You are on page 1of 3

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საგანი: ჯანდაცვის სოციოლოგიის საფუძვლები

სტუდენტები: სოხაძე მარიამი, ვანიშვილი ნინა, ფოცხვერაშვილი თამარი

კრიტიკული ანალიზი სტატიაზე:

"მოხუცი ადამიანების პრობლემები", გაურკვევლობა და ლეგიტიმურობა:


პარკინსონის დაავადების დიაგნოსტიკის გამოწვევები კენიაში.

ჯანდაცვის სოციოლოგიას უდიდესი როლი აქვს ჯანმრთელობისა და


დაავადებების სოციალური მიზეზებისა და შედეგების შესწავლაში. ჩვენთვის კარგად
ცნობილია, რომ ჯანმრთელობაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს სოციალურმა
მდგომარეობამ, კლასობრივმა პოზიციამ, სტრესულმა სიტუაციებმა, სიღარიბემ,
ეკონომიკურმა მდომარეობამ, პოლიტიკურმა და რელიგიურმა ფაქტორებმა, ამასთან
ასევე მნიშველოვანი ფაქტორია გენდერული და ვთვლით, რომ ზემოთ
ჩამოთვლილთან ერთად ყველაზე დიდი როლი სახელმწიფო სარგებლებს უჭირავს.

სტატია, რომელიც ჩვენ მიერ იქნა არჩეული, თავის მხრივ, ძალიან საინტერესოა და
მიუთითებს, დაბალ განვითარებადი ქვეყნების პრობლემებზე ჯანდაცვის სფეროში,
განსაკუთრებით კი იკვეთება გამოწვევები, რომელსაც აწყდებიან აფრიკის ქვეყნების
მოქალაქეები, პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლისას. პირველ რიგში განვიხილოთ
სტატიის ავტორები : ნატაშა ფოტერგილ-მისბაჰი, რიჩარდ უოკერი, ჯუდიტ კვასა,
ჯოზარ ჰუკერი, კეიტ ჰემპირი (Natasha Fothergill-Misbah, Richard Walker, Judith kwasa,
Jozar Huker, Kate Hampire), მოცემული კვლევა ორგანიზებულია ჯანდაცვის
მეცნიერებათა ინსტიტუტის, ნიუკასტლის უნივერსიტეტის, ნაირობის მედიცინის
დეპარტამენტის, კენიის დაგა ხანის უნივერსიტეტის საავადმყოფოს, კენიის
ანთროპოლოგიის დეპარტამენტისა და დურჰამის უნივერსიტეტების მიერ.

კვლევა ჩატარდა კენიაში, აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე დაბალი


საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანაში, მრავალ ადგილას. 2018 წლის მონაცემებით,
კენიელების 34.4% ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში (მსოფლიო ბანკი, 2019).
მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია კენიის სოფლებში
(40%) ქალაქებთან შედარებით (29%) (დივაკარი და შეფერდი, 2018), დედაქალაქ
ნაირობში მცხოვრებთა 70% ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბესა და არაფორმალური
ტიპის დასახლებებში (APHRC, 2014). ღარიბ უბნებში მცხოვრები ხანდაზმული
ადამიანები სულ უფრო დაუცველები ხდებიან დამხმარე ქსელების შესუსტების, ცუდი
ჯანმრთელობის, ჯანმრთელობის დაწესებულებებზე ხელმიუწვდომობისა და
საპენსიო მხარდაჭერის არარსებობის გამო. (Wilunda et al., 2015; Wairiuko et al., 2017).

სანამ უშუალოდ კვლევის პროცესზე და მიღებულ შედეგებზე გადავიდოდეთ, გვინდა


მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ პარკინსონის დაავადების განვითარებაზე და
ზოგადად, ამ დაავადების სიმპტომატიკის შესახებ.

პარკინსონის დაავადება (კანკალა პარალიჩი) _ თავის ტვინის ქრონიკული


პროგრესირებადი დაავადება, რომელიც პირველად აღწერილი იყო 1817 წელს
ინგლისელი ექიმის ჯ. პარკინსონის მიერ. პარკინსონით დაავადებულებს აღენიშნებათ
კიდურების უნებლიე მოძრაობა (ტრემორი), კუნთების რიგიდობა, კოორდინაციის და
მეტყველების დარღვევა, გადაადგილების გაძნელება. ეს სიმპტომები ვითარდება 60
წლის შემდეგ, თუმცა ცნობილია შემთხვევები 50 წლის ქვემოთ ასაკშიც.
პარკინსონიზმი - პროგრესირებადი დაავადებაა, რაც გულისხმობს დაავადების
სიმპტომების დროთა განმავლობაში გამწვავებას და დამძიმებას. პარკინსონის
დაავადებას საბოლოოდ მივყავართ უნარშეზღუდულობისა და ქმედითუნარიანობის
დაკარგვამდე. დაავადება პროგრესირებს ნელა, დიაგნოზის დასმის შემდეგ
პაციენტების უმრავლესობა მრავალი წლის განმავლობაში აგრძელებენ სრულფასოვან
ცხოვრებას.
გარდა ამისა, პარკინსონის დაავადება ექვემდებარება მკურნალობას. ხშირად
მიმართავენ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ან თავის ტვინში ათავსებენ სპეციალურ
მოწყობილობას, რომელიც ასტიმულირებს თავის ტვინის აქტივობას. უკიდურეს
შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას _ თავის ტვინზე სტერეოტაქსიის
მეთოდს. დღეისათვის გრძელდება პარკინსონის უფრო ეფექტური სამკურნალო
საშუალებების ძებნა.
200 წლის განმავლობაში, დაავადების აღმოჩენის მომენტიდან დღემდე, მეცნიერები
ჩაწვდნენ ამ რთული დაავადების ზოგიერთ ასპექტს. დღეისათვის ცნობილია, რომ
პარკინსონის დაავადების ბევრი სიმპტომი ვითარდება განსაზღვრული ნერვული
დაბოლოებების დაზიანების შედეგად, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინის შავ
სუბსტანციაში. ნორმალურ მდგომარეობაში ეს ნერვული უჯრედები გამოიმუშავებს
დოფამინს. დოფამინის ფუნქცია მდგომარეობს იმპულსების გადაცემაში, რომლებიც
უზრუნველყოფენ ნორმალურ მოძრაობას. პარკინსონის დაავადების დროს მცირდება
დოფამინის პროდუქცია, ირღვევა ნერვული იმპულსების ნორმალური გადაცემა და
ჩნდება პარკინსონიზმის ძირითადი ნიშნები.
დაბერების პროცესში ყველა ადამიანი კარგავს დოფამინის გამომყოფ ნეირონების
ნაწილს, მაგრამ პარკინსონით დაავადებულებში დაკარგულია შავ სუბსტანციაში
მდებარე ნეიტრონების ნახევარზე მეტი. დოფამინის გამომყოფი უჯრედები
აუცილებელია მოძრაობისთვის და ამიტომ მათი დაკარგვა სავალალოა. აღნიშნული
უჯრედების დაზიანების მიზეზები დღემდე კვლევის საგანს წარმოადგენს.
მეცნიერების აზრით, პარკინსონის დაავადება შეიძლება განვითარდეს გენეტიკური
წინასწარგანწყობისა და გარემო ფაქტორების არასასურველი ზემოქმედების შედეგად.
განსაზღვრულმა დაავადებებმა და წამლებმა, ტოქსიკურმა ნივთიერებებმა, ასევე,
შეიძლება გამოიწვიოს პარკინსონისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი
(http://www.med.ge/index.php/disease/bevrologia-daavadebebi/93-parkinsoni)
ძალიან ცოტაა ცნობილი პარკინსონის დაავადებით (PD) მქონე ადამიანების
გამოცდილების შესახებ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში,
მაგალითად, სუბსაჰარის აფრიკაში. სპეციალისტების რაოდენობა რეგიონში დაბალია,
მოსახლეობასა და ჯანდაცვის პროფესიონალებს კი ხელი არ მიუწვდებათ
ინფორმაციაზე, რომელიც ამ საკითხს ეხება. მკვლევრების მიერ ჩატარდა ათთვიანი
ეთნოგრაფიული საველე სამუშაოები, კენიის რურალურ და უბრანულ დასახლებებში,
სადაც 55 ადამიანი ცხოვრობს პარკინსონის დაავადების სინდრომით.
მკვლერებისათვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა თავად კვლევის პროცესი, რადგან
რესპონდენტების საუბარი ხშირად დამაბნეველი იყო. ძირითადი მიგნებები,
რომლებიც კვლევის პროცესში გამოიკვეთა არის ის რომ კენიაში რთულია
პარკინსონის დაავადების დიაგნოსტირებაც კი, დიაგნოსტირებული პაციენტები კი
განიცდიან თავიანთ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციის ნაკლებობას,
შესაბამისად, მკვლევრების ძირითად მიზანს წარმოადგენდა, პარკინსონის
დაავადებისა და მისი სიმპტომების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, ზოგად
მოსახლეობასა და ჯანდაცვის პროფესიონალებში. აუცილებელია ითქვას, რომ
დიაგნოზი მხოლოდ პირველი ნაბიჯია და მას უნდა ახლდეს ინფორმაციის უკეთესი
ხელმისაწვდომობა, ხელმისაწვდომი მკურნალობა და მხარდაჭერა.

You might also like