრძნობდა მის
არსებობას. თითქოს მისი ნაწილი გამხდარიყო უკვე და
ისევე ბუნებრივად ჰქონდა, როგორც დანარჩენი
ორგანოები.

საშინლად ემძიმებოდა ახლა რამდენიმეგრამიანი ოქრო.

არათითის გარშემო, წრეზე, ცეცხლი ეკიდა თითქოს და


დაუნდობლად სწვავდა.

ხელის აწევაც კი არ შეეძლო, იმდენად ამძიმებდა და


კართანაც დამნაშავესავით რომ აიტუზა, ვერაფრით
შეძლო მარჯვენის შეხება ხის ზედაპირზე.

თითის წვასთან ერთად, კუჭიც ეწვოდა, მარცხენათი რომ


დააკაკუნა და სუნთქვაშეკრული დაელოდა შიგნიდან
ხმაურის გაგებას.

საკუთარ თავს აჯერებდა, რომ მზად იყო. მზად იყო,


გაეკეთებინა ის, რისთვისაც მოვიდა.

სარჩევი
თავი 14 320

დალაპარაკებოდა, ცივილიზებურად, ზრდასრული


ადამიანებივით ესაუბრათ და სამუდამოდ გაექრო მისი
ცხოვრებიდან.

ეთქვა, რომ აღარასდროს გამოჩენილიყო. არც


შეტყობინებები ეგზავნა შუაღამისას, არც მისულიყო,
საერთოდ გამქრალიყო, ისე, როგორც ეს რამდენიმე წლის
წინ გააკეთა.

ღმერთმაც იცოდა, გულში ლოცულობდა, ყველაფერი ისე


გამოსვლოდა, როგორც დაგეგმა. გონებაშიც დაალაგა
სათქმელი, ასე თუ ისე, და სუნთქვაშეკრული დაელოდა
კარის გაღებას. მაგრამ...

– ვიცოდი... – მაგრამ კარს მიღმა ნაცნობი, მოღიმარი სახის


დანახვისას ისე დაეფანტა ფიქრები, იმ მომენტში რომ
გეკითხათ, იმაზეც კი ვერ გიპასუხებდათ, თუ რას
აკეთებდა აქ. იდგა წელს ზემოთ შიშველი, საშინლად
სექსუალური კაცის წინ და ვერსად გაურბოდა მის
კმაყოფილ მზერას.

ანდრომაც შეატყო... თვალდახუჭულს შეეძლო ამ ქალის


წაკითხვა. შეეძლო, ყველაფრის მიუხედავად, ამდენი
წლის უმისოდ გატარების ფონზეც კი, ერთი მზერით
მიმხვდარიყო, რა ხდებოდა მის შიგნით და ახლაც ისე
ჩვეულებრივად ჩაჰკიდა მაჯაში ხელი და შეიყვანა
ოთახის სიღრმეში, თითქოს უჩვეულო არაფერი ხდებოდა
და აივიც მისი ყოველდღიური სტუმარი გახლდათ.

სარჩევი
თავი 14 321

– დალევ რამეს? – და კითხვაც ზედმეტად ბანალური


გაჟღერდა ნახევრად ჩაბნელებულ ნომერში.

ისეთი ცარიელი თვალებით უყურებდა აივი...

ისეთი ცარიელი იყო მთლიანად...

თითქოს ის კი არა, მისი აჩრდილი იდგა იმ მომენტში იქ.

თითქოს თავისი ნებით კი არა, ვიღაცის ძალით მოვიდა.

თითქოს ვერც კი ხვდებოდა, სად იყო.

თითქოს ახლახან აეხილა თვალები და დაკვირვებით


ათვალიერებდა ყველაფერს იმის გარდა, ვისთვისაც უნდა
შეეხედა სინამდვილეში.

– არ მინდა აქ ყოფნა... – ძლივს გადააბა რამდენიმე სიტყვა


ერთმანეთს და ისე გადმოსცვივდა ცრემლები, არც უცდია
დამალვა. ამ კაცმა უკვე ისედაც გაუშიშვლა ყველა
გრძნობა და

რამეს დამალვას აზრიც აღარ ჰქონდა.

– რომ არ გინდოდეს, არც მოხვიდოდი. ჩემზე კარგად ეს


შენ იცი, – ანდრომ კი ისევ ჩვეული ღიმილით გაუღიმა და
ისე გაუწოდა მუქი ყავისფერი, ალკოჰოლური სითხით
სანახევროდ შევსებული, ყინულებიანი ჭიქა, აღარც
უკითხავს, უნდოდა თუ არა, – “ჩივასია”.

სარჩევი
თავი 14 322

– არ მაინტერესებს... – სიტყვებზე მეტად, მხრების აჩეჩით


აგრძნობინა ყველაფრის უმნიშვნელობა და ისე ერთი
მოსმით გადაუშვა მწარე სითხე ყელში, თითქოს ვერც კი
ხვდებოდა, ერთიანად რომ ჩაუწვავდა გულ-მუცელს.

– აივი, არ მინდა ისე იდგე, თითქოს აქ მოსვლა მე


გაიძულე, – და ანდროსაც აევსო მოთმინების ფიალა.

– რატომ მოხვედი?

– იცი შენ ძალიან კარგად, რატომაც მოვედი და ერთი და


იმავეს გამეორება აღარ გვინდა.

– რატომ მიმატოვე? – თვითონვე ჩამოისხა სასმელი და


კვლავ წინასავით გადაკრა.

– ესეც იცი.

– ანდრო, რატომ მაგიჟებ? რატომ გინდა, რომ ჭკუიდან


გადავიდე? რას მერჩი, რა დაგიშავე? რატომ მირევ
ყველაფერს? – მიაყარა ერთიანად და ისეთი ტირილი
აუვარდა, პირზე ხელაფარებული, ადგილზევე ჩაიკეცა.

ეზიზღებოდა საკუთარი თავი იმ მომენტში და


ეზიზღებოდა კაციც, ასეთი მზრუნველი და
შეშფოთებული სახით რომ მიუახლოვდა.

ეზიზღებოდა ის შეგრძნება, ყელში რომ ჰქონდა


გაჭედილი და ეზიზღებოდა ისიც, ანდროს ხელების
შეხებისას, ეკლებმა რომ დააყარა კანზე.

სარჩევი
თავი 14 323

ეზიზღებოდა არეული გრძნობები და ეზიზღებოდა


შერვაშიძის ტუჩებიც, ნაჩქარევად რომ შეეხო სველ
თვალებზე.

ისე დაუკოცნა მთელი სახე, წამითაც არ მოშორებია და


მისი ცხელი სუნთქვაც ისე უტიფრად ეხებოდა, თითქოს
ამითაც კი აგრძნობინებდა, ვის ეკუთვნოდა
სინამდვილეში.

ძლიერად შემოხვია მკლავებზე ცალი ხელი და მეორით


ისე წამოაყენა, კედელსა და ასევე კედელივით აღმართულ
მის სხეულს შორის რომ ყოფილიყო გამომწყვდეული.

არაფრის გაკეთება შეეძლო, გარდა იმისა, ყელში წაეჭირა


აფეთქებული გრძნობებისთვის ხელი და მანამ ეცადა
მათი მოხრჩობა, სანამ საბოლოოდ არ ამოხეთქდნენ.

– იმაზე მეტად მძულხარ ახლა, ვიდრე ოდესმე მიყვარდი,


– ძლივს ამოიჩურჩულა.

– ზუსტად იმიტომ, ახლა რომ გიყვარვარ ყველაზე მეტად,


– შეეწინააღმდეგა ანდრო.

– არ მიყვარხარ, ანდრო, არა! აქ იმისთვის მოვედი, რომ

სამუდამოდ გაგაქრო ჩემი ცხოვრებიდან. არ მინდა,


მწერდე! არ მინდა, საერთოდ რამენაირად მახსენებდე
შენს არსებობას. არ მინდა, რომ... – სიტყვები გაუწყდა, ჯერ
გახურებული ტუჩების შეხება რომ იგრძნო, შემდეგ კი
კაცის ხელებიც შეუსრიალდნენ სვიტერის შიგნით.

სარჩევი
თავი 14 324

ვერაფრით მოახერხა შეწინააღმდეგება. ჭიანჭველებივით


დაურბოდნენ სხეულზე შეგრძნებები და უკვე
ვეღარაფერს ახერხებდა. ისე აჰყვა ცდუნებას, არ შეეძლო
სხეულის დამორჩილება.

ხვდებოდა, არ ეკუთვნოდა საკუთარ თავს.

ხვდებოდა, აკეთებდა იმას, რაც არ უნდა გაეკეთებინა.

ხვდებოდა, ინანებდა.

ხვდებოდა, ეტკინებოდა.

ხვდებოდა, იმაზე მეტად შეიძულებდა საკუთარ თავს,


ვიდრე ოდესმე.

ხვდებოდა, ანდრო კი არა, სინამდვილეში თვითონ იყო


ყველაფერში დამნაშავე.

უმისამართოდ დაეცა მისი კაპიუშონიანი სვიტერი


იატაკზე.

– საერთოდ აღარ ჰგავხარ იმ გოგოს, მე რომ დავტოვე და,


სინამდვილეში, შინაგანად ზუსტად ის აივი ხარ,
პირველივე დანახვისას რომ მიხვდა, ისე არ გავუშვებდი
ხელიდან, – ეჩურჩულებოდა ვნებამორეული ხმით
შერვაშიძე და ისე უკოცნიდა უკვე მოშიშვლებულ ყელს,
წამითაც არ აძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას.

ფიქრის უნარიც კი აღარ ჰქონდა, რბილი ქსოვილი რომ


შეიგრძნო ზურგს უკან და ისე ძლიერად აჭერდა

სარჩევი
თავი 14 325

ქუთუთოებს ერთმანეთს, თითქოს თვალებს თუ არ


გაახელდა, ვერც საკუთარი ღალატის დანახვას შეძლებდა.

უკვე აუტანლად ეწვოდა თითი საქორწინო ბეჭდით...

– საკუთარი თავის ღალატს მაიძულებ, და თან ისე,


ოდნავაც არ აძლევ ამას იძულების ფორმას... – ამოთქვა
თვითონაც და მუცელი შეეკუმშა, შარვლის შესაკრავთან
რომ იგრძნო ცხელი ტუჩების შეხება.

ისე უკოცნიდა კაცი მთელ სხეულს, ასე მონატრებულსა


და ისეთსავე მიმზიდველს, თითქოს სწორედ ეს იყო, რაც
ამდენი წლის განმავლობაში აკლდა.

ისე აგრძნობინებდა თავს აივის, ზუსტად იმ გოგოს,


ყველაზე საშინელი გზით რომ დაშორდა, თითქოს მასზე
ძვირფასი არავინ ჰყავდა ახლა.

თითქოს სუნთქვაც კი არ შეეძლო მის გარეშე.

თითქოს არც უცხოვრია ეს წლები უმისოდ.

თითქოს მოკვდებოდა, ახლა მის კანს რომ არ შეხებოდა.

და აივიც, ისე გამწარებული აჭერდა კბილებს ქვედა ტუჩს,


ცოტა ხანში, ტკივილთან ერთად, სისხლის გემოც იგრძნო
და რამდენიმე წამში, კვლავ ანდროს თითებმა აიძულა
ტუჩების გახსნა. ეცადა წინააღმდეგობის გაწევას, საღი
აზრის დაბრუნებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ვერც
საკუთარ თავთან გახდა რამეს და ვერც ანდროსთან...

სარჩევი
თავი 14 326

– საკუთარ თავს მაინც ნუ ატყუებ, ვი. ნუ გაურბიხარ... –


უთხრა სუნთქვაგახშირებულმა და ისე მომთხოვნად
დააცხრა ტუჩებზე, ისეთი წყურვილით კოცნიდა, ისეთი
ვნებით, ისე მარტივად მოიქცია მისი ორივე ხელი
საკუთარ ტორებში და ასევე მარტივად დაუჭირა თავს
ზემოთ, აივი მიხვდა, რომ უკვე ვეღარაფერს ახერხებდა.

ვერც მაშინ შეძლო გაბრძოლება, მოხერხებულმა თითებმა


მარტივად რომ შეუხსნა ჯინსის შესაკრავი და რამდენიმე
წამში შარვალთან ერთად, უკანასკნელი ქსოვილიც
შემოეცალა, მამაკაცის ძლიერი სხეულის ქვეშ მოქცეულს.

მუშტად შეკრული ხელები ერთი შეხებით გააშლევინა


ანდრომ. აშკარად გრძნობდა, როგორი რთული იყო
მისთვის საკუთარ თავთან ბრძოლა, თუმცა იმწამსვე
შეწყვეტდა ყველაფერს, რომ ეგრძნო, მასაც არ უნდოდა
იგივე. არ იყო ის ტიპი, ქალისთვის რამე დაეძალებინა და,
მით უმეტეს, ისეთი სექსით მიეღო სიამოვნება, რომელიც
მხოლოდ მას უნდოდა და ისიც, მოთხოვნილების
დაკმაყოფილება იყო და მეტი არაფერი. ამ შემთხვევაში კი,
რამდენიც უნდა ემტკიცებინა აივის, მისი სხეული
სრულიად საპირისპიროს ეუბნებოდა და ეს იყო მიზეზი
იმისა, ასე მონატრებულს, სხვისი ქალის წოდების
მიუხედავად, ასე უტიფრად რომ ეალერსებოდა საკუთარ
მკლავებში მოქცეულს.

იმ მომენტში, კაცი მთელი სხეულით რომ შეიგრძნო და


ვეღარც თვითონ შეძლო ყელში მოწოლილი ბგერების

სარჩევი
თავი 14 327

ჩახშობა, ვერ მიხვდა, საკუთარი თავი ეზიზღებოდა


ყველაზე მეტად, ანდრო თუ ის ბეჭედი, ყველაფრის
მიუხედავად, მთელი ძალით რომ ეკვროდა თითზე და
არაფრით აძლევდა მისი დავიწყების

უფლებას.

მაინც უღალატა...

ირაკლისაც...

მის სიყვარულსაც...

მისადმი სიყვარულსაც...

ყველაზე მეტად კი, საკუთარ თავს...

***

სხეული სტკიოდა, იმდენად აიტანა კანკალმა, და როცა


ყველაფერი მორჩა, წამითაც ვერ შეძლო თვალების
დახუჭვა, მოდუნება და იმის შეგრძნება, ძველებურად
როგორ უსვამდა ანდრო გრძელ თითებს შიშველ ზურგზე.
ტკივილს გრძნობდა მხოლოდ, და ზიზღს. წამითაც არ
ყოფილა სიამოვნება. თითქოს

სულ სხვა ადამიანი იყო ცოტა ხნის წინ, სხვა ჩაუსახლდა


სხეულში, ერთიანად მოიცვა და ვერ შეძლო,
წინააღმდეგობა გაეწია. ვერ შეძლო საკუთარი თავის
შენარჩუნება და მასზე გამარჯვება. გაბრძოლებაც კი არ
გამოუვიდა.

სარჩევი
თავი 14 328

ნაჩქარევად წამოდგა, ისე შემოიხვია ტანზე მთელი


ზეწარი, თითქოს იმ კაცისგან ცდილობდა დამალვას,
წუთის წინ ვისთანაც სარეცელს იზიარებდა, შემდეგ კი
იატაკზე მიმოფანტულ საკუთარ ჯინსსა და სვიტერს
დაავლო ხელი და ის იყო, სააბაზანოში უნდა შესულიყო,
ანდროს ხმამ რომ გაყინა ადგილზე.

– არ გიყვარს შენ შენი ქმარი, – და ეს სიტყვები ისეთ


მტკიცებით ტონში წარმოთქვა, ეჭვიც კი არ ეპარებოდა
საკუთარ ნათქვამში, – არც გყვარებია ჩემ გარდა არავინ.

– შენ კი არა, ანდრო, როგორც ჩანს, საკუთარი თავიც არ


მყვარებია, ეს რომ გავაკეთე, – ნაძალადევად გაუღიმა და

აღარაფრისთვის მოუსმენია, ისე გაუჩინარდა, რაც


შეიძლება სწრაფად რომ ჩაეცვა და დაეტოვებინა
იქაურობა, ყოველ წამს იმას რომ ახსენებდა, რაც ჩაიდინა.

– აღიარე, ვი, შენც ისევე რომ გესიამოვნა მომხდარი,


როგორც მე! – მაინც არ მოეშვა შერვაშიძე. – იცოდი კიდეც,
რაც მოხდებოდა, აქ რომ მოდიოდი.

– მე აქ სალაპარაკოდ მოვდიოდი! მინდოდა ამეხსნა, რომ


არასწორი იყო ის, რასაც აკეთებდი. მინდოდა, სამუდამოდ
გამქრალიყავი ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ...

– მაგრამ?

– რატომ მტანჯავ?

სარჩევი
თავი 14 329

– არ გტანჯავ. უბრალოდ, შენთან ყოფნა მინდოდა, შენი


მოფერება, შენი სხეულის კვლავ შეგრძნება...

– გინდა გითხრა, რატომ მოხვედი გამოფენაზე? –


გააწყვეტინა შეცვლილი ხმით. წეღანდლისგან
განსხვავებით, ახლა ისე ლაპარაკობდა, თითქოს
რამდენიმე წელი ერთბაშად მოემატა. – იმიტომ, რომ ჩემი
სხვასთან დანახვა ვერ აიტანე!

– არ გინდა გამოგონება, – ჩაეცინა და ცერა და საჩვენებელი


თითები წაუჭირა ნიკაპზე, თუმცა გოგონამ მაშინვე
მოაშორებინა.

– ვერ აიტანე, შენ გარეშეც კარგად რომ ვიყავი! ისეთი


ბოროტი ხარ, ანდრო, მეშინია, რომ გიყურებ!

– მე გაიძულე?! – და კაცსაც შეეცვალა ხმა. ისე უტიფრად


გაიხედა არეული საწოლისკენ, აშკარა იყო, ამ ღამეს
არასდროს დაივიწყებდა. – აღიარე, შენ არ გინდოდა?
მხოლოდ ჩემი სურვილით მოხდა ყველაფერი?

– არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ. მაგრამ მე რაც


გავაკეთე, მაგაზე პასუხს მხოლოდ მე ვაგებ.

– არ გინდა ახლა დრამების დადგმა... – ისეთი სახით


აატრიალა თვალები, თითქოს აივიში ის დაინახა,
მხოლოდ ერთღამიანი ურთიერთობის მიუხედავად,
მაინც სტატუსებსა და ყურადღებას რომ ითხოვენ.

– აღარ მინდა, რომ ოდესმე შეგხვდე!

სარჩევი
თავი 14 330

– გინდა...

– არც ის მინდა, რომ კვლავ სცადო ჩემთან მოახლოება. მე


შენი აღარ ვარ, ანდრო!

– არადა, ახლა უფრო მეტად ჩემი ხარ, ვიდრე მაშინ! შენ მე


შენს თავს ვერ მასწავლი, ვი. ვერ მასწავლი, რას გრძნობდი
წეღან, მაგას მაინც ვერ მომატყუებ!

– არც კი დაუშვა გაფიქრება, რომ მსგავსი ისევ


განმეორდება.

– მერედა, რამდენჯერ განმეორდება, რომ იცოდე... –


ჩაეცინა

თვითკმაყოფილს, – შენც ხომ იცი?! ჩემ გვერდით თავს


ვერაფრით იკავებ. ასე იყო პირველივე წამიდან და ასეა
ახლაც.

– არა, ანდრო, არა! – ხმასაც კი აუწია, მოთმინების ფიალა


საბოლოოდ რომ აევსო. – მე აღარასდროს მოვალ შენთან
და არც შენ მოგცემ იმის უფლებას, ჩემს ოჯახს გაეკარო!

– რომელ ოჯახს? – ახლა კი შეაწყვეტინა გაღიზიანებულმა,


– რომელ ოჯახს, აივი? მხოლოდ თითზე ბეჭდით რომ
შემოიფარგლება? სხვა კაცის საწოლში რომ უფრო
ბედნიერად გრძნობ თავს მაშინ, როცა თითზე ქორწინების
ბეჭედი გიკეთია? – მიაყარა ერთიანად და მისკენ
დასარტყმელად წასული ხელიც ისე დაუჭირა ჰაერში,

სარჩევი
თავი 14 331

თითქოს ელოდა კიდეც ამას. – არც გაბედო


შეწინააღმდეგება!

– შენ არ იცი, მე რისი გადატანა მომიხდა, როცა წახვედი!


და არ მოგცემ უფლებას, ისევ დაბრუნდე და თავდაყირა
დამიყენო ცხოვრება!

– და ვინ გითხრა, რომ დაბრუნებას ვაპირებ? – აღმოხდა


გაოგნებულს და მაშინვე იგრძნო, როგორ მოეშვა მის
მაჯაში მოქცეული გოგონას ხელი. – რატომ ართულებ?
რატომ გჭირდება მაინცდამაინც რამე სტატუსი იმისთვის,
რომ ჩემ გვერდით იყო?!

– არც სტატუსით და არც მის გარეშე აღარ მინდა შენ


გვერდით ყოფნა, ანდრო! აღარ მინდა!

– საკუთარ თავზე გაბრაზებული, დანაშაულის ჩემზე


გადმობრალებით ცდილობ სინდისის დამშვიდებას,
მაგრამ სინამდვილეში ძალიან კარგად იცი, რომ ახლაც
რომ მოვინდომო, ამ წამსაც, ისევ ვერ გამიწევ
წინააღმდეგობას.

– მაშინ რატომ მიმატოვე? – სრულიად მოულოდნელად


დაუსვა ის შეკითხვა, რომელზე პასუხიც დღემდე ვერ
მიეღო.

– ზუსტად იმიტომ, რატომაც გითხარი.

– იმდენად სუსტი ხარ, რომ ქალი გიყვარს და კარიერის


გამო გირჩევნია, მიატოვო?!

სარჩევი
თავი 14 332

– ზედმეტად პრიმიტიულად უყურებ, – ამოიოხრა, ისევ ამ


თემას რომ დაუბრუნდნენ, – და ძალიან კარგად იცი ჩემი
დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.

– არა, არაფერი ვიცი! არ ვიცი, როგორ ან რამ შეიძლება


აიძულოს ადამიანი, მიატოვოს ის, ვინც უყვარს!

– მე შენ ცოლად არასდროს მოგიყვანდი, ვი. არც სხვას


მოვიყვან, ეს ძალიან კარგად იცი! არ გავზრდილვარ ისეთ
გარემოში, სადაც ოჯახურ ურთიერთობებს დიდი
მნიშვნელობა ენიჭებოდა.

– და? ეს რა შუაშია?

– ასეთი ვარ! – გაღიზიანებულმა ხელები გაშალა, –


ზუსტად ასეთი. და საკუთარი თავი ზუსტად ასეთი
მომწონს! არც მინდა და არც ვაპირებ, რომ შევიცვალო!

– და გინდა დამაჯერო, რომ შენი გადაწყვეტილებაც


ბავშვობის ტრავმას უკავშირდება?! – გული ერეოდა უკვე
ამ ყველაფერზე. იმასაც კი ვერ ხვდებოდა, რატომ უსმენდა
ამდენს.

– არ ვიცი, შენ ტრავმას რას ეძახი, მაგრამ მე


ტრავმირებულად სულაც არ ვგრძნობ თავს. არასდროს
მაკლდა ის, რაც მინდოდა. და ის, რომ ჩემს მშობლებს
ერთმანეთი არ უყვარდათ, არანაირად არ მოქმედებდა
ჩემზე, – უდარდელად აიჩეჩა მხრები, – უბრალოდ, ყალბი
ოჯახის ქონას, მირჩევნია, ისე ვიყო, როგორც ახლა ვარ!

სარჩევი
თავი 14 333

– და ამბობ, რომ ტრავმა არაფერ შუაშია... – კიდევ ერთხელ


ჩაეცინა და ისე აათვალიერა, თითქოს ვერ იჯერებდა, ამ
კაცთან თუ გაატარა ამდენი დრო. – და იქნებ არც მე
მინდოდა ოჯახი?

– გინდოდა, – სიცილით გადაიქნია თავი, – ზუსტად ის


გინდოდა, რაც მე არასდროს მომინდებოდა. არც ოჯახი,
არც შვილი, არც ერთი არ არის ჩემი. როგორი რთული და

არასწორიც უნდა იყოს შენთვის, ასეთი ადამიანებიც


არსებობენ და თავიდანვე იცოდი, როგორიც ვიყავი.

– და მაინც მინდოდა შენთან ყოფნა! – შეაწყვეტინა


გაღიზიანებულმა. ამ თემაზე საუბრით, თითქოს
ხელახლა განიცდიდა იმ ტკივილს და ისევ ეხსნებოდა
ჭრილობა. – შენ კი ისე გადამიწყვიტე, წამითაც არ
გიკითხავს, შენ გამო რაზე ვიყავი წამსვლელი!

– მე მსხვერპლშეწირვა არ მჭირდება და არც არასდროს


მჭირდებოდა. არც სტატუსებია მნიშვნელოვანი. ხომ
ხედავ, არც ეგ შენი ბეჭედი მაწუხებს დიდად.

– საშინელი ადამიანი ხარ, – გაუღიმა მწარედ, – მაგრამ მე


შენზე უარესი გამოვდექი. იმაზე ცუდად მოვექეცი ჩემს
საყვარელ ადამიანს, ვიდრე შენ მე მაშინ.

– ძალიან გთხოვ, არ გინდა ეს პათეტიკური საუბრები.


ამით ვის მოტყუებას ცდილობ? მით უმეტეს, მაშინ, როცა
უკვე

სარჩევი
თავი 14 334

ყველაფერი მოხდა!

– არავის! მხოლოდ სიმართლეს ვამბობ. და გაფრთხილებ,


ანდრო, აღარ გაბედო ჩემ სიახლოვეს გამოჩენა!

– პირველი ღალატია ყველაზე რთული, შემდეგი – უკვე


აღარ... – თვალი ისე ჩაუკრა, ბოლომდე დარწმუნებული
იყო, რომ აქ არ დაამთავრებდნენ. – და საერთოდ, ვერ
ვხვდები, რატომ განვიხილავთ ამ თემას. ფაქტია, ორივეს
რომ გვინდა ერთმანეთთან ყოფნა და რაღატომ ცდილობ
იმ ბარიერების აღმართვას ჩვენ შორის, რომელიც ცოტა
ხნის წინ თავადვე გაანადგურე?

– არ გიყვარვარ... – ჩაილაპარაკა ისე, თითქოს ეს ფაქტი ამ


წამს აღმოაჩინა, – გიზიდავ, გინდივარ, შეიძლება,
სიგიჟემდე მოგწონვარ კიდეც, ჩემთან სექსიც გინდა,
თავსაც კარგად გრძნობ, მაგრამ არ გიყვარვარ.

– ვი, არ გინდა.

– მართალი ხარ, არ მინდა, – თავის ქნევით დაეთანხმა და


კაპიუშონი რომ წამოიფარა, აშკარად აგრძნობინა, მეტად
რომ აღარ აპირებდა ამ საუბრის გაგრძელებას, –
მშვიდობით.

– ტყუილად მემშვიდობები, – გაუცინა გულწრფელად.

– მშვიდობით, ანდრო... – აივიმ ჯიუტად გაუმეორა და


შემდეგ, ოთახიდან გასვლისთანავე ჩამოეშალა ის
ყინულის კედელი, საუბრისას რომ ჰქონდა აღმართული

სარჩევი
თავი 14 335

და, საბედნიეროდ, ის მაინც მოახერხა, შერვაშიძისთვის


აღარ მიეცა იმის უფლება, კვლავ დაენახა, როგორ
ერთიანად გატეხა და გაანადგურა ამ ნაბიჯით...

***

სასტუმროდან გასვლისთანავე, ავტოსადგომზევე აერია


გული. ვეღარაფრით შეძლო თავის შეკავება.

მანქანაში ჩამჯდარმა, ვერც ის მოახერხა, რომ გასაღები


გადაეტრიალებინა და იქაურობას სასწრაფოდ გასცლოდა.

თვალწინ თითქოს ვერაფერს ხედავდა.

ვერც გზას ხედავდა, ვერც საქარე მინას, ვერც წინ


გაჩერებულ მანქანებს.

ვერ ხედავდა წასასვლელს, ადგილს, სადაც აქედან


დაბრუნება შეეძლო.

ხედავდა მხოლოდ ნომერში მომხდარს.

ხედავდა ანდროს ხელებს საკუთარ სხეულზე, მის ტუჩებს


საკუთარ კანზე, მის შეხებას ყველგან.

ხედავდა ღალატს და ქალს, ქორწინებისბეჭდიანი ხელი


როგორ მოეხვია იმ კაცის მხრებისათვის, რომელიც მისი
ქმარი არ იყო.

ხედავდა საკუთარ არეულ სახეს ანდროს ყოველი


შეხებისას და

სარჩევი
თავი 14 336

ყურებს ატკივებდა საკუთარი ხმა.

სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან და გრილ ნიავს


შეუშვირა სახე.

კანკალს აეტანა, ისე სციოდა, მაგრამ ნერვებისგან უფრო


იყო ეს ყველაფერი და, ამის პარალელურად, ისე
ეხუთებოდა სული, ისე უჭირდა სუნთქვა, ეგონა, ცოტაც
და, გაიგუდებოდა.

– დახმარება ხომ არ გჭირდებათ? – და საიდანღაც


შორიდან მოესმა ფორმიანი ბიჭის ხმაც, მიუხედავად
იმისა, რომ შორს კი არა, მის პირდაპირ იდგა.

დახმარება...

განა ვინმეს შეეძლო ახლა მისი დახმარება?!

შეეძლო, დაევიწყებინა ეს ყველაფერი?

შეეძლო, წაეშალა მისთვის მეხსიერება, აღარასდროს რომ


არ

გახსენებოდა დღევანდელი?

შეეძლო, დაევიწყებინა ის შეხება, ახლაც რომ ეწვოდა კანი


იმ ადგილებზე, სადაც ანდროს ხელებს გრძნობდა?

შეეძლო, დაევიწყებინა, როგორ ჩაახშო ყველანაირი საღი


აზრი და სურვილებს აყოლილი, ყველაფრის
მიუხედავად, მაინც აღმოჩნდა იმ კაცის საწოლში,

სარჩევი
თავი 14 337

რომელმაც, ფაქტობრივად, თავმოყვარეობის სანაგვეზე


მოსროლა აიძულა?!

– ქალბატონო...

– არა, გმადლობთ... – უპასუხა სწრაფად და კვლავ


მანქანაში ჩაჯდა, კიდევ ვინმეს ყურადღება რომ არ
მიექცია.

გამორიცხული იყო, ახლა სახლში წასვლა მოეხერხებინა.

სახლი...

როგორ უცნაურად ჟღერდა უკვე ეს სიტყვაც.

როგორ უცხოდ.

როგორ ცივად.

წამითაც არ უტოვებდა იმ შეგრძნებას, რომელიც უნდა


გამოეწვია სინამდვილეში.

შეეძლო კი, იმ ადგილას მისულიყო, სადაც ირაკლი


დატოვა და კვლავ ჩაეხედა მისთვის თვალებში?!

შეეძლო, საკუთარი თავისთვის კვლავ მიეცა მისი შეხების


უფლება?!

დაუფიქრებლად გადაუხვია ნუცისკენ. ხვდებოდა,


როგორ საშინლად იქცეოდა, ეს სიმძიმე მის კისერზეც რომ

სარჩევი
თავი 14 338

უნდა გადაენაწილებინა, მაგრამ არაფრით შეეძლო ახლა


სხვანაირად.

საკუთარ თავს მარტო ვერ აიტანდა.

ისიც კი არ იცოდა, ოდესმე თუ შეძლებდა კვლავ სარკეში

ჩახედვას ისე, ზიზღის შეგრძნება რომ არ გასჩენოდა


ანარეკლის მიმართ.

როგორ იყო ასეთი სუსტი?

ისე დაიხედა მარჯვენაზე, ეგონა, ბეჭდის ადგილას ცოტაც


და, ცეცხლი წაეკიდებოდა.

– ნუცი, სახლში ხარ? – ყოველგვარი შესავლის გარეშე,


მაშინვე ჰკითხა, დაახლოებით მეშვიდე ზარის შემდეგ
რომ მოესმა ნამძინარევი ხმა. თითქმის გათენებული იყო
უკვე.

– მშვიდობა გაქვს?

– სახლში ხარ, რომ მოვიდე? – უპასუხოდ დატოვა ის


შეკითხვა, რომელზეც მართლა არ იცოდა, რა უნდა ეთქვა.

– მოდი... – ამოთქვა დაეჭვებულმა და, რამდენიმე წუთში,


ოთხი სართული ფეხით რომ აირბინა აივიმ და რკინის
კარზე ფრთხილად მიუკაკუნა, მაშინვე წინ აესვეტა.

– ბოდიში, რა...

სარჩევი
თავი 14 339

– რა მოხდა, ყველაფერი კარგადაა? – ძილის კვალიც კი


აღარ ეტყობოდა, ისე გამოეფხიზლებინა მღელვარებას.

– არაფერი მკითხო. შენ დაიძინე, მე აბაზანაში შევალ,


გეხვეწები, – მიაყარა და ისე სწრაფად მოძებნა საჭირო
ნივთები, აშკარა იყო, ახლა ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ
დადგომაზე მეტად არც არაფერი უნდოდა და არც
სჭირდებოდა.

და დიდხანს არც გამოსულა იქიდან. გამწარებული


იხეხავდა მთელ კანს, საპნით ცდილობდა იმ ჭუჭყის
მოცილებას, რომელიც, ხვდებოდა, რომ გარეგნულად
სულაც არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ მშვიდდებოდა.
ლამის სისხლიც კი იდინა და, საბოლოოდ, წყლის ქვეშ
რომ ჩაიკეცა, იმ მომენტში აღარც წამოდგომა უნდოდა,
არც თვალების გახელა და არც სიცოცხლის გაგრძელება.

კვლავ ეწვოდა ბეჭდიანი ხელი.

– ვი, მაშინებ უკვე. დავურეკო ირაკლის? – კარზე


მიუკაკუნა ნუციმ და ბოლო სიტყვა ერთადერთი იყო, რის
გამოც მოახერხა, საკუთარ თავში იმის ძალა ეპოვა, რომ
პასუხი გაეცა.

– არა, არ გინდა, გამოვალ მალე.

– არ დავურეკო?

– არა, გეხვეწები! – ფაქტობრივად, ამოიტირა და მალევე


გადაკეტა წყალი.

სარჩევი
თავი 14 340

ისე გაურბოდა მასთან შეხვედრას, თითქოს როგორმე


შეძლებდა დამალვას.

ისე გაურბოდა საკუთარ თავსაც, თითქოს როგორმე


შეძლებდა დამალვას.

ისე გაურბოდა სიმართლეს, თითქოს როგორმე შეძლებდა


დამალვას.

ის კი, რის დამალვასაც ვერაფრით ახერხებდა, თითქოს


ყელში ძლიერად უჭერდა ხელებს. საბოლოოდ,
ვერაფრით შეძლო თავის შეკავება და ნაგროვები ემოცია
ხმამაღალი ტირილის სახით გამოუშვა გარეთ.

ნუცის მხარზე მიხუტებული, იატაკზე ჩაკეცილი


მოთქვამდა და, დაცლის ნაცვლად, უფრო მეტად
ივსებოდა.

კუნთებიც კი სტკიოდა დაჭიმულობისგან და მაინც ვერ


ახერხებდა გაჩერებას.

იმდენად დიდი იყო ტკივილი...

იმდენად დიდი იყო დანაშაული...

იმდენად დიდი და ბინძური იყო სინდისი...

იმდენად პატარა იყო ამ ყველაფრის ფონზე თვითონ...

პატარა ადამიანი.

სარჩევი
თავი 14 341

საშუალო.

საკუთარ თავში ჩაიკარგა და ეგონა, ისე გადაუვლიდნენ,


ვერც შეამჩნევდნენ.

ისე დააბიჯებდნენ ფეხს, ისე გაჭყლეტდნენ, საერთოდ


ვერაფერს იგრძნობდნენ.

აღარ გამოჩნდებოდა.

აღარავისთვის.

გამწარებულმა მოიჭირა მარცხენა ხელის თითები


ბეჭედზე და მიუხედავად სურვილისა, მოეგლიჯა და
სადმე შორს მოესროლა, როგორმე ტკივილს რომ გაევლო,
ვერაფრით შეძლო მოხსნა.

ბორკილივით უჭერდა ახლა ის ყველაფერი, ერთგულების


ფიცთან ერთად რომ წამოიცვა თითზე და... შესრულება
ვერ შეძლო...

ისე დაეცა... დაცემისას კი ისე ეტკინა ყველაფერი...

მხოლოდ მუხლები კი არ დაუსისხლიანდა, მამას რომ


წამოეყენებინა ახლაც, როგორც ბავშვობაში და სულის
შებერვით გაექრო ტკივილი, ერთიანად დაიმსხვრა
თვითონაც.

ყველაზე მწარე მაინც ის იყო, რომ იცოდა, საკუთარ თავს


იმის უფლებასაც ვეღარ მისცემდა, ირაკლის
დაყრდნობოდა კვლავ წამოსადგომად.

სარჩევი
თავი 14 342

არ შეეძლო.

დამარცხდა.

არათითის გარშემო წრეზე კი კვლავ დაუნდობლად


წვავდა წარმოსახვითი ცეცხლი...

სარჩევი
თავი 15 343

თავი 15

ვერაფრით გაბედა სახლში დაბრუნება. წარმოდგენაც არ


ჰქონდა, შეეძლო თუ არა...

როგორ უნდა ჩაეხედა იმ კაცისთვის თვალებში,


რომელსაც სხვის საწოლში აღმოჩენით კი არა, სულ
პირველად იმით უღალატა, მის გვერდით მწოლი, მასზე
რომ არ ფიქრობდა?!

სხვა ჰყავდა გონებაში...

სხვასთან იყო მთელი არსებით...

სხვა შემოხვეოდა გარშემო...

ყველაფერს...

ყველა ფერს...

და ამ დროს, იყო ირაკლი, რომელიც მისგან


ზურგშექცევით

იწვა, ღრმად სუნთქავდა და აივის ალბათ არასდროს


ეცოდინება ზუსტად, ეძინა თუ არა იმ მომენტში,
საძინებლის კარი რომ გამოიხურა ჩუმად.

იმასაც ვერ ხვდებოდა ახლა, საკუთარი ტკივილი უფრო


სტკიოდა თუ ირაკლისი.

სარჩევი
თავი 15 344

მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, შეიძლება, არც


განეცადა ასე ძალიან.

სხვა, რომელსაც ასე არ ეყვარებოდა.

სხვა, რომელსაც ასე კარგად არ ეცოდინებოდა.

სხვა, რომელიც ასე კარგად ვერ გაუგებდა.

სხვა, რომელიც...

უბრალოდ, სხვა.

და არა კაცი, რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა, თვითონვე


გაისვარა მის გადასარჩენად, ყველაფერი გააკეთა და მაინც
მოახერხა მისთვის ცხოვრების ხალისის დაბრუნება.

კაცი, რომელმაც კვლავ აგრძნობინა ბედნიერება და ვინ


იცის, შესაძლოა, სწორედ ეს იყო ბედნიერება და არა ის,
რაც მანამდე ეგონა.

კაცი, რომელმაც...

მასზე ფიქრსაც კი ვერ ახერხებდა, იმდენად მძიმე იყო ეს


ყველაფერი.

– გინდა, დავურეკო? – ნუცის ხმამ დააბრუნა დედამიწაზე.

– არა, – და უპასუხა ისე სწრაფად, ისეთი ხმით, ისეთ


ტონალობაში, ვერც კი იცნო საკუთარი თავი.

რა უნდა ეთქვა?

სარჩევი
თავი 15 345

როგორ უნდა ეთქვა?

და დამალვითაც როგორ დაემალა?!

ყველაფერზე მეტად სწორედ ტყუილს არ იმსახურებდა


ირაკლი მისგან.

იმაზე მეტადაც კი, რაც გაუკეთა.

როგორ აბსურდულად ჟღერდა ეს ყველაფერი, მაგრამ ასე


ვერ მოექცეოდა.

– შეიძლება, რამდენიმე დღით აქ დავრჩე? – ჰკითხა ისე,


რომ პასუხი წინასწარვე იცოდა.

– ირაკლის გააგებინე.

კიდევ ერთხელ იგრძნო ტკივილი.

ვერ აიტანდა.

ვერ გადაიტანდა.

ვერ გაუძლებდა.

თავის შეკავებაც ვერ მოახერხა, ყელში დაგროვილმა


გრძნობამ ხმამაღლა რომ ამოხეთქა მისი პირიდან და...

ეგონა, შუაზე გაიხლიჩებოდა.

ეგონა, ვერაფრით შეკრებდა მოლეკულებად დაშლილ


საკუთარ სხეულს.

სარჩევი
თავი 15 346

ეგონა, ეს იყო დასასრული.

ეგონა...

კიდევ ბევრი რამ ეგონა, ის კი ყველაზე ნაკლებად, რაც


ელოდა სინამდვილეში.

შეტყობინება გაუგზავნა მხოლოდ, ნუცი ცუდად არის და

რამდენიმე დღით აქ დავრჩები მის მოსავლელადო და


წინასწარვე იცოდა, არაფრით დაუჯერებდა ირაკლი ასეთ
ჩვეულებრივ ტყუილს.

მაგრამ არც არაფერს ჰკითხავდა.

ახლა რომ ენახა...

ახლა რომ სულ ერთი წუთით მაინც ენახა...

დრო რომ უკან დაებრუნებინა და მჯდარიყო მის


გვერდით იმ ბარში, ჯერ კიდევ გრძელი თმით, საშინლად
იმედგაცრუებული, ცრემლებისგან სახეაწითლებული და
ემოციებისგან აკანკალებული...

ალბათ ისევ სთხოვდა იმ დანას.

ისევ შეიჭრიდა თმას.

ისევ გადადგამდა თითოეულ ნაბიჯს ზუსტად ისე,


როგორც

წარსულში.

სარჩევი
თავი 15 347

შეცდომებსაც დაუშვებდა.

თითქოს ყველაფერი უნდა გამოევლო და ეგრძნო,


საბოლოოდ რომ შესძლებოდა გამოღვიძება და საკუთარ
თავში ყველაფრის დალაგება.

ახლა ოდნავაც არ ჰგავდა სიყვარულისგან გაგიჟებულ


ქალს.

არც სასოწარკვეთილს.

არც მიტოვებულს.

არც იმედგაცრუებულს.

ახლა ის უფრო იყო, ამდენი წლის შემდეგ პირველად რომ


მოახერხა სიმართლის დანახვა და ის ყველაფერი თავზე
ჩამოემსხვრა, რაც აქამდე ნამდვილი ეგონა.

ზოგჯერ რაღაც ზუსტად იმიტომ არის მიმზიდველი, რომ


მიუღწეველია...

გგონია, ვერასდროს მიხვალ მასთან ახლოს.

გგონია, ვერასდროს შეეხები.

გგონია, ვერასდროს აისრულებ.

გგონია, მიახლოებითაც კი გააფუჭებ მის იდეალურობას.

უყურებ შორიდან და სუნთქვა გეკვრის, იმდენად


სრულყოფილია შენი წარმოსახვა.

სარჩევი
თავი 15 348

უვლი გარშემო და ფიქრობ, ვერასდროს ნახავ მისნაირს.

ერთ ნაბიჯს თუ წინ დგამ, ორით უკან იხევ, სურვილის


მიუხედავად, იმდენად გეშინია მასთან მიახლოების.

საკუთარი თავის კი არა, მის გამო...

ზოგჯერ, რაღაც ზუსტად იმიტომ არის მიმზიდველი, რომ


მიუღწეველია...

ასრულებისას კი ისეთი ჩვეულებრივი ხდება, ისეთი


მიწიერი... მიკარებაც აღარ გინდა მასთან.

შენივე წარმოდგენების ნამსხვრევებში იმარხები და


ხვდები, ჯობდა, საერთოდ არ გაკარებოდი.

ზოგჯერ რაღაც ზუსტად იმიტომ არის მიმზიდველი, რომ


მიუღწეველია...

გარეალურებით გამოწვეული იმედგაცრუება კი –


ყველაზე მწარე.

***

არც ერთი ზარით და არც ერთი შეტყობინებით არ


აუმღერებია მისი მობილური ირაკლის.

არც ნუცისთან მისულა.

ინტერნეტის საშუალებითაც კი არ შეხმიანებია.

არც მისი მეგობრებისთვის დაურეკავს ამბის გასაგებად.

სარჩევი
თავი 15 349

ისე აუტანლად ხმაურიანი იყო მისი სიმშვიდე.

ისე ჩუმად ყვიროდა სხეულში უმისობა.

ისეთი მწარე გემო ჰქონდა ამდენი დღის ნაგროვებ,


სათქმელად ვერგაბედილ, გადაყლაპულ სიტყვებს...

ისე უნდოდა, ჰყოლოდა...

ჰყოლოდა და ნამდვილად ყოფილიყო მის გვერდით...

დაემსახურებინა მისი ყოლა...

ბოლოს ნუცისთანაც ვეღარ გაძლო.

როგორი დიდიც უნდა ყოფილიყო მისი ნახვის შიში,


ნახვაზე მეტად კი – დაკარგვის, ერჩივნა, დაენახა და ისე
დატანჯულიყო, ვიდრე უმისოდ.

ზუსტად იცოდა, არ აპატიებდა.

ისიც იცოდა, როგორი რეაქცია ექნებოდა ამაზე.

საერთოდ ვერაფერს შეატყობდა.

ერთი ნაკვთიც კი არ შეუტოკდებოდა, თითქოს არც


გაუგია რამე.

თითქოს ამბავი, რომელიც ერთიანად გაანადგურებდა, არ


მოუსმენია კი არა, არც მომხდარა.

მზერა შეეცვლებოდა მხოლოდ...

სარჩევი
თავი 15 350

ერთიანად გაყინავდა მისი თვალები.

ისეთ მდუღარეს გადაასხამდა, სიცივისგან კანი


აეწვებოდა.

ერთი გამოხედვით აგრძნობინებდა ყველაფერს და,


ზუსტად ისე, ათასი სიტყვა რომ ერჩივნებოდა მისგან
ნაგრძნობ ასეთ დამოკიდებულებას.

მაინც მივიდა.

მაინც დადგა მათი სახლის ზღურბლთან, ახლა რომ


საერთოდ ვერ იხდენდა სიტყვას “მათი”, და ირაკლის
სახლი უფრო იყო ის, კარს მიღმა რაც ელოდა.

გასაღების საკეტში მორგებაც კი ვერ მოახერხა.

უძლურად შეახო მუშტად შეკრული მარჯვენა კარს და


არც დასჭირვებია მეტჯერ გამეორება, მაშინვე რომ
დაინახა ირაკლის სახე...

ისეთი სხვანაირი იყო იმ მომენტში...

ისეთი მისეული და, ამავდროულად, სხვა.

ისეთი ხელშესახები და, ამავდროულად, შორი.

ისეთი რეალური და, ამავდროულად, წარმოსახვის


ნაყოფი.

სარჩევი
თავი 15 351

ისეთი გამოგონილი და, ამავდროულად, ჩვეულებრივი


ადამიანი.

იმავე წამს მიხვდა, აქამდე ნაგრძნობი შიში რომ არაფერი


იყო ამასთან შედარებით.

იმავე წამს მიხვდა, მასზე ადრე ირაკლიმ რომ იცოდა, რაც


მოხდებოდა.

იმავე წამს მიხვდა, სიტყვის თქმაც არ სჭირდებოდა


ყველაფრის მოსაყოლად.

და კაცი უხმოდ რომ გადგა განზე და ანიშნა, შესულიყო,


ვერაფრით გაიაზრა, როგორ მოახერხა ფეხების
დამორჩილება და ნაბიჯების გადადგმა.

ვერც იმას მიხვდა, რამდენად ჰქონდა აქ ყოფნის უფლება.

უფლება, მდგარიყო ირაკლის გვერდით.

უფლება, ისევ შეეხედა მისთვის.

უფლება, ისევ შესულიყო სამზარეულოში და...

ყველა ფიქრი ერთიანად გაუფანტა მაგიდაზე დანახულმა


კაკაოიანმა ჭიქამ.

ზუსტად იმან, სახლიდან გასვლისას რომელიც დატოვა.

ზუსტად იმან, ნახევარი წუთით მაინც რომ დააფიქრა და


მაინც ვერ შეძლო მისი შეჩერება.

სარჩევი
თავი 15 352

ზუსტად იმან, ისევ ისე რომ იდგა ახლა და შეეძლო


დაეფიცა, მილიმეტრითაც არ იყო გამოძრავებული.

თითიც კი არ ჰქონდა არავის დაკარებული.

აღელვებულმა გახედა ნიჟარას და კიდევ ერთხელ აეწვა


საკუთარი არსებობა, სრულიად ცარიელი რომ დაინახა.

ისედაც იცოდა, დასარეცხ ჭურჭელს რომ ვერ


დააბრალებდა ამ ჭიქის აქ დგომას, მაგრამ რეალურად
დანახვამ კიდევ უფრო ცუდად გახადა; და
უკანმოუხედავად რომ გაბრუნდა მისაღებში, ეგონა,
ვეღარაფერი ატკენდა მეტად, ირაკლის ხმა რომ მოესმა და
ერთ წინადადებაში უთხრა ყველაფერი, რის
სათქმელადაც თვითონ ამდენი დღე ვერ იპოვა საკუთარ
თავში ძალა.

– მე შენ ასეთი ერთხელ უკვე მყავხარ ნანახი, ვი...

***

თავჩახრილი, ერთიანად აკანკალებული, საკუთარ


თავდაკარგული იჯდა პუფში, გაუჩერებლად იმტვრევდა
გაყინულ თითებს, სუნთქავდა ისე, ჩაყლაპული ჰაერიც
რომ

ემძიმებოდა იმ მომენტში და ვერაფრით პოულობდა


ძალას, აეწია თავი და შეეხედა იმ ადამიანისთვის,
რომლის მზერაც ასე დაუნდობლად წვავდა.

სარჩევი
თავი 15 353

შეეხედა და თვალი გაესწორებინა.

ყოფილიყო საკმარისად მამაცი საიმისოდ, ყველაფერი


ეთქვა.

მოეყოლა და მიეცა იმის უფლება, თავად გაეკეთებინა


არჩევანი.

ერთხელ მაინც, ირაკლისთან ურთიერთობაში ერთხელ


მაინც დაემარცხებინა ეგოიზმი და...

არ შეეძლო.

იცოდა, რომ მის უთქმელადაც დააბიჯებდა ამ ოთახში


სიმართლე და არ შეეძლო, ხმამაღლა გაჟღერებით კიდევ
ერთხელ გაერეალურებინა მომხდარი.

თითქოს მასზე თუ არ ილაპარაკებდა, მისი და ანდროს


მეტს

თუ არავის ეცოდინებოდა, მოახერხებდა გაქცევას.

მოახერხებდა დავიწყებას.

მოახერხებდა საკუთარი თავისთვის იმის დაჯერებას,


რომ არც არაფერი მომხდარა სინამდვილეში.

საკუთარი თავი საკუთარ თავში ვეღარ ჩაატია, ისე წვავდა


მზერა, მოსვლის წამიდან რომ არ შორდებოდა.

სარჩევი
თავი 15 354

კედლებიც კი დაპატარავდნენ თითქოს და პირველად


იყო, ირაკლის გვერდით სიჩუმე სულს რომ უხუთავდა,
სიმშვიდის შეგრძნების ნაცვლად.

– აივი... – საკუთარი სახელის სრული ფორმით გაგონებამ


საბოლოოდ გატეხა. “ვი”-ს დამატებულმა ორმა ხმოვანმა
ისე ჩამოკაწრა შიგნეულობა, იმხელა განსხვავება დაანახვა
აივისა და ვის შორის, იმხელა უფსკრული, რომელშიც
გადაიჩეხა, ვეღარაფრით მოახერხა თავის შეკავება.

ისე მოისვა სახეზე ორივე ხელი, თითქოს იმ ფიქრების


წაშლა უნდოდა, ხმამაღლა რომ გაჰყვიროდნენ უკვე.

არ გამოუვიდა.

ისევ არ გამოუვიდა...

და საკუთარ მარჯვენაზე მოთავსებული ბეჭედი


არასდროს ყოფილა ისეთი მძიმე, როგორიც იმ მომენტში,
თავი რომ ასწია და ირაკლის მზერას გადააწყდა.

– მითხარი... – მშრალი სიმშვიდით შეაგულიანა და ისე


ჩამოუჯდა წინ, ერთი შეხედვით, კარგი მეგობარი უფრო
გეგონებოდათ, ვიდრე ადამიანი, რომელიც საშინელების
მოსასმენად ემზადება.

– ირაკლი...

– პირდაპირ მითხარი.

სარჩევი
თავი 15 355

– ის დაბრუნდა... – ვერც მიხვდა, ისე ამოთქვა და აქამდე


თუ მისთვის თვალის გასწორების ეშინოდა, ახლა
ვერაფრით მოახერხა სხვაგან გახედვა.

ისე ცდილობდა, რამე შეემჩნია.

სულ ოდნავ მაინც დაენახა...

კვლავ შესძლებოდა მისი მზერის უსიტყვოდ გაგება...

წამითაც ვერ გასცდა მის თვალებს.

– ვიცი. – და თითქოს ეს ხმაც კი სხვისი იყო, იმდენად არ


უნდოდა წარმოთქმულის შინაარსის ირაკლის
ნათქვამთან გაიგივება.

– გამოფენის დღეს... – გააგრძელა ისე, ვერც იმას


იაზრებდა, როგორ ახერხებდა ასე საუბარს. როგორ
შეეძლო ყოფილიყო ასეთი სასტიკი?

– და...

– ირაკლი, მე...

– აივი, პირდაპირ მითხარი, – კვლავ შეაწყვეტინა და ახლა


მან ჩახარა თავი.

ამითაც კი გაუიოლა საქმე.

ამ მომენტშიც კი მასზე იზრუნა.

სარჩევი
თავი 15 356

ამ საქციელითაც კი დაიცვა იმ მზერის დანახვისგან,


რომელსაც იმსახურებდა.

მაშინაც კი, თავზე რომ ანგრევდნენ ყველაფერს, იმ


ადამიანზე ზრუნავდა, ვის გამოც მოჰყვა ნანგრევებში და
თავის გადასარჩენად იქიდან გაქცევის ნაცვლად, მას
ეფარებოდა, რამე რომ არ სტკენოდა.

– იმ ღამეს მასთან წავედი. მინდოდა დავლაპარაკებოდი


და...

– წახვედი და? – არც ახლა მისცა გაგრძელების საშუალება.

– ირაკლი...

– წახვედი და?

– მასთან ვიწექი. – მიხვდა, ახლა რომ არაფრის ახსნას არ


ჰქონდა აზრი. მხოლოდ მშრალი სიმართლე
აინტერესებდა ირაკლის და არა დეტალები.

ახლა არა...

ახლა ვერ მოუსმენდა.

ახლა ვერ გაუგებდა.

საკუთარი თავიც კი დაკარგული ჰყავდა იმ მომენტში და


აივის თავისთან ვერ შეიფარებდა.

ვერ ანუგეშებდა.

სარჩევი
თავი 15 357

ვერ დაამშვიდებდა.

ვერ იქნებოდა მისთვის ის საყრდენი, რომელიც


ყოველთვის იყო.

ვერ იქნებოდა მისთვის ის ირაკლი, როგორიც გაიცნო.

ვერ მოუძებნიდა ახსნას ჩვეულებისამებრ, როცა


ყველაფრის ახსნა შეეძლო ყველა სიტუაციაში.

ვერ იქნებოდა ისეთი.

ვეღარ...

და ვერც აივი ახერხებდა ხმის ამოღებას.

არ შეეძლო, კიდევ ეთქვა რამე.

ეთქვა, როგორ განიცდიდა ამ ყველაფერს.

ეთქვა, საკუთარი თავი რომ სძულდა ჩადენილისთვის.

ეთქვა, რომ არაფერი ყოფილა მის ცხოვრებაში ისეთი


არასწორი, როგორიც მისი სახლში დატოვება და სხვასთან
წასვლა.

ეთქვა, რომ...

რამე მაინც ეთქვა.

რამით მაინც ეგრძნობინებინა, რასაც განიცდიდა იმ


მომენტში.

სარჩევი
თავი 15 358

რამით მაინც ეგრძნობინებინა, როგორი გატეხილი იყო


თვითონაც.

რამით მაინც ეგრძნობინებინა, რომ სინამდვილეში არავინ


სჭირდებოდა მის გარდა.

– ირაკლი... – ამოხავლებასავით გამოუვიდა, ვერაფრით


რომ ვერ დაიმსახურა ქმრის მზერა და ისე გავიდა
რამდენიმე წუთი, მოსმენილის შემდეგაც არ აუწევია
ირაკლის თავი.

ხომ იცოდა, რომ ასეთი რეაქცია ექნებოდა, მაგრამ

რეალობასთან შეხვედრამ ის ნაწილიც კი გაუნადგურა,


შტორმგამოვლილს მრთელი რომ გადაურჩა იმის
იმედით, თითქოს დაკარგული ნაწილების შეწებებას და
გამთლიანებას შეძლებდა.

– ირაკლი... – ხმაც კი არ ჰყოფნიდა მეტის სათქმელად და


ისე გრძნობდა თავს, თითქოს იმწუთას იქ მჯდარი,
წყვდიადში დაიკარგა.

არსად იყო გასასვლელი.

არავინ იყო მის გვერდით.

არავინ ჰყავდა, ვისაც დაუძახებდა.

არავინ ჰყავდა, ვინც მის ძახილს გაიგონებდა.

არავინ ჰყავდა, ვინც მოიკითხავდა.

სარჩევი
თავი 15 359

არავინ ჰყავდა, ვინც გადაარჩენდა.

საკუთარი თავიც კი აღარ ჰყავდა, სიბნელეში ნაწილებად


გაფანტულს და...

სიბნელის ეშინოდა ყველაზე მეტად.

– ირაკლი...

საერთოდ გაქრა თითქოს.

მთელ სამყაროს რომ დაევიწყებინა და მხოლოდ ირაკლის


დაენახა, ამითაც ბედნიერი იქნებოდა, ახლა კი ისეთი
შეგრძნება ჰქონდა, ეს ადამიანი მის არსებობას ვეღარც
ამჩნევდა.

საერთოდ აღარ იყო მისთვის.

არა, კი არ მოკვდა, თითქოს არც არასდროს ყოფილა.

არ უარსებია.

არასდროს შეხვედრია.

სიცარიელე იყო მხოლოდ და არაფერი ხელშესახები.

არ არსებობდა აივი.

არც ვი.

საერთოდ არავინ, ვინც მის ადგილას იყო.

სარჩევი
თავი 15 360

ისეთი შეგრძნება ჰქონდა, ირაკლის ხელი რომ გაეწვდინა,


უპრობლემოდ გაატარებდა მასში, იმდენად ცარიელი იყო
ადგილი, სადაც თვითონ იჯდა ახლა.

ერჩივნა, ეყვირა.

ეჩხუბა.

საშინელებები ეთქვა.

ერჩივნა, ყველაფერი დაელეწა, უკანასკნელი სიტყვებით


გაელანძღა, ეთქვა, რომ მისი დანახვა არ უნდოდა, მაგრამ
არ მოქცეულიყო ისე, თითქოს მართლა ვერ ხედავდა.

– ირაკლი... – ამოიტირა საბოლოოდ და იმ მომენტში, კაცი


ფეხზე რომ წამოდგა, წყლიდან კი არ ამოყვინთა, თითქოს
უფრო შორს წაიღო მისმა დინებამ.

წამითაც არ შეუხედავს, ისე გაემართა სამზარეულოსკენ


და აივი ვერაფრით მიხვდა, უნდა გაჰყოლოდა თუ არა.

ვერც იმას მიხვდა, უნდა ეთქვა თუ არა კიდევ რამე,


გაუაზრებლად რომ აედევნა და სამზარეულოსა და
მისაღებს შორის გაჭედილმა, საკუთარი თვალით დაინახა,
როგორ უემოციოდ აიღო ირაკლიმ რამდენიმე დღის წინ
მაგიდაზე დატოვებული ჭიქა და მასში არსებული კაკაო,
რძით ან მის გარეშე, ერთი ხელის მოსმით ჩაღვარა
ნიჟარაში.

სარჩევი
თავი 15 361

გადაღვარა ისე, ოდნავაც არ აჰკანკალებია ხელი და არც


ერთი წვეთისთვის არ მიუცია ჭიქაში ჩარჩენის
საშუალება.

უმოწყალოდ შეუშვირა წყლის ჭავლს და მხოლოდ მაშინ


გადაკეტა ონკანი, როცა დარწმუნდა, რომ იდეალურად
სუფთა

იყო მის ხელში მოქცეული ჭურჭელი.

წარბიც არ შეხრია, უკან რომ გამობრუნდა და


საძინებელში შევიდა. აივის კვლავ ისე ჩაუარა, როგორც
ცარიელ ადგილს. თითქოს საერთოდ ვერ ხედავდა, ისე
გამოიღო კარადიდან ზურგჩანთა და უსიტყვოდ ჩაუძახა
ის ტანსაცმელი, რაც პირველი მოჰყვა ხელში. დაჯერება არ
უნდოდა გოგოს, რომ მართლა იმას აკეთებდა ირაკლი,
რასაც ხედავდა.

ფოტოაპარატიც რომ აიღო თავის ჩანთასთან ერთად, უკვე


პანიკამ შეიპყრო.

– ირაკლი... რას... – წინადადების დამთავრებაც ვერ


მოახერხა, კვლავ შეუხედავად რომ ჩაუარა კაცმა,
მხოლოდ რამდენიმე წამით შედგა კართან,
ზურგჩანთამოკიდებული, შემდეგ კი სახლის კარი ისე
გაიხურა, უკან აღარც მოუხედავს...

სარჩევი
თავი 16 362

თავი 16

საკუთართავდაკარგული...

საკუთარ თავში ჩაკარგული...

საკუთარსურვილებარეული...

და საერთოდ ცარიელი, ღმერთმა უწყის, რამდენი საათი


იწვა გადაბმულად ერთ წერტილს მიშტერებული და
იმასაც კი ვერ აცნობიერებდა, როგორ აძალებდა საკუთარ
სხეულს, რომ ესუნთქა.

ისეთი უჩვეულო იყო გარშემო ყველაფერი.

უჩვეულო იყო, რომ კვლავ შეეძლო სიცოცხლის


გაგრძელება.

უჩვეულო იყო, გარშემო ბედნიერად რომ ცხოვრობდნენ


ადამიანები.

უჩვეულო იყო, მზე რომ ისევ ამოდიოდა და მთვარეც


ჩნდებოდა ღამის ცაზე.

უჩვეულო იყო, რატომ არ დამთავრდა იმ წამს ყველაფერი,


ირაკლი სახლიდან რომ გავიდა და თითქოს საერთოდ
გაქრა.

სასუნთქი მილი სტკიოდა, იმდენად ეზედმეტებოდა


თითოეული ჩასუნთქვა და იმდენად დაღლილი იყო
ყველაფრით.

სარჩევი
თავი 16 363

ასე მაშინაც კი არ ყოფილა, როცა სულ პირველად ეგონა


ცხოვრებაში, რომ ყველაფერი დასრულდა.

სტკიოდა.

განიცდიდა.

საკუთარი თავი სძულდა, რომ ვერ აღმოჩნდა საკმარისად


კარგი.

ახლა კი...

ახლა საერთოდ არაფერი იყო.

არავინ კი არა, არაფერი.

იმდენად დაბლა იყო, იმდენად გაუფერულდა, იმდენად


დაკარგა მნიშვნელობა, ვერ ხვდებოდა, საერთოდ როგორ
რჩებოდა.

რის გამო უძლებდა?!

როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი?

ფიზიკურ ტკივილს გრძნობდა ყოველი ჩასუნთქვისას და


წარმოდგენაც არ უნდოდა, როგორ იქნებოდა ირაკლი
ახლა.

კანკალი იტანდა მაშინვე, მისი სახელი როგორც კი


ამოუტივტივდებოდა გონებაში. შეშლილი

სარჩევი
თავი 16 364

მაზოხისტივით, დავიწყების ნაცვლად, დეტალებში


იხსენებდა ყველაფერს,

უფრო მძაფრად რომ ეგრძნო საკუთარი დანაშაული და


მიახლოებაც კი აეკრძალა იმ ადამიანთან, რომელსაც
ოდნავაც არ იმსახურებდა.

თავიდანვე შეცდომა იყო ეს ყველაფერი.

თავიდანვე განწირული...

თითქოს გამოიყენა.

ზედ შეაწმინდა ყველაფერი.

გადაუარა.

ქვემოთ ჩატოვა, მასზე შემდგარი ზემოთ რომ ასულიყო


და...

იმაზე უფრო დაბლა დაეცა, ვიდრე თავიდან იყო.

საერთოდ დაკარგა დროის აღქმა. მუდმივად


ჩამოფარებული ფარდების გამო, ისიც კი არ იცოდა, დღის
რომელი მონაკვეთი იყო და არც აინტერესებდა
სინამდვილეში.

არც იმას ჰქონდა აზრი, ვინ ნერვიულობდა მასზე და


როგორ განიცდიდნენ მის მდგომარეობას.

სარჩევი
თავი 16 365

უკანასკნელი ეგოისტივით იქცეოდა და ამითაც კი


საკუთარ თავს სჯიდა.

არც ის იცოდა, რამდენი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც


ირაკლი უკანასკნელად ნახა და შემდეგ მისი ხმაც კი არ
გაუგონია, თუნდაც, სხვასთან საუბრისას შემთხვევით
რომ მოესმინა.

ძვლები სტკიოდა უკვე, იმდენად ჩამოხმა და...

ძვლები კი არა, საკუთარი არსებობა სტკიოდა


სინამდვილეში.

ეს სახლიც ისეთი ცარიელი იყო ირაკლის გარეშე.


ყველაფერი მისი იყო, მაგრამ თავად არსად ჩანდა და
ღმერთმა უწყის, მერამდენედ უჩნდებოდა აივის ის
შეგრძნება, რომ არც არასდროს არსებულა სინამდვილეში
და მხოლოდ თვითონ გამოიგონა.

არსად იყო.

აღარსად.

თითქოს საერთოდ გაქრა.

ვისთან არ მოძებნა, ვის არ დაურეკა.

მის მეგობრებთანაც, სათითაოდ ყველასთან იყო მისული,


არავინ არაფერი იცოდა. ხვდებოდა, რომ არ ატყუებდნენ
და მართლა არავისთვის უთქვამს ირაკლის, სად წავიდა.

სარჩევი
თავი 16 366

კვალიც კი არსად ჩანდა.

ხომ შეიძლებოდა, რაიმეთი მაინც დაერწმუნებინა თავის


არსებობაში. მობილური საერთოდ გამორთო, არც ერთ
ადგილას, სადაც კი ოდესმე ერთად ყოფილან, არავის
უნახავს.

ის ბარმენიც კი მოძებნა აივიმ, მათი პირველი


შეხვედრისას ვინც მუშაობდა ბარში. იცოდა, ირაკლი
ისედაც ხშირი სტუმარი

რომ იყო იქაურობის და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რატომ,


მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ჰქონდა იმედი, სულ
პატარა, იქნებ მას მაინც სცოდნოდა რამე.

არ გამოუვიდა.

არაფერი გამოუვიდა.

დაკარგა.

საკუთარი თავის დაკარგვაზე მეტად კი, სწორედ მისი


გაუჩინარება უღებდა ბოლოს...

***

– ვერც კი ვხვდები, რა შეიძლება გავაკეთოთ... – ჭკუიდან


გადასვლის პირას იყო ანუკი, იმდენად არაფერი შეეძლო.
ერთადერთი სიტუაცია იყო, რომელშიც ვერ ჩაერეოდა.
ვერაფერს იზამდა, ვერაფრით დაეხმარებოდა, მართლა
არაფერი

სარჩევი
თავი 16 367

შეეძლო.

– საერთოდ აღარაფერი აინტერესებს, – ამოიოხრა თიკამ, –


არასდროს მინახავს ასეთ მდგომარეობაში. იმისიც კი
მეშინია, თავს რამე არ აუტეხოს.

– გეხვეწები, უფრო მეტად ნუ ამძიმებ... – თავზე შემოიჭდო


გოგონამ ხელები და ისეთი შეწუხებული სახით ახედა,
გულწრფელად განიცდიდა, სრულიად უძლური რომ იყო.

– არაფერს ვამძიმებ, რეალურს ვამბობ. არაფერს ჭამს,


საწოლიდან არ დგება, ორი კვირაა უკვე, სახლიდანაც
მხოლოდ სიგარეტის საყიდლად გადის და გუშინ რომ
მივედი, ისეთი სახით დამხვდა, ერთ ემოციასაც ვერ
შეატყობდი. იჯდა უაზროდ, უემოციოდ და
ნახევარსაათიანი მონოლოგის წაკითხვის შემდეგ, რომ
წახვალ, სიგარეტი დამიტოვეო, მხოლოდ ის მითხრა.

– ისიც კი ვიფიქრე, რომ მამამისთან დაგვერეკა და


დროებით

თავისთან წაეყვანა. ნუცისაც ველაპარაკე...

– ხომ იცი, რომ აზრი არ აქვს... – ისე აატრიალა თვალები,


არც კი განიხილავდა ამ ვარიანტს. ორივე მეტისმეტად
კარგად იცნობდა აივის, რომ ამ ყველაფრის სისრულეში
მოყვანის დაეჯერებინათ.

– აბა, ასე ვისხდეთ და ვუყუროთ?!

სარჩევი
თავი 16 368

– იმასაც ვერ ვიგებ, როგორ გაუჩინარდა ირაკლი ასე. აივიმ


ხომ ყველაფერი გადაატრიალა და ვერ იპოვა, მეც
ვერაფრით ვუკავშირდები. საერთოდ გამორთული აქვს
მობილური. არადა, მინდოდა დალაპარაკება.

– ვერც მე ვპოულობ. მაგრამ, რომც გვეპოვა, რა უნდა


გვეთქვა?

– ვთხოვდით, რომ შეხვედროდა აივის და ნორმალურად


მაინც ესაუბრათ.

– თიკა, კარგი, რა!

– სხვა გზას ხედავ?

– ხომ იცი, რომ არ იზამს? და ჩვენგანაც ძალიან უნამუსობა


გამოვა, კიდევ აქეთ ვთხოვოთ დახმარება.

– ანუკი, მესმის, რომ დაშორდნენ, ისიც მესმის, რატომ,


მაგრამ როდემდე იყოს აივი ასე? დავანებოთ მაშინ თავი
და დაველოდოთ, როდის მოკვდება?!

– ნუ ამბობ მასე... – ამოიოხრა, სხვა რომ ვეღარაფერი


უპასუხა. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, როგორ
მოქცეულიყვნენ, ეს უძლურების განცდა კი ორივეზე
საშინლად მოქმედებდა...

***

ბოლოს ირაკლის სახლშიც ვეღარ გაძლო აივიმ.

სარჩევი
თავი 16 369

ყველაფერი მის თავს ახსენებდა, თითოეული ნივთი,


სურნელი, აქაურობა, ვეღარც კი სუნთქავდა.

ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გუდავდა ეს სახლი.

აღარ შეეძლო. ერთ დღეს ისე ადგა და გამოიხურა სახლის


კარი, თითქოს იქაურობას გამოექცა, სადაც ყველაზე
ბედნიერი იყო.

საკუთარ ბინაში რომ დაბრუნდა, ვერც მაშინ იპოვა


სიმშვიდე. ისე დაასუსტა ამ ყველაფერმა, ისე გატეხა,
სარკეში ჩახედვისაც კი ეშინოდა. სულ სხვა ადამიანი
უყურებდა იქიდან.

როგორ უნდა ყოფილიყო ახლა?

რა ექნა?

გაეგრძელებინა ცხოვრება ისე, ვითომც არაფერი


მომხდარა?

– ვი, იქნებ მაინც ჩემთან წავსულიყავით? – ბოლომდე


მაინც ვერ ენდობოდა ნუცი მის გადაწყვეტილებას, მარტო
ცხოვრებასთან დაკავშირებით.

– არა, ჩემს სახლში მინდა, – წარმოთქვა გადაჭრით და ეს


იყო ამ

პერიოდის განმავლობაში ყველაზე გრძელი წინადადება,


რომელიც თქვა.

სარჩევი
თავი 16 370

ცრემლებიც კი აღარ ჰქონდა დარჩენილი, საკუთარი თავი


მსხვერპლად რომ გამოეყვანა და ისე გამოეტირებინა.

გრძნობდა, ირაკლისაც მხოლოდ ბედნიერება და ცოლი კი


არა, საკუთარი თავიც რომ წაართვა და უფრო მეტად ის
სტკიოდა, ეს წართმეული თვითონაც რომ ვერ
შეინარჩუნა.

ვერსად გრძნობდა მის არსებობას.

ვეღარსად.

ადგა და მოკლა.

ასე მარტივად, საკუთარი ხელით მოკლა და უსულო


სხეულზე დამხობილი, მკვდარს კი არა, საკუთარ
დანაშაულს დასტიროდა.

ვერაფრით პოულობდა ძალას, კვლავ წამომდგარიყო


ფეხზე.

ებრძოლა და დაებრუნებინა.

არ იმსახურებდა...

თვითონ ირაკლის კი არა, ირაკლი არ იმსახურებდა


მისნაირ ადამიანთან ყოფნას და ვერ გაუკეთებდა ამას.

როგორ ძალიანაც უნდა ნდომებოდა.

სარჩევი
თავი 16 371

როგორი ძნელიც უნდა ყოფილიყო მის გარეშე,


გადაწყვეტილების შეცვლას ვერ აიძულებდა.

უფლება არ ჰქონდა.

– ვი, ვიცი, რომ ახლა ყველაზე ნაკლებადაა ამისი დრო,


მაგრამ თქვენი ბარი... – შემპარავად წამოიწყო ანუკიმ,
სახლში რომ მივიდნენ.

– რამე მოუვიდა?

– მოუვა, რომელიმე მაინც თუ არ მიხედავთ.

– არ შემიძლია.

– მესმის, მაგრამ...

– არა, ფიზიკურად კი არა, ისე არ შემიძლია. მაგასაც ვერ


წავართმევ. მისია, მისი ოცნება იყო, მისი მიზანი, შენ
წარმოდგენაც კი არ გაქვს, როგორ უნდოდა, მასეთი
ადგილი რომ ჰქონოდა და მე ახლა იქ მისვლით იმასაც
წავართმევ.

– აივი, გეყოს, – ამოიოხრა თიკამ, – ერთხელაც არ ყოფილა


ირაკლი იქ და თუ შენ მაინც არ მიხედავ, ოცნებას კი არ
წაართმევ, საერთოდ დაკარგავთ მაგ ადგილს და მერე
ვალების გადახდა მოგიწევთ წლობით.

– მარტო მინდა დარჩენა... – ისე წარმოთქვა, თითქოს ერთი


სიტყვაც არ გაუგონია მეგობრების ნალაპარაკევიდან.

სარჩევი
თავი 16 372

როგორ შეეძლოთ, ასეთ ყოფით ამბებზე ეფიქრათ?

ბარი, ვალები, ბიზნესი...

საერთოდ, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყველაფერს?

ისე შეწვა ლოგინში, თავზეც კი წაიფარა და, მიუხედავად


იმისა, იცოდა, არც ერთი არ დაიჯერებდა მის ასეთ უეცარ
ჩაძინებას, თავი მაინც მოიმძინარა.

ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სადღაც შუაში იყო


გაჭედილი.

ბეწვის ხიდზე, რომელსაც არც წინ ჰქონდა წასასვლელი


და არც უკან მისაბრუნებელი.

უფანჯრო ოთახში, რომელსაც არც კარი ჰქონდა და ვერც


იმას ხვდებოდა, როგორ აღმოჩნდა გამოკეტილი ოთხ
კედელში.

უსაზღვრო ოკეანეში, ცურვა რომ არ იცოდა, ნაპირზე ვერ


გამოდიოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ გავიდა
ასე ღრმად.

სუნთქვითაც კი ვერ სუნთქავდა ბოლომდე.

საშუალოობა...

დასასრულის დასაწყისი ან დასაწყისის დასასრული.

გონებაში მხოლოდ უაზრო სიტყვები მოსდიოდა.

სარჩევი
თავი 16 373

უაზრო ფიქრები, უაზრო მოგონებები.

სიზმრებშიც კი ვეღარ ხედავდა იმ ადამიანს, ტირილამდე


რომ ენატრებოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს
თვითონ გამოიგონა ყველაფერი.

გამოიგონა სახლი, ის საღამოები, გულაღმა რომ იწვნენ


რბილ იატაკზე, უსმენდნენ ფირსაკრავის ძველებურ
ჟღერადობას, სვამდნენ კაკაოს და იყვნენ მარტივად
ბედნიერები.

გამოიგონა სითბო, ირაკლის კანზე შეხებისას,


აფეთქებასავით რომ ეფანტებოდა მთელ სხეულში და
ჟრუანტელად უვლიდა

ერთიანად.

გამოიგონა სურნელი, მილიონში რომ გამოარჩევდა და


ყველაზე კარგად იმ ადგილას იგრძნობოდა, კისერში,
ლავიწის ძვლის დასაწყისთან, ასე ძალიან რომ უყვარდა
აივის ცხვირის ჩაყოფა და, თვალებმიხუჭულს,
უსასრულოდ დარჩენა.

გამოიგონა თითოეული ფრაზა, მისი ხმის ტემბრი,


საუბრისას სიტყვებზე უკეთ რომ ეუბნებოდა სათქმელს.

მზერა...

თვალები...

სარჩევი
თავი 16 374

ღრმულები ლოყებზე, ასე მკაფიოდ რომ ეტყობოდა


ღიმილისას და ასე შეუმჩნეველი იყო ჩვეულებრივ, თუმცა
აივი მაინც ყოველთვის ხედავდა.

ნაჩხვლეტები საკუთარ კანზე, წვერწამოზრდილი რომ


უტოვებდა მთელ სხეულზე.

სუნთქვა უხშირდებოდა უკვე, მფეთქავ ტკივილს


გრძნობდა მკერდში, მუხლებში, სახსრებში, ერთიანად
ეწვოდა ყველაფერი და მაინც ვერ ტიროდა.

ვერაფრით ახერხებდა დაცლას, ოდნავ მაინც რომ


შეემსუბუქებინა ეს აუტანელი შეგრძნებები.

ესეც კი მეტისმეტი ფუფუნება იყო მისთვის.

როდის მორჩებოდა ყველაფერი, როგორი იქნებოდა


დასასრული?

არ იცოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ასეთი არა.

ირაკლისთან.

დასასრული ირაკლისთან, მის გვერდით, მასთან ერთად,


მის სიახლოვეს.

სხვანაირად არ შეიძლებოდა.

სხვანაირად არ გამოვიდოდა.

სხვანაირად ვერ გაძლებდა.

სარჩევი
თავი 16 375

არასდროს ჰყვარებია ისე ძლიერ, როგორც ახლა.

არავინ ჰყვარებია ისე ძლიერ, როგორც ახლა.

არასდროს ყოფილა მისი სიყვარული ისეთი სუსტი და


უმნიშვნელო, როგორიც ახლა.

და საერთოდ, რამე ძალა შეიძლება ჰქონდეს სიყვარულს,


რომელიც აშენების ნაცვლად, ყველაფერს ანადგურებს,
რაც გზად ხვდება?

წარმოდგენაც არ ჰქონდა.

მაგრამ იცოდა მხოლოდ ერთი.

უყვარდა.

ისე, როგორც არასდროს.

საკუთარი უძლური, უმნიშვნელო, ყველაფრისგან


დაცლილი სიყვარულით.

სიყვარულით, რომლითაც მიწასთან გაასწორა და


ერთიანად გაანადგურა.

სიყვარულით, ყველაფერი რომ დაუნგრია.

სიყვარულით, რომლითაც სიყვარული წაართვა.

თუმცა, მაინც უყვარდა.

და სხვას არაფერს ჰქონდა აზრი.

სარჩევი
თავი 16 376

***

ეგონა, ეჩვენებოდა.

იდგა სადარბაზოს წინ, ერთიანად გაყინული, ფართოდ


გახელილი თვალებით და ეჩვენებოდა.

ან ესიზმრებოდა.

შეუძლებელი იყო, სხვანაირად აქ დაენახა.

შეუძლებელი იყო, მისულიყო.

მასთან მისულიყო.

მის სანახავად.

მისთვის...

ირაკლი.

იდგა სადარბაზოს წინ, ერთიანად გაყინული, ფართოდ


გახელილი თვალებით და წინ ედგა კაცი, რომელიც იყო
ირაკლი, მაგრამ ოდნავი მსგავსებაც კი არ ჰქონდა მის
ირაკლისთან.

ზომაზე მეტად მოზრდილი წვერით.

ჩამქრალი თვალებით.

ცივი მზერით.

შუბლზე გაჩენილი ხაზებით.

სარჩევი
თავი 16 377

მოუწესრიგებელი თმით.

ჩამოყრილი მხრებით.

და ხელში სიგარეტით...

ახლა ისე ძლიერ, როგორც არასდროს, უნდოდა, რომ


მოჩვენებოდა.

ერჩივნა, საერთოდ არ მოსულიყო მასთან და მართლა


მოჩვენებოდა.

მისი წარმოსახვის ნაყოფი ყოფილიყო ყველაფერი.

ბოროტი ხუმრობა.

გონების დაცინვა.

ქვეცნობიერის თამაში.

ირაკლი.

– გამარჯობა. – თვალები დახუჭა, სმენით ჰალუცინაციად


მაინც რომ აღექვა, მაგრამ ვერსად გაურბოდა რეალობას.

მარჯვენა ხელის არათითზე ისევ ეკეთა საქორწინო


ბეჭედი.

ირაკლი.

– მეჩვენები. – ჯერ სიცილი აუტყდა, შემდეგ კი ისეთ


ტირილში გადაეზარდა, შუაღამე რომ არ ყოფილიყო და

სარჩევი
თავი 16 378

თვითონაც მხოლოდ სიგარეტის საყიდლად არ გასულიყო


გარეთ, ალბათ გამვლელები უცნაურ მზერასაც
აჩუქებდნენ.

თუმცა ახლა, ბედის ირონიითა თუ უცნაური


დამთხვევით, მხოლოდ ის და ირაკლი იდგნენ ცარიელ
ქუჩაში.

ირაკლი.

– იყიდე, რაც გინდა, აქ ვიქნები.

– მეჩვენები. – ისტერიკის პირას მყოფმა, თვალებზე


აიფარა ხელები და ისე სწრაფად გაიქნია თავი, ეტკინა
კიდეც, მაგრამ ეს არაფერი იყო იმ ტკივილთან
შედარებით, ჰალუცინაცია კვლავ თავის ადგილას რომ
დახვდა და ახლა უფრო მეტად მოახლოებული, ვიდრე
აქამდე.

– ქუჩაში ვილაპარაკოთ? – ჰკითხა ისე, თითქოს სულ არ


უარსებია ამ სამ კვირას. თითქოს ამინდზე უნდა
ესაუბრათ და განსაკუთრებული არაფერი ყოფილა.

– კიბით ავიდეთ... – ძლივს მოახერხა ორი სიტყვის


ერთმანეთზე გადაბმა.

ისედაც არ ჰყოფნიდა ჰაერი და მასთან ერთად ლიფტში


მართლა გული წაუვიდოდა.

სარჩევი
თავი 16 379

ღმერთო, როგორ უნდოდა ახლა, სულ ნახევარი წამით


მაინც შეხებოდა.

სულ ოდნავ მაინც შეეგრძნო, დარწმუნებულიყო, რომ


რეალური იყო.

სულ ოდნავ მაინც სტკენოდა თითის ბალიშები მისი


წამოზრდილი წვერის გამო და თუნდაც მაშინვე გაეშვა.

მუხლები ეკეცებოდა და ვერ ხვდებოდა, როგორ აიტანა


სხეული სახლამდე.

თითქოს ასი კილო გაუხდა ყველა კიდური და ნაბიჯებსაც


გაჭირვებით ადგამდა.

რატომ მოვიდა?

რატომ მოვიდა ასეთი?

ირაკლი.

რამდენიმე წუთი იწვალა, აკანკალებული ხელებით


როგორმე გასაღები საკეტში რომ გადაეტრიალებინა და,
ყველა მცდელობის უშედეგობის შემდეგ, კაცმა ისე რომ
გამოართვა გასაღები, ოდნავაც არ შეხებია და მარტივად
გააღო, პირველი თვითონ შევიდა სახლში. არ უნდოდა
სადარბაზოში წაქცევა.

ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ისედაც ღია თვალებს


კიდევ უფრო ფართოდ გაახელდა და ყველაფერი
გაქრებოდა.

სარჩევი
თავი 16 380

ამოისუნთქავდა საბოლოოდ და ჰაერს გაჰყვებოდა


ყველაფერი.

ირაკლი.

– საფერფლე არ გაქვს? – ჰკითხა კაცმა, მისაღებში რომ


ჩამოჯდა. თითქოს აჭიანურებდა მთავარზე გადასვლას.

– ახლავე... – ამოიხავლა, მეტი ხმა რომ ფიზიკურად ვერ


იპოვა და ისე წამიერად გაუჩინარდა, არც იმ მსხვრევის
ხმის გამო მორიდებია, დაუდევრობით რაღაც რომ
გაუტყდა და ვერც დაინახა, რა იყო. და ალბათ უკან
დაბრუნებისაც შეეშინდებოდა, ასეთი ძლიერი რომ არ
ყოფილიყო სურვილი, თუნდაც ასე შორიდან ეყურებინა
და ეგრძნო, რომ მართლა რეალური იყო.

სულ სხვა ადამიანი იჯდა მის წინ.

კაცი, რომელსაც არ იცნობდა.

კაცი, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა მის ირაკლის.

კაცი, რომელსაც უყურებდა და იმხელა კედელი იყო მათ


შორის აღმართული, ისეთი ცივი და შეუვალი, ვერაფრით
ახერხებდა მიახლოებას, ოდნავ უფრო კარგად მაინც რომ
დაენახა.

ისე ჰქონდა მოქცეული სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის...

ისე იჭერდა თითებით...

სარჩევი
თავი 16 381

ისე მშვიდად ამოძრავებდა ხელს...

წითელი წერტილი ოდნავ უფრო კაშკაშა ხდებოდა


რამდენიმე წამით და შემდეგ, ნაცრისფერი კვამლის
გამოშვებასთან ერთად ფერმკრთალდებოდა თვითონაც.

ირაკლი.

– საბუთები მოგიტანე, – წამოიწყო უემოციოდ და მაშინვე


შეეკუმშა აივის გული. განქორწინებაზე აქამდე არც
უფიქრია. ახლოსაც ვერ მოუშვა ეს ფიქრები თავისთან,
ახლა კი...

– რა?

– ბარის საბუთებია, საკუთრების უფლება, – თუმცა


სრულიად სხვა პასუხი მიიღო და მწარედ ჩაეღიმა
საკუთარ ფიქრებზე. რატომ ელოდა ირაკლისგან ასეთ
ფორმალობას? ხომ იცოდა,

საერთოდ არ აინტერესებდა მსგავსი რაღაცები და


სახელდარქმეული ურთიერთობები. არ ჰქონდა
მნიშვნელობა, რა ეწერებოდა ქაღალდზე.

– ირაკლი...

– ჯერ მათქმევინე, – ჩაეღიმა უეცრად, – მოკლედ გეტყვი.


გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც მე ჩემი წილი მთლიანად
გადავეცი და ერთი წლის შემდეგ შენი წილიც მის ხელში
აღმოჩნდება, თუ იმ ვალს არ დაუფარავ, რაც სესხად ავიღე.

სარჩევი
თავი 16 382

– რა? – გაიმეორა ისე, მართლა ვერ გაიგო, რას ეუბნებოდა.

– ასეც ხდება ხოლმე. არც ერთმა არ მივაქციეთ ყურადღება


და ეკონომიკურად გაუჭირდა არსებობის გაგრძელება.

– ვერ ვხვდები, რას ამბობ...

– იმ დღეებში, შენ რომ ნუცისთან იყავი მოსავლელად... –

წამოიწყო ერთი შეხედვით მშვიდად, მაგრამ, იმწუთას


ჩამწვარი ღერის მიუხედავად, კიდევ ახალს მოუკიდა, ამ
თემაზე როგორც კი გადავიდა. – მოვიდა ჩემთან კაცი,
ბიზნესმენი, რომელსაც აქვს რესტორნების ქსელი და
რომელმაც შემომთავაზა დახმარება.

– დამცინი...

– მითხრა, რომ მომცემდა ფულს, რომელიც ბარის


არსებობის გასაგრძელებლად იყო საჭირო და ეს იქნებოდა
ერთგვარი გარიგება. თუ ერთი წლის შემდეგ ამ თანხის
უკან დაბრუნებას შევძლებდი, ერთმანეთს
დავემშვიდობებოდით და ჩვენ-ჩვენს გზებზე
წავიდოდით, თუ არა და, ბარი მთლიანად მის ხელში
გადავიდოდა. ადგილი მოეწონა უბრალოდ საკუთარი
რესტორნისთვის და, ერთი შეხედვით, სრულიად
მარტივი გასაგები იქნებოდა ეს ყველაფერი, რომ არა ერთი
პატარა გარემოება... – კიდევ ერთხელ ჩაეღიმა და როცა
შენიშნა, როგორ წვალობდა აივი სანთებელის ანთებაზე,
თავისივე ხელით

სარჩევი
თავი 16 383

მოუკიდა მის ტუჩებში მოქცეულ სიგარეტის ღერს.

– ანდრო... – და აივისაც ისე აღმოხდა, ოდნავაც არ


გაჟღერებულა მის ხმაში კითხვითი ტონალობა.

– მართალია.

– ირაკლი, ძალიან...

– უარი ვუთხარი და უკან გავუშვი.

– ანუ...

– მაგრამ წასვლამდე საკუთარი სავიზიტო ბარათი


დამიტოვა და შემომთავაზა, რომ კიდევ ცოტა ხანს
მეფიქრა.

– ანუ...

– ერთი კვირის წინ გადავუფორმე ყველაფერი.

– ირაკლი...

– აბრა ჩამოხსნილია და ჩემი მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ


იმ სახელწოდებით აღარ დაუბრუნდეს თავის ადგილს.
როცა მიხვალ, თავად ნახავ ყველაფერს. მე საერთოდ
გავდივარ ამ საქმიდან.

– ნუ მექცევი ასე... – ყველაზე ეგოისტური და უსამართლო


ფრაზის მიუხედავად, მაინც ვერ დაიტოვა სათქმელი

სარჩევი
თავი 16 384

თავისთვის და ვედრებასავით უფრო ჟღერდა მისი


სიტყვები, ვიდრე საყვედურივით.

– ყველაფერი შენს ხელშია... – გაუღიმა კიდევ ერთხელ და


შემდეგ ისე გამოერკვა, თითქოს ახლაღა გაახსენდა რაღაც.
– ეს უნდა დამეტოვებინა, – შემდეგ კი მარტივი
მოძრაობით მოიხსნა საქორწინო ბეჭედი და ისიც
საბუთებზე დადო.

დასრულდა.

მორჩა.

ისე უნდოდა ახლა, ისტერიკა მოეწყო.

დაელეწა ჭურჭელი...

ჩამოეგლიჯა ფარდები...

გაეწნა სილა...

ეყვირა, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო...

კედლისთვის შეეფშვნა საფერფლე და აეტრიალებინა


მაგიდა...

ისე უნდოდა, ყველაფერი მისი ბრალი ყოფილიყო და


შემდეგ...

შემდეგ ეპატიებინა.

თვითონ ყოფილიყო ქალი, რომელსაც უღალატეს.

სარჩევი
თავი 16 385

ქალი, რომელმაც ღალატი აპატია.

ქალი, რომელმაც საკუთარი თავმოყვარეობა სანაგვეზე


მოისროლა და მაინც აპატია.

ქალი, რომელსაც უყვარდა და...

საერთოდ არაფერი მსგავსი.

ისხდნენ ერთი მაგიდის ორ საპირისპირო მხარეს.

ერთ საფერფლეში აფერფლებდნენ ნახევრად ჩამწვარ


სიგარეტის ღერებს.

უყურებდნენ ისე, თითქოს ერთდროულად პირველად და


უკანასკნელად ხედავდნენ ერთმანეთს.

ირაკლის თვალები იყო იმაზე უფრო წითელი, ვიდრე


ჩვეულებრივ.

და აივის კანი იმაზე უფრო თეთრი, ვიდრე ყოველთვის.

სუნთქვა კი ორივესი იმაზე მეტად გახშირებული, ვიდრე


სხვა დროს.

ხელის ერთი მოძრაობით დატოვა ირაკლიმ ბეჭედი და


წავიდა.

დასრულდა.

მორჩა.

სარჩევი
თავი 16 386

ირაკლი...

სარჩევი
თავი 17 387

თავი 17

გაიყინა.

საკუთარ თავში გაყინა საკუთარი არსებობა და ისე


დაივიწყა, თითქოს არც არასდროს ყოფილა.

არ დააბიჯებდა არასდროს ამ მიწაზე.

არ სუნთქავდა ამ ჰაერს.

არ გრძნობდა.

არ განიცდიდა.

არ უყვარდა...

უყვარდა.

ყველაზე მეტად უყვარდა და ყველაზე მეტად გაუჭირდა


ამის

გაყინვა.

მაინც გაუჩნდა ბზარები ყინულს.

კისერზე ჩამოკიდებულს, გულთან ახლოს ატარებდა იმ


კაცის საქორწინო ბეჭედს, საკუთარი ხელით რომ გაუკეთა
თითზე და თვითონვე აიძულა მოხსნა.

ახლა უკვე ორი ბეჭედი უწვავდა კანს. ერთი თავისი და


მეორე მისი.

სარჩევი
თავი 17 388

ცეცხლის რკალებს უტოვებდა და მაზოხისტურად


სიამოვნებდა ამის შეგრძნება.

ერთადერთი იყო, რაც აცოცხლებდა.

ერთადერთი, რაც მისი არსებობის რეალურობაში


არწმუნებდა.

ერთადერთი, რაც მისგან ხელშესახები დარჩა.

მაინც ვერ შეეგუა.

უნამუსოდ ჰქონდა კიდევ რაღაცის იმედი და არც კი


იცოდა, რატომ ან როგორ აძლევდა საკუთარ თავს ამის
უფლებას.

როგორ ბედავდა...

რით ცდილობდა დაეჯერებინა, რომ ასეთ ამბებსაც


პატიობენ.

ნუთუ მართლა ასეთი მახინჯი იყო მისი სიყვარული,


ყველაფერს ამ გრძნობის სახელით რომ ამართლებდა.

ნუთუ შეეძლო, მასზე შეეწმინდა თავისი სიბინძურეები


და მაინც ჰქონოდა იმედი, რომ...

არც კი იცოდა, რისი იმედი ჰქონდა საერთოდ.

საკუთარ თავსაც ვეღარ ცნობდა.

ვეღარც გრძნობდა.

სარჩევი
თავი 17 389

სუნთქავდა იმიტომ, რომ უნდა ესუნთქა.

იკვებებოდა იმიტომ, რომ უნდა ეკვება.

გადარჩენის ინსტინქტი აღმოჩნდა საბოლოოდ ყველაზე


ძლიერი და ასეთ სიტუაციაშიც კი, ასეთ დროსაც კი
ახერხებდა მისი ტვინი იმ საგანგაშო სიგნალების გაშვებას,
გულის წასვლის თავიდან ასარიდებლად, ორი ლუკმა
რომ მაინც უნდა ჩაეყლაპა როგორმე.

განუწყვეტლივ ამოწმებდა მობილურს.

განუწყვეტლივ კრებდა ნაცნობ ნომერს და ვერასდროს


ბედავდა დარეკვას.

მისი ხმის გაგონებისაც კი ეშინოდა.

ზუსტად იცოდა, ვეღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც ადრე.

ზუსტად იცოდა, კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობდა


საკუთარ დანაშაულს.

ზუსტად იცოდა...

არაფერიც არ იცოდა სინამდვილეში.

განუწყვეტლივ ცდილობდა, საკუთარი თავისთვის


თვითონვე მოემზადებინა კაკაო.

სარჩევი
თავი 17 390

იდგა დაუღალავად გაზქურასთან და ათასი


წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ათასმეერთედაც არ
ეზარებოდა მადუღარას თავიდან შევსება.

მაინც არ გამოსდიოდა.

არც ერთხელ არ გამოუვიდა.

არც ერთხელ არ დაულევია.

არც ის იცოდა, კაკაო უყვარდა სინამდვილეში თუ ის


შეგრძნება, ირაკლი რომ უმზადებდა მას.

შეიძლება, ეზიზღებოდა კიდეც.

იმდენად ძლიერ უყვარდა, რომ შეზიზღდა.

ვერც გაიაზრა, ისე შეეფშვნა ერთ დროს საყვარელი ჭიქა


კედელს და ნაწილები უკვე დამსხვრეულ ჭიქებთან
ჩაცვივდა.

ერთი ცალიც არ აუღია.

არც კი უცდია შეწებება.

უკვე კარგად ნასწავლი გაკვეთილი იყო, გატეხილს რომ


ვეღარაფრით აღადგენდა და თითქოს უაზრო სიჯიუტით
ყოველდღე ცდილობდა, ამაში დარწმუნებულიყო.

გატეხილი ჭიქებიც ეზიზღებოდა.

ეს დანამდვილებით იცოდა.

სარჩევი
თავი 17 391

ხომ შეიძლება, რაღაცაში მაინც ყოფილიყო


დარწმუნებული.

ბარშიც მივიდა.

სრულიად მარტო, სრულიად შეუფერებელ დროს და იქ


მისვლისას უფრო მეტად იგრძნო სიმარტოვე, ვიდრე
მანამდე.

ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც თავის დროზე


დატოვა.

არც ერთი სკამი, არც ერთი მაგიდა, არც ერთი ჭიქა არ იყო
გადაადგილებული.

არც საფერფლეები.

არც ნახატები და ფოტოები.

ირაკლის ფოტოები...

მიტოვებული, ნაღალატევი გრძნობების სასაფლაოზე იყო


თითქოს, ისე ხმაურიანად გაჰკიოდა იქაური სიჩუმე.

ისე სტკენდა ყურებს.

ისე უკაწრავდა შიგნეულობას.

ისე უწვავდა სხეულს.

ისე აცარიელებდა ეს სისავსე.

სარჩევი
თავი 17 392

ერთადერთი აკლდა მხოლოდ და ყველაზე მთავარი.

“კაკაოს ეფექტი”.

შეხებაც კი ვერ გაბედა ნივთებთან.

აჩრდილივით მიმოდიოდა მაგიდებს შორის,


აკვირდებოდა ყველაფერს, დეტალებში რომ შესძლებოდა
ამბების აღდგენა, თუმცა დეტალებს კი არა, მონახაზებსაც
ვერ იხსენებდა.

ისე ზუსტად ახსოვდა ყველაფერი, ახლა ვეღარ იხსენებდა.

გონებაც კი დასცინოდა.

მწარედ ეთამაშებოდა და არ აძლევდა უფლებას, იმ


ადგილას შეეგრძნო წარსული ემოციები, სადაც დაიწყო
ყველაფერი.

ასე როგორ მოიქცა?

აქაურობაც ეზიზღებოდა.

ირაკლი...

მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, რაც სრულიად უხმაუროდ,


უემოციოდ, უსიტყვოდ გაიხურა მისი სახლის კარი.

მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, რაც ისედაც ატკივებული


არსებობა კიდევ უფრო აატკივა და...

წავიდა. უკვე მეორედ.

სარჩევი
თავი 17 393

ირაკლი...

ერთადერთი იყო, ვინც არ ეზიზღებოდა.

ერთადერთი, ვინც...

საერთოდ, ერთადერთი.

ისიც არ იცოდა, უნდოდა თუ არა ამ ბარის შენარჩუნება.

შეეძლო თუ არა.

ჰქონდა თუ არა უფლება.

პასუხისმგებლობას გრძნობდა მხოლოდ და


სინამდვილეში...

სინამდვილეში წყალწაღებულივით ეჭიდებოდა იმ


ერთადერთს, იმედად რომ ესახებოდა და თან იცოდა,
ვეღარასდროს შეხვდებოდნენ აქ ერთმანეთს.

იმაზე ბევრად ძლიერი იყო ირაკლი, ვიდრე ეგონა.

იმაზე ბევრად ძლიერიც, საკუთარი თავისთვის რომ


გადაებიჯებინა, აივისგან განსხვავებით.

ზუსტად იცოდა, რომ უყვარდა.

ეჭვიც კი არ ეპარებოდა ამაში.

სარჩევი
თავი 17 394

ახლა უფრო მეტად გრძნობდა მის სიყვარულს, თუმცა


ისიც იცოდა, ამის მიუხედავადაც რომ ვერ გადააბიჯებდა
კაცი მომხდარს.

ეს დაუწერელი კანონები და წესებიც ეზიზღებოდა.

ბოლოს მაინც მოექცა ჩარჩოებში.

თვითონვე გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი და ის


აირჩია სასჯელად, რასაც მთელი ცხოვრება გაურბოდა.

დაკანონებული, გაწერილი, სხვების სტანდარტებს


მორგებული ჩარჩო და...

ჩარჩოებიც ეზიზღებოდა. ყველაზე უფრო კი – საკუთარი


თავი.

***

საბოლოოდ, მაინც გადაწყვიტა ბარის შენარჩუნება და


ირაკლის ბოლო ნახვიდან ორი თვის თავზე კვლავ გახსნა.

ყველაფერს მექანიკურად აკეთებდა.

დადიოდა შენობაში, ერთ დროს რომ სახლივით იყო და


ახლა სამსახურად გადაექცა.

აწესრიგებდა საბუთებს, ზრუნავდა მდგომარეობის


გამოსწორებაზე, იღებდა სტუმრებს, ბარის მაგიდის
მიღმაც კი თვითონ იდგა და თვითონ მუშაობდა.

სარჩევი
თავი 17 395

აკეთებდა ყველაფერს ისე, როგორც ნორმალური


ადამიანი, მაგრამ ოდნავაც არ გრძნობდა თავს
ნორმალურად.

ხვდებოდა, როგორ ანაცვლებდა მის შიგნით ყველაფერს


ხელოვნურობა.

როგორ ეცლებოდა საკუთარი თავის ძლივს შემორჩენილი


ნაწილები და ხდებოდა ის, ვინც არ იყო.

ხდებოდა ის, ვინც საერთოდ არავინ იყო.

ანდროსაც შეხვდა.

ისე ცივილურად მიუსხდნენ მაგიდას, თითქოს არასდროს


არაფერი ყოფილა მათ შორის.

თითქოს არ ყოფილა ის გრძნობა, სიყვარული რომ ეგონა


და ახლაც ვერ დაურქმევია სახელი სწორად.

თითქოს არ ყოფილა ის, რამაც ასე გაანადგურა.

თითქოს არ ყოფილა ის...

მნიშვნელობაც აღარ ჰქონდა.

საერთოდ არაფერი უთქვამს, ერთ ჩვეულებრივ, არაფრით


გამორჩეულ დღეს, სხვებისგან არაფრით გამორჩეულად
რომ შემოაღო ბარის კარი და ასევე არაფრით
გამორჩეულად თქვა:

სარჩევი
თავი 17 396

– გამარჯობა, აივი.

– გამარჯობა, ანდრო.

***

როგორ უნდოდა, მაშინაც ყოფილიყო ასეთი მტკიცე,


საგამოფენო დარბაზში რომ დაინახა წლების შემდეგ.

შეძლებოდა, ყოფილიყო ასეთი ცივი და არ ეგრძნო


არაფერი.

არ ეგრძნო ის, რამაც დაშალა.

არ ეგრძნო ის, რამაც ნაწილებად გაფანტა.

არ ეგრძნო ის, რამაც ყველაზე მთავარი წაართვა.

საკუთარი თავი არა...

ირაკლი.

– მინდა, ისევ ვცადოთ, აივი.

– მე აღარ მინდა, ანდრო.

აი, ასე მარტივად, როგორც ახლა, ამდგარიყო და ეთქვა,


რომ არ უნდოდა.

არ უნდოდა ყოფილიყო ის, ვინც გახდა.

ის, ვინც ალბათ თავიდანვე იცოდა, რომ იყო, მაგრამ


საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა ამაში.

სარჩევი
თავი 17 397

ის, ვინც ირაკლიმ ასეთად შეიყვარა და მაინც გაუმტყუნა


საბოლოოდ.

– არ მიყვარხარ, ანდრო. აღარ მიყვარხარ.

არასდროს არაფერი უთქვამს ასე მარტივად.

არასდროს ყოფილა საკუთარ თავში ასეთი


დარწმუნებული.

საკუთარ სიტყვებში.

– არც შენ გიყვარვარ, ანდრო. არც გყვარებივარ. ეს


სიყვარული არ არის. ეს ძალიან შორსაა სიყვარულისგან.

მთელი შეგნებით გრძნობდა თითოეულ სიტყვას.

ბოლომდე იაზრებდა და მხოლოდ შემდეგ ამბობდა.

ისეთი მარტივი იყო ასე...

იცლებოდა.

იზრდებოდა.

იცვლებოდა.

ივსებოდა.

და მაინც, ირაკლი...

არასდროს ყოფილა ასეთი სავსეც კი ისეთი ცარიელი,


როგორიც ახლა.

სარჩევი
თავი 17 398

– ვგრძნობ, რომ გამოგვივა. ვცადოთ კიდევ ერთხელ, აივი.

– არ მინდა.

იმდენად მარტივი იყო ახლა ყველაფერი, როგორც


არასდროს.

ყველაზე რთულად საკუთარ გრძნობებში გაერკვა და


ყველაზე მარტივად ამას გადმოსცემდა ახლა.

აღარაფერს აკეთებდა ისეთს, რაც არ უნდოდა.

რაშიც ბოლომდე არ იყო დარწმუნებული.

რის მიმართაც გაურკვევლობას გრძნობდა.

ყველანაირი კითხვის ნიშანი მოიშორა გარშემო.

საკუთარი თავიც კი მოიშორა.

ერთადერთი დარჩა მხოლოდ.

ირაკლი.

***

დაშორებიდან სამი თვის თავზე პირველად აიღო ხელში


ფუნჯი.

პირველად იგრძნო რაღაც ისეთი, რომ არ დაეხატა, რამით


მაინც რომ არ გამოეხატა, იცოდა, გაიგუდებოდა.

სარჩევი
თავი 17 399

იცოდა, ნახატის შემხედვარეს უფრო მეტად


ასტკივდებოდა, თუ არსებობდა საერთოდ რაიმე “უფრო
მეტი”, მაგრამ ახლა სუნთქვასაც კი ვეღარ ახერხებდა
ნორმალურად მოლბერტის წინ მდგარი და საღებავებს
რომ თავი მოხსნა, მაშინვე მიხვდა, ფუნჯიც რომ
ეზედმეტებოდა უკვე.

ბოლომდე უნდა შეეგრძნო.

ბოლომდე უნდა წაეშალა ზღვარი.

ბოლომდე უნდა გაექრო ბარიერები.

რამდენიმე წამში, ვერც გაიაზრა, ისე შეეღება ხელი


იასამნისფრად.

ნაცრისფერში გადასულ, ჭუჭყიან, ტალახიან, გასვრილ


იასამნისფრად.

ყველაფრისგან დაცლილ, უემოციო, გრძნობებს


მოკლებულ, ყველაზე სევდიან იასამნისფრად.

ტკივილისა და უიმედობისფრად.

სასუნთქი გზები აუწვა საღებავის სუნმა, იასამნისფერი


რომ იყო და საერთოც არ ჰქონდა იასამნებთან.

მოლბერტზე ჩამოუსვა გაშლილი ხელისგული და


საღებავის ტილოზე შერევისას კიდევ უფრო ჩაეწვა
შიგნეულობა.

სარჩევი
თავი 17 400

სრულიად უუნარო გახდა.

სრულიად უფერული.

სრულიად ჩვეულებრივი.

ირაკლისთან ყოფნის ფერი არ იყო ეს იასამნისფერი.

არც მათი სახლის პარალელურ ქუჩაზე დარგული


იასამნების სუნი ჰქონდა.

აღარა-ფერი იყო საერთოდ, საერთო... არც იასამნის-ფერი.

***

შუაღამის ორი საათი.

დაშორებიდან გასული სამი თვე.

კარზე გაბმული კაკუნი.

კარამდე მისასვლელად გადადგმული ნაბიჯები.

და...

ირაკლი.

კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი.

სახეარეული.

მხრებში მოხრილი.

სარჩევი
თავი 17 401

თმააჩეჩილი.

წვერმოზრდილი.

თვალებჩაწითლებული.

ირაკლი.

მძაფრად ნაგრძნობი ალკოჰოლის სუნი.

შეკრული სუნთქვა.

უკან გადადგმული, აკანკალებული ნაბიჯები.

ინსტინქტურად წინ წამოწეული საყვარელი კაცი.

დაუფიქრებლად მიხურული კარი.

და შეხება.

გამოღვიძება.

ამოყვინთვა.

წყვდიადიდან გამოსვლა.

და მაინც შეწყვეტილი სუნთქვა.

ირაკლის ტუჩების შეხებისგან გამოწვეული უჰაერობა.

მუხლებში ძალას კი არა, საკუთარ თავსაც ვეღარ


გრძნობდა საერთოდ.

სარჩევი
თავი 17 402

ვერ აცნობიერებდა, მართლა იყო, მართლა იდგა ახლა მის


წინ, მართლა კოცნიდა ასე მონატრებულად, ასეთი
გრძნობით, ასე გამალებით, თუ ესეც ეჩვენებოდა.

ეჩვენებოდა ეს ძლიერი ხელები, ცალი – წელზე


შემოხვეული, მეორე კი მის სახეზე მოთამაშე.

ეჩვენებოდა ეს გახურებული მტევნები.

ეჩვენებოდა სახეზე შეხებული ეს ცხელი სუნთქვა და


აკანკალებული ტუჩები, განუწყვეტლივ რომ უკოცნიდნენ
ბაგეებს.

ისე ძლიერად შემოხვია თვითონაც ხელები.

არც საღებავებს მორიდებია, არც იმის შეშინებია,


შეხებისას რომ გაქრებოდა, არც იმის, რომ გამოერკვეოდა
და მოშორდებოდა.

ყველაზე მთავარი ის იყო ახლა, ბოლომდე რომ შეეგრძნო.

თუნდაც ჰალუცინაცია ყოფილიყო, ბოლომდე ეგრძნო


ყველაფერი.

ვერ იჯერებდა.

კანს უკაწრავდა ზომაზე მეტად მოზრდილი წვერი,


ცხვირს უწვავდა მის სურნელში შერეული ალკოჰოლის
სუნი, და მაინც

ვერ იჯერებდა.

სარჩევი
თავი 17 403

– ირაკლი...

– ვი.

ამდენი ხნის შემდეგ, ახლა სუნთქავდა პირველად ასე


სრულყოფილად.

ახლა გრძნობდა, რომ ცოცხალი იყო.

ახლა გრძნობდა, რომ, საერთოდ, იყო.

ისიც კი არ ადარდებდა, ალკოჰოლმა რომ მოაყენა მისი


სახლის კარს ირაკლი.

ისე ენატრებოდა...

ისე ენატრებოდა...

ისე ენატრებოდა!

ისევ ირაკლი მოშორდა ბოლოს.

მოშორდა და შეხედა ისეთი არეული მზერით.

ისეთი უცხო თვალებით.

ისე უცნაურად.

თითქოს საერთოდ არ იცნობდა.

თითქოს პირველად დაინახა ახლა.

სარჩევი
თავი 17 404

თითქოს ერთხელაც კი არ ჰყავდა ნანახი ის გოგო, შიშველ


ფეხებს საერთოდ რომ ვერ უფარავდა საღებავებით
მოსვრილი მაისური და აკანკალებული, ძლივს
ახერხებდა დგომას.

ისე შებრუნდა, აივის კი არა, საკუთარ თავს გაურბოდა.

საკუთარ საქციელს.

საკუთარ გადაწყვეტილებას.

საკუთარ სისუსტეს.

სისუსტედ ქცეულ აივის...

მაინც იგრძნო ზურგზე აკრული სხეული.

ამ სხეულის სითბო...

მაინც გატყდა.

რამდენიმე წამში ისევ მკლავებში ჰყავდა მოქცეული


საყვარელი ქალი და ერთდროულად გრძნობდა ზიზღსა
და სიყვარულს.

უჰაერობასა და ჰაერის სიჭარბეს.

სიცივესა და ყინვას.

ერთდროულად აკანკალებდა სიცივისგან და ეწვოდა კანი.

ისეთი მცირე იყო ზღვარი...

სარჩევი
თავი 17 405

ეგონა, გაგიჟდებოდა.

ცოტაც და, ალბათ მართლა გაგიჟდებოდა.

როგორ ეცადა...

როგორ იწვალა...

როგორ იცადა...

მაინც მას მოადგა პირველი.

საბოლოოდ, მაინც ვერ აჯობა საკუთარ თავს და მის


კორპუსთან ჩუმად დგომის ნაცვლად, ისე აღმოჩნდა
კარის ზღურბლს მიღმა, ფიქრშიც კი არ დაუშვია მსგავსი
რამ.

შეხედვა უნდოდა მხოლოდ.

შეხებით დაასრულა...

გრძნობდა, როგორ კანკალებდა მის მკლავებში მოქცეული


გოგო და კიდევ უფრო აგიჟებდა ეს ყველაფერი.

ვერაფრით ერეოდა თავს.

ისეთი სუსტი იყო ახლა და მასთან სიახლოვისას მაინც ისე


ძლიერად გრძნობდა თავს...

ისეთი ცარიელი იყო და მაინც ისე აივსო...

ისეთი მარტო იყო და მაინც ისე ახლოს ჰყავდა...

სარჩევი
თავი 17 406

ჰყავდა.

გრძნობდა, რომ ახლა მართლა ჰყავდა.

სინათლის სიჩქარით მოძრაობდნენ მის თავში ფიქრები


და ერთის დაჭერასაც ვერ ახერხებდა.

არც უნდოდა, რომ ეფიქრა.

– ვი...

– ირაკლი.

მაინც მოშორდა.

ხელის ზურგით მოიწმინდა ტუჩებიც და, თვითონ რომ არ


დაშლილიყო, თვითონ რომ არ ქცეულიყო ნამსხვრევებად,
არც შეუხედავს, რაც პირველი მოხვდა ხელში, მთელი
ძალით დაანარცხა იატაკს.

არც გაჰკვირვებია აივის.

სრული სიმშვიდით უყურებდა მის დაგვიანებულ


რეაქციას.

უყურებდა, როგორ დაუნდობლად ანადგურებდა


ნივთებს.

უყურებდა, როგორ გადაჰქონდა საკუთარი ტკივილი სხვა


რამეზე.

უყურებდა, როგორ არ ჰგავდა საკუთარ თავს და...

სარჩევი
თავი 17 407

უყვარდა.

– მაინც მოახერხე! – უღრიალა და ძალაგამოლეული ისე


დაეცა მუხლებზე აივის წინ, ვერც კი იგრძნო, როგორ
გაეჭრა ხელისგული, წონასწორობის შესანარჩუნებლად
რომ დაეყრდნო იატაკს.

– ირაკლი...

– მაინც მოახერხე ჩემი გაგიჟება... – გაიმეორა ჩურჩულით


და აივიმაც მის წინ რომ ჩაიმუხლა, თვალებდახუჭულმა
გადააგდო თავი უკან.

სისინით ისუნთქავდა ჰაერს და მაინც არ ჩასდიოდა


ფილტვებამდე.

მაინც არ მოეშვა...

ის ამწარებდა ყველაზე მეტად, წინ რომ ჰყავდა და...

ისე უნდოდა შეხება, ვერ ეხებოდა.

ისე უნდოდა აივის დანახვა, ვერ ხედავდა.

ისე უნდოდა ფეხზე წამოდგომა და წასვლა, მის კალთაში


თავჩადებული აღმოჩნდა და არც ის ადარდებდა, როგორ
დაუსველდა სახე, არც ის, ნივთების ნაცვლად, მაინც
თვითონ რომ გატყდა საბოლოოდ.

თხელი, გაყინული თითების შეხებას გრძნობდა თმაზე და


ნაცნობ სურნელს.

სარჩევი
თავი 17 408

ლოყით ეხებოდა შიშველ ფეხზე, საერთოდ რომ ვერ


უფარავდა საღებავებით მოსვრილი მაისური და მაინც
ვერ გაუძლო სურვილს.

ისე გადაიწია...

ისე შეახო ტუჩები კანზე...

ისე დაუტოვა გახურებული კოცნა აკანკალებულს...

ისე მოუნდა, შესძლებოდა ასე დარჩენა, აივის კალთაში


თავჩადებულს, მის სხეულს ტუჩებით მიწებებულს...

– ვერ მაპატიებ... – მისი თმიდან სახეზე გადაინაცვლა


ცივმა თითებმა და ფრთხილად მოწმინდა ცრემლები.

– ვერ გაპატიებ, – ხმადაკარგულმა ამოიხავლა თვითონაც.

– ირაკლი...

– გისმენ.

– წახვალ?

– ვი...

– წახვალ?

– ახლა აქ ვარ?

– ირაკლი, წახვალ?

– წავალ.

სარჩევი
თავი 17 409

– ირაკლი...

– გისმენ.

– ხომ იცი...

– ვიცი.

– მიყვარხარ.

– ვიცი... – კიდევ ერთხელ აკოცა შიშველ ფეხზე, საერთოდ


რომ ვერ უფარავდა საღებავებით მოსვრილი მაისური...

– ირაკლი...

– მეც.

მესამედაც დაუტოვა კოცნა და...

წამოდგა.

შეხედა იატაკზე ჩაკეცილს, ნამსხვრევებს რომ ეხებოდა


შიშველი ფეხებით, საერთოდ რომ ვერ უფარავდა
საღებავებით მოსვრილი მაისური და...

წავიდა.

სარჩევი
თავი 18 410

თავი 18

“სად ხარ?

ვერ გხედავ.

ვეღარსად გხედავ.

სიზმრებშიც კი არ მოდიხარ და...

შენზე წერაც ისე მიჭირს, როგორც არასდროს.

მინდა, რომ გიგრძნო.

თვალებს ვხუჭავ, ვცდილობ, გონებაში აღვიდგინო შენი


სახე და ტილოზე მაინც გაგაცოცხლო ჩემთვის, მაგრამ...

იმდენად არ ვიმსახურებ შენს ჩემთან ყოფნას, საკუთარი


ქვეცნობიერიც კი მეწინააღმდეგება.

სად ხარ?

უშენობა კი არა, საკუთარი არსებობაც მტკივა და...

დრო არაფერს შველის.

შენც იცი ეს.

ვერასდროს ვიტანდი ამ ფრაზას.

ახლა უფრო მეტად მძულს.

აღარ შემიძლია.

სარჩევი
თავი 18 411

ვეღარ ვსუნთქავ, ირაკლი, სად ხარ?

რატომ უნდა დაგვმართოდა ეს ჩვენ? რატომ მე და შენ?

შენ კი არა, ნეტავ მე სად ვარ?

არ ვიცი.

მართლა არ ვიცი.

არც ის ვიცი, ვარ თუ არა საერთოდ.

უაზროდ დავდივარ, არც ვიცი, სად და...

მოხვალ?

მეშინია.

ისე მეშინია, მთელი სხეული მტკივა.

ფიზიკურად ვგრძნობ ტკივილს და შუაღამისას რომ


მეღვიძება შეშინებულს, შენ ჩემთან არ ხარ.

შენ ჩემთან აღარ ხარ.

შენ...

სად ხარ?

მოხვალ?

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გაქრი.

სარჩევი
თავი 18 412

ამ წერილებსაც, შენთვის რომ ვწერ და მეც ვეღარ


ვკითხულობ შემდეგ, არ ვიცი, ოდესმე თუ ნახავ.

აღარაფერი ვიცი.

ასე როგორ გატკინე?

ასე როგორ გაგწირე?

ასე როგორ...

მერამდენედ გწერ უკვე და...

სად ხარ?

ისეთი სავსეა ყველაფერი შენი სიცარიელით.

ისეთი სავსეა ყველაფერი უშენობით.

უ-შენ-ობით.

ყველგან ხარ და მაინც ვერ გეხები.

ყველგან ხარ და მაინც ვერ გხედავ.

ყველგან ხარ და მაინც არ ხარ.

სად ხარ?

ისე მენატრები...

კივილი მინდა და ხმაც აღარ მაქვს.

სარჩევი
თავი 18 413

აღარაფერი დამრჩა.

დავიშალე.

დავიცალე.

დავიღალე.

აღარ მინდა.

დამთავრდეს.

არ შეიძლება? უბრალოდ მორჩეს.

თითქოს არაფერი ყოფილა.

გავიღვიძო ერთ დღესაც და...

მაგრამ შენს დავიწყებას მირჩევნია, საერთოდ ვეღარ


გავიღვიძო,

ხომ მართლა იყავი?

მჯერა, რომ იყავი.

ახლაც ვგრძნობ კანზე შენი შეუხებლობით გამოწვეულ


სიცივეს.

ახლაც მეწვის სხეულზე უშენობის კვალი.

ახლაც...

ვერ ვსუნთქავ.

სარჩევი
თავი 18 414

დიდი ხანია ვეღარ ვსუნთქავ, მაგრამ...

ძალიან ცუდად ვარ.

ცუდი ვარ.

თავიდანვე გითხარი, გახსოვს?

მაინც წამომყევი.

ახლა კი...

ზუსტად ვიცი, შენც იცი.

ზუსტად ვიცი, შენც გრძნობ.

ზუსტად ვიცი...

მიყვარხარ.

მხოლოდ ეს ვიცი ზუსტად.

და მაინც, სად ხარ?”

ღმერთმა უწყის მერამდენე წერილი მიამატა მაგიდაზე


დახვავებული ფურცლების გროვას და...

საერთოდ ვერ იგრძნო შვება.

მართლა აღარ შეეძლო სუნთქვა.

სახლის ყველა ფანჯარა ღია ჰქონდა და მაინც არ


ჰყოფნიდა ჰაერი.

სარჩევი
თავი 18 415

დადიოდა ფეხშიშველი, ბოლთას სცემდა ყველა ოთახში,


გამწარებული ელოდა რაღაცას და...

ზუსტად იცოდა, აღარ მოვიდოდა.

იმ წამიდანვე იცოდა, როცა წავიდა.

ირაკლი აქ აღარ დაბრუნდებოდა.

მასთან აღარ...

და მაინც, ვერაფრით ახერხებდა გაშვებას.

რამდენი ხანი გავიდა უკვე, რამდენი თვე, რამდენი დღე,


რამდენი საათი, რამდენი ამოსუნთქვა მის გარეშე და...

ის არ მოდიოდა.

დროის გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო ცუდად


ხდებოდა.

ბარი გამოისყიდა.

ერთ დღესაც, უყველაფრო თვალებით და უფერული


გამომეტყველებით მიადგა ანდროს, უსიტყვოდ დაუდო
საბუთები მაგიდაზე და...

ყველაფერი მორჩა.

ვერ იჯერებდა.

ვერც უხაროდა.

სარჩევი
თავი 18 416

ვერაფერს გრძნობდა.

ისეთი სულერთი იყო ეს ადამიანი მისთვის.

ისეთი აღარაფერი.

ისეთი...

საერთოდ არ არსებობდა.

აღარ.

და თვითონ მასზე უარესი იყო.

იცოდა.

ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა და მაინც ჰყოფნიდა


სითავხედე, მას რომ დალოდებოდა.

ვეღარსად პოულობდა.

ბოლო ნახვის შემდეგ ლამის წელიწადი გასულიყო და


გიჟდებოდა, უმისობით რომ აივსო მთელი ქალაქი.

ადგილი აღარ არსებობდა, მის დანახვას სადაც შეძლებდა.

ადგილი აღარ არსებობდა, მის შეგრძნებას სადაც


შეძლებდა.

ადგილი აღარ არსებობდა, მის ყოლას სადაც შეძლებდა.

კივილამდე რომ სტკიოდა უმისობა, ესეც კი სიამოვნებას


ანიჭებდა.

სარჩევი
თავი 18 417

ჯერ კიდევ ჰქონდათ რაღაც საერთო.

ჯერ კიდევ ჰქონდა რაღაც, ირაკლი რასაც აგრძნობინებდა.

ჯერ კიდევ შემორჩენოდა შეგრძნებების აღქმის უნარი და


ამ შეგრძნებებსაც ირაკლი რომ იწვევდა, ისე უხაროდა,
ტკივილიც კი აბედნიერებდა.

აგრძნობინებდა, რომ იყო.

აგრძნობინებდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხლობდა.

აგრძნობინებდა, რომ...

ისე დაეხეტებოდა ქუჩებში, ზუსტად იცოდა, რომ ვერ


შეხვდებოდა და მაინც ყველგან მის მზერას ეძებდა.

ზუსტად იცოდა, ვერ დაინახავდა და მაინც ყველგან მის


სილუეტს ხედავდა.

ზუსტად იცოდა, მის ხმას ვეღარსად გაიგონებდა და


ყველა ხმაურში ირაკლის ხმა ელანდებოდა.

არსად იყო.

აღარსად იყო.

და საერთოდ, იყო?

***

სარჩევი
თავი 18 418

“ჩვენი ბარი “ჩვენი” აღარ არის და მაინც ყველაზე მეტად


იქ ვგრძნობ შენს სიახლოვეს.

ყველაზე მეტად იქაურობა მტკენს და ყველაზე ხშირად


მაინც იქ გელაპარაკები.

ვწვები გულაღმა ცივ იატაკზე, რაიმეს შეგრძნება მაინც


რომ დავიბრუნო და ვსაუბრობ დაუსრულებლად.

არავინ მყავს გვერდით, ვინც მომისმენს.

დედაჩემსაც კი მივწერე, იცი? არ ვიცი, რატომ, უბრალოდ


ავდექი, მივწერე და ყველაფერი მოვუყევი.

ყველაფერი ვუთხარი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,


რომ არავინ მყავს გვერდით, ვისთანაც საუბარი არ
დამჭირდება.

დაბრუნდები?

ვეღარც კი ვტირი, იცი?

მინდა, რომ ვიტირო.

ცრემლებს გავატანო ყველაფერი და დავიცალო.

დავმარხო უშენობა და საკუთარ თავს საკუთარი თავი


გავხადო ორმოცი დღის გასვლის შემდეგ.

არ შემიძლია.

მხოლოდ შენი უშენობა დამრჩა და ვერ ველევი.

სარჩევი
თავი 18 419

დაბრუნდები?

როდის მორჩება ეს ყველაფერი?

არ გამივლის.

არც მინდა, რომ გამიაროს.

დავიღალე.

ტკივილმა კი არა, იმან დამღალა, შენ რომ ვეღარსად


გხედავ და...

აქაც კი ვერ გელაპარაკები.

შენთვის გამოსაგზავნ, მაინც ჩემთან დატოვებულ


წერილებშიც კი ვერ გეუბნები ვერაფერს.

აქაც ეგოისტი ვარ.

აქაც ჩემზე ვსაუბრობ.

აქაც ვერ გიხდი ბოდიშს.

შენ ხომ ისედაც იცი?

გეცოდინება.

ზუსტად ვიცი, რომ იცი.

შენ ჩემზე კარგად იცოდი ყველაფერი.

სარჩევი
თავი 18 420

მაშინაც კი იცოდი, მე რომ წარმოდგენაც არ მქონდა, რაზე


ვიყავი წამსვლელი და...

არ გამაჩერე.

უფლება მომეცი, იქ დავბრუნებულიყავი, საიდანაც


ამომიყვანე. და ესეც მხოლოდ იმიტომ, არ გინდოდა,
საკუთარ თავს რამეში შევწინააღმდეგებოდი.

დაბრუნდები?

ბოლოს რომ წახვედი, მაშინაც ვერ დავიჯერე, რომ ბოლო


იყო.

მაშინაც ვერ დავიჯერე, რომ გრძნობა, ტუჩებზე რაც


დამიტოვე, ბოლო იყო.

მაშინაც ვერ დავიჯერე, რომ შენი შეხება, ასე


მონატრებული და ასეთი ჩემი, ბოლო იყო.

ბოლო იყო ყველაფერი.

და მაინც... დაბრუნდები?”

***

ირაკლის წასვლის შემდეგ ერთი ფოტოგამოფენაც არ


გამოუტოვებია, რომ არ მისულიყო.

ყველგან ეძებდა და მაინც ჰქონდა იმედი, მას თუ ვერა, მის


კვალს მაინც იპოვიდა სადმე.

სარჩევი
თავი 18 421

მნიშვნელობა არ ჰქონდა, რაც უნდა მომხდარიყო,


როგორი ამინდიც უნდა ყოფილიყო, რა საქმეც უნდა
ჰქონოდა, მაინც მიდიოდა გამოფენებზე და ბოლო
სტუმრის წასვლამდე რჩებოდა.

ათვალიერებდა ფოტოებს და გრძნობდა, არც ერთი არ იყო


მისი.

არც ერთი არ იწვევდა იმ ემოციებს.

დაეხეტებოდა უაზროდ და ჩვეულ ამბად გადაქცეულიყო


იმედგაცრუება.

ერთ-ერთი ასეთი გამოფენის დროს გადააწყდა მასაც, ვინც


ეგონა, რომ უკვე აღარასდროს გამოჩნდებოდა.

ჩაეცინა ანდროს დანახვაზე. წლებიც კი ვერ ცვლიდნენ.

ელეგანტურ პიჯაკში გამოწყობილი, მოწესრიგებული


თმითა და წვერით, თავდაჯერებული მზერითა და
გვერდით მდგომი ქალით, ისიც აქსესუარად რომ ექცია.

ქერა იყო, მაღალი, ლამაზი, მიმზიდველი, ზუსტად


ისეთი, როგორიც შეეფერებოდა.

კაცს კი მაშინვე შეეცვალა მზერა აივის დანახვისას. მთელი


საღამო ეძებდა მომენტს, რომ მიახლოებოდა, მაგრამ
გოგონას ისეთი სიცივის კედელი აეშენებინა გარშემო,
ვერაფრით ახერხებდა.

სარჩევი
თავი 18 422

ვერც თავის ახალ სათამაშოს ტოვებდა უყურადღებოდ, და


ბოლოს, უკვე რომ მიდიოდა აივი, მაინც გაიგონა ზურგს
უკან ნაბიჯების ხმა.

– მოიცადე! – და მკლავშიც წაავლო ხელი. – ერთი


წუთით!..

– რა გინდა? – მხოლოდ ზრდილობის გამო ჰკითხა.

– ვი... ნუ მიყურებ ასე.

– ანდრო, პირდაპირ მითხარი, რა გინდა. მივდივარ უკვე.

– იცი, როგორ მომენატრე?

– მე?

– ჰო, შენ!

აღარაფერი უპასუხა, დაკვირვებით შეათვალიერა და


გაეცინა მხოლოდ, მაგრამ მაინც არ მოეშვა კაცი.

– ყველაფერი მაქვს ახლა, რაც მინდოდა. უფრო სწორად,


რაც მეგონა, რომ მინდოდა. წარმატებული ბიზნესი,
წლების განმავლობაში რომ აღარ ემუქრება საფრთხე,
ავტორიტეტი, სანაცნობო წრე, ყველაფერი! გვერდითაც
ისეთი ადამიანი მყავს, საერთოდ არაფერს რომ არ მთხოვს
იმის გარდა, ჩემთან რომ იყოს.

– მაგრამ?..

სარჩევი
თავი 18 423

– მაგრამ არ მიყვარს. შენ მიყვარხარ. ვიცი, გვიან მივხვდი,


მაგრამ მართლა მიყვარხარ, ვი. ვგრძნობ, რომ შეცდომა
დავუშვი. არ უნდა მოვქცეულიყავი ისე. სულ თავიდან. არ
უნდა გამეშვი. არ მაბედნიერებს ის ყველაფერი, რის გამოც
დაგთმე და ახლა ვხვდები, რა ყოფილა სინამდვილეში
მნიშვნელოვანი.

– მერე?

– კიდევ ერთხელ ვცადოთ, გთხოვ. ბოლო შანსი მივცეთ


ჩვენს

სიყვარულს. ხომ ვიცი, რომ არც შენთვის...

– რომელ სიყვარულს? – გააწყვეტინა ღიმილით, –


სიყვარული სულ სხვა რამაა, ანდრო. შენთან რაც
მაკავშირებდა, ეს მხოლოდ ცდუნება იყო და არა
ნამდვილი სიყვარული.

უყურებდა და ვერ ხვდებოდა, როგორ დაეშვა ეს კაცი ამ


დონემდე. ყოველთვის ისეთი ამაყი იყო. გარეგნულად
ახლაც ასე გამოიყურებოდა, თუმცა სინამდვილეში
პატარა, შეშინებულ ბავშვს ჰგავდა და მხოლოდ ღიმილს
ჰგვრიდა აივის მისი ყურება, ოდნავაც კი არ გამოუწვევია
რაიმე სხვა გრძნობა.

– ვი... მიყვარხარ, დამიჯერე! მიყვარხარ და ძალიან


მჭირდები!

სარჩევი
თავი 18 424

– მე – არა, – მხრები აიჩეჩა, – და, სიმართლე გითხრა, არც


მაინტერესებს. კარგად იყავი, ანდრო! – უთხრა სრულიად
გულწრფელად, შემდეგ კი ისე გამოაცალა მკლავი,
შებრუნდა და წავიდა, უკან ერთხელაც არ მიუხედავს.

***

გამთენიისას სპონტანურად რომ წამოდგა საწოლიდან და


ისე ჩაიცვა, ჯერ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რას
აკეთებდა, საკუთარ თავსაც ვერ უტყდებოდა, ირაკლის
სახლში რომ აპირებდა მისვლას.

მათ სახლში.

სახლში, სადაც ყველაზე ბედნიერი იყო და სახლში, სადაც


ყველაზე მეტად ატკინა.

სწორედ იქ დაიწყო მისი ღალატიც და...

იქვე უთხრა სიმართლეც.

იქვე უთხრა ყველაფერი უთქმელად და...

იქვე მოკლა.

ირაკლიც.

საკუთარი თავიც.

მათი სიყვარულიც.

სარჩევი
თავი 18 425

ასე უბრალოდ, ხელის აუკანკალებლად, წარბის


შეუხრელად მოკლა და...

მაინც ვერ შეეგუა.

ლამის ორი წელი ხდებოდა უკვე და საერთოდ გამოელია


ჟანგბადის ის მარაგი, წასვლისას რაც დაუტოვა ირაკლიმ.

მოურიდებელ ბრახუნზე გადავიდა, პირველ


დაკაკუნებაზე კარი რომ არავინ გაუღო და როცა ეგონა,
უკვე სრულიად ურეაქციო იყო, მაინც მოახერხა გაოცება,
ზღურბლს მიღმა ჯერ რომ სრულიად უცნობი კაცი
გამოჩნდა ტრუსის ამარა და შემდეგ შეშინებული გოგოც
აეწება გვერდით.

უკან გაბრუნებაც კი დააპირა, იმდენად არ უნდოდა იმ

ფიქრების დაჯერება, წამიერად, სინათლის სიჩქარით რომ


გაურბინა გონებაში და მაინც...

შეიძლებოდა, ყველაფერი არეოდა, ირაკლის სახლის


მისამართის გარდა.

შეიძლებოდა, ყველაფერი შეშლოდა, მაგრამ არა ეს.

არ ეშლებოდა.

– ვინ ხართ? რა გინდათ?

და მართლაც, ვინ იყო?

სარჩევი
თავი 18 426

რა უნდოდა?

ირაკლი.

სხვა არაფერი.

***

“არ მჯერა.

არ მინდა დაჯერება.

გახსენებაც კი არ შემიძლია.

შეუძლებელი მეგონა, მეტად მტკენოდა.

წერასაც კი ვერ ვახერხებ.

მინდა, სამუდამოდ დავივიწყო.

თითქოს არაფერი მომხდარა.

არსად წავსულვარ.

არაფერი მინახავს.

ვერ დავიჯერებ.

ირაკლი...

ჩვენი სახლი...

სად ხარ?”

სარჩევი
თავი 18 427

***

– გოგონა, რა გნებავთ? – ისე გაუმეორეს შეკითხვა,


თითქოს პირველად დასმული არ გაუგონია, და მაინც ვერ
მოახერხა ხმის ამოღება.

მართლა უნდოდა პასუხის გაცემა, საკუთარ თავს ვერ


იმორჩილებდა უბრალოდ, და ვერც ის გაიაზრა, როგორ
შეაბიჯა სახლში.

მათ სახლში.

ირაკლის სახლში.

სახლში, სადაც აღარაფერი იყო აღარც მათი და აღარც


ირაკლისი.

ფარდები...

მინით შეცვლილ კედელზე მძიმე, მუქი ლურჯი ფარდები


ეკიდა...

– რას აკეთებთ? გოგონა!

უხეშად შეაშვებინა უცნობს მკლავზე შემოხვეული ხელი


და...

ერთიანად ააკანკალა.

ჯერ საერთოდ შეწყვიტა, შემდეგ კი ღრმად დაიწყო


სუნთქვა.

სარჩევი
თავი 18 428

კუნთები დაეჭიმა კანკალისგან.

უჰაერობა დაეწყო ჭარბი ჰაერისგან.

კივილი უნდოდა უუნარობისგან.

ტირილი უნდოდა ტკივილისგან.

ვერაფერი მოახერხა.

მათი სახლის, ირაკლის სახლის, სახლის, სადაც


აღარაფერი იყო აღარც მათი და აღარც ირაკლისი, მთავარი
ოთახის შუაში იყო ჩაკეცილი, მუხლებზე დამხობილი
და...

ხმა დაუბრუნდა.

ისე ამოიხავლა, ამ ხმას ამოაყოლა ყველაფერი.

ისე წასკდა ცრემლები, ამ ცრემლებს გამოაყოლა


ყველაფერი.

ისე ერთიანად ჩამოიშალა, საკუთარ ნაწილებს გააყოლა


ყველაფერი.

და ოდნავაც ვერ იგრძნო შვება.

– ირაკლი... – ამოტირებასავით მოახერხა ერთადერთი


სიტყვის თქმა და იგრძნო, კეფიდან ფეხის თითებამდე
როგორ დაურბინეს ჭიანჭველებმა.

როგორ მოედვნენ მთელ სხეულზე.

სარჩევი
თავი 18 429

როგორ ეკლებივით ესობოდნენ მათი წვრილი ფეხები.

როგორ მწარედ დაძვრებოდნენ მთელ კანზე.

– რა დაგემართათ, ცუდად ხართ? – შორიდან ჩაესმოდა


თავს წამომდგარი კაცის ხმა და შეხედვასაც კი ვერ
ახერხებდა.

ფარდებს ოდნავაც ვერ არხევდა ნიავი.

ისე მძიმედ ეკიდნენ.

ისე ახრჩობდნენ აქაურობას.

ეს სახლი ხომ უკვე მოკლეს და ახლა აივისაც უჭერდნენ


ყელზე არარსებულ ხელებს.

მასაც გუდავდნენ.

– ირაკლი... – კვლავ ვერ მოახერხა სხვა ვერაფრის თქმა.

ფირსაკრავის ადგილას დიდი, ბრტყელი ტელევიზორი


იდგა.

უჩარჩოო ფოტოების ნაცვლად, მოჩუქურთმებულ


ჩარჩოში ჩასმული იაფფასიანი რეპროდუქცია ეკიდა.

წიგნების თაროებზე ყველაფერი იყო, წიგნების გარდა.

პუფებიანი და უავეჯო ოთახის მხრებს დიდი, მძიმე


დივანი აწვებოდა ახლა.

სარჩევი
თავი 18 430

კაკაოსი კი არა, ყავის სურნელი ტრიალებდა მთელ


სახლში.

მათ სახლში.

ირაკლის სახლში.

სახლში აღარაფერი იყო აღარც მათი და აღარც ირაკლისი.

აღარც თვითონ სახლი.

***

“უკვე მესამე დაბადების დღეს ვუხდი მე ჩემს უშენობას.

ისე გავაჩინე, ისე გავზარდე, ერთხელაც არ გინახავს.

და არც ის მეკითხება შენზე არაფერს.

აინტერესებს, მაგრამ ვერ ბედავს.

იცის, რომ შორს ხარ.

იცის, რომ წახვედი.

იცის, რომ შენ გამაჩენინე და...

უყვარხარ.

უკვე მესამე დაბადების დღეს ვუხდი მე ჩემს უშენობას და


ერთხელაც ვერ დავუძახე ჩვენი.

ერთხელაც ვერ მოვუყევი შენზე.

სარჩევი
თავი 18 431

ერთხელაც ვერ ვუთხარი, რომ ყველას ჯობიხარ და...

დაბრუნდები.

ვერ მოვაშორე ამ სიტყვას კითხვის ნიშანი და ვერც ჩემი


უშენობა მოვატყუე.

მგონი, ისედაც ხვდება ყველაფერს.

ისიც იცის, რატომ წახვედი.

ისიც, შენი წასვლის გარეშე რომ ვერ გაჩნდებოდა


თვითონ.

და ისეთი ეგოისტია, როგორც დედისერთა ბავშვებს


ახასიათებთ.

უკვე მესამე დაბადების დღეს ვუხდი მე ჩემს უშენობას და


მის ნაცვლად ტორტზე სანთლების ჩაქრობისას მე
ჩავიფიქრებ შენს დაბრუნებას.

ყველაფერს დავთმობ.

მასაც.

საკუთარ თავსაც.

შენ ვერა.

დაბრუნდები?

აღარაფრის მჯერა უკვე.

სარჩევი
თავი 18 432

ირაკლი...

დაბრუნდები?”

***

– აივი, ასე აღარ შეიძლება უკვე! კიდევ რამდენი წელი


უნდა გავიდეს? ხუთი? ათი?

– არ მაინტერესებს.

– მესმის, რომ ძალიან რთულია და...

– არ მაინტერესებს! – ისეთივე ტონით შეაწყვეტინა და


მართლა არ უნდოდა რაიმეს მოსმენა.

ვერაფერს გაიგებდა ახალს.

ვერავინ ეტყოდა ახალს.

თვითონაც ყველაფერი იცოდა.

იცოდა, რომ უნდა მიეხედა საკუთარი თავისთვის.

იცოდა, რომ უნდა შეჰგუებოდა მომხდარს.

იცოდა, რომ ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო.

იცოდა...

ყველაფერი იცოდა.

და მაინც, არაფერი აინტერესებდა, იმ ერთის გარდა.

სარჩევი
თავი 18 433

***

“ჩვენი სახლი მოგვიკლეს.

ვიცი, რომ პირველმა მე გავწირე და მხოლოდ შემდეგ


მიატოვე შენ.

უკვე სასიკვდილოდ განწირული.

აღარ ეცადე გადარჩენას და ვერც მე მივუსწარი.

ჩვენი სახლი მოგვიკლეს.

წაართვეს ყველაფერი, რაც ჩვენგან ჰქონდა.

დაამახინჯეს.

შეცვალეს.

ახალი ცხოვრება ასწავლეს.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთეს და ისე


აცოცხლებენ.

მკვდარს აიძულებენ მათთან დარჩენას.

ჩვენი სახლი მოგვიკლეს.

და ვერც ერთმა ვერ მოვახერხეთ მისი გადარჩენა.

ისე წახვედი, ისე დაუტოვე სხვებს, ისე ჩააბარე, თითქოს...

ხომ იცოდი, რომ მოკლავდნენ?

სარჩევი
თავი 18 434

იცოდი.

ასე როგორ გაიმეტე?

შენ ხომ ჩემზე ბევრად უკეთესი ხარ, ირაკლი...

ასე როგორ გაიმეტე?

სად ხარ?

ჩვენი სახლი მოგვიკლეს!!!

ახლა მაინც სად ხარ?

დაბრუნდი!”

***

– საერთოდ არსად ჩანს მისი კვალი. ყველაფერი


გადავამოწმე, რისი გადამოწმებაც შეიძლებოდა. არსადაა.
არც ერთ საიტზე, არც ერთ ჟურნალში, არც ერთ
გამოცემაში, არსად ფიქსირდება, – მხოლოდ მეგობრებთან
შეხვედრა აიძულებდა აივის ცხოვრებაში დაბრუნებას,
მაგრამ ამ შეხვედრებზეც კი ვერაფერს ისმენდა ახალს.

– ანუკი, ნუღა უმატებ! – თვალები გადაუბრიალა თიკამ.

– ფოტოგრაფების წრეშიც არავინ არაფერი იცის მის


შესახებ, – აჰყვა ნუციც.

სარჩევი
თავი 18 435

– არ მაინტერესებს, გეყოფათ! – ნერვებმოშლილი წამოდგა


ფეხზე. უკვე მერამდენედ ისმენდა ერთსა და იმავეს.
დაიღალა. მართლა ძალიან დაიღალა.

– ვი, მეოთხე წელია, რაც ასე ხარ. არ შეიძლება! მართლა არ


შეიძლება. საკუთარ თავზე თუ არა, იმ ხალხზე მაინც
იფიქრე, ვისაც...

– თავიდან არ დამიწყოთ... – თვალები აატრიალა


მობეზრებულმა, უკვე ზეპირად ნასწავლი მონოლოგის
გამეორებას რომ უპირებდნენ ისევ.

მართლები იყვნენ.

მართლა აღარ შეიძლებოდა ასე.

მასზე უკეთ სხვამ არავინ იცოდა ეს.

ოთხი წელია, ელოდა ადამიანს, რომლის კვალიც აღარსად


ჩანდა.

და საერთოდ არაფერი უნდოდა ქვეყნად, თუნდაც


მხოლოდ ერთხელ დაენახა.

– მოკვდები მასე!

– და ახლა ცოცხალი ვარ? – ისე გაუღიმა, ვეღარც ერთმა


ვერ მოახერხა პასუხის გაცემა.

აღარც თვითონ ჰქონდა სათქმელი რამე.

სარჩევი
თავი 18 436

დასასრულს მიუახლოვდა.

და არავინ იცოდა, როგორი იქნებოდა ეს დასასრული.

არც თვითონ.

არც ის იცოდა, თუ გადარჩებოდა საბოლოოდ.

ან, თუ ექნებოდა ამ გადარჩენას აზრი...

***

“მეუბნებიან, რომ აღარ მოხვალ.

მეუბნებიან, რომ მორჩა.

დამთავრდა.

დამივიწყე.

დაივიწყე.

მეუბნებიან, რომ...

ბევრ რამეს მეუბნებიან.

არ მჯერა.

არ ვიჯერებ.

არ ვიცი, მოხვალ თუ არა, მაგრამ ვგრძნობ, არ


დამთავრებულა.

სარჩევი
თავი 18 437

შეუძლებელია.

ვერ მორჩებოდა ეს ყველაფერი.

როგორ ვიცოცხლო?

არ გამომივა, ირაკლი, ხომ იცი...

თავიდანვე იცოდი.

გთხოვ...

არასდროს გიკითხავს, რას ნიშნავდა ჩემი სახელი.

არასდროს გვისაუბრია ამაზე და არც მე მომიყოლია


არაფერი დედაჩემზე იმის გარდა, რომ საყვარელთან
ერთად გაიქცა.

არც ახლა მესმის მისი.

და არც ის მესმოდა არასდროს, რატომ დამარქვა იმ


მცენარის სახელი, კლდის პირას, მარტოდმარტო რომ
იზრდება და ადამიანი თუ მიუახლოვდება, ჯერ წამლავს,
შემდეგ კი კლავს.

ყოველთვის ამბობდი, რომ არაფერი ხდება შემთხვევით


და, როგორც ჩანს, არც ეს ყოფილა შემთხვევითობა.

როგორ მინდა დავიჯერო, რომ გადარჩი.

რომ ვერ მოგერია ჩემი შხამი.

სარჩევი
თავი 18 438

რომ მომწამლავი კი არა, ის გამოვდექი, ყვავილებს


რომელიც იკეთებს.

რომ შენ მიპოვე ასეთი.

რომ...

სიტყვებიც კი გამირბიან.

იცი, როგორ მენატრები?

ვიცი, რომ იცი.

ისიც ვიცი, როგორი წარმოუდგენელია პატიება, მაგრამ...

ირაკლი...

ხომ შეიძლება, უბრალოდ, გვიყვარდეს?

გვიყვარდეს და არაფერი მეტი არ გვადარდებდეს .

გვიყვარდეს ისე, ყველაფერი რომ დავივიწყოთ,


ერთმანეთის გარდა, როცა მივხვდებით, უერთმანეთოდ
ვერ ვძლებთ და...

შენ ისევ მომიტანო შენი კაკაო.

რძით ან მის გარეშე.

სულერთია.

ხომ შეიძლება, უბრალოდ, გვიყვარდეს?

სარჩევი
თავი 18 439

სხვას ვეღარაფერს ვგრძნობ ამის გარდა.

არც მეგონა, ასე თუ შემეძლო.

მხოლოდ მიყვარხარ.

ვიცი, რომ შენც.

დაბრუნდი. გთხოვ. კაკაოთი ხელში”.

***

მოულოდნელად იგრძნო არსაიდან მოსული სურვილი


და მისი სიძლიერისგან ვეღარაფრით გაჩერდა ერთ
ადგილზე.

ვერც კი იაზრებდა, რატომ, მაგრამ ყველა წერილი


ერთიანად მოხიკა და მანამ ვერ დაწყნარდა, სანამ ბარში არ
მივიდა.

ისე იქცეოდა, საკუთარ თავს აღარ ჰგავდა.

აღარც ეკუთვნოდა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თითქოს ახლა


ამოყვინთა წყლიდან და...

სწრაფადვე ჩამოხსნა ის ნახატი, რომლითაც კედელში


გაკეთებულ პატარა გამოქვაბულს და შიგნით
მოთავსებულ გედებს მალავდნენ. ისევ აქ იჯდა ორივე.

სარჩევი
თავი 18 440

წლებია, ხელი არ დაუკარებია და ახლა, ისე შეჰყურებდა


ქაღალდის ფიგურებს,

ვერ იჯერებდა, მის ცხოვრებაში მართლა რომ იყო ის


პერიოდი.

ბედნიერი და მშვიდი.

მათთან დატოვა წერილებიც. უკლებლივ ყველა.

მაინც ვერ ამოისუნთქა.

უკვე შეეჩვია კიდეც ასე ყოფნას.

საშუალოობას.

იმას მიეჩვია, მთელი ცხოვრება რასაც უფრთხოდა


ყველაზე მეტად და ახლა უკვე აღარც აწუხებდა.

გრძნობდა, რომ ზღვარზე იყო.

აღარ შეეძლო მეტი.

საკუთარი თავი თუ არა, ირაკლი მაინც უნდა


შეებრალებინა და გაეშვა.

არ უნდა დაეტანჯა ასე.

სჯეროდა, რომ მასზეც მოქმედებდა ეს ყველაფერი.

უნდა გაეშვა.

ისიც და მასთან დაკავშირებული ყველაფერიც.

სარჩევი
თავი 18 441

უნდა დაესრულებინა.

სხვა გზა უკვე აღარ ჰქონდა.

მაგრამ უნდა დაესრულებინა ისე, რომ უკანასკნელად


მაინც ეცადა.

ერთხელ მაინც უნდა ყოფილიყო საკუთარ თავთან


ბოლომდე მართალი...

***

მანამ გამოაქვეყნა განცხადება გამოფენის შესახებ, სანამ


გადაიფიქრებდა.

შემდეგ, მეორე განცხადებაც მიუდო გვერდით, ბარის


გაყიდვის თაობაზე.

ზუსტად ამ ადგილას ჩაატარებდა გამოფენას, სანამ


საბოლოოდ დაემშვიდობებოდა.

ზუსტად იქ, სადაც პირველად ნახა ირაკლი.

საბოლოოდ გამოფენდა საკუთარ ნახატებს და მერე


თუნდაც წყალსაც წაეღო ყველაფერი, აღარ ადარდებდა.

უნდა ენახა.

როგორმე უნდა ენახა.

შორიდან მაინც უნდა დაენახა.

სარჩევი
თავი 18 442

სხვანაირად არ შეეძლო.

აღარ შეეძლო.

მორჩა.

დაასრულა.

თვითონვე დასრულდა.

მაგრამ სუნთქვას მანამ ვერ შეწყვეტდა, სანამ საბოლოოდ


არ ნახავდა.

რამდენიმე დღეში მოაგვარა ყველაფერი.

გიჟივით მუშაობდა.

კლიენტების ზარებს დაზეპირებულივით პასუხობდა,


რომ 18 ოქტომბრამდე არაფრის დიდებით არ გაყიდდა
ბარს და თან ყველაფერს აკეთებდა, სწორედ 18
ოქტომბრამდე რომ მოესწრო გამოფენისთვის მომზადება.

ვერავინ ხსნიდა, რატომ აირჩია მაინცდამაინც ის დღე,


როცა ყველაფერი შეიცვალა.

ვერც მის ასეთ გამოცოცხლებას და მონდომებას ხსნიდნენ.

საკუთარი ხელით გააკეთა ყველაფერი.

საკუთარი ხელით მოაწყო ბარი საგამოფენო სივრცედ.

სარჩევი
თავი 18 443

საკუთარი ხელით შეურჩია ნახატებს ადგილები და


თვითონვე მოაწესრიგა განლაგება.

ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო.

ზუსტად ისე, როგორც დასასრულს შეეფერებოდა.

გამოფენის წინადღეს მაინც ვერ გაბედა ბარში მისვლა.

დატოვა მარტო იქაურობა, ნახატები, გედები და


წერილები.

წერილები ირაკლისთვის.

წერილები ირაკლიზე.

წერილები, წლების განმავლობაში რომელსაც წერდა და...

ბოლოს მაინც საწყის წერტილთან დააბრუნა.

დასასრული თუ გარდაუვალი იყო, ყველაფერი სწორედ


იქ უნდა დასრულებულიყო, სადაც დაიწყო...

***

ვერავის გარჩევას ვერ ახერხებდა ხალხის მასაში.

არც ელოდა ამდენ სტუმარს.

მოვიდა ყველა, ვისაც იცნობდა და არ იცნობდა.

ყველა, ვისაც აინტერესებდა და არ აინტერესებდა.

სარჩევი
თავი 18 444

ყველა, მაგრამ არა ის, ვისაც ყველაზე მეტად ელოდა.

იცოდა, სისულელე იყო.

იცოდა, მაინც არ გამოვიდოდა.

იცოდა, საკუთარ ფანტაზიებს რომ აჰყვა.

იცოდა...

ყველაფერი იცოდა.

პირველი მომენტიდანვე.

კვლავ ვერ ახერხებდა სუნთქვას.

კვლავ ვერ ახერხებდა საკუთარი თავის საკუთარ თავში


ჩატევას.

კვლავ ვერ ახერხებდა ფიქრს ისე, მასთან რომ არ


მისულიყო საბოლოოდ.

ის კი არ მიდიოდა.

სიმწრით გაეცინა, ხალხმა ნელ-ნელა წასვლა რომ დაიწყო.

რას ელოდა?

რა ეგონა?

მორჩა.

შეუმჩნევლად გაეცალა ყველას.

სარჩევი
თავი 18 445

აღარავის დანახვა არ უნდოდა ახლა.

ვერც აქამდე ხედავდა, მაგრამ ახლა მათ გვერდით ყოფნაც


კი აუტანლად უჭირდა და ვერც მაშინ იპოვა სიმშვიდე,
მათ ჩვეულ კუთხეში რომ მიიყუჟა.

ზუსტად იმ ნახატთან, ირაკლის რაც გაუგზავნა


პირველად.

არაფრით არ დაავიწყდება ის შეგრძნება.

სწორედ მაშინ ააღებინა ირაკლიმ წლების შემდეგ ფუნჯი

ხელში და...

ფაქტობრივად, ამ ნახატით დაიწყო მათი ურთიერთობის


ახალი ეტაპიც.

როგორ ბრაზობდა მაშინ, აივი რომ არ მივიდა.

ახლა კი...

მოულოდნელად უცნაურმა შეგრძნებამ მოიცვა.

წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ


ჯერ ადგილზე გაიყინა, შემდეგ გული აუჩქარდა და
სუნთქვა გაუხშირდა, თვალებიც კი დახუჭა
აკანკალებულმა და ლოცულობდა, კიდევ ცოტა ხანს მაინც
გაგრძელებულიყო ეს ჰალუცინაცია.

ნათლად გრძნობდა მის სურნელს.

სარჩევი
თავი 18 446

ასე მონატრებულს...

ასე ნაცნობს...

ათას კაცში გამოარჩევდა მისი ნაბიჯების ხმას.

ათას კაცში გამოარჩევდა მის მზერას, მაშინვე ზურგს რომ


უწვავდა ხოლმე და...

ახლაც ზუსტად ისეთივე სიმხურვალე იგრძნო.

მუშტებად შეეკრა დაცვარული ხელები, ვეღარაფრით


ახერხებდა ფეხზე დგომას, ისე აკანკალებდა, ყველაფერი
სტკიოდა უკვე და მაინც ვერ ბედავდა თვალების გახელას.

არ ემეტებოდა ეს ყველაფერი გასაქრობად.

ვეღარ გადაიტანდა.

მეტს ვეღარ გაუძლებდა.

პირით ჩაისუნთქა ჰაერი და, წლების შემდეგ, პირველად


იგრძნო, ბოლომდე რომ შეევსო ფილტვები.

ვეღარც ცრემლების შეკავება მოახერხა.

ისე ახლოს იყო ეს სურნელი...

თითქოს შეეძლო, შეხებოდა.

თითქოს...

სარჩევი
თავი 18 447

მაინც გაბედა თვალების გახელა და კიდევ უფრო მეტად


აუვარდა ტირილი.

სახეზე აიფარა ხელები, თუმცა მზერის მოშორებას


ვეღარაფრით ახერხებდა.

ვერც ნაბიჯის გადადგმა გაბედა.

სუნთქავდა.

ბოლომდე სუნთქავდა.

ხედავდა.

გრძნობდა.

მაინც ვერ იჯერებდა...

გაუღიმა.

ზუსტად ისე, ასე ძალიან რომ უყვარდა.

კვლავ გაუჩნდა ლოყებზე ფოსოები.

არ ახსოვდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ზუსტად ასე


გამოიყურებოდა მაშინაც, პირველად რომ ნახა აქ.

ტუჩებზე აიფარა ხელები, ხმამაღლა რომ არ


აღრიალებულიყო.

ისეთი იყო...

ისეთი მისი...

სარჩევი
თავი 18 448

შეეშინდა.

საშინლად შეეშინდა, რომ გაქრებოდა.

ხელს შეახებდა თუ არა, მაშინვე აორთქლდებოდა.

კიდევ ერთხელ გაუღიმა.

აღარც წვერი ჰქონდა მოზრდილი.

არც თმა აჩეჩილი.

არც თვალები ჩაწითლებული.

უყურებდა და ყოველგვარი ალკოჰოლის გარეშე,


ბუნებრივად უბრჭყვიალებდა თვალები.

უპეებთანაც გასჩენოდა პატარა ხაზები.

მესამედაც გაუღიმა და ვერც კი მიხვდა აივი, როგორ ვერ


მოახერხა აქამდე ამის შემჩნევა, მაგრამ ახლა აშკარად
ხედავდა ჭიქებს მის ხელებში.

ცხელი, ნაცნობარომატიანი სასმლით სავსე ორ


მოზრდილ, სხვადასხვანახატიან ჭიქას.

და ზუსტად მაშინ, ერთ-ერთი რომ გაუწოდა იმან, ამდენი


წლის განმავლობაში ვისაც ელოდა და სჯეროდა,
აუცილებლად რომ დაბრუნდებოდა საბოლოოდ, ვერც
მიხვდა, ისე აღმოხდა:

– ირაკლი...

სარჩევი
თავი 18 449

– შენი კაკაო მოგიტანე, ვი. რძით, მაგრამ სინამდვილეში


რძის გარეშე...

სარჩევი
სქოლიო 450

სქოლიო

• COPY
• SHARE
• NOTE

სარჩევი

You might also like