You are on page 1of 147

ალექსეი პახაბოვი

ვერტიკალური ნება
მთარგმნელი: მამუკა გურული

გთხოვთ, საქართველოში ეზოთერული ცოდნის განვითარებაში წვლილის


შესატანად, დააფასოთ მთარგმნელის შრომა, და გადმორიცხოთ თქვენთვის
მისაღები თანხა შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღების ბანკი: „საქართველოს ბანკი“;


ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000621532700
მიმღების დასახელება: მამუკა გურული

მიმღების ბანკი: TBC ბანკი


ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE30 TB71 5424 5061 1000 05
მიმღების დასახელება: მამუკა გურული
1
ნაწილი I. ძალისადმი მსახურება

ეს წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს ადამიანთა ძალიან


განსაზღვრული წრისთვის. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, „თვითგანსაზღვრული“
წრისთვის. ამ ადამიანებს ვერ გამოარჩევ მასაში, ისინი არაფრით გამოირჩევიან, მაგრამ
მაინც, ისინი არ არიან ისეთები, როგორიც უმეტესობაა.

მათი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მათი ცნობიერებაა. იგი სხვანაირია. იგი


უმზერს სამყაროს და მასში საიდუმლოს ეძებს, ძალას ეძებს. ამ ადამიანთა ცხოვრების
აზრი ცოდნაა, მაგრამ არა – ინტელექტუალური ცოდნა, უფრო სწორად, - არამხოლოდ
ინტელექტუალური ცოდნა, ესაა ყოფიერების ამა თუ იმ ნაწილში მიღებული
გამოცდილებითა და უშუალო განცდით გაჟღენთილი ცოდნა.

ამოუცნობის მიმართულებით სიარულით, თავისი სიცოცხლით გარისკვით, ამ სამყაროს


სხვადასხვა ძალებისადმი გამოწვევით, ეს ადამიანები მხოლოდ ერთ მიზანს მიჰყვებიან -
თავისუფლებას. უძველესი დროიდან მათ მაგებს უწოდებენ. ამ წიგნში მე გავხსნი
მაგიური პრაქტიკების მცირე ნაწილს, რომლებიც მრავალ მაძიებელს დაეხმარება,
დააბალანსოს თავისი ცხოვრება, რათა კვლავ და კვლავ ეძებოს საიდუმლოებები.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეოთხე კასტის სამყაროში. საკუთარი და სხვათა


ცხოვრების ცნობიერად მართვის სამყაროში.

შესავალი
ახლავე მინდა ვთქვა, რომ ეს წიგნი წარმოადგენს პირდაპირ გაგრძელებას ჩემი პირველი
წიგნისა - „ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ?“ ამიტომ, თუკი არ წაგიკითხავთ იგი, შესაძლოა
ისე გამოვიდეს, რომ ვერ გაიგოთ ზოგიერთი მომენტი, ან ისეთი კითხვები გამოიწვიონ
თქვენში, რომლებზე პასუხებიც პირველ წიგნშია. არ მინდა განვმეორდე და აღვწერო

2
სამყაროს მაგიური სურათის მთელი რთული სისტემა. ამიტომ, ამ გამოცემის შესწავლის
წინ, დაჟინებით გირჩევთ, რომ გაეცნოთ წიგნს - „ოთხი კასტა...“.

ამ წიგნის დაწერისკენ ჩემმა მოსწავლეებმა მიბიძგეს. საქმე იმაშია, რომ ადამიანებს


მხოლოდ ერთ უნარს ვასწავლი. „სამყაროს შეგრძნების“ უნარს, ანუ „სამყაროს არსის
დანახვის“ უნარს. ამ საბაზისო უნარ-ჩვევას, რომელიც ყველა მაგს გააჩნია, ასევე
უწოდებენ „ექსტრასენსორიკას“.

ამ უნარის საფუძველს ეყრდნობა მთელი მაგია. სწავლის პროცესში მოსწავლე ცდილობს,


რომ განავითაროს იგი ამ, თავისთვის სრულიად ახალი განსაკუთრებულობის სრულ
გაცნობიერებამდე. მე განზრახ ვაწყობ სწავლებას ამგვარად, რადგანაც დღეისათვის
მრავალი ადამიანია, რომელიც თვლის, რომ გააჩნია ეს უნარი, მაგრამ სინამდვილეში ეს
მხოლოდ მათი ფანტაზიაა.

ამ უნარის გაცნობიერების მიღწევის შემდეგ მოსწავლეს უჩნდება შესაძლებლობა, რომ


პრაქტიკულად გამოიყენოს იგი. სხვა სიტყვებით, მის წინ იხსნება მაგიური პრაქტიკების,
ტექნიკების, რიტუალების კარი, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია შეცვალოს როგორც
საკუთარი, ასევე სხვისი ცხოვრება. ფაქტობრივად, მაგის შემდგომი პრაქტიკა იქნება
საკუთარ თავში ძლევამოსილების, ძალისა და ძალაუფლების გახსნა.

აჰ, რა შესანიშნავი სამი სიტყვაა! ძლევამოსილება. ძალა. ძალაუფლება. სწორედ ამ


ატრიბუტებისადმი სწრაფვის გამო მიდის ადამიანი ყველაზე ხშირად მაგიაში... მაგრამ
აქ მხოლოდ თავს იღუპავს. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ეს სამი სიტყვა არ უნდა
გაინტერესებდეთ. მაგის ძალაუფლება და ძალა განსხვავდება მეომრის ძალაუფლებისა
და ძალისაგან. მაგის ძალაუფლება პასიურია, ბუნებრივია, უპიროვნოა, და თავად მაგი
გულგრილია მისდამი. მეომრის კასტის ადამიანი პირიქით, მიისწრაფვის მისკენ, ეძიებს
მას. მაგრამ ის, რაც მაგს ძალას აძევს, მეომარს კლავს. უნდა გახსოვდეთ ეს. სხვა
შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავთ და ვერაფერს ვერ იპოვნით.

სწორედ ამ მიზეზის გამო არ ვასწავლი ადამიანებს სამყაროზე ზეგავლენის ხელოვნებას.


თუმცა არის სხვა მიზეზიც. ამას ყველა დანარჩენი ასწავლის. შეხედეთ ეზოთერულ
სკოლებს, სემინარებსა და წიგნებს. ყველგან წერია: როგორ “ვიჯადოქროთ“ სამყაროზე
ისე, რომ „ყველაფერი კარგად მქონდეს ცხოვრებაში“. „ჩვენი მაგია ფულს, ბედნიერებას,
ქმარს მოგიტანთ. მე ვიცი საიდუმლო, - ყვირიან ისინი, - და ახლა მე გაგიმხელთ მას“.

ყველა ასწავლის ძალაუფლებას, ძალას. მაგრამ ჭეშმარიტი მაგიური ხელოვნება


მხოლოდ იმას ასწავლის, თუ როგორ იცხოვროთ ამ სამყაროს ძალებთან ჰარმონიაში.
შეიძლება ითქვას, და ეს სწორი იქნება, რომ მაგიის ხელოვნება ესაა სწორად ცხოვრების
უნარი, და მეტი არაფერი. რამეთუ მაგის მთელი ძალა სულაც არაა მისი ძალა, არამედ

3
ბუნების ძალაა, სისტემის ძალაა. იგი ქარივითაა. წარმოიდგინეთ, რომ აფრიანი ნავით
მიცურავთ. არ შეგიძლიათ, რ აიძულოთ ქარს იქით იქროლოს, საითაც გსურთ,
გაზარდოთ ქარის ძალა, ან შეამციროთ. თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ, რომ მართოთ
თქვენი ნავი.

მაგიის ხელოვნება ესაა საკუთარი თავის მართვის ხელოვნება, რათა სამყაროს ძალამ
წარმართოს მაგი იქითკენ, საითაც დასჭირდება. ძალასთან კავშირში ყოფნით, მაგი
ძლევამოსილი ხდება, უზადო ხდება. იგი ღებულობს ყველა ნაყოფს თავისი გზისგან.
იგი ჰარმონიულია. აი, რა არის მაგია.

წიგნს, რომელიც ხელში გიჭირავთ, შეუძლია გახდეს როგორც შეუფასებელი საგანძური


თქვენთვის, ასევე – ტროას ცხენი თქვენს ცხოვრებაში. პრაქტიკებს, რომლებიც აქ იქნება
აღწერილი, შეუძლიათ შეცვალონ, და უფრო ზუსტი თუ ვიქნები, აუცილებლად
შეცვლიან თქვენს ცხოვრებას. და, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, რომელი
მიმართულებით? აი, აქაა მთელი სირთულე. სამყაროს არ აქვს მიმართულებები. იგი
მრგვალია. თქვენი ცხოვრება უბრალოდ სხვანაირი გახდება. უბრალო, ჩვეულებრივმა
ადამიანმა არ იცის, რა მოუხერხოს ამოუცნობს, მაგი კი, პირიქით, ისწრაფვის მისკენ, იგი
ცხოვრობს ამოუცნობში.

ამიტომ ყურადღებით იყავით, როცა მაგიის გზაზე დგებით. ფსონად თქვენს ცხოვრებას
დებთ. თუ წაგების გეშინიათ, დაუყოვნებლივ დახურეთ ეს წიგნი და იკითხეთ
სხვადასხვა ნაგავი იმის შესახებ, თუ როგორ გახდეთ მილიონერი სავარძლიდან
უკანალის აუწევლად, ბიძია ვასიას ჯადოსნური ჯოხის მეშვეობით, რომელიც სამი წელი
სძალავდა მას ტიბეტელ ბერებს. სამყარო ძალთა ერთობლიობაა, რომელთა ხელშიც ჩვენ
პაიკები ვართ. მაგია ესაა ჭადრაკის დაფის ბოლოში გასვლის და პაიკიდან ლაზიერად
ქცევის შესაძლებლობა.

როცა მე ამ სიტყვებს ჩემს მოსწავლეებს ვეუბნები, ან ინტერვიუს ვიძლევი, მეკითხებიან:


„როგორ გავაკეთოთ ეს?“

ვერანაირად. ეს შეუძლებელია. ის, ვინც ხოხვისთვისაა დაბადებული, ფრენას ვერ


შეძლებს. თუმცაღა, ვინ წყვეტს, რომ ერთი „მხოხავი არსებაა“, მეორე კი - „ღრუბლებში
მფრინავი არწივი“? სწორედ სამყარო წყვეტს. ან როგორც ჩვენ ვამბობთ, ძალა წყვეტს. ასე
რომ, მაგია ესაა გზაა, რომელიც ამ ძალებთან ჰარმონიაში ცხოვრებას გვასწავლის.
სწორედ მათ შეუძლიათ შენი შეცვლა და პაიკიდან ლაზიერად ქცევა, ან კუდ, ან ცხენად.
მაგრამ გახსოვდეს, რომ სხვა ძალის მიერ შენი „განგმირვის“ ალბათობაც ასევე
უზარმაზარია.

4
ვიცი, რომ ჩემი სიტყვები ბევრს არ შეაჩერებს. შესაძლოა, უფრო უბიძგონ
მოქმედებისკენ. მაგრამ ამ წიგნს მათთვის არ ვწერ, ვინც ჩემს სიტყვებზე რეაგირებს.
არამედ მათთვის, ვინც ამ სიტყვებს ხედავს.

თავი 1. სამყაროს აღწერა


მანამ, სანამ სხვადასხვა მაგიური ტექნიკების აღწერას შევუდგებოდეთ, აუცილებლად
ვთვლი, რომ ვისაუბრო ჩვენ გარშემო მყოფი რეალობის აღქმაზე.

რეალობა, როგორც მივეჩვიეთ, რომ მას ვუწოდოთ, სულაც არ წარმოადგენს რეალურს.


უფრო ზუსტად, არ წარმოადგენს ერთადერთ არსებულ რეალობას. მთელი ეს სამყარო,
მყარი ობიექტებისა და საგნებისგან, ბგერებისა და სუნებისგან შემდგარი, არსებობს
მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არსებობთ. დიახ, დიახ, მეგობრებო, სამყაროს რეალობა
სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ აღწერილობა, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში
არსებობს.

ვეცდები ავხსნა. რეალობა ესაა თქვენი აღქმა. არსებობს მხოლოდ ის, რაც ჩვენს
ცნობიერებაში არსებობს. ის, რასაც ვერ აღიქვამთ, თქვენთვის არ არსებობს. მაგალითად,
ჩაგეძინათ და არაცნობიერში ჩაიძირეთ. ამ მომენტში თქვენ ვერაფერს ვერ აცნობიერებთ.
სიბნელეს და სიცარიელესაც კი ვერ აცნობიერებთ. გამორთული ხართ. სადაა ამ
მომენტში სამყარო? „ჩვენ გარშემო“ - იტყვით თქვენ. მაგრამ შეგიძლიათ თუ არა ეს
თქვათ უსიზმრო ძილის მომენტში? არა, რამეთუ არ არსებობს სამყარო თქვენთვის.
თქვენც კი არ არსებობთ ამ მომენტში. ლოგიკური ახსნა არ ითვლება. გახსოვთ ისტორია
აინშტაინისა და პროფესორის საუბრის შესახებ? ისინი ღმერთის არსებობაზე
კამათობდნენ. პროფესორმა თქვა, რომ ღმერთი არ არსებობს, რადგანაც იგი არავის
უნახავს. რაზეც აინშტაინი შეეკამათა, რომ ტვინი პროფესორს ასევე არა აქვს, რადგანაც
ისიც არასოდეს არავის უნახავს.

რეალობა ესაა სიგნალი, რომელიც თქვენი ცნობიერების მეშვეობით გადის. არცერთ


ლოგიკურ ახსნას არ აქვს საფუძველი, რადგანაც აზრის მომენტში მხოლოდ აზრი
არსებობს. მისი ინფორმაციული გზავნილი არანამდვილია, რადგანაც ოდესღაც
შემოტანილ იქნა ჩვენს ცნობიერებაში.

გახსოვთ ფრაგმენტი კინოფილმიდან „მატრიცა“, სადაც პატარა ბიჭუნამ უთხრა ნეოს,


რომ კოვზი არ არსებობს. რაშია მორალი? აი, გიჭირავთ ხელში კოვზი. აიღეთ იგი
თვალსაჩინოებისთვის. აიღეთ? ამგვარად, გიჭირავთ იგი და ეჭვიც არ გიჩნდებათ, რომ
ეს კოვზია. ახლა კი გაიხსენეთ პატარა ბავშვი, რომელიც ბეღურას პეპლისგან ვერ

5
ასხვავებს. მას ეს არ შეუძლია, რადგანაც მის თავში ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული
სამყაროს სურათი, უფრო სწორად - მისი აღწერილობა.

იცით, სინამდვილეში არც თქვენ და არც მე არ ვიცით, რა გვიჭირავს ხელში. თითქოს


კოვზს ვაკვირდებით, მაგრამ სინამდვილეში ამ საგნის მხოლოდ აღწერილობას ვხედავთ,
რომელიც ვიღაცამ ოდესღაც თავში ჩაგვიდო. ჩვენ არ შეგვიძლია რეალობის დანახვა,
რადგანაც მას აღწერილობის პრიზმაში ვუმზერთ. ჩვენი დარწმუნებულობა, რომ
მაგალითად სამყარო სიფხიზლის მდგომარეობაში უფრო რეალურია, ვიდრე
სიზმარხილვის მდგომარეობაში, მხოლოდ იმისგან გამომდინარეობს, რომ ჩვენ ყველამ
ერთნაირად ვისწავლეთ სამყაროს ამ მდგომარეობებში ამგვარად დანახვა. მაგრამ ვინ
თქვა, რომ შეუძლებელია ვისწავლოთ ერთნაირი სიზმრების ნახვა? და ვინ თქვა, რომ
შეუძლებელია „სხვა“ რეალობის დანახვა იმის მიღმა, რასაც კოვზს ვუწოდებთ? კოვზი,
ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი, არ არსებობს.

სამყაროში სამყაროს აღწერილობას შეთანხმებას უწოდებენ. ჩვენ თითქოს შევთანხმდით,


რომ სამყარო ასეთი და ასეთია. ეს აღწერილობა ზრდასრულებისგან ბავშვებს გადაეცემა
და აფიქსირებს მათ აღქმას სამყაროს გარკვეულ სფეროში. ეს სფერო ადამიანის სხეულზე
პროეცირდება და ფიქსაციის წერტილად (ფწ) იწოდება.

ადამიანთა უმეტესობას იგი მიდუღაბებული აქვს., და ისინი მთელი ცხოვრების


მანძილზე ერთი და იმავე სამყაროს ხედავენ. მაგები სწავლობენ თავიანთი აღქმის
გადაწევას სტანდარტული ფიქსაციის მიღმა და სამყაროს სხვა სპექტრში დანახვას. ერთი
და იგივე ობიექტი აღქმის სხვადასხვა სპექტრში სხვადასხვაგვარად გამოიყურება. ახლა
უკვე არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ადამიანი განსაზღვრულ მდგომარეობაში
აღიქმება, როგორც მანათობელი ჭუპრი, რომელიც ფიზიკურ სხეულს თავიდან
ფეხებამდე აკრავს გარშემო. მაგრამ თუკი ჩვენ აღქმის ერთ სპექტრში რაღაცას რეალურს
ვუწოდებთ, ვინ თქვა, რომ სხვა სპექტრში იგი არარეალურია?

ამგვარად, მაგია ესაა ობიექტზე ზეგავლენის მოხდენის უნარი აღქმის სხვა ტიპიდან.
მაგალითად, თქვენ ისწავლეთ, რომ აღიქვათ ადამიანი, როგორც მანათობელი ჭუპრი.
თუკი შეძლებთ ჭუპრზე ზემოქმედებას, ეს ზემოქმედება ადამიანის ფიზიკურ
სხეულზეც აისახება. თავად ზემოქმედების პროცედურა თვითონ ადამიანისთვის
უცნაური იქნება. იგი დაინახავს, რომ მაგი მის წინ ხელით ჰაერს ეფერება, ამ დროს კი
მაგი ჭუპრს ხედავს და მასზე ზემოქმედებს. მაშინაც კი, თუკი პაციენტი ვერაფერს
ხედავს და გრძნობს, ცვლილებები მოხდება. მართალია, ზოგჯერ პაციენტი ამას არა
მაგის, არამედ საკუთარ დამსახურებას მიაწერს.

ერთი ჩემი მეგობარი ქალი,მაგი შორი მანძილიდან კურნავდა ადამიანს. იგი თავის
სახლში იწვა, მაგი კი თავის სახლში იყო და ზემოქმედებას აკეთებდა. მომდევნო დღეს,
6
როცა იგი გამოკეთდა, ქალმა მიანიშნა, რომ ცუდი არ იქნებოდა, თუკი გადაუხდიდა
მკურნალობისთვის, რაზეც ადამიანმა უპასუხა, რომ ყველაფერმა თავისით გაიარა.
ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუკი თქვენი ზრახვები, მაგიური პრაქტიკებისა, მრავალი
ადამიანის მიერ იდიოტიზმად იქნება აღქმული. მათ ხომ იციან, რა არის ნამდვილი და
რა არა. მაგრამ ნუ გადავუხვევთ თემას.

სამყაროს აღწერა ესაა შაბლონი, რომელიც თვალებზე „აგვაფარეს“. იმდენად კარგად


ვისწავლეთ მისი გამოყენება, რომ მაგიური უნარების ათვისების გზაზე იგი ნამდვილი
დაბრკოლება ხდება. ამიტომ საჭიროა მისი გაჩერების სწავლა. ამ პროცესს კასტანედას
წიგნებში სამყაროს გაჩერება ეწოდება.

თუკი ვეცდებით სამყაროს გაჩერების აღწერას, ეს შეგვიძლია გამოვხატოთ ისე, თითქოს


თქვენ შედიხართ აღქმის თქვენთვის უცნობ მდგომარეობაში, რომელშიც თქვენი
ცნობიერების ინტერპრეტაციული აპარატი არ მუშაობს. ამ მდგომარეობამდე მისვლას
ბუდისტები ათწლეულების მანძილზე ცდილობენ. მაგალითად, ისინი უყურებენ
ქოთანს და ცდილობენ, დაინახონ ის იმის ცოდნის გარეშე, რომ ეს ქოთანია, ანუ
დაინახონ ის აღწერილობის გარეშე.

და პრობლემა აქ იმაშია, რომ ამ მდგომარეობაში სპეციალურად შესვლა შეუძლებელია,


ყოველ შემთხვევაში - საწყის ეტაპზე. არ არსებობს რაიმე პრაქტიკა ან ტექნიკა, რომელიც
სამყაროს გაჩერებას იწვევს. ერთადერთი საშუალება ამის მისაღწევად ესაა, დაიწყო
ცხოვრება, როგორც მაგმა.

მაგის ცხოვრების წესი


ნეოფიტი-მაგის ცხოვრება იწყება გარშემომყოფი რეალობის ცნებების თანდათანობითი
ჩანაცვლებით. მას თავისი სამყაროს აღწერის ადამიანური შაბლონი ბალანსის
მდგომარეობიდან გამოჰყავს. სხვა სიტყვებით, იგი სწავლობს ეჭვის შეტანას
ყველაფერში, რაც მის გარშემოა. მასწავლებელი ახალ აღწერილობას აძლევს, მაგიურს,
მაგრამ რამდენადაც ძველი აღწერილობა ძალიან ძლიერია, დამწყები მაგი
იძულებულია, რომ ეს ახალი აღწერილობა აპრაქტიკოს. ანუ შეასრულოს მოქმედებები,
რომლებიც დაკავშირებულნი არიან ამ ახალ აღწერილობასთან, ამასთან, თუკი
საკმარისად გულწრფელად ვილაპარაკებთ, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ამ
ახალი, მაგიური აღწერილობის სასარგებლოდ. მაგრამ რა არის მტკიცებულება?
ლოგიკური ახსნა-განმარტებები? მაგრამ ჩვენ გავარკვიეთ, რომ ლოგიკა წინა
აღწერილობის მხოლოდ ნაწილია. და ამიტომ, მისი კონტროლიც უნდა ისწავლოთ, თუ
გსურთ, რომ სამყაროს აღწერილობის საკუთარი შაბლონის მიღმა გახვიდეთ.
7
ამგვარად, პირველი ნაბიჯი ესაა სამყაროს ახალი სურათი, რომლის დაპრაქტიკებაც
აუცილებელია. მაგრამ ბევრს რატომღაც ავიწყდება, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია,
და საკუთარი თავისთვის ბოლოდ აქცევენ მას. რამდენადაც მივეჩვიეთ, რომ ყველაფერი
ლოგიკურად ავხსნათ, ეს „ერთნაბიჯიანი მაგებიც“ ასევე ცდილობენ, აუხსნან საკუთარ
თავს მაგია. გახსოვთ კასტანედას და დონ ხუანის გამუდმებული ბრძოლა? კარლოსს
სურდა, რომ ყველაფერი სიტყვებით გაეგო, დონ ხუანი კი მოქმედებას აიძულებდა, და
მოტივაციას იმით აძლევდა, რომ მხოლოდ მოქმედებით შეეძლო მაგად გახდომა.

ჩემი პირველი წიგნი - ესაა პირველი ნაბიჯის აღწერა. ეს ნაწარმოები კი - მეორე ნაბიჯია.
აქ არ იქნება აღწერილი მაგის ცხოვრების წესი, ამ სახის რეკომენდაციების სტილში:
„გააკეთე ასე, შემდეგ ისე“. კიდევ ერთხელ: მაგის ცხოვრების წესი მისი მოქმედებების
წესია. და მისი მოქმედებები მხოლოდ იმაზეა მიმართული, რომ ცნობიერებაში მაგიური
სურათი გაამყაროს. მაგი ამას ფრთხილად და სათუთად აკეთებს, არ ჩქარობს და
თანდათანობით რწმუნდება იმაში, რომ ადამიანური აღწერილობა ერთადერთი არაა. ამ
გზაზე სიარულის დროს მაგი მოქმედებს ახალი აღწერილობის შესაბამისად. და მისი
ცხოვრება კარდინალურად იცვლება. ძველი მიდის, რათა გზა დაუთმოს ახალს. იცვლება
გარემო, სამსახური, პრიორიტეტები, ფასეულობები. იცვლება თავად ადამიანი.

ეს პროცესი შეიძლება ძალიან დიდ დროზე გაიწელოს. ამას არ აქვს რაიმე ვადები, და
არავინ ამყარებს ამაში სიჩქარის რეკორდებს. ჯობია ნელა, მაგრამ საფუძვლიანად. აქ
პრაქტიკა ხდება წინსვლის ერთადერთი ფაქტორი. თუკი სწავლის დასაწყისში
სიხარულით გარბის შიშველი ენთუზიაზმით, შემდეგ უკვე იგი აწყდება მტერს,
რომელიც ძველი შაბლონის სიღრმეებიდან ამოძვრება. ეს მისი საკუთარი სიზარმაცეა.
მოსწავლეს უნდა ესმოდეს, რომ რეალობის მხოლოდ სიტყვებით ახსნით, იგი უფრო
დაცინვის ობიექტად იქცევა გარშემომყოფებისთვის და ცხოვრებას დაიმახინჯებს,
რადგანაც ძველ შეთანხმებაში რჩება, ძველ შაბლონში, მაგრამ ახალი შეფუთვით. ასობით
ასეთი ფსევდო-მაგი მინახავს, რომლებიც მხოლოდ სიტყვებით არიან მაგები. ამიტომ
გავიმეორებ დონ ხუან მატუსის ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ფრაზას: „მხოლოდ
მოქმედებები გეთვლება“.

ამიტომ გახსოვდეთ, თუკი უბრალოდ წაიკითხეთ ეს წიგნი და მორჩა, მაშინ გილოცავთ,


თქვენი ადამიანური შაბლონი კიდევ უფრო მეტი ნაგვით შეივსო. თქვენ უფრო
დასუსტდით. სიტყვების მონები ხართ. და ვერასოდეს მიაღწევთ მაგიის სამყაროს.

ხოლო მათ, ვინც გზაზე მიდიხართ, დარიგებები არ გჭირდებათ. თავად ღმერთები არიან
თქვენით აღფრთოვანებულნი.

8
თავი 2. იმოქმედე უმოქმედოდ
ამგვარად, ჩვენ გავარკვიეთ, რომ პირველ რიგში მოსწავლე იწყებს აღწერილობის ახალი
შაბლონის დაგროვებას და თანდათანობით ანაცვლებს მისით ძველ შაბლონს. პრობლემა
მხოლოდ იმაშია, რომ ახალ, მაგიურ შაბლონსაც კი, იგი ძველის მეშვეობით აღიქვამს.
ახლაც კი, როცა ამ სიტყვებს კითხულობთ, თქვენი გაგება სხვა არაფერია, თუ არა –
ძველი აღწერილობის რეაქცია. შეიძლება ითქვას, რომ ძველი შაბლონი ესაა
კომპიუტერის ოპერაციული სისტემა. მაგიური აღწერილობა ესაა პროგრამა, რომელიც
ამ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. ამიტომ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ეს
პროგრამა, იგი სამყაროს ადამიანურ აღწერილობაზეა დამყარებული.

მუდმივი პრაქტიკით თქვენ აგროვებთ საკუთარ თავში მაგიურობას, თუ შეიძლება ასე


ვთქვათ. ეს ახალი დამატება ძველ ოპერაციულ სისტემაში უფრო და უფრო რთულდება.
იგი უფრო და უფრო მეტ ოპერატიულ მეხსიერებას მოითხოვს. და როდესაც იგი
მნიშვნელობით გაუტოლდება სამყაროს ძველ სურათს, ხდება სისტემის დაკიდება, ანუ
სამყაროს გაჩერება.

იმის თქმა მინდა, რომ სამყაროს გაჩერება - ესაა პროცესი, რომელიც თავისთავად
გაეშვება. თქვენ მხოლოდ უნდა დააგროვოთ საკუთარ თავში ახალი აღწერილობა და
პრაქტიკული გამოცდილებით უნდა გაამყაროთ იგი. აკეთეთ ეს აუჩქარებლად. ეს
პროცესი წლებს მოითხოვს. მაგრამ როგორ „დავაგროვოთ“ სამყაროს ახალი სურათი,
თუკი აზრობრივი პროცესებისთვისაც კი ძველს ვიყენებთ? პასუხი იმაშია, რომ
საკუთარი თავი უნდა მოვატყუოთ, სხვა სიტყვებით, უმოქმედოდ ვიმოქმედოთ.

ამ ტვინისმმტვრეველ მოქმედებებში ყველაზე წინ ძენ-ბუდისტები წავიდნენ.


მაგალითად, ყველასთვის ცნობილი მეთოდი - ტაში ერთი ხელით. ითვლება, რომ ამ
ტაშის შესრულებისას ადამიანი გასხივოსნებული ხდება. ინტელექტით ჩვენ ვიცით, რომ
ეს ტაში ჟღერს როგორც სიჩუმე. მაშ, გავაკეთებ ამას. სერიოზულად ვამბობ.
მოხერხებულად დაჯექით და დაიწყეთ ერთი ხელით ტაშის დაკვრა. როგორ? სწორედ ეს
ამოცანა უნდა გადაჭრათ.

და ამ ამოცანის არსი იმაშია, რომ იგი არ იჭრება ინტელექტით ან ხელის რაიმე


დახვეწილი მოძრაობით. ყრუდ უნდა იჯდეთ და ეცადოთ ტაშის დაკვრას. შესაძლოა
ამაზე წლები წავიდეს. საქმე იმაშია, რომ მთელი საკუთარი თავი უნდა მიუძღვნათ ამ
პრაქტიკას. თუკი მთელ თქვენს გონებას ალესავთ (აღქმის ძველ შაბლონს) ამ
პრაქტიკისთვის, მაშინ ერთხელაც გონება გაჩერდება და დარჩება მხოლოდ მოქმედება.
ანუ თავად ტაში, რომელიც გონების სიჩუმეა, ანუ მოქმედება უმოქმედოდ.

9
ამ თავის დასახელების ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ მოქმედებაში
ყოველთვის ორი იღებს მონაწილეობას. ესენია აღქმის შაბლონი და ენერგია, რომლებიც
ამ მოქმედების გაშვებას იწვევენ. ამგვარად, მაგიური პრაქტიკების საწყისი ეტაპის
ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა მოქმედების შესრულება ენერგიით,
სხეულით, ძალით, სხვა სიტყვებით - საკუთარი თავით, მაგრამ აღწერილობის გარეშე,
გამორთული შაბლონით. მაგრამ შეუძლებელია ამ მოქმედების მაშინვე გაშვება. იგი
თავისით მოდის.

ვეცდები მაგალითით ავხსნა. თქვენ მიაჭირეთ ავტომობილის გაზის პედალს, და იგი


დაიძრა. შემდეგ ავტომობილი აჩქარდა და პედალს ფეხი აუშვით. მაგრამ იგი
განაგრძობს სვლას. თქვენ არ აკეთებთ მანქანის მოძრაობისთვის არანაირ მოქმედებას,
მაგრამ მოქმედება მაინც ხდება. სწორედ ამას ნიშნავს უმოქმედოდ მოქმედება.

მაგიურ პრაქტიკებთანაც იგივე ისტორიაა. თავიდან მთელი გულმოდგინებით ვიწყებთ


მათ შესრულებას. არ გამოგვდის. მაგრამ ძალიან გვინდა შედეგები, ამიტომ
განვაგრძობთ. მაგრამ აი, მოვიდა დაღლილობა. ჩვენ დავისვენეთ - და კვლავ
ბრძოლაში... გამოდის, მაგრამ ისე არა, იმ მიმართულებით არა... შემდეგ იმედი
გვიცრუვდება და თავს ვანებებთ.

სადაა აქ ძაღლის თავი დამარხული? თავად ჩვენს რეაქციაში. ენთუზიაზმი, სურვილი,


შემდეგ დაღლილობა და იმედგაცრუება. ყველაფერი ეს შაბლონის რეაქციებია. მათი
გამოჩენა ნორმაა. განაგრძეთ პრაქტიკა. თქვენი გონება ვერ მოახდენს ერთი და იგივე
მოქმედებაზე რეაგირებას ურიცხვი რეაქციებით. ისინი მას შეზღუდული აქვს, ამიტომ
როცა ერთს იყენებს და ხედავს, რომ არ ჩერდებით, მეორეზე გადადის. და როცა
რეაქციები თავდება, იგი ჩუმდება. მოქმედება კი დარჩა. ასე ატყუებთ „ბატონს თქვენს
თავში“. ასე იხსნება კარი.

არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ მე აღვწერ შინაგანი დიალოგის (შდ) გაჩერებას. ჩემს
პირველ წიგნში ვწერდი თავში ლაყბობის გაჩერების ერთ მეთოდზე. აქ მინდა ცოტათი
გავაფართოო ტექნიკური არსენალი.

ახლავე გეტყვით, რომ პრაქტიკის შესრულებისას მნიშვნელოვანია მოტივაცია. ამრიგად,


მაგს იგი არ გააჩნია. იგი ამ პრაქტიკას თავად მოქმედების გამო აკეთებს. ყველა
მოტივაცია უნდა მოკვდეს, რადგანაც ისინი გონების ძველი სისტემის პროდუქტია,
რომლებიც აღზრდილნი არიან რაღაცის ფლობის სურვილზე. ჩვენ არ ვართ დამნაშავენი,
რომ ასე აღგვზარდეს. მაგრამ ცვლილების დრო მოვიდა, და შესაბამისად პრაქტიკისადმი
დამოკიდებულებაც უნდა შევიცვალოთ.

10
საქმე იმაშია, რომ როდესაც საკუთარი თავისადმი ახსნა-განმარტება, რატომ გავაკეთოთ
ესა თუ ის პრაქტიკა, კვდება, მის ადგილზე მოდის ერთგვარი ძალა. რომელსაც
განზრახვას უწოდებენ. ესაა მდუმარე იმპულსი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი
პროცესი გაუშვას, რომელსაც კი მიწვდება. მაგალითად ჩვენ დავეუფლეთ ათასობით
სხვადასხვა განზრახვას. სიარულის განზრახვა, ან წერის, ლაპარაკის, ფიქრის, ფერების
გარჩევის და ა.შ. განზრახვა. ეს ყველაფერი ადამიანური განზრახვებია. სხვა სიტყვებით,
ადამიანად ყოფნა სხვა არაფერია, თუ არა – ადამიანად ყოფნის განზრახვა. მაგრამ ჩვენ
არ შეგვიძლია განვიზრახოთ, რომ ვიყოთ, მაგალითად, ვეფხვი, რადგანაც უბრალოდ არ
ვიცით, როგორ აკეთებს ვეფხვად ყოფნის განზრახვას თავად ვეფხვი.

ამრიგად, მაგებს ესმით, რომ შესაძლებელია მრავალი მაგიური განზრახვის წვდომა,


მაგალითად, ტელეკინეზის, პიროკინეზის, ლევიტაციის, მაგრამ ამ ხელოვნების
მწვერვალია განზრახვის გამოწვევის განზრახვა, ანუ მისი დაგროვება, ანუ განზრახვად
ყოფნა.

ასე ვთქვათ, არსებობს რაღაცის კეთების განზრახვა, მაგრამ არსებობს განზრახვა სუფთა
სახით. და როდესაც იგი ბევრია, მაგს ყველაფერი შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ
მთელი მაგია შედგება განზრახვებისგან, მაგრამ მხოლოდ მაგიურისგან, მაგიური
შაბლონიდან.

და განზრახვის წყაროს ძებნა შდ-ს გაჩერებით იწყება. არსობრივად, ეს პრაქტიკა


ყველაზე მთავარია გზაზე. შდ-ს გაჩერების მდგომარეობა ესაა ჩვენი ბუნებრივი
მდგომარეობა, რომელშიც ხშირად ვვარდებით ძილის დროს. სწორედ ასეთი ძილის
შემდეგ ვგრძნობთ თავს დასვენებულად და ძალებით აღსავსედ. გაიხსენეთ, ალბათ
გქონიათ შემთხვევები, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან სამსახურში, სანამ
არავინ ხედავდა, ჩაგძინებიათ 10-15 წუთით. ამასთან, ამას ძილსაც ვერ ვუწოდებთ,
ნახევრად აქ ხართ, ნახევრად – იქ. და აი, გაიღვიძეთ. ტროლეიბუსის თქვენი გაჩერებაა,
ან ხელმძღვანელი მოვიდა. და უცებ ამჩნევთ, რომ რაღაცნაირად კარგად გრძნობთ თავს.
სხეული ფხიზლადაა და ძილიანობა საერთოდ გაქრა. გქონიათ ასეთი შემთხვევა, ხომ
მართალია?

ახლა დეტალურად გაიხსენეთ. მთელი ეს დრო არ ყოფილხართ სრულიად გამოთიშულ


მდგომარეობაში. თქვენი რაღაც ნაწილი თვალყურს ადევნებდა გაჩერებებს, რათა არ
ჩასძინებოდა, ან იმას, თუ სად იყო ხელმძღვანელი. გაიხსენეთ ეს ნაწილი. ეს თქვენ
ხართ, მაგრამ ერთი განსხვავებით, ეს „თქვენ“ არ ფიქრობდა. იგი აკვირდებოდა,
უსმენდა, ეძინა კიდეც და სიზმრებს ხედავდა, მაგრამ საჭირო მომენტში მან გაგაღვიძათ.
სწორედ ჩვენი ამ ნაწილის კონტროლს და განვითარებას გვასწავლიან მაგები.

11
იცით, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი არსების ამ ნაწილს ვერ ვაკონტროლებთ. ერთხელ 15
წუთში გამოიძინეთ, სხვა დროს კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში გაიღვიძეთ, ვიდრე
ჩაძინებამდე იყავით. მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს ნაწილი მოდის ყოველ ჯერზე, როდესაც
მცირე ხნით თვალებს ვხუჭავთ და წავთვლემთ, მაშინ წარმოიდგინეთ, რამდენად
ეფექტურნი ვიქნებოდით, ასეთ მდგომარეობაში მოქმედება რომ შეგვძლებოდა. არა
ძილის მდგომარეობაში, არამედ სამყაროს მდუმარე ხედვის მდგომარეობაში, რომელიც
არ წარმოშობს ჩვენი ენერგიის შთანმთქმელი ფსიქიკური პროცესების უზარმაზარ
რაოდენობას. ანუ თქვენ მუშაობთ, მაგრამ ამასთან თქვენი ძალები მხოლოდ იზრდება.
სწრაფად შეგიძლიათ გამოძინება, ეფექტურად მუშაობთ, თავს შესანიშნავად გრძნობთ.

ამ მდგომარეობაში მოქმედება შესაძლებელია განზრახვიდან გამომდინარე. ამ დროს


სასწაულები ხდება. ამ მდგომარეობაში იწყება მაგია. აი, რატომაა აუცილებელი, რომ
გამუდმებით ივარჯიშოთ შდ-ს გამორთვაში.

მაგრამ გვეყოფა ლაყბობა. გადავიდეთ პრაქტიკულ ნაწილზე.

შდ-ს გაჩერება
ეს პრაქტიკა პირობითად შეგვიძლია დავყოთ ორ ტიპად. შინაგან და გარეგნულ
ტექნიკებად. შინაგანი ტექნიკები ესაა საკუთარ გონებასთან მუშაობა. თქვენ ხუჭავთ
თვალებს, ჭვრეტთ თქვენს ფიქრებს და ცდილობთ, რომ შეინარჩუნოთ
გაცნობიერებულობა, და თანდათანობით განზე დგებით თქვენი ფიქრებისგან. ეს
მეთოდი მე დაწვრილებით აღვწერე პირველ წიგნში. აქ კი მინდა, რომ გარეგნულ
ტექნიკებზე შევჩერდე, ანუ შდ-ს გამორთვის მეთოდებზე არა თვალების დახუჭვის,
არამედ რეალობის გრძნობის ყველა ორგანოთი აღქმის მეშვეობით.

ჩვენ გამუდმებით ვიმყოფებით გამუდმებული შინაგანი ლაყბობის რეჟიმში, რადგანაც


ჩვენი ყურადღება დიდი ხნით ვერაფერზე ვერ ჩერდება. ჩვენ მუდმივად ვესვრით
სამყაროს სწრაფ და მოკლე მზერებს, და ვკონცენტრირდებით ხან ერთ რამეზე, ხან
მეორეზე. ყოველ ჯერზე ყურადღების გადატანა ამა თუ იმ ობიექტზე, ცნობიერებაში
შესაბამის რეაქციას იწვევს, რომლის არსიც იმაშია, რომ ეს ობიექტი აღწეროს.
მაგალითად, ხეს შეხედეთ. სიგნალი თქვენს ტვინში შემოვიდა, და ტვინმა დაიწყო
პრეცედენტის ძებნა, ანუ იგი თითქოს ეკითხება საკუთარ თავს: „რას ვუყურებ?“ და
მეხსიერების სიღრმეებიდან მას ხის ხატ-სახე გამოაქვს. ამით ხვდებით, რომ ხეს ხედავთ.
ეს იმდენად მყისიერად ხდება, რომ ჩვენ არ ვაჩერებთ ყურადღებას არც ხეზე, არც
ადამიანზე და არც სხვა რამეზე რაღაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ტვინი
ძალიან სწრაფად მუშაობს.
12
მაგრამ მაშინაც კი, თუკი ერთ ობიექტს მივაშტერდებით, ყურადღება ამ დროსაც
დაიწყებს განსხვავების ძიებას. ხე უბრალოდ ხე არაა. მას გააჩნია ღერო, ტოტები,
ფოთლები. ფოთლები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ფორმით, ფერით და ა.შ. ანუ
ერთი ობიექტი იშლება ასობით სხვა ობიექტად, და ყურადღება ახლა მათზე დახტის.
მაგრამ მაშინაც კი, თუკი ერთი ავირჩიეთ და მასზე შევაჩერეთ ყურადღება, ჩვენი გონება
გამუდმებით აღწერს ამ ობიექტს, რაც გვაძლევს იმის გაცნობიერებას, რასაც ვუყურებთ.
ჩვენ კი გვახსოვს, რომ საკუთარი თავი უნდა მოვატყუოთ. და როგორ გავაკეთოთ ეს?
საქმე იმაშია, რომ ჩვენ არასოდეს გვიცდია მიგვექცია ყურადღება თავად აღქმისთვის.
სხვა სიტყვებით, მოგვეხდინა ყურადღების კონცენტრაცია საკუთარ ყურადღებაზე.
ერთი ხელით ტაში, სხვანაირად ვერა.

ჩვენ გვაქვს გრძნობათა ორგანოები, რომელთა მეშვეობითაც კონტაქტს ვამყარებთ გარე


სამყაროსთან. რა იქნება, თუკი ვეცდებით, რომ თავად გრძნობათა ორგანოებში გამავალ
სიგნალს დავაკვირდებით, და არა მის ინტერპრეტაციას, როგორც ამას ჩვეულებრივი
აღქმის შემთხვევაში ვაკეთებთ? სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ.

ამისათვის სამ გრძნობას გამოვიყენებთ: მხედველობას, სმენას და შეხებას.

შდ-ს გაჩერება მხედველობითი არხის მეშვეობით


ამ ტექნიკის გასაგებად რაღაც მარტივიდან უნდა დაიწყოთ. დააყენეთ თქვენგან 3-4
მეტრში რაიმე საგანი, მაგალითად, ჩაიდანი. თქვენსა და საგანს შორის სხვა არაფერი არ
უნდა იყოს. შემდეგ უნდა მოახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია თქვენსა და ჩაიდანს
შორის. ანუ ჰაერზე. უფრო ზუსტად, არა ჰაერზე, არამედ სივრცეზე, თქვენსა და საგანს
შორის. თვალები ჯობია არაფოკუსირებული გქონდეთ. გახსოვდეთ, რომ საჭიროა
ყურადღების კონცენტრაცია, და არა მზერის.

თქვენი ამოცანა იმაში არ მდგომარეობს, რომ რაღაც დაინახოთ, არამედ იმაში, რომ
ყურადღება შეაჩეროთ არაფერზე. ამასთან თქვენ შეამჩნევთ, როგორ ეცდება ყურადღება,
რომ შეეხოს საგანს, აღწეროს იგი, ან დაათვალიეროს. სწორედ ამაშია სირთულე.
არაფრის დათვალიერება არაა საჭირო.

ხანგრძლივი მცდელობების შემდეგ მიაგნებთ ყურადღების საჭირო ფოკუსირებას. იგი


კონცენტრირებული იქნება ცალსახად თავად ხედვის უნარზე, ისე რომ არაფერს არ
დააკვირდება. პერიფერიული მხედველობით შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ ჩაიდანი უკვე
აღარ წარმოადგენს ჩაიდანს, არამედ უფორმო მასა გახდა. სასაცილოა, მაგრამ როგორც კი
ამას შეამჩნევთ, თქვენი ყურადღება თქვენივე ნების საწინააღმდეგოდ დაუყოვნებლივ

13
ჩაიდნისკენ გაიქცევა, რათა თავიდან შექმნას ან აღწეროს იგი. ასეთი რეაქცია იმით
აიხსნება, რომ თუკი ნაცნობი უცნობად იქცევა, გონება შიშს განიცდის. მაგრამ როგორც
კი აღუწერთ საკუთარ თავს, რომ ეს მხოლოდ ჩაიდანია, შიში ქრება. ამრიგად, თქვენ
უნდა ისწავლოთ ყურადღების შეჩერება სიცარიელეზე, თვალწინ, რაც არ უნდა
ხდებოდეს უკანა პლანზე, თავად ღმერთიც რომ გესტუმროთ, ყურადღება
სიცარიელეზე.

თავიდან თქვენი ყურადღება ეცდება, რომ ჰაერს მოეჭიდოს, უფრო სწორად, ჰაერის
აღწერილობას. ეს ნორმალურია. გარკვეულ რეჟიმში ყურადღების შეჩერების სწავლის
შედეგად, თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი მდგომარეობა იცვლება. თანდათანობით
შედიხართ აღქმის ამ სფეროში და შემდეგ უკვე ინერციით რჩებით მასში. ანუ
მოქმედებთ უმოქმედოდ. როცა გონება მშვიდდება და ყურადღება ფიქსირებული ხდება,
თქვენი გონება წყვეტს სამყაროს აღწერას და გონებაში სიჩუმე დგება, მაგრამ ამასთან,
თავად ყურადღების კონცენტრაციის ქმედება გრძელდება. როგორც კი ამას აღწევთ,
იწყება სიცარიელის დაგროვება.

სიჩუმეს, რომელიც შდ-ს გაჩერების შედეგად დგება, დაგროვების თვისება გააჩნია. სანამ
დუმილის უწყვეტ მდგომარეობაში იმყოფებით და თქვენ წინ არსებულ ცარიელ სივრცეს
ჭვრეტთ, თქვენი ყურადღება კონცენტრაციის ამ რეჟიმის დამახსოვრებას სწავლობს.
სწორედ ამას ეწოდება ყურადღების ან სიცარიელის (ცარიელი ყურადღების) დაგროვება.
კვლავ და კვლავ აპრაქტიკეთ, და შეამჩნევთ, რომ ყოველ ჯერზე უფრო სწრაფად
გამოგდით ამ მდგომარეობაში შესვლა, ან იგი უფრო ხანგრძლივი ხდება. მაგრამ
ყველაზე მთავარი მოგვიანებით მოვა. ერთ მშვენიერ დღეს თქვენ შეამჩნევთ, რომ
პრაქტიკის დასრულების შემდეგ თქვენ უყურებთ სამყაროს ისე, რომ არ აღწერთ მას. ანუ
პრაქტიკა დასრულდა, ყურადღების რეჟიმი კი იგივე დარჩა. რა თქმა უნდა,
გარეგნულად სამყარო არ შეცვლილა, მაგრამ თქვენ თითქოს მასთან არანაირი საქმე არ
გაქვთ. საერთოდ არ ფიქრობთ სამყაროზე. თქვენი ყურადღება სუფთაა. ძალიან
გაცნობიერებულნი ხართ. ამ მდგომარეობაში ძალზე სასიამოვნოა სამყაროს ობიექტების
დათვალიერება. და თქვენ დაინახავთ, რომ ყველაფერს გააჩნია სილამაზე. მაგალითად,
შესაძლოა ჟანგიან ნივთს ათვალიერებდეთ, მოუწესრიგებელ ოთახს, ან ტარაკანს. და
არანაირი რეაქცია. ყველაფერი ერთნაირად საინტერესოა. დააგროვეთ საკუთარ თავში ეს
უნარი. იგი ბევრად გაგიმარტივებთ ცხოვრებას.

თუკი დასაწყისში თქვენ სპეციალურად ქმნიდით პირობებს სიცარიელეზე


კონცენტრაციისთვის, შემდეგ უნდა ისწავლოთ ამ მდგომარეობაში შესვლა ნებისმიერ
ადგილას, მიუხედავად იმისა, რა საგნები ავსებენ თქვენს სივრცეს. გამოიყენეთ ყოველი
თავისუფალი დრო. ისწავლეთ ამ მდგომარეობაში გადაადგილება, მაგრამ არ გარისკოთ
ამ მდგომარეობაში ავტომობილის ტარება ან გზაზე გადასვლა. იყავით გონიერნი.
14
შდ-ს გაჩერება სმენითი არხით
ამ პრაქტიკას ეწოდება „დაყურადება“. ჩვენი ყურადღება ბგერებსაც ისევე ეპყრობა,
როგორც გამოსახულებებს. ამასთან, თუკი თვალების მართვა რაღაც დონეზე შეგვიძლია,
ყურებთან უძლურნი ვართ. რა ხმებსაც გამოსცემს სამყარო, ის გვესმის. მაგრამ ამოცანა
აქ იმაში არაა, რომ სმენა ვმართოთ, არამედ იმაში, რომ შევწყვიტოთ სამყაროს აღწერა
ბგერების ამოცნობით.

ამოცანა შემდეგია: დასაწყისისთვის ჯობია ეს დაწოლილ მდგომარეობაში გააკეთოთ.


რატომღაც ასე უფრო მოსახერხებელია. მაგრამ ასე დაძინებაც ადვილია, ამიტომ
გააკეთეთ პრაქტიკა დღისით, როცა არ გეძინებათ.

დაწექით, დახუჭეთ თვალები და დაიწყეთ ბგერების მოსმენა. თავდაპირველად


შეამჩნევთ, რომ უბრალოდ არეგისტრირებთ ბგერებს თქვენი ცნობიერებით: მანქანების
სიგნალიზაცია, ხმაური სამზარეულოში, კომპიუტერის ზუზუნი და ა.შ. იმისთვის, რომ
ბგერების ცარიელი რეგისტრაციისგან განთავისუფლდეთ, გირჩევთ, რომ ყურადღების
კონცენტრაცია მათ წყაროზე მოახდინოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ არ იფიქროთ იმაზე,
თუ რა გესმით.

ბგერის ამა თუ იმ წყაროზე მიჩვევით, თქვენი ყურადღება მისგან განზე გადგება და


უფრო და უფრო მეტ ახალ ბგერას გაიგებს. გახსოვდეთ, მთავარია არა ამოცნობილი
ჟღერადობების რაოდენობა, არამედ მათი წყაროები. როდესაც ერთი-მეორეს
მიყოლებით იგრძნობთ სხვადასხვა წყაროებს, თქვენ შეამჩნევთ, რომ სივრცეში არის
ბგერები, რომლებსაც ან სახელი არ აქვთ, ან რაც ყველაზე საინტერესოა, ვერ მოუძებნით
წყაროს, საიდანაც მოდიან.

რაღაც დროის შემდეგ შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ ბგერები თითქოს სხვადასხვა


დონეებზე, ანუ შრეებზე არსებობენ. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს შრეები აღწერენ
სხვაობას ტიპით ახლოს-შორს, მაგრამ სინამდვილეში ეს სხვა რამეა. ამ შრეებზე
ყურადღების გადართვისას თქვენ მხოლოდ იმ შრის ბგერები გესმით, რომელზეც
ყურადღებას აჩერებთ, სხვები კი არ გესმით. ამ მომენტისათვის თქვენი ყურადღება
სიცარიელის მსგავს რეჟიმში იმუშავებს, როგორც მხედველობითი არხის შემთხვევაში.
ეს იმაში გამოიხატება, რომ თქვენ არ მოახდენთ ამ ბგერების იდენტიფიკაციას. გესმით -
და მორჩა. მაგრამ სახელდობრ, რა გესმით - არ იცით.

მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ისაა, რომ თქვენ სიჩუმის მოსმენას დაიწყებთ.
დიახ, სიჩუმეს აქვს ბგერა. სიჩუმის დაყურადებას ამოუცნობის მდგომარეობაში
შეჰყავხართ და შეუძლია ძალიან ძლიერ გადაწიოს თქვენი ფწ–ი (ფიქსაციის წერტილი),

15
რამაც შესაძლოა პანიკა გამოიწვიოს. მაგრამ პრაქტიკასთან ერთად თქვენ ისწავლით
საკუთარი თავის ფიქსაციის ახალ ადგილზე გაჩერებას.

ისევე, როგორც მხედველობითი არხის შემთხვევაში, უკვე პრაქტიკის დასრულების


შემდეგ შეამჩნევთ, რომ სამყაროს აღქმა ძალიან შეიცვალა. საერთოდ, სხეულის
სივრცეში კოორდინაციაზე პასუხს სწორედ სმენის აპარატი აგებს, ამიტომ ნუ
გაგიკვირდებათ, თუკი პრაქტიკის შემდეგ სივრცე თქვენ გარშემო უფრო დიდად ან
პატარად მოგეჩვენებათ, ამასთან, მხედველობითაც კი.

ამ პრაქტიკაში სრულყოფის შედეგად შეგიძლიათ მიაღწიოთ უზარმაზარ მანძილზე


ბგერების მოსმენის უნარს. ისეთ მანძილზეც კი, რომელზეც ითვლება, რომ მოსმენა
შეუძლებელია.

შდ-ს გაჩერება შეხებითი გრძნობის არხის მეშვეობით


ამ ტექნიკის პრინციპიც იგივეა. უნდა მოახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია
ნებისმიერ შეგრძნებაზე და ეცადოთ, რომ მაქსიმალურად ძლიერ გააიგივოთ მასთან
თავი, ანუ საშუალება მისცეთ შეგრძნებას, რომ თავისით გამოვლინდეს. არაა საჭირო
მისი გაძლიერება ან შესუსტება, იგი უბრალოდ უნდა განიცადოთ და გააცნობიეროთ.

გირჩევთ დაიწყოთ სახის შეგრძნებით. დაჯექით მოხერხებულად და მოახდინეთ


ყურადღების კონცენტრაცია სახის ზედაპირზე, უფრო ზუსტად, შეგრძნებაზე, სადაც
სახე ჰაერს ეხება. შემდეგ უბრალოდ დააკვირდით ამ შეგრძნებას. არაფერი არ
წარმოიდგინოთ. არაფერზე არ იფიქროთ.

შეგრძნებები შეიცვლება. გაოცებულნი აღმოაჩენთ, რომ ერთი შეხედვით მთლიანი სახის


ნაწილი ათობით სხვადასხვა შეგრძნებად იყოფა. მიხვდებით, რომ შეგიძლიათ ჰაერი
იგრძნოთ არა მხოლოდ კანით, არამედ თავის ქალათიც. და ყველაზე საინტერესო მაშინ
იწყება, როდესაც რამდენიმე მსგავსი მედიტაციის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ სივრცეს
აღიქვამთ, როგორც რაღაცას, თქვენი სახის მიღმა. თითქოს სახის უჩინარი შრე გაქვთ
რამდენიმე სანტიმეტრში იმისგან, სადაც თავი მთავრდება. ეს ნატიფი სხეულებია.
შემდეგ უკვე მათით შეგრძნება უნდა ისწავლოთ.

გახსოვდეთ, ამ პრაქტიკის მიზანი შდ-ს გაჩერებაა, და არა საკუთარი ნატიფი სხეულების


აღმოჩენა. როცა გონება გაჩერებულია, სხეული თავად იწყებს სწავლებას და გაჩვენებთ
თავის შესაძლებლობებს. ასე რომ, თუკი პრაქტიკის პროცესში თქვენი შეგრძნებების
ანალიზს დაიწყებთ, კონცენტრაცია შესუსტდება და ცარიელ ყურადღებას დააგროვებთ.

16
ამ პრაქტიკის შედეგად თქვენი მგრძობელობა ათეულებჯერ მეტი გახდება. იგრძნობთ,
რომ შეგიძლიათ გადაიტანოთ ყურადღება სხეულის შიგნით და იგრძნოთ შინაგანი
ორგანოები და ჩონჩხი. პრაქტიკასთან ერთად შეამჩნევთ, რომ თქვენი სხეული
განსხვავებულად რეაგირებს აბსოლუტურად ყველაფერზე. იცით, რა ძალიან
განსხვავდება შეხებით ხე და ლითონი. მაგრამ თქვენს სხეულს შეუძლია მოგცეთ
სხვადასხვა შეგრძნებები ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ამ საგნებს შეეხებით.

სხვადასხვა შეგრძნებების კოლექციონერობით, თქვენ შეძლებთ განასხვაოთ სასარგებლო


და მავნე საჭმელი. სასიკეთო და არასასიკეთო ადგილები სახლში. ასევე იოლად
იპოვნით დაკარგულ ნივთებს.

შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტი: აღრიცხეთ შეგრძნება საგნიდან, შემდეგ კი დაე


ვინმემ დამალოს იგი. თუკი ბინაში გამორთული შინაგანი დიალოგით იმოძრავებთ და
სხეულს მოუსმენთ, სასურველ ნივთთან მიახლოებისას თქვენი სხეული მიგანიშნებთ
რაიმე სიგნალით.

ივარჯიშეთ. თუკი ამ ტექნიკას ხანგრძლივ დროს დაუთმობთ, ისწავლით საგნების შორ


მანძილზე შეგრძნებას, მათზე აზრობრივად ან ფოტოებით განწყობის შედეგად.
ჩათვალეთ, რომ ეს სასიამოვნო ბონუსია, თუმცაღა მიზანი სულ სხვაა. იგი იმაში
მდგომარეობს, რომ ისწავლოთ ყურადღების გამოთავისუფლება ძველი შაბლონიდან და
შეძლოთ ყურადღებით ძალასთან შეხება.

თავი 3. სამყარო - ძალაა


კარლოს კასტანედას წიგნში - „მოგზაურობა იქსტლანში“ არის ცნობილი მომენტი, სადაც
დონ ხუანი კარლოსს ქარის ძალას აჩვენებს. უფრო სწორად, იგი აჩვენებდა, რომ ქარი
არის კიდეც ძალა, რომელსაც საკუთარი ნება გააჩნია. კარლოსს კი არანაირად არ შეეძლო
ამის აღქმა და ქარს ადამიანური ცნებების შაბლონებზე დამყარებული ლოგიკით
ხსნიდა, და თვლიდა, რომ საკუთარი ნების მქონე ქარი მხოლოდ ძველი ინდიელების
პრიმიტიული რწმენა იყო.

სინამდვილეში, მთელი სამყარო მთელი მისი გამოვლინებებით სხვა არაფერია, თუ არა


ძალა. ჩემი პირველი წიგნის კონტექსტში ასე ვიტყოდი, რომ მთელი სამყარო ენერგიაა.
მაგრამ ნება მომეცით, რომ აქ სიტყვა „ენერგია“ სიტყვა „ძალით“ შევცვალო. ამით მინდა
ავხსნა, რომ თუკი სამყაროს განვიხილავთ, როგორც ძალას, ეს ნიშნავს, რომ სადღაც მისი
ბერკეტებიც არსებობს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ამ ძალის მართვა.

17
იცით, ის, თუ როგორ ვუხსნით სამყაროს საკუთარ თავს, სხვა არაფერია, თუ არა ჩვევა.
არ შეიძლება იმის თქვა, რომ ადამიანური ახსნა მაგების ახსნაზე უარესია. იგი
უბრალოდ განსხვავებულია. ამგვარად, ახსნა რა სამყარო რაციონალური
თვალთახედვით, ადამიანმა შექმნა მეცნიერება, რომელმაც ტექნოლოგიების
უზარმაზარი რაოდენობა წარმოშვა. მაგალითად, ადამიანებმა ისწავლეს მიზიდულობის
კანონის დაძლევა და თვითმფრინავები ააწყვეს. თუმცაღა, მაგების სიტყვებით,
შესაძლებელია ამ სამყაროს რაციონალურობის გადალახვა და ლევიტაციის ან
ტელეპორტაციის დაუფლება. კითხვა, თუ რომელი ჯობია, ერთი თუ მეორე, - აქ არ
დგას. ეს მხოლოდ ორი აღწერილობაა ერთი და იგივე რეალობისა.

დავუბრუნდეთ ძალას. ყველაფერი ამ სამყაროში შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც


ძალა. სიარულისა და მეტყველების უნარი ძალაა. ძალაუფლება და ფული ძალაა.
დასაძინებელი ადგილი და თავისუფალი დრო ასევე ძალაა. მზე და მთვარე, ხმაური და
სიჩუმე, ქარი და წვიმა, სიცოცხლე და სიკვდილი - ეს ყველაფერი ძალაა. და მაგი
სწავლობს, რომ ისწავლოს ამ მოვლენის, როგორც ძალის დანახვა, და მოძებნოს ამ ძალის
მართვის ბერკეტები.

თუმცაღა მაგი მიისწრაფვის არა ძალის ფლობისკენ, არამედ იმისკენ, რომ ისწავლოს
მისგან. ჯეიმს ქემერონის ფილმში „ავატარი“ მშვენივრადაა გადმოცემული ამ ორ
შაბლონზე დაფუძნებული ცხოვრების წესი. ერთი მხრივ, ფულის შოვნის იდეით
შეპყრობილი ადამიანები, მეორე მხრივ კი, აბორიგენები, რომლებმაც ბუნებასთან
ჰარმონიაში ცხოვრება ისწავლეს. და თავად სიუჟეტიც ძალიან საყურადღებოა, სადაც
მთავარი გმირი თანდათანობით სწავლობს თავისი ძველი შაბლონისგან განკურნებას. აი,
რატომ არიან მაგები დაკავებულნი მაგიით. იგი სწორად ცხოვრებას ასწავლის.

ძალაზე დაკვირვებით, მაგი სწავლობს მისგან, კონტაქტში შედის მასთან, იცვლება ამ


ძალის წყალობით. ამიტომ იგი სამყაროს სხვა აღწერილობას ირჩევს, სხვა ახსნას, და
ამასთან თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. და ეს არაა ის კომფორტი, რომელიც
აღწერილია ადამიანთა სამყაროს სურათში. სწორედ ადამიანური ახსნა ეჩვენებათ მაგებს
სიბრიყვედ, რადგანაც ისინი ხედავენ, რომ ფულის, სიამოვნებისა და ძალაუფლების
დევნაში ადამიანები ბუნებრივი ძალების წინააღმდეგ მიდიან, და შესაბამისად, ისინიც
შეუბრალებელნი არიან ადამიანთა მიმართ.

დააკვირდით ადამიანებს, მათი ცხოვრების წესს, მათ აზრებსა და მიზნებს, ჩვენ ჩვენივე
ბუნებას ვანადგურებთ. იმდენად ბრიყვულად განვკარგავთ სიცოცხლის საჩუქარს, რომ
უკვე 30 წლის შემდეგ წამლებზე ვჯდებით. საკუთარი სარგებლისა და კეთილდღეობის
გამო შეგვიძლია, რომ ყველაზე ახლობლებიც კი ნაგავში ამოვსვაროთ. ცნებები -
„ღირსება“, „პატიოსნება“ დიდი ხანია რომანტიულ ბოდვად ითვლება. მხოლოდ ერთი

18
ძალა აინტერესებთ ადამიანებს - ფულის ძალა. მაგრამ მასაც კი საკუთარი თავისა და
მსოფლიოს საზიანოდ იყენებენ. და მხოლოდ ცოტა თუ ხედავს, რომ ამ გზას ჩიხამდე
მივყავართ, და გამოსავალის ძიებას იწყებენ.

და ეს გამოსავალი თავშია. აღქმის ძველი შაბლონის დანგრევა და ახლის შექმნა,


რომელიც ჰარმონიაში იქნება ამ სამყაროს ძალებთან. ჩვენი ბედია, შევიცნოთ საკუთარი
თავი და სამყარო ჩვენ გარშემო. ის სისტემა, რომელიც უკვე ფუნქციონირებს ჩვენში,
დიდი ხანია გაიხრწნა. ამიტომ მინდა, რომ გესმოდეთ: მაგია არ უნდა დაემატოს თქვენს
ძველ მე-ს, არამედ მან სრულიად უნდა შეგცვალოთ. და უნდა ჩაანაცვლოს თქვენი
ძველი ღირებულებები.

ყურება არ ნიშნავს ხედვას


სამყაროს, როგორც ძალის დანახვის უნარი თავისთავად ვლინდება მაგის ცხოვრების
წესის შედეგად. პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომ მაგი ცდილობს, ყურადღება
მიაქციოს გარე სამყაროს უცნაურობას, მის იდუმალებას. მაგრამ სად შეიძლება მისი
ნახვა, თუკი გარესამყარო მდგრადია? საიდუმლო იმაშია, თუ როგორ მივაქციოთ
ყურადღება სამყაროს.

შემთხვევით არ დამიყენებია პირველ ადგილზე შდ-ს გაჩერების პრაქტიკები. სანამ არ


ისწავლით ყურადღების გამოთავისუფლებას აღქმის ჩვეული შაბლონისგან, ვერ
შეძლებთ სამყაროს იდუმალების დანახვას. ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ ჩვენს მზერას
მყისიერად მოსდევს უკვე მზა ხატ-სახე. და თუ თქვენს სამყაროში არაა მაგია, ე.ი. ასეთია
თქვენი აღქმის შაბლონი.

ცარიელი ყურადღების ვარჯიშით თქვენ მოიპოვებთ უნარს, რომ დაიჭიროთ ერთი


შეხედვით ჩვეული საგნების მიღმა უჩვეულო შეგრძნებები. სხვა სიტყვებით, უნდა
ისწავლოთ სამყაროზე თვალყურის დევნება ცარიელ, ერთგვარი განჯაჭვულობის
მდგომარეობაში.

მიაღწევთ რა თავში სიჩუმეს, შეგიძლიათ გადადგათ შემდეგი ნაბიჯი, რაც გარემოზე


დაკვირვებაში გამოიხატება. დაიწყეთ მარტივით. შედით კაფეში და დაჯექით იმ
ადამიანთა კომპანიასთან ახლოს, რომლებიც ხმამაღლა განიხილავენ რაღაც თემას.
გააჩერეთ შდ–ი და დაიწყეთ მათი ლაპარაკის მოსმენა. თქვენ არ უნდა განიკითხოთ, და
არც აზრობრივად ეკამათოთ მათ. უბრალოდ უნდა უყუროთ. თუ ამას სიჩუმიდან
გააკეთებთ, დიდი სიურპრიზი გელოდებათ. რაღაც დროის შემდეგ მათი საუბრის
„ხედვას“ დაიწყებთ. არა, არანაირი გამონათება ან ვიზუალური ხატ-სახე არ გაჩნდება.

19
მაგრამ ხედვის გარდა სხვა რამეს ამას ვერ დაარქმევ. თითქოს დეკორაციის მიღმა
დაინახეთ რაღაც. სიტყვებს შორის...

რის დანახვა შეიძლება ამ სიტუაციაში? ყველაზე ხშირად უაზრობის. არა იმ უაზრობის,


რაც მათი საუბრის თემაშია, არამედ თავად სიტუაციის უაზრობა. იგი თითქოს
ცარიელია, თითქოს ამ საუბრის მიღმა არაფერი დგას. მას ძალა არ გააჩნია. ამ
მოლაპარაკე ადამიანებზე დაკვირვებისას თქვენში რაღაც აცნობიერებს, რომ ეს
ადამიანები უბრალოდ ენერგიას ხარჯავენ სიცარიელეზე, არაფერზე. დიახ, შესაძლოა
დროს მხიარულად ატარებენ, მაგრამ თქვენ ვერ მოგატყუებენ. თქვენ ხედავთ ამ
მომენტის უძლურებას. ეს კი ნიშნავს, რომ მათთან ერთი გზა არ გაქვთ.

თუ ასე იმოქმედებთ, მოგვიანებით შესაძლოა შოკის მდგომარეობაში შეხვიდეთ. და


გააცნობიეროთ, რომ თქვენც იგივე სიცარიელე გახვევიათ გარშემო. თქვენც ასევე
უაზროდ კარგავთ დროს, გარშემო ცარიელი ადამიანები გახვევიათ, და მთელი თქვენი
სამყარო დაცლილია ძალისგან. და კიდევ გიკვირთ, რომ სამყარო თქვენ მიმართ
უსამართლოა?

მსგავსი სახით შეხედეთ ყველაფერს. გამვლელებს, ცხოველებს, მანქანების საცობებს,


ამინდს - ყველაფერს, რასაც მიწვდებით. ეძებეთ სისავსე, ეძებეთ უცნაურობა. ეძებეთ
ძალა.

მაგალითად, იგივე კაფეში მისვლისას თქვენ დაინახავთ ბიზნესმენებს, რომლებიც


რაღაც ბიზნეს პრობლემას წყვეტენ. უყურეთ მათ „ცარიელი“ ყურადღებით, და იოლად
დააფიქსირებთ, რომელ მათგანს აქვს მეტი ძალა, რომელია უფრო მთავარი და რომელია
უბრალოდ ენერგო-ვამპირი. თუკი საუბრის არსს დაიჭერთ, თქვენი სხეული
გიკარნახებთ, რომ ეს წამოწყება ჩაიშლება, ან პირიქით, იმუშავებს. ასევე მიხვდებით,
გაქვთ თუ არა ასეთივე ძალა, ან იმ რაოდენობით, რაც მოგცემთ გაგებას - შეგიძლიათ თუ
არა მათ დონეზე თამაში.

ივარჯიშეთ. სამყარო ახალი მხრიდან გაგეხსნებათ. ჭკუიდან შეიშლებით სამყაროს


მრავალფეროვნებით. დაინახავთ, რომ წინა შაბლონი ძალიან ღარიბი იყო. შოკში
იქნებით იმის გამო, თუ როგორი ვიწრო იყო თქვენი ძველი სამყარო, და რა უზარმაზარი,
იდუმალი და საშიში სახით წარდგება თქვენ წინაშე ახალი რეალობა. მაგრამ ყველაფერს
თავისი ზომა აქვს. არ იჩქაროთ. სამყაროს, როგორც ძალის დანახვა, არ ნიშნავს, რომ იგი
დაგემორჩილებათ. სამყაროს გასაჩერებლად თავად უნდა იყოთ ძლიერი, თავად უნდა
ფლობდეთ ძალას. წინააღმდეგ შემთხვევაში სამყარო გაგსრესთ, როგორც ტარაკანს.

20
ნაწილი II.მაღალი არკანების ძალა
აი, მივადექით კიდეც ამ წიგნის მთავარ ნაწილს. თუ ვინმეს არ წაუკითხავს ჩემი
პირველი წიგნი - „ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ?“, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ,
რადგანაც სეფიროტული მაგიის მთელი მოდელის თავიდან ახსნას აქ არ ვაპირებ. მათ
კი, ვინც იცნობს ამ წიგნს, მოკლედ შევახსენებ, თუ რა არის არკანები, მაგრამ უკვე ამ
წიგნის კონტექსტში.

არკანების სისტემა ესაა ჩვენი სამყაროს განზომილების სისტემა, რომლებიც უძველესმა


მაგებმა აღმოაჩინეს. იგი ამტკიცებს, რომ სამყარო გვაგონებს ინფორმაციულ სიგნალს,
რომელიც ჩვენს ცნობიერებაში შემოდის. თავად სიგნალს გააჩნია 22 მოდულაცია,
რომლებთანაც ადამიანის ცნობიერებას შეუძლია ურთიერთქმედება. ესაა პროგრამა,
მატრიცა, რომელსაც ასევე უწოდებენ ღმერთს, დედამიწის ცნობიერებას, ან დედამიწის
გენიას. ადამიანები წარმოადგენენ ამ პროგრამის ნაწილს, ცნობიერების უჯრედს, და
ატარებენ სიგნალის ამა თუ იმ მოდულაციას.

უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ჩვენი ცნობიერება განწყობილია ამ სამყაროს ამა თუ იმ


ასპექტზე. ეს განწყობა აფორმირებს ჩვენს შაბლონს. უმეტესად ადამიანები ვერ ხვდებიან
სხვა განწყობების არსებობას, გარდა მათი საკუთარისა. მაგები პირიქით, ყველა
საშუალებას იყენებენ, რომ ყველა შესაძლო განწყობასთან იმუშაონ. და მაგიის
დასავლურ ტრადიციაში ნათქვამია, რომ ასეთი განწყობა 22-ია - ტაროს მაღალი
არკანები.

ეს არკანები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ენერგეტიკული ველები, ან ენერგიის


არხები, ან როგორც პლანეტის 22 უდიდესი ძალა. ეს ძალები ხელმძღვანელობენ მთელ
რეალობას და წარმოადგენენ ერთგვარ პროგრამულ კოდს, სადაც ჩვენც ასევე მის ნაწილს
წარმოვადგენთ. თუმცაღა ჩვენ არ ვურთიერთქმედებთ ყველა თვისებასთან და ყველა
ძალასთან, რომლებიც ჩვენთვისაა მისაწვდომი. ხოლო მათთან, რომლებთანაც
ვურთიერთქმედებთ, ამას ძალიან ცუდად ვაკეთებთ.

როგორ გამოიყურება ურთიერთქმედება? პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში


ადამიანი ხვდება გარკვეულ რეალობაში, ანუ შეთანხმებაში, რომელშიც ამა თუ იმ
კასტის კანონები დომინირებენ. ამ სიგნალთან მუშაობით, ადამიანი მოიპოვებს
გარკვეულ ინტელექტს, რომელიც სპექტრის ამა თუ იმ სიხშირეზე მუშაობს. ეს სპექტრი
დაყოფილია შვიდ სიხშირედ, ანუ ჩაკრად, რომლებსაც სპექტრის შესაბამისი ფერი აქვთ.
ადამიანი შედგება მთელი სპექტრისგან, მაგრამ ცნობიერებას გააჩნია დომინანტა ამა თუ
იმ სიხშირეზე, რაც განსაზღვრავს ცნობიერების დონეს და მისი აღქმის დამაგრების
წერტილს, ანუ ფიქსაციის წერტილს (ფწ).

21
ფწ-ს გააჩნია უნარი, რომ ურთიერთქმედებაში შევიდეს გარე სამყაროს ენერგიებთან,
როგორც ტელევიზორის ანტენა, და დაიჭიროს ესა თუ ის სიგნალი. სიგნალების ძიების
დიაპაზონი მოცემულია ფწ-ს შინაგანი ფიქსირებით იმ ადგილზე, რომელიც
პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში უკვე გადამუშავებული ინფორმაციისგან
შედგება. ასევე ამ შინაგან ფიქსაციას სამყაროს სურათს, ან აღქმის შაბლონსაც უწოდებენ.

შედეგად ადამიანს გააჩნია განსაზღვრული წინასწარგანწყობა გარესამყაროსთან


ურთიერთქმედებისთვის, და იგი შეგვიძლია პირობითად მივაკუთვნოთ ოთხიდან ერთ-
ერთ კატეგორიას, ანუ კასტას:

ენერგიის აღქმა წითელი ფერის სიხშირეზე (მულადჰარა-ჩაკრა) - მუშების კასტა.

აღქმა ნარინჯისფერ სიხშირეზე (სვადჰისთჰანა ჩაკრა) - ვაჭრების კასტა.

აღქმა ყვითელ სიხშირეზე (მანიპურა ჩაკრა) - მეომრების კასტა.

აღქმა მწვანე სიხშირეზე და უფრო ზემოთ (ანაჰატა, ვიშუდჰა, აჯნა და საჰასრარა-


ჩაკრები) - მაგების კასტა.

მანამ, სანამ არკანებისა და ცნობიერების ურთიერთქმედებაზე მოვყვები, შემდეგი უნდა


გაიგოთ. მხოლოდ მწვანე დიაპაზონიდან დაწყებითაა შესაძლებელი, რომ სამყაროს
სიხშირეობრივი თვისება აღიქვათ, დაბალ დიაპაზონებში ცნობიერება ძალიან ნელა
მუშაობს და არ შეუძლია გააცნობიეროს სამყაროს მრავალწახნაგოვანი ბუნება.
დაწყებული ანაჰატა ჩაკრას სიხშირიდან, ეს უკვე შესაძლებელი ხდება. ასეთი აღქმა
მიიღწევა პიროვნების ევოლუციის, მისი მონადის (სულის) მრავალრიცხოვანი
რეინკარნაციის შედეგად.

თავისთავად არკანებსაც გააჩნიათ სიხშირე. სეფიროტის ხის ნახატზე მოცემულია


ყოველი არკანის დიაპაზონი სიხშირეთა სპექტრის თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით,
ადამიანისთვის მისაწვდომია მხოლოდ ის ენერგიები, რომლებთანაც მის ცნობიერებას
ერთ სიჩქარეზე (სიხშირეზე) შეუძლია მუშაობა.

სეფიროტის ხე
რადგანაც მაგი ისწრაფვის, რომ დაინახოს სამყარო, როგორც ძალა, მას შეუძლია
შეამჩნიოს, რომ ძალას გააჩნია თავისი კანონები, რომლებსაც ემორჩილება. უძველესმა
მაგებმა, ამ 22 ძალის აღწერისას, ეს კანონები ტაროს კარტში ჩაწერეს და მათში ჩადეს
შიფრი, ცნობიერების მათზე განწყობისთვის, რათა მაგს შეძლებოდა თავისი ფწ-ს
გადანაცვლება ამა თუ იმ არკანის მოქმედების სფეროში. შედეგად მაგი იწყებს
22
სამყაროში ამ ძალის გამოვლინების დანახვას, თავის ყურადღებას მასზე აჩერებს და
ასწავლის თავის მონადას (საკუთარ ენერგეტიკულ საფუძველს) მასთან
ურთიერთქმედებას, და ამ ძალის თვისებებით ივსება. სამყაროს ამ წახნაგთან მუშაობით,
მაგი თანდათანობით აღწევს ამ ძალის მაქსიმალურ გამტარობას თავისი ცნობიერების
მეშვეობით და მოიპოვებს არკანის სიდჰას (ზებუნებრივ უნარს). ახლა იგი უკვე ამ ძალის
გამტარია და შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს იგი.

არასწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მხოლოდ 22 ძალა არსებობს. ისინი მეტია. არსებობს
კიდევ სეფირები და ტაროს დაბალი არკანები, მაგრამ ამჯერად არ ვაპირებ, რომ მთელი
ეს რთული სტრუქტურა გაგანდოთ. და თან მე თვითონაც არ მესმის ჯერ ყველაფერი.
ამიტომ ჩემი ამოცანა ამ წიგნში მდგომარეობს იმაში, რომ იმ ძალებს გაგაცნოთ,
რომელთა წვდომის შანსიც გაქვთ და რომლებთან ურთიერთქმედებაც შეგიძლიათ, რათა
სამყაროს თქვენი მაგიური მოდელი გამყარდეს და განვითარდეს.

წინასწარ ვიტყვი, რომ აღვწერ არკანებს 22-დან მე-9-მდე. ამას სპეციალურად ვაკეთებ,
რადგანაც აზრს ვერ ვხედავ, რომ პირველი რვა არკანი აღვწერო. პირველ რიგში, არც
თქვენ და არც მე ძალუკები არ გვეყოფა, რომ როგორღაც მაინც გაცნობიერებულად
შევიდეთ ამ ენერგიებში. ამისთვის საჭიროა, რომ გვქონდეს ცნობიერების სიჩქარე აჯნა
23
ჩაკრას დონეზე. და ყველა, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, მაქსიმუმ ცისფერ სპექტრს თუ
მიწვდება.

და კიდევ, საჭიროა იმის გაგება, რომ არკანებთან მუშაობამ შესაძლოა სერიოზულად


გაგიფუჭოთ ცხოვრება. ეს რეალური ძალებია, და მათი გამოძახებით, თქვენ სრულად
იღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ყველა შედეგზე, რომლებსაც შედეგად
მიიღებთ. ეს ძალები შეუბრალებელნი არიან. ისინი სამყაროს ქარები არიან. და თუკი
ვერ დაიჭირეთ ამ ქართა ნაკადები, ისინი ფრთებს მოგამტვრევენ.

ამიტომ ნუ იჩქარებთ. იმოქმედეთ ფრთხილად და განჯაჭვულად.

წარმატებები!

მეთვრამეტე არკანი: „მთვარე“. დაო. ძალა, რომელიც გზას მიანიშნებს

არკანი „მთვარე“ - პირველი არკანია, რომლისგანაც უნდა დავიწყოთ მაგიის


სეფიროტული მოდელის შეცნობა. ერთი მხრივ, იგი საკმაოდ მარტივია, მეორე მხრივ კი
საოცრად რთული. მოდი, ვცადოთ მასში გარკვევა.
24
ამ არკანის ძალა ადამიანს მისი გზის გაგებას აძლევს. თუმცა მე მინახავს, როგორ დაიწყო
ბევრმა მაგიასთან ნაცნობობა ამ არკანის პრაქტიკით, და დიდხანს და გულმოდგინედ
აპრაქტიკებდა მას, მაგრამ გაგებამდე მაინც ვერ მივიდა. ამიტომ ახსნა უნდა დავიწყოთ
იმით, თუ საერთოდ რა არის გზა.

ყველას გვსმენია ფრაზები: „იპოვე შენი გზა“, „იარე გულის გზით“, „გზა მოსიარულის
ფეხებქვეშ ჩნდება“, - და ა.შ. მაგრამ მე უფრო და უფრო ხშირად ვხვდები ადამიანებს,
რომლებმაც საერთოდ არ იციან, რა უნდათ ცხოვრებისგან და საით უნდა იარონ. ამ
გაუგებრობის მიზეზი იმაში იმალება, რომ ადამიანს სჯერა, ნებისმიერი გზის აზრი
მიზანია, შედეგი, გზის დასასრული, დანიშნულების პუნქტი. ეს რწმენა ბავშვობიდან
აღზარდეს ჩვენში განათლების სისტემის მეშვეობით. ნიშნებმა, რომლებსაც სკოლასა და
ინსტიტუტში გვიწერდნენ, შეგვაჩვიეს, რომ სწორედ ნიშნებისადმი სწრაფვა გვქონოდა.
როგორც ახლა ამბობენ სტუდენტები: „მთავარია დიპლომის აღება“. ანუ მთავარია
სკოლის, ინსტიტუტის დამთავრება, თვითგანვითარება კი უმნიშვნელოა.

ასეთი მიდგომა შემდგომ ყველაფერ დანარჩენზე პროეცირდება: მთავარია სამსახური


კარგი ანაზღაურებით, მთავარია ცოლის მოყვანა, ან გათხოვება, მთავარია
შვებულებამდე მივაღწიო და ა.შ. ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვნად დასასრული, გზის
შედეგი ვაქციეთ, მაგრამ გზა უყურადღებოდ დავტოვეთ.

თუ ამ მიდგომას სწორად თვლით, მაშინ მითხარით, რას უნდა მიაღწიოს ადამიანმა


ცხოვრებაში? სახლი ააშენოს, ვაჟი გააჩინოს და ხე დარგოს? სულ ესაა?

მე მინახავს სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც ცხოვრების აზრს ეძებდნენ. მათ შორის


იყვნენ წარმატებული ბიზნესმენებიც და სრულიად უიღბლოებიც, თანამდებობის
პირებიც და უმუშევრებიც, მეოჯახეებიც და მარტოხელებიც, შვილიანებიც და
უშვილოებიც. და ყველა ერთი და იგივე შეცდომას უშვებს. მათ სჯერათ, რომ არსებობს
რაღაც მიზანი, რომლის მიღწევის შემდეგაც ადამიანი ბედნიერებას მოიპოვებს. ეს
ადამიანები განწირულნი არიან, რომ ყოველთვის თავიანთი ზღაპრული მიზნისკენ
გზაზე იყვნენ და ვერასოდეს მიაღწიონ მას. და რომ მიაღწიონ, აღმოჩნდება, რომ კიდევ
სხვა მიზანი არსებობს. შემდეგ კიდევ სხვა, და ისინი ვერ მოასწრებენ. მიზნები
არასოდეს თავდებიან. დაკმაყოფილება არ ხდება.

მაშ, რა უნდა ვქნათ? გზის ერთადერთი სწორი გაგება იმაში მდგომარეობს, რომ მას
დასასრული არ აქვს. გზა ეს პროცესია. გზა ეს თავად ყოფიერებაა, თავად ცხოვრებაა. აი,
რას აკეთებთ ახლა? სად იმყოფებით? რას ხედავთ? სწორედ ესაა გზა. დიახ, დიახ,
ყველაფერი, რაც თქვენ გარშემოა, ყველაფერი, რასაც მოცემულ მომენტში წარმოადგენთ,
ეს თქვენი გზაა. ვიცი, რომ ძნელია ამის გაგება და კიდევ უფრო ძნელია მიღება,
რადგანაც ერთს ფუფუნება ახვევია გარშემო, მეორეს კი - სიღატაკე, მაგრამ
25
სინამდვილეში არანაირი განსხვავება არ არის. გზა - თავისთავადაა გზა, როგორიც არ
უნდა იყოს იგი.

გაგების სირთულე იმაშია, რომ ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ იმის აზრი, რაც ჩვენ
გარშემოა, მაგრამ ეს უშედეგოა. გზას არა აქვს აზრი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ზე-ამოცანა,
რომლითაც დედამიწაზე მოვედით. არ არსებობს არანაირი გეგმა. არ არსებობს არანაირი
მისია. უფრო სწორედ არ არსებობს არც გეგმა, არც ამოცანა და არც მისია, რომელსაც
ინტელექტით გავიგებდით. ყველაფერი უაზრობაა. მაგრამ როგორც ერთმა მაგმა მითხრა
აზრი უაზრობაშია.

ჯერ არაა გასაგები? ჩემი სიტყვების გაგების ერთადერთი საშუალება გზის საკუთარი
თვალებით დანახვაა. უფრო სწორად, არა თვალებით და არც მთლად დანახვა.
მოგვიანებით გაიგებთ, რასაც ვგულისხმობ.

ცხოვრება არ შედგება ცალკეული მიზნებისგან და მიღწევებისგან. ცხოვრება ეს


პროცესია. სანამ ცოცხლები ვართ, ბოლომდე ჩართულნი ვართ ამ პროცესში და იგი
თავის ანაბეჭდს ტოვებს ჩვენზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ცხოვრების ანაბეჭდი ვართ.
ხოლო თუ ვამბობთ, რომ თავად ცხოვრებაა გზა, მაშინ გამოდის, რომ გზა ესაა „მე“,
ყოველი ჩვენგანის ყოველი „მე“.

არსი იმაშია, რომ გზის თვალსაზრისით არანაირი განსხვავება არაა იმაში, თუ რა გზას
გაივლით, იქნება ეს ოლიგარქის გზა თუ „ბომჟის“ გზა“. მაგრამ განსხვავება იმაშია, თუ
როგორ გაივლით მას.

მე–18 არკანის ძალა არ მიგითითებთ, სადაა დამარხული განძი. ეს ძალა იმის ხედვის
საშუალებას გაძლევთ, თუ როგორ მიდიხართ გზაზე. მასზე ხომ სხვადასხვა
საშუალებით შეიძლება სიარული. უმეტესობა გზას შიშის გამო, ან
დაუკმაყოფილებლობის გამო მიუყვება, მაგრამ თუ გზაზე გამოკვების წყაროს მიაგნებს,
მანამდე ჩერდება, სანამ ეს წყარო არ ამოიწურება.

მე–18 არკანის მიერ ბოძებული უნარი კი საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ ჯერ
დაინახოს, სად გაიჭედა, შემდეგ კი გამარჯვებული გამოვიდეს ამ სიტუაციიდან.

ცხოვრების ნებისმიერ მომენტში არსებობს ორი მხარე: ინის და იანის პრინციპი, შავი და
თეთრი, არასწორი და სწორი. ამ არკანის ძალა საშუალებას გაძლევთ, რომ როგორღაც
წინასწარ იცოდეთ რა მოქმედებაა სწორი და რა კონკრეტულ სიტუაციაში.

წარმოიდგინეთ, რომ იპოდრომზე იმყოფებით, დოღზე, და უეცრად მოისმინეთ


საუბარი, საიდანაც გაარკვიეთ, რომ პირველი ფინიშამდე რომელიღაც ცხენი მივიდოდა,

26
ნუთუ ყველაფერი ჩაწყობილია. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე შესაბამისად
მოქმედებთ და შესაბამის ფსონს აკეთებთ.

მაშასადამე, მე–18 არკანის ძალა საშუალებას გაძლევთ, რომ იცოდეთ, როგორ


იმოქმედოთ. ამ ძალის მეგზურობით მასთან თანხმობაში ცხოვრებას სწავლობთ. თუ ამ
თანხმობას აღწევთ, მაშინ ნებისმიერი სიტუაცია ძვირფასი გაკვეთილი გახდება
თქვენთვის. ძალასთან თანხმობაში მოქმედებით, სწორ მოქმედებას ირჩევთ. გზაზე
ასეთი მოძრაობა განსაკუთრებულ სიხარულს იძლევა და თქვენი თანამშრომლობისთვის
ნაყოფებით გაჯილდოვებთ.

გულწრფელად გეტყვით: იშვიათია, რომ ვინმეში ამ ძალის გაცნობამ აღტაცება


გამოიწვიოს. ადამიანებს სამსახურიდან აგდებენ, მათ ცოლები ან ქმრები ტოვებენ,
პარტნიორები „აგდებენ“, ისინი ავარიაში ჰყვებიან... და კიდევ ბევრი საინტერესო.

აქ შემდეგი რამ უნდა გავიგოთ. სწორად ცხოვრება ეს არ ნიშნავს რაიმე შაბლონით


ცხოვრებას. ჩვენ ვიმყოფებით სისტემაში, როგორც „შესტიორკები“ საათის მექანიზმში.
და ყოველ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი ადგილი იმის შესაბამისად, თუ რას წარმოვადგენთ
სისტემისთვის. ჩვენი ცხოვრება შესაძლოა დიდხანს ყოფილიყო არასწორად მიმართული
იმის გამო, რომ ჩვენ რაღაც ავიკვიატეთ და მედგრად მივდიოდით სისტემის
წინააღმდეგ.

როცა მე–18 არკანის პრაქტიკას დაიწყებთ, მისი ძალა გაწონასწორების მექანიზმს


ჩართავს. თუ შორს წავედით ჩვენი ადგილისგან, მაშინ გაწონასწორება შესაძლოა უხეში
იყოს. მაგრამ ყველა ამ „წარუმატებლობას“, წარუმატებლობად მხოლოდ „საშუალო“
ადამიანი აღიქვამს. მაგი კი ამაში გზის გაკვეთილებს ხედავს. იგი სწავლობს ამ ძალისგან
და ღებულობს ყველა ცვლილებას, რომელსაც იგი შესთავაზებს. არკანი ეს ქარია. ჩვენ
მხოლოდ სწორად უნდა მივმართოთ ჩვენი აფრები. მაგრამ თუ შტორმში მოვყევით, ე.ი.
უნდა ვისწავლოთ საჭის მართვა შტორმის პირობებში. ჩვენ არ შეგვიძლია ავირჩიოთ
ჩვენი გზა, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიაროთ მასზე.

ვაღიარებ, ეს არკანი ჩემი საყვარელი არკანია. მან მკაცრად აღმზარდა, მაგრამ


დავმეგობრდით. ერთხელ ასეთი სიტუაცია მოხდა, ჩემთან მოვიდა ადამიანი და დაიწყო
მოყოლა, რომ მას უკვე რამდენიმე წელია წარუმატებლობა არ ტოვებს. მან რამდენიმე
ათეული შემთხვევა ჩამოთვალა, რომლებისგანაც ძარღვებში სისხლი გამეყინა. როცა
თხრობა დაასრულა, თანაგრძნობით განვიმსჭვალე მის მიმართ და გადავწყვიტე, რომ
რადაც არ უნდა დამჯდომოდა უნდა დავხმარებოდი ამ ადამიანს.

და უეცრად, მომდევნო მომენტში ჩემთან ამ ადამიანის გზის გაგება მოვიდა. მივხვდი,


რომ ყველა ეს წარუმატებლობა ამ ძალის მოქმედების შედეგი იყო. სხვა სიტყვებით ის

27
გზაზე იდგა. მის პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ მთელი ძალებით მიცურავს ქარის
საწინააღმდეგოდ. მე დიდხანს ვუხსნიდი ამ ძალასთან მუშაობის პრინციპს, სანამ არ
მივაღწიე იმას, რომ შეგუებოდა თავისი ყველა წამოწყების სევდიან დასასრულს.
როგორც ვიცი, ამის შემდეგ ბედმა კიდევ უფრო მეტად მოუჭირა მარწუხები, მაგრამ მან
სწავლა და ამაში თავისი გზის დანახვა დაიწყო. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ შავი
ზოლი ისევე მალე დამთავრდა მის ცხოვრებაში, როგორც დაიწყო. ყველაზე სასაცილო
ის იყო, რო მას საქმიანობის სფერო არ გამოუცვლია. მან იგივე სამუშაო ადგილზე
მიაღწია წარმატებას. შეიცვალა მხოლოდ ერთი - თავად ეს ადამიანი.

მას შემდეგ ამ არკანის სიდჰა მივიღე და ახლა ყველა ადამიანის გზას ვხედავ. მაგრამ ნუ
მკითხავთ, რას ჰგავს გზის ხედვა. ამის ახსნა არ შეიძლება. ეს თავად უნდა დაინახოთ.
ვფიქრობ, მოვიდა ამ ძალასთან პრაქტიკულად გაცნობის დრო.

მე–18 არკანის პრაქტიკა

შევხედოთ კარტს. რას ვხედავთ მასზე? ზემოთ მთვარეა, რომელიც მზეს ფარავს.
ჰორიზონტზე, ქვიან უდაბნოში ორი კოშკია, მათ შორის გზაა. ეს ბილიკი იწყება
ჭაობთან, რომელშიც კირჩხიბია, გაივლის მწვანე მდელოს და იკარგება უდაბნოში.
მინდორში გზის ორივე მხარეს განლაგებულია ძაღლი და მგელი. სურათის ფონი
ცისფერია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

ცისფერი ფონი. ცისფერი - ვიშუდჰა ჩაკრას ფერია, რომლის სიხშირეზეც ადამიანის


ცნობიერება მუშაობს. აქედან გამომდინარე ეს გლიფი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ჩაკრა
აქტიური უნდა იყოს, ანუ მასში ენერგია უნდა იყოს. იგი ასევე მიუთითებს, რომ გზის
გაგება ანუ დანახვა ცნობიერებით ხდება. სხვა სიტყვებით, გზა არაა ის, რაც სხეულით
უნდა აკეთოთ: დაკავდეთ რაღაც კონკრეტული საქმით ან იცხოვროთ რომელიღაც
განსაზღვრულ ადგილას. გზის დანახვა მხოლოდ ცნობიერების დონეზეა შესაძლებელი.

მთვარე, რომელიც მზეს ფარავს. ეს გლიფი ძალიან საინტერესოდაა დახატული. იგი


თითქოს მთვარის სამ მდგომარეობას აჩვენებს. მთვარე ნახევარმთვარის სახით, სავსე
მთვარე და მზის დაბნელება. მთვარის ეს სხვადასხვა ფაზები მისი ძალის სხვადასხვა
მდგომარეობაზე მიუთითებს. თავად არკანს „მთვარე“ ეწოდება, რაც მინიშნებას
გვაძლევს, რომ არკანის ძალა მთვარის აქტივობის მომენტშია აქტიური. სოციოლოგებმა
დიდი ხანია აღმოაჩინეს კანონზომიერებები მთვარის ფაზებისა და ადამიანების ქცევის
ურთიერთკავშირში. განსაკუთრებით „უცურდება სახურავი“ ხალხს სავსემთვარეობის

28
დროს. ამიტომაც ამ დროს მოულოდნელი და სპონტანური ქცევები ამ ძალის
ზემოქმედებით აიხსნება.

კოშკები. ამ გლიფის ახსნა სხვადასხვაგვარად შეიძლება. კლასიკურ ვარიანტში კოშკებს


შიფრავენ, როგორც „საიდუმლოს“ ან „საიდუმლო ცოდნას“. და რა არის საიდუმლო? ესაა
ამოუცნობი. აქედან გამომდინარე გზა ყველას მიუთითებს, რომ ამოუცნობისკენ უნდა
ვიაროთ, რადგანაც მხოლოდ ასე შეიძლება რაღაც ახლის შეცნობა.

ბილიკი. ბილიკი თავად გზაა. იგი მიხვეულ-მოხვეულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ
გზა რთულია. ეს არაა სწორი გზატკეცილი. ახალი ცოდნის მისაღებად ოფლის ღვრა
იქნება საჭირო.

უდაბნო. რას შეიძლება გვეუბნებოდეს ეს გლიფი? თავად სიტყვა „უდაბნო“ (Пустиня)


მომდინარეობს სიტყვისგან უდაბური (Пусто). ანუ ესაა ადგილი, სადაც არავინ
ცხროვრობს. იქ არავინაა. ესაა მდგომარეობა, რომელშიც ამოუცნობის შეცნობა ხდება.
თქვენი გზა მხოლოდ თქვენია. მასზე არ აქვს ადგილი არც ცოლს, არც ქმარს, არც
მეგობარს, არც საყვარელს. ამ გზის გავლა სრულ მარტოობაში მოგიწევთ. მაგრამ აქ
სწორი გაგებაა საჭირო. ეს მარტოობა შინაგანია და არა გარეგნული. თქვენ შეიძლება
ოჯახიც გყავდეთ და მეგობრების მთელი ბრბოც, მაგრამ ცხოვრების იმ გაგებას,
რომელსაც გზაზე შეეჯახეთ, ვერავის გაუზიარებთ. სხვები საუკეთესო შემთხვევაში
შეშლილად ჩაგთვლიან.

მდელო. ეს გლიფი აღწერს ადგილს, სადაც ცხოვრება ჩქეფს. იგი შეიძლება განვიხილოთ,
როგორც სოციუმი, რომელშიც ვცხოვრობთ. მდელო გაყოფილია ორ ნაწილად, და მის
ორივე მხარეზე თითო ცხოველი დგას.

ძაღლი. ეს გლიფი აღნიშნავს მეგობარს. მაგრამ მეგობარს არა მხოლოდ ადამიანური


თვალსაზრისით, არამედ ერთგვარ მეგობრულ მდგომარეობებს. მაგალითად, როდესაც
ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდადაა, კარგადაა, სტრესების გარეშეა და წარმატებულია,
ეს ნიშნავს, რომ გზაზე „ძაღლია“ გააქტიურებული. ასევე ეს გლიფი აღნიშნავს
ადამიანებს, რომლებიც თქვენს მიმართ მტრულად არ არიან განწყობილნი.

მგელი. ეს გლიფი შესაბამისად „მტერს“ აღნიშნავს. ანუ მდგომარეობებს, რომლებიც


გზაზე სიარულში ხელს გიშლიან, ასევე ადამიანებს, რომლებიც თქვენს მიმართ
მტრულად არიან განწყობილნი.

კირჩხიბი. კირჩხიბები იმით არიან ცნობილნი, რომ ყოველთვის უკან-უკან იხევენ. ანუ
ეს გლიფი აღნიშნავს ჩვენს ინერტულობას, ჩვენს სიზარმაცეს, უკანდახევის და
დანებების სურვილს.

29
ჭაობი. ჭაობი წყალია, წყალი კი ტაროში დროს აღნიშნავს. დრო ჩვენი სამყაროს მეოთხე
კოორდინატია, რომელიც აღიქმება, როგორც წარსული დრო. წარსული კი - ნაცნობია.
ამიტომაც ეს გლიფი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ის მდგომარეობა, რომელშიც
იმყოფებით. თუკი არ ისწრაფვით ახლისკენ და ამოუცნობისკენ, მაშინ უფრო მეტად
სტაბილურობისკენ ისწრაფვით. სტაბილურობის შეგრძნებას გვაძლევს სამყარო,
როდესაც იგი წინასწარ გამოცნობადია. აი, რატომაა, რომ თუ ადამიანმა რაღაც მყუდრო
სამუშაო ადგილი იპოვნა, არაფრის დიდებით არ წამოვა იქიდან. აქ ხომ სტაბილური
ანაზღაურებაა. მაგრამ ვერ ხვდება, რომ ეს სტაბილურობა ერთხელაც ჭაობად იქცევა და
ყურებამდე ჩაითრევს მას.

თუ თქვენი ცხოვრება „ზაზუნას დღეს“ ჰგავს, ეს ზუსტი მინიშნებაა იმაზე, რომ თქვენ
ჭაობში ხართ. განვითარება არ ხდება.

მაშ, როგორ გამოიყურება გზა? დავუშვათ, ამოუცნობისკენ სიარული, ახალი ცოდნის


შემეცნება, მაგიით დაკავება და ა.შ. გადაწყვიტეთ. მიუხედავად იმისა, რომ გზის
დასაწყისში ენთუზიაზმით ხართ აღსავსე, რაღაც დროის შემდეგ პირველ
წინააღმდეგობას შეხვდებით. ესაა კირჩხიბი. თქვენ ისეთი სიზარმაცე შეგიპყრობთ, რომ
თავადაც გაგიკვირდებათ. ათასი მიზეზი გაგიჩნდებათ იმისთვის, რომ ჭაობში იჯდეთ
და არსად არ იაროთ. მსგავსი რამ შემემთხვა მეც.

როდესაც ჩემს მასწავლებელთან მაგიის შესწავლა დავიწყე, დაახლოებით ერთი თვის


შემდეგ ყველაფრის მიმართ აპათია შემომაწვა. ჩვენ სწორედ მე–18 არკანზე
ვმუშაობდით, და უეცრად ძალიან ზარმაცი გავხდი. ვაცდენდი მეცადინეობებს
ინსტიტუტში, მთელი დღეები კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობდი, საშინლად
მინდოდა სექსი, ორჯერ უფრო მეტს ვეწეოდი. ერთადერთი, რის გამოც ტრაკის
სავარძლიდან აწევა შემეძლო, გართობა იყო.

ერთხელაც დღისით საწოლზე ვიწექი. არაფერს არ ვაკეთებდი, უბრალოდ ვიწექი და


რაღაცაზე ვფიქრობდი. ასე გავატარე ოთხი საათი, მაგრამ ყველაზე სასაცილო ისაა, რომ
ორი საათი ამ ოთხიდან ტუალეტში მინდოდა. მე რეალურად მეზარებოდა ხუთი
მეტრის გავლა. მანამდე ვიწექი, სანამ ჩემი შარდის ბუშტი კინაღამ არ გასკდა!

როცა ტუალეტიდან გამოვედი, ბოლოს და ბოლოს გავაცნობიერე, რომ რაღაც ისე ვერ
იყო. წერილი მივწერე მასწავლებელს და მან მიპასუხა, რომ „კირჩხიბს გადავეყარე“. და
მხოლოდ ერთი რჩევა მომცა - ყოველდღე მევარჯიშა, თუნდაც 20 წუთი, მაგრამ
ყოველდღე, და მეკეთებინა, მეკეთებინა, მეკეთებინა.

30
მივყევი რა მის რჩევას, მომავალში ისეთი უზარმაზარი ბიძგი მივიღე, რომ სამ თვეში
ჩავაბარე ინსტიტუტში 60 ვალზე მეტი, რომელთა შორისაც შვიდი გამოცდა იყო, ორი
საკურსო, ექვსი რეფერატი, დაახლოებით ორმოცი ტესტი და რამდენიმე სემინარი.

თუ გზაზე „კირჩხიბის“ ზემოქმედების ქვეშ მოხვდებით, უნდა იცოდეთ, რომ


აუცილებელია საკუთარი ინერტულობის გადალახვა. და როგორ შეძლებთ ამას?
მხოლოდ იმით, რომ ბოლომდე, კვლავ და კვლავ აკეთოთ ის, რასაც ხელი მოჰკიდეთ.
წარმოიდგინეთ კოსმოსური ხომალდი, რაკეტა, რომელიც კოსმოსში უნდა გაუშვან.
იმისთვის, რომ რაკეტა მიწას მოსწყდეს, ენერგიის უზარმაზარი რაოდენობაა საჭირო. და
იგი ძალიან ნელა იღებს სტარტს, რადგანაც საკუთარი მასის ინერციის გადალახვა
სჭირდება. მაგრამ სამაგიეროდ, როდესაც სიჩქარეს აიღებს, ვეღარაფერი შეაჩერებს.

თუ ფიზიკური სხეულების ინერტულობის გადალახვასთან დაკავშირებით ყველაფერი


ასე თუ ისე გასაგებია, როგორ უნდა გადავლახოთ ცნობიერების ინერტულობა? გზასთან
დაკავშირებით ხომ ამაზეა საუბარი, რადგანაც გზაზე ცნობიერება მოძრაობს და არა
სხეული? გახსოვდეთ, რომ გამუდმებით უნდა აკეთოთ, აკეთოთ და აკეთოთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ, რომ ტყუილად გაფლანგავთ ენერგიას და კვლავ
ჭაობში აღმოჩნდებით.

„კირჩხიბის“ ზეგავლენის გადალახვის შემდეგ შეეჯახებით იმას, რომ თქვენი სამყარო


ორ ნახევრად გაიყოფა. ერთი მხრიდან - „ძაღლები“, რომლებიც გაცდუნებენ, რომ ყურზე
მოეფეროთ, მეორე მხრივ - „მგლები“, რომლებიც გაშინებენ და საჩხუბრად გიწვევენ.

ეს ყველაფერი ასე გამოიყურება. თქვენ გზაზე მოძრაობთ, და უცებ ნათესავები და


მეგობრები გაბეზრებენ თავს, და თქვენგან ყველას რაღაც უნდა. თანაც ისე, რომ
თვითონაც ვერ ხსნიან თავიანთ ინტერესს. თქვენი მცდელობებისას, რომ რაღაც ახალი
შეიცნოთ, ისინი მოგაყრიან რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვროთ და რა
უნდა აკეთოთ. ყველანაირად ეცდებიან, თავიანთი აზრისკენ გადაგიბირონ, და
მიგანიშნებენ, რომ თუ ისე გააკეთებთ, როგორც თვითონ გირჩევენ, მათ მხარდაჭერას
მიიღებთ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ძალიან მაცდურად გამოიყურება. მაგრამ შეხედეთ
კარტს. სად დგას ძაღლი? იგი გზისგან განზე დგას. ამიტომაც თუკი თქვენს გზაზე
„მეგობრების“ პრიორიტეტებით ისარგებლებთ, გზას გადაუხვევთ.

სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ ძველ კურსს შეინარჩუნებთ, ანუ კურსს ამოუცნობის


მხარეს. თუმცაღა ასეთი ქცევა თქვენს „მეგობრებს“ სავარაუდოდ არ მოეწონებათ, და
მაშინ ისინი შესაძლოა „მგლებად“ იქცნენ. ყველანაირი ხერხით დაიწყებენ თქვენთვის
ხელის შეშლას, უსიამოვნებების შექმნას. სხვა სიტყვებით, ისინი თქვენი ჩხუბისადმი
პროვოცირებას მოახდენენ ერთი მიზნით - რომ არსად არ წახვიდეთ და მათთან
დარჩეთ.
31
საერთო ჯამში, შესაძლოა თქვენი გარემოცვა ჭკუიდან შეიშალოს. ეს იმით აიხსნება, რომ
თქვენი მოძრაობა აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებებს გარემომცველ სივრცეში.
მაგრამ ამ სივრცეს მრავალ ადამიანთან ერთად იყოფთ. და თუმცა გზაზე მოძრაობა ეს
თქვენი პირადი საქმეა, მაგრამ იგი ასევე იწვევს სხვა ადამიანების სივრცის
ცვლილებასაც. მათ კი ეს ცვლილებები არ სჭირდებათ მაშინაც კი, თუ სრულიად
განადგურებული ცხოვრება აქვთ. ეს მათი ჭაობია, და არ უნდათ იქიდან ამოსვლა.
ამიტომ ყველაფერი, რის გაკეთებაც დაგრჩენიათ, ესაა ის, რომ არ უპასუხოთ მათ
პროვოკაციებს და შეინარჩუნოთ ყურადღება თქვენს გზაზე ახალი ცოდნისკენ. და მაშინ
მიაღწევთ უდაბნოს.

იქ კი არავინაა. ყველამ დაგანებათ თავი. უკვე აღარ სჭირდებით, აღარც მეგობრებს და


აღარც მტრებს. და აი აქ ტყდება უმეტესობა. მარტოობა უმძიმესი გამოცდაა გზაზე.
მაგრამ იგი წარმოადგენს უდიდეს სიხარულსაც. როგორც კი ამ გრძნობას მიაღწევთ,
იცოდეთ, რომ სულ ცოტაღა დარჩა. მალე კოშკებს მიაღწევთ და რაღაც ახალს გაიგებთ.
თქვენი ცხოვრება შეიცვლება, ახალ სიმაღლეზე ახვალთ და ცხოვრებაც ახალ ნაყოფებს
მოგიტანთ.

იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია ეს ახალი ცოდნა, ასეთივე იქნება თქვენი ახალი
ცხოვრებაც. მაგრამ გახსოვდეთ, გაჩერება არ შეიძლება, რადგანაც რაღაც დროის შემდეგ
ეს ახალი ნავსაყუდელი ჭაობად იქცევა. გზას დასასრული არა აქვს.

მედიტაცია არკანზე

არკანში შესვლა სხვადასხვა საშუალებით შეიძლება. მედიტაცია ყველაზე უსაფრთხო


მეთოდია. თუმცაღა ყველაზე ნელიც. ყველაზე სწრაფ მეთოდს წარმოადგენს ასეთ
ძალასთან შესაბამისობაში მოქმედება. მაგალითად, ამ არკანისთვის ეს იქნებოდა
მოქმედება, მგსგავსი იმისა, როდესაც იღებთ ზურგჩანთას ყველაზე აუცილებელი
ნივთებით, გადიხართ სახლიდან და მიდიხართ, სადაც თვალები იყურებიან მხოლოდ
ერთი ფიქრით - შეიცნოთ ახალი. ამასთან ყველაფერ ძველს ანგრევთ. დაბრუნება არ
შეიძლება, ისევე როგორც ძველი კავშირების გამოყენება. ახალ სამყაროში წასვლა,
ბილეთის აღება ერთი მიმართულებით და გამგზავრება მხოლოდ იმის იმედად, რომ გზა
იქ გაგიყვანს, სადაც საჭიროა.

მაგრამ მე ყველანაირად გირჩევთ, რომ ასე არ მოიქცეთ. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც


ასე მოიქცნენ. წაიკთხეს რაღაც ფილოსოფიური წიგნები, აბსოლუტურად არ იყვნენ
მზად ამოუცნობისთვის და მისკენ გადადგეს ნაბიჯი... და ამოუცნობმა გაანადგურა

32
ისინი. უმეტესობა ძალებისგან სრულიად დაცლილი დაბრუნდა თავის ჭაობში, და იქ
გაატარა მთელი დარჩენილი ცხოვრება, საშინელ მდგომარეობაში.

ამიტომ მე არკანზე მედიტაციას გასწავლით. მედიტაციის არსი იმაშია, რომ თქვენ


ინარჩუნებთ ყურადღებას ამა თუ იმ გლიფის გარკვეულ მნიშვნელობებზე. როდესაც
დიდხანს ვაჩერებთ ყურადღებას რაიმე ხატ-სახეზე, ჩვენი ცნობიერება მიჰყვება ამ ხატ-
სახეს, ანუ როგორც ჩვენ ვამბობთ - გადაეწყობა მასზე. გარკვეულ მნიშვნელობაზე
გადაწყობა ჩვენს ცნობიერებას ვიწროდმიმართულს ხდის და გვაიძულებს, რომ
გარესამყაროში მხოლოდ ის შევამჩნიოთ, რაც ამ მნიშვნელობას შეესაბამება. ეს აღქმის
შაბლონს ჰგავს. მედიტაცია საშუალებას იძლევა, რომ რაღაც დროით შექმნას იგი და
ჩვენი ცნობიერება დაუმორჩილოს იმ ძალებს, რომლებიც ამ შაბლონში არსებობენ.

უნდა გვესმოდეს, რომ მედიტაცია საჭიროა თანდათანობით, ნელ-ნელა დავიწყოთ,


რადგანაც ახალი შაბლონი აუცილებლად დაიწყებს ბრძოლას ძველთან, და ძველი
გაიმარჯვებს. თუმცაღა თუ კვლავ და კვლავ განაგრძობთ პრაქტიკას, შეამჩნევთ, რომ
თანდათანობით აღქმის ახალი მდგომარეობა თავის დაღს დაასვამს ყოველდღიურ
ცხოვრებას და გაიძულებთ, რომ ამა თუ იმ არკანის გამოვლინებები დაინახოთ.

მედიტაცია მე–18 არკანზე

დაჯექით მოხერხებულად. ამ პრაქტიკის დროს ჯობია შუაღამე შეარჩიოთ, როდესაც


მთვარე თავის ძალაში შედის. ყველაზე ძლიერი ეს არკანი მთვარის დაბნელების
დროსაა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება, ამიტომ ამ არკანთან ნაცნობობა ჯობია
აღმავალი მთვარიდან და სავსემთვარეობის მომენტებში დაიწყოთ.

დახუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ მთვარე. თქვენ უბრალოდ კი არ უნდა დახატოთ


იგი სიბნელეში, არამედ უნდა შეიგრძნოთ ენერგია და გაიჟღინთოთ მისით. თუ ეს არ
გამოგდით, მაშინ იმ მომენტებში, როდესაც ცაზე მთვარე მოჩანს, ივარჯიშეთ მის
ჭვრეტაში.

ჭვრეტა ესაა პრაქტიკა, რომელიც კონცენტრაციას გვაგონებს. მაგრამ თუ


კონცენტრაციისას თქვენი ყურადღება თითქოს აწვება ობიექტს, ანუ აკეთებს ქმედებას,
რომელიც გვაგონებს პროცესს „ჩემგან“, ჭვრეტა, პირიქით,ესაა პროცესი „ჩემზე“. სხვა
სიტყვებით, თქვენ უყურებთ მთვარეს ყოველგვარი აზრების გარეშე, ყოველგვარი
სურვილების გარეშე, საშუალებას აძლევთ მთვარეს, რომ ზეგავლენა მოახდინოს
თქვენზე. ამ პრაქტიკას სამურაები აკეთებდნენ. შორეული მსვლელობების დროს ისინი
აშენებდნენ სპეციალურ მოედნებს, საიდანაც მთვარე უნდა ეჭვრიტათ. რატომ

33
აკეთებდნენ ამას არ ვიცი, მაგრამ თუ ვინმეს კარგად ესმოდა, რას ნიშნავს გზა - ეს
სამურაები იყვნენ.

„მთვარის მდგომარეობის“ მიღების შემდეგ თქვენ იგი დახუჭული თვალებით უნდა


წარმოიდგინოთ. ჩვენ შეგვიძლია მაშინაც კი შევიგრძნოთ მთვარე, როდესაც იგი ცაზე არ
მოჩანს. სწორედ ამაშია განწყობის არსი. არა უბრალოდ შთავაგონოთ რაიმე საკუთარ
თავს, არამედ დავიჭიროთ სიგნალი სამყაროს იმ ნაწილიდან, რომელსაც ეს ხატ-სახე
შეესაბამება.

შემდეგ მოახდინეთ კოშკების ვიზუალიზაცია. კოშკები შეესაბამება საიდუმლოს,


ამოუცნობს. ეს უკვე უფრო რთულია. როგორ გამოვიწვიოთ საკუთარ თავში ამოუცნობის
შეგრძნება? შეგვიძლია გავიხსენოთ ცხოვრების ის მომენტები, როდესაც მიდიოდით
რაღაც ქმედებაზე, რომლის შედეგიც უცნობი იყო. ანუ ქმედება, რომელსაც ცხოვრებაში
პირველად აკეთებდით, და არ იცოდით რა გამოვიდოდა ამისგან.

მე, მაგალითად, ყოველთვის ვაძლევ რეკომენდაციას - წარმოიდგინონ, რომ ამ კოშკებში


დამალულია რაღაც მაგიური წიგნები და გრაგნილები, რომლებშიც დაფარულია
კაცობრიობის ყველაზე დაფარული საიდუმლოებები. მაგრამ რა წიგნებია ეს, და რა
საიდუმლოებებს შეიცავს - უცნობია. თუ ამ ხატ-სახეზე შეინარჩუნებთ ყურადღებას,
შეძლებთ, რომ ამოუცნობის შეგრძნება დაიჭიროთ.

როდესაც ამ შეგრძნებას მიაღწევთ, განეწყვეთ უდაბნოზე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ,


რომ უდაბნოში ხართ, აბსოლუტურად მარტო. წარმოიდგენთ რა უდაბნოს ხატ-სახეს, არ
აყვეთ ძველ წარმოდგენებს მის შესახებ. ეს არაა ის უდაბნო, სადაც ცხელა, აქლემები
დადიან და გამუდმებით გწყურია. ესაა უდაბნო, სადაც მარტოობა მეფობს. სადაც
სიცარიელეა და თქვენ მეტი არავინაა. უბრალოდ იგრძენით, რომ ერთი-ერთზე ხართ
ამოუცნობთან. და გააგრძელეთ მოძრაობა.

შემდეგ განეწყვეთ მდელოზე. ფაქტიურად მდელო მდელოა. ბალახები, სიცოცხლე


გარშემო. ერთი მხრიდან ძაღლი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ნებისმიერი ძაღლი,
მთავარია გამოიწვიოთ ის შეგრძნება, რომ ეს ძაღლი მეგობრულ დამოკიდებულებას
ასხივებს.

მეორე მხარეს მგელია, რომელიც ხიფათს და მტრულ დამოკიდებულებას ასხივებს.


უნდა შეიგრძნოთ, როგორ ახდენს თქვენზე პროეცირებას ორივე მხრიდან ეს ორი
ენერგია, ორი მდგომარეობა. თქვენ კი ცენტრში ხართ და არცერთ მხარეს არ ირჩევთ.

შემდეგ განეწყვეთ ჭაობზე. ჭაობი ესაა თქვენი ახლანდელი ცხოვრება. ესაა მთელი
თქვენი წარსული და აწმყო. ესაა ყველაფერი, რაც სამყაროზე და საკუთარ თავზე იცით.

34
იგრძენით იგი, მიმართეთ თქვენი განზრახვა გზისკენ და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ
უსასრულოდ ივლით ამოუცნობის შეცნობის გზაზე.

მას შემდეგ, რაც თანმიმდევრულად შეიგრძნობთ ყველა გლიფს, კვლავ მიმართეთ მათზე
ყურადღება სხვადასხვა თანმიმდევრობით. კოშკები, მთვარე, ჭაობი, ძაღლი, მგელი,
კვლავ მთვარე, კვლავ კოშკები, მდელო, ჭაობი და ა.შ. ამ სხვადასხვა შეგრძნებებზე
კონცენტრაციისას, შესაძლოა შეამჩნიოთ, თუ როგორ აღწევს თქვენს პრაქტიკაში
სურვილი, რომ დაასრულოთ მედიტაცია, დაისვენოთ, გაერთოთ და ა.შ. ეს კირჩხიბია.
სცადეთ, რომ ეს შეგრძნებები შეუთავსოთ კირჩხიბის ხატ-სახეს, რომელიც უკან,
ჭაობისკენ მიიწევს. და განაგრძეთ ამოუცნობის შეცნობის განზრახვა.

მაშ ასე, თქვენ გადაგაქვთ ყურადღება გლიფიდან გლიფზე და გრძნობთ ხან ერთ
მდგომარეობას, ხან მეორეს. აკეთეთ ასე მანამდე, სანამ ვეღარ შეამჩნევთ განსხვავებას
გლიფებს შორის. რაღაც მომენტში იგრძნობთ, რომ რაღაც მდგომარეობების ნაცვლად
მოვა ერთი მდგომარეობა, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. სწორედ ესაა არკანის
მდგომარეობა.

მოახდინეთ მასზე კონცენტრაცია და იყავით მასში იქამდე, სადამდეც შეგიძლიათ.


შემდეგ კი თვალები გაახილეთ. მედიტაცია დასრულებულია.

მედიტაციის შემდეგ გირჩევთ, რომ საკუთარ თავთან დარჩეთ და ჩუმად იყოთ. იმ


მდგომარეობაში, რომელიც პრაქტიკის შემდეგ რჩება, უმჯობესია საკუთარ
ცხოვრებისეულ გზაზე დაფიქრდეთ. რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და რა არ
არის? რისკენ უნდა ვისწრაფვოთ და რას ვებრძოლოთ? შეადარეთ ეს მდგომარეობა
ჩვეულებრივ ადამიანურ პრიორიტეტებს. ეცადეთ გაიგოთ, მნიშვნელოვანია თუ არა ამ
მდგომარეობაში მატერიალური კეთილდღეობა, სხვა ადამიანების შეხედულება,
გართობა. თუ არა, მაშინ რას აქვს ჭეშმარიტი მნიშვნელობა?

ნუ იჩქარებთ ამ კითხვებზე პასუხის პოვნას პირველი ცდიდან. უბრალოდ კვლავ და


კვლავ დაუბრუნდით პრაქტიკას. არკანის მდგომარეობა, ანუ არკანის ძალა
თანდათანობით შემოაღწევს თქვენს ცხოვრებაში. ერთხელაც შეამჩნევთ, რომ
მაგალითად ჩვეულებრივი შეხვედრა მეგობრებთან უკვე ისე აღარ გახარებთ, როგორც
ადრე. უცებ შეამჩნევთ, რომ ცოტა წინ წახვედით, მეგობრები კი იგივე დონეზე დარჩნენ.
ის საუბრები, რომლებშიც ადრე საათებს ხარჯავდით და მათგან სიამოვნებას
ღებულობდით, ახლა უკვე „უგემურად“ გეჩვენებათ და ძველებურ მომხიბვლელობას
კარგავს. თქვენ უბრალოდ ხედავთ ამას. ასე გაჩვენებთ არკანის ძალა თქვენს გზას.

35
მე–18 არკანის სიდდჰა

ამ არკანის სიდდჰას, ანუ ზებუნებრივ უნარს წარმოადგენს ნიშნების კითხვის უნარი.


ძნელია იმის ახსნა, თუ რას წააგავს ეს. თუმცაღა არის ერთი წესი: როდესაც ნიშანს
ხედავთ, თქვენ იცით, რომ ეს ნიშანია. თუ თავიდანვე შორს ხართ თქვენი გზისგან, მაშინ
ამ არკანის ძალა საკმაოდ სასტიკი მეთოდებით გაგაწონასწორებთ. ერთი მხრივ, ეს
უსიამოვნოა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ნიშნებია. თუ რაღაც ინგრევა თქვენს ცხოვრებაში,
ამას არკანის მდგომარეობიდან უნდა შეხედოთ. თავიდან შესაძლოა არ გამოგივიდეთ.
მაგრამ თუ ყურადღებით იქნებით, შეამჩნევთ, თუ როგორ ხდებოდა რაღაც ამა თუ იმ
სიტუაციამდე, და ეს ნიშანი იყო. მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან გვიან მიხვდით.

შემდეგ იგრძნობთ, რომ ნიშანი სიტუაციის მომენტში მოვიდა, შემდეგ კი ისწავლით


ნიშნების დანახვას მანამდე, სანამ სიტუაცია მოხდება. თუმცაღა ოსტატობა
მდგომარეობს იმის განზრახვის უნარში, რომ ნიშანი დავინახოთ.

მაგალითად, გჭირდებათ, რომ რაღაც ამოცანა გადაჭრათ, მაგრამ როგორ გადაჭრათ არ


იცით. მაშინ იწყებთ განზრახვას (Намерение), რომ დაინახოთ გადაწყვეტილება, და თუ
თქვენი განზრახვა ძლიერია, მაშინ იხილავთ ნიშანს, რომელიც თქვენი ამოცანის
გადაჭრის გზას გაჩვენებთ. ზოგჯერ ეს აბსურდამდე მიდის. მაგალითად, ერთხელ
საუბარი მქონდა ადამიანთან, რომელმაც ერთი საინტერესო ფინანსური წინადადება
შემომთავაზა. რადგანაც ამ არკანთან უკვე დიდი ხანია ახლოს ვიყავი, მაშინვე ვიგრძენი
შინაგანი წინააღმდეგობა, რომელიც მაშინვე წავიკითხე, როგორც ნიშანი იმისა, რომ იქ
არაფერი მესაქმებოდა. მაგრამ წინადადება იმდენად მაცდუნებელი იყო, გადავწყვიტე,
რომ განზრახვით შემემოწმებინა იგი. იმ მომენტში, როდესაც შევქმენი განზრახვა -
გამეგო, მიღირდა თუ არა დავთანხმებოდი მის წინადადებას, იგი ჩაის მისხამდა ჭიქაში.
ამ დროს მეზობელ მაგიდასთან ოფიციანტ გოგონას ჩაიდანი გაუვარდა ხელიდან და
გატეხა.

მე იმდენად გამეცინა სიტუაციის მყისიერ გაგებაზე, რომ უკვე ვერანაირი ეშმაკობით


ჩემი თანამოსაუბრე ვეღარ მათქმევინებდა უარს ჩემს გადაწყვეტილებაზე, რომ არ
ჩავრთულიყავი ამ ავანტიურაში.

ნიშნების დანახვის სწავლა საკმაოდ ადვილია. საჭიროა მხოლოდ, რომ გარკვეული


დროის განმავლობაში გზას მიუძღვნათ თავი. მაგრამ ნიშნის შესაბამისად მოქმედება - ეს
უკვე რთული საქმეა. ხანდახან ნიშნები ჯანსაღი აზრს და ლოგიკის ყველა კანონს
ეწინააღმდეგებიან. მაგრამ დამიჯერეთ, თუკი იმოქმედებთ იმ ნიშნების თანახმად,
რომლებსაც ეს ძალა გიგზავნით, მაშინ დააგროვებთ მას. ხოლო თუ ამ ძალას საკმარისი
რაოდენობით დააგროვებთ, არა მხოლოდ აღარ გადაუხვევთ გზიდან, არამედ შეძლებთ
სხვა ადამიანების გზების ამოცნობასაც, მათზე ზემოქმედებას, მათი ნიშნების დანახვას.
36
სამყარო აღარ იქნება თქვენთვის შემთხვევითობების თანმიმდევრობა. იგი ძალიან
მკაფიო და ნათელი გახდება. ასეთი გაგებით არასოდეს მოექცევით ჩიხში. თქვენს
ცხოვრებაში აღარასოდეს დადგება „შავი ზოლი“. უნდა ითქვას, რომ „თეთრიც“ არ
დადგება. მაგრამ რაღაც უფრო მეტი გექნებათ - საკუთარი გზა.

მე–20 არკანი. „სამსჯავრო“. ძალა, რომელიც შიშს გადალახავს

ამ არკანის ძალა ასევე მნიშვნელოვანია მაგიის საწყის გზაზე. საქმე იმაშია, რომ
შეუცნობლისკენ სიარულისას, გზაზე ენერგიის დაგროვებისას, რომც არ უნდოდეს, მაგი
გრძნობს, რომ ნაცნობის ზღვარზე იმყოფება. ეს უცილობლად გამოიწვევს შიშს,
რომელმაც შესაძლოა ჯვარი დაუსვას მთელ მის მაგიურ პრაქტიკას.

მე მომიყვნენ ისტორიას ერთი მღვდლის შესახებ. თავის დროზე იგი მაგთან სწავლობდა
და ჯერ შორს იყო რელიგიისგან. სწავლების რაღაც პერიოდის შემდეგ, მან დაიწყო
რაღაც არსებების დანახვა და სრულიად არ იყო მზად მათი აღქმისთვის. ჩვენებები
მასთან უკონტროლოდ მოდიოდა, რაც შიშის შემოტევებს იწვევდა მასში.

რაღაც მომენტში მან გადაწყვიტა, რომ ესენი დემონები იყვნენ და ეკლესიაში გაიქცა,
სადაც მოგვიანებით მღვდელი გახდა. ჩვენებები გაქრა.
37
თუ სერიოზულად ხართ დაკავებული მაგიით, ადრე თუ გვიან თქვენც დაინახავთ იმას,
რის წინაშეც ჯანსაღი აზრი უძლურია. შიში, რომელიც მოგიცავთ, ჭკუიდან შეგშლით.
და ძალა, რომელიც მის გადალახვაში გეხმარებათ, მე–20 არკანში იმალება.

მაგრამ მოდით ჯერ ავხსნათ, თუ რას ნიშნავს საერთოდ შიში. ძალიან ხშირად
ერთმანეთში ურევენ ცნებებს: „შიში“ (страх) და „შეკრთომა“ (испуг). შეკრთომა ეხება
სხეულის თვისებას და ძალზე სასარგებლოა, შიში - მხოლოდ ფსიქიკური თვისებაა. მე
იმისკენ მიმყავს, რომ ჩვენს სხეულს არ შეუძლია იგრძნოს შიში. ეშინია სწორედ
ცნობიერებას. მაგრამ რატომ ეშინია ცნობიერებას?

ნებისმიერი შიში სიკვდილის შიშია. სამსახურის დაკარგვის შიში, ავადმყოფობის შიში


ან შიში იმისა, რომ ფული გაგვითავდება, - ყველაფერი ეს სიკვდილის შიშისგან
წარმოებულია. ადამიანს კი მხოლოდ იმიტომ ეშინია ამის, რომ არ იცნობს სიკვდილს.
თავად პიროვნება ჩვენში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჩვენ დავიბადეთ. პიროვნება მხოლოდ
სიცოცხლეს იცნობს და ძალიან ეშინია მისი დასრულების.

თავად პიროვნება არ წარმოადგენს მონოლითურ ობიექტს და მრავალი წახნაგისგან, ანუ


თვისებისგან შედგება. და თუ სიკვდილი - ეს მთელი პიროვნების დასასრულია, და ეს
ეხება მე–13 არკანის სფეროს, მაშინ მე–20 არკანში ჩვენ ვეჯახებით ჩვენი პიროვნების
სხვადასხვა წახნაგის სასრულობას.

ჩვენ არ ვართ მუდმივნი. რაღაც მიზეზების გამო, ზოგჯერ ვწყვეტთ ერთ ადამიანად
ყოფნას და სხვა ადამიანად ვიქცევით. მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში
ზარმაცობდით, და ერთხელაც უთხარით საკუთარ თავს: „საკმარისია!“ და გადაწყვიტეთ,
რომ ამ დღიდან სრული პროგრამით მიხედავთ საკუთარ ჯანმრთელობას. ვარჯიშები,
დილაობით სირბილი, სპორტული დარბაზი, დაბალანსებული კვება და ა.შ. და აი,
დილით მაღვიძარა რეკავს, თქვენ ჯდებით საწოლის ნაპირზე, იხსენებთ, რატომ ადექით
ასე ადრე, და ღებულობთ, როგორც თქვენ გეჩვენებათ, ძალიან სწორ გადაწყვეტილებას -
აგრძელებთ ძილს: „...საკუთარი თავს კი ხვალ მივხედავ“. შემდეგ კიდევ ხვალ, კიდევ...

გინდათ გაიგოთ, რატომ ვერ გადალახეთ სიზარმაცე პირველივე ჯერზე? შიშის გამო.
დიახ, ჩემო მეგობრებო, თქვენ გეშინიათ. ეს უჩვეულო შიშია, იგი არ იწვევს პანიკას.
მაგრამ ეს სწორედ შიშია.

საქმე იმაშია, რომ ჩვენი პიროვნება მოცემულ სიტუაციაში შეგვიძლია ორ სუბ-


პიროვნებად დავყოთ. პირველი ისაა, რომელიც ზარმაცია. იგი დიდი ხანია ცოცხლობს
და დიდხანს კვებავდით თქვენი ენერგიით. მაგრამ აი, მისი მოკვლა მოგინდათ - სწორედ
იმით, რომ მისი თქვენზე ძალაუფლების პერიოდში მეორე სუბ-პიროვნებას რთავთ,
აქტიურს და სპორტულს.

38
დროის დინების პოზიციით პირველი სუბ-პიროვნება შენელებას იწყებს, ანუ სიკვდილს.
ანუ იგი არ ქრება მაშინვე, არამედ დროში უფრო ნელა იწყებს მოძრაობას, ვიდრე ჩვენ.
თუკი აწმყოში არ ვუშვებთ, მაშინ იგი, როგორც მავნე ჩვევა, თანდათანობით გვტოვებს.
სხვა სიტყვებით, ჯერ კიდევ არაა მკვდარი, მაგრამ აღარც ცოცხალია. ანუ მოჩვენებაა.
ხოლო წარსულის მოჩვენებების კიდევ უფრო გვეშინია, ვიდრე სიკვდილის. რადგანაც
დარწმუნებულნი ვართ, რომ რაც მოკვდა, უკან ვეღარ დაბრუნდება. და თუ იგი
ბრუნდება, შიში ადგილზე გათავებთ.

იყო შემთხვევა, როცა ოჯახი თავის ნათესავს ასაფლავებდა. და აი, ბებოს კუბოს
საფლავისკენ მიასვენებენ. რაღაც წარმოუდგენელი შემთხვევის წყალობით, ამ ბებოს
სხეულს კუნთური სპაზმი დაემართა და მან ზურგი ვერტიკალურ მდგომარეობაში
წამოსწია. ცერემონიის ერთ-ერთ მონაწილეს წამიერად გაუჩერდა გული.

თუ დავუბრუნდებით ჩვენს ისტორიას სიზარმაცესთან დაკავშირებით, უნდა გავიგოთ,


რომ როგორც კი ვწყვეტთ ჩვეული სახით მოქცევას, ეს ჩვეული ნაწილი კვდება.
უწინდებური მოქმედების სურვილი, რომელიც ჩნდება, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ამ
ნაწილის, როგორც ნახევრადმკვდარი მოჩვენების, არაცნობიერი შეგრძნება. აი, რატომაა
ასე ძნელი, რომ შევიცვალოთ.

მაშ, რა არის მე–20 არკანი? ამ არკანის ძალა იწყებს ჩვენი ცნობიერების სისწრაფის
შემცირებას აწმყოში და გვაგდებს წარსულში, ანუ ჩვენს იმ ნაწილებში, რომლებიც
კვდებიან. და ჩვენ ვხვდებით მოჩვენებათა მთელ გროვას. ნუ გაიგებთ
ამასსიტყვასიტყვით. არანაირ მოჩვენებას არ დაინახავთ. ალბათ გსმენიათ
ფსიქოლოგებისგან ისეთი ცნებები, როგორებიცაა ბავშვობის ტრავმა, ან წარსულის
ფსიქოლოგიური ტრავმა და ა.შ. ყველა ეს კომპლექსი, ესაა სუბ-პიროვნებები, იმის
წახნაგები, როგორებიც ვართ ან როგორებიც ვიყავით. და ამ არკანის ძალა საშუალებას
გვაძლევს, რომ პირისპირ შევხვდეთ მათ.

მაგრამ ეს ისე არ ხდება, როგორც ფსიქოთერაპევტთან ყოფნის დროს, არამედ ესაა შიშის
განცდა, თანაც, სახელდობრ რომელი შიშია და როდის განგიცდიათ, ვერ ხვდებით.
კვლავაც, ნუ აურევთ შიშს შეკრთომასთან. შიშს ასობით ფორმა გააჩნია, და გული ყველა
შემთხვევაში ნასკებში არ გარბის. თქვენ შესაძლოა გარეგნულად მშვიდიც დარჩეთ,
მაგრამ რასაც შეეჯახებით, ისეთი რამ იქნება, რისგანაც მალე გაქცევას ისურვებდით.

მაგიის გზაზე თქვენ გამუდმებით შეეჯახებით იმას, რისი გაკეთებაც არ გსურთ, და


მიზეზებს მოძებნით, რომ ამ წინააღმდეგობას გვერდი აუაროთ. მაგრამ რამდენი
ალტერნატივაც არ უნდა მოიფიქროთ, მაინც მოგიწევთ თქვენს შიშებთან შეხვედრა. და
ჯობია, ეს თქვენი ნებით მოხდეს.

39
საქმე იმაშია, რომ თქვენში არსებული მკვდრების გადალახვისას, შესაძლოა წინა
ინკარნაციებამდეც ჩააღწიოთ. ჩვენი ქვეცნობიერი საკუთარ თავში სხვადასხვა სუბ-
პიროვნებებს ინახავს, რომლებითაც უკვე დაიბადეთ. და მათ შორის შეიძლება იყოს
ხასიათის შესანიშნავი თვისებები– გამბედაობა, მიზანსწრაფულობა, სხვადასხვა ცოდნა
და მაგიური ტექნოლოგიებიც კი. თქვენ აქ სიმდიდრის უზარმაზარი სკივრით
მოხვედით, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც მკვდრების არ
ეშინია.

მე–20 არკანი ამ სკივრის გახსნაში გეხმარებათ. მაგრამ მოუმზადებელი ადამიანისთვის


ეს პანდორას ყუთია. პიროვნების გაორება, ფობიები და შიშები, სხვადასხვა ფსიქიკური
გადახრები, აი, რა ელოდება მას, ვინც მაგიით თამაში მოინდომა. ამ არკანის ძალა
მხოლოდ იმას დაემორჩილება, რომელიც მზადაა მტკიცედ თქვას უარი თავის რაღაც
ნაწილზე, თითქოს ყოყმანის გარეშე გაუწოდოს ხელი მოსაჭრელად.

ამ არკანით აღზრდილი უშიშრობა ესაა უშიშრობა ცვლილებებისადმი.

მე–20 არკანის პრაქტიკა.

კარტზე ჩვენ ვხედავთ ანგელოზს საყვირით, რომელზეც მიმაგრებულია დროშა


თანაბარგვერდებიანი ჯვრით. იგი ღრუბლებიდან ჩნდება. კარტის ქვემოთ მდინარეა,
რომელშიც კუბოები მიცურავენ. მათში წამომდგარნი არიან ქალი, მამაკაცი და ბავშვი.
ფიგურები შიშველია. კარტის ფონი - ცისფერი.

ცისფერი ფონი. ნიშნავს იმასვე, რასაც მე–18 არკანის კარტზე. ენერგია ზემო ჩაკრებზე,
მუშაობა ხდება ცნობიერებით.

ანგელოზი. ანგელოზი აღნიშნავს ძალას, ამასთან გონიერს. სისტემას, ანუ ღმერთს, ჰყავს
ძალები (ანგელოზები), რომლებიც გარკვეულ სამუშაოს ასრულებენ. ამ ანგელოზის
სამუშაოა გამოსცეს გარკვეული ხმა.

საყვირის ხმა. ეს ხმა ადამიანს არკანში შესვლის დროს ესმის. იგი გუგუნს წააგავს თავში,
ან სტვენას. ეს გუგუნი ადამიანს მაშინ ესმის, როდესაც მისი ტვინი გარკვეული სახით
მუშაობს.

მამაკაცის და ქალის ფიგურები. რადგან ფიგურები შიშველია, საქმე ეხება ცნობიერებას,


ან აზროვნების ტიპს.

ქალის ფიგურა მეტყველებს ინტუიტიურ აღქმაზე, ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს


მუშაობაზე.

40
მამაკაცის ფიგურა - ანალიტიკურ აღქმაზე, ტვინის მარცხენა ნახევარსფეროზე.

ფიგურები განცალკევებულია, რაც მიუთითებს ქალურის და მამაკაცურის გაყოფაზე


(პოლარიზაციაზე).

ბავშვის ფიგურა. ბავშვი, განსხვავებით ზრდასრულებისგან, სრულყოფილად არ ფლობს


არც მამაკაცურ და არც ქალურ აზროვნებას. იგი სუფთაა და ამიტომ სამყაროს ისე
აღიქვამს, როგორც საოცრებას, ანუ ყველაფერს უყურებს, როგორც ამოუცნობს. ასევე ეს
გლიფი მეტყველებს ნატიფი სხეულის გამოყოფაზე.

მდინარე. გლიფი აღნიშნავს დროს, თანაც წარსულს, ანუ დროის დამუხრუჭების ზონას.

ღრუბლები. ქაოსის, გაუგებრობის, განუსაზღვრელობის სფერო. განწყობა იმაზე, რომ


შესაძლოა ნებისმიერი რამ მოხდეს.

ჯვრიანი დროშა. თანაბარგვერდებიანი დროშა აღნიშნავს სტიქიების ჯვარს, ანუ ჩვენს


სამყაროს.

ის, რომ იგი დროშაზეა გამოსახული, მიანიშნებს ძველ ორდენებზე, ტამპლიერების


მსგავსზე, რომლებიც იყენებდნენ სწორედ იმ რიტუალებს, რომელთა საფუძველიც ამ
არკანის ძალაა.

ამ რიტუალებს „ხელდასმებს“ უწოდებდნენ. მათი აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ


ადეპტი შიშში, სტრესში ან სიკვდილში ჩაეგდოთ. მაგალითად, აიძულებდნენ ადამიანის
მოკვლას, თუკი აქამდე არასოდეს მოუკლავს. სტრესს, რომელსაც ადამიანი
მკვლელობის შემდეგ განიცდის, შეუძლია დაანგრიოს ბარიერი ცნობიერსა და
ქვეცნობიერს შორის. ეს იმისთვის კეთდება, რომ ქვეცნობიერიდან რომელიმე მეომარი
გამოძვრეს, რომლის უნარებიც მომავალ ბრძოლაში გამოადგება. სხვათაშორის, სწორედ
ამ რიტუალს იყენებდნენ ჩვენი მეომრები ავღანეთის ომში. აიძულებდნენ
ახალწვეულებს, რომ ტყვეები მოეკლათ დანით, ან ცარიელი ხელებით.

დაახლოებით იგივე პროცესები ხდება კლინიკური სიკვდილის შემდეგაც. მრავალი, ამ


მდგომარეობის გავლის შემდეგ დაბრუნებული, სხვა ადამიანად იქცევა.

მაგები ამ ძალას თავიანთი ქვეცნობიერის აქტივიზაციისთვის იყენებენ, სადაც შესაძლოა


მაგიური ინკარნაციები ინახებოდეს. გარეთ გამოტანით და თავის მეკავშირეებად
ქცევით, მათ შეუძლიათ ძალზე ძლევამოსილნი გახდნენ.

ამ არკანთან მუშაობა საკუთარი თავის გამუდმებით შიშში ჩაგდებას ჰგავს. კვლავაც


გავიმეორებ, ეს არაა სხეულის შეკრთომა. ეს უფრო ჰგავს შეგრძნებას, რომ თქვენ
გარშემო ბევრი მოჩვენებაა. თქვენ ვერ ხედავთ მას, მაგრამ გრძნობთ. მსგავსი შეგრძნება

41
ყველას უჩნდებოდა და იგი შესაძლოა საშიში კი არა, სასიამოვნოც კი ყოფილიყო. ჩვენ
ამას ნოსტალგიას ვუწოდებთ. ზოგჯერ თქვენ რთავთ მუსიკას, რომელიც შორეულ
წარსულში მოგისმენიათ, და მაშინვე მეხსიერება იმ წარსულის შეგრძნებას აღადგენს.

მაგრამ არკანის მეშვეობით თქვენ მიდიხართ არა მოგონებებში და ხვდებით არა


წარსულის გრძნობებს, არამედ თქვენს წარსულ „მე“-ს. მაგალითად იმყოფებით სახლში
და უცებ ძალიან დიდ სურვილს გრძნობთ, რომ სახლიდან შორს გაიქცეთ. თუ ასე
მოიქცევით, მაშინ ხელიდან გაუშვებთ შესაძლებლობას, შეხვდეთ თქვენს იმ ნაწილს,
რომელსაც რაღაცის შეეშინდა. თუ ასეთი მომენტი დადგება, და ამ დროს მე–20 არკანთან
მუშაობას აპრაქტიკებთ, მაშინ ეს საიმედო ნიშანია, რომ დაიწყოთ მედიტაცია და
შეეცადოთ მოულოდნელი შიშის მიზეზის დანახვა. შეხვდეთ მას და დაამარცხოთ.

მედიტაცია არკანზე

პირველ რიგში უნდა გააკეთოთ პოლარიზაცია. ესაა საკუთარ თავში მამაკაცური და


ქალური ენერგიების დაყოფა. ეს ძალიან ადვილად კეთდება. წარმოიდგენთ, რომ
მარჯვენა ხელი ცხელი გაქვთ, მარცხენა კი - ცივი. ეფექტის მისაღწევად შეგიძლიათ
გამოიყენოთ სხვადასხვა ხატ-სახეები. მარჯვენა ხელი გავარვარებულ ნახშირში,
მარცხენა კი – ყინულის ნამტვრევებში; მარჯვენა ხელზე მზე ანათებს, მარცხენაზე -
მთვარე; მარჯვნივ – დღე, მარცხნივ – ღამე და ა.შ.

უნდა მიაღწიოთ შეგრძნებას, რომ მარჯვენა ხელი ცხელია, სავსეა, მძიმეა, ხოლო
მარცხენა პირიქით - ცივია, ცარიელია, მსუბუქია. მიაღწევთ რა ამას ხელებზე, იგივე
გაიმეორეთ მთელს სხეულზე. თქვენ უნდა შეიგძნოთ თქვენი ორ ნაწილად გაყოფილი
სხეული - ცხელად და ცივად.

მას შემდეგ, რაც ამ შეგრძნებას მიაღწევთ, ნების ძალის მეშვეობით ეს ნახევრები ორ


სხვადასხვა მხარეს უნდა დააშოროთ, თითქოს თქვენი სხეული გაორებას იწყებს.
მარჯვენა მხარეს მარჯვნივ ჭიმავთ, მარცხენას კი - მარცხნივ. რეალურად უნდა
შეიგრძნოთ, რომ ორდებით. გაორებულნი, თქვენ ასევე შეიგრძნობთ შუა ნაწილსაც. იგი
ამორფულად მოგეჩვენებათ, თითქოს ჰაერის ბუშტი. ეს ნატიფი სხეულია (გლიფი -
ბავშვი). დაიწყეთ მისი წინ გამოწევა და მისით გარშემო არსებული სივრცის სკანირება.
თქვენი აზროვნება ისეთი უნდა იყოს, როგორც ბავშვის. ბავშვი სამყაროს ისე უყურებს,
როგორც ამოუცნობს. ამიტომ არ უნდა იფიქროთ წინასწარ, რას დაინახავთ და როგორ
უნდა გამოიყურებოდეს ეს. ბავშვმა არ იცის, და თქვენც ასეთივე არცოდნის
მდგომარეობაში უნდა იყოთ.

42
მოახდინეთ ბავშვით სივრცის სკანირება მანამდე, სანამ გუგუნს არ გაიგებთ. იგი
შეიძლება ადრეც გაჩნდეს, პოლარიზაციის დროს. როცა მის ხმას გაიგებთ, განაგრძეთ
ყურის დაგდება. ნუ ეცდებით, რომ უფრო ხმამაღალი გახადოთ. უბრალოდ უსმინეთ,
როგორც საყვარელ სიმღერას. და ნუ შეგეშინდებათ, როცა იგი გაძლიერდება.

ეს გუგუნი ხშირად ესმით სხეულიდან გასვლის დროს. ამიტომ შესაძლოა რეალური


გასვლაც მოხდეს. ნუ შეგეშინდებათ ამის. თუმცა შეუჩვევლობის გამო შესაძლოა ძალიან
შეგეშინდეთ.

თუ ყველაფერი ზემოხსენებული გამოგივათ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ არკანში


შეხვედით. სივრცის სკანირებამ შესაძლოა მოგცეთ შეგრძნება, რომ ვიღაც ან რაღაც არის
თქვენ გვერდით. არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ, რომ რაიმე სახელი დაარქვათ მას.
მოჩვენება, გარდაცვლილი ნათესავი ან დემონი. ღმერთმა ნუ ქნას, რომ არასწორად
აღწეროთ იგი. რადგანაც როცა მსგავსი შეგრძნება მომდევნო ჯერზე გაჩნდება,
ავტომატურად გაჩნდება აღწერილობაც. გახსოვთ შემთხვევა მღვდელზე და დემონებზე?
ხომ არ გინდათ, რომ ასევე დაამთავროთ?

როცა ეს პრაქტიკა კარგად გამოგივათ, ანუ ადვილად მიაღწევთ სივრცის შეგრძნებას,


მაშინ შეგიძლიათ უფრო ღრმად შეხვიდეთ და ეცადოთ, რომ ღრუბლებზე, ან
ანგელოზზე განეწყოთ. მაგრამ როგორ უნდა გააკეთოთ ეს, მე ვერ აღვწერ. რაიმე სახის
ანგელოზს არკანში თქვენ ვერ იპოვით. ხოლო როგორ გრძნობს გონება არკანში - ახსნა
შეუძლებელია. ღრუბლები, როგორც გახსოვთ ქაოსის სფეროა. შესაძლებელია, შეეხოთ
მას. მაგრამ ამის გაკეთება დამოუკიდებლად მოგიწევთ.

პრაქტიკის დასრულების შემდეგ აუცილებლად შედით „აქ და ახლა ყოფნის“


მდგომარეობაში. ამისთვის შეგიძლიათ ბუქნები, ან აზიდვები გააკეთოთ, ანუ
ყურადღება საკუთარ სხეულზე დააბრუნოთ. გახსოვდეთ, თქვენ ბოლომდე უნდა
შეინარჩუნოთ კონტროლი თქვენს მდგომარეობაზე როგორც პრაქტიკამდე და პრაქტიკის
დროს, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც.

მე–20 არკანის სიდჰა

ამ არკანის სიდჰას წარმოადგენს სპირიტიზმის უნარი, ანუ კონტაქტის უნარი


ელემენტარებთან (*ელემენტარი - ნახევრადცნობიერი ასტრალური გარსი,
გარდაცვლილი ადამიანის მოშორებული „ნარჩენი“; ასევე სული, რომელსაც გააჩნია
ძლიერი მიჯაჭვულობა მატერიალური სამყაროსადმი და რომელმაც არ ისურვა
სიკვდილის შემდეგ მიწიერი პლანის დატოვება.) და სხვა სულებთან, რომლებიც
მდინარე სტიქსის მიღმა გავიდნენ. მაგს, რომელიც ამ უნარს სრულყოფილად ფლობს,
43
შეუძლია თავის გარშემო ასეთი სულების მთელი არმია შემოიკრიბოს, რომლებიც
დაიცავენ მას. რადგანაც თავად მას უკვე აღარაფრის ეშინია, მისი ყველას შეეშინდება,
თუკი ამას მოუსურვებს.

ასეთი ადამიანის მკაფიო მაგალითად შეიძლება გამოდგეს „ექსტრასენსების ბრძოლის“


მე–13 სეზონის ფინალისტი - ელენა გოლუნოვა.

ჩემი მხრიდან მინდა დავამატო, რომ თუკი შეძლებთ ამ მდგომარეობაში შესვლას


სახლის პირობებში, მაშინ ამის შემდეგ მარტო წადით სასაფლაოზე და იქ იმედიტირეთ.
იქ სულების არსებობა გარანტირებული გექნებათ. ისევე, როგორც შიში. მაგრამ მისი
გადალახვა აუცილებელი პირობაა. რადგანაც, როგორც კარლოს კასტანედა წერდა: „შიში
პირველი მტერია ცოდნის ადამიანის გზაზე“.

22-ე არკანი. „სულელი“. კონრტოლირებადი სისულელე

გლიფების თვალსაზრისით ეს არკანი დაწვრილებით გავშიფრე ჩემს პირველ წიგნში.


ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის „სისულელე“ და როგორ შეიძლება ის
კონტროლირებადი იყოს.
44
სულელის მდგომარეობა ცნობიოლია ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის ჩვენს
პლანეტაზე. მიუხედავად ამისა მოცემული მდგომარეობის სიტყვებით აღწერა ძალიან
რთულია.

იმის გაგება, თუ რა არის „სისულელე“, ადვილი იქნება მათთვის, ვინც დიდი ხნის
განმავლობაში გრძნობდა საკუთარ თავზე იმ ადამიანის რისხვას, ვისაც მასზე
ძალაუფლება ჰქონდა. სხვა სიტყვებით, როცა აკეთებდით მხოლოდ იმას, რასაც
გეუბნებოდნენ, და ამასთან, არ ავლენდით ინიციატივას. ბრძანების ბრმა შესრულება.

ჩემ შემთხვევაში ეს ჯარში გამოვცადე. დიდი ხნის მცდელობების შედეგად გადამაჩვიეს


დამოუკიდებლად აზროვნებას, თანაც ფიზიკური ძალის მეშვეობით. და აი, სადღაც 3-4
თვის შემდეგ ოფიცრები მისვამენ პრიმიტიულ კითხვას, მე კი ვერ ვპასუხობ. ვიცი
პასუხი, მაგრამ არ შემიძლია თავში დავალაგო ისე, რომ გადმოვცე. თავს უზომოდ
სულელად ვგრძნობდი მათი თანდასწრებით, ვისაც წესით „უნდა ეაზროვნა“. იმდენად
დიდი აღშფოთება განვიცადე, რომ პირველივე წიგნი ავიღე და კითხვა დავიწყე.
მინდოდა დამებრუნებინა ჩემი სახელით, ჩემი „მე“-თი აზროვნების უნარი.

სწორედ ესაა სულელის მდგომარეობა. მინდა ვთქვა, რომ თუ ადამიანმა არ იცის


რამდენია 5 + 5, ან ვერ არჩევს კუჭს ნაწლავისგან, ეს არ ნიშნავს, რომ ის სულელია.
სისულელე ესაა მდგომარეობა, როდესაც სხვა ძალის მიერ მართულს, შენ არ გაგაჩნია
საკუთარი საყრდენი წერტილი.

ვეცდები სხვა პოზიციიდანაც ავხსნა. სისულელე ეს ერთგვარი არაზროვნების


მდგომარეობაა, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო შდ-ს (შინაგანი დიალოგის)
გათიშვასთან. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომლის მაგივრადაც სხვები ფიქრობენ. მას
ეუბნებიან, წადი და გააკეთე ეს სამუშაო. ისიც მიდის და აკეთებს. სწორედ სხვისი ნების
შესრულებაა ის მდგომარეობა, როცა ადამიანი რაღაც ძალას მიჰყავს. მაგრამ როგორც კი
ადამიანი იწყებს იმის შეფასებას, თუ რა უთხრეს, მაშინვე ერთვება მისი საკუთარი „მე“,
და მაშინ, როგორც წესი, ადამიანში ჩნდება კონფლიქტი, რომელსაც ფსიქოლოგიურ
ტრავმამდე მივყავართ.

ავიღოთ იგივე მაგალითი, როდესაც ვიღაც მუშაობას გაიძულებთ. თქვენ მუშაობთ, ანუ
ბრძანებას ასრულებთ, მაგრამ, ვთქვათ, არ მოგწონთ ეს. თქვენს „მე“-ს მოცემულ
მომენტში დასვენება, ძილი, გართობა და მოგზაურობა უნდა, ან ეს სამუშაო თქვენს
ღირსებაზე დაბლა დგას, მაგრამ იძულებული ხართ შეასრულოთ იგი, რადგან ფული
გჭირდებათ, და რაღაც ამდაგვარი.

აქ არსებობს ორი ძალა. ერთი ძალა მუშაობას გავალებთ, მეორეა თქვენი „მე“, რომელიც
რეაგირებს. თუ თქვენი „მე“ პროტესტით რეაგირებს, მაშინ იქმნება შეჯახება ფსიქიკაში.

45
ეს შეჯახება, ანუ შინაგანი წინააღმდეგობა, ქმნის ბლოკს, რომელიც საშუალებას არ
გაძლევთ, რომ პირველი ძალისგან ისწავლოთ, ანუ თავად იმ მოქმედებისგან, რომელსაც
ასრულებთ. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გინდოდეთ იმის კეთება, რასაც აკეთებ. უბრალოდ
არ უნდა შეეწინააღმდეგოთ პროცესს.

ახლა კი შეხედეთ. მას შემდეგ, რაც ამ სამყაროში ვიბადებით, ჩვენ მართვას იწყებენ გარე
ძალები– მშობლები, მეგობრები, სოციუმი. საკუთარი „მე“-ს ფორმირებისას ერთი
გვინდა, მეორე კი არ გვინდა. მაგალითად, ვფიქრობთ, რომ წარმატებული და მდიდარი
ადამიანის ცხოვრება ეს გონივრულია, ცხოვრების ყველა სხვა ვარიანტი კი სისულელეა.
მაგრამ სხვა ადამიანი, რომელიც სხვა კანონებით, მაგალითად სხვა კასტაში იზრდება,
იტყვის, რომ სიმდიდრე ეს სისულელეა, გონივრულობა კი პატიოსნების, ღირსების,
ძალაუფლებისა და ძალის სფეროშია.

მე იმაზე მივანიშნებ, რომ ჩვენი „მე“ ყოველთვის მართალია და თან ყოველთვის ცდება.
არ არსებობს არანაირი სტანდარტი, რომელიც იდეალური და საუკეთესო იქნებოდა. არ
არსებობს ცხოვრების არანაირი დასრულებული ვარიანტი. ყველგანაა უკმარისობა, და
ეს უკმარისობა ჩვენი „მეა“, რომელსაც უნარი აქვს, წინ აღუდგეს რეალობას.

მაგრამ თუ ცხოვრების სწორი ალგორითმი არ არსებობს, მაშინ გამოდის, რომ ამ


სამყაროში ყველაფერი სისულელეა. ერთი „თავისი“ ღმერთისთვის იბრძვის, მეორე -
ფულისთვის, მესამე - სამართლიანობისთვის, მეოთხე - მშვიდობისთვის მსოფლიოში.
ყველა ეს და ყველა სხვა იდეა, მაგიის თვალსაზრისით, სისულელეა. მაგიაც სისულელეს
წარმოადგენს, ისევე როგორც სხვა ყველაფერი. განსხვავება კი მაგსა და ჩვეულებრივ
ადამიანს შორის ისაა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი პირზე დუჟმორეული იცავს იმას,
რისიც სჯერა. მაგს კი არაფრის არ სჯერა, და ამავე დროს ყველაფრის სჯერა. უნარი, რომ
უპირატესობა არ მიანიჭოს არაფერს, საშუალებას აძლევს მაგს, რომ განვითარდეს
ნებისმიერ რეალობაში, რომელიც მის წინაა. ამგვარად აკონტროლებს იგი თავის
სისულელეს.

კონტროლირებადი სისულელე ესაა უნარი, შეინარჩუნოს საკუთარი თავი „სულელის“


მდგომარეობაში, ნებისმიერ სიტუაციაში. სწორედ ამ უნარს აძლევს მაგებს 22-ე არკანი.
და რადგანაც ესაა დიაპაზონი მულადჰარადან მანიპურამდე, ეს მეტყველებს მაგის მიერ
განხორციელებული გარეგნული მოქმედებების კონტროლზე.

და რა არის მოქმედება? მოდი, კვლავ დავუბრუნდეთ მაგალითს, სადაც რაღაც ძალა


გაიძულებთ მუშაობას. რეაქცია მუშაობის არნდომის სახით ჩვეულებრივ ადამიანში
მოქმედებაა. ამით იცავს იგი თავისი „მე“-ს იდეას, რომელიც ეუბნება, რომ ეს დრო
შეეძლო უკეთ გაეტარებინა. მაგრამ რეალობა ისეთია, რომ უნდა იმუშაოს. მაგს ესმის ეს,

46
და თავის მოქმედებად იმას ირჩევს, რომ კი არ შეეწინააღმდეგოს რეალობას, არამედ
მიეცეს მას.

მაგალითად, ჯარში ტუალეტების წმენდა ძალიან მდაბალ და უღირს საქმედ ითვლება.


ერთხელ განწესში ვიყავი ასეულში, არავის უნდოდა ჩვრის ხელში აღება და ტუალეტის
მოწესრიგება, არადა დრო მოდიოდა, როცა განწესი შემდეგი მორიგეებისთვის უნდა
გადაგვებარებინა. მე არ ვიზიარებდი შეხედულებას ამ საქმის უღირსობაზე, ამიტომ ეს
საქმე თავად გავაკეთე. სასაცილო ის იყო, რომ ჩემი განწესის სხვა წევრებს შემდეგში 20-
30-ჯერ მოუწიათ ასეულის განწესში ყოფნა, მე კი მას შემდეგ აღარ ვყოფილვარ მორიგე.
ანუ ერთხელ დავემორჩილე ძალას, რაღაც ვისწავლე, და მორჩა, ძალამ თავი დამანება.
ჩემი „ვაჟნი“ თანამომსახურეები კი იძულებულნი იყვნენ კვლავ და კვლავ გაევლოთ ეს
გაკვეთილი, რადგანაც „ზედმეტად ჭკვიანები“ იყვნენ.

სამყარო 22-ე არკანის პოზიციიდან ეს ერთი დიდი სისულელეა. არავინაა ამ სამყაროში


მართალი და არავინაა დამნაშავე. არ არიან მემარჯვენეები და მემარცხენეები, არაფერია
სწორი და არასწორი. ამიტომ, შეგვიძლია ნებისმიერ ძალას მივენდოთ და მართული
გავხადოთ საკუთარი თავი. თუ ამ დროს საყრდენი წერტილი არ არის საკუთარი „მე“,
მაშინ აღარ შედიხართ შინაგანი კონფლიქტის მდგომარეობაში და შედეგად შესაძლოა
ისე აღმოჩნდეს, რომ ძალა რაღაცას გასწავლით, იმ დროს, როცა ჯიუტი „ჭკვიანები“
თავიანთი ტრავმებით უკან, შორს დარჩებიან.

ეს ძალიან კარგადაა ნაჩვენები ფილმში „ფორესტ გამპი“. ყველა იცინოდა მთავარ გმირზე
და იდიოტს ეძახდა მას. მაგრამ საბოლოოდ სად აღმოჩნდა ფორესტი და სად
აღმოჩნდნენ ისინი, ვინც მას დასცინოდა? ყველაფერი, რაც აწმყო მომენტში ხდება,
სისულელეა. აი, ქალი ეჩხუბება ქმარს იმის გამო, რომ გამოთვრა, აი, დედა შვილს
უყვირის იმის გამო, რომ დღიურში ორიანი უწერია. აგერ, ახალგაზრდა ბიჭი
სიყვარულში უტყდება სატრფოს. სადღაც ვიღაც კვდება, ვიღაცა ფულს აგროვებს ახალი
ავტომობილისთვის, ვიღაცას ღალატობენ, ვიღაც პირველად მიფრინავს საზღვარგარეთ.
ყველაფერი ეს სისულელეა. მაგრამ ადამიანებს სჯერათ, რომ ის მოვლენები, რაც ახლა
ხდება, მნიშვნელოვანია. და თუ რაღაც მათი რწმენის საწინააღმდეგო ხდება,
უბედურები ხდებიან. მაგი კი ხვდება, რომ ყველაფერი მის ცხოვრებაში სისულელეა. ის
აკონტროლებს საკუთარ თავს და მოქმედებს ამ სისულელეში მხოლოდ იმიტომ, რომ
თავად ისიც და მთელი სამყაროც მეტი არაფერია, თუ არა სისულელე. მაშ, რა აზრი აქვს
აღშფოთებას? თუ გარშემო ყველგან სისულელეა, ისღა დარჩენია თავისი საკუთარი
სისულელე აკონტროლოს.

47
22-ე არკანის პრაქტიკა

ჩვენ ყველანი ასე თუ ისე სხვების ნებას ვასრულებთ, და შესაბამისად, ვხვდებით 22-ე
არკანის ზემოქმედების ქვეშ. მაგრამ თუ ჩვეულებრივი ადამიანი ამას
გაუცნობიერებლად აკეთებს, მაგი ამ საქმეს გაცნობიერებულად ეკიდება.

მაგის ამოცანაა მოიშოროს ნებისმიერი მოვლენის მნიშვნელოვნობის შეგრძნება და არ


დააწყოს არანაირი გეგმა მომავლისთვის. თუ მაგი გაცნობიერებულად შეწყვეტს თავის
გამოცდილებაზე დაყრდნობას (გლიფი - კვერთხი მხარზე) და ეძლევა სიტუაციას,
რომელიც მის წინ ვითარდება (გლიფი - ნაბიჯი უფსკრულისკენ), და ამასთან არ თვლის
მნიშვნელოვნად არც საკუთარ თავს (გლიფი - არ იყურება საკუთარი ფეხებისკენ), და
არც სხვებს (გლიფი - არ უსმენს ძაღლს), არ ფიქრობს შედეგებზე და არ ზრუნავს
ყოველდღიურ საქმეებზე (გლიფი - კვერთხზე ჩამოკიდებული ტომარა), არამედ
ბოლომდე ენდობა ძალას, რომელსაც იგი მიჰყავს (გლიფი - მზე), მაშინ შედეგად იგი
მიიღებს სწრაფ ადაპტაციას იმ მოვლენებისადმი, რომლებშიც მონაწილეობს. ეს
საშუალებას აძლევს მაგს, რომ დაინახოს ის, რის დანახვაშიც სხვებს ინტელექტი უშლის
ხელს. სწავლის უნარი ამ მდგომარეობაში მრავალჯერ იზრდება, ასევე უცნაურად
წყდება რთული ამოცანები, რასაც ხალხში გამართლებას უწოდებენ.

ამ არკანის პრაქტიკა თუნდაც იმისთვისაა საჭირო, რომ მშრალი არ გავხდეთ ჩვენს


გზაზე. ყველაფრისგან სწავლის უნარი მაგს აძლევს წყლის თვისებას, იყოს დინებადი,
ხოლო ამ არკანის სიდდჰა (ძალა) საშუალებას იძლევა, რომ მძიმე ცხოვრებისეულ
სიტუაციებში გადარჩეს. მაგალითად ისეთში, როდესაც მთელ თქვენს დანაზოგს
კარგავთ. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თავის „მე“-ს ეჭიდება, ამ სიტუაციაში
დაიტანჯება. ხოლო მაგი, რომელსაც ამ არკანის სიდდჰა გააჩნია, მშვიდად გაუშვებს ამ
სიტუაციას და იოლად შეეწყობა ახალ ცხოვრებისეულ პირობებს. მაგრამ თქვენ იტყვით,
რომ ტანჯვა და დარდი, მრავალწლიანი შრომის შედეგად ნაგროვების დაკარგვის გამო,
სრულიად გამართლებულია. მაგრამ როგორც კი 22-ე არკანში შედიხართ, ეს ყველაფერი
სისულელედ იქცევა.

ამ არკანში შესვლას მოქმედებით გასწავლით და არა მედიტაციით. რა თქმა უნდა,


გლიფებითაც შეიძლება განწყობის შექმნა, მაგრამ ჯობია საკუთარ ტყავზე გამოსცადოთ
იგი. პრაქტიკა კი ძალიან მარტივია. თქვენ გადიხართ სახლიდან და მიდიხართ იქ,
სადაც თვალები იყურებიან. თავში ინარჩუნებთ იდეას, რომ ყველაფერი, რაც გარშემო
ხდება, სისულელეა. ამიტომ, არანაირი გეგმა არ უნდა გქონდეთ სად წახვალთ
სასეირნოდ და რამდენი ხნით. უბრალოდ სეირნობთ ყოველგვარი ლოგიკის გარეშე.
რამდენიმე საათი გავა, სანამ იგრძნობთ, რომ სისულელე თქვენს ცნობიერებაში
შემოდის. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მომენტიდან იწყება პრაქტიკა. ძალიან

48
მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება სიარულზე გაამახვილოთ, და არ ჩაიძიროთ
ფიქრებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიქრების ფონი არ მოგცემთ 22-ე არკანში შესვლის
საშუალებას.

თავდაპირველად თქვენი სეირნობა უკვე ნაცნობ მოქმედებებს გაგახსენებთ. მაგალითად,


ნაცნობ ადგილებში ივლით და ბნელ ქუჩებს გვერდს აუვლით. არ დაიწყებთ ღობეზე
გადაძრომას, და თუ ვინმე ცუდი თვალით შემოგხედავთ, მაშინვე ეცდებით ადგილის
დატოვებას.

მსგავსი ქცევები, ანუ რეაქციები ამა თუ იმ მოვლენებზე, ეს თქვენი „მე“-ს რეაქციებია.


ჩვენ კი გვახსოვს, რომ „მე“ უნდა გამოვრთოთ. ამიტომ, სეირნობისას უნდა ეძებოთ
მიმართულებები, რომლებშიც არ იცით როგორ მოიმოქმედოთ. მაგალითად უცნობ
რაიონში მოხვდით, და თქვენ წინ ღობეა:

ჩვენი „მე“ ამბობს, რომ სხვა გზა უნდა მოვძებნოთ. როგორც კი ამ რეაქციას
გააცნობიერებთ, მაშინვე სისულელედ ჩათვალეთ იგი. და თამამად წადით ვაბანკზე.
ამან შეიძლება ვინმეში სხვა რეაქცია გამოიწვიოს. დავუშვათ, კერძო ტერიტორიაზე
მოხვდით. პატრონმა შესაძლოა პოლიცია გამოიძახოს, და თქვენ წაგიყვანენ, ეს
ყველაფერი სისულელედ უნდა ჩათვალოთ და შესაბამისად მოიქცეთ. ანუ იყოთ აქ და
ახლა და უბრალოდ დააკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს.

აი, ასეთმა უწყინარმა სეირნობამ შეიძლება ბევრი რამ გასწავლოთ. თუმცაღა ამოცანა აქ
სუფთა ჰაერის სუნთქვა კი არაა, არამედ იმ მდგომარეობაში შესვლა, სადაც ყველა
მოვლენაზე, რომელიც თქვენ გარშემო ხდება, ჩვენ ვრეაგირებთ როგორც სისულელეზე,
და ვიშორებთ როგორც ამ მოვლენების, ასევე საკუთარი თავის მნიშვნელოვანობის
შეგრძნებას.

რა თქმა უნდა, შეიძლება სიფათშიც მოგვხვდეთ. მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან ბედნიერ


ადამიანად იგრძნობთ თავს. და რაც მთავარია, პრაქტიკულად გააცნობიერებთ, როგორ
მართოთ გაცნობიერებულად თქვენი ქცევები ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი.

და რადგანაც ყველანი სულელები ვართ, გისურვებთ, რომ თქვენი ნებით გახდეთ


სულელი.

49
21–ე არკანი. „სამყარო“. ძალა, რომელიც მატერიაზე იმარჯვებს.

ალბათ შეგხვედრიათ ცხოვრებაში „იღბლიანები“. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც


თავს არ იკლავენ მუშაობით, მაგრამ ყველაფერი აქვთ, რაც სჭირდებათ. უყურებ და
გიკვირს, როგორ გამოსდით ეს - იცხოვრონ დაძაბვის გარეშე? წამოვიდა წინა
სამსახურიდან, მაშინვე იშოვა ახალი. ბინას ეძებს, იპოვა ზუსტად იმ რაიონში, რომელიც
საბოლოო ჯამში ოპტიმალური აღმოჩნდა. იღბალი ამ ადამიანების მეორე სახელია.
ცხოვრებაში ისინი ადვილად აღწევენ თავიანთ მიზნებს. მაგრამ თუ კითხავთ, როგორ
აკეთებენ ამას, გასაგებად ვერ გიპასუხებენ. „ნუ, მიმართლებს“, ამბობენ ისინი. მაგრამ
რატომ უმართლებს, არავინ იცის. პასუხი 21–ე არკანის ძალაში იმალება.

ამ ძალას ქრისტიანულ ტრადიციაში „კურთხევას“ უწოდებენ. თითქოს ეს ადამიანები


ღმერთისთვის ყველაზე საყვარლები არიან. თუმცაღა მორწმუნე ქრისტიანებმა ახლა
გაღიზიანება იგრძნეს, რადგანაც ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც ცხოვრებაში
მსუბუქი ნაბიჯით მიაბიჯებენ, ქრისტიანული კანონებისგან შორს ცხოვრობენ.

საქმე იმაშია, რომ კურთხევა ეს არაა უბრალოდ კეთილი ჟესტი. ესაა მდგომარეობა,
რომელსაც ადამიანი მაშინ იღებს, როცა მატერიას აღარ ებღაუჭება. თუ შეხედავთ
ადამიანებს მათი მატერიალურ ღირებულებებთან დამოკიდებულების მიხედვით,
დაინახავთ, რომ ისინი ორ კატეგორიად იყოფიან. ერთს მიუფურთხებია იმისთვის, რომ
უნიტაზში ახალი აიფონი ჩაუვარდათ, მეორენი კი ისტერიკაში ვარდებიან მხოლოდ
იმის გამო, რომ მასზე პატარა ნაკაწრი გაჩნდა. მადლის მდგომარეობის მიღწევისთვის
გასაღები მატერიისადმი სიყვარულის გადალახვაში დევს.

50
ამ ძალის თვალთახედვით, ადამიანი შეგვიძლია ფრანს შევადაროთ. და იმისთვის, რომ
ამ ფრანმა იოლად იფრინოს ქარის ნაკადში, ძალიან მნიშვნელოვანია მასალა,
რომლისგანაც იგი შედგება. სხვა სიტყვებით, ჩვენი მდგომარეობა ფრანია. და ჩვენ
მიჯაჭვულობები გვაქვს. მატერიალური მიჯაჭვულობები ყველაზე მძიმეა. თავად
მატერია, ანუ ფორმა თავისი ენერგიებით ძალზე ინერტულია და ძალზე ნელა და
ძნელად იცვლება. ადამიანი, რომელიც მატერიას ეჭიდება, ასეთივე შენელებული ხდება.
ცხოვრება კი ამასობაში შეიცვალა. შედეგად, ადამიანს არ შეუძლია შეეწყოს ახალ ნაკადს
და იძულებულია ძალიან გულმოდგინედ იშრომოს, რომ ცხოვრების ძველი სახე
შეინარჩუნოს.

სხვები კი, რომლებიც არ ეჭიდებიან სამყაროს მატერიალურობას, იოლად ეწყობიან


ნებისმიერ ვითარებას, და ამასთან მშვიდობიან მდგომარეობაში იმყოფებიან მათთან. და
ისინიც შესაბამისად ცხოვრებისთვის ყველაფერ საჭიროს აძლევენ.

კურთხევა ესაა გარკვეული სულიერი მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი ამ ძალასთან


ურთიერთქმედებისას ღებულობს. და ქრისტიანობაც შემთხვევით არ მიხსენებია,
რადგანაც ცხოვრების ქრისტიანული სახე ამ ძალასთან ურთიერთობას ასწავლის.
თუმცაღა ქრისტიანების უმეტესობა ოფლით და დიდი გაჭირვებით მოიპოვებს პურს.
რაშია პრობლემა?

როცა მე ვსაუბრობ ცხოვრების ქრისტიანულ სახეზე, მე ვატარებ ყველა რელიგიურ


დოგმას და ვტოვებ მხოლოდ პრინციპს, რომლით მოქმედებასაც ქრისტე ასწავლიდა. და
ეს პრინციპი ერთია: „დაე, იყოს ნება შენი მიწაზე, ვითარცა ცაში“. ანუ თუ ჩაგივარდათ
მობილური, ეს ღმერთის ნებაა. დაამტვრიეთ მანქანა? ესეც მისი ნებაა. ანუ ვღებულობ
რეალობას მორჩილად (ჩემს ჯვარს ვატარებ) და არ ვწუწუნებ.

იყო ერთი ისტორია. ძველ დროში ცხოვრობდა ერთი მღვდელი, და მას ბევრი დამჯერი
მოსწავლე ჰყავდა. მათ შორის იყო მზარეულიც, რომელსაც ყოველთვის შურის გრძნობა
ჰქონდა სხვა მოსწავლეების მიმართ. სანამ ისინი ოსტატთან ერთად ყოფნით
ტკბებოდნენ, მას საჭმელი უნდა ემზადებინა. და აი, წყენა იმდენად აუტანელი გახდა,
რომ თავისი მასწავლებლის მოწამვლა გადაწყვიტა. მზარეულმა მას კერძი გაფუჭებული
ბრინჯისგან მოუმზადა და სანელებლებით შენიღბა მისი სუნი. როდესაც სადილი
მასწავლებელს მიართვა, ის მაშინვე მიხვდა, რომ საჭმელი გაფუჭებული იყო. მაგრამ
მღვდელმა არ შეიმჩნია და შეჭამა. მომდევნო დღეს ძალზე ავად გახდა კვებითი
ინტოქსიკაციის შედეგად.

როცა მზარეულმა დაინახა, როგორ იტანჯება მისი მასწავლებელი, იმდენად შერცხვა,


რომ ყველაფრის აღიარება გადაწყვიტა, რათა სინდისის ქენჯნას აღარ შეეწუხებინა.

51
- ეს მე მოვწამლე ბრინჯი, - აღიარა მოსწავლემ.

- ვიცი, - მშვიდად უპასუხა მასწავლებელმა.

- და თქვენ არ ბრაზობთ ჩემზე?

- არა, რა თქმა უნდა.

- კი, მაგრამ, რატომ?

- ღმერთს რომ ნდომოდა, ნორმალური საკვები მიმეღო, მივიღებდი. მაგრამ, როგორც


ჩანს, ღმერთს უნდოდა, რომ მოწამლული ბრინჯი მეჭამა. და მე მივიღე მისი ნება. ასე
რომ შენ არაფერში არ ხარ დამნაშავე.

იპოვეთ მორალი? ადამიანთა უმეტესობა ამ ბრძენისგან განსხვავებით სიხარულით


იღებს ერთს და არ იღებს მეორეს. ეს მიუღებლობა გონების მატერიალურობის
გამოვლინებაა. მიჯაჭვულობა სიმყარისკენ, სტაბილურობისკენ, წარმოადგენენ
მატერიის ნიშნებს, რადგანაც ისიც ძალიან სტაბილურია, ნებისმიერი ინერტულობა
ასევე მატერიალურობაა. და საქმე ეხება არა მხოლოდ მატერიალურ საგნებს. ჩვენ
ვეჯაჭვებით ყველაფერს: საცხოვრებელ ადგილს, შინაურ ცხოველებს, მშობლებს და
შვილებს, სამსახურს და დასვენების დღეებს. ეს ყველაფერი ჩვენი გონების მატერიაა.
გასაკვირი არაა, რომ ამ ტვირთით ჩვენი ცნობიერების ფრანი ვერ აიჭრება ჰაერში.

დამეთანხმებით: ჩვენ მადლობას ვიხდით, როცა ღმერთი შვილებს გვაძლევს, მაგრამ


გვავიწყდება მადლობის გადახდა, როცა იგი გვართმევს მათ. არადა უნდა გადავუხადოთ
მადლობა. ასე გვასწავლის ამ არკანის ძალა ცხოვრების კიდევ ერთ წახნაგს. სწორედ ესაა
ამ ძალის პრინციპი.

ახორციელებს რა ამ პრინციპს მოქმედებაში, ადამიანი ამ ძალასთან შეწყობას სწავლობს.


და თუ ადამიანი არ ეჭიდება მატერიას, მაშინ ერთი მიდის, მეორე კი მოდის. ამასთან
ბიბლიაში თითქმის ყველა გვერდზე მსგავსი მაგალითებია მოყვანილი. გახსოვთ,
უფალი ეუბნება აბრაამს, რომ მან თავისი ვაჟი მსხვერპლად შესწიროს ღმერთს? და მან
უკვე აღმართა მახვილი, როცა ღმერთმა შეაჩერა, დარწმუნდა რა აბრაამის ერთგულებაში
და შედეგად დააჯილდოვა იგი.

სხვა შემთხვევაში ღმერთმა ბევრი განსაცდელი გამოუგზავნა იობს, მაგრამ იგი


ერთგული რჩებოდა და ეს რომ იხილა, ღმერთმა ათმაგად მიუზღო.

და ასეთი მაგალითი უამრავია. მათი არსი იმაშია, რომ ბიბლიის პერსონაჟები


ასრულებდნენ მის ნებას და არ წუწუნებდნენ, სჯეროდათ, რომ ღმერთმა უკეთ იცის,
როგორ უნდა განვითარდეს ადამიანთა ცხოვრება.

52
ახლა რელიგიური კონტექსტიდან მაგიურში გადავიდეთ. ღმერთის ქვეშ შეგვიძლია
ვიგულისხმოთ ნებისმიერი ეგრეგორი, რომელშიც ადამიანი შედის. ეგრეგორი ესაა
კოლექტიური ცნობიერი, რომელშიც ეს ადამიანია ჩართული. და რადგანაც ეს ცნობიერი
მრავალი სხვისგან შედგება, ეს სუპერცნობიერი ღმერთს წარმოადგენს ინდივიდუალურ
ცნობიერთან მიმართებაში. აქედან მოდის ანტიკური დროის მრავალღმერთიანობა, ანუ
ადამიანები სხვადასხვა ეგრეგორებს, ძალებს ეთაყვანებოდნენ.

ავიღოთ იმ ფირმის ეგრეგორი, რომელშიც ადამიანი მუშაობს. ნაწილობრივ ესეც


ღმერთია. დავუშვათ, ეს ეგრეგორი ადამიანს თავისი შემადგენლობიდან აძევებს. და თუ
ადამიანი ინარჩუნებს ყურადღებას იმაზე, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ, არ
სწავლობს გაკვეთილს და თავისი სამართლიანობის გრძნობის „მატერიალურობას“
ეჭიდება. და ეჯახება იმ ფაქტს, რომ უჭირს ახალი სამსახურის პოვნა. და რატომ უნდა
მიიღონ სხვა ეგრეგორებმა თავიანთი ფრთის ქვეშ, თუკი იგი ერთ-ერთი მათგანის ნებას
არ იღებს? და აი, ზის კიდეც გაწბილებული.

ხოლო სხვა ადამიანი, რომელიც ღებულობს თავისი ღმერთის ნებას და ერთგულად


ემსახურება მას, აუცილებლად იქნება დაჯილდოებული. აქედან მოდის საშინელი
სამსჯავროს იდეაც, რომლისგანაც ისინი, ვინც ერთგულად ატარებდნენ თავის ჯვარს,
გადარჩებიან.

ამრიგად, ღმერთი მრავალია, ანუ როგორც ჩვენ ვამბობთ, ამ სამყაროს ძალები მრავალია.
და 21–ე არკანის ძალა წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა,
მივიღოთ ყველაფერი აუცილებელი ცხოვრებაში სხვადასხვა ღმერთებისგან. ეს ფსბ-ს
გენერლის მოწმობას ჰგავს, რომელიც უზრუნველყოფს მის შესვლას მრავალ ადგილას,
სადაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ მოხვდებოდა.

ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოვათვინიეროთ ეს ძალა.

21-ე არკანის პრაქტიკა

ამ ენერგიებში შესვლის ყველაზე სწრაფი მეთოდი ქრისტიანულ ეგრეგორზე განწყობაა.


ამისთვის უნდა იპოვოთ „კარგად ნალოცი“ ქრისტიანული ტაძარი, რომელიც ჩვენს
ქვეყანაში საკმაოდ იშვიათობაა. იმისთვის, რომ მიხვდეთ, საჭირო ტაძარში მიხვედით
თუ არა, საკმარისია ცარიელი ყურადღებით შეხედოთ მას. უნდა მოვიდეს მდგომარეობა,
რომელშიც გაიხსნება, რომ ყოველდღიური ცხოვრების ყველა პრობლემა სხვა არაფერია,
თუ არა ამაოება, რომელზეც საერთოდ არ გვინდა ვიფიქროთ ამ მომენტში. შემდეგ
უბრალოდ უნდა ვჭვრიტოთ ეს მდგომარეობა და ნება მისცეთ მას, რომ თქვენი
ცნობიერება გაჟღინთოს. გახსოვდეთ „ეგოს ნების“ წესი, რადგანაც ცვლილებები,
53
რომლებიც შემდეგ მოდის, ხშირად განსხვავდება წარმოდგენაზე იმის შესახებ, რაც ჩვენი
შეხედულებით უნდა მოხდეს.

მოგიყვებით ისტორიას, რომელიც მე და ჩემს მოსწავლეებს შეგვემთხვა. ერთხელ რომში


სემინარს ვატარებდი. იტალიის შუაგულში ვიყავით და ვატიკანში რომ არ შეგვევლო,
უბრალოდ არ შეიძლებოდა. წმინდა პეტრეს ტაძარი ქრისტიანული ეგრეგორის ცენტრია.
იქ 21-ე არკანის ენერგია თავზე საყრელადაა! აი, ჩვენც გადავწყვიტეთ მედიტირება. მე
ვიპოვე ტაძარში „ძალის ლაქა“, დავსვი იქ მოსწავლეები და არკანის განწყობა მივეცი.
მედიტაციის შემდეგ დავიშალეთ.

მე გეგმაში მქონდა, რომ რომის გარეუბანში წავსულიყავი, რათა ზღვაში მებანავა.


ივლისი იყო, სიცხე, ამიტომ წყლის მცირე პროცედურა არ მაწყენდა. და ძალიან
საინტერესო იყო, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.

ადმინისტრატორები სადგურზე უფრო ადრე მივიდნენ, რომ ბილეთების ყიდვა


მოესწროთ, რადგანაც ხშირად ვაგვიანებდით მატარებელზე. მე 20 წუთით გვიან გავედი,
მაგრამ უფრო ადრე მივედი, რადგანაც საცობში არ მოვყევი. უფრო მეტიც, მე რომის
ტაქსი ჯერ კიდევ ვატიკანში დავიჭირე. არადა ვატიკანის ტაქსი ორჯერ უფრო ძვირი
ღირს, მაგრამ იმ დღეს „უბრალოდ მიმართლებდა“. მივედი რა ადრე სადგურზე,
გადავწყვიტე ყველასთვის მეყიდა ბილეთები. პირდაპირ თავისუფალ სალაროს
მივადექი, ბილეთები ვიყიდე, მატარებელში ჩავჯექით, კარგად დავისვენეთ,
გავირუჯეთ და თავს მშვენივრად ვგრძნობდით.

ჩემი მოსწავლეების ჯგუფს კი სხვა ისტორია შეემთხვათ. მანამ, სანამ დავშორდებოდი,


ვუთხარი, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ სიტუაციებთან. რადგანაც „ხალიავა“ უნდა
მოსულიყო. თუმცა იმის თქმა დამავიწყდა, რომ პირველ რიგში მისი ნება უნდა
შეესრულებინათ.

და აი, მათაც გადაწყვიტეს ზღვაზე ბანაობა. თავიდან ბანკში შევიდნენ, რათა დოლარები
ევროზე გადაეცვალათ ბანკომატის მეშვეობით. ისინი მათ გადაუცვალეს, მაგრამ 50%-
იანი საკომისიოს ფასად. იმის ნაცვლად, რომ მისი ნება მიეღოთ და უარი ეთქვათ
მატერიალურ აზროვნებაზე, დამტვრეული იტალიურით შეეკამათნენ ბანკის
ადმინისტრატორს, თავისი ფულის დაბრუნების იმედად. რა თქმა უნდა, ისინი უკან
გამოაბრძანეს.

შემდეგ რესტორანში დასხდნენ, რომ ესადილათ, და თითქოს კიდევ უფრო


ადასტურებდნენ თავის მატერიალურობასო, შიმშილის გამო თითოეულმა 30 ევროს
საჭმელი შეუკვეთა. შედეგად მოუტანეს საჭმლის უზარმაზარი რაოდენობა, რომლის
მესამედიც კი ვერ შეჭამეს.

54
მივიდნენ რა სადგურზე, 20 წუთი ბილეთების რიგში იდგნენ, შემდეგ კი შეცდომით სხვა
ბაქანისკენ გაემართნენ. ხოლო როცა მიხვდნენ, რომ მატარებელი სხვა ბაქანიდან გადის,
თავქუდმოგლეჯილები ლიანდაგებზე გადარბოდნენ, რომ არ დაგვიანებოდათ.
ლიანდაგის ყოველ გადაკვეთაზე ისინი შეეძლოთ 500 ევროთი დაეჯარიმებინათ, მაგრამ
აქ უკვე გაუმართლათ, ვერ მოასწრეს მათი დაჭერა, რადგანაც უკვე მიმავალ
მატარებელში შეცვივდნენ.

ზღვის ნაპირზე რომ მივიდნენ, მაშინვე საწოლებზე წამოწვნენ. მაგრამ ნურას


უკაცრავად, იქიდან გამოაგდეს და აუხსნეს, რომ ეს არ იყო ტურისტული ზონა. მაგრამ
რუსების გაგდება ასე ადვილი არაა, ამიტომაც ცოტა მოშორებით სხვა საწოლებზე
წამოწვნენ. იქაც იპოვეს. მოკლედ, სამჯერ მაინც გამოაგდეს, სანამ თვინიერად არ
გაიშხლართნენ ქვიშაზე რაღაც სანაგვე ყუთის გვერდით.

ამით მათი მოგზაურობა არ დასრულებულა. უკანა გზაზე, ისე რომ კარგად არც კი
იყვნენ გამშრალები, სველი ტანსაცმლით მატარებლის პირველ ვაგონში ჩასხდნენ. იქ კი
კონდენციონერი იყო ჩართული. რომ არ გაცივებულიყვნენ, მეორე ვაგონში
გადაინაცვლეს. პირველ სართულზე (იტალიაში ორსართულიანი მატარებლებია) შუქი
არ იყო და ამიტომ მეორე სართულზე ავიდნენ. იქ კი მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა,
რომელიც ბალახს ეწეოდა. გოგონებმა არ მოისურვეს მის გვერდით ყოფნა, ამიტომ
მესამე ვაგონში გადაწყვიტეს გადასვლა, მაგრამ კარები ჩაკეტილი აღმოჩნდა. უნდა
აერჩიათ: ან პირველ ვაგონში, სადაც ციოდა, ან მეორეში, სადაც ნარკომანი იყო. პირველი
აირჩიეს და „ბომჟებივით“ გაზეთებით შეფუთულებმა ჩააღწიეს რომამდე.

ხედავთ, როგორ უცნაურად მუშაობს ეს ძალა? თუ გინდა რომ მართო იგი, უნდა
შეესაბამებოდე მას. ასე გვასწავლის სამყარო. და თუ ჩვენ დაბრმავებულნი ვართ ჩვენი
მატერიალური მიჯაჭვულობებით, იგი იქამდე გვირახუნებს, სანამ მის ნებას არ
მივიღებთ, ან სანამ სხვა ძალის და მისი კანონების სამოქმედო ველში არ გადავალთ.

და ამას არ უხსნიან ეკლესიაში. არ ვიცი რატომ. იქნებ თვითონაც არ იციან. ასე კი,
მიუხედავად ღმერთისადმი დახმარების გულმოდგინე თხოვნისა, მორწმუნეები უფრო
და უფრო მეტ პრობლემას იღებენ, რადგანაც ჯიუტად არ უნდათ, რომ შეიცვალონ. და
როგორ უნდა თქვას ღმერთმა, რომ მათ გონებამდე დავიდეს? ზეცაში ხომ არ გაისმება
ხმა?! და აი, ასწავლის კიდეც თავად ცხოვრებით. და ისე გამოდის, როგორც იმ ძველ
იგავში, როდესაც წყალდიდობის დროს მორწმუნე სახურავზე იჯდა და იშორებდა
ყველა მაშველს იმის იმედად, რომ ღმერთი დაეხმარებოდა. ხოლო როცა დაიხრჩო და
მოკვდა, ღმერთმა აუხსნა, რომ სამჯერ ეცადა ამ იდიოტის გადარჩენას, უგზავნიდა რა
მაშველებს ნავებით.

55
ამიტომ, სანამ მედიტაციაზე გადავალთ, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. მაგია ეს არაა
ჯადოსნური ჯოხი, რომელიც სურვილებს ასრულებს. ეს ცოდნის რეალური სისტემაა,
რომელიც საშალებას გაძლევთ, რომ ცხოვრება შეცვალოთ. და ეს ცვლილებები ხდება
იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა უნდა ადამიანს. ასეთია კანონი.

გლიფების მნიშვნელობა

მაშ, განვიხილოთ 21-ე არკანის კარტი დაწვრილებით. რას ვხედავთ მასზე?

შიშველი ქალი ცეკვავს გვირგვინის შიგნით, რომელიც წითელი ლენტითაა შეკრული.


ქალს ხელებში ორი კვერთხი უჭირავს, სხეულზე კი იისფერი შარფი აქვს შემოხვეული.
კარტის კუთხეებში ოთხი თავია გამოსახული. კარტის ფონი ცისფერია და არკანის
სახელწოდებაა „სამყარო“. რას ნიშნავს ეს?

ლურჯი ფონი. მნიშვნელობა იგივეა, რაც სხვა კარტებზე. ცნობიერება აქტიურია,


რადგანაც ენერგიის უმეტესი ნაწილი მასშია, და არა სხეულში.

შიშველი ქალი. მინიშნება იმაზე, რომ ჩვენ ინტუიტიური აღქმის მდგომარეობაში უნდა
ვიმყოფებოდეთ, ანუ, როგორც მე ამას ვუწოდებ, ცნობიერების მარჯვენა ნახევარსფეროს
მდგომარეობაში. მამაკაცის შიშველი ფიგურა რომ ყოფილიყო, მინიშნება იმაზე
იქნებოდა, რომ ლოგიკის ჩართვა, ანალიზი და ყველაფრის კარგად გააზრებაა საჭირო.
მაგრამ ქალის ფიგურა იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი უნდა აღვიქვათ ყოველგვარი
ანალიზის გარეშე. მსგავსად იმისა, როგორც იღბლიანები ხსნიან თავიანთ იღბალს:
მოაქვს და მოაქვს, რატომ, არ ვიცი.

მარჯვენა ნახევარსფეროს მდგომარეობაზე უფრო ზუსტად მე–17 არკანის ასპექტში


ვისაუბრებთ.

ქალის ცეკვა. რას ნიშნავს ცეკვა? ესაა რიტმის შესაბამისი მოძრაობა. ამასთან სხეული
თავისით ცეკვავს, იგი მხოლოდ უნდა გავუშვათ. ამგვარად, ჩვენს შემთხვევაში საუბარია
იმაზე, რომ რიტმს ძალა იძლევა. როგორი? ეს ნათქვამია გლიფში „იისფერი შარფი“.

იისფერი შარფი. შარფის ფერი ეს საჰასრარა ჩაკრას ფერია. ამ ჩაკრასთან კი ზედა


მიერთება გვაქვს, რომელიც დაკავშირებულია ეგრეგორებთან კავშირზე (დაწვრილებით
წიგნში „ოთხი კასტა...“). და მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორაა დახატული შარფი. იგი
მთელს სხეულზე გადის. ანუ ეს მიუთითებს, რომ სიგნალი, რომელიც ჩვენში საჰასრარა
ჩაკრადან შემოდის, მთელი სხეულის, ყველა ჩაკრის გავლით გაივლის. სხვა სიტყვებით,
ჩვენზე მთლიანად მოქმედებს ის ძალა, რომელიც გვმართავს. აზრებიც, ემოციებიც,

56
მოქმედებებიც, და სხეულიც. სწორედ ესაა იმ ძალის ცეკვა, რომელშიც ჩართულები
ვართ.

კვერთხები ხელებში. მცირე არკანებს შორის არის კვერთხების მასტი. ეს ჰაერის მასტია.
ჰაერი კი ეს ქაოსია. მაგრამ ქაოსი რაღაც გაუგებარია. რაღაც გაუგებარი კი მაგია და
სასწაულია. ანუ ქალს ხელში მაგია, ანუ სასწაულები უჭირავს.

მარცხენა ხელი, როგორც პირველი წიგნიდან გვახსოვს გულის, ანუ ემოციების ხელია.
ხოლო მარჯვენა - განზრახვის, ანუ მოქმედების. გამოდის, რომ ქალი ცეკვავს, და
სასწაულს ეყრდნობა ემოციებითაც და მოქმედებებითაც. სხვა სიტყვებით: „ეშმაკმა იცის,
როგორ მუშაობს ღმერთის ნება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის,შენ გენდობი
სურვილებითაც და მოქმედებებითაც“.

გვირგვინი. გვირგვინი ეს ზეციური მანანაა, ანუ ბუნების ძალები. ბუნების ქვეშ უნდა
გავიგოთ არა მხოლოდ ბუჩქები და ხეები, არამედ სამყარო მთლიანობაში. ქალაქის ქვის
ჯუნგლებიც ასევე ბუნებაა. ანუ ესაა მინიშნება, რომ ჩვენ იმ პირობების შიგნით
ვცეკვავთ, რომელშიც ძალამ მოგვათავსა. ასევე გვაჯილდოებს ეს ბუნება თავისი
ნაყოფებით ჩვენი ცეკვისთვის.

წითელი ლენტი გვირგვინზე. როგორც გვახსოვს, წითელი ფერები ტაროში სექსუალური


ენერგიებია. სხვა სიტყვებით, აქ ჩვენი სექსუალური ენერგია ბუნების ძალებზეა
მიმაგრებული.

ოთხი თავი. ეს მაგიური ცხოველების თავებია. საერთოდ თავი ეს ისაა, რასაც ფიქრობს,
რასაც აღიქვამს ადამიანი. აქ სამი თავი ცხოველისაა და ერთი ადამიანის. შესაბამისად
აქაა მითითება, რომ უნდა ვიფიქროთ ან აღვიქვათ ოთხი მიმართულებით. პირველი
სამი თავი (ლომი, ხარი და არწივი) მიუთითებენ სამი ძირითადი კოორდინატის:
სიგრძის, სიგანის და სიმაღლის, ანუ სივრცის აღქმაზე. ადამიანის თავი მიუთითებს
მეოთხე კოორდინატზე - დროზე. ანუ აქ მინიშნებაა იმაზე, რომ გავაფართოოთ ჩვენი
აღქმა, და არ ვიყოთ სულელებივით, როგორც ცხოველები სამგანზომილებიან
სამყაროში.

კარტის დასახელება. ტერმინი „სამყარო“ შეგვიძლია სხვადასხვანაირად გავიგოთ.


კლასიკურ ვარიანტში მას ინგლისურად თარგმნიან სიტყვით „World”და მიუთითებენ
იმაზე, რომ სწორედ სამყაროა ის ძალა, რომელთანაც ურთიერთქმედებს ადამიანი.
მაგრამ მე უფრო მომწონს თარგმანი სიტყვით „Peace”, ანუ მშვიდობა. ამ შემთხვევაში
უნდა გვესმოდეს, რომ მოცემული ადამიანი სამყაროსთან მშვიდობიან ურთიერთობაში
იმყოფება, და კონფლიქტი არ აქვს მასთან.

57
ამგვარად, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი პრაქტიკაში? ჩვენ აქტიურები ვართ
ცნობიერებით და არა სხეულით. სხვა სიტყვებით, თავი არაა დაღლილი და ფხიზელია.
შევდივართ ცნობიერების მარჯვენა ნახევარსფეროს მდგომარეობაში იმის ხარჯზე, რომ
ვწყვეტთ საკუთარი თავისთვის ყველაფრის ახსნას. შემდეგ ვიწყებთ ჩვენი ცნობიერების
გაფართოებას ყურადღების შენარჩუნებით გარესამყაროში დროის შეგრძნებაზე.
ვიწყებთ სამყაროს რიტმის შეგრძნებას. აქ აუცილებელია ვთქვათ ის, რაც ძალზე
მნიშვნელოვანია, სად იმყოფებით ამ მომენტში. თუ იმყოფებით ეკლესიაში, ეს ერთი
რიტმია, სამსახურში - მეორე. თქვენში სწორედ ის რიტმი გაივლის, რომლის სფეროშიც
იმყოფებით. შემდეგ უნდა მიეცეთ ამ რიტმს, და დაეყრდნოთ მოქმედებებითაც და
გრძნობებითაც იმას, რომ ღმერთის ნება ისე აღსრულდება, როგორც უნდა აღსრულდეს.
გვირგვინი ისაა, რაც თქვენთან მოფრინდება. ანუ სიტუაციები სხვადასხვაა. ჩვენ კი
გვახსოვს, რომ ჩვენი სექსუალური ენერგია ამ გვირგვინზეა მიმაგრებული. რას ნიშნავს
ეს?

თავდაპირველად გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს სექსუალური ენერგია? ეს არაა მხოლოდ


გამრავლების სურვილი. ამ ენერგიაზე ჰკიდია ყველა ჩვენი „მინდა“. ანუ „მინდა მანქანა“
ეს სექსუალური იმპულსია. „მინდა ზაფხული“ იქიდანვეა. „მინდა ფული, დასვენება,
ახალი კაბა...“ - ყველაფერი ეს სექსუალური ენერგიიდანაა წარმოებული. ამიტომაც,
როდესაც ვღებულობთ იმას, რაც გვინდა, განსაკუთებულ სიამოვნებას ვგრძნობთ. ეს
სწორედ სექსუალური კაიფია.

ასე რომ, წითელი ლენტი გვირგვინზე მეტყველებს იმაზე, რომ ყველა ჩვენი სურვილი
მისი ნების სურვილებია. ანუ მე არ მინდა არაფერი, რაც ღმერთს არ უნდა. თუ მას უნდა,
რომ მანქანა მომტაცონ, ესე იგი მეც მინდა ეს. ამის მიღწევა ძალზე ძნელია პრაქტიკაში,
მაგრამ სწორედ ეს გვაძლევს ყველაფერ აუცილებელს. სხვა სიტყვებით, თუკი შეგვიძლია
21-ე არკანის ძალასთან თანხმობაში ვიცხოვროთ, ეს საშუალებას გვაძლევს, რომ
ცხოვრებისთვის ყველაფერი აუცილებელი გვქონდეს, ამასთან ეს აუცილებელი თავისით
მოდის. ჩვენთვის მთავარია, ღმერთთან რიტმში ვიცეკვოთ.

მედიტაცია არკანზე

დახუჭეთ თვალები. გაასუფთავეთ გონება ნებისმიერი ფიქრისგან იმ განზრახვით, რომ


მიეცეთ იმ ძალის რიტმს, რომელიც თქვენში გაივლის. მიაღწიეთ მატერიისგან
დამოუკიდებლობის მდგომარეობას. ესაა მდგომარეობა, როდესაც ყოველდღიური
ცხოვრებიდან არაფერი არ გაღელვებთ (გლიფი - ლურჯი ფონი).

58
შემდეგ განეწყვეთ გარესამყაროზე (გლიფი - ცხოველთა სამი თავი). უბრალოდ
გონებრივად გააფართოეთ ყურადღება გარემომცველ სივრცეზე.

შემდეგ განეწყვეთ დროის შეგრძნებაზე (გლიფი - ადამიანის თავი). იგრძენით მისი


განგრძობადობა. სწორედაც რომ იგრძენით და წამებს და წუთებს ნუ დაუწყებთ თვლას.
შეიგრძენით, რომ მთელი გარესამყარო, და თქვენც მასთან ერთად, დროში მოძრაობთ.

გამორთეთ აზროვნება და ჩართეთ აღქმა (გლიფი - შიშველი ქალი). გახდით მიმღები


არსება, ამასთან ნუ მოახდენთ იმის ანალიზს, რასაც აღიქვამთ. სხეული შესაძლოა
მრავალმა შეგრძნებამ მოიცვას. თქვენ არ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რა შეგრძნებებია ეს.
არიან და იყვნენ.

მდგომარეობას, რომელიც გაჩნდება, უნდა დაემორჩილოთ. ესაა რიტმი, ესაა ძალა,


რომელიც თქვენში შემოდის (გლიფი - იისფერი შარფი). არ იფიქროთ, თუ როგორ
დაემორჩილოთ, უბრალოდ დაემორჩილეთ. გაუშვით საკუთარი თავი. თუ მოძრაობა
მოგინდებათ, იმოძრავეთ. შედეგად შეიძლება დინამიური მედიტაცია გამოვიდეს. და ნუ
გაგიკვირდებათ, თუ შეგრძნებები კარგად შეაჯანჯღარებენ თქვენს სხეულს. გინახავთ,
როგორ დევნიან ქრისტიანულ ტრადიციაში ეშმაკებს ადამიანისგან, და როგორ
იკლაკნება იგი ამ დროს? სწორედ ესაა შემომავალი სიგნალი, ოღონდ ძალიან ძლიერი.

ყველა ეჭვი, რომელიც პროცესში გაჩნდება, უნდა მოიშოროთ. ემოციებით და


მოქმედებებით ამ ძალას ვეყრდნობით (გლიფი - კვერთხები ხელებში). ანუ თქვენ უნდა
შეიგრძნოთ შინაგანი თანხმობა სამყაროს ძალასთან და ამასთან ემოციურად მასთან
თანხმობაში მოქმედებისთვის უნდა იყოთ მზად.

ყველა სურვილი მის ნებას ეძლევა (გლიფი - წითელი ლენტი გვირგვინზე). ანუ: მინდა
მხოლოდ ის, რაც ჩემთვის ზემოდანაა გათვალისწინებული.

შედეგად, მიღებული მდგომარეობა დაიწყებს ცხოვრებაში თქვენი მოძრაობის მართვას


ამ ძალის მიმართულებით. მზად იყავით მისი ნებისთვის, როგორიც არ უნდა იყოს იგი.

21-ე არკანის სიდჰა

ამ არკანის სიდჰას წარმოადგენს ყველაფერი აუცილებელის მიღება. თუკი ისწავლის იმ


ძალის ნების შესაბამისად ცხოვრებას, რომელშიც ჩართულია, ადამიანს აღარ მოუწევს
აუცილებელზე ზრუნვა. ყველა აუცილებელი სიკეთე, რაც მას გზაზე დაეხმარება,
თავისთავად გამოჩნდება. გაუმართლებს ისე, როგორც არასოდეს გამართლებია. მაგრამ
ეს არაა გამართლება კაზინოში. თუკი ეცდებით, რომ ამ ძალის ხარჯზე გამდიდრდეთ,
მაშინვე ცხვირ-პირში მოგხვდებათ. რადგანაც დაარღვევთ მითითებას გლიფისა -
59
წითელი ლენტი გვირგვინზე. აქედანაა უქორწინობის აღთქმა ქრისტიანულ
ტრადიციაში, ასევე სხეულის დამორჩილების სხვადასხვა პრაქტიკები, რათა საკუთარმა
„მინდამ“ არ გამოგვაგდოს ძალის არხიდან. არ დაგავიწყდეთ: „ჩემი სურვილი“ ისეთივე
უნდა იყოს, როგორიცაა იმ ძალის სურვილი, რომელიც მოცემულ მომენტში მე
მმართავს.

თუკი ისწავლით, რომ სხვადასხვა ძალთა მსგავსი ნაკადები იგრძნოთ ხოლმე, ყველგან
შეძლებთ იპოვოთ სარგებელი, მაგრამ მხოლოდ იმდენი, რამდენიც აუცილებელია.
დავუშვათ, მოსკოვიდან პეტერბურგში გსურთ წასვლა, ბილეთის ფული კი არ გაქვთ.
თქვენ უბრალოდ დგებით ლენინგრადის ტრასის ნაპირას და შედიხართ ამ
მდგომარეობაში. ამ არკანის სიდჰას მეშვეობით გამვლელი მანქანა აუცილებლად
გაგიჩერებთ, თანაც მაშინვე. ნუ დაელოდებით ლიმუზინს. ძველი „შესტიორკითაც“
შეიძლება პიტერამდე ჩაღწევა. მაგრამ ნუთუ ჩვენთვის ამას მნიშვნელობა აქვს?
ყველაფერი მისი ნებაა, და მე მორჩილად ვიღებ მას, რადგანაც ეს ჩემი ცეკვაა ღმერთთან.

მე–19 არკანი. „მზე“. ძალა, რომელიც სიხარულს და ბედნიერებას იძლევა

ამ არკანზე ბევრის თქმა არ შემიძლია, რადგანაც ძალიან ცოტას ვაპრაქტიკებდი მას. მისი
ძალა საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ ბედნიერად და გახარებულად იგრძნოს თავი.
60
და რადგანაც მე არასოდეს ვყოფილვარ პესიმისტი და არ დამჭირვებია, რომ განწყობა
ამემაღლებინა, შესაბამისად ამ ძალაზეც არასოდეს მინადირია. მაგრამ ბევრს შესაძლოა
გამოადგეს იგი, რადგანაც დღეს კაცობრიობა უფრო და უფრო მოქუფრული და
კაპრიზული ხდება. უმიზეზო ბედნიერების დაბრუნებაში ეს არკანი დაგეხმარებათ.

თავდაპირველად ვისაუბროთ თავად სიხარულის განცდის უნარზე. ჩვენ ვიცით, რომ


სიხარული, ანუ ბედნიერება,ემოციური მდგომარეობაა. მაგრამ შემდეგ ჩნდება კითხვა:
„რაში მდგომარეობს ბედნიერება?“ და პასუხად როგორც წესი ამბობენ: „იგი ყველას
თავისი აქვს“.

დღეისათვის ხალხის მასები კონცენტრირებულნი არიან სწორედ სექსუალურ


ბედნიერებაზე. გახსოვთ, როდესაც 21-ე არკანზე ვსაუბრობდით, შევეხეთ სექსუალური
სიამოვნების ცნებას, რომელიც რაიმეს ფლობის ან საკუთარი „მინდა“-ს
დაკმაყოფილების შემდეგ დგება. საკუთარ „მინდაზე“ ასეთი კონცენტრაცია ზომბებად
გვაქცევს. ჩვენ განუწყვეტლივ გვატენიან ტელევიზორების ეკრანებიდან იმ ადამიანის
ცხოვრების სახეს, რომელსაც ბევრი ფული აქვს. ვხედავთ, როგორ ცხოვრობენ პოპ-
ვარსკვლავები, სახელგანთქმული სპორტსმენები, კინო-მსახიობები. ახალგაზრდობას
უნდა, რომ მათ დაემგვანოს და არ ესმით, რომ სწორედ ასე იქმნებიან სახელმწიფო
სისტემის მონებად, რადგანაც ახლა მათთვის ბედნიერება საკუთარი „მინდას“
დაკმაყოფილებაა.

თუმცაღა პრობლემა იმაშია, რომ ამ „მინდების“ დაკმაყოფილება პრინციპში


შეუძლებელია. სექსუალური ინსტინქტი დაუკმაყოფილებელია. ადამიანი გამუდმებით
განიცდის ლტოლვას. და ამ „ორგაზმისკენ სირბილში“ ადამიანი ფიტავს საკუთარ თავს
და რესურსებს, რის შედეგადაც აღარ შეუძლია სიცოცხლის სიხარულის განცდა.
დარწმუნებული ვარ, გსმენიათ ადამიანებზე, რომლებსაც ბლომად ფული აქვთ, მაგრამ
გამუდმებულ დეპრესიაში იმყოფებიან. ბედნიერების განცდის უუნარობა ესაა ამ
არკანის ენერგიის გატარების უუნარობა.

ახლა კი შეხედეთ, არკანს ეწოდება „მზე“. და რა არის მზე? ეს იანური ენერგიის


უსასრულო წყაროა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იანის ენერგიაა. იანის პრინციპი
გამოსხივების, სიჭარბის, სისავსის და სითბოს პრინციპია. ენერგიის დიდი რაოდენობის
წყარო უფრო პატარა წყაროებთან მიმართებაში უფრო ცხელია და კვებავს მათ. სწორედ
ესაა იანური პრინციპი.

როგორაა ეს დაკავშირებული ბედნიერებასთან? ბედნიერების განცდის უნარი მხოლოდ


იმ ადამიანებს გააჩნიათ, ვისაც ამ იანური ენერგიის თავისუფალი წვდომა აქვთ.
გინახავთ ბედნიერი ადამიანი? რას ვამბობთ მასზე? „იგი ანათებს“. მაგრამ იმისთვის,
რომ ანათო, ენერგიაა საჭირო.
61
მთელი ჩვენი ენერგია გადანაწილებულია ჩვენს საქმეებზე. ნაწილი სამსახურზე მიდის,
ნაწილი - ოჯახზე, ნაწილი - ჰობიზე. მოკლედ, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ენერგიას
მოითხოვს. და თუ იგი აღარ აქვს, ადამიანს აღარ შეუძლია სიხარული. ამის გამო
უძველესი დროიდან იგონებენ გამამხიარულებელ პრეპარატებს, რომელთა შორის
ყველაზე ძველი ღვინოა.

როგორ მოქმედებს ალკოჰოლი? იგი ნერვულ სისტემას ადუნებს. ნერვული სისტემა


მანიპურა ჩაკრას ენერგიაზეა. ამ ჩაკრაზე კი ჩვენს შემთხვევაში ყველა ის საქმე ჰკიდია,
რაც სოციუმს და სხვა ადამიანებს უკავშირდება. ნერვული სისტემის მოდუნებით
სამუშაოს, მეგობრებისგან და სხვა საზრუნავებისგან მიღებულ დაძაბულობას ვიხსნით.
ენერგია, რომელიც ამის ხარჯზე გამოთავისუფლდება, მისაწვდომი ხდება, რის გამოც
ადამიანს შეუძლია ბედნიერება განიცადოს, ანუ თავისი ემოციების გამომსხივებელი
გახდეს.

სხვადასხვა ნარკოტიკები ასევე მოქმედებენ. მათში არაა ენერგია, მათ არაფერი შემოაქვთ
ორგანიზმში, არამედ მხოლოდ ენერგიის გამოტყორცნის სტიმულს აძლევენ მას. მსგავსი
რეჟიმი ფიტავს ორგანიზმის რესურსებს, კაიფი კი კვლავ და კვლავ გვინდა. და გამოდის,
რომ ჯერ ბალახი, შემდეგ კოკაინი, შემდეგ ჰეროინი, შემდეგ კი სიკვდილი, რადგანაც
ენერგიის გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: შეგიძლიათ განიცადოთ ბედნიერება სტიმულატორების


გარეშე? და თუ თქვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტები მხოლოდ
გამამხიარულებელ სასმელებს უკავშირდებოდა, მაშინ სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ
თქვენს ცხოვრებაზე ზრუნვა, რადგანაც უკვე გამოფიტვის რეჟიმში შეხვედით და მალე
თქვენგან აღარაფერი დარჩება.

თუკი, მაგალითად, ჩიტების ჭიკჭიკს უსაზღვრო ბედნიერების მდგომარეობაში


შეჰყავხართ, მაშინ ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული და ბევრი შანსი გაქვთ, რომ რაიმეს
მიაღწიოთ გზაზე.

ამრიგად, ბედნიერება ესაა თავისუფალი ენერგიის გამოსხივების უნარი. მაგრამ თუკი


ადამიანს ამის განცდისთვის მიზეზი სჭირდება, არკანში ყოფნის შემთხვევაში ამ
მიზეზში საჭიროება აღარაა. არკანი ძალაა. და თუ ისწავლით მე–19 არკანის ძალასთან
შესაბამისობაში ცხოვრებას, მაშინ შეგეძლებათ, რომ ბედნიერება განიცადოთ მაშინაც კი,
თუკი თქვენი თვითმფრინავი 10 000 მეტრის სიმაღლიდან ეცემა, იმის გამო, რომ
ძრავებმა უმტყუნეს. ამ არკანის ძალის მფლობელმა არ იცის რა არის ცუდი განწყობა.
თავიდან ფეხებამდე ოპტიმისტია. მას უხარია ყველაფერი, რაც ხდება. რა,
თვითმფრინავი ვარდება? მაშ, ვითამაშოთ, სანამ დავეცემით. იმარჯვებს ის, ვინც
სავარძელს არ ეჭიდება. ჰა-ჰა-ჰა.
62
ასეთი ადამიანების გვერდით, მხოლოდ გაღიმება გინდება.

ამ ძალის საიდუმლო, როგორც ყოველთვის კარტის გლიფების მნიშვნელობებში


იმალება.

გლიფების მნიშვნელობა

კარტზე გამოსახულია ცხენზე ამხედრებული შიშველი ბავშვი. მარცხენა ხელში უჭირავს


შუბი, რომელზეც წითელი ნაჭერია მიმაგრებული. ცხენი მოდის კედლის მხრიდან,
რომლის უკანაც მზესუმზირები იზრდებიან. ზემოთ მზე ანათებს და კარტის ფონი
ცისფერია.

ცისფერი ფონი. ენერგია ცნობიერებაში.

ბავშვი. ცნობიერების მდგომარეობის პოზიციით იგივე მნიშვნელობა, რაც მე–20 არკანის


შემთხვევაში. ანუ ვუყურებ სამყაროს ბავშვის თვალებით არცოდნის მდგომარეობიდან.

შუბი წითელი ნაჭრით. წითელი ნაჭრები, როგორც ვიცით, სექსუალურ ენერგიას


უკავშირდება. შუბი წვერით ზემოთაა მიმართული. ანუ აქ მინიშნება იმაზეა, რომ
სექსუალური ენერგია არ იხარჯება, არამედ სუბლიმირდება.

ცხენი. ეს გლიფი აღნიშნავს „ღმერთის განგებას“. სხვა სიტყვებით, ესაა პლანეტის


ნერვული იმპულსი, ძალის იმპულსი. მასზე უნდა გავაჭენოთ.

კედელი. მინიშნება იმაზე, რომ უნდა გამოვეყოთ, აბსტრაგირება მოვახდინოთ. ანუ -


არაფერმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი.

მზესუმზირები. ბუნების ძღვენები. მცენარეები სიცოცხლეა. სიცოცხლე ჩქეფს სოციუმში,


და სოციუმი გვთავაზობს თავის ძღვენებს. სწორედ მათგან აბსტრაგირებაა საჭირო,
რადგანაც ბედნიერება ამ შემთხვევაში არაა რაიმეს მიღებაში.

მზე. მმართველი ძალა, ცნობიერება, რომელიც ჩვენს ფორმირებას ახდენს სიხარულის


მდგომარეობაში. ბედნიერების წყარო.

ახლა კი დაწვრილებით განვიხილოთ, როგორ მუშაობს ეს არკანი.

თავდაპირველად საჭიროა ძალა, რომელზეც მიმაგრებული იქნება ჩვენი განწყობა. არ


ვიგონებთ არაფერ ახალს და ვიღებთ მზეს. ანუ განვეწყობით მზისადმი და საშუალებას
ვაძლევთ მას, რომ გვატაროს. როგორ? უნდა შევიდეთ ბავშვის მდგომარეობაში.
გამოვრთოთ ფიქრები და გვიხაროდეს მზე, როგორც რაღაც ჯადოსნური.

63
რაღაც დროის შემდეგ გაჩნდება კარგი განწყობა. თქვენ ყველანი იცნობთ მას, როცა
ნაცრისფერი დღის შემდეგ მზე გამოდის და ჩვენი განწყობა ავტომატურად
უმჯობესდება. თუ ამ გაჩენილ გრძნობაზე მოვახდენთ კონცენტრაციას, მივიღებთ იმას,
რის სიმბოლიზებასაც ახდენს გლიფი - „ცხენი“. სხვა სიტყვებით, ჩვენში ჩნდება
გრძნობა, ჩვენ ვაჭენებთ ამ გრძნობაზე და დავდივართ მისით. აქ ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ არ ვცდილობთ მის მართვას (ცხენი აღვირის გარეშეა), წინააღმდეგ
შემთხვევაში ირთვება ინტელექტი და ძალის იმპულსი ქრება.

შემდეგ ვეთიშებით მთელ სამყაროს. სხვა სიტყვებით, თუ ცეკვა გსურთ, იცეკვეთ. თუ


ქუჩაში ფეხშიშველა სიარული გსურთ, იარეთ. სიგნალი გმართავთ, და ბოლომდე
ემორჩილებით მას. და მიგიფურთხებიათ, როგორ შემოგხედავენ სხვები. ჩვენ გავერიყეთ
სამყაროს (გლიფი კედელი) და განწყობას მივყვებით. ამ ცხოვრების არანაირმა ძღვენმა
არ უნდა მოგვაცდინოს.

თუ ამ გრძნობას საკმაოდ დიდხანს შევინარჩუნებთ, ეს ჩვენი სექსუალური ენერგიის


აქტივიზაციას მოახდენს. ეს გამოიყურება, როგორც რაღაცის გაკეთების სურვილი.
ძალიან ხშირად კარგი განწყობის დროს ადამიანი სხვადასხვა სურვილებითაა სავსე.
მაგრამ მათ არ უნდა გაცდუნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებთ ამ ძალის
დაგროვებას. მიეცით ყველა თქვენი სურვილი მზეს. ეს გამოიყურება, როგორც მხოლოდ
ამ გრძნობის განცდის სურვილი, და სხვისი არაფრის.

თავად ძალა იმაში იმალება, თუ როგორაა გამოსახული მზე. ყურადღება მიაქციეთ მზის
გამოსახულებებს შორის განსხვავებას 22-ე და მე–19 არკანებს შორის. ამ ვარიანტში მზე
სახითაა გამოსახული. სხვა სიტყვებით, თუ საკმაოდ დიდხანს გექნებათ ურთიერთობა
ამ ძალასთან, ერთხელაც მის გონს შეიგრძნობთ. ამ წყაროს ცნობიერებას იგრძნობთ.
როცა ეს გამოგივათ, ამ არკანის სიდჰას „აიღებთ“, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, რომ
ნებისმიერ დროს ჩართოთ ეს ძალა. თითქოს თხოვთ ამ ძალას, რომ ანათოს, და ისიც
გპასუხობთ. მზე ამოდის, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი პესიმიზმის ბურუსითაა
დაფარული. თუ მუშაობთ, მაგალითად, თამამად, თქვენზე უზარმაზარი მოთხოვნა
გაჩნდება, რადგანაც ყველას შესანიშნავი განწყობა ექნება თქვენ გვერდით და მალე
სახელგანთქმული გახდებით.

და სანამ მედიტაციას აღვწერ, მოგიყვებით შემთხვევას, რომელიც ინტერნეტში


ამოვიკითხე. ეს იყო ორი გოგოს მიმოწერა, რომელთაგანაც ერთ-ერთი მიღებაზე მოხვდა
„ექსტრასენსების ბრძოლის“ გამარჯვებულ მეჰდისთან. მეჰდი მუსლიმიაა (მუსლიმობა
კი ამ არკანში იმყოფება) და ამ არკანის სიდჰას ფლობს. როდესაც გავიცანი, საკუთარ
თავზე ვიგრძენი ეს.

64
მოკლედ, ერთი გოგო ტრაბახობთა მეორესთან, რომ მიღებაზე იყო მეჰდისთან. და მეორე
ეკითხება:

-და როგორ ჩაიარა ყველაფერმა?

- სუპერ. ყველაფერი მომეწონა.

- დაინახა რამე?

- რა მნიშვნელობა აქვს, ის ხომ ასეთი მაგარია, ასეთი შესანიშნავია...

ამ არკანის ძალით ყველას ეყვარებით, მაშინაც კი, თუ შესაყვარებელი არაფერი გაქვთ.

მედიტაცია არკანზე

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ ეცემა თქვენზე სიბნელის გავლით მზის


სხივები. იგრძენით მისი სინათლე. შემდეგ გაუღიმეთ თვალებით, და თუ სახითაც
მოგინდებათ გაღიმება, ნუ შეიკავებთ თავს. შეინარჩუნეთ მზის შეგრძნება და
თანდათანობით იქეცით ბავშვად. ყველა ფიქრი იმაზე, თუ რა ბრიყვულად
გამოიყურებით გარედან, გამორთეთ. თქვენ ხართ ბავშვი, რომელმაც არაფერი იცის და
მზე უხარია.

თანდათანობით მოდის განწყობა. მიენდეთ მას. დაე, ბოლომდე შეგიპყროთ. შეგიძლიათ


იგრძნოთ იგი, როგორც ერთგვარი შეგრძნება გულმკერდში, ან სადმე სხვაგან.
დააგროვეთ იგი ყურადღების მანათობელ მზეზე შენარჩუნებით. განწყობა კიდევ უფრო
იზრდება, და აი, უკვე სიცილიც გინდათ. გაიცინეთ. მიენდეთ გრძნობას, რომელიც
თქვენთან მოდის. თავით ჩაყვინთეთ მასში.

თვალების გახელის შემდეგ ამ მდგომარეობიდან შეხედეთ სამყაროს. შეიძლება


გაგახაროთ ყველანაირმა „წვრილმანმა“, მაგალითად, ობობამ, რომელიც კედელზე
მიბობღავს. ყველაფერი სიხარულითაა განათებული. თითი რომ განახონ, სიცილით
მოკვდებით. ეს ხომ ასეთი სასაცილო და მხიარულია.

ყველა სურვილი, რომელიც გიჩნდებათ, ამ გრძნობის გაძლიერებისკენ უნდა იყოს


მიმართული. მოგინდათ მეგობრებთან დარეკვა და მათთვის განწყობის გაზიარება? -
დროებით გადადეთ ეს იდეა და კონცენტრირდით თქვენს განწყობაზე. კიდევ, კიდევ და
კიდევ. დაე, მან შიგნიდან აგაფეთქოთ.

მე–19 არკანის სიდჰა

მე–19 არკანის ზებუნებრივ ძალას წარმოადგენს ამ ძალის წყაროების დანახვის, მათი


ჩართვის და მათ დინებაში ცურვის უნარი.
65
ისწავლით რა ამ მდგომარეობაში შესვლას, ყოველთვის აპრაქტიკეთ მისი შენარჩუნება
გახელილი თვალებით და ეძებეთ ამ გრძნობის წყარო გარშემომყოფ ადამიანებში.
მაგალითად, თქვენ გყავთ გამუდმებით მოღუშული მეგობარი, რომელიც არასოდეს
იღიმება. შეხედეთ მას ამ მდგომარეობიდან, და შესაძლოა მასში სიხარულის წყარო
დაინახოთ (იანის თავისუფალი ენერგია), შემდეგ კი ეცადეთ, რომ თქვენი ყურადღებით
გააძლიეროთ იგი. ეს ისე ჩანს, თითქოს შიგნიდან ამოისუნთქავთ თქვენს განწყობას მის
წყაროში. დამიჯერეთ, ვერ შეძლებს, რომ არ გაიღიმოს. და მაშინ მისთვის მზე
გახდებით.

მე–17 არკანი. «ვარსკვლავი». ძალა, რომელიც მაგს ქმნის

ეს არკანი საკმაოდ დაწვრილებით აღვწერე ჩემს პირველ წიგნში. მაგრამ ახლა მინდა სხვა
კუთხით განვიხილო იგი და ყურადღება გავამახვილო ამ ძალის იმ ასპექტებზე,
რომლებსაც წინაზე არ შევეხე.

საერთოდ ამ არკანს ძალზე არასათანადოდ აფასებენ დამწყები ადეპტები. სწავლობენ რა


არკანის მდგომარეობაში შესვლას, ისინი რატომღაც ფიქრობენ, რომ საქმე გაკეთებულია,
და ცდილობენ «აიღონ» უფრო მაღალი არკანები, რადგანაც მათში ბევრი
«გემრიელობებია» დამალული. ავიწყდებათ, რომ სწორედ ეს ძალა აქცევს ადამიანს
მაგად. სწორედ ამ გარდაქმნაზე მინდა ვისაუბრო ამ წიგნში.

66
როგორც მანამდე აღვწერე, ეს არკანი სასიცოცხლო ენერგიაა, სიცოცხლის ძალაა,
რომელიც ყველაფერ ცოცხალში მოძრაობს ჩვენს პლანეტაზე. ამ არკანზე მედიტაციისას
ადეპტი აღწევს შეგრძნებას, რომ მას ავსებს ეს ენერგია. აქ იგი წყვეტს სასიცოცხლო
ძალის კვლევას. და ამაოდ.

მოდით, შევხედოთ სეფიროტის ხეს.

ეს პირველი ჰორიზონტალური არკანია. ასეთი ხეზე სულ სამია - მე–17, მე–9 და მე–4. ეს
ჰორიზონტალური არკანები წარმოადგენენ ერთგვარ საფეხურებს, რომელთა აღების
შემდეგაც ადამიანი ქვემოთ ვარდნის საფრთხეს კარგავს. ესაა სამი ეტაპი, სამი დონე,
სამი საყრდენი, რომლებსაც მაგის ხელდასმებს უწოდებენ.

ხელდასმა არაა მსხვერპლშეწირვის რიტუალი, რომლის დროსაც ვიღაც იდიოტები


პენტაგრამის გარშემო დგანან და შელოცვებს ლათინურად იმეორებენ. ხელდასმა ესაა

67
ცნობიერების ტრანსფორმაცია, პიროვნების ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევს
მას, რომ სამყარო სხვაგვარად დაინახოს. და ეს ახალი ხედვები არ წარმოადგენენ მაგის
ახალ ფილოსოფიას, ან ახალ პარადიგმას, არამედ პრინციპულად ახალი
გაცნობიერებულობაა, რომლის შემდეგაც უწინდებურ ადამიანად ყოფნა შეუძლებელი
ხდება. ასე რომ, ეცადეთ, სწორედ ეს სამი არკანი დაამუშაოთ.

სახელდობრ, რა ახალ ცნობიერებაზეა საუბარი? როდესაც ადამიანის ცნობიერება მე–17


არკანზე დაბალ სიხშირეებზე მუშაობს, იგი ხედავს სამყაროს პრინციპით: «ვარსებობ მე
და არსებობს სამყარო ჩემ გარშემო, და ამას ვერაფერს მოვუხერხებ». ანუ ასეთ ადამიანს
ეჩვენება, რომ იგი სამყაროს შიგნითაა მოთავსებული. უმეტესობა რეალობას სწორედ ასე
აღიქვამს.

მე–17 არკანის დამუშავების შემდეგ ადამიანი იწყებს გაცნობიერებას, რომ სამყარო და


«მე» - ერთნი ვართ. იგი ვერ გრძნობს საკუთარ თავს მის შიგნით ან მის გარეთ. იგი
გრძნობს, რომ ყველა ცოცხალი არსება ერთიანია. იგი გონებით კი არ ხვდება, სწორედაც
რომ შეიგრძნობს ამას. იშლება სხვაობა ტარაკანსა და ადამიანს შორის, რადგანაც ერთიც
და მეორეც ჩართულია სასიცოცხლო ძალის ერთ არხში და იკვებებიან მისგან.

სწორედ აქ წყვეტენ მაგები მეომრად ყოფნას, რადგანაც საბრძოლველი აღარავისთანაა.


თუ ყველაფერი ერთიანია, მაშ რატომ უნდა დავაზიანო ვინმე? რატომ იბრძოლებს ჩემი
მარჯვენა ხელი მარცხენასთან, თუკი ყველაფერი მე ვარ?

ერთხელ «დისქავერის» არხზე გადაცემას ვუყურე, სადაც ამბობდნენ, რომ მეცნიერთა


ჯგუფმა ჯუნგლებში 200 კვადრატული მეტრის ფართობზე ყოველი მილიმეტრი
გამოიკვლიეს. მათ ყოველი მწერი, ყოველი ფოთოლი შეისწავლეს. დასკვნა, რომელიც
მეცნიერებმა გამოიტანეს, იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ტერიტორიაზე შემთხვევითი
აბსოლუტურად არაფერია. ბუნებას აქ ერთი ზედმეტი ჭიაყელაც კი არ განუთავსებია.
ცოცხალი ორგანიზმების ტოტალური სიმბიოზი.

ამგვარად, მაგი გრძნობს ამას, მას არ სჭირდება ამის შესწავლა ხელსაწყოების მეშვეობით.
თუ მაგი ასეთ ტერიტორიაზე აღმოჩნდება, ესეც არ იქნება შემთხვევითობა. იგი
უბრალოდ შეერწყმება ამ სიმბიოზს.

როდესაც მაგი მე–9 არკანის დონეს აღწევს, იგი აცნობიერებს, რომ მთელი გარესამყარო
მისი საკუთარი ილუზიაა. ესაა ის, რაზეც ბუდა საუბრობდა. მაგრამ იგი აცნობიერებდა
ამას, პარადიგმის კი არ სჯეროდა. იგი ხედავს, როგორ იბადება სამყარო მის
ცნობიერებაში, ამიტომ შეუძლია საოცარი ამბები დაატრიალოს გარესამყაროში. მაგია,
რომელსაც დონ ხუანი იყენებდა, სწორედ ისაა, რაც ამ დონეზეა შესაძლებელი.

68
მე–4 არკანში მაგი აცნობიერებს, რომ თავად ისიც საკუთარი თავის ილუზიაა. და თუ
ასეა, შესაძლებელია, საკუთარ თავსაც ის გაუკეთოს, რაც სურს. ამ დონიდან იწყება
მზადება ამაღლებისკენ.

მაგრამ დავუბრუნდეთ მე–17 არკანს. მისი შეგრძნება საკმარისი არაა. სწორედ ამ ძალის
წესებით ცხოვრება იძლევა აღქმის ამ დონეზე ფიქსაციას. და მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ
როგორ უნდა მიაღწიოთ ამას.

მოდი, ჯერ გავიხსენოთ, რა არის მე–17 არკანი. ესაა ყველა ცოცხალი არსების მიერ ჩვენს
სამყაროში შექმნილი ენერგია. თავდაპირველად ენერგია ვარსკვლავისგან
მომდინარეობს, ჩვენს შემთხვევაში - მზისგან. შემდეგ მზის ენერგიას მცენარეები
შეიწოვენ, და ფოტოსინთეზის პროცესში მცენარეები ჟანგბადს გამოყოფენ, რომელიც
პრანას შეიცავს, და ასევე თავის მოდულაციას ამატებენ ამ ენერგეტიკულ არხში.
მცენარეებს ბალახისმჭამელები ჭამენ, ამის ხარჯზე სასიცოცხლო ენერგიის ამ არხში
ერთვებიან და თვითონაც ახდენენ გავლენას თავისი ენერგეტიკით. ეს იზიდავს
მტაცებლებს, რომლებიც ბალახისმჭამელებს ჭამენ. მტაცებლებისა და ადამიანის
სისხლის ვიბრაცია მსგავსია, ამიტომ ადამიანები ამ არხში თავიანთი სისხლის
მიმოქცევის სისტემით არიან ჩართულნი. ჩვენი სისხლი თხევად-კრისტალურ ანტენას
ჰგავს, და ჩვენ შეგვიძლია მისი მეშვეობით ავივსოთ ამ არკანის ენერგიით. სწორედ ეს
პროცესი აღვწერე წინა წიგნში.

ადამიანთა უმეტესობა ცნობიერად არაა ჩართული ამ არხში, და სასიცოცხლო ენერგიას


მეორადი ნედლეულისგან - ცხოველთა ხორცისგან და მცენარეული საკვებისგან იღებენ.

სისხლის მეშვეობით მე–17 არკანში ჩართვით, ჩვენ ვახდენთ ცხოველური ძალის არხის
აქტივაციას და შეგვიძლია ვიგრძნოთ ჩვენი მფარველი ცხოველი. მაგრამ ეს მხოლოდ
ძალების მოზღვავებას გვაძლევს და მეტს არაფერს. და სწორედ ამ არკანის ბუნებრივ
ძალთა სამყაროში კვლევა გვაძლევს ამ ძალის დაგროვების შესაძლებლობას, რაც
მოგვცემს კიდეც ამ დონეზე ფიქსაციას.

როგორ ხდება ეს? გასაღები კარტის ცენტრალურ ფიგურაში იმალება. ეს შიშველი ქალია.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ შიშველი ქალი ტაროში ესაა ინტუიციის მოხმობა, ანუ როგორც მე
ვუწოდებ - ცნობიერების ტვინის მარჯვენა-ნახევარსფეროსეული მდგომარეობა.

პირველ წიგნში მე ვწერდი, რით განსხვავდება მარჯვენა ნახევარსფეროს მდგომარეობა


მარცხენასგან. მარჯვენა აღიქვამს, მარცხენა კი გებულობს აღქმულს. ასე რომ, საჭიროა
გამოვრთოთ ყველანაირი გაგება და ბოლომდე წავიდეთ აღქმაში ყოველგვარი
მსჯელობების გარეშე.

69
არსებობს ინტუიციის ჩართვის მრავალი ტექნიკა, მაგრამ მე მოგცემთ ერთს; იგი ჩემი
აზრით, ყველაზე ეფექტურია ამ არკანთან მიმართებაში.

იყიდეთ მაღაზიაში ყვავილის ქოთანი რაიმე მცენარით. დაიდეთ სახლში თქვენ წინ და
დაიწყეთ მასთან ლაპარაკი. ახლა კი, ყურადღება, ამ პრაქტიკის მიზანი: ისაუბრეთ
მასთან მანამ, სანამ მცენარე არ გიპასუხებთ. ამასთან, ეს პასუხი კი არ უნდა მოიგონოთ,
არამედ უნდა გააცნობიეროთ. მცენარე რაღაცას გეუბნებათ, და თქვენ აცნობიერებთ ამას.
თქვენ მას გაუგებთ, მაგრამ ვერ ხსნით, თუ როგორ უგებთ.

ბევრი ამაზე მეუბნება, რომ გამუდმებით ურთიერთობს მცენარეებთან. მაგრამ ძალიან


ხშირად, ეს საკუთარი თავის მოტყუებაა. რადგანაც მცენარეებს არ ესმით ადამიანის ენა,
თქვენი სიტყვები არანაირ ზეგავლენას არ ახდენენ. მნიშვნელოვანია სწორედ
მდგომარეობა, და იგი სწორედ მარჯვენა ნახევარსფეროსეული უნდა იყოს. არ შემიძლია
ავხსნა, თუ რას წააგავს იგი, მაგრამ ამას სწორედ საუბრით უნდა მიაღწიოთ. ესაუბრეთ
ყვავილს. თავიდან იფიქრებთ იმაზე, რასაც აკეთებთ. ეს ნიშნავს, რომ მარცხენა
ნახევარსფერო ჯერ კიდევ მუშაობს. და სანამ ეს ასეა, პასუხს ვერ გაიგებთ. ესაუბრეთ მას.
თუ გნებავთ უმღერეთ, უცეკვეთ, ლექსები წაუკითხეთ და პანტომიმა შეუსრულეთ.
აკეთეთ რაც გსურთ, მაგრამ თქვენ უნდა გაუგოთ მცენარეს. და როცა მარცხენა
ნახევარსფერო ყველა ვარიანტს გადათვლის, იგი გაითიშება. და მაშინ მცენარეს მართლა
დაელაპარაკებით. სიტყვების გარეშე, აზრების გარეშე, მხოლოდ გრძნობებით.

ეს მდგომარეობა საკვანძოა ამ არკანის პრაქტიკაში. და როდესაც ასე საუბარს ისწავლით


ოთახის მცენარეებთან, შემდეგ სცადეთ, რომ იგივე გააკეთოთ ხეებთან პარკში, შემდეგ
კი ტყეში წადით და მას მოუსმინეთ. ასევე შეგიძლიათ მოუსმინოთ ტბას, ზღვას, ცას,
მთებს. რასაც გნებავთ. ბუნება გრძნობების ენაზე ლაპარაკობს. და იგი გამუდმებით
რაღაცას გვეუბნება. მაგრამ ჩვენ იმდენად გადავეჩვიეთ მის მოსმენას, რომ გასაკვირი
არაა, როცა ახალ ამბებში გვესმის, როგორ დაიღუპა წყალდიდობით ან მიწისძვრით
ათასობით ადამიანი.

ბუნების სამყაროსთან ურთიერთობაში არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმის


გაცნობიერებით, რომ პასუხი გესმით. უფრო და უფრო ღრმად უნდა შეხვიდეთ ამ
სამყაროსთან ურთიერთობაში. სამუშაო უნდა აიღოთ ბუნებისგან. მაგალითად, ტყეში
მისვლისას ჩაერთვებით მასთან ურთიერთობაში და ის გეტყვით, რომ გარკვეულ მხარეს,
გარკვეულ მანძილზე უნდა წახვიდეთ. უცებ გადიხართ ნაგვით სავსე მდელოზე. და
გრძნობთ, რომ ტყე ამის მოშორებას გთხოვთ, რადგანაც თავად ამის გაკეთება არ
შეუძლია. შეასრულეთ მისი მითითება და შემდეგ ჯერზე ამ ტყემ შესაძლოა ძალის
ადგილამდე მიგიყვანოთ და იქ რაღაც საჩუქარი გიბოძოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც
რეალური ძალის საგანი, ასევე ხილვა, ან რაიმე უნარის გაძლიერება. როდესაც მასთან

70
ერთიანობას მიაღწევთ, იგრძნობთ, რომ დღეიდან ეს ტყე გიცავთ, ძალებს აღგიდგენთ
და საჩუქრებს გჩუქნით: გზაზე უამრავი მარწყვი და სოკო გხვდებათ, ჩიტები კი
სერენადებს გიმღერიან.

მინდა მოვიყვანო მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ტყეს დახმარება. „ექსტრასენსების


ბრძოლის“ მეათე სეზონზე დავალება იყო, რომ ტყეში სოკოები უნდა მოეძებნათ. ძალზე
საინტერესო იყო პროექტის მონაწილეებზე დაკვირვება. და ჩემი აზრით, ამ გამოცდაში
ლიოშა პედინმა გაიმარჯვა. დიახ, დიახ, ამ სასაცილო და მხიარულმა ბიჭმა გამოცდილ
ექსტრასენსებს აჯობა. მაგრამ დამსახურება ამაში მას კი არა, თავად ტყეს მიუძღვის.

იმ გამოცდაში იგი მივიდა მდელოსთან, რომელიც საჭმელად ვარგისი სოკოებით იყო


სავსე. სერგეი საფრონოვმა მაშინ განაცხადა, რომ პედინს უბრალოდ გაუმართლა და მან
სოკოებით ერთ ადგილზე გაავსო მთელი კალათა. მაგრამ სწორედ ამაში იყო გამოცდის
მთელი ხიბლი. სკეპტიკოსებმა ვერ შეამჩნიეს, მაგრამ მე დავინახე, როგორ გამოკვება
ტყემ ლიოშა. იგი კეთილი და მიამიტი ბავშვია, და ტყისთვის არანაირ საფრთხეს არ
წარმოადგენდა. თანაც იმ სეზონზე რომელიღაც საწყალი ცხოველის თავის ქალათი
ხელში დარბოდა და ყოველ ჯერზე ხელს იჩხვლეტდა, რომ სისხლი გამოსვლოდა.
ბუნებრივია, ეს საჩვენებელი ილეთი იყო. მაგრამ თავადაც ვერ ხვდებოდა, ისე
ერთვებოდა სისხლით სასიცოცხლო ძალის არხში. ტყემ ეს იგრძნო, უფრო სწორად
იგრძნო პედინის ცნობიერება. და რადგანაც იგი კეთილი იყო, ტყემ გადაწყვიტა
გამოეკვება. ლიოშა კი - დიდი და მსუქანა ბიჭია, მის ორგანიზმს ბევრი ცილა სჭირდება,
ჰოდა მივიდა კიდეც „შემთხვევით“ იქ, სადაც ბევრი სოკო იყო.

აი, იმ სეზონის გამარჯვებულმა, ირანელმა მუჰსენ ნარუზიმ კი, იმ გამოცდაში ბლომად


შხამიანი სოკო მოაგროვა. როგორ ფიქრობთ ეს შემთხვევითია? სულაც არა. ტყე
გაცნობიერებულად ცდილობდა მუჰსენის მოწამვლას. რატომ? პირველ რიგში მუჰსენს
ძალზე ძლიერი ცნობიერება აქვს. და თუ ლიოშა თავისი ვიბრაციებით ზიანს ვერ
მიაყენებდა ტყეს, მუჰსენს თავისი ძალით შეეძლო დაერღვია მისი სიმბიოზი. პლუს, იგი
ირანელია, უცხოტომელი. იგი სხვა ეგრეგორს მიეკუთვნება, და რუსულმა მიწამ მისი
მოშორება მოინდომა.

ეს ძალზე საჩვენებელი მაგალითებია. მაგრამ ამ არკანის ძალის „დანახვის“ სწავლა


ქალაქის პირობებში თითქმის შეუძლებელია. თქვენ შეგიძლიათ, მაქსიმუმ, ცხოველური
ძალის არხი გახსნათ თქვენში, მაგრამ ეს ვერ დაგაფიქსირებთ ამ საფეხურზე. თქვენ
შესაძლოა მე–17 არკანის ზემოდან აიღოთ ძალები, მაგრამ თუ მის ძალას არ შეიცნობთ,
ხელახლა დაბადებისას შესაძლოა ისევ ქვემოთ აღმოჩნდეთ. გინდათ თუ არა ეს,
ერთხელაც მოგიწევთ, რომ მიატოვოთ ქალაქური ცხოვრება, რომ ამ არკანის ძალა

71
გააცნობიეროთ და ბუნებასთან ახლოს იყოთ, რათა ისწავლოთ მისგან. სწორედ იქ ხდება
ადამიანი მე–17 არკანის მაგი.

მინდა მოგიყვეთ ისტორია ერთი ასეთი მაგის შესახებ. ეს ისტორია ჩემი ნაცნობი
ბიზნესმენისგან დაიწყო. ქალაქში, საიდანაც თვითონაა წარმოშობით, მას ჰქონდა ღამის
კლუბი ქალაქის ცენტრში. ეს უძრავი ქონება ყველაზე გემრიელი ლუკმა იყო და
ბუნებრივია, ყველა იბრძოდა მის მოსაპოვებლად: მთავრობიდან დაწყებული
კრიმინალებით დამთავრებული. ჩემი ნაცნობი თავადაც კერკეტი კაკალია, ბევრი
უნახავს და ბევრი გაუვლია, ამიტომ ამ უძრავი ქონების უბრძოლველად დათმობას არ
აპირებდა. და ბრძოლა სიკვდილამდე იყო. ყველა ამ გარჩევის შედეგად იგი მოწამლეს,
თანაც რაღაც საბრძლო შხამით, რომელსაც სპეცსამსახურებში იყენებენ. იგი ნელა
მოქმედებს და მოწამვლის კერა, ისევე როგორც სიმპტომები, მხოლოდ მესამე დღეს
ვლინდება.

და სამი დღის შემდეგ ჩემი ნაცნობი რუსეთის ცენტრალურ გზატკეცილზე თავისი


ავტომობილით მიდიოდა და იგრძნო, რომ ცუდად ხდებოდა. მაშინვე გააჩერა
ავტომობილი. გზატკეცილზე სრულიად მარტო იყო. ყელი გაუსივდა და უკვე ვეღარ
სუნთქავდა. გზაზე ჩამოჯდა და თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა: „აი, როგორ
მოვკვდები“.

ამ დროს იქვე ვიღაც მოხუცმა კაცმა ჩაიარა. ჩემს ნაცნობს შეხედა თუ არა, მაშინვე
უთხრა: „შვილო, შენ ხომ მოგწამლეს“ (ყურადღება მიაქციეთ - „მოგწამლეს“, და არა
„მოწამლული ხარ“). ავადმყოფი ხელში აიყვანა და ტყის სიღრმეში შეათრია. იქ თავისი
ქოხი ჰქონდა, სადაც სამი დღის განმავლობაში რაღაც ბალახების ნახარშით უმკურნალა
ჩემს ნაცნობს და გადაარჩინა.

სანამ ისტორიას განვაგრძობდე, მინდა ხმამაღლა ვიმსჯელო. როგორ მიხვდა ეს მოხუცი


მხოლოდ ერთი შეხედვით ავადმყოფობის მიზეზს და როგორ შეარჩია საჭირო
ბალახები? ეს შხამი იყო, თანაც აფთიაქში მის საწინააღმდეგო ანტი-შხამს ვერ იყიდი.
საავადმყოფოშიც, სანამ ყველა ანალიზს გააკეთებდნენ, ჩემი ნაცნობი მოკვდებოდა.
გახსოვთ ექიმი ჰაუსი? დიაგნოზების გენიოსი. ჰოდა, ამ მოხუცთან შედარებით იგი
არაფერია.

განვაგრძოთ. როცა ჩემი ნაცნობი გამოკეთდა, მკვეთრად გადახედა თავის


შეხედულებებს ცხოვრებაზე. რაღაც დროით ამ მოხუცთან დარჩა, და მან მრავალი რაღაც
ასწავლა. როცა მას შევხვდი, საკუთარ თვალებს ვერ დავუჯერე. ადრე ვიცნობდი,
როგორც თავზეხელაღებულ მეომარს, რომელიც კეტით გაგიტეხდა თავს, მაგრამ ახლა
თითქმის მაგს ვხედავდი, ჯანმრთელობით, სულიერებით და სამყაროს ახალი აღქმით

72
სავსეს. მან მრავალი საოცარი ისტორია მომიყვა იმ მოხუცზე. მაგრამ ყველაზე საოცარი
თავად მოხუცის ისტორია იყო.

ახალგაზრდობაში, როდესაც არმიიდან დაბრუნდა (დაახლოებით 1950-იან წლებში),


სოფელში ცხოვრება გადაწყვიტა. რატომღაც არასოდეს იზიდავდა ქალაქები და
ბუნებასთან ახლოს ერჩივნა ცხოვრება (ეს საკვანძო მომენტია მის ისტორიაში და არ
დაგავიწყდეთ, როცა კითხვას განაგრძობთ). მან ცოლი მოიყვანა და ცოლთან ერთად
რაღაც ახალ დასახლებაში წავიდა. საბჭოთა მთავრობამ მიწა გამოუყო, ასევე გეგმა,
რომლის მიხედვითაც სახლი უნდა აეშენებინა. როცა ეს გეგმა დაინახა, გაოგნდა. ერთი
ადამიანისთვის გამოყოფილი იყო 6 კვადრატული მეტრი, გოჭისთვის კი - 9. შეხედე
ერთი, ადამიანის შვილს - 6, ღორს - 9. მაგრამ გადაწყვიტა არ განერისხებინა მთავრობა,
ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც დაავალეს, თუმცაღა მასშტაბში გაზარდა როგორც
თავისი სახლი, ასევე – საღორე.

შედეგად მისი სახლი ყველაზე დიდი აღმოჩნდა იმ სოფელში. ეს შეუმჩნეველი ვერ


დარჩებოდა, და ბრბომ სხვადასხვა სისაძაგლეების კეთება დაიწყო. ხან ზურგსუკან
ლაპარაკობდნენ, ხან ჭორებს უყრიდნენ. მას არ უყვარდა ბრძოლა, კეთილი იყო
ბუნებით და ცოლს შესთავაზა, რომ წასულიყვნენ იქიდან. ქვეყანა დიდია, კიდევ
ვიპოვით ლამაზ კუთხესო. ცოლმა უარი უთხრა. იგი მიეჩვია ამ სახლს და არ უნდოდა
მისი დატოვება. მაშინ კაცი ადგა და წავიდა, ცოლი და უკვე დაბადებული შვილები კი
მიატოვა.

ცოლი მეორედ მოიყვანა და მშვენიერი სოფელი იპოვა სადღაც, რუსეთის ცენტრში.


ყოველთვის ოცნებობდა, რომ სკები ჰქონოდა ფუტკრის მოსაშენებლად. ეს მეზობლებს
არ მოეწონათ და დაიწყო იგივე ისტორია ჭორებით და აგრესიული შემოტევებით. მას
კვლავაც არ სურდა მათთან შებრძოლება, ამიტომ ტყეში მიდიოდა ხოლმე. ყოველდღე
უფრო და უფრო შორს სეირნობდა, და სახლისგან 40 კილომეტრის მოშორებით
ნახევრად დანგრეულ ქოხს მიაგნო, იქვე წყაროც იყო, გარშემო კი ველური ბუნება. ამან
ისეთი შთაგონება მისცა, რომ სახლში დაბრუნებულმა, მაშინვე შესთავაზა ცოლს, რომ იმ
ქოხში წასულიყვნენ საცხოვრებლად. რაში გვჭირდება კიდევ ვიღაც? მიწა გამოგვკვებავს.
მაგრამ ამ ცოლმაც ვერ გარისკა სახლის დატოვება. მაშინ, როგორც უკვე მიხვდით, ადგა
და წავიდა და მარტო დაიწყო ცხოვრება.

იმაზე, თუ როგორ ისწავლა მცენარეთა ძალის ხედვა, ისტორია დუმს, მაგრამ


დარწმუნებული ვარ, რომ მას თავად ბუნებამ ასწავლა. ყველა ვერ შეძლებს მასავით
განდეგილად ცხოვრებას. ჩვეულებრივი ადამიანი, თუკი ჩვეული გასართობები არ
ექნება წიგნების ან ტელევიზორის სახით, უბრალოდ ჭკუიდან შეიშლება მარტოობაში.

73
მაგრამ რადგანაც ამ მოხუცს ბუნება უყვარდა, მაშინვე დაიწყო მისი კვლევა. პლუს,
როგორღაც უნდა გადარჩენილიყო. და ბუნებამაც ასწავლა.

მე ყოველთვის ვფიქრობდი, საიდან გაჩნდა ეს ხალხური რეცეპტები? ისინი ხომ ღრმა


წარსულიდან მოვიდნენ, იმ დროს კი ლაბორატორიები არ იყო. ცდების და შეცდომების
მეთოდს გამოვრიცხავ, რადგანაც ადამიანები სულელები არ არიან, რომ ყველაფერი
პირში გაიქანონ. ვფიქრობ, რომ ადრე არ იყო ის საგნები, რასაც ყურადღება მიჰქონდა,
იგივე ინტერნეტი, და ადამიანებს ბევრი თავისუფალი ყურადღება ჰქონდათ, რათა
სამყაროს დაკვირვებოდნენ. იმ დროში ბუნებას არ აბინძურებდნენ ქარხნები და
ფაბრიკები. იგი ველური იყო, როგორიც უნდა იყოს კიდეც. და ადამიანები მასთან
ჰარმონიულად ცხოვრებას სწავლობდნენ. აქედან მოდის ბუნების სხვადასხვა
ღმერთებიც, როგორც მაგალითად პოსეიდონი - ზღვების მბრძანებელი, და ზევსი - ცის
მბრძანებელი. ისინი იმ ბუნებრივ ძალთა ცნობიერების განსახიერებას წარმოადგენენ,
რომლებთანაც საუბარიც შეიძლება.

მე–17 არკანი ბუნებაში ცხოვრებას ასწავლის. თქვენ შეგიძლიათ შესანიშნავი მკურნალი,


ექიმბაში, მხედველი (აქ ექსტრასენსორიკაცაა) გახდეთ, და რაც ყველაზე მთავარია,
ყოველთვის ჯანმრთელი იქნებით.

ქალაქები არაბუნებრივი საცხოვრებელია ადამიანებისთვის. ეს ერთმა ექსპერიმენტმა


დაამტკიცა. მეცნიერებს კითხვა გაუჩნდათ, რატომაა ადამიანი ერთადეთი ცოცხალი
არსება, რომელიც თავის მსგავს არსებებს უმიზეზოდ კლავს? სხვა სახეობებს აქვთ
მიზეზი, ადამიანის სახეობა კი რაღაცნაირად ვერ ჯდება სამყაროს ბიოლოგიაში. და
ჩაატარეს ექსპერიმენტი მაიმუნებზე. ისინი მათთვის არაბუნებრივ გარემოში მოათავსეს.
და რაღაც დროის შემდეგ უმიზეზოდ დაიწყეს ერთმანეთის ხოცვა.

ჯანმრთელობა შეუძლებელია ბუნებასთან კონტაქტის გარეშე. ქალაქებში მე–15 არკანის


კანონები მოქმედებენ, რომლებიც ადამიანის სასიცოცხლო ძალებს ამცირებენ.
სასიცოცხლო ძალის საიდუმლოებებს ვერ მიიღებთ წიგნებიდან ან
მედინსტიტუტებიდან. ერთადერთი საშუალებაა, გახდეთ ბუნების ნაწილი.
გამოიკვლიეთ იგი მისივე კანონებით, და ისიც შეგცვლით თქვენ, თანაც ყველა თავის
საიდუმლოს გასწავლით. სწორედ ესაა მე–17 არკანი. სწორედ მისი შესაბამისი ძალა
აქცევს ადამიანს მაგად.

და ეს ყველამ ვიცით ინტუიტიურად. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხსნა ფილმმა


„ავატარმა“ ამხელა ფული? სპეცეფექტების გამო? არა. იქ ნაჩვენებია ბუნებასთან
ჰარმონიულად ცხოვრება, სადაც ცხოველებს საჭიროების გარეშე არ კლავენ, სადაც
ყველა ცხოვრობს ყველა ცოცხალი არსების დედასთან თანხმობაში. აღიარეთ, როცა ამ
ფილმს უყურებდით, თქვენც გინდოდათ ასე ცხოვრება. თქვენც გსურდათ ბუნების
74
ნაწილად ყოფნა. ხოლო თუ ფიქრობთ, რომ ამ ფილმის წარმატება მაინც სპეცეფექტებზე
იყო დამოკიდებული, მაშინ შეხედეთ ამ წლის ოსკარების გადაცემის ცერემონიას. ყველა
ძირითადი ოსკარი აიღო ფილმმა „ქარიშხლის მბრძანებელი“ - ერაყის ომის შესახებ. და
ყველამ იცოდა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო, და არა კინოს ავტორთა
მაღალი ხელოვნების შედეგი. რატომ? მე–15 არკანი.

მე–17 არკანის პრაქტიკა

შედით მარჯვენა ნახევარსფეროს მდგომარეობაში მცენარესთან საუბრის გზით. ყოველ


ჯერზე ისწავლეთ უფრო და უფრო ღრმად შესვლა. ისწავლეთ გარშემო ყველაფერ
ცოცხალთან საუბარი. წადით უფრო და უფრო შორს ველურ ბუნებაში. ისწავლეთ
მასთან ურთიერთობა და მისი განწყობის დანახვა. ისწავლეთ ბუნებისგან. როგორც კი
უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს, დარჩით ღამით ტყეში ან მთებში. არ
დაიძინოთ. აპრაქტიკეთ ურთიერთობა. იგრძენით ცხოვრება. გამოიკვლიეთ იგი.

მე–17 არკანის სიდჰა

ამ არკანის სიდჰას წარმოადგენს ექსტრასენსორიკა. მაგრამ არა ისეთი, როგორსაც


ტელევიზორში გიჩვენებენ. თქვენ „ისწავლით“ ცხოვრების ხედვას. და, როდესაც
ადამიანის სასიცოცხლო ენერგიას დაინახავთ, მასთან საუბარს შეძლებთ და გაიგებთ,
რითაა ავად ეს ადამიანი. ცხოველები, მცენარეები და ქვებიც კი თქვენი გამტარები
იქნებიან სასიცოცხლო ძალის სამყაროში. ამ ძალას ნებისმიერ პროცესში დაინახავთ.
მაგალითად, შეძლებთ, რომ შესანიშნავი კონსულტანტი გახდეთ ბიზნესში. ამ სიდჰას
წყალობით, როგორც კი შეხედავთ რაიმე პროექტს, შეძლებთ თქვათ, იცოცხლებს თუ არა
იგი. როგორ? ამას უბრალოდ იგრძნობთ.

თქვენ ისწავლით ცოცხალ ფორმათა სიმბიოზის ხედვას. დაინახავთ, რომელი მცენარე


აძლევს ადამიანს ძალას, და რომელი ართმევს. ახლა, საკმარისია ბაღში გარკვეული
მცენარეები დარგოთ და ყოველთვის არაჩვეულებრივი მოსავალი გექნებათ. და თქვენ
იცით, რომ თუ გარკვეულ მცენარეებთან გექნებათ ურთიერთობა, თქვენი ფინანსები
გაიზრდება? გეცოდინებათ.

თქვენ არ დაიკარგებით ტყეში, თავს არ დაგესხმებათ დათვი, და არასოდეს


აღმოჩნდებით ბუნებრივი კატაკლიზმის შემთხვევითი მსხვერპლი. ბუნება გასწავლით
ამ ყველაფერს. ძალები, რომლებიც ამ არკანში იმალება, ჭეშმარიტად გრანდიოზულია.

მხოლოდ ამ არკანის წვდომის შემდეგ შეუძლია ადამიანს იწოდებოდეს მაგად. რადგანაც


სწორედ ამ კანონების ცოდნაა ის, რაც მაგს ადამიანისგან განასხვავებს.

75
მე–15 არკანი. „ეშმაკი“. კავშირების ძალა

როდესაც ნეოფიტი სეფიროტულ მაგიას ეცნობა, ძალიან მალე მას იზიდავს მე–15
არკანი. ამ არკანზე ძალიან ბევრის მოყოლა შეიძლება, და იგი ძალიან ბევრ რამეს
აკონტროლებს, მაგრამ ყველაზე ხშირად ნეოფიტის ყურადღება მიჯაჭვულია ამ არკანის
ყველაზე ცნობილ ნაწილზე - ფულზე.

ამ ძალის მიზიდულობა დაკავშირებულია ასევე იმასთანაც, რომ ადამიანი, რომელსაც ამ


ძალის თავის თავში გატარება შეუძლია, ამ არკანის სიდჰას ღებულობს, რომელიც ჟღერს,
როგორც „სასურველის მიღება“. ანუ თუ 21-ე არკანში ჩვენ ვღებულობდით, რასაც
გვაძლევდნენ, აქ უკვე თავად შეგვიძლია ავიღოთ, რაც გვსურს. მაცდუნებელია არა?

მაგრამ მოდით, ჯერ განვიხილოთ ამ არკანის ძალა, და შევეცადოთ გავიგოთ, თუ როგორ


მუშაობს იგი. ეს არკანი მართავს კავშირების პრინციპს. ანუ ყველაფერი, რაც
დაკავშირებულია რაიმესთან, ამ ენერგიის თვისებით იმართება. და რას ნიშნავს
კავშირი? კავშირი ესაა ორი ან მეტი ობიექტის ერთმანეთისადმი მიზიდულობის ძალა.
შეხედეთ რომელიმე საგანს. რატომაა ეს საგანი მუდმივი დროში და რატომ არ იშლება?
ჩვენ ვიცით, რომ მატერია შედგება მოლეკულებისგან, ისინი კი თავის მხრივ შედგებიან
ატომებისგან, ელემენტარული ნაწილაკებისგან. ყოველ ნაწილაკს გააჩნია დადებითი ან
უარყოფითი მუხტი, რაც თავის მხრივ განაპირობებს ნაწილაკის მოძრაობას, ხოლო მათი
მასა ქმნის მიზიდულობის ძალას. გამოდის, რომ მოლეკულები გამუდმებით
76
მიიზიდებიან ერთმანეთისკენ და კავშირებს ქმნიან. სწორედ ამ პრინციპს მართავს მე–15
არკანი.

ჩვენ დაკავშირებულნი ვართ სხვა ობიექტებთან არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ


ფსიქოლოგიურადაც. მაგალითად, ოჯახის წევრები უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე უცხო
ადამიანები, რადგანაც ჩვენ შორის უფრო მეტი კავშირია. როცა დედა საბავშვო ბაღში
მიდის ბავშვის წასაყვანად, მას თავისი მიჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ საბავშო ბაღში
შესაძლოა უფრო ლამაზი და ჭკვიანი ბავშვებიც იყვნენ. მაგრამ კავშირების ძალა თავისას
აკეთებს.

კავშირი ბევრად უფრო რთული თემაა, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს.
მაგალითად ის, რომ საკუთარ თავს ადამიანებად ვთვლით, ესეც კავშირის ეფექტია.
ჩვენს ცნობიერებაში არსებობს ადამიანის ხატ-სახე, და ჩვენ დაკავშირებულნი ვართ
მასთან. მაგიდას მაგიდად ვთვლით, რადგანაც ჩვენი ცნობიერება მიჯაჭვულია იდეაზე,
რომ ეს მაგიდაა და არა სკამი. ხე - ხეა, მზე - მზეა, კატა კი - კატაა. თუმცაღა არ არსებობს
არანაირი მტკიცებულება, რომ კატა ისაა, რასაც კატის ქვეშ მოვიაზრებთ. მაგრამ
არსებობს ხატ-სახე, და ჩვენი აზროვნება მყარადაა მასზე მიბმული. ეს მექანიზმი
გვეხმარება ერთის მეორისგან გარჩევაში, და ამ ყველაფერს მე–15 არკანის ძალა მართავს.

როდესაც სამყაროს შევიმეცნებთ, თანდათანობით ქსელში ვიხლართებით, კავშირების


სისტემაში, რომელიც არსებობს იმ მოლაპარაკებაში, რომლის ფარგლებშიც შევიცნობთ
სამყაროს. ისე, რომ თავადაც არ გვინდა, ვსწავლობთ კავშირთა ამ სისტემის ფლობას და
ვაკოპირებთ საკუთარი თავისთვის. მაგრამ ამ კავშირების მართვის ჩვენი სწავლება
შეზღუდულია ჩვენ მიერ ამ ენერგიის გატარების უნარით. სხვა სიტყვებით, ჩვენი
ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ჩვენ ვეჯაჭვებით სხვადასხვა კავშირებს, და იმისთვის
რომ შევინარჩუნოთ ისინი, ჩვენში ამ ძალის რაღაც ნაწილი გამუდმებით იხარჯება. ასე
ვქმნით ჩვენ გარშემო სტაბილურობას სტაბილური კავშირების ხარჯზე. აქედანაა, რომ
როდესაც ადამიანი ამა თუ იმ მიზეზით ენერგიას კარგავს, მას შეუძლია დაწყევლოს
ნათესავები, საკუთარი ოცნებები და მიზნები, და დეპრესიაში ჩავარდეს. ანუ მას
უბრალოდ არ ჰყოფნის ძალები, რომ შეინარჩუნოს კავშირთა ის სისტემა, რომელსაც
ებღაუჭებოდა.

იგივე მოქმედებს ინტელექტზეც. ადამიანი უფრო პრიმიტიული აზროვნებით


(რომელიც მილიონობით ერთმანეთთან დაკავშირებული ხატ-სახეებისგან შედგება),
წმინდა წერილებს ბუკვალურად გაიგებს. მაგალითად ბევრს სჯერა, რომ როდესაც
სამოთხეში მოხვდება, ღრუბლებში ისეირნებს. მე მართლა შემხვედრია ასეთი
ადამიანები და ისინი მთელი ძალით იცავდნენ თავიანთ რწმენას ამისადმი. მათი
გონების ძალა საკმარისი არაა უფრო რთული მატრიცისთვის.

77
აი, სხვა შემთხვევა, რომლის მოწმეც თავად გახლდით. ჯარში წასვლის წინ სამედიცინო
კომისიაზე ფსიქოლოგიურ ტესტს ვაბარებდი. ჩემ გვერდით იჯდა ბიჭი, რომელსაც
ბალახის მოწევა უყვარდა. აშკარა იყო, რომ დიდი ხანია ცდილობდა ერთი გრაფიკული
ტესტის ამოხსნას და არ გამოსდიოდა. და მაშინ ფსიქოლოგმა გადაწყვიტა
გასაუბრებოდა. სხვადასხვა ანდაზებს უყვებოდა და სთხოვდა, რომ აეხსნა ისინი. და
როდესაც ჰკითხა, როგორ გებულობდა გამოთქმას „ერთი მდელოს მარწყვი“ (Одного
поля ягода), მან უპასუხა:

- ნუ, აქ ყველაფერი ნათელია. მიდიხარ მდელოზე, და იქ ერთი მარწყვია.

ეს ბიჭი ჯარში არ წაიყვანეს.

ჩვენ ყველას გვაქვს ამ ძალის რაღაც ნაწილი, რის ხარჯზეც ვიჯაჭვავთ საკუთარ თავზე
სამყაროს ამა თუ იმ მოვლენას. მაგრამ ამ ძალის გამტარობა შეზღუდული გვაქვს.
წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ამ არკანის ძალის გამტარობის ძალა ენერგიის 50 ერთეულია.
დავუშვათ, მათგან 10-ს ნათესავებზე ვხარჯავთ, კიდევ 10-ს – აზროვნებაზე, ცოტას
სამსახურზე და ფულის შოვნაზე, ცოტას მტრებზე ან მეგობრებზე, გრძნობებზე და
რეაქციებზე, სურვილებზე და მოქმედებებზე. და აი, ჩვენ დაგვჩა თავისუფალი ენერგიის
ორი-სამი ერთეული, რომლის მეშვეობითაც ჩვენი ყურადღების კონცენტრაციას
ვახდენთ, მაგალითად, ამ წიგნის კითხვაზე. მორჩა. ენერგია აღარაა. ეს ნიშნავს, რომ
ჩვენი ცხოვრების შეცვლა ისე, როგორც გვინდა, უკვე აღარ შეგვიძლია. მთელი
არსებული ძალა იხარჯება უკვე არსებული ძალების შენარჩუნებაზე, ახალისთვის კი
ძალები არ გვყოფნის. სწორედ ამ მიზეზის გამოა, რომ ბევრს ძალიან სტაბილური
ცხოვრება აქვს. მაგრამ როგორც წესი, ეს სტაბილური ჯოჯოხეთი და კოშმარია, ხოლო
იმას, რისი მიღწევაც ადამიანს უნდა, ვერ აღწევს. გასაკვირი არაა, რატომ უნდა დამწყებ
ადეპტს ამ არკანის ძალის გამოყენება.

მაგს, რომელიც ამ ენერგიას ფლობს, უზარმაზარი უპირატესობა გააჩნია სხვა


ადამიანებთან შედარებით. გამოიმუშავებს რა ამ არკანის ძალის ძლიერ გამტარობას, იგი
ღებულობს უნარს, რომ ეს ენერგია სამყაროს ნებისმიერ ნაწილზე მიმართოს, და თუ
ენერგია საკმარისია, საკუთარი თავისკენ მიიჯაჭვავს მას. მაგალითად, მაგს მოსწონს
გოგო. გააჩნია რა ამ ძალის საკმარისი რაოდენობა, იგი პოულობს გოგოს მგრძნობიარე
სფეროს და მისკენ წარმართავს ამ ძალას. გოგოს ძლიერი მიზიდულობა უჩნდება ამ
მაგისადმი. თუ მაგი ამას ანაჰატას ან ვიშუდჰას დონეზე გააკეთებს, მაშინ გოგო მისადმი
ამაღლებულ გრძნობებს განიცდის. აქედანაა ხალხის სიყვარული მღვდლებისადმი,
გასხივოსნებულებისადმი და მაღალი სულიერი დონის ადამიანებისადმი (მათი
ფიქსაციის წერტილი ვიშუდჰაზეა). თუ მაგს განზრახვა სვადჰისთჰანას ვიბრაციის
დონეზე აქვს, გოგო სექსუალურ ლტოლვას განიცდის. საქმე იმაშია, თუ რა სჭირდება

78
მაგს. ეს არაა სასიყვარულო ჯადო (Приворот), თუმცა სწორედ ამ ენერგიაზე კეთდება ეს
ჯადოც.

როცა ეს იცის, ნეოფიტს იმედი აქვს, რომ თუ ამ ძალის თავის პოტენციალს გაზრდის,
საკუთარ ცხოვრებაში ყველაფერს მოიზიდავს, რაც კი მოუნდება. და აი, იგი
გულმოდგინედ აპრაქტიკებს ამ არკანს. დრო გადის, და იგი გაკვირვებული აღმოაჩენს,
რომ სასურველის ნაცვლად უფრო და უფრო მეტად იღებს იმას, რაშიც მისი ცნობიერება
ჩაეფლო. არც ფული, არც სიყვარული, არამედ მხოლოდ პრობლემები. რატომ ხდება ასე?

წარმოიდგინეთ, რომ თქვენგან ასობით უხილავი ძაფი გადის, როგორც მილები,


რომლებშიც ენერგია მიედინება. ისინი გაკავშირებენ ყველაფერთან, რაც თქვენს
მოლაპარაკებაში არსებობს. ამ არკანის გამტარობის ძალის გაზრდის შემთხვევაში
თქვენი არსებული კავშირები მხოლოდ ძლიერდებიან. ნათესავები კიდევ უფრო მეტად
გაჯდებიან კისერზე, სამსახურში უფრო მეტ დავალებებს გაძლევენ, ხოლო თუ ვიღაც
გაბრაზებდათ, ამ მომენტიდან ურთიერთობები უფრო აგრესიულ ხასიათს მიიღებენ.
ანუ ყველაფერი, რაც მიიღეთ, იგივეა, ოღონდ რამდენჯერმე უფრო გაძლიერებული.

მაგებმა იციან ეს. ამიტომაც პირველ რიგში ისინი წყვეტენ, კავშირების რა სისტემა
სჭირდებათ. თუ მათ სამყაროში არიან ისეთები, ვინც ქვემოთკენ ქაჩავს, მოიჭრიან
მსგავს კავშირებს. შესაძლოა მსგავსმა მოქმედებებმა იმ ადამიანების დაღუპვაც კი
გამოიწვიოს, რომლებიც თავიანთი მოლაპარაკებიდან მოხსნეს, მაგრამ სხვაგვარად
შეუძლებელია. აზრი არ აქვს წყლის ჩასხმას ნახვრეტებიან ვედროში. თავიდან
პრობლემური სფეროები უნდა გამოასწოროთ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა
გააძლიეროთ თქვენი ძალა.

როცა ამას ჩემს სემინარებზე ვყვები, ბევრი მეკითხება, როგორ მოიქცეს, თუკი ისინი,
ვინც შენს ენერგიას ჭამენ - ყველაზე ახლობლები, მაგალითად მშობლები არიან?

ხალხნო, საიდან გაქვთ ასეთი სისხლისმსმელი ბუნება? რატომ გინდათ, რომ ყველაზე
წმინდას მიაყენოთ დარტყმა? ნუთუ კავშირთა თქვენს სისტემაში არ არის სხვა
რაღაცეები, რისგანაც უნდა გათავისუფლდეთ? დააკვირდით თქვენს აზრებს. იქ უამრავი
პარაზიტი ხატ-სახეა. მოიშორეთ ისინი. შემდეგ მიხედეთ ჩვევებს, შემდეგ რეაქციებს,
ემოციებს, მოქმედებებს. ნუთუ იქ არ გაქვთ ნაგავი? რამდენიც გნებავთ! გაანადგურეთ
ისინი, და უფრო ადვილად ისუნთქებთ.

იმის ნაცვლად, რომ საღამოს სავარძელში წამოწვეთ და სერიალს უყუროთ, გააკეთეთ


რაღაც სასარგებლო. შეცვალეთ სერიალთან კავშირი სპორტთან კავშირით. შემდეგ კი
ეძებეთ ახალი და ახალი პარაზიტი კავშირები და მოიჭერით ისინი. აი, რისგან უნდა
დაიწყოთ. ეს იქამდე მიგიყვანთ, რომ ახლობლები შეიცვლიან თქვენდამი განწყობას და

79
უფრო მეტ პატივს გცემენ. რატომ? იმიტომ, რომ თუკი ნაგავს საკუთარ თავზე მუშაობით
ჩაანაცვლებთ, უფრო მეტ ძალას დააგროვებთ ნებისყოფის და საკუთარი თავის
პატივისცემის სახით. თქვენგან ეს ენერგია ახლობლებზე გადავა, და სხვა გზა არ
დარჩებათ გარდა იმისა, რომ სხვა კუთხით შემოგხედონ. ახლა გასაგები ხდება სხვა
გამონათქვამიც: „შეიყვარე ჯერ საკუთარი თავი, და შემდეგ მთელი სამყარო
შეგიყვარებს“.

თქვენ თავად წყვეტთ, როგორი წესრიგი გჭირდებათ თქვენი კავშირების სისტემაში. თუ


ფულზე ოცნებობთ, მაშინ ისეთი ადამიანები, საგნები, წიგნები, ტანსაცმელი, ჩვევები,
აზრები და სხვა ყველაფერი უნდა გაჩნდეს თქვენ გარშემო, რაც ამ მოლაპარაკებას
შეესაბამება.

მაგი კი კავშირთა სისტემას სამყაროს მაგიური სურათის შესაბამისად განალაგებს. მაგი -


ძალაზე მონადირეა, ამიტომ იგი თავის ცხოვრებას ვარჯიშებს უძღვნის, და ისეთ
რაღაცეებს ამრავლებს თავის გარემოცვაში, რასაც მისთვის ცოდნის გახსნა შეუძლია,
პირადი ძალის გაზრდაში ეხმარება. იგი მოთმინებით ელოდება და ნაბიჯ-ნაბიჯ
მოჰყავს თავისი შინაგანი სამყარო მკაფიო სისტემაში, სადაც ადგილს არ უტოვებს
არაფერს ისეთს, რაც ადამიანთა უმეტესობისთვის ოცნების ზღვარია. თავიდან იგი
წმენდს საკუთარ თავს, შემდეგ საჭირო კავშრებს ქმნის ამ სამყაროს ძალებთან და
ემსახურება მათ, სწავლობს რა ახალ და ახალ ცოდნას. მხოლოდ ასე შეძლებს, რომ
გაიაროს თავისი ბედი, როგორიც არ უნდა იყოს იგი.

გლიფების მნიშვნელობა

შევუდგეთ გლიფების გაშიფვრას.

კარტზე გამოსახულია ღვთაება ადამიანის სხეულით და თხის თავით. მთელი თავისი


წონით იგი აწვება ქვას, რომელზეც ჯაჭვით არიან მიბმულნი შიშველი ქალი და მამაკაცი
კუდებით. ერთ ხელში ბაფომეტს (ეს მოცემული ღვთაების სახელია) ჩირაღდანი
უჭირავს და მამაკაცს უკიდებს კუდზე, მეორე ხელით კი მისალმების ჟესტს აკეთებს. მას
გაშლილი აქვს ღამურას ფრთები. რქებს შორის დახატულია ამოტრიალებული
პენტაგრამა. ქალის კუდის ბოლოში ყურძნის მტევანია. კარტის ფონი შავია.

კარტის ფონი. შავი ფონი მიუთითებს დღე-ღამის იმ დროზე, როდესაც არკანს


მაქსიმალური ძალა გააჩნია. ანუ ღამეზე.

ღამურას ფრთები. ღამურაც ასევე ღამის არსებაა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჯობია
დღე-ღამის ბნელი დრო გამოვიყენოთ არკანში შესვლისთვის. ფრთები გაშლილია, რაც
ნიშნავს, რომ ჩვენი ცნობიერება უნდა გავაფართოოთ. სხვა სიტყვებით, ვიყოთ

80
საუკეთესო სამუშაო მდგომარეობაში (იმ განზომილებების რაოდენობა, რომელსაც ჩვენი
ცნობიერება აღიქვამს).

ქვა. ესაა მატერია, ხატ-სახე, ფორმა, რომელზეც მიჯაჭვულნი ვართ.

შიშველი ფიგურები. როგორც გვახსოვს, ადამიანის შიშველი ფიგურები მეტყველებენ


ჩვენი აზროვნების ტიპზე. მამაკაცური - ანალიზზე, ქალური - ინტუიციაზე. ისინი
ორივენი ქვაზე არიან მიჯაჭვულნი, ანუ ჩვენი ცნობიერება მიჯაჭვულია გარკვეულ
ფორმაზე.

ბაფომეტი. ამ ძალის ცნობიერების სიმბოლო. მისი წონა მის მძლავრ ძალაზე


მეტყველებს.

თხის თავი. თხა უტვინო ცხოველია. ე.ი. საქმე ეხება იმას, რომ ეს უტვინო ძალაა, ანუ
ძალა ყოველგვარი ნატიფი ნიუანსების გარეშე. ეს თოვლის მეწყერის ძალას ჰგავს. მას არ
აინტერესებს, თუ რა შემოხვდება გზაზე. და მას არ გააჩნია არანაირი კონკრეტული
მიზანი. ის უბრალოდ ძალაა.

მისალმების ჟესტი. ესაა მიზიდულობის ის გრძნობა, რომელსაც ადამიანი განიცდის,


როცა რაღაც უნდა. ბაფომეტი თითქოს თავისკენ გვიწვევს, გვნუსხავს. როცა მიდიხართ
მაღაზიაში და ხედავთ რაიმეს, რისი ყიდვაც გსურთ, ეს ბაფომეტის მოსალმებაა.

მამაკაცის კუდი. აქ ბაფომეტი კუდს ჩირაღდნით წვავს. კუდი კუდუსუნიდან გამოდის,


იქ კი ჩვენ მულადჰარა ჩაკრა გვაქვს. მასშია ჩვენი სიცოცხლისუნარიანობა, ფიზიკური
სხეულის ენერგია. ასე სიმბოლურად ნათქვამია, რომ კავშირთა სისტემის
შენარჩუნებისთვის სასიცოცხლო ენერგიით ვიხდით. სიცოცხლისუნარიანობა
მცირდება, სხეული უფრო მალე ცვდება.

ქალის კუდი. ქალის კუდზე მიხატულია ყურძნის მტევანი. ესაა მინიშნება ნაყოფზე. ანუ
ეს ენერგიები დაფეხმძიმების შანსებს ზრდიან.

ამობრუნებული ვარსკვლავი. პენტაგრამა წარმოადგენს ადამიანის, არსების სიმბოლოს,


რომელიც ხუთი სტიქიისგან შედგება. ამოტრიალებული პენტაგრამა მეტყველებს იმაზე,
რომ ადამიანი ამ არხით ქვემოთკენ ეშვება რათა დაიბადოს. ამ ენერგიის მეშვეობით ჩვენ
ადამიანის სულს ნაყოფისკენ ვიწვევთ.

ბაფომეტის რქები. ისინი ორი ნახევარსფეროს სიმბოლოს წარმოადგენენ და ანტენის


როლს ასრულებენ. ანუ რაშიც ვართ ჩართულები, იმას ვატარებთ საკუთარ თავში და
კავშირს ვქმნით მასთან.

როგორ ხდება ამ არკანზე მუშაობა?

81
პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს, ესაა „აქ და ახლა ყოფნის“ მდგომარეობა. მე–15 არკანი
დაკავშირებულია აწმყო დროსთან, თანაც ყველაზე აწმყოსთან. სხვა სიტყვებით, თუკი
პრაქტიკის დროს იფიქრებთ იმაზე, რომ მოცემული კავშირი დივიდენდებს მოგიტანთ,
მაშინ არაფერი გამოგივათ. მხოლოდ აწმყო დროის ტოტალურობა.

შემდეგ მაგი აფართოებს თავის ცნობიერებას. რადგანაც ეს არკანი ცეცხლის სტიქიას


უკავშირდება, ცეცხლი კი ძალაა (სიმძლავრეა), მაგი აწმყო მომენტში აგროვებს მთელ
თავის ძალას. სხვა სიტყვებით, ცნობიერების გაფართოება გამოიყურება, როგორც
ყურადღების ზე-მძლავრი კონცენტრაცია. აქედანაა ღამეც. ღამით სამყაროს ძინავს,
შესაბამისად არაფერი გვაცდენს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ დღისით ჩართული
ტელევიზორის ხმა ბევრად უფრო ხმამაღლა ჟღერს ღამით, მიუხედავად იმისა, რომ ხმა
არ აგიწევიათ. ეს იგივე პრინციპია.

შემდეგ მაგი განეწყობა სასურველ ობიექტზე (ბაფომეტის რქები), შემდეგ კი მთელი


თავისი ძალით (ბაფომეტის სხეულის წონა) კონცენტრირდება ამ ობიექტთან კავშირის
შეგრძნებამდე. კავშირი შესაძლებელია მიღწეულ იქნას აზროვნების ორი ტიპით.

მამაკაცური ტიპი - ესაა კავშირი, შექმნილი იმის ხარჯზე, რომ თქვენ გაეცით ენერგია
(იანის პრინციპი), ანუ მუშაობა „საკუთარი თავისგან“. ეს გამოიყურება, როგორც
კავშირის შექმნის განზრახვა. ქალური ტიპი - ესაა კავშირი „საკუთარ თავისკენ“
მიზიდვის პრინციპით (ინის პრინციპი). ეს გამოიყურება, როგორც ობიექტის შეწოვა
საკუთარი ცნობიერებით.

როგორ ეხმარება ეს ენერგია ბავშვის ჩასახვაში? თუ სქესობრივი აქტის დროს ქალისა და


მამაკაცის ენერგიის კონცენტრაცია მხოლოდ ქვედა ჩაკრებზე ხდება, მაშინ სექსუალურ
კავშირს შეუძლია დაბადებისთვის მზადმყოფი სული მოიზიდოს. ეს გამოიყურება ასე,
რომ ეაკულაციის მომენტში მამაკაცური სექსუალური ენერგია აძლიერებს სიმძლავრეს
ქალის საშვილოსნოში, საიდანაც გამოდის მიტაცების სხივი (ენერგეტიკული საცეცი,
რითაც ქალს შეუძლია მიიზიდოს მამაკაცი, ბავშვი, ფული ან სხვა ნებისმიერი რამე). ამ
სხივის სიმძლავრე დამოკიდებულია მამაკაცურ ძალაზე. თუ ამ სხივში სული ხვდება,
იგი ემაგრება ემბრიონს და თანდათანობით უერთდება სხეულს ცხრა თვის
განმავლობაში.

რატომ ეცემა სასიცოცხლო ენერგია ამ ძალის გამოყენებისას? საქმე იმაშია, რომ კავშირის
შექმნისას თქვენ არა მხოლოდ სარგებლობთ იმით, რაც თოკის მეორე ბოლოშია, არამედ
ასევე მეორე მხრიდანაც სარგებლობენ თქვენით. ალბათ იცით ადამიანები, რომლებსაც
მსხვილი ბიზნესი აქვთ. დააკვირდით მათ სხეულებს. ისინი ძალიან მალე ბერდებიან,
განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ძალის მცირე გამტარობა აქვთ. რადგანაც იმისთვის, რომ
კავშირი არ დაირღვეს და ბიზნესი არ დაინგრეს, ისინი ძალზე დიდ ძალას დებენ ამაში.
82
ეს თოკის მოზიდვაში შეჯიბრს ჰგავს. მეორე მხრიდანაც ექაჩებიან, და იმისთვის, რომ
თოკი შევინარჩუნოთ, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. ამის გამო კი ძალები უფრო
სწრაფად გვეცლება, ვიდრე იმით, რომ თოკი საერთოდ არ მოგვეზიდა.

თუმცა ამ არკანის პარადოქსი კიდევ იმაშია, რომ იგი ასევე ჯანმრთელობასაც იძლევა.
თუ ამ ძალას გონივრულად გამოიყენებთ და არასაჭირო კავშრებს არ შექმნით, მაშინ ეს
არკანი მასთან ჰარმონიაში ცხოვრებას გასწავლით. ამ ძალის გამტარობა დაახლოებით
ისევე იზრდება, როგორც კუნთები ვარჯიშების შედეგად, და მალე თქვენ უკვე იოლად
დაიჭერთ თოკს. ყველა ბიზნესმენი ხომ არ იფიტება მუშაობისგან. არიან ისეთებიც,
რომლებიც საერთოდ არ დადიან სამსახურში, მათი ბიზნესი კი ყვავის. ეს მეტყველებს
იმაზე, რომ მათ ჰყოფნით ენერგია, ამ პროცესების შენარჩუნებისთვის, და თითქმის არ
ხარჯავენ ამაზე თავის ძალებს და ნერვებს.

მაგს ეს ყველაფერი ესმის, ამიტომაც ამ არკანის ძალისგან სწორი კავშირების დამყარებას


სწავლობს. იგი აუჩქარებლად აძლიერებს ამ ენერგიის გამტარობას, და მისი
ძალაუფლება იზრდება. თუ მაგი სწორად მოქმედებს, მას შეუძლია მიაღწიოს სეფირ -
ტიფერეტამდე, სადაც ეს არკანი თავისი სიმძლავრის პიკზეა.

83
თუ სეფიროტის ხეს შეხედავთ, დაინახავთ, რომ მე–15 არკანი გაწელილია სეფირ -
ტიფერეტიდან (სილამაზე) სეფირ - ესოდამდე (ფორმა). რას ნიშნავს ეს?

ტიფერეტი იმყოფება ვიშუდჰა ჩაკრას სიხშირეზე. იქ კი ჩვენ აზრები, იდეები გვაქვს.


ესოდი - მანიპურა ჩაკრაზეა. აქ ჩვენ ნერვული სისტემა, ანუ რეაქციები გვაქვს. ამრიგად,
მე–15 არკანის პოზიციიდან ყველა ადამიანი იყოფა იმად, ვინც ამ ენერგიას ესოდთან
ახლოს ატარებს, და იმად, ვისთვისაც იგი ტიფერეტთან ახლოს მიედინება. რაშია
განსხვავება?

თქვენთვის ცნობილია ასეთი გამოთქმა: „ავიღე ხელფასი და სამი დღის შემდეგ


აღარაფერი დამრჩა“? თუ თქვენი ცხოვრება ამ სცენარით მიდის, მაშინ თქვენ ამ ძალას
მის ყველაზე დაბალხარისხიან ასპექტში ატარებთ. ეს ხასიათდება ფორმებისადმი
მიჯაჭვულობით. ხშირად ეს გამოიყურება, როგორც ტანსაცმელისადმი ან სხვა
მატერიალური ნივთებისადმი სიყვარული. ანუ თქვენთვის ენერგია რაღაც
კონკრეტულია, გარკვეული ფორმებია. ასეთი ადამიანები ბაფომეტის პრესინგის ქვეშ
იმყოფებიან, და იგი მთელი თავისი მასით აწვება მათ. მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ
ამ ძალის მითითებები შეასრულოთ. თქვენ ამას ვერც კი აცნობიერებთ, რადგანაც ეს
მხოლოდ რეაქციაა, რომელიც მოქმედებისკენ გიბიძგებთ. მაგალითად, გამოვიდა ახალი
აიფონი და მაშინვე გინდებათ მისი ყიდვა. მოვიდა იდეა, და ნერვულმა სისტემამ
მაშინვე დაამუშავა იგი. ბაფომეტმა გაგჭყლიტათ.

ისინი კი, ვინც არკანის ენერგიას ვიშუდჰასთან ახლოს ატარებენ, სამყაროს სხვაგვარად
ხედავენ. მათთვის ეს ძალა მხოლოდ აზრია. ისინი თავის რეალობას აზრობრივად
მართავენ და ადვილად უმკლავდებიან ამ სამყაროს იდეებს. უფრო მეტიც, ისინი თავად
ქმნიან ამ იდეებს. ასეთი ადამიანი ამბობს: „თქვენ ახალი მანქანა გჭირდებათ“, - და
თქვენ მართლაც გჯერათ, რომ თქვენ ის გჭირდებათ. აი, რატომაა, რომ პლანეტის
ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა თავიანთი სიმდიდრე იდეებით გამოიმუშავეს. მათ
შექმნეს ისინი (ვიშუდჰა), სიცოცხლე მიანიჭეს მათ (ანაჰატა) და აიძულეს სამყარო, რომ
რეაგირება მოეხდინა ამაზე (მანიპურა). მოცემულ პროცესს მაგიაში მატერიალიზაცია
ეწოდება.

სწორედ ეს პროცესი იყო აღწერილი ფილმში „საიდუმლო“. ოღონდ ავტორებს არ


უთქვამთ, რომ იგი მხოლოდ მათთვის მუშაობს, ვინც ზემოთაა. სხვები უბრალოდ აყვნენ
ამ იდეას და კიდევ ერთ ფორმას მიაჯაჭვეს საკუთარი თავი. ავტორები კი მილიონერები
გახდნენ.

თუმცაღა ენერგიის ევოლუცია მანიპურადან ვიშუდჰამდე ამ არკანის გავლით


აუტანლად მძიმეა. ეს ჩანჩქერზე ცურვა-ცურვით მის მწვერვალამდე ასვლას ჰგავს. მე–15
არკანის ძალა ძალიან მძიმეა, და სასტიკი თვითდისციპლინისა და იმის გარჩევის
84
გარეშე, თუ რომელი კავშირები უნდა დავამყაროთ და რომელი არა, თქვენ შეგიძლიათ
უბრალოდ გამოფიტოთ საკუთარი თავი, რადგანაც აქ ძალზე ბევრი ცდუნებაა (ნუ
დაგავიწყდებათ ბაფომეტის მოსალმების ჟესტი). მე ეს მაგონებს სუსტ ბავშვს, რომლის
ანკესის კავზეც დიდი თევზი წამოეგო. და აი, ის ცდილობს, რომ წყლიდან ამოათრიოს
იგი, მაგრამ თევზი ზღვაში მიათრევს ბავშვს. ბრიყვული სიკვდილია.

და ბევრს რატომღაც ავიწყდება კარტის დასახელება. ეშმაკი. მას არაფერი აქვს საერთო
ქრისტიანულ სატანასთან, თუმცაღა სწორედ ბაფომეტისგან გადმოიხატეს ეშმაკის ხატ-
სახე. რას ნიშნავს ეს სახელწოდება? ტაროს ყველა ცნობილი კლასიკური დასტა
წარმოიშვა ესპანური დასტისგან, რომელიც ერთმა მაგმა XV საუკუნეში დახატა. იმ
დროს ევროპაში ყველაფერს მართავდა კათოლიკური ეკლესია, ამიტომ ადამიანებს
აზროვნებაც შესაბამისი ჰქონდათ. სავარაუდოდ, ქრისტიანობამდე ამ ძალას სხვა
სახელწოდება ჰქონდა. და რაშია ქრისტიანული ეშმაკის პრინციპი? იგი სულებს
იტაცებს. ასე რომ, წორედ ამას აკეთებს მე–15 არკანი. იგი იტაცებს თქვენს სულს და
გაიძულებთ, რომ თქვენი აზროვნების კონცენტრაცია ამა თუ იმ ფორმაზე მოახდინოთ.
თუმცაღა ასეთი პრინციპი აუცილებელია ევოლუციისთვის. თუ არსებობს ძალა,
რომელიც ზემოდან გვაწვება, მაშინ ზრდა სწორედ ამ ძალის გადალახვითაა
შესაძლებელი. კუნთი არ იზრდება ხელების უბრალო ქნევით, იგი დამატებითი წონით
უნდა დავტვირთოთ. ამასთან მიკრო-დონეზე კუნთის ბოჭკოები ტრავმირდება,
ტკივილს გვაყენებს, მაგრამ მხოლოდ ასე იზრდებიან.

აქაც იგივე პრინციპია.

მედიტაცია არკანზე

არკანზე განწყობა მრავალნაირია, მაგრამ მე პირადად შემდეგს ვიყენებ.

დახუჭეთ თვალები და დაამშვიდეთ შინაგანი დიალოგი. მოახდინეთ ყურადღების


კონცენტრაცია აქ-და-ახლა დროის შეგრძნებაზე. თქვენ იქ ხართ, სადაც ხართ, და
მხოლოდ ის ხდება, რაც ხდება. არანაირი მოლოდინი ან ფიქრები წარსულზე.

შემდეგ კონცენტრირდით თქვენი სხეულის მატერიალურობაზე. წარმოიდგინეთ, რომ


იგი ორ ტონას იწონის. იგრძენით, როგორ იზიდავს დედამიწის გრავიტაცია ქვემოთკენ.
შეიგრძენით ეს ისე ხანგრძლივად, სანამ არ მოგეჩვენებათ, რომ სხეული ქვის
ქანდაკებად იქცა.

შემდეგ გადაიტანეთ ყურადღება საკუთარ თავზე, მასზე, ვინც სხეულშია, ვინც სამყაროს
შეიგრძნობს. თქვენ იგრძნობთ, რომ სხეულში ხართ ჩაკეტილი, როგორც ტყვე, და არ
შეგიძლიათ მისგან თავის დაღწევა. სცადეთ თქვენი აღქმის გადაწევა სხეულის

85
საზღვრებს გარეთ და იგრძენით, როგორ გაკავებთ რაღაც ძალა შიგნით. სწორედ ესაა
კავშირების ძალა. უნდა დაიმახსოვროთ ეს შეგრძნება.

შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე მოახდენთ კონცენტრაციას. სხვა


სიტყვებით, როგორ გამოიყენებთ თქვენს ანტენებს (ბაფომეტის რქებს). წარმოიდგინეთ
ესა თუ ის ხატ-სახე, თქვენი ენერგია მიისწრაფვის მისკენ, რათა კავშირი შექმნას.
გახსოვდეთ, რომ თქვენი მდგომარეობა „უტვინო“ უნდა იყოს. არანაირი ადამიანურობა
აქ არაა. უხეში ძალა.

თუ მედიტაციის მომენტში იგრძნობთ, რომ რაღაც გიშლით ხელს (აკვიატებული


აზრები, ხატ-სახეები), შეგიძლიათ აზრობრივად ამოძირკვოთ ისინი თქვენი თავიდან.
იგრძნობთ, რომ თქვენსა და ამ აზრს შორის არსებობს ისეთივე მიმზიდავი ძალა,
რომელიც სხეულიდან არ გიშვებთ. გამოიტანეთ ხატ-სახე გარეთ და ეცადეთ, რომ
აზრობრივად გააქროთ (დაშალოთ) იგი. შედეგი იქნება ყურადღების გაძლიერება,
რადგანაც ეს აზრი უკვე აღარ გაღელვებთ. ასე გაშლით ღამურას ფრთებს.

როცა არკანის მდგომარეობაში შეხვალთ, გირჩევთ, რომ უბრალოდ დააკვირდეთ


საკუთარ თავს აქ-და-ახლა ყოფნის რეჟიმში. შეამჩნევთ, როგორ მოდის თანდათანობით
თქვენს ცნობიერებაში ბევრი ნაგავი. ეს თქვენი კავშირების სისტემაა. დაინახავთ, რომ
თქვენს შინაგან სამყაროში უამრავი ნაგავია. მოიჭერით ისინი და დააგროვეთ
კონცენტრაციის უფრო და უფრო მძლავრი მდგომარეობა.

ნუ იდარდებთ, თუკი „ბაფომეტის ძალას“ პირველივე ჯერზე ვერ შეიგრძნობთ. აქ დრო


გჭირდებათ, უსარგებლო კავშირების მოშორება და ვარჯიში, რომ ყურადღება
მდგომარეობაზე შეინარჩუნოთ.

როდესაც მდგომარეობის დიდი ხნით შენარჩუნებას ისწავლით, უყურეთ ამ


მდგომარეობიდან გარემომცველ სამყაროს. და შესაძლოა, ერთხელაც არკანის სიდჰა
გაგეხსნათ.

მე–15 არკანის სიდჰა

ზებუნებრივი უნარი, რომელსაც ბაფომეტი გაძლევთ, ესაა რეალობის, როგორც


გარესამყაროში უსასრულოდ გადახლართული კავშირების დანახვის შესაძლებლობა.
თქვენ ისწავლით, რომ ადამიანის განზრახვა მანამდე ამოიცნოთ, სანამ ის მოქმედებას
დაიწყებს. ეს ჰგავს შეგრძნებას, თითქოს რაღაც ძალა ადამიანისგან უჩინარი კავშირის
თოკივით ისწრაფვის.

თქვენ დაინახავთ, თუ რა ბოჭავს ადამიანებს. ერთს ბოჭავს აზრი, მეორეს - ადამიანი,


მესამეს - ძალა. დაინახავთ, როგორი შეზღუდულები არიან ადამიანები კავშირთა

86
თავიანთ სისტემაში. დაინახავთ მათ მონობას, და თუ როგორ მართავს ბაფომეტი. მაგრამ
ამ არკანის სიდჰას ძალით შეგიძლიათ „უბრძანოთ ბაფომეტს“, რომ გაუშვას ისინი, ან
უფრო მჭიდროდ მოუჭიროს ყელზე ყულფი.

თქვენ გაგიჩნდებათ ძალაუფლება კავშირებზე. შეძლებთ, რომ კავშირთა ნებისმიერ


სისტემაში ჩაეწეროთ. საკმარისია მხოლოდ მოინდომოთ.

თქვენი სურვილები სრულდება, ადამიანები კი თქვენკენ მოისწრაფვიან. თუმცა არ


დაგავიწყდეთ, რომ საზღაური ამისთვის თქვენი სასიცოცხლო ძალაა. როცა საკუთარ
თავს რაიმე პროცესს მიუერთებთ, იძულებულნი იქნებით, რომ იურთიერთოთ მასთან,
სასურველის მისაღებად. ასე თავად ხდებით მონა. კარტის სხვა დასახელება ხომ
„დამოკიდებულებაა“.

ამ ძალისგან სწავლისას თქვენ უხეშად (тупо) უნდა გაზარდოთ თქვენი მასა. თუ ამ


ძალის საკმარის რაოდენობას დააგროვებთ, მაშინ ვინ იცის, შესაძლოა ღმერთზეც კი
მიაჯაჭვოთ საკუთარი თავი.

მე–16 არკანი «კოშკი». მისაგებელის ძალა

ალბათ არ არსებობს ძალა, რომელიც ადეპტებში იმაზე მეტ შიშს იწვევს, ვიდრე მე–16
არკანი. სიკვდილიც კი (მე–13 არკანი) უფრო მიმზიდველი ჩანს, ვიდრე ძალა, რომელიც

87
უკურეაქციას იძლევა ყველაფრისთვის, რაც კი ჩაგვიდენია. და შიში უმეტესობას იმის
გაცნობიერებისგან აქვს, რომ ცუდი, სავარაუდოდ, უფრო მეტი გააკეთეს, ვიდრე კარგი.
მისაგებელი გარდაუვალია, მაგრამ ყველა ცდილობს, რომ გადადოს გარდაუვალი, არ
აღიაროს ეს ძალა, არ აპრაქტიკოს ცხოვრება მასთან თანხმობაში. და ამაოდ.

მაგრამ ჯერ შევეცადოთ, რომ გავიგოთ, რა არის საერთოდ მისაგებელი და როგორ


მუშაობს იგი.

მე–16 არკანის ძალა მართავს ერთ პლანეტარულ პრინციპს, რომელიც ფიზიკაში


ცნობილია, როგორც ნიუტონის მესამე კანონი: «ქმედების ძალა ტოლია უკუქმედების
ძალისა». სხვა სიტყვებით, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ყოველი ჩვენი ქმედება
უცილობლად იწვევს უკუქმედებას, ანუ წინააღმდეგობას გარემომცველ სამყაროში.
მაგალითად, იმისთვის, რომ სკამიდან ადგეთ, თქვენ უნდა გადალახოთ მიწის
მიზიდულობის ძალა და საკუთარი ინერცია, ხოლო იმისთვის, რომ ხელი ამოძრაოთ, ამ
ძალების გარდა ჰაერის წინააღმდეგობაც უნდა გადალახოთ.

გასაგები რომ გახდეს, კედელს დაარტყით მუშტი. უფრო მაგრად. იგრძენით


უკურეაქცია? თქვენ შეასრულეთ ქმედება - მიაყენეთ დარტყმა, კედელმა კი
განახორციელა უკუქმედება - საპასუხოდ დაგარტყათ უკურეაქციის სახით. მაგრამ
კედელი თავისთავად არაა აგრესიული. ამგვარად მოდის კარმის კანონის, ანუ მიზეზ-
შედეგობრივი კავშირების გაგება.

რა არის კარმა? დღეს ადამიანთა უმეტესობაში ეს სიტყვა ასოცირდება რაღაც ძალიან


ცუდთან, თუმცა სინამდვილეში იგი აღნიშნავს მხოლოდ (პირდაპირ თარგმანში) -
მოქმედებას. სხვა სიტყვებით, ნებისმიერი მოქმედება კარმაა. შესაბამისად, როდესაც
გამოვიმუშავებთ კარმას იმის ხარჯზე, რომ მოქმედებებს ვასრულებთ, ჩვენ ვიწვევთ,
შედეგის კანონის თანახმად, უკურეაქციას ანუ წინააღმდეგობას. და სწორედ ამ
უკურეაქციის ეშინია ყველას.

მაგრამ სწორედ ეს კანონია სამართლიანობის კანონი. სამყარო წონასწორობისკენ


ისწრაფვის, და თუკი ვიღაც იწყებს მისი წონასწორობიდან გამოყვანას, მაშინ ჩნდება
საწინააღმდეგო ძალა, რომელიც ცდილობს, რომ სამყარო პირველსაწყის მდგომარეობაში
დააბრუნოს. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიმოქმედოთ; პირიქით,
მოქმედება ესაა ის, რითაც ასრულებს ადამიანი სამუშაოს, სწორედ მოქმედების ხარჯზე
შეგვიძლია შევიცვალოთ. მაგრამ რა არის მოქმედება?

ჩვენ ადვილად გვესმის გამოვლენილი ქმედებები. როდესაც რაღაცას სხეულით


ვაკეთებთ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, ან მნიშვნელოვან ქმედებებს ვასრულებთ, ჩვენ
ამას ვხედავთ, როგორც მოქმედებას. მაგრამ არავინ იღებს სათვალავში, რომ ჩვენი

88
აზრები და სამყაროსადმი ჩვენი დამოკიდებულება ასევე მოქმედებაა. და ხშირად იგი
ჩვეულებრივ ქმედებებზე ძლიერია.

როგორ ფიქრობთ, როგორ ისწავლეთ ფიქრი? რამ გასწავლათ, რომ სამყაროსადმი ისეთი
დამოკიდებულება გქონდეთ, როგორიც გაქვთ? ზუსტად უკურეაქციამ. დააკვირდით
პატარა ბავშვებს. თავდაპირველად სამყარო მათთვის ერთნაირია, და თითების
როზეტკაში შეყოფა მათთვის იგივეა, რაც საჭმლის ჭამა. და აი, მოხდა უკურეაქცია, და
კარმის სხეულში, როგორც ასევე უწოდებენ ვიშუდჰა ჩაკრას ენერგეტიკულ სხეულში,
იქმნება კვანძი, რომელიც შეგვიძლია ამ სხეულის ტრავმას შევადაროთ, და რომელიც
ამის შემდეგ ეტყვის ბავშვს, რომ როზეტკაში თითის შეყოფა არაა საჭირო.

ისევე, როგორც კედლის შემთხვევაში. თუკი დაარტყით მას, შესაძლოა ფიზიკური


სხეულის ტრავმა მიიღოთ, რომელიც გეტყვით, რომ საგანი მაგარია, და ამით
გამოგიმუშავებთ მატერიალური სამყაროსადმი დამოკიდებულებას.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პიროვნება, ჩვენი ცნობიერება, ის, რაც ჩვენში ფიქრობს და
ამ სტრიქონებს კითხულობს, არის მხოლოდ კარმა, სამყაროს უკუ-კავშირი, რომელშიც
ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბება ხდებოდა. ამას შეგვიძლია დავარქვათ გამოცდილება,
ანუ «კარმა პლუსში».

«კარმას მინუსში» უწოდებენ ნეგატიურ გამოცდილებას, რომელიც ჩვენი ნატიფი


სხეულების ტრავმირებას ახდენს და საშუალებას არ აძლევს ენერგიას, რომ მათში
ნორმალურად იტრიალოს. მაგალითად, ფსიქოლოგიური ტრავმები და შიშები.
დავუშვათ, ბნელ ქუჩაში თავს დაგესხნენ. ამ სიტუაციამ გამოიწვია ენერგიის
გამოტყორცნა ანაჰატაში, რითაც თქვენი რეაქცია წარმოშვა, მაგალითად გაქცევის სახით.
ეს რეაქცია, ენერგიის ემოციურ გამოტყორცნასთან ერთად, აფორმირებს ენერგეტიკულ
კვანძს ანაჰატას სხეულზე, რომელიც შეგვიძლია ნაიარევს შევადაროთ. ახლა, ბნელ
მოსახვევებში სიარულისას, შიშს იგრძნობთ, თითქოს ძველი ჭრილობა გახსენებთ თავს.
თავს არავინ გესხმით, მაგრამ ბნელი მოსახვევების შიში არ გტოვებთ. ეს
დაკავშირებულია სწორედ ამ ნაიარევთან ნატიფ სხეულზე, რომელსაც ფსიქოლოგები
ფსიქოლოგიურ ტრავმას უწოდებენ. მაგრამ მაგები ხედავენ ამ ტრავმას. ეს სრულიად
რეალური ნაიარევია ნატიფ სხეულზე. მათ ენერგეტიკულ ბლოკებსაც უწოდებენ.

ახლა კი მივუდგეთ ამავე სიტუაციას მეორე მხრიდან. რატომ დაგესხნენ თავს სწორედ
თქვენ, სწორედ დღეს და სწორედ დაგესხნენ? ეს სრულებით შეიძლება იყოს უკურეაქცია
წარსულის რომელიმე ქმედებაზე. იცით, უკურეაქცია ყოველთვის მყისიერად არ ჩნდება.
როცა კედელს დაარტყით, რეაქცია მაშინვე წამოვიდა, მაგრამ თუ ბოქსიორის ტომარას

89
დაარტყამთ, იგი გაიწევა, რაღაც დროის შემდეგ კი კვლავ თქვენი მიმართულებით
წამოვა. და თუ შეამჩნევთ, იგი არ გაჩერდება იმ წერტილში, რომელშიც მშვიდ
მდგომარეობაში იყო, იგი უფრო შორს წამოვა, წინააღმდეგობის ძალის გაქრობამდე.

მაგრამ შესაძლოა თქვენ უარყოთ: მე ხომ ცხოვრებაში არავის დავსხმივარ თავს, მაშ,
რატომ იყო უკურეაქცია სწორედ ასეთი? რადგანაც ძალის თვალსაზრისით არაა
არანაირი განსხვავება, რა სახით მოვა უკურეაქცია. ძალა იმიტომაა ძალა, რომ მორალით
არ განისაზღვრება. გახსოვთ ხუმრობა:

- ძალა რაშია, ძმაო?

- ნიუტონებში.

უხეში უკურეაქცია მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ესაა უკუკავშირი სამყაროს იმ


ცვლილებებზე, რომლებიც თქვენ მოიმოქმედეთ. მაგრამ თქვენ კვლავაც შემეპასუხებით,
რომ არავისთვის მიგიყენებიათ ზიანი, ყოველ შემთხვევაში ფიზიკური. თქვენ კი კეტი
მოგხვდათ ზურგში. რატომ მოხდა ასე? ამის სწორად აღქმა მაშინ შეიძლება, თუკი ამ
ყველაფერს რაოდენობრივი თვალსაზრისით განიხილავთ. ხშირად კარმა მაშინვე არ
გვპოულობს, მაგრამ როცა გვპოულობს, მტკივნეულად გვირტყამს. შეგვეძლო მთელი
ცხოვრება „ჩაგვესვარა“ ცოტ-ცოტათი სხვა ადამიანების ფეხსაცმელებში, შემდეგ კი
ყველა ერთად შეკრებილიყო და ეს „სიკეთე“ უკან დაებრუნებინა. ჩვენი თვალთახედვით
ეს უსამართლობაა, მაგრამ ეს მხოლოდ უკუქმედებაა, ამიტომ არ ღირს დამწუხრება იმის
გამო, რომ „ნეხვის გროვა“ ძალზე დიდია.

თუ მაინც ვიტყვით, რატომ მოხდა უკურეაქცია სწორედ ფიზიკური შემოტევის სახით,


მაშინ პასუხი იმ სფეროში დევს, რომელ ადგილას მოხდა ენერგეტიკაში უკუდარტყმა. ეს
დაკავშირებულია იმასთან, თუ სად დაგიგროვდათ ბევრი ბლოკი თქვენს ენერგეტიკაში.
რადგანაც ფიზიკური გარჩევები მეომრების პრეროგატივაა, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ
ბევრი დაძაბულობა დააგროვეთ მანიპურაზე. სწორედ მასზე იყო დარტყმა.

თავად უკურეაქცია მე–16 არკანის ძალით ხორციელდება და მისი მიზანი კარმის


გაწმენდა, ანუ ბლოკების მოშორებაა. ეს ჰგავს იმას, როდესაც ცდილობთ
წყალგაყვანილობა რკინის ჯოხით გაწმინდოთ, რომ გაჭედილი ნაგავი მოაშოროთ.
მოგიწევთ, რომ რამდენჯერმა კარგად დაარტყათ, რათა წყალმა მილში კარგად
იმოძრაოს. ასე რომ ეს თავდასხმა შეგვიძლია მკურნალობად ჩავთვალოთ სისტემის
მხრიდან.

ამრიგად, თავდასხმა მოხდა, თქვენ გაიქეცით, ბლოკები მანიპურაზე განმუხტულია,


მაგრამ გაჩნდა ახალი პრობლემა - ბლოკი ანაჰატას ენერგეტიკაზე ბნელი ქუჩების წინაშე.
ეს უკვე თქვენი უკურეაქციაა შემოტევაზე ფსიქოლოგიური რეაქციის სახით, რომლითაც
90
გამოწვეული იყო ეს ნაიარევი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ თქვენ თავად მოახდინეთ
საკუთარი თავის ტრავმირება შიგნიდან. და აი, გამოდის, რომ ერთი მხრივ, თქვენ
დაამუშავეთ კარმა, მეორე მხრივ კი, თავიდან გამოიმუშავეთ. აქედანაა გამოთქმა:
„ყველაფერი რაც ხდება რაღაც მიზეზის შედეგია. მაგრამ ასევე ყველაფერი, რაც ხდება,
მიზეზია რაღაც შედეგისთვის“.

ეს ადამიანთა მარადიული პრობლემაა - რეაგირება ყველაფერზე, რაც ხდება. ამიტომაც


ადამიანის ცხოვრება როიალს ჰგავს: თეთრი ზოლი, შავი ზოლი, დასასრული.

ყველაფერი ზემოთქმულიდან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ უკურეაქცია


აუცილებლად გვიპოვის, მისაგებელი აღსრულდება, სამართლიანობა გაიმარჯვებს.
თუმცაღა შეიძლება ვნახოთ სიტუაციები, როდესაც მრავალ „ნაძირალას“ ყველაფერი
გასდის. რატომ არ მუშაობს კარმის კანონი? სინამდვილეში მუშაობს, საჭიროა მხოლოდ
ყურადღებით დავაკვირდეთ.

მაგალითად, ვიღაც ჩინოვნიკმა თავისი ქვეყანა გაქურდა, ფული მოტეხა და სიბერემდე


პრობლემების გარეშე იცხოვრა. უკურეაქცია არ იყო, თუმცა მან საკმაოდ ძლიერი
ქმედება განახორციელა მრავალი მოქალაქის წინაშე. რატომ მოხდა ასე?

ეს შეგვიძლია განვიხილოთ ისე, თითქოს ჩინოვნიკმა „უცოდველი“ ადამიანების ხარჯზე


გამდიდრებით, თავისი ხელებით ასწია ბოქსიორის ტომარა. რაც უფრო მეტი ფული
მოიპარა, მით უფრო მძიმეა ტომარა. და თუ მას ძალები ეყოფა, რომ თავის
აღსასრულამდე აწეულ მდგომარეობაში შეინარჩუნოს იგი, უკურეაქცია არ მოხდება. ის
მოკვდა, ტომარა კი ჰკიდია. და აი, იგი იბადება ახალ განსხეულებაში ახალი პიროვნების
სახით, რომელსაც არაფერი ახსოვს და მთელი ეს ტომარა მთელი თავისი ძალით
ურტყამს ამ პიროვნებას, და ტრავმირებას ახდენს ყველაფრისას, რაც კი შეიძლება. ეს
შეიძლება ისე გამოიყურებოდეს, რომ ახლა მას ყველგან სცემენ, ატყუებენ,
მოქმედებების თავისუფლებას არ აძლევენ, ქურდავენ, ის კი მხოლოდ ლოცვას ასწრებს:
„ღმერთო, რისთვის ასეთი მძიმე სასჯელი?“

ამიტომ, თუკი თქვენ, როგორც გეჩვენებათ, დაუმსახურებლად გაყენებენ ზიანს,


დამიჯერეთ, არც თქვენ ხართ სუფთა. წინა ცხოვრებაში ყველა წმინდანი არ იყო.
უკურეაქცია გარდაუვალია. თუმცაღა ხელს არავინ გიშლით, ეს ცხოვრება ისე
გაატაროთ, რომ შემდეგ ცხოვრებაში გაგიმართლოთ.

აქედანაა ასკეტიზმის სხვადასხვა პრაქტიკები. ადამიანი გაცნობიერებულად ამბობს


უარს სიამოვნებაზე, მრავალ მოქმედებაში ზღუდავს საკუთარ თავს და ტანჯვის გზას
ირჩევს. ამგვარად იგი ხელოვნურად ქმნის თავის ცხოვრებაში შავ ზოლს და წინა
ცხოვრებაში დაგროვილ ყველა ბლოკს განმუხტავს, რათა ძალამ წინააღმდეგობების

91
გარეშე იდინოს მის არსებაში. ამ პრაქტიკის შედეგად მისი ცხოვრება ერთ დიდ
წარმატებად (удача) იქცევა.

ადამიანი კარმის გარეშე ესაა ადამიანი, რომელსაც წინააღმდეგობები არ ხვდება. ასეთ


ადამიანს შეუძლია მე–7 არკანს მიაღწიოს (16=1+6=7). ხოლო მას, ვისაც მე–7 არკანის
აღება შეუძლია, ყველა საქმეში წარმატება აქვს.

კარმასთან მუშაობა აუცილებელია, რადგანაც მისი თავიდან აცილება შეუძლებელია. და


კარმასთან მუშაობა მე–16 არკანის ძალასთან მუშაობაა. მაგები, რომლებიც ამ არკანის
დონეზე მუშაობენ, ამ ძალასთან ჰარმონიაში ცხოვრებას სწავლობენ. როდესაც მაგი ამ
ძალას იხმობს, იგი შედის მასში და ყველა დაძაბულ ადგილს განმუხტავს. ეს
საშუალებას აძლევს მას, რომ დიდი ძალები გაატაროს, თანაც ნებისმიერი. სხვა
სიტყვებით, თუ გსურთ, რომ გზაზე ძალა გქონდეთ, მე–16 არკანთან დამეგობრება
მოგიწევთ. რა თქმა უნდა, ძლიერი შეიძლება გამრუდებულიც (кривой) იყოთ, მაგრამ
ზუსტად იმდენად, რამდენის საშუალებასაც ეს გამრუდება მოგცემთ.

გლიფების გაშიფვრა

კარტზე გამოსახულია კოშკი, რომელიც კლდეზე ან ქვაზე დგას, მას ღრუბლებიდან მეხი
ეცემა. კოშკიდან ვარდება გვირგვინი და ორი ადამიანი, ერთი – ვაჭრის ტანსაცმელში,
მეორე კი – თავზე გვირგვინით. კოშკში რამდენიმე ფანჯარაა, რომლებიდანაც ხანძრის
ალი გამოდის. თავად კოშკი შედგება აგურებისგან (რაიდერ უეიტის გამოსახულებაში
კოშკი მონოლითური ჩანს, რაც შეცდომაა). მოდის ცეცხლის წვიმა, და კარტის ფონი
შავია.

შავი ფონი. არკანი ყველაზე ძლიერი ღამითაა.

კოშკი. კოშკი განასახიერებს დაგროვებული ცვლილებების, ანუ კარმის ერთგვარ


სათავსოს.

ქვა, რომელზეც კოშკი დგას. ეს ფიზიკური სამყაროს სიმბოლოა. ანუ კარმის დიდი
ნაწილი მაშინ მუშავდება, როდესაც ფიზიკურ სამყაროში ვცხოვრობთ.

ღრუბელი. რა არის ღრუბელი? ეს წყალია. წყალი კი ტაროში დროა. და როდესაც დროზე


ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს დრო, რომელიც უკან იწელება, ანუ დროის
დამუხრუჭება. სხვა სიტყვებით, ღრუბელი წარმოადგენს დაძაბული ადგილის, იმ ძალის
დაგროვების სიმბოლოს, რომელიც დროში დაგროვილი მოქმედებების შედეგად გაჩნდა.

მეხი. მეხი მაშინ ჩნდება, როდესაც დაძაბულობა ღრუბელში ზღვარს აღწევს. ამიტომ
მეხი აქ ძალის სიმბოლოა. ესაა უბრალოდ ძალა, რომელიც დაძაბულობის პიკზე გაჩნდა.
მეხი დახატულია ისრით, რომელიც ძალის მოძრაობის მიმართულებაზე მიუთითებს.
92
გვირგვინი, რომელიც ვარდება. გვირგვინი შეიძლება ბევრი რამის სიმბოლო იყოს.
მოცემულ შემთხვევაში იგი თავში არსებული ბატონის სიმბოლოა. და რა არის ჩვენს
შიგნით ბატონი? ცნობიერება. ის კი იქ მუშაობს, სადაც ფიქსაციის წერტილია
განლაგებული. შესაბამისად, დარტყმა იქ მოვა, სადაც ყველაზე მეტი ენერგია გვაქვს, და
სადაც, შესაბამისად, ფიქსაციის წერტილია ფიქსირებული.

ფანჯრები კოშკში. ისინი ჩაკრების სიმბოლოა. ცეცხლი ფანჯრებში ესაა ენერგიის


არსებობა ჩაკრებში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ კარმა ყველა სართულზე არსებობს,
მაგრამ დარტყმა, როგორც წესი, მოდის იქ, სადაც ყველაზე მეტი ენერგიაა. აქედანაა
ხანძარი კოშკის სახურავზე, საიდანაც გვირგვინი ეცემა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ იქ
ყველაზე მეტი ენერგია იყო დარტყმის მომენტში.

ადამიანი ვაჭრის ტანსაცმელში. გლიფი მეტყველებს იმაზე, რომ კარმას ფულით ვერ
გამოისყიდი.

ადამიანი თავზე გვირგვინით. მეტყველებს იმაზე, რომ ვერანაირი ძალაუფლება ვერ


დაგეხმარებათ უკურეაქციის თავიდან აცილებაში.

კოშკის აგურები. მიუთითებს წინა ინკარნაციებზე. ამ ცხოვრების კარმის დამუშავების


შემდეგ წინა ცხოვრებების კარმის დამუშავებაც მოგვიწევს.

ცეცხლოვანი წვიმა. წვეთები წყალია, და ეს ნიშნავს, რომ საქმე წარსულს ეხება. ცეცხლი
წვეთებში მიუთითებს ენერგიაზე. სხვა სიტყვებით, სიტუაცია და უკურეაქცია
დამოკიდებულია სიმძლავრეზე, რომელიც წარსულ სიტუაციებში ჩავდეთ, როცა
მოქმედებას ვასრულებდით. ღრუბელი დაგვარტყამს და დაგვარტყამს მანამ, სანამ ყველა
სიტუაცია არ დამუშავდება (отработается).

როგორ გამოიყურება ამ არკანთან მუშაობა? არკანზე განწყობით მაგი იწვევს ამ ძალას.


იგი შეიგრძნობს მას, როგორც ერთგვარ დაძაბულობის ველს თავის გარშემო, თითქოს
ჰაერი უფრო დამუხტული ხდება, როგორც ჭექა-ქუხილის წინ. შემდეგ იგი ემორჩილება
ამ ძალას. სწორედ ამაში მდგომარეობს კარმასთან მუშაობის გასაღები. პრობლემა იმაშია,
რომ როდესაც უკურეაქცია მოდის (ღრუბელი ელვით) და ადამიანს ცხოვრებაში
პრობლემები უჩნდება, იმის ნაცვლად, რომ გაკვეთილი ისწავლოს, იგი ამ პრობლემების
„გადაჭრას“ ცდილობს. სიმბოლიკის პოზიციით იგი თავს აიგივებს ვარდნილი
ადამიანების ფიგურებთან. ისინი ხედავდნენ, რომ ჭექა-ქუხილი ახლოვდებოდა, მაგრამ
ერთმა გადაწყვიტა, რომ ფული ეყოფოდა მის გამოსასყიდად, მეორემ კი გადაწყვიტა,
რომ მისი ძალაუფლება საკმარისი იქნებოდა უკურეაქციის გასანეიტრალებლად. სხვა
სიტყვებით, პრობლემების გაჩენისას შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ,
მდგომარეობს იმაში, რომ ისინი უპირისპირებენ საკუთარ თავს და საკუთარ

93
ღირებულებებს უკურეაქციის ძალას. ისინი ეწინააღმდეგებიან, თითქოს ცდილობენ,
რომ ელვა უკან, ღრუბელში შეტენონ. მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას
ქმნიან... და, ბუნებრივია, რეაქციის სიმძლავრეს აძლიერებენ.

წარმოიდგინეთ ზამბარა. რაც უფრო ძლიერად კუმშავთ მას, მით უფრო მეტად უნდა,
რომ გაიშალოს. ასევეა პრობლემებთან დაკავშირებითაც. რაც უფრო მეტად ცდილობთ,
რომ გადაარჩინოთ ის, რაზეც დარტყმა მოდის, მით უფრო მეტად გტკივათ. სანამ
ძალები არის, ზამბარა შეკუმშულია, მაგრამ როგორც კი მოდუნდებით - ყველაფერი
ხელიდან გაგექცევათ. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ გამოფიტულობის და დეპრესიის
დროს თავს ათასი პრობლემა გატყდებათ. მათი გადაწყვეტის მცდელობაში თქვენ უფრო
სუსტდებით. საყრდენი ინგრევა, პრობლემები კი მრავლდება. როგორ გადავწყვიტოთ
ეს? ძალიან მარტივად. საშუალება უნდა მივცეთ კარმას, რომ აღსრულდეს.

მაგმა იცის ეს და ამ ძალის მოხმობისას აკვირდება ყველაფერს, რაც ხდება. თუ


პრობლემა ჩნდება, მაშინ იგი მას უყურებს არა როგორც პრობლემას, არამედ როგორც
დაზიანებული ადგილის მკურნალობას. მან იცის, რომ მნიშვნელოვანია დარტყმის
შეკავება, და არ უნდა გაიგივდეს მათთან, ვინც ღირებულებებს კარგავს, როდესაც
კოშკიდან ვარდება. ხსოვნა იმისა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ კარმის დამუშავებაა,
საშუალებას აძლევს, რომ მეხამრიდის პოზიციაში დადგეს, ანუ საკუთარ თავში
უკურეაქციის ენერგია გაატაროს და საშუალება მისცეს გაასწოროს ყველაფერი, რაც
ცხოვრების პროცესში გამრუდდა. ასე იძენს მაგი ამ არკანის ძალას.

მე–16 არკანის მაგები ჭეშმარიტად საშიშები არიან. წარმოადგენენ რა ამ ძალის მუდმივ


გამტარებს, ისინი მეხის როლსაც ასრულებენ გარემომცველი სამყაროსთვის. როგორც კი
ცუდად გაიფიქრებთ ასეთ მაგზე, უკურეაქცია მაშინვე გაჩნდება. უკუდარტყმის ძალა
დიდი ხნით დატოვებს მეხსიერებაში კვალს იმაზე, რომ ამ მაგებთან მტრობას
მეგობრობა ჯობია.

მაგრამ ამავდროულად ეს მაგები შესანიშნავი მკურნალები არიან. ისინი ხედავენ


გამრუდებული სივრცის ადგილებს, იქნება ეს თქვენი ბინის სივრცე თუ თქვენი
ჯანმრთელობა. ისინი ამ ადგილზე მიმართავენ ძალას და ასწორებენ მას. თქვენი
საცხოვრებელი ენერგეტიკულად ჰარმონიული ხდება და თქვენი ავადმყოფობაც მიდის.

ერთხელ მომიყვნენ ერთი ასეთი მაგის შესახებ, რომელსაც უყვარდა ადამიანების ამ


ძალით განკურნება. მასთან მიდის ადამიანი და ეუბნება:

- მე ყველაფერი ცუდად მაქვს. სამსახურში პრობლემები მაქვს, ცოლთან პრობლემები


მაქვს, ჯანმრთელობა მოიკოჭლებს, წარმატება არ ჩანს.

მაგმა კი უპასუხა:
94
- ახლავე ყველაფერს გამოვასწორებთ.

და დაიწყო მისი ამ ენერგიით შევსება. მას შემდეგ, რაც ბოლომდე გაავსო იგი ამ
ენერგიით, მაგი ქალაქიდან ორი კვირით წავიდა. ამ ადამიანს კი ყველაფერი ცუდად
ჰქონდა და ასჯერ უფრო ცუდად გაუხდა. ანუ ძალამ დაიწყო გამრუდებული ადგილების
გასწორება იმით, რომ დაარტყა მათ. მაგრამ დრო გადის და ყველაფერი გვარდება.
ენერგიამ სუფთად დაიწყო დინება, ამან კი უკეთეს ცხოვრებამდე მიიყვანა ეს ადამიანი.
და ქალაქიდან მაგი მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ ამ კლიენტს არ მოეძებნა. წინააღმდეგ
შემთხვევაში ჩხუბს ვერ ასცდებოდა. მაგრამ დრო გავიდა და ყველაფერი თავის
ადგილზე დადგა.

ეს ძალზე ძლევამოსილი ძალაა, და მასთან მუშაობისას სიფრთხილეა საჭირო.

მედიტაცია არკანზე

დაჯექით მოხერხებულად, დახუჭეთ თვალები და გამორთეთ შინაგანი დიალოგი


იმდენად, რამდენადაც შეგიძლიათ. შეიგრძენით სივრცე თქვენ გარშემო.
წარმოიდგინეთ, რომ ამ სივრცეში ღრუბელი იკუმშება. იმისთვის, რომ განწყობა სწორი
იყოს, მოძებნეთ ინტერნეტში ვიდეოები, სადაც ღრუბლებია და „შეიგრძენით“ ისინი.

თქვენი ცნობიერებით უნდა იგრძნოთ ღრუბელი, ასევე მზარდი დაძაბულობა მასში. ეს


შეიგრძნობა, თითქოს ჩნდება დამუხრუჭების ზონა დროში, რომელშიც თქვენი
ცნობიერება იკუმშება, როგორც პრესის ქვეშ.

ამ სფეროში ჩნდება მზარდი ძალა, რომელიც ელვას ჰგავს და რომელსაც ღრუბლის


საზღვრებიდან გამოსვლა სურს. თავი უნდა გააიგივოთ მასთან. თქვენ უკვე აღარ ხართ
ადამიანი, თქვენ ხართ ძალა. თუ შეძლებთ ამას, მაშინ ყველაფერს გარშემო, მათ შორის
საკუთარ თავსაც, გვერდიდან შეხედავთ. და ახლა თქვენი ყურადღება შეიგრძნობს
დაძაბულობის ადგილებს სხეულის შიგნით ან მის გარეთ.

დაიწყეთ ამ ენერგიის „შესუნთქვა“ თხემიდან და მისი „ამოსუნთქვა“ ფეხებიდან. თუ არ


იცით როგორ, მაშინ უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს პროცესი. რაღაც დროის შემდეგ
სხეულში დაძაბულ ადგილებს იგრძნობთ. ჩასუნთქვისას შეიყვანეთ ენერგია სხეულში,
ამოსუნთქვისას კი ამ ადგილებისკენ მიმართეთ იგი. თავიდან დაძაბულობა შესაძლოა
გაიზარდოს, მაგრამ შემდეგ დგება განმუხტვა და ამ ადგილას მსუბუქად და
სასიამოვნოდ გრძნობთ თავს. ასე დაიწყებთ კარმის გაწმენდას თქვენს ენერგეტიკულ
სხეულში.

ამ არკანთან მუშაობის სხვა სეანსები შეგიძლიათ ასე ჩაატაროთ. არკანზე განწყობის


შემდეგ გაიხსენეთ რაიმე თქვენი წარსულიდან. შიში, უსიამოვნო ან სასიამოვნო

95
სიტუაცია. გახსენება სხეულში დაძაბულობას გამოიწვევს, და თქვენ იმავე მეთოდით
განმუხტავთ დაძაბულობას ამ არკანის ენერგიით. ასე თავისუფლდებიან წარსულის
ნაიარევებისგან.

მე–16 არკანის სიდჰა

სიდჰას წარმოადგენს უკურეაქციის ენერგიის მართვა. თქვენი ვარჯიშები შესაძლოა


იმდენად ჩვეული გახდეს, რომ ამ მდგომარეობაში ცხოვრებას შეძლებთ. ამგვარად,
შეხედავთ რა სამყაროს რომელიმე ნაწილს, მასში კარმის დანახვას ისწავლით. ახლა უკვე
შეგიძლიათ ყურადღების უბრალო მიმართვით განმუხტოთ დაძაბული სფერო. ეს
გამოიწვევს ცვლილებებს ამ სფეროში.

დავუშვათ, თქვენ ბიზნესმენი ხართ და ბიზნესი უცებ დამუხრუჭდა. ბიზნესზე ამ


მდგომარეობიდან განწყობით თქვენ იგრძნობთ, სადაა საცობი ენერგეტიკულ დონეზე.
მდგომარეობის კონცენტრაციით დაზიანებულ ნაწილზე, თქვენ განმუხტავთ მას და
რაღაც დროის შემდეგ ნაკადი აღდგება.

ვფიქრობ, უკვე გაიგეთ, რისი გაკეთება შეიძლება ამ ენერგიით.

მე–14 არკანი. „ზომიერება“. ტრანსფორმაციის ძალა

96
გსმენიათ, ფრაზები სტილში: „მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია. ვცდილობ, ვცდილობ,
მაგრამ არაფერი იცვლება“?

ადამიანთა უზარმაზარ რაოდენობას არაფრის შეცვლა არ შეუძლია თავის ცხოვრებაში.


არც სამსახურის შეცვლა, არც ცხოვრების განრიგის, არც საყვარელ ადამიანთან
დამოკიდებულების. და რა თქმა უნდა, ამ ადამიანთა წარუმატებლობების აისბერგის
მწვერვალს წარმოადგენს საკუთარი თავის შეცვლის უუნარობა. მოცემული პრობლემა
გამომდინარეობს ამ არკანის ენერგიის უკმარისობიდან. ეს ძალა გვერდს უვლის მათ.
აქედან გამომდინარე მუდმივად „ზაზუნას დღე“ აქვთ.

ამ არკანის ძალა მართავს ობიექტების ტრანსფორმაციას. ამასთან ნებისმიერი ობიექტის


და ნებისმიერ ტრანსფორმაციას. ამ ძალის გასაგებად, საჭიროა დაფიქრდეთ ტერმინზე -
„გარდაქმნა“. აიღეთ ყინულის ნატეხი და დადეთ იგი მაგიდაზე. შემდეგ დაიწყეთ მასზე
დაკვირვება. თვალყური ადევნეთ, როგორ გარდაიქმნება მყარი ობიექტი თხევადად.
თუკი იმედიტირებთ ყინულის წყლად ტრანსფორმაციაზე, შეგიძლიათ შეიგრძნოთ ამ
არკანის ძალა.

შესაძლოა, ასევე შეხვედრიხართ ადამიან „ქამელეონებს“, რომლებიც გამუდმებით


იცვლებიან. გუშინ მოწყენილები იყვნენ, დღეს მხიარულები არიან, ხვალ კი,
ყოველგვარი საფუძველის გარეშე, წავიდნენ და პირწმინდად გადაიპარსეს თმა. ისინი
მუდმივად მოუსვენრები არიან და გამუდმებით ცვლიან რაღაცას თავიანთ ცხოვრებაში.
ამასთან, თავისი ნებით იცვლებიან. ერთფეროვნება და მოწყენილობა მათი მუდმივი
მტრები არიან. მათ სჭირდებათ, რომ ყოველთვის დინამიკაში იყვნენ, კვლავ და კვლავ
მოსინჯონ რაღაც ახალი. თუ თქვენ ერთ-ერთი ასეთთაგანი ხართ, იცოდეთ, რომ
თქვენში ეს ძალა საკმარისადაა.

მაგრამ მანამ, სანამ ამ ენერგიასთან მაგიური მუშაობის შესახებ მოვყვებით, მოდი


ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რატომაა პრინციპში ასე რთული ცვლილება?

საქმე სტაბილურობისადმი ჩვენს უსაზღვრო სიყვარულშია. ყურადღებით დააკვირდით


სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წინასწარ ვიცოდეთ, რა
მოხდება ხვალ. ვაკეთებთ ამინდის, ვალუტის კურსების, ადამიანთა ქცევის
პროგნოზირებას. ვცდილობთ, რომ ყოველი ნაბიჯი წინასწარ განვსაზღვროთ. ჩვენი
კანონები ახდენენ სივრცის მდგრადობის ფორმირებას: წითელ ფერზე გავლა არ
შეიძლება, მწვანეზე კი - შეიძლება. ხუთი დღე ვმუშაობ, ორი დღე ვისვენებ.
სტანდარტები, სტანდარტები, სტანდარტები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანები
ტყავიდან ძვრებიან, რომ დრო გაჩერდეს, რომ სამყარო აღარ შეიცვალოს,
განსაკუთრებით მაშინ, თუკი ადამიანი მოცემულ მომენტში კარგადაა.

97
მსგავსი ცხოვრების შედეგად ადამიანი თანდათანობით სწავლობს იმ წესებითა და
განრიგით ცხოვრებას, რომლებიც შეუმჩნევლად თავად შეიტანა თავის ცხოვრებაში. ესაა
რაღაც უსიტყვო წესების მაგვარი. გაიარეთ პარკში ან სადმე, სადაც ბევრი ხელოვნური
ტროტუარია ფეხითმოსიარულეთათვის, და დააკვირდით, როგორ მოძრაობენ
ადამიანები. ისინი მკაცრად ტროტუარებით დადიან. რა თქმა უნდა, ხშირად შეგიძლიათ
დაინახოთ გათელილი ბილიკები, მაგრამ ვარიანტებიდან, სადაც შეუძლია გაიაროს მზა
ბილიკზე ან ახალი გაკვალოს, ადამიანი მზა ვარიანტს აირჩევს. და საქმე იმაში არაა, რომ
ასე უფრო მოსახერხებელია, არამედ იმაში, რომ ესაა შინაგანი განრიგი - გააკეთო ის, რაც
უფრო ჩვეულია.

გაიხსენეთ, დონ ხუანი გამუდმებით ახსენებდა კარლოსს, რომ გაეცნობიერებინა თავისი


განრიგები, გათავისულფებულიყო მათგან და გამხდარიყო ადამიანი განრიგების გარეშე.
ანუ გარდაქმნილიყო დინებად მეომრად, რომელიც წინასწარგანუსაზღვრელია და
შესაბამისად მიუწვდომელია.

ადამიანი, რომელსაც შეუძლია გამუდმებით შეიცვალოს, ყოველთვის მდგრადი იქნება


ჩვენს მუდმივად ცვალებად სამყაროში.

იმისათვის, რომ ცვლილებები მოხდეს, მათ განსაზღვრული გარემო სჭირდებათ.


ყინულის ნატეხი საყინულეში არ შეიცვლება. როგორც კი სითბოში დავდებთ, მაშინვე
დაიწყებს ცვლილებას. გაიხსენეთ ქიმიური რეაქციები. იმისთვის, რომ გარდაქმნა
განხორციელდეს, რეაქტივებს აცხელებენ, ერთმანეთში ურევენ, სხვა სიტყვებით,
პირობებს ქმნიან.

ამ პირობებს ორი ძირითადი დომინანტა აქვთ. ესაა ცეცხლის სტიქია (ენერგიის


რაოდენობა) და ჰაერის სტიქია (დროის სიჩქარის გაზრდა).

მაგალითად, ჩააგდეთ შაქრის ნატეხი ცხელი ჩაით სავსე ჭიქაში. თუ მეტს არაფერს
გააკეთებთ, ცვლილება ნაკლები იქნება. სტრუქტურა დაიშლება, მაგრამ ჩაი
უწინდებურად სიტკბოს გარეშე იქნება, რადგანაც მთელი შაქარი ფსკერზე დაილექება.
მაგრამ როგორც კი კოვზით აურევთ მას, ანუ აჩქარებას მისცემთ მთელ მასას, ჩაის
ტრანსფორმაციის პროცესი მაშინვე ამოქმედდება.

და პირიქით, თუ შაქარს ცივ წყალში ჩააგდებთ, გინდ მოურიოთ, გინდ არა, მთელი
შაქარი დიდი ხნის განმავლობაში არ გაიხსნება.

ამგვარად, ვაკეთებთ დასკვნას, რომ ცვლილებებისთვის ჩვენ გვჭირდება ენერგია და


პირობები, რომლითაც დროის მსვლელობის სიჩქარე იზრდება. მაგალითად,
სტუდენტებისთვის ესაა სესია. მოკლე პერიოდში ისინი დიდი სამუშაოს შესრულებას

98
ახერხებენ. და ამ დღეებში საკუთარ თავს არ ჰგვანან. ზოგჯერ ისეთ მოქმედებებს
ასრულებენ, რომ „მშვიდობიან დროს“ ვერც კი გაბედავდნენ.

ყველაფერი ეს მე–14 არკანის ძალაა. ამ ძალასთან მუშაობით მაგი მსგავს სიტუაციებში


ხვდება. საკმარისია, უბრალოდ შეიგრძნოთ ეს ენერგია, რომ ტრანსფორმაცია
თავისთავად ხდება. სამყარო გაიძულებთ, რომ იმოძრაოთ, რადგანაც თავად სამყარო
ხდება ჩვენთვის ძალიან სწრაფი, და იმისთვის, რომ ტრავმები არ მივიღოთ, უნდა
ავჩქარდეთ. წარმოიდგინეთ, რომ მიმავალ მატარებელს მისდევთ. აი, მოეჭიდეთ
სახელურს და თქვენი ხელი მყარადაა მასზე მიმაგრებული. თუ მატარებელი უფრო
ჩქარა წავა, ვიდრე თქვენ გაიქცევით, იგი ხელს მოგაგლეჯთ.

ამიტომ, ტრანსფორმაციის ძალის მოხმობა ფრთხილადაა საჭირო. იგი შეცვლის თქვენ


გარშემო სივრცეს, და თუკი უწინდებურ ცხოვრებას მოეჭიდებით, მხოლოდ უარესი
იქნება.

თუმცაღა აუცილებელი არაა, რომ ამ ძალასთან ურთიერთქმედებამ თქვენგან მუდმივად


სადღაც მოჩქარე ადამიანები შექმნას, რომლებმაც რაღაც უნდა შეცვალონ. მაგისთვის ეს
სამუშაო ცნობიერების დონეზე ხდება. მცირე ოდენობით ამ ძალის დაგროვების შემდეგ,
მაგს შეუძლია, რომ მართოს იგი კონტროლირებადად და წერტილოვნად. თუკი
მოუნდება, რომ შეცვალოს არა მთელი სიტუაცია, არამედ რაღაც ცალკეული მასში, იგი
ამას გააკეთებს. საერთოდ, ამ არკანის მაგები შესანიშნავი ტრანსფორმატორები არიან. ეს
გასაგები გახდება მას შემდეგ, რაც კარტის გლიფებს გავარჩევთ.

გლიფების გაშიფვრა

კარტზე ჩვენ ვხედავთ ანგელოზს თეთრ ტანსაცმელში. ერთი ფეხით მიწას ეყრდნობა,
მეორე კი - მდინარეში აქვს. ხელებში ორი თასი უჭირავს, რომელთა შორისაც წყალი
იღვრება. მკერდზეა სამკუთხედი, წვერით ზემოთ, ხოლო შუბლის მიდამოში ოქროს
დისკია და თავი ანათებს. ფრთები გაშლილი აქვს. ერთი მხრიდან ხატია გზა, რომელიც
მთებში, ამომავალი მზისკენ მიდის, ხოლო მეორე მხარეს - სხვადასხვა ყვავილები.
სურათის ფონი თეთრია.

სურათის ფონი და ამომვალი მზე. ეს გლიფები წარმოადგენენ ძალის აქტივობის


სიმბოლოს დილის საათებში. ამიტომ ცვლილებების დაწყება უმჯობესია ადრეული
დილიდან.

ანგელოზი. ანგელოზი ეს თავად ძალაა, რომელიც გარკვეულ პირობებში ჩნდება.


მედიტაციის დროს ჩვენი ცნობიერება ამ ძალას უნდა გავუხსნათ. და მხოლოდ მას
შემდეგ, რაც მასთან თავს გავაიგივებთ, ტრანსფორმაცია შესაძლებელი გახდება. ჩვენზე

99
ეშვება ანგელოზი, როგორც ერთგვარი, ტრანსფორმაციის გამომწვევი ძალა. დანარჩენი
გლიფები ამბობენ, როგორ პირობებში ჩნდება ამ ძალის გაცნობიერება.

თეთრი ტანსაცმელი - ესაა ეთერული სხეული. ერთი მხრივ, ტანსაცმელთან


დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა, რაც მეტყველებს ეთერული სხეულის, და როგორც
შედეგი - ფიზიკური სხეულის კარგ მდგომარეობაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ
ჯანმრთელები უნდა ვიყოთ მანამ, სანამ ამ ენერგიებში შევძვრებით. მეორე მხრივ,
ეთერული სხეული ესაა ოთხგანზომილებიანი სხეული, რაც მიუთითებს დროში
განგრძობადობის შეგრძნებაზე. ანუ ჩვენ თავად უნდა შევიგრძნოთ თავი დროის
ნაკადში მოძრავ ობიექტად.

მდინარე. აქაც რამდენიმე მნიშვნელობაა. ერთ-ერთი მათგანი მეტყველებს იმაზე, რომ ეს


ალქიმიური ტრადიციაა. სხვა სიტყვებით, უნდა ჩავერთოთ ალქიმიკოსების ეგრეგორში.
ეს ჩართვა თავისთავად ხდება რაღაცის გარდაქმნის მცდელობისას. ძველები ამ
ჩართულობისთვის სხვადასხვა ალქიმიურ წიგნებს იყენებდნენ. აქ მნიშვნელობა ჰქონდა
არა იმას, თუ რა ეწერა იქ, არამედ მდგომარეობას, რომელშიც შედიხარ, სანამ მათ
კითხულობ. ამგვარად მაგები ალქიმიკების ტრადიციაში ერთვებოდნენ.

მდინარის გლიფი ასევე შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც თქვენი ცხოვრების მდინარის


სიმბოლო, თქვენი სასიცოცხლო ენერგია დროში გადანაწილებული, თქვენი
პერსონალური სტიქსი. ცხოვრების განმავლობაში თქვენ იზრდებოდით და
იცვლებოდით. როცა ბავშვი იყავით - ეს ერთი ადამიანია, როცა გაიზარდეთ - ეს სხვა
ადამიანია. ეს ცვლილებებიც ასევე შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ერთგვარი
გარდაქმნები.

საყრდენი მდინარეზე. ნიშნავს ბრძანებას დროის დინებაში ჩართვაში, სადაც ხდება


გარდაქმნა. ამის გაკეთება შესაძლებელია ან ცხოვრების განმავლობაში საკუთარ
ცვლილებებზე განწყობით, ან სხვადასხვა გარდაქმნებზე მედიტაციით, მაგალითად,
იგივე ყინულის დნობაზე.

სამკუთხედი გულზე. სამკუთხედი მწვერვალით ზემოთ სულიერი ზრდის სიმბოლოა. აქ


იგი გამოსახულია გულ-მკერდზე, ანუ გრძნობებისა და ემოციების მიდამოში - თქვენ
შეპყრობილ უნდა იქნეთ სულიერი განახლების მდგომარეობით. ეს სწორედ
მდგომარეობაა. იგი თავად მედიტაციისას ჩნდება, თუკი საკმარისი ენერგია გაქვთ
ანაჰატა ჩაკრაზე.

ოქროს დისკი შუბლის დონეზე. კვლავაც რამდენიმე მნიშვნელობა. ერთი მხრივ, აქ


ლაპარაკია აქტიურ მესამე თვალზე, აჯნა ჩაკრაზე, საიდანაც გამოდის ყურადღების
სხივი, და მისი მეშვეობით ხდება ობიექტის ტრანსფორმაციის მართვა. მეორე მხრივ,

100
ოქროს დისკი მზის სიმბოლოა. თავად გლიფი „მზე“ შეგვიძლია სხვადასხვანაირად
განვმარტოთ: სული, ღმერთი, ცეცხლი, ენერგიის რაოდენობა, პირადი ძალა. მოკლედ, აქ
ნათქვამია, რომ თქვენი ყურდღების დონეზე ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა უნდა
გქონდეთ (როგორც მზეს) და ეს ენერგია - სულის, ან ღმერთის ენერგიაა. ანუ აქ
პიროვნება არანაირ როლს არ თამაშობს, თქვენ კი თქვენი ცნობიერებით უმაღლეს
ცნობიერებას ეყრდნობით. და მიღებული ყურადღებაა სწორედ ტრანსფორმაციის
მარეგულირებელი ძალა. ამაზე ასევე მეტყველებს გლიფი „თავის ნათება“, ანუ საჭიროა
აქტიური „ჩართვა“ ზემოდან. მაგი თავისი ცნობიერებით ჩართულია უმაღლეს
ძალასთან. ასევე ესაა მითითება იმაზე, რომ ყველა ენერგია ზედა ჩაკრების დონეზე
იმყოფება.

გაშლილი ფრთები. მოწოდება ცნობიერების გაფართოებისკენ.

ყვავილები. ეს თქვენი შემოქმედების შედეგებია.

გზა. გზა გვერდითაა, და ანგელოზი მასზე არ დგას. ეს ნიშნავს, რომ ალქიმიით თუ


გაერთობით, შესაძლოა გზას გადაცდეთ. ალბათ წაგიკითხავთ ვადიმ ზელანდის
წიგნები. ტრანსსერფინგის ეს ტექნიკა სხვა არაფერია, თუ არა მე–14 არკანის ძალა.
თუმცაღა ადამიანთა უმეტესობამ ვერ შეძლო მთავარის დანახვა მის წიგნებში. ყველა
მოეჭიდა შესაძლებლობას, რომ როგორმე შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, წარმართონ იმ
მიმართულებით, საითაც სურთ. თუმცაღა მისი ფილოსოფიის ქვაკუთხედს
წარმოადგენს საკუთარი თავის სამყაროს დინებასთან ჰარმონიაში მოყვანა, რათა
ადამიანი საკუთარ გზას გაჰყვეს. მისი ბოლო წიგნები თითქმის პირდაპირი ტექსტით
ამბობენ ამას, მაგრამ მასები მათში მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების
შესაძლებლობას ხედავენ. კარტი კი ძალიან მკაფიოდ ამბობს: მთელი ენერგია ზედა
ჩაკრებშია, და არა – ქვედებში. იქ კი სურვილები არაა, იქ ცოდნაა.

თასები. თასები ტაროში წყლის სტიქიაა. წყალი კი დროა. ანუ ამ მდგომარეობაში ჩნდება
ძალაუფლება, რომ დავაჩქაროთ ან შევანელოთ დრო. საერთოდ, თასები აქ თავად
ტრანსფორმაციას აჩვენებენ, ვერცხლის ოქროდ ქცევას. ესაა დნობის პროცესი, რომელსაც
ადამიანი ამ არკანის ზემოქმედებით განიცდის.

როგორ მუშაობს ეს არკანი? მას შემდეგ, რაც მაგი არკანის მდგომარეობას შეიგრძნობს,
მისი აღქმა იცვლება. ახლა ყველაფერი, რასაც უყურებს, აღიქმება მის მიერ, როგორც
სტრუქტურა, რომელიც დროში მოძრაობს გარკვეული სიჩქარით. ამ დინების სიჩქარის
მართვით და პროცესის ენერგიის გაზრდით ან შემცირებით მაგი არეგულირებს
ობიექტის ტრანსფორმაციას. არკანში ხარისხიანად შესვლისას შესაძლებელია
შეიგრძნოთ სხვადასხვა განტოტვები, ანუ ვარიანტები იმისა, რადაც შეიძლება იქცეს
ობიექტი.
101
მაგალითის სახით ავიღოთ ბავშვი. სანამ იგი პატარაა, არსებობს ათასი ვარიანტი, რად
შეიძლება იქცეს. ალბათობების თეორიის თვალთახედვით, მას შეუძლია გახდეს
როგორც ბანკირი ან პრეზიდენტი, ასევე „ბომჟი“ ან მკვლელი. აი, გაიზარდა ბავშვი და
ახლა 20 წლიაა. იგი უკვე განპირობებულია გარკვეული თვისებებით და ჩვევებით. მისი
პიროვნება უკვე საკმაოდ მყარია. ვარიანტები, ვინ შეიძლება გახდეს, უკვე გაცილებით
ნაკლებია. აი, უკვე 60 წლისაა. ვარიანტები კიდევ უფრო ნაკლებია, რადგანაც
პიროვნების განპირობებულობა კიდევ უფრო გაიზარდა.

თავდაპირველად, ამ არკანის ძალასთან მუშაობისას თქვენ დაინახავთ მიმდინარე


მოვლნების შეცვლის შესაძლებლობებს, და აირჩევთ სავარაუდო ვარიანტებიდან.
დავუშვათ, სამსახურში კოლეგებთან კონფლიქტი გაქვთ. ამ ძალის პოზიციით, მსგავს
სიტუციაში არსებობს ერთდროულად სამი ობიექტი. ესენია თქვენ, კოლეგები და
ურთიერთობა. თქვენ და კოლეგები მეტისმეტად ინერტულნი ხართ. და აი,
ურთიერთობები კი, უფრო დინებადი ასპექტია, ამიტომ შესაძლებელია მასზე
ზემოქმედება.

თქვენ შედიხართ არკანის მდგომარეობაში, და განეწყობით ურთიერთობებზე. ისინი


უნდა შეიგრძნოთ, როგორც ერთგვარი დინება, რომელშიც სხვადასხვა დაჭიმულობებია.
თითქოს მდინარეში მყარი მატერიის ნაჭრები ყრია. საკუთარი ყურადღებით, როგორც
ლაზერით მუშაობისას, თქვენ ახურებთ ამ დაძაბულ მიდამოებს და პარალელურად
ზრდით ან ამცირებთ მათ სიჩქარეს... ვიცი, რომ ბოდვას ჰგავს, მაგრამ თუ შეძლებთ ამ
მდგომარეობაში შესვლას, გაიგებთ ჩემს სიტყვებს.

შემდეგ უკვე ყველაფერი დამოკიდებულია თქვენ მიერ არკანის ენერგიის გატარების


უნარზე და პირად ძალაზე. დაჭიმულობების განმუხტვისას შეიგრძნობთ, რომ არსებობს
სამსახურში მსგავსი ურთიერთობების სხვა ვარიანტები. კონცენტრირდებით რა საჭირო
ვარიანტზე, თქვენ იწყებთ მისი ენერგიით ავსებას და სტაბილურ ფორმად ფიქსირებას.
უნდა გაჩნდეს გრძნობა, რომ „სწორედ ასე იქნება“. მდინარე იმ მიმართულებით
მიემართება, რომელიც თქვენ აირჩიეთ.

თუმცაღა იმისთვის, რომ ამ ძალის გარეთ გამოტანა ისწავლოთ, აუცილებელია, რომ


თქვენს სტრუქტურაში დააგროვოთ იგი. თუკი ავიღებთ იგივე სიტუაციას კოლეგებთან,
მაშინ შეიძლება ზემოქმედება არა ურთიერთობებზე, არამედ საკუთარ თავზე.
შესაძლებელია შევცვალოთ ჩვენი სტრუქტურა და მათ თვალში ძალზედ პატივსაცემი
ადამიანი გავხდეთ, ან სახიფათო და საშიში,და მაშინ თქვენი შეეშინდებათ. მაგრამ არის
ერთი პრობლემა, საკუთარი თავისგან იმის გამოძერწვას, ვინც გინდათ, თქვენ ვერ
შეძლებთ, რადგანაც შესაძლოა თქვენს პიროვნებაში არ აღმოჩნდეს აუცილებელი
თვისებები. მე ეს ერთ ანეკდოტს მახსენებს.

102
ზის პატრა ბავშვი ქვიშაში და რაღაცას ძერწავს. გვერდით პოლიციელი ჩაივლის და
ეკითხება:

- ბიჭუნა, რას ძერწავ?

- პოლიციელს.

- და როგორია მისი შემადგენლობა?

ქვიშა, თიხა, წყალი და ქაქი.

პოლიციელი გაბრაზდა, მშობლებთან წაიყვანა იგი, და ისინიც შეჰპირდნენ, რომ


დასჯიდნენ ბავშვს. მეორე დღეს პოლიციელმა კვლავ გაიარა იმავე ადგილას და იგივე
ბიჭი ისევ რაღაცას ძერწავდა.

- ბიჭუნა, დღეს რაღას ძერწავ?

- მეხანძრეს.

- და რა შემადგენლობა აქვს?

- ქვიშა, თიხა და წყალი.

- და ქაქი სადღაა?

- თუ ქაქს დავამატებთ პოლიციელი გამოვა.

ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი თავისგან სუპერმენი შევქმნათ, რადგანაც ტყვიის ნაჭერს


ვგავართ: მეტისმეტად მყარი ვართ. ამიტომ, საჭიროა ჩვენი გადადნობა. თუკი ამ არკანში
შევდივართ და ამ ძალას ვუქვემდებარებთ თავს, სწორედ ამას გააკეთებს იგი. ამასთან
მორალურად უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ ცხოვრება შეიცვლება, და თანაც ძალიან
სწრაფად. მზადყოფნა გულისხმობს უნარს, რომ იყოთ დინებადი და არ შეუშინდეთ
ცვლილებებს.

რატომ ეწოდება არკანს „ზომიერება“? წარმოიდგინეთ, რომ ღუმელში ნამცხვრს


ამზადებთ. იმისთვის, რომ ნამცხვარი გამოვიდეს, აუცილებელია ოპტიმალური
ტემპერატურის შენარჩუნება. თუ ტემპერატურა მეტი იქნება, იგი დაიწვება, ხოლო თუ
ნაკლები, კარგად ვერ გამოცხვება. სწორედ ესაა ზომიერების მდგომარეობა.

თუ ამ ძალასთან დაიჭირეთ საქმე, უნდა გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავში საჭირო


ცვლილებებისთვის გარკვეული დროით უნდა შეინარჩუნოთ რიტმი. თითქოს თვითონ
ვათავსებთ საკუთარ თავს ღუმელში და ველოდებით, სანამ მზად ვიქნებით. ყველაფერი

103
ეს შესაძლებელია, თუკი ტრანსფორმაციის მთელი პერიოდის განმავლობაში
ზომიერების მდგომარეობაში ვიქნებით.

ამიტომ მედიტაციას მოგცემთ საკუთარი თავის შეცვლაზე გათვლით. თუკი შეძლებთ,


რომ ამ ძალის მეშვეობით ტრანსფორმაცია გაიაროთ, იგი თქვენი პიროვნების ნაწილი
გახდება და შეძლებთ, რომ ნებისმიერ რამეზე მიმართოთ იგი და გაუშვათ ერთის
მეორედ გარდაქმნის პროცესი.

მედიტაცია არკანზე

თავდაპირველად დარწმუნდით, რომ მზად ხართ შეიცვალოთ და საკუთარ თავზე


მიიღოთ ამ ცვლილებების ყველა შედეგი. ამაზე პასუხს აგებს სულთან ჩართულობა, ანუ
ზედა მიერთების აქტივობა (გლიფი - თავის ნათება).

ასევე დარწმუნდით იმაში, რომ საკმარისი პირადი ძალა, ანუ თავისუფალი ენერგია
გაქვთ ცნობიერების დონეზე. თუ იგი არასაკმარისია, რამდენიმე დღით დაისვენეთ,
საკუთარი აზრები წესრიგში მოიყვანეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით პრაქტიკას.

შემდეგ დაჯექით, დაამშვიდეთ შდ–ი. დაიწყეთ თქვენი ცნობიერების გაფართოება


(გლიფი - ანგელოზის ფრთები).

დაიწყეთ გონებაში საკუთარი სულის იდეის შენარჩუნება, ერთგვარი უმაღლესი ძალის,


სანამ გრძნობების დონეზე სულიერი გარდასახვის შეგრძნება არ აღგავსებთ.

თქვენ შეგიძლიათ გააფართოოთ ცნობიერება იმის წარმოდგენით, რომ ზომებში


იზრდებით. თავიდან ოთახს ავსებთ, შემდეგ მთელ სახლს, შემდეგ ქალაქს, ქვეყანას,
მთელ პლანეტას, მთელ სამყაროს... და ა.შ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ იმ ფიზიკური
საზღვრების შეგრძნება დაკარგოთ, რომელსაც თქვენი სხეული ქმნის. ასევე შეგიძლიათ
სხეულის დონეზეც შეიგრძნოთ, რომ ცოტათი მართლაც გაფართოვდით (გლიფი -
ანგელოზის სამოსი).

ამ მდგომარეობაში დაიწყეთ ცვლილებებზე განწყობა (გლიფი - საყრდენი მდინარეზე).


ამისთვის შეიძლება დააკვირდეთ ყინულის წყლად ტრანსფორმაციის პროცესს და
დაიჭიროთ ეს ძალა, ან განეწყოთ თქვენი ცხოვრების დინებაზე და გაიხსენოთ საკუთარი
ცვლილებები ბავშვობიდან დაწყებული მიმდინარე დრომდე.

ამ ყველაფერმა ერთად უნდა შეგიყვანოთ მდგომარეობაში, რომელშიც ანგელოზი


ჩნდება. ეს სიტყვები არ უნდა გაიგოთ ისე, რომ თქვენ წინ ფრთებიანი მამაკაცი
გაჩნდება, არამედ ისე, რომ სამყაროს სხვანაირად შეიგრძნობთ. თქვენი ცნობიერების
მდგომარეობა შეიცვლება. და სწორედ აღქმის ცვლილება შეგვიძლია განვიხილოთ,

104
როგორც ანგელოზის დაშვება. ანუ იგი დაეშვა და თქვენ ის გახდით. თქვენი აღქმის
ნებისმიერი ცვლილება უნდა მიიღოთ და თავი გააიგივოთ ამ ძალასთან.

ახლა უკვე შეგიძლიათ განეწყოთ იმაზე, რისი შეცვლაც გსურთ. მაგრამ ჯობია, რომ არ
ეცადოთ თავიდანვე სამყაროს შეცვლას, არამედ თვითონ შეიცვალეთ, რათა უკეთ
გაატაროთ ეს ენერგიები. ყველა ცვლილება ავტომატურად ხდება, უბრალოდ
მდგომარეობის შენარჩუნებაა საჭირო. ამ მდგომარეობიდან ინდივიდუალური „მე“
შეიგრძნობა, როგორც სტრუქტურა, როგორც რაღაც მდგრადი. მიეცით ეს სტრუქტურა
ანგელოზს. ეს ისე გამოიყურება, თითქოს ამ მდგომარეობიდან საკუთარ თავს უყურებთ
(გლიფი - ოქროს დისკი თვალებს შორის), როგორც პიროვნებას და იწყებთ შეგრძნებას,
რომ დნებით. თქვენი პიროვნების ინერტული, „გამყარებული“ საფუძველი დინებადი
ხდება. ამ მომენტში შესაძლოა შეგარყიოთ. ბოლომდე უნდა მიეცეთ ამ რყევას,
ვიბრაციებს, სითბოს, სიცივის და სხვა ეფექტების შეგრძნებებს. იჯექით ასე მანამ, სანამ
ტრანსფორმაციის პროცესი არ დასრულდება. და მხოლოდ ამის შემდეგ გამოდით
მედიტაციიდან.

უნდა გესმოდეთ, რომ ცვლილებები ნატიფ პლანზე მყისიერად გამოიწვევენ


ცვლილებებს ფიზიკურ პლანზე. ეს ნიშნავს, რომ თუ ხვალ სამუშაოდან
გაგანთავისუფლებენ, ეს უნდა მიიღოთ, როგორც ტრანსფორმაციისთვის აუცილებელი
ელემენტი. გახსოვდეთ, რომ ცვლილებების პროცესში საკუთარ სულს უნდა
დაეყრდნოთ, მიუხედავად იმისა, აცნობიერებთ თუ არა მას. როგორც დონ ხუანი
ამბობდა, მეომარი ენდობა თავის პირად ძალას მიუხედავად იმისა, მცირეა იგი თუ
უზარმაზარი.

ამ ძალის საკუთარ ცხოვრებაში მოხმობის დროს ნუ დაგავიწყდებათ, რომ საკმარისი


ენერგია, ანუ პირადი ძალა უნდა გქონდეთ. პირადი ძალა ესაა შეგრძნება, როცა ძლიერი
და თავდაჯერებული ხართ, და გჯერათ, რომ მთებს გადაატრიალებთ. მაგრამ
ყურადღებით იყავით, საკუთარი თავი თვითშთაგონებით არ მოატყუოთ. თქვენი მზაობა
უდრეკი უნდა იყოს. რადგანაც თუ საკმარისი ენერგია არ გექნებათ, თქვენი პიროვნების
გადადნობის პროცესი არ გაეშვება და ამის გამო მხოლოდ უარესად გახდებით.

მე–14 არკანი სიდჰა

ამ არკანის სიდჰას წარმოადგენს ალქიმიის უნარი. მისი მეშვეობით სამყაროს შეხედავთ,


როგორც გიჟი ქიმიკოსი პროფესორი. ყველგან დაინახავთ მასალას
ტრანსფორმაციისთვის. ადამიანები, სიტუაციები და მოვლენები თქვენთვის მხოლოდ
რეაქტივები იქნება, რომლებსაც, თუკი მათ კარგად დაამუშავებთ, რადაც გსურთ, იმად
აქცევთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ალქიმიკოსობის თამაშით გართობის შედეგად
შესაძლოა სულიერი ევოლუციის გზიდან გადაუხვიოთ.
105
მე–11 არკანი. „კანონი“. ძალა, რომელიც წესებს ამყარებს

გახსოვთ, ვოლანდის და ბერლიოზის საუბარი? როცა წავიდა კამათი იმის შესახებ,


არსებობს თუ არა ღმერთი, ბერლიოზმა თქვა, რომ იგი არ არსებობს და ყველაფერს
თავად ადამიანი მართავს. ვოლანდმა კი უპასუხა, რომ მართვისთვის საჭიროა გეგმა
თუნდაც რაღაც ვადით, მაგალითად 1000 წლით, მაშინ, როცა ადამიანი იმასაც კი ვერ
იტყვის, თუ რა მოუვა უახლოეს საღამოს.

მე–11 არკანის ძალაა სწორედ ღმერთის ის ძალა, რომელიც წყვეტს, რა უნდა მოხდეს და
რა არა. ოღონდ ეს უნდა გავიგოთ არა როგორც კონკრეტული სიტუაციების სცენარი,
არამედ როგორც ერთგვარი შაბლონი, წესები, რომლითაც უნდა დალაგდეს მოვლენები.
კანონი, რომელსაც ყველაფერი ემორჩილება.

იცით, გარშემომყოფი სივრცე ასე სწორედ იმიტომ ფუნქციონირებს, რომ არსებობს


კანონი, რომლის მიხედვითაც იგი ასე ფუნქციონირებს. და ეს კანონი ადამიანებს არ
შეუქმნიათ, არამედ თავად სისტემამ შექმნა. სისტემის ქვეშ აქ უნდა ვიგულისხმოთ
ეგრეგორები, რომლებშიც ჩართულია ადამიანი, იქნება ეს ქვეყანა, რელიგია თუ თქვენი
სამსახური, ყველგან არსებობს უმაღლესი ნება. და ეს ნება მე–11 არკანის სფეროში
ფორმირდება.

სეფიროტის ხის პოზიციიდან, მე–11 არკანი ჰაერის სტიქიის სფეროშია (მარცხნივ, თუკი
ზურგით შემოვტრიალდებით და აზრობრივად ხის ადგილას დავდგებით). ხოლო ჰაერი
ესაა ქაოსი, განუსაზღვრელობა. მაგრამ იგივე ნაწილობრივ მომავალსაც ეხება. და მაინც,
106
მომავალი არ ჩნდება ქაოტურად და შემთხვევით. არსებობს წესები, რომლებითაც
მომავალი ჩნდება. ეს სამყაროს მოწყობის პრიორიტეტებს ჰგავს. მას მომავალზე ასევე
აქვს გეგმები, და იგი იცავს ერთგვარ წესებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამ
მომავლამდე მისვლა. ამ პროცესს ეწოდება ქაოსიდან წესრიგის შექმნა.

ეს რომ უფრო ადვილად გაიგოთ, წარმოიდგინეთ, რომ სისტემა ეს თქვენ ხართ. და


გადაწყვიტეთ, რომ ხვალინდელი დღე დაგეგმოთ. ხვალე ჯერ არ დამდგარა, და
ფიქრობთ, რა უნდა გავაკეთო? ფაქტიურად, ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლიათ. და
აი, ჩამოწერეთ საქმეების სია: უნდა წახვიდეთ მაღაზიაში, დაალაგოთ სახლი, შეხვდეთ
მეგობრებს და ა.შ.

როცა ხვალინდელი დღე დგება და თქვენს დღევანდელ დღედ იქცევა, თქვენ იწყებთ
თქვენი წესებით მოქმედებას. ქაოსიდან, ანუ მილიონი ვარიანტიდან, თქვენ აირჩიეთ
რაღაც კონკრეტული და წესრიგად აქციეთ ეს ყველაფერი. სწორედ ესაა კანონი.

მე–11 არკანი წარმოადგენს სივრცის ისეთ ზონას, სადაც ეს კანონი ფორმირდება. ეს


რაღაც საწყობის მსგავსია, სადაც არსებობს მილიონობით კანონი, მაგრამ ყველა შესაძლო
ვარიანტიდან ეს ძალა ირჩევს რაღაც კონკრეტულს სისტემის საჭიროებისამებრ. მაგრამ
რადგანაც სისტემა მრავალი ეგრეგორისგან შედგება, ყოველ მათგანში შესაძლებელია
თავისი კანონები იყოს.

მაგალითის სახით ავიღოთ ქალაქი. ქალაქი ასევე სისტემაა, რომელშიც მრავალი


ეგრეგორი არსებობს: წარმოებები, სავაჭრო ცენტრები, დასვენების ადგილები,
რელიგიური ცენტრები. და ყველა ამ ადგილს თავისი წესები აქვს, რომლითაც
ადამიანები მოქმედებენ.

გააკეთეთ ასეთი პრაქტიკა: გაიარეთ აბსოლუტურად სხვადასხვა ენერგეტიკის მქონე


რამდენიმე ადგილას. მაგალითად, დაიწყეთ სავაჭრო ცენტრით. როდესაც მიხვალთ,
დააკვირდით ადამიანებს. დაკვირვება დიდხანს მოგიწევთ, რომ დაინახოთ, როგორ
რეაგირებენ ადამიანები გარშემომყოფ სივრცეზე. შეამჩნევთ, როგორ ზემოქმედებს
თავად ადგილი ადამიანის გონებაზე. ძალიან გაგიმართლებთ, თუკი ვინმე
„შოფოჰოლიკს“ იპოვით. გაჰყევით და დააკვირდით მის ქცევას. სავაჭრო ცენტრი, მისი
ეგრეგორი, უბრალოდ შეიპყრობს მას, ყველა მაღაზიას მოატარებს და მთელ ფულს
დაახარჯვინებს.

შემდეგ შედით კაფეში და დააკვირდით იქ მყოფ ადამიანებს. იქ უკვე სხვა კანონია,


რომელიც ადამიანებს სხვა სახის მოქმედებებისკენ უბიძგებს.

შემდეგ ეკლესიაში შედით და ახლა უკვე აქ დააკვირდით ხალხს. სრულიად სხვა წესებს
იგრძნობთ, და ეს წესები განსაზღვრულ განწყობას ქმნიან ადამიანებში.
107
და კიდევ უკეთესია, თუკი თან წაიყვანთ მეგობარს და მოატარებთ ყველა ამ ადგილს
რაიმე უწყინარი საბაბით. და დააკვირდით თქვენს მეგობარს, მისი ქცევისა და განწყობის
ცვლილებებს. ასე გაგიჩნდებათ წარმოდგენა, როგორ მოქმედებს ამა თუ იმ ეგრეგორების
კანონი.

მაგრამ თუკი ჩვეულებრივ ადამიანებს შეუძლიათ, რომ მხოლოდ დაემორჩილონ ამ


კანონებს, მაგებს უკვე მათი მართვა შეუძლიათ, ზოგიერთს კი ახალი კანონების შექმნაც.
და მიუხედავად ამისა, მაგი აცნობიერებს, რომ ახალი წესების დაწერისას, იგი უკვე
არსებულ სისტემაში წერს მათ, და მისი წესები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სისტემის
წესებს.

ამიტომ პირველი, რაც მე–11 არკანში შესვლისას ხდება ესაა შემოწმება იმ ეგრეგორის
კანონთან შესაბამისობაზე, რომელშიც მაგი ამ ძალას იძახებს. თქვენ ყველამ იცით ასეთი
ფუნქციის შესახებ სხვადასხვა დაწესებულებებში, როგორიცაა ფეის-კონტროლი და
დრეს-კოდი. იგივე ხდება ცნობიერების დონეზეც. ძალა ამოწმებს, კანონიერია თუ არა
მოცემული ცნობიერება ამ ტერიტორიაზე. და თუ არაა, მაშინ სისტემა ყველა შესაძლო
ძალისხმევას გამოიყენებს, რომ უკანონო ელემენტი მოიშოროს.

შეიძლება ითქვას, რომ ამ არკანის მთელი მაგია საკუთარ თავში ამ სიგნალის


შენარჩუნებასა და გატარებაში მდგომარეობს. თუკი მაგი ამას გააკეთებს, იგი მაშინვე ამ
კანონის მატარებელი ხდება. და ახლა უკვე კანონი დაიცავს მას. თუკი ვინმე გადაწყვეტს,
რომ ამ მაგს ქვა ესროლოს, მაშინ მაგს კი არა, თავად სისტემას ესვრის, ეგრეგორს, კანონს,
შეიძლება ითქვას ღმერთს. ღმერთი კი არ დაიწყებს გარჩევას, ვინ აურია პირველმა. მაგი
შეესაბამება ამ კანონს, ქვის მსროლელი კი - არა. ე.ი. მეორე მოსაშორებელია. და ეს
მოშორება სასტიკი იქნება.

ამიტომ ამ არკანის ძალას ხშირად იყენებენ, როგორც დაცვას. მაგალითად, ხშირად


გსმენიათ, რომ ბავშვის მონათვლა ეკლესიაში დაცვას აძლევს მას. ეს სიმართლეა, მაგრამ
ზუსტად იქამდე, სანამ ბავშვი რელიგიურ ეგრეგორს შეესაბამება. და სანამ ბავშვი
პატარაა, ამ ეგრეგორს მისი მშობლები უნდა შეესაბამებოდნენ. მათ უნდა შეასრულონ
ყველა საეკლესიო რიტუალი, ილოცონ, იმარხულონ, ეზიარონ და ა.შ. როგორც კი
გაიფიქრებენ სხვა რელიგიაზე, მაშინვე გამოდიან ეგრეგორის კანონიდან, და შედეგად -
მისი დაცვიდან.

დაცვის ძალა დამოკიდებულია ადამიანის მნიშვნელობაზე ეგრეგორის შიგნით. ერთხელ


შემთხვევით ტვ-ში ვნახე პატრიარქ ალექსი II-ს დაკრძალვა. ავტომობილს, რომლითაც
მისი კუბო მიჰქონდათ, ოთხი შეიარაღებული მამაკაცი იცავდა, რომლებიც ნელა
მიმავალ ავტომობილს სირბილით მიჰყვებოდნენ. თითქოს, რა უნდა დაუშავონ
გარდაცვლილს? მაგრამ რადგანაც არსებობს სისტემის ინერცია, მისი მოქმედებები
108
დროში გრძელდება, სანამ ინერცია არ ჩაქრება. ეს წესი საპირისპირო მიმართულებითაც
მოქმედებს. თუკი სისტემა რაღაცისთვის გირტყამთ, შესაძლოა უკვე მიიღეთ საზღაური,
მაგრამ ინერციით კიდევ 10 წელი გხვდებათ პანღურები. როგორც ლათინურ ანდაზაშია
ნათქვამი: „კანონი სასტიკია, მაგრამ ის კანონია“. ასე რომ, ჯობია არ ეხუმროთ მას.

ამ არკანის ძალის საკუთარ თავში გატარებით, მაგი უფრო და უფრო იწყებს


შესატყვისებას იმ კანონებთან, რომლებშიც ჩართულია. მისი მასა ეგრეგორის შიგნით
იზრდება, რაც შესაძლებლობას აძლევს მას, რომ გარეთ და სივრცის ნებისმიერ
წერტილში გაატაროს ეს კანონი. მაგალითად, ვინმე ქრისტიან მაგს შეუძლია მივიდეს
მუსლიმის ტერიტორიაზე და ისინი ქრისტეს იწამებენ. და პირიქით, მუსლიმ წმინდანს
შეუძლია სხვა რელიგიის მიმდევრები თავის კანონზე გადაიყვანოს.

ეს უნარი ასევე სასარგებლოა ბიზნესმენებისთვის. მრავალი ბიზნესმენი კარგავდა თავის


ბიზნესს მხოლოდ იმის გამო, რომ სამსახურში აყავდათ ის ადამიანები, ვისი შინაგანი
კანონიც მხოლოდ ქაოსს და ნგრევას თესავდა. ოლიგარქი ბერეზოვსკი ამბობდა, რომ
თუკი შენს გუნდში იქნება ადამიანი, რომელიც არ იზიარებს საქმისადმი შენს რწმენას,
ყოველგვარი შეცოდების გარეშე უნდა გააგდო იგი. ბიზნესის შექმნა ესაა კანონის შექმნა,
რომელსაც თქვენი კლიენტები თქვენი პროდუქციის ან მომსახურების გამოყენებისას
დაიცავენ. და თუკი ტოპ-მენეჯერებს შორის არის სხვა კანონის გამტარი, მას შეუძლია
ყველაფერი გაანადგუროს.

ამ არკანის ძალა შესაძლებლობას გაძლევთ, რომ დამუხტოთ სხვები იმ წესებით,


რომლებსაც თქვენ იცავთ. მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ სტივ ჯობსი.
მაგალითად, მის კომპანიაში არ იყო PR-განყოფილება, მთელ რეკლამას იგი თავად
აკეთებდა. იგი უბრალოდ გამოდიოდა ახალი პროდუქტით და ამბობდა რაღაცას, მეორე
დღეს კი ნახევარი მსოფლიო ყიდულობდა ამას.

და თუკი თქვენ გარშემო ქაოსი, ალკოჰოლიზმი, ძალადობა და ავადმყოფობებია, იქნებ


პრობლემა სამყაროში კი არა, იმაშია, რომ თქვენ რაღაც უცნაური კანონის გამტარი ხართ?
ძალიან ხშირად ადამიანებს არანაირი წესები არ გააჩნიათ. ისინი უბრალოდ ცხოვრობენ.
მაპატიეთ ტავტოლოგიისთვის, მაგრამ მათი ცხოვრება საშინელია.

შექმენით თქვენი შინაგანი კანონი, შინაგანი წესები, შემდეგ კი მიჰყევით მათ საკუთარი
სიცოცხლის საფრთხის ქვეშაც კი, და მაშინ თქვენი ცხოვრება შეიცვლება. მე–11 არკანის
ძალა კი შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საკუთარი კანონის უფრო ძლიერი გამტარი
გახდეთ.

გლიფების გაშიფვრდა

109
კარტზე ჩვენ ვხედავთ ქალს, რომელიც წითელ სამოსშია და ტახტზე ზის. თავზე
გვირგვინი ახურავს, ცენტრში ძვირფასი ქვით. მარცხენა ხელში სასწორი უჭირავს,
მარჯვენაში კი – მახვილი. მის უკან ორი კოლონაა, რომელთა შორისაც გადაჭიმულია
ქსოვილი, და იგი რაღაცას ფარავს. ნახატის ფონი ყვითელია.

ყვითელი ფონი. ეს ფერი მიუთითებს მანიპურა ჩაკრას ფერზე, რომელშიც ნება


იმყოფება. ანუ კანონი ესაა სისტემის ნება. ასევე ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ენერგიები
ყველაზე აქტიური დღისითაა. აქედან გამომდინარე დანაშაულების უმეტესობა ღამით
ხდება, რათა სისტემამ „ვერ დაინახოს“ ისინი.

ქალი. ეს თავად სისტემაა, ასევე მინიშნება იმაზე, რომ ჩავრთოთ ინტუიცია. კანონის
ლოგიკით გაგება შეუძლებელია. მხოლოდ ინტუიციით.

გვირგვინი ძვირფასი ქვით. ამ შემთხვევაში გვირგვინი წარმოადგენს კანონში


ჩართულობას, ანუ აქტიურ ზედა მიერთებას, ხოლო ძვირფასი ქვა აჯნა ჩაკრას
აქტიურობას. ასევე არის გულსაბნევი ტანსაცმელზე, ყელის მიდამოში. ყველა ეს
ელემენტი ზედა ჩაკრების აქტივობას აღნიშნავს, რაც მიუთითებს საკმაოდ მძლავრ
ცნობიერებაზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თუ ცნობიერება სუსტია, არანაირი მართვა არ
იქნება. კანონი მხოლოდ ძლიერებს ემორჩილება.

სასწორი მარცხენა ხელში. მარცხენა ხელი ესაა ემოციები. ხოლო სასწორი, ერთი მხრივ, -
სისტემის ინსტრუმენტია, რათა შესაბამისობაზე შეამოწმოს, ხოლო მეორე მხრივ -
სასწორი, როგორც მოწყობილობა, როგორც დინამიური სისტემა. ანუ ემოციები
დინამიკაში, ქაოსში. ხოლო ქაოსი ესაა ამოუცნობი, განუსაზღვრელი. ამის განმარტება
შეიძლება ასე, რომ კანონს არ გააჩნია ემოციები, ამიტომ თავს ვერ შეაცოდებ.

მახვილი მარჯვენა ხელში. მარჯვენა ხელი ქმედებებია. ხოლო მახვილი ერთი მხრივ
მიუთითებს იმაზე, რომ შეუსაბამობის შემთხვევაში თავს წაგაცლიან, ხოლო ტაროს
სიმბოლიზმის თვალსაზრისით, მახვილი ცეცხლის სტიქია, ანუ ენერგიაა. ეს
მეტყველებს იმაზე, რომ კანონი ზემოქმედებს ენერგიით წესების დარეგულირებისთვის.

წითელი ტანსაცმელი. წითელი ფერი, როგორც უკვე ვიცით, სექსუალური ენერგიების


სიმბოლოა. ქალი მთლიანად წითლებითაა შემოსილი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ
მთელი სექსუალური ენერგია კი არ იხარჯება, არამედ სუბლიმირდება, რაც გარკვეულ
აგრესიულობას ანიჭებს კანონს. აქედან ცხადი ხდება, რატომ ამბობს უარს მრავალი
წმინდანი სექსუალურ ცხოვრებაზე: რათა მთელი კანონის გამტარნი გახდნენ. იგივე
ისტორიაა ბიზნესმენების შემთხვევაშიც. ხშირად სამუშაოს შემდეგ მათ უკვე ძალა აღარ
რჩებათ სასიყვარულო თამაშებზე. მაგრამ ახალ სამუშაო დღეს ისინი ატომური

110
რეაქტორივით აქტიურები არიან. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ თუკი არ შეგიძლიათ
თქვენს სექსუალურ სურვილებთან გამკლავება, ამ ძალას ვერ დაიმორჩილებთ.

ტახტი. ქალი ტახტზე უძრავ მდგომარეობაში იმყოფება. ერთი მხრივ, ეს მიუთითებს


ერთგვარ სტაბილურობაზე, ანუ საჭიროა დიდი ხნით და უძრავ მდგომარეობაში
მედიტაციაში ჯდომა, რაც მეტყველებს სამუშაოს ხანგრძლივად შესრულების უნარზე.
მეორე მხრივ კი, ეს მიუთითებს კანონის ურყევობაზე.

ორი სვეტი. ერთი სვეტი ადამიანთა კანონის სიმბოლოა, ხოლო მეორე - ბუნების
კანონის, ღმერთის კანონის. ანუ ხილული კანონი და უხილავი კანონი.

ქსოვილი სვეტებს შორის. ქსოვილი ფარავს ღვთაებრივ კანონს და მათ, ვინც მისი
გამტარია. ესენი ის რუხი კარდინალები არიან, რომლებიც სცენის უკან იმყოფებიან.
ასევე ამას განმარტავენ, როგორც ქაოსის სფეროს, ანუ ვარიანტთა, კანონთა ველს,
რომლებსაც ვერავინ ხედავს.

არკანში შესვლისას მაგი თავდაპირველად გადის ტესტს შესაბამისობაზე. სისტემა


ახდენს მის იდენტიფიკაციას და ყველაფერ ზედმეტს აჭრის. აქ უბრალოდ მოთმინებით
უნდა გაუძლოთ ამ მომენტს და ბოლომდე გააიგივოთ თავი სისტემასთან. უნდა
მოაშოროთ საკუთარი ინდივიდუალური „მე“ და გახდეთ ერთიანი კანონი.

შემდეგ იწყება ამ კანონთან შესაბამისობაში ცხოვრება. რაც უფრო ძლიერ და დიდხანს


შეესაბამება ადამიანი მას, მით უფრო მეტად აგროვებს ამ ძალას. ეს ავტომატურად
ცვლის მაგის აღქმას და მის უნარებს გარესამყაროს შეფასებაში. იგი იწყებს სივრცის
„კანონიერი“ და „უკანონო“ ელემენტების შეგრძნებას. მოცემული უნარი საშუალებას
აძლევს, რომ განალაგოს კანონი, რომელზეც გარშემომყოფები გადაეწყობიან.

მედიტაცია არკანზე

მანამ, სანამ ამ ძალაში შეძვრებით, თავადვე უნდა იყოთ საკმარისად „გახურებული“.


საკუთარი ინერციის გადალახვა შესაძლებელია სექსუალური ენერგიის დაგროვებით.
საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე უარი თქვით საკუთარი სურვილების
დაკმაყოფილებაზე. მაგრამ ამასთან გახსოვდეთ, რომ ისინი კი არ უნდა დათრგუნოთ,
არამედ თითქოს გადაავადოთ. მოვა დრო, და დავიკმაყოფილებ ჩემს სურვილებს,
მანამდე კი ამ ენერგიას სხვა რამისთვის გამოვიყენებ.

როდესაც დააკვირდებით საკუთარ თავს ცხოვრების ასკეტურ პერიოდში, იგრძნობთ,


როგორი „ლომკები“ გექნებათ დაუკმაყოფილებლობისგან. ერთი მხრივ, ამას შეუძლია
ბოსტნეულად გაქციოთ, მეორე მხრივ კი, კარგ აგრესიულობას მოგცემთ, მე ვიტყოდი
მრისხანებასაც, რომელიც შეგიძლიათ საქმისკენ მიმართოთ. ამიტომ არავითარ

111
შემთხვევაში არ უნდა იყოთ უმოქმედოდ „ლომკის“ პროცესში. აკეთეთ რამე. დაკავდით
სპორტით, იმედიტირეთ, ისეირნეთ. სექსუალურმა ენერგიამ უნდა იმუშაოს, მაგრამ არ
უნდა გამოიტყორცნოს გარეთ, და არც დაგუბებისგან არ უნდა ჩამყაყდეს.

ამ პერიოდის დასასრული გვაგონებს ვეფხვის მდგომარეობას ნახტომის წინ. იგრძნობა


დიდი ძალა, ამასთან აგრესიული ძალა, რომელიც სადღაც უნდა მივმართოთ. აი, ამ
მდგომარეობიდანაა შესაძლებელი არკანში შესვლა.

თავდაპირველად უნდა აირჩიოთ კანონი, რომლის გამტარიც გსურთ, რომ გახდეთ.


დავუშვათ, ეს თქვენი სამსახურია. განმარტოვდით. დაჯექით ისე, რომ მზად იყოთ, ამ
პოზაში საკმაოდ დიდხანს გაძლოთ.

დახუჭეთ თვალები და გამორთეთ შინაგანი დიალოგი. შედით ცნობიერების მარჯვენა-


ნახევარსფეროს მდგომარეობაში (იხ. მე–17 არკანის განყოფილება). ამ მდგომარეობაში
იჯექით საკმარისად დიდხანს, სანამ ამ ყველაფრის მიგდების სურვილი არ მოვა. ეს
სურვილი, ისევე როგორც მრავალი სხვა, წარმოადგენს ბლოკს სექსუალური ენერგიის
გზაზე. უნდა გაუძლოთ მას, სანამ რისხვის მდგომარეობა თქვენს სხეულს არ აღავსებს
(გლიფი - წითელი ტანსაცმელი).

შემდეგ განეწყვეთ საკუთარ სამსახურზე. უბრალოდ გაიხსენეთ ის შეგრძნებები,


რომლებიც სამსახურში გაქვთ (გლიფი - სვეტები). ბოლომდე უნდა ჩაერთოთ საკუთარი
სამსახურის კანონში (გლიფი - გვირგვინი). ეს მორიგ „ლომკას“ გამოიწვევს, რაც ნიშნავს
შესაბამისობაზე შემოწმებას (გლიფი - სასწორი).

შემდეგ შესაძლოა გაჩნდეს სხვადასხვა შეგრძნებები: რომ გატრიალებენ, გაბზრიალებენ,


გწურავენ და ა.შ. ამ დროს ხდება ზედმეტის მოკვეთა, იმის, რაც შეუსაბამოა (გლიფი -
მახვილი).

გახსოვდეთ, მთელი მედიტაციის განმავლობაში ცდილობთ, რომ თავი ქალთან, ანუ


სისტემასთან გააიგივოთ. თქვენ უკვე აღარ ხართ ადამიანი, არამედ სისტემა ხართ,
რომელშიც არაა ემოციები, არაა ლოგიკა, არამედ არის მხოლოდ წესები, არის მხოლოდ
მისი კანონი. ამიტომ ნუ შეეწინააღმდეგებით ცვლილებებს და სხვა უსიამოვნო
შეგრძნებებს. თუკი დაიწყებთ რაღაცის „ნდომას“ ან „არნდომას“ როგორც ადამიანი, ამ
ყველაფერს მახვილით მოგაჭრიან. თქვენ უკვე აღარ ხართ. თქვენ ხართ სისტემა, თქვენ
ხართ ადგილობრივი ღმერთი (ეგრეგორი).

საკუთარი თავის შეგრძნება რაღაც სხვად, არა ადამიანად, არამედ ძალად, აუცილებლად
უნდა გაჩნდეს. თქვენ ამას მიხვდებით, როცა გააცნობიერებთ თავს, როგორც ერთგვარ
მანქანას, რომელიც იმ კანონის კატეგორიებით აზროვნებს, რომელზეც თქვენ განეწყვეთ.
ამ მდგომარეობაში თქვენთვის ყველაფერი გასაგები გახდება. რატომაა ხელმძღვანელი
112
„კაზიოლი“ და რატომ გაქვთ დაბალი ხელფასი. რატომ იდგამთ წელებზე ფეხებს და
ვიღაცას კი კარიერულ კიბეზე ლამაზი თვალების გამო აწინაურებენ.

თუკი ამ მდგომარეობაში შეხვალთ, მაშინ შეძლებთ, რომ შეიგრძნოთ ვარიანტთა ანუ


კანონთა ველი, რომელთა მიღებაც შესაძლებელია ეგრეგორის შიგნით (გლიფი -
ქსოვილით დაფარული სვეტებს შორის). შეგიძლიათ იგრძნოთ, რა შეგიძლიათ
გააკეთოთ საკუთარ თავთან მიმართებაში. განავითაროთ საკუთარი ეგრეგორის შიგნით,
ან პირიქით, გამოაძევოთ იქიდან. ახლა შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თქვენ, რა თქმა
უნდა დაწერთ ისეთ კანონს სისტემაში, რომლის მიხედვითაც ყველა უკანალს
აგილოკავთ და დღეში სამჯერ დაგაწინაურებენ, მაგრამ ნურას უკაცრავად. სწორი
მდგომარეობა ამ ძალის შიგნით იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ უკვე აღარ ხართ
პიროვნება. თქვენ სისტემა ხართ. სისტემას კი არ აღელვებს მისი ხელქვეითების პირადი
სურვილები. პირიქით, შეგიძლიათ დაინახოთ, რომ უსარგებლო ხართ ამ სისტემისთვის,
და თავად მოინდომებთ იქიდან საკუთარი თავის გამოძევებას. ამის შემდეგ კი მხოლოდ
ისღა დაგრჩენიათ, რომ მიხვიდეთ სამსახურში, სადაც გათავისუფლება გელოდებათ.

როდესაც ადამიანი კანონის გამტარია, იგი უკვე აღარაა ადამიანი. იქ არაა ემოციები, არაა
შეცოდება, მორალი. იქ კანონია.

ერთხელ აჩვენებდნენ გადაცემას სტალინის შესახებ, სადაც იღებდნენ ინტერვიუს მისი


შვილიშვილისგან. იგი ამბობდა, რომ არასამუშაო დროს, როდესაც მაგალითად
ქალაქგარეთ რეზიდენციაში ისვენებდნენ, სტალინი და ბერია იყვნენ ძალიან სათნო
ადამიანები ძალზე კეთილი ზრახვებით. მაგრამ როგორც კი სამუშაოს უბრუნდებოდნენ,
მაშინვე ჟღერდა სიტყვები - „გადავასახლოთ“, „დავხვრიტოთ“ და ა.შ.

ეს ძალიან კარგად უნდა გაიგოთ. ამ ძალაში არაა პიროვნება, არაა თქვენი „მე“. აქ -
კანონია, და იგი ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ამ
ძალის სფეროში მოქმედებისას სისტემის წინააღმდეგ დააყენებთ თავს, იგი
გაგანადგურებთ.

მე–11 არკანის სიდჰა

თუკი ისწავლით იმ ეგრეგორთა კანონების გატარებას, რომლებშიც იმყოფებით,


მიიღებთ შესაძლებლობას, რომ თქვენი კანონები შექმნათ. თუკი ამას უწინდებურად
პროფესიული საქმიანობის ფარგლებში განვიხილავთ, თქვენ აღარ იმუშავებთ ბიძაზე და
საკუთარ ბიზნესს შექმნით. შეიძლება ითქვას, რომ ეს განასხვავებს ბიზნესმენებს ყველა
დანარჩენისგან - საკუთარი კანონის გამტარობის უნარი.

ხოლო მაგიის პოზიციიდან, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, რომელი კანონი გჭირდებათ


გზაზე წინსვლისთვის. როდესაც ქმნით წესებს მრავალი სისტემის შიგნით, თქვენ
113
უზრუნველჰყოფთ საკუთარი თავისთვის ფინანსურ მდგომარეობასაც, სტატუსსაც და
ყველაფერს, რაც გსურთ. თუმცაღა უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ყველაფერს სისტემის
შიგნით ქმნით და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეთ მას. პირიქით, თქვენი ქმედებები უნდა
ეხმარებოდნენ სისტემას განვითარებაში. ამ ძალის გატარების უნარი მოგცემთ მკაფიო
ხედვას, რომელ კანონებს უნდა დაემორჩილოთ, რომლები უნდა დაწეროთ და რა
განწყობითა და მდგომარეობით უნდა იცხოვროთ, რათა ყველაფერი წესისამებრ იყოს.

ამ არკანის ძალასთან გონივრული ურთიერთობა ასევე ერთ-ერთი უძლიერესი დაცვაა,


რომელსაც მაგი ფლობს. რაც უფრო მძლავრია სისტემა, რომელშიც იგი ჩართულია, რაც
უფრო მეტია მაგის მიერ სისტემის კანონის ენერგიის გამტარობა, მით უფრო მეტია მისი
დაცვა. და თავად არკანის, როგორც ერთგვარი ძალის მდგომარეობაც მძლავრ
ინსტრუმენტს წარმოადგენს გარესამყაროზე ზემოქმედებისთვის. როდესაც განეწყობით
სამსახურის ეგრეგორზე და გახდებით მისი გამტარი, სცადეთ, რომ ამ განწყობით
მიხვიდეთ სამუშაო ადგილზე. თუკი მანამდე თავდასხმებისა და დაცინვის საგანი
იყავით, ახლა უკვე ყოველი მეორე ირბენს თქვენთან რჩევის საკითხავად.

მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ ადამიანი. თქვენ კანონი ხართ. ჰოდა შეასრულეთ
იგი.

მე–13 არკანი. „სიკვდილი“. ძალა, რომელიც ენერგიას ანულებს

არ ვიცი რატომ, მაგრამ ბევრს ეს არკანი მაგნიტივით იზიდავს. რატომღაც ყველას უნდა,
რომ მისგან ისწავლოს რაღაც, უფრო ზუსტად კი, მართოს სიკვდილის ძალა.
არსობრივად, ადამიანს რომ ამ ძალის მართვა შეძლებოდა, იგი უკვდავი გახდებოდა.
ვფიქრობ, ასეთი მაგები არსებობენ, მაგრამ მათზე ფიქრიც კი უაზრობაა, არათუ ძებნა.

114
შესაძლოა, ამ ძალის მიმზიდველობა იქიდან გამომდინარეობს, რომ ადეპტი ფიქრობს,
თითქოს ამ მდგომარეობაში შესვლით მას ნაკლებად შეეშინდება სიკვდილის? ან უფრო
დიდხანს იცოცხლებს? ან საშინელებას დაატეხავს თავს საკუთარ მტრებს? არ ვიცი, რას
ეძებენ დამწყებები ამ ძალაში. რადგანაც ის, ვისაც ესმის ეს ძალა, საერთოდ არ ეძებს
მასთან შეხვედრას, რადგანაც იცის, რომ სიკვდილი თავის გზაზე ყველაფერს ანგრევს.

სიკვდილის ენერგია გვაგონებს ნულს მათემატიკაში. რამდენჯერაც არ უნდა გაამრავლო


ნულზე, შედეგი მაინც ნული იქნება. სხვა სიტყვებით, როდესაც სიკვდილის ენერგია
რაიმე სხვა სახის ენერგიას ხვდება, იგი უბრალოდ შლის მას. რაც არ უნდა შეხვდეს
გზაზე, იგი უბრალოდ ქრება. ამაშია სიკვდილის არსი, გადააქციოს ყოფნა არყოფნად.

ტრადიციას, რომელშიც მაგები სიკვდილის კანონებს შეისწავლიან, ეწოდება


ნეკრომანტია. სიტყვასიტყვით ეს ტერმინი ითარგმნება, როგორც მკითხაობა მკვდარ
სხეულებზე. ნეკრომანტებს შეუძლიათ მრავალი რაღაც დაინახონ გვამებში. მკვდარი
სხეული საკუთარ თავში სიკვდილის ნაწილს შეიცავს, შესაბამისად, შესაძლებელია
სიკვდილის განზრახვის დანახვა, მაგალითად, ვინ მოკვდება შემდეგი. ამიტომ,
სიკვდილის მაგიის შესასწავლად მუდმივი წვდომა უნდა გქონდეთ მკვდარ სხეულებზე.
ერთხელ პათოლოგოანატომს ვესაუბრე, და იგი მიყვებოდა, რომ 5-6–წლიანი მუშაობის
შემდეგ, მართლაც დაიწყო რაღაცის შეგრძნება. მაგალითად, თქვა, რომ ერთხელ
მეტროში ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი დაინახა და მიხვდა, რომ იგი მალე
მოკვდებოდა. როგორ მიხვდა ამას, არ იცოდა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ეს მამაკაცი
მის მაგიდაზე აღმოჩნდა სიკვდილის მიზეზის დასადგენად. და ეს მაშინ, როცა ჩემი
ნაცნობი არანაირი მაგიით არაა დაკავებული.

მაგები კი, რა თქმა უნდა, მეტს ხედავენ. მათ შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში
იყვნენ ამ მდგომარეობაში და გაატარონ სიკვდილის ძალა. ასეთი მაგისთვის საკმარისია,
რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ყურადღება რაღაცაზე, და
სივრცის ამ სფეროში ადამიანები ავად ხდებიან და კვდებიან. მას იოლად შეუძლია
„მოკლას“ ვინმეს ბიზნესი ან ავადმყოფობა. ეს მაგები პრინციპში დაუმარცხებელნი
არიან, რამეთუ ისინი თავად სიკვდილი არიან.

მე არ მინახავს ასეთები, მაგრამ თავად არაერთხელ შევსულვარ სიკვდილის


მდგომარეობაში. ჩემი უნარები ამ ძალასთან მუშაობისას მხოლოდ იმაზე მყოფნის, რომ
ეს ძალა ჩემი ცნობიერების განწმენდისთვის გამოვიყენო. მაგალითად, ამ ძალით
შესაძლებელია შიშის მოკვლა, აკვიატებული სურვილის მოკვლა, არასაჭირო
ადამიანთან კავშირის გაწყვეტა ან ორგანიზმში ვირუსის განადგურება. მაგრამ ჩემს
გარეთ მისი გატარება არ მიცდია. მეშინია. არ მინდა, რომ ავადმყოფობების და
სიკვდილის გამავრცელებელი ვიყო ჩემ გარშემო.

115
გახსოვდეთ, სიკვდილის ენერგია ანადგურებს ნებისმიერ სხვა ენერგიას. ეს ნიშნავს, რომ
ამ ძალასთან მუშაობისას აუცილებელია მკაფიოდ გესმოდეთ, რას უპირისპირებთ,
როდესაც მას იძახებთ.

შეხედეთ სეფიროტის ხეს. არკანი იწყება ანაჰატას სფეროდან და მიდის აჯნამდე. ეს


მინიშნებაა იმაზე, რომ თუ თქვენი ცნობიერების საყრდენი მანიპურაზეა, ამ არკანში
შესვლა საერთოდ არ შეიძლება. ამ ძალის „ქვემოდან“ გამოძახებით, თქვენს
ჯანმრთელობას დარტყმის ქვეშ აყენებთ. მაგი კი მასთან მენტალური სხეულებიდან
მუშაობს, შესაბამისად მხოლოდ მენტალური სხეულებით რისკავს, რომლებიც
ფიზიკურზე ნელა იშლება. ფწ-ს მინიმალურ მდგომარეობას სიკვდილის ძალასთან
მუშაობისთვის წარმოადგენს ვიშუდჰა ჩაკრა.

შეხედეთ კარტს ქვემოდან ზემოთ. საქმე იმაშია, რომ კარტზე ობიექტები შემთხვევით
არაა განლაგებული. ის, რაც კარტის ქვედა ნაწილში ხატია, იმაზე მეტყველებს, თუ რას
შეეჩეხება ადამიანი ცნობიერების დაბალი სიხშირით. კარტის ქვემოთ კი, გვამებია,
რომლებზეც ცხენი მიაბიჯებს. შესაბამისად, თუკი ფწ–ი ძალიან დაბლაა, ძალა
ფიზიოლოგიაში გაივლის. პრობლემები ჯერ იმუნიტეტში ჩნდება, შემდეგ კი ყველაფერ
დანარჩენში.

ვიშუდჰას დონე ესაა არკანის შუა ნაწილი. ესაა ცხენის დონე, რომელზეც სიკვდილი
ზის, ასევე იმ მღვდლის თავის დონე, რომელიც ცხენის წინ დგას. სწორედ ეს მღვდელია
გამოსახული მეხუთე არკანზე და წარმოადგენს სუფთა სახის ცნობიერების სიმბოლოს.
ამით ნათქვამია, რომ არ უნდა იყოს არანაირი გაიგივება სტილში - „მე ვარ სხეული“.
მხოლოდ ამ შემთხვევაში გვაქვს შანსი, რომ სიკვდილს დაველაპარაკოთ. თუმცაღა ესეც
კი არ გვაძლევს ძალაუფლებას სიკვდილზე.

რეალური ძალა მხოლოდ იმ მაგებს აქვთ, რომელთა ცნობიერებაც აჯნა ჩაკრას


სიხშირეზე მუშაობს. ესაა კარტის ზედა ნაწილი, ანუ თავად სიკვდილი, რომელიც
ცხენზე ზის და ხელში სადავეები უჭირავს. აი, ვის შეუძლია მიუთითოს, ვინ უნდა
იცოცხლოს და ვინ უნდა მოკვდეს. იმედი მაქვს, რომ ადეკვატურად აღიქვამთ საკუთარ
თავს კასტურ სისტემაში და არ თვლით, რომ სუპერ-მაგები ხართ ფიქსაციის წერტილით
აჯნა ჩაკრაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი გაჩვენებთ თქვენს რეალურ ადგილს,
მაგრამ შესაძლოა უკვე ძალიან გვიანი იყოს.

სიკვდილთან მუშაობის სწორედ ამ ასპექტზე მინდა ვისაუბრო. ანუ იმაზე, თუ როგორ


გვაჩვენებს სიკვდილი ჩვენს რეალურ ადგილს.

ალბათ შეამჩნიეთ, რომ ამ არკანს ისე არ აღვწერ, როგორც დანარჩენებს. საქმე იმაშია,
რომ მე არ მოგცემთ განწყობას არკანის ენერგეტიკულ ნაწილზე და ასევე არ აღვწერ

116
გლიფებზე განწყობას. ეს სახიფათოა, ძალიან სახიფათო. ამის ნაცვლად გასწავლით
მუშაობას სიკვდილთან, როგორც მრჩეველთან. ეს ასპექტი ძალიან კარადაა აღწერილი
კარლოს კასტანედას წიგნებში. თუმცაღა იქ მოცემულია ფილოსოფიური ნაწილი, მაგრამ
არაა თავად პრაქტიკა. ჩვეულებრივ, როცა ადამიანი სიკვდილზე იწყებს ფიქრს, იგი
დეპრესიაში ვარდება, თუმცაღა კასტანედასთან წერია, რომ ამ ძალას შეუძლია რეალური
რჩევა მოგცეთ. და აი, რჩება კითხვა, როგორ ჩავერთოთ ამ ძალაში, რომ ზიანი არ
მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას და მხოლოდ სარგებლობა მივიღოთ.

რჩევა სიკვდილისგან

როდესაც ადამიანი სიკვდილს ცნობიერების დონეზე ხვდება, სიკვდილი, პირველ


რიგში, მისი ეგოს დანგრევას იწყებს. ყველა აზრი, რომელიც დაფუძნებულია საკუთარი
თავის მნიშვნელოვნობის შეგრძნებაზე, უეცრად ჩვენი მოღალატეები ხდებიან. ადამიანს
შეეძლო, რომ სამყაროს ჭიპად ჩაეთვალა თავი, მაგრამ აი, რევოლვერის ლულა
აიძულებს, რომ მუხლებზე იხოხოს და შეწყალება ითხოვოს. ცრუ პიროვნება, რომელიც
დამყარებულია თავის თვითწარმოდგენაზე, კვდომას იწყებს. და აქ ადამიანისთვის
გასაგები ხდება, თუ რატომ უნდა იცოცხლოს.

საქმე იმაშია, რომ სიკვდილის რჩევა ეხმარება ადამიანს თავისი გზის პოვნაში. თუკი
კარტს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ უკანა პლანზე იგივე ორი კოშკი დგას,
რომლებიც მე–18 არკანში. ამით ნათქვამია, რომ თუკი შორს წახვალ საკუთარი გზისგან,
შენ წასაყვანად სიკვდილი მოვა. და როცა ის მოდის, ადამიანი, როგორც წესი, ხვდება,
თუ რისთვის და რისი სახელით უნდა ეცხოვრა.

ახლა უფრო და უფრო მეტ პოპულარულობას იხვეჭს თანატოთერაპია (ბერძნ. თანატოს -


სიკვდილი). ამ პრაქტიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ახდენს საკუთარი
დასაფლავების იმიტაციას, რათა სიკვდილი მოიწვიოს. კეთდება კუბო, სახურავში
ყენდება მეტალის მილი ვენტილაციისთვის და მას მარხავენ, არცთუ ისე ღრმად, მაგრამ
ისე, რომ ვერ შეძლოს სახურავის ახდა ექსპერიმენტის დროს. დამარხვისას აკეთებენ
დასაფლავების ცერემონიის იმიტაციას ყველა წესის დაცვით. ახლობელი ადამიანები
მწუხარებაში არიან, წარმოითქმება სადღეგრძელოები, რომ დაე, მიწა მსუბუქი იყოს
მისთვის, და ა.შ. მიწის ქვეშ ადამიანი 24 საათის განმავლობაში იმყოფება.

ადამიანს არ აძლევენ არაფერს გასართობად. მას შეუძლია დაიძინოს, მაგრამ


დამიჯერეთ, იქ ძილისთვის არავის ცხელა. დაახლოებით 4-8 საათის შემდეგ ადამიანი
პანიკის მდგომარეობის ზღვრამდე მიდის. ჩნდება ამოძრომის ველური სურვილი.
ეჩვენება, რომ ჟანგბადი არ ჰყოფნის, და აზრები იმის შესახებ, რომ რაღაც რიგზე ვერ
იქნება, უფრო ხშირია, უფრო ხმამაღალია და შიში მთელ გონებას იპყრობს. ამ დროს
საჭიროა უზარმაზარი თვითდისციპლინის ფლობა, რამეთუ საქმე სულაც არაა ჩაკეტილ
117
სივრცეში. მოდის სიკვდილი და უმზერს მას, ვინც გამოიძახა. და თუ ადამიანი
გულმოდგინედ ცდილობს, რომ ფიქრებით განაგდოს სიკვდილი, მაშინ სიკვდილი
ჩვენში იმ ნაწილის მოკვლას იწყებს, რომელიც ფიქრობს. და თუ ჩვენს ფიქრებსა და
ემოციებში მთელ სულს ჩავდებთ, იქვე დავკარგავთ კიდეც მას.

იყო ერთი ბიზნესმენი, რომელმაც შეიტყო ამ ტექნიკის პროდუქტიულობის შესახებ.


შეუკვეთა კუბო და გადაწყვიტა, რომ თავისი სახლის უკან 24 საათით ჩამარხულოყო.
ამაში მეგობარი დაეხმარა. მან თავისი მეგობარი სახლში გაგზავნა მეორე დღემდე. მეორე
დღეს, როცა მეგობარმა დათქმულ დროს ამოთხარა, იგი უკვე მკვდარი იყო. საქმე იმაშია,
რომ ღამით წვიმა მოვიდა და მამაკაცს ძალიან შეეშინდა. თან ტელეფონი ჰქონდა, მაგრამ
კავშირი არ მოქმედებდა. და მოკლა იგი არა წყალმა, არამედ შიშმა. გაკვეთამ აჩვენა, რომ
გულის შეტევით გარდაიცვალა. ამიტომ, თუკი გრძნობთ, რომ არ ხართ მზად, ნუ
შეძვრებით ამ არკანში.

ჩვენ კი განვიხილავთ სიკვდილის მოხმობის ერთ ტექნიკას, რომელიც უფრო


უსაფრთხოა, მაგრამ არანაკლებად ეფექტურია. ეს იქნება მარტივი მედიტაცია
სიკვდილზე.

მედიტაცია სიკვდილზე

ეს კეთდება ღამით, მარტოობაში და სიბნელეში. დაჯექით მაქსიმალურად


კომფორტულად. სასურველია, რომ გარშემო სიჩუმე და სიბნელე იყოს. არაფერმა არ
უნდა მოგაცდინოთ.

დახუჭეთ თვალები და დააკვირდით სიბნელეს თქვენ წინ. და მკაფიოდ უთხარით


საკუთარ თავს, რომ უკანასკნელად დახუჭეთ თვალები. უკვე აღარასოდეს გაახელთ მათ.
თქვენ კვდებით. შემოუშვით აზრი, რომ ამიერიდან თვალები სამუდამოდაა დახუჭული.

რა თქმა უნდა, მაშინვე გაჩნდება გონების ხმა, რომელიც გეტყვით, რომ შეგიძლიათ
თვალების გახელა, და ეს ყველაფერი ყალბია, მაგრამ დაე, იგი ჯერ ჩუმად იყოს. ეცადეთ
ძალიან მკაფიოდ დაიჯეროთ, რომ უკვე ვეღარასოდეს შეძლებთ თვალების გახელას.

და ნუთუ მართლა ასე არ მოდის ჩვენთან სიკვდილი? ნუთუ ასე არ მოხდება ერთხელ?
ოდესმე ჩვენი თვალები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიხუჭება და უკვე
აღარასოდეს გაიღება. ამიტომ ახლა ვაკეთებთ სიკვდილის იმიტაციას იმისთვის, რომ
წარმოვიდგინოთ, თუ რა მოუვა ჩვენს ცნობიერებას, როცა ნამდვილად მოვკვდებით.

მაშ ასე, თქვენ კვდებით. სიკვდილმა თვალები დაგიხუჭათ. ახლა თქვენი ხვედრი
უკუნის ჭვრეტაა. გააცნობიერეთ, რომ უკვე ვეღარასოდეს იხილავთ მზის სინათლეს.

118
ვერასოდეს. ვერასოდეს იგრძნობთ ქვიშას ფეხებქვეშ, ვერ იცურავებთ ზღვაში, ვერ
გასინჯავთ ვერანაირ საჭმელს, ვერ განიცდით ვერანაირ სიამოვნებას. გააცნობიერეთ ეს.

თუკი გამოგივათ ამის გაცნობიერება, თქვენი პიროვნება გაგრძელებას შემოგთავაზებთ.


გააცნობიერებთ, რომ უკვე ვეღარ იხილავთ ახლობელ და საყვარელ ადამიანებს. თუ
შვილები გყავთ, ვეღარ შეხვდებით მათ. ვერასოდეს. უკვე ვეღარ აკოცებთ საყვარელ
ადამიანებს, ვერ იგრძნობთ მათი შეხების სითბოს. ღმერთო, რამდენი რამ დარჩა
სათქმელი... და კიდევ რამდენის გაგება გვინდა...

არაფერი. უკვე აღარაფერი აღარ იქნება. როგორც კი ამას გააცნობიერებთ, თქვენი


ყურადღება წარსულში გადახტება. დაინახავთ, რა უაზროდ ხარჯავდით თქვენს
ცხოვრებას. ის დრო, რომელიც შეგეძლოთ საოცარ რამეებზე დაგეხარჯათ, სიზარმაცესა
და ყოველგვარ სისულელეზე ხარჯავდით. რადგანაც გეჩვენებოდათ, რომ წინ უამრავი
დროა, რომ მარაგში წლები გაქვთ, მაგრამ აი, მოვიდა სიკვდილი და დაგიხუჭათ
თვალები. რამდენი დრო დაკარგულა უაზროდ!

მოვა ახალი და ახალი სინანული, ყველა ოცნება და სურვილი, მაგრამ ბოლოს დარჩება
მხოლოდ ერთი უცვლელი ფაქტი: თვალებს ვეღარ გაახელთ. გააცნობიერეთ ეს.

თუკი ამ მედიტაციაში ვერ შეძლებთ უფრო შორს წასვლას, მაშინ ვერ გაიგებთ რჩევას
სიკვდილისგან. შორს წასვლა ნიშნავს იმას, რომ დაეთანხმოთ საკუთარი სიკვდილის
გარდუვალობას. აღიაროთ მისი გამარჯვება. მისცეთ მას თქვენი მოგონებები,
სინანულები და სურვილები. დაინახოთ, რომ საკუთარი „მე“-ს გარდა უკვე აღარაფერი
დაგრჩათ.

თუ შეძლებთ, რომ მიაღწიოთ ამ მდგომარეობას და შეიგრძნოთ საკუთარი „მე“ -


განწმენდილი მენტალური ნაგვისგან, მაშინ დაინახავთ, რომ ეს „მე“ პატარაა, უსუსურია
და უბადრუკ ადგილს იკავებს ამ სამყაროში. არც სტატუსი და არც ფული ამ „მე“-ს არ
ეკუთვნის. ესაა უბრალოდ ნამდვილი „მე“-ს თანამყოფობა, რომელიც არ კვდება.

თუმცაღა საკუთარი უსუსური „მე“-ს გაცნობიერება გაძლევთ იმის გაგებას, თუ რატომაა


იგი ასეთი პატარა. რა უშლიდა მას ხელს თქვენს ისტორიაში, რომ განვითარებულიყო.
და რაც მთავარია, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ განავითაროთ ეს „მე“. როგორ
უნდა დაგეხარჯათ დრო, რა პრიორიტეტები უნდა აგერჩიათ.

თუკი ამასაც აცნობიერებთ, მაშინ მიეცით სიკვდილს პირობა. შეჰპირდით, რომ


ამიერიდან აღარ დახარჯავთ ასე უაზროდ საკუთარ დროს. რომ განავითარებთ თქვენს
ჭეშმარიტ „მე“-ს და ყველაფერს გააკეთებთ, რომ ნამდვილი სიკვდილის მომენტში არ
განიცადოთ იმედგაცრუება საკუთარი წარსულისა და მომავლის გამო. შეჰპირდით, რომ
არ უღალატებთ საკუთარ სიკვდილს და შემდეგ ჯერზე იგი უკვე სხვა ადამიანს წაიყვანს:
119
ძლიერს, თავდაჯერებულს, მას, ვინც თავისი ბედი ბოლომდე გაიარა. შეჰპირდით, რომ
ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულ ადამიანად მოკვდეთ. ადამიანად,
რომელმაც არ დაჩრდილა თავისი „მე“ ამ სამყაროს იდიოტიზმით.

მიეცით ეს პირობა სიცოცხლის სანაცვლოდ. გახსოვდეთ, თქვენ სიკვდილის ანგელოზს


იწვევთ. და თუ მედიტაცია გამოგივიდათ, ე.ი. ანგელოზი მოვიდა თქვენთან. და თქვენი
პირობა შესმენილ იქნება მის მიერ. და თუ ასეა, მაშინ როცა თვალებს გაახელთ და
საკუთარ ცხოვრებას დაუბრუნდებით, ძალიან რისკავთ, თუკი შეპირებულს არ
შეასრულებთ. სიკვდილს არ უყვარს, როცა მას ეთამაშებიან. მას შეუძლია შეგახსენოთ
თქვენი პირობა. მაგალითად, როცა სამსახურიდან გათავისუფლებენ, ან ავარიაში
მოყვებით, ან საფულეს მოგპარავენ უკანასკნელი ფულით. დიახ, ეს და სხვა მსგავსი
შემთხვევები სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილის ანგელოზის თანმყოფობა. იგი
გახსენებთ, რომ თქვენი გზა სხვაგანაა, რომ შეჰპირდით, აღარ იყოთ იდიოტი, რომელიც
გულუბრყვილოდ ფიქრობს, რომ ბევრი დრო აქვს, და, შესაბამისად, გზა მოიცდის.
შესაძლოა, მოიცადოს კიდეც, მაგრამ სიკვდილი ესაა ნებისმიერი ადამიანის ფინალი.
გახსოვდეთ ეს.

ამ პრაქტიკის შემდეგ ეცადეთ, რომ გაამყაროთ შედეგი. გაიარეთ მორგში. ეცადეთ


გააკეთოთ ისე, რომ გაჩვენონ დაახლოებით თქვენი ასაკისა და თქვენი სქესის გვამი.
თვალმოუშორებლად უყურეთ მას. ყურადღებით. გააცნობიერეთ, რომ ადამიანები
თქვენს ასაკშიც კვდებიან. და ვინ მოგცათ გარანტია, რომ უფრო მეტი დრო გაქვთ,
ვიდრე მას, ვინც უსულოდ წევს თქვენ წინ? დააკვირდით და გაიაზრეთ, რომ ამ
ადამიანსაც ჰქონდა გეგმები. მასაც ჰყავდა ნათესავები და საყვარელი ადამიანები. ისიც
რაღაცისკენ ისწრაფოდა და რაღაც სურდა. მაგრამ ნუთუ ეს აღელვებს სიკვდილს? იგი
მოვიდა და სამუდამოდ დახუჭა მისი თვალები.

ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ არა იმისთვის, რომ დეპრესიაში ჩავარდეთ გარდაუვალ


სიკვდილზე აზრების გამო. პირიქით, ეს სტიმულია. ძალიან მძლავრი. მსხვერპლად
შესწირეთ სიკვდილს ყველა თქვენი შიში, ეჭვი, ფიქრი და მღელვარება. იმოქმედეთ.
ბოლოს და ბოლოს, რით რისკავთ? სიცოცხლით? დიახ, მაგრამ უმოქმედობითაც
რისკავთ სიცოცხლით. ხედავთ, რაშია ფოკუსი? ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში
მოვკვდებით, განვავითარებთ თუ არა საკუთარ თავს. მაგრამ ვიღაც იტყვის: „და რატომ
უნდა სრულვყოთ საკუთარი თავი, თუკი სიკვდილი მაინც მოვა ჩემამდე?“ იმიტომ, რომ
უბრალოდ დინებით ცურვა ძალიან ადვილია. და როცა მართლა მოკვდებით, მთელ
ტკივილს განიცდით იმის გამო, რომ არ გარისკეთ, ვერ გაბედეთ, რომ ყოფილიყავით
ისეთი, როგორიც არ დაგენანებოდათ, რომ მომკვდარიყავით. ეს გამოწვევაა. და ეს
ღირსეული გამოწვევაა ნებისმიერი ადამიანისადმი. მხოლოდ საკუთარი სიკვდილის

120
გაცნობიერება იძლევა ძალას მის მისაღებად. და ეს ყველაზე მშვენიერია, რაც შეიძლება
ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს.

მეორე მხარეზე

ერთხელ ხელში ჩამივარდა წიგნი, რომელშიც შეკრებილი იყო სამედიცინო


დაკვირვებები ადამიანებზე, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს
სხვადასხვა დროს. გამოკვლევებიც სხვადასხვა იყო, და ამ ამბებს საერთო არაფერი
ჰქონდათ. თუმცაღა გარდაცვლილთა მრავალი განცდა ემთხვეოდა.

დამამახსოვრდა მონათხრობები იმის შესახებ, რომ კლინიკური სიკვდილის მომენტში


მრავალი ხედავდა სინათლეს. მაგრამ არა სინათლეს გვირაბის ბოლოში, არამედ
უბრალოდ სინათლეს. მასში გონი იგრძნობოდა, და მისი თანდასწრებით ადამიანი
კარგად და მშვიდად გრძნობდა თავს. ადამიანები, რომლებმაც ეს განიცადეს,
სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ მას. მაგალითად, მორწმუნე ქრისტიანები
თვლიდნენ, რომ ეს ქრისტე იყო. ისინი, ვინც არ იყო რელიგიური, თვლიდა, რომ ეს
რაღაც ენერგეტიკული არსებაა, ვიღაც კი ფიქრობდა, რომ ეს უცხოპლანეტელია. მაგრამ
ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მიუხედავად აღმსარებლობისა ეს
სინათლე ყველას ერთ კითხვას უსვამდა: „რა მომიტანე?“

და როგორც კი ამ ადამიანებს ესმოდათ ეს კითხვა, იმავე წამს მთელი მათი ცხოვრება


თვალწინ მყისიერად ჩაურბენდათ ხოლმე. ყველაფერი ეს რამდენიმე წამს იკავებდა.
შემდეგ სინათლე უკან აბრუნებდა, როგორც ჩანს, უკმაყოფილო იმით, რაც ადამიანებმა
თან მოიტანეს.

დაფიქრდით, ნუთუ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა? ნუთუ თქვენი


ცხოვრება მეტია, ვიდრე რამდენიმე გაელვება? რამდენი მომენტი გქონდათ ისეთი, როცა
სული აღტაცებისგან შეგეხუთათ? ცხოვრობთ თუ ცოცხლობთ?

ვინ იყო ეს სინათლე, ამის ახსნას არ შევუდგები. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არ მინდა
მასთან ცარიელი ხელებით დაბრუნება. არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრება რამდენიმე წამში
ჩაეტიოს. მე ხომ ვიცი, რომ ადამიანს მართლაც საოცარი რამეები შეუძლია. საიდან ვიცი?
სიკვდილმა მითხრა...

შესაძლოა თქვენ სიკვდილმა სხვა გზა გაჩვენოთ. მაგრამ თუკი დაინახავთ მას, იარეთ ამ
გზით. ასეა თუ ისე, ყველა გზა ერთნაირად სრულდება. მაგრამ არ არსებობს უფრო
დიდი სიამოვნება, ვიდრე იმის ცოდნა, რომ შენს გზას სიკვდილის შემდეგაც აქვს აზრი.

121
მე–12, მე–10 და მე–9 არკანები

ეს სამი არკანი გადავწყვიტე, რომ ერთ თავში გავაერთიანო. არა იმიტომ, რომ ისინი
ერთმანეთს ჰგვანან. პირიქით, ძალზე განსხვავდებიან, და ძალიან ძლევამოსილნი არიან.
უბრალოდ მათზე ცოტა რამის თქმა შემიძლია.

მე ვიცი, როგორ გავშიფრო ამ არკანთა გლიფები, ვიცი მათზე განწყობა და მათი


მუშაობის პრინციპები, მაგრამ ამ ყველაფრის აღწერის აზრს ვერ ვხედავ, რადგანაც არ
შემიძლია ამ ძალების უშუალოდ, ცნობიერებით აღქმა, რადგანაც საკუთარი ფწ-ს
ვიშუდჰა ჩაკრას ზემოთ გაცნობიერებულად აწევა არ ძალმიძს. ყოველ შემთხვევაში, ამ
წიგნის დაწერის მომენტში.

დასაწყისისთვის ერთი რამ უნდა გავიგოთ არკანებთან მუშაობის დროს. როდესაც ამა
თუ იმ არკანზე მედიტაციას ეცდებით, თქვენი ცნობიერების მდგომარეობა შეიცვლება.
თუ გაქვთ ყურადღების ხანგრძლივი კონცენტრაციის გამოცდილება, ასეთ მედიტაციას
შეუძლია თქვენში ცნობიერების მდგომარეობის ძალიან დიდი ცვლილება გამოიწვიოს.
მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ არკანი „აიღეთ“.

„არკანის აღება“ ნიშნავს იმ ძალის გაცნობიერებას, რომლის სიმბოლოსაც იგი


წარმოადგენს. არა უბრალოდ შეგრძნებას, არამედ გაცნობიერებას. ეს იმას ნიშნავს, რომ
თქვენ ამ ძალის პრინციპი შეიმეცნეთ. ეს ჰგავს ტალღის დაჭერას სერფინგის დროს.
შესაძლოა ტალღამ დაგარტყათ, და ეს რაღაც გავლენას მოახდენს თქვენზე, და შესაძლოა
იფიქროთ, რომ სერფინგით ხართ დაკავებული, მაგრამ თუ პროფესიონალ სპორტსმენს
დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მას აქვს რაღაც, რაც თქვენ არ გყოფნით. რაღაც
თვისება, რაღაც უნარი. და აი, თქვენ კვლავ და კვლავ ცდილობთ ტალღის დაჭერას და

122
უცებ გამოგივიდათ ტალღაზე რაღაც დროით გაჩერება. მსგავსი მიღწევა არ ნიშნავს
„არკანის აღებას“. როგორც წესი, ეს უბრალოდ გამართლებაა. ტალღის აღების მორიგი
მცდელობა შესაძლოა ჩაგივარდეთ. პროფესიონალი კი ყველა ტალღას იღებს.

თუ დააკვირდებით სერფერებს და იმას, თუ როგორ მსჯელობენ თავიანთ საქმიანობაზე,


ხშირად გაიგებთ მათი ზღვის სტიქიისადმი უცნაური დამოკიდებულების შესახებ.
ისინი ამტკიცებენ, კითხულობენ ტალღებს, ესაუბრებიან და ესმით მათი ენა.
დამწყებისთვის სერფინგი უბრალოდ გართობაა. პროფესიონალი კი, ხედავს ტალღას და
ერწყმის მას.

ამ მაგალითზე ჩანს, რომ არსებობს განსხვავება არკანის ძალის გაცნობიერებასა და მის


შეგრძნებას შორის. ბევრი ზედა სამკუთხედის არკანებსაც კი გრძნობს, მაგრამ მათი
შეგრძნება იგივე არაა, რაც მათი ძალის გამტარად ყოფნა. აქედან გამომდინარე,
ზოგიერთი პრაქტიკოსი ხვდება ხაფანგში, ფიქრობს რა, რომ რადგან მაღალ არკანს
გრძნობენ, შესაბამისად ფწ–ი იმ ჩაკრის დონეზე აქვთ, რომელზეც არკანი იმყოფება.
მაგრამ ეს ასე არაა. და რადგანაც მინდა, რომ გულწრფელი ვიყო თქვენთან, ინტერესის
გამო არ დავიწყებ ამ არკანთა გლიფების გაშიფვრას, რადგანაც რაკი მე არ შემიძლია
მათი „აღება“, თქვენც ვერ შეძლებთ, რამეთუ ის, ვისაც ეს ძალუძს, არასოდეს წაიკითხავს
ამ წიგნს.

თუმცაღა ვეცდები საერთო სურათისთვის მოკლედ ავხსნა მათი მუშაობის პრინციპები.


დავიწყოთ მე–12 არკანით. „ჩამოკიდებული ადამიანი“. ძალა, რომელიც იძლევა
დახმარებას ზემოდან.

რას ნიშნავს ეს? საქმე იმაშია, რომ მე–9 არკანიდან და ზემოთ იწყება სივრცე, რომელშიც
სხვადასხვა ტრადიციაში სხვადასხვა სახელი აქვს: ზედა ასტრალი, სამოთხე, მაგონია და
ა.შ. ითვლება, რომ ესაა დიადი მასწავლებლების, მაგების, გასხივოსნებული ოსტატებისა
და წმინდანების სივრცე. იქ არიან საუკეთესონი ადამიანთა შორის. ისინი შედიან ჩვენი
პლანეტის ცნობიერების იერარქიაში, რამეთუ წარმოადგენენ პლანეტარული
ცნობიერების ძალზე მძლავრ უჯრედებს.

თავად მაგონიაშიც არის იერარქია, და იმისთვის, რომ ამ კიბეებზე ზემოთ ავიდნენ,


ზოგიერთი განსხეულებული დიადი პიროვნება იძულებულია, რომ გარკვეული
სამუშაო შეასრულოს მათი დავალებით, ვინც ზემოთაა. ეს პიროვნებები ძალიან
ძლიერები არიან და შეუძლიათ აღარ განსხეულდნენ ფიზიკურ სხეულში, მაგრამ
როგორღაც უნდა იმუშაონ. ამიტომ მე–9 არკანზე ცოტათი ქვემოთ ეშვებიან, მე–12-ს
სფეროში, და იქ იმყოფებიან.

123
ისინი, ვისაც შეუძლიათ მე–12 არკანის სიხშირემდე მიღწევა, ფლობენ უნარს, რომ
მოცემულ არხზე ამ მაგების ცნობიერება იგრძნონ და დაუკავშირდნენ მათ. შედეგად,
ასეთი ადამიანი ამ ოსტატების გამტარი ხდება და თავისი გამტარობის მეშვეობით
წვდომას იღებს მათ უნარებსა და ძალაზე.

ეს გამოიყურება, როგორც მაღალი ძალების დახმარება. ადამიანს, რომელიც ამ არხს


ინარჩუნებს, ცუდი ვერაფერი დაემართება. მას ზემოდან ატარებენ და მისი მეშვეობით
შეასრულებენ ყველა სამუშაოს. და თუკი მას რაღაც სჭირდება, მაგალითად იგივე ფული,
იგი სასწაულებრივი სახით მოდის მასთან.

ალბათ გსმენიათ იმაზე, რომ ზოგიერთს მასწავლებელი ნატიფ დონეზე ჰყავს. ესეც ამ
არკანს განეკუთვნება. ამ არკანში ჩართულობა ნიშნავს საყრდენის ქონას უმაღლეს
სფეროებში. კარტზე ადამიანი ფეხითაა ჩამოკიდებული, ანუ ეყრდნობა იმას, რაც
ზემოთაა. დიად სულიერ მასწავლებლებს იმდენად უდრეკი სულის ძალა ჰქონდათ, რომ
არაფრის ეშინოდათ, რადგანაც იცოდნენ, რომ ზემოთ ელოდნენ. ამ არკანის გზა
გამოიყურება ისე, თითქოს უმაღლეს ნებას ასრულებთ. თუკი ამას წარმატებით აკეთებთ,
მაშინ სიკვდილის შემდეგ ცვლით მათ, ვინც გეხმარებოდათ და თავად იწყებთ ნატიფ
პლანზე მათი სამუშაოს შესრულებას, ისინი კი უფრო წინ მიდიან. ეს ასევე იძლევა
შესაძლებლობას, რომ მეტჯერ აღარ ინკარნირდეთ დედამიწაზე ფიზიკურ სხეულში.

იმ ადამიანის მაგალითი, რომელიც მე–12 არკანზე ზის, ესაა იტიგელების ლამა,


რომელიც უკვე 70 წელია თითქოს მკვდარია, მაგრამ სხეული არ იხრწნება. მან
სიცოცხლეშივე დაამუშავა ეს არკანი და იპოვა საშუალება, რომ ზემოდან
შეენარჩუნებინა თავისი სხეული. მაგრამ ეს არკანი მხოლოდ ამ უნარებს არ მოიცავს.
მაგალითად, ამ დონეზე ლევიტაციაც შესაძლებელი ხდება.

ალბათ, ეს ყველაფერი წაიკითხეთ და ვერაფერი გაიგეთ. პრობლემაც იმაშია, რომ ამ


ძალების ინტელექტუალურად შეცნობა შეუძლებელია. მათში შესასვლელად კი ძალები
არ გვყოფნის.

ახლა ვისაუბროთ მე-10 არკანზე. „ბედის ბორბალი“. ძალა, რომელიც ბედს მართავს.

ამ არკანში ერთხელ ვიყავი, და მასში მასწავლებლის დახმარებით მოვხვდი. ახალი


გამარჯვებული ვიყავი „ექსტრასენსების ბრძოლაში“ და ნორმალურად არ ვიცოდი, რა
მომეხერხებინა პრიზისთვის. ამიტომ მივედი მასთან, ერთად წავედით ძალის ადგილზე
და გადავწყვიტეთ ჩემს უმაღლეს „მე“-ს, სულს, ჩემს ნამდვილ არსს დავკავშირებოდით.
ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ შემეგრძნო სული და ბოლომდე მივნდობოდი მის
ნებას.

124
თანდათანობით, უკვე ღრმა მედიტაციურ მდგომარეობაში, როდესაც შერწყმული ვიყავი
სულის საოცარ ძალასთან, მე გამოვიწვიე განზრახვა, რომ დაე, აღსრულებულიყო ჩემი
ბედი. მასწავლებლის ბრძანებით ეს სამჯერ გავაკეთე და უცებ დავინახე, როგორ
დაიბადა სულის სივრციდან სამი ძაბრივით ხვეული. მე შევიგრძენი ისინი, როგორც
ბრძანებები ნატიფ პლანზე, რომლებიც მთელი ძალით ისწრაფვოდნენ ფიზიკურ
სამყაროში გამოვლინებისკენ.

მედიტაცია დასრულდა. ყველაფერი, რაც იმ დღეს ვიცოდი, ის იყო, რომ რაღაც პროცესი
გავუშვი (ჩავრთე), მაგრამ რა, ამას ვერ ვხვდებოდი. ამის გაგება დაახლოებით ერთ
თვეში მოვიდა. ჩვენ გავხსენით ცენტრი - „არკანუმი“. სულის ძალა აღსრულდა, ბედმა
ცხოვრების ახალ ნაკადზე გამიყვანა.

მაშ, რა არის მე-10 არკანი? ესაა პრინციპი, რომელშიც წყდება, რა უნდა მოუვიდეს ამა თუ
იმ ობიექტს სისტემაში. რაღაც მაკონტროლებელი ორგანოსმაგვარი, რომელიც
თვალყურს ადევნებს იმას, რომ ყველას თავისი ამოცანის შესაბამისად შეხვდეს. ეს
ამოცანები ჩვენს ცხოვრებაში საბედისწერო მოვლენების სახით ეშვება, რომლებისგან
თავი არიდების ძალაც ჩვენ არ გაგვაჩნია. თუმცაღა თავად მოვლენები ბედი არაა.
საერთოდ, რა არის ბედი?

ბევრი ერთმანეთში ურევს ბედს და მომავალს. მაგალითად, ზოგიერთი ამბობს, რომ


თუკი შენი ბედია შეხვდე რომელიმე ადამიანს, შენ მას აუცილებლად შეხვდები. ეს არაა
სწორი. ბედის ქვეშ არ უნდა გავიგოთ სიტუაციები. ბედი ესაა ამოცანა, რომელიც
ადამიანმა უნდა შეასრულოს. თუკი ადამიანი ასრულებს მას, მას შემდეგს აძლევენ,
ხოლო თუ ვერა, მაშინ ყველაფერი თავიდან მეორდება. ამასთან, ერთი და იმავე
ამოცანის შესრულებაზე მე-10 არკანის ძალებმა შესაძლოა უამრავი სრულიად
სხვადასხვა სიტუაციის გენერირება მოახდინონ. როგორც წესი, თავიდან იგზავნება
ნიშანი, რომ შენ ესა და ეს უნდა დაამუშავო. თუ ადამიანი ვერ ხედავს მას, ამის შემდეგ
უკვე პანღურს ამოჰკრავენ. თუ ესეც არ ესმის, მაშინ უფსკრულში ჩააგდებენ, შეხედავენ,
სანამ მიფრინავს, იქნებ დაჭკვიანდეს.

ანუ ნებისმიერი პრობლემა ცხოვრებაში შესაძლებელია განიხილებოდეს როგორც ბედი.


მაგრამ უფრო სწორი იქნება ასე გაგება, რომ კონკრეტული პრობლემა კი არაა ის, რაც
ზემოდან გამოგეგზავნათ, არამედ ყველაფერი მთლიანობაში. ცუდი ჯანმრთელობა,
ფულის უქონლობა, წარუმატებლობა, სიცარიელე - ეს ყველაფერი საშუალებებია რაღაც
ამოცანის გადასაჭრელად. როგორ გავიგოთ რომლის? ეს კარტზეა აღწერილი.

ბედის ბორბალზე ორი ფიგურა მოძრაობს. ქვემოთ ჩამოდის გველი, ზემოთ კი ადის
ადამიანი ძაღლის თავით. ბორბლის თავზე ზის სფინქსი ხმლით ხელში. ეს ის ძალაა,
რომელიც აკონტროლებს. და თუ საშინაო დავალებას არ შეასრულებ, თავს მოგაჭრის.
125
ქვემოთ მოძრაობა, როგორც ხვდებით, არ ნიშნავს კარგს. იგი აღნიშნავს გაკვეთილების
გამკაცრებას. ზემოთკენ მოძრაობა კი, სიტუაციიდან გამოსვლას ნიშნავს. ქვემოთკენ
გველი მოძრაობს. გველი ეგვიპტელებისთვის (ტარო კი ეგვიპტელებმა დახატეს)
აღნიშნავდა სიბრძნეს, ანუ ინტელექტს, ანუ იმას, რაც ჩვენ შიგნით აზროვნებს.

ზემოთკენ მოძრაობს ძაღლისთავიანი ადამიანი. ანუ ნაცვლად ადამიანური თავისა,


ინტელექტით, ძაღლის თავია. და ძაღლის ყველაზე მთავარი თვისება ერთგულებაა.
როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი?

პრინციპი იმაშია, რომ მხოლოდ საკუთარი ბედისადმი ერთგულებით შეიძლება, რომ


წარმატებული იყო ცხოვრებაში. მხოლოდ იმის შესრულებით, რასაც შენგან მოითხოვენ,
ამასთან ერთგულად შესრულებით, ამისადმი ბოლომდე თავის მიძღვნით შეგვიძლია
ბედის ბორბლის სასურველი მიმართულებით შემოტრიალება. მაგრამ თუკი
პრობლემებს ინტელექტით გადაწყვეტთ, წარმატებას ნუ ელით.

განვმარტავ. ჩვენი სააზროვნო აპარატი თავში დაფუძნებულია ცალმხრივად პირად


სარგებელზე. დამეთანხმებით, რომ როდესაც ცუდად ხართ, არ ფიქრობთ იმაზე, რომ ეს
სწორია. ყველანაირად ცდილობთ სიტუაციის გამოსწორებას და ისე გაკეთებას, რომ
ყველაფერი მხოლოდ კარგად იყოს. სხვა სიტყვებით, ჩვენი ინტელექტი, ჩვენი ტონალი,
ანუ ჩვენი ეგო მხოლოდ იმას ღებულობს, რაც აწყობს, მხოლოდ იმას, რასაც სწორად და
სასიამოვნოდ თვლის. და სამყაროს დაყოფა კარგად და ცუდად, სასიამოვნოდ და
უსიამოვნოდ მხოლოდ საკუთარი აზროვნებით შეგვიძლია. ვმოქმედებთ რა საკუთარი
აზრებიდან გამომდინარე, რომლებიც დაფუძნებულია ერთის მიღებაზე და მეორის
უარყოფაზე, ჩვენ მხოლოდ უფრო მეტად ვეფლობით პრობლემებში.

მხოლოდ მას, ვინც სულისადმი ერთგულებით მოქმედებს, და შესაბამისად ღებულობს


ყველაფერს, რასაც უგზავნიან, შეუძლია გადაწყვიტოს ბედის მიერ გაგზავნილი ამოცანა.

და თუკი ბედს არ გავურბივართ, არამედ ვცდილობთ მის შესრულებას, როგორიც არ


უნდა იყოს იგი, ჩვენ შეგვიძლია ამოცანა დროზე ადრე გადავწყვიტოთ და ამისთვის
გვაძლევენ ჯილდოს ფორტუნას სახით.

მაგებს, რომლებსაც ძალუძთ მე-10 არკანის ძალის აღება, შეუძლიათ თავად „დაიწერონ“
ან სხვებს დაუწერონ ამოცანები. წარმოგიდგენიათ ასეთი მაგი? ბედის მართვის
შესაძლებლობა. ეს თითქმის თავისუფლებაა. რატომ თითქმის? იმიტომ, რომ არჩევანის
სრული თავისუფლება მაინც არ არსებობს. შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ამოცანა,
მხოლოდ სიიდან. თუმცაღა ეს მაინც გამაოგნებელ პერსპექტივებს იძლევა. ამ არკანში
მაგი ხვდება, რა სურს ღმერთს, რა ამოცანებს აყენებს იგი ადამიანების წინაშე. ამოცანის
ამორჩევისას მიჰყვება პრინციპს, რომ რაც უფრო რთული იქნება იგი, მით უფრო მეტი

126
იქნება ჯილდოც. ვფიქრობ, ქრისტემ თავად აირჩია თავისი მისია და სწორედ ამ სახით
სიკვდილი. ამოცანა თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ მან იგი შასრულა. რა მიიღო
გარდაცვალების შემდეგ, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. მაგრამ ის, რომ თავისი
ამოცანის შესრულებით მან ისტორიის მსვლელობა შეცვალა, ეჭვს არ იწვევს.

ამიტომ, როდესაც შემდეგში თქვენს ბედზე იწუწუნებთ, გააცნობიერეთ, რომ თქვენი


ამოცანები ვერც კი შეედრება ისეთების ამოცანებს, როგორიცაა ქრისტე. ეს რომ გაიგოთ,
ეცადეთ, რომ შეცვალოთ თუნდაც ქალაქის ისტორია, არათუ მთელი კაცობრიობის, და
მიხვდებით, რამდენად ალერსიანია თქვენდამი ბედი.

და ბოლო არკანი, რომელზეც მინდა ვისაუბრო ამ წიგნის ფურცლებზე, ესაა მე-9 არკანი.
„განდეგილი“. ძალა, რომელიც თვითკმარობას იძლევა.

ამ ძალაზე საერთოდ ძნელია საუბარი. ამ სართულზე მაგი აცნობიერებს, რომ მთელი


გარე სამყარო სინამდვილეში ილუზიაა. ეს არაა ინტელექტუალური გაგება, არამედ
სამყაროს, როგორც ჰალუცინაციის, რეალური აღქმაა. ის, რასაც მივეჩვიეთ, რომ
ობიექტურ რეალობად ჩავთვალოთ, მე-9 არკანში ცნობიერდება, როგორც აზრი,
დაბადებული მაგის ცნობიერებაში. გახსოვთ, წიგნის დასაწყისში ვსაუბრობდით იმაზე,
რომ ჩვენ უბრალოდ სამყაროს აღვწერთ? მაშ ასე, ამ არკანის ძალა მაგს აძლევს
ძალაუფლებას, რომ მართოს ეს აღწერილობა. ამ დონეზე მაგისთვის იხსნება უჩვეულო
მოვლენები, ისეთები, როგორიცაა ალქიმია. ერთი ნივთიერების მეორედ
ტრანსფორმაცია ამ არკანის მაგისთვის მხოლოდ მენტალური პროცესია. აზრი ძალზე
ძლევამოსილი ხდება და შეუძლია მატერიალიზდეს ილუზიის სახით ჩვეულებრივი
ადამიანის ცნობიერებაში. ანუ, თუკი თქვენი თანდასწრებით ასეთი მაგი იფიქრებს
იმაზე, რომ თქვენ გარშემო ნიანგები არიან, თქვენ მათ დაინახავთ. უფრო მეტიც, თუკი
რომელიმე მათგანი გიკბენთ, შესაბამისი ჭრილობები გაგიჩნდებათ, მაგრამ თუკი ამას
ვიდეოთი ჩაიწერთ, დაინახავთ, რომ ცარიელ მინდორზე გარბიხართ.

მე ვგრძნობდი ამ არკანს. როცა მისი ძალა თქვენი აღქმის ლომის წილს იკავებს, თქვენ
ხედავთ, რომ სამყარო ნამდვილი არაა. ხეს უყურებთ და თვალები გეუბნებიან, რომ იგი
თქვენ გარეთაა, მაგრამ გრძნობთ, რომ იგი იქ მხოლოდ იმიტომ დგას, რომ თქვენს
აზროვნებაში შექმენით. მთელი გარემომცველი სამყარო სინამდვილეში შინაგანი
სამყაროს პროექციაა. როგორც პროექტორი აჩვენებს ფილმს ეკრანზე, ასევე ჩვენი
ცნობიერება ქმნის სამყაროს საკუთარი თავის გარშემო. კედელზე ფილმი არაა. იქ
მხოლოდ გამოსახულებაა. მთელი ფირი პროექტორშია.

კარლოს კასტანედას წიგნში - „მოგზაურობა იქსტლანში“ უკანასკნელ თავში დონ ხენარო


ყვება იმის შესახებ, თუ როგორ შეიპყრო მოკავშირე და მან მისი აღქმა შეცვალა.
საერთოდ, მოკავშირეების თემა ძალიან ვრცელია და მასზე ბევრი რამის დაწერა
127
შეიძლება, მაგრამ ჩემს გაგებაში ნამდვილი მოკავშირის მოპოვება მხოლოდ მე-9 არკანის
სართულზეა შესაძლებელი.

დავუბრუნდეთ დონ ხენაროს ისტორიას და გავიხსენოთ მომენტი, სადაც იგი ყველა


შემხვედრ ადამიანს არანამდვილებად ხედავდა. თავად კარლოსიც კი მისთვის მხოლოდ
მოჩვენება იყო. და მხოლოდ დონ ხუანის შესახებ თქვა, რომ იგი ნამდვილია. თუკი
შეეცდებით, რომ შეიგრძნოთ ეს სიტყვები, შესაძლოა, ამან მოგცეთ მე-9 არკანის რაღაც
გაგება.

როდესაც მაგი თავს ამ დონეზე აცნობიერებს, მას უკვე აღარაფერი სჭირდება. ეს არკანი
აჯნა ჩაკრას დონეზე მუშაობს. თუკი აღქმას ამ ჩაკრის დონემდე ასწევთ, თქვენ
ავტომატურად გაგიჩნდებათ პირდაპირი ხედვის უნარი. აქედან ყველაფერი ჩანს. აქედან
გინდ დახუჭული, გინდ გახელილი თვალებით, თქვენ ხედავთ ენერგიასაც და ყველა
საგანსაც, და ყველაფრის დაფარულ არსს, რასაც ყურადღებას მიაპყრობთ. თითქოს
შეუზღუდავი წვდომა გაქვთ ყველაფრის შესახებ ინფორმაციისადმი. ეს გაძლევთ
საშუალებას, რომ თვითკმარი იყოთ. ადამიანს, ასეთი ცნობიერებით, შეუძლია მთელი
ცხოვრება იზოლატორში გაატაროს და ჭკუიდან არ შეიშალოს. იგი თავადვე
წარმოადგენს მასწავლებელს საკუთარი თავისთვის. თავად ინათებს საკუთარ გზას. აქ
იგი ნამდვილ ჰარმონიას პოულობს მთელს ყოფიერთან და დიდი ოსტატი ხდება.

ბოლოსიტყვაობა არკანების შესახებ


ტაროს დიდი არკანები ესაა ჩვენი სამყაროს პრინციპები. ესაა ძალები, რომელსაც
სამყარო ეყრდნობა. ამ ძალების მოხმობით, თქვენ ავტომატურად იღებთ არკანის კარტზე
აღწერილ თამაშის წესებს, და თქვენი ცხოვრება მის შესაბამისად გადაეწყობა. ამ
ენერგიის წნეხის მოქმედებით თქვენ აგროვებთ საკუთარ თავში ამ პრინციპის თვისებას
ან ხარისხს, და მისი გამტარი ხდებით.

ამ წიგნის წაკითხვის შედეგად, ჩემს პირველ წიგნთან ერთად, თქვენ ალბათ უკვე
შეგექმნათ რაღაც წარმოდგენა არკანებთან მუშაობის შესახებ. აირჩიეთ ამ ძალებიდან
ერთ-ერთი და აპრაქტიკეთ იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გირჩევთ, რომ
დიდხანს შეჩერდეთ ერთ ძალაზე იმიტომ, რომ ეფექტები მაშინვე არ გამოჩნდება. მაგრამ
მაშინაც კი, თუ შედეგებს მალევე დაინახავთ, ეს სულაც არ ნიშნავს ამ ძალის
გაცნობიერებას. სცადეთ აღქმის შეცვლა და ამ ძალის დანახვა ყველაფერში თქვენ
გარშემო. ისწავლეთ მისი შეგრძნება, მისი მოხმობა და წარმართვა. ამას დიდი დრო
სჭირდება.

128
სწორად გამიგეთ, არკანების ძალებთან მუშაობა არ წარმოადგენს იმის გარანტს, რომ
თქვენი ცხოვრება დალაგდება. ეს მხოლოდ იმის გარანტია, რომ ცხოვრება შეიცვლება.
მიუხედავად იმისა, თუ როგორი ცვლილებები მოვა, გახსოვდეთ: არკანი ესაა
მასწავლებელი. მასწავლებლისადმი შეწინააღმდეგება ნიშნავს მასალის ვერათვისებას,
შესაბამისად, ამ ძალის ვერგატარებას. იყავით მომთმენნი. და დაე, იყოს თქვენთან
სულის ნება.

ნაწილი III. ვერტიკალური ნება

ნება მომეცით, რომ ეს ნაწილი დავიწყო კითხვით: „რაზე ფიქრობდით, როდესაც წიგნის
წინა ორ ნაწილს კითხულობდით?“ ყურადღებით იყავით საკუთარი თავის მიმართ?
ხედავდით, როგორ ცდილობდა თქვენი ყურადღება, მოეფიქრებინა, თუ როგორ
შეძლებდით ამ პრაქტიკების მეშვეობით თქვენი ცხოვრების შეცვლას? ან იქნებ უკვე
მოიფიქრეთ, როგორ გამოიყენოთ ეს ძალები საკუთარი თავის საკეთილდღეოდ?
შეამჩნიეთ თქვენი მოტივაცია?

საქმე იმაშია, რომ თანამედროვე სამყარო ძალიან ჩაეფლო თავის ეგოში. და როდესაც
ადამიანი მაგიაში მოდის, იგი ამ ცოდნის სათავისოდ მორგებას ცდილობს. ასე რომ,
კითხვები მხოლოდ იმისთვის დავსვი, რომ შეგძლებოდათ ამ უცნაური გრძნობის
დაჭერა, თითქოს ვიღაც თქვენ შიგნით ამ ძალების მეშვეობით თქვენი ცხოვრების
სასიკეთოდ შეცვლას ვარაუდობს. და ცოტამ თუ შეამჩნია, რომ პირველ თავს ერქვა -
„ძალისადმი მსახურება“, ანუ თქვენ ემსახურებით მას, და არა ის – თქვენ. იგი გცვლით
თქვენ და ცვლის თქვენს ცხოვრებას სწორედ ისე, როგორც მას სჭირდება. მხოლოდ ისღა
დაგრჩენიათ, რომ მიიღოთ იგი.

ეს სამსახურში მოწყობას ჰგავს. თუკი თქვენს ახალ სამსახურში ჰამბურგერებს ყიდიან,


თქვენ, ალბათ, სხვა რაღაცის გაყიდვა გსურთ, მაგრამ ვინ შეგეკითხებათ? არსებობს
სისტემა, და თქვენ მისი ჭანჭიკი ხართ. იმ მხარეს მოგიწევთ ტრიალი, საითაც
გიბრძანებენ.

129
უდავოა, რომ შესაძლებელია საკუთარი თავისა და საკუთარი სურვილების ამ
ძალებისადმი დაქვემდებარება და განვითარებასთან ერთად საკუთარი საჭიროებების
დაკმაყოფილება. მაგრამ თუკი თქვენ წინ თქვენი პიროვნული „მე“ ივლის, შორს მაინც
ვერ წახვალთ. რატომ? იმიტომ, რომ ენერგია არ გეყოფათ.

მოვიყვან მაგალითს იმავე სამსახურთან დაკავშირებით. დავუშვათ, კარგი ხელფასი


გაქვთ, მაგრამ სამსახური არ გიყვართ. ანუ თქვენი ერთი ნაწილი კმაყოფილია, მეორე კი
- არა. ეს ორი ნაწილი გამუდმებულ კონფლიქტში იქნება ერთმანეთთან, რაც მიგიყვანთ
თანდათანობით გამოფიტვამდე და ენერგია არ გეყოფათ ახალი გარღვევისთვის,
მაგალითად, იმისთვის, რომ საკუთარი საქმით დაკავდეთ.

მაგიასთან დაკავშირებითაც იგივეა, ისწავლით რა არკანების ძალის გამოძახებას, თქვენ


იწყებთ საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას, მაგრამ პრობლემები არ მთავრდება. თუ
თქვენი ეგო გმართავთ, მაშინ თქვენი ცხოვრება, რა თქმა უნდა, შეიცვლება (ხელფასი
გაგეზრდებათ), მაგრამ თქვენ არ შეიცვლებით (სამსახური მაინც ის დარჩება, რომელიც
არ გიყვართ).

ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. და „საკუთარი“ მიზეზის არცოდნა ამა თუ იმ


ქცევებისთვის. დანაშაულია მაგისთვის. მიზეზი, რომელიც მოქმედებისკენ
გვიბიძგებს,ესაა ჩვენი „რატომ?“: „რატომ ვიღვიძებ დილაობით? რატომ ვაპრაქტიკებ
მაგიას? რისთვის ვცხოვრობ?“

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ძალზე ფილოსოფიური საკითხებია, მაგრამ


სინამდვილეში მათზე პასუხები მოტივებია მოქმედებებისთვის. და ეს მოტივები
მიმართულების ვექტორს აძლევენ ჩვენს ენერგიას.

მე ძალიან მიყვარს ადამიანებთან ერთი თამაში, როდესაც ისინი ამბობენ, რომ სამსახურს
ვერ პოულობენ. მე ვეკითხები:

- და რაში ჭირდება ადამიანს სამსახური?

- იმისთვის, რომ ფული ჰქონდეს.

- ფული რა საჭიროა?

- იმისთვის, რომ ელემენტარულად საჭმელი ჰქონდეს.

- კარგი, რაში ჭირდება ადამიანს ჭამა?

- იმისთვის, რომ იცხოვროს.

- და ბოლო კითხვა. რისთვის ცხოვრობს ადამიანი?


130
და აი აქ ძალიან მიყვარს იმის ნახვა, თუ როგორ შეშდება ადამიანი, რადგანაც სრულიად
არ ესმის საკუთარი ცხოვრების მიზანი. და თუ პასუხი არაა, ყურადღება რაღაც უკვე
არსებულისკენ მიდის, მაგალითად - „იმისთვის, რომ იმუშაოს“.

იმუშაო, რათა იცხოვრო, და იცხოვრო, რათა იმუშაო. საშინელი ცხოვრებაა, არ


გეჩვენებათ ასე?

თუკი დაიწყებთ საკუთარ ქმედებათა მიზეზების ახსნას და პასუხს გასცემთ კითხვას -


„რატომ?...“, მაშინ დაინახავთ, რომ პასუხებს, რომლებიც თავში მოგდით, ნაცნობის
ელფერი გადაჰკრავთ. მაგალითად, რისთვის უნდა გვქონდეს ბევრი ფული? იმისთვის,
რომ უკეთ ვიცხოვროთ. ასეთი პასუხით ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის „უკეთ“. ანუ ჩვენი
„უკეთ“ უკვე აღწერილია ჩვენი ეგოს შიგნით და უკვე გვაქვს წარმოდგენა იმის შესახებ,
თუ როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება ფულის მეშვეობით. მაგრამ შემდეგ
ვკითხულობთ: რატომ უნდა ვიცხოვროთ უკეთ? იმისთვის, რომ თავი კომფორტულად
ვიგრძნოთ და ბედნიერების მდგომარეობას მივაღწიოთ. კომფორტიც და ბედნიერებაც
მოცემულ შემთხვევაში ჩვენი გონებისთვის ასევე უკვე ნაცნობია. ესაა კონკრეტული
კომფორტი, კონკრეტული ბედნიერება. და მე ვიტყოდი, რომ ესაა „ადამიანური“
კომფორტი, „ადამიანური“ ბედნიერება.

იმისკენ მიმყავს, რომ ყველა ჩვენი მოტივი, ყველა ჩვენი მიზანი ვერ იქნება სხვა, გარდა
ადამიანურისა, და ყველანი ისინი ჩვენთვის უკვე ნაცნობია.

სცადეთ ყველა პასუხის ჩამოთვლა ერთ კითხვაზე: „რატომ?...“ მაგალითად, იგივე


მარადიულ კითხვაზე: „რისთვის ვიცხოვრო?“ ერთიმეორეს მიყოლებით იწყებთ
პასუხების ჩამოთვლას. მოიფიქრეთ ათობით მოტივაცია, ყველაზე განსხვავებულები,
ცხოვრების ათეულობით აზრი. თუმცაღა, როდესაც მათ მოიფიქრებთ, ყურადღება
მიაქციეთ იმას, თუ როგორ ფიქრობთ. მართლა ქმნით პასუხების ახალ ვარიანტებს?
მართლა შეგიძლიათ გამოგონება, თუ უკვე არსებული სიიდან ირჩევთ?

თუკი ყურადღებით იქნებით საკუთარი თავის მიმართ, შეამჩნევთ, რომ სინამდვილეში


არანაირი შემოქმედება არ ხდება. ყველა ჩვენი პასუხი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენთვის
უკვე ნაცნობი ცხოვრების აზრები. ეს მხოლოდ შესაძლო ვარიანტების სიაა. ერთი ერთს
ირჩევს ამ სიიდან, მეორე - მეორეს. მაგრამ შეგიძლიათ, რაღაც ახალის მოფიქრება?
გაგიკვირდებათ, მაგრამ არა, არ შეგიძლიათ. არჩევა შესაძლებელია მხოლოდ
ნაცნობიდან, თითქოს მაღაზიაში მხოლოდ იმ ასორტიმენტიდან ირჩევთ, რომელიც
მასშია წარმოდგენილი.

თუკი საკუთარ თავს შემდეგაც დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ყველა თქვენ მიერ
მოფიქრებული ვარიანტი ადამიანურია, ანუ ვარიანტები, რომლებიც ცალსახად

131
ადამიანურ მოლაპარაკებაში არსებობს. და ამ მოლაპარაკებას (შეთანხმებას) ჩვენ
ჰორიზონტალს ვუწოდებთ.

ყველაფერი, რაც ადამიანს სურს, ყველაფერი, რაც მას შეუძლია განიზრახოს,


ყველაფერი, რაზეც შეიძლება იფიქროს, ყველაფერი ეს არ სცდება მისი საკუთარი
შეთანხმების, მისი სამყაროს სურათის ჩარჩოებს. ადამიანის ენერგეტიკის პოზიციით,
ესაა მისი ჰორიზონტალური ურთიერთქმედება სამყაროსთან. ფიქსაციის წერტილი (ფწ)
აშუქებს სამყაროს, როგორც ფანარი უსაზღვრო ველს, და ყველაფერი, რასაც ადამიანი
ხედავს, მხოლოდ მისი ჰორიზონტალია. ყოველ კასტას თავისი ჰორიზონტალი გააჩნია,
და როგორც შედეგი, თავისი აზრები, თავისი „რატომ“. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი
ადამიანურნი არიან და ჩვენს ადამიანურ ბუნებას ემსახურებიან.

მაგი კი ცდილობს, გააცნობიეროს თავისი ენერგეტიკული ანუ ღვთაებრივი ბუნება.


იცით, ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვართ ადამიანები, რომ გვასწავლეს ასეთებად ყოფნა. ჩვენ
ადამიანების სამყაროში გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით პიროვნებებად, ამიტომ
ადამიანთა სამყაროს გარდა სხვა სამყაროს არ ვიცნობთ.

მაგიური ცოდნა ამბობს, რომ სამყარო ბევრია და ადამიანს შეუძლია მათი შეცნობა.
ამისათვის მან საკუთარი ნამდვილი ბუნება უნდა შეიცნოს. ცოდნა ამბობს, რომ
პირველადად ჩვენ ვართ ძალა, ენერგია. დაბადებისას არ ვართ სტრუქტურირებულნი.
ვხვდებით რა ადამიანურ შეთანხმებაში, ჩვენი ენერგია სწავლებას, სტრუქტურირებას
იწყებს, როგორც საშენი მასალა, და იქცევა ადამიანურ არსებად ადამიანური გონებით.
მაგრამ როდესაც ევოლუცია მაგების კასტაში გადადის, ჩნდება საკუთარი სტრუქტურის
მართვის, მისი ტრანსფორმაციის შესაძლებლობა, რასაც მივყავართ საკუთარი თავის
სრულიად სხვა, ენერგეტიკულ სპექტრში შეცნობისკენ.

მაგრამ კვლავ ჩნდება კითხვა - რატომ? და აქ არის პასუხების ორი ვარიანტი. პირველი
ჰორიზონტალურია, ადამიანს თავისი ბუნების შეცნობა სურს, რათა მიიღოს მეტი
ბერკეტი თავის ადამიანურ ცხოვრებაზე ზემოქმედებისთვის. მოტივი გასაგებია, ვინც
მეტი იცის, შესაბამისად, მეტი შეუძლია და მეტს მიიღებს. მაგრამ ასეთი მოტივაცია
გამომდინარეობს ცალსახად ჰორიზონტალური, ადამიანური ცხოვრებიდან.

პასუხის მეორე ვარიანტი ვერტიკალური ხასიათისაა. აი, მისი ახსნა კი თითქმის


შეუძლებელია. ასე ვთქვათ, მაგი ამას აკეთებს იმიტომ, რომ „ჰორიზონტალურმა“
ცხოვრებამ მისთვის ყოველგვარი აზრი დაკარგა. ადამიანთა სამყაროში აღარ დარჩა
მეტი მიზეზი, რომელიც დაიჭერს. და მთელი მისი ყურადღება ისწრაფვის საკუთარი
თავის, როგორც ენერგეტიკული არსების რეალიზაციისკენ, მაშინ, როცა ჩვეულებრივი
ადამიანი ცდილობს რეალიზდეს როგორც ადამიანური არსება თავისი ადამიანური,
„ჰორიზონტალური“ მოტივებით.
132
ვერტიკალური ევოლუცია ეს არაა არჩევანი ამ სიტყვის ჩვენეული გაგებით. ეს
აუცილებლობაა. იგი მუხლუხოს პეპლად ტრანსფორმაციას ჰგავს. სასაცილოა, მაგრამ
ყველა მუხლუხო არ ირჩევს პეპლის გზას. ბევრი მათგანი „მუხლუხოს რეჟიმში“ რჩება,
და, როგორც ჩანს, ამისთვის თავისი მიზეზები გააჩნია. მაგრამ რომელიღაც მათგანი
ხვდება პირობებში, რომელშიც შესაძლებელია ეს ტრანსფორმაცია „ჰორიზონტალური“
არსებიდან „ვერტიკალურში“. ეს უბრალოდ ხდება. სწორედ მეოთხე კასტაში გადასვლა
ნიშნავს ვერტიკალური ევოლუციის გზის რეალურ გაცნობიერებას, რომელიც მაგიაში
„ვერტიკალური“ ნების მეშვეობით მიიღწევა.

„ვერტიკალური“ ნება - ესაა მაგის მამოძრავებელი მოტივი. რამდენადაც მისთვის


ჰორიზონტალურმა ცხოვრებამ ყველა აზრი დაკარგა, დგება საკითხი, საით მიმართოს
ენერგია. აი, აქ აცნობიერებს მაგი, რომ აბსოლუტურად არ იცის ვინაა. იმ მაგებისგან,
რომლებმაც დაასრულეს თავიანთი ევოლუცია დედამიწაზე, ვიცით, რომ ჩვენს ნამდვილ
ბუნებას ცოტა აქვს საერთო იმასთან, რასაც „ადამიანს“ ვეძახით. ჩვენ სინათლისგან და
ძალისგან მოქსოვილი არსებები ვართ. ჩვენ ვართ ღმერთები, დაბადებულნი მთელი
ყოფიერის წყაროსგან. ლამაზად ჟღერს, მაგრამ როგორ უნდა ჩავწვდეთ ამას საკუთარი
გამოცდილებით? სწორედ ამისთვის არსებობს ოკულტური ცოდნა. მაგია, როგორც
ცოდნის სისტემა, წარმოადგენს დაჩქარებული ევოლუციური განვითარების სისტემას,
რომლის არსიც საკუთარი ჭეშმარიტი ბუნების შეცნობაა. მაგრამ მისი შეცნობა
შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი თავის გამთლიანებით. აუცილებელია, რომ
მთლიანად წარვმართოთ საკუთარი თავი ვერტიკალისკენ, ზემოთ, ყოფიერების
ღვთაებრიობისკენ, მთელი სისავსით. თუკი ჩვენი რომელიღაც ნაწილი დამოკიდებული
იქნება „ჰორიზონტალურ“ მოტივებზე, მაშინ არაფერი გამოგვივა.

იცით, ვერტიკალური განვითარება არ წარმოადგენს ადამიანურ მოტივს. ეს რაღაც


ისეთია, რაც ჩვენს ყველა უჯრედშია. ეს მოტივი ჩვენში ჯერ კიდევ მანამდე გაჩნდა,
სანამ ჩვენი სხეული აზროვნებას ისწავლიდა, მანამდე, სანამ ადამიანებად ყოფნას
ვისწავლიდით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დანიშნულება ვერტიკალური ზრდაა.

ერთხელ ზოოლოგებმა შეამჩნიეს, რომ მსხვილი მტაცებლები კატისებრთა ოჯახიდან


ტყვეობაში უფრო ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე ველურ გარემოში. და მეცნიერები
დაფიქრდნენ: „რატომ?“ ველურ ბუნებაში ხომ ბევრი საფრთხეა, იქ საჭმელი მძიმე
შრომით მოიპოვება. აქ კი, გშია? აგერ ხორცი. გამრავლება გინდა? აგერ პარტნიორი.
ყველა მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, მაგრამ ცხოველებს შეუპოვრად არ სურთ
ხანგრძლივად სიცოცხლე. საბოლოოდ მეცნიერებმა გაარკვიეს მიზეზი. აღმოჩნდა, რომ
ცოცხალი ფორმების მოთხოვნილებები გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე
ჩვენი წარმოდგენა მათზე. ვეფხვს არა მხოლოდ ხორცის ჭამა სჭირდება, არამედ
ნადირობაც. ეს მისი ბიოლოგიური მოთხოვნილებაა. ძუ ლომს სჭირდება არა მხოლოდ
133
აღზარდოს თავისი ბოკვრები, არამედ დაიცვას კიდეც თავისი ტერიტორია. ეს მისი
მოთხოვნილებაა, მისი დანიშნულება. და ეს მოთხოვნილება მათაც კი გააჩნიათ, ვინც
ტყვეობაშია დაბადებული. გამოდის, რომ აღზრდისა და გარე პირობების შესაბამისად
ცოცხალ ფორმებში არსებობს რაღაც, რაც ამ არსების დაბადებასთან ერთად იბადება. და
იგი მასში ჯერ კიდევ მანამდე არსებობს, სანამ ეს არსება საკუთარი თავის
გაცნობიერებას ისწავლის.

თუ ამ ლოგიკას გავყვებით, უნებურად საკუთარ თავს უსვამ კითხვას: „და რა


დანიშნულება გვაქვს ჩვენ, ადამიანებს? რა გაჩნდა ჩვენში ჯერ კიდევ მანამდე, სანამ
აზროვნებას ვისწავლიდით? სანამ ადამიანები გავხდებოდით?“

პასუხი ბანალურია. ჩვენი, როგორც ადამიანების მისია, ჩვენი ბედი და დანიშნულება


სწავლაა. თანაც ეს ჩვენი ყველას დანიშნულებაა. ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება საკუთარ
თავში შეიცავს განვითარების მუდმივ მოტივს. ამის დამტკიცება იოლია. საკმარისია,
უბრალოდ დავჯდეთ და არაფერი ვაკეთოთ. დაჯექით სავარძელში და არ გააკეთოთ
არანაირი მოძრაობა, თვალებითაც კი. არ იფიქროთ, არ იმოძრაოთ, იქეცით ქანდაკებად.
და იგრძნობთ, როგორ გაჩნდება მაშინვე თქვენში რაღაც ძალა, რომელიც მოქმედებისკენ
გიბიძგებთ. მეორე კითხვა იმაშია, რომ არანაირ მოქმედებებს, გარდა
ჰორიზონტალურისა, ჩვენ არ ვიცნობთ. ცალსახად ჰორიზონტალში განვითარებით,
ადამიანი თანდათანობით ფიტავს საკუთარ თავს. ადამიანური ბუნების წვდომა
შეუძლებელია. რამდენიც არ უნდა გვქონდეს ენერგია, ყველაფერზე მაინც არ გვეყოფა.
ადამიანი ვერ მოასწრებს ყველაფრის განცდას, რაც ამქვეყნადაა. ვერ მოასწრებს ყველგან
ყოფნას, ყველაფრის მონახულებას. რამდენსაც არ უნდა მივაღწიოთ ადამიანურ
ჰორიზონტალში, ყოველთვის იქნება კიდევ რაღაც. დაკმაყოფილება არ მოდის, ძალები
კი გვითავდება.

ვერტიკალი - ეს მეორე უსასრულობაა. მისი წვდომაც ასევე შეუძლებელია, თუმცაღა მას


უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჰორიზონტალს. ჰორიზონტალში შეგვიძლია
განვვითარდეთ მხოლოდ სანამ ცოცხლები ვართ, სანამ სხეული გვაქვს, სანამ ადამიანები
ვართ და ადამიანთა სამყაროში ვცხოვრობთ. ვერტიკალურ ევოლუციაში ჩვენ გვაქვს
შანსი, რომ განვაგრძოთ განვითარება სიკვდილის შემდეგაც, მას შემდეგ, რაც ფიზიკურ
სხეულს დავკარგავთ და ენერგეტიკული არსებები გავხდებით. თუმცაღა იმისთვის, რომ
ცნობიერება სიკვდილის შემდეგაც შევინარჩუნოთ, აუცილებელია, რომ გადავაქციოთ
იგი უმძლავრეს ვერტიკალურ ვექტორად, რომელიც გაჟღენთილია განსაკუთრებული
თვისებით, რომელიც მხოლოდ ადამიანებს გააჩნია ჩვენს პლანეტაზე. სწორედ ამით
განვსხვავდებით სხვა ცოცხალი არსებებისგან და ამით უფრო მაღლა ვდგებით
ევოლუციურ კიბეზე. ესაა ნება.

134
ადამიანთა უმეტესობა სურვილიდან გამომდინარე მოქმედებს, „ეს მინდა, შემდეგ ის
მინდა...“ და ა.შ. ძირითად მოტივებს საშუალო ადამიანისთვის სურვილები
წარმოადგენენ. სურვილებს კი ჰორიზონტალი მართავს.

თავის მხრივ, ნებას არ გააჩნია სურვილებთან არაფერი საერთო. მისი წყარო ჩვენს
ენერგეტიკულ ბუნებაშია და ვერტიკალური ვექტორი გააჩნია. სწორედ ჩვენი ცხოვრების
საკუთარ ნებასთან შესაბამისობაში მოყვანით ვღებულობთ შანსს პიროვნების
ტრანსფორმაციისთვის, ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ აღქმაში, ადამიანურიდან
ღვთაებრივში გადასვლისთვის.

ბევრს ნება ესმის, როგორც რაღაც, რაც საშუალებას გვაძლევს ვძლიოთ საკუთარ თავს
რაღაცაში, ან ვაიძულოთ რაღაცის კეთება. ეს მთლად ასე არაა. ამის გასაგებად საჭიროა,
რომ ვიპოვოთ საკუთარ თავში ქმედების მიზეზი, მისი მოტივი და ის, რამაც იგი დაბადა.
როცა საკუთარ თავს რაღაცის კეთებას ვაიძულებთ, ეს შინაგანი ბრძოლა მხოლოდ
ძალებს გვართმევს. თავად თვითდარწმუნების პროცესი იმაში, რომ „ მე ეს მჭირდება“,
აზრიდან გამომდინარეობს. ვიღაცამ გვითხრა, რომ 18:00-ის შემდეგ ჭამა არ შეიძლება -
და აი, ჩვენ ვაძალებთ საკუთარ თავს, რომ ვიშიმშილოთ. ბევრში ეს აბსურდამდე დადის.
საღამოს მუცელს ბოლომდე ამოივსებენ ხოლმე, შემდეგ კი ამ წესს მისდევენ და კიდევ
უფრო მეტ ზიანს აყენებენ საკუთარ თავს. ამაში არაა ნება, არამედ ესაა ენერგიის
გადაქაჩვა ერთი „მე”-დან, რომელსაც ჭამა უნდა, მეორე „მე“-სკენ, რომელმაც
გადაწყვიტა, რომ ეს საზიანოა.

სხვა სიტყვებით, როდესაც აზრი მოტივს წარმოადგენს, არანაირი ნება არ იღვიძებს და


ნების ამგვარად აღზრდა არ ხდება.

ნება ესაა სიტყვა „კონტროლის“ სინონიმი. ამასთან საკუთარი თავის, როგორც


მოაზროვნე ადამიანის კონტროლი, და კონტროლი არა აზრის მეშვეობით. ნება უფრო
გრძნობაა, რომელიც არსებობს იმაში, რის გაცნობიერებულ კონტროლსაც ვიწყებთ.
მაგალითად, ბევრს აქვს პრობლემა შინაგანი დიალოგის გათიშვასთან დაკავშირებით.
ცდილობს რა მის გათიშვას გაძლიერებული კონცენტრაციის მეშვეობით, ადამიანი
მხოლოდ თავის ტკივილს ღებულობს. თუმცაღა, თუ იგი დაიწყებს საკუთარი შდ-ს
კონტროლს და გაცნობიერებულად იფიქრებს, მაშინ დროთა განმავლობაში საკუთარ
თავში უცნაურ გრძნობას განიცდის, რომელშიც უკვე აღარაა ფიქრები. მისთვის
საკმარისია უბრალოდ კონცენტრირდეს ამ შეგრძნებაზე, და აზრები თანდათანობით
გაქრებიან. და იგი არ თრგუნავს მათ, არამედ ისინი თავად მიდიან, ასევეა, მავნე
ჩვევებთან დაკავშირებითაც. მათი დათრგუნვა არაა საჭირო. გაცნობიერებული
ცხოვრება ნებას აძლიერებს, შემდეგ მხოლოდ ამ გრძნობის შენარჩუნებაა საჭირო, და

135
მაშინ არ არსებობს არანაირი ბრძოლა, არანაირი გამოფიტვა, ყველაფერი მარტივი და
იოლია.

ჩემმა კვლევებმა ამ სფეროში იქამდე მიმიყვანა, რომ ჰორიზონტალური ცხოვრება არ


ავითარებს ნებას. ჰორიზონტალში ჩვენ უფრო ვსწავლობთ, როგორ დავხარჯოთ სწორად
ენერგია და მოვახდინოთ მისი საკუთარ მიზნებზე კონცენტრაცია. გარედან ეს შესაძლოა
ჰგავდეს იმას, რომ ასეთი ადამიანი ძლიერი ნების მქონე ადამიანია, მაგრამ ჩემთვის იგი
მიზანსწრაფული უფროა.

მაგალითად, შუა ასაკის კრიზისი სხვა არაფერია, თუ არა ქვეცნობიერი გაგება იმისა, რომ
ადამიანი ჰორიზონტალში ჩაიძირა და მისგან გამოსავალს ვერ ხედავს. მას შეეძლო
ძალიან ბევრისთვის მიეღწია, მაგრამ შინაგან სევდას განიცდის და ძალა არ აქვს, რომ
გამორთოს იგი. მაგრამ თუკი ყურადღება მიმართულია განვითარების ვერტიკალისკენ,
მაშინ სევდა აღარაა. ასეთი ადამიანი თავის „ჰორიზონტალურ მიზნებს“ მხოლოდ
ვერტიკალური ზრდისთვის აღწევს. ასეთი მიდგომა იძლევა ამ გრძნობას, რომელსაც
ნებას უწოდებენ, და მასში არაა სევდა, ისევე როგორც სიხარული. ესაა უბრალოდ
საკუთარი თავის კონტროლის შეგრძნება. ამ გრძნობაში ადამიანს ნამდვილად ესმის, თუ
რას ნიშნავს იყო საკუთარი თავის პატრონი. ეს მას ბედნიერს ხდის, მაგრამ არა
ემოციურად. ვერტიკალური ნების ბედნიერება იმაშია, რომ ძალას გრძნობ, პირად
ძალას.

მაგრამ როგორ მივმართოთ ყურადღება ვერტიკალისკენ, თუკი გავითვალისწინებთ, რომ


ნებისმიერი ჩვენი „რატომ“ თავისი ბუნებით ჰორიზონტალურია?

ვერანაირად, მეგობრებო. ეს შეუძლებელია. ცოდნა ამბობს, რომ ადამიანს ყველაზე


მეტად ამქვეყნად თავისი ჭეშმარიტი ბუნების შეცნობა უნდა სურდეს. მაგრამ როგორ
შეგვიძლია ეს გვსურდეს, როცა არ ვიცით, რა არის ეს?

ამ ჩიხიდან ორ გამოსავალს ვხედავ. პირველი პასიურია. იგი ჩნდება მაშინ, როდესაც


ადამიანი მაგების კასტაში გადადის. ცოდნის დაუძლეველ წყურვილს მაგი
თანდათანობით მიჰყავს სამყაროს ვერტიკალში გაცნობიერებამდე, და როდესაც იგი
ნამცეც-ნამცეც აგროვებს ცოდნას, რომელიც ზემოთკენ სვლის ნებას აძლევს მას.
მაგალითად, ამ წიგნის პირველი ნაწილი სწორედ ასეთი ნამცეცებით არის
წარმოდგენილი. ტაროს დიდი არკანები ვერტიკალური ძალებია. მათთან
ურთიერთქმედების სწავლით მაგი საკუთარ თავში მათ თვისებებს ზრდის. თითქოს ამ
თვისებების აგურებით აშენებს საკუთარ თავს და თანდათანობით შეიცნობს საკუთარ
ბუნებას. იგი არ იციკლება ჰორიზონტალური პერსპექტივებით არკანებთან მუშაობაზე,
მთელ თავის ყურადღებას ძალის მსახურებას ახმარს და ამგვარად შეიცნობს საკუთარ
თავს და სამყაროს.
136
მეორე მეთოდი აქტიურია. არ აქვს რა ამ ცოდნის დაპრაქტიკების შესაძლებლობა,
ადამიანს შეუძლია თავისი ცხოვრების ერთადერთ ვარიანტამდე მივიდეს - გაატაროს
იგი გაცნობიერებულად. თავის ცხოვრებაში კონტროლისა და თვითდისციპლინის
შეტანით, იგი ნების ძალას აგროვებს. ნების წყარო კი ჩვენს სულშია, ჩვენს ჭეშმარიტ
ბუნებაში. ავითარებს რა საკუთარი ცხოვრების ყოველ ასპექტს, ადამიანი იქცევა ნების
მატარებლად, რომელიც მას სულიერი ცხოვრებისკენ უბიძგებს. ანუ ცხოვრებისკენ,
რომელიც სულზეა ორიენტირებული. ასე ხდება მისი ნება ვერტიკალური.

მეორე მიდგომას უფრო მეტად მეომართა კასტაში აპრაქტიკებენ. არის არაერთი


ისტორიული მაგალითი, როდესაც დიადი მეომრები, რომლებმაც ოსტატობას მიაღწიეს
საბრძოლო დისციპლინებში, ჭვრეტის, ლოცვისა და მედიტაციის პრაქტიკებამდე
მიდიოდნენ. ისინი მთელი გულით ცდილობდნენ ეპოვნათ ღმერთი. მაგალითად,
აიკიდოს სტილის დამფუძნებელი - მორიხეი უეშიბა ცნობილი იყო თავისი სისასტიკით
ვარჯიშების დროს. იგი იაპონურ პოლიციას ავარჯიშებდა, და არავის სურდა მასთან
მეცადინეობებზე სიარული, რადგანაც, ამ სიტყვის პირდაპირი პირდაპირი გაგებით,
ამტვრევდა თავის მოსწავლეებს. თუ მეხსიერება არ მღალატობს, მას
„ძვლებისმტვრეველს“ უწოდებდნენ. შემდეგ რაღაც შეემთხვა, სულიერი გამოღვიძება
განიცადა და დაიწყო საუბარი თავისი მტრისადმი სიყვარულზე. მისი სტილი უფრო
რბილი გახდა, მაგრამ არანაკლებად სახიფათო, თვითონ კი განივითარა ენერგეტიკული,
ანუ უკონტაქტო ბრძოლის უნარი.

ახლა ბევრი, ვინც ეს სტრიქონები წაიკითხა, ალბათ ისე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებს,
პირველ ვარიანტს აირჩევდა. ყველაფერი იმიტომ, რომ ძალიან გვინდა თავი მაგებად
ჩავთვალოთ. და მართლაც, რატომ უნდა დავუქვემდებაროთ თავი სასტიკ დისციპლინას
და გაცნობიერებულ კონტროლს? წავალ, ვიმედიტირებ და სულიერად გავიზრდები.
მაგრამ საეჭვოა, რომ აქედან რამე გამოვიდეს.

პირველი წიგნის გამოსვლის შემდეგ გამუდმებით მეკითხებიან, თუ როგორ


განვსაზღვროთ თვითონ საკუთარი კასტა. და არავინ ცდილობს დაუსვას საკუთარ თავს
კითხვა: „და რატომაა ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკუთარი კასტის ცოდნა?“
რადგანაც, მათ რომ ეკითხათ საკუთარი თავისთვის და ეცადათ, რომ თავადვე
პატიოსნად გაეცათ პასუხი, გასაგები იქნებოდა: რაც უფრო მაღალია კასტა, მით უფრო
მაღალია მათი თვითშეფასება. და ადამიანთა საზოგადოებაში და საკუთარი თავისადმი
შეხედულებაში თვითდამკვიდრებისადმი მისწრაფება დამახასიათებელია მეომართა
კასტისთვის. მაგებს არ ანაღვლებთ, სად აქვთ ფიქსაციის წერტილი. ისინი ცოდნისთვის
ცხოვრობენ და არა სტატუსისთვის.

137
მე კასტების თემაზე სპეციალურად გადავინაცვლე, რათა მეთქვა, რომ მაგი ესაა
ადამიანი, რომელიც ცხოვრობს როგორც მაგი. მაგრამ როგორია ასეთი ცხოვრება? ყველა
მაგს იგი თავისებური აქვს. მაგრამ მაგიის პირველ დონეზე, როდესაც ადამიანი საკუთარ
თავში ექსტრასენსულ უნარებს ავითარებს, ცხოვრების წესმა იგი ძალის დაგროვებამდე
უნდა მიიყვანოს. პირველი დონის მაგს (ფწ–ი ანაჰატა ჩაკრაზე) ენერგიის უზარმაზარი
რაოდენობა სჭირდება, რათა მეორე დონეზე გადავიდეს, სადაც პრინციპულად
სრულიად განსხვავებული ცხოვრება იწყება. შეიძლება ითქვას, პირველი დონე ეს
საერთოდ არაა დონე, არამედ მოსამზადებელი კლასია. რეალური მაგია მეორე დონიდან
იწყება. მაგრამ იქ მოხვედრა ძალზე ძნელია.

ამ ამოცანის გადასაწყვეტად, მე გამოვიყვანე ვერტიკალური ნების განვითარების მესამე,


კომბინირებული ვარიანტი. ანუ ერთმანეთში ვურევ პასიურ და აქტიურ მეთოდს. ესაა
როგორც მეომრების, ასევე მაგების კასტის ცოდნის გამოყენება. ჩემი აზრით, ეს
ერთადერთი საშუალებაა, განვვითარდეთ ჩვენ შიგნით ჩვეულებრივი ადამიანით, რათა
გამოვავლინოთ სულის ნება.

მაგიის პირველ დონეზე გადასვლის შემდეგ ადამიანს ცნობიერებაში არასაკმარისი


ენერგია აქვს მაღალ სამყაროებში გადასვლისთვის, რადგანაც მისი ენერგიის
დაახლოებით 50 % სამ ქვედა სხეულში იმყოფება. და გადასვლის განსახორციელებლად
ცნობიერება უნდა დომინირებდეს ენერგიის ხარისხობრივი მაჩვენებლით. ამისთვის
საჭიროა ქვედა სხეულების საკუთარი ცნობიერების ნებისადმი დაქვემდებარება, და აი,
მაშინ შესაძლებელი ხდება საკუთარი ჭეშმარიტი ბუნების რეალიზაცია.

ვაგროვებდი რა ცოდნას 10 წლის განმავლობაში, მე შევიგრძენი ვერტიკალური ნების


ზემოქმედება საკუთარ ტყავზე, და ჩემში გაიხსნა იმ გზის ცოდნა, რომელსაც ზემოთ,
სულისკენ მივყავარ, და რომლის გადმოცემასაც ქვემოთ ვეცდები. ყურადღებით იყავით
და ეცადეთ, ყოველი სიტყვა გააცნობიეროთ.

სამი საყრდენი
დასაწყისისთვის განვიხილოთ, როგორ ვლინდება სული ადამიანად. ამისთვის
გამოვიყენებთ ჩაკრების სისტემას და განვიხილავთ ადამიანის დაბადებას ამ
პოზიციიდან (იხ. სურ. 1)

138
თავდაპირველად ჩვენ ვართ სული, ღმერთი, ატმანი. ჩაკრების სისტემაში ეს შეესაბამება
საჰასრარა ჩაკრას. და აი, სულმა განსხეულება გადაწყვიტა. იმპულსი ქვემოთ დაეშვა და
სიხშირეების მიხედვით დადაბლდა.

აჯნა ჩაკრას სიხშირეზე ჩვენ გვაქვს ქვეცნობიერება, მეხსიერება წარსული ინკარნაციების


შესახებ. მათი დაგროვებით სული აყალიბებს კარმას და ვიშუდჰა ჩაკრას სიხშირეზე
კარმის სხეულს, კაუზალურ სხეულს აფორმირებს, რომელზეც ჩაიწერება ჩვენი
მიმდინარე განსხეულება და რომელზე დაყრდნობითაც ფორმირდება მიმდინარე
პიროვნება.

შემდეგ მონადა (ზედა სამი სხეული) შედის სასიცოცხლო ენერგიის ზონაში ანაჰატა
ჩაკრას დონეზე, და მთელი ეს სტრუქტურა ცოცხლების სამყაროში ცოცხლდება.

ეს სტრუქტურა ნაყოფს ემაგრება ჩასახვის მომენტში და კიდევ სამ სხეულს ღებულობს:


ასტრალურს (მას მანიპურა „განაგებს“), ეთერულს (სვადჰისთჰანა) და ფიზიკურს
(მულადჰარა).

ქვედა სხეულებს ჩვენი მშობლებისგან ვღებულობთ, ხოლო სული, როგორც ღმერთის


ნაწილაკი, ზემოდან მოდის. ასე ვხდებით პირვანდელი ჩვენ (სულის „ატომები“)
ადამიანებად (სხეულის მატარებლებად).

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცნობიერება ენერგეტიკულად არსებობს ვიშუდჰა ჩაკრას


დონეზე, ჩვენ თავს შევიგრძნობთ არა ცნობიერებად, არამედ სხეულად. ეს

139
დაკავშირებულია იმასთან, რომ შეთანხმება, რომელშიც ჩვენი, როგორც პიროვნებების
ჩამოყალიბება ხდება, სეფირა მალჰუტის მიერაა მოდულირებული. ეს ნიშნავს, რომ
ჩვენი ცნობიერება დაბადებიდან სწავლობს საკუთარი თავის ფიზიკურ მატერიასთან
გაიგივებას. სწორედ ამიტომ ვხედავთ მყარი ფორმებისა და ობიექტებისგან შემდგარ
სამყაროს. ასეთი აღქმის ტყვეები ვართ. მაგრამ ჩვენ არ გვქონია არანაირი არჩევანი. ასე
ხედავს სამყაროს ყველა ადამიანი, და სწორედ მათ გვასწავლეს ასე ხედვა.

მას შემდეგ, რაც მატერიალურ სხეულთან გაიგივდა, ჩვენმა ცნობიერებამ, ჩვენმა „მემ“
მემკვიდრეობად მიიღო მატერიალური სხეულის ყველა პრობლემა. და იძულებული
გახდა, რომ მისი ძირითადი ფუნქციებისა და რეჟიმების მსახური გამხდარიყო,
რომელთაგანაც ყველაზე ძლიერს წარმოადგენს გადარჩენის რეჟიმი, ანუ გადარჩენის
ინსტინქტი.

შიმშილისა და საფრთხის გრძნობით მართული ადამიანები პირველ რიგში ამ


მოთხოვნილების დაკმაყოფილებას იწყებენ. ამ დონეზე არ არის არანაირი სულიერება,
არამედ მხოლოდ გადარჩენის აუცილებლობა. და ეს მოთხოვნა ჩვენში ყველაზე
ძლიერია. მაგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და სხვა ინტელექტუალური თამაშები
ზემოთ იმყოფებიან, მაგრამ თუ საფრთხე გვემუქრება, ჯანდაბას მთელი მაგია,
მთავარია ,დროზე გაასწრო.

და მხოლოდ მაშინ, როცა ამ სართულზე მშვიდად ვართ და მიზეზი არ გვაქვს საკუთარ


სიცოცხლეზე ღელვისთვის, ჩვენი ცნობიერება ხვდება შემდეგი სხეულის - ეთერული
სხეულის ზეგავლენის ქვეშ. რადგანაც იგი მოდულირდება სვადჰისთჰანა ჩაკრას მიერ,
რომელიც სასქესო ორგანოების მიდამოში მდებარეობს, აქ ჩვენ ვღებულობთ მეორე
მემკვიდრეობას - სექსუალურ ინსტინქტს.

როდესაც გადავრჩებით, შემდეგ უკვე გამრავლება გვსურს. მაგრამ ეს ეხება სექსუალური


ენერგიის არა მხოლოდ პირდაპირ გამოყენებას სექსის სახით. დაუფიქრდით სიტყვებს -
„მინდა გამრავლება“. ანუ ვიღაცას ჩვენში სურს, რომ გამრავლდეს, გაფართოვდეს, მეტი
ადგილი დაიკავოს. და როგორ გააკეთოს ეს? სწორია, გვაიძულოს სურვილების
დაკმაყოფილება. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს „მინდა“-ს იკმაყოფილებთ,
სექსუალურ კაიფს განიცდით. იყიდეთ რამე მაღაზიაში და კაიფობთ ამით. ეს
ყველაფერი დაფუძნებულია სექსუალურ ინსტინქტზე. სურვილებისა და მათი
დაკმაყოფილების მეშვეობით ჩვენი ეგოს რაღაც ნაწილი ჩვენ შიგნით იზრდება. აქედანაა
მეტის მოპოვებისადმი გამუდმებული მისწრაფება. გამრავლება კვლავ და კვლავ,
მეტჯერ და მეტჯერ. ეს იწვევს დროებით სიამოვნებას სექსუალურ დონეზე.

თუ მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილებულნი ვართ, მაშინ ჩვენს ცნობიერებას შეუძლია


დაკავდეს შემდეგი სართულის საქმეებით, მანიპურა ჩაკრას დონეზე. აქ ჩვენ
140
ასტრალური სხეული გვაქვს. ამ სხეულს ეზოთერიაში ხატ-სახეების სხეულსაც
უწოდებენ. რატომ? იმიტომ, რომ მისი განზომილება სივრცეში ისეთივეა, როგორც ჩვენს
მიერ შექმნილი აზროფორმებისა. სხვა სიტყვებით, როცა თქვენს გონებაში რაღაცას
წარმოიდგენთ, და ამასთან ერთად რაღაც შეგრძნებებს იწვევთ, ამ შეგრძნებებს სწორედ
რომ ასტრალური სხეული განიცდის. და ამ სართულზე ჩვენში ყალიბდება საკუთარი
თავის ხატ-სახე, ანუ საკუთარი თავის შეგრძნება.

რადგანაც ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში - თავისი ფასეულობებით, ვცდილობთ, რომ


ამ ფასეულობების შესატყვისი საკუთარი თავის ხატ-სახე შევიქმნათ. შედეგად ეს
აყალიბებს ჩვენი მოქმედებების ფორმას. ყველა ამ მოქმედებას მხოლოდ ერთი
მიმართულება აქვს - შეინარჩუნოს არსებული ხატ-სახე. ჩვენი მოქმედებების
ეფექტურობა ცოტას თუ აღელვებს, უფრო იმაზე ვღელავთ, შევესაბამებით თუ არა
საკუთარ ხატ-სახეს, რომელშიც უკვე გაწერილია, თუ რას ნიშნავს „მე ბედნიერი ვარ“, ან
„მე კმაყოფილი ვარ“ და ა.შ. ამიტომ ამ სართულზე ვღებულობთ შეუსაბამობების
პრობლემას. ჩვენი ხატ-სახე ან მიიღება გარესამყაროს მიერ და მაშინ კმაყოფილები
ვართ, ან არა, რასაც მივყავართ სოციალური სტატუსისთვის გამუდმებულ ბრძოლამდე –
„მე პატივსაცემი ვარ“, „მე ხალხს ვუყვარვარ“ და ა.შ.

სამი ქვედა ჩაკრა ფიზიკურ დონეს ქმნის. თუკი ადამიანს მისი მდგომარეობა სოციუმში
ასე თუ ისე აკმაყოფილებს, დაკმაყოფილებულია სექსუალურად და მას არ ემუქრება
საფრთხე, იგი გადადის შემდეგ დონეზე, რომელსაც შემოქმედებითი ეწოდება. ეს დონე
შეესატყვისება ორ შემდეგ ჩაკრას - ანაჰატას და ვიშუდჰას.

ამ დონეზე ადამიანი იწყებს თავისი ინტერესების რეალიზაციას შემოქმედების


მეშვეობით. მაგია, ფსიქოლოგია და სხვა გონებრივი სისტემები სწორედ ამ
შემოქმედებითი დონის ნაწილს წარმოადგენენ.

ანაჰატას სართული გრძნობებს მოიცავს. მუსიკა, ფერწერა, მოგზაურობა - ყველაფერი,


რაც ჩვენში რაღაც ემოციებს იწვევს, წარმოადგენს ჩვენს მმართველ სტიმულებს,
რომლებიც ჩვენზე ანაჰატა ჩაკრას მეშვეობით ზემოქმედებენ. ბევრი მაგიური ტექნიკა
ასევე იწვევს სხვადასხვა გრძნობებს, და ადამიანი ხშირად ისწრაფვის, რომ ერთგვარ
ჰარმონიას მიაღწიოს ამის მეშვეობით.

ვიშუდჰა ჩაკრა ესაა აზრები, ინტელექტი. ჩვენი სამყაროს სურათი სწორედ აქაა
ჩაწერილი, და ამ სართულზე ჩვენ გვაღელვებს ის, თუ როგორ ვხედავთ სამყაროს და რას
ვფიქრობთ მასზე. ძალიან ხშირად მაგიაში სწორედ იმ მიზეზით მოდიან, რომ თავიანთი
სამყაროს სურათის შეცვლა სურთ. მსგავსი ცვლილებები არცთუ იშვიათად იწვევენ
ცვლილებებს ცხოვრებაში.

141
შემდეგი დონე, რომელიც წინა ორ ჩაკრას ფარავს, ღვთაებრივი დონეა, აჯნა ჩაკრა - ჩვენი
ქვეცნობიერი, ან არაცნობიერი. იქ ინახება გაუცნობიერებელი ინფორმაცია ჩვენ შესახებ,
იქნება ეს წარსული ინკარნაციები, თუ ჩვენი ცნობიერების მიერ არაცნობიერში
განდევნილი ქცევის პროგრამები.

საჰასრარა ჩაკრა შეესაბამება ჩვენს ღვთაებრივ ბუნებას, ან როგორც ჩვენ ვამბობთ, სულს.
ძალას, რომელმაც წარმოგვშვა. ღვთაებრივი დონე მიუწვდომელია ჩვენი
ცნობიერებისთვის, რადგანაც ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის მძლავრი დამცავი
მექანიზმები დევს, რომლებიც ჩვენს პიროვნებას ქვეცნობიერის შემოჭრისგან იცავს. ამ
დაცვის ყველანაირი გატეხვა მოუმზადებელ ადამიანებში ძლიერ ფსიქიკურ
აშლილობებს იწვევდა. საკუთარი ღვთაებრივი დონის შედარებით უსაფრთხოდ
შეცნობის ერთადერთი საშუალება ესაა ფიზიკური და შემოქმედებითი დონეების
დამუშავება.

თუკი დააკვირდებით თქვენს ხუთ სართულს და გააანალიზებთ, როგორ მოძრაობს


მათში ენერგია, მაშინ დაინახავთ, რომ ეს ყველა სართული არაა სინქრონიზებული,
არამედ „თავისთვის“ მოქმედებენ. დასვით საკუთარ თავთან კითხვა ყოველი
სართულისთვის და ყურადღება მიაქციეთ მოტივს.

- რისთვის ვინარჩუნებ სიცოცხლეს? რატომ ვიბრძვი ცხოვრების გაგრძელებისთვის?

როგორც წესი, ადამიანს არ აქვს გადარჩენის მოტივი. იგი ამას აკეთებს იმიტომ, რომ
სიკვდილი არ უნდა. ასეთი ადამიანები ამბობენ: „მე ვცხოვრობ იმიტომ, რომ დავიბადე“.
ზოგიერთს ისეთი ცხოვრება აქვს, რომ სიკვდილი ურჩევნია, მაგრამ მაინც იბრძვის
სიცოცხლისთვის. იგი ამბობს: „ეს ჩემი ნეხვია და მე მისთვის ვიბრძოლებ“. მაგრამ
როგორც კი დაუსვამთ კითხვას: „რისთვის? რისი სახელით?“ - და ადამიანი შეშდება.

შემდეგ. სურვილები. ის, რაც მე მინდა.

- რას მივყვები ჩემი სურვილების დაკმაყოფილებით? რატომ მინდა სახელდობრ ეს?

როგორც წესი, ადამიანს ეს არ აღელვებს. იგი ბავშვს ჰგავს, რომელსაც კანფეტი უნდა,
მაგრამ ვერ ხსნის, რატომ უნდა. თუკი თქვენს სურვილებს მიადევნებთ თვალყურს,
შოკში ჩავარდებით. თქვენი სურვილების თითქმის 99% თქვენი კი არა (!!!), გარედან
მოსული სურვილებია. ეს სხვებს აქვთ, და ეს ნიშნავს, რომ მეც მინდა.

სოციუმიც ასევე აყენებს თავის პირობებს. უნდა იყო წარმატებული, მდიდარი და


ბედნიერი. უფრო მეტიც, ის არა მხოლოდ გვიწერს მიზნებს, არამედ გვაჩვენებს კიდეც,
„როგორ“ მივაღწიოთ მათ. მიიღე განათლება, შემდეგ აიწყვე კარიერა, დააგროვე
სიმდიდრე, რაც შეიძლება მეტი, უფრო მეტი... და კვლავ კითხვა:

142
- რისი სახელით მინდა, რომ ასეთი ვიყო? რატომ მინდა სწორედ ასეთი ხატ-სახე?

პასუხი კვლავაც არ მოვა. და ყველაზე საშინელი ის კი არაა, რომ ჩვენ არ ვიცით ჩვენი
ფიზიკური დონის სურვილთა მოტივები, არამედ ის, რომ მათი დაკმაყოფილების გზები
ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. გადარჩენა ერთისთვის მინდა, სურვილი მეორესი
მაქვს და მესამესთვის ვმოქმედებ. თუკი ასეთი განლაგება გაქვთ, მაშინ საფრთხეში
ხართ, რადგანაც არანაირი განვითარება არ ხდება. საქმეთა ამგვარი ვითარება მაგონებს
იგავს - „Лебед, рак и шука”. როგორც გახსოვთ, მათ არაფერი გამოუვიდათ.

შემოქმედებითი დონის კონტროლი და რაიმე მიმართულებით წარმართვა პრინციპში


ცოტას თუ შეუძლია. ბევრ თქვენგანს შეუძლია იტრაბახოს, რომ საკუთარ გრძნობებს და
აზრებს მართავს? ეს მხოლოდ თავდაუზოგავ პრაქტიკოსებს გამოსდით. და აი, გამოდის,
რომ ჩვენში ეს დონეც არაა სინქრონიზებული. ამ ჩაკრების მმართველი ვექტორებიც
სხვადასხვა მიმართულებით მიდიან (იხ. სურ. 2).

ღვთაებრივი დონე კი ჩვენთვის მიუწვდომელია. მაშ, რა ვქნათ? საკუთარი თავის


წესრიგში მოყვანაა სწორედ ის, რასაც „ვერტიკალურ ნებას“ ვუწოდებთ. მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუკი მთელ ენერგიას ცხოვრების ერთი საზრისის კალაპოტში
მივმართავთ, ადამიანს აქვს შანსი, რომ მიზანს მიაღწიოს. და ეს მიზანი სწორი უნდა
143
იყოს. მაგრამ რას ნიშნავს სწორი? იქნებ სწორია ის, რაც წინაპრებმა გვიანდერძეს? ან
სწორია რაღაც სოციუმისა და მორალის პოზიციიდან? იქნებ რელიგია, ან მაგია
გვეუბნება, რა არის სწორი? არა. ერთადერთი სწორი იმპულსი სულის იმპულსია. ეს
იმპულსი ყოველ სართულზეა, ყოველ დონეზეა, და მისი პოვნა ყველა ადამიანს
შეუძლია. გახსოვთ კასტანედასთან, როცა დონ ხუანი გულის გზას ხსნის? კარლოსი
ეკითხებოდა, როგორ გავიგოთ, არის თუ არა გზა, რომლითაც მივდივართ, გულის გზა?
დონ ხუანმა უპასუხა, რომ ყველას შეუძლია ამის გაგება. საკმარისია, რომ მხოლოდ
ვკითხოთ საკუთარ თავს ჩვენს გულში. ანუ გულწრფელები ვიყოთ საკუთარი თავის
მიმართ, გულწრფელად დავსვათ კითხვა. პასუხი მოვა. მხოლოდ ძიებაა საჭირო.

და რაც არ უნდა მოისმინოთ, უნდა გაიგოთ, რომ ჭეშმარიტ ბედნიერებას მხოლოდ ამ


პასუხის მიყოლა მოგიტანთ. ამასთან, ბევრისთვის ეს სრულიად ჩვეულებრივი რამეებია:
ოჯახი, ბავშვები, პიროვნების სხვადასხვა თვისებები. ყველამ იცის, რაა მისთვის
მართალი, მაგრამ ყველას არ ეყოფა სიმამაცე, რომ გულის ხმას გაჰყვეს. სწორედ
ვერტიკალური ნებაა ამ სიმამაცის მოპოვების საშუალება.

საკუთარი თავისთვის სწორის განსაზღვრის შემდეგ მაგი იწყებს თავისი ნების წვრთნას
ყოველ „სართულზე“. აცნობიერებს რა სხეულს, სურვილებს, მოქმედებებს, გრძნობებს
და აზრებს, მაგი კონტროლს მოიპოვებს მათზე, და როგორც შედეგი იღებს
ძალაუფლებას, რომ წარმართოს ისინი იმ მიმართულებით, საითაც სურს. ამასთან, ნების
სივრცეში არ არსებობს სურვილები ჩვენთვის ჩვეული გაგებით. ამას უკვე განზრახვა
ეწოდება, რაც შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც არნდომის გარეშე ნდომის უნარი.

ამგვარად, ადამიანის ყველა სართული სინქრონიზებული ხდება სულთან


შესატყვისობაში, და ენერგიის მოძრაობა ასე გამოიყურება: „მე ვცოცხლობ სულის
სახელით, ყველაზე მეტად სულამდე მიღწევა მინდა, ყველა ჩემი ქმედება სულის
მიღწევისკენაა მიმართული, ჩემი გრძნობები სულისადმია მიძღვნილი და ყველა ჩემი
აზრი მხოლოდ მას ეხება“.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთელ ენერგიას ჩვენი ჭეშმარიტი ბუნების რეალიზაციისკენ
მივმართავთ, ვღებულობთ შანსს, რომ დავიმსახუროთ ღვთაებრივი დონის დაშვება
ჩვენს სამყაროში. ის დამცავი სისტემა, რომელიც ჩვენი შიშებითაა წარმოდგენილი,
ინგრევა არა ქვემოდან ზემოთ, არამედ ზემოდან ქვემოთ. სული ეშვება თქვენში,
ევოლუციის ვექტორად, და ამით მენტალურ საყრდენს ქმნის.

საყრდენები ეს ჩვენი სართულების ვექტორებია. წარმოიდგინეთ სკამი ფეხებზე. თუ


ფეხები სინქრონიზებული არაა და თანაბრად არ ინაწილებენ დატვირთვას, სკამი
მდგრადი ვერ იქნება და შეიძლება გადაყირავდეს. ვერტიკალური ნების წყალობით
ჩვენი ენერგიების სინქრონიზაციას ვახდენთ ერთი მიზნით.
144
ძველ დროში ადამიანს ხშირად ხატავდნენ ცხენზე ამხედრებულს. ცხენი - ესაა სხეული
(სამი ქვედა ჩაკრა). მხედარი - ესაა ცნობიერება (სამი ზედა ჩაკრა). უნაგირი - ესაა ის, რაც
აკავშირებს ცნობიერებას და სხეულს - გრძნობითი სფერო (ანაჰატა ჩაკრა). და იმისთვის,
რომ მხედარს შეეძლოს ნორმალური მოგზაურობა, იგი ერთიანი უნდა იყოს ცხენთან. ამ
ერთიანობას სამი საყრდენი ეწოდება (სურ. 3).

სამი ქვედა ჩაკრა ქმნის ქვედა, ანუ ფიზიკურ საყრდენს. თუ სხეული, მოქმედებები და
სურვილები ერთიანია, ისინი ქმნიან ფიზიკურ საყრდენს, გამოსახულს სურათზე ქვედა
სამკუთხედით. ასეთი ადამიანები შეგვიძლია ვიპოვოთ პროფესიონალ სპორტსმენებს
შორის. წარმოიდგინეთ რომელიმე ბოქსიორი, რომლის ოცნებაც მსოფლიოს
ჩემპიონობაა. იგი სხეულს თავისი ოცნების გამო ავარჯიშებს, მხოლოდ ჩემპიონობა
სურს, და ყველა მისი ქმედება აქეთკენაა მიმართული. ეს ადამიანები ძალზე ძლიერნი
არიან ქვემოთ.

სამი ზედა ჩაკრა ქმნის ზედა, ანუ მენტალურ საყრდენს. ამ საყრდენის არსებობა
შესაძლებელია მაშინ, როდესაც ადამიანი თავისი ცნობიერებით გამუდმებით გრძნობს
თავის სულს. სულის გაცნობიერებული თანმყოფობა აძლევს ადამიანს შეგრძნებას,
თითქოს თავად ღმერთი იმყოფება იქვე. ამ მდგომარეობაში ადამიანის გატეხვა
სრულიად შეუძლებელია, მაგრამ ყოველი, ვინც მას ხვდება, სიკვდილთან
შესახვედრადაც კი გაჰყვება მას. მას ხომ ღმერთი ყავს საყრდენად. ასეთი ადამიანის
მაგალითად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ინდოელი წმინდანი – რამანა მაჰარში. მას არ
გააჩნდა არანაირი ქვედა საყრდენი. მისი სხეული ავადმყოფი და მოუხეშავი იყო, მაგრამ
მისი ცნობიერება... როგორც ამბობენ, მის გვერდით გონება თავად იძირებოდა

145
მდუმარებაში. თავად მას კი თავის ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია და გამუდმებით
იმყოფებოდა თავის ჭეშმარიტ, უმაღლეს ბუნებაში. ახალგაზრდობაში, გასხივოსნების
შემდეგ, იგი მთაში დაჯდა სამედიტაციოდ. მხოლოდ სულზე საყრდენის წყალობით,
სიტუაცია ისე მოეწყო, რომ მის გარშემო მთელი ქალაქი ააშენეს.

მაგრამ არსებობს ასევე მესამე საყრდენიც, შუა, ანუ ემოციური, საყრდენი გრძნობებზე.
გრძნობებს თავისთავად არ გააჩნიათ საყრდენი, მაგრამ მათ გააჩნიათ იგი ან სხეულში
(თავს ვგრძნობ ისე, როგორც ვგრძნობ ფიზიკურად), ან ცნობიერებაში (აზრები
წარმოშობენ გრძნობებს).

ადამიანებს ქვედა და ზედა საყრდენით, ანაჰატაზე უფორმირდებათ მესამე საყრდენი,


რომელიც გამოიყურება, როგორც ორი ერთმანეთზე დადებული სამკუთხედი. ეს
სიმბოლო განასახიერებს ჰარმონიულ ადამიანს. ცნობიერება მეგობრობს სხეულთან,
სხეული კი - ცნობიერებასთან. თუმცაღა თავდაპირველად ემოციები ქვედა საყრდენს
უნდა დაეყრდნონ, რადგანაც უნაგირი ცხენზეა მიმაგრებული და არა მხედარზე.

საქმე იმაშია, რომ თუ ზემოთ არაა მენტალური საყრდენი გაერთიანებული ცნობიერის,


ქვეცნობიერისა და სულის სახით, ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ იმას, რაც გაგვაჩნია. ესაა
მოაზროვნე ცნობიერება (ვიშუდჰა). ბევრი ადამიანი ძალიან ჭკვიანია და ძალიან
განვითარებული ინტელექტი გააჩნიათ. თუმცაღა რაიმე სტრესულ სიტუაციაში ისინი
ეყრდნობიან აზრებს, სიტყვებს თავში, ისინი კი საიმედონი არ არიან. როგორც დონ
ხუანი ამბობდა: „ამაშია სიტყვების საპირისპირო მხარე. ისინი გვაიძულებენ, რომ თავი
დაცულად ვიგრძნოთ, მაგრამ როცა სამყარო თავი ხახას დააფჩენს, ისინი მაშინვე
გვღალატობენ. ამიტომ მეომარი მოქმედებას ამჯობინებს და არა ლაპარაკს“.

აი, რატომ ხდება ევოლუცია ქვემოდან ზემოთ. ძლიერი ინტლექტი კარგია, მაგრამ თუ
ნება არ გაჩნია, ასეთი ადამიანი უბრალოდ „ტვინიკოსია“, რომელიც ყველას აღიზიანებს.

ამ პირობას ბევრი არ ითვალისწინებს, როდესაც მაგიაში მიდის. მხოლოდ


შემოქმედებითი დონის განვითარებით, მათ არ შეუძლიათ ზედა საყრდენის აწყობა, და
როდესაც ქვემოთ პრობლემები იწყება, უცებ აღმოჩნდება, რომ მთელი მათი ცოდნა
მაგიაში არაფერი ღირს, რადგანაც სიტყვებს საყრდენის გარეშე ძალა არ გააჩნია.

ამიტომ ადამიანს ძლიერი ქვედა საყრდენი უნდა ჰქონდეს. უფრო მეტიც, ვერტიკალური
ნების ვარჯიში ქვემოდან უნდა დავიწყოთ. მე 10 წლის განმავლობაში ვავითარებდი
ცნობიერებას და ამ დასკვნამდე მივედი. გამოიყენეთ ჩემი გამოცდილება და
თავდაპირველად მხოლოდ ქვედა სართულები ავარჯიშეთ. რადგანაც თუკი მათში
ნაპრალია, ნუღარ გაგიკვირდებათ, თუ კონსტრუქცია ერთხელაც ჩამოიშლება.

146
პიროვნების ყოველი სართულის ფორმირების შესახებ მე სხვა წიგნში დავწერ. ამჟამად
ვთვლი, რომ არ მაქვს ამაზე საუბრის უფლება, რადგანაც თავადაც ნაპრალი მაქვს. ამ
წიგნით მხოლოდ მინდოდა მეჩვენებინა პრაქტიკული გზა მათთვის, ვინც სეფიროტული
მაგიის ბილიკით მიდის. გახსოვდეთ, რომ მაგიური პრაქტიკა ეს ამ სამყაროს რეალურ
ძალებთან მუშაობაა. მათ შეუძლიათ როგორც აგამაღლონ, ასევე – ტალახში ჩაგაგდონ.
თქვენი მუშაობის შედეგი დამოკიდებული ინება თქვენს ნებაზე. და დაე, იგი ზემოთ,
სულისკენ იყოს მიმართული.

ძალას და წარმატებას გისურვებთ თქვენს გზაზე.

147

You might also like