You are on page 1of 9

1) Game of life – 66-ე თავია (ფამფებიდან) (60/66/73 chapters from intuition pumps -

ესენი შედის ესეიებში). ეს არის თამაში - ოთხკუთხედი დაფა


წარმოვიდგინოთ, ანალოგიურია. ამ თამაშში უჯრა ან ჩართულია ან არა.
დრო წყვეტილია - ერთი ინსტანცია ერთი დროა (ერთი დრო, ორი დრო, სამი
დრო...) და დროის გადასვლაში იცვლება სიტუაციაც. სულ რამდენიმე წესია -
და უკავშირდება უჯრის ჩართა/გამორთვა-ს + თითოეულ უჯრას 8 მეზობელი
ჰყავს. ერთი უჯრის 2 მეზობელი თუ ჩართულია, შემდეგ მომენტში ეს უჯრა
იგივე მდგომარეობაში დარჩება, როგორშიც ახლა არის, - იქნება ან
ჩართული, ან გამორთული. თუ ერთი უჯრის 3 მეზობელია ჩართული, თავად
ეს უჯრა იქნება - ჩართული და ყველა სხვა შემთხვევაში იქნება გამორთული
(ამ თამაშის წესების ნახეთ თქვენ თვითონ, მაინც). ეს არის დეტერმინისტული
სამყარო. თუ ვიცით სად რა უჯრაა, ვიტყვით შემდეგ მოემნტში რა მოხდება.
უნდა ავხსნათ ეს რატოა გამოსადეგი? როგორც დენეტი ამბობს, ეს არის
დიდი პრობლემის შემცირებული ვერსია. ამ კაცს უნდოდა შეექმნა
თვითგამრავლებადი სისტემა - დაახლოებით დეენემის მსგავსი რამ.
მაგიტომაა ეს თამაში მნიშვნელოვანი. რა შეიძლება მოხდეს ამ სამყაროში
საინტერესო? თამაშის მეცნიერული ხედვა თუ არის რომ დროის რაღაც
მომენტში უჯრა ჩართულია ან გამორთულია, ამის მიღმა მანიფესტ იმიჯით
დავინახავთ რომ რაღაც ორგანიზმები ჩნდებიან ამ დეტერმინისტულ
სამყაროში - რაღაცები უცებ იწყებენ ციმციმს, გლაიდერი მოძრაობს, არის
ფიგურებიც, რომლებიც ჭამენ ერთმანეთს(ითერები). მოკლედ, ამ თამაშს თუ
მანიფესტ იმიჯით შევხედავთ, დავინახავთ რო რაღაცები ერთმანეთს
აკოპირებენ, ხოლო საიენთიფიკით არაფერი ხდება დიდი. ისე, ისიცაა
მნიშვნელოვანი, რომ გლაიდერის უჯრებს არ ახასიათებთ მოძრაობა
მაგრამ გლაიდერს - კი; ეს მცხოვრებნი შეიძლება სისტემებად დავალაგოთ
და რაღაც უნარები შევძინოთ - ამით რაღაც ტიპის კომპიუტერები იქმნება. თუ
გვინდა დავახასიათოთ ამ სამყაროში რა ხდება, მარტო ჩართა/გამორთვა
არ გვეყოფა უჯრების. უჯრების დონეზე ზუსტად კი ვიცით რაღაცები, მარა
ცოტა თუ გამოვიწევით და ზედხედითაც შევხედავთ - მეტ რაღაცას
დავინახავთ - ერთი მოვა, მეორეს შეჭამს, მერე მოვა გლაიდერი, შეეწებება
და ა.შ და იწყება მოულოდნელობები რა - ოღონდ ეს ყველაფერი მანიფესტ
იმიჯის დონეზე!!! - შესაბამისად დეტერმინისტულობას კარგავს ამ კუთხით ეს
თამაში და სამყარო. ეს ჰგავს წარმოსახვით დემონს - რომელმაც კარგად
იცის ყველა ატომი და მოლეკულა, იდეაში მას ზუსტი წინასწარმეტყველება
უნდა შეეძლოს ყველაფრის, მარა მარტო ატომების დონეზე თუ უყურებს
სამყაროს ისეთ რაღაცებს ვერ დაინახავს, როგორ იქცევიან ადამაინები, რა
არის რაციონალური ფიქრი, მოძრაობა და ა.შ - დასკვა: საიენთიფიკ იმიჯი
მარტო არ არის საკმარისი, ძმაო! ის სამი წესი თუ ვიცი, ვიტყვი რომელი
უჯრა როდის ჩაქრება და აინთება, მარა ამის წინასწარმეტყველება არ არის
იგივე, რო ვიცოდე გლაიდერი რას იზამს, ითერი რას შეჭამს და ა.შ. ის რო
სამყარო დეტერმინისტულია, ის რო ბუნების კანონები მოქმედებენ, ეს არ
ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ზუსტი და გარდაუვალია! უჯრედების დონეზე
დეტერმინისტულობა ბევრს არაფერს ნიშნავს 😉 ფლეშინგი, ჭამა,
მოძრაობა არ ჩანს საინთიფიკ იმიჯში!
2) ბიჭები ბრაზილიიდან - თავი 73. ბუმ ქრათჩი არის ფამფის საწიინააღმდეგო,
თუ ეს ფამფი კარგი რაღაცაა - სინქინგ თულია, ამის საპირისპიროდ ბუმ
ქრათჩი ხელის შემშლელია - თეორიული სავარჯიშოა, რომელიც თითქოს
უნდა გვეხმარებოდეს, მარა რეალურად ხელს გვიშლის. დენეტისთვის ეს
ბოის ფრომ ბრაზილ ბუმ ქრათჩია. ეს რაღაც ფილმიდან მოდისო, ჰიტლერს
უკავშირდება. მეცნიერები ზრდიან ჰიტლერის დეენემიდან პაწაწინა
ჰიტლერიკუნებს და გამოდის რო ეს პაწაწინები დეტერმინირებულები არიან ,
- იმისთვის გაჩნდნენ რო ჰიტლერს ემსგავსონ! ჰიტლერი შეგვიძლია
ბოროტი ადამიანით ჩავანცვლოთ - ,,სახელურების დატრიალება’’ (“adjusts
the knobs”) არის სწორედ ეს ჩანაცვლება მეტაფორულად, იმისთვის რომ
გავიგოთ რა არის ზედაპირული და რა - არა; რომ გავიგოთ, ამ
ზედაპირულობით ხომ არ გვატყუებს ეს სინქინგ თული. ახლა უშუალოდ
,,ბიჭები ბრაზილიიდან’’ რომ აღვწეროთ - ესეთი რამეა: დავუშვათ რომ
მეცნიერების ჯგუფი ქმნის ადამიანს - მისტერ მარიონეტს, რომელიც ამ
დიზაინის მიხედვით ახორციელებს კრიმინალურ ქმედებას, მაგალითად
მკვლელობას, რომელიც ჩაიდინა დრაგებით ვაჭრობის დროს. დენეტი
ამბობს, რომ ამ წინადადებას ასპექტი შევუცვალოთ, ვნახოთ რა გამოვაო -
ავტორი ამბობს, რომ ზედაპირული რაღაცები უნდა შევცვალოთ ამ
მაგალითში; გაჩნდება კითხვა - ისევ ფამფი იქნება? ახლა რომ ვუსმენთ, ეს
მისტერ მარიონეტი რომ დაიჭირონ ვიტყვით რო უდანაშაულოა, ეს წინასწარ
იყო განსაზღვრული და რა შუაშია, საწყალიო, ვიტყვით... თითქოს მისი
ბრალი არ არის. პირველი რაც უნდა შევცვალოთ არის ის, რომ მეცნიერთა
ჯგუფი შევცვალოთ გარემოთი. მეორე - შევცვალოთ მოტივაცია
მკვლელობის; ისევ დავტოვოთ მკვლელობა, მარა ნარკოტიკები
ჩავანცვლოთ ფულით(ფულს პარავდა კომპანიას და ვიღაცამ დაინახა ამ
დროს, ესეც ადგა და რას ქვია, დამინახეო, მოკლა). + მისტერ მარიონეტის
მაგივრად კაპიტანი ავტონომია დავარქვათო ;დ მოლეკულურ დონეზე იგივე
ადმაიანი გვრჩება - მაგრამ ახლა ეს კაპიტანი ავტონომია აღარ გვგონია
ხარისხობრივად იმდენადვე საწყალი, როგორც წინათ გვეგონა.
შესაბამისად, ეს ფამფი ბუმ ქრათჩი გამოვიდა - ზედაპირული რაღაცების
შეცვლით იმავე ინტუიციას ჩვენში (მკითხველში) აღარ აღძრავს!
სხვანაირად ვუყურებ უკვე! (+დიზაიანი მაღალი ალბათობითაა
ჩანაცვლებული)
6) ტურინგის ტესტი - მესამოცე ჩაფთერი. ტურინგის ტესტი გულისხმობს
შემდეგს - ეს არის ტესტი იმისთვის რომ გავიგოთ ხელოვნური ინტელექტი
ისევე აზროვნებს თუ არა, როგორც აზროვნებს ადამიანი. ვინმე ადამიანი
უნდა დაელაპარაკოს კომპიუტერს და ნამდვილ ადამიანს ერთდროულად
და აბა, თუ მიხვდება ადამიანს როდის ელაპარაკა და როდის -
კომპიუტერს ;დ თუ ვერ გაარჩევს ვის ელაპარაკება, გამოდის რო
კომპიუტერმა ტურინგის ტესტი ჩააბარა - გამოდის რომ კომპიუტერს ისეთივე
აზროვნება შეუძლია, როგორც ადამიანს. ჩინური ოთახი - სიელმა შეიმუშავა
ეს და თქვა, გაჩვენებთ როგორ შეიძლება მოვიტყუოთ ტურინგის ტესტის
დროს და კომპიუტერი გავასაღოთ ნამდვილ ადამიანადო. ეს არის ოთახი
სადაც ზის ეს კაცი და აზრზე არ არის ჩინურის. გარეთ ზის ჩინელი ადამაინი,
რომელიც იეროგლიფებით წერს რაღაცას და სიელს უგზავნის ამ ოთახში -
ამ ჩინელს ჰგონია რო ეს ოთახი კომპიუტერია (მარა ეს არაა
მნიშვნელოვანი). სიელმა არ იცის ჩინური, შეხედავს, ნახავს მოხაზულობებს,
+ დამატებით ფურცლები და წიგნიც აქვს - როცა 3 იეროგლიფს ნახავს იცის
რო რაღაც 4 იერგლიფი უნდა გაგზავნოს საპასუხოდ, დაზეპირებულივითაა
რა. სიელმა იცის, სიმბოლოებს როგორ უნდა უპასუხოს - ასე შემიძლია
მთელი საუბარი გავაბა ისე რო აზრზე არ ვიყო ჩინურის და მხოლოდ
გეომეტრიულ რაღაცებს ვუყურებდეო. კომპიუტერი, რომელიც ამას
გააკეთებს, ამ ტურინგის ტესტს კი გაივლის, მაგრამ აზროვნება არ ექნება -
სიმბოლოებს უპაუხებს პროსტა, რაც წესებით აქვს წინასწარ ავტომატურად
განსაზღვრული. ავტორი ამით ამბობს, რომ ტურინგის ტესტი არ არის
საკმარისი! 4 ივნისის ამბავი - ამას სიმბოლოებით ვერ გაშიფრავ, ვერ
მიხვდები რა უნდა უპასუხო. როგორც იეროგლიფი კიარა, როგორც პაწია
კომიქსი ისე უნდა დაინახო ეს მინიშნებები - თუ ამ ,,კომიქსად’’ აღიქვამ,
რეალურად მხოლოდ მაშინ ვიფიქრებდით, რომ ადამიანია და აზროვნებს!
დენეტი პლუს იმასაც ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი არის ბუმ ქრათჩი -
ცუდი თეორიული ექსპერიმენტია სიელის ჩინური ოთახიო. მისი აზრით,
შეუძლებელია ამ ექსპერიმენტის განხორცილება ისე როგორც სიელი
ამბობს - ის წესები და გასაცემი პასუხები რო აქვს სულ, ეს გამოვთვალეთ
სემინარზე და იმდენი წიგნია საჭირო ამისთვის, რამდენი მოლეკულაცაა
სამყაროში - ამ ექსპერიმენტის ჩატარება ამიტომ ამ მხრივ შეუძლებელიაო
დენეტმა ;დ მისი აზრით, ამით ვერ გავაბათილებთ ტურინგის ტესტს.
3) Compatibilist theory - სობერისაა ეს თეორია. სობერი იწყებს ვეზერ ვეინის
ანალოგიით. ვამბობთ რომ ის არის თავისუფალი მაშინ და მხოლოდ
მაშინ,თუ მოძრაობს და თან ეს მოძრაობა ქარის მიმართულებას მიჰყვება.
როცა ქარის მოძრაობას მიჰყვება ის თავისფუალია, მარა თუ ჩაჟანგულია,
გაჭედილია და ქარის მიმართულებას არ მიჰყვება, მაშინ ვამბობთ რომ
გაჭედილი და არათავისუფალია. ესაა ნალოგია - სობერი ამბობს რომ
ადამიანიც ასეა, - ადამიანი თავისუფალია ან გაჭედილი! სობერი ამტკიცებს
რო თავისუფლები ვართ თუ ჩვენი გონება შესაბამისად მუშაობს. ვიღაც
გამოხტება ახლა და იტყვის რო ფლუგელი რო გაჭედილია უფრო მეტადა
არაა თავისუფალი?ეს ფლუგერი იმისთვისაა რომ ქარის მიმართულება
გვაჩვენოს - თუ ამ ფუნქციას ასრულებს მაშინაა ის თავისუფფალი.
ანალოგიურად, როცა ადამიანის გონება ფუნქციას ფროფერლი ასრულებს ,
მაშინ ვამბბოთ რომ ადამიანი თავისუფალია, მიუხედავად იმისა რომ
გარემო ახდენს გავლენას (ისე როგორც ქარი ფლუგელზე). თუ ადამიანის
გონებაში რაღაც გაფუჭებულია, მაშინ აღარაა ის თავისუფალი. სობერი
წარმოგვიდგენს გონების დიაგრამას. როგორ მუშაობს გონება? გონებაში
გვაქვს რწმენის მწარმოებელი დანადგარი და სურვილების შემქმნელი
მოწყობილება. პირველის დროს გარედან ვიღებთ ევიდენსს, ამას
ვამუშავებთ ამ მოწყობილობაში, იქმნება ბილიფი, იწყება ფიქრი, ვიღებთ
გადაწყვეტილებას და მერე ამ გადაწყვეტილებას ვასრულებთ. მომწყურდა,
წყლის სურვილი გამიჩნდა, მივხვდი რო მწყურია, ავიღე წყალი და დავლიე
(დისაიერი). ვეზერ ვეინს აქვს განსაზღვრული დანიშნულება - ფუნქცია აქვს
მინიჭებული, მიმართულება უნდა გვაჩვენოს. ადამიანს ღმერთი ქმნის და
ფუნქციებს ანიჭებს - ეს არის ადამიანის ფროფერ ფუნქციები, მარა
შეგვიძლია ვთქვათ რომ ევოლუციას შემოაქვს ჩვენთვის ეს ფუნქციები და
არა ღმერთს. ადამიანის შემთხვევაში ისაა ფროფერლი რაც გადარჩენაში
გვეხმარება ევოლუციურად. ეს დისაიარ რაღაცაც იმას გვიჩვენებს, რა არის
ჩვენთვის სასარგებლო (წყალი მაგალითად), მარა ჩიხში შევდივართ თან -
არასასარგებლო რაღაცებიც ხო გვინდება და მაგათაც ხო ვაკეთებთ?
ჯარისკაცი ხო თავს სწირავს სხვების გადასარჩენად... ეს ხო მისთვის
სასარგებლო არაა? თან ეს ადამიანი დაზაინებული ტვინის მქონე არ არის.
კლეპტომანიაკმა შეიძლება იფიქროს რო მოპარვა კაი რამეა... ფროფერ
ფუნციონირების დროს ის რწმენისა და სურვილის მოწყობილობები მიზეზ-
შედეგობრივ გავლენას ექვემდებარებიან. Distant causation argument - თუ
აგენტი თავისუფლად ახორციელებს ქმედებას, ის პასუხისმგებელია ამ
ქმედებაზე. აგენტი არ არის პასუხისმგებელი თუ ეს ქმედება იმ ფაქტორებმა
გამოიწვია, რაც მისი კონტროლის გარეთაა. მიზეზებს თუ გავუყვებით
გადავალთ უკან შორეულ წარსულში და გადავალთ ბავშობაში,გენებში ;დდ
მშობლების ბავშობაში თუნდაც და მივალთ იქამდე - რომ არაფერი არ
ხდება თავისუფლად. შტორმის მაგალითი. (ჰაერის მასების შეჯახება) -
შტორმი დამნაშავეა? აქედან გამომდინარე წანამძღვარი მცდარი გამოდის,
მერე დასკვნაც. მორალური პასუხიმგებლობის არგუმენტი - ეს
პასუხმიგებლობა მარტო მიზეზ-შედეგობრივი რაღაც არ არის. მიზეზი კი
არის შტორმი, მარა პასუხისმგებლობას არ ვაკისრებთ. ტვინგამორეცხილი
თუ ხარ , რანაირად იქნები პასუხიმგებელი? ბრალი შენი იქნება, მარა
მორალური პასუხისმგებლობა არ დაგეკისრება. პასუხისმგებლობა მაშინ
შემოდის თუ აგენტი მორალურია. იმ ქალმა ბანკი კი გაძარცვა, მიზეზი კი
თავადაა, მარა მორალის შესაბამისად არ იქცეოდა - დაჰიპნოზებულია.
გამოვიდა, რომ მორალურად რისფონსიბლ ვერ იქნება, მიზეზ-
შედეგობრივად - კი!. ,,სხვანაირად არ შემეძლო მოქცევა’’ არგუმენტი - თუ
ვამბობთ რო ვიღაც თავისუფლად ასრულებს ქმედება ა-ს, მას უნდა
ჰქონოდა სხვა ქმედების შესაძლებლობაც. ადამიანი იმიტო ასრულებს
ქმედებას რო სხვანაირად არ შეეძლო მოქცეულიყო. კოკა-კოლას თუ
ვირჩევ კოკა-კოლასა და პეპსს შორის ეს იმიტომ, რომ კოკა-კოლა მიყვარს
და პეპსი - არა; გამოვიდა, რომ ამ სიყვარულის გამო პეპსს ვერ
ავირჩევდი ;დ ავტორი ასკვნის ბოლოს რომ გამოდის, არასდროს
ვმოქმედებთ თავისუფლად. მეო არ ვეთანხმები ამასო და სობერი
აბათილებს. არცერთი წანამძღვარი არ მოსწონს. ავტორი არ ეთანხმება
იმას, რომ სურვილებით როცა მოქმედებ არათავისუფალი ხარ. პირველს
აბათილებს იმ კაცის მაგალითით - რო გადაწყვეტს რო ოთახში დარჩეს,
მარა ოთახი ჩაკეტილია სინამდვილეში. მეორეს აბათილებს იმით რო
როგორც თასმების მაგალითი ბუნდოვანიაო. (წასაკითხია ეს, რაღაც
მსჯელობები აკლია)
4) ინტენციონალურობის თეორია/ნორმატიულობა - ინთენშნალითი არის
რაღაცის შესახებ ყოფნა(??), როცა რაღაცაზე ვფიქრობთ, აღვიქვამთ და ა.შ.
მე რო ვუყურებ ბლოკნოტს, ჩემი ფიქრები არის ამ ბლოკნოტზე - ჩემი
ფიქრები არის ებაუთნესზე. ჩემი გონება ამ ნივთს უკავშირდება.
ნორმატიულობის პრობლემა ეს არის შეცდომის დაშვების პრობლემა.
რაღაც ქვა კვარცშია გაბნეული, როგორც ოქრო და გგონია რო ოქროა -
სინამდვილეში არ არის. ფროფერ ფუნქციის თეორია აგვარებს ამას -
ევოლუციურად ორგანიზმს განუვითარდა სათანადო ფუნქცია, რაც
გადარჩენაში ეხმარება. კიდე არის ნორმალ პირობები, ის პირობები, რაც ამ
ევოლუციის დროს იყო - მაგალითი ფუტკრების ცეკვაზე. ფუტკარი რომ
ნექტარიან ყვავილს ნახავს, სკაში ცეკვავს და ამით ანიშნებს მიმართულებას
სხვებს - საითაა ყვავილი ამით ამას ამბობს + მანძილსაც უთითებს. ეს ცეკვა
არის ფროდიუსერ მექანიზმი, ქონსუმერები არიან სხვა ფუტრკები,
შემგროვებლები. ისინი ამ ცეკვას მოიხმარენ და პოულობენ ყვავილს. აქ
ბევრი შეცდომა შეიძლება მოხდეს. მაგალითდ, არასწორად იცეკვოს იმ
ფუტკარმა, ან სხვანაირად გაიგონ სხვებმა ეს ცეკვა. შეიძლება ვიღაცამ ამ
ცეკვის დროს ის ყვავილი მოწყვიტოს - ეს არის ნორმათივითი პრობლემ, ეს
გვარდება იმით, რო ეს არ არის ნორმალ პირობებიო - ყოველთვის
არასწორად არ იგებდნენ ცეკვას ევოლუციურად, ეს არ იყო ნორმალური
პირობებიო! ფროფერ ფუნქცია არის სწორად შესრულება, როგორც
ევოლუციურადაა განვითარებული სწორედ იმგვარად. ეს ფუნქცია იმიტომ
არსებობს რო ძირითადად ასე ხდება და ის პაწია შეცდომები დიდ გავლენას
არ ახდენენ საბოლოო ჯამში. ადამიანს მაგალითად რაღაც ოქრო რომ
ჰგონია(და მართლა ოქრო რომაა), ეს იმიტო ხდება, რომ ადამიანის გონება
ფროფერლი მოქმედებს. ხოლო როცა ნორმალური პირობები ირღვევა
მაშინ ხდება ეს შეცდომები, ან როცა ფროფერ ფუნქციები ირღვევა - მაშინ.
ან ერთი ირღვევა, ან - მეორე. ორივე თუ კარგადაა ანუ ორივე ისეა, როგორც
ევოლუციამ შექმნა.
5) three main categories of theories of meaning (intentionality):  picture theories,
causal/information theories, and PMese (or system-role) theories.  ნორმალ
სირქუმსთანსის ის არ არის რაც სტატისტიკურად ხშირად ხდება - ეს ისაა რაც
ევოლუციურად ეხმარება ადამიანს და გადარჩენას უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვანია, როგორ ხდება საგნების აღქმა გონების მიერ - მენთალ
რეფრესენთეიშენ. ესაა სამი კლასიკური თეორია, ჯერ ამათზე ვისაუბროთ.
picture theories - ჩვენს გონებაში არსებული რეპრეზენტაციები ასახავს
რეალურად არსებულ საგნებს. (ლაიქნესს). აქ პრობლემები იქმნება: ბევრი
მიმსგავსება არსებობს, რომელ ლაიქნესზე ვლაპარაკობთ? ამ მსგავსების
უსასრულო რაოდენობები არსებობს ;დ ასევე, შეცდომებისთვის ადგილი არ
რჩება - რა არის ცუდად დახატული კატა? ბანანის რეპრეზენტაცია ბანანს
უნდა ჰგავდეს, მარა ცუდად შესრულებული რო იყოს ამ ფიქჩერ თეორიაში
აღარ ჩაჯდება, თუმცა მაინც ვიტყვით რო ცუდად გაკეთებული ბანანია; ცუდი
რეპრეზენტაციაა - აღარ ჰგავს ბანანს, რომ მიხვდე, რა არის, ამ თეორიის
მიხედვით (picture theories) მაინც ვერ ვამბბოთ რომ ბანანია. ფიქჩერ
თეორიის მიხედვით ვეღარაფერს ვიტყვით როცა რაღაცა რაღაცას აღარ
ჰგავს. მეორე - causal/information theories - ნაკვალევის მაგალითი.
ნაკვალევი დათვის არსებობის ინდიკაციას ახდენს! აქაც
მისრეფრეზენთეიშენის პრობლემაა - გავიგეთ ხმაური, სანაგვე
გადმოყირავდა ქუჩაში რეალურად და ამ დროს ჩვენ ვფიქრობთ რო მიზეზი
კატაა, სინამდვილეში მიზეზი კი იყო სკუნსი - ისევ შეცდომის პრობლემაში
შევდივართ მიზეზის თეორიაში. ახლა მესამე თეორია - სიმბოლური და
მათემატიკურია ეს უფრო. წესების მიხედვითაა განსაზღვრადი. სიმბოლოები
წესების მიხედვით იღებენ მნიშვნელობას. ვალიდ რომელია - ეგაა კითხვა.
თუ ჩვენ ვქმნით წესებს და მერე ვიყნებთ სიმბოლოებს, რანაირად ვუშვებთ
შეცდომებს? სამივე თეორია ერთი და იმავე პრობლემას აწყდება -
რანაირად ვუშვებთ შეცდომას? ბოლოს ვაერთიანებთ სამივე თეორიას და
შემოგვაქვს ევოლუციური ფაქტორი - ჩვენი კოგნიტური სისტემები
ევოლუციურადაა შექმნილი; შეცდომები, რაც აქ განიხილება ისევ
ნორმალურ პირობებამდე და ფროფერ ფუნციებამდე შეგვიძლია
დავიყვანოთ. გონებრივი რეპრეზენტაციის სისტემები ფუნქციონირებენ ისე
რომ გადარჩენაში დაგვეხმარონ ბოლოს. შეცდომები მაშინ ხდება როცა
ბიოლოგიური დარღვევებია ან გარემოში, ან ჩვენში. (ზემოთ რაც წერია,
იმავე მსჯელობის ხაზია)
7) ეპისტემური ოპერატორი - ზოგადად ოპერატორი არის რაღაც აფიქსები ,
რასაც ცნებებს ვუკავშირებთ და ბოლო წინადადებებს ვადგენთ. ,,ეს ფაქტია
რომ’’ , ,,ეს შესაძლებელია რომ’’... ამგვარი ოპერატორები ცოდნას
უკავშირდებიან. ფენეთრეითინგ რაღაცები იწყება მერე. გვაქვს რაღაც ცნება
პე და აქედან გამომდინარეობს ქიუ. პე არის რომ ლიზი და ჯეიმსი
დაქორწინდნენ, ქიუ არის რომ ლიზი დაქორწინდა (აუცილებლობით
გამომდინარეობა). თუ რომელიმე ოპერატორი მიემართება ერთს,
შესაბამისად იმასაც უნდა მიემართებოდეს რაც მისგან გამომდიანრეობს - ეს
იქნება ფენეთრეითინგ (გამჭოლი, შეღწევადი, განმსჭვალავი) - რაც უფრო
განსმჭვალავია მით უფრო გადადის სხვა რაღაცებზეც. ეპისტემური
ოპერატორები ნახევრად განმსჭვალავიაო ავტორმა და მერე აქედან
გადადის სკეპტიციზმზე. რადიკალური სკეპტიკები უშვებენ შეცდომას -
ეპისტემური ოპერატორები სრულად განმსჭვალავი ჰგონიათო. მაგიტო
არიან რადიკალური სკეპტიკოსებიო. სემაი- ფენეთრეითინგად თუ
შევხედვათ რადიკალურ სკეპტიკოსებს აზრი ეკარგებათო ;დ მერე გოუინგ
მეტას მაგალითი - ფიქრი ფიქრზე! ფენეთრეითინგ ოპერატორი რა არის ეგ
ვნახოთ ჯერ - თუ ლიზიმ დაკარგა რაღაც, აქედან აუცილებლად
გამომდინარეობს რო ვიღაცამ რაღაც დაკარგა. მაგრამ ამ წინადადებას
ოპერატორს სთრეინჯს თუ დავუმატებთ ძალას კარგავსო - გამჭოლი აღარ
ხდება. (1 საათი ვარჩევდით ამ ტექსტს და ეს უშუალოდ დეტალურად
წასაკითხია, ჩემი აზრით, აქ ძაან ზოგადად წერია)
8) ცოდნის თეორია - დეკარტის მიხედვით ცოდნა არის შინაგანად
დამტკიცებადი რაღაც. შემოაქვს სობერს ცოდნის სხვანაირი გაგება -
reliability theory. როგორ ვხვდებით თერმომეტრი არის თუ არა სანდო?
ცოდნას ადარებს ავტორი იმ თერმომეტრს, რომელიც სანდოა.
თერმომეტრი არაა სანდო როცა გაფუჭებული და გაჭედილია - მაგ დროს
რენდომად შეიძლება დაემთხვას მხოლოდ სწორი ტემპრატურა, მარა ეს
იმას არ ნიშნავს რო თერმომეტრი სანდოა. სანდო მაშინაა, როცა არის
აუცილებელი კავშირი გარემოსა და ამ მოწყობილობას შორის. თუ
შევფუთავთ ამ თერმომეტრს სანდო აღარ იქნება. ორი ფაქტორი აქცევს მას
სანდოდ - აქ მილიგანი შემიძლია ჩავრთო. სწორი გარემო და შინაგანადაც
რაღაც უნდა იყოს სათანადოდ მომუშავე! თუ ვართ სასტიკ ყინვაში და
ვერცხლისწყალი გაიყინა, იქ ვერ გაზომავ ტემპერატურას - გარემო არ
გიწყობს ხელს! ასევე თუ დამტვრეულია თერმომეტრი, მაშინაც არ
იმუშავებს! ორი ფაქტორი მოკლედ - ნორმალური პირობები და ფრაფერ
რაღაცები. ცოდნის დროსაც იგივე შემთხვევაა. ადამიანს ცოდნა აქვს თუ არა
გამომდინარეობს იქიდან ადამიანი რამდენად უკავშირდება ამ ცოდნას, -
როგორც თერმომეტრი უკავშირდება გარემოს. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია
ვთქვათ რომ ადამიანს აქვს ცოდნაო. მილიგანი+სობერი შემიძლია
მოვიყვანო აქ პარალელად. KK- knowing that you know. ის ფაქტი რო ზუსტად
არ იცი ფურცელი გიდევს თუ არა წინ არ ნიშნავს რო ფურცელი წინ არ
გიდევს. გამოცდამდე რო ვამბობ რო არაფერი ვიცი, რო არ მჯერა რო ვიცი,
ეგ არ გამორიცხავს იმას რომ კარგ ქულას მივიღებ - ვის რაში აინტერესებს
მწამს თუ არა ვიცი თუ არა? სობერი ამბობს რო ეს ქეიქეი პრინციპი მცდარია
მე თუ მართალი ვარო. თუ ქეიქეი მართალია, ეს გოგო თუ დაიჯერებს რო
მართლა არაფერი იცის, გამოცდას ვერ დაწერს. გამოდის რო რწმენაზე
ყოფილა დამოკიდებული, გამოცდას დავწერ თუ არა და ეს აბსურდია ;დ
სობერს ცოდნაში შემოაქვს ახალი კატეგორია - გარემო პირობები
(ჰოლივუდის მაგალითი - წიგნში ნახეთ). ჭეშმარიტი ბეღელი სად არის და
სად არა <3 ცოდნისთვის მნიშვნელოვანია გარემო პირობების
დაკონკრეტება! ეს არის ცოდნის ფარდობითობა - თუმცა ეს ფარდობითობა
არ ნიშნავს იმას, რომ ეს ცოდნა ობიექტური არ შეიძლება იყოს. როცა
ვამბობთ რო ფარდობთია უნდა ვთქვათ რის მიმართაა ფარდობითი. ორი
გოგო რო გზაზე მიდის გააჩნია საიდან შევხედავ რო მათი მარჯვენა-
მარცხენა მხარეები განვსაზღვრო ;დ ეს ცოდნა ფარდობითია, თუმცა
ობიექტური... მოკლედ ამ ქეიქეით ეწინააღმდეგება სკეპტიკოსებს +
ფარდობითობით.
9) სკრუტონი იწყება აქედან. (7,8,9,10). თავისუფლების შესახებ ტექსტია
პირველი. მაგალითად ადამიანს დავუტოვეთ ბავშვი, მიმიხედეო, ის დათვრა
და ბავში გაიპარა, მერე მანქანამ დაარტყა ამ ბავშვს.
ანგარიშვალდებულება ეკისრება ამ ტიპს მიუხედავად იმისა, რომ მისი
პირდაირი ბრალეულობა არ დგას დღის წესრიგში. მეორე ვარიანტი იყო,
მეგობარს რო ბავშვს უტოვებ და ამ დროს მეზეობელია ცუდ დღეში, ეს
მეგობარი გაიქცევა რომ მეზობელს დაეხმაროს და ამ დროს უყურადღებოდ
დატოვებული ბავშვი სადღაც გადავარდება. ამ დროს რაღაც ექსქიუზები
გაქვს, ისე ვეღარ ეჩხუბები ამ მეგობარს იმიტორო ის მეზობელი კვდებოდა,
ოე. ცხოველების მსგავსად ადამიანებს გვაქვს სურვილები მარა გვაქვს
არჩევანიც - ან მივყვებით ამ სურვილებს ან - არა, ბრმად არ ვემორჩილებით
ინსტინქტებს. დეტერმინიზმის მიუხედავად თავისუფალ გადაწყვეტილებებს
მაინც ვიღებთ. გეიმ ოფ ლაიფს შევადაროთ მერე ეს - მეცნიერულად თუ
შევხედავთ ყველაფერს მარტო მოლეკულის დონეზე დავინახავთ
ყველაფერს, მანიფესტ იმიჯით კიდე ვხედავთ რაციონალურ ადამიანს,
რომელიც გადაწყვეტილებებით მოქმედებს. მანიფესტ იმიჯით ყველაფერი
დეტერმინისტული აღარ გამოვა! ადამიანის ქმედებებს ზუსტად
მოლეკულურად ვერ ავხსნით - ამ გაწითლებას, ღიმილს და ა.შ - ეს
მოლეკულებით რო ავხსნა იმავე მნიშვნელობას არ მიიღებს რაც
რეალობაში აქვს, აზრს დაკარგავს. სილის გაწნა ხელის კუნთების
მოძრაობაა, რაც ტვინის ნეირონებითაა განპირობებული, მარა ეს არ ხსნის
რეალურად სილის გაწნის ფენომენს <3 როცა საიენთიფიკ იმიჯით უყურებ
ადამიანს, მას უყურებ როგორც ობიექტს, მანიფესტით - უფრო სუბიექტია,
მთავარი მოქმედი ტიპია. არის შემთხვევები როცა ადამიანს ვუყურებთ
როგორც ობიექტს - სუბიექტობა სულ სასარგებლო არ არის. მაგალითად თუ
ადამაინს რაღაც სჭირს და რაციონალური არ არის, მას ვუყურებთ როგორც
ობიექტს (გონებრივი დაავადება თუნდაც). როცა სუბიექტური მიდგომა
არანაირ შედეგს არ გვაძლევს, რაციონალურობას როცა აზრი არ აქვს და
თუ არ ესმის ჩვენი, თუ შეუვალია, მაშინ რაღაც აზრი აქვს მის სუბიექტურ
აღქმას? მაგიტო, მოდი ობიექტად აღვიქვათო. ადამიანი საკუთარ თავსაც
შეიძლება უყურებდეს როგორც სუბიექტს ან ობიექტს. (ცოლი რო კაცს
ტოვებს და არეჯექთებს კისერი გიტეხიაო, აქ ის მაგალითი უნდა- კაცი დგება
დილემის წინაშე, ახლა რა ჯანდაბა ქნას - მთებში მოგზაურობა დაიწყოს თუ
გალოთდეს?? <3 ჩემი აზრით, უნდა გალოთდეს, ცხადია !!!!!!!). ადამიანის
აღქმა, როგორც ობიექტის მიდის ხოლმე ბოროტებამდე - მაგალითად
ნაციზმი და კომუნიზმი - ისინი მეცნიერულ დონეზე უყურებენ ყველაფერს და
მაგან მიგვიყვანა საშინელებამდე. მანიფესტ იმიჯით - სუბიექტად აღიქვამ
ადამაინს, საიენთიფიკით - ობიექტად.
10) მორალს გამოვტოვებ კონსპექტი გაქვთ ჩემი მეილზეო ემქეიმ .
11) ღმერთის როლი ცხოვრებაში - ისევ სუბიექტისა და ობიექტების თემა.
ობიექტები ვართ მაშინ როცა ამ სამყაროს ბუნების ნაწილი ვართ, მარა ის
რო ვაზროვნებთ, გვაქცევს სუბიექტებად. როგორც სუბიექტები თავს
ადამიანები გამუდმებით მარტო ვგრძნობთ, თუმცა, როგორც ობიექტები -
სამყაროს ნაწილი ვართ. ჩვენ გვჭირდება ღმერთი, რომელიც გვხედავს
ჩვენ სუბიექტურობაში . ჩვენ ხო ყველას ობიექტად აღვიქვამთ იმიტორო
სხვა ადამიანების სუბიექტურობაში ვერ ჩავდივართ. ღმერთი კი, თავის
მხრივ, ჩადის ჩვენს სუბიექტურობაში იმიტომ რომ ყოვლისშემძლეა. ის
ყველას ერთდროულად გვიყურებს როგორც სუბიექტს და გამოდის რო
ღვთისმსახურების დროს სუბიექტურობაში მარტოები აღარ ვრჩებით. სექსის
და მუსიკის დროსაც იგივეა - მეცნიერულ დონეზე მუსიკა არ არსებობს ის
მარტო ტალღებია, მარა ამ ტალღებით მუსიკას ვერ აღვწერთ, მანიფესტ
იმიჯით უნდა შევხედოთ.

You might also like