You are on page 1of 170

13 თვე

თეკლა იორდანიშვილი
თავი 1

კერესელიძე ანი რომ გავიცანი, 7 წლის ვიყავი. ანი 9-ის იყო. მას მერე ვმეგობრობთ. ანის
მეჯვარე ვარ ორივე ქორწინებისას. ზუსტად ვიცი, მესამეჯერ თუ გათხოვდა, უჩემობას
ვერ აიტანს. რაც საკუთარი თავი მახსოვს იმ დროიდან მახსოვს ანიც. ჩემი ყველაზე
უღალატო მეგობარია. როცა ყველაზე მეტად მიხაროდა, ჩემთან იყო და მივხვდი,
გასაჭირშიც არასოდეს დამტოვებდა.


ანი ბავშვობიდან ხატავს. ბოლო დროს დიზაინერობა დაიწყო (ისევე როგორც ნახევარმა
თბილისმა ამ უახლოეს წარსულში :)) მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ
შევთანხმდით იმ ფერთა გამაზე, რასაც ის კოსტუმებისთვის იყენებს, მგონია, რომ
ძალიან დიდი მომავალი აქვს. ჩემი მშობლები საზღვარგარეთ რომ წავიდნენ, მას მერე
კიდევ მეტად დავახლოვდით.


ეს ბოლო პერიოდია, კუს ტბაზე ავიტეხე ვარჯიში. ანის ძალიან ეზარება, მაგრამ არ
მაწყენინა და „ძალით ამყვა“, ამიტომ კვირაში 2-ჯერ სავარჯიშოდ თითქმის ძალით
მივათრევ.


იმ საღამოს განსაკუთრებულად ციოდა. ზამთრის სუსხმა თავისი გააკეთა – სარბენ


ბილიკზე ოთხად ოთხი ადამიანი დავლანდე. ისიც ძალიან შორს. სამი წრის მერე
გავიყინე. წვიმაც დაიწყო. ანი არსად ჩანდა. კუთხის კაფესთან გავჩერდი და
გლინტვეინი შევუკვეთე. ღრმა ნაფაზი დავარტყი და ფეხები სკამზე შემოვალაგე.
მიყვარს სუფთა ჰაერზე განმარტოება. წვიმაც მიყვარს. წვიმისგან დასველებული მიწის
სუნიც.


-გონდოლით მოცურავ კუსტბაზე? – ვკითხე სიცილით ანის


-ნახევარი საათია მანქანას ვერ ვაყენებ – მესმის წუწუნის ხმა ტელეფონში


-კარგად ვარჯიშობ, ვერაფერს იტყვი! – დამცინავი ტემბრი შეემატა ჩემს ხმას


-უკვე ივარჯიშე? – გაოცდა ის


-მაპატიე, რომ გელოდები 1 საათია – აღშფოთება ვერ დავმალე მე


-გაგყინე, ხო? – გუდაურის ტანსაცმელში გამოწყობილი, ქოშინით მომიახლოვდა ანი,


ჩანთა სკამზე ჩამოდო და ჩემი გლინტვეინი მოსვა.


-დაახლოებით.


-ვერ გამოვეტიე სახლიდან. ლადო იყო მოსული.


-აუფ! – სახე მომერყა მე



-ხო.


-სიგარეტი გინდა? – ვკითხე ღიმილით


-მოსაწევსაც მოვწევდი ისე მომიშალა ნერვები.


ორივეს გაგვეცინა.


-რა უნდოდა?!


-შერიგება!


-წარმომიდგენია, როგორ გაგახარა! – ისტერიულად გამეცინა მე


-არადა, რა ბედნიერად ვთხოვდებოდი – სიცილით დაიწყო მან.


-შენი მეორედ გათხოვება ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო – ირონიულად


დავეთანხმე მე.


-საერთოდ ვინ მოიგონა ეს გათხოვება? რა იდიოტობაა არ მესმის.


-სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სხვანაირად (ერთეული ხალხის


გარდა) ბავშვს ვერ გააჩენ. ბავშვი კი ყველას უნდა ჰყავდეს.


-შვილი მაინც გამეჩინა – ამოიოხრა მან


-ყველაფერი წინ გაქვს, მოსავლელად ორი კატაც გეყოფა.


-მეზარება ვარჯიში – მითხრა შეპარვით


-აუტანელი ხარ! ერთ წრეზე მაინც წადი, მიდი! იქნებ შენი ოცნების მამაკაცი აქ მაინც
შეგხვდეს – გამეცინა მე


-ძალიან მეზარება – სახეზე ხელები აიფარა მან


-მაინც წახვალ ერთ წრეზე! – თითქმის ვუბრძანე მას და სკამიდან ძალით ავაგდე.


-რა გვეშველებოდა ქართველებს ეს კუსტბა რომ არ გვქონდეს?! – ამოიოხრა ანიმ და ენა


გამომიყო


-მიდი, მიდი ბევრს ნუ ლაპარაკობ!


-მაშინ დღეს ჩემთან რჩები! თუ კი-ვივარჯიშებ. თუ არა და – არა!


-არაფერი გეშველება – დანანებით გადავაქნიე თავი და მასთან დარჩენას შევპირდი.


“საბედისწერო ტელეფონი”

იმ ღამით ტელეფონი ანისთან დამრჩა, თავი რატომ არ მრჩება სადმე, არ ვიცი.
სახლიდან დავურეკე და სადმე შეგხვდები, მომაწოდეთქო ვუთხარი.


-გამოვედი უკვე, ნი და გზად სადმე რომ დაგიტოვო?


-მაინც, სად? – ვეკითხები ბუზღუნით


-აი, მესამე ხეზე რომ ჩამოვკიდო, რუსთაველის გამზირზე? – გადაიკისკისა ანიმ


-რა კარგია, რომ ხუმრობის ხასიათზე ხარ დილიდან – ვუთხარი მთქნარებით.


-კაი, სადმე დაგიტოვებ, ნუ!


-ხოდა სად, შვილო, სად? – აღვშფოთდი მე


-აი, ვთქვათ რედისონში, ადმინისტრაციაში მივალ და დაგიტოვებ, აქვე ვარ.


-ოოო, მანდ რა მოვა! – ფანჯარაში გავიხედე მე და წვიმის დანახვაზე სახე მომერყა


-მაშინ იყავი სახლში შუადღემდე და რეპეტიციაზე მოგიტან!


-ვიკომ რომ დარეკოს? – კიდევ ერთხელ გავხედე წვიმას და დავიჯღანე მე


-მაშინ ჩაიცვი, გელოვანო და მოდი რედისონში! – მიბრძანა ანიმ


-სხვა გზა არც დამიტოვე და.. კარგი – ვუთხარი ორაზროვნად და გავთიშე.


მესიკვდილებოდა ზემელზე ასვლა ამ სიცივეში, მაგრამ ნუ, არ გამოვიდოდა ჩემი


უტელეფონობა. ვიკო აუცილებლად დარეკავდა და გადავირეოდი, რომ არ მეპასუხა.
ამიტომ, ბევრი აღარ მიფიქრია, უცბად ჩავიცვი ჯინსი, საწვიმარი და სახლიდან
გამოვედი.

“ნინა გელოვანი”

ნინა მეორედ ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე ვნახე. იმ დღეს მე ძალიან მეზარებოდა
ქორწილიდან რესტორანში მისვლა, მარა იმდენჯერ დამირეკეს ბიჭებმა, მივედი!
მაგიდას მივუახლოვდი და ის იყო, ხალხს უნდა მივსალმებოდი, რომ დავმუნჯდი –
ჩემს პირდაპირ, მაგიდის ბოლოში ნინა იჯდა, გელოვანი.


ეგრევე უკან გადავახვიე კადრი და კიდევ ერთხელ გამიხარდა, რესტორანში შესვლამდე


სუნამო რომ დავისხი, ქორწილიდან არცთუ ისე გადალეწილი რომ გამოვედი და ის,
რომ პლასტიკურ ბარათზე ერთი-ორი ერთეული მეგულებოდა სამი ნულით.


ბიჭი ყოველთვის ხვდება რა შანსი აქვს ქალთან. უკვე გამომუშავებული მაქვს, ერთი
მზერით ვხვდები.მანერით, ჟესტით, ქცევით. ნინასთან შანსი დიდი მქონდა. ამას
ადასტურებდა მისი ღიმილი ჩემს ყველა ხუმრობაზე. მე მსგავსი თავისუფალი და ლაღი
გოგო არც მყავდა ნანახი.ძალიან უშუალო იყო ურთიერთობაში და ძალიან მაგრად
ცეკვავდა, ისეთი თავისუფალი იყო, რომ არ მცოდნოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ
თბილისელი იყო.


-ძალიან მაგარი გოგო რომ ხარ, იცი? – გამიღიმა ცეკვის დროს უცნობმა


-მადლობა – მთვრალი მზერა ვესროლე მის გარუჯულ სახეს


-მართლა, თბილისელი ხარ?


პირველად ვხედავ ადამიანს რომელიც გამარჯობის მერე მსგავს კითხვას მისვამს…


-ვაიმე, ვერაა ეს ბიჭი კარგად, ვინმემ მოხედეთ – სუფრაზე ჩემს მეგობრებს გავძახე
სიცილით.


უცნობს გაეღიმა.


-ისეთი მაგარი გოგოხარ, თბილისელი არც მგონიხართქო, მინდოდა მეთქვა –


განმიმარტა მან


-შენთვის, თუ გინდა, იტალიელი ვიქნები, არაა პრობლემა – გავიღიმე ორაზროვნად


-ასეთი თავისუფალი გოგო არც მინახავს ცხოვრებაში


-და დატყვევებულ გოგოებს სად ნახულობ 21 საუკუნეში? – გულწრფელად ვიკითხე


მე.


უცნობი ისევ გაწითლდა სიცილისგან.


-რა დასანანია, – გავაგრძელე მშვიდად – არადა ვიზუალურად არ გეტყობა რომ


აფრენ.


-აი, ხომ გეუბნები, შენნაირი გოგოები არ არსებობენთქო? – თვალი ჩამიკრა მან


-ერთადერთი ვარ და ისიც შენ გეცეკვები, მიდი, ჩაიფიქრე რამე – ისევ ყურებამდე
გამეხა ღიმილი.


-წამო, სადმე ყავა დავლიოთ – უცბად მომიჭრა მან


-მე უცნობებს არ დავყვები ყავის დასალევად – თავი დავიფასე მე


-ვიკო, (ლევან) ცივაძე, ერთი თბილისელი ბიჭი ვარ, 29 წლის – გამიღიმა მან – ხომ
გამიცანი? ახლა წავედით!


-გადასარევად ხუმრობ – მის სითამამეზე ინსტინქტურად გამეცინა


-თან, მე შენ კაი ხანია გიცნობ – ასევე მშვიდად მომიჭრა მან.


-ოხ, საიდან? – სერიოზულად დავინტერესდი


-1 წლის წინ მყავხარ ნანახი ბუკიას ბაღში!


-ძნელი ყოფილა ვარსკვლავობა – ისევ გამეცინა მე


-არ გჯერა? ძალიან კარგად მახსოვს, ანისთან ერთად იყავი, კერესელიძესთან


-ანისთან ერთად ვიქნებოდი, ჩემი ბავშვობის მეგობარია, მაგრამ მე საერთოდ არ


მახსოვხარ.


-არ გახსოვარ? – გაოცდა ის – ნუ, გადავიტან მაგ ფაქტს როგორმე


ორივეს სიცილი აგვიტყდა


-ცივაძე ხომ? – გონება დავძაბე მე – რატი ცივაძის რა ხარ?


-ძმა – იყო უცნობის პასუხი.


ემოციისგან გამოვფხიზლდი.


-რაა?- არ დავიჯერე მე – ღმერთო, სადა ხარ? – რესტორნის ჭერს ავხედე და სიცილი


ამიტყდა – ლიკას და გიორგის შვილი ხარ?


-საიდან იცნობ ჩემებს? – გამოშტერდა ის


-გიორგი და მამაჩემი კურსელები არიან, ოჯახებით ვახლობლობთ, ჰელოუ! – გიჟივით


გამეცინა ისევ – და კავსაძეზე, სხვათაშორის შენ სახლში წრეში – ბურთი მაქვს
ნათამაშები, რატის დაბადების დღეზე.

-როდის? – გაოცდა ის – კი მარა, მე სად ვიყავი?


-შენ? – ჩავეკითხე მას – შენ მაშინ თაფლობის თვე გქონდა


-აჰაჰა – სიმწრის სიცილს უფრო ჰგავდა უცნობის სიცილი.


-დიახ! – ვთქვი ამაყად მე


-რა პატარაა ეს თბილისი – სიგარეტს ღიმილით მოუკიდა მან. თქმით კი, მეტი
აღარაფერი უთქვამს.


-თბილისი კი, ნამდვილად პატარაა – თავი დავუქნიე და ღრმა ნაფაზი დავარტყი.


– ჰა, დავლიოთ ყავა?


ალბათ ამ ტექსტზე ავვარდი: ) ან უბრალოდ ნასვამზე ავვარდი, ან ძალიან რომ


მომეწონდა მაგიტომ, სხვა შემთხვევაში ხომ არ წავყვებოდი გაცნობიდან 15 წუთში ბიჭს
ყავაზე. მაგრამ წავედი! ხომ დაუჯერებელია?! ხოდა დაიჯერეთ, ავდექი და წავედი!


-კაი, დავლიოთ ყავა – გავუღიმე მას და ჩანთა ავიღე.


-სად წავიდეთ? – მკითხა მან მას მერე რაც მანქანაში ჩავჯექით


-სადმე – მხრები ავიჩეჩე.


უცნობმა გამიცინა და მანქანა დაძრა.


-შეყვარებული გყავს? – მკითხა პატარა პაუზის მერე


-როგორ გგონია? – მეღიმება მე


-არ ვიცი – მიღიმის ისიც


-მაშინ არ გეტყვი! – ენა გამოვუყავი მას (ღმერთო, როგორ ვიქცევი!)


-მითხარი – ჩამაცივდა ის


-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?! – მოგონილი გაოცებით ვიკითხე მე


-უბრალოდ მაინტერესებს – ეღიმება მას


-„უბრალოდ“ არაფერი ხდება – გამეღიმა მე


-სპეციალობით ვინ

ხარ ? – მეკითხება ის


-ნათელმხილველი – ყურებამდე მეხევა სიცილი მე



უცნობი გადაყირავდა სიცილისგან


-მაშინ მიმკითხავე მომავალი – მთხოვს ის


-დამსახურება უნდა მაგას – თავი დავიფასე მე


-გადავიხდი, დეიდა, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე – ისევ მთხოვს ის


-მოვიფიქრებ – გამეცინა მე


-მართლა, პროფესიით რა ხარ, მითხარი!


-მსახიობი ვარ – დავსერიოზულდი მე


-აუ, მეთქი საიდან მეცნობი – სახე გაუბრწყინდა მას


-სარეკლამო ვიდეო რგოლში ხარ გადაღებული – გაიხსენა მან


-რგოლებში – შევუსწორე მე


-ხახახა- ძალიანაც არ აგივარდეს თავში – მითხრა მან


-გუშინ არ დავბადებულვარ, რამენაირად! – გავაგრძელე გრაციოზულად – შენ რას


საქმიანობ?


-მე ბანკში ვმუშაობ – მითხრა მან


-რას აკეთებ? – დავინტერესდი მე და სიგარეტს მოვუკიდე


-ბანკის დაცვაში ვარ – იყო პასუხი.


სიგარეტის კვამლი გადამცდა და ხველა ამიტყდა.


ო, ღმერთო! რატომ! ღმერთივით ბიჭი და რაღა დაცვაში! – გავიფიქრე ჩემთვის


-რომელ ყავას დალევ ?- მკითხა მან და ღია კაფესთან გააჩერა.


უხერხულად შევიშმუშნე. დაცვის ბიჭს რამე იაფიანი უნდა შევუკვეთო, მე რომ


გადავიხადო შერცხვება,


არადა…. რატომ, რატოომ!!!! – საკუთარ თავს ვეჩხუბები შინაგანად


-ამერიკანოს – ვთქვი ბოლოს (ჰაჰა, 3 ლარის თემაა – გავიფიქრე ჩემთვის).


უცნობმა გამიღიმა და მანქანიდან გადავიდა.


დაცვის ბიჭისთვის ახალი BMw ცოტა მეუცნაურა. ასევე მეუცნაურა ძვირფასი


პარფიუმის არომატი.

რა-რა და, პარფიუმსა და ბრენდებში გადასარევად ვერკვევი. არაფერი არაა იმაზე
ცუდი, როგორც დაბალი ხარისხის სუნამო. ლევანს კი აშკარად კარგი რაღაც ასხია,
მგონი სულაც დიორია, კი, ზუსტად ეგაა – HOMME და თქვენ წარმოიდგინეთ
ტუალეტის წყალი კი არა, არც მეტი-არც ნაკლები, პარფიუმი!!!


-წესით, გემრიელი უნდა იყოს – ყავა გამომიწოდა მან


-გემრიელია – ვთქვი მე ყავა მოვსვი თუ არა – ძალიან დიდი მადლობა! – შემეცოდა მისი
ბიუჯეტი.ალბათ მაქსიმუმ 500 ლარი აქვს ხელფასი – ვფიქრობ ჩემთვის და სახეს
საცოდავად ვჭმუხნი, რა გაუჭირდათ ცივაძეებს ასეთი, დაცვაში რომ ამუშავებენ
შვილს.


-მიხარია, თუ მოგწონს – ხომ არ გვეჭამა?!


-უი, არა – ისტერიულად დავიკივლე მე


-რატომ? – ჩემი ისტერიით ცოტა გაოცდა ის


-არ მშია- მხრები ავიჩეჩე – ძალიან დავიღალე და სიმართლე გითხრა, სახლში თუ


დამტოვებ, ძალიან გამიხარდება – ბენზინი გაქვს? – ვიკითხე ფრთხილად


-ბატონო ?- ვერ გაიგო მან


-ბენზინი თუ გაქვს – სიცილით გავიმეორე მე


-რა კითხვაა, რა იყო, ქობულეთში ხომ არ უნდა დაგტოვო?! – სიცილი აუტყდა მას


-ბობოყვათში! – სერიოზული სახე მივიღე მე, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და ისტერიული
სიცილი ამიტყდა მეც


-ხომ ხარ ღირსი, მართლა წაგიყვანო და იქ ჩამოგსვა? – თავი კმაყოფილად დამიქნია


მან


-პლეხანოვზე თუ შეიძლება – ვთქვი გრაციოზულად


-კარგი, არის! – გაიღიმა მან და ელბაქიძეზე ჩაუხვია.


სახლში გაღიმებული ავედი. ღამითაც გაღიმებულს მეძინა!



“კატებიანი სახლი”

ანი ატენზე ცხოვრობს, ქონგურებიან სახლში. ბავშვობის მოგონებებიდან მხოლოდ ეს
სახლი მახსოვს, ვეებერთელა, სვეტებიანი სახლი. რაღაცით ცოტა ოპერის ფოიეს რომ
ჰგავდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენებოდა. ანის ბაბუა, აკადემიკოსი ზურაბ
კერესელიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო მუშაკი იყო. მახსოვს,
საღამოობით მე და ანის როგორ გვასწავლიდა ზურა ბაბუა ჭადრაკს, როგორ
გვიყვებოდა საქართველოს ისტორიას. მახსოვს, რომ ადუღებდნენ ძველი სამოვარით
ჩაის და როგორ აცხობდნენ ტკბილ ქადებს. თუ კარგად მოვიქცეოდით, ფრჩხილებზე
ლაქსაც გვისმევდა ანის მამიდა, ანა კერესელიძე, რომელმაც, საუბედუროდ, ოჯახის
წევრებისგან განსხვავებით, მხოლოდ ფრჩხილზე ლაქის წასმა იცოდა. ანის მშობლები
წლებია გერმანიაში ცხოვრობენ. ბებია- ბაბუა, 5 წლის წინ გარდაიცვალნენ. ანი ახლა
მარტო ცხოვრობს. 2 უიღბლო ქორწინების შემდეგ, ცოტახანი სიმშვიდე არჩია და აგერ
უკვე 6 თვეა, მარტოა. ქმრები რომ მობეზრდა, ორი სიამის კატა (კაცმა არ იცის სად,
იშოვა) აიყვანა და მათთან ყოფნით ერთობა. ზამთრის საღამოებს თითქმის სულ
ანისთან ვატარებთ. ისევ ვადუღებთ სამოვარით ჩაის და ისევ ტკბილეულს
მივირთმევთ. ანი გიჟდება თეატრზე, ყველა ჩემს სპექტაკლს სიხარულით ესწრება,
ხშირად-რეპეტიციასაც. არაჩვეულებრივი გემოვნება და ხედვა აქვს. მიყვარს როცა
დიდხანს ფიქრობს და მერე უცბად მეტყვის: „მეორედ რომ გამოხვედი სცენაზე, სხვა
ფერის ტუჩსაცხი გესვა და მე ძალიან მომხვდა თვალში, პირველ მოქმედებაში
მალისფერი იყო, მეორეში- წითელი, ხოდა, ჩამოყალიბდი, ნინა, მაყურებელი ამ
ყველაფერს შეამჩნევს“. ისტრიული სიცილი მიტყდება და ვეხუტები მას.


-რა გაცინებს, მართლა, სერიოზულად! – თავს იმართლებს ის


-კიდევ, ის ბიჭი გეპრანჭება, შენი პარტნიორი!


-ოო, დაიწყე ახლა, ისევ…


-არ დამიჯერო, არა – თავს უკმაყოფილოს აქნევს ის და სიგარეტს აბოლებს


გრაციოზულად


-რაღაც ვერ ხარ, ხო? – მეკითხება უცბად ღიმილით


პასუხის გაცემის ნაცვლად გავჩუმდი


-ნინა?! – მეკითხება ისევ მშვიდად ის


-ერთი ბიჭს მოვწონვარ – ამოვღერღე მე


-აუფ! ვის? – მეკითხება ის და ყავას მისხამს


-აუ, არ მკითხო!

-ვის? – ჩაის კოვზე დაინიავა მან


-რატი ცივაძის ძმას – ვთქვი და სიცილი ამიტყდა


-ხო არ აფრენს? – ტუჩთან მიტანილი ყავა წამით გააჩერა მან და მერე ოდნავ მოსვა


-აფრენს!


-მერე?


-არაფერი, იმ დაბადების დღის მერე სულ მეხმიანება.


-წავიდეს, ცოლს მიხედოს – ხმა გაუმკაცრდა ანის


-ხო – ვთქვი ორაზროვნად


-მაგ საღამოს ყველანი ძალიან მთვრალები ვიყავით, იქნებ მოგეჩვენა?!


-შეიძლება – გავიღიმე მე


-ნინა, შენც მოგწონს? – თვალებში ჩამხედა მან. იდიოტივით გავიცინე.


-როგორ უნდა მომეწონოს, ცოლიანი ბიჭი?!


-რა ვიცი, იქნებ გამოშტერდი?! – გაიცინა მან


-არა, მე არ ვშტერდები – თავი დავიმშვიდე მე


-ფრთხილად იყავი – მითხრა მან და ყავა მოსვა – ცოლზე არაფერი უთქვამს?


-რა უნდა ეთქვა? – გადავირიე, მე


-რა ვიცი, მაგალითად ის, რომ უბედურია – ღრმა ნაფაზი დაარტყა მან და იქვე
მწოლიარე კატა კალთაში ჩაისვა.


-ხო, ყველა ცოლიანი კაცის სტანდარტულად გულისამაჩუყებელი მონოლოგი –


დავეთანხმე მას


-რომ არ გაუმართლათ და რომ ძალიან უჭირთ ასე ცხოვრება – პათოსით თქვა მან


-ხო, ვითომ სახლშიც დივანზე რომ ძინავთ – ეგ კატეგორია.


-ბეჭედს რომ იხსნიან შენთან მოსვლამდე და თითზე მაინც რომ ეტყობათ ბეჭდის
„რაზნიცა“


-ჰაჰაჰა – გადავყირავდი სიცილისგან


-ან ჯიბეში რომ ინახავენ – არ გაჩერდა ანი



-ან მანქანაში სიჩქარის გადამრთველთან რომ უგდიათ – ხმამაღლა გადავიკისკისე მე


-ერთუჯრედიანები! თითქოს თბილისში ვინმე რამეს დამალავს.


-აბა! – დავეთანხმე მე


-ხოდა რაო, კიდე რა თქვა ?! რომ ცეკვავდით კი დავინახე, ისე


-რა ვიცი.. არაფერი, რა მაგარი გოგო ხარო – გაგიჟდა


-კაი ერთი-თქო – კატა ჩაიხუტა მან – წავიდეს, გაიაროს! რატის რომ გირიგებენ მთელი
ცხოვრება მისი მშობლები, თუ იცის?


-საიდან უნდა იცოდეს? – გავიცინე მე – ასი წელია მშობლებთან არ უცხოვრია


-მაინც, ძალიან მაინტერესებს, რომ გაიგებს, რა რეაქცია ექნება – თვალები ეშმაკურად


აუციმციმდა მას


-შენ იცნობ მაგის ცოლს, ხო?


-ვიცნობ რა, 2 ჯერ მყავს ნანახი, ლადოს დასთან მეგობრობდა, იქიდან მახსოვს.


-როგორია?


-არანაირი – გაიცინა მან


-მაინც?


-ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული – მხრები აიჩეჩა მან


-რა უცნაურია – გამეღიმა მე


-მე ვიცი, ძალიან შეჭამა ეს ბიჭი და მაგიტომ აერიათ სიტუაცია.


-ხო, მეც ეგრე ვიცი, ძალიან ეჭვიანი იყო.


-უიმე, ერთხელ ცხოვრობ და ისიც ფეხზე რომ გყავს ძაღლივით გამობმული კაცი, რა
მარაზმია?!


-არ მესმის – მხრები ავიჩეჩე მე


-ეგ რა ურთიერთობაა, არ ვიცი… რად გინდა საერთოდ

ისეთი, ვისაც არ ენდობი.


-შეიძლება უბრალოდ იმ გოგოს რაღაცეები ეჩვენებოდა, ზოგი ხომ ძალიან ეჭვიანია?


-ეგეთი ეჭვიანი როცა ხარ, ეგ იმაზე მეტყველებს, რომ შენ გაქვს პრობლემა – მეორე ჭიქა
ყავა დაისხა მან, არა?


-ხო, აბა რა – დავეთანხმე მე


-კომპლექსია ეგ – გაიღიმა მან – არ უნდა? კარგად იყოს!


-შენ ნამეტანი ხარ, ანი! – გავიცინე მე


-ნუ იგონებ – თვალები მოჭუტა მან – გადასარევად იცოდა ჩემმა ქმარმა, რომ ალერგია
მქონდა სმაზე. ვერ შეიგნო უბრალოდ და ნერვი აღარ მქონდა მასთან ყოფნის.


-ძალიან არ გყვარებია, მარტო მაგის გამო დაშორება არ მესმის – აღვშფოთდი მე


-მიყვარდა, მაგრამ ჩემი თავი უფრო მიყვარს – გააგრძელა კატის ფერება მან – თან
მარტო ეგ ფაქტორი არ იყო – დაამატა პატარა პაუზის შემდეგ.


-აბა რა იყო? – სპეციალურად ჩავეკითხე მას


-ნუ, იყო რაღაც-რაღაცეები – სიტყვა ბანზე ამიგდო მან – მაგრამ, ჯერ ერთხელ
გათხოვება რა არის ხომ აზრზე ხარ და მერე, მეორედ რომ თხოვდები, როგორ უნდა
აფრენდე?! – გაიცინა მან


-ხო, ნუ ხდება – ყავა მოვსვი მე


-ხოდა, გონებით იცხოვრე, თორე მარტო გული გაგაჭენებს და ვერ დაიმორჩილებ მერე
თავს – გამაფრთხილა მან


-არა, არაფერი არ იქნება. კარგი საღამო გავატარეთ და დავიშალეთ – გავიღიმე მე და


საერთოდ გადავიფიქრე დაბადებისდღის შემდეგ განვითარებული ისტორიის
მოყოლა.


-ხო, თან ისეთი ახლობელი ოჯახია, სისულელეა მაგაზე ფიქრიც კი – თვალი ჩამიკრა
ანიმ და კატას ცხვირზე აკოცა.

“მერე…”

ვიკომ მოუხშირა ჩვენთან მეგობრობა. ის საღამო მე სამუდამოდ დავივიწყე. უფრო
სწორად, ვიფიქრე, რომ მისი ჩემდამი სიმპატია, მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაწილი
იყო.


ფანტაზიის, ან გადაჭარბებული ალკოჰოლის :) ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი,


არაფერი შემემჩნია. ერთ საღამოს მეგობრები ერთ-ერთ კაფეში ვიყავით. რომ
გამოვდიოდით ძალიან წვიმდა. ვიკომ სახლში დაგტოვებო შემომთავაზა. დანარჩენ 10
კაცს ავადმყოფად რომ არ შევერაცხე, უპრობლემოდ დავთანხმდი და მანქანაში
ჩავჯექი.


-ნინა – დაიწყო მან


სიგარეტს მოვუკიდე და კითხვის ნიშნის სახით შევხედე


-ამდენ ხალხთან ერთად აღარ ვაპირებ მე შენს ნახვას – გამიღიმა მან


-ოხ – გავიცინე და ნერვიულობა რომ არ შემტყობოდა, ფანჯარას ჩავუწიე – აბა, რას


აპირებ? (ღმერთო, როგორ მომწონს!)


-ვაპირებ, მარტომ რომ გნახო.


(დაცვის ბიჭს რა ამბიცია აქვს – გავიფიქრე ჩემთვის)


-რატომ, რამე საქმე გაქვს? – თავი გამოვიშტერე მე


-ნტ – თავი გადააქნია მან – მეგობრობა მინდა


გამეცინა


-რა იყო, არ გჯერა? – დაინტერესდა ის


-მემეგობრე, არ მაქვს პრობლემა – გავიცინე მე


-ხოდა, მაშინ შენი ნომერი მომეცი, მეგობრულად –თვალი ჩამიკრა მან


-კარგი – გავიღიმე და ნომერი ჩავაწერინე. პრინციპში, მაინც არ ავიღებ და რა აზრი


აქვს- ისევ ჩემთვის გავიფიქრე მე და მხიარულად გადმოვედი მანქანიდან.


***


მას მერე, რაც მე მეასედ ავკრიფე ნინას ნომერი და ასევე უშედეგოდ დავკიდე ყურმილი,
ამაშუკელმა გამომიარა და ბიჭებთან ავედით, ვსვამდით. რომ არ დამელია, ალბათ,
მარტივ მამრავლებად დამემსხვრეოდა ტვინი. ეს გამწარებულზე სმა მაგარი
გამოსავალი გვაქვს კაცებს. ანუ ეს იგივეა, რაც გაბრაზებულზე ხმით კარგად და
გემრიელად იტირო. ისე, როგორც გოგოები აკეთებენ. კაცს ეგრე რომ არ შეუძლია,
ამიტომაც სვამს. უბრალოდ ერთი რამე გვერევა: შეიძლება სასმელს გული კი
გადააყოლო, მაგრამ მერე ისე გაგიმძაფრდეს ემოცია, რომ უარესი გააკეთო – მანქანა
დაამტვრიო, მიხვიდე, იჩხუბო, იყვირო ან სიყვარული აუხსნა, სახლიდან ძალით
გამოიყვანო, პატიება თხოვო… მოკლედ, ასწორებს სმა.. მე მაგრად მევასება. იმ
ღამითაც ბოლომდე დავლიეთ. ნასვამზე ნაკლებად ფიქრობ და მეტად თამამდები.
თუმცა, რასაც ამბობ, ყველაფერს მართალს ამბობ. გამორიცხულია, ნასვამზე მოიტყუო.
რბილად რომ ვთქვა, თავი არ გაქვს ტყუილის თქმის . ძლივს გეძლევა საშუალება, რომ
სიმართლე აღიარო და მთვრალზეც მოიტყუო?- შანსი არაა! ამბობ იმას, რაც არის და
ამბობ ისე, როგორც არის. ყოველშემთხვევავში, ბიჭი ასეა და გოგოები არ ვიცი. გოგოებს
ფხიზლებს ვერ ვუგებ და ნასვამ ქალზე რა ვილაპარაკო?!– რაო , ვიკო, არაო? – ასანთი
მესროლა ამაშუკელმა


– ხო, არაფერია ახალი. კიდევ არ იღებს ეს გოგო ყურმილს და შეიძლება, სადაც ვნახავ
იქ დავუმტვრიო ტელეფონი! ეს ყურმილის „არ აღება“ ახალი სტილია? დასჯაა, თუ რა
თემაა? გამაგიჟა 2 დღეა! სახლში როგორ ავადგე, პროსტა, მაგრამ ისე ვარ, ალბათ მალე
სახლშიც ავადგები!– არ აღება მოდაშია – გაიცინა ამაშუკელმა- კიკეთში მინდოდა
დარჩენა და ეგეც გადავიფიქრე. მეზარება.– ვახ, ვიკო, ვიკო! – თავი გადააქნია
ამაშუკელმა და კონიაკი ჩამოასხა.– ღმერთო ჩემო, ხომ შეიძლება ეს გოგო რომ აღარ
მიყვარდეს, ნუთუ არ შეიძლება?!– არ შეიძლება – ავტომატურად მიპასუხა მან – უნდა
ეწამო ლევან ცივაძე, ხომ ხედავ, ცოდვებმა შენც გიწია: )


*******


შებინდებული იყო როცა ვიკომ დამირეკა.


არ ვუპასუხებთქო რომ ვთქვი, მომენტალურად გადავიფიქრე, მისი ზარი ისე


გამიხარდა.


-რას შვები? – მკითხვა მან


-არაფერს


-კიდევ ნაწყენი ხარ? – მკითხა იმავე ტონალობაში


არ ვიცი რა ჯანდაბა ვუპასუხო და ჩუმად ვარ


-კაი, ანუ აღარ ხარ – გამიღიმა ყურმილს მიღმა მან


გამეცინა მაგრამ არ ვიმჩნევ. “ნინა დაიღუპები, არ აყვე დაიღუპები”- მეძახის ჩემი


შინაგანი ხმა


-ლევან, დალიე? – არ ვტყდები ბოლომდე მე


-დავლიე! – მშვიდი ტონით აგრძელებს ის



-არ მინდა მთვრალი რომ მირეკავდე – ვთქვი ბოლოს


-და ფხიზელი რომ გირეკავდე, გინდა? – ისევ იღიმის ის


-სად ხარ, ე ? – სიტყვა ბანზე ავუგდე მე. ვიკოს სიცილი აუტყდა


-გეკითხები, გინდა თუ არა გინდა, რომ გირეკავდე?


-არ ვიცი! – ძლივსგასაგონად ვთქვი მე და ვიგრძენი, კიდევ ერთხელ როგორ


გამაჟრიალა ნერვიულობისგან.


-ანუ გინდა!


-ლევან მე არ მინდა ზედმეტი თავის ტკივილი – გულწრფელად ვუთხარი მე


-არაფერი არ იქნება, ნინა, დამიჯერე. გამოხვალ ყავაზე?


-არც მარტო მინდა შენი ნახვა – ვიუარე მე


-აი, ხომ ხედავ, ნინა, ისევ თავიდან იწყებ – ღრმა ნაფაზი დაარტყა ვიკომ


-ლევან, მართლა არ შემიძლია!


-რატომ, შეგჭამ? – ისევ იცინის ის


-არ მინდა, რა..

– ვერც ვხსნი ბოლომდე


-ნუთუ არ შეიძლება, რომ შემთხვევით მენახე თბილისში, ქუჩაში და ერთად ყავა


დაგველია? სვეტიცხოველში გამომყევი და ჯვარი დავიწეროთ-მეთქი კი არ გთხოვ.
ვიკოს სიტყვებზე სახე გამებადრა და სიხარულისგან კინაღამ დავიკივლე, მაგრამ
მალევე მოვედი გონს და გავჩუმდი.


-ნახევარი საათით! – წინასწარ შევათანხმე მე


-უხ, ეს შენი „ნახევარი საათი“ : ) კარგი! – გაეცინა მას – 2 წუთში სკვერთან ვიდგები,
ჩამოდი!


ვერ ვიტან “გადატყლარჭულ” გოგოებს. გადაკოცნისას პირში რაღაც დაუდგენელი


პარფუმერიის გემო რომ გრჩება. რაღაც გაჯნარევ-ტონალურ-რუმიანული. მაგრამ მაინც
ყველაზე კოშმარი მგონია, გადაკოცნის მერე პარფიუმერიის ბრჭყვიალები რომ გედება
ლოყაზე და გეი-აღლუმიდან გამოქცეულ ტიპს რომ ჰგავხარ, “მუჟიკური” გარეგნობით.
(თუმცა მაინც უცნაურად ლოყებბრჭყვიალა ეფექტით). რა მარაზმია, ღმერთო ჩემო, არ
მესმის. უდიდეს პატივს ვცემ ყველას, ვინც ძალიან ოდნავ, იყენებს ამ საშუალებებს.
ზომიერად ისმევს მაკიაჟს და ბუნებრივობას არ კარგავს.

ნინა საერთოდ არ იღებება, ძალიან იშვიათად, ისიც ძალიან ოდნავ.. თმა აქვს გრძელი,
ოდნავ მოჩალისფრო და ძალიან ბრჭყვიალა. მწვანე თვალები და ხორბლისფერი კანი
აქვს. მე თუ მკითხავთ, სულ ყველაზე ლამაზია! მარტო ლამაზი რომ არის მაგიტომ კი
არ გავგიჟდი? გაბრაზებულიც, მოწყენილიც, გახარებულიც, ჯინსებშიც და კედებშიც,
ქუსლებზეც და სვიტერშიც ძალიან თავისუფალი და უშუალო რომ არის, მაგიტომ
შემიყვარდა. მიყვარს ის, რომ არაფერს არ მთხოვს, იცის მოკითხვა “როგორ ხარ?”- არის
და არა “სად ხარ”? მიყვარს მისი არომატი.. ყოველთვის გრილი და გამჭვირვალე….. აი,
რომ ჩაეხუტები და ფილტვის ფსკერამდე შეიგრძნობ ამ სურნელს. მიყვარს ის, რომ
არასდროს იტყუება. ემოცია სახეზე ეტყობა და არა ჟესტიკულაციაზე. მიყვარს მისი
თვალები.. ზურმუხტისფერ-მოხავსისფრო, ლამაზი, მეტყველი თვალები. მიყვარს, რომ
ძალიან ხალისიანია,მაგარი იუმორის გრძნობა აქვს და ყველა სიტუაციაში პოზიტივს
ეძებს.. მიყვარს, რომ თავზე არასდროს მახვევს საკუთარ აზრს. მიყვარს, რომ ვგრძნობ,
თუ როგორ მიყურებს. ისეთი მზერა აქვს, რომ მზად ვარ, აფხაზეთი დავიბრუნო – თან
მარტომ! და მიყვარს იმიტომ, რომ ასეთი მაგარი გოგოა!


სოფო ჩანქსელიანი


მე და სოფო უბნელები ვიყავით. ის ბაზალეთზე ცხოვრობდა, მე კავსაძეზე. ერთ


სკოლაში ვსწავლობდით. თურმე მთელი ბავშვობა ვუყვარდი. ძაღლიც მარტო იმიტომ
აყიდინა მშობლებს, ეზოში რომ ხშირად ყოფილიყო. არც მახსოვს როგორ გავიცანი, 17
წლის რომ ხარ, ყველაფერი ძალიან მარტივია შენთვის. სამეგობროში პირველი ვიყავი,
ვისაც შეყვარებული ჰყავდა და ეს ფაქტი ძალიან მომწონდა. რაღაც კაცად (თუ დიდად)
ვგრძნობდი თავს, რა უტვინო ვიყავი, მეცინება!


რომ გამოვაცხადე, ცოლი მომყავსთქო, ჩემი მშობლები ძალიან დაიბნენ. ლიკა საერთოდ
ისტერიკაში ჩავარდა. იმის მერე უფრო გაგიჟდა, რაც სოფოს სვანური წარმომავლობისა
და მკაცრი წესების შესახებ გაიგო. მაგრამ, არაფერმა გაჭრა. მაგ ასაკში წინააღმდეგობას
როცა გიწევენ, კიდევ უფრო მეტად ჯიუტდები – დაუწერელი კანონია. წკაპ! და აი, ასე
მარტივად მოვიყვანე ცოლი. 18 წლის ბიჭმა 17 წლის გოგო! რაოდენ უცნაურადაც არ
უნდა ჟღერდეს, 20 წლის ასაკში მივხვდი, რომ ცოლი არ მიყვარს. ისე და ასე კი არა,
საერთოდ არ მიყვარს!


არც ის ვიცი, საერთოდ თუ მიყვარდა. როდესაც პატარა ასაკში ოჯახს ქმნი, (და
არამხოლოდ პატარა ასაკში, ისედაც, უმრავლეს შემთხვევაში) გოგოზე ძალიან ბევრი
რამეა დამოკიდებული. სოფო არაფერს თმობდა, პირიქით, სულ ის იყო მართალი, მე-
დამნაშავე. ეჭვიანობდა ყველაზე და ყველაფერზე! ბავშვობის მეგობრებზეც, კი!


არც ჩემი მეგობრები მოწონდა, არც მათი კომპანია. არსად არ მომყვებოდა, სულ
მაკონტროლებდა, სახლიდან გავიდოდი თუ არა, 200 ჯერ მირეკავდა. ისტერიულად
მამოწმებდა… ბოლოს ნერვებმა მიმტყუვნა! ყოველდღე ვჩხუბობდით… არ შედგა!
არაფერი გამოვიდა. ურთიერთობაში გავიყინე… აღარ მიყვარდა! და მანაც არაფერი
გააკეთა იმისთვის, რომ მასთან ყოფნა მომენდომებინა. მე ძალიან სამართლიანი ვარ
ურთიერთობებში. არ შემიძლია თვალის დახუჭვა, არც ტყუილი შემიძლია! 2 წლის
თავზე დავისვი და ყველაფერი ვუთხარი. ისტერიკა დაიმართა, საყვარელი გყავს და
მაგიტომ გინდა ჩემი მიტოვებაო, მამით და ბიძებით დამემუქრა. რაც კი მტვრევადი
იყო, ყველაფერი დალეწა. კარი გამოვიჯახუნე და გამოვედი… ისტერიჩკა!!!! ეგეთი
გოგო ხო ღირსია, მართლა საყვარელი გაიჩინო?!… ისეთი გაღიზიანებული ვიყავი,
საერთოდ არაფერი მინდოდა. ახალი ურთიერთობა კი არა, ქალის დანახვა არ შემეძლო.
საერთოდ ჩავკეტე ეგ თემა, არ ვლაპარაკობდი საერთოდ. ყელში ამომივიდა! აღარ
მინდოდა ახალი ურთიერთობა, ახალი ვალდებულება, საერთოდ სერიოზული
არაფერი მინდოდა. არ მინდოდა იქამდე, სანამ…

“ალკოჰოლნარევი პარფიუმი”

-როგორ ხარ?


-კარგად, შენ?


-მეც.. არ გძინავს?


-არა, ფილმს ვუყურებ – ღიმილი ყურებამდე გამეხა სიხარულისგან


-არ გშია?


-ღამის პირველზე არ ვჭამ – სიცილი ამიტყდა მე


-“ვაფშეტა” ორია, მაგრამ ეგ სიტუაციას არ ცვლის – გაიცინა მან


მეც გამეცინა


-კაი, მაშინ ყავა დავლიოთ! – მანქანა დაქოქა ვიკომ


-ლევან, არ გვინდა ხალხში გამოჩენა, რა! – თითქმის მუდარით ვთხოვე


-ნინა, ამ დროს სძინავს ხალხს. ვინ უნდა დაგვინახოს? – ისეთმა თავდაჯერებულმა


მითხრა, უარი ვეღარ ვუთხარი და გავჩუმდი.


-მაშინ სახლთან არ მომაკითხო, ქუჩის კუთხესთან გააჩერე


-და ფეხით რომ მოხვიდე, არ გირჩევნია? რა ქუჩის კუთხესთან, შუაღამისას სად უნდა
იარო? უცბად მოვალ და შენც უცბად ჩამოდი – გამიღიმა მან


კამათს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დავთანხმდი.


მანქანა სანაპიროს მხრიდან გავაჩერეთ და ბამბის რიგისკენ წავედით.


მიყვარს თბილისის ასეთი საღამოები.


ჰაერში სუფთა არომატი და სითბონარევი ალკოჰოლის სურნელი რომ იგრძნობა,


სადღაც, მუსიკაც.. თუნდაც შორს და თუნდაც ფრაგმენტულად…..


ნაწყვეტ-ნაწყვეტ ქარის მოტანილ რიტმს რომ აყვები და ისე რომ აგრძელებ ქუჩაში
სიარულს..


ღამეს სხვა, ძალიან ძლიერი, მაგიური ძალა აქვს..


მიყვარს თბილისის ღამეები.. ზაფხულში ამ ქალაქს ღამეც ღვიძავს და იმავე ტემპით


ცხოვრობს როგორც დღე, მე ვიტყოდი, კიდევ მეტად პომპეზურადაც კი.


ბამბის რიგის კუთხესთან მამაჩემის მეგობრის გადაფხრეწილად მთვრალი


ბიჭი – გიგი შეგვხდა. თან არაბუნებრივი სიხარულით, ან როგორ მიცნო და არ ავერიე


სხვაში, მაშინ როცა მას ფეხიც საგრძნობლად ერეოდა – არ ვიცი!


ეჭვის თვალით დაათვალიერა ვიკო, მაგრამ ალბათ მიხვდა, ნამდვილად უადგილო იყო
ამის გარჩევა, ამიტომ ასევე ფეხარეული წავიდა.


– კიდევ ერთი სიტყვა რომ ეთქვა შენთვის, კიბიდან დავაგორებდი – მშვიდად


წამჩურჩულა ვიკომ ყურში და ხელი გადამხვია.


– გითხარი, არ გვინდა ყავის დალევა, თან ასეთ ადგილას –მეთქი. მაგრამ შენ არ გესმის
ქართული და რა გავაკეთო?! – აღვშფოთდი მე


– იტალიურად მითხარი, იქნებ გავიგო – წამისისინა მან და სიგარეტს გაუკიდა.


აღნიშნულ ადგილს მოვუახლოვდით, თუ არა, იქ იმდენი ხალხი დამხვდა, გარუჯული


კანის მიუხედავად, საგრძნობლად გავფითრდი. ვიწროდ ჩარიგებული მაგიდებიდან
იფრქვეოდა სასმელნარევი ძვირფასი პარფიუმის არომატი. თბილისის ბომონდი
შესანიშნავად ატარებდა ზაფხულისთვის უჩვეულოდ გრილ ღამეს გარეთ, ღია ცის ქვეშ,
მეგობრების ატმოსფეროში.


პირველივე კაფიდან ვიკოს დაუძახეს და დაიწყო ჩემი წამება. გონებაშეზღუდული თუ


მივა ღამის 3 საათზე იქ, სადაც სრულიად საქართველო ერთობა. რომ გეკითხა, ხალხს
ვერიდებოდი! რა უტვინო ვარ, ღმერთო! -გავიფიქრე დანანებით და იმედიანად
დავუწყე სხვა მაგიდებს თვალიერება, იქნებ მართლა არავინ იყოს ჩემი ნაცნობი.. ერთი
შეხედვით, მართლაც არავინ ჩანს..


ვდგავარ დიდი, განათებული ქუჩის ლამპიონთან, და ვფიქრობ, რომ არასწორია, იმის


კეთება, რასაც ვაკეთებ. “რა მინდოდა.. რატომ გავები ამ უაზრო შარში, თუ თავიდანვე
იცი, რომ არ შეიძლება, რატომ არ წყვეტ, მაშინვე?!” – ვეკითხები ჩემს თავს და ისევ
ავტომატურად ვასწორებ მდგომარეობას – იმიტომ, რომ არც არაფერი ხდება,
ბოლოსდაბოლოს ყავას ვსვამ, მართლა ჯვარს ხომ არ ვიწერ?! – დავიმშვიდე თავი და
სიგარეტს მოვუკიდე.


-აქ დავლიოთ ყავა?! – ვიკომ ხელი გადამხვია და მაგიდაზე მიმითითა


-დავლიოთ – ვთქვი მე და ხელი გავაშვებინე. ვიკოს სახე შეეცვალა, მაგრამ არ შეიმჩნია.


ყავა შეკვეთილი არ გვქონდა, ვიღაცამ ზურგს უკან რომ დამიძახა:


-ნინა? როგორ ხარ? – ტირილით მოვბრუნდი და ჩემი ნათლიის შვილი რომ დავინახე,
შვებით ამოვისუნთქე.


-კარგად ვარ, შენ? – გავუღიმე ნათიას და მაგიდასთან მოვიპატიჟე – ყავას არ დალევ?



-არა, იყოს – მითხრა მან და სახეზე კითხვის ნიშნები გამოესახა – ვინაა ეს მაგარი ბიჭი –
თითქმის ჩამკივლა ყურში მან. ვიკოს ყავა გადასცდა და სიცილი აუტყდა.


-ლევან ცივაძე – წამოდგა და ხელი გაუწოდა ნათიას


-ძალიან სასიამოვნო – გაინაზა ხმა ნათიამ და ასევე ხმამაღლა წამჩურჩულა – “ერთად


ხართ”?


-არა ცალ-ცალკე, თუმცა ყავის სმა მოგვინდა ერთად და ამიტომ აქეთ გადმოვჯექით –
გადაიხარხარა ვიკომ


-კაი, მიდი ნინა, აღარ მოგაცდენ, გოგოები ვზივართ იქით ნატუნას დაბადებისდღეა,
გამოგივლი ამ დღეებში.. სასიამოვნო იყო, ნახვამდის – აჩქარებით დაემშვიდობა ის
ლევანს და გაბრუნდა.


-კიდევ ვინმე რომ გამოგვეცხადოს, ჩამოგახრჩობ! – ვუთხარი ლევანს საყვედურით


-კაი, აბა რომელ ლამპიონზე ჩამომკიდებ, უკვე დავიწყო ლამპიონების შერჩევა? –


მითხრა მან სიცილით და ცაში აიხედა. ავიხედე მეც. მოჭედილი იყო ვარსკვლავებით
ცა. ყველგან ზაფხულის თბილი არომატი იგრძნობიდა.


მთელი ქუჩის გაყოლებაზე ფერად-ფერად საჰაერო ფრანებს გრილი ნიავი მოუსვენრად


ათამაშებდა.


-რაღაც უნდა გკითხო – დაიწყო ვიკომ მშვიდად


-გისმენ – ვთქვი მე და ყავა მოვსვი


-ცოლად გამოყვები? – მკითხა ვიკომ სერიზული სახით და ღრმა ნაფაზი დაარტყა.


ისე დავიბენი ხველება ამიტყდა. ვიკოს გაეღიმა


-არ გეხუმრები, მიპასუხე!


-რანაირად, ლევან? – სიცილი ამიტყდა მე. ნერვიულობისგან სიგარეტს მოვუკიდე და


ლატეს ჭიქას დავუწყე თვალიერება.


-შემომხედე, რომ გელაპარაკები


-აჰა, გიყურებ – თვალი გავუსწორე გაღიმებულმა და გულისცემა საფეთქელთან


ვიგრძენი.


-ხომ იცი, შენ რაც ხარ ჩემთვის?!


-ლევან! – მშვიდად გავაქნიე თავი მე


-ნუ მაწყვეტინებ! – თითქმის მთხოვა მან – ხომ იცი?



-არ გინდა – ისევ ვაგრძელებ მე – შენც არ იცი რა გინდა, თან ნასვამი ხარ.


-მითუმეტეს, ნასვამზე არ იტყუებიან – გამიღიმა მან – გავაწერ ხელს და გამომყევი


ცოლად.


-არ შემიძლია – თავი გავაქნიე მე


-რა არ შეგიძლია? – დაიბნა ის


-ამ თემაზე აქ, ნახევარი თბილისის გასაგონად ლაპარაკი.


-მითხარი, გამომყვები? – არ შემეშვა ის – ოფიციანტმა ფორთოხლის წვენი მომიტანა და


ვიკოს სიტყვებზე გაეღიმა


-ვნახოთ – ვთქვი ორაზროვნად და გავიღიმე.


-ეგ პასუხი არაა – გაეცინა ვიკოს


-დრო მოიტანს თავისას, ლევან… რაღა ჩემს გამო უნდა დაანგრიო ოჯახი..


-ჩემი ოჯახი ისედაც დანგრეულია! – მშვიდად განაცხადა მან.


ვზივარ და არ ვიცი, რა ვუპასუხო. ის რომ ვთქვა, რასაც ვფიქრობ, დილამდე უნდა


ვეკამათო, თან არც ღირს.. ნასვამზე ვერაფერს გაიგებს..


-მე ჩემს საქმეს მივხედავ და მერე ვიცი, რასაც გავაკეთებ – სიგარეტი ჩაწვა ვიკომ და
გამიღიმა. აღარაფერი მითქვამს. ფორთოხლის წვენი მოვსვი და ცაში მოცეკვავე ფრანებს
ავხედე. სადღაც გულის სიღრმეში ძალიან მეტკინა, მაგრამ არც ეგ შემიმჩნევია.


-უკაცრავად, ხილს ახლა კრეფთ, თუ რა ხდება? – ისეთი მოკრძალებული ტონით


მიმართა ოფიციანტს, რომ მან გაბრაზებაც ვერ შეძლო


-ახლავე – იყო პასუხი, რომელსაც მოკრძალებული სიცილი მოჰყვა.


-დეგენერატი ხარ! – სახეზე მენიუ ავიფარე მე – არ ვარ მე შენთან ერთად!


-ეს გოგო ცალკეა და ის გადაიხდის – გასძახა მან მიმტანს


-აუტანელო! – გადავიხარხარე მე და სიგარეტის კოლოფი ვესროლე


-ხილი ერთი საათის წინ შევუკვეთეთ, აშკარად, არა?! – მხრები გაოცებით აიჩეჩა მან.


როგორც იქნა, ნანატრი შეკვეთა მოიტანეს.


-გინდა გზის პირას წავიდეთ და იქ შევჭამოთ?


-რა მოიგონე? – სიცილი ამიტყდა მე



-წავედით! – გადამიწყვიტა მან – ჩვენზე რამდენია?! ა, კიდევ იცით რა მითხარით,
თეფშიანად რომ წავიღო ეს ხილი, რა ეღირება?


-თეფშიანად?- ვერ გაიგო ოფიციანტმა


-დიახ – გაიცინა ვიკომ – ეს თეფში რა ღირს?


-წარმოდგენა არ მაქვს, ვიკითხავ – ისევ გაეცინა მიმტან გოგონას და გაოცებული სახით


შებრუნდა კაფეში. ვიკომ ანგარიში გადაიხადა და უზარმაზარი თეფში ხილიანად
წამოიღო.


-ძალიან პრაქტიკულია, თან მოდიხარ, თან ალუჩას ჭამ – მიხსნიდა გზაში ის


-ასე, სულელივით რომ მოდიხარ, საერთოდ არ ხარ თვალშისაცემი – გიჟივით


მეცინებოდა მე


– ა,შენ გინდა რომ წამოიღო? არაა პრობლემა – მითხრა მან და ხილის თეფში
გამომიწოდა. სიცილისგან ჩავიკეცე. ჩაიკეცა ისიც და თეფში ქვაფენილზე დადო.


სრულიად მთელმა ბამბის რიგმა ჩვენ დაგვიწყო ყურება.


-დედას გაფიცებ, რა მოწიეთ? – თავზე ლევანის მეგობარი ბექა ამაშუკელი დაგვეხატა


-ბექა, ძალიან ცუდად ვარ – ძლივს ამოვისუნთქე მე და ისევ სიცილი ამიტყდა.


-ეს რა არის? – ხილით სავსე თეფშს დახედა ამაშუკელმა და კიდევ უფრო დაიბნა


-ეს არის კათარზისი – ყურში ჩაჰკივლა ვიკომ და წამომაყენა – შეგვიძლია დაგპატიჟოთ,


გვაქვს ალუჩა, ალუბალი და ბანანი.


-არ ხართ კარგად! – დაასკვნა ამაშუკელმა – საით?


-ვსეირნობთ! – ორაზროვნად თქვა ვიკომ და სიგარეტს გაუკიდა


-მე სახლში მივდივარ – დაუფიქრებლად ვთქვი მე


-კაი, აბა, კარგად! – დამემშვიდობა ლევანი


მეორეჯერ ჩავიკეცე ქვაფენილზე.


ამაშუკელსაც გაეცინა და სამივემ ქვაფენილზე გავაგრძელეთ სიცილი.


ძალიან შეშლილი ღამე იყო,


შეშლილი და ლაღი…


სახლში ღამის 5 საათზე მივედი.



***


ერთ დღეს რეპეტიციიდან რომ გამოვედი, 8 საათი იყო. რუსთაველზე ესპრესო ვიყიდე
და სეირნობა გავაგრძელე. არ მინდოდა სახლში. იმდენად მაგარი ამინდი იყო, ყველგან
მინდოდა სახლის გარდა. მიყვარს შემოდგომა თბილისში, საერთოდ ვთვლი, რომ
სექტემბერი ყველაზე “ჩემი” თვეა. მიყვარს ქარვანარევი ჭადრები, ჩამოცვენილი
ფოთლების მთელი არმია და ცოფდაკარგული მზის სითბო. მელიქიშვილის კუთხესთან
ქართულ-ამერიკული ბანკის წინ გავჩერდი. ღიმილით ავხედე შენობას და იქვე მდგომ
სიმპათიურად ჩაცმული დაცვის ბიჭს მივუახლოვდი.


-გამარჯობა! – დავიწყე პრანჭვით მე


-გამარჯობა ქალბატონო, გისმენთ! – გამიღიმა მან


-უკაცრავად,

თქვენთან უნდა მუშაობდეს ერთი ჩემი მეგობარი, ლევან ცივაძე. თუ იცით, დღეს
მორიგეა?


დაცვის ბიჭს სახეზე გაოცება დაეხატა და პატარა პაუზის შემდეგ დაიწყო:


-დარწმუნებული ხართ, რომ სახელი და გვარი არ გეშლებათ?


-დიახ, დარწმუნებული ვარ – ისევ გავიპრანჭე მე


-იცით რაშია საქმე, ამ ბანკში ერთადერთი პიროვნება მუშაობს ამ სახელითა და გვარით


და ის ბანკის მმართველია.


ესპრესო გადამცდა. ხველება და ხარხარი ერთდროულად ამიტყდა. ვიდექი ასე,


ოფიციალურად გამასხარავებული ვიკოს მიერ და არ ვიცოდი, რა მექნა. დაცვის ბიჭმა
ცოტახანი მიყურა და მერე მანაც გაიღიმა.


-რას არ გაიგებ – ვთქვი ბოლოს და ნახევრადსასვე ყავის ჭიქა იქვე ურნაში ჩავახეთქე.


-კარგად იყავით – გამიღიმა დაცვის ბიჭმა და სიგარეტს მოუკიდა.



„ქალის ფსიქოლოგია“

გოგოებს არც ძმაკაცობის ფენომენი არ ესმით. არადა, ვერაფრით ვერ ვხვდები, ეს
როგორ არ უნდა გესმოდეს ადამიანს. “დღესაც ბექასთან ერთად ხარ?”- ისე იოცებდა
ჩემი ცოლი, გეგონება ვღალატობდი. “დღესაც” რას ნიშნავს? რაიმე, განსაკუთრებული
დღეებია დაწესებული მეგობრებთან ყოფნისას, რეგლამენტია, თუ რა ხდება? მე რომ
მეკითხა, “კიდევ ფრჩხილებს იკეთებ, კაცო? რა ამბავია!” ან “ კიდევ ეპილაციაზე ხარ,ამ
თვეშიც? :) ” – ხომ გადაირეოდა – “დღესაც ყავას სვამ?” დროზე მობრძანდი სახლში! –
დაახლოებით ესაა ბიჭისთვის ძმაკაცთან ყოფნის აკრძალვა. ქალი ის ფენომენია,
რომელიც ასევე ვერ იგებს, რატომ უნდა დაეხმარო მეგობარს რამდენჯერაც
დასჭირდება ეს. მაგიჟებს ფრაზა “შენს მეტი სხვა არავინ ჰყავს?, დაგანებოს თავი”. ან
“კიდევ დასალევად მიგათრევს”? – დასალევად ძალით წაყვანა ისეთივე სასაცილოა,
როგორც ქალისთვის შოპინგის დაძალება. რომ არ უნდა და რომ აძალებ – წადი, შენი
ჭირიმე, აი, ფული, იშოპინგე – და ის უარზე რომ იყოს, ჰაჰაჰა! ვერ ვიცხოვრებ იმ
ქალთან, რომელსაც ახსნას დავუწყებ, ამას რატომ ვაკეთებ და იმასთან რატომ ვარ. არ
შემიძლია! აი, ის იდეალური სიტუაცია მინდა, უთქმელად რომ ყველაფერს ხვდებიან.
აბსოლუტურად ზედმეტების გარეშე! ასეთია ნინა, უხ! ვგიჟდები! მაგიტომ
შემიყვარდა.


„კავსაძის 5ა“


საერთოდ არ მინდოდა იმ დღეს სამსახურიდან გამოსვა, აი, საერთოდ! ჩემს თავს


ვებრძოდი. ლევანი 2 კვირა არ მყავდა ნანახი. ვიმალებოდი. საკუთარ თავს
ვუმტკიცებდი, რომ არ შეიძლებოდა ამ ურთიერთობის განვითარება. ვგრძნობდი, რომ
ძალიან მომწონდა ეს ბიჭი… მომწონდა კი არა, მიყვარდებოდა, ამიტომ მასთან
ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე. გავწყვიტე და ავორთქლდი. გამოვცვალე
ტელეფონის ნომერი. საღამოებს მხოლოდ ატენზე ვატარებდი, ანისთან. იშვიათად
ვჩნდებოდი ჩვენი საერთო მეგობრების წრეში და თითქმის ყოველ ღამე მეტირებოდა!


– ნინა, ნორმალური ხარ? – თითქმის ჩამკივლა დედაჩემა ყურმილში.


-გამარჯობა დედა, როგორ ხარ? – მისი ისტერული ტონი ავად მეჩვენა, მაგრამ შევეცადე
არ შემემჩნია.


-ვისთან ერთად ბრძანდებოდი გუშინ, შუაღამის 3 საათზე?


-ანისთან ერთად! -არ დავიბენი მე


-ვისი მანქანით დაქროდი სიგარეტანთებული?


-ანის შეყვარებულის – მეხის დაცემის მოლოდინში ტყუილების მთელი კასკადი


გავჭიმე


-აჰა, ანის შეყვარებულის? გასაგებია! და გვერდით ვიკო ცივაძე რაღატომ გეჯდა?



-ანის შეყვარეულის მეგობარია და იმიტომ – შევეცადე არ გამცინებოდა


-კარგი და სად იყო მანქანის პატრონი თვითონ?


-უკან იჯდა ანისთან ერთად . (შესაშური სამსახიობო ნიჭი მაქვს, ნამდვილად)


-შენ მე დებილი ხომ არ გგონივარ? გეკითხები! – იყო მკაცრი პასუხი


-არ მგონიხარ! – გავიღიმე ყურმილში


-სულ გამოშტერდი, გოგო?


-რა გინდა, დედა?


-რა მინდა? რა მინდა და სანამ გული გამხეთქია რეალობისგან, სასწრაფოდ დაამთავრე


ეგ მასკარადი, მამაშენის ყურამდე რომ მივიდეს, ცოცხლად დაგმარხავს და მე ვეღარც
გიშველი.


და ისე, ცნობისთვის, ყველაფერს რომ თავი დაანებო, ეგ ბიჭი ჯერ კიდევ ოფიციალურ
ქორწინებაშია სოფოსთან და სანამ სვანების კლანს არ დაუხვრეტიხარ, შეეშვი მსგავს
ქცევას. გარდა იმისა რომ თავი მოგვეჭრება, სიცოცხლისთვისაც საშიშია ეგ მეტიჩრობა,
გასაგებია?


-არაფერი არ ხდება, დედა!


-როცა მოხდება, გვიანი იქნება! – იყო ისევ მკაცრი პასუხი – და დღესვე მოაგვარე ეს
ყველაფერი. ბიჭი დაილია თბილისში? გონს მოდი, იცოდე.


ყურმილი დავკიდე და ტირილი მომინდა. რატომ, რაღა ეგ ბიჭი, რა დავაშავე! ისეთ


ხასიათზე ვიყავი, არავინ რომ არ გინდა. ჩუმად რომ გინდა ჯდომა- შენთვის, სწორედ
ისეთზე. მარა ბავშვების ზეიმს წინასწარ არავინ მითანხმებს, ამიტომაც იძულებული
ვიყავი ჩემი ნათლულის ზეიმზე თითქმის ძალით მივსულიყავი.


ბაღი ფალიაშვილის ქუჩაზეა, ლიმნისფერ შენობაში. იქაურობას მივუახლოვდი თუ არა,


მალინისფერმა გისოსებმა თვალები ამიჭრელა. მალინისფერმა მწვანე აიწონა-
დაიწონები შეცვალა..


რაღაც ნოსტალგიური გრძნობა მაქვს, ჩემს ბავშვობასთან და ძალიან მშობლიურთან


ასოცირებული,


დადიანის 4 ნომერში ჩემი ბაღი და ჩემი ბაღელი ვოვა კარპინსკი გამახსენდა. სწორედ
ის ვოვა, სათამაშოს გამო პლოსტმასის ფოცხით რომ ვცემე:) ძალიან მრცხვენია, მაგრამ
ჩემი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. ხვეწნის მიუხედავად, არაფრით არ მათხოვა
ვედრო და ნიჩაბი – არ შეგიჭამ, სილით ავავსებ და ისევ დაგიბრუნებთქო ვუთხარი,
მაგრამ მაინც რომ არ დათმო, ძალიან გავბრაზდი, იქვე მიგდებული პლოსტმასის
ფოცხი ავიღე და თავში 2-ჯერ ჩავარტყი :) ერთი სიტყვით, გოგოს გარდა ყველაფერი
ვიყავი. მამა დაიბარეს კრებაზე და სულ „ალქაჯი“ მეძახეს. კრებიდან გამოსულმა მამამ
მითხრა, ჩათვალე, რომ არაფერიც არ მომხდარა და დაიმახსოვრე, შემდეგში კიდევ თუ
არ გათხოვა სათამაშო, ადექი და „ვედრო“ ჩაარტყი თავშიო – რა მყავს მამა? ჯიგარი!


ასეთი მხიარული ამბების გახსენების მერე ერთსაათიანმა ზეიმმა სრულიად მომიღო


ბოლო. იქიდან გამოსულმა, ვიფიქრე, რომ ძალიან

კარგი იქნებოდა სეირნობით განტვირთვა. გაზაფხულმა გამომათაყვანა ზოგადად, თუ


ზეიმმა არ ვიცი, ამიტომაც ტვინის განიავება გადავწყვიტე.


ღიმილით გავუყევი ჭავჭავაძის ქუჩას.. გადასარევი ამინდი იყო, სასიამოვნოდ რომ


გთენთავს და მუშაობის გარდა ყველაფერზე რომ გაფიქრებს. ვათვალიერებ მაღაზიებს
და ვფიქრობ, რა იქნებოდა ყველაფერი მარტივად რომ მეძლეოდეს ცხოვრებაში, მარ-
ტივ-ად.. წამების გარეშე. აი, „პოდნოსზე“ რომ დამიდონ რაიმე და ისე მომიტანონ,
ერთხელ მაინც ცხოვრებაში, ხომ შეიძლება ?! ერთი რამ მაინც! ან სამსახური
შემომთავაზონ შემთხვევით, ან პლაჟზე მწოლიარეს დამადგეს თავზე ვინმე და
მითხრას: ჰოლივუდი გელოდება, გოგონა, გაიღიმე! შენნაირ მსახიობს ვეძებდი! ან
ქუჩაში სეირნობის დროს, აი ისე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსეირნეს , უკან გადაწეულ
კიკინას რომ მივიქნევ, ასფალტზე 1000 ევრო ვიპოვო! ისე თუ ნატვრაა, ცოტა მეტი
ვინატრო ჯობს… რა, ცუდი იქნებოდა? ეგრევე ბერლინში ჩავქანდებოდი საშოპინგოდ…
ჩემთანაც ხდებოდეს სასწაულები ხანდახან, ნუთუ არ შეიძლება?!


55-ე სკოლიდან სამმა ბიჭმა ჩამოირბინა. ერთმა დაუყვირა მეორეს – ხვალ მეზარება
მოსვლა და არ ვიქნები, „ვაიბერში“ მომწერეთ ისტორია რას იზამსო. სიტყვა
დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ჩემთვის ამოუცნობი ფირმის მანქანის კარი გახსნა და
ასეთივე სისწრაფით დაქოქა იგი. იგივე გააკეთა დანარჩენმა ორმაც. თვალი გავაყოლე
მხოლოდ კვამლს, მანქანას ვეღარ… და მივხვდი, რომ ახლა სხვა დროა და ახლა ყველა
საკუთარი მანქანით დადის სკოლაში… 16-17 წლის ბავშვები ეძახე და ისეთი
ფიზიონომიით იყვნენ, რაღაც მომენტში, გაპრანჭვაც კი მომინდა:)


სულელივით ვიცინი და ვაგრძელებ გზას… მახსენდება, როგორ მივდიოდი ფეხით


სკოლაში, ქარშიც, თოვლშიც, წვიმაშიც, არც ვაიბერი ვიცოდით რა იყო და მითუმეტეს,
არც მობილური ტელეფონი გვქონდა. თუმცა, მაინც ძალიან მხიარულად ვატარებდით
დროს… და სახლამდე მანქანით კი არა, ფეხით რომ მაცილებდა ჩემი პარალელური
კლასელი ლაშა უზნაძე, მაგაზე მაგარი არაფერი მქონია სკოლის პერიოდში…
გადასარევი იყო.. : ) კუთხეში ვიღაც ზე – ელეგანტურმა ქალმა შემოუხვია, ულამაზესი
კაბა ეცვა, ხელში ორი, ერთმანეთზე სიმეტრიულად დადებული თეთრი ყუთი ეჭირა და
შავი ლამაზი სათვალე ეკეთა. მომიახლოვდა და მიღიმის… ინსტიქტურად მეც
გავუღიმე და უცბად მივხვდი, როგორ გადამესხა მდუღარე, როცა მან სათვალე მოხსნა
და მხიარულად დაიწყო:


-ნინა, ჩემო საყვარელო, როგორ ხარ?!


-ვაიმე, ლიკა დეიდა, ვერც გიცანით – ვთქვი გულწრფელად და გული რომ არ


წამსვლოდა, ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე. გაჭრა! ტკივილმა ცოტა გონს მომიყვანა.


-სად მიბრძანდები? – მკითხა მან ღიმილით



-სამსახურში მაგვიანდება – მოვროშე მე და გამახსენდა, როგორ მოვბოდიალობ აგერ
უკვე 1 საათი ჭავჭავაძეზე და ვიღაც „მალალეტკებს“ ვეპრანჭები გზად,
უსაქმურობისგან.


-უიმე, გამორიცხულია რომ არ აგიყვანო ახლა სახლში ყავაზე და ამ უგემრიელეს


ნამცხვარზე- ყუთზე მიმითითა ლიკამ და ისევ გამიღიმა


-ვაიმე, მართლა ძალიან მეჩქარება! – ვიწყებ ზუზუნს მე თუმცა ვიცი, უშანსო ვარ


-გამორიცხულია, ნუ! – მიღიმის ლიკა- აქვე ვართ, წამოდი და 15 წუთში გაგიშვებ- სხვა
გზა არ მქონდა, კარგი-თქო გავიღიმე და ლიკას გავყევი.


-მითხარი რა, რას შვებიან შენები, მამა, დედა, როგორ არიან? რამდენი ხანია არ
გვინახავს ერთმანეთი, ისე დავიკარგეთ.. ისე.. რატი ჩამოვიდა, იცი? – მეკითება
გამომცდელად ლიკა


-უი, ჩამოვიდა? – მეხის დაცემის მოლოდინში ვიკვირვებ მე – დიდი ხანია?


-ერთი კვირაა, მეგობარმა დაპატიჟა აბასთუმანში რამდენიმე დღით. როგორც კი


დაბრუნდება, გირეკავ და გამოდი, კარგი?


-კარგით- ვამბობ ორაზროვნად


-კარგით კი არა, აუცილებლად გამოხვალ! – მიღიმის ლიკა – იმდენი ხანია არ გინახავთ


ერთმანეთი, რომ…


-ჰო, ფაქტიურად სტუდენტობის მერე- ვაგრძელებ დაბნეულად და სულელივით უკან-


უკან ვიყურები.. სულ მგონია, რომ ვიკო გამომიხტება რომელიმე კუთხიდან..


-ხოდა, აბა, როგორ შეიძლება, მითხარი?! – აღშფოთდა ლიკა


-არაფრით არ შეიძლება!- ვაგრძელებ კიდევ მეტად დაბნეული..


ეზოში შუვუხვიეთ…


შვებით ამოვისუნთქე…


ვიკოს მანქანა არსად იდგა.. შიშით ავხედე მესამე სართულს და საკუთარი თავის
დამშვიდება დავიწყე „არ დგას მანქანა, ანუ არაა სახლში, დამშვიდდი!“


-ხოდა, ასე არ ფიქრობ? – გააგრძელა ლიკამ


-მე მითხარით, რამე? – გავიღიმე დაბნეულად


-დაღლილი ხარ, ჩემო გოგო?! ახლა დაგასვენებ – თავზე ხელი გადამისვა ლიკამ და
კარი გამიღო. შემოსასვლელშივე ვიკოს არომატმა ამიწვა ცხვირის ნესტოები და
მეძებარივით დავიწყე საკიდზე მისი ქურთუკის თვალებით ძებნა… ქურთუკი არსად
ჩანდა.


-შემოდი რა, ნინა – დამიძახა ლიკამ სამზარეულოდან


ჩანთა იქვე სარკესთან ჩამოვდე და ნელი ბაბიჯით შევედი სამზარეულოში.


-ლატე გირჩევნია, თუ ამერიკანო? – მიღიმის ის


-ლატე – ვთქვი და შევეცადე საბოლოოდ დავმშვიდებულიყავი. არადა არ გამომდის!


მაინც მღრღნის რაღაც შიგნიდან … მოსვენებას არ მაძლევს.. ყველაზე

მეტად მინდა, რომ უცბად ჩავისხა მუცელში ყავა და გავიქცე აქედან, სანამ თავზე ვიკო
დამადგება. ღმერთო, რა დაგიშავე?! ტირილი მეორედ მომინდა მე და ღრმად
ამოვისუნთქე.


-სასწაული ქვეყანაა, საოცარად ეგზოტიკურიც და ახალიც, სიგიჟეა! ქუჩაში რომ


დადიხარ გგონია, რომ ყველაფერი მინის და გამჭვირვალეა, სახლები, მაღაზიები, ყველა
შენობა…ხოდა ვუთხარი ჩემ ქმარს, დუბაიდან რომ არ ჩავიტანო აი ეს სერვიზი სახლში,
გული გამისკდება დარდისგან-თქო. ხოდა, შევეცოდე და მიყიდა. რა სილამაზეა,
თქვი?!


-სასწაული! – ვთქვი ნერვიული აღტაცებით და ყავა მოვსვი.


-მომიყევი შენზეც, რა. რა ხდება ახალი? შეყვარებული ხომ არ გყავს? – მკითხრა ლიკამ
და სიგარეტს მოუკიდა.


-უი, არა – ვთქვი მე და ვინანე სასეირნოდ კი არა, საერთოდ სახლიდან რომ გამოვედი
დღეს.


-რა უცნაურია .. არავინ არ გამოჩნდა შენი მოსაწონი? – ღრმა ნაფაზი დაარტყა ლიკამ


-ეგრე გამოდის – ცალყბად ვიღიმი მე და მესამედ მინდება ტირილი. ერთი კი გავიფიქრე


ყველაფერის თქმა, მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე. რა ვუთხრა, უმცროსი არა, მაგრამ შენი
უფროსი შვილი მომწონს სიგიჟემდე და გამიგე, დეიდა-თქო?


-ხოდა ძალიანაც კარგი! ბედია ეს! ჩამოვიდეს ერთი ვაჟბატონი აბასთუმნიდან –


მხიარულად გააგრძელა ლიკამ


თავიდან-ფეხებამდე გავწითლდი. ისე გავწითლდი, რომ მაგიდაზე მიგდებული „ვოგი“


დავინიავე


-რა ცხელია ეს ყავა! – მხოლოდ ამის თქმა მოვახეხე გადარეულმა


-კომპოტი მაქვს, უკომპოტესი! თან ცივი, გინდა ? – მკითხა გამომცდელად ლიკამ და


მაცივრისკენ გაემართა


-კი! – გავიღიმე მალინისფერმა და კომპოტის მოლოდინში კიდევ ერთხელ ვიკბინე


ტუჩზე.


შუადღით საშინელმა პახმელიამ გამაღვიძა. საათს რომ დავხედე 3 ხდებოდა.


მოსაკლავია დედაჩემი, კიდევ ის დამლაგებელი მოიყვანა, ლამზირა (ჯერ სახელი, რად
ღირს!) ხმამაღლა რომ იცინის (ძირითადად თავისთვის:) და ასევე ხმამაღლა რომ
ესაუბრება საბერძნეთში მყოფ თავის დეიდაშვილ მარინას! ყველა საუბრის მოკლე
შინაარსს უპრობლემოდ მოგიყვებით, ისეთ ხმაზე გაჰკივის. შემარყია ტიპშამ! ახლაც
მისი ისტერიული სიცილი ისმის, რა დავაშავე ღმერთო!


ძლივს ავეხიე ლოგინს და შორტები ამოვიცვი, ისიც ძალით. რად უნდა ამ სახლს
კვირაში 5 დღე ლაგება?- ხმამაღლა ვილანძღები მე – ჩემი ოთახის მეტი დასალაგებელი
ისედაც არაფერია, რატომ იბარებს ამ „მეცო-სოპრანოს“ მქონე კენტავრს სახლში
დედაჩემი, ყოველ მეორე დღეს, ვერ ვხვდები. თავი მისკდებოდა, სასწრაფოდ
მესაჭიროებოდა სითხე, ბევრი სითხე, ძალიან ბევრი!


კორიდორში ნაცნობი არომატი მომხვდა ცხვირში, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.


გამოყოლილი მაქვს ზოგადად ნინას არომატი, ყველგან მეჩვენება. განსაკუთრებით
მაშინ, როცა ძალიან მენატრება-ხოლმე. საკმარისია წარმოვიდგინო, და მისი სიახლოვე
გარანტირებული მაქვს წარმოსახვაში. ამ ქალის ისტერიულმა სიცილმა უბრალოდ
წყობიდან გამომიყვანა, ამიტომ მთელი ძალით შევაღე სამზარეულოს კარი… და
მივხვდი, რომ საბოლოოდ დამემართა „ბელაია“ : ჩემს სამზარეულოში ნინა იჯდა და
არც მეტი, არც ნაკლები, დედაჩემს მხიარულად ესაუბრებოდა!


-ლევან, რა სახე გაქვს? – შეშფოთებით შემომხედა ლიკამ


ვდგავარ კარებში, არ ვინძრევი. მგონია, რომ მესიზმრება, ან ისევ მთვრალი ვარ, ან


გავგიჟდი!!!


-ცუდად ხარ? მიპასუხე!


-არა – საიდან ამოვუშვი ხმა თვითონ არ ვიცი


-ლევან, ლურჯი ხარ! – თითქმის დაიკივლა ლიკამ – მგონი დროა, ნაკლები სვა!


-ლურჯი ვარ? – გავიმეორე მე და ნინას შევხედე. ნინას მიტკლისფერი ედო. რა ფერთა


გამაა, ღმერთო ჩემო – გავიფიქრე გულში


-ხო, ლურჯი ხარ სრულებით, მოდი, დაჯექი.


-არა, არ მინდა, მგონი რაღაც მომეჩვენა… გადამივლის – თვალი ოდნავ მოვჭუტე და


მაცივარს დავეყრდენი სრული სერიოზულობით, მართლა რომ არ წავქცეულიყავი.


-ნინა, უკაცრავად, ეს ჩემი უფროსი ბიჭია, გაიცანი – უხერხულად დაიწყო ლიკამ –


მაისური არ გაგაჩნია, შვილო? – ღიმილით კბილებში გამოსცრა მან


-უი, მართლა ? რა სასიამოვნოა, ნინა- მითხრა ნინამ და ხელი გამომიწოდა. მის


ულამაზეს ხელს დავხედე და თვალები იქამდე დავხუჭე, სანამ სრულიად არ
დაბნელდა ირგვლივ. ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ ეს ამბავი აქ, დედაჩემის
სამზარეულოში ხდება.. იცოდეს ლიკამ სიმართლე, თავისივე ხელით გამოიჭრიდა
ნამცხვრის მწვანე დანით ყელს.:)


-ეს ჩემი მოურჯულებელი შვილია, რატის არ ჰგავს – ღიმილით აგრძელებს ის


-აბა, სად შევედრები ცაზე მაღალს – გამეღიმა მე თან ვცდილობ, რაღაც ლოგიკა
მოვნახო ნინასა და ჩემს სამზარეულოში ყავის სმას შორის.


-ლევან, ეს იცი ეს რომელი ნინაა?- მხიარულება შეემატა ლიკას ხმას


-რომელი?- ავყევი დედაჩემს მშვიდად


-ხომ გახსოვს მამას მეგობარი, მერაბ გელოვანი? – აი მერაბის შვილია. ვაპირებ, რომ
მოვიტაცო რატისთვის და სახლში დავისვა.


ნინას ხველება აუტყდა, მე კი ისევ საგრძნობლად დამიბნელდა თვალთ. მეგონა, რომ


ვიღაცამ ეს მწვანე დანა ტარამდე

ჩამარტყა ფილტვში და სუნთქვა გადამიკეტა. სიმწრისგან გამეცინა და სკამზე


ჩამოვჯექი.


-გემოვნება გაქვს ლიკა, ხო იცი?!- დავიწყე დამცინავად


-ნახე, ლევან რა გოგოა! – არ მეშვებოდა ის. გახედვაც კი არ შემეძლო ნინასკენ, ერთი


გრადუსითაც ვერ ვაიძულე თავი, მივბრუნებულიყავი


-ნამდვილად, კრასავიცაა!- ვთქვი ხმადაბლა და სიგარეტს გავუკიდე.


-ყავას დალევ?


-დარიშხანს! – ვთქვი ხმადაბლა


-რა შაშხს? – ვერ გაიგო ლიკამ და კარადიდან ყავის ქილებს დაუწყო გამოლაგება – შაშხი
სად გვაქვს ლევან? – მხრები აიჩეჩა მან.


-არ გვაქვს? არადა მეგონა, რომ გვქონდა – არც ვიცი, რას ვბოდავ და ისტერიულად
მეღიმება. ნინას სახეზე უფრო მეღიმება, ჩემზე მეტად დაბნეული ჩანგლით რომ ხატავს
ნამცხვრის კრემზე უაზრო ფიგურებს. მერე აბრუნებს ამ ნამცხვრის ნაჭერს ჩემსკენ და
მიღიმის. მაგიდისკენ გავიხედე და გავშეშდი – „რძალი “! – ეწერა ნამცხვრის ნაჭერს.
კვამლი გადამცდა და ხველება რომ დამეფარა, სიმწრით გადავიხარხარე.


ლიკამ გაოცებით შემომხედა – რა მოგელანდა?- მკითხა სიცილით


-“პროსტა” – მხრები ავიჩეჩე მე – კაი ხასიათზე ვარ!- ვუთხარი ისე, რომ ნინასთვის
თვალი არ მომიშორებია. ნინამ კრემზე დაწერილი ასოები წაშალა და ყავა მოსვა.
არაფერს იმჩნევს, რა ნიჭი აქვს ამ გოგოს სამსახიობო, გადავირევი!

-და რომ იტაცებ, თვითონ თანახმაა, ლიკა?- გავძახე დედაჩემს, რომელიც ხილს
რეცხავდა


-თანახმაა! – მითხრა ღიმილით


-რა ვიცი, რაღაც სახეზე ბედნიერებას დიდად ვერ ვატყობ! – ვიღიმი მე. ნინას ეცინება
და არ იმჩნევს.


-შენ პახმელიაზე, ხარ და მაგიტომ ვერ ატყობ – მიღიმის ლიკა


-პახმელიაზე ვარ, ბრმა კი არა – ისევ არ ვაშორებ თვალს ნინას – ანუ მოგწონს ჩემი ძმა?
– ვეკითხები მშვიდად. ნინა ჩუმადაა და ყავას სვამს, მაგრამ გადასარევად ვატყობ,
როგორ უკრთება ყვრიმალი ნერვიულობისგან. ასე მაშინ ემართება, როცა დაძაბულია..
მე რას გამომაპარებს…


-მე მითხარი რამე? – მეკითხება მშვიდად და სიგარეტს აბოლებს


-ოსკარს გადმოგცემდი სიამოვნებით – ვთქვი ხმადაბლა და სიგარეტი შევაბოლე


-რისთვის? – ირონიულად მპასუხობს ის


-ქალის საუკეთესო როლისთვის! – ისევ გამეღიმა მე


-ბავშვებო, კომპოტი კიდევ ვის უნდა? – ლიკას დაძახებაზე გამოვფხიზლდი, მაგრამ


მაინც ვიგრძენი, როგორ დამეჭიმა რაღაც მარცხნივ, მკერდის მხარეს. უნდა შევწყვიტო,
თორემ მართლა მომკლავს ეს სმა..


-არა ლიკა, მადლობა – სიგარეტი ჩააქრო ნინამ – მართლა გამომაგდებენ სამსახურიდან


რომ არ დავბრუნდე – თავისი ფინჯანი აიღო მან, გვერდზე სპეციალურად გამედო, ისე
გამიარა და ფინჯანი მაგიდაზე ჩამოდო


-რატო, კაცო, ცოტახანიც დარჩენილიყავი – მასპინძლური დავიჭირე მე


-მართლა წასასვლელი ვარ! – თქვა მან და ლიკას აკოცა – უგემრიელესი ყავა იყო,
მადლობა!


-აი, რატი ჩამოვა თუ არა, გირეკავ! – ამბობს დედაჩემი და ძალიან მინდა ამ დროს ეს
კომპოტი გადავასხა თავზე, გაატრაკა ამ რატით, რა!


-აუცილებლად დაგირეკავთ, აუცილებლად! – ავყევი დედაჩემს მეც და ნინას თვალი-


თვალში გავუყარე.


ნინა იღიმის და თვალს ჩემსკენ აპარებს, მე ვეწევი და ისეთი სახით ვდგავარ, თითქოს
მაგრად მკიდია ეს საუბარი, არადა მზად ვარ, ორივე ჩამოვკიდო ფეხებით.
პახმელიიდან გამომიყვანეს იმდენი მგესლეს!


-ლევან, გააცილე სტუმარი, აქვე მუშაობს, პეტრიაშვილის კუთხესთან – მეუბნება ის და


მანქანის გასაღებს მაწვდის. სასიამოვნოდ მეღიმება.


-ვაიმე, რას ამბობთ?! – ისტერიკაში ჩავარდა ნინა – რად მინდა გაცილება!


-როგორ გეკადრებათ – გავიქაჩე მე – რა დამაძინებს, სტუმარი დანიშნულების


ადგილამდე თუ არ მივიყვანე – რაღაც ჭკვიანური მაინც რომ თქვა ამ ქალმა, მიხარია! –
2 წუთი მაისურს გადავიცმევ და მოვალ – სახეში შევცინე ნინას, რომელსაც ისევ
შეუკრთა ყვრიმალი და მე კიდევ ერთხელ წარმოვიდგინე, როგორ არ უნდა ჩემთან
ერთად მარტო დარჩენა. არ უნდა კი არა, ოფიციალურ ისტერიკაშია! და სიამოვნებისან
გამეღიმა. კარადიდან მისივე ჩამოტანილი მაისური გამოვიღე და ოთახში
დავბრუნდი.


-რა კარგი მაისურია?! – მკითხა ლიკამ


-ერთმა ნაშამ მაჩუქა – ვთქვი მხიარულად და ნინას გავუღიმე


-რეებს ბოდავ, მართლა პახმელიაზე ხარ შენ! – აღშფოთდა ლიკა და ხელით მანიშნა –
ენა გააჩუმე, უხერხულიაო.


– წავედით? – ვთქვი ზედმეტად მხიარულმა


-კი – კბილებში გამოცრა ნინამ და ლიკას დაემშვიდობა. ვიცმევ ქურთუკს და


კმაყოფილებისგან მეცეკვება!


-გკოცნი დედი, აბა შენ იცი – მომაძახა ლიკამ და კარი მოხურა.


რკინის კარი ყრუდ მიჯახუნდა. სადარბაზოში მარტო დავრჩით. მე ნინას ვუყურებ, ის


მე.


-რა ხდება, მეღადავებით? – ვიკითხე მომხდარით გაოცებულმა


-ვინ გეღადავება, შენ არ იცი, მე რა დამემართა დედაშენი რომ დავინახე.


-არადა ვიცი, სპეციალურად წამოყევი,

ჩემი ნახვა გინდოდა – ვიწყებ მე


-მართალი ხარ და მრცხვენია აღიარება! – მეთანხმება ნინა


-აი, დედას ვფიცავარ, მეგონა, რომ ჭკუიდან შევიშალე – სიცილი ამიტყდა უცბად


-შენ არ იცი, რა სახე გქონდა, კარი რომ გააღე – ნინასაც გაეცინა


-შენ? რა დაგემართა რომ დამინახე? – სიცილს ვუმატე მე


-სპეციალურად დაგეგმილი ფილმის სიუჟეტს ჰგავდა – გაეღიმა ნინას.



-რა რომანტიული ხარ – სიგარეტს მოვუკიდე სიცილით


ნინას სახეზე უკმაყოფილება შეეტყო, ამიტომ შევეცადე პოზიტიური ნოტი ისევ


შემებრუნებინა


-მაინც გნახე, ხედავ? შენი ფეხით ამოგიყვანე სახლში.


ნინა დუმს


-საერთოდ არ მიფიქრია, სახლში თუ იქნებოდი – აგრძელებს ის თამამად


-მოიცა რა , ზუსტად იცოდი! – არ ვთმობ მე


-ნეტარ არიან, მორწმუნენი – მიღიმის ის


-ხო მაინც გნახე? ეს ბედია, ნინა! ხედავ?


-ლიკაც ასე ამბობს რატიზე – თვალებში ჩამხედა მან და გამიცინა


-მერილინ მონროს მსგავსად შენც ძმებზე გიჟდები, ოღონდ ცივაძეებზე


-ოფიციალური იდიოტი ხარ! – მითხრა ნინამ პატარა პაუზის მერე


-უი, რატომ? – გავიოცე მე


-იმიტომ! – მეუბნება ის და თვალები ემღვრევა და მე ვიცი, რომ ეს მისი სუსტი


წერტილია, რომელიც ასევე წარმატებით ვუპოვე.


-ოო, კაი რა, წამოდი, ბევრი დრო არ მაქვს, სამსახურში უნდა დაგტოვო და მივხედო
ჩემს საქმეებს. ნინა გაშეშებული დგას, არ ინძრევა.


-დიდხანს გელოდო? – ვკითხე მშვიდად და კიბეებზე დავეშვი. ნინა წამომყვა.


-არ მჭირდება შენი დატოვება, ჩემითაც გადასარევად მივალ! – წაისისინა მან


-რას ამბობ, ჩემი რძალი ფეხით როგორ ვატარო! – ვეუბნები მე და ვიცი, კიდე ერთი
სიტყვაც და ავატირებ


-თავი დამანებე, რა! – მითრა მან გაბზარული ხმით


ეზოში გავედით. როგორც ვივარაუდე, ლიკა აივანზე იყო გადმოკიდებული და ხელს


გვიქნევდა. იცის, მეზიზღება, როცა მიყურებს აივნიდან, თითქოს პატარა ვიყო. სულ ასე
აკეთებს, როცა სახლიდან გავდივარ, ისტერიულად მამოწმებს, მშვიდობით ჩავალ
სადარბაზოდან მანქანამდე, თუ – არა :)


ნინას კარი გალანტურად გავუღე და საჭეს მივუჯექი. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია.
პეტრიაშვილის 15 ნომერთან გავაჩერე მანქანა და ღრმად ამოვისუნთქე.

-ლევან, მართლა ძალიან გთხოვ, შემეშვი! – თითქმის ტირილით თქვა ნინამ


ისტერიული სიცილი ამიტყდა.. აი ასე, ვიჯექი და გიჟივით ვიცინოდი. ნინა დაბნეული


მიყურებდა, არ იცოდა რა ექნა, თან ეტირებოდა, თან არა.


-2 კვირა რომ გირეკავ და არ იღებ ყურმილს, რა საქციელია?!


-მეზიზღები, ლევან! – იმეორებს თუთიყუშვით ის


-გუშინ რომ ეზოდან გეძახდი, ვერც ეგ გაიგე, ხო?


-ვერ!


-კალანდაძეზე რომ თვალი ამარიდე და ქუჩის მეორე მხარეს გადახვედი, გგონია, ვერ
დაგინახე?


-…


-რატომ იქცევი ასე უაზროდ?! – გამეღიმა მე


-არ მინდა, რომ გნახო! – იყო მოკლე პასუხი


-მე რომ მინდა?! – სიგარეტს გავუკიდე მე


-მარტო შენ ჭკუაზე ვერ ივლის მთელი სამყარო, ლევან – თვალს მარიდებს ის და
ფანჯარაში იყურება ის, სულ ასე იქცევა, როცა ეტირება.


-შენც გინდა ჩემთან და რატომ მაწამებ, გამაგებინე?! – ვაგრძელებ მშვიდად


-აზრი არ აქვს ლევან, შეცდომა იყო თავიდანვე… სანამ ძალიან არ დაგვიანებულა,


უნდა გავჩერდეთ.


-იმიტომ მიყვარდი, რომ სტანდარტული ქართველი გოგო არ იყავი, ჩაბჟირებული


აჩემებებით და უაზრო ფობიებით: „ურთიერთობის დაწყების“ ფობია, „ერთად ყოფნის“
ფობია, „დაშორების“ ფობია, „მერე რა იქნება“-ს ფობია, მომავლის შიში… – თვალი
გავუსწორე ნინას და სერიოზული სახე მივიღე.


-ვერ ამაგდებ ლევან, მაინც არაფერი გამოგივა – გამიღიმა მან


-მაშინ, გამოდის , რომ შენ მართლა რატი გიყვარს! – გამეღიმა ისევ


-მორჩა, საკმარისია! – თვალები დაუწვრილდა სიბრაზისგან ნინას, ჩანთა აიღო და


კარები ისე მომიჯახუნა, მეგონა სახეში ხელი გამარტყა.

“ახალი წელი”

ქალებში არ მიმართლებს :) სანამ ცოლს მოვიყვანდი, ერთ რუს გოგოსთან დავდიოდი.
ნატა ერქვა, რუსაკოვა იყო გვარად. დავდიოდი ცოტახანი. რუსისთვის თავისუფალი
პირადი ცხოვრება ახალი არაა, ისევე, როგორც პარტნიორის ხშირი ცვლა, მაგრამ ბედი
ხომ უნდა ყველაფერს ?! – ნატას შევუყვარდი. გადამეკიდა, აღარ მეშვებოდა. მერე იყო
სახლში მოდგომები, მუქარა.. ხან ასე მომიდგა, ხან ისე, მაგრამ არაფერმა გაჭრა – ვერ
მოვატყუებდი, არ მიყვარდა! რადგან დარწმუნდა, არაფერი გამოვიდოდა, მთხოვა,
ხანდახან მენახა, თვეში ერთხელ მაინც. რომ ვთქვა პატიოსნად ვასრულებდი მის
თხოვნასთქო, არ ვიქნები მართალი, მაგრამ, ხანდახან მაინც ვრჩებოდი მასთან, ისე,
ათასში ერთხელ, მაგრამ ვრჩებოდი. ვგიჟდები სლავი ქალების სხეულზე. გრძელ
კიდურებზე, მოვლილ კანზე. იმაზე, რომ ქართველი გოგოებისგან განსხვავებით ძალიან
მარტივად საურთიერთონი არიან. გინდა დარჩებიან შენთან, არ გინდა, თავისთან
წაგიყვანენ. არც ტელეფონის ნომერს დაგიტოვებენ და არც სახელს გეტყვიან – მიდი და
მიპოვნე, თუ ბიჭი ხარო – გაიცინებენ. თბილისელ გოგოსთან ერთად ღამე დარჩენის
მეორე დღეს მასთან სახლში უნდა ახვიდე და ხელი ოფიციალურად ითხოვო. რუსებს
არც “მომავლის შიში” აქვთ და არც “ვაი, და ვერ გავთხოვდე”- ს ფობია, იმიტომაც
ყველაზე მეტს იღებენ ცხოვრებისგან და არ მისტირიან არც ერთ რომანსა და თავის
დაკარგვას. მევასებიან რუსები! მარტივია მათთან ურთიერთობა :) იმ ზამთარს, ახალ
წელს რესტორანში ვხვდებოდით. მე რომ მივედი ბიჭები უკვე ძალიან მთვრალები
დამხვდნენ. ნინამ რათქმაუნდა დააგვიანა :) მაგრამ რომ მოვიდა, ისეთი მოვიდა, რომ
ჭვიშტარი გადამცდა ემოციისგან და ზუსტად 15 წუთი დამჭირდა გონზე
მოსასვლელად. მაგარი გრძნობაა არაფერს რომ არ იმჩნევ, უფრო სწორედ მე კი
ვიმჩნევდი, მაგრამ ნინას დაჟინებული მოთხოვნით ვცდილობდი ზედმეტად
თვალშისაცემი არ ვყოფილიყავი. საშინლად აზარტული იყო, ეს ყველაფერი და
მეცინებოდა, ნინამ ასე რომ ამიყოლია. რაღა დაგიმალოთ და რესტორანში ძალიან
მოსაწყენი სიტუაცია იყო. სიგარეტი ავიღე და ნინას თვალით ვანიშნე, გამომყოლოდა.
მანაც არ დააყოვნა.


-რას შვები? – გავუღიმე მე


-ძალიან უაზრო სიტუაციაა, თუ მე მეჩვენება? – მთქნარებით დაიწყო ნინამ


-ძალიან მოსაწყენია! – დავეთანხმე მას


-რა მუსიკაა? დამეძინა! – გაიცინა მან


-ხო, სულ მეგონა, რომ დები იშხნელები ან ახლა გამოვიდოდნენ ბანტიანი გიტარით, ან
ცოტახნის მერეϑ


ნინამ ისე გაიცინა, ხელი შევაშველე აივნიდან რომ არ გადავარდნილიყო.


-მოდი რა, მოვტყდეთ – უცბად გიჟურმა აზრმა გამიარა თავში



-და სად წავიდეთ? – მხრები აიჩეჩა მან


-სადმე! სად გინდა?


-მოდი მაკდონალდში მივიდეთ! – თვალები სიხარულით აუციმციმდა ნინას


-ახალ წელს მარტო იაღოველები თუ მიდიან მაკდონალდში – გამეცინა მე


-ხოდა, მომბეზრდა ეს საცივი და გოჭი. წამო, რამე სხვა სტილის საჭმელები ვჭამოთ.


ნინას ხელი გადავხვიე და ზუსტად 15 წუთში დავტოვეთ მოსაწყენი რესტორანი.


მაკდონალდსი ცარიელი იყო.


მხოლოდ ერთი ჭორფლიანი ბრიტანელი იჯდა და მშვიდად სვამდა ყავას თავისთვის,


სულ არ ედარდებოდა ახალი წელი. ეჭვი მაქვს, არც ძველიც.


-მოდი, რა ფანჯარასთან?! – მთხოვა ნინამ. უხმოდ დავემორჩილე.


-ისე დავიღალე, რა თვითგვემაა ეს ქუსლიანი ფეხსაცმელი, ვინ მოიგონა?! ან რატომ


ჩავიცვი საერთოდ?


-გაიხადე თუ გაწუხებს – შევთავაზე თავაზიანად


-მართალია – დამეთანხმა ნინა. თვალის დახამხამებაში ფეხსაცმელები გაიხადა, სკამზე


შემოდო და ფეხმორთხმით მოთავსდა სავარძელზე. სიცილი ამიტყდა.


-რატომ იცინი? – გაოცებული მეკითხება ის


-ძალიან გიჟი გოგო ხარ! – ისევ გავუღიმე მე


-შენ რომ ვინმეს სიგიჟე გაგიკვირდება, რა! – გაიცინა მან


უცბად კარი გაიღო და მივხვდი, რომ ბედი მართლა არ გამაჩნია! დარბაზში შემოვიდა
ნატა რუსაკოვა. “რაღა შენ… და რაღა აქ“ – ლამის ხმამაღლა ვთქვი მე.


-ვიკოო! – ისე დაიკივლა ნატამ ინსტიქტურად წამოვდექი


-როგორ ხარ, ნატა?


-კარგად, შენ ? с новым годом, милый – ჩამეხუტა ის.


-მეც არამიშავს, გილოცავ!


-ой, ти не один ?


-გაიცანი, გელოვანი ნინა – ძალით გავიღიმე მე



ნატამ ნაძალადევად გაიღიმა და ძალიან სასიამოვნოაო – წაილუღლუღა მერე
შებრუნდა და უცბად გავიდა შენობიდან


-ძალიან დავძაბე შენი დაქალი – მხიარულად გააგრძელა ნინამ


-მგონი, მართლა დაიძაბა – ვთქვი დაუფიქრებლად


-რატომ შემოვიდა, მგონი ისიც დაავიწყდა – გადაიხარხარა მან – აშკარად შიოდა მაგ
გოგოს და რომ დაგინახა, მეტყველება წაერთვა. ვინაა?


-ერთი გოგოა, რა – დავიწყე ენის ბორძიკით


-ნამდვილად დავინახე, რომ ერთი იყო- დამცინა ნინამ


-ხო, პროსტა ნატაშაა, ჩემი ძველი ნაცნობი.


ნინამ გამიცინა და ყავა მოსვა.


ოხ, ეს ბიჭების ძველი ნაცნობები – ისევ გაიცინა მან. მეც გავიცინე და სიტუაცია რომ
შემემსუბუქებინა ნაყინის შესაკვეთად ავდექი.

“პლეხანოვი”

მიყვარს ეს უბანი. რამდენჯერაც ნინას ვტოვებ, იმდენჯერ, ყველაზე ლამაზ უბნად
მეჩვენება. ეს ზედმეტი სიმთვრალის ბრალია, თუ ამ გოგოს გადაჭარბებული
სიყვარულის, ნამდვილად ვერ გეტყვით.


-ეს ძველი სახლები მომწონს, იტალიური ეზოებით, ეზოებში რამდენიმე წყებად


ერთმანეთში გადაგრეხილ-გადახლართული სარეცხის თოკებითა და თვითონ
სარეცხით. ვიწრო დერეფნებით, დიდი შუშაბანდებით, გაზაფხულის თბილი
საღამოებით, აივანზე ოჯახის დიასახლისების ჭორაობით… ეზოში კაცების ნარდის
ჩხაკუნითა და ერთად ღვინის სმით.


-მეც მიყვარს – ვპასუხობ და ვგრძნობ რომ მართლა მიყვარს. რაც ამ გოგოს ეხება,
ყველაფერი მიყვარს, უბანიც კი.


-არ გიყვარს შენ პლეხანოვი, ადრე მითხარი ძალიან ცხელი და დახუთულიაო – წყენით
მეუბნება ის


-ასე ვთქვი?! – ვერ ვიხსენებ ბრალდებას – ალბათ შენს გასაბრაზებლად ვთქვი – თავს
ვიმართლებ მე.


-უბრალოდ მინდა, რომ აქაურობა კარგად გააკეთოს ვინმემ. გაუმყაროს საძირკველი


სახლებს, გაალამაზონ და შეღებონ ფასადები… ბევრი ლამპიონი მინდა… განათებული
პროსპექტი და ღიმილიანი ხალხი.


-უი, ღიმილიანი ხალხზე ვერ შეგპირდები. ქართველი ერი, ცოტა მოიკოჭლებს


ღიმილში.


-რატომ? – იცის რომ მართალი ვარ, მაგრამ მაინც მეკამათება ის


-ღიმილით ევროპაში იღიმებიან, საქართველოში არის მოდაში მუქი ტანსაცმელი და


მუქი გაგება.


-ნუ იგონებ! – მიღიმის ნინა – აი, მე სულ ვიღიმი და შენც


-მე შენ რომ გიყურებ მაგიტომ ვიღიმი, სულ კი არ მეღიმება?! – თავი ვიმართლე მე


ნინას სიცილი აუტყდა.


-არა ლევან, შენ ძალიან დადებითი ბიჭი ხარ – მხრებზე ჩამოყრილ თმას ისწორებს ის
და უფრო კომფორტულად ირგებს ჩემი მანქანის სავარძელს. ვუყურებ ამ გოგოს და
ვფიქრობ, რა იქნებოდა, თავიდანვე რომ გამეცნო, აი, ბევრად ადრე, სანამ დავიწყებდი
ბოდიალსა და წოწიალს, „მასოვკაში“ ათქვეფასა და უაზრო დროის ხარჯვას

-ხოდა მინდა, რომ ძალიან ლამაზი იყოს ეს ქუჩა, განსაკუთრებულად თვალშისაცემი,
ხომ მაგარი იქნებოდა, ლევან? – წარსულზე ფიქრისგან გამომაფხიზლა ნინამ


-კიდევ რამეს დაამატებთ? – ვეკითხები მშვიდად და თავი მართლა თბილისის მერი


მგონია – აი, ეს შენობა დავტოვოთ, თუ მოვანგრიოთ? – სიგარეტიან ხელს ვიშვერ
ნახევრადგადმოზნექილ და წელშიგაღუნული სახლისკენ და ვხვდები, ნინამ მართლა
რომ მოინდომოს, თვალისდახამხამებაში შიშველი ხელებით დავშლი ამ შენობას.


-რა სულელი ხარ – ჩამეხუტა ნინა – კიდევ აუცილებლად გაითვალისწინე, რომ მინდა
ბევრი ლამპიონი ქუჩებში.


-მე არ მიყვარს ამდენი სინათლე და შენ ეს ლამპიონები რატომ აიჩემე, ამიხსნი? –


მეცინება მე და თმაზე ვკოცნი.


-არ ვიცი- მხრებს იჩეჩავს ნინა – მომწონს. განსაკუთრებით ფანჯრის მიღმა მომწონს
ლამპიონების ყურება. ოდნავდაორთქლილი მინიდან ლამპიონები ემსგავსებიან ცაში
გაშვებულ ფრანებს, არასდროს შეგიმჩნევია?


-არა – გამეღიმა ისევ – მაგრამ ამიერიდან დავაკვირდები – კიდევ ერთხელ ვაკოცე


თმაზე ნინას და სიგარეტს მოვუკიდე.


-აი, დააკვირდი – მითხრა მან და მინას სული შეუბერა – შეხედე! – დაორთქლილი


შუშისკენ მომწია მან – ხედავ? ოდნავ გადღაბნილი კადრია და ზუსტად იმ ფრანის
ასოციაციაა, ჰაერში რომ უშვებენ, არა?


სახე ახლოს მივუტანე და ლოყაზე ვაკოცე


-ლევან! გაიხედე! – ძალით მახედებს ის და კიდევ მეტად მეხუტება. მე ამ დროს


სხეულში ისეთი სითბო მეღვრება, სიამოვნებისგან მაჟრიალებს და ვხვდები, ეს გოგო
ჩემი იდეალია! მისი ყველაფერი მიყვარს. ბრჭყვიალა და გრძელი ჩალისფერი თმა,
მოხაკისფრო თვალები, ლამაზი კბილები და ღიმილი, რომელსაც უბრალოდ ჭკუიდან
გადავყავარ! სულ მინდა, რომ ვუყურო და ვუყურო, მერე ვეფერო და მერე კიდევ
ვუყურო, ვუყურო დაუსრულებლად! ჩემთვის ის სრულყოფილია, სრულყოფილია
თხემით-ტერფამდე და არ მედარდება, ვინ ჩადგება ჩვენ ორს შორის, რადგან ვიცი, რომ
მხოლოდ მე მეკუთვნის! მარტო ჩემია, სამუდამოდ!


-ხედავ, რა ლამაზია ? – ხელს იშვერს ნინა ლამპიონისკენ და მიღიმის – ყველგან ამ


ლამპიონებით განათებული ქუჩები მინდა, მეტი არაფერი!


-მე შენ მიყვარხარ! – ვეუბნები ისე, რომ საერთოდ არ მესმის მისი ტიტინი.


ნინა მიღიმის და ჩუმდება – და ვიცი, შენც იგივეს გრძნობ ნინა, რომც არაფერი თქვა,
მაინც ვიცი- ვაგრძელებ მე. გენიალური სიტყვაა „მიყ-ვარ-ხარ“, ანუ მეც ვარ და შენც
ხარ, ამიტომ არ მაინტერესებს შენი პასუხი: რადგან ერთხელ უკვე გითხარი, ეს გრძნობა
უკვე ორივეს გვეხება.

ნინას ისევ ეცინება


-ძალიან აფრენ, საიდან მოიგონე?! – მეკითხება ის და ვიცი, სიგიჟემდე უხარია ჩემი


ასეთი გაფრენა. კაცი ყოველთვის გრძნობს გვერდით მყოფი ქალის განწყობას. თან მე,
პლუს, შესაშური ინტუიცია მაქვს.


-ხო ეგრეა, მითხარი?


-რა, ლევან? – თავს იშტერებს ის – ანუ, გიყვარვარ?


-„გიყვარვარ“ – ძალიან ეგოსიტი სიტყვაა, 2ჯერ “ ვარ“-ს მოიცავს :) ამიტომ,

მე ისევ პირველ ჩვენებას ვაწვები – მე შენ მიყვარხარ!


ვიცი 100 % – ით იგრძნო მან ჩემი ემოცია და მე დავიკარგე გრძნობის ლაბირინთში…


სადაც ჩემი ფეხით შევვარდი,


მიუხედავად იმისა,


რომ მეუბნებოდნენ – არ დაიწყოო!


დაახლოებით ისეთი ცდუნებაა, მშიერს მწვადის სურნელი ცხვირის რეცეფტორებს რომ


გაგიღიზიანებს და იმ მიმართულებით რომ წახვალ (უკანმოუხედავად) საითაც
შიმშილი წაგიღებს…


დიახ!


მე ეს გოგო მშიოდა


და მწყუროდა


და ზოგადად


ეს გოგო იყო ჩემი ხსნა,


ჩემი თავშესაფარი.


და … ავიჩემე!


არა იმიტომ, რომ „ არ შეიძლებოდა“


(როცა მომეწონა, საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყო)


არც იმიტომ, რომ ის ყველაზე ლამაზია,


(ბევრია ლამაზი, რომელიც არასოდეს მოგინდება,



„მოგინდება“- ყველანაირი გაგებით…)


უბრალოდ ეს იყო ჩემი ადამიანი,


ჩემი ცხოვრების ადამიანი,


გოგო ალუჩისფერი თვალებითა


და ბრჭყვიალა თმით.

“თეატრში”

იმ საღამოს სპექტაკლი მქონდა.


წინა ღამით ფრანგული ფილმების სეანსი მოვაწყვე.


ან რატომ გადავწყვიტე გათენება,მაშინ როცა მეორე დღეს, მთელი დღე დოღის


ცხენივით უნდა მერბინა,არავინ იცის.


შესაბამისად,დილით ელექტროშოკი დამჭირდა გონზე მოსასვლელად და ყავის ცივი


შხაპის მიღება, ადამიანს რომ დავმსგავსებოდი.


ძალით ვჭამე საჭმელი.


გულის ფრიალით ვივარჯიშე და


ერთი მოყუდებით დავლიე ენერგეტიკული სასმელი,შუა სპეკტაკლის დროს რომ არ


წამსვლოდა გული.


ტაქსში „თხა და გიგოსავით“ მეჭირა სცენარი, თუმცაღა მიუხედავად იმისა,რომ


ქართულად და შავით-თეთრზე ეწერა ტექსტი, აზრის გამოტანა მაინც მიჭირდა:)
ტაქსიდან გრაციოზულად გადმოვესვენე და საგრიმიორიში მოჩვენებითი სიმხნევით
შევაბიჯე.


სინათლე ავანთე,ჟაკეტი გავიხადე და…


ჩემმა კივილმა დარბაზში დაკიდებული ვეებერთელა ჭაღი შეარყია.


შიშისგან ჩავიკეცე!


საგრიმიოროში, ჩემს საკუთარ სკამზე,ჩემი პარტნიორი ლადოს კოსტუმში


გამოჯგიმული ლევან ცივაძე იჯდა და სიგარეტს ჩვეული სიმშვიდით აბოლებდა.


ჩემს რეაქციაზე კი ისეთი ისტერიული სიცილი აუტყდა,რომ მეგონა, დაიხრჩობოდა!


– ავადმყოფო შენ!


– ავადმყოფო მე!-გამაჯავრა მან-ისე,საღოლ,ნინო სურგულაძესაც კი შეშურდება შენი


ისეთი მაღალი ბგერები აიღე – მეცო სოპრანო!


– ღმერთო,როგორ გაკლია!- ჩანთა ვესროლე მას.


– სროლებს არ ვართ!- მთხოვა მან


– სროლა კი არა, მოსაკლავი ხარ!- ვერ ვმშვიდდებოდი მე



– მზად ვარ დასჯისთვის-დამეთანხმა ის- ასე შეგეშინდა?


– არა, გავითამაშე- ენა გამოვუყავი მე- რა გაცვია, სად მიაგენი?- სიცილი ამიტყდა
მოულოდნელად


– ეს იმ გამოსი..შტერებულის ტანსაცმელია?- გადააკეთა სიტყვა მან


– ხო, მერე რა გინდა?- მშვიდად გავაგრძელე დიალოგი


– შენი მალინისფერი კაბის ჩაცმა მინდოდა მეტი ეფექტისთვის,მაგრამ მივხვდი, არ


ჩამეტეოდა და ისევ ეს ფრაკი ვარჩიე.


– ძალიან დიდი მადლობა ჰოლანდიელი ტრანსვისტიტივით რომ არ დამხვდი


მალინისფერ კაბაში მოკაზმული- წარმოვიდგინე ვიკო ამ „ჟაბო დეკოლტეში“ და
ცუდად გავხდი სიცილისგან.


– არაფრის, არაფრის- შეიფერა მან


– გაიხადე, სპექტაკლი ნახევარ საათში იწყება!


– აქვე გავიხადო? ნახევარი საათი არ გვეყოფა,საყვარელო – გამომწვევად მითხრა მან


– ლევან,ნუ ცანცარებ!


– მე რომ ვითამაშო იმის ნაცვლად, არ შეიძლება?


– ლევან, ხომ არ აფრენ?-სერიოზულად შემეშინდა მე


– აი, კაცურად რომ ვთხოვო, ერთი დღით არ დამითმობს როლს?- სერიოზულად


დაფიქრდა ის


– რას დაგითმობს? წრეში-ბურთი კი არაა, თეატრში ხარ და სპექტაკლია- მეტი


დამაჯერებლობისთვის დავუმარცვლე მე


– უი, თეატრში ვართ? მე შენთან სახლში ვიყავი მეგონა- ისევ ყურებამდე გაეხა ღიმილი
მას-მაინც ზეპირად ვიცი მაგის ტექსტი, თამაშს რაღა უნდა – მხრები აიჩეჩა მან


– ლევან,არ შემარყიო,იცოდე! – ტუჩები ამიკანკალდა ნერვიულობისგან


– სადაა თქვენი რეჟისორი?- სიგარეტს მოუკიდა მან


– ლევან, გეყოფა!- სრულ ისტერიკამდე ათიოდე ნაბიჯი მაშორებდა


– კარგი, რა გჭირს, მართლა კი არ გამოვალ სცენაზე- გამიღიმა მან ფერი დამიბრუნდა


– რატომ მაგიჟებ, რა გინდა?!- ამოვიკნავლე საცოდავად


– გეხუმრები, ნინა – სახეზე ისევ ღიმილი დაეხატა მას.



მივუახლოვდი და ჩავეხუტე


ვიკომ მარჯვენა ხელი გამომართვა და უსახელო თითზე თვალის დახამხამებაში


ულამაზესი, მთელ სიბრტყეზე თვლებით მოჭედილი ბეჭედი გამიკეთა.


– ეს რა არის?- მოულოდნელობისგან გავფითრდი


– ეს არის ჩემი ნაწილი და სანამ გიკეთია, იცოდე რომ ჩემთან ხარ, სულ!


– ლევან!- თვალები ამემღვრა სიხარულისგან


– არ მოიხსნა, კარგი? ძალიან მიყვარხარ!


– მეც- წამომცდა ინსტინქტურად


– დარბაზში ვიქნები და მერე სახლში დაგტოვებ, კარგი?


გავუღიმე.


ჩემს ტვინში რევოლუცია ხდებოდა.


ვაპაუზებდი და ვახვევდი კადრებს.


ხან თვალები მემღვრეოდა, ხან მეცინებოდა.


სად აღმოვაჩინეთ ამ ორმა არანორმალურმა ადამიანმა ერთმანეთი?!


ეს იყო ძალიან მაგარი რამ…


ეს ნამდვილად ბედისწერა იყო…


და იყო საშინლად აზარტული


თუმცაღა ყველამხრივ,


აბსოლუტურად ყველამხრივ აკრძალული თამაში :)


პირველმა მოქმედებამ მშვიდობით ჩაიარა- გული არ წამსვლია.


მეორე მოქმედებაში, იმ ეპიზოდში სადაც ლადო გამოდის და 15 წუთიან სცენას


ვთამაშობთ, უკონტროლო მდგომარეობა შეიქმნა.


არ მეჩვენებიდა,


არც დამსიზმრებია


აი,ასე,

სავსებით მოულოდნელად


ჩემს წინ ვიკო ცივაძე დადგა და მთელი გულით გამიღიმა.


ორი ნაბიჯი გადავდგი და სკამს დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი.


მდგომარეობა ისევ მან განმუხტა,


როცა ზედმიწევნით ზუსტი ტექსტით დაიწყო ვრონსკის როლის თამაში.


გამოშტერებული ვიდექი სცენაზე.


გონზე ვერ მოვდიოდი, რომ ეს ყველაფერი,


აქ,


აი, ამ სცენაზე,


ორასი კაცის წინ ხდებოდა…


ჩამომახრჩობდნენ!


დამხვრეტდნენ!


რას მიზამდა ჩემი რეჟისორი, არც კი ვიცი!


რატომ, რატომ, რატოოომ?!


რა ჯვარი მაქვს ასეთი,


რაღა გიჟი შემიყვარდა!


ო, ღმერთო!


თვალები დავხუჭე, ღრმად ამოვისუნთქე და საუბარი გავუბი.


არ მახსოვს რამდენი ხანი ვიდექი სცენაზე,


მოქმედება დამთავრდა თუ არა,


კულისებში მდგარს ჩვენი რეჟისორი, თამაზ აბულაძე მომიახლივდა.


საკუთარ აზროვნებაში დავემშვიდობე

სცენას, გამოვიტირე კარიერა და ბოლო სიტყვებით ვლანძღე ცივაძე-ჩემი


დამაქცეველი.რომელმაც აბსოლუტურად გაუაზრებლად, თავისი ტუტუცური ქცევით
დამინგრია მთელი ჩემი შეგნებული არსებობის მანძილზე ამ საქმეში ჩადებული
შრომა.

– ნინა!- მომმართა მან


– დიახ ბატონო თამაზ, ყველაფერი ჩემი ბრალია… მე ვარ მოსაკლავი…


– ნამდვილად ყველაფერი შენი ბრალია.შენ რომ არა, ამ ბიჭს ვერავინ აღმოაჩენდა.


– ბატონო?- ყურებს არ დავუჯერე მე


– ძალიან ახალგაზრდაა და ნიჭიერი, დასაქმებულია სადმე? ჩვენს ახალ სპეკტაკლში


შემიძლია ერთი კარგი,მთავარი როლი შევთავაზო.


რას იტყვი, მომცემ რეკომენდაციას?!


“სანდრო მალაშხია”


მე და სანდრო მალაშხია კლასელები ვიყავით. მთელი ბავშვობა ვუყვარდი. ცოტა მეც


მომწონდა.


სულ სხვა უბანში ცხოვრობდა, მაგრამ ჩემს სკოლაში სწავლობდა. დედა ჰყავდა
მოხუცი. ძალიან საყვარელი და ტკბილი, მაგრამ თავისი თავისთვის მოუცლელი,
მოუვლელი ქალი. სახედანაოჭებული.


ხელმოკლედ ცხოვრობმდნენ. მაგრამ ამის მიუხედავად, სანდრო სულ მპატიჟებდა


სკოლის ბუფეტში. ეს ქალი თავიდან ყველას მისი ბებია გვეგონა. მახსოვს სანდრო
როგორ გაწითლდა, ბიჭებმა რომ უთხრეს – ბებომ მოგაკითხაო. ბებია კი არა,
დედაჩემიაო – თქვა ნერვიულობისგან ალისფერმოკიდებულმა. მას მერე ამ თემაზე
ბავშვებს აღარც გვილაპარაკია.


წლები ისე გავიდა, აღარც შემხვედრია არსად.


2 კვირის წინ ანის ახალი ტანსაცმლის კოლექციის ჩვენება ჰქონდა და იმ წვეულებაზე


ვიყავი.


თავზე ერთი ფარშევანგი არ მყავდა შემოსმული, თორემ ისე, ულტრაგამოპრანჭული


გახლდით.


უკან რომ ვბრუნდებოდი ქუჩაში ნაცნობი სახე შემხვდა, მაგრამ ვერაფრით ვერ
გავიხსენე ვინ იყო. ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდა და რომ დამინახა, საუბარი შეწყვიტა


-ნინა?! როგორ ხარ? – გადამკოცნა უცნობმა


-ვაიმე, მაპატიე, ვერ გიხსენებ – შევწუხდი მე


-სანდრო ვარ, მალაშხია – გამიღიმა მან და ჩემს თვალწინ ისევ ის პატარა,


შელახულშარვლიანი ბიჭი წარმომიდგა, სკოლის ბუფეტში ფუნთუშებს რომ
ყიდულობდა ჩემთვის.

-ვაიმე, სანდრო! – სიხარულით კიდევ ერთხელ გადავეხვიე მას – აქ საიდან? ასი წელია
არ მინახიხარ!


-არადა სულ თბილისში ვცხოვრობ! – მხრები აიჩეჩა მან.


კარგად ეცვა, ძალიან გამხდარი და გარუჯული იყო.


-გადასარევად გამოიყურები – ვუთხარი მე რაც მისი ტანსაცმელი 2-ჯერ ცალი


თვალით, თუმცა კარგად შევათვალიერე – მუშაობ?!


-ვშრომობ – გამიღიმა მან – შენ?


-მეც!


-სულ გხედავ ტელევიზიით. ისევ ისეთი კრასავიცა ხარ!


– ჩემო საყვარელო – ხელი მოვკიდე მკლავზე მას. ხელები ჰქონდა დაკოჟრილი,


ნამუშევარი და გარუჯული – ახლა ახალ სპექტაკლს ვდგამთ და უცილებლად მოდი,
გამიხარდება!


-მოვალ – დამპირდა ის და გამიღიმა – ანი როგორაა, კერესელიძე? კიდევ ხომ არ


გათხოვდა?


-გათხოვებით აღარ – გავიცინე მე – მაგრამ დიდ მოდაშია გადავარდნილი. ბევრი


შემოთავაზება აქვს საზღვარგარეთ, ახლაც მისი ჩვენებიდან მოვდივარ


-მომიკითხე რომ ნახავ, იქნებ შევიკრიბოთ კიდეც, ძალიან მომენატრეთ – თქვა მან და
გადამკოცნა – გამიხარდა რომ გნახე


-მეც, სანდრო ძალიან! – გამოვტრილადი და კიდევ ერთხელ გამიხარდა, რომ ზე-


გამოპრანჭული მნახა ბიჭმა, რომელსაც ძალიან ვუყვარდი ბავშვობაში. და უბრალოდ
სპორტულებში კი არ ჩავუქროლე (რა ფორმაშიც ძირითადად დავრბივარ ხოლმე
კუსტბაზე, შაბათ-კვირას) ზუსტად ვიცი, სპორტულებშიც ძალიან მოვეწონებოდი,
მაგრამ გული მაინც დამწყდებოდა დიდი დოზა პარფიუმის, გალიანოს ქუსლიანი
ფეხსაცმლის და პრადას ჩანთის გარეშე რომ ვენახე. (მიუხედავად იმისა, რომ ის
შეიძლება, ზემოჩამოთვლილიდან ვერც ერთ ბრენდში ვერ გარკვეულიყო:).


სპექტაკლი გვიან დამთავრდა. საგრიმიოროში ვიყავი ჩემმა განათების სპეციალისტმა


რეზომ რომ დამიკაკუნა კარზე. კარი გავაღე და უშველებელი თაიგულით რომ დავინახე
ის სიცილი ამიტყდა.


-რა არის რეზო ბიძია, ეს?


-ვიღაცა უნდა იყოს შენზე უგონოდ შეყვარებული – გამიცინა მან – კულისებში


დატოვეს, შიგნით ბარათიცაა – თვალი ჩამიკრა მან


-ძალიან დიდი მადლობა – ლოყაზე ვაკოცე რეზოს და თაიგული გამოვართვი



“ყველაზე არათბილისელ გოგოს მსოფლიოში”


P.S. 1 საათია დამთავრდა სპექტაკლი, გამოდი მაგ შენობიდან და პირობას გაძლევ, ჩემი
ხელით მოგაშორებ მაკიაჟს.”


– იდიოტი! – გადავიხარხარე მე, თმა თვალისდახამხამებაში დავიშალე, ჯინსი


ამოვიცვი და ხმაურით გამოვიკეტე საგრიმიორო.


– “გათენდა, ეს მერამდენედ გათენდა” – სიმღერა დაიწყო ვიკომ, როგორც კი დამინახა


– რა გამღერებს ? – გამეცინა მე და მანქანაში ჩავჯექი.


– გათენდა ადამიანო, აღარც მეგონა დღეს თუ თეატრიდან გამოაღწევდი


– რა თაიგულებს მიგზავნი? – გავიცინე ისევ


– მოგეწონა?


– კი, ძალიან დიდი მადლობა! – ვთქვი პატარა პაუზის მერე


– არ მოგეწონა! – სახე მოეღრუბლა მას


– მართლა მომეწონა! – შევეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი – მაგრამ მე საერთოდ


ყვავილები არ მიყვარს


– ოხ, აბა რა გიყვარს?


– არ ვიცი, ყვავილები საერთოდ რატომ

უნდა აჩუქო ქალს, არ მესმის – ვთქვი და გადავიკისკისე


– აბა, რა უნდა აჩუქო? მაინცდამაინც სუნამო? – გაუკვირდა მას


– მაგალითად, ვაშლები – ვთქვი მხიარულად


– რა ვაშლები? – ვერ გაიგო ვიკომ


– ვაშლი არ იცი? ხილია ეგეთი, არის წითელი, ყვითელი, მწვანე – სიგარეტს მოვუკიდე
მე


ვიკო გადაბჟირდა


-ვაშლი როგორ გაჩუქო, გოგო? – ძლივს ამოთქვა მან


-აი, გადასარევად ვიჩუქებ – თავი დავუქნიე მე


-სპექტაკლის მერე, ვაშლი გაჩუქო? – კიდევ ერხელ ჩამეკითხა ის



-შეგიძლია ალუჩაც და მსხალიც – საქმე გავუმარტივე მე


-არ ხარ ნორმალური! – მითხრა მან და თვალის კუთხესთან მაკოცა.



“რესტორანი მარანი”

ვგიჟდები ქორწილებზე.


თან ახლობლების ქორწილზე.


პლუს თუ ჩემი მეგობარია, საერთოდ ჭკუა მეკეტება.


ლიკა ნემსაძე ჩემი მეგობარი და ვიკოს სკოლელი იყო. ორივე მისი ძალიან ახლობელი
ვიყავით.


შესაბამისად ქორწილში ორივე მივდიოდით, რა თქმა უნდა ცალ-ცალკე.


-საერთოდ არაფერს იმჩნევ, იცოდე- ვაფრთხილებდი ვიკოს და თან ლიკასთვის


საჩუქარს ვეძებდი


– არაფერს არ შევიმჩნევ!- მპირდებოდა ის და უკან დამყვებოდა- სხვადასხვა სკამებზე


უნდა ვიჯდეთ?


– ხო, აბა გვერდით როგორ მოგიჯდე?


-რა მოხდა, ვითომ შემთხვევით მოვხვდით ერთად- აღშფოთდა ის


-რაღა სულ შენს გვერდით უნდა ვხვდებოდე, ისიც შემთხვევით?!- გამეცინა მე- თან
სულ ახლობლები ვიქნებით ამიტომ განსაკუთრებით კარგად უნდა მოვიქცეთ, გესმის,
ლევან?!


– მესმის!- თავი დამიქნია მან თუმცა შევატყე, დიდად არ უხაროდა ამ თემაზე ზედმეტი
საუბარი.


-მითუმეტეს რომ დალევ, არ დაიწყო სიმღერების მიძღვნები და ჰაერში ატაცებები-


გამეცინა მე


-კარგი- ავტომატურად მიქნევს თავს ის – ეს საყურე?- მაწყვეტინებს მონოლოგს ვიკო და


დახლთან ჩერდება.


-ლამაზი საყურეა, მაგრამ ცოტათი ალა პუგაჩოვას სტილია, რას იტყვი?!


-რატომ? ლამაზია- ცდილობს ბოლომდე არ გაეცინოს მას


-იდიოტი ხარ- ისტერიული სიცილი მიტყდება მე და ვცდილობ გამყიდველს არ


ვაგრძნობინო, რომ ოფიციალური მასხარა მახლავს თან, რომელიც ხალხის საქვეყნოდ
დაცინვას არ ერიდება.


-მოკლედ, მაქსიმალურად გააკონტროლე სიტუაცია- სერიოზული სახით დავასრულე


საუბარი მე- ვერც ერთი ვერ უნდა მიხვდეს რომ ერთად ვართ


-ღმერთო, რამეს მატყობ რომ გონებადაქვეითებული ვარ და მაგიტომ მიმეორებ ერთსა


და იმავეს თუ repeat-ზე დააყენე ტექსტი? ვერ გავიგე – დამიმარცვლა მან. ყველაფერი
ათიანზე იქნება.არ ინერვიულო!


საერთოდ ეგ დღე საოცრად დაიწყო.


ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ დილით ჩამეძინა.


თმის დავარცხნაზე 11 საათზე ვიყავი სალონში ჩაწერილი.


ზუსტად 11-ზე გამეღვიძა.


დამხვდა ალბათ 110 გამოტოვებული ზარი, აქედან 90 ვიკოს დარეკილი იყო დანარჩენი-
სხვების. სრულიად საქართველომ დამირეკა მაგ დილით,ზარი გათიშული დამხვდა!
მართლა გამოშტერებული უნდა იყო ადამიანი, რომ მაღვიძარა დააყენო ხმაგათიშულ
აპარატზე.როგორც ჩანს, შემთხვევით დამეჭირა ხელი! ან რატომ არ მომტყდა ეს ხელი,
რა მინდოდა, საერთოდ!


გიჟივით ვიბანავე, დარწმუნებული ვარ, ნახევრად ქაფიანმა ჩავიცვი მოხარშული


აბრეშუმის კაბა, რომელსაც კერესელიძე 8 თვე კერავდა.(რომ ჰკითხო,ზოგადად ძალიან
სწრაფად მუშაობს).


ან რა შეკერვა უნდოდა არ ვიცი, ყველაზე მარტივი თარგი, ეგრედწოდებული ტომარა-


კაბა.2 წუთში რომ იკერება, აი ისეთი!


და ისეთი სისწრაფით გამოვედი სახლიდან, სახლში მტვერი დადგა.


სალონში ფეხი შევდგი თუ არა, ვიკომ დარეკა:


– არ დამაცადო ამოსუნთქვა!- გამეცინა მე


– უი, ნინა, ცოცხალი ხარ?


– არა საიქიოდან გესაუბრები-სიცილი ამიტყდა ისევ


– ერთი, კარგი ყურის აპარატი ჩემზეა!


– ხმა გამორთული მქონია- დავიმორცხვე მე


– ძალიან გონივრული გადაწყვეტილება იყო ამ დილისთვის:)-დამცინა მან


– თავი დამანებე,ჩემი გასაჭირიც მეყოფა-ვთქვი საცოდავად


– მე ვსვამ შამპანურს დილიდან- ყურმილის მეორე მხარეს ალკოჰოლნარევი ტემბრი


ვიგრძენი

– მეეჭვება გვარი ცივაძე არისტოკრატული იყოს-ამიტყდა სიცილი მე


– ხახახა- გულიანად გაეცინა მასაც-არისტოკრატულობისთვის შენი ცისფერი სისხლიც


საკმარისია- მითხრა მან


– აბა, რა გასმევს შამპანურს დილიდან?!


– საყვარელი მეგობრის ბედნიერება- იყო ლოგიკური პასუხი.


– შენ ოღონდ მიზეზი გქონდეს- გამეცინა ისევ


– ერთ საათში მზად დამხვდი და ტელეფონი ახლოს დაიდე, ჭკუიდან არ გადამიყვანო-


გამაფრთხილა მან


– მეტი აღარ დალიო, რა! – ვთხოვე მე


– არის! არ დავლევ! – გაეცინა მას


– რესტორანში ადამიანური სახე მინდა გქონდეს, ნუ პირველი 1 საათის განმავლობაში


მაინც – ვუთხარი ირონიული ღიმილით!


მაინცდამაინც იმ დღეს დამვარცხნა ჩემმა სტილისტმა საოცრად,


ლედი გაგას მსგავს ქმნილებას ვგავდი!


ბუნებრივი ვარცხნილობის ნაცვლად, თავზე ჭაღი დამადგეს!


რატომ?!


რაღა დღეს?!


ლანძღვით გამოვედი იქიდან და მანქანაში შევეცადე დამეშალა რუდუნებით შეხვეული


ჩემი თმის დაუმორჩილებელი ლოკონები. ვიკოს დავურეკე ჩემით მოვალ, შენ
პირდაპირ რესტორანთან შეგხვდებითქო. თმა დავიშალე, მაკიაჟი გავიკეთე და ცოტათი
დავემსგავსე ქალაქელ გოგოს თუ არა, მანქანა დავქოქე.


ვიკომ დააგვიანა.


ვურეკავდი, არ მპასუხობდა.


ყველაზე ლამაზი მაგიდისკენ ავიღე გეზი, ჩამოვჯექი, გავუკიდე სიგარეტს და


მოვემზადე დროის სატარებლად.


ქორწილი ჩვეული პომპეზურობით მიმდინარეობდა.


ჩემი მზერა შემოსასვლელიდან დარბაზისკენ გამომართულმა ბრჭყვიალა ობიექტმა


მიიპყრო. დისკოთეკის ბურთივის ბზინვარე კაბაში საგულდაგულოდ ჩატენილი ქალი
მომსახურე პერსონალს რაღაცას ეწიწინებოდა. დავაკვირდი და სიცილი ამიტყდა –
ლიკა ნემსაძის (პატარძლის) მედიდურ დედას, სვეტა დეიდას, აშკარად
გადაემლაშებინა საკუთარ ვიზუალზე ზრუნვა.


თვითონ სვეტა, დაბალი ქალია, პუტკუნა.


ეცვა 170 სანტიმეტრიანი თეთრი „ენელო“ ფეხსაცმელი „პლატფორმზე“ .


ან რატომ გადაწყვიტა მწვალებლობა ერთადერთი ქალიშვილის ქორწილში,


გაუგებარია.


იმპერატორივით გაჯგიმული დადიოდა

აქეთ-იქით და დირექტივებს იძლეოდა. იმდენად უჭირდა სიარული ამ


ეგრედწოდებულ „ეიფელის კოშკზე“, რომ საკუთარი და, ნანა დაყვებოდა სეფექალივით
და პერიოდულად ხელს აშველებდა, მარმარილოს გალაპლაპებულ იატაკზე რომ არ
მოედინა ზღართანი.


ის იყო თამადამ მესამე სადღეგრძელო შესვა, რომ გაიღო რესტორნის კარი და


ამაშუკელს პლიუს ცივაძე შემოვიდა დარბაზში. პლიუს- იმიტომ რომ ერთმანეთზე
გადახვეულები იყვნენ.


გულმა გამკრა.


მივხვდი, ეს ყველაფერი დილიდან „არისტოკრატულად“ ზედმეტი შამპანურის გამო


დაიწყო


და აუცილებლად ექნებოდა ასევე „მხიარული“ გაგრძელება.


ცივაძემ ხალხს თვალი მოავლო და პირდაპირ სიძეს გასძახა


„თქვე პიდარასტებო, სად დასვით ჩემი შეყვარებული?!“


მიწა თუ არ გამისკდებოდა და თუ არ ჩამიტანდა, არ მეგონა.


მეხის დაცემა და დადუღება უკვე ტკბილი ოცნება იყო!


-უხ, ნინა, როგორ გავერთობით, ხომ არ იცი – ღრმად ამოისუნთქა ანიმ და შუბლი
ხელისგულით დაიზილა


-რა ხმაზე ბღავის თან?! – სიმწრის სიცილმა გადამირბინა სახეზე


-აი, ამ ბლაგვი დანით გამოვჭრი ყელს – წამისისინა კერესელიძემ და ვიკოსკენ


გაემართა


-რა დღეში ხარ, ადამიანო? – უთხრა მოკრძალებული სიცილით მას და ხელკავი


გაუკეთა

-სადაა ნინა? – მთვრალი მზერა მიაპყრო მან ანის


-წამოეთრიე, წამოდი – ყურში თითქმის ჩაჰკივლა მან და ჩვენი მაგიდისკენ


წამოიყვანა.


ვიკოს ამაშუკელიც გამოყვა.


მალინისფერი დამედო და რომ არ შემემჩნია, ლიმონათი მოვსვი და ხელსახოცი


დავინიავე.


თვალებში დამიბნელდა სიმწრისგან – ლიმონათის ნაცვლად არაყი გადავკარი!


ძლივს ამოვისუნთქე და ხველება ამიტყდა.


-ჩემო სიცოცხლე – ჩამეხუტა ვიკო და სკამი ახლოს მოწია ჩემსკენ


-როგორ ხარ, ლევან? – შევეცადე ირგვლივ მსხდომთა გამოშტერებული სახისთვის


ყურადღება არ მიმექცია


-გადასარევად ვარ, შენ ?- გამიღიმა მან.


(ღმერთო როგორ მინდოდა, რომ მომეკლა!!!!)


ან ეს ხაჭაპურიანი თეფში თავში ჩამერტყა და ნიგვზიანი ბადრიჯანი თმაზე წამესვა!


მაგრამ ვერაფერი ვქენი, იდიოტივით გავიღიმე და შევეცადე ხელი გამეშვებინა.


-აუ, რატომ მაშვებინებ ხელს? – გაიოცა მან


-ლევან, დიდი ხანია არ გინახივარ და ალბათ მოგენატრე! – გამომცრა კბილებში


-რა დიდი ხანია, გუშინ ერთად არ ვიყავით, კიკეთში?


ანის ლიმონათი გადაცდა და ხველება აუტყდა.


მივხვდი, ამ იდიოტის გამო, სუიციდით თუ არ დავასრულებდი სიცოცხლეს,


აუცილებლად ანი მომკლავდა დღის ბოლოს.


-სხვა რა არის ახალი? – მოგონილი ინტერესით დაუწყო მან ბიჭებს საუბარი


-სხვა არის ის, რომ მე ცოლად მომყავს შენი დაქალი- ყურებამდე გაეხა ღიმილი ვიკოს.


-უი, რა საინტერესოა, როდის? – ასევე მოგონილი იუმორით აგრძელებს ანი და


თვალებს მიბრიალებს პერიოდულად


-აი, როგორც კი დასრულდება ქორწილი, ეგრევე! – მხიარულად გააგრძელა ვიკომ


გვერდით მსხდომებმა წყვილმა ჭამა შეწყვიტა და ჩვენ დაგვიწყო ყურება.



-და ჩემი რომელი დაქალი მოგყავს ცოლად, თვითონ ცოლიან ბიჭს? – გაიღიმა ანიმ


-მე ცოლი დიდი ხანია არ მყავს – გაიღიმა ვიკომ – არა, „ამაშ“? – ამაშუკელს გახედა
მხიარულად მან


-აბა, რაა! – თვალი ჩაგვიკრა მან და ხაჭაპური ჩაიტენა პირში


მეორედ ვინატრე სიკვდილი!


-აჰა, ესეც მე ვარ? – ნიშნისმოგებით გადმოგვხედა ვიკომ – აქედან ყველანი მივდივართ


ჩემს ქორწილში, ხო, ნინ?


სხვა ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე, ინსტინქტურად ფეხი დავადგი ვიკოს იქნებ
მიხვდეს და გაჩუმდესთქო.


-ფეხს მადგამს ვიღაც? – გაიოცა მან და მაგიდის ქვეშ შეიხედა


-ღმერთო, რა დავაშავე! – აღმომხდა სიმწრის სიცილი


-ან მე რა დავაშავე?! – საცოდავად იკითხა ანიმ, რომელსაც ამაშუკელი საცეკვაოდ


ეპატიჟებოდა


-ხოდა, რაზე შევჩერდით? – იკითა ვიკომ


-წამოდი, რა ვიცეკვოთ? – არ დაველოდე მის პასუხს ისე ავაგდე სკამიდან


-ამ ხალხს ნორმალური არ ვგონივარ – ყურში ჩამჩურჩულა ანიმ


-შენ თუ გგონია, მე ვარ ამათ თვალში ადექვატური, ძალიან ცდები – მივაძახე მას და
ხალხის ნაკადს შევუერთდი.


-ნორმალური ხარ?- ვიკოს ისეთ ხმაზე ჩავკივლე ყურში სცენაზე მდგარმა მომღერალმაც
კი მე გადმომხედა


-რა გინდა? – კმაყოფილებამ გადაურბინა ვიკოს სახეზე


-რეებს ლაპარაკობ? არ გთხოვე, ხმა არ ამოიღო და ხალხს სალაპარაკო არ მიცეთქო?


მეღადავები?


-რა ვთქვი ახლა, ისეთი?! – არ დაიჯერა მან


-რა, რა თქვი? მთელი ხალხი შენ გიყურებს, რას აკეთებ, ნორმაში ხარ?


-ო, ნინა, მოიცა, რა!


-რა მოიცა, რა?! – გავცეცხლდი მე


-ჩჩჩჩ! – ტუჩებზე საჩვენებელი თითი დამადო მან – არ გინდა „სკანდალები“!



-ვიკო! თუ გიყვარვარ, ხმა აღარ ამოიღო, იცოდე ყველა ყველაფერს მიხვდება!


-მიხვდეს, მერე, ვის უმალავ?!


-ვიკო! – ხმა შემეცვალა მე


-რა გინდა, რა?! – გაეცინა მას და ისე დამაბზრიალა თავბრუდახვეულმა რამდენიმე


წუთით ხმა ვერ ამოვიღე.


-წესიერად

მოიქეცი! – ვთქვი მე. მართლა ყველა ჩვენ გვიყურებს!


-ეგ იმიტომ, რომ ცეკვის დიდოსტატი ვარ – თქვა ამაყად მან


-იდიოტი ხარ! – ვთქვი გულწრფელად მე


-იდიოტი დიდოსტატი – თავი დამიქნია მან


-წამოდი, დავსხდეთ!


-აუ, ძალიან გამისწორდა, ერთიც ვიცეკვოთ, რა! – მთხოვა მან


-დავიღალე!- გავჯიუტდი მე


-კარგი, წამოდი – დამემორჩილა ის და მაგიდასთან მიმაცილა.


-პირადად მე, მოვიხიბლე თქვენი ცეკვით და 10 ქულას გიწერთ – გადაიხარხარა ბექა


ამაშუკელმა


-ძალიან გცემ! – სიცილი ამიტყდა მე


-მცემეთ, ქალბატონო ნინა! ის სად წავიდა? – თვალი ვიკოს გააყოლა ამაშუკელმა


-ჯანდაბაში! ცოტახანი დამანებოს თავი! რა დალიეთ ამისთანა?


-შამპანური, 2- 2 ბოთლი – აღიარა ბექამ


-და ახლა ვინმემ ამ ბიჭს ღვინოში დიაზეპამი რომ ჩაუყაროს, არა? – სერიოზულად
შევეკითხე კერესელიძეს – იქნებ დაოკდეს ცოტა?!


-ძვირფასო მეგობრებო! – მიკროფონში გაისმა ნაცნობი ხმა. სცენისკენ გავიხედე და თუ


ტვინში სისხლი თუ არ ჩამექცეოდა, არ მეგონა.


სცენაზე ვიკო ცივაძე იდგა თბილისური – „ძველბიჭურს“ + „დერსკი“ პოზით.


-რა უნდა ამ მანიაკს, რაა? – აღმოხდა ანის



-ჩემი სიკვდილი უნდა! – თვალები ამემღვრა მე


-მოვკლავ გეფიცები! – დამპირდა კერესელიძე


-დაგასწრებ! – ვთქვი აბსოლუტურად დარწმუნებით


-ჩემო საყვარელო ადამიანებო, სასმელმა გამათამამა, თორემ არც ვიკადრებდი ამდენს –


მესმოდა ექოსავით სცენიდან – მე დღეს სიყვარული მალაპარაკებს…


-საღოლ „ცივექს“! – დაუსტვინა მეგობარს ამაშუკელმა


-„ამაშ“ ძმა ხარ ჩემი! – იყო სცენიდან „დერსკი“ პასუხი


-თავს მოვიკლავ, დედას ვფიცავარ! – ვთქვი მე


-ეს ის სიყვარულია, რომელსაც ველოდი მთელი ცხოვრება და რომელიც ისეთი


სიმძაფრით მოვიდა, დამღუპა! – ისმოდა სცენიდან.


ზურგით ვიჯექი და ისტერიულად ვიცინოდი. ეს იყო ნერვიული შეტევა!


-და მე მინდა, საქვეყნოდ გამოვუტყდე ამ გოგოს ჩემს გრძნობაში! ნინა, შენ ჩემი
სიცოცხლე ხარ! – ექომ მთელი დარბაზი მოირბინა.


რესტორანში სიჩუმემ დაისადგურა და


სრულიად მთელმა საქართველომ ჩემსკენ გამოიხედა.


ლურჯი ფერი დამედო, მაგრამ რა უნდა მექნა,


ხმა არ ამომიღია.


ან რა უნდა მეთქვა,


იმას ვფიქრობდი,


საერთოდ ცოცხალი თუ


გადავრჩებოდი ამ ინციდენტის შემდეგ:


სრულიად 300-მა კაცმა გაიგო, რომ ლევან ცივაძე ყურებამდეა შეყვარებული ჩემზე!


რა ლამაზია! :)


-პატარძალთან ბოდიშის მოხდით – თავი დაუხარა ვიკომ მოკრძალების ნიშნად ლიკა


ნემსაძეს, რომელსაც ისეთი გაოგნებული სახე ჰქონდა, საერთოდ არაფერი ესმოდა იმ
წუთში – ეს სიმღერაც მხოლოდ შენ გეძღვნება, ნინა! – დაასრულა თავისი სიტყვა ვიკომ
.

დარბაზში“ მუხამბაზის“ ჰანგები აჟღერდა.


ამ სიტყვებს ტაში და ოვაცია მოჰყვა.


ვიჯექი და არ ვიცოდი რა მექნა,


მეჩხუბა?


მეყვირა?


საქმე გამერჩია?


მესაყვედურა?


გამხარებოდა?


მეც ტაში დამეკრა?


შემეფერებინა?!


რა ჯანდაბა უნდა მექნა სამასი კაცის წინაშე, რაა?!


ხალხის ნაკადს


სვეტა გამოეყო და ჩემსკენ გამოემართა.


-ანი, მიშველე! – აღმომხდა მე და მივხვდი ტუალეტში გაქცევასაც კი ვერ


მოვასწრებდი.


-დედიკო, როგორ ერთობით? – იკითხა მან და სახეზე ყალბმა ღიმილმა გადაურბინა


-ძალიან კარგი ქორწილია – საოცარი ტყუილი მოვიფიქრე წამნახევარში


-და რა სიურპრიზებს გვიწყობენ შენი მეგობრები?!- ინტერესიანი მზერა მომაპყრო


სვეტამ. მუქი ტუჩის კონტურის ქვემოდან (რომელიც არავინ არ იცის, რატომ ესვა
საერთოდ) საოცრად ლაპლაპებდა აუხსნელი მალინისფერი ფერის ტუჩსაცხი! უცბად
ამ ქალის ვიზაჟისტის ახლოს გაცნობა მომინდა და თვალებში ჩახედვა, მაკაიჟის
გაკეთებისას საერთოდ ფხიზელი თუ იყო, ნეტავ! საოცარი ფერთა გამა იფრქვეოდა
სვეტას სახიდან!


-ნიძლავი ჰქონდა წაგებული ჩემთან, რომ სიყვარულს ამიხსნიდა –


თვალისდახამხამებაში გამინათდა გონება ფანტაზიამ – აბა, თქვენ ეს ყველაფერი
მართალი გეგონათ? კარგით, რა!


-რა საინტერესოა! – თქვა სვეტამ უკმაყოფილოდ და გვერდზე მსხდომ ქალთა კოლონას


შეუერთდა საუბარში.

-ისე ძალიან მაგარი ბიჭია, ნინა! – მითხრა კერესელიძემ მშვიდად და ღიმილით მოსვა
ლიმონათი


-შენც გააფრინე?! – შევიცხადე მე


-რა შუაშია? ამის გაკეთებას ხომ თავი უნდა?! ვინ გააკეთებდა ამ ყველაფერს ცივაძის
გარდა?!


-ღმერთო, რა მეშველება?! – ვთქვი შეშფოთებულმა


-არა, არც ერთი ცოლიანი ადამიანი არ გააკეთებდა 300 კაცის წინაშე მსგავს სიგიჟეს, ჰა,
რას ფიქრობ?!


-შენ გირჩევნია ჩემს პანაშვიდზე რას იცმევ, ის მოიფიქრო – ვთქვი ასევე გასაოცარი
სიმშვიდით და სიგარეტი საფერფლეში ჩავაქვრე.

“მდგომარეობა „ კაპიშონს+სათვალე“

რა ჯანდაბად მრჩება ტელეფონები სხვადასხვა ადგილას რატომ? რატომ? რაზე
ვფიქრობ? რა ჯანდაბაზე? ამინდი სწორედ რომ შესანიშნავი იყო სეირნობისთვის.
წვიმას პლიუს ქარი – ბუნების „უსვეცკესი“ მიქსი. მხედველობას ზოგადად არ ვუჩივი
და რატომ ჩავთვალე, რომ წვიმაში ფეხით სეირნობა კარგი იდეა იყო, არ ვიცი.
ფანჯრიდან წვიმასთან ერთად ქარიც რატომ ვერ შევამჩნიე, ესეც ძალიან საინტერესოა.
ქარი იყო ნამდვილად, თან საკმაოდ ძლიერი. აი, ისეთი, მთელ რუსთაველზე მწკივში
ჩამდგარ ვერხვებს მორიგეობით რომ აცეკვებს.


როგორც იქნა, მივაღწიე სასტუმრომდე. ფოიეში შესვლისთანავე შევეცადე ცაში


ატყორცნილი თმა რამენაირად დამელაგებინა. რესეფციასთან მდგარი გოგონას სახის
გამომეტყველებაზე მივხვდი, ქარმა დამამარცხა! გაპრიალებული დახლის ანარეკლზე
საკმაოდ მკვეთრად დავინახე ჩემი ულამაზესი ვარცხნილობა-დიახ ბატონებო,
ანარეკლიდან ვერსაჩეს ოფიციალურ ემბლება მიღიმოდა. ელვისებური სისწრაფით
გავისწორე „ნაჩოსი“ და რესეფციონისტს გავუღიმე:


-გამარჯობა,ცოტა სულელურად კი გამომდის, მაგრამ ჩემ მეგობარს მობილური


ტელეფონი უნდა დაეტოვებინა, თქვენთან.. აქ, რესეფციაში… ვერ დამეხმარებით? –
ვიკითხე ძალიან თავაზიანად.


-არვიცი, ვიკითხავ- გამიღიმა გოგონამ და ტელეფონით სადღაც რეკვა დაიწყო.


-მადლობა – ვთქვი ნაზად და ირგვლივ მიმოვიხედე.


ვგიჟდები სასტუმროებზე! ჩემი ნება რომ იყოს, მთელი ცხოვრება სასტუმროში


ვიცხოვრებდი, ძალიან მომწონს ეს გარემო… არასტანდარტული და ზედმეტად
მოწესრიგებული… მიმღების გაპრიალებული დარბაზი განსაკუთრებულად პომპეზური
მეჩვენა იმ დილით. მეორე მხარეს ინგლისელი წყვილი ამომიდგა. უსაქმურობისგან
აღარ ვიცი, თავი რითი გავირთო და წყვილს ვათვალიერებ. სადად ჩაცმულები იყვნენ.
მე თუ მკითხავ, უთავმოყვაროდ სადადაც კი:


უბრალო პერანგები და უფორმო ჯინსები.


მამაჩემის ახალგაზრდობაში ჩეკებზე რომ იყიდებოდა – აი, ის უჟასი მოდელები.


ხახახა!


უბედურება.ჯი : )


მაგრამ ჩემოდნებს რომ შევხედე, კინაღამ წავიქეცი.


5 ცალი ჩემოდანი,

ხუთივე სხვადასხვა ზომის


და ხუთივე „პრადა“.


ქუჩაში რომ შეგხვდნენ კაი, გაპრიალებულ 20 თეთრიანს ჩაახუტებ,


რიგითი მათხოვრები გეგონებათ,


ხოდა, გეკითხებით, აი, სადაა ლოგიკა?!


-უკაცრავად – ესაა, თქვენი ტელეფონი? – ფიქრიდან გამომაფხიზლა რესეფციონისტის


ხმამ. ვხედავ ჩემს ტელეფონს მაწვდის. მე მას მადლობას ვუხდი და ვბრუნდები. უფრო
სიცილის გაგონებაზე ვბრუნდები, რომელიც ძალიან მეცნობა…


ის გრძნობა მაქვს, ცოტა დროში არეულ, ფრაგმენტებად დაგლეჯილ სიტუაციას რომ


გახსენებს .. გახსენებს არომატს, მიმიკას, მაგრამ წამის მეათასედში ვერ აკავშირებ
მოვლენას ადრესატამდე…


თავი ავწიე და გავქვავდი!


ლიფტიდან ვიკო და ვიკოზე გადახლართული ნატა მოდიოდნენ.


ის ნატა, ახალ წელს რომ გაუგებარი დიალოგით დაშორდა ვიკოს, სწორედ ის ნატა,
„ერთი გოგო“ რომ იყო ვიკოსთვის…


თვალები დავხუჭე და ისევ გავახილე,


სამწუხაროდ, არ მეჩვენებოდა…


ეს ნამდვილად ცივაძე იყო და ისიც- ნამდვილად ნატა!


ასევე წამის მეოცედში მინდა, რაიმე დამამშვიდებელი გარემოება მოვიგონო,


ჩემივე სიცოცხლის გადასარჩენად,


მაგრამ ამაოდ!


იქნებ, სასტუმროში „შემთხვევით“ შეხვდნენ? იქნებ, ლიფტში „შემთხვევით“


დაემთხვნენ ერთმანეთს?


ის , კაი ვთქვათ, სპაში ეგდო,


ეს… ?!


ეს…


იქნებ ვინმე უცხოელის სანახავად იყო?! – რა უტოპიაა, ღმერთო! – ჩემივე თავზე


მეშლება ნერვი.

ტვინში კადრი შევანელე…


ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს დავაპაუზე


და ისევ „ფლეი“-ს დავაჭირე ხელი…


ბოლო იმედი მაქვს-ნატას სახე გადამარჩენს!


იქნებ, ნატა არ იყოს ლოგინიდან იმ წუთის ამდგარი…


იქნებ…


მაგრამ, არა!


საბოლოოდ გადავიწურე იმედი!


ვერ მოიტყუებ თავს, არ გამოვა!


სიფხიზლის კოეფიციენტი


სახეზე ყველას ეტყობა! განაჩენი ცალსახაა! – ღამე ერთად იყვნენ – და იგი არ


ექვემდებარება გაპროტესტებას, რადგან : 1.ნატა მაქსიმუმ 10 წუთის გაღვიძებულია !!! –
სახეზე ეტყობა, ნუ! მეტიც, დავიფიცები, წყალიც არ გადაუვლია, თორე ცოტა
გამოფხიზლდებოდა! 2.ვიკო – ნაბახუსევი!!!


3. ამაზე მეტყველებს ჩემი „ეგრედწოდებული შეყვარებულის“ ოდნავ დაღეჭილი


პერანგი, რომელიც არაპროფესიონალურად დამალეს ასევე მოკუჭული პიჯაკის ქვეშ. ან
უარესი -დამალვა დიდად არც უცდიათ.


4. ნავთს ცეცხლზე მისხამს – გასაპარსი წვერი!


5. ყურები დამიგუბა ამ „რუსული გემოვნებოთ“ ჩაცმული ქაჯის სიცილმა !!!


საფეთქლამდე“ სტრელკები“ და კოჭებამდე (თმის ძირებიდან უკვე დამწვარი, მაგრამ


რაც მთავარია, გრძელი) თმა! ო, ბოჟე!


მერე თვალები ამიჭრელდა და მუხლებში სისუტე ვიგრძენი. იქვე დივანზე დავესვენე.


მერე დიდხანს, ძალიან დიდხანს ტრიალებდა რედისონის გაპრიალებული


დარბაზი…


სწორედ ისე,


ჩემს ბავშვობაში რომ ვკატაობდი მუშტაიდის პარკის ცხენებიან საქანელაზე, მუდამ


წრეზე რომელიც დადის დაუსრულებლად!


მერე ავდექი და ნელა წამოვედი გასასვლელისკენ. ვერ ვხვდებოდი, გული უფრო


მტკიოდა, თუ თვალები… მერე..


სათვალე გავიკეთე, კაპიშონი ჩამოვიმხე ღრმად ჩავისუნთქე და ქუჩაში გამოვედი.


***


-2 დღე დაუსრულებლად რომ გირეკავ, ვერ გავიგე, არ გესმის? –


გაბრაზებულჩახლეჩილძველბიჭური ხმით მკითხა ლევანმა


-უი, მე მირეკავ? – ვიკითხე გაოცებით


-აბა, ვის უნდა დავურეკო, ხო, შენ გირეკავ, ნინა! – ვერ

გაიგო ხუმრობა მან


-რა ვიცი, მეთქი, ნატას ნომერში აგერიე – წავისისინე მე – კარგი დრო ატარეთ შენ და
“ვითომ ამაშუკელმა” რედისონში?


-სად ხარ-თქო, გეკითხდები! – ხმა გაუმკაცრდა ლევანს


-მე რატომ მირეკავ?! – ვკითხე გამომწვევად


-გეკითხები და მიპასუხე! – აფეთქდა ბოლოს


-არსად! – ვუპასუხე პატარა პაუზის შემდეგ


-არსად არ ხარ? – ირონიული ტონი შეემატა მის ხმას


-არა! – ისევ წავისისინე მე


-აუ, ნინა, სად ხარ მითხარი, თორე აი, ..


-აი, რაა? გეკითხები?! – გამოვედი წყობიდან – კიდევ შენ რომ მაწვები აქეთ რქებით და
გყოფნის სითავხედე, რომ მემუქრები ?! რას მემუქრები, რას?!


-მითხარი, სად გნახო! – მიბრძანა მან


-იმ ქვეყნად! იქამდე შენს ნახვას არ ვაპირებ. თუმცა ვერც იქ მნახავ, იმიტომ, რომ შენ
აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდები! – თითქმის დავიყვირე მე. ვიკო გაჩუმდა.


-1 წუთით გნახავ და დამელაპარაკე, მარტო ერთი წუთი მინდა.


-დანახვა არ მინდა შენი, გესმის?! აღარ დამირეკო! – ვთქვი მე, ტელეფონი ლოგინზე
დავახეთქე კედელს მივეყუდე , ხელები სახეზე ავიფარე და ავტირდი.

“გულის „გაბზარული“ მდგომარეობა”

მაკიაჟი როგორ გამიკეთეს არ მახსოვს, არც ის, თმაზე შინიონი როგორ მომარგეს…
ტვინამდე ამ ინფოს მიტანა ისე მიჭირდა, ისე! ვიკო სხვა ქალთან, სხვასთან.. თან
ბედნიერი, მომღიმარი, კმაყოფილი… თავბრუ მეხვეოდა განუწყვეტლივ .. მერე მახსოვს
სცენა. მაგასაც იმით მივხვდი, როცა ჩვენი ტექნიკოსი რეზოს უზარმაზარმა განათებამ
სახე დამწვა. სცენაზეც გაუნძრევლად ვიდექი, არაფერი მესმოდა, ტექსტს მექანიკურად
ვიძახდი, მექანიკურად ვიღიმოდი, ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი. ავტო-რეჟიმზე
რომ დააყენო ორგანიზმი, აი ისე. პროგრამა ჩავრთე და გავყევი. თუმცა, სცენარის
მიხედვით, სადაც ჩემი გმირი კეტავს ოთახის კარს და ტირილს იწყებს, ისეთი ღრიალი
დავიწყე, ჩემმა პარტნიორმა ბექამ ძალიან დაბნეულმა შემომხედა და „ხო, კარგად
ხარო?!“ – წამჩურჩულა. ვერ მოვიტყუები და ნამდვილად არ ვიყავი კარგად ან როგორ
უნდა ვყოფილიყავი ვიკოს ღალატის მერე.


კარგად კი არა, არ ვიყავი საერთოდ. არსად აღარ ვიყავი. და ეს იყო ტრაგედია.


გავიდა კიდევ ორი დღე. მე არ ვიცი, ეს როგორი გრძნობაა. უფრო სწორედ ვიცი, მაგრამ
ვერბალურად როგორ გამოვხატო, ვერ ვხვდები.. ან რა უნდა თქვა ამ დროს, არ ვიცი. ან
რა ვიფიქრო… მაშინ როცა ადამიანს უყვარხარ და როცა ადამიანი გიყვარს, როცა
ყველაფერი მასთან გაკავშირებს და როცა განურჩევლად სქესისა, ყველაზე ეჭვიანობს,
ყველაზე – ვინც მე მეხება. როცა მანქანით ჩემი ქუჩის კუთხესთან შეუძლია იდგეს
მთელი დღე და მთელი ღამე იმისთვის, რომ უბრალოდ თვალი მომკრას. იდგეს
წვიმაშიც, ქარშიც, მარტო იმიტომ, რომ ჩემს ოთახში ანთებულ სინათლეს მოკრას
თვალი და დარწმუნდეს, რომ მე სახლში მივედი მშვიდად. არ ვიცი, რა ვთქვა მაშინ,
როცა სწორედ ეს ბიჭი მღალატობს. სწორედ ეს ბიჭი, აი, ეს!


ცეცხლი რომ წაგიკიდონ, ისე ვარ. მგონია, რომ უკითხავად ჩამსვეს ცხელ ქვაბში და
ხინკალივით ვთუხთუხებ. მტკივა თვალები, სახე და ტვინი. მარცხნივ კი, ერთი
მფეთქავი ორგანო, რომელიც 23 წელი მონოტონურად მიცემდა ისე დადუმდა, მგონი,
საერთოდ გამიჩერდა. ვერ ვხვდები, იმედგაცრუებული უფრო ვარ, თუ დამცირებული.
მგონი, უბრალოდ გაშტერებული ვარ და ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩემს თავს ხდება. როცა
მარტო შენ რომ უყვარხარ, მარტო შენ, აი, შენ! და შენს იქით გოგოს საერთოდ რომ ვერ
აღიქვამს… და უცბად… ასეთ რამეს აკეთებს.. მოკლედ.. სუნთქვა მიჭირს…


და ისე, როგორც არასდროს მინდა დამალვა. სათვალე ან კაპიშონი.. ან ორივე ერთად..


ხო, ორივე ერთად უკეთესია, ცოტახანი ასე მირჩევნია, არავის ანარეკლიც არ მინდა
არსად, არამც თუ სარკე, ჩემი თავის დანახვაც არ მინდა. სიჩუმე მინდა და მინდა ლევან
ცივაძე, ისეთი როგორიც მყავდა, ისეთი როგორიც ვიცი, რომ არის… ან არც არის…
მაგრამ, მაინც მინდა!

“კატო მახალდიანი”

ეგ დღე ზოგადად, ცოტა არეულად მახსოვს. უფრო სწორედ, არეულად კი არა, ცოტა
არათანმიმდევრულად. ჯერ იმიტომ, რომ 2 ღამენათევი და გათიშული ვიყავი, მერე
იმიტომ რომ პახმელიაზე ვერ გამოვედი და მტკიოდა თხემით-ტერფამდე ყველაფერი.
რა საშინელი გრძნობაა, არა?! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს შუბლიდან
წარბებისკენ ვიღაც ზის და მქაჩავს ტვინს მერე ეს მოქაჩული ტვინი თვალებთან
ჩერდება და მამძიმებს. ისე გამომიშრა ორგანიზმი, უკვე მირაჟულად მელანდება
ლიმნიანი წყალი და თითქმის ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ მოსეს მე დავყავდი
უდაბნოში მთელი 40 წელი თან მარტო მე, სხვა არავინ.:)


ნუ, ის ფაქტი, რომ ქალის აზროვნება 190 გრადუსით ემიჯნება კაცისას, ცალსახაა. სულ
მაინტერესებდა რატომ ხდება, რომ ერთსა და იმავე ფაქტზე სხვადასხვა,
აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. მახსოვს, ჩემი ცოლი როგორ
ვარდებოდა კრუნჩხვაში, თუ ვერ გავიხსენებდი ბოლოს როგორი კაბა იყიდა. ან ის
ფაქტი, რომ დღეს ვალენტინობაა (არადა,რატომ უნდა აღნიშნო მართლმადიდებელმა
კათოლიკური დღესასწაული, საერთოდ ვერ გამიგია), რატომ არ აღვნიშნე ის ფაქტი,
რომ მან დღეს თმა გადაივარცხნა მარჯვნიდან მარცხნივ და არა პირიქით; ან ის, რომ
დღეს უკეთია ბეჭედი, რომელიც ეკეთა როცა მესამედ შემხვდა ეზოში(პახმელიაზე
მყოფს) (ჯერ ხო, ფხიზელი მაგრად ვიმახსოვრებ გოგოებისთვის
სასიცოცხლომნიშვნელობისმქონე მსგავს უაზრო ნიუანსებს) და მერე პახმელიაზე
მყოფს რომ მთხოვ, სულ მცირე, თავხედი ხარ!


და მერე კითხვა: არ გახსოვს? და საყვედური: აუ, როგორ არ გახსოვს?! რავიცი, რატომ


უნდა ვიმახსოვრო ამდენი უაზრო დეტალი?! რა საჭიროა?! მესმის ეწყინოს, მისი
დაბადების დღის დავიწყება, ან შეუღლების თარიღის… დანარჩენზე რატომ დავიღალო
ფსიქიკა, ჩემთვის გაუგებარია. და მაინც რა უცნაური აჩემებები აქვთ გოგოებს,
გადაირევი, კაცს აზრადაც რომ არ მოუვა, ისეთი, საოცარად გამაოგნებელი თან.
ისტერიული გოგოებს ვერ ვიტან. გიჟივით აქტიურებს! აი, ძალიან, ძალიან ბევრს რომ
ლაპარაკობენ, „ვითომ უკომპლექსოები“ რომ არიან, „ძააან მოდებულები თბილისს“.
ფეისბუკში მინიმუმ 3000 მეგობარი რომ ჰყავთ ისტერიულად რომ იცინიან! ღმერთო,
ყველას ჩამოხრჩობა მინდება!


-ვიკო, ხო? აუ, მე შეენ გიცნოობ! – გაწელილი საუბრები რატომღაც რომ ჰგონიათ, რომ
ძალიან კარგი ტონია. თავი მტკივდება ეგრევე, აი, მომენტალურად.


ქალი უნდა იყოს მშვიდი, მხიარული, მარა არა ისტერიული:) თავდაჭერილი, მარა არა
უზრდელი. არ ვიცი, რატომ ვერ ხვდებიან ქალები ამას.


ეგრევე შეტევაზე რომ გადმოდიან, გაცნობიდან 10 წუთში და რომ სჯერათ, რომ ამით
დააბამენ კაცს… აი, ზუსტად ასეთი შემთხვევაა კატერინა მახალდიანი.


-მე არა! – ვპასუხობ მშვიდად და ლუდის სმას ვაგრძელებ



-კატო მახალდიანი – აგრძელებს შეტევას ის


-სასიამოვნოა – ვპასუხობ ორაზროვნად და მეცინება


-მოწყენილი ხარ? – გაოცებული მეკითხება ის და ერთი ამოსუნთქვით სვამს ორმაგ


ტეკილას.


-ოჰო – გამაჟრიალა მე – რამ გაგამწარა ადამიანო?


-მინდა, მალე დავთვრე – მპასუხობს ის და მიცინის. კიდე გამაჟრიალა, კბილებზე


წითელი პომადა უსვია, ფუ, ჩემი!


-მგონი, უკვე მთვრალი ხარ და რავიცი, მგონი, აღარ გინდა მეტი – არც ვიცი რატომ
ვერევი საერთოდ, თავშიც ქვაც უხლია!


-შეყვარებული გყაავს? – ისევ განგებ წელავს საუბარს კატო, მასაც (ისევე, როგორც ამ
კატეგორიის ქალებს) ჰგონია, რომ კაი ტიპობაა, ეს მარაზმი საუბარი.


-არა! – მეცინება მე


-და არ გინდა, რომ შენი გოგო ვიყო?


-არა!- ზედმეტი პირდაპირობით გაოცებულს უნებლიედ ლუდი გადამცდა


-ლამაზი რომ ვარ, მაინც არ გინდა?


სისხლის გათეთრება დამემართება მალე. რა უბედურებაა ამდენი შეტევა?!.


-ლამაზი ხარ?! – სერიოზულად დამაეჭვა ასეთმა განცხადებამ


-რა, არ ვარ?! – ისე გადაიხარხარა, შემეშინდა ინერციით ბარის სკამიდან არ


გადმოვარდნილიყო! (ჯერ მთვრალი და მერე ქალი!!!!) სიცილის დროს 32 – ვე კბილი
გამოუჩნდა, ყველა კბილი პომადიანი! ვერაფრით ვერ ვხვდები, ზედა ყბის მე-6 მე-7
კბილს როგორღა მიწვდა: )


კიდევ ერთხელ გამაჟრიალა.


-რა ვიცი! – კბილებზე ფიქრს ვერ ვიშორებ თავიდან


-წამო რა, შენთან? – შტურმით მიღებს ის


-უკაცრავად, ვინ ბრძანდებით?- გულწრფელად ვიკვირვებ


-ხომ გითხარი, კატო ვარ, მახალდიანი.


-არაფერს მეუბნება შენი სახელი და გვარი – მშვიდად ვაგრძელებ ლუდის სმას მე


-ანუ არ გინდა?! კაი, ამჯერად არ დაგაძალებ



-უი, დიდი მადლობა! – სიცილს ვეღარ ვიკავებ მე


-არაფრის, მარა შემდეგში, იცოდე, ვერ გადამირჩები! – ძალიან მკაცრად მითხრა მან,“
ჩოლკა“ ისტერიულად გაისწორა და ფეხარეული წავიდა კორიდორისკენ.


გაოცებისგან წავუსტვინე.


-ძალიან “აპასნი“ გოგოა – სიცილით მითხრა ჩემმა მეგობარმა ბექა ამაშუკელმა


-ვინაა, იცნობ?


-მაგარი მთვრალია, თან უპატრონო – გამიღიმა ბექამ


-ხო, ნამდვილად! – ვთქვი მე

და გულში კიდევ ერთხელ მოვუხადე ღმერთს მადლობა, კაცად რომ დავიბადე.


-არადა, არ იყო ძაან ცუდი, რატომ გააგდე? – სიცილით აგრძელებს ამაშუკელი


-არც შენ გეტყვის უარს, დაეწიე – წავისისინე მე და სიგარეტს გავუკიდე


ამაშუკელმა, სიგარეტის კოლოფი მესროლა და 200 გრამი ვისკი შეუკვეთა.


-რატომ იბანძებენ თავს გოგოები, ხომ არ იცი? – მახალდიანის შემთხვევამ ჩამაფიქრა


-არ ჰგონია, რომ იბანძებს და იმიტომ. პირიქით, ასე თვლის რომ, კაი ტიპია.


-და რატომ თვლის, ეგ არ მესმის – გულწრფელად მეცოდება ის


-რას გაიგებ, ვიკო, ახალი ტენდენციაა „აქტიური ნაშობა“ – მხრებს იჩეჩავს სიცილით
ამაშუკელი


-ადრეც ვნახე, ისევ ამ ბარში, აი, ზუსტად ასევე ეწელებოდა ვიღაც ტიპს, ცოტახანი
დადიოდნენ კიდეც, მარა მერე რათქმაუნდა მალევე დამთავრდა. ახლა ისევ ახალ
მსხვერპლს ეძებს. მობეზრება სცოდნია მაგ სიტუაციას: )


-აჰაჰა!- გადავიხარხარე მე


– ხო, როცა იწყებ, გაჩერება რთული ყოფილა – იცინის ბექაც და ვისკით სავსე ჭიქას
მაწვდის


-არადა, ძალიან უშნოც არაა – შევეცადე ობიექტურად შემეფასებინა მახალდიანი


-ბოზურად რომ არ ჩაიცვას, ალბათ კი- მეთანხმება ის


-ხო აი, ოდნავ რომ დააგრძელოს კაბის სიგრძე, დეკოლტე რომ მოიშოროს და..

-არა, ჯერ უნდა დამშვიდდეს – ვაწყვეტინებ მე და სიცილისგან უკვე მეტირება


-მართალია – თავს მიქნევს ბექა – 2 დიაზეპამი, დღეში სამჯერ


-გაჩუმდი! – ფისტაშკა გადამცდა და ხველება ამიტყდა


-ისეთი ქალები მოდიან, აზრი ეკარგება ფლირტს, ეგრევე ლოგინში გიხტებიან, ძალიან
უინტერესო გახდა ქალთან ურთიერთობა, რას იტყვი?!


-ნამდვილად! – ვეთანხმები მე – თუმცა, რომ გითხრა, ძალიან მწყინს, რახან ასე


იქცევიანთქო, მოგატყუებ. ამაშუკელი უკვე ხაოდა სიცილისგან.


-არა, ის ჯობს 3 წელი შეყვარებულთან რომ დადიხარ და დადიხარ და დადიხარ: )


მარაზმი!


-არა, მე შენ გეტყვი რა ხდება, საქართველოში არის ყველაფერი უსაზღვრო და


უკიდეგანო! ან ქალიშვილები არიან ან ბოზობენ, შუაში არ არსებობს!


-რატომ, ბოზია ახლა მახალდიანი?


-არა, ძალიან წესიერი გოგოა, ვერ შეატყვე? – სიგარეტს გავუკიდე მე და ღრმა ნაფაზე
დავარტყი. სიგარეტმა ნინა გამახსენდა.


-რაზე ფიქრობ? – გრძელი პაუზა უყურადღებოდ არ გამორჩენია ამაშუკელს


-ნინაზე!- სიგარეტი ბოლომდე ჩავწვი მე


-მერე?


-არაფერი- მხრები ავიჩეჩე მე


-სულ არაფერი? – შუბლი შეკრა ბექამ


-ნტ – თავი გავაქნიე მე


-არაა მარტივი, ვიკო – თავი დამიქნია მან – ვერ გაამტყუვნებ, ქალებს საერთოდ არ
ესმით ეგეთი რაღაცეები…


-შემიწირა ამ უაზრო შეცდომამ!


-უაზრობა, რა.. ეგ ღალატი ჰგონიათ და ღალატი, რთული საპატიებელია!


-რა არის ღალატი, მეღადავები? არც მახსოვს, გესმის? საერთოდ არ მახსოვს იქ საიდან
აღმოვჩნდი.


-ხოდა შენც კიდე, ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროში რომ არ აგეთრია ეგ გოგო, არ
შეგეძლო?! – მისაყვედურა მან

-სად ამეთრია, გოგომ ლიფტიდან „გადამიქნია“ – გამეღიმა მე


-ხო ნუ, მაინც ხომ გაყევი?!


-ხო, გადავუხვიე!


-ხოდა არ იყო საჭირო!


-კაი რა, ხომ იცი, რომ ახურებ! არაფერი არ ყოფილა, საერთოდ არ მაღელვებს ეგ
ადამიანი, მეტიც, ფეხებზე მკიდია, უბრალოდ ტვინი შემიჭამა, გესმის? გამბურღა!


-და შენ ძალიან არ გინდოდა, ხო? – გაიცინა ბექამ


-ძალიან არ მედარდებოდა იმ წუთში ნატა, ყველაზე ნაკლებად ნატაზე ვფიქრობდი. რა


ჯანდაბად მოვიდა არც ვიცი. ვიღაცას მოაკითხრა და რომ დამინახა, შემოიხია
ტანსაცმელი – გამეღიმა მე


-გაიხადა და თქვა „მოდი ჩემთანო?“ – სიუჟეტი გაამძაფრა მან


-დაახლოებით – თავი დავუქნიე მე


-ნუ იგონებ! – არ დამიჯერა ამაშუკელმა


-შენც იგივეს იზამდი!


-…


-კი, კი, შენც იგივეს გააკეთებდი!


-ხო, ალბათ – სიგარეტს მოუკიდა მან


-იმიტომ, რომ არაფერი არც ყოფილა, არაფერი მახსოვს, მერე დავიძინე, ავდექი და
ადრევე გამოვედი. ძლივს გამოვტენე ეგ გოგო, ნომრიდან, მაგრამ… ბედი ხომ უნდა?! არ
მაქვს!


-კაი, ყველას დაემართებოდა – დამამშვიდა მან


-რაღა მე?!


-ხდება ხოლმე!- ვისკი გაამეორა ბექამ


-ხოდა არ უნდა მომხდარიყო. ერთ წამში დამემხო თავზე ყველაფერი. წარმოიდგინე,


რომ მოზაიკას აწყობ, აი, ურთულესს, ფაქტიურად შეუძლებელ ნახატს. აწყობ ერთი
წელი, ნელ-ნელა, თითქმის ასრულებ და დარჩენილი გაქვს 1 ნატეხი, რომელიც
ნამდვილად გქონდა და ახლა ვეღარ პოულობ, გესმის? დაკარგე, აივნიდან
გადაგივარდა… ან ნაგავს გადაყოლე. ზიხარ და უყურებ ამ დაუსრულებელ ნახატს, არც
ნახატია, არც არაფერი, არადა სულ ერთი რაგაღაც აკლია, რომ სრულყოფილება იყოს…
აი, ეგ ნატეხი დავკარგე.


-რომ დაელაპარაკო?


-მერამდენედ?!


-მეასედ!


-5-ჯერ დავიწყე… არც მისმენს!


-ხოდა მოასმენინე ძალით.


-არ უნდა… მგონი ჯობს ცოტა გადაუაროს და მერე შევუბრუნო. არადა,

ნუ აი, რაზე კივის და რაზე ირყევა, კაი რა?! „ვოობშე“ თემა რა არის? – გაუგებარია!
კივის არაფრისთვის.


-არ ესმით ვიკო, ქალები ვერც გაიგებენ…


-ხო, მაგათთვის ერთი რაღაც ინთება ტვინში – წკაპ, წითელი ღილაკი და დამთავრდა.
მე მაგას ალარმ-დეტექტორს ვეძახი, ამოქოქა და მორჩა, აღარაფერი ესმის, ყველაფერს
ბლოკავს, ბლოკავს, ბლოკავს ყველა სავარაუდო ვარიანტს. მისთვის ეს უპატიებელია!


-ხო, გოგოები ვერ გაიგებენ…


-ძალიან უაზროდ აზროვნებენ! უტოპიაა, აი რომ დალიო წყალი- დანაშაულია?


დაახლოებით ეგეთ რამეზე მეუბნება სხვაში გამცვალეო. ძალიან მთვრალი ვიყავი, აი,
ძალიან! .. კაი, ჰო, ჯანდაბას, არ უნდა გამეკეთებინა, ვიცი, მაგრამ… არც გრძნობა
მქონდა და არც ემოცია.. არც მისი დაძინებისთვის მიყურებია, გესმის? დიდად არც
მედარდებოდა საერთოდ დაიძინებდა, თუ არა… გვიან მელაპარაკებოდა რაღაცას,
მახსოვს. მარა, აი, რას… არ ვიცი… ისიც კი არ მახსოვს, რა სუნამო ესხა… არადა ქალს
არომატით ვიმახსოვრებ…


ნინა ძალიან რომ მენატრება, მის სურნელს ვგრძნობ, აი ასე, უცბად ვგრძნობ და მერე
კიდევ უფრო მიმძაფრდება ეს გრძნობა. სულ მენატრება, კანით მენატრება, გესმის?
შეხებით. ეგრეა, როცა ადამიანი გიყვარს სხვანაირად აღიქვამ, სხვანაირად ფიქრობ,
შენთვის გამორჩეულია და უნიკალური- ეს სიყვარულია. ნატა, ნაშის თემა იყო…
გაიარა და დამთავრდა, 15 მაქსიმუმ 20 წუთით იყო და მორჩა


ისე, თითქოს არც არაფერი ყოფილა – გესმის?- ნინას არ ესმის!


-ხოდა კიდევ ერთხელ სცადე, გადაუვლის და სცადე, თუ გიყვარს არ გაუშვა, გესმის? –


თვალი თვალში გამიყარა ამაშუკელმა


-არსადაც არ წავა! – ვთქვი მე და 2 მაგი ვისკი შევუკვეთე ბარმენს.



“საკანი # 9″

დღე 1


გამთენიისას ტკივილმა გამაღვიძა. თვალი ძლივს გავახილე. მციოდა. ოთახი, სადაც


აღმოვჩნდი


მაქსიმუმ 8 კვადრატული თუ იქნებოდა. ბნელი და ცივი, ტკივილის მერე ოთახში


არსებული სინესტე ვიგრძენი,


სველი კედლების მძაფრი და ნოტიო არომატი,


უჟანგბადობა…


თავბრუ მეხვეოდა.. მეხვეოდა გაუთავებლად. ექთანმა შემოიხადა და პულსის


გასინჯვის მერე თვალებში ჩამხედა.


-ძალიან გტკივა? – მკითხა ფრთხილად მან


მინდოდა მეთქვა “ასატანად-თქო“ მაგრამ ისეთი ჭახანი დაიწყო ჩემმა ყბამ


ტკივილისგან გავლურჯდი.


-უი, მაპატიე, ვერ ილაპარაკებ, ყბა მოტეხილი გაქვს


სახე ყბასთან ერთად მომერყა..


-ლავიწიც და წვივიც – მშვიდად გააგრძელა ექთანმა – სიკვდილი უნდოდათ შენი? რა


დააშავე?- სევდიანად გაეღიმა მას.


ხმას ვერ ვიღებ… ტვინში მილიარდი აზრი მიტრიალებს. ვხვდები, რომ რაღაც მინიმუმ
2 ზომით პატარა „შლემში“ მაქვს სახე ჩატენილი, საშინელ ტკივილს ვგრძნობ! მეშინია
ტვინი არ შემიშუპდეს ამ სივიწროვისგან.


როგორ მინდა, რომ ეს ყველაფერი მესიზმრებოდეს, ღმერთო ჩემო! ნუთუ, ღირდა ეს


ყველაფერი ამდენ წამებად?


ყველა ადამიანს უფიქრია, ალბათ ციხეზე. თავისდაუნებურად მაინც.. გამორიცხულია,


ერთხელ მაინც არ გაიფიქრო ამ დაწესებულებაზე. მინდა ვაღიარო, რომ ეს იმაზე
ბევრად ცუდი სიტუაციაა, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო.


ჯანდაბამდე გზა ჰქონოდეთ სვანებს! და მათ უაზრო წესებს! ტვინდახუფულები! არც


ერთი წუთი არ ვნანობ მომხდარს. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, მაინც
იგივეს გავაკეთებდი, როგორღაც ხომ უნდა დასრულებულიყო ეს სიგიჟე?! მართალია,
მსხვერპლად შემიწირა, მაგრამ უმტკივნეულოდ არ გამოვიდოდა… სისხლი მაინც
დაიღვრებოდა, ვიცოდი! ამიხდა კიდეც! წინ მაქვს ბევრი დაუსრულებელი წელი… და
ყველა ნინას გარეშე.


“აგვისტოს ცხელი საღამო”


ნინას რომ გავუარე 9 საათი ხდებოდა. მშვიდი თბილისის ცხელი საღამო. პლეხანოვზე
2-ჯერ მეტად ცხელა, მაგრამ ამას ნინასთან როგორ ვიტყვი, სამშობლოს ღალატში
დამდებს ბრალს და მაშინვე დაიწყებს: რატომ, კავსაძეზე მინუს 10 გრადუსია?


მე მეცინება უბანზე მის ასეთ ისტერიულ ჩაბჟირებაზე და არაფერს ვიმჩნევ. ის მერე


სერიოზულად ბრაზდება და კიდევ მეტად უწითლდება ალუბლისფერი ტუჩები.


იმ საღამოს კიკეთში მივდიოდით ჩემი სახლის სანახავად. 2 თვე ვცდილობდი ნინას


დაყოლიებას. როგორც იქნა, დავითანხმე. მალოდინა, მაგრან ამჯერად, მხოლოდ 15
წუთი: ) არარეალური მაჩვენებელია. ეს იმდენად მცირე პერიოდია, რომ აღვშფოთდი
კიდეც- ყველაფერი მოასწარი, დავიჯეროთქო? პასუხად ჩანთა მომხვდა მხარზე.


ვგიჟდები იმაზე, რომ ცოტა არაადეკვატურია ჩემთან მიმართებაში. :)


და მეც კონტროლს ვკარგავ, როცა ერთად ვართ.


ვგიჟდები, რომ სულ მომწონს და


სულ ისეთია, რომ „ნინა, რა ლამაზი ხარ“-ს ვუმეორებ და ჩემი უკიდეგანო სიყვარულის
მიუხედავად, დავიფიცები, რომ ყოველ თქმაზე – გულწრფელი ვარ.


ნინას ხაკისფერი გრძელი კაბა ეცვა, სადა, წელზე ქამრით და მკერდზე ჯიბეებით. თმა
გაშლილი ჰქონდა, კიდევ მეტად მბზინვარე და გახუნებული. ხომ ყველას უხდება
რუჯი, მაგრამ ამ გოგოზე ნამზეური განსაკუთრებით ლამაზია!


თვალები კიდევ მეტად უმდოგვისფერდება და ბერძნულ, ბრინჯაოსფერ ქანდაკებას


ემსგავსება.


-ჩემებმა იციან, რომ კინოში მივდივარ, 12-ზე უნდა დამაბრუნო – მანქანაში ჩამჯდარი
არაა, უკვე ულტიმატუმს მიყენებს.


-კონკია ხარ! – გამეცინა მე და სიგარეტს გავუკიდე. ნინამ გაიცინა და მხარზე ისევ


ვიგრძენი მისი ჩანთის უხეში შეხება.


-წაგართმევ მაგ ჩანთას – ვუღიმი მე და თავი ყველაზე მაგარი ბიჭი მგონია იმიტომ, რომ
ვიცი, მთელი 3 საათი ჩემთან მეყოლება!


კიკეთში გრილოდა. ჭიშკარი შევაღე თუ არა, ბალახის, ზაფხულის, წვიმისა და აგარაკის


სუნი ვიგრძენი


-უი, აქ როგორ გრილა!- ხელები მხრებზე მოიხვია ნინამ და ოთახს დაუწყო


თვალიერება – ძალიან მყუდრო სახლია, ლევან – მიღიმის ის

-გინდა ბუხარი ავანთოთ?! – ძალიან მინდა მალევე მოვუგვარო ეს მცირედი
დისკომფორტი


-კი – გამიღიმა ნინამ


-მოდი, ჩაის დაგალევინებ და იქამდე ბუხარსაც აგინთებ.


ჩაის მე გავაკეთებ, შენ ბუხარი აანთე – ნინამ თავი დამიქნია


-აი, მარცხნივ შედი და იქაა ჩაიდანი და ჭიქები… კარადაში ჩაი… იმედია – მეღიმება
მე


-მივაგნებ, რამენაირად – იცინის ნინა


ბუხარი მალევე ავანთე, ვერანდიდან ოთახში შემოვიტანე 2 ჩალის სავარძელი,


რომელზეც რბილი პლედები ეფინა, განჯინიდან გამოვიღე წითელი ღვინო და
ბოკლები.


-ძალიან მყუდრო სახლია – მიღიმის ნინა და ჩაის ჭიქას მაწვდის


-ხო, მამაჩემმა ეს ლიკას უყიდა, ჭკუა რომ ეკეტება ხედებზე – სიცილი ამიტყდა მე


-ძალიან მაგარი ხედია – დამეთანხმა ნინა


-სიმართლე გითხრა, აქ როცა ვარ, სულ მთვრალი ვარ ძირითადად. რომ დათვალო,
მაქსიმუმ 2-ჯერ ვარ გასული აივანზე, ასე რომ ეს რომანტიკული სიტუაცია დიდად არ
მაინტერესებს – გამეცინა მე


-რა უინტერესოები ხართ ბიჭები – ამოიხვნეშა ნინამ და ჩაი მოსვა – გავიყინე ლევან –
სიცილით

მითხრა მან


-კიდევ გცივა?! ყურებს არ დავუჯერე მე, მანქანიდან ჟაკეტი გადმოვიღე და ჩავაცვი.


ხელი მოვკიდე, სულ გაყინული ჰქონდა მკლავები. მერე მთელი სხეულით ჩავეხუტე და
გავჩუმდი. გაჩუმდა ისიც.


ვიცი, რომ ჩახუტებას რაღაც მაგიური ძალა აქვს. და მგონია, რომ ეს ყველაზე ინტიმური
პროცესია.


-გათბი ცოტა? – ვკითხე ნინას


-ცოტა, კი- მიღიმის ის


-აი, 3 ჭიქა და გახურდები – სავარძელი ბუხართან ახლოს მოვწიე და ღვინით სავსე ჭიქა
მივაწოდე. ნინა სავარძელზე ჩამოჯდა, პლედი მუხლებზე შემოიხვია და სიგარეტს
მოუკიდა. სიგარეტს მოვუკიდე მეც.

-რატომ ხარ ჩუმად? – ღრმა ნაფაზი დავარტყი მე


-ვფიქრობ – მიღიმის ის


-რაზე ?- მეღიმება მეც


-შენზე, ლევან! – ისევ მიღიმის ის


მე არ ვიცი სხვა როგორაა, მაგრამ ძალიან მომწონს ნინა სახელით რომ მომმართავს,
ხშირად. თან სულ „ლევან“ – ით. ასე მარტო ლიკა მეძახის. დანარჩენი სამყაროსთვის
ვიკო ვარ. (ჯერ ლევანიკო ვიყავი, მერე ლევიკო და ბოლოს ვიკო).


-მერე რას ფიქრობ ჩემზე? – ისევ მეღიმება მე


-უბრალოდ ვფიქრობ- მხრებს იჩეჩავს ის და მოწევას აგრძელებს


-მე სულ შენთან მინდა!


-….


-და სულ მენატრები – ვაგრძელებ მე. ნინას თვალის კუთხე უკრთება და ჩაის სმას
აგრძელებს.


-არ გინდა ლევან! – მშვიდად მაწყვეტინებს ის.


-ცოტახანი ასე რომ ვიყოთ?!.. ცოტახანი და მერე ყველაფერს დავალაგებდი –


ვაგრძელებ ისევ მე


-მოდი დავლიოთ – მიღიმის ის – ლევან ყველაფერი თავისით დალაგდება, ნუ უსწრებ


მოვლენებს


– სულ შენზე რომ მეფიქრება, რა გავაკეთო? – არ ვუსმენ მას


-შშშ! – ტუჩებზე ხელს მაფარებს ის და ლოყაზე მკოცნის, სუნთქვა მიჩერდება. არომატი


აქვს გრილი, ლოტუსნარევი, ძალიან გამჭვირვალე და ჰაეროვანი. ყველაზე მეტად
მაინც ის მიყვარს, რომ სულ თვალებში მიყურებს. რამდენჯერაც არ უნდა მივმართო,
თვალს არ მაშორებს. ასეთ ხალხს მეტად ვენდობი…


ღმერთო როგორ … ეს გოგო!


აი, პროსტო როგორ… მიყვარს!


-კიდევ დაგისხამ, ხო? – მეღიმება მე


-მიდი! – ჭიქას მაწვდის ის – იცი, ახალი როლი მაქვს, ანნა კარენინას ვთამაშობ


-შენ არ თქვი, ტრაგედიები არ მაინტერესებსო? – გამეღიმა მე



-ლევან! – საყვედურის ტონით მპასუხობს ის


-ტრაგედიები ლაივში არ შემიძლია, თამაშით – ვითამაშებ, არაა პრობლემა – ისევ


მიღიმის ის


-ვინ თამაშობს ვრონსკის როლს? არ თქვა შერმადინიო, თორე ფეხებით ჩამოვკიდებ –


სიგარეტი ბოლომდე ჩავწვი მე


-არაფერსაც არ ჩამოკიდებ – სიცილი აუტყდა მას – საიდან მიხვდი, ეგ რომ იყო?


-კაი, მართლა თორნიკე იქნება? უნამუსო ვიყო თუ არ ვცემო! – ყურებს არ ვუჯერებ მე


-ნუ აფრენ! – გადაიკისკისა მან და ბოლოდე დალია ღვინო


-ნინა, გეპრანჭება ეგ ბიჭი!


-საიდან მოიტანე?! – შეიცხადა მან


-მეც კაცი ვარ და ვიცი!


-რას ამბობ, მეგობარია!


-ოო, გეუბნები, მაცემინებს თავს- მეთქი


-მეგობარია, ლევან, დაიჯერე!


-არ გიყურებს მეგობრულად!


-საიდან მოიგონე? – მეკითხება ნინა, (არადა გადასარევად იცის, რომ მართალი ვარ,
მაგრამ არ დათმობს, ვიცი).


-როცა გელაპარაკება, სხვანაირად გიყურებს, არამეგობრულად!


-ნუ იგონებ! – არ ტყდება ნინა და იცინის. მე იმაზე ვგიჟდები, როცა ვიცი, მართალი ვარ
და ის მარწმუნებს, რომ ეგრე არაა!


-ჩემნაირად გიყურებს! – მოვუჭერი მე


-შენნაირად?- შეკრთა ის


-დიახ! – ვთქვი ამაყად – ყველა გზა მოგიჭერი ნინა, დამნებდი!


ნინას ისტერიული სიცილი აუტყდა


-ნელა, არ გადავარდე სავარძლიდან – ხელი შევაშველე მე


-აუ, რა საშინელი ბიჭი ხარ! – სიცილისგან ვერ იმართება ნინა



-მწარეა სიმართლე?- სიცილითვე ვპასუხომ მე და ვცდილობ დივნიდან
ჩამოსრიალებული ფეხზე წამოვაყენო.


-არაა, სიმართლე! – კიდევ თავისას იმეორებს ის და სიცილისგან ტირის


-აღიარე, რომ მართალი ვარ! – არ ვეშვები მე და ვგრძნობ, რომ მეც ვიკეცები- ღმერთო
ჩემი, აბა 58 კილო ვარო? მგონი იტყუები!


-არ ხარ მართალი, არა! – თმას ისწორებს ის და ძალით მსვამს თავისთან ახლოს,
იატაკზე.


-მაინც ვცემ ის უბედურს, ან უარი თქვას როლზე! – კავკასიური სისხლი ყივის ჩემში


-ლევან! – მსაყვედურობს ნინა – გეყოს, რა!


-აქ ხურგადაა ჩვეულებრივი – ბუხარს შევხედე, რომელმაც კინაღამ წამწამები


შემიტრუსა და სიცილი ამიტყდა


-გადასარევია ხურგადა – იცინის ნინა და ღვინოს წრუპავს.


ხელი გადავხვიე და ჩემსკენ მოვწიე. თმა ჰქონდა ნოტიო და ისიც ლოტუსის ყვავილის
არომატით გაჯერებული. მერე დიდხანს ვიჯექით ასე ცეცხლთან და ვუყურებდით,
როგორ იწვოდა ბოლო ნაკვერჩხალი.


ბევრი რამის თქმა მინდოდა და ვერ ვალაგებდი. არ ვიცოდი, საიდან დამეწყო…


-სხვა

გოგოს რატომ არ ესმის იმდენი, რამდენიც შენ? – ვკითხე მოულოდნელად


-იმიტომ, რომ ჩემი მსგავსი მხოლოდ მე ვარ – გამიღიმა მან


-ნინა, თავიდანვე შენ რატომ არ შემხვდი?


-იმიტომ რომ მე პლეხანოველი ვარ, შენზე 4 წლით პატარა და იმიტომ რომ მე არ


ვასეირნებდი შენს ეზოში ძაღლს.


-რატომ იკბინები? – სევდიანად გამეღიმა მე


-კაი, მაპატიე, ცუდად გამომივიდა – ტუჩზე იკბინა ნინამ


მერე ისევ ჩავეხუტე და თმაზე ვაკოცე.


-დარჩები ჩემთან? – ვკითხე, ისე, რომ ნაკვერჩხლისთვის თვალი არ მომიშორებია.


-არ შემიძლია, ლევან – თავი გააქნია მან


-ხო, მესმის. მახსოვს, დაგპირდი, ერთი თქმის მერე თუ არ დამთანხმდებოდი, არ


დამეძალებინა.. ეს ის სიტუაციაა, რომელსაც არ გეგმავენ.. ან რჩებიან, ან არა.


-ხო – თავი დამიქნია მან და ჩემ ჟაკეტში გაეხვია – დამტოვებ სახლში?!


-კი – ვთქვი ორაზროვნად – და მაინც, ნინა – რაღაც ბურთისებრი გამჩხირა ყელში- შენ
არ იცი, როგორ მინდა, რომ ჩემთან რჩებოდე!


აღმაშენებლის 148


ანიმ ზარი რომ დარეკა, 10 საათი იყო. პიჟამოში გამოწყობილს საერთოდ დამავიწყდა,
ვინმეს რომ ველოდებოდი.


-ამჯერად რაღა ხდება? – მითხრა ქურთუკის ჩამოკიდვისთანავე.


-შემოდი- ვთქვი და ამოვიოხრე


-დაიწყე! – თითქმის მიბრძანა მან


-ვერ ვიწყებ – იდიოტივით მეცინება და ვცდილობ მეოთხედ მოვუკიდო სიგარეტს


-ნინა, სანთებელა არ მუშაობს! – მიმითითა მან


-ანი, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო…


-თავიდან დაიწყე!


-შენ რომ დღეს რედისონში დამიტოვე ტელეფონი… – ენის ბორძიკით ვიწყებ მე


-ხო, მერე? მიხვედი?


-მივედი… ტელეფონიც წამოვიღე – ცრემლებს ძლივს ვიკავებ მე


-მერე? – გაოცებული სახით მიყურებს ანი


-ვიკო შემხვდა.. ნატასთან ერთად.. იქ იყვნენ… ღამე ერთად დარჩნენ და მე რომ


ტელეფონის ასაღებად მივედი, მაშინ გამოდიოდნენ სასტუმროდან ანის მოლურჯო
ფერი დაედო.


-ხო! – ვთქვი მე და ნიკაპამდე ჩამოსრიალებული მარილიანი ბურთი პიჟამის


სახელოთი მოვიწმინდე.


-ვერ გავიგე – ყურებს არ უჯერებს ის – და დარწმუნებული ხარ, რომ…


-ანი! – საყვედურით შევხედე მას


-… რა იცი?


-ანი! – ბრმა ხომ არ ვარ? ერთად იყვნენ.. ბიჭი, რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ
და რომელიც ყველაზე მეტად მაფასებს, რომლისთვისაც განსაკუთრებული ვარ და
რომელიც ჩემს გარეშე ვერ სუნთქავს, ის მღალატობს! თან ქალაქის ცენტრში, ყველას
დასანახად, აი, აქვე, ზემელზე! თან აბსოლუტურად მშვიდად და მხიარულად!


-კაი, რა! – თავი გადააქნია ანიმ – რა ჯანდაბად დაგრჩა ჩემთან ტელეფონი! რა


გინდოდა! ან მე რაღა მანდ დაგიტოვე, ღმერთო, ეს ხომ ჩემ გამო მოხდა!


-ანი, გეყოფა! კიდევ კარგი ეგრე მოხდა! კიდევ კარგი, მე ვნახე, თორე სხვას ხომ
არასოდეს დავუჯერებდი!


-მოიცადე… იმან ვერ დაგინახა?


-ვერა, მე დახლთან ვიდექი ბაბაიაგას ვიდზე, რომც შემოეხედა ვერ მიცნობდა.


საერთოდ არც შევუნიშნივარ…სად ეცალა ჩემთვის, ნატა ჰყავდა კისერზე შარფივით
შემოხვეული.


-არ მჯერა! – სიგარეტი ბოლომდე ჩაწვა მან და თვალები აემღვრა – არ დაურეკავს?


-ნტ – ღიმილით გავაქნიე თავი მე – აცადეთ, ერთობა ბიჭი


-და როცა დარეკავს, შეიმჩნევ?!- კიდევ უფრო გამომცდელად მკითხა ანიმ


-ყველაფერი დამთავრდა.. მე მოვრჩი … აქამდეც არ უნდა მიმეყვანა საქმე – ვთქვი


გადაჭრით და ლიმნიანი ყავა მოვსვი.


“იასანმისფერი ხიდი”


-ნინა, რას შვები?


-მცივა, შენ? – სიცილი ამიტყდა უეცრად


-ეგრე ცივა კოჯორში? – ყურებს არ დაუჯერა ლევანმა


-ხო, აი აქ რომ იყო, ძალიან გაგიხარდებოდა შენ, ბედნიერი იქნებოდი მინუს 10


გრადუსია – ჟაკეტი მოვიხვიე მე


-კაი, მაშინ გარეთ ვარ და გამოდი – იყო პასუხი


-ხუმრობ ალბათ, ლევან – ხმა შემეცვალა მე


-ნტ – იყო კიდევ მეტად თავდაჯერებული პასუხი


-როგორ გამოვიდე, შუაღამეა!


-რა იყო, მოგიტაცებენ? – სიცილი აუტყდა მას


-მომიტაცებენ! – ვთქვი თავდაჯერებით



-მოიცა, მარტო ხარ, არა? – დაიბნა ის


-დაახლოებით – მძინარე დეიდაჩემს შევხედე და გამეცინა


-ხო ნუ, ნანა არ ითვლება – ყურმილშიც კი მივხდი ისეთი ღრმა ნაფაზი დაარტყა მან


-ცოტახნით გამოვალ – შევაპარე მე


-არა, ამჯერად ცოტახნით ვერ გამოხვალ ნინა, უთხარი რომ თბილისში წახვედი, შენმა
მეგობარმა იმშობიარა, ან გათხოვდა, ან მანქანამ დაარტყა და თბილისში დაგჭირდა
წასვლა


-რა მოიგონე ახლა ? – სარკეში ჩავიხედე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ


ნამდვილად არ იყო კარგი დრო პაემნისთვის. ხომ არის, ისეთი დღე რომ ვერ ხარ, აი,
რაღაცნაირად, მონგრეულ, მოშვებულ, გათიშული, როცა კეტებისა და დიდი მაისურის
ხასიათზე ხარ, ჰამაკში წოლისა და პლედში ტოლმასავით

გახვევის, შენთვის ყოფნის, რა.. მოკლედ რომ ვთქვათ… აი, ზუსტად ეგრე ვიყავი,
მაგრამ ვიკოს მოშორება ასეთი ადვილი რომ ყოფილიყო, ყველაფერი ბევრად მარტივად
ამეწყობოდა ცხოვრებაში.


-სად მივდივართ? – კითხვა შევუბრუნე მე


-ყავა დავლიოთ სადმე, ბარში – სიცილი აუტყდა ვიკოს


-ბარი არ მინდა – ვიუარე მე, ბარში ყველგან სიგარეტს ეწევიან


-ბარი ნინა, მთა და ბარი – სიცილი აუტყდა ვიკოს – კოჯორი მთაა, მე ბარში
გეპატიჟები


-აჰაჰაჰა – თავი ვერ შევიკავე, მე – რატომ, მთის ჰაერი არ მოგწონს?


-ვაკელი ვარ, რა ვქნა, ბარი მირჩევნია – გამიღიმა მან


-ნუ შემჭამე ამ შენი ვაკით – გულწრფელად შევწუხდი მე


-ჩაიცვი, გელოდები – თითქმის მიბრძანა მან


-ოკ – გავიღიმე მე


ხელში რაც მომხვდა, ჯინსი, მაისური და კეტები ჩავიცვი, ჩანთაში ჩავყარე კოსმეტიკა,
კბილის ჯაგრისი (ვინც პირველად კითხულობთ ჩემს მოთხრობას, გეტყვით, რომ წიკი
მაქვს, ყველგან კბილებს ვიხეხავ, ხანდახან რესტორნის საპირფარეშოშიც კი;) სუნამო არ
დავინანე და კარი გამოვიკეტე.


ყველაზე მეტად მიყვარს, როცა გოგოს სადად აცვია. ნინამ ლოტუსნარევი არომატი
შემოიტანა ჩემს მანქანაში. უბრალო მაისურშიც ისეთი ლამაზია ეს გოგო, ხანდახან
უბრალოს სიხარულისგან მეღიმება და მიხარია ის, რომ უბრალოდ მე ამ გოგოს
ვაღელვებ, მე ვაღელვებ და არავინ დანარჩენი. ჩემგან წყინს და ჩემი ახარებს ყველაზე
მეტად! ძალიან მაგარია!


-სად მივდივართ? – მეკითხება და ისევ არანორმალურად უბრჭყვიალებს თმა და


კანი.


-ხანდახან არ მგონიხარ რეალური, ნინა – ვეუბნები სავსებით გულწრფელად


-ვერ გავიგე?- მპასუხობს დაბნეული


-აი, როგორ შეიძლება ასეთი მაგარი იყო?!


-ძალიან მოგენატრე, ლევან?- სიცილი უტყდება მას


-ნტ – თავს ვაქნევ და კიდევ უფრო მეტად მეღიმება


-აბა, რა ხდება?! – ეღიმება მასაც


-კაი, არაფერი – ისევ თავს ვაქნევ. ამაყია, კი არ მეტყვის: დამიკონკრეტე გინდა, თუ არა,
რას გულისხმობო. მერე მხრებს იჩეჩავს ის და ღიმილით სიგარეტს უკიდებს


-სად მიდივართ? – კითხვას მიმეორებს ის


-ყავა დავლიოთ რა, სადმე – ვპასუხობ მშვიდად


-ჯერ რაღაც არ მინდა, ცოტა მერე?! – მეკითხება ის


-ხო, მეც მაგისი თქმა მინდოდა, გზაშიც ხომ გავა დრო…


ნინამ ჩემი ნათქვამი ცოტა ვერ გაიგო, მაგრამ აღარ ჩამძიებია. თბილისისკენ
გადავუხვიე.


-რას შვები, მომიყევი – მის ბრინჯაოსფერ მკლავებს ვუყურებ და მეღიმება – ნამზეური


დაიმატე?


-დიახ, დავიმატე – მპასუხობს ის – რა გავაკეთო სხვა კოჯორში?! კიდევ… ახალ სცენარს


ვკითხულობდი მთელი დღე


– რა მაგარია, მთელი დღე დასვენება!


-ხო, ისე დავიღალე ეს თვე, 24 საათი სპექტაკლი- რეპეტიცია, სპექტაკლი-რეპეტიცია,


რეპეტიცია და მერე ისევ რეპეტიცია, გავგიჟდი – ამოიოხრა მან


-ძალიან მაგარია ჰამაკი და სიჩუმე – დავეთანხმე მე


-ხო, აუცილებელია… ხანდახან მგონია, რომ ეს სახლი რომ არ მქონდეს, შევირყეოდი.


თუ ვერ ვარ, ან ვიღლები, ან სულაც მარტო ყოფნა მინდა, მაშინ მოვდივარ აქ და
ვრჩები… 2 დღეში უკეთ ვარ… სრული რეაბილიტაციაა სულის – მიღიმის ის


-ჩემი კრასავიცა ხარ შენ – შუბლზე ვკოცნი მე


ნინა ჩუმადაა. მხარზე თავს მადებს და სიგარეტს ეწევა.


-მალე მივალთ?- მეკითხება ის


-ისე რა – თვალი ოდნავ მოვჭუტე მე და საათს დავხედე


-სად მიგყავარ? – მეკითხება ეჭვით


-ყველაზე მაგარი ყავა სადაც კეთდება, იქ – ვპასუხობ მშვიდად და თან თვალს ვხუჭავ,
მეხის დაცემის მოლოდინში. ვიცი, გადამერევა ბოლომდე რომ ვთქვა, სად მიმყავს.


-მაინც ლევან? – არ მეშვება ის


-ცოტა ხანში ნახავ- თავს ვიძვრენ მე


-იგოეთს გავცდით, ლევან – ნინამ გაოცებით შემომხედა


-ხოდა გადაყარე ხურდები : ) სტამბულში მიმყავხარ! – ვთქვი ძალიან მშვიდად და


საგრძნობლად მოვუმატე სიჩქარეს


-მეღადავები! – გაეცინა მას


-ნტ- ვიღიმი მე – სულ არ ვღადაობ


-ხო არ აფრენ?! – ვერ იჯერებს ის


-ვაფრენ? ნტ – აბსოლუტურად გადასარევად ვგრძნობ თავს


-რა სტამბული, ლევან?! – გაფითრდა ის


-შენ არ იცი, რა ყავას აკეთებენ იმ კაფეში- სულელურად ვიღიმი მე და ვცდილობ


სიმშვიდე შევინარჩუნო


-ლევან, მოაბრუნე! – თითქმის მიბრძანა მან


-ნტ – თავს ვაქნევ მე – გამორიცხულია ნინა, ცხოვრებაში ერთხელ , მე გადავწყვეტ


როდის დაგაბრუნო სახლში!


-რა იყო, მიტაცებ? – ვერ ხვდება ვერაფერს ის


-არა, ყავის დასალევად მიმყავხარ – მეცინება მე


-კი მარა, სხვა ქვეყანაში თუ მივდივართ, არ უნდა გაგეფრთხილებინე?! – ისტერიკაში


ვარდება ის – არაფერი არ წამომოიღია, ან სად უნდა დავრჩე? ან როდის
ვბრუნდები???


-ხვალ დავბრუნდეთ, რა

პრობლემაა?! – გულწრფელად ვერ ვხვდები, მისი ასეთი აღშფოთების მიზეზს.


-გავიგე, მაგრამ ხომ შეგეძლო, გეთქვა?! – ვერ მშვიდდება ის


-ნინა, 1 საათით რომ მხვდები, მოსვლიდან კიდევ ნახევარი საათი მანქანაში გელოდები,
იმდენი ხანი იპრანჭები. რომ მეთქვა სტამბულში მიმყავხართქო, ერთ კვირა
მოუნდებოდი ჩემოდნის ჩალაგებას. პასუხად, ნინას მძიმე ჩანთა მივიღე მხარში.


მე სიცილი ამიტყდა და სიგარეტს მოვუკიდე.


– კაი, ხო, გაიღიმე, უკვე ძალიან მალე მივალთ – ვეცადე დაძაბული სიტუაცია
განმემუხტა


-კი, ძალიან მალე მივალთ, 6-7 საათში – წამისისინა მან


-ნუ მებუზღუნები – მეწყინა მე


-ასე ხომ არ შეიძლება ლევან ?! – მსაყვედურობს ის – მხოლოდ კბილის ჯაგრისი მაქვს


წამოღებული


-რა გინდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი წამოგიღია – გამეცინა მე


პასუხად ისევ ტყავის მძიმე ჩანთა მივიღე


-რა გიდევს მაგ ჩანთაში?! – ვკითხე გულწრფელად


-მზითვი – ისევ წამისისინა მან


გადავიხარხარე


-ცოტა დავიღალე, 1 საათით დაჯდები? – საჭეზე მივუთითე მე


ნინას სახე გაებადრა. მაგრამ მანქანა დაქოქა თუ არა, საერთოდ ვინანე, რომ შევთავაზე
მსგავსი რამ


-მგონი ოდნავ სწრაფად დადიხარ – ვთქვი სიჩქარით დაბნეულმა


-ხო? არ შემიმჩნევია – მპასუხობს ის და სიგარეტს უკიდებს


-ნინა! ფრთხილად! – კივილი აღმომხდა უშველებელი სატვირთო მანქანის დანახვაზე –


კინაღამ ტრაილერმა გადაგიარა!


-რა იყო ლევან, გეშინია?! – მეკითხება ის გამომწვევად



-ნინა, ცუდად ხუმრობ- ვპასუხობ მე და კიდევ უფრო მეტად ვიძაბები


-საერთოდ არ ვხუმრობ – მიღიმის ის და ისეთ „აბგონზე გადის“ თვალებს მართლა


ვხუჭავ შიშისგან


-აბა,მაგარი ბიჭი ვარ და არაფრის მეშინიაო?! – აგრძელებს ის ჩემზე ფსიქოლოგიურ


ზეწოლას


-ნინა, გეყოფა! – სერიოზულად ვიწყებ ნერვიულობას მე


-არა, არ მეყოფა – მიღიმის ის – ბოლომდე რომ მივადგა, როგორ გგონია, აიტან?!


სიცილი ამიტყდა


-ეგ ნერვიული სიცილია, ლევან! – კმაყოფილი მიქნევს ის.


-მიდი, მიადგი – გავთამამდი ბოლოს (ვხელმძღვანელობ იმ პრინციპით, რომ ქალი


ბავშვია და პირიქით უნდა ელაპარაკო სასურველი შედეგის მისაღწევად) – ჩემი
გამოთვლით ასე თუ ივლი, 3 საათში უკვე იმ კაფეში ვიქნებით, მეტიც- ყავაც
შეკვეთილი გვექნება. ნინას ჩემს სიტყვებზე ხარხარი აუტყდა, თავი ვეღარ შეიკავა და
სიჩქარეს უკლო.


-გადმოდი მანქანიდან და აღარასოდეს არ დაჯდე ამ ადგილზე – ვუთხარი როცა ცოტა


სული მოითქვა სიცილით.


საპასუხოდ – მხარში ისევ მძიმე ჩანთა ვიგრძენი.


ასე მხიარულად ჩავედით სარფში. სარფიდან ზუსტად 1 საათში სტამბულში


ჩავფრინდით.


სტამბულში თბილოდა.


მიყვარს თურქეთი…


მათი განსაკუთრებული და უმაღლესი სერვისი მიყვარს.


მიყვარს, ის, რომ ბევრი და გემრიელი ტკბილეული აქვთ.


საუკეთესო ჩაი და ყველაზე არომატული ყავა.


ყავა, რომლის გამო მართლა ღირს ამ სიშორეზე ჩამოქანება, თან თუ ასეთი იდეალური
გოგო მოგყავს, ხომ მითუმეტეს!


ეს საოცარი ბარი, სადაც ჯადოსნური ყავა მზადდება ზუსტად ბოსფორის სრუტესთან,


ულამაზეს სასტუმროს სულ ბოლო სართულზეა.

შენობა მაღალი ვიტრაჟებით, საუცხოო გემოვნებითა და ულამაზესი ინტერიერით
გამოირჩევა.


იატაკიდან – ჭერამდე შემინული, ძალიან ეფექტურია!


სასტუმროს ქუჩიდან რომ გავხედე, ვერც დავუშვი რომ ევროპაში არ ვიყავი.


ულამაზეს ვიტრაჟიდან შევიჭყიტე შიგნით თუ არა, ლამაზმა ავეჯმა მიიზიდა ჩემი


ყურადღება. ტყავის მძიმე დივნებითა და სავარძლებით.


შავისა და ყავისფრის ასეთი გემოვნებიანი შეხამება, პირველად ვნახე…


ბარი სულ ხეშია გადაწყვეტილი…


მიყვარს ასეთი ინტერიერი,


ხე განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის…


შინდისფერი და მუქი ყავისფერი ხე…


ბარში ხის არომატი..


ხის, ყავისა და ვანილის არომატმა ისე დამათრო, შესვლისთანავე სიამოვნებისგან


გავიღიმე..


და ბართან მუქი მწვანე ტყავის სკამზე დავეშვი.


ვიკომ იქვე ქურთუკი მიაგდო, სიგარეტს მოუკიდა ბართან კომფორტულად მოთავსდა


თუ არა, ბარმენს 2 ყავა შეუკვეთა თურქულად.


-თურქული სად ისწავლე? – ვიკითხე გაოცებულმა


-აქ – მიღიმის ვიკო


-ხშირად მოდიხარ-ხოლმე?- კიდევ უფრო მეტად დავიბენი მე


-რა მკითხე? – ჩაფიქრებულმა მეორე ღერს მოუკიდა – აი, ყავაც მოიტანეს, ნახე პროსტა
რა ყავაა, ნინა, შეიძლება, გულის შეტევა დაგემართოს სიამოვნებისგან.


-აქ ხშირად მოდიხართქო? – ჩავიხვიე ეჭვიანი ცოლივით მე


-კოველ კვირას, ნაშების ახალი პარტია ჩამომყავს თუ არა, აქ მომყავს – ისე


სერიოზულად მიპასუხა მან ყავა გადამცდა.


-ხომ მაგარი ყავაა? – სიცილი აუტყდა მასაც


-ძალიან ცხელია, ჯერ ვერ გავიგე როგორია – ძლივს ამოვიკნავლე გალურჯებულმა



-ნაშებზე გაგეცინა თუ ჩემზე ? – მეკითხება ის და ეშმაკურად უციმციმებს თვალები


-ნაშებზე – ენა გამოვუყავი მე და სიგარეტს მოვუკიდე – რა სილამაზეა ლევან! – ვთქვი


და ბარს მოვავლე თვალი


-ხომ ყველაზე ლამაზი ადგილია? – მეკითხება ის

და ვხედავ როგორ ახარებს ჩემი აღტაცება – იცი, რამდენი ხანი ვგეგმავდი ამ ყავის
სმას? – თვალებში მიყურებს ვიკო


გავწითლდი. რომ არ შემემჩნია გავიღიმე და იქვე დადებულ მენიუს დავუწყე უაზროდ


თვალიერება .


-ნინა, გადადე ეგ მენიუ – იცინის ის. უაზროდ ვხურავ ისედაც წაუკითხავ მენიუს და
ვცდილობ თვალი გავუსწორო.


-აი, ნახე ნინა – ფანჯარასთან მიდის ის და ფარდას წევს – მოდი, გეხვეწები. ფანჯარას
მივუახლოვდი და გადავიხედე. ჩემს წინ უდიდესი და ულამაზესი ხიდია
გადაჭიმული, სულ განათებული და უსასრულო …


უსასრულოდ უსასრულო…


-ღმერთო, სად მომიყვანე?! – აღმომხდა აღტაცებით. ვიკო მომიახლოვდა და მხარზე


თავი დამადო.


გულისცემა საფეთქელთან ვიგრძენი, მაგრამ არ გავნძრეულვარ.


გული ამიჩუყდა…


ყველაფერმა ერთად იმოქმედა…


ჩემზე ასეთმა ზრუნვამ..


ამხელა გზამ ..


სხვა ქვეყანამ..


მარტო დარჩენამ…


სიყვარულმა…


მონატრებამ…


და ისე, როგორც არასდროს მინდოდა ტირილი…


აი, გულწრფელად , მართლა ძალიან, ძალიან მინდოდა!


მაგრამ აი, ამხელა გზის მერე, ჯადოსნური ყავის გასინჯვისა



და ასეთ სასტუმროში მოხვედრის მერე ფანჯარასთან მდგარი, ამ ბედნიერ დღეს, ასეთი
ხედით დამტკბარი,


ასეთ ბიჭთან და


აბღავლებული?!


ცოტა არაადეკვატური ვიქნებოდი,


არაადეკვატური და უმადური..


ამიტომ თავი შევიკავე,


უფრო სწორად ტირილი ღამისთვის გადავდე. :)


-ხომ მოგწონს ნინა? – მეკითხება ვიკო


-ძალიან! – ვპასუხობ გაბრუებული მე და მინდა მთელი გულით ტვინი გამოვრთო..


გამოვრთო ბოლომდე… და თუნდაც ერთი დღე მშვიდად ვიყო, ვიყო სინდისის ქენჯნის
გარეშე!


მართალი ჩემს თავთან, სხვა აღარც მედარდება, ჩემი თავი მჭამს, თუ მჭამს!


-რა უცნაური ლამპიონებითაა განათებული ეს უზარმაზარი ხიდი… ხედავ?!


-ხო – სული შევუბერე მინას – ცაში გაშვებული ფრანებია აქაც, ასე შორს ჩემი
თბილისიდან, ლამპიონები აქაც ცის ფრანებს გვანან ლევან, ნახე..


ემოცია ძალიან მძაფრი იყო…


ისეთი მუხტი მოიტანა ამ ბიჭმა ჩემში, ვგრძნობ, რომ ემოციისგან ვთვრები.


მე კიდევ უფრო მეტად მინდება ტირილი, და კიდევ უფრო ნაკლებად მინდება ამ


ტირილის ღამისთვის გადადება… :) ღრმად ვსუნთქავ იქნებ, წამწამებზე მომდგარი
მარილიანი წყლის ჭავლი რამენაირად შევაკავო…


იდიოტივით ვიღიმი, ვიკოს ხელს ვაშვებინებ და მშვიდი სახით ვბრუნდები ბართან.


ვიკო ცოტახანი ფანჯარასთან დგას და მერე ბრუნდება, თვალები მასაც ამღვრეული
აქვს…


ორივე არ ვიმჩნევთ ერთმანეთის მდგომარეობას.


ესაა სიტუაცია, როცა ის ვერ მეუბნება ვერაფერ კონკრეტულს


და როცა მე სათქმელიც არ მაქვს….



უბრალოდ ყველაზე ძალიან, სულ სულ ყველაზე ძალიან მინდა, რომ ეს ბიჭი იყოს
წარსულის


გარეშე და იყოს მარტო ჩემი! მხოლოდ ჩემი!


-არ გშია ?! – ისევ ის არღვევს დუმილს


-ნტ – თავს ვაქნევ მე და ისევ ჩვენს სიტუაციაზე ვფიქრობ


-მიდი, რა, მარტო არ მაჭამო – მიღიმის ის


-კაი – ნაძალადევად ვთანხმდები მას და ვცდილობ, რაიმე პოზიტიურზე ვიფიქრო.


არადა მთელი გზა, მახსოვს ძალიან მშიოდა.


-ცეზარი იყოს? და რაიმე ფრეში, მოიცადე, მოგიძებნო – ყურადღებით კითხულობს


მენიუს ის – ანანასი?


-იყოს! – ვიღიმი მე და იმაზე ვფიქრობ, რომ უბედური, ისტერიჩკა და პსიქოპატკა ცოლი


სახლშიც ჰყავდა, რომელსაც გამოექცა… ჩემში ამ ბიჭს ზუსტად ეს თავისუფლება და
პოზიტივი უყვარს, რაც რეალურად მართლა ძალიან გადაჭარბებულად მაქვს.. ამიტომ
სჯობს ისევ პირველ ჩვენებას დავუბრუნდე და არ გავხდე ტიპიური „ეჭვიანი,
დეპრესიული ქართველი ახალგაზრდა (თუმცა მრავალგზის უკვე დაღლილი) გოგო“.


-მე რამე ხორციანი მინდა, ვისკი და მინერალური… ნინა, რატომ მოიწყინე? – მენიუდან
მზერა ჩემს გამოშტერებულ სახეზე შეაჩერა მან


-მოვიწყინე? – სამსახიობო ნიჭი მოვიშველიე მე


-ხო, რაღაც ჩაფიქრდი – მიღიმის ის


იდიოტივით ვიღიმი და მხრებს ვიჩეჩავ ისევ. ფანჯრისკენ ვიყურები და კიდევ მეტად


მიჭირს თავის დაჭერა. რა ჯანდაბა დამემართა, დეპრესიისკენ რა მიმათრევს? რამე ხომ
არ ჩამიყარეს წყალში – ისტერიული ტირილის მომგვრელი? რა ბღავილი ამიტყდა ამ
ჯადოსნურ ადგილას – ჩემს „მეორე მეს“ ვეჩხუბები შინაგანად და ვცდილობ,
დაბადებიდან თანდაყოლილი სამსახიობო ნიჭი გამოვიყენო ამ „ჯადო“ სიტუაციის
განსამუხტად. ყავა მართლაც იდეალური იყო. არასოდეს დამავიწყდება მისი გემო.
ასოციაციით როგორც მეგონა, ზუსტად ეგეთი, რაღაც ფორთოხლისმაგვარ
ციტრუსოვანი შევიგრძენი. ისეთი, განსაკუთრებულად რომ დაგამახსოვრდება და
აუცილებლად კიდევ რომ მოგინდება გასინჯვა.


ვიკო თვალს არ მაშორებდა, თითქოს უნდოდა ბოლომდე დარწმუნებულიყო, რომ მისი


“ყავის სმის” სიურპრიზმა ბოლომდე აღმაფრთოვანა.


-თქვი, როგორია? – მოუსვენრად აუციმციმდა თვალები მას


-ძალიან უცხო და გემრიელი – გავიღიმე მე



-ხომ ძალიან უცნაური გემო აქვს?


-კი, ფორთოხლის – გამეცინა მე


-ჩაარტყი – ხელი გამომიწოდა მან – ვიცოდი, რომ ზუსტად მიხვდებოდი, რატომ


გადავირიე ამ ყავაზე


ხელი გავუწოდე და მსუბუქად დავარტყი.


-რა ლამაზია ეს რესტორანი – უხერხულობის გადასაფარად ხელს ვაშვებინებ მას და


თმას ყურზე ვიწევ


-მოდი, ეს ჩვენი ადგილი იყოს – სიგარეტს გაუკიდა მან


-კარგი – ვიღიმი მე


-არავის უთხრა ამ სასტუმროს შესახებ – მიცინის ის


-კარგი – ისევ მეღიმება მე


-ახლა დავლიოთ – მითრხა ლევანმა და სანამ ვუპასუხებდი ისევ ორმაგი ვისკი


შეუკვეთა ჩვენთვის


-დაღლილზე ძალიან მოგვეკიდება – გამეცინა მე


-ხოდა დავთვრეთ – ისევ მხიარულად აუციმციმდა თვალები მას


მე ისევ გამეცინა და სიგარეტს მოვუკიდე


-მომიყევი რა, შენზე – მუქ, ყავისფერ სავარძელში კარგად მოკალათდა ვიკო და მთელი
ყურადღება ჩემზე გადმოიტანა


-რა მოგიყვე? – ცოტა უხერხულად გავიღიმე


-რამე, რაც გინდა – მხრებბი აიჩეჩა მან


გავჩუმდი. არ ვიცი რისი მოყოლა მინდა


-სულ ერთია, რამე მომიყევი – ისევ მთხოვს ის


ვისკი მოვწრუპე და ფანჯრისკენ გავიხედე


-საბავშვო-ბაღში ბიჭი რომ მყავს ნაცემი, იცი?


-რაა? – სიცილი აუტყდა მას – შეენ?


-ხო, მე

-ასეთმა სიფრიფანამ ბიჭი როგორ ცემე? – არ დამიჯერა მან


-აი, გადასარევად ვცემე, პლოსტმასის ფოცხი ჩავარტყი თავში – გადავიხარხარე მე


-კაი, რა! – თვალები გაუფართოვდა მას


-დედას ვფიცავარ!


-რა დაუნდობლობაა – გაეცინა ვიკოს


-არ მათხოვა თავისი სათამაშოები და ძალიან გავბრაზდი


-მერე უნდა გეცემა? – შეეცოდა მას ჩემი ბაღელი


-რა მექნა, ვერაფრით ვერ გამოვწიწკნე ხელიდან ვედრო და ნიჩაბი.მარტო თამაშობდა


ღორივით სილაში – ვთქვი მხიარულად და ჭიქა ბოლომდე მოვიყუდე.


ვიკო სიცილისგან გადაყირავდა.


-აუ, ძალიან „აპასნია“ შენი გაბრაზება – ძლივსგასაგონად თქვა მან და ცრემლი


მოიწმინდა


-ხოდა, ფრთხილად იყავი – მეორე ჭიქა მოვსვი მე


-გავითვალისწინებ – გამიღიმა მან


-აი, ზუსტად ასეთი ინტერიერი მინდა სახლში – ვთქვი მე და ულამაზეს ფარდებს


შევხედე.


რესტორანში მუქი მელნისფერი ფარდები ეკიდა, ჭერიდან ლამინატის ბოლომდე


დაშვებული, სულ სადა, კუთხეში სამაგრზე ლამაზად დამაგრებული.


მაღალი ვიტრაჟები კი ისეთი გაპრიალებული იყო, რომ თავი ღია ფანჯარაში მეგონა…
თბილი ფერების ინტერიერი და ვანილის არომატი…


ალკოჰოლმა მალევე დამირბინა სხეულში და სასიამოვნოდ გამათბო.


-ნეტა რა ხდება კოჯორში?- გამეღიმა მე – თუ ნახა დეიდაჩემმა ჩემი წერილი.


-კოჯორში ალბათ ცივა – გამიღიმა ლევანმა – მე შენ მოგიტაცე იმ სიცივიდან და ამ


ზაფხულში ჩამოგიყვანე


-ზღაპრულ ზაფხულში – უცბნად გული ამიჩუყდა ვიკოს საქციელზე


-ძალიან დიდი მადლობა, ლევან – მოკრძალებულად გავუღიმე მე


-რისთვის? – კითხვისნიშნით სავსე მზერა მომაპყრო ლევანმა



-ყველაფრისთვის – ისევ მოკრძალებულად გავუღიმე მას.


-ნუ იგონებ – თავი გააქნია მან და ღრმა ნაფაზი დაარტყა


-ძალიან მაგარი ბიჭი ხარ!


-ეს ზედა ისე გიხდება – სიტყვა ბანზე ამიგდო მან


-ხოო? მეც ძალიან მიყვარს, უბრალოა და ლამაზი


-შენ ყველაფერი გიხდება! – დაასკვნა მან


-მადლობა – დავიმორცხვე მე


-და რა თმა გაქვს! სულ მგონია, რომ რაღაცას ისმევ ასე რომ გიბრჭყვიალებდეს


-არაფერს არ ვისმევ – გამეღიმა მე


-მიყვარს შენი არომატი. ძალიან რომ მენატრები, ვცდილობ შენი არომატი გავიხსენო და
შენ წარმოიდგინე, ვგრძნობ-ხოლმე


-ლევან, რა საყვარელი ხარ!


-უსაყვარლესი! – იცინის ის


-კიდევ მიყვარს თვალებს ოდნავ რომ ხრი და სახეს რომ მარიდებ…მაშინ


განსაკუთრებულად გულწრფელი ხარ, ვიცი!


-მე მიყვარს შენ ის ცისფერი პერანგი რომ გაცვია – ავყევი მე


-მეც მიყვარს ეგ პერანგი – დამეთანხმა ის – და კიდევ მიყვარს შენი თვალები…


მწვანე,ჭაობისფერი რომ დაკრავს ხანდახან… კიდევ მიყვარს, ძალიან ჯიუტი რომ ხარ,
მაგრამ საბოლოოდ მაინც მე რომ ვიმარჯვებ.


სიცილი ამიტყდა. ლევანი გაჩუმდა.


-რაზე ფიქრობ? – ისევ ვისკი მოვსვი მე


-მე? – ჩამეკითხა ის – შენს დაჩაგრულ ბაღელზე


-ნუ მატყუებ – გადავიხარხარე მე


-კაი, მაშინ შენზე – გამიღიმა მან


-და ჩემზე რას ფიქრობ? – ვისკიმ გამათამამა მე


-ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ – ისევ ღრმა ნაფაზი დაარტყა მან

-აუფ! – მეტს არაფერს ფიქრობ? – მეწყინა მე


-მეტი უნდა ვიფიქრო? – ისევ მიცინის ის


-კარგი – გავიბუტე მე და მესამე ჭიქა შევუკვეთე თურქ ბარმენს ინგლისურად


-ბევრი არ მოგივიდეს – ეცინება ლევანს და თავისთვისაც ვისკის უკვეთავს.


-არ მომივა – ენას ვუყოფ მას და სიგარეტს ვუკიდებ


-როგორ მიყვარხარ – მეუბნება ის და თვალს არ მაშორებს


-ლევან, ნუ მაწითლებ! – გულწრფელად ვთხოვ მას და ვგრძნობ როგორ მემატება


სიმხურვალე ყვრიმალზე


-შენ სასმელი გიცვლის ფერს, ნუ იტყუები –

არ იჯერებს ვიკო


-სასმელი არ მაწითლებს – პატარა ბავშვივით ვჭმუხნი შუბლს უკმაყოფილოდ და


ვცდილობ საუბარი სხვა თემაზე გადავუტანო


-შენ? გიყვარვარ? – გამომცდელად მიყურებს ის


-ლევან.. – ისევ თავს ვარიდებ პასუხს მე და უაზროდ ვათამაშებ ხელში სიგარეტის


კოლოფს


-მითხარი! – მშვიდად მიმეორებს კითხვას ის


-არ გეტყვი – თავს ვაქნევ და დურაკივით მეღიმება


-ძალიან სასაცილო ხარ – მიღიმის ვიკო და სიგარეტს უკიდებს


-რატომ ვარ სასაცილო?


-ხარ და იმიტომ!


-რადგან არ გპასუხობ, მაგიტომ?


-ხო, მაგიტომ – თავს მიქნევს ის


-და რატომ გინდა, გიპასუხო?


-მაინტერესებს, როდემდე ამარიდებ თავს.


მე მხრებს ვიჩეჩავ ,ისევ დურაკივით ვიღიმი და ვეწევი


-არა, მართლა პრინციპის ამბავია, მეტი არაფერი – მარწმუნებს ის



-ხოდა, პრინციპულად ჩუმად ვარ


-რა იყო, აღიარება გიტყდება? – დამცინავად მეკითხება ის


-არაფერიც არ მიტყდება – თავს ვეღარ ვიძვრენ მე და ისევ ვსვავ ვისკის


-მაშინ თქვი! – ჩამაცივდა ვიკო


-ოო, არ მინდა! – ვჯიუტობ მე


-და რა გგონია, მე დებილი ვარ, თუ ვერ ვხვდები ვერაფერს? – ისევ ეშმაკურად


უციმციმებს თვალები მას


-და რას ხვდები, აბა, მითხარი – კითხვას ვუბრუნებ და ვჩუმდები პასუხის


მოლოდინში


-ნინა, კარგი, რა! – კმაყოფილად ეღიმება მას და ზეთისხილს მთავაზობს


-შენ ხომ არ გიტყდება ლაპარაკი? ხოდა მითხარი მაშინ – ზეთისხილს ვართმევ და


კიდევ უფრო მეტად ვემზადები პასუხისთვის


-გოგოს თუ არ უნდა, არაფერი არასოდეს არ ხდება, ეგ ხომ იცი, რომ ეგრეა? – მშვიდად
იწყებს ის


-მხოლოდ გოგოზე არაა ყველაფერი გადმოკიდებული, ლევან!


-თუ გოგოს არ უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერიც არ იქნება- ჯიუტად მიმეორებს
ის.


-კარგი. მაშინ ისიც ხომ ფაქტია, რომ თუ ბიჭმა არ მოინდომა, გოგო არ იქნება
ინიციატორი?


-ვინ გითხრა? – გაოცდა ვიკო


-ნუ, „აწყვეტილებზე“ არ მაქვს საუბარი – მშვიდად ვაგრძელებ მე და ვგრძნობ, როგორ


იწყებს ტრიალს რესტორანი


-მთელმა თბილისმა აიწყვიტა – იცინის ვიკო


-ხო ნუ, მე მთელი თბილისი არ ვარ – აღშფოთებას ვერ ვმალავ და ვხვდები, რომ
ნასვამზე ბევრად ემოციური ვარ და ოდნავ უკონტროლოც: )


-ნუ მეჩხუბები – იცინის ის – მე ეგ არ მითქვამს


-მე ყველა არ ვარ – ვიღიმები კმაყოფილი და ვხედავ რომ რესტორანი ტრიალს უმატებს
– ლევან, ძალიან დავთვერი – ვამბობ საცოდავად და უკვე მიორმაგდება კადრი

-მეც – დამამშვიდა მან – მოდი ჩემთან – ხელს მიწვდის ის


-შენ მოდი – ადგომას შევეცადე , მარა გზაშივე გადავიფიქრე


-აუ, ვერც დგები? – გადაიხარხარა მან – უბრალოდ მაინტერესებს, ადექი და სწორ


ხაზზე გაიარე, გთხოვ!


-ოო, ლევან! – მთვრალი, მაგრამ მაინც მომთხოვნია ჩემი ტონი


-ხო, კარგი, მე მოვალ – დგება ის და ჩემთან ახლოს ჯდება.


მომიახლოვდა თუ არა, ვანილის, ყავის, ვისკის და ხის სუნის მიუხედავად ვიგრძენი


მისი მძაფრი,მაგრამ გრილი არომატი.


ყნოსვის რეცეპტორი უნდა გავიქრო – გავიფიქრე ჩემთვის – ასეთი მგრძნობელობა უკვე


დამღუპველია.


ვიკო მომიახლოვდა და ჩამეხუტა


-რა ხდება ჩვენს შორის, როგორ გგონია? – ჩუმად მეკითხება ის


მე მინის დიდი ვიტრაჟიდან ჰორიზონტს გავხედე, ბოსფორზე გადაჭიმული ხიდი


უსაშველოდ გრძელი მეჩვენა


-არ ვიცი, ლევან – ვთქვი პატარა პაუზის მერე და მინდა, რომ გული გამიჩერდეს!


-სულ შენთან რატომ მინდა?! – კითხულობს ის და ისიც ჰორიზონტს უყურებს


-არ ვიცი – მოწყენით მეღიმება მე და მინდა ეს კადრი დავაპაუზო


-შენნაირი გოგო მე არ მინახავს, ნინა – აგრძელებს ის


-როგორი?- მეღიმება მე


-იდეალური – თვალებში მიყურებს ის


-არ ვარ იდეალური, ლევან. იდეალური არავინაა.


-შენ ხარ იდეალური! – უარყოფის ნიშნად თავს აქნევს ის


-ნუ იგონებ – მეღიმება მე


-არ ვიგონებ – მიღიმის ის


-რა ხედია! – ისევ ჰორიზონტს გავხედე კმაყოფილმა


-მიხარია, რომ მოგწონს.. სწორად შემირჩევია!



-ნამდვილად! – თავი დავუქნიე მე – რა გგონია, ამ ხიდის იქით რა არის?


-ამ ხიდის? – თვალი გააყოლა სივრცეს მას


-ხო, აი ამ უსასრულო ხიდის იქით – ვიმეორებ მე


-უსასრულო ხიდის იქით არის … უსასრულო სივრცე – გამიღიმა მან


გამეცინა მეც


-ლოგიკურია! – თავი დავუქნიე მე


-მოდი დავრჩეთ აქ – მთხოვს ის


-სულ?- გავიოცე მე


-ხო რა, სულ!


-რა უნდა ვაკეთოთ?


-ვიცხოვროთ სანამ ფული მაქვს – მიღიმის ის


-რომ აღარ გექნება, მერე?


-მერე იტალიურის მასწავლებლად დაიწყე მუშაობა. მეც სადმე

ვიმუშავებ – სიგარეტს გაუკიდა მან – თბილისში აღარავის რომ არ ვემახსოვრებით, მერე


დავბრუნდეთ.


-ასე ,მარტო ვიყოთ მერე?


-ხო, ცუდი იქნება?


-რა ვიცი – ისევ ვიცინი და ვგრძნობ, რომ ძალიან მთვრალი ვარ, ისეთი რომ ლაპარაკიც
ძალიან მეზარება.


წარმოვიდგინე, მართლა რომ დავრჩე აქ, ამ ზღაპრულ ადგილას, ვიკოსთან ერთად,რა


მაგარი იქნება და სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.


-სულ გვერდით მეყოლები – აგრძელებს ის – სულ ჩემთან იქნები, არ გინდა?


-ლევან… – არც კი ვიცი რა ვთქვა მე


-მითხარი! – არ მეშვება ის და კიდევ მეტად მეხუტება.


მე სოფო მახსენდება, იმდენჯერ, რამდენჯერაც ვიკო მეხება და ცუდად მხდის ამაზე


ფიქრი, მკლავს!

-მე მახსოვს როგორი დაბნეული იყავი პირველად რომ მნახე – ვცდილობ რამე
პოზიტიურზე ვიფიქრო


-ბუკიას ბაღთან? – ეღიმება მას


-ხო, „დაჟე“ მახსოვს რა გეცვა – ისევ ვიღიმი მე


-აბა, არ მახსოვს ეგ დღეა რომ მითხარი? მეც მახსოვს რა გეცვა – თვალები უცინის
ვიკოს


-აბა, რა მეცვა?


-ჯინსები და კედები – მპასუხობს ის


-აბა, რა ფერის კედები? – ვამოწმებ მას


-მელნისფერი!


-საიდან გახსოვს? ბიჭებს ხომ არ შეუძლიათ მსგავსი დეტალების დამახსოვრება? –


თავბრუ მეხვევა, მაგრამ არ ვიმჩნევ მე


-ხო, ადრე არ მამახსოვრდებოდა – თავს მიქნევს ვიკო – მაგრამ შენ რომ გნახე, იმის მერე
მარტო შენი სახე და ის ლურჯი კედები მეჩვენებოდა ყველგან. იცი, რა გიჟი გრძნობაა?!
ქუჩაში რომ დადიხარ და ყველგან რომ ეძებ… სადაც ერთხელ ნახე, სულ იმ ადგილებს
რომ ათვალიერებ.. ყოველდღე, მთელი დღე… სულ… და რომ ვიღაცას ამსგავსებ,
გიჟივით რომ უყურებ და რომ მოტრიალდება და.. რომ შეგეშალა! აუ, ძალიან ცუდი
გრძნობაა.


-მერე სად მიპოვე?


-მოკლედ დიდხანს ვფიქრობდი, სად მომენახე. ბოლოს დავგუგლე „ყველაზე ლამაზი


გოგო თბილისში“ ხოდა ინტერნეტმა შენი სახელი და გვარი ამომიგდო – სერიოზულად
დაასრულა მას


-ხახახა – გადავიხარხარე მე – რა აფერისტი ხარ!


-მართლა ეგრე გიპოვნე, არ გჯერა?


-არა! – ვიცინი ისევ


-დავლიოთ? – მეკითხება ის


-დავლიოთ! – თავხედურად არ ვნებდები მე


-ძალიან დათვრები, იცოდე – მაფრთხილებს ის


-უკვე ძალიან მთვრალი ვარ – თავს ვაქნევ მე – ერთი ჭიქა ამინდს არ შემიცვლის

-კარგი – გამიღიმა მან და სასმელი შეუკვეთა


-და მაინც, რა მაგარი ადგილია, ლევან – მეასედ ვამბობ და ყურებამდე მეხევა ღიმილი


-ბედნიერი ვარ! – მეასედ მპასუხობს ის და მასაც სულელურად ეცინება- ნინა, მოდი


გამომყევი ცოლად!


-ლევან, ნუ იწყებ თავიდან – ხელს პირზე ვაფარებ მას და შუბლზე ვკოცნი


-აუ, როგორი მთვრალი ხარ! – გაოცებას ვერ მალავს ის


-რატომ? – უშედეგოდ ვცდილობ თავის გამოფხიზლებას.


-შუბლზე იარაღი რომ დამედო, არ მაკოცებდი – იცინის ის – შენ ხომ ძალიან


თავდაჭერილი გოგო ხარ. შენთვის სითამამე „ტეხავს“


-ვერ ამაგდებ, ლევან, არ გინდა – ვისკის ვსვავ და თვალებში ვუყურებ მას


-მაინც რატომ არ ტყდები ბოლომდე, გამაგებინე, რა?! – სიცილით მეკითება ის


-აი, ეგრე მინდა – სახეს ძლივს ვიყენებ, რომ არ გამეცინოს


-ძალიან გოიმური „ობრაზია“ – გულწრფელად მიწასთან გამასწორა მან


-დაე, იყოს! – მშვიდად ვაგრძელებ სმას მე და ფანჯარაში ვიყურები


-მე მიყურე, თორემ ჩამოგიფარებ ფარდებს – დაიღალა ჩემი ხედის ყურებით ის


ორივეს გაგვეცინა.


-აღარ მეგონა, ასე ვინმეს თუ შევიყვარებდი – ისევ იწყებს ის


-მაინც რატომ ამიჩემე, მეტყვი? – თვალსადახელშუა ვთამამდები მე


-არ ვიცი – გულწრფელად მპასუხობს ის


-აი, რა ნახე ასეთი ჩემში?! – ამპარტავნული ტონი შეემატა ჩემი ხმის ტემბრს – მარტო
იმიტომ, რომ ლამაზი ვარ?


-ლამაზი ხარ? – მეკითხება გაოცებით ის


-ჰაჰაჰა – გადავიკისკისე მე – არა?!


-მარტო ლამაზი არა, ნინა, შენ ხარ ერთადერთი გოგო, ვისთანაც დაბალანსებულად
ვხედავ სილამაზესა და უნაკლო..ვანებას – ენა დაება მას


-„უნაკლო-ვანება“ რაღაც ახალია?! – სკამიდან რომ არ ჩამოვსრიალებულიყავი, ხელით


დავეყრდენი ბარის დახლს. ვიკო გადაყირავდა.

-უნაკლოობა, უნაკლო ხარ, ანუ, ამისი თქმა მინდოდა – თავს იმართლებს ის


-მეტი აღარ დალიო! – ვურჩიე მეგობრულად მე


-აუფ! – იცინის ის


-მართლა – ვცდილობ ფოკუსი გავასწორო, მაგრამ უშედეგოდ


-….


-თან იცი რატომ ვარ შენთან კარგად? ძალიან სხვანაირი ხარ, არასტანდარტული,
მხიარული, ლამაზი… ნინა, ისეთი ლამაზი ხარ, ხანდახან არ მჯერა, რომ რეალურია ეს
სილამაზე.


-ლევან, მგონი, შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები, რომ ღვთაებრივი სილამაზე მაქვს,ϑ

სირცხვილია, გეყოფა ჩემი ქება – მართლა შევწუხდი მე


-მე შენ გეძებდი, გესმის? – მშვიდად აგრძელებს ის – და მინდა, რომ სულ ჩემთან იყო,
სულ!


-მეც მინდა – ვთქვი ძლივსგასაგონად – მაგრამ წარულს ვერ გავექცევით,ლევან – რაღაც


ბურთისმაგვარი მომაწვა ყელში


-წარსული, წარსულია ნინა. ის იყო და დასრულდა, უკან მხოლოდ სულელი იყურება.


მე არ მაინტერესებს შენი წარსული და არც მადარდებს.


-არ სრულდება ! ფაქტია! და მე მადარდებს შენი წარსული, ლევან – არც კი ვიცი, როგორ
გავბედე ამის თქმა


-ყველა უშვებს შეცდომას, არც მე ვიყავი გამონაკლისი – მშვიდი ტონით გააგრძელა მან


-აქამდეც არ უნდა მიგეყვანა საქმე – არც ეს ვიცი, როგორ გავბედე


-ეგ მხოლოდ მე მეხება – შენ მაგაზე არ იდარდო – მშვიდად გამაჩუმა მან


-ეგ მეც მეხება – არც ვიცი, საერთოდ ვინ მეკითხება ამდენს რომ ვტლიკინებ.


-მე მგონი, ბოლო ჭიქა აღარ უნდა დაგელია – გულწრფელად მეუბნება ის და მიღიმის –
რატომ ბუინობ?


გავჩუმდი. მივხვდი, რომ ძალიან უტაქტო იყო ჩემი გამოსვლა.


-ხო, მგონი მეტი დალევა საჭირო არ იყო – უხერხულად გავიღიმე ისევ


-შენ არაფერზე არ იდარდო, კარგი? საერთოდ არაფერზე. გინდა მეც ერთი სასაცილო
ისტორია მოგიყვე?

-მიდი – ხელის გრაციოზული მოძრაობით დავრთე ნება მას


-მოკლედ ერთ საღამოს ძალიან ბევრი დავლიეთ ბიჭებმა, ძალიან ბევრი,


უთავმოყვაროდ ბევრი! და გამთენიისას მივედი სახლში. ძლივს გავიხადე ტანსაცმელი,
ისეთი მთვრალი ვიყავი. ვიფიქრე, ხვალ კვირა დღეა, კარგად გამოვიძინებ და აზრზე
მოვალთქო. გათენდა… საშინელი წვიმიანი ამინდია…


თვალი რომ გავახილე, 1 საათი იყო დაწყებული…


თავი მისკდებოდა…


იცი, რა საშინელი გრძნობაა ეგეთი პახმელია? გოგოები მაგას ვერასოდეს გაიგებთ,


გგონია, რომ ვიღაცა ტვინს გიკენწლავს – გადაიხარხარა მან


– აკენწლვა – საიდან მოიტანე?- გადავიკისკისე მეც


– არ ვიცი – მხრებს იჩეჩავს ის – მომისმინე, ხოდა მოკლედ ნაბეღლავი მელანდება, აი,


მირაჟი მაქვს რომ ნაბეღლავს ვსვამ. ლიკას იმედზე ჩემი მტერი თუ იქნებოდა, ამიტომ
ისევ მე ვიზუნე ჩემს თავზე, სპორტულები ჩავიცვი, მანქანის გასაღები ავიღე და
სახლიდან გამოვედი.


საშინლად ვგრძნობ თავს. მგონია, რომ სახე ჟგუტით მაქვს გადაჭიმული.


მანქანაში ვჯდები


გათიშული,


გასაპარსი,


თმაგაბურძგნული!


-გაჩუმდი ! – ისტერიკა მაქვს სიცილისგან


-ხახახა – თავს ძლივს იკავებს ისიც – ხოდა, მომისმინე! – ხოდა მოკლედ ვჯდები
მანქანაში და მივდივარ ქუჩის მეორე მხარეს მაღაზიაში. მივაყენე მანქანა და ვხედავ
დაკეტილია. ვახ! ბედი არ გინდა? რატომ ისვენებს ეს მაღაზია კვირას?- ვბრაზდები მე
და ვუხვევ მელიქიშვილისკენ.


მოვუხვიე თუ არა, ხალხის გრძელმა ნაკადმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. რა ხდება?


ვინაა ცუდად? – ვფიქრობ ჩემთვის… ვხედავ უზარმაზარი რიგია … მერე ვხედავ, ჩემი
თანამშრომლები დგანან გარეთ.. ჩოჩქოლია ატეხილი… მანქანა შევანელე და ..


საშინელმა აზრმა ამატკია საფეთქლები


ტელეფონს დავხედე იმედიანად, მაგრამ გავშრი…



ეკრანზე, შუაში, გარკვევით შავით- თეთრზე:


„ორშაბათი, 4 მაისი“ წავიკითხე.


-ვაიმეე!!! – ცრემლები წამომივიდა სიცილისგან – და არ თქვა, რომ – ფილიალის


გასაღები შენ გქონდა!


-კი, ნინა, ეგრე იყო!


-ჰაჰაჰა – და ეს ამდენი ხალხი შენ გელოდებოდა?


-ნამდვილად! ბანკი დახურული იყო, ორშაბათ დღეს, შუადღის 1 საათამდე!!!!


-ავადმყოფი ხარ! – გულწრფელად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია


-გეთანხმები – სახეზე ხელები აიფარა ვიკომ – შენ არ იცი, ეს რა საშინელება იყო,


კინაღამ გავრეკე.


-ნაკლები უნდა სვა – გავუღიმე მე


-ხო, ალბათ – გამიღიმა მან.


ვიკო გადმოიხარა და თავზე მაკოცა.


მერე თვალებზე და ბოლოს საფეთქელთან.


გამაცია.


მე ვიცი, რომ ეს ქიმიაა…


ეს მხოლოდ ურთიერთობა და ხასიათით შეწყობა არაა…


არც უბრალოდ მოწონება… და მითუმეტეს,


მხოლოდ ვნება…


ეს არის ის, როცა შეხებისას სუნთქვა გეკვრება და მის გარეშე გცივა…


ნამდვილად ქიმიაა…


ენდორფინების გადაჭარბებული დოზა…


და უსასრულობაში გარდამავალი ემოცია…


ბოსფორის ხიდივით უსასრულო…


მდგომარეობა, როცა ემოცია ჟანგბადზე მეტია…



და ეს ყველაფერი, არომატით, ნამდვილად ჰგავს ვანილნარევ ყავას, ყავას
ციტრუსოვანი სიგრილით…


საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. ზუსტად ისეთი თავისტკივილი მქონდა, ვიკო


რომ ყვებოდა, მეგონა, რომ საფეთქელთან ვიღაც მეჯდა და კონტრაბასზე უკრავდა.


საკუთარ სხეულზე შემთხვევით შევნიშნე თხელი,


2 ზომით დიდი, გრილი არომატით გაჯერებული მაისური.


ვიკოს ეძინა.


მისი ბრინჯაოსფერი მხრები განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო


სპილოსძვლისფერი თეთრეულის ფონზე.


ოთახში იყო ზღვის სუნი…


ფრაგმენტულად გამახსენდა წინანდელი ღამე…


რესტორნის ვიტრაჟები…


ბოსფორზე გადაჭიმული ხიდი…


2 მაგი ვისკი ლიმნით…


ვიკოს სახე და ხელები…


მერე თვალები…


სახე…


ისევ ხელები,


არომატი!!!


მეშინია ჭკუიდან არ გადამიყვანოს ამ ემოციამ – გავიფიქრე ჩემთვის.


ნომერში აღმოვაჩინე შავთეთრი და მგონი ყველაზე ლამაზი აბაზანა, რაც კი ოდესმე


მინახავს და კიდევ ვანილნარევი ყავა… მეზიზღება დღე! საერთოდ, რატომ გათენდა არ
მესმის!დღის შუქი ყველაფერს აფუჭებს. ყველა საგანი ელფერს კარგავს, იმ
ელფერის,რომელსაც შუქჩრდილები ქმნიან… არც ბოსფორზე გადაჭიმული ხიდი
დამხვდა ისეთი ჯადოსნური, როგორიც ღამე მეჩვენა…


არც სივრცე მომეჩვენა ისე უსასრულოდ,როგორც რამდენიმე საათის წინ…


გათენდა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა,


გათენდა და … გამოვფხიზლდი.

ეს იყო ჯადოსნური მგზავრობა, ჯადოსნური ადგილი და ჯადოსნური სიტუაცია
ყველაფერი ზღაპრული და გადასარევი იყო, აბსოლუტურად ყველაფერი, რეალობის
გარდა… მანქანაშიც მთელი გზა მეძინა. უკან რომ ვბუნდებოდი მახსოვს, ავტობანის
მთელ რიგზე კრეჭდნენ ბალახს. ბალახის საჭრელის ზუზუნი სადღაც ღრმა ძილშიც
ჩამესმოდა და პერიოდულად მომდიოდა ახალი ბალახის არომატი.. გაზაფხულთან და
სიმწვანესთან ასოცირებული… არ მინდოდა გამოფხიზლება, არც დაბრუნება, არაფერი
არ მინდოდა დროის გაჩერების გარდა. მანქანის ღია ლუქიდან მზის შუქჩრდილები
სახეზე დამთამაშებდა და მარჯვენა ყვრიმალს მითბობდა… თბილისში
ვბუნდებოდი…

“საკანი#9″

თვალები რომ გავახილე, უკვე შებინდებული იყო. თავი ნაკლებად მტკიოდა, ყბაც. ჩემ
გვერდით ლოგინზე შუახნის ასაკის კაცი დავინახე. ლოგინზე იჯდა და რაღაცას
კითხულობდა. ყურადღების მიქცევის მიზნით ოდნავ ჩავახველე. უცნობი მოტრიალდა
და გამიღიმა.


-გამარჯობა, მე მოშე ვარ – მითხრა მეგობული ტონით – უკეთ ხარ?


-კი, მადლობა, ცოტა უკეთ – მუცლის ფსკერიდან წარმოვთქვი მე – თვალები მტკივა


ცოტა.


-მიხარია, უკეთ რომ ხარ – ისევ გამიღიმა მან და თვალი მომავლო სხეულზე თუ არა
ისევ გააგრძელა საუბარი – ასე ვინ გაგიმეტა?


-დიდი ხნის ისტორიაა – დეტალებისგან თავი შევიკავე მე


-ხო, არაა კარგი. თუ გინდა ბიძაჩემი აფთიაქარია და რაიმე წამალს დავამზადებინებ,


ყველაფერი უცბად მოგირჩება, დაგენაცვლე!


-არა.. იყოს – თავი შევიკავე მე


-მე მაინც მოვატანინებ და თუ არ მოგიხდა, არ წაისვა.


-ვინაა ბიძაშენი?- მეგობრულად გავაგრძელე მე


-ჩაშკა – მაგას რომ აფთიაქი ჰქონდა ლესელიძის ქუჩაზე, მაშინ არავის არაფერი ებადა.


გამეცინა.


-ჩაშკას ყველა თბილისელი იცნობს. სახელი რომ არ გითქვამს შენი ?!


-ლევან ცივაძე – მაპატიე, ჯერ ცოტა მაინც მიჭირს საუბარი


-მესმის – გამიღიმა მან – რაღაც ხულიგანს არ გავხარ, დიდი ხნით შემოგაგდეს?


-არავინ იცის ჯერ – კრიჭა შემეკრა ბრაზისგან


-ეჰ, მე 3 წელი უკვე მოვიხადე, მეკიდევ 2 დამრჩა.


-შენ რაღატო ხარ, აქ?


-გაუგებრობის გამო – მხრები აიჩეჩა მან – მეგობარმა გამაკოტრა და შარში გამხვია.


არადა ებრაელებში ეგ ძალიან იშვიათია, ისეთივე იშვიათია, როგორც ოჯახის
დანგრევა.

-ხო, ოჯახის დანგრევა ცუდია – ინსტიქტურად გამეღიმა მე


-აბა რა, ოჯახი წმინდაა!


-თუ აღარ გინდა? თუ შენი ყოფნა აუტანელია და არც სინდისთან ხარ მართალი,
მაშინაც?


– მაშინ არა. ყველაფერი უნდა აღიარო და შენგან გაათავისუფლო.


-ეხ, მოშე, ყველას მაგდენი რომ ესმოდეს…


-თუ არ ესმის, კარგად ვერ უხსნი. ყველა ცოლს მოსიყვარულე მეუღლე უნდა, თუ ვერ
აქცევ სათანადო ყურადღებას ქალს, რატომ უნდა აწამო? ყველაფერს გამხელა ჯობს,
ახსნა. ხდება ხოლმე, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება – მშვიდად დამარტყა მუხლზე
ხელი მან


-ხო, ყველაფერი ხდება – დავეთანხმე მე – ზუსტად მაგიტომ მოვხვდი აქ. ჩუმად რომ
ვყოფილიყავი, არაკაცულად, ასე კი არ დავისჯებოდი.


-არამგონია შეგნების მქონე ადამიანმა ასეთი მდგომარეობა არ გაიგოს.


-არა, გოგომ კი გაიგო, მაგრამ ცოლის ძმას არ უნდა გაგება.


-ჩეჩნები არიან? – გაიოცა ებრაელმა


-არა უარესი – ალბათ პირველად გამეცინა ამ ერთი თვის მანძილზე, მე – სვანები!


მოშე გაჩუმდა და სიგარეტს მოუკიდა.


-ხო, არაა მარტივი სიტუაცია, შვილები გყავთ?


-არა – თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე მე და რაღაც ბურთისმაგვარი ვიგრძენი


გლანდებთან


-ეგ კარგია. ბავშვები განსაკუთრებულად განიცდიან მსგავს რაღაცეებს.


-ხო.. არც შვილი მყავს, არც ცოლი და აღარც შეყვარებული – ამოვიოხრე მე


-ყველა პრობლემა ერთად დაგტეხია თავს – ღრმა ნაფაზი დაარტყა მან


-აბა, არადა, ღმერთია მოწამე, მართალი ვარ!


-ხანდახან მართალი კაცი მეტად იჩაგრება, მაგრამ ეგეც დროებითია, იცოდე ლევან.
თბილისელი ხარ?


-კი, ვაკელი


-დაგენაცვლე, მე ავლაბრელი ვარ! ისე მენატრება ჩემი ავლაბარი, ყოველ ღამე ავლაბრის
ქუჩები მესიზმრება


-ოჯახი გყავს, მოშე?


-კი, 2 შვილი რებეკა და ისააკი. ტკბილი ცოლი. მოხუცი დედა-თვალები აუწყლიანდა


მას


დავიძაბე.


-შენ რატო დაანგრიე შენი ბუდე? – მკითხა მოულოდნელად


-ეგრე მოხდა..კომფორტულად არასდროს ვყოფილვარ ჩემს ბუდეში. ცოლს ჩემი არ


ესმოდა. ბევრჯერ ვცადე სიტუაციის დალაგება, მაგრამ მარტომ ვერაფერი შევცვალე.


-რატომ, არ უყვარდი? – ვერ გაიგო მან


-ზედმეტად ვუყვარდი. არაჯანმრთელად იქცეოდა, მეგობრებთან რომ ვიყავი, იმათზეც


ეჭვიანობდა. სულ ცუდ ხასიათზე იყო. სულ უკმაყოფილო.


-არ ყვარებიხარ შენ მაგ ქალს – მშვიდად მითხრა მან


-არ ვიცი. მე მაინც მგონია, რომ „ჩემი“ არ იყო – მხრები ავიჩეჩე მე


-როცა გიყვარს, მას თავისუფლებას აძლევ, გინდა რომ ასიამოვნო, სურვილები


შეუსრულო, სათამაშო კი არაა იყიდო და დაიდო, სადაც გინდა იქ გადადო – ცოლ-
ქმრობა ფილოსოფიაა. სულ ჩხუბი სადაური წესია? ეგ სიყვარული აღარაა.


-ხო, ალბათ – ვთქვი ორაზროვნად – ძალიან კარგი გოგოა, ძალიან ვეცადე, ბოლომდე
ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, მართლა ძალიან ვდარდობდი. მერე გადამიარა..
მერე გავცივდი.


-და რატომ ვერ გაიგეს?


-ხისთავებიანი არიან! სვანები!


-თუ ასეთი უხასიათო იყო, რატომ მოიყვანე?


-18 წლის ვიყავი, რა ჭკუა უნდა მოკითხო ამ ასაკის ბავშვს? მაგრამ ასაკშიც არაა
საქმე…


-ასაკი არაფერ შუაშია. პიროვნებად ან იბადები, ან არა – მშვიდად გააგრძელა მოშემ –


ძალიან

საწყენია, მაგრამ თუ ასეთი გულწრფელი იყავი, ძალიან უსამართლოა ის, რაც შენს
თავს ხდება.


-„უბრალოდ“ არაფერი ხდება, ალბათ დავიმსახურე – გულწრფელად ვთქვი მე



-ხანდახან ყველაფერი ხდება, ეგ სამყაროს დასარულს არ ნიშნავს. თუ არ წაიქეცი, ვერ
მიხვდები, რა გემო აქვს ლაღად სირბილს, თუ არ დამარცხდი, ვერასდროს დააფასებ
გამარჯვებას.


-არვიცი, ალბათ მართალი ხარ, მოშე.


-საუბრით თავი ხომ არ შეგაწყინე? სუსტად ხარ შენ და დაიღლებოდი. დაისვენე ახლა
და რომ გაიღვიძებ ძალიან გემრიელ რამეს გაჭმევ. რიმამ გამომიგზავნა ჩემმა ცოლმა,
მაცა და ხარაზოთი, გაგისინჯავს?


-არა! – გამეცინა მე


-ხოდა გაგასინჯებ! – გამიღიმა მან და სინათლე ჩააქრო.


“სვანი ჩანქსელიანი”


და მაინც რა იყო სოფოსთან დაშორების ბოლო წვეთი?! ასე გადაჭრით და


ერთმნიშვნელოვნად რომ დავსვი წერტილი?!


მე და ბიჭებმა სამწვადე ვიყიდეთ და ჩემთან ავდიოდით, სახლში . ჩემმა ცოლმა რომ


გაიგო, სახლში ძმაკაცები ამომყავდა, „აუუუ“ -ს ძახილით გამითიშა ტელეფონი.


კინაღამ ყურმილში თავი გავყავი, მაგრამ მაინც მოვითმინე და ისე ავედი სახლში
არაფერი შემიმჩნევია.


მალევე დავრწმუნდი, რომ სუფრის გაშლას საერთოდ არ აპირებდა. უხმოდ გამოვიღე


თეფშები და ჭიქები. ხალხში აყალ-მაყალის მომხრე ისედაც არ ვარ, ღრმად
ამოვისუნთქე და ვთხოვე კარტოფილი შეეწვა, ხორცს ისედაც მე ვაკეთებდი. სოფომ
გაოცებით შემომხედა და ძალიან მშვიდად, საჯაროდ გამოაცხადა: მე დღეს ძალიან
დავიღალე და უნდა დავიძინო.


ცოლი კაცის სარკეა.


ის შენზე იმაზე მეტად მეტყველებს, ვიდრე ,ზოგადად, შენ შეგიძლია საკუთარ თავზე
ისაუბრო.


ის რომ უხასიათო იყო, კარგი!


ის, რომ უტაქტოდ იქცეოდა (პერიოდულად ჩემი გამუდმებული ჩხუბის მიუხედავად) –


კარგი!


ის, რომ ჩემსას არაფერს ითვალისწინებდა – გავიარეთ!


ის, რომ არ მაფასებდა როგორც კაცს და მე ჩემი ადგილს ვკარგავდი ოჯახში – ამას
ვერავის ვაპატიებდი.


ჭკუიდან გადამიყვანა!

ეს კულმინაცია იყო.


ეს იყო ბოლო წვეთი.


მაგ საღამოს ძალიან ბევრი დავლიეთ ბიჭებმა.


2 საათზე კი მე, ლევან ცივაძემ, იმ სახლის კარი საბოლოოდ გამოვიხურე


ისე , რომ ერთი სიტყვაც არ მითქვამს.


ეს იყო საბოლოო გადაწყვეტილება.


და მე მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა!


10 დღე ისე გავიდა, სოფო არც შემხმიანებია.


მერე დამირეკა და დაბრუნებას არ აპირებო?- მკითხა.


არაფერი მიპასუხია. რა უნდა მეპასუხა? არ იყო ეს ადამიანი ადეკვატური!


ვუთხარი, რომ ამ დღეებში მივიდოდი და ტანსაცმელს წამოვიღებდი. სხვა საერთო


მასთან არაფერი მქონდა. აღარც ლაპარაკი მინდოდა. ბინას ვუტოვებდი, მანქანასაც.
მისგან არაფერს ვითხოვდი საერთოდ. ოღონდ შორს ყოფილიყო, მზად ვიყავი
ამისთვის ფულიც კი გადამეხადა. ერთადერთი რაც მაფიქრებდა იყო ვაჩე, სოფოს ძმა.
არ მადარდებდა არც მამამისი, არც ბიძამისი – ისინი შედარებით შეგნებულები იყვნენ.
ვაჩე – უმძიმესი თემა იყო, მაგრამ თავს ვერ შევწირავდი მაგათ, მშვიდი და ღირსეული
ცხოვრება მინდოდა.

„სკოჩის პრინციპი“

ანისთან რომ მივედი 10 საათი ხდებოდა. ისეთ ხასიათზე ვიყავი, თავის მოწამლვა
მინდოდა. ოთახში შევედი თუ არა, ცხვირში ლიმნის არომატი მომხვდა. ანი კექსს
აცხობდა. სამოვრიდან მხიარულიად იფრქვეოდა კარამლისფერი ორთქლი.


-რა გჭირს? – მკითხა ანიმ


-არაფერი – ვთქვი უხალისოდ


-აბა, რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი?


-დავიღალე, რეპეტიაზე ვარ 13 საათია!


-ეგეთი პროფესია გაქვს, რას იზამ? – მხრები აიჩეჩა მან – აი, მე ღამის 10-დან ვიწყებ და
ალბათ დამათენდება


-ელოდები ვინმეს? – დავიჯღანე მე


-ერთი უკრაინელი უნდა მოვიდეს, აი ეს კაბა უნდა მოვაზომო – თავი დამიქნია მან


-ოოო – უკმაყოფილოდ დავაბაკუნე ფეხები და დივანზე გრაციოზულად დავეშვი –


მეზარება უცხო ხალხი


-მოვა, მოვაზომებ და წავა, როდიდან გახდი კაცთმოძულე? – გაოცდა ანი და სიგარეტს


გაუკიდა.


-არავის ხასიათზე არ ვარ! – ვთქვი გაბუტულმა და თმა სახეზე შემოვიხვიე.


-კარგი, რადგან ცხოვრება აღარ გინდა და ყველაფერმა შენთვის აზრი დაკარგა,


სარდაფში ცოტა ვირთხის წამალი დამრჩა, ამოგიტან და თავი მოიწამლე! ასე მოხდა და
ასე უნდა მომხდარიყო. შემთხვევით რომ არაფერი ხდება, ხომ იცი? ან რა საერთო
გქონდა მაგ არანორმალურ ბიჭთან! სპეციალურად გათვალა, დავიჯერო?!


-არადა, აშკარად ძალიან შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერი.. რა მინდოდა, ღმერთო,


რატომ დავიწყე საერთოდ!


-არ დაწყებულა შემთხვევით, ეს სიგნალია კოსმოსიდან: ნინა გელოვანო, ცოტა აზრზე


მოდიო!


-ხო, ნამდვილად იური გაგარინმა გამომიგზავნა ვიკო ცივაძე.


-შე ათეისტო, შენ! – სერიოზულად აღშფოთდა ანი


-ოო, კაი რა!



-შეიგნე რასაც გეუბნებიან… მაინც ფიქრობ, რომ ნახვა არ გინდა?


-არა! – ვთქვი მკაცრად


– ნინა, მგონი მაინც ჯობს, აახსნევინო.


-რა უნდა ამიხსნას? ნაშასთან გართობა როცა მე ვუყვარვარ, პარალელურ რეჟიმში? ამას
ახსნა უნდა?


-იქნებ, არც არაფერი ყოფილა? – პოზიტური განწყობა შეემატა მის ხმას


-ხანდახან, ეჭვი მაქვს, რომ ვიკო ფულს გიხდის პიარში – სერიოზულად ვუთხარი მე


-რა დებილი გოგო ხარ, ღმერთო ჩემო! – სიგარეტი გააბოლა მან


-ერთად იყვნენ. ღამე დარჩა ყოფილ საყვარელთან, ეს სიყვარულია? ცოლი რომ ვიყო,
მერე რას იზამს, ხვდები?


-მე მაინც მგონია, რომ უნდა მოისმინო!


-არ მაინტერესებს აღიარებითი ჩვენება, როგორი კარგი ვარ და როგორ შეეშალა და რომ
აუცილებლად უნდა შევურიგდე! კარგად იყოს!


-ცხელ გულზე ლაპარაკობ მაგას – თავისისას არ იშლიდა ის


-ძალიანაც გრილი მაქვს გული – არ გავტყდი მე


-ხო, მაგრამ იქნებ რას გეუბნება?!


-არ მაინტერესებს!“სკოჩის პრინციპია“ ანი, გესმის?


-რა სკოჩი? – ანიმ გაოცებით შემომხედა


-ერთხელ რაღაცას რომ ამაგრებ „სკოჩით“, ხომ კარგად მაგრდება? აი, ახლა აიღე და
მოხსენი „სკოჩი“ ამ საგანს, მერე ისევ თავიდან მიამაგრე – ისეთივე მყარი დამაგრება
იქნება?! – არა! ზუსტად ეგაა პასუხი! – არა!!! ერთხელ გაბზარული გული არ
მთელდება, ვერ ვენდობი, აღარ ვენდობი. გეკითხები, როცა არ ენდობი, რა აზრი აქვს
მასთან ყოფნას?!


-….


-ხოდა, ნუ შემჭამე.


-მერე არ ინანო, მე უბრალოდ გაფრთხილებ!


-არ ვინანებ! არაფერი არ მინდა!


-ნუ იგონებ, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება შეწყვიტო – გაიცინა ანიმ და
ყავა დამისხა – ჩვენი მასწავლებელი შემხვდა, ნათელა ისაკაძე, მოგიკითხა დიდი
სიყვარულით.


-ვიცოდი, დღეს რაღაც გამიხარდებოდა, როგორაა? – დავიწყე უხალისოდ – 100 წელია


არ მინახავს


-100 წლისაა, რავიცი, როგორ იქნება?! ძალიან უჭირს… ძლივს გამიხსენა და რა მთხოვა
იცი? კალამი!


-რა კალამი?


-საწერი კალამი!


-რად უნდა? – ვერ გავიგე მე


-წერა მინდა და საშუალება არ მაქვს, ვიყიდოო!


-კაი, რა! – თვალები ცრემლით ამევსო მე


-50 ლარი ისე ჩავუდე ჯიბეში ვერც გაიგო, ძალიან შემეცოდა – ამოიოხრა ანიმ


-არ უთხარი?


-არა, რა უნდა მეთქვა?! – შეიცხადა ანიმ


-არ მიაფრიალოს ეგ ორმოცდაათი ლარი, ცხვირსახოცი არ ეგონოს – სიცილი ამიტყდა –


მე


-იმედია, გაარჩევს ფულსა და ცხვირსახოცს – მხიარულად დაამთავრა მან


-მაგ ასაკში შვილიშვილებს ვერ ცნობენ, „ნიტო შტო“ 50 ლარიანზე გამოსახულ თამარ
მეფეს, ანიჩკა!


-ჰაჰაჰაჰა – სიცილი აუტყდა მას.


გამეცინა მეც


-ხო მაინც გაგაცინე! – ნიშნისმოგებით მითხრა მან


-ნამდვილად გამეცინა – ვაღიარე მე


-ხოდა, მოეშვი გლოვას! საქართველოში 3 მილიონი ადამიანი არსებობს, რატომ გგონია,


რომ ვიკო შეუცვლელია?!


-იმიტომ, რომ მე ის მიყვარს! – ვთქვი საცოდავად


-გიყვარს და უნდა ებრძოლო სრულიად სამყაროს – მისი სტატუსის გამო, ახლობლების


– თავის მართლების გამო, შენს მშობლებს – ამ არჩევანის გამო, საკუთარ თავს – ვიკოს
საქციელის

გამო – გიღირს?


-არა! – ვთქვი მშვიდად


-უბრალოდ, მაინც მგონია, რომ უნდა მოისმინო რას გეტყვის.


-არ მაინტერესებს. აქამდეც შეეძლო განძრეულიყო, თავი მოება ერთი ყველაზე


სერიოზული საქმისთის, გადაეჭრა ეს პრობლემა. არაფერი გააკეთა? – ხოდა კარგად
იყოს!


-რა ვიცი… შვილებს ტოვებენ და მაინც ანგრევენ ოჯახებს, როცა უნდათ – მითხრა ანიმ
ძალიან ფრთხილად


-არავის ტანსაცმელი არ მინდა, არამც თუ ქმარი.. სოფო მესიზმრება ყოველ ღამე..


მარაზმია ეს ყველაფერი


-ხო, ცოტა უცნაურია, თუ ასე თავს იგიჟებს, რატომ არ მიყავს საქმე ბოლომდე?


-არ უნდა და იმიტომ! – გული ისევ ამიჩუყდა მე


-არამგონია – თავი გააქნია ანიმ. მე მაინც ვფიქრობ, რომ უბრალოდ ვერ მოიცალა, თორე
გეგმაში ნამდვილად აქვს, სხვა შემთხვევაში არც დაიწყებდა არაფერს, იდიოტი ხომ
არაა?


-იდიოტია! – ამოვიოხრე მე და ბუხარს ფეხები მივუფიცხე


-არაა იდიოტი, ნინა. მას მართლა ძალიან უყვარხარ, უბრალოდ დააცადე, რატომ
გადაიქეცი სტანდარტულ ქართველ შლეგიან ქალად?


-შლეგიანი რომ ვყოფილიყავი, ნატალიას იქვე სასტუმროში ვითრევდი თმით


-ოო, სცენებიღა გაკლია ცხოვრებაში – შეიცხადა მან


-ხოდა, არ ვარ ეგეთი და რა გავაკეთო, უბრალოდ.. უბრალოდ ვიკოს საქციელმა


გამანადგურა… ძალიან შეურაცხყოფილი ვარ…


-არ ვიცი მე “სკოჩი” და შენი საოცარი „ჰენდმეიდი“ თეორიები, მაგრამ ვთვლი, რომ
ერთხელ მაინც უნდა უპასუხო, როცა გირეკავს.


რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ უცბად ზარმა დარეკა. ანი წამოდგა და სხეულის
რხევით განარნარდა შემოსასვლელისკენ.


თვალები დავაელამე. მესიკვდილებოდა ხალხთან კონტაქტი და „კაპიშონს პლიუს


სათვალე“ ვინატრე, თუმცა ამაოდ.. თვალისდახამხამებაში ჩემს წინ მაღალი,
მაღალფეხება, ულამაზეს მკერდიანი გოგო დაიხატა ლურჯი თვალებითა და
უთამვოყვაროდ მოკლე კაბით.


თვალები გამიფართოვდა ემოციისგან და წარმოვიდგინე, ბიჭებს რა ემართებათ მსგავსი


ქალღმერთის დანახვაზე. სლავური სისხლი მაინც სულ სხვაა, მომკალი და მაინც
სხვაა.


-ნინა, გაიცანი, ეს ნადიაა, ჩემი უკრაინელი მოდელი


-სასიამოვნოა – გავუღიმე რუსულად


-ჩემთვისაც- ჰოლივუდის ღიმილი მესროლა ნადიამ და მერე უცმად აჩქარებით


მიუბრუნდა ანის


-კაბას გადავიცმევ და უნდა გავიქცე, საყვარელო.


-სად გეჩქარება? – გაეღიმა ანის


-ვაიმე, შეყვარებული ვარ, გოგოებო! – სახე გაებადრა ნადიას


-ქართველია! – არც კი ვიცი საიდან, ისე დავსვი დიაგნოზი მე


-კი, ქართველია – ისევ გაებადრა სახე ნადიას


-უიმე, სად იშოვე? – გაეცინა ანის


-ეგვიპტეში გოგოებო! – სავარძელჩი ჩაესვენა ის


-იქ გაიცანი? – გამეცინა მე


-კი, სასტუმროში გავიცანი. აუ, ისეთი „დერსკი“ და „მაგარი“ ბიჭია !


-ვაიმეე – ანიმ თვალები დამიელამა


-აუ, რა ქვია, ვინაა? – დავინტერესდი მე


-რა ქვია და გიორგი, ძალიან მაგარი ბიჭია, შავი რეიბანით დადის, სადღაც აქვე
ცხოვრობს, შეიძლება იცნობდეთ კიდეც, გოგოებო.


-ყველა გიორგის ერთი შავი რეიბანი აქვს თბილისში, რას გაიგებ? – იდიოტივით
გამეცინა მე


-რა თქვი? – ვერ გაიგო ჩემი ქართული ნადიამ


-არაფერი – გამეღიმა მე – რა გვარია? – დავინტერესდი


-მაისურაძე! – ძლივს დააბოლოვა ნადიამ


-გიკა მაისურაძე ??? – ანის ყავა გადაცდა – გოგო, ჩვენი სკოლელი? ღმერთო, როგორ არ
ვიცნობთ! ეგ ჩმორ.. ჩვეულებრივი კრასავჩიკი- გადააკეთა ტაქტიანად მან


-ხო, კრასავჩიკია ნამდვილი! – ყურებამდე გაეხა ღიმილი ნადიას


-შენ მოგიკვდი მე! – წავჩურჩულე ანის და მოდელისთვის კაბის მორგება დავიწყე.


– აკლია ამ საცოდავს – ასევე წამჩურჩულა ანიმ – ყავას ხომ არ დალევა, ნადი?


-არა, ისე მეჩქარება, ვერ დავლევ! ხოდა გოგოებო, ისეთი ბიჭი მყავს, მეამაყება!


-მაინც როგორ მოგაწონა თავი? – მომენტალურად ხუმრობის ხასიათზე დავდექი მე.


ანიმ ფეხი წამკრა, მაგრამ არ შევიმჩნიე.


-რითი და, სასტუმროში ვართ ერთი დღეა … და დავაპირეთ კლუბში წასვლა. შევდივარ
კლუბში, ვიფიქრე, დავდგებით ბართან, დავლევთ, ვიცეკვებთ, კარგ დროს
გავატარებთქო. შევდივარ და ვხედავ დაბრონილია 3 „ვიპ“ მაგიდა. ადმინისტრაცია
მეპატიჟება ამ მაგიდასთან, ვფიქრობ, რა ხდება, მე რა შუაში ვარ?! თურმე ამ ჩემს ბიჭს
სამივე მაგიდა არ დაუბრონია?! თითო ღირდა 150 დოლარი.


-რატომ, ერთ მაგიდაზე ვერ გაიშხლართებოდა?! – აღშფოთება ვერ დამალა ანიმ. მე


გავლურჯდი სიცილისგან.


-არა, მეგობრებიც დაპატიჟა, ისინი ბართან ხომ არ დადგებოდნენ? – ქართულად გაიოცა


ნადიამ


-აბა, რა, როგორ ეკადრება ქართველს ბართან დგომა?- ავყევი მეც – არაფერი არ
გვეშველება, არასდროს! – წავჩურჩულე ანის


-ისეთი ამაყი ვიყავი, გოგოებო, ისეთი! – აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნადია


-რა უხარია აზრზე ხარ?! – ყურში თითქმის ჩამკივლა ანიმ და ქინძისთავი გამომიწოდა
– რა რეგვენია მაგის რჩეული, ნეტავ, თუ იცის?


-ხოდა კიდევ, აუ, ისეთი ეჭვიანი

და ისეთი მაგარი ბიჭია! – არ ჩერდებოდა ის


-ან ის თუ იცის, ჩემს პირველ ქმარს რომ ჰყავს 3-ჯერ ნაცემი – არ ჩერდებოდა ანი


-გაჩუმდი – სიცილი ძლივს შევიყავე და უხერხულად ჩავახველე – ხოო? ეჭვიანია? –


გავიოცე მე – სად იციან ქართველ ბიჭებმა ეჭვიანობა?!


-გიორგიმ იცის! – ნიშნისმოგებით მითხრა მან – მოკლედ,რომ დავიღალე ამ კლუბში


უბრალოდ ჯდომით, ვთხოვე – წამოდი, ვიცეკვოთთქო


-მერე? წამოგყვა ? – წარმოვიდგინე როგორ ცეკვავს მთვრალი გიკა და ცუდად გავხდი


სიცილისგან

-ხოდა, მითხრა: სად უნდა წახვიდე, მოდი და ჩემს გვერდით იჯექიო. გავგიჟდი ისეთი
ეჭვიანი და ვაჟკაცურია!!


-შე საცოდავო, შენ – თავი უკმაყოფილოდ გადავიქნიე მე


-თან ისეთი გემოვნებიანია!!! – გიჟდება მუსიკაზე, ფრენკ სინატრაზე-ზე


-მეტი არც იცის არავინ მაგ უბედურმა – ანიმ თვალები ისევ დააელამა. გალურჯებულმა
ვანიშნე გაჩუმებულიყო, იმიტომ , რომ უკვე თავს ვეღარც ვიკავებდი


-და კიდევ ძალიან უყვარს კინემატოგრაფია – ფილმები.


ანიმ წაიყმუვლა


-„კინემატოგრაფია“- იცის ეს სიტყვა, საერთოდ რას ნიშნავს? – წამისისნა მან


-მაისური აქვს, ნათლიმამას „ქავერით“ და სულ მაგ მაისურით დადის, აუ, გარუჯულ
სხეულზე ისე უხდება!!! მოკლედ გოგოებო, დავრწმუნდი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ,
ასეთი ბიჭი რომ შემხვდა! – დაასრულა აღფრთოვანებით მან.


ეს უკვე კულმინაცია იყო და სიცილისგან გული რომ არ გამჩერებოდა, წყლის დალევა


მოვიმიზეზე და ოთახიდან გამოვედი.


მას მერე რაც ნადია წავიდა და მე ასმეერთე ჭიქა ჩაი დავლიე ორგანიზმის გაწმენდის
პრინციპით, მივხვდი, რომ სახლში წასვლაც არ იყო ცუდი იდეა. ამიტომ, ანის
მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის და ატენის ქუჩიდან გამოვედი.


სახლს რომ მივუახლოვდი თენდებოდა. საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი, რომ 13


სანტიმეტრიან ქუსლზე არ დამეზარა მთელი დღე ცხენივით სირბილი. მეტიც, ქუსლზე
სიარული იქით იყოს,თავი გავიგიჟე- ანისგან ქსოვილების ჩასალაგებელი უკვე
გამოსაყენებად უვარგისი ყუთები წამოვათრიე (ვინ მექაჩებოდა!) მე გადაგიყრი, მაინც
მივდივართქო. ყოვლად აუტანელი იყო ჩემი მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ
„პრადა“ მეცვა! სახლის კუთხეს მივუახლოვდი თუ არა, ფარები მომანათა
უზარმაზარმა სატვირთო მანქანამ, შიშისგან შევხვტი კიდევ, სანამ გავაანალიზე, რომ ეს
მხოლოდ ნაგვის მანქანა იყო და არა უცხოპლანეტელთა ხომალდი. უზარმაზარ რკინის
მექანიზმს ნაჩქარევად გვერდი ავუარე, განზე დავდექი და გავქვავდი: მანქანაზე
შემომხტარი არც მეტი, არც ნაკლები, სანდრო მალაშხია დავინახე. ზუსტად არ ვიცი,
მაგრამ ვიგრძენი რომ პირი ინსტინქტურად გავაღე, თუმცა ხმა არ ამომიღია.


ამ სიგიჟიდან ისევ სანდრომ გამომაფხიზლა:


-სად დადიხარ ამ სიბნელეში ქალბატონო?!


-სანდრო??… როგორ ხარ? კერესელიძესთან ვიყავი, ახალი კოლექცია აქვს და ვეხმარები


– ძლივსგასაგონად ამოვუშვი ბგერათა წყება.


-ძალიან კარგად გამოიყურები – გამიღიმა მან! ღმერთო ჩემო, ისეთი მშვიდი იყო და
ისეთი ჩვეულებრივი! არანაირი დაძაბულობა და ნერვიულობა.. მიღიმოდა და
მიყურებდა ანთებული თვალებით,


არც ერთი წამით არ უნანია რომ ვნახე, არც ერთით!


-ეს ყუთები, ნაგავია? – მკითხა მხიარულად მან ყუთებს დავხედე და ვერ მივხვდი, რა
უნდა მეთქვა..


-მომეცი, გადავაგდებ! – ისევ გამიღიმა მან


-იყოს, სანდრო, იყოს! – გული მომიკვდა უცბად მე


-რატომ? – ძალიან გაიოცა მან – ბიჭი ვარ, მოგეხმარები- თვალის დახამხამებაში


გამომართვა ნაგავი და მანქანაში შეაფრიალა. მერე მშვიდად ისევ ძველი ადგილზე
მოკალათდა და ხელი დამიქნია – გკოცნი ნინა, დროებით!


გაშეშებული ვიდექი შუა ქუჩაში. იქამდე სანამ საერთოდ არ დაიკარგა სივრცეში ნაგვის
მანქანა სანდროსთან ერთად და ვფიქრობდი რა ცხოველი ვარ… რა „პრადა“ და რა
„ვერსაჩე“ ადამიანი როგორ შრომობს, რომ იარსებოს და მაინც როგორ გაპრანჭული
შემხვდა 2 კვირის წინ…


მერე გამახსენდა სანდროს დაკოჟრილი და მზემოკიდებული ხელები..


მახსოვს მაშინ ჩემი ვიწრო აზროვნება მხოლოდ იმით იყო კმაყოფილი, რომ „გალიანოს“
ფეხსაცმელი მეცვა! ღმერთო, რა პრიმიტიული ვარ და რა მდაბიო სანდროს ფონზე!
ფუ!


როგორი ლაღი იყო… როგორი ნათელი ღიმილი ჰქონდა, ნეტა ოდესმე შევძლებდი მის
ადგილას ყოფნას და ასე ღირსეულად თავის დაჭერას?!- არამგონია!


თავი ამტკივდა ნერვიულობისგან, ძალიან მეძინებოდა, ამიტომ როგორც იქნა დავძარი


გაშეშებული სხეული და სახლისკენ შევუხვიე!

“გაქცევა”

ანის სახლი აქვს სარფში, შუაგულ ტყეში,ზღვიდან 5 წუთის სავალზე.


ვერაფრით ვერ წარმოიდგენ, თუ შეიძლება ასე ახლოს და ასე შორს იყო ზღვასა და
ცივილიზაციასთან.


ზუსტად 5 წუთში ან მუსიკის გუგუნი დაგიგუბებს ყურებს, ან ზღვის სუჩუმე.


ადგილი სადაც სულ ტყის სიო უბერავს და ჩიტების ჭიკჭიკი გაფხიზლებს.


მიყვარს აქ ჩამოსვლა!


ეს სახლიც განსაკუთრებულად მიყვარს.


თუ ატენზე სვეტები, გედები და მტრედები, მადონას ჭურჭლით გამოძეძგილი კარადა


და ბლომად სამკაულია კამეას გამოსახულებით, სარფში კერესელიძეების აპარტამენტი
ულტრა თანამედროვეობით გაგაოცებს.


მე მსგავსი რამ არსად მინახავს.


ყველაფერი არის ხის. სადა,სუპერ-პრაქტიკული და კომფორტული.


ავეჯი – მხოლოდ ჭილოფის.


ეზოში მთელს სიგრძეზე გაჭიმული ჰამაკითა და რბილი სავარძლებით.


ღია ფანჩატურით, დიდი აივნებითა და ხის თანამედროვე დივნებით.


სახლში 6 ოთახია, ექვსივეს ზღვის ხედით!


ჩემი სარფში ჩასვლა ვიკო ცივაძემ დააჩქარა თავისი უსასრულო ვაშლის ათკილოიანი
პარტიის კულისებში გამოგზავნებით, სახლში მუდმივი მოკითხვებითა და ჩემი
დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, სიტუაციის გაოფიციალურებით.


ისეთ დღეში ვიყავი, ადგილს ვერსად ვეღარ ვპოულობდი.


ყველგან ვიკო მელანდებოდა.


უცბად გავხდი მასზე ისეთი დამოკიდებული,როგორც არავისზე არასდროს.


ერთი რამ იყო ცხადი, მე ვიკო ცივაძე მიუხედავად ყველაფრისა მიყვარდებოდა.


მდგომარეობა, როცა ცივი გონებით ვეღარ წყვეტ,


როდესაც სიტუაცია შენზე მეტად უმართავია!



ვიღუპებოდი. სასწრაფოდ განმარტოება, სახეში კარგი გვარიანი შემოტყლაშუნება და
ერთი ზომაზე სქელი შოლტი მჭირდებოდა.


ამ ყველაფერს ერთად ზუსტად სამ დღეში ჩამიტარებდა ქორწინებების დიდოსტატი,


ბობოქარი წარსულის მქონე კერესელიძე, რომლის კატეგორიულმა ტონმა უბრალოდ
მართლა შემაშინა.


ამიტომ მე 2 საათში ჩავალაგე ბარგი, ჩავხტი მატარებელში, გავთიშე ტელეფონი და


სარფისკენ გავემართე.


ანი მზემოკიდებული და მთვრალი დამხვდა.


– რა ლამაზი ხარ!- გამეცინა დანახვისთანავე


– კიდევ კარგი, ჩამობრძანდი – ჩამეხუტა ის


– კარგ ხასიათზე ხარ?-გამეცინა მე


– ნინა კი არ ვარ, ცუდ ხასიათზე რომ ვიყო-დამეჯღანა ის და კარადიდან ბოკლები


გადმოდგა-ხო დალევ?


– მშია!-ვთქვი საცოდავად


– თან დალიე – გამიღიმა მან და მაცივრიდან ტუნას სალათი, შავი პური და საზამთრო
გამოიღო.


– რა ბედნიერებაა სიმშვიდე!-მწვანე ეზოში გაშლილი ჰამაკს გავხედე მე და კმაყოფილმა


გავიღიმე.


– რა ვიცი, იხრჩობი თბილისში, და.. – მხრები აიჩეჩა ანიმ და სიგარეტს მოუკიდა.


ხმა არ ამომიღია.


– მომიყევი, როგორ ხარ?! იმედია, სრულიად საქართველოს არ გააგებინე, ზღვაზე რომ


ხარ :)


– არავინ არაფერი არ იცის-გამეღიმა მე.


– ეგ კარგია! ტელეფონი მაჩვენე- თითქმის მიბრძანა მან


– გათიშულია-სიცილით ამოვიღე ჯიბიდან ტელეფონი და წინ დავუდე.


– ეს ჩემთან იქნება-უჯრაში შეაგდო ჩემი მობილური ანიმ და საკეტით გადაკეტა.


სიცილი ამიტყდა


– იცინე რამდენიც გინდა. შენ იმაზეც იცინოდი, რომ გითხარი „შეტოპავთქო“ – წარბი
აწია მან.

ამოვიოხრე.


– რომ არ შევტოპო, იმიტომ ჩამოვედი აქ – თავი გავიმართლე მე


– ოხ,ნინა, ნინა-ღრმა ნაფაზი დაარტყა მან და ყავა დაასხა – როგორ ხარ, ისე? – მკითხა
პატარა პაუზის მერე


– მენატრება – მხრები ავიჩეჩე მე – მაგრამ დავამთავრე. ათ დღეში რომ ჩავალ,


დაველაპრაკები, რომ ყველაფერი დამთავრდა და ამით მორჩება.


– ხო, ეგრე ჯობს – თავი დამიქნია მან.დილით სანაპიროზე გავიდეთ, კაცი-შვილი არაა
ასე ადრე, გაშავდები, დაისვენებ, გამოიძინებ და ყველაფერი თავისით დალაგდება-
მომიახლოვდა და ჩამეხუტა ის


– ანი! როგორ მიყვარხარ – ხელები წელზე მოვხვიე მე


– წამოდი, ცხელი შხაპი მიიღე და მერე ფილმებს ჩავუჯდეთ გვიანობამდე – კატა


ჩაიხუტა მან, საჰაერო კოცნა გამომიგზავნა და ხალათის ფრიალით ოთახიდან
გავიდა.

“კვალდაკვალ”

საღამო ხანი იყო პლეხანოვზე რომ შევუხვიე.ნინას სახლის ფანჯრები დაკეტილი იყო.
ათი წუთი ვაკაკუნე კარზე.არავინ გამიღო. ბოლოს ჩემი ხმაურით შეწუხებულმა
პირველი სართულის მეზობელმა,რომელსაც ჩემი წარმოდგენით ჰქვია ლიანა,ამომხედა
და ხმამაღლა დამიძახა:


– ვინ გნებავთ ახალგაზდავ?


– გამარჯობა, ნინას ვეძებ, გელოვანს


– ნინა არ არის, თქვენ ვინ ბრძანდებით? – იყო კითხვა


– ლევან ცივაძე – ხელი გალანტურად გავუწოდე მას


ლიანამ გამიღიმა.ვიგრძენი, რომ ძალიან ესიამოვნა ჩემი საქციელი და სასწრაფოდ


დაფქვა:


– ნინა გუშინ შუადღით ვნახე ბოლოს.ჩემოდნით იყო.მეეჭვება მშობლებთან წასულიყო,


პატარა ჩემოდნით შემხვდა.ჩვენმა მეზობელმა ტაქსისტმა წაიყვანა მანქანით.


გურამი ჰქვია, აქვე აჩერებს ხოლმე მანქანას ეზოსთან, შავი მანქანა ჰყავს.


– ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კეთილო ადამიანო- ხელი ისევ გალანტურად


ჩამოვართვი მას და გამოვბრუნდი


-ყმაწვილო!-მომაძახა ლიანამ-თუ რამეა, თქვენ მე საერთოდ არ გინახივართ – თვალი


ჩამიკრა მან და კარი მიხურა.

“რელაქსი”

დილის 5-ზე დაგვეძინა ან 6-ზე, არ მახსოვს. შუადღის 1 საათზე ძლივს ავახიე სახე
ბალიშს. სიცხემ გამაღვიძა, ოთახში გამოღებული ფანჯრიდან შემოდიოდა მზისა და
ზღვის სუნი. ჩქარა ავდექი, ყავა აბაზანაში დავლიე, გადავივლე და პლაჟზე გავიქეცი.
ანი უკვე მზეს ეფიცხებოდა და მისი რუჯიდან გამომომდინარე, სავარაუდოდ მზის
ამოსვლიდან უნდა გასულიყო პლაჟზე :)


-სულ არ ხარ შავი! – გამეცინა მე


-გაიღვიძე? ნახე რა ამინდი დაგახვედრე? მიდი გაცურე და შემომიერთდი, ისეთი


გრილი წყალია, გადაირევი.


თმა ავიწიე, ბეჭდები მოვიხსენი, იქვე შეზლონგზე დავყარე და წყალში შევსრიალდი.


სიამოვნებისგან გამაცია… წყლის თერაპია თუ გადამარჩენს – ვფიქრობდი ჩემთვის –
არაფერი ისე არ მშველის, როგორც ცურვა. ზურგზე დავწექი და თვალები დავხუჭე.


რა იქნება, გავიღვიძო და ყველაფერი თავის ადგილას იდგეს. ჩემი პირადი, ვიკოს


ოჯახი, სხვადასხვა პრობლემა… აი, ამოვიდე წყლიდან და სულ სხვანაიარდ იყოს
ყველაფერი, დალაგებულად! .. რატომ არ შეიძლება… რამდენი ხანი ვიტივტივე ასე არ
მახსოვს.


სანამ წყალი ყველა უჯრედში არ გამიჯდა და თითები არ დამიჭმუჭნა, იქამდე არ


მოვეშვი ზღვას. მერე თმა გავიწურე, ღრმად ამოვისუნთქე, რბილ პირსაწმენდზე
მოვკალათი, სიგარეტს მოვუკიდე და გაყინული სხეული მზეს მივაფიცხე.


სიჩუმემ ყურები დამიგუბა..


სადღაც შორს დედა-შვილი დავლანდე.. ლამაზი გოგო იყო და ასევე ლამაზი ბიჭი
ჰყავდა.. ოქროსფერთმიანი, გარუჯული… უცბად ძალიან მომინდა ამ ბავშვის ხელა
ვყოფილიყავი, ისევ ბაღში მეარა დადიანის # 4-ში და ისევ მეთამაშა ქვიშაში, ჩემს
ჯგუფელ ვოვასთან. მიყვარს ეგ უდარდელი ხანა, რომელიც თვალისდახამხამებაში
გარბის.. დრო, როცა ყველაზე მძაფრად აღიქვამ მოვლენებს. და დრო, როცა სხვა
საზრუნავი და სადარდებელი არ გაქვს, მხოლოდ ის, რომ „მალე მოვიდეს დედა“ და
სახლში წაგიყვანოს.. მენატრება და მინდა ეგ დრო!

“საკანი #9″

– მახსოვს ბავშვობაში ისრაელში ერთი მეზობლის ბავშვთან ვმეგობრობდი.სათამაშო
ლოტო ჰქონდა.დღე და ღამე იმ ლოტოთი ვთამაშობდი. მსგავსი გასართობი არც კი
მეგონა, თუ შეიძლებოდა ყოფილიყო. დღეს, ჩემმა შვილებმა არც იციან ლოტოს ხიბლი.
სხვა თაობაა, პლანშეტები, ტაბლეტები და აიპადები უპირველესია მათთვის.
კომუნიკაცია შეეზღუდათ.თავიან სამყაროში ჩაიკეტნენ და სულიერება
დაკარგეს.წიგნებითაც ნაკლებად იქცევენ თავს.მე არ ვიცი, რა მეშველება.არადა
ადამიანი მაშინ იღუპება, როდესაც სულიერ საზრდოს ვერ იღებს-წიგნებიდან,
თეატრიდან,ოპერიდან!


– ხო, მართალი ხარ ჩემო მოშე, დრომ მოიტანა.


სამწუხაროდ, ბევრი რამის გაკეთება ვერც მე მოვასწარი.ნინა იტალიაში ცხოვრობდა,


გიჟდება იტალიურზე, რამდენჯერმე დავაპირე სწავლა, ელემენტარულ დონეზე მაინც
მინდოდა მცოდნოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს დავლაპარაკებოდი, მაგრამ მაგასაც ვერ
მოვაბი თავი.


მოშეს სახე გაუბრწყინდა და ისე როგორც არასდროს, თვალები აუციმციმდა.


გამიკვირდა მაგრამ არაფერი მიკითხავს.მერე მომიახლოვდა, ხელი მხიარულად
წამარტყა მხარზე და მშვიდად დაიწყო:


– პროფესიით მხატვარი ვარ,სანამ სამშენებლო ბიზნესში წავიდოდი, 4 წელი


ფლორენციის სამხატვრო უნივერსიტეტში ვსწავლობდი. გინდა გასწავლო იტალიური?
დროის მეტი რა გვაქვს?!


ყურები დამიგუბდა სიხარულისგან.


– მითხარი, რომ არ მატყუებ!-თითქმის შევყვირე მე და გულწრფელად გადავეხვიე


ებრაელს.


– დღესვე დავიწყოთ-გადაჭრით ვთქვი მე და სიგარეტი მხიარულად ჩავწვი


საფერფლეში.

“ზაზა ჩანქსელიანი”

შებინდებული იყო ბაზალეთის ქუჩაზე რომ შევუხვიე.


ერთი ხუთი წუთი მანქანაში ვიჯექი.


მერე გადმოვედი და მესამე სართულზე ავედი.


ზაზა მარტო იყო სახლში.


მისალმების მერე მისაღებისკენ მიმითითა შევიდეთო.


შევედით.


– რაღაც ხდება, ტყუილად არ მოხვიდოდი შენ- მითხრა გამომცდელად მან და


სიგარეტს მოუკიდა.


– ხო, ზაზა,საქმეზე მოვედი- დავიწყე მშვიდად.მაქსიმალურად ვცდილობდი, არ


მენერვიულა.


– დაიწყე, გისმენ- მითხრა მან და ვისკი დამისხა. ჭიქა ბოლომდე მოვიყუდე და ღრმად
ამოივისუნთქე.


– ზაზა, მე და სოფოს დიდი ხანია აგვერია ურთიერთობა.


რამდენიმე წელია ამაოდ ვცდილობ სიტუაციის დალაგებას.


ასჯერ გადავდგი მისკენ ნაბიჯი.


მას ერთი არ გადმოუდგამს…


ათასჯერ ვეცადე, მისთვის ამეხსნა, რომ მე კაცი ვარ და მხოლოდ მის ჭკუაზე ვერ
ვივლი. ხან საქმე იქნება, ხან სუფრა, ხან დამაგვიანდება, ხან უხასიათოდ ვიქნები.
ზოგადად არ ვარ ცუდი ხასიათის პატრონი, მიცნობთ თქვენც, მაგრამ ცხოვრებაა…


თუმცა, არასოდეს მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია,


არ დამიმცირებია, პირიქით, სულ მე ვცდილობდი სიტუაციის გამოსწორებას…


ზაზამ ჩაახველა და ვისკის ჭიქას მიაშტერდა.


– არ ვიცი, რა უნდა ვქნა ამ დროს- თქვა მან პატარა პაუზის შემდეგ – მე შენ დიდ პატივს
გცემ. ცუდი ვერ იქნები, ისეთი ოჯახისშვილი ხარ.


მამაც ვაჟკაცი კაცი გყავს.კარგის მეტი თქვენგან არაფერი მახსენდება, მაგრამ ახლა
საითკენაც მიგყავს საუბარი, ეგ ფაქტი ძალიან მაბნევს.


– ზაზა, მე ვიცი, რომ მსგავს სიტუაციაში მხოლოდ ერთი მხარე არ არის დამნაშავე…


როცა ასე ირევა ოჯახი, იქ მხოლოდ ერთი ვერ იქნება მტყუანი,მაგრამ ამ შემთხვევაში
სოფო ძალიან დამნაშავეა.ან მიჩვეულია ასეთ ცხოვრებას,სადაც ის გეგმავს, ის წყვეტს,
კანონის დამწერიცა და მოსამართლეც თავადაა…


მე მართლა არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო გოგოსთან, რომელიც ჩემზე არ


ფიქრობს,არც ჩემს სამეგობროს იღებს,არც მე მცემს პატივს, და საერთოდ, არაფერს არ
უწევს ანგარიშს…


ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, კაცს თავისი ადგილი რომ ჰქონდა და ქალს თავისი.


ორივე თანასწორი ვალდებულებებით სარგებლობდა,თუმცა მაინც კაცზე იყო ბოლო,


გადამწყვეტი სიტყვა.ჩემს გემბანზე შტურმანი ქალი ვერასოდეს იქნება, იმ მარტივი
მიზეზის გამო, რომ მე ქმარი ვარ, მე მოვიყვანე ის ცოლად და არა პირიქით…


– სოფოს არასოდეს ჰქონია მარტივი ხასიათი,მე მესმის შენი- თავი დამიქნია ზაზამ-
მაგრამ საკუთარ შვილზე საყვედურების მოსმენაც, არაა იოლი მოსასმენი, ხომ გესმის?!
…


ბევრჯერ გავაფრთხილე ჩემი შვილი, ბევრჯერ…ვიცოდი, პატარა ასაკი თავისას იზამდა


ოდესმე.. მაგრამ ასაკზეც არ არის, ძალიან ხისტი ხასიათი აქვს. ახლა რას აპირებ?


– მე წამოვედი, ზაზა. დავუტოვე მანქანა, სახლი. მინდა რომ კარგად იყოს.


როგორ მიყვარს თქვენი ოჯახი, იცი…ახლაც ძალიან ვნერვიულობ…


ვიცი, რასაც ნიშნავს თქვენთვის ამ სიტყვების მოსმენა, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა.
ჩემი ცოლი იყო ამდენი წელი, მასზე ზედმეტს არავის არ ვათქმევინებ სანამ ცოცხალი
ვარ. მაგრამ ჩვენი ერთად ყოფნა აღარ გამოვა.


როდესაც ადამიანი არ მენდობა, მუდმივად მეჩხუბება, ჩემს აზრს არ ითვალისწინებს


და პატივს არ მცემს, მიჭირს დავიჯერო, რომ ვუყვარვარ.


ეს ყველაფერი აჩემებას უფრო ჰგავს, ვიდრე სიყვარულს..


თუ რამე არასწორს ვაკეთებ, მითხარით…


თუმცა არც ჩემს ადგილას ყოფნას ვურჩევდი ვინმეს, თან როცა თქვენნაირ პიროვნებას
ვეუბნები იმას, რომ მან მე რაც მანდო – საკუთარი შვილის მომავალი, მისი ბედი და მეც
პირობა დავდე, ღირსეულად ვუპატრონებდი, ვერ შევასრულე. თვალები ამემღვრა.
მართლა ძალიან მოჭირდა ამ თემაზე საუბარი.


– ვიკო, კარგად გიცნობ მე შენ. არ ხარ უღირსი პიროვნება და მჯერა მე იმის, რაც მე
მითხარი. ნამდვილად არ არის შენს ადგილზე ყოფნა ადვილი.სოფო მტყუანია მთავარ
საკითხში. იმ სიტუაციაში, რაც შენ საერთოდ არ გიხსენებია.


თუმცა ვიცი, არანაკლებ როლს თამაშობს. როდესაც ქალი შვილს არ გიჩენს, მისი
საქციელი არაა გამართლებული.


– მე ეგ საერთოდ არ მიხსენებია, ზაზა. შვილამდე არის ის, რომ ელემენტარულ პატივს


არ მცემს და ეს, დამერწმუნე, იმაზე მეტად დამამცირებელია, ვიდრე შეგიძლია
წარმოიდგინო.


– ვერაფერს ვიზამ. ეგეთი ხასიათი აქვს – დასძინა მან და სიგარეტს მოუკიდა- მე მაინც
დაველაპარაკები, ავუხსნი სიტუაციას.დანარჩენი თვითონ გადაწყვიტოს.უღირს შენი
თავი, გონს მოეგოს, არ უღირს – სახლში მოვიდეს.თავისი გადასაწყვეტია.


– როგორც გნებავთ- ვთქვი მე- ამდენ ჩხუბს ცალკე და მშვიდად ყოფნა სჯობს.


– გამუდმებით ჩხუბი ანგრევს ურთიერთობას.ასე ნამდვილად არ გამოვა-თავი


დამიქნია მან და სიგარეტი ნერვიულად ჩააქრო.


სუბტროპიკი


მიყვარს საღამოს ზღვის ნაპირზე სიარული, სიცხეგადავლილი დღის შემდეგ, გრილი


ქუჩების ოდნავ ნესტიანი არომატი, ზღვის ჩუმი ხმა და განათებული, ხმამაღალი
რესტორნების თვალიერება. გარუჯული კანი

მიყვარს, მასზე ზომიერად მოპრიალე დამატენიანებელი ზეთის ბზინვარება, ოდნავ


ნოტიო თმის სურნელი და პარფიუმშერეული სუბტროპიკული ჰავა.


იმ დღით ჩვენი საყვარელი რესტორანი,ზომაზე მეტად ხალხმრავალი იყო.


– მე რომ სიმშვიდე მომინდება, მაშინ გახდება აქაურობა „ბროდვეი“-ვთქვი სიცილით


– გავერთობით-თვალი ჩამიკრა ანიმ და 2 ჭიქა წითელი ღვინო შეუკვეთა.


– სულ მაინტერესებდა, რატომ მიყვებიან „კრასავიცები“ მასიურად შეუხედავებს?-ჩვენს


გვერდით გაღიმებულ შველისფეხება გოგოს შევხედე და მისი პარტნიორის დანახვაზე
გამაჟრიალა.


– არ ვიცი! – შუბლი უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ანიმ


– გოიმი არ იყოს და, პრინციპში, ყველა სხვა სიტუაცია ასატანია, არა?


– ხო, რთულია როცა შუბლზე პროვინცია გახატია,რომელსაც ვერც ჩამოირეცხავ და


ვერც დამალავ.


– ხო, მაგრამ გოიმებს უმართლებთ ყველაზე მეტად, ფაქტია!


– ნამდვილად! მე, მაინც კიდევ ერთს -„სიმაღლეს“ დავამატებდი შენს კრიტერიუმს –


ღრმა ნაფაზი დაარტყა ანიმ


– დედაჩემივით აზროვნებ-გამეცინა მე


– ვითომ შენ არ გაქვს გართულება სიმაღლეზე, რა!


– ნუ, სასურველია მაღალი იყოს, ნამდვილად, მაგრამ ალ პაჩინო, ერთი მეტრი და 50


სანტიმეტრიანი კაცი ჯიბეში ისვამს ნახევარი მსოფლიოს მოხეულ ჯეელებს.


– ოხ, თქვა,რა!- გაეცინა მას- ალ პაჩინო ერთადერთია, რამე რეალურზე მელაპარაკე


– აი, რეალობაა ის, რაც შენს გვერდით ხდება, გაყვება ეს ულამაზესი, ამ „ორღობეს“
ცოლად, კარგად დაფერთხავს, გაუჩენს შვილს და მერე აუცილებლად
გაშორდება.იმიტომ, რომ ფული კარგია, მაგრამ 24 საათი ერთუჯრედიანი ამების
ყურებაც არაა მარტივი საქმე.


თან როცა ტალახის პროცედურები, ეგრედწოდებული „ქილის მასაჟები“ და მომავალი


2-3 წლით გარდერობი განაღდებული გაქვს, ბევრად კაი ტიპის „დათრევის“ ამბიცია
გიჩნდება.


ანის სიცილი აუტყდა, მე ღვინო მოვსვი


– ჩადო მიწაში – გაიცინა მან


-რეალობა ასეთია-მხრები ავიჩეჩე მე.


სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ რესტორნის სცენაზე უცნობი მამაკაცი


დაგვეხატა, რომელმაც სასიამოვნო საღამოს გატარება გვისურვა. მომენტალურად
გამოვფხიზლდი, როგორც კი სიმღერა დაიწყო.


– ღადაობს, ეს, ხო? – გაოცებით შემომხედა ანიმ


– ნტ! მღერის-თავი უიმედოდ გადავაქნიე მე. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც


აბსოლუტურად გამჭვირვალე თეთრი ტილოს პერანგი ეცვა და ჩერტკოევისთვის
შესაშური ილეთებით იწონებდა თავს, აგუტინის რეპერტუარიდან ყველაზე ცნობილ
ჰიტს გაჰკიოდა.


– ო, ღმერთო! -აღმომხდა მე


– იარაღი რომ მქონდეს, ვესროდი – თვალები დააელამა ანიმ


– ამ კაცს ვინმემ უთხრა, რომ კარგი ხმა აქვს? აგუტინმა ამის ნამღერი რომ მოისმინოს,
ნერვიულობისგან ის ხვეული თმა გაუსწორდება.


ანი ჩაბჟირდა.ჩვენს გვერდით მჯდომმა შველისფეხება გოგომ კი საყვედურით


გადმოგვხედა და ცოტა ხმადაბლაო-გვთხოვა.

– ჩემი ლოგიკა არასოდეს იტყუება-გამიღიმა ანიმ-ვინც როგორია, ისეთივე ჰყავს
გვერდით.გოიმი-გოიმს- მხიარულად დაასრულა მან და მეცამეტე ჭიქა მომიჭახუნა.


სახლში გამთენიისას მივედით. სიცილისგან საგრძნობლად მტკიოდა მუცლის პრესი.


და ძილშიც კი ჩამესმოდა ამ „ძალით აგუტინი“ მჩქეფარე ნამღერი -ო, მაიე, ო მაიო , ო
მაია…


სამკუთხედი


წვიმის ხმამ გამაღვიძა.ანი ამდგარიყო და უკვე ბლინებს აცხობდა.კულინარიისადმი


ასეთი მიდრეკილი ადამიანი იშვიათად მინახავს.გოგო, რომელსაც ერთდროულად
ეხერხება ცხობაც და ხორცის წვაც. ამ ყველაფრის მიუხედავად, შეუძლია, იყოს
მუდმივად ზღაპრულ ფორმაში.


– აი, ამდენი რომ ვჭამო, დარეჯან თათქარიძესაც გადავუჯოკრავ- ვთქვი საცოდავად


და ანის მიერ გაშლილ სუფრას გადავხედე.


-ყველაფერი უნდა ჭამო, უბრალოდ პატარა ულუფა.


-ძალიან პატარა ულუფაა-ხორცის რულეტს გავხედე, რომელიც მაგიდის მთელ


სიბრტყეზე იყო გადაჭიმული და ჰაერზე გრილდებოდა.


-შენ რა გინდა, მაინც არაფერი გეტყობა და მე თითოეულ კილოგრამის მერე ფიტნეს


ცენტრში უნდა მოვიკლა თავი.


კარგად გეძინა?


-კი, რა ამინდია?!


-სახლში ყოფნის-ნისლიცაა, ხედავ?!


-მეზიზღება ზღვაზე წარღვნა-შუბლი შევჭმუხნე მე


-მაპატიე, ამინდმა ვეღარ შეგითანხმა, რომ უნდა ეწვიმა-სიცილი აუტყდა ანის-ყავა


დალიე და ახალი კოლექციის შედგენაში დამეხმარე.აქ მაქვს ნაჭრები
წამოღებული,ამარჩევინებ?


-რომ არ დაგეზარა!-ისევ შევჭმუხნე შუბლი მე


-გეყოფა ზუილი, რა იყო ისევ შემოგიტია?


-ხო!- ვთქვი უხალისოდ და დაორთქლილი მინის დანახვაზე ვიკო გამახსენდა.


– რომ ჩავრთო ტელეფონი და გამოტოვებულ ზარები ვნახო?-ვითხოვე საცოდავად.


– მომესმა რამე?-გაიოცა ანიმ



-კაი, არ ვნახავ- იმედი გადავიწურე მე


-დალიე ყავა და დავიწყოთ-თითქმის მიბრძანა მან და ნაჭრების შემოსატანად გავიდა.


ღამის 12 საათამდე ვაწყობდით ჩვენებაზე გასატან მასალას. ერთმანეთი დავხოცეთ


მუქი და მყვირალა ფერების კომბინაციაზე. როგორც იქნა შევთანხმდით და ის
იყო,დასაძინებლად ვაპირებდი გასვლას,რომ კარზე ზარი გაისმა.


-მეზობელია,ლია, ეზო დავალაგებინე და ფული უნდა მივცე. სამსახურის მერე


მოვალო,დამპირდა.შემოსასვლელში დევს ფული,200 ლარია. მიეცი, კარგი?!


-აუ,ანი,ძალიამ მეზარება,რა!- გავძახე გათიშულმა


-გთხოოოოვ!-მემუდარა საშხაპედან ანი-თმააქაფებული ხომ არ ჩავალ?


-რაღა ახლა მოგინდა ბანაობა-ვთქვი ბუზღუნით, ხალათი შემოვიგდე მხრებზე და


კიბეზე დავეშვი.


შემოსასვლელში ავიღე ფული და კარი მხიარულად

გავაღე.


ფიგურა,


რომელიც აღვიქვი,


მირაჟი მეგონა,


ან ჰალუცინაცია.


გაოცდებით და,


ეს ფიგურა საერთოდ არ გავდა ქალისას.


წამის მეასედში ვიგრძენი მუცელში, როგორ დამიარა ნერვიულობამ,


მოულოდნელობისგან ვიკივლე და კარი სწრაფად მოვხურე.


მერე მივხვდი, როგორ დამეხვა თავბრუ და ცოტახანი კარის სახელურს დავეყრდენი.


კარს უკან გავიგონე სიცილის ხმა, რომელსაც ისევ ზარი მოჰყვა.


კარი გაიღო და მე მივხვდი, რომ სერიოზულად შევაშინე ის.


-დაგასტუკე! – გავუღიმე ნინას, რომელსაც მიწისფერი დაედო შიშისგან.


-შენ აქ საი…დან? – ძლივს ამოთქვა გაფითრებულმა


-კარგად ისვენებთ გოგოებო? – გავუღიმე მას



-როგორ მომაგენი? – კიდევ მეტად გაფითრდა ის


-მარტივად! – ისევ გამეღიმა მე და ნინას მეზობელი ლამარა გამახსენდა


-არავინ იცის, აქ რომ ვარ – მითხრა კიდევ უფრო დაბნეულმა.


-კაი, ახლა, არ ღირს შიშისგან კრუნჩხვაში ჩავარდნა. ისეთი სახე გაქვს, თითქოს
გითხარი, რომ გეი ვარ და ორსულად ვარ ამაშუკელისგან.


-იდიოტი ხარ ნამდვილი! – როგორც იქნა გაეცინა მას


-ტყუილი იდიოტი ნეტავ, როგორია, ?!- სიგარეტს გავუკიდე მე – არ შემიპატიჟებ?


-შემოდი – მითხრა დაუფიქრებლად


-ვიდზე კი, ხარ, ისე – ნინას შიშველ სხეულს თვალი შევავლე მე და გული
საგრძნობლად ამიჩქარდა.


ნინა გაწითლდა და ხალათი შემოიცვა


-სულ გამოვშტერდი – თქვა მორიდებით


-„მობილური ტელეფონი გამორთულია არ გასულია მომსახურების ზონიდან“ –


გავუღიმე მას


-ხო – დაიმორცხვა მან


-რა „ხო“? – ისევ გამეცინა მე


-რა არ მოგწონს? – მკითხა მან გამომწვევად


-რატომ გაქვს გამორთული? – თვალი გამიშტერდა მე


-ასე მინდა! – მითხრა მან კიდევ მეტად გამომწვევად


-ოუფ! – სიგარეტი საფერფლეს ჩავაჭყლიტე


-არ მინდოდა არავისთან კონტაქტი


-აა- თავი დავუქნიე მე


-ხო, ნუ არ მინდოდა ვიკო! – ხმა შეეცვალა მას – და ნუ მიყურებ ეგრე!


-როგორ გიყურებ? – ვთქვი მე ისე, რომ ნაკვთიც არ შემრხევია


-რაღაცნაირად – ისევ სიფერმკრთალემ გადაუარა ნინას


-რატომ გამოიქეცი? – კიდევ უფრო გამიმკაცრდა ხმა



-აღარ მინდა – მითხრა თავდახრილმა მან


-რა აღარ გინდა? – არ ვეშვები მე


-ეს… ყველაფერი…


-ჩემთან აღარ გინდა? – არ დავიჯერე მე


-ასე აღარ შემიძლია – დამითმო მან


-ყველაფერი მოგვარდებათქო- ხომ გითხარი?


-ხოდა როცა მოგვარდება, მერე დავფიქრდები – შეპარვით მითხრა მან


-აა , გასაგებია – თავი დავუქნიე მე


-და ახლა, რას ფიქრობ, სანამ არ ყველაფერი არ დალაგებულა?


-ახლა კარის მიხურვა მინდა – თვალები აემღვრა მას


-მაინც შემოვალ – გამეღიმა მე


-არა, ლევან, არ შეიძლება


-ვინ თქვა, რომ არ შეიძლება? – ისევ შეტევაზე გადავდივარ. (ქალის ფსიქოლოგიაა, თუ


ერთხელ დათმე, ხელიდან გაგისხლტება, ამიტომ არაფრით არ უნდა გაუშვა ხელიდან
სადავეები)


-….


-მითხარი, რომ ჩემთან აღარ გინდა და ახლავე წავალ – სიგარეტს მოვუკიდე მე


-არ მინდა – ავტომატურად გაიმეორა მან


-ტყუილი არ ითვლება – გამეცინა მე


-არ ვიტყუები! – გაჯიუტდა ის


-იტყუები!


-ნტ- თავი გააქნია მან


-მაშინ, რატომ გეტირება? – გავაგრძელე ფსიქოლოგიური ზეწოლა


-არ მეტირება – ხმაში ბზარი გაუჩრდა მას


მივუახლოვდი და ჩავეხუტე. არ შემწინააღმდეგებია. თმა ჰქონდა ნოტიო და


არომატული. მზემოკიდებული სხეული მონოტონურად უთრთოდა, ჩახუტებისთანავე
მისი მკვეთრი არითმია ვიგრძენი. დავმშვიდდი. ისევ აქ იყო, ისევ ჩემთან და მივხვდი
არსად არ წავიდოდა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდგებოდით ასე, პირსახოცშემოხვეული
ანი რომ არ შემოსულიყო ოთახში.


-ლევან? – რუჯის მოუხედავად ანიც საგრძნობლად გაფითრდა ჩემს დანახვაზე.


-მიდი, ახლა შენ ჩავარდი კომაში – გამეცინა ინსტინქტურად


-აქ რა გინდა? – მკითხა ცარცისფერმა


-ბინის ქირაობა მინდა და დათვალიერება თქვენი სახლიდან დავიწყე


სამივეს გაეცინა.


-როგორ მოგვაგენი ? – გაიოცა მან


-ოო, ყველა გოგო ერთნაირად როგორ აზროვნებს და ერთნაირი კითხვები როგორ აქვს
გავგიჟდები! – ამოვიოხრე მე – იმას კი არ მკითხავთ“ როგორ ვიმგზავრე“ ან „მშია თუ
არა“, ეგრევე „როგორ მოხვედი? ვინ გითხრა?“ – კალაშნიკოვი მხვდება შუბლზე, ხო?
საიდან მოგაგენით და ხილვა მქონდა! ხილვა!


-იდიოტი ხარ! – გაიცინა ანიმ


-ერთ ფრაზებს რანაირად მეუბნებით- სერიოზულად გავოცდი მე – მიწყობით


ერთნაირს, თან?


ისევ გაეცინათ


-მე თუ არ დავლიე, შეიძლება გავგიჟდე. ჩაიცვით, სადმე წავიდეთ.


ნინა დაიბნა. ანიმ ჭერში ყურება დაიწყო.


-ნინა, ვერ გაიგე, რაც ვთქვი? – ცოტა ირონია შემეპარა ხმაში.


-მე მეძინება – მშვიდად თქვა ანიმ – თან მირჩევნია, მარტოებმა ილაპარაკოთ – დაამატა
ღიმილით და ოთახიდან ჩუმად გავიდა.


-ჟაკეტს ავიღებ – მითხრა მან ღიმილით

და საძინებლისკენ წავიდა.


-ჩამოგახრჩობ! – თავისი ოთახიდან ხელი დამიქნია ანიმ და ცერა თითით ყელზე


ჭრილობა მოხაზა.


-ნუ გეშინია – უარყოფის ნიშნად თავი გადავაქნიე მე


-ვიცი შენი „ ნუ გეშინია“ – გამაჯავრა მან



-მართლა არ შევურიგდები – ვუპასუხე მშვიდად


-კარგი, აი, ვნახავ! – ნიშნისმოგებით მითხრა ანიმ


-ნახე – დავეჯღანე მე


-მაგასთან ღამე დარჩენის იმედიც არ გქონდეს – მითხრა მშობლის ტონით ბოლოს.


ხომ არ გაგიჟდითქო გავიოცე მე და შემოსასვლელში მდგარი ვიკოსკენ წავედი.


საკანი #9


-როგორ ხარ? – ჩამეხუტა ამაშუკელი


-არამიშავს.


-სიგარეტი და საჭმელი მოგიტანე. ლიკამ გამომატანა. რას შვები?


-რა უნდა ვქნა? – მხრები ავიჩეჩე მე – შენ როგორ ხარ?


-ვარ, რა! – სიგარეტს მოუკიდა ამაშუკელმა. რატომღაც იმ დილით ანერვიულებული


მეჩვენა


-რა გჭირს? – მისი მღელვარება არ გამომპარვია მე


-რა ვიცი – მრავლისმთქმელი მზრეა მომაპყრო მან


-რა ხდება? – სუნთქვა შემეკვრა მე


-არ ვიცი, როგორ უნდა გითხრა – ნერვიულმა სიცილმა გადაუარა სახეზე მას


-აუ, ნინაზე თუ უნდა მითხრა, ოღონდ ის არ მითხრა, რომ…


ამაშუკელმა სათვალე მაგიდაზე ჩამოდი, სახეზე ხელები აიფარა და თავი დამიქნია


-გათხოვდა? – დავიყვირე მე


-ხო! – მეხივით გამიორმაგდა ბექას ხმა


-სად? როდის? – დავიღიალე მე


-დეტალები არ ვიცი. გავიგე, რომ გათხოვდა.


ტელეფონიც გავიგე, დაგიტოვებ, მაინც, რავიცი. თუ გგონია, რომ უნდა დარეკო,


დაურეკე – მითხრა მან ფრთხილად და გაჩუმდა. ყურები დამიგუბდა. მივხვდი, რომ
ყველაფერი დამთავრდა. ეს იყო ტრაგედია. ეს იყო ქვეყნის აღსასრული.


ჯერ ისტერიული სიცილი ამიტყდა. მერე გული მეტკინა და სუნთქვა გამიჭირდა.. მერე
აღარაფერი მახსოვს… იმ დროს ჩემთვის საათი გაჩერდა და მაშინ ღმერთიც აღარ
არსებობდა. მე მოვკვდი!


***


– მართლა როგორ მომაგენი? – ვერ მოვითმინე და მაინც ვკითხე


– ასე რატომ გაინტერესებს?! – ეცინება მას და მშვიდად მოაბიჯებს ხრეშიან ქუჩაზე.


– არავინ იცოდა, სად ვიყავი და მაგიტომ-მეღიმება იდიოტივით


– მონდომების ამბავია-მითხრა ღიმილით და სიგარეტს მოუკიდა.


– არ ხარ ნორმალური!


– სიყვარული ნორმალური მდგომარეობა არ არის,ნინა – თავი დამიქნია მან- გშია?


– ნტ-თავი გავაქნიე მე


-ყავა?


-არც ყავა მინდა.


-აბა,ასე ვიაროთ ფოთამდე?-


გაეცინა მას


-ასე შორს ვართ უკვე?-გონიოს გზას გავხედე მე


– გინდა ზღვასთან ჩავიდეთ?-თვალები აუციმციმდა მას


-წამო-ხელი გავუწოდე მე და კენჭებიან გზას გავუყევით


-შეხვალ ზღვაში?- მკითხა შეპარვით მან


-შენ?-კითხვა შევუბრუნე მას


-მე ვერ, ცურვა არ ვიცი-დაიმორცხვა მან.


სახე მომერყა.


კაცმა რომ ცურვა არ იცის, იმას როგორ უნდა ენდო საერთოდ არ მესმის.


არასპორტული ქალი მეზიზღება, კაცი კი არა.


-როგორ არ იცი,კი მარა?-მაინც არ დავიჯერე მე


-წყლის შიში მაქვს-მხრები აიჩეჩა მან



– რომ ვიხრჩობოდე, ვერ გადამარჩენ? – სასოწარკვეთილება დამეხატა სახეზე.


– მეც შემოვალ წყალში და დავიხრჩობ თავს სიმწრით.


– რა ტრაგედიაა, ღმერთო ჩემო!


რაღაცნაირად მეწყინა,


ან არ ველოდი,


ან არ ვიცი,


გავბრაზდი.


ხომ უაზრობაა? – მაგრამ მაინც გავბრაზდი.


– შენ შეცურე თუ გინდა, მე გიყურებ-გამიღიმა მან


– არ მინდა-სოლიდარობა გამოვუცხადე მას.(მაგრამ მაინც არ მესმის კაცმა მანქანის


ტარება, ცურვა და ქალის დაცვა როგორ არ უნდა იცოდეს).


– რადგან ვერ ვცურავ, ნუ ამომწერ კაცთა სიიდან-სიცილით მითხრა მან.


გამეცინა.


-საშინაო დავალება გექნება: იტალიური ენისა და ცურვის სწავლა.


-იტალიურის სწავლა ხვალამდე გამიჭირდება, მაგრამ ცურვაზე ასეთი გართულება თუ


გქონდა, არ ვიცოდი. ამიტომ აუცილებლად ვისწავლი, გპირდები.


ვიკომ ხელი გადამხვია და თავისკენ მიმწია.


– აღარ გვინდა დამალობანა, კარგი?


– ლევან-გამეღიმა მე


– სულელი ხომ არ ვარ, ნინა, როცა ვხედავ რომ მაქვს შანსი, რატომ გგონია, რომ თავს
დაგანებებ?


– ყოველ ჯერზე ვკვდები, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე ვცდილობ, ამოგაგდო ჩემი
ცხოვრების დღის წესრიგიდან-ჩუმად დავიწყე მე-როცა ხედავ, რომ ასე ვცდილობ,
ყველანაირად მინდა შენგან თავის დაღწევა, რატომ არ მეხმარები, ჩემი წამება
მოგწონს?


– და შენ რა გგონია, მე დავუშვებ შენს დაკარგვას? ასე მარტივი გგონია ჩემი


ცხოვრებიდან ჩახსნა? ან რა უფლებით აკეთებ? შემითანხმე რამე? აზრი მკითხე?
გეკითხები?

ჩუმად ვიჯექი, არ ვიცოდი რა მეპასუხა. არც ის ვიცოდი, რა მომეგონებინა, ვიცოდი
მხოლოდ ერთი – მე ეს ბიჭი ყველაზე მეტად მიყვარდა! იმიტომ კი არა რომ ძალიან
სიმპატიური და ცოტათი გიჟი იყო. იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ადამიანი!


– ლევან…მე არ შემიძლია სხვისი ქმარი-ძლივს ამოვღერღე მე


-არავისი არ ვარ!

შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ! დაივიწყე ჩემი წარსული. ის შენ არ გეხება. კიდევ


ერთხელ დამემალები და აღარ გაპატიებ, გესმის? არ გაპატიებ, რომ ეგოისტურად
მხოლოდ შენ ფიქრობ.


შენი გადასაწყვეტი არ არის ჩვენი დაშორების საკითხი და არ მიფრთხილდები მე,


რომელსაც საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ.მიყვარხარ ნებისმიერ შემთხვევაში და
სულ მეყვარები, იმიტომ, რომ შენ ხარ პირველი ფიქრი, რითიც ვიღვიძებ და ბოლო –
რითიც ვიძინებ.


– ლევან!გეყოფა!- ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი მე


– და ეს გრძნობა შეკვეთით არ მოსულა, ნინა,არც შემთხვევითია ეს ყველაფერი.


ცხოვრებაში მოვლენები ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს, გესმის? არ მედარდება
გარეშე ფაქტორები, მიყვარხარ და ჩემთან იქნები, იმიტომ რომ მე სხვანაირად ვერ
ვიცხოვრებ და იმიტომ, რომ მე სხვანაირად არ მინდა!


წამო, თბილისში წავიდეთ!


– აღარ ვიცი,რა გავაკეთო-ვთქვი მშვიდად და სახე ზღვისკენ შევაბრუნე.


შავი იყო უკიდეგანო სივრცე. პერიოდულად ტალღა მოდიოდა ჩვენსკენ და გზაშივე


ჩერდებოდა. ვგიჟდები ზღვის ხმაზე.იოდის სუნი და სიმშვიდის შეგრძნება რომ მოაქვს
შენამდე.


ზღვა ჩემთვის ერთგვარი თერაპირაა.


ზღვისა და ცეცხლის ყურება შემიძლია უსასრულოდ.


ყველაზე მეტად მამშვიდებს.


იმ ღამით ზღვა იყო ზედმეტად მშვიდი.


ვიკოს არომატმა თავბრუ დამახვია.


ეს ნამდვილად იყო ქიმია.


როდესაც შეხებისას გაჟრიალებს,


და როცა ემოციაც ზღვასავით ტალღებად დაგდის სხეულში.



და როცა გრძნობა მუცლიდან გულისკენ მიიპარება


და როცა თვრები, ემოციით თვრები!


– ხანდახან მგონია, რომ გული გამისკდება, თუ არ ჩაგეხუტები-გამიღიმა ვიკომ


– მომენატრე- ვთქვი მე და ისევ ღრმად ჩავისუნთქე მისი არომატი.


– მაინც რომ გიპოვნი,ხომ იცი? და რაღატომ იმალები? სად უნდა წახვიდე, რომ ვერ
მოგაგნო?


– არ ვიცი – კმაყოფილებამ გადამირბინა სახეზე.


– ზღვა, ცოტა საშიში ტიპია ღამით, არა?!


– კი, მეც მეშინია, რომ ვუყურებ- უკიდეგანო სივრცეს გავხედე და გამაცია.


– რომ მითხრა,მეორე ნაპირზე დგახარ და მელოდები,ცურვით ჩამოვალ!


– ცურვა რომ არ იცი? – ტყუილში დავიჭირე მე


– მაინც გამოვცურავ, ხვალამდე ვისწავლი!- მშვიდად გააგრძელა მან.


გამეცინა.


ნიავს იოდისა და ნესტის არომატი ერთად მოქონდა.


ვარსკვლავებით იყო მოჭედილი ცის თაღი.


მელნისფრად იღებებოდა უნაპირო ჰორიზონტი.


– გამომყევი თბილისში, დღესვე- მთხოვა მან.


ამოვიოხრე.


– დრო მინდა.ცოტახანი მარტო უნდა ვიყო.


– შენს აქ დატოვებას მე არ ვაპირებ-წელზე ხელი მომიჭირა მან


– თუ გიყვარვარ, ცოტახანი მაფიქრე- მუდარით შევხედე მას


– ნინა! – უკმაყოფილების ნიშნად თავი გადააქნია მან


– რამდენიმე დღე,სულ რამდენიმე და დავბრუნდები…


– ზეგ რომ გავიღვიძებ, თბილისში დამხვდები?- თვალის კუთხეში მაკოცა მან.


გონება გამითიშა ემოციამ.



ისე, რომ ხმას ვერ ვიღებდი.


-ვიქნები!-გულის კარნახს ავყევი მე. ამავდროულად პირსახოცშემოხვეული ანი


გამახსენდა, რომელიც სახლში შესვლისთანავე გლოკ 21 -ს მომაბჯენდა შუბლზე ,52
კალიბრიანს და 11-ვე ტყვიას შუბლზე დამაცლიდა, როგორც კი გაიგებდა, რომ
შევრიგდით.


არც ეგ მედარდებოდა.


ამ ნირვანის შემდეგ,დაე, მომკვდარიყავი,ყველაფერზე მოვაწერდი ხელს:)


უკან რომ ვბრუნდებოდით, ერთ-ერთი რესტორნიდან კარგად შეზარხოშებული ხალხი


გამოდიოდა.ერთ-ერთმა თვალი გამოგვაყოლა და ხმამაღლა დაიძახა


– ვიკო!


– ვა,სანდრო?!- სახე გაუბრწყინდა ლევანს. როგორ ხარ?


– არამიშავს,შენ?


– მეც კარგად. რამდენი წელია არ მინახიხარ!


– რაც ნაკრებიდან წახვედი არც მინახიხარ, სად დაიკარგე ბიჭო, ეგრე უნდა?


– ხო, დავიკარგე ძალიან, სულ ვმუშაობ. გაიცანი ეს ნინაა- წელზე ხელი მომხვია მან


– სასიამოვნოა!- გავუღიმე მას


– ისვენებ?


– არა, საქმეზე ჩამოვედი და უკან ვბრუნდები, დღესვე.


– მერე, არ გადაცურე ზღვა?- იკითხა უცნობმა მხიარულად


– აბა, სარფამდე ჩადიოდა და მოვაბრუნე, ოღონდ კამერით იყო- გადავიკისკისე მე


– სარფი არ ვიცი, მაგრამ შეკვეთილიდან-ფოთამდე ნამდვილად ვნახე როგორ ჩავიდა 40


წუთში.


– ვერ გავიგე? – არ დავიჯერე მე


– საქართველოს ჩემპიონი რომ ხარ ცურვაში,მალავ ბიჭო?!- გაუკვირდა სანდროს.


– მოიცა,რა! როდის ეგ ამბავი იყო- ღრმა ნაფაზი დაარტყა ვიკომ და თვალი ჩამიკრა.


– აუ, ლევან, მართლა ძალიან გცემ – ვერ დავმალე აღშფოთება, როგორც კი უცნობებს
გამოვცდით.

– ო, კაი რა, დაუჯერე ყველას – ბოლომდე არ გატყდა ის


– უნამუსობაც არის და უნამუსობაც! – საყვედურით გადავხედე მას


– ხო გადამწყვეტი იყო შენთვის ჩემი ცურვა?- დიახ! საქართველოს ჩემპიონი ვარ, ახლა
კეთილი ინებე და გამომყევი ცოლად!


სიცილი ამიტყდა. უფრო სიმწრის.


-შეიძლება, სულ ასე მატყუებდე? – გავიბუტე მე


-ვგიჟდები, როცა გატყუებ – კმაყოფილება გაიღიმა მან


-აუტანელო! – ენა გამოვუყავი მე


-და შენ რომ ამ დროს ბრაზდები და რომ გგონია,

რომ არ იმჩნევ და ამ დროს მე რომ გატყობ, როგორ ოსტატურად ნიღბავ ემოციას, აი,
მაგაზე ვგიჟდები. ძალიან შევცდი ფინანსურზე რომ ჩავაბარე, ფსიქოლოგი ვარ
მოწოდებით.


-პრინციპში, შენ ფსიქიატრია უფრო გაგიტაცებდა, მაგრამ … – სიცილი ამიტყდა მე


ვიკოს კვამლი გადაცდა და ხველებით დაიხრჩო.


-აუ, დღესვე გამომყევი თბილისში, რა! – მთხოვა მან სული მოითქვა, თუ არა – ისე
გამართობ, რომ როგორ ჩავალ თბილისამდე ვერ გავიგებ


-2 დღე რამეს გიწყვეტს? – თავი დავიფასე მე – 2 დღეში ჩამოვალ, სპექტაკლი მაქვს,


ყველა ვარიანტში უნდა ჩამოვიდე


-კარგი, იყოს როგორც შენ გინდა – მითხრა მან თვალისდახამხამებაში მაკოცა და


მანქანა დაქოქა


გამეღიმა მის თავხედობაზე, მაგრამ თქმით აღარაფერი მითქვამს.


-ნინა! – დამიძახა მან – „დამალობანებს“ აღარ ვართ იცოდე!


-აუფ – რატომ, ვითომ? – გამომწვევად ვუთხარი მე


-იმიტომ რომ მე მარტო ცურვაში კი არა,“დაჭერობანაშიც“ ჩემპიონი ვარ – გამიღიმა და


სიგარეტს მოუკიდა მან.


-დაჭერობანა ნამდვილად იცი! – დავეთანხმე სიცილით – რატომ გადამეკიდა


საერთოდ, მეტყვი? რამე დაგიშავე?


-კი, დამიშავე! – იყო პასუხი



-და მაინც, რა? – გამეცინა მეც


-რომ დაიბადე! – მითხრა მან და მანქანა დაძრა.


“საკანი #9″


-და მაინც რა მოხდა, მეტყვი? – სიგარეტს მოუკიდა მოშემ


-რაზე? – ვკითხე ლოგინზე წამოწოლილმა


-ნინას რატომ არ უთხარი, რომ ყველაფერი მოგვარდა და სოფოს მამას დაელაპარაკე


ოფიციალურად დაშორებაზე?


-ვერ მოვასწარი – სიმწრის ღიმილმა გადამირბინა სახეზე – იმ ღამით ვაჩეს შეველეწე,


მერე დამაპატიმრეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს.


მერე ეგრედწოდებულ „ლეზბალნიცაზე“ 1 თვე ვიწექი, მერე აქ გადმომიყვანეს, შენთან,


როდისღა მენახა?!


-ცუდ დროს, ცუდ ადგილას – ამოიოხრა მოშემ


-ნამდვილად – თავი დავუქნიე მე – ცოტა ადრე, ან ცოტათი გვიან რომ გამოჩენილიყო


ჩემს ცხოვრებაში…


-ზუსტად ეგაა ცხოვრება, რომ ჩვენ ვერ ვმართავთ მას. რაღაც დეტალებს ვცვლით,
მხოლოდ იმ კუთხით, რაც შეგვიძლია.


განაჩენი – ჩვენს ძალებს აღემატება…


მას მხოლოდ ის, ერთადერთი წყვეტს – თვალები პატარა სარკმელში ნაგლეჯად


შემოჭრილი ცისკენ გააპარა მან.


-რავიცი – მხრები ავიჩეჩე მე – ცხოვრებაში ბოროტება მე არ ჩამიდენია.


არავისთვის ცუდი არ მისურვებია, ყველას გვერდით ვედექი… ასე რატომ უნდა


ვისჯებოდე?


-მე მაინც, მგონია, რომ ეს ყველაფერი იმიტომაა, რომ ჭკუა ისწავლო. ხანდახან ეს
ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ დაფიქრდე. ყველაფერზე დაფიქრდე და ახალი
ფურცლიდან დაიწყო ცხოვრება. მადლობა ღმერთს , აუტანელი ვადით არ ხარ აქ..
დრო მალე გაფრინდება.


– სამი წელი რომ მომცენ, 1095 დღე გამოვა ჯამში აქ გატარებული – ვთქვი
დაუფიქრებლად


-ასე უცბად როგორ დათვალე? – გადაირია მოშე



-ეგ ერთადერთი ნიჭი მაქვს ღვთისგან ბოძებული – გამეცინა მე – მეორე კლასში ვიყავი,
დედაჩემმა რომ აღმოაჩინა, რომ გამრავლების ტაბულის დაზეპირება არაფერში არ
მჭირდებოდა, იმდენად მარტივად ვამრავლებდი სამნიშნა ციფრებს ერთმანეთზე.


-რა მაგარი ნიჭია! – აღფღთოვანდა მოშე.


-აბა – გამეღიმა ისევ


-აბა, საათები დათვალე! – მკითხა გამომცდელად მან


-3 წელზე?


-ხო, აი, აქ გატარებული საათები დათვალე!


-26280!


-ღმერთო ჩემო! – გამოშტერდა მოშე


-არადა, ზუსტად იმ დროს დამიჭირეს, როცა ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებდი


– ხელები სახეზე ავიფარე მე.


-მტკივნეულია, მესმის – თავი დამიქნია მოშემ – მაგრამ იქნებ ყველაფერი მაინც


გამოგივიდეს?


-გათხოვილი დავაშორო?- გული შემეკუმშა გათხოვილი ნინას წარმოდგენაზე.


-იქნებ უკვე დაშორდნენ? – გამიღიმა მან


-რავიცი! – სადღაც, გულის სიღრმეში იმედის ნაპერწკალი ამენთო


-ყველაფერი ხდება, ლევან! ცხოვრება სიურპრიზებით არის აღსავსე.


-კარგი სიურპრიზები იყოს, ამიერიდან. ცუდი აღარ მინდა! – უაზროდ გამეღიმა მე


-ლევან, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ და დარწმუნებული ვარ რომ შენ,


დამსახურებულად, კარგად იქნები!


-ეხ, მოშიკ, სიმართლე გითხრა, მე უკვე აღარაფრის მჯერა.



“გადადებული რეისი”

ყველაზე მეტად მეზიზღება რეისის გადადება! აეროპორტში ცხვარივით დგომა და
საათების გაყვანის მიზნით მაღაზიების უაზრო თვალიერება. პირველი 2 საათი
მომწონს ბოდიალი, მერე ვიღლები. ბოლოს ყავის სმისა და კრუასანებით რომ ვიჯერებ
გულს, ხალხის თვალიერებას ვიწყებ. მალე ისიც მბეზრდება და მერე სულ მეფიქრება.
მეფიქრება ყველაფერზე. უცხო ქვეყანაში ყოველთვის ვაძლევ უფლებას საკუთარ თავს,
ნებისმიერ საკითხზე ვიფიქრო. ისეთ რაღაცეებზეც კი, რასაც თბილისში თავს
ვარიდებ.


ბევრი დრო გავიდა. არ ვიცი სად არის. როგორ არის.

ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდის. დღეები


მიქრიან.


მიჭირს თბილისის დატოვება, მაგრამ ჩემი კარიერისთვის ახლა გადამწყვეტი ეტაპია.


ასეთი მოწვევის ხელიდან გაშვების უფლება არ მაქვს. გამიჭირდება 3 თვე ოკეანის გაღმა
ყოფნა.


ძალიან შორსაა ამერიკა! ქვეყანა სადაც ყველა ოცნება სრულდება, ადგილი, სადაც
ყველაფერი შესაძლებელია.


-უკაცრავად, გოგონა!გოგონა! – ჩამძახა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა


-დიახ – თვალები გავახილე მე.


-უამინდობის გამო ფრენა გადაიდო – გამიღიმა მან


-მითხარით, რომ ეს ყველაფერი მესიზმრება – თავის გამოფხიზლებას შევეცადე მე


-ძალიან ვწუხვარ! – მოკრძალებული სახით იუარა მან


-კარგი! რამდენი საათით გადაიდო? – უკმაყოფილოდ გავაგრძელე მე


-ხვალ შუადღით 3 საათამდე- გამიღიმა მან და მეხის დაცემის მოლოდინში გაინაბა


-ღმერთო, ოღონდ ეს არა! – ისეთ ხმაზე ამოვიკვნესე, ჩემს ირგვლივ ყველა გაჩუმდა და
მე მომაპყრო მზერა


-ძალიან დიდი ბოდიში ჩვენი კომპანიის სახელით – კიდევ მეტად მოკრძალებულად


გააგრძელა გოგონამ – ისეთი ნისლია, ფიზიკურად ვერ აფრინდება თვითმრინავი.


-„ბოდიში“ ნეტა შველოდეს საქმეს! ნისლი და წარღვნა მაგათ! – დავწყევლე კომპანია მე


– რაღა დღესაა ეს ჯადო ამინდი?!


-არ ვიცი – საცოდავად ამოიკნავლა გოგონამ – ხვალ 1:30 წუთზე გელოდებით ისევ აქ


-შევეცდები, დროულად მოვიდე – წავისისინე მე


გოგონამ გამიღიმა და თვალს მიეფარა.


დავრჩი მარტო ორი ჩემოდნით, ერთი კოლოფი სიგარეტითა და გაფუჭებული


ხასიათის ამარა.


სახლში დარეკვა გადავიფიქრე. ან რატომ მენერვიულებინა ჩემები. დაღლილობისგან


სახსრები მტკიოდა. სასწაფოდ მესაჭიროებოდა ცხელი შხაპი და გამოძინება. სასტუმრო
უნდა მომენახა და დამესვენა.


უცბად სუნთქვა შემეკვრა და თავში არც კი ვიცი საიდან, გამიელვა ერთმა საოცარმა
აზრმა.


გიჟივით გამეცინა,


ჩემოდნები სასწრაფოდ ავიღე და


გასასვლელისკენ გავედი ტაქსის გასაჩერებლად.



“ბოსფორზე”

თბილისსში დაბრუნება ძალიან მიჭირს.


ასე მგონია, რომ სუნთქვას გადამიკეტავს ნეიტრალური ზონა და მერე მშობლიურ


მიწაზე ფეხის დადგმა.


13 წლის ვიყავი პირველად რომ საჩხუბრად მივდიოდი. არაფერს ვიმჩნევდი, თუმცა


მაინც საგრძნობლად მიკანკალებდა მუხლები:)


ზუსტად იგივეს ვგრძნობ ახლაც. მაგრამ ვერ ვხდები ასე რა მაფორიაქებს.


ნინა!


ნინა!


ნინა!


სად გნახო, როგორ გნახო!


რომ არ გნახო, გავგიჟდები!


-ჩამოფრინდი, დედა ?- ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამომაფხიზლა


-ხო, ლიკა, კარგად ვიმგზავრე. სახლში ხარ?


-რაც დაგაბარე, ის სუნამო ჩამომიტანე? – ვერ ისვენებს ის


-დედა, ამომასუნთქე, რა! – აღმომხდა მე – ხვალამდე მაინც ვერ ვიქნები თბილისში, რა


დროს სუნამოა!


-სტარბაქსის ყავაც წამომიყოლე – გაიცინა მან


-კარგი, დედა! – გამეღიმა მეც – არაფერი არ გამოგცვლის არასდროს!


-რა, თქვი დედი? – ვერ გაიგო ლიკამ


-არაფერი, ლიკა, გკოოცნი! – დავუმარცვლე მე და ტელეფონი გავთიშე. საათს დავხედე,


1 სრულდებოდა. იქნებ დავიძინო? – საკუთარ თავს ვკითხე მე. არადა არ მეძინება.
სიგარეტის მოწევა მომინდა. და ცოტა დალევაც, ან ბევრი დალევაც. ცოტას – ბევრი
სჯობს! :) პერანგი შემოვიცვი, საფულე ავიღე და სასტუმროს ოთახის კარი
გამოვიხურე.


“აღმაშენებელის აღმა – შენება”



ანი რომ მოვიდა მეძინა. ძლივს გამოვფხილზდი ავდექი და თვალდახუჭული გავედი
კარის გასაღებად.


-ნორმალური ხარ?- გაეცინა მას ჩემს დანახვაზე


-არა- გამეღიმა მე


-4 საათია! – მაჯის საათი ცხვირთან მომიშვირა მან


-არ მაინტერესებს – მხრები ავიჩეჩე მე – მეძინება!


-რა გენაღვლება… შენი ამინდია, წვიმს – გამიღიმა მან


-გადასარევი – თვალები გამიბრწყინდა მე


-წამო სადმე, ყავა დავლიოთ – გამიღიმა მან


-აუ, მეზარება! – ისევ ლოგინში შევწექი მე და საბანი თავზე დავიმხე მე


-წამოდი, რა! – საყვედურით მითხრა ანიმ


-ანი, არ მინდა!


-რა გჭირს? – გაოცდა ის


-დღეს წოლის დღე მაქვს – ვთქვი საბნიდან


-ნუ, ბოდავ! – აივნისკენ წავიდა ის


-აქ რა ამბავი ხდება, ხედავ?!


– ვხედავ-ვთქვი საბნიდან


-და რას აშენებებ? – კიდევ მეტად გაოცდა ანკა


– მეტრო შემოჰყავთ პირდაპირ ჩემი სახლის ეზოში-გადავიხარხარე საბანს მიღმა.


– რა იდიოტი ხარ, -გაეცინა ანის. გამოდი კარვიდან, სახლში მაინც დამალევინე ყავა,
ადამიანო- მთხოვა მან


– კარგი, ხო, ჯანდაბას,ავდგები-ფარხმალი დავყარე მე. არადა გულწრფელად


მესიკვდილებოდა ფეზხე ადგომა, გონზე მოსვლა და ზოგადად არსებობა.


– და ვინაა, რაღა აღმაშენებლის ქუჩას უკეთებს რესტავრაციას, ატენზეც გამოიარონ,


რა!- შემიკვეთა მან


– გადავურეკავ თბილისის მერიას და შენზეც ვთხოვ- გამეცინა ისევ.



– და ვინ აკეთებს საერთოდ, რა კომპანიაა? – ჩამაცივდა ის


– არ ვიცი, ვიღაც უცხოელი ბიზნესმენია გვარად დავიდოვი. გაგიჟდა ამ უბანზე და


ჩადო ამ მშენებლობაში ინვესტიცია, რა იყო, გშურს?- სერიოზულად აღვშფოთდი მე


– ვაკეშიც მოვიდეს- შემიკვეთა მან- თუ გაიცანი ეს ხალხი, ვაკეშიც გამოუშვი.


– ღმერთო, შენ ვინ ხარ? ვის ოჯახშიც შენ შეხვალ!


– არსად აღარ ვაპირებ შესვლას, საკმარისია რაც მე ოჯახებში ვიარე- სიცილით ყავა
მოსვა მან და სიგარეტს მოუკიდა -ასე, პიჟამით უნდა იარო?


– რა არ მოგწონს, ვერ ვხვდები? მესმის მოუწესრიგებელმა ვიარო, თმამოუვლელმა,


ფრჩხილებგაუკეთებელმა და მაშინ მომცე შენიშვნა. ამას ვერ ხედავ?- წინადღით
საგულდაგულოდ დავარცხნილი კიკინა ცხვირზე შემოვიხვიე მე- ხოდა, აი რა
მნიშვნელობა აქვს სახლში ცხენით ვივლი, თუ პიჟამით?


– შენ ყველაფერი გიხდება- საჰაერო კოცნა გამომიგზავნა მან და ღრმა ნაფაზი


დაარტყა.


– გინდა შენც პიჟამოს ჩაგაცმევ, მომიწექი გვერდზე და ფილმებს ჩავუჯდეთ?!


– გავიხსენოთ ახალგაზრდობა- გაეცინა ანის


– ჩვენ ახლაც ახალგაზრდები ვართ ანი, ცხოვრება მხოლოდ 30 წლის მერე იწყება
თურმე


– ღმერთო, რა გიჟი გოგო ხარ- გამიღიმა მან და სიგარეტი მხიარულად ჩააქრო


საფერფლეში.

“დეჟავუ”

ტაქსი სასტუმროსთან რომ გავაჩერე, 10 საათი ხდებოდა. ცოტა შეცვლილი დამხვდა
იქაურობა, თუმცა ძველი ხიბლი 6 წლის მერეც შენარუნჩუნებული ჰქონდა.


მომუშავე პერსონალიდან ვცდილობდი ნაცნობ სახეს წავწყდომოდი სადმე. მესამე


სართულზე მომცეს ნომერი. ოთახში შესვლისთანავე მეგონა, ყველა მომენტი
მიმეორდებოდა. აბაზანის კარი შევაღე და შავ-თეთრის კომბინაცია რომ დავინახე,
გამაჟრიალა. ჩემოდნები კარადასთან დავალაგე და აივნისკენ წავედი. კარი გამოვაღე
და თვალდახუჭული გავედი. მინდოდა წარმოსახული სურათი რეალობას
დამთხვეოდა. ასე 2 წუთი ვიდექი, მერე ნელ-ნელა ჯერ თვალის კუთხე გავაღე, ბოლოს
კი ფართოდ გავახილე თვალები. სუნთქვა შემეკვრა! ჩემს წინ იმაზე ბევრად პომპეზური
ბოსფორის ხიდი დამხვდა, ვიდრე მეხსიერებაში მქონდა ჩარჩენილი. კიდევ უფრო
მეტად განათებული. სივრცეც მეტად მასშტაბური. ერთი წამით სევდა ჩამიდგა
თვალში, მაგრამ უცბად მოვედი გონს, ღრმად ამოვისუნთქე და ოთახში შემოვბრუნდი.
თან მეძინებოდა, თან მშიოდა. ამიტომ ცხელი შხაპის მიღების მერე, მაინც ჭამა
ვამჯობინე ძილს:) ჯინსის შარვალზე კედები ამოვიცვი, ტელეფონი ავიღე და ბარისკენ
გავემართე.

“ვიკო ცივაძე”

ვზივარ და ვუყურებ ჰორიზონტს. მეძინება და ოთახში ასვლა მეზარება. ასეთი
სიგრილე არც მახსოვს სტამბულში არასდროს. ბოლოს აქ რომ ვიყავი, ისეთი ხმაურიანი
იყო ეს ადგილი, ისეთი ხალხმრავალი. დღეს ძალიან მშვიდი და თავდაჭრილი
დამხვდა აქაურობა. ალბათ მასაც წლები ჩემსავით მოემატა.


რაღაც ნოსტალგიური გრძნობა მაქვს. თვალწინ მიდგება კოლაჟივით კადრები


წარსულიდან. ადგილები, სიტუაციები, არომატები…


სიგარეტს მოვუკიდე და ის იყო ბარმენს ორმაგი ვისკი შევუკვეთე ყინულით, რომ


რესტორანში ძალიან ლამაზი გოგონა შემოვიდა. თხელი სხეულით და მბზინვარე
თმით, პირველივე მაგიდას მიუჯდა, ოფიციანტს დაუძახა და ძალიან დახვეწილი
ინგლისურით რაღაც იკითხა მენიუდან. თურქმა ბიჭმა, რომელიც აუცილებლად
გამოსაცდელი ვადით იქნებოდა აყვანილი მიმტანის პოზიციაზე, თვალშისაცემი
თავაზიანობით გაუბა გოგონას საუბარი. შორს იყვნენ, მაგრამ მოსვლისთანავე გოგონას
სილუეტს ჩემდაუნებურად, მაინც დავაკვირდი. მომეწონა! რა სამწუხაროა შორს რომ
ზის- გავიფიქრე ჩემთვის. ადგომა და ზედმეტი რევერანსი ძალიან მეზარებოდა. ახლოს
რომ მჯდარიყო, აუცილებლად გავუბამდი საუბარს. უცბად გოგონამ გაიცინა, გაიცინა
ზუსტად ისე, როგორც… და ზუსტად წამის მეათასედში მე გული გამიჩერდა. გიჟივით
წამოვხტი სკამიდან და მთელი ძალით დავიყვირე:


-ნინააააააააა!!


გოგონამ ოფიციანტთან საუბარი შეწყვიტა და მზერა ჩემსკენ შეაჩერა. გავფითრდი.


მოულოდნელობისგან სუნთქვა შემეკვრა და მისკენ წავედი. არასდროს დამავიწყდება
ის გაოგნებული სახე, რომელსაც რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი, სულ
უფრო მაშინებდა, იმდენად ჰგავდა რეალურს.


-ღმერთო, ლევან! – ძალიან დაბნეულად წამოიძახა ნინამ და წამოდგა.


-ნინა! – ხელი მოვკიდე მას და მთელი ძალით ჩავიხუტე.


მე არ ვიცი ამაზე მძაფრი გრძნობა თუ მქონია ოდესმე. ამაზე მძაფრი განცდა.. ამაზე
წრფელი და ამაზე მოულოდნელად, ოდესმე, რაიმე თუ მიგრძვნია!


ღმერთო! რამდენი წელი გავიდა და ის ისევ ისეთივეა, როგორიც ბოლოს დავტოვე.


ნაცნობმა არომატმა ტვინის უჯრედები ჩამიკეტა. ისევ ლოტუსის ყვავილი, ისევ ჩემი
ლამაზი ბრჭყვიალა თმა, ის ვისაც ვნატრობდი! ვინც ასეთი მიუწვდომელი მეგონა, ისევ
ჩემს წინ იდგა და ისევ ისეთივე ლამაზი იყო, კიდევ მეტადაც ლამაზი,
ვიდრე მახსოვდა.


-როგორ ხარ? – გამიღიმა მან – აქ საიდან?



-თბილისში ვბრუნდები.. შენ ? – ვთქვი ჯერ კიდევ გონზემოუსვლელად


-ამერიკაში მივფრინავდი… ამინდის გამო გადაიდო ფრენა, სადღაც ხომ უნდა


დავრჩენილიყავი, და ბარემ – თვალებით მიცინოდა ის


-ღმერთო, დაუჯერებელია! – სიხარულის ისტერიკა დამემართა მე


-ხო! – გაიცინა ნინამ


-სხვა, ახალი?


-არამიშავს ლევან – გულწრფელობის მიუხედავად, მაინც მოკრძალებული მეჩვენა ის


-რამდენი წელია გეძებ – ვთქვი დაუფიქრებლად


-ნუ იგონებ რაღაცას – ისევ მოკრძალებულად გაიღიმა მან – მოდი, დაჯექი!


უსიტყვოდ დავემორჩილე. ტკივილით მივხვდი, რომ ანთებული სიგარეტი ხელზე


მეწვებოდა და საფერფლეში მომენტალურად ჩავაქვრე. მზემოკიდებული იყო, კიდევ
მეტად გამხდარი და უბრალოდ ულამაზესი. ღრმად დეკოლტირებული პერანგიდან
მკერდთან არსებული ძვლების დათვლაც კი შევძელი.


-რა ლამაზი ხარ! – იმავე ინერციით გავაგრძელე საუბარი.


-ლევან! – გაიღიმა მან და თმა მხრებს უკან გადაიყარა – ძალიან კარგად გამოიყურები
შენც!


-გონზე არ ვარ, ისე მიხარია შენი ნახვა! რომ შემოხვედი კი შემოგხედე, მაგრამ შორს
იყავი და უცბად ვერ აღვიქვი, ღმერთო, რას წარმოვიდგენდი!


-მეთქი ვინ მეძახის, რომელმა ქართველიმა აღმომაჩინა აქ-თქო ვიფიქრე – გაოცებას ვერ
მალავდა ისიც


-აუ!!!! რა მაგარია! – დავიყვირი ემოციისგან მე


-ხახახა, შენ არ იცვლები, ლევან – გაიცინა ისევ


-რამდენი გეძებე! – უცბად დავსერიოზულდი მე და მზერა მისი თითებისკენ


გადავიტანე. თხელი, გაშავებული მაჯები ლიმნისფერი პერანგიდან ანათებდნენ.
უცბად, მარჯვენა ხელის უსახელო თითზე 20 გრამიანი ოქროს რგოლი შევნიშნე და
გავშეშდი. თითქოს ცოტა თვალებშიც დამიბნელდა ემოციისგან…


-შენ გათხოვილხარ, გავიგე – დავიწყე მძიმედ


-ხო – თქვა მან ფრთხილად და ხელები მაგიდისქვეშ მოათავსა


-დიდი ხანია? – კბილებში გამომცრა მე



-მეორე წელია – კიდევ მეტი სიფრთხილით გააგრძელა მან


სიმწრით ნიკაპის ქვეშ ამოდებულ მუშტზე ვიკბინე და რომ არ შემემჩნია, კიდევ ორმაგი
ვისკი შევუკვეთე ბარმენს


-შენ რას მიირთმევ?- ვკითხე მოჩვენებითი სიმშვიდით


-მე ჩაი მინდა- გამიღიმა მან


-არ გშია?- ვკითხე გამომცდელად


-ნტ – იყო ძალიან ნაცნობი და მონატრებული პასუხი. გამეცინა.


-რა გაცინებს? – მეკითხება ნინა


-ჩვენი ერთად ყოფნის დრო მახსენდება – ვთქვი მშვიდად. ნინა შეიშმუშნა და


ორაზროვნად გაიღიმა, თუმცა საგრძნობლად შეუკრთდა თვალის კუთხე.


-რას შვები, საით ხარ? – სიტყვა ბანზე ამიგდო მან


-სხვადასხვა საქმეში ვარ – ასევე ორაზროვნად გავაგრძელე მე – ხან იმას ვაკეთებ, ხან
ამას


-აა – აღარ ჩამეძია ის


-შენ? – ვთქვი მე და სიგარეტს მოვუკიდე


-მე კონტრაქტით მიმიწვიეს ამერიკაში ,

ფილმს იღებენ, ერთ-ერთ ეპიზოდურ როლზე დამამტკიცეს!


-ვახ, რა მაგარია! – ვთქვი მე – საინტერესო ფილმია?


-ძალიან! – გამიღიმა ნინამ


-რა ჟანრია? – ისევ გამეცინა მე


-რომანტიკა- მითხრა ნინამ გამომწვევად. ფერი შემეცვალა, მაგრამ არ შევიმჩნიე


-დაიძაბააა! – გადაიკისკისა ნინამ


-სულაც არა! – ვიუარე მე


-რა არა, მიტკლისფერი დაგედო, ვიკო! – მხარზე მსუბუქად წამკრა ხელი მან


-მიტკლისფერი არა, ის – ბოლომდე არ გავტყდი მე


-შენ როგორ ხარ? როგორაა ნატა?



-წარმოდგენა არ მაქვს – სახე შემეცვალა მე


-მდა – ისევ ირონიულად გაეღიმა მას


-არადა, კარგი მეგობრები იყავით, მახსოვს – წამისისინა მან


-ნუ იგონებ ზღაპრებს – შევეცადე არ ავყოლოდი მის გამოწვევას


-არაფერსაც არ ვიგონებ! – ისევ გამიღიმა მან


-რაღაც რომ გთხოვო, შეიძლება? – ვკითხე მოულოდნელად


-გისმენ – დაინტერესდა ის


-ეს ბეჭედი რომ მოიხსნა, ცოტახანი, შეგიძლია?! – 20 გრამიან რგოლზე მივუთითე მე


-რატომ ?- ვერ გაიგო მან


-უბრალოდ მინდა, რომ არ გეკეთოს!


-და ეგ რამეს შეცვლის ? – მოკრძალებულად გაეღიმა მას


-ძალიან გთხოვ, ამდენი წელია არ მინახიხარ, თუ ძალიან დისკომფორტს არ შეგიქმნის,


ცოტახანი მოიხსენი.


გამაცია მაგრამ არ შევიმჩნიე. ანდა რა უნდა გამეკეთებინა, თავი გამეგიჟებინა -არა ვერ
მოვიხსნითქო?! უსიტყვოდ მოვიხსენი ბეჭედი და ყელზე დაკიდებულ ჯვარს შევაბი.
შევეცადე, მაქსიმალურად დამემალა მუხლები, რომელიც ისე მიკანკალებდა,
შემეშინდა, მაგიდაზე მდგარ ვიკოს ვისკის ჭიქაზე არ გადასულიყო ვიბრაცია. ღრმად
ამოვისუნთქე და გავიღიმე


-მადლობა! – ჩემი საქციელით კმაყოფილმა მითხრა მან


-შენები როგორ არიან? – აღარ ვიცი რაზე ველაპარაკო ბიჭს, რომელიც ამქვეყნად
ყველაზე მეტად მიყვარდა.


-ლიკა თბილისშია, მელოდება. მამაჩემი გერმანიაშია, რატისთან.


-როგორაა რატი? – მაზოლზე ფეხი დავაჭირე მას


-კარგად! – მითხრა ზუსტად ისეთივე ემოციით, როგორითაც კითხვა დავსვი.


-ცოლი არ მოუყვანია? – დავინტერესდი მე


-არა, ეგეც შენ გელოდებოდა – წამისისინა მან


-იდიოტი ხარ! – გამეცინა ინსტინქტურად



-აბა, რა პასუხს ელოდი? – გაეცინა მასაც


-სულ არ შეცვლილხარ – ვთქვი პატარა პაუზის მერე.


მზემოკიდებული იყო და ცოტათი სევდიანი. თვალები კიდევ უფრო დაწვრილებოდა,


ეს ემართებოდა ყოველთვის, როცა სასმელს სვამდა. გამეღიმა.


-მოდი დავლიოთ?! – შემომთავაზა მან – ასი წელია არ მინახიხარ :)


-მოდი- დავთანხმდი მე.


-იმ დღეს ვიხსენებდი… საერთოდ შენზე იმდენს ვფიქრობდი, იმდენს, არც კი


წარმოგიდგენია.. და იმ დღეს ვიხსენებდი იმ ისტორიას, შენ რომ წაყევი ორ
გამოჩერჩეტებულ დაქალს გორში და მთელი გზა რომ გირეკე.


-ხახახა- მთელი გულით გამეცინა მე – ეგ იყო ყველზე კოშმარი გასეირნება, რაც კი


ოდესმე მქონია


– და იცი, რა მითხარი?! თუ მანქანა არ იყო მწყობრში, რამ წაგიყვანათ ამ სიშორეზე?


-ვიცოდი, როო? უკანა გზაზე დამსვეს.. ყველა ნასვამი იყო, რა მექნა?- თვალის
დახამხამებაში დავლიე ვისკი და ჭიქა მაგიდაზე ჩამოვდე.


-დღემდე მახსოვს რა დამემართა, რომ მითხარი, სიჩქარე მეორედან მესამეში არ


ვარდება და მუხრუჭით მიჭირს გაჩერებაო.


-ხახახა, ვაიმეე, მაგაზე კოშმარი მანქანა არ მინახავს მე. გარდა იმისა, რომ მეორედან
ჩაქუჩით ეგრევე მეოთხეში ვაგდებდი, მუხრუჭი ფაქტიურად არ მუშაობდა და მანქანას
ეგრედწოდებული „რაზვალი“ კი არ ჰქონდა, მანქანა მარჯვნივ დადიოდა!


-ხახახა – სიცილისგან გაწითლდა ვიკო


-გეფიცები – მხიარულად გავაგრძელე მე – მარჯვნივ კი არ „მიქონდა“ საჭე, მხოლოდ


მარჯვნივ მიდიოდა! ამ ყველაფერს ემატება ის რომ მარცხენა ფარი ეკონომიურად
ციმციმებდა და არ მქონდა მართვის მოწმობა.


-რამდენი წლის იყო მანქანა? – ძლივს ამოისუნთქა მან


-24-ის, ზუსტად ჩემხელა! – გადავიხარხარე მე


-საღოლ ძმაო, გორგასლის ორდენით დაგაჯილდოვებდი, ჩემი ნება რომ იყოს ამ


ხალხის მშვიდობით ჩამოყვანისთვის.


-აბა, არ მაფასებდნენ სათანადოდ – მეორე ჭიქა გადავკარი მე


-ცუდები! – გამიღიმა მან



-არც შენ მაფასებდი, სხვათაშორის! – მივხვდი ალკოჰოლი კუჭიდან როგორ
მიიპატებოდა ტვინისკენ.


-მე ნუ გადმომწვდი, ახლა- სიცილი აუტყდა მას


-ეჰ, ვიკო! რა დრო გავიდა, ახლა მეცინება რომ ვიხსენებ.– სულ მინდოდა ერთხელ
შენი დაქალების წრეში რომ იქნებოდი,იქ მოვსულიყავი შენთან “დუბლიონკით”–
ვაიმე, რატომ? – კინაღამ სკამიდან ჩამოვვარდი მე– უბრალოდ, რეაქცია
მაინტერესებდა!– როგორ მართობდი, რა დრო იყო.- როგორ მომენატრე! შენთან
ლაპარაკი მომენატრა, შენი იუმორი, სიცილი… ამბობენ, ის უნდა მოიყვანო ცოლად,
ვისთანაც ყველაზე კარგად აწყობ საუბარსო. ეგეც ვერ შევასრულე…


ვიჯექი სავარაუდოდ, ფერმკრთალი, გულისცემას ყურთან ვგრძნობდი და ვერ


ვაზროვნებდი. მილიარდი კითხვის დასმა მინდოდა მაგრამ მშვიდი სახით ვუყურებდი
ჰორიზონტს.


-ბედნიერი ხარ? – უცბად მკითხა მან. მოულოდნელობისგან კვამლი გადამცდა.


-კი –

მხრები ავიჩეჩე მე


-მართლა მაინტერესებს, ხარ ბედნიერი? – ხმა დაუსერიოზულდა მას


-კი, ლევან! კარგად ვარ – თავდაჯერებული პასუხის მიუხედავად საგრძნობლად


მომემატა მუხლების კანკალი.


-კარგია, მიხარია! – თქვა მან


-შენსკენ რა ხდება, ბობოქარი წარსულის პატრონს, ახლა არავინ გიყვარს? – მეგობრული


ტონი შემეპარა ხმაში


-მიყვარს! – იყო კონკრეტული პასუხი


-ხოო? – ათასი გავლილი წლის მიუხედავად, მაინც ამეწია მარცხენა წარბი


-კი! – გამიღიმა მან – და სხვათაშორის, შენ გადასარევად იცნობ – მითხრა ორაზროვნად


მან


-ვინაა? – გამოვშტერდი მე


-შენ ხარ, ნინა!


ამის ატანა უკვე შეუძლებელი იყო. მუხლებზე ხელსახოცი მივიფარე და უაზროდ


გამეღიმა.


-ეჭვი გეპარებოდა?

ვიგრძენი შეტევაზე გადმოდიოდა და სიგარეტს მოწევა გავაგრძელე.


-ნუ იგონებ რაღაცას – დავიწყე სიცილით თავის გამოშტერება მე


-რა, არ მიყვარდი, თუ რატომ არ გჯერა?! – გაიოცა მან


-კაი, ლევან, რაა! – რედისონი გამახსენდა და რაღაც ბურთისმაგვარი გამეჩხირა ყელში –


შენ მაშინ თვითონ არ იცოდი, რა გინდოდა.


-მე ყოველთვის შენ მიყვარდი, ნინა, და ეს შენ გადასარევად იცოდი, არ გინდა ახლა
იმის მტკიცება, რომ ასე არ იყო.


-ნუ, არ გესმის ქართული და რა გავაკეთო?! – გამეღიმა მე და ღრმა ნაფაზი დავარტყი.


-იტალიურად მკითხე, იქნებ გამაგებინო – ისეთი ტონით მითხრა, ცოტა დავიბენი


-მართლა, რომ გკითხო?! – გამოვიწვიე მე


-მიდი, მკითხე! – კიდევ მეტად თავდაჯერებულმა მითხრა მან


-რომ არ მიპასუხო იტალიურად, არ შეგრცხვება? – ვუთხარი იტალიურად


– Ma se ti risposto, non ti resti stupido (და რომ გიპასუხო, შენ არ გამოშტერდები)? – იყო,
ძალიან სუფთა, მილანური აქცენტით პასუხი.


მეგონა, რომ ჰალუცინაცია დამემართა. ეს ნამდვილად ვიკო ლაპარაკობდა, და


ნამდვილად იტალიურად.


-Sei sorpreso si? (გაოცდი, არა)? – გააგრძელა მან


-Dove hai imparato (სად ისწავლე)? – ძლივს ამოვთქვი მე


-რა მნიშვნელობა აქვს, მაგას… ხომ ვისწავლე? – ქართული თავდაჯერებულობით


გააგრძელა მან


-როდის? – ყურებს არ ვუჯერებდი მე


-ორი წელია უკვე – გაეღიმა მას


-ვიკო! ღმერთო! – აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი მე


-ამდენი როდის მოასწარი?


-დრო მქონდა – ისევ გაეცინა მას


-აბა, მითხარი, როგორაა ღრუბელი?


-Nuvola!

-ჭიქა?


-Bicchiere!


-უშენობა?


– Essere senza di te!


-ღმერთო ჩემო, გავგიჟდები! – ვთქვი და თვალებზე ცრემლი მომადგა


-ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ ყველაფრის გაკეთება
შემიძლია შენი გულისთვის.


-კი მარა, დაჭერილი იყავი 3 წელი, როდისღა ისწავლე?! – გამოვშტერდი მე


-მონდომების ამბავია! – მითხრა ამაყად.


(ბევრი რამის თქმა შემეძლო „მონდომებასთან“ დაკავშრებით, მაგრამ კიდევ ერთხელ


შევიკავე თავი)


უცბად ვიგრძენი, რომ თავბრუ დამეხვა და ყურები დამიგუბდა.


-პირველად ვარ შემოდგომით სტამბულში – დაიწყო ისევ მან


-მეც- ავტომატურად ვეთანხმები მე


-ასეთი სიგრილე თუ იქნებოდა, არც მეგონა, გინდა რამე მოგახურო, ხომ არ გცივა?!


-არა – თავი მშვიდად გადავაქნიე მე


-ყოველთვის გული მწყდებოდა ზაფხულის სეზონს შემოდგომა რომ ცვლიდა. მახსოვს


აგარაკზე რა სიხარულით ავდიოდი და ზაფხულის ბოლოს როგორ ვბრაზობდი, ყველა
რომ ტოვებდა იქაურობას. თითოეული ჩემი მეგობრის წასვლას ისე განვიცდიდი, ვერ
გეტყვი.


-არის რაღაც სევდიანი შემოდგომაში – ვთქვი ღიმილით მე


-ხო, ნოსტალგიურია ნამდვილად, სიმწვანეს ოქროსფერი რომ ცვლის… სიცხეს-


სიგრილე.. მხიარულებას- სიჩუმე. სასწაული არ არის ჩვენი აქ შეხვედრა?! – ისევ
მშვიდი ტონით გააგრძელა მან


-ნამდვილად სასწაულია, მგონია რომ „დეჟა ვუ“ მაქვს – თავი დავუქნიე მე


-ეჰ, ნეტა „დეჟა ვუ“ გვქონდეს…როგორ მინდა, რომ დრო უკან დავაბრუნო, იცი? –
ღრმად ამოისუნთქა მან და ბოსფორის ხიდს გახედა


ხმა არ ამომიღია. უბრალოდ მივხვდი, რომ წარსულში „ჩვენი ისტორია“ მე ძალიან


მტკივნეულად გადავიტანე და ეს იარა უკვალოდ არ გამქრალა.


-ხედავ, ჩვენი ხიდი როგორ გაულამაზებიათ? – განათებულ ხიდზე მიმითითა მან


-ეს ადგილი იმდენჯერ დამსიზმრებია – ვთქვი პატარა პაუზის მერე


-მეც – თავი დამიქნია ვიკომ


-კადრებად მაქვს აწყობილი ეგ პერიოდი მეხსიერებაში – გამეღიმა მე


-ხო, კარგი პერიოდი იყო. მაგის მერე ბედნიერი აღარც ვყოფილვარ – თქვა მან


ისევ გავჩუმდი, არ ვიცოდი, რა მეთქვა.


-მეხსიერებაში იმდენჯერ მქონდა შენთან შეხვედრა წარმოდგენილი, იმდენჯერ! –


თვალები დახუჭა მან


-ვიკო, ეგ ყველაფერი ბავშვობა იყო, ძალიან კარგი პერიოდი. ამასობაში გავიზარდეთ –


დავიწყე სიტუაციის განმუხტვა მე


-ნინა, კარგი, რა! – გამიღიმა მან


გამეღიმა.


-არ დავლიოთ „ჩვენი ყავა“?


-არ მინდა! – ვთქვი დაუფიქრებლად.


-რატომ?


-არ მინდა ამდენი რამის გახსენება –

გავიღიმე მე


-ეგ მარტო ჩვენი ისტორიაა, ბოლოჯერ ვსვამ ყავას შენთან ერთად, იქნებ?! ან აქ როდის
მოხვდები კიდევ, ნეტავ, მოხვდები საერთოდ?


-არ ვიცი – მხრები ავიჩეჩე და ცას ავხედე უიმედოდ.


-ხოდა დავლიოთ – მომიჭრა მან და 2 ყავა შეუკვეთა ბარმენს.


გამაცია.


-რაღაცის თქმა გინდა და არ მეუბნები!


ისევ გამეღიმა და ისე, როგორც არასდროს მომინდა ტირილი


-მითხარი – ჩემსკენ გადმოიხარა ვიკო.



ავტომატურად უკან დავიხიე და სახე ავარიდე.


-2 მაისის მერე, ყოველი სპექტაკლის დასრულებისას ვაშლიან კალათს ვეძებდი


თვალებით კულისებში და ყოველი ფარდის ჩამოფარების შემდეგ, გასახდელში
შესვლისას ვნატრობდი, რომ იქ შენ დამხვედროდი. საათებით ვმჯდარვარ ზღვის
ნაპირზე, ანისთან და გამიხსენებია ჩვენი ერთად გატარებული დრო ზღვაზე და ვერ
ვხსნიდი, უბრალოდ ვერ ვხსნიდი, რატომ არ მოხდა ყველაფერი ისე, როგორც უნდა
მომხდარიყო.


-იმიტომ რომ დამაგვიანდა – თვალები აემღვრია ვიკოს – იმიტომ რომ იდიოტი ვარ!


გამეღიმა, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ძალიან შემეკუმშა გული.


-იმიტომ, რომ კაცს, ერთი შანსი რომ მოგეცემა, იმდენად დიდგულდები, რომ სულ
გგონია, ბევრი დრო გაქვს. ამასაც მოასწრებ და იმასაც. თუ დღეს არ გელაპარაკება, ხვალ
ნახავ და დაგელაპარაკება, თუ ხვალაც არ გნახავს, ზეგ აუცილებლად შეხვდები, ან 2
კვირის მერე… იმაზე არ ფიქრდები, რომ შეიძლება „ხვალ“ აღარ იყოს! საერთოდ აღარ
იყოს! აი, ჩემსავით…


-კარგი, ლევან – ისევ გამეღიმა მე – ასე მოხდა, ანუ ასე უნდა მომხდარიყო.


-არა, ნინა შეცდომის გამო წავაგე..


-ყველაფერი წინ გაქვს, ჯერ 35 წლის ხარ, ცხოვრება ახლა იწყება! – მის გამხნევებას
შევეცადე მე


-ნუ მამშვიდებ, ისე გამოგდის : ბიჭი რომ გოგოს შორდება და ძალიან რომ აქებს- შენ
ძალიან მაგარი ხარ, საუკეთესოს იმსახურებ, კარგად იქნები. თუ ასეთი კარგია,
რაღატომ ტოვებ, ადამიანო?!


რამდენი წლის ვარ, ეგ გახსოვს? – სითბო ჩაეღვარა თვალებში მას


გამეღიმა


-მე შენი დაბადების დღეც გადასარევად მახსოვს, უბრალოდ..


-არ მილოცავ..


-ხო – ისევ სევდა შემეპარა ხმაში- ყოველ ჯერზე მახსენდება, მაგრამ არ გილოცავ..


-ერთი შეცდომის გამო რატომ დავისაჯე ასე მწარედ, მეტყვი?- დაუფარავი


გულისტივილით მკითხა მან – ერთხელ დამლაპარაკებოდი! რამდენჯერ ვცადე ახსნა! –
თითქმის მიყვირა მან


-არ მინდოდა შენი ახსნა, გადარეული ვიყავი! – თავი დავიცავი მე – რა უცნაურია,


მთელი ცხოვრება თავს ვუმტკიცებ, რომ არ უნდა მიყვარდეს გმირის გამო- მსახიობი.
მსახიობი არის მსახიობი, რომელიც ქმნის გმირის სახეს. ის გმირი ვერასდროს გახდება,
ვერასდროს! შენც მსახიობი აღმოჩნდი, მე კი გმირი მიყვარდა.


-ნუ იგობენ რაღაცას – გაეცინა მას


-არაფერსაც არ ვიგონებ.


-აბა რა გმირისა და მსახიობის დუელი მოაწყვე?


-მომეშვი რა, ისეთი გადარეული ვიყავი, ხუმრობისთვის ნამდვილად არ მეცალა.


-რამ გადაგრია, გოგო, ნაშამ ?!


-ლევან, თავი დამანებე! – ინსტინქტურად გამეცინა მე.


-ვერ დაგანებებ, როგორ დაგანებო, მითხარი და ვიზამ! – ისევ თვალები აემღვრა მას –
წარმოიდგინე მარტო ერთ რამეზე ვოცნებოდი, გარეთ რომ გამოვიდოდი, შენ
გათხოვილი არ დამხვედროდი.


-ნუ რას იზამ – მხრები ავიჩეჩე მე – მილიარდი გოგოა, მონახავ შენ ისეთი ხარ, ვინმეს.


ოფიციანტის მოტანილი ყავა ფრთხილად მოვსვი და მივხვდი, რომ კიდევ მეტად


მომერია ცრემლი. არომატი! გემო! ცოტაც და ემოციისგან გული წამივიდოდა!


-არავინ არ მინდა! – იყო კატეგორიული პასუხი.


-მაშინ იყავი და ილოთე კიდევ 100 წელი – წავისისინე მე – ნაკლები გესვა და


დატეულიყავი ერთ ადგილზე, შენთან ვიქნებოდი


-ნერვებს ნუ მიშლი – სიმწრით გაეცინა ლევანს და ყავა უხალისოდ მოსვა – ერთი შანსი
ხომ ყველას აქვს?


-გააჩნია მაგ შანსს როდის იყენებ, ლევან! – ვთქვი სიცილით


-რა მნიშვნელობა აქვს როდის ვიყენებ, ხომ მაქვს ერთი შანსი?


-თავის დროზე რომ ყოფილიყო, კი, გექნებოდა.


-დრო არ არსებობს ნინა, ის ადამიანებმა გამოიგონეს მარტივად რომ ეცხოვრათ. ერთი


დროა, უბრალოდ დავარქვით „გუშინ“ „დღეს“, „ხვალ“.


-რაღაც სასწაულებს ნუ მიყვები – ისევ გამეცინა მე


-ეგრეა, როცა გიყვარს, გიყვარს და გიყვარს, თუ აღარ გიყვარს, გამოდის არც


გყვარებია!


– არაა ეგრე, ლევან


-ეგრეა, ეგრე – მშვიდად დასძინა მან



-სახეზე რა გჭირს? – სიტყვა ბანზე ამიგდო ნინამ


-ამას გულისხმობ? – ყბაზე ხელი მოვისვი მე


-ხო, ეს ნაკერებია? – გაიოცა მან


-ხო ავარიაში მოვყევი – ვაჩე ჩანქსელიანი გამახსენდა მე და სიმწრისგან კრიჭა


შემეკვრა


-როდის ასწრებ ამდენ რამეს?! – გაეღიმა მას – კარგია, რომ გადარჩი!


-ეს თუ გადარჩენაა, კი!

– წამომცდა ინსტინქტურად


-ნუ, ცოცხალი რომ ხარ, არ გაკმაყოფილებს? – ისევ გაეღიმა ნინას და სიგარეტს


მოუკიდა.


-გახსოვს, შარდენზე რომ ვიყავით და შუაღამისას ხილიანი თეფშით რომ


დავდიოდით?


-ჰაჰაჰა, ხშირად მახსენდება ეგ დღე – თქვა ნინამ – მაგრამ ლიკა ნემსაძის ქორწილი
კიდევ უფრო ხშირად მახსენდება.


-ვაიმე! – გადავიხარხარე მე – ღმერთო, რა მთვრალი ვიყავი!


-არა, კაცო, სად იყავი მთვრალი?! – იუარა მან


-უმთვრალესი ვიყავი – თავი დავუქნიე ნინას


-მაგ დღის მერე იყო, კინაღამ სახლიდან რომ გამომაგდეს – ისევ სიცილი აუტყდა ნინას
– ან რას მერჩოდი, 2 დღით ადრე გაფრთხილებდი, კარგად მოიქეცი, ნერვები არ
მომიშალოთქო.


-შენ გგონია, სპეციალურად დავლიე? უნამუსო ვიყო, მართლა შემთხვევით მოხდა


ყველაფერი – თავი გავიმართლე მე


-სცენაზეც შემთხვევით ახვედი და სიმღერაც შემთხვევით მომიძღვენი? – არ მომეშვა


ნინა


-აუ, ხო, რეები ვაკეთე – ლიკას ქორწილი გამახსენდა და ცოტა შემრცხვა კიდეც


-ძალიან მაგარი ქორწილი იყო – ისევ გაეღიმა ნინას


-„ჩვენი“ ყველა დღე ძალიან მაგრად მახსენდება – ვთქვი მე და ნინას თვალი-თვალში


გავუყარე.

-სულ ერთი წელი ვიყავით ჯამში და კიდევ ერთი თვე ერთად, არადა წიგნის დაწერა
შეიძლება იმდენი ისტორია შეგვემთხვა.


-წელიწადი და ერთი თვე არა, ნინა, 13 თვე!


-ხო, ნუ 13 თვე – დამთანხმდა ის


-თან ცოტა და თან რამდენი დროა, არა?!


-ხო – თავი დამიქნია მან – 13 თვე და ყველაზე ლამაზი, ყველაზე გიჟური ისტორიების
ნაკრები გვაერთიანებს…


-ყველაზე ბედნიერი შენთან ვიყავი- ვთქვი ხმადაბლა – და ზუსტად იმიტომ მინდოდა,


ყველას გაეგო, როგორ მიყვარდი, რომ ძალიან კარგად ვგრძნობდი შენს გვერდით თავს


-ხო, არასდროს ერიდებოდი ხალხს, ჩემგან განსხვავებით – თავი დამიქნია მან


-ხო, იმიტომ რომ მე დასამალი არაფერი მქონია. ყველაზე მეტად მიყვარდი და


მინდოდა ყველას სცოდნოდა.


-მაგარი იყო – სევდა შეეპარა ნინას ხმის ტემბრს – შენს შემდეგ ვისაც კი მოვწონდი,
ყველას შენ გადარებდი და კიდევ მეტად მტკიოდა გული, რომ ასე უაზროდ
დასრულდა ჩვენი ურთიერთობა.


-იმ ღამით მე შენთან მოვდიოდი, დედას ვფიცავარ, ვაკეში გადავუხვიე საქმეზე და მერე
შენთან მოვდიოდი..


-მაგრამ ყველაზე მეტად ის კი არ მწყინს, ასე რომ მოხდა- დაიწყო ნინამ ფრთხილად –
შენ მე რატომ მიღალატე, ეგ ვერ გავიგე. თან იმ გოგოსთან, რომელთანაც ადრე
ურთიერთობა გქონდა, თან საკმაოდ სერიოზული.


-უნამუსო ვიყო, რამე თუ მახსოვდეს, საერთოდ! – თავის მართლება დავიწყე მე –


მართლა უაზროდ გამოვიდა, თორემ, რეალურად, ფაქტი არაა ასეთ ისტერიკაში
ჩასავარდნი


-შენთვის შეიძლება ლევან, მაგრამ მე მაშინ მოვკვდი, თქვენ ერთად რომ დაგინახეთ. იმ
დღეს დავმუნჯდი და იმ დღეს გამიჩერდა გული.


-ნინა, მაპატიე – იყო პასუხი, რომელიც იმდენად გულწრფელი იყო, იმდენად სუფთა,
ვეღარაფერი ვთქვი.


-კაი, ლევან, რატომ მებოდიშები..


-იმიტომ, რომ დამნაშავე ვარ. მე შენ ყველაზე მეტად მიყვარდი და ზუსტად ასე რომ
მიყვარდი და რომ დამათმობინეს შენი თავი, მაგიტომ მაპატიე. უტვინობა მაპატიე და
დაუფიქრებლობა. ის მაპატიე, რომ დღეს შენ გათხოვილი ხარ. მაგის პატიება როგორ
უნდა შეძლო საერთოდ, არ ვიცი, მაგრამ, მაპატიე…

-ლევან! – ცრემლი შემერია ხმაში


-არ იტირო, გეხვეწები – უტვინოებზე არ ტირიან!


-ლევან! – ისევ დავიწყე მე (აუტანელი იყო მისი გულწრფელობა!)


-ნინა… ისე მომენატრე, შენი სიცილი მომენატრა… შენი არომატი.. ხმა…


ჩუმად ვიყავი, ხმას ვერ ვიღებდი, არ ვიმჩნევდი, მაგრამ მაინც საგრძნობლად


მითრთოდა თითები. მისკენ მივიწიე და ხელი მოვკიდე.


-ყველაფრის დალაგებას რომ ვაპირებდი, ზუსტად მაშინ ამერია ცხოვრება –


უსამართლობაა, არა?


-რაღა დღეს გადაიდო ჩემი რეისი – ვთქვი დანანებით.


-კიდევ კარგი გადაიდო – სახეზე ხელები აიფარა მან.


გავჩუმდი.


ისიც.


-რა დრო გასულა – საათს დავხედე მე – თენდება .


ლევანმა ჰორიზონტს გახედა და სიგარეტს გაუკიდა .


-ძალიან იმოქმედა შენთან შეხვედრამ – ვთქვი პატარა პაუზის მერე.


-ნინა, როგორ მიყვარხარ, იცი?! – ნინა, შემომხედე!


-ლევან! – თავი გააქნია მან


-შემომხედე!


თვალი გავუსწორე და გული მეტკინა.


-ცხოვრებაში პირველად, არაკაცურად რომ მოვიქცე, შეიძლება?


-რას გულისხმობ? – ვერ გავიგე მე


-შენ ხომ ჩემი მეორე ნახევარი იყავი? ხო ეგრე იყო?


-…


-ხოდა მოდი, რა წამოდი ჩემთან ერთად, დამიბრუნოს შენმა ქმარმა რაც მთელი
ცხოვრება ჩემი იყო.


-13 თვე მთელი ცხოვრებაა, ლევან? – გამეღიმა მე



-ჩემთვის მთელი ცხოვრებაა – იყო მოკლე პასუხი – შენთან გატარებული დღეების მეტი

არაფერი არც მახსენდება მთელი ჩემი 35 წლიანი ცხოვრებიდან!


-ლევან – გამეღიმა მე – რას ამბობ?!


-არ გაფრინდე ამერიკაში და ჩემთან წავიდეთ. შენ ხომ ძალიან გიყვარს იტალია? 2
წელია იქ ვცხოვრობ. ძილშიც ხელჩაკიდებული მეყოლები, არსად არ გაგახედებ
უჩემოდ, გესმის? წამოდი, რა?! – თვალებში ჩამხედა მან – თუ გინდა მუხლებზე
დავდგები.


-ლევან! – დავიყვირე მე და სკამიდან წამომხტარს ისევ სკამისკენ მივუთითე. ცოტახანი


გაშეშებული იდგა.მერე ნელა დაჯდა თავის ადგილზე.


მე ყურები დამიგუბდა და არაფერი მესმოდა. ან რა უნდა გამეგო, ოფიციალური


საგიჟეთი მქონდა ტვინში, ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რა ხდებოდა, ჩემს თავს თუ
ხდებოდა, თან ამ სიმძაფრით!


-წამოხვალ? – ვიკოს დაჟინებულმა კითხვამ გონზე მომიყვანა


-ლევან, ქმარი მყავს, რომელიც მიყვარს!


-ხოდა, დატოვე!


– სისულელეა ეს ყველაფერი – ცრემლნარევმა ღიმილმა გადამირბინა სახეზე


-ნინა, წამოდი, გემუდარები – სახე აელეწა მას


-ლევან შეუძლებელია! – თქვი მე და ცოტა რომ დავმშვიდებულიყავი ოფიციატს წყალი


შევუკვეთე


-დაივიწყე ეგ სტერეოტიპები, ყველაფერი შეიძლება, თუ მოინდომებ!


-ლევან – ჩემი მკლავებიდან თავის გათავისუფლებას შეეცადა ის – არსად აღარ გაგიშვებ


– ვუთხარი მშვიდად და კიდევ უფრო ჩავეხუტე


ლევან, არ მაწყენინო, გამიშვი ხელი – თითქმის მიბრძანა მან. ავტომატურად


ჩამოვეხსენი და ცოტა გონზე მოსასვლელად ამერიკანო შევუკვეთე. მერე გავჩუმდი.


არ ვიცოდი რა მეთქვა. ეს დიალოგი 6 წლის შემდეგაც ძალიან მძიმე იყო ჩემთვის.


ვიჯექით ერთად, ამდროს ცალ-ცალკე მყოფნი და ვუყურებდით ბოსფორის უკიდეგანო
ხიდს. ხიდი, რომელიც ორივესთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან ასოცირდებოდა.


ორივეს გვქონდა სევდიანი ნოსტალგია, ნოსტალგია მსოფლიოში ყველაზე მხიარული


რომანის.


და მე ყველაზე მეტად ერთი ფაქტი მკლავდა: ვიკოს ისევ ვუყვარდი და იმაზე მეტად
ვუყვარდი, ვიდრე წარმომედგინა.


და მზად იყო ყველაფერი თავიდან დაეწყო, უნდოდა მხოლოდ ერთადერთი რამ, ჩემი
„კი“ სხვა არაფერი. სიტყვა, რომლის თქმასაც ამდენი წელი ველოდი… და სიტყვა,
რომელიც მაშინდელ რეალობაში ჩემი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა…


მე უკვე ჩემი ცხოვრება მქონდა,


მას – თავისი.


– უცნაურია უბრალოდ – დაიწყო მან – 6 წლის მერე რომ ყველაფერი ისევ ერთ წრეზე
დატრიალდა. მე, შენ, თურქეთი, გადადებული რეისი, ჩვენი სასტუმრო, ჩვენი ბარი,
ბოსფორის ხიდი… თითქოს გუშინ იყო – თავი დავუქნიე მე – ფოტო კოლაჟივით მაქვს
მეხსიერებაში და ძალიან რომ მენატრები სულ ნაცნობ ფრაგმენტებს ვიხსენებ, იმ ჩვენი
13 თვიდან…


-მეც ძალიან კარგად მახსოვს ყველა ეპიზოდი. შემიძლია ჩავრთო ეგ ფილმი და


ვუყურო, როგორ დაიწყო, როგორ გაგრძელდა…


-მე არ მაყურებინებ? – ყავის ჭიქა მივუჭახუნე ნინას ცხვირზე


-შენც ხომ ზეპირად იცი? – ჩამეკითხა ის


-ვიცი, მაგრამ შენი დანახული მაინტერესებს :)


-გაყურებინებ! – დამეთანხმა ნინა


-ანდა, თავიდან ზეპირად ვიცი ისედაც, შეგიძლია გადაახვიო და ბოლო… ანუ, ფილმი
როგორ მთავრდება, ეგ მაჩვენო? – ვკითხე გამომცდელად


-იცი, ნამდვილად გაჩვენებდი ფინალს, მაგრამ ერთი პრობლემა აქვს ამ ჩემ


პროექტორს,


-და რა პრობლემაა? – დავინტერესდი მე


-ის ღილაკი, რომელიც წინ ახვევს კადრს, გაფუჭებული აქვს. შენ შეგიძლია მხოლოდ
უკან დაბრუნდე, ან დააპაუზო, წინ არ ახვევს – გაეღიმა ნინას


-ეჰ, ნინა! – დანანებით გადავაქნიე თავი და სიგარეტს მოვუკიდე- არადა ხომ დაგირეკე..
ეგეც ბედი იყო ალბათ.


-როდის დამირეკე? – თვალები აენთო მას


-რომ გავიგე შენი გათხოვების ამბავი, მაშინ! ვიფიქრე, თუ დაველაპარაკე,


გადავაფიქრებინებ, თუ ვერ დაველაპარაკები ესეიგი, არ მეკუთვნის ეგ გოგოთქო.
ამაშუკელმა რომ მნახა, შენი ნომერი მაშინ დამიტოვა…

-მერე? – შუბლი შეჭმუხნა მან


– მერე დავრეკე და გათიშული გქონდა – გამეღიმა მე.


-ალბათ საქართველოში უკვე აღარ ვიყავი – თქვა ნინამ დანანებით.


-მერე მესიჯი გამოგიგზავნე- გამეღიმა მე- დავიჯერო, არ მიგიღია?


-არა, დედასვფიცავარ.


-ხო, ალბათ ის ტექსტიც სადღაც ნეიტრალურ ზონამდე მივიდა და მერე დაიკარგა ..


-ხო, ლევან, თუ ესემესი 24 საათის განმავლობაში არ მივიდა ადრესატამდე, იკარგება –


თავი დავუქნიე მე. მერე ისევ ჩამეხუტა და ასე ვიჯექით ალბათ კიდევ ერთი საათი.
ვიკოს ბევრი რამის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ ამბობდა.


ან რა უნდა ეთქვა, ისედაც ყველაფერი მის თვალებში ამოვიკითხე.


საათს რომ დავხედე 1 სრულდებოდა.


-უნდა წავიდე – ვთქვი ჩუმად და ადგომა დავაპირე.


-რომ არ გაგიშვა?- მშვიდად მითხრა მან


-არ გამოვა, ლევან! – გამეღიმა მე


-რატომ არ გამოვა? – გაიოცა მან


-არ გამოვა და იმიტომ!


-შენ მთელი ცხოვრება ჩემი სიყვარული იქნები – მითხრა მან


გავიღიმე, თქმით

კი არაფერი მითქვამს. მთელი გულით საოცრად მინდოდა ჯღავილი და ღრმად


ვსუნთქავდი „კერხერივით“ რომ არ გამომეშვა ცრემლის ჭავლი თვალებიდან.


-აეროპორტამდე მიგაცილებ, წამოდი – მითხრა მან და ანგარიშის მოტანა სთხოვა


ოფიციანტს.


-ვიკო, არ გინდა – ვთხოვე მე


-რატომ არ მინდა? – გაიოცა მან


-არ გინდა და იმიტომ – თავი ქვემოთ დავხარე მე


-„ვიკო“- თი მომმართე?- წყენამ გადაუბრინა სახეზე მას



-ასე მოგმართე? – ვიკითხე დაუფიქრებლად


-ხო, „ლევანით“ არ მოგიმართავს. კიდევ ერთი დასტური, იმისა, რომ მე შენთვის


განსაკუთრებული აღარ ვარ. არ მწყინს.. ან მწყინს, სულ ცოტათი – აღიარა
ბოლოს


-რა საყვარელი ხარ – ვუთხარი გულწრფელად – შენ მე ყოველთვის მემახსოვრები,


იმიტომ, რომ მართლა ძალიან გიყვარდი…


-იმიტომ , რომ მე კიდევ უფრო მეტად მიყვარხარ – გააგრძელა მან – ნინა, ეს ჩემი
სავიზიტო ბარათია. იცოდე, წახვალ თუ არა, იმ წუთიდან დაველოდები შენს ზარს,
ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში დაველოდები, გესმის?! ვიდექი და
ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა სახეზე…


ვიდექი იმ ბიჭის წინ, ვინც სულ რამდენიმე წლის წინ მთელი შეგნებული არსებით
მიყვარდა. ბიჭი, რომლის სიყვარულიც მეკრძალებოდა,


რომელიც ყველაზე ცუდ დროსა და ცუდ ადგილას გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა
წარუშლელი კვალი დატოვა.


-ლევან, დიდი მადლობა – სავიზიტო ბარათი გამოვართვი მას და ხელსახოცი ავიღე


თვალების შესამშრალებლად.


-გაგაცილებ, გთხოვ! – პატარა ბავშვივით მთხოვა მან


-თუ გიყვარვარ, არ გამაცილო – ვთქვი მე და მთელი სხეულით ჩავეხუტე


-ნინა, …დამიბრუნდი, რა!


ეს იყო კულმინაცია!


ისეთი ისტერული ტირილი ამიტყდა, თურქი ოფიციანტისა და ბარმენის სახის


გამომეტყველებით მივხვდი, ზომაზე მეტად შეშინდნენ. სხვადასხვა ენაზე კი
ვსაუბრობდით, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ისინი მაინც ყველაფერს გადასარევად
მიხვდნენ.


-გამიშვი, ლევან – თითქმის ვემუდარე მას.


ვიკომ ხელი გამიშვა, შემომატრიალა და თვალისდახამხამებაში მაკოცა.


კიდევ ერთხელ ჩავეხუტე მას და უკანმოუხედავად გამოვედი რესტორნიდან.


უკან აღარ მიმიხედავს. ფოიეში ზურგით ვიდექი და ლიფტის გაპრიალებული


ანარეკლიდან მაინც დავინახე ვიკოს ლამაზი, მზემოკიდებული სილუეტი.
ბრინჯაოსფერი სხეული, თეთრი პერანგით, მხრებში ოდნავ მოხრილი, „თბილისური“
დგომითა და სიგარეტით ხელში.

მთელი გზა აეროპორტამდე ვტიროდი.


ცოტა რომ დავმშვიდდი, ვიკოს სავიზიტო ბარათს დავხედე და მივხვდი, საბოლოოდ


შევიშალე ჭკუიდან.


შავით თეთრზე წავიკითხე:


ლევან ( ვიკო) ცივაძე,


„დევიდოვი და კომპანია“


აღმასრულებელი დირექტორი.


“ნეიტრალური ზონა”


-ანი რას შვები?! – თითქმის ჩავკივლე ყურმილში ნეიტრალური ზონიდან მას


-რა ხდება, როგორ ხარ? – გაოცდა ის


-აეროპორტიდან გირეკავ, ანი!


-რა გინდა აეროპორტში, უკვე ჩაფრინდი? – გამოშტერდა ის


-არა, ანი, სასწაული მოხდა. რეისი გადაიდო ჩემი, სტამბულში გავჩერდი 1 დღე, ჩემი
და ვიკოს სასტუმროში მივედი და იქ დამხვდა!


-ვინ, ვიკო? – ხმა შეეცვალა მას


-ხო, ვიკო დამხვდა სასტუმროს რესტორანში.


-რანაირად? – არ დაიჯერა მან


-არ ვიცი! გაგიჟებული ვარ! ის თბილისში მოფრინავდა და ისიც იმ სასტუმროში იყო


გაჩერებული


-დაუჯერებელია!


-ისევ ვუყვარვარ გესმის? კიდევ მეტად ვუყვარვარ..


-ღმერთო ჩემო!- აღმოხდა ანის


-და იცი, იტალიური იცის ჩემსავით, ჩემს გამო ისწავლა, გესმის? და ლაპარაკობს
ჩვეულებრივად!


-კაი, რაა – ვიგრძენი როგორ გაუფართოვდა ანის თვალები ყურმილის მიღმა


-მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! – ვთქვი ჩუმად



-იმედია, არანაირ სიურპრიზს არ მიმზადებ – შიშნარევი ხმით მითხრა ანიმ


-ანი, მთელი აღმაშენებლის ქუჩას ვიკომ გაუკეთა რესტავრაცია, გესმის? მთელი ეს


სამშენებლო კამპანია მისი ინიციატივაა… მე როგორზეც ვოცნებობდი, ზუსტად ისე
გააკეთა ჩემი უბანი…


იმ ბიზნესმენ დევიდოვს და ვიკოს ერთი კომპანია აქვთ… ანი, გესმის?


ანი გაჩუმდა, ხმას ვერ იღებდა მაგრამ სუნთქვით მივხვდი, ეტირებოდა.


-ანი! მითხარი რამე – ვთხოვე მას


-ძალიან მაგარი ბიჭია! – თქვა ანიმ – უბრალოდ ცუდ დროს მოხვდა შენს გვერდით.
თავისი მაქსიმუმი გააკეთა და არ გაუმართლა. არ აეწყო.. ცხოვრებაა, ნინა… ხდება…


-ხო – ამოვიოხრე მე


-შენ? – იყო კითხვა რომლის უკან მხოლოდ მე მივხვდი რას გულისხმობდა


-მე არაფერი… მე გაყინული ვარ….


-დარწმუნებული ხარ?


-კი! ცდაც არ მეპატიება!


-ღმერთო, რა უცნაურია!


-ეჰ, დრო ყველაზე დამანგრეველი ძალა ყოფილა…


-ვინ წარმოიდგენდა – გაეღიმა ანის


-უბრალოდ ძალიან განვიცადე – ისევ ცხვირში მომიჭირა ემოციამ მე


– მესმის. ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, ჩვენ როგორც გვინდა. თქვენ ორივეს
სხვადასხვა ცხოვრება გაქვთ უკვე. რადგან ასე ხდება, ესეიგი ასე უნდა მომხდარიყო.


-ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი – ამოვიოხრე

მე


-მესმის ჩემო საყვარელო, მაგრამ ღმერთმა უკეთ იცის ვის – რა… ვერაფერს იზამ, ნინა,
ც’ესტ ლა ვიე – გამიღიმა ყურმილს იქიდან ანიმ – დამირეკე რომ ჩახვალ ამერიკაში და
მეტი აღარ იფიქრო!


-მიყვარხარ და გკოცნი!


-მეც, დროებით.

-და ის სავიზიტო ბარათი გადააგდე – მირჩია მან


-რატომ ? – გამეცინა მე


-იმიტომ! უკან მხოლოდ სულელები იხედებიან!


-კარგი, გკოცნი – ისევ გამეღიმა მე


-არადა, ზუსტად ვიცი, დაიტოვებ – გაეცინა მას


-გკოცნი-თქო – გავიცინე მე და ყურმილი დავკიდე. ცოტახანი გაუნძრევლად ვიდექი.


მერე სავიზიტო ბარათი ჩანთაში ჩავიდე, სიგარეტი ამოვიღე და მოსაწევი წერტილისკენ
გავემართე.

„მეგაპოლისი“

ნიუ იორკში დილის 5-ზე ჩავფრინდი. ციოდა. ერთი სული მქონდა, ბოლოსდაბოლოს
მიმეღწია სასტუმრომდე და დამესვენა. 13 საათი მგზავრობა, ნამეტანია. თან ასეთი
ადრენალინის ფონზე. ნახევრადმკვდარმა გავაჩერე ყვითელი ტაქსი და მისამართი
მივუთითე. სასტუმრომდე როგორ მივედი არ მახსოვს. მთელი გზა სტამბულის
სასტუმროს ვიტრაჟები, ხედები და ბოსფორის ხიდი მედგა თვალწინ, ვგრძნობდი
ციტრუსოვანი ყავის და ვიკოს არომატს. მეშინოდა არ გავგიჟებულიყავი ემოციისგან.
ვერ ვხვდებოდი რა დრო იყო. დროის შეგრძნება სტამბულის მერე დავკარგე. ჩემი ტაქსი
ულამაზესი სასტუმროს წინ გაჩერდა. ვარაუდით გადმოვათრიე ჩემი ვეებერთელა 2
ჩემოდანი და სასტუმროში შევედი. სასტუმრო ზედმეტად ნათელია. თვალებს რომ
მოჭუტავ სიკაშკაშისგან, ისეთი. თვალს მჭრის ყველა გამვლელის მომღიმარი სახე.
ნაძალადევად ვიღიმი და ვცდილობ, დავივიწყო გუშინდელი ღამე, თუ გუშინწინდელი,
არ ვიცი, როგორც გამოდის…
რესეფციაში ულამაზესი გოგონა მხვდება. მიღიმის.
ვესალმები და ოთახის ნომერს ვიღებ. უცბად გოგონა ტრიალდება და ხალისიანი
ტონით აგრძელებს:


-გელოვანი ხართ ხომ, „მის“? – ძლივს ამოიკითხა ჩემი გვარი მან


-დიახ, გელოვანი – თავი დავუქნიე მე


-თქვენთვის წერილია!


-შეუძლებელია – გამეღიმა მე


-შესაძლებელია, დაახლოებით 2 საათის წინ დატოვეს.


-ვინ დატოვა? ნახევარი საათიც არ იქნება, რაც ჩამოვფრინდი – თვალები საგრძნობლად


გამიფართოვდა მე.


-არ ვიცი, დატოვეს! – მუქი მუყაოს კონვერტი გამომიწოდა გოგონამ. დესკს დავეყრდენი
გული რომ არ წამსვლოდა და კონვერტს თავი წამის მეასედში მოვახიე:


„საშინელ „პაზმელიაზე“ ვარ! :) იმედია, მშვიდობით ჩაფრინდი. გაგეცინება და, ჩემი


რეისიც გადაიდო. აეროპორტში დავრჩი, უკან მიბრუნება დამეზარა. ხოდა, ვზივარ
ჩემოდანზე ფეხებშემოლაგებული და შენზე ვფიქრობ. გადასარევი ადგილია
აეროპორტი. არ ვიცი რატომ, მაგრამ აფრენამდე ყოველთვის ძალიან ბევრი ფიქრი
მომდის. მიყვარს თბილისი, მსგავსი ქალაქი სხვაგან არსად მეგულება. მიყვარს ჩემი
სამეგობრო, ყველაზე მაგარი მეგობრები მე მყავს და ძალიან ამაყი ვარ ამით. მიყვარს
ჩემი ოჯახი. ჩემი ეზო, ჩემი მეზობლები. ეს სული რაც თბილისშია, სხვაგან ვერ ვიპოვე.
იმიტომაც, პატარა ბავშვივით, რა დროც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა ვიყო, გული
მაინც ჩემი ქალაქისკენ მექაჩება. გნებავთ, სისხლის ყივილი დაარქვით ამას, გნებავთ –
აჩემება!

თბილისი შენთან ასოცირდება, ნინა! ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ მეჩქარება აქ
დაბრუნება. თვითმფინავის ილუმინატორიდან კიდევ მეტად მეპატარავება ჩემი
ქალაქი, თუმცა სულ ღიმილს მგვრის ჩემი მიწის დანახვა. შენც აქ მეგულები, შენთან
ერთი ნაბიჯით ახლოს ვარ და მაგიტომ! გრძნობა, როცა სულ გეძებ ქუჩაში და
სიტუაცია, როცა სულ მაკლიხარ. ყველა ქალში შენს სილუეტს ვეძებ, შენს იუმორს,
სიცილს, არომატს. შენი არომატი მხოლოდ შენ გაქვს და შენც ერთადერთი ხარ, ვიცი.
საკრალური ციფრია ცამეტი! მაგრამ ჩემთვის ყველაზე მაგარ, დაუვიწყარ, შეუდარებელ
სიყვარულის ისტორიასთან ასოცირდება! შენთან ერთად ყოფნის წელიწადი და ერთი
თვე! ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი ხანაა. პერიოდი, რომელიც სულ
მემახსოვრება.


და მიუხედავად იმისა, რომ დღეს შენ შემთხვევით სხვისი ცოლი გქვია, სხვას უმზადებ
დილით ყავას და უწესრიგებ გარდერობს, არ მიშლის ხელს, რომ მაინც ჩემი საყვარელი
ქალი იყო. იცოდე, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ერთად… სხვანაირად ვერ გადავრჩები
და იმიტომ… და ეს შენი დღევანდელი სტატუსი, იცოდე, დროებითია. ძალიან რომ
მიყვარხარ, ზუსტად მაგიტომ არ ვცვლი ახლა შეგნებულად არაფერს.


ისიც ვიცი, გათენდება და მომწერ! ვერ გაუძლებ, ვერ აიტან ამდენ სიმართლეს,
პრობლემა შენი პოვნა იყო და ახლა? ახლა ვეღარავინ დამათმობინებს შენს თავს.
გელოდები… გელოდები წვიმიან და მზიან ამინდში. გელოდები იმიტომ, რომ ამ
ისტორიის ლოგიკური დასასრული სხვანაირად არ წარმომიდგენია! გწერ პირველად
და უკანასკნელად! არჩევანი უკვე შენზეა! გთხოვ, გადაიფიქრე. დამიჯერე ერთხელ
მაინც ცხოვრებაში და ჩამოდი. კიდევ უფრო გაგიმარტივებ არჩევანის გაკეთებას – ააგდე
ხურდა ზევით და გაითვალე, მაინც არ მეშინია, იცი რატომ? ხურდას ორივე მხარეს
ჩემთან ჩამოსვლა ეწერება და იმიტომ! იმიტომ რომ დაგინახე, მაშინ შემიყვარდი… და
იმიტომ, რომ ჩემზე დრო არ მოქმედებს! დაგინახე და

შენი ბედი გადაწყდა!


დღეს ვცხოვრობ შენი გემოვნებით შერჩეული სახლის მესამე სართულზე და ფარდის


მიღმა ქუჩას ვუყურებ. დღეს მილანში წვიმაა გამოცხადებული და როგორ გგონია,
იწვიმებს? თუ იწვიმებს აეროპორტში ლამაზი ქოლგით დაგხვდები, ზუსტად ისეთი
ვიყიდე, შენ სტამბულის სასტუმროში რომ დაგრჩა და მთელი გზა რომ წუწუნებდი.
დღევანდელი თაიგულიც მე შევუკვეთე შენთვის, იქნებ გაიზარდე და შეგიყვარდა
ყვავილები?! სასტუმროში ხარ, ნეტავ? ყველა წესიდან გამომდინარე, თბილისის
დროით 11 სააათზე უნდა მოეტანათ. მოგიტანეს? შემთხვევით შენს ქმარს, უფრო
სწორედ ყოფილ ქმარს არ დაურეკო, მადლობის მოსახდელად, არ გადამრიო, იცოდე!


ჰმ! მოკლედ წავედი, ხვალ საღამოს ვახშამს ვუკვეთავ 2 კაცზე და არ დაიგვიანო,


იცოდე, გაციებული საჭმლის ჭამის ატანა არ მაქვს :) უსაფრთხო მგზავრობას და მეტ
ფიქრს გისურვებ. ზოგადად, ბევრი ფიქრი ასწორებს! იფიქრე და იოცნებე იმიტომ, რომ
ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი აგიხდება! და ამის მე ყველაზე მეტად მჯერა!


Bon voyage – საყვარელო!


-უკაცრავად „მის“? „მის“ ცუდად ხართ? ჯონ, სასწრაფოდ დარეკე 911 – ზე!
ვიზიტორმა, 304-ე ნომრიდან გონება დაკარგა.


თბილისი, 2014


4Love.Ge © 2008-2015

You might also like