You are on page 1of 15

უმაღლესი ლიგა

III ტური, 22.12.2019

რედაქტორები: აკაკი მოსახლიშვილი, დავით ბალიაშვილი

პაკეტის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის რედაქტორები მადლობას


უხდიან გიორგი გვეტაძეს, ბაჩი კაკაბაძეს, ილო ქარდავას, მიხეილ კვაშალს, არჩილ
კობახიძეს, ნიკოლოზ ჭურაძეს, პანტე სოხაძეს, ვაკო ჩანჩიბაძეს

1. [წამყვანს: კომენტარი ბოლომდე წაიკითხეთ] გადმოცემის მიხედვით, მას


შემდეგ, რაც სახეში ცეცხლმოკიდებული მორი მოხვდა, მეფე ფრანცისკ პირველმა გააკეთა
ეს. სხვა მონარქმა ბევრისგან მოითხოვა აღნიშნულის საპირისპირო ქმედება. დაასახელეთ
ორი სიტყვა, რომელიც შევცვალეთ სიტყვებით „გააკეთა ეს“.
პასუხი: გაიზარდა წვერი
ჩათვლა: მოუშვა წვერი; აზრობრივად
კომენტარი: სახის დამწვრობის დასაფარად ფრანცისკ I-მა წვერი მოუშვა. პეტრე I-მა
კი რუსეთის გაევროპულების პროცესში სასახლეში ბევრს წვერის გაპარსვა მოსთხოვა და
წვერზე გადასახადიც კი დააწესა.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: პაველ ალიკინი

2. 1980-იან წლებში ორმა დამწყებმა მხატვარმა გადაწყვიტა, რომ კომერციული


წარმატების მიღწევაში უფრო ცნობილი კოლეგები დაეხმარებოდნენ. დაასახელეთ ამ
კოლეგებიდან ერთ-ერთი მაინც.
პასუხი: ლეონარდო
ჩათვლა: რაფაელი, მიქელანჯელო, დონატელო - ნებისმიერი მათგანი სრული ან
მოკლე სახელით.
კომენტარი: კუ-ნინძების შემქმნელები თავდაპირველად თავიანთი
ქმნილებებისთვის იაპონური სახელების დარქმევას აპირებდნენ, თუმცა შემდეგ აზრი
შეიცვალეს.
წყარო: ბმული
ავტორი: იგორ დემიანცევი

3. ამ ნაწარმოების დაწერიდან 36 წლის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში მისი


4 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.
პასუხი: 1984
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან
„რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
კომენტარი: წიგნი 1948 წელს დაიწერა. გასაგები მიზეზების გამო, მისმა
პოპულარობამ ხელახალ პიკს 1984 წელს მიაღწია.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: ალექსანდრ კორობეინიკოვი

4. ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ამ სპორტსმენის პრობლემები


მომდინარეობს რთული ბავშვობიდან, როდესაც მას კბილებით უწევდა ბრძოლა
გადარჩენისთვის და თვითდამკვიდრებისთვის. დაასახელეთ 1987 წელს დაბადებული ეს
სპორტსმენი.
პასუხი: ლუის სუარესი
კომენტარი: როგორც ცნობილია, ფეხბურთელმა ლუის სუარესმა კარიერის
გნმავლობავლობაში რამდენჯერმე უკბინა მოწინააღმდეგეს, სწორედ ამაზე მინიშნებას
წარმოადგენდა ფრაზა „კბილებით ბრძოლა“.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: მიშელ მატვეევი

5. ვიკიპედიის ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ XIX საუკუნის შუა წლებში


აღმოჩენილ ერთ-ერთ ასტეროიდს ბელონა დაარქვეს, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ
აღმოჩენილ სხვა ასტეროიდს - ჰარმონია. დაასახელეთ ნახევარკუნძული, რომელიც ამ
სტატიის სათაურში ფიგურირებს.
პასუხი: ყირიმი
კომენტარი: ყირიმის ომის დაწყებისას აღმოჩენილ ასტეროიდს სახელი უწოდეს
ომის რომაული ქალღმერთის მიხედვით, ხოლო ომის დამთავრებისა და ზავის დადების
შემდეგ აღმოჩენილ ასტეროიდს ასევე შესაფერისი სახელი, ჰარმონია შეურჩიეს.
წყარო: ბმული
ავტორი: მიშელ მატვეევი

6. დასარიგებელი მასალა:

[MARK HAMILL]

წლების განმავლობაში მარკ ჰემილი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბოროტმოქმედ


პერსონაჟს ახმოვანებდა. ამ ხნის განმავლობაში მას იქსი არასდროს შეუნიშნავს, სანამ
დამთხვევაზე ფანებმა არ მიუთითეს. დაწერეთ იქსი პასუხის ფურცლებზე.
პასუხი: ARKHAM
კომენტარი: გარდა „ვარსკვლავურ ომებში“ ლუკ სქაიუოკერის როლისა, მარკ
ჰემილი კომიქსების მოყვარულთათვის ჯოკერის პერსონაჟის გახმოვანებითაცაა ცნობილი.
ჯოკერი არაერთხელ გარბის სამკურნალო საპყრობილიდან, რომელსაც არქჰემი ჰქვია.
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან
„რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
მსახიობის სახელსა და გვარს ყურადღებით თუ დააკვირდებით, ARKHAM-ის
ამოკითხვასაც შეძლებთ.
წყარო: ბმული
ავტორი: ანვარ მუხამეტკალიევი

7. მსოფლიო ლიტერატურაში განრისხებულ ქმარ პერსონაჟებზე საუბრისას


ერთი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ ანა კარენინას შემთხვევაში ბრილიანტის
ბურნუკები კინაღამ დეზდემონას ცხვირსახოცის ანალოგი გახდა. დაასახელეთ ერთი
სიტყვა, რომელიც შეკითხვის ტექსტში შევცვალეთ სხვა სიტყვით.
პასუხი: ავსტრიელი
კომენტარი: საუბარია არა ანა კარენინაზე, არამედ დედოფალ ანა ავსტრიელზე
რომანიდან „სამი მუშკეტერი“. დედოფალმა მეფის ნაჩუქარი ბრილიანტის ბურნუკები
თავის საყვარელს, ჰერცოგ ბუკინგემს აჩუქა, თუმცა მოგვიანებით მეფემ დედოფალს
მოსთხოვა, ეს საჩუქარი წვეულებაზე ეტარებინა. დედოფალმა მუშკეტერების დახმარებით
დროულად შეძლო ბუკინგემისგან ბურნუკების დაბრუნება და ამით ღალატის
გამჟღავნებას და ქმრის რისხვას გადაურჩა.
წყარო: ბმული
ავტორი: ალექსანდრ უსკოვი

8. შუა საუკუნეებში პარლამენტი ინგლისში საკანონმდებლო ორგანო იყო,


ხოლო პარლამენტი საფრანგეთში - მართლმსაჯულების ორგანო. ჟან ფავიეს თქმით, ეს
ორი პარლამენტი მხოლოდ იქსებია. სიტყვა იქსს იქსი არ გააჩნია. დაასახელეთ იქსი ერთი
სიტყვით.
პასუხი: ომონიმი
ჩათვლა: ომოგრაფი, ომოფონი
კომენტარი: ამ ორ ორგანოს ერთი და იგივე სახელი ერქვა, თუმცა შინაარსობრივად
სრულიად განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებდნენ.
წყარო: ბმული
ავტორი: ვლადიმირ სუშკოვი

9. მეცხრე კითხვა. პარფიუმერული საწარმო „ივერიას“ მიერ გამოშვებულ


სუნამო „პრიმას“ ფლაკონს დედოფლის მოყვანილობა აქვს. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც
ტექსტში სხვა სიტყვითაა შეცვლილი.
პასუხი: ნონა
კომენტარი: სუნამოს ცნობილი მოჭადრაკის პატივსაცემად „ნონა“ ჰქვია და არა
„პრიმა“. ერთი მუსიკალური ინტერვალი მეორითაა შეცვლილი.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: ნატალია სტეპურინა
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან
„რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
10. შუა საუკუნეების კორეაში აგებულ სახლებში კერა შენობის ერთ ბოლოში
ეწყობოდა, საკვამური კი, იატაკის გავლით, მეორე ბოლოში გადიოდა. კორეულ სახლებში
სწორედ ამ დროს გაქრა იქსი. დაასახელეთ იქსი ექვსასოიანი სიტყვით.
პასუხი: საწოლი
ჩათვლა: ლოგინი
კომენტარი: იმისათვის, რომ ცივი ამინდებისას უფრო იოლად გამთბარიყვნენ,
კორეელებს პირდაპირ იატაკზე წოლა ერჩივნათ.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: ილია კუკუშკინი

11. დასარიგებელი მასალა:

[ ]
ნიშანდობლივია, რომ მასალაზე გამოსახული პერსონაჟის ერთი ბაკენბარდი
მეორეზე მოკლეა. ეს განსაკუთრებით იოლი შესამჩნევია ამ პერსონაჟის სხვა არსებად
გადაქცევისას. დაასახელეთ ამ მითოლოგიური პერსონაჟის სახელი.
პასუხი: განეშა
კომენტარი: პერსონაჟი ინდოელი მებრძოლის სამოსშია გამოწყობილი და სპილოდ
გადაქცევის უნარი აქვს. მეტამორფოზის დასრულებისას ბაკენბარდები ეშვებად იქცევა.
ინდუისტთა რწმენით, განეშას ცალი ეშვი მოტეხილი აქვს.
წყარო: ბმული
ავტორი: ივან ერიომინი

12. ლეპანტოს ბრძოლაში მარცხის შემდეგ მეჰმედ-ფაშა ფიქრობდა, რომ


განადგურებული ფლოტის აღდგენას მალევე შეძლებდა და საკუთარ ფლოტს ადარებდა
იქსს. იქსის წყალობით ხაზინის შევსება ელისაბედ პირველმაც სცადა. დაასახელეთ იქსი
ერთი სიტყვით.
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან
„რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
პასუხი: წვერი
კომენტარი: მეჰმედ-ფაშას თქმით, მისი განადგურებული ფლოტი მხოლოდ
შეკრეჭილ წვერს ჰგავდა, რომელიც მალევე წამოიზრდებოდა. როგორც ერთ-ერთ წინა
შეკითხვაში აღვნიშნეთ, პეტრე პირველმა წვერზე გადასახადი დააწესა, თუმცა აღნიშნული
გადასახადი უფრო ადრე ინგლისში ელისაბედ პირველმა შემოიღო.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: ვლადიმირ სუშკოვი

13. [თორმეტეულის დაწყების წინ წამყვანმა მოთამაშეებს შეახსენოს, რომ ტურის


რედაქტორები არიან აკაკი მოსახლიშვილი და დავით ბალიაშვილი]
1940 წელს ესპანეთიდან გაქცევის მოსურნე ფილოსოფოსმა ვალტერ ბენიამინმა
შეიტყო, რომ საზღვრიდან უკან აბრუნებდნენ ყველას, ვისაც ვიზა არ ჰქონდა.
სასოწარკვეთილმა ფილოსოფოსმა თავი მოიკლა. დიდი ხნის განმავლობაში ვერ
ადგენდნენ, სად დაიკრძალა ბენიამინი, რადგან ესპანეთის ხელისუფლებამ პირველი და
მეორე ერთმანეთში აურია. დაასახელეთ პირველი, რომელიც რედაქტორის მეორეში
გვხვდება.
პასუხი: ლია
ჩათვლა: ია, ლილი, ბილი, მოლი და ნებისმიერი სახელი, რომელიც ტურის
რომელიმე რედაქტორის გვარისგან შეიძლება აიწყოს.
კომენტარი: პირველი სახელია, მეორე კი - გვარი. ესპანეთის ხელისუფლებამ
შეცდომით გადაწყვიტა, რომ ბენიამინი სახელი იყო, ხოლო ვალტერი - გვარი.
შესაბამისად, ფილოსოფოსის შესახებ ინფორმაცია არქივში „ვ“ ასოს მიხედვით ინახებოდა.
ტურის რედაქტორის, დავით ბალიაშვილის გვარში შეიძლება სახელ „ლია“-ს ამოკითხვა.
წყარო: ბმული
ავტორი: ანვარ მუხამეტკალიევი, აკაკი მოსახლიშვილი

14. დასარიგებელი მასალა

[toilets]

მისი შემოქმედებით არც ისე მოხიბლული ნაბოკოვი აღნიშნავდა, ავტორს


ურჩევნია, წერის ნაცვლად ტუალეტების კეთებით დაკავდესო. ეზრა პაუნდი კი მისი
ნაწარმოებით ფრიად კმაყოფილი დარჩა და ავტორს ნაყოფიერი მუშაობა მიულოცა.
დაასახელეთ ის.
პასუხი: ტომას სტერნზ ელიოტი
ჩათვლა: გვარით
კომენტარი: ანაგრამების მოყვარული ნაბოკოვი არც ისე კარგი წარმოდგენისა იყო
ელიოტზე. როგორც მასალაზე ჩანს, სიტყვა toilets ავტორის ინიციალებისა და გვარის
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან
„რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
ანაგრამაა. „ნაყოფიერი მუშაობა“ დამატებითი მინიშნებაა ელიოტის ცნობილი
ნაწარმოების სათაურზე „უნაყოფო მიწა“.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: ოლეგ მიხეევი

15. მორის დრიუონის რომანში ლომბარდიელი ბანკირები იძულებულნი არიან


საკუთარი ფული სხვებს გადასცენ. ავტორი აღნიშნავს, ბანკირებს ისეთი სახე ჰქონდათ,
თითქოს ამის გაკეთებას უპირებენო. არ გეკითხებით, რა შევცვალეთ სიტყვებით „ამის
გაკეთება“. დაასახელეთ სხვა ნაწარმოები, რომლის გმირსაც ასევე უპირებენ ამის
გაკეთებას.
პასუხი: ვენეციელი ვაჭარი
კომენტარი: ამის გაკეთება - ხორცის ნაჭრის ჩამოჭრა.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: ვლადიმირ სუშკოვი

16. იქსით შეცვლილია გვარი, ხოლო იგრეკით - ადგილი. იქსმა თავისი


პროფესია იგრეკში ყოფნისასაც გამოიყენა და ხელმძღვანელობას დაეხმარა იმ ბაღის
დაპროექტებაში, სადაც ყოველდღიურად სეირნობდა. დაასახელეთ იქსი და იგრეკი, თუ
ისინი ერთსა და იმავე ორ ასოზე იწყება.
პასუხი: შპეერი, შპანდაუ
კომენტარი: მესამე რაიხის მთავარი არქიტექტორი შპეერი ნიურნბერგის პროცესის
შემდეგ სასჯელს შპანდაუს ციხეში იხდიდა.
წყარო: ბმული
ავტორი: ოლეგ მიხეევი

17. დოლორეს ო’რიორდანის სასიმღერო სტილის აღწერისას სერგეი კური


ახსენებს იქსს. იქსი ასევე ჰქვია კომიქსების პერსონაჟს, რომელიც ძლიერი ფილტვებით
გამოირჩევა. დაასახელეთ ხუთასოიანი სიტყვა, რომელიც შევცვალეთ იქსით.
პასუხი: ბანში
კომენტარი: გვარი მომღერლის ირლანდიურ წარმომავლობაზე მიუთითებს.
„კრანბერის“-ის ვოკალისტის ხმამ კურის ირლანდიური მითოლოგიის პერსონაჟის, ბანშის
ძახილი გაახსენა. კომიქსის პერსონაჟ ბანშის მძლავრი ხმით მეტოქეზე ზემოქმედება
შეუძლია, ამისთვის კი, რასაკვირველია, ძლიერი ფილტვებიც სჭირდება.
წყარო: ბმული1, ბმული2.
ავტორი: ვალერი ვოლოდინი

18. ერთი ვერსიის მიხედვით, ეს სახელწოდება მიუთითებს, რომ ქათმის ხორცი


და სალათის ფურცელი ბეკონის ქვეშ უნდა მოთავსდეს. სინამდვილესთან უფრო ახლოს
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან
„რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
მყოფი ვერსია კი ამ სახელწოდებას ნიუ-იორკში მდებარე იქსს უკავშირებს. დაასახელეთ
იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: კლუბი
კომენტარი: ნაკლებსარწმუნო ვერსიის მიხედვით, ქლაბ-სენდვიჩის სახელი
აბრევიატურაა და "chicken and lettuce under bacon" აღნიშნავს. შედარებით სარწმუნო
ვერსია სახელის წარმოშობას ნიუ-იორკში მდებარე კლუბს უკავშირებს, სადაც საკვები
პირველად მომზადდა.
წყარო: ბმული1, ბმული2, ბმული3.
ავტორი: ვალერი ვოლოდინი

19. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქალაქის, პერთისადმი ამ


ადამიანის უცნაურ სიყვარულს იმით ხსნიან, რომ 1960-იანი წლების დასაწყისის
ნაწარმოებზე მუშაობისას, მომავლით შეშფოთებული ეს ადამიანი უსაფრთხო
საცხოვრებელს ეძებდა. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: კუბრიკი
კომენტარი: „დოქტორი სტრეინჯლავი, ანუ როგორ შევეშვი შფოთვას და
შემიყვარდა ბომბი“ კუბრიკის სცენარის მიხედვითაა შექმნილი. სცენარზე მუშაობისას
კუბრიკს ატომური ომის შეეშინდა და ერთ ხანს პერთში დასახლებაზეც ფიქრობდა.
სიტყვები “უცნაური სიყვარული” დამატებითი მინიშნებაა სთრეინჯლავზე.
წყარო: ბმული
ავტორი: ანვარ მუხამეტკალიევი

20. მხატვარი ნაკაძიმა კიოსი სამთავრობო ჟურნალში მუშაობდა და იქსის


გამოყენების პროპაგანდას ეწეოდა. რვა წლის წინ მან ჟურნალში მუშაობაზე უარი
განაცხადა და ბუდისტური ჯოჯოხეთის ილუსტრაციების ხატვას შეუდგა. დაასახელეთ
იქსი ორი სიტყვით, რომლებიც ხმოვნებზე იწყება.
პასუხი: ატომური ენერგია.
ჩათვლა: ატომური ელექტროენერგია, ატომური ელექტროსადგური.
კომენტარი: 2011 წელს „ფუკუსიმას“ სადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ
მხატვარმა უარი თქვა მონაწილეობა მიეღო ატომური ენერგიის ათვისების პროპაგანდაში.
ავარიისას ნანახმა საზარელმა სცენებმა კიოსის ჯოჯოხეთის ილუსტრირებისთვის
საკმარისი მასალა მისცა.
წყარო: ბმული
ავტორი: ილია კუკუშკინი

21. გირჩევთ ჩაიწეროთ. კამაკურას შემოგარენში არსებობს სპეციალური


მარშრუტები საფეხმავლო ტურიზმისთვის. ამ მარშრუტებზე შიგადაშიგ დგას
სპეციალური ყუთები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ჰაიკინგის კონკურსში
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან
„რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
მონაწილეობა. შეკითხვის ერთ-ერთ სიტყვაში ერთი ასო შეცვლილია ოთხით. აღადგინეთ
სიტყვა თავდაპირველი ფორმით.
პასუხი: ჰაიკუს
კომენტარი: საფეხმავლო მარშრუტების შემოვლისას ტურისტს შეუძლია ბუნებით
დატკბეს და ჰაიკუ დაწეროს, რომლის გაგზავნა მარტივად, გზად განთავსებული საფოსტო
ყუთებითაა შესაძლებელი.
წყარო: ბმული
ავტორი: არტიომ გულეცკი

22. ერთი სახუმარო ვერსიით, მერიმ ჯოკონდას სამშობლოში დაბრუნება


მოითხოვა, რამაც გაღიზიანება გამოიწვია. აღადგინეთ სიტყვა, რომელშიც ოთხი ასო
გამოვტოვეთ.
პასუხი: მატერაციმ
კომენტარი: მას შემდეგ, რაც ზიდანმა ყველას თვალწინ მკერდში თავი ჩასცხო
მატერაცის, იტალიელმა ფეხბურთელმა წიგნი გამოუშვა, სადაც ფრანგის გაღიზიანების
მიზეზის სხვადასხვა ვარიანტებს ასახელებს. “ჯოკონდა” იტალიელი ხელოვანის ფუნჯს
ეკუთვნის, თუმცა ამჟამად საფრანგეთში ინახება.
წყარო: ბმული
ავტორი: მიშელ მატვეევი

23. იქსის ტურნირის მონაწილეების ერთ-ერთ ოფიციალურ ფორმას პიჟამოები


წარმოადგენს. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით, რომლებიც ერთსადაიმავე ასოზე იწყება.
პასუხი: ბალიშებით ბრძოლა
კომენტარი: სიმბოლურია, რომ ბალიშებით ბრძოლაში მოწყობილი შედარებით
სერიოზული ტურნირის მონაწილეებს საცვლები ან პიჟამო უნდა ეცვათ.
წყარო: ბმული
ავტორი: აკაკი მოსახლიშვილი

24. თამბაქოს მავნებლობისადმი მიძღვნილ სტატიაში ნათქვამია, რომ იქსი


აკეთებს ამას თამბაქოს კვამლის რგოლებში. არაპროგნოზირებადი ელექტრონული
მოწყობილობებისადმი მიძღვნილ სტატიაში ნათქვამია, რომ იქსი აკეთებს ამას
კომპიუტერში. არ გეკითხებით, რა შევცვალეთ სიტყვებით „იქსი აკეთებს ამას“.
დაასახელეთ, თუ სად აკეთებს იქსი ამას ცნობილი გამონათქვამის მიხედვით.
პასუხი: დეტალებში
კომენტარი: ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, ეშმაკი დეტალებში იმალება.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: მიშელ მატვეევი

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან
„რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
25. დასარიგებელი მასალა

[ ]

1994 წელს მისურის შტატში ადამიანთა ჯგუფმა შეიტანა განაცხადი გზის


გარკვეულ მონაკვეთზე სამუშაოების შესრულებაზე. დაასახელეთ ორგანიზაცია,
რომელსაც ეს ჯგუფი საკუთარ თავს მიაკუთვნებდა.
პასუხი: კუ-კლუქს-კლანი
კომენტარი: თქვენ წინაშე კი წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი სურათი სერიიდან
“რასიზმი საგზაო ნიშნებში”.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: იგორ დემიანცევი

26. ტა-ნაჰისი კოუტსი აფროამერიკელთა უფლებების თავგამოდებული


დამცველია. ერთ სტატიაში ნათქვამია, რომ კოუტსის მამა იყო იქსების წევრი. იქსი
მოგვიანებით კოუტსის შემოქმედებაშიც გამოჩნდა. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: შავი პანტერა
კომენტარი: კოუტსს ეკუთვნის მარველის კომიქსების გმირის, შავი პანტერას იდეა.
როგორც ჩანს, უფლებებისთვის ბრძოლის ჟინი მას მამამისისგან გამოჰყვა, რომელიც
ოდესღაც ორგანიზაცია „შავი პანტერების“ წევრი იყო.
წყარო: ბმული.
ავტორი: ანვარ მუხამეტკალიევი

27. აინშტაინიუმისა და ფერმიუმის შესახებ შექმნილ სტატიაში მოყვანილია


ლუი პასტერის შენიშვნა, რომ შემთხვევითობა მხოლოდ მათ ეხმარება, ვინც მზადაა. იქვე
ნახსენებია აღმოსავლური ტოპონიმიც. დაასახელეთ ეს ტოპონიმი.
პასუხი: სერენდიპი
კომენტარი: ინგლისური ტერმინი “Serendipity” [სერენდიფითი] იმის პოვნას
აღნიშნავს, რასაც არ ეძებ. თავად ტერმინი სპარსული იგავიდან - „სერენდიპის სამი
პრინციდან“ იღებს სათავეს. სტატიაში აინშტაინიუმისა და ფერმიუმის აღმოჩენა სწორედ
ასეთი შემთხვევითობის, Serendipity-ს მაგალითადაა მოყვანილი.
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან
„რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: ფარიტ ალიბი

28. 1982 წელს პატრისია პულინგის შვილმა, რომელიც აქტიურად ერთობოდა ამ


თამაშით, თავი მოიკლა. დამწუხრებულმა პატრისიამ დააარსა მოძრაობა BADD - ბედ, ბი-
ეი-დი-დი, რომლის წევრებიც მიიჩნევდნენ, რომ ეს თამაში ეშმაკის მორჩილების ნიშანია.
დაასახელეთ ეს თამაში.
პასუხი: Dungeons and dragons
ჩათვლა: ჯურღმულები და დრაკონები, აზრობრივად.
კომენტარი: პატრისია შვილის თვითმკვლელობაში თამაშსა და ეშმაკს
ადანაშაულებდა. მოძრაობის დასახელებაში ნახსენები DD სწორედ თამაშის სახელზე
მიუთითებს.
წყარო: ბმული
ავტორი: მიხაილ შურიგინი

29. დასარიგებელი მასალა:

[ the Capital of the World]

თქვენ წინაშე იმ დასახლებული პუნქტის ერთ-ერთი სახელი, რომელიც


განსაკუთრებით ცნობილი 1990-იან წლებში გამოსული ფილმის წყალობით გახდა.
მიუხედავად თბილი ამინდისა, გადაღებებისას მონაწილეებს ზამთრის ტანსაცმლის
ტარება მოუწიათ. დაასახელეთ ოთხი ასო, რომელიც თქვენთვის დარიგებულ ტექსტში
გამოვტოვეთ.
პასუხი: Wear
კომენტარი: შეკითხვის ტექსტში საუბარი იყო პენსილვანიის შტატის დასახლებულ
პუნქტზე, პანქსატონიზე, რომლის ყველაზე სახელგანთქმული გმირიც ვირზაზუნა
ფილია. ფილის წყალობით, ამინდის წინასწარმეტყველებაა შესაძლებელი. სწორედ
ამიტომ შეერქვა ამ პუნქტს Weather Capital of the World. პანქსატონიში გადაიღეს 1993
წელს გამოსული ფილმი „ვირზაზუნას დღე“. სხვათა შორის, გამოტოვებული ასოები
მთლიანობაში ქმნიან სიტყვას Wear, რომელიც „ტანსაცმლის ტარებასაც“ აღნიშნავს.
წყარო: ბმული
ავტორი: ფარიტ ალიბი

30. ბრიტანელი ექსტრემალი ბეარ გრილსი თავის წიგნში მოგვითხრობს,


რამდენი დაბრკოლების გადატანა მოუხდა მიზნის მიღწევამდე. წიგნს ეწოდება „ტალახი,
[გამოტოვებულია სამი სიტყვა]“. აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვები.
პასუხი: ოფლი და ცრემლები
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან
„რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
ჩათვლა: სისხლი, ოფლი, ცრემლები. ნებისმიერი თანმიმდევრობით
კომენტარი: სათაურში გადათამაშებულია უინსტონ ჩერჩილის სიტყვები სისხლის,
ოფლისა და ცრემლების შესახებ.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: ფარიტ ალიბი

31. იქსით გამოწვეული ჩვევის გამო ჩარლზ დიკენსმა გადაწყვიტა, რომ


უსაფრთხოებისთვის ჯობდა რამდენიმე ადგილობრივ პოლიციელს დაახლოვებოდა.
დაასახელეთ იქსი ქართული ან ლათინური სიტყვით, რომლებიც ხმოვანზე იწყება.
პასუხი: უძილობა
ჩათვლა: ინსომნია
კომენტარი: უძილობის გამო დიკენსი ღამღამობით ქუჩაში სეირნობას მიეჩვია და
ადგილობრივ პოლიციელებს დაუახლოვდა.
წყარო: ბმული
ავტორი: ალექსანდრ კორობეინიკოვი

32. სერიალ „დიდი აფეთქების თეორიის“ ერთ ხუმრობაში ნეიტრონი ბარში


შედის და სასმელის ფასს კითხულობს. ინგლისური სიტყვებით დაასახელეთ, თუ რას
პასუხობენ ნეიტრონს.
პასუხი: No charge
ჩათვლა: free of charge, zero charge, charge free
კომენტარი: ინგლისურად No charge (free of charge, ა.შ.) ნიშნავს უფასოსაც და
უმუხტოსაც. ნეიტრონი დაუმუხტავი ნაწილაკია.
წყარო: „დიდი აფეთქების თეორია:, მე-3 სეზონი, მე-18 სერია, მე-19 წუთი.
ავტორი: მიშელ მატვეევი

33. მოთხრობა „ჰენრი მეცხრეს“ პერსონაჟი ვერტმფრენიდან ცდილობს ჭაღარა


მოხუცის პოვნას. პერსონაჟს წამიერად მოეჩვენება, რომ მოხუცს მიაგნო, თუმცა მალევე
აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში ლოდი დაუნახავს. რომელი მომცრო ქალაქის შემოგარენში
მიმდინარეობს ეს ძიება?
პასუხი: დუვრი
კომენტარი: პერსონაჟს თეთრი ლოდი ჭაღარა თავში აერევა. დუვრში
შესაძლებელია თეთრი კლდეების ხილვა.
წყარო: ბმული
ავტორი: მიხაილ კარაჩუნი

34. გირჩევთ ჩაიწეროთ. რეი ბრედბერის მოთხრობაში „აქ ვეფხვები დაძრწიან“


აღწერილია ციური სხეული, რომელსაც, ერთი შეხედვით, დასახლებისთვის საჭირო
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან
„რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
ყველა მახასიათებელი აქვს. მოთხრობის ერთი პერსონაჟი შენიშნავს, რომ კომეტას
არასოდეს უნდა ენდო. აღადგინეთ სიტყვა, რომლიდანაც რამდენიმე ასო ამოვაკელით.
პასუხი: კოსმეტიკას
კომენტარი: მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირულად ყველაფერი მიმზიდველად
გამოიყურება, როგორც მოთხრობის სათაური მიუთითებს, ციური სხეული არც ისე
უსაფრთხოა.
წყარო: ბმული
ავტორი: ივან კრიომინი

35. სიტყვებით “ამის გაკეთება” შეცვლილია 2 სიტყვა. იმისათვის, რომ ტკივილი


დაემალა, ამის გაკეთებამდე იან ზაიცმა მჟავა დალია, რითაც ყელი მნიშვნელოვნად
დაიზიანა. დაასახელეთ, ვინ გააკეთა ეს ზაიცამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე?
პასუხი: იან პალახი
ჩათვლა: გვარის მიხედვით
კომენტარი: ვაცლავის მოედანზე პალახის მიერ თავის დაწვის შემდეგ პრაღაში
კიდევ რამდენიმე ადამიანმა დაიწვა თავი. იმისათვის, რომ ცეცხლმოკიდებულს ყვირილი
არ გამოეცა, ზაიცმა ჯერ მჟავა დალია.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: მიხაილ მალკინი

36. ერთი თანამედროვე სერიალის გმირები ნაცისტ-ნეკრომანტს


უპირისპირდებიან. გმირები ყურადღებით სწავლობენ ჰიტლერის საათს და ფიქრობენ,
რომ საათი იქსია. დაასახელეთ სიტყვა, რომელშიც ექვსი ასო შეცვილია ერთით.
პასუხი: ჰორკრუქსი
კომენტარი: ნეკრომანტი ჰიტლერის მკვდრეთით აღდგომას შეძლებს, რადგან საათი
ფიურერის ჰორკრუქსი გამოდგება. ჰარი პოტერის სამყაროში ჰორკრუქსი ეწოდება ნივთს,
რომელშიც ადამიანი სულის ნაწილს მალავს.
წყარო: სერიალი “ზებუნებრივი”, სეზონი 12, სერია 5.
ავტორი: იგორ დემიანცევი

37. დეკემბრის დასაწყისში ვენეციაში ჩასულ ხორხე კარიონს სან-მარკოს


მოედანზე მიმოფანტულმა კაფეს მაგიდებმა ყანები მოაგონა. აღადგინეთ სიტყვა,
რომელიც შეკითვის ტექსტში ოდნავ შევამოკლეთ.
პასუხი: ყანჩები
კომენტარი: აქუა ალტას - ზამთარში წყლის დონის აწევის - დროს მოედანი
დაიტბორა. კაფეს ცალფეხა მაგიდებმა კარიონს წყალში მდგარი ყანჩები მოაგონა.
წყარო: ხ. კარიონი. „წიგნის მაღაზიები“, 2019, გვერდი 210.
ავტორი: მიხაილ მალკინი
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან
„რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
38. იქსის აღმნიშვნელი სიტყვა ბევრ ენაში შეიცავს განმეორებით ბგერებს.
ფლობერის ერთი პერსონაჟი მიიჩნევს, რომ სულიწმინდას სწორედ იქსის სახე აქვს,
რადგან მან ადამიანებს მამაღმერთის სიტყვები უნდა გაუმეოროს. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: თუთიყუში
კომენტარი: პერსონაჟის აზრით, არა მტრედს, არამედ თუთიყუშს აქვს იმის უნარი,
რომ ღმერთის სიტყვები ადამიანს გადასცეს.
წყარო: ბმული
ავტორი: იგორ დემიანცევი

39. ერთ მინიატურაში პოლუქსი კასტორს შესჩივის, რომ... დაასრულეთ


წინადადება ორი ან სამი სიტყვით.
პასუხი: ძნელია ღმერთობა
ჩათვლა: ძნელია იყო ღმერთი
კომენტარი: მითოლოგიის მიხედვით, კასტორი და პოლუქსი ტყუპები იყვნენ.
კასტორი მოკვდავად დარჩა, ხოლო პოლუქსი ღმერთი გახდა. მინიატურაში კასტორი
პოლუქსის ბედს შენატრის, თუმცა ტყუპისცალი მას ღმერთობის სირთულეებზე უყვება.
წყარო: შეკითხვის ავტორის მინიატურა
ავტორი: მიშელ მატვეევი

40. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების რომანის ბოლოს სათაურში ნახსენები


პერსონაჟი ახერხებს თევზით მდიდარი ადგილის მდებარეობის დადგენას. დაასახელეთ
ეს პერსონაჟი.
პასუხი: იესო
კომენტარი: ჟოზე სარამაგუს რომანში “იესოს სახარება” იესოს რამდენიმე
სასწაულია მოთხრობილი, მათ შორის ე.წ. “უხვი თევზაობა”, როდესაც იესო მეთევზეებს
ეხმარება. ქრისტიანობაში თევზი ქრისტეს სიმბოლოა.
წყარო: ბმული
ავტორი: ფარიტ ალიბი

41. ცნობილი ეპიზოდის გავლენით, რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა, ამის


გაკეთება შეესწავლათ. შედეგად, ერთ-ერთი მათგანი ვარჯიშისას დაიღუპა იმის გამო,
რომ საპონზე ფეხი აუსრიალდა. დაასახელეთ ორი სიტყვა, რომელიც შეცვლილია
სიტყვებით “ამის გაკეთება”.
პასუხი: წყალზე გავლა
ჩათვლა: აზრობრივად
კომენტარი: წინა კითხვაში ნახსენები თევზაობის ეპიზოდის მსგავსად, წყალზე
გავლაც ქრისტეს სასწაულთაგან ერთ-ერთია. მორწმუნეთა დაჯგუფებამ გადაწყვიტა,
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან
„რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
იესოსთვის მიაბაძათ. მათი ლიდერი აბაზანაში რამდენიმე საათით ვარჯიშობდა, თუმცა
ბოლოს მისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: დენის ივანოვი

42. შეკითხვაში სიტყვებით “ამის გაკეთება” შეცვლილია რამდენიმე სიტყვა.


ფილოსოფოსი არისტიპე ტირან დიონისიოსის წყალობის მოპოვებას ცდილობდა.
ერთხელ დიონისიოსმა არისტიპეს შეაფურთხა, თუმცა ეს უკანასკნელი არ აღშფოთებულა
და აღნიშნა, რომ ამის გაკეთებისას სახეზე წყლის შესხურება ადვილად ასატანია.
დაასახელეთ XX საუკუნის შუა წლებში გამოქვეყნებული ნაწარმოების სათაური, რომლის
პერსონაჟი ასევე აკეთებს ამას.
პასუხი: მოხუცი და ზღვა
კომენტარი: ამის გაკეთებით შეცვლილი იყო სიტყვები “დიდი თევზის დაჭერა”.
არისტიპემ საკუთარი თავი მეთევზეს შეადარა, რომელიც თევზის მოპოვებისას ზღვის
შხეფებს არ უნდა შეუშინდეს.
წყარო: ბმული
ავტორი: ილია კუკუშკინი

43. შეკითხვის ტექსტში იქსით შეცვლილია 2 სიტყვა. მეორე მსოფლიო ომის


შემდეგ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების დიდი ნაწილი იქსებზე გადაიტანეს.
დაასახელეთ მე-19 საუკუნეში დაწერილი რომანი, რომელშიც მოქმედება უმეტესწილად
იქსზე ვითარდება.
პასუხი: მობი დიკი
კომენტარი: ტანკსაწინააღმდეგო იარაღები ვეშაპმჭერ გემებზე გადაიტანეს და
ვეშაპებზე ნადირობისთვის გამოიყენეს. „მობი დიკის“ მოქმედება ვეშაპმჭერ გემ
„პეკოდზე“ ვითარდება.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: სერგეი კონოვალოვი

44. გირჩევთ ჩაიწეროთ. მესამე კლასის მოსწავლე დენიელ ბაკლი იმის


წყალობით გადარჩა, რომ ქალმა მას თავშალი შემოახვია. წინა წინადადებაში ჩვენ ერთი
სიტყვა შევცვალეთ სხვა სიტყვით. დაასახელეთ საწყისი სიტყვა.
პასუხი: მგზავრი
კომენტარი: დენიელ ბაკლი არა მესამე კლასის მოსწავლე, არამედ მესამე კლასის
მგზავრი იყო ტიტანიკზე. სამაშველო ნავებამდე მამაკაცებს არ უშვებდნენ, თუმცა
თავშლის წყალობით ბაკლიმ ნავზე მოხვედრა მოახერხა.
წყარო: ბმული
ავტორი: იგორ დემიანცევი
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან
„რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
45. იქსით შეცვლილია ორი სიტყვა. ერთი სერიალის პერსონაჟი ჯარისკაცი
აღნიშნავს, მოწინააღმდეგე ჯარისკაცები ხელებს ისე ძლიერად იქნევენ, რომ იქსებს
ჰგვანანო. მისი სიტყვებიდან გამოდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პერსონაჟი აკეთებს
იგივეს, რასაც სხვა ცნობილი გმირი. დაასახელეთ ეს გმირი.
პასუხი: დონ კიხოტი
კომენტარი: პერსონაჟი მოწინააღმდეგე ჯარისკაცებს ხელების ძლიერად ქნევის
გამო ქარის წისქვილებს ადარებს.
წყარო: ბმული
ავტორი: ალექსანდრ კორობეინიკოვი

46. ერთმა საფეხბურთო ექსპერტმა აღნიშნა, რომ რობერტო ფირმინო


„ლივერპულის“ შეტევების რიტმს განსაზღვრავს, რის გამოც ფირმინო ამ ადამიანს
შეადარა. დაასახელეთ ფსევდონიმი, რომლითაც ამ ადამიანს ვიცნობთ.
პასუხი: რინგო სტარი
კომენტარი: როგორც წესი, სიმღერის რიტმს დასარტყამი ინსტრუმენტები
განსაზღვრავს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ექსპერტმა ფირმინო ყველაზე ცნობილ
ლივერპულელ დრამერს შეადარა.
წყარო: ბმული1, ბმული2
ავტორი: ალექსანდრ კორობეინიკოვი

47. გადმოცემის მიხედვით, იქსისთვის გამოიყენებოდა ცენტრალურ და სამხრეთ


იტალიაში მოშენებული, რვა თვის ბატკნებისგან აღებული მყესები. დაასახელეთ იქსი
სამი სიტყვით, რომელთაგან ორი ერთსა და იმავე ასოზე იწყება.
პასუხი: სტრადივარიუსის ვიოლინოს სიმები
კომენტარი: ოსტატი მუშაობისას ყველა დეტალს მნიშვნელობას ანიჭებდა.
წყარო: ბმული
ავტორი: იგორ დემიანცევი

48. ცუდი ამინდისა და მარკ დანტონიოს შეუძლოდ ყოფნის გამო Gatorade-ის


[გატორეიდის] ნაცვლად კონფეტი გამოიყენეს. დაასახელეთ, თუ რის ანალოგად
გამოიყენება გატორეიდი სპორტის ზოგიერთ სახეობაში.
პასუხი: შამპანური
კომენტარი: ენერგეტიკულ სასმელ გატორეიდს ზოგიერთ სახეობაში გამარჯვების
აღსანიშნავად გამოიყენებენ ისევე, როგორც შამპანურს სხვა სახეობებში, მაგალითად
ფორმულა 1-ში.
წყარო: ბმული
ავტორი: ოლეგ მიხეევი
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან
„რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.

You might also like