You are on page 1of 16

სენსორული ინტეგრაციის

პროგრამის გავლენა აუტიზმის


სპექტრის დარღვევის მქონე
ბავშვების დასწავლის
პროდუქტულობაზე

თინათინ ჭინჭარაული

თამარ გვენეტაძე

2/12/2016
პრობლემის აქტუალობა

• ბოლო წლებში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების


რაოდენობა გაიზარდა.

• საჭირო გახდა უფრო მეტი ეფექტური ჩარევის მეთოდის ძიება.

• აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები ხშირად ავლენენ ჰიპო


ან ჰიპერ მგრძნობელობას სენსორულ სტიმულებზე.

2/12/2016
აუტიზმის სპექტრი და სენსორული ინტეგრაცია

სენსორული სისტემების მეშვეობით ხდება სტიმულების


მიღება, გადამუშავება და პასუხის დაბრუნება. ადამიანს
შეუძლია ეფექტურად ფუნქციონირება გარემოში და
სათანადო სიამოვნების მიღება.

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები ავლენენ


სენსორული გადამუშავების ატიპიურ პატერნებს, აქვთ
გართულებული პასუხი დავალებებსა და გარემო
გამოწვევებზე.

აუტიზმის სპექტრის მახასიათებელი- სტერეოტიპული,


განმეორებადი მოძრაობები, სენსორულ სტიმულებზე ჰიპო
ან ჰიპერ მგრძნობელობა ან გარემოს სენსორული
ასპექტებისადმი უცნაური ინტერესი.

2/12/2016
ეფექტური ჩარევა

ქცევითი თერაპია (ABA)

 აუტიზმის სპექტრის აშლილობის დროს ჩარევის


მეთოდთაგან ყველაზე პოპულარული და
მტკიცებულებებზე დაფუძნებულია ქცევითი
თერაპია.

2/12/2016
ალტერნატიული ჩარევა
სენსორული ინტეგრაციის პროგრამა

 სენსორული ინტეგრაციის პროგრამა ეფუძნება A. Jean


Ayres-ის თეორიას. სენსორული ინტეგრაციის პროგრამა
შეიცავს მთლიანი სხეულის მოძრაობებს. როგორც წესი, არ
გულისხმობს აქტივობებს მერხთან.

2/12/2016
საკვლევი კითხვა:

ახდენს თუ არა რაიმე სახის ზეგავლენას სენსორული


ინტეგრაციის პროგრამა დასწავლის პროდუქტულობაზე
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებში?

ჰიპოთეზა:

სენსორული ინტეგრაციის პროგრამა გავლენას


ახდენს დასწავლის პროდუქტულობაზე აუტიზმის
სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებში.

2/12/2016
შერჩევა
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 3-დან 12 წლამდე აუტიზმის
სპექტრის დარღვევის მქონე 20-მა ბავშვმა, ისინი არიან ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის
ბენეფიციარები.

შერჩევისთვის გამოყენებულ იქნა რამოდენიმე დამატებითი


კრიტერიუმი:

1) სენსორული საჭიროების ერთნაირი დონე,


2)აუტიზმის სპექტრის დარღვევის ერთნაირი სიმძიმე,
3) დაახლოებით ერთნაირი პროგრამული პროფილი,
4)თერაპიული დატვირთვის მსგავსი დონე,
5)სერვისების მიღების ერთნაირი ხანგრძლივობა.

2/12/2016
საკვლევი ინსტრუმენტები

 The infant/toddles sensory profile (ITSP) - მოცემული კითხვარი


საშუალებას იძლევა შეფასდეს ბავშვის სენსორული
საჭიროების დონე.

 The Autism Spectrum Rating Scales (ASRS) - ამ ინსტრუმენტის


საშუალებით შესაძლებელია დავადგინოთ აუტიზმის
სპექტრის დარღვევის სიმძიმის დონე.

2/12/2016
კვლევის დიზაინი

1.ექპერიმენტული ჯგუფი- აუტიზმის მქონე ბავშვები,


რომელთაც ქცევით თერაპიასთან ერთად უტარდებათ
სენსორული ინტეგრაციის პროგრამა.

2. საკონტროლო ჯგუფი- ბავშვები, რომლებსაც უტარდებათ


მხოლოდ ქცევითი თერაპია. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ
კვლევაში მონაწილე ყველა ბავშვს გარკვეულ დონეზე აქვს
სენსორული ინტეგრაციის დარღვევა.

2/12/2016
საწყისი მონაცემები

იმ ბავშვებისთვის, რომლებიც იღებენ სენსორული


ინტეგრაციის პროგრამის სერვისს, გაზომილ იქნა
ასევე სესიების რაოდენობა მაშინ, როცა მათ არ
უტარდებოდათ ეს პროგრამა.

2/12/2016
კვლევის შედეგები

 სანდოობის მაღალი მაჩვენებელი p=0.001

2/12/2016
კვლევის შედეგები

 სანდოობის მაღალი კოეფიციენტი- p=0,000.

8/07/2016
დასკვნები

სენსორული ინტეგრაციის პროგრამა გავლენას ახდენს


დასწავლის პროდუქტულობაზე აუტიზმის სპექტრის
დარღვევის მქონე ბავშვებში.

დასწავლის პროდუქტულობა იზრდება აუტიზმის


სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებში, როცა მათ ქცევით
თერაპიასთან ერთად უტარდებათ სენსორული
ინტეგრაციის პროგრამა.

2/12/2016
გამოყენებული ლიტერატურა
1. Applied Behavior Analysis Treatment of Autism Spectrum Disorder-Copyright 2014 by
the Behavior Analyst Certification Board, Inc. (“BACB”) Ver. 2.0

2. Diagnostic and statistical manual of mental disorders, fifth edition (DSM-V), American
Psychiatric Association, American Psychiatric Publishing, 2013.

3. Hilton L. C. (2011). Sensory Processing and Motor Issues in Autism Spectrum Disorder-
Springer Science + Business Media, LLC.

4. Lindgren A. (2011). Evidence-Based Interventions for Autism Spectrum Disorders-


Springer Science + Business Media, LLC.

5. Smith J. C. Weaver L. and Fristad M. A. (2015). A systematic review of sensory


processing interventions for children with autism spectrum disorders- aut.sagepub.com

2/12/2016
გმადლობთ ყურადღებისთვის!

2/12/2016

You might also like